You are on page 1of 3

1) რა არის რეზოლუცია?

რეზოლუცია არის ოფიციალური განცხადება, შეთავაზება გაეროს საბჭოსთვის,


კომიტეტისთვის ან კომისიისთვის. ის შედგება ერთი გრძელი, თუმცა
თანმიმდევრული, წინადადებისგან, რომელიც დაყოფილია მუხლებად და მის
ნაწილებად. რეზოლუცია არის არა ერთი ქვეყნის პოზიცია, არამედ გაეროს წევრთა
უმრავლესობის.

2) როგორ დავწეროთ რეზოლუცია?


გაეროს რეზოლუციის ენა საკმაოდ ოფიციალური, დიპლომატიური და
გარკვეულწილად იურიდიული უნდა იყოს. იმისათვის, რომ უკეთ გაერკვეთ
გთხოვთ წაიკითხოთ შემდეგი ხუთი შეკითხვა:

 რა არის პრეამბულა?

პრეამბულა არის შესავალი რეზოლუციისა. ის შეიცავს ფონსა და არგუმენტაციას იმ


საკითხისა, რომელიც თქვენ არჩეული გაქვთ.

 როგორ იწერება პრეამბულა?

თქვენ დაწერთ მითითებებს გაეროს წინა რეზოლუციებზე, რატიფიცირებულ


კონვენციებზე ან/და დეკლარაციებზე. თქვენ გაითვალისწინებთ ინ ოფიციალურ
პირებს, რაც შეიძლება მოქმედ პირებს, რათა საკითხი განმარტოთ. თქვენ
მიულოცავთ იმ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს (მაგ. გაეროს ორგანიზაციებს,
არასამთავრობო სექტორს...) რომლებმაც იმუშავეს ამ საკითხის გადასაჭრელად.
თქვენ გაუსვამთ ხაზს იმ სირთულეებს, რომლებიც გადაგხდათ წარსულში. თქვენ
უნდა მიაწოდოთ პრეამბულის წინადადება აწმყო, ან წარსული დროით ან/და
ზედსართავი სახელით. ნახეთ მოცემული სია:

პრეამბულის ფრაზები:

ვხემლძღვანელობთ რა, მხედველობაში ვიღებთ, გამოვხატავთ კმაყოფილებას,


პატივისცემით აღვნიშნავთ, მივესალმებით, კმაყოფილებით აღვნიშნავთ,
ვადასტურებთ, ვაცნობიერებთ, ღრმად აღშფოთებული, სრულად ვეთანხმებით, ღრმა
მწუხარებას გამოვთქვამთ, ყურადღებას ვუთმობთ, დამატებით ვიხსენებთ...
 რა არის პროცედურული მუხლები?

პროცედურული მუხლები აღწერენ იმ პოლიტიკას, რომლის გატარებაც


რეზოლუციის შემდგენ ორგანის სურს. პუნქტები უნდა იყოს გარკვევით და
ცალსახად ჩამოყალიბებული. ისინი დალაგებული არიან თანმიმდევრობით,
მნიშვნელობის თვალსაზრისით, და აღწერენ თუ რა უნდა ქნას გაერომ, რა პოზიცია
დაიკავოს.

 როგორ უნდა დავწეროთ ოპერაციული მუხლები?

ეს საკითხი ყველაზე რთულია. თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ ტქვენი


შეთავაზებები ნამდვილად იმუშავებს და ისინი სრულად ასახავენ იმ პოზიციას,
რომელსაც თქვენს მიერ წარმოდგენილი ქვეყანა ემხრობა. თქვენ არწმუნებთ და
აგულიანებთ სხვა ქვეყნებს რათა თქვენ მიერ შეთავაზებულ რეზოლუციას ხელი
მოაწერონ და მოახდინონ რაიფიცირება. თქვენ შეგიძიათ შესთავაზოთ, მიესალმოთ
ან გააკრიტიკოთ ყველა ახალი სიტუაცია. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ან უარი თქვათ
ახალ შემოთავაზებებზე. თქვენ შეგიძლიათ დაადასტუროთ, სინანული გამოთქვათ
უკვე მომხდარზე. ოპერაციული მუხლები უნდა დაიწყოთ ახლანდელი დროის მესამე
პირში ჩასმული ზმნების მეშვეობით. იხილეთ სია:

იღებს, ადასტურებს, იმედოვნებს, მოუწოდებს, ურჩევს, ნანობს, გამოხატავს თავის


უკმაყოფილებას, აცხადებს, იწვევს, მოითხოვს, წყვეტს...

 როგორ უნდა წარმოვადგინოთ რეზოლუცია?

სათაური რომელიც გამოჩნდება თითოეულ გვერდზე კონკრეტულ ინფორმაციას


უნდა შეიცავდეს.
ორგანო: უნდა დაწეროთ იმ ორგანოს დასახელება რომელსაც მიეკუთვნებით (მაგ.
უშიშროების საბჭო)
საკითხი: თქვენი რეზოლუციის ასლი;
ვის მიერაა წარმოდგენილი : უნდა ჩამოწეროთ იმ დელეგაციათა სახელები
რომლებიც არიან რეზოლუციის ავტორები (Sponsors)

ყველა პუნქტის საწყილის ზმნა ხაზგასმულია. ყველა პუნქტს შორის ერთი ხაზი
მაინც უნდა იყოს გამოტოვებული. რეზოლუციის აბზაცები დანომრილი არ უნდა
იყოს. ყველა ოპერაციული პუნქტი დანომრილია. ქვე–პუნქტევი ინომრება
შემდეგნაირად a), b), c), და ა.შ .; ქვე–ქვე–პუნქტები კი i), ii), iii), და ა.შ. აკრონიმები
და აბრევიატურები პირველი გამოყენებისას სრული სიტყვით უნდა იყოს
წარმოდგენილი. პრეამბულის ყველა პუნქტი მძიმით ბოლოვდება. ოპერაციული
პუნქტის ყველა პუნქტი წერტილ–მძიმით ბოლოვდება. წერტილი იწერება მხოლოდ
რეზოლუციის დასასრულს. ყურადღება მიაქციეთ რათა იქონიოთ თქვენი
რეზოლუციის პროექტის ელექტრონული ვერსიაც. (მაგ. USB, flash disk, iPod, etc.)
თქვენ უნდა იქონიოთ თქვენი რეზოლუციის პროექტის საკმარისი რაოდენობა რათა
ლობირების პროცესში საბჭოს სხვა წევრები მომარაგებული გყავდეთ.

იხილეთ რეზოლუციის თანდართული მაგალითები შემდეგ ბმულებზე:


1. http://www.renewables2004.de/pdf/UN-Res_promotion_re_sources.pdf
2. http://www.unsgab.org/iys2008/docs/061220_Resolution.pdf
3. http://www.un.org/womenwatch/daw/beijing15/outcomes/L%202_%20Rev.1_%20HIV
%20AIDS_Advance%20unedited.pdf
4. http://www.un.org/ga/aids/docs/aress262.pdf

You might also like