You are on page 1of 2

ქვემდებარისა და შემასმენლის რიცხვში შეწყობის თავისებურებანი:

-------------შემასმენელი მხოლობითში ეწყობა ქვემდებარეს, როცა:---------------

1) ქვემდებარეც მხოლობითშია : ჟურნალისტი წერს, პრეზიდენტი მუშაობს, პრემიერი


აცხადებს...

2) ქვემდებარედ ერთზე მეტის ( სიმრავლის) აღმნიშვნელი სახელი გვაქვს ( ეს


შეიძლება იყოს რაოდენობითი რიცხვითი სახელი ან
განსაზღვრებითი/განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელი: ყოველი, რამდენიმე, ყველა,
ყოველი, ზოგი, ზოგიერთი...)

შესაბამისად, სწორია:

რამდენიმემ დაადასტურა ( და არა რამდენიმემ დაადასტურეს)


ყველა მოვიდა ( და არა ყველა მოვიდნენ)
ზოგმა დააგვიანა ( და არა ზოგმა დაიგვიანეს)
ქვემდებარე კრებითი სახელია: ხალხი მოითხოვს, ახალგაზრდობა აპროტესტებს,
გუნდი დაიშალა, სტუდენტობა აღშფოთდა და ა.შ.

3) ქვემდებარე უსულო სახელია და ებ-იანი მრავლობითითაა წარმოდგენილი: სკამები


დგას, კედლები ჩამოინგრა, მდინარეები ადიდდა...

4) ქვემდებარედ ისეთი მრავალცნებიანი კომპოზიტია წარმოდგენილი, რომლის


მნიშვნელობაც უდრის შემადგენელი ფუძეების მნიშვნელობათა ჯამს: დედ-მამა,
ცოლ-ქმარი, და-ძმა, მთა-ბარი და ა.შ.

შესაბამისად, სწორია:
დედ-მამა მესტუმრა ( და არა დედ-მამა მესტუმრნენ)
ცოლ-ქმარი შეთანხმდა ( და არა ცოლ-ქმარი შეთანხმდნენ)
და-ძმა თაღლითი გამოდგა ( და-ძმა თაღლითები გამოდგნენ)

ეს წესი, ცხადია, ბათილდება, თუ დეფისის ნაცვლად „და“ კავშირს ვიყენებთ.


შესაბამისად, სწორი იქნება:

დედა და მამა მესტუმრნენ


ცოლი და ქმარი შეთანხმდნენ
--------------შემასმენელი მრავლობითში ეწყობა ქვემდებარეს, როცა:-----------
1) ქვემდებარე მრავლობითში დასმული სულიერი სახელებითაა წარმოდგენილი:
პრეზიდენტები მუშაობენ, ჟურნალისტები წერენ...

2) ქვემდებარე გასულიერებული უსულო საგანია და მას ცოცხალი არსების


შესაფერისი მოქმედება მიეწერება: მდინარეები ბუტბუტებენ, ფოთლები
ჩურჩულებენ, მთები ბანს შემოსძახებენ და ა.შ.

3) საგანგებო განცხადება:

თუ ქვემდებარე მხოლობითში მდგომი, მაგრამ სიმრავლის აღმნიშვნელი სიტყვითაა


წარმოდგენილი, მას რიცხვში მონაცვლე ზმნით გამოხატული შემასმენელი
მრავლობითის ფუძით შეეწყობა.

გახსენებისთვის:

რიცხვში მონაცვლე ზმნა ისეთი ზმნაა, რომელიც უღლებისას მხოლობითში ერთ


ფუძეს იყენებს, მრავლობითში კი - მეორეს. ფუძემონაცვლე ზმნებია: ჯდომა/სხდომა,
გდება/ყრა, კვდომა/ხოცვა, მობმა/მოსხმა და ა.შ.

მოცემული წესის თანახმად, სწორი იქნება:


ხალხი დასხდა ( და არა დაჯდა ან დასხდნენ)
და-ძმა დაიხოცა ( და არა დაიხოცნენ ან მოკვდნენ)
ცოლ-ქმარი მისცვივდა ( და არა მისცვივდნენ ან მივარდნენ)

You might also like