You are on page 1of 14

გრიგოლ რობაქიძე

(1880—1962)
მისი სახელი ლეგენდად შემორჩა XX საუკუნის სიტყვიერების
ისტორიას, ოცდათორმეტი წელიწადი საკუთარი ცხოვრების
შემოქმედებითი და ინტელექტუალური სიმწიფის ხანა სამ-
შობლოსაგან შორს გაატარა, საქართველოზე ფიქრში, სიყვარულსა
და მონატრებაში დაღლილმა სულმა და სხეულმა მისმა...
ეს იყო პიროვნების არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულიერი
იზოლაციის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ ივსებოდა
სევდით წვეთ-წვეთად თუ წუთებად ნოსტალგიის მძიმე ფიალა.
ხოლო ქართველთათვის სათქმელ სიტყვას შემოქმედისას —
ლოგოსს, მხცოვანი და მარტოსული მესიტყვე მხოლოდ ფურცლებს
ანდობდა იმ იმედით, რომ სამერმისო საქართველოს მაინც
სცოდნოდა იმ ფიქრსა და ტკივილზე, რასაც მწერალი მუდამ
თან ატარებდა, მამულისაგან განშორებით ცხოვრებამისჯილი.
80
ასეც მოხდა, რამოდენიმე ათწლეული დასჭირდა იმას, რომ
გრიგოლ რობაქიძის ჩვეულ შეძახილს "ქართველნო" ადრესატამდე
მოეღწია. მხოლოდ ახლახან, სულ რამდენიმე წლის წინ
გაცხადდა ის დიდი ტკივილიც, ის უმნიშვნელოვანესი და უსაჭიროესი
ნაწილიც ქართული მწერლობისა, ის საოცარი სულიერი
კათარზისი თუ სულიერი მარტვილობაც, რაც გრიგოლ რობაქი-
ძემ გაიარა, როგორც მწერალმა და როგორც კაცმა. თურმე მუდამ
ერთ მთავარ საზრისზე ჰქონდა სწორება, თურმე მხოლოდ
"ქართული პატიოსნებით" ცხოვრობდა, თურმე ყოველთვის
ცდილობდა რაღაცნაირად დაუსწრებლად მაინც ყოფილიყო
ლიტერატურული საქართველოს სუნთქვის მსმენელი, ეგზავნა
მწერალთათვის პასუხგაუცემელი წერილები, ეწერა ლიტერატურულ
ცხოვრებაზე. აცრემლებულსა და აფორიაქებულს ეყურებინა
საგასტროლო ტურნეში მყოფი ქართველი მოცეკვავეებისათვის,
ხმაჩახშობილი და აკრძალული რადიოგადაცემებიდან
მიეწვდინა შორეული ხმა ქართველებისათვის. სულიერმა
და ფიზიკურმა მარტოობამ, არცთუ "ნახავერდებმა" ცხოვრების
გზამ, ბედისწერის ტკივილიანმა სიურპრიზებმა მწერალს
თავისი საქმე ვერ მოაშლევინა, ის წერდა და კვლავაც ბედისწერის
უცნაურობით თუ აიხსნება ისიც, რომ ალბათ დღესაც, სადმე
ევროპულ თუ ამერიკულ საცავებსა თუ კერძო ბიბლიოთეკებში
გაბნეულია გრიგოლ რობაქიძის რომელიმე ხელნაწერი,
რომელსაც ოდესღაც დაიბრუნებს მისი მემკვიდრე — ქართველი
მკითხველი. სწორედ ის ქართველი მკითხველი, რომელმაც თავისი
წინა თაობისაგან განსხვავებით, ერთ მშვენიერ დღეს არ
აღმოაჩინა, რომ XX საუკუნის (და არა მხოლოდ) ქართული
მწერლობის ისტორიას გალაკტიონთან, „ცისფერყანწელებ-
თან“, კონსტანტინე გამსახურდიასთან და მიხეილ ჯავახიშვილვთან
ერთად გრიგოლ რობაქიძეც ქმნიდა და ჩურჩულით ნათქვამი,
სამშობლოს მოღალატის სახელთან ასოცირებული მისი
სახელი, მაშინ, უკეთეს შემთხვევაში "გველის-პერანგის" დაფურცლულ-
აკრძალული, ნახევრად ხელით გადაწერილი ფურცლებიდან
არ გაიცნო ემოციისა და შთაბეჭდილების გამოხატვის
უფლებააყრილმა...
"ქართველთა კულტურა, ასე ინდივიდუალური და ეგზომ
უნივერსალური ქართველი ერის წიაღიდან უნდა აგრძელებდეს
თავის განვითარებას. წვდით ცოცხალ ფესვებს საქართველოისა:
მის გენიალურ ენას, მის უნივერსალურ მითოსს, მის ჰეროიკულ
თავგადასავალს... წვდით ამ ფესვებს და ფესვები არწივის
ფრთებად აგესხმით! და ამ გზით მოიპოვებთ თავისუფლებას.
81
"თავის-უფალი" — გესმით რა გულისხმიერი სიტყვაა? მარჯი საქართველოს,
თავის-თავის უფალს!" — აცხადებდა გრიგოლ რობაქიძე.
მისი რწმენაც სალოცავიც, ხატიც, მუდამ ქართული
სიტყვა იყო. "ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა
უღმრთოსა და გზათა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა
უსჯულოთასა არა დაჯდა!" ეს გაიხადა ცხოვრების აზრად,
თუმცა არ ჩაუცვამს ანაფორა (მამის სურვილისამებრ), უიმისოდ
განაგრძო ეკალბარდებზე სიარული, პოეზიის მხატვრული
სახეებით, მშობელი ერის განსადიდებლად" (გ. ჯიბლაძე)1. როგორც
ჩანს, განსაკუთრებულობის, გამორჩეულობის უპირატესობა
გრიგოლ რობაქიძეს ყმაწვილკაცობიდანვე დაანათლა
განგებამ — ჯერ კიდევ ქუთაისში (1895—900-იანი წლები) შეუმ-
ჩნევიათ ნიჭიერი სემინარიელი კიტა აბაშიძეს, აკაკი წერე-
თელს, ნიკო ნიკოლაძეს და გიორგი ზდანევიჩს — ამ ადამიანთა
ოდენ ყურადღებაც იმას მოწმობს, რომ გრიგოლ რობაქიძე იმ-
თავითვე სხვათაგან გამორჩეული ერუდიციის და აზროვნების
მქონე კაცი იყო. სწორედ ამ პიროვნებათა ძალისხმევით ჯერ
ტარტუს უნივერსიტეტში (იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა,
მაგრამ უსახსრობის გამო მალევე გარიცხეს), ხოლო შემდეგ
ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ ფაკულტეტზე
სწავლობდა, დამთავრების შემდეგაც, კიდევ რამოდენიმე ცნობილ
უნივერსიტეტში ისმენდა (მათ შორის კვლავ ტარტუშიც)
ლექციათა ციკლს და საბოლოოდ ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხით
დაუბრუნდა საქართველოს. ამდენად, გრიგოლ რობაქი-
ძემ თავისი ახალგაზრდობის თითქმის ათი წელიწადი ევროპის
ქალაქებში გაატარა და ამ ფაქტს შემთხვევით არ აღვნიშნავთ,
რადგან ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ პერიოდში და ამ დროიდან
დაიწყო მისი მსოფლმხედველობრივი, ესთეტიკური და ინტელექტუალური
სამყაროს ჩამოყალიბება. მისივე რამოდენიმე
თანამემამულის, თანამედროვისა და თანამოკალმის — პაოლო
იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის დაბოლოს,
კონსტანტინე გამსახურდიას მსგავსად, სწორედ საზღვარგარეთულ
უნივერსიტეტში სწავლამ და ცხოვრებამ, იქაურ
სამეცნიერო, ლიტერატურულ თუ შემოქმედებით ბიმონდთან
ურთიერთობამ იმოქმედა გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებითი
სტატუსის, ესთეტიკური არჩევანის და ლიტერატურული გემოვნების
ჩამოყალიბებაზე, თუ ამას დავუმატებთ იმ უწყვეტ და
უძლიერეს კავშირს, უფრო სწორად "მიჯაჭვულობას" ეროვნუ-
1 გ. რობაქიძე "ჩემთვის სიმართლე ყველაფერია" კრებული, თბილისი, 1996, გვ. 391.
82
ლი კულტურის ტრადიციებთან და შემოქმედებით გენთან, რომელიც
მწერალს დაბადებიდან სიკვდილამდე მუდამ თან სდევდა,
მკითხველის წინაშე წარმოდგება გრიგოლ რობაქიძის სულიერი
სამყარო და შემოქმედებითი სილუეტი.
ფიზიკურად კი... არც აქ აკლდა იმპოზანტურობა და შთამბეჭდაობა,
მთელი ქუთაისი ხაზგასმული ყურადღებით, სიმპა-
თიითა და ინტერესით ათვალიერებდა ათიანი წლების დასაწყისში
ქალაქში მოსეირნე მომხიბვლელ და ელეგანტურ კაცს,
ევროპულ მოდურ ტანსაცმელში გამოწყობილს, "ტროსტითა"
და დენდური მიხვრა-მოხვრით კიდევ ერთხელ რომ ამართლებდა
ლამაზ სხეულში ლამაზი სულის სახლობის ცნობილ ჭეშმარიტებას.
ყველამ იცოდა, რომ ეს ახალგაზრდა ფრიად საინტერესო
და მრავლისმთქმელ შეხვედრებს მართავდა, საჯარო
ლექციებს კითხულობდა (აკი ვერ დამალა კიდეც აღფრთოვანება
თავშეკავებული და სიტყვაძუნწი შეფასებებით ცნობილმა
აკაკი წერეთელმა, როდესაც გრიგოლ რობაქიძის ლექცია მოისმინა
ნიცშეანურ ფილოსოფიაზე და მისი სახით ზოგადად ქარ-
თველი იტელიგენციის მომავალი ისურვა) და ლექსებს წერდა.
დიახ, მაშინ გრიგოლ რობაქიძე პოეტი იყო, უფრო მართებულად,
მხოლოდ პოეტი, რადგან მისი პირველი ნაბიჯები მხატვრულ
აზროვნებაში პოეზიასთან თავდაპირველად მოკრძალებული
რევერანსით, ხოლო შემდეგ მიახლებით დაიწყო.
"მეობა მნათი იწვის ხვივით ალის ფოთლებში,
სახე შეცნობა იფლითება ცეცხლის ლანდებით,
ათას წელს იქით იქვე ვიყავ ხომ არეული,
დღეს მას გავცქერი, თავის თავის მე ორეული!
მაშინაც ასე მძვინვარებდა შუადღის ცეცხლი.
იყო სიჩუმე უყუჟესი და უმძიმესი...
ნუთუ ვიფიქრო, რომ საცადი ჩემი სიცოცხლე —
მოგონებაა დატვირთული მხოლოდ ვინმეში!
ფიქრების ტევრნი შორს—შორს მიჰქრიან:
ან თუ ეს ფიქრიც ოდეს ვინმეს გაუფიქრია?!"
ეს ლექსი გაზეთ "საქართველოში" 1917 წელს დაიბეჭდა
(284). ამ დროს გრიგოლ რობაქიძეს ქართველი მკითხველი უკვე
კარგად იცნობდა, თითქმის ხუთი წელი იგი ხშირად ახსენებდა
თავს საზოგადოებას ფრიად ორიგინალური მხატვრული მიმარ-
თულების, ფორმისა და მნიშვნელობის მქონე პოეტური ნააზრევით.
გრიგოლ რობაქიძე ევროპიდან დაბრუნებისთანავე ჩაება
მიმდინარე ლიტერატურულ პროცესში. როგორც ჩანს, ევროპულ
ლიტერატურულ მიმდინარეობათა თუ სკოლათა მიმართუ83
ლებებში უკვე საკმაოდ ღრმადგარკვეულმა მშვენივრად უწყოდა,
თუ რა გზაზე უნდა ევლო ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის
მომავალს, და რომ დგებოდა დრო, ევროპული და ქარ-
თული შემოქმედებითი აზროვნების გადაკვეთისა; სწორედ ამიტომ,
მისი ადრეული შემოქმედებითი ნაბიჯები მოდერნისტულ
განწყობილებათა ამსახველია. ჯერ კიდევ 1912—1913 წლებში
ქართველ სიმბოლისტთა უპირველეს ორგანოში "ოქროს ვერ-
ძში" აქტიურად თანამშრომლობდა, აქ დაიბეჭდა მისი უმშვენიერესი
თეთრი ლექსი "ფიორდების ასულს".
ვფიქრობთ, სწორედ ამ დროიდან იწყება გრიგოლ რობაქი-
ძისა და "ცისფერყანწელთა" აქტივის ახლო შემოქმედებითი და
პიროვნული ურთიერთობაც. გრიგოლ რობაქიძის ინტელექტუალური
საუბრები, მისი ლიტერატურული გემოვნება თუ შემოქმედებითი
არჩევანი, როგორც ჩანს, აღაფრთოვანებდა ახალგაზრდა
"ყანწელებს" და ისინიც თავიანთ სულიერ და შემოქმედებით
თანამოაზრედ მიიჩნევდნენ მას. გრიგოლ რობაქიძისაგან
ამგვარი მხარდაჭერა კი ძლიერი დასაყრდენის ტოლფასი
იყო ქართველი სიმბოლისტებისთვის, რომელთა თავზეც ამ
დროიდან ნელ-ნელა გროვდებოდა ლიტერატურული კრიტიკისა
და საზოგადოებრივი გაკიცხვის შავი ღრუბლები.
"მსმენია თანამემამულეთაგან: თქვენი შემოქმედება უცხოეთიდან
შემოტანილიაო, თითქოს ლიტერატურა საექსპორტოიმპორტო
საქონელი იყვეს!... საგნის ქცევა სიმბოლოდ ძალიან
ძნელია, კიდევ უფრო ძნელია, ამბავის ვლინება მითოსად" " ...
ავტორს ამ კონცეპტისა "ზიარება" მიუღია, "ზედაშე" ყოფილა
ევროპაც და ქართველი მიწაც. თვითონ "ზედაშში" ქართული
ელემენტი უფრო მეტი, ვიდრე ევროპიული; "ელემენტები",
პირველი უფრო ღრმა და მხვედრი, "ზიარება" თვითონ: სრულიად
განსაკუთრებული — წერდა გრიგოლ რობაქიძე წერილში "სა-
თავენი ჩემი შემოქმედებისა".
"ზღვა ირხევა, — ნაკეც-ნაკეც ათამაშებს ზვირთთა — ნავებს;
ზეგაწოლიდს ჩემს მაგარ ტანს არხევს, არწევს, აქა—ნავებს.
მზე ტანს იბანს, —
ცხელი თითით აგზნებს, მიშლის თმის და—ლალებს,
ტალღის ნელიპეშვით მკოცნის, უხცვად მაყრის სისხლის —
ლალებს.
ვერთვი თვლემას, —
ნელნელ თვალს ესიზმრება სიზმარ—ეთი
აღარ მახსოვს თუ ვინა ვარ, მზის თვალი თუ მზის ნაკვ-ეთი.
ტანს მეხვევა ვაჟი ვიღაც, ლაღი, შმაგი, უხვი ვრ—ცელი;
ტკბილი ვნებით იკეცება ჩვენი ქაფის სარე—ცელი..."
84
ეს ლექსი, სათაურით "სირენას სიმღერა" 1916 წელს დაიბეჭდა
ცნობილ და იმ დროისათვის საკმაოდ ორაზროვანი რეზონანსის
მქონე ალმანახ "ცისფერ ყანწებში", ქართველ სიმბოლისტთა
უპირველეს ორგანოში დაბეჭდილი ეს ლექსი სიმბოლისტური
მსოფლაღქმის კლასიკურ სახეს წარმოდგენს და ბუნებრივია,
ავტორისაგან პაოლო იაშვილის და მისი მეგობრებისადმი
გამოხატულ თანალმობასა და შემოქმედებით მეგობრობაზე
მეტყველებს.
ამის შემდეგ იწყება გრიგოლ რობაქიძის პოეზიის "ტრიუფალური
სვლა" "ცისფერყანწელთა" პერიოდიკაში: "სინეტი
ლოცვის" — ცისფერი ყანწებით" 2, "უაილდი პარიზში" — "მეოცნებე
ნიამორები" 1, "დიდი შუადღე" — "მეოცნებე ნიამორები" 2,
"ვასაკა" — "მეოცნებე ნიამორები" 3, "ვასილ კამენსკი" — "მეოცნებე
ნიამორები" 4, "ორი სონეტი" — "მეოცნებე ნიამორები" 5,
"რთველი" — "მეოცნებე ნიამორები" 6, "წმინდა ნინო" — "მეოცნებე
ნიამორები" 8, "ფრანგ პოეტებს" — "მშვილდოსანი" 1, "ამორ-
ძალი ლონდა" "მშვილდოსანი" 2 — "ამ მოდერნისტულ-მისტიკური
და ირაციონალური ლექსებით იღებოდა ქართველ მწერლობაში
ევროპული მოდერნიზმის კარები" (სერგი ჭილაია).
მართლაც, გრიგოლ რობაქიძე ქართველ შემოქმედთა იმ
უმცირესობას ეკუთვნოდა, რომელიც გვერდით დაუდგა ქარ-
თველ სიმბოლისტებს და მათი სულისკვეთება გაითავისა: "ის
ახალგაზრდები, რომელთაც თავისი ახალი სიმღერით დაარ-
ღვიეს ქუთაისის ქუჩების უდარდელი სიჩუმე, იყვნენ ახლად გამოსული
მეგობრები (იგულისხმება "ცისფერყანწელები")...
ცხოვრების განცდათა მოდერნისტული სტილი სამხატვრო
სიტყვის მწყობრ განსახიერებაში — აი, რა იყო მათი აღქმის ახალი
ხაზი და ქუთაისის დუქნები უცებ გადაიქცა პარიზის სალიტერატურო
კაფეებად"... — წერდა გრიგოლ რობაქიძე.
ბუნებრივია, ისმის კითხვა: რამ განაპირობა გრიგოლ რობაქიძის
ესოდენ ხაზგასმული თანადგომა და თვალსაჩინო თანამშრომლობა
ახალგაზრდა ყანწელებთან, რომლებიც თავიან-
თი შემოქმედებითი სვლის განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე
ერთგვარი რადიკალიზმით და ზოგჯერ ცინიზმითაც ეკიდებოდნენ
არა მხოლოდ მიმდინარე ლიტერატურულ პროცესს,
არამედ ქართული ლიტერატურული საგანძურის ზოგიერთ
წარმომადგენელსაც?! როცა მათი ხმამაღალი და პრეტენზიული
განცხადებანი კითხვის ნიშანს უსვამდა მათივე მოსვლამდე
არსებულ მხატვრული შემოქმედების გზის განვითარების პერ 85
სპექტივებს, როცა მათ პირისპირ მუშტივით შეიკრა ქართველი
საზოგადოების აზრი და ჰაერშიც დენთის სუნი დატრიალდა...
გრიგოლ რობაქიძე სწორედ მათთან აღმოჩნდა — როგორც ჩანს,
არა მხოლოდ ზემოაღნიშნულმა ევროპულმა განათლებამ და
კულტურასთან ზიარებამ, არამედ სწორედ "ცისფერყანწელთა"
ესთეტიკურ და პოეტურ სამყაროში დანახულმა "რაციონალურმა
მარცვალმა" განაპირობა გრიგოლ რობაქიძის, როგორც
შემოქმედის არჩევანი. ჯერ კიდევ 10-იანი წლების დასაწყისში
გრიგოლ რობაქიძემ სრულად გაიზიარა იმ დროს ცნობილი ლიტერატურისა
და ესთეტის არჩილ ჯორჯაძის დამოკიდებულება
ლიტერატურაში, განსაკუთრებით კი სიტყვაკაზმულ მწერლობაში
ახალი ხედვის, ესთეტიკურ-მხატვრული სახეების დამკვიდრების
აუცილებლობის შესახებ. სწორედ გრიგოლ რობაქი-
ძე და არჩილ ჯორჯაძე იყვნენ ის მესურვენი და გულშემატკივარნი
ქართული ლიტერატურისა, რომლებიც მწერლობაში არტისტულობასა
და შემოქმედებაში სახეობრივ აზროვნებას
უჭერდნენ მხარს და სჯეროდათ, რომ მხატვრული ლიტერატურის
განვითარების გზის ჰორიზონტზე ნელ-ნელა იკვეთებობდა
ახალთაობათა სილუეტები. თუმცა ამ ფაქტის ბოლომდე გათავისება
არჩილ ჯორჯაძემ ვეღარ მოასწრო, რადგან იგი 1913
წელს გარდაიცვალა, ხოლო გრიგოლ რობაქიძის თვალწინ გამოჩნდა
ქართული მწერლობის ახალი, "ცისფერი" გზა...
არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ გრიგოლ რობაქიძე
ყანწელთა შემოქმედებითი სვლის ადრეულ ხანაში არსებულ
"რადიკალიზმს" იწონებდა, ან მათი "შემოქმედებითი წაბორძიკების"
თუ "ლიტერატურული ექსპერიმენტების" თვალდახუჭული
მომხრე იყო ...ამის შესახებ მოგვიანებით 1949 წელს დაწერილ
წერილში "სათავენი ჩემი შემოქმედებისა" გრიგოლ რობაქიძე
წერს: "მატიანესათვის ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფი,
"ცისფერ ყანწელები" ცნობილი თაოსანნი: პ. იაშვილი ტ. ტაბი-
ძე, ვ. გაფრინდაშვილი, ჯგუფი აგებული ვითარ "ორდენი". ძმობა
პოეზიით წარმოშობილი, არა პირუკუ. უმაგალითო ამბავი
მსოფლიო ლიტერატურაში — ქართველთ შეუძლიათ ამით კიდეც
იამაყონ. ჯგუფმა გასძლო 20 წელი — ესეც გულისხმიერი
ამბავი. მე ვიყავ "ყანწელებთან" მხოლოდ როგორც მეგობარი
უფროსი, დამხმარე და წამხალისებელი ხაზს ვუსვამ: მხოლოდ..."
აქედან ერთი რამ არის ცხადი, როგორ ჩანს, "გველის
პერანგის" ავტორი პაოლო იაშვილსა და მეგობრებს იმ ძალად
მიიჩნევდა, რომლებიც 900-იანი წლებიდან ქართულ პოეზიაში
გამეფებულ ე.წ. თაობათა კრიზისს, ლირიზმის და მხატვრულო 86
ბის ქრობას, შემოქმედებით ვაკუუმს და ლექსისათვის რეალისტურ-
პოლიტიკური, უტილიტარული სახის მიცემას აღუდგებოდა
წინ; ანუ გრიგოლ რობაქიძე ებრძოდა იმას, რისადმი შეურიგებლობასაც
წარმოადგენდა მთელი მისი ლიტერატურული
მემკვიდრეობა: არაპროფესიონალიზმსა და პროვინციალიზმს.
ეს ბრძოლა კი უპირველესად სწორედ იმ ლექსებში გამოვლინდა,
რომლებიც სიმბოლისტური მსოფლაღქმის კლასიკურ ნიმუ-
შად შეიძლება მივიჩნიოთ:
"ჩამორჩობილი ვიოლინო ორღობის სარზე
(ეპილეპსია, გადარევა, და ბედის წერა)
მავნე თვალების აქ ცივდება სასტიკი მზერა.
ბოლო ეღება ყოველ ნდობას აქ მარტო მწარზე.
უყვარს ცხენის თავს დაჟინებით ქვეყანა მრუდე
(საოცარია გაბზარული უცხვირო ხავსი)
დაღრენილ ხახას კიდევ ახსოვს სიგიჟის ქაფი —
ბნედამორეულ მეღამურას ეხსნება ბუდეთ".
("ორღობის ეშაფოტი")
ეს ლექსი ზოგიერთგან პაოლო იაშვილისადმი მიძღვნილად
სახელდება და მხატვრული სახეებისა თუ რითმული სურა-
თით სიმბოლისტური მსოფლაღქმის საუკეთესო მაგალითია.
ფაქტები გრიგოლ რობაქიძის მოდერნისტულ გატაცებაზე
ცისფერყანწელთა ყოველ ახალ გამოცემაში ჩნდებოდა და თავისი
სახეობრიობითა და მხატვრული ოსტატობით განსაკუთრებულ
განწყობილებას ბადებდა. ამასთან ერთად, ისიც უნდა
ითქვას, რომ პაოლო იაშვილისა და მისი მეგობრებისაგან განსხვავებით,
იმთავითვე განსაკუთრებული ადგილი ეჭირა მის
პოეზიაში ეროვნულ მოტივს, ქართულ სიმბოლოს, პატრიოტულ
იდიალს, ამდენად ლექსებით "მზის ნარქენი", "რთველი", "მშობელი
მიწის მიმართ" პოეტმა თავისი მკითხველის წინაშე მაშინვე
განაცხადა საკუთარი არჩევანიცა და მიძღვნის საგანიც. იგი
თავისუფალი იყო ყოველგვარი ორთოდოქსალიზმისაგან და საკუთარი
პოეტურ-ესთეტიკური აზროვნების მასაზრდოებელ
წყაროდ თავისი მარად საფიცარი სამშობლო მიაჩნდა:
"შენ იცი მხოლოდ
მშობელო მიწავ: თუ რისთვის ვენთე,
უკანასკნელი
მიიღე ჩემგან სიცოცხლის ღვენთი
ჩუმი და უქმი —
და შესვი სუნთქვით."
("მშობელი მიწის მიმართ")
87
"გრიგოლ რობაქიძესთან სამყარო წარმოდგება სამშობლოს-
თან ერთიანობის შეუმეცნებელი გრძნობით ... იგი ეუფლება პოეზიის
უდიდეს საიდუმლოებას, სიტყვის მაგიას; სიტყვას, მის გამოთქმას
რობაქიძისათვის მაგიური ძალა აქვს"... — წერდა რუდოლფ
კარმანი ამ სიტყვების პოეტური დადასტურებაა ლექსი "წმინდა ნინო",
რომელიც გრიგოლ რობაქიძის პოეზიის ერთგვარ სავიზიტო
ბარათადად მიიჩნევა. სათაურიდანვე ცხადდება, რომ ეს ლექსი
ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეის მატარებელია და როგორც
ჩანს, პოეტური შთაგონების განმაპირობებელიც. წმინდა ნინო
ლექსში წარმოსახულია არა მხოლოდ ქართველთა რწმენის, არამედ
გამძლეობის და ეროვნული თვითშეგნების სიმბოლოდაც. იგი მიჩნეულია
ქართველთა მარადიულ ხატად და სულიერ ფარად:
"ქალწულო ნინო, ეშვები ჩრდილებით:
დალურსულ ფოთლებში მზისთვალი დაღვარული.
ჩვენ დანელებულნი და გულახდილები,
შენ წინ ვეფინებით უშრეტ სიყვარულით.
... ქალწულო ნინო! ვით მიწის ხნულები,
შენ წინ გადახსნილან აწ ჩვენი გულები,
მო, გადაგვიარე ბედს გადავურჩებით.
და ტერფებს დაგიკოცნოთ მაგარი ტუჩებით."
გრიგოლ რობაქიძის მოდერნისტული ხანის პოეტურ ქმნილებათა
შორის უნდა დავასახელოთ ლექსი "ვერის ხიდზე", რომელიც
სიმბოლური და პეიზაჟური აღქმის უმშვენიერესი ნიმუშია;
"ვერის ხიდზე მძიმე ღამით თმაგაშლილი ქარი მღერის.
ლანდი დასტვენს ვერის ხიდზე ლანდი თოვლის და ნამქერის,
ვერის ხიდზე ქარი ზუის, მწვანე ზღაპარს ანიავებს.
ვერის ხიდზე ქარი გიჟი დავლურს უვლის: სტვენს და ჰკივის,
ჭინკა ჭინკას მისდევს ცეკვით, კუდიანი ხტის და ჰკივის."
ამ ლექსში "ბუნებრივი სტიქია და მისტიკური ხილვა ერთ
ფენომენად იკვრება. ეს მისტიკური როკვა და ფანტასმაგორია
ბოლომდე გრძელდება თავისი კუდიანებით, ჭინკებით, სისხლის
ლანდებით და მთვრალი ქარებით, იქმნება მძაფრი კოლიზია,
რაც მკითხველის სულსაც აფორიაქებს" 1.
სიმბოლოებით აზროვნების კლასიკურ ნიმუშად უნდა ჩაითვალოს
"დიდი შუადღეც" ეს ლექსი თავის არსში ავტორის ძირითად
მსოფლმხედველობრივ საწყისებს აერთიანებს და ამას-
1 გრიგოლ რობაქიძე „ჩემთვის სიმართლე ყველაფერია“ კრებული, თბილისი, 1996
გვ. 136.
88
თან ერთად, გამოსახვის ვერბალურ-პოეტური ფორმის მისეულ
არჩევანზეც მიგვანიშნებს. გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებითი
სამყაროს უპირველესი პერსონიფიცირებული ხატი — მზე და
მისი ჰეგემონია ამ ლექსში ცხადად გაიაზრება.
"მზვარის წურბელნი სრიალებენ ლალის პეშვებით.
ყარამფილს აბნევს მზის ტევრების ნელი კალმასი.
ყვითელ ალმურში ილეშება თეთრი ალმასი
მიწის მკერდების ალებს სვამენ აზარფეშებით.
ცხელ ნირვანაში მოთენთილი მძიმედ ვეშვებით:
ვით მდინარეში შემოსული ნელი კალასო,
ხელება, ჟინი ალესილი ქარვის კილოსი!
დიდი შუადღის ავხორცობით დავიგეშებით.
მწიფე მარცვლები ცვივა—ხვატის გამსკდარ ბროწეულს
თვლემის ბადეში აზმორებენ ყველა რიტმები
ნათელი ჩქერი ერთვის ვნებით სივრცის ძოწეულს.
ღვთის სიახლოვით მეწამულნი ვიწვით ვითვრებით.
რახსებ შებმული გატყდება პანის სპილენძის კევრი
და სიყვარულის ბნედას გვაყრის მზის ავი ტევრი".
თავად ტერმინი "დიდი შუადღე" — მზის ნათების, სხივთაფენის,
ცხოველმყოფელობისა და სითბოს ან მცხუნვარების
კულმინაციურ გამოვლენას გულისხმობს. იმ დროს როცა "საგნები
თავიანთ ჩრდილებს კარგავენ" დადგება დრო, როცა ყველაზე
დიდი მნათობი და "სულთამფენი" ყველაზე ცხოვლად აგრძნობინებს
სამყარს თავის ძალას, ეს დიდი "სამყაროსეული
სვლა" დედამიწაზეც ილექება და მისი უდიდესი ენერგია არა
მხოლოდ ფიზიკური საზრდოობის, არამედ დიდი სულიერი მყოფობის
დასაბამიცაა; მზე—ღმერთი—სიკეთე—სიყვარული სიცოცხლის
არსებობასთან დაკავშირებული ცნებებია და იგი
ადამიანთა უმწვერვალეს განცდას — ლტოლვას, ვნებას და ურ-
თიერთისადმი მიზიდულობას ბადებს. რობაქიძის აზრით, ეს
ცხოვრებისეული თეორია განსაკუთრებულად ქართველი კაცის
შინასამყაროშია კოდირებული — და ამიტომ მზის ფენომენი
განსაკუთრებულად ძვირფასი და ახლობელია ქართული შემეცნებისათვის,
ქართული ხასიათისათვის და ქართველი შემოქმედისთვის.
ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით "მტკივნეულად"
დაჩნდა ქართველი სიმბოლისტების — პაოლო იაშვილის,
ვალერიან გაფრინდაშვილის, გიორგი ლეონიძის, შალვა კარმელის
ნააზრევში და თუკი მათთან რომელიმე ქართველი პოეტის
ამ თვალსაზრისით ერთარსობაზე უნდა მივანიშნოთ, უპირველესი
უთუოდ გრიგოლ რობაქიძეა: "მზისაგან იშვის სხივი და
89
ნივთიერი იღებს "სახეს" — იმდენად, რამდენად იგი სხივმფენია.
მხოლოდ სხივის გამოკრთობით ეზიარების ნივთიერი ღვთიურსა
იქცევა "სახიერ", არც ერთს ენაში არ იხმარება ზედშესრული
"სახიერი" ღვთის მიმართ ისე ღრმა მნიშვნელობით, როგორც
სწორედ ქართულში, რაც სახიერია, ის ღვთიურია, ასე ვგონებთ
ქართველნი" — წერდა გრიგოლ რობაქიძე.
განსაკუთრებული სახეობრიობით გამოირჩევა გრიგოლ
რობაქიძის ცნობილი ლექსები "აქლემი" და "ვასაკა", ორივე მათგანი
ერთ პერიოდშია (შესაბამისად 1918—1919 წლები) დაწერილი
და პოეტისეული მხატვრულ-სიმბოლური არჩევანის ერთგვარ
გაგრძელებას თუ დადასტურებას წარმოადგენს, ალბათ ამით
აიხსნება ის ფაქტიც, რომ ეს ლექსები გრიგოლ რობაქიძის პოეზიაზე
დაწერილ ყველა მოსაზრებას თან სდევს და იგი პოეტის
მხატვრული აზროვნების ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც იქცა.
"აყუდებული აყროყვილი, ორკუზიანი,
ცხუნე სივრცეთა კოშმარების უგვანო ბუში,
ბაიასავით გამომწვარი ზანგელა ბურში.
უცხო, უთვისო, მატანტალა, შორიგზიანი,
ამპარტავანი, ნელი, დინჯი, თავაზიანი,
მოდუნებული, მეოცნებე შორეთის მურში,
მორცხვი, კეკელა, მოალერსე, მუსუსი, მრუში."
ამ ლექსს, რომელიც გადაუჭარბებლად შეიძლება მივაკუთვნოთ
სიმბოლისტური პოეტური ფერწერისა და მხატვრული
რაფინირების უმშვენიერეს მაგალითს, შემდგომშიც კიდევ
ერთხელ მიუბრუნდა ავტორი, როცა რომანში "გველის პერანგი"
"უდაბნოს ქიმერას" სახელწოდებით შეიტანა. "გველის პერანგში"
"უდაბნოს ქიმერას" ("აქლემის") გარდა პოეტს მეორე
ლექსიც შეუტანია ესაა "მზის კევრი" ("მისტერია მზის").
"გველის პერანგში" განთავსებულ ლექსებს შორის უნდა
დავასახელოთ ერთი უსათაურო ლექსიც, რომელიც ორი მნიშვნელოვანი
ნიშნით გამოირჩევა: ეს არის სატრფიალო თემატიკის
გრიგოლ რობაქიძისეული ინტერპრეტაცია; რაც პოეტისათვის
ჩვეულ განსაკუთრებულ სახეობრიობასა და მოდერნისტულ
აღქმაში ვლინდება და ასევე მხატვრულ-ვერბალური ინდივიდუალიზმი,
რაც ამ ლექსში განსაკუთრებით შეიმჩნევა.
"ტანს გეტმასნება სველი ალერდი,
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.
და აზიდული მაღალი მკერდით
მიეფინები მწვანე ეზოებს.
90
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი
და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.
გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის —
და ატვერილი სხეულმზიანი.
როგორც ავაზა შენ, ტანხურვალი
დაეძებ კუროს — რომ დაგიურვოს...“
აქვე უნდა ითქვას, რომ ლიტერატურულ კრიტიკაში მიღებულ
აზრს, რომ გრიგოლ რობაქიძე "ცისფერყანწელებისაგან"
განსხვავებით ერთმნიშვნელოვნად ანიჭებს უპირატესობას კლასიკურ
სალექსო ფორმას და ნაკლებად მიმართავს ვერლიბრს,
ალბათ გააბათილებს ლექსები: "ქიმერიონი", "მომაკვდავი არწივი",
"ჰიმნი ორფეოსს", "მწყემსების ღმერთი", რომლებიც გრიგოლ
რობაქიძის "ვერსიფიკაციულ დემოკრატიზმზე" უფრო
მეტყველებენ, ვიდრე მისი ლექსების კონვენციურ ფორმაზე.
რაც შეეხება "ვასაკას", იგი "აქლემის" შექმნის შემდეგ მალევე
დაიწერა (1819 წლით თარიღდება) და სრულიად ბუნებრივად
წარმოადგენს "აქლემის" მხატვრულ, თემატურ და ფორმალურ
გაგრძელებასაც:
"უჯარებელი, ზაფრიანი, ტანგატრუნული.
ხაკისფერ კანზე მზის ხაოთი სქლად მოწვეთილი.
სოველში ცოცვით მკერდზე თეთრად გადაცვეთილი.
ჩუმი, გვერდულა, ალმაცერა, ცქერაქურდული,
თავისიანებს თავიძულვით ჩამოწყვეტილი.
მუხისა წყლიან ფუღუროში გადაბურდული.
ოსა, თვალკუსა, ლორწიანი, ცხვირდასურდული.
სოფლის ავიზნით ცხარე ტვინში ხშირად წყვეტილი".
ისიც აქვე უნდა ითქვას, რომ "აქლემისა" და "ვასაკას" მაგალითზე
სიმბოლისტურ მსოფლაღქმაში პოეტური ესთეტიზმის,
მხატვრული განზოგადების, ლექსის მუსიკალური შესაძლებლობების
კლასიკურ გამოხატულებას ხედავდნენ ახალგაზრდა
"ყანწელები" და ამის შესახებ მიუთითებდნენ კიდეც ვალერიან
გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე. თუმცა ესთეტიკური
ინდივიდუალიზმი და თავისთავადობა არც გრიგოლ რობაქიძის
სხვა ლექსებშია ძნელად სახილველი. მაგალითისათვის შეიძლება
დავასახელოთ 1920 წლით (მარტი) დათარიღებული ლექსი
"ამორძალი ლონდა", რომლისთვისაც ავტორს ამგვარი მინაწერი
გაუკეთებია "სონეტი ნაპირებგადალახული", მართლაც, თემატურადაც
და მხატვრულადაც ეს ლექსი გრიგოლ რობაქიძისადმი
დამახასიათებელი ზემოთ აღნიშნული ინდივიდუალური
91
ხედვის და მხატვრული სახეობრიობის ანალოგია, რომელიც იმ-
თავითვე მკითხველთა განსაკუთრებული ყურადღების საგანი
გამხდარა, აქვე უნდა ითქვას, რომ ინდივიდუალურია ლექსის
მხატვრული ფორმაც: რობაქიძისეული სტრიქონის "დამუხვლა"
და ამგვარად აღქმა ამ პოეტური ქმნილების (სონეტის) "ნაპირებგადალახულობასაც"
სარწმუნოს ხდის:
"სამი დღე არის ამორძალთან მაკედონელი —
ვაზის ფოთლებში ლხინობს მეტის ვეღარ მდომელი:
და ეტყვის ლამაზს: მრავალი ხალხი დავიმონე: მტრები ავხოცე,
მოვშვილდე ბედი: გამოვკვეთე ძლევის კამარა, —
მაგრამ ღმერთობას მასმევს მხოლოდ შენი ტანი ავხორცი:
რაც მე პირველმან მას მოვხსენი ოქროს ქამარი".
როგორც ჩანს, გრიგოლ რობაქიძე სწორედ ამ სონეტით მიეახლა
პირველად ლონდას სახესაც და სახელსაც "...მოგვევლინა
პირველად ლონდა მისი ვნებიანი და ნაზი სახელით. ამ სახელის
გაგონება დიდი მიღწევაა. ოქროსფერ სახელში ჰკივის წარმართული
ეპოქა საუკუნეების სიშორიდან" — წერდა ვალერიან
გაფრინდაშვილი. ამ დროიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ — 1920
წლის 18 ოქტომბერს პრესაში გაჩნდა ცნობა, რომ გრიგოლ რობაქიძის
პიესას "ლონდას" რუსულად თარგმნიდა სერგეი რაფაელოვიჩი
და მანვე ითავა პიესის ფრანგულ ენაზე ამეტყველება,
ხოლო ქართულ ენაზე (შესაბამისად ქართულ სცენაზეც)
ამეტყველებული "ლონდა" საზოგადოებამ 1923 წლის თებერვალს
იხილა. ტიციან ტაბიძე, რომელსაც ავტორმა ამ პიესის
ხელნაწერი სხვა "ცისფერყანწელებთან" ერთად 1921 წლის 10
დეკემბერს გააცნო აღნიშნავდა: "ამ პიესაზე მე ვიცი, რომ ის
სანაცვლოა თავისი ბავშვის ალკასი".
სწორედ მაშინ 1920 წლის 18 ოქტომბერს დაიბეჭდა გრიგოლ
რობაქიძის ლექსი "გლოვა", რომელიც პოეტის უდიდესი
ცხოვრებისეული ტკივილის — ორი მცირეწლოვანი შვილის და-
ღუპვის გამოა დაწერილი:
"მრუმე ლანდებად მენისლება ჩემს გარს რაც არი,
მძიმე ბარბაცით თუ ვინგრევით მე და თბილისი,
მოგონებებში აიშლება თბილი ნაცარი,
სადაც შენ დუმხარ ჩემო ალა შენ უტკბილესი...
... და მეშინია არ შეწუხდე ნინოს უბეში,
ბედის დატეხამ ბევრი გზები გადამატარა,
მშვიდო მაცხოვარ, ერთხელაც არის მაინც მომეშვი,
აღარ ვგულოვნობ ძველებურად, ჩემო პატარა,
არ დაივიწყო მამაშენი ამ ცუდ ღამეში".
92
ეს ტრაგედია განსაკუთრებულად აღიქვეს პოეტის სიმბოლისტმა
თანამოკალმეებმაც. მათ გრიგოლ რობაქიძის პატარა
ალკას სევდიანი სტრიქონებიც უძღვნეს.
"რომ შენი ლექსი უკანასკნელი შეძრაა ტვინის —
მატერიის მიწაზე დადის
ხან მარმარილო, და კენტავრი
ცილინდრი ძვირად, უფრო ხშირად საწყალი ცქერით,
როდესაც ეძებ ახალ ლექსს
და შენს ბავშვს ალკას:
ჩვენს ტირილით გასვენებულს..."
(პ. იაშვილი, "გრიგოლ რობაქიძე")
"პატარა ფრთებით მოფრინდება გრიგოლის ალკა
და უიმედოთ გვეკითხება ის მამის ბინას,
ჩვენ კიდევ გვინდა ვემსახუროთ მას კატაფალკად,
მაგრამ მოიწყენს და გაჰყვება ქალაქის სინას"
(ვ. გაფრინდაშვილი)
ისიც უნდა ითქვას, რომ პაოლო იაშვილმა და მისმა მეგობრებმა
პატარა ალკა მათ მფარველ ციურ ანგელოზად შერაცხეს
და თვითონ გრიგოლ რობაქიძესთან ერთად თავიანთივე ადრე წასული
მეგობრების გიიონ საგანელის, ლილი მეუნარგიას, შალვა
კარმელის, სანდრო ცირეკიძისა და ოვანეს თუმანიანის გვერდით
ხშირად მოიხსენიებდნენ. შვილის სიკვდილით გამოწვეული სევდა
და ტკივილი გრიგოლ რობაქიძის ლექსებს კი ბოლომდე გაჰყვა:
"ნელი შრიალით შეფოთლილი თუ ვინმე მოჰქრის,
ჟღალი ბეღურა თავს ევლდება ტანსარო ალკას,
ის ვერ იხილავს ჩემს ეზოში პატარა ალლას.
მე ვეღარ ვეტყვი უცხო სტუმარს: "ნისკარტო ოქროს"!
თეთრი ღიმილი აგონდება გადახრილ ქორედს.
ობლობას იხდის დედოფალა ნაჭრიან ჩითით,
გულდათუთქული ცქერას მესვრის ცქრიალა ჩიტი
და სამუდამოდ გაფრინდება ნაღვლიან შორეთს.".
("ალლას")
აქვე უნდა ითქვას, რომ თანამოკალმეთა ყურადღება გრიგოლ
რობაქიძისადმი მხოლოდ ამ შემთხვევით არ შემოიფარგლება.
"გველის პერანგის" ავტორი, მისი ბედისწერა, მისი პერსონა და
მისი შემოქმედება იმთავითვე იქცა არა მხოლოდ ლიტერატურათმცოდნეთა,
არამედ პოეტთა ინტერესის წყაროდ, შეიძლება ითქვას,
გრიგოლ რობაქიძე ოციანი წლების ქართული ლექსის ლირიკულ
გმირადაც იქცა; აი, ზოგიერთი ასეთი მაგალითი:
93
ტიციან ტაბიძე
"...ყველაფერს იტევს შენი ლექსი მოანდამატე,
ჭიხვინით მორბის და მორეკავს თეთრ ცხენის რახტი
შუადღის სიცხეში გაალებულს გისმენთ მზით დამთვრალს,
მაგი ჟონგლერი თვალს აყოლებს ვარსკვლავთ კარნავალს.
საქართველოს ბედს დააფარე შეგნების სალტე,
ხარ მეორეჯერ მონათლული დანტეს ემბაზში,
იყავი მეფე — ზეცის გიწერს ბედის მწერალი,
დაცემის ორმო და აღდგომის თეთრი მწვერვალი.".
გიორგი ყიფიანი:
"ხარ საქართველოს პარნასის ელჩი,
ქიმერიონის ქიმში გაბმული,
გული მოძრავი, მოძმეთა ხვედრით,
ცისფერი ხვევნით გამოკვართული...".
გიორგი გამყრელიძე:
"შენ გამოჰკვეთე სიტყვებიდან ძვირფასი ქვები,
ფერები: ღეში, მეწამული და ყარამფილი,
ალმასი, ლალი, უმტკიცესი, ხან ტყვია ლბილი,
ზეკაცთა აზრი და მითოსი ბრძენი მოგვების,
საკუთარ ფიქრთა და გრძნობების ხანძარით თბები,
როცა იწვები ბნელი ღამით, ვით თაფლის ცვილი..."
იოსებ გრიშაშვილი:
"... შენ თუ უაილდთან ღრუბლებში გაქვს ვარდის სევანი
და მზის მისამართს აწერ ხოლმე სიოს მუშაბახს,
მე ვეტრფი კინტოს — ატმით სავსე დატვირთულ თაბახს;
შენ სრულობა გსურს? მე მსურს მქონდეს ნაკლულოვანი,
ჩვენ ვერ გაგვიგეს, ვერც დაგვღალა ამგვარ ჯირითმა.
მაგრამ ჩვენ შემდგომ—როს ჩვენ ორნი დავიხოცებით,
მოიგონებენ ჩვენს სახელსა, მზივ-გაოცებით!"
ამ ლექსების გახსენებას გრიგოლ რობაქიძის პოეტურ მემკვიდრეობაზე
საუბრისას ერთი მიზანი აქვს: კიდევ ერთხელ
წარმოჩინდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო გრიგოლ რობაქიძის
პოეტური პერსონა ოციანი წლების საქართველოში ლიტერატურულ
მიმართულებათა, იდეათა, დამოკიდებულებათა
თუ შეფასებათა საკმაოდ ქაოსურ დროში, მაშინ როდესაც
მწერლის ეტიკეტი ყველა ღირსეულს როდი ეკრა, ნამდვილ მწე 94
რალთა ადგილი კი, არცთუ იშვიათად, თუ სად იყო, დღეს ყველასათვის
ცნობილია...
გრიგოლ რობაქიძეც მალე გაქრა ქართველი კაცის თვალ-
თახედვიდან, თითქმის სამოცი წელიწადი საქართველოში არ
იცოდნენ, რას ფიქრობდა რა ტკიოდა, რას წერდა... წერდა თუ
არა საერთოდ. მხოლოდ შორეული ექო თუ მოაღწევდა მწერლის
ყოფაზე მის საფიცარ სამშობლოში. იქ კი ბევრმა შეიცნო
მისი ფასი და მნიშვნელობა, საქართველოში ტაბუდადებულმა
მისმა ტალანტმა მკაცრ და შეფასებაში საკმაოდ მოზომილ ევროპელ
ლიტერატურათმცოდნეებში აღფრთოვანებული და
მრავალმხრივი რეაქცია ჰპოვა.
"რობაქიძე პყრობს ხელოვნებას, სულიერი განწყობანი,
ნაკვთობრივი შემთხვევებით გამოხატოს; არასოდეს იგი არ
განმარტავს, არამედ ყოველთვის დასანახად ჰქმნის, ყოველ-
თვის გამოხატულებას ანიჭებს. სხეულისა და სულის ერთიანობა
არ არის აქ მხოლოდ ოცნება, არამედ სინამდვილე" — წერდა
ებერჰარდ კრეჩმარი "დოტჩე ცუკუნფტ"-ში 1934 წელს.
"განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ეს დიდებული
მთხრობელი გადაშლის ხან წარმტაც ფურცლებს მყუდროებისა
და სიმარტოვესი, ხან სპონტანურად, ლიტერატურულ-ხელოვნური
დატვირთვის გარეშე, წარმოსახავს ანტიურ მითოსს, ყოველთვის
ცოცხალს, თუ მზად გასაცოცხლებლად" — წერდა
მარსელ ბრიონი, რომანის "მეგი", ფრანგული გამოცემის წინასიტყვაობაში.
"განსაკუთრებით აღმაფრთოვანა რობაქიძის ნიჭმა გერმანულ
ენაში. აქ იგრძნობა წყაროები, რომელიც ჩვენთვის მიუწვდომელია"
— წერდა ვილჰემ შეფერი.
"გრიგოლ რობაქიძე არის სულით არისტოკრატი. სულიერი
მეთაური თავისი ხალხისა. იგი ქართველი ერის სახალხო პოეტია...,
მისი პოეტური შემოქმედებით ნამდვილი სახალხო მგოსანია"
— წერდა ფრანკ ჰოენტში.
"რობაქიძე ხომ შვილია და შვილიშვილი ქალდეურ ერთა
ნანგრევებისა და სდგას შუა გულში მითიურ დროთა დენაში,
როგორც მემკვიდრეობით გადმოცემული ცხოვრების არეში.
მას არ სჭირდება ჩვენსავით ხელოვნურად შეძენილი მოგონებანი,
არამედ მხოლოდ გადახვევა და დაკვირვება იმისა, რაც მას,
როგორც შეულახველ საშოს დედისას მოიცავს" — წერდა ლეოპოლდ
ციგლერი. (1949 წ.).
95
"იმპულსებს, რომელიც ასულდგმულებს რობაქიძის გმირებს,
მივყევართ იმ შედარებამდე, რომ ისინი თითქოს სამყაროს
ჩაწვდნენ მისი გაჩენის დროს; ისინი არ არიან პიროვნებანი
დასავლელთა გაგებით, არამედ არსნი მსგავსნი ბუნების ელემენტთა"
— წერდა ჰანს ჰეშკე ჟურნალ "ეკკარტში" 1936 წელს.
გრიგოლ რობაქიძის პოეზიაზე საუბრისას შეუძლებელია
გვერდი ავუაროთ თანამედროვე სალიტერატურო კრიტიკაში
გრიგოლ რობაქიძის სახელის რეაბილიტაციისა და მისი ქარ-
თულ მწერლობაში "დაბრუნების" შემდეგ "გამკრთალ" უსაფუძვლო
დამოკიდებულებას, რომ მისი შემოქმედებისადმი მიდგომა
აშკარად ჰგავდა "აკრძალული ხილის" სინდრომს, რომ ლექსთა
ნაწილს დღეს ისტორიული ღირებულებაღა შემორჩა, ხოლო
მხატვრული შეფასების თვალსაზრისით კი — პოეტური ესთეტიზმი
ხშირად ფარავს ან ბოჭავს მისი ლექსის ემოციას და
ზოგჯერ ძირითად სათქმელსაც. აღნიშნულის საპირისპიროდ
ვფიქრობთ, რომ სწორედ პოეტურ სახეთა მრავალფეროვნება,
სამყაროს ხაზგასმული ესთეტიკური აღმა და უფართოესი
მხატვრული აზროვნებაა ის ძირითადი და განმსახვავებელი ნი-
შანი, რითაც გამოირჩევა გრიგოლ რობაქიძის პოეტური სამყარო
და დღესდღეობითაც მნიშვნელოვანია, როგორც განსაკუთრებით
ინდივიდუალური მხატვრული ფაქტი და არა მხოლოდ
ფაქტი ლიტერატურის ისტორიიდან.
"ქართული ენა, ეს უგენიალურესი ქმნილება ენათშორის
დროთა უკუღმართ ვითარებაში წარიყვნა, გაფუჭდა, გადაგვარდა,
ალბათ ქართული სულის "მილევისა" და დასუსტების
გამო, იგი გადავახალისე მე: აღვადგინე ქმედითი ძალით მისი
პირვანდელი პლასტიური დინება: მოკვეთილი და ყოვლის მცნაურებელი
ფესვამდე..." — აცხადებდა გრიგოლ რობაქიძე ("მამულიშვილური
მიზნებით და მისწრაფებებით").
სწორედ აქედან იწყება გრიგოლ რობაქიძის დიდი ღვაწლი
ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის წინაშე, მას წლებითა და
მანძილით სამშობლო არასოდეს გაუზომავს, არ ეპატარავებოდა,
არც ეშორებოდა და მისი მონატრება და ტკივილიც არასოდეს
განელებია, პირიქით, ჟენევიდან გამოგზავნილ წერილებში
ტკივილი, სიყვარული და ნოსტალგია ერთმანეთში იყო არეული
და XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი თანამემამულეებს
და მემკვიდრეებს წმინდა სანთლით თავისი სახელის
გახსენებას თხოვდა მხოლოდ... სულ ეს იყო გრიგოლ რობაქიძის
თხოვნა მომავალი საქართველოსადმი...
96
"ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი,
ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული.
ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი,
და სისხლის გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული.
ტაძარი ოშკის: თეთრი ლოცვით ათოვლებული
საშო ზმანების: ხან მყოფელი და ხან კი ბერწი
სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი
და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული.
მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი მესხური,
მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა,
მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის:
უცხო შორეთის სიყვარულით პირგამეხილი, —
და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდეს
შენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი".

You might also like