You are on page 1of 3

თაფლაკვერასას და მათრახის პოლიტიკა

სახელმწიფოებრიობის დაკარგვის და შემდეგ რუსეთის


შემადგენლობაში შესვლის შემდეგ საქარტველო ჯერ არ ნახული
გასაჭირის წინაშე დადგა.მრვალჯერ ყოფილა საქართველო ცუდ
სიტუაციაში რომლის დროსაც ენის ან რელიგიის შეცვლას
აძალებდნენ ხალხს მაგრამ ეს განსხვავებული იყო ,ქართველი ხალხი
გამოსავალს ვერ ხედადვდა.ახალ მათველობაზე გადასვლას ახალ
ახალი რეფორმებიც მოყვა.1840-41 წელს ზალიან სერიოზული
ცვლილებები მოხდა.კავკასია ორ მსხვილ ადმინისტრაციულ
ერთეულად - საქართველო-იმერეთის გუბერნიად და კასპიის ოლქად
დაიყო, ასევე შემოიღეს საქალაქო მმართველობა ამავე წელს
მთავარმართებლის თანამდებობა მეფისნაცვლის თანამდებობამ
შეცვალა.ამ ახალ პროფესიას პირველად გემო მიხეილ ვორონცოვმა
გაუსინჯა.მიხეილ ვორნცოვი განსხვავდებოდა სხვა რუსი
მოხელეებისგან, ყოველ შემთხვევაში ასე თვლიდა მის
თანამედროვეთა დიდი ნაწილი მაგრამ არავინ არიცის სინამდვილეში
როგორი კაცი იყო იგი,რუსეთისგან მოგზავნილი შედარბით უკეთესი
მარიონეტი, თუ ნამდვილად ღმერთისგან გამოგზავნილი
მშველელი,მაგრამ უნდა ვაღიაროთ რომ მან მრავალი კარგი
რეფორმა გაატარა და ცვლილება მოახდინა რამაც მართლაც
შეამსუბუქა ქართველი ხალხის ცხოვრება იმდროინდელი
სიტუაციისგან მოტანილი სტრესისგან. სანამ ვორონცოვის
რეფორმებზე დავიწყებდე ლაპარაკს პროლოგის დასასრულს ვიტყვი
რომ მიხეილ ვორონცოვი ფიქრობდა რომ,
,, იარაღით შეიძლება დაიპყრო ტერიტორრია,მაგრამ არა ხალხის
სული“
მიხეილ ვორონცოვმა მრავალ მხრივ განახორციელა რეფორმების
გატარება ერთერთი ყველაზე მტავრი იყო საგანმანათლებლო
ცვლილებები რომელიც შემდეგში მდგომარეობდა: დაარსდა
მრავალი საგანმანათლებლო დაწესებულება როგორიცაა სკოლები ,
გიმნაზიები, უმაღლესი სასწავლებლები(მათთვის ასევე 160 სტიპენდია
გამოყო მთავრობამ) და კავკასიის სასწავლო ოლქები.ასევე 1847 წელს
ვორონცოვის თხოვნით ააშენეს საჯარო ბიბლიოთეკა რომელიც 1851
წელს გაიხსნა.ამის გარდა 1852 წელს დაარსდა სახელმწიფო მუზეომი
რომელილ ბაზაზე შემდგომში კავკასიის მუზეომი
ჩამოყალიბდა ,სადაც გუსტავ რადემ გერმანელმა მეცნიერმა თავისი
გამოკველევები და კოლექციები განათვასა.თანამდებობის ახალმა
პირმა ქარტველი ხალხის ხელოვნებაში გარევაც მოინდომა თეატრის
დაარსებით,რაც წარმატებულად განხორციელდა.თავდაპირველად
დაარსდა რუსული თეატრი შემდეგ ქართულზეც დაიწყო ფიქრი
მან.მალევე აითვისა ეს ყველაფერი ქართველმა ხალხმა და დაიწყო
რეპეტიციები.რეჟისორსაც და მსახიობებსაც შესაბამისი ანაზღაულება
ქონდა.ქართული ენის სავალდებულოდ სწავლაც შეგვიძლია
ჩავთვალოთ იმ დროისთვის ერთერთ დიდი მიღწევად.გაიხსნა
აგრეთვე წიგნის მაღაზიები რამაც კიდევ უფრო აწია განათლების
დონე.მას ქართული კულტურის და ისტორიული ძეგლების შესწავლაც
არ დავიწყებია. იგი მეურვეობდა ქართული კულტურის შესწავლას და
პოპულარიზაციას.უფრო მეტი ახალი აღმოჩენების გასაკეთებლად მან
ტავისი ხარჯებით მიავლინა დიმიტრი მეღვინეთუხუჩესიშვილი
ექსპედიციაში ,რათა აღეწერა და შეესწავლა ისტორიული
სიძველეები,მათ შორის უფლისციხეშიც ,სადაც 1852 წელს
არქეოლოგიური გათხრებიც დაიწყო. მიხეილ ვორონცოვი კმყოფილი
იყო ქრთველების მიერ დადებული შდეგით ამას იმპერატორისდმი
მიწერილი წერილიდან ვიგებთ,წერილში ვორონცოვი მბობს ,, ამ
ხალხს არაჩვეულებრივად აქვს განვიტარებული მშვენიერების აღქმის
უნარი“.როგორც ჩანს იგი აფასებდა ქართველი ხალხის მიერ გაწეულ
შრომას.მაგრამ როგორც ყოველშვის არსებობს ხალხის ის ნაწილი
რომელიც არ ან ვერ ხედავს ამას და ჩადენ კარგ საქმეს მუდმივად
პროპაგანდას უწევენ.რათქმაუნდა იმ დროსაც არსებობდა ასეთი
ხალხი მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ალექსანდრე
ორბელიანი ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი,
პუბლიცისტი, ისტორიკოსი, იგი ამბობდა რომ ვორონცოვი ცბიერულად
უალერსებდა ქართველ ხალხს და მას ბრალს დებს რომ რუსებში
გაგვრია,იმ დროს კი მოსატყუებელ დროს ეძახის.მიხეილ ვორონცოვს
რუსეთშიც ყავდა მოწინააღმდეგეები რომლებიც რუსებისგან
ქართველების დაშორებაში დებდნენბ ბრალს.მაგრამ ამათ გარდა
მიხეილ ვორონცოვს ყავდა აქაური და იქაური მიმდევრები
მაგალითად გრიგოლ ორბელიანი ქარტველი პოეტი და გენერალი
ვორონცოვისთვის გაგზავნილ წერილში ამბობს:,,საქართველო
მხოლოდ თქვენი მამობრივი მზრუნველობით აღსასვსე ბრწყინვალე
მართვა-გამგეობის დროს ეღირსა აყვავებასა და ადამიანურ
ცხოვრებას,გაივლის მრავალი წელი რიგრიგობით დაიჭერენ თქვენს
ადგილს ,მაგრამ თქვენ მაგივრობას კი მაინც ვერავინ გაგვიწევს.“
რუსი პოეტი ვ.პოტუ კი ამბობდა:,,ვორონცოვი ისე მართავდა
კავკასიას,რომ ადგილობრივ მოსახლეობას რუსეთი დედინაცვლის
მაგივრად დედად ეცნო“.ამის გარდა მრვავალი ქართველი და რუსი
პოეტი თუ მწერალი უჭერდა მხარს მიხეილ ვორონცოვს
მაგალითად:აკაკი წერეთელი,მიხეილ კატკოვი და სხვა...
ერთი სიტყვით რომ ვთქცათ დასასრულს მე პირადად მიხეილ
ვორონცოვი წაკითხული,გაგებული და მოძიებული ცნობებით იგი
შვადარე ქართველებისთვის საშველად გამოწვდილ ხელს. იგი კარგ
ხალხს აფასებდა და ნამცხვრით უმასპიძლებოდა ხოლო
მოწინაღმდეგეებს მათრახით უსწორდებოდა . ტყუილად არ უწოდე მის
მართველობას ნამცხვრის და მათრახის პოლიტიკა

You might also like