You are on page 1of 3

ლო გაგრძელება-განვითარებად მიაჩნდა.

ერთი მხრივ, ამას უდასტურებდა


წმინდა ნინოს ჯვარი და, მეორე მხრივ, თეთრი გიორგის კულტი.
ვაზისაგან გამოჭრილ და ქალის თმით შეკრულ ჯვარს აღიქვამდა წარმარ-
თობისა და ქრისტიანობის კავშირად. თეთრი გიორგის დღესასწაული კი დიო-
ნისური ზეიმის ნაირსახეობად ესახებოდა.
თუ ყველაფერს ზემორე თქმულს თავს მოვუყრიდით, კარდუს შინასახეს
დავინახავდით ისე, როგორც ეს გრიგოლ რობაქიძეს წარმოუდგენია.
ქართველისათვის არსებობა-ყოფიერება ლხენაა, ზეიმია, ხალისია. მისი
დევიზია: გაახარე – გაიხარე. მისთვის მზე და ღმერთი ერთი და იგივეა. მზე კი
სიცოცხლის, ბედნიერების, სიხარულის წყაროა. ყოფიერება გასხივოსნებულია
და განათებული. მზეც და სიცოცხლეც მუდმივი წვაა, ოღონდ უფერფლო.
ხალხის სულიერი მეთაურიც (მღვდელი) და საერო ხელმძღვანელიც (ხელმწი-
ფე) მარად უნდა იწვოდეს, რომ თავადაც განიწმინდოს და ხალხიც გაწმინდოს.
ხელმწიფობა სიმართლეს უნდა ეფუძნებოდეს. სხვაგვარად ვერც მმართველი
იქნება მართალი და ვერც ხალხი. მართალი, წმინდა, ხალისიანი ხალხი თავნე-
ბობას არ უნდა ემორჩილებოდეს, თუ არ სურს დასჯილი იყოს. ამისათვის კი
აუცილებელია მარადიული სიფხიზლე, ღვიძილი. მუდმივი წვა და ქმედება.
ყოველი ადამიანის ამოცანაა –Überwindung des Unmöglichens (შეუძლებელის
დაძლევა).
გრიგოლ რობაქიძე, ბავშვივით, გულწრფელად იკვეხნიდა: «საუკუნეთა
მანძილზე ერთადერთი ავტორი მე ვარ, რომელიც აცნაურებს ქართველთა
«მსოფლხატს» (წერილი გიორგი გამყრელიძეს). ეს კვეხნა თავმოწონებად არ მი-
აჩნდა. «ყალბი თავმდაბლობა სრულიად უცხოა ჩემთვის» (წერილი ირაკლი
აბაშიძეს).
მაგრამ ეს მსოფლხატი იყო მითიური საქართველოს თაურარსი და არა ის-
ტორიულის. რაკი მიაჩნდა, რომ მითიური უფრო ნამდვილია, ვიდრე ისტორი-
ული, მის მხატვრულ ცნობიერებაში არსებობდა გამოგონილი საქართველო,
როგორც გამოგონილი კერპი კარდუ. გამომჟღავნდებოდა, გამოვლინდებოდა
თუ არა მითიური საქართველო ისტორიულში? ეს არავინ უწყოდა, მაგრამ გრი-
გოლ რობაქიძეს ამის დიდი სურვილი და წყურვილი ჰქონდა.
მარადიული დაბრუნება
მიხეილ ჯავახიშვილის «ჯაყოს ხიზნებმა» ყოველი მოაზროვნე ქართველი
მწარედ დააფიქრა. ბუნებრივია, გრიგოლ რობაქიძეც. მიხეილ ჯავახიშვილსა
და გრიგოლ რობაქიძეს ახლო მეგობრობა აკავშირებდათ. ამას ნათლად მოწ-
მობს მათი მიმოწერაც («ლიტერატურული საქართველო», 1988წ. _34). უახლო-
ეს ადამიანად თვლიდა. «ერთგული მეგობარი იყო ჩემი». მიხეილ ჯავახიშვი-
ლის ნიჭიერებასაც დიდად აფასებდა. «არც ერთი მწერლის ნიჭს არ ჰქონია
საქართველოში ისეთი გასავალი, როგორიც ჰქონდა ჯავახიშვილს. არც ერთი
ქართველი მწერალი არ თარგმნილა იმდენ უცხო ენაზე, როგორც იგი».მიხეილ ჯავახიშვილი
მონაწილე იყო გენერალ კოტე აფხაზის მოწყობი-
ლი შეთქმულებისაც და 1924 წლის აგვისტოს აჯანყების სამზადისისაც. ასეთმა
მებრძოლმა და შეუპოვარმა კაცმა დაწერა «ჯაყოს ხიზნები», სადაც, თეიმურაზ
ხევისთავის სახით, თავზარდამცემად ცნაურდება საქართველოს უძლურება.
სამართლიანად აღიქვეს ჯაყო ბოლშევიზმის სახედ როგორც, აქ,
საქართველოში, ისე უცხოეთში, ქართველ ემიგრანტთა წრეში. ეს გულს უკ-
ლავდა გრიგოლ რობაქიძეს.
«დავუშვათ ერთი წუთით: ჯაყო ტიპიური განსხეულებაა ბოლშევიკისა.
რა სურათი გადაგვეშლება წინ? გავიხსენოთ სამკუთხედი: თეიმურაზ, მარგო,
ჯაყო. ეს სამკუთხედი, ასე ვთქვათ, «კონტექსტია» სამივესათვის, გარეშე რომ-
ლისა არც ერთი მათგანი არ სუნთქავს რომანში. რას მივიღებთ? თუ ჯაყო ტი-
პიური განსხეულებაა ბოლშევიზმისა, მაშინ თეიმურაზ ამგვარივე განსხეულე-
ბა ყოფილა ქართული მამულისა და მარგო ქართული დედულისა. სურათი
შემზარავი! დანებდა ქართული დედული ბოლშევიზმს და სხეულის სიუხვით
გადაეშალა მას? შეურიგდა ბედს ქართული მამული დაბეჩავებული? კითხვა
თავისთავად იბადება თუ: თუ «იმ» აზრს გავიზიარებთ» («მიხეილ ჯავახიშვი-
ლი»).
გრიგოლ რობაქიძეს ამის დაჯერება არ უნდოდა. თუმცა ჯაყოს ცინიზმს
მტკიცედ გაედგა ფესვი საქართველოში. ამის გამოძახილი «გრაალის მცველ-
ნშიც» ისმის. ავალა, კოსტა, ლევან ორბელი გრაალზე საუბრობენ. ლევანი წამო-
იძახებს – სადა ხარ, თასო? იქვე ბიჭ-ბუჭები დგანან. სიცილ-ხითხით მიაძახე-
ბენ ლევანს – პიტნავას დუქანში. ის, რაც ჯერ კიდევ დავით გურამიშვილს ზა-
რავდა – «დადედლებულნი შიშთაგან აღარ ვარგოდნენ მამლადა» – რეალურ
ხიფათად გადაქცეულიყო.
გადედლება, ვაჟურისა და ქალურის რღვევა მარტო ქართული პრობლემა
აღარ იყო. სენი მთელ მსოფლიოს ედებოდა და ავადმყოფურის, პათოლოგიუ-
რის გამარჯვების ტენდეცია აშკარად ჩანდა. შეწუხებული გრიგოლ რობაქიძე,
1931 წლის 11 დეკემბერს გერმანიიდან, მიხეილ ჯავახიშვილს წერდა: «აქ დიდი
კრიზისია: მდგომარეობა თანდათან უარესდება. განსაკუთრებით ლიტერატუ-
რულ ფრონტზე. ჯერ ერთი: ამერიკანიზმი სპობს ნამდვილ ლიტარატურას. პა-
უზა არ არის, რომ გულდასმით რაიმე იგზნო. გამეფდა მსუბუქი ლიტერატუ-
რა, დაძინების წინ წასაკითხი – ან და მოდუნებული სქესის გამაღიზიანებელი.
კრიტიკა თანდათან ჰქრება, რჩება მხოლოდ რეკლამა... ნურავინ იფიქრებს, რომ
ევროპის სარბიელზე გასვლა (ამჟამად) მწერლისათვის მაინცა და მაინც სახარ-
ბიელო იყოს. მშობელი მიწა და მისი თბილი წიაღი ყველაფერია. ჩვენში მიწას
ჯერ კიდევ აქვს ჯიქანი. ჩვენში წიაღი უშრეტია».
ნამდვილი ვაჟურის, ნამდვილი ქალურის მონატრება ყველგან მძაფრად
იგრძნობოდა. ევროპაში ამ ნატვრის ნიადაგი ფრიდრიხ ნიცშეს მიერ დიდიხა-
ნია შემზადებული იყო. გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაშიც ეს ნატვრა დაინა-
ხეს. ალბათ, ამან განაპირობა მისი თხზულებებით დაინტერესება და გატაცება.
უკვე 1933 წელს, ჟურნალის – «ეხო დერ ცაიტ» – , მეორე რვეულში გაკვირვებუ-ლი წერდნენ – «ეს
არ არის ჩვეულებრივი ამბავი: პოეტი, რომელსაც გერმანელი
მკითხველი მხოლოდ ორი თხზულებით იცნობს, მაშინვე გენიად გამოეცხა-
დებინოთ».
თუმცა ეს მოულოდნელად არ მიაჩნდათ, რადგან «რობაქიძე კავკასიიდან
წარმომავლობს. მისი მამა-პაპანი კავკასიელი გველისმგეშავნი იყვნენ. მისი
წიგნების საგნობრივი შინაარსი კავკასიური სამყაროდან, ძველი კოლხური სამ-
ყაროდან მომდინარეობს. ამ წიგნებში (ლაპარაკია «გველის პერანგზე» და «მე-
გიზე» – ა. ბ.) აწმყო და წარსული ერთნაირი პერსპექტივით არის აღწერილი.
დიდი პოეტის პერსპექტივით, რომელიც პირვანდელურამდე უნდა ამაღლდეს,
რათა არსებითი შეიცნოს. შეუძლებელია ამ წიგნების სულიერი ღირებულება
სიტყვით შემოსო. ისინი უნდა წაიკითხო, ავტორით მოჯადოვდე, მაგიური აღ-
მოსავლეთის ზღაპრული სამყარო რომ იხილო.
ბაბილონის დაბოლოებებში, იმ დროს, როცა ბიბლია იქმნებოდა, დაიბა-
და მითიური ეპოსი, რომელმაც ათასწლეულებში განსაზღვრა აღმოსავლეთის
ხალხების სულიერი ჰაბიტუსი. გილგამეშის ლეგენდა. ძველი ბაბილონელების
მაგიური ჯადოქრული ფორმულაა მისი წარმომშობი. რობაქიძე აგრძელებს ამ
ეპოსს. თანამედროვე ტალავერში წარმოდგება ჩვენს წინ გილგამეშის აღე, აღე
ძველი სამყაროს მგეშავისა. რობაქიძე ფლობს პოეზიის უღრმეს საიდუმლოს –
სიტყვის მაგიას. სიტყვას, ინტონაციას მასთან აქვს დაგეშვის ძალა. იგი არის
გველის მგეშავი, რომელიც მყისვე ლიტერატურულად იწერს თავის საიდუმ-
ლო ჯადოსნურ ფორმულას. მისი წიგნების შინაგანი მისანი მკითხველს ისე
ხიბლავს, როგორც ძველი მაგის ჯადოქრული ფორმულა აქვავებდა გველს».

You might also like