You are on page 1of 2

მოქმედი პირის ცხოვრებისეული მისიაა არა საზოგადოებაში ინტეგრაცია, არამედ

საზოგადოებისა და საერთოდ სინამდვილის უარყოფა, მისი ჩანაცვლება სუბიექტური,


წარმოსახვითი სინამდვილით; XX საუკუნეში კი იწერება განვითარების რომანის პაროდიები.
განვითარების ცნობილი რომანებია იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს ვილჰელმ მაისტერის
მოსწავლეობის წლები, გიუნთერ გრასის თუნუქის დოლი და ა.შ.

• სოციალური რომანი დაუპირისპირდა განვითარების რომანის ინდივიდუალისტურ


ტენდენციას. უოლტერ სკოტის ისტორიული რომანების მიბაძვით XIX საუკუნის რეალისტი
ავტორები (ონორე დე ბალზაკი, სტენდალი და სხვები) ცდილობდნენ თავიანთ ნაწარმოებში
ეჩვენებინათ თავიანთი ეპოქის საზოგადოების ფსიქოლოგიური და მორალური
მდგომარეობა.

• მოდერნისტული რომანი XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა. რეალისტური


რომანისგან იგი განირჩევა ვრცელი ფილოსოფიური განსჯებით (თომას მანის ესეისტური
რომანები), სიღრმისეული ფსიქოლოგიური ელემენტებითა (ჰერმან ჰესეს ფსიქოგრაფიული
პროზა) და ახალი თხრობითი ხერხების გამოყენებით (მონტაჟი, შინაგანი მონოლოგი,
ცნობიერების ნაკადი - მაგ. ჯეიმს ჯოისის ულისეში), რომელთა დანიშნულებაც მოქმედი
პირების სულიერი სამყაროს უშუალო გადმოცემაა. მოდერნისტულ რომანში ირღვევა
თანმიმდევრული თხრობის მოდელი, თავს იჩენს ცდა, დაუფარავად გადმოიცეს
თანამედროვე სამყაროს წინააღმდეგობრივი ხასიათი და უშინაარსობა. თხრობის
ტრადიციულ კონვენციებს კიდევ უფრო რადიკალურად უპირისპირდება ე.წ. ახალი რომანი
(Nouveau roman), რომელიც XX საუკუნის 50-იან წლების საფრანგეთში ჩამოყალიბდა (ალენ
რობ-გრიე, ნატალი საროტი და სხვ.). ახალ რომანში საერთოდ ქრება დროის, მოქმედი
პირისა და ლოგიკის კატეგორიები.

• პოსტმოდერნისტული რომანი უბრუნდება თხრობის ტრადიციულ ხერხებს, თუმცა


განსხვავებული მიზნებით იყენებს მას. პოსტმოდერნისტი ავტორები აცნობიერებენ, რომ
ნებისმიერი არსი (ცხოვრების, ნაწარმოების და ა.შ.) მხოლოდ ერთგვარი კონსტრუქციაა,
რომელსაც ყოველთვის შეიძლება ჩაენაცვლოს სხვა (ანუ მოეძებნოს ალტერნატივა). ამიტომ
ისინი არ ცდილობენ იმის ჩვენებას, რომ ცხოვრებას აზრი აქვს და სამყარო მთლიანი და
ჰარმონიულია, ისინი მხოლოდ ეთამაშებიან ამგვარ ხედვას. ამ თამაშის ყველაზე
გავრცელებული ხერხებია ციტატები, ინტერტექსტუალური მინიშნებები და ელემენტები
სხვა ტექსტებიდან. პოსტმოდერნისტული რომანები მრავალშრიანი წარმონაქმნებია,
რომელთაგან ერთი შრე საინტერესო და მარტივ სიუჟეტს გვთავაზობს, მეორე კი
ინტერტექსტობრივ მითითებათა რთულ ქსელს, რომელთა ამოცნობაც ინტელექტუალურ
მკითხველს დიდ სიამოვნებას გვრის. პოსტმოდერნისტული რომანების ყველაზე ცნობილი
ავტორები არიან უმბერტო ეკო, პატრიკ ზიუსკინდი და პოლ ოსტერი.

ნარატიული ტექსტის ანალიზის პრინციპები

ტრადიციულად ლიტერატურათმცოდნეობაში გამოიყოფა სამი ლიტერატურული გვარი:


პოეზია (ლირიკა), დრამა და პროზა (ეპიკა). პოეტური და დრამატული ტექსტებისგან
განსხვავებით ნარატიული (ეპიკური, პროზაული) ტექსტების მთავარი თავისებურებაა
მოქმედება, ე.ი. ერთი მდგომარეობის გადასხვლა მეორეში, მეორისა - მესამეში და ა.შ..
მოქმედება დაკავშირებულია დროის სვლასთან. ნარატიული ტექსტების მეორე
მნიშვნელოვანი ელემენტია მთხრობელი, ფიქტიური ინსტანცია, რომელიც გვიამბობს
მხატვრულ სამყაროში მომხდარ ამბავს. მთხრობელი როგორც თხრობის სუბიექტი
არასდროსაა იდენტური ავტორთან. იგი შიდალიტერატურული კომუნიკაციის ნაწილია.
ნარატიული ტექსტის კომუნიკაციური მოდელი ორშრიანია:

ავტორი → ტექსტი →
მკითხველი

თხრობის პროცესში მთხრობლის მონაწილეობის ხარისხის მიხედვით ნარატოლოგიაში


(თხრობის თეორიაში) განარჩევენ თხრობის სამ სიტუაციას : აუქტორულს, პერსონალურსა
და აქტორულს. თხრობის აუქტორულ სიტუაციაში მთხრობელი ყოვლისმცოდნეა. მან იცის
თითოეული მოქმედი პირის ფიქრები და განცდები, იცის, რა მოხდა წარსულში და რა
მოხდება მომავალში. ამბავს იგი წარსულ დროში (რეტროსპექციულად) მოგვითხრობს,
მოქმედ პირთა აღსანიშნავად კი მესამე პირის ნაცვალსახელებს იყენებს. აუქტორული
მთხრობელი გარკვეულ დისტანციას იცავს მონათრხობის მიმართ, რაც კომენტარების,
ავტორისეული რემარკებისა და განსჯის სახით იჩენს თავს. თუმცა მას აგრეთვე ძალუძს,
საერთოდ გაუჩინარდეს მოქმედ პირთა დიალოგების მიღმა. დისტანცია ქრება თხრობის
პერსონალურ სიტუაციაში, სადაც მთხრობლის ნაცვლად გვხვდება განმცდელი
(რეფლექტორი). მოთხრობილია მხოლოდ ის, რასაც ერთ-ერთი მოქმედი პირი აღიქვამს და
განიცდის. იქმნება უშუალობის შთაბეჭდილება, რადგან მკითხველი თავს მოქმედ პირთან
აიგივებს. აუქტორულის მსგავსად თხრობის პერსონალურ სიტუაციაშიც დომინირებს მესამე
პირის ნაცვალსახელი და წარსული დრო. მაგ. წინადადებაში ”მან ფანჯრიდან გაიხედა.
გარეთ თოვლი იდო.” მხოლოდ სიტყვა ‚გარეთ‘ მიანიშნებს თხრობის პერსონალურ
სიტუაციაზე. და ბოლოს, თხრობის აქტორულ სიტუაციაში მთხრობელი იდენტურია მოქმედ
პირთან. იგი პირველ პირში (რეტროსპექციულად) მოგვითხრობს ამბავს, რომელიც თავად
გადახდა წარსულში. მისი აღქმა შეზღუდულია, მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია სხვა
მოქმედ პირთა აზრებისა და განცდების გადმოცემა, თუ ისინი თავად უამბობენ ამის შესახებ.

You might also like