You are on page 1of 28

1. ქადეშის ბრძოლა - ძვ.წ. 1274 წელს. ეგვიპტესა და ხეთებს შორის სირიის გამო.

ვრცერთმა
ვერ გაიმარჯვა.
2. ქარხემიშის ბრძოლა - ძვ.წ. 605 წელს. ბაბილონი და მიდია ანადგურებს ასურეთს.
3. მარათონის ბრძოლა - ძვ.წ. 490 წელს. ათენსა და სპარსელებს შორის. დაუპირისპირდნენ
მილტიადესი და დარიოს I. გაიმარჯვეს ათენელებმა
4. თერმოპილეს ბრძოლა - ძვ.წ. 480 წელს. სპარტასა და სპარსელებს შორის.
დაუპირისპირდნენ ლეონიდანსი სამას სპარტელთან ერთად და ქსერქსე. შეეწირა
ლეონიდასი, ბოლომდე ვერ მიიყვანა გამარჯვება. გაიმარჯვა სპარსეთმა.
5. სალამინის საზღვაო ბრძოლა - ძვ.წ. 480 წელს. ათენსა და სპარსელებს შორის.
დაუპირისპირდნენ თემისტოკლე და ქსერქსე. გაიმარჯვეს ათენელებმა, ქსერქსე გაიქცა.
6. ბრძოლა პლატეასთან და მიკალის კონცხთან - ძვ.წ. 479 წელს. ათენსა და სპარსელებს
შორის. გაიმარჯვეს ათენელებმა.
7. პელოპონესის ომები - ძვ.წ. 431-404. დაუპირისპირდნენ ათენი და სპარტა
პირველობისთვის. სპარტამ აიღო ათენი და გიმარჯვა. ათენი შევიდა პელოპონესის
კავშირში და დამყარდა მონარქია. (თუმცა მალევე დაბრუნდა დემოკრატია)
8. ბრძოლა ქერონეასთან - ძვ.წ. 338 წელს. დაუპირისპირდნენ ფილიპე მაკედონელი და
დემოსთენე , რადგან არ უნდოდა ფილიპეს ძლევამოსილება გავრცელებულიყო.
დემოსთენე დამარცხდა. ფილიპეს სპარსელების წინააღმდეგ წასვლა დაევალა.
9. გრანიკოსის ბრძოლა - ძვ.წ. 334 წელს. მაკედონიასა და სპარსეთს შორის. ეს იყო პირველი
ეტაპი სპარსეთთან დიდი ომებისა. სპარსეთის ჯარი დამარცხდა
10. ბრძოლა ისოსთან - ძვ.წ. 333 წელს. დაუპირისპირდნენ ალექსანდრე მაკედონელი და
დარიოს III (მაკედონია და სპარსეთი). დარიოსი პირველად დამარცხდა. მაჯედონელმა
დაატყვევა მეფის ოჯახი.
11. ეგვიპტის დაპყრობა - ძვ.წ. 332 წელს. ალექსანდრემ დაიპყრო ეგვიპტე და გაფარაონდა.
12. გავგამელას ბრძოლა - ძვ.წ. 331 წელს. სპარსეთსა და მაკედონიას შორის. ბოლო ბრძოლა
ალექსანდრესა და დარიოს III-ს შორის. დარიოსი დამარცხდა და გაიქცა. მოგვიანებით
საკუთარმა მსახურმა მოკლა. ალექსანდრემ საბოლოოდ დაიპყრო სპარსეთი.
13. პირველი პუნიკური ომი - ძვ.წ. 264-241 წლებში. რომსა და კართაგებს შორის სიცილიის
გამო. გიმარჯვა რომმა და წაართვეს სიცილია, სარდინია, კორსიკა. დააკისრეს
უზარმაზარი გადასახადი.
14. მეორე პუნიკური ომი - ძვ.წ. 218-201 წლებში. რომსა და კართაგენს შორის. მიზეზი გახდა
ჰანიბალის მიერ რომის მოკავშირე ქალაქების გაძარცვა და დას.ესპანეთის აღება.
1. ბრძოლა კანესთან - ჰანიბალი დაუპირისპირდა რომის ორივე კონსულს. გადალახა
ალპები და ამ გზით ჩავიდა სმხრ. იტალიაში სადაც მოიპოვა გამარჯვება.
2. ბრძოლა ზამასთან ჰნიბალი დაუპირისპირდა სციპიონ აფრიკელს აფრიკაში, ზამასთან,
სადაც ჰანიბალი დამარცხდა. ჰანიბალმა რამდენიმე წლის შემდეგ თავი მოიკლა.
15. მესამე პუნიკური ომი - ძვ.წ. 149-146 წლებში. კართაგენსა და რომს შორის. რეალური
მიზეზი იყო კართაგენის საბოლოოდ განადგურება. საბაბად გამოიყენეს ნუმიდიის მეფის
დაპირისპირება და მას მიემხრნენ. რომმა გაიმარჯვა, კართაგენი საბოლოოდ დაიპყრეს.

1
16. ბრძოლა მაგნეზიასთან - ძვ.წ. 190 წელს. რომსა და სელევკიდებს (ანტიოქიოს III) შორის.
რომმა გაიამრჯვა. დაიდო ზავი, რომლითაც სელევკიდებმა უარი თქვეს
სამფლობელოებზე და გადასცეს უამრავი რამ (სპილოები, გემები)
17. პირველი მითრიდატული ომი - ძვ.წ. 89-84 წლებში. პონტოსა და რომს შორის.
დაუპირისპირდნენ მითრიდატე VI და სულა შავი ზღვის გამო.
1. ეფესოსის საღამო - დაწინაურდა მითრიდატე, რომელმაც დახოცა 80 ათასი რომაელი.
2. მეორე ეტაპზე სულამ მოიპოვა გამარჯვება ეგეოსის ზღვაზედაც და მცირე აზიაშიც.
მითრიდატემ ზავით დათმო ტერიტორიები და დაეკისრა კონტრიბუცია.
18. მეორე მითრიდატული ომი - ძვ.წ. 83 წელს. რომსა და პონტოს შორის. რომს ეგონა, რომ
პონტო დასუსტდა, ამიტომ შეუტია, თუმცა დამარცხდა და აღდგა ზავის პირობები.
19. მესამე მითრიდატული ომი - ძვ.წ. 74 წელს. რომსა და პონტოს შორის, რადგან
მითრიდატე გამოესარჩლა ბითვინიის მეფის ვაჟს, რადგან მამამისმა სამფლობელო რომს
გადასცა.
1. დაუპირისპირდნენ მითრიდატე და ლუკულუსი. ჯარი სარდლით უკმაყოფილო იყო
ამიტომ ლუკულუსი ჩაანაცვლეს სანამ სერიოზული ბრძოლა დაიწყებოდა.
2. დაუპირისპირდნენ პომპეუსი და მითრიდატე. მითრიდატე დამარცხდა მდ.
ევპრატთან. მოგვიანებით კი შვილთან კონფლიქტის გამო თავი მოიკლა.
20. სპარტაკის აჯანყება - ძვ.წ. 74 წელს. სპარტაკსა და სენატს შორის (კრსუსის მეთაურობით),
რადგან სპარტაკი ცდილობდა გლადიატორები ეხსნა. სპარტაკი დამარცხდა და მოკვდა.
21. სამოქალაქო ომი რომში - ძვ.წ. 49-46 წლებში. დაუპირისპირდნენ პომპეუსი და კეისარი,
რადგან პომპეუსი შეუთანხმებლად გამოაცხადეს მმართველად. კეისარმა გადმოლახა მდ.
რუბიკონი, დაამარცხა პომპეუსი და გახდა დიქტატორი.
22. სენატორების შეთქმულება კეისრის წინააღმდეგ - ძვ.წ. 44 წელს. მოკლედ კეისარი.
23. ბრძოლა აქციუმის კონცხთან - ძვ.წ. 31 წელს. დაუპირისპირდნენ ანტონიუსი და
ოქტავიანე, რადგან ანტონიუსმა კლეოპატრას აჩუქა პროვინციები. ოქტავიანემ
გაიმარჯვა. ანტონიუსი ეგვიპტეში გაიქცა სადაც კლეოპატრასთან ერთად თავი მოიკლა.
24. ბრძოლა რომსა და პართიას შორის სომხეთისთვის - 60-იანი წლები. რომმა გაიმარჯვა
ზავით, დაიკავა სომხეთი, ქართლმაც დაიბრუნა ტერიტორიები.
25. ბრძოლები სასანიდურ ირანსა და რომს შორის - 260 წელს. გაიამრჯვეს ირანელებმა,
ტყვედ ჩაიგდეს იმპერატორი ვალერიანე, თუმცა მოგვიანებით რომმა ისარგებლა ირანში
ტახტისთვის ბრძოლით და დაამარცხ. საბოლოოდ, 298 წელს ნიზიბინის ზავით (40
წლიანი) რომმა დაიბრუნა ტერიტორიები.
26. ჰუნების შეტევა გერმანულ ტომებზე - 375 წელს. ოსტგოთები ჰუნებს დმორჩილდნენ.
27. ანდრიანოპოლის ბრძოლა - რომსა და ვესტგოთებს შორის, რადგან რომმა მათ უვარგისი
მიწები მისცა, მოატყუა. იბრძოდა ვალენტინიანე I, რომელიც გარდაიცვალა. რომის ჯარი
მთლიანად განადგურდა. ამის შემდეგ თეოდიუსისგან ვესტგოთებმა მიიღეს სარგებელი.
28. სტილიქონის მკვლელობა - იმპერატორმა ჰონორიუსმა მოაკვლევინა უძლიერესი
სარდალი, რადგან დასწამეს მეფობის სურვილი. თან გერმანული მოდგმის იყო. ამას
მოჰყვა ბარბაროსების საშინელი რბევა.

2
29. რომის დაცემა - 410 წელს. ალყის შემდეგ ალარიხმა სასტიკად დაარბია რომი, შემდეგ
გადავიდა გალიაში და ჩამოაყალიბა პირველი ბარბაროსული სახელმწიფო.
30. კატალაუნის ბრძოლა - 451 წელს. ჰუნებსა და რომს შორის. ვერცერთმა ვერ გაიმარჯვა.
დაუპირისპირდნენ აეციუსი და ატილა. ატილა გაბრუნდა აეციუსი ვეღარ დაეწია.
31. ატილას დაბრუნება რომში - 452 წელს. მხდალმა იმპერატორმა ვალენტინიანე III-მ
რომის პაპი, ლეო I გაგზავნა და ატილა უკან გააბრუნა. პაპს „დიდი“ უწოდეს.
32. ვანდალების შემოსევა რომზე - 455 წელს. ჰაიზერიხის მეთაურობით, ის კომპრომისზე
წავიდა ისევ ლეო I-ის მეშვეობით და ქალაქის რბევა შეზღუდა 14 დღით. ამ დროს
წარმოიშვა სიტყვა „ვანდალიზმი“.
33. ბარბაროსი ოდოაკრის აჯანყება რომის წინააღმდეგ - 476 წელს. ოდოაკრმა მოკლა
რომულუსის მამა, თვითონ კი ჩამოაგდო. დასავლეთ რომმა არსებობა შეწყვიტა.
34. ვარსქენ პიტიახშის მკვლელობა - 482 წელს. გორგასალმა დასაჯა ირნთან ურთიერთობისა
და რჯულის შეცვლის გამო. ამით ფაქტობრივად ომი გამოუცხადა სპარსეთს.
35. სამგორის ბრძოლა - 502 წელს. ქართლსა და ირანს შორის. ირანმა გაიმარჯვა. ვახტანგი
სასიკვდილოდ დაიჭრა და მალე გარდაიცვალა. დაკრძალეს სვეტიცხოველში.
36. ნიკას აჯანყება - 532 წელს. გლეხებსა და იუსტინიანე I-ს შორის, რადგან ის ასევე იყო
ვერაგი, მფლანგველი და დაუნდობელი მმართველი. აჯანყება სასტიკად ჩაახშო.
37. ბიზანტია-ირანის ომები:
1. 502-506 წლებში. ირანმა წარმატბას მიაღწია. ბიზანტიას დაადებინა წამგებიანი ზავი.
2. 527 წელს განახლდა. ხოსრო პირველმა ბიზანტიასთან დადო არახელსაყრელი
„საუკუნიო ზავი“. ხანმოკლე გამოდგა ზავი.
3. 540 წელს ისევ განახლდა. ხოსრო I შეიჭრა სირიაში, აიღო ანტიოქია. სურდა ზღვებზე
გასასვლელები, თუმცა საბოლოოდ „საუკუნო ზავი“ აღდგა და აღდგა ძველი საზღვრები.
4. 591 წელს ისევ დაიდო „საუკუნო ზავი“, რადგან ხოსრო II-მ ბიზანტიელთა დახმარებით
შეზლო ტახტის დაბრუნება. ბიზანტიელებმა ტერიტორიები და სარგებელი მიიღეს.
38. დიდი ომიანობა ეგრისში - 542-562 წლებში. ირანსა და ბიზანტის შორის.
ბიზანტიელებისგან შეწუხებულმა ეგრისის მეფემ, გუბაზ II ირანს მიემხრო. ჯერ ირანი
იმარჯვებდა, შემდეგ გუბაზმა ისევ ბიზანტია არჩია და საბოლოოდ ირანმა დაიხია დარას
ზავით (50 წლიანი) 562 წელს და დათმო ეგრისი.
39. გუბაზ II-ის მკვლელობა - 554 წელს. ბიზანტიელმ სარდლებმა ხობის წყალზე.
40. სომხეთისა და ქართლის განხეთქილება - 608 წელს. სომხები გახდნენ მონოფიზიტები,
როდესც ქართლი მტკიცედ ინარჩუნებდა დიოფიზიტობას.
41. ბოლო ომი ბიზანტიასა და სასანიდურ ირანს შორის - 604-628 წლებში.
დაუპირისპირდნენ ჰერაკლე კეისარი და ხოსრო II. ჰერაკლემ ირანი ჯერ დაამარცხა
ნინევიასთან, შემდეგ აიღო ქალაქო ქტესიფონი და დააბრუნა წმინდა ჯვარი. საბოლოოდ
ირანს დაადებინა დამამცირებელი ზავი და დააბრუნებინა ტერიტორიები.
42. ჰერაკლე კეისარის ლაშქრობებიო ქართლში - 627-628 წლებში. აიღეს თბილისი, ააოხრეს
და გაძარცვეს. ამ დროს ქართლის მეფე იყო სტეფანოზ მეორე.სიკვდილით დასაჯეს
მთავრები და ერისმთავრის ტახტზე დასვეს ბიზანტიელი ორიენტაციის ადარნასე.

3
43. ბრძოლა ფრანკთა სამეფოსა და ლანგობარდებს შორის - VIII საუკუნეში. მონაწილეობდა
პიპინ მოკლე. ალპების გავლით შეუტია ლანგობარდებს. წაართვა რავენა, რომის ოლქები
და პაპს გადასცა. ამით საფძველი ჩაუყარა პაპის ოლქს (პაპის საერო სახელმწიფოს)
44. ბრძოლა საქსებსა და ფრანკთა სამეფოს შორის - კარლოს დიდი, ქრისტიანების
შევიწროვების საბაბით, დაუპირისპირდა საქსებს. დასრულდა საქსების გაქრისტიანებით.
45. უთანხმოება პაპ გრიგოლ VII-სა და ჰაინრიხ IV-ს შორის (დაშლილი ფრანკთა სამეფოს,
გერმანიის იმპერატორი) - გრიგოლმა შეზღუდა მმართველის უფლებები, საპასუხოდ
ჰაინრიხმა განკვეთა ეკლესიიდან. მოგვიანებით ჰაინრიხს მოუწია ქალაქ კანოსაში 3 დღის
განმავლობაში ეთხოვა პატიება პაპისთვის (1077 წელს). მოგვიანებით ჰაინრიხმა რომი
აიღო (1084 წელს) და პაპს მოუხდა სამხრეთ იტალიაში გაქცევა.
46. მუჰამედისა და მექელების დაპირისპირება - 630 წელს. მუჰამედმა დაიკავა მექა და აქცია
რელიგიურ ცენტრად.
47. ბრძოლა პუატიესთან - 732 წელს. არაბები ევროპაში შეაჩერა კარლოს მარტელმა.
48. არაბული სახელმწიფოს დასასრული - 1258 წელს ბაღდადი აიღო მონღოლმა ჰულაგუ
ყაენმა. უკანანაკსნელი ხალიფა იყო ალ მუჰთასიმი და ოჯახიანად გაწყვიტა.
49. არაბთა შემოსევები ქართლში:
1. ჰაბიბნ იბნ მასლამა - 654 წელს. სტეფანოზ II-ს დაუწესა ჯიზია (გადასახადი).
2. ჯარაჰი - 724 წელს. სტეფანოზ III-ს დაუმატა გადიდებული ჯიზია და ხარაჯა.
3. ხაზარებმა დროებით დაამარცხეს არაბები და გავიდნენ ქართლიდან 730 წელს.
4. მურვან ყრუ - გამოგზავნა ხალიფამ 735 წელს. ააოხრა ეფრისი, ციხეგოჯი, ცხუმი და
სხვა. ვერ აიღო ანაკოფიის ციხე სადაც იყვნენ სტეფანოზ III-ის შვილები. მისი
ლაშქრობის მერე შემოვიდა არაბი მოხელე ამირა, ვისაც დაუქვემდებარეს ერისმთავარი.
5. ბუღა თურქი - 853 წელს. აიღო თბილისი და დასაჯა ურჩი ამირა. აწამა სარდლები.
6. აბულ კასიმი - 914 წელს. არაბთა ბოლო შემოსევა. აწამა მიქელ გობრონი.
50. შირიმის ბრძოლა - 1021 წელს. ბიზანტიასა და საქართველოს შორის. დაუპირისპირდნენ
გიორგი I და ბასილი II ბულგართმმუსვრელი. ბიზანტიამ გაიმარჯვა. დაიდო ზავი და
გიორგიმ დათმო მთლიანი ტერიტორიები ტაოშიკ, ბასიანში, კოლა-არტაანსა და
ჯავახეთში. დცაცალა ციხეეი და მძევლად მისცა ტახტის მემკვიდრე ბაგრატი.
51. დაპირისპირება ბაგრატ IV-სა და ლიპარიტ ბაღვაშს შორის - დაახლოებით XI საუკუნის
40-იანი წლებში. გაგრძელდა 10 წელს. მეფე ლიპარიტის უჩუმრად დაუზავდა ამირას,
ამიტომ გადაემტერნენ. ის დაუკავშირდა ბიზანტიას და წამოვიდა თბილისისკენ,
საბოლოოდ დაზავდნენ და ბაგრატმა ქართლის ერისთავობა უბოძა. ის მაინც მუდმივად
ებრძოდა ქვეყანას.
52. ახალი ბიზანტია-საქართველოს ომი - 1042-1055 წლებში. ლიპარიტი იბრძვის ბიზანტიის
მხარეს. ბაგრატი დამარცხდა და გადავიდა დასავლეთში. ლიპარიტი ხდება ფაქტობრივი
მმართველი. ბაგრატი ბიზანტიას სთხოვს დახმარებას და რიგდებიან. მოგვიანებით მესხი
დიდებულები იპყრობენ ლიპარიტს, ბერად აღკვეცეს და გააძევეს.
53. თურქ-სელჩუკების პირველი შემოჭრა საქართველოში - 1064 წელს. დაუპირისპირდნენ
ბაგრატ IV და ალფ-არსლანი. მან ალყა შემოარტყა ახალქალაქს, ააოხრა მთელი ჯავახეთი.
ბაგრატი გაეცალა და ქართლში გადავიდა.

4
54. თურქ-ელჩუკების მეორე შემოჭრა საქართველოში - 1067-68 წლებში. დაუპირისპირდნენ
ალფ-არსლანი და ბაგრატ IV. ააოხრა ქართლ-კახეთი. თბილისი და რუსთავი განძის
ამირა ფადლონს გადასცა. ბაგრატი უარობდა ხარკს და ინარჩუნებდა
დამოუკიდებლობას.
55. მანასკერტის ბრძოლა - 1071 წელს. სელჩუკებსა და ბიზანტიას შორის. ალფ-არსლანმა
ტყვედ იგდო რომან დიოგენე. საბოლოოდ, ზავით თურქებმს გადასცეს აღ. პროვინციები.
56. ფარცხისის ბრძოლა - 1075 წელს. სელჩუკებსა და საქართველოს შორის.
დაუპირისპირდნენ განძის გამგებელი სარანგი და გიორგი II. გაიმარჯვა გიორგიმ, მტრის
ჯარი უკუიქცა. ამის შემდეგ გიორგიმ დაიბრუნა სამხრეთ/დასავლეთის ნაწილები.
57. დიდი თურქობა - 1080-იანი წლები. სელჩუკები ყოველ წელს შემოდიოდნენ, ნაყოფიერ
მიწებს იკავებდნენ ოჯახებით და არბევნენ მოსახლეებს. მალიქ შაჰთან ისპაჰანში
დადებული ზავით 1083 წელს გიორგის დაეკისრა ხარკი, დაკარგა დამოუკიდებლობა და
განდევნა მომთაბარეები.
58. ბრძოლა დორილეასთან - 1097 წელს. მცირე აზიაში. ჯვაროსნებსა და სელჩუკებს შორის.
გაიმარჯვეს ჯვაროსნებმა.
59. ბრძოლა ანტიოქიასთან - 1098 წელს. სირიაში. ჯვაროსნებსა და სელჩუკებს შორის.
გაიმარჯვეს ჯვაროსნებმა და აიღეს ანტიოქია.
60. დავა მალიქშაჰის 3 შვილს შორის - 1118 წელს. გაიმარჯვა სანჯარმა და გააერთიანა
სამეფო, თუმცა მალევე დაიშალა. ამ პერიოდში ტერიტორიები დაიკავეს ხორეზმელებმა
61. დავით აღმაშენებელი:
1. ლიპარიტ V ბაღვაშის შეპყრობა - 1090-იან წლებში. ბერად აღკვეცა და გადაასახლა
ბიზანტიაში. გააუქმა კლდეკარის საერისთავო.
2. ქართლ-კახეთის შემოერთება - 1101-1104 წელს. მიიღო რანთა და კახთა მეფის
ტიტულები. შეიპყრო აღსართან მეორე.
3. ერწუხის ბრძოლა - 1104 წელს. აღმოსავლეთ კახეთში დაამარცხა განძის ათაბაგი,
რომელიც ქართლ-კახეთს ეცილებოდა.
4. სამშვილდის (ქვემო ქართლი) აღება - 1110 წელს. გაათავისუფლა თურქებისგან.
5. რუსთავის აღება - 1115 წელს.
6. ჰერეთის უკანაკნელი ციხის, გიშის, აღება - 1117 წელს.
7. ლორეს ციხის აღება - 1118 წელს. მიიღო სომეხთა მეფის ტიტული.
8. 40 ათასი ყივჩაღის ჩამოსახლება - 1118 წელს.
9. ოსებზე გალაშქრება - 1118 წელს. ხელს უშლიდნენ ყივჩაღების ჩამოყვანაში. აქ
გარდაიცვალა გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი.
10. დიდგორის ბრძოლა - 1121 წლის 15 აგვისტო. თურქ-სელჩუკებთან, ნეჯმ ად დინ
ილღაზთან. 300-იანი ლაშქარი დავითმა დაამარცხა 55 ათასი მებრძოლით.
ტრიუმფალური გამარჯვება. ბრძოლა გაგრძელდა 3 საათს.
11. თბილისის აღება - 1122 წელს. ამავე წელს გამოაცხადა დედაქალაქად, 1123 წელს კი -
სატახტო ქალაქად.
12. დმანისის აღება - 1123 წელს. დაასრულა ქართული მიწების შემოერთება.
13. ბრძოლა შირვანთან - 1123 წელს. სასტიკად დაამარცხა შემოჭრილი სულთანი

5
მაჰმუდი. 1124 წელს დაასრულა მიდი დაპყრობა და მოიპოვა შარვანშას ტიტული.
14. ანისის აღება - 1123 წელს. მიიღო შაჰანშას ტიტული.
62. დემეტრე პირველი:
1. შეთქმულება დემეტრეს წინააღმდეგ - 1130 წელს. უნდოდათ მისი ნახევარ-ძმის, ცვატას
(ვახტანგის) გამეფება. დემეტრებ აჯანყებულები შეიპყრო.
2. ქალაქი დვინისა და განძის დროებით აღება - 1138 წელს. კარი შესწირა გელათს.
3.დემეტრეს ტახტიდან ჩამოგდება - 1155 წელს. თავისმა შვილმა დავითმა ჩამოაგდო და
ბერად აღკვეცა, თუმცა მხოლოდ 6 თვით იმეფა. შემდეგ ისევ დემეტრე გამეფდა. და
მალევე გარდაიცვალა. მის ნაცვლად ტახტს იკავებს უმცროსი ვაჟი გიორგი მესამე.
63. გიორგი მესამე:
1. ანისისა და ქალაქი დვინის დაკავება - 1161 წელს. მოგვიანებით დაკარგა.
2. ორბელთა (ლორეს) ამბოხი - 1177 წელს. უნდოდათ დემნა უფლისწულის (დავით
მეხუთის ვაჟის) გამეფება, ეხმარებოდა ამირსპასალარი ივანე ორბელი. ამბოხებულებს
ლორეს ციხეში შემოარტყა ალყა. დემნა ჯერ დააბრმავა შემდეგ დაასაჭურისა.
64. თამარ მეფე:
1. დიდებულთა გამოსვლა მეფის წინააღმდეგ ისანში - 1184 წელს. თაოსნობდა ყუთლუ
არსლანი. მოითხოვეს
ა) დაწინაურებული დაბალი ფენის მოშორება - თამარმა გადააყენა.
ბ) ხელისფულების შეზღუდვა და „კარვის“ (საკანონმდებლო ორგანო) შექმნა, სადაც
მეფეს მისცემდნენ მითითებებს (პირველი მცდელობა საქართველოში კონსტიტუციური
მონარქიისა) - მეფემ შეაპყრობინა ისინი.
სამოქალაქო ომის თავიდან ასარიდებლად გაგზავნა კრავაი ჯაყელი და ცოქალი, მათ
მოაგავრეს ყველაფერი. თამარი მათ ხელშეუხებლობას შეჰპირდა.
2. სმხრ. ბარდავისა და არზრუმის დალაშქვრა - 1192 წელს. გიორგი-ლაშას დაბადებისას.
3. შამქორის ბრძოლა - 1195 წელს. დავამარცხეთ ადარბადაგანის (აზერბაიჯანის)
სარდალი აბუბექრი. თავი გამოიჩინა შალვა ახალციხელმა.
4. ანისის შემოერთება - 1199 წელს.
5. ბასიანის ბრძოლა - რუმის სულთნის, რქნადდინის წინააღმდეგ. გავიმარჯვეთ.
ქართველი სარდლები იყვენნ დავით სოსლანი და ზაქარია მხარგრძელი. ბრძოლას
ტერიტორიები არ მოუტანია, თუმცა გაიმტკიცეს პოზიციები ჩრდილოეთ სომხეთში.
6. დვინის და სხვა სტრატეგიული პუნქტების შემოერთება - 1203 წელს.
7. ტრაპიზონის იმპერიის ჩამოყალიბება - 1204 წელს. შავი ზღვის სამხ. აღ.-ით. სათავეში
ჩაუყენა ალექსი კომნენოსი.
8. ირანში ლაშქრობა - 1210 წელს. ზაქარია მხარგრძელის სარდლბით. აიღეს დიდძალი
ნადავლი. ეს იყო ყველაზე შორეული ლაშქრობა.
65. ჯვაროსნული ლაშქრობები:
1. 1096-99 წლებში. ჯვაროსნებმა აიღეს იერუსალიმი. შეიქმნა იერუსალიმის სამეფო,
ანტიოქიის სამთავრო, ედესისა და ტრიპოლის სამარკგრაფოები. დავით აღმაშენებელს
შესთავაზეს მონაწილეობის მიღება, თუმცა უარი თქვა. ეს ლაშქრობა დაეხმარა იმაში, რომ
განთვისუფლებულიყო დასუსტებული სელჩუკების ხარკისაგან.

6
2. 1147-49 წლებში. ლუი VII-ს (საფრანგეთი) და კონრად III-ს (გერმანიის იმპერია)
სურდათ მუსლიმი მმართველებისგან ედესის გათავისუფლება. ვერ დაიბრუნეს.
3. 1189-92 წლებში. ეგვიპტის სულთან სალადინს, რომელმაც იერუსალიმი აიღო 1187
წელს, ებრძვიან რიჩარდ I ლომგული (ინგლისი), ფრიდრიხ I ბარბაროსა (გერმანიის
იმპერია) და ფილიპე II ავგუსტი (საფრანგეთი). მარტო დარჩა ლომგული და ვეღარ აიღო
იერუსალიმი. დაიდო ზავი, რომლის მიხედვითაც იერუსალიმი იარსებებდა თუ
დედაქალაქი იქნებოდა აკრაში.
4. 1202-04 წლებში. ვენეციამ მოამარაგა გემებით. უნდოდა კონკურენტის ჩაძირვა. აიღეს
და გაძარცვეს კონსტანტინოპოლი, დააარსეს ლათინთა იმპერია (1261 წლამდე).
ბიზანტიის დაშლით თამარმა ამ დროს ისარგებლა და შექმნა ტრაპიზონის იმპერია.
66. მონღოლები:
1. ჩინეთში შეჭრა - 1211 წელს. ჩინგიზ ყაენის დროს
2. პეკინის აღება - 1214 წელს. ჩინგიზ ყაენის დროს.
3. ხორეზმის სამეფოში შეჭრა - 1219 წელს. ჩინგიზ ყაენის დროს. ხორეზმშაჰი მუჰამედი
გაიქცა. (მისი შვილი იყო ჯალალედდინი)
4. ლაშქრობა ვოლგის ბულგარეთსა და რუსეთზე - 1236 წელს. ბათო ყაენის სარდლობით.
აღწევს ევროპამდე და აარსებს ოქროს ურდოს.
5. ბაღდადის დაპყრობა და დედაქალაქად ქცევა - 1258 წელს. ჰულაგუ ყაენის
მეთაურობით. აარსებს ილხანთა საყაენოს (ჰულაგუს ულუსი).
6. აინ-ჯალუთის ბრძოლა - 1260 წელს. ჰულაგუს წინსვლა შეაჩერეს ეგვიპტელმა
მამლუქებმა და დაამარცხეს.
67. მონღოლები საქართველოში:
1. პირველი გამოჩენა - 1221 წელს გაზაფხულზე. ჯალალადდინს დაადევნა ჯებე და
სუბუდაი. ისინი მოადგნენ საქართველოს საზღვრებს დაზვერვითი პოზიციებით.
გიორგიმ მათ შეაგება 1000 მეომრიანი ჯარი.
2. მეორედ გამოჩენა - 1222 წელს. ლაშამ დაახვედრა 90 000 მეომარი. მერე ისევ მოდიან.
გაიარეს საზღვრისპირეთი და დარუბანდის მხარეს ჩრ. კავკასიაში დაამარცხეს რუს-
ყივჩაღთა რაზმი.
68. გარნისის ბრძოლა - 1225 წელს აგვისტოში. ჯალალედდინი, ხორეზმის მმართველი,
დაამარცხა ქართველები. მოითხოვა მორჩილება და ანტიმონღოლურ კოალიციაში
შემოსვლა. უარიდან 1 წლის შემდეგ ააოხრა თბილისი. რუსუდანი და სამეფო კარი
ქუთაისში გაიხიზნა. ამის მერე კიდევ 5 წელი აოხრებდა საქართველოს.
69. დემეტრე მეორის სიკვდილით დასჯა - 1289 წელს. დემეტრეს კარგი ურთიერთობა
ჰქონდა აჯანყებულ ბუღასთან, ამიტომ არღუნ ყაენმა დაიბარა თავისთან და მოკლა. ამის
შემდეგ ეწოდა თავდადებული.
70. მონღოლთა თარეშის აღკვეთა - 1300-იანი წლების დასაწისი. გიორგი მეხუთე
ბრწინვალეს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჩობან ნოინთან, პირველ ვეზირთან. ამის
გამოყენებით თავად დაიწყო ხარკის კრეფა და დაასრულა მონღოლთა თარეში.
71. ჩობანის მკვლელობა - 1327 წელს. ილხანთა ყაენმა ღალატი დასწამა და მოკლა.
72. მონღოლთა 100 წლიანი ბატონობის დასასრული - 1335 წელს. აბუ-საიდის სიკვდილით.

7
73. დაპირისპირება ინგლისში - 1263 წელს. ჰენრი III მამამისის, ჯონ უმიწაწყლოს, მსგავსად
ცუდი გამოდგა. აჯანყდნენ ბარონები. მმართველი გახდა სიმონ დე მონფორი (1264 წელს)
74. ასწლიანი ომი - 1337-1453 წლებში. საფრანგეთსა დ ინგლისს შორის. ფრანგებმა
მოინდომეს ინგლისისგან მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნება. დასრულდა პიკინის
ზავით ედუარდ IV-სა და ლუი XI-ს შორის.
75. ჟანა დარკის კოცონზე დაწვა - 1430 წელს. მონაწილეობდა ასწლიან ომში საფრანგეთის
მხარეს. რაღაც მოიპოვა გამარჯვება და შემდეგ კოცონზე დაწვეს.
76. ოსმალთა სახელმწიფო:
1. ბიზანტიასთან ბრძოლის დაწყება - XIV საუკუნეში, წაართველს მცირე აზის ჩრ.
პროვინციები, შავი ზღვის ციხეები...1331 წელს ქალაქი ბურსისა და ნიკეის აღებით
დაასრულეს ბიზანტიის მიწების დაპყრობა. დედაქალაქი გადაიტანეს ბურსაში.
2. ოსალების მიერ სერბების დამარცხება - 1371 წელს. მდინარე მარიცის ველზე, სოფელ
ჩერნომენთან. ამან გზაგაუხსნათ მაკედონიისა და სერბეთის შიდა ტერიტორიებისკენ.
3. კოსოვოს ბრძოლა - 1389 წელს. ოსმალები დაუპირისპირდნენ სერბ და ბოსნიელ
მეფეებს. სერბები გაუვასალდნენ. ამ ბრძოლაში მოკვდა მურად I.
4. ბულგარეთის დაპყრობა - 1395 წელს.
77. თემურ ლენგი (ტამერლანი, გათურქებული მონღოლური ტომის წარმომადგენელი):
1. საქართველოში ლაშქრობები - 1386-1403 წლებში. ილაშქრა 8-ჯერ. ჯერ ებრძოდა
ბაგრატ V-ს, რადგან მან განარისხა საქრველოში ჯარის გამოგზავნით. 1400 წელს
დაუპირისპირდა გიორგი VII-ს და ყცველაფერი სასტიკად ააოხრა. 1401 წელს დაიდო
შამქორის ზავი, თუმცა მალევე უკან დაბრუნდა ხარკის გადაუხდელობის გამო.
2. ანგორის ბრძოლა (ქალაქი ანკარა) – 1402 წელს. თემურსა და ოსმალებს შორის.
ბაიაზეთმა ალყა შემოარტყა კონსტანტინოპოლს და ამ დროს მოუხდა თემურთან
გამკლავება. ის ტყვედ ჩავრდა და მოკვდა. თემურმა ოსმალეთი გაუნაწილა ბაიაზეთის 4
შვილს, რათა მალე არ გაერთიანებულიყო ამიტომ მეჰმედ I-მა ძლივს გააერთიანა.
78. კონსტანტინოპოლის ალყა მეჰმედ II-ის დროს - 1453 წელს. ქალაქს 7 კვირა იცავდნენ. მათ
ეხმარებოდათ იტალიელი ჯოვანი ჯუსტინიანი, რომლის სიკვდილის შემდეგ დაიბნენ
და ალაქი დაეცა. დაიღუპა იმპერატორი კონსტანტინე XI. ქალაქს დაერქვა სტამბოლი.
ერთ-ერთი პირველი ბრძოლ დენთისა და არტილერიის გამოყენებით.
79. საქართველოს დაშლა:
1. სამცხის გამოყოფა - 1462 წელს სამცხის მთავარმა ყვარყვარემ უზუნ-ჰასანის
დახმარებით დაამრცხა გიორგი მერვე. მოიპოვა დამოუკიდებლობა.
2. სოფელ ჩიხორთან ბრძოლა - 1463 წელს. დაუპირისპირდნენ ქუთაისის ერისთავი
ბაგრატი და გიორგი მერვე. გიორგი დამარცხდა.
3. ფარავნის ტბასთან - 1465 წელს. ყვარყვარემ დატყვევებული მეფე სამცხეში წაიყვანა.
მოგვიანებით ბაგრატი თავს მეფედ აცხადებს. გიორგი მერვე საფუძველს უყრის
ბაგრატიონთა დინასტიას კახეთში.
ქრონოლოგია: გიორგი VII, ალექსანდრე I დიდი, გიორგი VIII (კახეთის მეფე).
1990 წელს დარბაზმა სცნო საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლა. გაიყო 4
ნაწილად: კახეთი, ქართლი, სამცხე, იმერეთი.

8
80. აცკეტების განადგურება - 1519 წელს. ესპანელებისა (კორტესის) და
მსხვერპლშეწირვებით უკმაყოფილო მეზობელი ტომების მიერ. კორტესმა დედაქალაქ
ტენოჩიტლანს მეხიკო დაარქვა.
81. ინკების განადგურება - 1532 წელს. იმპერატორის შვილებს შორის დაპირისპირებით
ისარგებლეს ესპანელებმა (პისარომ) და გაანადგურეს.
82. რეფორმციის დასაწყისი - 1517 წელს. ვიტენბერგის უნივერსიტეტის თეოლოგიის
პროფესორი მარტინ ლუთერი გამოვიდა ინდულგენციების წინააღმდეგ და პროტესტის
ნიშნად ვიტენბერგის ეკლესიის კედელზე მიაკრა 95 თეზისი. რეფორმაციის დასაწყისი.
83. დაპირისპირება ლუთერსა და პაპს შორის - 1521 წელს. პაპმა ლუთერი მწვალებლად
გამოაცხადა და ეკლესიიდან გაკნვეთა. ლუთერმა სიგელი დაწვა და აქეთ გამოაცხადა
პაპი მწვალებლად. პაპს მხარი დაუჭირა რომის იმპერატიორმა კარლ V-მ. ლუთერის
მიმდევრებს ეწოდათ პროტესტანტები, თვითონ მოვლენას კი - რეფორმაცია.
84. ინგლისის მეფისა და პაპის დაპირისპირება- 1534 წელს. ინგლისის მეფეჰენრი VIII-მ
გაწყვიტა კავშირი პაპთან და თავი ანგლიკანური ეკლესიის ლიდერად გამოაცხადა. ასე
მთელი ეკლესიის ფინანსები მასთან წავიდა.
85. რელიგიური ომები საფრანგეთში - 1562-1598 წლებში:
1. დაპირისპირების დასაწყიი - 1562 წელს. ჰერცოგმა ფრანცუა გიზმა ამოხოცა
პროტესტანტების სოფელი. შედეგად გაიყო საფრანგეთის მოსახლეობა.
(სამოქალაქო ომი)
2. შერიგების მცდელობა - 1572 წელს. დაიგეგმა ანრი ბურბიონისა (ჰგენოტთა
ლიდერი) და მარგარიტა ვალუას (შარლ IX-ის, საფრანგეთის მეფის და) ქორწილი.
3. ბართლომეს ღამე - 1572 წელს. წმინდა ბართლომეს წინა ღამით ეკატერინე მედიჩის
ბრძანებით ამოჟლიტეს ჰუგენოტები.
4. სამი ანრის ბრძოლა - 1576 წელს. შესარიგებელი ედიქტის მიუხედავად, ერთმანეთს
დაუპირიპირდნენ ანრი III (მეფე), ანრი ბურბონი (ჰუგენოტთა ლიდერი), ანრი გიზი
(კათოლიკეთა ლიდერი). ბურბონმა დახოცა დანარჩენები. მოჩვენებითად მიიღო
კათოლიკეობა და გამეფდა ანრი IV-ის სახელით. სათავე დაუდო ბურბონთა
დინასტიას.
5. ომების დასასრული - 1598 წელს. დასრულდა ნანტის ედიქტით. გამოსცა ანრი
ბურბონმა . ეს იყო რჯულშემწყნარებლობის აქტი, რომლითაც თავისუფლება მისცა
ჰუგენოტებს.
86. ოცდაათწლიანი ომი - 1618-1648 წლებში:
1. დასაწყისი - იმპერატორმა ფერდინანდ II-მ აუგსბურგის ზავის მიუხედავად დაიწყო
ბოჰემიაში მცხოვრები ჩეხი პროტესტანტების, ჰუსიტების შევიწროება.
2. დეფენსტრაცია - 1618 წელს. იმპერატორის გაგზავნილი კათოლიკეები, როლებსაც
უნდა ჩაებარებინათ ადგილობრივი მმართველობა, ჩეხებმა ციტადელის ფანჯრებიდან
გადმოყარეს. ითვლება ომის დასაწყისად. მოვლენას ეწოდა დეფენსტრაცია.
3. შემდეგი ეტაპი - იმპერატორმა მოიახერხა აჯანყების ჩახშობა თუმცა ახლა აჯანყდნენ
გერმანელი დიდებულები. ეშინოდაც ისინიც არ შეევიწროვებინათ.
4. სხვა ქვეყნების ჩაბმა - ესპანელი ჰაბსბურგები იმპერატორს ემხრობოდნენ, დანიის
მეფე პროტესტანტებს. იმპერატორმა მიწასთან გასწორა ჩრ. გერმანიადა დაამარცხა
დანიის ჯარები. 1630 წლიდან ერთვება შვედეთი, რომელსაც ეხმარებოდა საფრანგეთი.

9
5. პროტესტანტების ქალქის განადგურება - 1630 წელს. განადგურდა მაგდებურგი.
6. საბოლოო ეტაპი - 1635 წელს მოკვდა შვედეთის მეფე გუსტავ II, ამის შემდეგ
გააქტიურდა საფრანგეთი და შვედებთან ერთად ააოხრეს გერმანიის მიწები. შედეგად
იმპერატორმ00ა ზავი ითხოვა.
7. ვესტფალიის ზავი - 1648 წელს. ოცდაათწლიანი ომის დასასრული. პირობებით
შვედეთმა შეიერთა ჩრდილოეთ გერმანიის ნაწილი, საფრანგეთმა - ელზასი, შვეიცარიამ
და ნიდერლანდმა დამოუკიდებლობა მიიღეს, გერმანულ-სამეფო სამთავროებს მიენიჭა
სუვერენიტეტი, იმ პირობით, რომ სამხედრო კავშირს არ შექმნიდნენ იმპერატორის
წინააღმდეგ. ჰაბსბურგებს დარჩათ დღევანდელი ავსტრიის ტერიტორია სამართავად,
ხოლო გერმანიაზე შეიქმნა 300-მდე დამოუკიდებელი ქალაქ სახელმწიფო.
87. ნიდერლანდების რევოლუცია - 1568-1648 წლებში:
1. აჯანყება მეფის წინააღმდეგ - 1566 წელს. ფილიპე II-მ გააძვირა გადასახადები და
შეავიწროვა პროტესტანტები. აჯანყდა ყველა, სამღვდელოების გარდა. ფილიპემ გაგზავნა
დამსჯელი რაზმი ჰერცოგი ალბას მეთაურობით და დაამყარეს საოკუპაციო რეჟიმი.
ნიდერლანდელ აჯანყებულებს სარდლობდა დიდგვაროვანი ვილჰელმ ორანელი.
2. ესპანელებმა ალყა შემოარტყეს ჩრდილოეთ ნიდერლანდის ქალაქ ლეიდენს - 1574
წელს. ნიდერლანდელებმა აფეთქეს კაშხალი და ესპანელები გაიქცნენ.
3. ერთ-ერთი ეტაპი - 1576 წელს ხელფასის დაგვიანების გამო ესპანელებმა ქალაქ
ანტვერპენში ამოხოცეს ხალხი. ამის გამო ქალაქმა დაკარგა სავაჭრო მნიშვნელობა.

ნიდერლანდის 7-მა ჩრ. პროვინციამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სმხ. ნიდერლანდი


რჩებოდა ესპანეთის გავლენის ქვეშ.
საბედნიეროდ, ნიდერლანდს ეხმარებოდა პროტესტანტი ინგლისი.

4. ნიდერლანდისკენ წასულ ესპანელებს თავს დაესხნენ ინგლისის გემები ლა მანშის


სრუტესთან - 1588 წელს. განადგურდა ესპნელთა ფლოტი „უძლეველი არმადა“.
5. ომის დროებითი დასასრული -1598 წელს. გარდაიცვალა ფილიპე მეორე, ხოლო 1609
წელს ომი შეწყვიტეს. ჰააგაში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას და სცნეს ჩრდილოეთ
ნიდერლანდის დამოუკიდებლობა და გაერთიანებული პროვინციების კანონიერება.
6. ომის განახლება - 1621 წელს. ესპანელები ჩრდილოეთში ითხოვდნენ კათოლიკეთა
თავისუფლებას, ნიდერლანდელები სამხრეთში იმავეს, ოღონდ პროტესტანტებისთვის.
ასევე პრობლემა იყო ამერიკისა და აღმოსავლეთ კოლონიების საკითხი.
ესპანეთმა თავიდან უმნიშნელო წარმატებას მიაღწია, შემდეგ დამარცხდა.
7. საბოლოოდ დასრულდა - 1648 წელს მიუნსტერის ზავით. ჰოლანდია
დამოუკიდებლად გამოცხადაა, რაც იყო ვესტფალიის ზავის ნაწილი.
88. ინგლისის მეფისა და პარლამენტის დაპირისპირება - 1640-იანი წლებიდან.
დაიწყო ჩარლზ I-ის დროს, რომელმაც დაამატა გადასახადებები და შეავიწროვა
მოსახლეობა. მას დაუპირისპირდა პარლამენტი:
1. ნეიზბისთნ ბრძოლა - 1645 წელს. მხედართმთავარმა კრომველმა, პარლამენტის
მხრიდან, შექმნა „ახალი მოდელის“ არმია და დაამარცხეს მეფე. ის შოტლანდიაში გაიქცა.

10
2. ჩარლზ I-ის სიკვდილით დასჯა - 1649 წელს. ძალაუფლება მიიღო კრომველმა,
რომელმაც 1653 წელს დაიღხოვა პარლამენტი და გახდა ერთპიროვნული მმართველი.
89. უსისხლო რევოლუცია - XVIIს-ის 80-იანი წლები. კრომველის გარდაცვალების შემდეგ
გამეფებულმა მეფემ ჩარლზ II-მ დაარღვია პირობა და დაიწყო რევოლუციონერების
დევნა. ყველაფერი დასრულდა უსისხლო რევოლუციით მეფის გარდაცვალებიდან.
90. ბოსტონური ჩაის სმა - 1773 წელს. „ფულის მიმოქცევის აქტით“ და „საგერბო
გადასახადით“ შეწუხდა კოლონიები. გარდა ამისა, ოსტინდოეთის კომპანიამ
გაფუჭბული ჩაის შეტანა გადაწყვიტა, ამიტომ ინდოელთა ფორმაშიგამოწყობილმა
მოსახელოებამ გემებიდან გადაყარეს ჩაის ყუთები პროტესტის ნიშნად.
91. დაპირისპირება იორკთაუნთან - 1781 წელს. ამერიკამ დაამარცხა ინგლისი ფრანგი
მარკიზ ლაფაიეტის დახმარებით. ხოლო 1783 წელს ბრიტანეთმა პარიზის ზავით აღიარა
13 კოლონიის დამოუკიდებლობა.
92. ამერიკის სამოქალაქო ომი - 1861-1865 წლებში:
მონათმფლობელობის გამო დაუპირისპირდნენ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა.
ჩრდილოეთი ემხრობოდა გაუქმებას, სამხრეთი პირიქით. კავშირის წევრი იყო
ჩრდილოეთი, კონფედერაციული შტატების - სამხრეთი.
1. შეტაკება ჩარლსტონის პორტში - 1862 წელს. პირველი დაპირისპირება ლინკოლნსა და
ჯეფერსონ დევისს (კონფედერაციული შტატების ლიდერი) შორის.
2. დაპირისპირება გეთისბერგთან - 1863 წელს. სამხრეთი დამარცხდა. დაკარგეს
ატლანტა, რიჩმონდი.
3. საბოლოო ეტაპი - 1865 წლის 9 აპრილი. გენერალი რობერტ ლი (კონფედერაციული
შტატების მთავარსარდალი) დანებდა ულის გრანტს (კავშირის მთავარსარდალი).
ჩრდილოეთმა გაიმარჯვა. დაიღუპა 600 000-ზე მეტი ადამიანი. კონსტიტუციაში შევიდა
XIII პუნქტი მონათმფლობელობის გაუქმებაზე.
93. პრეზიდენტი ლინკოლნის მკვლელობა - 1865 წლის 14 აპრილს. მოკლა ვირჯინიელმა
მსახიობმა ჯონ ბუთმა (კონფედერატი) თეატრში. ის სიკვდილით დასაჯეს.
94. ანრი IV-ის სიკვდილი - 1610 წელს. მოკლა ფანატიკოსმა კათოლიკე რაკალიაკმა. ანრის
მიზანი იყო ესპანელი და ავსტრიელი ჰაბსბურგების დამარცხება, რადგან ხელს
უშლიდნენ იმ ტერიტორიების დაუფლებას, სადაც ფრანგულად საუბრობდნენ.
ეხმარებოდა პროტესტანტებს და უნდოდა კოალიციის შექმნა სიკვდილამდე, თუმცა არ
დასცალდა. მის შემდეგ გამეფდა ლუდოვიკო XIII. მისი რეგენტი - მარია მედიჩი.
95. მარია მედიჩის გაძევება - 1617 წელს. მარიამ დააზიანა საფრანგეთი. მის აღდგენას 20
წელი დასჭირდა. ამიტომ გააძევეს , თუმცა მისმა პირადმა მღვდელმა რიშელიემ უკან
დააბრუნა. შემდეგ ისევ გააძევეს.
96. ქალაქ ლაროშელის აღება - 1628 წელს. რიშელიერ ავიწროვედა ჰუგენოტებს და აიღო
მათი ქალაქი ლაროშელი.
97. ფრონდას აჯანყება - 1648 წელს. დიდებულებისა და მსხვილი ვაჭარ-ხელოსნების
აჯანყება ლუი XIV-ის დროს. ითხოვდნენ რიშელიეს გადასახადებების გაუქმებასა და
მისგან ჩამორთმეული პრივილეგიების აღდგენას. გადაიზარდა სამოქალაქო ომში.
მაზარინიმ ჩაახშო 1653 წელს.

11
98. ბასტილიის აღება - 1789 წლის 14 ივლისი. აბსოლუტიზმის სიმბოლო. მისი აღებით
დაიწყო საფრნგეთის რევოლუცია.

99. მონარქიის დამხობა საფრანგეთში - 1792 წელს. რევოლუციონერებმა მეფის სასახლე


აიღეს და დააპატიმრეს. დაიწყო სამღვდელოებისა და აზნაურების ხოცვა-ჟლეტა. 22
სექტემბერს საფრანგეთი გამოცხადდა რესპუბლიკად.
100. დიდი ტერორის ხანა - 1793 წელს. იაკობინელების მიერ. უსამართლოდ იჭერდნენ
ხალხს და ხოცავდნენ. მათ გილიოტინაზე მოკლეს ლუი XVI.
101. დიდი ტერორის დასასრული - 1794 წელს. სიკვდილით დასჯეს რობესპიერი და
სხვა იაკობინელები თავიანთი გამოცემული კანონით „დასჯა გამოძიებისა და
გასმართლების გარეშე.
102. გადატრიალება საფრანგეთში - 1799 წელს. ნაპოლეონო ეგვიპტის ლაშქრობებიდან
დაბრუნდა სადაც იბრძოდა მამლუქებთან და მოახდინა გადატრიალება. ხელისუფლება 3
კონსულის ხელში გადავიდა. 1801 წელს ნაპოლეონი პირველ კონსულად დაინიშნა.
103. ნაპოლეონის მიერ ავსტრიის დამარცხება - 1801 წელს. ავსტრიამ აღიარა ბელგიის,
რაინის, ლომბარდიის (იტალიის ნაწილი), შვეიცარიისა და ჰოლანდიის დაკარგვა. 1805
წელს ვენაში ტრიუმფით შევიდა. ავსტრიამ კაპიტულაცია გამოაცხადა.
104. ტრაფალგარის საზღვაო ბრძოლა - 1805 წლიეს 21 ოქტომბერი. საფრანგეთსა და
ინგლისს შორის, დაუპირისპირდნენ ნაპოლეონი და ნელსონი. ნაპოლეონი დამარცხდა.
ამ დამარცხებამ ინგლისი იხსნა საფრანგეთის ბატონობისგან.
105. აუსტერლიცის (სამი იმპერატორის) ბრძოლა - ნაპოლეონმა ავსტრიის
დამარცხების შემდეგ დაამარცხა დანარჩენი მოწინააღმდეგეებიც. ომში ჩაბმული იყპ
საფრანგეთი ავსტრია და რუსეთი.
106. ესპანეთის ოკუპაცია - 1808 წელს. ტახტზე თავისი ძმა აიყვანა.
107. ბოროდინოს ბრძოლა - 1812 წელს. რუსეთსა და საფრნგეთს შორის.
დაუპირისპირდნენ კუტუზოვი და ნაპოლეონი. რუსეთმა ფრანგები დაცლილ მოსკოვში
შეუშვა, რათ დაეცვათ ჯარი განადგურებისგან. მოგვიანებით რუსებმა მცირედი
დარტყმებით შეუტიეს. მდინარე ბერეზინაზე გადასვლისას საბოლოოდ დაამარცხეს.
108. ლაიფციგის (ხალხთა) ბრძოლა - 1813 წელს. რუსეთს, ავსტრიას, პრუსიას,
შვედეთსა და საფრანგეთს შორის. ნაპოლეონი დამარცხდა.
109. ნაპოლეონის გადასახლება კუნძულ ელბაზე - 1814 წელს. დაბრუნდა ბურბონთა
დინასტია. ტახტზე ავუდა ლუი XVIII. დამყარდა კონსტიტუციური მონარქია.
110. ვატერლოოს ბრძოლა - 1815 წელს. მოკავშირეებმა ნაპოლეონი საბოლოოდ
გაანადგურეს. ნაპოლეონი წმინდა ელენას კუნძულზე გადაასახლეს, სადაც 1821 წელს
გარდაიცვალა.
111. ივლისის რევოლუცია - 1830 წლის 26 ივლისს. გამწვავდა ვენის კონგრესის
შედეგების გამო. შარლ X-მ დაითხოვა პარლამენტი, საარჩევნო კანონი შეცვალა და
პრესის თავისუფლება გააუქმა. ხალსხმა მესამე დღეს სასახლე აიღო. აჯანყებულებმა
სამხედრო მინისტრად ლაფაიეტი დანიშნეს და ითხოვდნენ ლუი-ფილიპ ორლეანელის
გამეფებას. შარლი ინგლისში გაიქცა. მეფედ ლუი-ფილიპი გამოაცხადეს.

12
112. ბელგიის რევოლუცია - 1830 წელს. ვენის კონგრესის შემდეგ ბელგია შეუერთდა
ნიდერლანდებს. ამას უკმაყოფილება მოჰყვა. ბრიუსელში დაიწყო გამოსვლები და მათ
შეუერთდა თითქმის ყველა დიდი ქალაქი. ნიდერლანდის მეფემ, ვილჰელმ I-მა
მოლაპარაკება სცადა, თუმცა უშედეგოდ. სამხედრო დპირისპირებაში გაიმარჯვა ხალხმა.
ვილჰელმმა დახმარება ითხოვა, მოიწვია კრება ლონდონში. 1 თვის სემდეგ ბელგია
დამოუკიდებლად გამოცხადდა.
113. ლივონიის ომი - 1558-1583 წლებში. ივანე IV-ს სურდა ბალტიისპირეთის
დაპყრობა. თავიდან დაუპირისპირდა გერმანელი რაინდების დაფუძნებულ ლივონიის
ორდენს. მალე დაიკავა ლივონიის ტერიტორიები. 1561 წლიდან ომში ჩაერთო შვედეთი,
პოლონეთი, ლიტვა. რეჩ პოსპოლიტამ (პოლონეთ-ლიტვის გაერთიანება) რამდენიმე
ქალაქი აიღო. 1582 წელს კი ლივონიის ზავით რუსეთი დამარცხდა. ზავის მიხედვით რეჩ
პოსპოლიტას დარჩა ლივონიის მიწები, სკანდინავიელებს კი ბალტიის ზღვის ქალაქები.
114. სტერლიცების აჯანყება -1698 წელს. მეთოფეთა აჯანყება, ჩაახშო პეტრე I-მა.
115. გლეხთა ჯანყება - 1707-1709 წლებში. ჩაახშო პეტრე პირველმა. დააპატიმრა
საკუთარი შვილი შეთქმულებაში მონაწილეობის გამო. ის გარდაიცვალა ციხეში.
116. ჩრდილოეთის ომი - 1700-1721 წლებში. რუსეთსა და შვედეთს შორის. ბალტიის
ზღვაზე გასასვლელისთვის. პეტრე პირველს ეხმარებოდა პოლონეთი და დანია.
1. პირველი ეტაპი - კარლ XII-მ, შვედეთის მეფემ, დაამარცხა ნავრასთან, თუმცა რუსეთმა,
სანამ შვედეთი პოლონეთს უტევდა, დაიწყო ჯარის რეგორმების გატარება. ჩამოაყალიბა
ევროპული რეგულარული არმია.
2. ომის განახლება - 1701 წელს. მალევე რუსეთმა დაიკავა ციხესიმაგრე ნარვა და ბალტიის
ზღვაზე გასასვლელი.
3. გადამწყვეტი ბრძოლა პოლტავას ველზე, უკრაინაში - 1709 წელს. შვედეთი დამარცხდა.

4. საბოლოო ეპატები - 1714-1721 წლებში. რუსეთმა დაიკავა რიგისა და ფინეთის ყურეები


და შვედეთის ფლოტი სასტიკად დაამარცხა. ასევე მოი9პოვა ესტონეთი და ლივონია. ამ
ყველაფრის შემდეგ რუსეთი გახდა იმპერია, ხოლო პეტრე I - იმპერატორი.
117. ირან-ოსმალეთის 40 წლიანი ომი და ამასიის ზავი - 1514 წელს. დასრულდა
ამასიის ზავით 1555 წელს. ირანმა (შაჰ თამაზ I) და ოსმალეთმა (სულეიმან I) გაიყვეს
საქართველო. ოსმალეთს შეხვდა იმერეთის სამეფო, სამეგრელოსა და გურიის სამთავრო
და სამცხე საათაბაგო. ირანმა დაიკავა ქართლისა და კახეთის სამეფოები.
118. მურჯახეთის ბრძოლა - 1535 წელს. იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ ედა ლუარსაბ I-მა
ოსმალებისგან სამცხე შემოიერთეს, რადგან სტრატეგიული პუნქტი იყო.
119. სოხოისტას ბრძოლა - 1545 წელს. ოსმალეთმა გამოაგზავნა ჯარი ოთარ
შალიკაშვილის მოთხოვნით და ქართველი მეფეები (ბაგრატი/ლუარსაბი) დამარცხდნენ.
მიზეზი იყო მესხი აზნაურებისა და ლევან დადიანის ღალატი. სამცხე დაკრგეს.
120. გარისის ბრძოლა - 1556 წელს. ამასიის ზავი არ სცნო ლუარსაბ I-მა, ქართლის
მეფემ, ამიტომ ირანელები შემოიჭრნენ. სარდალი იყო უფლისწული სიმონი. ლუარსაბს
ცხენი წაექცა და ომში გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა სიმონი.

13
121. სიმონის ირანელების მიერ დატყვევება - 1569 წელს. მაჰმადიანობაზე უარის გამო
სიმონი ალამუთს ციხეში გამოკეტეს. მანამდე ქართლს განაგბდა მისი გამაჰმადიანებული
ძმა დავითი, რომელსაც დაუდ-ხანი უწოდეს.
122. სიმონის ირანელების მიერ გათავისუფლება - ირანის შაჰმა ხუდაბენდემ
გაათავისუფლა სიმონი, რათა გამოეყენებინა ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად.
1. ოსმალეთისა და ირანის დაპირისპირება - 1578 წელს. ოსმალთა სარდალი იყო ლალა
მუსტაფა ფაშა.
1. ჩილდირის ტბასთან - ოსმალებმა დაამარცხეს ირანელები. ლალა ფაშამ მთლიანად
დაიპყრო სამცხე საათაბაგო და მალე თბილისიც აიღო.
2. სართიჭალასთან ოსმალთა შეხვედრა - გამარჯვებულ ოსმალებს კახეთის მეფე,
ალექსანდრე მეორე, შეეგება საჩუქრებით, დამორჩილდა და იხსნა კახეთი აოხრება.
3. ოსმალთა გამარჯვება - 1590 წელს. ირანმა უარი თქვა მთელ კავკასიაზე, რადგან შაჰ-
აბასი ახალი ასული იყო ტახტზე და გაძლიერება სჭირდებოდა. 1603 წელს კი ამასიის
ზავის პირობების დასაბრუნებლად განაახლა ომი.
123. სიმონის ოსმალების მიერ დატყვევება - 1600 წელს. ოსმალებმა სიმონი შეიპყრეს
და დაატყვევეს სტამბოლში, იედიყულეს ციხეში, სადაც 1611 წელს გარდაიცვალა.
124. ირან-ოსმალეთის დაპირისპირების განახლება - 1603 წელს. გაგრძელდა 35 წელი.
შაჰაბასმა ერევნის ციხე აიღო. მხარი დაუჭირა ქართლ-კახეთმა.
1. ურმიის ტბასთან დაპირისპირება - 1605 წელს. ირანმა დაამარცხა ოსმალეთი. დადეს
ახალი ზავი და თავიდან გაიყვეს საქართველო, ანუ განაახლეს ამასიის ზავი, ოღონდ
სამცხე საათაბაგო ოსმალთა ხელში გადავიდა.
125. შაჰ-აბასის ლაშქრობები საქართველოში - 1614-1617 წლებში. ილაშქრა 4-ჯერ
ქართლ-კახეთზე. 1614 წელს - 200 000 კაცი გადაასახლეს ფერეიდნში, ირანში, სადაც
ხრიოკი მიწა იყო, ხოლო ირანელები ჩამოიყვანა საქართველოს ნაყოფიერ მიწაზე
(ივრის/ალაზნის ველებზე). აღმოსავლეთ ნაწილი ვერ დიმორჩილა.
126. ქართლ-კახეთის გათავისუფლება - 1625 წელს. გიორგი სააკაძის ანტიირანულმა
აჯანყებამ გაათავისუფლა. გაერთიანდა თეიმურაზ I-ის მეფობით.
1. მარტყოფი - 1625 წლის 25 მარტს. სააკაძის მეთაურობით გაიმარჯვეს ქართველებმა.
2. მარაბდა - 1625 წლის 1 ივლისს. ქართველები დამარცხდნენ.
127. ბაზალეთის ბრძოლა - 1626 წელს. ბრძოლა ქართველებს შორის. ერთმანეთს
დაუპირისპირდნენ გიორგი სააკაძე და თეიმურზ პირველი, რადგან გიორგის მეფობის
სურვილი დასწამეს. სააკაძე დამარცხდა და გაიქცა ოსმალეთში. 1629 წელს სულთნის
დიდვეზირის ვერაგობის გამო გარდაიცვალა ოსმალეთში.
128. ოსმალთა დაპყრობები, ოსმალური ექპანსიის წინააღმდეგ ევრობაში, ოსმალთა
შეჩერების პერიოდი:
1. სირიის, არაბეთისა და ეგვიპტის დაპყრობა - XVI საუკუნეში.
2. სერბეთის ქალაქი ბელგრადის აღება - 1521 წელს. სულთან სულეიმან I-ის დროს.
3. კუნძული როდოსის (სავაჭრო პუნქტი) აღება - 1522 წელს. სულეიმანის დროს. გააძევეს
ჯვაროსანი რაინდები.
4. მოჰაჩის ბრძოლა - 1521 წელს. სულეიმანმა დაამარცხა უნგრეთ-ჩეხეთის არმია.
დაიპყრო უნგრეთი და დაიკავავა დედაქალაქი ბუდა.

14
5. ვენის პირველი ალყა - 1529 წელს. ზამთრის გამო უკან გაბრუნდნენ. 1533 წელს კი
ოსმალეთსა და ავსტრიას შორის დაიდო ზავი. ავსტრიამ შეინარჩუნა უნგრეთის
ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი და დაეკისრა ხარკო.
5. ბრძოლა იტალიისთვის - 1536-1538 და 1542-1546 წლებში. დაუპირისპირდნენ
ოსმალეთი, საფრანგეთი, ალჟირი და საღვთო რომის იმპერია (კარლ V), ესპანეთი
ინგლისი. საბოლოოდ, ვერ შევიდნენ იტლიაში თუმცა დააზარალეს.
6. ტრანსილვანიასთან/რუმინეთთსან დაპირისპირება - XVI საუკუნის 60-იანი წლები.
აიღეს რამდენიმე ქალაქი.
7. კუნძული კვიპროსის დაკავება - 1570 წელს. დაპყრობამდე კუნძული
კონტროლდებოდა ვენეციელთა მიერ. ოსმალებმა აქ ჩამოაყალიბეს თავიანთი
მმართველობა და აქედან მარტივად უტევდნენ იტალიურ, ესპანურ ქალაქებს.
8. ლეპანტოს საზღვაო ბრძოლა - 1570 წელს. პაპის ოლქი, ვენეცია ესპანეთი
დაუპირისპირდნენ ოსმალეთს. ეს იყო ყველაზე დიდი საზღვაო ბრძოლა. ევროპელებმა
გაიმარჯვეს მხოლოდ 6 ხომალდის დაკარგვით. ოსმალებმა დაკარგეს 224. მარცხის
მიუხედავად, ოსმალებმა შეინარჩუნეს კვიპროსი. ამის შემდეგ უშედეგოდ ცდილობდნენ
ევროპის ტერიტორიების მითვისებას. 1606 წელს კი ავსტრიამ ოსმალთა ხარკისგან თავი
გაითავისუფლა.
9. ვენის მეორე ალყა - 1683 წელს. ყარა მუსტაფას სარდლობით შემოარტყეს ვენას ალყა
მეორედ. ვენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათთვის. 2 თვიანი ალყის მერე ვენაში დაიწყო
შიმშილობა, თუმცა მაინც საუკეთესოდ გამაგრებულ ქალაქად რჩებოდა. ვენის
დასახმარებლად წამოვიდა პოლონეთის ჯარები იან სობესკის მეთაურობით და
გერმანელთა ჯარები. რამდენიმე საათის შემდეგ ევროპელებმა გაიმარჯვეს და სასტიკად
დააზიანეს ოსმალები. ეს იყო ოსმალთა ყველაზე სასტიკი მარცხი.
129. ავღანელებთა ბრძოლა - 1703 წელს. დაიღუპა ქართლის მეფე გიორგი XI (1709
წელს) დ მისი ძმისშვილი ქაიხოსრო (1711 წელს).
130. ვახტანგ VI-ის დატყვევება - XVIII საუკუნის დასაწყისში. გამაჰმადიანებაზე უარი
თქვა, დაატყვევეს და მის ნაცვლად ქართლი მისივე ძმას, იესეს (ალი ყული ხანს),
გდასცეს, რადგან ის გამაჰმადიანებული იყო.
131. დაპირისპირება განჯასთან - 1723 წელს. რუსეთი (პეტრე I) და ოსმალეთი
(არზრუმის ფაშა, ვახტანგს პირდებოდა საქართველოს მთლიან ტერიტორიებს)
გეგმავდნენ ირანის წინააღმდეგ გალაშქრებას. ვახტანგი მიემხრო რუსეთ, თუმცა შეცდა.
განჯასთან ელოდებოდა პეტრეს თუმც მას არ აწობდა ქართლის გათავისუფლება, რადგან
ეს გამოიწვევდა ირან-ოსმალეთის დაპირისპირებას და ამისთვის არ იყო მზად. რუსებმა
დაიკავეს დარუბანდი და გაჩერდნენ, აღარ მიეშველნენ ქართველებს.
132. ოსმალობა - 1723-1735 წლებში.
133. ყიზილბაშობა - 1735-1745 წლებში.
134. განჯის ხანის დამრცხება - 1749 წელს. ერეკლე II-მ და მამამისმა თეიმურაზ II-მ.
135. ყირბულახის ბრძოლა - 1751 წელს. ერეკლე II-მ დაამარცხა აზატ ხანი , სამხრეთ
აზერბაიჯანის პატრონი და დაიქვემდებარა.

15
136. ერეკლე II-ის მარცხები 1751-1752 წლებში:
1. შაქი-შირვანთან.
2. აჯი-ჩალაბთან.
137. ლეკებთან დაპირისპირება:
ლეკების სათავეში იდგა ხუნძახის მფლობელი ნურსალ ბეგი, რომელსაც
დაუპირისპირდა ერეკლე.
1. მჭადიჯვართან - 1754 წელს.
2. ყვარელთან - 1755 წელს.
138. ხრესილის ბრძოლა - 1757 წელს. სოლომონ I, იმერეთის მეფე, იბრძოლა
ოსმალების წინააღმდეგ. სოლომონმა გაიმარჯვა. ამის შემდეგ მას „იმერთ მეფე“ ეწოდა.
139. აჯანყება ერეკლე II-ის წინააღმდეგ - 1765 წელს. სურდათ ვახტანგ VI-ის უკანონო
ვაჟის, იესეს გამეფება. ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ალექსანდრე ამილახვარი.
140. ასპინძის ბრძოლა - 1770 წელს. რუსეთ-თურქეთის ომებში დასახმარებლად ჩაება
ერეკლე II, რათა დაებრუნებინა სამცხე. ასევე სოლომონიც (იმერეთის მეფე), რადგან
სურდა ოსმალების განდევნა იმერეთიდან. რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე მეორემ
გამოაგზავნა ტოტლებენი დასახმარებლად. ერეკლემ ბრძოლაში გაიმარჯვა ტოტლებენის
(რომელმაც მიატოვა) გარეშე, თუმცა ბოლომდე ვერ მიიყვანა საქმე. მოგვიანებით
ტოტლებენმა ერეკლეს წინააღმდეგ შეთქმულების მზადება დაიწყო.
141. კრწანისის ბრძოლა - 1795 წელს. ირანის შაჰმა, აღა-მაჰმად-ხანმა ერეკლეს
მოსთხობა რუსეთთან ურთიერთობის გაუქმება. ერეკლემ არ უპასუხა. შაჰი შემოვიდა და
ააოხრა საქართველო. რუსეთმა დარღვია ტრაქტატის პირობები და არ დაეხმარა, რადგან
აწყობდა მისი დასუსტება და შემდგომ იმპერიაში შეერთება.
142. ქართლის მთიანეთის აჯანყება - 1804 წელს. პირველი შეიარაღებული აჯანყება.
რუსეთ-ირანის ომების დრო ჯარი გამოჰყავდათ საქართველოს გავლით. გზის გაკეთებას
ადგილოვრივებს აიძულებდნენ, ცუდად ექცეოდნენ. ხალხმა ალყა შემოარტყა ანანურსა
და დუშეთს. დაიკავეს გზის საგუშაგოები. მათ შეუერთდათ ფარნაოზ ბატონიშვილი
დაიულონი (მოგვიანებით გადასახლეს). ციციანოვმა ყოველივე ეს სასტიკად ჩაახშო.
143. კახეთის აჯანყება - 1812 წელს.
1. პირველი ეტაპი - 1811 წელს შავი ჭირის გამო მოსახლეობამ იუარა პურის იაფად
გაყიდვა, ამიტომ მთავარმართებელმა პაულიჩიმ დააწიოკა ხალხი. ძალით მიჰქონდათ
პური. მალევე აჯანყდნენ. სათავეში - გრიგოლ იოანეს ძე (კახელებმა მეფედ
გამოაცხადეს).შეთქმულებმა თითქმის მთელი კახეთი დაიკავეს, თუმცა პაულიჩიმ
სოფელ ჩუმლაყთან დაამარცხა. გრიგოლი დაღესტანში გაიქცა.
2. მეორე-მესამე ეტაპი - 1812 წლის შემოდგომზე პროტესტი განახლდა. სათავეში ედგათ
ირანიდან დაბრუნებული ერეკლეს ვაჟი ალექსანდრე ბატონიშვილი. კახეთს შეუერთდა
ქართლიკ ფშავ-ხევსურეთი, 1200 კაცი ჩრდილოეთ კავკასიიდან, ირანის მმართველი აბას
მირზა, თუმცა დამარცხდნენ. ალექსანდრე ბატონიშვილი ისევ ირანში გაიქცა.
144. დასავლეთ საქართველოს აჯანყება - 1819-1820 წლებში. მიზეზი იყო უხეში
ფორმები, საეკლესიო რეფორმები, გადასახადებების ზრდა. მიზანი იყო სოლომონ

16
პირველის შვილიშვილის, ივანე აბაშიძის გამეფება. მას ეხმარებოდა გურიის მთავრის
შვილი, ქაიხოსრო. ისინი დამარცხდნენ.

145. 1832 წლის შეთქმულება:


1. 1825-1826 წლებში - მოსკოვ-პეტერბურგში ერეკლეს შვილიშვილებმა საიდუმლო
ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს. რომელსაც მოგვიანებით ბევრი წევრი დაემატა.
ფილადელფოს კიკნაძემ შეადგინა აქტი „გონიერი“.
2. „პირველი ღამის განკარგულება“ – 1832 წლის შეთქმულების გეგმა. აჯანყების თარიღი
20 დეკემბერი. თუმცა ყველაფერი გამჟღავნდა. იესე ფალავანდიშვილმა სცადა ძმის
გადმობირება, რომელმაც იესეს ხელისუფლებასთან აღიარებინა ყველაფერი.
უამრავი ადამიანი დააპატიმრეს, თუმცა სიკვდილით არავინ დაუსჯიათ. ყველაფერი ეს
ჩაიშალა არასტრატეგიულობის გამო.

146. რუსეთ-თურქეთისა და რუსეთ-ირანის ომები XIX საუკუნეში:


რუსეთს სურდა ინდოეთთან მიახლოება, ხმელთაშუა ზღვა, ავღანეთი, ორმალეთზე
გავლენა. საფრანგეთი და ინგლისი შეაშფოთა რუსეთის წინსვლამ.

1. რუსეთ-ირანის ომი - 1804-1813 წლებში. ამის პარალელურად ომები ნაპოლეონთან.


ირანმა საფრანგეთის მხარდაჭერით ომი გამოუცახა რუსეთს. ციციანოვმა აიღო
ყარაბაღის, შაქისა და შირვანის სახანოები. 1813 წელს გიულისტანის ზავით ირანმა
დათმო აზერბაიჯანული სახანოები.
2. რუსეთ-თურქეთი ომი - 1806-1812 წლებში. რუსეთი ამ დროს აუსტერლიცთან
დამარცხდა და რთულ ვითარებაში იყო, თუმცა მაინც გაიმარჯვა. აიღო ფოთი, სოხუმი,
ანაპა, ახალქალაქი. 1812 წელს ბუქარესტის ზავით თურქეთმა ცნო საქართველოს
გადასვლა რუსეთში და დათმო შავი ზღვის სანაპირო სოხუმიდან რუდეტ-კალემდე.
ოსმალეთს დაუბრუნდა ანაპა, ფოთი და ახალქალაქი.
3. რუსეთ-ირანის ომი - 1826-1828 წლებში. ინგლისისგან წაქეზებულმა სპარსეთმა ომი
დაუწყო რუსეთს. აიღეს ყარაბაღი, განჯა, ბაქო, საფრთე შეუქმნეს თბილისს. ივანე
პასკევიჩმა შეაჩერა ისინი, შემდეგ აიღო ერევანი. გიორგი ერისთავმა აიღო თავრიზი.
დასრულდა თურქმენჩაის ზავით 1828 წელს. ირანმა აღიარა მარცხი. ამის შემდეგ
არადროს გასჩენიათ მსგავსი ამბიცია.
4. რუსეთ-თრქეთის ომი - 1828-1829 წლებში. რუსეთმა ომი გამოუცხადა ოსმალეთს.
იგეგმებოდა ბალკანეთზე. რუსებმა აიღეს ყარსი, ფოთი, ახალქალაქი, ახალციხე, არტააი.
ბაიაზეთის საფაშო (ალ. ჭავჭავაძის სარდლობით), არზრუმი. 1829 წელს ანდრიანოპოლის
ზავით თურქეთმა ცნო სამცხე-ჯავახეთის რუსეთში შესვლა. ამის შემდეგ დაიწყო
მესხეთში გამაჰმადიანებული ქართველების შევიოწროება. ეთნიკური სურათი შეიცვალა.
147. ყირიმის ომი - 1853-1856 წლებში. რუსეთის იმპერატორმა ნიკოოზ I-მა
გადაწყვიტა ოსმალეთის განადგურება და ბოსფორ-დარდანელის სრუტეების დაკავება.
ინგლისმა დახმარებაზე უარი უთხრა (სანაცვლოდ შესთავაზა კრეტ და ეგვიპტე), თუმცა

17
არ დანებდა. რუსეთს ეგონა, რომ დანარჩენი სახელმწიფოები ვერ გაუწევდნენ
წინააღმდეგობას, თუმცა ავსტრიას, ინგლისსა და საფრანგეთს არ აწყობდათ მისი
გაძლიერება, ამიტომ ოსმალეთს მიემხრნენ. ომი ძირითადად მიმდინარეობდა ყირიმის
ნახევარკუნძულზე. ომი 1856 წელს პარიზის ზავით დასრულდა. ყარსის ნაცვლდ
რუსეთმა მიიღო სევასტოპოლი და ყირიმის ნახევარკუნძული. თურქებმა დაიტოვეს
სამეგრელო და აფხაზეთი.
148. ენგურის ბრძოლა - 1855 წელს. ყირიმის ომის დროს ნიკოლოზ I-მა
უყურადღებოდ დატოვა კავკასიის ფრონტი, ამიტომ ომერ ფაშამ, ოსმალთა სარდალმა,
მოაოხრა აფხაზეთი, გურია და სამეგრელო.
149. რუსეთ-ოსმალეთის ომი - 1877-1878 წლებში. რუსეთს სურდა მოძლიერება,
ბოსფორ-დარდანელის სრუტეები. მხარს უჭერდნენ ბულგარელები, რუმინელები,
სერბები.
1. ბოსნიელი სერბების აჯანყება - 1875 წელს.
2. ბულგარელთა აჯანყება - 1876 წელს.
3. პლევნის (ბულგარეთის) დაცემა - 1877 წელს. გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია ომში.
ამ აჯანყებებმა დააჩქარა ომი, რომელიც მიმდინარეობდა ბალკანეთსა და კავკასიაში.
გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა შიპკის უღელტეხილთან სდაც დამარცხდა სულეიმან-ფაშას
არმია. საბოლოოდ დაიდო წინასწარი ზავი 1878 წელს, სანსტეფანოს ზავი, რომლის
საბოლოო ვერსიას წარმოადგენდა ბერლინის ტრაქტატი. ზავის მიხედვით სამხრეთ-
დასავლეთ საქართველო რუსეთის შემდაგენლობაში შევიდა, ბათუმი გამოცხადდა
პრონტო ფრანკოდ (ღია ნავსადგურად).
150. 1848 წლის რევოლუცია საფრანგეთში - 1848 წელს. ეკონომიკური კონდიციის
დამძიმების გამო მოსახლეობამ დაიწყო გამოსვლები. ამ დროს მეფე იყო არჩეული ლუი-
ფილიპი, რომელმაც ხალხს იმედები გაუცრუა. აჯანყების დროს მან გაგზავნა რაზმი
თუმცა მეომრები მოსახლეობის მხარეს გადავიდნენ და ლუის მოუწია ბრიტანეთში
გაქცევა. შეიქმნა დროებითი მთავროობა, სათავე დაედო საფრანგეთის მეორე
რესპუბლიკას. მუშები ისევ უკმაყოფილოები იყვნენ და ისევ აჯანყდნენ ახალ
მთავრობასთან. სისხლი დაიღვარა. სულ მალე არჩევნები მოიგო ლუი-ნაპოლეონმა
(ბონაპარტეს ძმისშვილი), რომელმაც ახალი კონსტიტუცია მიიღო და ძალაუფლება აიღო
ხელში. სენატმა ნაპოლეონი იმპერატორად გამოაცხადა. საფრანგეთი იმპერიად იქცა.
151. რევოლუციები იტალიაში - 1848-1849 წლებში. ჯერ აჯანყდნენ ნეაპოლის
დედაქალაქში, პალერმოში, სადაც ბურბონთა დინასტია მეფობდა. ისინი დაემხნენ. ამან
ბიძგი მისცა იტალიასაც. პიემონტ-სარდინიის მეფემ, კარლო ალბერტიც აჯანყდა. 1484
წელს ნეაპოლის მეფე ფერდინანდმა, საფრანგეთისა და ავსტრიის დახმარებით, შეძლო
კონტროლის აღდგენა. შეთქმულებს მეთურობდნენ ჯუზეპე მაძინი და ჯუზეპე
გარიბალდი, რომლებიც დამარცხდნენ.
1. კუსტოზას ბრძოლა - 1848 წელს ავსტრიულმა ჯარებმა კარლო ალბერტს წაართვეს
ლომბარდია და ვენეცია.
ალბერტმა ტატი უბოძა ვიტორიო-ემანუელ II-ს. პრემიერ მინისტრი გახდა კამილო
კავური, რომელმაც პიემონტში დაიწყო ეკონომიკური რეფორმების გატარება.

18
152. რევოლუცია პრუსიაში - 1848 წელს. ბერლინში ლანდტაგის წევრება მოითხოვეს
საყოველთაო არჩევნების ჩატარება, ბიუჯეტის კონტროლის უფლება, პრესის
თავისუფლება, ამის გამო ისინი დაითხოვეს. დაიწყო რევოლუციები. ფრიდრიხ-
ვილჰელმ IV-მ უკან დაიხია. აჯანყებულებმა ფრანკფურტში კონსტიტუცია შეადგინეს,
თუმცა ვერ შეძლეს ვერაფერი რადგან მოუმზადებლები იყვნენ. ამით მეფემ ისარგებლა
და აღადგინა ძალაუფლება. ახალი კონსტიტუციის მხოლოდ ნაწილი შესრულდა.
153. ავსტრიის რევოლუცია - 1848 წელს. უნგრელები ითხოვდნენ იმპერიისგან
გამოყოფას. რევოლუციას სათავეში ედგნენ კოშუტი და მწერალი შანდორ პეტეფი.
იმპერატორი ფერდინანდი ბევრ დათმობაზე წავიდა.ავსტრიის მხარეს იბრძოდნენ
ხორვატები, სერბები, რუმინელები, ასევე რუსეთის მცირე ჯარი. უნგრელებს
ეხმარებოდნენ სლოვაკები და პოლონელები. გაიმარჯვეს ავსტრიელებმა. უნგრეთმა ის
პრივილეგიებიც დაკარგა, რომლებიც ჰქონდა.
154. პრუსიისა და დანიის ომი - 1864 წელს. პრუსიის (ბისმარკის) მიზანი იყო
შლეზვინგისა და ჰოლშტაინის შემოერთება. დანია დამარცხდა.შლეზვინგი პრუსიამ
დაიტოვა, ჰოლშტაინი - ავსტრიამ.
155. სადოვას ბრძოლა - 1866 წელს. პრუსიასა და ავსტრიას შორის ბისმარკის დროს.
პრუსია დარწმუნდა, რომ საფრანგეთი და რუსეთი არ ჩაერეოდნენ ამ ომში, ამიტომ
იტალიის დახმარებით მალე ჰოლშტაინი დაიკავა. სადოვას ბრძოლაში გაიმარჯვეს. ზავის
მიხედვით ავსტრია გადაიხდიდა კონტრიბუციას, პრუსიამ შეიერთა ახალი
ტერიტორიები. შედეგად ჩამოყალიბდა ჩრდილო გერმანული კავშირი.
156. სედანის ბრძოლა - 1870 წელს. საფრანგეთსა და პრუსიას შორის.
დაუპირისპირდნენ ნაპოლეონ III და ბისმარკი. პრუსიის კონკურენტი გახდა საფრანგეთი
და ბისმარკი ელოდა ხელსაყრელ დროს თავდასხმისთვის. ამავე დროს ესპანეთის მეფედ
განიხილებოდა ბისმარკის ნათესავი ლეოპოლდი, რამაც შეაშინა საფრანგეთი და
თვითონვე გამოაცხადა ომი. საფრანგეთის არმია და თვით ნაპოლეონი ალყაში მოექცნენ.
1871 წელს ფრანქფურტში დაიდო ზავი. პრუსიამ მიიღო ელზასი და ლოტარინგია,
საფრანგეთს დაეკისრა 5 მილიარდი ოქროს კონტრიბუცია.
157. მაჯეტასა და სოლფერინოს ბრძოლები - 1859 წელს. იტალიასა და ავსტრიას
შორის. იტალია ისწრაფვოდა გაერთიანებისკენ. ომში ჩაბმულნი ივნენ კავური, მაძინი,
გარიბალდი. მათ ეხმარებოდათ ნაპოლეონ III. ავსტრიამ უკან დაიხია. ამავე წელს
ციურიხის ზავით ლომბარდია პიემონტს შეუერთდა. მოგვიანებით ასევე მიიერთეს
პარმაში, ტოსკანა, მოდენაში.
158. პირველი მსოფლიო ომი - 1914-1918 წლებში.
1. სარაევოს გასროლა - სერბმა გავრილიო პრინციპმა მოკლა ავსტრია-უნგრეთის ტახტის
მემკვიდრე ფრანც-ფერდინანდი. გამოიწვია ბოსნიის კრიზისი და გახდა ომის მიზეზი. 28
ივლისს ავსტრიამ ომი გამოუცხადა სერბეთს. პირველად მოხდა ომის გამოცხადება
ტელეგრამით. 30 ივლისს ომში ჩაება გერმანია, 3 აგვისტოს - საფრანგეთი. 4 აგვისტოს -
ბრიტანეთი.
2. გერმანიის შლიფენის გეგმა და ბელგიაში შეჭრა - გეგმა გულისხმობდა
მოწინააღმდეგეების ცალ-ცალკე განადგურებას. ბელგიის მხრიდან უნდა შეჭრილიყვნენ

19
საფრანგეთში. როდესაც გაანადგურებდნენ ფრანგებს, მთელი ჯარი რუსეთისკენ უნდა
მიემართათ. ბელგიამ უარი გნუცხადა ამიტომ შეიჭრნენ და დაიწყეს განხორციელება.
3. მარნის ბრძოლა - 1914 წლის სექტემბერში. შლიფენის გეგმა ჩაიფუშა ამ ომში მარცხით.

4. იპრის ბრძოლა - 1915 წელს. გერმანია დაუპირისპირდა ანტანტას. გერმანელებმა


პირველად გამოიყენეს ქიმიური იარაღი, იპრი. მოწინააღმდეგეები გამოიფიტნენ.
5. ვერდენის ბრძოლა - 1916 წელს. გერმანია ცდილობდა ფრანგული ფრონტების
გარღვევას. ვერცერთმა ვერ მოახერხა უპირატესობის მოპოვება, დაიღუპა 800 000 კაცი.
6. ბრძოლა სომაზე - 1916 წელს. ანტანტის წევრები ცდლობდნენ გერმანელთა ხაზის
გარღვევას და მათი ვერდენის ბრძოლიდან განდევნას. მიზანს ვერცერთმა ვერ მიაღწია.
დაიღუპა მილიონზე მეტი ადამიანი. აქ პირველად გამოიყენეს ინგლისელებმა ტანკი.
7. იუტლანდიის საზღვაო ბრძოლა - 1916 წელს. გერმანიასა და ბრიტანეთს შორის.
ყველაზე დიდი საზღვაო ბრძოლა პირველი მსოფლიო ომის დროს.
8. ავსტრია-უნგრეთის კაპიტულაცია - 1918 წელს. ორკვირიანი ბრძოლის შემდეგ.
9. თურქების კაპიტულაცია - 1918 წელს. მუდროსის ზავით. ბრიტანეთის ძალისხმევით.
10. გერმანიის კაპიტულაცია - 1918 წლის 11 ნოემბერს. პარიზის ახლოს, კომპიენის ტყეში,
საფრანგეთის მარშალ ფოშის საშტაბო ვაგონში. გერმანელთაგან ხელი მათია
ერცბერგერმა მოაწერა.
ამით დასრულდა I მსოფლიო ომი. შეეწირა 9 მილიონი ადამიანი. პარიზის (ვერსალის)
კონფერენციაზე გადაწყდა გერმანიის საბოლოო ბედი. გაიმართა 1918 წელს. ანტანტის
წევრები წყვეტდნენ სამთა კავშირის ბედს. აშშ-ს პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი
ფიქრობდა მსუბუქ კონტრიბუციას გერმანიისთვის, რადგან სამომავლოდ ცუდად არ
შემოტრიალებოდათ, თუმცა მისი „14 პუნქტი“ მოკავშირეებმა არ მიიღეს. ჩერჩილმა
პუნქტებს ბოდვა უწოდა. მათ გერმანიის სრული კაპიტულაცია სურდათ. შედეგად
გერმანიამ დაკარგა აფრიკული, აზიური კოლონიები, ასევე ელზასი, ლოტარინგია.
გერმანიას ჩაენაცვლა ვაიმარის რესპუბლიკა (1919-1933 წლებში). აეკრძალა სამხედრო
ფლოტისა და არმიის ყოლა, დაეკისრა 130 მილიარდის გადახდა. ამან ხელი შეუწყო
მეორე მსოფლიო ომის დაწყებას.
159. რევოლუციები რუსეთში:
1. თებერვლის რევოლუცია - 1917 წელს. 23 თებერვლს ხალხი აჯანყდა, ითხოვდნენ ომის
შეწყვეტასა და მთავრობის გადადგომას. 3 მარტს ნიკოლოზ II გადადგა. რუსეთში
მონარქია რესპუბლიკით შეიცვალა.

შემდეგ შეიქმნა დროებითი მთავრობები, საბჭოები, პარტიები და ა.შ:


ა) დროებითი მთავრობა - შედგებოდა კონსტიტუციონალისტ-დემოკრატებისგან.
ბ) ოზაკომი - 1917 წელს. ამიერკავკასიის კომიტეტი. აღადგინა საქართველოს ეკლესიის
ავტოკეფალია. კათალიკოს პატრიარქად დანიშნეს კირიონ II საძაგლიშვილი. მისი
ქართველი წევრები იყვნენ კიტა აბაშიძე და აკაკი ჩხენკელი.
გ) რსდმპ-ს ზომიერი ფრთა - რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები, ანუ
მენშევიკები. თავჯდომარე იყო კარლო ჩხეიძე.

20
დ) რსდმპ-ს რადიკალური ფრთა - რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები,
ანუ ბოლშევიკები. თავჯდომარე გახდა ლევ ტროცკი.
ე) ესერები - სოციალისტ-რევოლუციონერები.

2. ოქტომბრის რევოლუცია - 1917 წელს. ბოლშევიკთა ამბოხი. დაიკავეს პეტერბურგი.


შეიქმნა ახალი მთავრობა - სახალხო კომისართა საბჭო, რომელსაც ლენინი ჩაუდგა
სათავეში. დამფუძნებელთა კრების არჩევნებში ბოლშევიკები დამარცხდნენ, თუმცა
ძალაგამოიყენეს და ტროცკიმ გამოაცხადა, რომ მთავარი ორგანი ხდებოდა საბჭოები.
აქედან მომდინარეობს ტერმინი „საბჭოთა ხელისუფლება“, „საბჭოთა კავშირი“.
160. რუსეთის სამოქალაქო ომი - 1917 წლის შემოდგომაზე. რუსეთის ძველი
საზღვრების ქონის მომხრეები იბრძოდნენ ბოლშევიკების წინააღმდეგ. მიაჩნდათ, რომ
სამხრეთ კავკასიის მათ ეკუთვნოდათ. გაიმარჯვეს ბოლშევიკებმა.
161. საქართველოს ერთიანობის პრობლემები:
1. დენიკინის არმია დახმარებას საფრნგეთისა და ბრიტანეთისგან იღებდა, რომელთანაც
დაარღვიეს პირობა და 1919 წელს სოხუმის ოკრუგის საზღვარი გადალახეს. 1920 წელს
დამარცხდნენ, რადგან თან ბოლშევიკებს ებრძოდნენ. ქართველებმა აღიდგინეს სტატუსი
2. 1918 წელს აფხაზეთს მიენიჭა ფართო ავტონომია. ამან გაააქტიურა აფხაზი
სეპარატისტები. ითხოვდნენ სსრკ-სთან შეერთებას. 1918 წელს ორჯერ დამარცხდნენ
ვალიკო ჯუღელისა და გიორგი მაზნიაშვილის სარდლობით.
3. 1917 წელს ოსი სეპარატისტებისა და სსრკ-ს ძალებით შეიქმნა სამხრეთ ოსეთის
ეროვნული საბჭო. აპირებდნენ შიდა ქართლის ნაწილის ჩრდილოეთ ოსეთთან,
ფაქტობრივად სსრკ-სთან, შეერთებას. ქართველებმა რამდენჯერმე ჩაახშეს აჯანყება.
4. 1918 წელს მუდროსის ზავის მიხედვით თურქებმა ლორე დატოვეს და შემოვიდნენ
სომხები. სომხეთი მოითხოვდა სამცხე-ავახეთისა და ქვემო ქართლის დათმობას.
სამხედრო დაპირისპირებები დაიწყო. 31 დეკემბერს კი შეიქმნა ლორეს ნეიტრალური
ზონა, რომელსაც მონაცვლეობით დაიკავებდნენ ქართული და სომხური ჯარები.
162. საქართველოს ანექსია სსრკ-ს მიერ - ცდილობდნენ ქართველი ბოლშევიკები
ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე, რომლებიც დავალებებს ლენინისა და
სტალინისგან (ქართველი ბოლშევიკი ლიდერი) იღებდნენ.
1. პირველი მცდელობა - 1920 წლის აპრილი. აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ
ორჯონიკიძის მეთაურობით შემოიჭრნენ. ამან გააღიზიანა ინგლისი და უკან დაიხეს.
2. ხელშეკრულება რუსეთსა და საქართველოს შორის - 1920 წლის 7 მაისი. ხელი მოაწერეს
გრიგოლ უროტაძემ და ლევ კარახინმა. ბოლშევიკთა საქმიანობა საქართველოში გახდა
ლეგალური. ამან ხელი შეუწყო მათ ანტისახელმწიფოებრივ მოღვაწეობას.
3. სომხეთის გასაბჭოება - 1920 წლის ნოემბერში. XI წითელმა არმიამ. საქართველოს
მდგომარეობა დამძიმდა.
4. საბოლოო გეგმა საქართველოს წინააღმდეგ - 1921 წლის იანვარს შემუშავდა მოსკოვში.
1921 წლის 12 თებერვალს ლორეს რაიონში (ბორჩალოს მაზრაში) ინსცენირებული

21
აჯანყება მოაწყვეს. დასახმარებლად XI არმია შემოვიდა. მეთაურები ორჯონიკიძე და
კიროვი იყვნენ. ბრძოლა მოხდა კოჯორ-ტაბახმელასთან. ამავე დროს საქართველოს
შეუტია თურქეთმა და არტაანი, ართვისი მოითხოვა. ეს მხარეები დათმეს ქართველებმა.
შემდეგ მოითხოვეს ბათუმი და დამარცხდნენ. 1921 წელს გამოცხადდა კაპიტულაცია.
163. სვანეთის აჯანყება - 1921 წელს. აჯანყდა სვანეთი ბიძინა I-ის მეთაურობით.
მოითხოვდნენ რუსი ჯარების გაყვნასა და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას.
თავიდანწარმატებას მიაღწიეს, თუმცა 1922 წელს რეგულრულ ჯართან დამარცხდნენ.
ამბროსი ხელაიამ დახმარება სთხოვა გენუის საერთაშორისო კონფერენციას, უშედეგოდ.
164. დაპირისპირება ჟინვალთან - 1921 წელს. რაზმები ჩამოყალიბდა კახეთსა და
ხევსურეთში. აჯანყების ორგანიზატორი იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ამ რაზმმა
დაამარცხა რუსეთის ერთ-ერთი რაზმი ჟინვალთან. თუმცა მალევე ქაქუცამ უკან დაიხია
და ხევსურეთში გადავიდა.
165. ხევსურეთის აჯანყება - 1922 წლის ივლის-აგვისტოში. დაიწყო პანკისის ხეობიდან
და დაიძრნენ დუშეთისკენ. ზურგიდან უნდა დახმარებოდათ მიხეილ ლაშქარაშვილი და
ასევე გამოსვლები დაწყებულიყო დასავლეთ საქართველოშიც.
1. შეტაკება მაღაროსკართან - ფშავში. მქაქუცა ბარისახოში დაბანაკდა და
ჩრდილოკავკასიელებს სთღხოვა დახმარება. დამარცხდნენ. სამხედრო ცენტრი ჩავარდა,
მისიწევრები დახვრიტეს, დააპატიმრეს დამკომის თავჯდომარეც.
166. 1924 წლის აჯანყება - 1924 წელს. აჯანყება დაიგეგმა 17 აგვისტოს.
მთავარსარდალი იყო სპირიდონ ჭავჭავაძე. რუსეთმა წინასწარ გაიგო აჯანყების შესახებ
და დაიწყო ახალი წესების შემოღება. გეგმა მაინც მიმდინარეობდა. ერთდროულად უნდა
გამოსულიყვნენ საქართველოს ყველა კუთხიდან, თუმცა ჭიათურაში 24 საათით ადრე
დაიწყო, რამაც ჩაშალა ყველაფერი. ჩეკას რაზმებმა ჩაახშეს აჯანყება. დახვრიტეს
დამკომის თავჯდომარე გიორგი ანდრონიკაშვილი და მდივანი. დამარცხების
მიუხედავად, აჯანყებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველთა განმტკიცებისთვის.
167. ეთიოპიაში შეჭრა - 1935 წელს. იტალიელთა დივიზიები შეიჭრნენ. ფეხშიშველმა
ეთიოპიელებმა გასაოცრად გაიმარჯვეს. ამას მოჰყვა იტალიის ერთა ლიგიდან გარიცხვა.
168. იტალიისგან ალბანეთის ოკუპაცია - 1939 წელს. იყო მისი პროტექტორატი.
169. საბერძნეთში შეჭრა - 1940 წელს. ამით ჩაება მეორე მსოფლიო ომში ღერძის
ქვეყნების მხარეს, თუმცა ეს ყოველივე იტალიელებისთვის უშედეგოდ დასრულდა.
170. ფაშისტური რეჟიმის დამხობა - 1943 წელს. იტალიაში ანგლო-ამერიკული ძალები
შევიდნენ და დაამხეს ფაშიზმი. მუსოლინი იტალიის ჩრდილოეთით გამაგრდა. 1945
წელს მოკავშირეებმა ეს ნაწილიც დაიკავეს. დუჩემ შვეიცარიაში გაქცევა სცადა თუმცა
იტალიელმა პარტიზანებმა შეიპყრეს და დახვირტეს. 1945 წელს იტალიაში
რესპუბლიკური წყობა დამყარდა.
171. ლუდის პუტჩი - 1923 წელს. ჰიტლერმა და გენერალმა ლუდენდორფმა მიუხენში
სცადეს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, რისთვისაც მიუსახეს 5 წლიანი
პატიმრობა. ამ პერიოდში ჰიტლერმა დაწერა წიგნი „ჩემი ბრძოლა“. მოგვიანებით
ნაცისტური პარტიის საპროგრამო დოკუმენტად იქცა.

22
172. წითელი შეთქმულება - 1933 წელს. ჰიტლერის საიდუმლო ბრძანებით გადაწვეს
რაიხსტაგის შენობა და დააბრლეს კომუნისტებს. ჰიტლერმა ამით დამატებითი
ძალაუფლება მიიღო. ამან მისი ხელისუფლებაში მოსვლა უზრუნველყო.
173. გრძელი დანების ღამე -იტლერმა გაანადგურა ოპოზიციური მემარცხენე ფრთა.
174. ხალხთა დევნა ჰიტლერის მიერ - 1930-იანი წლების მეორე ნახევრში დაიწყო
განსხვავეულად მოაზროვნე ხალხის დევნა. ახორციელებდა გესტაპო და ეს-ესი.
175. ბროლის ღამე - 1938 წელს. პარიზში მომხდაი მკვლელობის საბაბთ (ებრაელმა
მოკლა გერმნიის საელჩოს წევრი), ნაცისტებმა სასტიკად დაარბიეს ებრაელები.
176. სამოქალაქო ომი ესპანეთში - 1936-1939 წლებში. 1931 წელს მეფე ალფონს XIII
გადადგა და დამყარდა რესპუბლიკური მმართველობა. სათავეში მოვიდა მემრაცხენე
კოალიცია, თუმცა ვერ უმკლავდებოდნენ პრობლემებს. მუშები იფიცებოდნენ, ხდებოდა
მკვლელობები, წვავდნენ ეკლესიებს, კატალონიელები ავტონომიას ითხოვდნენ.
1. ფალანგა ესპანიოლა - ამ დროს მათ დაუპირისპირდა მემარჯვენე კოალიცია,
ფაშისტური „ფალანგა ესპანიოლა“. ლიდერი იყო ფრანცისო ფრანკო. ფრანკოს მომხრეები
იყვნენ გერმანია, იტალია და პორტუგალია.
2. სტალინის ქმედება - მთავრობამ დაიწყო მოხალისეების შეგროვება, ამით ისარგებლა
სტალინმა და ვითომ დახმარებისთვის, საბჭოთა სამხედრო შეიარაღება გაგზავნა.
3. ომის დაწყება - 1936 წლის ივლისი. წლის ბოლოსთვის ფრანკოს თითქმის მთელი
ესპანეთი ჰქონდა დაპყრობილი.
4. გერნიკის ტრაგედია - 1937 წელს. ფრანკოს დასახმარებლად გერმანიის ავიაციურმა
ძალამ დაბომბა გერნიკა. ამაზე ნახატი შექმნა პაბლო პიკასომ.
5. მთავრობის კაპიტულაცია - 1939 წელს. დაეცა ბარსელონა, ვალენსია, მადრიდი.
ომს შეეწირა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი.
ფრანკომ სიკვდილამდე სამი თვით ადრე თავის მემკვიდრედ გამოაცხადა ხუან კარლოს
ბურბონი და ესპანეთში აღდგა კონსტიტუციურ-მონარქიული წყობილება.
177. ჰიტლერის ქმედებები დაშოშმინების პოლიტიკის დროს:
1. ავსტრიის ანშლუსი (შეერთება) - 1938 წელს. 1934 წელს ავსტრიელმა ნაცისტებმა
მოაწყვეს კანცლერ დოლფუსის მკვლელობა. 1938 წლის მარტში კი ჰიტლერი ტრიუმფით
შევიდა ვენაში და გამოაცხადა დიდი გერმანიის შექმნა.
2. სუდეტის ოლქის შეერთება - 1938 წელს. ჰიტლერმა ხმაური ატეხა ჩეხოსლოვაკიაში
ვითომ სუდეტის ოლქში ავიწროვებდნენ გრმნელებს. მალე 5 დღეში ოლქის დაცლა
არაგერმანელებისგან და რაიხთან შეერთება მოითხოვა. ევროპა დათმობაზე წავიდა.
3. ჩეხოსლოვაკიის კაპიტულაცია - მიუხენის შეთანხმების შემდეგ ჰიტლერმა პრეზიდენტ
ედუარდ ბენეშს , მოსთხოვა ჩეხოსლოვაკიის უპირობო კაპიტულაცია. გერმანულ ჯარებს
გადალახული ჰქონდა საზღვრები. დაშოშმინების პოლიტიკამ აზრი დაკარგა.
178. მეორე მსოფლიო ომი - 1939-1945 წლებში.
1. გერმანიის თავდასხმა პოლონეთზე - 1939 წლის 1 სექტემბერს. ინგლისმა და
საფრანგეთმა პასიური პოზიცია დაიჭირეს. 17 სექტემბერს სსრკ ჯარებით შევიდა ვითომ
დახმარების მიზნით. რეალურად გერმანიასთან ერთად პოლონეთს იყოფდა (მოლოტოვ-
რიბენტრობის პაქტი). 5 კვირის შემდეგ პოლონეთი დანებდა. ამის შემდეგ დამკვიდრდა

23
ტერმინი „ბლიცკრიგი“, ანუ ელვისებური ომი, იყო გერმანიის ტაქტიკა 1941 წლამდე.
ოსვენციმსა და მაიდანეკში შეიქმნა საკონცენტრაციო ბანაკები.
2. ზამთრის ომი - 1939 წლის 30 ნოემბერს. სსრკ შეიჭრა ფინეთში. თავიდან სსრკ
წარმატებას ვერ აღწევდა. გარიცხეს კიდეც ერთა ლიგიდან. საბოლოოდ არმიის
სიმრავლით მოახერხეს მანერჰეიმის ხაზის, ფინეთის სასაზღვრო სიმაგრეების, გარღვევა
და 1940 წელს ფინეთის 10%, კარელიის ყელისა და რამდენიმე კუნძულის ჩათვლით,
შეიერთეს. ამის სემდეგ სსრკ-მ მარტივად მოახერხა ლიტვას, ლატვიისა და ესტონეთის
ანექსირება, ხოლო რუმინეთს ჩამოაჭრა ბესარაბია, სადაც შექმნა მოლდოვის სსრ.
3. უცნაური ომი - 1939-1940 წლებში. საფრანგეთმა და ბრიტანეთმა ომი გამოაცხადეს,
თუმცა არ გადადიოდნენ შეტევაზე და ეწოდა უცნაური. ჩემბერლენი დაშოშმინების
პოლიტიკას განაგრძობდა. მორჩა უინსტონ ჩერჩილის პრემიერ-მინისტორბის დროს.
4. გერმანიის მიერ დანიის დაკავება - 1940 წლის 9 აპრილს, რამდენიმე საათში.
5. ოპერაცია ვეზერიუბუნგი - გერმანელებმა საზღვაო დესანტი გადასხეს ნორვეგიაში,
დაიკავეს ოსლო. ამით ახდენდა სსრკ-სგან შვედეთის იზოლირებას, რადგან სჭირდებოდა
მისი რკინის მადანი და სამხედრო მრეწველობა.
6. ომი დასავლეთ ფრონტზე - 1940 წლის 10 მაისს. გერმანიამ შეუტია საფრანგეთს
ნიდერლანდს, ბელგიას, ლუქსემბურგს.
საფრანგეთზე თავდასხმა - გვერდი აუქციეს მაჟინოს ხაზს, საფრანგეთის თავდაცვით
ნაგებობებს, და I მსოფლიო ომის მსგავსად ბელგიიდან შეიჭრნენ. საფრანგეთი 33 დღეში
დანებდა. კაპიტულაციას ხელი მოაწერეს 1940 წლის 22 ივნისს კომპიენის ტყეში, სადაც
ადრე 1918 წელს გამოცხადდა გერმანიის კაპიტულაცია, ხელი მოაწერა მარშალ პენეტმა.
საფრანგეთი გაყვეს ორ ნაწილად. ჩრდილოეთი გამოცხადდა საოკუპაციო ზონად, ხოლო
სამხრეთში, ქალაქ ვიშში, ნაცისტებმა შექმნეს თავიანთი მთავრობა მარშალ პენეტის
ხელმძღვანელობით. ფრანგთა ნაწილმა მოახერხა ბრიტანეთში გადასვლა და
შეუერთდნენ შარლ დე გოლის წინააღმდეგობის მოძრაობას.
7. ბრიტანეთზე თავდასხმა - გერმანია აპირებდა საჰაერო ძალების ჩართვა (ლიფტვაფე),
თუმცა ჰიტლერის გეგმა ჩავარდა.
8. თავდასხმა სსრკ-ზე - 1941 წლის 22 ივნისს. განახორციელეს „ბარბაროსას“ გეგმა.
გერმანიამ შეუტია სამი მხრიდან (ლენინგრადი, მოსკოვი, კიევი) მობილიზებული იყო
გერმანიის სატელიტი ქვეყნების, რუმინეთისა და ფინეთის, ძალებიც. თავიდან
წარმატებით მიიწევდნენ. შემდეგ სსრკ-მ შეიტყო, რომ იაპონია არ აპირებდა თავდასხმას
და თავისი ძალები მოსკოვისკენ გადმოისროლა. დაემატა ცივი ზამთარიც. გერმანიამ
უკან დაიხია. შემდეგ გერმანიამ უკრაინის მხრიდან შეუტია, თან სურდა საჭირო
რესურსების მოძიება, თუმცა გაუჭირდა. 1941 წლის 12 ივნისს მოსკოვში ხელი მოეწერა
სსრკ-სა და დიდი ბრიტანეთის დახმარების ხელშეკრულებას. მოგვიანებით კი აშშ-მ და
ბრიტანეთმა გააფორმეს „ატლანტიკური ქარტია“ ჰიტლერის წინააღმდეგ. შეუერთდა
სსრკ და სხვა 14 სახელმწიფო. ეს იყო მსოფლიო წესრიგის შექმნის პირველი მცდელობა.
ა) სტალინგრადის ბრძოლა - 1942 წელს. სტალინგრადთან მძიმე ვითარება შეიქმნა,
მაგრამ ჰიტლერი მაინც არ ნებდებოდა. 3 თვიანი ბრძოლის შემდეგ მოუწიათ დანებება

24
VI არმიას, პაულიუსის მეთაურობით. დახოცილ/გეყინულ ჯარისკაცთა რაოდენობამ 1
მილიონს გადააჭარბა. ეს იყო ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი.
ბ) კურსკის ბრძოლა - 1943 წლის გაზაფხულზე. იყო სატანკო ბრძოლა (1200 ტანკი ორივე
მხრიდან) სსრკ-მ შეტევა მოიგერია და გაანადგურა გერმანული ძალების დიდი ნაწილი.

9. ქერჩის ბრძოლა - 1942 წლის მაის-ივლისი. ყველაზე მძიმე ბრძოლა ქართველთათვის.


დაიღუპა 70 000 ქართველი.
10. იაპონიის თავდასხმა პერლ-ჰარბორზე და აშშ-ს ომში ჩაბმა - 1941 წლის 7 დეკემბერს.
აშშ ომში ჩაბმას არ ჩქარობდა, თუმცა იაპონიამ დაბომბა პერლ-ჰარბორის ამერიკული
სამხედრო ბაზა. განადგურდა 19 გემი, 150 თითმფრინავი, დაიღუპა 2500-მდე ადამიანი.
შესაბამისად, აშშ ომში ჩაება, რითაც ჩამოყალიბდა დიდი სამეული (სტალინი,
რუზველტი, ჩერჩილი) ჰიტლერის წინააღმდეგ.
11. გერმანიის კაპიტულაცია - 1945 წელს.
ა) რუმინეთი - 1944 წელს დაემხო ანტონესკუს ფაშისტური რეჟიმი და შეუერთდა
ანტიჰიტლერულ კოალიციას.
ბ) საფრანგეთის გათავოსიფლება - 1944 წლის 25 აგვისტოს დე გოლი საზეიმო
ვითარებაში შევიდა პარიზში.
გ) ვარშავის განადგურება - პოლონეთი ცდილობდა გათავისუფლებას, თუმცა ეს
სტალინს არ მოსწონდა, მხარი არ დაუჭირა, ხოლო 64 დღეში ვარშავა ნანგრევებად იქცა.
დ)ფოლკშტურმის დაკომპლექტება - 1945 წლიდან ამერიკულ/ბრიტანული ავიაციები
მიწასთან ასწორებდნენ გერმანულ ქალაქებს. აღნიშნული კომპლექტით ჰიტლერმა ომში
გაიწვია 14 წელს ზემოთ ყველა მამაკაცი.
ე) საბოლოო ეტაპი - 1945 წლის 12 იანვრიდან ბერლინისკენ სვლა სსრკ-მ მარშალ
ჟუკოვის მეთაურობით დაიწყო. 2 მაისს რაიხსტაგზე მიხეილ ეგოროვმა და მელიტონ
ქანთარიამ საბჭოთა დროშა აღმართეს. 8 მაისს ფედმარშალ კაიტელმა უსიტყვო
კაპიტულაციას მოაწერა ხელი მარშალ ჟუკოვის წინაშე.
12. იაპონიის კაპიტულაცია - პოტსდამის კონფერენციის შემდეგ იაპონიას უსიტყვო
კაპიტულაცია შესთავაზეს, თუმცა უშედეგოდ. დიდი სამეული გადავიდა მოქმედებაზე:
ა) ჰიროსიმა და ნაგასაკის დაბომბვა - 1945 წლის 6 აგვისტოს. აშშ-მ იაპონიის
დასასჯელად შეარჩია სტრატეგიული, სავაჭრო ქალაქი ჰიროსიმა და დაბომბა, თუმცა
იაპონია მაინც არ დანებდა. გადაწყდა ნაგასაკის დაბომბვაც. რადიაციული დასხივებით
დაიღუპა მილიონი ადამიანი.
ბ) სსრკ-ს მოქმედებები - 9 აგვისტოს სსრკ-მ დაიკავა ჩრდილოეთ კორეა, სახალინი და
კურილიის კუნძულები.
1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიამ კპიტულაცია გამოაცხადა. ამით დასრულდა მეორე
მსოფლიო ომი, რომელმაც 50 მილიონი ადამიანი შეიწირა.
179. ცივი ომი:
1. გერმანიის გაყოფა - 1948 წელს. აღმოსავლეთ ნაწილი ერგო გერმანიას და დაერქვა
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (გდრ). დასავლეთი კი გაიყვეს საფრანგეთმა,
ბრიტანეთმა და აშშ-მ. დაერქვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (გფრ).

25
2. გერმანიის ბლოკადა - 1948-1949 წლებში. აღმოსავლეთ გერმანიიდან მოქალაქეები
გადადიოდნენ დასავლეთით კომუნისტური რეჟიმის თავიდან ასაცილებლად (2
მილიონამდე ადამიანი). ამის გამო სტალინმ შექმნა ერთწლიანი ბლოკად, მაგრამ
უშედეგოდ. ქალაქებს ამარაგებდნენ ამერიკული საავიაციო ძალები.

3. ბერლინის კედელის აგება - 1961 წლის ივნისში ვენის სამიტზე შეხვდნენ ნიკიტა
ხრუშჩოვი და კენედი. ხრუშჩოვმა ბრძანა გამყოფი კედლის მშენებლობა, რადგან აღარ
გაქცეულიყო ხალხი დასავლეთით. ასეთმა შემთხვევებმა ნელ-ნელა იკლო.
4. ბუდაპეშტი - 1956 წელს. დაიწყო სტუდენტური დემონსტრაციები. ითხოვდნენ
მრავალპარტიულ არჩევნებს, სტალინის ძეგლის აღებას, ჯარების გაყვანას და ა.შ. იმრე
ნადიმ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, მოლაპარაკება სცადა, თუმცა ეს არ აწყობდა სსრკ-
ს. უნდოდა უნგრეთის დასჯა სამაგალითო გაეხადა. ჯარებმა ალყა შემოარტყეს
ბუდაპეშტს. უნგრეთმა პროტესტის ნიშნად განაცხადა, რომ ვარშავის პაქტს ტოვებდა და
სურდა ნატოსთან შეერთება, თუმცა აშშ სიტყვიერი მხარდაჭერით შემოიფარგლა სსრკ-ს
ბირთვული მუქარის გამო. ბუდაპეშტში დაიწყო რეპრესიები. სიკვდილით დასაჯეს იმრე
ნადი და 200-მდე ადამიანი.
5. აჯანყება საქართველოში - 1956 წლის 9 მარტი. XX ყრილობაზე ხრუშჩოვმა შეურაცხყო
ქართველი ერი. დაიწყო მიტინგები.სსრკ-მ გამოიყენა სამხედრო ძალა. დაიღუპა 150-ზე
მეტი ადამიანი. ეს იყო ქართული ნაციონალიზმის პირველი გამოვლინება 1924 წლის
აჯანყების შემდეგ. ამის შემდეგ შეიქმნა პირველი არალეგალური ორგანიზაციები
(გორგასლიანი, სიღნაღის ახალგაზრდელთა გვარდია და ა.შ.)
6. პრაღის გაზაფხული - 1968 წელს. ჩეხოსლოვაკიის ლიდერმა, დუბჩეკმა, დაიწყო
ძირეული რეფორმების გატარება, თუმცა არ ეხებოდა პოლიტიკურ ორიენტაციას.
დუბჩეკმა დაუშვა სიტყვის, შეკრების თავისუფლება და ა.შ. სსრკ-ს ჯარებმა დაიწყეს
ჩეხოსლოვაკიაში შესვლა, ოპერაცია „დუნაის“ მიხედვით. 2 დღეში მთელ ქვეყანაზე
განავრცეს კონტროლი. 27 აგვისტოს შეცვალეს ხელისუფლება, რომელმაც პირობა დადო,
რომ გაუქმდებოდა დუბჩეკის რეფორმები.
7. კორეის ომი - 1945 წელს აშშ და სსრკ შეთანხმდნენ 38-ე პარალელზე კორეაში,
რომელზედაც გაყოფდნენ თავიანთ ზონებს, თუმცა მაინც ვერ თანხმდებოდნენ. სსრკ-ს
სურდა კომუნიზმის გავრცელებვა მთელ კორეაში. ჩრდილოეთ კორეაში დაინიშნა
კომუნისტი კიმ ირ სენი, სამხრეთში აშშ-ს სასურველი ფიგურა ლი სინ მანი.
ჩრდილოეთის კომუნისტური ძალები შეიჭრნენ სამხრეთით. ჰარი ტრუმენმა გაეროს
მოუწოდა დახმარებისკენ. გენერალ დუგლას მაკარტურის სარდლობით დაამარცხეს
მოწინააღმდეგე. 1 ოქტომბერს კი უკვე სამხრეთმა გადალახა 38-ე პარალელი. გადავიდნენ
ჩრდილოეთით, რომელსაც მიხემარა ჩინეთი. ტრუმენი მოერიდა ბირთვულ
დპირისპირებას. 1951 წელს ფრონტის ხაზი ისევ 38-ე პარალელზე გაივლო.
8. კარიბის კრიზისი - 1959 წელს კუბაში ლიდერი გახდა ფიდელ კასტრო. აშშ-მ (კენედიმ)
მას უარი განუცხადა შაქრის ლერწმის შეძენაზე და ასევე კუნძულზე გადასხა კუბელი
ემიგრანტების დესანტებიც. კუბა დაუკავშირდა სსრკ-ს და გადაწყვიტეს ოპერაცია
„ანადირის“ განხორციელება, რომელიც ნიშნავდა სსრკ-ს რაკეტების კუბაზე განთავსებას.

26
მსოფლიო ბირთვული ომის საფრთხის წინაშე იდგა. ამ პერიოდში აშშ-ს ბირთვული
იარაღები ჰქონდა განთავსებული თურქეთის ტერიტორიაზე სსრკ-ს მიმრთულებით.
საბოლოოდ შეთნხმდნენ, რომ სსრკ რაკეტებს კუბიდან გაიტანდა, ხოლო აშშ -
თურქეთიდან. კუბას მიეცა ხელშეუხებლობის გარანტია.

9. ვიეტნამის ომი - II მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის კოლონია ინდოჩინეთი


მიითვისა იაპონიამ და ცადა პოზიციების აღდგენა. 8 წლიანი ომის შედეგად საფრანგეთი
დამარცხდა 1954 წელს. ჟენევაში გადაწყდა ვიეტნამის მე-17 პარალელზე გაყოფა.
ჩრდილოეთს მართავდნენ კომუნისტები, სამხრეთს ანტიკომუნისტები. 1960 წელს
შეიქმნა ვიეტკონგი, რომელიც დახმარებას კომუნისტებისგან იღებდა. სამხრეთი მათ
სათანადო სინააღმდეგობას ვერ უწევდა. საშიშროება შეიქმნა კომუნიზმის გავრცელებისა
(ლაოსსა და კამბოჯაშიც). 1964 წელს აშშ ჩაება ომში. (პრეზიდენტი - ნიქსონი). ომში
დაიღუპა მილიონობით ადამიანი. საბოლოოდ, 1973 წელს პარიზში გაფორმდა
სამშვიდობო ხელშეკრულება. ეს იყო აშშ-ს ყველაზე დიდი მარცხი.
10. 9 აპრილის დაპირისპირება - 1989 წელს. 1988 წლიდან პოლიტიკურმა პარტიებმა
დაიწყეს ანტისაბჭოთა მიტინგები. ითხოვნენ დავით გარეჯის მუზეუმის არედან საბჭოთა
ჯარების გაყვანას და სსრკ-დან გასვლის შემზღუდავი კანონის გაუქმებას. რუსთაველზე
დაიწყო გამოსვლები. ითხოვნდნენ ასევე აფხაზეთის ავტონომიის გაუქმებას. აფხაზეთში
ამ დროს ეწყობოდა სეპარატული გამოსვლებით იმ მიზეზით, რომ ქართველები
ავიწროვებდნენ მათ. თანდათან მომიტინგეთა ძირითად მიზნად იქცა საქართველოს
დამოუკიდებლობის მოპოვება. 9 აპრილს სასტიკად დაშალეს მომიტინგეები. ოპერაციას
ხელმძღვანელობდა როდიონოვი. დაიღუპა 21 ადამიანი. ამის სშმდეგ კიდევ უფრო
გამძაფრდა ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნილება.
11. საბჭოთა კავშირის დაშლა:
ა) ჰელსინკის შეთნხმება - 1975 წელს ჰელსინკში დაფუძნდა ევროპის უშიშროებისა და
თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო). შეუერთდ აშშ, სსრკ და 33 ქვეყანა. სსრკ-ს მიეცა
ლეგიტიმაცია II მსოფლიო ომის დროს მოპოვებულ ტერიტორიებზე. სანაცვლოდ
დათანხმდა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების შექმნას (ქარტია 77,
სოლიდარობა და ა.შ.), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ანტიკომუნისტური
მოძრაობების გაძლიერებაში.
ბ) სოციალისტური ბანაკის დაშლა - XX საუკუნის 80-იან წლებში სოციალისტური ბანაკის
კრიზისი მისი დაშლით დასრულდა.
გ) ავღანეთის ომი - 1979 წელს სსრკ შეიჭრა ავღანეთში, თუმცა წარუმატებლად
დასრულდა, რადგან დიდ რესურსებს მოითხოვდა.
დ) სსრკ-ს საბოლოოდ დაშლა - 1991 წელს ლიტვას ლატვიასა და ესტონეთს მიეცათ
უფლება სსრკ-დან გასვლის. ამავე წლის დეკემბერში კი საბოლოოდ დაიშალა 15
დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
ამით ცივი ომი საბოლოოდ დასრულდა.
180. თბილისის სამოქალაქო ომი - 1991 წელს. 22 დეკემბერს ოპოზიციონერებმა
შეუტიეს პარლამენტს, დაიწყეს ხელისუფლების დამხობა. ზვიად გამსახურდია ჯერ

27
სომხეთში წავიდა, შემდეგ ჩეჩნეთში. ძალაუფლება ხელში აიღო სამხედრო საბჭომ,
რომელშიც შედიოდნენ: ჯაბა იოსელიანი (კანონიერი ქურდი), თენგიზ კიტოვანი,
თენგიზ სიგუა. 1992 წლისთვის სსრკ-ს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ
შევარდნაძე გახდა სახელმწიფოს მეთაური. მასთან ერთად ბატონობდა მხედრიონი.

181. ვარდების რევოლუცია - 2003 წელს. ხავერდოვანი რევოლუცია. ქყვეყნის სათავეში


მოვიდა ნაციონალური მოძრაობა, მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით (2004 წელს).

28

You might also like