You are on page 1of 11

ნაპოლეონი

18 ბრიუმერის გადატრიალების შემდეგ 1799 წელს მიღებულმა კონსტიტუციამ პირველ


კონსულად აღიარა ნაპოლეონ ბონაპარტი.

სახალხო რეფერენდუმმა თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი


ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევას, რაც მოხდა 1804 წელს.

1801 წელს ვატიკანთან გაფორმებული კონკორდატით მოხდა კათოლიკურ ეკლესიასთან


შერიგება. კათოლიკობა სახელმწიფო რელიგია გახდა.

1804 წელს სამოქალაქო კოდექსი შემოიღო ნაპოლეონმა რამაც პირადი საკუთრების


ხელშეუხებლობა განამტკიცა .

ნაპოლეონის “დიდ არმიას” არაერთ მტრულ კოალიციასთან მოუხდა ბრძოლა (სულ 7 ასეთი
კოალიცია შეიკრა) განცდილი მარცხის შემდეგ ქვეყანა ან ეთიშებოდა კვალიციას ან დროებით
საფრანგეთის მოკავშირეც კი ხდებოდა.

1800 წ მარენგოსთან ავსტრიის ჯარი დაამარცხა ნაპოლეონმა.

1805 წ. აუსტერლიცთან ავსტრია- რუსეთს ჯარი დამარცხდა,რითიც ავსტრია საფრანგეთს


დაექვემდებარა.

1806 წელს იენასთან და აურშტედთან პრუსია დამარცხდა

1807 წელს ფრიდნანდის ბრძოლაში რუსეთი “დიდ არმიასთან” მარცხდება.

1807 წ 24 ივნისს დამარცხებული რუსეთი “ტილზიტის ზავით” საფრანგეთის მოკავშირე გახდა,


ხოლო პრუსიამ დაკარგა ტერიტორები, ამასთანავე დაეკისრა საფრანგეთის არმიის ცოცხალი
ძალით მომარაგება და კონტრიბუცია.

1805 წ. ტრაფალგარის საზღვაო ბრძოლაში ინგლისის ფლოტმა ადმიალ ნელსონის მეთაურობით


დაამარცხა საფრანგეთი და იმ დროს მისი მოკავშირე ესპანეთი. საფრანგეთმა გადაწყვიტა
ინგლისისთვის კონტინენტური ბლოკადით ეპასუხა, ამიტომ

1807 წელს ინგლისის პორტების ჩაკეტვის მიზნით ნაპოლეონმა დაიკავა პორტუგალია

1808 წელს ბლოკადისთვის საჭირო გახდა ესპანეთის დაპყრობაც.

1810 წელს ბლოკადა დასრულდა ჰოლანდიისა და ჩრდ, გერმანიის ანექსიით.

1808 წელს ესპანეთში შექმნილი ვითარებით (აჯანყებებით) სარგებლობა უნდოდა ავსტრიას და


სცადა საფრანგეთს დაძვრენოდა

1809 წელს ვაგრამთან ნაპოლეონმა კიდევ ერთხელ დაამარცხა ავსტრია. აქ მოხდა “ავსტრიული
ქორწინება” ნაპოლეონმა ავსტრიის იმპერატორის ქალიშვილზე იქორწინა, რათა გაემყარებინა
პოზიციები ამ სახელმწიფოში.

1812 წელს ბოროდინოს ბრძოლაში (რუსეთი აღარ ემორჩილებოდა ზავის პირობებს) ნაპოლეონი
პარიზში გაბრუნდა სიცივის გამო
1813 წელს ლაიფციგის “ხალხთა ბრძოლაში” ნაპოლეონი დამარცხდა. მას ებრძოდა ერთად
რუსეთი, პრუსია, ინგლისი,ავსტრია.

ნაპოლეონი გადაასახლეს კუნძულ ელბაზე, საიდანაც იგი გამოიქცა

1814 წელს პარიზი დაიკავეს.

1815 წელს ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონი უკანასკნელად დამარცხდა.

საბოლოოდ ნაპოლეონი გადაასახლეს წმ. ელენეს კუნძულზე.

რომი (მოკლედ)

მონარქია რომში

ძვ.წ 753-509

ადგილი : აპენინის ნახევარკუნძული

დრო: ძვ.წ I ათასწლეულის პირველი ნახევარი

ლეგენდა: ალბა ლონგას მეფემ განიზრახა მოეკლა ორი ჩვილი ძმა, რომულუსი და რემუსი,
ჩვილები სიკვდილს გადაურჩნენ, რადგან ისინი ძუ მგელმა იპოვა, გამოკვება და გაზარდა, ძმებმა
ალბა ლონგას მეფე შეიპყრეს, რომულუსმა დააარსა ქალაქი რომი.

რომის ბოლო მონარქი ტარკვინიუს სუპერბუსი ძვ.წ 509 წელს დაამხეს, რითიც მონარქია
დამთავრდა და რესპუბლიკა დაიწყო.

კეისრის მკვლელობის შემდეგ , მისი დის შვილი ოქტავიანე ავგუსტუსი გახდა მმართველიო
რომისა. ძვ.წ 31- ახ.წ 14.

ავგუსტუსის მმართველობა ოქროს ხანად ითვლება.

აღმოსავლეთ რომმა ყველაზე დიდი ტერიტორია დაიკავა ტრაიანეს დროს 98-117 წლებში.

კარაკალას ედიქტი (198-217) : ყველა თავისუფალი ადამიანი- მოქალაქეა.

III საუკუნის შუა ხანებში რომში ერთგვარი კრიზისი იწყება, რაც ქრისტიანობის
გავრცელებასთანაც არის დაკავშირებული.

ქრისტიანობას დევნიდა რომში დიოკლეტიანე (284-305) მან გააუქმა რესპუბლიკური მართვის


სისტება და დომინუსად იწოდა. რომი დაყო 4 ნაწილად.

ძვ.წ 73-71 წლებში მოხდა მონის, სპარტაკის აჯანყება.

ალექსანდრე მაკედონელი (მოკლედ)


ალექსანდრე მაკედონელის გამზრდელი იყო არისტოტელე, მან შემოიღო ფალანგა.

მსოფლიო სახელმწიფოს შექმნის 3 მთავარი პრინციპი:

1 ენობრივი ერთიანობა

2 კულტურული ერთიანობა

3 პოლიტიკურ-ეკონომიკური ერთიანობა.

მან გაათავისუფლა სპარსელებისგან მცირე აზია

დაპყრობები: კაბადოკია, კილიკია, ეგვიპტე, მესოპოტამია სპარსეთი, მიდია.

ძვ.წ 333 წელს ისოსთან დაამარცხა დარიოსი

ძვ.წ 331 წელს გავგამელას ბრძოლაში დარიოსი დაამარცხა (ყველაზე დიდი გამარჯვება)

ძვ.წ 324 წ სპარსელ ქალზე დააქორწინა თავისი ლაშქარი.

ძვ.წ 323 წ გარდაიცვალა (სავარაუდოთ მოწამლეს)

გარდაცვალების შემდეგ მისი სახელმწიფო დიადოხოსებმა (სარდლებმა) გაინაწილეს :


პტოლემაიოსების- ეგვიპტე.

სელევკიდები – წინა აზია

ანტიგონიდები – მაკედონია.

ასურეთის იმპერია

მდებარეობა : ჩრდილო მესოპოტამია, მდინარე ტიგროსის შუა წელზე.

არსებობა : ძვ.წ II ათასწლეული, ასურელები სემიტური ტომის მოდგმის ხალხია,სახელმწიფოს


ღმერთის-აშურის სახელი უწოდეს

ჰეგემონია: ასურელები მცირე აზიაში ბატონობდნენ 883-612/614 წლებში.

დაპყრობები: არამ-დამასკო (732), ისრაელი (722), ურარტუ (714), ეგვიპტე (671), კვიპროსი
(709) ტვიროსი, სიდონი, ბიბლოსი.

დაცემა: ახალბაბილომურმა სამეფომ, სკვითებმა და მიდიამ ჯერ 614 წელს აშური (დედაქალაქი)
აიღეს, შემდეგ 612 ნინევია .

გამოგონება: ასურეთ პირველი სამხედრო-იმპერიალისტური სამეფოა, ეკონომიკა


დაფუძნებულია დაპყრობებით შეგროვილ ნადავლზე (ანუ პარაზიტული), ისინი დაპყრობილი
მიწებიდან მოსახლეობის დეპორტაციას ეწეოდნენ, ხოლო ომში პირველად გამოიყენეს საალყო
მანქანა, ხიდები, ორთვალა ეტლი და ა.შ

საფრანგეთის რევოლუცია (მოკლედ)


1789 წ. 5 მაისი გენერალური შტატების მოწვევა

1789 წ. 17 ივნისი ეროვნული კრების გამოცხადება

1789 წ 14 ივლისი, ბასტილიის ციხის აღება

ახალი ორგანო იქმნება სახელად “კომუნა”.

1789 წ 4-5 აგვისტო ფეოდალური პრივილეგიების გაუქმება

1789 წ 26 აგვისტო ადამიანის და მოქალაწის უფლებების მიღება.

1791 წ 14 ივნისი “ვარენას კრიზისი” მეფე ვაჭრის სამოსით ცდილობს პარიზიდან გაქცევას.

1791 წ 1 ოქტომბერი. იქმნება საკანონმდებლო კრება, რომელშიც უმრავლესობას ფეიანები


შეადგენენ, უმცირესობა ჟირონდისტები

1791 წ აგვისტო პილნიცის დეკლარაცია. ავსტრიის მუქარა ფრანგ ხალხს ,რომელიც მეფეს
ებრძვის.

1792 წ 20 აპრილი ლუი 16 იწყებს ავსტრიასთან ომს (ხალხის ზეწოლით)

1792 წ 10 აგვისტო იერიში ტიურის სასახლეზე.

1792 წ 21 სექტემბერი, მეფე დააპატიმრეს. “ვალმისის გამარჯვება”

1793 წ 21 იანვარი ლუი 16-ს გილოტინაზე თავი მოკვეთეს (გილოტინა თვითონ დააკანონა ისე
ჯიგარმა)

შეიქმნა ახალი ორგანო : რევოლუციური ტრიბუნალი.

1794 წ 27 ივლისი (9 თერმიდორი) რობესპიერს, რომელმაც გილოტინაზე ათასობით ადამიანი


მოკლა, მოაჭრეს თავი.

1795 წ ახალი კონსტიტუცია. 2 პალატიანი პარლამენტი. აღმასრულებელი – 5 ადამიანი.


გაუქმნდა “დიდი მაქსიმუმი”

1799 9 ნოემბერი 18 ბრიუმერის გადატრიალებით ნაპოლეონი დიქტატურა იწყება…

ეგვიპტე (მოკლედ)

ძვ.წ IV ათასწლეული, სამხრეთ და ჩრდილოეთ ეგვიპტე გაერთიანდა.

ძვ.წ XVII აზიური წარმოშობის ჰიქსოსები ესხმიან ეგვიპტეს თავს.

ძვ.წ XV თოტმეს III ეგვიპტის ფარაონი.

ძვ.წ XIV ამენხოტეპ IV მან სცადა ერთღმერთიანობის შემოღება

ძვ.წ 1274 ქადეშის ბრძოლა რამზეს II-სა და ხეთების მეფე მუვათალს შორის

ახ.წ VII საუკუნეში არაბები იპყრობენ ეგვიპტეს (მაქამდე ეგვიპტე დალაშქრეს: ასურეთმა
სპარსეთმა მაკედონიამ რომმა)
მარტინ ლუთერი (1483-1546)

1515 პაპი ლეო X პეტრეს ტაძრის აგებისთვის დაიწყებს ინგულგენციებით ვაჭრობას

1517 ვიტენბერგის ეკლესიის კარზე მარტინ ლუთერი აჭედებს “95 თეზისს”

1518 წელს დაიწყო სასამართლო პროცესი ლუთერის წინააღმდეგ

1520 წელს პაპმა ლეო X-მ ლუთერი ერეტიკოსად გამოაცხადა და ეკლესიიდან განდევნა

1521 წელს შედგა ვორმსის კრება, ლუთერი შეიფარა ფრიდრიხ ბრძენმა გართბურგის ციხეში

1531 გერმანელი თავადები კარლ V-ს დაუპირისპირდნენ

1546-47 შმალკალდენის კავშირი იქმნება

1552 “თავადთა შეთქმულება”

1555 ამასიის ზავი

დავით აღმაშენებელი (წლები; მოვლენები)

1089 – დავითი ხდება მეფე.

1101-1104 კახეთ ჰერეთის შემოერთება

1104 განძის ათაბაგის დამარცხება

1104 რუის-ურბნისის საეკლესიო კრება

1110 სამშვილდის შემოერთება

1115 რუსთავის შემოერთება

1117 გიშის შემოერთება

1118 ლორეს შემოერთება

1118 ჩრდ, კავკასიაში ლაშქრობა (40 000 ყივჩაღის ჩამოსახლება)

1120 დემეტრეს (დავითის ვაჟის) ომი თურქებთან

1121 დიდგორის ბრძოლა (12 აგვისტო, ისტორიკოსები გოტიე და მათე ურჰაეცი)

1122 თბილისის შემოერთება

1123 დმანისისა და ანისის შემოერთება.


პირველი მსოფლიო ომი (მოკლედ)

პირველი მსოფლიო ომის რეალური მიზეზი კოლონიების ფლობისათვის ძლიერი


სახელმწიფოების მეტოქეობა და მსოფლიო ჰეგემონობისათვის ბრძოლაში სხვისი “წინგაშვების”
შიში იყო.

1871 წელს ახლად გაერთიანებული გერმანია ეკონომიკურად მალე დაწინაურდა 19-ე საუკუნის
ბოლოს გერმანიას გაუჩნდა ინტერესები ზღვისგადაღმა კოლონიების მიმართ და მან შექმნა
კიდეც ინგლისსა და საფრანგეთთან შედარებით მცირე კოლონიური იმპერია. გერმანია
ცდილობდა საკუთარი ძალისა და მსოფლიოში გავლენის ზრდას.

დიდმა ბრიტანეთმა მალევე შეამჩნია მსოფლიო ბაზარზე გერმანიის მზარდი ეკონომიკური


ძალის მეტოქეობის საფრთხე. ლონდონისთვის აქტიურ მოქმედებაზე გადასვლის “უკანასკნელი
ზარი” აღმოჩნდა გერმანიის მიერ სამხედრო-საზღვაო ფლოტის მშენებლობის დაწყება 1898 წელს.

ამის გამო ბრიტანეთს უნდა მოენახა მოკავშირე გერმანიის წინააღმდეგ, ასეთი აღმოჩნდა
საფრანგეთი, რომელსაც თავის მხრივ სურდა შური ეძია 1870-71 წლებში პრუსიასთან წაგებულ
ომში დაკარგულ ტერიტორიაზე – ალზასი და ლორენი (გერმანულად ელზასი და ლოთარინგია)

ევროპის სამივე დიდი სახელმწიფო მზად იყო იარაღის ძალით მოეშორებინა


კონკურენტები. გერმანიის მიერ “ხმლის გალესვის” პოლიტიკამ დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა
და რუსეთის იმპერიას ურთიერთდაახლოებისკენ უბიძგა.

1904 წელს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გააფორმეს სამხედრო ხელშეკრულება,


რომელსაც ანტანტა ეწოდა , რაც ქართულად “გულითად შეთანხმებას” ნიშნავს. საფრანგეთი
უკვე 1893 წლიდან იყო ანტიგერმანულ კავშირში რუსეთთან.

რუსეთი, ევროპაში სხვა დიდი სახელმწიფოების მსგავსათ, მსოფლიოში საკუთარი ძალის


გაზრდას და გავლენის გაფართოებას ცდილობდა. რუსეთისთვის მნიშვნელოვანი იყო “თბილ
ზღვაზე” (ხმელთაშუა ზღვაზე) გასასვლელის მოპოვება, რაც ბოსფორის და დარდანელის
სრუტეების ხელში ჩაგდებას გულისხმობდა, ამისთვის მას უნდა გაეძევებინა ამ ტერიტორიიდან
ოსმალები , უპირველეს ყოვლისა “მოძმე სლავი ხალხების” დახმარებით ცდილობდა ამის
გაკეთებას. ამით მან ორი მტერი შეიძინა , ოსმალეთი და ავსტრია-უნგრეთი.

იაპონიასთან 1904-1905 წლების ომში დამარცხებამ აიძულა რუსეთი, მოკავშირეები ეძებნა,


ამიტომაც ის დათანხმდა ბოლო მოეღო ბრიტანეთთან თავის მეტოქეობას ცენტრალურ აზიაში,
სპარსეთსა და ტიბეთში. 1907 წელს რუსეთმა და დიდმა ბრიტანეთმა “ანგლო-რუსული
ანტანტის” ხელშეკრულება დადეს. მათ გავლენის ზონებად დაყვეს სპარსეთი და შუა
“ნეიტრალური ზონა” დატოვეს, ხოლო ავღანეთი ბუფერულ ზონად გამოცხადდა, ტიბეტი
ჩინეთს გადასცეს.

სამი ქვეყნის – საფრანგეთი რუსეთი და ბრიტანეთის ალიანსს “სამი ქვეყნის ანტანტა დაერქვა”

ამ კავშირს დაუპირისპირდა “ცენტრალური სახელმწიფოების” ალიანსი, რომელშიც შედიოდა


ავსტრია-უნგრეთი, რადგან ის მიიჩნევდა ბალკანეთს თავისი გავლენის სფეროდ, რაც რუსეთის
ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ამ კავშირში შევიდა გერმანიამ ავსტრია-უნგრეთი, თურქეთი,
ბულგარეთი. 1882 წლიდან გერმანიასა და ავსტირას უკვე ჰქონდათ სამხედრო კავშირი.

პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზად იქცა 1914 წლის 28 ივნისს გავრილო პრინციპის
მიერ სარაიევოში ავსტრიის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე დახოცა.

ომის პირველი ეტაპი გერმანიის დაწინაურებით დაიწო, მაგრამ მათი წინსვლა ფრანგულ-
ბრიტანულმა ჯარებმა მარნასთან, პარიზის მახლობლად შეაჩერეს. ამის შემდეგ ომი მობილუ
სტადიაში გადადის და გერმანიას ევროპაში ორი პრონტი გაუხსნეს : დასავლეთით –
საფრანგეთის ტერიტორიაზე , ხოლო აღმოსავლეთით- რუსეთთან, ძირითადად პოლონეთის
ტერიტორიაზე.

ოსმალეთის ტერიტორიაზე მყოფი სრუტეების ჩაკეტვა გადაწყვიტეს თურქებმა , რითიც რუსეთი


ეკონომიკურ ბოლოკადაში მოყვა. ამას მოყვა ოსმალეთის მიერ ოდესის ნავსასდგურის
მოულოდნელი დაბობმვა, რის გამოც რუსეთმა ოსმალეთს 1914 წლის 2 ნოემბერს ომი
გამოუცხადა. 1914 წ სარიყამიშის ომი ყველაზე მსხვერპლიანი აღმოჩნდა თურქებისთვის, ხოლო
უკვე 1915-16 წლებში ერზრუმი ვანი და ტრაპოზონი რუსების ხელში აღმოჩნდა. 1917 წელს
რუსები სტამბოლზე შეტევას აპირებდნენ, მაგრამ შიდაარეულობამ ეს გეგმა
ჩაშალა, 1918 წლისთვის კი რუსეთმა კავკასია დატოვა.

1915 წლის თებერვალში ინგლისურმა საზღვაო ესკადრამ ქარუმატებლად სცადა დარდანელის


სრუტეში სამხრეთიდან შეჭრა. ამის შემდეგ დასავლეთით მდებარე გალიპოლის
ნახევარკულძულზე ანტანტის ჯარების დიდი დესანტი გადასხეს, მაგრამ ოსმალებმა,
რომლებსაც გერმანელი სარდალი, ლიმან ფონ სანდერსი სარდლობდა, თავგანწირული
წინააღმდეგობა გასწია. გალიპოლის ოპერაციამ ანტანტისთვის უსახელოდ ჩაიარა. ოსმალეთის
გამარჯვებაში დიდი როლი შეასრულა მუსტაფა ქემალ ფაშამ, რომელიც 1923 წელს თურქეთის
პრეზიდენტი გახდა, მან ათათურქი დაირქვა.

აღმოსავლეთ პრონტზე ბრიტანეთი გააქტიურდა, მან 1916 წელს არაბები აუჯანყა


ოსმალებს, 1917 წელს აიღო ბაღდადი და იერუსალიმი, 1918 წელს დამასკო და ბეირუთი.

ომის დროს პირველად ქიმიური იარაღი იპრთან გამოიყენეს.

ტანკი პირველად ბრიტანელებმა გამოიყვანეს.

1915 წელს “ლუზიტანიას” გემი გერმანიის ფლოტმა ჩაძირა, რომელშიც რამოდენიმე ამერიკელი
იმყოფებოდა, ამას დაემატა “ციმერმანის დეპეშა” , რომეელშიც გერმანია მექსიკას ამერიკის
ამერიკის მიერ წართმეული მიწების დაბრუნებას ჰპირდებოდა ომში გერმანიის მხარეზე ჩაბმის
შემთხვევაში. ამ მიზეზების გამო ამერიკა ჩაება მსოფლიო ომში.

უდიდესი საზღვაო ბრძოლა დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის გაიმართა სკაგერაკის


სრუტეში, 1916 წელს.

განსაკუთრებით სისხლისმღვრელი იყო ვერდენის ბრძოლა, რომელშიც ნახევარი მილიონი


ადამიანი დაიღუპა.
1918 წელს გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის სეპარატული
ზავი, რითიც რუსეთი (შიდაომებით დასუსტებული) გამოეთიშა მსოფლიო ომს. 1918 წლისთვის
გერმანიის ყველა მოკავშირე მიყოლებით დაუზავდა ანტანტას. 1918 წლის 11 ნოემბერს ცეცხლი
შეწყდა, ომი დასრულდა.

ინდოეთის დამოუკიდებლობა

მოჰანდას განდი(1869-1948)
განათლება მიიღო დიდ ბრიტანეთში. ინდოეთის გამათავისუფლებელი მოძრაობის სულიერი
ლიდერი. მრავალჯერ იყო დაპატიმრებული. დიდმა ინდოელმა მწერალმა რაბინდრანათ
თაგორმა მას “მაჰათმა” უწოდა, რაც სანსკრიტზე “დიად სულს” ნიშნავს.

1885 წელს ჩამოყალიბდა ინდოეთის ეროვნული კონგრესი, რომელიც განსაკუთრებით


გაძლიერდა მსოფლიო ომებს შორის პერიოდში მისი ლიდერების, მაჰათმა განდისა და
ჯავაჰარლალ ნერუს შემწეობით.

1921 წელს ეროვნული კონგრესის დავმჯდომარე გახდა მაჰათმა განდი. მან კონგრესის
საფუძვლიანი რეორგანიზაცია დაიწყო და ის ელიტარული პარტიიდან საერთო-სახალხო
მოძრაობად აქცია.

კონგრესი დიდი ბრიტანეთისაგან ინდოეთის დამოუკიდებლობას მოითხოვდა , ამასთან ერთად


ცდილობდა თავიდან აეცილებინა სოციალური ძვრები და რევოლუცია გიგანტური ქვეყნისთვის-
ინდოეთისთვის.

განდიმ მოუწოდა ინდოელებს ბოიკოტი გამოეცხადებინათ ინგლისური საგანმანათლებლო და


სასამართლო სისტემისთვის, ასევე უარი ეთქვათ კოლონიური ხელისუფლების ყველა
თანამდებობასა თუ ტიტულატურაზე.

1928 წელს განდიმ მოუწოდა ბრიტანეთის მთავრობას მიენიჭებინა ინდოეთისთვის დომინიონის


სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაიწყებდა საყოველთაო დაუმორჩილებლობის
კამპანიას ინდოეთის სრული დამოუკიდებლობის მოთხოვნით.

1942 წელს გნადი დააპატიმრეს. 18 თვიანი პატიმრობის შემდეგ მას მალარია შეეყარა და
ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა. დიდი ბრიტანეთის მთავრობა იძულებული გახდა
გაეთავისუფლებინათ განდი, რადგან ეშინოდათ, რომ მისი მომხრეებისგან საპროტესტო ტალღას
არეულობა არ გამოეწვია.

მეორე მსოფლიო ომში კონგრესი მხარს არ უჭერდა დიდ ბრიტანეთს. ეროვნული კონგრესის
ლიდერები ცდილობდნენ ინდოეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. ამის საპირისპიროდ
გააქტიურდა მუსლიმთა ლიგა, რომელის ლიდერი მუჰამედ ალი ჯინა აცხადებდა, რომ
მილიონიბით მუსლიმს არ სურდა ეცხოვრა ინდოეთში, სადაც ეროვნული კონგრესი იქნებოდა
მმართველი ძალა და ინდუიზმი სახელმწიფო რელიგია.

ჯინა მხარს არ უჭერდა განდის “სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობას”. მან 1934 წელს
დატოვა კონგრესი და ჩამოაყალიბა მუსლიმური ლიგა. 1937 წელს, თვითმმართველობის
არჩევნების შემდგომ , განსაკუთრებით გამწვავდა ურთიერთობა ინდუსებსა და მუსლიმებს
შორის. ჯინამ შესთავაზა კოალიციური ადმინისტრაციის შექმნა ინდოეთის კონფესიურად
შერეულ რაიონებში. კონგრესმა უარით უპასუხა. 1940 წელს ჯინამ მოითხოვა მუსლიმ
ინდოელთა ქვეყნის- პაკისტანის შექმნა.

1946 წელს დიდმა ბრიტანეთმა ინდოეთის ორად გაყოფის გეგმა წარმოადგინა, მაჰათმა განდი ამ
იდეის წინააღმდეგი იყო. მუსლიმ-ინდუსთა სისხლისმღვრელმა შეტაკებებმა და სამოქალაქო
ომის რეალურმა საფრთხემ ნერუ და კონგრესის ზომიერი ლიდერები დაარწმუნა იდეის
რეალობაში.

ინდოეთის გათავისუფლების საბოლოო გეგმა შემუშავდა განდისა და ინდოეთის ბოლო


მეფისნაცვლების (ვაველი და მაუნთბათენი) მიერ. ამ გეგმის საფუძველზე 1947 წლის 15
აგვისტოს გამოცხადდა ინდოეთის დამოუკიდებლობა.

1947 წელს დიდმა ბრიტანეთმა აღიარა ორი სახელმწიფოს- ინდოეთისა და პაკისტანის


დამოუკიდებლობა. ვინაიდან ინდოეთის მუსლიმური მოსახლეობა კონცენტრირებული იყო
ქვეყნის უკიდურეს დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში,თავდაპირველად ჩამოყალიბდა
დასავლეთ და აღმოსავლეთ პაკისტანის მუსლიმური სახელმწიფოები. ამასთან ერთად თვით
ინდოეთში 60 მლნ. მუსლიმი ცხოვრობდა.

დამოუკიდებლობა ძვირად დაუჯდა ინდოეთს. დაიწყო დაპირისპირება მუსლიმებსა და


ინდუსებს შორის, რომელმაც მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თვით მაჰათმა განდი
ფანატიკოსმა ინდუსმა მოკლა, რადგანაც რადიკალი ინდუსები განდის მუსლიმებისადმი
ლოიალურ დამოკიდებულებაში სდებდნენ ბრალს.

ინდოეთის უმთავრესი პრობლემები იყო: ჭარბი მოსახლეობა, სიღატაკე, კონფესიური და


ეთნოლინგვისტური სიჭრელე, ნერუმ ჩამოაყალიბა ე.წ “ნერუს კურსი”, რომელიც გულისხმობდა
ეკონომიკურ დაგეგმვასა და სამთავრობო კონტროლს, რაც აუცილებელი იყო ისეთი
დაბალგანვითარებული ქვეყნისთვის, როგორიც ინდოეთი გახლდათ.

ნერუმ საფუძველი დაუდო ზომიერ სოციალიზმს, შერეული ეკონომიკური სისტემით. მან შექმნა
საპარლამენტო დემოკრატიის მოდელი. საგარეო პოლიტიკაში ნერუს კურსი გულისხმობდა
“პოზიტიურ ნეიტრალიტეტს”. მან შეიმუშავა მშვიდობიანი თანაარსებობის 5 პრინციპი “პანჩა
შილა”. ნერუ იყო “მიუმხრობლობის ორგანიზაციის” ერთ-ერთი ინიციატორი. ისტორიაში
შევიდა, როგორც “ახალი ინდოეთის მშენებელი”

ჯავაჰარლალ ნერუ (1889-1964) დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი. 10 წლის მანძილზე იყო


დაპატიმრებული. იყო დამოუკიდებელი ინდოეთის პირველი პრემიერ მინისტრი.

რთული ურთიერთობები დამყარდა ინდოეთსა და ჩინეთს შორის. 1950 წელს ჩინეთის მიერ
ტიბეტის ანექსია გააპროტესტა ნერუს მთავრობამ. 1962 წელს კი ორ ქვეყანას შორის სასაღვრო
დავა გადაიზარდა კონფლიქტში. ინდოეთმა ჯამუს და ქაშმირის სასაზღვრო რაიონების გამო
ორი ომი გამართა პაკისტანთან. ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

ნერუს რეფორმების შედეგან 70-იან წლებში ინდოეთი მსოფლიოში მერვე ადგილზე იყო
ინდუსტრიული განვითარების მაჩვენებლით. 1974 წელს ინდოეთმა შექმნა ატომური ბომბი, რაც
ადასტურებდა ინდოეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ მიღწევებს. სოფლის მეურნეობა
იმდენად განვითარდა რომ 70-იან წლებში ბოლოს ინდოები დიდი რეოდენობით ხორბლის
ექსპორტს ეწეოდა.. 80-იან წლებში შენელდა ინდოეთის ეკონომიკური ზრდა. ამ დროიდან
ინდოეთმა კურსი აიღო საბაზრო ეკონომიკისკენ.

ინდოეთის პოლიტიკური ცხოვრებაში ვითარება დაიძაბა 70-იანი წლების ბოლოდან, როდელაც


პრემიერ-მინისტრმა ნერუს ქალიშვილმა ინდირა განდიმ დაიყო საკუთარი ხელისუფლების
განმტკიცება და გადაუხვია კონსტიტუციას. ოპოზიციამ მას ბრძოლა გამოუცხადა და
ხელისუფლებას ჩამოაშორა. 1980 წელს განდიმ შეძლო პოლიტიკური იმიჯის აღდგენა და კვლავ
დაუბრუნდა პრემიერ-მინისტრის პოსტს. 1984 წელს ინდირა განდი საკუთარი დაცვის წევრმა
მოკლა. ინდოეთის პრემიერ მინისტრი გახდა მისი ვაჟი რაჯიც განდი. 1989 წელს ეროვნული
კონგრესის პარტიამ დაკარგა ძალაუფლება და ინდოეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში დაწინაურდა
ფუნდამენტალისტური ინდუსთა პარტია. 1991 წელს საარჩევნო კამპანიის დროს რაჯივ განდიც
მოკლეს.

ინდოეთის კონტრასტების ქვეყანაა. კასტებად საზოგადოების დაყოფა ძალაში რჩება. ცხოვრების


მაღალი დონით მხოლოდ ელიტური კასტები სარგებლოდბნენ. მოსახლეობის 90% სიღატაკეში
ცხოვრობს. დიდია წერა-კითხვის უცოდინართა რაოდენობაც. ქალაქებში მრავლადაა ღარიბული
კვარტლები. ინდოეთის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მთავარი მიზეზი
დემოგრაფიული ბუმი რჩება, რომელის შედეგად ქვეყნის მოსახლეობამ მილიარდს გადააჭარბა.
ინდირა განდის მიერ შობადობის გაკონტროლების სამთავრობო ღონისძიებებმა შედეგი ვერ
გამოიღო.

კონსტიტუციური მთავრობით და საპარლამენტო დემოკრატიით ინდოეთი სანიმუშო ქვეყანა


გახდა პოსტკოლონიურ პერიოდში, თუმცა ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირება
გამწვავდა 90-იან წლებში, რაც საფრთხეს უქმნიდა დემოკრატიული განვითარების კურსს.

პაკისტანი

პაკისტანი 1947-1956 წლებში ბრიტანული თანამეგობრობის დომინიონი იყო, რომელსაც


გენერალ-გუბერნატორი მართავდა. პაკისტანის დამოუკიდებლობის დამფუძნებლებმა მალევე
დატოვესდ პოლიტიკური ასპარეზი. პაკისტანში აიუბ-ხანის სამხედრო დიქტატურა დამყარდა.
დიქტატუის პერიოდში განხორციელდააგრარული და ინდუსტრიული რეფორმები, რამაც
პაკისტანი ეკონომიკურად გააძლიერა.

1971 წელს აღმოსავლეთ პაკისტანმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და იწოდა ბანგლადეშად.


პაკისტანის მთავრობამ სამხედრო ძალით სისხლში ჩაახშო აჯანყება. კონფლიქტში ჩაერია
ინდოეთი, დაამარცხა პაკისტანი და ცნო ბანგლადეშის დამოუკიდებლობა, იგი დღემდე რჩება
მსოფლიოს უღარიბეს და ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანად 120მლნ. მოსახლეობით.

პირველი სამოქალაქო პირი რომელიც 1972 წელს სათავეში ჩაუდგა პაკისტანს იყო ზულფიკარ
ალი ბჰუტო. 1967 წელს მან შექმნა პაკისტანის სახალხო პარტია,რომლის მთავარი დევიზი იყო
მუსლიმური სოციალიზმი და ანტიინდუიზმი. ამ დროს პარტიაზე დაყრდნობიტ ბჰუტომ ჯერ
ეროვნულ ასამბლეაში მოიპოვა გავლენა, შემდეგ კი პრემიერ მინისტრი გახდა. მან განახორციელა
რეფორმები, ბანგლადეშის აღიარების გამო კი საპროტესტოდ პაკისტანი გამოიყვანა ბრიტანული
თანამეგობრობიდან.
1977 წელს გენერალ ზია ულ-ჰაკის მიერ მოწყობილი სამხედრო გადატრიალების შედეგად
ბჰუტო დააპატიმრეს და ჩამოახრჩვეს. ზია ულ-ჰაკის დიქტატურას დიდი პროტესტი მოჰყვა.
1988 წელს იგი საკუთარ თვითმფრინავში ააფეთქეს.

ბჰუტოს ქალიშვილი ბენაზირი 9 წელიწადი ემიგრაციაში ცხოვრობდა. 1986 წელს იგი დაბრუნდა
სამშობლოში და სათავეში ჩაუდგა სახალხო პარტიას, რომელმაც 1988 წელს არჩევნებში
გაიმარჯვა ბენაზირი გახდა პირველი ქალი პრემიერ მინისტრი მუსლიმურ სამყაროში.

ბენაზირ ბჰუტო ორიენტაციას იღებდა დასავლური ღირებულებებისაკენ და სცადა ქვეყნის


მოდერნიზება. ამან მუსლიმ ფუნდამენტალისტთა და სამხედროების დიდი უკმაყოფილება
გამოიწვია. 1990 წელს მათ აიძულეს პრეზიდენტს ბჰუტოს გადაყენება კორუფციის ბრალდებით.
ხელისუფლებაში “ისლამის დემოკრატიული ალიანსი” მოვიდა. ბჰუტომ 1993 წელს კვლავ
გაიმარჯვა არჩევნებში , თუმცა 3 წლის შემდეგ კვლავ დატოვა სამშობლო.დასავლეთის ზეწოლის
შედეგად, პაკისტანის პრეზიდენტმა,ფერვეზ მუშარაფმა ბჰუტოს მისცა დაბრუნების და
პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება, მის მომხრე პატიმრებს მიეცათ ამნისტია. 2008 წლის
არჩევნებში ბენაზირ ბჰუტო ოპოზიციის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. 2007 წლის დეკემბერში,
საპარლამენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ბჰუტო ტერორისტული აქტის შედეგად მოკლეს.

You might also like