You are on page 1of 20

დიალოგურობა

ილია ჭავჭავაძის
მგზავრის წერილებში
ლევან ცაგარელი
შინაარსი
 რამდენიმე დაკვირვება
 თეორიული წანამძღვრები: დიალოგურობა (მიხაილ ბახტინი)

 დიალოგი ექსპლიციტურ ადრესატთან

 დიალოგი სხვათა ნათქვამებთან:

◦ დიალოგი ქართულ ლიტერატურასთან


◦ დიალოგი რუსულ ლიტერატურასა და ხელოვნებასთან
 მსოფლხედვათა პოლილოგი
 მოდერნულობისა და ტრადიციის დიალოგი
 მთხრობლის მსოფლმხედველობრივი ამბივალენტურობა
 დიალოგურობის ზღვარი: აქსიოლოგიური ინტერვენციები
 პერსპექტივათა სემანტიკური კოჰერენტულობა
 დასკვნები
რამდენიმე დაკვირვება
 მგზავრის წერილები - ფიქციური ტექსტი
 მთხრობელი ≠ ავტორი (ავტოფიქცია)

 თხრობის აქტორული პერსპექტივა (ფ. შტანცელი )

 მთხრობლის დემარში:

◦ “მართალია თუ არა ჩემი მოხევე, მე მაგის გასინჯვაში არ შევალ. ან რა ჩემი


საქმეა ეგა? მე გაკვრით, როგორც მგზავრი, ვიხსენებ მას, რაც მისგან
გამიგონია. ჩემი ცდა მარტო იმაშია, რომ იმის აზრისათვის იმისივე ფერი
შემერჩინა და იმის სიტყვისთვის იმისივე კილო. თუ ეს შევასრულე, ჩემი
განზრახვაც შემისრულებია.”
 ორხმიანი სიტყვები (სტილიზაცია):
◦ რუსული რეალიები: “იამშჩიკი”, (ფოშტის) პოვოსკა ( ეტლი), სტანცია,
სტოლი, სამოვარი, ჩაი, დეისტვიტელნი სტაცკი სავეტნიკები, დენშჩიკი
◦ რუსული ზეპირმეტყველება: “Ну, чо-о-орт; трогай што-ли!”, “губа не дура”
 პოლიფონია: აფიცრის “მდაბიური” / “სამეცნიერო” მეტყველება vs.
ლელთ ღუნიას მოხევური კილო
დიალოგურობა (მიხაილ ბახტინი)
 დიალოგური/ორხმიანი სიტყვა/ნათქვამის vs.
მონოლოგური/მრავალხმიანი სიტყვა/ნათქვამი
 ფერდინანდ დე სოსიურის მიერ შემუშავებული ნიშნის
მოდელის კრიტიკა
 მნიშვნელობა vs. არსი
 სოციალური კონტექსტი!
 დიალოგურობა წარმოიქმნება სხვადასხვაგვარ
სოციოლექტთა და მათ მიერ წარმოდგენილ
მსოფლხედვათა შეხვედრის შედეგად. ესაა
ურთიერთქმედება სხვადასხვა კონტექსტს, სხვადასხვა
პოზიციას, გაგების სხვადასხვა ჰორიზონტს,
თვითგამოხატვის სხვადასხვა აქცენტსა და სხვადასხვა
სოციოლექტს შორის.
სამეტყველო სიტუაცია

სხვათა
ნათქვამები

მთქმელის
მიმართება
იდეოლოგიური
ადრესატთან
პოზიცია

გამონათქვამი
ს არსი
სხვისი სიტყვისა და ავტორის (=მთხრობლის)
ნათქვამის ურთიერთქმედება

 სიტყვა = ავტორის განზრახვა


(მონოლოგურობა)
 სიტყვა  ავტორის განზრახვა (ირონია,

პაროდია)
◦ სტილიზაცია: პირდაპირი შეტყობინება + ირიბი
შეტყობინება
◦ ჰიბრიდული კონსტრუქცია: ავტორის ხმა  სხვისი
ნათქვამი
 სიტყვა ≠ ავტორის განზრახვა
(პოლიფონიურობა)
მონოლოგურობა და
დიალოგურობა კულტურაში

ცენტრალიზებული
ცენტრიფუგული კულტურა
კულტურა
კარნავალიზაცია
დიალოგი ექსპლიციტურ
ადრესატთან
 ექსპლიციტური მკითხველი:
◦ “იცი, მკითხველო, ეს ოთხი წელიწადი რა ოთხი წელიწადია!”
◦ “სიტყვამ „რევოლუცია“ არ შეგაშინოს, მკითხველო!”
◦ “მერწმუნეთ, მე მესმის ამ ხმაგაკმენდილს ქვეყანაში თერგის დაუჩუმარი
ჩივილი.”
◦ “გული მიტოკს და მკლავი მითრთის. რისთვის?”
 დიალოგი საკუთარ თავთან: “შენმა ქვეყანამ საქმე რომ მოგთხოვოს,
მაშინ რასა იქმ? - ვკითხე მე ჩემს თავს”.
 დიალოგი თერგთან:
◦ “ვაი შენ, ჩემო თერგო! შენ, ჩემო ძმობილო, ზოგიერთ კაცსავით, საცა
მისულხარ, იქაური ქდუცი დაგიხურავს.”
◦ “ნეტავი შენ, თერგო! იმითი ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ.”
◦ “ყველა დადუმდა და შენ არ სდუმობ, თერგო!”
 დიალოგი ოთხ წელიწადთან: “ოო, ძვირფასო ოთხო წელიწადო! ნეტავი
იმას, ვისაც შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხთა-ქვეშ არ ჩასწყდომია,
ნეტავი იმას, ვინც შენ რიგიანად მოგიხმარა.”
 დიალოგი სამშობლოსთან: “ოხ, საქართელოვ!”, “ოხ, როდემდის,
როდემდის?.. ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც ამის პასუხი!..”
დიალოგი სხვათა ნათქვამებთან 1:
დიალოგი ქართულ ლიტერატურასთან
 “თერგი რბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან!”
(გრ. ორბელიანი, საღამო გამოსალმებისა)
 „კლდოვანთა გულთა ღრუბელნი შავადა ზედ დასწოლიან
და მრისხანებით ქვეყანას წარღვნითა ემუქრებიან“.
(ორიგ.:
“მათ კლდოვან გვერდთა შავადა ღრუბელნი ზედ
დაჰსწოლიან
და მრისხანებით ქვეყანას წარღვნითა ემუქრებიან.”)
 “სხვა საქართველო სად არის,
რომელი კუთხე ქვეყნისა?” (გრ. ორბელიანი, სადღეგძელო)
 „ჰე, სოფელო, რაშიგან ხარ,
რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა?“ (შოთა რუსთაველი,
ვეფხისტყაოსანი)
დიალოგი სხვათა ნათქვამებთან 2:
დიალოგი რუსულ ლიტერატურასა და
ხელოვნებასთან
 “იამშჩიკი”: “რამოდენადაც სურათია კარგი, ორ იმდენად
საძაგელია ნამდვილი”
 “И дым Отечества нам сладок и приятен!” (А. С. Грибоедов,
Горе от ума)  “კვამლის სიტკბოებაზედ კი უკაცრავად, და
სიამოვნებაზედ კი ამას მოგახსენებთ, რომ კვამლი ფრიად
სასიამოვნოა, - პირველი იმისათვის, რომ კვამლი თვალს
ეფარება და მართლჭვრეტას უშლის, მეორე იმისათვის, რომ
კვამლი ხშირად თვალიდამ ცრემლს გვაყრევინებს ხოლმე. ოჰ,
მამულის კვამლო, მართლა-და ტკბილი და სასიამოვნო ხარ:
ხანდისხან ისე აგვიბამ თვალებს ხოლმე, რომ ჩვენ ჩვენს
საკუთარს უბედურებასაც ვერა ვხედავთ.”
 “Бежали робкие грузины!” (Михаил Лермонтов. Демон) 
“მაგრამ მაინც ქართველები სჯობიან იმ პოიებსა.”
მსოფლხედვათა პოლილოგი
ფრანსიელი /
ევროპიელი

ჩვენი ქართველი
ერთი რუსის
კაცი / ლელთ
აფიცერი
ღუნია
მოდერნულობისა და ტრადიციის
დიალოგი
 დიდი ქალაქი (პეტერბურგი)  წიტიანი ქალაქი
 განათლება  გაუნათლებლობა
 ცივილიზაცია (აწინა (-))  ადრიდა (+)
 “თქვენი ქალები თამამად  ქალაი ქალაბდის
სიარულს დაიწყებენ”  ერი, ერობდის, გული
(მეძავ-მრუშობა) გულობდის, ვაჟაი ვაჟაბდის
 მაშინები / ეშმაკობა  მტერობა
 მშვიდობიანობა  ჩუქებაც დიდ-იყვის
 სასყიდვალ  ტალავერ?
 ენა?
 გული?

ჰეტეროხატი ავტოხატი
მთხრობლის მსოფლმხედველობრივი
ამბივალენტურობა
 “ჯგუფად მომიგროვდა ყოველიფერი, რაც კი დამეტოვა ჩემს
მშვენიერს პატარძალსავით მორთულს ქვეყანაში, რაც კი
მენახა, მეცადნა და მეცნო უცხოეთშია.”
 „თერგდალეულები ჩვენს ქართველ კაცს როგორღაც არ
ეჭაშნიკება და არ მოსწონს. ამაზედ ფრიად საფუძვლიანი
საბუთი აქვთ: პირველი, იმიტომ არ მოსწონთ, რომ
თერგდალეულები მართლა-და თერგდალეულები არიან,
მეორე იმიტომ... იმიტომ, რომ მეორესაც თერგდალეულები
არიან, მესამე იმიტომ... იმიტომ... იმიტომ, რომ მესამედაც
თერგდალეულები არიან. მოდი და ამისთანა ჭკვიანური საბუთი
სხვა საბუთით დაურღვიე ჩვენს დარღვეულს ქართველობას.“
 “ვინ იცის: იქნება მე ჩემმა ქვეყანამ ზურგი შემომაქციოს,
როგორც უცხო ნიადაგზედ გადარგულსა და აღზრდილსა?”
 “მაგრამ ამას სულ სიტყვაზედ ვლაპარაკობ, საქმე კი საქმეშია.”
დიალოგურობის ზღვარი:
აქსიოლოგიური ინტერვენციები
 რუსის აფიცერი (“იმისი სახის მეტყველება ამჟღავნებდა, რომ
ღვინოსა და არაყს ძალიან დაახლოვებით იცნობდა. თვალად ერთი
ოცდა-ათის წლისას ჰგვანდა.”)  ლელთ ღუნია (“ჩემი მოხევე
ძალიან კაცი გამოდგა. იგი იყო ჭაღარა-მორეული, ხანში შესული
კაცი.” “ჩემი მოხევე სანახავად ღირსი იყო.”)
 “არ მიყვარს არც მაგისთანა სიმაღლე, არც მაგისთანა განზედ
გადგომა, არც მაგისთანა მიუკარებლობა. დალოცა ღმერთმა ისევ
თავზედ ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და დაუმონავი,
მღვრიე თერგი.” “რად მინდა მისი სიმაღლე, თუ მე იმას ვერ ავწვდები
და ის მე ვერ ჩამომწვდება. არა, არ მიყვარს მყინვარი.” “სრულის
მძულვარებით მოვაშორე თვალი მყინვარის დიდებულებასა და
უფრო დიდის პატივით გამოვეთხოვე მის ფეხთა ქვეშე გაგიჟებით
მავალს თერგსა.”
 “არა, წაიღეთ ეს ბნელი და მშვიდობიანი ღამე თავის ძილითა და
სიზმრებითა და მომეცით მე ნათელი და მოუსვენარი დღე თავის
ტანჯვითა და წვალებითა, ბრძოლითა და ვაი-ვაგლახითა! ჰოი,
ბნელო ღამევ, მეჯავრები შენ მე!”
პერსპექტივათა სემანტიკური
კოჰერენტულობა
 ერთი რუსის აფიცერი:
◦ “ამ უდაბურსა და ვერანა ადგილას ერთი ეგ სიამოვნებაღა მაქვს, რომ შევხვდები
ხოლმე მგზავრს განათლებულის ქვეყნიდამ. კაცი, რომელიც გონებითა
სცხოვრობს, მოვალეა ღვთისა და ქვეყნის წინაშე შეხვდეს განათლებულს კაცს
საბაასოდ გონების გასაფხიზლებლად. დიდად მოხარული ვარ. ბაასი ჭკვის
საზდოა.”
 მთხრობელი:
◦ “იმათთვის, ვინც რუსეთში წასულა, რათა ჭკუა ავარჯიშოს, ტვინს და გულს
მოძრაობა მისცეს, - ფეხი აადგმევინოს.”
◦ “და აჰა, იბრძვის ადამიანი და დღევანდლამდე ათასში ერთსა თავისი ერთხელ
დამფრთხალი გონება ფრთხოლას ვერ გადუჩვევია.” – “შენ ხარ ხელის შემწყობი
იმ ხელობისა, რომელსაც თვალთმაქცობას ეძახიან და რომელიც ადამიანის
დამფთხალს გონებასა უბედურობას ბედნიერებად აჩვენებს ხოლმე; შენ ხარ ჟამი
და დრო კუდიანების სერობისა, საცა ისმის სადღეგრძელო სიბნელისა და
უმეცრებისა. ჰოი, ბოროტო, წარვედ ჩემგან, დღეო ნათელო, მოვედ შენ!”
 ლელთ ღუნია:
◦ “როდეს ასტყდის ერობაჩი დიდ-დევა, დიდ-საქმე, დიდ-არჩევანი, ერობას იქაიდ
გამართვინ, აირჩივინ ბჭერდა ბრძენ-ბერ-კაცნი, პეიტრობით სახელდებულნი,
დასხმინ მათ იმ სენაკჩი საბჭობად.”
◦ “ეგ რა ვაჟკაცობა ყოფილა? - რაიდ არა? ჭკუიანი ვაჟკაცობაი ეგე არნ: სად ღონეი
ვერ ღონობს, იქაიდ ხერხს ემუდვნის.”
დასკვნები 1
 ილია ჭავძავაძის მოთხრობა მგზავრის წერილები დიდწილად
დიალოგურია არა მხოლოდ ნარატიული მოდუსის მხრივ
(მოქმედ პირთა მეტყველების უშუალო გადმოცემა), არამედ
სემანტიკურადაც: ტექსტის თითოეულ თავში იმართება
ერთგვარი დიალოგი ერთმანეთთან დაპირისპირებულ
პოზიციებს, მსოფლხედვებს, ღირებულებებს შორის.
 ენობრივად ჰიბრიდული ელემენტებისა და სტილიზაციის
(ბარბარიზმები, რუსის აფიცრის ფსევდოსამეცნიერო
მეტყველება, მოხევური კილო) გამოყენებით ტექსტში
წარმოიქმნება მრავალხმოვნება, რომელიც, ერთი მხრივ,
ავთენტურობას ანიჭებს მონათხრობს, მეორე მხრივ, კი
სხვათა ნათქვამის მიმართ მთხრობლის დისტანციას
გამოხატავს.
დასკვნები 2
 ტექსტში დიალოგი რამდენიმე დონეზეა ინსცენირებული და
სხვადასხვა დანიშნულებას ასრულებს:
◦ დიალოგი ექსპლიციტურ მკითხველთან - ექსპლიკაციური ფუნქცია
◦ დიალოგი უსულო, აბსტრაქტულ სიდიდეებთან (თერგი, ოთხი
წელიწადი, სამშობლო) - ქარაკტანტული ფუნქცია
◦ ინტრაკულტურული დიალოგი ქართულ ლიტერატურასთან -
თავები 2 და 4 როგორც გრ. რობაქიძის ლექსის საღამო
გამოსალმებისა სუბვერსიული კონტრაფაქტურა - პოლემიკური
ფუნქცია
◦ ინტერკულტურული დიალოგი რუსულ ლიტერატურასა და
ხელოვნებასთან - პოლემიკური ფუნქცია
◦ მსოფლხედვათა პოლილოგი (≈ მოქმედ პირთა კონფიგურაცია) -
მოდერნულობა vs. ტრადიცია - პოზიციათა ფარდობითობისა და
მთხრობლის პერსპექტივის ამბივალენტურობის წარმოჩენა
დასკვნები 3
 მთხრობლის პოზიციის ტენდენციურობა აშკარავდება მხოლოდ
რუსის აფიცრისა და ლელთ ღუნიას გარეგნობის შეფასებაში, თერგისა
და მყინვარის აღწერასა და დღისა და ღამის შეპირისპირებაში, და
განპირობებულია თემატიკით, რომელიც გამჭოლია სამივე
პერსპექტივისთვის. სახელდობრ:
 რუსის აფიცრის, ლელთ ღუნიასა და მთხრობლის იდეოლოგიურ
პერსპექტივებში რეკურენტულია გონების / ჭკუის დომინანტური სემა,
რომელიც დაკავშირებულია თერგის დინამიკასა (წინსვლა: “უდეგარ,
უსვენარ თერგჩი კი კალმახი იცის!”) და დღის სინათლესთან
(განათლება, ცოდნა), და შეპირისპირებულია მყინვარის სტატიკასა
(სტაგნაცია) და ღამის სიბნელესთან (უმეცრება) როგორც
ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად მონიშნულ ხატოვან ერთეულებთან.
 აღნიშნულის საფუძველზე, გონება / რაციო ტექსტში სემანტიზებულია
ერთგვარ ხიდად ტრადიციასა და მოდერნულობას, წარსულსა და
აწმყოს შორის.
საბოლოო დასკვნა
 ამრიგად, ილია ჭავჭავაძის მგზავრის
წერილები შეიძლება წაკითხულ იქნას
როგორც საპროგრამო ტექსტი, რომლის
დანიშნულებაც XIX საუკუნის ქართულ
დისკურსში მოდერნული აზროვნებისა და
ღირებულებების (გონება, განათლება,
წინსვლა) დამკვიდრებაა.

You might also like