You are on page 1of 5

1.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი კომპოზიტის ნაწილია აბსტრაქტული სახელი?

ა) თავქუდმოგლეჯილი:

ბ)სასოწარკვეთილი;

გ)ლამაზკაბიანი;

დ)დიდყურა.

2.ქვემოთ მოცემულთაგან რომელია უასპექტო ზმნა?

ა)ვიცი;

ბ)ვხტი;

გ)ვყვირი;

დ)ვწერ.

3. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის ენის გამდიდრების წყარო?

ა) თხზვა;

ბ) წარმოქმნა;

გ) სესხება;

დ) გადმოტანა.

4. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის იდიომატური გამოთქმა?

ა) ჭკუაში ჩავარდა;

ბ) სირცხვილი ჭამა;

გ)ხელი აუკანკალდა;

დ)ჭირი წაიღო.

5. ქვემოთ მოცემული ნიმუშებიდან რომელი შეესაბამება სიტყვას( ყვავილთა). სურნელი


დაგვიტოვეს ყვავილთა.

ა) რა ჯგუფის, სულიერი, მრავლობითი რიცხვი, კონკრეტული, საზოგადო, მოქმედებითი


ბრუნვა, თანხმოვანფუძიანი;

ბ) რა ჯგუფის, უსულო, მრავლობითი რიცხვი, კონკრეტული, საკუთარი, მოთხრობითი


ბრუნვა, თანხმოვანფუძიანი;

გ) რა ჯგუფის, უსულო, მრავლობითი რიცხვი, კონკრეტული, საზოგადო, ნათესაობითი


ბრუნვა, თანხმოვანფუძიანი;

დ) რა ჯგუფის, უსულო, მრავლობითი რიცხვი, კონკრეტული, საკუთარი, მიცემითი ბრუნვა,


თანხმოვანფუძიანი.
6. მოიფიქრეთ წინადადების ორი ნიმუში, რომლებშიც ერთი და იგივე ზმნა სხვადასხვა
პირთა რაოდენობით იქნება წარმოდგენილი.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

7. დაადგინეთ შესაბამისობა მცდარი/ხარვეზიანი ფორმით მოცემულ წინადადებებსა და


შეცდომის / ხარვეზის ტიპებს შორის.

ა) ბევრი ადამიანი შეკრებილიყო ეზოში. მორფოლოგია

ბ)ბიჭი ნაპირს მივებოდა. პუნქტუაცია

გ) ნინო სწრაფად მისეირნობდა. სინტაქსი

დ)მე რა თქმა უნდა მოვალ. სტილი

8. მეტყველების რა ნაწილია (ქვეშ) მოცემულ წინადადებაში? მუხის ქვეშ ღორს გოჭები


დაეყარა.

ა)ადგილის ზმნისზედა;

ბ) თანდებული;

გ) შორისდებული.

9.საწყისი წინადადებაში ზოგჯერ უბრალო დამატებად გვხვდება . მგალითად : ქალი


კერვით დაიღალა.

მოიფიქრე წინადადება, რომლებშიც საწყისი გამოყენებული იქნება გარემოების


ფუნქციით.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

10. ქვემოთ მოცემულია მორფოლოგიის შესახებ მსჯელობა. პირველ წინადადებაში


დაშვებულია ერთი ფაქტობრივი შეცდომა. მეორე წინადადება კი დაუსრულებელია .
გაასწორეთ შეცდომა და დაასრულეთ წინადადება.

მორფოლოგია გრამატიკის ნაწილია, რომელიც შეისწავლის მეტყველების ნაწილებს და


მათი დაკავშირების წესებს. მეტყველების ნაწილებია; არსებითი სახელი, ზმნა,.........................

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

11. ქვემოთ მოცემულია ტექსტი, რომელშიც დაშვებულია რამდენიმე მორფოლოგიური და


სინტაქსური შეცდომა. ამოიწერეთ შეცდომით დაწერილი სიტყვები , მიუთითეთ სწორი
ფორმა და პასუხი დაასაბუთეთ. თითოეული შეცდომის გასწორება და შესაბამისი
დასაბუთება ფასდება 2 ქულით. გაითვალისწინეთ, რომ სწორად დაწერილი თითოეული
სიტყვის მცდარი ფორმით შეცვლის შემთხვევაში დაგაკლდებათ 1 ქულა .

ფოსტაში ლუკას წერილი მიცეს. მან წერილი ჯიბეში ჩაიდო და სახში წავიდა.
გზად, ერთერთ სახლთან, შეჯგუფული ხალხი დაინახა. მიუახლოვდა და
დაინახა გონ დაკარგული გოგონა. ლუკა დიდხანს იდგა იქ და უფროსების
საუბარს უგდებდა ყურს.
12.ქვემოთ მოცემულთაგან ,რომელი მიმდინარეობა არ განეკუთვნება მე-20
საუკუნეს?
ა) მოდერნიზმი, ბ)პოსტმოდერნიზმი, გ)ფუტურიზმი, დ) კლასიციზმი.
13. რომელ ჩამონათვალშია მართებულად მოცემული მწიგნობრული ლიტერატურის
სპეციფიკური ნიშნები ?

ა) ვარიანტულობა, დრამატიზმი, ზეპირი გავრცელება, იმპროვიზაცია

ბ)დრამატიზმი, წერილობითი გავრცელება, კონკრეტიზაცია.

გ) ეკლექტიზმი, იმპროვიზაცია, ანონიმურობა.

14ძველმა ოცნებამ სიბერის ბაღში

მაინც მოაგნო უშუქოდ, უგზოდ

ძვირფასიც იყო და თანაც უცხო,

ვით ნაშვილები ყრუ-მუნჯი ბავშვი.


ისხდნენ კიბეზე გვერდიგვერდ ორნი
და თითქოს ცაში ეკიდა სახლი...
მდინარის ფშვინვა ისმოდა შორით...
ეძინა სოფელს... არ ყეფდა ძაღლი...

1თამაზ ჭილაძის ლექსის აღნიშნული სტროფები მდიდარია მხატვრული გამოსახვის


საშუალებებით. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელშია მართებულად წარმოდგენილი ამ
სტროფებში გამოყენებული მხატვრული გამოსახვის საშუალებები?
ა) ეპითეტი, მხატვრული გამეორება, შედარება;
ბ) ეპითეტი, მეტაფორა, შედარება;
გ) მხატვრული გამეორება, ალეგორია, შედარება;
დ) ეპითეტი, ალიტერაცია, შედარება,
2 ამოწერეთ სტრიქონი, საიდანაც ძველი ოცნების გახსენება იწყება.
--------------------------------------------------------------------------------------------------
3 რა განწყობაა ლექსში გადმოცემული? პასუხი დაასაბუთეთ.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
15 ანალიტიკური ესე
გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!

გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!


და თუ არ გახსოვს,
თუ ვეღარ ამჩნევ მამის ნამყენს და დედის ნაქსოვს,
თუ დაგავიწყდა იმ ჩუქურთმის იმ ხატის ფასი,
თუ გააჩუქე წინაპრების პლოსტიც და ფლასიც –
რიღასთვის იხვეჭ მოსაღვეწელს, რიღასთვის ზრუნავ,
ან ოქრო ვერცხლით ვისთვის ივსებ ბუდეს და ბუნაგს,
ან რატომ უქშევ შენს ვენახში ჩაფრენილ ჩიტებს,
ანდა „სამოთხის გასაღები“ და „სულის კლიტე“
რაღად გჭირდება! –
ცეცხლს მიეცი წყალს გაატანე,
რომ ბედნიერი იყო მარად, როგორც ტანტალე…

გაიაზრეთ ოთარ ჭილაძის ლექსი და იმსჯელეთ:


 რა პრობლემაა წამოჭრილი მოცემულ ლექსში
 რა განაპირობებს აღნიშნულ პრობლემას და რა შედეგებს იწვევს ის?
 რა შეიძლება დავსახოთ ამ პრობლემის გადაჭრის გზად?

You might also like