You are on page 1of 2

სოფოკლე „ოიდიპოს მეფე“

ანოტაცია

ნებისმიერი სახის ნაწარმოები, მაშინ არის გენიალური, თუ ის ყველა დროს


ერგება და მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელი გვაშორებს მისი შექმნიდან,
თანამედროვე პერიოდამდე არის აქტუალური. სწორედ ნაწარმოებთა ასეთ
კატეგორიას მიეკუთვნება, სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“.
საზარელი წინასწარმეტყველება, რომელიც მშობლის მკვლელობასა და
დედასთან ქორწინებას გულისხმობდა, ახდენილია. თებეს მეფე ოიდიპოსია ის, ვინც
მშობელი მამა ლაიოსი მოკლა და მშობელი დედა იოსკატე შეირთო ცოლად. მწარე
სიმართლის შეტყობის შემდეგ, იოკასტე თვითმკვლელობიტ ასრულებს სიცოცხლეს.
ოიდიპოსს მიუხედავად იმისა, რომ გაუთვითცნობიერებლად აქვს ჩადენილი
დანაშაული, იღებს საკუთარ ტავზე პასუხისმგებლობას და თვალებს დაითხრის.
პიესა იწყება უკვე მომხდარი ტრაგედიის საფუძველზე და თანდათან ხდება
კვანძის გახსნა. ძირითადი მოქმედება მიმდინარეობს თებელ მეფეთა სასახლის წინ.
იოდიპოსი თებელთა ახალი მეფეა. ლაიოსის სიკვდილის შემდეგ, ტახტზე ის
დასვეს.მან ცოლად შეირთო ლაიოსის მეუღლე იოკასტე. მოქმედება იწყება
იოდიპოსის ძიებით, თუ ვინ მოკლა მეფე ლაიოსი. სწორედ ამ ძიების შედეგზეა
დამოკიდებული სახელმწიფოს ბედი, რომელსაც ავბედითი დრო დასდგომია, შავი
ჭირი დავრცელდა და ხალხი იხოცება. თებელებს წინასწარმეტყვემა დელფოს
ორაკულმა, რომლესაც საშველად და რჩევის საკითხავად მიმართეს, ლაიოსის
მკვლელის გაძევება უბრძანა. ოიდიპოსი კვლევის შედეგად გაიგებს, რომ ლაიოსი
თავად მოუკლავს გზაზე, როცა იგი მცირე ამალით ეტლით მოდიოდა. იგებს იმასაც,
რომ ლაიოსის დაწყევლილი შვილი ყოფილა და მამას ტყეში ფეხებშეკრული
დაუტოვებია, რათა წყევლა არ აღსრულებულიყო, რადგან ნაწინასწარმეტყველები
იყო მამის მოკვლა და დედის ცოლად მოყვანა.მაგრამ მას მწყემსი გადაარჩენს და
როგორც შემდგომში ვხედავთ ოიდიპოსი მაინც ხდება მეფე, თავისდაუნებურად
კლავს ლაიოსს და ირთავს დედამისს ცოლად. ამ კვანძის გახსნის შემდეგ , იოკასტე
თავს იკლავს, ოიდიპოსი დაითხრის თვალებს და ტყეში გადაწყვეტს წასვლას, რათა
საკუთარი თავი ასე დაისაჯოს.
ტრაგედია სრულდება ერთი შეხედვით, თითქოსდა სამართლიანად.
ოიდიპოსი ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და მიდისკითერონის უდაბურ მთაზე.
პიესაში კარგად ჩანს პიროვნების შინაგანი სიძლიერე, მაგრამ აღმოჩნდება რომ
ბედისწერამ რაც არგუნა, ვერ გაექცევა. დაუნდობელია ბედისწერა, რაც უნდა ძლიერი
იყოს პიროვნება, განგების ძლიერებას ვერ სჯაბნის.
სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, პიესა რომელიც ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია
და არასოდეს მოკვდება. არისტოტელეს მიერ „ოიდიპოს მეფე“ შედევრად იყო
მიჩნეული და ასეც არის!

You might also like