You are on page 1of 3

ქართულის სწავლების მეცნიერული საფუძვლები

პრეტესტი 2

გვარი, სახელი ჩხიკვაძე სალომე ___________________

A. შემოხაზეთ წინადადება, რომელშიც მსაზღვრელი სწორად არის გამოყენებული


1. სახლი არქიტექტორ ნიორაძის პროექტით აშენდა.
2. არქიტექტორი ნიორაძის პროექტმა გაიმარჯვა.
3. ბატონ ვარლამის მოხსენება საინტერესო იყო.
4. პროფესორ ქურდიანის ლექციებს დიდი ყურადღებით ვუსმენდით.
5. დირიჟორი კიკვიძის კონცერტმა ბრწყინვალედ ჩაიარა;

განმარტება: თუ სახელს ან გვარს, ან ორივეს ერთად წინ უსწრებს თანხმოვანფუძიანი მსაზღვრელი (


წოდების, თანამდებობის, ხელობა-პროფესიის აღმნიშვნელი სიტყვა), საკუთარი სახელი იბრუნვის
ჩვეულებრივად, ხოლო მსაზღვრელს ბრუნვის ნიშანი დაერთვის მხოლოდ სამ ბრუნვაში: სახელობითში,
მოთხრობითში და წოდებითში. დანარჩენ ბრუნვებში კი მსაზღვრელი ფუძის სახით იქნება
წარმოდგენილი. თუ მსაზღვრელი სიტყვა ხმოვანფუძიანი სახელია, მაშინ ის ყველა ბრუნვაში ფუძის
სახით იქნება წარმოდგენილი. პატივისცემის გამომხატველი საზოგადო
სახელები ბატონი და ქალბატონი საკუთარ სახელებთან ერთად ბრუნებისას ინარჩუნებენ -ი ნიშანს
ნათესაობითსა და მოქმედებითში

(1/.........)

შეარჩიეთ და ჩასვით სწორი ფორმა:

ბრძანა, რომ ხელშეკრული გაეყვანათ .............................. ( წყალ გაღმა, წყალ-გაღმა, წყალგაღმა)

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ტყვეები ……………………. ჩამოატარეს (ხელფეხშეკრული, ხელ-ფეხ-


შეკრული, ხელ-ფეხ შეკრული)

განმარტება: კომპოზიტებს ისეთ სიტყვებს უწოდებენ, რომლებიც რამდენიმე დამოუკიდებელი სიტყვის


შეერთებით არის წარმოქმნილი. კომპოზიტი ორგვარია: ერთცნებიანი და ორ- და მეტცნებიანი. 
ერთცნებიანია კომპოზიტი, რომლის ფუძის მნიშვნელობა არ უდრის შემადგენელი ფუძეების
მნიშვნელობათა ჯამს.ორ- და მეტცნებიანია კომპოზიტი, რომლის მნიშვნელობა უდრის შემადგენელი
ფუძეების მნიშვნელობათა ჯამს და მათ შორის შეიძლება აზრობრივად ჩაისვას და კავშირი. ყველა
ერთცნებიანი კომპოზიტი ერთად იწერება.

 
(1/.........)

B. გაასწორეთ შეცდომები:
1. მე ყოველთვის დედა-შვილური განცდა მეუფლება, როცა თქვენ მახსენდებით! (დედაშვილური)
2. ნუ ბაქი-ბუქობ, ტრაბახი არ არის კარგი!(ბაქიბუქობ)
3. მთელი დღე ასე უბანუბან და ქუჩაქუჩა რომ დაიდხარ, საქმე არა გაქვს?(უბან-უბან)
4. ადამიანის ცხოვრება ლუკმაპურის ძიებაში გადის.(ლუკმა-პურის)

განმარტება: დეფისი იწერება და კავშირის ნაცვლად მაშინ, როდესაც ორი განსხვავებული


მნიშვნელობის მქონე სიტყვა უნდა გავაერთიანოთ, ანუ მნიშვნელობის მხრივ ერთმანეთთან
დაკავშირებული ფუძეების გაერთიანებით მიღებული კომპოზიტები იწერება დეფისით! ასევე
დეფიზი იწერება სინონიმური და ანტონიმური მნიშვნელობის რთულ სახელებთან.
ფუძეგაორკეცებულ კომპოზიტებთან და სხვა. (1/.........)
C. შემოხაზეთ სწორი ფორმა:

ა) ახალაშენეული

ბ) ახალ აშენებული

გ) ახლადაშენებული

განმარტება: კომპოზიტებს ისეთ სიტყვებს უწოდებენ, რომლებიც რამდენიმე დამოუკიდებელი სიტყვის


შეერთებით არის წარმოქმნილი. კომპოზიტი ორგვარია: ერთცნებიანი და ორ- და მეტცნებიანი. 
ერთცნებიანია კომპოზიტი, რომლის ფუძის მნიშვნელობა არ უდრის შემადგენელი ფუძეების
მნიშვნელობათა ჯამს.ორ- და მეტცნებიანია კომპოზიტი, რომლის მნიშვნელობა უდრის შემადგენელი
ფუძეების მნიშვნელობათა ჯამს და მათ შორის შეიძლება აზრობრივად ჩაისვას და კავშირი. ყველა
ერთცნებიანი კომპოზიტი ერთად იწერება.

(0.5/.........)

D. შემოხაზეთ სწორი ფორმები:

ა)ექს-პრეზიდენტის

ბ) ფსევდომეცნიერი

გ) ვიცე-კანცლერი

დ) ვიცეადმირალი

განმარტება: დეფისით იწერება ასევე უცხოური ვიცე და ქართული ვაი პრეფიქსით დაწყებული


კომპოზიტები: (1/.........)

E. რომელია არასწორი ფორმა:

ა) ბოლოს და ბოლოს; ბ) სხვადასხვა; გ) გზადაგზა; დ) მაინც და მაინც;

ე) უფრო და უფრო; ვ) ისევ და ისევ; ზ) მხოლოდ და მხოლოდ;


განმარტება: შერწყმულად, უდეფისოდ იწერება და კავშირით შეერთებული ფუძეგაორკეცებული
კომპოზიტები. შესაბამისად, სწორია: სხვადასხვა, პირდაპირ…ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ და მხოლოდ,
კვლავ და კვლავ, უფრო და უფრო იწერება ცალ-ცალკე!

(1/.........)

F. შემოხაზეთ არასწორი ფორმები:

ა) აბსოლუტური; ბ) პლიუსი; გ) პლაჟი; დ) ეგზემპლიარი; ე) ტუბერკულოზი;

განმარტება: იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ლთანხმოვანი თავისთავად საკმაოდ რბილი


ბგერაა, ლია და ლიუ ჯგუფების შუა ი ხმოვანი, რომელიც ლ-ს დამარბილებელ როლს ასრულებს,
სრულიად ზედმეტი ხდება. გაცილებით მეტი სიახლოვეა la და ლა, lu და ლუ კომპლექსებს შორის,
ვიდრე ლა და ლია, ლუ და ლიუ კომპლექსებს შორის. ამიტომ la და lu ჯგუფები ქართულად უფრო
მარტივად – ლა და ლუკომპლექსებით უნდა გადმოიცეს. (0.5/.........)

I. შემოხაზეთ სწორი ფორმები:

ა) ქვოტა; ბ) კოლოკვიუმი; გ) ადეკვატური; დ) ქვორუმი.

(0.5/.........)

J. შემოხაზეთ სწორი ფორმები:

ა) გენიალოგია; ბ) სტიპენდიატი; გ) შამპანური; დ) კონსენსუსი; ე) კონტიგენტი;

(0.5/.........)
Q. რომელია არასწორი ფორმა:

ა) იმფორმაცია; ბ) ინფარქტი; გ) კონფერენცია; დ) ტრავმა ე) ნევროზი

(0.5/.........)

L. შემოხაზეთ სწორი ფორმები:

1. ფუნდამენტური;
2. ფუნდამენტალური;
3. ინდუსტრიალური;
4. ელემენტარული;
5. ლაკონიური;
6. დინამიური;
7. რომანტიკული;
8. ცივილიზირებული;
9. ფაქტიური;
(2/…….)

You might also like