You are on page 1of 6

თვალსა და ხელს შუა გაირბინა ამ წლებმა.

ბევრი ცვლილება
მოხდა როგორც საფრანგეთშიი ისე მის საზღვრებს გარეთ.ბევრი
ბრძოლა გადავიტანეთ ბევრი სისხლი ვღვარეთ რომ საბოლოოდ
ამ შდეგამდე მივსულიყავით. საფრანგეთს დაპყრობილი
ტერიტორიები ჩამოერთვა,ეს სახელმწიფოები კი ვენის
კონგრესის გადაწყვეტილებით სხვადასხვა დიდმა ქვეყნებმა
გაინაწილეს .უბრალოთ რუკასაც რომ დავაკვირდეთ,მაშინაც
კი მივხვდებით რა მოხდა ამ წლების განმავლობაში.დღს 1815
წლის 12 დეკემბერია და ასეთი სიტუაციაა
საფრანგეთში.გავიხსენოთ დაახლოებით 15 წლის წინანდელი
ამბები.1799 წლის 18 ბრიუმერის გადატრიალების შმდეგ
ნაპოლეონ ბონაპარტი მოვიდა საფრანგეთის სათავეში.მას
მოყვა ათასი ცვლილება როგორიცაა კონსულობის
პერიოდი,სამოქალაქო კოდექსი და ა.შ.სათავეში ნაპოლეონის
მოსვლის შემდეგ საფრანგეთი კონტრშეტევაზე გადავიდა
ევროპის წინააღმდეგ .ომი საფრანგეთსა და ევროპის სხვა
სახელმწიფოებთან 1815 წლამდე გაგრძელდა.ევროპის
სახელმწიფოებს ხსირად ნაპოლეონთან დამარცხების შემდეგ
უწევდათ რომ საფრანგეთთან ზავი დაედოთ და მას
დამორჩილებოდნენ.ასე მოექცა ლომბარდია,შვეიცარია და
ნიდერლანდები საფრანგეთის ტერიტორიაში. ნაპოლეონმა ერთ
ერთი პირველი მნიშვნელოვანი ბრძოლა ეგვიპტეში (რომელიც
იმ დროს ოსმალეთის შმადგენლობაში შდიოდა)
გამართა,რომლის მიზანი იყო ეგვიპტის დაპრყობა და ინდოეთში
მისი დიდი კონკურენტი ინგლისის კოლონიებზე თავდასხმისთვის
ბაზის შექმნა.თავდაპირველად კი წარმატებას მიაღწია
ფრანგულმა ჯარმა და შდეგად მათ დაიკავეს ეგვიპტის ძველი
დედაქალაქი ალექსანდრია და შემდეგ კაირო.მაგრამ
საბოლოოდ ფრანგები დანებდნენ,რადგან ამ დროს ევროპაში
საფრანგეთის წინააღმდეგ შქმნილმა ანტი ფრანგულმა
კოალიციამ წარმატებას მიაღწია და მათ ნაპოლეონს იტალიის
ნაწილი წაართვა.ამის გარდა ჰორაციო ნელსონმა ინგლისის
ფლოტ=ის ადმირალმა სასტიკად გაანადგურა საფრანგეთის
ფლოტი და ამიტომაც დანებდნენ ფრანგები და1801 წელს
დატოვეს ეგვიპტე. 1805 წელს ნახსენებ ანტიფრანგული
კოალიციასა და საფრანგეთს შირის გაიმერთა ბრძოლა
ტრაფალგარტან სადაც ინგლისის ფლოტის გენეალმა ჰორაციო
ნელსონმა სასტიკად გაანადგურა ფრანგების ფლოტი.თუმცა
ამით საფრანგეთი არ დანებებულა იგი იმავე წელს ავსტრიის
დედაქალაქ ვენაში ტრიუმფით შევიდა.გადარჩენილი
ავსტრიული ნაწილები ჩეხეთში მდგარ რუსეთის არმიას
შეუერთდა და 185 წელს 2 დეკემბერს გაიმართა აუსტერლიცის
ბრძოლა იგივე სამი იმოერატოსრის ბრძოლა საიდაც
საფრანგეთი ბრწყინვალე გამარჯვებით დაბრუნდა.მალევე 1806
წელს ნაპოლეონი ბერლინშიც ზარ ზეიმით შევიდა.ნაპოლეონს
მრავალი მიზანი ამოძრავებდა როდესაც ევროპაში დაპყრობით ომებს
მართავდა.ერთერთი იყო საფრანგეთის ეკონომიკურად გაძლიერება.ამ
მიზნით ნაპოლეონმა ხელი მოაწერა კონტინენტურ ბლოკადას.რომელიც
ითვალისწინებდა იმას რომ საფრანგეთზე დამოკიდებ სახელმწიფოებს
ეკრძალებოდათ ინგლისთან ვაჭრობა.ამით მას საფრანგეთის
ეკონომიკურად გაძლიერება და ინგლისის ეკონომიკურად დაცემა
უნდადო.მალევე 1807 წელს საფრანგეთის მოკავშირეთა რიგს რუსეთიც
შუერთდა და ისიც გახდა იძულებული რომ კონტინენტური ბლოკადის
ზესები გაეთვალისწინებიდა.1808 წელს საფრანგეთის ჯარები რომშიც
შევიდა.რომი და პაპის ოლქიც საფრანგეთს მიუერთდა.1810 წელს
საფრანგეთის იმპერიის სემადგენლობაში ნიდერლანდების სამეფოც
შვიდა. ასე გამოიყურებოდა ევროპა 1810 წელს.

მართალია ამითც არ დასრულებულა ნაპოლეონის ომები.1812 წელს


ნაპოლეონის არმია რუსეთში შეიჭრა რომლის მიზეზი კონტინენტური
ბლოკადის წესის დარღვევა იყო ხოლო მიზანი მოსკოვის აღბა და
ალექსანდრე I ის მიერ დამარცხების აღიარება იყო.ნაპოლეონი
რუსეთიში 600 ათასიანი ჯარიათ და 1372 ზარბაზნით პრუსიის
სამეფოს,ვარშავის საჰერცოგოს და ავსტრიის იმპერიის ტერიტორიით
შვიდა. კუტუზოვმა რუსების მთავარსარდალმა გენერალური ბრძოლის
გამართვა ბოროდინოს ველზე გადაწყვიტა.1812 წლის 26 აგვისტოს
ბოროდინოს ველზე ფრანგებსადა რუსებს შორის ბრძოლა
გაიმართა.ნაპოლეონმა წარმატებას მიაღწია და რუსული პიზიციების
გარღვევა მოახერხა.კუტუზოვმა კი მოსკოვის უბრძოლველად დატოვება
გადაწყვიტა,რადგან იგი ფიქრობდა რომ მოსოვის აღებით მთელი
რუსეთი არ დაეცემოდა ხოლო არმიის განადდგურებით მოსკოვიც და
მთლიანი რუსეთიც დაეცემოდა.კუტუზოვის კარგი ტაქტიკით
ნაპოლეონი იძულებული გახდა მოსკოვი დაეტოვებინა.ამას
დამატებული რესურსების ნაკლებობამ,ნაადრევმა დაზამთრებამ და
უგზოობამ კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩააგდო ფრანგები.ამით რუსებმა
დრო იხელთეს და ხშირად და თამამად დაიწყეს მათზე
თავდასხმა.პარიზში დაბრუნებული ბონაპარტი ახალი არმის შეკრებას
შეუდგა სადაც გაწევრიანდნენ ისისნი ვისაც კი შეეძლო ხელში იარაღის
აღება.1813 წელს ლაიფციგთან მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა
საფრანგეთსა და ანტიფრანგულ კოალიციაში შმავალ სახელმწიფოებს
შორის.მებრძოლთა თანაფარდობა არაპროპორციული იყო ფრანგები
300000 ხოლო მოწინააღმდეგეებს მილიონზე მეტი მებრძოლო
ყავდა.აშკარაა რომ ამ ბრძოლაშ ნაპოლეონი დამარჩხდა.დაიშალა რაინის
კავშირი,ნაპოლეონსა აღარ ემორჩილებოდნენ მის შემადგენლობაში
მყოფი ტერიტორიები.ამიტომაც 1814 წლის 31 მარტს საფრანგეთის
მოკავშირეთა ჯარი პარიზში შვიდა.ნაპოლეონი საიმპერატორო
ტახტიდან ჩამოაგდეს და კუნძულ ელბაზე გადაასახლეს.ამის შემდეგ
საფრანგეთში კონსტიტუციური მონარქია დამყარდა.ამით არ
დასრულებულა ნაპოლეონ ბონაპარტის ბრძოლა.1814 წელს შექმნილ
ვენის კონგრეში შემავალ სახელმწიფოებს შორის გაუგებრობა მოხდა
ამით ნაპოლეონმა ისარგებდა და თავის მოკავშირეებთა ერთად
კუნძული ელბა დატოვა.იგი 1815 წელს პარისზს მიადგა. მის
წინააღმდგენ გამოგზავნილი ჯარი მის მხარეს გადავიდა.ნაპლეონმა
ძალაუფლების დაბრუნება მხოლოდ 100 დღით შძლო.ამ ამბის გაგების
შემდგ ვენის კონგრესის მონაწილეებმა ნაპოლეონის წინააღმდეგ
გამოგზავნეს ჯარის.მთავარი და გადამწყვეტი ბრძოლა 1815 წელს
ვატერლოსთნ მოხდა.ვატეროს ბრძოლაში ნაპოლეონი დამარცხა რის
შედეგადდაც იგი გადაასახლეს წმინდა ელენეს კუნძულზე,სადა მან
აღასრულა სიცოცხლე.ნაპოლეონის ომების შემდეგ ვენის კონგრესმა
საზღვრების დადგეანა და ევროპაში მონარქიული სახელმწიფოეის
აღდგენა გადაწყვიტა.ვენის კონგრეის დასკვნითი აქტით

მუხლი 1. ვარშავის საჰერცოგო, იმ ოლქების გამოკლებით,


რომელთათვისაც ქვემოთ მიღებული მუხლებით სხვა დანიშნულებაა
განსაზღვრული, სამუდამოდ უერთდება რუსეთის იმპერიას.

მუხლი 2. ვარშავის საჰერცოგოს ნაწილი შედის პრუსიის მეფისა და მისი


მემკვიდრეების სამფლობელოში.

მუხლი 16. პრუსიის მეფეს გადაეცემა .... მიწები რაინის მარცხენა


სანაპიროზე მითითებულ საზღვრებში.

მუხლი 53. გერმანიის... სახელმწიფოები და თავისუფალი ქალაქები...


ქმნიან სამუდამო კავშირს, რომელიც იწოდება „საერთო გერმანულ
კავშირად“.

მუხლი 65. „... ნიდერლანდის ოლქები და ბელგიის ყოფილი


პროვინციები ... ერთად ქმნიან განსაკუთრებულ სახელმწიფოს... და
იწოდება ნიდერლანდის სამეფოდ.“

მუხლი 74. შვეიცარიის 19 კანტონის მთლიანობა და ხელშეუხებლობა


აღიარებულია ჰელვეციური კავშირის შექმნით.

მუხლი 75. ვალისი, ჟენევის ოლქი და ნევშატელის სათავადო უერთდება


შვეიცარიას და ქმნის მის სამ ახალ კანტონს.

მუხლი 94. ვენეციის ოლქი და დალმაცია გადაეცემა ავსტრიას.

მუხლი 104. მეფე ფერდინანდ IV-ს, მის მემკვიდრეებს და


შთამომავლობას უბრუნდებათ ნეაპოლიტანიის ტახტი, ყველა
სახელმწიფო ცნობს მას ორივე სიცილიის სამეფოს მეფედ.
ასეთი შდეგით დასრულდა ნაპოლეონ ბონაპარის ომები.ვენის
კონგრესის შემდეგ ასე შეიცვალა ევროპის ფიზიკური რუკა

ხალხი ორნაირად დადებითად და უარყოფითად აფასებს ნაპოლეონის


ომებს.რათქმაუნდა ხანგრძლივმა ომებმა მრავალი ადამიანის სიცოცხლე
შიწირა.გარდა ამისა ბონაპარტის მიერ დადგენილმა კონინენტურმა
არამარტო საფრანგეთი არამედ ევროპის სხვა სახელმწიფოებიც
დააზარალა ეკონომიკურად.ნაპოლეონმა თავისის ომებით მაინც ვერ
მიაღწია თავის საბოლოო მიზანს და ტყუილად დაიხოცა მილიონობით
ჯარისკაცი.მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ ბევრი დადებითი შდეგიც
მაგალითად ის რომ ზოგადად ნაპოლეონს სურდა(ნაპოლეონის
წერილიდან პოლიციის მინისტრ ფუშეს (1811 წ.)
მე მჭირდება 800 ათასი კაცი და მყავს კიდეც ამდენი. მთელ ევროპას
გავიყოლებ... ჯერ ჩემი მოწოდება არ აღმოსრულებია. ჩვენ საერთო
ევროპული კანონი გვჭირდება, ევროპული სასამართლო, ერთიანი
მონეტა, ერთიანი ზომა-წონის ერთეულები... ევროპის ხალხებისგან ერთ
ერს შევქმნი და პარიზს მსოფლიო დედაქალაქად ვაქცევ.
მან მართლაც მიაღწია იმას რომ ევროპის ქვეყნებში ერთნაირი საწონი და
საზომი ერთეული შემოღებულიყო.ნაპოლეონის დაპყრობილ ქვეყნებში
გავრცელდა მისი სამოქალაქო კოდექსი,რამაც უთანასწორიბას და
უსამართლობას ნაწილობრივად მოუღო ბოლო.ასევე ნაპოლეონი
დაპყრობილ ტერიტორიებზე ზრუნავდა და აღმშენებლობით
საქმიანობებსაც ეწეოდა.(ფრაგმენტი ე.ტარლეს
ნაშრომიდან ,,ნაპოლეონი“)
-როდის იქნა გაშენებული ეს მშვენიერი გზა“? იკითხა ავსტრიის
იმპერატორმა XIX საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს ილირიაში
მგზავრობისას.
- „იმპერატორ ნაპოლეონის დროს, როდესაც მან თქვენს
უდიდებულესობას ილირია წაართვა“, - უპასუხეს მას.
- „მაშინ სამწუხაროა, რომ მან ერთი წლით მაინც მთელი ავსტრია არ
წამართვა. ამ შემთხვევაში, დღეს ჩვენ მთელ სახელმწიფოში კისრის
მოტეხის შიშის გარეშე შეგვეძლებოდა გადაადგილება“ - იხუმრა ფრანც I
გარდა ამისა ნაპოლეონის ომები რომ არ ყოფილიუო არ
ჩამოყალიბდებოდა ვენის კონგრესი და შედეგად ვერ გაჩნდებოდა საქმის
მშვიდობიანი გზით მოგვარების წესი.
ასე შეცვალა ნაპოლეონ ბონაპარტმა ევროპის პოლიტიკური
რუკა.არამარტო რუკა არამედ მან შეცვალა ხალხის აზროვნება
სხვადასხვა საკითხზე.მან დიდი გარდასახვა მოახდინა ადამინების
ცხოვრებაში.

You might also like