You are on page 1of 4

როგორ დავწეროთ opinion essay

Opinion Essay-არის ესე, რომელშიც ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით


გამოვთქვამთ, ჩვენს მოსაზრებას.
 
თუ გინდათ, რომ მკითხველზე შთაბეჭდილება მოახდინოთ, პირველ
რიგში ყურადღება მიაქციეთ ესეს სტრუქტურას.
ესე უნდა შედგებოდეს ხუთი აბზაცისგან.
 
პირველ აბზაცში უნდა დავსვათ საკითხი და დავაფიქსიროთ ჩვენი
მოსაზრება, ვეთანხმებით თუ არა მოცემულ საკითხს.  
მეორე და მესამე აბზაცებში უნდა დავწეროთ თუ რატომ ვეთანხმებით ან
არ ვეთანხმებით გამოთქმულ მოსაზრებას და ჩვენი შეხედულება უნდა
გავამყაროთ არგუმენტებით.
მეოთხე აბზაცში კი უნდა დავაფიქსიროთ საპირისპირო მოსაზრება და
ისიც უნდა გავამყაროთ მაგალითებით.
მეხუთე აბზაცში, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ მიუხედავად მეოთხე
აბზაცში გამოთქმული საპირისპირო მოსაზრებებისა, ჩვენი მოსაზრება
იგივე რჩება.
 
როგორ დავწეროთ ეფექტური შესავალი და დასკვნა? (I და V აბზაცები)
 
შესავალი:
მიმართეთ მკითხველს: Have you ever imagined what life would be like
without electricity?
გამოიყენეთ ციტატები: If not us, who? If not now, when? (თუ ჩვენ არა,
მაშინ ვინ? თუ ახლა არა, მაშინ როდის?)  -John F. Kennedy
დაიწყეთ რიტორიკული შეკითხვით: “Are dogs really a man’s best friend?”
 
დასვკნა:
ციტატებები და რიტორიკული შეკითხვები შეგიძლიათ გამოიყენოთ
დასკვნაშიც, მაგრამ ნუ გამოიყენებთ იმავე წინადადებებს რაც
გამოიყენეთ შესავალში.
 
წერის სტილი
 
ამ ტიპის ესეში ძირითადად ვიყენებთ აწმყო დროებს. ვწერთ
ოფიციალური სტილით, რაც გულისხმობს:
გრძელი წინადადებების,
ვნებითი გვარის ხშირად გამოყენებას ასევე
კავშირებითი სიტყვებისა (Nevertheless -მიუხედავად ამისა, Furthermore
გარდა ამისა, უფრო მეტიც.
ზმნის სრულ ფორმების გამოყენებას. (He is not და არა He isn’t). ასევე
ოფიციალური სიტყვების და ფრაზების გამოყენებას.  მაგალითად,
(არსებობს მტკიცებულება, რომ) There’s proof that-ის მაგივრად
უმჯობესია დაწეროთ Studies have shown that. (კვლევებმა აჩვენა)
 
სიტყვები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ესეს წერის
დროს.
 
აზრის დაფიქსირება:
I strongly believe,
In my opinion,
The way I see it,
It seems/appears to me (that),  
to my mind,
as far as I am concerned,  
I strongly disagree,
I am totally against.
I couldn’t agree/disagree more that/with.
 
მოსაზრებების ჩამოთვლა:
Firstly
To begin with
In addition
Additionally
Secondly
Furthermore
Moreover
 
საწინააღმდეგო მოსაზრების შემოტანა:
However
On the other hand
 
მაგალითებისა და არგუმენტების დაფიქსირება:
For example
For instance
In particular
Particularly
 
შედეგებზე საუბრისას:
as  as result
Consequently
Therefore
In this way
 
დასკვნა:
All things considered
To conclude
In conclusion
 
ერთიან ეროვნულ გამოცდაზე 120-150 სიტყვიან ესეც წერთ. შეეცადეთ,
რომ დაიცვათ სიტყვების რაოდნეობის მოთხოვნა. გაითვალისწინეთ,
რომ არტიკლები, წინდებულები და ნაწილაკები ცალკე სიტყვებად
ითვლება. დაიცავით აბზაცები, წინადადებები დაიწყეთ დიდი ასოთი.
წერეთ გარკვევით და სუფთად. ნაწერი გადაიკითხეთ და გაასწორეთ
შეცდომები. თემა ფასდება 16 ქულით.
ვთქვათ უნდა დავწეროთ ესე: Modern technology has made our lives easier
-თანმედროვე ტექნოლოგიებმა ცხვორება გაგვიმარტივა. ეთანხმებით თუ
არა მოცემულ მოსაზრებას?
 
ესეს ნიმუში
 
One hundred years ago, no one could image how important technology
would be to humans in the 21st century. Today, technology is all around us
and, in my opinion, it makes our lives much easier.
 
To begin with, technology makes it easier to communicate. For example,
mobile phones and the Internet make is possible for us to send messages
to each other quickly and easily. As a result, we can be constantly
connected with our friends, family members or business partners.
 
Secondly, technology allows us to access huge amounts of information.
Through the Internet, in particular, we can find out about almost any topic
immediately. Consequently, we can become better informed about the
world.
 
However, some people claim that modern technology has made us less
active. For instance, today we can shop and socialise online without the
need to leave our homes. Therefore, we are less likely to get the exercise
we need to stay healthy.
 
In conclusion, I strongly believe that despite making us less active
technology helps us communicate and get informed very quickly. As Steve
Ballmer said, “It empowers people to do what they want to do”.

You might also like