You are on page 1of 3

მოსწავლემ დაწერა: ამ შემთხვევამ მწერლის მომავალზე დიდი გავლენა მოახდინა .

აუხსენით მოსწავლეს, რა ხარვეზი აქვს ამ წინადადებას.

მოსწავლემ დაწერა: სოფელში აქა-იქ მოჩანდა მკრთალი შუქი, რომელიც ღამის ბინდ-
ბუნდსა და ნისლში იკარგებოდა. მიუთითეთ მას, რა შეცდომა დაუშვა. განუმარტეთ
მოსწავლეს, რა უნდა იცოდეს, რომ არ დაუშვას ანალოგიური შეცდომა.

მოსწავლემ დაწერა: საფეხბურთო მატჩი, რომელიც სკოლის სტადიონზე გაიმართა,


მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. მიუთითეთ მას, რა შეცდომა დაუშვა . განუმარტეთ
მოსწავლეს, რა უნდა იცოდეს, რომ არ დაუშვას ანალოგიური შეცდომა.

მოცემულია დებულება: „შესაძლებელია, ერთმა და იმავე არსებითმა სახელმა


კონკრეტული სახელიც აღნიშნოს და აბსტრაქტულიც“. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან
რომელი წყვილი გამოგვადგება ამ დებულების საილუსტრაციოდ? (ა) ურმის თვალი
ჭრიალებს. კატამ თვალი გააყოლა. (ბ) დრო უცბად გავიდა. დრო ჩინებულად გაატარა . (გ )
ახალგაზრდობა ბაღში შეიკრიბა. ახალგაზრდობა ბედნიერი ხანაა . (დ ) გზაზე ერთი კაცი
მიდიოდა. კაცი არ ჩანს ამის გამკეთებელი.

მოცემულია დებულება: „შესაძლებელია, ერთმა და იმავე არსებითმა სახელმა


კონკრეტული სახელიც აღნიშნოს და აბსტრაქტულიც“. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან
რომელი წყვილი გამოგვადგება ამ დებულების საილუსტრაციოდ? (ა) ურმის თვალი
ჭრიალებს. კატამ თვალი გააყოლა. (ბ) დრო უცბად გავიდა. დრო ჩინებულად გაატარა . (გ )
ახალგაზრდობა ბაღში შეიკრიბა. ახალგაზრდობა ბედნიერი ხანაა . (დ ) გზაზე ერთი კაცი
მიდიოდა. კაცი არ ჩანს ამის გამკეთებელი.

ჰერმენევტიკა არის ტექსტის გაგებისა და ინტერპრეტაციის ტრადიციული და


უნივერსალური თეორია. ანტიკური ხანის ბერძენი ფილოლოგები და ფილოსოფოსები ,
განსაკუთრებით ნეოპლატონიკოსები, ჰერმენევტიკას იყენებდნენ ძველი პოეტების ,
უპირველეს ყოვლისა, ჰომეროსის ნაწარმოებების ინტერპრეტირებისთვის , სიმბოლოების
ასახსნელად. შუა საუკუნეებში მას ბიბლიის განმარტების მიზნითაც მიმართავდნენ .
ჰერმესი, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, არის ზევსის გამჭრიახი და მოხერხებული ძე ,
რომელიც ღმერთების შიკრიკია, მათ ნებას ამცნობს ადამიანებს და ყველა საქმეს
კეთილად აგვირგვინებს.

იმსჯელეთ, რატომ გამოიყენეს ტექსტის გაგებისა და ინტერპრეტაციის თეორიის


აღმნიშვნელი ტერმინის შექმნისას ჰერმესის სახელი, რა მიმართებაა მათ შორის.

წვიმამ მოიკლა ჟინი ღამით

და ახლა გრილა

და სველ სილაზე მკვდარ თევზივით აგდია დილა.

ნისლია მთებზე და ბურუსში სახლებიც გაქრა

და ზღვაში თეთრი ხომალდივით შეცურდა გაგრა…“


განმარტეთ პოეტური სახე „წვიმამ მოიკლა ჟინი ღამით“. რომელ მხატვრულ ხერხს
იყენებს ავტორი მის შესაქმნელად? (მაქსიმალური ქულა 2) მიუთითეთ, რომელ
მხატვრულ ხერხებს იყენებს პოეტი დილის პეიზაჟის დასახატად . პასუხი დაასაბუთეთ .
(მაქსიმალური ქულა 2) „...და ზღვაში თეთრი ხომალდივით შეცურდა გაგრა“ − ეს
მხატვრული სახე შეიძლება, განვიხილოთ როგორც შედარების (I), ასევე, მეტაფორის
(II) ნიმუშად. ამოიცანით ორივე მხატვრული ხერხი, მიუთითეთ თითოეულის ნიმუში და
პასუხი დაასაბუთეთ.

არგუმენტირებული ესე

ქვემოთ მოყვანილია ნაწყვეტი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ზღაპრიდან `პატარა


უფლისწული~:
`ექვსი წლის ვიყავი, როდესაც ერთ დღეს წიგნში `ნამდვილი ამბები~, რომელიც
უღრანი ტყის ცხოვრებას აღწერდა, განსაცვიფრებელ სურათს გადავაწყდი :
მახრჩობელა
გველი რაღაც ცხოველს ყლაპავდა.
წიგნში ეწერა: `მახრჩობელა გველები მსხვერპლს დაუღეჭავად ყლაპავენ. შემდეგ
ვეღარ
ინძრევიან, ექვსი თვე სძინავთ და ნადავლს ინელებენ.~
მაშინ ბევრს ვფიქრობდი ჯუნგლების თავგადასავლებზე და იმდენი ვეცადე , რომ
ფერადი ფანქრებით ჩემი პირველი ნახატი დავხატე.
ჩემს შედევრს დიდებს წამდაუწუმ თვალწინ ვუტრიალებდი და ვეკითხებოდი ,
ეშინოდათ
თუ არა.
`ქუდმა როგორ უნდა შეგვაშინოს?~ _ უკვირდათ დიდებს.
ჩემს სურათზე ქუდი კი არა, მახრჩობელა გველი ეხატა, რომელიც სპილოს ინელებდა.
მაშინ გველი შიგნიდან დავხატე, რათა დიდები ახლა მაინც მიმხვდარიყვნენ . მათ ხომ
ყველაფერი ხელისგულზე უნდა დაუდო.

შიგნიდან თუ გარედან მახრჩობელა გველების ხატვას, გიჯობს, გეოგრაფიას ,


ისტორიას,
არითმეტიკასა და გრამატიკას მიხედოო, მირჩიეს დიდებმა. აი, ასე დავასრულე ექვსი
წლის
ასაკში მხატვრის ბრწყინვალე კარიერა. ნახატების მარცხით
გაწბილებულს იმედი გადამეწურა. დიდები საკუთარი ჭკუით ვერასოდეს ვერაფერს
ხვდებიან, ბავშვები კი ამდენი ახსნა-განმარტებით იღლებიან.

ნაწყვეტში წამოჭრილია უფროსებსა და ბავშვებს შორის ურთიერთგაგების ,


უფროსების
მიერ ბავშვების სურვილების, განცდების, მოლოდინების არასწორად შეფასების
პრობლემა.
 იმსჯელეთ ამ პრობლემის, მისი გამომწვევი მიზეზებისა თუ შედეგების შესახებ ;
 მსჯელობისას მოიყვანეთ არგუმენტები და მაგალითები;
 თქვენ მიერ დაწერილი თხზულება უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, 80 სიტყვას*

You might also like