You are on page 1of 4

1) დააკავშირეთ ნაცვალსახელები ჯგუფებად.

ჩვენებითი ვისი?
კითხვა-კუთვნილებითი ნურაფერი
მიმართებითი რომელიც
განსაზღვრებითი ყველა
განუსაზღვრელობითი როგორც
უარყოფითი იმნაირი

2) სიდუხჭირეში ცხოვრობს ლტოლვილი კაცი, რომელსაც ერთ დღეში შეუძლია გახდეს


უმდიდრესი ადამიანი.
ა) რა სახისაა აგებულებით ეს წინადადება? _______________________________________
ბ) რომელია მთავარი წინადადება? ______________________________________________
გ) რა სახისაა დამოკიდებული წინადადება? ______________________________________
დ) რომელია ამ წინადადებებში წევრ-კავშირი? ___________________________________
ე) წინადადების რა წევრია ის?___________________________________________________
ვ) წინადადების რა წევრია„უმდიდრესი“? ________________________________________
ზ) რა ფორმაა „უმდიდრესი“ ? ?(გააანალიზეთ ის მორფოლოგიურად)
______________________________________________________________________________

3) არ ვიცი რაღაც სხვანარირია, სხვებს არ ჰგავს-მეთქი, ვიტყოდი ალბათ.


ა) სად შეიძლება დაისვას ტირე ამ წინადადებაში და რატომ?
______________________________________________________________________________
ბ) რას გვეუბნება „მეთქი“ ნაწილაკის გამოყენება ამ ფრაზაშ?
______________________________________________________________________________
გ) შინაარსობრივად მხოლოდ „ჰგავს“ ზმნას ეკუთვნის „,მეთქი“ თუ მთელ წინამავალ
წინადადებას? _________________________________________________________________
დ) დამარცვლეთ სიტყვა „სხვანაირია“ __________________________________________
ე) წინადადების რა წევრია ფორმა „სხვანაირია“ ? __________________________________
ვ) რომელია მისი სახელადი ნაწილი და რა მეტყველების ნაწილია ის?
4) აქციეთ ჩვეულებრივი განსაზღვრება განკერძოებულად. გინახავთ დაბინდული
ქლიავისფერი.
5) წინადადებებში იპოვე უზუსტობა და გაასწორე.

ა) როდესაც უსულო საგანზე გაატანილია ადამიანის თვისება ეწოდება გასულიერება.

ბ) ლექსად გადმოცემულ საგმირო ან სატრფიალო ამბავს ეწოდება შაირი.

გ) ყველაზე გამანადგურებელ დაცინვას ეწოდება ირონია.


დ) ნოველა განეკუთვნება დრამის ჟანრს.

6) წაიკითხე ნაწყვეტი გალაკტიონის ლექსიდან და უპასუხე კითხვებს.


„დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.“

ა) ამოწერე შედარება და განმარტე ეს მხატვრული სახე.

ბ) რა მხატვრული ხერხია გამოყენებული პირველ სტრიქონში?


______________________________________________________________________________

გ) როგორი განწყობაა სტროფში გადმოცემული? პასუხი დაასაბუთეთ.

7) შეასწორეთ ქვემოთ მოცემული მოსწავლის ნაწერი და დაასაბუთეთ.

მასწავლებელს ორმოცდაათი მოსწავლე ყავდა. ისინი ახარებდნენ თავისი


წარმატებით. ქებას რომელსაც ისინი იმსახურებდნენ მოხუცი მასწავლებლის
ჯილდო იყო. მას ყველაზე ულამაზესი შვილი ყავდა და მისი მოსწავლეები ამ
შვილივით უყვარდა.

8) სახელმძღვანელოში ვკითხულობთ: „გრადაცია პოეტური სინტაქსის სახეა,


რომელიც სემანტიკურად მონათესავე სიტყვების გამეორებით აძლიერებს ტექსტს
და ქმნის მხატვრული სახის ექსპრესიულობას.“ ქვემოთ წარმოდგენილ ნიმუშთაგან
რომელი გამოდგება მოცემული მსჯელობის საილუსტრაციოდ ? ა) „ შენ ისე ღრმა
ხარ, ქართულო ცაო, შენ ისე ღრმა ხარ...“
ბ) „მირბის, მიმაფრენს უგზოუკვლოდ ჩემი მერანი...“
გ) „იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, სიცხესა და სიცივეში, დარში თუ ავდარში “.
დ) „ასკილი, მოცხარი, მოცვი... გზადაგზა კუნელიც გვხვდება...

9) . წაიკითხეთ ოთარ ჭილაძის ლექსის „როდესაც ასე ახლოა გრემი“ მოცემული


სტროფი და შეასრულეთ დავალებები:
„და თუმცა გრემი არის ბებერი,
არის დაღლილი და დანგრეული,
მე მაინც მამღვრევს ეს სექტემბერი,
როგორც საყვარელ ქალის სხეული“.
ოთარ ჭილაძის ლექსის აღნიშნული სტროფი მდიდარია მხატვრული გამოსახვის
საშუალებებით. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელშია მართებულად
წარმოდგენილი ამ სტროფში გამოყენებული მხატვრული გამოსახვის
საშუალებები?
ა) ეპითეტი, მხატვრული გამეორება, მეტაფორა, შედარება;
ბ) ეპითეტი, ჰიპერბოლა, მეტაფორა, შედარება;
გ) მხატვრული გამეორება, ალეგორია, შედარება;
დ) ეპითეტი, ალიტერაცია, შედარება, ალეგორია.

ორტაეპედში - „და თუმცა გრემი არის ბებერი, არის დაღლილი და დანგრეული, ...“
გრემის ტაძრის დასახასიათებლად მოცემული სიტყვებიდან რომელს აქვს ყველაზე
ნაკლებად მხატვრული განსაზღვრების ფუნქცია? პასუხი დაასაბუთეთ.

10) წაიკითხეთ ნაწყვეტი ბესიკ ხარანაულის ლექსიდან და შეასრულეთ


დავალებები:
„სად არიან შვილები, შვილები სად არიან,
გავალ, გავიხედები, არ არიან, ქარია.
სად არიან შვილები, მე რომ მოგაბარეა,
გავალ, ავეძრახები, არ არიან, ქარია.
საქართველო აქროლდა, ვით ფოთლებში ქარია,
სად არიან შვილები, ქარია, არ არიან.
სად არიან ვეფხვები, ლერწმიანში არიან,
ლერწმიანში ქარია, ვეფხვები არ არიან.“
ბესიკ ხარანაულის ლექსის აღნიშნული ნაწყვეტი მდიდარია მხატვრული
გამოსახვის საშუალებებით. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელში არ არის
მართებულად წარმოდგენილი ამ სტროფში გამოყენებული მხატვრული
გამოსახვის საშუალებები?
ა) სიმბოლო, მხატვრული გამეორება, მეტაფორა;
ბ) მხატვრული გამეორება, შედარება, მეტაფორა;
გ) მხატვრული გამეორება, ალიტერაცია, მეტაფორა;
დ) შედარება, ალიტერაცია, ეპითეტი.

ბოლო ორტაეპედის მიხედვით იმსჯელეთ, რა როლითა თუ ფუნქციით იყენებს


ავტორი ვეფხვის სიმბოლოს

11) 1997 წლის ფილმი „ჭკვიანი ვილ ჰანტინგი“ მოგვითხრობს მათემატიკური ნიჭით
დაჯილდოვებულ ყმაწვილზე უილ ჰანტინგზე, რომელიც საკუთარი თავის ძიებაშია
და მუდმივად გაურბის თავის მეგობრებს, რომლებიც მასთან ერთად ქალაქის
ღარიბულ უბანში ცხოვრობენ. ვილი პრესტიჟულ უნივერსიტეტში დამლაგებლად
მუშაობს და თავისუფალ დროს მათემატიკის კათედრივ ურთულესი კითხვების
ამოხსნებს ანონიმურად წერს დაფაზე.

ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში ვილი თავის მეგობრებთან ერთად


საუნივერსიტეტო კამპუსის ბარში გაიცნობს გოგოს, რომლის მოხიბვლასაც ერთ-ერთი
სტუდენტი ბიჭი სახელმძღანელოებში ამოკითხული ციტატების საკუთარ აზრებად
გასაღებით ცდილობს. ვილი მას გამოააშკარავებს და ეტყვის თუ რომელ
სახელმძღვანელოში და რომელ გვერდზე ამოიკითხა მან ის სიტყვები, რომლებსაც
თავისად წარმოაჩენდა. ამ შეკამათებისას ვილი ამბობს, რომ ეს სტუდენტი ათასობით
დოლარს ხარჯავს განათლებაზე, რომლის მიღებაც საჯარო ბიბლიოთეკაში უფასოდ
შეიძლება. პასუხად კი სტუდენტი ბიჭი ეუბნება „მართალი ხარ, მაგრამ მე დიპლომი
მექნება შენ კი ჩემ შვილებს შემწვარ კარტოფილს მოართმევ ხოლმე როცა სამთო
კურორტზე დავისვენებთ“.

 რა პრობლემაა წამოჭრილი ფილმში?


 რა განაპირობებს აღნიშნულ პრობლემას და რა შედეგებს იწვევს ის?
 რა შეიძლება დავსახოთ ამ პრობლემის გადაჭრის გზად?

You might also like