You are on page 1of 380

მკითხველთა ლიგა

ჰერმან ჰესე

33 ზღაპარი

1
მკითხველთა ლიგა

შიგთავსი

ზამბახის გულის საიდუმლოება, ანუ მოგზაურობა ჰერმან


ჰესეს ზღაპრების სამყაროში __________________________ 4
ორი ძმა ____________________________________________ 17
ჯუჯა _______________________________________________ 19
აჩრდილების თამაში ________________________________ 45
ჰანესი _____________________________________________ 53
შეყვარებული ჭაბუკი ________________________________ 61
იდუმალი მთა_______________________________________ 67
კაცი, გვარად ციგლერი _____________________________ 78
ქალაქი ____________________________________________ 85
დოქტორ კნიოლგეს აღსასრული _____________________ 92
მშვენიერი სიზმარი ________________________________ 101
სამი ცაცხვი _______________________________________ 108
ფლეიტის სიზმარი _________________________________ 113
პოეტი ____________________________________________ 121
ავგუსტუსი _________________________________________ 129
სიზმარი ღმერთებზე _______________________________ 153
ტყისკაცი __________________________________________ 158
უცნაური ცნობა სხვა ვარსკვლავიდან ________________ 166
ფალდუმი _________________________________________ 186
მთა _______________________________________________ 202
მძიმე გზა _________________________________________ 209
ირისი _____________________________________________ 217
სიზმართა წყება ___________________________________ 239
თუ ომი კიდევ ორ წელიწადს გაგრძელდა ____________ 254
ევროპელი ________________________________________ 263
დაწნული სკამის ზღაპარი __________________________ 272
2
მკითხველთა ლიგა

იმპერია ___________________________________________ 277


მხატვარი _________________________________________ 284
წიგნის კაცი _______________________________________ 290
გასაუბრება ღუმელთან _____________________________ 297
პიქტორის ფერისცვალება __________________________ 300
ჯადოქრის ბავშვობა _______________________________ 306
სიზმრის ნაკვალევი ________________________________ 329
მეფე იუ ___________________________________________ 346
ჩიტი ______________________________________________ 353
ბიბლიოგრაფიული ცნობები ________________________ 374

3
მკითხველთა ლიგა

ზამბახის გულის საიდუმლოება, ანუ


მოგზაურობა ჰერმან ჰესეს ზღაპრების
სამყაროში
ვუძღვნი ნანა შენგელაიას

ჰერმან ჰესეს ზღაპრები ამ ჟანრის იმ სახეობას განეკუთ-


ვნებიან, რომელსაც, ჩვეულებრივ, ხელოვნურ ზღაპარს
(Kunstmärchen) უწოდებენ და რომელიც ხალხური ზღაპარივით
მთელი ერის სპონტანური და გაუცნობიერებელი შემოქმედების
შედეგი კი არ არის, არამედ პოეტური ინდივიდუალობის ნებას
ექვემდებარება. იგი, მართალია, ერთობ ხშირად გადმოიღებს
ხოლმე ფოლკლორული ზღაპრის ცალკეულ ელემენტს, მოტივ-
სა და თხრობის მანერას, მაგრამ თითქმის ყოველთვის ანადგუ-
რებს მის არსს და საბოლოოდ მაინც თვით ხელოვანის სუბიექ-
ტური ძალვისა და შემოქმედი გონის გაცნობიერებული მოქმედე-
ბის პროდუქტია.
ხელოვნური ზღაპარი, რომელსაც ფესვები ფრანგულ როკო-
კოში აქვს გადგმული (Cabinet des fées), რომანტიზმში განიცდის
სწრაფ ზრდასა და მძლავრ ყვავილობას. XVIII-XIX საუკუნეების
მიჯნაზე გერმანულ ლიტერატურაში თითქოს ერთბაშად იფეთ-
ქებს ათასობით ყვავილი და მთელ არემარეს მძაფრ და გამაბ-
რუებელ სურნელს მოჰფენს. ტიკის ერთი მხრივ მოცინარი და გა-
მომწვევი, ხოლო მეორე მხრივ იდუმალებითა და მშფოთვარე
ფანტასტიკით აღსავსე ზღაპრები, ნოვალისის მძიმე სიმბოლიკით
დატვირთული და ამავე დროს ცისფერთვალება ფერმკრთალი
ქალწულივით უმანკო და წმინდა ხილვანი, არნიმის, ფუკესა და
ბრენტანოს მომაჯადოებელი და ამაღელვებელი, თითქოსდა
ხალხური სულის წიაღიდან ამოხეთქილი ამბები და, ბოლოს,
ჰოფმანის დემონური ფანტაზიები ქმნიან იმ გამაბრუებელ და და-
მათრობელ ატმოსფეროს, რომელიც ყველას, ვინც კი ფეხს შედ-

4
მკითხველთა ლიგა

გამს მათს სამფლობელოში, გრძნეული ბურუსივით თავს ევლება


და დიდხანს ამყოფებს თავის ტყვეობაში.
ახალი, რაც რომანტიკოსებმა ზღაპრის ფორმაში შემოიტა-
ნეს, არის სამყაროს სიმბოლური აღქმა, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ,
იმ თვალუწვდენელი სიღრმეების წინათგრძნობა, რომელთა
წვდომისა და გამოხატვის ძალა მხოლოდ სიმბოლოს შესწევს.
რომანტიკოსებმა აღმოაჩინეს ადამიანის ქვეცნობიერი სამყარო,
პირველადი ვნებისა და ინსტინქტის ბნელი სამყარო, მაგრამ
მათ, რიკარდა ჰუხის თქმისა არ იყოს, კოლუმბივით არ იცოდნენ
თავიანთი აღმოჩენის ფასი და მნიშვნელობა, (Ricarda Huch, Die
Romantik. Blütezeit, Ausbreitung und Verfall. Thübingen, 1951,
S.81.) თუმცაღა ეს სამყარო მოსვენებას არ აძლევდათ და
გრძნობად სფეროებში ტრანსპორტირებას მოითხოვდა. „აღ-
ზრდისა და განათლების უმაღლესი ამოცანაა, დაეუფლო შენს
ტრანსცენდენტურ მეს, შენი საკუთარი მეს მედ იქცე“ (Novalis,
Dichtungen und Prosa. Leipzig, 1975, S.389.), – ამბობს ნოვალი-
სი. მის მიერვე ეგზომ ხშირად ხმარებული სიტყვა „რომანტიზირე-
ბაც“ გაუცნობიერებლის, ინდივიდუუმის ფარული მეს სწორედ ამ
გააზრებასა და გაცნობიერებას გულისხმობს. ბნელ და არაცნო-
ბიერ შინაარსთა სუბლიმირების, მათი განწმენდისა და ამაღლე-
ბის საუკეთესო ფორმად რომანტიკოსებს ზღაპარი მიაჩნდათ.
ზღაპარს, მათი აზრით, შესწევს ძველთაძველი ინსტინქტების ქვე-
ყანაში წიაღსვლისა და ველურ მხეცთა და ნადირთა მოთვი-
ნიერების, შეუცნობელი ძალების შელოცვისა და მათი მზის შუქზე
გამოყვანის უნარი. „ყოველი ზღაპარი“, – წერს ერთგან ნოვალი-
სი, – „სიზმრისეული ხილვა და ოცნებაა იმ მშობლიურ ქვეყანაზე,
რომელიც ყველგან და არსადაა. უმაღლესი ძალები ჩვენს თავ-
ში, რომელნიც ოდესმე, როგორც გენიები, განახორციელებენ
ჩვენს ნებას, ახლა მუზების სახეს იღებენ და ცხოვრების ამ დამ-
ქანცველ გზაზე საამური მოგონებებით გვიამებენ გულს.“ (იქვე,
S.516.) მაგრამ ზღაპარსაც მაშინ ძალუძს უმაღლესი ძალების მუ-
ზებად გადაქცევა, თუ სიმბოლოებს იყენებს. თავის მხრივ, სიმბო-

5
მკითხველთა ლიგა

ლო რომანტიკოსებთან აღსანიშნავი მოვლენის ანალოგია, შე-


მოკლებული ნიშანი და ხატოვანი აბრევიატურა კი არ არის, არა-
მედ ფსიქიკური პროდუქტი, აზრობრივი ფორმულა, რომელიც
რაიმე ნავარაუდევი ან ზუსტად დადგენილი, მაგრამ ჯერჯერობით
არსებითად გაურკვეველი და შეუცნობელი მოვლენის ან გარე-
მოების ერთადერთი შესაძლებელი გამოხატულებაა. ამ თვალ-
საზრისით რომანტიზმი ის ღეროა, რომლითაც ჰერმან ჰესეს
ზღაპრები იკვებება.
ჰერმან ჰესეს ზღაპარს პირობითად „ფსიქოლოგიური ზღაპა-
რი“ შეიძლება ვუწოდოთ. (უნდა აღინიშნოს, რომ ზღაპარი, იმდე-
ნად, რამდენადაც იგი ადამიანის ქვეცნობიერი სურვილების სუბ-
ლიმირებისა და ზეწესრიგისადმი სწრაფვის მხატვრული გამოხა-
ტულებაა, იმთავითვე უშუალო კავშირში იყო ფსიქოლოგიასთან.
მაგრამ, თუ ხალხურ ზღაპარში ადამიანის გაუცნობიერებელი
სურვილები, მისი იდუმალი ზრახვები და განცდები სპონტანურად
ამოხეთქს ხოლმე, ახლა ქვეცნობიერისადმი მიმართება ჰესეს
ზღაპრების ძირითად და განმსაზღვრელ, თვით ავტორის მიერ
სტიმულირებულ ინტენციად იქცევა.) ზღაპრის ფორმა, რომელიც
მოკლებულია დროისა და სივრცის განზომილებას, მწერალს
ქვეცნობიერის სიღრმისეულ ფენებში, ბნელით მოცულ დედისე-
ულ სამყაროში წიაღსვლისა და გაუცნობიერებელ შინაარსთა
მხატვრული ფორმით წარმოდგენის საშუალებად ესახება. იდუმა-
ლებით მოცული სამყაროს ერთადერთი კარი სიზმარია – ფსიქი-
კური მდგომარეობა, როდესაც მოეშვება გონების მუხრუჭები, შე-
სუსტდება ადამიანის ზეაღმატებული მეს და ყოველგვარი დანაშ-
რევი მორალური ნორმებისა და მოთხოვნების ცენზურა, სულის
წიაღიდან ზედაპირზე ადამიანის ფარული მურაზი და გულისნა-
დები ამოტივტივდება, ცნობიერებაში შეაღწევს და იქ, გარესამყა-
როდან მიღებულ შთაბეჭდილებებში აღრეული, ფანტასტიკურ სა-
ხეებსა და ნაერთებს ქმნის. ჰერმან ჰესეც არაერთხელ იყენებს ამ
კარს სახიფათო სფეროებში შესაღწევად, რაც ხშირად მისი ზღაპ-
რების სათაურშიც აისახება. მაგალითად, ერთი ზღაპარი „სიზ-

6
მკითხველთა ლიგა

მართა წყებადაა“ წოდებული, მეორეს „ფლეიტის სიზმარი“ ჰქვია,


მესამის სათაურში, მართალია, არაფერი მიგვანიშნებს სიზმარზე,
მაგრამ თვით ამბის განვითარება, ეპიზოდების ერთმანეთთან და-
კავშირება, წარმოდგენილ ხატთა ხასიათი თუ სხვა რამ აშკარად
სიზმრისეული ხილვისაა. ჰერმან ჰესე ფრთხილად მიიკვლევს
გზას უცნობ სამყაროში. მოგონებების, ასოციაციებისა და სიზმრე-
ბის საფუძველზე იგი ცდილობს ჩასწვდეს სულის იმ სიღრმეებს,
რომლებიც დაფარულია გონების თვალთაგან და მას სამყაროს
იდუმალებასთან აკავშირებს. რაც უფრო ღრმად ჩადის იგი საკუ-
თარი ფსიქიკის წიაღში, რაც უფრო სუსტდება დღის სინათლე,
მით უფრო ბუნდოვანი ხდება და იკარგება კონტურები მისი ინდი-
ვიდუალობისა, რომელიც საბოლოოდ მთლიანად კოლექტიურ
ქვეცნობიერში გადადის და მას არაცნობიერის მთელ კოსმოსთან
აკავშირებს. ამრიგად, ჰესესთვის მთელ სამყაროს საერთო სა-
ფუძველი აქვს, მთელი სამყარო ერთიანი ზეპიროვნული
სულიერ-ფსიქიკური სუბსტანციის თანაზიარია. ამიტომაც ყოველი
მოვლენა, ყოველი არსება და საგანი შეიძლება გახდეს სამყა-
როს იდუმალებაში შესასვლელი კარი. „ყოველი მოვლენა ამ-
ქვეყნად – წერს ერთგან ჰესე – ქარაგმაა, ხოლო ყოველი ქა-
რაგმა ღია კარია, რომელსაც სული, თუკი ის მზადაა, სამყაროს
ცენტრსა და იდუმალებაში შეჰყავს – იქ, სადაც ‘მე’ და ‘შენ’, დღე
და ღამე ერთად იქცევა. ყოველ ადამიანს შეხვედრია ცხოვრება-
ში ღია კარი, ყველას მოსვლია თავში აზრი, რომ მთელი გრძნო-
ბადი სამყარო მხოლოდ ქარაგმაა და რომ ამ ქარაგმის მიღმა
გონი და მარადიული სიცოცხლე ბუდობს, მაგრამ მხოლოდ მცი-
რეთ თუ გაუბედავთ ღია კარში შესვლა და მშვენიერი ცდომილე-
ბის დათმობა იდუმალი სინამდვილის სასარგებლოდ.“ (Hermann
Hesse, Gesammelte Cherke in 12 Jahren. Frankfurt am Main,
1970, geb. 6, S. 113.)
ყოველი არსება, ყოველნაირი ჭიაღუა და სულ პატარა მცენა-
რეც კი თავის გულში სამყაროს საიდუმლოებას ინახავს. მწერა-
ლი აღწერს ზამბახის ყვავილს და პატარა ანსელმის მოგზაურო-

7
მკითხველთა ლიგა

ბას ყვავილის კედლებზე, გვირგვინის სოსანი ფურცლების გას-


წვრივ, ფერმკრთალი და დაძარღვული ჯამის ფსკერისაკენ,
სადაც მოოქრული მესრის მსგავსად აღმართულან ყვითელი
მტვრიანები, რომელთა მიღმაც ყვავილის ლურჯ წიაღში მისი გუ-
ლი და იდუმალება მიმალულა. ცისფერი და თეთრი ძაფებით და-
სერილ ზამბახის ლურჯ ჯამში, ყვავილის დამათრობელ სურნე-
ლებასა და ბუტკოს დაფიფქულ სიმშვიდეში, საითკენაც მირბიან
გვირგვინის ფურცლებიდან ბილიკები, ანსელმი ამოუცნობლისა
და მიუწვდომლის ფეთქვას გრძნობს. ხშირად ღამით, სიზმარში,
მას ხან მერანსა და ხან თეთრ გედებზე ამხედრებულს შეურღვე-
ვია ყვავილის იისფერი მდუმარება და მთელი ქვეყანაც თან მიჰ-
ყოლია ციურ სასახლეში, სადაც ყოველი მოლოდინი აღსრულ-
დება და ყოველი წინათგრძნობა სინამდვილედ იქცევა.
ჰერმან ჰესეს ზღაპრებიც მოგზაურობაა ზამბახის ოქროსფერ
გულსა და წიაღში, იმ დამტვერილ და მოუხელთებელ სივრცეებ-
ში, რომელთაც ყვავილის ჟღალი ხავერდოვანი ფურცლები ფა-
რავენ. მეზღაპრე ჰესე, თავისი გმირის მსგავსად, ზურგს უკან
მოიტოვებს ხატებათა სამყაროს და ქვეცნობიერისა და პირველა-
დი ვნების ლურჯ იდუმალებაში უჩინარდება.
შეუცნობლისა და პირველადი ძალების სამყარო, დაბადების
გამოცანა და სქესის საიდუმლოება, ყრმა კაცის ბუნდოვანი და
ამაღელვებელი წინათგრძნობანი, დესტრუქციისა და სიკვდილი-
სადმი სრულიად გაურკვეველი, მაგრამ ადამიანის არსების სიღ-
რმეებიდან ამომავალი ლტოლვა, ერთი სიტყვით, ყოველივე ის,
რასაც ზამბახის გული მალავს თავის წიაღში და რასაც ყოველი
ადამიანის ფსიქიკის სიღრმისეული ფენები მოიცავენ, დედის სა-
ხესთანაა დაკავშირებული. დედაა ყველაფერი – ეროსიცა და ტა-
ნატოსიც, ადამიანის გაუცნობიერებელი სწრაფვა როგორც გამ-
რავლებისა და სახეობის შენარჩუნებისადმი, ისე განადგურებისა
და დესტრუქციისადმი, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწრაფ-
ვა ახალი ფორმების წარმოებისა და ადრინდელ მდგომარეობას-
თან დაბრუნებისადმი. ამიტომაა, რომ ჰესეს ზღაპრებში (და თა-

8
მკითხველთა ლიგა

მამად შეგვიძლია ვთქვათ, მთელ შემოქმედებაშიც) დედის ხატი


დომინირებს. ჰესეს გმირებს დავიწყებული ჰყავთ დედა,
მეხსიერებიდან აქვთ ამოშლილი ზამბახის ეშხი და მშვენება, ისი-
ნი მშობლიურ მხარეს არიან მოწყვეტილნი და სამშობლოს
სევდით შეპყრობილნი დედის გახსენებას ლამობენ. ამიტომაც
შინ დაბრუნება დედის მოგონებასთანაა დაკავშირებული, დედის
კალთაში დაბრუნებას ნიშნავს. ავგუსტუსს სიკვდილის წინ დედის
ხმა ჩაესმის, ასევე – ანსელმსაც. „მძიმე გზის“ გმირი ზღაპრის
დასასრულს დედის მკერდისკენ მიექანება, მთა ფალდუმი კი
თვალუწვდენელ ზღვად იქცევა, რაც დედასთან შეერთების ხა-
ტოვან გამოხატულებად შეიძლება მივიჩნიოთ. ჰერმან ჰესე დე-
დის საძიებლადაა გამოსული. მაგრამ ეს დედა მისი კი არ არის –
მოძრავი, შავგვრემანი, ფრანგული ტემპერამენტის მქონე ქალი,
რომელიც ბავშვის პირველად, ჯერ კიდევ გაუცნობიერებელ
ლტოლვათა და სწრაფვათა ერთადერთი ობიექტია და ურომ-
ლისოდაც პატარა ჰერმანს ხშირად დაძინებაც კი არ შეეძლო, ეს
არის დედის განმდგარი და განსხეულებული, ზეაღმატებული
ხატი. მაგრამ ამავე დროს იგია უაღრესად კონკრეტული რამ,
თვით ავტორის წმიდათაწმიდა და მისი სულის სიღრმეში არსებუ-
ლი შინაარსი. დედა არის ჰესეს ცნობიერებიდან ქვეცნობიერში
განდევნილი პირადულობა, რომელიც თავისი უკანასკნელი ფეს-
ვებით ცხოველ წინაპართა სამყაროს სწვდება და ამგვარად
არაცნობიერის მთელ ისტორიულ ასპექტს მოიცავს. ამიტომაც
დედისადმი სწრაფვა საკუთარი ქვეცნობიერების სფეროში წიაღ-
სვლასა და მთელი შინაგანი სამყაროს ამობრუნებას გულის-
ხმობს.
დედის საიდუმლოების სადარაჯოზე გონია გამოსული. ოქ-
როსფერი რაინდებივით ჩამწკრივებულან მტვრიანები ზამბახის
გულის ირგვლივ, ყველა იმის დასახვედრად გამზადებულნი, ვინც
კი გაბედავს წმიდა საზღვრების შელახვას. ნათელ გონს ჰესეს-
თვის მამა განასახიერებს. იგი იცავს დედას ვაჟიშვილის შემოტე-
ვისგან და ცდილობს აარიდოს ამ უკანასკნელს დედისეული სამ-

9
მკითხველთა ლიგა

ყაროს გზნება. ის მუდამ თან სდევს დედის ხატს და ქმნის იმ ძაბ-


ვას, რომელიც მთელ ნაწარმოებს სიმკვრივესა და დრამატიზმს
სძენს. მამა ზღაპრებში წარმოდგენილია ავტორიტეტული პერსო-
ნაჟის სახით, რომლის მოქმედებას, გამონათქვამებს, ტენდენცი-
ებსა და მისწრაფებებს აშკარად გონისმიერი და ინტუიციურ--
ქვეცნობიერისადმი დაპირისპირებული, ერთგვარად მტრული ხა-
სიათი აქვს. როდესაც ანსელმი მთის ნაპრალს მიაშურებს, რომე-
ლიც უზარმაზარი ყვავილივით და დედის კალთასავით გადაშლი-
ლა მის წინაშე, წინ მოხუცი კაცი (მამა!) გადაუდგება: „უკან გაბ-
რუნდი, ადამიანო, უკან გასწი. ეს სულთა საბრძანებელია. ვისაც
კი აქ მოუდგამს ფეხი, უკან არავინ გაბრუნებულა.“ (იქვე, S.128.)
მამა ზემდგომი ინსტანციაა, ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე.
იგი ხშირად განაგებს მოქმედ პირთა ბედ-იღბალს (იხ. „ავგუსტუ-
სი“, „ფალდუმი“ და სხვა), დამაჯერებელი და ხანაც მბრძანებლუ-
რი კილოთი იძლევა რჩევა-დარიგებებს და ყოველთვის სწორედ
მაშინ ჩნდება ხოლმე, როდესაც გმირი გასაჭირშია და მოქმედე-
ბასაც სრული ჩახშობა და შეჩერება მოელის. იგი უპირატესად
ხანდაზმული კაცის, თმაშევერცხლილი ბრძენის სახითაა წარ-
მოდგენილი („პოეტი“), მაგრამ ხანდახან ჯუჯაკაცის გროტესკულ
სახესაც იძენს და ჰოფმანის არქივარიუს ლინდჰორსტივით
შუაგულ ბიურგერულ ყოველდღიურობაში გაჰყავს თავისი ჯადოს-
ნური არსებობა. ასეთია ბატონი ბინსვანგერი, რომლის ჩაბნელე-
ბულ, მხოლოდ ბუხრის ცეცხლით განათებულ ოთახში საღა-
მოობით პაწაწკინტელა ანგელოზები და ოქროს ფრთებით შემკუ-
ლი ბავშვები დანავარდობენ ჰაერში და წყვილ-წყვილად ცეკვა-
ვენ.
ფსიქოლოგიურად სწორად შენიშნული და საინტერესოა ის
გარემოებაც, რომ გონისა და მამის განმასახიერებელი პერსონა-
ჟები ერთგვარი ანონიმურობით ხასიათდებიან (საქმე ისაა, რომ
მამა მხოლოდ მამა არ არის, იგი, ამავე დროს, ოჯახის, საზოგა-
დოებისა და ერის ისტორიული წარსულის მიერ გამომუშავებული
ტრადიციისა და ზნეობრივ ნორმათა მთელი კომპლექსია, რომე-

10
მკითხველთა ლიგა

ლიც ადამიანის ფსიქიკაში ანონიმური და შეუცნობელი ძალის სა-


ხით მჟღავნდება, სინდისი, კატეგორიული იმპერატივი. ჩვენ
არასდროს არ ვიცით, ვინ არიან და რას წარმოადგენენ ისინი.
„ფალდუმში“ ეს არის ტყიდან გამოსული კაცი, რომლის სახელ-
საც კი არ გვეუბნება მთხრობელი. არაფერი ვიცით არც ბატონ
ბინსვანგერზე, გაურკვეველი პროფესიისა და საქმიანობის ადამი-
ანზე, რომელიც თითქოსდა დროის მიღმა არსებობს, არც სრულ-
ყოფილი სიტყვის ოსტატზე ზღაპრიდან „პოეტი“, რომელიც ისევე
შეუმჩნევლად ქრება თხრობის დასასრულს, როგორც თავში გა-
მოჩნდა.
მამის სახე, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში გონის პერსო-
ნიფიკაციას წარმოადგენს, მოძრავი და დინამიკური ფაქტორია,
მაცოცხლებელი და ცხოველი საწყისი. იგი იმდენად აღემატება
დედას, რომ ეს უკანასკნელი, რომელიც თავისთავად მარადქმნა-
დი, ცოცხალი ბუნების ხატად გვევლინება, გონისადმი მიმართუ-
ლი მხოლოდ სიკვდილის (ცალკე პერსონაჟებში კი სიკვდილი-
სადმი ლტოლვის) სახით ვლინდება. ამიტომაა, რომ შინ დაბრუ-
ნებას და დედასთან შეერთებას ჰესესთან უპირატესად დიონისუ-
რი სიკვდილისა და სამყაროს ელემენტებში განზავების სახე
აქვს.
მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვითქვამს ძირითადი. ჩვენ აქამდე მხო-
ლოდ გარს ვუვლიდით უარსებითესსა და უმნიშვნელოვანესს –
იდუმალებას, რომელიც ყვავილის მბზინავი ბუსუსებით დაფარუ-
ლი მკვრივი ფურცლების შიგნით იმალება; ჩვენ სახელი არ დაგ-
ვირქმევია იმ იისფერი დაძარღვული ბილიკისთვის, იმ ლურჯად
მოლივლივე გზისთვის, რომელიც მტვრიანების ოქროს სვეტებში
იკარგება და რომლითაც მიდის ჰერმან ჰესეს ზღაპრების გმირი.
ეს არის ინდივიდუაციისა და საკუთარ არაცნობიერთან შეხვედ-
რის მეშვეობით პიროვნების მთლიანობისკენ სწრაფვის გზა. იგი
მიზნად ისახავს ინდივიდუალური პიროვნულობის, პოტენციაში
არსებული თვითობის გამოჭუპრებასა და ჩამოყალიბებას. ამდე-
ნად, იგი დიფერენციაციისა და გამოცალკევების პროცესია და

11
მკითხველთა ლიგა

კოლექტიურ ნორმას უპირისპირდება. ინდივიდუაცია განსა-


კუთრებულის წარმოშობას ნიშნავს, მაგრამ არა გაურკვეველი და
ნებისმიერი „განსაკუთრებულობისა“, არამედ კონკრეტული და
ინდივიდუუმში ა აპრიორი არსებულისა; იგი გულისხმობს ყვა-
ვილის ბოლქვში მოცემული სასიცოცხლო ძალებისა და პო-
ტენციის სრულ რეალიზაციას, რაც მის ინდივიდუალურ იერს და
განუმეორებლობას განაპირობებს. ინდივიდუაცია ემთხვევა გამო-
თავისუფლების პროცესს ცნობიერების „იდენტური მდგო-
მარეობიდან“, როდესაც ინდივიდუუმი თავს სრულიად გაუც-
ნობიერებლად აიგივებს მშობლებთან ან ვინმე სხვა ავტორი-
ტეტთან და, ამგვარად, პრიმიტიული მენტალობიდან თავის
დაღწევა, გაცნობიერებული ფსიქიკური ცხოვრების ჩარჩოების
გაფართოებაა. იგი ადრეინფანტილური მდგომარეობის მომ-
დევნო საფეხურია, სახიფათო მოგზაურობა საკუთარ შინაგან სამ-
ყაროში, სადაც ჩვენი არსების არსი და წმიდათაწმიდა მიმალუ-
ლა, სადაც ჩვენი ქვეცნობიერება შავი ნაკადივით ერთვის არაც-
ნობიერის ოკეანეს. მხოლოდ ასეთ მოგზაურობად შეიძლება გა-
ვიგოთ ფლეიტის დამკვრელი ყმაწვილის თავგადასავალი ზღა-
პარში „ფლეიტის სიზმარი“. გემი, რომელზედაც ადის და რო-
მელსაც შემდგომ მართავს ფლეიტის დამკვრელი ჭაბუკი, არაც-
ნობიერის დინებას მიჰყვება „ზღვისკენ“, სადაც „სიკვდილი და სი-
ცოცხლე, სიცოცხლე და სიკვდილი ერთმანეთში გადახლართუ-
ლან და მარადიულ სასიყვარულო ბრძოლაში არიან ჩაბმულნი. “
(იქვე, S.46.)
საკუთარი თვითობის აღმოჩენა მოგზაურობის უკანასკნელი
და ერთადერთი მიზანია. თვითობაა სწორედ ის საიდუმლოება,
რომელსაც ზამბახის სოსანი ფურცლები ფარავენ. იგი მოწესრი-
გებული პირველსახე და ჩანასახია, რომელიც ინდივიდუუმის
ცნობიერ და არაცნობიერ ფსიქეას მოიცავს ერთდროულად. იგი
არის ადამიანის ყველა ფსიქიკური ფენომენის ისეთი ერთიანობა,
ისეთი ფსიქიკური მთლიანობა, რომელშიც ცნობიერი და არაც-
ნობიერი არადიფერენცირებულ და განუყოფელ ურთიერთმი-

12
მკითხველთა ლიგა

მართებაშია შეკრული. ემპირიულად იგი სიზმრებში, მითოსსა და


ზღაპრებში ცხადდება ხოლმე, როგორც „ზეაღმატებული პიროვ-
ნება“. „ფლეიტის სიზმარში“ თვითობა წარმოდგენილია გემის
ანონიმური მეპატრონის სახით, რომლის გმირთან იდენტურობა-
საც ნაწარმოების უკანასკნელი სიტყვები უსვამენ ხაზს: „რათა
დავრწმუნებულიყავი იმაში, რისი წინათგრძნობაც მთელ ჩემს არ-
სებას მოიცავდა, ფარანი ზემოთ ავწიე და წყალზე გადავიხარე.
ნაკადის შავი ტალღებიდან გონიერი და გამჭრიახი სახე მიცქერ-
და, ბებერი, ყოვლისმცოდნე სახე, რომელსაც ნაცრისფერი თვა-
ლები ჰქონდა და ეს სახე ვიყავი მე. და, რაკი უკან დასახევი გზა
არ იყო, მე განვაგრძე შავი წყლით ჩემი მოგზაურობა წყვდიად
ღამეში. “ (იქვე, S.47.)
მაგრამ თვითობას ზღაპრებში ყოველთვის ადამიანის სახით
როდი ვხვდებით. აქ იგი ხშირად მთის სახესაც იძენს. (Charles
Gustav Jung, Zur Phänomenologie des Geistes In ც mrtshen. In:
C. G. Jung, Bewußtes und Unbewußtes, Beiträge zur Psychologie,
Frankfurt am Main und Hamburg, 1957, S. 165.) მთა წარმოსა-
ხულია ხან მოგზაურობის მიზნად, ხან გადასალახავ დაბრკო-
ლებად და ხანაც საიდუმლოების შემცველ ბუნებრივ სასახლედ.
ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია, რომ ახალგაზრდა პოეტი
ჰან ფოკი ზღაპრიდან „პოეტი“ ჩრდილო-დასავლეთის მთებში მი-
დის; აღმართ-აღმართ მიიკლაკნება მოგზაურთა ციცაბო ბილიკი
ზღაპარში „მძიმე გზა“, მთის წიაღში უჩინარდება ანსელმი და ბო-
ლოს მევიოლინის მეგობარი ყმაწვილი „ფალდუმში“ თვით იქ-
ცევა მთად. ეჭვგარეშეა, რომ ყველა ამ შემთხვევაში მთა გმირის
(და თვით ავტორის!) თვითობის ფსიქოლოგიური გამოხატულე-
ბაა.
ამრიგად, ჰერმან ჰესეს ზღაპრები თვით ავტორისთვის თვით-
შემეცნებისა და საკუთარი თვითობისკენ მოგზაურობის, ამ თვი-
თობის გამოვლენისა და გამომზეურების ფორმაა. როგორც ცნო-
ბილია, მწერალი „გზას შინისაკენ“ XX საუკუნის ათიან წლებში
დაადგა. მძიმე სულიერმა კრიზისმა და ნერვულმა დეპრესიამ იგი

13
მკითხველთა ლიგა

1916 წელს ზონმატში, ლუცერნის მახლობლად მდებარე კერძო


კლინიკაში მიიყვანა. აქ იგი პირველად უშუალოდ გაეცნო ფსი-
ქოანალიზს. იუნგის ცნობილმა მოწაფემ, დოქტორმა იოზეფ ბერ-
ნჰარდ ლანგმა მას 1916 წლის ივლისიდან ნოემბრამდე სამო-
ცამდე სეანსი ჩაუტარა, რომელთაც, როგორც ჰესეს მეგობარი
და პირველი ბიოგრაფი ჰუგო ბალი აღნიშნავს, ფსიქოთერა-
პიული საუბრების სახე უფრო ჰქონდათ, ვიდრე სამედიცინო
პროცედურებისა და მკურნალობისა. (Hugo Ball, Hermann Hesse.
Sein Leben und sein Werk, Berlin und Frankfurt am Main, 1963, S.
141 f.) ამ საუბრებმა და წამყვანი ფსიქოლოგების – ადლერის,
ბლოელერის, იუნგის, ფროიდის ნაშრომთა გაცნობამ მნიშვნე-
ლოვნად შეუწყო ხელი ჰესეს სულიერი კრიზისისა და შინაგანი
კონფლიქტის დაძლევას. გარდა ამისა, მათ მწერალს გადაუშა-
ლეს სრულიად ახალი სივრცეები, არაცნობიერის, გონის თვა-
ლისთვის მიუწვდომელი სიღრმეები, რომელთა დაუფლებასა და
გაცნობიერებას საკუთარი მსოფლმიმართების გარკვევისთვის გა-
დამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა. თვით ჰესე იხსენებს: „ჩემი
გარდაქმნა და შინაგანი ტანჯვის მწვერვალი ომის დასასრულს
დაემთხვა. მაგრამ ამ ტანჯვას აღარაფერი ჰქონდა საერთო არც
ომთან და არც მსოფლიოს ბედთან. არც გერმანიის დამარცხებას
შევუწუხებივარ მაინცდამაინც, რასაც ჩვენ, მის საზღვრებს გარეთ
მყოფნი, უკვე ორი წელი იყო მოველოდით. მე მთლიანად ჩემს
თავში და ჩემს საკუთარ ბედში ვიყავი ჩაძირული, თუმცა, ცხადია,
იმ შეგრძნებით, რომ იქ მთელი კაცობრიობის ბედი წყდებოდა.
იქ, ჩემს თავში, მე აღმოვაჩინე ომი და მთელი ქვეყნის ულმობ-
ლობა, მისი ქარაფშუტობა, ავხორცობა და სიმხდალე. ყოველივე
ამის შედეგად ჯერ ჩემი თავის პატივისცემა დავკარგე, შემდეგ კი
– ჩემივე უპატივცემულობა და ზიზღი. სხვა გზა არ მქონდა, ბო-
ლომდე უნდა ჩამეხედა ქაოსში ხან ძლიერ ცეცხლად აგიზგიზებუ-
ლი და ხანაც თითქმის მთლიანად ჩამქრალი იმედით, ამ ქაოსს
მიღმა ისევ ბუნება და უმანკოება უნდა აღმომეჩინა. ყოველმა გა-
მოღვიძებულმა და საკუთარ ცნობიერებას ჭეშმარიტად დაუფლე-

14
მკითხველთა ლიგა

ბულმა კაცმა უნდა განვლოს ეს ვიწრო გზა, რომელიც უდაბნოზე


გადის. “ (Hermann Hesse, Gesammelte Werke in 12 Bänden.
Frankfurt am Main, 1970, Bd. 6, S. 402.)
ჰერმან ჰესეს არაცნობიერთან და საკუთარ თვითობასთან
შეხვედრის პირველი ნაყოფი მისი ზღაპრებია. თვითობა, რო-
მელიც თავისი უღრმესი ფესვებით ადამიანის ფსიქიკის წიაღში
ბუდობს და მას არაცნობიერის მთელ კოსმოსთან აკავშირებს, არ
შეიძლება რაციონალური და ანალიტიკური გზით გამოვლინდეს.
იგი გაურბის წმინდა ლოგიკურ კატეგორიებში ყოველგვარ გა-
მოსახვას და შეიძლება მინიშნებული იქნეს მხოლოდ მხატვრულ
შემოქმედებაში, რომელიც ცნობიერისა და არაცნობიერის ერ-
თიანობა და, ამრიგად, თვითობის ადეკვატური ფორმაა. ამ გარე-
მოებამ განაპირობა ჰესეს მიერ ზღაპრის ფორმის არჩევა
თვითშემეცნებისა და მოუხელთებელ შინაარსთა წვდომისა და
ანალიზისთვის. მაგრამ მხოლოდ ჩვეულებრივი ზღაპრის ფორმა
აქ არ კმარა. ქვეცნობიერ შინაარსთა მთელი სისავსის გადმო-
ცემა შეუძლია მხოლოდ სიმბოლოს, რომელიც, თვით თვი-
თობისა არ იყოს, ადამიანის ფსიქიკურ ფუნქციათა ყველა მონა-
ცემის ერთიანობაა და რაციონალურ და ირაციონალურ, აზ-
რობრივ და გრძნობად მომენტებს მოიცავს. ამიტომაა, რომ ჰე-
სეს ზღაპრების ფანტასტიკური სახეები უსასრულო სიმბოლურ
ძეწკვებად არის ასხმული და ამ თვალსაზრისით მათ არა მხო-
ლოდ „ფსიქოლოგიური“, არამედ „სიმბოლური ზღაპრებიც“ შეიძ-
ლება ვუწოდოთ.
ჰერმან ჰესეს პოეზიის ბაღში დიდრონი ზამბახებივით იზრდე-
ბიან სიზმარივით უცნაური და მომხიბლავი ზღაპრები. ისინი ნელ-
ნელა, მაგრამ ჯიუტად ითავისუფლებენ თავს ჰესეს ქვეცნობიერის
მკვრივი მომწვანო-მოყავისფრო ფოთოლაკებისგან და შემდეგ,
გაიშლებიან თუ არა, დაღლილები, აბრეშუმის ენაგადმოგდებუ-
ლები, ეძლევიან თავიანთ იისფერ ოცნებებს. ვისაც ამ ყვავილნა-
რის ნაზი სუნით დატკბობა და მისი მშვენების სრული აღქმა
სურს, იგი პატარა ანსელმივით ცოტა ხნით მაინც უნდა დააკვირ-

15
მკითხველთა ლიგა

დეს ყვავილთა ხანჯლის მსგავს ფოთლებს, გვირგვინის სოსან


ფურცლებს და მსუბუქ მტვრიანებს, წამით მაინც უნდა გააყოლოს
თვალი პატარა დაძარღვულ იისფერ ბილიკს, ყვავილის წიაღში
რომ იკარგება და მაშინ, ვინ იცის, შეიძლება ეს ზღაპრები მის-
თვის იმ კარად იქცეს, რომელიც სრულიად ახალ სივრცეებს გა-
დაუშლის წინ.

რეზო ყარალაშვილი

16
მკითხველთა ლიგა

ორი ძმა1

იყო და არა იყო რა. იყო მამა, რომელსაც ორი ვაჟი ჰყავდა.
ერთი ლამაზი და ძლიერი იყო, მეორე კი – პატარა და კუზიანი,
რის გამოც უფროსი ძმა აბუჩად იგდებდა. უმცროს ძმას ეს ამბავი
ძალიან აწუხებდა და გადაწყვიტა, უკიდეგანო, ვრცელ სამყაროში
წასულიყო სახეტიალოდ. გზად მეურმე შემოხვდა. პატარამ ჰკით-
ხა, საით გაგიწევიაო? მეურმემ მიუგო, ჯუჯებს თავიანთი განძი
ბროლის მთასთან უნდა მივატანინოო. ბიჭმა ჰკითხა, ამაში გასამ-
რჯელოდ რას ელიო, პასუხად კი მიიღო, რამდენიმე ბრილიან-
ტით დამასაჩუქრებენო. პატარამ მეურმეს ისიც ჰკითხა, ჯუჯები
ჩემს დანახვაზე ხომ არ გაბრაზდებიანო? მეურმემ უპასუხა, არ ვი-
ციო, მაგრამ ბიჭი მაინც წაიყვანა თან. ბოლოს ბროლის მთასთან
მივიდნენ. ჯუჯების ზედამხედველმა მეურმე გაწეული შრომისთვის
უხვად დაასაჩუქრა და გაუშვა. სწორედ ამ დროს ბიჭი შენიშნა და
ჰკითხა, აქ რამ მოგიყვანაო? პატარამ ყველაფერი უამბო. ზედამ-
ხედველმა უთხრა, გამომყევიო. ჯუჯებმა ბიჭი სიამოვნებით
მიიღეს და მას შემდეგ საამური ცხოვრებით ცხოვრობდა.
ახლა, მოდი, მეორე ძმასაც მივხედოთ. იგი სახლში დიდხანს
მშვენივრად გრძნობდა თავს. მაგრამ, დრო რომ მოუვიდა, სამ-
ხედრო სამსახურში ჩადგა, მერე კი ომშიც მოუხდა წასვლა. იქ
მარჯვენა მკლავში დაიჭრა და იძულებული გახდა, მათხოვრობა
დაეწყო. საბრალო, ერთხელაც ბროლის მთასთან მივიდა და იქ
ვიღაც კუზიანი კაცი დაინახა, მაგრამ ვერ მიხვდა, რომ ეს მისი
ძმა იყო. უმცროსმა ძმამ კი მაშინვე იცნო იგი და ჰკითხა: რას ინე-
ბებთო? ო, ჩემო ბატონო, ერთი ლუკმა პურისაც დიდად მად-
ლიერი ვიქნები, რადგან ძალიან მშიაო, მიუგო მან. წამომყევიო,
უთხრა პატარამ და ერთ-ერთ გამოქვაბულში შეიყვანა, სადაც
კედლები ერთიანად ბრილიანტებით იყო მოოჭვილი. შეგიძლია,

1 ეს ზღაპარი ჰერმან ჰესემ 1887 წელს, ათი წლის ასაკში დაწერა. „ორი ძმა“
მისი ყველაზე ადრეული პროზაული ნაწარმოებია.
17
მკითხველთა ლიგა

მთელი მუჭა წაიღო, თუ ქვებს დაუხმარებლად ჩამოიღებ იქიდა-


ნო, უთხრა კუზიანმა. მათხოვარი შეეცადა, ჯანსაღი ხელით ბრი-
ლიანტის კლდიდან რამდენიმე ქვა ამოეძრო, მაგრამ, რა თქმა
უნდა, ვერ შეძლო. პატარამ უთხრა: შენ ალბათ გყავს ძმა, და,
ნებას გრთავ, ის მოიშველიოო. მაშინ მათხოვარმა ტირილი
მორთო და თქვა: ჰო, ერთ დროს ნამდვილად მყავდა ძმა,
თქვენსავით პატარა და კუზიანი, მაგრამ ისეთი კეთილი და ხა-
ლისიანი იყო, რომ უეჭველად მომეხმარებოდა, მე კი გულცივად
მოვიშორე თავიდან და, უკვე კარგა ხანია, მასზე აღარაფერი
მსმენიაო. მაშინ პატარამ უთხრა: ეს ხომ მე ვარ, შენი უმცროსი
ძმა! ამიერიდან აღარაფერი გაგიჭირდება, ჩემთან დარჩიო.

1887

თარგმნა ნანა გოგოლაშვილმა

18
მკითხველთა ლიგა

ჯუჯა

ერთ საღამოს სანაპიროსთან ჩამომჯდარმა მოხუცმა


მთქმელმა ჩეკომ თავისი ნაამბობი ასე დაიწყო:
ბატონებო, თუ ნებას მომცემთ, მშვენიერ ბანოვანზე, ჯუჯასა
და სიყვარულის სამსალაზე, ღალატზე, სიყვარულსა და სიკ-
ვდილზე ერთ ძალიან ძველ ამბავს მოგითხრობთ; ყველაფერ
ამას ხომ ძველი და ახალი დროების თქმულებებსა და გადმოცე-
მებში ვხვდებით ხოლმე! მაშ ასე:
დიდგვაროვანი ბატისტა კადორინის ქალიშვილი მარგერიტა
თავის დროზე მშვენიერთა შორის უმშვენიერესი ყოფილა ვენე-
ციაში. მას იმდენ ლექსსა და სიმღერას უძღვნიდნენ, რომ მათთან
მოსატანი არ იყო არც იმ კამაროვანი ფანჯრების რაოდენობა,
დიდ არხს რომ გადმოჰყურებდნენ, არც იმ გონდოლებისა, პონ-
ტე დელ ვინსა და დოგანას შორის გაზაფხულის საღამოს რომ
დაცურავდნენ. ვენეციელი, მურანოელი და პადუელი ახალგაზ-
რდა თუ ხანდაზმული დიდებულები ყოველღამე მასზე ოცნებით
იძინებდნენ, დილას კი მისი ნახვის ნატვრით იღვიძებდნენ. მთელ
ქალაქში ცოტა თუ მოიძებნებოდა დარდიმანდი ყმაწვილკაცი,
მარგერიტა კადორინის მიმართ ეჭვიანობას რომ არ შეეპყრო.
ჩემგან ამ ქალის აღწერა არ იქნება; მხოლოდ იმის თქმა შემიძ-
ლია, რომ ეს ქერათმიანი ლამაზმანი კვიპაროსივით ტანწერწეტი
იყო და მის თმას ჰაერი, ტერფებს კი დედამიწა ელამუნებოდა.
ტიციანს რომ უნახავს, უთქვამს, მთელი წლის განმავლობაში მის
გარდა აღარაფერს დავხატავდიო.
მარგერიტას არც მაქმანებით გაწყობილი ტანსაცმელი აკ-
ლდა, არც ოქრომკედი, სპეკალი და სამკაულები. კადორინის
მდიდრული სასახლე ბრწყინავდა და ზიმზიმებდა; ფეხი ეფლო-
ბოდა მცირე აზიიდან ჩამოტანილ ფაფუკ, ფერად ხალიჩებში;
თახჩებში ჩაემწკრივებინათ ვერცხლის ფიალები, თასები და ბარ-
ძიმები; მაგიდებზე ნატიფი ქამხის სუფრები გადაეფარებინათ და
ულამაზესი ფაიფურის სამშვენისებით მოერთოთ; იატაკს მოზაიკა

19
მკითხველთა ლიგა

ამშვენებდა, ჭერს და კედლებს კი ფარჩისა და აბრეშუმის გობე-


ლენები; არც დიდებული, საამო სურათების ნაკლებობა იგრძნო-
ბოდა. სასახლეში უამრავი მსახური და მოახლე ტრიალებდა.
გონდოლებსა და მეხოფეებს ხომ თვლა არ ჰქონდათ!
ამგვარი ძვირფასი, თვალის მაამებელი ნივთები ალბათ,
სხვებსაც ექნებოდათ; ალბათ, სხვაგან უფრო დიდი და მდიდ-
რული სასახლეები, უფრო ძვირფასი ვერცხლის ჭურჭელი, სამ-
კაულები და გობელენებიც ჰქონდათ, რადგან ვენეცია იმხანად
ცნობილი იყო თავისი სიმდიდრით; მაგრამ მარგერიტა მფლო-
ბელი იყო განძისა, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნოდა და ბევრ
დიდებულს შურით აღავსებდა. ეს განძი ჯუჯა ფილიპო გახლდათ.
პატარა ორკუზიანი ყმაწვილი, რომელიც სამი მტკაველი სი-
მაღლისა თუ იქნებოდა, წარმოშობით კვიპროსელი იყო; თავის
დროზე იგი ბატონ ვიტორიო ბატისტას მოგზაურობიდან ჩამო-
ეყვანა. იმხანად ჯუჯას მხოლოდ ბერძნული და სირიული
სცოდნია, ახლა კი ისეთ წმინდა ვენეციურ დიალექტზე ლაპარა-
კობდა, რომ კაცი იფიქრებდა, სადმე რივაზე ან სან-ჯობეს მი-
დამოებში დაიბადაო. თავისი მშვენიერი, ტანკენარი ქალბატონის
გვერდით ჯუჯა ყმაწვილის სიმახინჯე უფრო თვალში საცემი ხდე-
ბოდა, რადგან ქალი ბევრად უფრო წარმოსადეგი და დიდებული
ჩანდა მათ შორის ისეთივე განსხვავება იყო, როგორიც ეკლესიის
სამრეკლოსა და მეთევზის ქოხს შორის. ჯუჯას დანაოჭებული ხე-
ლები, დაგრეხილი მაჯები, უზარმაზარი ცხვირი, მოღრეცილი
ფეხები ჰქონდა და სასაცილოდ დაბაჯბაჯებდა. ჩაცმით კი ნამდვი-
ლი დიდებულივით ეცვა და მუდამ ფარჩა-აბრეშუმში იყო გამოწ-
ყობილი.
ჯუჯას უკვე მისი ასეთი გარეგნობის წყალობით არა მარტო
ვენეციაში, არამედ მთელს იტალიასა და თვით მილანშიც კი გან-
ძად მოიხსენიებდნენ, რადგან არ არსებობდა მასზე უჩვეულო და
სასაცილო არსება; და, გაყიდვაზე რომ მიმდგარიყო საქმე, ბევ-
რი დიდგვაროვანი მის შესაძენად ბლომად ოქროს ფულს არ
დაინანებდა.

20
მკითხველთა ლიგა

შესაძლოა, ბევრი სასახლის კარზე და სხვა მდიდარ ქალა-


ქებში იყვნენ კიდევაც ფილიპოს მგავსი პაწია და მახინჯი ჯუჯები,
მაგრამ ჭკუასა და ნიჭიერებაში მას ტოლს ვერავინ დაუდებდა.
მარტო თავისი ჭკუა-გონების წყალობით შეეძლო თამამად მჯდა-
რიყო ათეულთა საბჭოში ანდა დესპანთა თავკაცი ყოფილიყო.
ჯუჯა ფილიპომ მხოლოდ სამი ენა კი არ იცოდა, კარგად ერ-
კვეოდა ისტორიაში, შეეძლო დიდებული მრჩეველი ყოფილიყო
და გამომგონებლობითი ნიჭითაც გამოირჩეოდა; გარდა ამისა,
შესანიშნავად ჰყვებოდა წარსულის ამბებს და ახლებსაც მშვენივ-
რად თხზავდა; არანაკლებ ეხერხებოდა ბოროტი ოინებიც, ისე,
რომ თავისი სურვილისამებრ ადამიანს კარგ გუნებაზეც დააყე-
ნებდა და სასოწარკვეთილებაშიც ჩააგდებდა.
კარგ ამინდში დონა მარგერიტა სასახლის ბანზე იჯდა ხოლმე
და თავის საოცარ თმას მზეზე გასახუნებლად იშლიდა, რაც იმხა-
ნად დიდად მოდაში იყო; ყოველთვის თან ახლდა ორი სეფექა-
ლი, მათთან ერთად – აფრიკული თუთიყუში და ჯუჯა ფილიპო.
მოახლეები ქალბატონს თმას უსველებდნენ და ვარცხნიდნენ, მე-
რე კი საჩრდილობელ ქუდზე გასახუნებლად აფენდნენ და ზედ
ვარდისა და ბერძნულ წყალს აპკურებდნენ, თან იმ ამბებს უყვე-
ბოდნენ, რაც იმხანად ქალაქში ხდებოდა ან შეიძლებოდა მომ-
ხდარიყო. ქალბატონს მოახსენებდნენ, ვინ მომკვდარიყო, სად
რა დღესასწაული ეზეიმათ, ვის გადაეხადა ქორწილი, შვილი ვის
გასჩენოდა ან ქურდობა ვის ჩაედინა; ხანდახან თავშესაქცევი ამ-
ბების მოყოლითაც ართობდნენ. ამ დროს თუთიყუში მშვენიერ
ფრთებს ატყლაშუნებდა და ოსტატურად წარმოადგენდა თავის
სამ ცნობილ ილეთს: უსტვენდა რაღაც სიმღერას, თხასავით კიკი-
ნებდა და, ღამე მშვიდობისაო, გაჰკიოდა. მზეს შეფიცხებული ჯუ-
ჯა იქვე იჯდა, ძველ წიგნებსა და გრაგნილებს ჩაჰკირკიტებდა და
ყურადღებას არ აქცევდა არც გოგოების ლაქლაქს, არც კო-
ღოების შემოტევას; შემდეგ კი თუთიყუში თავს ჩაქინდრავდა და
მთქნარებ-მთქნარებაში ჩაეძინებოდა ხოლმე. მაშინ მოახლეები
ჩურჩულით იწყებდნენ ლაპარაკს, მერე კი საერთოდ დუმდებოდ-

21
მკითხველთა ლიგა

ნენ და უხმოდ საქმიანობდნენ, რადგან განა არსებობს ამქვეყნად


სხვა ადგილი, სადაც შუადღის თაკარა მზე ისე აცხუნებს და ისე
თენთავს ადამიანს, როგორც ვენეციური სასახლის ბანზე?! ხან-
დახან ქალბატონი გუნებაზე ვერ იყო და საშინლად ილანძღებო-
და, თუ მოახლეები გაშრობის დროს თმას მოაწიწკნიდნენ ან უხე-
შად მოქაჩავდნენ. დროდადრო ქალბატონი მოახლეებს ჯუჯაზე
ანიშნებდა და დაიძახებდა ხოლმე: აბა, ერთი მაგას ეგ წიგნი გა-
დაუგდეთო.
და ისინიც ააცლიდნენ ფილიპოს წიგნს მუხლებიდან; ჯუჯა ერ-
თხანს მრისხანე სახით იყურებოდა, მაგრამ მალე თავს ერეოდა
და მოახლეებს თავაზიანად ეკითხებოდა, რა ნებავს ქალბატონ-
სო.
ისიც უბრძანებდა, რაიმე ამბავს მომიყევიო, რაზედაც ჯუჯა
მიუგებდა ხოლმე, მოფიქრება მჭირდებაო, და ფიქრებს ეძ-
ლეოდა.
ხანდახან ფილიპოს ფიქრი ძალიან უგრძელდებოდა. ამ
დროს გაბრაზებული ქალბატონი მას ჩხუბით იკლებდა, ჯუჯა კი
მშვიდად აქნევდა ტანთან შედარებით შეუფერებლად დიდ, მძიმე
თავს და არხეინად პასუხობდა, მოთმინება უნდა იქონიოთ, რად-
გან საინტერესო ამბები იმ კეთილშობილ გარეულ ცხოველებს
ჰგვანან, რომლებიც ხეობებსა და ტყეებში იმალებიან და მათ
იქიდან გამორეკვას დიდხნობით ჩასაფრება სჭირდება, ამიტომ
დამაცადეთ მოფიქრებაო.
მაგრამ საკმარისი იყო, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, ჯუჯას
მოყოლა დაეწყო, რომ მანამდე აღარ დადუმდებოდა, სანამ ამ-
ბავს არ დაასრულებდა. მისი ნაამბობი იმ მდინარეს ჰგავდა, უწ-
ყვეტ ნაკადად რომ მოედინება და პაწაწინა ბალახიდან დაწყებუ-
ლი, ვიდრე ლურჯი ცის კაბადონამდე ყველაფერს სარკესავით
აირეკლავს. თუთიყუშს ამ დროს ეძინა და დროდადრო, ძილში,
კაუჭა ნისკარტს აკრაჭუნებდა; პატარა არხებში წყალი არ ირ-
ხეოდა და შენობების ანარეკლი ისეთი უძრავი იყო, რომ კაცი
ნამდვილში ვერ გაარჩევდა; მზე საშინლად აცხუნებდა ბანს და

22
მკითხველთა ლიგა

მოახლეები სასოწარკვეთით ებრძოდნენ ძილს; ჯუჯას კი ძილი


არ ერეოდა და, როგორც კი თავისი ხელოვნების წარმოჩენას
შეუდგებოდა, უმალ ჯადოქრად ან მეფედ გადაიქცეოდა ხოლმე.
მას შეეძლო ჩაექრო მზე და თავისი ქალბატონი, რომელიც მშვი-
დად უსმენდა, ხან საშინელ, უსიერ ტყეებში და ცივი ზღვის ლურჯ
ფსკერზე, ხანაც უცხო, ზღაპრული ქალაქების ქუჩებში ეტარებინა.
ეს ხელოვნება აღმოსავლეთში შეესწავლა, სადაც მეზღაპრეებს
დიდი გასავალი აქვთ; მათ ჯადოქრებს უხმობენ და მსმენელთა
სულებით ისე შეუძლიათ თამაში, როგორც ბავშვს – ბურთით.
ჯუჯა ფილიპო ამბის მოყოლას თითქმის არასოდეს იწყებდა
უცხო ქვეყნების აღწერით, სადაც მსმენელის სულს საკუთარი ძა-
ლებით არ ძალუძს ფრენა. ის თავდაპირველად ყოველთვის იმ
საგნებზე ამახვილებდა ყურადღებას, რომელთა დანახვაც კაცს
თვალით შეუძლია, იქნებოდა ეს ოქროს დასტანაგი თუ აბრეშუ-
მის ქალაღაია. ჯუჯა იქვე ახლოს, რაიმე სამშვენისს ან ძვირფას
ნივთს დაადგამდა თვალს და ჯერ მის აღწერას მოჰყვებოდა, მე-
რე კი თავისი სურვილისამებრ წარმართავდა ქალბატონის წარ-
მოსახვას და ამ ნივთის მფლობელებზე, ოსტატებზე ან ვაჭრებზე
ჰყვებოდა, ისე, რომ ნაამბობი ბუნებრივი და სარწმუნო გამო-
დიოდა. სასახლის ბანზე შემომჯდარი, მოდუდუნე ხმით მოუთ-
ხრობდა თავის ქალბატონს სოვდაგართა ორჩხომლებზე, მერე
ნავსადგურიდან გემზე, იქიდან კი სამყაროს ნებისმიერ შორეულ
კუთხეში გადაინაცვლებდა ხოლმე. მსმენელს ამ დროს ისეთი
გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს თავად მოგზაურობდა; მისი სუ-
ლი სიხარულით თუ ძრწოლით გადაევლებოდა თავზე შორეულ
ზღვებსა და ზღაპრულ ადგილებს, თუმცა ამ დროს თავად ვენე-
ციაში იჯდა და მშვიდად უსმენდა ფილიპოს ნაამბობს. აი, ასე შე-
ეძლო თხრობა ფილიპოს.
ჯუჯამ, საოცარი აღმოსავლური ზღაპრების გარდა, ძველი და
ახალი დროების ნამდვილი ამბები და თქმულებებიც იცოდა. იგი
ჰყვებოდა მეფე ენეასის მოგზაურობებსა და მის ტანჯვაზე, კვიპ-
როსის სამეფოზე, მეფე იოანეზე, გრძნეულ ვირგილიუსზე და

23
მკითხველთა ლიგა

ამერიგო ვესპუჩის დიდ მოგზაურობებზე; მერე თავადაც თხზავდა


და ჰყვებოდა უჩვეულო ამბებს. როდესაც ერთ დღეს მისმა ქალ-
ბატონმა მთვლემარე თუთიყუშის დანახვაზე ჰკითხა: „ეი, შენ, ჭკუ-
ის კოლოფო, აბა, ერთი მითხარი, რა ესიზმრება ახლა ჩემს
ფრთოსანს?“ ფილიპო ერთხანს ჩაფიქრდა, მერე კი ისე დაიწყო
მოყოლა, თითქოს სიზმარს ასე დაწვრილებით თავად თუთიყუში
ჰყვებაო. ჯუჯამ თხრობა დაასრულა თუ არა, თუთიყუშსაც სწორედ
ამ დროს გამოეღვიძა, თხასავით აკიკინდა და ფრთები აატყლა-
შუნა. ხანდახან ბანოვანი კენჭს აიღებდა და ტერასიდან პირდა-
პირ არხში ისროდა; კენჭი ტყაპუნით ვარდებოდა წყალში, ქალი
კი ჯუჯას ეკითხებოდა: „აბა, ფილიპო, მითხარი, სად გაუჩინარდა
ჩემი კენჭი?“ ჯუჯაც მაშინვე იწყებდა მოყოლას, როგორ მოინახუ-
ლა კენჭმა წყალში მედუზები, თევზები, კიბორჩხალები და ხამან-
წკები, როგორ მივიდა გემებთან, როგორ ეწვია წყლის სულებს,
გნომებს და ზღვის ფერიებს. და, რაკი ფილიპო ყველა მათგანის
ცხოვრებას იცნობდა და ყველას ამბები იცოდა, ამიტომ მათი აღ-
წერაც ზუსტად და დაწვრილებით შეეძლო.
მართალია, მარგერიტა, ბევრი მდიდარი და ლამაზი ქალის
მსგავსად, გულქვა და ამპარტავანი იყო, მაგრამ თავისი ჯუჯა ძა-
ლიან უყვარდა და თვალყურს ადევნებდა, რომ მას წესიერად და
პატივისცემით მოჰპყრობოდნენ. მაგრამ ხანდახან თვითონ უყ-
ვარდა მისი წვალება, ამის ნებას კი თავს იმიტომ აძლევდა, რომ
იცოდა: ჯუჯა მისი საკუთრება იყო. თუ მოეხასიათებოდა, ჯუჯას
ხან ყველა წიგნს წაართმევდა, ხან თუთიყუშთან გალიაში გამოკე-
ტავდა, ხანაც დარბაზის გაპრიალებულ იატაკზე დაასრიალებდა,
რომ საბრალოს ფეხი დასცურებოდა და დაცემულიყო. მაგრამ
უნდა ითქვას, რომ მარგერიტა ამას ბოროტი გულით არასოდეს
სჩადიოდა. ამიტომ ფილიპო არ უჩიოდა მის ამ საქციელს, თუმცა
არ ივიწყებდა, და, დროდადრო თავის იგავებსა და ზღაპრებში
მარგერიტას აუცილებლად გადაუკრავდა სიტყვას ამ გამოხდო-
მებზე, რასაც ქალი ერთობ მშვიდად უსმენდა. ასეა თუ ისე, მარ-
გერიტა ცდილობდა, ჯუჯა ძალიან არ გაებრაზებინა, რადგან ყვე-

24
მკითხველთა ლიგა

ლამ იცოდა, რომ ფილიპო იდუმალ მეცნიერებებში გათვითცნო-


ბიერებული იყო და უამრავი აკრძალული საშუალებაც მოეპოვე-
ბოდა. ირწმუნებოდნენ, მას ცხოველებთან ლაპარაკი შეუძლია
და ამინდს და ქარიშხალს უცდომლად წინასწარმეტყველებსო.
ამგვარი შეკითხვებით გაბეზრებული ფილიპო ხანდახან დადუმ-
დებოდა, დამრეც მხრებს აიჩეჩდა და მოუქნელი თავის გაქნევას
ლამობდა, იქ მყოფთ კი უცბად ავიწყდებოდათ თავიანთი შეკით-
ხვა და გულიანად ხარხარებდნენ.
ნებისმერ ადამიანს აქვს მოთხოვნილება, რომელიმე სულიერ
არსებას უერთგულოს და მისდამი სიყვარული გამოავლინოს.
ფილიპო, წიგნების გარდა, კიდევ ერთი უჩვეულო მეგობრობის
ერთგული აღმოჩნდა. სწორედ ასეთი მეგობრობა აკავშირებდა
პაწია შავ ძაღლთან, რომელიც მისი საკუთრება იყო და ხშირად
მასთანაც კი ეძინა. ეს ძაღლი მარგერიტამ ერთ-ერთი გაწბილე-
ბული ხელისმთხოვნელისგან მიიღო საჩუქრად, მან კი იგი ჯუჯას
ერთობ საგანგებო ვითარებაში დაუთმო. მოიყვანეს თუ არა,
ძაღლს იმავე დღეს უბედურება შეემთხვა, ზედ მოძრავი კარი
დაეცა და ფეხი მოსტყდა. თურმე საბრალოს მოკვლას უპირებ-
დნენ, მაგრამ ჯუჯამ ქალბატონს ძაღლი ხვეწნა-მუდარით თავის-
თვის გამოსთხოვა და საჩუქრად მიიღო კიდეც, მერე კი ისე უპატ-
რონა, რომ მალე მოაკეთა და ისიც დიდად მადლიერი იყო თა-
ვისი მხსნელისა. ძაღლს ფეხი კი მოურჩა, მაგრამ ჩოლფოტი
დარჩა და კოჭლობდა, რითაც თავის პატრონს უფრო მეტად „ამ-
შვენებდა“. ამის გამო ფილიპოს მასხრადაც იგდებდნენ და ეს მის
ყურს არ გამოეპარებოდა ხოლმე.
მართალია, ფილიპოს და ძაღლის სიყვარული ბევრს სიცი-
ლად არ ჰყოფნიდა, მაგრამ ეს გრძნობა ერთობ გულწრფელი
და უანგარო იყო. დარწმუნებული ვარ, ბევრი მდიდარი დიდგვა-
როვანი ვერ დაიკვეხნიდა მეგობრების ისეთი სიყვარულით, რო-
გორითაც ფილიპოს ჩოლფოტი გოშია უყვარდა. ჯუჯამ ძაღლს
ფილიპინო დაარქვა, მერე კი სახელი შეუმოკლა და მოფერებით
ფინოს ეძახდა; ბავშვივით ელოლიავებოდა, თავის პატარა სა-

25
მკითხველთა ლიგა

წოლში აწვენდა და ხშირად დიდხნობით ეთამაშებოდა. ამრიგად,


უბადრუკი და გაუხარელი ცხოვრების პატრონმა, მთელი სიყვა-
რული ამ გონიერ ცხოველზე გადაიტანა, თუმცა ქალბატონისა და
მსახურების მხრიდან ხშირად დაცინვა ესმოდა. მაგრამ მალე
დაინახავთ, რომ ეს სიყვარული მასხრად ასაგდები სულაც არ
იყო, რადგან მან არა მარტო ძაღლსა და ჯუჯას, არამედ მთელ
ოჯახს დიდი უბედურება დაატეხა თავს. ამიტომ ნუ გამიბრაზდე-
ბით და ნუ მიწყენთ, რომ ამ პატარა, ჩოლფოტ ფინიაზე ამდენი
ვილაპარაკე, რადგან იშვიათად როდი ყოფილა შემთხვევები,
როდესაც სრულიად უმნიშვნელო მიზეზით ადამიანს საშინელი
უბედურება დასტყდომია თავს!

***

იმ დროს, როდესაც ამდენ კეთილშობილ, მდიდარ და მშვე-


ნიერ ჭაბუკს მზერა მარგერიტასკენ ჰქონდა მიპყრობილი და მის
სურათ-ხატს გულით დაატარებდა, ქალს ისე ამაყად და ცივად
ეჭირა თავი, თითქოს მისთვის მამაკაცები საერთოდ არ არსებობ-
დნენ. მარგერიტას დედა, ვინმე დონა მარია, ჯუსტინიანების საგ-
ვარეულოდან იყო და გოგონა მხოლოდ დედის სიკვდილამდე კი
არ იზრდებოდა მკაცრად, არამედ ბუნებითაც ამპარტავანი და
კაცთმოძულე არსება გახლდათ და ვენეციაში სამართლიანად
ითვლებოდა ერთ-ერთ სასტიკ ლამაზმანად. ერთი ახალგაზრდა
პადუელი დიდგვაროვანი სწორედ მის გამო მოკლა დუელში მა-
ვანმა მილანელმა ოფიცერმა. ეს ამბავი ქალის ყურამდე მივიდა,
მერე კი ის უკანასკნელი სიტყვებიც გადასცეს, სიკვდილის წინ ჭა-
ბუკს მასზე რომ წარმოუთქვამს, მაგრამ ქალს მწყაზარ შუბლზე
ძარღვი არ შესტოკებია. მარგერიტას სიცილად არ ჰყოფნიდა,
როდესაც თაყვანისმცემლები მას სონეტებს უძღვნიდნენ. ერ-
თხელ ისე მოხდა, რომ ქალაქში თავისი ოჯახიშვილობით ცნო-
ბილმა ორმა ახალგაზრდამ ქალს ხელი თითქმის ერ-
თდროულად სთხოვა, მაგრამ, მიუხედავად მამის დიდი წინააღ-
26
მკითხველთა ლიგა

მდეგობისა, მარგერიტამ აიძულა იგი, ორივესთვის უარი ეთქვა,


რის გამოც მათს ოჯახებს შორის ხანგრძლივი შუღლი და მტრო-
ბა ჩამოვარდა.
მაგრამ სიყვარულის პაწია, ფრთიანი ღმერთი დიდი ეშმაკი
ვინმეა და ხელიდან არ უშვებს ხოლმე ნადავლს, მით უფრო,
ასეთ მშვენიერს. დიახ, ხშირად ყოფილან მოწმე, რომ სწორედ
ასეთ უკარება და ამაყ ქალებს მოულოდნელად სწვევიათ სიყვა-
რული, როგორც ცივსა და მკაცრ ზამთარს თბილი და მშვენიერი
გაზაფხული მოჰყვება ხოლმე. ისე მოხდა, რომ ერთხელ მურა-
ნოს ბაღში, დღესასწაულზე, მარგერიტას სიყვარულის ისარი
მოხვდა გულში. მისი ყურადღება მიიპყრო ერთმა რაინდმა და
ზღვის მოგზაურმა, რომელიც ის-ის იყო, ლევანტედან დაბრუნე-
ბულიყო. მას ბალდასარე მოროზინი ერქვა და კეთილშობილე-
ბითა და ტანადობით ტოლს არ უდებდა მარგერიტას, რომელიც
ახლა თვალს არ აშორებდა. ქალი სინათლესა და მჭვირვალებას
ასხივებდა, ვაჟი კი მზით გარუჯული და ძლიერი იყო. ეტყობოდა,
ზღვაზე და უცხო ქვეყნებში დიდხანს რომ მოგზაურობდა და უამ-
რავი თავგადასავალიც გადახდომოდა; გარუჯულ შუბლზე ელვა-
სავით გაუკრთებოდა ხოლმე ფიქრი, ხოლო მოელვარე თვალე-
ბის მცხუნვარე მზერა მის ვაჟკაცურ, კეხიან ცხვირს ეშხსა და ლა-
ზათს ჰმატებდა.
როგორც მოსალოდნელიც იყო, ვაჟმა მალევე შეამჩნია მარ-
გერიტა და, მისი სახელი შეიტყო თუ არა, მაშინვე იზრუნა, რომ
მამამისისა და თავად მის წინაშე წარმდგარიყო. მათმა გაცნობამ
ერთობ თავაზიანი და სასიამოვნო სიტყვების თანხლებით
ჩაიარა, მერე კი, დღესასწაულზე, რომელიც თითქმის შუაღამემ-
დე გაგრძელდა, ვაჟი გამუდმებით ცდილობდა, მარგერიტას სიახ-
ლოვეს ეტრიალა, რამდენადაც კი ეს ქცევის წესებით იყო დასაშ-
ვები. ქალი ცდილობდა, მისი არცერთი სიტყვა არ გამოჰპარვო-
და, და, მაშინაც კი, როდესაც ვაჟი სხვებს მიმართავდა, ისე სა-
სოებით უსმენდა მის სიტყვებს, როგორც სახარებას. ძნელი მი-
სახვედრი არ არის, რომ ბატონი ბალდასარე ხშირად იძულებუ-

27
მკითხველთა ლიგა

ლი ხდებოდა, თავის მოგზაურობებსა და ხიფათიან თავგადასავ-


ლებზე მოეთხრო, და მის ნაამბობს ისეთი ხიბლი და სიხალისე
ახლდა, რომ ყველა სიამოვნებით უსმენდა. სინამდვილეში ახლა
ყოველი მისი სიტყვა ერთადერთ მსმენელზე იყო გათვლილი და
ისიც სულგანაბული უსმენდა ვაჟს. ეს უკანასკნელი კი თავის უჩ-
ვეულო თავგადასავლებზე ისე სხვათა შორის ჰყვებოდა, თითქოს
მსგავსი ამბები ნებისმიერს შეიძლებოდა გადახდომოდა; ამ
დროს არამც და არამც არ ცდილობდა საკუთარი თავის წარმო-
ჩენას, როგორც ეს, საერთოდ, მოგზაურებს, და, მით უფრო,
ახალგაზრდებს სჩვევიათ ხოლმე. აფრიკელ მეკობრეებთან შე-
ტაკების ამბავს რომ ჰყვებოდა, ბალდასარემ მხოლოდ მაშინ ახ-
სენა თავისი თავი, თქვა, რომ მძიმედ დაჭრეს და მაშინდელი ნაჭ-
რილობევი დღესაც აჩნევია. მის ამ ნაამბობს სუნთქვაშეკრული
მარგერიტა აღტაცებითა და ძრწოლით უსმენდა.
დღესასწაულის შემდეგ ბალდასარემ ქალი მამასთან ერთად
გონდოლამდე მიაცილა და დაემშვიდობა; მერე კარგა ხანს არ
მოუშორებია თვალი და გასცქეროდა, როგორ მისრიალებდა
წყალზე ჩირაღდნებით განათებული გონდოლა. და, როცა იგი
თვალს მიეფარა, ვაჟი მეგობრებთან დაბრუნდა ბაღში; აქ იგი
ერთხანს რამდენიმე დიდებულთან და მსუბუქი ყოფაქცევის ლა-
მაზმანებთან მთელი ღამე ბერძნულ ღვინოს სვამდა, თან ტკბილ
ალკერმესს შეექცეოდა და დრო მშვენივრად გაატარა. იმ დიდე-
ბულებს შორის იყო ჯამბატისტა ჯენტარინი, ვენეციის ერთ-ერთი
უმდიდრესი დარდიმანდი, რომელიც ბალდასარესთან მივიდა,
მხარზე ხელი დაადო და სიცილით უთხრა:
„დიდი იმედი მქონდა, რომ ამაღამ შენს სატრფიალო თავგა-
დასავლებზეც გვიამბობდი! ახლა ვხედავ, ამ საქმისგან არაფერი
გამოვა. ვგონებ, მშვენიერმა კადორინმა შენი გული თან
გაიყოლა, მაგრამ იცი კია, ამ მშვენიერ გოგონას თავად ქვის გუ-
ლი რომ აქვს და დაუნდობელია? ის ჯორჯონეს ქალებს ჰგავს,
რომელთაც წუნს ნამდვილად ვერაფერში დასდებ, მაგრამ
სისხლ-ხორცისგან დაცლილნი არიან და მათი ნახვა მხოლოდ

28
მკითხველთა ლიგა

თვალს ახარებს. ჩემი რჩევაა, მისგან თავი შორს დაიჭირო; ან


იქნებ გინდა, ის მესამე ხელისმთხოვნელი შენ იყო, რომელსაც
იგი უარით გამოისტუმრებს და კადორინის მსახურების საქილი-
კოდ გახდის?“
ბალდასარეს მის სიტყვებზე მხოლოდ გაეცინა და რაიმე
ახსნა-განმარტების მიცემა საჭიროდ არ ჩათვალა. მერე ბოლომ-
დე გამოცალა ქარვისფერი კვიპროსული ტკბილი ღვინით სავსე
რამდენიმე სასმისი და სხვებზე ადრე წავიდა შინ.
მეორე დღეს, როგორც კი დრო იხელთა, ბალდასარე ბატონ
კადორინს პატარა, კოხტა სასახლეში ეწვია და მცდელობა არ
დაუკლია, რომ მასზე სასიამოვნო შთაბეჭდილება მოეხდინა და
მისი კეთილგანწყობა მოეპოვებინა. საღამოს მომღერლებისა და
აშუღების თანხლებით მშვენიერი ქალბატონის აივნის ქვეშ სერე-
ნადა შეასრულა და, როგორც ჩანს, დიდი წარმატებითაც, რად-
გან ქალი ჯერ ფანჯარასთან იდგა და ისე უსმენდა, მერე კი ცოტა
ხნით აივანზეც გამოვიდა. ვიდრე მოროზინი თავის ძვირფას სა-
მოსში გამოეწყობოდა და მარგერიტას მამასთან ქალის ხელის
სათხოვნელად მივიდოდა, ყბედებმა და ჭორიკანებმა ხმა დაყა-
რეს, ნიშნობა უკვე ჰქონიათ და ქორწილის დღეც დანიშნულიაო.
იმდროინდელი ადათ-წესების თანახმად, არ შეიძლებოდა ახალ-
გაზრდა თვითონ მისულიყო ქალის ხელის სათხოვნელად, მას ამ
საქმეზე ერთი-ორი მეგობარი უნდა გაეგზავნა. მაგრამ ბალდასა-
რემ უარი თქვა ამ ადათ-წესზე და თავად ეახლა ქალის მამას. მა-
ლე ყბედებისა და ჭორიკანების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,
რადგან მათი წინასწარმეტყველება ახდა.
ამის მიზეზი კი ის იყო, რომ, როდესაც ვაჟი მარგერიტას მა-
მას ეახლა და განუცხადა, მინდა თქვენი სიძე გავხდეო, ბატონი
კადორინი ერთობ შეცბა და ვაჟს ვედრების კილოთი უთხრა:
„ბატონო ჩემო! დიდად გაფასებთ და, ღვთის წინაშე, სულაც
არ მინდა დავაკნინო ის პატივი, რომელიც ჩემს ოჯახს თქვენი წი-
ნადადებით მიაგეთ! მაგრამ, უმორჩილესად გთხოვთ, ხელი
აიღოთ ამ განზრახვაზე; ეს თქვენც და მეც ბევრ უსიამოვნებას და

29
მკითხველთა ლიგა

დავიდარაბას აგვაცილებს თავიდან. თქვენ დიდხანს მოგზაურობ-


დით და შორს იყავით ვენეციიდან, ამიტომ არ იცით, რა უსიამოვ-
ნებას გადამყარა ამ ბედკრულმა გოგომ, როცა ერთხელ უკვე,
სრულიად უმიზეზოდ, უარით გაისტუმრა ორი პატივცემული ყმაწ-
ვილი. მასთან ხომ სიყვარულზე ან გათხოვებაზე ხმა-კრინტს ვერ
დაძრავს კაცი! უნდა ვაღიარო, რომ თავის დროზე ცოტა გავანე-
ბივრე ჩემი შვილი, ახლა კი ძალა აღარ შემწევს, სიმკაცრე გამო-
ვიჩინო და მისი სიჯიუტე გავტეხო.“
ბალდასარემ მას თავაზიანად მოუსმინა, მაგრამ ხელის
თხოვნაზე უარის თქმა არც უფიქრია. იგი შეეცადა, მოხუცი კადო-
რინი გაემხნევებინა და გუნებაზე მოეყვანა. ბოლოს და ბოლოს
მოხუცი შეჰპირდა, შვილს დაველაპარაკებიო.
ალბათ წარმოიდგენთ, რა პასუხს გასცემდა მარგერიტა მამას.
მართალია, მას ამპარტავანი ქალის სახელი ასე ადვილად არ
ეთმობოდა და მამას რამდენჯერმე ყასიდად შეეწინააღმდეგა კი-
დეც, მაგრამ გულის სიღრმეში თანხმობა ჯერ კიდევ მანამდე
ჰქონდა ნათქვამი, ვიდრე ამის შესახებ ჰკითხავდნენ. ქალის პასუ-
ხი მიიღო თუ არა, ბალდასარე ძვირფასი და ნატიფი ძღვენით
მიბრძანდა სასახლეში, ქალს თითზე ოქროს შარნა წამოაცვა და
პირველად ეამბორა მშვენიერ, ამაყ ბაგეზე.
ახლა კი მიეცათ მიზეზი ვენეციელებს, თვალისთვის წყალი
დაელევინებინათ, ეჭორავათ და შურითაც გამსკდარიყვნენ, თუმ-
ცა ყველანი ერთხმად ამბობდნენ, ასეთი მშვენიერი წყვილი არა-
სოდეს გვინახავსო. ორივე ტანადი და წარმოსადეგი იყო და ქა-
ლი ვაჟს სიმაღლით ოდნავ ჩამოუვარდებოდა; ქალს ქერა თმა
ჰქონდა, ვაჟს კი – შავი. თავი ორივეს ამაყად და ლაღად ეჭირა
და ერთმანეთს კეთილშობილებითა თუ ზესთამჩენობით ტოლს
არ უდებდნენ.
დიდებული საპატარძლო მხოლოდ ერთი რამით იყო უკმაყო-
ფილო: არ მოეწონა, როცა დანიშნულმა უთხრა, მალე ისევ მო-
მიხდება კვიპროსზე წასვლა, რადგან იქ მნიშვნელოვანი საქმეები
მაქვს მოსამთავრებელიო. ამრიგად, ქორწილის გადახდას მისი

30
მკითხველთა ლიგა

დაბრუნების შემდეგ აპირებდნენ და ამ საყოველთაო დღესას-


წაულის მოლოდინში მთელი ქალაქი წინასწარ მოეცვა მღელვა-
რებას. მერე ის იყო, ქალ-ვაჟი სრულად ტკბებოდა თავისი ბედ-
ნიერებით; ბატონი ბალდასარე ყურადღებას არ აკლებდა საცო-
ლეს, უძღვნიდა საჩუქრებს, უმღეროდა სერენადებს და ანებივ-
რებდა უამრავი სასიამოვნო სიურპრიზით, თან ცდილობდა მარ-
გერიტას გვერდიდან არ მოსცილებოდა. ახალგაზრდები ადათ--
წესებსაც არად დაგიდევდნენ და ერთად სეირნობდნენ მოჩარდა-
ხული გონდოლით.
მარგერიტა ამპარტავანი, და, შეიძლება ითქვას, სასტიკიც კი
იყო, რაც განებივრებული ახალგაზრდა ქალბატონისგან არავის
უკვირდა; მაგრამ მისი საქმროც ბავშვობიდანვე ზესთამჩენობით
გამოირჩეოდა, არ სჩვეოდა ვინმესთვის ანგარიშის გაწევა, ზღვა-
ზე ცხოვრებას და ბოლოდროინდელ წარმატებებს სულაც არ
გაეხადა იგი უფრო ლმობიერი და გულისხმიერი. რაც უფრო მო-
წადინებით თამაშობდა საქმრო სასიამოვნო და ზრდილი ყმაწ-
ვილკაცის როლს, მით უფრო ავლენდა თავის ჭეშმარიტ ბუნებას
და ვერ ერეოდა საკუთარ ინსტინქტებს. რაკი ბავშვობიდანვე და-
უდგრომელი და მბრძანებლობას მიჩვეული იყო, მოგვიანებით კი
მეზღვაურისა და მდიდარი ვაჭრის ცხოვრებით ცხოვრობდა, სრუ-
ლიად ბუნებრივად ეძლეოდა ავხორცობას და სხვა ადამიანების
ბედი არ ანაღვლებდა. საოცარი ის იყო, რომ მას საცოლის
ცხოვრებაში ზოგ-ზოგი რამ არ მოსწონდა. განსაკუთრებით კი მი-
სი თუთიყუში, ფინია ფინო და ჯუჯა ფილიპო ეზიზღებოდა. რო-
გორც კი თვალს მოჰკრავდა მათ, საშინელი სიბრაზე იპყრობდა,
ყოველ მათგანს საშინლად აწვალებდა და ყოველნაირად ცდი-
ლობდა, პატრონსაც გული აჰყროდა მათზე. როგორც კი ბალდა-
სარე სასახლეში ფეხს შეადგამდა, ხვეულ კიბეს აუყვებოდა და
მჭექარე ხმით რაღაცას იტყოდა, ფინია ყეფა-ყეფით გარბოდა
სადღაც, თუთიყუში კი ფრთებს გამალებით ატყლაშუნებდა და
კიოდა. ჯუჯა იმით კმაყოფილდებოდა, რომ პირს მანჭავდა და
ჯიუტად დუმდა. სამართლიანობა მოითხოვს ვთქვა, რომ, მართა-

31
მკითხველთა ლიგა

ლია, მარგერიტა საქმროს ფინიაზე და თუთიყუშზე არაფერს ეუბ-


ნებოდა, მაგრამ საბრალო ჯუჯას მაინც შეაწევდა ხოლმე სიტყვას
და მის დაცვას ცდილობდა. რა თქმა უნდა, ქალს არ უნდოდა
შეყვარებულის გაღიზიანება, ამიტომაც წინააღმდეგობას ვერ
უწევდა, როცა იგი პაწია არსებებს აწამებდა და სასტიკად ექ-
ცეოდა.
თუთიყუშს მალე გამოუვიდა წირვა. ერთ დღეს, როდესაც ბა-
ტონი მოროზინი მას ჩვეულებისამებრ აწამებდა და თავში პატა-
რა ჯოხს უკაკუნებდა, თუთიყუშმა ისე ჩაჰკრა ბასრი ნისკარტი,
რომ თითიდან სისხლი ადინა, რის შემდეგაც ბალდასარემ მას
კისერი მოუგრიხა. თუთიყუში სახლის უკან, ვიწრო, ბნელ არხში
მოისროლეს და მის სიკვდილს არავინ არ დაუდარდიანებია.
არც ფინია ფინოს საქმე წასულა უკეთ. ერთ დღეს, როდესაც
მისი ქალბატონის საქმრო სასახლეში შევიდა, ფინია, ჩვეულები-
სამებრ, კიბის ბნელ კუთხეში შეძვრა, რომ ბატონს იგი კიბეზე ას-
ვლისას არ დაენახა; მაგრამ ბალდასარეს, როგორც ჩანს, რა-
ღაც დარჩენოდა თავის გონდოლაში, რასაც, ეტყობა, მსახურს
არ ანდობდა. ამიტომ კიბეზე ჩამობრუნდა, რასაც საბრალო ფი-
ნო არ მოელოდა. შეშინებულმა ძაღლმა ხმამაღლა შეჰყეფა და
ისე გამალებით შეხტა, რომ ბატონი კინაღამ წააქცია. ეს უკანას-
კნელი შეტორტმანდა და ძაღლს ბორძიკ-ბორძიკით დერეფნის
ბოლოს დაეწია; მაგრამ შეშინებული ცხოველი იმ კარიბჭისკენ
გავარდა, საიდანაც განიერი ქვის კიბე არხში ჩადიოდა; ბალდა-
სარემ ძაღლს ერთი გულიანად შეუკურთხა, მერე კი ისე
ძლიერად ამოჰკრა წიხლი, რომ გოშია კარგა შორ მანძილზე
მოისროლა წყალში.
ჯუჯა, რომელსაც ფინოს ყეფა და წკავწკავი შემოსმოდა, თვა-
ლისდახამხამების უმალ კარიბჭესთან გაჩნდა და ბალდასარეს
გვერდით გაჩერდა. საქმრო გულიანად ხარხარებდა და თან უყუ-
რებდა, შეშინებული, ჩოლფოტი ფინია როგორ ცდილობდა გა-
მოცურვას. ხმაურზე მეორე სართულის აივანზე მარგერიტაც გად-
მოდგა.

32
მკითხველთა ლიგა

„ღვთის გულისათვის, გონდოლა მიაშველეთ!“ შესძახა ქალს


სუნთქვაშეკრულმა ფილიპომ. „ახლავე ამოიყვანეთ ეგ საცოდავი!
ო, ფინო, ფინო! დამეხრჩობა, ნამდვილად დამეხრჩობა!“
ბატონმა ბალდასარემ მხოლოდ გაიცინა და მეხოფეს, რო-
მელმაც გონდოლის ახსნა დააპირა, უბრძანა შეჩერებულიყო.
ფილიპომ ერთხელ კიდევ სცადა, ხვეწნა-მუდარით მიემართა
ქალბატონისთვის, მაგრამ სწორედ ამ დროს მარგერიტა ოთახში
შებრუნდა. ჯუჯა კი თავისი მტარვალის წინაშე მუხლებზე დაეცა
და ახლა მას დაუწყო ხვეწნა-მუდარა, ძაღლი გადამირჩინეო.
გაბრაზებული ბატონი ფილიპოს მიუბრუნდა და მკაცრად უბრძა-
ნა, სახლში შებრუნდიო, თავად კი გონდოლის ბაქანზე მანამდე
იდგა, ვიდრე პაწია ფინო წყალში არ ჩაიძირა.
ფილიპო სხვენზე ავიდა. მერე იქ კუთხეში კარგა ხანს იჯდა,
უზარმაზარი თავი ხელებზე შემოედო და რაღაცას ჩაშტერებოდა.
მას ჯერ სეფექალმა მოაკითხა, რათა ეთქვა, რომ ქალბატონი
თავისთან იხმობდა, მერე მსახურიც ამოვიდა, მაგრამ ფილიპო
ადგილიდან არ იძვროდა. ასე იჯდა იგი გვიანობამდე, ვიდრე
მასთან თავად ქალბატონი არ ავიდა სანათით ხელში. იგი ფილი-
პოს წინ გაჩერდა, ერთხანს უყურა, მერე კი ჰკითხა:
„რატომ არ დგები?“ და, რაკი ჯუჯამ პასუხი არ გასცა,
გაუმეორა: „რატომ არ დგები-მეთქი?“ მაშინ კუზიანმა კაცუნამ
ქალს ახედა და ჩუმი ხმით ჰკითხა: „რატომ მომიკალით ძაღლი?“
„შენი ძაღლი მე არ მომიკლავს“, თავი იმართლა ქალმა.
„მისი შველა შეგეძლოთ, მაგრამ არ უშველეთ და მოაკვლე-
ვინეთ!“, საყვედურით უთხრა ჯუჯამ და ისევ შესძახა: „ო, ჩემო საყ-
ვარელო, ძვირფასო ფინო!“
ამაზე მარგერიტა საშინლად გაბრაზდა, ფილიპო კარგად გა-
მოლანძღა და უბრძანა, დაუყოვნებლივ ამდგარიყო და დასაძი-
ნებლად წასულიყო. ჯუჯა უხმოდ გაჰყვა თავის ქალბატონს, მერე
კი სამი დღე ხმა-კრინტი არ დაუძრავს, საჭმელს არ მიჰკარებია,
და საერთოდ არ აინტერესებდა, რა ხდებოდა, ან რას ლაპარა-
კობდნენ მის გარშემო.

33
მკითხველთა ლიგა

სწორედ იმ დღეებში ახალგაზრდა ქალი საოცარმა მოუსვენ-


რობამ შეიპყრო, რადგან თავის დანიშნულზე უსიამოვნო ამბები
შეიტყო, რამაც საგონებელში ჩააგდო. უთხრეს, ბატონი მოროზი-
ნი ქალების მუსუსი ყოფილა და მოგზაურობების დროს, კვიპ-
როსსა და სხვა ადგილებში საყვარლების მთელი გუნდი ჰყო-
ლიაო. ეს სრული სიმართლე გამოდგა. ამიტომაც მარგერიტა
თავისი საქმროს მომავალ მოგზაურობაზე შიშითა და წუხილით
ფიქრობდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა, და ერთ დილას, როდე-
საც ბალდასარე მასთან მივიდა, ყველაფერი უთხრა და არც თა-
ვისი შიში და წუხილი დაუმალავს.
ვაჟს გაეღიმა. „ჩემო საყვარელო და მშვენიერო! რაც ჩემზე
გითხრეს, შესაძლოა, ნაწილობრივ ტყუილი იყოს, მაგრამ ძირი-
თადად ყველაფერი მართალია. სიყვარული ხომ უზარმაზარ
ტალღას ჰგავს, მოგაწყდება, ზევით აგიტაცებს და თან გაგიყო-
ლიებს, ისე, რომ წინააღმდეგობას ვერ გაუწევ. მაგრამ ნამდვი-
ლად ვიცი, რომ ჩემი საცოლისა და მისი აგრერიგად კეთილშო-
ბილი ოჯახის წინაშე ჩემი ვალდებულებები მაქვს. ამიტომ, რაც
გითხრეს, იმაზე არ უნდა იდარდო. ბევრი მშვენიერი ქალი მინა-
ხავს და ზოგი მათგანი კიდევაც შემყვარებია, მაგრამ იცოდე: შენ
ვერცერთი ვერ შეგედრება.“
ვაჟის გულწრფელმა სიტყვებმა ქალი მოხიბლა და დაამშვი-
და; მერე გაუღიმა და ძლიერ, გარუჯულ ხელზე ნაზად მოეფერა.
მაგრამ ბალდასარე წავიდა თუ არა, მარგერიტა კვლავ შიშმა შე-
იპყრო. მოსვენებას არ აძლევდა იმაზე ფიქრი, რომ მისი ამაყი
გული ახლა სიყვარულითა და ეჭვიანობით გამოწვეულ იდუმალ,
დამამცირებელ ტანჯვას შეეპყრო; მთელი ღამე აბრეშუმის ლო-
გინში წრიალებდა და თითქმის არ მოუხუჭავს თვალი.

***

მერე ის იყო, დადარდიანებულმა ქალმა ისევ თავის ჯუჯას მი-


მართა. ამასობაში ფილიპო ჩვეულებრივ ცხოვრებას დაჰბრუნე-
34
მკითხველთა ლიგა

ბოდა და თავი ისე ეჭირა, თითქოს თავისი ფინოს შემზარავი სიკ-


ვდილის ამბავი აღარც კი ახსოვდა. როგორც ყოველთვის, იგი
ახლაც წიგნებს ჩაჰკირკიტებდა ან ამბებს ჰყვებოდა, როცა მარ-
გერიტა თმას მზისგულზე გასახუნებლად გაიშლიდა ხოლმე.
ქალმა კი მხოლოდ ერთხელ გაიხსენა ის შემზარავი ამბავი, რო-
ცა ჯუჯას ჰკითხა, რაზე ხარ ასე ჩაფიქრებულიო, მან კი უპასუხა:
„ქალბატონო! დაილოცოს ეს სახლი, რომელსაც მე, მკვდარი ან
ცოცხალი, მალე დავტოვებ.“ – „კი მაგრამ, რატომ ამბობ ამას?“
ჰკითხა ქალმა. ჯუჯამ მხრები ჩვეულებისამებრ სასაცილოდ აიჩე-
ჩა და მიუგო: „იმიტომ, რომ გული მიგრძნობს, ქალბატონო! რაკი
აღარც თუთიყუშია და აღარც ძაღლი, ჯუჯას რაღა დარჩენია აქ?“
ქალბატონმა ჯუჯას სასტიკად აუკრძალა ასეთი ლაპარაკი, ისიც
გაჩუმდა და აღარაფერი უთქვამს. მარგერიტას კი ეგონა, რომ
ფილიპომ ყველაფერი დაივიწყა და თავის ქალბატონს კვლავაც
ძველებურად ენდობოდა. ამიერიდან, როცა ქალი თავის დარ-
დზე ჩიოდა, ჯუჯა ბატონ ბალდასარეს იცავდა და არ იმჩნევდა,
რომ მასზე ისევ დაბოღმილი იყო. ასე და ამრიგად, ფილიპომ
კვლავ დაიბრუნა ქალბატონის მეგობრობა და ნდობა.
ზაფხულის ერთ საღამოს, როდესაც ზღვიდან გრილმა სიომ
დაბერა, მარგერიტამ ჯუჯასთან ერთად გონდოლით გასეირნება
მოინდომა. მურანოს რომ მიუახლოვდნენ, ქალაქი ჯერ ისევ შო-
რეული, თეთრი სიზმარივით ლივლივებდა მოსარკულ ლაგუ-
ნაში; ქალბატონმა სწორედ ამ დროს უბრძანა ფილიპოს, რაიმე
ამბავი მოეყოლა. ქალი ბუმბულის შავ ლეიბზე იწვა, ჯუჯა კი მის
პირდაპირ ჩამუხლულიყო და ზურგი გონდოლის მაღალი
ცხვირისთვის მიეშვირა. მზე ვარდისფერ ნისლში გახვეულ, უჩი-
ნარ მთებს ამოჰფარებოდა; სიცხისგან გათანგული მეხოფე თით-
ქმის თვლემდა და ზანტად უსვამდა თავის გრძელ ხოფს. მისი
მოხრილი ტანი გონდოლასთან ერთად ირეკლებოდა წყალ-
მცენარეებით დაფარულ წყლის ზედაპირზე. დროდადრო
გვერდზე ლათინური იალქნით აღჭურვილი სატვირთო ან სათევ-
ზაო ორჩხომელი ჩაუვლიდათ ხოლმე და იალქნის წამახული

35
მკითხველთა ლიგა

სამკუთხედი ამ დროს წამით ფარავდა ქალაქის შორეულ ციხე--


კოშკებს.
„ჰო, რაიმე ამბავს მომიყევი!“ უბრძანა მარგერიტამ ფილი-
პოს. ჯუჯამ მძიმე თავი გვერდზე გადააგდო, ერთხანს თავისი აბ-
რეშუმის სერთუკის ოქროსფერ ფოჩებს ეთამაშებოდა, მერე ოდ-
ნავ დაფიქრდა და წამოიწყო:
„ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე მამაჩემს ერ-
თი უჩვეულო ამბავი გადახდომია თავს. იმხანად იგი ჯერ კიდევ
ბიზანტიაში ცხოვრობდა და განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში
მკურნალისა და მრჩევლის საქმიანობას ეწეოდა. რადგან მკურ-
ნალობისა და მაგიის ხელოვნება სმირნაში მცხოვრები ვიღაც
სპარსელისგან შეესწავლა, მამაჩემი ორივე საქმეში დიდად დახე-
ლოვნებული ყოფილა. პატიოსანი კაცი იყო, სძულდა თაღლი-
თობა და პირმოთნეობა, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ საკუთა-
რი ნიჭისა და უნარის იმედი ჰქონდა. მაგრამ თაღლითები და
ექიმბაშები თურმე შურის თვალით უყურებდნენ, რის გამოც მამა-
ჩემი ხშირად ზარალდებოდა. საბრალო გამუდმებით ეძებდა
ხელსაყრელ შემთხვევას, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყო,
მაგრამ იცოდა, მანამდე ვერ გადადგამდა ამ ნაბიჯს, ვიდრე უცხო
მხარეში ცოტა ქონებას არ დააგროვებდა, რადგან იქ თავისიანე-
ბი გაჭირვებაში ეგულებოდა. მაგრამ, ეტყობა, ბიზანტიაში მას ბე-
დი არ სწყალობდა; და, რაც უფრო ხშირად ხდებოდა იმის მოწ-
მე, თაღლითი და უღირსი ადამიანები რა გზით აგროვებდნენ
უზარმაზარ ქონებას, მით უფრო მეტად იპყრობდა სასოწარკვე-
თილება და იმედი ეწურებოდა, რომ პატიოსანი ცხოვრებით
ოდესმე გაჭირვებიდან ამოვიდოდა. მამაჩემი ავადმყოფების ნაკ-
ლებობაზე ვერ დაიჩივლებდა, იგი უამრავ გაჭირვებულ ადამიანს
ეხმარებოდა, მაგრამ ეს უმთავრესად ბოგანოები იყვნენ, რო-
მელთაც იგი გაწეულ სამსახურში გროშებს ართმევდა.
დათრგუნვილ და იმედგადაწურულ მამაჩემს გადაუწყვეტია
ქალაქიდან ასე ჯიბეგაღლეტილი, ფეხით წასულიყო ან გემზე
ეშოვა რამე სამუშაო. მაგრამ მერე უფიქრია, მოდი, ერთ თვეს კი-

36
მკითხველთა ლიგა

დევ მოვიცდიო, რადგან, ასტროლოგიური ნიშნების თანახმად,


შეიძლებოდა ამ ხნის განმავლობაში იღბალი მასაც სწვეოდა. ეს
დროც რომ გასულა და მის ცხოვრებაში არაფერი არ შეცვლი-
ლა, საბრალო მამაჩემს ერთ დღესაც ჩაულაგებია თავისი მწირი
ბარგი-ბარხანა და გადაუწყვეტია, მეორე დილით გასდგომოდა
გზას.
ბოლო საღამოს ქალაქგარეთ გასულა, ზღვის ნაპირზე
დაეხეტებოდა და ადვილი წარმოსადგენია, საბრალო კაცი რა
უნუგეშო ფიქრებით იქნებოდა შეპყრობილი. მზე კარგა ხანია ჩა-
სულიყო და ვარსკვლავების ქათქათა შუქი თავზე დასციმციმებდა
მშვიდ ზღვას.
ამ დროს მამაჩემს იქვე ახლოს უეცრად თურმე საწყალობე-
ლი ოხვრა გაუგონია. მიმოუხედავს და, რაკი ვერავინ დაუნახავს,
ძალიან შეშინებია, რადგან ეს გამგზავრების წინ ავის მომასწავე-
ბელ ნიშნად მიუღია. მაგრამ როცა მოთქმა-გოდება უფრო ხმა-
მაღლა გაისმა, მამას მხნეობა მოუკრებია და დაუყვირია, ვინ
არის მანდო. მერე წყლის დგაფუნი შემოსმია და, იქით რომ შეტ-
რიალებულა, ვარსკვლავების მკრთალ შუქში, ნაპირზე მწო-
ლიარე თეთრი სხეულისთვის მოუკრავს თვალი. უფიქრია, ეს ან
დაღუპული გემიდან გადარჩენილი მგზავრია ან ვინმე მობანა-
ვეო, და მაშინვე მისკენ წასულა, მაგრამ მალე გაოცებული შემ-
დგარა, რადგან დაუნახავს ტანკენარი, უმშვენიერესი, თოვლივით
თეთრი ზღვის ფერია. მას სხეული წყლიდან სანახევროდ ჰქონია
ამომართული. ალბათ წარმოიდგენთ საბრალო მამაჩემის
გაოცებას, როდესაც ნერეიდას მავედრებელი ხმით უკითხავს:
„განა შენ ის ბერძენი ჯადოქარი არა ხარ, ყვითელ შუკაში რომ
ცხოვრობს?“
„ჰო, ისა ვარ“, მიუგო თურმე მამაჩემმა, მერე კი თავაზიანად
ჰკითხა: „მერედა რა გნებავთ ჩემგან?“
მაშინ დაუწყია ზღვის ფერიას მოთქმა და გოდება. მშვენიერ
ხელებს ზევით აღაპყრობდა და ოხვრით შესთხოვდა მამაჩემს,
შემიბრალე, სურვილი შემისრულე და სიყვარულის წამალი მო-

37
მკითხველთა ლიგა

მიმზადე, რადგან უიმედო სიყვარულით ვიტანჯებიო. ზღვის ფე-


რიას ისეთი ვედრებით აღსავსე, სევდიანი და თან მშვენიერი
თვალები ჰქონია, რომ მამაჩემს გული მოლბობია და მაშინვე გა-
დაუწყვეტია, რომ დახმარებას გაუწევდა. მაგრამ წინასწარ უკით-
ხავს, რით დამასაჩუქრებო. ქალი შეჰპირებია, მარგალიტის მძივს
გაჩუქებ, რომელიც ქალს რვაჯერ შემოეხვევა ყელზეო. „მაგრამ
ამ განძს მანამდე ვერ მიიღებ“, უთქვამს ფერიას, „ვიდრე არ დავ-
რწმუნდები, რომ შენმა ჯადო-თილისმამ გაჭრა და სურვილი შე-
მისრულდა.“
მამაჩემს ეს ნამდვილად აღარ ადარდებდა, რადგან იცოდა,
რომ მის ნახელავს წყალი არ გაუვიდოდა. სწრაფად დაბრუნებუ-
ლა ქალაქში, გაუხსნია უკვე შეკრული ფუთა და სასწრაფოდ მო-
უმზადებია სიყვარულის წამალი. შუაღამე როგორც კი გადასულა,
მამაჩემი უკვე ნაპირთან, იმ ადგილას მდგარა, სადაც ზღვის ფე-
რია ელოდებოდა, და გადაუცია მისთვის ძვირფასი სითხით სავსე
პაწაწინა შუშის ჭურჭელი; ქალს მხურვალე მადლობა გადაუხდია
და უთხოვია, მეორე ღამით ისევ მისულიყო ნაპირთან მდიდრუ-
ლი განძის მისაღებად. მამაჩემიც წამოსულა და მთელი დღე--
ღამე მშფოთვარე მოლოდინში გაუტარებია. მართალია, ეჭვი არ
ეპარებოდა თავისი წამლის ძალასა და მოქმედებაში, მაგრამ
ხომ შეიძლებოდა ზღვის ფერიას სიტყვა გაეტეხა? მეორე დღეს,
დაღამებისას, ამ ფიქრებით მიაშურა თურმე მამაჩემმა ნაცნობ
ადგილს. დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია, რადგან ზღვის ფე-
რიამ თურმე იქვე, მის სიახლოვეს ამოყვინთა წყლიდან, მერე
ღიმილით მიუახლოვდა მამაჩემს და მარჯვენა ხელით მარგალი-
ტის მძიმე მძივი გაუწოდა.
საბრალო კაცს საშინლად შეშინებია, როდესაც ქალის მარ-
ცხენა მკლავზე გადასვენებული უმშვენიერესი ჭაბუკის ცხედარი
დაუნახავს, რომელშიც მას ტანსაცმლით ერთ-ერთი ბერძენი მე-
ნავე შეუცნია. მაშინ კი მიხვდა თურმე, რა საშინელება ჩაიდინა!
ჭაბუკს სახე გაფითრებული ჰქონია, მისი გაშლილი თმის კულუ-

38
მკითხველთა ლიგა

ლები ტალღებზე დაცურავდნენ, ზღვის ფერია კი ნაზად იკრავდა


მკერდზე და პატარა ბავშვივით არწევდა მკლავებში.
მამაჩემს ამის დანახვაზე ხმამაღლა დაუყვირია, შეუჩვენებია
საკუთარი თავიცა და საკუთარი ხელოვნებაც, რის შემდეგაც ქა-
ლი თავის მკვდარ სატრფოსთან ერთად მოულოდნელად ზღვის
სიღრმეში გაუჩინარებულა. მარგალიტის მძივი კი თურმე ქვიშაში
ეგდო. მამაჩემს უფიქრია, ამ ბოროტებას მაინც აღარაფერი ეშვე-
ლებაო, მძივი აუღია და მოსასხამის ქვეშ დაუმალავს, სახლში მი-
სულს კი დაუშლია, რათა მარგალიტები ცალობით გაეყიდა. ნა-
შოვნი ფულით კვიპროსისკენ მიმავალ გემზე დამჯდარა და უფიქ-
რია, ახლა კი საბოლოოდ ამოვედი გაჭირვებიდანო. მაგრამ
უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის ფასად ნაშოვნ ფულს მის-
თვის უბედურება უბედურებაზე მოჰქონდა: ჯერ ქარიშხალში მოხ-
ვედრილა, მერე მთელი ქონება მეკობრეებს წაურთმევიათ, ბო-
ლოს მისი გემიც დაღუპულა და, მათხოვარივით უპოვარს, სამ-
შობლოში მხოლოდ ორი წლის შემდეგ ჩაუღწევია.“

***

ჯუჯა ამ ამბავს რომ ჰყვებოდა, ქალბატონი თავის სარეცელზე


იწვა და ყურადღებით უსმენდა. მოყოლა რომ დაამთავრა, ფი-
ლიპო დადუმდა, ქალსაც ხმა აღარ ამოუღია და ფიქრებში წავი-
და. მეხოფემ, რომელიც შინ დაბრუნების ბრძანებას ელოდა,
გონდოლა გააჩერა. მოულოდნელად მარგერიტა თითქოს სიზ-
მრიდან გამოერკვაო, მეხოფეს თავი დაუქნია და ფარდები ისევ
გადმოსწია. ხოფი სწრაფად ამოძრავდა და გონდოლამ ფრთამა-
ლი ფრინველივით მიაშურა ქალაქს. ჯუჯა იქვე ფეხმორთხმით იჯ-
და და ისეთი მშვიდი, სერიოზული სახით გასცქეროდა ჩაბნელე-
ბულ ლაგუნას, თითქოს ახალი თავგადასავლის მოფიქრებას
ცდილობსო. მალე ქალაქს მიაღწიეს. გონდოლა შინისკენ ჯერ
რიო პანადაზე, შემდეგ კი პატარ-პატარა არხების გავლით მი-
დიოდა.
39
მკითხველთა ლიგა

იმ ღამით მარგერიტას ძალიან მოუსვენრად ეძინა. როგორც


ჯუჯამ წინასწარ ივარაუდა, სიყვარულის წამალზე მონათხრობმა
ქალი დააფიქრა, თავადაც ხომ არ გამოეყენებინა ეს საშუალება,
რათა დანიშნულის გული ერთხელ და სამუდამოდ დაეპყრო.
მეორე დღეს ქალმა ამაზე ჩამოუგდო სიტყვა ჯუჯას, მაგრამ კით-
ხვებს მიკიბულ-მოკიბულად, შიშით უსვამდა. ცნობისმოყვა-
რეობით შეპყრობილს, უნდოდა გაეგო, ხომ არ შეიცავდა წამალი
რაიმე შხამს ან მავნებელ სითხეს ან რაიმე გემო ხომ არ დაჰ-
კრავდა, რასაც შეეძლო ეჭვი აღეძრა. მაცდური ფილიპო შეკით-
ხვებზე გულგრილად პასუხობდა და თავი ისე ეჭირა, თითქოს
ვერ ხვდებოდა თავისი ქალბატონის იდუმალ ზრახვებს. ამიტო-
მაც ქალი იძულებული გახდა, უფრო გულახდილი ყოფილიყო
და პირდაპირ ჰკითხა ფილიპოს, ხომ არ გეგულება ვენეციაში
ვინმე, ვინც ასეთ წამალს დაამზადებსო.
ჯუჯას გაეცინა და შესძახა: „ჩემო ქალბატონო! გეტყობათ,
ჩემს გერგილიანობას სათანადოდ ვერ აფასებთ, რახან გგონიათ,
რომ მამაჩემისთანა ბრძენი კაცისაგან არ ვისწავლიდი ამ საიდუმ-
ლო ჯადო-თილისმის დამზადებას.“
„მაშ, შეძლებ ამ წამლის დამზადებას?“ სიხარულით შესძახა
ქალმა.
„მაგაზე ადვილი არაფერია!“ მიუგო ფილიპომ. „მაგრამ ნამ-
დვილად არ მესმის, რაში შეიძლება გამოგადგეთ ჩემი ხელოვნე-
ბა?! თქვენ ხომ მიზანს მიაღწიეთ, ყველა სურვილი შეისრულეთ
და ახლა ერთ-ერთ მდიდარ მამაკაცზე ხართ დანიშნული!“
მაგრამ ლამაზმანი არ მოეშვა ფილიპოს და ისიც, ბოლოს,
ვითომდა დიდი გაჭირვებით, დათანხმდა. ჯუჯამ მიიღო საჭირო
ფული ბალახებისა და საიდუმლო საშუალებების შესაძენად, სა-
მომავლოდ კი, როდესაც ყველაფერი წარმატებით ჩაივლიდა,
მას საგანგებო საჩუქარსაც შეჰპირდნენ.
და აი, ორი დღის შემდეგ, ქალბატონს უკვე ხელთ ეპყრა სიყ-
ვარულის წამლით სავსე პატარა, ცისფერი შუშა, რომელიც ფი-
ლიპომ გადასცა. დრო აღარ ითმენდა, რადგან ბატონი ბალდა-

40
მკითხველთა ლიგა

სარე სულ მალე აპირებდა კვიპროსზე წასვლას; ამიტომ, როდე-


საც მან თავის საცოლეს მეორე დღისთვის, ნაშუადღევზე, გასე-
ირნება შესთავაზა, მარგერიტამ და ჯუჯამ იფიქრეს, რომ ხელსაყ-
რელი შემთხვევა ჩაუვარდათ ხელში, რადგან წელიწადის ამ
დროს, სიცხის გამო, გონდოლებით არავინ არ სეირნობდა.
დანიშნულ დროს სასახლის უკანა კარიბჭეს ბალდასარეს
გონდოლა რომ მოადგა, მარგერიტა უკვე მზად იყო; მას თან ახ-
ლდა ფილიპოც, რომელმაც ღვინის ბოთლი და ატმებით სავსე
კალათა გონდოლაზე აიტანა, მერე კი, როდესაც ბატონი და
ქალბატონი გონდოლაში ჩასხდნენ, თვითონაც მეხოფის ფეხებს
უკან მოკალათდა. ახალგაზრდა ბატონს ფილიპოს დანახვა არ
ესიამოვნა, მაგრამ თავი შეიკავა და აღარაფერი უთქვამს, რად-
გან იფიქრა, აჯობებს, გამგზავრების წინ საყვარელი ქალის სურ-
ვილებს წინ თუ არ აღვუდგებიო.
მეხოფემ გონდოლა დაძრა. ბალდასარემ მოჩარდახულში
ფარდები მისწია და საცოლეს ალერსი დაუწყო. ჯუჯა მშვიდად იჯ-
და გონდოლის კიჩოზე და რიო დეი ბარკაროლის ძველ, მაღალ
და პირქუშ შენობებს ათვალიერებდა. მეხოფე გონდოლას ჯუსტი-
ნიანის ძველი სასახლისკენ მიაქროლებდა. იქ, დიდი არხის გა-
სასვლელთან, ლაგუნის პირას, იმხანად ჯერ კიდევ იყო პატარა
ბაღი, დღეს კი ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, რომ იმ კუთხეში
მშვენიერი პალაცო ბაროცი დგას.
მოჩარდახულიდან ხანდახან მოგუდული სიცილისა და ჩუმი
კოცნის ხმა გამოდიოდა და საუბრის ნაწყვეტები ისმოდა. ფილი-
პოს ცნობისმოყვარეობა არ ეტყობოდა; იგი წყლის მიღმა ხან
მზიან რივას გასცქეროდა, ხანაც სან ჯორჯო მაჯორეს წერწეტა
კოშკს, მერე ლომისსვეტებიან პიაცეტასაც გახედავდა ხოლმე
უკან. ჯუჯა დროდადრო თვალს უკრავდა დამაშვრალ მეხოფეს
და თან წყლის ზედაპირზე ტირიფის წკნელს ატყლაშუნებდა,
გონდოლაში რომ ეპოვა; მახინჯ სახეზე არცერთი ნაკვთი არ ერ-
ხეოდა და ძნელი მისახვედრი იყო, რაზე ფიქრობდა ახლა. არა-
და, იგი სწორედ თავის დამხრჩვალ ფინია ფინოზე და თუთიყუშ-

41
მკითხველთა ლიგა

ზე ფიქრობდა, რომელსაც წირვა გამოუყვანეს. მერე დაასკვნა,


ნებისმიერ ცოცხალ არსებას, ცხოველი იქნება ეს თუ ადამიანი,
დღენიადაგ დაღუპვის საფრთხე ელის, ჩვენ კი ამქვეყნად არაფ-
რის წინასწარ განჩინება არ ძალგვიძს, გარდა ნაღდი სიკვდილი-
საო. მერე ის იყო, ფილიპომ მამა, სამშობლო და მთელი თავისი
ცხოვრება გაიხსენა; სახეზე დამცინავმა ღიმილმა გადაურბინა და
გაიფიქრა, ნეტავ რატომ ხდება, რომ ბრძენი ადამიანები ყოველ-
თვის სულელებს ემსახურებიან, უამრავი ადამიანის ცხოვრება კი
უნიჭო კომედიას ჰგავსო. ჯუჯა იღიმებოდა და თან თავის მდიდ-
რულ, აბრეშუმის სამოსს დასცქეროდა.
და, ვიდრე ფილიპო ჩუმად იჯდა და იღიმებოდა, მოხდა ის,
რასაც იგი, აი, უკვე რა ხანია, ელოდა. გონდოლის ჩარდახიდან
ბალდასარეს ხმა მოისმა და მარგერიტამაც მაშინვე დაიძახა:
„ფილიპო! სად არის ღვინო და თასი?“ ბატონ ბალდასარეს სწყუ-
როდა და სწორედ დრო იყო, რომ ჯუჯას მისთვის ღვინოში წამა-
ლი ჩაესხა.
ფილიპომ გახსნა პატარა ლურჯი შუშა და წამალი თასში ჩა-
ასხა, მერე კი თასი წითელი ღვინით გაავსო. მარგერიტამ ფარ-
დები გადასწია და ჯუჯამ ქალბატონს ატამი მიართვა, სასიძოს კი
ღვინით სავსე თასი მიაწოდა. ქალმა ჯუჯას ვედრებით შეხედა და
აშკარად ეტყობოდა, რომ ღელავდა.
ბატონმა ბალდასარემ თასი პირთან მიიტანა, მაგრამ ამ
დროს იქვე მდგომ ჯუჯაზე შეაჩერა მზერა და უეცრად ეჭვებმა შე-
იპყრო.
„მოიცა, მოიცა!“ შესძახა მან. „შენისთანა გაიძვერა ყმაწვილის
ნდობა არ შეიძლება. ვიდრე დავლევ, ეს ღვინო ჯერ შენ უნდა
გასინჯო!“
ფილიპოს წარბი არ შერხევია. „კარგი ღვინოა!“ თქვა მან თა-
ვაზიანად.
მაგრამ ბატონს ეჭვი არ ტოვებდა. „რაო, ყმაწვილო, ვერ ბე-
დავ დალევას?“ ჰკითხა განრისხებულმა.

42
მკითხველთა ლიგა

„მაპატიეთ, ბატონო, მაგრამ ღვინოს საერთოდ არ ვსვამ!“


მიუგო ჯუჯამ.
„მაშინ გიბრძანებ, ახლა დალიო! და, ვიდრე არ დალევ, ღვი-
ნოს პირს არ მივაკარებ.“
„მაგის დარდი ნუ გექნებათ!“ გაეღიმა ფილიპოს, გადაიხარა
და ბალდასარეს თასი გამოართვა, მერე ერთი ყლუპი მოსვა და
უკან დაუბრუნა. ბალდასარემ ჯუჯას თვალი შეავლო და თასი
სულმოუთქმელად გამოცალა.
ცხელოდა. ლაგუნა მზის სხივებში ბრწყინავდა და კიაფობდა.
შეყვარებულებმა თავი ისევ ჩარდახის ჩრდილს შეაფარეს. ჯუჯა
გონდოლის ფსკერზე მიწოლილიყო, ფართო შუბლს ისრესდა
და მახინჯ პირს ტკივილისგან მანჭავდა.
მან იცოდა, რომ ერთ საათში უნდა მომკვდარიყო, რადგან
მისი ხელით დამზადებული წამალი სინამდვილეში სამსალა იყო.
მის სულს, რომელიც ასე ახლოს იდგა სიკვდილის კარიბჭესთან,
ახლა უჩვეულო მოლოდინის გრძნობა დაეუფლა. ფილიპომ ქა-
ლაქს გახედა და თავისი ცოტახნისწინანდელი ფიქრები გაახსენ-
და, მერე გაირინდა და წყლის ზედაპირს მიაჩერდა. თავის ცხოვ-
რებაზე დაფიქრდა და იგი საშინლად ერთფეროვანი და უბადრუ-
კი მოეჩვენა. „ბრძენი სულელების სამსახურში იყო, ყველაფერი
კი უნიჭო კომედიას ჰგავდა“, გაიფიქრა მან და იგრძნო, რომ
გულმა არათანაბრად დაუწყო ძგერა და შუბლზე ცივმა ოფლმა
დაასხა; მერე მწარედ ახარხარდა.
მისი ხმა არავის გაუგია. მეხოფე ნახევრად თვლემდა; გონ-
დოლის ჩარდახში მშვენიერი მარგერიტა თავს დასტრიალებდა
ბალდასარეს, რომელიც უეცრად ცუდად გახდა, მერე კი ხელში
ჩააკვდა ქალს. მარგერიტა კივილით გამოვარდა გარეთ. იქ აბ-
რეშუმის მდიდრულ ტანსაცმელში მკვდარი ჯუჯა იწვა და თითქოს
ეძინა.
ასე იძია მან შური თავისი ფინიას მკვლელზე. ის ავბედითი
გონდოლა ორი ცხედრით ქალაქში რომ დაბრუნდა, მთელი ვე-
ნეცია შეიძრა.

43
მკითხველთა ლიგა

დონა მარგერიტა ჭკუაზე შეიშალა და ერთხანს კიდევ იყო ამ-


ქვეყნად; ხანდახან თავის აივანზე იჯდა და ყოველ გონდოლას ან
ორჩხომელს გასძახოდა: „უშველეთ! უშველეთ ძაღლს! გადაარ-
ჩინეთ პაწია ფინო!“ მაგრამ მისი ამბავი ყველამ იცოდა და ყუ-
რადღებას აღარავინ აქცევდა.

1903

თარგმნა ნანა გოგოლაშვილმა

44
მკითხველთა ლიგა

აჩრდილების თამაში

სასახლის ფართო ფასადი ღია ფერის ქვით იყო ნაგები და


დიდი ფანჯრებით გადაჰყურებდა რაინსა და ჭყანტობს. შორს მო-
ჩანდა ნათელი, გაშლილი ხედი – წყალი, ლელიანი და საძოვ-
რები. კიდევ უფრო შორს ოდნავ მორკალულიყო ტყით დაფარუ-
ლი ქლიავისფერი ქედი, რომელიც ღრუბლების სვლას მიმართუ-
ლებას უცვლიდა. ქედზე მხოლოდ ზენა ქარში თუ გაარჩევდა კა-
ცი პატარა, თეთრად გამონათებულ სახლებსა და სასახლეებს.
სასახლის წინა მხარე პატივმოყვარე და თავმომწონე ქალი-
ვით ირეკლებოდა მდოვრე წყალში. დეკორატიულ ბუჩქებს
წყალში ჩაეკიდათ ღია მწვანე ტოტები, გალავნის გასწვრივ კი
თეთრად ჩარიგებული გონდოლები ირწეოდნენ. სასახლეში ამ
მზიან მხარეს არავინ ცხოვრობდა. ბარონესას გაუჩინარების შემ-
დეგ ყველა ოთახი ცარიელი იყო, გარდა ერთი პატარა სენაკისა,
რომელიც უწინდებურად პოეტ ფლორიბერტს ეკავა. ქალბატონ-
მა თავი მოსჭრა თავის ქმარსაც და სასახლესაც. მისი მხიარული
და მრავალრიცხოვანი ამალიდან კი აღარაფერი შემორჩენილი-
ყო, თეთრი ნავებისა და ჩუმი, სიტყვაძვირი მელექსის გარდა.
მას მერე, რაც უბედურება შეემთხვა, ბატონი ცხოვრობდა შე-
ნობის უკანა მხარეს, სადაც პატარა ეზოს აბნელებდა განცალკე-
ვებით მდგომი, რომაელებისდროინდელი პირქუში კოშკი ჩამუქე-
ბული, ნესტიანი კედლებითა და ვიწრო ფანჯრებით. უმზეო ეზოს
ესაზღვრებოდა ბნელი პარკი, რომელშიც ბებერი იფნების, ბებე-
რი ვერხვებისა და ბებერი წიფლების კორომები იყო.
პოეტი უდრტვინველად ცხოვრობდა, თავის მზიან მხარეს გა-
ნაპირებული. საჭმელს სამზარეულოში აძლევდნენ, ბარონს კი
ხშირად მთელი დღეების განმავლობაში ვერ ხედავდა.
„ამ სასახლეში აჩრდილებივით ვცხოვრობთ“, უთხრა მან თა-
ვის ძველ მეგობარს, რომელიც ერთხელ ესტუმრა და მხოლოდ
ერთ დღეს გაძლო მკვდარი სახლის ჩაჟამებულ ოთახებში. თავის
დროზე ფლორიბერტი იგავებსა და ნატიფ რითმებს თხზავდა ბა-
45
მკითხველთა ლიგა

რონესას გარემოცვისთვის და ამ მხიარული საზოგადოების დაშ-


ლის შემდეგ ნება არავისთვის უთხოვია, დარჩა იქ, რადგან მისი
სული ამა სოფლის შუკებს და ლუკმაპურისთვის ბრძოლას ბევ-
რად უფრო უფრთხოდა, ვიდრე სევდიანი სასახლის მარტოობას.
უკვე დიდი ხანი იყო, ლექსებს აღარ წერდა. როცა დასავლეთის
ქარი დაუბერავდა, მდინარისა და ყვითელი ისლის გადაღმა გას-
ცქეროდა შორეულ მოლურჯო ქედს და ღრუბლების წყებას. და
როცა ძველი პარკიდან ტანმაღალი ხეების რწევა ჩაესმოდა,
თხზავდა გრძელ ლექსებს, რომელთაც სიტყვები არ გააჩნდათ
და ამიტომ შეუძლებელი იყო მათი ჩაწერა. ერთ-ერთ ლექსს ერ-
ქვა „სუნთქვა უფლისა“ და სამხრეთის თბილ ქარს ეძღვნებოდა.
ერთის სათაური იყო „ნუგეში სულისა“ და მასში ფლორიბერტი
პოეტურად აღწერდა გაზაფხულის ფერად მინდვრებს. პოეტი ამ
ლექსებს ვერ წარმოთქვამდა და ვერ მღეროდა, ვინაიდან ისინი
უსიტყვო იყო, მაგრამ ზოგჯერ, განსაკუთრებით საღამოობით,
ზმანებებში ხედავდა და გრძნობდა მათ. დღეებს ძირითადად ატა-
რებდა სოფელში, სადაც პატარა ქერა ბავშვებს ეთამაშებოდა ან
ქალიშვილებსა და შინაბერებს ეხუმრებოდა და აცინებდა: მათ
წინაშე ქუდს ისე მოიხდიდა, თითქოს ბანოვანნი ყოფილიყვნენ.
უბედნიერესად მიაჩნდა დღეები, როცა ქალბატონ აგნესს შეხვდე-
ბოდა ხოლმე, მშვენიერ ქალბატონ აგნესს, სახელგანთქმულ
ქალბატონ აგნესს, რომელსაც ვიწრო, გოგონასავით სახე ჰქონ-
და. მდაბლად უკრავდა ხოლმე თავს, მოიხრებოდა, მშვენიერი
ქალი კი თავს დაუკრავდა და გაიღიმებდა, მორცხვ თვალებში ჩა-
ხედავდა და პირზე ღიმილითვე, მზის სხივივით გააგრძელებდა
გზას.
ქალბატონი აგნესი იმ ერთადერთ სახლში ცხოვრობდა, რო-
მელიც სასახლის გაველურებულ პარკს ემიჯნებოდა და ადრე ბა-
რონთა კარზე მომსახურეთათვის იყო განკუთვნილი. მამამისი
მეტყევე ყოფილა და რაღაც განსაკუთრებული დამსახურების-
თვის სახლი საჩუქრად მიუღია ახლანდელი ბატონის მამისგან.
ქალი ძალიან ადრე გათხოვილა, ახალგაზრდა დაქვრივებულა

46
მკითხველთა ლიგა

და შინ დაბრუნებულა, ახლა კი, მამის სიკვდილის შემდეგ, მოახ-


ლესთან და ბრმა მამიდასთან ერთად ცხოვრობდა განმარ-
ტოებულ სახლში.
ქალბატონი აგნესი სადა, მაგრამ ლამაზ და მუდამ ახალ--
ახალ ნაზი ფერის კაბებს იცვამდა. პატარა გოგოსავით ნორჩი სა-
ხე ჰქონდა, მუქ წაბლისფერ თმას სქელ ნაწნავებად იხვევდა
მშვენიერ თავზე. ბარონს აგნესი ჯერ კიდევ მაშინ შეჰყვარებოდა,
სანამ თავის შემარცხვენელ ცოლს მოიშორებდა, და ახლა განახ-
ლებული გზნებით ეტრფოდა მას. დილდილობით ტყეში ხვდებო-
და, ღამით კი ნავით გადაჰყავდა მდინარეზე ჭყანტობში მდგარ
ისლით გადახურულ სახლში. იქ მოღიმარი გოგონას მსგავსი სა-
ხე მამაკაცის ნაადრევად შეჭაღარავებულ წვერს ეკვროდა და ქა-
ლის ნაზი თითები მონადირის სასტიკ და დაკოჟრილ ხელს
ეალერსებოდა.
ქალბატონი აგნესი ყოველ პარასკევს დადიოდა ეკლესიაში,
ლოცულობდა და უპოვართათვის მოწყალებას გასცემდა. სო-
ფელში ღატაკ დედაბრებს მოინახულებდა, ფეხსაცმლებს ჩუქნი-
და, კერვაში ეხმარებოდა, მათს შვილიშვილებს თმას ვარცხნიდა
და, როცა გზას განაგრძობდა, მათს ქოხებში წმინდანის მქრქალ
ნათებას ტოვებდა. ქალბატონი აგნესის სურვილი ყველა მამაკაცს
ჰქონდა და ვინც მას მოეწონებოდა და ვინც დროულად გამოჩ-
ნდებოდა, იმას ხელზე ამბორთან ერთად ტუჩებშიც აკოცნინებდა,
ხოლო ვისაც ბედი უღიმოდა და ღმერთს კარგი გარეგნობითაც
დაეჯილდოებინა, იმას შეეძლო შეებედა და ღამით ფანჯრიდან
სტუმრებოდა.
ყველამ იცოდა ეს ამბავი, ბარონმაც, მაგრამ ქალი მაინც უკა-
რებასავით პირზე ღიმილით და უმანკო იერით განაგრძობდა თა-
ვისას – ისე ცხოვრობდა, როგორც უნდოდა. დროდადრო გამო-
უჩნდებოდა ხოლმე ახალი სატრფო. ფრთხილად შეეცდებოდა
ქალის გულის მოგებას, თითქოს მიუწვდომელი მზეთუნახავი ყო-
ფილიყოს. ძვირფასი მონაპოვარი სიამაყის ნეტარებით აღავსებ-
და და უკვირდა, რომ სხვა კაცებს მისთვის ემეტებოდათ ქალი და

47
მკითხველთა ლიგა

მხოლოდ იღიმებოდნენ. აგნესის სახლი ბნელი პარკის განაპი-


რას იდგა, ხვიარა ვარდებით იყო დაფარული და როგორც ზღა-
პარში, ისე განმარტოებულიყო ტყეში. იმ სახლში ცხოვრობდა,
იქიდან გამოდიოდა გარეთ და ისევ იქ ბრუნდებოდა, ცინცხალი
და ნაზი, როგორც ვარდი ზაფხულის დილას. ბავშვურ სახეზე ნა-
თელი დასთამაშებდა და მძიმე ნაწნავები გვირგვინად ჰქონდა შე-
მოხვეული კოხტა თავზე. ღატაკი დედაბრები ლოცავდნენ და ხე-
ლებს უკოცნიდნენ, კაცები მდაბლად უკრავდნენ თავს და ეშმაკუ-
რი ღიმილით აყოლებდნენ თვალს, ბავშვები გარს ეხვეოდნენ,
საჩუქარს მოელოდნენ და ლოყებზე აფერებინებდნენ.
„რატომ ხარ ასეთი, რატომ?“ ჰკითხავდა ხოლმე ხანდახან ბა-
რონი და მუქარით მიაპყრობდა ბრაზიან თვალებს.
„რა, შენი საკუთრება ვარ?“ გაკვირვებული იკითხავდა ქალი
და თან წაბლისფერ თმებს აწვალებდა. ყველაზე მეტად ფლო-
რიბერტს უყვარდა, პოეტს. ქალის დანახვაზე გული აუძგერდებო-
და ხოლმე. როცა მის შესახებ ცუდს მოჰკრავდა ყურს, მოიწყენ-
და, თავს გაიქნევდა და არ სჯეროდა. როცა ბავშვები ლაპარა-
კობდნენ ქალზე, სახე უნათდებოდა და ნათქვამს სიმღერასავით
უგდებდა ყურს. პოეტის წარმოსახვათაგან ყველაზე ლამაზი იყო
ქალბატონ აგნესზე ოცნება. ამისთვის ყველაფერს დაიხმარდა,
რაც კი უყვარდა და რაც კი მოსწონდა: დასავლეთის ქარს, შო-
რეულ მოლურჯო სივრცეს და გაზაფხულის მზით განათებულ
მინდვრებს – მათში მოსავდა ქალს და სურათში აქსოვდა ნოს-
ტალგიასა და სულიერებას თავისი უსარგებლო ბავშვური ყოფი-
სას. გაზაფხულის ერთ საღამოს დიდი ხნის სიმშვიდის შემდეგ
რაღაც სხვანაირად გამოცოცხლდა ჩამკვდარი სასახლე. ეზოში
საყვირის გამაყრუებელი ხმა გაისმა, ეტლი შემოგრიალდა და
ჭრიალ-ჭრიალით გაჩერდა. სასახლის ბატონის ძმა ჩამოვიდა
სტუმრად, თავისი პირადი მსახურის თანხლებით. მაღალი, ლამა-
ზი კაცი იყო, გრძელი წვერი და ჯარისკაცული მრისხანე თვალე-
ბი ჰქონდა. რაინში ცურავდა, თავის შესაქცევად ვერცხლისფერ
თოლიებს ესროდა, ცხენით ხშირად მიდიოდა მახლობელ ქა-

48
მკითხველთა ლიგა

ლაქში და მთვრალი ბრუნდებოდა, დროდადრო კეთილ პოეტს


დასცინოდა და რამდენიმე დღეში ერთხელ ძმასთან შეხლა--
შემოხლა მოსდიოდა. არიგებდა მას, მიშენებ-მოშენებასა და ახა-
ლი ნაგებობების ჩადგმას ურჩევდა, შესაცვლელსა და გასაუმჯო-
ბესებელზე ესაუბრებოდა. თვითონ რა უჭირდა, ქორწინებამ სიმ-
დიდრე მოუპოვა, სასახლის ბატონი კი ხელმოკლე იყო და ცხოვ-
რების უდიდესი ნაწილი უბედურებასა და წვალებაში ჰქონდა გა-
ტარებული.
სასახლეში მისი სტუმრობა რაღაც ახირება იყო და პირველი-
ვე კვირაში ნანობდა ამას. მაგრამ მაინც დარჩა და კრინტიც არ
დაუძრავს წასვლაზე და, რომც დაეძრა, მის ძმას გული არ დას-
წყდებოდა. ერთხელ სტუმარმა ქალბატონ აგნესს მოჰკრა თვა-
ლი და მისი მონადირება გადაწყვიტა.
დიდი დრო არ გასულა და ლამაზი ქალის მოახლემ უცხო ბა-
რონის ნაჩუქარი კაბა მოირგო. დიდი დრო არ გასულა და სტუმ-
რის პირადმა მსახურმა პარკის კედელთან წერილები და ყვავი-
ლები გადასცა ქალის მოახლეს. რამდენიმე დღეც გავიდა და
ზაფხულის ერთ შუადღეს უცხო ბარონი ტყის ქოხში შეხვდა ქალ-
ბატონ აგნესს და ხელი, ტუჩები და თეთრი კისერი დაუკოცნა.
მაგრამ, როცა სოფელში წასულ აგნესს უცხო ბარონი შეხვდებო-
და ხოლმე, კაცი მხედრის ქუდს იხდიდა და მდაბლად უკრავდა
თავს, ქალი კი ჩვიდმეტი წლის გოგოსავით უხდიდა მადლობას.
კიდევ ცოტა დრო გავიდა. ერთ მშვენიერ საღამოს განმარ-
ტოებულმა უცხო ბარონმა თვალი მოჰკრა, როგორ გადაკვეთა
მდინარე ნავმა. მასში მენიჩბე და პირთეთრი ქალი ისხდნენ. და,
რაც ცნობისმოყვარე ბარონმა შებინდებისას კარგად ვერ გაარ-
ჩია, იმას რამდენიმე დღეში მიხვდა და გულს შემოეყარა. ქალი,
რომელიც შუადღისას ტყის ქოხში მკერდში ჰყავდა ჩაკრული და
კოცნით აღაგზნებდა, საღამოს მის ძმასთან ერთად გადადიოდა
რაინის გაღმა ნაპირზე და მასთან ერთად უჩინარდებოდა ლე-
ლიანში.

49
მკითხველთა ლიგა

სტუმარს სახე მოექუფრა და ცუდმა ზმანებებმა შეიპყრო. ქალ-


ბატონი აგნესი იოლად მოსანადირებელ სიამოვნებად კი არ მი-
აჩნდა, არამედ უყვარდა, როგორც განძი, რომელიც ბედმა აპოვ-
ნინა. ყოველ კოცნაზე შიში ეუფლებოდა სიხარულისა და გან-
ცვიფრებისგან, რომ ასეთი ნატიფი და წმინდა არსება დაჰყვა მის
ნდომას. ამიტომ მისთვის უფრო მეტს გასცემდა, ვიდრე სხვა დე-
დაკაცებისთვის; თავის სიჭაბუკეზე ფიქრობდა და მადლიერებით,
მოწიწებითა და სინაზით ეხვეოდა ქალს, რომელიც ღამღამობით
ბნელ საქმეს იქმოდა მის ძმასთან ერთად. უცხო ბარონს სახე შე-
ეჭმუხნა და თვალებში რისხვა ჩაუდგა.
პოეტი ფლორიბერტი მშვიდად განაგრძობდა ცხოვრებას. მას
არ ეხებოდა, რაც გარშემო ხდებოდა, სასახლის დამძიმებული
გარემო მასზე არ მოქმედებდა. არ ახარებდა, ბატონი სტუმარი
რომ დროდადრო დასცინოდა და აწვალებდა, მაგრამ ასეთ რა-
მეებს შეჩვეული იყო. ჩამოსულს ერიდებოდა, მუდამ სოფელში
იყო ან მეთევზეებთან, რაინის ნაპირზე. თბილ, სურნელით გაჟ-
ღენთილ საღამოს კი თავის უსაზღვრო ოცნებებს ეძლეოდა. ერთ
მშვენიერ დილას შეამჩნია, რომ სასახლის ეზოს გალავანთან
პირველი ვარდები იწყებდნენ ყვავილობას. უკანასკნელ სამ ზაფ-
ხულში ამ იშვიათი ვარდის პირველ ყვავილებს უწყობდა ხოლმე
ქალბატონ აგნესს სახლის ზღურბლთან და ახლა უხაროდა, მე-
ოთხედ რომ შეეძლო ისინი მიერთმია მოკრძალებული და იდუ-
მალი სალმის ნიშნად.
სტუმარი იმავე დღეს, შუადღისას, წიფლიანში შეხვდა ლამაზ
ქალს. არ უკითხავს მისთვის, გუშინ და გუშინწინ სად იყო საღა-
მოს. განცვიფრებისგან ლამის შეძრწუნებულმა ჩახედა მშვიდ,
უმანკოდ მომზირალ თვალებში და, სანამ წავიდოდა, უთხრა:
„ამაღამ შენთან მოვალ, როცა დაბნელდება. ფანჯარა ღია
დამიტოვე!“
„დღეს არა“, ნაზად მიუგო ქალმა, „დღეს არა.“
„მაგრამ მე მინდა.“

50
მკითხველთა ლიგა

„სხვა დროს, კარგი? დღეს არა, არ შემიძლია.“ „ამ საღამოს


მოვალ, ამ საღამოს ან აღარასოდეს. როგორც გინდა, ისე
მოიქეცი.“
ქალი დაუსხლტა და გაერიდა.
საღამოს, სანამ დაბნელდებოდა, სტუმარი მდინარესთან იყო
ჩასაფრებული. მაგრამ არავითარი ნავი არ გამოჩენილა. მაშინ
სატრფოს სახლთან მივიდა, ბუჩქებში დაიმალა და თოფი მუხ-
ლზე დაიდო.
სიჩუმე იყო და თბილოდა, ჟასმინი სურნელს აფრქვევდა,
წვრილ-წვრილი ღრუბლების მიღმა ცა მოციმციმე ვარსკვლავე-
ბით გაივსო. სადღაც პარკის სიღრმეში ეულად გალობდა ჩიტი.
როცა თითქმის მთლად ჩამობნელდა, კაცი გამოჩნდა, ნელი
ნაბიჯით მოიპარებოდა. ქუდი შუბლზე ჩამოეფხატა, მაგრამ ისე
ბნელოდა, სახის დამალვა არც იყო საჭირო. მარჯვენა ხელში
ეჭირა თეთრი ვარდების თაიგული, რომელსაც ოდნავი ნათელი
ახლდა სიბნელეში. ჩასაფრებულმა დაუმიზნა და ჩახმახი შეაყენა.
ბნელში მოსულმა კაცმა ახედა სახლს, რომელშიც აღარსად
ენთო სინათლე. მერე კართან მივიდა, დაიხარა და რკინის სახე-
ლურს ეამბორა.
უცებ ელვასავით განათდა და გაისმა ჭექა, რომელსაც პარკის
სიღრმეში სუსტი ექო მოჰყვა. ვარდებიანს მუხლი მოეკვეთა, პი-
რაღმა დაეცა და ოდნავღა ტოკავდა ხრეშზე გაშხლართული.
თოფის მსროლელმა კარგა ხანს შეიცადა სამალავში, მაგრამ
არავინ გამოჩენილა, სახლშიც სიჩუმე იყო. მაშინ ფრთხილად მი-
ვიდა, დაიხარა და დახედა მოკლულს, რომელსაც ქუდი ჩამო-
ვარდნოდა. განცვიფრებულს გული შეეკუმშა, როცა პოეტი ფლო-
რიბერტი იცნო.
„ესეც!“ ამოიკვნესა და იქაურობას გაერიდა.
ვარდები მიწაზე მიმოფანტულიყო, ერთი კი მოკლულის სის-
ხლში ეგდო. სოფელში ზარმა ჩამოჰკრა. ცა კიდევ უფრო დაიფა-
რა მოთეთრო ღრუბლებით, მათს ფონზე კი, თითქოს გოლიათი
ზეზეულად მიიცვალაო, პირქუში კოშკი აზიდულიყო. რაინი ნელა

51
მკითხველთა ლიგა

მიდუდუნებდა და მიაქანებდა ტალღებს. ბნელი პარკის სიღრმეში


ნაშუაღამევამდე ეულად გალობდა ჩიტი.

1906

თარგმნა ბიძინა რამიშვილმა

52
მკითხველთა ლიგა

ჰანესი

ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა ვინმე შეძლებული ხელო-


სანი, რომელიც მეორედ იყო დაქორწინებული. პირველი ქორ-
წინებიდან ერთი ვაჟი ჰყავდა, ჯან-ღონით სავსე და ჩხუბისთავი.
მეორე, ჰანესი, სუსტი ბიჭი იყო და ბავშვობიდან გონებანაკლუ-
ლად მიაჩნდათ.
დედის სიკვდილის შემდეგ ჰანესს მძიმე დღეები დაუდგა: ძმა
ჩაგრავდა, გაუთავებლად დასცინოდა, მამა კი მუდამ სწორედ უფ-
როსის მხარეს იჭერდა, რადგან რცხვენოდა, მეორე შვილი
ჭკუასუსტი რომ ჰყავდა. რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მეტად
რწმუნდებოდა ყველა, რომ ჰანესი გონებაჩლუნგი ბავშვი იყო:
არც სხვა ბიჭებთან ერთად თამაში და გართობა უყვარდა, ლაპა-
რაკითაც ცოტას ლაპარაკობდა და, თუკი ვინმე დაჩაგვრას
დაუპირებდა, ვერც თავის დაცვას ახერხებდა. რაკი ახლა ვეღარც
დედის კალთას აფარებდა თავს, როგორც კი შინიდან გაქცევის
საშუალება მიეცემოდა, ქალაქგარეთ გასწევდა და მინდვრებზე
თუ ბაღნარებში დაეხეტებოდა.
სახლიდან გავარდნილი ხშირად დღის უმეტეს ნაწილს იქ
ატარებდა და თავს იმით ირთობდა, რომ ხეხილსა და ყვავილებს
აკვირდებოდა. ცდილობდა ეპოვა განსხვავება ქვების, ფრინვე-
ლების, ხოჭოებისა თუ სხვა სულიერთა სახეობებს შორის. ყველა
საგანსა თუ ბუნების ქმნილებას მზრუნველობით ექცეოდა. ასეთ
დროს უფრო მარტო უწევდა ყოფნა, თუმცა ზოგჯერ სხვაგვარა-
დაც ხდებოდა: არცთუ იშვიათად პატარა ბავშვები აეკიდებოდნენ
ხოლმე და სწორედ ასე გაირკვა, რომ ჰანესს, რომელიც თანა-
ტოლ ბიჭებთან საერთო ენას ვერ პოულობდა, მშვენივრად შეეძ-
ლო ბევრად უმცროსებთან მეგობრობა. დროდადრო ისინი ყვა-
ვილების დასათვალიერებლად დაჰყავდა, ეთამაშებოდა, ზღაპ-
რებს უყვებოდა; თუ რომელიმე დაიღლებოდა, მაშინვე ხელში
აიყვანდა, ხოლო თუ ბავშვები წაკინკლავებას დააპირებდნენ, გა-
აშველებდა და დაამშვიდებდა ხოლმე.

53
მკითხველთა ლიგა

მშობლებს თავიდან არ სიამოვნებდათ, მათი პატარები ჰანესს


რომ დაჰყვებოდნენ. მაგრამ თანდათან ამას ყველა მიეჩვია, ზო-
გი დედა კი კმაყოფილიც რჩებოდა, შვილზე ზრუნვისგან ცოტა
ხნით მაინც თუ გაათავისუფლებდნენ.
მაგრამ გავიდოდა წლები და ჰანესს ახლა იმ თავისი პატარა
შეგირდებისგანაც უხდებოდა შეურაცხყოფის ატანა: როგორც კი
ცოტა წამოიზრდებოდნენ და მეურვეობა აღარ სჭირდებოდათ, ან
თავს არიდებდნენ, ან მასხრად იგდებდნენ, მით უმეტეს, რომ
მათს ყურს ყოველი მხრიდან სწვდებოდა ხმები ჰანესის ჭკუასუს-
ტობაზე.
როცა ბავშვების დაცინვა განსაკუთრებით ატკენდა გულს, ჰა-
ნესი სადმე ბაღში განმარტოვდებოდა ან ტყეში გაიქცეოდა ხოლ-
მე, თხებს ბალახით გაუმასპინძლდებოდა, ჩიტებს კი პურის ნამცე-
ცებს დაუყრიდა. ასე ატარებდა დროს ხეებისა და ცხოველების
გვერდით, მათგან ხომ არც ღალატს ელოდა, არც მტრობას. ხე-
დავდა, მაღლა, ავდრის ღრუბლებზე მჯდარი ღმერთი როგორ
გადაუფრენდა ხოლმე დედამიწას, თვალწინ წარმოუდგებოდა შა-
რაზე მიმავალი მაცხოვარი და, როცა კი მას დალანდავდა, ბუჩ-
ქებში ჩამალული, გულაძგერებული უცდიდა, როდის მიეფარებო-
და თვალს ზეციერი მამა.
მერე ჰანესსაც დაუდგა ჟამი, როცა რაიმე ხელობა უნდა შეეს-
წავლა და საქმისთვის მოეკიდა ხელი, მაგრამ ძმასავით მამის სა-
ხელოსნოში კი არ დაიწყო მუშაობა, ქალაქგარეთ, სასაქონლე
მეურნეობებს მიაშურა და მწყემსად დაუდგა ცხვრებსა და თხებს;
საძოვარზე გარეკავდა ღორებსა და ძროხებს, ბატებსაც კი უვლი-
და. მისთვის მიბარებულ საქონელს მართლაც ეტყობოდა მზრუნ-
ველი ხელი, პირუტყვი მალე ეჩვეოდა და უშინაურდებოდა,
ემორჩილებოდა მის შეძახილებს და მეტი ხალისით მიჰყვებოდა,
ვიდრე სხვა მწყემსებსა თუ მენახირეებს. ქალაქელებსა და გლე-
ხებს ეს გარემოება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და სულ რაღაც
რამდენიმე წელიწადში ახალგაზრდა მწყემსს ყველაზე მრავალ-
რიცხოვანსა და საუკეთესო ნახირსა თუ ფარას ანდობდნენ. მაგ-

54
მკითხველთა ლიგა

რამ, როცა ქალაქში, ბაზრობაზე გაგზავნიდნენ, ჰანესს ისევ


ფრთხილი და მოკრძალებული ნაბიჯით უნდა ევლო: შეგირდები
აბუჩად იგდებდნენ, სკოლის მოსწავლეები დამცინავ მეტსახე-
ლებს ეძახდნენ, ღვიძლი ძმაც კი მისალმების ნაცვლად უკმეხად
შეაქცევდა ხოლმე ზურგს. ეგ კი არა, მოატყუა კიდეც ჰანესი –
როცა მათი მამა რაღაც გადამდებ სენს ემსხვერპლა, კუთვნილი
მემკვიდრეობის ნახევარზე მეტი წაართვა. ჰანესს საყვედური არ
დასცდენია, ეს ამბავი აინუნშიაც არ ჩაუგდია. რასაც მწყემსობით
იშოვიდა, იმასაც ბავშვებს ან ღატაკებს ურიგებდა, დროდადრო
კი თავის საყვარელ რომელიმე ძროხას ან თხას ზანზალაკიან
ყელსაბამს უყიდდა ხოლმე.
ასე მიიწურა არაერთი წელი. ამასობაში ჰანესს ახალგაზრდა
აღარ ეთქმოდა. კაცთა მოდგმის ცხოვრებისა მას ბევრი არაფე-
რი გაეგებოდა, სამაგიეროდ ესმოდა ქარისა და ამინდისა, ბალა-
ხისა და მოსავლისა, საქონლისა და ძაღლებისა; სათითაოდ
ცნობდა მისთვის მიბარებულ პირუტყვს, ერთმანეთისგან არჩევდა
სილამაზითა და სიჯანსაღით, ასაკით და ხასიათითაც კი. თუმცა
მარტო პირუტყვებში კი არა, ფრინველებშიც არაფერი შეეშლე-
ბოდა: იცოდა მათი სახეობები და ჩვევები, კარგად იცნობდა
ხვლიკებს, გველებს, ხოჭოებს, ფუტკრებს, ბუზებს, კვერნასა თუ
ციყვს. საუცხოოდ ერკვეოდა მცენარეებსა და ბალახეულში, წე-
ლიწადის დროებსა თუ მთვარის ციკლებში, არც მიწისა შეეშლე-
ბოდა, არც ცისა. მუდამ იოლად აგვარებდა ცხოველებს შორის
ქიშპსა და დავას, სათუთად უვლიდა და, თუ რომელიმე ავად შე-
იქნებოდა, მზრუნველობას არ აკლებდა. პირუტყვის დაობლე-
ბულ პატარა ნაშიერს მუდამ განსაკუთრებული ყურადღებით ექ-
ცეოდა და ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ცხოვრებაში რაიმე სხვა
საქმეს მოჰკიდებდა ხელს, გარდა მწყემსობა-მენახირეობისა.
ერთ დღეს, როცა ტყის პირას, ჩრდილში წამოწოლილი, თა-
ვის ნახირს გაჰყურებდა, თვალი მოჰკრა ქალაქის მხრიდან ჩქა-
რი ნაბიჯით მომავალ ქალს, რომელიც ისე მიიმალა ხეებში,
მწყემსი არც შეუმჩნევია. ქალი აშკარად აღელვებული ჩანდა და,

55
მკითხველთა ლიგა

როცა ჰანესი ტყეში შეჰყვა, დაინახა, რომ უცნობს თავის მოკვლა


განეზრახა: წიფლის ტოტზე თოკი გამოება და ის იყო, მარყუჟში
აპირებდა თავის გაყოფას.
ჰანესმა ფრთხილად მიირბინა ქალთან, მხარზე ხელი დაადო
და ჩანაფიქრის შესრულება არ დაანება. ქალი შეკრთა და ავი
მზერა მიაპყრო. ჰანესმა აიძულა, მიწაზე დამჯდარიყო, გულნატ-
კენ ბავშვს რომ დაელაპარაკებიან, ისე დაუყვავა და საბოლოოდ
იმდენი ქნა, რომ ქალმა დარდიც გაუზიარა და თავის გასაჭირსაც
თავიდან ბოლომდე მოუყვა. უთხრა, ჩემს ქმართან ვეღარ ვიც-
ხოვრებო, მაგრამ ჰანესი მიხვდა და იგრძნო, რომ ქალს ქმარი
უყვარდა. გული მოაოხებინა, იმდენ ხანს ალაპარაკა, სანამ ცოტა
არ დაამშვიდა. მერე სხვა ამბებზე ჩამოუგდო სიტყვა, უამბო თა-
ვის საქმიანობაზე, ტყესა და პირუტყვის ჯოგებზე, ბოლოს კი ურ-
ჩია, შინ დაბრუნდი და ქმარს კიდევ ერთხელ დაელაპარაკეო.
ქალი უხმო ტირილით გაშორდა იქაურობას. იმ დღის შემდეგ ჰა-
ნესს ის კარგა ხანს აღარ უნახავს და აღარც რაიმე სმენია მასზე.
მაგრამ აი, შემოდგომის პირს ქალი ისევ გამოჩნდა, ამჯერად
ქმარსა და მაზლთან ერთად. მშვენიერ გუნებაზე იყო. მადლობა
უძღვნა მწყემსს, მოუყვა ქმართან შერიგების ამბავს, ქალაქში,
თავის ოჯახში მიიპატიჟა და თან სთხოვა, შენებური რჩევა--
ჩაგონებით როგორმე იქნებ ჩემს მაზლსაც დაეხმაროო. ახლა ეს
უბედურიც შეუდგა თავისი გასაჭირის მოყოლას. თურმე მის წის-
ქვილს ცეცხლი გასჩენოდა და იმ ხანძარში ვაჟი დაღუპვოდა.
ვიდრე თავის ამბავს ჰყვებოდა, საწყალი კაცი მწყემსის მზერაში
რაღაც უცნაურ სიმშვიდესა და ძალას გრძნობდა, მისმა სიტყვებმა
კი გული დაუამა. თავად ჰანესი ვერც კი მიხვდა, როგორ ანუგეშა
უბედური მამა, როგორ დაუბრუნა სიცოცხლის ხალისი. ქალაქე-
ლებმა მადლობა გადაუხადეს ასეთი გულდადებისთვის და დაემ-
შვიდობნენ.
დიდ ხანს არ გაევლო, რომ კაცი ისევ დაბრუნდა. თან ახლდა
ერთი მეგობარი, რომელსაც ჰანესის რჩევა-დარიგება სჭირდე-
ბოდა. მერე იმ მეგობარმა თავისი მეგობარი მიჰგვარა, და რამ-

56
მკითხველთა ლიგა

დენიმე წელიწადში ქალაქში ხმა დაირხა, მწყემს ჰანესს თურმე


შეშლილის განკურნებაც შეუძლია, იცის, როგორ მოაგვაროს ყო-
ველგვარი უთანხმოება, როგორ მოაბრუნოს სიცოცხლისკენ სა-
სოწარკვეთილი და როგორ ჩაუსახოს იმედი იმედგადაწურულსო.
დაცინვით ჯერაც ბევრი დასცინოდა, მაგრამ დღე არ გაივლი-
და, ერთი მთხოვნელი მაინც არ მისდგომოდა კარზე. ერთი
ახალგაზრდა კაცი, მფლანგველი და მუქთახორა, მისი მეცადი-
ნეობით გონს მოეგო და საქმეს ეწია, მძიმედ დასნეულებულთ ჰა-
ნესი თმენას ასწავლიდა და გადარჩენის იმედს უნერგავდა, მაგ-
რამ განსაკუთრებული მითქმა-მოთქმა მაშინ ატყდა, როცა მისი
შუამავლობით ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდე-
ბული ორი მდიდარი ოჯახის შერიგება მოხერხდა.
როცა ჰანესზე ჩამოვარდებოდა სიტყვა, ზოგი ცრურწმენასა
და ჯადოქრობასაც ახსენებდა, მაგრამ, რაკი მწყემსი ყოველგვარ
გასამრჯელოზე უარს ამბობდა, ამგვარმა ჭორებმაც თავისთავად
დაკარგა აზრი, და ხალხიც ამ თავმდაბალ კაცს ახლა ისე ეახლე-
ბოდა ხოლმე, როგორც ვინმე წმინდა განდეგილს. რას აღარ
ჰყვებოდნენ ჰანესსა და მის ცხოვრებაზე: ზოგი ამტკიცებდა, სა-
დაც უნდა მიდიოდეს, ტყის ბინადრები ფეხდაფეხ დაჰყვებიანო;
ზოგი ამბობდა, ამ კაცს ფრინველების ენა ესმისო, სხვები იფიცე-
ბოდნენ, წვიმის მოყვანაც შეუძლია და, თუ საჭირო შეიქნა, მეხის
არიდებაცო.
მათ შორის, ვინც ჰანესს ჯერაც ამრეზით და ბოროტი თვა-
ლით უყურებდა, მისი უფროსი ძმაც იყო. ის უწინდებურად ჩერ-
ჩეტსა და ლენჩს ეძახდა და ერთ საღამოს, ღრეობისას, დაიტრა-
ბახა, კაცი არ ვიყო, თუ სეირი არ ვანახვო და იმ თავის სულე-
ლურ საქმიანობაზე ხელი არ ავაღებინოო. სიტყვა სიტყვააო, უთ-
ხრეს თანამეინახეებმაც და მეორე დღეს, ორ თანამგზავრთან
ერთად, გაუდგა კიდეც გზას. ბევრი ეძებეს თუ ცოტა, მწყემსი ერთ
შორეულ იალაღზე იპოვეს. ისიც გულთბილად შეხვდა ძმას, პუ-
რითა და რძით გაუმასპინძლდა, თვითონაც მოიკითხა, ცოლ--
შვილის ამბავიც გამოჰკითხა და, სანამ ძმას ავი სიტყვა დასცდე-

57
მკითხველთა ლიგა

ბოდა, გული ისე მოულბო, რომ სამტროდ მისულმა მიტევება


სთხოვა და შინ დარცხვენილი დაბრუნდა.
აი, მაშინ კი ყველა ავის მსურველმა ხმა გაიკმინდა. ხალხი
ერთმანეთს უყვებოდა ამ ამბავს, თანაც, ვისაც როგორ შეეძლო,
ისე შეალამაზებდა ხოლმე, ერთმა ახალგაზრდა კაცმა ამაზე
ლექსიც კი დაწერა.
უფრო გვიან, როცა ჰანესი ორმოცდათხუთმეტისა მოიყარა,
ქალაქს მძიმე ჟამი დაუდგა: ჯერ იყო და მოსახლეობა რაღაც სი-
სულელის გამო გადაეკიდა ერთმანეთს, ამას შუღლის გაღვივება
და სისხლის ღვრა მოჰყვა. რამდენიმე გარდაცვლილზე ხმა და-
ირხა, მტრებმა მოწამლესო, მერე კი, სანამ ხალხი დაშოშმინება-
სა და ქიშპის დავიწყებას მოასწრებდა, საზარელი სენი დაატ-
ყდათ თავს: ჯერ ჩვილები იხოცებოდნენ, მალე უკურნებელი
სნეულება მოზრდილებსაც მოედო და ბოლოს ქალაქის მკვიდ-
რთა ერთი მეოთხედი გაჟლიტა.
სწორედ ამ ავად სახსენებელ ჟამს მიიცვალა ქალაქის ხნიერი
ბურგომისტრი, რამაც სამოქალაქო დაპირისპირებითა და უც-
ნაური ავადობით ისედაც გულგატეხილ საზოგადოებაში კიდევ
უფრო გაამძაფრა უიმედობა და უსასოობა. ცხოვრება აირია. ქა-
ლაქში ჯგროებად დათარეშობდნენ ქურდები. ვისაც თაღლითობა
არ შეეძლო, ამდენ გასაჭირს ვეღარ უმკლავდებოდა. მდიდრებს
ყოველდღე მუქარის წერილები მისდიოდათ, ღარიბები კი შიმში-
ლობდნენ.
მაშინ იყო, ქალაქში ჰანესი რომ ჩავიდა თავისი რამდენიმე
შეგირდის მოსანახულებლად. ერთი მათგანი მომკვდარიყო,
მეორეს რაღაც სნეულება შეჰყროდა, მესამე დაობლებული და
გაღატაკებული დახვდა. სახლები დაცარიელებული იდგა, ქუჩებ-
ში დამფრთხალ-დაფეთებული ხალხი მიმოდიოდა. ჰანესი, მშობ-
ლიური ქალაქის უბედური ყოფით თავზარდაცემული, გულგასი-
ვებული მიაბიჯებდა ბაზრის მოედანზე. იქ მყოფთაგან ბევრმა იც-
ნო. მაშინვე აედევნა დახმარების მაძიებელთა ჯგრო და გასაქანი
აღარ მისცა. რატუშას რომ მიუახლოვდნენ, თვითონაც ვერ მიხ-

58
მკითხველთა ლიგა

ვდა, როგორ აღმოჩნდა სადარბაზო კიბის ზედა საფეხურზე, ქვე-


მოდან კი შეჰყურებდა ბრბო, ასე რომ სწყუროდა მისგან ნუგეშისა
და იმედის სიტყვების მოსმენა.
ჰანესიც განიმსჭვალა სურვილით, შეკრებილნი როგორმე გა-
ემხნევებინა, მათთვის გული გაეკეთებინა. ხელები წინ გაიშვირა
და გაყურსულ ხალხს მიმართა. ლაპარაკობდა ავადმყოფობასა
და სიკვდილზე, ცოდვასა და მის გამოსყიდვაზე, ბოლოს კი სიტ-
ყვა ერთი სანუგეშო ამბით დაამთავრა: ქალაქის კარიბჭესთან
რომ ბორცვია, გუშინ იმ ბორცვზე იესო დავინახეო; მაცხოვარი
იმისთვის გამოგვეცხადა, რომ უბედურებისგან დაგვიცვასო. ამას
რომ ჰყვებოდა, სახეზე თანაგრძნობა ეხატა და თვალები სიყვა-
რულით უბრწყინავდა. ალბათ ამიტომაც მოეჩვენა ზოგიერთს,
ჩვენი შემწე სწორედ ეს არის, ეს კაცი მოგვივლინა ღმერთმა
მხსნელადო.
„აქ მოგვიყვანე!“ შესძახა ბრბომ, „მოგვიყვანე მაცხოვარი, რა-
თა გაჭირვებიდან გვიხსნას!“
ჰანესი შიშმა აიტანა – ახლაღა მიხვდა, რა მოუთმენარი იმე-
დი გააღვიძა ხალხში. უცებ სახე მოეღუშა და დაღლა დაეტყო.
პირველად იგრძნო, რომ სამყაროს ბედუკუღმართობა მის რწმე-
ნაზე დიდი და ძლიერი იყო. ამ ბეჩავებს, მის წინ რომ მოგროვი-
ლიყვნენ, მაცხოვრის ამბის მოსმენა აღარ აკმაყოფილებდათ, ახ-
ლა მისი ხილვა სწადდათ, სურდათ, ხელით შეხებოდნენ და მისი
ხმა გაეგონათ. მხოლოდ ეს თუ იხსნიდა სასოწარკვეთილთ.
„თქვენთვის ვილოცებ მის წინაშე“, გაბზარული ხმით წარმოთ-
ქვა ჰანესმა, „სამ დღესა და სამ ღამეს მოვანდომებ მის ძებნას და
შევევედრები, წამომყვეს და დაგეხმაროთ.“
დაქანცული და ფიქრებარეული შეერია წინასწარმეტყველი
მღელვარე ბრბოს, გადაიარა ხიდი, გაემართა კარიბჭისკენ და
ქალაქიდან გავიდა. აქ მას უკანასკნელი თანამგზავრებიც ჩამო-
შორდნენ. გულდამძიმებულმა მიაღწია ტყეს, მწუხარე ფიქრებში
წასულმა მიაკითხა ადგილებს, სადაც უწინ ზოგჯერ ღმერთის სი-
ახლოვე ეგრძნო. ლოცვას არ წყვეტდა, თუმცა ათასობით თანა-

59
მკითხველთა ლიგა

მოძმის უბედურებას ისე დაეთრგუნა, იმედი აღარაფრისა ჰქონ-


და. თავის დროზე მწყემსი და ბავშვების მეგობარი ბევრისთვის
უნებლიეთ იქცა სულიერ მოძღვრად, ვინ მოთვლის, რამდენს
დახმარებია და რამდენი გადაურჩენია; არადა, ფუჭი ყოფილა
ყოველივე, ახლა მხოლოდ იმასღა ხედავდა, რომ დედამიწაზე
ბოროტება მეფობდა და გამარჯვებას ზეიმობდა.
როცა მეოთხე დღეს წელმოწყვეტილი, მძიმე ნაბიჯით შევიდა
ქალაქში, სახე დაჰბერებოდა, თმა კი ერთიანად გასთეთრებოდა.
შეკრებილნი უსიტყვოდ ელოდნენ, ზოგი მის წინაშე მუხლსაც იდ-
რეკდა.
მან კი თავისი ცხოვრება დაასრულა სიცრუით, რომელიც სი-
მართლე იყო.
„ღმერთი თუ ნახე? და მისგან რა მოისმინე?“ მიაძახეს მოუთ-
მენლად.
ჰანესმა თვალები გაახილა და უპასუხა: „აი, რა სიტყვა მოვის-
მინე: წადი და მოკვდი შენი ქალაქისთვის, როგორც მე მოვკვდი
ამ საწუთროსთვისო.“
ხალხის ზღვას ერთხანს შიში და გაწბილება თოკავდა. მერე
ერთი ბერიკაცი წამოხტა, გინებით მიეჭრა წინასწარმეტყველს და
სახეში შეაფურთხა. ჰანესი მიწაზე დაეცა და სიტყვის უთქმელად
შეეწირა აზვირთებულ ბრბოს.

1906

თარგმნა დავით კაკაბაძემ

60
მკითხველთა ლიგა

შეყვარებული ჭაბუკი

ეს ამბავი წმინდა ილარიონის ხანაში მოხდა. ამ წმინდანის


მშობლიურ ქალაქ ღაზაში ცხოვრობდა ერთი მოკრძალებული,
ღვთისნიერი ცოლ-ქმარი, რომელიც ღმერთს გონიერი და პირ-
მშვენიერი ქალიშვილით დაესაჩუქრებინა. ეს სათუთი გოგონა
გარშემომყოფთა გასახარად კრძალვასა და ღვთისმოსაობაში
იზრდებოდა, მშობლებისგან კეთილი საქმეების საკეთებლად და-
რიგებული. ისეთი ტურფა და ნატიფი იყო, ცით მოვლენილი ან-
გელოზი გეგონებოდათ. ქათქათა შუბლზე მბზინვარე შავი თმა
ჩამოშლოდა, კდემით დახრილ თვალებს გრძელი, მუქი ხავერ-
დივით წამწამები უჩრდილავდა, პალმებქვეშ მოკუნტრუშე გაზე-
ლივით როკავდა კოხტა, ჩამოქნილ ფეხებზე. მამაკაცებს ყურად-
ღებას არ აქცევდა, რადგან მეთოთხმეტე წელიწადში მყოფს სა-
სიკვდილო სენი შეეყარა და მშობლებმა ფიცი დადეს, თუ ჩვენს
ქალიშვილს გადარჩენა უწერია, უფლის სარძლოდ განვაწესებ-
თო. და უფალმაც მიიღო მათი მსხვერპლი. ეს სპეტაკი გოგონა
იმავე ქალაქში მცხოვრებ ერთ ჭაბუკს შეუყვარდა. ისიც ლამაზი
და ტანადი იყო, შეძლებული მშობლების შვილი, და არასოდეს
მოჰკლებია დედ-მამის მზრუნველობა თუ აღზრდა. მაგრამ, რაც
ის მშვენიერი ქალწული ჩაუვარდა გულში, მხოლოდ იმასღა ლა-
მობდა, როგორმე თვალი შეევლო მისთვის, ხოლო, როცა
დაინახავდა, მოჯადოებულივით შეშდებოდა და მშვენიერ არსე-
ბას ვნებიან მზერას გააყოლებდა. თუ დღე ისე ჩაივლიდა, რომ
გოგოს თვალს ვერსად შეასწრებდა, უმიზნოდ დაეხეტებოდა
აქეთ-იქით, ფერმიხდილი და კოპებშეკრული, საჭმელს პირს არ
აკარებდა და დრო კვნესასა და გმინვაში გაჰყავდა.
ჭაბუკი მშობლებს ჭეშმარიტ ქრისტიანად აღეზარდათ, ბუნები-
თაც მოკრძალებული და ღვთისნიერი ადამიანი იყო, მაგრამ ახ-
ლა ეს ძალუმი სიყვარული ერთიანად დაჰპატრონებოდა მის
სულს. სრულიად დაკარგა ლოცვის უნარი და წმიდა ამბების ნაც-
ვლად მისი აზრები ქალწულის გრძელ დალალებს, მის მორ-

61
მკითხველთა ლიგა

ცხვსა და მშვენიერ თვალებს უტრიალებდა, ვეღარაფერზე ფიქ-


რობდა, გარდა საყვარელი არსების ღაწვებისა და ტუჩების ფე-
რისა და მოყვანილობისა, მისი თხელი, თლილი კისრისა და პა-
ტარა, მარდი ტერფებისა. მაგრამ ჭაბუკს ვერა და ვერ გაებედა,
თავად ქალწულისთვის გაენდო ამ უსაზღვრო სიყვარულისა და
ვნების ამბავი; რადგან მშვენივრად იცოდა, რომ ის გათხოვებას
არ აპირებდა, რომ მისი სიყვარული მარტოოდენ ღმერთსა და
მშობლებს ეკუთვნოდა.
ბოლოს, დაუკმაყოფილებელი წყურვილით გათანგულმა, გა-
ბედა და ქალწულს მაინც მისწერა მუდარის წერილი, რომელშიც
უსაზღვრო სიყვარულში გამოუტყდა, შეევედრა, მისი ნუკვა შეეს-
მინა, როცა დრო მოაწევდა, შეუღლებოდა და ეს კავშირი ბედ-
ნიერი, ღვთით დალოცვილი ქორწინებით დაეგვირგვინებინათ.
ჭაბუკმა უსტარს კეთილსურნელოვანი სპარსული ფხვნილი
მოაყარა, აბრეშუმის ბაფთა შემოახვია და თავისი მოხუცი მოახ-
ლის ხელით ქალიშვილს გაუგზავნა.
წერილის კითხვისას ქალწული აენთო, სახე აუხაშხაშდა. თა-
ვიდან, გონარეულმა, ბარათის დახევა გადაწყვიტა, მერე იფიქრა,
დედას ხომ არ ვაჩვენოო. მაგრამ, რაკი ჭაბუკს ბავშვობიდანვე
კარგად იცნობდა, და თან მის სიტყვებშიც ერთგვარი მოკრძალე-
ბა და რიდი ამოიკითხა, თავდაპირველ განზრახვაზე ხელი აიღო
და უსტარი დედაბერს დაუბრუნა: „ეს წერილი მის დამწერს
მიუტანე და უთხარი, ასეთი სიტყვები აღარასოდეს გამიბედოს.
ისიც აუწყე, რომ მშობლებმა უფლის სარძლოდ განმაწესეს და
მამაკაცს ხელს ვერასოდეს გავუწვდი. ჩემი ვალი და ერთადერთი
სურვილია, ქალწულობაში უფალი ვადიდო და მას ვემსახურო,
რადგან ღვთის სიყვარული ჩემთვის უფრო ძლიერი და ძვირფა-
სია, ვიდრე ადამიანისა. ამიტომ წერილის დამწერს გადაეცი,
ვიდრე არ შემხვდება კაცი, რომლის ტრფობაც ჩემთვის უფლის
სიყვარულზე ძლიერი და ძვირფასი იქნება, აღთქმას არ ვუღა-
ლატებ. კიდევ უთხარი, რომ ვუსურვებ მშვიდობას ღვთისა, რომე-
ლიც ყოველგვარ გონებაზე აღმატებულია. ახლა კი წადი და

62
მკითხველთა ლიგა

იცოდე, რომ მომავალში არავითარი გზავნილი აღარ მომიტანო,


არ მივიღებ.“
ქალწულის ესოდენი სიმტკიცით გაოცებული მოახლე თავის
ბატონთან დაბრუნდა, მისივე ხელით დაწერილი ბარათი გაუწო-
და და გადასცა ყოველივე, რაც გოგომ დააბარა.
და თუმცა მონათხრობი არაერთი სანუგეშებელი სიტყვითაც
გააჯერა, ჭაბუკმა ხმამაღალი მოთქმა მორთო, ტანისამოსი შე-
მოიხია და თავზე მიწა დაიყარა. იმ დღიდან აღარ უცდია, ქალ-
წულს სადმე გზაზე გადაჰყროდა და მხოლოდ შორიდან თუ შეავ-
ლებდა ხოლმე თვალს. ღამღამობით იწვა თავის ოთახში ძილგა-
ტეხილი და გამუდმებით იმეორებდა სატრფოს სახელს, რომელ-
საც ათასგვარი ნაზი, მოსაფერებელი სიტყვით ამკობდა: ხან თვა-
ლისჩინს უწოდებდა, ხან ზეციურ ვარსკვლავს, ხან შველს, ხან
პალმას, ხან სულის ნუგეშსა და ხანაც ძვირფას მარგალიტს. რო-
ცა ამ ზმანებიდან გამოფხიზლებული დარწმუნდებოდა, რომ
ოთახში მის გარდა არავინ იყო, კბილებს აღრჭიალებდა,
ღმერთს წყევლიდა და კედლებს ახლიდა თავს.
მის გულში მიწიერმა სიყვარულმა ჩააბნელა და ჩააქრო
ღვთისმოსაობა; მის სულში ბინა დაიდო ეშმაკმა, რომელიც ჭა-
ბუკს ხან ერთი ბოროტებისკენ უბიძგებდა, ხან მეორისკენ. ჭაბუკ-
მა დაიფიცა, ის ლამაზი გოგო მაინც ჩემი გახდება, საამისოდ სუ-
ლაც ძალის გამოყენება რომ დამჭირდესო. ერთხელაც გაემ-
გზავრა მემფისში, სადაც ასკლეპიოსის წარმართ ქურუმთა სკო-
ლაში ჯადოქრობის ხელოვნებას დაეუფლა. მთელი წელი გულ-
მოდგინედ ითვისებდა ამ მოძღვრების საიდუმლოებებს და მხო-
ლოდ ამის შემდგომ დაბრუნდა ღაზაში.
შინ დაბრუნებულმა სპილენძის დაფაზე ამოკაწრა საგანგებო
ნიშნები და შემძლე სიტყვები, რომელთაც ტრფიალებით მოხიბ-
ვლის ძალას მიაწერდნენ, ღამით კი წავიდა და დაფა იმ სახლის
ზღურბლქვეშ ჩამარხა, სადაც ქალწული ცხოვრობდა.
გოგოს ცვლილება მეორე დღესვე დაეტყო. თუ უწინ თვალე-
ბი მუდამ კდემით ჰქონდა დახრილი, ახლა მის მზერაში მეტი სი-

63
მკითხველთა ლიგა

თამამე შეიმჩნეოდა, შეკრული თმა გაიშალა, ღვთისმსახურებასა


და ლოცვას ნაკლებ ყურადღებასა და დროს უთმობდა და თავის-
თვის ღიღინებდა ერთ პატარა სატრფიალო სიმღერას, რომე-
ლიც მისთვის არავის ესწავლებინა. ეს უნაზესი არსება დღითი
დღე იცვლებოდა: შეივსო, ხორცი შეისხა, ღამღამობით კი ბალი-
შებში ჩამხობილი წრიალებდა და ხმამაღლა გაჰყვიროდა ჭაბუ-
კის სახელს, სატრფოს უწოდებდა და თავისთან უხმობდა.
შვილის ხასიათში მომხდარი გარდაქმნა მალე დედ-მამამაც
შენიშნა. ქალიშვილის საუბარსა და ქცევაში შემჩნეულმა ცვლი-
ლებებმა ისინი აიძულა, მთელი გულისყური თავიანთი ასულის-
თვის მიეპყროთ. ღამით გაგონილმა მშობლები იმდენად შეაშინა
და შეაძრწუნა, რომ მამამ თავისი, როგორც თვითონ უწოდა,
უღირსი შვილის მოკვეთა დააპირა, მაგრამ დედის ვედრებამ ხე-
ლი ააღებინა განზრახვაზე. საქმის ვითარებას რომ ჩაუღრმავ-
დნენ, მიხვდნენ, რომ მათი ქალიშვილის ასეთი ურცხვი ქცევა
უთუოდ ჯადოს შედეგი უნდა ყოფილიყო.
დრო გადიოდა, გოგო კი უწინდებურად შეპყრობილი
დაიარებოდა. მეტიც, ახლა აღარც მკრეხელობას ერიდებოდა და
ხმამაღლა უხმობდა თავის სატრფოს. დედ-მამამ გადაწყვიტა,
დახმარება ეთხოვა წმინდა მეუდაბნოე ილარიონისთვის, რო-
მელსაც უკვე მრავალი წელი იყო, ქალაქიდან მოშორებით,
უდაბნოში დაედო ბინა და უფალსაც ისე მიახლოებოდა, რომ მი-
სი არცერთი ლოცვა შეუსმენელი არ რჩებოდა. ამ კაცს იმდენი
სნეული მოერჩინა, იმდენი სხეულიდან განედევნა ეშმაკი, რომ
წმინდა ანტონიუსთან ერთად თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე
გავლენიანი ღვთისკაცის სახელი მოეპოვებინა. მშობლებმა გო-
გო სწორედ მას მიჰგვარეს, ყველაფერი უამბეს და შეევედრნენ,
ქალიშვილი მოგვირჩინეო.
წმინდანი გოგოს მიუბრუნდა და შესძახა, ღვთის მსახური ავ-
ხორცობის ჭურჭლად ვინ გაქციაო?!
ქალწულმა შეხედა დამჭლევებულ, მზისგან კანდამწვარ
მეუდაბნოეს, გამასხარავება დაუწყო და თავისი ქათქათა კანისა

64
მკითხველთა ლიგა

და სავსე სხეულის ქებას მოჰყვა, ღვთისკაცს კი მუწუკიანი საფ-


რთხობელა უწოდა. საბრალო მშობლები მუხლებზე დაეცნენ და
სირცხვილისგან თავი ხელებში ჩარგეს. მაგრამ ილარიონს სახე-
ზე ღიმილი მოეფინა – შეიცნო გოგოში ჩაბუდებული ეშმაკი და
ისე მედგრად შეუტია, რომ ავსულს ჯერ თავისი სახელი ათქმევი-
ნა, მერე კი ყველაფერში გამოტეხა. სასტიკი წინააღმდეგობის
მიუხედავად, წმინდანმა ძალით გამოდევნა დემონი ქალწულის
არსებიდან, რომელმაც, თითქოს ციების ზმანებიდან გამოერ-
კვაო, ახლაღა იცნო თავისი მტირალი მშობლები, მიესალმა მათ
და ილარიონს კურთხევა სთხოვა. იმ წუთიდან გოგო ისევ იმ
ღვთისმოსავ ქალწულად იქცა, უწინ რომ იცნობდნენ.
ამასობაში ჭაბუკი სულ იმის მოლოდინში იყო, როდის
დაიმორჩილებდა ქალიშვილს სიყვარულის ჯადო, როდის ჩაუგ-
დებდა ხელში სატრფოს. წარმატებაში დარწმუნებულმა და იმე-
დით სავსემ გაატარა რამდენიმე დღე, რომელთა განმავლობა-
შიც ქალიშვილს ზემოთ აღწერილი ამბები გადახდა. განკურნებუ-
ლი გოგო ქალაქში დაბრუნდა. ჭაბუკმაც ერთ მშვენიერ დღეს ქუ-
ჩაში სეირნობისას თვალი მოჰკრა და მისკენ გაემართა. როცა
მიუახლოვდა, დაინახა, რომ ქალიშვილის თვალები ისევ იმ უწინ-
დელ უმანკოებას ასხივებდნენ, მისი პირისახე ისეთი მშვიდი სი-
ლამაზით იყო გაცისკროვნებული, რომ კაცი იფიქრებდა, სამოთ-
ხიდან მოვლენილი არსება მიახლოვდებაო. ჭაბუკი შეცბა და ად-
გილზე გახევდა, ქალწულის შემხედვარეს შერცხვა კიდეც ჩადენი-
ლი თავხედობისა. თუმცა არ დაემორჩილა სინდისის შემოტევას
და, რაკი ამასობაში ქალწული მას გაუსწორდა, სიყვარულის ჯა-
დოს მოქმედებას ენდო, გოგოს ხელი ხელზე წაავლო და ჰკით-
ხა, აღარც ახლა გიყვარვარო?
ქალწულმა, ისე, რომ არც გაწითლებულა, თვალები ზე-
აღმართა და ჭაბუკმა მათში ვარსკვლავთა კიაფი ამოიცნო. ამ
მზერაში ენით აუწერელი სიკეთე გამოსჭვიოდა. გოგომ ხელზე
ხელი მოუჭირა და უპასუხა: „დიახ, ძმაო ჩემო, მიყვარხარ. მიყ-
ვარს შენი საბრალო სული და გემუდარები, გამოჰგლიჯო იგი

65
მკითხველთა ლიგა

ბოროტს და მიანდო უფალს, რათა ისევ გალამაზდეს და გასუფ-


თავდეს.“
უხილავმა ხელმა შეარხია ჭაბუკის გული, თვალები ცრემლით
აუვსო, და მან შესძახა: „ნუთუ სამუდამოდ უარი უნდა ვთქვა შენ-
ზე? მიბრძანე, რაც გენებოს, ამიერიდან მე მხოლოდ იმას ვიქმ,
რასაც შენ მოისურვებ.“
ქალწულს სახეზე ანგელოზის ღიმილი გადაეფინა და უთხრა:
„სამუდამოდ არ მოგიწევს ჩემზე უარის თქმა. დადგება დღე, რო-
ცა უფლის ტახტთან ვიდგებით. ჯობს ვიღვაწოთ, რომ შევძლოთ
მისთვის თვალის გასწორება და მაღალი ღმერთის წინაშე გა-
მოცდის ჩაბარება. მაშინ გავხდები შენი მეგობარი. ჩემთან განშო-
რება სულ ცოტა ხნით მოგიწევს.“
ჭაბუკმა სიტყვის უთქმელად გაუშვა ხელი ქალწულს, და მანაც
ღიმილით განაგრძო გზა. ჭაბუკი ერთხანს მოჯადოებულივით იდ-
გა, გაქვავებული, მერე შინ წავიდა, სახლის კარი გადარაზა და
უდაბნოსკენ გაეშურა, რათა ღვთის სამსახურში ჩამდგარიყო. მისი
სილამაზე სადღაც გაუჩინარდა, ერთიანად ჩამოხმა და კანი
გაუშავდა; ბინას მინდვრის ცხოველებთან ინაწილებდა. როცა და-
იღლებოდა და გულში ეჭვის ჭია შეეპარებოდა, როცა ნუგეში
აღარსად ეგულებოდა, სატრფოს სიტყვებს იხსენებდა, ასჯერ და
ათასჯერ იმეორებდა: „სულ ცოტა ხნით, სულ ცოტა ხნით...“
დიდი დრო გავიდა, კაცს ჯერ ჭაღარა შეერია თმაში, მერე
სულ გათეთრდა, დედამიწა რომ დატოვა, ოთხმოცდამეერთე
წელში იყო გადამდგარი, მაგრამ რა არის ოთხმოცი წელი? დრო
ხომ ისე მიფრინავს, თითქოს ფრთები ჰქონდეს შესხმული. იმ ჭა-
ბუკის სიცოცხლიდან დღემდე ხომ ათასი და კიდევ ბევრი ასეული
წელი გავიდა. მალე ჩვენი საქმენიც და სახელებიც დავიწყებას
მიეცემა, წაიშლება ჩვენი ცხოვრების ყოველგვარი კვალი და არ
დარჩება არაფერი, გარდა ერთი პატარა, წარმავალი ლეგენ-
დისა.
1907
თარგმნა დავით კაკაბაძემ

66
მკითხველთა ლიგა

იდუმალი მთა

მონტე ჯალო2, ლამაზი და საქვეყნოდ განთქმული მთებით


გარემოცული, თვითონ ნაკლებად იყო ცნობილი და ცოტა ვინმეს
თუ ხიბლავდა. მართალია, ამ მთას დაუპყრობლის სახელი ჰქონ-
და დაგდებული, მაგრამ მაინც არავის იზიდავდა, რადგან მის მე-
ზობლად ათობით იოლად, ძნელად და ძალიან ძნელად დასაპ-
ყრობი მწვერვალი გამწკრივებულიყო. ოდითგანვე ჩაგრულის
ხვედრი ერგო და მასზე მხოლოდ ახლომახლო სოფლების
მცხოვრებთ თუ გაეგონათ რამე. მასთან მისასვლელი ბილიკები
გრძელი და მომქანცველი იყო, ხოლო მწვერვალისკენ მიმავა-
ლი გზა და, საფიქრებელია, გადმოსახედიც – ნაკლებად მიმზიდ-
ველი. სახელი იმანაც წაუხდინა, რომ მის ფერდობებზე ხშირი
იყო ქვათაცვენა, გამუდმებით ქროდა ძლიერი ქარი და თოვდა,
ხოლო მისი კლდოვანი ქანები იოლად იშლებოდა. დაუფასებე-
ლი და მივიწყებული იდგა ეს მთა თავის სახელგანთქმულ ძმებს
შორის, ვითარცა ქვის უხეში და ულაზათო, ყოველგვარ სილამა-
ზესა და მიმზიდველობას მოკლებული გროვა. დიახ, სახელი და
დიდება არ მოუპოვებია, მაგრამ სამაგიეროდ მის სხეულზე არც
ბილიკები დაუქნიათ, არც მოსასვენებელი ქოხები აუშენებიათ,
არც საბაგირო გზები გაუყვანიათ და არც ფუნიკულიორისა. მის
სამხრეთ მისადგომებთან, მართალია, იყო რამდენიმე საძოვარი
და აქა-იქ მწყემსების ქოხებიც იდგა, მაგრამ ამ მხრიდან რაიმე
მარშრუტის გაკვალვაზე ან, მით უმეტეს, მწვერვალის დალაშ-
ქვრაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა. იქ ფერდს შუაწელზე მიუყვე-
ბოდა ფხვიერი კლდის გრძელი, ვერტიკალური კედელი, რომე-
ლიც ზაფხულობით მოყავისფრო-მოყვითალოდ ბზინავდა და
რომელსაც მთა თავის სახელს უმადლოდა.
მთების მიმართ ფიზიოგნომიკა ისეთივე მატყუარა მოძღვრება
რომ არ იყოს, როგორიც ადამიანის სახის შეფასებისას, მაშინ

2
მონტე ჯალო (იტალ. Monte Giallo) – ყვითელი მთა
67
მკითხველთა ლიგა

მონტე ჯალო უთუოდ ამრეზილი და კუშტი ვინმე იქნებოდა: ერთ


მხარეს გრძელი, დაბოღმილი, სიპი კედელი, ხოლო მეორე მხა-
რეს – ლოდების, მორენებისა და თოვლიანი მინდვრების უწეს-
რიგო, ლაქოვანი წარმონაქმნი თავზე დაკბილული კლდის ქი-
მით, მწვერვალს ხეირიანად რომ ვერც გამოარჩევ, ისეთით.
იმ თავის ველურ მარტოობას მთა მშვიდად იტანდა, აუღელ-
ვებლად და უსიტყვოდ უცქერდა მეზობლების პოპულარობას და
ცუდი არავისთვის უნდოდა. საქმე ხომ ისედაც საკმარისად ჰქონ-
და: ეს ქარიშხალთან და წყალთან ჭიდილიო, ეს ქვის კალაპო-
ტებისა და ნაკადულების წმენდაო, გაზაფხულზე თოვლის გადაყ-
რაო, ეს ზვავების ჩაშვებაო, ეს დაზიანებულ ფიჭვებსა თუ სოჭებ-
ზე ყოვლად მომქანცველი ზრუნვაო, ეს უდარდელი, მუდამ მოცი-
ნარი ყვავილის საფრის დაცვაო – ფიქრის დრო აბა, სად დარჩე-
ბოდა! აი, ზაფხულობით კი, სულის მოთქმის ხანმოკლე ჟამს, იწ-
ვა თავისთვის მზეზე, შრებოდა და თბებოდა, ტკბებოდა ვირზაზუ-
ნების ცელქობის ცქერით, უსმენდა ფარებისა თუ ჯოგების ეჟვან-
თა ქვემოდან ამომავალ ჟღარუნს. დროდადრო ამ ხმაურს ადა-
მიანთა უცნაური ხმებიც შეერეოდა – პატარა, სათამაშო სამყა-
როს გაუგებარი, წინათგრძნობებით აღსავსე ბგერები. ამ ბგერებს
მთა, მართალია, სიამოვნებით უგდებდა ყურს, მაგრამ ცნობის-
მოყვარეობას არ იჩენდა. ზაფხულის ხანმოკლე შესვენებისას
თავშეკავებულად, თუმცა თავაზიანად ეხმიანებოდა კაცის ყიჟინა-
საც და ზარების წკარაწკურსაც, მგზავრის სტვენასაც და თოფის
გასროლასაც, სხვადასხვა უწყინარ სალამს ბარიდან – ანუ იქი-
დან, სადაც, მისი რწმენით, ცხოვრება ბავშვური უდარდელობით
მიედინებოდა. ფიქრობდა გაზაფხულის პირის ქარაშოტებსა და
ადრიანი ზაფხულის ღამეებზე, როცა აქ, ზემოთ, მხოლოდ გა-
ჭირვება, გმინვა და ნგრევა ბატონობდა, როცა ქვის კედლები გა-
დაიხრებოდნენ, ლოდები ბურთებივით ცვიოდნენ ხევში, ხოლო
ნიაღვრები ძირს უთხრიდნენ ყველაფერს, რაც მკვიდრი და მყა-
რი იყო და როცა მისი ცხოვრება ათას უძლიერეს მტერთან სულ-
მოუთქმელ, ხან გაავებულ და ხან გააფთრებულ ბრძოლად იქ-

68
მკითხველთა ლიგა

ცეოდა. ასეთ დროს ყურს უგდებდა ბარიდან მომავალ სუსტ, უდ-


რტვინველ ხმებს და ისინი იმ პატარა ბავშვების ჟრიამულად ეჩ-
ვენებოდა, რომლებმაც არ უწყიან, რა სიფრიფანაა ცხოვრების
გზის გარსი და ის კლდესავით მაგარი და სამარადჟამოდ მტკიცე
ჰგონიათ.
მაგრამ დედამიწაზე არაფერია ისეთი, რისკენაც ადამიანმა
ადრე თუ გვიან თავისი წადილი არ მიმართოს. კლდის ნაპრალ-
ში ერთი პაწაწინა ბალახიც კი ვერ გაიხარებს, გზაზე ერთი პაწია
კენჭიც ვერ მიიმალება ისე, ადრე თუ გვიან ადამიანი არ სწვდეს
და ხელით გასინჯვა არ მოუნდომოს, ცნობისმოყვარედ და
გაუმაძღრად, როგორც ბავშვებს სჩვევიათ.
სოფლის მესაათის ვაჟი, სახელად ჩესკო ბიონდი, ერთი ვნე-
ბიანი, თუმცა უჟმური ახალგაზრდა იყო, რომელსაც ცხოვრების
ჩვეულსა და სწორ გზაზე ვერა და ვერ მიეგნო ბედნიერებისთვის.
კერძოდ, მას არ ხიბლავდნენ და ვერ აბედნიერებდნენ გოგოები,
თუმცა თავად ის მათ დიახაც მოსწონდათ, და ვაჟის წინაშე ერ-
თგვარ უმწეობასაც კი გრძნობდნენ. ჩესკო ამაყი ვინმე იყო და
გუნებაც ხშირად ეცვლებოდა. გოგოს მაშინ სტაცებდა ხელს, რო-
ცა ჟინი შეიპყრობდა, თავდაჯერებულად და ზედმეტი სინაზეების
გარეშე. როგორც კი ქალს დაეუფლებოდა, მასთან ცოტას გაერ-
თობოდა კიდეც და გულსაც გადააყოლებდა, მაშინვე ისევ უგუნე-
ბობა შეიპყრობდა: უცებ გაცივდებოდა და მოქუსლავდა. ასეთმა
ქცევამ ბევრი მტერი გაუჩინა, სულ რამდენიმე ამხანაგიღა შერჩა,
რომელთაგან ზოგს ეშინოდა მისი, ხოლო ზოგს სჭირდებოდა. ეს
ხალხი მაშინ თუ გაახსენდებოდა, როცა თანამეინახეები შემოაკ-
ლდებოდა ან შფოთსა თუ არეულობაში ამყოლებს მოისაკლი-
სებდა, მერე კი, როცა ყველა ყელში ამოუვიდოდა, უმალვე
კვლავ ზურგს შეაქცევდა. მამისგან მესაათის ხელობა ჰქონდა
ნასწავლი, მაგრამ ღონე ერჩოდა და ეს საქმე არ აკმაყოფილებ-
და. რაც დავაჟკაცდა, მხოლოდ დროდადრო თუ წაიმუშავებდა,
და ისიც თითქოს სამადლოდ, მკაცრად განსაზღვრულ საათებში.
დროს ისე ატარებდა, როგორც მოეპრიანებოდა და მთელი

69
მკითხველთა ლიგა

წლის სარჩენ ფულს ზაფხულის თვეებში შოულობდა, როცა მთა-


ში სახეტიალოდ ჩასულ ტურისტებს მეგზურად დაჰყვებოდა. მაგ-
რამ ამ სამსახურსაც ყველას როდი უწევდა. ერთხელ უთხრა კი-
დეც ერთმა გაკვირვებულმა უცხოელმა: „სხვაგან მეგზურებს, ვიდ-
რე დაასაქმებდნენ, გამოცდის ჩაბარების საბუთს სთხოვენ, აქ კი
პირიქითაა: იმისთვის, რომ ტურისტის გაძღოლა იკისროთ, მან
ჯერ თავისი პატენტი უნდა წარმოგიდგინოთ.“
ბევრ სხვა უცნაურობასთან ერთად ვაჟს უკვე კარგა ხანი იყო,
ჩვევად ჰქცეოდა მთაში მარტოდმარტო ხეტიალი. იმ თავის ჭირ-
ვეულ გაუმაძღრობას ახლა აღტაცებით მიმართავდა მცენა-
რეების, ქვებისა და ცხოველებისკენ, სიხარულს ანიჭებდა თავისი
ძალების გამოცდა, კმაყოფილებას გრძნობდა, როცა ხიფათს
დაძლევდა და განსაცდელს გაუმკლავდებოდა. ეს უსაქციელო და
ყველაფრით უკმაყოფილო ადამიანი მხოლოდ აქ, ამ მთებში პო-
ვებდა სიმშვიდეს და იძენდა მრავლის ატანის უნარს, აქ მას არა-
ფერი აშინებდა. თუ ცხოვრება ჩვეულებრივ მხოლოდ იშვიათად,
ისიც განსაკუთრებით ამაღლებულ წუთებში ჰგვრიდა სიხარულს,
საფრთხე და დაძაბულობა მართლაც ბედნიერებას ანიჭებდა.
როცა გაჭირვებით დაპყრობილ მწვერვალზე ერთიანად გათოში-
ლი მცირე ხნით შეისვენებდა, წერაქვს ყინულში ჩაარჭობდა და
ზედ დაყრდნობილი, ოდნავ წინ გადახრილი, ღია ნაცრისფერი
თვალებით თავის გამოვლილ გზას გადახედავდა ან რომელიმე
მიუვალ ხევში თოკს ჩაშავებული, ძველი კლდის კბილს გამოს-
დებდა და ნაპოვნ ქვას ერთდროულად მეკვლისა და მწვერვა-
ლის დამპყრობის თვალით სინჯავდა, აი, მაშინ თუ გაანათებდა
მის პირქუშ სახეს უცნაური, თან ბიჭური და თან ველური გამომეტ-
ყველება, თითქოს ვიღაცას ნიშნი მოუგოო, და ძალაუფლების
მოყვარული მისი არსება უსიტყვო გამარჯვებას ზეიმობდა.
დროთა განმავლობაში ჩესკომ, რომელსაც ისედაც მარტო
ხეტიალი ერჩივნა და ხალხმრავალ დასახლებებს ერიდებოდა,
თანდათან მოუხშირა სტუმრობას მონტე ჯალოს უკაცრიელ მიდა-
მოებში, სადაც იშვიათად თუ გადაეყრებოდა ვინმე სულიერს. იქ

70
მკითხველთა ლიგა

არავინ მიდიოდა მიწის გადაკარგული, ჯერაც ხელუხლებელი


ნაგლეჯის აღმოსაჩენად. მას თანდათან შეუყვარდა სახელგატე-
ხილი მთა და, რაკი ფუჭი სიყვარული არ არსებობს, პირქუშმა
მთამაც ნელ-ნელა იწყო გულის გადაშლა მოგზაურის წინაშე, უჩ-
ვენა თავისი დამალული სიმდიდრეები. მას აღარაფერი ჰქონდა
არც ამ მარტოსული კაცის სტუმრობის საწინააღმდეგო, არც იმი-
სა, რომ ეს კაცი ნიადაგ მის საიდუმლოებათა ამოცნობას ლამობ-
და. ჩესკოსა და მთას შორის თანდათანობით იშვა რაღაცნაირი,
ნდობისმაგვარი ურთიერთობა, ისინი ერთმანეთს ეცნობოდნენ
და ერთმანეთისგან არაფერს ითხოვდნენ. ბიონდიმ ისეთ ადგი-
ლებს მოუძებნა მისასვლელი, მანამდე მიუდგომელი რომ ეგო-
ნათ, ქვავნარში აღმოაჩინა ზაფხულის ყვავილების რამდენიმე პა-
წაწინა კუნძული, დროდადრო შინ გაიყოლებდა ლამაზად მბზი-
ნავ კრისტალს ან იქვე დაკრეფილ ყვავილებს, ბებერი მთა კი
ყოველივეს ხედავდა და არ ეწინააღმდეგებოდა.
ასე გაგრძელდა წელიწადზე მეტხანს. მაგრამ ადამიანს ხომ
არ ძალუძს, ბუნება უანგაროდ, ძმურად უყვარდეს. რა წუთსაც
დალხენილად იგრძნობს თავს, რა წუთსაც გაიფიქრებს, რომ
ღირსეული მასპინძლობა გაუწიეს, მაშინვე უჩნდება ბატონობის
ჟინი, სურვილი, ყველაფერს თავად წყვეტდეს, ამარცხებდეს და
ამცირებდეს ოდინდელ მეგობარს. ასე დაემართა ბიონდისაც. მას
უყვარდა მონტე ჯალო, სიამოვნებით დააბიჯებდა მის ხეობებში
და ფერდობებზე, უყვარდა მის ძირში დასასვენებლად წამოწო-
ლა; მაგრამ რა წუთსაც მთასთან გაშინაურება დაიწყო, მაშინვე
შეეპარა უკმაყოფილება და ბატონობის წყურვილიც დაეუფლა.
აქამდე ჩესკო უცნობი მთის მოთვალიერებას სჯერდებოდა და
ხანგამოშვებით მხოლოდ რამდენიმე საათით თუ ეწვეოდა მის
სამფლობელოს – მიუყვებოდა წყლის კალაპოტებსა და ნაზვავ-
რებს, აკვირდებოდა ქვის ქანებსა და მცენარეულ საფარს. რამ-
დენიმეჯერ ფრთხილად სცადა, უფრო მაღლაც ასულიყო – იქნებ
როგორმე მაინც მივაგნო ამ მიუდგომელი მწვერვალისკენ მიმა-
ვალ ბილიკსო. ასეთ დროს მონტე ჯალო უსიტყვოდ შეკრავდა

71
მკითხველთა ლიგა

კოპებს და მგზავრს აუღელვებლად ანიშნებდა, აქ ჩვენი მეგობ-


რობა წყდებაო. რამდენიმეჯერ გზად ქვათაცვენა დაახვედრა,
რამდენიმეჯერ გვარიანად აუბნია გეზი და საკმაოდაც დაღალა,
ერთხელ კისერში ჩრდილოეთის ქარი მიახალა და ერთი-ორჯერ
აბეზარ მჩხრეკელს ფეხქვეშ გამოაცალა და ნაფშვენებად უქცია
ქვა. ასეთ დროს ჩესკოს გუნება კი წაუხდებოდა ხოლმე, მაგრამ
ბედს ეგუებოდა და მორჩილად ბრუნდებოდა უკან. მთა ცოტა
ახირებულად მიაჩნდა, თუმცა, რაკი თავადაც უცნაური კაცი იყო,
მასაც შენდობით ეკიდებოდა.
ვითარება მაშინ შეიცვალა, როცა მეორე ზაფხულის მიწუ-
რულს ჩესკომ იმ თავის მთას სულ უფრო ხარბი თვალით უწყო
ცქერა და იმასაც მიეჩვია, მასში მეგობარი და დროებითი დასაყუ-
დარი კი აღარ ეძებნა, არამედ მტერი, რომელიც ეურჩებოდა,
რომელსაც ახლა უკვე დაჟინებით ლაშქრავდა და ზვერავდა, რა-
თა ერთ დღესაც იერიში მიეტანა და დაეპყრო. მისი ძალისხმევა
იქითკენ იყო მიმართული, როგორმე დაუფლებოდა უკარება
მთას, სულ ერთია, როგორ – ხერხითა თუ ღონით, პატიოსნად
თუ მოტყუებით. მის სიყვარულს ეჭვი და უნდობლობა შეერია და,
რაკი მთა უსიტყვოდ, მაგრამ მტკიცედ იდგა უარზე, უწინდელი
მიჯნურობა მალე სასოწარკვეთილებამ და სიძულვილმა შეცვა-
ლა.
სამჯერ თუ ოთხჯერ წამოიწყო შეუდრეკელმა მოგზაურმა
იერიში, ყოველ ცდაზე ახალი, მცირეოდენი წარმატებით და ამ
მძიმე ბრძოლაში გამარჯვების სულ უფრო მძაფრი წადილით.
მთამაც უფრო ბეჯითად იწყო თავის დაცვა და ზაფხული იმით
დასრულდა, რომ ხრამში გადაჩეხილი ჩესკო ბიონდი, ნახევრად
გაყინული და უჭმელ-უსმელი, მკლავმოტეხილი დაბრუნდა სო-
ფელში, სადაც ამასობაში მისი გაუჩინარება შეემჩნიათ და ლამის
დაღუპულადაც გამოეცხადებინათ. ვიდრე ჩესკო ლოგინად იყო
ჩავარდნილი, მონტე ჯალოზე ხვავრიელად მოთოვა და იმ წე-
ლიწადს რაიმეზე ფიქრი ზედმეტი შეიქნა. ჩესკომ, მით უფრო გა-
ბოროტებულმა, გადაწყვიტა, უკან არ დაეხია და, რადაც უნდა

72
მკითხველთა ლიგა

დასჯდომოდა, დაემორჩილებინა უჟმური მთა, რომელიც ახლა


ნამდვილად სძულდა. უკვე ზუსტად იცოდა, მიზნის მისაღწევად
რომელ გეზსაც აირჩევდა და ეგონა, მწვერვალისკენ მიმავალ
გზას უკვე კვალზე დავადექიო.
გაზაფხული მიიწურა თუ არა, ქურუხი მონტე ჯალო კვლავ
გახდა მოწმე, როგორ მიუახლოვდა მას ყოფილი მეგობარი და
როგორ დაიწყო მის კალთებზე ზამთრითა და თოვლის დნობით
გამოწვეული ცვლილებების შესწავლა. ის თითქმის ყოველდღე
მოდიოდა – ზოგჯერ ვიღაც ამხანაგის თანხლებით – და იქაურო-
ბას აკვირდებოდა. ერთხელაც, ნაშუადღევს, ისევ გამოჩნდა თა-
ვის მეგზურთან ერთად, დიდძალ ტვირთაკიდებული, აუჩქარებ-
ლად დაფარა ფრიალოს ერთი მესამედი და წინასწარ შეგულე-
ბულ ადგილას, შალის საბნითა და კონიაკით აღჭურვილი, ღამის
გასათევად მოემზადა. მეორე დილას, ალიონზე, ორი ამხანაგი
ფრთხილად დაადგა გაუკვალავ აღმართს.
ერთი ციცაბო ფერდი, რომელიც შუადღისას ჩამოცვენილმა
ქვებმა ჩახერგა და რომელიც ჩესკოს შესწავლილი ჰქონდა, ამ-
ხანაგებმა იოლად და უსაფრთხოდ, ჯერ კიდევ დილის სუსხში
გაიარეს. საქმე სამი საათის შემდეგ გართულდა. ჯიუტად, უხმოდ
მიიწევდნენ თოკით გადაბმულნი სულ უფრო ზევით, გვერდს უვ-
ლიდნენ შვეულ კედლებს, თუ გზა აერეოდათ, რის ვაივაგლახით
ბრუნდებოდნენ უკან. მერე გამოჩნდა კარგი მონაკვეთი, რომლის
გავლა ნაბიჯითაც შეიძლებოდა. მეგობრებმა თოკი მოუშვეს და
მხნედ განაგრძეს სვლა. ამას მოჰყვა სულ იოლად გასავლელი
დათოვლილი მინდორი, ხოლო შემდეგ – შვეული და სიპი
კლდე, რომელიც შორიდან ძნელად დასალაშქრავი ჩანდა, მაგ-
რამ, როგორც ახლა გაირკვა, მთელ სიმაღლეზე – სადამდეც
თვალს მიაწვდენდი – მიუყვებოდა პატარა, ალაგ-ალაგ ბალახით
დაფარული კარნიზი, საკმარისად განიერი ფეხის მოსაკიდებ-
ლად. ჩესკოს წინ ბევრი სირთულე აღარ ეგულებოდა. მწვერ-
ვალს ამჯერად რომ ვერ დალაშქრავდა, კარგად ესმოდა, მაგ-
რამ მთავარი სიძნელეები უკვე დაძლეული ეგონა. სჯეროდა,

73
მკითხველთა ლიგა

შემდეგ ცდაზე, რაკი დღევანდელ შეცდომებს აღარ გაიმეორებ-


და, უთუოდ მიაღწევდა მიზანს. უკვე იმაზე დაიწყო ფიქრი, ას-
ვლას მეგზურის დაუხმარებლადაც შევძლებო და გადაწყვიტა,
პირველივე შესაფერ დღეს მარტო წასულიყო. მონტე ჯალოზე
პირველად ასულს არ უნდოდა, გვერდით ვინმე ჰყოლოდა.
გულშეჯერებული შეუყვა ვიწრო აღმართს და თხასავით მოქ-
ნილად და მსუბუქად დაწინაურდა.
მაგრამ გზის ბოლომდე ჯერ კიდევ კარგა მანძილი რჩებოდა.
კედელი მკვეთრად იცვლიდა მიმართულებას და, რა წამს ჩესკომ
მოსახვევში გადადგა ფეხი, სახეში უცებ ძლიერი ქარი ეცა. პირი
მიაბრუნა, მოგლეჯილი ქუდის დაჭერა სცადა, ფეხი დაუცდა და
ამხანაგის თვალწინ უძირო უფსკრულში ჩაინთქა.
გამყოლი, შიშით ატანილი, წინ გადაიხარა, მოეჩვენა, რომ
დაინახა, როგორ ჩავარდა მისი თანამგზავრი, როგორ ეგდო
სადღაც დაბლა, ქვანაყარზე, იქნებ უკვე მკვდარი. რამდენიმე სა-
ათს ებრძოდა ხიფათს, აქეთ-იქით აწყდებოდა, მაგრამ გადაჩე-
ხილ მეგობრამდე გზა ვერ გაიკვლია. ბოლოს, ქანცგაწყვეტილი,
იძულებული გახდა, შინისკენ წასულიყო, თორემ მთა უეჭველად
მასაც ჩაყლაპავდა. დაღლილ-დაქანცულმა და დარდისგან კრი-
ჭაშეკრულმა, გვიან საღამოს ჩააღწია სოფლამდე, სადაც ჩესკოს
მოსაძებნად უმალ შეიქმნა ხუთკაციანი სამაშველო რაზმი. გათე-
ნებას არც დაელოდნენ, ისე გაუდგნენ გზას. თან წაიღეს თბილი
საბნები და ჯამ-ჭურჭელი, რათა მთის ძირში დაბანაკებულიყვნენ
და რიჟრაჟზევე დაეწყოთ ძებნა.
ამასობაში ჩესკო ბიონდი ცოცხალი იწვა იმ შვეული კლდის
ძირას, ქვაყრილზე, ფეხები და ნეკნები დალეწილი ჰქონდა. ეს-
მოდა, როგორ ეძახდა ამხანაგი, რამდენადაც შეეძლო, პასუხსაც
სცემდა, მაგრამ მისი ხმა არავის ესმოდა. მერე რამდენიმე საათს
გაფაციცებით უგდებდა ყურს ყოველ გაფაჩუნებას, დროდადრო
ხმაურზე ხვდებოდა, რომ ამხანაგი მის ძებნას განაგრძობდა. ხან-
გამოშვებით ისევ ცდილობდა, ხმა მიეწვდინა თანამგზავრისთვის,
და გული მოსდიოდა, რომ ის ვერ პოულობდა. ადგილი, სადაც

74
მკითხველთა ლიგა

იწვა, ეცნობოდა და ფიქრობდა, რომ მისი პოვნა ძნელი არ უნდა


ყოფილიყო. ბოლოს მიხვდა, რომ ამხანაგს შინ დაბრუნება მოუხ-
და და რომ უახლოესი თორმეტი-თხუთმეტი საათის განმავლობა-
ში მაინც შველაზე ფიქრი ზედმეტი იყო.
ორივე ფეხი მოტეხილი ჰქონდა, ხოლო ქვის ერთი ნამსხვრე-
ვი მუცელში შერჭობოდა და აუტანელ ტკივილს ჰგვრიდა. ჩესკო
ხვდებოდა, რომ მძიმედ დაშავებულიყო და ნაკლებად ჰქონდა
გადარჩენის იმედი. იცოდა, რომ პოვნით იპოვიდნენ, მაგრამ ეეჭ-
ვებოდა, იმ დროისთვის ცოცხალი იქნებოდა თუ არა. განძრევით
ვერ ინძრეოდა, წინ გრძელი, სუსხიანი ღამე ელოდა და მისი
იარებიც სიკვდილის მეტს არას მოასწავებდა.
საათი საათს მისდევდა, ჩესკო კი იწვა გაუნძრევლად, ჩუმად
კვნესოდა და ფიქრობდა ისეთ რაღაცებზე, ახლა რომ ვერაფერ-
ში გამოიყენებდა. გაახსენდა ერთი გოგო, რომელთან ერთადაც
თავის დროზე ცეკვა ისწავლა და რომელიც უკვე კარგა ხნის გათ-
ხოვილი იყო. დრო, როცა იმ გოგოს დანახვაზე გული უჩქარდე-
ბოდა, ახლა საოცრად ლამაზად და ამაღლებულად მოეჩვენა.
გაახსენდა სკოლის მეგობარი, რომელიც სწორედ იმ გოგოს გუ-
ლისთვის ცემით სიკვდილის პირამდე მიიყვანა. მერე იმ მეგო-
ბარმა სოფელი დატოვა, უმაღლესში ისწავლა და დღეს მთელს
ხეობაში ერთადერთი ექიმი იყო. ახლა სწორედ ამ ექიმს მოუწევ-
და მისთვის ჭრილობების შეხვევა ან გარდაცვალების მოწმობის
გამოწერა.
გაახსენდა თავისი მრავალრიცხოვანი ლაშქრობები და ის
დღე, როცა პირველად გადაეყარა მონტე ჯალოს. თვალწინ და-
უდგა დრო, როცა მარტოდმარტო ჯიუტად დაეხეტებოდა ამ უდა-
ბურ ადგილებში და შეუყვარდა მთა, რომელთანაც მეტ საერთოს
პოულობდა, ვიდრე ადამიანებთან. თუმცა ყველაფერი სტკიოდა,
მაინც შეძლო თავის ამოძრავება და აქეთ-იქით მიმოიხედა. ზე-
მოთ რომ აიხედა, დაინახა, რომ მთა მშვიდად ჩასცქეროდა თვა-
ლებში. ჩესკომაც შეხედა ძველ ძმაკაცს, რომელიც საღამოს ბინ-
დში იდუმალი და დამწუხრებული ჩანდა, ფერდებგაცრეცილსა და

75
მკითხველთა ლიგა

დაღარულს, ბებერსა და დაქანცულს, გაზაფხულის ხმაურიან სა-


სიკვდილო ბრძოლებსა და შემოდგომის ქარბუქებს შორის ზაფ-
ხულში ხანმოკლე დასვენების საშუალება რომ მისცემოდა. ღამე
ჩამოწვა და მაღლა ცაში თანდათან დაიბინდა ისედაც მკრთალი
შუქი, ქვის უდაბნო კიდევ უფრო უცხო და უკაცრიელი გახდა. მდუ-
მარე კლდეებს შორის აქა-იქ ზანტად და მორიდებით დაცურავ-
დნენ ნისლის ქულები. მათ შორის, სადღაც ზემოთ და ძალიან
შორს, დროდადრო გამოანათებდნენ ცივი ვარსკვლავები, შო-
რეული ხეობიდან სუსტად მოისმოდა ველური მდინარის ყრუ და
აბდაუბდა სიმღერა.
ჩესკო ბიონდი მომაკვდავი თვალებით ისე უცქერდა ამ ყვე-
ლაფერს, თითქოს პირველად ხედავსო. თავისი მთა, მონტე ჯა-
ლო, რომელსაც ვითომ მშვენივრად იცნობდა, ახლა პირველად
დაინახა მისი ათასწლოვანი სიმარტოვითა და მწუხარე ღირსე-
ბით; დაინახა და მიხვდა, რომ ყველა არსება, მთა და ადამიანი,
არჩვი და ფრინველი, ყველა ვარსკვლავი და ყოველივე, რაც
შექმნილა, ეს ყველაფერი გარდაუვალი აუცილებლობის მძლავრ
დინებაში არსებობს და აღსასრულსაც იქვე ეძიებს, და რომ ადა-
მიანის სიცოცხლე და სიკვდილიც სხვა არაფერია, სხვას არა-
ფერს ნიშნავს, თუ არა მთაში წყლის დინებით მოგლეჯილი ქვის
ვარდნას კალთიდან კალთაზე, ვიდრე სადმე ათას ნამსხვრევად
იქცეოდეს ან თანდათანობით გამოიფიტებოდეს მზესა და წვიმა-
ში. ჩესკო გულგაცივებული იწვა სიკვდილის მოლოდინში და
კვნესოდა. გრძნობდა და ესმოდა, რომ ამ კვნესას, ამ უსახელო,
უნუგეშო სიცივეს, მთაც გამოსცემდა და დედამიწაც, ჰაერიც და
ცაც. და თუმცა იტანჯებოდა, თავს მიტოვებულად აღარ გრძნობ-
და; რაოდენ საზარლად და უაზროდაც უნდა მოსჩვენებოდა სიკ-
ვდილი ამ უკაცრიელ გარემოში, იმაზე საზარლად და უაზროდ
მაინც აღარ მიაჩნდა, ვიდრე ყოველივე, რაც ყოველდღე და
ყველგან ხდება.
ამ კაცმა, რომელიც დღემუდამ უკმაყოფილო დადიოდა და
ყველასა და ყველაფრის მიმართ წინააღმდეგობის გრძნობით

76
მკითხველთა ლიგა

იყო შეპყრობილი, ახლა გაოცებული სულით პირველად შეიგ-


რძნო სამყაროს ჰარმონია და მარადიული სილამაზე, და,
რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, აღარაფერი ჰქონდა თავისი სიკ-
ვდილის საწინააღმდეგო. კიდევ ერთხელ შეხედა ცივი ღამის სი-
ლურჯეში ვარსკვლავებით განათებული მთის დაკბილულ კუზს,
კიდევ ერთხელ მიუგდო ყური ხეობებში აზვირთებულ უხილავ
მდინარეთა მრავალხმიან ჩუხჩუხსა და ჩქერას, იგრძნო, როგორ
უქვავდებოდა ხელები და უხეშ სახეზე წამით ველურმა და კმაყო-
ფილმა ღიმილმა გადაურბინა, თითქოს ვიღაცას ნიშნი მოუგოო.
მაგრამ ეს ღიმილი მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ კაცი მიხვდა
და მიიღო, რაც ხდებოდა და რომ ამჯერად მისმა ჭირვეულმა ბუ-
ნებამ ამას წინააღმდეგობა კი არ გაუწია, არამედ ყველაფერზე
დასთანხმდა და კვერი დაუკრა.
მთამ ის თავისთან დაიტოვა. მის კვალს ვერავინ მიაგნო. სო-
ფელში გულის მოჯერებით დაიტირეს: კაცმა დაკრძალვა და სა-
საფლაოს სიმყუდროვე ხომ მაინც დაიმსახურაო. მაგრამ მთის
ქვებში ჩესკო არც იმაზე უარესად განისვენებდა და არც სხვაგვა-
რად ასრულებდა გარდაუვალი აუცილებლობის კანონებს, ვიდრე
ამას მაშინ შეძლებდა, ხანგრძლივი და ბედნიერი სიცოცხლის
შემდეგ მშობლიური ეკლესიის ჩრდილში რომ დაეკრძალათ.

1908

თარგმნა დავით კაკაბაძემ

77
მკითხველთა ლიგა

კაცი, გვარად ციგლერი

ერთ დროს ბრაუერგასეზე ერთი ყმაწვილკაცი ცხოვრობდა,


გვარად ციგლერი. ის ერთი მათგანი გახლდათ, ყოველდღე რომ
გვხვდებიან ქუჩაში, მაგრამ მათი სახე წესიერად არ გვამახსოვ-
რდება, რადგან ყველას ერთი საერთო სიფათი აქვს: კოლექ-
ტიური სიფათი.
ციგლერს ყველა ის თვისება ჰქონდა, რაც ასეთ ადამიანებს
ახასიათებთ, და ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც ისინი აკე-
თებენ ხოლმე. არც უნიჭო ეთქმოდა, არც ნიჭიერი, უყვარდა ფუ-
ლი და გართობა, კოხტად იცვამდა და მშიშარა იყო, როგორც
ადამიანთა უმეტესობა: მის ცხოვრებასა და საქმიანობას ნაკლე-
ბად წარმართავდა გულისწადილი და მიზანსწრაფვა და უფრო
აკრძალვებსა და სასჯელის შიშს ემორჩილებოდა. გარდა ამისა,
ჰქონდა კიდევ ზოგი სასიამოვნო თვისება და, საერთოდ, გულგა-
სახარად ნორმალური ადამიანი იყო, რომელსაც თავისი თავი
ძალიან უყვარდა და ეძვირფასებოდა. ყველა ადამიანივით ისიც
ფიქრობდა, პიროვნება ვარო, სინამდვილეში კი მხოლოდ ეგზემ-
პლარი იყო, და ყოველი ადამიანივით საკუთარი თავი, თავისი
ბედისწერა, მასაც სამყაროს ცენტრად წარმოედგინა. დაეჭვება
არ სჩვეოდა და, თუკი ფაქტები მის მსოფლგაგებას ეწინააღმდე-
გებოდნენ, ის ამაზე უხალისოდ ხუჭავდა თვალს.
თანამედროვე ადამიანი იყო და ამიტომაც, გარდა ფულისა,
კიდევ ერთ ძალას სცემდა უსაზღვროდ პატივს: მეცნიერებას.
თუმცა, რომ გეკითხათ, ვერც გეტყოდათ, რას წარმოადგენდა ეს
მეცნიერება. იგი ამ ცნებაში სტატისტიკისა და ცოტათი კიდევ ბაქ-
ტერიოლოგიის მსგავს რაღაცას გულისხმობდა. ის კი კარგად უწ-
ყოდა, სახელმწიფოს მეცნიერებისთვის ფული და პატივი რომ არ
ენანებოდა. განსაკუთრებული მოწიწებით იყო გამსჭვალული იმ
დარგისადმი, რომელიც კიბოს იკვლევდა – მამამისი ამ სენით
გარდაიცვალა და ციგლერი იმედოვნებდა, ამასობაში ასე წინწა-

78
მკითხველთა ლიგა

სული მეცნიერება არ დაუშვებდა, რომ მასაც ასეთი რამ დამარ-


თვოდა.
ციგლერს ზედვე ეტყობოდა ერთი სურვილი: ცოტა იმაზე
უკეთ ჩაეცვა, ვიდრე მისი ფინანსური მდგომარეობის კაცს შეეფე-
რებოდა. წლის მოდას ფეხდაფეხ მისდევდა, ხოლო კვარტალისა
და თვის მოდას, რისი მიყოლაც მის შესაძლებლობებს მეტისმე-
ტად აღემატებოდა, იგი, ბუნებრივია, არად აგდებდა და ამგვარი
რამ ზედმეტ მაიმუნობად მიაჩნდა. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა
ხასიათის სიმტკიცეს და თავისიანებს შორის, უხიფათო ვითარება-
ში, გაბედულად ლანძღავდა უფროსობასა და მთავრობებს. ცოტა
კი გამიჭიანურდა მისი დახასიათება, მაგრამ ციგლერი ნამდვი-
ლად მომხიბლავი ახალგაზრდა გახლდათ და რაოდენ ბევრი
დავკარგეთ იმით, რომ იგი ხელიდან გამოგვეცალა, უდროო და
უცნაური აღსასრული ეწია, ყველა მისი გეგმისა და საფუძვლიანი
იმედების საპირისპიროდ.
ახალი გადმოსული იყო ჩვენს ქალაქში, როცა ერთხელ გა-
ნიზრახა კვირადღე სასიამოვნოდ გაეტარებინა. ჯერ ხეირიანად
არავისთან გაება ახლო ურთიერთობა და ვერც ის გადაეწყვიტა,
რომელ გაერთიანებას მიჰკედლებოდა. იქნებ აქ უნდა ვეძიოთ
მისი უბედურების სათავე. არ ვარგა, როცა კაცი მარტოხელაა.
ისღა დარჩენოდა, ღირსშესანიშნაობანი დაეთვალიერებინა.
ამიტომ კეთილსინდისიერად გამოიკითხა, რისი მონახულება
ღირდა ქალაქში. დიდი აწონ-დაწონის შემდეგ არჩევანი საისტო-
რიო მუზეუმსა და ზოოლოგიურ პარკზე შეაჩერა. მუზეუმში შეს-
ვლა უფასო იყო, ხოლო ზოოპარკის დათვალიერება ნაშუად-
ღევს უფრო იაფი ღირდა.
გამოეწყო ციგლერი მაუდისღილებიან ახალთახალ კოსტიუმ-
ში, რომელიც ძალიან უყვარდა, და კვირადღეს საისტორიო მუ-
ზეუმისაკენ გაემართა. თან წაიმძღვარა წვრილი კოხტა ოთხწახ-
ნაგოვანი, წითლად გაპრიალებული ხელჯოხი, რომელიც მას
ღირსეულ გამომეტყველებასა და კეთილშობილ იერს ანიჭებდა.

79
მკითხველთა ლიგა

მისდა სამწუხაროდ, ეს ხელჯოხი საგამოფენო დარბაზის შესას-


ვლელთან დარაჯმა ჩამოართვა.
რას არ ნახავდა კაცი ამ მაღალჭერიან პალატებში! და ეს
ჩვენი თვინიერი დამთვალიერებელი გუნებაში ხოტბა-დიდებას
ასხამდა ყოვლისშემძლე მეცნიერებას. იგრძნობოდა, რომ ნდო-
ბა, რითაც მეცნიერება ხალხში სარგებლობდა, სავსებით დამსა-
ხურებული იყო, რასაც ვიტრინებზე მიმაგრებული გულმოდგინედ
შესრულებული წარწერებიც განამტკიცებდა. ძველი ხარახურა,
მაგალითად, დაჟანგული გასაღები, სპილენძის დამსხვრეული
ყელსაბამი და მისთანანი ამ წარწერების წყალობით არაჩ-
ვეულებრივად საინტერესონი ჩანდნენ. საოცარი იყო, რამდენ
რამეზე ზრუნავდა მეცნიერება, რამდენ რამეზე მიუწვდებოდა ხე-
ლი, რას აღარ პატრონობდა – არა, რა თქმა უნდა, მალე კიბო-
საც ბოლოს მოუღებს და, ვინ იცის, იქნებ საერთოდ სიკვდილიც
მოსპოს.
მეორე დარბაზში მინის კარადას წააწყდა, რომელიც ისე ჩი-
ნებულად ირეკლავდა გამოსახულებას, რომ ერთი წუთის განმავ-
ლობაში მან გულმოდგინედ და კმაყოფილებით შეათვალიერა
თავისი პიჯაკი, ვარცხნილობა და საყელო, შარვლის ნაოჭები და
ჰალსტუხის მდგომარეობა. ხალისიანად განაგრძო გზა და ხეზე
ჭრის ძველ ოსტატთა რამდენიმე ნამუშევარს მიაპყრო ყურადღე-
ბა. გამრჯე ბიჭები ყოფილან, თუმცა ერთობ პრიმიტიულნიო,
გაიფიქრა მოწყალედ. ერთი მაღალი იატაკზე დასადგმელი
საათიც დაათვალიერა მოთმინებით და მოიწონა კიდეც ეს ძვე-
ლებური ნივთი, სპილოს ძვლისაგან დამზადებული პაწაწინა ადა-
მიანთა ფიგურებით შემკული, მენუეტს რომ ცეკვავდნენ ყოველი
საათის შესრულებისას. მერე ეს ყოველივე, ცოტა არ იყოს, მოჰ-
ბეზრდა, მთქნარება მოეძალა და ხშირ-ხშირად ამოიღებდა და
დახედავდა ხოლმე თავის ჯიბის საათს, რომლის გამოჩენაც არ-
სად შეარცხვენდა – ოქროს მძიმე საათი გახლდათ, მამის დანა-
ტოვარი.

80
მკითხველთა ლიგა

სამწუხაროდ, სადილობამდე ჯერ შორს იყო, ამიტომ კიდევ


ერთ დარბაზში შეიარა და იმან, რაც იქ იხილა, კვლავ გაუღვივა
ცნობისმოყვარეობა. აქ შუასაუკუნეობრივ ცრურწმენებთან დაკავ-
შირებული საგნები იყო თავმოყრილი, საჯადოქრო წიგნები, ავ-
გაროზები, კუდიანთა სამოსელი, ხოლო ერთ კუთხეში მთელი
ალქიმიური სახელოსნო მოეწყოთ თავისი ქურით, იქვე მიელაგე-
ბინათ როდინები, მუცელგანიერი ბოთლები, ღორის გამხმარი
ფაშვები, საბერვლები და მისთანანი. ეს კუთხე შალის ძაფით გა-
მოეყოთ დარბაზში, აბრაც მიეკრათ, სადაც ეწერა, ნივთებისთვის
ხელის ხლება სასტიკად აკრძალულიაო. მაგრამ ასეთ აბრებს
ვინ კითხულობს წესიერად და ციგლერი დარბაზში მთლად მარ-
ტო იყო.
დაუფიქრებლად გადაყო მკლავი თოკს იქით და ხელით მო-
სინჯა რამდენიმე კომიკური ნივთი. შუა საუკუნეებსა და მაშინდელ
სასაცილო ცრუმორწმუნეობაზე ბევრი გაეგონა და წაეკითხა; მის-
თვის გაუგებარი იყო, როგორ იცლიდა ხალხი ასეთი ბავშვური
რაღაცებისთვის, ანდა სულაც რატომ არ იკრძალებოდა ეს ჯა-
დოქრული ცრუპენტელობა და მთელი ეს სიბრიყვე. ეგ კი არა,
ალქიმია თავის მართლებასაც ცდილობს, აქაოდა ჩემგან ესოდენ
საჭირო ქიმია წარმოიშვაო. ღმერთო ჩემო, ნუთუ ეს ოქროს მი-
საღები მოწყობილობა და მთელი ეს ჯადოქრული სულელური
ხარახურა მართლა აუცილებელი იყო იმისათვის, რომ დღეს ას-
პირინი და გაზის ბომბები გვქონოდა!
უნებურად აიღო ხელში პატარა შავი ბურთულა, აბის მაგვარი,
გამხმარი, მსუბუქი საგანი, თითებს შორის შეატრიალა და ის იყო
თავის ადგილზევე უნდა დაედო, რომ ფეხის ხმა მოესმა, მოტრი-
ალდა და ახალშესული დამთვალიერებელი დაინახა. ციგლერს
შერცხვა, ბურთულა რომ ხელში ეჭირა (როგორც ჩანს, მაინც
წაუკითხავს ამკრძალავი წარწერა!), ამიტომ ხელი მომუჭა, ჯიბეში
ჩაიყო და გარეთ გავიდა.
ქუჩაში ისევ მოაგონდა ბურთულა. ამოიღო ჯიბიდან და გა-
დაგდება დააპირა, მაგრამ ჯერ ცხვირთან მიიტანა და დაყნოსა.

81
მკითხველთა ლიგა

ფიჭვის წებოს მსგავსი სუსტი სუნი იგრძნო, მოეწონა და ისევ ჯი-


ბეში ჩაიდო.
ჩვენმა გმირმა რესტორნისაკენ გასწია, სადილი შეუკვეთა, გა-
ზეთები გადაათვალიერა, ჰალსტუხი შეისწორა და კლიენტთა ნა-
წილს პატივისცემით აღსავსე მზერა მოავლო, ნაწილს კი ქედ-
მაღლურად გადახედა, იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ იყო ჩაც-
მული. რაკი სადილს ცოტა შეაგვიანდა, ციგლერმა ჯიბიდან ხელს
გამოყოლილი ალქიმიკოსთა აბი ამოიღო და დაყნოსა, მერე
საჩვენებელი თითის ფრჩხილით მოფხიკა, ბოლოს მიამიტურად
აჰყვა ბავშვურ ცდუნებას და ბურთულა პირისკენ გააქანა; პირში
ის სწრაფად გადნა, არც უსიამოვნო გემო დაუტოვებია. ასე რომ,
ციგლერმა სულ ერთი ყლუპი ლუდით ჩაირეცხა ყელი. მალე სა-
დილიც მოართვეს.
ორ საათზე ჩამოხტა ტრამვაის ვაგონიდან, ზოოპარკის შესას-
ვლელს მიადგა და ბილეთი აიღო.
ხალისიანი ღიმილით გაეშურა მაიმუნებისკენ და შიმპანზეს
გალიასთან შედგა. ვეება მაიმუნმა თვალი ჩაუკრა, გულღიად
მიესალმა და მკერდიდან წამოსული ღუღუნა ხმით წარმოთქვა:
„როგორა ხარ, ძმობილო?“
შეზარა ამ ხმის გაგონებამ ციგლერი, დამფრთხალმა იბრუნა
იქიდან სასწრაფოდ პირი და ახლა ზურგსუკან მოესმა მაიმუნის
ლანძღვა: „ნახეთ, რა ამაყია ყმაწვილი! ბრიყვო, გოიმო!“
აჩქარებული ნაბიჯით მიადგა აფთართა გალიას. ისინი თავაწ-
ყვეტილნი ცეკვავდნენ და გაჰყვიროდნენ: „მოიტა შაქარი, ძმა-
კაც!“ და, რაკი შაქარი ვერ მიართვეს, დაიბოღმნენ, გასცინეს ციგ-
ლერს, გაღლეტილი უწოდეს და კბილები დაუღრჭიალეს. ეს ვე-
ღარ აიტანა; ზარდაცემული და თავგზაარეული გავარდა იქიდა-
ნაც და ირმებისა და შვლების ადგილსამყოფლისკენ გადაუხვია.
ამათგან ის უფრო ზრდილობიან საქციელს ელოდა.
ზორბა, დიდებული ცხენირემი გისოსებთან მომდგარიყო და
სტუმარს მისჩერებოდა. და ციგლერს შიშის ჟრუანტელმა დაუარა,
რადგან მიხვდა, რომ მას შემდეგ, რაც ჯადოსნური აბი გადაყლა-

82
მკითხველთა ლიგა

პა, ცხოველთა ენა ესმოდა. ცხენირემი, მაგალითად, თვალებით


ლაპარაკობდა, დიდი, წაბლისფერი თვალებით. მისი ჩუმი მზერა
სიდიადეზე, ერთგულებასა და სევდაზე მეტყველებდა, დამთვა-
ლიერებლის მიმართ კი ქედმაღლურ-სერიოზულ ზიზღს გამოხა-
ტავდა, თავზარდამცემ ზიზღს. ციგლერმა იგრძნო, რომ ამ მშვი-
დი, დიადი მზერისთვის იგი, საკვირაოდ გამოწყობილი, თავის
შლაპიან-ხელჯოხიან-საათიანად, ნაგავი იყო, სასაცილო და საძა-
გელი პირუტყვი და სხვა არაფერი.
ცხენირმიდან ციგლერი ჯიხვისაკენ გაქანდა, იქიდან არჩვები-
საკენ, მერე ლამას მიაშურა, შემდეგ გნუს, ტახებსა და დათვებს.
თუმცა ამათ მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, მაგრამ ყვე-
ლა მათგანს რომ სძაგდა, ეს შეამჩნია. ყური მიუგდო მათს
საუბარს და შეიტყო, რას ფიქრობდნენ ისინი ადამიანებზე. შემაძ-
რწუნებელი იყო, რასაც ისინი მათზე ფიქრობდნენ. ყველაზე მე-
ტად კი ის აოცებდათ, მაინცდამაინც ამ მახინჯ, აქოთებულ,
უღირს, მასხარასავით გამოპრანჭულ ორფეხა არსებებს რომ
ჰქონდათ თავისუფლად სიარულის უფლება.
გაიგონა, როგორ ესაუბრებოდა პუმა თავის პატარას. ეს იყო
ღირსეული, საქმიანი სიბრძნით აღსავსე საუბარი, რის მსგავსსაც
ადამიანთაგან იშვიათად მოისმენდით. მან გაიგონა, როგორ გა-
მოხატა თავისი აზრი დამთვალიერებელთა ბრბოზე – მოკლედ
და მოზომილად, არისტოკრატული მანერით – მშვენიერმა ჯიქმა.
თვალებში ჩახედა ქერა ლომს და შეიტყო, რა ვრცელი და
საოცარია ველური სამყარო, სადაც არც გალიებია და არც ადა-
მიანის ჭაჭანება. ნახა შევარდენი, ნაღვლიანი და ამაყი, გულდამ-
ძიმებული, გაუნძრევლად რომ იჯდა მკვდარ ტოტზე, და ნახა
ჩხიკვები, ტყვეობას ღირსების გრძნობით, ირონიითა და იუმო-
რით რომ უმკლავდებოდნენ.
შეწუხებული, კალაპოტიდან ამოვარდნილი, სასოწარკვეთი-
ლი ციგლერი ახლა ისევ ადამიანებისკენ მიბრუნდა. ისეთ გამო-
ხედვას ეძებდა, მის გასაჭირსა და შიშს რომ გაიგებდა, აყურადებ-
და საუბრებს, რათა რაიმე დამაიმედებელი, გულში ჩამწვდომი,

83
მკითხველთა ლიგა

კეთილისმყოფელი გაეგონა, აკვირდებოდა დამთვალიერებელ-


თა მანერებს, იქნება სადმე ღირსება, ბუნებრიობა, კეთილშობი-
ლება, უხმაურო აღმატებულობა აღმოვაჩინოო.
მაგრამ იმედი გაუცრუვდა. ესმოდა ხმები და სიტყვები, ხედავ-
და მოძრაობებსა და ჟესტებს, გრძნობდა მზერას და, რაკი ყოვე-
ლივეს ახლა ცხოველთა თვალთახედვით უცქერდა, მხოლოდ
გადაგვარებულ, ფარისევლურ, ცრუპენტელა, მახინჯ, ცხოველურ
არსებათა საზოგადოებას ჭვრეტდა, რომელიც ყველა სახეობის
ნადირთა მასხრულ ნაზავს ჰგავდა.
სასოწარკვეთილი აწყდებოდა ციგლერი აქეთ-იქით და სირ-
ცხვილით იწვოდა. ოთხწახნაგოვანი ხელჯოხი უკვე ბუჩქებში მო-
ესროლა, ხელთათმანებიც ზედ მიეყოლებინა, ხოლო როცა ახ-
ლა შლაპაც გადააგდო, ჩექმები გაიძრო, ჰალსტუხი მოიგლიჯა
და აქვითინებული აეკრა ცხენირმის გალიის გისოსს, იგი დიდის
ამბით შეიპყრეს და საგიჟეთში მიაბრძანეს.

1908

თარგმნა ლევან ბრეგაძემ

84
მკითხველთა ლიგა

ქალაქი

„საქმე წინ მიდის!“ – შესძახა ინჟინერმა, როცა წინადღით და-


გებულ რკინიგზაზე უკვე მეორე მატარებელი ჩამოდგა, ხალხით,
ქვანახშირით, სამუშაო იარაღებითა და სურსათით სავსე. პრერია
წყნარად ვარვარებდა მზის ყვითელ შუქზე, ჰორიზონტზე ლურჯ
ნისლში გახვეული მაღალი ტყიანი მთიანეთი აღმართულიყო. ვე-
ლური ძაღლები და გაკვირვებული კამეჩები შეჰყურებდნენ, რა
მუშაობა და გაწამაწია გაჩაღდა უდაბურ ადგილას, როგორ დახ-
ვავდა მწვანე მიწაზე ალაგ ქვანახშირი, ალაგ ნაცარი, ალაგ ქა-
ღალდი და ალაგ თუნუქი. პირველი გუთანი აღრჭიალდა გულგა-
ხეთქილ მიწაში, პირველმა თოფმა იჭექა და მისმა ხმამ მთებზე
გადაიგრიალა, პირველმა ურომ გაიღო ჭახანი ჩაქუჩის სწრაფ
რაკარუკში. წამოიჭიმა თუნუქის სახლი, მეორე დღეს – ხისა, მერე
სხვებიც, ყოველდღე ახალ-ახალი და მალე – ქვისაც. ძაღლები
და კამეჩები იქაურობას გაეცალნენ, მიწა დამყოლი და პოხიერი
გახდა, პირველსავე გაზაფხულს ნორჩი მარცვლეულით სავსე ყა-
ნები ბიბინებდა, გაჩნდა ეზოები, თავლები და ფარდულები, უდა-
ბური მხარე ქუჩებმა დასერეს.
აშენდა და საზეიმოდ გაიხსნა სადგური, მთავრობის სახლი,
ბანკი, სულ რაღაც ერთ თვეში ახლომახლო კიდევ რამდენიმე
ქალაქი ამოიზარდა. ქვეყნიერების ოთხივ კუთხიდან ჩამოდიოდ-
ნენ მუშები, გლეხები და ქალაქელები, ჩამოდიოდნენ ვაჭრები და
ადვოკატები, მქადაგებლები და მასწავლებლები, დაარსდა სკო-
ლა, სამი რელიგიური გაერთიანება, ორი გაზეთი. დასავლეთით
ნავთობის საბადო აღმოაჩინეს, ახალგაზრდა ქალაქს დიდი კე-
თილდღეობა დაუდგა. ერთი წელიწადიც და, გაჩნდნენ ჯიბის
ქურდები, საროსკიპოების მეპატრონეები, ბანდიტები, უნივერმა-
ღი, ალკოჰოლის მოწინააღმდეგეთა საზოგადოება, პარიზელი
მკერავი, ბავარიული ლუდხანა. მეზობელ ქალაქთა კონკურენცი-
ამ ტემპი ააჩქარა. აღარაფერი აკლდა ქალაქს, საარჩევნო მოხ-
სენებით დაწყებული და გაფიცვით დასრულებული, კინოთეატ-

85
მკითხველთა ლიგა

რით დაწყებული და სპირიტისტთა გაერთიანებით დამთავრებუ-


ლი. იშოვებოდა ფრანგული ღვინო, ნორვეგიული ზუთხი, იტა-
ლიური ძეხვი, ინგლისური ქსოვილი, რუსული ხიზილალა. გას-
ტროლებზე ჩამოდიოდნენ მეორეხარისხოვანი მომღერლები,
მოცეკვავეები და მუსიკოსები.
ნელ-ნელა კულტურაც შემოვიდა. ქალაქი, თავდაპირველად
მხოლოდ დასახლება რომ იყო, თანდათან სამშობლოდ იქცა. აქ
მისალმების თავისებური მანერა ჰქონდათ, შეხვედრისას თავის
დაკვრის თავისებური მანერა, რომელიც სხვა ქალაქებში მიღებუ-
ლისგან ოდნავ და ნატიფად განსხვავდებოდა. კაცები, რომელ-
თაც ქალაქის დაარსებაში მიეღოთ მონაწილეობა, პატივისცემი-
თა და სიყვარულით სარგებლობდნენ, მათ კეთილშობილური
იერი დაჰკრავდათ. იზრდებოდა ახალი თაობა, რომელსაც ეს ქა-
ლაქი უკვე ძველ, ლამის უხსოვარდროინდელ სამშობლოდ მიაჩ-
ნდა. ის დრო, როდესაც აქ პირველი ჩაქუჩი ახმიანდა, პირველი
მკვლელობა მოხდა, პირველი ღვთისმსახურება ჩატარდა, პირ-
ველი გაზეთი დაისტამბა, შორეულ წარსულში დარჩენილიყო, უკ-
ვე ისტორია გახლდათ.
ეს ქალაქი მეზობელ ქალაქთა მბრძანებელი და მოზრდილი
ოლქის დედაქალაქი გახდა. ფართო, ხალისიან ქუჩებზე, სადაც
ერთ დროს ნაცრის გროვებისა და წუმპეების გვერდით ფიცრუ-
ლი, გოფრირებული თუნუქით გადახურული სახლები იდგა, დი-
დის ამბით წამოიმართნენ სამმართველოები და ბანკები, თეატ-
რები და ეკლესიები, სტუდენტები უდარდელად მისეირნობდნენ
უნივერსიტეტისა თუ ბიბლიოთეკისკენ, სასწრაფო დახმარების
მანქანები წყნარად მისრიალებდნენ კლინიკებისკენ, თუ რომე-
ლიმე დეპუტატის მანქანას შეამჩნევდა ხალხი, ესალმებოდა თა-
ვის რჩეულს, ოც ვეებერთელა, ქვისა და რკინისგან ნაგებ სკო-
ლის შენობაში ყოველწლიურად სიმღერითა და მოხსენებებით
აღინიშნებოდა სახელგანთქმული ქალაქის დაარსების დღე. ყო-
ფილი პრერია ყანებით, ფაბრიკებით, სოფლებით დაიფარა და
რკინიგზის ოცი ლიანდაგით დაისერა, მთიანეთი მოიახლოეს და

86
მკითხველთა ლიგა

საბაგირო გზის მეშვეობით ხეობების შუაგულამდე აითვისეს. იქ,


ან კიდევ შორს, ზღვის პირას, მდიდრებს საზაფხულო აგარაკები
ჰქონდათ.
დაარსებიდან ასი წლის შემდეგ მიწისძვრამ ქვა ქვაზე აღარ
დატოვა ამ ქალაქისგან. იგი ხელახლა წამოიმართა და ყველა-
ფერი, რაც ხისა იყო, ქვისა გახდა, რაც მომცრო იყო, გაიზარდა,
რაც ვიწრო იყო, გაფართოვდა. რკინიგზის სადგური უდიდესი
იყო ქვეყანაში, ბირჟა – უდიდესი მთელს კონტინენტზე, არქიტექ-
ტორები და მოქანდაკეები საზოგადოებრივი ნაგებობებით, სკვე-
რებით, შადრევნებითა და ძეგლებით ამკობდნენ განახლებულ
ქალაქს. მან ამ ახალ საუკუნეში ქვეყნის ულამაზესი, უმდიდრესი
და ღირსშესანიშნაობებით სავსე ქალაქის სახელი მოიხვეჭა. სხვა
ქალაქების პოლიტიკოსები და არქიტექტორები, ტექნიკოსები და
ბურგომისტრები ჩამოდიოდნენ, რათა სახელოვანი ქალაქის შე-
ნობები, წყალგაყვანილობები, მართვა-გამგეობა და სხვა სისტე-
მები შეესწავლათ. იმ ხანებში დაიწყო ახალი რატუშის, მსოფლი-
ოს ერთ-ერთი უდიდესი და უმშვენიერესი ნაგებობის მშენებლობა
და, რაკი ეს, სიმდიდრეში ფეხის შედგმისა და ქალაქური თავმომ-
წონეობის, პერიოდი იღბლიანად დაემთხვა საზოგადოებრივი გე-
მოვნების აღმავლობას, პირველ ყოვლისა, არქიტექტურისა და
ქანდაკების სფეროში, სწრაფად მზარდი ქალაქი ხელოვნების
კოპწია და თვალწარმტაც ნიმუშად იქცა.
შუაგულ დასახლებას, რომლის უკლებლივ ყველა შენობა კე-
თილშობილი, ღია მწვანე ფერის ქვით იყო ნაგები, დიდებული
სკვერების ფართო, მწვანე სარტყელი ეკრა გარს, ამ წრის მიღმა
კი ქუჩები და სახლები დიდ მანძილზე თანდათან იკარგებოდნენ
სივრცესა და სოფელ ადგილებში. ხალხი აღფრთოვანებით ათ-
ვალიერებდა უზარმაზარ მუზეუმს, რომლის ასობით დარბაზსა და
ეზოში ქალაქის მთელი ისტორია იყო წარმოდგენილი, დაარსე-
ბიდან ვიდრე განვითარების უახლეს ეტაპამდე. ამ ნაგებობის
პირველი უშველებელი წინა ეზო ყოფილი პრერია იყო, სადაც
კარგად მოვლილი მცენარეები, ცხოველები და უადრესი უბად-

87
მკითხველთა ლიგა

რუკი სახლების, ქუჩაბანდებისა და დაწესებულებების ზუსტი მო-


დელები ელოდა მნახველთ. ახალგაზრდობა სეირნობა--
სეირნობით ათვალიერებდა გამოფენებს, რომლებიც ასახავდნენ
ქალაქის ისტორიას კარვებიდან და ქოხმახებიდან, პირველი უს-
წორმასწორო ლიანდაგიდან დიდი ქალაქის ქუჩათა ბრწყინვა-
ლებამდე. ყოველივე ამის მაგალითზე ისინი თავიანთ მასწავლე-
ბელთა ხელმძღვანელობით, რომელთაც ესმოდათ განვითარე-
ბისა და პროგრესის დიდებული კანონები, სწავლობდნენ, რო-
გორ წარმოიშობა უხეშისგან ნატიფი, ცხოველისგან ადამიანი, ვე-
ლურისგან განათლებული, სიღარიბისგან დოვლათი, ბუნებისგან
– კულტურა.
მომდევნო ასწლეულში ქალაქმა თავისი ბრწყინვალების
მწვერვალს მიაღწია. დღითიდღე ემატებოდა პეწი და ელვარება,
სანამ ყოველივე ამას დაბალ ფენათა სისხლიანმა რევოლუციამ
არ დაუსვა წერტილი. მდაბიოთ იმით დაიწყეს, რომ ნავთობის
ბევრ დიდ საწარმოს, ქალაქიდან რამდენიმე მილით შორს, ცეც-
ხლი წაუკიდეს და ქვეყნის დიდი ნაწილი თავისი ფაბრიკებით,
ეზოებითა და სოფლებით ნაწილობრივ გადაიბუგა, ნაწილობრივ
გაპარტახდა. ქალაქმა სისხლისღვრა და ათასი საშინელება გა-
მოიარა, მაგრამ ყველაფერს გაუძლო და დაწყნარებულ საუკუნე-
ებში ნელ-ნელა ისევ მოღონიერდა, ოღონდ უწინდებური მჩქეფა-
რე ცხოვრებისა და შენების თავი უკვე აღარ ჰქონდა. მას რომ
დუხჭირი ჟამი ედგა, ამ დროს ზღვის გაღმა ერთი შორეული ქვე-
ყანა ერთბაშად აყვავდა, ჰოდა, ის აწვდიდა ხორბალსა და რკი-
ნას, ვერცხლსა და სხვა წიაღისეულს იმ ამოურწყავი მიწის სიუხ-
ვით, ჯერ კიდევ დაუნანებლად რომ გასცემს გასაცემს. ახალმა
ქვეყანამ მძლავრად მიიზიდა ძველი მსოფლიოს გამოუყენებელი
ძალები, მისწრაფებები და სურვილები. იქ ქალაქები ერთ ღამეში
ამოიზრდებოდნენ ხოლმე მიწიდან, ტყეები ქრებოდნენ, ჩანჩქე-
რები არტახებში ექცეოდნენ.
ლამაზი ქალაქი თანდათან გაღარიბდა. ის აღარ იყო მსოფ-
ლიოს გული და ტვინი, აღარც მრავალი ქვეყნის ბაზარი და ბირ-

88
მკითხველთა ლიგა

ჟა. იმასღა უნდა დასჯერებოდა, რომ თავი ერჩინა და ახალი


დროების ხმაურში მთლად არ ჩაკარგულიყო. გაზარმაცებულ
ადამიანებს, ვინც კი იქ დარჩა და შორეულ ახალ სამყაროში არ
გადაიხვეწა, აღარაფერი ჰქონდათ ასაშენებელი და ასათვისებე-
ლი. დიდად იკლო ვაჭრობამ და შემოსავალმა. სანაცვლოდ აწ
უკვე დაბერებული კულტურის წიაღში სულიერი ცხოვრების თეს-
ლი გაღვივდა, მსოფლიოს ხმაურს გარიდებული ქალაქი მეცნი-
ერთა და ხელოვანთა, მხატვრებისა და პოეტების სამშობლოდ
იქცა. მათი შთამომავალნი, ვინაც ოდესღაც ყამირ ნიადაგზე პირ-
ველი სახლები წამოჭიმა, მღიმარნი ატარებდნენ წუთისოფელს
სულიერ განცხრომათა და მისწრაფებათა მშვიდი, ნაგვიანევი გა-
ფურჩქნის ხანაში. ისინი ხატავდნენ ძველი, ხავსმოდებული ბაღე-
ბის სევდიან დიდებულებას, ბაღებისას, სადაც ჟამთასვლისგან შე-
ლახული ქანდაკებები იდგა და გუბურებში წყალი გამწვანებული-
ყო; ნატიფი ლექსებით უმღერდნენ გარდასული გმირული
დროების შფოთსა და მღელვარებას ანდა დაღალულ ადამიანთა
ჩუმ ოცნებებს ძველ სასახლეებში. ყოველივე ამის წყალობით კი-
დევ ერთხელ მოედო ქვეყნიერებას ამ ქალაქის სახელი და დი-
დება. დაე, გარეთ ხალხები ომებს შეეძრა და დიდ-დიდ საქმეებს
შებმოდნენ, ყველამ იცოდა, რომ აქ, მდუმარე განდგომილებაში,
სიმშვიდე სუფევდა და მკრთალად ციმციმებდა გარდასულ დრო-
თა ბრწყინვალება: მყუდრო ქუჩები, აყვავებული რტოებით რომ
დაბურულიყვნენ, ამინდებისგან ფერშეცვლილი დიდ შენობათა
ფასადები, ოცნებაში წასულნი რომ დაჰყურებდნენ უხმაურო მო-
ედნებს, შადრევანთა ხავსმოდებული ბაკნები, წყნარი რაკრაკით
რომ დასდიოდათ ცქრიალა წყალი.
რამდენიმე საუკუნე ძველი მეოცნებე ქალაქი ახალი სამყა-
როსთვის პატივსაცემი და საყვარელი ადგილი იყო, რომელსაც
პოეტები უმღერდნენ და შეყვარებულები სტუმრობდნენ. მაგრამ
კაცობრიობის ცხოვრება სულ უფრო და უფრო მძლავრად მიილ-
ტვოდა დედამიწის სხვა კუთხეებისკენ. თვით ამ ქალაქში ძველი,
ადგილობრივი ოჯახების შთამომავალნი თანდათან ამოწყდნენ

89
მკითხველთა ლიგა

ან გაპარტახდნენ. ბოლო სულიერი ყვავილობაც დიდი ხნის ჩამ-


თავრებული იყო და უკვე ხრწნა შეჰპარვოდა. პატარ-პატარა მე-
ზობელი ქალაქები კარგა ხანია მთლად გაჩანაგებულიყვნენ,
მდუმარე ნანგრევებად ქცეულიყვნენ, სადაც დროდადრო ბოშები
და დევნილი ავაზაკები აფარებდნენ თავს.
მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც თვითონ ქალაქი დაინდო,
მდინარის კალაპოტმა გადაიწია და გაუდაბურებული მიწის ნაწი-
ლი დაჭაობდა, ნაწილი კი გადახმა, ხოლო მთებიდან, სადაც უძ-
ველეს ქვის სამტეხლოთა და სააგარაკო სახლთა ნაშთები იფ-
შხალებოდა, ნელ-ნელა ტყე, უღრანი ტყე წამოვიდა. იგი გაუდა-
ბურებულ ვრცელ არემარეს გადმოჰყურებდა და ნელ-ნელა,
ნაწილ-ნაწილ იქცევდა მიწას თავის ზურმუხტისფერ წიაღში. აქ
ჭაობს გადაუარა შრიალა სიმწვანემ, იქ ქვათა შვავი დაფარა
ნორჩმა, გამძლე ნაძვნარმა.
ბოლოს ქალაქში მკვიდრი აღარავინ დარჩა, მხოლოდღა ვი-
გინდარები, უკეთური, ველური ხალხი ბინადრობდა აქ, გარდასუ-
ლი დროის დაფერდებული, ჩამომზღვლეული სასახლეებისთვის
რომ შეეფარებინათ თავი და ყოფილ ბაღნარებსა და ქუჩებში
თავიანთ გაძვალტყავებულ თხებს აძოვებდნენ. ესენიც ბოლოს
თანდათან სნეულებებმა და უგუნურებამ გაჟუჟა, მთელი ის მხარე
დაჭაობების შემდეგ ციებ-ცხელებამ შემუსრა და უდაბურებამ მო-
იცვა.
ნაშთები ძველი რატუშისა, რომელიც თავისი დროის სიამაყე
გახლდათ, კვლავაც მძლავრად აღმართულიყო – სიმღერებში
ყველა ენაზე ხოტბაშესხმული და უთვალავ თქმულებათა წყარო
მეზობელ ხალხთათვის, რომელთა ქალაქები ასევე რა ხანია გა-
პარტახებული, კულტურა კი გადაგვარებული იყო. საბავშვო
ზღაპრებსა და ნაღვლიან მწყემსურ სიმღერებში აჩრდილებივით
ამოტივტივდებოდა ხოლმე ქალაქის გარდასულ დიდებაზე მეტ-
ყველი შერყვნილი და დამახინჯებული სახელები, ხოლო იმ შო-
რეული ხალხების სწავლულნი, ახლა გაფურჩქნის ჟამი რომ დას-
დგომოდათ, დროდადრო სახიფათო ექსპედიციებს აწყობდნენ ამ

90
მკითხველთა ლიგა

ნანგრევებში, რომელთა საიდუმლოებებზე შორეულ ქვეყნებში


გატაცებით საუბრობდნენ სკოლის ბიჭები. იქ ბაჯაღლო ოქროს
კარიბჭეები და ძვირფასი თვლებით მოჭედილი საფლავის ძეგ-
ლები ეგულებოდათ, ხოლო იქაური მომთაბარე ველური ტომები
ძველი საარაკო დროიდან შემორჩენილი ათასწლოვანი
გრძნეულების მცოდნედ მიაჩნდათ.
ტყე მთებიდან ვაკეზე ჩამოდიოდა, ჩნდებოდნენ და ქრებოდ-
ნენ ტბები და მდინარეები, ტყე კი წინ მიიწევდა, ნელ-ნელა დაიპ-
ყრო და მოიცვა მთელი მხარე, ძველ გალავანთა, სასახლეთა,
ტაძართა, მუზეუმთა ნაშთები, და იმ უკაცურ ადგილას მომრავ-
ლდა მელა და კვერნა, მგელი და დათვი.
ერთი იავარქმნილი სასახლის ადგილას ახალგაზრდა ფიჭვი
ამოზრდილიყო. ერთი წლის წინ იგი მზარდი ტყის ყველაზე მო-
წინავე შიკრიკი და წინამორბედი იყო. ახლა უკვე ახლად წამოზ-
რდილი ხეების ჯარს გადაჰყურებდა ზემოდან.
„საქმე წინ მიდის!“ – შესძახა კოდალამ, ხის ზროს რომ უკაკუ-
ნებდა და კმაყოფილებით შესცქეროდა მზარდ ტყესა და დედამი-
წაზე სიმწვანის ძლევამოსილ წინსვლას.

1910

თარგმნა რუსუდან ბრეგაძემ

91
მკითხველთა ლიგა

დოქტორ კნიოლგეს აღსასრული

ბატონი დოქტორი კნიოლგე, გიმნაზიის ყოფილი მასწავლე-


ბელი, რომელიც ადრიანად გასულიყო პენსიაზე და თავი კერძო
ფილოლოგიური შტუდიებისთვის მიეძღვნა, ნამდვილად თავის
დღეში არ დაუახლოვდებოდა ვეგეტარიანელებსა და ვეგეტა-
რიზმს, ქოშინისა და რევმატიზმებისკენ მისი მიდრეკილება რომ
არა, რამაც ერთხელაც ვეგეტარიანულ დიეტაზე გადასვლა აიძუ-
ლა. შედეგი იმდენად თვალსაჩინო გამოდგა, რომ იქიდან მოკი-
დებული კერძო სწავლული ყოველწლიურად რამდენიმე თვეს
ატარებდა რომელიმე ვეგეტარიანულ სანატორიუმში ან პანსიონ-
ში, ძირითადად სამხრეთში, და ამრიგად, მიუხედავად ყოველივე
უჩვეულოსა და ახირებულის მიმართ მისი არაკეთილგანწყობი-
ლებისა, ისეთ წრეებთან და ტიპებთან უწევდა ურთიერთობა,
რომლებსაც ვერ ეწყობოდა, და რომელთა იშვიათი, ყოველთვის
თავიდან ვერასაცილებელი სტუმრობანი მის სამშობლოში დი-
დად არ ეხატებოდა გულზე.
რამდენიმე წელიწადს დოქტორი კნიოლგე გაზაფხულისა და
ადრეული ზაფხულის პერიოდებს, ზოგჯერ შემოდგომის თვეებ-
საც, სამხრეთ საფრანგეთის სანაპიროზე ან ლაგო მაჯორეზე
მომრავლებულ რომელიმე სტუმართმოყვარე ვეგეტარიანულ
პანსიონში ატარებდა. ბევრნაირი ადამიანი გაიცნო და რაღაც--
რაღაცებს კიდეც შეეგუა: ფეხშიშველა სიარულსა და გრძელთმი-
ან მოციქულებს, შიმშილობის ფანატიკოსებსა და ვეგეტარიანელ
გურმანებს. ამ უკანასკნელთა შორის არაერთი მეგობარი გაიჩინა
და თავადაც, ავადმყოფობა მძიმე კერძების მირთმევას სულ უფ-
რო და უფრო მეტად რომ უკრძალავდა, ბოსტნეულისა და ხი-
ლის სფეროში მოკრძალებულ გურმანად ჩამოყალიბდა. ვარ-
დკაჭაჭას ყველანაირი სალათა როდი აკმაყოფილებდა და არც
კალიფორნიულ ფორთოხალს შეჭამდა ოდესმე იტალიურის ნაც-
ვლად. საერთოდ, ვეგეტარიზმი დიდად არ ანაღვლებდა, ის მის-
თვის მხოლოდ სამკურნალო საშუალება იყო და ხანდახან თუ

92
მკითხველთა ლიგა

დაინტერესდებოდა ამ სფეროში გაჩენილი გასაოცარი ენობრივი


ნეოლოგიზმებით, რომლებიც მისთვის, როგორც ფილოლოგის-
თვის, საყურადღებო გახლდათ. არსებობდნენ ვეგეტარიელები,
ვეგეტარიანელები, ვეგეტაბილისტები, უმად მჭამელნი, ნაყოფ-
მჭამელნი და შერეული მჭამელები!
თვითონ დოქტორი, განდობილთა ტერმინოლოგიით, შერე-
ულ მჭამელებს მიეკუთვნებოდა, რაკიღა არა მხოლოდ ხილსა
და უმ ბოსტნეულს, არამედ მოხარშულსაც, ის კი არა და, რძისა
და კვერცხისგან დამზადებულ კერძებსაც გეახლებოდათ. ნაღდი
ვეგეტარიანელებისთვის, პირველ ყოვლისა კი მკაცრი წეს--
განგების მიმდევარ წმინდა უმადმჭამელთათვის, თავზარდამცემი
რომ იყო ეს ამბავი, არ გამოჰპარვია, მაგრამ ამ ძმათა ფანატიკუ-
რი აღმსარებლობითი დავა-კამათისგან თავი შორს ეჭირა და შე-
რეულმჭამელთა კლასისადმი კუთვნილებას მხოლოდ საქმით ავ-
ლენდა, როცა ზოგიერთი მისი კოლეგა, კერძოდ კი ავსტრიელე-
ბი, სავიზიტო ბარათებზე თავმომწონედ აღნიშნავდნენ თავიანთ
სტატუსს.
როგორც ვთქვით, კნიოლგე ამ ხალხს მაინცდამაინც ვერ ეწ-
ყობოდა. გარეგნულადაც იგი თავისი მშვიდობიანი, ღაჟღაჟა პი-
რისახითა და ზორბა ტანით სულ სხვანაირი ჩანდა მკაცრი ვეგე-
ტარიზმის მიმდევარ გამხმარ, ასკეტურად მზირალ, ხშირად ფან-
ტასტიკურად გამოწყობილ ძმათა ფონზე, ზოგი მათგანი თმებს
მხრებამდე რომ იზრდიდა და თითოეული საკუთარი იდეალის
ფანატიკოსად, აღმსარებლად და მარტვილად დააბიჯებდა ცხოვ-
რების გზაზე. კნიოლგე ფილოლოგი და პატრიოტი გახლდათ, ის
არ იზიარებდა თანავეგეტარიანელთა არც საკაცობრიო აზრებსა
და სოციალურ რეფორმათა იდეებს და არც მათს ახირებულ
ცხოვრების ნირს. იგი ისე გამოიყურებოდა, რომ ლოკარნოს ან
პალანცას სადგურებსა და პორტებში უბრალო მოკვდავთათვის
განკუთვნილ სასტუმროთა მსახურები, „კომბოსტოს მოციქულებს“
შორიდანვე რომ ცნობდნენ ხოლმე, დიდი ნდობით სთავაზობ-
დნენ თავიანთ სასტუმროებს და ფრიად გაოცებულნი რჩებოდ-

93
მკითხველთა ლიგა

ნენ, როცა ასეთი სოლიდური შესახედაობის ადამიანი თავის ჩე-


მოდანს „ტალიზიის“ ან „ცერესის“ მსახურს ანდა მონტე ვერიტას
მევირეს გადასცემდა.
და მაინც დოქტორი კნიოლგე დროთა განმავლობაში შეეჩ-
ვია ამ მისთვის უცხო გარემოს და იქ მშვენივრად გრძნობდა
თავს. იგი ოპტიმისტი გახლდათ, დიახ, თითქმის ცხოვრების ხე-
ლოვანი, და თანდათან ყველა ქვეყნის მცენარისმჭამელთა შო-
რის, იმ ადგილებს რომ სტუმრობდნენ, მეტადრე ფრანგებში,
არაერთი მშვიდობისმოყვარე და ლოყებღაჟღაჟა მეგობარი
გაიჩინა, რომლებთანაც თავის ქორფა სალათასა და ატამს გულ-
დამშვიდებით შეექცეოდა მყუდრო სუფრული მუსაიფის დროს
ისე, რომ მკაცრი წეს-განგების მიმდევარი რომელიმე ფანატიკო-
სი შერეულმჭამელობას ან რომელიმე ბრინჯიღეჭია ბუდისტი რე-
ლიგიურ განურჩევლობას ვერ წამოსძახებდა.
ერთხელაც დოქტორმა კნიოლგემ ჯერ გაზეთებიდან, მერე კი
უშუალოდ თავისი ნაცნობებისგანაც დიდი საერთაშორისო ვეგე-
ტარიანული საზოგადოების დაარსების ამბავი შეიტყო. საზოგა-
დოებას მცირე აზიაში მიწის უზარმაზარი ნაკვეთი შეეძინა და
მთელი მსოფლიოს თანამოძმეებს შეღავათიან ფასად ეპატიჟე-
ბოდა იქ სტუმრად ან სამუდამოდ დასარჩენად. ეს იმ გერმანელ,
ჰოლანდიელ და ავსტრიელ მცენარისმჭამელთა იდეალისტური
დაჯგუფებების წამოწყებული საქმე იყო, რომელთა მისწრაფებები
ერთგვარ ვეგეტარიანულ სიონიზმს წარმოადგენდა და იქითკენ
იყო მიმართული, რომ მათი რწმენის მომხრეთა და მიმდევარ-
თათვის სადმე მსოფლიოში საკუთარი ქვეყანა დაეარსებინათ სა-
კუთარივე მმართველობითურთ, სადაც ბუნებრივი პირობები იქ-
ნებოდა იმგვარი ცხოვრებისთვის, იდეალად რომ დაესახათ. ამ
გეგმის ხორცშესხმის დასაბამი მცირე აზიაში ვეგეტარიანული სა-
ზოგადოების დაარსება იყო. მათი მოწოდებანი „ვეგეტარიანული
და ვეგეტაბილისტური ცხოვრების წესის, სიშიშვლის კულტურისა
და ცხოვრების რეფორმირების ყველა მეგობარს“ უხმობდა და
იმდენ დაპირებას იძლეოდა და ისე მომხიბლავად ჟღერდა, რომ

94
მკითხველთა ლიგა

ვერც ბატონმა კნიოლგემ გაუძლო ამ მიმზიდველი სამოთხი-


სეული ძახილის მომნუსხველობას და დამდეგი შემოდგომისთვის
სტუმრად ჩაეწერა იქ.
ამ მიწაზე საოცრად ნაზი და ბარაქიანი ხილბოსტნეული იცო-
და, დიდი ცენტრალური სახლის სამზარეულოს „სამოთხისაკენ
მიმავალი გზების“ ავტორი ხელმძღვანელობდა, ბევრს კი უფრო
ის ამბავი სიამოვნებდა, რომ იქ მშვიდად იცხოვრებდა, ღვარ-
ძლიანი მსოფლიოს დამცინავი დამოკიდებულება აღარ შეაწუ-
ხებდა. ვეგეტარიზმისა და ჩაცმულობის რეფორმისადმი მისწრა-
ფების ყველა ნაირსახეობა ნებადართული იყო, აკრძალვით კი
ხორცის ჭამისა და ალკოჰოლის მიღების გარდა არაფერი იკ-
რძალებოდა.
მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ ლტოლვილი
ახირებულები, ნაწილობრივ იმისთვის, რომ იქ, მცირე აზიაში,
ბოლოს და ბოლოს სიმშვიდე და შვება ეპოვათ, თავ-თავიანთი
ბუნების შესაფერისად ეცხოვრათ, ნაწილობრივ კი იმისთვისაც,
რომ მოზღვავებულ განკურნების მოსურნეთაგან ხეირი და გა-
მორჩენა ენახათ. ჩამოდიოდნენ ყველანაირი ეკლესიებიდან გა-
მოქცეული მღვდლები და მქადაგებელნი, ცრუ ჰინდუსები, ოკულ-
ტისტები, ენის მასწავლებლები, მასაჟისტები, მაგნეტოპათები, ჯა-
დოსნები, ექიმბაშები. ექსცენტრიკულ არსებათა მთელი ეს ჯა-
მაათი უფრო უწყინარი წვრილ-წვრილი ცრუპენტელებისგან შედ-
გებოდა, ვიდრე ყალთაბანდი და ბოროტი ადამიანებისაგან,
რადგან იქ დიდ ხეირს ვერ ნახავდა კაცი და უმეტესობას მეტიც
არა უნდოდა რა, გარდა თავის რჩენისა, რაც მცენარისმჭამელის-
თვის მეტად იაფი ჯდება სამხრეთის ქვეყნებში.
ევროპიდან და ამერიკიდან გამოსხლეტილ ამ ადამიანთა
უმეტესობის ერთადერთი მანკიერება ის გახლდათ, რომ შრომას
უფრთხოდნენ, რაც უამრავი ვეგეტარიანელის საერთო დამახა-
სიათებელი თვისებაა. არც ოქრო ეწადათ, არც მოლხენა, არც
ძალაუფლება თუ სიამოვნება, მათი სურვილი მხოლოდ ის იყო,
რომ უშრომლად და გაურჯელად გაეტარებინათ თავიანთი მოკ-

95
მკითხველთა ლიგა

რძალებული ცხოვრება. ზოგიერთ მათგანს მთელი ევროპა რამ-


დენჯერმე ჰქონდა ფეხით მოვლილი, ვითარცა შეძლებულ თანა-
მოაზრეთა სახლების კარის სახელურთა თავმდაბალ მწმენ-
დელთ, ან მოქადაგე წინასწარმეტყველთ, ან სასწაულმოქმედ
მკურნალთ, კნიოლგე კი ქვიზიზანაში ჩასვლისას ერთ ძველ ნაც-
ნობს გადაეყარა, რომელიც ლაიფციგში დროდადრო უწყინარ
მათხოვრად მოევლინებოდა ხოლმე.
თუმცა, უწინარეს ყოვლისა, ვეგეტარიზმის ყველა ბანაკის კო-
რიფეები და გმირები ხვდებოდა თვალში. მზით გარუჯული,
გრძლად ჩამოტალღულ თმაწვერიანი კაცები, თეთრი მოსასხამე-
ბი სანდლებამდე რომ სცემდათ, ძველი აღთქმიდან გადმოსულე-
ბივით დააბიჯებდნენ აქეთ-იქით, ზოგსაც ღია ფერის ტილოს
სპორტული ტანსაცმელი ეცვა. რამდენიმე პატივცემული პიროვ-
ნება შიშველი დაიარებოდა, წელზე საკუთარი ხელით ნაქსოვი
ლაფნის ტილო ჰქონდა შემოხვეული. შეიქმნა ჯგუფები და ორგა-
ნიზებული გაერთიანებებიც კი, ზოგან ნაყოფმჭამელნი იკრიბე-
ბოდნენ, ზოგან ასკეტი მოშიმშილეები, სხვაგან თეოსოფები თუ
სინათლის მაღმერთებლები. ამერიკელი წინასწარმეტყველის,
დევისის, თაყვანისმცემლებმა ტაძარი ააგეს; ერთი დარბაზი ნე-
ოსვედენბორგისტების ღვთისმსახურებას ეთმობოდა.
ამ უცნაურ რია-რიაში დოქტორი კნიოლგე თავიდან ცოტა არ
იყოს გაუბედავად დააბიჯებდა. ერთი ყოფილი ბადენელი მას-
წავლებლის, გვარად კლაუბერის, მოხსენებებს ესწრებოდა,
რომელიც მსოფლიოს ხალხებს წმინდა ალემანიურით მოუთ-
ხრობდა ატლანტიდის ქვეყანაში მომხდარ ამბებს და აღფრთო-
ვანებული იყო იოგი ვიშინანდათი, რომელსაც სინამდვილეში ბე-
პო ჩინარი ერქვა და ათწლეულების განმავლობაში გულმოდგინე
მცდელობით იმისთვის მიეღწია, რომ, თუ მოინდომებდა, შეეძ-
ლო თავისი გულისცემის სიხშირე დაახლოებით სამჯერ შეემცი-
რებინა.
ევროპაში, სამეწარმეო და პოლიტიკური ცხოვრების მოვ-
ლენათა გვერდით ეს კოლონია საგიჟეთის ან ფანტასტიკური კო-

96
მკითხველთა ლიგა

მედიის შთაბეჭდილებას მოახდენდა, აქ კი, მცირე აზიაში, ეს


ყოველივე სრულიად გასაგებად და სავსებით შესაძლებლად გა-
მოიყურებოდა. დროდადრო ახლად ჩასულებიც გამოჩნდე-
ბოდნენ ხოლმე. სანუკვარი ოცნების ახდენით აღფრთოვა-
ნებულთ არამიწიერი ნათელი გადაჰფენოდათ სახეებზე, თვა-
ლებში სიხარულის ცრემლები უბრჭყვიალებდათ, ხელში ყვავი-
ლები ეჭირათ და ყოველ შემხვედრს სამშვიდობო კოცნით ესალ-
მებოდნენ.
ყველაზე თვალში საცემი მაინც მკაცრ ნაყოფმჭამელთა ჯგუ-
ფი იყო. ამათ ტაძარი, სახლი და ყოველგვარი სახის ორგანიზა-
ცია უარყვეს და არავითარ სხვა მისწრაფებას არ იჩენდნენ, გარ-
და იმისა, რომ რაც შეიძლება ბუნებრივნი გამხდარიყვნენ და,
როგორც თავად ამბობდნენ, „დედამიწას დაახლოებოდნენ“. ღია
ცის ქვეშ ცხოვრობდნენ და მხოლოდ იმას ჭამდნენ, რასაც ხე ან
ბუჩქი მოისხამდა. სხვა ვეგეტარიანელები სასტიკად სძულდათ და
ერთმა მათგანმა დოქტორ კნიოლგეს პირში მიახალა, ბრინჯისა
და პურის ჭამა ზუსტად ისეთივე ღორობაა, როგორიც ხორცისაო,
ხოლო რძის მსმელ ვაივეგეტარიანელსა და რომელიმე ლოთბა-
ზარასა და არყის ძმობილს შორის ვერავითარ განსხვავებას ვე-
რა ვხედავო.
ნაყოფმჭამელთა შორის პატივცემული ძმა იონა გამოიკვეთა,
ამ მიმართულების ყველაზე თანამიმდევრული და წარმატებული
წარმომადგენელი. თუმცა წელზე ტილო ეხვია, მაგრამ ის მისი
ბანჯგვლიანი, გარუჯული სხეულისაგან თითქმის არ განირჩეოდა.
პატარა კორომში ცხოვრობდა და მკვირცხლად დაძვრებოდა
ხოლმე ტოტიდან ტოტზე. ხელისა და ფეხის ცერები განსაცვიფ-
რებლად გადაჰგვარებოდა და მთელი მისი არსება და ცხოვრება
ბუნებასთან ყველაზე შეუპოვარი და წარმატებული დაბრუნების
ნიმუში იყო. რამდენიმე მქირდავი მას თავიანთ წრეში გორილას
ეძახდა, საერთოდ კი იონა აღფრთოვანებას იწვევდა და მთელს
დასახლებაში პატივისცემით სარგებლობდა.

97
მკითხველთა ლიგა

მეტყველებაზე ხელი აეღო ამ დიდ უმადმჭამელს. როცა ძმა-


ნი ან დანი მისი კორომის განაპირას საუბრობდნენ, იგი ხანდახან
მათ თავს ზემოთ რომელიმე ტოტზე ჩამოჯდებოდა ხოლმე, გა-
მამხნევებლად იღრიჭებოდა ანდა ამრეზით ხარხარებდა, თქმით
კი არაფერს ამბობდა – ჟესტებით ცდილობდა ენიშნებინა მათ-
თვის, რომ მისი ენა ბუნების უცდომელი ენა იყო და მომავალში
ყველა ვეგეტარიანელისა და ბუნების ადამიანის მსოფლიო ენა
გახდებოდა. უახლოესი მეგობრები ყოველდღე მასთან იყვნენ,
ღეჭვისა და კაკლის მტვრევის ხელოვნების გაკვეთილებით ტკბე-
ბოდნენ და პროგრესირებადი სრულქმნის პროცესს მოწიწებით
ადევნებდნენ თვალს, ოღონდ შიშობდნენ, რომ მალე, ალბათ,
მისი ხილვის ბედნიერება მოაკლდებოდათ, ვინაიდან იგი, სავსე-
ბით შერწყმული ბუნებასთან, უთუოდ მთების მშობლიურ უღრა-
ნებს მიაშურებდა.
რამდენიმე ფანატიკოსმა წინადადება წამოაყენა, ღვთაებრივი
პატივი მიეგოთ ამ საოცარი არსებისთვის, რომელმაც სიცოც-
ხლის მიმოქცევა სრულყო, გაადამიანების გზა უკუღმა გაიარა და
მის საწყის წერტილს მიადგა. მაგრამ ერთ დილას, მზის ამოს-
ვლისას ამ განზრახვით კორომს რომ ეწვივნენ და გაღმერთების
ცერემონია სიმღერით დაიწყეს, იუბილარი თავის საყვარელ
მსხვილ ტოტზე გამოჩნდა, წელზე შემოხვეული ტილო შემოიხ-
სნა, დამცინავად ააფრიალა ჰაერში და თაყვანისმცემლებს ფიჭ-
ვის მკვრივი გირჩები დაუშინა.
ეს სრულყოფილი იონა, ეს „გორილა“, ჩვენს დოქტორ კნი-
ოლგეს თავისი მოკრძალებული სულის სიღრმემდე სძაგდა. ყვე-
ლაფერი, რაც კი ოდესმე ვეგეტარიანული მსოფლმხედველობი-
სა და ფანატიკურ-გიჟური ხასიათის უშნო გამოვლინებების წინა-
აღმდეგ გულში მდუმარედ გაევლო, ამ არსების სახით შემზარა-
ვად შემოეფეთა და ლამის საკუთარ ზომიერ ვეგეტარიანელობა-
საც მწარედ დასცინა. უპრეტენზიო კერძო სწავლულის გულში
შეურაცხყოფილი ადამიანური ღირსება ამბოხდა და იგი, ვინც ამ-
დენ განსხვავებულად მოაზროვნეს მშვიდად და მოთმინებით

98
მკითხველთა ლიგა

იტანდა, სრულქმნილის საცხოვრებელ ადგილს ისე ვერ ჩაუვლი-


და, რომ მის მიმართ ზიზღი და გააფთრება არ ეგრძნო. ხოლო
გორილა, თავისი ტოტიდან ყველა ჯურის თანამოაზრეს, თაყვა-
ნისმცემელსა თუ კრიტიკოსს გულგრილად რომ ათვალიერებდა
ხოლმე, ამ ადამიანის მიმართ, რომლის სიძულვილსაც, ალბათ,
ინსტინქტით გრძნობდა, მზარდ ცხოველურ მძვინვარებას განიც-
დიდა. ყოველთვის, როცა კი გვერდით ჩაუვლიდა, დოქტორი
საყვედურით აღსავსე შეურაცხყოფილ მზერას შეავლებდა ხოლ-
მე ხის ბინადარს, რასაც ის კბილების კრაჭუნითა და ბრაზიანი
ხრიალით პასუხობდა.
დამდეგ თვეს სამშობლოში დაბრუნება უკვე გადაეწყვიტა კნი-
ოლგეს, როცა ერთ კაშკაშა სავსემთვარიან ღამეს სეირნობამ
ლამის თავისდა უნებურად კორომის სიახლოვეს გაიტყუა. სინანუ-
ლით იგონებდა ძველ დროს, როცა სრულიად ჯანმრთელი,
ხორცისმჭამელი და ჩვეულებრივი ადამიანი თავისნაირთა შორის
ცხოვრობდა და, ლამაზი წლების მოგონებით გართულმა, უნებუ-
რად ძველი სტუდენტური სიმღერა წაუსტვინა.
ამ დროს ბუჩქნარიდან ტყის კაცი გამოშლიგინდა, მელო-
დიისაგან გაღიზიანებული და გახელებული. მუქარით გადაუდგა
წინ მოსეირნეს, თან უშველებელ კომბალს იქნევდა. მაგრამ
დოქტორი ისე იყო გააფთრებულ-გაგულისებული ამ მოულოდნე-
ლი თავდასხმით, რომ კი არ გაიქცა, არამედ იმ წუთის დადგომა
იგრძნო, როცა თავის მტერს უნდა შებმოდა. სასტიკი ღიმილით
მოიდრიკა თავი და ხმაში რამდენიც შეეძლო, იმდენი დაცინვა და
შეურაცხყოფა ჩააქსოვა: ნება მიბოძეთ, წარმოგიდგეთ, დოქტო-
რი კნიოლგე!
გორილამ ერთი საშინლად დაიღრიალა, კომბალი მოისრო-
ლა, ეცა საწყალს და წამში თავისი სასტიკი ხელებით მოახრჩო.
დოქტორი მეორე დილას იპოვეს. ზოგი ხვდებოდა, რაც მომხდა-
რიყო, მაგრამ ვერავინ გაბედა დაპირისპირება გორილა იონას-
თან, რომელიც ტოტებში არხეინად ამტვრევდა კაკალს. რამდე-
ნიმე მეგობარმა, რომლებიც დოქტორმა სამოთხეში ყოფნისას

99
მკითხველთა ლიგა

გაიჩინა, იქვე ახლოს დამარხა იგი, მის საფლავზე კი უბრალო


ფიცარი დაარჭვეს მოკლე წარწერით: დრ. კნიოლგე, შერეულ-
მჭამელი გერმანიიდან.

1910

თარგმნა გიორგი ბრეგაძემ

100
მკითხველთა ლიგა

მშვენიერი სიზმარი

ჩვიდმეტი წლის გიმნაზიელი მარტინ ჰაბერლანდი ფილტვე-


ბის ანთებით რომ გარდაიცვალა, ყველა სინანულით ალაპარაკ-
და მის უჩვეულო ნიჭზე. ამბობდნენ, რა დასანანია, ეგ საბრალო
ასე ადრე რომ მოკვდა და თავისი ნიჭით ვერც წარმატებებს მი-
აღწია და აქედან ვერც სარფა და მოგება ნახაო.
რა თქმა უნდა, გარკვეულწილად მეც დამენანა ეს ნიჭიერი
ყმაწვილი და გულში გავიფიქრე, რა უხვად უნდა იყვნენ ამქვეყ-
ნად მიმობნეული ნიჭიერი ადამიანები, რომ ბუნებამ ისინი სასიკ-
ვდილოდ ასე ხელაღებით გაიმეტოს-მეთქი! მაგრამ ბუნება არაფ-
რად დაგვიდევს, რას ვფიქრობთ მასზე, ხოლო, რაც შეეხება ნი-
ჭიერ ადამიანებს, ისინი ხომ მართლაც ისე მომრავლებული არი-
ან, რომ ჩვენი ხელოვნების მსახურნი მალე კოლეგების ამარა
დარჩებიან და შემფასებელი აღარ ეყოლებათ.
ასეა თუ ისე, არ შემიძლია ახალგაზრდა კაცის სიკვდილის გა-
მო სინანული იმ თვალსაზრისით გამოვთქვა, თითქოს ამით თა-
ვად იგი დიდად დაზარალდა და მას სისასტიკით გამოაცალეს ხე-
ლიდან ისეთი მშვენიერი და უცილობელი რამ, რაც მხოლოდ
მისთვის იქნებოდა წინასწარგანჩინებული.
ვინც ჩვიდმეტი წლისა ბედნიერი და ჯანმრთელი მოიყარა, და
ვისაც მზრუნველი მშობლები ჰყავდა, მას ხშირად უკვე ისედაც
უკან ჩამოტოვებული აქვს ცხოვრების მშვენიერი მონაკვეთი;
ასეთ დროს მისი სიცოცხლე ისე მთავრდება, რომ იგი დიდი ტკი-
ვილით ან კაშკაშა განცდებით არ არის აღბეჭდილი და, ნაკლები
ვნებათაღელვის გამო, ბეთჰოვენის სიმფონიადაც არ გადაიქცევა,
მაგრამ ის კი შესაძლებელია, რომ ჰაიდნის მცირე კამერულ მუ-
სიკად მაინც იქცეს, რაც არცთუ ბევრი ადამიანის ხვედრია.
ჰაბერლანდთან დაკავშირებით სრულიად დარწმუნებული
ვარ ჩემს სიმართლეში. მან მართლაც ბევრი რამ მშვენიერი გა-
ნიცადა, რაც კი ადამიანმა ცხოვრებაში შეიძლება განიცადოს; ამ
ყმაწვილმა არამიწიერი მუსიკის რამდენიმე ისეთი ტაქტი შეიტ-

101
მკითხველთა ლიგა

კბო, რომ მისი სიკვდილი საჭირო იყო, რადგან ამიერიდან მისი


ცხოვრების ჰარმონია ნებისმიერ შემთხვევაში დაირღვეოდა. ის,
რომ გიმნაზიელმა ბიჭმა მხოლოდ სიზმარში იგრძნო თავი ბედ-
ნიერად, იშვიათობა არ არის, რადგან ადამიანთა უმრავლესობა
სიზმრებს უფრო მძაფრად განიცდის, ვიდრე რეალურ ცხოვრე-
ბას.
ავადმყოფობის მეორე დღეს, სიკვდილამდე სამი დღით ად-
რე, სიცხის აწევისთანავე, გიმნაზიელმა სიზმარში ნახა, რომ მა-
მამ მხარზე ხელი დაადო და უთხრა:
„ძალიან კარგად მესმის, რომ აქ, ჩვენთან, ბევრს ვერაფერს
ისწავლი. მინდა სახელოვანი და ცნობილი ადამიანი გახდე და
განსაკუთრებული ბედნიერება გერგოს წილად, მაგრამ ამას კაცი
თავის მშობლიურ მხარეში, საკუთარ ბუდეში ვერ მოახერხებს. ახ-
ლა კი ყური მიგდე! უწინარეს ყოვლისა, შეცნობის მთაზე უნდა ახ-
ვიდე, მერე კი საქმიანობას უნდა შეუდგე და სიყვარული და ბედ-
ნიერება მოიპოვო.“
უკანასკნელ სიტყვებს რომ ამბობდა, მამას თან ნელ-ნელა
წვერი ეზრდებოდა და თვალები უფართოვდებოდა. მერე ის იყო,
ერთი წუთით მხცოვან მეფეს დაემსგავსა, შვილს შუბლზე ეამბო-
რა და უბრძანა, წადიო. ვაჟმა ვითომ ჩაათავა სასახლის ფართო,
ლამაზი კიბე, ქუჩაში გამოვიდა და ის-ის იყო, ამ პატარა ქალაქი-
დან გასვლას აპირებდა, რომ გზად დედა შემოხვდა და უთხრა:
„რაო, მარტინ, ისე აპირებ აქედან წასვლას, რომ არც კი გინდა
დამემშვიდობო?“ ყმაწვილმა დედას გაოცებით შეხედა, მაგრამ
მოერიდა, მისთვის ეთქვა, რახანია უკვე მკვდარი მგონიხარო,
რადგან დედა ცოცხალი იდგა მის წინ და უფრო ახალგაზრდა და
მშვენიერი ჩანდა, ვიდრე მარტინს ახსოვდა. ახლა ქალი მარ-
თლაც გოგონას ჰგავდა, და, როდესაც შვილს აკოცა, ბიჭი გაწით-
ლდა; ამიტომ დედამ მეორედ კოცნა ვეღარ გაბედა; მერე შვილს
ნათელი, ცისფერი მზერა მიაპყრო, მარტინს შარავანდედივით
რომ მოეფინა, და თავი დაუქნია, როდესაც ყმაწვილი სასწრა-
ფოდ გაერიდა.

102
მკითხველთა ლიგა

მერე ვითომ ქალაქის შესასვლელთან ყმაწვილმა იფნისხეივ-


ნიანი შარაგზისა და მინდვრის ნაცვლად ნავსადგური დაინახა,
მაგრამ არ გაჰკვირვებია. ნავსადგურში უზარმაზარი, ჟღალიალ-
ქნებიანი, ძველებური გემი აღმართულიყო ოქროსფერ ცაში.
ამან მარტინს კლოდ ლორანის სურათი გაახსენა, ასე ძალიან
რომ უყვარდა. მერე ის იყო, ყმაწვილი გემზე ავიდა, რომ შეცნო-
ბის მთისკენ წასულიყო.
მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ გემიც და ოქროსფერი ცაც
სადღაც გაქრა, და ცოტა ხანში გიმნაზიელი ჰაბერლანდი ისევ
შარაზე დაეხეტებოდა, ოღონდ ამჯერად უკვე შორს იყო თავისი
სახლიდან. ახლა მან მთას მიაშურა, შორეთში წითლად რომ
ღვიოდა, და თუმცა დიდხანს მიდიოდა, მთას ვერა და ვერ უახ-
ლოვდებოდა. საბედნიეროდ, ახლა მის გვერდით პროფესორი
ზაიდლერი მიაბიჯებდა, რომელმაც მამობრივად უთხრა, აქ
Ablativus absolutus-ზე3 უკეთ არცერთი სხვა კონსტრუქცია არ გა-
მოდგება; მხოლოდ მისი გამოყენებით აღმოჩნდებით უეცრად in
medias res-ო4. ყმაწვილიც გაჰყვა პროფესორს, მერე კი Ablativus
absolutus-იც გაახსენდა, რომელიც გარკვეულწილად საკუთრივ
მის, და მთელი სამყაროს წარსულს მოიცავდა, და ყოველგვარ
წარსულს ისე საფუძვლიანად უსწორებდა ანგარიშს, რომ ყველა-
ფერი ნათელ აწმყოდ და მერმისად გარდაისახებოდა. მოულოდ-
ნელად ყმაწვილი მთაზე აღმოჩნდა და პროფესორი ზაიდლერიც
მის გვერდით იდგა. მან მარტინს უეცრად „შენობით“ მიმართა. ჰა-
ბერლანდიც მას ასევე ელაპარაკებოდა და მის მიმართ ისეთი
ნდობა გასჩენოდა, თითქოს გვერდით საკუთარი მამა ედგა. პრო-
ფესორი კი ლაპარაკობდა და სულ უფრო და უფრო ემსგავსებო-
და მამას, რის გამოც მამისადმი და მეცნიერებისადმი სიყვარული
მარტინში ერთმანეთს შეერწყა, და ახლა ერთიცა და მეორეც უფ-

3
Ablativus absolutus - დროის გარემოებით დამოკიდებული წინადადების გა-
მომხატველი სინტაქსური კონსტრუქცია (ლათ.).
4
in medias res - საგანთა შუაგული (ლათ.).
103
მკითხველთა ლიგა

რო ძლიერი და ლამაზი ეჩვენებოდა. მერე კი, როდესაც საკუთა-


რი ანდე-გუმანით გაოცებული ყმაწვილი ფიქრებში ჩაძირული იჯ-
და, მის გვერდით მამა გაჩნდა და უთხრა: „მაშ ასე, ახლა უკან
მიიხედე!“
ირგვლივ ყველაფერს საოცარი ნათელი მოჰფენოდა. ამქვეყ-
ნად ყველგან წესრიგი სუფევდა და ყველაფერი კაშკაშებდა.
ყმაწვილმა უკვე იცოდა, რატომ მოკვდა დედამისი და მაინც რა-
ტომ იყო ცოცხალი; ზედმიწევნით კარგად ესმოდა, რომ, მართა-
ლია, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავიანთი გა-
რეგნობით, ადათ-წესებითა და ენით, მაგრამ მაინც ერთარსნი და
ძმები არიან; მას ისიც ესმოდა, რომ გაჭირვება, ტანჯვა და უკეთუ-
რება იმდენად არის საჭირო და ღვთის ნებით ხდება, რამდენა-
დაც ისინი მშვენიერებად და სინათლედ გადაიქცევიან ხოლმე და
სამყაროში წესრიგისა და სიხარულის არსებობას ადასტურებენ
მხოლოდ. და, ვიდრე ყმაწვილი საბოლოოდ გააცნობიერებდა,
რომ ახლა შეცნობის მთაზე იდგა და დაბრძენებულიყო, გრძნობ-
და, რომ საქმე უხმობდა. და თუმცა იგი, აი უკვე ორი წელია გა-
მუდმებით იმაზე ფიქრობდა, რა საქმეს მოჰკიდებოდა, ახლა ზუს-
ტად და გადაჭრით იცოდა, რომ უკვე ხუროთმოძღვარი იყო. ძა-
ლიან გაუხარდა, ამას რომ მიხვდა და ამაში ახლა იოტის ოდენა-
დაც კი აღარ ეპარებოდა ეჭვი.
ყმაწვილმა დაინახა, რომ იმ ადგილას თეთრი და რუხი ქვები
და მორები ეყარა. მანქანებს ხალხი შემოხვეოდა. აღარ იცოდ-
ნენ, რა ექნათ. მაგრამ მარტინმა მუშებს საქმეზე მიუთითა და აუხ-
სნა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ; ხელში პროექტები ეჭირა და
ბრძანებებს გასცემდა; საკმარისი იყო, თავის დაქნევით რაღაც
ენიშნებინა, რომ ყველანი მისი ბრძანებების შესასრულებლად
გარბოდნენ და ძალიან ბედნიერები იყვნენ, რომ რაღაც აზრიან
საქმიანობას ეწეოდნენ, ეზიდებოდნენ ქვებს, მიაგორებდნენ ური-
კებს, ასობდნენ ძელებს და თლიდნენ ქვის ლოდებს; და ამ
დროს მათი ხელი თუ თვალი ხუროთმოძღვრის ნებას ემორჩი-
ლებოდა. მერე ის იყო, შენობა წამოიმართა და სასახლედ გადა-

104
მკითხველთა ლიგა

იქცა. სასახლე თავისი ქონგურებიანი გალავნით, კარიბჭეებით,


ეზოებითა და კამაროვანი ფანჯრებით უჩვეულოდ სადა და
თვალგასახარ, მშვენიერ სანახაობას წარმოადგენდა. ახლა აშკა-
რად ჩანდა, რომ საჭირო იყო კიდევ რამდენიმე ასეთი შენობის
აგება, რათა ამქვეყნად ბოლო მოღებოდა გაჭირვებას, სამდუ-
რავსა და წუხილს.
მშენებლობის დამთავრებისთანავე მარტინს ძილი მოერია და
ყურადღება მოუდუნდა; მერე მუსიკის საზეიმო, ბობოქარი ხმები
ჩაესმა ყურში და, ჩაფიქრებულმა და უჩვეულოდ კმაყოფილმა,
სასიამოვნო მოთენთილობა იგრძნო. ამ მდგომარეობიდან მხო-
ლოდ მაშინ გამოერკვა, როდესაც დედა მის გვერდით გაჩნდა და
ხელი ჩასჭიდა. მარტინი მიხვდა, რომ დედას ახლა სიყვარულის
ქვეყანაში უნდოდა მისი წაყვანა; ამიტომ გაირინდა და, მოლო-
დინით აღსავსეს, სრულიად გადაავიწყდა ყველაფერი, რაც ამ
მოგზაურობის დროს განეცადა და მოემოქმედა. ახლა მას მხო-
ლოდ შეცნობის მთიდან და საკუთარი სასახლიდან გადმოსული
ნათელი და უცოდველი სინდისი ციმციმ-ციმციმ მოჰყვებოდა თან.
დედამ გაუღიმა, ხელი ჩასჭიდა მარტინს და მთიდან ქვემოთ,
მწუხრის ლანდშაფტში დაეშვა. ქალს ლურჯი კაბა ეცვა, და ყმაწ-
ვილი მასთან ერთად ნეტარი ნაბიჯით მიუყვებოდა გზას. მაგრამ
უეცრად დედა თვალსა და ხელს შუა გაქრა და მისი ლურჯი კაბის
ნაცვლად მარტინს გაშლილი ველის შორეული სილურჯე შერჩა
ხელში. ვიდრე მიხვდებოდა და გაიგებდა, დედა ნამდვილად იყო
თუ არა მასთან, ყმაწვილი სევდამ შეიპყრო, მდელოზე დაჯდა და
ტირილი დაიწყო; თუმცა ტკივილს არ გრძნობდა და ისევე სე-
რიოზული იყო, როგორც მაშინ, როდესაც ჯერ მშენებლობის
ჟინს შეეპყრო, მერე კი დაღლილი, მოსვენებას ეძლეოდა. მარ-
ტინს ცრემლები გადმოსცვივდა და იგრძნო, რომ ახლა ყველაზე
დიდი ნეტარება ელოდა, რაც კი კაცმა შეიძლება განიცადოს. ამა-
ზე ფიქრს რომ შეეცადა, მართალია, უკვე იცოდა, რომ ეს სიყვა-
რულის ნეტარება უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც ვერ წარმოიდ-
გინა იგი, ბოლოს და ბოლოს კი იმის შეგრძნება დაეუფლა, რომ

105
მკითხველთა ლიგა

სიყვარული სიკვდილის შესაგვანია; ის არის აღსრულება და


მწუხრის ჟამი, რომელსაც მერე აღარაფერი აღარ მოჰყვება.
ფიქრი დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ყველაფერი ისევ
შეიცვალა და გადასხვაფერდა. ქვევით, ლურჯ ველზე, ახლა
მშვენიერი მუსიკა ისმოდა. სწორედ ამ დროს ქალაქისთავის ქა-
ლიშვილმა გაიარა, და ყმაწვილი უეცრად მიხვდა, რომ ეს გოგო-
ნა უყვარდა. მას სახე ჩვეულებრივი ჰქონდა, ოღონდ ტანზე სრუ-
ლიად სადა, მაგრამ მდიდრული ბერძნული სამოსი ეცვა. გოგონა
გამოჩნდა თუ არა, მაშინვე ღამე ჩამოწვა, და ახლა მხოლოდ
დიდი, კაშკაშა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩანდა.
გოგონა მარტინის წინ შეჩერდა და გაიღიმა. „მაშ, მოხვედი?“
უთხრა გახარებულმა, თითქოს ვაჟთან შეხვედრას ელოდაო.
„ჰო, გზა დედაჩემმა მიჩვენა“, თქვა მარტინმა, „ახლა უკვე ყვე-
ლა საქმე მოვათავე. ის დიდი სახლიც მზად არის, მე რომ უნდა
ამეშენებინა. იქ შენ იცხოვრებ.“
გოგონამ მხოლოდ გაიღიმა. ამ დროს მას დედის იერი ჰქონ-
და და დიდი ქალივით დაფიქრებული და ოდნავ სევდიანი ჩანდა.
„ახლა როგორ მოვიქცე?“ ჰკითხა მარტინმა და ხელები
მხრებზე დაადო. გოგონა წინ გადაიხარა და სახე ისე ახლოს
მიუტანა თვალებთან, რომ მარტინი შეკრთა. ახლა იგი გოგონას
მშვენიერ, მშვიდ თვალებსა და მის თავზე ოქროსფერ ნისლში
მიმქრალ, უამრავ ვარსკვლავს ხედავდა მხოლოდ, გულს კი ბა-
გაბუგი გაუდიოდა და სტკიოდა.
მშვენიერმა გოგონამ მარტინს ბაგე ბაგეზე მიადო. ვაჟი თით-
ქოს გალღვა და ძალ-ღონე გამოეცალაო. ზემოთ, ლურჯ წყვდი-
ადში ჩუმად ამღერდნენ ვარსკვლავები. მარტინმა იგრძნო, რომ
მან ახლა სიყვარულსა და სიკვდილს გაუგო გემო და ყველაზე
საოცარი ნეტარების გრძნობა დაეუფლა, რაც კი ადამიანმა შეიძ-
ლება განიცადოს. სწორედ ამ დროს ჩაესმა ყურში, მშვენიერი
სამყარო როგორ ჩაბმულიყო მის გარშემო მხიარულ ფერხულში
და როგორ ტორტმანებდა. მარტინს ამქვეყნად აღარაფერი უნ-
დოდა და არც აღარაფერს ელტვოდა. მერე იგრძნო, გოგონას-

106
მკითხველთა ლიგა

თან ტუჩიტუჩშეწებებული, თავადაც, და მის გარშემო ყველაფერი,


ამ ფერხულში რომ ჩაება. ყმაწვილმა თვალები დახუჭა და ნეტა-
რებისგან თავბრუდასხმული, გაფრინდა ამღერებული, წინასწარ-
განჩინებული მარადიული გზისკენ, სადაც მას აღარც არაფრის
ცოდნა, აღარც საქმე და აღარაფერი ამქვეყნიური აღარ მოეკით-
ხებოდა.

1912

თარგმნა ნანა გოგოლაშვილმა

107
მკითხველთა ლიგა

სამი ცაცხვი

ასზე მეტი წლის წინათ ბერლინის სულიწმიდის სახელობის


საავადმყოფოს მწვანეში ჩაფლულ სასაფლაოზე სამი იშვიათი
სილამაზის ბებერი ცაცხვი იდგა. იმდენად დიდრონნი იყვნენ,
რომ მათი ვარჯები ერთმანეთში გადაჭდობილი ტოტებითა და
რტოებით მთელს სასაფლაოს ერთი ვეებერთელა სახურავივით
გადაჰფარვოდა. ამ მშვენიერი ცაცხვების ამბავს, რომელიც კი-
დევ რამდენიმე საუკუნით ძველია, ასე ჰყვებიან:
ბერლინში ცხოვრობდა სამი ძმა. ერთმანეთთან ისეთი მეგობ-
რობა, ისეთი სიახლოვე აკავშირებდათ, იშვიათად რომ შეხვდება
კაცი. ერთ საღამოს მათგან ყველაზე უმცროსი შინიდან ისე გავი-
და, ძმებისთვის არაფერი უთქვამს: სადღაც, მიყრუებულ შუკაში,
ქალიშვილს უნდა შეხვედროდა და მასთან ერთად გასეირნებას
აპირებდა. სასიამოვნო ფიქრებში წასული, შეხვედრის ადგილის-
კენ მიაბიჯებდა, რომ უცებ ჩაბნელებული, უკაცრიელი ორღობი-
დან ჩუმი კვნესა და ხროტინი მოესმა. უმალ იქით გაემართა,
იფიქრა, პირუტყვია ან იქნებ ბავშვიც იყოს, ალბათ რამე მოიწია
და დახმარებას ელისო. იმ სიბნელეში შეაბიჯა და თავზარი
დაეცა: მიწაზე სისხლის გუბეში კაცი ეგდო. შეწუხებული დაიხარა
და ჰკითხა, რა დაგმართვიათო, მაგრამ პასუხად მხოლოდ სუსტი
გმინვა და ამოოხვრა მიიღო. კაცი, ვიღაცას დანით გულში რომ
დაეჭრა, სულ რამდენიმე წამში ხელში ჩააკვდა, დასახმარებლად
მისულს.
ყმაწვილს ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო და, რაკი
კაცს სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ ეტყობოდა, თავზარდაცემუ-
ლი და დაბნეული ისევ ქუჩისკენ გაბრუნდა, სადაც ყარაულს გა-
დაეყარა. სანამ იმის ფიქრში იყო, წესრიგის დამცველებისთვის
დახმარება ეთხოვა თუ იქაურობას უჩუმრად გასცლოდა, გუშაგებ-
მა თავად შენიშნეს მისი გაოგნებული სახე, ხოლო, როცა მიუახ-
ლოვდნენ, ჩექმებსა და სერთუკის სახელოებზე სისხლიც დაინა-
ხეს და მყისვე შეიპყრეს – ყური არ ათხოვეს არც ყმაწვილის ვედ-

108
მკითხველთა ლიგა

რებას, არც მის ნაამბობს. მერე იქვე გვამსაც მიაგნეს და სავა-


რაუდო მკვლელს დაუყოვნებლივ უკრეს თავი სატუსაღოში, სა-
დაც რკინის ბორკილები დაადეს და მკაცრი დაცვა მიუჩინეს.
მეორე დილით პატიმარი დაკითხვაზე მიჰგვარეს მოსამარ-
თლეს. ამასობაში გვამიც იქვე გადაასვენეს და მოკლულში ყმაწ-
ვილმა მხოლოდ ახლა, დღის სინათლეზე შეიცნო მჭედლის შე-
გირდი, რომელთანაც ერთ დროს მეგობრობდა კიდეც. არადა,
მანამდე ნათქვამი ჰქონდა, მოკლულს არც ვიცნობ და არც არა-
ფერი ვიცი მისიო. ამან კიდევ უფრო განამტკიცა ეჭვი, რომ
მკვლელი სწორედ ის იყო და, რაკი დღის განმავლობაში გამოჩ-
ნდნენ მოწმეები, მოკლულს რომ იცნობდნენ, ითქვა ისიც, ყმაწვი-
ლი მჭედელთან ამხანაგობდა, მაგრამ მერე ვიღაც გოგოს გუ-
ლისთვის იჩხუბესო. სიმართლის წილი მათს მონაყოლში უმნიშ-
ვნელო იყო, თუმცა, რაც იყო, უბრალო პატიმარმა ალალად
აღიარა და კიდევ ერთხელ დაიფიცა, უდანაშაულო ვარო. თან
შეწყალება კი არა, სამართლის აღსრულება ითხოვა.
მოსამართლეს ეჭვი არ შეჰპარვია, რომ მის წინაშე მკვლელი
იდგა, ფიქრობდა, განაჩენის გამოსატანად მალე სამხილიც საკ-
მარისად მექნება, მერე კი ამ ბიჭს ჯალათს გადავულოცავო. რაც
უფრო მეტად ცდილობდა ტუსაღი თავისი უდანაშაულობის დამ-
ტკიცებას, მით უფრო დამნაშავედ ეჩვენებოდა იგი მოსამარ-
თლეს.
ამასობაში შუათანა ძმა ამაოდ ელოდა უმცროსის დაბრუნებას
– უფროსი სხვა მხარეში გამგზავრებულიყო სამუშაოდ – და უკვე
მისი ძებნაც დაეწყო. როცა ვიღაცისგან შეიტყო, რომ ძმა სატუსა-
ღოში ჩაეგდოთ და ბრალად სდებდნენ მკვლელობას, რომლის
ჩადენასაც ცოცხალი თავით არ აღიარებდა, მაშინვე მოსამარ-
თლესთან გაეშურა.
„ბატონო მოსამართლე“, ასე მიმართა, „თქვენ ალალ--
მართალი კაცი დაგიპატიმრებიათ, გთხოვთ გაათავისუფლოთ!
მკვლელი მე ვარ, არ მინდა, ჩემი დანაშაულისთვის უბრალო
ვინმე იტანჯებოდეს. იმ მჭედელს მე ვემტერებოდი, ვუთვალთვა-

109
მკითხველთა ლიგა

ლებდი კიდეც და გუშინ საღამოს, მოსასაქმებლად ორღობეში


რომ გადაუხვია, გავყევი და დანა შიგ გულში გავუყარე.“
გაოცებული უსმენდა მოსამართლე ამ აღსარებას, მერე კი
ისიც გააკოჭვინა და ვითარების გარკვევამდე ციხეში ჩააგდებინა.
ახლა ორივე ძმა ბორკილდადებული იჯდა ერთ ციხეში. უმცროს-
მა არაფერი უწყოდა ძმის საქციელზე და ჯიუტად განაგრძობდა
თავისი უდანაშაულობის დაცვას. ორი დღე ისე მიილია, მოსამარ-
თლემ ახალს ვერაფერს მიაგნო და უკვე თითქმის მზად იყო,
დაეჯერებინა საეგებისო მკვლელისთვის, თავი თვითონ რომ შე-
რაცხა დამნაშავედ. ამასობაში უფროსმა ძმამ საქმეები მოილია
და ბერლინში დაბრუნდა. შინ რომ არავინ დახვდა, ძმების ამბავი
მეზობლებში გაიკითხა. სწორედ მათგან შეიტყო, რა გადახდენო-
და უმცროს ძმას და როგორ ჩაჰბარებოდა მოსამართლეს შუათა-
ნა. გათენებამდე აღარც დაუცდია, მყისვე მოსამართლესთან
გაემართა, გააღვიძებინა და მუხლებზე დაემხო მის წინ: „კეთილ-
შობილო ბატონო მოსამართლევ! ორი უბრალო კაცისთვის ბორ-
კილები დაგიდევთ, ჩემი მიზეზით იტანჯება ორივე. მჭედლის შე-
გირდი არც ჩემს უმცროს ძმას მოუკლავს, არც შუათანას. მკვლე-
ლობა მე ჩავიდინე. ვეღარ ავიტან, ჩემ მაგივრად უდანა-
შაულოები ისჯებოდნენ, უმორჩილესად გთხოვთ, გაათავისუფ-
ლეთ ისინი და ციხეში მე ჩამსვით. მზად ვარ, სიცოცხლით ვზღო
ჩემი დანაშაული.“
ახლა კი მთლად დაიბნა მოსამართლე და უკეთესი რომ ვე-
რაფერი მოიფიქრა, მესამე ძმაც დააპატიმრა.
მეორე დღეს, დილაადრიან, ზედამხედველმა უმცროს ძმას
კარის სარკმლიდან პატიმრის ულუფა რომ გაუწოდა, თან ჰკით-
ხა: „მითხარი ერთი, ბოლოს და ბოლოს სამ ძმაში მკვლელი
რომელი ხართ?“ არ გაჭრა ხვეწნა-მუდარამ, ყმაწვილმა მეტი ვე-
ღარაფერი დააცდენინა, თუმცა ზედამხედველის სიტყვებიდან მა-
ინც დაასკვნა, რომ მის დასახსნელად ძმებს სიცოცხლის გაწირვა
გადაეწყვიტათ. ხმამაღლა ატირდა ყმაწვილი, მოსამართლესთან
შეხვედრა მოითხოვა და, როცა ბორკილდადებული მის წინაშე

110
მკითხველთა ლიგა

აღმოჩნდა, ტირილითვე უთხრა: „ბატონო ჩემო, მომიტევეთ, რომ


ამდენ ხანს თავგზას გიბნევდით! მეგონა, ცოდვის ჩადენისას ვე-
რავინ დამინახავდა და ბრალსაც ვერ დამიმტკიცებენ-მეთქი. ახ-
ლა ვხვდები, რომ სამართალი აუცილებლად უნდა აღსრულდეს.
ვეღარ უარვყოფ ჩემს დანაშაულს და ვაღიარებ, რომ დიახაც მე
ვარ ის კაცი, მჭედელი საიქიოში რომ გაისტუმრა, და მე ვარ ის
კაცი, თავისი ცოდვა თავისივე სიცოცხლით რომ უნდა გამოისყი-
დოს.“
მოსამართლეს გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა, იფიქ-
რა, ხომ არ მელანდება ეს ყველაფერიო. ამ უცნაური საქმით გა-
ოგნებულს გული დაუმძიმდა. პატიმარი ისევ საკანში ჩაამწყვდე-
ვინა და ზედამხედველებს უბრძანა, ასი თვალი გამოიბით და სა-
მივე ძმას ისე უყარაულეთო. მოსვენებას აღარ აძლევდა ამ საქ-
მეზე ფიქრი, ხვდებოდა, მკვლელი მხოლოდ ერთ-ერთი ძმა შე-
იძლებოდა ყოფილიყო და ორი კი თავს მხოლოდ კეთილშობი-
ლებისა და იშვიათი ძმური სიყვარულის გამო სთავაზობდა ჯა-
ლათს.
ფიქრმა შედეგი ვერ გამოიღო და მოსამართლემ დაასკვნა,
რომ ადამიანის გონება ამ შემთხვევაში უძლური იყო. მეორე
დღეს ადგა და, რაკი დარწმუნდა, რომ პატიმრებს საიმედო ხელ-
ში ტოვებდა, გაემართა დიდ მთავართან, რომელსაც წვრილად
მოახსენა ამ ერთობ უჩვეულო საქმის ვითარება.
დიდმა მთავარმა მეტისმეტი გაკვირვებით მოისმინა მოსამარ-
თლის ნაამბობი, შემდეგ კი ბრძანა: „მართლაც უცნაური და იშ-
ვიათი შემთხვევაა! გულით მჯერა, რომ მკვლელობა სამიდან არ-
ცერთს არ ჩაუდენია – არც იმ უმცროსს, თქვენმა ყარაულმა რომ
შეიპყრო. რასაც ის ყმაწვილი თავიდან ჰყვებოდა, სიმართლე
მგონია. მაგრამ, რაკი საქმე უმძიმეს დანაშაულს ეხება, ეჭვმიტა-
ნილს ასე იოლად ვერ გავათავისუფლებთ. ამიტომ თვით უფალს
ვთხოვ, იკისროს ამ სამი ერთგული ძმის მოსამართლეობა, დაე,
განაჩენიც მან გამოიტანოს.“

111
მკითხველთა ლიგა

ასეც მოიქცნენ. გაზაფხულის ერთ ნათელ, თბილ დღეს სამი


ძმა მწვანე მდელოზე გაიყვანეს და სამივეს დასარგავად მისცეს
ცაცხვის თითო საღი, ღონიერი ნერგი. მაგრამ ცაცხვები ძმებს მი-
წაში ფესვებით კი არ უნდა ჩაერგოთ, არამედ ქორფა, მწვანე
ვარჯებით, ფესვები კი ცისკენ მიემართათ. ვისი ხეც უფრო ადრე
დალპებოდა ან გახმებოდა, მკვლელადაც ის ჩაითვლებოდა და
სიკვდილითაც მას დასჯიდნენ.
ძმებმა ბრძანება შეასრულეს და გულმოდგინედ შეუდგნენ
ორმოს თხრას, შემდეგ კი ნერგები ტოტებით ჩაუშვეს მიწაში.
სულ მალე სამივე ხემ კვირტები გამოყარა და ახალი ვარჯი
გაიკეთა ნიშნად იმისა, რომ სამივე ძმა უდანაშაულო იყო. ცაც-
ხვებმა ზრდა განაგრძეს, მაღალ ხეებად იქცნენ და კიდევ რამდე-
ნიმე ასეულ წელიწადს იდგნენ ბერლინის სულიწმიდის სახელო-
ბის საავადმყოფოს სასაფლაოზე.

1912

თარგმნა დავით კაკაბაძემ

112
მკითხველთა ლიგა

ფლეიტის სიზმარი

„აი, აიღე“, მითხრა მამაჩემმა და ძვლის პატარა ფლეიტა გა-


მომიწოდა. „აიღე და მოხუც მამასაც ნუ დაივიწყებ, როცა შენი
დაკვრით ხალხს დაატკბობ. დროა ქვეყანა ნახო და ისწავლო
რამე. ეს ფლეიტა შენთვის შევუკვეთე; შენ ხომ ქვეყნად სხვა არა
გინდა რა, გარდა სიმღერისა. იმაზეც იფიქრე, შენი სიმღერები
მუდამ მშვენიერი და სიყვარულის ღირსი იყოს, თორემ დასანანი
იქნება ის მადლი, ღმერთმა რომ გიბოძა.“
ჩემს ძვირფას მამას მუსიკისა ბევრი არა გაეგებოდა რა. სწავ-
ლული იყო და ეგონა, საკმარისი იქნებოდა, იმ მშვენიერ
ფლეიტაში ჩამებერა, რომ ყველაფერი რიგზე ყოფილიყო. მეც
არ მინდოდა მისთვის იმედი გამეცრუებინა, ამიტომაც მადლობა
გადავუხადე, ფლეიტა ავიღე და გამოვემშვიდობე.
ჩვენს ხეობას მხოლოდ დიდ კარის წისქვილამდე ვიცნობდი –
ჩემთვის სამყარო იმას იქით იწყებოდა და ძლიერ მიზიდავდა. სა-
ხელოზე ფრენით დაღლილი ფუტკარი ჩამომაჯდა და თან წავიყ-
ვანე, რათა პირველივე შესვენებისას სამშობლოში მოკითხვის
გამოსაგზავნად შიკრიკი მყოლოდა.
გზად ტყეები და მინდვრები მაცილებდნენ, მდინარეც შორიახ-
ლოს მომყვებოდა; ვნახე, რომ სამყარო სამშობლოსგან თურმე
დიდად არ განსხვავდება. ხეები და ყვავილები, პურის თავთავები
და თხილის ბუჩქები მესაუბრებოდნენ, მათს სიმღერებს ვმღერო-
დი და ჩემი ისევე ესმოდათ, როგორც იქ, შინ. ამასობაში ჩემს
ფუტკარსაც გამოეღვიძა, ნელა ამომაცოცდა მხარზე, აფრინდა
და ბოხი ბზუილით ორჯერ შემომიარა, შემდეგ კი პირდაპირ სამ-
შობლოსაკენ გაფრინდა.
აქვე ტყიდან მომავალი პატარა გოგონა შემომეყარა, ხელში
კალათა ეჭირა და ფართოფარფლებიანი ჩალის ქუდი ეხურა, ქე-
რა თავს რომ უჩრდილავდა.
„სალამი ღვთისა“, მივუგე, „საით გაგიწევია?“

113
მკითხველთა ლიგა

„მომკელებისთვის სადილი მიმაქვს“, მითხრა და გვერდით ჩა-


მიარა. „შენ სადღა მიდიხარ?“
„ქვეყნად დავეხეტები, მამამ გამომგზავნა. ის ფიქრობს, რომ
ფლეიტას უნდა ვუკრავდე ხალხისთვის, მაგრამ ეს საქმე ჯერ წე-
სიერად არც კი ვიცი, უნდა ვისწავლო.“
„მაშ, ასეა საქმე? მაინც, რა იცი? რაღაც ხომ უნდა იცოდეს
კაცმა.“
„განსაკუთრებული არაფერი. სიმღერა შემიძლია.“
„რა სიმღერები იცი?“
„ათასგვარი: დილაზე და საღამოზე, ხეებსა თუ ცხოველებზე,
ყვავილებზე. ახლა, მაგალითად, შემიძლია მშვენიერი სიმღერა
ვიმღერო ერთ ლამაზ გოგონაზე, ტყიდან რომ მოდის და მომ-
კელთათვის სადილი მიაქვს.“
„შეგიძლია? მაშ, იმღერე!“
„შენს სახელს არ მეტყვი?“
„ბრიგიტე მქვია.“
და მე ვიმღერე სიმღერა მშვენიერ ჩალისქუდიან ბრიგიტეზე,
თუ რა აქვს კალათაში და როგორ უთვალთვალებენ ყვავილები,
ცისფერ ჭიშკარზე ბაღის ღობიდან მისკენ რომ გადმოხრილან,
და ყველაფერზე, რაც ამ ამბებს უკავშირდება. იგი ყურადღებით
მისმენდა და ბოლოს მითხრა, კარგი იყოო. და როცა მივუგე,
მშია-მეთქი, კალათას თავსახური გადახადა და პურის ნატეხი
ამოიღო. ჭამა რომ დავიწყე და თან გულმოდგინედ მივაბიჯებდი,
მითხრა: „სიარულისას ნუ ჭამ. ყველაფერი თანმიმდევრულად უნ-
და აკეთო.“ ბალახზე დავსხედით, მე ჩემს პურს შევექცეოდი, მას
თავისი გარუჯული ხელები მუხლებზე დაეწყო და მიყურებდა.
„კიდევ ხომ არ მიმღერებდი რამეს?“ – მკითხა, როცა ჭამას
მოვრჩი.
„რატომაც არა, მაგრამ რა ვიმღერო?“
„იმღერე გოგონაზე, რომელიც სატრფომ მიატოვა და მოწყე-
ნილია.“

114
მკითხველთა ლიგა

„არა, ეს არ შემიძლია, მე ხომ არ ვიცი, ეს როგორ ხდება ან


კიდევ რა საჭიროა ასე დამწუხრება. მე მხოლოდ საამური და მო-
საწონი სიმღერები უნდა ვიმღერო, მამამ ასე დამარიგა. გუგულზე
ან პეპელაზე გიმღერებ.“
„და სიყვარულზე სულ არაფერი იცი?“ მკითხა მან.
„სიყვარულზე? როგორ არა, ეს ხომ ყველაზე მშვენიერი რა-
მაა.“
დავიწყე სიმღერა მზის სხივზე, წითელ ყაყაჩოს რომ ეტრფო-
და და ეთამაშებოდა, სიხარულით აღვსილი, და კიდევ პატარა
ჩიტზე, იმაზე, როგორ ელოდება თავის მეწყვილეს, მერე კი, რო-
ცა ის გამოჩნდება, მიფრინავს, ვითომ ეშინიაო. და განვაგრძობ-
დი სიმღერას შავთვალა გოგონაზე და იმ ყმაწვილზე, რომელიც
მღერის და საჩუქრად იღებს პურს. მაგრამ მას პური აღარ უნდა,
კოცნა სურს გოგონასაგან, და მის მუქ უძირო თვალებში ჩახედვა.
ის დიდხანს მღერის. მღერის შეუსვენებლად, ვიდრე გოგონა არ
გაიღიმებს და კოცნით არ დაუკუმავს პირს.
ამ დროს ბრიგიტე დაიხარა და თავისი მშვენიერი ბაგეებით
პირი დამიკუმა, თვალები დახუჭა და ისევ გაახილა; დავინახე
ორი მუქი ოქროსფერი ვარსკვლავი, რომლებიც თავად მე და
თეთრი მინდვრის ყვავილებს გვირეკლავდნენ.
„რა მშვენიერია სამყარო!“ ვთქვი მე. „მართალი იყო მამაჩე-
მი. ახლა კი დაგეხმარები, სადილს მიგატანინებ, სადაც მიგაქვს.“
კალათა გამოვართვი და გზა განვაგრძეთ, ჩვენი ნაბიჯები
ერთ რიტმში ჟღერდა და მისი სიხარული ჩემსას ერთვოდა, ტყეც,
მთიდან მონაბერი გრილი სიოთი, რაღაცას ჩურჩულებდა. ასე
საამოდ არასოდეს მეხეტიალა. კარგა ხანს ხალისით ვმღეროდი,
ვიდრე ძალაუნებურად არ შევწყვიტე, იმ სისავსის შემყურემ, გარს
რომ მერტყა: უსაზღვრო სიუხვეს რომ წარმოადგენდა ყოველივე,
რაც ხეობიდან, მთიდან, ბალახიდან თუ ხეებიდან, მდინარიდან
თუ ბუჩქნარიდან შრიალებდა და რაღაცას ჰყვებოდა.
უცებ გავიფიქრე: მე რომ ამ ქვეყნის ათასობით სიმღერის ერ-
თდროულად გაგონება და მღერა შემეძლოს – ბალახსა და ყვა-

115
მკითხველთა ლიგა

ვილებზე, ადამიანებსა და ღრუბლებზე, ფოთლოვან ტყესა თუ


წიწვოვანზე და ამასთანავე ყველანაირ ცხოველზე, აგრეთვე უამ-
რავი სიმღერისა შორეულ მთებსა და ზღვებზე, მთვარესა და
ვარსკვლავებზე; ყველაფერ ამას ჩემში ერთდროულად აჟღერე-
ბა და მღერა რომ შეეძლოს, მაშინ ყოვლისშემძლე ღმერთი ვიქ-
ნებოდი და ყოველი ახალი სიმღერით თითო ვარსკვლავს ავა-
კიაფებდი ცაზე.
ამგვარ ფიქრებში წასულს, ჩუმი გაოცება დამეუფლა, რადგან
მსგავსი რამ მანამდე აზრად არასოდეს მომსვლოდა. ამ დროს
ბრიგიტე შეჩერდა და კალათს მოკიდებულ ხელზე ხელი წამავ-
ლო.
„ახლა მე იქით, ზევით უნდა ავიდე“, თქვა მან, „ზევით მინ-
დორშია ჩვენი ხალხი. შენ სადღა წახვალ, არ წამომყვები?“
„არა, ვერ წამოგყვები. ქვეყანა უნდა მოვიარო. დიდი მად-
ლობა პურისათვის და კოცნისთვისაც, ბრიგიტე. შენზე ვიფიქრებ.“
მან სანოვაგით სავსე კალათა აიღო და მუქი თვალების
ჩრდილი ჩემკენ კიდევ ერთხელ გადმოიხარა, მისი ბაგენი ჩემსას
შეერწყა. ეს ამბორი იმდენად მშვენიერი და ტკბილი იყო, რომ
ნეტარებასთან ერთად სევდაც დამეუფლა. სწრაფად დავუძახე:
„კარგად იყავი!“ და გზას მაშინვე ქვევით დავუყევი.
გოგონა ნელა შეუყვა აღმართს და ტყის პირას გადმოკიდე-
ბულ წიფლის ფოთლებთან შეჩერდა, ქვევით გამოიხედა და თვა-
ლი გამომაყოლა; როცა ხელს ვუქნევდი და ქუდს ვაფრიალებდი,
თავი კიდევ ერთხელ დამიკრა და წიფლების ჩრდილში უხმოდ,
სურათივით გაუჩინარდა.
მე კი, ფიქრებში წასული, მშვიდად გავუყევი გზას, ვიდრე წინ
მკვეთრი მოსახვევი არ შემხვდა.
მერე გამოჩნდა წისქვილი და წყალზე – გემი, შიგ კაცი იჯდა.
მარტო იყო და, როგორც ჩანს, მე მიცდიდა, რადგან, ქუდი რომ
დავიხურე და გემზე ავედი, მაშინვე დაიძრა და მდინარის დინებას
დაუყვა. მე გემის შუაში ვიჯექი, კაცი კი უკან, საჭესთან. როცა

116
მკითხველთა ლიგა

ვკითხე, სად მივდივართ-მეთქი, მღვრიე ნაცრისფერი თვალებით


შემომხედა.
„სადაც მოისურვებ“, მითხრა მოგუდული ხმით. „მდინარეზე
დაღმა, ზღვაში თუ დიდი ქალაქებისკენ, არჩევანი შენზეა. ეს ყო-
ველივე მე მეკუთვნის.“
„შენ გეკუთვნის ეს ყველაფერი? მაშ, მეფე ხარ?“
„შესაძლოა“, მომიგო. „შენ კი პოეტი ჩანხარ, არა? მაშ, ერთი
მგზავრული მიმღერე!“
ძალა მოვიკრიბე, დარბაისელი ჭაღარა კაცის წინაშე
ვთრთოდი, ჩვენი გემი ჩუმად, მაგრამ სწრაფად მისრიალებდა
მდინარეზე. ვუმღეროდი მდინარეს, გემებს რომ მიაქანებს, სადაც
მზის სხივი ირეკლება, კლდოვან ნაპირებს ძალუმად რომ აღ-
მოაცენებს და სიხარულით აგვირგვინებს მოგზაურობას.
კაცის სახე არ შერხეულა და როს გავასრულე, თავი ნეტარი
სიმშვიდით დამიკრა. შემდეგ, ჩემდა გასაკვირად, სიმღერა თავად
წამოიწყო, ისიც მდინარესა და მის ხეობაში მოგზაურობაზე მღე-
როდა. მისი სიმღერა ჩემსაზე გაცილებით უფრო მშვენიერი და
ძლიერი იყო, თან სულ სხვაგვარადაც ჟღერდა.
მდინარე მის სიმღერაში მთიდან მოვარდნილი, თავბრუდამ-
ხვევი, გამანადგურებელი, მრისხანე და ველური იყო;
ღრჭიალებდა წისქვილით შებოჭილი, ხიდებგადაჭერილი, მას
სძულდა ყოველი გემი, თავად რომ უნდა ემართა და საკუთარ
ტალღებში, გრძელ მწვანე წყალმცენარეებში ღიმილით რომ არ-
წევდა დამხრჩვალთა თეთრ გვამებს.
ყოველივე ეს მე არ მომწონდა და მაინც თავისი ჟღერადო-
ბით ისე მშვენიერი და იდუმალებით მოცული იყო, რომ სულ გა-
ვოგნდი და დაბნეული ვდუმდი. თუ მართალი იყო ყოველივე, რა-
საც ეს მოხუცი, ფაქიზი და ჭკვიანი მომღერალი თავისი დაბინდუ-
ლი ხმით მღეროდა, მაშინ ყველა ჩემი სიმღერა მხოლოდ სისუ-
ლელე და უხეირო ბიჭური თამაში ყოფილა. მაშინ სამყარო, თა-
ვის არსში, ღმერთის გულივით კეთილი და ნათელი კი არა, არა-

117
მკითხველთა ლიგა

მედ ბნელი და მწუხარე, ბოროტი და მჭმუნვარეა, და თუ ტყეები


შრიალებენ, ეს შრიალი ტანჯვისაა, და არა სიხარულის.
სულ უფრო წინ მივიწევდით, ჩრდილები დაგრძელდა, და ყო-
ველთვის, როცა სიმღერას წამოვიწყებდი, ის სულ უფრო კარგავ-
და ელვარებას და ჩემი ხმა უფრო დაბლდებოდა, ყოველ ჯერზე
უცხო მომღერალი მპასუხობდა სიმღერით, რომელიც სამყაროს
უფრო გამოუცნობსა და ტკივილიანს ხდიდა, მე კი – უფრო გაუბე-
დავსა და სევდიანს.
გული მტკიოდა, ვნანობდი, რომ ხმელეთზე არ დავრჩი ყვავი-
ლებთან და მშვენიერ ბრიგიტესთან. და მოახლოებულ ბინდბუნ-
დში მცირეოდენი ნუგეში რომ მეპოვა, ხმამაღლა სიმღერა წამო-
ვიწყე. წითლად მოელვარე დაისის ფონზე ვმღეროდი სიმღერას
ბრიგიტესა და მის ამბორზე.
ჩამობნელდა და მეც დავდუმდი; მესაჭე კვლავ ამღერდა,
ისიც სიყვარულსა და ნეტარებაზე მღეროდა. შავ და ცისფერ
თვალებზე, სველ წითელ ბაგეზე. მშვენიერი და ამაღლებული
იყო ყოველივე, რასაც ის ტანჯვით აღსავსე მღეროდა ჩამობნე-
ლებულ მდინარეზე. მის სიმღერებში სიყვარულიც მრისხანე და
საშიში იყო, საბედისწერო საიდუმლოდ ქცეული, რასაც ადამიანე-
ბი შეშლილნი თუ ნაჭრილობევნი განსაცდელითა და ლტოლვით
ესწრაფვიან და რითაც ერთმანეთს აწამებენ ან კლავენ.
ვუსმენდი; ვუსმენდი და ისე დავიღალე და დავნაღვლიანდი,
თითქოს უკვე წლების მანძილზე გზაში ვიყავი გამუდმებულ გლო-
ვასა და უბედურებაში. ვგრძნობდი, ამ კაცისაგან როგორ მოედი-
ნებოდა ჩემკენ ცივი სევდისა და ნაღვლის ნაკადი და გულში მეღ-
ვრებოდა.
„ესე იგი ცხოვრება კი არ ყოფილა უმაღლესი და უმშვენიერე-
სი რამ, არამედ – სიკვდილი“, წამოვიძახე ბოლოს საწყალობ-
ლად. „მაშინ, მწუხარე მეფეო, გთხოვ, მიმღერო სიმღერა სიკ-
ვდილზე!“
მესაჭემ სიკვდილზე სიმღერა წამოიწყო, ის მშვენიერებით
ყველაფერს აღემატებოდა, რაც კი რამ ოდესმე მსმენოდა. მაგ-

118
მკითხველთა ლიგა

რამ სიკვდილიც ხომ არ არის ყველაზე მშვენიერი და უმაღლესი


რამ, ნუგეშს ვერც მასში იპოვი. სიკვდილი სიცოცხლეა და სიცოც-
ხლე სიკვდილი, ისინი ერთმანეთზე არიან გადაჯაჭვულნი მარა-
დიულ სასიყვარულო ბრძოლაში და ეს არის დასასრული, საბო-
ლოო მიზანი სამყაროში. მისგან მოდის ნათება, რომელიც ყო-
ველგვარ უბედურებასაც შუქს ჰფენს, იქიდან კი მოდიოდა ჩრდი-
ლი, ყოველგვარ ხალისსა და მშვენიერებას რომ ეფინებოდა და
ბინდში ახვევდა. მაგრამ წყვდიადიდან მხიარულება უფრო
ღრმად და მშვენივრად მოჩანდა და სიყვარული სიღრმიდან ანა-
თებდა იმ ღამით.
ვუსმენდი და მთლად გავირინდე, არანაირი ნება აღარ გამაჩ-
ნდა, გარდა ამ უცხო კაცის ნებისა. იგი მიმზერდა მშვიდად, თით-
ქოს სევდიანი სიკეთით აღვსილი. მისი ნაცრისფერი თვალები
სავსე იყო სამყაროს მშვენიერების ტკივილით. გამიღიმა, ძალა
მოვიკრიბე და დამწუხრებულმა ვთხოვე: „მოდი, დავბრუნდეთ! აქ
ღამით მეშინია, უკან დაბრუნება მინდა ბრიგიტესთან ან შინ – მა-
მაჩემთან.“
კაცი ადგა და უკუნ ღამეში ხელი გაიშვირა. ფარანმა ბნელში
მისი გამხდარი მკაცრი სახე გაანათა. „უკან დასახევი გზა მოჭრი-
ლია“, მითხრა მეტად სერიოზულად და მეგობრულად, „სულ წინ
უნდა იარო, თუ გინდა სამყაროს ჩასწვდე. მშვენიერი თაფლის-
ფერთვალება გოგონასგან შენ უკვე მიიღე ყოველივე საუკეთესო
და, რაც უფრო შორს იქნები, მას ხიბლი და მშვენიერება მით უფ-
რო მოემატება. მაგრამ მაინც გირჩევ, მუდამ იქით იარო, საითაც
მოგესურვება, საჭესთან ჩემს ადგილს გითმობ!“
უნუგეშო სევდა ვიგრძენი; მაგრამ ვხედავდი, რომ მართალი
იყო. სევდიანი მონატრებით აღვსილი ვფიქრობდი ბრიგიტეზე,
სამშობლოსა და ყოველივეზე, რაც ჯერ კიდევ ნათლად და სის-
ხლხორცეულად ცოცხლობდა ჩემში და რაც ამჟამად დამკარგო-
და. მაგრამ ახლა ხომ ეს უცხო კაცი უნდა შემეცვალა საჭესთან
და უნდა მემართა. სხვა გზა არ მქონდა.

119
მკითხველთა ლიგა

ამიტომაც წამოვდექი და, მთელი გემის გავლით, უსიტყვოდ


მივედი საჭესთან. კაციც მდუმარედ გამოემართა ჩემკენ და, როცა
მივუახლოვდი, მკაცრად ჩამხედა თვალებში, თან თავისი ფარანი
გადმომცა.
საჭესთან ჯდომისას, ფარანიც რომ გვერდით მედგა, აღმოვა-
ჩინე, რომ გემზე მარტო ვარ. ამან შემძრა. კაცი გამქრალიყო,
მაგრამ არ შემშინებია, ამას წინასწარ ვგრძნობდი. ეს დღე მოგ-
ზაურობის საუკეთესო დღედ მეჩვენებოდა, ბრიგიტე, მამაჩემი და
სამშობლო – მხოლოდ ზმანებად, მე კი მოხუცი და ნაღვლიანი
თითქოს მთელი ცხოვრება ამ ღამის მდინარეს ცურვით მივუყვე-
ბოდი.
მივხვდი, მოხუცის მოხმობას აზრი არ ჰქონდა და რეალობის
აღქმამ ყინვასავით დამიარა.
იმაში დასარწმუნებლად, რასაც ისედაც ვხვდებოდი, წყალზე
გადავიხარე და ფარანი ზევით ავწიე. წყლის შავი სარკიდან მკაც-
რი სერიოზული სახე შემომცქეროდა ნაცრისფერი თვალებით –
მოხუცი, ბრძნული სახე, და ეს მე ვიყავი.
სულ წინ-წინ მივიწევდი წყვდიადით მოცულ მდინარეზე ღამის
სიბნელეში, რადგან უკან დასახევი გზა მოჭრილი იყო.

1912

თარგმნა რუსუდან ბეჟაშვილმა

120
მკითხველთა ლიგა

პოეტი

როგორც ჰყვებიან, სიჭაბუკეში ჩინელ პოეტს ჰან ფოკს გა-


საოცარი ლტოლვა ჰქონია, ისე ესწავლა და დაუფლებოდა
პოეტურ ოსტატობას, სრულქმნილებისთვის მიეღწია. იმხანად,
როცა ჰან ფოკი თავის ქვეყანაში, ყვითელი მდინარის პირას
ცხოვრობდა, თავისივე სურვილით და დედ-მამის შემწეობით,
რომელთაც იგი ნაზად უყვარდათ, ერთი კარგი ოჯახის ქალზე
დაინიშნა და ქორწილიც სულ მალე, ერთ ბედნიერების მომტან
დღეს უნდა გადაეხადათ. ჰან ფოკი მაშინ ოცდაორი წლისა იყო,
პირმშვენიერი, მოკრძალებული და საამური ქცევა-თავდაჭერისა,
თან ფრიად განსწავლული და, სიყმაწვილის მიუხედავად, რამდე-
ნიმე ჩინებული ლექსითაც თავისი ქვეყნის ლიტერატორთა შო-
რის ცნობილი. ვერ ვიტყვით, რომ სიმდიდრე დიდძალი ჰქონდა,
მაგრამ მომავალში მაინც საკმაო შეძლება ელოდა, მით უფრო,
რომ საცოლესაც მზითევი მოსდევდა. ამასთან მისი საცოლე ძა-
ლიან ლამაზი და სათნო იყო. ისე რომ, შეიძლება გვეფიქრა, მო-
მავალში ჰან ფოკის ბედს ძაღლი არ დაჰყეფსო. და მაინც არ
იყო კმაყოფილი, ისე შეეპყრო სრულყოფილ პოეტად ქცევის
ჟინს.
ერთ საღამოს, როცა მდინარეზე ფარნების ზეიმი იყო, ჰან
ფოკი მარტო დაეხეტებოდა წყალგაღმა. მერე მდინარეზე გადახ-
რილ ერთ ხეს მიეყრდნო და დააცქერდა, როგორ დაცურავდა
წყლის ზედაპირზე ათასობით მოციმციმე ლიფლიფა, ნავებსა და
ტივებზე როგორ ესალმებოდნენ ერთმანეთს საზეიმოდ
მორთულ-მოკაზმული ქალები, კაცები და ნორჩი ასულები, ცოც-
ხალ ყვავილებს რომ ჩამოჰგავდნენ. მოკიაფე წყლის სუსტ დუ-
დუნში მის ყურამდე აღწევდა მომღერალ ქალთა გალობა, ციტ-
რათა სტვენა და ფლეიტების ტკბილი ჰანგები. ზემოთ კი ტაძრის
გუმბათივით ლივლივებდა მოლურჯო ღამე. გული აუჩქროლდა
თავის გუნება-განწყობას აყოლილ და ამ მშვენიერი სურათის შემ-
ყურე ყმაწვილს. მაგრამ რაოდენ დიდიც უნდა ყოფილიყო მისი

121
მკითხველთა ლიგა

სურვილი, გაღმა გასულიყო და თავის საცოლესა და მეგობრებ-


თან ერთად მოელხინა ამ ზეიმზე, უფრო ძლიერი იყო სანუკვარი
წადილი, ყოველივე ისე აღექვა, როგორც ნატიფი განცდების
მქონე მეთვალყურეს, შემდეგ კი უზადო ლექსად გადმოეცა ღა-
მის სილურჯე, წყლის ზედაპირზე სინათლის ათინათი, ზეიმის მო-
ნაწილეთა მოლხენა და წყალზე გადახრილ ხეს მიყრდნობილი
ფარული მოთვალთვალის სევდა. იგრძნო, რომ ვერც ამქვეყ-
ნიური ზეიმი და მხიარულება მიანიჭებს სრულ ლხენასა და სილა-
ღეს, რომ ამ წუთისოფელში ის მუდამ მარტოსული, მუდამ მოთ-
ვალყურე და უცხო დარჩება, რომ მრავალთა და მრავალთა შო-
რის მხოლოდ მისი სულია ისერიგად შექმნილი, რომ ერთსა და
იმავე დროს იგრძნოს ამ წუთისოფლის მშვენიერებაც და უცხოსუ-
ლის იდუმალი სწრაფვანიც. ამის შეგრძნებამ იგი სევდით აღავ-
სო, ხოლო რომ გაჰყვა ფიქრთა ძაფს, ისიც დაასკვნა, ჭეშმარიტ
ბედნიერებას და სრულ კმაყოფილებას მხოლოდ მაშინ ეწეოდა,
როცა ამ სამყაროს მშვენიერებას უზადოდ არეკლავდა თავის
ლექსებში, როცა თვით სამყაროს, განწმენდილსა და უკვდავყო-
ფილს, დაეუფლებოდა მის მიერ არეკლილ სახეებში.
ჰან ფოკი კარგად ვერც გაერკვა, ცხადში იყო თუ სიზმარში,
რომ უცებ ჩუმი შრიალი ჩაესმა და ხის გვერდით იისფერ სამოსში
გამოწყობილი, დარბაისლური იერის უცხო მოხუცი შენიშნა. ჰან
ფოკი წელში გაიმართა და ისე მიესალმა, როგორც მოხუცთ და
დარბაისელთ ესალმებიან. უცხო მოხუცმა კი ჩაიღიმა და რამდე-
ნიმე სტროფი წარმოთქვა. ამ სტროფებში იყო ყოველივე, რაც
ეს-ესაა განიცადა ყმაწვილმა, ოღონდ ისე სრულქმნილი და დიდ
პოეტთა კანონების მიხედვით ისე სრულყოფილად გამოთქმული,
რომ გაოცებისგან სუნთქვა შეეკრა.
„ვინა ხარ, რა კაცი, ჩემს გულში ჩახედვის უნარი რომ გქონია
და ისეთი მშვენიერი ლექსები მითხარი, ჩემი მასწავლებლებისგა-
ნაც არა მსმენია?“ შესძახა მან და წელში ოთხად მოიკეცა.
უცხოს ხელმეორედ ჩაეღიმა სრულყოფილი კაცის ღიმილით
და თქვა: „თუ პოეტობა გინდა, მოდი ჩემთან. ჩემს ქოხს

122
მკითხველთა ლიგა

ჩრდილო-დასავლეთ მთებში იპოვი, დიდი მდინარის სათავეს-


თან. მე სრულქმნილი სიტყვის ოსტატს მეძახიან.“ ესა თქვა, ხის
ვიწრო ჩრდილს შეერია და გაუჩინარდა. ჰან ფოკმა ბევრი ეძება
იგი, მაგრამ ამაოდ. როცა მისი კვალი ვეღარსად ნახა და დარ-
წმუნდა, ალბათ დაღლილს მეზმანაო, საჩქაროდ გადავიდა გაღ-
მა ნაპირზე და საერთო ზეიმს შეუერთდა, თუმცაღა ხალხის ლა-
პარაკსა და ფლეიტების რაკრაკში სულ იმ უცხო კაცის იდუმალი
ხმა ჩაესმოდა, თითქოსდა მისი სულიც იმ კაცს გაჰყოლოდა უკან.
ამიტომაც უცნაურად გალურსული იჯდა მოზეიმეთა შორის თავის
ოცნებებში წასული, ისინი კი მის ასეთ ქცევას სულ სხვა რამეს
მიაწერდნენ და ეხუმრებოდნენ, შეყვარებული ხარო.
რამდენიმე დღის შემდეგ ჰან ფოკის მამამ ნათესავ--
მოყვრების შეყრა დააპირა, ქორწინების დღე დავნიშნოთო, მაგ-
რამ სასიძო მის ნებას არ დაჰყვა და უთხრა: „მომიტევე, თუკი
მორჩილების ზღვარს გადავალ და იმას არ შევასრულებ, რაც
შვილს მოეთხოვება მამის წინაშე. შენ უწყი, რაოდენ დიდია ჩემი
სურვილი პოეტურ ხელოვნებაში ვისახელო თავი. მართალია,
ზოგი ჩემი მეგობარი კი მიქებს ლექსს, მაგრამ ხომ ვიცი, რომ
ჯერჯერობით ახალბედა ვარ და ხელოვნების გზაზე მხოლოდ
პირველი ნაბიჯი მაქვს გადადგმული. ამიტომ გთხოვ, ნება დამ-
რთო, ცოტა ხნით განმარტოებას მივეცე და ვიმეცადინო. ასე
მგონია, თუ ცოლსა და ოჯახს მოვეკიდები, ეს ამბავი ყველაფერს
მომწყვეტს. ახლა, სანამ ჯერ ყმაწვილი ვარ და არავითარი ვალი
არ მაკისრია, მსურს ცოტა ხანს მხოლოდ ამ ხელოვნებას მივ-
სდიო, რაიც მე სიხარულს მომანიჭებს და დიდებას მომიხვეჭს.“
ამ სიტყვებმა გააოცა მამა და თქვა: „ვატყობ, ეს ხელოვნება
ყველაფერს გირჩევნია, თუ ამის გამო ქორწილიც გინდა გადა-
დო. ან იქნებ რაღაც მოხდა შენსა და შენს საცოლეს შორის? მა-
შინ მითხარი და იქნებ შეგარიგოთ, არადა, სხვას მოგიძებნი.“
მაგრამ ვაჟიშვილმა შეჰფიცა, საცოლე ისევე მიყვარს, რო-
გორც გუშინ და როგორც ყოველთვის, ჩვენ შორის სულ პატარა
უთანხმოებაც არ მომხდარაო. ისიც უამბო მამას, ნათურების ზეიმ-

123
მკითხველთა ლიგა

ზე როგორ გამოეცხადა ძილში ოსტატი, ვისი შეგირდობაც ოცნე-


ბად გადაჰქცეოდა და ამქვეყნად უზენაეს ბედნიერებად ესახებო-
და.
„კეთილი“, უთხრა მამამ, „გაძლევ ერთი წლის ვადას. ამ
დროის მანძილზე შეგიძლია მისდიო შენს ოცნება-სიზმარს. იქნებ
სულაც ღვთის მოვლენილი იყო ეგ სიზმარი.“
„რა ვიცი, იქნებ ორ წელსაც გასტანოს“, უთხრა ჰან ფოკმა
ყოყმანით, „ვინ იცის?“
დაღონდა მაშინ მამა და გაუშვა ვაჟი. ყმაწვილმა კი წერილი
მისწერა საცოლეს, დაემშვიდობა და იქაურობას გაეცალა.
დიდი გზა გამოიარა ჰან ფოკმა, ვიდრე მდინარის სათავეს მი-
აღწევდა. იქ დაინახა განმარტოებით მდგარი ბამბუკის ქოხი. ქო-
ხის წინ კი დაწნულ ჭილოფზე ის მოხუცი იჯდა, რომელიც მაშინ
წყლის პირას ნახა ხესთან, და ბარბითს უკრავდა. მოხუცმა შეამ-
ჩნია, როგორ მოკრძალებით უახლოვდებოდა სტუმარი, მაგრამ
თვით არც წამოდგა და არც მიესალმა, მხოლოდ ჩაიღიმა და ნა-
ზი თითები სიმებზე აათამაშა. როგორც ვერცხლისფერი ღრუბ-
ლები გადაუვლის ხოლმე მინდორს, ისე მოეფინა იქაურობას ჯა-
დოსნური მუსიკის ხმები. უტკბესმა გაოცებამ შეიპყრო ყრმა და
დაავიწყა ყველაფერი, სანამ სრულქმნილი სიტყვის ოსტატმა გან-
ზე არ გადადო ბარბითი და ქოხში არ შევიდა. მოკრძალებით
შეჰყვა ჰან ფოკი და დარჩა მასთან, როგორც მისი მსახური და
მისი შეგირდი.
განვლო ერთმა თვემ. ჰან ფოკმა მეხსიერებიდან აღმოიფ-
ხვრა ყველა ის სიმღერა, რომლებიც აქამდე დაეწერა, რადგან
ისწავლა მათი ზიზღი. რამდენიმე თვის შემდეგ კი ის სიმღერებიც
დაივიწყა, რომლებიც მასწავლებლებისაგან ესწავლა. მოძღვარი
ხმას არ სცემდა ჰან ფოკს, მდუმარედ ასწავლიდა ბარბითის დაკ-
ვრას, სანამ შეგირდის მთელი არსება მუსიკამ არ მოიცვა. ერ-
თხელ ჰან ფოკმა პატარა ლექსი შეთხზა. შიგ აღწერა, როგორ
ფრენდა შემოდგომის ცაზე ორი ფრინველი. ძალიან მოეწონა
ჰან ფოკს ეს ლექსი. ოღონდ ვერ გაბედა მოძღვრისათვის ეჩვე-

124
მკითხველთა ლიგა

ნებინა. საღამოს კი ქოხის მოშორებით დაამღერა იგი. მოძღვარ-


მა მშვენივრად გაიგონა ეს ლექსი, მაგრამ სიტყვაც არ დასცდე-
ნია. მხოლოდ უხმოდ ჩამოჰკრა ბარბითის სიმებს, ჩამოჰკრა და
უმალ აგრილდა, ჩამოწვა ბინდი, ამოვარდა მძაფრი ქარი, თუმცა
შუაგული ზაფხული იყო, და განაცრისფრებულ ცაზე უცხო ქვეყ-
ნებში გამგზავრებით დასევდიანებულმა ორმა ყანჩამ გადაიფრი-
ნა. ეს ყოველივე შეგირდის ლექსზე იმდენად მშვენიერი და
სრულქმნილი იყო, რომ დაღონდა ყმა, დადუმდა და თავი არა-
რაობად იგრძნო. მას შემდეგ მუდამ ასე იქცეოდა მოძღვარი. გან-
ვლო ერთმა წელმა და ჰან ფოკი ბარბითის დაკვრის თითქმის
უზადო ოსტატი გახდა, პოეტური ხელოვნება კი სულ უფრო
მიუვალ, მიუდგომელ მწვერვალად ეჩვენებოდა.
განვლო ორმა წელმა და ყმაწვილს საოცრად მოაწვა სევდა,
მოენატრა სამშობლო, თავისიანები, საცოლე და მოძღვარს შინ
წასვლის ნება სთხოვა.
ოსტატმა ჩაიცინა, თავი გადააქნია და უთხრა: „შენ თავისუფა-
ლი კაცი ხარ. სადაც გინდა, იქ წახვალ. აქ მობრუნდები, იქ დარ-
ჩები... ისე მოიქცევი, როგორც უფრო მოგეწონება.“
გაუდგა გზას შეგირდი, იარა შეუსვენებლივ და გარიჟრაჟზე
მშობლიურ ნაპირს მიაღწია. იქ თაღიან ხიდს მიღმა მამისეული
ქალაქი იდგა. მალულად შეიპარა ჰან ფოკი მამის ბაღში და ფან-
ჯრიდან მიაყურა ჯერ ისევ მძინარე მამის ფშვინვას, მერე გადაძ-
ვრა ხეხილის ბაღში, რომელიც საცოლის ბაღს ემიჯნებოდა,
მსხლის კენწეროზე აძვრა და დაინახა, მისი საცოლე სენაკში
თმას ივარცხნიდა. შემდეგ თავისი თვალით ნანახი შეადარა სუ-
რათს, რაც სევდამ დაახატვინა, და მიხვდა, რომ იგი პოეტად იყო
დაბადებული, მიხვდა, რომ პოეტთა ოცნება-ზმანებაში ისეთი
მშვენიერებაა და მომხიბლაობა, რომ მის მსგავსს სინამდვილეში
ამაოდ ეძიებს ადამიანი. ჰან ფოკი ჩამოძვრა ხიდან, საჩქაროდ
დატოვა ბაღი, მამისეული ქალაქი, გადავიდა ხიდზე და ისევ მა-
ღალ მთებს მიაშურა. როგორც მაშინ, მოხუცი მოძღვარი ახლაც
ქოხის წინ იჯდა სადა ჭილოფზე და თითებს სიმებზე ათამაშებდა.

125
მკითხველთა ლიგა

სალმის ნაცვლად მოხუცმა მხოლოდ ორი სტროფი წარმოთქვა


იმ უღრმეს ბედნიერებაზე, რასაც ხელოვნება ანიჭებს ადამიანს.
ისე ღრმა და ისე უზადო იყო ეს სტროფები, რომ შეგირდს თვა-
ლები ცრემლით აევსო.
ასე დარჩა ჰან ფოკი სრულქმნილი სიტყვის ოსტატთან. რად-
გან ბარბითს უკვე კარგად ფლობდა, ახლა ციტრის დაკვრას ას-
წავლიდა მოძღვარი. როგორც თოვლი დასავლეთის ქარში, ისე
სწრაფად ილეოდა თვეები. კიდევ ორჯერ სძლია მშობლიური
კუთხის სევდამ ჰან ფოკს. ერთხელ შუაღამისას გამოიპარა მალუ-
ლად. მაგრამ, ვინემ ხეობის უკანასკნელ მოსახვევს მიაღწევდა,
ღამის ნიავმა შეატოკა ქოხში ციტრა, ააჟღერა სიმები, მისი ხმა
წამოეწია ჰან ფოკს და ისეთი ძალით უხმო უკან, წინააღმდეგობა
ვერ გაუწია ყმაწვილმა. მეორეჯერაც ესიზმრა, თითქოს თავის
ბაღში პატარა ხე დარგო, ცოლიც იქვე იდგა, შვილები კი რძითა
და ღვინით რწყავდნენ ხეს. გამოეღვიძა ჰან ფოკს, მთვარე მის
სენაკს ანათებდა. წამოდგა შეცბუნებული, დაინახა, მოძღვარს
ეძინა. ბებრული თეთრი წვერი ნელა ერხეოდა. სიძულვილმა
აიტანა ყმაწვილი. ამ ადამიანმა დაუმსხვრია ოცნება, ჩაუფუშა მო-
მავალი, აცთუნა ყალბი იმედებით! სურვილმა შეიპყრო, სცემოდა
მოხუცს და მოეკლა იგი. ამ დროს თვალი გაახილა ბერიკაცმა და
ისე სევდიანად და უწყინრად გაუღიმა, ფარ-ხმალი დააყრევინა
შეგირდს.
„გახსოვდეს, შენ თავისუფალი ხარ, ჰან ფოკ“, უთხრა მოხუცმა
წყნარად, „ისე მოიქეც, როგორც მოგესურვოს. გინდა სამშობლო-
ში დაბრუნდი და ხეები დარგე, გინდა შემიძულე და მომკალი.
ყოველივე ამას აზრი არა აქვს.“
„ოჰ, შენ როგორ შეგიძულებ“, უცებ შეტოკდა პოეტი. „ეს ხომ
იგივეა, რომ თვით ცის შეძულება მოვისურვო.“
დარჩა ჰან ფოკი მოძღვართან. ისწავლა ციტრის დაკვრა,
დაეუფლა ფლეიტასაც. შემდეგ მოძღვრის დახმარებით ლექსების
წერასაც მიჰყო ხელი და ნელ-ნელა გაიწაფა ამ იდუმალ ხელოვ-
ნებაში, ისე დაოსტატდა, რომ თითქოს უბრალოს და ჩვეულებრი-

126
მკითხველთა ლიგა

ვის გამოთქმითაც შეეძლო მსმენელის სული ისევე აეღელვებინა,


როგორც ქარი ააღელვებს ხოლმე წყლის ზედაპირს. ის წერდა,
როგორ ამოდის მზე, როგორ გადმოდგება მთის თხემზე და წა-
მით შეყოვნდება ხოლმე, ჩრდილებივით როგორ უხმოდ დას-
რიალებენ თევზები წყალში, როგორ არხევს ნორჩ ტირიფს გა-
ზაფხულის ქარი. უსმენდი მის ლექსებს და ხედავდი არა მხო-
ლოდ მზეს, თევზების სრიალს, ტირიფის ჩურჩულს, არამედ ცაცა
და სამყაროც ამ დროს წამით ერთ მთლიან სრულქმნილ მუსი-
კად იქცეოდა და ყოველ მსმენელს სიხარულითა და გულისტკე-
ნით აგონებდა იმას, რაც უყვარდა თუ სძულდა: პატარა ბიჭს –
თამაშს, ყმაწვილს – თავის სატრფოს, მოხუცს – სიკვდილს.
დაკარგა ჰან ფოკმა წლების ანგარიში, აღარ იცოდა, რამდე-
ნი ხანი დაყო მოძღვართან მდინარის სათავესთან. ხშირად ეგო-
ნა, რომ მხოლოდ წუხელ ამოვიდა აქ, წუხელ შემოეგება მოხუ-
ცის ჩანგის ჟღერა, ხშირად კი ეჩვენებოდა, რომ ადამიანთა
დრო-ხანს დაჰკარგვოდა აზრი და ფოთლებივით დაცვენილიყო
მის უკან.
ერთ დღეს ჰან ფოკს მარტოს გაეღვიძა ქოხში. ბევრი ეძია,
ბევრი უძახა მოძღვარს, მაგრამ ვერსად ნახა. თითქოს ამ ერთ
ღამეში შემოდგომა დამდგარიყო. ცივი ქარი აზანზარებდა ძველ
ქოხს, ქედების თავზე გუნდ-გუნდად მიფრინავდნენ მძლევარნი,
თუმცა მათი გადაფრენის დრო ჯერ არ მოსულიყო.
მაშინ ჰან ფოკმა წამოიღო პატარა ბარბითი და თავის სამ-
შობლოში გამოეშურა. სადაც კი მივიდოდა, ყველგან ისე კრძალ-
ვით ესალმებოდნენ, როგორც მოხუცსა და კეთილშობილს უნდა
მიესალმოს კაცი. მიადგა ბოლოს მამისეულ ქალაქს. იქ გაიგო,
რომ მამამისიც მომკვდარიყო, საცოლეც და ყველა ნათესავიც,
ხოლო მათს ბინებში სხვები ცხოვრობდნენ. საღამოს კვლავაც
გაიმართა მდინარეზე ფარნების ზეიმი. პოეტი ჰან ფოკი კი იდგა
ბნელში ჩაფლულ გაღმა ნაპირზე და ხეს მიჰყრდნობოდა. მან ჩა-
მოჰკრა სიმებს და ააჟღერა ბარბითი. ამოიკვნესეს ქალებმა და
შეშფოთებითა და სევდით გახედეს სიბნელეს. ყმაწვილები კი

127
მკითხველთა ლიგა

ხმამაღლა შეეხმიანნენ დამკვრელს, რომელიც არსად არ ჩანდა,


გასძახეს, ესოდენ საამური ხმები არასოდეს არა გვსმენიაო. ჰან
ფოკი კი იღიმებოდა, დასცქეროდა მდინარეს, სადაც ათასობით
ლიფლიფა დაცურავდა. ჰოდა, როგორც ახლა ვერ ასხვავებდა,
სად იყო ანარეკლი სინათლე და სად ნამდვილი, ისე თავის გულ-
შიაც ვერ პოულობდა სხვაობას ამ ზეიმსა და იმ პირველ ზეიმს
შორის, როდესაც ჯერ სულ ყრმა აი აქ იდგა და უცხო ოსტატის
სიტყვებს ისმენდა…

1913

თარგმნა რეზო ყარალაშვილმა

128
მკითხველთა ლიგა

ავგუსტუსი

მოსტაკერშტრასეზე ერთი ახალგაზრდა ქალი ცხოვრობდა.


უბედური შემთხვევის გამო ქმარი ქორწინების შემდგომ მალევე
დაჰკარგოდა. ჰოდა, იჯდა ახლა თავის პატარა ოთახში, უბედური
და მიუსაფარი, და ელოდა ბავშვს, რომელსაც აღარ ეყოლებო-
და მამა. მარტოდმარტო დარჩენილი ქალის ფიქრები შვილს
დასტრიალებდა თავს და არ არსებობდა ქვეყნად რაიმე მშვე-
ნიერი, დიდებული და საოცნებო, მისთვის რომ არ ჩაეთქვა: არ
ესურვებინა ან არ დასიზმრებოდა; ოცნებობდა, მის შვილს ჰქო-
ნოდა მრგვალი სარკეებით მორთული, შადრევნებიანი ბაღით
გარშემორტყმული ქვის სასახლე, ამასთან, სულ მცირე, დიდი
სწავლული ან მეფე გამხდარიყო.
საბრალო ელიზაბეტის მახლობლად ერთი მოხუცი ცხოვ-
რობდა. გარეთ გამოსულს იშვიათად თუ ნახავდა ვინმე. ჩია, თმა-
თეთრი ბერიკაცი იყო, ფარფლებიანი ქუდი ეხურა ხოლმე და
ეჭირა ძველებური, ვეშაპის ულვაშისაგან ნაკეთები მწვანე ქოლ-
გა. ბავშვებს ძალიან ეშინოდათ მისი, უფროსები კი ფიქრობდნენ,
რომ მოხუცს ჰქონდა საბაბი ეგზომი განმარტოებისა. ზოგჯერ დი-
დი ხნით გაუჩინარდებოდა ხოლმე, მისი ძველი ქოხიდან კი მწუხ-
რისას უმშვენიერესი მუსიკა მოისმოდა, რომელსაც თითქოსდა
მრავალი პატარა სიფრიფანა საკრავი გამოსცემდა. ბავშვები შინ
თავიანთ დედებს ეკითხებოდნენ, ანგელოზები ხომ არ გალობენ
იმ სახლში ან ალები ხომ არ მღერიანო? მაგრამ დედებმა არა-
ფერი იცოდნენ და ამასღა პასუხობდნენ: არა, ეგ, ალბათ, მუსიკა-
ლური ზარდახშა იქნებოდაო.
ამ ჩია კაცს, მეზობლები ბატონ ბინსვანგერად რომ იცნობ-
დნენ, ელიზაბეტთან განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა.
მათ არასოდეს უსაუბრიათ ერთმანეთთან, მაგრამ როცა კი ბატო-
ნი ბინსვანგერი თავისი მეზობლის ფანჯარას ჩაუვლიდა და მე-
გობრულად მიესალმებოდა, ქალი მადლიერებით უკრავდა თავს.
ამ დროს ორივე ფიქრობდა, ძალიან როცა გამიჭირდება, მაშინ

129
მკითხველთა ლიგა

უთუოდ მივაკითხავ მეზობელსო. შებინდებისას, როცა ელიზაბეტი


ეულად იჯდა ხოლმე სარკმელთან, წუხდა საყვარელი ადამიანის
დაკარგვას, ანდა ბავშვის მომავალზე ოცნებობდა, ბატონი ბინ-
სვანგერი უხმაუროდ გააღებდა ფანჯარას და მისი ჩაბნელებული
ოთახიდან ისე ნელა იღვრებოდა ნუგეშისმცემელი მუსიკა, რო-
გორც მთვარის შუქი ღრუბლებიდან. მეორე ფანჯრის რაფაზე
ნემსიწვერები გაზრდილიყვნენ. მათი მორწყვა სულ ავიწყდებოდა
მოხუცს: თუმცა ისინი მაინც მუდამ ყვაოდნენ და ერთი ხმელი ფო-
თოლიც კი არ ებათ, ვინაიდან ელიზაბეტი უვლიდა მათ, ყოველ
დილას წყალს უსხამდა.
შემოდგომამ მოაწია და ერთ ცივ, ქარწვიმიან საღამოს, როცა
მოსტაკერშტრასეზე კაციშვილი არ ჭაჭანებდა, საბრალო ქალმა
იგრძნო მშობიარობის მოახლოება და შიშმა აიტანა – აკი სრუ-
ლიად მარტო იყო. მოულოდნელად შებინდებისას სახლში ვიღაც
დედაბერი შემოვიდა ჭრაქით ხელში, წყალი აადუღა, მიტკალი
დააფინა და ყოველივე იღონა, რაც ჩვეულებრივ სჭირდება ადა-
მიანის ამქვეყნად მოვლინებას. ელიზაბეტმა უსიტყვოდ აცალა
მას და, როდესაც ყრმა იშვა და ახალ, ლამაზ სახვევში გახვეული
პირველ ამქვეყნიურ ძილს მიეცა, დედაბერს ჰკითხა, საიდან მოხ-
ვედიო.
„მე ბატონმა ბინსვანგერმა გამომგზავნა“, მიუგო დედაბერმა.
შემდეგ დაღლილ ქალს ჩაეძინა და როდესაც გამოეღვიძა, ნახა,
რომ რძე აედუღებინათ და იქვე დაედგათ, ოთახიც სუფთად
მიელაგებინათ, მის გვერდით ბავშვი იწვა და მოშიებული ტირო-
და. დედამ სიხარულისგან მკერდზე მიიკრა პატარა. გაახსენდა
მისი გარდაცვლილი მამა, რომელიც ვეღარასოდეს ნახავდა
შვილს, და ცრემლით აევსო თვალები. დედამ მიუალერსა ჩვილს
და ღიმმორეულს მასთან ერთად ისევ მიეძინა. როცა ხელახლა
გამოეღვიძა, რძე და საჭმელი ისევ გამზადებული დაუხვდა, ხო-
ლო ბავშვი – ახალ სახვევებში შეხვეული.
დედამ მალე მოიკეთა და ძალა მოიკრიბა. უკვე თავადვე შე-
ეძლო საკუთარი თავისა და ავგუსტუსის მოვლა. ისიც აფიქრებ-

130
მკითხველთა ლიგა

და, ბავშვი რომ მოსანათლი იყო, მაგრამ ნათლიად კი არავინ


ეგულებოდა. ერთ საღამოს ქალი ბატონი ბინსვანგერის სახლის-
კენ გაემართა. იქიდან, როგორც ყოველთვის, უმშვენიერესი მუ-
სიკა მოისმოდა. მან მოკრძალებით დააკაკუნა მუქ კარზე. „მობ-
რძანდით“, თავაზიანად გამოსძახა მასპინძელმა და კარისკენ გა-
მოემართა. მუსიკა უმალ შეწყდა. ძველ მაგიდაზე, წიგნის გვერ-
დით, ნათურა იდგა. სხვა მხრივ კი ოთახი არაფრით გამოირ-
ჩეოდა.
„მადლობა მინდა მოგახსენოთ, რომ ასეთი კეთილი ქალბა-
ტონი გამომიგზავნეთ“, უთხრა მოხუცს ელიზაბეტმა, „სულით და
გულით ვეცდები, ვალში არ დაგრჩეთ, როცა საქმეს მოვკიდებ
ხელს და ცოტას ამოვისუნთქავ. მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ის
მაწუხებს, რომ ბავშვი მოსანათლია. მინდა ავგუსტუსი დავარქვა,
მამის სახელი.“
„დიახ, ამაზე მეც მიფიქრია“, უპასუხა მეზობელმა და თეთრ
წვერზე ხელი ჩამოისვა. „კარგი იქნებოდა, ბავშვს კეთილი და
მდიდარი ნათლია ჰყოლოდა, რომელიც გაჭირვების ჟამს ხელს
გაგიმართავდათ. მე კი ერთი მარტოხელა მოხუცი ვარ, მეგობა-
რიც ცოტა მყავს. ასე რომ, თუ მე არ მიკადრებთ ნათლიად, სხვას
ვერავის გირჩევთ.“
საბრალო დედას გულს მოეშვა, მადლი მოახსენა ბერიკაცს
და ნათლობაზე მორიგდნენ. შემდგომ კვირადღეს ტაძარში მიიყ-
ვანეს პატარა და მონათლეს. იქ ისევ გაჩნდა ნაცნობი დედაბერი
და ბავშვს ერთი ტალერი აჩუქა. დედამ რომ იუარა, უთხრა:
„აიღეთ, მე მოხუცი ვარ და ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება. ვინ
იცის, ამ ტალერმა იქნებ ბედნიერება მოუტანოს. მაშინ კი ბატონ
ბინსვანგერს გავუწიე სამსახური, ჩვენ ხომ ძველი მეგობრები
ვართ.“
მერე ყველანი ელიზაბეტთან წავიდნენ. დიასახლისმა სტუმ-
რებს ყავა მოუდუღა, ნათლიამ ნამცხვარი მოიტანა, ასე რომ, ნამ-
დვილი ნათლობის სერობა გაიმართა. როდესაც ყავა დალიეს,
დანაყრდნენ და ბავშვმაც დაიძინა, ბატონმა ბინსვანგერმა ხმა-

131
მკითხველთა ლიგა

მაღლა განაცხადა: „დღეიდან მე პატარა ავგუსტუსის ნათლია


ვარ. სიხარულით ვაჩუქებდი ჩემს ნათლულს მეფურ სასახლეს
ანდა ოქროს ზოდებით სავსე ტომარას, მაგრამ არც ერთი გამაჩ-
ნია და არც მეორე. შემიძლია კიდევ ერთი ტალერი დავუმატო
ქალბატონის ნაჩუქარს. და კიდევ, რასაც ინატრებთ მისთვის, შეს-
რულდება. ელიზაბეტ, რამდენი მშვენიერი და კარგი რამ გისურ-
ვებიათ თქვენი ბავშვისთვის; თუ გაიხსენებთ, რა იყო მათ შორის
ყველაზე უკეთესი, იმას შეგისრულებთ. ამოირჩიეთ ერთი სურვი-
ლი თქვენი შვილისთვის, მხოლოდ ერთი, კარგად მოიფიქრეთ
და როდესაც დღეს, მწუხრისას, ჩემი საკრავის ხმას გაიგონებთ,
თქვენი სურვილი მარცხენა ყურში უჩურჩულეთ პატარას და იგი
ასრულდება.“
ამ სიტყვებზე მოხუცი წავიდა, დედაბერიც მას მიჰყვა. ელიზა-
ბეტი მარტო დარჩა, უზომოდ განცვიფრებული. ორი ტალერი
რომ არ ყოფილიყო აკვანში და ნამცხვარი მაგიდაზე, ყოველივე
სიზმარი ეგონებოდა. იგი ჩამოჯდა აკვანთან, არწევდა და თან
ფიქრობდა, რა იქნებოდა ყველაზე უკეთესი, ახლა რომ ენატრა.
ჯერ მოინდომა, მისი შვილი მდიდარი ყოფილიყო, ან ლამაზი, ან
ძლიერი, მერე – გამჭრიახი და გონიერი, მაგრამ ყოველ სურ-
ვილზე ყოყმანობდა, ბოლოს კი დაასკვნა, მოხუცი ნამდვილად
გამეხუმრაო.
უკვე დაღამდა და დედას აკვანთან ჩამოეძინა, ამდენი ჯაფითა
და ფიქრით მოქანცულს. ამ დროს მეზობელი სახლიდან მოისმა
წყნარი, ამოდ სასმენი მუსიკა, ისეთი ნაზი და მშვენიერი, ჯერ არც
ერთ საკრავს რომ არ გამოუცია ამქვეყნად. ამ ჰანგებმა გამოაფ-
ხიზლეს ელიზაბეტი და საბოლოოდ ირწმუნა ბატონი ბინსვანგე-
რისა და მისი ნათლობის საჩუქრისა. რაც უფრო მეტს ფიქრობდა
და ცდილობდა, რაიმე ჩაეთქვა შვილისთვის, მით უფრო ერეოდა
გონებაში ყოველივე და ვეღარაფერი გადაეწყვიტა. დანაღვლი-
ანდა, ცრემლით აევსო თვალები. აი, კიდევ უფრო ჩუმად და სუს-
ტად გაისმა მუსიკა და ქალმა გაიფიქრა: ამწამსვე თუ არ ვინატრე
რაიმე, მერე გვიან იქნება და ყოველივე დაიკარგებაო.

132
მკითხველთა ლიგა

დედამ ამოიოხრა, დაიხარა ბავშვისკენ და მარცხენა ყურში


ჩასჩურჩულა: „ჩემო შვილო, გისურვებ... გისურვებ...“ და როდე-
საც მუსიკა სავსებით უნდა მიმწყდარიყო, შეშინდა და სწრაფად
მიაყოლა: „გისურვებ, ყველას უყვარდე.“
ჰანგები მიწყდა. ბნელ ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა.
ქალი უკუიქცა აკვნიდან, იტირა შიშითა და ძრწოლით აღვსილმა
და შესძახა: „მე ახლა ყველაზე უკეთესი რამ გისურვე, რაც კი ვი-
ცოდი, და ვინ უწყის, იქნებ არც იყო სწორი! როდესაც ყველა,
ყველა შეგიყვარებს, მაინც ვერავის ეყვარები ისე ძლიერ, რო-
გორც დედაშენს!“
ავგუსტუსი ისევე იზრდებოდა, როგორც ყველა ბავშვი. ის იყო
ქერათმიანი ყმაწვილი, გამოირჩეოდა ნათელი, მამაცური მზე-
რით. დედა ანებივრებდა და სხვებიც თავს ევლებოდნენ. ელიზა-
ბეტმა მალევე შეამჩნია, რომ ნათლობის დღეს ჩათქმული სურვი-
ლი ჯერ კიდევ მაშინ ასრულდა, როცა პატარამ ის-ის იყო ფეხი
აიდგა. ყველას თვალში გამოირჩეოდა სხვა ბავშვებისგან თავისი
სილამაზით, გულადობით და გონიერებით. ყველა ეფერებოდა,
თვალებში შესციცინებდა და ყოველნაირად აგრძნობინებდა თა-
ვის კეთილგანწყობას. ახალგაზრდა დედები უღიმოდნენ, მოხუცი
ქალები ვაშლებს ჩუქნიდნენ და, თუკი რაიმე შეუფერებელს
ჩაიდენდა, არავინ იჯერებდა. მაშინაც კი, როცა მისი დანაშაული
მეტისმეტად აშკარა იყო, მხრებს იჩეჩდნენ და ამბობდნენ: ყოვ-
ლად შეუძლებელია, ასეთმა საყვარელმა ბიჭუნამ რაიმე დააშა-
ვოსო.
ისინი, ვისაც ლამაზი ბიჭუნა შემჩნეული ჰყავდა, არჩევდნენ
დედამისთან მიეტანათ საკერავი. თუ აქამდე ელიზაბეტს თითქმის
არავინ იცნობდა და მცირეოდენ სამუშაოს ძლივს შოულობდა,
ახლა სახელი გაითქვა, როგორც ავგუსტუსის დედამ და გაცილე-
ბით მეტი კეთილისმყოფელი გამოუჩნდა, ვიდრე წარმოიდგენდა.
ისიცა და ბავშვიც ნამდვილად ბედნიერები იყვნენ, როცა სახლი-
დან გამოსულთ მეზობლები შეხაროდნენ, ესალმებოდნენ და
მზერით მიაცილებდნენ.

133
მკითხველთა ლიგა

თვით ავგუსტუსს ყველაზე მშვენიერი რამ იქვე, ნათლიასთან


ეგულებოდა. საღამოობით, როცა მას ესტუმრებოდა ხოლმე,
ქოხში ბნელოდა, მხოლოდ გამჭვარტლულ ბუხარში ენთო სუსტი,
მოწითალო ცეცხლი. ჩია ბერიკაცი ბავშვს იატაკზე დაგებულ
ტყავზე დასვამდა და ერთად შეჰყურებდნენ ნელ ცეცხლს. მოხუცი
გრძელ-გრძელ ამბებს უყვებოდა ბავშვს. ხანდახან, როცა ერთ--
ერთი ასეთი ამბავი მთავრდებოდა, პატარას რული ერეოდა და
მინაბული თვალებით აჩერდებოდა ცეცხლს, სიბნელიდან ტკბი-
ლი, მრავალხმიანი მუსიკა გადმოიღვრებოდა და ორივენი გა-
რინდებულნი დიდხანს უგდებდნენ ყურს. ხშირად მთელი ოთახი
პატარა, მოციმციმე ბავშვებით ივსებოდა, ისინი ოქროსავით
მბრწყინავი ფრთებით დაფრინავდნენ, მიუწვდომელი ხელოვნე-
ბით ხაზავდნენ ჰაერში ათასგვარ წრეებს – როგორც ყველაზე
ლამაზ ცეკვებშია ხოლმე, ხან ყველა ერთად, ხანაც წყვილ--
წყვილად – თან გალობდნენ. გარშემო ყველაფერი ხარობდა და
იშვებდა გაათასკეცებული სიხარულითა და სილამაზით. ეს იყო
ყველაზე მშვენიერი რამ, რაც კი ოდესმე ავგუსტუსს მოესმინა ან
ენახა. შემდგომში, როდესაც ის თავის სიყმაწვილეზე დაფიქრდე-
ბოდა ხოლმე, მაშინვე ამოუტივტივდებოდა მეხსიერებაში მოხუცი
ნათლიის მყუდრო, ჩაბნელებული ოთახი, ბუხარში დანთებული
ცეცხლი, ანგელოზურ არსებათა ჯადოსნური ფრენა, და სევდა შე-
მოაწვებოდა.
რაც უფრო იზრდებოდა ყმაწვილი, მით უფრო ხშირად აგონ-
დებოდა დედას ნათლობის ღამე და შეშფოთება ეუფლებოდა.
ავგუსტუსი ლაღად დანავარდობდა მეზობელ ქუჩებში და ყველ-
გან სასურველი სტუმარი იყო. საჩუქრად იღებდა კაკლებს და
მსხლებს, ნამცხვრებს და სათამაშოებს. მას აჭმევდნენ და ასმევ-
დნენ, მუხლებზე ისვამდნენ, ათამაშებდნენ, ნებას რთავდნენ, ყვა-
ვილები ეკრიფა ბაღში. საღამოობით ხშირად იგვიანებდა შინ და
დედის გამზადებულ ვახშამს უგულოდ გასწევდა ხოლმე განზე.
ამის შემხედვარე დედა წუხდა და ტიროდა. ავგუსტუსს ასეთი რამ
თავს აბეზრებდა და მოღუშული მიდიოდა საწოლისაკენ. და ერ-

134
მკითხველთა ლიგა

თხელაც, როცა დედამ დასაჯა, ხმამაღლა მოჰყვა ჩივილს: ავგუს-


ტუსი ყველას უყვარს, ყველას, გარდა დედისაო. ამის შემდეგ ქა-
ლი ხშირად წუხდა და ნაღვლობდა შვილის გამო, მაგრამ საკმა-
რისი იყო მოლიცლიცე სანთლის შუქზე მისი მშვიდად მძინარე,
უმანკო ბავშვური სახისთვის შეევლო თვალი, რომ უმალ ყოველ-
გვარი წყრომა ეხსნებოდა გულიდან და, რომ გაეღვიძებინა,
ფრთხილად კოცნიდა ხოლმე პატარას. აკი მხოლოდ თვითონ
იყო დამნაშავე, ასე რომ უყვარდა ყველას ავგუსტუსი და ხან ნაღ-
ვლიანად, ხანაც შიშით ფიქრობდა: ალბათ აჯობებდა, ასეთი ნატ-
ვრა არც ჩამეთქვაო.
ერთხელ, როცა დედა ბატონი ბინსვანგერის ფანჯარასთან
იდგა და ნემსიწვერას პატარა მაკრატლით გამხმარ ყვავილებს
აჭრიდა, ეზოდან შვილის ხმა მოესმა. ქალმა იქითკენ გადაინაც-
ვლა და დაინახა, რომ ავგუსტუსი მედიდურად მიჰყრდნობოდა
კედელს, წინ კი ოდნავ უფროსი გოგონა ედგა და ეხვეწებოდა:
„რა საყვარელი ხარ! მაკოცე რა!“
„არ მინდა“, უპასუხა ჯიბეში ხელებჩაწყობილმა ავგუსტუსმა.
„ოჰ, ძალიან გთხოვ“, ისევ შეევედრა გოგონა. „იცი, მე შენ-
თვის რა ლამაზი საჩუქარი მაქვს?“
„მაინც რა?“ ჰკითხა ყმაწვილმა.
„ორი ვაშლი“, მორიდებით მიუგო გოგონამ.
ავგუსტუსი შეტრიალდა და სახე დამანჭა.
„რად მინდა შენი ვაშლი“, უთხრა ზიზღით და გაქცევა დააპი-
რა.
მაგრამ გოგონამ მაგრად მოუჭირა ხელი და მიეყვავილა:
„ერთი ლამაზი ბეჭედიც მაქვს.“
„აბა, მაჩვენე“, უთხრა ავგუსტუსმა.
გოგონამ უჩვენა თავისი ბეჭედი. ყმაწვილმა კარგად შეათვა-
ლიერა, მერე წააძრო, თითზე წამოიცვა, სინათლეზე გახედა და
აშკარად მოეწონა.
„კარგი, გეკუთვნის ერთი კოცნა“, უთხრა ქედმაღლურად და
სწრაფად შეეხო მის ბაგეებს.

135
მკითხველთა ლიგა

„ახლა მეთამაშები?“ ჰკითხა იმედმოცემულმა გოგონამ და


მკლავზე დაეყრდნო.
მაგრამ ავგუსტუსმა თავიდან მოიშორა და უკმეხად დაუყვირა:
„თავი დამანებე, ბოლოს და ბოლოს! სხვა ბავშვებთანაც კარგად
ვითამაშებ!“
გოგონა ტირილით გავიდა ეზოდან, ყმაწვილს კი მოწყენი-
ლობა და გაღიზიანება დაეტყო სახეზე. მერე ბეჭედი თითზე და-
იტრიალა, გახედა მიმავალ გოგონას და სტვენა-სტვენით ნელ--
ნელა გაეცალა იქაურობას.
დედა კი იდგა სასხლავით ხელში, გაოგნებული უხეშობით და
ზიზღით, რომლითაც მისმა შვილმა სიყვარულს უპასუხა. გაასწო-
რა ყვავილი და დიდხანს იდგა ასე, თავს აქნევდა და თავისთვის
იმეორებდა: „რა სისასტიკეა, რა უგულობაა!“
როცა დედამ შინ დაბრუნებული ავგუსტუსი გაკიცხა, ყმაწვილ-
მა დამცინავად შეხედა. მის ცისფერ თვალებში აშკარად ჩანდა,
რომ სრულიადაც არ გრძნობდა თავს დამნაშავედ. ცოტა ხანში
სიმღერაც წამოიწყო, დედას მიეალერსა და ამ დროს ისეთი სა-
საცილო, საყვარელი და ნაზი იყო, რომ ქალს გაეცინა და მიხ-
ვდა: ბავშვების ურთიერთობაში ყველაფერი სერიოზულად არ უნ-
და მიეღო.
თუმცა ყმაწვილის უზნეობა ყოველთვის როდი რჩებოდა და-
უსჯელი. ნათლია ბინსვანგერი ერთადერთი ადამიანი იყო, ვის-
დამი მოწიწებაც ბიჭს ჯერ კიდევ შერჩენოდა. საღამოობით, შეად-
გამდა თუ არა ფეხს ოთახში, ნათლია ეტყოდა: „დღეს აღარ ან-
თია ცეცხლი ბუხარში, არც მუსიკა ისმის, პატარა ანგელოზები წუ-
ხან, ასე ცუდად რომ იქცეოდი დღეს.“ ავგუსტუსი ხმაამოუღებლივ
მიდიოდა შინ, საწოლზე ემხობოდა და ტიროდა, მომდევნო დღე-
ებში კი ყოველნაირად ცდილობდა, კეთილი და მოსიყვარულე
ყოფილიყო.
მიუხედავად ამისა, ცეცხლი სულ უფრო იშვიათად ინთებოდა
ბუხარში. ნათლიას კი ცრემლითა და ალერსით ვერ გადაიბირებ-
დი. როდესაც ავგუსტუსი თორმეტი წლისა შეიქნა, ანგელოზთა

136
მკითხველთა ლიგა

ჯადოსნური ფრენა ნათლიის ოთახში უკვე შორეულ ზმანებად იქ-


ცა. ერთხელ ყმაწვილს ესიზმრა ყოველივე ეს. მეორე დღეს კი-
დევ უფრო უკმეხად იქცეოდა. ბავშვებს უყვიროდა, ეზოში სარდა-
ლივით მბრძანებლობდა.
დედაც თანდათან დაღალა შვილის ქება-დიდების მოსმენამ –
რა სათნოა ავგუსტუსი, რა გულიანიო – განა ცოტა საზრუნავი
ჰქონდა?! ერთ დღეს მასწავლებელი ეწვია და უთხრა, ვიღაც კე-
თილისმყოფელს სურს, ყმაწვილი სხვა სკოლაში გაგზავნოს სას-
წავლებლადო. დედა მოელაპარაკა ნათლიას და აი, გაზაფხუ-
ლის ერთ დილას ეტლმა ჩამოიარა. დედაქალაქში მიმავალი
ახალ, ლამაზ ტანსაცმელში გამოწყობილი ავგუსტუსი ზედ ავიდა,
დაემშვიდობა დედას, ნათლიას და მეზობლებს. დედამ უკანასკნე-
ლად შეუსწორა ქერა თმა და დალოცა. ცხენები დაიძრნენ და ავ-
გუსტუსი უცხო მხარეს გააქროლეს.
რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც უკვე წითელქუდიანი, ულ-
ვაშაწკეპილი სტუდენტი იყო, ავგუსტუსს სამშობლოში მოუხდა
დაბრუნება, ვინაიდან ნათლიას მიეწერა, დედა ისე ავად არის,
დიდხანს სიცოცხლე აღარ უწერიაო. ჭაბუკმა შინ საღამოჟამსღა
მიაღწია. ხალხი გაკვირვებული უმზერდა, როგორ გადმოვიდა
იგი ეტლიდან და როგორ შეიტანა მეეტლემ სახლში დიდი ტყა-
ვის ჩემოდანი. მომაკვდავი დედა ძველ, დაბალჭერიან ოთახში
იწვა. როდესაც წარმოსადეგმა სტუდენტმა ბალიშზე მისვენებული
დედის თეთრი, დამჭკნარი სახე დაინახა, მხოლოდ მშვიდი თვა-
ლებითღა რომ ესალმებოდა შვილს, დაიხარა და ცრემლი წას-
კდა. მთელი ღამე მუხლმოყრილი იდგა დედის სარეცელთან და
მანამდე უკოცნიდა გრილ ხელებს, ვიდრე მთლად არ გაუცივდა
და თვალებიც სრულიად არ ჩაუქრა.
დაკრძალვის შემდეგ ნათლია ბინსვანგერმა ხელკავი გამოს-
დო ავგუსტუსს და თავის სახლში გადაიყვანა. ჭაბუკს ნათლიის
ოთახი კიდევ უფრო პატარა და ბნელი ეჩვენა, ისინი დიდხანს ის-
ხდნენ ჩუმად, სარკმლებიღა ელავდნენ ბინდბუნდში მკრთალად.
მერე მოხუცმა გამხდარი თითები თეთრ წვერზე ჩამოისვა და უთ-

137
მკითხველთა ლიგა

ხრა ავგუსტუსს: „მოდი, ბუხარში დავანთებ ცეცხლს, ნათურა


აღარ დაგვჭირდება. ვიცი, დილით აქედან გამგზავრებას აპირებ
და, რადგანაც დედა აღარა გყავს, ალბათ დიდხანს ვეღარ გნა-
ხავ.“
ესა თქვა და ცეცხლი დაანთო ბუხარში. სავარძლები იქით
მიაჩოჩეს და დიდხანს უმზერდნენ მბჟუტავ ალს. ბოლოს, როცა
უკვე ნაპერწკლებიც აღარ ცვიოდა, მოხუცმა გულთბილად უთ-
ხრა: „იდღეგრძელე, ავგუსტუს, ყოველივე კარგს გისურვებ, შესა-
ნიშნავი დედა გყავდა. ვერც კი წარმოიდგენ, რამხელა ამაგი აქვს
შენზე. მე სიხარულით გამოვიხმობდი კიდევ ერთხელ ჩვენს ჰან-
გებს და გიჩვენებდი პატარა ანგელოზებს, მაგრამ იცი, რომ ეს
არ მოხდება. დავიწყებით კი არ ეგების შენგან მათი დავიწყება...
იცოდე, ეს არსებანი ისევ გალობენ და ოდესმე კვლავ შეძლებ
მოუსმინო, როცა სიმარტოვითა და სევდით გულგასენილი დაბ-
რუნდები მათთან. ახლა კი ხელი მომეცი, ჩემო ბიჭო, დამემშვი-
დობე. მე მოვხუცდი და უკვე მეძინება.“
ავგუსტუსმა ხმაამოუღებლივ გაუწოდა მოხუცს ხელი და დამ-
წუხრებული დაბრუნდა თავის დაცარიელებულ სახლში, რათა
უკანასკნელად გაეთია ღამე ძველ სამყოფელში. სანამ ჩაეძინე-
ბოდა, სადღაც შორიდან ბავშვობის უტკბილესი ჰანგები მოესმა
თითქოს. დილით გაემგზავრა და დიდხანს არაფერი ისმოდა მის
შესახებ.
ავგუსტუსს მალე გადაავიწყდა ნათლია ბინსვანგერი თავისი
ანგელოზებითურთ. ირგვლივ მდიდრული ცხოვრება დუღდა და
თავის ტალღებში ითრევდა მას. არავის შეეძლო ავგუსტუსივით
ეჭენებინა ცხენი ხმაურიან ქუჩებში, დამცინავი მზერა შეევლო მი-
სი შემყურე გოგონებისთვის, არავის შეეძლო ეცეკვა მისებრ მსუ-
ბუქად და მოხდენილად, მისებრ მარჯვედ ემართა ეტლი და მო-
ელხინა ბაღში ზაფხულის ღამეს. მდიდარი ქვრივი, რომლის საყ-
ვარელიც ის გამხდარიყო, აძლევდა ფულს, ტანსაცმელს, ცხენებს
და ყველაფერს, რაც სჭირდებოდა ან სურდა ჰქონოდა; მასთან
ერთად მოგზაურობდა პარიზსა და რომში და მისსავე აბრეშუმის

138
მკითხველთა ლიგა

ლოგინში ეძინა. ავგუსტუსის გული კი ამ დროს ეკუთვნოდა ბიურ-


გერის ნაზ, ქერათმიან ასულს, ვისაც მამის შიშით ბაღში მალუ-
ლად ხვდებოდა ხოლმე ღამღამობით და, სამოგზაუროდ წასუ-
ლი, გრძელ-გრძელ, მხურვალე წერილებს სწერდა.
მაგრამ ერთხელაც ერთი ასეთი მოგზაურობიდან ავგუსტუსი
აღარ დაბრუნებულა. ახალი მეგობრები გაიჩინა პარიზში, მდიდა-
რი საყვარელი მოჰბეზრდა, სწავლაზეც რა ხანია გული ას-
ცრუებოდა. უცხო ქვეყანაში დარჩა და დიდკაცურად იწყო ცხოვ-
რება. ჰყავდა ცხენები, ძაღლები, ფულს ჯერ გაფლანგავდა, მერე
ისევ იხვეჭდა ოქროს მთელს ზოდებს. მრავალნი სდევდნენ უკან,
საკუთარ თავსა და სამსახურს სთავაზობდნენ, ის კი ისევე ღიმი-
ლით იღებდა ყველაფერს, როგორც ერთხელ მიიღო ბეჭედი პა-
ტარა გოგონასაგან. ჯადო-ხიბლს დაებუდებინა ჭაბუკის თვალებ-
სა და ბაგეზე, ქალები ეხვეოდნენ, მეგობრები აღტაცებულნი იყ-
ვნენ და ვერავინ ხედავდა, უპირველეს ყოვლისა კი თვითონ, თუ
რა სიცარიელე და სიხარბე დაუფლებოდა მის გულს, რა სნეული
და ტანჯული ქმნილიყო მისი სული. დროდადრო თაყვანისმცემ-
ლებიც ჰბეზრდებოდა და მაწანწალად გადაცმული მარტო დაეხე-
ტებოდა უცხო ქალაქებში. და მაინც, ყველგან აწყდებოდა მის გა-
მო ლამის გონდაკარგულ ადამიანებს. ყოველივეს ადვილად აღ-
წევდა, ყველგან სიყვარული უღიმოდა, გამალებით რომ სდევდა
თან და მისგან სულ მცირედსაც სჯერდებოდა. ხშირად ზიზღი
ეუფლებოდა იმ ქალებისა და მამაკაცების მიმართ, ოდნავი
სიამაყეც რომ არ გააჩნდათ. მთელ დღეებს ხან თავის ძაღლებ-
თან ატარებდა, ხანაც მთებში, უმშვენიერეს სანადირო ადგილებ-
ში. მიპარვით მოკლული ირემი უფრო ახარებდა, ვიდრე ლამაზი,
ნებიერი ქალის შეცდენა.
ერთხელ, გემით მოგზაურობისას, ავგუსტუსმა რომელიღაც
ელჩის მეუღლეს მოჰკრა თვალი. ეს იყო მკაცრი, მაღალი ქალი,
ჩრდილოელი დიდგვაროვანთაგანი, რომელიც ერთობ გამოირ-
ჩეოდა წარჩინებულ ბანოვანთა და მაღალი წრის ადამიანთა შო-
რის. იდგა ამაყი და მდუმარე, თითქოს არავინ იყო მასთან ყოფ-

139
მკითხველთა ლიგა

ნის ღირსი. როდესაც ავგუსტუსი დააკვირდა და მის მზერაში


გულგრილობა შეამჩნია, ისე შეიქნა, თითქოს პირველად განიცა-
და სიყვარული. და დაიწყო ზრუნვა ამ ქალის გულის მოსანადი-
რებლად. ამიერიდან ავგუსტუსი მთელ დღეებს უცნობის სიახლო-
ვეს ატარებდა, თუმცა თვითონვე იყო გარშემორტყმული თაყვა-
ნისმცემლებით, რომელთაც მასთან დაახლოება სწადდათ. იმრი-
გად იდგა მკაცრი ლამაზმანის წინაშე, როგორც მეფე თავის დე-
დოფალთან. თვით ქერათმიანის ქმარსაც კი შეენიშნა ავგუსტუსი
და ყოველნაირად ცდილობდა, თავი მოეწონებინა.
უცნობთან მარტო დარჩენის შესაძლებლობა ავგუსტუსს მანამ
არ მიეცა, ვიდრე სამხრეთის ერთ ნავსადგურში მოგზაურები გე-
მიდან არ ჩამოვიდნენ, რათა ორიოდე საათით გაევლოთ უცხო
ქალაქში და ცოტა ხნით მაინც ეგრძნოთ ფეხქვეშ ხმელეთი. აქ
ავგუსტუსი აედევნა თავის სატრფოს, ბოლოს დრო იხელთა,
გააჩერა და ბაზრის ორომტრიალში გამოელაპარაკა. აურაცხე-
ლი პატარა, ბნელი ქუჩა გადიოდა ბაზრის მოედნიდან. ავგუსტუს-
მა ერთი ასეთი ქუჩით სცადა წაეყვანა მას მინდობილი ქალი,
მაგრამ ქალი, მარტო რომ იგრძნო თავი და თავისიანთაგან ვე-
რავის მოჰკრა თვალი, შეშინდა. უცებ ვაჟი მთრთოლვარე ხელში
სწვდა და სთხოვა, ხმელეთზე დავრჩეთ და ერთად გავიქცეთ აქე-
დანო.
უცნობი გაფითრდა და თვალები დახარა: „ოჰ, ეს არ არის
რაინდის საკადრისი საქციელი“, ჩუმად თქვა მან, „ნება მომეცით
დავივიწყო, რაც ახლა მითხარით.“
„მე არა ვარ რაინდი!“ – შესძახა ავგუსტუსმა. „მე მიჯნური ვარ,
ხოლო მიჯნურმა სხვა არავინ იცის, თუ არა სატრფო, და სხვა
ფიქრი არა აქვს, თუ არა მასთან ერთად ყოფნა. წამოდი ჩემთან,
ლამაზო, ერთად ბედნიერები ვიქნებით.“
ქალმა ცისფერი თვალები შეავლო, მკაცრმა და მწყრალმა:
„საიდან იცით თქვენ“, წაიჩურჩულა ატირებულმა, „რომ მიყვარ-
ხართ? არ მოგატყუებთ: მიყვარდით და ხშირად მინატრია თქვენი
მეუღლე გავმხდარიყავი. ოჰ, რა ბრმაა სიყვარული! არასოდეს

140
მკითხველთა ლიგა

მიფიქრია, რომ ისეთი კაცის სიყვარულსაც შევძლებდი, რომე-


ლიც არ აღმოჩნდებოდა წმინდა და ქველი. და მე ვამჯობინებ,
დავრჩე ათასგზის ერთგული ჩემი ქმრისა, რომელიც, თუმცა ნაკ-
ლებად მიყვარს, მაგრამ ის რაინდია, თქვენგან განსხვავებით
ღირსებითა და კეთილშობილებით აღსავსე. ერთი სიტყვაც აღარ
მითხრათ და ახლავე უკან, გემზე მიმიყვანეთ, თორემ ვინმეს მო-
ვუხმობ საშველად.“
ავგუსტუსი ხან ემუდარა, ხან დაემუქრა ელჩის მეუღლეს, მაგ-
რამ ქალი მოსცილდა და წავიდა გემისკენ. ვაჟი უხმოდ ამოუდგა
მხარში და გემამდე მიაცილა. შემდეგ ავგუსტუსმა თავისი ბარგი
ხმელეთზე ისე გადმოატანინა, არავის გამომშვიდობებია.
მას აქეთ ყველასთვის საყვარელი ადამიანისგან ბედნიერებამ
პირი იბრუნა. სიქველე და სათნოება კიდევ უფრო შეიძულა მან
და ფეხქვეშ თელავდა. სიამოვნებად გაიხადა ქველ დიაცთა შეც-
დენა, რისთვისაც თავისი მომნუსხველობის ყველა ხერხს იშვე-
ლიებდა. უბოროტო მამაკაცებს, უწინ რომ ემეგობრებოდა, ახლა
ჯერ იყენებდა, მერე მასხრად იგდებდა და იცილებდა თავიდან.
აუბედურებდა ქალებსა და გოგონებს და მერე თავს ანებებდა;
ეძებდა ახალგაზრდა, კეთილშობილ ოჯახისშვილებს და გზას აც-
დენდა, ღუპავდა. არ არსებობდა სიამე, რომლისთვისაც არ მიეგ-
ნო და ბოლომდე არ ეგემნა, უხამსობა, რომელიც ჯერ არ
შეესისხლხორცებინა და მერე არ უკუეგდო. ავგუსტუსის გულს
ამით შვება მაინც არ ეფინებოდა და არც ყოველი მხრიდან მოძა-
ლებულ სიყვარულს პასუხობდა მისი სული.
უხიაგი და უჟმური ავგუსტუსი ზღვის სანაპიროზე კოხტა სახ-
ლში ცხოვრობდა. იქ ჩასულ ქალებსა და მეგობრებს უსაზმნო
ჭირვეულობით ტანჯავდა. ცდილობდა, დაემცირებინა ადამიანები,
ყოფილიყო გულგრილი. მოყირჭებული და მობეზრებული ჰქონ-
და სიყვარული, რომელიც არასოდეს უნატრია, არ უთხოვია და
არ დაუმსახურებია. ავგუსტუსი გრძნობდა თავისი განიავებული
ცხოვრების ამაოებას, მთელი ამ ხნის მანძილზე ხომ არაფერი
გაუღია, მხოლოდ იხვეჭდა. ხანდახან ხანგრძლივად შიმშილობ-

141
მკითხველთა ლიგა

და კიდეც, რათა ერთხელ მაინც ეგრძნო ნამდვილი სურვილი და


აღძრული მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა.
მეგობრებში ხმა გავრცელდა, თითქოს ავად იყო და მოსვენე-
ბა და სიმარტოვე ესაჭიროებოდა. მიღებულ წერილებს არც კით-
ხულობდა და ბევრი შეშფოთებული მსახურებს ეკითხებოდა მისი
ჯანმრთელობის ამბავს. თავად კი, დიდ სიმძიმილში ჩავარდნი-
ლი, იჯდა თავის ზღვისპირა დარბაზში და თვალწინ გადაშლოდა
განვლილი ცხოვრება, ცარიელი, მწირი და უნაყოფო, რომელ-
შიც სიყვარულის ნატამალიც კი არ ერია, ისევე როგორც მღელ-
ვარე ზღვის მლაშე წყალში. საზარელი სანახავი იყო მაღალ
ფანჯარასთან ფეხმორთხმული ავგუსტუსი, საკუთარ თავს როცა
განიკითხავდა. თეთრი თოლიები დაფრინავდნენ ქარში, ისიც
აყოლებდა მათ უაზრო მზერას და ამ მზერიდან გამქრალიყო
ყოველგვარი სიხარული და სასოება. როდესაც ფიქრი დაასრუ-
ლა და ზარით მოუხმო მსახურს, ბაგენიღა უღიმოდა ცივად და
ბოროტად. მსახურს უბრძანა, დათქმულ დღეს მეჯლისზე ყველა
მისი მეგობარი მოეწვია. განზრახული ჰქონდა, სიცოცხლე საწამ-
ლავით მოესწრაფებინა და უკვე წარმოედგინა, როგორ დაფ-
რთხებოდნენ და გამასხრდებოდნენ სტუმრები, დაცარიელებული
სახლი და მისი გვამი რომ შერჩებოდათ ხელში.
საღამო ჟამს, დათქმული მეჯლისის წინ, მსახურები დაითხოვა
სახლიდან. დარბაზში სიჩუმე ჩამოწვა. იგი შევიდა საძინებელ
ოთახში, ძლიერი საწამლავი გაურია ერთ ჭიქა კვიპროსულ ღვი-
ნოს და პირთან მიიტანა.
ის იყო, უნდა შეესვა, რომ კარზე დააკაკუნეს. პასუხი რომ არ
გასცა, კარი გაიღო და ჩია ბერიკაცი შემოვიდა. იგი ავგუსტუსთან
მივიდა, მზრუნველად გამოართვა სავსე ჭიქა და კარგად ნაცნობი
ხმით უთხრა: „საღამო მშვიდობისა, ავგუსტუს, როგორ გიკითხო?“
განცვიფრებულ, გაღიზიანებულ და თან დარცხვენილ ავგუს-
ტუსს ჩაეცინა და მიუგო: „ბატონო ბინსვანგერ, კიდევ ცოცხალი
ხართ? ჩვენი ბოლო შეხვედრიდან კარგა ხანი გავიდა, თქვენ კი,
როგორც ვხედავ, ხანი არ მოგმატებიათ. მაგრამ ახლა ხელს მიშ-

142
მკითხველთა ლიგა

ლით, საყვარელო ადამიანო, მე დაღლილი ვარ და ბანგის შეს-


მას ვაპირებ.“
„ვხედავ“, მშვიდად უპასუხა ნათლიამ. „შენ გინდა ბანგის შესმა
და მართალიც ხარ. ეს ის ღვინოა, რომელსაც კიდევ ერთხელ
შეუძლია გიხსნას. მაგრამ მანამდე ცოტა გავისაუბროთ, ჩემო ბი-
ჭო. მე დიდი გზა გამოვიარე და, თუ არ გეწყინება, ერთი ყლუპით
ყელს გავისველებ.“
მოხუცმა აიღო ჭიქა, პირთან მიიტანა და, ვიდრე ავგუსტუსი
რაიმეს იღონებდა, ერთბაშად გამოსცალა.
ავგუსტუსი მიცვალებულივით გაფითრდა, მივარდა ნათლიას,
შეანჯღრია და ხმამაღლა დაუყვირა: „ბერიკაცო, იცი, რა დალი-
ე?“
ბატონმა ბინსვანგერმა ჭკვიანი, თმათეთრი თავი დაუქნია და
გაიღიმა: „ეს კვიპროსული ღვინოა და, მგონი, საკმაოდ რი-
გიანიც. ჩანს, კარგად ცხოვრობ. მაგრამ დრო ცოტა მაქვს და,
თუკი მომისმენ, დიდი ხნით არ შეგაწყენ თავს.“
დაბნეული ავგუსტუსი თვალებში შიშჩამდგარი შეჰყურებდა
ნათლიას და ყოველ წამს მოელოდა მის წაქცევას.
ნათლია კი ხალისიანად ჩამოჯდა სკამზე და ახალგაზრდა მე-
გობარს კეთილგანწყობით დაუქნია თავი.
„გგონია, ერთი ყლუპი ღვინო რამეს დამაკლებს? ფიქრი ნუ
გაქვს. მოხარული ვარ, ასე რომ ზრუნავ ჩემზე, მე ხომ შენში არც
არასოდეს შემპარვია ეჭვი. ახლა მოდი, კიდევ ერთხელ ვისაუბ-
როთ ძველებურად! ვხედავ, როგორ დანაყრებულხარ იოლი
ცხოვრებით. მე კარგად მესმის შენი და როცა წავალ, შეგიძლია
ისევ შეავსო ეგ ჭიქა და დალიო. მანამდე კი რაღაც მინდა გიამ-
ბო.“
ავგუსტუსი კედელს მიეყრდნო და ყური მიუგდო მოხუცის
თბილ, სასიამოვნო ხმას, ბავშვობის დროიდან ასე ნაცნობს, ახ-
ლა წარსულის ლანდებს რომ აღვიძებდა მის სულში. დიდი სირ-
ცხვილი და სიმძიმილი დაეუფლა, რადგანაც თავის უმანკო სიყ-
მაწვილეს პირდაპირ გაუსწორა თვალი.

143
მკითხველთა ლიგა

„შენი საწამლავი მე დავლიე“, განაგრძობდა მოხუცი,


„ვინაიდან მე ვარ მიზეზი შენი უბედურებისა. დედაშენმა
ნათლობის დღეს ერთი სურვილი ჩაგითქვა, თუმცა უსაზმნო, მაგ-
რამ მე მაინც შევასრულე. შენ ეს არ იცი, მხოლოდ გუმანით
გრძნობ, რომ რაღაც წყევლასავით დაგყვება თან. ვწუხვარ, ასე
რომ მოხდა. რარიგ გავიხარებდი, ერთხელ კიდევ მენახე ჩემს
ბუხართან ჩამომჯდარი და ანგელოზთა გალობას მიყურადებუ-
ლი. ეს იოლი არ არის და ახლა არც კი მჯერა, რომ შენი გული
ოდესმე ისევ ჯანსაღი, წმინდა და სათუთი გახდება. მაგრამ იცო-
დე, ეს ასე იქნება, თუკი მოინდომებ. საბრალო დედაშენის სურვი-
ლი ცუდად მოგიბრუნდა, ავგუსტუს! რა იქნება, ნება მომცე, რაიმე
სურვილი აგისრულო? შენ ხომ ფულსა და ქონებას აღარ ინატ-
რებ, აღარც ძალაუფლებასა და ქალებს დახარბდები. ეს ყოვე-
ლივე თავსაყრელად გქონდა. დაფიქრდი, და თუ ფიქრობ, რომ
იცი ჯადო, რომელიც დაღუპულ ცხოვრებას კვლავ გაგილამაზებს
და თუნდაც ერთხელ განგაცდევინებს ნამდვილ სიხარულს, ისურ-
ვე!“
ღრმად ჩაფიქრებული იჯდა ავგუსტუსი, დუმდა. დაღლილმა
და სასომიხდილმა ცოტა ხნის შემდეგ მიუგო: „მადლობელი ვარ,
ნათლია ბინსვანგერ, მაგრამ მგონი, ვეღარაფერი გამოასწორებს
ჩემს აწეწილ ცხოვრებას. აჯობებს ის მოვიმოქმედო, რასაც შენს
მოსვლამდე ვაპირებდი. მადლობელი კი ვარ მონახულების-
თვის.“
„ჰო“, თქვა მოხუცმა ჩაფიქრებით. „როგორც ვხედავ, მე-
ტისმეტად მძიმე დღეში ჩავარდნილხარ. მაგრამ კიდევ ერთხელ
დაფიქრდი, ავგუსტუს, იქნებ გაიხსენო, რა გაგხარებია ყველაზე
მეტად ამ ბოლო ხანს, ან ეგებ ძველი დრო მოიგონო, როცა
დედაშენი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მწუხრისას ჩემთან
შემოდიოდი ხოლმე. განა არ იყავი მაშინ ნამდვილად ბედ-
ნიერი?“
„დიახ, ეს იყო ოდესღაც“, დაეთანხმა ავგუსტუსი და თავისი
ნათლით მოსილი სიყმაწვილე ძალზე შორეული და მკრთალი

144
მკითხველთა ლიგა

ეჩვენა, მსგავსი ბუნდოვანი ანარეკლის, ძველისძველ სარკეში.


„მაგრამ ეს ხომ აღარ განმეორდება. მე არ შემიძლია ვინატრო,
რომ ისევ ბავშვად ვიქცე, ოჰ, მაშინ ხომ ყველაფერი თავიდან
დაიწყებოდა!“
„ჰო, მართალი ხარ, ეს უაზრობა იქნებოდა, მაგრამ აბა, კი-
დევ ერთხელ გაიხსენე ის დრო, როცა ერთად ვიყავით, ანდა ის
საბრალო გოგონა, სტუდენტობისას მამისეულ ბაღში რომ ხვდე-
ბოდი ღამღამობით. გაიხსენე ქერა ლამაზმანი, რომელთან ერ-
თადაც გემით იმოგზაურე, გაიხსენე ყოველი ბედნიერი წუთი, რო-
დესაც ცხოვრება შენთვის კარგი და ფასეული იყო. იქნებ გამოიც-
ნო, რა განიჭებდა მაშინ ბედნიერებას და სწორედ ეს ისურვო.
ინატრე ნათლიის ხათრით მაინც, ჩემო ბიჭო!“
ავგუსტუსმა თვალები დახუჭა და გადახედა განვლილ ცხოვ-
რებას ისე, როგორც ბნელი გვირაბიდან გახედავენ ხოლმე უკან
დარჩენილ იმ შორეულ შუქს, გზის დასაწყისში რომ ანათებს. მან
დაინახა, რა გასხივოსნებული და მშვენიერი იყო ოდესღაც მისი
გარემო და მერე ნელ-ნელა როგორ შემოაღამდა. ახლა ის იდ-
გა სრულ წყვდიადში და აღარაფერი ახარებდა. რაც უფრო მეტს
ფიქრობდა, მით უფრო მშვენიერი, საყვარელი და სასურველი
ეჩვენებოდა შორეული სინათლე. ბოლოს ყველაფერს მიხვდა
და ცრემლი გადმოედინა თვალთაგან.
„კეთილი, მე ვცდი“, უთხრა ნათლიას, „ამხსენი ძველი ჯადო,
რომელიც ვერ დამეხმარა და მომეცი ახალი, ისეთი, ადამიანთა
სიყვარულს რომ შემაძლებინებს.“
ატირებული ავგუსტუსი მუხლებზე დაეცა ძველი მეგობრის წინ
და იგრძნო, რომ ამ მოხუცისადმი სიყვარულს უკვე გაეთბო მისი
გული; მოხუცისადმი, ვინც სრულიად მივიწყებული სიტყვები და
სახეები დაუბრუნა. ნათლიამ ნაზად მოჰკიდა ხელი მკლავზე, სა-
წოლთან მიიყვანა, დააწვინა, მოეფერა თმასა და გახურებულ
შუბლზე.
„კარგია“, ჩასჩურჩულა მან, „კარგია, ჩემო ბიჭო, ამიერიდან
ყველაფერი კარგად იქნება.“

145
მკითხველთა ლიგა

ავგუსტუსმა საშინელი დაღლილობა იგრძნო, თითქოს ერ-


თბაშად დაბერებულმა თავი მისცა ღრმა ძილს, მოხუცი კი ჩუმად
წავიდა ცარიელი სახლიდან.
ავგუსტუსი ველურმა ღრიანცელმა გამოაღვიძა, მის უზარმა-
ზარ სახლში რომ ამტყდარიყო. როცა წამოდგა და კარი შეაღო,
დაინახა, რომ დარბაზებსა და ოთახებში მის ძველ მეგობართა
ტევა აღარ იყო. წვეულებაზე დაპატიჟებულთ ცარიელი სახლი
რომ დახვედრიათ, იმედგაცრუებულნი საშინლად განრისხებუ-
ლან. ავგუსტუსი გამოვიდა და ღიმილითა და სახუმარო სიტყვე-
ბით შეეცადა ისევ დაებრუნებინა მათი კეთილგანწყობა, მაგრამ
უეცრად იგრძნო, რომ ეს უნარი წართმეოდა. ის იყო თვალი მოჰ-
კრეს, ყველა ერთხმად აყვირდა და როდესაც მასპინძელმა უმწე-
ოდ გაიღიმა და თავდასაცავად გაშალა ხელები, გაცხარებით შე-
მოუტიეს.
„გაიძვერავ!“ უყვიროდა ერთი, „სად არის ჩემი ვალი?“ შემდეგ
მეორე: „ჩემი ცხენები?“ შემდეგ ერთი ლამაზი, განრისხებული ქა-
ლი: „მთელ ქვეყანას მოსდე ჩემი საიდუმლოებანი! ოჰ, როგორ
მძულხარ, შე ურჩხულო!“ ხოლო ერთმა ჭაბუკმა, ცარიელი თვა-
ლები და დარდისაგან დაღრეჯილი სახე რომ ჰქონდა, უყვირა:
„ეს რა დღეში ჩამაგდე, შე სატანა, ახალგაზრდების დამღუპვე-
ლო!“
ასე გრძელდებოდა, ყველა სათითაოდ ლანძღავდა და აგი-
ნებდა ავგუსტუსს და ყველა მართალი იყო. ერთი-ორმა სცემა კი-
დეც, წასვლისას სარკეები დალეწეს და თან უამრავი ძვირფა-
სეულობა წაიღეს. ნაგვემი და შეურაცხყოფილი ავგუსტუსი იატა-
კიდან წამოდგა, საძინებელ ოთახში შევიდა და სარკეში ჩაიხედა;
სარკიდან მას სახედამჭკნარი, თვალებდაწითლებული, აცრემლე-
ბული და შუბლდასისხლიანებული კაცი შემოაცქერდა.
„ესეც სამაგიერო“, ჩაილაპარაკა და სისხლი ჩამოიბანა სახი-
დან. ჯერ კიდევ არ იყო გონს მოსული, რომ სახლში ისევ ატყდა
ხმაური და ისევ მოაწყდა ხალხი კიბეებს: აქ იყვნენ მევალეები,
რომელთათვისაც თავისი სახლი მიეგირავებინა, აქ იყო კაცი, ვი-

146
მკითხველთა ლიგა

სი შვილებიც მისი წყალობით გარყვნილებასა და უბედურებაში


ჩაცვენილიყვნენ, აგრეთვე დათხოვნილი მსახურები და მოახ-
ლეები, პოლიციელები და ვექილები. ერთ საათში ბორკილდა-
დებული ავგუსტუსი ეტლით მიიყვანეს ციხეში. გზის აქეთ-იქით
თავშეყრილი ხალხი დრტვინავდა და დამცინავ სიმღერებს მღე-
როდა. ვიღაც ქუჩის ბიჭმა ტალახის გუნდაც კი ესროლა სახეში.
თურმე მთელი ქალაქი წაელეკა ამ ყველასათვის საყვარელი
და მახლობელი ადამიანის მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებებს.
ყველა დანაშაულს მას მიაწერდნენ ბრალად. არც ის ცდილობდა
დიდად თავის მართლებას. მოსამართლეთა წინაშე იდგნენ ავ-
გუსტუსისგან დიდი ხნის წინ მივიწყებული ადამიანები, რომლებიც
ოდინდელ საქმეებს უხსენებდნენ; ყოფილი მსახურებიც – ბატო-
ნისგან ხშირ წყალობას ჩვეულთ მაინც რომ ვერ მოეშალათ ქურ-
დობა – მის გარყვნილებას ამხელდნენ. ყოველ მათგანს სახეზე
ზიზღი და სიძულვილი აღბეჭდვოდა. არავინ იყო ისეთი, ვინც
ერთ კეთილ სიტყვას შეაწევდა ავგუსტუსს, გაამართლებდა და
რაიმე სიკეთეს მაინც გაუხსენებდა.
ავგუსტუსი მინებდა მოვლენათა მსვლელობას, ითმინა საკნი-
დან საკანში თრევა, მოსამართლეები, მოწმეები. გაკვირვებული
და ნაღვლიანი შეჰყურებდა გაავებულ, შეშლილ და მტრულ სახე-
ებს და თითოეული სახის მიღმა ხედავდა, როგორ შთაენთქა ყო-
ველივე მშვენიერი და ნათელი ზიზღსა და სიძულვილს, ეს ადა-
მიანები დაფარულად რომ ატარებდნენ გულის სიღრმეში. განა
ისინი არ იყვნენ, ოდესღაც რომ უყვარდათ ავგუსტუსი, თვითონ –
არასოდეს, არავინ. ამჯერად იგი დიდსულოვნად მიუტევებდა ყვე-
ლას ყველაფერს და ცდილობდა, მხოლოდ რაიმე კარგი მოეგო-
ნებინა.
საბოლოოდ ციხეში ამოაყოფინეს თავი და არავის ჰქონდა
მისი მონახულების უფლება. სიცხიან ზმანებებში ის ხან დედას
ელაპარაკებოდა, ხან პირველ სატრფოს, ხან ნათლია ბინსვან-
გერსა თუ ჩრდილოელ ქალს. ერთ დღეს, გაღვიძებისას, ეულმა
და მიუსაფარმა, მთელი სისრულით იგრძნო ტანჯვა, დარდი და

147
მკითხველთა ლიგა

სიმარტოვე. არასოდეს მონატრებია ესოდენ მძაფრად ადამიანის


დანახვა, არც რაიმე სიამე უნატრია ასე და არც რაიმეს შეძენა.
როცა ავგუსტუსი ციხიდან გამოვიდა, ავადმყოფი და დაბერე-
ბული, უკვე ვეღარავინ ცნობდა. ცხოვრება თავისი გზით მიედინე-
ბოდა, ქუჩები ძველებურად სავსე იყო ხალხით, ვინ ცხენს მიაჭე-
ნებდა, ვინ ფეხით სეირნობდა, გასაყიდად გამოეფინათ ხილი და
ყვავილები, სათამაშოები და გაზეთები. ავგუსტუსს არავინ გამოს-
ცნაურებია. სწორედ ის ლამაზმანები, ერთ დროს შამპანურითა
და მუსიკით რომ ხიბლავდა და გულში იკრავდა, ახლა ეტლებით
ჩაუქროლებდნენ და მათგან ადენილი მტვერიღა ეყრებოდა ავ-
გუსტუსს.
სამაგიეროდ, შემზარავი სიცარიელე და მარტოობა, გამუდმე-
ბით რომ სდევდა მთელი მისი ბრწყინვალე ცხოვრების მანძილ-
ზე, ახლა სრულიად გასცლოდა. სადმე ჭიშკარში რომ შევიდოდა
და მცირე ხნით ჩრდილს შეეფარებოდა, ანდა ეზოში ჭიქა წყალს
მოითხოვდა, უკვირდა – რა უჟმურად და მტრულად ექცეოდნენ
ადამიანები, რომლებიც ადრე მის ქედმაღლურ, უსიყვარულო
სიტყვებზე მადლიერნი და თვალებგაბრწყინებულნი პასუხობ-
დნენ. ახლა მას ახარებდა და გულში სწვდებოდა ყოველი ადა-
მიანის შემოხედვა; უყვარდა ეზოში მოთამაშე ან სკოლაში მიმა-
ვალი ბავშვების ცქერა. უყვარდა მოხუცები, თავიანთი სახლების
წინ ჩამომსხდარნი, მზეზე რომ ითბობდნენ დამჭკნარ ხელებს. აკ-
ვირდებოდა ჭაბუკს, სევდიან მზერას რომ აყოლებდა გამვლელ
გოგონას; მუშას, რომელიც საღამოს შინ დაბრუნებული გულში
იკრავდა შვილებს; თავის ავადმყოფებზე ზრუნვით აღსავსე ლა-
მაზ, საზრიან ექიმს, უხმაუროდ და სწრაფად რომ ჩაიქროლებდა
ეტლით, ან ღარიბ, ცუდად ჩაცმულ მეძავს, რომელიც საღამო
ჟამს გარეუბანში ფარანთან იცდიდა და თვით მას, ყველასგან
მოძულებულსაც კი, სთავაზობდა სიყვარულს – ახლა ყველანი
მის დებად და ძმებად ქცეულიყვნენ, ყოველი მათგანი გულში
ატარებდა მოგონებას საყვარელ დედაზე ანდა ოცნებას უკეთეს
მერმისზე, ან რაღაც მშვენიერი და მარადიული დანიშნულების

148
მკითხველთა ლიგა

იდუმალ ბეჭედს. ყოველი მათგანი საყვარელი და ძვირფასი იყო


ავგუსტუსისთვის და თანდათან რწმუნდებოდა, რომ მასზე უღირსი
ადამიანი არ დადიოდა ამ ქვეყანაზე.
ავგუსტუსმა გადაწყვიტა ემოგზაურა და ეპოვა ადგილი, სადაც
შესაძლებლობა მიეცემოდა, რაიმეში გამოსდგომოდა ადამიანებს
და თავისი სიყვარული საქმით დაემტკიცებინა მათთვის. რა ხანია
შეჰგუებოდა აზრს, რომ თავისი გარეგნობით ამიერიდან ვეღარა-
ვის მოხიბლავდა. სახე დაუჭკნა, მისი სამოსი და ფეხსაცმელი
გლახაკისას დაემსგავსა, აღარც ხმა და სიარული უგავდა იმ კაცი-
სას, ვინც ოდესღაც ქვეყნიერებას აღაფრთოვანებდა და აჯადო-
ებდა. ბავშვებს ეშინოდათ მისი ჭაღარისა და გრძელი, აჩეჩილი
წვერისა. კარგად ჩაცმულნი მასთან სიახლოვეს უკადრისობდნენ
– სნეული და ჭუჭყიანი ეგონათ. თვით გლახაკნიც კი უნდობლო-
ბით ეკიდებოდნენ უცნობს, ეჭვობდნენ, ვაითუ ჩვენს კუთვნილ
ორიოდე გროშს შეგვეცილოსო. ავგუსტუსს კი სურდა ვინმეს რა-
მეში გამოსდგომოდა, იგი სწავლობდა და ეჩვეოდა იმას, რომ
არაფერი სწყენოდა, რომ დახმარებოდა თუნდაც იმ ბავშვს, ამა-
ოდ რომ ცდილობდა, შესწვდომოდა საფუნთუშის კარის ურ-
დულს. ზოგჯერ წააწყდებოდა მასზე უფრო საცოდავს, ბრმას ან
დავრდომილს, რომლისთვისაც შეეძლო დახმარება გაეწია და
სიხარულით გასცემდა იმ მცირედს, რაც გააჩნდა: ნათელ, კეთილ
მზერას და ძმურ სალამს, ურთიერთგაგებითა და თანაგრძნობით
სავსე გამომეტყველებას. თანდათანობით სწავლობდა ადამიანის
ცნობას – ვინ რას მოელოდა, ვის რა ახარებდა. ერთს – ომა-
ხიანი, მხურვალე სალამი, მეორეს – უხმოდ გვერდის ავლა. ავ-
გუსტუსს სულ უფრო მეტად აოცებდა, მიუხედავად ამდენი გასაჭი-
რისა, მაინც რა ბედნიერია ადამიანი, რაოდენ ემატება მას სასი-
ცოცხლო ძალა და ხალისი, როდესაც ხედავს მხიარულ სიცილს
ჭმუნვის გვერდით, გონებამახვილობას, ნუგეშსა და ღიმილს ჭი-
რისა და ვაების ჟამს.
ეს წუთისოფელი ავგუსტუსს საუცხოოდ მოწყობილი ეჩვენებო-
და. როდესაც ქუჩის კუთხეში შეუხვევდა და მისკენ ხტუნვა--

149
მკითხველთა ლიგა

ხტუნვით გამოქანდებოდნენ სკოლის ბავშვები, იმდენი გამბე-


დაობა, ცხოვრების ხალისი და ბავშვური სილაზათე კრთოდა მა-
თი თვალებიდან, რომ აღარ სწყინდა, თუკი ისინი ცოტას კიდეც
გამოაჯავრებდნენ, ანდა გააწვალებდნენ. განა თვითონ არ იცო-
და, რა სასაცილოდ გამოიყურებოდა! მეტადრე, როცა ვიტრინა-
ში, ან წყლის დალევისას ჭაში მოჰკრავდა თვალს საკუთარ ანა-
რეკლს, ჩაჩანაკსა და მწირს. არა, მისთვის აღარ იყო მთავარი,
ადამიანებს მოსწონებოდათ ანდა შთაბეჭდილება მოეხდინა მათ-
ზე. ეს ყველაფერი ხომ მოყირჭებული ჰქონდა, ამჯერად ავგუსტუ-
სისთვის საინტერესო იყო მათი ხილვა, ვინაც მის მიერ უკვე გან-
ვლილ გზას დასდგომოდა. რაოდენ დიდი ძალისხმევით, მგზნე-
ბარებით, სიამაყითა და სიხარულით მიისწრაფოდნენ ყველანი
თავიანთი მიზნებისაკენ – ეს იყო ნამდვილად დიდებული სანა-
ხაობა.
ამასობაში დაზამთრდა, მერე ისევ გამოზაფხულდა. ავგუს-
ტუსი დიდხანს იწვა უსახლკაროთა თავშესაფარში. მშვიდი და
მადლიერი, აქ ის განიცდიდა ბედნიერებას უპოვარი, დავ-
რდომილი კაცისა, რომელიც გაასმაგებული ძალითა და სურ-
ვილით ეჭიდება სიცოცხლეს და ბოლოს საკუთარი თვალით
ხედავს სიკვდილის დათრგუნვას. საოცარი სანახავი იყო მძიმე
ავადმყოფთა მოთმინება, სიცოცხლის კრთომა უკვე სიჯან-
საღისკენ მობრუნებულთა თვალებში. მშვენიერი იყო მიცვალე-
ბულთა წყნარი, ღირსეული სახეები და კიდევ უფრო მშვენიერი –
სიყვარული და სასოება ლამაზი, სისუფთავის მოყვარე მომვლე-
ლებისა, მაგრამ ავგუსტუსის აქ ყოფნის დროც მიიწურა. შემოდ-
გომის ქარი ქროდა და ისიც განაგრძობდა მოგზაურობას. უჩ-
ვეულოდ მოუთმენელი ხდებოდა, როცა ხედავდა, რა უსაშვე-
ლოდ ნელა მიიწევდა წინ. აკი ავგუსტუსს სურდა ყველგან შეევ-
ლო და მრავალი მოეკითხა. თმა შეევერცხლა, დაწითლებული,
სნეული ქუთუთოებიდან მომზირალ თვალებში ღიმილი უკრთო-
და, მეხსიერება თანდათან დაებინდა, ზოგჯერ ეჩვენებოდა, რომ
ქვეყნიერებას პირველად ხედავდა. ყველაფრით კმაყოფილი

150
მკითხველთა ლიგა

იყო, სამყაროც მისთვის მშვენიერი და სიყვარულის ღირსი გამ-


ხდარიყო.
ასე ჩავიდა ზამთრის პირს ერთ ქალაქში. ჩაბნელებულ ქუჩებ-
ში წყნარად ბარდნიდა. გარეთ მოთამაშე ბიჭებმა თოვლის გუნ-
დები დაუშინეს მოგზაურს. მწუხრის სიმშვიდე ეფინა ყოველივეს.
ავგუსტუსი ძალზე დაქანცულიყო. ჯერ ერთ ვიწრო ქუჩას შეუყვა,
რომელიც ნაცნობი ეჩვენა, შემდეგ მეორეს და უეცრად ცივ ნამ-
ქერში ჩაფლული დედისეული სახლი და ნათლია ბინსვანგერის
პატარა, ძველი ქოხი დაინახა. ქოხის ერთი განათებული სარკმე-
ლი მშვიდად ციმციმებდა ზამთრის ღამეში.
ავგუსტუსი მივიდა და კარზე დააკაკუნა. ჩია ბერიკაცი გამოვი-
და და უსიტყვოდ შეუძღვა ოთახში. აქ სითბო და სიმყუდროვე სუ-
ფევდა, ბუხარში ნელი ცეცხლი ენთო.
„მშიერი ხარ?“ ჰკითხა ნათლიამ. ავგუსტუსს არ შიოდა. გაიღი-
მა და თავი გააქნია.
„დაღლილი ხომ მაინც იქნები?“ კვლავ შეეკითხა ნათლია და
ძველი ტყავი დააფინა ძირს. მოხუცები ფეხმორთხმით ჩამოს-
ხდნენ გვერდიგვერდ და ცეცხლს მიაჩერდნენ.
„შენ დიდი გზა გამოიარე, ავგუსტუს.“
„ოჰ, ეს მართლაც მშვენიერი გზა იყო. ერთი კია, დავიღალე.
თუ ნებას მომცემ, ცოტას წავუძინებ და დილით გზას განვაგ-
რძობ.“
„როგორც გენებოს. არ გინდა, ისევ ნახო ანგელოზების ცეკ-
ვა?“
„ანგელოზების? ოჰ, ცხადია, მინდა, ოღონდ როცა ისევ ბავ-
შვად ვიქცევი.“
„რა ხანია, ერთმანეთი აღარ გვინახავს“, დაიწყო ნათლიამ.
„შენ ისევ ლამაზი ხარ, ისეთივე კეთილი და თვინიერია შენი თვა-
ლები, როგორც უწინ, როცა დედაშენი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
მოხარული ვარ, რომ მინახულე.“
ჩამოძონძილი მოგზაური მეგობრის გვერდით ჩამომჯდარი-
ყო. არასოდეს უგრძნია ასეთი დაღლა. საამურ სითბოს და ცეც-

151
მკითხველთა ლიგა

ხლის ტკრციალს ისე გაებრუებინა, ვეღარ გაერჩია აწმყო წარსუ-


ლისაგან.
„ნათლია ბინსვანგერ“, თქვა მან, „უწესოდ მოვიქეცი და დედამ
სახლში იტირა. უთხარი დედას, რომ ამიერიდან ისევ კეთილი
გავხდები. ხომ ეტყვი?“
„ვეტყვი“, მიუგო ნათლიამ, „ოღონდ დამშვიდდი, დედას შენ
მაინც უყვარხარ.“
ცეცხლი მიინავლა და ავგუსტუსმა ძილნასვამი თვალები მიაპ-
ყრო სუსტ ათინათს, როგორც ოდესღაც სჩვეოდა, შორეულ სიყ-
რმეში, თავს ნათლიას კალთაში რომ ჩაუდებდა ხოლმე. მშვე-
ნიერი, სიხარულით სავსე მუსიკა გაისმა ბნელ ოთახში, ნაზი და
ნეტარების მომგვრელი. ათასობით სულიერი გაჩნდა საიდანღაც,
ჰაერში წრეებს ხაზავდნენ მხიარულად და მიუწვდომელი ხელოვ-
ნებით – ხან ყველა ერთად, ხანაც წყვილ-წყვილად. შეჰყურებდა
მათ ავგუსტუსი, ყურს უგდებდა გალობას და ყოველი უნაზესი ბავ-
შვური განცდა სულ ახალ და ახალ სამოთხეებს უშლიდა თვალ-
წინ.
უცბად მოეჩვენა, რომ დედამ დაუძახა, მაგრამ ავგუსტუსი ისე-
თი დაღლილი იყო... თანაც ნათლია შეჰპირდა, დედაშენს თვი-
თონვე მოველაპარაკებიო, და როდესაც მიიძინა, ნათლიამ ხე-
ლები დაუკრიფა მკერდზე და მანამდე ედო ყური მის დადუმებულ
გულზე, სანამ ოთახში სრულიად არ ჩამოღამდა.

1913

თარგმნა კონსტანტინე ზ. გამსახურდიამ

152
მკითხველთა ლიგა

სიზმარი ღმერთებზე

მივაბიჯებდი მარტოდმარტო, უმწეო. ირგვლივ ბნელი და


უფორმო ჩანდა ყოველივე. აქეთ-იქით ვაწყდებოდი და ვცდი-
ლობდი გამერკვია, სად გამქრალიყო სინათლე. მივადექი ახალ-
თახალ შენობას, რომლის ფანჯრებიც გაეჩახჩახებინათ, ხოლო
კარებს ისეთი შუქი ეფინა, შუადღე გეგონებოდა. ჭიშკარში შევედი
და აღმოვჩნდი ნათელ დარბაზში, სადაც ხალხი მრავლად შეკ-
რებილიყო. ხმას არავინ იღებდა. ისხდნენ სულგანაბულნი, იმ
იმედით, რომ მეცნიერების ქურუმთაგან მალე ნუგეშსა და შუქს
მიიღებდნენ.
შემაღლებულ ბაქანზე ხალხის წინაშე წარდგა მეცნიერების
ერთ-ერთი ქურუმი, შავებში ჩაცმული, მშვიდი კაცი, ჭკვიანი, დაღ-
ლილი თვალებით, რომელმაც მრავალრიცხოვან მსმენელს მკა-
ფიო და საამო, მომნუსხველად მშვიდი ხმით მიმართა. წინ ედგა
თეთრ ტილოებზე აღბეჭდილი გამოსახულებანი ღმერთებისა,
რომელთაგან ახლა ერთს – ომის ღმერთს – მიუახლოვდა და
დაიწყო თხრობა, რა დიდი ხნის წინათ, რა ძველისძველ ეპოქაში
წარმოიშვა ეს ღმერთი, იმდროინდელ ადამიანთა მოთხოვნებისა
და სურვილების შესაბამისად, იმ ადამიანებისა, რომელთაც სამ-
ყაროს ძალთა ერთიანობა ჯერ არ ჰქონდათ აღმოჩენილი. არა,
ისინი, ის ძველისძველი ადამიანები, მხოლოდ ცალკეულსა და
ხილულს ხედავდნენ და ამიტომაც შექმნეს საგანგებო ღვთაებანი
ზღვისა და ხმელეთისთვის, ნადირობისა და ომისთვის, წვიმისა
და მზისთვის. სწორედ ასე გაჩნდა ომის ღმერთი, და სიბრძნის
მსახური მწყობრად, თვალსაჩინოდ ჰყვებოდა, სად აღიმართა მი-
სი პირველი გამოსახულებანი, პირველად როდის შესწირეს მას
მსხვერპლი, შემდეგ კი, ცნობიერების განვითარების კვალობაზე,
როგორ მოისპო ამ ღმერთის არსებობის აუცილებლობა.
და ქურუმმა ხელის ერთი აქნევით გააქრო ომის ღმერთის გა-
მოსახულება, რომლის ადგილიც ტილოზე ძილის ღმერთმა
დაიკავა. ამ სურათის ამბავიც მალე ითქვა, მეტისმეტად მალე,

153
მკითხველთა ლიგა

როგორც მომეჩვენა, რადგან მსურდა, კიდევ დიდხანს მესმინა


ნაამბობი კეთილშობილი ღმერთის შესახებ. მაგრამ ეს გამოსახუ-
ლებაც მალე გაიფანტა. მის ნაცვლად ტილოზე ჯერ თრობის
ღმერთი გამოჩნდა, მერე სიყვარულით ტკბობისა, ხოლო შემდეგ
ისინი ქალღმერთებმა შეცვალეს – ხვნა-თესვის, ნადირობისა და
ოჯახური სიმყუდროვის ღვთაებებმა. ყოველი მათგანი თავისებუ-
რი ფორმითა და სილამაზით გამოირჩეოდა, მთხრობელი თი-
თოეული მათგანის ჩვენებას ურთავდა განმარტებებს, ხსნიდა,
ჯერ კიდევ კარგა ხნის წინ რატომ დაესვა წერტილი მათ არსებო-
ბას, და სურათებმაც ერთიმეორის მიყოლებით იწყეს გაქრობა.
ყოველი გამოსახულების გაუჩინარებას თან ახლდა ჩვენი გონის
პატარა, ოდნავ შესამჩნევი ტრიუმფი, ჩვენი გულის გამოუთქმელი
თანაგრძნობა და სინანული. დამსწრეთაგან ზოგი წამდაუწუმ ხარ-
ხარებდა და ტაშსაც შემოჰკრავდა ხოლმე. რა წუთსაც სწავლული
კაცის სიტყვებზე მორიგი ღვთაების სურათი გაქრებოდა, გაისმო-
და შეძახილები: „აბა, მოაშორეთ აქედან!“
როგორც გულისყურიანმა მსმენელებმა მერე და მერე შევიტ-
ყვეთ, გამორჩეული ხატი თუ სიმბოლო თურმე აღარც დაბადებას
სჭირდებოდა და აღარც სიკვდილს, აღარც სიყვარულს და
აღარც შურს, აღარც ზიზღსა და აღარც ბრაზს, რადგან კაცობ-
რიობას არცთუ დიდი ხნის წინათ უკვე ყელში ამოუვიდა ყველა ეს
ღვთაება, მიხვდა რა, რომ არც ადამიანის სულში, არც მიწისა თუ
ზღვათა წიაღში არ არსებობენ ცალკეული ძალები და თვისებები,
და სინამდვილეში ყველაფერს განსაზღვრავს ერთადერთი,
პირველ-საწყისი ძალა, რომლის არსში ჩაწვდომაც ადამიანის
გონების მორიგ უმნიშვნელოვანეს ამოცანად უნდა იქცეს.
ამასობაში დარბაზში ჩამობნელდა – ან იმიტომ, რომ სურა-
თები გაქრა, ან რაიმე სხვა, ჩემთვის უცნობი მიზეზით – და ბინ-
დმა დაისადგურა. მივხვდი, რომ ვერც ამ ტაძარში მივაგნებდი
წმიდა, სამარადისო წყაროს, გადავწყვიტე, იქაურობას გავცლო-
დი და უფრო ნათელი ადგილები მეძებნა.

154
მკითხველთა ლიგა

მაგრამ, ვიდრე გადაწყვეტილებას შევასრულებდი, დარბაზში


ჩამოწოლილი სიბნელე კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა, ხალხს
აფორიაქება დაეტყო, ზოგი ყვიროდა, ზოგი ბრბოში გზის გაკ-
ვლევას ცდილობდა – იმ ცხვრის ფარასავით, მოულოდნელად
ატეხილი ჭექა-ქუხილი რომ დააფრთხობს – და აღარავინ უსმენ-
და ბრძენკაცის სიტყვებს. შეკრებილნი, თითქოს უჰაერო, დახშულ
სივრცეში აღმოჩნდნენო, საზარელმა შიშმა აიტანა. ყოველი
მხრიდან მესმოდა კვნესა და ყვირილი, დავინახე, როგორ აწყდე-
ბოდა ხალხი ჭიშკარს. ჰაერი მტვრით აივსო და გოგირდის ორ-
თქლივით გასქელდა. დარბაზში უკუნეთი ჩამოწვა, მაგრამ მა-
ღალ ფანჯრებს მიღმა მაინც მოუსვენრად ციმციმებდა მოწითა-
ლო შუქი – თითქოს სადღაც შორს ხანძარიაო.
გონება დავკარგე, იატაკზე ვეგდე და გაქცეულები ტანზე ფეხს
მაბიჯებდნენ.
გონს რომ მოვეგე და დასისხლიანებული ხელებით წამოდ-
გომა ვცადე, ცარიელსა და დანგრეულ შენობაში მარტოდმარტო
ვიყავი. კედლების ნარჩენები გადმოხრილიყო და ლამის თავზე
დამმხობოდა. შორიდან მოისმოდა ერთმანეთში არეული ყრუ
ხმაური, გრგვინვა და ქუხილი. კედლის ნანგრევებს იქით არემა-
რეს დროდადრო ანათებდა ალის ციმციმი, და ცა ტკივილით და-
მანჭულ, სისხლიან სახეს ჰგავდა. სამაგიეროდ, მხუთავი უჰაერო-
ბა აღარ იგრძნობოდა.
ცოდნის ტაძრის ნანგრევებიდან გარეთ გამოვაღწიე თუ არა,
დავინახე, რომ ნახევარი ქალაქი ალში გახვეულიყო, ღამის ცა
ალის ენებსა და კვამლის სვეტებს დაეფარა. შენობების ნანგრე-
ვებს შორის მკვდრები ეყარნენ; ირგვლივ სიჩუმე სუფევდა და
ჩემს ყურს სწვდებოდა შორეული ვეებერთელა კოცონის გიზგიზი
და ტკაცუნი. კიდევ უფრო შორიდან ჩამესმოდა ველური, შიშნა-
რევი გოდება, თითქოს დედამიწის მკვიდრი ყველა ხალხის ხმა
ერთ უსასრულო ძახილად თუ ამოოხვრად ქცეულიყო.
დადგა სამყაროს აღსასრულის ჟამი-მეთქი, ვიფიქრე, და არც
გამკვირვებია – თითქოს დიდი ხანი იყო, სწორედ ამას ველოდი.

155
მკითხველთა ლიგა

ამ დროს ქალაქის ალში მოქცეულ ნანგრევებს შორის გამოჩ-


ნდა პატარა ბიჭი, რომელსაც ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ცეკვა--
ხტუნვით მოკუნტრუშებდა, მოქნილი და სიცოცხლით სავსე. მერე
ისიც გაჩერდა და ერთი ხმამაღლა და ოსტატურად დაუსტვინა. ეს
ჩვენი სამეგობროს სკოლისდროინდელი ნიშანი იყო, ბიჭში კი ჩე-
მი მეგობარი გუსტავი შევიცანი, რომელიც ჯერ კიდევ სტუდენტი
იყო, თავი რომ მოიკლა. ახლა მეც, მისი არ იყოს, უკვე თავადაც
თორმეტი წლის ბიჭი ვიყავი და ჩვენს დაცქვეტილ ყურებს მალა-
მოსავით ეფინებოდა მოგიზგიზე ქალაქის ხმაური, შორეული
გრგვინვა და ქარიშხლის სტვენა, დედამიწის ყოველი კუთხიდან
რომ ჩაგვესმოდა. ო, რა მშვენიერი იყო ყველაფერი! დამთავ-
რდა და წარსულს ჩაჰბარდა კოშმარული სიზმარი, რომელშიც
ამდენი სასოწარკვეთილი წელი გავატარე.
გუსტავმა სიცილით გაიშვირა ხელი სასახლისა და კარგა მა-
ღალი კოშკისკენ, რომლებიც ჩვენ თვალწინ ჩამოიშალნენ. თუნ-
დაც ყველაფერი დანგრეულიყო, სულაც არ გვენაღვლებოდა.
ჩვენ ხომ ახლისა და უფრო ლამაზის აშენება შეგვეძლო. მად-
ლობა ღმერთს, გუსტავი ისევ გამოჩნდა! ახლა ცხოვრებას ისევ
მიეცა აზრი. ბრწყინვალე შენობების ნგრევისას წარმოქმნილი
უზარმაზარი ღრუბლიდან, რომელსაც მოლოდინით სავსენი,
სულგანაბულნი შევცქეროდით, სწორედ ამ მტვრის ღრუბლიდან
გამოიკვეთა საზარელი ფიგურა ღმერთის თავითა და ვეებერთე-
ლა ხელებით, რომელმაც იწყო ტრიუმფით სვლა მხრჩოლავ
სამყაროში. ეს ომის ღმერთი იყო, სწორედ ის, რომლის გამოსა-
ხულებაც მეცნიერების ტაძარში გვიჩვენეს. მაგრამ ახლა ის ცოც-
ხალი წარმომიდგა, თან ვეებერთელა, ალის ენებით განათებულ
სახეზე ამაყი ღიმილი დასთამაშებდა, როგორც იმ ბიჭს, თავისი
უპირატესობით რომ ტკბება. ერთმანეთისთვის სიტყვაც არ გვით-
ქვამს, ისე გადავწყვიტეთ, მას გავყოლოდით. გავყევით კიდეც –
თითქოს ფრთები შეგვესხაო, თავბრუდამხვევი სიჩქარით გადა-
ვაფრინდით ცეცხლმოკიდებულ ქალაქს და შევუერთდით უსაზ-

156
მკითხველთა ლიგა

ღვრო, მშფოთვარე ღამეს. მეტისმეტი მღელვარებისგან გული


გამალებით გვიცემდა.
მთის მწვერვალს რომ გაუსწორდა, ომის ღმერთი გაჩერდა
და თავისი მრგვალი ფარი შეაჯანჯღარა, და უცებ ქვეყნიერების
ყველა კუთხიდან მისკენ გამოემართნენ შორეული, დიადი, წმიდა
ფიგურები: ღვთაებანი და ქალღმერთები, დემონები და ნახევარ-
ღმერთები. ჰაეროვანი და ნაზი იყო სიყვარულის ღმერთის გა-
მოცხადება, ძლივს მობანცალდა ძილის ღმერთი, გამოჩნდა ნა-
დირობის ღმერთიც, ხმელი და პირქუში. ღმერთების რიგს ბო-
ლო არ უჩანდა. მათი დიდებული ფიგურების ხილვით დაბრმავე-
ბულმა თვალები დავხარე და დავინახე, რომ ჩემს ძვირფას მე-
გობართან ერთად მარტო აღარ ვიყავი: შინ დაბრუნებული
ღმერთების წინაშე იმ ღამეს ჩვენთან ერთად იდრეკდა მუხლს
ზღვა ხალხი – ახალ ადამიანთა მოდგმა.

1914

თარგმნა დავით კაკაბაძემ

157
მკითხველთა ლიგა

ტყისკაცი

ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე პირველი ერა დაიწყებოდა და


ნორჩი კაცობრიობა მთელ დედამიწაზე ფეხს მოიკიდებდა, ტყის
ადამიანები არსებობდნენ. შიშითა და ძრწოლით შეპყრობილები,
ისინი ერთად ცხოვრობდნენ ტროპიკული უღრანი ტყეების წყვდი-
ადში და თავიანთი ყოფისა თუ საქმიანობის ერთ-ერთ ღვთაებად
და კანონად ტყე გაეხადათ. ტყე იყო მათი სამშობლო, ციხესიმაგ-
რე, აკვანი, ბუდე და სამარე, და ტყეს იქით ცხოვრება ვერ წარ-
მოედგინათ. ტყის პირას მისვლას ვერ ბედავდნენ და, თუ რომე-
ლიმე მათგანი ნადირობის ან ხეტიალის დროს განგების ძალით
იქ აღმოჩნდებოდა, მერე აკანკალებული და შეშინებული ჰყვებო-
და თეთრ სიცარიელეზე ტყის გადაღმა, სადაც არაფერი არ არ-
სებობს, გარდა მომაკვდინებელი, კაშკაშა და მცხუნვარე მზისა. იმ
ადგილებში ერთი მოხუცი ტყისკაცი ცხოვრობდა, რომელსაც
მრავალი წლის წინათ ნადირი დასდევნებოდა. მან თურმე გაქცე-
ვით კი უშველა თავს, მაგრამ ტყის კიდესთან მივიდა თუ არა, მა-
შინვე დაბრმავდა. მერე ეს კაცი, რომელსაც მატა დალამი ერქვა
(ანუ ის, ვისაც შინაგანი თვალი აქვს), ერთგვარ ქურუმად და წმინ-
დანად შეურაცხავთ, მას კი ტყის წმინდა სიმღერა შეუთხზავს.
ტყის ადამიანები დიდი ავდრის დროს ამ სიმღერას მღეროდნენ
და სწორედ ამ კაცს ემორჩილებოდნენ. მისი საიდუმლო და დი-
დების მიზეზი კი ის ყოფილა, რომ მზე თავისი თვალით ენახა,
მაგრამ ცოცხალი გადარჩენილიყო.
ტყის ადამიანები ტანმორჩილები იყვნენ, მთელი ტანი მრეში
ბალნით ჰქონდათ დაფარული, წინ წახრილი დადიოდნენ და
შეშინებული, ველური მზერა ჰქონდათ; ორ ფეხზე
დაიარებოდნენ, თუმცა მაიმუნივით ოთხ ფეხზეც შეეძლოთ
სიარული; ხის ტოტებზე თავს ისევე საიმედოდ გრძნობდნენ, რო-
გორც დაბლა, მიწაზე. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რას
ნიშნავდა სახლი ან ქოხი, მაგრამ კარგად იცნობდნენ ზოგ
იარაღს, ნივთსა თუ სამკაულს. მშვილდ-კაპარჭებს, შუბებს და

158
მკითხველთა ლიგა

კომბლებს რკინახისგან თლიდნენ; ყელზე ლაფნის საბლები და


გამხმარი კენკრის ან თხილის მძივები ეკიდათ, თმას კი ისეთი
სამკაულებით იმშვენებდნენ, როგორიც იყო ტახის ეშვი, ვეფხვის
კლანჭი, თუთიყუშის ფრთა ან მდინარის ნიჟარა. უკიდეგანო ტყის
შუაგულში დიდი მდინარე მიედინებოდა, მაგრამ ტყის ადამიანები
მხოლოდ ბნელ ღამეში თუ ბედავდნენ მის ნაპირებთან მიახ-
ლოებას, ზოგი მათგანი კი საერთოდ არ იყო იქ ნამყოფი. მამა-
კაცები დროდადრო, ღამით გამოდიოდნენ ხშირი ბუჩქებიდან და
ხის კენწეროებიდან უთვალთვალებდნენ სპილოებს, მდინარეში
მთვარის მკრთალ შუქზე რომ ბანაობდნენ. ეს ადამიანები ტოტებ-
გავარჯული მანგოს ხეების ბადიდან გასცქეროდნენ ცაში გამოკი-
დებულ, მოკიაფე ვარსკვლავებს; მათ არასოდეს ენახათ მზე და
ძალიან აშინებდათ ზაფხულობით საკუთარი ანარეკლის დანახვა
წყლის სარკეში.
ყმაწვილი კუბუც ტყის ადამიანების იმ ტომს მიეკუთვნებოდა,
ბრმა მატა დალამი რომ ედგა სათავეში. კუბუ იმ უკმაყოფილო
ახალგაზრდების წარმომადგენელი და წინამძღოლი იყო, რომ-
ლებიც მატა დალამის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ, რადგან ქუ-
რუმი უკვე დაბერებულიყო და ერთპიროვნული მბრძანებლობა
მოენდომებინა. მისი უპირატესობა აქამდე იმით ამოიწურებოდა,
რომ მას, როგორც თვალებდაბრყვილებულს, დანარჩენები საკ-
ვებით ამარაგებდნენ, ზოგჯერ კი რჩევასაც ეკითხებოდნენ და მის
მიერ შეთხზულ ტყის სიმღერას მღეროდნენ. მერე კი მან ნელ--
ნელა ნაირ-ნაირი ახალი და მძიმე ადათ-წესები შემოიღო მას
შემდეგ, რაც, როგორც თავად ამბობდა, სიზმარში ტყის ღვთაება
გამოეცხადა და უბრძანა ასე მოქცეულიყო. ზოგ-ზოგი სკეპტიკოსი
ყმაწვილკაცი კი ამტკიცებდა, მოხუცი გაიძვერა და თაღლითია და
მხოლოდ საკუთარ სარგებელზე ზრუნავსო.
ყველაზე დიდი სიახლე, რაც მატა დალამმა დააწესა, მცხრა-
ლი მთვარის დღესასწაული იყო. ამ დროს იგი შუა წრეში იჯდა
და ხარის ტყავგადაჭიმულ დაფდაფს უბრაგუნებდა, დანარჩენებს
კი იმდენ ხანს უნდა ეცეკვათ და ემღერათ „გოლა ელაჰის“ სიმ-

159
მკითხველთა ლიგა

ღერა, ვიდრე ქანცგაწყვეტილები მუხლებზე არ დაეცემოდნენ.


ყველა ტყისკაცს მარცხენა ყური ეკლით უნდა გაეხვრიტა, ახალ-
გაზრდა ქალებს კი ქურუმს მიჰგვრიდნენ, რომელიც მათ ყურს სა-
კუთარი ხელით უხვრეტდა.
კუბუ, რამდენიმე თანატოლთან ერთად, ცდილობდა ეს წესი
არ დაეცვა, მერე კი მოინდომა გოგოებიც აეყოლიებინა და აემ-
ხედრებინა ქურუმის წინააღმდეგ. ერთხელ ყმაწვილკაცებს შემ-
თხვევაც კი მიეცათ ქურუმის დასამხობად. ეს მაშინ მოხდა, როდე-
საც მოხუცი სწორედ მცხრალი მთვარის დღესასწაულს ზეიმობდა
და ყურების ხვრეტით იყო დაკავებული. მერე ის იყო, ერთმა ჯან-
მაგარმა ყმაწვილმა საშინლად დაიღრიალა და წინააღმდეგობის
გაწევა მოინდომა. ბრმა ქურუმმა ვეღარ მოზომა, ერთ გოგოს
ეკალი პირდაპირ თვალში ჩაარჭო და ამოუგდო. მაშინ გოგომ
ისეთი სასოწარკვეთილი ხმით შეჰკივლა, რომ ყველამ მასთან
მიირბინა და, როცა ნახეს, რაც მომხდარიყო, გაოცებისგან ად-
გილზე გაქვავდნენ. ყმაწვილებს გამარჯვების იმედი მიეცათ და
საქმეში ჩაერივნენ. კუბუმ ქურუმს მხარში ხელი ჩაავლო, მაგრამ
მოხუცი წამოდგა, დაფდაფის წინ გაჩერდა და ყმაწვილი გამკივა-
ნი ხმით ჯერ მასხრად აიგდო, მერე კი ისეთი საშინელი წყევლა-
კრულვა დაატეხა თავს, რომ სხვები თავზარდაცემულნი გაიქ-
ცნენ, თავად კუბუ კი ძრწოლამ აიტანა და შიშით გული გაუჩერდა.
მოხუცის ნათქვამის ზუსტი აზრი, მართალია, ვერავინ გაიგო, მაგ-
რამ ქურუმის სიტყვა ისეთი შემზარავი და მძვინვარე იყო, რომ
ღვთაების მსახურებისას წარმოთქმულივით გაიხმიანა. მოხუცმა
შეაჩვენა ყმაწვილის თვალები და ძერებს გადაულოცა საჯიჯგნად;
მერე შიგნეულიც დაუწყევლა და უწინასწარმეტყველა, ერთ დღე-
საც იქნება, გულ-მუცელი მზეზე დაგეხრუკებაო. და ამ დროს ქუ-
რუმს უფრო დიდი ძალაუფლება ჰქონდა, ვიდრე ოდესმე. მერე
ბრძანა, თვალგამოთხრილი გოგო ისევ მასთან მიეყვანათ, ხო-
ლო როდესაც მიუყვანეს, ეკალი აიღო და მეორე თვალიც გა-
მოსთხარა. იქ მყოფნი კი სულგაკმენდილი შესცქეროდნენ ამ
შემზარავ სანახაობას და სუნთქვაც ვერ გაებედათ.

160
მკითხველთა ლიგა

„შენ გარეთ მოკვდები“, ასე შეაჩვენა მაშინ მოხუცმა ყმაწვი-


ლი. იმ დღიდან კუბუ ტომიდან მოკვეთილი იყო და ყველა გაურ-
ბოდა. „გარეთ“ – ეს სიტყვა ნიშნავდა ყველაფერს, რაც კი სამ-
შობლოს მიღმა, უღრან ტყეს იქით, არსებობდა. „გარეთ“ ნიშნავ-
და შიშს, მცხუნვარე მზეს და გავარვარებულ, მომაკვდინებელ სი-
ცარიელეს.
როდესაც შეძრწუნებულმა კუბუმ დაინახა, რომ ყველამ ზურგი
აქცია, შორს გაიქცა და ხის ფუღუროში შეიმალა. ამის შემდეგ
აღარავის დანახვებია, დღედაღამ ფუღუროში იწვა და შიშსა და
სიჯიუტეს ერთდროულად ებრძოდა. ხან იმის ეშინოდა, ახლა ჩე-
მი ტომის ადამიანები მოვლენ და ჩამქოლავენო, ხანაც ფიქრობ-
და, თავად მზე შემოიჭრება ტყეში, ალყაში მომაქცევს, აქედან გა-
მაძევებს და მომკლავსო. მაგრამ კუბუ ვერც კარჭაპსა და შუბს ხე-
დავდა, ვერც მზესა და მის დამაბრმავებელ სხივს; ახლა ის მხო-
ლოდ საშინელ მოთენთილობას გრძნობდა და ყურში შიმშილის
ბუბუნი ჩაესმოდა.
მერე ის იყო, კუბუ ფეხზე წამოდგა და ფუღუროდან გამოძ-
ვრა. ახლა მას სრულიად ნათელი გონება ჰქონდა და ოდნავ
იმედგაცრუებულიც კი იყო.
„გამოდის, რომ ქურუმის წყევლა-კრულვა არაფერს ნიშნავს“,
ფიქრობდა გაოცებული ყმაწვილი. მერე საკვებიც იშოვა და და-
ნაყრდა; და როდესაც მისი სხეულის თითოეულმა ნაკვთმა კვლავ
შეიგრძნო სიცოცხლის წრებრუნვა, ყმაწვილის სულში სიამაყისა
და სიძულვილის გრძნობამ გაიღვიძა. ახლა მას უკვე აღარ უნ-
დოდა თავისიანებთან დაბრუნება; ახლა სურდა, მარტოსული და
მოკვეთილი ყოფილიყო. კუბუ ხომ ის ადამიანი იყო, რომელიც
სძულდათ და რომელიც ქურუმმა, იმ ბრმა პირუტყვმა, ძალადა-
კარგული წყევლა-კრულვით შეაჩვენა! ახლა მას მარტოობა უნ-
დოდა, მანამდე კი შური უნდა ეძია.
კუბუ მიდიოდა და ფიქრობდა; გაიხსენა ყველაფერი, რაც
ოდესღაც ეჭვს აღუძრავდა და თაღლითობად ეჩვენებოდა. უპირ-
ველეს ყოვლისა, ქურუმის დაფდაფი და მისი დღესასწაულები გა-

161
მკითხველთა ლიგა

ახსენდა. რაც უფრო დიდხანს იყო მარტო და, რაც უფრო მეტს
ფიქრობდა, მით უფრო თვალნათლივ ხედავდა: დიახ, ეს ყველა-
ფერი თაღლითობა, მხოლოდ თაღლითობა და სიცრუე იყო. და,
რაკი ახლა ასე ღრმად და დაუსრულებლად ფიქრობდა, კუბუმ
თავისი გამოფხიზლებული უნდობლობა საბოლოოდ იქით წარ-
მართა, რის ჭეშმარიტებასა და სიწმინდეშიც აქამდე ეჭვი არ ეპა-
რებოდა. აი, მაგალითად, უნდოდა გაეგო, რას ნიშნავდა ტყის
ღვთაება და წმინდა ტყის სიმღერა? დიახ, აღმოჩნდა, რომ არ-
ცერთი არაფერს არ ნიშნავდა! ესეც ტყუილი იყო! მერე კუბუმ
იდუმალი შიში დასძლია და ტყის სიმღერა წამოიწყო; დამცინავი
და ზიზღნარევი ხმით მღეროდა და თან ყველა სიტყვას ამახინ-
ჯებდა; მერე სამჯერ დაიყვირა ტყის ღვთაების სახელი, რომელ-
საც სიკვდილით დასჯის შიშით ვერავინ წარმოთქვამდა. მაგრამ
ამის შემდეგაც არაფერი მომხდარა, არც ქარიშხალი ამოვარ-
დნილა და არც ელვას დაუკვესავს ცეცხლის ენები.
ასე ეულად დაეხეტებოდა ყმაწვილი დღეებისა და კვირების
განმავლობაში, შუბლზე ნაოჭები გასჩენოდა და გამჭოლი მზერა
ჰქონდა. მოვანებულ მთვარეზე მდინარესაც მიაშურებდა ხოლმე,
რასაც ადრე ვერავინ ბედავდა. იქ მან ჯერ თავად მთვარის ანა-
რეკლს, მერე კი წვრილ-წვრილ ვარსკვლავებს პირველად ჩახე-
და ხანგრძლივად თვალებში, მაგრამ ამჯერადაც არაფერი და-
მართვია. ღამღამობით, მთვარის შუქში, მდინარის ნაპირთან იჯ-
და, აკრძალული სხივების ცქერით ტკბებოდა და ფიქრებს ეძ-
ლეოდა. მერედა, რამდენი საშინელი ზრახვა უტრიალებდა თავ-
ში! მთვარე და ვარსკვლავები ჩემი მეგობრები არიან, ბრმა მოხუ-
ცი კი ჩემი მტერია. ამრიგად გამოდის, რომ ის, რასაც „გარეთი“
ნიშნავს, უკეთესია, ვიდრე ჩვენი „შიგნითი“ და, როგორც ჩანს,
ტყის სიწმინდეზე ლაპარაკიც უაზრო ლაქლაქი უნდა იყოსო. და
სწორედ მაშინ, ყმაწვილმა თაობებით გაუსწრო ადამიანებს და
ერთ ღამეს მამაცი და ზღაპრული იდეა დაებადა. დიახ, სწორედ
მაშინ გაიფიქრა, ხომ შეიძლება ადამიანმა ხის ტოტები ლაფნით
შეკრას, მერე ზედ შეჯდეს და მდინარეს ცურვით ქვემოთ ჩაუყვე-

162
მკითხველთა ლიგა

სო. ყმაწვილს თვალები უელავდა და გული ძალუმად უცემდა,


მაგრამ არაფერი გამოუვიდა, რადგან მდინარეში ნიანგებს ფუთ-
ფუთი გაუდიოდათ.
ამის შემდეგ მისთვის აღარ არსებობდა მერმისისკენ მიმავა-
ლი სხვა გზა, გარდა იმისა, რომ ტყის კიდეს გასცილებოდა, თუკი
საერთოდ არსებობდა ასეთი კიდე, მერე კი გავარვარებულ სიცა-
რიელეს და ბოროტ „გარეთს“ მინდობოდა. ყმაწვილს უნდა
დაენახა ურჩხული, რომელსაც „მზე“ ერქვა და მედგრად უნდა
დასდგომოდა მას! რადგან, ვინ იცის, ხომ შეიძლებოდა, მზის ნა-
ყოფიერების შესახებ შექმნილი მოძღვრებაც ტყუილი გამომდგა-
რიყო?!
ყმაწვილის მამაც, მოცახცახე, ველურ ფიქრთა ნაკადში ეს ის
უკანასკნელი აზრი იყო, კანკალი რომ დააწყებინა. სამყაროს არ-
სებობის მანძილზე ჯერ არ ყოფილიყო შემთხვევა, რომ ტყისკაცს
ნებაყოფლობით დაეტოვებინა ტყე და საშინელ მზეს შეჰფიცხე-
ბოდა. ამ ფიქრებით შეპყრობილი კუბუ დღესხვალეობით მი-
დიოდა და მიუყვებოდა გზას. ბოლოს და ბოლოს გამბედაობა
მოიკრიბა და ერთ ნათელ დღეს ქურდულად, კანკალით გაემარ-
თა მდინარისკენ. ნაპირს ჩუმად მიუახლოვდა და შეშინებულმა
წყალში მზის ანარეკლს დაუწყო ძებნა. კაშკაშა სინათლემ თვა-
ლი მოსჭრა და დააბრმავა; თვალებს ხუჭავდა და მერე ისევ
ახელდა, ბოლოს და ბოლოს კი შეძლო და გაუძლო მზეს! კუბუ
სიხარულმა შეიპყრო, სიმამაცე დაუბრუნდა და ნდობით განიმ-
სჭვალა მზის მიმართ. მას უყვარდა მზე, ახლა მას თუნდაც მოეკ-
ლა კუბუ, და, სძულდა ბებერი, ბნელი და დამპალი ტყე, სადაც
ქურუმები ყიყინებდნენ, ის კი, ასე ახალგაზრდა და გულადი ყმაწ-
ვილი, შეარცხვინეს და მოიკვეთეს.
კუბუს უკვე შეეძლო მომწიფებული გადაწყვეტილების შესრუ-
ლება. მან ტკბილი ნაყოფივით მოწყვიტა ეს მოქმედება და რკი-
ნახის ახალგამოთლილ, სხარტ კომბალს თხელი და მსუბუქი ტა-
რი გაუკეთა, მეორე დილით კი, ადრიანად, მატა დალამთან
გაეშურა. ჯერ მის კვალს მიაგნო, მერე თავად ისიც იპოვა და

163
მკითხველთა ლიგა

თავში კომბალი ჩასცხო. ყმაწვილი იდგა და უყურებდა, როგორ


ამოსდიოდა ქურუმს სული დაჯღანული პირიდან. მერე ბებერს
თავისი იარაღი დაადო გულზე, რათა ყველას გაეგო, ვინ იყო მი-
სი მკვლელი და კომბლის ბრტყელ მხარეზე ნიჟარით რუდუნე-
ბით ამოკაწრა მრავალი სხივით შემორაგული წრე: ეს მზის გამო-
სახულება იყო.
მალე კუბუ ისევ მამაცური შემართებით გაუდგა „გარეთისკენ“
მიმავალ გზას. დღისით სულ წინ და წინ მიიწევდა, ღამით ხის
ტოტებზე ეძინა, დილაადრიან კი ისევ აგრძელებდა გზას. ამ გზის
გავლას მრავალი დღე მოანდომა; გადაიარა ნაკადულები და
მრუმე ჭაობები, ციცაბო ფერდობები და ხავსმოდებული ლოდები,
რომლებიც ადრე არასოდეს ენახა. მერე ხეობებს შორის, მთე-
ბისკენ აუყვა გზას, მაგრამ მარადიულ ტყეს ბოლო არ უჩანდა.
კუბუ სასოწარკვეთამ და სევდამ შეიპყრო, და დაეჭვებულმა
გაიფიქრა, იქნება ტყისკაცებს რომელიმე ღვთაებამ აუკრძალა
ტყის დატოვებაო.
დიდხანს ადიოდა ზემოთ, მერე ერთ საღამოს, გამჭვირვალე,
მსუბუქ სიცარიელეს რომ მიაღწია, უეცრად ბოლოში გავიდა. ამ
ადგილას ტყე დამთავრდა, მაგრამ მასთან ერთად დამთავრდა
მიწაც. ტყე აქ ჰაერის სიცარიელეში გადადიოდა და, გეგონებო-
და, ამ ადგილას სამყარო ორად გაიპოო. ირგვლივ არაფერი არ
ჩანდა, მკრთალი, წითელი სინათლისა და რამდენიმე ვარსკვლა-
ვის გარდა. ღამდებოდა.
კუბუ სამყაროს კიდეზე ჩამოჯდა და ხვიარა მცენარეებით ტანი
მაგრად მიიბა ხეზე, რომ არ გადაჩეხილიყო. მერე დაჩოქილმა
შიშსა და ძრწოლაში გაატარა ღამე, ისე, რომ თვალი არ მოუხუ-
ჭავს. ირიჟრაჟა თუ არა, მოუთმენლად წამოიჭრა ფეხზე, სიცა-
რიელეზე გადაიხარა და ასე დაელოდა გათენებას.
მერე ის იყო, მშვენიერი სინათლის ყვითელმა ზოლებმა
გაიკიაფა შორეთში; ცა თითქოს რაღაცის მოლოდინში თრთოდა
და ცახცახებდა. ასევე თრთოდა კუბუც, რომელსაც არასოდეს
ენახა, როგორ დგებოდა დილა უკიდეგანო, ჰაეროვან სივრცეში.

164
მკითხველთა ლიგა

სინათლის კონები ყვითლად აენთო და, უეცრად, სამყაროს


უზარმაზარ ხეობაში, დიდი, მეწამული მზე ამოგორდა. იგი უკიდე-
განო, მრუმე სიცარიელიდან ამოიმართა, რომელიც იმავ წუთს
ლაჟვარდისფერი გახდა: ეს ზღვა იყო.
აცახცახებული ტყისკაცის წინ ახლა ის „გარეთი“ გადაშლილი-
ყო. მის ფერხთით, შეუცნობელ, ნისლოვან სიღრმეებში მთა იდ-
გა, პირდაპირ კი ამოიზარდა ვარდისფერი, მდიდრული ქარაფი.
გვერდით, შორეთში გაწოლილიყო უზარმაზარი, მრუმე ზღვა,
რომელსაც გარს თეთრ ზოლად შემოვლებოდა ქაფიანი სანაპი-
რო და ტოტებდახრილი, პატარა ხეები. ამ ახალი, უცხო და დი-
დებული ფორმების თავზე ამოდიოდა მზე და სინათლის მცხუნვა-
რე ნაკადი ნაირფერად ეფინებოდა მოკაშკაშე სამყაროს.
კუბუ ვერ უყურებდა მზეს სახეში, მაგრამ ხედავდა, მისი სხივე-
ბი ფერადოვან ტალღებად როგორ გადაევლებოდა მთებს,
კლდეებს, სანაპიროებსა და შორეულ, ლურჯ კუნძულებს. ყმაწვი-
ლი მუხლებზე დაემხო და თავი მორჩილად დახარა ამ კაშკაშა
სამყაროს ღვთაებათა წინაშე. მაშ, ვინღა იყო თავად ის, კუბუ?
დიახ, ის იმ პატარა, მწიკვლიან ცხოველს ჰგავდა, რომელსაც
მთელი თავისი ბურუსით მოცული სიცოცხლე უღრანი ტყის მრუმე
ჭაობში, მზაკვარი ღვთაებების მორჩილებაში, შიშსა და ძრწოლა-
ში გაეტარებინა. აქ კი მან იხილა სამყარო, რომლის უზენაესი
ღვთაებაც მზე იყო. ახლა უკვე უკან დარჩენილიყო ტყეში ცხოვ-
რების სამარცხვინო სიზმარი, რომელიც მის სულში ისე გაუჩინა-
რებულიყო, როგორც მკვდარი ქურუმის ფერწასული სახე. კუბუ
ხოხვით ჩავიდა ციცაბო უფსკრულში, სინათლისა და ზღვის შესახ-
ვედრად; მის სულს კი, ბედნიერებით თრობის წუთებში, თავს დაჰ-
ფარფატებდა საოცნებო ანდე-გუმანი, რომ მზე იქნებოდა მბრძა-
ნებელი დედამიწისა, რომელზედაც ნათელი, ლაღი არსებები სი-
ნათლეში იცხოვრებდნენ და მხოლოდ და მხოლოდ მზეს უერ-
თგულებდნენ.
1914
თარგმნა ნანა გოგოლაშვილმა

165
მკითხველთა ლიგა

უცნაური ცნობა სხვა ვარსკვლავიდან

ჩვენი მშვენიერი ვარსკვლავის ერთ სამხრეთ პროვინციაში


საზარელი უბედურება დატრიალდა: მიწისძვრამ, რომელსაც კო-
კისპირული წვიმები და წყალდიდობა მოჰყვა, ერთიანად მოსრა
სამი დიდი სოფელი თავისი ბაღებით, სავარგულებით, ტყეებითა
და ბოსტნებით. მრავლად დაიღუპა ხალხიცა და პირუტყვიც და,
რაც ყველაზე სამწუხარო იყო, იმდენი ყვავილიც ვეღარ მოაგ-
როვეს, რომ მიცვალებულთათვის პატივი მიეგოთ და მათი საფ-
ლავები ღირსეულად შეემკოთ.
ყოველივე დანარჩენი, ცხადია, დაუყოვნებლივ მოგვარდა.
სტიქია ჩაცხრა თუ არა, მოყვასის სიყვარულისკენ დიადი მოწო-
დებით მეზობელ მხარეებს მიაშურეს შიკრიკებმა და მთელი პრო-
ვინციის ყველა კოშკიდან გაისმა „თანაგრძნობის ქალღმერთის
მისალმებად“ ოდითგანვე ცნობილი, ამაღელვებელი და გულის
ამაჩუყებელი სიმღერა, რომლის ჰანგთა წინაშე უძლური იყო ყო-
ველი სულიერი. მალე ყველა ქალაქიდან და სოფლიდან იწყეს
დენა თანაგრძნობითა და დახმარების სურვილით აღვსილთა
მოზრდილმა ჯგუფებმა და იმ ბედისგან დაჩაგრულებმა, საკუთა-
რი ჭერი რომ აღარ გააჩნდათ, უამრავი წრფელი მიპატიჟება მო-
ისმინეს ნათესავებისგან, მეგობრებისა თუ სრულიად უცხო ხალ-
ხისგან. უსახლკაროდ დარჩენილებს საცხოვრებლად ბინებს სთა-
ვაზობდნენ, ყოველი მხრიდან უგზავნიდნენ სანოვაგესა და ტანი-
სამოსს, ურმებსა და ცხენებს, შრომის იარაღს, ქვისა და ხის მასა-
ლას და კიდევ უამრავ რამეს. და სანამ მოხუცებს, ქალებსა და
ბავშვებს მზრუნველი მეზობლები თავიანთი სტუმართმოყვარე
სახლებისკენ მიუძღვებოდნენ, სანამ დაშავებულებს ფრთხილად
ბანდნენ და ჭრილობებს უხვევდნენ, ნანგრევებში კი ჯერაც
გრძელდებოდა დაღუპულთა ძებნა, სხვებს უკვე დაეწყოთ ჩამონ-
გრეული შენობების წმენდა, დაზიანებული კედლების საყრდენე-
ბით გამაგრება და სოფლების სწრაფი აღდგენისთვის ზრუნვა. და
მართალია, ჰაერში ჯერ კიდევ ტრიალებდა უბედურების საზარე-

166
მკითხველთა ლიგა

ლი სუნი, დაღუპულთა სიმრავლე კი ადამიანს თითქოს მხოლოდ


გლოვისა და დარდიანი დუმილისთვის განაწყობდა, სახესა თუ
ხმაზე მაინც ყველას შეამჩნევდით მხიარულ შემართებასა და ერ-
თგვარ საზეიმო განწყობილებასაც კი, რადგან მუყაითი შრომით
გაერთიანებულთა გულები აღსავსე იყო მტკიცე რწმენით, რომ
უაღრესად საჭირო, კეთილშობილსა და ღირსეულ საქმეს აკე-
თებდნენ. თავიდან, მართალია, ყველას მორიდება ეტყობოდა
და მდუმარებასაც იშვიათად თუ დაარღვევდა ვინმე, მაგრამ მერე
და მერე გაისმა და თანდათან გახშირდა შრომის თანმხლები ხმა-
დაბალი, მხიარული სიმღერა. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს,
რომ ყველაზე ხშირად ამ ძველისძველ სტრიქონებს გაიგონებ-
დით: „ნეტარ არს, ვინც ბედით დაჩაგრულთ დახმარების ხელს
გაუწვდის; სიკეთე მის გულს ისე ესალბუნება, ვით წვიმის წვეთები
გამხმარ ბაღს, პასუხად მადლიერების ყვავილებს რომ გა-
მოიღებს.“ და კიდევ: „ერთობლივ გარჯაში ღვთაებრივი სიხარუ-
ლი ჩქეფს.“
მერე გაირკვა, რომ ყვავილები არ ჰყოფნიდათ, როგორც ზე-
მოთ ვთქვით. იმ ცხედრების მორთვა, ვისაც მალევე მიაგნეს, ჯერ
კიდევ მოასწრეს გაპარტახებულ ბაღებში შეგროვილი ყვავილე-
ბითა და ქორფა რტოებით. შემდეგ ხალხმა ყვავილების ზიდვა
მეზობელი დასახლებებიდან დაიწყო. მაგრამ უბედურება ის იყო,
რომ ყველაზე დიდი და სილამაზით განთქმული ბაღებით, სადაც
წელიწადის იმ დროს უამრავი ყვავილი ყვაოდა, სწორედ სამი აწ
განადგურებული სოფელი იწონებდა თავს. ყოველწლიურად იქ
უამრავი ხალხი ჩადიოდა, რათა დამტკბარიყო ნარცისებისა და
კროკუსების ცქერით, რომლებსაც ასე უხვად, ასე რუდუნებით
მოვლილსა და ნაირფერ სახეობებად გაზრდილს სხვაგან ვერ-
სად იხილავდით. ჰოდა, ახლა ეს ყველაფერი მოისპო და განად-
გურდა. ხალხმა აღარ იცოდა, რა ექნა, როგორ აღესრულებინა
ადათით მიღებული რიტუალი, რომლის მიხედვითაც ყოველი
მკვდარი – ადამიანი თუ პირუტყვი – საზეიმოდ უნდა მოერთოთ
წელიწადის იმ დროის ყვავილებით; თანაც, წესი მოითხოვდა,

167
მკითხველთა ლიგა

განსაკუთრებული პატივითა და პომპეზურობით ისინი დაეკრძა-


ლათ, ვისი სიკვდილიც უფრო მოულოდნელი და გულსატკენი
იყო.
პროვინციის უხუცესს, თავისი ეტლით დაზარალებული სოფ-
ლების დასახმარებლად ჩასვლა რომ იჩქარა, ერთბაშად იმდენი
კითხვა, თხოვნა და საჩივარი დააყარეს, რომ აშკარად გაუჭირდა
სიმშვიდისა და თავაზიანობის შენარჩუნება. თუმცა როგორღაც
მაინც შეძლო ემოციის მოთოკვა: თვალები უწინდებურად ნათე-
ლი და ალერსიანი ჰქონდა, ხმა – ისეთივე წმინდა და თავაზიანი,
ხოლო თეთრი წვერით შემოგარსულ მის ტუჩებს წამითაც არ მო-
შორებია უსიტყვო, კეთილი ღიმილი, ზუსტად ისეთი, ბრძენსა და
დამრიგებელს რომ შეეფერება.
„ჩემო მეგობრებო“, წარმოთქვა მან, „თავს დაგვატყდა უბედუ-
რება, რომლითაც ღმერთებს ჩვენი გამოცდა განუზრახავთ. რაც
აქ განადგურდა, ჩვენს ძმებს მალე ისევ ავუშენებთ და აღვუდ-
გენთ, და მადლობას ვწირავ ღმერთებს, რომ საშუალება მომცეს,
ხანდაზმულობაში ჩემი თვალით მეხილა, როგორ მიაგდეთ
თქვენ-თქვენი საქმე, როგორ იჩქარეთ მოძმეთა დასახმარებ-
ლად. მაგრამ სად ვიშოვოთ ყვავილები, რათა ლამაზად და
ღირსეულად შევამკოთ მიცვალებულნი მათი გარდასახვის დღე-
სასწაულისთვის? ვიდრე ვარსებობთ და პირში სული გვიდგას,
ვერ დავუშვებთ, რომ თუნდაც ერთი გარდაცვლილი დაიკრძა-
ლოს ყვავილების საკადრისი შესაწირავის მიუღებლად. განა
თქვენც ასე არ ფიქრობთ?“
„დიახ“, დაიძახა ხალხმა, „ჩვენც ასე ვფიქრობთ.“ „მე ეს ვიცი“,
მიუგო უხუცესმა თბილი, მშობლიური ხმით. „ახლავე მოგახსე-
ნებთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, მეგობრებო. ვის დამარხვასაც
ჯერ ვერ ვახერხებთ, ზაფხულის ტაძარში უნდა წავასვენოთ –
მაღლა მთაში, სადაც დღესაც თოვლი დევს. იქ არაფერი
მოუვათ, არც შეცვლით შეიცვლებიან, ვიდრე მათთვის ყვავილებს
ჩავიტანდეთ. მაგრამ ერთადერთი, ვისაც შეუძლია, წელიწადის ამ
დროს ამდენი ყვავილი გვაშოვნინოს, ხელმწიფეა. ამიტომ ერთ--

168
მკითხველთა ლიგა

ერთი თქვენგანი მასთან უნდა გაგვეგზავნოს დახმარების სათ-


ხოვნელად.“
ისევ დაუკრა კვერი ხალხმა, ისევ დაიძახა: „ჰო, ჰო, ხელმწი-
ფესთან!“
„დიახ, ასეა“, განაგრძო უხუცესმა, რომლის კეთილი ღიმილის
დანახვაზე დამსწრეთ კმაყოფილება დაეტყოთ. „მაგრამ ვინ უნდა
წავიდეს ხელმწიფესთან? ვისაც მასთან გავგზავნით, ახალ-
გაზრდა უნდა იყოს და ძალაც უნდა ერჩოდეს, რადგან შორი გზა
ექნება გასავლელი. ბედაურიც საუკეთესო უნდა გავატანოთ.
პირმშვენიერსა და ზნეკეთილს, თვალები ისე უნდა უბრწყინავ-
დეს, რომ მის დანახვაზე ხელმწიფეს გული გაუთბეს. თქმით ბევ-
რის თქმა არ დასჭირდება, სათქმელს თვალებით იტყვის. ყვე-
ლაფერს აჯობებს, ბავშვი გავგზავნოთ, ამ მხარის ულამაზესი ბავ-
შვი, მაგრამ იმ სიშორეზე, აბა, როგორ გავუშვათ? თქვენი დახმა-
რების იმედი მაქვს, მეგობრებო. თუ თქვენ შორის მოიძებნება
ვინმე, ვინც ამ საქმეს ითავებს, ან თუნდაც სხვას დამისახელებს ამ
ამოცანის შემსრულებლად, გთხოვთ, მითხარით, ნუღარ აყოვ-
ნებთ.“
უხუცესი დადუმდა და ხალხს მიაპყრო ნათელი მზერა, მაგრამ
მისკენ არც ნაბიჯი გადაუდგამს ვინმეს და არც შეძახილით მიუცი-
ათ რაიმე ნიშანი.
კითხვა მოხუცმა კიდევ ორჯერ რომ გაიმეორა, ბრბოს ერთი
ჭაბუკი გამოეყო, თექვსმეტიოდე წლისა და ჯერაც უწვერულვაშო.
უხუცესს რომ მიესალმა, თვალები დახარა და გაწითლდა.
თვალი შეავლო თუ არა ჭაბუკს, უხუცესი მიხვდა, რომ საუკე-
თესო მაცნე სწორედ ის იქნებოდა, თუმცა მხოლოდ გაიღიმა და
თქვა: „კარგია, რომ ჩვენი მაცნეობა მოგიწადინებია. მაგრამ რით
აგვიხსნი, რომ ამდენ ხალხში მაინცდამაინც შენ გადაწყვიტე, თა-
ვი შემოგვთავაზო?“
ჭაბუკმა მიწას მოსწყვიტა თვალები, უხუცესს შეხედა და უთ-
ხრა: „თუ წასვლის მსურველი სხვა არავინ მოიძებნა, მზად ვარ,
წავიდე.“

169
მკითხველთა ლიგა

ბრბოდან ვიღაცამ წამოიძახა: „გაუშვით, უხუცესო, მაგ ბიჭს


ვიცნობთ. ამ სოფლიდანაა და მიწისძვრამ ერთიანად გაუნადგუ-
რა ყვავილნარი. მთელ სოფელში ულამაზესი ყვავილნარის პატ-
რონი იყო.“
უხუცესმა ჭაბუკს ალერსიანად ჩახედა თვალებში და ჰკითხა:
„ნუთუ ასე ძალიან გენანება ის შენი ყვავილები?“
ჭაბუკმა ხმადაბლა უპასუხა: „ყვავილები კი მენანება, მაგრამ
ჩემი სამსახური ამიტომ როდი შემოგთავაზეთ. ერთი ძვირფასი
მეგობარი მყავდა და ერთიც ახალგაზრდა, ლამაზი ცხენი, რომე-
ლიც ძალიან მიყვარდა. ორივე მიწისძვრამ წამართვა და ახლა
დარბაზში გვყავს დასვენებული. მათი დაკრძალვისთვის ყვავი-
ლები გვჭირდება.“
უხუცესმა ჭაბუკს მხრებზე ხელები დაადო და დალოცა. მალე
მას საუკეთესო ბედაურიც შეურჩიეს. ჭაბუკი უმალ ზურგზე მოახ-
ტა, კისერზე ხელი მოუთათუნა და შეკრებილთ დამშვიდობების
ნიშნად თავი დაუკრა, მერე კი ელვის უსწრაფესად გააჭენა ცხენი,
მალევე გადაკვეთა დატბორილი, გაპარტახებული მინდორი და
თვალს მიეფარა.
მთელ დღეს მიაჭენებდა ჭაბუკი თავის ბედაურს. შორეულ დე-
დაქალაქში უფრო მალე რომ ჩაეღწია და ხელმწიფესაც
დროულად ხლებოდა, მთიანი გზა აირჩია და მოსაღამოებულს,
ჩამობნელება რომ იწყო, ტყე-ღრეში აღმოჩენილი, სადავით
ხელში უკვე თავად გაუძღვა ცხენს ციცაბო აღმართში.
წინ მიფრინავდა დიდი შავი ფრინველი, რომლის მსგავსიც
მანამდე არასოდეს ენახა, ის კი უკან მიჰყვებოდა, ვიდრე ფრთო-
სანი ერთი პატარა ღია ტაძრის სახურავზე არ ჩამოჯდა. ჭაბუკმა
ცხენი იქვე, ტყეში საბალახოდ გაუშვა, თვითონ კი უბრალოდ
გაწყობილ, ხის სვეტებიან ტაძარში შეაბიჯა. საკურთხევლის მა-
გივრობას იქ კლდის ერთი მოზრდილი ნატეხი სწევდა, შავი ქვის
ლოდი, როგორსაც იმ მხარეში ვერსად შეხვდებოდი. ლოდზე
მაცნისთვის უცნობი ღვთაების ნიშანი ამოეტვიფრათ: გული, რო-
მელსაც გარეული ფრინველი კორტნიდა.

170
მკითხველთა ლიგა

ჭაბუკმა პატივი მიაგო ღვთაებას და მსხვერპლად შესწირა


ცისფერი მაჩიტა, მანამდე მთის ძირში რომ მოწყვიტა და კაბაზე
დაიმაგრა. მერე, ქანცგამოლეული, კუთხეში მიწვა და დაძინება
დააპირა.
მაგრამ ვერა და ვერ პოვა ძილი, ყოველ საღამოს დაუპატი-
ჟებლად რომ გამოეცხადებოდა ხოლმე. ლოდზე დაგდებული მა-
ჩიტა იყო თუ თვით ის შავი ქვა, ან იქნებ სულ სხვა რამ, ჰაერში
რაღაცის უცნაურად მძაფრი, მწველი სუნი ტრიალებდა, ჩაბნელე-
ბულ ტაძარში შემაშინებლად ციმციმებდა უცნობი ღვთაების ნიშა-
ნი, ხოლო სახურავზე შემომჯდარი უცხო ფრინველი დროდადრო
ისე მძლავრად დაიქნევდა უზარმაზარ ფრთებს, რომ ფოთლებს
ააშრიალებდა, თითქოს ქარი ამოვარდაო.
შუაღამე იქნებოდა, ჭაბუკი ფეხზე რომ წამოდგა, ტაძრიდან
გავიდა და ფრინველს ახედა. მანაც ისევ დაიქნია ფრთები და ჭა-
ბუკს შეხედა.
„რატომ არ გძინავს?“ ჰკითხა ფრინველმა.
„თვითონაც არ ვიცი“, უპასუხა ჭაბუკმა. „შესაძლოა იმიტომ,
რომ უბედურება შემემთხვა.“
„რა უბედურებაა ასეთი?“
„მეგობარი და საყვარელი ცხენი დავკარგე.“
„განა სიკვდილი ასე საშინელია?“ იკითხა ფრინველმა დამცი-
ნავად.
„არა, არა, დიდო ფრინველო, საშინელი არ არის, გამოთხო-
ვებაა და მეტი არაფერი, და ჩემი დარდის მიზეზიც სულ სხვაა.
საშინელი ის არის, რომ იმ ჩემს მეგობარსა და ჩემს ლამაზ ცხენს
ვერ ვმარხავთ – ყვავილები არ გვეყო.“
„ამაზე უარესი განა არაფერია?“ თქვა ფრინველმა და ფრთე-
ბი უკმაყოფილოდ შეაფრთხიალა.
„არა, ფრინველო, არაფერია. ვინც უყვავილებოდ დაიმარხე-
ბა, თავისი სურვილისამებრ ხელახლა დაბადებას ვერ ეღირსება,
ხოლო მას, ვინც თავის მიცვალებულს ისე დაკრძალავს, რომ
ყვავილების დღესასწაულს არ იზეიმებს, სიზმარში გარდაც-

171
მკითხველთა ლიგა

ვლილთა აჩრდილები არ მოასვენებს. ხომ ხედავ, ვერც მე დავი-


ძინე – ჩემი მიცვალებულები ხომ ჯერაც უყვავილებოდ არიან.“
ფრინველმა მოუსვენრად აახმაურა თავისი მოკაუჭებული ნის-
კარტი. „ყმაწვილო, შენ უბედურებისა არაფერი გაგეგება, ამაზე
უარესი თუ არაფერი გამოგიცდია. ნუთუ არასოდეს გსმენია უფ-
რო დიდ ბოროტებათა ამბავი? ნუთუ არ იცი, რა არის სიძულვი-
ლი, მკვლელობა, შური?“
ამ სიტყვების გაგონებაზე ჭაბუკს მოეჩვენა, რომ სიზმარში
იყო. მერე გონს მოეგო და მორიდებით მიუგო თანამოსაუბრეს:
„შენ მართალი ხარ, ფრინველო, გამახსენდა: ყოველივე ამაზე
ძველ წიგნებსა და ზღაპრებში წერია. მაგრამ ეს ხომ სინამდვი-
ლის მიღმაა ან, შესაძლოა, ოდესღაც, დიდი ხნის წინათ, ასეთი
რამ მართლაც არსებობდა ქვეყანაზე – იმ დროს, როცა ჯერ არც
ყვავილები იყო, და არც კეთილი ღვთაებები. ეგ დრო ვიღას ახ-
სოვს?“
ფრინველმა მჭახე ხმით გაიცინა, მერე წამოიმართა და ყმაწ-
ვილს უთხრა: „მაშ, შენ ახლა ხელმწიფისკენ გიჭირავს გეზი და
ალბათ გინდა, მეგზურობა გაგიწიო, არა?“
„ო, ეს უკვე გცოდნია“, გახარებულმა შესძახა ჭაბუკმა. „თუ
მართლაც გამიწევ მეგზურობას, დიდად მადლობელი ვიქნები.“
დიდი ფრინველი უხმაუროდ დაეშვა მიწაზე, უხმაუროდვე გა-
შალა ფრთები და ჭაბუკს უბრძანა, ცხენი აქ დატოვე, ხელმწიფეს-
თან მე წაგიყვანო.
მაცნე ფრინველს ზურგზე შეაჯდა და მასთან ერთად გაფრინ-
და. „თვალები დახუჭე!“ უბრძანა ფრინველმა და ჭაბუკიც
დაემორჩილა. აფრინდნენ ბნელ ცაში უხმოდ და მსუბუქად, – ასე
ფრენა მარტო ბუმ თუ იცის – მაცნეს მხოლოდ ცივი ქარის ზუზუნი
ჩაესმოდა ყურში. ასე იფრინეს და იფრინეს მთელი ღამე.
ირიჟრაჟა თუ არა, ფრენაც დასრულდა, და ფრინველმა
დაიძახა: „გაახილე თვალები!“ ჭაბუკმა თვალები გაახილა და
დაინახა, რომ ტყის პირას იდგა, მის წინ კი დილის შუქში ჩაძირუ-
ლი დაბლობი გადაშლილიყო. შუქმა თვალი მოსჭრა.

172
მკითხველთა ლიგა

„აი აქ, ამ ტყის პირას მიპოვი“, თქვა ფრინველმა, მერე ისა-


რივით აიჭრა ცაში და სულ მალე მის სილაჟვარდეში გაუჩინარ-
და.

***

უცნაურმა გრძნობამ შეიპყრო ახალგაზრდა მაცნე, როცა ტყი-


დან გამოსული შორს გადაშლილი დაბლობის გზას გაუყვა. ირ-
გვლივ იმდენად შეცვლილი, იმდენად გარდასახული ეჩვენა ყო-
ველივე, რომ ვერ მიმხვდარიყო, ცხადში იყო თუ სიზმარში. მინ-
დვრები და ხეები ისეთივე ჩანდა, როგორიც შინ ენახა, მზეც ანა-
თებდა და ქარიც დასთამაშებდა ქორფა ბალახს, მაგრამ, საითაც
უნდა გაგეხედა, ვერც ადამიანს ან პირუტყვს დაინახავდი, ვერც
სახლსა თუ ბაღს. ეტყობოდა, აქაურობასაც ისეთივე მიწისძვრა
დასტეხოდა თავს, როგორიც ჭაბუკის სამშობლოს: მიწაზე მიმობ-
ნეული იყო შენობების ნანგრევები, დამტვრეული ტოტები და წაქ-
ცეული ხეები, მორღვეული მესრების ფიცრები და შრომის იარა-
ღები. უცებ ჭაბუკმა მკვდარ ადამიანს მოჰკრა თვალი: დაუკრძა-
ლავი, ნახევრად გახრწნილი გვამი შუაგულ მინდორში ეგდო. ამ
საზარელი სურათის დანახვაზე თავზარი დაეცა და ზიზღიც იგ-
რძნო, რადგან ასეთი რამ უწინ არასოდეს ენახა. მკვდრისთვის
სახეზეც კი არაფერი გადაეფარებინათ, ჩიტებსა და ლპობას გვა-
მი მთლად გაეფუჭებინა. მართალია, იქით გახედვა უჭირდა, მა-
ინც შეაგროვა მწვანე ფოთლები, ცოტა ყვავილიც დაკრიფა და
მკვდარს სახეზე დააყარა.
მთელი დაბლობი გაჟღენთილი იყო ამაზრზენი, გაუსაძლისი
სუნით, სახელსაც რომ ვერ დაარქმევდი. აქეთ – კიდევ ერთი
მკვდარი ბალახში, იქით – თავმოჭრილი ცხენი, ადამიანისა თუ
პირუტყვის ძვლები. ეს ყველაფერი მზისგულზე ეყარა, ჩანდა,
არავის ეზრუნა ყვავილების დღესასწაულის მოწყობასა და გარ-
დაცვლილთა დაკრძალვაზე. ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა,
რომ რაღაც ენით გამოუთქმელმა უბედურებამ ამ ქვეყანაში ხელი
173
მკითხველთა ლიგა

დარია ყველასა და ყველაფერს. მკვდარი იმდენი იყო, რომ ჭა-


ბუკმა შეწყვიტა მათთვის ყვავილების კრეფა და სახეზე დაფარე-
ბა. შეშინებული, ნახევრად თვალებდახუჭული განაგრძობდა
გზას, ლეშის სიმყრალითა და სისხლის სუნით გარემოცული.
გრძნობდა, ათასობით ნანგრევიდან, გვამების მთებიდან თანდა-
თან როგორ ზვირთდებოდა და მისკენ მიედინებოდა ენით აუწე-
რელი ვაებისა და დაგვის ტალღა. მაცნემ იფიქრა, ნამდვილად
ცუდი სიზმრის ტყვეობაში აღმოვჩნდიო და დაასკვნა, ეს უთუოდ
ზეციური ძალების გაფრთხილება უნდა იყოსო, რადგან ყვავილე-
ბის დღესასწაული და დაკრძალვა ხომ არც მის მიცვალებულებს
ღირსებიათ. უცებ გაახსენდა, რა უთხრა ღამით ტაძრის სახურავ-
ზე შემომჯდარმა შავმა ფრინველმა, თითქოს ისევ ჩაესმა ყურში
მისი მჭახე ხმა: „ამაზე უარესი განა არაფერია?“
ახლაღა მიხვდა, რომ ფრინველს ის სხვა ვარსკვლავზე წამო-
ეყვანა და რომ ყოველივე, რასაც ახლა თავისი თვალით ხედავ-
და, სინამდვილე და სიმართლე იყო. გაახსენდა შეგრძნება, ბავ-
შვობისას რომ დაეუფლებოდა ხოლმე, როცა გარდასულ დრო-
თა რაიმე საშინელ ზღაპარს უამბობდნენ. ეცნო ეს გრძნობა: ში-
შის მომგვრელი ძრწოლა და, ამავდროულად, გულის სიღრმი-
დან მომავალი ჩუმი იმედი და ნუგეში, რადგან ეს ყველაფერი
სადღაც უსასრულოდ შორს, ღრმა წარსულში ხდებოდა. აქაურო-
ბა სწორედ საზარელ ზღაპარს წააგავდა: საშინელი ამბების, გვა-
მებისა და ლეშის მჭამელი ფრინველების ეს გულშემზარავი სამ-
ყარო სრულიად უაზროდ და უმიზნოდ ემორჩილებოდა გაუგებარ
კანონებს, რომელთა მიხედვითაც გარშემო მშვენიერისა და კე-
თილის ნაცვლად მხოლოდ ცუდი, ავი და მახინჯი ამბები ხდებო-
და.
უცებ ჭაბუკმა თვალი მოჰკრა მინდორში მიმავალ ცოცხალ
ადამიანს, ალბათ, გლეხსა თუ მოჯამაგირეს. უმალ მისკენ გაიქცა
და დაუძახა. კაცს რომ მიუახლოვდა, ელდა ეცა და გული თანაგ-
რძნობით აევსო, რადგან გლეხი ისეთი მახინჯი გამოდგა, მზის
შვილადაც ვეღარ მოიხსენიებდი. ის ჰგავდა კაცს, რომელიც მხო-

174
მკითხველთა ლიგა

ლოდ თავის თავზე ფიქრობდა, შეჩვეული იყო, რომ ყველგან და


ყოველთვის მხოლოდ უკეთური, ცუდი და ავბედითი ამბები ხდე-
ბოდა, კაცს, ვისთვისაც ცხოვრება ერთ საზარელ ზმანებად
ქცეულიყო. მის თვალებში, მის სახეზე და მთელ არსებაში ვერ
იპოვიდი მხიარულებისა თუ სიკეთის ნიშანწყალს; იმ ბედშავის-
თვის უცხო იყო მადლიერება და ნდობა, თვით ყველაზე უბრალო
და ბუნებრივი თვისებებიც კი.
მაგრამ ჭაბუკმა ძალა მოიკრიბა და კაცს თავაზიანი, გულთბი-
ლი ღიმილით მიუახლოვდა, მიესალმა ძმურად, როგორც უბე-
დურებაგადატანილ ადამიანს ესალმებიან, და ისე გამოელაპა-
რაკა, სახიდან ღიმილი არ მოსცილებია. მახინჯი იდგა გაქვავებუ-
ლი და გაოცებული იცქირებოდა დიდრონი, მღვრიე თვალებით.
მისი უხეში, ყოველგვარ მელოდიურობას მოკლებული ხმა უმ-
დაბლეს არსებათა ღრენას მოგაგონებდათ, მაგრამ ისიც კი უძ-
ლური გამოდგა ჭაბუკის თვალებში ჩამდგარი სილაღისა და უსას-
რულო ნდობის წინაშე. ერთხანს გაშტერებულმა უყურა ამ უცხო
მგზავრს, მერე კი უხეშ, დანაოჭებულ სახეზე ღიმილმა ან, უკეთ,
მანჭვამ გადაუარა – და ამ მახინჯ ღიმილში ერთდროულად გა-
მოკრთა სითბო და გაოცება; ხელახლა დაბადებული სულის პირ-
ველი, გაუბედავი გაღიმებასავით, რომელიც ეს-ეს არის იშვა
წიაღიდან.
„რა გინდა ჩემგან?“ ჰკითხა კაცმა უცხო ჭაბუკს.
თავის სამშობლოში მიღებული წესის მიხედვით ჭაბუკმა ასე
უპასუხა: „მადლობას მოგახსენებ, მეგობარო, და გთხოვ მიბრძა-
ნო, რამით ხომ არ შეიძლება გემსახურო.“
და, რაკი გლეხი გაოცებული დუმდა და მხოლოდ დაბნეული
იღიმებოდა, ისევ მაცნემ განაგრძო: „მითხარი, მეგობარო, რა
არის ეს საზარელი და საშინელი რამ, ირგვლივ რომ ვხედავთ?“
და ხელი მინდვრისკენ გაიშვირა.
გლეხი თავიდან ვერ ჩასწვდა შეკითხვის არსს, თუმცა, როცა
მაცნემ კითხვა გაუმეორა, მიუგო: „განა არასოდეს გინახავს? ეს
ომია. ეს ბრძოლის ველია.“ მერე შავი ნანგრევებისკენ მიუთითა

175
მკითხველთა ლიგა

და წამოიძახა: „აი, ის ჩემი სახლი იყო“, და როცა უცნობმა ამ-


ღვრეულ თვალებში გულითადი თანაგრძნობით შეხედა, თავი
დახარა და მიწას დააჩერდა.
„ხელმწიფე არა გყავთ?“ განაგრძო ჭაბუკმა კითხვების დასმა,
და როცა გლეხმა უპასუხა, გვყავსო, ჰკითხა: „მერე სად არის?“
კაცმა თითი სადღაც შორს გაიშვირა, სადაც ძლივს მოჩანდა კარ-
ვების ბანაკი. დამშვიდობების ნიშნად მაცნემ კაცს შუბლზე ხელი
მიადო და გზა განაგრძო. გლეხმა ორივე ხელი შუბლზე მიიდო,
შეწუხებულმა აქეთ-იქით გააქნია დამძიმებული თავი, მერე კი იდ-
გა ასე ერთ ადგილას და კიდევ დიდხანს არ აცილებდა თვალს
უცხო მგზავრს.
მან კი იმდენი იარა ამ აოხრებულ, გაპარტახებულ მხარეში,
სანამ კარვების ბანაკს არ მიადგა. იქაურობა სავსე იყო შეიარა-
ღებული მამაკაცებით, ზოგი ერთ ადგილზე იდგა, ზოგიც გარბი--
გამორბოდა, ჭაბუკს კი ყურადღებასაც არავინ აქცევდა. მაცნემ
გზა გაიკვლია ხალხისა და კარვების ამ ზღვაში და უცებ ბანაკის
უდიდესი და ულამაზესი კარვის წინ აღმოჩნდა. ეს ხელმწიფის კა-
რავი იყო. ჭაბუკი კარავში შევიდა.
ხელმწიფე უბრალო, დაბალ ტახტზე დაბრძანებულიყო, შო-
რიახლოს თავისი მოსასხამი დაეგდო, ხოლო უკან, კარვის ჩაბ-
ნელებულ კუთხეში, მისი მსახური თვლემდა. ხელმწიფე თავდახ-
რილი იჯდა და ღრმა ფიქრებში წასულიყო. ლამაზ სახეზე სევ-
დის ღრუბელი დაჰფენოდა, გარუჯულ შუბლს სანახევროდ უფა-
რავდა ჭაღარა თმა, იქვე, მიწაზე, ხმალი ედო.
ღრმა პატივისცემის ნიშნად ჭაბუკმა უსიტყვოდ დახარა თავი,
ზუსტად ისე, როგორც თავის ხელმწიფეს ეტყოდა სალამს, ხო-
ლო შემდეგ მკერდზე ხელებგადაჭდობილი გაქვავდა და იდგა
ასე, ვიდრე დამხვდურმა არ შეამჩნია.
„ვინ ხარ?“ მკაცრად იკითხა და წარბიც შეჭმუხნა, მაგრამ უც-
ხო სტუმრის სუფთა და ხალასმა გამომეტყველებამ თავისი ქნა:
ჭაბუკი ისეთი მიმნდობი, ისეთი კეთილგანწყობილი თვალებით
შესცქეროდა, რომ ხელმწიფეს ხმა მოულბა.

176
მკითხველთა ლიგა

„სადღაც ნანახი მყავხარ“, თქვა ბოლოს და თან თითქოს რა-


ღაცის გახსენებას ლამობდა, „ან, შესაძლოა, ვინმე ისეთს ჰგავ-
ხარ, ბავშვობაში რომ ვიცნობდი.“
„მე უცხო მხარის შვილი ვარ“, თქვა მაცნემ.
„ესე იგი მომჩვენებია“, ხმადაბლა ჩაილაპარაკა ხელმწიფემ.
„დედაჩემს მაგონებ. დამელაპარაკე, მიამბე რამე.“
ჭაბუკმა თხრობა დაიწყო: „აქ ერთმა ფრინველმა მომიყვანა.
ჩემს ქვეყანაში მიწისძვრა მოხდა. მიცვალებულთა დაკრძალვა
გვინდოდა, მაგრამ ყვავილები აღარ გვქონდა.“
„ყვავილები აღარ გქონდათ?“
„დიახ, სულ აღარ გვქონდა. არადა, ხომ ცუდია, გარდაცვლი-
ლი რომ გყავს დასაკრძალავი და მის პატივსაცემად ყვავილების
დღესასწაულს ვერ მართავ; მიცვალებული ხომ მორთულ--
მოკაზმული უნდა შეხვდეს თავის გარდასახვას.“
აქ მაცნეს სიტყვა გაუწყდა, რადგან თვალწინ დაუდგა საზარე-
ლი ბრძოლის ველი და ზედ მიმობნეული უამრავი დაუკრძალავი
მკვდარი. ხელმწიფემ ჭაბუკს შეხედა, კვერი დაუკრა და მძიმედ
ამოიოხრა.
„ჩვენს ხელმწიფესთან ვაპირებდი წასვლას. მინდოდა ყვავი-
ლები მეთხოვა მისთვის“, განაგრძო მაცნემ, „მაგრამ, როცა მთა-
ში ერთ ტაძარში აღმოვჩნდი, დიდმა ფრინველმა შემომთავაზა,
ხელმწიფესთან მე წაგიყვანო, მერე ზურგზე შემისვა და შენთან
ჩამომაფრინა. ო, კეთილო ხელმწიფევ, ის ტაძარი ჩემთვის უც-
ნობ ღვთაებას ეკუთვნოდა, სახურავზე ფრინველი იჯდა, საკურ-
თხევლის ქვაზე კი რაღაც უცნაური ნიშანი ამოეტვიფრათ: გული,
რომელსაც გარეული ფრინველი კორტნიდა. ღამით იმ დიდ
ფრინველს გამოველაპარაკე და ახლაღა ვხვდები მისი ნათქვა-
მის აზრს. მან მითხრა, ქვეყანაზე ბევრად, ბევრად მეტი უბედურე-
ბა და სიავკაცე არსებობს, ვიდრე შენ გგონიაო. სანამ თქვენ გა-
მოგეცხადებოდით, დიდი მინდორი გადმოვიარე და ბოლო რამ-
დენიმე საათში თავად გავხდი უსაზღვრო ტანჯვისა და უბედურე-
ბის მოწმე, ბევრად უფრო საზარლისა, ვიდრე ჩვენს ყველაზე სა-

177
მკითხველთა ლიგა

შინელ ზღაპრებში შეხვდებით. ახლა კი შენ წინაშე ვდგავარ, დი-


დო ხელმწიფევ, და გეკითხები, რაიმე სამსახური თუ შემიძლია
გაგიწიო.“
ხელმწიფემ, ყურადღებით მოუსმინა რა ჭაბუკს, გაღიმება სცა-
და, მაგრამ ლამაზ პირისახეზე ისეთი დარდი, ისეთი მწარე სევდა
აღბეჭდვოდა, რომ ეს ვერ შეძლო.
„მადლობას მოგახსენებ“, თქვა მან, „შენ უკვე გამიწიე სამსახუ-
რი. დედაჩემი მომაგონე, მადლობელი ვარ ამისთვის.“
ჭაბუკი შეწუხდა, ხელმწიფემ გაღიმება რომ ვერ შეძლო. „რა
მოწყენილი ხარ“, უთხრა ცოტა ხანში. „ამ ომის გამო დარდობ?“
„ჰო“, უპასუხა ხელმწიფემ.
ჭაბუკმა თავი ვეღარ შეიკავა და ზრდილობის კანონი დაარ-
ღვია – ამ ღრმად დამწუხრებულსა და, როგორც თავად გრძნობ-
და, კეთილშობილ ადამიანს ჰკითხა: „გთხოვ, ამიხსენი, ამ თქვენს
ვარსკვლავზე ამდენს რატომ ომობთ? ვისი ბრალია? შენი ბრა-
ლიც ხომ არ არის?“
ხელმწიფემ მაცნეს თვალი თვალში გაუყარა, ეტყობოდა, არ
ესიამოვნა ეს თამამი კითხვა, მაგრამ მისი მკაცრი გამოხედვა უძ-
ლური გამოდგა მაცნის ნათელი, უწყინარი მზერის წინაშე.
„შენ ჯერ ბავშვი ხარ“, თქვა ხელმწიფემ, „ასეთი რამეების გა-
გება გაგიჭირდება. ომი არავის ბრალი არ არის, ის თავისთავად
მოდის, როგორც ელვა ან ჭექა-ქუხილი, ჩვენ კი, ვისაც ამ ომში
ბრძოლა გვიხდება, მისი გამჩაღებლები კი არა, მსხვერპლნი
ვართ.“
„ალბათ, სიკვდილი დიდად არ უნდა გეძნელებოდეთ“, უთხრა
ჭაბუკმა. „ჩვენში სიკვდილის მაინცდამაინც არავის ეშინია, უმეტე-
სობა მომზადებული ხვდება, ზოგს კი ახარებს კიდეც გარდასახ-
ვის მოახლოება: მაგრამ სხვა ადამიანის მოკვლას მაინც ვერავინ
გაბედავს. თქვენს ვარსკვლავზე, როგორც ჩანს, საქმე სხვაგვარა-
დაა.“
ხელმწიფემ თავი გააქნია. „მართალია, კაცის კვლა ჩვენში იშ-
ვიათობა არ არის“, თქვა შემდეგ, „მაგრამ უმძიმეს დანაშაულად

178
მკითხველთა ლიგა

მივიჩნევთ. ეს მხოლოდ ომშია დაშვებული, რადგან ომში სიძულ-


ვილით ან შურისა თუ გამორჩენის მიზეზით არავინ კლავს, ყვე-
ლა მხოლოდ იმას აკეთებს, რასაც მისგან თემი მოითხოვს. მაგ-
რამ ძალიან ცდები, თუ გგონია, რომ ჩვენს ხალხს სიკვდილი
ეადვილება. დააკვირდი ჩვენი მკვდრების სახეებს, და მიხვდები.
მათ უჭირთ სიკვდილი, უჭირთ და არ უნდათ.“
ჭაბუკი ისმენდა ამ სიტყვებს და თან გაოცებული ფიქრობდა
იმაზე, რა მძიმე და მწუხარე უნდა ყოფილიყო ამ ვარსკვლავის
ბინადართა ცხოვრება. კიდევ ბევრი რამის კითხვა უნდოდა, მაგ-
რამ ხვდებოდა, რომ ვერასოდეს ჩასწვდებოდა ამ საშინელი, ბნე-
ლი ამბების ჭეშმარიტ არსს; მეტიც, მისი გაგება არც სურდა. მისი
ფიქრით, ან ეს საბრალო არსებები დაბალი განვითარებისა იყ-
ვნენ, ნათელი ღმერთები არ ჰყავდათ და დემონებს ემონებოდ-
ნენ, ან ამ ვარსკვლავზე რაღაც უთაურობა, ცდომილება, რაღაც
შეცდომა მართავდა ყველაფერს. ჭაბუკმა აღარ ისურვა ხელმწი-
ფისთვის უხერხული, დაუზოგავი კითხვების დასმა, აღარ ინდომა
მისგან მწარე, ღირსების შემლახველი პასუხებისა თუ აღიარებე-
ბის მოსმენა. ღრმა სიბრალულს გრძნობდა ამ ხალხისადმი, რო-
მელსაც თან სიკვდილის გამუდმებული შიში ტანჯავდა და თან
ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტას არ ეშვებოდა; ეცოდებოდა კაცები,
რომლებსაც იქნებ იმ გლეხივით ღირსებას მოკლებული თვალე-
ბი ჰქონოდათ, მაგრამ ასევე შეიძლებოდა, ხელმწიფესავით სევ-
დიანნი და უნუგეშონი ყოფილიყვნენ. თან ებრალებოდა ეს ხალ-
ხი, თან უცნაურად ეჩვენებოდა, ზოგჯერ კი – სასაცილოდაც. დი-
ახ, რაოდენ უხერხულადაც უნდა ჟღერდეს, სასაცილოდ და ახი-
რებულად.
მაგრამ ერთი შეკითხვის დასმისგან თავი მაინც ვერ შეიკავა:
თუ ეს საბრალო არსებები განვითარებით ჩამორჩნენ, თუ ისინი
ამ ახალგაზრდა მშფოთვარე ვარსკვლავის ნაგვიანევი შვილები,
დაყოვნებული ვაჟები იყვნენ, თუ ამ ხალხის ცხოვრება სხვა არა-
ფერი იყო, გარდა მეყსეული კრუნჩხვისა, რომელიც სასოწარკვე-
თილი ხოცვა-ჟლეტით მთავრდებოდა, თუ ისინი თავიანთ

179
მკითხველთა ლიგა

მკვდრებს ბრძოლის ველზე ტოვებდნენ და, შესაძლოა, ჭამდნენ


კიდეც – იმ ძველისძველ საზარელ ზღაპრებში ხომ ასეთი რამეც
ეწერა – მაშინ მათში აუცილებლად უნდა ყოფილიყო მომავლის
თუნდაც შორეული წინათგრძნობა, ღმერთის ზმანება და, თუ სუ-
ლი არა, მისი ჩანასახი მაინც. თუ არა და, გამოდის, მთელი ეს
მახინჯი სამყარო ერთი დიდი, ყოველგვარ საზრისს მოკლებული
შეცდომა ყოფილა.
„მომიტევე, ხელმწიფევ“, შემპარავი ხმით წამოიწყო ჭაბუკმა,
„მომიტევე, მაგრამ, ვიდრე შენს უცნაურ ქვეყანას დავტოვებდე,
კიდევ ერთი შეკითხვით უნდა მოგმართო.“
„მკითხე, რაც გენებოს!“ უპასუხა ხელმწიფემ, რომელსაც წე-
სიერად ვერ გაეგო, ვის ესაუბრებოდა: დახვეწილ, მოწიფულ,
ღრმად განსწავლულ კაცს თუ პატარა ბავშვს, რომელიც არ უნდა
დაგეჩაგროს და რომელსაც სერიოზულად არ აღიქვამ.
„უცხო ქვეყნის ხელმწიფევ“, განაგრძო მაცნემ, „შენ მეტად და-
მამწუხრე. მე სხვა ქვეყნიდან გესტუმრე და მართალი ყოფილა ის
დიდი ფრინველი, ტაძრის სახურავზე რომ იჯდა: აქ, თქვენში, გა-
ნუზომლად მეტია ვარამი, ვიდრე ოდესმე შევძლებდი წარმომედ-
გინა. თქვენი ცხოვრება შიშნარევ სიზმარს წააგავს და ვერ ვხვდე-
ბი, ვინ გმართავთ: ღმერთები თუ დემონები. ყური მათხოვე, ხელ-
მწიფევ, ჩვენში ჰყვებიან ერთ თქმულებას, რომელიც უწინ უაზრო
ზღაპრად, ფუყე სიტყვებად მეჩვენებოდა. ამ თქმულებაში ნათქვა-
მია, რომ ომი, კაცის კვლა და სასოწარკვეთა ერთ დროს ჩვენშიც
გავრცელებული ყოფილა. ეს ძრწოლის მომგვრელი სიტყვები,
რომლებსაც ჩვენი ენა კარგა ხანია აღარ იცნობს, ზღაპრების უძ-
ველეს წიგნებში გვხვდება და ჩვენი ყურისთვის მარტო საშინლად
კი არა, სასაცილოდაც ჟღერს. დღეს გავიგე, რომ ეს ყველაფერი
სინამდვილე ყოფილა, დავინახე, რომ შენ და შენიანები იმ ცხოვ-
რებით ცხოვრობთ და იმას განიცდით, რაზედაც უძველესი დრო-
ის შემზარავი თქმულებებით ვიცოდი. ახლა კი მიბრძანე: ნუთუ სუ-
ლის შორეულ კუნჭულში მაინც ვერ გრძნობთ, რომ სწორად არ
იქცევით? ნუთუ არ ნატრობთ ნათელ, კეთილ ღვთაებებს, გამგებ-

180
მკითხველთა ლიგა

სა და სიცოცხლისმოყვარე დამრიგებლებსა და მმართველებს?


ნუთუ არასოდეს გესიზმრებათ სხვა, მშვენიერი ცხოვრება, სადაც
არავის სურს ის, რაც ყველას არ სურს, სადაც ბატონობს
გონიერება და წესრიგი, სადაც ერთი ადამიანი მეორეს კეთილი
განწყობით ხვდება და ანგარიშს უწევს? აზრად არასოდეს
მოგსვლიათ, რომ სამყარო ერთიანია და რომ სიხარული და
ბედნიერებაა, თაყვანს სცემდე ამ ერთიანობას, გიყვარდეს და ემ-
სახურებოდე? ნუთუ არაფერი გსმენიათ იმაზე, რასაც ჩვენ მუსი-
კას ვეძახით, ნუთუ არ იცით, რა არის ღვთისმსახურება ან ნეტა-
რება?“
ამ სიტყვების გაგონებაზე ხელმწიფემ თავი დახარა და როცა
ისევ ასწია, სახეზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილი გამოეხატა, თუმცა
თვალებში ჯერაც ცრემლი ედგა.
„მშვენიერო ჭაბუკო“, თქვა ხელმწიფემ, „ვერ გამიგია, ვინ
ხარ: ბავშვი, ბრძენკაცი თუ სულაც ღვთაება. მაგრამ შემიძლია
გიპასუხო, რომ ყველაფერს, რაზედაც შენ ილაპარაკე, დიახაც
ვიცნობთ და სულში ვატარებთ. ვიცით ბედნიერების, თავისუფლე-
ბის, ღმერთების ფასი. გვაქვს ძველისძველი თქმულება ერთ
ბრძენზე, რომელიც სამყაროს ერთიანობას ციურ სივრცეთა ჰარ-
მონიულ თანაარსებობაში ხედავდა. გაკმაყოფილებს ასეთი ახ-
სნა? ყური მიგდე: შესაძლოა, ნეტართა სამყაროდან იყო მოვლე-
ნილი, შესაძლოა, თვით მამაღმერთიც იყო, მაგრამ შენს გულში
ვერ ნახავ ბედნიერებას, ძალასა თუ ნებას, რომელთა წინასწარ-
მეტყველება, ანარეკლი თუ შორეული აჩრდილი ჩვენს გულებშიც
არ მოიძებნებოდეს.“
უცებ ხელმწიფე წამოდგა და წელში გაიმართა, და ჭაბუკი გა-
აკვირვა ნათელმა, უღრუბლო ღიმილმა, აისის შუქივით რომ გა-
დაუარა მის პირისახეს.
„ახლა კი წადი“, უთხრა მაცნეს, „წადი შენი გზით, ჩვენ კი გა-
ვაგრძელებთ ომებსა და ერთმანეთის ხოცვას. შენ გული მომილ-
ბე, დედაჩემი გამახსენე. ახლა კი კმარა, კეთილო, ლამაზო ყმაწ-
ვილო. წადი, გაშორდი აქაურობას, ვიდრე მორიგი ბრძოლა და-

181
მკითხველთა ლიგა

იწყებოდეს! შენ გამახსენდები, როცა სისხლი ნიაღვარივით მო-


ვარდება და ქალაქები ცეცხლის ალში გაეხვევა; ისიც გამახსენ-
დება, რომ სამყარო ერთიანია, და მას ვერ მოგვწყვეტს ვერც
ჩვენი სიგიჟე, ვერც ჩვენი სიშმაგე, და ვერც ჩვენი ველურობა.
მშვიდობით გევლოს! მოკითხვა გადაეცი შენს ვარსკვლავს და
მომიკითხე ღვთაებაც, რომლის ნიშანიც ის გულია, ფრინველი
რომ კორტნის! კარგად ვიცი ის გულიც, და ის ფრინველიც. და
დაიმახსოვრე, ჩემო მშვენიერო, შორით მოვლენილო მეგობა-
რო: თუ შენი მეგობარი, ომით ნატანჯი საბრალო ხელმწიფე გა-
გახსენდეს, იმაზე კი ნუ იფიქრებ, როგორ იჯდა მოწყენილი თა-
ვის ბანაკში, არამედ ის გაიხსენე, როგორ იღიმებოდა თვალ-
ცრემლიანი და სისხლში ხელებამოსვრილი!“
ხელმწიფემ თავისი ხელით ასწია კარვის ფარდა – მსახური
არც გაუღვიძებია – და უცხოელი გაისტუმრა. ახალი ფიქრებით
დამძიმებულმა ჭაბუკმა ისევ გადალახა დაბლობი და საღამოს
შუქზე ჰორიზონტზე დაინახა ცეცხლში გახვეული დიდი ქალაქი.
მიაბიჯებდა ადამიანთა გვამებსა და ცხენების გახრწნილ ლეშებს
შორის და უკვე შებინდებულზე მიაღწია მთაში გაშლილი ტყის
პირს.
უმალ იქვე გაჩნდა დიდი ფრინველი – ღრუბლებიდან ძირს
დაეშვა, ჭაბუკი ზურგზე შეისვა და მასთან ერთად გაფრინდა ღა-
მეში, უხმოდ და მსუბუქად, როგორც მხოლოდ ბუმ თუ იცის.
მშფოთვარე ძილიდან რომ გამოერკვა, ჭაბუკი მთის იმ პატა-
რა ტაძარში იწვა, ხოლო ტაძართან ნამიან ბალახში იდგა და
დღის მოახლოებას ჭიხვინით ხვდებოდა მისი ცხენი. ჭაბუკის მეხ-
სიერებიდან წაშლილიყო დიდი ფრინველიც და სხვა ვარსკვლავ-
ზე მოგზაურობის ამბავიც, ხელმწიფეც და ბრძოლის ველიც. მხო-
ლოდ მის სულს შეჰპარვოდა ნისლივით რაღაც, თითქოს გულში
პატარა ეკალი შესობოდა და იმ ტკივილივით აწვალებდა, უნაყო-
ფო თანაგრძნობისას რომ გამოგვიცდია; აწვალებდა დაუკმაყო-
ფილებელი სურვილი, რომელსაც სიზმარში განვიცდით, ვიდრე
არ შევხვდებით იმას, ვისთვისაც მალულად მუდამ გვსურდა, სიყ-

182
მკითხველთა ლიგა

ვარული გვეჩუქებინა, სიხარული გაგვეზიარებინა და ვისი ღიმი-


ლის დანახვაც გვწყუროდა.
მაცნე ცხენს მოახტა, მთელი დღე იარა ჭენებ-ჭენებით და თა-
ვის ხელმწიფესთან, დედაქალაქში ჩააღწია. მალე გაირკვა, რომ
ის მართლაც საუკეთესო მაცნე იყო. მის მიმართ მეფემ მოწყალე-
ბა გამოიჩინა, ხელით შუბლზე შეეხო და უთხრა: „შენმა თვალებ-
მა ჩემს გულს მიმართეს და ჩემმა გულმა თანხმობა თქვა. შენი
თხოვნა უკვე შესრულებულია, თუმცა ის ჯერ არც მომისმენია.“
სულ მალე მაცნეს ხელთ ჰქონდა ხელმწიფის განკარგულება,
რომლის თანახმადაც მთელი ქვეყნის ყვავილები მას ეკუთვნო-
და. ჭაბუკს აახლეს დამხმარენი და შიკრიკები, გააყოლეს ცხენები
და ურმები, და როცა რამდენიმე დღეში, მთიანი გზის გვერდის
ავლით და ლარივით სწორი შარით მშობლიურ მხარესა და
მშობლიურ სოფელს მიაღწია, მას უკან მიჰყვებოდა ჩრდი-
ლოეთის მრავალრიცხოვან ბაღებსა და სათბურებში დაკრეფი-
ლი ულამაზესი ყვავილებით დატვირთული ურმები, მაზიდები და
ურიკები, რომლებსაც ურიცხვი ცხენი თუ ჯორი მიათრევდა. ყვა-
ვილები საკმარისი გამოდგა არა მარტო იმისთვის, რომ გვირგვი-
ნებით შეემკოთ დაღუპულთა ცხედრები და სათანადოდ მოერ-
თოთ მათი საფლავები, არამედ იმისთვისაც, რომ ყოველი დაღუ-
პულის ხსოვნის პატივსაცემად დაერგოთ თითო ყვავილი, თითო
ბუჩქი და თითო ხეხილის ნერგი, როგორც ადათი მოითხოვდა.
მეგობრისა და საყვარელი ცხენის დაკარგვით გამოწვეული ტკი-
ვილი სადღაც გაქრა და გადაიქცა უსიტყვო, ნათელ მოგონებად.
თუმცა ეს უკვე მას შემდეგ მოხდა, რაც ჭაბუკმა ისინიც ყვავილე-
ბით შეამკო და ისე დამარხა, ხოლო მათს საფლავზე ორი ყვავი-
ლი, ორი ბუჩქი და ორი ხეხილის ნერგი დარგო.
გული რომ დაიმშვიდა და ვალიც მოიხადა, ისევ გაახსენდა
სულის სიღრმეში ჩაძირული იმ ღამის მოგზაურობის ამბები. თა-
ვისიანებს სთხოვა, ერთი დღე მარტოობაში მამყოფეთო და ერ-
თი დღე-ღამე ფიქრის ხის ქვეშ გაატარა. იჯდა და მეხსიერებაში
ფურცელს ფურცელზე შლიდა, მკაფიოდ აღიდგენდა უცხო ვარ-

183
მკითხველთა ლიგა

სკვლავზე ნანახ სურათებს. მერე ერთ დღეს უხუცესს ეახლა, პი-


რისპირ შეხვედრა სთხოვა და ყველაფერი უამბო.
უხუცესმა მოუსმინა, ერთხანს ღრმად ჩაფიქრდა, მერე კი
ჰკითხა: „ეს ყველაფერი, კეთილო მეგობარო, საკუთარი თვა-
ლით ნახე თუ სიზმარში იხილე?“
„არ ვიცი“, უპასუხა ჭაბუკმა. „ვფიქრობ, შეიძლება სიზმარი ყო-
ფილიყო. მაგრამ, თუ არ მიწყენ, იმასაც გეტყვი, რომ დიდ გან-
სხვავებას ვერ ვხედავ, ეს ყველაფერი სიზმარში გადამხდა თუ
ცხადში. სულში სევდის ლანდი ჩამიდგა და, თუმცა სიცოცხლე
ბედნიერებას მანიჭებს, იმ ვარსკვლავიდან თითქოს ცივი ნიავის
დაბერვასაც ვგრძნობ. ამიტომ გეკითხები, ღრმად პატივცემულო,
როგორ მოვიქცე?“
„ხვალვე ისევ დაადექი მთიან გზას“, მიუგო უხუცესმა, „და იმ
ადგილთან მიდი, სადაც ტაძარი ნახე. უცნაურად მესახება იმ
ღვთაების ნიშანი, რომელზედაც არაფერი მსმენია, და სავსებით
შესაძლებელია, ის რომელიმე სხვა ვარსკვლავის ღმერთი იყოს.
ან იქნებ ის ტაძარი და მისი ღმერთი ეკუთვნიან დროს, როცა ამ
მიწაზე ჩვენი უძველესი წინაპრები ცხოვრობდნენ, იმ შორეულ
დროს, როცა ჩვენში ჯერ კიდევ არსებობდა იარაღი, ძრწოლა,
სიკვდილის შიში. მიდი იმ ტაძართან, ძვირფასო, და შესწირე ყვა-
ვილები, უძღვენი თაფლი და სიმღერა.“
ჭაბუკმა უხუცესს მადლობა გადაუხადა და ყური ათხოვა მის
რჩევას. აიღო ჯამი და გაავსო საუკეთესო თაფლით, რომლითაც
ზაფხულის დამდეგს, მეფუტკრეთა ზეიმზე, საპატიო სტუმრებს
უმასპინძლდებიან, წავიდა და თავისი ქნარიც თან წაიღო. მთაში
იმ ადგილს მიაგნო, სადაც ცისფერი მაჩიტა მოწყვიტა და იპოვა
ის ციცაბო ბილიკიც, რომლითაც, უკვე ჩამოქვეითებული, ტყისკენ
გაუყვა აღმართს. მაგრამ აღარსად ჩანდა აღარც ტაძრის ადგი-
ლი, აღარც თავად ტაძარი, აღარც შავი ქვის საკურთხეველი,
აღარც ხის სვეტები, აღარც სახურავი, და აღარც ზედ შემომჯდა-
რი დიდი ფრინველი. ჭაბუკმა ამ ყველაფერს ვერც მეორე დღეს

184
მკითხველთა ლიგა

მიაგნო, და ვისაც ჰკითხა და ტაძარი აღუწერა, ყველამ ერ-


თნაირად უპასუხა: ასეთი ტაძრისა არაფერი გვსმენიაო.
ჭაბუკი ისევ სამშობლოს გზას გაუდგა. საამური მოგონების
საყდარს რომ ჩაუარა, შიგ შესვლა გადაწყვიტა. საამური მოგონე-
ბის ღვთაებას თაფლი მიართვა და ქნარის თანხლებით სიმღე-
რაც უმღერა, მერე კი მასვე ჩააბარა თავისი სიზმარი, ტაძარი და
ფრინველი, ბეჩავი გლეხი და ბრძოლის ველზე დაყრილი
მკვდრები, უწინარესად კი საომარ კარავში მჯდარი ხელმწიფე.
გულს მოეშვა, შინ დაბრუნდა, საძინებელში კედელზე ჩამოკიდა
სამყაროს ერთიანობის ნიშანი, ბოლო დღეების შთაბეჭდილებე-
ბის დასავიწყებლად ღრმა ძილს მიეცა, დილით კი იმ მეზობლე-
ბის დასახმარებლად გაეშურა, რომლებიც ბაღებსა და მინდვრებ-
ში სიმღერით ლამობდნენ მიწისძვრის ბოლო კვალის წაშლას.

1915

თარგმნა დავით კაკაბაძემ

185
მკითხველთა ლიგა

ფალდუმი
ბაზრობა

ქალაქ ფალდუმისკენ მიმავალი ქუჩა გორაკებიან მხარეს გა-


დიოდა კარგა მანძილზე; ხან ტყეებს მიუყვებოდა ან მწვანე, ტრი-
ალ მინდვრებს, ხან ხორბლის ყანებს ჩაუვლიდა და, რაც უფრო
მეტად უახლოვდებოდა ქალაქს, მით უფრო ხშირად ჩნდებოდა
გზის გაყოლებაზე კარ-მიდამოები, საძროხე ფერმები, ბაღ--
ბოსტნები და სოფლური სახლები. ზღვა შორს იყო, არ ჩანდა და
მთელი ქვეყანა თითქოს მხოლოდ ბორცვაკების, პატარა, კოხტა
ჭალების, საძოვრების, ტყის, სახნავებისა და ხეხილისგან შედგე-
ბოდა. ეს იყო მხარე, რომელსაც არც მოსავალი აკლდა და არც
შეშა, არც რძე და არც ხორცი, არც ვაშლი თუ კაკალი. სოფლები
კოხტა იყო და გაწკრიალებული, ხალხი ძირითადად – ყოჩაღი
და მუყაითი. სახიფათო ან საშარო საქმეებს არ ეტანებოდნენ, და
ყოველი კაცი კმაყოფილი გახლდათ, თუკი მეზობელს მასზე
უკეთ არ მისდიოდა საქმე. ასე იყო ფალდუმის ქვეყანა მოწყობი-
ლი და ასეთივეა მსოფლიოს ქვეყანათა უმეტესობა, სანამ რამე
განსაკუთრებული არ მოხდება.
ქალაქ ფალდუმისკენ მიმავალ ლამაზ ქუჩაზე (მასაც ქალაქის
სახელი ერქვა) ამ დილით, მამლის პირველი ყივილიდან მოყო-
ლებული, დიდი ჟრიამული და მიმოსვლა გაჩაღებულიყო, რასაც
აქ წელიწადში მხოლოდ ერთხელ ნახავდით – დღეს ხომ ქალაქ-
ში დიდი ბაზრობა უნდა გამართულიყო! ჰოდა, გარშემო ოცი მი-
ლის მანძილზე არ მოიძებნებოდა ერთი გლეხის კაცი თუ ქალი,
ერთი ოსტატი ან ხელოსანი თუ შეგირდი, ერთი ყმა თუ მოახლე,
ერთი ბიჭი თუ გოგო, უკვე კვირობით რომ არ ეფიქრა დიდ ბაზ-
რობაზე, არ ეოცნება იქ წასვლაზე. არადა, ყველა ვერ წავიდო-
და: საქონელსა და ბალღებს, სნეულებსა და მოხუცებსაც ხომ უნ-
დოდათ მიხედვა და, ვისაც წილისყრით შინ დარჩენა რგებოდა
ეზო-კარზე თვალყურის დასაჭერად, მას ლამის სიცოცხლის ერ-
თი წელიწადი დაკარგულად მიაჩნდა და გულს სწყვეტდა ჩახჩახა
186
მკითხველთა ლიგა

მზე, დილაუთენია საზეიმოდ რომ ამობრძანებულიყო გვიანი


ზაფხულის მოკრიალებულ ცაზე და ქვეყნიერებას ათბობდა.
მკლავზე გადაკიდებული მომცრო კალათებით გაუდგებოდნენ
გზას ქალები და გოგონები, ჭაბუკებს პირი გაეპარსათ და ყოველ
მათგანს მიხაკი ან ასტრა გაერჭო ღილკილოში, ყველა საკვირა-
ოდ იყო გამოპრანჭული, სკოლის გოგოებს გულმოდგინედ დაეწ-
ნათ თმა, მზეზე ჯერაც რომ უბზინავდათ სველი და ცხიმგადაგ-
ლესილი. მეეტლეებს ყვავილი ან წითელი ზონარი მიემაგრები-
ნათ მათრახის ტარზე და, ვისაც შეძლება ჰქონდა, მათს ცხენებს
მუხლებამდე სცემდათ გაპრიალებული თითბრის რგოლებასხმუ-
ლი ფართო ასალები. მოდიოდნენ ურმები, წიფლის მწვანე მორ-
კალული რტოებით გადახურული, რომლებშიც ერთმანეთს მი-
ჭუჭკოდა ხალხი, მუხლებზე კალათები შეედგათ ანდა ბავშვები
დაესხათ, უმეტესობა ხმამაღლა მღეროდა გუნდად, შიგადაშიგ
წიფლის მწვანე ფოთლებში წითლად, ლურჯად და თეთრად მო-
ჭიატე დროშებითა და ქაღალდის ყვავილებით გამორჩეულად
მოკაზმული ეტლი გამოჩნდებოდა, საიდანაც მოგუგუნე სოფლუ-
რი მუსიკა იღვრებოდა, რტოებს შორის კი ჩრდილდაფენილი
ოქროსფერი დუდუკები და საყვირები წყნარად და უცხოდ ლაპ-
ლაპებდნენ. პატარა ბავშვები, რომლებიც მზის ამოსვლიდან მო-
ყოლებული ფეხით ადგნენ გზას, ღნავილს მოჰყვებოდნენ ხოლ-
მე, ოფლში გახვითქული დედები უყვავებდნენ, ზოგ მათგანს რო-
მელიმე გულკეთილი მეეტლე დაისკუპებდა გვერდით. ერთი მო-
ხუცი ქალი ტყუპებს მოაგორებდა საბავშვო ეტლით, ორივეს ეძი-
ნა, ბალღების მძინარე თავებს შორის კი ბალიშზე ორი არანაკ-
ლებ პუტკუნა და ლოყაწითელი თოჯინა იწვა, ლამაზად
გამოწყობილ-დავარცხნილი.
ვინც ამ გზის გაყოლებაზე ცხოვრობდა და იმ დღეს თავად არ
ეპირებოდა ბაზრობაზე წასვლას, ამ დილით არ მოიწყენდა და
მის თვალს სანახაობა არ მოაკლდებოდა. თუმცა ასეთები ცოტა-
ნი იყვნენ. ერთგან ბაღის კიბეზე ათი წლის ბიჭუნა ჩამომჯდარი-
ყო და ტიროდა, რადგან შინ ბებიასთან მარტო დარჩენა უწევდა,

187
მკითხველთა ლიგა

მაგრამ როცა დანაყრდა, ტირილითაც გული იჯერა და სოფლის


ბიჭები დაინახა, იქვე რომ ჩაუარეს ფრატუნით, ერთი ნახტომით
ქუჩაში გაჩნდა და მათ შეუერთდა. ცოტა მოშორებით ერთი ხანში
შესული ბერბიჭა ცხოვრობდა, რომელსაც ბაზრობის გაგონებაც
არ უნდოდა, რადგან ფული ენანებოდა. გადაწყვეტილი ჰქონდა,
ამ დღეს, როცა ყველა ზეიმობდა, წყნარად თავისთვის გაეკრიჭა
გაბარჯღული კუნელის ღობე, მის ბაღს რომ ერტყა გარს, რად-
გან კარგა ხნის გასაკრეჭი იყო. და მართლაც, როგორც კი დი-
ლის ცვარი ოდნავ შეშრა, ბაღის დიდი მაკრატელი მოიმარჯვა
და მხნედ შეუდგა საქმეს. მაგრამ ცოტა ხანში თავი გაანება და
გულმოსული შინ შეიყუჟა, რადგან ერთ ბიჭსაც არ ჩაუვლია ფე-
ხით თუ ეტლით, ღობის კრეჭას რომ არ გაეკვირვებინა და კაცის-
თვის რამე სახუმარო სიტყვა არ ესროლა იმ თავისი უდროო მუ-
ყაითობის გამო, გოგონები კი სიცილს აყრიდნენ; და როცა გაბ-
რაზდა და თავისი გრძელი მაკრატლით დაიმუქრა, ყველამ ქუდი
იშვლიპა და სიცილით დაუქნია. ჰოდა, იჯდა ახლა დახურულ და-
რაბებს მიღმა და შურით იჭვრიტებოდა ნაპრალებში. როცა ბრაზ-
მა გადაუარა და თვალით გააცილა ბაზრობისკენ მიმავალი
ორიოდე ბოლო მგზავრი, რომლებიც ისე მიიჩქაროდნენ და ეშუ-
რებოდნენ, თითქოს სულის ცხონებაზე აგვიანდებოდათ, ჩექმები
ამოიცვა, ერთი ტალერი ჩაიგდო ქისაში, ჯოხი აიღო და წასას-
ვლელად გაემზადა. უცებ გაიფიქრა, არა, ერთი ტალერი დიდი
ფულიაო, უკანვე ამოიღო, მის ნაცვლად ტყავის ქისაში ნახევარი
ტალერი ჩააგდო და პირი მოუკრა. მერე ქისას ჯიბეში უკრა თავი,
სახლი და ბაღის კარი გამოკეტა და ისე გამალებით გაქუსლა,
რომ ქალაქის მისადგომებამდე ბარე ორ ფეხით მოსიარულესა
და ეტლსაც გადაუსწრო.
კარგა მანძილზე გაშორდა თავის კარ-მიდამოს, ქუჩაზე ავარ-
დნილი მტვერი ნელ-ნელა ეფინებოდა ძირს. ცხენების თქარათ-
ქური და ჩასაბერი საკრავების მუსიკა მიწყდა და მიჩუმდა, ბეღუ-
რები მოფრინავდნენ ნათიბი ყანებიდან, თეთრ მტვერში იგან-
გლებოდნენ და თვალებს აცეცებდნენ, რამე ხომ არ მორჩა იმ

188
მკითხველთა ლიგა

ალიაქოთსო. ქუჩა ცარიელი იყო, ჩამკვდარი და ცხელი, სადღაც


შორეთიდან კი დროგამოშვებით სუსტად და გზააბნეულად მობე-
რავდა სიხარულის ყიჟინა და საყვირის ხმები.
ამ დროს ტყიდან ერთი კაცი გამოვიდა, ფართოფარფლიანი
შლაპა თვალებზე ჩამოეფხატა და სრულიად აუჩქარებლად მარ-
ტო მისეირნობდა სოფლის გაუკაცრიელებულ ქუჩაზე. ტანმაღა-
ლი იყო და მტკიცე, მშვიდი ნაბიჯით მიდიოდა, იმ მოგზაურები-
ვით, რომელთაც ძალიან ბევრი უვლიათ ფეხით. ტანისამოსი რუ-
ხი და მოკრძალებული ეცვა, შლაპის ჩრდილიდან კი მისი თვა-
ლები დაკვირვებით და მშვიდად იმზირებოდნენ, როგორც თვა-
ლები ადამიანისა, რომელიც ამქვეყნად აღარაფერს ელტვის,
მაგრამ თითოეულ საგანს ყურადღებით ათვალიერებს და არა-
ფერი გამორჩება მხედველობიდან. იგი ყველაფერს ხედავდა, ხე-
დავდა უთვალავ, ერთმანეთში არეულ ეტლის ნაკვალევს, ხედავ-
და ცხენის ფლოქვების კვალს, რომელსაც მარცხენა უკანა ფეხი
ათრეული უნდა ჰქონოდა, ხედავდა შორს, მტვრის ბუღში გორაკ-
ზე წამომართულ პატარა, ლაპლაპასახურავებიან ქალაქ ფალ-
დუმს, ხედავდა ბაღჩაში ტანმორჩილ ქალს, დაფეთებული და შე-
ჭირვებული რომ აწყდებოდა აქეთ-იქით და ესმოდა, როგორ
ეძახდა იგი ვიღაცას, რომელიც არ აგონებდა. გზის პირას ლი-
თონის ბრჭყვიალი მოხვდა თვალში, დაიხარა და გაპრიალებუ-
ლი, მრგვალი თითბრის რგოლი აიღო, ცხენს რომ ჩამოვარ-
დნოდა საკისრულიდან. ჯიბეში ჩაიდო. ცოტა ხანში ქუჩაზე კუნე-
ლის ძველი ღობე დაინახა, რომელიც ორიოდე ნაბიჯზე ახალ-
შეკრეჭილი იყო და, ეტყობა, თავიდან სამუშაო გულმოდგინედ,
სუფთად და ხალისით შეესრულებინათ, მერე კი, ყოველ ნახევარ
ნაბიჯზე – სულ უფრო და უფრო უარესად; ხან მეტისმეტად და-
ბალზე იყო გასხეპილი, ხან კი აქა-იქ ულაზათოდ ამოჩრილიყ-
ვნენ ტოტები, რომელთა მოჭრაც დავიწყებოდათ. ცოტა მოშორე-
ბით უცნობმა დაინახა გზაზე დაგდებული თოჯინა, რომლის თავ-
ზეც ეტლის ბორბალს გადაევლო, და ჭვავის პურის ნატეხი, რო-
მელზედაც გამდნარი კარაქი ბზინავდა; და ბოლოს იპოვა ერთი

189
მკითხველთა ლიგა

მაგარი ტყავის ქისა, რომელშიც ნახევარი ტალერი იდო. თოჯინა


ქუჩის კიდეზე ლოდს მიაყუდა, პურის ნატეხი დაფშვნა და ბეღუ-
რებს დაუყარა, ნახევარტალერიანი ქისა კი ჯიბეში ჩაიდო.
ენით აუწერელი სიწყნარე გამეფებულიყო მიტოვებულ ქუჩა-
ზე, გაზონის კიდე ორივე მხარეს სქლად დამტვერილი და მზის-
გან დამწვარი იყო. იქვე გვერდით გლეხის ეზოში ქათმები დაბო-
რიალობდნენ, ახლომახლო კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, და
მზის გულზე კრიახობდნენ და კაკანებდნენ ოცნებაში წასულნი.
მოლურჯო კომბოსტოს ბაღჩაში ერთი მოხუცი ქალი დახრილი-
ყო და გამხმარ მიწას სარეველებისგან მარგლავდა. მგზავრმა
გასძახა, ქალაქამდე რა მანძილი დარჩაო, მაგრამ ქალი ყრუ
იყო და, როცა კაცმა უფრო ხმამაღლა დაუძახა, ერთი უმწეოდ
გამოხედა და ჭაღარა თავი გააქნია.
გზა რომ განაგრძო, ესმოდა, შიგადაშიგ ქალაქიდან მომავა-
ლი მუსიკა ხან რომ აგუგუნდებოდა და ხან მიჩუმდებოდა. მუსიკა
სულ უფრო და უფრო ხშირად და ხანგრძლივად, ბოლოს კი გაბ-
მულად ჟღერდა, როგორც შორეული ჩანჩქერის ხმა, მუსიკა და
კიდევ ჩოჩქოლი, ნიშნად იმისა, რომ იქ, გაღმა, ხალხი ბედ-
ნიერად ატარებდა დროს ერთად. ქუჩის გასწვრივ ნაკადული
მიედინებოდა, ფართოდ და დინჯად, შიგ იხვები დაცურავდნენ და
წყალქვეშ მომწვანო-მურა წყალმცენარეები ირხეოდნენ. ახლა
ქუჩა აღმა წავიდა, ნაკადულმა გვერდზე გაუხვია და ქვის ხიდის
ქვეშ გაძვრა. ხიდის ქვედა გალავანზე კაცი იჯდა, გაჩხინკული
თერძის აღნაგობა ჰქონდა, და თავჩაქინდრულს ეძინა; ქუდი გად-
მოვარდნოდა და მტვერში ეგდო, მის გვერდით კი პატარა, სასა-
ცილო ძაღლი დაყუნცულიყო და მას ყარაულობდა. უცნობს სურ-
და გაეღვიძებინა მძინარე, თორემ შეიძლებოდა ძილში ხიდის
მოაჯირზე გადავარდნილიყო. მაგრამ ჯერ ქვემოთ გადაიხედა და
დაინახა, რომ ხიდი დაბალი იყო, ხოლო მდინარე – წყალმარ-
ჩხი; ჰოდა, დაანება თერძს ასე ჯდომა და ძილი.
პატარა, ციცაბო აღმართი რომ აიარა, ქალაქ ფალდუმის კა-
რიბჭეც გამოჩნდა, ფართოდ გაღებული. ირგვლივ კაციშვილი არ

190
მკითხველთა ლიგა

ჩანდა. ქალაქში შეაბიჯა და უცბად მის ნაბიჯებს ხმამაღალი ექო


გამოეხმაურა მოკირწყლულ ქუჩაში, სადაც სახლების გასწვრივ
ორივე მხარეს ცარიელი, ცხენებგამოხსნილი ფორნები და ეტ-
ლები ჩამწკრივებულიყვნენ. სხვა ქუჩებიდან ხმაური და ჩოჩქოლი
ისმოდა, აქ კი ძეხორციელი არ ჭაჭანებდა, პატარა ქუჩა მთლად
ჩრდილში გაწოლილიყო, მხოლოდ ზედა ფანჯრები ირეკლავ-
დნენ ოქროსფერ დღეს. აქ მგზავრმა ცოტა შეისვენა, ერთ-ერთი
ფორნის ხელნაზე ჩამომჯდარმა. სანამ გზას განაგრძობდა, მეეტ-
ლის კოფოზე თითბრის რგოლი დადო, ქალაქგარეთ რომ იპო-
ვა.
კიდევ ერთ შუკას რომ გასცდა, მაშინვე ყაყანსა და ბაზრობის
ალიაქოთში ამოყო თავი. ასობით ფარდულში გამოეფინათ მყვი-
რალ მოვაჭრეებს თავიანთი საქონელი, ბავშვები მოვერცხლილ
საყვირებს აჟღერებდნენ, ყასბები ცინცხალი, სველი ძეხვების ას-
ხმულებს იღებდნენ მოთუხთუხე ქვაბებიდან; ერთი ექიმბაში შე-
მაღლებულ ფიცარნაგზე შემომდგარიყო, გამალებით აცეცებდა
თვალებს სქელი რქის სათვალიდან და დაფა გამოეკიდებინა,
რომელზედაც ადამიანის ყველანაირი სენი და უძლურება იყო
ჩამოწერილი. გვერდით ერთმა გრძელშავთმიანმა კაცმა ჩაუარა,
რომელსაც თოკზე გამობმული აქლემი მოჰყავდა. პირუტყვი თა-
ვისი წოწოლა კისრიდან მედიდურად ჩამოჰყურებდა ბრბოს და
გაპობილ ტუჩებს ცოხნა-ცოხნით აქანავებდა.
ტყიდან გამოსული კაცი ყურადღებით აკვირდებოდა ყველას,
არაფრად აგდებდა ხალხის ჯიკავ-ჯიკავს, აქ პლაკატს შეხედავდა,
იქ შაქარმოყრილ თაფლაკვერზე გამოყვანილ აფორიზმებსა და
დევიზებს კითხულობდა, მაგრამ დიდხანს არსად ჩერდებოდა და
ჩანდა, ჯერაც არ ეპოვა, რასაც ეძებდა. ასე ნელ-ნელა მიიწევდა
წინ და მიაღწია დიდ მთავარ მოედანს, სადაც კუთხეში ჩიტებით
მოვაჭრე მოკალათებულიყო. ერთხანს ყურს უგდებდა ხმებს, უამ-
რავი პატარ-პატარა გალიიდან რომ ისმოდა, და წყნარი საპასუ-
ხო სტვენით ეხმიანებოდა ჭვინტას, მწყერს, კანარის ჩიტს, ასპუ-
ჭაკს.

191
მკითხველთა ლიგა

უცებ მის სიახლოვეს თვალისმომჭრელად გაიბრჭყვიალა რა-


ღაცამ, თითქოს მზის ყველა სხივს ამ ერთ ადგილას მოეყარა
თავი. ახლოს რომ მივიდა, დაინახა, რომ ეს დიდი სარკე იყო,
სავაჭრო ფარდულში ჩამოკიდებული. ამ სარკის გვერდით სხვა
სარკეებიც ეკიდა, ათი, ასი და კიდევ მეტი, დიდები და პატარები,
ოთხკუთხა, მრგვალი თუ ოვალური, ჩამოსაკიდებელი თუ დასად-
გმელი, ასევე ხელის სარკე და პატარა, სიფრიფანა ჯიბის სარკე,
თან რომ შეგიძლია ატარო, საკუთარი სახე რომ არ დაგავიწ-
ყდეს. მოვაჭრე ბრჭყვიალა ხელის სარკით მზის სხივებს იჭერდა
და ციმციმა ათინათს თავის ფარდულზე აცეკვებდა; თან დაუღა-
ლავად გაჰყვიროდა: „სარკეები, ბატონებო, აქ სარკეები იყიდება!
საუკეთესო სარკეები, ყველაზე იაფი სარკეები ფალდუმში! სარ-
კეები, ქალბატონებო, დიდებული სარკეები! მხოლოდ ჩაიხედეთ,
ყველა ნაღდი, ყველა საუკეთესო ბროლია!“
სარკეების ფარდულთან შედგა უცნობი, თითქოს ეგ არის და
იპოვა, რასაც ეძებდაო. სარკეების დამთვალიერებელ ხალხში
სამი სოფლელი გოგონაც ერია. გვერდით ამოუდგა მათ და შეაც-
ქერდა. ქორფა, ჯანსაღი გლეხის გოგოები იყვნენ, არც ლამაზე-
ბი, არც უშნოები, სქელლანჩიანი ფეხსაცმელები და თეთრი წინ-
დები ეცვათ, ქერა, მზეზე ცოტა გახუნებული ნაწნავები და დაცე-
ცებული, ახალგაზრდული თვალები ჰქონდათ. თითოეულს თითო
სარკე აეღო ხელში, ოღონდ არცერთი არ იყო დიდი და ძვირად-
ღირებული, და სანამ ყოყმანობდნენ, ეყიდათ თუ არა და არჩევა-
ნის ნეტარი ტანჯვით ტკბებოდნენ, დროდადრო ყოველი მათგანი
ოცნებაში წასული ჩააცქერდებოდა სარკის ლაპლაპა სიღრმეს
და საკუთარ გამოსახულებას აკვირდებოდა – პირსა და თვა-
ლებს, ყელზე ჩამოკიდებულ პატარა სამკაულს, ჭორფლის ორი-
ოდ წინწკალს ცხვირზე, სწორად გადაყოფილ თმასა და ვარდის-
ფერ ყურს. ამ დროს ჩუმდებოდნენ და დინჯდებოდნენ; უცნობი,
რომელიც გოგოების ზურგს უკან იდგა, ხედავდა, როგორ იყურე-
ბოდნენ შუშის ზედაპირიდან მათი თვალებგაფართოებული და
გაბრწყინებული სახეები.

192
მკითხველთა ლიგა

„აჰ“, მოესმა ერთის ნათქვამი, „ნეტა მთლად ოქროსფერი


თმა მქონდეს, თანაც გრძელი, მუხლებამდე რომ მწვდებოდეს!“
მეორე გოგონამ, ამხანაგის სურვილი რომ მოისმინა, წყნა-
რად ამოიოხრა და უფრო დაჟინებით ჩააცქერდა სარკეს. მერე
ისიც გამოტყდა სახეშეფაკლული, რა იყო მისი სანუკვარი ოცნე-
ბა, და მორცხვად წარმოთქვა: „მე, სურვილის უფლება რომ
მქონდეს, ულამაზეს ხელებს ვინატრებდი, ქათქათა თეთრსა და
ნაზს, გრძელ, თხელთითებიანსა და ვარდისფერფრჩხილებიანს“.
ამ დროს თავის ხელს დააცქერდა, რომლითაც ოვალური სარკე
ეჭირა. ხელს უშნო არ ეთქმოდა, მაგრამ ცოტა მოკლე და ფარ-
თო იყო, მუშაობისგან გაუხეშებულ-გახეშეშებული.
მესამემ, რომელიც იმ სამიდან ყველაზე პატარა და ხალი-
სიანი იყო, გადაიკისკისა და მხიარულად შესძახა: „ურიგო სურვი-
ლი როდია. მაგრამ, რა არის, იცი, ხელებს არც ისე დიდი მნიშ-
ვნელობა აქვს. მე ყველაფერს ის მირჩევნია, დღეიდან მთელს
ფალდუმში ყველაზე უკეთესი და ყველაზე მკვირცხლი მოცეკვავე
ვიყო.“
უცბად გოგონა შეკრთა და შემოტრიალდა, რადგან სარკიდან
მისი გამოსახულების მიღმა უცნობი სახე უმზერდა შავი, მოელვა-
რე თვალებით. ეს იმ უცხო კაცის სახე იყო, უკან რომ ამოსდგო-
მოდა მათ და აქამდე არცერთს არ შეენიშნა. ახლა გაოცებულები
მიაჩერდნენ, როცა მან თავი დაუქნია და თქვა: „მაშ, თქვენ სამი
მშვენიერი სურვილი ჩაიფიქრეთ, ყმაწვილქალებო. ნამდვილად
გინდათ ის, რაც ისურვეთ?“
პატარა გოგომ სარკე გადადო და ხელები ზურგს უკან დამა-
ლა. უნდოდა კაცისთვის ეზღვევინებინა თავისი მცირე შეჩქვიფება
და მწარე სიტყვის თქმა დააპირა, მაგრამ სახეზე რომ შეხედა,
მის თვალებში იმდენი ძალა დაინახა, დაიბნა. „განა რა მნიშვნე-
ლობა აქვს თქვენთვის, მე რას ვისურვებ?“ ესღა თქვა და გაწით-
ლდა.
მაგრამ მეორე, დახვეწილი ხელები რომ ისურვა, ნდობით გა-
ნიმსჭვალა მაღალი კაცის მიმართ, რომლის ბუნებიდანაც რაღაც

193
მკითხველთა ლიგა

მამობრივი და ღირსეული გამოსჭვიოდა. გოგონამ უთხრა: „დიახ,


ნამდვილად გვინდა. აბა, უკეთესი რა უნდა ისურვო?“
სარკეებით მოვაჭრე მიუახლოვდათ, სხვებიც უსმენდნენ. უც-
ნობს შლაპის წინა ფარფლი აეკეცა და ნათელი, მაღალი შუბლი
და მბრძანებლური თვალები უჩანდა. ახლა სამივე გოგონას
გულთბილად დაუქნია თავი და ღიმილით შესძახა: „ნახეთ, ყვე-
ლაფერი მოგეცათ, რაც ინატრეთ!“
გოგონებმა ერთმანეთს ახედ-დახედეს, მერე სასწრაფოდ
სარკეებისკენ მიბრუნდნენ და სამივენი გაფითრდნენ გაოცებისა
და სიხარულისგან. ერთს სქელი ოქროსფერი კულულები გამოს-
ხმოდა და მუხლებამდე სცემდა, მეორე სარკის წინ ატრიალებდა
თავის ქათქათა, სიფრიფანა, მეფის ასულის საკადრის ხელებს,
მესამეს უეცრად წითელი ტყავის საცეკვაო ფეხსაცმელები ამოს-
ცმოდა და შველივით იდგა წვრილ კოჭებზე. გოგონებს ჯერაც
ვერ გაეაზრებინათ, რა მოხდა; მაგრამ დახვეწილი ხელების პატ-
რონს ნეტარების ცრემლები წასკდა, მხარზე ჩამოეყრდნო თავის
მეგობარს და ბედნიერებისგან გული ამოუჯდა გრძელ, ოქროს-
ფერ თმებში თავჩარგულს.
და ხმა გავარდა ფარდულის შემოგარენში ამ სასწაულის შე-
სახებ. ერთი ხელოსნის შეგირდი, რომელმაც ყველაფერი დაინა-
ხა, თვალებდაჭყეტილი იდგა და გაქვავებულივით მისჩერებოდა
უცნობს.
„არ გინდა, შენც ისურვო რამე?“ უცბად შეეკითხა უცნობი.
შეგირდი შეკრთა, მთლად დაიბნა და უმწეოდ მიმოიხედა, იქ-
ნებ რამე დავინახო, რასაც ვისურვებდიო. აგერ, ღორის ხორცით
მოვაჭრეს ფარდულის წინ მსხვილი, წითელი, ტკაცუნა ძეხვების
ვეებერთელა ასხმულა გამოეკიდებინა. შეგირდმა ხელი იქითკენ
გაიშვირა და ამოილუღლუღა: „ერთი ასეთი ასხმულა ტკაცუნა
ძეხვები რომ მომცა!“ ჰოდა, გავიხედოთ და, ის ასხმულა კისერზე
არ ჩამოეკონწიალა?! ყველა, ვინც ეს დაინახა, სიცილ-ხარხარსა
და შეძახილებს მოჰყვა, ყველა ცდილობდა ახლოს მისულიყო
და რაღაც ენატრათ. ჰქონდათ კიდეც სურვილის უფლება და რი-

194
მკითხველთა ლიგა

გით მომდევნო უფრო თამამი აღმოჩნდა, ახალი ტილოს საკვი-


რაო სამოსელი ისურვა; და სიტყვაც არ დაესრულებინა, რომ უკ-
ვე ისეთ დიდებულ, ახალთახალ სამოსელში გამოეწყო, ქალაქის
მერიც რომ არ დაიწუნებდა. მერე ერთი სოფლელი ქალი მოვი-
და, გამბედაობა მოიკრიბა და პირდაპირ ათი ტალერი ითხოვა,
ჰოდა კიდევაც ჩაუწკარუნდა ჯიბეში ტალერები.
ახლა კი დაინახა ხალხმა, რომ აქ ყოველგვარი ხუმრობის
გარეშე სასწაულები ხდებოდა და მაშინვე გავარდა ხმა ბაზრის
მოედანზე, მოედო ქალაქს და ხალხი ჯგროდ შემოერტყა სარ-
კეებით მოვაჭრის ფარდულს. ბევრი იცინოდა და მასხრობდა,
სხვები ვერ იჯერებდნენ და უნდობლობას იჩენდნენ. მაგრამ ზოგ-
ზოგი უკვე შეეპყრო სურვილის ცხელებას. ისინი თვალებანთე-
ბულნი და სახეშეხურებულნი მოიჩქაროდნენ, სიხარბითა და წუ-
ხილით დაღმეჭილნი, შიშობდნენ, წყარო მანამდე არ დაშრეტი-
ლიყო, სანამ ამოსახაპავად მისვლას მოასწრებდნენ. ბიჭები ნამ-
ცხვარს, მშვილდ-ისარს, ძაღლებს, თხილით სავსე ტომრებს, წიგ-
ნებსა და კეგლის ფიგურებს ნატრობდნენ; გოგონები ბედნიერნი
ტოვებდნენ იქაურობას, ახალთახალი კაბებით, ბაფთებით, ხელ-
თათმანებითა და ქოლგებით დასაჩუქრებულნი. ერთმა ათი წლის
ბიჭუნამ კი, ბებიას რომ გამოჰქცეოდა და მთლად გადაერია ბაზ-
რობის დიდებულებასა და ბრწყინვალებას, წკრიალა ხმით ცოც-
ხალი პატარა ცხენი ინატრა, ოღონდ შავი უნდა ყოფილიყო;
მყისვე მის ზურგს უკან შავმა კვიცმა დაიჭიხვინა და დანდობილად
გაუხახუნა თავი მხარზე.
ჯადოსნობით გაბრუებული ბრბო ერთმა ხნიერმა ბერბიჭამ
გაარღვია, ხელში სასეირნო ჯოხმომარჯვებულმა. აცახცახებული
წადგა წინ და მღელვარებისგან სიტყვა ძლივს ამოღერღა.
„მე მინდა“, თქვა ბლუკუნით, „მე მი-მინდა ორასი...“
უცნობმა გამომცდელად შეათვალიერა, ჯიბიდან ტყავის ქისა
ამოიღო და აღელვებულ კაცუნას თვალებთან მიუტანა.
„მოიცათ!“, უთხრა, „ეს ფულის ქისა თქვენ ხომ არ დაგიკარგავთ?
ნახევარი ტალერია შიგ.“

195
მკითხველთა ლიგა

„კი, მე დავკარგე“, წამოიძახა ბერბიჭამ, „ჩემია.“


„გინდათ დაგიბრუნოთ?“
„კი, კი, მოიტათ!“
ქისა დაიბრუნა და ასე გახარჯა თავისი სურვილი. ამას რომ
მიხვდა, გაცოფებულმა მოუქნია ჯოხი უცნობს, მაგრამ ვერ მოახ-
ვედრა და სარკე ჩამოაგდო მხოლოდ. მაშინვე მოვაჭრე დაადგა
თავს და ფული მოსთხოვა, ბერბიჭასაც მეტი რა გზა ჰქონდა, გა-
დაიხადა.
ერთი ჩასუქებული წადგა წინ და ისურვა, მაგრამ რა ისურვა:
ახალი სახურავი თავისი სახლისთვის! და კიდევაც შემოანათა სა-
ხურავმა ახალთახალი კრამიტითა და თეთრად შეფეთქილი საკ-
ვამურებით თავისი შუკიდან. ხელახლა აფორიაქდა ყველა, სურ-
ვილებმა იმატა და მალე ერთმა, არც კი მორიდებია, ისე, ერთობ
თავმდაბლურად ახალი ოთხსართულიანი სახლი ინება ბაზრის
მოედანთან, ჰოდა, სულ ცოტა ხანში საკუთარი ფანჯრის რაფას
გადმოყუდებული ადევნებდა თვალს ბაზრობას.
თუმცა, კაცმა რომ თქვას, ბაზრობა აღარც იყო, არამედ ქა-
ლაქში მთელი ცხოვრება, როგორც მდინარე სათავიდან, მხო-
ლოდ იმ ადგილიდან გამოედინებოდა, სადაც უცნობი იდგა სარ-
კეების ფარდულთან და სადაც სურვილების გამოთქმა შეიძლე-
ბოდა. ყოველ სურვილს გაოცების შეძახილები, შური ან სიცილ--
ხარხარი მოჰყვებოდა ხოლმე, და როცა ერთმა პატარა მშიერმა
ბიჭუნამ სხვა კი არაფერი, მხოლოდ ქლიავებით სავსე ქუდი
ისურვა, მეორემ, რომელმაც ნატვრისას ნაკლები თავმდაბლობა
გამოიჩინა, ის ქუდი ტალერებით შეუვსო. დიდი აღფრთოვანება
და ტაში დაიმსახურა ერთი მეწვრილმანის ჩასუქებულმა ცოლმა,
რომელმაც დიდი ჩიყვის მოშორება ისურვა. მაგრამ აქვე გამოჩ-
ნდა, რა შეუძლია ბრაზსა და ბოღმას. ამ ქალის ქმარმა, რომელ-
საც ცოლთან უთანხმოება ჰქონდა და ახალი ნაჩხუბარიც იყო
მასთან, თავისი ნატვრა, რომელსაც მისი გამდიდრება შეეძლო,
შეცვალა და ისურვა, გამქრალი ჩიყვი ისევ ძველ ადგილზე დაბ-
რუნებულიყო. მაგრამ მაგალითი უკვე მიცემული იყო და ქვეყნის

196
მკითხველთა ლიგა

ხეიბრები და სნეულები მოიყვანეს, და ბრბოს ხელახლა გა-


დაუარა აღფრთოვანების ტალღამ, როცა დაკუტებულნი აცეკ-
ვდნენ, ხოლო ბრმები ნეტარებით აღსავსე თვალებით სინათლეს
მიესალამნენ.
ახალგაზრდებს ამასობაში სულ შემოერბინათ იქაურობა და
ხმა გაევრცელებინათ დიდებული სასწაულის შესახებ. ჰყვებოდ-
ნენ ერთ ხნიერ, ერთგულ მზარეულ ქალზე, კერიასთან მდგარი
თავისი ბატონებისთვის ბატს რომ ბრაწავდა, როცა ფანჯრიდან
მის ყურსაც მისწვდა ეს ამბავი. ცდუნებას ვერ გაუძლო, გამოიქცა
და ბაზრობის მოედანს მიაშურა, რათა საჩქაროდ მთელი დღე
და მოსწრება სიმდიდრე და ბედნიერება ესურვა თავისთვის. მაგ-
რამ რაც უფრო წინ მიიწევდა ბრბოში, მით უფრო ქენჯნიდა სინ-
დისი. როცა მისი ჯერი დადგა და სურვილის უფლება მიიღო,
ყველაფერზე ხელი აიღო და ისღა ინატრა, ნეტა ბატი არ დაიწ-
ვებოდეს, სანამ უკან მივბრუნდებიო.
ალიაქოთს ბოლო არ უჩანდა. გადიები სახლებიდან გამორ-
ბოდნენ და ხელში აყვანილ ბალღებს მოათრევდნენ, ლოგინად
ჩავარდნილნი მეტი მონდომებისგან ღამის პერანგებით დარბოდ-
ნენ ქუჩებში. ერთი მთლად დაბნეული და სასოწარკვეთილი ტან-
მორჩილი ქალი სოფლიდან ჩამოწოწიალებულიყო და, როცა
სურვილების ამბავი გაიგო, სლუკუნით ითხოვა, ჩემი დაკარგული
შვილიშვილი მრთელი და უვნებელი მაპოვნინეთო. ჰოდა, ბიჭმაც
დაუყოვნებლივ მოაჭენა პატარა შავი ცხენი და სიცილით ჩაეხუტა
ქალს.
ბოლოს მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი და ყველანი გაბ-
რუებულივით იყვნენ. ხელიხელგაყრილნი მოსეირნობდნენ ნატ-
ვრაახდენილი შეყვარებული წყვილები, ღარიბი ოჯახები ეტლე-
ბით დაბრძანდებოდნენ და ჯერ კიდევ დილანდელი დაბებკილი
ძველი ტანისამოსი ეცვათ. ყველა, ვინც უკვე ნანობდა უაზრო
სურვილს, ან დანაღვლიანებული გასცლოდა იქაურობას, ან თავ-
დავიწყებამდე დასწაფებოდა ბაზრობის ძველისძველ ჭას, რომე-

197
მკითხველთა ლიგა

ლიც ვიღაც ჭკუამახვილს თავისი სურვილით საუკეთესო ღვინით


აევსო.
და ბოლოს, ქალაქ ფალდუმში ორად ორი ადამიანიღა დარ-
ჩენილიყო, რომელთაც არაფერი უწყოდნენ ამ სასწაულის შესა-
ხებ და არც არაფერი ესურვებინათ. ეს ორი ყმაწვილი იყო, ქა-
ლაქის შესასვლელთან მდებარე ერთი ძველი სახლის სხვენში
რომ შეყუჟულიყვნენ დახურულ ფანჯრებს მიღმა. ერთი მათგანი
ოთახის შუაგულში იდგა, ნიკაპქვეშ ვიოლინო ამოედო და თავდა-
ვიწყებით უკრავდა; მეორე კუთხეში ჩამომჯდარიყო, ხელები თავ-
ზე შემოეწყო და ერთიანად დანთქმულიყო მუსიკაში. პატარა
ფანჯრის მინებში უკვე ირიბად ანათებდა საღამოს მზე, მისი შუქი
მაგიდაზე მდგარ ყვავილების თაიგულში ღუოდა და კედლის
დაფლეთილ შპალერზე თამაშობდა. ოთახი მთლად სავსე იყო
თბილი სინათლითა და ვიოლინოს მგზნებარე ბგერებით, ვითარ-
ცა განძის შესანახი პატარა საიდუმლო საცავი – თვალმარგალი-
ტის ელვარებით. მევიოლინე დაკვრისას აქეთ-იქით ირწეოდა
თვალებმილულული. მსმენელი ჩუმად დასცქეროდა იატაკს და
ისე თვალგაშტერებული და გარემოს მოწყვეტილი იჯდა, ლამის
სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ ეტყობოდა.
უცებ ქუჩაბანდზე ხმამაღალი ნაბიჯები აბაკუნდა, სახლის კარი
ხელისკვრით გაიღო, ნაბიჯები მძიმედ და ბაგაბუგით ამოუყვა კი-
ბეს სხვენის ოთახამდე. ეს სახლის პატრონი იყო, მან კარი გა-
მოთხლიშა და ხმამაღლა გადაიხარხარა. ვიოლინოს ჰანგები
უეცრად მიწყდა და უტყვი მსმენელი მძაფრად და გამწარებით
შეხტა ჰაერში. მევიოლინეც მოიღუშა და გაბრაზდა, ხელი რომ
შეუშალეს და საყვედურით სავსე მზერა მიაპყრო მოხარხარეს.
მაგრამ სახლის პატრონს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია,
მთვრალივით იქნევდა ხელებს და ყვიროდა: „თქვე ბრიყვებო, აქ
ჩამომსხდარხართ და ვიოლინოს უკრავთ, გარეთ კი გაკეთდა
ქვეყანა. გამოფხიზლდით და გაქანდით, არ დაგაგვიანდეთ; ბაზ-
რის მოედანზე კაცი დგას, რომელიც ყველას თითო სურვილს უს-
რულებს. აღარ მოგიწევთ სხვენში ცხოვრება და ბინის ქირაზე

198
მკითხველთა ლიგა

დარდი. აბა, ადექით და გასწით, სანამ გვიან არ არის! დღეს მეც


მდიდარი კაცი გავხდი.“
სახტად დარჩენილი უსმენდა მევიოლინე, და, რაკი კაცმა
აღარ მოასვენა, ვიოლინო გადადო და ქუდი დაიხურა; მეგობარი
უჩუმრად მიჰყვა. როგორც კი სახლიდან გამოვიდნენ, მაშინვე შე-
ნიშნეს, რომ ნახევარი ქალაქი ძალზე უცნაურად გადასხვაფერე-
ბულიყო და დათრგუნვილნი და გაბრუებულნი გაუყვნენ ჩარიგე-
ბულ სახლებს, რომლებიც, ჯერ კიდევ გუშინ რუხი, დაბრეცილ--
დაგვაჯულნი, ახლა სასახლეებივით წამომართულიყვნენ
მორთულ-მოკაზმულნი. ქალაქის მკვიდრნი, რომელთაც ადრე
მათხოვრებად იცნობდნენ, ახლა ოთხცხენიანი ეტლებით დასე-
ირნობდნენ ანდა ამაყად გაბღენძილნი იყურებოდნენ ლამაზი
სახლების ფანჯრებიდან. ერთი ხმელ-ხმელი კაცი, თერძს რომ
ჰგავდა და პატარა გოშია დაჰყვებოდა, დაქანცული და ოფლად
გაღვრილი მიათრევდა დიდ, მძიმე ტომარას, ტომრის პატარა
ნახვრეტიდან კი ოქროს ფულები იბნეოდა ქვაფენილზე.
ორივე ყმაწვილი თითქოსდა თავისთავად აღმოჩნდა ბაზრის
მოედანზე, სარკეებიანი ფარდულის წინ. იქ იდგა უცნობი, რო-
მელმაც მათ უთხრა: „მგონი, სულაც არ გეჩქარებათ სურვილების
ასრულება. სწორედ ახლა ვაპირებდი წასვლას. მაშ, მითხარით,
რა გსურთ, ნუ მოგერიდებათ.“
მევიოლინემ თავი გადააქნია და თქვა: „ეჰ, ნეტა რას ამაფო-
რიაქეთ! მე არაფერი არ მჭირდება.“
„არა? გონს მოდი!“ შესძახა უცნობმა. „შეგიძლია ისურვო, რაც
კი აზრად მოგივა.“
მევიოლინემ ცოტა ხანს თვალები დახუჭა და დაფიქრდა. მე-
რე ჩუმად თქვა: „მე მინდა ვიოლინო, რომელსაც ისე დიდებუ-
ლად დავუკრავ, რომ ქვეყნიერების ხმაური ვეღარ მომწვდეს.“
ჰოდა, დახეთ, ხელში უკვე მშვენიერი ვიოლინო და ხემი ეჭი-
რა, მიიხუტა ვიოლინო და დაკვრას შეუდგა: ჰანგები ისე ტკბი-
ლად და მძლავრად აჟღერდნენ, ვითარცა სამოთხისეული გა-
ლობა. ვინც კი გაიგონებდა, გაჩერდებოდა, ყურს მიუგდებდა და

199
მკითხველთა ლიგა

თვალში ფიქრი ჩაუდგებოდა. მევიოლინე კი, რომელიც სულ უფ-


რო და უფრო მგზნებარედ და დიდებულად უკრავდა, უხილავმა
ძალამ ზევით აიტაცა და ჰაერში განამქრია, და შორეთიდანაც
აღწევდა მისი მუსიკა დაისისებრი ნაზი ელვარებით.
„შენ? შენ რას ისურვებ?“ ჰკითხა კაცმა მეორე ყმაწვილს.
„ეს მევიოლინეც ხომ წამართვით!“ შესძახა ბიჭმა. „მე ცხოვრე-
ბისგან არაფერი მინდა გარდა მოსმენისა და ცქერისა, მინდა
მხოლოდ იმაზე ვიფიქრო, რაც წარუვალია. ამიტომ მინდა მთა
ვიყო, ფალდუმის ქვეყნისოდენა, მწვერვალით კი ღრუბლებს
ვწვდებოდე.“
ამ დროს მიწა აგუგუნდა და ყველაფერი აყანყალდა; გაისმა
მინის წკარუნი და სარკეები ერთიმეორის მიყოლებით დაენარცხა
ქვაფენილს, ბაზრის მოედანმა ბარბაცით აიწია, როგორც საბანი
აიწევს ხოლმე, რომლის ქვეშაც ჩაძინებული კატა გაიღვიძებს და
ზურგს მაღლა აზნექს. ხალხს თავზარი დაეცა, ათასობით ადა-
მიანი ყვირილით გარბოდა ქალაქიდან მინდვრებში. ისინი კი,
ვინც ბაზრის მოედანზე დარჩა, ხედავდნენ, როგორ იზრდებოდა
ქალაქის უკან უზარმაზარი მთა დაისის ღრუბლებამდე, ქვემოთ
კი წყნარი ნაკადული თეთრ, მჩქეფარე წყაროდ გადაიქცა, აქაფე-
ბული ხტუნვა-ხტუნვით რომ ეშვებოდა მთის კალთებიდან ჭალა-
ში.
ერთ წამში მთელი ფალდუმი უზარმაზარ მთად იქცა, რომ-
ლის ძირშიც ქალაქი გაშლილიყო, შორიდან კი ზღვა მოჩანდა.
ოღონდ კაციშვილი არ დაშავებულა.
ერთმა მოხუცმა კაცმა, სარკეების ფარდულთან რომ იდგა და
ყველაფერი დაინახა, მეზობელს უთხრა: „ქვეყანა გამოსულელ-
და; კიდევ კარგი, დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დამრჩენია. მხო-
ლოდ მევიოლინე მენანება, კიდევ მოვუსმენდი სიამოვნებით.“
„მართალი ბრძანდებით“, მიუგო თანამოსაუბრემ. „მაგრამ ერ-
თი მითხარით, ის უცნობი სადღა წავიდა?“
მიმოიხედეს, უცნობი გამქრალიყო. ახალწამოჭიმულ მთას
რომ ახედეს, დაინახეს, როგორ მიუყვებოდა იგი აღმართს მოფ-

200
მკითხველთა ლიგა

რიალე მოსასხამით, წამით შეასწრეს თვალი გოლიათივით


ამართულს დაისის ცის ფონზე, სანამ კლდის ქიმის მიღმა გაუჩი-
ნარდებოდა.

201
მკითხველთა ლიგა

მთა

ყოველივე წარმავალია და ყოველივე ახალი ძველდება. იმ


ბაზრობის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა და მათგან, ვინც მაშინ
გამდიდრება ისურვა, ზოგ-ზოგიერთი უკვე დიდი ხანია კვლავ გა-
ღარიბებულიყო. ის გოგონა, გრძელი, ოქროსფერი კულულები
რომ ინატრა, რახანია დაოჯახებულიყო და შვილებიც გაეჩინა,
რომლებიც უკვე თავად სტუმრობდნენ ხოლმე ბაზრობას ყოველი
ზაფხულის მიწურულს. ფეხმარდი მოცეკვავე გოგონა კი ქალა-
ქელ ოსტატს გაჰყოლოდა ცოლად, კვლავაც ჩინებულად ცეკვავ-
და და ბევრ ახალგაზრდას არ უდებდა ტოლს, და რაოდენ დი-
დიც უნდა ყოფილიყო თანხა, მისმა ქმარმა რომ ისურვა მაშინ,
საქმეს ისეთი პირი უჩანდა, ეს ორი მხიარული ადამიანი სიცოც-
ხლეშივე გაფლანგავდა მას. მესამე გოგონა კი, ნატიფხელება, იმ
სამიდან ყველაზე ხშირად იხსენებდა სარკეებიან ფარდულთან
გაცნობილ კაცს. ეს გოგონა არც გათხოვილა და არც გამდიდრე-
ბულა, მაგრამ მშვენიერი ხელები კი შერჩა და ამ ხელების გამო
გლეხური სამუშაოს შესრულება აღარ უწევდა, მხოლოდ ბავშვებ-
ზე ეჭირა ხოლმე თვალი სოფელში, სადაც კი ამის საჭიროება
გაჩნდებოდა, და უყვებოდა ხოლმე მათ არაკებსა და ნამდვილ
ამბებს. სწორედ მისგან გაიგეს ბავშვებმა იმ საოცარი ბაზრობის
ამბავი, თუ როგორ გამდიდრდნენ ღარიბები და როგორ იქცა ქა-
ლაქი ფალდუმი მთიან ალაგად. როცა ამ ამბავს ჰყვებოდა, პირ-
ღიმილიანი დასცქეროდა თავის თხელ, მეფის ასულის საკადრის
ხელებს და ამ დროს ისეთი გულაჩვილებული და სიყვარულით
აღსავსე ჩანდა, იფიქრებდი, მაშინ სარკეებთან მასზე უფრო ჩახ-
ჩახა ბედნიერება არავის რგებია წილადო. არადა, სიღარიბეში
დარჩა და არც ქმარი ღირსებია ოდესმე, თავისი ლამაზი მოგო-
ნებები კი სხვისი ბავშვებისთვის უნდა მოეთხრო.
მაშინდელი ახალგაზრდები უკვე დაბერებულიყვნენ, მაშინდე-
ლი მოხუცები გარდაცვლილიყვნენ. უცვალებელი და უასაკო მთა
იყო მხოლოდ და როცა მის მწვერვალზე დადებული თოვლი

202
მკითხველთა ლიგა

თვალის მომჭრელად ბრჭყვინავდა ღრუბლებს ზემოთ, ის თით-


ქოს იღიმოდა და უხაროდა, რომ ადამიანი აღარ იყო და ადა-
მიანურ ჟამთასვლასთან აღარაფერი ესაქმებოდა. ქალაქისა და
ქვეყნის ზემოთ ნათობდნენ მთის კლდეები, მისი ვეებერთელა
ჩრდილი ყოველდღე გადაუვლიდა ქვეყანას, მისი ნაკადულები
და მდინარეები წელიწადის დროთა დადგომასა და მიწურვას ამ-
ცნობდნენ ქვემოთ, მთა ყველას საყუდელი და მამა გამხდარიყო.
ტყე იზრდებოდა მასზე და მდელოები მობიბინე ბალახებითა და
ყვავილებით იფარებოდნენ; წყაროები გადმოჩქეფდნენ მისგან,
ჰქონდა თოვლი და ყინული და ლოდები, ლოდებზე ფერადოვა-
ნი ხავსი იზრდებოდა, ხოლო ნაკადულებთან – კესანე. მთის
გულში გამოქვაბულები იყო, იქ წლითიწლობით ვერცხლის ძაფე-
ბივით ქვიდან ქვაზე წვეთავდა წყალი გაბმულ მუსიკად, და მისი
ნაპრალების საიდუმლო ოთახებში ათასწლოვანი მოთმინებით
იზრდებოდნენ კრისტალები. მთის მწვერვალზე ადამიანს არასო-
დეს დაედგა ფეხი. მაგრამ ზოგიერთები ირწმუნებოდნენ, იქ, სულ
ზემოთ, პატარა, მრგვალი ტბააო, რომელშიც მზის, მთვარის,
ღრუბლებისა და ვარსკვლავების მეტი არასოდეს არაფერი არეკ-
ლილაო. არც ადამიანს, არც ცხოველს არასოდეს ჩაუხედავს ამ
ფიალაში, რომელიც მთას ზეცისთვის გაუწვდია, რადგან ამსი-
მაღლეზე არწივებიც კი არ დაფრინავენო.
ფალდუმელები მხიარულად ცხოვრობდნენ ქალაქში და ახ-
ლომახლო ხეობებში; ბავშვებს ნათლავდნენ, აღებმიცემობასა და
მეურნეობას მისდევდნენ, ერთიმეორეს საფლავამდე მიაცილებ-
დნენ. და ყველაფერი, რაც მამა-პაპათაგან შვილიშვილებს გა-
დაეცემოდა და სიცოცხლეს აგრძელებდა, იყო ცოდნა და ოცნე-
ბები ამ მთაზე. მწყემსები და ჯიხვებზე მონადირენი, მთიბავები და
ყვავილთმძებნელნი, მეჯოგენი და მოგზაურნი ამრავლებდნენ ამ
საგანძურს, სიმღერების მთხზველნი და მთხრობელნი კი ავრცე-
ლებდნენ; მათ უწყოდნენ უსასრულო წკვარამი გამოქვაბულების,
ღრმა ნაპრალებში დაფარული მზედაუხედავი ჩანჩქერების, გა-
პობილი მყინვარების შესახებ, ისინი ეცნობოდნენ ზვავის ბილი-

203
მკითხველთა ლიგა

კებსა და კლდის ხვრეტილებს, და ამ ქვეყნის სითბო თუ სიცივე,


წყალი თუ მოსავალი, ამინდი თუ ქარები, ყველაფერი ამ მთის-
გან მოდიოდა.
უწინდელი დროება აღარავის ახსოვდა. ლამაზი თქმულება კი
შემორჩენილიყო საოცარი ბაზრობის შესახებ, რომელზედაც
ფალდუმში ყველა სულიერს შეეძლო ესურვა, რაც უნდოდა, მაგ-
რამ კაციშვილს არ სჯეროდა, რომ ეს მთაც ამ დღეს ამოიზარდა.
ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს მთა დასაბამიდან იდგა აქ
და უკუნისამდე ასე დარჩებოდა. მთა იყო სამშობლო, მთა ფალ-
დუმი იყო. მაგრამ სამი გოგონასა და მევიოლინის ამბავი ძალიან
უყვარდა ყველას და ყველა დროში მოიძებნებოდა სადმე ყმაწვი-
ლი, რომელიც ჩაკეტილ კარს მიღმა ვიოლინოს ჰანგებში იძირე-
ბოდა და ოცნებობდა, რომ ოდესმე თავის ულამაზეს სიმღერაში
ისე განზავდებოდა და განქარდებოდა, როგორც ის ზეცად წასუ-
ლი მევიოლინე.
ცხოვრობდა მთა ასე წყნარად თავისი დიდებულებით.
ყოველ-დღე ხედავდა, შორს მსოფლიო ოკეანიდან წითლად
როგორ ამოცურდებოდა მზე, გარს შემოუვლიდა მის მწვერვალს
აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ღამღამობით კი იმავე გზას
წყნარად გადიოდნენ ვარსკვლავები. ზამთარი ყოველ წელს
თოვლსა და ყინულში ხვევდა მთას და ყოველ წელს თავის
დროზე დაიძვრებოდნენ ზვავები და მათი თოვლის ნარჩენების
პირას თვალმახარა ზაფხულის ყვავილები იბადრებოდნენ ლურ-
ჯად და ყვითლად, ნაკადულები კალაპოტში ვეღარ ეტეოდნენ,
ტბები კი ლურჯად კამკამებდნენ სინათლეში. უხილავ ღრანტეებ-
ში ყრუდ გრუხუნებდნენ ჩაკარგული წყლები, პატარა მრგვალი
ტბა კი მთის წვერზე სქელი ყინულით დაფარულიყო და მთელი
წელი ელოდა გაგანია ზაფხულის იმ მოკლე ხანს, როცა თვალის
გახელას შეძლებდა და რამდენიმე დღე მზეს, ხოლო რამდენიმე
ღამე ვარსკვლავებს ესარკებოდა. ბნელ გამოქვაბულებში წყლე-
ბი ჩამდგარიყო და ქვებზე უსასრულოდ წკაპუნობდნენ წვეთები

204
მკითხველთა ლიგა

და საიდუმლო ღრუებში ათასწლოვანი კრისტალები რუდუნებით


ილტვოდნენ სრულქმნილებისკენ.
მთის ძირას, ქალაქზე ცოტათი მაღლა, ტაფობი გადაშლილი-
ყო, სადაც განიერი, კამკამა ნაკადული მიედინებოდა თხმელებსა
და ტირიფებს შორის. იქ შეყვარებული ახალგაზრდები დასეირ-
ნობდნენ და მთისგან და ხეებისგან წელიწადის დროთა საოცრე-
ბებს სწავლობდნენ. მეორე ტაფობზე კაცები ცხენებითა და იარა-
ღით ვარჯიშობდნენ, ხოლო ერთ ციცაბო, მაღალი კლდის შვე-
რილზე ყოველ წელს ზაფხულის ბუნიობა ღამეს კოცონი გიზგი-
ზებდა.
დრო მიექანებოდა, მთა კი სიყვარულის ტაფობსა და სას-
როლ მოედანს იცავდა, მეჯოგეებს, ტყისმჭრელებს, მონადირეებ-
სა და მეტივეებს სივრცეს სთავაზობდა; იძლეოდა ქვებს საშენად
და რკინას სადნობად; აუღელვებლად უცქერდა და ხელს არ უშ-
ლიდა ზაფხულის პირველი კოცონის გიზგიზს მწვერვალზე, ას-
ჯერ და ათასჯერ რომ მეორდებოდა. უცქერდა, ქვემოთ ქალაქი
როგორ იწვდიდა პატარა ბლაგვ მკლავებს და ძველი გალავნის
მიღმა იზრდებოდა; უყურებდა მონადირეებს, ხელთოფები რომ
მიეტოვებინათ და ცეცხლსასროლ იარაღზე გადასულიყვნენ.
საუკუნეები მისთვის წელიწადის დროებივით მიქროდნენ, წლები
კი – საათებივით.
მას არ ანაღვლებდა, რომ ერთხელაც ზაფხულის ბუნიობის
წითელი კოცონი კლდეზე აღარ აგიზგიზდა და იქიდან მოყოლე-
ბული დავიწყებასაც მიეცა. არ ედარდებოდა, რომ ხანგრძლივ
ჟამთასვლაში იარაღის სავარჯიშო ტაფობი გაუდაბურდა და სარ-
ბენ ბილიკს მრავალძარღვა და ნარშავი მოედო. მას არ შეუკავე-
ბია მეწყერი, რომელიც საუკუნეთა გრძელ წყებაში ერთხელ მოს-
წყდა და ფორმა უცვალა მას, ხოლო დაგორებულმა ლოდებმა
ნახევარი ქალაქი ფალდუმი ნანგრევებად ქცეული მოიყოლა
ქვეშ; არც კი ჩაუხედავს ქვემოთ და არ შეუმჩნევია, მიწასთან გას-
წორებული ქალაქი რომ აღარ აღუდგენიათ.

205
მკითხველთა ლიგა

არ ანაღვლებდა ეს ყველაფერი. მაგრამ ერთი სხვა რამ


დარდი შემოეპარა: ჟამნი მიქროდნენ და მთა ბერდებოდა. ძვე-
ლებური ხალისით აღარ უცქერდა მზის ამოსვლასა და ჩასვლას
და, როცა ვარსკვლავები მქრქალ მყინვარზე ირეკლებოდნენ,
იგი თავს მათს ტოლ-სწორად აღარ გრძნობდა. მზესა და ვარ-
სკვლავებს დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდათ მისთვის. ახლა
ის გამხდარიყო მისთვის მთავარი, რაც მის თავსა და მის შიგნით
ხდებოდა. გრძნობდა, ქვემოთ სიღრმეში, მის კლდეებსა და გა-
მოქვაბულებში უცხო ხელი რომ ირჯებოდა, გრძნობდა, როგორ
მყიფდებოდნენ მყარი ლოდები და ავდარში იტკეჩებოდნენ, ნაკა-
დულები და ჩანჩქერები სიღრმეში მიიწევდნენ. მყინვარები გაუჩი-
ნარებულიყვნენ და ტბები გაგანიერებულიყვნენ, ტყე ქვიან მინ-
დვრებად გადაქცეულიყო და მდელოები ჭანჭრობად; უსასრუ-
ლოდ შორს გაწოლილიყვნენ დაბლობზე გრძელი ენებივით მისი
მორენები და ფლატეები, ქვემოთ კი ქვეყანა უცნაურად გადასხვა-
ფერებულიყო, უცნაურად მოხრიოკებულიყო, უცნაურად გადაბუ-
გულიყო და ჩამკვდარიყო. მთა სულ უფრო მეტად იკეტებოდა სა-
კუთარ თავში. კარგად გრძნობდა, რომ მზესა და ვარსკვლავებ-
თან არაფერი ჰქონდა საერთო. ქარი და თოვლი, წყალი და ყი-
ნული იყვნენ მისიანები. მისი მსგავსი იყო ყველაფერი, რაც თით-
ქოსდა სამარადისოა, მაგრამ მაინც ნელ-ნელა ცვდება, ნელ--
ნელა იკარგება.
უფრო გამეტებით მიაქანებდა ჭალისკენ ნაკადულებს, უფრო
ბეჯითად აგორებდა ზვავებს დაღმართზე, უფრო გულმოდგინედ
უმარჯვებდა მზეს თავის ყვავილებით მოჩითულ მდელოებს. საქ-
მე იქამდე მივიდა, რომ ამ სიბერეში კვლავ გაიხსენა ადამიანები.
ოღონდ თავისნაირებად კი არ მიაჩნდა, უბრალოდ მოისაკლისა
ისინი, მიტოვებულად გრძნობდა თავს, გარდასულზე ფიქრი და-
იწყო. აგერ, ქალაქი აღარ არსებობდა, ჩაკვდა სიმღერა სიყვა-
რულის ჭალაში, გაქრა ქოხები საძოვრებზე. აღარ იყვნენ ადა-
მიანები. ისინიც წარსულს ჩაჰბარდნენ. სიჩუმემ დაისადგურა, სი-
ცოცხლე მინავლდა, იქაურობას ჩრდილი გადაეფარა.

206
მკითხველთა ლიგა

მთა იძრა, როდესაც იგრძნო, რა არის წარმავალობა; და


როცა იძრა, მწვერვალი გვერდზე გადაუქანდა და ჩამოშვავდა,
კლდის ნამტვრევები ჩამოუგორდნენ კალთებზე, ჩაიხრიგინეს
სიყვარულის ჭალა, რახანია ქვებით რომ ავსებულიყო, და ზღვა-
ში გადაცვივდნენ.
დიახ, დროება გამოიცვალა. რატომ იყო, რომ ახლა სულ
ადამიანები ახსენდებოდა და მათზე ფიქრობდა? განა მშვენიერი
არ იყო, ერთ დროს ზაფხულის კოცონები რომ გიზგიზებდნენ და
სიყვარულის ჭალაში წყვილ-წყვილად დაიარებოდნენ ახალგაზ-
რდები? ო, რა ტკბილად და თბილად გაისმოდა ხოლმე მათი
სიმღერა!
მხცოვანი მთა მთლად ჩაძირულიყო მოგონებებში, ვეღარც
ამჩნევდა, როგორ მიედინებოდნენ საუკუნეები, მის გამოქვაბუ-
ლებში აქა-იქ მშვიდი ხრიგინით როგორ ჩამოიმზღვლეოდა და
ჩაგორდებოდა რაღაც. ადამიანებზე ფიქრისას გარდასულ საუკუ-
ნეთა რაღაც ყრუ გამოძახილი ავსებდა ტკივილით, რაღაც გაუგე-
ბარი ლტოლვა და სიყვარული, რაღაც ბუნდოვანი, ფარფატა
სიზმარი, თითქოს ერთ დროს ისიც ადამიანი ანდა ადამიანთა
მსგავსი ყოფილიყოს, თითქოს ემღეროს და ნამღერი მოესმი-
ნოს, თითქოს წარმავლობაზე ფიქრს ოდესღაც ცხოვრების გა-
რიჟრაჟზე უკვე გაევლოს მისთვის გულში.
საუკუნეები მიედინებოდნენ. ჩამოშვავებული და მკაცრი
ქვიანი უდაბნოებით გარშემორტყმული მომაკვდავი მთა ვეღარ
ეხსნებოდა თავის სიზმრებს. როგორ იყო ეს ოდესღაც? ეს ერთი
ბგერა არ იყო განა, ერთი სათუთი ვერცხლის ძაფი, მას გარდა-
სულ სამყაროსთან რომ აკავშირებდა? ღამით წვალებით იქექე-
ბოდა ჩახავსებულ მოგონებებში, მოუსვენრად ეძებდა დაწყვე-
ტილ ძაფებს, გადავარდნამდე გადაყუდებულიყო წარსულის უფ-
სკრულში – განა ერთ დროს მასაც არ ათბობდა ერთობა, სიყვა-
რული? განა ერთ დროს იგი, მარტოხელა და დიდებული, თავის
მსგავსთა შორის არ იმყოფებოდა? – განა მასაც ოდესღაც, სულ
თავიდან, დედა არ უმღეროდა?

207
მკითხველთა ლიგა

ფიქრობდა და ფიქრობდა, მისი თვალები, ლურჯი ტბები, აიმ-


ღვრნენ და დამძიმდნენ, ჭაობებად და წუმპეებად გადაიქცნენ, ბა-
ლახიანი ბილიკები და ყვავილებით მოჩითული მდელოები ქვე-
ბით დაიფარა. ფიქრობდა და გონებამიუწვდომელი სიშორიდან
მუსიკის ხმიანობა მოესმა, ბგერების ფარფატი იგრძნო, სიმღერა,
ადამიანის ნამღერი, და გახსენების ტკივილიანმა სიამემ შეაძაგ-
ძაგა. ესმოდა ბგერები და ხედავდა ადამიანს, ახალგაზრდა ყმაწ-
ვილს, მთლად ბგერებით შებურვილი რომ ირწეოდა ჰაერში მზი-
ან ცაზე, და ასობით დამარხული მოგონება შეინჯღრა, მოსკდა
და აგორდა. ადამიანის სახეს ხედავდა, მუქთვალებიანს, თვალე-
ბი კი მხიარული პაჭუნით ეკითხებოდნენ: „არ გინდა სურვილი
ჩაიფიქრო?“
და მან ჩაიფიქრა სურვილი, ჩუმი სურვილი, და იმწამსვე გა-
თავისუფლდა ტანჯვისგან, შორეულ და გამქრალ საგნებზე ფიქ-
რი რომ აყენებდა და ყველაფერი ჩამოსცილდა, რაც კი მტკივ-
ნეული იყო მისთვის. მთა თავზე ჩამოექცა ქვეყანას და სადაც
ფალდუმი იყო, იქ უკიდეგანო ზღვა გადაიჭიმა, მონანავე ტალღე-
ბითა და შხუილით, მის ზემოთ კი მონაცვლეობით დაცურავდნენ
ხან მზე, ხან ვარსკვლავები.

1915

თარგმნა რუსუდან ბრეგაძემ

208
მკითხველთა ლიგა

მძიმე გზა

ვიდექი გაუბედავად ხეობის ყელთან, შავი კლდის ძირში, და


უკან ვიცქირებოდი.
მზის სხივები დასთამაშებდა მწვანეში ჩაფლულ თვალწარ-
მტაც სამყაროს; მობიბინე მინდვრები აყვავებულ მცენარეთა მო-
ყავისფრო ბურში გახვეულიყო. იქ კარგი იყო, ყველგან სითბო
და სიმყუდროვე სუფევდა, ხოლო უშფოთველი, სიმშვიდეში დავა-
ნებული სული იმ ხავერდოვანი ფუმფულა ბაზივით ზუზუნებდა,
მათრობელა სურნელით გაბრუებული თავს რომ დასტრიალებს
გაჩახჩახებულ მდელოს. გავგიჟდი ალბათ, თორემ ყოველივე
ამის დატოვება და მთაში გაქცევა რატომ უნდა მომეწადინებინა?
მეგზურმა მკლავზე მომადო ხელი. გაჭირვებით მოვწყვიტე
მზერა ულამაზეს ბუნებას, თითქოს თბილ აბაზანაში ჩაწოლილს
ვიღაცამ ადგომა მაიძულაო. გავხედე ვიწრო ხეობას, რომელშიც
მზის შუქი ვეღარ აღწევდა. კლდის ნაპრალიდან პატარა შავი ნა-
კადული მოჩუხჩუხებდა. მის პირებს ბღუჯა-ბღუჯა მოსდებოდა
გაყვითლებული ბალახი, ფსკერზე კი მთიდან ჩამონარეცხი ფე-
რადი, თუმცა ასევე გახუნებული და უსულო კენჭები მოჩანდა – იმ
სულიერთა ძვლებივით, ოდესღაც ცოცხლები რომ ერქვათ.
„ცოტა შევისვენოთ“, ვუთხარი მეგზურს.
მან თმობით გამიღიმა და ორივენი ჩამოვსხედით. გრილოდა,
ხეობის ყელიდან უხმოდ მოიწევდა ბნელი, ქვასავით ცივი ჰაერის
ნაკადი.
რა აუტანელია ეს გზა! რა ძნელია ამ პირქუშ ხეობაში შეს-
ვლა, გაყინული ნაკადულის გადალახვა, უკუნ სიბნელეში ვიწრო,
უფსკრულის პირას გაკვალული ბილიკით სიარული.
„ეს რა საზიზღარი გზა ყოფილა“, ვთქვი გაწბილებულმა.
ჩემში ჯერაც ბჟუტავდა ფრთხილი, უნდო იმედი, რომ კიდევ
მოხერხდებოდა უკან დაბრუნება, კიდევ შევძლებდი მეგზურის
დაყოლიებას და ამ ტანჯვის თავიდან აცილებას. რატომაც არა?
განა ის მხარე, საიდანაც მოვდიოდით, სილამაზით ათასგზის არ

209
მკითხველთა ლიგა

სჯობდა ამას? განა ცხოვრება, იქ რომ ჩქეფდა, უფრო სავსე,


თბილი და საამური არ იყო? და განა მე ადამიანი არ მერქვა, ის
ბავშვური, დღემოკლე არსება, რომელსაც დიახაც აქვს უფლება,
თუნდაც სულ მცირე ხნით გამოსცადოს ბედნიერება, ინებივროს
მზისგულზე, დატკბეს ლაჟვარდოვანი ცისა და ფერად-ფერადი
ყვავილების ცქერით?
არა, არსადაც არ მსურდა წასვლა. სულ არ მხიბლავდა გმი-
რისა და ტანჯულის როლი! მთელი ცხოვრება კმაყოფილი ვიქნე-
ბოდი, ოღონდ კი ახლა ბარსა და მზეში დარჩენა შემძლებოდა.
სიცივისგან შემაჟრჟოლა, აქ დიდხანს დაყოვნება აღარ შეიძ-
ლებოდა.
„გაიყინები“, მითხრა მეგზურმა, „ჯობია წავიდეთ.“
მერე წამოდგა, წამით წელში გაიმართა და ღიმილით შემომ-
ხედა. არც დაცინვა ჩანდა ამ ღიმილში, არც თანაგრძნობა, არც
სიმკაცრე, არც მოწყალება. არაფერი არ იყო მასში, გარდა გაგე-
ბისა, არაფერი, გარდა ცოდნისა. ეს ღიმილი თითქოს ამბობდა:
„ვიცი შენი ამბავი. ვიცი, რომ ახლა შიშს აუტანიხარ. არც ის დამ-
ვიწყებია, გუშინ და გუშინწინ მჯიღს როგორ იცემდი მკერდში. შე-
ნი სულის ყოველი რხევა, დამფრთხალი კურდღლის სასოწარ-
კვეთილ ცახცახს რომ წააგავს, მზის სხივებთან შენი ყოველი გა-
ლაციცება ჩემთვის ცნობილიც არის და ნაცნობიც – ჯერ კიდევ
მანამ ვხვდები ყველაფერს, სანამ ამას დააპირებდე.“
აი, ასეთი ღიმილით შემომხედა მეგზურმა, რის შემდეგაც
პირველი ნაბიჯი გადადგა კლდეებშუა მოქცეული ვიწრო ხეობის-
კენ, და მე ის მძულდა და მიყვარდა, როგორც სიკვდილმისჯილს
ერთდროულად სძულს და უყვარს მის თავზე აღმართული ნაჯა-
ხი. მაგრამ, რაც ყველაზე მეტად მძულდა და მეზიზღებოდა, მისი
სიბრძნე იყო, წინამძღოლობის უნარი და სიცივე; და ისიც, რომ
მისთვის უცხო იყო სისუსტეები, ზოგჯერ ასე მომხიბვლელი რომ
არის. ეს ყველაფერი მძულდა ჩემს თავშიც, ყველაფერი, რაც მი-
სი ნაბიჯის სისწორეს ადასტურებდა, რაც მის საქციელს ამარ-
თლებდა, რაც მას ჰგავდა და რაც მზად იყო, მას გაჰყოლოდა.

210
მკითხველთა ლიგა

მან უკვე რამდენიმე ნაბიჯით გამასწრო, ქვიდან ქვაზე ხტომით


გადალახა შავი ნაკადული და საცა იყო, პირველ კლდესაც
მიეფარებოდა.
„გაჩერდი!“ ისე შეშინებულმა შევყვირე, რომ იქვე თავში გამი-
ელვა: სიზმარში რომ ვიყო, ეს ჩემი შეძრწუნება უთუოდ
გამომაფხიზლებდა-მეთქი. „გაჩერდი“, დავიძახე ისევ, „არ შემიძ-
ლია, ჯერ მზად არა ვარ.“
მეგზური გაჩერდა და უსიტყვოდ გამომხედა – უსაყვედუროდ,
მაგრამ იმ თავისი საზარელი მიხვედრილობით, იმ ძნელად ასა-
ტანი სიბრძნით, წინასწარვე ყველაფრის განჭვრეტის უნარით.
„ხომ არ დავბრუნდეთ?“ მკითხა მან. სიტყვა ჯერ დამთავრებუ-
ლიც არ ჰქონდა, უკვე ვიცოდი, შინაგანი წინააღმდეგობის მიუხე-
დავად, მაინც „არას“ ვეტყოდი, არც მექნებოდა სხვა გზა, „არას“
თქმის გარდა. არადა, რაც კი ჩემში ძველი და ჩვეული, საყვარე-
ლი და ნაცნობი იყო, ერთიანად ყველაფერი მევედრებოდა:
თქვი „ჰო“, თქვი „ჰო“. და ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს
მთელი სამყარო და სამშობლო ჩემთვის ვიღაცას რკინის ბურთი-
ვით გამოება ფეხებზე.
მინდოდა „ჰო“ დამეძახა, მაგრამ დაბეჯითებით ვიცოდი, რომ
ვერ შევძლებდი.
მეგზურმა ხელი უკან, დაბლობისკენ გაიშვირა. მეც კიდევ ერ-
თხელ გავხედე ესოდენ ძვირფას არემარეს, მაგრამ, რაც ახლა
დავინახე, იმაზე მტკივნეულს ვერაფერს წარმოვიდგენდი: ჩემი
საყვარელი ბარი და ვაკე თეთრი, ძალაგამოცლილი მზის
მქრქალსა და ულაზათო შუქში გახვეულიყო, ჭახჭახა ფერები ერ-
თმანეთს აღარ უხდებოდა, კუპრივით შავ ჩრდილებს მთლად
დაჰკარგვოდათ იდუმალება; იქაურობისთვის თითქოს გული ამო-
ეგლიჯათ, მომხიბვლელობა და სურნელი წაერთმიათ – ყველა-
ფერს ის გემო და სუნი ჰქონდა, რაც ჩემთვის გულისრევამდე
ნაცნობი იყო და რაც უკვე დიდი ხანია მომბეზრდა. ო, რა კარ-
გად ვიცნობდი და თან როგორ მაშინებდა, როგორ მძულდა მეგ-
ზურის საზარელი თვისება, ჩემს თვალში გაეუფასურებინა ყოვე-

211
მკითხველთა ლიგა

ლივე, რასაც ვეტრფოდი და სიამოვნებას მანიჭებდა, მისი უნარი,


ამ ყველაფრისთვის სული და გული ამოერთმია, გაეყალბებინა
ყოველგვარი სურნელი და ჩუმად მოეწამლა ფერები! ეჰ, კარგად
ვიცოდი, ეს როგორც ხდებოდა: გუშინდელი ღვინო დღეს უკვე
ძმარია, ძმარი კი ღვინოდ ვეღარასოდეს იქცევა. ვეღარასოდეს.
ხმის ამოუღებლად, დადარდიანებული გავყევი მეგზურს. ის
ხომ მართალი იყო, როგორც ყოველთვის. იმისთვისაც მადლო-
ბელი ვიყავი, რომ არსად გამირბოდა და აღარ ცდილობდა,
თვალს მიჰფარებოდა – ადრე ხომ არაერთხელ მომხდარა, რომ
სწორედ მაშინ გამქრალა და მარტო დავუტოვებივარ, როცა
რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო – მივუტო-
ვებივარ ჩემს გულში ჩაბუდებულ იმ უცხო ხმასთან ერთად, რო-
მელ ხმადაც თვითონ გადაიქცეოდა ხოლმე.
კრინტს არ ვძრავდი, ჩემი გული კი გამალებული იმეორებდა:
„შენ დარჩი, მე ხომ მივყვები!“
ნაკადულში ჩაყრილი ქვები აუტანლად სრიალა გამოდგა.
მღლიდა და თავბრუს მხვევდა ასე, ერთი სველი ქვიდან მეორეზე
ხტუნვა-ხტუნვით სიარული, თან თითქოს ყოველი ქვა ლამობდა,
როგორმე თავი დაეძვრინა და გასხლტომოდა ჩემი ფეხსაცმლის
ლანჩას. თანაც ნაკადულის გასწვრივ გაკვალული ეს ბილიკი
უცებ მკვეთრად წავიდა მაღლა, შავი კლდეების კედლები შესაზა-
რად გაიბერა და ერთმანეთს მიუახლოვდა, ხოლო მათს ყოველ
ნაპრალს ერთი მზაკვრული განზრახვა ამოძრავებდა: როგორმე
ჩვენთვის უკან დასაბრუნებელი გზა მოეჭრა. ხორკლიან, მოყვი-
თალო კლდეებს წყლის ლორწოვანი გარსი გადაჰკვროდა. თავს
ცა აღარ გვეხურა, აღარც ღრუბელი ჩანდა, აღარც კაბადონი.
მივდიოდი და მივდიოდი, მივყვებოდი მეგზურს და დროდად-
რო შიშისა და ზიზღისგან თვალს ვხუჭავდი. უცებ გზად შავი ყვა-
ვილი შემომხვდა, ხავერდოვანი და ნაღვლიანი. ლამაზი იყო და
უნდოდა, რაღაც გაეზიარებინა ჩემთვის, მაგრამ მეგზურმა ნაბიჯს
აუჩქარა და მე მივხვდი: წამითაც რომ შევყოვნებულიყავი, თუნ-
დაც კიდევ ერთხელ რომ ჩამეხედა იმ ნაღვლიან ხავერდოვან

212
მკითხველთა ლიგა

თვალებში, ჩემი დარდი და უიმედო კაეშანი მართლაც აუტანელი


გახდებოდა, ხოლო ჩემი სული ვეღარასოდეს დააღწევდა თავს
უაზრობისა და სიგიჟის ამ დამცინავ სამფლობელოს.
გალუმპულმა და ერთიანად ამოთითხნილმა, ხოხვა განვაგ-
რძე და, როცა სველი კედლები ჩვენს თავებს ზემოთ შეერთდა,
მეგზურმა ნუგეშის ნაცნობი სიმღერა დაამღერა. ნაბიჯს ააყოლა
თავისი წკრიალა, მკვეთრი, ჭაბუკური ხმა და ფეხის ყოველ გა-
დადგმაზე მღეროდა: „მინდა, მინდა, მინდა!“ მშვენივრად ვიცო-
დი, რომ ამით ჩემი გამხნევება და წახალისება უნდოდა, ცდი-
ლობდა, ჩემთვის შეემსუბუქებინა ამ ჯოჯოხეთური გასეირნების
სასტიკი სიმძიმე და უნუგეშობა. ვიცოდი, იმასაც ელოდა, რომ
ხმას ავაყოლებდი მის სიმღერას. მაგრამ ეს მე არ მსურდა, არ
მინდოდა, თავი გამარჯვებულად ეგრძნო. განა სიმღერის თავი
მქონდა? და განა ის ადამიანი, ის უბრალო ბიჭი არ ვიყავი, რო-
მელსაც მისდა უნებურად ისეთ რამეებს აკეთებინებენ, ღმერთიც
რომ ვერ მოსთხოვდა? რატომ არ უნდა ჰქონოდა უფლება ყო-
ველ მიხაკსა თუ ყოველ კესანეს იმ ნაკადულის პირას დარჩენი-
ლიყო, სადაც გაიზარდა, იქვე აყვავებულიყო და დამჭკნარიყო,
როგორც მის სახეობას შეეფერება?
„მინდა, მინდა, მინდა“, განაგრძობდა მეგზური სიმღერას. ნე-
ტავ უკან დაბრუნება შემძლებოდა! მაგრამ ამასობაში, მეგზურის
ფასდაუდებელი დახმარებით, უკვე კარგა ხნის გადალახული
მქონდა ციცაბო კედლები და ღრმა უფსკრულები, რომელთა შემ-
დგომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობდა. მახრჩობდა
ყელში მომდგარი ბურთი, მაგრამ ატირება არ შეიძლებოდა, ტი-
რილის უფლება არ მქონდა. რაღა დამრჩენოდა: ავყევი მეგზუ-
რის სიმღერას, თამამად და რიხით ავუწყვე ტაქტი და ბგერა,
ოღონდ მისი სიტყვების ნაცვლად სხვა სიტყვებს ვმღეროდი: „უნ-
და შევძლო, უნდა შევძლო, უნდა შევძლო!“ ეგაა, რომ აღმართში
სიარულისას სიმღერა ძნელი გამოდგა, მალე სუნთქვა შემეკრა,
ხველება ამიტყდა და იძულებული შევიქენი, გავჩუმებულიყავი. ის
კი კვლავაც დაუღალავად განაგრძობდა: „მინდა, მინდა, მინდა.“

213
მკითხველთა ლიგა

კიდევ ცოტა ხანი რომ გავიდა, მეც ამიყოლია და თავისი სიტყვე-


ბით ამამღერა. ახლა აღმასვლა უფრო გამიადვილდა. აღმართში
სიარულს ვინმე კი აღარ მაიძულებდა, არამედ ეს უკვე თავად
მსურდა, და სიმღერისგან დაღლასაც ვეღარ ვგრძნობდი.
სული გამინათდა და, რა წამსაც სული გამინათდა, სრიალა
კლდემაც უკან დაიხია, გაშრა, კეთილი გახდა და უკვე თვითონაც
ეხმარებოდა ჩემს დაცურებულ ფეხს; ჩვენს თავზე სულ უფრო მე-
ტად იკვეთებოდა ლურჯი ცა, თავიდან როგორც პატარა, ქვის ნა-
პირებს შორის მოჩუხჩუხე ლურჯი ნაკადული, ხოლო შემდეგ –
როგორც მომცრო ლურჯი ტბა, რომელიც თანდათან გაიზარდა
და გაფართოვდა.
მე ვცდილობდი, მთელი ძალით, მთელი გულით მომენდომე-
ბინა, ხოლო ცის ტბა იზრდებოდა და იზრდებოდა. გზაც უფრო
იოლად სავალი ხდებოდა. დროდადრო იმასაც კი ვახერხებდი,
რომ კარგა მოზრდილ მანძილს მსუბუქად და დაუჩივლელად
მეგზურის მხარდამხარ ვფარავდი. და მოულოდნელად ჩვენ წინ
აღიმართა მწვერვალი, რომლის ციცაბო კალთები მზის ჩახჩახა
შუქზე ბრწყინავდა.
ვიწრო ნაპრალიდან რომ გამოვძვერით, მწვერვალამდე
თითქმის აღარაფერი რჩებოდა. მზის სინათლეს ვერ გავუძელი
და თვალები დავხუჭე, მერე კი, როცა ისევ გავახილე, შიშისგან
ფეხები ამიკანკალდა: წელში გამართული, უსაყრდენოდ ვიდექი
ციცაბო კლდის თხემზე, ირგვლივ უსასრულო ცა და ლურჯი, უძი-
რო უფსკრული მოჩანდა. იქვე, ჩვენ წინაშე, ვიწრო კიბესავით
აღმართულიყო წვეტიანი მწვერვალი. სამაგიეროდ ისევ ვხედავ-
დით ცასა და მზეს და ამიტომ ბოლო ციცაბო აღმართსაც თამა-
მად შევუდექით, ნაბიჯ-ნაბიჯ, პირმოკუმულნი და შუბლშეჭმუხნილ-
ნი. მალე უკვე ზემოთ, ვიწრო და გავარვარებულ ქვაზე ვიდექით
და ვცდილობდით, ღრმად ჩაგვესუნთქა გაიშვიათებული ჰაერი.
უცნაური მთა და უცნაური მწვერვალი იყო! მწვერვალზე,
რომლის მისაღწევადაც უსასრულო შიშველი კლდეების გადა-
ლახვა მოგვიხდა, აი, ამ მწვერვალზე, პირდაპირ ქვიდან ამოზ-

214
მკითხველთა ლიგა

რდილიყო ხე, პატარა, ტანმორჩილი ხე მოკლე-მოკლე, ღო-


ნიერი ტოტებით. იდგა ასე, ეული და უცნაურად ახირებული,
კლდეში მკვიდრად გაედგა ფესვები, ხოლო ტოტებშუა ცივი
ლურჯი ცა უკრთოდა. ხის კენწეროზე შავი ფრინველი შემომჯდა-
რიყო და პირქუშ სიმღერას მღეროდა.
უსასრულოდ მაღლა მყოფს, წამით სული რომ მოვითქვი,
ასეთი რამ მეზმანა: მზე აცხუნებდა, კლდე ვარვარებდა, ირგვლივ
თითქოს ყველაფერი გაქვავებულიყო, ფრინველი პირქუშად მღე-
როდა და იმ თავის პირქუშ სიმღერაში სულ ერთსა და იმავეს
იმეორებდა: მარადისობა, მარადისობა! ამას მღეროდა შავი
ფრინველი და არ გვაცილებდა შიშველსა და მკვრივ თვალს, შა-
ვი ბროლის ბურთულას რომ მოგაგონებდათ. ძნელი ასატანი
მეჩვენა მისი მზერა, ძნელი გასაძლები – მისი სიმღერა, მაგრამ
ყველაზე შემზარავი მაინც იმ ადგილის სიმარტოვე და სიცა-
რიელე იყო, ცის კაბადონის თავბრუდამხვევი, უკაცრიელი სიშო-
რე. სიკვდილი წარმოუდგენელ ნეტარებად ჩანდა, აქ დარჩენა –
ენით გამოუთქმელ ტანჯვად. რაღაც უნდა მომხდარიყო, ახლავე,
ამავ წუთს, თორემ, შეძრწუნებულთ, გაქვავება არ აგვცდებოდა
არც ჩვენ და არც ჩვენ გარშემო არსებულ სამყაროს. მთელი არ-
სებით ვგრძნობდი, როგორ მაწვებოდა რაღაც, როგორ მიხუთავ-
და სულს ჭექა-ქუხილის მომასწავებელი ქარივით. ვგრძნობდი, ის
რაღაც ციებ-ცხელებასავით როგორ მოედო ჩემს სულსა და სხე-
ულს. მემუქრებოდა, მიახლოვდებოდა, უკვე ჩემ გვერდით იყო.
...ფრინველი მკვეთრად მოსწყდა ტოტს და უსასრულობაში
გადაეშვა.
ჩემმა მეგზურმაც აღარ დააყოვნა, ერთი ნახტომით გადაეშვა
სილაჟვარდეში, შეერწყა მოლიცლიცე ცას და გაფრინდა.
უმაღლეს წერტილს მიაღწია განგების ტალღამ, ამომგლიჯა
და თან გაიყოლა ჩემი გული, მერე კი უხმოდ დაიშალა.
და აი, უკვე მეც ვეშვებოდი სადღაც, მეც გადავხტი და გავ-
ფრინდი; ცივმა ქარმა შემომიჭირა არტახები. ნეტარებით აღვსი-

215
მკითხველთა ლიგა

ლი, ვნებით ვიტანჯებოდი, ვცახცახებდი და თავქვე მივექანებოდი


უსასრულობაში, დედის მკერდისკენ.

1916

თარგმნა დავით კაკაბაძემ

216
მკითხველთა ლიგა

ირისი

თავისი ბავშვობის გაზაფხულზე ანსელმი დედის ამწვანებულ


წალკოტში დარბოდა და ყვავილებს შორის განსაკუთრებით
ერთი ყვავილი უყვარდა; ეს ყვავილი ზამბახი იყო. ბიჭი ლოყას
მიადებდა ხოლმე მის გრძელ, ბაცმწვანე ფოთლებს, თითებს
აჭერდა წამახულ წვეროებზე, შეისუნთქავდა ამ დიდი, საოცარი
ყვავილის სურნელს, მერე კი დიდხანს ჩასცქეროდა მის შუაგულს,
სადაც მოცისფრო ყვავილის ფსკერიდან თავი ამოეყო ყვითელი
თითების მთელ ჯარს, მათ შორის კი გადიოდა კაშკაშა გზა,
რომელიც ქვემოთ, ყვავილის ჯამში, მისი ლურჯი საიდუმლოსკენ
მიემართებოდა. ბიჭს ეს ყვავილი ძალიან უყვარდა და დიდხანს
ჩაჰყურებდა მის შუაგულს, აკვირდებოდა ყვითელ, ნატიფ
მორჩებს, ხან სამეფო ბაღში აღმართულ ოქროს მესერს რომ
მოგაგონებდათ, ხანაც სიზმრისეული ხეების ორად ჩამ-
წკრივებულ რიგებს, რომლებსაც ნიავი არხევდა. მათ შორის კი
გადიოდა მაცოცხლებელი, გამჭვირვალე და ნათელი იდუ-
მალებით მოცული, დაძარღვული გზა. იქ, ამაყად აღმართულ
თაღს მიღმა, ოქროსფერ ხეებს შორის, უძირო, ღრმა უფ-
სკრულში, ბილიკი ჩაკარგულიყო, რომელსაც ზემოდან იისფერი
თაღი გადაჰფარებოდა და ჯადოსნურ სიფრიფანა ჩრდილებს
ჰფენდა ამ მშვიდ მოლოდინში გარინდებულ სასწაულს. ან-
სელმმა იცოდა, რომ ეს ყვავილის ბაგეები იყო, ხოლო დი-
დებულ მორჩებს უკან, ლურჯ უფსკრულში, მის გულსა და
ფიქრებს დაევანებინათ. ამ მშვენიერი, გამჭვირვალედ დაძარ-
ღვული, ნათელი გზის თავზე მიმოიქცეოდა მისი სუნთქვა და ოც-
ნებები.
დიდი ყვავილის გვერდით თავი ამოეყოთ ჯერ კიდევ გაუშ-
ლელ, პატარ-პატარა ყვავილებს. წვნიან ღეროებზე შემომჯდარი
პაწია ჯამის მომწვანო-მოყავისფრო კანიდან მშვიდად და ამაყად
ამომართულიყო მწვანე და იისფერ სამოსელში მჭიდროდ გახ-
ვეული ქორფა კოკორი, ზემოთ კი იმზირებოდა მჭიდრო, ნაზი

217
მკითხველთა ლიგა

გრაგნილის იისფერი წვეროკინა. ამ დაგრაგნილი ყვავილების


უხვად დაძარღვულ, ნაზ ფურცლებზე ახლა უკვე უამრავი ნახჭი
იკვეთებოდა.
დილაობით, როდესაც შინიდან გამოსული ანსელმი თავს აღ-
წევდა ძილის, სიზმრისა თუ სხვა უცხო სამყაროს და კვლავ
წალკოტში ბრუნდებოდა, აქ მას ეს წალკოტი ერთგულად, თუმცა
ყოველ ჯერზე სახეცვლილი ელოდა. იმ ადგილას, სადაც გუშინ
მწვანე საფრიდან მკვრივი კოკრის ლურჯი წვეროკინა იმზი-
რებოდა, ახლა ახალი, სიფრიფანა, ჰაეროვანი ლურჯი ფო-
თოლი გადმოკიდებულიყო, გადმოგდებულ ენას თუ დაბურცულ
ტუჩს რომ ჰგავდა. იგი ხელის ცეცებით ეძებდა თავის ფორმას და
თაღს, რომელიც რახანია ოცნებად გადაჰქცეოდა. სულ ქვემოთ,
სადაც ყვავილის ფურცელს თავის საფართან ჯერ კიდევ ჩუმი
ბრძოლა ჰქონდა გამართული, უკვე გუმანით იგრძნობდა კაცი
ნაზი ყვითელი მორჩების, სხივმოსილი, ნათელი გზისა და სულის
უფსკრულის მზაობას. ვინ იცის, შესაძლოა იგი შუადღისას ან სა-
ღამოს უკვე გაშლილიყო, ლურჯი აბრეშუმის კარავი თაღივით
გადაეფარებინა ოქროსფერი, საოცნებო ტყის თავზე და მისი
პირველი ოცნებები, ფიქრები თუ სიმღერები მშვიდი ფშვინვით
ამომართულიყო ამ ჯადოსნური უფსკრულიდან.
მერე ის დღეც დადგა, როცა უამრავი ლურჯი მაჩიტა გამოჩ-
ნდა ბალახში. დიახ, მოვიდა ის დღე, ბაღი ახლებურად რომ ახ-
მიანდა და ახალმა სურნელმა დაისადგურა; და მაშინ მზის სხივე-
ბით განჭოლილ ფოთლებს შორის ნაზად გადმოეკიდა პირველი
ჩაის ვარდი. ერთ დღეს კი ზამბახები გაქრა. ისინი გაუჩინარებუ-
ლიყვნენ და გამქრალიყო სურნელოვანი საიდუმლოსკენ მიმავა-
ლი, ოქროსმესრიანი, ნაზი ბილიკიც; უცხოდ იმზირებოდნენ ყვა-
ვილის გარინდებული, წამახული, ცივი ფურცლები. კენკრა ჯერ
ისევ წითლად მწიფდა ბუჩქებში, ვარსკვლავა ყვავილებს ლაღად,
თამაშ-თამაშით დაჰფარფატებდნენ თავს უცნაური, ჯერარნახული
ფარვანები, ჟღალი სადაფისზურგიანი, მჭვირვალეფრთიანი პეპ-
ლები.

218
მკითხველთა ლიგა

ანსელმი ელაპარაკებოდა ფარვანებსა და კენჭებს, მეგობრე-


ბად გაეხადა ხოჭო და ხვლიკი; ჩიტები ამბებს უყვებოდნენ, გვიმ-
რები კი საკუთარი ფოთლების უზარმაზარ თაღქვეშ გადამალულ
თესლს ამზეურებდნენ მის თვალწინ. მინის მწვანე, ბროლისებრი
ნამსხვრევები მისთვის მზის სხივებს ატყვევებდნენ და სასახ-
ლეებად, წალკოტებად თუ კაშკაშა განძად გარდაისახებოდნენ.
შროშანები რომ უჩინარდებოდნენ, დედოფლის ყვავილები იწ-
ყებდნენ ყვავილობას; ჩაის ვარდი დაჭკნებოდა თუ არა, მაყვალი
იწყებდა მწიფობას. ასე და ამრიგად, აქ ყველაფერი იცვლიდა
თავის ადგილს, ყველაფერი ერთდროულად მყოფობდა და თან
ქრებოდა, უჩინარდებოდა და დროულად ბრუნდებოდა უკან. მე-
რე კი, როცა ცივი ქარი ხმაურით იკლებდა ნაძვს და ფერწასულ,
ხმელ ფოთლებს მოკრძალებით გაჰქონდა შარიშური ბაღში,
საოცარ დღეებს კვლავ მოჰქონდა რომელიმე სიმღერა, თავგა-
დასავალი თუ ამბავი, ვიდრე ყველაფერი არ ჩაყუჩდებოდა, ფან-
ჯრების წინ თოვლს არ დადებდა და შუშებზე პალმის ტყეები არ
აღიმართებოდა. მერე მოფრინდებოდნენ ვერცხლისზანზალაკე-
ბიანი ანგელოზები, საღამოობით კი დერეფანში იატაკს გამხმარი
ხილის სურნელი ასდიოდა. არასოდეს არ ქრებოდა მეგობრობა
და ერთგულება ამ კეთილ სამყაროში; და, როდესაც სუროს მრუ-
მე ფოთლების მეზობლად კვლავ გამოანათებდნენ ენძელები, და
პირველი ფრინველები კვლავ კრავდნენ კამარას ლურჯ სივრცე-
ში, კაცი იფიქრებდა, ეს ყველაფერი ასე იყო და ასე იქნებაო; მე-
რე კი, ერთ დღეს, მოულოდნელად, მუდამ ზუსტად დაწესებულ
დროს, თავს ამოყოფდა სანატრელი ზამბახის პირველი ცისფერი
წვეროკინა.
ანსელმს ყველაფერი სასურველი, საყვარელი და ახლობე-
ლი ეჩვენებოდა, მაგრამ პირველი ზამბახი მისთვის ყოველ-
წლიურად ჯადოქრობის უდიდესი წამი და წყალობა იყო. ბავშვო-
ბის ადრეულ სიზმარში მან ხომ პირველად სწორედ ამ ყვავილის
გვირგვინში წაიკითხა სასწაულების წიგნი! ამ ყვავილის სურნელ-
სა და ლურჯ ნაირფეროვნებას ბიჭი ქმნადობისკენ მოწოდებად

219
მკითხველთა ლიგა

აღიქვამდა, რომელიც ამ ქმნადობის გასაღებიც იყო. ასე მიჰყვე-


ბოდა ზამბახი მისი ბავშვობის უმანკო წლებს, ყოველ ზაფხულს
ახალ იდუმალებას იძენდა და სულ უფრო გულის ამაჩუყებელი
ხდებოდა. სხვა ყვავილებსაც ჰქონდათ ბაგეები, ისინიც აფრქვევ-
დნენ სურნელს და აღძრავდნენ ფიქრებს, იზიდავდნენ ფუტკრებ-
სა და ხოჭოებს თავიანთ პაწია საკუჭნაოებში, მაგრამ ყველაზე
მეტად ბიჭს ლურჯი ზამბახი იზიდავდა. სწორედ ეს ყვავილი დაჰ-
პატრონებოდა მის სანუკვარსა და ძვირფას ფიქრებს და მისთვის
საოცარ ქარაგმად თუ ნიმუშად ქცეულიყო. როდესაც ანსელმი
ყვავილის გვირგვინს ჩასცქეროდა და, ფიქრებში ჩაძირული,
საოცარ ყვითელ ბუჩქებს შორის ნათელ, საოცნებო ბილიკს მიუყ-
ვებოდა მის გულისგულთან შესახვედრად, ყმაწვილის სული იმ
კარიბჭეს შეჰყურებდა, სადაც მოვლენა გამოცანად, ხოლო ხედვა
ანდე-გუმანად იქცევა ხოლმე. მას დროდადრო ღამღამობითაც
ესიზმრებოდა ეს ყვავილი; სიზმარში ყვავილი ციური კარიბჭის
მსგავსად, ფართოდ იხსნებოდა მის წინაშე; იქ დააჭენებდა იგი
ცხენებს; გედზე შემომჯდარი შეფრინდებოდა ხოლმე მის სიღ-
რმეში, მასთან ერთად დაფრინავდა და დაჯირითობდა ამ ჯადო--
თილისმით მონუსხული მთელი სამყაროც, მასთან ერთად ეშვე-
ბოდა ქვემოთ, მშვენიერ უფსკრულში, სადაც ყოველი მოლოდი-
ნი აღსრულებად, ხოლო ყოველი ანდე-გუმანი ჭეშმარიტებად უნ-
და ქცეულიყო.
ამქვეყნად ყველა მოვლენა ქარაგმაა, ყველა ქარაგმა კი ღია
კარიბჭეა, რომლითაც სულს, თუკი ამისთვის მზად არის, შეუძლია
შევიდეს სამყაროს გულისგულში, სადაც მე და შენ, დღე და ღამე,
და, საერთოდაც, ყველაფერი, ერთიანი და განუყოფელია.
ცხოვრებაში ნებისმიერ ადამიანს დროდადრო შეხვდება ხოლმე
გზაზე გასასვლელი ღია კარიბჭე, ნებისმიერ ადამიანს უჩნდება
ფრთოსანი ფიქრი იმის თაობაზე, რომ ყოველივე ხილული
ქარაგმაა, და, რომ ამ ქარაგმის მიღმა სული და მარადიული
სიცოცხლე სუფევს. რაღა თქმა უნდა, ამ კარიბჭეში ცოტანი თუ
შედიან და მის მშვენიერ ციალს ცოტა ვინმე თუ სწირავს

220
მკითხველთა ლიგა

მსხვერპლად საკუთარ სულში ანდე-გუმანით შეცნობილ სინამ-


დვილეს.
ასე და ამგვარად, ყმაწვილი ანსელმის წინაშე ყვავილის
გვირგვინი ჩუმი შეკითხვასავით გადაშლილიყო, რომელსაც მისი
სული, ნეტარი პასუხის მოლოდინში, გუმანით ელტვოდა; მერე კი
იგი ისევ გაიტაცა საგნების სასიამოვნო მრავალფეროვნებამ;
ყმაწვილს სიხარულით აღავსებდა საკუთარი სამყარო, საუბრები,
ბალახების, ქვების, ფესვების, ბუჩქებისა და ცხოველების ანცობა
და თამაში; ხშირად ღრმად ჩაუკვირდებოდა ხოლმე საკუთარ
თავს, გულდასმით ადევნებდა თვალყურს თავისი სხეულის
თითოეული ნაკვთის მოძრაობას; თვალებს ხუჭავდა და
გრძნობდა, ყლაპვის, სიმღერისა თუ სუნთქვის დროს როგორ იპ-
ყრობდა უჩვეულო მღელვარება, როგორ აღეძვრებოდა
შეგრძნებები და წარმოდგენები პირსა და ყელში; იქაც
შეიგრძნობდა იმ ბილიკისა და კარიბჭის არსებობას, სადაც სულს
სულთან სიახლოვე ძალუძს. ყმაწვილი თვალებს ხუჭავდა და
გაოცებით აკვირდებოდა მეწამულისფერ წყვდიადში წამოშლილ,
აგრერიგად საგულისხმო ფერად-ფერად ფიგურებს, რომელთაც
გამჭვირვალე ხაზებით გამოყოფილი ლურჯი და მუქი წითელი
ლაქები და ნახევარწრეები დაუყვებოდათ. ანსელმი დროდადრო
შეკრთებოდა ხოლმე და სიხარულით შეიგრძნობდა სასიამოვნო,
მრავალჯერად კავშირს თვალსა და ყურს, ყნოსვასა და შეხებას
შორის; რამდენიმე მშვენიერი, ხანმოკლე წუთის განმავლობაში
გრძნობდა, რა ახლობელი გამხდარიყო მისთვის ხმები, ბგერები
თუ ასოები, თავად როგორ შერწყმოდა წითელსა და ლურჯს,
მჭახე და ნაზ ფერებს, ანდა გაოცებული რჩებოდა, როდესაც ხის
გაქურჩნულ მწვანე ქერქს ყნოსავდა და გრძნობდა, რა საოცრად
ეხამებოდა ერთმანეთს სუნი და გემო, და რა ხშირად გადადიოდა
ერთმანეთში.
ასეთ რამეს, თუმცა სხვადასხვა ძალითა და სინაზით, ყველა
ბავშვი შეიგრძნობს. ზოგს ეს შეგრძნება ისე უქრება, თითქოს არც
არასოდეს ჰქონოდეს; და ეს ჯერ კიდევ მანამდე ხდება, ვიდრე

221
მკითხველთა ლიგა

ბავშვი პირველი ასოების ამოკითხვას სწავლობს; ზოგს კი ბავ-


შვობის ეს საიდუმლო დიდხანს გაჰყვება და მისი ნაშთი და გამო-
ძახილი მანამდე რჩება მასთან, ვიდრე თმა არ გაუთეთრდება და
დამაშვრალ დღეებს უკან არ მოიტოვებს. როდესაც ბავშვი ამ
საიდუმლოს გავლენას ჯერ კიდევ განიცდის, მისი სურვილია, სა-
კუთარი თავი გარე სამყაროსთან კავშირში ამოიცნოს. დაუდგრო-
მელ ადამიანებს და ბრძენებს, სიმწიფის წლებთან ერთად ისევ
უბრუნდებათ ეს უნარი; ადამიანთა უმრავლესობა ადრევე სამუდა-
მოდ ივიწყებს და მიატოვებს ხოლმე ამ ჭეშმარიტად მნიშვნელო-
ვან შინაგან სამყაროს, მერე კი მთელი სიცოცხლე დარდის, სურ-
ვილებისა და მიზნის აღსრულების ფერადოვან მოგზაურობებში
ატარებს, მაგრამ არცერთ გზას არ მიჰყავს ისინი შინაგან სამყა-
როსთან, შინ.
ანსელმს ბავშვობის ზაფხულიცა და შემოდგომაც საამური და-
უდგა, მერე კი უხმაუროდ გაუჩინარდა. ისევ ძველებურად ყვაოდ-
ნენ და ჭკნებოდნენ ენძელები და იები, ჟაბოები, შროშანები, გვე-
ლის სურო თუ ვარდები და ყმაწვილიც მათთან ერთად ლამაზი
და მდიდრული ცხოვრებით ცხოვრობდა. ანსელმს ელაპარაკე-
ბოდა ყვავილი და ნაკადული, მას უსმენდა ხე და წყარო. ბიჭი
პირველ დაწერილ ასოებს თუ პირველი მეგობრობით გამოწვე-
ულ იმედგაცრუებას ძველებურად ბაღში, დედასთან ან კვლებთან
დაყრილ ჭრელ კენჭებთან მიარბენინებდა.
მერე ერთ დღეს მოვიდა გაზაფხული, რომელსაც აღარ
ჰქონდა წინანდებური ხმიანობა და სურნელი. შაშვი ძველებურად
ჭახჭახებდა, მაგრამ ეს ის ძველი სიმღერა აღარ იყო; აყვავდა
ირისიც, მაგრამ ახლა ოცნებები და ზღაპრული გმირები აღარ
ადიოდნენ და ჩადიოდნენ მისი გვირგვინის ოქროსმესერშემოვ-
ლებულ ბილიკზე. მწვანე ჩრდილში მიმალული იცინოდა ხენ-
დრო, პეპლები თავს ევლებოდნენ ყვავილის ზემოთაღერებულ
ქოლგას, მაგრამ ძველებურად აღარაფერი აღარ იყო. ბიჭი ახ-
ლა სხვა საქმეებით იყო გართული და დედასაც ხშირად ეკამათე-
ბოდა. თუმცა თავადაც ვერ გაეგო, რა ხდებოდა, რაღაც გაურკვე-

222
მკითხველთა ლიგა

ველი რამ რატომ აყენებდა გამუდმებით ტკივილს და რატომ უშ-


ლიდა ხელს. ანსელმი მხოლოდ იმას ხედავდა, რომ სამყარო
შეცვლილიყო, მეგობრებიც ჩამოსცილებოდნენ და მარტოდმარ-
ტო დარჩენილიყო.
ასე გავიდა ერთი წელი, მერე მას მეორე მიჰყვა. ანსელმს უკ-
ვე ბავშვი აღარ ეთქმოდა; ახლა აღარ ახალისებდა კვალზე შე-
მოკირწყლული ჭრელი კენჭების ყურება; მისი სული შესდგომო-
და გრძელსა და მძიმე, შემოვლით გზას და მისთვის ყოველგვა-
რი სიყვარული დაწრეტილიყო და ჩამკვდარიყო.
ახალგაზრდა კაცი დაუცხრომლად ელტვოდა ახალ ცხოვრე-
ბას და ეჩვენებოდა, რომ იგი მხოლოდ ახლა უნდა დაწყებუ-
ლიყო. გაუჩინარდა და დავიწყებას მიეცა ქარაგმების სამყაროც;
ახლა მას ახალი სურვილები და გზები უხმობდა თავისთან. ბავ-
შვობის ანარეკლი ჯერ კიდევ იგრძნობოდა მის ცისფერ მზერასა
თუ ფაფუკ თმაში, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ უყვარდა; ამიტომ
თმა მოკლედ შეიჭრა, ხოლო მზერაში მეტი სითამამე, აზრი და
გონება ჩააქსოვა. შეუპოვრად მიარღვევდა ანსელმი მოსაწყენ და
თან იმედიან წლებს. იგი ხან კარგი მოწაფე და მეგობარი იყო,
ხან მარტოსული და შეშინებული ბიჭი, ხანაც პირველ
დაუოკებელ ლტოლვას აყოლილი, ხმაურიანი ყმაწვილკაცი. იგი
იძულებული იყო მშობლიური მხარე მიეტოვებინა და ახლა უკვე
შეცვლილი, დავაჟკაცებული და გემოვნებით ჩაცმული, ცოტა
ხნით თუ ჩადიოდა სახლში, დედასთან, მეგობრების თანხლებით
და თან უამრავი წიგნი ჩამოჰქონდა; ძველი ბაღი დაპატარავებუ-
ლიყო და დუმდა მისი დაბნეული მზერის წინაშე. აღარასოდეს
აღარ ამოუკითხავს მას უჩვეულო ამბები კენჭებისა და ყვავილის
ფურცლების ჭრელ ძარღვებში, აღარ დაუნახავს, რომ ლურჯი
ირისის საიდუმლოში ღმერთი და მარადისობა იყო დამკვიდრე-
ბული.
ამრიგად, ანსელმი ჯერ მოწაფე იყო, შემდეგ კი სტუდენტი.
მშობლიურ მხარეში დაბრუნებულს, თავზე ერთხელ წითელი,
მეორედ კი ყვითელი ქუდი ეხურა და წვერ-ულვაშიც ამოსვლო-

223
მკითხველთა ლიგა

და; თან ჩამოჰქონდა უცხოური წიგნები; ერთხელ ძაღლიც ჩამო-


იყვანა; უბით მალულად დაატარებდა საკუთარ ლექსებს, ხელით
გადაწერილ, ძველ ბრძნულ გამონათქვამებს და ლამაზმანების
სურათებსა და წერილებს. შინ დაბრუნებულს, დიდი გემებით უკვე
მოევლო შორეული, უცხო ქვეყნები. ის ახლა ახალგაზრდა სწავ-
ლული იყო; თავზე შავი ქუდი ეხურა და მუქი ხელთათმანები ეც-
ვა. ძველი მეზობლები ქუდის მოხდით ესალმებოდნენ და „პრო-
ფესოროთი“ მიმართავდნენ, თუმცა პროფესორი არ იყო. მერე
ანსელმი ერთხელ კიდევ დაბრუნდა მშობლიურ მხარეში. შავებში
ჩაცმული, ტანადი და სერიოზული, ნელი ნაბიჯით მიჰყვებოდა
უკან ტაატით მიმავალ კატაფალკს, რომელზედაც მოხუცი დედის
ყვავილებით მორთული კუბო იდგა.
მერე ანსელმი დიდ ქალაქში სტუდენტებს ასწავლიდა და
ცნობილი მეცნიერის სახელი ჰქონდა; სერთუკში გამოწყობი-
ლიყო, თავზე ქუდი ეხურა და, ნებისმიერი ადამიანის მსგავსად,
ისიც ქალაქში ჩვეულებრივ დააბიჯებდა, სეირნობდა, ხან სე-
რიოზული, ცოცხალი და გულისხმიერი, ხანაც დაღლილი გამო-
ხედვა ჰქონდა; იყო ბატონკაცი და მკვლევარი, რაზედაც ყოველ-
თვის ოცნებობდა. მაგრამ ახლა მას ბავშვობის ხანის ბოლოდ-
როინდელი განცდა დაუფლებოდა. და აი, ანსელმი უეცრად მიხ-
ვდა, რომ მრავალი წელი დასხლტომოდა ხელიდან და საოც-
რად მარტოსული და დაუკმაყოფილებელი დარჩენილიყო იმ
სამყაროში, რომლისკენაც მუდამ მიილტვოდა. პროფესორობა
ბედნიერებას არ ნიშნავდა და სიხარულს არც თანამოქალაქეები-
სა და სტუდენტების მოწიწებული მისალმება ანიჭებდა; ირგვლივ
ყველაფერი თითქოს მტვერს დაეფარა და ჩამკვდარიყო: მის-
თვის ბედნიერება კვლავაც სადღაც, შორეულ მომავალში არსე-
ბობდა და მისკენ მიმავალი გზა მტვრით დაფარული და
ჩვეულებრივი ჩანდა.
სწორედ ამ დროს ანსელმი ხშირად დადიოდა ხოლმე ერთ-
ერთი იმ მეგობრის სახლში, რომლის დაც ძალიან მოსწონდა.
ახლა მასში ის ცვლილებაც მომხდარიყო, რომ აღარაფრად

224
მკითხველთა ლიგა

დაგიდევდათ მომხიბლავ სახეს, იცოდა, რომ ახლა ბედნიერება


სხვა სახით უნდა სწვეოდა და არ შეიძლებოდა იგი ყოველი
ფანჯრის მიღმა ყოფილიყო მიმალული. ანსელმს მეგობრის და
ძალიან მოსწონდა და ხშირად ეგონა, რომ კიდეც უყვარდა.
მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი გოგო; ყოველ მის ნაბიჯსა თუ
სიტყვას თავისებური შეფერილობა და მნიშვნელობა ჰქონდა,
ამიტომ ყოველთვის ადვილი არ იყო მის გვერდით სიარული და
მისთვის ფეხის შეწყობა. როდესაც ხანდახან, საღამოობით
ანსელმი ცარიელ ოთახში ბოლთას სცემდა და ფიქრებში
წასულს ყურში თავისი ნაბიჯების ხმა ჩაესმოდა, საკუთარ თავს
ხშირად ეკამათებოდა ხოლმე გოგოს გამო. იგი ასაკით უფრო
ახალგაზრდა ქალს ისურვებდა ცოლად. გარდა ამისა, მეგობრის
და ერთობ თავისებური ადამიანი იყო და ანსელმს ალბათ
გაუჭირდებოდა მის გვერდით ცხოვრება, ქალი კი ვერ გაუძ-
ლებდა ვაჟის პატივმოყვარე ხასიათს, რაც მისთვის სრულიად
მიუღებელი იყო; ამასთან ჯანმრთელობითაც მაინცდამაინც არ
გამოირჩეოდა და ვერც დიდ თავყრილობებსა და დღესას-
წაულებს იტანდა. ყვავილებით, მუსიკითა და წიგნებით გარემოცუ-
ლი ქალი სიამოვნებით ცხოვრობდა ჩუმ სიმარტოვეში, მასპინ-
ძლობდა დაუპატიჟებელ სტუმრებს და ცხოვრების დინებას მიჰ-
ყვებოდა; ხანდახან ისეთი ნაზი და მგრძნობიარე იყო, რომ ნე-
ბისმიერი უჩვეულო რამ ტკივილს აყენებდა და ადვილად მიჰყავ-
და ცრემლებამდე; მაგრამ მერე კვლავ მშვიდი და ნაზი, მარტო-
სული ბედნიერება გადაეფინებოდა ხოლმე სახეზე და მისი შემ-
ხედვარე, ყველა გრძნობდა, რა ძნელი იქნებოდა ამ მშვენიერი
ქალის გულის მოგება და ისე მოქცევა, რომ მისთვის მნიშვნელო-
ვანი გამხდარიყავი. ანსელმს ხშირად ეჩვენებოდა, რომ ქალს
მისდამი გრძნობა ჰქონდა, ხშირად კი ფიქრობდა, რომ მას არა-
ვინ არ უყვარდა, ყველას მიმართ უბრალოდ ნაზი და ალერსიანი
იყო და ამქვეყნად არავისგან არაფერს არ მოითხოვდა, გარდა
იმისა, რომ მისთვის მშვიდი ცხოვრების საშუალება მიეცათ. ან-
სელმს კი სულ სხვანაირი ცხოვრება ხიბლავდა და, თუ ცოლს შე-

225
მკითხველთა ლიგა

ირთავდა, უნდოდა მისი სახლი მუდამ სიცოცხლით სავსე,


ხმაურიანი და სტუმართმოყვარე ყოფილიყო.
„ირის, ძვირფასო ირის!“ – უთხრა მან ერთხელ ქალს. „რა
იქნება, ეს ქვეყანა სხვაგვარად იყოს მოწყობილი! რა მოხდება,
ამ მშვენიერ, ხალისიან სამყაროში ყვავილებით, ფიქრებით და
მუსიკით ტკბებოდეს კაცი! მაშინ კი მხოლოდ იმას ვისურვებდი,
რომ შენ გვერდით ვიყო, შენი საუბარი ვისმინო და შენი ფიქრე-
ბის თანამოზიარე გავხდე! ჯერ მარტო შენი სახელი რამდენს ნიშ-
ნავს ჩემთვის! ირისი ხომ საოცარი სახელია, რაღაცას რომ მა-
გონებს, მაგრამ თავადაც ვერ ვხვდები, რას!“
„განა არ იცი, რომ ეს ლურჯი ზამბახის სახელია?“ – მიუგო
ქალმა.
„დიახ, ვიცი, როგორ არ ვიცი!“ – შესძახა დანაღვლიანებულმა
ვაჟმა, „და, ყველაზე მშვენიერი სწორედ ეს არის! მაგრამ შენი სა-
ხელი ერთთავად რაღაცას მაგონებს და არ კი ვიცი, რას! ისეთი
გრძნობა მაქვს, თითქოს იგი ჩემს ძალიან ღრმა, შორეულ მოგო-
ნებებს უკავშირდება, მაგრამ მაინც არ ვიცი და ვერ გამიგია, რა
შეიძლება იყოს.“
ირისმა ვაჟს გაუღიმა, ის კი უმწეო სახით იდგა და ხელით
შუბლს ისრესდა.
„ყვავილს რომ ვყნოსავ, მეც ყოველთვის ასეთი გრძნობა მე-
უფლება“, თქვა ქალმა ხალისიანი ხმით. „ამ დროს გული მიგ-
რძნობს, რომ ეს სურნელი რაღაც უჩვეულოდ მშვენიერს და
ძვირფასს უკავშირდება და ეს იმის ხსოვნა უნდა იყოს, რაც ერთ
დროს მე მეკუთვნოდა, მერე კი დავკარგე. მუსიკა და ხანდახან
ლექსიც ასეთსავე გრძნობას იწვევს! იქაც ერთი წამით გაკრთება
რაღაც ისეთი, რაც დაკარგულ მშობლიურ მხარეს მოგაგონებს,
უეცრად შენ თვალწინ, გაშლილ მინდორზე რომ ხედავ, მაგრამ
უმალ ქრება და დავიწყებას ეძლევა. ძვირფასო ანსელმ! ასე
მგონია, ამქვეყნად სწორედ იმისთვის ვარსებობთ, რომ ამაზე
დავფიქრდეთ, მოვძებნოთ და ყური დავუგდოთ დაკარგულ, შო-

226
მკითხველთა ლიგა

რეულ ხმებს, რომელთა მიღმაც ჩვენი ჭეშმარიტი სამშობლო


ჰგიებს.“
„რა მშვენიერი ნათქვამია!“ – მიესიყვარულა ანსელმი ქალს,
გულში კი ტკივილით შეერხა რაღაც და ისევ დაეუფლა გრძნობა,
თითქოს იქ უჩინარი კომპასი მას უცილობლად მიანიშნებდა შო-
რეულ მიზანზე. მაგრამ ეს იმ მიზანს არ ჰგავდა, რომელსაც
ცხოვრებაში ისახავდა. ეს კი ანსელმს ტკივილს აყენებდა, რად-
გან, განა იმის ღირსი იყო, რომ სიცოცხლე ლამაზ ზღაპრებზე
ფუჭ ფიქრებში გაეტარებინა?
ამასობაში დადგა დღე, როდესაც ანსელმი მარტოული მოგ-
ზაურობიდან დაბრუნდა; და, მეცნიერი კაცის განძარცული ბინა
ისეთი ცივი და დამთრგუნველი ეჩვენა, რომ მაშინვე მეგობრებ-
თან გაიქცა და ისიც გაიფიქრა, მშვენიერ ირისს ცოლობა უნდა
ვთხოვოო.
„ირის! ასე ცხოვრება აღარ შემიძლია“, უთხრა მან ქალს. „ყო-
ველთვის ჩემს საუკეთესო მეგობრად გთვლიდი, ამიტომ ყველა-
ფერი უნდა გითხრა. ცოლის შერთვა მინდა, რადგან ვგრძნობ,
რა ფუჭი და უაზროა ჩემი ცხოვრება! და აბა, სხვა ვინ შეიძლება
ვისურვო ცოლად, თუ არა შენ, ჩემო ძვირფასო ყვავილო! ხომ
გამომყვები, ირის? იცოდე, შენი იქნება უმშვენიერესი წალკოტი
და ყველანაირი ყვავილი, რაც კი ამქვეყნად არსებობს. ხომ გა-
მომყვები ცოლად?“
ირისი დიდხანს მშვიდად უყურებდა ვაჟს თვალებში, ისე, რომ
არც გაჰღიმებია და არც სახეზე აფაკლულა, მერე კი მტკიცე
ხმით მიუგო:
„ანსელმ, შენი წინადადება არ გამკვირვებია! მიყვარხარ, თუმ-
ცა შენს ცოლობაზე არასოდეს მიფიქრია. მაგრამ ახლა მომისმი-
ნე, ჩემო მეგობარო! მე დიდ მოთხოვნებს ვუყენებ იმ ადამიანს,
ვისაც ცოლად უნდა გავყვე, და ეს მოთხოვნები უფრო დიდია,
ვიდრე ქალების უმრავლესობისა. ყვავილები რომ შემომთავაზე,
ვიცი, ამას კეთილი გულით ამბობდი, მაგრამ მინდა გითხრა, რომ
ყვავილებისა და მუსიკის გარეშეც შემიძლია ცხოვრება; დიახ, თუ

227
მკითხველთა ლიგა

საჭირო იქნება, ამაზეც და კიდევ ბევრ სხვა რამეზეც შემიძლია


უარი ვთქვა, მაგრამ ერთს ვერაფრით ვერ შეველევი: მინდა იცო-
დე, რომ ერთ დღესაც კი ვერ ვიცხოვრებ ისე, რომ ჩემთვის ყვე-
ლაზე მნიშვნელოვანი არ იყოს ამ გულში გახმიანებული მუსიკა!
მამაკაცი, რომელთან ცხოვრებასაც დავაპირებ, ის ადამიანი უნდა
იყოს, რომლის შინაგანი მუსიკაც ჩემსას კარგად და ზუსტად
მიესადაგება. ამ ადამიანს ერთადერთი სურვილი უნდა ჰქონდეს,
სახელდობრ კი ის, რომ მისი მუსიკა წმინდა იყოს და კარგად ეხ-
მიანებოდეს ჩემსას. მერედა, შეძლებ ამას, ჩემო მეგობარო?
ასეთ შემთხვევაში შენ ალბათ ვეღარც სახელს გაითქვამ და ვე-
ღარც დიდებას მოიპოვებ, შენს სახლს სიჩუმე მოიცავს და ისევ
გაგიქრება ყველა ნაოჭი, წლების მანძილზე მაგ შუბლზე რომ
ვხედავ. ეჰ, ანსელმ! ეს საქმე არ გამოვა. აბა, შეხედე! შენ ხომ ის
კაცი ხარ, საკუთარ შუბლზე გაჩენილ ახალ ნაოჭებს რომ უნდა
აკვირდებოდეს და დღენიადაგ ახალი საზრუნავი უნდა ჰქონდეს?
მე კი ის ქალი ვარ, რომლის აზრებიც მოგწონს და გხიბლავს,
მაგრამ ეს შენთვის, მამაკაცთა უმრავლესობის მსგავსად, მხო-
ლოდ სასიამოვნო გასართობია. მაშ, მომისმინე: ყველაფერი,
რაც შენ ახლა გსიამოვნებს და გართობს, ჩემთვის თავად ცხოვ-
რებაა და ეს შენთვისაც ასე უნდა იყოს! ის ყველაფერი კი, რაც
შენი მცდელობისა და ზრუნვის საგანია, ჩემთვის მხოლოდ გა-
სართობია, და, ჩემი აზრით, არ ღირს საიმისოდ, რომ ადამიანმა
მას შეალიოს თავისი სიცოცხლე. ანსელმ, მე ვეღარ შევიცვლები,
რადგან ჩემში უკვე გამჯდარია ის კანონები, რომელთა თანახმა-
დაც ვცხოვრობ. ანდა შენ, შენ კი შეგიძლია გარდაიქმნე იმის-
თვის, რომ შენი ცოლი გავხდე?“
ანსელმი დუმდა; საგონებელში ჩაეგდო ქალის ნებას, რომე-
ლიც ასეთი სუსტი და უნიადაგო ეგონა; აღელვებული, უაზროდ
ატრიალებდა ხელში ყვავილს, იქვე მაგიდიდან რომ აეღო.
ირისმა ნაზად გამოართვა ყვავილი და ვაჟს ეს მძიმე საყვედუ-
რად მოხვდა გულში; მაგრამ ქალმა გულღიად, სიყვარულით

228
მკითხველთა ლიგა

გაუღიმა, თითქოს იმედდაკარგულმა უეცრად წყვდიადიდან გამო-


სასვლელი გზა იპოვაო.
„თავში ერთი აზრი მიტრიალებს“, ჩუმად თქვა მან და გაწით-
ლდა. „მართალია, ეს ჩემს ახირებად მოგეჩვენება, მაგრამ ნამ-
დვილად არ არის ასე. გინდა გაიგო, რას ვფიქრობ? გაიზიარებ
კი ჩემს აზრს, რომელმაც ჩვენი ბედი უნდა გადაწყვიტოს?“
ანსელმი გაფითრდა და შეწუხებულმა შეხედა ქალს, რადგან
ვერ მიხვდა, ამით რის თქმა უნდოდა. მაგრამ ირისმა გაუღიმა და
ისიც მორჩილად მიენდო ქალს.
„მინდა, ერთი დავალება მოგცე“, თქვა ირისმა და ისევ სე-
რიოზული სახე მიიღო.
„ნება შენია, მიბრძანე!“ – დაეთანხმა მეგობარი.
„ამას სრულიად სერიოზულად გეუბნები და იცოდე, ეს ჩემი
საბოლოო სიტყვაა“, უთხრა ქალმა და განაგრძო: „უნდა მითხრა,
გაიგებ თუ არა იმას, რაც ჩემი გულის სიღრმიდან მოდის და, თუ
ვერ გაიგებ ჩემს ნათქვამს, დამპირდი, რომ არ გამკიცხავ და ქი-
ლიკს არ დაიწყებ.“
ანსელმი შეჰპირდა; მაშინ ქალი ადგა, ხელი გაუწოდა და უთ-
ხრა:
„ჩემთვის ბევრჯერ გითქვამს, შენი სახელის გაგონებაზე ყო-
ველთვის ვგრძნობ, რომ რაღაც მივიწყებული მახსენდება, რაც
ერთ დროს ჩემთვის მნიშვნელოვანი და წმინდა უნდა ყოფილი-
ყოო! ანსელმ! ეს იმ რაღაცის მომასწავებელია, რის გამოც წლე-
ბის მანძილზე ჩემკენ მოგიწევდა გული. მეც ვფიქრობ, რომ შენს
სულში რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი და წმინდა დაიკარგა, რაც
მანამდე უნდა გაიხსენო, ვიდრე ბედნიერებას იპოვი და დასახულ
მიზანს მიაღწევ. მაშ, მშვიდობით, ანსელმ! აი, გემშვიდობები და
გთხოვ: წადი და შეეცადე, მეხსიერებაში ისევ მონახო ის, რასაც
ჩემი სახელი გაგონებს! იმ დღეს, როგორც კი ამას იპოვი, ცო-
ლად გამოგყვები და, სადაც კი მოინდომებ, ყველგან წამოგყვე-
ბი. და, იცოდე, შენი ყველა სურვილი ჩემი სურვილიც იქნება!“

229
მკითხველთა ლიგა

გაოგნებულ და დაბნეულ ანსელმს უნდოდა, მისთვის სიტყვა


გაეწყვეტინებინა, ეთქვა, ასეთი რამის მოთხოვნა ახირებააო და
გაეკიცხა ქალი, მაგრამ ირისმა მას ნათელი მზერა მიაპყრო და
დაპირება შეახსენა. ანსელმმა ქალის ხელი აიღო, ისე, რომ თა-
ვი არ აუწევია, ტუჩებთან მიიტანა და ოთახიდან გავიდა.
ანსელმს ცხოვრებაში არაერთხელ გაუბედავს რთული საქმის
მოგვარება, მაგრამ არცერთი არ ყოფილა ასეთი უჩვეულო და
მნიშვნელოვანი და თან, არცერთს არ გამოუწვევია მასში ასეთი
სასოწარკვეთილების გრძნობა. იგი დღედაღამ დაბორიალებდა
და სასომიხდილი ამ საკითხზე ფიქრობდა. დროდადრო, სასო-
წარკვეთილი და გაბრაზებული, მთელს ამ ამოცანას სიგიჟეს და
დედაკაცურ ახირებას უწოდებდა, ილანძღებოდა და ცდილობდა,
ამაზე ფიქრი როგორმე თავიდან მოეშორებინა. მაგრამ მოგ-
ვიანებით გრძნობდა, მისი სულის სიღრმეში როგორ აღუდგებო-
და ხოლმე ამას ერთობ მშვიდი, იდუმალი ტკივილის გრძნობა და
როგორ ჩაესმოდა ყურში ძალიან ნაზი, ძლივს გასაგონი საყვე-
დური. ეს მშვიდი ხმა, რომელიც მისი საკუთარი გულის გამოძახი-
ლი იყო, ირისს ამართლებდა და ვაჟისგანაც იმასვე მოითხოვდა.
მაგრამ განსწავლული ადამიანისათვის ეს ამოცანა ძალიან
ძნელი შესასრულებელი იყო. მას ისეთი რამ უნდა გაეხსენებინა,
რაც კარგა ხნის დავიწყებული ჰქონდა; გარდასული წლების
აბურდულ გორგალში ისევ უნდა ეპოვა ის ეული სირმის ძაფი,
რომლისთვისაც ხელი უნდა ჩაევლო და საყვარელი ქალისთვის
მიერთმია. ეს მოგონება კი მისთვის სხვა არაფერი იყო, თუ არა
ფრინველის ძახილი ქარში, მუსიკის მოსმენით გამოწვეული სიხა-
რულისა თუ სევდის მონაქროლი, რაც ფიქრზე უფრო უმწეო, წა-
მიერი და უსხეულო, ღამის სიზმარზე უფრო მოუხელთებელი და
ნისლიან დილაზე უფრო ბუნდოვანი იყო.
ხანდახან, როდესაც სასოწარკვეთილი ანსელმი ყველა
ფიქრს თავიდან იშორებდა და გუნებაწამხდარი ყველაფერზე
ხელს ჩაიქნევდა, უეცრად, შორეული წალკოტიდან დაჰქროლავ-
და ხოლმე იდუმალი სიო და ანსელმიც ჩურჩულით ისევ და ისევ

230
მკითხველთა ლიგა

იმეორებდა ირისის სახელს და თან ისე შეპარვით, თითქოს დაჭი-


მული სიმის ხმოვანებას ამოწმებსო. „ირის!“ – ჩურჩულებდა ან-
სელმი, „ირის!“ და ჩუმი სევდით შეპყრობილი, თავს ისე გრძნობ-
და, თითქოს ძველ, გაპარტახებულ სახლში იმყოფებოდა, სადაც
კარი თავისთავად იღება და დარაბა ჭრიალებს. ანსელმი ფიქ-
რობდა, რომ მოგონებები თავში მოწესრიგებული და დალაგებუ-
ლი ჰქონდა, მაგრამ, როცა მათ თვალი გადაავლო, საოცარი და
გამაოგნებელი რამ აღმოაჩინა: დიახ, დაინახა, რომ მისი მოგო-
ნებების საუნჯე ბევრად მწირი იყო, ვიდრე ამას ოდესმე წარმო-
იდგენდა. აღმოჩნდა, რომ მისი ცხოვრებიდან წლები იყო ამო-
ვარდნილი, და ახლა, მათზე რომ ფიქრობდა, ეს მოგონებები
დაუწერელ ფურცლებად იშლებოდა მის წინაშე. ანსელმი მიხვდა,
რომ დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა კვლავ გაეხსენებინა
დედის სახე; სრულიად დავიწყებოდა, რა ერქვა გოგონას, რო-
მელსაც ყმაწვილკაცობაში მთელი ერთი წელი დასდევდა და
თავგამოდებით ცოლობას სთხოვდა. მერე ის ძაღლიც გაიხსენა,
სტუდენტობის დროს რომ იყიდა და ერთხანს თავისთან ჰყავდა;
ახლა კი დღეები დასჭირდა ძაღლის სახელის გასახსენებლად.
საბრალო ყმაწვილკაცს სულ უფრო იპყრობდა სევდა და ში-
ში, როდესაც ხედავდა, რა უკვალოდ გამქრალიყო უკან მოტოვე-
ბული ცხოვრება, რომელიც მას აღარ ეკუთვნოდა, მისთვის სრუ-
ლიად უცხო გამხდარიყო და, რომელსაც მასთან აღარაფერი
აკავშირებდა. ეს კი იმას ნიშნავდა, ერთხელ ნასწავლი საზეპი-
როდან კაცი ვაი-ვაგლახით რომ ცდილობს უაზრო ნაწყვეტების
შეკოწიწებას. მერე ის იყო, ანსელმი წერას შეუდგა; უნდოდა ყო-
ველი წელი თუ მის ცხოვრებაში მომხდარი ყველა მნიშვნელოვა-
ნი მოვლენა ქაღალდზე გადაეტანა, რათა მათ უფრო მაგრად
მოსჭიდებოდა. მაგრამ რა მოვლენები იყო მის ცხოვრებაში ყვე-
ლაზე მნიშვნელოვანი? ის, რომ პროფესორი გახდა? ის ხომ
არა, ერთ დროს მოწაფის, მერე სტუდენტისა და ბოლოს დოქ-
ტორის სახელით რომ იყო ცნობილი? ან იქნებ ის, რომ ოდეს-
ღაც, წარსულში, ხან ერთი გოგო მოსწონდა და ხან მეორე? ბო-

231
მკითხველთა ლიგა

ლოს ანსელმმა შეშინებული მზერა ზევით აღაპყრო და იკითხა:


„ნუთუ ეს იყო ცხოვრება? ნუთუ სულ ეს იყო?“, შუბლზე ხელი მი-
ირტყა და ხმამაღლა გადაიხარხარა.
ამასობაში დრო გარბოდა და არასოდეს ყოფილა იგი ასე მა-
ლი და დაუცხრომელი. აი, უკვე ერთი წელი გასულიყო, ანსელმს
კი ეგონა, რომ ზუსტად იმავე ადგილას და იმ დროში იმყოფებო-
და, ირისი რომ დატოვა; თუმცა ამასობაში ძალიან შეიცვალა,
რასაც მის გარდა, ყველა ხედავდა და გრძნობდა. ანსელმს წლე-
ბი კი მომატებოდა, მაგრამ თან უფრო გაახალგაზრდავებულიყო.
ნაცნობები ვეღარ ცნობდნენ, ისეთი ახირებული ეჩვენებოდათ;
უცნაური კაცის სახელი გაუვარდა და მასზე იმასაც ამბობდნენ, ძა-
ლიან ცუდია, ამდენ ხანს ბერბიჭად რომ დარჩაო. ზოგჯერ ისიც
ხდებოდა, რომ ანსელმს თავისი საქმე ავიწყდებოდა და მოწა-
ფეები ამაოდ ელოდნენ მის გამოჩენას. ხშირად ჩაფიქრებული
დაეხეტებოდა ქუჩებში, შენობებს ეხოხიალებოდა და შელახული
სერთუკით პარაპეტიდან მტვერს ხვეტდა. მერე იმასაც ამბობ-
დნენ, სმა დაიწყოო. გაკვეთილის დროს ხანდახან შეჩერდებოდა,
თითქოს რაღაცის გახსენებას ცდილობსო; ეს ის თვისება იყო,
მისთვის ადრე რომ არავის შეუმჩნევია. მერე ანსელმი ბავშვივით
გულის ამაჩუყებლად იწყებდა სიცილს, ცოტა ხანში კი ისევ
ალერსიანი ხმით აგრძელებდა გაკვეთილს, რის გამოც იგი
ბევრს ებრალებოდა.
გარდასული წლების ნაირ-ნაირი სურნელისა და გამქრალი
კვალის ძებნაში ანსელმს კარგა ხანია გაუჩნდა გრძნობა, რო-
მელსაც თავად ვერ აცნობიერებდა. მას სულ უფრო ხშირად ეჩვე-
ნებოდა, რომ იმის მიღმა, რასაც დღემდე მოგონებებს ეძახდა,
სხვა მოგონებები მიმალულიყო, მსგავსად იმისა, ძველად მოხა-
ტულ კედელზე ნახატის ქვეშ კიდევ უფრო ძველი, თავის დროზე
საღებავგადასმული ნახატები რომ აღმოჩნდება ხოლმე. ანსელმს
უნდოდა, მაგალითად, გაეხსენებინა იმ ქალაქის სახელი, სადაც
ერთ-ერთი მოგზაურობის დროს რამდენიმე დღით გაჩერებული-
ყო, გაეხსენებინა მეგობრის დაბადების დღე ან კიდევ რაღაც

232
მკითხველთა ლიგა

ამის მსგავსი, მაგრამ, როდესაც წარსულის პატარა მონაკვეთს


ქვა-ღორღს შემოაცლიდა და გადათხრიდა ხოლმე, უეცრად რა-
ღაც სულ სხვა ახსენდებოდა. ეს მოგონება ანსელმს აპრილის
სიოსავით ან სექტემბრის დღის ნისლივით ელამუნებოდა; იგი
შეისუნთქავდა რაღაც სურნელს, აგემოვნებდა რაღაც გემოს, კან-
ზე, თვალებსა და გულში ბუნდოვნად შეიგრძნობდა უჩვეულო სი-
ნაზეს და მისთვის ნელ-ნელა ცხადი ხდებოდა, რომ, ერთხელაც
იქნება, დადგებოდა დღე, ლურჯი, თბილი ან გრილი, მოღრუბ-
ლული ან ერთი ჩვეულებრივი დღე, ამ დღის არსი მასში ყველა-
ფერს ამოატრიალებდა და ბნელ მოგონებად დარჩებოდა. ან-
სელმი რეალურ წარსულში ვეღარ იხსენებდა გაზაფხულის ან
ზამთრის დღეს, რომელსაც იგი შეისუნთქავდა და შეიგრძნობდა,
რადგან ყველა სახელი და თარიღი გამქრალიყო. შესაძლოა, ეს
ჯერ კიდევ სტუდენტობის ან მისი ავადმყოფობის დროსაც ხდებო-
და, მაგრამ ის სურნელი აქ ტრიალებდა და ანსელმი საკუთარ
თავში აშკარად შეიგრძნობდა რაღაცას, რასაც ვერ აცნობიერებ-
და, სახელს ვერ არქმევდა და ვერ ხსნიდა. ხანდახან ფიქრობდა,
ხომ შეიძლება ეს მოგონებები ჩემს წინა ცხოვრებასთან იყოს და-
კავშირებულიო, მაგრამ ამაზე მერე თავადაც ეღიმებოდა.
მახსოვრობის კუთხე-კუნჭულებში უმწეოდ ხეტიალისას ანსელ-
მმა ბევრი რამ ისეთი აღმოაჩინა, რაც გულს უჩუყებდა და აღელ-
ვებდა, ბევრი რამ კი ისეთი იყო, შიშსა და ძრწოლას რომ ჰგვრი-
და. მაგრამ ერთ რამეს ვერა და ვერ ჩასწვდა: ვერაფრით ვერ
გაიგო, რას ნიშნავდა მისთვის სახელი ირისი.
ანსელმი საშინლად იტანჯებოდა იმის გამო, რომ არ შესწევ-
და საკუთარ თავში მოგონებების უკან გამოხმობის უნარი; და, აი,
ერთხელაც იგი მშობლიურ მხარეს ეწვია. მერე ის იყო, კვლავ
შემოიარა ტყეები და ქუჩები, ბილიკები და ბაღჩები; იდგა თავისი
ბავშვობის წალკოტში და გრძნობდა, როგორ აწყდებოდა მის
გულს უზარმაზარი ტალღები და წარსული მის არსებას სიზმარი-
ვით ბურუსში როგორ ხვევდა. სევდიანი და დამშვიდებული დაბ-

233
მკითხველთა ლიგა

რუნდა ანსელმი იქიდან. მერე განაცხადა, ავად ვარო და უარით


ისტუმრებდა ყველას, ვინც კი მის ნახვას დააპირებდა.
ერთმა კაცმა მაინც მოახერხა ანსელმის ნახვა. ეს მისი მეგო-
ბარი იყო, რომელსაც მას შემდეგ აღარ შეხვედროდა, რაც
ირისს ხელი სთხოვა. მეგობარი მივიდა და ნახა ანსელმი, რომე-
ლიც თავის გაუხარელ საკანში განმარტოებით იჯდა.
„ადექი და გამომყევი“, უთხრა მეგობარმა. „ირისს შენი ნახვა
უნდა.“
ანსელმი წამოხტა.
„ირისს? კი მაგრამ, რა დაემართა? თუმცა ვიცი, ვიცი!“
„ჰო, წამოდი“, უთხრა მეგობარმა. „ირისი დიდი ხანია, ავად
არის და სიკვდილი სწყურია.“
ირისთან რომ მივიდნენ, დაინახეს ბავშვივით მსუბუქი, სიფრი-
ფანა ქალი, რომელიც ლოგინში იწვა; თვალები გაჰფართოებო-
და და სახეზე ნათელი ღიმილი ეფინა. მერე გაცისკროვნებულმა
ანსელმს თეთრი, ბავშვური ხელი გაუწოდა, რომელიც ახლა ვაჟს
ყვავილივით ედო ხელისგულზე.
„ანსელმ, ალბათ გაბრაზებული ხარ ჩემზე. ვიცი, ძალიან მძი-
მე დავალება მოგეცი, მაგრამ ვხედავ, მისი ერთგული დარჩე-
ნილხარ. მაშ, განაგრძე ძებნა და ამ გზით იარე, ვიდრე მიზანს
არ მიაღწევ! შენ გგონია, რომ ამ გზაზე ჩემი გულისთვის დადი-
ხარ, მაგრამ ამას მხოლოდ შენი თავისთვის აკეთებ. იცი თუ არა
ეს?“
„გუმანით ვხვდებოდი“, მიუგო ანსელმმა, „ახლა კი უკვე ვიცი.
ეს გრძელი გზაა, ირის! დიდი ხანია, დავბრუნდებოდი იქიდან,
მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზა ვერ მიპოვია და აღარ ვიცი, რა
ვიღონო.“
ქალმა სევდაჩამდგარ თვალებში ჩახედა და ოდნავ შესამჩნე-
ვად გაუღიმა. ანსელმმა ირისის სიფრიფანა ხელი სახესთან
მიიტანა, მერე კი იმდენ ხანს იტირა, ვიდრე ქალს ხელი ცრემ-
ლით არ დაუსველა.

234
მკითხველთა ლიგა

„რა იღონო?“ – ჰკითხა ქალმა და ახლა მისი ხმა მხოლოდ


მოგონების გამონათებას ჰგავდა. „რა ვიღონოო, არ უნდა იკით-
ხო. ცხოვრებაში ბევრ რამეს ეძებდი. ეძებდი პატივს, ბედნიერე-
ბას და ცოდნას, მეძებდი მე, შენს პატარა ირისს! მაგრამ ეს მხო-
ლოდ მშვენიერი ხილვები იყო და მათ ისე მიგატოვეს, როგორც
ახლა მე უნდა მიგატოვო. ჩემთვის ნაცნობია ეს გრძნობა. მეც ერ-
თთავად ძიებაში ვიყავი, მეც მქონდა მშვენიერი ხილვები, მაგრამ
ისინი უჩინარდებოდნენ და ქრებოდნენ. ახლა ეს ხილვები უკვე
უცხოა ჩემთვის და აღარაფერს ვეძებ; მე უკვე დავბრუნდი შინ,
ერთი ნაბიჯიც, და სამშობლოში ვიქნები. შენც მოხვალ იქ, ან-
სელმ, და მაშინ შუბლზე აღარ გექნება ეგ ნაოჭები.“
ქალს სახე გაჰფითრებოდა, სასოწარკვეთილ ანსელმს კი ეს-
ღა აღმოხდა: „ო, ირის! მოიცადე, ჯერ ნუ წახვალ! დამიტოვე რა-
მე ნიშანი, რომ მთლად არ დამეკარგები!“
ქალმა თავი დაუქნია, იქვე ჭიქიდან ახლად გაშლილი ლურჯი
ზამბახი ამოიღო და ანსელმს გაუწოდა.
„ირისი ხომ ჩემი ყვავილია? გამომართვი და არ დამივიწყო!
მეძებე მე, ეძებე ირისი! და მაშინ აუცილებლად მიპოვი.“
ანსელმს ხელში ყვავილი ეჭირა და ტიროდა, მერე ტირი-
ლითვე დაემშვიდობა ქალს. როდესაც მეგობარმა დის სიკვდი-
ლის ამბავი შეატყობინა, ისევ მოვიდა; კუბო ყვავილებით მორ-
თეს და ირისი სამარეს მიაბარეს.
ამის შემდეგ ანსელმს მთელი ცხოვრება თავზე დაემხო და
აღარ ეგონა, რომ ამ ტვირთს კიდევ გაუძლებდა. მან ხელი აიღო
ყველაფერზე, მიატოვა სამსახური, ქალაქიდან წავიდა და ამქვეყ-
ნიურ ცხოვრებაში ჩაიკარგა. დროდადრო მას თავის მშობლიურ
მხარეში ხედავდნენ, ხშირად ძველი ბაღის მესერზე მიყრდნობი-
ლი იდგა და, თუ ვინმე მოიკითხავდა ან დახმარებას შესთავაზებ-
და, გატრიალდებოდა და წავიდოდა.
ზამბახი კი ისევ უყვარდა; სადაც კი დაინახავდა, დაიხრებოდა
და დიდხანს ჩასცქეროდა მის გვირგვინს, ეჩვენებოდა, რომ ყვა-
ვილის მოლურჯო გულისგულიდან მთელი წარსულისა და მომავ-

235
მკითხველთა ლიგა

ლის სურნელი იფრქვეოდა, მაგრამ მერე ისევ დანაღვლიანებუ-


ლი აგრძელებდა გზას, რადგან მოლოდინი არ უმართლდებო-
და. ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, რომ ოდნავ გამოღებულ კარს
მიღმა უძვირფასესი საიდუმლოს ფშვინვა ესმოდა, მაგრამ რო-
გორც კი გაიფიქრებდა, ახლა ბედი გამიღიმებს და სურვილი
ამიხდებაო, კარი იხურებოდა და მის მარტოსულობას ამქვეყ-
ნიური ცივი ქარი გადაუქროლებდა თავზე.
სიზმრებში ანსელმს დედა ელაპარაკებოდა ხოლმე და მის
სახეს და სხეულს ახლა უკვე ისე ცხადად და ახლოს შეიგრძნობ-
და, როგორც ეს მრავალი წლის მანძილზე აღარ შეეგრძნო.
ძილში ირისიც ელაპარაკებოდა და, როცა ანსელმი იღვიძებდა,
მის სულში რაღაც ხმიანობდა, რაზედაც იგი მთელი დღე ფიქ-
რობდა. ახლა იგი ამქვეყნად მთლად ეული დაიარებოდა; არ
ჰქონდა თავშესაფარი, ეძინა უცხო სახლებში, ტყეში, იკვებებოდა
პურით ან კენკრით, წყურვილს იკლავდა ღვინით ან ფოთლების
ნამით და არ ესმოდა, რას სჩადიოდა. ზოგს გიჟი, ზოგსაც ჯადო-
ქარი ეგონა, ბევრს ეშინოდა მისი, ბევრი დასცინოდა და ბევრსაც
უყვარდა. ახლა იგი ცდილობდა, ბავშვებთან ახლოს ყოფილიყო,
მათს უჩვეულო თამაშობებში მიეღო მონაწილეობა, დალაპარა-
კებოდა ქვას და მოტეხილ ტოტს. ზამთარი და ზაფხული გვერ-
დზე ჩაუქროლებდა ხოლმე, ის კი ჩასცქეროდა ყვავილის გვირ-
გვინს, აკვირდებოდა ნაკადულს და ტბას.
„ეს ყველაფერი მხოლოდ ზმანებაა და მეტი არაფერი!“ – იტ-
ყოდა ხოლმე თავისთვის.
მაგრამ გრძნობდა, რომ მისი გულის სიღრმეში რაღაც არსე-
ბას დაებუდებინა და ეს აღარ იყო ზმანება. მერე ანსელმი მიჰყვე-
ბოდა ამ არსებას, რომელიც დროდადრო მის შიგნით ალაპარაკ-
დებოდა ხოლმე. მისი ხმა ირისის ან დედის ხმად ჩაესმოდა ყურ-
ში და ეს მისთვის დიდი ნუგეში და იმედი იყო.
ქვეყნად ხეტიალში სასწაულების მოწმეც ხდებოდა, მაგრამ
აღარაფერი აოცებდა. ერთხელ ასე მიდიოდა თოვლში, ზამთრის
დამზრალ მიწაზე, წვერი ყინულის ლოლუად ჰქცეოდა. და აი,

236
მკითხველთა ლიგა

უეცრად თოვლში დაინახა თავაღერებული, ტანწერწეტი ირისი,


რომელსაც მშვენიერი, ეული ყვავილი ამოეყარა. ანსელმი
დაიხარა და გაიღიმა, რადგან ახლაღა გააცნობიერა, რასაც ირი-
სი გამუდმებით შეახსენებდა. მას თვალწინ დაუდგა ბავშვობის
სიზმარი, დაინახა ოქროს წკეპლებს შორის როგორ მიემართე-
ბოდა გამჭვირვალე, დაძარღვული გზა ყვავილის გულისა და
საიდუმლოსაკენ, და მიხვდა: აქ იყო ის, რასაც ეძებდა, აქ იყო ის
არსება, და ეს აღარ იყო ზმანება.
სიზმრები ანსელმს თითქოს ნიშანს აძლევდა, გზის გაკვლევა-
ში ეხმარებოდა. და აი, ის მივიდა ერთ ქოხთან, სადაც ბავშვები
თამაშობდნენ. ისინი ანსელმს რძით გაუმასპინძლდნენ და თამაშ-
შიც ჩააბეს. მერე უთხრეს, ტყეში მენახშირეებმა სასწაული იხილე-
სო და სულთა კარიბჭეზე მოუყვნენ, ათასწლეულში ერთხელ
რომ იღებოდა. ანსელმი უსმენდა და თავს უქნევდა ძვირფას ზმა-
ნებას. მერე გზა განაგრძო და ყურში ჩიტის გალობა ჩაესმა, მის
წინ, ბუჩქში რომ იჯდა. უჩვეულოდ ტკბილი ხმა გარდაცვლილი
ირისის ხმას მიუგავდა. ახლა ანსელმი ამ ხმას მიჰყვებოდა, სულ
უფრო და უფრო შორს მიჰქროდა და მიფრინავდა, მერე ნაკა-
დულსა და ტყეებს გადაევლო თავზე.
მალე ჩიტი დადუმდა, ახლა უკვე აღარც მისი ხმა ისმოდა და
აღარც თვითონ ჩანდა. ანსელმი გაჩერდა და მიმოიხედა; ის
ტყით გარემოცულ, დიდ მინდორზე იდგა; ფართო, მწვანე ფოთ-
ლებქვეშ ნაკადული მირაკრაკებდა, ირგვლივ კი ყველაფერი მი-
ყუჩებულიყო და გარინდებულიყო. ანსელმის გულში ისევ ის ჩიტი
ჭიკჭიკებდა საყვარელი ხმით და ისევ სადღაც შორეთში მიაქანებ-
და. ბოლოს ანსელმი ერთ ხავსმოკიდებულ კლდეს მიადგა.
კლდეში პირი დაეღო ნაპრალს, ვიწრო ზოლად მთის გულში
რომ გადიოდა.
ნაპრალთან ვიღაც ბერიკაცი იჯდა. მისკენ მიმავალი ანსელმი
რომ დაინახა, ფეხზე წამოიჭრა და შესძახა: „უკან, უკან დაიხიე,
ადამიანო! ამას სულთა კარიბჭეს ეძახიან და იქ შესული უკან
არავინ მობრუნებულა.“

237
მკითხველთა ლიგა

ანსელმმა ზევით აიხედა და კლდის კარიბჭეს შეხედა. მერე იქ


ლურჯი ბილიკი დაინახა, მთაში რომ იკარგებოდა. ბილიკის
ორივე მხარეს, ერთმანეთის მიჯრით ოქროს სვეტები აღმართუ-
ლიყო, ბილიკი კი დაბლა ისე მიემართებოდა, თითქოს უზარმა-
ზარი ყვავილის გვირგვინში ეშვებაო.
მის მკერდში კი ის ჩიტი წკრიალა ხმით ისევ გალობდა; ან-
სელმმა გვერდი აუარა გუშაგს, ოქროს სვეტები გაიარა და ლურ-
ჯი საიდუმლოს შუაგულში შეაბიჯა. ახლა იგი იმ ზამბახის გულის-
გულში შეიჭრა, ირისი რომ ერქვა და დედამისის ბაღში რომ იდ-
გა; ანსელმი ყვავილის გვირგვინში შეფარფატდა და წყნარი ნა-
ბიჯით გაუყვა გზას ოქროსფერი ბინდბუნდის შესახვედრად. ამ
დროს იგრძნო, რომ ყველა მოგონება თუ ცოდნა უეცრად მასთან
გაჩნდა. მან ყვავილის პაწია, ნაზი და რბილი ხელი იგრძნო. სიყ-
ვარულის ნაცნობი ხმები სულ ახლოს ჩაესმა ყურში; და ახლა ეს
ხმები ისე ჟღერდნენ და ოქროს სვეტებიც ისე ბრწყინავდნენ, რო-
გორც მაშინ, მისი ბავშვობის მრავალ გაზაფხულზე, როცა ყვე-
ლაფერი მისთვის ხმიანობდა და კაშკაშებდა.
მერე ანსელმს ის სიზმარიც დაუბრუნდა, ბავშვობაში რომ ენა-
ხა. ხედავდა, როგორ ჩადიოდა ყვავილის გვირგვინში, მის უკან
კი ზმანებათა მთელი სამყარო მოაბიჯებდა და მოცურავდა, მერე
კი იმ საიდუმლოში შთაინთქა, ყველა ზმანების მიღმა რომ ჰგი-
ებს.
ანსელმმა ღიღინი წამოიწყო და მისი ბილიკი ნელა, უხმოდ
ჩაიძირა მშობლიურ მხარეში.

1916

თარგმნა ნანა გოგოლაშვილმა

238
მკითხველთა ლიგა

სიზმართა წყება

მეჩვენებოდა, რომ დრო უსარგებლოდ იწელებოდა ლურჯ


სალონში, რომლის ფანჯარაში, ჩრდილოეთის მხარეს რომ იყო
გაჭრილი, ხელოვნურფიორდებიანი ყალბი ტბა იჭყიტებოდა, და
სადაც არაფერი მაკავებდა და მიზიდავდა, გარდა ლამაზი, სა-
ეჭვო ქალბატონისა, რომელიც, ჩემი აზრით, მეძავი უნდა ყო-
ფილიყო. მისი სახისთვის ერთხელ რიგიანად თვალის შევლება
აუსრულებელ ნატვრად მქცეოდა. სახე ბუნდოვნად ტივტივებდა
შავ, გაშლილ თმებში და მხოლოდ საოცრად სანდომიანი სი-
ფერმკრთალისგან შედგებოდა, მეტი არაფერი ჩანდა. შესაძ-
ლოა, მუქი წაბლისფერი თვალები ჰქონდა, რატომღაც შინაგა-
ნად ამას მოველოდი, მაგრამ მერე თვალები აღარ ესადაგებოდ-
ნენ სახეს, რომლის ამოკითხვაც ჩემს მზერას სურდა ამ გაურკვე-
ველი სიფერმკრთალიდან და რომლის გამომეტყველებაც ჩემი
მოგონებების ღრმა, შეუღწეველ ფენებში ჩასვენებული მეგულე-
ბოდა.
როგორც იქნა, რაღაც მოხდა. ორი ახალგაზრდა კაცი შე-
მოვიდა. ერთობ თავაზიანად მიესალმნენ ქალბატონს და თავი
წარმომიდგინეს. „მაიმუნები“, – გავიფიქრე და საკუთარ თავს
გავუწყერი, რადგან ერთი მათგანის მეტად კოხტად შეკერილმა
და ლაზათიანად მომდგარმა წაბლისფერმა პიჯაკმა დამანამუსა
და შური აღმიძრა. შურის საზიზღარი გრძნობა უზადოთა, ურ-
ცხვთა, პირმღიმართა მიმართ! „დაოკდი!“ – ჩუმად შევუძახე თავს.
ორივე ახალგაზრდამ გულგრილად ჩამომართვა გაწვდილი ხე-
ლი – ისე, რატომ გავუწოდე?! – და ორივემ დამცინავი სახე
მიიღო.
ამ დროს ვიგრძენი, რომ რაღაც არ მქონდა რიგზე და ტანში
უამურმა სიცივემ დამიარა. მზერა ქვემოთ ჩავაცურე და ფერფურ-
დაკარგულმა შევნიშნე, რომ ფეხსაცმელი არ მეცვა და წინდების
ამარა ვიდექი. სულ ეს უბადრუკი, საცოდავი, საბრალობელი
დაბრკოლებები და წინააღმდეგობები! სხვებს ხომ თავის დღეში

239
მკითხველთა ლიგა

არ დაემართებათ ეს, რომ შიშველნი ან ნახევრად შიშველნი იდ-


გნენ სალონში უზადოთა და ულმობელთა ჯილაგის წინაშე! და-
ღონებული ვლამობდი მარცხენა ტერფი მაინც დამეფარა მარ-
ჯვენათი, ამ დროს ჩემი მზერა ფანჯარას მოხვდა და დავინახე,
ტბის ციცაბო ნაპირები ლურჯად და მძვინვარედ იმუქრებოდნენ,
ყალბ დამთრგუნველ ბგერებს გამოსცემდნენ, დემონურნი უნდო-
დათ გამოჩენილიყვნენ. დაძმარებულმა უმწეოდ შევავლე თვალი
უცხოებს, მძულდა ეს ხალხი და კიდევ უფრო მეტად – საკუთარი
თავი: არაფერს წარმოვადგენდი, არაფერი გამომდიოდა. და ნე-
ტა ეს ოხერი ტბა რაღაში მენაღვლებოდა? თუმცა, რაკი მენაღ-
ვლებოდა, ესე იგი იყო კიდეც ჩემი სანაღვლებელი. ვედრებით
ჩავხედე წაბლისფერპიჯაკიანს სახეში, ლოყები რომ ჯანსაღად
ულაპლაპებდა და ფაქიზად ჰქონდა მოვლილი, თუმც მშვენივ-
რად ვიცოდი, რომ ამაოდ ვირჯებოდი და გულს ვერაფრით ავუ-
ჩუყებდი.
სწორედ ამ დროს შენიშნა ჩემი ტერფები, უხეშ მუქმწვანე წინ-
დებამოცმული – აჰ, კიდევ კარგი, გამოხეული მაინც არ მქონდა
– და საძაგლად გაიცინა. თავის ამხანაგს ხელი წაჰკრა და ჩემს
ტერფებზე ანიშნა. ისიც დამცინავად გაიღრიჭა.
„იმ ტბას გახედეთ!“ – ვიყვირე და ფანჯრისკენ ვანიშნე.
წაბლისფერპიჯაკიანმა მხრები აიჩეჩა, ფანჯრისკენ მიბრუნება
აზრადაც არ მოსვლია და მეორეს რაღაც ჩაულაპარაკა, რაც
მხოლოდ სანახევროდ გავიგონე, თუმცა მე მგულისხმობდა და იმ
წინდებიან ტიპებს ეხებოდა, ასეთ სალონში წესით საერთოდ
რომ არ უნდა გაეჭაჭანებინათ. ამასთან „სალონი“ ჩემთვის იმასვე
ნიშნავდა, რასაც ბიჭობის წლებში – გარემო, რომელსაც დახვე-
წილობისა და ქვეყანაში გამოსულობის რაღაც ლამაზი და რა-
ღაც ყალბი ელფერი ედო.
ყელში ცრემლებმოწოლილი დავიხარე საკუთარი ტერფები-
საკენ, რომ ეგებ რამე გამომესწორებინა და დავინახე, რომ ფარ-
თო საშინაო ფეხსაცმელები გამძრობოდა; ყოველ შემთხვევაში
ერთი ვეებერთელა, რბილი, მუქწითელი ქოში ეგდო ჩემ უკან

240
მკითხველთა ლიგა

იატაკზე. ყოყმანით ავიღე, ქუსლით მეჭირა ხელში და ატირებას


აღარაფერი მიკლდა. ხელიდან გამისხლტა, ვარდნისას დავიჭი-
რე – ამასობაში უფრო გადიდებულიყო – და ახლა ჭვინტით მეკა-
ვა.
უეცრად, შინაგანი შვებით, შევიგრძენი ღრმა დანიშნულება
ქოშისა, მძიმე ქუსლს რომ ასტკეჩოდა და ჩემს ხელში მსუბუქად
ქანაობდა. დიდებულია, ასეთი წითელი მოფლაშული ფეხსაცმე-
ლი, ასე რბილი და მძიმე! საცდელად ცოტათი ავიქნ-დავიქნიე
ჰაერში, შეუდარებელი იყო და ნეტარების ჟრუანტელმა დამიარა
თმის ძირებამდე. კომბალი ან შლანგი რას მოვიდოდა ჩემს ვეება
ფეხსაცმელთან შედარებით. კალცილიონე დავარქვი იტა-
ლიურად.
როდესაც წაბლისფერპიჯაკიანს თამაშ-თამაშით პირველად
ვდრუზე თავში კალცილიონე, ეს გამოწკეპილი ყმაწვილი ბარბა-
ცით მიესვენა დივანზე, და დანარჩენებმა და მთელმა ოთახმა და
იმ საშინელმა ტბამ ჩემზე ზემოქმედების ყოველგვარი ძალა და-
კარგეს. მე დიდი და ძლიერი ვიყავი, თავისუფალი ვიყავი, და
მეორე დარტყმას წაბლისფერპიჯაკიანის თავზე უკვე აღარაფერი
ეცხო ბრძოლის, უბადრუკი თავდაცვის, არამედ აღტაცებითა და
მბრძანებლის თავმიშვებული ხუშტურით იყო ნასაზრდოები. თა-
ნაც ოდნავაც აღარ მძულდა მიწაზე გართხმული მტერი, იგი საინ-
ტერესო იყო ჩემთვის, ღირებული და ძვირფასი, მე ხომ მისი ბა-
ტონი და შემოქმედი ვიყავი. ჩემი უცხო ქოშ-სატყეპელას ყოველი
ლაზათიანი დარტყმა ხომ ფორმას აძლევდა ამ უმწიფარ და
მაიმუნისმაგვარ თავს, ჭედავდა, აშენებდა, თხზავდა, თითოეული
მძერწავი შემოკვრის შემდეგ სულ უფრო მშვენდებოდა, კოხტავ-
დებოდა, იხვეწებოდა, ჩემი ქმნილება და ნამუშევარი ხდებოდა,
რომელიც კმაყოფილებას მგვრიდა და მიყვარდა. ბოლო მოსიყ-
ვარულე მჭედლური შემოკვრით წაწვეტებული კეფა სწორედ ზო-
მაზე დავუყენე. მორჩა, დასრულქმნილდა. მადლობა გადამიხადა
და ხელზე მომეფერა. „კარგი, კარგი“, ხელით ვანიშნე. მან ხელე-

241
მკითხველთა ლიგა

ბი გულზე გადაიჯვარედინა და მოკრძალებულად წარმოთქვა:


„მე პაული მქვია.“
ძალაუფლების საამურმა ჟრუანტელმა დაბერა ჩემი გულ-
მკერდი, დაბერა ოთხკედელშუა სივრცე უსასრულობამდე და
ოთახი – „სალონისა“ რომ აღარაფერი ეცხო! – დარცხვენილი
გაიძურწა, არარაობად ქცეული შეიყუჟა სადღაც. ტბის პირას ვი-
დექი. ტბა შავ-ლურჯი იყო, ტყვიისფერი ღრუბლები პირქუშ
მთებს მისჯარვოდნენ, ყურეებში ბნელი წყალი თუხთუხებდა ქაფ-
მოგდებული, ქარის ტალღები აკვიატებულ-შიშნეულად დაბო-
რიალებდნენ წრეზე. მაღლა ავიხედე და ხელის აწევით ვანიშნე
ქარიშხალს, ამოვარდნილიყო. ელვამ გაკვესა და ცივად დასჭექა
მძაფრი სილურჯიდან; მაღლიდან ღმუილით წამოვიდა თბილი
გრიგალი, ცაზე რუხ გამოსახულებათა ზედახორა მარმარილოს
ძარღვებად გაიფანტა. ვეება, მრგვალი ტალღები შიშნეულად წა-
მოეჯაგრნენ გამათრახებულ ზღვას. მათ ქარიშხალი ქაფის ქუ-
ლებსა და ტყლაშუნა წყლის ნაფლეთებს სტაცებდა ზურგებიდან
და სახეში მახლიდა. შავად გაშეშებულ შეძრწუნებულ მთებს თვა-
ლები დაეჭყიტათ, ერთიმეორეს მისჭუჭკოდნენ და მავედრებელი
დუმილით დუმდნენ.
გოლიათ ცხენ-მოჩვენებებზე ამხედრებულ, დიდებულად მო-
თარეშე ქარიშხალში ჩემ გვერდით მორიდებული ხმა გაისმა. ო,
განა დამავიწყდი, ფერმკრთალო ქალო, გრძელშავთმიანო. მის-
კენ გადავიხარე, ბავშვურად ტიტინებდა – ზღვა მოდიდებულია,
აქ დარჩენა არ შეიძლებაო. ჯერაც გულაჩუყებული ვუმზერდი სა-
თუთ ცოდვილს, მისი სახე სხვა არა იყო რა, თუ არა წყნარი სი-
ფითრე დაბურულ თმათა ტევრში, და უცებ ტალღები ტყლაშუნით
მომაწყდნენ მუხლებზე და მერე გულმკერდზე, ცოდვილი ქალი
კი უმწეოდ და უხმოდ ირწეოდა აფოფრილ ზვირთებზე. ჩავიცინე,
მკლავი მუხლებზე მოვხვიე და ჩემკენ მოვიზიდე. ესეც მშვენიერი
იყო და შვებისმომგვრელი, ქალი უჩვეულოდ მჩატე და პაწია გახ-
ლდათ, ცინცხალი სითბოთი სავსე და გულწრფელთვალება, მიმ-
ნდობი და შიშატანილი, და მე დავინახე, რომ იგი სულაც არ იყო

242
მკითხველთა ლიგა

ცოდვილი და არც შორეული ბუნდოვანი ქალბატონი. არც ცოდ-


ვები, არც იდუმალება; უბრალოდ, ბავშვი იყო.
ტალღებიდან ამოვიყვანე, კლდეები გადავატარე და ჩაწკვა-
რამებულ, მეფურად მჭმუნვარე ბაღს შევეფარეთ, სადაც ქარიშხა-
ლი ვეღარ აღწევდა და სადაც ასაკოვან ხეთა დახრილი ვარჯები-
დან ერთთავად სათუთ-ადამიანური მშვენიერება მეტყველებდა,
ერთთავად ლექსები და სიმფონიები, სულისწამღებ წინათგრძნო-
ბათა და მომხიბლავად მოთვინიერებულ სიამეთა სამყარო, კო-
როს დახატული კოპწია ხეები და შუბერტის სოფლურ--
მათრობელა მუსიკა, ხის ჩასაბერი საკრავებიდან გადმოღვრილი,
წამიერად შეფრთხიალებული ნოსტალგიით ნაზად რომ მეწეოდა
თავის საყვარელ ტაძარში. მაგრამ ამაოდ, სამყაროს ბევრი ხმა
მოეპოვება, სულს კი ყველაფრისთვის თავისი ჟამი და წუთი აქვს
განკუთვნილი.
ღმერთმა უწყის, ეს მეძავი, ეს ფერმკრთალი ქალი, ეს ბავშვი
როგორ დამემშვიდობა და დამეკარგა. იყო ქვის პარმაღი, იყო
კარიბჭე, მსახურნი იყვნენ, ყველაფერი მკრთალად და ბუნდოვ-
ნად ჩანდა, როგორც მქრქალი მინის მიღმა, და კიდევ უფრო
მოუხელთებელი, კიდევ უფრო მქრქალი, ლანდებისგან ქარივით
წამოქროლილი, ჩემკენ მომართული კიცხვისა და საყვედურის
ტონი მიშხამავდა ჩრდილების რიალს. ერთადერთი, რაც მისგან
დარჩა, პაულის ფიგურა იყო, ჩემი მეგობარი და ვაჟიშვილი
პაული, მის ნაკვთებში ჩანდა და იმალებოდა სახელვერმოძებნი-
ლი, მაგრამ უსაშველოდ ნაცნობი სახე, სკოლის ამხანაგის სახე,
პრეისტორიულ-მითოლოგიური გადიის სახე, საარაკო პირველი
წლების მარგებელ-ნოყიერი მიმქრალებული მოგონებებით ნაკ-
ვები.
საამო, შინაგანი სიბნელე, სულის თბილი აკვანი და დაკარგუ-
ლი სამშობლო წარმოგვიდგება თვალწინ, ჟამი ჩამოუყალიბებე-
ლი ყოფიერებისა, გაუბედავი პირველი წამოფოფრება წყაროს
ფსკერიდან, რომლის ქვეშაც წინაპართა ჟამს გაუვალი ტყის სიზ-
მრებში სძინავს. იარე, სულო, ხელის ცეცებით, იხეტიალე, ბრმად

243
მკითხველთა ლიგა

იფათურე უცოდველი ბუნდი ინსტინქტების მაძღარ საბანელში!


განა არ გიცნობ, სულო შიშნეულო, არაფერი ისე არ გესაჭი-
როება, არც რა ისე არ გესაჭმელება, გესასმელება და გეძილ-
მშვიდება, როგორც შენეულ საწყისებთან მიბრუნება. აჰა, ტალღა
ხმაურობს შენ სიახლოვეს და შენ ხარ ტალღა, ტყე შრიალებს და
ტყეც შენვე ხარ, გარეთ და შიგნით აღარ არსებობს, დაფრინავ
ჩიტი ჰაერში, დაცურავ თევზი წყალში, სინათლეს ისრუტავ და
შენვე ხარ სინათლე, ბნელს აგემოვნებ და ბნელი ხარ თავად.
დავბორიალებთ, სულო, ვცურავთ და ვფრინავთ, ვიღიმით და
ჰაეროვანი თითებით ვნასკვავთ დაწყვეტილ ძაფებს, ნეტარებით
მიწყნარდებიან აშლილი რხევები. ღმერთს აღარ ვეძებთ. თავად
ვართ ღმერთი. ჩვენ ვართ მსოფლიო. ჩვენ ვკლავთ და ვკვდე-
ბით, ჩვენ ვქმნით და ჩვენს სიზმრებთან ერთად აღვდგებით.
ულამაზესი სიზმარი ჩვენი, ეს ლურჯი ზეცაა იგი, ულამაზესი სიზ-
მარი ჩვენი, ეს ზღვაა იგი, ულამაზესი სიზმარი ჩვენი, ვარსკვლა-
ვებით მოჭედილი ღამეა იგი, და ეს თევზია, და ეს წკრიალა, სი-
ხარულით სავსე ბგერაა, და ეს კაშკაშა, სიხარულით სავსე შუქია
– ეს ყველა ჩვენი სიზმარია, ჩვენი ულამაზესი სიზმარია თი-
თოეული. ეს-ესაა მოვკვდით და მიწად ვიქეცით. ეს-ესაა სიცილი
გამოვიგონეთ. ეს-ესაა ვარსკვლავებით გავაწყვეთ ზეცა.
ხმები გაისმის, და ყოველი ხმა დედისაა. ხეები შრიალებენ,
და ყოველი მათგანი ჩვენს აკვანსაც დაშრიალებდა. ქუჩები ვარ-
სკვლავის სახედ იშლებიან სხვადასხვა მხარეს, და ყოველი ქუჩა
შინისაკენ მიმავალია.
ის, პაული რომ ერქვა, ჩემი ქმნილება და მეგობარი, ისევ იქ
გაჩნდა – ასაკით დამწეოდა. ჩემს რომელიღაც სიყრმის მეგო-
ბარს წააგავდა, ოღონდ რომელს, აღარ მახსოვდა და ამიტომ
თავს ცოტა შებოჭილად ვგრძნობდი მასთან და ზრდილობიანად
მოქცევას ვცდილობდი. ამით მან ძალაუფლება ჩაიგდო ხელში.
სამყარო მე აღარ მიგდებდა ყურს, იგი მას უსმენდა, ამიტომაც
ყოველივე უწინდელი გაქრა და თვინიერ უალბათობაში ჩაიძირა,
დარცხვენილი მისგან, რომელიც ახლა მმართველობდა.

244
მკითხველთა ლიგა

ერთ მოედანზე ვიყავით. იმ ადგილს პარიზი ერქვა, ჩემ წინ


რკინის ძელი აღმართულიყო, ეს კიბე გახლდათ და აქეთ-იქიდან
დაჰყვებოდა რკინის პატარ-პატარა სახელურები, რომლებსაც ხე-
ლებით მოეჭიდებოდი და ფეხებს დაადგამდი. რადგან პაულმა
ასე მოისურვა, ავძვერი კიბეზე, ის კი იქვე აღმართულ ისეთსავე
კიბეზე ავიდა. როცა სახლის და მერე ძალიან მაღალი ხის სი-
მაღლეზე ავძვერით, გულში შიში შემეპარა. პაულს გადავხედე,
მას შიში არ უგრძნია, მაგრამ მიხვდა, მე რომ მეშინოდა, და
ჩაიღიმა.
ერთი ამოსუნთქვის მანძილზე, როცა ის იღიმოდა, მე კი მას
ვუყურებდი, ცოტაც და ვიცნობდი მის სახეს და მის სახელს გა-
ვიხსენებდი, ამ დროს უცბად წარსულში ნაპრალმა დააღო პირი
და სკოლის დრომდე ჩასკდა, იქამდე, როცა თორმეტი წლისა
ვიყავი, ცხოვრების უმშვენიერესი ხანა იდგა, ყოველივე სურ-
ნელით სავსე და გენიალური იყო, როცა ყველაფერს ახალგა-
მომცხვარი პურის ნოყიერი სურნელი ასდის, თავგადასავლის
ჟრუანტელის მომგვრელი ელფერი ადევს და გმირობითაა მო-
ოქრული – თორმეტი წლისა იყო იესო, ტაძარში სწავლულები
რომ დაანამუსა; თორმეტი წლისანი ყველანი ვანამუსებდით
ჩვენს სწავლულებსა და მასწავლებლებს, მათზე ჭკვიანები ვიყა-
ვით, მათზე გენიალურები, მათზე გულადნი. დუნდგოდ მესეოდ-
ნენ ბგერები და სურათები: სახლში დარჩენილი საშინაო დავა-
ლების რვეულები, შუადღისას საკლასო ოთახში გამომწყვდევა,
შურდულით მოკლული ჩიტი, მოპარული ქლიავებით გაწებილი
ქურთუკის ჯიბე, ბიჭების გადარეული ტყაპუნი საცურაო აუზში,
დაფხრეწილი საკვირაო შარვლები და სინდისის ქენჯნა, მხურვა-
ლე ძილისპირული ლოცვა მიწიერი საზრუნავების მოსაგვარებ-
ლად, შილერის ლექსით აღძრული გასაოცრად გმირული დიდე-
ბული გრძნობები...
ეს მხოლოდ წამიერი გაელვება იყო, სულმოუთქმელად ჩაქ-
როლილ სურათთა უწესრიგო წყება. მეორე წამს პაულის სახე
მომჩერებოდა ისევ, სულის გამაწვრილებლად ნახევრადნაცნო-

245
მკითხველთა ლიგა

ბი. ზუსტად აღარ ვიცოდი ჩემი ასაკი, შესაძლოა პატარა ბიჭები


ვიყავით. სულ დაბლა და დაბლა, ჩვენი კიბის წვრილი სახელუ-
რების ქვემოთ, გაწოლილიყო ქუჩების ქსელი, პარიზი რომ ერ-
ქვა. ყველა კოშკზე მაღლა რომ ავძვერით, ჩვენი რკინის სახე-
ლურები დაილია და ორივე კიბეს ჰორიზონტალური ფიცარი ედ-
გა თავს, პაწაწინა ბაქანი. შეუძლებელი ჩანდა მათზე აფოფხება.
მაგრამ პაულმა ეს სულ იოლად შეძლო და ახლა მეც უნდა მო-
მეხერხებინა როგორმე.
ზემოთ ფიცარზე გავწექი და ქვემოთ გადავიხედე, თითქოს პა-
ტარა ღრუბელზე ვყოფილიყავ გაწოლილი. ჩემი მზერა ქვასავით
ჩავარდა სიცარიელეში უმიზნოდ. ამ დროს ჩემმა ამხანაგმა რა-
ღაცაზე მიმითითა გარკვევით და გასაოცარ სანახაობას მივაჩერ-
დი, რომელიც ჰაერში გამოკიდებულიყო. ერთ ფართო ქუჩაზე,
რომელიც ყველაზე მაღალი სახურავების სიმაღლეზე გადიოდა,
მაგრამ მაინც უსასრულოდ დაბლა იყო ჩვენ ქვემოთ, ვხედავდი
უცხო ხალხს ჰაერში. თითქოს თოკზე მოცეკვავეები უნდა ყოფი-
ლიყვნენ. და მართლაც ერთ-ერთი მათგანი თოკზე თუ ლატანზე
გადიოდა. მერე აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრნი იყვნენ და
თითქმის სულ ახალგაზრდა გოგოები, ბოშებივით მოხეტიალენი.
ისინი დადიოდნენ, ბანაკებს შლიდნენ, ისხდნენ, მოძრაობდნენ
სახურავების სიმაღლეზე უწვრილესი წნელებისგან წარმოქმნილ
ჰაეროვან კარკასზე და ვარჯისებურად განტოტვილ ხარიხებზე,
ისინი იქ ცხოვრობდნენ, იმ არემარეზე სახლობდნენ. მათ ქვე-
მოთ ქუჩა უნდა ყოფილიყო. სიფრიფანა, ფარფატა ნისლი სწვდე-
ბოდა ქვემოდან მათს ტერფებს.
პაულმა რაღაც თქვა ამაზე. „ჰო“, მივუგე მე, „ძალიან საყვა-
რელი გოგონები არიან, ყველანი“.
მათზე ბევრად უფრო მაღლა ვიყავი, მაგრამ მე შიშატანილი
ვეკვროდი ჩემს სადგომს, ისინი კი მსუბუქად და უშიშრად და-
ფარფატებდნენ და მივხვდი, რომ მეტისმეტად მაღლა ავსუ-
ლიყავ, საჩემო ადგილი არ იყო ეს. ისინი სწორ სიმაღლეზე იყ-
ვნენ, არც მიწაზე და თანაც არც ისე ჯოჯოხეთურად მაღლა და

246
მკითხველთა ლიგა

შორს, როგორც მე, არც ხალხში გათქვეფილნი და არც ასე


მთლად განმარტოებულნი. თანაც ბევრნი იყვნენ. ვხედავდი, იმ-
გვარ ნეტარებას განასახიერებდნენ, მე რომ ჯერაც ვერ მიმეღ-
წია.
მაგრამ ვიცოდი, რომ, როცა იქნებოდა, იმ ჩემს შესაზარ კიბე-
ზე ჩამოფორთხება მომიწევდა, და ამაზე ფიქრი ისეთი დამ-
თრგუნველი იყო, რომ მაზიდებდა და ერთი წამითაც აღარ შე-
მეძლო აქ, მაღლა, გაძლება. სასოწარკვეთილებით აღსავსემ და
თავბრუსხვევისგან აძაგძაგებულმა ფეხებით მოვსინჯე ჩემ ქვე-
მოთ კიბის სახელურები – ფიცრიდან მათ ვეღარ ვხედავდი – და
გულშემზარავი წუთების განმავლობაში სიმწრით ჩაბღაუჭებული
ვეკიდე ამ უკეთურ სიმაღლეზე. არავინ მეხმარებოდა, პაული
შორს იყო.
დაზაფრული ჩამოვუყევი სახიფათო კიბის სახელურებს, და
ერთი გრძნობა ნისლივით მბურავდა, გრძნობა იმისა, რომ ამ მა-
ღალ კიბესა და თავბრუსხვევაზე უარესის გადატანაც მომიწევდა.
მალე ვეღარც საგნებს ვარჩევდი, ირგვლივ მხოლოდ ნისლი იყო
და გაურკვევლობა. ხან ისევ კიბის სახელურებზე ვეკიდე და თავ-
ბრუ მესხმოდა, ხან მოკუნტული და შიშნეული დავღოღავდი უსაშ-
ველოდ ვიწრო მიწის ტალანებში და სარდაფის დერეფნებში, ხან
უსასოოდ დავაბოტებდი წუმპესა და სკორეში და საზიზღარი
ტლაპო პირამდე მწვდებოდა. ყველგან სიბნელე და დაბრკოლე-
ბები. შემზარავი დავალებები სერიოზული, მაგრამ დაფარული
საზრისის მქონე. შიში და ოფლი, დამბლა და სიცივე. ძნელი სიკ-
ვდილი, ძნელი დაბადება.
რა უკუნეთი გვარტყია გარს! რამდენ საშინელ, მწარე ტანჯვის
გზას გავდივართ, ღრმად ეშვება მაღაროში ჩვენი ნავლწაყრილი
სული, მარადიული საბრალო გმირი, მარადი ოდისევსი! მაგრამ
ჩვენ მივდივართ, მივდივართ, წელში ვიკაკვებით და მივაბოტებთ,
მივცურავთ ტლაპოში და ლამის დავიხრჩოთ, გლუვი, ბოროტი
კედლების გასწვრივ მივხოხავთ. ვტირით და სასოწარკვეთილე-
ბაში ვვარდებით, დაზაფრულნი ვგოდებთ და ტანჯვისგან ვბღა-

247
მკითხველთა ლიგა

ვით. მაგრამ მაინც წინ მივიწევთ, მივიწევთ და ვიტანჯებით,


კბილს კბილზე ვაჭერთ და გზას მივიკვლევთ.
კვლავ გამოიკვეთა სურათოვნება მრუმე ჯოჯოხეთური
კვამლიდან, შავბნელი ბილიკის პატარა მონაკვეთს კვლავ
მოეფინა ფორმის მიმცემი შუქი მოგონებათა, და სულმა სამყა-
რომდელი არსობიდან დროის მშობლიურ სამფლობელოში გა-
მოაღწია.
სად იყო ეს? ნაცნობი საგნები შემომცქეროდნენ, ვისუნთქავდი
ნაცნობ ჰაერს. ოთახი, ნახევრად ჩაბნელებული დიდი ოთახი, მა-
გიდაზე მდგარი ნავთის ლამპა, ჩემი საკუთარი ლამპა, დიდი
მრგვალი მაგიდა, რაღაცა პიანინოს მსგავსი. ჩემი და იყო იქ და
სიძე, ალბათ, სტუმრად იყვნენ ჩემთან, ანდა მე ვიყავი მათი სტუ-
მარი. ისინი დუმდნენ და დარდობდნენ, ჩემზე დარდით აღარ იყ-
ვნენ. მე კი ვიდექი დიდსა და ჩაბნელებულ ოთახში, მიმოვ-
დიოდი, ვჩერდებოდი და მიმოვდიოდი სევდის ღრუბელში, მწა-
რე, სულის შემხუთავი სევდის ნაკადში. ჰოდა, რაღაცის ძებნა და-
ვიწყე, არცთუ მნიშვნელოვნის, წიგნის, მაკრატლისა თუ რაღაც
ამგვარის, და ვერ ვპოულობდი. ლამპა ავიღე, მძიმე იყო, მე კი
საშინლად დაღლილი ვიყავი და მალე ისევ დავდგი და მაინც
ისევ ავიღე და მინდოდა მეძებნა, მეძებნა, თუმცა ვიცოდი, ამაოდ
ვშვრებოდი. ვერაფერს ვიპოვიდი, უარესად ავურ-დავურევდი
ყველაფერს, ლამპა ხელიდან გამივარდებოდა, ისეთი მძიმე იყო,
ისე მტანჯველად მძიმე, და ასე გავაგრძელებდი ხელების ფა-
თურს და ძებნას და ოთახში ბორიალს, მთელი ჩემი საბრალობე-
ლი ცხოვრების მანძილზე.
ჩემი სიძე შემომცქეროდა, შიშით და ცოტათი მკიცხავი მზე-
რით. ამჩნევენ, რომ გონი მერევა, – სწრაფად გავიფიქრე და
კვლავ ლამპას დავწვდი. ჩემი და გამოემართა ჩემკენ, უხმოდ
მიცქერდა მავედრებელი თვალებით, შიშითა და სიყვარულით
რომ იყვნენ სავსე ისე, რომ ლამის გული გამეპო. ვერაფერი
ვთქვი, მხოლოდ ხელი გავიშვირე და თავი დამანებეთ-მეთქი, ვა-
ნიშნე, ფიქრში კი ვიმეორებდი: შემეშვით! შემეშვით! თქვენ ხომ

248
მკითხველთა ლიგა

ვერც წარმოიდგენთ, მე რა დღეში ვარ, როგორ მტკივა, რარიგ


საზარლად მტკივა! და ისევ: შემეშვით! შემეშვით!
ლამპის მოწითალო სინათლე სუსტად დიოდა დიდ ოთახში.
ხეები გარეთ ქარში კვნესოდნენ. წამიერად მომეჩვენა, რომ გა-
რეთ ჩამოწოლილ ღამეს საოცრად ღრმად ვხედავდი და შევიგ-
რძნობდი: ქარი და სისველე, შემოდგომა, ფოთლების მომწარო
სუნი, თელის ფოთოლთა კორიანტელი, შემოდგომა, შემოდგო-
მა! და კიდევ ერთი წამით მე აღარ ვიყავი მე, სურათივით ვხედავ-
დი საკუთარ თავს: ვიყავი ფერმკრთალი, ხმელ-ხმელი მუსიკოსი,
თვალებმოელვარე, რომელსაც ჰუგო ვოლფი5 ერქვა და ამ სა-
ღამოს სადაცაა ჭკუიდან შეიშლებოდა.
შიგადაშიგ ისევ ვეძებდი, უიმედოდ ვეძებდი და წარამარა
მძიმე ლამპას წამოვავლებდი ხელს, ხან მრგვალ მაგიდაზე
ვდგამდი, ხან სავარძელზე, ხან აკოკოლავებულ წიგნებზე. და
მავედრებელი ჟესტებით ვიცავდი თავს, როცა ჩემი და ისევ
ნაღვლიანად და მზრუნველად შემომხედავდა, ჩემი ნუგეშისცემა
სურდა, ჩემთან ახლოს ყოფნა და ჩემი შველა უნდოდა. სევდა
იბერებოდა ჩემში და გასკდომამდე მავსებდა, ჩემ ირგვლივ
სურათებს კი სულისშემძვრელად მეტყველი სიმკვეთრე
ჰქონდათ, ბევრად უფრო მკაფიო, ვიდრე ნებისმიერი სინამ-
დვილე; შემოდგომის ორიოდე ყვავილი წყლიან ჭიქაში, მათ შო-
რის მუქწითელ-მოყავისფრო გეორგინა, ისე მტკივნეულად მშვე-
ნიერ მარტოობაში ანათებდა, თითოეული ნივთი ისე ჯა-
დოსნურად თვალწარმტაცი იყო და ისე გაჟღენთილი ბედისწე-
რული მარტოობით, როგორც დიდი მხატვრების ტილოებზეა
ხოლმე.
ცხადად ვგრძნობდი ჩემს ბედისწერას. კიდევ ერთი ჩრდილი
ამ სიმწუხარეში, დის კიდევ ერთი შემოხედვა, კიდევ ერთი შემო-
ხედვა ყვავილებისა, მშვენიერი, მგრძნობიარე ყვავილებისა – და

5
ჰუგო ვოლფი (1860-1903) – ავსტრიელი კომპოზიტორი და მუსიკის კრიტი-
კოსი. სიცოცხლის ბოლო წლებში ფსიქიკურად დაავადდა და ავსტრიის ერთ--
ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში გარდაიცვალა (მთარგმნელის შენიშვნა).
249
მკითხველთა ლიგა

პირთამდე აივსებოდა ფიალა, მე სიგიჟეში ჩავიძირებოდი. „თავი


დამანებეთ! თქვენ ხომ არ იცით!“
პიანინოს გაპრიალებულ ზედაპირზე ლამპის შუქის სხივი გა-
წოლილიყო, შავ ფიცარზე არეკლილი, ისე მშვენიერი, ისე იდუ-
მალი, ისე გაჯერებული სევდა-ვარამით!
ახლა ჩემი და წამოდგა ისევ, პიანინოსკენ გაემართა. მინდო-
და მეთხოვნა, ვედრებით შემეჩერებინა, მაგრამ არ შემეძლო,
არავითარი ძალა აღარ კმაროდა, ჩემი სიმარტოვიდან მას რომ
მივწვდომოდი. ო, ვიცოდი, ახლა რაც მოხდებოდა. ვიცნობდი მე-
ლოდიას, ახლა რომ აჟღერდებოდა, ყველაფერს იტყოდა და
ყველაფერს გაანადგურებდა. უსაშველო დაძაბულობამ მომიჭირა
გულზე და, როცა პირველი მდუღარე წვეთები გადმომცვივდა
თვალებიდან, თავითა და ხელებით გადავემხე მაგიდას და მეს-
მოდა და აღვიქვამდი გრძნობის ყველა ორგანოთი და ახალშე-
ძენილი უნარებითაც ტექსტსა და მელოდიას ერთდროულად,
ვოლფის მელოდიას და ამ ლექსს:
ხის წვერნო, თუ რამე იცით
გარდასულ, მშვენიერ დროზე?
სამშობლო მწვერვალებს იქით,
ო, რა უსასრულოდ შორს ძევს!6
ამით ჩემ წინაშე და ჩემში სამყარო ატორტმანდა და განიმ-
ქრა, ცრემლებსა და ბგერებში ჩაიძირა, ენა ვერ იტყვის, რა ღა-
პაღუპით, რა თქრიალით, რა ტკბილად და მტკივნეულად! ო, ტი-
რილი, ამო უილაჯობა, ნეტარი გალხობა. სამყაროს ყველა წიგ-
ნი, აზრებითა და ლექსებით სავსე, არაფერია ზლუქუნის ერთ
წუთთან შედარებით, როცა გრძნობა ზვირთებში ტორტმანებს, სუ-
ლი სიღრმისეულად შეიგრძნობს და პოულობს საკუთარ თავს.
ცრემლები სულის გამლხვალი ყინულია, მტირალს ანგელოზები
დასტრიალებენ თავს.

6
იოზეფ ფონ აიხენდორფის (1788-1857), გერმანელი რომანტიკოსი პოეტის
ლექსი, რომელზედაც კომპოზიტორ ჰუგო ვოლფს სიმღერა აქვს დაწერილი
(მთარგმნელის შენიშვნა).
250
მკითხველთა ლიგა

ვტიროდი. ყველა საბაბი და მიზეზი დავიწყებული მქონდა,


გაუსაძლისი დაძაბულობის სიმაღლიდან ყოველდღიურ გრძნო-
ბათა ლბილ ბინდ-ბუნდში დავეშვი, ყოველგვარი ფიქრის, ყო-
ველგვარი მოწმის გარეშე. შიგადაშიგ სურათები გაკრთებოდნენ:
კუბო, რომელშიც ჩემთვის საოცრად საყვარელი, საოცრად მნიშ-
ვნელოვანი ადამიანი იწვა, მაგრამ არ კი ვიცოდი, ვინ. იქნებ შენ
თვითონ, ვუთხარი ჩემს თავს, და სხვა სურათი დამიდგა თვალ-
წინ, დიდი, სათუთი სიშორიდან. განა ერთხელ, წლების წინ ან სუ-
ლაც წინა ცხოვრებაში, ერთი გასაოცარი სურათი არ დავინახე?
ნორჩ გოგონათა დასი, მაღლა ჰაერში მობინადრე, ღრუბლისე-
ბური და უწონო, მშვენიერი და ნეტარი, ჰაერივით მსუბუქად მო-
ნარნარე და ვიოლინოს მუსიკასავით მსუყე?
მრავალმა წელმა ჩაიქროლა ამასობაში. ისინი ნაზად და
მძლავრად მაშორებდნენ ამ სურათს. აჰ, იქნებ მთელს ჩემს
ცხოვრებას მხოლოდ ის აზრი ჰქონდა, რომ ეს სალუქი მოფარ-
ფატე გოგონები მენახა, მათთან მიმეღწია, მათი მსგავსი გავ-
მხდარიყავი! ახლა კი სიშორეში იძირებოდნენ, მიუწვდომელნი,
ვერგაგებულნი, ვერდახსნილნი, სასოწარკვეთილი მონატრების
დაღალული თრთოლვით გარემოცულნი.
წლები თოვლის ფიფქებივით ჩამოიფანტნენ, და სამყარომ
სახე იცვალა. გულდამძიმებული მივემართებოდი ერთი პატარა
სახლისკენ. გუნება მოშხამული მქონდა, პირში რაღაც მაწუხებდა
და ეს გასაქანს არ მაძლევდა, შიშით ატანილმა ენით მოვისინჯე
ერთი საეჭვო კბილი, ჰოდა კიდევაც გადაიწია განზე და ამოვარ-
და. მერე მეორე მოვისინჯე და – ისიც! ერთი სულ ახალგაზრდა
ექიმი იყო იქ, რომელსაც შევჩიოდი, რომელსაც ვედრებით ვუწ-
ვდიდი ხელით კბილს. მან უდარდელად გაიცინა, ფატალური
პროფესიული ჟესტით აიქნია ხელი და ახალგაზრდა თავი გა-
დააქანა – ეგ არაფერიო, მაგის დარდი ნუ გექნებაო, ვის არ მოს-
ვლიაო. ღმერთო დიდებულო, გავიფიქრე. მაგრამ მან განაგრძო
და ჩემს მარცხენა მუხლზე მიმითითა: აი, მანდ არის, რაც არის,
მაგასთან კი ნაღდად აღარ შეიძლება ხუმრობაო. საშინელი სის-

251
მკითხველთა ლიგა

წრაფით ვიტაცე მუხლზე ხელი – მართლაც! აქ ღრმული მაჯდა,


შიგ თითი ჩამეტეოდა და კანისა და ხორცის ნაცვლად რაღაც უგ-
რძნობი, რბილი, მოფამფალებული მასა ისინჯებოდა, ფშუტე და
დაძარღვული, როგორც მჭკნარი მცენარის ქსოვილი. ო ღმერ-
თო ჩემო, ეს ხრწნა იყო, ეს იყო სიკვდილი და ლპობა! „ამას
აღარაფერი ეშველება?“ ვიკითხე ნაძალადევი თავაზიანობით. „ა-
ღარაფერი“, თქვა ახალგაზრდა ექიმმა და გაქრა.
გადაქანცული გავემართე პატარა ქოხისკენ, არც ისეთი სასო-
წარკვეთილი, როგორიც უნდა ვყოფილიყავი, ის კი არა, თით-
ქმის გულგრილიც კი. ახლა ქოხში უნდა შევსულიყავი, სადაც დე-
დაჩემი მელოდა – განა მისი ხმა არ შემომესმა? მისი სახე არ
დავინახე? საფეხურები მაღლა ადიოდნენ, შეშლილი საფეხურე-
ბი, მაღალი და გალიპული, უმოაჯირო, თითოეული მათგანი მთა
იყო, მწვერვალი, მყინვარი. მაგრამ ხომ არ დავიგვიანე – იქნებ
წავიდა კიდეც, იქნებ აღარც იყო ცოცხალი? ამწუთას განა ისევ
არ მომესმა მისი ძახილი? უხმოდ ვერკინებოდი საფეხურთა ციცა-
ბო მთიანეთს, ვეცემოდი და ვიჟეჟებოდი, ვცოფდებოდი და
ვსლუკუნებდი, მივფორთხავდი და თავს ძალას ვატანდი, გადამ-
ტვრევის პირას მისულ მკლავებს და მუხლებს ვებჯინებოდი, და
ავაღწიე ზემოთ, კარს მივადექი და საფეხურები კვლავ დაპატა-
რავდნენ და გაკოხტავდნენ, ბზებშემორგულნი. ძლივს მივაბო-
ტებდი ლაფსა და თიხაში, წინ ვერ მივიწევდი, კარი ღია იყო,
შიგნით კი რუხ კაბაში ჩაცმული დედაჩემი მიაბიჯებდა, მკლავზე
კალათით, წყნარი და დაფიქრებული. ოჰ, მისი მუქი, ოდნავ ჭა-
ღარაშერეული თმა, პატარა ბადით აკრული! და მისი ნაბიჯები,
მომცრო ფიგურა! და კაბა, რუხი კაბა – წლების მანძილზე სრუ-
ლიად დამკარგვოდა მისი სახება, წესიერად აღარც კი მიფიქრია
მასზე! აგერ აქ იყო ის, აქ იდგა და დადიოდა, მხოლოდ ზურგი-
დან ჩანდა, ზუსტად ისეთი, როგორიც იყო, მთლად ნათელი და
მშვენიერი, თავით ფეხამდე სიყვარული და ფიქრი სიყვარულზე!
ბრაზით მივათრევდი ფეხებს წებოვან ჰაერში, მცენარეთა
ლართხები წვრილი და გამძლე თოკებივით მეხვეოდნენ, სულ

252
მკითხველთა ლიგა

უფრო და უფრო მბოჭავდნენ, წინ არ მიშვებდნენ! „დედა!“ დავუ-


ძახე – მაგრამ არავინ მიპასუხა... ჩამიჩუმი არ ისმოდა. ჩვენ შო-
რის შუშის კედელი აღმართულიყო.
დედა ნელა განაგრძობდა გზას, უკანმოუხედავად, მშვენიერ,
მზრუნველ ფიქრებში გართული. კარგად ნაცნობი ხელი კაბაზე
ჩამოისვა და უხილავი ძაფი მოიცილა, კალათისკენ დაიხარა სა-
კერავის ამოსაღებად. ო, ეს კოპწია კალათი! ერთხელ მასში აღ-
დგომის კვერცხები ჩამიმალა7. უხმოდ ვყვიროდი სასოწარკვეთი-
ლი. მივრბოდი და ადგილიდან ვერ ვიძვროდი. გრძნობამორე-
ულს ბრაზი მძიძგნიდა.
დედამ ნელა განაგრძო გზა, ფანჩატურში შევიდა, იქითა გა-
ღებულ კართან შედგა და მერე გარეთ გააბიჯა. თავი ოდნავ
გვერდზე გადახარა, საკუთარ ფიქრებს მიყურადებული კალათს
ნაზად მიარწევდა – ერთი ბარათი გამახსენდა, ერთხელ ჩემს პა-
ტარა ბიჭობაში მის კალათში რომ ვიპოვე. გაკრული ხელით ჩა-
მოეწერა მასზე, თუ რა ჰქონდა იმ დღეს გასაკეთებელი და სა-
ფიქრალი – „ჰერმანს შარვალი შემოაცვდა – თეთრეული უნდა
ჩავალბო – დიკენსის წიგნი უნდა ვინათხოვრო – ჰერმანს გუშინ
არ ულოცია.“ – მოგონებათა ნიაღვარი, სიყვარულის კირთება!
გაბაწრული და ადგილს მიჯაჭვული ვიდექი კართან, გაღმა კი
რუხკაბიანი ქალი ნელა მიაბიჯებდა ბაღისკენ და მშორდებოდა.

1916

თარგმნა რუსუდან ბრეგაძემ

7
გერმანიაში ბავშვებს ხუმრობით სადმე უმალავენ სააღდგომო კვერცხებს,
რომლებიც მერე მათ თვითონ უნდა იპოვონ (მთარგმნელის შენიშვნა).
253
მკითხველთა ლიგა

თუ ომი კიდევ ორ წელიწადს


გაგრძელდა

სიყმაწვილიდან მოყოლებული, ჩვევად მქონდა: დროდადრო


გავუჩინარდებოდი და ძალის მოსაკრებად სხვა სამყაროებში გა-
დავეშვებოდი. ასეთ დროს მუდამ ჯერ ძებნას მიწყებდნენ, მერე
კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამომაცხადებდნენ და, როცა
ბოლოს და ბოლოს დავბრუნდებოდი, დიდ სიამოვნებას მგვრიდა
ჩემს „არყოფნასა“ თუ თვლემის მდგომარეობაზე ეგრეთ წოდებუ-
ლი მეცნიერების დასკვნების მოსმენა. მართალია, მხოლოდ იმას
ვაკეთებდი, რაც ჩემი ბუნების კაცისთვის ჩვეულებრივად მესახე-
ბოდა და რასაც ადრე თუ გვიან ადამიანთა უმრავლესობაც
მოახერხებს, ეს უცნაური ხალხი მაინც ერთგვარ ფენომენად მსა-
ხავდა: ერთნი შეპყრობილს მიწოდებდნენ, მეორენი – ჯადოსნუ-
რი ძალით დაჯილდოებულს.
მოკლედ, ერთხანს ისევ წასული გახლდით. ომის მეორე თუ
მესამე წელს აწმყოს ჩემთვის ყოველგვარი ხიბლი წაერთვა და
გადავწყვიტე, აქაურობას გავცლოდი, რათა ცოტა ხანს სხვა
ჰაერით მესუნთქა. ჩვეული გზით დავტოვე ის შრე, რომელშიც
ვცხოვრობთ, და სხვა შრეებს მივაშურე. ერთი ხანობა შორეულ
წარსულში ვიყავი, დაუკმაყოფილებელი მივიკვლევდი გზას ხალ-
ხებსა და დროში, დავესწარი დედამიწისთვის ჩვეულ ჯვარცმებსა
და ქიშპობას, მოწმე გავხდი წინსვლისა და პროგრესისა, მერე კი
ერთხანს კოსმიურ შრეში გადავინაცვლე.
რომ დავბრუნდი, უკვე 1920 წელი იდგა. და როგორ გავ-
წბილდი, როცა დავინახე, რომ ხალხები ისევ უწინდებური უგუნუ-
რი შეუპოვრობით ეომებოდნენ ერთმანეთს. ზოგიერთი საზღვა-
რი გადაწეული დამხვდა, უძველესი, მაღალი კულტურის რამდე-
ნიმე რჩეული რეგიონი დიდი მონდომებით გაენადგურებინათ,
მაგრამ გარეგნულად დედამიწაზე, კაცმა რომ თქვას, ბევრი არა-
ფერი შეცვლილიყო.

254
მკითხველთა ლიგა

დიდი იყო ამქვეყნად თანასწორობის სფეროში მიღწეული


წარმატება. ყოველ შემთხვევაში, სურათი, როგორც ამბობდნენ,
ევროპის ყველა ქვეყანაში ერთნაირი ჩანდა, თითქმის სრულიად
გამქრალიყო სხვაობა ომში ჩაბმულსა და ნეიტრალურ ქვეყნებს
შორისაც. მას შემდეგ, რაც სამოქალაქო მოსახლეობის დასაბომ-
ბად დაიწყეს საჰაერო ბუშტების გამოყენება, რომლებიც ჭურვებს
15-20 ათასი მეტრის სიმაღლიდან ყრიდნენ, სახელმწიფო საზ-
ღვრებმა, თუმცა მათ უწინდელივით გაძლიერებით იცავდნენ,
ილუზორული ხასიათი მიიღო. ჰაერიდან ამ მიახლოებითი და-
ბომბვის განფენილობა იმდენად დიდი იყო, რომ საჰაერო ბუშტე-
ბის გამშვებნი კმაყოფილებას ვერ მალავდნენ, თუ იერიშში მათი-
ვე ტერიტორიაც არ მოჰყვებოდა. ხოლო ის, თუ რამდენი ბომბი
ჩამოვარდებოდა ნეიტრალური ქვეყნების ან სულაც მოკავშირე-
თა მიწაზე, ოდნავაც აღარ ანაღვლებდათ.
კაცმა რომ თქვას, საკუთრივ სამხედრო სფეროში ეს ერთა-
დერთი მიღწევა იყო და სწორედ მასში გამოიხატა მეტ-ნაკლები
სიცხადით ომის ჭეშმარიტი არსი. სამყარო გაყოფილიყო ორ ბა-
ნაკად, რომლებიც ერთმანეთის განადგურებას ლამობდნენ.
ორივე ხომ ერთსა და იმავეს ესწრაფოდა, კერძოდ, ჩაგრულთა
გათავისუფლებას, ძალადობრივი ქმედების აღმოფხვრასა და
სტაბილური მშვიდობის დამკვიდრებას. მშვიდობის მიმართ, რო-
მელიც, ალბათ, ვერასოდეს იქნებოდა სამუდამო, ყველგან უარ-
ყოფითი დამოკიდებულება შეინიშნებოდა – თუ სამარადისო
მშვიდობა მიუღწეველი მიზანი იყო, უპირატესობა ერთხმად
მიენიჭა სამარადისო ომს, და უდარდელობა, რომლითაც ტყვია-
წამლით აღჭურვილი საჰაერო ბუშტები გამაოგნებელი სიმაღლი-
დან მართალსაც და მტყუანსაც თავიანთ წყალობას აფრქვევ-
დნენ, ზედმიწევნით პასუხობდა ამ ომის მიზნებს. სხვა მხრივ ომს
მხარეები ნაცადი ხერხებით, დიდძალი, თუმცა არასაკმარისი რე-
სურსებით აწარმოებდნენ. სამხედროებისა და ტექნიკოსების მოკ-
რძალებული ფანტაზიის წყალობით შეიქმნა საყოველთაო გა-
ნადგურების კიდევ რამდენიმე საშუალება. თუმცა ის ფანტასტი,

255
მკითხველთა ლიგა

მექანიკური დაბომბვის საჰაერო ბუშტები რომ გამოიგონა, თანა-


მოძმეთა შორის უკანასკნელი გამოდგა, რადგან მაღალი სუ-
ლიერების ხალხმა – ფანტასტებმა, პოეტებმა და მეოცნებეებმა
ომისადმი ინტერესი თანდათან დაკარგეს. ის, როგორც უკვე აღი-
ნიშნა, სამხედროებისა და ტექნიკოსების ამარა დარჩა და, შესა-
ბამისად, წინსვლის საშუალებაც ნაკლებად ჰქონდა. ჯარები
ყველგან არნახული შეუპოვრობით იდგნენ და იწვნენ ერთმანე-
თის პირისპირ და, მართალია, მასალის დეფიციტის გამოისობით
ჯარისკაცებს უკვე კარგა ხანი იყო, ქაღალდის მედლებით აჯილ-
დოებდნენ, მათი სიმამაცის ხარისხზე ამას დიდად არ უმოქმედია.
ჩემი საცხოვრებელი საავიაციო დარტყმების შედეგად ნაწი-
ლობრივ დანგრეული დამხვდა, მაგრამ დაძინებით მაინც დაიძი-
ნებდა კაცი. ბინაში ციოდა და სიმყუდროვეც აკლდა, იატაკი ქვისა
და აგურის ნამსხვრევებით იყო მოფენილი, ხოლო კედლებს აქა-
იქ ობის კვალი ეტყობოდა. ცხადია, ეს არ მომეწონა და მალე
ისევ სასეირნოდ წასვლა გადავწყვიტე.
დავდიოდი ქალაქის ქუჩებში და ვხედავდი, როგორ შეცვლი-
ლიყო ყოველივე. რაც ყველაზე მეტად მომხვდა თვალში, მაღა-
ზიებისა და ფარდულების გაქრობა იყო. თითქოს ვიღაცამ ქუჩებს
სიცოცხლე გამოაცალაო. გარეთ ახალი გამოსული ვიყავი, რომ
ქუდზე თუნუქისნომრიანი ვიღაც კაცი მომიახლოვდა და მკითხა,
აქ რას აკეთებთო. მე ვუპასუხე, ვსეირნობ-მეთქი. ნებართვა თუ
გაქვთო, დაინტერესდა კაცი. მე ვერ გავიგე, რა უნდოდა, სიტყვას
სიტყვა მოჰყვა და ბოლოს კაცმა მიბრძანა, განყოფილებაში გა-
მომყევითო.
შევუხვიეთ ქუჩაზე, სადაც ყველა შენობაზე თეთრი აბრები
იყო მიკრული. აბრებზე ეწერა უწყებების დასახელებები თავისი
ნომრებითა და ასოებით.
ერთ-ერთ აბრაზე წავიკითხე: „დაუსაქმებელი მოქალაქენი“.
იქვე მითითებული იყო ნომერი: 2487 B 4. სწორედ ამ შენობაში
შევედით. ჩვეულებრივი დაწესებულება იყო, თავისი მოსაცდელე-
ბითა და დერეფნებით. ჰაერში ქაღალდის, სველი ტანსაცმლისა

256
მკითხველთა ლიგა

და საკანცელარიო საქონლის სუნი იდგა. რამდენიმე კითხვა-


პასუხის მერე 72 d-ში გამგზავნეს და დაკითხვა მომიწყვეს.
ერთ-ერთი მოხელე პირისპირ დამიდგა და ამათვალიერ--
ჩამათვალიერა. „კი მაგრამ, სწორად ვერ დადგებით?“ – იკითხა
მკაცრად. მე ვუპასუხე: „ვერა.“ მან მკითხა: „რატომ ვერა?“ არა-
სოდეს მისწავლია და იმიტომ-მეთქი, დავიმორცხვე მე.
„ესე იგი თქვენ იმისთვის დაგაპატიმრეს, რომ უნებართვოდ
გამოხვედით სასეირნოდ. ამას აღიარებთ?“
„დიახ“, ვუპასუხე მე, „ასეა. არ ვიცოდი. იცით, მე დიდხანს
ვიავადმყოფე...“
კაცმა ხელის მოძრაობით გამაწყვეტინა სიტყვა. „სასჯელის
სახით სამი დღით ჩამოგერთმევათ ფეხსაცმლით სიარულის უფ-
ლება. გაიხადეთ ფეხსაცმელი!“
ფეხსაცმელი გავიხადე.
„ერიჰა!“ წამოიძახა გაოგნებულმა მოხელემ. „რას ხედავს ჩემი
თვალები! ტყავის ფეხსაცმელია? საიდან გაქვთ? ხომ არ გაგიჟე-
ბულხართ?“
„შესაძლოა, მთლად ნორმალურიც არ ვიყო, თვითონ გამი-
ჭირდება დასკვნის გაკეთება. ფეხსაცმელი კი თავის დროზე ვიყი-
დე.“
„კი მაგრამ, განა არ იცით, რომ სამოქალაქო პირებს მკაც-
რად ეკრძალებათ ტყავის ნაწარმის ტარება? ფეხსაცმელი ჩამო-
გერთმევათ. მოდი, ბარემ თქვენი საბუთებიც მაჩვენეთ!“
ღმერთო ჩემო, სად მქონდა საბუთები.
„ასეთ რამეს უკვე ერთი წელია, აღარ გადავყრივარ!“ დაიღ-
რიალა მოხელემ და მცველს მოუხმო. „ეს კაცი 194-ე დაწესებუ-
ლებაში მიიყვანეთ, მერვე ოთახში!“
ფეხშიშველს მომიხდა რამდენიმე ქუჩის გავლა, რის შემდეგაც
შევედით დაწესებულებაში, გავიარეთ დერეფნები, ჩავისუნთქეთ
ქაღალდისა და უიმედობის სუნი. ამის მერე ერთ-ერთ ოთახში შე-
მაგდეს და კიდევ ერთი დაკითხვა მომიწყვეს. ამ მოხელეს ფორ-
მა ეცვა.

257
მკითხველთა ლიგა

„ქუჩაში უსაბუთოდ გამოსული გაგაჩერეს. ჯარიმის სახით ორი


ათას გულდენს გადაიხდით. ქვითარს ახლავე გამოგიწერთ.“
„მაპატიეთ“, ძლივს გამოვცერი კბილებში, „ამდენი ფული თან
არა მაქვს. იქნებ სანაცვლოდ რამდენიმე ხნით ციხეში გამომამ-
წყვდიოთ?“
მოხელემ ხმამაღლა გადაიხარხარა.
„გამოგამწყვდიოთო? ეს როგორ წარმოგიდგენიათ, პატივცე-
მულო? ნუთუ გგონიათ, რომ ერთი სული გვაქვს, გაჭამოთ და
გასვათ?! – არა, ძვირფასო, თუ ამ მცირე თანხის გადახდასაც
ვერ ახერხებთ, ისღა დაგვრჩენია, უმძიმესი სასჯელი დაგაკის-
როთ. იძულებული ვხდები, არსებობის უფლება დროებით ჩამო-
გართვათ. ახლავე მიბოძეთ თქვენი არსებობის უფლების ბარა-
თი!“
ბარათი არ მქონდა.
მოხელე მთლად დაიბნა. დაუძახა ორ კოლეგას, რომელთაც
დიდხანს ეჩურჩულებოდა რაღაცას, თან დროდადრო ჩემკენ იშ-
ვერდა თითს. სამივე შეშინებული და გაოცებული თვალებით მი-
ყურებდა. მერე მოხელის ბრძანებით საქმის განხილვამდე საპა-
ტიმრო საკანში გადამიყვანეს.
იქ რამდენიმე კაცი დამხვდა. ზოგი იჯდა, ზოგიც ფეხზე იდგა.
კართან სამხედრო ყარაული დაეყენებინათ. თვალში მომხვდა,
რომ, თუ უფეხსაცმლობას არ ჩავთვლით, დანარჩენებზე უკეთ
მეცვა. ადგილიც აშკარად მოწიწებით დამითმეს, რის შემდეგაც
გვერდით მომიჯდა ვიღაც პატარა, შეშინებული კაცი, ფრთხილად
დაიხარა და ყურში ჩამჩურჩულა: „ზღაპრული წინადადება მინდა
შემოგთავაზოთ. შინ შაქრის ჭარხალი მიდევს! ერთი მთელი, უზა-
დო შაქრის ჭარხალი! თითქმის სამ კილოგრამს იწონის. შემიძ-
ლია დაგითმოთ. სანაცვლოდ რას გაიღებდით?“
ყური ტუჩებთან მომიტანა, და მე ჩავჩურჩულე: „ფასი თვითონ
დამისახელეთ. რამდენი გნებავთ?“
კაცმა ისევ ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში: „მოდი, ას თხუთმეტი
გულდენი ვთქვათ!“

258
მკითხველთა ლიგა

მე თავი გავაქნიე და ფიქრებში წავედი.


ვხვდებოდი, მეტისმეტად დიდხანს ვიყავი აქაურობას მოწყვე-
ტილი. იოლი არ იყო უწინდელ კალაპოტში დაბრუნება. რამდენს
მივცემდი ახლა ერთ წყვილ ფეხსაცმელში ან თუნდაც წინდებში!
ნაწვიმარ ქუჩებში ფეხშიშველა სიარულისგან ფეხები ერთიანად
გაყინული მქონდა. მაგრამ საკანში არავინ იყო ისეთი, ფეხზე რა-
მე რომ სცმოდა.
რამდენიმე საათში ისევ მომაკითხეს. გადამიყვანეს 285-ე და-
წესებულებაში, ოთახი 19ფ. მცველი ამჯერად გვერდიდან აღარ
მომშორებია; ჩემსა და მოხელეს შორის დაიკავა ადგილი. რო-
გორც ჩანს, ძალიან მაღალი თანამდებობის მოხელესთან მქონ-
და საქმე.
„ერთობ მძიმე მდგომარეობაში ჩაგიგდიათ თავი“, დაიწყო
მოხელემ. „ამ ქალაქში ბინადრობთ, არსებობის უფლების ბარა-
თი კი არა გაქვთ. გეცოდინებათ, რომ ასეთი რამ უმკაცრესად ის-
ჯება.“
მე ოდნავ დავხარე თავი.
„ნება მიბოძეთ“, ვთქვი მერე, „თქვენთან ერთადერთი თხოვნა
მექნება: სავსებით ვაცნობიერებ, რომ შექმნილ ვითარებაში სა-
თანადოდ ვერ ვიქცევი და რომ ჩემი მდგომარეობა თანდათან
კიდევ უფრო გაუარესდება. იქნებ შეიძლებოდეს, სასიკვდილო
განაჩენი გამომიტანოთ? დიდად მადლობელი დაგრჩებოდით!“
მაღალმა მოხელემ თანაგრძნობით სავსე მზერა მომაპყრო.
„მესმის თქვენი“, თქვა დაყვავებით. „მაგრამ ეს ხომ ყველამ
შეიძლება მოისურვოს! ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ ჯერ სიკ-
ვდილის ბარათის შეძენა მოგიწევთ. სამაგისო სახსრები მოგეპო-
ვებათ? ბარათი ოთხი ათასი გულდენი ღირს.“
„არა, ამდენი არა მაქვს. მაგრამ, რაც მაქვს, ყველაფერს გა-
ვიღებდი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მოვკვდე.“
მოხელემ უცნაურად გაიღიმა.
„მჯერა თქვენი, სხვაც ბევრია ასეთი. მაგრამ სიკვდილი ადვი-
ლი საქმე როდი გახლავთ! თქვენ სახელმწიფოს ეკუთვნით, ჩემო

259
მკითხველთა ლიგა

ძვირფასო, და მის წინაშე ვალდებულება გაკისრიათ, სხეულითა


და სიცოცხლით. ეს ხომ ისედაც უნდა გცოდნოდათ. ჰო მართლა,
ვხედავ, რომ ამ ქაღალდში ემილ სინკლერად ჩაუწერიხართ.
მწერალი სინკლერი ხომ არ ბრძანდებით?“
„დიახ, სწორედ ის გახლავართ.“
„ო, მეტად მოხარული ვარ. იმედი მაქვს, რამეში გამოგადგე-
ბით. დაცვა, თქვენ თავისუფალი ხართ.“
მცველი ოთახიდან გავიდა, მოხელემ ხელი გამომიწოდა.
„თქვენი წიგნები დიდი ინტერესით წავიკითხე“, მითხრა თავა-
ზიანად, „და, შესაძლებლობის ფარგლებში, სიამოვნებით დაგეხ-
მარებით. მაგრამ, ღმერთო ჩემო, ის მაინც გამანდეთ, როგორ
აღმოჩნდით ამ ყოვლად დაუჯერებელ მდგომარეობაში?“
„გარკვეული დროის განმავლობაში წასული გახლდით. ერ-
თხანს კოსმიურ სფეროს შევაფარე თავი. ორ თუ სამ წელიწადს
დავყავი იქ და, გამოგიტყდებით, თითქოს ვივარაუდე, რომ ომი
ამასობაში დამთავრებული იქნებოდა. მაგრამ ეს მითხარით, შე-
გიძლიათ სიკვდილის ბარათი გამიხერხოთ? ზღაპრულად მად-
ლობელი დაგრჩებოდით.“
„ვნახოთ, იქნებ მოვახერხო კიდეც. მაგრამ ჯერ არსებობის
უფლება უნდა გაიფორმოთ. უამისოდ ნებისმიერი სხვა მოქმედე-
ბა გამორიცხულია. 127-ე დაწესებულებაში რეკომენდაციას მე გა-
გიწევთ, იქ მის საფუძველზე არსებობის უფლების დროებით ბა-
რათს მოგცემენ. ოღონდ ამ ბარათის მოქმედების ვადა სულ ორი
დღეა.“
„ო, ეს ხომ საკმარისზე მეტია!“
„კეთილი! მაშინ მერე ისევ ჩემთან მობრძანდით.“
ხელი ჩამოვართვი.
„და კიდევ ერთი!“ ვთქვი ხმადაბლა. „შეიძლება, კიდევ ერთი
კითხვა დაგისვათ? ალბათ ხვდებით, რამდენად ცუდად ვერკვევი
მიმდინარე ამბებში.“
„ბრძანეთ, ბრძანეთ.“

260
მკითხველთა ლიგა

„ესე იგი პირველ ყოვლისა, მაინტერესებს ვიცოდე, როგორ


ხდება, რომ ასეთ ვითარებაში სიცოცხლე მაინც გრძელდება. გა-
ნა ადამიანს ძალუძს ყოველივე ამის გაძლება?“
„ეჭვიც არ შეგეპაროთ! თქვენ ხომ, როგორც უსაბუთო სამო-
ქალაქო პირი, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩ-
ნდით! საერთოდ, სამოქალაქო პირი ბევრიც აღარ დარჩა. ვინც
ჯარისკაცი არ არის, მოხელეა. ამით უმრავლესობას საგრძნობ-
ლად შეუმსუბუქდა ცხოვრება, მრავლად შეხვდებით ბედნიერებ-
საც. სიდუხჭირეს კი ადამიანი თანდათან ეჩვევა. კარტოფილი
რომ ნელ-ნელა გაქრა და ხალხს მერქნის შეჭამანდზე გადასვლა
მოუხდა – სხვათა შორის, კუპრის დამატებამ ეს საკვები საკმაოდ
გემრიელი გახადა –, ყველას ეგონა, რომ ამას ვეღარ გავუძლებ-
დით. ახლა კი, როგორც ხედავთ, მშვენივრად ვუძლებთ. ყოველ-
თვის ასეა.“
„მესმის“, ვუპასუხე მე. „ისე, არც არის გასაკვირი. მხოლოდ
ერთი რამ ვერ გამიგია ბოლომდე. მითხარით, თუ შეიძლება: რა-
ში სჭირდება მთელს მსოფლიოს ამ უზარმაზარი ძალისხმევის
გაწევა? ეს შეზღუდვებიო, ეს კანონებიო, ეს ათასობით დაწესებუ-
ლება და მოხელეო – ამ ყველაფრით ან რას იცავენ, ან რის შე-
ნარჩუნებას ცდილობენ?“
მოხელე გაოგნებული მომაშტერდა.
„შეკითხვაც ამას ჰქვია!“ წამოიძახა თავის ქნევით. „განა არ
იცით, რომ ახლა ომია? რომ მთელს მსოფლიოში ომი მძვინვა-
რებს? ეს არის, რისთვისაც ვიღვწით, რისთვისაც კანონებს ვამ-
ტკიცებთ და მსხვერპლს ვწირავთ. ომის გამო ხდება ყველაფერი.
ამ უდიდესი ძალისხმევის, ამ საგანგებო ზომების გარეშე ჯარები
ერთ კვირასაც ვეღარ გაძლებდნენ ფრონტზე. შიმშილით დაიხო-
ცებოდნენ – ეს ხომ აუტანელი იქნებოდა!“
„ჰო“, ვთქვი დინჯად, „დიდებული მოსაზრებაა, ღმერთმანი!
გამოდის, ომი სიკეთეა, რომელიც უამრავი მსხვერპლის გაღებით
როგორმე უნდა შევინარჩუნოთ! კი მაგრამ – ნება მიბოძეთ, ერთი
უცნაური კითხვა დაგისვათ – რატომ აფასებთ ომს ასე ძვირად?

261
მკითხველთა ლიგა

ნუთუ ის ყოველივე ამად ღირს? და, საერთოდ, განა ომი სიკეთე-


ა?“
მოხელემ თანაგრძნობით აიჩეჩა მხრები. ხედავდა, რომ არ
მესმოდა მისი.
„ძვირფასო ბატონო სინკლერ“, თქვა მან, „თქვენ მეტისმეტად
მოსწყდით ცხოვრებას. გთხოვთ, გაიარ-გამოიარეთ თუნდაც ერთ
ქუჩაზე, გაესაუბრეთ თუნდაც ერთ ადამიანს, სულ ოდნავ მაინც
დაძაბეთ გონება და თქვენს თავს ჰკითხეთ: სხვა რა გვაბადია?
რაში მდგომარეობს ჩვენი ცხოვრება? პასუხს მაშინვე იპოვით:
ომია ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ მოგვეპოვება! სიამოვნება და
პირადი შემოსავალი, საზოგადოებრივი პატივმოყვარეობა, სი-
ხარბე, სიყვარული, გონებრივი შრომა – ეს ყველაფერი აღარ
არსებობს. მხოლოდ და მხოლოდ ომს – და სხვას არაფერს –
უნდა ვუმადლოდეთ, რომ დედამიწაზე ჯერაც არსებობს წესრიგი,
კანონი, აზრი და გონი. ნუთუ ამას ვერ ხვდებით?“
ჰო, ახლა უკვე ყველაფერს მივხვდი და მოხელეს დიდი მად-
ლობაც გადავუხადე.
მერე ოთახიდან გავედი და 127-ე დაწესებულებისთვის დაწე-
რილი რეკომენდაცია უნებლიეთ ჯიბეში ჩავიდე. აღარ ვაპირებდი
მის გამოყენებას, სულაც აღარ ვფიქრობდი, რომელიმე დაწესე-
ბულება კიდევ რამით შემეწუხებინა. და სანამ ვინმე დამინახავდა
და ახსნა-განმარტებას მომთხოვდა, უხმოდ წარმოვთქვი ვარ-
სკვლავებისადმი მიმართული პატარა ლოცვა, გავიჩერე გულის-
ცემა, რომელიღაც ბუჩქის ჩრდილში გავაქრე ჩემი სხეული და
გავაგრძელე უწინდელი მოგზაურობა. შინ დაბრუნებაზე აღარც
მიფიქრია.

1917

თარგმნა დავით კაკაბაძემ

262
მკითხველთა ლიგა

ევროპელი

ბოლოს და ბოლოს ღმერთმა მოწყალება მოიღო და სის-


ხლიანი ომებით თავმობეზრებულ მსოფლიოს თვითონ მოუღო
ბოლო – დედამიწაზე დიდი წარღვნა მოავლინა. ღვარცოფმა წა-
ლეკა, რაც ბებერ პლანეტას ბილწავდა: სისხლიანი თოვლის მინ-
დვრები, ზარბაზნებით მოფენილი მთები, გახრწნილი გვამები,
რომელთაც ისინიც მიაყოლა, ვინც მათ დასტიროდა; აღშფოთე-
ბულნი და სისხლმოწყურებულნი, გაღატაკებულნი, დამშეულნი,
ჭკუაზე შეშლილნი – ერთიანად წალეკა ღვარცოფმა.
ალერსიანად დაჰყურებდა ლურჯი ცარგვალი გლუვ ბურთს
ზემოდან.
თუმცა უნდა ითქვას, ევროპულმა ტექნიკამ ბოლომდე ისახე-
ლა თავი. რამდენიმე კვირას ევროპა მედგრად ებრძოდა აზვირ-
თებულ წყალს: ჯერ უშველებელი ჯებირებით, რომლებსაც მი-
ლიონობით ტყვე დღე და ღამე აშენებდა; მერე ხელოვნური შე-
მაღლებებით, ზღაპრული სისწრაფით რომ მიიწევდა ზევით და
თავიდან უზარმაზარ ტერასებს წააგავდა, შემდეგ კი თანდათან
კოშკის ფორმას იღებდა. ამ კოშკებიდან ადამიანთა გმირულმა
სულმა გულის ამაჩუყებელი ერთგულებით იღვაწა უკანასკნელ
დღემდე. როცა ევროპა და მთელი მსოფლიო ჩაიძირა და ჩაიხ-
რჩო, წყალზემოთ ამოჩრილი უკანასკნელი რკინის კოშკებიდან
ჯერ კიდევ სერავდა პროჟექტორების ჩახჩახა შუქი დასაღუპავად
განწირული დედამიწის ნოტიო ბინდბუნდს და ზარბაზნის ჭურვები
ზუზუნით ხაზავდნენ მომხიბლავ ტრაექტორიებს. დასასრულამდე
ორი დღით ადრე მოკავშირეთა სარდლებმა გადაწყვიტეს სინათ-
ლის სიგნალით ზავი შეეთავაზებინათ მტრისთვის. მტერმა კოშკე-
ბის დაუყოვნებელი დაცარიელება მოითხოვა, რაზედაც მშვიდო-
ბის ყველაზე თავგამოდებულმა მომხრეებმაც კი უარი თქვეს. ასე
რომ, ბოლო წუთამდე გმირულად აგრძელებდნენ სროლას.
მთელი ქვეყანა წყალმა დაფარა. ერთადერთი გადარჩენილი
ევროპელი მაშველი რგოლით მიცურავდა, უკანასკნელი ძალ--

263
მკითხველთა ლიგა

ღონე მოეკრიბა და ბოლო დღეების მოვლენებს იწერდა, რათა


მომავალ კაცობრიობას შეეტყო, რომ მისმა სამშობლომ მტრები-
საზე რამდენიმე საათით მეტხანს იარსება და სამუდამოდ გაინაღ-
და გამარჯვების პალმა.
ამ დროს რუხ ჰორიზონტზე გამოჩნდა შავი ვეებერთელა მო-
უქნელი მცურავი საგანი, რომელიც ნელ-ნელა უახლოვდებოდა
ქანცგაწყვეტილ ევროპელს. გაიხარა, როცა უზარმაზარი კი-
დობანი შეიცნო და, ვიდრე გონებას დაკარგავდა, მცურავი სახ-
ლის ქიმთან მდგარი წარმოსადეგი, ღრმად მოხუცებული,
ვერცხლისფერწვერაფრიალებული პატრიარქი შენიშნა. გო-
ლიათური აღნაგობის ზანგმა ამოათრია წყლიდან ცოცხალ-
მკვდარი წყალწაღებული, რომელიც მალე მოეგო გონს. პატრი-
არქმა ალერსიანად გაიღიმა. აღსრულდა მისი საწადელი – დე-
დამიწელ სულიერთა ყველა სახეობის თითო წარმომადგენელი
გადარჩა.
სანამ კიდობანი წყლის დაკლების მოლოდინში წყნარად მიჰ-
ქონდა ქარს, გემბანზე ხალისიანი ცხოვრება გაჩაღდა. დიდი
თევზები ქარავნებად მისდევდნენ კიდობანს; ჭრელი, ოცნები-
სეული საჰაერო ესკადრასავით ირეოდნენ ჩიტები და მწერები გა-
დახსნილ სახურავს ზემოთ. ყოველი ჯურის ცხოველი და ადა-
მიანი ხარობდა, რომ გადარჩა და წინ ახალი ცხოვრება ელოდა.
დილაობით წყალზე მწივანა ხმით გაჰკიოდა ჭრელი ფარშავანგი;
გახარებული სპილო შემართული ხორთუმით თვითონაც ივლებ-
და ხალისით ტანზე წყალს და დედალ სპილოსაც ბანდა; მზით
განათებულ მორზე ბზინავდა ხვლიკი; სწრაფი, მკვეთრი მოძ-
რაობით ჩაჰკრავდა შუბს ინდიელი წყლის უსასრულო ნაკადს და
იქიდან ბრჭყვიალა თევზს ამოაფართქალებდა, შუბის წვერზე წა-
მოგებულს; ზანგი გამხმარი შეშის ხახუნით კერაზე ცეცხლს აჩა-
ღებდა და გახარებული თავის ათქვირებულ ცოლს რიტმულად
უტყაპუნებდა ხელს ტყლაშუნა ბარძაყებზე; გამხმარი ინდოელი
გაშეშებული იდგა, გულხელი დაეკრიფა და თავისთვის ბუტბუტებ-
და უძველეს ლექსებს, სამყაროს შექმნის ამბავს რომ მოგვით-

264
მკითხველთა ლიგა

ხრობენ; ესკიმოსი მზეზე იწვა, ვიწრო თვალები უცინოდა და ოფ-


ლად და ქონად იღვრებოდა, თავზე კეთილი ტაპირი დასდგომო-
და და ყნოსავდა; პატარა იაპონელს ჯოხი გამოეთალა და ხან
ცხვირზე, ხანაც ნიკაპზე ჯამბაზივით იჩერებდა. ევროპელს თავისი
საწერ-კალამი მოემარჯვებინა და იქ მყოფ სულდგმულთა ინვენ-
ტარიზაციას ახდენდა.
იქმნებოდა სამეგობროები და ჯგუფები და, თუკი სადმე კამა-
თი ატყდებოდა, პატრიარქის ერთი მინიშნებაც კმაროდა, რომ
ყველაფერი მოგვარებულიყო. გულღია და მხიარული იყო ყვე-
ლა, მხოლოდ ევროპელი იჯდა მარტო, წერით გართული.
ადამიანებმა და ცხოველებმა ერთი ასეთი გასართობი გაიჩი-
ნეს: თითოეულს თავისი შესაძლებლობა და ხელოვნება უნდა
წარმოეჩინა. ყველას უნდოდა პირველი გამოსულიყო და წესრი-
გის დასამყარებლად პატრიარქის ჩარევა გახდა საჭირო. მან
დიდსა და პატარა ცხოველებს ცალ-ცალკე მიუჩინა ადგილი,
ადამიანებს კიდევ – ცალკე. ყველა მათგანს ხელის აწევით უნდა
მოეთხოვა გამოსვლის უფლება და ის უნარი დაესახელებინა,
რითაც თავის გამოჩენას აპირებდა. ამის შემდეგ ყველაფერი რი-
გის მიხედვით წარიმართა.
ეს დიდებული თამაში რამდენიმე დღეს გრძელდებოდა. ხში-
რად ერთი ჯგუფი თამაშს თავს ანებებდა და გარბოდა, რომ
სხვებისთვის ეცქირა. ყოველი ჩინებული უნარის გამოვლინებას
დიდი აღტაცებით ეგებებოდნენ. რამდენი საოცარი რამის ნახვა
შეიძლებოდა! როგორ ცდილობდა ღვთის ყოველი ქმნილება
თავის თავში დაფარული ნიჭის წარმოჩენას! ცხოვრების რა სიმ-
დიდრე არ გადაიშალა მათ თვალწინ! ხარხარი, აღტაცების შეძა-
ხილები, ჩხავილი, კრიახი, ფეხის ბრახუნი, ჭიხვინი აყრუებდა
იქაურობას.
საოცრად დარბოდა სინდიოფალა, ჯადოსნურად გალობდა
ტოროლა, დიდებულად დააბიჯებდა გაფხორილი ინდაური და
დაუჯერებელი სისხარტით მოძრაობდა ციყვი. მანდრილი მა-
ლაიელს აჯავრებდა, პავიანი – მანდრილს! მორბენალი, მცოცა-

265
მკითხველთა ლიგა

ვი, მცურავი და მფრინავი არსებანი დაუღალავად ეჯიბრებოდნენ


ერთმანეთს. ყველა თავისებურად უბადლო იყო და აღიარებას
იმსახურებდა. იყვნენ ცხოველები, რომლებიც ჯადოთი მოქ-
მედებდნენ და იყვნენ ისეთნიც, რომელთაც გაუჩინარება შე-
ეძლოთ. ბევრი ძალ-ღონით გამოირჩეოდა, ბევრი ეშმაკობით,
ზოგიც თავდასხმის, ხოლო ზოგიც თავდაცვის ხელოვნებით.
მწერებს შეეძლოთ ბალახს, შეშას, ხავსს, ქვას დამსგავსებოდნენ
და ასე დაეცვათ თავი. სხვა სუსტი არსებანი იმით იწვევდნენ აღ-
ტაცებას, რომ საზიზღარ სუნს უშვებდნენ და მაყურებელნი
სიცილ-ხარხარით გარბოდნენ განზე. ტოლს არ უდებდნენ ერ-
თმანეთს, არავინ იყო უნიჭო და უუნარო. ჩიტის ბუდეები იწვნებო-
და, წებდებოდა, იქსოვებოდა, შენდებოდა. მტაცებელი ფრინვე-
ლები თავბრუდამხვევი სიმაღლიდან ერთ ციცქნა საგანს ამჩნევ-
დნენ.
ადამიანებიც ჩინებულად ართმევდნენ თავს ამოცანას. ერთ
რამედ ღირდა იმის ცქერა, რა მსუბუქად და გაუჭირვებლად
ადიოდა ვეება ზანგი ძელზე. მალაიელი სამი მოძრაობით პალ-
მის ტოტისგან ნიჩაბს ამზადებდა, პაწაწინა ფიცარს ნავივით მარ-
თავდა და წყალზე დასრიალებდა. ინდიელი მსუბუქ ისარს უმცი-
რეს სამიზნესაც უცდომლად ახვედრებდა, ხოლო მისი ცოლი
ორგვარი ლაფნისაგან წნავდა ჭილოფს, რაც აღფრთოვანებას
იწვევდა. ყველა დიდხანს დუმდა გაოცებისგან, როცა ინდოელი
გამოვიდა და რამდენიმე ფოკუსი წარმოადგინა. ჩინელმა კი სა-
ზოგადოებას უჩვენა, როგორ შეიძლება ბეჯითი შრომით ხორ-
ბლის მოსავლის გასამმაგება, თუკი მთლად ქორფა ჯეჯილს ერ-
თმანეთისაგან თანაბარი დაშორებით გადავრგავთ.
ევროპელი, რომელიც რატომღაც დიდად არავის ეხატებოდა
გულზე, ბევრჯერ მოძმეთა უკმაყოფილების მიზეზი შეიქნა,
რადგანაც სხვათა საქმიანობას უხეშად და აგდებულად აქი-
ლიკებდა. როცა ინდიელმა ჩიტი ცის ლაჟვარდიდან ძირს ჩა-
მოაგდო, თეთრკანიანმა მხრები აიჩეჩა და დაიჟინა, ოცი გრამი
დინამიტით სამჯერ უფრო მაღლა შეიძლება სროლაო! ხოლო

266
მკითხველთა ლიგა

როცა სთხოვეს, აბა გვაჩვენე, ეგ როგორ უნდაო, ვერაფერი


მოახერხა და ჩამოთვალა, მაგისთვის ეს მჭირდებაო, ის მჭირ-
დებაო, ათასი რაღაც-რაღაცებიო; ესენი რომ მომცა, მაშინ შევ-
ძლებდი მაგასო. ჩინელიც საცინლად აიგდო და უთხრა, ნორჩი
ჯეჯილის გადარგვას უზარმაზარი შრომა სჭირდება და ასეთი მო-
ნური ჯაფა ხალხს ბედნიერებას ვერ მოუტანსო. ჩინელმა კი
მიუგო, ბედნიერია ის ხალხი, რომელსაც საჭმელი აქვს და
ღმერთებს პატივს მიაგებსო, რისთვისაც ტაში დაიმსახურა. ევრო-
პელმა კი ამაზეც დამცინავად ჩაიღიმა.
მხიარული შეჯიბრება გაგრძელდა, ყველა ცხოველმა და ადა-
მიანმა თავისი ნიჭი და ხელოვნება გამოავლინა. შთაბეჭდილება
დიდი და გასახარელი იყო. პატრიარქმაც ჩაიცინა თავის თეთრ
წვერში, ყველა შეაქო და განაცხადა: უკვე დროა, წყალმა ნელ--
ნელა დაიკლოს და ჩვენს პლანეტაზე ახალ ცხოვრებას მიეცეს
დასაბამი, რამეთუ უფლის სამოსის ყველა ფერადი ძაფი ჯერ კი-
დევ ხასხასებს და არაფერი უშლის ხელს დედამიწაზე უსაზღვრო
ბედნიერების დამკვიდრებასო.
მხოლოდ ევროპელს არ გამოემჟღავნებინა ჯერჯერობით
არანაირი უნარი, თუმცა ყველა დაჟინებით მოითხოვდა, გამოსუ-
ლიყო და რამე გაეკეთებინა, რათა გაეგოთ, მასაც ჰქონდა თუ
არა უფლება, ღვთიური ჰაერით ესუნთქა და პატრიარქის მოცუ-
რავე სახლით ემგზავრა.
დიდხანს უარზე იდგა ეს კაცი და თავის დაძვრენას ცდილობ-
და, მაგრამ ნოემ თვითონ მიაბჯინა მკერდზე თითი და ანიშნა, გა-
მომყევიო.
„მეც“, ასე დაიწყო თეთრკანიანმა, „მეც დავხვეწე და სრულ-
ვყავი ერთი უნარი. მე მხედველობით კი ვერ ვჯობივარ სხვებს,
ანდა სმენით, ან ყნოსვით, ან ხელის სიმარჯვით, ან სხვა ამის
მსგავსი რაღაცებით. ჩემი ნიჭი უფრო მაღალი ბუნებისაა. ჩემი ნი-
ჭი ინტელექტია.“
„გვაჩვენე!“ დაიძახა ზანგმა და ყველანი ევროპელს შემოეხ-
ვივნენ გარს.

267
მკითხველთა ლიგა

„საჩვენებელი არაფერია“, თქვა თეთრკანიანმა წყნარად,


„თქვენ, ეტყობა, კარგად ვერ გამიგეთ. ის, რითაც მე გამოვირჩე-
ვი, გონებაა.“
ზანგმა მხნედ გაიცინა და თოვლივით ქათქათა კბილები გა-
მოაჩინა, ინდოელმა დამცინავად ამრიზა თხელი ტუჩები, ჩინელ-
მა ეშმაკურად და კეთილად ჩაიღიმა.
„გონება?“ თქვა მან ხმადაბლა, „აბა, ერთი გვაჩვენე ეგ შენი
გონება, რაღაც ჯერჯერობით მისთვის თვალი არ მოგვიკრავს.“
„დასანახავი აქ არაფერია“, თავს იცავდა ევროპელი, „ჩემი ნი-
ჭის თვისება ესაა: ვაგროვებ ჩემს თავში გარემოს სურათებს, მათ-
გან ახალ სურათებს ვადგენ და ჩემებურად ვაწესრიგებ. შემიძ-
ლია ჩემს ტვინში მთელი სამყარო გადავხარშო, ანუ ხელახლა
შევქმნა.“
ნოემ თვალებზე ხელი გადაისვა.
„ერთი მითხარი“, წარმოთქვა მან მშვიდად, „რა სარგებლო-
ბის მოტანა შეუძლია ამას? ხელახლა წარმოქმნა ღმერთის მიერ
უკვე შექმნილი სამყარო და ისიც მხოლოდ შენთვის, შენს პატარა
თავში! რა საჭიროა ეს?“
ყველას აღტაცების შეძახილი აღმოხდა და თეთრკანიანს
კითხვები დააყარეს.
„მოიცათ“, წამოიძახა ევროპელმა, „თქვენ კარგად არ გესმით
ჩემი. გონების მუშაობის დემონსტრირება ისე იოლი როდია, რო-
გორც რამე ხელმარჯვეობისა.“
ინდოელმა გაიღიმა:
„რატომაც არა, თეთრკანიანო ძმობილო, ძალიანაც შესაძლე-
ბელია. გვაჩვენე გონების მუშაობა, მაგალითად, ანგარიში. მოდი,
ანგარიშში შევეჯიბროთ! ერთ წყვილს სამი შვილი ჰყავს, რო-
მელთაგან თითოეული კიდევ თითო ოჯახს ქმნის. ყოველი ახალ-
გაზრდა წყვილი წელიწადში თითო ბავშვს აჩენს. რამდენი წელი
უნდა გავიდეს, რომ მათმა რაოდენობამ ასს მიაღწიოს?“
ყველა გულისყურით უსმენდა, დაიწყეს თითებზე ანგარიში,
სახეზე დაძაბული გამომეტყველება აღებეჭდათ. ევროპელიც შე-

268
მკითხველთა ლიგა

უდგა ანგარიშს, მაგრამ ჩინელმა დაასწრო და სწორი პასუხი


თქვა.
„კეთილი და პატიოსანი“, აღიარა თეთრკანიანმა, „მაგრამ ეს
მხოლოდ ვარჯიშის შედეგია. მე გონება იმისთვის კი არ მჭირდე-
ბა, რომ ასეთი უბრალო ფოკუსები ვაკეთო, არამედ იმისთვის,
რომ ამოვხსნა გრანდიოზული ამოცანები, რომლებზედაც კაცობ-
რიობის ბედნიერებაა დამოკიდებული.“
„ოო, ეს მომწონს“, გახალისდა ნოე, „ბედნიერების მიგნების
უნარი ნამდვილად ყველა სხვა უნარს სჯობს. მართალი ხარ. აბა,
გვითხარი, როგორ უნდა გახდეს კაცობრიობა ბედნიერი და დი-
დად მადლობელნი დაგრჩებით.“
მონუსხულნი და სულგანაბულნი მიაშტერდნენ ყველანი თეთ-
რკანიანის ბაგეებს. დადგა დიადი წამი! სამარადისო დიდება
იმას, ვინც გვეტყვის, სად მოიძევება კაცობრიობის ბედნიერება!
ყველა ავი სიტყვა ეპატიოს მას, ჯადოქარს! რადღა სჭირდებოდა
მას ოსტატობა და სიმარჯვე თვალისა, ყურისა თუ ხელისა, რად-
ღა სჭირდებოდა სიბეჯითე და ანგარიშის ხელოვნება, თუკი ასე-
თი რამ იცოდა!
ევროპელი, რომელსაც მანამდე თავი ამაყად ეჭირა, ასეთმა
თაყვანისმცემლურმა ცნობისმოყვარეობამ თანდათან დააბნია.
„ჩემი ბრალი არ არის“, თქვა მან ყოყმანით, „მაგრამ თქვენ
მაინც ვერ გამიგეთ! მე არ მითქვამს, რომ ბედნიერების საიდუმ-
ლოება ვიცი. მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ ჩემი გონება იმ ამოცა-
ნებზე მუშაობს, რომელთა ამოხსნაც კაცობრიობის გაბედნიერე-
ბას შეუწყობს ხელს. ეს გზა ძალიან გრძელია. ვერც მე და ვერც
თქვენ მის დასასრულს თვალს ვერ მივაწვდენთ. კიდევ ბევრ
თაობას მოუწევს ამ ძნელ საკითხებზე თავის მტვრევა.“
ხალხი დაბნეული იდგა და უნდობლად შეჰყურებდა ამის
მთქმელს. რას ამბობდა ეს კაცი? ნოემაც გვერდზე გაიხედა და
შუბლი შეიჭმუხნა.
ინდოელმა ჩინელს გაუღიმა და, სანამ სხვები შეცბუნებულები
დუმდნენ, ჩინელმა მხიარული კილოთი განაცხადა: „ძმებო, ეს

269
მკითხველთა ლიგა

ჩვენი თეთრი ნათესავი დიდი ხუმარა ვინმე ბრძანებულა. ეგ გვე-


უბნება, ჩემს თავში ისეთი სამუშაო მიმდინარეობს, რომლის შე-
დეგსაც ჩვენი შვილთა შვილიშვილები ან მოესწრებიან, ან ვე-
რაო. მე გთავაზობთ, ვცნოთ იგი მასხარად. რასაც ეგ ამბობს,
მართალია, ვერ ვხვდებით, მაგრამ იმას ხომ ვგრძნობთ, რომ,
თუ მის ნათქვამს ჩავწვდით, შეიძლება ფერდები დაგვასკდეს სი-
ცილით. თქვენც ასე არ ფიქრობთ? ჰოდა, მაშ, გაუმარჯოს ამ
ჩვენს ხუმარას!“
უმეტესობამ კვერი დაუკრა. გაიხარეს, რომ ეს ბნელი ამბავი
ბოლოს და ბოლოს დასრულდა. თუმცა ზოგს უკმაყოფილების
გრძნობა დაეუფლა. ევროპელი კი დარჩა მარტო და იდგა თა-
ვისთვის უნუგეშოდ.
საღამოჟამს ზანგმა ესკიმოსი, ინდიელი და მალაიელი
გაიყოლა თან, პატრიარქს ეახლა და ასე უთხრა:
„მამავ ბატონო, ერთი რაღაც უნდა გკითხოთ. ეს თეთრი ყმაწ-
ვილი, დღეს რომ ჩვენი გამასხარავება ინება, რატომღაც თვალ-
ში არ მოგვდის. ყველა სულდგმულს, დათვსა თუ რწყილს, ხო-
ხობსა თუ ნეხვის ჭიას, ისევე როგორც ჩვენ, ადამიანებს, ყველას
რაღაც გვქონდა საჩვენებელი, რითაც ღმერთს თაყვანს ვცემთ,
ჩვენს სიცოცხლეს ვიცავთ, ვამაღლებთ და ვალამაზებთ. ნიჭის
საოცარი გამოვლინებანი ვიხილეთ, ზოგი სიცილის მომგვრელი
იყო, მაგრამ უმცირესმა არსებამაც კი რაღაცით გაგვახარა, რა-
ღაც ლამაზი წარმოგვიდგინა. მარტო ამ თეთრ კაცს, ბოლოს
რომ ამოვიყვანეთ წყლიდან, არაფერი შესძლებია, გარდა უც-
ნაური, მაღალფარდოვანი ლაქლაქისა, ქარაგმებისა და ხუმრო-
ბისა, რომელიც არავის ესმის და არავის ახარებს. და ჩვენ გე-
კითხებით შენ, მამავ ბატონო, სამართლიანია თუ არა, რომ ამ-
გვარმა არსებამ ამ ჩვენს საყვარელ დედამიწაზე ახალი ცხოვრე-
ბის დაფუძნებაში მიიღოს მონაწილეობა, უბედურებას ხომ არ
მოგვიტანს ეს ამბავი? შეხედე ერთი! თვალები ამღვრეული აქვს,
შუბლი დანაოჭებული, ხელები ფერწასული და სუსტი, სახე ბო-
როტი და დაღვრემილი, ერთი ნათელი ბგერაც არ აღმოხდება!

270
მკითხველთა ლიგა

იცოდეს ღმერთმა, მთლად სწორად ვერ მოქცეულა, ვინც ეგ


ყმაწვილი კიდობანში შემოგვიგზავნა.“
მოხუცმა პატრიარქმა მათ ალერსიანად მიაპყრო ნათელი
მზერა.
„შვილებო“, წყნარი და კეთილი ხმით წარმოთქვა მან, „ძვირ-
ფასო შვილებო! თქვენ მართალნი ხართ და ამავე დროს არცა
ხართ მართალნი! ღმერთმა პასუხი მანამდე გაგვცა, სანამ თქვენ
ამას შემეკითხებოდით. გეთანხმებით, ეს კაცი ომის ქვეყნიდან მა-
ინცდამაინც საამო სტუმარი როდია, მართლაცდა, რა გასაჩენია
ასეთი ახირებული არსებანი. მაგრამ, რაკი ღმერთმა იგი შექმნა,
ეტყობა, იცოდა, რატომაც მოიმოქმედა ეს. ამ თეთრ ადამიანებს
ყველა თქვენგანის წინაშე ბევრი დანაშაული მიუძღვით, მათი
ბრალია, რომ ჩვენი საბრალო დედამიწა კიდევ ერთხელ დაისა-
ჯა. მაგრამ ნახეთ, ღმერთმა მიგვანიშნა, რას უპირებს ამ თეთრ
კაცს. თქვენ ყველას, შენ, ზანგო, და შენ, ესკიმოსო, ახალი ცხოვ-
რებისთვის, რომლის დაწყებასაც მალე ვაპირებთ, თქვენი საყვა-
რელი მეუღლეები გყავთ გვერდით, შენ – ზანგი ქალი, შენ – ინ-
დიელი, შენ – ესკიმოსი. მხოლოდ ევროპელია მარტო. დიდხანს
ვწუხდი ამაზე, ახლა კი, მგონი, ვხვდები ამის აზრს. ეს კაცი დაგ-
ვრჩა, როგორც გაფრთხილება და სტიმული, ან იქნებ, როგორც
მოჩვენება. გამრავლებით კი იგი ვერ გამრავლდება, ასე რომ,
მრავალფეროვანი კაცობრიობის ნაკადში შთაინთქმება. ახალ
დედამიწაზე ცხოვრებას ის თქვენ ვეღარ მოგიწამლავთ. დამ-
შვიდდით!“
დაღამდა და მეორე დილით აღმოსავლეთით წმინდა მთის
პატარა და წვეტიანი მწვერვალი გამოჩნდა წყალზე.

1917

თარგმნა გიორგი ბრეგაძემ

271
მკითხველთა ლიგა

დაწნული სკამის ზღაპარი

ყმაწვილი კაცი თავის მანსარდაში იჯდა განმარტოებით. სურ-


და მხატვარი გამოსულიყო, მაგრამ საამისოდ მნიშვნელოვანი
სირთულეების გადალახვა იყო საჭირო. ჯერჯერობით კი იგი
მშვიდად ცხოვრობდა სხვენის ოთახში, ასაკი სულ უფრო ემატე-
ბოდა და პატარა სარკის წინ ჯდომა და საკუთარი პორტრეტის
ხატვის მცდელობა ჩვევად გადაჰქცეოდა. უკვე მთელი რვეული
გაევსო ამგვარი ნახატებით და ზოგიერთი მათგანი ძალიანაც
მოსწონდა.
„იმ კაცისათვის, რომელმაც განათლების მიღება ჯერ ვერ მო-
ასწრო“, უთხრა საკუთარ თავს, „ეს ნახატი მართლაც არ არის
ურიგო. რა საინტერესო ნაკეცია აი იქ, ცხვირთან. აშკარაა, ჩემში
არის რაღაც მოაზროვნის. დიახ, რაღაც ამის მსგავსი უდავოდ
არის. საკმარისია, პირის კუთხე ოდნავ უკან დავწიოთ, რომ მა-
შინვე ასეთი განსაკუთრებული, პირქუში გამომეტყველება გაჩ-
ნდება.“
მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ, როცა თავის ნახატებს ხე-
ლახლა დაათვალიერებდა, ისინი სულ აღარ მოსწონდა. ეს არ
იყო სასიამოვნო, მაგრამ მაინც გადაწყვიტა, რომ ოსტატობის
მხრივ შეუპოვრად წინ მიიწევდა და თავისი თავისადმი სულ უფ-
რო მომთხოვნი ხდებოდა.
მანსარდისა და იმ საგნების მიმართ, იქ რომ იდგა და ელაგა,
ყმაწვილი არცთუ თბილად იყო განწყობილი, თუმც იმავ-
დროულად ეს ყოველივე არც მთლად ურიგოდ ეჩვენებოდა. იგი
უსამართლო იყო მათდამი, მაგრამ არა იმაზე მეტად, ვიდრე
სხვები. თითქმის ვერც კი ამჩნევდა მათ და ცუდად იცნობდა.
თუ მორიგი ავტოპორტრეტი მთლად ხეირიანად შესრულებუ-
ლად არ მიაჩნდა, იმ წიგნებს მიუბრუნდებოდა ხოლმე, რომლებ-
შიც მოთხრობილი იყო, როგორ ცხოვრობდნენ ერთ დროს მასა-
ვით მოკრძალებული და ყველასათვის უცნობი ახალგაზრდები,

272
მკითხველთა ლიგა

ხოლო შემდეგ სახელი გაითქვეს. ამგვარ წიგნებს სიამოვნებით


კითხულობდა და მათში თავის მომავალს ხედავდა.
სწორედ ასე იჯდა ერთხელაც, ოდნავ სევდიანი და დათრგუნ-
ვილი და კითხულობდა წიგნს ერთ დიდად ცნობილ ჰოლანდიელ
მხატვარზე. წიგნში ეწერა, რომ ამ მხატვარს ერთადერთი ნამ-
დვილი ლტოლვა ჰქონდა: პირდაპირ შეპყრობილი იყო გიჟური
სურვილით, ერთიანად მოეცვა მისწრაფებას, დიდი ოსტატი გამ-
ხდარიყო. ყმაწვილი კაცი ფიქრობდა, რომ ამ ჰოლანდიელთან
გარკვეული მსგავსება აკავშირებდა. თუმცა, როცა კითხვას ჩაუღ-
რმავდა, ისეთი რამ აღმოაჩინა, რაც ნაკლებად შეიძლებოდა,
თავად მას შეხებოდა: სხვა დანარჩენთან ერთად, ამოიკითხა,
რომ ჰოლანდიელი ცუდ ამინდში, როცა ქუჩაში ხატვა არაფრით
არ შეიძლებოდა, შეუპოვრად და არანორმალური ვნებით ხატავ-
და ყველაფერს ერთმანეთის მიყოლებით, ნებისმიერ სრულიად
უბადრუკ საგანსაც კი, რაც თვალში მოხვდებოდა. ერთხელ ასე
დახატა ძველი ხის ფეხსაცმელები, მეორედ – ძველი, მოღრეცი-
ლი სკამი, უხეში, მძიმე, სამზარეულოს გლეხური სკამი იაფფა-
სიანი ხისა, მოწნული დასაჯდომით, რღვევის პირას მისული ჩა-
ლით. და სკამი, რომლისთვისაც სინამდვილეში არცერთ ადამი-
ანს არ მიუქცევია ყურადღება, მხატვარმა იმგვარი სიყვარულითა
და თავდადებით ასახა, იმგვარი ვნებითა და თავდავიწყებით,
რომ ეს ნახატი მის შემოქმედებაში ერთ-ერთ უმშვენიერეს ქმნი-
ლებად იქცა. მწერალს ბევრი კეთილი, ჭეშმარიტად ამაღლებუ-
ლი სიტყვა მიეძღვნა ამ სკამისთვის. აქ ყმაწვილმა კაცმა კითხვა
შეწყვიტა და ჩაფიქრდა. ეს ისეთი რამ იყო, რაშიც სურდა,
დაუყოვნებლივ გამოეცადა თავი. გადაწყვიტა მაშინვე – რადგან
უკიდურესად გაბედული ჭაბუკი იყო – დიდი ოსტატის მაგალითის-
თვის მიებაძა და დიდებისკენ ამ გზით სიარული ეცადა.
მანსარდას თვალი მოავლო და შეამჩნია, რომ თურმე
ხეირიანად არც კი შეუხედავს იმ ნივთებისა და საგნებისთვის,
რომელთა შორისაც რა ხანია ცხოვრობდა. გვერდმონგრეულ
სკამს მოწნული ჩალის დასაჯდომით ვერსად მიაგნო, არც ხის ბა-

273
მკითხველთა ლიგა

ჩები ჩანდა სადმე, ამიტომ უცებ მოიღუშა და მოიკუნტა. თითქმის


ისეთივე იმედგაცრუება იგრძნო, როგორიც არაერთგზის უგრძნია
დიდ ადამიანებზე მონათხრობის კითხვისას: ფიქრობდა, რომ
სწორედ ის წვრილმანები, ის საოცარი ნიშნები, რომლებიც სხვა-
თა ცხოვრებაში ესოდენ მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ,
რატომღაც მას გვერდს უვლიდნენ და მუდმივ მოლოდინში ამყო-
ფებდნენ. მაგრამ მალე ისევ გაიმხნევა თავი, გაიაზრა, რომ ახ-
ლა მისი მთავარი ამოცანა სწორედ ის იყო, შეუპოვრობა გა-
მოეჩინა და დიდებისაკენ მიმავალ მძიმე გზას მიჰყოლოდა. დაკ-
ვირვებით შეათვალიერა ყველა საგანი და ბოლოს აღმოაჩინა
მოწნული სკამი, რომელსაც მშვენივრად შეეძლო, მისთვის მო-
დელის მაგივრობა გაეწია.
სკამი ფეხით ახლოს მიიწია, ფანქარს წვერი წაუმახვა, ესკიზე-
ბის ბლოკნოტი აიღო, მუხლებზე დაიდო და ხატვას შეუდგა. რამ-
დენიმე ოდნავ შესამჩნევმა პირველმა შტრიხმა, როგორც მოეჩ-
ვენა, საკმაოდ ხარისხიანად, ფორმა შემოხაზა. სწრაფად და და-
მაჯერებლად, უფრო მსუყე შტრიხებით აზუსტებდა მოხაზულობას
და შემდეგ ხელი ფორმის გამუქებას მიჰყო. ყმაწვილის ყურად-
ღება ერთ კუთხეში გაჩენილმა ღრმა სამკუთხა ჩრდილმა მიიპ-
ყრო და ენერგიულად შეუდგა სურათზე მის დატანას; ასე განაგ-
რძობდა მუშაობას, ვიდრე არ იგრძნო, რომ რაღაც ხელს უშლი-
და.
ერთხანს კიდევ სცადა მუშაობის გაგრძელება, შემდეგ ბლოკ-
ნოტი განზე გასწია, ნახატს გამომცდელი მზერა მიაპყრო და
დაინახა, რომ მოწნული სკამი სრულიად არასწორად იყო გამო-
სახული.
გაავებულმა კიდევ ერთი ხაზი გაავლო და სკამს აღშფოთებუ-
ლი მზერა სტყორცნა. ნახატი არაზუსტი იყო. ყმაწვილი კაცი გან-
რისხდა.
„არა, შენ სკამი კი არა, გრძნეული ხარ“, აღმოხდა მას, „ასეთი
თავნება ურჩხული არასოდეს შემხვედრია!“
სკამმა ოდნავ გაიჭრიალა და მშვიდად განაცხადა:

274
მკითხველთა ლიგა

„ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც ვარ და შეცვლას არ ვაპირებ.“


მხატვარმა ფეხი ჰკრა. სკამმა უკან დაიხია და ისევ სრულიად
სხვაგვარად გამოჩნდა.
„რა სულელურად ხარ მოწყობილი!“ – შესძახა ყმაწვილმა,
„ყველაფერი მიღრეცილ-მოღრეცილი გაქვს.“
მოწნულმა სკამმა ოდნავ გაიღიმა და ფრთხილად მიუგო:
„ამას პერსპექტივა ჰქვია, ყმაწვილო.“
„პერსპექტივა!“ – იყვირა გაცოფებულმა, „არა, ეს ლაწირაკიც
რომ ბედავს, რაღაც მასწავლოს! პერსპექტივა ჩემი საქმეა, და
არა შენი, გაითვალისწინე, თუ შეიძლება!“
სკამმა არაფერი უპასუხა. მხატვარი ოთახში ბოლთის ცემას
მოჰყვა, ვიდრე ქვედა სართულიდან გაბრაზებული მეზობლის
ჯოხის კაკუნი არ მოისმა. ქვევით მოხუცი მეცნიერი ცხოვრობდა,
რომელიც ხმაურს ვერ იტანდა.
ახალგაზრდა კაცი ჩამოჯდა და ხელთ ისევ ბოლო ავტოპორ-
ტრეტი აიღო, მაგრამ არ მოეწონა. მოეჩვენა, რომ სინამდვილე-
ში გაცილებით მიმზიდველად გამოიყურებოდა და მართლაც ასე
იყო.
მიუბრუნდა წიგნს, რომელშიც ისევ იმ ჩალისდასაჯდომიან
ჰოლანდიურ სკამზე იყო ლაპარაკი. ახალგაზრდა კაცი გაბრაზ-
და. მისი აზრით, ამ სკამის ირგვლივ ისედაც ზედმეტს ლაპარა-
კობდნენ...
აიღო თავისი შავი ფართოფარფლებიანი ქუდი – ისეთი,
მხატვრებს რომ უყვართ – და სასეირნოდ გავიდა. გაახსენდა
(რაც ერთხელ, საკმაოდ დიდი ხნის წინათ ეგრძნო), რომ ფერწე-
რაში არის რაღაც საზიანო. მას მხოლოდ იმედგაცრუება მოაქვს
და, ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოში თუნდაც საუკეთესო მხატ-
ვარსაც ხომ მხოლოდ საგანთა ზედაპირის გამოსახვა შეეძლო.
ვისაც სიღრმე აინტერესებს, მისთვის ეს, კაცმა რომ თქვას, პრო-
ფესია არ არის. და ის კვლავ, როგორც ადრეც არაერთგზის
მომხდარა, იმ აზრს დაუბრუნდა, რომ ჯობდა, თავის უწინდელ
მიდრეკილებას გაჰყოლოდა და მწერალი გამხდარიყო. მოწნუ-

275
მკითხველთა ლიგა

ლი სკამი მანსარდაში მარტო დარჩა. წუხდა, რომ მისი ახალგაზ-


რდა ბატონი უკვე წასულიყო. იმედოვნებდა, რომ ოდესმე მათ
შორის ბოლოს და ბოლოს ნამდვილი ურთიერთობა დამყარდე-
ბოდა. დროდადრო სიამოვნებით გაუბამდა საუბარს, ბევრ რამეს
ასწავლიდა კიდეც ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ ასე ახალგაზ-
რდა იყო. მაგრამ ამ საქმისგან, სამწუხაროდ, არაფერი გამოვი-
და.

1918

თარგმნა რუსუდან ბეჟაშვილმა

276
მკითხველთა ლიგა

იმპერია

იყო ერთი დიდი და ლამაზი, თუმცა არცთუ მდიდარი ქვეყანა,


რომელშიც მუყაითი, მოკრძალებული და სულით ძლიერი ხალხი
ცხოვრობდა, კმაყოფილი ხვედრისა, განგებამ რომ არგუნა. სიმ-
დიდრითა და განცხრომით, სინატიფითა თუ ბრწყინვალებით
აქაურობა ვერ დაიკვეხნიდა, რის გამოც უფრო მდიდარი მეზობ-
ლები ამ დიდი ქვეყნის მოქალაქეებს ზოგჯერ დაცინვით ან ღი-
მილნარევი თანაგრძნობით ეპყრობოდნენ.
მაგრამ ზოგი რამ, რასაც კაცი ფულით ვერ იყიდის, დაფასე-
ბით კი მაინც აფასებს, დიახაც ყვაოდა სხვა მხრივ ამ ნაკლებად
გამორჩეულ ხალხში. ყვაოდა იმდენად, რომ დროთა განმავლო-
ბაში ღარიბმა ქვეყანამ, თუმცა ძალა და გავლენა აკლდა, სახე-
ლიც გაითქვა და პატივისცემაც დაიმსახურა. იმ მხარეში ყვაოდა
და ვითარდებოდა მუსიკა, პოეზია, სიბრძნისმეტყველება და, რო-
გორც ვინმე სწავლულის, მქადაგებლისა თუ მგოსნისგან არ ვით-
ხოვთ, რომ ამასთან მდიდარიც იყოს, გარეგნულად დახვეწილი-
ცა და წარმოსადეგიც, პატივისცემით კი მაინც ვცემთ პატივს, ამ-
გვარივე იყო უფრო ძლევამოსილი ხალხების დამოკიდებულება
ამ უცნაური, ღარიბი ხალხისადმი. მისი სიღატაკის, ერთგვარად
მოუხეშავი, მოუქნელი ხასიათის გამო მეზობლები მხრებს თუ
აიჩეჩდნენ ხოლმე, თორემ ისე სიამოვნებითა და დაუშურვებლად
ლაპარაკობდნენ იქაურ მოაზროვნეებზე, მგოსნებსა თუ მუსიკო-
სებზე.
და, მართალია, მოაზროვნეთა ქვეყანა კვლავაც ღარიბად
ცხოვრობდა და ხშირად მეზობლებისგანაც იჩაგრებოდა, სითბო-
სა და აზრის მარად მაცოცხლებელი წყარო სწორედ იქ იღებდა
სათავეს და მდოვრედ მიედინებოდა მოსაზღვრე სახელმწი-
ფოებისკენ, ხოლო იქიდან მთელს დანარჩენ სამყაროსაც სწვდე-
ბოდა.
თუმცა იყო ძველთაგანვე ცნობილი, ყველასთვის თვალში სა-
ცემი ერთი გარემოებაც, რომლის გამოც ეს ხალხი არა მარტო

277
მკითხველთა ლიგა

უცხოთა ქილიკის საგანი ხდებოდა, არამედ თავადაც წვალობდა


და იტანჯებოდა: ამ ლამაზი ქვეყნის ბინადარ მრავალ ტომს ერ-
თმანეთი ოდითგანვე არ ეხატებოდა გულზე. ბოლო არ უჩანდა
კინკლაობასა და მეშურნეობას. მართალია, დროდადრო საღი
აზრი მაინც იმარჯვებდა იმ ხალხის საუკეთესო შვილებში, რომ-
ლებიც ერთიანობისკენ, მეგობრობისა და შეხმატკბილებული
გარჯისკენ მოუწოდებდნენ თანამემამულეებს, მაგრამ ვერავინ
შეჰგუებოდა აზრს, რომ მაშინ წინამძღოლობა მრავალთაგან
ერთ-ერთ ტომს ან მის მთავარს უნდა ეთავა. ამიტომ იყო, რომ
ხალხის გაერთიანება ვერა და ვერ ხერხდებოდა.
სანუკვარ გამარჯვებას ერთ გადამთიელ მთავარსა და დამ-
პყრობელზე, ქვეყანას სასტიკად რომ ჩაგრავდა, თითქოს თავის-
თავად უნდა მოჰყოლოდა ესოდენ ნანატრი გამთლიანება, მაგ-
რამ სულ მალე ისევ ატყდა ჩხუბი და კინკლაობა. პატარ-პატარა
სამთავროების მმართველებს გაერთიანება არ სურდათ, ხოლო
ქვეშევრდომები სხვადასხვა თანამდებობის, ნაირნაირი წოდებე-
ბისა თუ ფერად-ფერადი ბაფთების სახით მათგან იმდენ წყალო-
ბას იღებდნენ, რომ არსებული მდგომარეობით კმაყოფილი იყ-
ვნენ და სიახლისკენ აღარ ილტვოდნენ.
ამასობაში მსოფლიოში საფუძვლიანი ცვლილებების ხანა და-
იწყო, ხანა ადამიანებისა და საგნების იმ საოცარი გარდაქმნისა,
ორთქლის პირველი მანქანების კვამლიდან აჩრდილივით თუ
ავადმყოფობასავით რომ მოედო სამყაროს და ყველგან შეცვა-
ლა ცხოვრება. დედამიწა მოიცვა შრომამ და სიბეჯითემ, გაბა-
ტონდნენ მანქანები, ეს კი სულ უფრო მეტსა და მეტ გარჯას მო-
ითხოვდა. გაჩნდა დიდძალი სიმდიდრე, ხოლო ქვეყნიერების იმ
ნაწილმა, სადაც მანქანები გამოიგონეს, უწინდელზე მეტად გა-
ნიმტკიცა ბატონობა მთელს სამყაროზე და დედამიწის დანარჩენი
კუთხეები ძლიერთა შორის უძლიერესებს დაურიგა. ვისაც საკმა-
რისი ძალა არ მოსდევდა, პირში ჩალაგამოვლებული დარჩა.
ცვლილებების ტალღამ იმ ქვეყანასაც გადაუარა, რომელზე-
დაც ჩვენ ვყვებით, თუმცა მისი წვლილი აშკარად მოკრძალებუ-

278
მკითხველთა ლიგა

ლი გამოდგა, როგორც შეეფერებოდა კიდეც მის მდგომა-


რეობას. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ სამყაროს მთელ სიკე-
თეს სხვები ინაწილებდნენ, ისედაც ღარიბი ქვეყანა კი აგერ უკვე
მერამდენედ რჩებოდა ხახამშრალი.
უცებ ყველაფერი სულ სხვაგვარად შეტრიალდა. ისევ მთელი
ძალით გაისმა იმათი ხმები, ტომებს გაერთიანებისკენ რომ
მოუწოდებდნენ. გამოჩნდა ძლიერი, გავლენიანი სახელმწიფო
მოღვაწე; ქვეყანა გააერთიანა მეზობელ სახელმწიფოსთან
ბრძოლაში მოპოვებულმა იღბლიანმა, მეტად შთამბეჭდავმა გა-
მარჯვებამ; ცალკეული ტომები ერთ მუშტად შეიკრნენ და საფუძ-
ველი ჩაუყარეს დიდ იმპერიას. მეოცნებეთა, მოაზროვნეთა და
მუსიკოსთა ღარიბი ქვეყანა გამოცოცხლდა: გამდიდრდა,
გაიზარდა, გამთლიანდა და შეუდგა ახლებურ ცხოვრებას, რო-
გორც თანასწორი უფროს ძმათა გვერდით. მისატაცებელი თუ შე-
საძენი სამყაროში ბევრი აღარაფერი დარჩენილიყო, ხოლო დე-
დამიწის შორეულ კუთხეებში ახალგაზრდა სახელმწიფომ ხეირი
ვერ ნახა: ყველაფერი დარიგებულ-მითვისებული დახვდა. სამა-
გიეროდ, არნახული წარმატებით გაიფურჩქნა მანქანის სულის-
კვეთება, თავიდან იქ მხოლოდ გაჭირვებით რომ იკიდებდა ფეხს.
ერთბაშად იცვალა ფერი ქვეყანამაც და მისმა ხალხმაც. სახელ-
მწიფო გაიზარდა, გამდიდრდა, გაძლიერდა და სხვისთვის საშიში
შეიქნა. მან იწყო სიმდიდრის შეგროვება და თავის საზღვრებს ჯა-
რისკაცების, ზარბაზნებისა და ციხესიმაგრეების სამმაგი დამცავი
ზღუდე შემოავლო. ამ ყველაფერმა ძლიერ დააფიქრა მეზობლე-
ბი, შეშფოთებით რომ ადევნებდნენ თვალყურს ახალგაზრდა სა-
ხელმწიფოს მოღონიერებას. თანდათან გაჩნდა უნდობლობა, ში-
ში და ახლა მეზობლებმაც იწყეს სიმაგრეების აგება, ზარბაზნები-
სა და საომარი ხომალდების მომზადება.
ეგ კი არა, მართალია, უზარმაზარი გალავნების ამოსაყვანად
ფული ყველას საკმარისად მოეპოვებოდა, ომი ფიქრადაც
არავის გაუვლია: ისე, ყოველი შემთხვევისთვის იღებდნენ თავ-
დაცვისთვის აუცილებელ ზომებს. თან ისიც ხომ ნათქვამია, მდი-

279
მკითხველთა ლიგა

დარს თავისი ფულის გარშემო რკინის კედლების შემოვლება უყ-


ვარსო.
გაცილებით უარესი ის იყო, რაც თვითონ ახალგაზრდა იმპე-
რიაში ხდებოდა. ხალხმა, რომელსაც ერთ დროს მთელი ქვეყანა
თან დასცინოდა და თან ეთაყვანებოდა, რომელსაც სულიერება
ჰქონდა, ფული კი არა... აი, ამ ხალხმა უცებ გემო გაუგო ფულსაც
და ძალაუფლებასაც. ის აშენებდა და სახსრებს ზოგავდა, ვაჭ-
რობას მისდევდა და ფულს სესხად გასცემდა, ყველა გამ-
დიდრებას ჩქარობდა: ვისაც წისქვილი ან სამჭედლო ჰქონდა,
სასწრაფოდ ქარხანა უნდა აეშენებინა; სამი შეგირდის პატრონი
ახლა ცდილობდა, მაინცდამაინც ათი და ოცი ჰყოლოდა, ბევრმა
კი სულ მალე ასობით და ათასობით მუშა დაასაქმა. და, რაც
უფრო სწრაფად მუშაობდნენ ხელები და მანქანები, მით უფრო
სწრაფად გროვდებოდა ფული – იმ ერთეულების ხელში,
რომელთაც შეგროვება განსაკუთრებით ემარჯვებოდათ. ადრე
შეგირდად და ოსტატის თანაშემწედ წოდებული ურიცხვი მუშა
იძულებული შეიქნა ქანცის გაწყვეტამდე ეშრომა და ლამის მონა
გახდა.
ასეთივე ვითარება შეიქმნა სხვა ქვეყნებშიც: სახელოსნო იქაც
ქარხნად იქცა, ოსტატი მბრძანებლად, ხოლო მუშა – მონად. დე-
დამიწის ზურგზე არ დარჩა მხარე, ეს ხვედრი რომ არ გაეზიარე-
ბინა. მაგრამ ამ ახალგაზრდა იმპერიას ხელს კიდევ ის უწყობდა,
რომ მსოფლიოში შობილი ახალი სულისკვეთება და სწრაფვა
მის დაბადებას დაემთხვა. მას არ ამძიმებდა არც წარსულის
ტვირთი, არც ძველი სიმდიდრე. ახალ, აჩქარებულ დროებაში
ცნობისმოყვარე ბავშვივით შეაბიჯა, ხელებდაკაპიწებულმა და
ოქროს მოსახვეჭად შემართულმა.
ზოგი ცდილობდა გამოეფხიზლებინა, გაეფრთხილებინა
ხალხი, რომ გზას არ ასცდენოდა. ახსენებდნენ ძველ დროს, რო-
ცა ქვეყანას კეთილი სახელი ჰქონდა დაგდებული, მის სულიერ
დანიშნულებას, გონების, მუსიკისა თუ პოეზიის სიდიადეს, ასე უხ-
ვად რომ უძღვნიდა სამყაროს. მაგრამ უეცარი გამდიდრებით

280
მკითხველთა ლიგა

დაბრმავებულთ ეს გაფრთხილება სიცილად არ ჰყოფნიდათ. დე-


დამიწა მრგვალი იყო და ბრუნავდა კიდეც, ძალიანაც კარგი, თუ
პაპები ლექსებსა და ფილოსოფიურ თხზულებებს წერდნენ, მაგ-
რამ ახლა შვილიშვილებს სურდათ დაემტკიცებინათ, რომ ამ ქვე-
ყანაში ხალხმა სხვა საქმის კეთებაც იცოდა. ათასობით ქარხანაში
მუშები ყალიბებში ასხამდნენ და ჭედავდნენ ლიანდაგებს, იგო-
ნებდნენ ახალ-ახალ მანქანებს, ქმნიდნენ ახალ-ახალ საქონელს
და, ყოველი შემთხვევისთვის, ახალ-ახალ თოფებსა და ზარბაზ-
ნებსაც. მდიდრები ხალხს დაშორდნენ, ღარიბი მუშები თავს მოტ-
ყუებულად გრძნობდნენ და აღარ ადარდებდათ საზოგადოება,
რომლის ნაწილიც თავადაც იყვნენ; ახლა ისინი მხოლოდ თავი-
ანთ თავზე ზრუნავდნენ და ფიქრობდნენ, მარტო თავიანთ თავს
გულშემატკივრობდნენ. ხოლო მდიდრებსა და ძლევამოსილებს,
რომლებსაც გარეშე მტრისგან თავის დასაცავად საკმარისი
რაოდენობით მოემარაგებინათ ზარბაზნები და თოფები, ახარებ-
დათ თავიანთი წინდახედულება, რადგან უფრო სახიფათო მტრე-
ბი ახლა შინ ეგულებოდათ.
ყოველივე ამას ბოლო მოუღო დიდმა ომმა, რომელმაც
წლების განმავლობაში ერთიანად გააპარტახა მსოფლიო, და
რომლის ნანგრევებშიც ჯერაც გვიხდება დგომა, მისი ხმაურით
დაყრუებულთ, მისი უაზრობით გამწარებულთ და სისხლის იმ ნა-
კადებით თავზარდაცემულთ, ჩვენს ყველა სიზმარში რომ მოედი-
ნება.
ომი კი იმით დასრულდა, რომ ის ახალგაზრდა და აყვავებუ-
ლი იმპერია, რომლის შვილებიც აღფრთოვანებითა და ქედმაღ-
ლური შემართებით მიდიოდნენ საბრძოლველად, დაემხო. ის
დამარცხდა, გამანადგურებლად დამარცხდა. გამარჯვებულებმა
დამარცხებულ ხალხს მძიმე ხარკის გადახდა დააკისრეს ჯერ კი-
დევ მანამ, სანამ მშვიდობაზე ლაპარაკს შეუდგებოდნენ. შინისკენ
მიმავალ დამარცხებულ ჯარისკაცებს ყოველდღე უხდებოდათ
ცქერა, მათი სამშობლოდან გამარჯვებული მტრის ქვეყნისკენ
როგორ ეზიდებოდნენ უწინდელი დიდების ნიშნებს. მანქანები და

281
მკითხველთა ლიგა

ფული უწყვეტ ნაკადად მიედინებოდა მათი ქვეყნიდან მტრის


ხელში.
უდიდესი გასაჭირის ჟამს დამარცხებული ხალხი გონს მოეგო.
მან გააძევა წინამძღოლები და მთავრები და პასუხისმგებლად
თავისი თავი გამოაცხადა, შექმნა საბჭოები და საჯაროდ გამოთ-
ქვა ნება, საკუთარი ძალითა და სულიერი შემართებით ეპოვა გა-
მოსავალი ამ უბედურებიდან.
ამ ხალხმა, რომელსაც ესოდენ მძიმე პირობებში მოუხდა
მართვის სადავეების ხელში აღება, ჯერ კიდევ არ უწყის, საით მი-
დის, ვინ იქნება მისი წინამძღოლი ან დამხმარე. ეს მხოლოდ ზე-
ცის ბინადართ იციან. მათ იციან ისიც, რატომ დაატეხეს თავს
ომის უბედურება ამ ხალხსა და მთელს მსოფლიოს.
დღევანდელი დღის წყვდიადიდან მოჩანს განათებული გზა,
რომელსაც დამარცხებული ხალხი უნდა დაადგეს.
ისევ ბავშვად ის ვეღარ იქცევა. ეს არავის ხელეწიფება. არ
შეიძლება, მან დათმოს თავისი ზარბაზნები, მანქანები და ფული,
მერე კი იმ თავის პატარა მშვიდობიან ქალაქებში ლექსების წე-
რასა და სონატების დაკვრას მიჰყოს ხელი. ის იმ გზას უნდა და-
ადგეს, რომელსაც ადამიანი ირჩევს, როცა ცხოვრება შეცდომებს
ჩაადენინებს და ტანჯვას შეახვედრებს. მას უნდა ახსოვდეს გან-
ვლილი გზა, თავისი წარმოშობა და ბავშვობა, მოწიფულობა, თა-
ვისი აღზევება და დაცემა, და მეხსიერების ამ გზაზე უნდა იპოვოს
ძალა, რომელიც მისი ბუნებისთვის დამახასიათებელი და განუ-
ყოფელია. ის „თავის თავს უნდა ჩაუღრმავდეს“, როგორც ღვთის-
მოსავი ხალხი ამბობს. და სწორედ თავის თავში, თავის არსებაში
იპოვის თავისსავე ხელუხლებელ ბუნებას. ეს ბუნება არ მოისურ-
ვებს, ბედისწერას გაექცეს, მას დამორჩილდება და, ახალნაპოვ-
ნი სიკეთით გულმოცემული, ხელახლა შეუდგება გზას.
თუ მართლაც ასე მოხდა, თუ დამცირებული ხალხი ბედის-
წერის გზაზე მორჩილად და წელგამართული ივლის, მასში ისევ
გაჩნდება ის, რაც უწინ იყო. იქ ისევ აიღებს სათავეს მარად მა-
ცოცხლებელი წყარო, რომელიც დანარჩენ სამყაროსაც მის-

282
მკითხველთა ლიგა

წვდება; ხოლო ის, ვინც დღეს ჯერ კიდევ მისი მტერია, მომავალ-
ში მოჯადოებულივით მიუგდებს ყურს ამ მდოვრე ნაკადის დინე-
ბას.

1918

თარგმნა დავით კაკაბაძემ

283
მკითხველთა ლიგა

მხატვარი

ერთი მხატვარი, სახელად ალბერტი, სიჭაბუკისას შექმნილი


ნახატებით სახელი და დიდება რომ ვერ მოიხვეჭა, თავის ნაჭუჭში
ჩაიკეტა და გადაწყვიტა, მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის
ეხატა. კარგა ხანს თავს იტყუებდა და თითქოს ეს კმაყოფილებას
ჰგვრიდა. დროის დინება კი სულ უფრო ნათელს ხდიდა, რომ
ამაოდ დაშვრა. მაშინაც კი, როცა იჯდა და გმირის სახეს ხატავ-
და, ამგვარი ფიქრები აწუხებდა: „იქნებ საერთოდაც არ უნდა
მოვკიდებოდი ამ საქმეს? ხომ არ აჯობებდა, დრო მეტარებინა,
სეირნობით ან ღვინის სმით შემექცია თავი? მაინც, რა მოაქვს
ხატვას ჩემთვის, გარდა იმისა, რომ ზოგ რაიმეზე თვალს ვხუჭავ,
ამაო თავდავიწყებას ვეძლევი და წუთისოფელი ასე გამყავს?“
ამ ფიქრებმა გული აუცრუა ალბერტს. გამოხდა ხანი და ხატ-
ვას თითქმის მთლად მიანება თავი. ღვინოს მიეძალა, დასეირ-
ნობდა, კითხულობდა და მოგზაურობდა კიდეც. თუმცა ვერც ამით
პოვა ბედნიერება.
მუდამ გული ეწურებოდა იმის გახსენებაზე, რა იმედიანად და
გატაცებით დაიწყო ოდესღაც ხატვა. აგონდებოდა, როგორ სწყუ-
როდა, სამყაროს იდუმალებას ჩასწვდომოდა და მისი მშვენიერე-
ბის ჩუმი და წრფელი მუსიკა შეეთხზა. რარიგ უნდოდა, გმირებში,
ჰეროიკულ პეიზაჟებში გამოეხატა საკუთარი სული და, თუ მისი
ნახელავი ვინმეს აამებდა, მხოლოდ ამ სიხარულით ეცოცხლა
და ესულდგმულა.
დიახ, ამაოდ დაშვრა. მხოლოდ ფუჭი ოცნება გამოდგა ყოვე-
ლივე და ეს ოცნებაც თანდათანობით გაფერმკრთალდა და მი-
ნავლდა. ახლა, როცა ალბერტი მთელს ქვეყანაზე უგზო--
უკვლოდ დაეხეტებოდა, ან ეულად დაბინავდებოდა ხოლმე შო-
რეულ მხარეში, როცა გემით მოგზაურობდა ან მთათა უღელტე-
ხილებზე დაბობღავდა, კვლავაც ხშირად ეწვეოდა ხოლმე ის
ძველი ოცნება. ზმანება ამ დროს ოდნავ შეცვლილი ჩანდა, მაგ-
რამ მაინც წინანდელივით მშვენიერი, ძლიერი და მომხიბვლელი

284
მკითხველთა ლიგა

იყო – ისევ იმ ჭაბუკური სიმხნევითა და წადილით გაცისკროვნე-


ბული.
ო, რარიგ სწყუროდა ჩუმი თრთოლა ამოეძალა ყოველი საგ-
ნიდან და მისი სუნთქვა ზღვისა და ქარის სუნთქვას შენივთებოდა.
მეგობრობასა და ნათესაობას, მიჯნურობასა და სიახლოვეს, კე-
თილხმოვანებასა და ჰარმონიას დაევანებინა ყოველივეში.
ადრე მხოლოდ თავის კაეშანსა და სულს აქსოვდა სურათებ-
ში. თანალმობასა და აღიარებას მოელოდა ხალხისგან. დიდებას
მხოლოდ იმისთვის მიელტვოდა, გამართლება რომ მოეძებნა
საკუთარი არსებობისთვის. ახლა თავს არიდებდა გმირებისა და
მათი ფათერაკების გამოხატვას, მისი არსება ნახატებში რომ უნ-
და შეენიღბათ და არსობრივად აეხსნათ. სამყაროსგან მხოლოდ
იმ ჩუმი თრთოლის, იმ ძალუმი ნაკადისა და ფარული გულწრფე-
ლობის შეგრძნება სწყუროდა, სადაც არარად იქცეოდა თვითონ
და დაიფერფლებოდა, ჩაკვდებოდა და მხოლოდ ამის შემდგომ
აღორძინდებოდა. ეს განახლებული ოცნება და ამ ახლებური ოც-
ნების მძაფრი მონატრება მისთვის უკვე ასატანს ხდიდა ცხოვრე-
ბას, ყოველივეს აზრს ანიჭებდა, გარდაქმნიდა და განადგურების-
გან იცავდა.
კანტიკუნტად შემორჩენილი მეგობრები კარგად ვერ ჩას-
წვდომოდნენ ალბერტის ამ ილუზიებს. იმასღა ამჩნევდნენ, რომ
იგი უფრო და უფრო იკეტებოდა საკუთარ ნაჭუჭში, უფრო მშვი-
დად, უცნაურად იღიმებოდა და საუბრობდა, აღარც ერეოდა მათ-
თვის მნიშვნელოვანსა და სასიამოვნო ამბებში, არც პოლიტიკა
ადარდებდა და არც ვაჭრობა, არც აღლუმები და არც მეჯლისე-
ბი, აღარც ბრძნული საუბრები ხელოვნებაზე და საერთოდაც –
არაფერი, რითაც სხვები თავს შეიქცევდნენ. იმდენად თავისებური
გახდა, რომ ჭკუანაკლულიც კი ჩანდა ერთი შეხედვით. ზამთრის
გრილსა და ნაცრისფერ ნიავს ეთამაშებოდა და ამ ნიავის ფერსა
და სურნელს ისრუტავდა. აედევნებოდა ჩვილ, ტკბილად მოტიტი-
ნე ბავშვს, ყვავილნარის მწვანე ტბორში საათობით იმზირებოდა,
ან წიგნს ჩაფრენილი მკითხველივით იმ ლამაზი კონტურებით

285
მკითხველთა ლიგა

ბრუვდებოდა, რომელთაც ხის კუნძზე, ფესვზე ან ჭარხლის ფურ-


ცლებზე დალანდავდა უნებლიეთ.
მისთვის უკვე აღარავინ იწუხებდა თავს. იმხანად საზღვარ-
გარეთ ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა. ერთხელ ხეივანს მი-
უყვებოდა დილაადრიანად და იქიდან ხეებში მოქცეული მდოვრე
მდინარის დამრეც, შეყვითლებულ და თიხიან ნაპირს ააყოლა
მზერა, სადაც მიწაყრილზე და მოშიშვლებულ კბოდეებზე
მტვრით შეფიფქული ბუჩქები და ეკალბარდები განიტოტე-
ბოდნენ. უცებ რაღაც აჟღერდა მასში. შეჩერდა და იგრძნო, მის
სულში კვლავ ახმიანდა ის ძველი „იგავისჟამინდელი“ სიმღერა.
წამიერად დანახულ ხატში აღმოჩენილი სასოწარკვეთა: თიხის
სიყვითლე და დამტვერილი სიმწვანე, მდოვრე მდინარე და
დამრეცად ჩამოქნილი ნაპირი, ფერებისა და კონტურების
მომნუსხველი შეხამება, რაღაც იდუმალი თანაჟღერადობა,
ძალზე მშვენიერი, წარმოუდგენლად მშვენიერი იყო. ეს ყოვე-
ლივე მღელვარედ, გულისამათრთოლებლად ეხმიანებოდა, სუ-
ლით ენათესავებოდა მხატვარს და მან ჩუმი თრთოლა შეიგ-
რძნო, უგულწრფელესი თანხმობა: ტყისა – მდინარესთან, მდინა-
რისა – საკუთარ არსებასთან, ცისა – მიწასთან და მცენარეებთან.
ყოველივე ასე განუმეორებელი და მარტოსული ჩანდა იმწუთას
და იმიტომ, მის თვალსა და გულში რომ შეხმატკბილებულიყო,
ერთმანეთს მისალმებოდა და გადაწვნოდა. სწორედ მისი გული
იყო ის სავანე, სადაც მდინარესა და ბალახს, ხესა და ჰაერს შე-
ეძლოთ, ერთურთს მიახლოებოდნენ და შერწყმოდნენ, მომ-
ძლავრებულიყვნენ და დამტკბარიყვნენ სიყვარულის დღესას-
წაულით.
მას მერე, რაც ეს დიდებული განცდა მრავალგზის განუმეორ-
და, მხატვარი უსაზღვრო ბედნიერებით განიმსჭვალა. ოქროვანი
მიმწუხრის, თანაც ბაღნარის სურნელით აღვსილმა, სრულად შე-
იცნო ამ შეგრძნების ხიბლი – ტკბილი და, ამავდროულად, დამ-
ქანცველიც. ეს განცდა კი თანდათანობით ერთგვარ შინაგან და-
ძაბულობად და მღელვარებად, ერთგვარ შიშად თუ ძრწოლადაც

286
მკითხველთა ლიგა

კი გადაექცა და მიხვდა, დიდხანს ვეღარ გაუძლებდა ასეთ შეგ-


რძნებას, რადგანაც ის ბევრად აღემატებოდა თავად მას, – ერ-
თიანად ჩაითრია და თავგზა აუბნია, შეეშინდა, მთლად არ დან-
თქმულიყო მასში. ეს კი არა და არ სურდა. სიცოცხლე ეწადა,
საუკუნო სიცოცხლე. ასე ძალუმი ჟინით სიცოცხლე მანამდე არა-
სოდეს სწყურებია!
ერთ დღეს, ოთახში მყოფმა, იმგვარი სიჩუმე და სიმარტოვე
შეიგრძნო, თითქოს ახლად გამორკვეულიყო ნეტარებიდან. სა-
ღებავების ყუთი წინ დაიდო და მუყაოს ნაჭერი გაშალა. ამდენი
წლის მერე დაჯდა და ხატვას შეუდგა.
და აღარც მიუნებებია თავი, აღარც შეეჭვებულა – ეს რაში გა-
მომადგებაო. იგი ხატავდა. ხატვისა და ჭვრეტის გარდა ყველა-
ფერზე ხელი აიღო. ხან თავდავიწყებით ტკბებოდა ბუნების ხატ--
სურათებით, ხანაც, ოთახში განმარტოებული, ფერებში აქსოვდა
მოზღვავებულ გრძნობებს. ალბერტი მუყაოს პატარ-პატარა ნაჭ-
რებზე ერთიმეორის მიყოლებით ხატავდა: ტირიფებზე ჩამოწო-
ლილ ნაწვიმარ ცასა და ბაღის გალავანს, ტყისპირა ძელსკამსა
თუ სოფლის ორღობეს, ადამიანებსა და ცხოველებს, წარმოსახ-
ვით შეთხზულ საგნებს, გმირებს ან ანგელოზებსაც, რომელნიც,
ალბათ, ტყეებისა და გალავნების დარად, მართლა არსებობ-
დნენ.
ცხოვრების ორომტრიალში კვლავ როცა ჩაება, ხალხმა მხო-
ლოდ მაშინ შეიტყო, ისევ რომ ხატავდა. დაბრძენებული არც ახ-
ლა მოსჩვენებიათ. თუმცა მისი სურათებით დაინტერესდნენ.
მხატვარს კი არ სურდა მათი გამოფენა. უჩიჩინებდნენ, მოსვენე-
ბას არ აძლევდნენ და რაღა ექნა, – ადგა და ერთ ნაცნობს
დაუტოვა ოთახის გასაღები, თვითონ კი იქაურობას გაშორდა,
რათა არ ენახა, მის ნახელავს როგორ დაუწყებდნენ ჩხრეკას.
ხალხი კი მოდიოდა და მოდიოდა. დიდი ალიაქოთიც ატეხეს.
დამანგრეველი ძალის გენიოსი აღმოაჩინეს მხატვარში. მართა-
ლია, ოდნავ თავისებური, მაგრამ ჭეშმარიტად ღვთივცხებული,

287
მკითხველთა ლიგა

როგორც სწავლულნი და ორატორნი იტყვიან ხოლმე მავანთა


მიმართ.
განერიდა რა ამ არეულობას, მხატვარი ალბერტი შეეხიზნა
ერთ სოფელს, სადაც ოთახი იქირავა გლეხთა ოჯახში. საღებავე-
ბითა და ფუნჯით მთასა და ბარში დაეხეტებოდა, ისევ ბედნიერი
და ნეტარი – ყოველივე ნაგრძნობ-ნანახი მის სურათებში ირეკ-
ლებოდა.
ერთ მშვენიერ დღეს გაზეთიდან შეიტყო თავისი ქმნილებების
საქვეყნო აღიარების ამბავი. მაშინ დუქანში ჭიქა ღვინოს უჯდა,
კითხულობდა დედაქალაქის გაზეთში დაბეჭდილ ვრცელსა და
საქებარ წერილს. საპატიო ადგილას მსხვილი შრიფტით დაებეჭ-
დათ მისი სახელი, თითოეული სტრიქონი უსაზღვრო ხოტბა--
დიდებით იყო აღსავსე. მხატვარი კითხულობდა და უკვირდა ასე-
თი შეფასება:
„რა დიდებულად კიაფობს ყვითელი ფერი ლურჯი ქალის
პორტრეტში, რარიგ ახალ, გაუგონრად თამამსა და მომაჯა-
დოებელ ჰარმონიას ქმნის!“
„გასაოცარია გამომსახველობითი პლასტიკურობა ვარდე-
ბიანი ნატურმორტისა, ფასდაუდებელია სერიოზულობა ავტო-
პორტრეტთა სერიისა, რომელსაც თამამად შეუძლია გვერდი და-
უმშვენოს ფსიქოლოგიურ-პორტრეტული ხელოვნების საუკეთესო
ნიმუშებს.“
საკვირველია, საკვირველი! მხატვარმა ვერ გაიხსენა „ვარდე-
ბიანი ნატურმორტი“ და „ლურჯი ქალის პორტრეტი“, ავტოპორ-
ტრეტი ხომ, თუ სწორად ახსოვდა, საერთოდაც არასოდეს დაეხა-
ტა. სამაგიეროდ, წერილში არც „თიხიანი ნაპირი“ იყო ნახსენები
და არც „ანგელოზები“, არც „ნაწვიმარი ცა“ და არც რომელიმე
სხვა, მისთვის ესოდენ ძვირფასი სურათი.
ალბერტი ქალაქში გამობრუნდა. სამგზავროდ ჩაცმულმა
პირდაპირ სახლს მიაშურა. იქ კი ხალხი ირეოდა. ვიღაც უცნობი
იჯდა კართან და ყიდდა ბილეთებს. ალბერტმაც აიღო ბილეთი
საკუთარ სახლში შესასვლელად.

288
მკითხველთა ლიგა

ბოლოს და ბოლოს საყოველთაო მსჯელობის საგანი გახდა


მისი სურათები, მაგრამ რად გინდა, ვიღაცას ნახატებისთვის თა-
ვის ნებაზე შეერქმია სახელები, პატარ-პატარა ფურცლებზე
წაეწერა და ჩარჩოებზე მიემაგრებინა ფურცლები. ალბერტი
გაუგებრობამ მოიცვა – მისი რამდენიმე ნახატი „ავტოპორტრე-
ტად“ დაესათაურებინათ. წამით შეყოვნდა სურათების მისთვის
გაუგებარ სახელწოდებათა წინაშე და მიხვდა – მართლა შეიძ-
ლებოდა მათი ამგვარად დასათაურება. „ბაღის გალავანში“ ნაგუ-
ლისხმევი რამ სხვებს, შესაძლოა, ღრუბლად აღექვათ, „ქვის
პეიზაჟის“ გამოქვაბულები კი ადამიანის სახედ წარმოედგინათ.
სხვა არაფერი მომხდარა! ალბერტმა ამჯობინა, ჩუმად გას-
ცლოდა იქაურობას, სადმე გამგზავრებულიყო და აღარასოდეს
დაჰბრუნებოდა მშობლიურ ქალაქს. ამის შემდგომაც ბევრს ხა-
ტავდა და თვითონვე ასათაურებდა ნახატებს, მაგრამ ისინი აღა-
რავისთვის უჩვენებია.

1918

თარგმნა ნატო თხილავამ

289
მკითხველთა ლიგა

წიგნის კაცი

იყო ერთი კაცი, რომელმაც ჯერ კიდევ ადრეულ სიყრმეში გა-


დაწყვიტა, გასცლოდა ცხოვრების შიშის მომგვრელ ორომტრი-
ალს და თავი წიგნებისთვის მიეძღვნა. ცხოვრობდა სახლში,
რომლის ოთახებიც წიგნებით იყო სავსე. არავის ხვდებოდა, არა-
ვის ეამხანაგებოდა, თავისი წიგნების გარდა. ჭეშმარიტებისკენ
სწრაფვითა და სილამაზის ძიებით შეპყრობილს, კაცთა მოდგმის
უდახვეწილეს წარმომადგენლებთან უშუალო ურთიერთობა ბევ-
რად უფრო უპრიანად მიაჩნდა, ვიდრე თავისი ბედის დაკავშირე-
ბა იმ შემთხვევითობებთან თუ შემთხვევით ხალხთან, ცხოვრება
რომ ასე ხშირად გვახვედრებს.
რაც კი წიგნები ჰქონდა, ყველა ძველ დროში დაეწერათ ბერ-
ძენსა და რომაელ ბრძენთ თუ მგოსანთ, რომელთა ენებსაც
ეთაყვანებოდა და რომელთა სამყაროც ნათლად და ნატიფად
ესახებოდა. უკვირდა კიდეც, რატომ მიატოვა ადამიანმა ის ამაღ-
ლებული სამყარო და სანაცვლოდ ათას სისულელეს მიუძღვნა
თავი. მეცნიერებისა თუ პოეზიის ყველა დარგში იმ ძველებს ხომ
უკვე დაპყრობილი ჰქონდათ მწვერვალები, მათ მერე, გოეთეს
თუ არ ჩავთვლით, ბევრიც აღარაფერი შექმნილა, და თუ კაცობ-
რიობამ ამასობაში მაინც მიაღწია ერთგვარ პროგრესს, ეს მხო-
ლოდ იმ სფეროებზე ითქმის, რომლებიც მას დიდად არ ანაღ-
ვლებდა და ნაკლებ მნიშვნელოვნად, მეტიც, ზედაპირულადაც კი
ეჩვენებოდა. ასეთი იყო, მაგალითად, მანქანათმშენებლობა ან
საბრძოლო იარაღის წარმოება, ცოცხლის მკვდრად ქცევა, ბუნე-
ბის გარდაქმნა რიცხვებად ან ფულად.
სადა, მშვიდსა და გაწონასწორებულ ცხოვრებას ეწეოდა ეს
მკითხველი. თავის პატარა ბაღში სეირნობისას თეოკრიტეს ლექ-
სებს იმეორებდა, აგროვებდა ძველების გამონათქვამებს, მიჰყვე-
ბოდა მათი, უმთავრესად პლატონის, აზრების დინებას და ტკბე-
ბოდა ამ ფიქრებში ჩაძირული. დროდადრო ცხოვრებაში გაჭირ-
ვებისა და ხელმოკლეობის ჟამიც დაუდგებოდა, მაგრამ ძველე-

290
მკითხველთა ლიგა

ბისგან ხომ იცოდა, რომ ადამიანი ბედნიერებას სიუხვეში არ უნ-


და ეძებდეს და რომ ჭკვიანი კაცი ნეტარებას ერთგულებასა და
მოკრძალებაში პოვებს.
ერთხელ მის უზრუნველ ცხოვრებაში მცირე ხნით ცვლილება
მოხდა, რადგან მეზობელ ქვეყანაში იქაური ბიბლიოთეკის მოსა-
ნახულებლად წასულმა ერთ საღამოს თეატრში ამოყო თავი. თა-
მაშობდნენ შექსპირის დრამას, რომელიც, მართალია, სკოლი-
დან ახსოვდა, მაგრამ ნასწავლი მხოლოდ ისე ჰქონდა, როგორც
კაცს სკოლამ შეიძლება ასწავლოს. იჯდა თავისთვის მაღალჭე-
რიან, ჩაბნელებულ დარბაზში, ოდნავ დაძაბული და შეწუხებული,
რადგან დიდ თავყრილობებზე ყოფნა ეხამუშებოდა. თუმცა მალე
გაიტაცა და განაცვიფრა მაღალი ლიტერატურის სულისკვეთებამ.
ხედავდა, რომ მსახიობები მაინცდამაინც ვერ ბრწყინავდნენ, სა-
ერთოდაც არ იყო თეატრის დიდი ტრფიალი, მაგრამ, ამის
მიუხედავად, მასაც მისწვდა სხივი, მანაც შეიგრძნო ძალა და
მოინუსხა ხიბლით, რომლის მსგავსიც მანამდე არასოდეს განე-
ცადა. წარმოდგენა რომ დამთავრდა, გაბრუებულმა დატოვა შე-
ნობა, განაგრძო მოგზაურობა, როგორც დაგეგმილიც ჰქონდა,
და თან გაიყოლა ინგლისელი მწერლის ყველა ნაწარმოები. იჯ-
და ახლა და კითხულობდა, მონუსხულივით იჯდა და კითხულობ-
და „ლირსა“ და „ოტელოს“, „რომეოსა“ და სხვა პიესებს, გახ-
ვეული ვნებებისა და დემონების ქარიშხალში, შეპყრობილი ფან-
ტასტიკური ცხოვრებით. თითქოს ძილ-ღვიძილში ატარებდა დღე-
ებს, ბედნიერი იმით, რომ თვალწინ გადაეშალა სიცოცხლის ახა-
ლი სივრცეები. კარგა ხანს იცხოვრა ასე, შინ თუ ბაღში მყოფმა,
ამ ამოუხსნელი პოეტის პერსონაჟებით გარემოცულმა, პოეტისა,
რომელმაც თითქოს თავდაყირა დააყენა ყოველივე, რაც კი მა-
ნამდე ბერძნებს დაედგინათ. არადა, ის დიახაც რომ მართალი
იყო და პირწმინდად აბათილებდა ნებისმიერ საპირისპირო აზრს.
პირველად გაირღვა მკითხველის სამყარო, მის კლასიკურ
სიმშვიდეში გარედან მონაბერი ქარი შეიჭრა – ან იქნებ თვით
მასში შეირხა რაღაც, მის არსებაში გაიღვიძა მიძინებულმა ძა-

291
მკითხველთა ლიგა

ლამ, რომელიც ახლა მოუსვენრად შლიდა და იქნევდა ფრთებს?


რაოდენ უცნაური იყო ეს ყოველივე, რაოდენ ახალი! ამ პოეტს,
რომელიც ასევე კარგა ხნის მკვდარი იყო, ეტყობა, არ ჰქონდა
არავითარი იდეალები, ან მისი იდეალები მკვეთრად განსხვავდე-
ბოდა ძველების იდეალებისგან. ამ შექსპირისთვის კაცობრიობა
იყო არა გონის ტაძარი, არამედ მღელვარე ზღვა, აქა-იქ მო-
ფართხალე ადამიანებით, რომლებიც, ბედს შეგუებულნი, დინე-
ბას მიჰყვებოდნენ! ეს ადამიანები ვარსკვლავებივით მოძრაობ-
დნენ, ყოველი მათგანი მხოლოდ მისთვის განკუთვნილი, წინას-
წარ განსაზღვრული ტრაექტორიით, შეუნელებელი ძალითა და
მუდმივი სწრაფვით მაშინაც კი, თუ ეს ტრაექტორია მოწყვეტითა
და ჩამოვარდნით ემუქრებოდა.
როცა მკითხველი ბოლოს და ბოლოს, ღრეობის შემდეგ გა-
მოღვიძებულივით, ისევ გონს მოეგო, უწინდელ კალაპოტში ჩად-
გა და ისევ თავის ლათინებსა და ბერძნებს დაუბრუნდა, იგრძნო,
რომ მათ გემო შესცვლოდათ, თითქოს მარილი მოჰკლებოდათ,
ოდნავ დაძველებულიყვნენ და გაუცხოებულიყვნენ. მერე სცადა
დღევანდელი პოეტების რამდენიმე წიგნი წაეკითხა, მაგრამ არც
ისინი მოეწონა. მოეჩვენა, თითქოს ყველაფერი პატარა, უმნიშ-
ვნელო ამბებს უტრიალებდა, თითქოს ყველაფერი მხოლოდ სა-
ნახევროდ სერიოზულად იყო ნათქვამი.
მაგრამ კაცმა ვეღარ დაიოკა ახალი და მძაფრი განცდების,
დიდი ემოციების წყურვილი. ეძიებდე და პოვებდეო. ჰოდა, შემ-
დეგი, რაც იპოვა, ერთი ნორვეგიელის წიგნი იყო, გვარად ჰამსუ-
ნისა. უცნაური გამოდგა წიგნიცა და მისი ავტორიც. თურმე ეს მწე-
რალი, რომელზედაც ამბობდნენ, ჯერაც ცოცხალიაო, მთელი
ცხოვრება მარტოდმარტო და დაუდგრომლად დაეხეტებოდა დე-
დამიწაზე, არც რაიმე მიზანი ჰქონია და არც რომელიმე რწმენას
მისდევდა, თან ბუნების ნებიერი იყო და თან ველური. ერთადერ-
თი, რასაც ეძებდა, შინაგანსა და გარემომცველ სამყაროს შორის
ჰარმონია იყო. და აქა-იქ ასეთ შეგრძნებას მცირე ხნით პოულობ-
და კიდეც. ეს მწერალი, შექსპირისგან განსხვავებით, ადამიანთა

292
მკითხველთა ლიგა

სამყაროს არ გვიხატავდა, უმეტესწილად თავის თავზე ლაპარა-


კობდა. მაგრამ მკითხველს ხან გული აუჩუყდებოდა, ხანაც მწარე
ტკივილი შეიპყრობდა, ზოგჯერ უცებ, და თან სრულიად უჩ-
ვეულოდ, სიცილიც აუტყდებოდა ხოლმე. ო, როგორი ბავშვი
იყო ის მწერალი, როგორი ონავარი ბიჭუნა! მაგრამ ის, ამასთა-
ნავე, მშვენიერიც იყო, და ვინც მის ნაწერს კითხულობდა, ხედავ-
და ციდან ჩამოცვენილ ვარსკვლავებს, ესმოდა ნაპირს მიხეთქე-
ბული შორეული ტალღების გრიალი.
შემდეგ წიგნის კაცმა იპოვა ერთი სქელი წიგნი, სახელად „ანა
კარენინა“, წაიკითხა რიხარდ დემელის ლექსები. ცოტა ხნის მე-
რე დოსტოევსკის წიგნებსაც გაეცნო. მას შემდეგ, რაც შექსპირმა
გაიტაცა, ლიტერატურა თითქოს ფეხდაფეხ დაჰყვებოდა, თით-
ქოს ზუსტად მაშინ, როცა სიცარიელეს იგრძნობდა, რაღაც ჯა-
დოსნობით სწორედ ის ჩაუვარდებოდა ხელთ, რაც მის იმწუთიერ
მდგომარეობას უპასუხებდა, რაც ყველაზე მეტად გაიტაცებდა.
ტიროდა და უძილო ღამეებს ათენებდა რუსული რომანების კით-
ხვისას, შორს მოისროლა ჰორაციუსი და გააჩუქა თავისი ძველი
წიგნების დიდი ნაწილი. ამ საქმიანობაში გართული მოულოდნე-
ლად გადააწყდა ერთ ლათინურ წიგნს, რომელსაც მანამდე დი-
დად არ აფასებდა. ეს ნეტარი ავგუსტინეს „აღსარებანი“ იყო. მის-
გან ისევ დოსტოევსკის დაუბრუნდა.
ერთ დღეს, საღამო ხანს, კითხვით რომ დაიღალა და თვა-
ლებიც ასტკივდა, თან ხომ უკვე ახალგაზრდაც აღარ ეთქმოდა,
ღრმა ფიქრებს მიეცა. წიგნებით სავსე ერთ-ერთი მაღალი თა-
როს თავზე დიდი ხანი იყო, ოქროს ასოებით ეწერა ბერძნული
სიტყვები, რომლებიც ასე ითარგმნება: „შეიცან თავი შენი!“ ამან
დააფიქრა. რადგან საკუთარ თავს სულ არ იცნობდა, კარგა ხანს
გაევლო, თავის თავზე აღარაფერი იცოდა. ახლა ცდილობდა,
უკან გაჰყოლოდა ყოველ ხელშესახებ კვალს, გაფაციცებით
ეძებდა იმ დროს, როცა აღაფრთოვანებდა ჰორაციუსის ლექსი,
შთაგონებით ავსებდა პინდარეს სიმღერა. მაშინ, იმ წიგნების წყა-
ლობით, თავის თავში ეგულებოდა რაღაც, რასაც ადამიანობა

293
მკითხველთა ლიგა

ერქვა, პოეტების დარად, მასაც ესახებოდა თავი გმირად, მბრძა-


ნებლად, ბრძენად, ისიც აწესებდა კანონებს და პატივს სცემდა
მათ, და ისიც, ადამიანი, ღირსების ბრწყინვალე გრძნობით აღ-
ვსილი, უსულო ბუნების ქაოსს გამოეყოფოდა და გეზს აიღებდა
ნათელი შუქისკენ. – ახლა ეს ყველაფერი დაინგრა და სადღაც
გაუჩინარდა. ის არა მარტო კითხულობდა ყაჩაღთა და მიჯნურთა
თავგადასავლებს, არა მარტო ერთობოდა ამ ამბების კითხვით.
არა, პერსონაჟებთან ერთად მასაც უყვარდა, ისიც კლავდა, ტი-
როდა, მრუშობდა, იცინოდა, იგი ჩაეშვა დანაშაულისა და შეჭირ-
ვების მორევში, აჰყვა შმაგი, მოფარფატე ინსტინქტებისა და
ხორციელი წადილის ძახილს, შიშისგან აცახცახებული და ვნებით
ატანილი, ხელებს აფათურებდა რაღაც საზარელსა და აკრძა-
ლულში!
ფიქრმა ნაყოფი ვერ გამოიღო. მალე ისევ უცნაურ წიგნებს
ჩაუღრმავდა. ხარბად ისუნთქავდა ოსკარ უაილდის ამაღელვებე-
ლი მოთხრობების ცოდვიან ჰაერს, იკარგებოდა ფლობერის
სენტიმენტალურ-სკეპტიკური ფიქრების ლაბირინთებში, კითხუ-
ლობდა ლექსებს ახალგაზრდა და ჭაბუკი პოეტებისას, ყოველივე
დალაგებულის, ყოველივე ბერძნულისა და კლასიკურის მოსის-
ხლე მტრებად რომ ევლინებოდნენ, ამბოხისა და ანარქიისკენ
მოუწოდებდნენ, სიმახინჯეს განადიდებდნენ და სისასტიკეზე ეცი-
ნებოდათ. და მან დაასკვნა, რომ გარკვეულწილად ისინიც მარ-
თლები იყვნენ, ესეც ადამიანის თვისება იყო, ამასაც ჰქონდა არ-
სებობის უფლება. იცრუებდა ის, ვინც ამის დამალვას ეცდებოდა.
იცრუებდა ის, ვინც თვალს არ გაუსწორებდა ცხოვრების ამ სის-
ხლიან ქაოსს.
ამას მოჰყვა გამოფიტვა და დაღლა. აღარ იყო წიგნები, მას
რომ მიიზიდავდა, ახლითა და ძლიერით გაიტაცებდა. კაცი
დაავადდა, თავს მოხუცებულად და მოტყუებულად გრძნობდა.
ერთმა სიზმარმა დაანახვა, რა დღეშიც ჩავარდნილიყო. აი, რა
დაესიზმრა: უთვალავი წიგნისგან კედელს აშენებდა. კედელი
სულ უფრო იზრდებოდა, კაცი სხვას ვერაფერს ხედავდა, ამოცა-

294
მკითხველთა ლიგა

ნად დაესახა, დედამიწის ყველა წიგნი ამ ერთ მშენებლობაზე მო-


ეგროვებინა. უცებ ნაგებობის ერთმა ნაწილმა რხევა იწყო, წიგნე-
ბი ჩამოცვივდა და უძირო უფსკრულში გადაეშვა, გაჩენილ ნაპრა-
ლებში უცნაური შუქი შემოიჭრა და წიგნების კედელს მიღმა კაცმა
საზარელი რამ დაინახა: სინათლესა და ნისლში გახვეული საში-
ნელი ქაოსი, არსებებისა და ქმნილებების გროვა – ადამიანები
და პეიზაჟები, მომაკვდავნი და მშობიარენი, ბავშვები და პირუტ-
ყვები, გველები და ჯარისკაცები, ალმოდებული ქალაქები და ჩა-
ძირული გემები. ყურთასმენა აღარ იყო ველური მოთქმისა და
გოდებისაგან, იღვრებოდა სისხლი, მოედინებოდა ღვინის ნაკა-
დი, თვალისმომჭრელად, თავხედურად ანათებდნენ ჩირაღდნები,
– კაცს გაეღვიძა და წამოხტა, გულზე ლოდივით აწვა აუტანელი
სიმძიმე. იდგა გონდაბინდული მთვარის შუქზე თავის მყუდრო
ოთახში, ფანჯრიდან გახედა ხეებს, თვალი შეავლო საწოლთან
დადებულ წიგნს და უცებ შეიგრძნო ყველაფერი, მიხვდა ყოვე-
ლივეს:
ის მოატყუეს, უნამუსოდ გააბრიყვეს! დიახ, ის კითხულობდა,
ფურცლავდა გვერდებს, ყლაპავდა წიგნებს – ამის უკან კი, ამ სა-
მარცხვინო წიგნების კედლის უკან, თურმე ცხოვრება ჩქეფდა, იწ-
ვოდა გულები, ღელავდა ვნებები, უხვად მოედინებოდა სისხლი
და ღვინო, იყო სიყვარული და იყო დანაშაული, ხოლო მას ყო-
ველივე ამისგან არაფერი ეკუთვნოდა, მისი არაფერი იყო, ხელ-
ში არაფერი ეჭირა, არაფერი, გაცრეცილი, ბრტყელი ჩრდილე-
ბისა და წიგნად აკინძული ფურცლების გარდა!
ძილის გაგრძელება აღარც უფიქრია. სახელდახელოდ მოიც-
ვა, რაც ხელში მოხვდა და ქალაქში გავარდა. შემოირბინა ლამ-
პიონებით განათებული ასობით ქუჩა, შეიხედა ათასობით ჩაბნე-
ლებულ ფანჯარაში, მიაყურადა ასობით ჩარაზულ კარს. ამასობა-
ში გათენდა კიდეც, შუკები სიცოცხლით აივსო, კაცს კი ფეხები
ეკეცებოდა და მთვრალივით დალასლასებდა დილის მქრქალ
შუქზე. მერე გზად ერთი სახეგაფითრებული, სუსტი, ავადმყოფუ-

295
მკითხველთა ლიგა

რი გარეგნობის გოგო შემოხვდა და მის წინ მუხლებზე დაიჩოქა.


გოგომ შინ წაიყვანა.
იჯდა ახლა იმ გოგოს ოთახში, ღარიბულ საწოლზე, რომლის
თავზეც მტვრიანი და აბლაბუდიანი იაპონური ქსოვილი გადაეჭი-
მათ. იჯდა და ხედავდა, როგორ ათამაშებდა გოგო მის ტალე-
რებს. ხელი ხელზე მოჰკიდა და უთხრა: „მარტო ნუ დამტოვებ!
მიშველე რამე! მოვხუცდი, შენს მეტი ქვეყნად არავინ გამაჩნია, ნუ
მიმატოვებ! იქნებ, აღარც არაფერი დამრჩენია, ავადმყოფობისა
და სიკვდილის გარდა, მაგრამ ნეტავ ეს მაინც გამომაცდევინა,
თვითონ მინდა ვიტანჯო და მოვკვდე, ჩემი სისხლითა და ჩემი გუ-
ლით. ო, რა ლამაზი ხარ! ხომ არ გტკენ, ხელს რომ გკიდებ?
არა? ო, რარიგ კეთილი ხარ! წარმოიდგინე, მთელი ცხოვრება
დამარხულმა გავატარე, ქაღალდის ქვეშ დამარხულმა! იცი, ეს
რას ნიშნავს? არა? კიდევ კარგი! ჩვენ კიდევ უნდა ვიცხოვროთ,
უნდა ვიცხოვროთ! მზე უკვე ამოვიდა? ახლა პირველად დავინა-
ხავ მზეს.“
გოგოს სახეზე ღიმილი ეფინა, კაცს მოუსვენარ ხელებზე ეფე-
რებოდა და უსმენდა. მისი არაფერი ესმოდა, დილის მონაცრის-
ფრო შუქზე საცოდავი და უბადრუკი ჩანდა, ღამე ხომ მასაც ქუ-
ჩებში ხეტიალში გაელია. ბოლოს გაიღიმა და თქვა: „ჰო, ჰო, მე
დაგეხმარები. დამშვიდდი, დაგეხმარები-მეთქი.“

1918

თარგმნა დავით კაკაბაძემ

296
მკითხველთა ლიგა

გასაუბრება ღუმელთან

იგი გამეცნო: სქელ-სქელი იყო, განიერი, დიდი პირი ცეც-


ხლით ჰქონდა გამოვსებული.
„მე ფრანკლინი მქვია“, მითხრა მან.
„ბენჯამინ ფრანკლინი?“ ვკითხე მე.
„არა, მარტო ფრანკლინი. ან ფრანკოლინო. მე იტალიური
ღუმელი ვარ, დიდებული გამოგონება! თუმცა მაინცდამაინც კარ-
გად ვერ ვათბობ, მაგრამ...“
„ჰო“, მივუგე, „ვიცი. ყველა ღუმელი, რომელსაც ლამაზი სახე-
ლი ჰქვია, დიდებული გამოგონებაა, მაგრამ გათბობით კარგად
ვერ ათბობს. მე ისინი ძალიან მიყვარს, აღტაცებას ვერ ვმალავ
მაგათი შემხედვარე. ოღონდ მითხარი, ფრანკლინ, რატომ უნდა
ერქვას იტალიურ ღუმელს ამერიკული სახელი? განა ეს უცნაური
არ არის?“
„უცნაური? არა. იცი რა, ეს ერთ-ერთი იდუმალ კანონთაგანია.
ბუნება სავსეა ასეთი კანონებით. ლაჩარ ერებს აქვთ სიმღერები,
რომლებითაც სიმამაცეს განადიდებენ, უსიყვარულო ერებს აქვთ
პიესები, რომლებითაც სიყვარულს განადიდებენ. ასე ვართ
ჩვენც, ღუმლები. იტალიურ ღუმელს მეტწილად ამერიკული სახე-
ლი ჰქვია, როგორც გერმანულ ღუმელსა ჰქვია მეტწილად ბერ-
ძნული სახელი. გერმანულნი არიან, მაგრამ მერწმუნეთ, ჩემზე
უკეთესად ვერც ეგენი ათბობენ. სამაგიეროდ ‘ევრიკა’ ჰქვიათ, ან
‘ფენიქსი’, ანდა ‘ჰექტორის გამოთხოვება’. ეს დიდებულ მოგონე-
ბებს აცოცხლებს. და მეც ფრანკლინი მქვია. ღუმელი ვარ, მაგ-
რამ ზოგიერთი ნიშნის მიხედვით სახელმწიფო მოღვაწეც შეიძ-
ლებოდა ვყოფილიყავი. დიდი პირი მაქვს, ბევრსა ვნთქავ, ცო-
ტას ვათბობ, კვამლს ვაფრქვევ მილიდან, ლამაზი სახელი მქვია
და დიდებულ მოგონებებს ვაღვიძებ. ასეა, ბატონო ჩემო!“
„ჰო“, ვუთხარი, „დიდი პატივისმცემელი ვარ თქვენი. რაკი
იტალიური ღუმელი ხართ, ალბათ, თქვენს ღადარში წაბლის
შებრაწვაც მოხერხდება.“

297
მკითხველთა ლიგა

„რატომაც არა. ეგ კარგი გასართობია. ბევრს უყვარს. ზოგი


ლექსებსაც წერს ანდა ჭადრაკს თამაშობს. რა თქმა უნდა, შეიძ-
ლება კაცმა ჩემს ღადარში წაბლიც შებრაწოს, რატომაც არა!
მართალია, წაბლი ჩანახშირდება, მაგრამ გართობით გაერთობი,
გულს გადააყოლებ. ადამიანს უყვარს გართობა და მეც ადა-
მიანის ნახელავი არა ვარ? ჩვენ, ძეგლები, ჩვენს მოვალეობას
ვიხდით, არც მეტი, არც ნაკლები.“
„რაო? ძეგლებიო? თქვენ თავი ძეგლად მიგაჩნიათ?“
„აბა რა. ჩვენ ყველანი ძეგლები ვართ. ჩვენ, ინდუსტრიის ნა-
შიერნი, ყველანი ძეგლები ვართ ერთი ადამიანური თვისებისა,
გნებავთ, სიქველისა, იმ თვისებისა, რომელიც ბუნებაში იშვიათია
და სრულყოფილი სახით მხოლოდ ადამიანებში მოიპოვება.“
„რა თვისებაა ეს?“
„რა და მიზანშეუწონლობის გრძნობა. მე, სხვა რამეებთან ერ-
თად, ამ გრძნობის ძეგლიცა ვარ. მქვია ფრანკლინი, ვარ ღუმე-
ლი, მაქვს დიდი პირი, რომელიც შეშას ნთქავს, და დიდი მილი,
რომლითაც სითბო გარეთ მიექანება. მაქვს ორნამენტი და ორი
სარქველი, რომლებიც შეიძლება გაიხსნას და დაიხუროს. ესეც
კარგი გასართობია. ფლეიტასავით რამეა.“
„ფრანკლინ, თქვენ მე გადამრევთ! თქვენ ყველაზე ჭკვიანი
ღუმელი ხართ მათ შორის, რაც მინახავს. მაგრამ მაინც, ბოლო-
ბოლო ღუმელი ხართ თუ ძეგლი?“
„რა კითხვებს იძლევით! თქვენ რა, არ იცით, რომ ადამიანი
ერთადერთი არსებაა, რომელიც საგნებს ‘აზრს’ ანიჭებს? მთელი
ბუნებისათვის მუხა მუხაა, ქარი – ქარი, ცეცხლი კი – ცეცხლი.
ადამიანისთვის ასე როდია, მისთვის ყველაფერი აზრით არის
დატვირთული, ყველაფერი რაღაცას უკავშირდება! მისთვის ყო-
ველივე წმიდათაწმიდაა, ყოველივე სიმბოლოა. მკვლელობა
გმირობაა, შავი ჭირი ღვთისგან მოვლენილი გაფრთხილებაა,
ომი ევოლუციაა. რაღა ღუმელი უნდა იყოს მარტო ღუმელი და
სხვა არაფერი? ღუმელიც სიმბოლოა, ისიც ძეგლია, ისიც რაღა-
ცას მოასწავებს. ამიტომ ესიყვარულებიან, ამიტომ სცემენ პატივს.

298
მკითხველთა ლიგა

ამიტომ უკეთებენ ორნამენტსა და სარქვლებს. მასაც ამიტომ არ


მიაჩნია თავის ერთადერთ დანიშნულებად გათბობა. ამიტომ
ჰქვია ფრანკლინი.“

1919

თარგმნა ლევან ბრეგაძემ

299
მკითხველთა ლიგა

პიქტორის ფერისცვალება

შედგა თუ არა ფეხი სამოთხეში, ხე დაინახა პიქტორმა. ქალ-


კაცა იყო ეს ხე, ანუ ქალიცა და კაციც ერთდროულად. კრძალ-
ვით მიესალმა პიქტორი ხეს და ჰკითხა: შენ ხომ არა ხარ სიცოც-
ხლის ხეო! არა უპასუხა რა ხემ. მაშინ წამოყო გველმა თავი და
პასუხის გაცემა დააპირა. არ მოუსმინა გველს პიქტორმა, ზურგი
აქცია და გზა გააგრძელა. მიდიოდა და თვალები სულ აქეთ-იქით
გაურბოდა, ისე მოსწონდა იქაურობა. გული უთქვამდა, სიცოც-
ხლის დასაბამთან და სათავესთან ხარო.
ახლა სხვა ხე დაინახა პიქტორმა. მზე-მთვარისა იყო ეს ხე,
ანუ მზეცა და მთვარეც ერთდროულად.
შენ ხომ არა ხარ სიცოცხლის ხეო? – ჰკითხა პიქტორმა.
თავი დაუქნია მზემ და შესცინა. თავი დაუქნია მთვარემაც და
შეჰღიმა.
ტურფა რამ ყვავილები შესცქეროდნენ პიქტორს. ზოგი თავს
უქნევდა და უცინოდა, ზოგი თავს უქნევდა და უღიმოდა, ზოგი
არც თავს უქნევდა და არც უღიმოდა, ისე იყვნენ თავის თავში
ჩაფლულნი ყვავილები წყნარები, ნაირფერი თვალებით, თავიან-
თი ოცნებით და სურნელით მთვრალები. ფერად სოსანი მღერო-
და, ფერად ლურჯი ძილისპირულს გალობდა. ერთს დიდრონი
ლურჯი თვალები ჰქონდა, მეორემ პირველი სიყვარული გაახსე-
ნა. ერთს მისი ბავშვობის სურნელი ასდიოდა, დედის ხმასავით
ტკბილი იყო მისი სურნელი, მეორემ სახეში შეხარხარა და მოკა-
კული წითელი ენა გადმოუგდო. მოლოკა პიქტორმა იგი.
ძლიერი და უცხო გემო ჰქონდა, ფიჭვისა და თაფლისა ერთად
და ქალის კოცნას მიაგავდა.
იდგა ამ ყვავილებში პიქტორი, სევდითა და შიშნარევი სიხა-
რულით აღსავსე, რეკდა გული ზარივით: უცხო შუქით ბურვილის
– შეუცნობლის შეცნობის სწვავდა პიქტორს სურვილი.
ერთი ფრინველი დაინახა პიქტორმა. ლივლივებდა ათას-
ფრად, ენთო გასაკვირველი, იჯდა ტურფად ბალახში მშვენიერი

300
მკითხველთა ლიგა

ფრინველი. ჰოი, ფრინველო, ბედნიერება სად ვეძიოო? – ჰკით-


ხა პიქტორმა ამ მშვენიერ, ნაირფერ ფრინველს.
„ბედნიერება“, თქვა მშვენიერმა ფრინველმა და გადაიხარხა-
რა თავისი ოქროს ნისკარტით: „ბედნიერება, მეგობარო, ყველ-
განაა, მთასა და ბარში, ყვავილსა და ქვაში.“
ესა თქვა და მხიარულად შეარხია ფრინველმა ფრთები,
მოიღერა კისერი, გააქნ-გამოაქნია ბოლო, აახამხამა თვალები,
ხელმეორედ გაიცინა და უცებ გაილურსა. იჯდა ასე გალურსული
ბალახებში და დახეთ: უეცრივ ფერად ყვავილად გარდაიქმნა,
ფრთები ფურცლებად, კლანჭები კი ფესვებად ექცა. ასე, შუა ცეკ-
ვაში, ელვარე და მღელვარე ფერებად რომ ბრწყინავდა, უცბად
იქცა მცენარედ. გაოცებული უყურებდა ამას პიქტორი.
უმალ შეარხია ფრინველ-ყვავილმა ფურცლები, აატოკა
მტვრიანები, წამსვე მოჰბეზრდა ყვავილად ყოფნა. გაუქრა ფესვე-
ბი, მსუბუქად შეირხა, ნელ-ნელა ზემოთ აფრიალდა და ახლა
თვალისმომჭრელ მოელვარე პეპლად იქცა, ფარფატა და
ბრჭყვიალა პეპლად ცაში იალა. გაკვირვებისგან თვალები
გაუფართოვდა პიქტორს.
ეს ახალი ფარვანა კი, ეს მხიარული, ჭრელი ფრინველ--
ყვავილ-პეპელა, ეს ნათელი მოლივლივე ხატება კამარას არ-
ტყამდა გაოცებული პიქტორის ირგვლივ, ელვარებდა მზის სხი-
ვებში, ფაფუკ ფიფქივით ძირს ეშვებოდა პიქტორის ფეხთან, ნა-
ზად სუნთქავდა, ოდნავ უთრთოდა მბზინავი ფრთები და უცებ
კრისტალად იქცა. გადმოიღვარა სხივთა წითელი წყალჯავარი
მის წახნაგთან, ჯადოსნურად აკიაფდა მწვანე ბალახებსა და შამ-
ბნარებში ზარების საზეიმო რეკვასავით ნათელი ეს წითლად მო-
ელვარე ძვირფასი ქვა. მაგრამ თითქოს უხმოო მიწამ – მისმა
მშობელმა – ელვის სიწრაფით დაპატარავდა და მიწაში ჩაძრომა
დააპირა.
აქ უკვე ვეღარ გაუძლო ცთუნებას პიქტორმა, დასტაცა ხელი
და ზემოთ ასწია მთლად დალეული ქვა. აღტაცებით შეაცქერდა

301
მკითხველთა ლიგა

მის ჯადოსნურ ელვარებას და ნეტარების წინათგრძნობით აღევ-


სო გული.
უცებ ხმელი ხის ტოტს გველი შემოეხვია და ყურში ჩასსისინა:
ვინემ გვიან არ არის, ჩქარა უთხარი შენი სურვილი და ქვა, რა-
დაც გინდა, იმად გაქცევსო!
შეკრთა, შეშინდა პიქტორი, ბედნიერება ხელიდან არ გავუშ-
ვაო. სწრაფად წარმოთქვა ნატვრა და უმალ ხედ იქცა, რამეთუ
ხეები სიმშვიდის, ძლიერებისა და ღირსების გამოხატვად მიაჩნდა
და ხედ ქცევა მანამდეც ხშირად მონდომებია.
იქცა პიქტორი ხედ, გაიდგა მიწაში ფესვები, აიყარა ტანი, შე-
ისხა ტოტები და შეიმოსა ფოთლებით. ძლიერ კმაყოფილი იყო
ყმაწვილი, ფესვებით წოვდა გრილი მიწის წიაღს, წვენს მწყურვა-
ლი ბოჭკოებით ისრუტავდა, ფოთლებს ლაჟვარდში აშრიალებ-
და. ხოჭოებს დაებუდათ მის ქერქში, ფეხებთან დაედოთ ბინა
კურდღელსა და ზღარბს, ტოტებში ბუდე ჰქონდათ ფრინველებს.
ბედნიერი იყო ხე-პიქტორი და წელთა სვლა არად მიაჩნდა.
მრავალმა წელმა გაიარა, ვინემ შეამჩნევდა, რომ მისი ბედ-
ნიერება სრულყოფილი არ იყო. ნელ-ნელა ისწავლა ხის თვა-
ლებით ცქერა. ბოლოს თვალები აეხილა და დაღონდა.
დაინახა პიქტორმა, რომ მის ირგვლივ სამოთხეში სხვადას-
ხვა არსებანი ერთობ ხშირად იცვლიდნენ ფერს, რომ აქ მარა-
დიული ფერისცვალება მიმდინარეობდა. ყვავილები ხან ძვირფას
ქვებად იქცეოდნენ, ხან მოელვარე კოლიბრის სახეს იღებდნენ
და შორს მიფრინავდნენ. ხეები უეცრად ქრებოდნენ მის გვერ-
დით. ერთი წყაროდ იღვრებოდა, მეორე ნიანგი ხდებოდა, მესა-
მე კი, თევზად ქცეული, მხნედ მიქროდა, მთელი თავისი არსებით
ილხენდა და მღეროდა, ახალ ფერისცვალებებს, ახალ თამაშს
ელოდა. სპილოები თავიანთ სამოსს კლდეებს უცვლიდნენ, ჟი-
რაფები თავიანთ სახეს ყვავილთ უთმობდნენ.
მარტოოდენ ხე-პიქტორი აღარ იცვლიდა სახეს, აღარ ძა-
ლუძდა ფერისცვალება. რაც ეს შეიცნო, მას შემდეგ დაკარგა
ბედნიერების შეგრძნება, მას შემდეგ შეეპარა სიბერე და მოტყდა,

302
მკითხველთა ლიგა

დაფიქრება და დაღლილობა დაეტყო, როგორც ეს ბებერ ხეებს


სჩვევიათ. ასე მოსდგამთ მუდამ ცხენებს, ფრინველებს, ადა-
მიანებს თუ სხვა სულდგმულთაც: როცა კარგავენ გარდაქმნის
უნარს, ძაბუნდებიან და სილამაზეც უქრებათ ხოლმე.
გზა აებნა ერთ დღეს პატარა გოგოს და სამოთხის ამ კუთხეში
მოხვდა. ოქროსფერი თმა ჰქონდა და ცისფერი კაბა ეცვა,
სიმღერ-სიმღერით და ცეკვა-ცეკვით მიცქრიალებდა ხეებში. მა-
ნამდე არასდროს არ გაუვლია მის გულში გარდაქმნის წადილს.
ჭკვიანი მაიმუნებიდან ზოგი ხითხითით აცილებდა, ჩირგვები
ნაზად ეკონწიალებოდნენ პწკალებით, ხეებიდან ვინ ყვავილს უგ-
დებდა, ვინ ვაშლს და ვინ კაკალს, ის კი არც აქცევდა ყურადღე-
ბას.
დაინახა ხე-პიქტორმა გოგონა და უმალ ისეთმა სევდამ მოიც-
ვა და ბედნიერების ისეთმა ნდომამ აიტანა, როგორიც არასოდეს
განეცადა. თითქოს სისხლმა უყივლაო, ერთმა ფიქრმა შებოჭა:
„გონს მოდი! გაიხსენე ამწუთს მთელი შენი ცხოვრება, ჩასწვდი
მის არსს, თორემ გვიან იქნება, წავა ბედნიერება და აღარასო-
დეს დაგიბრუნდება.“ დაუჯერა ამ ხმას ხე-პიქტორმა, გაიხსენა
ცხოვრების დასაბამი, ადამიანობის წლები, სამოთხეში მოსვლა,
მეტადრე ის წამი, ვიდრე ხედ იქცეოდა, როცა ნატვრის ქვა ხელ-
ში ეკავა. მაშინ მისთვის შესაძლო იყო ყოველნაირი ფერისცვა-
ლება, მაშინ სიცოცხლე ისე ჩქეფდა მის არსებაში, როგორც
არასდროს! მოაგონდა ფრინველი, მისი სიცილი, გაახსენდა ხე
მზე-მთვარისა, გულმა უთხრა, რომ იმ წუთს რაღაც გამოეპარა,
რაღაც დაავიწყდა და რომ გველის რჩევა არ იყო სასიკეთო.
მოესმა გოგონას ხე-პიქტორის ფოთლების შრიალი, აიხედა
და გული უეცრად აუკვნესდა. სხვა სურვილები, სხვა აზრები, სხვა
ოცნებები გაეღვიძა. რაღაც უცნობი ძალით მონუსხული ხის ქვეშ
ჩამოჯდა. ობლად, ეულად და სევდიანად ეჩვენა ეს ხე, უტყვი სევ-
და კი უფრო მშვენიერს, ამაღლებულსა და კეთილშობილს ხდი-
და მას. მაცდურად ჟღერდა ფოთოლთ იდუმალ შრიალში მისი
სიმღერა. მიეყრდნო გოგონა ხის დახორკლილ ტანს, იგრძნო,

303
მკითხველთა ლიგა

როგორ დაუარა ჟრუანტელმა ხეს მთელ ტანში, თვითონაც


ჟრჟოლამ აიტანა, უცნაურად აუკვნესდა გული, მის სულში სევდის
ღრუბელი ჩამოწვა, ნელა გადმოუგორდა თვალთაგან ცრემლის
მძიმე კურცხალი. რა იყო ეს? რა ტანჯავდა ასე? რად იყო, რომ
გული აღარ ეტეოდა საგულეს და ამ მშვენიერი მარტოხელა ხის-
კენ ილტვოდა შესაწებებლად?
ფესვებამდე უხმოდ ცახცახებდა ხე, მთელი ძალები დაძაბა
გოგონასთან შეერთების მწველი ჟინით ატანილმა. ვაი, როგორ
მოატყუებინა თავი გველს და სამუდამოდ ხეში ჩააჭედინა თავი,
ვაი, რა ბრმა და უგუნური იყო მაშინ! ნუთუ სულ არაფერი არ
იცოდა, ნუთუ ასე უცხო იყო მისთვის სიცოცხლის იდუმალება?
არა, იგი უკვე მაშინ წინათგრძნობდა და აღიქვამდა მას ქვეცნო-
ბიერად. ჰოი, რა სევდით და თანაგრძნობით გაახსენდა ახლა ის
ხე, ქალიცა და კაციც რომ იყო ერთსა და იმავე დროს!
მოფრინდა ფარანდა: წითელ-მწვანედ იელვა ლამაზმა და
ძლიერმა და გოგონას დაჰქროლა ციდან უცხო ფრინველმა. ხე-
დავს გოგონა, როგორ მოფრინავს იგი, ხედავს, როგორ გაუვარ-
და რაღაც ნისკარტიდან, ის რაღაც კი სისხლივით წითლად აკი-
აფდა მწვანე ბალახში. უცბად ისე აკიაფდა, უცბად ისე ინათა, ისე
ძლიერ იზიდავდა, ისე ტურფად ბრწყინავდა, რომ დასწვდა გო-
გონა და აიღო ის ქვა – თვალი პატიოსანი, ლალი შუქთა მთოვე-
ლი, აღსრულდება რომლისგან კაცის ნატვრა ყოველი.
დაიჭირა ეს ჯადო ქვა გოგონამ თეთრ ხელში და მყისვე აუს-
რულდა ნატვრა, გულით რომ სურდა. მოსწყდა ამ სოფელს ტურ-
ფა გოგონა, დაეშვა ძირს და შეეწება ხეს, ნორჩ ყლორტად
იფეთქა ხის ტანიდან და თვალის დახამხამებაში იწყო ზრდა ზე-
ვით და ზევით.
ახლა მოგვარდა ყოველივე, ისევ გამეფდა სამყაროში წესრი-
გი, ახლა იქნა ჭეშმარიტად ნაპოვნი სამოთხე. აღარ იყო პიქტო-
რი ბებერი, დაღონებული ხე. „პიქტორია, ვიქტორია“, მჭექარე
ხმით მღეროდა იგი.

304
მკითხველთა ლიგა

ასე გარდაიქმნა და იცვალა ფერი ხე-პიქტორმა. ჰოდა, რამე-


თუ ეს გარდაქმნა მარადიული და ჭეშმარიტი იყო, რამეთუ ნახევ-
რიდან ის მთელად იქცა, ამიერიდან შეეძლო იმდენჯერ ეცვალა
ფერი, რამდენჯერაც მოისურვებდა. გამუდმებით ჩქეფდა მის ძარ-
ღვებში სახეცვლილების ეს ჯადო ნაკადი, გამუდმებით მონაწილე
იყო იგი სამყაროს მარადიული გარდაქმნა-ფერისცვალებისა.
შველი იყო თუ თევზი, ადამიანი თუ გველი, ღრუბელი თუ
ფრინველი – ყველგან მთლიანი იყო, წყვილი იყო, მთვარესა და
მზეს, კაცსა და ქალს შეიცავდა, ტყუპ-ტყუპ ნაკადად მიედინებოდა
ქვეყნად, წყვილ ვარსკვლავად ციმციმებდა ცაში.

1922

თარგმნა რეზო ყარალაშვილმა

305
მკითხველთა ლიგა

ჯადოქრის ბავშვობა

ისევ და ისევ ჩავეშვი შენს ჭაში,


წარსულის მშვენიერო არაკო,
შორიდან მესმის ოქროსფერი შენი სიმღერა:
როგორ იცინი, როგორ ოცნებობ,
ან კიდევ როგორ ტირი მალულად.
მიმზიდველი ჩურჩულით
მესმის ჯადოსნური სიტყვები
შენი წიაღიდან და მთვრალი ვარ,
მის ბურუსში გახვეული,
შენ კი მეძახი ისევ და ისევ…

მხოლოდ მშობლებმა და მასწავლებლებმა როდი აღმზარ-


დეს, არამედ – მაღალმა, ფარულმა და იდუმალებით მოცულმა
ძალებმაც. მათ შორის იყო ღმერთი პანი, პატარა მოცეკვავე ინ-
დოელი ღმერთის ფიგურის სახით რომ იდგა პაპაჩემის მინის კა-
რადაში. ეს ღვთაება და მასთან ერთად სხვებიც ჩემს ბავშვურ
წლებში შემოიჭრნენ და დიდი ხნით ადრე, ვიდრე წერა-კითხვას
ვისწავლიდი, ისე აღმავსეს ამომავალი მზის ქვეყნის უძველესი
სურათ-ხატებითა და აზრებით, რომ შემდგომში ყოველ შეხვედ-
რას ინდოელ თუ ჩინელ ბრძენებთან ხელახალ შეხვედრასავით
ან შინ დაბრუნებასავით აღვიქვამდი. ამის მიუხედავად, ვთვლი,
რომ მაინც ევროპელი ვარ, მე ხომ მშვილდოსნის აქტიური ნიშ-
ნით დავიბადე8 და მთელი ცხოვრების მანძილზე გამომიმუშავდა
ჩამავალი მზის ქვეყნებში გავრცელებული ღირსებები: გამ-
ძლეობა, ვნებიანობა თუ დაუცხრომელი ცნობისწადილი. სხვა

8
მწერლის მეგობრის, იოზეფ ენგლერტის მიერ შედგენილი ჰოროსკოპის თა-
ნახმად, ჰესე მშვილდოსნის ნიშნითაა დაბადებული (შენიშვნა – ამ ზღაპარში
ყველა განმარტება ეკუთვნის მთარგმნელს).
306
მკითხველთა ლიგა

ბავშვების უმრავლესობის მსგავსად, სკოლამდელ ასაკშივე შე-


ვისწავლე, რაც აუცილებელი და ყველაზე ფასეულია ცხოვრები-
სათვის. ეს მასწავლეს ვაშლის ხეებმა, წვიმამ და მზემ, მდინარემ
და ტყეებმა, ფუტკრებმა და ხოჭოებმა; მასწავლა ასევე ღვთაება
პანმა, მასწავლა მოცეკვავე კერპმა პაპაჩემის საგანძურიდან. სამ-
ყაროში გავთვითცნობიერდი, უშიშრად ვურთიერთობდი ცხო-
ველებთან და ვარსკვლავებთან, თავს შინაურად ვგრძნობდი ხი-
ლის ბაღებში თუ თევზებთან წყალში და კარგა ბლომად სიმ-
ღერებიც ვიცოდი. ჯადოქრობაც შემეძლო, რასაც შემდგომ, სამ-
წუხაროდ, მალე გადავეჩვიე და მხოლოდ მოგვიანებით, უკვე საკ-
მაოდ ხანში შესულს მომინდა მისი ხელახლა შესწავლა – და
ჩემს განკარგულებაში აღმოჩნდა ბავშვობის მთელი საარაკო
სიბრძნე.
ამას დაერთო სასკოლო მეცნიერებანი, რომლებიც მეადვი-
ლებოდა და ხალისსაც მგვრიდა. სკოლის სიბრძნედ უნდა ჩაით-
ვალოს, რომ აქ გვასწავლიდნენ არა იმ სერიოზულ მცნებებს,
რაც ცხოვრებისთვის აუცილებელია, არამედ უმეტესად სათამაშო
და მშვენიერ გასართობებს, რაშიც ხშირად დიდ სიამოვნებას
ვპოვებდი და რაც გვაძლევდა ცოდნას, რომელთაგან ზოგიერთი
მთელი ცხოვრება ერთგულად მომყვა; ასე და ამგვარად, დღესაც
ვიცი ბევრი კარგი და თავშესაქცევი ლათინური სიტყვა, ლექსი
და გამონათქვამი, ასევე შემიძლია დავასახელო რაოდენობა
მრავალი ქალაქის მოსახლეობისა მსოფლიოს ყოველ კუთხეში,
ცხადია, არა დღევანდელი მონაცემებით, არამედ – ოთხმოციანი
წლებისა.
ცამეტ წლამდე სერიოზულად არც დავფიქრებულვარ, რა გა-
მოვიდოდი და რომელ პროფესიას შევისწავლიდი. როგორც ყვე-
ლა ბიჭს, მეც მიყვარდა და შევნატროდი ზოგიერთ ხელობას: მო-
ნადირის, მეტივის, მეეტლის, ბაგირზე მოცეკვავის თუ ჩრდილო-
ეთ პოლუსის მკვლევრისას. თუმცა ყველაფერს ჯადოქრობის
სურვილი სჭარბობდა. ეს იყო ჩემი მიდრეკილების უღრმესი და
მგზნებარებით აღსავსე მხარე, გარკვეული უკმაყოფილება იმით,

307
მკითხველთა ლიგა

რასაც „სინამდვილეს“ უწოდებდნენ9 და რაც მე დროდადრო მხო-


ლოდ უფროსების უაზრო შეთანხმებად მეჩვენებოდა; გარკვეული
წინააღმდეგობა ამ სინამდვილისადმი, ხან საშიში, ხან დამცინავი,
ადრე გამიჩნდა და იმავდროულად − მწველი სურვილი მისი მო-
ჯადოების, სახეცვლის ან გამძაფრებისა. პატარაობისას ჯადოქ-
რობის ეს სურვილი გარეგნული, ბავშვური მიზნებისაკენ იყო მი-
მართული: მსურდა ზამთარში ვაშლები გაზრდილიყვნენ და ჩემი
მტრები მაგიური ძალით განმედევნა, შემდეგ დიდსულოვნად შე-
მერცხვინა, რათა საბოლოოდ გამარჯვებულად და მეფედ ვე-
ღიარებინე; დამალული განძი მეპოვა, მიცვალებულთა გაცოც-
ხლება შემძლებოდა და თავად უჩინარი გავმხდარიყავი. სწორედ
ეს უჩინრად ქცევა იყო ხელოვნება, რომელსაც განსაკუთრებით
ვაფასებდი და განსაკუთრებული გულითადობით ველტვოდი. ამ
და სხვა ჯადოქრული უნარებისკენ სწრაფვა, სხვადასხვაგვარად
სახეცვლილი, მთელი ცხოვრება მდევდა, ისე, რომ ხშირად თავა-
დაც ვერ ვხვდებოდი. შემდგომ, როდესაც უკვე კარგა ხნის მოზ-
რდილი ვიყავი და ლიტერატორის პროფესიას ვფლობდი, ხში-
რად ვცდილობდი ჩემი ნაწარმოებების მიღმა გავმქრალიყავი10,
გადავნათლულიყავი და მრავალმნიშვნელოვან სასაცილო სახე-
ლებს ამოვფარებოდი, რაც ჩემს თანამოკალმეებს ხშირად ანაწ-
ყენებდა – ეს მრუდედ ესმოდათ. უკან რომ ვიხედები, ვხედავ,
რომ მთელი ჩემი ცხოვრება ჯადოქრობის სურვილის ამ ნიშნით
წარიმართა; დროსთან ერთად თუ როგორ იცვლებოდა ჯადოქ-
რობის სურვილის მიზეზები, როგორ გამოვტაცე იგი თანდათანო-
ბით გარესამყაროს და შევისრუტე თავად ჩემში, როგორ მივის-

9
როგორც ცნობილია, ჰესეს შემოქმედების ამოცანა იყო არა გარეგნული
რეალობის ასახვა, არამედ შინაგანი სულიერი რეალობისა, ცხოვრების არა
ხილული გამოვლინების, არამედ იმ არსისა, რომელიც ხილვადს მიღმა იმა-
ლება და აზრს აძლევს ცხოვრებას.
10
ჰესე აქ გულისხმობს შემთხვევას, როდესაც რომანი „დემიანი“ სინკლერის
ფსევდონიმით გამოაქვეყნა, ხოლო შემდეგ კრიტიკოსთა შეტევის გამო იძუ-
ლებული გახდა ავტორობა ეღიარებინა.
308
მკითხველთა ლიგა

წრაფოდი თანდათან იქითკენ, რომ საგნები კი არა, საკუთარი


თავი გარდამესახა. როგორ გამოვიმუშავე შემდგომ ძლიერი
სწრაფვა, რომ უჩინმაჩინის ქუდის ქვეშ მოუქნელი უჩინარობა იმ
მცოდნე კაცის უჩინარობით შემეცვალა, რომელიც, შეიმეცნებს
რა, თავად შეუმეცნებელი რჩება – ყოველივე ეს იყო ჩემი ცხოვ-
რების ჭეშმარიტი შინაარსი.
მე სიცოცხლით სავსე და ბედნიერი ბიჭი ვიყავი, მუდამ თამაშ-
ში გართული მშვენიერ ფერადოვან სამყაროსთან, ყველგან შინ
ვგრძნობდი თავს, ცხოველებსა და მცენარეებს შორის, ისე, რო-
გორც ჩემი ფანტაზიისა და ოცნებების უღრან ტყეში საკუთარი ძა-
ლებისა და უნარების გრძნობით გამსჭვალული, მგზნებარე სურ-
ვილებით უფრო გაცისკროვნებული, ვიდრე ღონემიხდილი. იმ-
გვარ ჯადოქრობის ხელოვნებას ვფლობდი მაშინ, რომ თავადაც
არ ვიცოდი; გაცილებით სრულყოფილს, ვიდრე შემდგომ, როცა
ის კვლავ მებოძა. ადვილად მოვიპოვებდი სიყვარულს ან გავლე-
ნას სხვა ადამიანებზე, ხშირად აღმოვჩნდებოდი ხოლმე წინამ-
ძღოლის როლში, ან ისეთი კაცისა, ვისკენაც მიილტვიან, ზოგ-
ჯერ კი იდუმალებით მოცული ადამიანისა. ჩემზე ახალგაზრდა
ნაცნობებსა თუ ნათესავებს წლების მანძილზე არ ეეჭვებოდათ,
რომ მართლაც ვფლობდი ჯადოქრობის ნიჭს და დემონების და-
მორჩილება შემეძლო, რომ ხელი მიმიწვდებოდა ფარულ საგან-
ძურებსა თუ სხვადასხვა გვირგვინზე. დიდხანს ვიცხოვრე სამოთ-
ხეში, იმის მიუხედავად, რომ ჩემმა მშობლებმა ნაადრევად გამაც-
ნეს გველი. დიდხანს გრძელდებოდა ჩემი ბავშვური ოცნება; მთე-
ლი სამყარო მე მეკუთვნოდა, ყოველივე ეს სინამდვილე იყო და
ყველაფერი ჩემ ირგვლივ ხელს უწყობდა მშვენიერ თამაშს. უკმა-
რისობას ან სევდას თუ ვიგრძნობდი, თუ სიხარულით სავსე სამყა-
რო ჩრდილით ან ეჭვით მოიფინებოდა, ადვილად ვპოულობდი
გზას სხვა, უფრო თავისუფალ, ფანტაზიისთვის გადაშლილ სამყა-
როში და იქიდან დაბრუნებულს გარე სამყარო ისევ მშვენიერ და
სიყვარულით აღსავსე საუფლოდ მეჩვენებოდა. დიდხანს ვცხოვ-
რობდი სამოთხეში.

309
მკითხველთა ლიგა

***

მამაჩემის პატარა ბაღში იყო შემოღობილი ადგილი, სადაც


მე კურდღლები და ერთი მოშინაურებული ყორანი მყავდა. უსას-
რულოდ, საათობით ვსახლობდი იქ, უსასრულოდ, როგორიც
თვით სამყაროა – სითბოსა და მესაკუთრის ნეტარებაში. სიცოც-
ხლის სუნი ასდიოდათ კურდღლებს: ბალახისა და რძის, სისხლი-
სა და გამრავლების, ხოლო ყორნის მკაცრ შავ თვალებში მარა-
დიული სიცოცხლის ლამპარი ენთო. ამავე ადგილას ვატარებდი
განსაკუთრებულ, უსასრულო საათებს, საღამოობით, თითქმის
ბოლომდე ჩამწვარი სანთლის შუქზე, თბილი, მთვლემარე ცხო-
ველების გვერდით, მარტო ან ვინმე ამხანაგთან ერთად ვაწყობ-
დი გეგმებს ვეებერთელა განძის ამოსაღებად, მანდრაგორის11
ფესვების მოსაპოვებლად. ვგეგმავდი, როგორ შევუდგებოდი რა-
ინდულ ლაშქრობებს კაცობრიობის გადასარჩენად და როგორ
გავასამართლებდი ყაჩაღებს, დავიხსნიდი უბედურებს, დავასაჩუქ-
რებდი ღარიბებს, გავათავისუფლებდი ტყვეებს, გადავწვავდი
მტერთა ციხესიმაგრეებს, ჯვარზე გავაკრავდი გამცემლებს, მივუ-
ტევებდი მოღალატე ვასალებს, მეფის ასულს მოვიტაცებდი და
ცხოველთა ენას შევისწავლიდი.
პაპაჩემის წიგნებით სავსე დიდ ბიბლიოთეკაში უშველებელი
შავი წიგნი მეგულებოდა, რომელშიც ხშირად ვიქექებოდი. ამ
ამოუწურავ წიგნში ძველი, საოცარი სურათები იყო – ხშირად ისი-
ნი პირველივე გადაშლაზე თვალში გეცემოდა, ნათელი ფურ-
ცლები გიხმობდნენ, ზოგჯერ კი ეძებდი მათ და ვერ პოულობდი,
სადღაც გამქრალიყვნენ მოჯადოებულივით, თითქოს არც არსე-
ბობდნენ. წიგნში ერთი ამბავი ეწერა: უსაზღვროდ მშვენიერი და
გაუგებარი, რომელსაც ხშირად ვკითხულობდი. არც ის იყო ყო-
ველთვის ადვილი მოსაძებნი, ხელსაყრელი მომენტი უნდა მეპო-

11
ვაშლისებური ნაყოფის მქონე მცენარის, მანდრაგორის ფესვები ფორმით
ადამიანს ჩამოჰგავს, ხალხურ წარმოდგენაში მას სასწაულმოქმედ ძალას
მიაწერდნენ.
310
მკითხველთა ლიგა

ვა, ხშირად მთლად გაქრებოდა და თითქოს მემალებოდა, გე-


გონებოდა, ადგილსამყოფელი გამოიცვალაო. ზოგჯერ, კით-
ხვისას, განსაკუთრებით მეგობრული იყო და თითქმის გასაგები,
სხვა დროს კი − პირქუში და უკარება, როგორც სხვენში ასას-
ვლელი კარი, რომლის უკანაც შებინდებისას სულების ხმასაც კი
გაიგონებდი: როგორ ხითხითებდნენ ან კვნესოდნენ. ყოველივე
სავსე იყო სინამდვილით, ასევე ჯადოქრობით, ორივე ჰარმო-
ნიულად თანაარსებობდა ერთმანეთის გვერდით, ორივე მე მე-
კუთვნოდა.
ის ინდოელი მოცეკვავე კერპიც, პაპაჩემის განძეულობით სავ-
სე მინის კარადაში რომ იდგა, ყოველთვის ერთი და იგივე
ღვთაება არ იყო, ყოველთვის ერთი და იგივე სახე როდი ჰქონ-
და და არც ყოველთვის ერთსა და იმავე ცეკვას ცეკვავდა. დრო-
დადრო ის იყო ღმერთი, უცნაური და ოდნავ სასაცილო, თავშე-
საქცევი ფიგურა, რომელსაც უცხო და მიუწვდომელ ქვეყნებში
თაყვანს სცემდნენ, ასევე უცხო და მიუწვდომელი ხალხის მიერ
შექმნილი. სხვა დროს ის ჯადოსნური ნივთი იყო, დიდად მნიშვნე-
ლოვანი და უსახელო, მსხვერპლს მოწყურებული, ბოროტი,
მკაცრი, არასაიმედო, დამცინავი; მეჩვენებოდა, რომ მემუქრებო-
და, ზოგჯერ მასზე რომ ვიცინოდი, რათა შემდეგ ჩემზე შური
ეძია. მას მზერის შეცვლაც შეეძლო, თუმცა ყვითელი ლითონისა
იყო, ზოგჯერ თვალებსაც აელმებდა, მეორე წუთში კი რაღაც
სიმბოლოდ იქცეოდა, არც საზიზღარი იყო და არც მშვენიერი,
არც ბოროტი და არც კეთილი, არც სასაცილო და არც საშიში,
არამედ უბრალოდ ძველი და მოუაზრებელი, როგორც რუნები12,
როგორც ხავსის ლაქა კლდეზე, როგორც ნახატი რიყის ქვაზე
და მისი ფორმის, სახისა და ხატის უკან ღმერთი სახლობდა. ის
მოიცავდა უსასრულობას, რომელსაც მე, მაშინ პატარა ბიჭი, სა-
ხელის უცოდნელადაც არანაკლებ ვიცნობდი და ვეთაყვანებოდი,

12
ძველგერმანული დამწერლობა − ეტიმოლოგიურად მომდინარეობს ძველ-
გერმანული სიტყვისგან rūn – „საიდუმლო“.
311
მკითხველთა ლიგა

ვიდრე შემდგომ, როცა მას შივას და ვიშნუს13 ვეძახდი, როცა მას


ღმერთს, სიცოცხლეს, ბრაჰმანს14, ატმანს15, დაოს16 ან მარადი-
ულ მშობელს ვუწოდებდი. ეს იყო მამა, იყო დედა, იყო ქალი და
კაცი, მზე და მთვარე.
ამ პატარა კერპის გვერდით მინის კარადაში და პაპაჩემის
სხვა კარადებშიც იდგა, ეკიდა და ეწყო კიდევ ბევრი სხვა არსება
თუ მოწყობილობა, ვარდის გვირგვინივით დაწნული მარგალი-
ტის მძივები, პალმისფოთლებიანი რგოლები, ამოტვიფრული
ძველინდური შრიფტით, მწვანე ქვით ნათალი კუები, ღმერთების
პატარა ხის ფიგურები, ასევე მინის, კვარცის, თიხის, აბრეშუმისა
და სელის ნაქარგი სუფრები, თითბრის ტოლჩები და თასები. ყო-
ველივე ეს ჩამოტანილი იყო ინდოეთიდან და ცეილონიდან, სა-
მოთხის კუნძულიდან ფართოფოთლებიანი გვიმრისა და პალმის
სანაპიროებით, რომლებზეც ნაზი, შვლისთვალება სინგალე-
ზიელები დასეირნობდნენ, სიამიდან და ბირმიდან, და ყოველი-
ვეს ზღვის სუნი ასდიოდა, სხვადასხვა სუნელისა და სიშორის, და-
რიჩინისა და სანდლის ხისა. ყოველივე ამას ყავისფერ და ყვი-
თელ ხელებში გამოევლო, დანამულიყო ტროპიკული წვიმებითა
და მდინარე განგის წყლით, ეკვატორის მზეზე გამომშრალი, უღ-
რან ტყეში ნაჩრდილობევი. და ყველა ეს ნივთი პაპას ეკუთვნო-
და. მოხუცი, ღირსეული, ძლიერი, ხშირი თეთრი წვერით, ყოვ-
ლისმცოდნე, ძალაუფლების მქონე, უფრო მეტად, ვიდრე დედა

13
შივა და ვიშნუ – ინდური პანთეონის მთავარი ღმერთები. შივა – სიცოცხლის
შემქმნელი და განადგურების ღმერთი. ის სამყაროს ანადგურებს და ქმნის
ცეკვაში. მასში განსხეულებულია სამყაროს მოძრაობის რიტმი. ვიშნუ მარად
ცოცხალი ბუნების გამოხატულებაა, მზიური ღვთაება.
14
ბრაჰმანი – უპიროვნო ღვთაებრივი აბსოლუტი, თვითარსებრივი საწყისი,
ხილული სამყაროს საფუძველი.
15
ატმანი – „სამშვინველი“. ძველინდურ რელიგიურ მოძღვრებებში: უმაღლესი
ინდივიდუალური საწყისი, „მსოფლიო სამშვინველის“ იდენტური.
16
დაო – ჩინურად „გზა“. კატეგორია ძველჩინურ ფილოსოფიაში: აბსოლუტი,
ტრანსცენდენტული და ემპირიული არსებების ერთიანობა. ევროპულ ენებზე
სიტყვა „დაო“ ითარგმნება, როგორც „არსი“, „საზრისი“, „ლოგოსი“.
312
მკითხველთა ლიგა

ან მამა, კიდევ სრულიად სხვა საგნებსა და ძალებს ფლობდა. მას


ეკუთვნოდა არა მხოლოდ მთელი ეს ინდური ღმერთები და სა-
თამაშოები, მთელი ეს ნაკვეთ-ნაჭედი, მოხატული, ჯადოქრობით
ხელდასხმული ავლადიდება: ქოქოსის კაკლის ტოლჩები, წითე-
ლი სანდლის ხის ზარდახშები, დარბაზი და ბიბლიოთეკა, ის იყო
მაგი, წინასწარმეტყველი, ბრძენი. მან ადამიანთა ყველა ენა
იცოდა – ოცდაათ ენაზე მეტი. შესაძლოა, ღმერთების ენაც ესმო-
და და ასევე ვარსკვლავებისაც. მას შეეძლო წერა და საუბარი პა-
ლოზე და სანსკრიტზე, იცოდა კანარიული, ბენგალური, ინდური
და სინგალეზიური სიმღერები, იცნობდა მუსლიმანთა და ბუდის-
ტთა ლოცვებსა და ადათ-წესებს, თუმც თავად ქრისტიანი იყო და
სწამდა წმიდა სამება. მან მრავალი წელი აღმოსავლეთის ცხელ
და საშიშ ქვეყნებში გაატარა, მოგზაურობდა ხან ნავით და ხანაც
ხარებშებმული ურმით, ცხენებითა თუ სახედრებით. მასავით კარ-
გად არავინ იცოდა, რომ ჩვენი ქალაქი და ქვეყანა მხოლოდ ერ-
თი პატარა ნაწილი იყო დედამიწისა, რომ ათასობით და მი-
ლიონობით ადამიანი სხვა რწმენას მისდევდა. მათ სხვა წეს--
ჩვეულებანი, ენა და კანის ფერი ჰქონდათ, ჩვენგან განსხვავებუ-
ლი ღირსებები და ნაკლოვანებები; განსხვავებული ღმერთები
ჰყავდათ. იგი მიყვარდა, ვეთაყვანებოდი და ამავე დროს მეშინო-
და მისი. მისგან ყველაფერს მოველოდი, ყველაფრისთვის მზად
ვიყავი. მისგან და მისი ღვთაება პანისგან, კერპის სამოსში რომ
იყო გადაცმული, განუწყვეტლივ ვსწავლობდი. ეს კაცი, დედაჩე-
მის მამა, ჩაძირული იყო საიდუმლოებათა ტყეში, როგორც მისი
სახე იყო ჩაძირული თეთრი წვერის ტყეში. მისი თვალებიდან ხან
მსოფლიო სევდა გამოსჭვიოდა და ხან ხალისიანი სიბრძნე, ხან
უმაღლესი ცოდნა და ხან ღვთაებრივი ეშმაკობა. მას იცნობდნენ
უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულები, პატივს სცემდნენ და სტუმრობ-
დნენ. ელაპარაკებოდნენ: ინგლისურად, ფრანგულად, ინდურად,
იტალიურად, მალაურ ენებზე და ხანგრძლივი საუბრების შემდეგ
უკვალოდ ქრებოდნენ – იქნებ მისი მეგობრები, იქნებ მისი წარ-
გზავნილები, მსახურები ან სულაც მისთვის სანდო პირები. და მე

313
მკითხველთა ლიგა

მივხვდი, რომ სწორედ მისგან, ამ იდუმალი, ამოუცნობი კაცისა-


გან მომდინარეობდა ის საიდუმლო, დედაჩემს რომ მოსავდა,
იდუმალი და უძველესი. ისიც დიდხანს იყო ინდოეთში, ისიც ლა-
პარაკობდა და მღეროდა მალაიალამსა და კანარიულს, ბრძენ
მამას ეპაექრებოდა სიტყვებსა თუ გამონათქვამებში უცხო მაგიურ
ენებზე. და ისევე, როგორც მამამისს, დროდადრო მის სახესაც
მოეფინებოდა უცხო ღიმილი, სიბრძნის შეფარული ღიმილი.
მამაჩემი სულ სხვა იყო, განცალკევებით იდგა. არ მიეკუთვნე-
ბოდა არც კერპებისა და პაპაჩემის სამყაროს, არც ქალაქის ყო-
ველდღიურობას. იდგა თავისთვის განმარტოებით, მუდამ მწუხა-
რი და მაძიებელი, კაცი განათლებული და კეთილი, სიყალბეს
მოკლებული და გულმოდგინებით სავსე ჭეშმარიტების სამსახურ-
ში, მართალია, ძალიან შორს მდგომი იმ ამაღლებული და ფაქი-
ზი ღიმილისაგან, მაგრამ ცხადი და მკაფიო, ყოველგვარი იდუმა-
ლების გარეშე. მას მუდამ თან ახლდა სიკეთე, ასევე ჭკუა-გონება,
მაგრამ არასოდეს იძირებოდა ჯადოსნურ ღრუბლებში პაპაჩემი-
ვით, მისი სახე არასოდეს ეფლობოდა ამგვარ ბავშვურობასა და
ღვთაებრიობაში, რომელთა თამაშიც ხან სევდასავით და ხანაც
შემპარავ დაცინვად ჩანდა, ან კიდევ მდუმარედ, როგორც საკუ-
თარ თავში ჩაძირული ღვთაებრივი ნიღაბი. მამაჩემი დედას ინ-
დურ ენაზე კი არ ელაპარაკებოდა, არამედ ინგლისურად და
სუფთა, ნათელი, მშვენიერი და ოდნავ ბალტიისპირული შეფერი-
ლობის გერმანულით. სწორედ ეს ენა მეწეოდა მისკენ, სწორედ
ამან მომხიბლა მთლიანად. ის მე მამისგან ვისწავლე, ვისკენაც
ზოგჯერ სრული აღფრთოვანებითა და გზნებით მივილტვოდი,
უჩვეულო გზნებით, თუმცა ვიცოდი, რომ ჩემი ფესვები უფრო
ღრმად, დედისეულ წიაღში აღწევდა მუქთვალებიანი იდუმალე-
ბის სამყაროში. დედაჩემი აღსავსე იყო მუსიკით, მამა − არა, მას
სიმღერა არ შეეძლო.
ჩემთან ერთად იზრდებოდნენ დები და ორი უფროსი ძმა,
რომლებსაც შევნატროდი და ვეთაყვანებოდი. ჩვენ გარშემო პა-
ტარა ქალაქი იყო, ძველი და ოღროჩოღრო, გარემოცული

314
მკითხველთა ლიგა

ტყიანი მთებით, მკაცრი და ოდნავ მოღუშული. შუაში ლამაზი


მდინარე მიედინებოდა, დაკლაკნილი და გაუბედავი. ყოველივე
ეს ძალიან მიყვარდა და სამშობლოს ვეძახდი. ტყესა თუ მდინა-
რეში ზუსტად ვცნობდი ბალახებს, მიწას, ქვებსა და მღვიმეებს,
ჩიტებს, ციყვებს, მელიებსა თუ თევზებს. ეს ყველაფერი მე მეკუთ-
ვნოდა: ჩემი სამშობლო იყო – მაგრამ, ამას გარდა, აქ იყო მინის
კარადა და ბიბლიოთეკაც, პაპას კეთილი, ოდნავ დამცინავი,
ყოვლისმცოდნე სახე და დედაჩემის სევდიანი, თბილი გამოხედ-
ვა, კუები და კერპები, ინდური სიმღერები თუ გამონათქვამები. ეს
რაღაცები შორეულ სამყაროზე მესაუბრებოდნენ: უფრო დიდ
სამშობლოზე, უფრო ძველ წარმომავლობაზე, უფრო მჭიდრო
კავშირებზე. ზევით, თავის მავთულის მაღალ გალიაში ჩვენი
მონაცრისფრო-მოწითალო თუთიყუში იჯდა – ბებერი და ჭკვიანი,
სწავლულის სახითა და ბასრი ნისკარტით. ის მღეროდა, ლაპა-
რაკობდა და ისიც შორეული უცხოეთიდან გახლდათ. ჯუნგლის
ენებზე ჟღურტულებდა და ეკვატორის სუნი ასდიოდა. მრავალი
სამყარო, დედამიწის ბევრი ნაწილი ხელებსა თუ სხივებს იწვდი-
და და ჩვენს სახლში ხვდებოდა ერთმანეთს, იქ იკვეთებოდა. სახ-
ლი იყო დიდი და ძველი, ბევრი თითქმის ცარიელი ოთახით,
სარდაფებითა და დიდი დერეფნებით, სადაც ქვისა და სიცივის
სუნი იდგა; შეშითა და ხილით სავსე უშველებელი სხვენით, რო-
მელშიც გამჭოლი ქარი და ბნელი სიცარიელე მეფობდა. ბევრი
სხვადასხვა სამყაროს სხივი იკვეთებოდა ამ სახლში, აქ ლოცუ-
ლობდნენ და ბიბლიას კითხულობდნენ, აქ მეცადინეობდნენ და
ინდურ ფილოსოფიას მისდევდნენ; აქ ბევრი კარგი მელოდია
შექმნილა, აქ იცოდნენ ბუდასა17 და ლაო ძის18 შესახებ. სტუმრე-
ბი ჩამოდიოდნენ მრავალი ქვეყნიდან, მათ მოჰყვებოდათ უც-

17
გაუტამა ბუდა – რელიგიური მოძღვრება ბუდიზმის დამაარსებელი; გადმო-
ცემით, ცხოვრობდა ძვ.წ. VI–V საუკუნეებში.
18
ლაო ძი (VI–V სს. ძვ.წ.) – დაოიზმის ფუძემდებელი, ჰესესთვის ერთ-ერთი
ყველაზე ახლობელი მოაზროვნე ძველი ჩინეთიდან. ლაო ძი ითვლება „დაო
დე კინის“ წიგნის ავტორად.
315
მკითხველთა ლიგა

ხოეთის სიო თავიანთ სამოსზე, განსაკუთრებული ტყავისა თუ ჩა-


ლის ჩემოდნებით, უცხო ენობრივი ჟღერადობით. აქ ღარიბებს
აპურებდნენ, ეწყობოდა დღესასწაულები, მეცნიერება და ზღაპა-
რი ერთმანეთის გვერდით განუყრელად ცხოვრობდნენ. ბებიაც
მყავდა, რომლისაც, ცოტა არ იყოს, გვეშინოდა და ნაკლებად
ვიცნობდით, რადგან გერმანულად არ ლაპარაკობდა და ფრან-
გულ ბიბლიას კითხულობდა. მრავალმხრივი და არც მთლად გა-
საგები იყო ცხოვრება ამ სახლისა, მრავალფერად კიაფობდა აქ
სინათლე, მდიდრულად და მრავალხმიანად ჩქეფდა სიცოცხლე.
ეს ყოველივე მშვენიერი იყო და მე მომწონდა, მაგრამ კიდევ უფ-
რო მშვენიერი იყო ჩემი ოცნებათა სამყარო, უფრო მდიდრულად
ციალებდნენ ჩემი ოცნებები. სინამდვილე არასოდეს მაკმაყოფი-
ლებდა, ჯადოქრობა თითქოს გარდაუვალი იყო.
მაგია ჩვენს სახლში და ჩემს ცხოვრებაშიც ჩვეულებრივი რამ
გახლდათ. პაპაჩემის კარადების გარდა, იყო დედაჩემისაც – სავ-
სე აზიური ნაქსოვით, სამოსითა და თავსაფრებით. ასევე მაგიური
იყო პატარა კერპის გამჭოლი მზერა, უცხო – იმ ძველი ოთახები-
სა და კიბის კუთხე-კუნჭულების სურნელი. და ჩემში ბევრი რამ ეხ-
მიანებოდა ამ გარეგნულ საგნებს. იყო საგნები და ურთიერთმი-
მართებანი, რომლებიც მხოლოდ ჩემში და ჩემთვის არსებობდა.
არაფერი ყოფილა მათსავით იდუმალი, ძნელად გადმოსაცემი,
მათსავით ყოველდღიურ ყოფას დაშორებული, და მაინც არაფე-
რი იყო მათზე უფრო ნამდვილი. თავად ის ჭირვეული ამოტივტი-
ვება და კვლავ გაქრობა სურათებისა და ამბებისა იმ დიდ წიგნში
სწორედ ამგვარად მიჩნდა რეალურად, ისევე როგორც საგანთა
სახეცვლილება, რასაც მე ყოველ წამს მოქმედებაში ვაკვირდე-
ბოდი. რა სხვანაირად გამოიყურებოდა სახლის კარი, ქოხი ბაღ-
ში და ქუჩა კვირა საღამოს, ვიდრე ორშაბათს დილით! როგორ
სრულიად სხვა სახე მიეღო კედლის საათს და ქრისტეს სურათს
დიდ სასტუმრო ოთახში ერთ დღეს, როდესაც პაპას სული ბატო-
ნობდა იქაურობაზე, ვიდრე მაშინ, როცა მამას სული იყო გამეფე-
ბული, და რაოდენ ძლიერ იცვლებოდა ყოველივე იმ საათებში,

316
მკითხველთა ლიგა

როდესაც არანაირი უცხო სული თავის ნიშანს არ ამჩნევდა, არა-


მედ – ჩემი საკუთარი, როდესაც ჩემი სამშვინველი ელაციცებოდა
საგნებს და მათ ახალ სახელებსა და მნიშვნელობას ანიჭებდა!
მაშინ შეიძლებოდა კარგად ნაცნობი სკამი ან ტაბურეტი, ჩრდი-
ლი ღუმელთან ან კიდევ დაბეჭდილი სათაური გაზეთიდან ლამა-
ზი, საზიზღარი ან ბოროტი გამხდარიყო, მნიშვნელოვანი ან ბანა-
ლური, ვნების აღმძვრელი ან დამთრგუნველი, სასაცილო ან სევ-
დიანი. რა ცოტა იყო მათში მყარი, სტაბილური, გამძლე! როგორ
ცოცხლობდა ყოველივე, განიცდიდა ცვლილებას, მიისწრაფოდა
გარდასახვისკენ, განფენისა და კვლავ დაბადების სადარაჯოზე
იმყოფებოდა!
მაგიურ გამოვლინებათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი და
მშვენიერი იყო „პატარა კაცუნა“. არ ვიცი, პირველად როდის ვნა-
ხე იგი; მე მგონი, ის მუდამ აქ იყო და ჩემთან ერთად მოევლინა
ქვეყანას. ეს პატარა კაცუნა სულ პაწაწკინტელა, რუხი აჩრდი-
ლისმაგვარი არსება იყო, კაცუნა მოჩვენება ან ეშმაკი, ანგელოზი
ან დემონი, რომელიც დროდადრო გამოჩნდებოდა და ჩემ
თვალწინ დაიარებოდა – როგორც სიზმარში, ისე ცხადშიც და მე
მას უფრო უნდა დავმორჩილებოდი, ვიდრე მამას, დედას, უფრო
მეტად, ვიდრე კეთილგონიერებას. დიახ, ხშირად შიშზე უფრო მე-
ტადაც. როდესაც ეს პატარა არსება გამომეცხადებოდა, მხო-
ლოდ ის არსებობდა და საითაც ის წავიდოდა ან რასაც მოიმოქ-
მედებდა, მეც იგივე უნდა მეკეთებინა. ყოველთვის საშიშროების
შემთხვევებში ჩნდებოდა. როდესაც ავი ძაღლი ან ჩემზე გაბრაზე-
ბული უფროსი ამხანაგი გამომიდგებოდა და გამოუვალ მდგომა-
რეობაში ვვარდებოდი, მაშინ, ყველაზე რთულ მომენტში, პატარა
კაცუნა გამომეცხადებოდა, ჩემ წინ გაირბენდა, გზას მიკვალავდა.
მას ხსნა მოჰქონდა, მიჩვენებდა გარღვეულ ადგილს ბაღის ღო-
ბეში, რომლის წყალობითაც გამოსავალს ვპოულობდი, ყველაზე
საშინელ წამს მკარნახობდა, რა იყო საჭირო სწორედ მაშინ, რო-
გორ მემოქმედა: დავცემულიყავი, შევბრუნებულიყავი, გავ-
ქცეულიყავი, მეყვირა თუ ხმა არ გამეღო. რის ჭამასაც ვაპირებ-

317
მკითხველთა ლიგა

დი, ხელიდან მტაცებდა, მივყავდი იმ ადგილას, სადაც დაკარ-


გულ ნივთებს ვპოულობდი. იყო დრო, როცა მას ყოველდღე
ვხედავდი, ზოგჯერ კი ის ქრებოდა. ეს პერიოდი არ მიყვარდა, ამ
დროს ყველაფერი სულერთი და გაურკვეველი იყო, არაფერი
ხდებოდა, არაფერი მახალისებდა.
ერთხელ ბაზრის მოედანზე ვხედავ, კაცუნა ჩემ წინ გარბის –
მეც კვალდაკვალ მივყევი. მიირბინა მოედნის უზარმაზარ შადრე-
ვანთან, რომელსაც კაცის სიღრმე აუზი ჰქონდა და შიგ წყლის
ოთხი ნაკადი ჩაედინებოდა; გაიარა აუზის ნაპირამდე ქვის კე-
დელზე, მეც მის კვალს მივყევი და როდესაც ის სწრაფი ნახტო-
მით წყალში გადაეშვა, მეც ასევე მოვიქეცი; სხვა არჩევანი არ
მქონდა, კინაღამ დავიხრჩვე. მაგრამ არ დავმხრჩვალვარ, ამო-
მიყვანეს. ამომიყვანა მეზობლის ერთმა მშვენიერმა ახალგაზრდა
ქალმა, რომელსაც მანამდე თითქმის არც ვიცნობდი. ამ
დროიდან მოყოლებული მასთან მშვენიერი მეგობრული და სა-
სიამოვნო ურთიერთობა დავამყარე, რაც დიდხანს მანიჭებდა
ბედნიერებას.
ერთხელ მამაჩემმა მორიგი ცუდი საქციელისთვის პასუხი
მომთხოვა. მე მეტ-ნაკლებად მოვახერხე თავის დაცვა და, რო-
გორც ყოველთვის, ახლაც დიდად ვნაღვლობდი იმაზე, რომ ძნე-
ლია უფროსებს რაიმე გააგებინო. იყო ცრემლიც და მსუბუქი სას-
ჯელიც და ბოლოს, რათა ეს დღე სამუდამოდ დამემახსოვრები-
ნა, მამამ პატარა, კოხტა ჯიბის კალენდარი მაჩუქა. ოდნავ დარ-
ცხვენილი და უკმაყოფილო წამოვედი, გადავედი ხიდზე და უცებ
ჩემ წინ პატარა კაცუნა გაჩნდა, შეხტა ხიდის მოაჯირზე და ჟეს-
ტით მიბრძანა, მამას ნაჩუქარი კალენდარი მდინარეში მომესრო-
ლა. წამსვე ასეც მოვიქეცი, ოდნავი დაფიქრებისა და მერყეობის
გარეშე, რასაც მხოლოდ მაშინ განვიცდიდი, როცა კაცუნა ჩემ
გვერდით არ იყო და გაჭირვებაში მარტო მტოვებდა. ერთი დღე
მახსენდება: მშობლებთან ერთად სასეირნოდ ვიყავი. უცებ კაცუნა
გამომეცხადა, ის ქუჩის მარცხენა მხარეს გაუყვა, მეც მას გავყევი
და მამამ რამდენჯერაც არ დამიძახა, რომ მეორე მხარეს გადავ-

318
მკითხველთა ლიგა

სულიყავი, კაცუნა არ მომყვებოდა, ჯიუტად განაგრძობდა სვლას


მარცხენა მხარეს და მეც იძულებული ვხდებოდი, ისევ იქით გა-
დავსულიყავი. მამას ეს ყველაფერი მოჰბეზრდა და საბოლოოდ
ნება დამრთო იქ მევლო, სადაც მსურდა. ნაწყენმა მხოლოდ
მოგვიანებით, სახლში მკითხა, მაინც რატომ ვჯიუტობდი ასე და
რატომ მსურდა სწორედ ქუჩის მეორე მხარეს სიარული. ასეთ
შემთხვევებში ვიბნეოდი, მართლაც გასაჭირში ვვარდებოდი,
რადგან არაფერი არ იყო იმაზე წარმოუდგენელი, ვიდრე ვინმეს-
თვის ამ კაცუნაზე რაიმეს თქმა. რა იქნებოდა უფრო აკრძალუ-
ლი, ამაზე უარესი ან უფრო მომაკვდინებელი ცოდვა, ვიდრე კა-
ცუნას გაცემა, მისი დასახელება, მასზე საუბარი. არ შემეძლო
მასზე ფიქრი, მისთვის დაძახება ან გამოხმობა, არასოდეს. თუ
თან მახლდა, ხომ კარგი, და მეც ვემორჩილებოდი მას, თუ არა
და, თითქოს არც არასდროს უარსებია. კაცუნას სახელი არ ჰქონ-
და. მაგრამ ქვეყნად ყველაზე შეუძლებლად ის მიმაჩნდა, რომ
მას არ მივყოლოდი, თუკი ის აქ იყო. საითაც კი წავიდოდა, მეც
თან მივყვებოდი – წყალშიც და ცეცხლშიც. ისე კი არა, რომ
რაიმე ებრძანებინა ან რჩევა მოეცა, არა, ის რაღაცას აკეთებდა
და მეც – მის კვალდაკვალ. შეუძლებელი იყო, არ გაგემეორები-
ნა მისი მოქმედებანი, ისევე შეუძლებელი, როგორც ჩემს საკუ-
თარ ჩრდილს არ შეუძლია, არ გაიმეოროს ყველა ჩემი მოძ-
რაობა. იქნებ მე მხოლოდ ჩრდილი, ანარეკლი ვიყავი ამ პატარა
კაცუნასი, ან კიდევ ის – ჩემი. იქნებ იმას, რაც მისი მიბაძვა მეგო-
ნა, ვაკეთებდი უფრო ადრე ან კიდევ ერთდროულად მასთან.
ოღონდ ეგ არის, ყოველთვის თან არ მყავდა, სამწუხაროდ, და
როცა არ იყო, ჩემს საქციელს დამაჯერებლობა და მიზანმიმარ-
თულობა აკლდა, მაშინ ყველაფერი სხვაგვარადაც შეიძლება ყო-
ფილიყო, მაშინ ყოველი ნაბიჯისთვის არსებობდა ქმედების,
დათმობის, თავშეკავების ან მოფიქრების შესაძლებლობა. მაგ-
რამ ჩემი მაშინდელი ცხოვრების საუკეთესო, სასიხარულო და
ბედნიერი ნაბიჯები, უკლებლივ ყველა, დაუფიქრებლად გადავ-
დგი. თავისუფლების საუფლოც, ალბათ, გაცრუებათა საუფლოა.

319
მკითხველთა ლიგა

რა მშვენიერი იყო მეგობრობა მხიარულ მეზობლის ქალთან,


მაშინ შადრევნიდან რომ ამომათრია! ის იყო სიცოცხლით აღსავ-
სე, ნორჩი და თავქარიანი, მეტად საყვარელი, თითქმის გე-
ნიალური თავქარიანი. მაყოლებდა ყაჩაღთა და ჯადოქართა ამ-
ბებს, ხან ზედმეტად სჯეროდა, ხან კი – პირიქით, მე კი, სულ ცო-
ტა, ამომავალი ქვეყნის ბრძენკაცად მთვლიდა, რასაც სიამოვნე-
ბით ვეთანხმებოდი. იგი აღტაცებული იყო ჩემით. როცა რაიმე
მხიარულს ვყვებოდი, ხმამაღლა და გულიანად იცინოდა, კარგა
ხნით ადრე, სანამ ხუმრობას ჩასწვდებოდა. ამაზე ვეუბნებოდი და
ვეკითხებოდი: „მისმინე, ფრაუ ანა, როგორ შეგიძლია იცინო ხუმ-
რობაზე, რომელიც ჯერ ბოლომდე არ გესმის? ეს სულელური
საქციელია, ჩემთვის კი – საწყენი. ან გაიგე ჩემი ხუმრობები და
ისე იცინე, ან კი, თუ ვერ ხვდები, სულაც არ არის საჭირო, გაიცი-
ნო ან თავი მოიკატუნო, თითქოს გესმის.“ „არა“, შესძახა მან. „შენ
უკვე ყველაზე გამჭრიახი ბიჭი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს,
არაჩვეულებრივი ხარ. შენ პროფესორი, მინისტრი ან დოქტორი
გამოხვალ. და ჩემს სიცილშიც საწყენი არაფერია. ვიცინი, რად-
გან სიხარულს მანიჭებ და ამქვეყნად ყველაზე გონებამახვილი
ადამიანი ხარ. ახლა კი ამიხსენი შენი ხუმრობა!“ მე დაწვრილე-
ბით ვუხსნიდი, ის კიდევ რაღაცებს მეკითხებოდა. საბოლოოდ
მართლა აღიქვამდა და თუ მანამდე გულიანად და უშურველად
იცინოდა, ახლა იცინოდა მართლაც გასაგიჟებლად და იმდენად
გადამდებად, რომ მეც ჩამითრევდა ხოლმე. რა ხშირად ვიცინო-
დით ერთად, როგორ მანებივრებდა და რაოდენ აღტაცებული
იყო ჩემით, რა აღფრთოვანებული! იყო ენის გასატეხებიც, რომ-
ლებსაც ვუმეორებდი სამჯერ ზედიზედ ძალიან სწრაფად, მაგა-
ლითად: „სუსტი სიო სისინითა სუსტ სოსანს სწვდა, სუსტად სერა,
სასოებამ სულის სწრაფვა საოცნებო სერზე სწერა“, ან კიდევ:
„სატრფოს სულს სვამდა სნეული სიყვარულისა სენითა, სხეულით
საროსეულით, სახითა სევდით სველითა“. მინდოდა, მასაც ეცადა
იმის გამეორება, რასაც ვეუბნებოდი, მაგრამ წინასწარვე ეცინე-
ბოდა, სამ სიტყვასაც ვერ უყრიდა თავს სწრაფად. თან არც დიდი

320
მკითხველთა ლიგა

სურვილი ჰქონდა ამისა და ყოველი ახალი წინადადება სიცილში


შთაინთქმებოდა. ფრაუ ანა ყველაზე დალხენილი ადამიანი იყო
მათ შორის, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. ჩემი ბავშვური ჭკუ-
ით მას არანორმალურად, სულელად ვთვლიდი. ალბათ მართე-
ბულადაც, მაგრამ ის ბედნიერი ადამიანი იყო, მე კი ზოგჯერ
მგონია, რომ ბედნიერი ადამიანები ფარული ბრძენები არიან, მა-
შინაც კი, თუ სულელებად ჩანან. აბა, რა არის უფრო სულელური
და რას მოაქვს იმდენი უბედურება, რამდენიც გონიერებას!
გადიოდა წლები და ჩემი ურთიერთობა ფრაუ ანასთან მინავ-
ლდა, მე უკვე დიდი ბიჭი ვიყავი, სკოლის მოწაფე, და დავმორ-
ჩილდი გონიერების ცთუნებებს, ვნებებსა და საშიშროებებს, აქ კი
ერთ მშვენიერ დღეს ისევ დამჭირდა იგი. და ეს ისევ ის პატარა
კაცუნა იყო, ვინც მასთან მიმიყვანა. ერთი პერიოდი შეპყრობი-
ლივით მაწვალებდა კითხვა სქესობრივ განსხვავებაზე და ბავშვე-
ბის მოვლინებაზე. კითხვა სულ უფრო მწველი და მტანჯველი
ხდებოდა და ერთ დღეს ისე შემაწუხა და დამწვა, რომ სიცოცხლე
აღარ მსურდა, თუ ამ საშიშ გამოცანას ვერ გამოვიცნობდი. ჯიქურ
და მწუხარედ გამოვედი სკოლიდან ბაზრის მოედნის გავლით,
თავჩაქინდრული, უიღბლო და ნაღვლიანი, და უცებ კაცუნა გამო-
მეცხადა! ის უკვე იშვიათი სტუმარი გახდა და კარგა ხანი იყო, გა-
მიორგულდა, ან პირიქით, მე – მას. ახლა კი უცებ ისევ ვიხილე,
ჩემ წინ გარბოდა პატარა და მარდი. თვალი მოვკარი თუ არა,
ფრაუ ანას სახლში შევარდა. კაცუნა გაქრა, მაგრამ მე თან მივყე-
ვი სახლამდე და უკვე ვიცოდი, რატომაც. ფრაუ ანამ შეჰკივლა,
როცა მოულოდნელად შევვარდი მის ოთახში, რადგან სწორედ
მაშინ ტანთ იცვამდა, მაგრამ არ გამაგდო და მალე მე თითქმის
უკვე ყველაფერი ვიცოდი, რისი ცოდნაც ჩემთვის ასე მტკივ-
ნეულად საჭირო იყო. საქმე, ალბათ, სასიყვარულო ამბით დას-
რულდებოდა, საამისოდ მეტისმეტად ახალგაზრდა რომ არ ვყო-
ფილიყავი.
ეს მხიარული სულელი ქალი სხვა მოზრდილების უმრავლე-
სობისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ბუნებრივი და უშუალო

321
მკითხველთა ლიგა

იყო, ყოველთვის აწმყოს შესაბამისი, არ იტყუებოდა და არც იშ-


მუშნებოდა. მოზრდილთა უმეტესობა სხვაგვარი იყო. გამონაკ-
ლისებიც არსებობდნენ: დედაჩემი − სიცოცხლის განსახიერება,
ამოუხსნელად ქმედითი; მამაჩემი – სამართლიანობისა და ჭკუის
განსახიერება; და პაპა, რომელიც ადამიანი თითქმის არც იყო:
იდუმალი, მრავალმხრივი, მოღიმარი, ამოუწურავი. მოზრდილე-
ბი კი, თუმცა მათთვის პატივი უნდა გვეცა და მოვრიდებოდით,
უმეტესად თიხის ბუტაფორიები იყვნენ. რა სასაცილო იყო მათი
მოუქნელი მსახიობობა, როცა ბავშვებს ესაუბრებოდნენ! რა ყალ-
ბად ჟღერდა მათი ბგერა, რა ყალბი იყო მათი ღიმილი! რაოდენ
მნიშვნელოვნად მიაჩნდათ თავიც და საკუთარი საქმიანობაც;
როგორ ზედმეტად სერიოზულად ეჭირათ თავი ქუჩაში გამო-
სულთ, იღლიაში ამოდებული ნივთებით, ჩანთებით, წიგნებით,
როგორ მოელოდნენ, რომ გეცნო, მისალმებოდი, თაყვანი გეცა.
ზოგჯერ კვირაობით ჩემს მშობლებს ვიღაცები „ესტუმრებოდნენ“
ხოლმე. კაცები ცილინდრებით, მოუხეშავი ხელებით, ტყავის უხეშ
ხელთათმანებში, მნიშვნელოვანნი, ღირსეულნი, მეტისმეტი ღირ-
სებისაგან დაბნეული კაცები, ვექილები და მოსამართლეები,
მღვდლები და მასწავლებლები, დირექტორები და ინსპექტორე-
ბი ოდნავ დამფრთხალი და დათრგუნვილი ცოლებით. გაშეშებუ-
ლი ისხდნენ სკამზე, ყველაფერი უნდა დაგეძალებინა, ყველა-
ფერში დახმარება სჭირდებოდათ: გახდისას, შემოსვლისას, დაჯ-
დომისას, კითხვებსა და პასუხებში, ასევე წასვლაშიც. ჩემთვის ად-
ვილი იყო, ეს წვრილბურჟუაზიული სამყარო ისე სერიოზულად
არ აღმექვა, როგორც ამას თავად იგი მოითხოვდა, რადგან ჩემი
მშობლები მას არ მიეკუთვნებოდნენ და სასაცილოდაც თვლიდ-
ნენ ამ ყოველივეს. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც არ თამაშობ-
დნენ, ხელთათმანები არ ეცვათ და ვიზიტებს არ მართავდნენ,
მოზრდილთა უმრავლესობა ჩემთვის საკმაოდ უცნაური და სასა-
ცილო იყო. რაოდენ მნიშვნელოვნად მოჰქონდათ თავი საკუთა-
რი სამუშაოთი, საქმიანობით თუ დაწესებულებებით, რა დიდებუ-
ლად და წმინდანებად წარმოგიდგებოდნენ! თუ რომელიმე მეეტ-

322
მკითხველთა ლიგა

ლე, პოლიციელი ან ხიდის ზედამხედველი გზად გადაეღობებო-


და, დიდი წმინდა საქმე იყო, და თავისთავად ცხადი, რომ უკან
უნდა დაეხიათ და გზა დაეთმოთ ან სულაც დახმარებოდნენ. ხო-
ლო ბავშვები თავიანთი საქმიანობითა და თამაშებით არ იყვნენ
მნიშვნელოვანნი, მათ განზე გასწევდნენ და შეუღრენდნენ ხოლ-
მე. ნუთუ ისინი ნაკლებად სწორ რამეს სჩადიოდნენ, ნაკლებ კე-
თილს ან ნაკლებ მნიშვნელოვანს? არა, უმალ პირიქით, მაგრამ
მოზრდილების ხელში ძალაუფლება იყო, სწორედ ისინი იყვნენ
მბრძანებლები და მმართველები. არადა მათაც, ბავშვებისა არ
იყოს, თავიანთი თამაშები ჰქონდათ, ისინიც თამაშობდნენ სახან-
ძრორაზმობანასა და ჯარისკაცობანას, დადიოდნენ კლუბებსა თუ
ლუდხანებში, მაგრამ ამ ყველაფერს ისე თავდაჯერებულად და
საქმიანად აკეთებდნენ, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო და ქვეყ-
ნად უფრო მნიშვნელოვანი და უფრო წმინდა არც არაფერი არ-
სებობდა.
უნდა ვაღიარო, რომ მათ შორის გონიერ ადამიანებსაც შეხ-
ვდებოდით, მასწავლებლებს შორისაც. მაგრამ განა უცნაური და
საეჭვო არ ჩანდა, რომ ამ „დიდ“ ადამიანებში, რომლებიც ოდეს-
ღაც თავად იყვნენ ბავშვები, ასე ცოტა მოიძებნებოდა ისეთი, ვი-
საც სულ არ დავიწყებოდა და არ გადასჩვეოდა იმას, თუ რა არის
ბავშვი, როგორ ცხოვრობს, მუშაობს, თამაშობს, ფიქრობს, რა
უყვარს და რა აწუხებს? ცოტანი, ძალიან ცოტანი იყვნენ, ვისაც ეს
ჯერ კიდევ ახსოვდა. ყველა ისეთი ტირანი და სიტყვამკვახე რო-
დი იყო, ბავშვებს ბოროტად და სიძულვილით რომ ექცევიან,
ყველგან თავიდან იშორებენ, ავი თვალით და ამრეზით უყურე-
ბენ, ზოგჯერ თითქოს ეშინიათ კიდეც მათი. მაგრამ იმ სხვებმაც,
კეთილგანწყობილებმა, ხანდახან ბავშვებთან სასაუბროდაც რომ
იცლიდნენ, უმეტესწილად არ იცოდნენ, რა იყო მთავარი და რა
− მეორეხარისხოვანი, მათაც კი − თუ ჩვენთვის თავის გაყადრე-
ბას გადაწყვეტდნენ − დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ, რათა
ბავშვებამდე დაშვებულიყვნენ. თუმცა არა ნამდვილ ბავშვებამდე,

323
მკითხველთა ლიგა

არამედ გამოგონილებამდე, ბავშვების ბრიყვულ კარიკატურებამ-


დე.
ყველა ეს მოზრდილი ადამიანი, თითქმის ყველა, სხვა სამყა-
როში ცხოვრობდა და სრულიად სხვაგვარი ჰაერით სუნთქავდა.
ხშირად ისინი ჩვენზე ჭკვიანები როდი იყვნენ, ძალიან ხშირად
ჩვენ წინაშე არანაირი უპირატესობა არ ჰქონდათ, გარდა იმ იდუ-
მალი ძალაუფლებისა. ისინი უფრო ძლიერნი იყვნენ და, თუ ნე-
ბაყოფლობით არ დავმორჩილდებოდით, შეეძლოთ ჩვენი იძუ-
ლება და გაწკეპვლა! მაგრამ იყო კი ეს ნამდვილი უპირატესობა?
განა ყოველი ხარი ან სპილო უფრო ძლიერი არ იყო, ვიდრე
ასეთი მოზრდილი ადამიანი? მაგრამ მათ ჰქონდათ ძალაუფლე-
ბა, ისინი მბრძანებლობდნენ, მათი სამყარო თუ მათი მოდა ით-
ვლებოდა სწორად. და მაინც, იყვნენ მოზრდილები – რაც მე გან-
საკუთრებით უცნაურად და რამდენადმე შემაშინებლადაც კი მეჩ-
ვენებოდა – რომლებიც თითქოს შურითაც კი გვიმზერდნენ. ზოგ-
ჯერ მათ სრულიად გულუბრყვილოდ და დაუფარავად შეეძლოთ
ამოეოხრათ: „ეჰ, ბავშვებს რა გენაღვლებათ!“ თუ ამას ტყუილად
არ ამბობდნენ – და, ვფიქრობ, ნამდვილად არ ამბობდნენ
ტყუილად, ამას ზოგჯერ ვგრძნობდი კიდეც – მაშინ უფროსები,
ანუ ძლევამოსილნი, ღირსეულნი და მბრძანებელნი, სულაც არ
იყვნენ ჩვენზე ბედნიერნი, ანუ მათზე, ვინც უფროსებს უნდა დავ-
მორჩილებოდით და მათდამი პატივისცემა გამოგვეხატა. ერთ--
ერთ ჩემს სასწავლო მუსიკალურ ალბომში ვნახე მართლაც უც-
ნაური სიმღერა ასეთი ტექსტით: „ბალღობავ, ბალღობავ, ტკბი-
ლო ნეტარებავ!19“ ეს გაუგებარი იყო. გამოდის, არსებობდა რა-
ღაც, რასაც ჩვენ, ბავშვები, ვფლობდით, უფროსებს კი არ გააჩ-
ნდათ, ისინი არა მხოლოდ დიდები და ძლიერები იყვნენ, არა-
მედ, გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენზე ღარიბებიც! და ისინი,
ვისაც ჩვენ მათი ახოვნების, ღირსების, მოჩვენებითი თავისუფლე-

19
სიმღერის მისამღერი ალბერტ ლორცინგის (1801–1854) ოპერიდან „მეფე
და ხურო“ (1837).
324
მკითხველთა ლიგა

ბის, თავდაჯერებულობის გამო შევნატროდით, დროდადრო


ჩვენ, პატარებს, სიმღერებში შემოგვნატროდნენ!
ერთხანს, ყველაფრის მიუხედავად, ბედნიერი ვიყავი. ბევრი
რამ იყო სამყაროში, რასაც სიამოვნებით ვამჯობინებდი, რომ
სხვაგვარად ყოფილიყო, თუნდაც სკოლაში, მაგრამ მაინც ბედ-
ნიერი ვიყავი. თუმცა გაუთავებლად მარწმუნებდნენ, რომ ადა-
მიანი მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისათვის არ ევლინება ქვეყა-
ნას და რომ ნამდვილი ბედნიერება მაშინ მოდის, როცა უკვე გა-
მოცდილი და გამობრძმედილი ხარ. ეს აზრი გამოსჭვიოდა მრა-
ვალ ლექსსა თუ გამონათქვამში, რომლებსაც მე ვსწავლობდი
და ხშირად მეტად მშვენიერი და ამაღლებულიც ჩანდა. მხოლოდ
ის ამბები, რომლებიც მამაჩემს უსაშველო თავსატეხს უჩენდა, დი-
დად არ მაღელვებდა და როცა თავს შეუძლოდ ვგრძნობდი, რო-
ცა ავად ვხდებოდი, აუხდენელი სურვილები მომეძალებოდა ან
მშობლებთან უთანხმოება მომივიდოდა, იშვიათად თუ მივმარ-
თავდი ღმერთს: მქონდა სხვა შემოვლითი გზები, რომლებსაც
კვლავ გამოვყავდი სინათლეზე. თუ ჩვეულებრივი თამაშები მომ-
ბეზრდებოდა, თუ რკინიგზა, მაღაზიობანა, ზღაპრების წიგნი მო-
საბეზრებლად და მოსაწყენად მომეჩვენებოდა, სწორედ მაშინ,
ხშირად მომდიოდა ხოლმე აზრად უმშვენიერესი ახალი თამაშო-
ბები. და სხვა არაფერი დამრჩენოდა, რომ საღამოს საწოლში
ვწოლილიყავი, თვალები დამეხუჭა და თავი ზღაპრული პანორა-
მისთვის მიმეცა, ჩემ წინ ფერთა წრედ რომ გადაშლილიყო – რა
ახლებურად კიაფობდა ბედნიერების იდუმალება, რაოდენ წინათ-
გრძნობით აღსავსე და მრავლისმომასწავებელი ხდებოდა სამყა-
რო!
სკოლის პირველმა წლებმა ისე განვლო, დიდად არ შევ-
ცვლილვარ. აღმოვაჩინე, რომ ნდობა და გულწრფელობა შესაძ-
ლოა საზიანო იყოს. ზოგიერთი გულგრილი მასწავლებლისგან
ვისწავლე ტყუილის საჭიროება და თავის მოკატუნება. ყოველივე
აქედან დაიწყო. ნელ-ნელა ჩემშიც დაჭკნა პირველი ყვავილი,
ნელ-ნელა მეც − ისე, რომ ვერც მივხვდი − მივეჩვიე ცხოვრების

325
მკითხველთა ლიგა

მცდარი სიმღერის მღერას, შევითვისე „სინამდვილისადმი“ მორ-


ჩილების უნარი, ასევე − უფროსთა კანონებისადმი, მივიღე სამყა-
რო ისეთად, „როგორიც არის“. უკვე დიდი ხანია ვიცი, რატომ წე-
რია მოზრდილთა წიგნში ისეთი სტრიქონები, როგორიცაა:
„ბალღობავ, ბალღობავ, ტკბილო ნეტარებავ“, და მეც მქონია
მრავალი წუთი, როცა მათ შევნატროდი, ვინც ჯერ კიდევ ბავშვია.
თორმეტი წლის ასაკში, როდესაც ბერძნულის სწავლის სა-
კითხი დაისვა, უყოყმანოდ დავთანხმდი, რადგან მსურდა, დრო-
თა განმავლობაში მამაჩემივით განათლებული გავმხდარიყავი
და შეძლებისდაგვარად − პაპაჩემივით. მაგრამ ამ დროიდან მო-
ყოლებული, ჩემი ცხოვრება დაგეგმილი გახდა, უნდა მესწავლა
და ან მღვდელი, ან ფილოლოგი გამოვსულიყავი, რადგან საამი-
სოდ სტიპენდიებს იძლეოდნენ. ოდესღაც პაპამაც ეს გზა გან-
ვლო.
ცუდი ამაში იქნებ არც არაფერი იყო, მაგრამ ახლა მომავალი
მქონდა და ჩემ წინ გზის მაჩვენებელი იდგა, ყოველი დღე თუ
ყოველი თვე დასახულ მიზანს მაახლოებდა, ყოველივეს მხო-
ლოდ იქითკენ მიმართავდა, შორს თამაშობებიდან და ჩემი მა-
ნამდელი სინამდვილიდან, რომელიც, მართალია, არ იყო უაზ-
რო, მაგრამ აკლდა მომავლისადმი სწრაფვა. მოზრდილთა
ცხოვრება მეწეოდა ჯერ თმის ერთი კულულით ან ცალი თითით,
მაგრამ მალე ჩამორეკავდა ჩემი ჟამიც, მალე მეც სტუდენტი გავ-
ხდებოდი, კანდიდატი, სულიერი მოძღვარი, პროფესორი. სტუმ-
რად ცილინდრით ვივლიდი, ამასთან ტყავის ხელთათმანებს ჩა-
ვიცვამდი, ალბათ, ბავშვებს ვეღარ გავუგებდი და, ალბათ, შემ-
შურდებოდა მათი. გულის სიღრმეში კი ყოველივე ეს განა მსურ-
და? არ მინდოდა გასვლა ჩემი სამყაროდან, სადაც თავს კარგად
და დიდებულად ვგრძნობდი. მომავალზე ფიქრისას ჩემთვის ერ-
თი საიდუმლო მიზანი არსებობდა, ერთი მგზნებარე სურვილი
მქონდა – ჯადოქარი გავმხდარიყავი.
ეს სურვილი და ოცნება დიდხანს თან მდევდა. მაგრამ მისი
ძალმოსილება თანდათან სუსტდებოდა, მას მტრები ჰყავდა, წინ

326
მკითხველთა ლიგა

ეღობებოდა რაღაც სხვა ნამდვილი, სერიოზული, გადაულახავი.


ნელ-ნელა ჭკნებოდა ჩემი ყვავილი, უკიდეგანო ნელ-ნელა შემო-
საზღვრულად იქცეოდა, ჩემ წინ აღიმართა ნამდვილი სამყარო,
უფროსების სამყარო. ჯადოქრობის სურვილი, მართალია, ჯერაც
მწვავდა, ჩემსავე თვალში თანდათან გაუფასურდა და ბავშვურო-
ბად იქცა. უკვე არსებობდა რაღაც, რაშიც ბავშვი აღარ ვიყავი.
შესაძლებლობათა უსასრულო, ნაირფერი სამყარო ჩემთვის უკვე
შემოსაზღვრული, მინდვრებად დაყოფილი და ღობეშემოვლებუ-
ლი გამხდარიყო. ჩემი დღეების პალიტრამ ნელ-ნელა სახე იცვა-
ლა, სამოთხე ჩემ ირგვლივ თანდათან გაიყინა, გაშეშდა. მე რო-
დი დავრჩი იმად, რაც ვიყავ: პრინცი და მეუფე შესაძლებლობათა
საუფლოში; არც ჯადოქრად ვქცეულვარ, ბერძნული ვისწავლე,
ორ წელიწადში ამას ებრაულიც დაემატა, ხოლო ექვს წელიწად-
ში უკვე სტუდენტიც გავხდი.
შეუმჩნევლად შემეკრა ხელ-ფეხი, შეუმჩნევლად გაუჩინარდა
ირგვლივ მაგია. საოცარი ამბავი პაპაჩემის წიგნში უწინდელივით
მშვენიერი იყო, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცოდი, რომელ გვერდზე
ეწერა; ის იქ ეწერა დღესაც და ხვალაც და ყოველ საათს და სა-
ოცრებად აღარ მიმაჩნდა. უკვე გულგრილად იღიმებოდა ინ-
დოელი მოცეკვავე, ბრინჯაოსგან დამზადებული ღვთაება. მას უკ-
ვე იშვიათად ვუმზერდი, ძველებური გზნებით კი აღარასოდეს შე-
მიხედავს. და, რაც ყველაზე უარესია, სულ უფრო იშვიათად ვხე-
დავდი ნაცრისფერ კაცუნას. ჯადოქრობისაგან ყოველმხრივ გან-
ძარცული ვიყავი, ბევრი რამ დავიწროვდა, რაც ოდესღაც უკიდე-
განო იყო, ბევრი რამ გაუფასურდა, ოდესღაც უძვირფასესად
რომ მიმაჩნდა.
ფარულად მაინც ვგრძნობდი: სადღაც კანქვეშ ისევ სიხარუ-
ლით აღსავსე და ბატონობის წყურვილით ანთებული ვიყავი, ვის-
წავლე ცურვა და ციგურაობა, ბერძნულში ტოლი არ მყავდა; და
ერთი შეხედვით ყველაფერი შესანიშნავად იყო, ოღონდ ყველა-
ფერი ოდნავ გახუნებულიყო, აღარც ჟღერადობა ჰქონდა უწინ-
დელი. ახლა უკვე ფრაუ ანასთან სიარულიც მომბეზრდა; ყოვე-

327
მკითხველთა ლიგა

ლივე იქიდან, რაც მიყვარდა, შეუმჩნევლად თანდათან რაღაც


დაიკარგა, რაღაც უჩინარი, რასაც თითქოს კონკრეტულად ვერ
მოისაკლისებდი, მაგრამ მაინც სადღაც გამქრალიყო და სიცა-
რიელე დაეტოვებინა. ახლა თუ ისევ მომინდებოდა, თავი ძველე-
ბური სისავსით მეგრძნო, უკვე ძლიერი ბიძგი მჭირდებოდა, გვა-
რიანი შენჯღრევა და სიჩქარის აკრეფა. მძაფრად შეკმაზულ საკ-
ვებს გემო გავუგე, ნუგბარი შემიყვარდა, ზოგჯერ ხურდებს ვიპა-
რავდი, რათა თავი რაიმე განსაკუთრებულით გამენებივრებინა,
რადგან სხვაგვარად ცხოვრება საკმარისად მშვენიერი და ცოცხა-
ლი აღარ იყო. თანდათან გოგოებითაც დავინტერესდი. ეს მოხ-
და მალე მას შემდეგ, რაც პატარა კაცუნა კიდევ ერთხელ გამო-
მეცხადა და ისევ ფრაუ ანასთან მიმიყვანა.

1921/1923

თარგმნა რუსუდან ბეჟაშვილმა

328
მკითხველთა ლიგა

სიზმრის ნაკვალევი

იყო ერთი კაცი, რომელიც თავშესაქცევი მწერლის ნაკლებად


პატივსაცემ საქმიანობას ეწეოდა, თუმცა იმ ლიტერატორთა შე-
დარებით მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომელნიც
თავიანთ პროფესიას შეძლებისდაგვარად სერიოზულად ეკიდები-
ან და რომელთაც რამდენიმე თაყვანისმცემელი იმის მსგავს პა-
ტივს მიაგებს, ჭეშმარიტ პოეტებს რომ მიაგებდნენ ხოლმე ძველ
დროში, როცა ჯერ კიდევ არსებობდნენ პოეზია და პოეტები. ეს
ლიტერატორი ათასგვარ ლამაზ-ლამაზ რაღაცებს წერდა, წერდა
რომანებს, მოთხრობებს, ლექსებსაც და ძალას არ იშურებდა,
რომ თავისი საქმე კარგად ეკეთებინა. მაგრამ იშვიათად თუ
ახერხებდა, პატივმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა, რადგან,
თუმცაღა თავი მოკრძალებულ ადამიანად მიაჩნდა, ერთი შეცდო-
მა მაინც მოსდიოდა: კერძოდ, კოლეგებსა და თანამედროვეებს,
მასავით თავშესაქცევ მწერლებს კი არ ადარებდა თავს და მათ
კი არ ეტოქებოდა, არამედ გარდასულ დროთა პოეტებს, რო-
მელთაც უკვე თაობებს გაუძლეს, და კვლავ და კვლავ გულისტკი-
ვილით მიდიოდა ხოლმე იმ დასკვნამდე, რომ ის პასაჟიც კი, რო-
მელიც ყველაზე უკეთ გამოსდიოდა, ბევრად ჩამორჩებოდა ყვე-
ლა ჭეშმარიტი პოეტის თვით ყველაზე უღიმღამო წინადადებასა
თუ ლექსს. ასე რომ, მისი უკმაყოფილება სულ უფრო იზრდებო-
და და თანდათან მუშაობის ხალისიც დაეკარგა, ხოლო, თუკი
ხანდახან მაინც დაწერდა პატარა რამეს, მხოლოდ იმისთვის,
რომ ამ უკმაყოფილებისა და შინაგანი გამოფიტულობისთვის თა-
ვისი ეპოქისა და თავისი თავის მწარე კრიტიკით გარეთ გამოსაშ-
ვები გზა და გამოხატულება მიეცა, ამით კი, რასაკვირველია,
არაფერი იცვლებოდა უკეთესობისკენ. დროგამოშვებით ლამობ-
და კვლავ წმინდა პოეზიის მომაჯადოებელ ბაღებს დაჰბრუნებო-
და და ხოტბას ასხამდა მშვენიერებას ლამაზი, ხატოვანი ენით,
რისი მეშვეობითაც ბუნებას, ქალებს, მეგობრობას გულმოდგინედ
უგებდა ძეგლებს. ეს ნაწარმოებები მართლაც შეიცავდა ერთგვარ

329
მკითხველთა ლიგა

მუსიკას და რაღაცით ჰგავდა ჭეშმარიტ პოეტთა ჭეშმარიტ თხზუ-


ლებებს, რომელთაც ისინი გვახსენებდნენ, როგორც სწრაფწარ-
მავალი ტრფიალება ანდა გულაჩუყება ვაჭარს თუ სხვა რომელი-
მე ამსოფლიურ ადამიანს თავის დაკარგულ სულს ახსენებს
ხოლმე.
ერთ დღესაც, ზამთრისა და გაზაფხულის გასაყარზე, ეს მწე-
რალი, რომელსაც აგრერიგად ეწადა პოეტი ყოფილიყო, და
რომელიც ზოგიერთებს კიდეც მიაჩნდათ ამად, კვლავ მისჯდო-
მოდა თავის საწერ მაგიდას. ჩვეულებისამებრ გვიან ამდგარიყო,
ასე შუადღისას, მას შემდეგ, რაც ნახევარი ღამე კითხვაში გაეტა-
რებინა. ჰოდა, იჯდა და იმ ადგილს ჩაშტერებოდა ქაღალდზე,
სადაც გუშინ წერა შეეწყვიტა. ფურცელზე ჭკვიანური რამეები ეწე-
რა, მოქნილი და დახვეწილი ენით გადმოცემული, ნატიფი
იდეები, ოსტატური აღწერილობანი, შიგადაშიგ ლამაზ-ლამაზი
მაშხალები და მანათობელი ბურთულები აღმოიფრქვეოდა
სტრიქონებიდან და გვერდებიდან, აქა-იქ სათუთი გრძნობა
გაიელვებდა – მაგრამ დამწერი მაინც იმედგაცრუებული რჩებო-
და წაკითხულით, ფხიზელი თვალით ჩაჰყურებდა იმას, რაც წინა
საღამოს სიხარულითა და აღფრთოვანებით წამოეწყო, რაც გუ-
შინდელი საღამოს ერთი საათის განმავლობაში პოეზიას ჰგავდა,
ღამით კი ისევ ლიტერატურად გადაქცეულიყო, უსარგებლოდ
დახარჯულ, მოსაწყენ ნაჯღაბნ ქაღალდად.
კვლავ შემოაწვა გრძნობა და ფიქრები ამ ცოტა არ იყოს საბ-
რალობელ შუადღის ჟამს მასზე, რაც უკვე არაერთხელ უგრძნია
და რაზედაც არაერთხელ დაფიქრებულა, კერძოდ, თავისი
მდგომარეობის უცნაურ ტრაგიკომიკურობაზე, თავისი იდუმალი
წადილის სიბრიყვეზე, გასტოლებოდა ნაღდ პოეტებს (რამეთუ
დღესდღეობით ნაღდი პოეზია არც არსებობდა და არც შეიძლე-
ბოდა არსებულიყო), იმ თავის მცდელობა-ძალისხმევათა ბავშვუ-
რობასა და სულელურ ამაოებაზე, რომ ძველი პოეზიისადმი თა-
ვისი სიყვარულის მეოხებით, თავისი კარგი განათლების შემ-
წეობით, ჭეშმარიტ პოეტთა სიტყვების მიმართ თავისი გაფაქიზე-

330
მკითხველთა ლიგა

ბული სმენის წყალობით იმგვარი რამ შეექმნა, რაც ჭეშმარიტ


პოეზიას გაუთანაბრდებოდა ანდა ისე მაინც დაემსგავსებოდა,
რომ მისგან ძნელად გაგერჩია (რაკიღა მშვენივრად უწყოდა,
რომ განათლება და მიბაძვა ვერაფერს შეგაქმნევინებს).
ასე თუ ისე, ისიც იცოდა და შეგნებული ჰქონდა, რომ უიმედო
სწრაფვა და მთელი მისი გულმოდგინების ბავშვური ილუზია
არამც და არამც არ იყო მხოლოდ გამონაკლისი და პირადული
ამბავი, არამედ ყველა ადამიანს, ერთი შეხედვით ნორმალურ-
საც, ერთი შეხედვით ბედნიერსაც და წარმატებულსაც იგივე სისუ-
ლელე და უიმედო თავის მოტყუება სჭირდა, რომ ყოველი კაცი
გამუდმებით და მარად რაღაც შეუძლებელს მიელტვოდა, რომ
ყველაზე უთვალტანადო ადონისის იდეალს, ყველაზე ჩლუნგი
ბრძენის იდეალს, ხოლო ყველაზე ღატაკი კროისოსის იდეალს
დაატარებდა გულით. დიახ, იცოდა ისიც, რომ ის „ჭეშმარიტი
პოეზიის“ სათაყვანებელი იდეალიც არ არსებობდა, რომ გოეთე
ჰომეროსს ანდა შექსპირს, როგორც რაღაც მიუწვდომელს, ზუს-
ტად ისევე უიმედოდ ასცქეროდა, როგორც დღევანდელი ლიტე-
რატორი, ვთქვათ, გოეთეს ააცქერდებოდა, და რომ ცნება
„პოეტი“ მხოლოდღა მომხიბლავი აბსტრაქცია იყო, რომ ჰომე-
როსიცა და შექსპირიც მხოლოდ ლიტერატორები იყვნენ, ნი-
ჭიერი სპეციალისტები, რომელთაც მოახერხეს, თავიანთი ნაწარ-
მოებებისთვის ზეპიროვნულისა და მარადიულის ელფერი მიენი-
ჭებინათ. ყოველივე ეს იცოდა, როგორც ჭკვიანი და აზროვნებას
ნაჩვევი ადამიანი ამ თავისთავად ცხადსა და შემაძრწუნებელ რა-
ღაცებს ხვდება ხოლმე. მან იცოდა ანდა გრძნობდა, რომ მის
მწერლურ მცდელობათა ნაწილს მერმისის მკითხველზე შესაძ-
ლოა „ჭეშმარიტი პოეზიის“ შთაბეჭდილება მოეხდინა, რომ მერ-
მინდელი ლიტერატორები მას და მის თანამედროვეობას ალბათ
ნატვრით გადმოხედავდნენ, როგორც ოქროს ხანას, როცა ჯერ
კიდევ არსებობდნენ ჭეშმარიტი პოეტები, ჭეშმარიტი გრძნობები,
ჭეშმარიტი ადამიანები, ჭეშმარიტი ბუნება და ჭეშმარიტი სუ-
ლიერება. მისთვის ცნობილი იყო, რომ ბიდერმაიერის ხანის პა-

331
მკითხველთა ლიგა

ტარა ქალაქის ღიპიანი მცხოვრები ანდა შუა საუკუნეების პატარა


ქალაქის ჩასქელებული წვრილბურჟუა ისევე კრიტიკულად და
ისევე სენტიმენტალურად უპირისპირებდა თავის თანამედროვე,
თვალთმაქც, წამხდარ ეპოქას იმ უმანკო, გულუბრყვილო, ნეტარ
გუშინდელს, და თავისი პაპებისა და მათი ცხოვრების ნირს შური-
სა და თანაგრძნობის იმგვარივე ნაზავით შესცქეროდა, როგორი-
თაც დღევანდელი ადამიანი შესცქერის ორთქლის მანქანის გა-
მოგონებამდე არსებულ ნეტარ ხანას.
ამგვარ აზრებს ნაჩვევი იყო ლიტერატორი, ყველა ეს ჭეშმა-
რიტება ნაცნობი იყო მისთვის. მან იცოდა: იგივე რამ, იგივე
დაუოკებელი, კეთილშობილი, უიმედო სწრაფვა რაღაც აღიარე-
ბულისკენ, მარადიულისკენ, თავისთავად ღირებულისკენ, რაც
მას ფურცელს ფურცელზე ავსებინებდა ნაწერით, ასევე ერეკებო-
და ყველა სხვასაც: გენერალს, მინისტრს, დეპუტატს, მომხიბლავ
ქალბატონს, ვაჭრის შეგირდს. ყველანი, გულში ამოჭრილ სახე-
თაგან აღტყინებულნი, მისაბაძი მაგალითებით დაბრმავებულნი,
იდეალებით ფრთაშესხმულნი ისწრაფოდნენ, რამენაირად, ავად
თუ კარგად, ეჯობნათ საკუთარი თავისთვის, შესაძლებლის ზღვა-
რი გადაელახათ. არ არსებობდა ლეიტენანტი, რომელიც ნაპო-
ლეონობაზე არ ფიქრობდა, არ არსებობდა ნაპოლეონი, რომე-
ლიც დროდადრო საკუთარ თავს მაიმუნად, თავის წარმატებებს
სათამაშო მონეტებად, თავის მიზნებს ილუზიებად არ აღიქვამდა.
კაციშვილი არ არსებობდა, ამ ფერხულში რომ არ ყოფილიყო
ჩაბმული. არც ისეთი ვინმე არსებობდა, რომელსაც როდისმე,
რაღაც წამს ეს მოჩვენებითობა არ შეეგრძნო. უდავოდ, არსებობ-
დნენ სრულქმნილნი, არსებობდნენ ღმერთკაცები, არსებობდა
ბუდა, არსებობდა იესო, არსებობდა სოკრატე. მაგრამ ისინიც
სრულყოფილნი და ყოვლისმცოდნეობით სრულიად გამსჭვა-
ლულნი მხოლოდ ერთადერთ წამს, თავიანთი სიკვდილის წამს
იყვნენ. მათი სიკვდილი ხომ სხვა არა იყო რა, თუ არ უკანასკნე-
ლი გამსჭვალვა ცოდნით, თუ არ უკანასკნელი, ბოლოს და ბო-
ლოს აღსრულებული თავშეწირვა. და ეგებ ყველა სიკვდილს ეს

332
მკითხველთა ლიგა

მნიშვნელობა ჰქონდა, ეგებ ყველა მომაკვდავი თავისი თავის


სრულმქმნელი იყო, რომელიც კვდომის ცდომილებას სძლევდა,
რომელსაც სამსხვერპლოზე მიჰქონდა თავი, რომელსაც აღარა-
ფერი სურდა ყოფილიყო.
ამგვარი ფიქრები, თუნდაც რომ დიდი სირთულით არ გამო-
ირჩეოდნენ, ერთობ აბრკოლებენ ადამიანის სწრაფვას, ქმედე-
ბას, ხელს უშლიან მას თამაშის გაგრძელებაში. ჰოდა, ამ ჩვენს
მოწადინებულ პოეტსაც ვერა და ვერ წაეგდო წინ საქმე. არ არ-
სებობდა სიტყვა, დასაწერად რომ ღირებულიყო, არ არსებობდა
აზრი, რომლის გაზიარებაც ნამდვილად საჭირო იქნებოდა. არა,
არ ღირდა ქაღალდის ხარჯვა, ჯობდა უწერელი დარჩენილიყო.
ამ განწყობით გადადო ლიტერატორმა კალამი გვერდზე და
თავისი ქაღალდები უჯრაში გადამალა; ცეცხლი რომ ყოფილიყო
იქვე, ადგებოდა და იმ ცეცხლს მისცემდა მათ. ასეთი რამ არ უნ-
და გაჰკვირვებოდა, ეს იყო მრავალჯერ განცდილი, თითქოსდა
უკვე მოთვინიერებული და თმენანასწავლი სასოწარკვეთა. ხელე-
ბი გადაიბანა, ქუდი დაიხურა, პალტო ჩაიცვა და გარეთ გავიდა.
ადგილის გამოცვლა მისთვის ერთ-ერთი კარგად ნაცადი ხერხი
იყო. იცოდა, რომ ამგვარი განწყობით დიდხანს ერთსა და იმავე
ოთახში ყველა ამ დაწერილ თუ უწერელ ქაღალდთან ერთად
დარჩენა არ ივარგებდა. ჯობდა გარეთ გასულიყო, ჰაერი ჩაეყ-
ლაპა და ქუჩაში თვალისთვის წყალი დაელევინებინა. იქნებ ლა-
მაზ ქალებს ჩამოევლოთ, ან მეგობარს შეხვედროდა, ან კიდევ
სკოლის ბავშვების გუნდს, ანდა ვიტრინაში გამოდგმულ რამე
თავშესაქცევ სათამაშოს სხვა რამეზე გადაეტანა მისი ფიქრები.
ხომ შეიძლებოდა, ისეც მომხდარიყო, რომ ამა ქვეყნის რომელი-
მე ძლიერის, რომელიმე გაზეთის გამომცემლის ანდა მდიდარი
ხაბაზთუხუცესის ავტომობილს ქუჩის მოსახვევში გადაევლო მის-
თვის: რამდენი შესაძლებლობა არსებობდა ვითარების გადასხვა-
ფერების, ახალ მდგომარეობათა შექმნისა.
ნელა მისეირნობდა ადრეული გაზაფხულის ჰაერით გარემო-
ცული, საცხოვრებელი სახლების წინ პატარა სევდიან გაზონებში

333
მკითხველთა ლიგა

ბღუჯა-ბღუჯა ამოსულ თავჩაქინდრულ ენძელებს ათვალიერებ-


და, ისუნთქავდა მარტის ნოტიო ნელთბილ ჰაერს, რომელმაც
გზიდან გადაახვევინა და ერთ პარკში შეიტყუა. იქ მზისგულზე
ტანგაცრეცილ ხეებს შორის ჩამოჯდა სკამზე, თვალები დახუჭა
და გრძნობათა თამაშს მინებდა ადრეული გაზაფხულის მზეში:
რარიგ რბილად ელამუნებოდა ჰაერი ლოყებზე, როგორ დუღდა
უკვე ფარული მცხუნვარებით აღსავსე მზე, რარიგ მძაფრად და
გაუბედავად აფრქვევდა სურნელს დედამიწა, რარიგ საყვარლად
დაბატუნობდნენ დროდადრო გზაზე მოყრილ ხრეშზე პატარა
ბავშვების ფეხსაცმელები, რა წარმტაცად და ტკბილად გალობდა
შაშვი სადღაც შიშველი ხის ტოტებში. დიახ, ყოველივე ეს ერთობ
მშვენიერი იყო, და რაკი გაზაფხული, მზე, ბავშვები, შაშვი – უკ-
ლებლივ ყველა და ყველაფერი ძველთაძველი რამეები იყო,
რომლებითაც ადამიანი ჯერ კიდევ ათასობით წლის წინათ ტკბე-
ბოდა, კაცმა რომ თქვას, გაუგებარი რჩებოდა, რატომ არ შეიძ-
ლებოდა, დღესაც ისეთივე მშვენიერი ლექსი შეთხზულიყო გა-
ზაფხულზე, როგორიც ორმოცდაათი ან ასი წლის წინათ ითხზვე-
ბოდა. და მაინც არაფერი გამოვიდოდა. ულანდის „გაზაფხულის
სიმღერის“ წამიერად გახსენებაც (ოღონდ შუბერტის მუსიკის თან-
ხლებით, რომლის შესავალიც ასე სასწაულად გაგმსჭვალავს და
აგაფორიაქებს ადრეული გაზაფხულის გემოთი) კმაროდა დღე-
ვანდელი პოეტის შესაგონებლად, რომ ამ წარმტაც რამეებზე
თხზვის შესაძლებლობა კარგა ხნით ამოწურული იყო და არავი-
თარი აზრი არ ჰქონდა იმ ამოურწყავი სისავსითა და ნეტარებით
მსუნთქავ ქმნილებათა მიბაძვას.
ამ წამს, როცა პოეტის ფიქრები კვლავ იმ ძველ უნაყოფო კა-
ლაპოტში აპირებდნენ გადავარდნას, მან მოჭუტული ქუთუთოების
ვიწრო ნაპრალიდან გამოიჭვრიტა და არა მხოლოდ თვალით
აღიქვა რაღაც მსუბუქი ქროლვა და ციმციმი, მზის შუქის კუნძუ-
ლები, ათინათები, თეთრად შეფეთქილი სილურჯე ცაზე, მოძრავ
ნათებათა ციმციმა ფერხული, ყველა რომ დაინახავს, თუ მზეს
მოუჭუტავს თვალებს, მაგრამ რაღაცნაირად გამოკვეთილი, რა-

334
მკითხველთა ლიგა

ღაცგვარად ფასეული და განუმეორებელი, რაღაც იდუმალი ში-


ნაარსის წყალობით უბრალო აღქმიდან განცდად გარდაქმნილი.
რაც აქ წამოანათებდა, წამოიქროლებდა, მკრთალდებოდა,
იტალღებოდა და ფრთებს აფათქუნებდა, ეს მხოლოდ სინათლის
შემოტევა როდი იყო გარედან და არც მხოლოდ თვალი იყო მი-
სი ასპარეზი, ეს იყო ამავდროულად სიცოცხლე, შიგნიდან წამო-
ყალყული ლტოლვა, და მისი ასპარეზი იყო სული, საკუთარი ბე-
დისწერა. ამგვარად ხედავენ პოეტები, ეს „ნათელმხილველები“,
ასე აღმაფრთოვანებელი და სულისშემძვრელია მათი ხედვის ნი-
რი, ვისაც ეროსი შეხებია. გაქრა ფიქრი ულანდსა და შუბერტზე
და გაზაფხულის სიმღერებზე. აღარ იყო ულანდი, აღარც
მთხზველობა, აღარც წარსული, ყველაფერი მარადიული წამი
იყო, განცდა იყო, ღრმად შინაგანი სინამდვილე.
ამ სასწაულს მინებებული, რომელიც უკვე არაერთხელ განე-
ცადა, მაგრამ ფიქრობდა, რომ საამისო მოწოდება და მადლი უკ-
ვე შემოჰფანტვოდა, უსასრულოდ დაცურავდა დროის მიღმა,
სულსა და სამყაროსთან თანხმიერი, მისი სუნთქვა ღრუბლებს აძ-
ლევდა მიმართულებას, თბილი მზე მის გულმკერდში ბრუნავდა.
მაგრამ ამ იშვიათ განცდას მინებებული, თვალებაფახულებუ-
ლი რომ დასცქეროდა მიწას, ყველა შეგრძნების კარი ნახევრად
შეღებული დაეტოვებინა, რაკიღა კარგად უწყოდა, რომ მისი ში-
ნაგანი არსებიდან საამური ნაკადი გადმოედინებოდა, იქვე ახ-
ლოს მიწაზე რაღაც შენიშნა, რამაც მისი ყურადღება მიიპყრო.
ეს, როგორც მან მხოლოდღა ნელ-ნელა და თანდათანობით შე-
იცნო, გოგონას პატარა ტერფი იყო, ჯერ კიდევ ბავშვისა, ტყავის
ყავისფერ დაბალყელიან ფეხსაცმელში გამოწყობილი, ბილიკის
ქვიშაზე რომ შემოაბიჯა მტკიცედ და ხალისიანად, ქუსლზე დაბ-
ჯენით. გოგონას ეს პატარა ფეხსაცმელი, ყავისფერი ტყავი, პატა-
რა ლანჩის ეს ბავშვურად ხალისიანი ბიჯება, სიფრიფანა კოჭზე
ამოცმული აბრეშუმის წინდა პოეტს რაღაცას აგონებდა, გულს
მოასკდებოდა უეცრად და შეძახილით, როგორც რაღაც მნიშვნე-
ლოვანი განცდის გახსენება, მაგრამ მას ძაფი ვერ ეპოვა. ბავშვის

335
მკითხველთა ლიგა

ფეხსაცმელი, ბავშვის ტერფი, ბავშვის წინდა – რა ესაქმებოდა


ამასთან? სად იყო გასაღები? სად იპოვებოდა ის წყარო მის
სულში, რომელიც მილიონთა შორის მაინცდამაინც ამ სურათს
ეპასუხებოდა, ეს უყვარდა, ამას იზიდავდა, ამას სახავდა სასურვე-
ლად და მნიშვნელოვნად? წამით მთლად გაახილა თვალი, ნახე-
ვარი გულისცემის განმავლობაში ბავშვის მთლიან გამოსახულე-
ბას ხედავდა, თვალმახარა ბავშვისას, მაგრამ იმწამსვე იგრძნო,
რომ ეს აღარ იყო ის სურათი, რომელთანაც ჰქონდა საქმე, მის-
თვის რომ იყო მნიშვნელოვანი და უნებლიეთ ისევ სასწრაფოდ
მოჭუტა თვალი იმ ზომაზე, რომ წამის მონარჩენში მხოლოდ და
მხოლოდ ის ბავშვის ტერფი დაენახა, აგერ-აგერ თვალს რომ
მიეფარებოდა. მერე მთლად დახუჭა თვალები, ტერფზე ფიქრს
გაჰყვა, მის მნიშვნელობას გრძნობდა, მაგრამ გონებით ვერ
სწვდებოდა, ამაო ძებნით გათანგული, თავის სულში დასახლებუ-
ლი სურათის ძალით მონეტარე. სადღაც, ოდესღაც ენახა ეს სუ-
რათი, ეს პაწია, ყავისფერფეხსაცმლიანი ტერფი, მის მიერ გან-
ცდილი და განცდის ღირებულებით გაჟღენთილი. როდის იყო
ეს? ო, ეს დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო, უხსოვარ დროს, ისე
შორს ჩანდა, ისეთი შორეული, ისეთი გონმიუწვდომელი სიღრმი-
დან ამოსცქეროდა, ისე ღრმად ჩაძირულიყო მისი მახსოვრობის
ჭაში. იქნებ ადრეული ბავშვობიდან თან დაატარებდა მას, დაკარ-
გულსა და დღემდე ვერნაპოვნს, იმ ზღაპრული დროიდან მოკი-
დებული, რომლის ყველა მოგონებაც ასე ბუნდოვანი და წაშლი-
ლი და ასე ძნელი გამოსახმობია, და მაინც უფრო მკვეთრი ფე-
რებისაა, უფრო თბილი და სავსე, ვიდრე ყველა სხვა გვიანდე-
ლი. დიდხანს არწევდა თავს თვალდახუჭული, დიდხანს ფიქრობ-
და, ხან ერთი, ხან მეორე ძაფი ამონათდებოდა, ხან ეს წყება, ხა-
ნაც ის ჯაჭვი მოგონებათა, მაგრამ არცერთ მათგანში არ სახ-
ლობდა არც ეს ბავშვი, არც ეს ყავისფერი ფეხსაცმელი. არა, არ
ჩანდა, ძებნას აზრი არ ჰქონდა.
მოგონებათა ძიებაში იმ კაცს წააგავდა, ცხვირწინ მდგარს
რომ ვერ ცნობს, რადგან შორს მყოფი ჰგონია და ამის გამო ყვე-

336
მკითხველთა ლიგა

ლა ფორმა სხვანაირად ეჩვენება. იმ წამს კი, როცა ის-ის იყო ხე-


ლი ჩაიქნია და მზად იყო, ეს სასაცილო პატარა გაელვებასავით
განცდა არად ჩაეგდო და დაევიწყებინა, საქმე შემობრუნდა და
ბავშვის ფეხსაცმელი თავის ადგილას დადგა. კაცმა ღრმად
ამოიოხრა და უეცრად შეიგრძნო, რომ მისი შინაგანი სამყაროს
სურათების რია-რიაში ბავშვის ფეხსაცმელი ყველაზე ქვემოთ
როდი იდო, უუძველეს ავლადიდებას კი არ მიეკუთვნებოდა, არა-
მედ ახალთახალი და ცინცხალი იყო. სულ ახლახან ჰქონდა ამ
ბავშვთან საქმე, მოეჩვენა, რომ სულ ახლახან დაინახა, როგორ
გარბოდა ეს ფეხსაცმელი.
და ერთბაშად მიხვდა: კი, აჰ, აი სად ყოფილა! აქ იდგა ბავ-
შვი, ვისაც ფეხსაცმელი ეკუთვნოდა და ერთი სიზმრის ნაწილი
იყო, მწერალს წინაღამით რომ დასიზმრებოდა. ღმერთო, ამის
დავიწყება როგორ იქნებოდა? შუაღამისას გამოეღვიძა, თავისი
სიზმრის იდუმალი ძალით აღფრთოვანებულსა და შეძრულს, გა-
მოეღვიძა და ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ რაღაც მნიშვნელო-
ვანი და დიდებული რამ განიცადა – მერე კი ცოტა ხანში ისევ
ჩაეძინა და ერთი საათი დილის ძილი საკმარისი აღმოჩნდა ამ
საოცრად დიდებული განცდის მისანავლებლად ისე, რომ ამ წამ-
სღა გაახსენდა ის, ბავშვის ფეხსაცმლის გაელვებით გამოფხიზ-
ლებულს. ასე წამიერი, ასე წარმავალი, ასე მთლად შემთხვევი-
თობას მინებებული იყო ჩვენი სულის უღრმესი და უსაკვირველე-
სი განცდები! ის კი არა, ახლაც ვეღარ ახერხებდა მთელი სიზ-
მრის აღდგენას. მხოლოდ ცალკეული სურათების მოხელთება
თუ შეიძლებოდა, ნაწილობრივ ერთმანეთთან დაუკავშირებლად.
ზოგი ცინცხალი იყო და ცოცხლად ელვარებდა, ზოგი, უკვე გამ-
ტკნარებული და მტვერწაყრილი, საცაა ბინდში ჩაიძირებოდა.
არადა, რა მშვენიერი, რა ღრმა, რა ნეტარი სიზმარი იყო! რო-
გორ უცემდა გული პირველი გამოღვიძებისას იმ ღამით, აღტაცე-
ბით და შიშნეულად, როგორც დღესასწაულებზე ბავშვობისას!
რარიგ ელვასავით დაუარა გრძნობამ, რომ რაღაც ძვირფასი,
მნიშვნელოვანი, არდასავიწყებელი, არდასაკარგი რამ განიცადა!

337
მკითხველთა ლიგა

ახლა კი, სულ რამდენიმე საათის შემდეგ, ეს ნამსხვრევებიღა შე-


მორჩენოდა, ეს ორიოდე უკვე თითქმის გაქარწყლებული სურა-
თი, ეს სუსტი გამოძახილი გულში – სხვა ყველაფერი უკვე და-
კარგულიყო, ჩავლილიყო, აღარ ცოცხლობდა!
სულ არაობას მაინც სჯობდა, ეს მცირეოდენი ხომ გადარჩე-
ნოდა. მწერალმა დაუყოვნებლივ გადაწყვიტა მეხსიერებაში ყვე-
ლაფერი მოებოჭა, რაც იმ სიზმრისგან მორჩენილიყო, რომ მე-
რე ჩაეწერა, რაც შეიძლება ზედმიწევნით და ზუსტად. საჩქაროდ
ამოიღო ჯიბიდან წიგნაკი და რაღაცები ჩაინიშნა, რომ შემდეგ
სიზმრის სტრუქტურა და კონტურები, ძირითადი ხაზები აღედგინა.
მაგრამ ესეც არ გამოდიოდა. სიზმრის არც დასაწყისი ჩანდა, არც
ბოლო, ხოლო შემორჩენილ ფრაგმენტთა უმეტესობაზე არ იცო-
და, რა ადგილას უნდა ჩაესვა. არა, სხვანაირად უნდა დაეწყო.
პირველ ყოვლისა ის უნდა გადაერჩინა, რაზედაც ჯერ კიდევ მი-
უწვდებოდა ხელი, დაუყოვნებლივ უნდა ჩასჭიდებოდა იმ
ორიოდე სურათს, ჯერ რომ არ ჩამქრალიყვნენ, უმალ კი ბავშვის
ფეხსაცმელს, სანამ ისინიც არ გაფრენილიყვნენ, ეს მფრთხალი
ჯადოსნური ჩიტები.
როგორც არქეოლოგი ცდილობს უძველეს ქვებზე გამოყვანი-
ლი წარწერა ამოიკითხოს იმ მცირეოდენი ასოებისა და ნიშნების
მეშვეობით, ჯერ კიდევ რომ შეიძლება გარჩევა, ასე ლამობდა ეს
ჩვენი გმირი თავისი სიზმრის წაკითხვას მისი ნაფლეთების შეკო-
წიწებით.
სიზმარში ერთ გოგონასთან ჰქონდა რაღაც საქმე, ერთ უჩ-
ვეულო, შესაძლოა არც მაინცდამაინც ლამაზ, მაგრამ რაღაც-
ნაირად გასაოცარ გოგონასთან, რომელიც, ალბათ, ცამეტი თუ
თოთხმეტი წლისა იქნებოდა, ოღონდ გარეგნობით უფრო პატა-
რა ჩანდა. სახე გარუჯული ჰქონდა. მისი თვალები? არა, თვა-
ლებს ვერ ხედავდა. მისი სახელი? არ იცოდა. რა აკავშირებდათ
ერთმანეთთან? მოიცა, აი, აქ გამოჩნდა ყავისფერი ფეხსაცმელი!
იგი ხედავდა, როგორ მოძრაობდა ეს ფეხსაცმელი თავის ტყუ-
პისცალთან ერთად, როგორ ცეკვავდა, ბოსტონის ვალსის რიტმს

338
მკითხველთა ლიგა

აყოლილი. აი, რამდენი რამ ამოტივტივდა! ხელახლა უნდა და-


ეწყო.
მაშ ასე: იგი სიზმარში ერთ გასაოცარ, უცხო, პატარა გოგო-
ნას ეცეკვებოდა, სახეგარუჯულ ბავშვს, ყავისფერფეხსაცმლიანს –
მოიცა, ყველაფერი ყავისფერი ხომ არ ჰქონდა? თმაც? თვალე-
ბიც? ტანსაცმელიც? არა, ეს აღარ ახსოვდა – შესაძლოა, ასე
იყო, მაგრამ დარწმუნებით ამას ვერ იტყოდა. რაც უეჭველი იყო,
რასაც მისი მეხსიერება ეყრდნობოდა, იმას არ უნდა გასცდენო-
და, თორემ მთლად აებნეოდა თავგზა. უკვე ახლავე ატყობდა,
რომ ეს ძიება შორს გაიტყუებდა, გრძნობდა, რომ გრძელ, დაუს-
რულებელ გზას დასდგომოდა. და სწორედ ამ დროს კიდევ ერ-
თი ფრაგმენტი აღმოაჩინა.
მაშ ასე, იგი ამ პატარა გოგოს ეცეკვებოდა თუ ცეკვა სურდა
მასთან, თუ ევალებოდა, გოგონა კი ჯერ მარტოდმარტო ცეკვავ-
და, ცოცხალი, ძალზე მოქნილი და საუცხოოდ გამართული სა-
ცეკვაო ნაბიჯების წყებას ასრულებდა. ან იქნებ იცეკვა კიდეც მას-
თან, მაგრამ გოგონა რომ მარტო იყო? არა. არა, თვითონ არ
უცეკვია, მხოლოდ უნდოდა ეს, უფრო სწორად, ასე შეთანხმდნენ,
თვითონ და კიდევ ვიღაცა, რომ მას ამ პატარა ზანგელა გოგოს-
თან უნდა ეცეკვა. მაგრამ ცეკვა გოგონამ მარტომ წამოიწყო,
უიმისოდ, მას კი ცოტათი ეშინოდა ცეკვის თუ რცხვენოდა. ეს
ბოსტონი იყო, რომელიც კარგად არ იცოდა. გოგონა კი აცეკ-
ვდა, მარტო, თამაშ-თამაშით, საოცრად რიტმულად, თავისი პატა-
რა ყავისფერი ფეხსაცმელებით გულმოდგინედ გამოჰყავდა ხა-
ლიჩაზე ცეკვის ილეთები. მაგრამ თვითონ რატომ არ იცეკვა? ან-
და თავიდან რატომ უნდოდა ცეკვა? რა შეთანხმება იყო ეს? ვერ
ამოეხსნა.
ახლა სხვა კითხვამ წამოყო თავი: ვის წააგავდა ეს კუდრაჭა
გოგუცანა, ვის აგონებდა? დიდხანს ამაოდ ეძებდა პასუხს, ყველა-
ფერი ისევ უიმედო ჩანდა და უცებ მოთმინება დაკარგა, გულმო-
სულმა ლამის ყველაფერზე ისევ ხელი ჩაიქნია. მაგრამ იქვე კი-
დევ რაღაც მოუვიდა აზრად, ახალმა ნიშან-კვალმა გაიბრწყინა:

339
მკითხველთა ლიგა

პატარა გოგო მის შეყვარებულს ჰგავდა – ო არა, არ ჰგავდა, უკ-


ვირდა კიდეც, ასე ნაკლებად რომ ჰგავდა მას, თუმცაღა და იყო
მისი. მოიცა! მისი და? ო, აქ კი მთელი გზა-კვალი უცებ გაჩახჩახ-
და, ყველაფერმა აზრი შეიძინა, ყველაფერი აღდგა. ხელახლა
შეუდგა ჩანიშვნას, უეცრად გამოკვეთილი წარწერით ატაცებული,
აღფრთოვანებული იმ სურათების დაბრუნებით, დაკარგული რომ
ეგონა.
აი, ასე იყო: სიზმარში თავისი შეყვარებული ნახა, მაგდა,
თუმც იგი ბოლოდროინდელივით არ კაპასობდა და ანჩხლობდა,
არამედ ერთობ თავაზიანი ჩანდა, ცოტათი ჩუმი, მაგრამ კარგ გუ-
ნებაზე მყოფი, და ლამაზად გამოიყურებოდა. მაგდა მას განსა-
კუთრებული წყნარი მზრუნველობით მიესალმა, არ უკოცნია, ხე-
ლი გაუწოდა და უთხრა, ბოლოს და ბოლოს მინდა დედაჩემი გა-
გაცნოო, იქ, დედასთან კი ჩემს უმცროს დას შეხვდები, რომელიც
მოგვიანებით შენი შეყვარებული და ცოლი უნდა გახდესო. დაიკო
ჩემზე ბევრად უმცროსია და ცეკვაზე ჭკუას კარგავს, ჰოდა, თუ
ეცეკვები, მის გულს ხელად მოიგებო.
რა მშვენიერი იყო მაგდა ამ სიზმარში! რაც კი მის არსებაში
განსაკუთრებული, მომხიბლავი, მგრძნობიარე, ნაზი იპოვებოდა,
ყოველივე, რაც მის წარმოდგენაში მათი დიდი სიყვარულის ჟამს
ცოცხლობდა, აი ეს ყველაფერი რარიგ გამოსჭვიოდა მისი ციმ-
ციმა თვალებიდან, ნათელი შუბლიდან, ხშირი, სურნელოვანი
თმიდან!
მერე სიზმარში ქალმა იგი ერთ სახლში შეიყვანა, თავის სახ-
ლში, დედამისისა და თავისი ბავშვობის სახლში, თავის სულიერ
სახლში, რათა მისთვის ჯერ დედამისი ენახვებინა და მერე კი უმ-
ცროსი და უფრო ლამაზი დაიკო, რათა გაეცნო და შეჰყვარებო-
და, რადგან ეს გოგონა მისი სატრფო უნდა გამხდარიყო. მაგრამ
სახლს ვეღარ იხსენებდა, მხოლოდ ცარიელი წინკარი ახსოვდა,
სადაც იცდიდა, ვერც დედას იხსენებდა, მხოლოდ ერთი ხნიერი
ქალი, რუხ თუ შავ ფერად შემოსილი გადია თუ მომვლელი ჩან-
და უკანა პლანზე. მერე კი ის პატარა გოგოც მოვიდა, დაიკო, გა-

340
მკითხველთა ლიგა

დასარევი ბავშვი, ათი თუ თერთმეტი წლისა, თოთხმეტისას რომ


ჰგავდა. მეტადრე მისი ტერფი ყავისფერ ფეხსაცმელში ისე ბავ-
შვური ჩანდა, ისე უმანკო და გამოუცდელი, ჯერ კიდევ არამანდი-
ლოსნური და მაინც ქალური! გოგონამ გულითადად უპასუხა მის
სალამს, მაგდა კი იმ წამიდან გაუჩინარდა, მხოლოდ პატარა გო-
გო დარჩა იქ. გაახსენდა მაგდას რჩევა და გოგონა საცეკვაოდ
გამოიწვია. მან მაშინვე სახეგაბრწყინებულმა დაუქნია თავი და
დაუყოვნებლივ აცეკვდა, მარტო ცეკვავდა, მან კი ვერ გაბედა
გოგონასთვის ხელი მოეხვია და მასთან ერთად ეცეკვა, ჯერ ერ-
თი იმიტომ, რომ გოგონა, ბავშვურად მოცეკვავე, ასე მშვენიერი
და სრულყოფილი იყო, თანაც – ბოსტონს ცეკვავდა, ეს ბოსტონი
თავად არცთუ ისე ეხერხებოდა.
სიზმრისეულ სურათთა აღდგენის მცდელობაში გართულ ლი-
ტერატორს წამით საკუთარ თავზე გაეღიმა. გაახსენდა, რომ
აგერ ახლა ფიქრობდა, რარიგ უსარგებლოა ახალი ლექსის და-
წერა გაზაფხულზე, როცა ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია უბად-
ლოდაა ნათქვამიო, მაგრამ როდესაც მოცეკვავე ბავშვის ტერ-
ფზე ფიქრობდა, ყავისფერი ფეხსაცმლის მსუბუქ, გულწამტან
მოძრაობებზე, საცეკვაო ილეთების უზადობაზე, მას რომ გამოჰ-
ყავდა ხალიჩაზე, და იმაზე, რომ მთელ ამ საუცხოო გრაციასა და
თავდაჯერებულობას მაინც დაჰკრავდა ოდნავი შებოჭილობის
ელფერი, გოგოსეული სიმფრთხალის სურნელი, მაშინ ცხადი
გახდა მისთვის, საკმარისი იყო ამ ბავშვური ტერფისთვის გემღე-
რა ლექსი, რომ ყველაფრისთვის გეჯობნა, რაც კი ადრეულ
პოეტებს ოდესმე გაზაფხულზე, სინორჩესა და სიყვარულის წი-
ნათგრძნობაზე უთქვამთ. თუმცა, როგორც კი მისი ფიქრები ამ
სფეროს ოდნავ გასცდებოდნენ, როგორც კი შეეთამაშებოდა
ფიქრს ლექსის შექმნაზე, რომელსაც „ტერფს ყავისფერ ფეხსაც-
მელში“ დაარქმევდა, მაშინვე შიშნეულად გრძნობდა, რომ მთე-
ლი სიზმარი უსხლტებოდა ხელიდან, ყველა ის ნეტარი სურათი
უფერულდებოდა და განქარდებოდა. შიშით ატანილმა ფიქრები
ძალდატანებით მოაქცია კალაპოტში და მაინც იგრძნო, რომ

341
მკითხველთა ლიგა

მთელი სიზმარი, თუმც მისი შინაარსი ჩაწერილი ჰქონდა, ამ წამს


უკვე მთლად მას აღარ ეკუთვნოდა, თანდათან უცხოვდებოდა და
ყავლი გასდიოდა. და ისიც მაშინვე იგრძნო, რომ მუდამ ასე მოხ-
დებოდა: ეს მომაჯადოებელი სურათები ყოველთვის მხოლოდ
მანამ დარჩებოდნენ მასთან და მანამ აავსებდნენ მის სულს თავი-
ანთი სურნელით, სანამ ის მთელი გულით მათთან იქნებოდა, ყო-
ველგვარი სხვა ფიქრების, განზრახვების, საზრუნავების გარეშე.
დაფიქრებული გაუდგა პოეტი შინისაკენ მიმავალ გზას, თავი-
სი სიზმარი ატატებული მიჰქონდა, ციმციმ, როგორც სიფრიფანა
მინისგან დამზადებული უსაშველოდ ჩახლართული, უსაშველოდ
მყიფე სათამაშო. ზედ დაჰკანკალებდა თავის სიზმარს. აჰ, რომ
მოეხერხებინა სიზმარეული სატრფოს ფიგურის მთლიანად აღ-
დგენა თავის თავში! ყავისფერი ფეხსაცმლისგან, საცეკვაო ილე-
თისგან, გოგონას ყავისფერი სახის ბზინვარებისგან, ამ მცი-
რეოდენი ძვირფასი ნარჩენებისგან ერთი მთლიანის აღდგენა
ქვეყნად ყველაფერზე მნიშვნელოვნად ესახებოდა. და მარ-
თლაც, განა სინამდვილეში უსაზღვროდ მნიშვნელოვანი არ იყო
ეს მისთვის? განა ეს მომხიბლავი გაზაფხულის სახება სატრფოდ
არ აღუთქვეს? განა ის მისი სულის უღრმესი და უკეთესი წყა-
როებიდან არ იყო შობილი? განა მას თავისი მომავლის განსა-
ხიერებად, თავისი ბედისწერის შესაძლებლობათა წინათგრძნო-
ბად, ბედნიერებაზე თავის უსაკუთრეს ოცნებად არ შემოეფეთა
იგი? – ამ შიშით შეპყრობილი, გულის სიღრმეში მაინც უზომოდ
ხარობდა. განა საოცარი არ იყო, რომ ასეთი რაღაცები შეიძლე-
ბოდა დაგსიზმრებოდა, რომ უჰაეროვნესი ჯადოსნური მასალის-
გან შექმნილ სამყაროს დავატარებთ ჩვენს შიგნით, ჩვენი სულის
შიგნით, სადაც ასე ხშირად, როგორც ნამზღვლევთა გროვაში,
სასოწარკვეთილნი ამაოდ ვეძებთ რწმენის, სიხარულის, სიცოც-
ხლის რამე ნატამალს, იქ კი თურმე აი, ასეთი ყვავილები შეიძ-
ლება ამოიზარდოს?
შინ მისულმა ლიტერატორმა კარი მოიკეტა და სავარძელზე
გადაწვა. თავის ჩანაწერებიან წიგნაკში გულდასმით გადაიკითხა

342
მკითხველთა ლიგა

ჩანიშნული სიტყვები და მიხვდა, რომ მათ არავითარი ფასი არ


ჰქონდათ, არაფერს არ იძლეოდნენ, მხოლოდ აბრკოლებდნენ
და ხელს უშლიდნენ. ფურცლები ამოხია, გულმოდგინედ გაანად-
გურა და გადაწყვიტა, აღარაფერი ჩაეწერა. მოუსვენრად იწვა და
ცდილობდა ფიქრებისთვის თავი მოეყარა, რომ უცბად სიზმრის
ერთი ნაწყვეტი კვლავ ამოუტივტივდა გონებაში – უეცრად კვლავ
დაინახა თავისი თავი, უცხო სახლში, იმ ცივ წინკარში მომლოდი-
ნე, დაინახა უკანა პლანზე შეშფოთებული ხნიერი ქალბატონი,
მუქ კაბაში გამოწყობილი რომ მიმოდიოდა, კიდევ ერთხელ იგ-
რძნო ბედისწერული წამი: ახლა მაგდა მისი ახალი, უფრო ახალ-
გაზრდა, უფრო ლამაზი, მისი ჭეშმარიტი და მარადიული სატ-
რფოს მოსაყვანად იყო წასული. ალერსიანად და შეშფოთებით
გამოჰყურებდა ხნიერი ქალი – და მისი ნაკვთებისა და რუხი კა-
ბის მიღმა სხვა ნაკვთები და სხვა კაბები ილანდებოდა, ძიძებისა
და მომვლელების სახეები, მისი საკუთარი ბავშვობიდან გამოყო-
ლილი, დედამისის სახე და რუხი საშინაო კაბა. ჰოდა, გრძნობ-
და, მოგონებათა ამ შრეებიდან, დედებისა და დების სახებათა გა-
რემოცვიდან როგორ იზრდებოდა და მისკენ მოიწევდა მისი მო-
მავალი, მისი სიყვარული. ამ ცარიელ წინკარს მიღმა შეწუხებუ-
ლი, საყვარელი, ძვირფასი დედებისა და მოახლეების მეთვალ-
ყურეობით იზრდებოდა და იფურჩქნებოდა ბავშვი, რომლის სიყ-
ვარულიც მას გააბედნიერებდა, რომლის მომავალიც მისი საკუ-
თარი მომავალი უნდა გამხდარიყო.
მაგდაც ხელახლა დაუდგა თვალწინ, თუ როგორ მიესალმა
უკოცნელად, რაღაც განსაკუთრებული მზრუნველობითა და სე-
რიოზულობით, და სახე მისი, თითქოსდა ჩამავალი მზის შუქით
განათებული, მთელ იმ ხიბლს მოიცავდა, რაც კი ამ სახეს ერთ
დროს მისთვის ებადა, თუ როგორ ასხივებდა ქალი ამ თმობისა
და გამოთხოვების ჟამს კიდევ ერთხელ მათი უნეტარესი ხანის
მთელ გულითადობას, როგორ ატყობინებდა მისი ყურადღებად-
ქცეული გამომეტყველება უფრო ნორჩის, უფრო ლამაზის, ჭეშმა-
რიტის, ერთადერთის გამოჩენას, რომელთანაც იგი უნდა შეეხ-

343
მკითხველთა ლიგა

ვედრებინა და მის მოპოვებაში დახმარებოდა. ის თითქოს თავად


იყო სიყვარულის განსახიერება, მისი კრძალულებისა, ცვალება-
დი ბუნებისა, ნახევრად დედური, თან ბალღური ჯადოძალისა.
ყველაფერი, რაც კი მას ოდესმე ამ ქალში დაენახა, როგორიც
ოცნებით წარმოედგინა იგი, რა სურვილებსაც მას უკავშირებდა
და მერე მათ პოეტურ სურათებად აქცევდა, ყველა გასხივოსნება
და თაყვანისცემა, რაც კი თავისი სიყვარულის ზეობის ხანაში მის-
თვის მიეძღვნა, მის სახეში იყო თავმოყრილი, იმისი მთელი სუ-
ლი და ამისი სიყვარული ერთ სახედ ქცეულიყო, რომლის მშვი-
დი, სალუქი ნაკვთები ნათელს გამოსცემდა, თვალები ნაღ-
ვლიანად და ალერსიანად იღიმოდნენ. განა შეიძლებოდა ასეთ
სატრფოს გამოსთხოვებოდი? მაგრამ ქალის მზერა ამბობდა: გა-
მოთხოვება აუცილებელია, ახალი უნდა დაიწყოს.
გავიხედოთ და პატარა, მარდი, ბავშვური ფეხებით შემოპა-
კუნდა ეს ახალი, შემოცქრიალდა დაიკო, მაგრამ სახე არ უჩან-
და, არაფერი ჩანდა გარკვევით, გარდა იმისა, რომ პაწია და
სიფრიფანა იყო, ყავისფერი ფეხსაცმელები ეცვა, სახეც და სამო-
სიც ყავისფერი ჰქონდა, და რომ გასაშტერებელი სრულყოფი-
ლებით შეეძლო ცეკვა, თანაც ბოსტონის – იმ ცეკვისა, რომელიც
მის მომავალ სატრფოს სულ არ ეხერხებოდა. ვერაფერი უკეთ
ვერ გამოხატავდა ბავშვის უპირატესობას ასაკსრულზე, გამოც-
დილზე, ბევრჯერ იმედგაცრუებულზე, როგორც ის, რომ გოგონა
ასე თავისუფლად და მკვირცხლად და უშეცდომოდ ცეკვავდა,
თანაც მაინცდამაინც იმ ცეკვას, რომელშიც თავად სუსტი იყო,
რომელშიც თავად უიმედოდ ჩამორჩებოდა!
ლიტერატორი მთელი დღე თავის სიზმარზე ფიქრობდა, და
რაც უფრო მეტად უღრმავდებოდა მას, მით უფრო მშვენიერი ეჩ-
ვენებოდა. მით უფრო აღემატებოდა ის მის თვალში საუკეთესო
პოეტთა ყველა ქმნილებას. კარგა ხანი, რამდენიმე დღე ვერ ეშ-
ვებოდა სურვილს და ჩანაფიქრს, ეს სიზმარი ისე ჩაეწერა, რომ
მას მარტო მისთვის კი არა, სხვებისთვისაც შეენარჩუნებინა ეს გა-
მოუთქმელი მშვენიერება, სიღრმე და სიწრფელე. მოგვიანებით-

344
მკითხველთა ლიგა

ღა ანება თავი ამ სურვილებსა და მცდელობებს და მიხვდა, უნდა


ეკმარა ის, რომ თავის სულში ყოფილიყო ჭეშმარიტი პოეტი, მე-
ოცნებე, ნათელმხილველი, მის ხელობად კი ლიტერატორობა
დარჩენილიყო.

1926

თარგმნა რუსუდან ბრეგაძემ

345
მკითხველთა ლიგა

მეფე იუ

ძველი ჩინეთის ისტორიაში ბევრი როდია ისეთი მმართველი


თუ სახელმწიფო მოღვაწე, რომელთაც საქმე იმიტომ წაუვიდათ
ცუდად, რომ საყვარელი ქალის ახირებებს აჰყვნენ. ამ იშვიათ მა-
გალითთაგან ერთ-ერთი, ფრიად ღირსშესანიშნავი, ჯოუს მეფე
იუს და მისი ცოლის, ბაუ სის, ამბავი გახლავთ.
ჯოუს სახელმწიფო დასავლეთით მონღოლ ბარბაროსთა
ქვეყნებს ესაზღვრებოდა, მეფის რეზიდენციის, ფონგის შემოგა-
რენი კი საიმედოდ არ იყო დაცული, რის გამოც დროდადრო
ბარბაროსთა ტომები ესხმოდნენ თავს და ძარცვავდნენ. ჰოდა,
საზღვარი შეძლებისდაგვარად განმტკიცებას, ხოლო რეზიდენცია
უკეთ დაცვას საჭიროებდა.
მეფე იუ სულაც არ იყო ურიგო მმართველი და კარგი მრჩევ-
ლისთვის ყურის დაგდებაც იცოდა. საისტორიო წიგნები გვამცნო-
ბენ, რომ მან მოახერხა, მახვილგონივრული გამოგონებით
აენაზღაურებინა საზღვრის ნაკლოვანებები, მაგრამ ეს ჩინებული
გამოგონება თურმე ერთი კოპწია ქალბატონის ჭირვეულობას
შეეწირა.
მეფემ თავისი დიდებულების ხელშეწყობით დასავლეთ საზ-
ღვარზე დამცავი სისტემა გამართა, რასაც, ყველა პოლიტიკური
ინსტიტუტის მსგავსად, ორი მხარე ჰქონდა: მორალური და მექა-
ნიკური. ამ შეთანხმების მორალური საფუძველი თავადებისა და
მათი მოხელეების ფიცი და საიმედოობა იყო: ყოველ მათგანს
ევალებოდა, პირველსავე დაძახებაზე თავისი ჯარისკაცებითურთ
მეფისა და რეზიდენციის საშველად დაძრულიყო. მექანიკურ მხა-
რეს კი დასავლეთ საზღვარზე აგებული კოშკების გონივრულად
გაწყობილი სისტემა წარმოადგენდა. კოშკები მძლავრი დაფდა-
ფებით აღიჭურვა და თითოეულზე სადღეღამისო ყარაულობა
დაწესდა. თუ მტერი სადმე საზღვარს გადმოლახავდა, უახლოეს
კოშკზე დაფს შემოჰკრავდნენ, ეს ნიშანი კოშკიდან კოშკს გა-
დაეცემოდა და სწრაფად მოედებოდა მთელ ქვეყანას.

346
მკითხველთა ლიგა

დიდხანს მუშაობდა მეფე იუ ამ ჭკვიანურ და სასარგებლო გა-


მოგონებაზე, დიდებულებს ეთათბირებოდა, ხუროთმოძღვართა
მოსაზრებებს ისმენდა, ყარაულების საწვრთნელად იჭერდა თა-
დარიგს. მაგრამ, ერთი საყვარელი ქალი ესვა მეფეს, სახელად
ბაუ სი, ლამაზი ქალი, რომელმაც იცოდა, როგორ მოეპოვებინა
ხელმწიფის გულსა და გონებაზე იმაზე მეტი გავლენა, ვიდრე ეს
ქვეყნის განმგებლისა და მისი სამეფოსთვისაა სასიკეთო. ბაუ სი,
თავისი მბრძანებლის დარად, დიდი ცნობისწადილითა და ინტე-
რესით ადევნებდა თვალს სასაზღვრო სამუშაოებს, როგორც
მკვირცხლსა და გამჭრიახ გოგონებს სჩვევიათ ხოლმე, აღ-
ფრთოვანებითა და გაფაციცებით რომ უცქერენ ზოგჯერ ბიჭების
თამაშს. ერთმა ხუროთმოძღვარმა თვალსაჩინოებისთვის ქალს
თიხისგან საზღვრის დამცავი სისტემის კოხტა მოდელი გა-
მოუძერწა, მოუხატა და ღუმელში გამოუწვა; მოდელი საზღვარსა
და კოშკების წყებას წარმოადგენდა, თითოეულ ციცქნა, კოპწია
თიხის კოშკში თიხის ნამცეცა დარაჯი იდგა, დაფდაფის ნაცვლად
კი პაწია ზანზალაკი ჩამოეკიდებინათ. ოი, როგორ გაახარა ამ
მშვენიერმა სათამაშომ ქალი! და როცა დროდადრო უგუნებობა
დარევდა ხელს, მხევლები შესთავაზებდნენ, „ბარბაროსების შე-
მოსევა“ ვითამაშოთო. ჰოდა, გააწყობდნენ კოშკებს, ააწკარუნებ-
დნენ პაწაწკინტელა ზარებს და ჰქონდათ ერთი ლხენა და ლა-
ღობა.
დიდებული დღე გათენდა მეფის ცხოვრებაში, როცა ბოლოს
და ბოლოს მშენებლობა დასრულდა. დაფდაფები დააყენეს, ყა-
რაულები გაწვრთნეს და, როგორც წინდაწინვე ჰქონდათ დათ-
ქმული, ერთ ბედნიერ კალენდარულ დღეს საზღვრის დაცვის
ახალი სისტემა გამოსცადეს. მეფეს ეამაყებოდა თავისი ნაღვაწი
და ერთიანად დაძაბულიყო; სასახლის კარის მოხელეები მისა-
ლოცად გამზადებულიყვნენ, ყველაზე მეტად კი მშვენიერი ქალ-
ბატონი ბაუ სი აეტანა მოლოდინის მღელვარებას – ერთი სული
ჰქონდა, როდის დამთავრდებოდა მთელი ეს წინასწარი ცერემო-
ნიები და გადაძახილ-გადმოძახილები.

347
მკითხველთა ლიგა

როგორც იქნა, დაადგათ საშველი. და აი, პირველად უნდა


გაეთამაშებინათ დიდი და ნამდვილი მასშტაბით ის კოშკ--
დაფდაფობანა, რომლითაც მეფის ცოლმა უამრავჯერ ისიამოვნა.
იგი ისე აეტაცებინა სიხარულს, თავს ძლივს იმაგრებდა, რომ
თვითონაც არ ჩარეულიყო თამაშში და განკარგულებები არ
გაეცა. მეფემ მკაცრად ანიშნა, გაჩერდიო, და ქალმა თავი
დაიოკა. დადგა ჟამი; უკვე სინამდვილეში – ნამდვილი კოშკებით,
ნამდვილი დაფდაფებითა და ადამიანებით „ბარბაროსების შემო-
სევა“ უნდა გათამაშებულიყო, რათა ენახათ, როგორ იმუშავებდა
ახალი სისტემა. მეფემ ნიშანი მისცა, კარის პირველმა მოხელემ
ბრძანება კავალერიის მეთაურს გადასცა, მეთაურმა პირველ
კოშკთან მიაჭენა ცხენი და განკარგულება გასცა, დაფისთვის შე-
მოეკრათ. მძლავრად დაიგრგვინა დაფის ბოხმა ხმამ, გაისმა სა-
ზეიმო და დამთრგუნველი ბუბუნი. ბაუ სი მღელვარებისგან გა-
ფითრდა და აცახცახდა. დიდმა საომარმა დაფდაფმა ძალუმად
დააგუგუნა მძაფრი, მიწისშემძვრელი სიმღერა; სიმღერა, სავსე
მოწოდებითა და მუქარით, სავსე მომავალი საშინელებებით,
ომითა და სიდუხჭირით, შიშითა და ნგრევით. ყველა მოწიწებით
უგდებდა ყურს. ის იყო, ეს ხმა ლამის მიყუჩდა, რომ მომდევნო
კოშკიდან საპასუხო გუგუნი გაისმა, შორეული და სუსტი, სწრა-
ფადვე რომ მიწყდა, მერე აღარაფერი ისმოდა, მცირე ხნის შემ-
დეგ კი საზეიმო დუმილი დასრულდა და ხალხი კვლავ ახმაურ-
და, ამოძრავდა და ალაპარაკდა.
ამასობაში დაფის ბოხმა, მუქარით აღსავსე გუგუნმა მეორე-
დან მესამე, მეათე, ოცდამეათე კოშკს გადაურბინა. სადაც კი მას
ყურს მოჰკრავდნენ, მკაცრი ბრძანების თანახმად, ყოველ ჯარის-
კაცს უმალვე იარაღი უნდა აესხა და საგზლით სავსე ხურჯინით
თავშეყრის ადგილზე გამოცხადებულიყო, თითოეულ კაპიტანსა
და პოლკოვნიკს დაუყოვნებლივ უნდა აღეკაზმა ლაშქარი და
სასწრაფოდ დაეძრა მეფის სასახლისკენ, თანაც წინასწარ შეთან-
ხმებული ბრძანებები დაეგზავნა ქვეყანაში. ყველგან, სადაც კი
დაფის ხმას გაიგონებდნენ, თავს ანებებდნენ მუშაობას და ჭამას,

348
მკითხველთა ლიგა

თამაშს და ძილს, აიბარგებოდნენ, ცხენს შეკაზმავდნენ, ერთად


მოგროვდებოდნენ და, ჰაიდა, გაქუსლავდნენ. მალე ყველა მე-
ზობელი ოლქიდან დაიძრნენ ფეხმარდი რაზმები ფონგის სასახ-
ლისკენ.
ფონგში, მეფის კარზე, ის მღელვარება და დაძაბულობა,
მრისხანე დაფდაფის ხმაზე რომ დაეუფლა ყველას, მალევე გა-
ნელდა. გამოცოცხლებული ხალხი სასახლის ბაღებში დასეირ-
ნობდა და მასლაათობდა, მთელი ქალაქი ზეიმობდა, ხოლო
როცა სამიოდე საათში ორი მხრიდან მცირე და მოზრდილი ცხე-
ნოსანი რაზმები მოახლოვდნენ, მერე კი ყოველ საათში მათ
ახალ-ახლები ემატებოდნენ, რაც მთელ იმ დღეს და ორ მომ-
დევნო დღესაც გაგრძელდა, მეფე, მოხელეები და ოფიცრები
აღფრთოვანებას ვეღარ მალავდნენ. მეფისთვის პატივი და მი-
ლოცვები არ დაუკლიათ, ხუროთმოძღვრებს ნადიმი გაუმართეს,
ხოლო პირველი კოშკის ყარაული, ვინც პირველმა შემოჰკრა
დაფდაფს, ხალხმა გვირგვინით შეამკო, ქუჩები შემოატარეს და
საჩუქრებით აავსეს.
მაგრამ მეფის ცოლს, ბაუ სის, აღტაცებისგან სული შეჰგუბე-
ბოდა და რეტდასხმულს ჰგავდა. რას წარმოიდგენდა, მისი კოშკ-
ზანზალაკობანა ასე დიდებულ სინამდვილედ თუ გადაიქცეოდა.
რა ჯადო ძალა ჰქონია იმ ბრძანებას, დაფის გუგუნის შორეულ
ექოში გახვეული რომ ჩაიკარგა სივრცეში და შორეთიდან ცოცხა-
ლი, ნამდვილი, უზარმაზარი ჯარი გამოიხმო; დაფის გულის გამ-
ყინავი გრგვინვა ლაშქრად გარდაისახა, კარგად აღჭურვილ ასე-
ულთა და ათასეულთა ლაშქრად, უწყვეტ ნაკადად, შეუნელებე-
ლი სისწრაფით რომ მოიწევდა ჰორიზონტიდან: მშვილდოსნები,
მსუბუქად და მძიმედ შეიარაღებული ცხენოსნები, შუბოსნები ჩოჩ-
ქოლით მოადგნენ ქალაქს, სადაც მათ მიეგებნენ და თავ--
თავიანთი ადგილები მიუჩინეს, სადაც მათ გულითადად უმასპინ-
ძლეს, სადაც ისინი დაბანაკდნენ, კარვები დასცეს და კოცონი და-
ანთეს. დღედაღამ გრძელდებოდა ეს. ისინი ზღაპრული არსებე-
ბივით ამოძვრნენ რუხი მიწიდან, შორეულნი, პაწაწკინტელები,

349
მკითხველთა ლიგა

მტვრის ბოლქვებში გახვეულები, და ბოლოს, აი აქ, სამეფო კა-


რისა და აღტაცებული ბაუ სის თვალწინ, წარმტაც სინამდვილედ
ქცეულნი ჩამწკრივდნენ.
მეფე იუ ფრიად კმაყოფილი ჩანდა, მეტადრე საყვარელი ქა-
ლის აღფრთოვანება უხაროდა. ბედნიერებისგან სახე უბრწყინავ-
და ბაუ სის და მეფეს იგი ასეთი თვალწარმტაცი არასოდეს ენახა.
მაგრამ დღესასწაულები ხომ ხანმოკლეა! ამ დიდმა დღესასწა-
ულმაც ჩაიარა და ყოველდღიურობას დაუთმო ადგილი; საოც-
რებები აღარ ხდებოდა, ზღაპრული ოცნებები აღარ ცხადდებო-
და. მოცლილი და ნებიერი ადამიანებისთვის აუტანელია ამგვარი
ყოფა. დღესასწაულიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ბაუ სის
კვლავ წაუხდა გუნება. თიხის პაწია კოშკებითა და ძაფგამობმული
ზანზალაკებით გართობამ სულ დაკარგა ეშხი მას შემდეგ, რაც
ქალმა დიდ თამაშს გაუგო გემო. ო, რა თავბრუდამხვევი რამ
იყო! მერედა, რა უნდოდა იმ სანეტარო თამაშის განმეორებას:
აგერ ჩამწკრივებულიყვნენ დაფდაფიანი კოშკები, თავ-თავიანთი
გუშაგებით, უნიფორმებიანი მედაფდაფეებით, ყველაფერი წკიპზე
შემართული ელოდა დიად ბრძანებას, მაგრამ რად გინდა, ბრძა-
ნების გარეშე ყოველივე ეს მკვდარი და უმაქნისი რჩებოდა!
სადღა იყო ბაუ სის კისკისი, სადღა იყო მისი ციმციმა სიხალი-
სე; დაჯავრიანებული მეფე ხედავდა, როგორ კარგავდა უსაყვარ-
ლეს გულის სწორსა და შეღამებათა ნუგეშს. საჩუქრები გააასმა-
გა, ოღონდ კი ქალის სახეზე ღიმილი დაენახა. მის ცხოვრებაში
დადგა წამი, როცა მართებდა, ვითარება სწორად შეეფასებინა
და სიამტკბილობა მოვალეობის სამსხვერპლოზე მიეტანა. მაგ-
რამ იუს ნებისყოფა აკლდა. რას არ გაიღებდა, ოღონდ კი კვლა-
ვაც გაღიმებული ენახა ბაუ სი.
ჰოდა, დაჰყვა ცდუნებას, ნელა-ნელა და ძალისძალად, მაგ-
რამ დაჰყვა. იმდენი ქნა ბაუ სიმ, რომ მეფეს საკუთარი მოვა-
ლეობა გადაავიწყა. დაჟინებული თხოვნით ძლეულმა, ქალს სა-
ნუკვარი სურვილი აუსრულა: დაჰყაბულდა, რომ მესაზღვრეთათ-
ვის მტრის გამოჩენის ნიშანი მიეცათ. უმალვე გაისმა საომარი

350
მკითხველთა ლიგა

დაფდაფების მოგუდული, ამაღელვებელი ხმა. ამჯერად მეფე შე-


ზარა ამ ხმამ და ბაუ სიც შეკრთა გუგუნის გაგონებაზე. მერე კი ის
მომხიბლავი თამაში განმეორდა: ქვეყნის დასალიერზე მტვრის
პატარ-პატარა ბოლქვები ავარდა. სამი დღე-ღამე მოიჩქაროდ-
ნენ რაზმები ცხენით თუ ფეხად, მხედართმთავრებმა ქედი მოიდ-
რიკეს, ჯარისკაცებმა კარვები დასცეს. ბაუ სი ცას ეწია სიხარუ-
ლით, სიცილმა გაუცისკროვნა სახე. მეფე იუ კი ჭირის ოფლში
იწურებოდა. იძულებული იყო ეღიარებინა, არავინაც არ დაგ-
ვსხმია თავს, სრული სიმშვიდე სუფევსო. ცრუ განგაშის გამარ-
თლებაც კი სცადა, აქაოდა ვარჯიშიც ხომ საჭიროაო. არავინ შეჰ-
პასუხებია, თავი მოუდრიკეს და მომხდარს შეურიგდნენ. მაგრამ
ოფიცრებში ხმა დაირხა, მეფემ ვერაგული ოინი გვიყო, იმ თავი-
სი ხასის გულისთვის ააწრიალა მთელი საზღვარი და ამდენი
ხალხი ტყუილუბრალოდ შეგვყარაო. ოფიცრების უმეტესობა შე-
თანხმდა, ამიერიდან ასეთ ბრძანებას აღარ დამორჩილებოდნენ.
ამასობაში მეფე ცდილობდა, განაწყენებული რაზმები გულუხვი
მასპინძლობით მოეყვანა გუნებაზე. ასე გაიტანა თავისი ბაუ სიმ.
მაგრამ ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ხელახლა წამოუვლიდა
ხუშტურები და ამ უსინდისო თამაშს ხელმეორედ წამოიწყებდა,
მასაც და მეფესაც სასჯელმა უწია: დასავლეთის ბარბაროსები,
შესაძლოა შემთხვევით, შესაძლოა იმიტომ, რომ იმ ამბავმა მათს
ყურამდეც მიაღწია, ერთხელაც უეცრად გუნდ-გუნდად მოადგნენ
საზღვარს. კოშკებმა დაუყოვნებლივ მისცეს ნიშანი ერთიმეორეს.
დაფის მოგუდულმა ხმამ გამაფრთხილებლად გადაურბინა მთელ
ქვეყანას და საზღვრის უშორეს წერტილსაც მისწვდა. მაგრამ ეს
ჩინებული სათამაშო, რომლის მექანიზმიც პირდაპირ განსაცვიფ-
რებელი გახლდათ, თითქოს მოიშალა – დაფდაფები კი გუგუნებ-
დნენ, მაგრამ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს ამჯერად გული არ
შესტოკებიათ. აღარ გაჰყოლიან დაფის ხმას, მეფე და მისი ბაუ
სი ამაოდ აცეცებდნენ თვალებს აქეთ-იქით; აღარსად ავარდნი-
ლა მტვრის ბოლქვები, აღარსაიდან გამოჩენილან პატარ--
პატარა რუხი რაზმები, არავინ მოსულა საშველად.

351
მკითხველთა ლიგა

იმ მცირეოდენი რაზმებით, რომლებიც იქვე ჰყავდა, მეფემ


ბარბაროსებისკენ გასწია. მაგრამ ისინი ბევრნი იყვნენ; მეფის
რაზმებს ადვილად მოერივნენ, ფონგის რეზიდენცია დაიპყრეს,
სასახლე მოსრეს, კოშკები მილეწ-მოლეწეს. მეფე იუმ დაკარგა
თავისი სამეფო და სიცოცხლესაც გამოესალმა. ეს ბედი ეწია მის
ცოლს ბაუ სისაც, რომლის დამღუპველი კისკისის შესახებ დღე-
საც მოგვითხრობენ საისტორიო წიგნები.
ფონგი დაინგრა, ცუდად დამთავრდა თამაში. აღარ იყო დაფ-
დაფობანა, აღარც მეფე იუ, აღარც კისკისა ქალბატონი ბაუ სი.
იუს მემკვიდრემ, მეფე პინგმა, სხვა გამოსავალი ვერა ნახა რა,
გარდა იმისა, რომ ფონგზე ხელი აიღო და რეზიდენცია შორს,
აღმოსავლეთში გადაიტანა; იძულებული შეიქნა, ძალაუფლების
განსამტკიცებლად მეზობელი ქვეყნების განმგებელთ შეჰკვროდა
და ვრცელი მიწები დაეთმო მათთვის.

1929

თარგმნა რუსუდან ბრეგაძემ

352
მკითხველთა ლიგა

ჩიტი

ჩიტი წინათ მონტაგსდორფის მიდამოში ცხოვრობდა. ის არც


გამორჩეულად ჭრელი იყო, არც გამორჩეულად ტკბილმგალო-
ბელი, არც გამორჩეულად ტანადი და წარმოსადეგი. სულაც არა.
ვისაც იგი უნახავს, პატარა, მთლად ერთი ბეწო იყოო, ამბობს.
კაცმა რომ თქვას, არც ლამაზი ყოფილა ამ სიტყვის ნამდვილი
მნიშვნელობით, უჩვეულო ან უცხო უფრო ეთქმოდა. დიახ, სწო-
რედ ის სიუცხოვე და განსაკუთრებულობა ჰქონდა, უკლებლივ
ყველა ცხოველსა და არსებას რომ აქვს, არცერთ გვარეობას და
არცერთ სახეობას რომ არ მიეკუთვნება. ის არ ყოფილა არც ქო-
რი, არც წიწილა. იგი არ იყო არც ბეღურა, კოდალა ან სკვინჩა.
ის იყო ჩიტი, მონტაგსდორფელი ჩიტი. სხვა მისნაირი არ იყო
არსად, ის მხოლოდ ერთხელ იშვა ასეთი. უძველესი დროიდან,
რაც კაცობრიობას თავი ახსოვდა, ადამიანმა მის შესახებაც უწყო-
და. ცნობით, მართალია, მხოლოდ მონტაგსდორფის მკვიდრნი
იცნობდნენ, მაგრამ მისი ამბავი მეზობელ მხარეებსაც მოსდებო-
და და მონტაგსდორფელებს მისით აჯავრებდნენ კიდეც, რო-
გორც აჯავრებენ ყველას, ვისაც რამე აქვს განსაკუთრებული.
მონტაგსდორფელებსო, ასე ამბობდნენ, თავიანთი ჩიტი უფრენ-
თო.
მის შესახებ გაეგონათ და მის ამბებს ჰყვებოდნენ ყველგან –
კარენოდან მორბიომდე და იმის იქითაც. თუმცა, როგორც ხში-
რად ხდება ხოლმე, დაზუსტებული და სანდო ცნობების შეგროვე-
ბას ჩიტის შესახებ მხოლოდ ამ ცოტა ხნის წინათ ანუ მხოლოდ
მას შემდეგ შეუდგნენ, რაც ის აქაურობას განეშორა.
უცხოთაგან ბევრს უცდია ჩიტის ამბის გაგება და მონტაგ-
სდორფელთაგანაც ცოტას როდი დაუპატიჟებინებია თავი ცნო-
ბისმოყვარეთათვის, რათა მორთმეულ ღვინოს დაწაფებულს
დიდხანს ეძლია პასუხები მათს გაუთავებელ შეკითხვებზე და ბო-
ლოს გულწრფელად ეღიარებინა, მე თვითონ ჩიტი არასოდეს
მინახავსო. ოღონდ ყოველი ახალი გამოკითხული, ჩიტისთვის

353
მკითხველთა ლიგა

თვალი რომ არასოდეს მოეკრა, ერთს მაინც იცნობდა ისეთს, ჩი-


ტი ერთხელ და მეტჯერაც რომ ენახა და მის შესახებ ეამბა. ეს
ყველაფერი მკაცრი სიზუსტით იქნა აღნუსხულ-გამოკვლეული და
გასაოცარი იყო, როგორ ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთის-
გან ყოველი ახალი აღწერა და მონათხრობი, რომელიც ჩიტის
გარეგნობას, ხმას, ფრენის ყაიდას, ზნესა და ადამიანებთან ურ-
თიერთობას შეეხებოდა.
თუ ხალხის ნაამბობს ვერწმუნებით, ძველად ჩიტი ბევრად უფ-
რო ხშირად ჩნდებოდა და ის, ვისაც იგი შემოხვდებოდა, მუდამ
დიდ სიხარულს განიცდიდა. ყოველი ასეთი შეხვედრა ნამდვილი
მოვლენა, ბედნიერი შემთხვევა, პატარა თავგადასავალი ყო-
ფილა, ისევე როგორც, დამეთანხმებით, ბუნების მოყვარულ-
თათვის არის პატარა სასწაული, თუ იღბალი მელიას ან გუგულს
შეახვედრებთ და მათზე დაკვირვების შესაძლებლობას არ-
გუნებთ. ასეთ დროს ყველაფერი ისე ეწყობა, გეგონება, ცხო-
ველს წამით ადამიან-მკვლელის შიში დაუკარგავს ან თავად ადა-
მიანი ზიარებია ხელმეორედ ადამიანობამდელი ყოფის უცოდვე-
ლობასო. ისეთებიც იყვნენ, დიდად რომ არ დაგიდევდნენ ჩიტს –
ხომ არის ზოგი, პირველი იის დანახვას ან ბებერი ჭკვიანი გვე-
ლის შემოხვდომას რომ არაფრად აგდებს – მაგრამ სხვებს ჩიტი
ძალიან უყვარდათ და მისი შეხვედრა ჯილდოს მიღებასავით უხა-
როდათ.
მართალია, იშვიათად, მაგრამ ხანდახან გაიგონებდით, ამ
ჩიტს, მგონი, ზიანი უფრო მოაქვს – ყოველ შემთხვევაში, ნამდვი-
ლად სახიფათო და მოსაფრთხილებელი ვინმე ჩანსო; საკმარი-
სია თვალი მოჰკრა, რომ კარგა ხანს ვეღარ მოიშორებ ღელვას,
ძილშიც მოსვენებას დაკარგავ, სიზმრები აგეკვიატება და გულზე
უკმარობასავით თუ სევდასავით რაღაც შემოგაწვებაო. სხვები ამ
ყველაფერს უარყოფდნენ და ამბობდნენ, არ არსებობს უფრო
სასიამოვნო და წრფელი გრძნობა, ვიდრე ის, რომელიც ჩიტთან
შეხვედრის შემდეგ გეუფლებაო; თითქოს ზიარება მიგეღოს ან
კარგი სიმღერა მოგესმინოს, მხოლოდ ყველაფერ მშვენიერსა

354
მკითხველთა ლიგა

და სრულყოფილზე ფიქრობ და გულის სიღრმეში სურვილი გიჩ-


ნდება, სხვა, უკეთეს ადამიანად იქცეო.
ერთი კაცი, გვარად შალასტერი, იმ ცნობილი ზეჰუსტერის ბი-
ძაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მონტაგსდორფის მა-
მასახლისის მოვალეობას ასრულებდა, მთელი სიცოცხლე განსა-
კუთრებულად ზრუნავდა ჩიტზე. შალასტერი ჰყვებოდა, ყოველ
წელს ერთხელ ან ორჯერ ან უფრო მეტჯერაც კი შევხვედრივარ
ჩიტს და ყოველ ჯერზე რამდენიმე დღე უცნაური გრძნობა მქო-
ნია, მთლად სიხარული არა, მაგრამ ღელვა, ერთგვარი მოლო-
დინი თუ წინათგრძნობასავით რაღაცო. ასეთ დღეებში გული
სხვაგვარად გიძგერსო, ცოტათი თითქოს გტკივა კიდეც, ყოველ
შემთხვევაში, გრძნობ, რომ მკერდში რაღაც გიცემს – სხვა დროს
ხომ არც კი გახსოვს, რომ გული გაქვსო. საერთოდაცო, ამბობდა
შალასტერი, როცა სიტყვა მოიტანდა, პატარა ამბავი სულაც არ
არის, ამ ჩვენს არემარეში ეს ჩიტი რომ გვყავსო; თავს უნდა ვი-
წონებდეთ მისით, იგი დიდ იშვიათობას წარმოადგენს და ისიც უნ-
და ვთქვათ, რომ ვისაც ეს იდუმალი ფრინველი სხვებზე ხშირად
ენახვება, რაღაც განსაკუთრებულსა და ამაღლებულს უნდა ატა-
რებდეს თავის თავშიო.
(შალასტერის შესახებ უმაღლესი განათლების მქონე მკით-
ხველთათვის შევნიშნავ: ის გახლდათ მთავარი მოწმე და მრა-
ვალგზის ციტირებული წყარო ჩიტის ფენომენის ესქატოლო-
გიური ინტერპრეტაციისას, რომელიც ამასობაში უკვე კვლავ და-
ვიწყებას მიეცა; ჩიტის გაუჩინარების შემდეგ კი შალასტერი იყო
წინამძღოლი იმ მცირერიცხოვანი ჯგუფისა მონტაგსდორფში,
რომელსაც ურყევად სწამდა, რომ ჩიტი ჯერ ისევ ცოცხალია და
კვლავ გამოჩნდება).
„პირველად რომ ვნახე, პატარა ბიჭი ვიყავი“, იხსენებდა შა-
ლასტერი (ავტორის შენიშვნა: იხ. Avis montagnolens. res gestae
ex recens. Ninonis გვ. 285 smd.). „ჯერ სკოლაშიც არ დავდიოდი.
ის იყო, ჩვენი სახლის უკან ხეხილის ბაღში ბალახი გაეკრიჭათ.
ერთ ბლის ხესთან ვიდექი, რომელსაც ქვედა ტოტი ჩემი თვალის

355
მკითხველთა ლიგა

სიმაღლემდე დაეხარა, და მწვანე მკვახე ბალს ვათვალიერებდი,


რომ ხიდან ჩიტი ჩამოფრინდა. მაშინვე შევამჩნიე, რომ იგი არ
ჰგავდა სხვა ჩიტებს, რომლებიც მანამდე მენახა. ჩიტი ქორფა ბა-
ლახზე დაეშვა და აქეთ-იქით ხტუნვას მოჰყვა; მე, ცნობისმოყვა-
რეობითა და აღტაცებით აღვსილმა, მთელს ბაღში უკან მივდიე;
ის, თვალებგაბრწყინებული, დროდადრო გამომხედავდა და
ხტუნვა-ხტუნვით აგრძელებდა გზას, თითქოს თავისთვის ცეკვავს
და მიიმღერისო. ძალიან კარგად ვხედავდი, რომ ამას ჩემს გა-
სართობად და გასახარებლად აკეთებდა. ყელთან რაღაც თეთრი
ჰქონდა. ცეკვა-ცეკვით გადაიარა მთელი მოლი უკანა ღობემდე,
სადაც ჭინჭარი იზრდება, ჭინჭარს თავზე გადაევლო და ღობეზე
დასკუპდა, აჭიკჭიკდა და კიდევ ერთხელ ძალიან მეგობრულად
გამომხედა, მერე კი ისე უეცრად და მოულოდნელად გაქრა,
რომ შიშისგან ენა ჩამივარდა. სხვა დროსაც ხშირად შემინიშნავს:
ვერცერთი ცხოველი ისე თვალის დახამხამებაში ვერ ჩნდება და
ვერ უჩინარდება, თანაც მუდამ იმ წამს, როცა სულ არ მოელი,
როგორც ჩიტი. მე სახლისკენ გავიქეცი, დედასთან მივირბინე და
ვუამბე, რაც თავს გადამხდა. ეგ უსახელო ჩიტიაო, მითხრა მაშინ-
ვე დედამ, და ძალიან კარგია, რომ დაგინახავს – ამას ბედნიერე-
ბა მოაქვსო.
შალასტერის აღწერით, ჩიტი პატარაა (ამ ნაწილში მისი ნაამ-
ბობი სხვებისას ცოტათი შორდება), ღობემძვრალაზე დიდი არ
არისო, ასე ამბობს, ყველაზე პაწაწინა კი მაინც მისი თავიაო, სა-
ოცრად პატარა, ჭკვიანი და მოძრავი ციცქნა თავუკაო. ჩიტი, მარ-
თალია, შეუხედავიაო, მაგრამ ქერა-ნაცრისფერი ქოჩრით მაშინ-
ვე იცნობთ და კიდევ იმით, რომ ადამიანს სახეში უცქერის, სხვა
ჩიტები ასე არასოდეს იქცევიანო. ეს ქოჩორი თუმც კი გაცილე-
ბით პატარაა, მაინც ჩხიკვისას მიაგავს და მალიმალ ძალიან
ცოცხლად იშლება და იკეცებაო; საერთოდაცო, როგორც ჰაერ-
ში, ისე მიწაზე ჩიტი ძალიან მოქნილია და მოძრაობებიც რბილი
და მეტყველი აქვსო. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს თვა-
ლებით, თავის დაქნევით, ქოჩრის გადაშლით, გავლით და გაფ-

356
მკითხველთა ლიგა

რენითაც ჩიტს მუდამ რაღაც ჰქონდეს შესატყობინებელი, ვიღა-


ცისთვის რაღაც შესახსენებელიო; ის მუდამ თითქოს დანაბარე-
ბის გადმოსაცემად ჩნდება, როგორც საგანგებოდ გამოგზავნილი
შიკრიკი, და, როცა კი დაინახავ, მერე ერთხანს სულ ის გახსენ-
დება და ერთთავად იმას ფიქრობ, ნეტავ რა უნდოდა, რას მანიშ-
ნებდაო. არ უყვარს, თუ ვინმე უთვალთვალებს ან უსაფრდება,
არასოდეს იცი, საიდან გაჩნდება, მუდამ სრულიად მოულოდნე-
ლად გევლინება, შორიახლოს ჩამოგიჯდება და ისე იქცევა, თით-
ქოს სულ იქ ყოფილიყოს, თან კიდევ, აი, იმ კეთილი მზერით
გაკვირდებაო. ხომ ცნობილია, რომ ჩიტები, რომლებსაც მუდამ
უძრავი და შეშინებული შუშის თვალები აქვთ, ადამიანს სახეში
არასოდეს უყურებენ, ეს კი ძალიანაც ხალისიანად და ერთგვარი
კეთილგანწყობითაც კი შემოგცქერისო.
ჩიტზე ძველთაგანვე მრავალი ჭორ-მართალი ვრცელდებო-
და. დღეს მას იშვიათადღა ახსენებენ; ადამიანები შეიცვალნენ,
ცხოვრება გაძნელდა, თითქმის ყველა ახალგაზრდა ქალაქში
დადის სამუშაოდ, ოჯახები აღარც ზაფხულის საღამოებს ატარე-
ბენ კარის ზღურბლზე ჩამომსხდარნი და აღარც ზამთრისას – კე-
რიის გარშემო შეკრებილნი; ხალხს აღარაფრის დრო აღარ
აქვს, დღევანდელი ახალგაზრდები ორიოდე ველური ყვავილის
ან ერთი რომელიმე პეპლის სახელსაც ვეღარ გეტყვიან. მიუხე-
დავად ამისა, აქა-იქ დღესაც მოჰკრავთ ყურს, როგორ ჰყვებიან
ჩიტის ამბებს შვილიშვილების გასაგონად ვინმე მოხუცი ქალი ან
რომელიმე პაპა. ერთ-ერთი ლეგენდა – ის შეიძლება ყველაზე
ძველიც კი იყოს – შემდეგს გვამცნობს ჩიტის შესახებ: მონტაგ-
სდორფელი ჩიტი სამყაროს ხნისა ყოფილა. მას თავისი თვალით
უნახავს, როგორ მოკლა აბელი კაენმა, ღვიძლმა ძმამ; ამ ამბის
შემსწრე ჩიტს აბელის სისხლის ერთი წვეთი დაულევია, შემდეგ
კი აბელის სიკვდილის საუწყებლად გამოფრენილა და დღესაც
ამას ატყობინებს ადამიანებს, რათა მუდამ ახსოვდეთ და არ
დაივიწყონ ის ამბავი, გაუფრთხილდნენ სიცოცხლეს და ძმურად
იცხოვრონ ერთად. აბელის ლეგენდა ჯერ კიდევ ძველ დროში

357
მკითხველთა ლიგა

ჩაუწერიათ და მის შესახებ პოემებია შექმნილი, ოღონდ, მიუხე-


დავად იმისა, რომ ძალიან ძველია და მრავალ ქვეყანაში მრა-
ვალ ენაზე არსებობს, აბელის ჩიტის ლეგენდის დაკავშირება
მონტაგსდორფელ ჩიტთან, სწავლულთა აზრით, შეცდომაა. თა-
ვად განსაჯეთო, გვეუბნებიან ისინი, განა გონივრული იქნებოდა,
რომ აბელის ჩიტი, ეს მრავალი ათასი წლის ფრინველი, ამ ერ-
თადერთ არემარეში დასახლებულიყო და სხვაგან აღარსად გა-
მოჩენილიყოო?
ჩვენი მხრივ შეგვეძლო გვეთხოვა „თავად განესაჯათ“, რამდე-
ნად აუცილებელია, რომ ლეგენდებშიც ისე გონივრულად ხდებო-
დეს ყველაფერი, როგორც აკადემიებში ხდება. მეტიც: შეგვეძლო
გვეკითხა, სწორედ სწავლულთა გამო ხომ არ წარმოიშვა ამდენი
გაურკვევლობა და წინააღმდეგობა ჩიტის საკითხის ირგვლივ
(ადრე, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ჩიტისა და მისი ლეგენ-
დების გამო კამათი არასოდეს გამართულა, ხოლო თუ ვინმე თა-
ვისი მეზობლისგან განსხვავებულ რამეს მოჰყვებოდა ჩიტზე, ამ
ამბავს ყველა მშვიდად ხვდებოდა, რადგან ჩიტს პატივადაც კი
ეთვლებოდა, თუ მასზე სხვადასხვანაირად იფიქრებდნენ და
ილაპარაკებდნენ). შეგვეძლო უფრო შორსაც წავსულიყავით და
სწავლულთაგან პასუხი მოგვეთხოვა იმისათვის, რომ არა მხო-
ლოდ ჩიტის განადგურებაა მათს სინდისზე, არამედ თავიანთი გა-
მოკვლევებით ისინი ახლა ჩიტის ხსოვნისა და მისი ლეგენდების
წაშლასაც ცდილობენ (რაც სულაც არ გვიკვირს, რადგან ბო-
ლომდე გამოშიგვნა – ვიდრე აღარაფერი დარჩებოდეს – სწავ-
ლულთა მთავარი საქმიანობა ჩანს). მაგრამ აბა, რომელი ჩვენ-
განი გამოიჩენს ისეთ თავგანწირვას, რომ ასე მკვახედ შეუტიოს
სწავლულთ, რომელთაც მეცნიერება ამდენ რამეს – ლამის ყვე-
ლაფერს – უმადლის.
არა, მოდი ისევ იმ ლეგენდებს დავუბრუნდეთ, რომლებსაც
ძველად ჰყვებოდნენ ჩიტზე და რომელთა ნაშთებსაც დღესაც წა-
აწყდებით სოფლის ხალხში. ამ ლეგენდების უმეტესობა ჩიტს მო-
ჯადოებულ, მაქციერ ან დაწყევლილ არსებად აცხადებს. მონტაგ-

358
მკითხველთა ლიგა

სდორფსა და მორბიოს შორის მდებარე სოფლებს გარკვეული


ადგილი უჭირავთ დილის ქვეყნის მომხილველთა ცხოვრებაში,
რომელთა კვალი იქ ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. სწორედ დილის
ქვეყნის მომხილველთა გავლენით უნდა იყოს წარმოშობილი ის
ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ჩიტი მოჯადოებული მეფეა, კერ-
ძოდ, ერთ-ერთი ჰოენშტაუფენი, კერძოდ კი ამ დინასტიის ბოლო
ხელმწიფე-ჯადოქარი, რომელიც სიცილიას მართავდა და არაბუ-
ლი სიბრძნის საიდუმლოებებს იყო ნაზიარები. უფრო ხშირად ასე
ამბობენ ხოლმე: ადრე ჩიტი პრინცი იყოო, ან – სწორედ ეს ვერ-
სია სმენია, მაგალითად, ზეჰუსტერს – ჯადოქარი იყოო, გველის
ბორცვზე მდგარ წითელ სახლში ცხოვრობდა და იქაურების დი-
დი პატივისცემითაც სარგებლობდა, ვიდრე ფლაქსენფინგიის სამ-
ხარეო კანონს შემოიღებდნენ, რომელმაც მავანი და მავანი
ულუკმაპუროდ დატოვა, რადგან აკრძალულად გამოცხადდა და
ანათემას გადაეცა მაგია, ლექსის თხზვა, გარდასახვა და სხვა ამ-
გვარი საქმიანობაო. მაშინ ჯადოქარს თავისი წითელი სახლის
გარშემო მაყვალი და აკაცია დაურგავს (სახლი მალევე ჩაკარგუ-
ლა ეკლებში), თავისი კარ-მიდამო მიუტოვებია და გველების
გრძელი ამალის თანხლებით ტყეში გადახვეწილა; დროდადრო
ჩიტად ქცეული ბრუნდება, რათა ადამიანთა სულები აღაგზნოს
და კვლავ ჯადოქრობა გასწიოსო. სწორედ ჯადო და სხვა არაფე-
რია, რა თქმა უნდა, ის უცნაური გავლენა, რომელსაც მრავალ
ადამიანზე ახდენსო. თუ როგორია ეს ჯადოსნობა – თეთრი თუ
შავი, – ამ საკითხს ჩვენ არ ვეხებითო, ამბობენ მთხრობლები.
უთუოდ დილის ქვეყნის მომხილველთაგან იღებს სათავეს
მატრიარქალური კულტურის ნიშნით აღბეჭდილი ის უცნაური
ლეგენდაც, რომლის ერთ-ერთი მოქმედი პირიც ნინონის სახე-
ლით ცნობილი ვინმე „უცხოელი ქალია“. ზოგი ასეთი გამონაგო-
ნის მიხედვით, ამ უცხოელ ქალს ჩიტის დაჭერა მოუხერხებია და
წლების განმავლობაში დატყვევებული ჰყოლია, ვიდრე ერთ
დღეს სოფელი არ აღშფოთებულა და თავისი ჩიტი არ გამოუხ-
სნია. თუმცა სხვა ჭორიც არსებობს: თურმე ნინონს, უცხოელ

359
მკითხველთა ლიგა

ქალს, ჩიტი იმ დროიდან სცნობია, როცა ეს უკანასკნელი ჯერ კი-


დევ ჯადოსანი ყოფილა და არა მოჯადოებული ჩიტი. მას ჩიტთან
ერთად უცხოვრია წითელ სახლში, რომელშიც თურმე ის და ჩიტი
ფარშევანგივით ლურჯთავიან გრძელ შავ გველებს და მწვანე
ხვლიკებს ამრავლებდნენ. დიახ, მონტაგსდორფის თავზე მაყ-
ვლის ბორცვი დღესაც გველებითაა სავსე და დღესაც ცხადად შე-
იძლება ნახოს კაცმა, ერთბაშად როგორ შედგება ხოლმე გველი
ან ხვლიკი – სანამ იმ ადგილს ჩაუვლიდეს, რომელზედაც ერთ
დროს ჯადოსნობის სახელოსნოს შესასვლელი კარი იყო – გას-
წორდება, თავს ასწევს და შემდეგ მდაბლად ძირს დახრისო.
სოფლის უხუცესი მცხოვრები, კარგა ხნის წინათ გარდაცვლილი
ქალბატონი ნინა, უნდა ყოფილიყო ის ადამიანი, რომელიც ამ
ვერსიას ჰყვებოდა და თან ფიცით ადასტურებდა, ბალახების შე-
საგროვებლად ეკლის ბორცვზე ასულს ხშირად და ხშირად მინა-
ხავს მოწიწებით თავდახრილი ქვეწარმავლები იქ, სადაც ოთხასი
წლის ვარდის ბუჩქის გამომხმარი ნაშთი ჯერაც ჯადოქართა ნა-
ფუძარზე მიუთითებსო. სხვები, ამის საპირისპიროდ, გადაჭრით
ამტკიცებენ, რომ ნინონს ჯადოსანთან არასდროს არაფერი ჰქო-
ნია საერთო და რომ დილის ქვეყნის მომხილველებთან ერთად
ის ამ მხარეში მხოლოდ გვიან – ძალზე გვიან – ჩამოვიდა, როცა
ჩიტი დიდი ხნის ჩიტი იყო უკვე.
მართალია, ჩიტის ბოლო გამოჩენიდან ჯერ იმდენი წელი არ
გასულა, რამდენიც ერთი ადამიანის სიცოცხლე გრძელდება, მაგ-
რამ ხანში შესული ხალხი თანდათან გვეცლება ხელიდან. „ბარო-
ნი“ ხომ რა ხანია გარდაიცვალა და აგერ ნეტარი მარიოც ბარე
ორი წელიწადია, ისე წელგამართული ვეღარ დადის, როგორც
მაშინ, ჩვენ რომ გავიცანით. ვინ იცის, ერთ დღეს აღარავინ დარ-
ჩეს იმათგან, ვინც ჩიტს მოესწრო. ამიტომაც გვსურს, რომ, რო-
გორი აბდაუბდაც უნდა ჩანდეს, მაინც ქაღალდზე გადავიტანოთ
ჩიტის ამბავი, აღვწეროთ, როგორ განვლო მისმა ცხოვრებამ და
რა ბედი ეწია ბოლოს.

360
მკითხველთა ლიგა

***

ხომ გადაკარგულშია მონტაგსდორფი, ხომ ცოტანი იცნობენ


მის შემოგარენს, რომელშიც ძერაა ტყის გამგებელი და ყოველი
მხრიდან გუგულის გუ-გუ მოისმის, მაინც ისე მოხდა, რომ უცხოებ-
მაც იხილეს ჩიტი და მოისმინეს ლეგენდები მის შესახებ. მხატ-
ვარმა კლინგზორმა დიდი ხნით ერთ იქაურ ნანგრევად ქცეულ
სასახლეში დაიდო ბინა, ხოლო ლეომ, დილის ქვეყნის მომხილ-
ველმა, მორბიოს ხევს გაუთქვა სახელი (სხვათა შორის, ლეგენ-
დის ერთი საკმაოდ აბსურდული ვარიანტის მიხედვით, სწორედ
ლეოსგან უნდა მიეღო ნინონს იმ ბისკვიტის რეცეპტი, რომლი-
თაც ვითომც ჩიტს აპურებდა და საბოლოოდ კიდეც მოათვი-
ნიერა). ერთი სიტყვით, საუკუნეების განმავლობაში მივიწყებულ
და შეუბღალავ ამ ჩვენს კუთხეზე ერთბაშად მთელი ქვეყანა ალა-
პარაკდა. ჩვენგან შორს, დიდ ქალაქებსა და უნივერსიტეტებში,
დისერტაციები უძღვნეს ლეოს მიერ მორბიომდე განვლილ გზას
და დიდი ინტერესი გამოხატეს მონტაგსდორფელი ჩიტის შესახებ
არსებული გადმოცემების მიმართ. ოღონდ იქვე ათასგვარი
შეუმოწმებელი რამაც ითქვა და დაიწერა ისეთი, ლეგენდების სე-
რიოზულ კვლევას კვლავ დასამარებას რომ უქადის. სხვათა შო-
რის, არაერთხელ გამეორდა აბსურდული ცნობა, თითქოს ჩიტი
იგივე პიქტორის ჩიტი ყოფილიყოს, ის ცნობილი პიქტორის ჩიტი,
რომელსაც მხატვარ კლინგზორთან ჰქონდა კავშირი და რომე-
ლიც – გარდა იმისა, რომ გარდასახვის ნიჭით იყო დაჯილ-
დოებული – დიდ საიდუმლო ცოდნასაც ფლობდა. თუმცა საკვირ-
ველი კია: „ეს ჩვენი წითელ-მწვანე ჩიტუნა, ჩიტი ლამაზი და უში-
შარი“, რომელსაც პიქტორის გამო ასე მოეხვეჭა სახელი, იმდე-
ნად ზუსტად არის აღწერილი წყაროებში20, რომ გაუგებარია,
როგორ შეიძლებოდა ის და ჩიტი ერთმანეთში არეოდათ.

20
Piktoris cuiusdam de mutationibus, Bibl. av. Montagn. codex lXI (ავტ. შენ.).
361
მკითხველთა ლიგა

ჩვენსა და ჩვენი ჩიტის, ანუ მონტაგსდორფელებისა და მონ-


ტაგსდორფელი ჩიტის მიმართ ინტერესი სამეცნიერო წრეებში
ბოლოს მეტისმეტად გამძაფრდა და ჩიტის ამბავიც დაძაბულად
განვითარდა. ერთ დღეს ჩვენმა მაშინდელმა მამასახლისმა, ზე-
მოხსენებულმა ზეჰუსტერმა, ზემდგომთაგან წერილი მიიღო. მისი
მაღალკეთილშობილება ოსტგოთების იმპერიის დესპანი საიდუმ-
ლო მრჩევლის, მრავლისმცოდნე ლიუცკენშტეტის დავალებით
ადგილობრივ მამასახლისს ატყობინებდა და თანამოქალა-
ქეებისთვის გადასაცემად აუწყებდა, რომ საიდუმლო მრჩეველ
ლიუცკენშტეტის მიერ – განათლების სამინისტროს მხარდაჭერით
– გამოსაკვლევად იძებნებოდა ვინმე ჩიტი, უსახელო, რომელიც
ზეპირ გადმოცემებში იხსენიებოდა როგორც „ჩიტი მონტაგ-
სდორფელი“; დაე, მან, ვისაც ხელი მიუწვდება ცნობებზე ჩიტის,
მისი ცხოვრების წესის, მისი საკვების, მასზე შექმნილი ანდაზების,
ლეგენდებისა და მისთ. შესახებ, კეთილი ინებოს და მამასახლი-
სის სამსახურის მეშვეობით ხსენებული ცნობები ბერნში ოსტგო-
თების იმპერიის საელჩოს მიაწოდოსო. და შემდეგ: ის, ვინც ხსე-
ნებულ მამასახლისს ხსენებული საელჩოსთვის გადასაცემად ხსე-
ნებულ ჩიტს ცოცხალსა და საღ-სალამათს გადასცემდა, ჯილ-
დოდ ათას დუკატს მიიღებდა ოქროთი, მკვდარი ჩიტის ან მისი
კარგად შენახული ფიტულისთვის კი ჯილდოდ ასი დუკატი დაეწე-
სებინათ.
მამასახლისი იჯდა და დიდხანს გულმოდგინედ ჩაჰკირკიტებ-
და ამ სამსახურებრივ ბარათს. მიუღებლად და სასაცილოდ ეჩვე-
ნებოდა, რომ ასეთ რამეებში მონაწილეობას უფროსობა კვლავ
არ თაკილობდა. უშუალოდ სწავლული გოთებისგან ან თუნდაც
ოსტგოთების საელჩოსგან რომ მიეღო ასეთი უკადრისი დავალე-
ბა, იგი, ზეჰუსტერი, პასუხის ღირსადაც არ ჩათვლიდა მათ, ან –
უკიდურეს შემთხვევაში – მოკლედ მისწერდა, ასეთი ტუტუცობის-
თვის მამასახლისი ზეჰუსტერი არ გამოგადგებათ და მისი მოკ-
რძალებული რჩევაა, მიბრძანდეთ, კოჭი გააგოროთო. მაგრამ
ამჯერად დავალება საკუთრივ მისი უფროსებისგან მოდიოდა, ანუ

362
მკითხველთა ლიგა

ბრძანებას წარმოადგენდა, ხოლო ბრძანებას შესრულება სჭირ-


დება. დამცინავი ღიმილი, ეს სამარცხვინო წამოწყება რომ იმსა-
ხურებდა, ძლივს შეიკავა ბალმელიმაც, მოხუცმა გადამწერმა,
რომელმაც თავისი შორსმხედველი თვალებით უსათვალოდ
წაიკითხა გაშვერილ ხელებში მომწყვდეული წერილი და დაას-
კვნა: „უნდა დავემორჩილოთ, ბატონო ზეჰუსტერ, ამას არაფერი
ეშველება. სახალხოდ გამოსაფენად დავაბეჭდვინებ ტექსტს.“
ამგვარად, რამდენიმე დღეში მთავარ მოედანზე გამოკრული
განცხადების წყალობით მთელმა სოფელმა გაიგო, რომ ამიერი-
დან ჩიტი ჩიტივით თავისუფალი იყო, ანუ ყველას ჰქონდა უფლე-
ბა იგი დაეჭირა ანდა მოეკლა, რომ უცხოეთი მის თავს მოითხოვ-
და, ამისთვის გასამრჯელოსაც აწესებდა და რომ არც კონფედე-
რაციამ და არც კანტონმა სრულებით არაფერი იღონეს ზღაპრუ-
ლი ჩიტის დასაცავად, ანუ, როგორც ყოველთვის, სრულებით
არაფრად ჩააგდეს პატარა კაცი და ყველაფერი, რაც პატარა
კაცს უყვარს და ეძვირფასება. ბალმელი, ყოველ შემთხვევაში,
და ბევრი სხვაც სწორედ ასე ფიქრობდა. ჩიტის დაჭერის ან მოკ-
ვლის მსურველთ დიდი ჯილდო ელოდათ და, თუ ვინმე ამას
მართლაც მოახერხებდა, ერთბაშად გამდიდრდებოდა. ხალხს
სხვა სალაპარაკო აღარ ჰქონდა, ყველა მოედანზე გამოსული-
ყო, დაფაზე გამოკრულ განცხადებასთან შეჯგუფებულიყო და
ხმამაღლა გამოთქვამდა აზრს. უაღრესად ნასიამოვნებნი ჩან-
დნენ ახალგაზრდები, რომლებმაც სასწრაფოდ მახეების დაგება
და კაკანათების დადგმა გადაწყვიტეს. მოხუცი ნინა გაჭაღარავე-
ბულ თავს აქნევდა და ჩიოდა: „ეს არის ცოდვა და მეტი არაფე-
რი. სირცხვილი ფედერალურ საბჭოს. ფულის გულისთვის ეს
ხალხი თვით მაცხოვარსაც დაიჭერდა. მაგრამ ვერ დაიჭერენ,
მადლობა ღმერთს, რომ ვერ დაიჭერენ!“
ხმის ამოუღებლად წაიკითხა განცხადება მამასახლისის ბიძაშ-
ვილმა შალასტერმა. შემდეგ – ისე, რომ კრინტი არ დაუძრავს –
მეორედაც ყურადღებით წაიკითხა და ეკლესიაში წასვლის მაგი-
ერ – კვირა დილა იყო და ეკლესიაში მიეშურებოდა – ნელი ნა-

363
მკითხველთა ლიგა

ბიჯით მამასახლისის სახლისკენ გაემართა, მისი ბაღის კარი


შეაღო, მერე უეცრად გადაიფიქრა, გამოტრიალდა და შინისკენ
გაბრუნდა.
შალასტერს მთელი ცხოვრება განსაკუთრებული ურთიერთო-
ბა ჰქონდა ჩიტთან. იგი სხვებზე ხშირად ხედავდა და აკვირდებო-
და ჩიტს. ის ერთი იმათგანი იყო, ვისაც ჩიტისა, თუ შეიძლება ასე
ითქვას, სწამდა, ვინც აღიარებდა და ზეგარდმო მნიშვნელობას
მიაწერდა ჩიტს. ამიტომ იყო, რომ განცხადებამ იგი ძლიერ დაამ-
წუხრა და ააფორიაქა. ცხადია, თავიდან ისიც, ისევე როგორც
მოხუცი ნინა და წეს-ჩვეულების ერთგული ხნიერი მოქალაქეების
უმეტესობა, შიშმა და ბრაზმა აიტანა იმის გამო, რომ ახირებული
უცხოეთის საამებლად გაწირვას – დაჭერას ან მოკვლას – უპი-
რებდნენ მის ჩიტს, მარტო მისი სოფლის კი არა, მთელი კუთხის
სიმდიდრესა და სიამაყეს! როგორ? ტყეების მკვიდრი ეს იშვიათი
და იდუმალი სტუმარი, უხსოვარი დროიდან ცნობილი ეს ზღაპ-
რული არსება, რომლის გამოც ყველგან იცნობდნენ და, რა გა-
საკვირია, დასცინოდნენ მონტაგსდორფს, ჩიტის შესახებ შექმნი-
ლი ამდენი ლეგენდისა და გადმოცემის მემკვიდრეს, – ფულისა
და მეცნიერების გამო ნუთუ ეს ჩიტი უნდა შესწირვოდა ვიღაც
სწავლულის დამღუპველ ცნობისმოყვარეობას? გაუგონარი და
წარმოუდგენელი ჩანდა ეს ყველაფერი. მკრეხელობა იყო, რის-
კენაც ხალხს უბიძგებდნენ. ამასთანავე, მეორე მხრივ, თუ კარგად
დაუკვირდებოდა და აწონ-დაწონიდა კაცი, ამ მკრეხელობის ჩამ-
დენისთვის განა მართლაც განსაკუთრებული და ბრწყინვალე
ხვედრი არ ჩანდა გამზადებული? განა სათაყვანებელი ჩიტის
ხელში ჩაგდებას განსაკუთრებული, რჩეული და ადრევე ხელდას-
ხმული ადამიანი, ანუ ისეთი კაცი არ სჭირდებოდა, რომელსაც
ბავშვობიდანვე იდუმალი და ნდობით გამყარებული ურთიერთო-
ბა ჰქონდა ჩიტთან და ამ უკანასკნელის ბედისწერის ნაწილს წარ-
მოადგენდა? და ვინ შეიძლებოდა ეს ერთადერთი რჩეული ყო-
ფილიყო, თუ არა იგი, შალასტერი? ხოლო თუ ჩიტის შეპყრობა
ისეთივე მკრეხელობა და დანაშაული იყო, როგორიც იუდა ისკა-

364
მკითხველთა ლიგა

რიოტელის მიერ ჩადენილი ღალატი მაცხოვრის მიმართ, მაშინ


განა სწორედ ეგ ღალატი – მაცხოვრის სიკვდილი და მსხვერ-
პლშეწირვა – არ იყო ადრევე დადგენილი და ნაწინასწარმეტყვე-
ლები წმინდა და გარდაუვალი რამ? ნეტავ რა სარგებლობას
მოიტანდა, ეკითხებოდა შალასტერი საკუთარ თავსა და მთელს
ქვეყანას, ნუთუ ხელს შეუშლიდა ან თუნდაც იოტის ოდენად მაინც
შეცვლიდა ღვთის ნებას ის ისკარიოტელი, ზნეობის ან გონების
კარნახით მისთვის განკუთვნილ როლს რომ გაჰქცეოდა და ღა-
ლატზე უარი ეთქვა?
აი, ასეთი ფიქრები უტრიალებდა თავში შალასტერს, რომე-
ლიც ამ ფიქრებმა მთლად ამოაგდო კალაპოტიდან. იმ თავის
მშობლიურ ბაღში, რომელშიც ერთ დროს – პატარაობისას – ჩი-
ტის პირველად დანახვით გამოწვეული საოცარი ბედნიერება გა-
ნეცადა, ახლა სახლის უკანა მხარეს ბოლთას სცემდა მოსვენება-
დაკარგული, თხების სადგომს, სამზარეულოს სარკმელს, ბოც-
ვრების ფიცრულს წინ და უკან უვლიდა, საკვირაო ხალათში გა-
მოწყობილი ბეღლის კედელზე მიყუდებულ ფოცხებს, ფიწლებს
და ცელებს ხელით ეხებოდა, ფიქრების, სურვილებისა და გან-
ზრახვებისგან მთვრალივით აგზნებულ-გაბრუებული და გულდამ-
ძიმებული იმ იუდაზე ფიქრობდა და ათასი მძიმე დუკატით სავსე
ტომარა ელანდებოდა.
ამასობაში სოფელში მღელვარება არ ცხრებოდა. მას შემ-
დეგ, რაც ახალი ამბავი მთელს სოფელს მოედო, მოედანზე
თითქმის მთელი თემი შეიკრიბა; დროდადრო ვინმე ხალხს გა-
მოეყოფოდა, დაფას მიუახლოვდებოდა და – უკვე მერამდენედ –
განცხადებას მიაშტერდებოდა; თავის აზრსა და შეფასებას ყველა
მკვეთრად გამოხატავდა, ხოლო საბუთად ზოგი საკუთარ გამოც-
დილებას, ზოგი საღ აზრს და ზოგიც წმინდა წერილს იშველიებ-
და; სულ რამდენიმე კაცი იყო, წაკითხვისთანავე მტკიცე უარით ან
მტკიცე ჰოთი რომ არ შეხვდა დაფაზე გაკრულ განცხადებას, რო-
მელმაც სოფელი ორ ბანაკად გახლიჩა. ესენი, მართალია, შა-
ლასტერივით, თან ჩიტზე ნადირობას გმობდნენ და თან დუკატებ-

365
მკითხველთა ლიგა

საც ნატრობდნენ, მაგრამ ყველას როდი შესწევდა უნარი, ასე


ფრთხილად და ფაქიზად დაეძლია ეს გაორება თავის თავში.
ყველაზე იოლად ახალგაზრდა ბიჭებმა გადაწყვიტეს საქმე. ზნე-
ობრივი თუ პატრიოტული ეჭვები ვერაფერს დააკლებდა მათს
საქმიან სულისკვეთებას. მათი აზრით, ჯობდა მახეების დაგება
ეცადათ – ვინ იცის, ეგებ ბედმა გაგვიღიმოს და ჩიტი ხელში ჩაგ-
ვივარდესო – თუმცა ამის იმედი დიდად მაინც არ ჰქონდათ, რად-
გან აბა, ვის შეიძლებოდა სცოდნოდა, რომელი საკენკი ივარგებ-
და ჩიტის მახეში შესატყუებლად. ხოლო თუ რომელიმე მათგანი
პირისპირ შეეფეთებოდა ჩიტს, მაშინ დაუყოვნებლივ თოფის
სროლა სჯობდა ყველაფერს, რადგან საბოლოოდ მაინც უმჯობე-
სია გქონდეს ასი დუკატი საფულეში, ვიდრე ათასი დუკატი – ოც-
ნებაში. ამას ყველანი ხმამაღლა ეთანხმებოდნენ, თავიანთი ნა-
მოქმედარით წინასწარ ტკბებოდნენ და უკვე ჩიტზე ნადირობის
წვრილმანებზე დავობდნენ. ერთი კარგი თოფი მომეცითო,
გაიძახოდა ერთ-ერთი, და თუ ერთ ნახევარ დუკატსაც დამიმა-
ტებთ ავანსად, ახლავე მზად ვარ დავიძრა და მთელი კვირადღე
ამ საქმეს შევწიროო. მოწინააღმდეგეთათვის კი, რომელთაც
თითქმის ყველა ხნიერი ადამიანი მიეკუთვნებოდა, აღმაშფოთე-
ბელი იყო ეს ყველაფერი. ყვირილითა თუ ბუტბუტით ზოგი
მწარე-მწარე ანდაზებს უძღვნიდა, ზოგიც წყევლა-კრულვას უთ-
ვლიდა ახალ თაობას, რომლისთვისაც აღარაფერი წმინდა
აღარ არსებობს და რომელსაც აღარც სინდისი შერჩენია და
აღარც ნამუსი. ახალგაზრდები მათ სიცილით პასუხობდნენ: საქმე
სინდის-ნამუსი კი არ არის, არამედ ის, სროლა შეგიძლია თუ
არაო; სათნოებას და სიბრძნეს ხომ მუდამ ისინი აფრქვევენ, ნა-
ხევრად დაბრმავებული თვალებით ჩიტისთვის დამიზნება რომ
აღარ ძალუძთ და პოდაგრიან ხელებში თოფს ვეღარ იჭერენო.
ასე ხალისიანად გრძელდებოდა და არ წყდებოდა პაექრობა,
ხალხს საზრიანობის გასავარჯიშებლად ასპარეზი გაუჩნდა, ლა-
მის ჭამაც დაავიწყდა და დასვენებაც. ჩიტთან დაკავშირებით თუ
ჩიტთან დაუკავშირებლად, ახლა ყველა მგზნებარედ და მჭევ-

366
მკითხველთა ლიგა

რმეტყველურად ჰყვებოდა თავის ოჯახურ წარმატებებსა და წა-


რუმატებლობებზე − თავგამოდებით ახსენებდნენ ერთმანეთს ნე-
ტარხსენებულ პაპა ნათანაელს, მოხუც მეწაღეს, დილის ქვეყნის
მომხილველთა ლეგენდარულ ქარავანს, მღეროდნენ სტროფებს
საეკლესიო საგალობლებიდან და ცნობილ ადგილებს ოპერები-
დან, ვერ იტანდნენ ერთმანეთს და მაინც ერთმანეთს ვერ შორ-
დებოდნენ, იხსენებდნენ წინაპრებისგან გაგონილ ცხოვრებისეულ
სიბრძნეეებს და ანდაზებს, რომელთა სისწორესაც საკუთარი გა-
მოცდილება უდასტურებდათ, კითხულობდნენ მონოლოგებს
ძველ დროზე, გარდაცვლილ ეპისკოპოსზე, გადატანილ ავად-
მყოფობებზე. აი, მაგალითად, ერთი მოხუცი გლეხი ირწმუნებო-
და, მძიმე სენით შეპყრობილმა მწოლიარე ავადმყოფმა ფანჯრი-
დან ჩიტი დავინახე – მხოლოდ ერთი წამით – და იმ წამიდან გა-
მოჯანმრთელება დავიწყეო. ყველა რაღაცას ამბობდა, ზოგი თა-
ვის თავს ელაპარაკებოდა წარმოსახვითი მსმენელის გასაგონად,
ზოგი თანასოფლელებს მიმართავდა; სულ ერთი იყო, გადაბირე-
ბას ცდილობდნენ თუ ბრალის დადებას, ამხნევებდნენ ერთმა-
ნეთს თუ დასცინოდნენ, კამათობდნენ თუ თანხმდებოდნენ – სიძ-
ლიერის, სიძველისა და სამუდამო ერთიანობის კეთილისმყოფე-
ლი განცდა არ ტოვებდათ; თავი მოხუცებად და ჭკვიანებად მიაჩ-
ნდათ ან ახალგაზრდებად და ჭკვიანებად, აბუჩად იგდებდნენ ერ-
თმანეთს, დიდი სითბოთი და სრული უფლებით მამა-პაპათა კე-
თილ ზნე-ჩვეულებებს თავდასხმებისგან იცავდნენ, დიდი სითბო-
თი და სრული უფლებით მამა-პაპათა კეთილ ზნე-ჩვეულებებს ეჭ-
ვქვეშ აყენებდნენ, წინაპრები მაგალითად მოჰყავდათ, წინაპრებ-
ზე ეღიმებოდათ, თავი მოჰქონდათ თავიანთი ასაკითა და გამოც-
დილებით, თავი მოჰქონდათ თავიანთი ახალგაზრდობითა და
თავქარიანობით, ლამის საცემრად იწევდნენ ერთმანეთზე, ყვი-
როდნენ, ხარხარებდნენ, გემოს უსინჯავდნენ ერთად ყოფნასა და
ერთმანეთთან წაკიდებას, ყელამდე იყვნენ ჩაფლულნი საკუთარი
სიმართლის და კიდევ იმის უეჭველობის რწმენაში, რომ ვისაც სა-
ჭირო იყო, როგორც საჭირო იყო, ისე უთხრეს სათქმელი.

367
მკითხველთა ლიგა

ამ გახურებულ სიტყვიერ გაწევ-გამოწევასა და დაპირისპირე-


ბაში – იმ დროს, როცა ოთხმოცდაათი წლის ნინა თავის ქერა
შვილიშვილს აფიცებდა, შენი წინაპრები გაიხსენე და არასგზით
ჩიტზე გამოცხადებულ ამ უღმერთო და საშინელ, თანაც სახიფა-
თო ნადირობაში მონაწილეობა არ მიიღოო, ხოლო ახალგაზ-
რდებმა, რომელთაც ასაკის მიმართ მოწიწების ნიშანწყალი არ
ეტყობოდათ, ნინას თვალწინ ნადირობის განსახიერება გადაწ-
ყვიტეს, ხელები დაიკაპიწეს, ლოყა ვითომ სანადირო თოფის
კონდახს მიადეს, ცალი თვალი მოჭუტეს, ვითომ ჩიტს უმიზნებ-
დნენ, და ბა-ბახო, დაიძახეს – აი, სწორედ ამ დროს ისეთი სრუ-
ლიად მოულოდნელი რამ მოხდა, რომ მოხუცსაც და ახალგაზ-
რდასაც სიტყვა შუაზე გაუწყდა და ყველანი გაქვავებულებივით
გაირინდნენ.
მოხუცი ბალმელის შეძახილზე მზერა ყველამ მის გაშვერილ
თითს გააყოლა და ერთბაშად ჩამოწოლილ სამარისებურ სიჩუ-
მეში ყველამ ერთად დაინახა, როგორ დაეშვა მოედანზე აღმარ-
თული კოშკის სახურავიდან ჩიტი, ჩვენი მრავალგზის ნახსენები
ჩიტი, და იმ დაფის კიდეზე დაფრინდა, რომელზედაც განცხადება
იყო გამოკრული. ჩიტმა პაწაწინა მრგვალი თავი ფრთაზე მოიქე-
ქა, ნისკარტი ტანზე მიისვ-მოისვა და რომელიღაც მელოდია
წაიჭიკჭიკა, მერე ბოლო მკვირცხლად აიქნ-დაიქნია და აჟღურ-
ტულდა, შემდეგ კი ქოჩორი გადაშალა და სოფლელთა თვალ-
წინ, რომელთაგან ზოგი ჩიტს მხოლოდ გადმოცემით იცნობდა,
ბუმბული შეისწორა, თავი მოიწესრიგა და ერთი-ორჯერ ცნობის-
მოყვარედ ქვევითაც გადაყო, თითქოს სურდა ის სახელმწიფო
მნიშვნელობის განცხადება წაეკითხა და გაეგო, ნეტავ რამდენ
დუკატს ჰპირდებიან ჩემს დამჭერსო. ჩიტის იქ ყოფნა, ალბათ,
სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა, მაგრამ ყველას ისეთი გრძნო-
ბა დაეუფლა, რომ ეს ჩიტის საზეიმო სტუმრობა, მისი საზეიმო
გამოწვევა იყო, და არავის მოსვლია აზრად „ბა-ბახ“ აეტეხა. იდ-
გნენ და მოჯადოებულნი აღტაცებით შეჰყურებდნენ მათთან მოფ-

368
მკითხველთა ლიგა

რენილ გულად სტუმარს, რომელსაც ეს ადგილი და ეს დრო –


ცხადი იყო – მხოლოდ იმისთვის აერჩია, რომ მათთვის დაეცინა.
გაკვირვებულნი და დარცხვენილნი მიშტერებოდნენ ჩიტს, ასე
მოულოდნელად რომ გამოეცხადათ. ყველა ნეტარი და კეთილ-
განწყობილი თვალებით უცქერდა კოპწია პატარა ონავარს, რო-
მელზედაც წამის წინ ამდენს ლაპარაკობდნენ, რომლის გამოც
ასე განთქმული იყო მათი მხარე, რომელიც ერთ დროს აბელის
სიკვდილის მოწმე თუ ჰოენშტაუფენი თუ პრინცი თუ ჯადოსანი
ყოფილა და რომელსაც წითელ სახლში უცხოვრია გველების
ბორცვზე, იქ, სადაც დღესაც უამრავი ქვეწარმავალი ცხოვრობს,
– მას, ვინც უცხოელ სწავლულებსა და დიდ სახელმწიფოებს
ცნობისმოყვარეობა და მადა გაუღვიძა და ვისი დაჭერისთვისაც
ჯილდოდ ათასი დუკატი დაწესდა. ყველა აღტაცებული იყო მი-
სით, ყველას უყვარდა, იმათაც, ვინც წუთის შემდეგ გაბრაზებული
იგინებოდა და ფეხებს აბაკუნებდა, რატომ ჩემი სანადირო თოფი
თან არ მქონდაო. მათ უყვარდათ ჩიტი და ამაყობდნენ მისით,
იგი მათ ეკუთვნოდა, ის იყო მათი სახელი და დიდება, მათი ღირ-
სება და სიქადული. ის ახლა ზედ მათს თავზე, დაფაზე იჯდა
აქოჩრილი და ბოლოს აქანქარებდა – მათი ხელმწიფე, მათი
გერბი. და მხოლოდ მაშინღა, როცა იგი უეცრად გაქრა და ის
ადგილი, რომელსაც ყველა ერთად მისჩერებოდა, დაცარიელ-
და, მოჯადოებული ხალხი ნელ-ნელა გამოერკვა. ერთმანეთს
უცინოდნენ, ყოჩაღო, იძახდნენ, ხოტბას ასხამდნენ ჩიტს, თოფიო,
ყვიროდნენ, რომელ მხარეს გაფრინდაო, კითხულობდნენ, ეს
ხომ ის ჩიტია, მოხუცი გლეხი რომ გამოაჯანმრთელაო, იხსენებ-
დნენ, მას ხომ ოთხმოცდაათი წლის ნინას პაპა იცნობდა ჯერ კი-
დევო, ამბობდნენ. უცნაური გრძნობა ჰქონდათ: თითქოს ბედ-
ნიერები იყვნენ, სურდათ ეცინათ და თან თითქოს იდუმალი, ჯა-
დოსნური და შემაძრწუნებელი რამ განეცადათ. ერთბაშად დაშ-
ლა დაიწყეს, რათა სადილად შინ მისვლა მოესწროთ და ბოლო
მოეღოთ ამ ხალხმრავალი თავყრილობისთვის, რომელსაც ამ-
დენი ვნებათაღელვა გამოეწვია სოფელში და რომელსაც ერთი

369
მკითხველთა ლიგა

მეფე ჰყავდა – ჩიტი. თანდათან სიჩუმემ დაისადგურა და როცა


მცირე ხნის შემდეგ ზარმა თორმეტჯერ ჩამოჰკრა, დაცარიელე-
ბულ მოედანს სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა, ხოლო
დაფაზე გამოკრული განცხადების მზით განათებულ თეთრ ქა-
ღალდს ნელ-ნელა ჩრდილი ეფინებოდა – დაფის კიდეზე ფიც-
რისგან დატანებული იმ ზოლის ჩრდილი, რომელზედაც ცოტა
ხნის წინ ჩიტი იჯდა.
ფიქრებში წასული შალასტერი კი ამ დროს ბოლთას სცემდა
და თავისი სახლის უკან ფოცხებსა და ცელებს, გომურებსა და სა-
კურდღლეებს წინ და უკან უვლიდა. ნაბიჯი თანდათან მშვიდი და
თანაბარი გაუხდა, თეოლოგიურ-მორალური შფოთი გაუქრა და
წონასწორობა აღიდგინა. შუადღის ზარების რეკვამ გამოარკვია,
გამოფხიზლებული და ოდნავ შეშინებული დაუბრუნდა სინამდვი-
ლეს, ზარების ხმა იცნო და გაახსენდა, რომ წუთით-წუთზე ცოლი
სადილად უხმობდა, ცოტათი შერცხვა თავისი აზრებისა და მიწას
ჩექმები ღონივრად დაჰკრა. და აი, გაისმა კიდეც მისი ცოლის
ხმა, რომელმაც დაადასტურა, რომ ზარების რეკვა ნამდვილი
ყოფილა, და ზუსტად იმ წამს შალასტერს მოეჩვენა, რომ მის
თვალწინ რაღაცამ გაიელვა. უეცრად ამოვარდნილი ქარივით
ზუზუნითა და სტვენით ჩაუქროლა რაღაცამ და დახე: ბლის ხეზე
ჩიტი შემომჯდარიყო! ისე მსუბუქად იჯდა, როგორც ტოტზე ამო-
სული ყლორტი, და ბუმბულის ქოჩორს უდარდელად აფრიალებ-
და. ჩიტმა თავი დაატრიალა, ხმადაბლა დაიწრიპინა და კაცს
თვალებში შეხედა – როგორი ნაცნობი და ბავშვობიდანვე როგო-
რი ახლობელი იყო შალასტერისთვის ეს გამოხედვა. იმავ წამს
ჩიტი ადგილს მოსწყდა და ტოტებსა და ქარში ისე გაუჩინარდა,
რომ გაშეშებულმა შალასტერმა თავისი აჩქარებული გულისცე-
მისთვის წესიერად ყურის მიგდებაც კი ვერ მოასწრო.
იმ კვირადღის შემდეგ, როცა შუადღით ჩიტი შალასტერის
ბლის ხეზე ჩამოჯდა, ის მხოლოდ ერთხელ – ერთადერთხელ –
ეჩვენა ადამიანს და ეს ერთადერთი ადამიანი კვლავ შალასტე-
რი, მაშინდელი მამასახლისის ბიძაშვილი, გახლდათ. შალას-

370
მკითხველთა ლიგა

ტერს მტკიცედ გადაეწყვიტა ჩიტის შეპყრობა დუკატების მოსაპო-


ვებლად და, რადგან ჩიტის გამოცდილ მცოდნეს ზედმიწევნით
კარგად მოეხსენებოდა, რომ ჩიტის დაჭერას ვერასოდეს ვერავინ
მოახერხებდა, მან, შალასტერმა, ძველი სანადირო თოფი გააახ-
ლა და უწვრილესი – ხალხში ფრინველის ნისლის სახელით
ცნობილი – საფანტი მოიმარაგა. წვრილი საფანტი, შალასტერის
ანგარიშით, ვერ მოკლავდა ჩიტს, რომელიც ნაკუწებად ქცეული
კი არა, ალბათ საფანტის ერთი მარცვლით დაჭრილი და შიშით
გაბრუებული დაეცემოდა მიწაზე. აი, ასე შეიძლებოდა მისი ცოც-
ხლად ხელში ჩაგდება. თადარიგიანმა კაცმა წინასწარ მოამზადა
ყველაფერი, რაც მის განზრახვას შეესაბამებოდა, და მომღერა-
ლი ჩიტისთვის განკუთვნილი პატარა გალიაც კი შეიძინა ტუსაღის
შიგ გამოსაკეტად. მას მერე ძალ-ღონე არ დაუზოგავს და გვერ-
დიდან აღარ მოუშორებია თავისი მუდამ გატენილი თოფი. სადაც
კი შეიძლებოდა, ყველგან თან დაატარებდა, ხოლო იქ წასვლა,
სადაც თოფს თან ვერ წაიღებდა – ეკლესიაში წასვლა, მაგალი-
თად – შალასტერს ოდნავაც არ ეხალისებოდა. და მიუხედავად
ამისა, სწორედ იმ წუთს, როცა იმავე წლის შემოდგომის ერთ
დღეს ჩიტი კვლავ შემოხვდა, შალასტერს თოფი თან არ აღმოაჩ-
ნდა. სულ ახლოს იყო სახლთან. ჩიტი – როგორც ყოველთვის –
უხმოდ გამოჩნდა, ხეზე მოკალათდა და შალასტერს მხოლოდ
ამის შემდეგ მიესალმა კარგად ნაცნობი ჟღურტულით. ჩიტი იმ
ბებერი ტირიფის დაკოჟრილ ტანზე შემოსკუპებულიყო, რომელ-
საც შალასტერი რტოებს აჭრიდა ხოლმე ბაღში მწკრივად დარ-
გული ხეხილისთვის ტოტების შესაკრავად. იჯდა და შეუსვენებ-
ლად ჭიკჭიკებდა თავისი მტრისგან ათიოდე ნაბიჯის მოშორებით.
შალასტერი კი, რომელსაც უცნაური ბედნიერების განცდა დაუფ-
ლებოდა (ნეტარება და ვაება ერთდროულად თითქოს ისეთი
ცხოვრებისკენ მოუწოდებდნენ, როგორითაც საბოლოოდ მაინც
ვერ იცხოვრებდა), ფიქრისა და დარდისგან ოფლად იღვრებო-
და, როგორ მოვახერხო, რომ რაც შეიძლება მალე თოფი ხელ-
ში დავიჭიროო. კარგად იცოდა, რომ ჩიტის სტუმრობა დიდხანს

371
მკითხველთა ლიგა

არასოდეს გრძელდებოდა. საჩქაროდ სახლს მიაშურა, თოფით


ხელში დაბრუნდა და, ჩიტი რომ ისევ იმ ტირიფზე დაუხვდა, ფე-
ხაკრეფით ნელ-ნელა, უხმაუროდ მიუახლოვდა. ჩიტს ავი არაფე-
რი უეჭვია, არც თოფს შეუწუხებია და არც ამ აღელვებული კაცის
უცნაურ ქცევას, რომელიც გაშტერებული თვალებით, მფრთხალი
მოძრაობითა და დამძიმებული სინდისით ამაოდ ცდილობდა ბუ-
ნებრიობის შენარჩუნებას. ჩიტმა იგი სულ ახლოს მიუშვა, მეგობ-
რულად შეათვალიერა და სცადა გაემხნევებინა. ჩიტის ეშმაკურ
მზერას არც ის გამოჰპარვია, თუ როგორ აღმართა ბრიყვმა ტე-
ტიამ იარაღი, როგორ მოჭუტა ცალი თვალი და დიდხანს გულ-
დაგულ როგორ უმიზნა. ბოლოს იჭექა თოფმა და ჯერ ბოლიც
არ გაფანტულიყო, რომ შალასტერი ტირიფის ქვეშ უკვე მუხლებ-
ზე იდგა და ეძებდა – ტირიფიდან ღობემდე და უკან, სკების რი-
გამდე და უკან, ცერცვის კვალამდე და უკან, ბალახში, მიწაზე,
ყოველ მტკაველზე, ორჯერ და სამჯერ, ერთი საათი, ორი საათი,
მომდევნო დილას და ისევ და ისევ. შალასტერმა ვერ მიაგნო
ჩიტს, მისი ერთი ბუმბულიც კი ვერ იპოვა. ჩიტი გამქრალიყო.
მისთვის აქაურობა გატლანქებულიყო, აქ ხეპრულად მოიქცნენ,
მეტად ხმამაღლა დააქუხეს თოფი. ჩიტს თავისუფლება უყვარდა,
უყვარდა ტყეები და სიჩუმე, აქაურობა ვეღარ მოეწონებოდა. იგი
წავიდა. შალასტერმა ვერც ამჯერად დაინახა, რომელ მხარეს
გაფრინდა ჩიტი. იქნებ შინ დაბრუნდა გველების ბორცვზე და
ლურჯ-მწვანე ხვლიკები თავს უხრიდნენ კარის ზღურბლთან. იქ-
ნებ უფრო შორეულ ხეებსა და დროებს დაუბრუნდა, ჰოენშტაუფე-
ნებს, კაენსა და აბელს, სამოთხეს.
იმ დღის შემდეგ ჩიტი აღარ უნახავთ. ლაპარაკით კიდევ დიდ-
ხანს ლაპარაკობდნენ მასზე – ამდენი წელი გავიდა და ეს საუბა-
რი ჯერაც არ შეწყვეტილა – ოსტგოთების ერთ-ერთ საუნივერსი-
ტეტო ქალაქში კი ჩიტის შესახებ წიგნიც გამოვიდა.
თუ ძველ დროში ათას ლეგენდას ჰყვებოდნენ მასზე, გაუჩინა-
რების შემდეგ ის თვითონ იქცა ლეგენდად, და სულ მალე აღარ
იარსებებს არავინ, ვინც ფიცით დაამოწმებდა, რომ ჩიტს ნამდვი-

372
მკითხველთა ლიგა

ლად უცხოვრია, რომ ის ერთ დროს თავისი არემარის კეთილი


სული ყოფილა, რომ ოდესღაც მისი ხელში ჩაგდებისთვის დიდი
ჯილდო დაუწესებიათ და რომ მას ოდესღაც თოფი ესროლეს.
ოდესმე, როცა ამ ლეგენდას კვლავ რომელიმე სწავლული გა-
მოიკვლევს, ეს ყველაფერი ხალხური ფანტაზიის გამონაგონად
გამოცხადდება და მითების წარმოშობის კანონების მიხედვით
თანმიმდევრულად აიხსნება. ეს ასეა და ვერავინ უარყოფს, რომ
ყველგან და ყოველ დროს გვხვდებიან არსებები, რომლებიც
სხვებს განსაკუთრებულებად, ლამაზებად და მომხიბლავებად ეჩ-
ვენებათ, ხოლო ზოგიერთები თაყვანს სცემენ, როგორც კეთილ
სულებს, რადგან ისინი უფრო მშვენიერი, უფრო თავისუფალი,
უფრო სავსე ცხოვრებისკენ მოგვიწოდებენ, ვიდრე ის ცხოვრებაა,
რომელსაც ჩვენ ვეწევით. შემდეგ კი ყველგან იგივე ხდება: შვი-
ლიშვილები პაპების კეთილ სულებს დასცინიან, ერთ დღესაც ამ
ლამაზ და მომხიბლავ არსებებს თოფს უმიზნებენ და კლავენ,
მათთვის ან მათი ფიტულებისთვის ჯილდოები წესდება, ცოტა
მოგვიანებით კი მათი არსებობა იქცევა ლეგენდად, რომელიც
ჩიტის ფრთებს ისხამს და ჩიტივით შორს მიფრინავს.
ვერავინ იტყვის, ოდესმე კიდევ რა ფორმას მიიღებს ამბავი
ჩიტის შესახებ. შალასტერი რომ მხოლოდ სულ ახლახან საშინე-
ლი სიკვდილით აღესრულა – ყველაფერი იმაზე მიუთითებს,
რომ თავი მოიკლა – ამის აღნიშვნა აუცილებლად მიგვაჩნია
თხრობის სისრულისათვის და არ გვსურს თავს უფლება მივცეთ,
კომენტარი დავურთოთ ამ ცნობას.

1933

თარგმნა ალექსანდრე კარტოზიამ

373
მკითხველთა ლიგა

ბიბლიოგრაფიული ცნობები

რეზო ყარალაშვილი: ზამბახის გულის საიდუმლოება, ანუ


მოგზაურობა ჰერმან ჰესეს ზღაპრების სამყაროში. პირველად
გამოქვეყნდა ჟურნალ „ხომლში“ (1972 წ. #7).
1. ორი ძმა (Die beiden Brüder). დაიწერა 1887 წელს. პირვე-
ლად გამოქვეყნდა ციურიხის გაზეთ „ნოიე ციურხერ ცაიტუნ-
გში“ (Neue Zürcher Zeitung) 1951 წლის 6 იანვარს. ქართული
თარგმანი: ჰერმან ჰესე, „დამსვენებელი“. თბილისი, „ინტე-
ლექტი“, 2007 (მთარგმნელი ნანა გოგოლაშვილი).
2. ჯუჯა (Der Zwerg). დაიწერა 1903 წელს. პირველად გამოქვეყ-
ნდა დიუსელდორფის ჟურნალ „რაინლანდეს“ (Die
Rheinlande) 1903/04 წწ. მე-8 ნომერში. ქართული თარგმანი:
ჰერმან ჰესე, „დამსვენებელი“. თბილისი, „ინტელექტი“, 2007
(მთარგმნელი ნანა გოგოლაშვილი).
3. აჩრდილების თამაში (Schattenspiel). დაიწერა 1906 წელს.
პირველად გამოქვეყნდა მიუნხენის ჟურნალ „სიმპლიცისიმუ-
სის“ (Simplicissimus) 1906 წლის მე-6 ნომერში (7.05). ქართუ-
ლი თარგმანი შესრულდა საგანგებოდ წინამდებარე გამოცე-
მისთვის (მთარგმნელი ბიძინა რამიშვილი).
4. ჰანესი (Hannes). დაიწერა 1906 წელს. პირველად გამოქვეყ-
ნდა მიუნხენის ჟურნალ „სიმპლიცისიმუსის“ (Simplicissimus)
1906 წლის მე-11 ნომერში (11.06). ქართული თარგმანი შეს-
რულდა საგანგებოდ წინამდებარე გამოცემისთვის (მთარ-
გმნელი დავით კაკაბაძე).
5. შეყვარებული ჭაბუკი (Der verliebte Jüngling). დაიწერა 1907
წელს. პირველად გამოქვეყნდა მიუნხენის ჟურნალ „სიმპლი-
ცისიმუსის“ (Simplicissimus) 1907 წლის 39-ე ნომერში (23.12).
ქართული თარგმანი შესრულდა საგანგებოდ წინამდებარე
გამოცემისთვის (მთარგმნელი დავით კაკაბაძე).
6. იდუმალი მთა (Der geheimnisvolle Berg). დაიწერა 1908
წელს. პირველად გამოქვეყნდა მიუნხენის ჟურნალ „სიმპლი-

374
მკითხველთა ლიგა

ცისიმუსის“ (Simplicissimus) 1910 წლის მე-8 ნომერში (23.05).


ქართული თარგმანი შესრულდა საგანგებოდ წინამდებარე
გამოცემისთვის (მთარგმნელი დავით კაკაბაძე).
7. კაცი, გვარად ციგლერი (Ein Mensch mit Namen Ziegler).
დაიწერა 1908 წელს. პირველად გამოქვეყნდა მიუნხენის
ჟურნალ „სიმპლიცისიმუსის“ (Simplicissimus) 1908 წლის 38-ე
ნომერში (21.12). ქართული თარგმანი: „ამერიკა არ არსე-
ბობს“. გერმანული გროტესკის მცირე ანთოლოგია. თბილი-
სი: „ომეგა თეგი“, 2009 (მთარგმნელი ლევან ბრეგაძე).
8. ქალაქი (დიე შტადტ). დაიწერა 1910 წელს. პირველად გა-
მოქვეყნდა მიუნხენის ჟურნალ „ლიხტ უნდ შატენის“ (Licht und
Schatten) 1910 წლის მე-12 ნომერში. ქართული თარგმანი:
„ამერიკა არ არსებობს“. გერმანული გროტესკის მცირე ან-
თოლოგია. თბილისი: „ომეგა თეგი“, 2009 (მთარგმნელი რუ-
სუდან ბრეგაძე).
9. დოქტორ კნიოლგეს აღსასრული (Doktor Knölges Ende).
დაიწერა 1910 წელს. პირველად გამოქვეყნდა მიუნხენის
ჟურნალ „იუგენდის“ (Jugend) 1910 წლის 41-ე ნომერში
(8.10). ქართული თარგმანი: „ამერიკა არ არსებობს“. გერმა-
ნული გროტესკის მცირე ანთოლოგია. თბილისი, „ომეგა თე-
გი“, 2009 (მთარგმნელი ლევან ბრეგაძე).
10. მშვენიერი სიზმარი (Der schöne Traum). დაიწერა 1911
წელს. პირველად გამოქვეყნდა მიუნხენის ჟურნალ „ლიხტ
უნდ შატენის“ (Licht und Schatten) 1912 წლის 33-ე ნომერში.
ქართული თარგმანი: ჰერმან ჰესე, „დამსვენებელი“. თბილი-
სი, „ინტელექტი“, 2007 (მთარგმნელი ნანა გოგოლაშვილი).
11. სამი ცაცხვი (Drei Linden). დაიწერა 1912 წელს. პირველად
გამოქვეყნდა ბერნის ჟურნალ „ალპენის“ (Die Alpen) 1912
წლის მე-6 ნომერში. ქართული თარგმანი შესრულდა საგან-
გებოდ წინამდებარე გამოცემისთვის (მთარგმნელი დავით კა-
კაბაძე).

375
მკითხველთა ლიგა

12. ფლეიტის სიზმარი (Flötentraum). დაიწერა 1912 წელს. პირ-


ველად გამოქვეყნდა მიუნხენის ჟურნალ „ლიხტ უნდ შატენის“
(Licht und Schatten) 1913 წლის დეკემბრის ნომერში. ქართუ-
ლი თარგმანი: ჰერმან ჰესე, მცირე პროზა თბილისი, „მერა-
ნი“, 2006 (მთარგმნელი რუსუდან ბეჟაშვილი).
13. პოეტი (Der Dichter). დაიწერა 1913 წელს. პირველად გამოქ-
ვეყნდა ბერლინის გაზეთ „ტაგის“ (დერ თაგ) 1913 წლის 2 აპ-
რილის ნომერში. ქართული თარგმანი: ჟურნალი „ხომლი“
#7, 1972 წ. (მთარგმნელი რეზო ყარალაშვილი).
14. ავგუსტუსი (Augustus). დაიწერა 1913 წელს. პირველად გა-
მოქვეყნდა ბერლინის ჟურნალ „გრენცბოტენის“ (Die
Grenzboten) 1913 წლის 50-ე და 51-ე ნომრებში (IV კვარტა-
ლი). ქართული თარგმანი: ჟურნალი „საუნჯე“ #5-6, 1999 წ.
(მთარგმნელი კონსტანტინე ზ. გამსახურდია).
15. სიზმარი ღმერთებზე (Der Traum von den Göttern). დაიწერა
1914 წელს. პირველად გამოქვეყნდა მიუნხენის ჟურნალ
„იუგენდის“ (Jugend) 1914 წლის 38-ე ნომერში (16.09). ქარ-
თული თარგმანი შესრულდა საგანგებოდ წინამდებარე გამო-
ცემისთვის (მთარგმნელი დავით კაკაბაძე).
16. ტყისკაცი (Der Waldmensch). დაიწერა 1914 წელს. პირვე-
ლად გამოქვეყნდა მიუნხენის ჟურნალ „სიმპლიცისიმუსის“
(Simplicissimus) 1917 წლის მე-4 ნომერში (24.04). ქართული
თარგმანი: ჰერმან ჰესე, „დამსვენებელი“. თბილისი, „ინტე-
ლექტი“, 2007 (მთარგმნელი ნანა გოგოლაშვილი).
17. უცნაური ცნობა სხვა ვარსკვლავიდან (Merkwürdige Nachricht
von einem anderen Stern). დაიწერა 1915 წელს. პირველად
გამოქვეყნდა ციურიხის გაზეთ „ნოიე ციურხერ ცაიტუნგის“
(Neue Zürcher Zeitung) 1915 წლის 9-13 მაისის ნომრებში.
ქართული თარგმანი შესრულდა საგანგებოდ წინამდებარე
გამოცემისთვის (მთარგმნელი დავით კაკაბაძე).
18. ფალდუმი (Faldum). დაიწერა 1915 წელს. პირველად გამოქ-
ვეყნდა ბრაუნშვაიგის ჟურნალ „ვესტერმანს მონატსჰეფტეს“

376
მკითხველთა ლიგა

(Westermanns Monatshefte) 1916 წლის თებერვლის ნომერ-


ში. ქართული თარგმანი შესრულდა საგანგებოდ წინამდება-
რე გამოცემისთვის (მთარგმნელი რუსუდან ბრეგაძე).
19. მძიმე გზა (Der schwere Weg). დაიწერა 1916 წელს. პირვე-
ლად გამოქვეყნდა ბერლინის ჟურნალ „ნოიე რუნდშაუს“ (Die
neue Rundschau) 1917 წლის აპრილის ნომერში. ქართული
თარგმანი შესრულდა საგანგებოდ წინამდებარე გამოცემის-
თვის (მთარგმნელი დავით კაკაბაძე).
20. ირისი (Iris). დაიწერა 1916 წელს. პირველად გამოქვეყნდა
ბერლინის ჟურნალ „ნოიე რუნდშაუს“ (Die neue Rundschau)
1918 წლის დეკემბრის ნომერში. ქართული თარგმანი: ჰერ-
მან ჰესე, „დამსვენებელი“. თბილისი, „ინტელექტი“, 2007
(მთარგმნელი ნანა გოგოლაშვილი).
21. სიზმართა წყება (Eine Traumfolge). დაიწერა 1916 წელს. პირ-
ველად გამოქვეყნდა ლაიფციგის ჟურნალ „დი ვაისენ ბლე-
ტერის“ (Die weißen Blätter) 1916 წლის დეკემბრის ნომერში.
ქართული თარგმანი: „ამერიკა არ არსებობს“. გერმანული
გროტესკის მცირე ანთოლოგია. თბილისი: „ომეგა თეგი“,
2009 (მთარგმნელი რუსუდან ბრეგაძე).
22. თუ ომი კიდევ ორ წელიწადს გაგრძელდა (Wenn der Krieg
noch zwei Jahre dauert). დაიწერა 1917 წელს. პირველად გა-
მოქვეყნდა ციურიხის გაზეთ „ნოიე ციურხერ ცაიტუნგის“ (Neue
Zürcher Zeitung) 1917 წლის 15-16 ნოემბრის ნომრებში. ქარ-
თული თარგმანი შესრულდა საგანგებოდ წინამდებარე გამო-
ცემისთვის (მთარგმნელი დავით კაკაბაძე).
23. ევროპელი (Der Europäer). დაიწერა 1917 წელს. პირველად
გამოქვეყნდა ციურიხის გაზეთ „ნოიე ციურხერ ცაიტუნგის“
(Neue Zürcher Zeitung) 1918 წლის 4 და 6 აგვისტოს ნომრებ-
ში. ქართული თარგმანი: „ამერიკა არ არსებობს“. გერმანული
გროტესკის მცირე ანთოლოგია. თბილისი: „ომეგა თეგი“,
2009 (მთარგმნელი გიორგი ბრეგაძე).

377
მკითხველთა ლიგა

24. დაწნული სკამის ზღაპარი (Märchen vom Korbstuhl). დაიწერა


1918 წელს. პირველად გამოქვეყნდა მიუნხენის ჟურნალ „ვი-
ლანდის“ (Wieland) 1918 წლის ივნისის ნომერში. ქართული
თარგმანი: „ლიტერატურული გაზეთი“ #25, 30 აპრილი-13
მაისი, 2010 წ. (მთარგმნელი რუსუდან ბეჟაშვილი).
25. იმპერია (Das Reich). დაიწერა 1918 წელს. პირველად გა-
მოქვეყნდა ციურიხის გაზეთ „ნოიე ციურხერ ცაიტუნგის“ (Neue
Zürcher Zeitung) 1918 წლის 8 დეკემბრის ნომერში. ქართუ-
ლი თარგმანი შესრულდა საგანგებოდ წინამდებარე გამოცე-
მისთვის (მთარგმნელი დავით კაკაბაძე).
26. მხატვარი (Der Maler). დაიწერა 1918 წელს. პირველად გა-
მოქვეყნდა ბერლინის გაზეთ „ფოსიშე ცაიტუნგის“ (Vossische
Zeitung) 1918 წლის 23 ივნისის ნომერში. ქართული თარგმა-
ნი: „ლიტერატურული საქართველო“, 17 ოქტომბერი, 1986 წ.
(მთარგმნელი ნატო თხილავა).
27. წიგნის კაცი (დერ მანნ მიტ დენ ვიელენ ბüცჰერნ). დაიწერა
1918 წელს. პირველად გამოქვეყნდა ბერლინის გაზეთ „ფო-
სიშე ცაიტუნგის“ (Vossische Zeitung) 1918 წლის 3 აგვისტოს
ნომერში. ქართული თარგმანი შესრულდა საგანგებოდ წი-
ნამდებარე გამოცემისთვის (მთარგმნელი დავით კაკაბაძე).
28. გასაუბრება ღუმელთან (Gespräch mit einem Ofen). დაიწერა
1919 წელს. პირველად გამოქვეყნდა ლაიფციგის ჟურნალ
„ვივოს ვოკოს“ (Vivos voco) 1920 წლის იანვრის ნომერში.
ქართული თარგმანი: „ამერიკა არ არსებობს“. გერმანული
გროტესკის მცირე ანთოლოგია. თბილისი: „ომეგა თეგი“,
2009 (მთარგმნელი ლევან ბრეგაძე).
29. პიქტორის ფერისცვალება (PiktorsVerwandlungen). დაიწერა
1922 წელს. პირველად გამოქვეყნდა 1925 წელს, როგორც
საჩუქარი „კემნიცის წიგნის მეგობართა საზოგადოების“ წევ-
რთათვის (650 ცალად). ქართული თარგმანი: ჟურნალი „ხომ-
ლი“ #7, 1972 წ. (მთარგმნელი რეზო ყარალაშვილი).

378
მკითხველთა ლიგა

30. ჯადოქრის ბავშვობა (Kindheit des Zauberers). დაიწერა 1921-


23 წლებში. პირველად გამოქვეყნდა მიუნხენის ჟურნალ „კო-
რონას“ 1937 წლის მე-7 ნომერში. ქართული თარგმანი: ჰერ-
მან ჰესე, მცირე პროზა თბილისი: „მერანი“, 2006 (მთარგმნე-
ლი რუსუდან ბეჟაშვილი).
31. სიზმრის ნაკვალევი (Traumfährte). დაიწერა 1926 წელს. პირ-
ველად გამოქვეყნდა ბერლინის ჟურნალ „ჰორენის“ (Die
Horen) 1927 წლის მე-3 ნომერში. ქართული თარგმანი შეს-
რულდა საგანგებოდ წინამდებარე გამოცემისთვის (მთარ-
გმნელი რუსუდან ბრეგაძე).
32. მეფე იუ (König Yu). დაიწერა 1929 წელს. პირველად გამოქ-
ვეყნდა კიოლნის გაზეთ „კიოლნიშე ცაიტუნგის“ (Kölnische
Zeitung) 1929 წლის 22 ოქტომბრის ნომერში. ქართული
თარგმანი: „ამერიკა არ არსებობს“. გერმანული გროტესკის
მცირე ანთოლოგია. თბილისი: „ომეგა თეგი“, 2009 (მთარ-
გმნელი რუსუდან ბრეგაძე).
33. ჩიტი (Vogel). დაიწერა 1933 წელს. პირველად გამოქვეყნდა
მიუნხენის ჟურნალ „კორონას“ 1933 წლის ივნისის ნომერში.
ქართული თარგმანი შესრულდა საგანგებოდ წინამდებარე
გამოცემისთვის (მთარგმნელი ალექსანდრე კარტოზია).

379

You might also like