You are on page 1of 16

ისტორიის ეროვნულ გამოცდებზე გასული კითხვები (423 კითხვა პასუხით)

1. რომელი სახელმწიფო ჩამოყალიბდა ქრისტეშობამდე II ათასწლეულში მესოპოტამიაში, მდინარე ტიგროსის შუაწელზე? (ასურეთი)

2. რომელი სახელმწიფოს მეფე იყო ტიგლათფილესერ I? (ასურეთის)

3. რომელ ძველ ბერძენ გეოგრაფ/სწავლულს ეკუთვნის ცნობა ქართლის სამეფოს მოსახლეობის სოციალური შემადგენლობის შესახებ? (სტრაბონს)

4. რომელ სახელმწიფოსთან ბრძოლაში განადგურდა ასურეთის სახელმწიფო ძვ.წ. VII საუკუნეში? (მიდიისა და ბაბილონის)

5. რომელ სახელმწიფოს განაგებდა მეფე მენუა? (ურარტუს)

6. ვინ იყო მირიან მეფის თანამედროვე რომის იმპერატორი? (კონსტანტინე)

7. რომელმა მეფემ დააარსა ქალაქი არტანუჯი, რომელიც აშოტ ბაგრატიონმა აღადგინა და თავის რეზიდენციად აქცია? (ვახტანგ გორგასალმა)

8. რომელი სახელმწიფოები ებრძოდნენ ერთმანეთს VI საუკუნეში ლაზიკის ტერიტორიაზე „დიდი ომიანობის“ დროს?

(ბიზანტია და სასანიანთა სახელმწიფო)

9. ვისი ლაშქრობის შემდეგ გაჩნდა საქართველოში ამირას თანამდებობა? (მურვან–ყრუს)

10. 1800 წელს რუსეთის იმპერატორმა პავლე I–მა ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლის თანახმადაც ქართლ–კახეთის სამეფო უქმდებოდა.

რამ შეუშალა ხელი ამ მანიფესტის განხორციელებას? (შეთქმულთა მიერ იმპერატორის მკვლელობამ)

11. VI საუკუნეში, 542–562 წლებში იუსტინიანე I და ხოსრო ანუშირვანი ერთმანეთს ებრძოდნენ. რა ეწოდა ამ დაპირისპირებას ისტორიაში?

(დიდი ომიანობა ეგრისში)

12. ვესტგოთებმა 410 წელს აიღეს ქალაქი რომი. ვინ იყო ამ დროს ვესტგოთების მეთაური? (ალარიხი)

13. რომელ წელს შემოიჭრა მურვან–ყრუ საქართველოში? (735 წელს)

14. საქართველოს დატოვების შემდეგ რომელ ქვეყანას შეაფარა თავი ვახტანგ VI–მ? (რუსეთს)

15. რომელმა მეფემ დაარსა ქალაქი არტანუჯი? (ვახტანგ გორგასალმა)

16. ვინ იყო ირანის შაჰი, როდესაც კახეთში თეიმურაზ I მეფობდა ? (აბას I)

17. რა შედეგით დასრულდა შაჰ–აბას I–ის ლაშქრობები კახეთში? (კახელების დიდი ნაწილი გადაასახლეს ფერეიდანსა და ირანში)

18. რომელ შეთქმულებაში მონაწილეობდა სოლომონ დოდაშვილი? (1832 წლის შეთქმულებაში)

19. რა იქცა კომუნისტური და კაპიტალისტური სამყაროს გამყოფ სიმბოლოდ II მსოფლიო ომის შემდეგ? (ბერლინის კედელი)

20. XVI საუკუნის შუა ხანებიდან ცენტრალურ ევროპაში სწრაფად დაიწყო გავრცელება ახალმა რელიგიურმა მოძრაობამ, რომელიც რომის პაპსა და

კათოლიკურ ეკლესიას დაუპირისპირდა. რომელ ქვეყანაში დაიწყო აღნიშნული რელიგიური მოძრაობა? (გერმანიაში)

21. 1783 წელს რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებამ ძალზე გააუარესა ქართლ–კახეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა. ამის

კულმინაცია კი 1795 წელს თბილისის აოხრება იყო. ვინ მეთაურობდა თბილისის აოხრებას? (აღა–მაჰმად ხანი)

22. როგორ მოიხსენიებენ ქართულ ისტორიოგრაფიაში სხვაგვარად „თერგდალეულებს“? (სამოციანელებად)

23. ვინ დაამარცხა ნაპოლეონმა აუსტერლიცის ბრძოლაში? (რუსები და ავსტრიელები)

24. რას მოითხოვდა სელჩუკთა სულთანი ბაგრატ IV-სგან? (ხარკის გადახდას)

25. როგორ იხსენიებენ ბერძნული წყაროები „ციხეგოჯს“? (არქეოპოლოსი)

26. რომელ ქვეყანაში შეიქმნა XIII საუკუნეში „თავისუფლების დიდი ქარტია“? (ინგლისში)

27. რომელმა ქართველმა მეფემ მიიღო რომის პაპისგან, ჰონორიუს III–გან მოწვევა ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობის მისაღებად?

(გიორგი IV–მ)
28. ვის სახელს უკავშირდება X VI საუკუნეში ევროპაში რეფორმაციის დაწყება? (მარტინ ლუთერს)

29. რომელ წელს შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები? (1776 წელს)

30. საფრანგეთის რომელ მეფეს შეხვდა სულხან–საბა ორბელიანი? (ლუი XIV–ს)

31. ვინ იყო ერთა ლიგის შექმნის ინიციატორი? (ამერიკის პრეზიდენტი ვილსონი)

32. რას ეწოდება დემოკრატია? (ხალხის ძალაუფლებას)

33. რომელ სახელმწიფოსთან ბრძოლაში განადგურდა დიაოხი? (ურარტუს)

34. რომელ ქალაქში მდებარეობდა ყველაზე ცნობილი სამისნო ძველ საბერძნეთში? (დელფოსში)

35. ვის ეკუთვნის ცნობა, რომ ქართლში „მეფეებს სხამენ გვარში მახლობლობისა და ასაკის მიხედვით უხუცესს“? (სტრაბონს)

36. ვის ეკუთვნოდა ცნობა სპარსეთის სამეფოს სატრაპიებად დაყოფის შესახებ? (ჰეროდოტეს)

37. ვინ იყო ფარსმან II ქველის თანამედროვე რომაელი იმპერატორი? (ანტონიუს პიუსი)

38. რომელი სახელმწიფოს ოფიციალური რელიგია იყო ზოროასტრიზმი? (სასანიანთა ირანის)

39. რა იყო სასანიანთა ირანის სახელმწიფო რელიგია? (ზოროასტრიზმი)

40. რომელი რომაელი ისტორიკოსი აღწერს პომპეუსის ლაშქრობას ქართლის სამეფოში? (დიონ კასუსი)

41. რომელი ერისმთავრის დროს აიგო მცხეთის ჯვრის ტაძარი? (სტეფანოზის)

42. ვისი ლაშქრობის შესახებ მოგვითხრობს ატენის სიონის წარწერა? (ბუღა თურქის)

43. რომელი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო ბაღდადი? (აბასიანთა სახალიფოს)

44. ვის ეხმარებოდა ლიპარიტ ბაღვაში სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში? (ბიზანტიელებს)

45. რაზე მიუთითებს გიორგი II–ის მიერ ხარკის გადახდის ვალდებულების აღება? (სელჩუკებთან ბრძოლაში მარცხის აღიარებაზე)

46. რამ აიძულა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი II, ხარკი ეკისრა? (სელჩუკთა გამანადგურებელი შემოსევებისგან ქვეყნის დაცვამ)

47. რომელი მეფის მოღვაწეობაა აღწერილი თხზულებაში „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“? (თამარ მეფის)

48. რაში გამოიხატა სამეფო ხელისუფლების დათმობაზე წასვლა ყუთლუ–არსლანის დასის გამოსვლის შემდეგ?

(მეფე გადაწყვეტილებებს დარბაზთან დათათბირების შემდეგ მიიღებდა)

49. რუსუდან მეფის რომის პაპის ჰონორიუს III–სადმი მიწერილი წერილის თანახმად, რატომ არ ელოდა თავდაპირველად საქართველოს სამეფო

კარი საფრთხეს „ბიწიერ თათართაგან“? (საქართველოს სამეფო კარზე ისინი ქრისტიანები ეგონათ.)

50. ვინ გაამეფა ახლადდაარსებული ტრაპიზონის იმპერიაში საქართველოს სამეფო კარმა? (ალექსი კომნენოსი)

51. რომელ სახელმწიფოში გამოცხადდა ისლამი სახელმწიფო რელიგიად XIII საუკუნის ბოლოს? (ილხანთა საყაენოში)

52. რაზე მიუთითებდა გიორგი V–ის დროს ეგვიპტის სულთნის მიერ ქართველებისთვის იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა და „იერუსალიმის

კლიტეთა გადაცემა“? (საქართველოს ავტორიტეტისა და გავლენის გაზრდაზე)

53. რატომ ეწოდება 1555 წელს აუგსბურგში დადებულ ზავს რელიგიური?

(გერმანული სამთავროების მცხოვრებლებს აღმსარებლობის თავისუფლება მიენიჭათ.)

54. რომელ ქალაქთან გაიმართა „ხალხთა ბრძოლა“ XIX საუკუნეში? (ლაიფციგთან)

55. რა მოვლენას მოჰყვა შედეგად 1830 წლის აჯანყება პარიზში? (პარლამენტის დათხოვნას)

56. ვინ გახდა ინგლისის ეკლესიის მეთაური მას შემდეგ, რაც ის რომის პაპის დაქვემდებარებიდან გამოვიდა? (ინგლისის მეფე)

57. რატომ აღმოჩნდებოდა მძიმე მდგომარეობაში ინგლისის მრეწველობა კონტინენტური ბლოკადის განხორციელების შემთხვევაში?

(ჩაიკეტებოდა გასაღების უმთავრესი და უდიდესი ბაზარი)


58. რამ განაპირობა სოლომონ II–ის უცხოეთში გახიზვნა? (რუსეთის წინააღმდეგ განცდილმა მარცხმა)

59. რამ გამოიწვია მასობრივი საპროტესტო აქცია თბილისში 1978 წლის 14 აპრილს?

(კონსტიტუციის პროექტით ქართული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევამ)

60. რა ეწოდება საზოგადოების უმრავლესობის შეთანხმებით შექმნილ ორგანიზაციას, რომელმაც უნდა შეასრულოს საზოგადოებრივი დაკვეთა –

გადაწყვიტოს პრობლემები, რომელთა მოგვარება საერთო ძალისხმევას მოითხოვს? (სახელმწიფო)

61. რა ეწოდება პირის პოლიტიკურ–სამართლებრივ კავშირს სახელმწიფოსთან, რომელიც ურთიერთსანაცვლო უფლება–მოვალეობათა

ერთიანობითაა გამოხატული? (მოქალაქეობა)

62. როდის ილაშქრა ასურეთის მეფე ტიგლათფილასარ I –მა ქართველი ტომების წინააღმდეგ? (ძვ.წ. 1112 წელს)

63. ვინ დაყო აქემენიანთა იმპერია სატრაპიებად? (დარიოს I–მა)

64. ვინ და როდის გაანადგურა ურარტუ? (ძვ.წ. 590 წელს, მიდიელებმა)

65. რომელი წელი მიიჩნევა რომის მსოფლიოზე ბატონობის დამყარების თარიღად? (ძვ.წ. 290 წელს)

66. როდის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პეტრე იბერი? (V საუკუნეში)

67. რა მოხდა 451 წელს ქალკედონის IV საეკლესიო კრებაზე?

(ქრისტიანული ეკლესია გაიყო დიოფიზიტებად და მონოფიზიტებად)

68. რითია ცნობილი 451 წლის ბრძოლა კატალუნის ველზე? (ამ ბრძოლაში ვერცრთმა მხარემ ვერ გაიმარჯვა, ატილამ უკან დაიხია, გალიაც და

ევროპის დასავლეთი ნაწილი გადაურჩა ჰუნების შემოსევებს)

69. როდის მიმდინარეობდა ე.წ. „დიდი ომიანობა“ ეგრისში? (542–562 წწ)

70. ვინ ითვლება „დიდ სელჩუკთა“ სახელმწიფოს დამაარსებლად ? (თორღულ ბეგი)

71. რომელ წელს გაათავისუფლა დავით IV აღმაშენებელმა ქალაქი ანისი თურქებისაგან? (1123 წელს)

72. რომელ წლებში ილაშქრა შაჰ თამაზმა საქართველოში? (1540–1554 წწ)

73. რომელ წელს გაუქმდა ბატონყმობა აღმოსავლეთ საქართველოში? (1864 წელს)

74. როდის გაერთიანდა ქართლ–კახეთი ერთ სამეფოდ? (1762 წელს)

75. ფრანგი განმანათლებლებიდან ვის ეკუთვნის იდეა ხელისუფლების დანაწილების აუცილებლობის შესახებ? (მონტესკიეს)

76. რომელ წყაროშია დაცული ცნობები ფარნავაზის შესახებ? („ქართლის ცხოვრებაში“)

77. XVI საუკუნის შუა ხანებიდან ცენტრალურ ევროპაში სწრაფად დაიწყო გავრცელება ახალმა რელიგიურმა მოძრაობამ, რომელიც რომის პაპსა და

კათოლიკურ ეკლესიას დაუპირისპირდა. რა ეწოდა აღნიშნულ რელიგიურ მოძრაობას? (რეფორმაცია)

78. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, რა გააკეთა ფარნავაზმა გამეფების შედეგ? (აღმართა არმაზის კერპი)

79. რომელი ქვეყნის მმართველი იყო აბას I ? (ირანის)

80. ვინ შემოესია საქართველოს XI საუკუნეში? (სელჩუკები)

81. XVI საუკუნის შუა ხანებიდან ცენტრალურ ევროპაში სწრაფად დაიწყო გავრცელება ახალმა რელიგიურმა მოძრაობამ, რომელიც რომის პაპსა და

კათოლიკურ ეკლესიას დაუპირისპირდა. რომელ ქვეყანაში დაიწყო აღნიშნული რელიგიური მოძრაობა? (გერმანიაში)

82. რომელ სახელმწიფოს ებრძოდა პონტოს მეფე მითრიდატე VI ? (რომს)

83. 1612 წელს ირან–ოსმალეთის ომის დამთავრების შემდეგ შაჰს აღარ აკმაყოფილებდა ქართული სამეფოების ვასალური დამოკიდებულება და

სრული განადგურება განიზრახა. რომელი ქართული სამეფოები იგულისხმება ტექსტში? (კახეთისა და ქართლის)

84. რომელ პერიოდში მოღვაწეობდა ირანის შაჰი აბას I ? (XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის დასაწყისში)
85. ძველი წელთაღრიცხვის რომელ საუკუნეებში მოღვაწეობდა ურარტუს მეფე მენუა? (IX საუკუნის ბოლოსა და VIII საუკუნის დასაწყისში)

86. XVI საუკუნის შუა ხანებიდან ცენტრალურ ევროპაში სწრაფად დაიწყო გავრცელება ახალმა რელიგიურმა მოძრაობამ, რომელიც რომის პაპსა და

კათოლიკურ ეკლესიას დაუპირისპირდა. ვინ იყო აღნიშნული რელიგიური მოძრაობის ფუძემდებელი? (ლუთერი)

87. 1712 წელს ქართლის ჯანიშინი (მმართველი) მეფედ დასამტკიცებლად ისპაჰანში გაემგზავრა. მას თან დიდი ამალა გაჰყვა. მათ შორის იყო

სულხან–საბა ორბელიანიც. რომელ სახელმწიფოში გაემგზავრა ქართლის ჯანიშინი? (ირანში)

88. რომელ წელს შეიქმნა საერთაშორისო ორგანიზაცია „ნატო“? (1949)

89. რა შედეგით დასრულდა ჩიხორის ბრძოლა? (იმერეთის მმართველმა ბაგრატმა დაამარცხა გიორგი VIII)

90. ვინ იყო მუჰამედი? (ისლამისა და არაბთა სახელმწიფოს დამაარსებელი)

91. რომელ საუკუნეში მეფობდა პონტოს მეფე მითრიდატე VI ? (ძვ.წ. აღ–ის II-I)

92. რაზე შეთანხმდნენ რეიგანი და გორბაჩოვი 1987 წელს ? (საშუალო სიშორის რაკეტების შემცირებაზე)

93. ვინ დაამარცხა ნაპოლეონმა აუსტერლიცის ბრძოლაში? (რუსები და ავსტრიელები)

94. რომელ საუკუნეში გამოვიდნენ „თერგდალეულები“ საზოგადო ასპარეზზე? ( XIX საუკუნის 60–იან წლებში)

95. 1612 წელს ირან–ოსმალეთის ომის დამთავრების შემდეგ შაჰს აღარ აკმაყოფილებდა ქართული სამეფოების ვასალური

დამოკიდებულება და სრული განადგურება განიზრახა. რომელი შაჰი იგულისხმება ტექსტში? (აბასი)

96. რომელ წელს გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში მოძრაობამ „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“? (1990 წელს)

97. რა იყო „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ მიზანი? (საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამხობა)

98. რომელ საუკუნეში აკურთხა ანტიოქიის პატრიარქმა ქართლის პირველ კათალიკოსად პეტრე? (V)

99. ვინ გახდა საქართველოს პრეზიდენტი 1991 წლის 26 მაისს? (ზვიად გამსახურდია)

100. რა ევალებოდა რომის სენატის მიერ აღმოსავლეთში გამოგზავნილ პომპეუსს? (პონტოს სამეფოსა და მისი მოკავშირეების დამარცხება)

101. რომელ საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ლეონარდო დავინჩი? (XV საუკუნის II ნახევარსა და XVI საუკუნის დასაწყისში)

102. არჩევნებში გამარჯვებისთანავე ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით ახალმა პრეზიდენტმა კონგრესს წარუდგინა და მიაღებინა

ათეულობით ახალი საკანონმდებლო აქტი. უმძიმესი ეკონომიკური მდგომრეობისგან თავის დასაღწევად შემუშვებული ახალი მეთოდი

გულისხმობდა ეკონომიკაში სახელმწიფოს აქტიურ ჩარევას. მთავრობას უნდა მოეწესრიგებინა ეკონომიკური ურთიერთობანი მწარმოებლებსა

და რიგით მოქალაქეებს შორის. რა ეწოდა აღნიშნულ ეკონომიკურ მეთოდს ისტორიაში? (ახალი კურსი)

103. რომელ საერთაშორისო ორგანიზაციაში არ მიიღეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1920 წელს? (ერთა ლიგაში)

104. რას მოითხოვდა სელჩუკთა სულთანი ბაგრატ IV-სგან? (ხარკის გადახდას)

105. ევროპის რომელი ნახევარკუნძული დაიპყრეს არაბებმა VIII საუკუნეში? (პირინეის)

106. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რომელი ორგანიზაციის შტაბ–ბინა იყო ქალაქ ჟენევაში? (ერთა ლიგის)

107. რომელი ქვეყნის მმართველი იყო ნიკოლაუ ჩაუშესკუ? (რუმინეთის)

108. 1783 წელს რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებამ ძალზე გააუარესა ქართლ–კახეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა, ამის

კულმინაცია კი 1795 წელს თბილისის აოხრება იყო. ვისმა ჯარმა ააოხრა თბილისი? (ირანელების)

109. რომელი წყარო გვაწვდის ცნობას ყუთლუ–არსლანის დასის გამოსვლის შესახებ? (ისტორიანი და აზმანი)

110. ძვ. წ. აღ–ის რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა ურარტუს მეფე არგიშთი? (VIII)

111. რას უწოდებენ სხვანაირად „თერგდალეულებს“? (სამოციანელებს)

112. ვინ დაამარცხა გიორგი VIII ფარავნის ბრძოლაში? (მესხეთის მთავარმა ყვარყვარემ)
113. ძვ.წ.აღ–ის რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა ურარტუს მეფე სარდურ II? (VIII)

114. 1783 წელს რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმებამ ძალზე გააუარესა ქართლ–კახეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა, ამის

კულმინაცია კი 1795 წელს თბილისის აოხრება იყო. ვინ მეთაურობდა თბილისის აოხრებას? (აღა–მაჰმად ხანი)

115. რომელ საუკუნეში განხორციელდა ე.წ. „კონტინენტური ბლოკადა“ ინგლისის წინააღმდეგ? (XIX საუკუნეში)

116. ვახტანგ გორგასლის ბრძანებით, ვინ მოკლეს ანტიირანული აჯანყების წინ? (პიტიახში ვარსქენი)

117. ვინ იყო ირანის შაჰი, როდესაც კახეთში თეიმურაზ I მეფობდა? (აბას I)

118. „უიმედო, სრულიად დეკორატიული აფეთქება საქართველოში შეკვეთილია მათ მიერ, ვინც მას შემდგომი საბჭოთა რესპუბლიკის

წინააღმდეგ მიმართული სააგიტაციო კამპანიის, და კერძოდ, მასთან შეთანხმების წინააღმდეგ იყენებდა“. რომელი სახელმწიფო იგულისხმება

„საბჭოთა რესპუბლიკაში“? (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი)

119. ვინ დაწერა წიგნი „ჩემი ბრძოლა?“ (ჰიტლერმა)

120. რომელი დინასტია იდგა ირანის სახელმწიფოს სათავეში III-VII საუკუნეებში? (სასანიანები)

121. სტრაბონის ცნობის მიხედვით, ვინ შედიოდა ქართლის სამეფოს მოსახლეობის მეორე გვარში? ( ქურუმები)

122. ვინ გამოგზავნა საქართველოში მურვან–ყრუ? (არაბთა ხალიფამ)

123. რომელი ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს ისტორიკოსი იბნ ალ–ასირი? (დიდგორის )

124. რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა ქართლის მეფე ლუარსაბ I ? ( XVI )

125. ვინ იყო “სწავლულ კაცთა კომისიის” შექმნის ინიციატორი? ( ვახტანგ VI )

126. საფრანგეთის რომელი მეფე დასაჯეს რევოლუციის დროს სიკვდილით? (ლუი XVI)

127. ვინ სარდლობდა ფრანგებს აუსტერლიცის ბრძოლაში? (ბონაპარტე)

128. რომელი ცნობილი ქართველი რეჟისორი შეეწირა XX საუკუნის 30–იანი წლების რეპრესიებს? (სანდრო ახმეტელი )

129. რომელი სახელმწიფოს მეფე იყო დარიოსი? ( სპარსეთის )

130. სტრაბონის ცნობის მიხედვით, ვინ შედიოდა ქართლის სამეფოს მოსახლეობის მეოთხე გვარში? (სამეფო მონები)

131. რომელი იყო სასანიანთა ირანის სახელმწიფო ოფიციალური რელიგია? (ზოროასტრიზმი)

132. ვინ გამოგზავნა საქართველოში ბუღა თურქი? (ხალიფამ )

133. ვინ იყო რომის პაპის, იოანე XXII-ის თანამედროვე საქართველოს მეფე? ( გიორგი V)

134. რომელი მეფის მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს ისტორიკოსი ალ–ფაკირი? (დემეტრე II )

135. მონღოლთა მიერ დაწესებული სამხედრო ბეგარის თანახმად, ქართველებს რამდენი ოჯახიდან უნდა გამოეყვანათ ერთი მეომარი?

( ცხრა ოჯახიდან)

136. რომელ პერიოდში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მარტინ ლუთერი? ( XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის I ნახევარში)

137. რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა ქართლის მეფე სვიმონ I ? (XVI)

138. ვინ იყო 1709 წელს თბილისში სტამბის დაარსების ინიციატორი? (ვახტანგ VI )

139. საფრანგეთის რომელი მეფე დაატყვევეს პარიზელებმა 1792 წელს? (ლუი XVI )

140. ვინ სარდლობდა ფრანგებს ვატერლოოს ბრძოლაში? (ბონაპარტე)

141. რომელი ქართველი მუსიკოსი შეეწირა XX საუკუნის 30–იანი წლების რეპრესიებს? (ევგენი მიქელაძე)

142. რომელი ქართველი მეფის თანამედროვე იყო რომის პაპი ჰონორიუს (ონორე) III ? ( რუსუდანის)

143. მონღოლებმა საქართველოში რას არ დააკისრეს გადასახადები? (ეკლესიას და საეკლესიო მიწებს)


144. ვის ეკუთვნის გამოთქმა: „კონტინენტზე რკინის ფარდა დაეშვა“? (უინსტონ ჩერჩილს)

145. სამოქალაქო ომის დროს ვის წინააღმდეგ იბრძოდა იულიუს კეისარი? (პომპეუსის)

146. რომელ ბრძოლაში დაიღუპა გმირულად მეფე ლეონიდასის მეთაურობით მებრძოლი 300 სპარტელი? (თერმოპილეს)

147. ძველი აღმოსავლეთის რომელი სახელმწიფო წარმოიქმნა მცირე აზიაში? (ხეთების)

148. რომელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომის დროს ილაშქრა ჰერაკლე კეისარმა კავკასიაში? (ირანის)

149. რა დამსახურების გამო უბოძა იმპერატორმა ბასილი II–მ დავით კურაპალატს ახალი მიწა–წყალი?

(დავით კურაპალატის ჯარის დახმარებით მოხერხდა იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყებული ბარდა სკლიაროსის დამარცხება)

150. რატომ ჩაიშალა ანტიოსმალური კოალიციის შექმნა XV საუკუნის II ნახევარში?

(ევროპელმა მონარქებმა მხარი არ დაუჭირეს ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლას)

151. რომელი იყო ჯვაროსანთა მიერ შექმნილი სამეფოს დედაქალაქი? (იერუსალიმი)

152. რომელ სახელმწიფოთა შორის მიმდინარე ომის ასპარეზად იქცა საქართველო XVI-XVII საუკუნეებში?

(სეფიანთა სახელმწიფოს და ოსმალეთის)

153. საქართველოს რომელი მხარეები შევიდა პირველად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში XIX საუკუნის დასაწყისში?

(ქართლი და კახეთი)

154. ვისი დახმარებით დაამარცხეს ავსტრიელებმა აჯანყებული უნგრელები 1849 წელს? ( რუსეთის იმპერიის)

155. რა იყო პირველი მსოფლიო ომის გამომწვევი ერთ–ერთი მიზეზი? (გერმანიის სურვილი, გადაენაწილებინა კოლონიური ქვეყნები)

156. რას ისახავდა მიზნად აშშ–ს პრეზიდენტი პარიზის კონფერენციაზე „14 პუნქტის“ წამოყენებით?

(ომის შემდგომ მსოფლიოში მშვიდობისა და წესრიგის დამყარებას)

157. რა მიზანს ისახავდა პრეზიდენტ რუზველტის „ახალი კურსი“? (ეკონომიკური კრიზისის დაძლევას)

158. რამ განაპირობა სპარტელთათვის დამახასიათებელი ლაკონური საუბრის სტილის ანუ „ლაკონიზმის“ ჩამოყალიბება? (ცხოვრების სტილმა)

159. რომელი საისტორიო წყარო მოგვითხრობს ფარნავაზ მეფის შესახებ? ( „ქართლის ცხოვრება“)

160. რომელი კულტურების შერწყმა მოხდა ელინისტურ ხანაში? (ბერძნული და აღმოსავლური)

161. რა მიიჩნევა I მსოფლიო საეკლესიო კრების ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებად? (რწმენის სიმბოლოს დადგენა)

162. რომელი ფაქტია მართებული ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობასთან დაკავშირებით? (მოაწყო აჯანყება ირანელთა წინააღმდეგ)

163. ბაგრატ III–სთან დაკავშირებულ რა მოვლენებს უკავშირდება დავით კურაპალატის სიტყვები: „ესე არს მკვიდრი ტაოსი, ქართლისა და

აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი... ამას დაემორჩილენით ყოველნი“ (ქართლის გამგებლად დადგინებას)

164. რაზე შეიძლება მიუთითებდეს ის ფაქტი, რომ XII საუკუნის ბოლოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება გადაწყვეტილებებს

დარბაზის წევრთა „თანადგომითა და ერთნებაობით“ იღებდა? (მეფის ხელისუფლების შედარებით შესუსტებაზე)

165. ვინ იყო ანტიოსმალური კოალიციის შექმნის ინიციატორი XV საუკუნის II ნახევარში? (რომის პაპი პიუს II)

166. რომელ სახელმწიფოებს უკავშირდება დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დაწყება? (პორტუგალიასა და ესპანეთს)

167. საქართველოს რომელი ნაწილი მოექცა XVI საუკუნის ბოლოს ოსმალეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში? (სამცხე–საათაბაგო)

168. რა იყო 1700 წელს რუსეთის მეფის პეტრე I–ის მიერ „ჩრდილოეთის ომის“ დაწყების მიზანი?

(ბალტიის ზღვაზე ევროპისკენ გასასვლელის მოპოვება )

169. ვინ იყო უკანასკნელი ქართველი მეფე, რომელიც ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკისთვის?

(სოლომონ II)
170. რომელი ომი დამთავრდა ადრიანოპოლის ზავით? (1828–1829 წლების რუსეთ–ოსმალეთის ომი)

171. რას ითვალისწინებდა მუსოლინის მიერ 1929 წელს რომის ეკლესიასთან გაფორმებული შეთანხმება?

(ვატიკანი გამოცხადდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად)

172. რა პირობით გაიცემოდა ფეოდი შუა საუკუნეების ევროპაში? (სამხედრო სამსახურის)

173. რისი მანიშნებელი იყო პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის „შავი ხუთშაბათის“ სახელით ცნობილი მოვლენა?

(მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყების)

174. რა იყო რიბენტროპ–მოლოტოვის პაქტის მიზანი? (აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ტერიტორიების გადანაწილება)

175. რა ცვლილება განიცადა ფინიკიელების მიერ შექმნილმა ანბანმა შემდგომში?

მათ მიერ შემოღებულ თანხმოვან ასოებს ბერძნებმა ხმოვნები დაუმატეს

176. რომელ ისტორიულ პროცესს აღნიშნავს „ბერძნული კოლონიზაცია“? (ბერძნების მიერ ახალი ქალაქების დაარსებას საბერძნეთის გარეთ)

177. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა ქართლის დიდაზნაურთა ანუ ერისთავთა ირანის შაჰის მხარეზე გადასვლა VI საუკუნეში?

(მიწების მემკვიდრეობით გადაცემის წინადადებამ )

178. რა იყო თურქ–სელჩუკთა ლაშქრობების ერთ–ერთი უშუალო შედეგი? (ბიზანტიის აღმოსავლეთის პროვინციების დაპყრობა )

179. რამ განაპირობა, რომ საუკუნის ბოლოს XII საუკუნის ბოლოს საქართველოს მეფე გადაწყვეტილებებს დარბაზთან თათბირის შედეგად იღებდა?

(ქვეყანაში მომხდარმა პოლიტიკურმა გამოსვლამ)

180. რამ განაპირობა, რომ ეგვიპტის სულთანმა ქართველებს გიორგი V–ის დროს იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და „კლიტენი

იერუსალიმისანი“ დაუბრუნა? (საქართველოს ავტორიტეტისა და გავლენის ზრდამ)

181. რატომ ეწოდება 1555 წელს აუსბურგში დადებულ ზავს რელიგიური?

(გერმანული სამთავროების მცხოვრებლებს აღმსარებლობის თავისუფლება მიენიჭათ)

182. როგორ გაიყვეს ირანმა და ოსმალეთმა საქართველოს ტერიტორია ამასიის ზავის მიხედვით?

(ირანს ერგო აღმოსავლეთ საქართველო, ხოლო ოსმალეთს – დასავლეთი)

183. რომელი მეფის დროს გამოვიდა ინგლისის ეკლესია რომის პაპის დაქვემდებარებიდან? (ჰენრი VIII-ის)

184. ქართლის ტახტის დაკავებამდე ვახტანგ VI ტყვეობაში იმყოფებოდა ისპაჰანში. რა იყო ამის მიზეზი? (ისლამის მიღებაზე უარის თქმა)

185. რამ განაპირობა აშშ-ში აბოლიციონისტური მოძრაობის აღმოცენება? (მონობის არსებობამ სამხრეთის შტატებში)

186. რა ეწოდება XIX საუკუნის 50-იან წლებში მიმდინარე რუსეთ-თურქეთის ომს? ( ყირიმის ომი)

187. რომელი სახელმწიფოს ნეიტრალიტეტი დაარღვია გერმანიამ საფრანგეთში შესაჭრელად 1914 წელს? (ბელგიის)

188. რა შედეგით დასრულდა 1917 წლის თებერვლის რევოლუცია პეტროგრადში? (იმპერატორის გადადგომით)

189. რომელი ევროპული სახელმწიფო გახდა ფაქტობრივად საქართველოს მთავარი პოლიტიკური მოკავშირე 1918 წელს? (გერმანია)

190. რა მოიმოქმედა გენერალმა შარლ დე გოლმა საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ?

(გადავიდა ინგლისში და იქიდან ხელმძღვანელობდა ფრანგების ბრძოლას გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგ)

191. რომელ ქალაქში შედგა ნაცისტი დამნაშავეების საერთაშორისო სასამართლო? (ნიურნბერგში )

192. რას ითვალისწინებდა 1975 წელს ხელმოწერილი ჰელსინკის აქტი? (სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობას)

193. რომელმა სახელმწიფომ გამოიყენა პირველად საომარი მოქმედებების დროს მომწამვლელი გაზი? (გერმანიამ)

194. რომელ ქვეყანაში შეიქმნა „თავისუფლების დიდი ქარტია“? (ინგლისში)

195. რა იქცა კომუნისტური და კაპიტალისტური სამყაროს გამყოფ სიმბოლოდ II მსოფლიო ომის შემდეგ? (ბერლინის კედელი)
196. რომელი ციხე აიღეს აჯანყებულმა პარიზელებმა 1789 წლის 14 ივლისს? (ბასტილიის)

197. ვის სახელს უკავშირდება XVI საუკუნეში ევროპაში რეფორმაციის დაწყება? (მარტინ ლუთერის)

198. რომელ სახელმწიფოს ეკუთვნოდნენ ის კოლონიები, რომლებმაც შემდგომში ამერიკის შეერთებული შტატები შექმნეს? (ინგლისს)

199. რა მოხდა 1989 წლის 9 აპრილს თბილისში? (რუსეთის საოკუპაციო ჯარმა რუსთაველის პროსპექტზე დაარბინა მშვიობიანი მიტინგი)

200. რა მოხდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში (რუსეთმა სამხედრო აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ)

201. ვინ დაყო სპარსეთის სამეფო სატრაპიებად? (დარიოსმა)

202. რა მოიმოქმედა მირიან მეფის ერისთავმა, როდესაც მთიელებმა ქრისტიანობის მიღებაზე უარი თქვეს? (დალეწა მათი კერპები)

203. რომელ საუკუნეში ებრძოდნენ ერთმანეთს ბიზანტია და ირანი ეგრისის ტერიტორიაზე? (VI საუკუნეში)

204. ვინ იყო ბუღა თურქის მიერ სიკვდილით დასჯილი საჰაკი? (თბილისის ამირა)

205. ვის ჩაუვარდა ტყვედ მანასკერტის ბრძოლაში ბიზანტიის იმპერატორი? (სელჩუკებს)

206. რა უწოდეს მონღოლებმა დავით რუსუდანის ძეს? (ნარინი)

207. რომელ საუკუნეში გამოვიდა ინგლისის ეკლესია რომის პაპის დაქვემდებარებიდან? (XVI)

208. რომელი სახელმწიფოს ძლიერების მწვერვალს წარმოადგენდა სულეიმან I ბრწყინვალის მმართველობის ხანა? (ოსმალეთის)

209. რომელ სახელმწიფოს განაგებდა მეფე ჯეიმს I? ( ინგლისს)

210. ვინ იყო ერაზმუს როტერდამელი? (ნიდერლანდელი ჰუმანისტი)

211. რა ეწოდება XIX საუკუნის 50-იან წლებში მიმდინარე რუსეთ-თურქეთის ომს?(ყირიმის ომი)

212. რომელი მეფისნაცვლის მოღვაწეობის დროს გაიხსნა თბილისში საჯარო ბიბლიოთეკა? (მიხეილ ვორონცოვის)

213. რომელი სახელმწიფოს ტახტის მემკვიდრე იყო ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი? (ავსტრია-უნგრეთის)

214. რომელი დამოუკიდებელი სახელმწიფოები წარმოიქმნა ევროპაში I მსოფლიო ომის შემდეგ? (პოლონეთი, ფინეთი, ავსტრია)

215. რა საკითხი განიხილებოდა 1918 წელს ბათუმში მიმდინარე საზავო კონფერენციაზე?

(თურქეთის მიერ წამოყენებული ტერიტორიული პრეტენზიები)

216. რამ განაპირობა „ნეპ“-ის შემოღება საბჭოთა კავშირში? (სამოქალაქო ომის შემდეგ არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა)

217. რომელმა პოლიტიკურმა ლიდერმა გამოიყენა პირველად ტერმინი „ფაშიზმი“? (მუსოლინიმ)

218. რას წარმოადგენდა „გეტო“? ( დასახლებას ებრაელთა იზოლაციისათვის)

219. საფრანგეთის რომელ პროვინციაში გადასხეს მოკავშირეებმა დესანტი 1944 წელს? (ნორმანდიაში)

220. რა ტიპის ომის აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინი „ბლიცკრიგი“? (ელვისებური)

221. . რა იყო ყველაზე ბოლო მოვლენა II მსოფლიო ომში? (იაპონიის ქალაქების ატომური დაბომბვა)

222. ვინ იყო ინდოეთის ეროვნულ–გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი? (მაჰათმა განდი)

223. რა ეწოდება სახელმწიფოს მიერ დადგენილი ქცევის სავალდებულო წესების ერთობლიობას, რომელთა შესრულებასაც სახელმწიფო

სხვადასხვა იძულებითი საშუალებებით უზრუნველყოფს? (სამართალი)

224. როგორ ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყო დარიოს I-მა სამეფო? (სატრაპიებად)

225. რატომ წარმართა „მახვილი მცირედ“ მირიან მეფის ერისთავმა მთიელთა წინააღმდეგ? (უარი თქვეს გაქრისტიანებაზე)

226. რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე I? (VI)

227. რომელ საუკუნეში ილაშქრა საქართველოში ბუღა თურქმა? (IX)

228. რომელ ბრძოლაში ჩაუვარდა ტყვედ სელჩუკებს ბიზანტიის იმპერატორი? (მანასკერტის)


229. რა უწოდეს მონღოლებმა დავით ლაშა-გიორგის ძეს? (ულუ)

230. რომელი მეფის დროს გამოვიდა ინგლისის ეკლესია რომის პაპის დაქვემდებარებიდან? (ჰენრი VIII-ის)

231. რა ტიტულს ატარებდა სულეიმან I ბრწყინვალე? (სულთანი)

232. რომელი დინასტიის წარმომადგენელი იყო ინგლისის მეფე ჯეიმს I? (სტიუარტების)

233. ვინ იყო დენი დიდრო? (ფრანგი განმანათლებელი)

234. XIX საუკუნის რომელ წლებში მიმდინარე რუსეთ-თურქეთის ომს ეწოდა „ყირიმის ომი“? (50-იან)

235. რომელი მეფისნაცვლის მოღვაწეობის დროს აღდგა ქართული თეატრი? (მიხეილ ვორონცოვის)

236. სადაური იყო ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელი გავრილო პრინციპი? (სერბი)

237. რომელი დამოუკიდებელი სახელმწიფოები წარმოიქმნა ევროპაში I მსოფლიო ომის შემდეგ? (ლიტვა, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია)

238. რომელი ევროპული სახელმწიფო გახდა ფაქტობრივად საქართველოს მთავარი პოლიტიკური მოკავშირე 1918 წელს? (გერმანია)

239. რას გულისხმობდა საბჭოთა კავშირში შემოღებული „ნეპ“-ი? (მცირე დოზით კერძო საკუთრების, ბიზნესისა და იჯარის დაშვებას)

240. რომელ ქვეყანაში შეიქმნა პირველად ფაშისტური პარტია? (იტალიაში)

241. რა მიზნით შენდებოდა ნაცისტური გერმანიის მიერ დაპყრობილ ქალაქებში „გეტო“? (ებრაელების იძულებითი იზოლაციისთვის)

242. რა მოვლენას მოჰყვა შედეგად აშშ–ს ჩაბმა II მსოფლიო ომში? (პერლ–ჰარბორის დაბომბვას)

243. რომელი სახელმწიფო იყენებდა სამხედრო ტაქტიკას, ე.წ. „ბლიცკრიგს“ II მსოფლიო ომის დროს? (გერმანია)

244. რომელ ქალაქში შედგა ნაცისტი დამნაშავეების საერთაშორისო სასამართლო? (ნიურნბერგში)

245. ვინ იყო „აპარტეიდის“ წინააღმდეგ ბრძოლის ლიდერი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში? (ნელსონ მანდელა)

246. რა ეწოდება საქმიანობის სფეროს, რომელიც სახელმწიფოებრივი, საერთო-საზოგადოებრივი საკითხების მოგვარებასთანაა დაკავშირებული?

(პოლიტიკა)

247. romeli liToni daamuSava pirvelad adamianma? (spilenZi)

248. winaswari SeTanxmebis mixedviT, vin unda daxmareboda vaxtang gorgasals antiiranuli ajanyebisas? (hunebi)

249. romeli tituli miiRo bagrat III-m 978 wels? (mefe afxazTa)

250. vis daukavSirda giorgi I bizantiis winaaRmdeg koaliciis Sesaqmnelad? (egviptis sulTan al-haqims)

251. sad romel wels miiRes Tavisuflebis didi qartia? (inglisSi 1215 wels samoqalaqo omis Semdeg)

252. vin iyo XI saukuneSi Seqmnili bagrationTa sagvareulo matianes avtori? (sumbat daviTis Ze)

253. ras ewodeboda `saajo kari~? (umaRles sasamarTlo instancias)

254. ra periods moicavs JamTaaRmwerlis Txzuleba? (giorgi IV-is gamefebidan giorgi V-is gamefebamde)

255. ras warmoadgenda `Zeglis dadeba~? (kanonTa krebuls, romelic gankuTvnili iyo samefos erT-erTi kuTxis mosaxleobisTvis.)

256. 1387 wels Temur lengma qarTvelebi daamarcxa, magram qveynis SigniT aRar SeiWra, radgan

(azerbaijanSi ToxTamiSi SeiWra da Temuri iZulebuli gaxda mis winaaRmdeg gaelaSqra)

257. rogor gaiyves iranma da osmaleTma saqarTvelos teritoria amasis zavis mixedviT?

(irans ergo aRmosavleT, xolo osmaleTs _ dasavleT saqarTvelo)

258. ra moimoqmeda kaxeTis mefe aleqsandre II-m, rodesac osmalTa sardali lala faSa kaxeTs miadga?

(saCuqrebi miarTva osmalTa sardals, Tavi mis vaslad aRiara da kaxeTi aoxrebas daarCina)

259. romel iranul samoxeleo tituls atarebda qarTlSi gamefebuli xosro mirza? (vali)

260. ratom ver ganxorcielda ruseTis imperator pavle I-is mier gamocemuli manifesti qarTl-kaxeTis samefos gauqmebis Sesaxeb? (imperatori SeTqmulebma mokles)
261. ratom gadaasaxla ruseTis xelisuflebam dimitri yifiani stavropolSi?

(saprotesto weriliT mimarTa saqarTvelos egzarqoss)

262. ram aiZula amierkavkasiis politikuri moRvaweebi moewviaT seimi? (bolSevikebis mier ruseTis damfuZnebeli krebis garekvam, ramac cxadi gaxada, rom isini

xelisuflebas aravis ar dauTmobdnen)

263. რა გახდა დიაოხის განადგურების მიზეზი? (მეზობელ სახელმწიფოებთან დაპირისპირება)

264. როგორ განაპირობებდა პოლისებში არსებული დემოგრაფიული ვითარება ბერძნული კოლონიზაციის განვითარებას?

(პოლისის მოსახლეობის ჭარბი რაოდენობა საარსებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ახალ ადგილებზე მიდიოდა საცხოვრებლად)

265. რა წარმოადგენდა სოლონის რეფორმების ერთ-ერთ შედეგს? (ოთხასთა საბჭოს ანუ ბულეს დაარსება)

266. რომელი სამხედრო სიახლის გამოყენებამ შეუწყო ხელი ალექსანდრე დიდის წარმატებას ძვ.წ. IV საუკუნეში? (მაკედონური ფალანგის)

267. რა უმთავრესმა მიზეზმა განაპირობა პუნიკური ომები? (ხმელთაშუა ზღვის აუზში გაბატონების სურვილმა)

268. რომის იმპერიის მმართველობის ერთ-ერთ ფორმას ეწოდება პრინციპატი, რადგან პრინცეპსი ერქვა: (იმპერიის უმაღლეს მმართველს)

269. ვინ იყვნენ მოწინააღმდეგეები კატალაუნის ველზე გამართულ ბრძოლაში? (რომაელები და ჰუნები)

270. რა ტიტული მიიღო ადარნასე ბაგრატიონმა IX საუკუნის ბოლოს? („ქართველთა მეფე“)

271. რომელ სახელმწიფოსთან დაეძაბა ურთიერთობა კარლოს დიდს მის იმპერატორად კურთხევის გამო? (ბიზანტიის იმპერიასთან)

272. რა გავლენა ჰქონდა ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყებას დავით აღმაშენებლის პოლიტიკაზე?

დავითმა ისარგებლა თურქებისთვის შექმნილი სირთულეებით და მათ ხარკის გადახდა შეუწყვიტა

273. რომელ ქართულ სამონასტრო კოპლექსში არსებობდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - აკადემია? (გელათში)

274. რას მოითხოვდა დიდებულთა ნაწილი თამარის მეფობის დასაწყისში?(დაბალი წარმომავლობის მოხელეთა თანამდებობებიდან გადაყენებას)

275. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ მისცა ბიძგი დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დაწყებას?

(კონსტანტინოპოლის დაცემამ და აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო გზის ჩაკეტვამ)

276. რაში გამოიხატა პეტრე I-ის მიერ რუსეთის ეკლესიაში განხორციელებული რეფორმა? (პატრიარქობის გაუქმებასა და სინოდის შექმნაში)

277. რომელმა პოლიტიკურმა ორგანომ მიიღო აშშ-ის „დამოუკიდებლობის დეკლარაცია“? (კონტინენტურმა კონგრესმა)

278. რა იყო ვენის კონგრესის მოწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი? (ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ ევროპის ტერიტორიის ახალი

გადანაწილება)

279. რა ეწოდება საერთო სახალხო გამოკითხვას განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხზე ამომრჩეველთა აზრის გასაგებად?
( პლებისციტი )
280. რომელი საზოგადოების პირველი თავმჯდომარე იყო დიმიტრი ყიფიანი? (ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი

საზოგადოების)

281. რა ეწოდებოდა აშშ-დან გამოყოფილი სამხრეთის შტატების მიერ შექმნილ გაერთიანებას? (ამერიკის კონფედერაციული შტატები)

282. რამ განაპირობა რუსეთის გამოსვლა პირველი მსოფლიო ომიდან? (რუსეთის ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლა)

283. რა არარსებული „მოვლენა“ გამოიყენა საბაბად საბჭოთა რუსეთმა საქართველოზე თავდასხმისათვის 1921 წელს?

(ლორეს ოლქში მომხდარი აჯანყება)

284. რას გულისხმობდა „დაშოშმინების ანუ დაყვავების პოლიტიკა“? (დათმობების გზით ნაცისტური გერმანიის აგრესიის შეჩერებას)

285. რა შედეგით დასრულდა კორეის ომი? (ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის აღდგა სადემარკაციო ხაზი)

286. რაზე მიუთითებდა XVIII საუკუნეში ქართლში ჯანიშინის თანამდებობის არსებობა? (ქართლი ირანის სახელმწიფოს ვასალი იყო)

287. რა ცვლილება მოხდა ნეოლითის ხანაში? (ჩაისახა მწარმოებლური მეურნეობა)


288. რა ცვლილება განიცადა ფინიკიელების მიერ შექმნილმა ანბანმა შემდგომში?

(მათ მიერ შემოღებულ თანხმოვან ასოებს ბერძნებმა ხმოვნები დაუმატეს)

289. რას გულისხმობდა დარიოს I–ის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული რეფორმა? (სატრაპიების ჩამოყალიბებას)

290. რა ზედწოდება მიენიჭა ზამასთან გამარჯვებულ მხედართმთავარ სციპიონს? (აფრიკელი)

291. რას წარმოადგენდა „იუსტინიანეს კრებული“?( იმპერატორის მემუარებს)

292. რას ეწოდა „ჰიჯრა“ ისლამურ სამყაროში? (მუჰამადისა და მისი თანამოაზრეების მედინაში გადასახლებას )

293. რა იყო ბუღა-თურქის საქართველოში ლაშქრობის ძირითადი მიზანი? ( თბილისის ამირას დასჯა )

294. რა იყო თურქ-სელჩუკთა ლაშქრობების ერთ-ერთი უშუალო შედეგი? (ბიზანტიის აღმოსავლეთის პროვინციების დაპყრობა )

295. ვინ დაამარცხეს ქართველებმა ბასიანის ბრძოლაში? (რუმის სულთანი)

296. რამ შეუწყო ხელი გიორგი ბრწყინვალეს, შეეწყვიტა მონღოლებისათვის ხარკის გადახდა?

(ილხანთა სახელმწიფოს შიდა არეულობამ და დასუსტებამ )

297. რა შედეგით დასრულდა ირან-ოსმალეთის ომი 1555 წელს? (გადანაწილდა სამხრეთ კავკასიის ტერიტორიები)

298. რას ისახავდა მიზნად ივანე IV ლივონიის ომის წარმოების დროს? (ბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოპოვებას)

299. რომელი თავისებურება ახასიათებს არასამთავრობო ორგანიზაციას? (საზოგადოებრივად სასარგებლოობა)

300. რა დაავალა ვახტანგ VI-მ „სწავლულ კაცთა კომისიას“? გ. „ქართლის ცხოვრების“ რედაქტირება და შემდგომი საუკუნეების ისტორიის შედგენა

301. ტილზიტის ზავის თანახმად, რომელი სახელმწიფოს მოკავშირე გახდა რუსეთი? (საფრანგეთის)

302. რაზე მიუთითებდა 1814 წელს საფრანგეთში ლუი XVIII-ის გამეფება? ( ბურბონთა დინასტიის რესტავრაციაზე )

303. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება?

საქართველოს ეკლესია იმპერიის მიერ რუსიფიკატორული პოლიტიკის გატარების ერთ-ერთი ყველაზე ხელისშემშლელი ფაქტორი იყო

304. რას ეწოდა „რისორჯიმენტო“? (ბრძოლას იტალიის გაერთიანებისათვის)

305. რა იყო ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი?

(საქართველოსთვის რუსეთის შემადგენლობაში ავტონომიის მოპოვება)

306. რა შედეგით დასრულდა 1917 წლის თებერვლის რევოლუცია პეტროგრადში? (იმპერატორის გადადგომით)

307. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა „ანტანტის“ გამარჯვება პირველ მსოფლიო ომში? (ომში აშშ-ს ჩაბმამ)

308. რა მიზანს ისახავდა გერმანია 1918 წლის მარტში ბრესტის ზავის დადებისას?

(აღმოსავლეთის ფრონტზე ომის დამთავრებას და გამოთავისუფლებული ჯარის დასავლეთში გადასროლას )

309. რა მოხდა გერმანიაში „ბროლის ღამის“ დროს? (ებრაელთა დევნა და დარბევა)

310. რა მოიმოქმედა გენერალმა შარლ დე გოლმა საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ?

(გადავიდა ინგლისში და იქიდან ხელმძღვანელობდა ფრანგების ბრძოლას გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგ)

311. რომელი სამეფოს განადგურება უკავშირდება ძვ. წ. XIII საუკუნეში დასავლეთიდან შემოჭრილი ე.წ. „ზღვის ხალხების“ სახელს? (ხეთების)

312. რატომ განაპირობებდა პოლისებში არსებული შიდა დაპირისპირება და სამოქალაქო ომები ბერძნული კოლონიზაციის განვითარებას?

(დამარცხებული მხარე ხშირად იძულებული იყო დაეტოვებინა პოლისი და ახალი საცხოვრებელი ადგილი ეძებნა)

313. რა იყო ბერძენ-სპარსელთა ომების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი? (მცირე აზიაში მცხოვრები ბერძნების აჯანყება სპარსელების წინააღმდეგ)

314. რა იყო ჰანიბალის სამხედრო გეგმის არსი მეორე პუნიკური ომის დაწყების წინ?

(სამხედრო მოქმედებების აპენინის ნახევარკუნძულზე წარმართვა)


315. რას გულისხმობდა იმპერატორ კარაკალას მიერ 212 წელს გამოცემული ედიქტი?

(იმპერიის ყველა თავისუფალი მცხოვრებლისათვის რომის მოქალაქეობის მინიჭებას)

316. სხვა ცვლილებებთან ერთად, რას მოიცავდა დიოკლეტიანეს მიერ განხორციელებული რეფორმა? (ტეტრარქიის შემოღებას)

317. რამ გამოიწვია დაპირისპირება ვახტანგ გორგასალსა და მიქაელ მთავარეპისკოპოსს შორის? (ეკლესიის რეორგანიზაციის გადაწყვეტილებამ)

318. რა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 843 წელს? (დაიშალა კარლოს დიდის მიერ შექმნილი იმპერია)

319. რამ შეუწყო ხელი ქართველთა და აფხაზთა სამეფოების გაერთიანებას X საუკუნის დასასრულს?

(ორივე სამეფოს ტახტზე ერთი და იგივე მემკვიდრის არსებობამ)

320. რა სახელწოდებითაა ცნობილი საქართველოს ისტორიაში XI საუკუნის 80-იან წლებში მიმდინარე პროცესი? (დიდი თურქობა)

321. რამ განაპირობა ფილიპე IV-ის მიერ გენერალური შტატების მოწვევა XIV საუკუნის დასაწყისში? (დაპირისპირებამ რომის პაპთან)

322. როგორ შეუწყო ხელი ახალი ტიპის გემის, „კარაველას“ შექმნამ დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებს?

(კარგად იყენებდა ქარს და შორ მანძილზე გადაადგილების საშუალებას იძლეოდა)

323. რა გახდა რეფორმაციის დაწყების უშუალო საბაბი? (ინდულგენციებით ვაჭრობა)

324. რა არის XVII საუკუნის საქართველოში მყოფი კათოლიკე მისიონერების მოღვაწეობის ერთ-ერთი შედეგი?

(საქართველოში არსებული პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიური ვითარების აღწერა)

325. რომელ სახელმწიფოს უპირისპირდებოდა პეტრე I შავ ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად? (ოსმალეთს)

326. რამ აიძულა სოლომონ II, დათანხმებულიყო იმერეთის შესვლას რუსეთის მფარველობაში? (სამეფოში რუსული ჯარის შეჭრამ)

327. რა იქცა აშშ-ის სამოქალაქო ომის მთავარ მიზეზად? (მონათმფლობელობის არსებობა)

328. რას უწყობდა ხელს თერგდალეულთა მოღვაწეობა? (ქართველთა შორის ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას)

329. რა იყო რუსეთის პირველ მსოფლიო ომში ჩაბმის ერთ-ერთი მიზანი? (ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდება)

330. რა იყო საფრანგეთის დელეგაციის მთავარი მიზანი ვერსალის კონფერენციაზე? (გერმანიის უკიდურესი დასუსტება)

331. რა მიზეზით არ დაკმაყოფილდა საქართველოს მოთხოვნა, მიეღოთ ერთა ლიგაში? (საბჭოთა რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის გამო)

332. საბჭოთა კავშირის რა ქმედება იქცა ერთა ლიგიდან მისი გარიცხვის მიზეზად? (ფინეთზე თავდასხმა)

333. რამ აიძულა იტალიის მეფე, მუსოლინი მთავრობის მეთაურად დაენიშნა? (ფაშისტთა მიერ მოწყობილმა მარშმა რომზე)

334. რა შედეგით დასრულდა კარიბის კრიზისი? (გაუქმდა საბჭოთა კავშირის სამხედრო ბაზები კუბაში)

335. რამ განაპირობა სპარტელთათვის დამახასიათებელი ლაკონური საუბრის სტილის ანუ „ლაკონიზმის“ ჩამოყალიბება?

(ცხოვრების სტილმა)

336. რომელი საისტორიო წყარო მოგვითხრობს ფარნავაზ მეფის შესახებ? ( „ქართლის ცხოვრება“)

337. რომელი კულტურების შერწყმა მოხდა ელინისტურ ხანაში? (ბერძნული და აღმოსავლური)

338. რა მიიჩნევა I მსოფლიო საეკლესიო კრების ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებად? (რწმენის სიმბოლოს დადგენა)

339. რომელი ფაქტია მართებული ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობასთან დაკავშირებით? (მოაწყო აჯანყება ირანელთა წინააღმდეგ)

340. ბაგრატ III–სთან დაკავშირებულ რა მოვლენებს უკავშირდება დავით კურაპალატის სიტყვები: „ესე არს მკვიდრი ტაოსი, ქართლისა და

აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი... ამას დაემორჩილენით ყოველნი“ (ქართლის გამგებლად დადგინებას)

341. რაზე შეიძლება მიუთითებდეს ის ფაქტი, რომ XII საუკუნის ბოლოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება გადაწყვეტილებებს

დარბაზის წევრთა „თანადგომითა და ერთნებაობით“ იღებდა? (მეფის ხელისუფლების შედარებით შესუსტებაზე)

342. ვინ იყო ანტიოსმალური კოალიციის შექმნის ინიციატორი XV საუკუნის II ნახევარში? (რომის პაპი პიუს II)
343. რომელ სახელმწიფოებს უკავშირდება დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დაწყება? (პორტუგალიასა და ესპანეთს)

344. საქართველოს რომელი ნაწილი მოექცა XVI საუკუნის ბოლოს ოსმალეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში? (სამცხე–საათაბაგო)

345. რა იყო 1700 წელს რუსეთის მეფის პეტრე I–ის მიერ „ჩრდილოეთის ომის“ დაწყების მიზანი?

(ბალტიის ზღვაზე ევროპისკენ გასასვლელის მოპოვება )

346. ვინ იყო უკანასკნელი ქართველი მეფე, რომელიც ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკისთვის?

(სოლომონ II)

347. რომელი ომი დამთავრდა ადრიანოპოლის ზავით? (1828–1829 წლების რუსეთ–ოსმალეთის ომი)

348. რას ითვალისწინებდა მუსოლინის მიერ 1929 წელს რომის ეკლესიასთან გაფორმებული შეთანხმება?

(ვატიკანი გამოცხადდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად)

349. რისი მანიშნებელი იყო პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის „შავი ხუთშაბათის“ სახელით ცნობილი მოვლენა?

(მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყების)

350. რა იყო რიბენტროპ–მოლოტოვის პაქტის მიზანი? (აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ტერიტორიების გადანაწილება)

351. ძველი აღმოსავლეთის რომელი სახელმწიფო წარმოიქმნა მცირე აზიაში? (ხეთების)

352. რომელ ბრძოლაში დაიღუპა გმირულად მეფე ლეონიდასის მეთაურობით მებრძოლი 300 სპარტელი? (თერმოპილეს)

353. სამოქალაქო ომის დროს ვის წინააღმდეგ იბრძოდა იულიუს კეისარი? (პომპეუსის)

354. რა იყო მთავარი საკითხი IV მსოფლიო საეკლესიო კრებაზე? (ქრისტეს ბუნებოვნება)

355. რომელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომის დროს ილაშქრა ჰერაკლე კეისარმა კავკასიაში? (ირანის)

356. რა დამსახურების გამო უბოძა იმპერატორმა ბასილი II–მ დავით კურაპალატს ახალი მიწა–წყალი?

(დავით კურაპალატის ჯარის დახმარებით მოხერხდა იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყებული ბარდა სკლიაროსის დამარცხება )

357. რომელი იყო ჯვაროსანთა მიერ შექმნილი სამეფოს დედაქალაქი? (იერუსალიმი)

358. რაზე შეიძლება მიუთითებდეს ის ფაქტი, რომ დავით IV–მ ყივჩაღები საზღვრისპირა რეგიონებში დაასახლა?

(კარგი მეომრები იყვნენ და საზღვრებსაც დაიცავდნენ)

359. რატომ ჩაიშალა ანტიოსმალური კოალიციის შექმნა XV საუკუნის II ნახევარში?

(ევროპელმა მონარქებმა მხარი არ დაუჭირეს ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლას )

360. რა ისტორიული მოვლენის დაწყება განაპირობა კონსტანტინოპოლის დაცემამ 1453 წელს? (დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების)

361. რამ შეუწყო ხელი ივანე IV მრისხანეს დროს სამეფო ხელისუფლების გაძლიერებას რუსეთში? (მეფის მიერ გატარებულმა რეფორმებმა)

362. რომელ სახელმწიფოთა შორის მიმდინარე ომის ასპარეზად იქცა საქართველო XVI-XVII საუკუნეებში?
(სეფიანთა სახელმწიფოს და ოსმალეთის)

363. რა შედეგი მოუტანა იმერეთის სამეფოს რუსეთ–ოსმალეთს შორის 1774 წელს დადებულმა ქუჩუკ–კაინარჯის ზავმა?

(ოსმალეთს ეკრძალებოდა იმერეთიდან ყოველგვარი სახის გადასახადის აღება )

364. ვისი დახმარებით დაამარცხეს ავსტრიელებმა აჯანყებული უნგრელები 1849 წელს? (რუსეთის იმპერიის)

365. რა იყო პირველი მსოფლიო ომის გამომწვევი ერთ–ერთი მიზეზი? (გერმანიის სურვილი, გადაენაწილებინა კოლონიური ქვეყნები )

366. რას ისახავდა მიზნად აშშ–ს პრეზიდენტი პარიზის კონფერენციაზე „14 პუნქტის“ წამოყენებით?

(ომის შემდგომ მსოფლიოში მშვიდობისა და წესრიგის დამყარებას )


367. რა მიზანს ისახავდა პრეზიდენტ რუზველტის „ახალი კურსი“? (ეკონომიკური კრიზისის დაძლევას)

368. რა მოიმოქმედა საბჭოთა კავშირმა გერმანიის პოლონეთზე თავდასხმის შემდეგ? (დაიწყო აღმოსავლეთ პოლონეთის დაპყრობა)

369. რომელ სახელმწიფოთა მმართველების წარწერები მოგვითხრობს უძველესი ქართული პოლიტიკური გაერთიანებების, დიაოხისა და კოლხას

შესახებ? (ურარტუსა და ასურეთის)

370. ვის მოსაზრებას ითვალისწინებდნენ კოლონიის დაარსებისას ძველი ბერძნები? (ორაკულების ანუ წინასწარმეტყველების)

371. რამ განაპირობა პომპეუსის ლაშქრობა აღმოსავლეთში, რომლის დროსაც ის კავკასიაშიც შემოიჭრა? (პონტოს სამეფოსთან მიმდინარე ომმა)

372. რაზე მეტყველებს მარზპანის თანამდებობის შემოღება ქართლში VI საუკუნეში? (სამეფო ხელისუფლების გაუქმებაზე)

373. რამ განაპირობა, რომ დიოფიზიტებს ქალკედონიტებსაც უწოდებდნენ?

(ეს სახელწოდება უკავშირდება ქალაქს, სადაც ჩატარდა დიოფიზიტობის დამკანონებელი მსოფლიო საეკლესიო კრება)

374. რამ განაპირობა ბუღა თურქის ლაშქრობა საქართველოში? (ხალიფასადმი თბილისის ამირას ურჩობამ)

375. რომელი ქართული პოლიტიკური ერთეული მონაწილეობდა X-XI საუკუნეთა მიჯნაზე საქართველოს გაერთიანების პროცესში?

(აფხაზთა სამეფო)

376. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ გამოიწვია ბიზანტიის იმპერიის დაშლა XIII საუკუნის დასაწყისში?

(ჯვაროსანთა მიერ კონსტანტინოპოლის აღებამ)

377. ვინ იყვნენ იანიჩარები? (ოსმალეთის იმპერიის მეომრები)

378. რას ისახავდნენ მიზნად 1396 წელს ბალკანეთში, ქალაქ ნიკოპოლთან საბრძოლველად გამზადებული ევროპელები?

(ევროპაში ოსმალთა წინსვლის შეჩერებას)

379. რას წარმოადგენდა ინდულგენცია? (ცოდვათა მისატევებელ სიგელს)

380. რომელი მეფის მინისტრი იყო მერკანტილიზმის ეკონომიკური მოძღვრების ცნობილი წარმომადგენელი კოლბერი? (ლუი XIV-ის)

381. ვის ეწოდებოდა „ვალი“ XVII-XVIII საუკუნეების საქართველოში?

(შაჰის მიერ ქართლის მმართველად დანიშნულ გამაჰმადიანებულ ბაგრატიონს)

382. რა იყო არქანჯელო ლამბერტისა და კრისტოფორო კასტელის საქართველოში ჩამოსვლის უმთავრესი მიზანი?

(ქართველთა შორის კათოლიკური სარწმუნოების გავრცელება)

383. რომელ ქალაქში გამოიცა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი? (რომში)

384. რა მნიშვნელობა ჰქონდა ქართველთათვის ხრესილის ბრძოლაში გამარჯვებას? (საგრძნობლად შეირყა თურქ-ოსმალთა ბატონობა იმერეთში)

385. ვინ გამოაცხადა თავი საფრანგეთში დამფუძნებელ კრებად 1789 წლის ზაფხულში? (გენერალური შტატების წევრთა უმრავლესობამ)

386. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ გაუადვილა საფრანგეთის წარმომადგენელ ტალეირანს, ვენის კონგრესზე დაეცვა საკუთარი ქვეყნის

ინტერესები? (წინააღმდეგობებმა გამარჯვებულ სახელმწიფოთა შორის)

387. XIX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში ქართველ მოღვაწეთა ერთი ჯგუფი თვლიდა, რომ ჯერ კიდევ ადრე იყო საქართველოს გამოსვლა

რუსეთის იმპერიის შემადგენლობიდან. რა აშინებდა მათ? (მოსალოდნელი საგარეო საფრთხეები)

388. რაში გამოიხატა XIX საუკუნის 40-იან წლებში მმართველობის სისტემის რეფორმირება კავკასიაში? (მეფისნაცვლობის შემოღებაში)

389. რა მიიჩნია რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ სახელმწიფოს კრიზისიდან გამოყვანის ერთ-ერთ საშუალებად? (ბატონყმობის გაუქმება)

390. რომელი სახელმწიფო წარმართავდა ბრძოლას გერმანიის გაერთიანებისთვის XIX საუკუნეში?(პრუსია)

391. რატომ იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა 1919-1921 წლებში ერთპარტიული, სოციალ-დემოკრატიული?

(დამფუძნებელი კრების არჩევნებში უმრავლესობა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა )


392. ერთა ლიგამ ვერ შეძლო თავისი უმთავრესი მისიის შესრულება, რატომაა ეს მსჯელობაა მართებული ერთა ლიგის მოღვაწეობასთან

დაკავშირებით? (ერთა ლიგამ ვერ აიცილა თავიდან ახალი მსოფლიო ომი)

393. რატომ ეწოდება II მსოფლიო ომის საწყის ეტაპს „უცნაური ომი“?

(ომის გამოცხადების მიუხედავად, საფრანგეთ-გერმანიის საზღვარზე ბრძოლები ფაქტობრივად არ მიმდინარეობდა)

394. რა ეწოდა დაპირისპირებას სოციალისტურ ბანაკსა და დასავლეთის განვითარებულ სახელმწიფოებს შორის? („ცივი ომი“)

395. დამწერლობის რომელ ტიპს განეკუთვნება ურარტუს მეფეთა წარწერები, სადაც შემონახულია ცნობები კოლხას შესახებ? (ლურსმულს)

396. სად დაუპირისპირდა ერთმანეთს პირველად კართაგენისა და რომის ინტერესები? (კუნძულ სიცილიაზე)

397. რა სახით ჩაერთო ქართლის სამეფო პართიასა და რომს შორის სომხეთისათვის I საუკუნეში მიმდინარე ბრძოლაში?

(ქართლის სამეფოს ჯარმა სომხეთში ილაშქრა, დაამარცხა იქ გაბატონებული პართიელები და ტახტი ქართველმა უფლისწულმა დაიკავა)

398. სხვა ფაქტორებთან ერთად, რა ადასტურებდა ქართლის სამეფო კარის ანტიირანულ განწყობას IV საუკუნეში? (ქრისტიანობის მიღება)

399. რომელი მსჯელობაა მართებული სასანიანთა ირანის რელიგიური პოლიტიკის შესახებ ქართლში VI საუკუნეში?

(დაიწყო მონოფიზიტური მიმდინარეობის აქტიური მხარდაჭერა)

400. რა დადგენილება მიიღო VII მსოფლიო საეკლესიო კრებამ? (დაგმო ხატმებრძოლეობა)

401. რატომ ითვლება კარლოს დიდი ფრანკთა იმპერიის დამაარსებლად?

(კარლოსი იყო პირველი ფრანკი მმართველი, რომელიც რომის პაპმა იმპერატორად აკურთხა)

402. რომელი ქართული პოლიტიკური ერთეული არ მონაწილეობდა X საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს გაერთიანების პროცესში?

( იმერეთის სამეფო)

403. რატომ აღმოჩნდა მანასკერტთან ბრძოლა გადამწყვეტი ბიზანტიისა და თურქ-სელჩუკების დაპირისპირებაში?

(თურქ-სელჩუკებმა სასტიკად დაამარცხეს ბიზანტია და გაბატონდნენ იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში)

404. რა გახდა მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყების უშუალო მიზეზი? (მუსლიმთა მიერ ედესის დაკავება)

405. რა ეწოდებოდათ ტყვედ აყვანილ ახალგაზრდა ვაჟებს, რომლებიც შემდგომ ოსმალეთის არმიაში მსახურობდნენ? (იანიჩარები)

406. რა ზომას მიმართა რომის პაპმა ლუთერის წინააღმდეგ ამ უკანასკნელის მიერ „95 თეზისის“ გამოქვეყნების საპასუხოდ?

(მწვალებლად გამოაცხადა და ეკლესიიდან განკვეთა)

407. ვისი აქტიური მოღვაწეობით გამოიცა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი? (ნიკიფორე ირბახის)

408. ვინ იყო „ვალის“ ტიტულის პირველი მფლობელი საქართველოში? (როსტომ-ხანი)

409. ვის სახელს უკავშირდება XVII საუკუნის 60-70-იან წლებში საფრანგეთში განხორციელებული მერკანტილიზმის ეკონომიკური პოლიტიკა?

(კოლბერის)

410. ვინ იყვნენ არქანჯელო ლამბერტი და კრისტოფორო კასტელი? ( კათოლიკე მისიონერები)

411. რომელმა ორგანომ მიიღო საფრანგეთში „ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“ 1789 წელს? (დამფუძნებელმა კრებამ)

412. ვინ გაატარა მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ დასავლეთ საქართველოში XVIII საუკუნეში? (სოლომონ I-მა)

413. რომელ ქვეყანაში დასრულდა წარმატებით რევოლუცია 1848 წელს? ( საფრანგეთში)

414. XIX საუკუნის 20-იან წლებში ქართველ მოღვაწეთა ნაწილი ქმნის საიდუმლო ჯგუფებს, რომელთა მიზანიც საერთო ქართული აჯანყების

მოწყობა იყო. რატომ ჩამოყალიბდა პირველი ასეთი ჯგუფი პეტერბურგში?

(ამ ქალაქში მცხოვრებ ქართველ ბატონიშვილთა წრეში გაჩნდა აჯანყების იდეა)

415. რაში გამოიხატა XIX საუკუნის 40-იან წლებში კავკასიაში მმართველობის სისტემის რეფორმირება?
( საქართველო-იმერეთის გუბერნიის შექმნაში)

416. იტალიის ისტორიასთან დაკავშირებულ რა მოვლენას ეწოდება რისორჯიმენტო? (ბრძოლას ქვეყნის გაერთიანებისთვის)

417. რომელი დოკუმენტის საფუძველზე მიეცა კომუნისტურ პარტიას საქართველოში ლეგალურად საქმიანობის უფლება 1920 წელს?

(საბჭოთა რუსეთთან დადებული ხელშეკრულების)

418. რა გამოიწვია აქემენიანთა სახელმწიფოს მიერ ეგეოსის ზღვისპირეთის დაპყრობამ? (ბერძნებთან ომების წამოწყება)

419. რომელი მსჯელობაა მართებული ოქტავიუსის მიერ რომის რესპუბლიკის მმართველობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ?

(დაამკვიდრა პრინციპატი)

420. რას მოელოდა ირანის შაჰი ბიზანტიის წინააღმდეგ გუბაზ II–ის მოკავშირეობის სანაცვლოდ? (შავ ზღვაზე გასასვლელის მოპოვებას)

421. რა ევალებოდა დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილ „მსტოვართა“ უწყებას? ( სახელმწიფოს მტრების გამომჟღავნება)

422. რომელ მონღოლურ სახელმწიფოებს შორის მიმდინარე ომის ასპარეზად იქცა საქართველო XIII საუკუნეში?(ოქროს ურდოსა და ილხანთა

საყაენოს)

423. სხვა მიზეზებთან ერთად რამ განაპირობა 1302 წელს საფრანგეთში წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოს – გენერალური შტატების,

მოწვევა? (მეფესა და რომის პაპს შორის არსებულმა კონფლიქტმა)

You might also like