You are on page 1of 5

ძველი აღმოსავლეთი (შუმერი, ბაბილონი, ასურეთი, ხეთების სამეფო, ურარტუ,

დიაოხი და კოლხა)

1.შუმერები შუამდინარეთში (ბერძნ.-მესოპოტამიაში) 7 ათასი წლის წინ მოვიდნენ. შუმერული


ცივილიზაციის აყვავების პერიოდი მოიცავს ძვ.წ. IV-III ათასწლეულებს.
შუმერებმა შექმნეს პირველი (ლურსმული) დამწერლობა დაახ. ძვ.წ. 3200
წლისთვის. ქალაქ-სახელმწიფოების შუმერისა და აქადის მცხოვრებნი
უზენაეს მზის
ღმერთ შამაშსს
ეთაყვანებოდნენ,
ღმერთებს
სართულებიან
(საფეხურებიან)
პირამიდებს
ზიქურატებს
უშენებდნენ.

ზიქურატის რეკონსტრუქცია

ლურსმული დამწერლობის ნიმუში


უძველესი ეპიკური
ნაწარმოებია ”გილგამეში”,
რომელიც ურუქის მეფეს
ეძღვნება. გილგამეშის ეპოსი
1851 წელს, ასურეთის
დედაქალაქ ნინევიის
გათხრებისას, ასურბანიფალის
ბიბლიოთეკის ნანგრევებში
სხვა თიხის ფირფიტებთან
ერთად აღმოაჩინა
ინგლისელმა არქეოლოგმა
ოსტინ ჰენრი ლეიარდმა.

ძირითადი სიუჟეტის გარდა,


პოემაში წარღვნის ისტორია
იყო მოთხრობილი.

დავალება:

გაეცანი გილგამეშის ეპოსსა


და ბიბლიიდან მოყვანილ
ნაწყვეტებს, ამოწერე ტექსტის
მთავარი პერსონაჟები და
მსგავსი ადგილბი
ნაწყვეტებიდან.

1. ასურეთი პირველ
მილიტარისტულ (სამხედრო ტიპის )
სახელმწიფოდ მიიჩნევა. ასურელთა
მთავარი ღმერთი აშური, ომისა და
გამარჯვების ღვთაება იყო. ამ
ღვთაების სახელწოდებიდან
მომდინარეობს ასურეთ/ასურელებიც
და დედაქალაქ აშურის
სახელწოდებებიც. ასურელებმა ფ

ვღვთაება აშური სცადეს პირველად იმპერიის შექმნა ისინი პირველნი არიან ხალხის
მასობრივი დეპორტაციის (გადასახლება) და იძულებითი ასიმილაციის (ეთნიკური შერავა) ბატალური
სცენა ასურულ ბარელიეფზე საქმეშიც. ასურულ წყაროებში მოთხრობილია ისრაელის ხალხის
დეპორტაციის ამბავი, რომელიც სარგონ II-მ განახორციელა ებრაელთა მიმართ (ძვ.წ. 722). ასურელებსვე
ეკუთვნით ხელოვნებაში ბატალური (ბრძოლის ამსახველი სცენა) ჟანრის დამკვიდრება.

2. ასურეთის სამეფოს შექმნას (ძვ.წ. XX-VII სს.) დაახლოებით 14 საუკუნე და 3 პერიოდის გავლა
დასჭირდა. ძველასურული ეპოქა(ძვ.წ.XX ს-დან). შუაასურული ეპოქა( ძვ.წ.XVს-დან) და ახალასურული
ეპოქა(ძვ.წ.IXს-დან.)

3. ასურეთის სამეფო წინააზიის


ჰეგემონად ”ახალასურულ ხანაში” იქცა
(ძვ.წ. 883-614/612წწ.) ასურეთმა
აღზევებას ტიგლარტფილესერ I (1115-
1077წწ.) დროს, ხოლო
ტიგლარტფილესერ III დროს (745-727წწ)
ტერიტორიული ზრდის პიკს მიაღწია.
სარგონ II-მ აიღო ისრაელი და ძვ.წ 722წ.
პირველად მოაწყო ებრაელთა
დეპორტაცია (გადასახლება).
ასურბანიფალი (668-631წწ) ასურეთის უკანასკნელი ძლიერი მეფე, მან დედაქალაქი აშურიდან ნინევიაში
გადაიტანა, სადაც დაარსა პირველი ბიბლიოთეკა.

4. ასურეთის იმპერიის დაპყრობები: არამ-დამასკო(ძვ.წ. 732), ისრაელი (ძვ. წ.


722), ეგვიპტე (დროებით, ძვ.წ. 671), ურარტუ(ძვ.წ. 714), დაიმორჩილეს
სავაჭრო სახელმწიფოს, ფინიკიის ქალქები (ტიროსი, სიდონი, ბიბლოსი),
დაანგრიეს ბაბილონი (ძვ.წ.689), თავის მოხარკედ აქციეს კვიპროსი (ძვ. წ.
709).

5. ასურეთის სამხედრო ექსპანსია გრძელდებოდა მანამ, სანამ


ახალბაბილონურმა სამეფომ და მიდიამ, სკვითების დახმარებით, ბოლო არ
მოუღეს ასურეთის იმპერიას მის ორივე
დედაქალაქს – აშურსა(ძვ.წ. 614) და
ნინევიას(ძვ.წ. 612).

სარგონ II (მარჯვივ) ტახტის მემკვიდრესთან

1.ბაბილონი XX საუკუნეში არაბეთიდან შემოჭრილმა


ამორეველმა ტომებმა დაარსეს. ბაბილონის აღზევება
დაიწყო მეფე ჰამურაბის მმართველობის დროს (1792-
1750წწ). იგი პირველ კანონმდებელ მეფედ ითვლება.
XVI საუკუნეში ხეთებმა მეფე მურსილის სარდლობით
ძვ. წ. 1531 წ. ბაბილონს მიაღწიეს და ჰამურაბის
დინასტიას ბოლო მოუღეს.

შავი ბაზალტის სვეტი,ჰამურაბის გამოსახულებით,


რომელიც კანონებს ღმერთ შამაშისგან იღებს
2. ქალდეური ბაბილონი (ბაბილონის ახალი
სამეფო)_ძვ.წ. VII-VIსს-ში. აღზევება მეფე
ნაბუქოდონოსორის დროს იყო(ძვ.წ. 605-562წწ).
ძვ.წ.587-586წწ. მან აიღო იერუსალიმი და დაანგრია
სოლომონის
ტაძარი,
იუდეველები
(ებრაელები)
ბაბილონში
გადაასახლა
ე.წ.
”ბაბილონის
ტყვეობა”.
ააშენა ” დაკიდული ბეღები”. ძვ. წ. 539/8 წელს ბაბილონის ახალმა
სამეფომ დაკარგა დამოუკიდებლობა, რადგან ის სპარსელებმა
(კიროს II-ემ) დაიპყრეს. იშთრის კარიბჭე ბაბილონში

1. ხეთები (ინდოევროპელი მოდგმის ხალხი) ძვ.წ. II ათასწლეულის დასაწყისში დაიპყრეს მცირე აზიის
მცხოვრები ხათები მეფე ანითას მეთაურობით. ხეთებმა მეფე მურსილის (ლაბარნა) სარდლობით ძვ. წ.
1531 წ. ბაბილონს მიაღწიეს და ხამურაბის დინასტიას ბოლო მოუღეს.რამსეს II-ის მიერ ქადეშის (სირია)
მახლობლად ძვ. წ. 1274 წელს გადახდილი ბრძოლა ხეთებთან მუვათალის წინააღმდეგ , რომელიც ერთ-
ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლაა ძველ სამყაროში. ძვ.წ. XIIIს.-ში (1200წ) ხეთების სამეფო, ხმელთაშუა
ზღვისპირეთში მცხოვრებმა ე.წ. ”ზღვის..ხალხებმა” გაანადგურეს.

ქადეშის ბრძოლა

1.ურარტუ ძვ.წ. IX-VII სს-ში. მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა. ასურეთის მეფე სალმანასარ III
ძვ.წ.IX ს. შუა ხანებში დაამარცხა არამუ და აიღო დედაქალაქი არზაშკუნი. ძვ.წ. 711წ. ასურეთის მეფე
სარგონ II დაამარცხა ურარტუ, აიღო ქ. მუსასირი.

2. ურარტუს ძლიერების ხანაში აშენდა დღევანდელი სომხეთის დედაქალაქი ერევანი.


3. ძვ.წ. 590 წელს ურარტუს სამეფო გაანადგურეს მიდიელებმა, მისი მოსახლეობა კი ჩრდილოეთით
გადასახლდა და ქართველურ ტომებს შეერია.

1. დიაოხი (დაიაენი) ასურულ ლურსმულ წარწერებში


მოიხსენიება ძვ.წ. XII-VIIIსს.

კოლხა (კულხა) ურარტულ წყაროებში მოიხსენიება ძვ.წ. XI-


VIIIსს. ასურეთის მეფე ტიგლარტფილესერ I-მა (1115-1077წწ)
1112წ. ილაშქრა _”ნაირი ქვეყნის” (ასე იწოდებოდა
ასურელთა წინააღმდეგ ჩამოყალიბებული ჩრდილოეთით
მდებარე ქვეყნების კოალიცია, რომელსაც სათავეში დიაოხი
ედგა) წინააღმდეგ და დაამარცხა დაიაენის მეფე სიენი.
ურარტუს მეფე მენუამ (819-786წწ) ილაშქრა დიაოხის მეფე -
უტუფურსის წინააღმდეგ. ურარტუს მეფე არგიშთმა (786-764წწ) აიღო დიაოხის სამეფო ქალაქი ზუა და
შაშილუ.
2. ურარტუს მეფე სარდურ II-მ (764-725წწ) ორგზის(750-741წწ) დალაშქრა კოლხა და აიღო სამეფო ქალაქი
ილდამუსა.
3. ძვ.წ. VIIIს. დასაწყისში კოლხასთან და ურარტუსთან ბრძოლებით დასუსტებულმა დიაოხმა არსებობა
შეწყვიტა, ხოლო ძვ.წ. VIIIს. ბოლოს ჩრდილოეთ კავკასიისა და რუსეთის სტეპებიდან სკვითებისა და
კიმერეიელების შემოსევებმა კოლხა გაანადგურეს.
4. ასურულ წყაროები ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებს ნაირის ქვეყნებად მოიხსენიებდნენ, ნაირი
ქვეყნების გაერთიანებას ჯერ დიაოხი ედგა სათავეში ხოლო შემდგომ ურარტუ, ამიტო ურარტუ ხშირად
მოხსენიებულია როგორც ”ნაირი ურარტუ”. ასურელები შავ ზღვას ზემო ანუ ჩრდილოეთის ზღვად
მოიხსენიებდნენ.

You might also like