You are on page 1of 239

ვარიანტი I

ინსტრუქცია დავალებებისათვის № 1-35.


თითოეულ შეკითხვას ახლავს ოთხი სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია სწორი.
თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.

კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე


(1) 1. რა ძირითადი დანიშნულება ჰქონდა ილუსტრაციაზე გამოსახულ არქიტექტურულ კონსტრუქციას?

ა) ის წარმოადგენდა ქურუმების სავანეს, სადაც აღესრულებოდა რელიგიური


რიტუალები და ხდებოდა მსხვერპლშეწირვა;

ბ) ის იყო საგანმანათლებლო დანიშნულების ნაგებობა, რომელშიც ფარაონის


ოჯახის წევრები შეისწავლიდნენ მეცნიერების მიღწევებს;

გ) ის წარმოადგენდა ფარაონების სამარხს;

დ) ის გამოიყენებოდა ჯერ მეფეების, ხოლო, შემდგომ კი ფარაონების


ძირითად რეზიდენციად.

(1) 2. ასურელების რომელი გამოგონება არის ასახული ბარელიეფზე?

ა) მშვილდისარი;

ბ) საალყო მანქანები;

გ) საბრძოლო ეტლი;

დ) ბორბალი.
(1) 3. რას უწოდებენ ძველი აღმოსავლეთის სამეფოს, რომლის მფარველი ერთ-ერთი ღვთაება არის ასახული ილუსტრაციაზე?

ა) „კედრის ტყეს“

ბ) „ბიაინილს“

გ) „პირველ მილიტარისტულ სახელმწიფოს“

დ) „ათასი ღვთაების ქვეყანას“

(1) 4. ძველი აღმოსავლეთის რომელ დედაქალაქს ამშვენებდა განთქმული მისაღები დარბაზი, რომლის ძღვენის მირთმევის
სცენებით გაფორმებული ცნობილი კიბე არის გამოსახული ილუსტრაციაზე?

ა) პერსეპოლისს;

ბ) ბაბილონის;

გ) ტუშპას;

დ) ნინევიის.
(1) 5. ძველი აღმოსავლეთის რომელ მმართველს ეკუთვნის ილუსტრაციაზე ასახული ცნობილი ცილინდრი, რომელზე
ამოტვიფრული ლურსმული ტექსტი მიხედვით ის სამშობლოში აბრუნებდა დატყვევებულ ხალხს?

ა) ნაბუქოდონოსორ II-ს;

ბ) კიროს დიდს;

გ) ამენხოტეპ IV-ს;

დ) სარგონ II-ს.

(1) 6. ძირითადად, რით იყო განპირობებული ის ფაქტი, რომ უძველესმა ეგვიპტურმა ცივილიზაციამ რამდენიმე ათასწლეულის
განმავლობაში შეძლო არსებობა?

ა) ეგვიპტემ შეძლო იმ დროისათვის უძლიერესი რეგულარული არმიის შექმნა;

ბ) ეგვიპტემ შექმნა საკუთარი საზოგადოების სოციალური ორგანიზებისა და სახელმწიფო მართვის პროგრესული მოდელი;

გ) ეგვიპტე დანარჩენი სამყაროსგან შედარებით იზოლირებული გეოგრაფიული მდებარეობით იყო დაცული;

დ) ძველი ეგვიპტის არსებობის საწყის ათასწლეულებში მსოფლიოში არ არსებობდა მასზე ძლიერი ექსპანსიონისტური სახელმწიფო.

(1) 7. მოცემულ მსჯელობათაგან რომელი ასახავს ჰიქსოსების სამხედრო უპირატესობას ეგვიპტელებთან შედარებით?

ა) ჰიქსოსები ფლობდნენ დიდ, შორსმსროლელ მშვილდს;

ბ) ჰიქსოსებს გააჩნდათ მაკედონური ფალანგის მსგავსი ქვეითთა სამხედრო წყობა;

გ) ჰიქსოსების ძირითადი უპირატესობა მათი კავალერია იყო;

დ) ჰიქსოსებს გადამწყვეტ უპირატესობას ანიჭებდა სამხედრო ფორტიფიკაციებისა და შუბოსანთა არიერგარდის გამოყენება.


(1) 8. რომელმა ქალაქმა შეიძინა სახელმწიფოს დედაქალაქის სტატუსი ამენხოტეპ IV-ის მმართველობის დროს?

ა) თებემ;

ბ) ბუბასტისმა;

გ) ახეტატონმა;

დ) მემფისმა.

(1) 9. რა ძირითადი ფაქტორით იყო განპირობებული ის, რომ ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ მმართველმა ელიტამ გააუქმა
ფარაონის მიერ გატარებული რეფორმები და მისი სახელი დავიწყებას მისცა?

ა) ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ დიდგვაროვნებმა აღიდგინეს რეფორმების შედეგად წართმეული უფლებები;

ბ) მისი რელიგიური რეფორმით განსაკუთრებით იზარალეს სხვადასხვა ღვთაებათა ტაძრებმა და ქურუმებმა, რომლებმაც დაკარგეს
საკუთარი შემოსავალი;

გ) ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის სათავეში ყოფილი სამხედრო მეთაურები მოვიდნენ, რომლებიც თავის დროზე
ეხნატონმა ჩამოაშორა არმიას;

დ) ახალი მმართველები ეხნატონის რეფორმებს განვითარების შემაფერხებლად თვლიდნენ.

(1) 10. სხვა ფაქტორებთან ერთად, რა განაპირობებს ქადეშის ბრძოლის შემდეგ ეგვიპტესა და ხეთებს შორის დადებული საზავო
ხელშეკრულების განსაკუთრებულ ისტორიულ მნიშვნელობას?

ა) ის არის სახელმწიფოთა შორის დადებული პირველი დაწერილი ხელშეკრულება;

ბ) ის შესრულებულია ეტრატზე, რომელიც მანამდე არ გამოიყენებოდა საერთაშორისო დოკუმენტებისათვის;

გ) ის ითვლება თანასწორი და ურთიერთსასარგებლო ხელშეკრულების უძველეს ნიმუშად;

დ) ამ დოკუმენტმა ძველ ახლო აღმოსავლეთში უზრუნველყო სახელმწიფოთა შორის ხანგრძლივი მშვიდობიანი თანაარსებობა.
(1) 11. რომელი არის მართებული მსჯელობა შუმერების წარმომავლობის შესახებ?

ა) შუმერები ჩრდილო აფრიკული წარმოშობის ხალხია, რომლებიც სამხრეთ შუამდინარეთში გადმოსახლდნენ ე.წ. „მწვანე საჰარის“
პერიოდში;

ბ) შუმერები სემიტური წარმოშობის ხალხია, რასაც მოწმობს შუმერული ენის ნათესაობა აღმოსავლეთ სემიტურ ენებთან;

გ) შუმერების გენეზისის შესახებ არსებული არცერთი თეორია არ არის სარწმუნო;

დ) შუმერები წარმოადგენენ შუამდინარეთში მცხოვრები პროტოევფრატელების გენეტიკურ შთამომავლებს, რომლებმაც


განავითარეს უბეიდური ცივილიზაცია.

(1) 12. ჩამოთვლი უძველეს კანონთა კრებულებს შორის რომელი არ არის დაწერილი შუმერულ ენაზე?

ა) ურ-ნამუს კანონები დაწერილია აქადურ ენაზე;

ბ) ეშნუნას კანონები დაწერილია ხეთურ ენაზე;

გ) ლიფით-იშთარის კანონები დაწერილია ელამურ ენაზე;

დ) ხამურაბის კანონები დაწერილია აქადურ ენაზე.

(1) 13. გილგამეშის მითთან დაკავშირებული მსჯელობათაგან, რომელი აღწერს გავრცელებულ ჰიპოთეზას სხვა ცნობილ სიუჟეტთან
მისი მსგავსების შესახებ?

ა) გილგამეში, თავისი ხასიათითა და ქცევით ჰგავს ნორდიკული თქმულებების გმირ ოდინს, რომელიც ნახევრად ადამიანია და
უპირისპირდება პანთეონის სხვა ღმერთებს, რასაც მოჰყვება წარღვნა;

ბ) ლეგენდის სიუჟეტი ძალიან ახლოს დგას შურუპაკის მეფე ზიუსუდრას მითის პასაჟთან, რომელშიც აქტუალურია ცხოვრების
ამაოებისა და ადამიანის დანიშნულების ძიების პრობლემატიკა;

გ) მითი შეიცავს პასაჟებს, რომელიც ძალიან ჰგავს ძველი ინდური ეპიკური პოემის - მაჰაბჰარატას სიუჟეტს, რომელშიც ასახულია
ადამიანის შექმნის, მის ღმერთებთან ბრძოლისა და წარღვნის თემატიკა;

დ) ლეგენდის სიუჟეტი თემატურად ახლოსაა „ძველი აღქმის“ ბიბლიურ პასაჟთან - მათ აერთიანებთ ადამიანის შექმნისა და
წარღვნის პასაჟებს შორის მნიშვნელოვანი მსგავსება.
(1) 14. რომელი ქალაქ-სახელმწიფოს მმართველი იყო აგა, რომელიც გილგამეშმა დაამარცხა და წაართვა პირველობა შუმერულ
ქალაქ-სახელმწიფოებს შორის?

ა) ლაგაშის;

ბ) კიშის;

გ) უმას;

დ) ერიდუს.

(1) 15. რა განსაკუთრებული ნიშნით არის გამორჩეული აქადის მეფე ნარამ-სუენასა და ელამის მეფეს შორის დაახლოებით ძვ.წ. 2260
წელს დადებული სამოკავშირეო ხელშეკრულება?

ა) ამ სამოკავშირეო ხელშეკრულების დადების შემდეგ აქადი იძლიერებს პოზიციებს და ხდება მთელი შუამდინარეთის დომინანტი
ძალა;

ბ) სამოკავშირეო ხელშეკრულებამ ხელი შეუწყო შუამდინარეთში ხანგრძლივი მშვიდობის ჩამოყალიბებას;

გ) ეს ხელშეკრულება წარმოადგენს დღემდე ჩვენთვის ცნობილი წერილობითი საერთაშორისო ხელშეკრულების უძველეს ნიმუშს;

დ) ეს არის შუმერულ ენაზე დაწერილი პირველი საერთაშორისო დოკუმენტი.

ადგილი ჰქონდა ძლიერ გვალვებსა და მტვრიან ქარიშხლებს.

(1) 16. ჩამოთვლილთაგან რომელ სახელმწიფოს შეიძლება ეწოდოს კაცობრიობის ისტორიაში პირველი მილიტარისტული იმპერია?

ა) ხეთების იმპერიას;

ბ) ასურეთის იმპერიას;

გ) ბაბილონს;

დ) ალექსანდრე დიდის იმპერიას.


(1) 17. რომელი ღვთაება ითვლება ქალაქ ბაბილონის მფარველად და ძველი ბაბილონის პანთეონის უზენაეს ღმერთად?

ა) მარდუკი;

ბ) ენლილი;

გ) ზაბაბა;

დ) შამაში.

(1) 18. რა მოვლენას უკავშირდება ბაბილონის დამოუკიდებელი სამეფოს შექმნა?

ა) ჩვ. წ. 2228 წელს აღმოსავლეთიდან შემოჭრილმა გუთიებმა მიწასთან გაასწორეს აქადი და მისი ერთ-ერთი პროვინციის
ადმინისტრაციული ცენტრი - ბაბილონი თავისი ახალი სამეფოს დედაქალაქად აქციეს;

ბ) ძვ.წ. XIX საუკუნეში მომთაბარე დასავლეთსემიტურმა ტომებმა - ამორიტებმა (ამორეველებმა) დაიპყრეს ქალაქი ბაბილონი,
რომელიც საკუთარ დედაქალაქად აქციეს;

გ) ძვ.წ. XX საუკუნეში აქადის ერთ-ერთი პროვინცია ახერხებს მეტროპოლიისაგან გამოყოფას და მისი ადმინისტრაციული ცენტრი -
ბაბილონი ხდება დამოუკიდებელი სამეფოს დედაქალაქი;

დ) ბაბილონის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ზუსტი პერიოდი და მას-თან დაკავშირებული მოვლენები


ჯერჯერობით არ არის დადგენილი.

(1) 19. რომელი ძველი იმპერია უზრუნველყოფდა მასში შემავალი ერთეულების კულტურულ და რელიგიურ ავტონომიას?

ა) ურარტუ;

ბ) ასურეთის იმპერია;

გ) სპარსეთის აქემენიანთა იმპერია;

დ) ბაბილონი.
(1) 20. რომელი არ არის მართებული მსჯელობა ასურეთის იმპერიის მართვის თავისებურებების შესახებ?

ა) ვასალურ ქვეყნებს უნარჩუნდებოდათ ავტონომია, თუმცა, მათ ეკისრებოდათ ხარკი და სამხედრო ბეგარა;

ბ) ასურეთის იმპერია ძირითადად დაპყრობილი ქვეყნებიდან მიღებული ნადავლითა და მათზე დაკისრებული ხარკით
საზრდოობდა, თავად კი არსებითად არაფერს აწარმოებდა;

გ) დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობისა და მმართველი ელიტის გულის მოგების მიზნით, ასურელები მათ ფართო პოლიტიკურ
და კულტურულ ავტონომიას ანიჭებდნენ;

დ) ასურელებმა დაპყრობილ ტერიტორიებზე გააუქმეს ადგილობრივი ხელისუფლება - იმპერიის ყველა პროვინციაზე


ვრცელდებოდა პირდაპირი ცენტრალური მმართველობა.

(1) 21. რომელი არის მართებული მსჯელობა ხეთების სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესახებ?

ა) ძვ. წ. XVIII საუკუნის შუა წლებში ქალაქი ქუსარა, რომლის მმართველებმა შეძლეს დანარჩენი ქალაქ სახელმწიფოების
დამორჩილება და საფუძველი ჩაუყარეს პირველ ხეთურ გაერთიანებულ სახელმწიფოს.

ბ) ძვ. წ. XIX საუკუნის დასაწყისში ქალაქ ხათის მმართველმა ნურდაგალმა მოახერხა მიერ მეზობელი ქალაქ-სახელმწიფოების
დამორჩილება და შექმნა ხეთური ტომების პირველი გაერთიანება;

გ) ძვ.წ. III ათასწლეულის ბოლოს მცირე აზიის ქალაქ-სახელმწიფოთა შორის დაწინაურდა ქალაქი ცალფა, რომლის მეფე პიტხანამ
დაიპყრო იმ დროს უძლიერესი ქალაქი ქანისა და დააარსა ხეთების პირველი სახელმწიფოთა გაერთიანება;

დ) ძვ.წ. II ათასწლეულის დასაწყისში მცირე აზიაში მცხოვრები პროტოხეთური ტომები დაიპყრეს ასირიელებმა და აქ დააარსეს
პირველი ხეთური სახელმწიფო.

(1) 22. მესოპოტამიის რომელი დინასტია დაამხეს ხეთებმა მეფე მურსილის მმართველობის პერიოდში?

ა) ხეთების მარბიელ ლაშქრობას ემსხვერპლა ბაბილონის მმართველი ხამურაბის დინასტია;

ბ) ხეთებმა დაამარცხეს შუმერის მეფე ურუინიმგინა და ბოლო მოუღეს ლაგაშის დინასტიას;

გ) ხეთებმა ააოხრეს შუმერ-აქადის სახელმწიფო და დაამხეს ურის III დინასტია;

დ) მურსილის ლაშქრობას ემსხვერპლა ასურეთის მმართველი შამშიადიდთა დინასტია


(1) 23. სხვა ფაქტორებთან ერთად, ძირითადად რამ განაპირობა ხეთების იმპერიის დაცემა და მცირე სამეფოებად დაშლა ძვ. წ. XIII
საუკუნის ბოლოს?

ა) ხეთების იმპერია ტახტის პრეტენდენტთა შორის გამწვავებულმა შიდა დაპირისპირებამ ძლიერ დაასუსტა და მან არსებობა
შეწყვიტა;

ბ) იმპერიას მოულოდნელად თავს დაესხა კვლავ გაძლიერებული ეგვიპტე, რომელმაც საბოლოოდ ბოლო მოუღო ხეთების ახალ
სამეფოს;

გ) ხეთების სამეფომ ვერ გაუძლო „ზღვის ხალხებისა“ და ქასქების მომთაბარე ტომების მარბიელ ლაშქრობებს;

დ) ხეთების იმპერია ემსხვერპლა კვლავ გაძლიერებული ასურეთის სამეფოს შემოსევას.

(1) 24. რომელი სამხედრო კამპანია უკავშირდება ურარტუს მეფე მენუას სახელს?

ა) კიმერიელების დამარცხება და მათი სამხრეთ კავკასიიდან განდევნა;

ბ) ჩრდილოეთით ლაშქრობა და დიაოხის ძლიერ შევიწროება;

გ) ასურეთში გალაშქრება და დედოფალ სემირამიდას დამხობა;

დ) ეგვიპტეში წარმატებული ლაშქრობა.

(1) 25. ასურეთის რომელი მეფის სახელს უკავშირდება ურარტუს დამარცხება და მათი საკულტო ცენტრის, მუსასირის გადაწვა?

ა) სარგონ II-ის;

ბ) სალმანასარ V-ის;

გ) სინახერიბის;

დ) ასარხადონის.
(1) 26. რომელ ისტორიულ მოვლენას დაემთხვა წინა აზიაში ქართული ტომების ასპარეზზე გამოსვლა?

ა) კიროს დიდის მიერ აქემენიდების ჩამოყალიბებას;

ბ) ხეთების იმპერიისა და მითანის სახელმწიფოს განადგურებას;

გ) ერთ დროს უძლიერესი მილიტარისტული იმპერიის - ასურეთის გაქრობას;

დ) წინა აზიაში ურარტუს ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.

(1) 27. რომელი ძველქართული ტომები დამკვიდრდნენ ხეთების იმპერიის აღმოსავლეთით ამ სახელმწიფოს განადგურების შემდეგ?

ა) მაკრონები;

ბ) სანიგები;

გ) მუშქები;

დ) ჰენიოხები.

(1) 28. რა შედეგით დასრულდა ტიგლათფილესერ I-ის ლაშქრობა დაიაენის წინააღმდეგ?

ა) სინეს მიემხრო მეზობელი 60 ქვეყნის მეფე, რისი წყალობითაც დიაოხმა მოიგერია ასურელების შემოტევა;

ბ) ტიგლათფილესერ I დამარცხდა და სასწაულებრივად დააღწია თავი ტყვედ ჩავარდნას;

გ) დიაოხის მეფე სიენი დამარცხდა, ის ტყვედ ჩაუვარდა ტიგლათფილესერს, რომელმაც შემდეგ მორჩილების პირობის ფასად
გაათავისუფლა;

დ) მეფე სიენის არმიის მედგარი წინააღმდეგობის შედეგად ტიგლათფილესერი იძულებული იყო, დათანხმდებოდა ზავს.
(1) 29. რა უკავშირდება დიაოხის მეფე უტუფურსის სახელს?

ა) იგი შეებრძოლა ქვეყანაში შემოჭრილ ურარტუს ლაშქარს, თუმცა, ბრძოლაში დამარცხდა და იძულებული გახდა,
დამორჩილებოდა მტერს;

ბ) ძვ.წ. VIII საუკუნის დასაწყისში მან შეძლო ურარტუსთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება, რითაც შეასუსტა დიაოხზე
ასურეთის გავლენა;

გ) მან ისარგებლა ასურეთის დასუსტებით და ქვეყანა გაათავისუფლა ოკუპანტებისაგან;

დ) მან დიაოხი ძლიერების მწვერვალზე აიყვანა, გააფართოვა ქვეყნის საზღვრები და მისი გავლენა გაავრცელა მთელ აღმოსავლეთ
შავიზღვისპირეთზე.

(1) 30. სხვა ფაქტორებთან ერთად, რამ შეუწყო ხელი კოლხებში საზოგადოების განვითარებასა და სახელმწიფოს ჩამოყალიბებას?

ა) ინტენსიური სოფლის მეურნეობის განვითარებამ;

ბ) დიდი ქალაქის ტიპის დასახლებების გაჩენამ;

გ) რკინის სამრეწველო გამოყენებაზე გადასვლამ;

დ) შრომის იარაღების განვითარებამ.

(1) 31. რა მიუთითებს იმაზე, რომ თავიანთი სახელმწიფოს განადგურების შემდეგ ურარტუს მოსახლეობის გადარჩენილი ნაწილი
ქართულ ტომებთან თანაარსებობდა?

ა) კოლხეთის ძველი სამეფოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ურარტული მონეტები;

ბ) ქართულ გვარ-სახელებში დამკვიდრებულია ურარტული წარმომავლობის ძირები;

გ) ქართულ ენასა და ფოლკლორში აღმოჩენილია ურარტული კვალი;

დ) კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ურარტული ეპიგრაფიკული ძეგლები.


(1) 32. რომელ სახელმწიფოზე /სახელმწიფოებზე არ ვრცელდებოდა აქემენიანთა იმპერიის გავლენა?

ა) ბერძნულ პოლისებზე;

ბ) ბაბილონზე;

გ) ეგვიპტეზე.

დ) სირიისა და ფინიკიის მცირე სამეფოებზე.

(1) 33. რომელ ენას იყენებდნენ აქემენიდურ ირანში ოფიციალური საქმისწარმოებისათვის?

ა) ბაბილონურს;

ბ) არამეულს;

გ) ბერძნულს;

დ) სპარსულს.

(1) 34. რომელი არის მართებული მსჯელობა აქემენიანთა ეპოქის ისტორიული მნიშვნელობის შესახებ?

ა) აქემენიანთა ტოლერანტულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო აღმოსავლეთის ხალხებში ეთნიკური კონტაქტების გამოცოცხლებას,
ახალი მატერიალური და სულიერი კულტურის ჩამოყალიბებას;

ბ) აქემენიანთა ეპოქაში გაუთავებელმა ომებმა შეაფერხა საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება;

გ) აღმოსავლეთში გავრცელდა ზოროასტრიზმი, რამაც სიკეთისა და ბოროტების ძალებს შორის მარადიული ბრძოლის იდეის
ფილოსოფიური გააზრებისა და კულტურულ მიღწევებში ასახვის წინაპირობები გააჩინა;

დ) აქემენიდებმა დაპყრობილ ქვეყნებში ამოძირკვეს არსებული მმართველობისა და სამოქალაქო-სამართლებრივი ტრადიციის


ფორმები და მათ თავს მოახვიეს საკუთარი წესები.
(1) 35. ჩამოთვლილთაგან, რომელი აღწერს სიტყვა „დარიკის“ მნიშვნელობას?

ა) დარიკი იყო ოქროს მონეტა, ძირითადი ფულადი ერთეული აქემენიდური სპარსეთის ბიმეტალურ სამონეტო სისტემაში;

ბ) დარიკი იყო სატრაპიების შემადგენლობაში შემავალი ყველაზე მცირე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული;

გ) დარიკი იყო აქემენიანთა მეფეების სამეფო რეგალია - მოოქრული ხმალი, რომელიც გადაეცემოდა ტახტის მემკვიდრეს ტახტზე
ასვლის დროს;

დ) დარიკი იყო აქემენიანთა სპარსეთის კანონთა კრებული, სამოქალაქო და სასამართლო წესების კომპილირებული კოდექსი.

ინსტრუქცია დავალებისათვის № 36.


დავალებაში მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა. უპასუხეთ დასმულ კითხვებს, ხოლო პასუხები
ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას.
დავალების მაქსიმალური ქულაა 6.

რუკა და კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე


კითხვები:

(1) 36.1. ვინ მართავდა სახელმწიფოს, რომლის დაპყრობითი ომები და ტერიტორიული გაფართოება არის ასახული რუკაზე?

ა) ლუი XIV;

ბ) ლუი XVI;

გ) ნაპოლეონ ბონაპარტი;

დ) ნაპოლეონ II

(1) 36.2. რუკის მიხედვით, მიღწეული იქნა თუ არა ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ 1807 წელს ორგანიზებული სამხედრო კამპანიის
ძირითადი მიზანი?

ა) არა - ფრანგებმა ვერ შეძლო ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის აღება;

ბ) დიახ - ინგლისელებმა შეძლეს პორტუგალიის ფრანგებისაგან გათავისუფლება;

გ) დიახ - ფრანგებმა დაიპყრეს პორტუგალია;

დ) არა - ესპანელებმა ინგლისელებთან ერთად ვერ შეძლეს ფრანგების მიერ ანექსირებული ერთ-ერთი სასაზღვრო პროვინციის
გათავისუფლება.

(1) 36.3. რუკის მიხედვით, ჩამოთვლილთაგან რომელმა ქალაქმა გაუძლო მოწინააღმდეგის ალყას?

ა) ბურგოსმა;

ბ) ბადახოსმა;

გ) ალმეიდამ;

დ) ვალენსიამ.
(1) 36.4. რუკის მიხედვით, ჩამოთვლილთაგან რომელ ბრძოლაში დამარცხდა აგრესორი სახელმწიფო პირველად?

ა) ბეილენის;

ბ) სომოსიერას;

გ) ესპინოზას;

დ) ბუსაკუს.

(1) 36.5. რუკის მიხედვით, რა შედეგები მოჰყვა ერთ-ერთი მებრძოლი სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ რიგით მესამე სამხედრო
კამპანიას?

ა) საფრანგეთმა დაკარგა პორტუგალია;

ბ) სან მარსიალთან ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ესპანელები საფრანგეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ;

გ) ინგლისმა დაკარგა კუნძული მალიორკა;

დ) საფრანგეთმა მიიერთა კატალონია.

(1) 36.6. რუკის მიხედვით, რომელია კოალიციის ჯარის ერთ-ერთი უკანასკნელი სამხედრო წარმატება?

ა) გამარჯვება ტალავერასთან;

ბ) ქალაქ ვალენსიას წარმატებული ალყა;

გ) გამარჯვება ორტეზთან ბრძოლაში;

დ) ქალაქ მადრიდის აღება.


ინსტრუქცია დავალებებისათვის № 37.
ყურადღებით წაიკითხეთ დავალება და უპასუხეთ დასმულ კითხვებს.
დავალების მაქსიმალური ქულაა 5.

დავალება და კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე


დავალება 37.

ძვ.წ. VII საუკუნის ბოლოსათვის ერთ დროს ძლევამოსილი ასურეთის იმპერია ძლიერ დასუსტდა.

კითხვები:

(1) 37.1. დაასახელეთ ასურეთის დაქვეითების ერთი კონკრეტული ეკონომიკური მიზეზი.

(1) 37.2. დაასახელეთ ასურეთის დაქვეითების ერთი კონკრეტული პოლიტიკური შედეგი.

(1) 37.3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ასურეთის დაქვეითება და რატომ? თქვენი მოსაზრება
აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.

(2) 37.4. XX საუკუნის მსოფლიო ისტორიიდან დაასახელეთ ამ მოვლენის ანალოგიური მოვლენა და დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ
ანალოგიის დასასაბუთებლად.

ინსტრუქცია დავალებისათვის №38.


ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ისტორიული დოკუმენტი, გაიაზრეთ
ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს. დავალების მაქსიმალური ქულაა 14.

დავალება და კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე


ზურაბ ავალიშვილი. „საქართველოს დამოუკიდებლობა“

(ნაწყვეტი)

1918 წლის გაზაფხულის პირობებში, მას შემდეგ, ოსმალოებმა დაიუფლეს ბათომი და ყარსი, ბევრი ჩვენთაგანისთვის არ იყო
მოულოდნელი, რომ ისინი მოითხოვდნენ ახალციხესა და ალექსანდროპოლს. იბადებოდა საკითხი, როგორ მოვქცეულიყავით?

თუ შეიძლებოდა ოსმალოების წინააღმდეგ რაიმე დახმარების მიღება, შეიძლებოდა მხოლოდ დიპლომატიურის და ისიც
გერმანელებისაგან. ინგლისელებისა და ფრანგებისაგან, რომელთა მხარეზეც 1914 წლიდან ჩვენმა ხალხმა მთელ რუსეთთან ერთად
გადაიტანა ომის ჭირ-ვარამი, დახმარების მიღებაზე ფიქრი შეუძლებელი იყო. ჩრდილოეთ-სპარსეთში მყოფ ინგლისელებზე
გვაშორებდა დიდი მანძილიც, ბოლშევიკების ბაქოში ყოფნა და საერთოდ მათთან ურთიერთობის დაჭერის შეუძლებლობა.

პირადად ჩემთვის ტერიტორიულ კითხვებს ძლიერ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან საზღვრების დადება არ შეიძლება
ყოფილიყო სამუდამო, სანამ ომი არ გათავდებოდა. ბათომში მივდიოდი სრული დარწმუნებული, რომ ამიერ-კავკასია გერმანიას
აინტერესებს არა მარტო მისი სხვადასხვაგვარის დოვლათის ომის მიზნისათვის გამოსაყენებლად, არამედ კიდევ უფრო მეტათ ახლო
აღმოსავლეთში შესვლის მიზნით ე.ი გერმანიის საერთო მიზნის განსახორციელებლათ. ვფიქრობდი, რომ არც საერთო ომის წარმოების
ფარგლებში, არც საკუთარ მოთხოვნილებებში რომლის დასაბუთება ოდნავ მაინც შეიძლება და რომელთა შესრულება ცოტათი მაინც
დაასაჩუქრებს ოსმალეთს გაწეულ შრომისათვის, გერმანია ხელს არ შეუშლის თავის მოკავშირე ოსმალეთს, მაგრამ ოსმალეთი,
უეჭველია, გამოვა ომის საჭიროების საზღვრებიდან ან და მოითხოვს მეტს ვიდრე „ერგება“. აი აქ, რამდენადაც ოსმალეთი თავს
უფლებას მისცემდა თავისებურათ და თავისუფლათ ემოქმედნა, თითქოს შესაძლებელი იყო მისი უფროსი, უფრო ძლიერი და უფრო
გონიერი მოკავშირის-გერმანიის მიერ კონტროლის განხორციელების მოპოვება, ან და მისი ვეტო ოსმალეთის მოქმედებაზე. ამისათვის
საჭირო იყო მხოლოდ სათანადო მიდგომა, გარემოების მიხედვით საქმის მომზადება.

ოსმალოებს დაკავებული აქვს ბათომი, ოზურგეთი და ახალციხე; ტფილისის დაკავების აზრი ბაქოსთან შესაერთებლათ და სხვა
წარმატებისათვის მეტათ წარმტაცი იყო! ამას უნდა ხელი შევუშალოთ და ამის ჩაშლა შესაძლებელია, შეიძლება და სავალდებულოა
ოსმალეთის შეჭრა საქართველოს შუა გულში შევაჩეროთ.

ვინ იცის, აზერბაიჯანმა კიდევაც მოისურვოს ბაქოში შესულ ბოლშევიკებთან საბრძოლველათ და ანარქიის საწინააღმდეგოთ
ოსმალოების დახმარება! რა უნდა ვქნათ! საქართველოს კი ოსმალოები არ უნდა. სომხეთი? არც ცალკე არც საქართველოსთან ერთად
ოსმალეთის წინააღმდეგ მას ომი არ შეუძლია-ძველი ფრონტი დაიშალა, ახლის შექმნა, როცა მტერი ჩვენს ქვეყანაშია შემოსული და
როცა მესამე მონაწილე აზერბაიჯანი გულ-ახდილათ, გადაჭრით აცხადებს, რომ ოსმალეთს არ ეომება, შეუძლებელია.

ამ გვარათ იწყება ამიერ-კავკასიის პოზიციის უილაჯობის გამორკვევა და ჩნდება საქართველოს პოზიციის მომზადების
საჭიროება და შესაძლებლობა.
...საქართველოს დელეგაციამ ბათომში, და ქართველმა მოღვაწეებმა თბილისში მოამზადეს საქართველოს დამოუკიდებლობის
გამოცხადებით გარდასვლა მომავალ კონსოლიდაციაზე ცალკე საქართველოსი, სომხეთის და აზერბაიჯანის.

კითხვები:

(1) 38.1. რომელი ცნობილი დიპლომატიური მოლაპარაკებისთვის მზადება არის აღწერილი წყაროში?

(1) 38.2. წყაროს მიხედვით, რა ტიპის დახმარების მიღება იყო შესაძლებელი გერმანიისგან ოსმალეთის აგრესიის შესაჩერებლად?

(1) 38.3. წყაროს მიხედვით დაასახელეთ მიზეზები, რომელთა გამოც შეუძლებელი იყო ინგლისელებისაგან დახმარების მიღებაზე
ფიქრი.

(1) 38.4. წყაროს მიხედვით, რა მიზეზით არ იყო დიდად მნიშვნელოვანი საზღვრებთან დაკავშირებული საკითხი?

(1) 38.5. წყაროს მიხედვით, რა იყო ამიერკავკასიის რეგიონით გერმანიის დაინტერესების ძირითადი მიზანი?

(1) 38.6. წყაროს მიხედვით, რა იქნებოდა საკმარისი პირობა გერმანიის თანხმობის მისაღებად ოსმალეთის ისეთი მოთხოვნების
დაკმაყოფილებაზე, რომლებიც არ უკავშირდებოდა საერთო ომის წარმოებას?

(2) 38.7. წყაროს მიხედვით, რა ტიპის შეცდომა შეიძლება დაეშვა ოსმალეთს, რაც შეცვლიდა მისდამი გერმანიის დამოკიდებულებას
და რა სასიკეთო შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა მას საქართველოსათვის?

(2) 38.8. წყაროს მიხედვით, რა შემთხვევაში იქნებოდა თეორიულად შესაძლებელი ოსმალებისა და ბოლშევიკების დაპირისპირება
ამიერკავკასიაში და ასეთ შემთხვევაში რა დილემის წინაშე დადგებოდა საქართველო?

(2) 38.9. წყაროს მიხედვით, რა პოზიცია ჰქონდა აზერბაიჯანს ოსმალეთის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლასთან დაკავშირებით და,
თქვენი აზრით, რით იყო ის გამოწვეული?

(2) 38.10. წყაროს მიხედვით, რა მიზანს მიაღწიეს ქართველმა პოლიტიკოსებმა ბათუმსა და თბილისში და, თქვენი აზრით, რას
გულისხმობს ავტორი ამიერკავკასიის სახელმწიფოების მომავალი კონსოლიდაციაში?
ვარიანტი II

ინსტრუქცია დავალებებისათვის № 1-35.


თითოეულ შეკითხვას ახლავს ოთხი სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია სწორი.
თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.

კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე


(1) 1. რომელი არის მართებული მსჯელობა ილუსტრაციაზე გამოსახული არტეფაქტის ერთ-ერთი დანიშნულების შესახებ?

ა) სპარტელები თიხის ჭურჭელში ჩაყრილი შავი და თეთრი ბურთულების მეშვეობით


ირჩევდნენ მეფეს;

ბ) ეტრუსკები ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისათვის მეომარს თიხის ფიალით


აჯილდოებდნენ, რომელზედაც მისი სახელი იყო ამოტვიფრული;

გ) სახალხო კრებაზე ათენელები მასზე ამოტვიფრავდნენ ქალაქიდან გასაძევებელი პირის


სახელს;

დ) მეტალის ფულის შემოღებამდე ძველ ფინიკიაში თიხის ნაწარმი გაცვლის ერთ-ერთი


საშუალება იყო.

(1) 2. ჩამოთვლილთაგან, ძვ.წ. 594 წელს ათენში გატარებული რომელი რეფორმა უკავშირდება მონეტაზე გამოსახული არქონტის
სახელს?

ა) ოსტრაკისმოსის - დემოკრატიისათვის პოტენციურად საშიში პირების ქალაქიდან


გაძევების წესის შემოღება;

ბ) სიისახთეია - მოქალაქეებისათვის ვალების ჩამოწერა;

გ) მოქალაქეობის ცნების შემოღება;

დ) ყველა მოქალაქისათვის მიწის თანაბრად განაწილება.


(1) 3. რომელი ქალაქის შექმნასთან დაკავშირებული ლეგენდა არის ასახული ილუსტრაციაზე?

ა) ათენის;

ბ) რომის;

გ) კართაგენის;

დ) ბაბილონის.

(1) 4. რომელი მხედართმთავრის სახელს უკავშირდება ილუსტრაციაზე ასახული ცნობილი ისტორიული მოვლენა?

ა) სციპიონის;

ბ) პომპეუსის;

გ) მითრიდატე პონტოელის;

დ) ჰანიბალის.
(1) 5. ძვ.წ. I საუკუნის 80-იან წლებში მიმდინარე რომელი ისტორიული მოვლენა არის ასახული ილუსტრაციაზე?

ა) რომის ძარცვა ვანდალების მიერ;

ბ) სულას მიერ პროსკრიფციების შემოღება და ტერორი;

გ) ქრისტიანების დევნა იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ;

დ) მონათა აჯანყება სპარტაკის მეთაურობით.

(1) 6. რომელი არ არის მართებული მსჯელობა ლიკურგეს რეფორმების შესახებ?

ა) ლიკურგემ ძველი წყობიდან მხოლოდ ორი მეფის თანამმართველობის ინსტიტუტი შეინარჩუნა;

ბ) სპარტაში უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტა 30 ადამიანისაგან შემდგარ უხუცესთა საბჭოს - გერუსიას და სახალხო
კრებას დაეკისრა;

გ) კანონების აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებდა 5 ესიმნეტისაგან შემდგარი კოლეგია;

დ) რეფორმის შედეგად მოხდა ცხოვრების ყველა სფეროს უმკაცრესი რეგლამენტაცია.

(1) 7. სხვა შედეგებთან ერთად, რა ეფექტი მოჰყვა დაწერილი კანონების შემოღებას ძველ ათენში?

ა) დამკვიდრდა კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობის პრინციპი;

ბ) შეიზღუდა მონარქის უფლებები;


გ) დაწესდა მმართველობით ორგანოებზე საზოგადოებრივი კონტროლი;

დ) შეიზღუდა წარჩინებულ მოსამართლეთა თვითნებობა.

(1) 8. რა სიახლის შემოტანა უკავშირდება კლისთენეს სახელს?

ა) სეისახთეიას შემოღება, რაც გულისხმობდა მოქალაქეთათვის ვალების ჩამოწერას;

ბ) უცხოელთათვის მოქალაქეობის მინიჭების წესის შემოღება;

გ) ოსტრაკისმოსის ანუ სახელმწიფოსათვის პოტენციურად საშიში პირების ქალაქიდან გაძევების პრაქტიკის შემოღება;

დ) უდანაშაულობის პრეზუმფციის შემოღება, რაც გულისხმობდა პირის უდანაშაულოდ ცნობას მანამდე, სანამ მისი დანაშაული არ
დამტკიცდებოდა.

(1) 9. რა გზით ცდილობდა პერიკლე, გამოერიცხა მოსამართლეთა მიერ ქრთამის აღება?

ა) საქმეებს განიხილავდა არა ერთი მოსამართლე, არამედ სამი მოსამართლისაგან შემდგარი კოლეგია;

ბ) დააწესა სიკვდილით დასჯა ქრთამის აღებაზე;

გ) შეიქმნა მექანიზმი, როდესაც წინასწარ უცნობი იყო, რომელი მოსამართლე განსჯიდა კონკრეტულ საქმეს;

დ) მოსამართლეებს დაენიშნათ მაღალი ხელფასი.

(1) 10. პერიკლეს კანონმდებლობის მიხედვით, რომელი ქმედება არ ითვლებოდა ათენის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლად?

ა) ვალების გადაუხდელობა;

ბ) ქურდობა;

გ) სახალხო კრების მუშაობაში მონაწილეობისათვის განგებ თავის არიდება;

დ) ღმერთების უპატივცემულობა.
(1) 11. რა აზრობრივი დატვირთვა გააჩნია ბერძნული სიტყვა „სტენოხორიას“ კოლონიზაციასთან მიმართებაში?

ა) ტერმინი გულისხმობს ბერძნულ ტრადიციაში დამკვიდრებულ წესს, რომელიც ითვალისწინებს ზრდასრულ ასაკში ვაჟის
ოჯახიდან წასვლას და ახალი საცხოვრებლის ძიებას;

ბ) ტერმინი აღწერს ბერძნული პოლისების ექსპანსიონისტური პოლიტიკის არსს, რომელიც გულისხმობს პოლისის ძლიერებისათვის
ახალი ტერიტორიების ათვისებას ნებისმიერი საშუალებით;

გ) ტერმინი აღწერს მდგომარეობას, როდესაც ჭარბი მოსახლეობის გამო პოლისს აღარ აქვს შესაძლებლობა, გამოკვებოს და დაასაქმოს
მოქალაქეები;

დ) ტერმინი აღწერს ურთულეს პერიოდს საბერძნეთის ისტორიის „ბრინჯაოს ხანის კატასტროფის“ შემდეგ, რამაც მოსახლეობის
მასიური მიგრაცია გამოიწვია.

(1) 12. რომელი მსჯელობა აღწერს ბერძნული პოლისის ხელისუფლების მონაწილეობას კოლონიზაციის პროცესში?

ა) პოლისის ხელისუფლება ახალი კოლონიების შექმნის პროცესში არ ერეოდა და ის სტიქიურად მიმდინარეობდა;

ბ) ახალი პოლისის შექმნა არისტოკრატების ექსკლუზიური უფლება იყო და ის ინდივიდუალურად, შეთანხმების გარეშე
ხორციელდებოდა;

გ) ახალი კოლონიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას სახალხო კრება და არისტოკრატთა საბჭო იღებდა;

დ) ახალი კოლონიების შექმნა რეგულირდებოდა პოლისის კანონმდებლობით და მასზე ნებართვას გასცემდა უხუცესთა საბჭო.

(1) 13. რა მიზეზები განაპირობებდა იმ ფაქტს, რომ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთისაგან განსხვავებით, ბერძნებმა ვერ შეძლეს
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ადგილობრივ მოსახლეობაზე გაბატონება?

ა) თავისი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბერძნები უფრო მეტ ძალისხმევას ჩრდილოეთ შავიზღვიპირეთისაკენ
მიმართავდნენ;

ბ) აღმოსავლეთ შავიზღვიპირეთში ბერძნებს მაღალი კულტურის მქონე, განვითარებული მოსახლეობა დახვდათ;

გ) ძვ.წ. VI საუკუნეში ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ხალხებს შორის შინაომები მძვინვარებდა;

დ) აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ძირითადად მილეტელი კოლონისტები სახლდებოდნენ, რომლებიც იონელებისა და


კორინთელებთან შედარებით ნაკლებად განვითარებულნი იყვნენ.
(1) 14. რა საერთო დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდათ „პელოპონესის კავშირში“ შემავალ პოლისებს?

ა) მათ უმრავლესობაში მონარქიული მმართველობა არსებობდა;

ბ) ამ პოლისების მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ძველი იონელების შთამომავლები იყვნენ;

გ) თითქმის ყველა პოლისს საკუთარი ფლოტი გააჩნდა;

დ) ყველა მათგანი ეკონომიკურად განვითარებული, ძლიერი პოლისი იყო.

(1) 15. რამ გამოიწვია ათენის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაღუპვა ძვ.წ. 430 წელს?

ა) მიწისძვრამ;

ბ) სპარტელთა ალყის შედეგად გამოწვეულმა შიმშილმა;

გ) შავი ჭირის ეპიდემიამ;

დ) ვულკანის ამოფრქვევამ.

(1) 16. რომელია მართებული მსჯელობა პელოპონესის ომის შემდეგ ათენში შექმნილი მდგომარეობის შესახებ?

ა) ათენმა მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ შეძლო სპარტელთა გავლენისაგან განთავისუფლება და დემოკრატიის აღდგენა;

ბ) ათენმა სწრაფადვე მოიშორა სპარტელთა მიერ თავსმოხვეული „ოცდაათი ტირანის“ მმართველობა და აღადგინა დემოკრატია;

გ) ზავის შემდეგ სპარტა ხანგრძლივ შინაომებში ჩაერთო, რამაც ათენს შესაძლებლობა მისცა, უმოკლეს ვადაში დაებრუნებინა
დამოუკიდებლობა;

დ) ძვ.წ. 403 წლიდან ათენი მოიცვა შინაომებმა და პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც სამოქალაქო ომში გადაიზარდა.
(1) 17. რას გულისხმობდა ალექსანდრე მაკედონელის მსოფლიო სახელმწიფოს შექმნის იდეა?

ა) ბერძნული იარაღის ქვეშ მსოფლიოს ყველა დიდი და მცირე სახელმწიფოს გაერთიანებას, მათი სუვერენიტეტის გაუქმებას და
ერთიანი იმპერიის შექმნას;

ბ) კონფედერაციულ საწყისებზე ყველა დიდი სახელმწიფოს გაერთიანებას, რომელშიც შესაძლებელი გახდებოდა სხვადასხვა
ცივილიზაციათა მიღწევების გაზიარება და მშვიდობიანი თანაცხოვრება;

გ) საერთო ენობრივი, კულტურული და პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანების შექმნას, რომელშიც გავრცელდებოდა ბერძნული


ენა, კულტურა და სახელმწიფო მმართველობის სისტემა;

დ) ნებაყოფლობით საფუძველზე მსოფლიო ხალხების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას და მსოფლიო მთავრობის შექმნას.

(1) 18. სხვა მიზეზებთან ერთად, რით იყო განპირობებული ალექსანდრე მაკედონელის გადაწყვეტილება, დაესრულებინა ინდოეთის
კამპანია და უკან გაბრუნებულიყო?

ა) სპარსეთში დაიწყო აჯანყება, რამაც ალექსანდრე აიძულა, შეეწყვიტა ინდოეთში ლაშქრობა;

ბ) ჰიდასპის ბრძოლაში ალექსანდრემ თავისი არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა;

გ) ხანგრძლივმა ლაშქრობამ და ბრძოლებმა უკიდურესად გამოფიტა მისი ლაშქარი;

დ) ჰიდასპის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, ინდოელებმა დიდძალ ლაშქარს მოუყარეს თავი და ალექსანდრემ თავი აარიდა
სარისკო ავანტიურას.

(1) 19. რა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა ალექსანდრე მაკედონელის მიერ 10 000 თავისი მებრძოლის დაქორწინებას სპარსელ
ქალებზე?

ა) ეს აქტი გამოხატავდა ბერძნული ცივილიზაციის უპირატესობას აღმოსავლურ კულტურასთან მიმართებაში;

ბ) ამ ქორწინებას საფუძველი უნდა ჩაეყარა ახალი თაობისათვის, რომელიც მალე მთელს მსოფლიოში იბატონებდა;

გ) ეს იყო ბერძნების სპარსელებთან შერიგებისა და ძველი მტრობის დავიწყების სიმბოლური აქტი;

დ) ამ ქორწინებით სიმბოლურად სრულდებოდა დაპირისპირება ევროპასა და აზიას შორის.


(1) 20. რომელი ელინისტური სახელმწიფო შეიქმნა წინა აზიაში ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დანაწილების შემდეგ?

ა) პტოლემაიოსების;

ბ) ატალიდების;

გ) ანტიგონიდების;

დ) სელევკიდების.

(1) 21. ჩამოთვლილთაგან, რომელია ელინისტური ეპოქის ძირითადი მახასიათებელი ნიშანი?

ა) ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში ბერძნული კულტურის ნიმუშების გავრცელება;

ბ) ახლო აღმოსავლეთში საქალაქო ცხოვრების განვითარება;

გ) ახლო აღმოსავლეთში სახელმწიფო მართვის ბერძნული მოდელის გავრცელება;

დ) ალექსანდრე დიდის ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე მეურნეობის წარმოებისა და საგადასახადო სისტემის ბერძნული
მოდელის გავრცელება.

(1) 22. სხვა ფაქტორებთან ერთად, ძირითადად რა განაპირობებდა ელინურ სამყაროზე რომის გავლენის გაძლიერებას ძვ.წ. III
საუკუნიდან?

ა) დიადოქოსებს შორის გაუთავებელი ომები, რომელმაც ელინური სახელმწიფოები მნიშვნელოვნად დაასუსტა;

ბ) ელინისტური კულტურის დაკნინება, რომელიც ნელ-ნელა მთლიანად ასიმილირდა დომინანტ აზიურ ცივილიზაციასთან;

გ) ელინური სახელმწიფოების მკვიდრი მოსახლეობის ჭარბი მატება, რაც აზიური მმართველობის სისტემისა და ტრადიციების
გაბატონებას უწყობდა ხელს;

დ) ელინისტური სახელმწიფოების მეურნეობის შეუსაბამობა ახალი ეპოქის მოთხოვნებთან, რამაც მისი დასუსტება გამოიწვია.

(1) 23. გარდა ეგრისის მთავარი ქუჯისა და მთიელებისა, ვინ იბრძოდა ფარნავაზის მხარეს აზონის წინააღმდეგ ბრძოლაში?

ა) სელევკიდების სამეფოს 1000 ჯარისკაცი;

ბ) კახეთის ერისმთავრის მიერ გამოგზავნილი მოხალისეთა ჯარი;


გ) აზონის 1000 მხედარი;

დ) 1000 თრაკიელი დაქირავებული მეომარი.

(1) 24. ვის უწოდებდნენ „ლაოებს“ ელინისტური ეპოქის ქართლის სამეფოში?

ა) ქართლის სამეფო გვარის წარმომადგენლებს;

ბ) ქართლის მიერ დაპყრობილი და დაქვემდებარებული ტერიტორიების მეთემეებს;

გ) თავისუფალ გლეხებს;

დ) დაწინაურებულ საგვარეულოებს, რომლებიც იკავებდნენ მაღალ სახელმწიფო თანამდებობებს.

(1) 25. რა ტიპის მმართველობა დამყარდა რომში უკანასკნელი მეფე ტარკვინიუსის დამხობის შემდეგ?

ა) ათენის ტიპის დემოკრატია;

ბ) რესპუბლიკა;

გ) შერეული ტიპის მონარქია;

დ) ქურუმთა მმართველობა - თეოკრატია.

(1) 26. რა ძირითად მიზანს ემსახურებოდა ერთ სახელმწიფო თანამდებობაზე ორი თანაბარუფლებიანი პირის დანიშვნა ძველ რომში?

ა) არჩეული თანამდებობის პირის გარდაცვალების ან ქმედუუნარობის შემთხვევაში მის მოვალეობას მეორე პირი ასრულებდა, რაც
სისტემას უფრო ეფექტურს ხდიდა;

ბ) ამით დაცული იყო წარმომადგენლობითი პარიტეტი, რადგან არჩეული პირები სხვადა-სხვა სოციალურ ფენას ეკუთვნოდნენ;

გ) ამით მიიღწეოდა გადაწყვეტილებათა მიღების დროს კოლეგიალობა და გამოირიცხებოდა ძალაუფლების უზურპაცია;

დ) არჩეულ პირთაგან ერთ-ერთის მოვალეობა შემოიფარგლებოდა მეორე პირის საქმიანობის ზედამხედველობით, რაც სისტემას
უფრო გამჭვირვალესა და ეფექტურს ხდიდა.
(1) 27. რომელია ნაკლებად მართებული მსჯელობა რომის რესპუბლიკაში დიქტატორის დანიშვნისა და მისი ფუნქციების შესახებ?

ა) დიქტატორი ინიშნებოდა მხოლოდ 6 თვის ვადით ან რომელიმე ერთი დავალების შესასრულებლად;

ბ) დიქტატორი სარგებლობდა თითქმის შეუზღუდავი უფლებამოსილებებით, მის მიერ გამოცემული კანონები მაშინვე შედიოდა
ძალაში;

გ) ძვ.წ. IV საუკუნემდე დიქტატორის მიერ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება არ ექვემდებარებოდა კომიციაში გასაჩივრებას;

დ) დიქტატორი უფლებამოსილი იყო დამოუკიდებლად და აპელაციის გარეშე გადაეწყვიტა სიკვდილით დასჯის საკითხები.

(1) 28. რა დამსახურებისათვის ეწოდა კონსულ პუბლიუს კორნელიუს სციპიონს „აფრიკელის“ მეტსახელი?

ა) პუნიკური ომების დაწყებამდე ის წარმატებით ხელმძღვანელობდა რომის „აფრიკულ“ ლეგიონებს ეგვიპტისა და ნუმიდიის
წინააღმდეგ ბრძოლებში;

ბ) კანეს ბრძოლის შემდეგ მან შეძლო ჰანიბალის არმიის დასუსტება, ბრძოლის ფრონტის აფრიკაში გადატანა და იქ გადამწყვეტი
გამარჯვების მოპოვება;

გ) ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, სციპიონის შორეული წინაპარი აფრიკელი მონა იყო;

დ) პირველი პუნიკური ომის დროს სციპიონი წარმატებით ებრძოდა ჰამილკარ ბარკას უშუალოდ კართაგენში.

(1) 29. რომელი ისტორიული მოვლენა არის ცნობილი „ეფესოსის საღამოს“ სახელწოდებით?

ა) ძვ.წ. 89 წელს რომაელების შეჭრა ქალაქ ეფესოში, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი ჟლეტა მოჰყვა;

ბ) ძვ.წ. 84 წელს პონტოს სამეფოს წინააღმდეგ პირველი ომის დასასრულს ქალაქ ეფესოში შემდგარი საზავო მოლაპარაკებები
რომაელებსა და მითრიდატე ევპატორს შორის;

გ) ძვ.წ. 88 წელს მითრიდატე პონტოელის არმიის მიერ რომაელთა დამარცხება და 80 000 რომაელის დახოცვა ქალაქ ეფესოში;

დ) ძვ.წ. 120 წელს ქალაქ ეფესოში მითრიდატე VI ევპატორის ტახტზე ასვლის გრანდიოზული ცერემონია.
(1) 30. რომელი სარდლის სახელს უკავშირდება მარიუსის მომხრეთა საბოლოო დამარცხება პირენეს ნახევარკუნძულზე?

ა) კრასუსის;

ბ) სერტორიუსის;

გ) მეტელიუსის;

დ) პომპეუსის.

(1) 31. ძირითადად, რით იყო განპირობებული სენატორთა მიერ იულიუს კეისრის წინააღმდეგ მოწყობილი თავდასხმა და მისი
მკვლელობა ძვ.წ. 44 წელს?

ა) პომპეუსის მომხრეთა შურისძიებით;

ბ) ანტონიუსისა და ოქტავიანეს ძალაუფლებისაკენ სწრაფვით.

გ) კეისრის მიერ ძალაუფლების უზურპაციითა და შეუზღუდავი ერთპიროვნული მმართველობის დამყარებით;

დ) სენატორთა შორის გავლენათა გადანაწილების მოტივით.

(1) 32. რას გულისხმობს რომის ისტორიის ერთ-ერთი ეპოქის სტილიზებული სახელწოდება - „რომაული მშვიდობა“?

ა) ეს ირონიზებული გამოთქმა ეხება ოქტავიანე ავგუსტუსის მმართველობის პერიოდს, რომელიც აღინიშნა გაუთავებელი ომებითა
და სისხლისღვრით;

ბ) გამოთქმა აღწერს რომში შედარებითი მშვიდობისა და სახელმწიფო წესრიგის პერიოდს, რომელიც აღინიშნა პოლიტიკური და
კულტურული აღმავლობით;

გ) გამოთქმა აღწერს რომში პოლიტიკური დიქტატის პერიოდს, რომლის განმავლობაში აკრძალული იყო ყველა რესპუბლიკური
ინსტიტუტის ფუნქციონირება;

დ) გამოთქმა შეეხება ეპოქას, როდესაც რომს არ უწარმოებია ომი არც ერთ სახელმწიფოსთან.
(1) 33. რომელი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილება უკავშირდება იმპერატორ კარაკალას სახელს?

ა) მონებით ვაჭრობის აკრძალვა;

ბ) ედიქტის გამოცემა, რომლითაც იმპერიაში მცხოვრებ ყველა თავისუფალ ადამიანს რომის მოქალაქეობა მიენიჭა;

გ) სენატისა და კომიციების გაუქმება;

დ) სახელმწიფო თანამდებობაზე არჩევითობის გაუქმება.

(1) 34. რა პოზიცია ეკავა ქართლის სამეფოს რომსა და პონტოს სამეფოს შორის მიმდინარე ომში?

ა) ქართლის სამეფო ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა;

ბ) ქართლის სამეფო ხან მითრიდატე ევპატორის, ხანაც რომაელთა მოკავშირე იყო;

გ) ქართლის სამეფო ალბანეთთან ერთად პონტოსა და დიდი არმენიის მოკავშირე იყო;

დ) ქართლის სამეფო თავიდანვე რომის მოკავშირედ ითვლებოდა.

(1) 35. რომელი ისტორიული ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ძვ.წ. II საუკუნის ბოლოს ქართლის მეფეებს რომის მიმართ თავი
დამოუკიდებლად ეჭირათ?

ა) მეფე ფარსმან I-მა უარი განაცხადა, რომში ხლებოდა იმპერატორ ადრიანეს, რითაც აგრძნობინა საკუთარი სიძლიერე;

ბ) ქართლის მეფე ამაზასპ I-მა რომს შეუწყვიტა ხარკის გადახდა და ქართლიდან გააძევა მცხეთაში მდგარი რომაული გარნიზონი;

გ) ქართლის მეფე ფარსმან II-მ უარი თქვა იმპერატორ ადრიანეს მიწვევაზე და მას ძვირფასი საჩუქრების სანაცვლოდ მხოლოდ
საპასუხო ძღვენი გაუგზავნა;

დ) ქართლის მეფე ღადამა არ დაემორჩილა რომაელთა მოთხოვნას, გახსნა ჩრდილოეთის კარიბჭე და მომთაბარე ტომები შეუსია
რომაელებს
ინსტრუქცია დავალებისათვის № 36.
დავალებაში მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა. უპასუხეთ დასმულ კითხვებს, ხოლო
პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას.
დავალების მაქსიმალური ქულაა 6.

რუკა და დავალებები იხილეთ შემდეგ გვერდებზე


კითხვები:

(1) 36.1. რომელი დიდი შეიარაღებული დაპირისპირების ცალკეული ლაშქრობები არის ასახული რუკაზე?

ა) ბარბაროსთა შემოსევების;

ბ) გალური ომების;

გ) გოთური ომების;

დ) ფრანკთა სამეფოსა და ბიზანტიას შორის ომის.

(1) 36.2. ვინ მართავდა სახელმწიფოს, რომლის ლაშქრობები და ტერიტორიული გაფართოება არის ასახული რუკაზე?

ა) პიპინ მოკლე;

ბ) ტოტილა;

გ) ანასტასიოს I;

დ) ისუტინიანე I.

(1) 36.3. რუკის მიხედვით, რომელი ქალაქი დაიბრუნა ერთ-ერთმა მებრძოლმა მხარემ 543 წელს?

ა) ნეაპოლი;

ბ) რომი;

გ) რავენა;

დ) რეჯო კალაბრია.
(1) 36.4. რუკის მიხედვით, რომელი სარდლის ლაშქრობის შემდეგ მოიპოვა ერთ-ერთმა მებრძოლმა მხარემ ყველაზე მეტი
ტერიტორია?

ა) ველისარიუსის;

ბ) ნარსესის;

გ) მუნდის;

დ) ტოტილას.

(1) 36.5. რომელ წელს აიღო ერთ-ერთმა მებრძოლმა მხარემ მოწინააღმდეგე სახელმწიფოს დედაქალაქი?

ა) 536 წელს;

ბ) 538 წელს;

გ) 540 წელს;

დ) 543 წელს.

(1) 36.6. რუკის მიხედვით, რომელმა სახელმწიფომ მიიტაცა რუკაზე ყავისფრად აღნიშნული სახელმწიფოს კუთვნილი მხარე -
პროვანსი?

ა) აღმოსავლეთ რომის იმპერიამ;

ბ) ვესტგოთების სამეფომ;

გ) არაბთა სახალიფომ;

დ) ფრანკთა სამეფომ;
ინსტრუქცია დავალებებისათვის № 37.
ყურადღებით წაიკითხეთ დავალება და უპასუხეთ დასმულ კითხვებს.
დავალების მაქსიმალური ქულაა 5.

დავალება და კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე


ძვ.წ. 594 წელს სოლონმა გააუქმა ვალები (სეისახთეია) და აკრძალა ვალების გამო თავისუფალი ადამიანის მონად გაყიდვა.

კითხვები:

(1) 37.1. დაასახელეთ ამ რეფორმის ერთი კონკრეტული ეკონომიკური მიზეზი.

(1) 37.2. დაასახელეთ ამ რეფორმის ერთი კონკრეტული პოლიტიკური შედეგი.

(1) 37.3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო უარყოფითი შედეგის მომტანი ეს რეფორმა და რატომ? თქვენი მოსაზრება
აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.

(2.) 37.4. ძველი რომის ისტორიიდან დაასახელეთ ამ მოვლენის ანალოგიური მოვლენა და დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის
დასასაბუთებლად.

ინსტრუქცია დავალებისათვის №38.


ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ისტორიული დოკუმენტი, გაიაზრეთ ტექსტი და უპასუხეთ
კითხვებს.
დავალების მაქსიმალური ქულაა 14.

დავალება და კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე


22 მაისი 1918, ქალაქი ბათუმი

სრულიად საიდუმლოთ

საქართველოს ეროვნულ საბჭოს და აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდენტს.

საბჭოს და კომიტეტის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია უკვე გაემგზავრა თფილისს, როცა მე წავიკითხე ზოგიერთი ახალი გაზეთები, რის
გამო მოვალედ ვთვლი ჩემს თავს რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ.

ჩვენი გაზეთები ჯერ კიდევ კამათობენ იმის შესახებ გამოცხადდეს თუ არა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, მაშინ
როდესაც უმწვერვალესათ საჭიროა მტკიცე ნაბიჯი გადიდგას ახლავე. საზოგადოთ უნდა ითქვას, რომ ეს გაზეთები სრულიად
უპასუხისმგებლოთ გრძნობენ თავს; არც კი ფიქრობენ, რომ მათ ნაწერებს აქ მოლაპარაკებების მონაწილეები კითხულობენ და
სარგებლობენ ცნობებით; არც ერთი არაა გამსჭვალული სახელმწიფო აზრით…

მე უკანასკნელ წუთამდე არ დამიკარგავს იმედი, რომ შეიძლებოდა შეგვეკრა ზავი ამიერკავკასიის სახელით. მართალია, ჩვენმა
თათრებმა თავის სეპარატიული ნაბიჯებით ძირი გამოუთხარეს დელეგაციის ერთობას მაგრამ, ვინაიდან გერმანიის დელეგაცია
სრულიად არ იზიარებდა თურქების პოზიციას, ამიტომ ჩემი იმედი საფუძვლიანი იყო. თურქებმა მართლაც ვერ გაბედეს, მიუხედავათ
მუქარისა, ულტიმატუმის გამოგზავნა, მაგრამ სამაგიეროთ მათ მიმართეს მეორე ხერხს: ანხორციელებენ ფაქტიურათ თავის
დაპყრობით პოლიტიკას – ერევნის გუბერნიას წაესიეს, განჯაში თავის მთავრობა დასვეს, რასაც მთელი ადერბეიჟანის მოკედლება
მოჰყვება, დარჩა მარტო საქართველო, რომელსაც ემუქრებიან ყოველი მხრიდან...

დარჩა, მაშასადამე, განმარტოებული საქართველო, რომლისათვის დარჩენილა სამი შესაძლებლობა: ა) საქართველო ადერბეიჟანთან
ერთ სახელმწიფოს წარმოადგენს... როცა ადერბაიჟანში თურქები სხედან და იმავე დროს არსებობს ამიერ-კავკასიის მთავრობა, ეს
მოასწავებს ოსმალეთის ბატონობის იურიდიულათ ცნობას, რასაც ფაქტიური დაპყრობა მოჰყვება. ბ) საქართველო სომხებთან ერთათ
ადგენენ ერთ სახელმწიფოს. არ არსებობს ფაქტიურათ სომხების ტერიტორია ამიერკავკასიაში, ვინაიდან ის თურქების ხელშია,
შეუძლებელია, მაშასადამე, მასთან ერთი სახელმწიფოს შექმნა... გ) საქართველოს დამოუკიდებლობა – აი ერთათ ერთი გამოსავალი...

გენ. ფონ ლოსოვი იყო დღეს ჩემთან, მას გავაცანი ეს აზრები და კატეგორიულათ განაცხადა, რომ დარჩენილია ერთათ-ერთი გზა –
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. მან კიდეც გაუგზავნა ცნობა თავის მთავრობას, რომ საქართველო გამოაცხადებს
ხვალვე დამოუკიდებლობას და გთხვოთ ცნობას და მფარველობას. ის ელის ახალ ინსტრუქციას, მაგრამ ჩვენ უკვე ვიქონიეთ მსჯელობა
ზოგიერთ პრაქტიკულ საკითხებზე. ჩვენ გვენიშნება მაშინვე, მთავრობასთან გერმანიის წარმომადგენელი ელჩის უფლებებით,
ინიშნებიან კონსულები ქალაქებში, მსწრაფლ გარდაიქმნას გერმანია-ავსტრიის ტყვეები ჯარის-კაცებად და გადავიდეს საქართველოს
მთავრობის განკარგულებაში, რომ ამით ფაქტიურათ გამოეცხადოს ოსმალეთს საქართველოს გერმანიის მფარველობის ქვეშ ყოფნა…

დაბეჯითებით არ შეიძლება ითქვას, რას იტყვის ოსმალეთი ამ ფაქტის წინაშე. ზოგიერთი ამბობს, რომ ოსმალეთი კარგათ შეხვდება ამ
ამბავს და შეეცდება მოურიგდეს საქართველოს; ზოგიერთი ამბობს, რომ ეს შეუძლებელია. პირველ შემთხვევაში ზავი აქვე შეიძლება
შეიკრას, თუ მასში გერმანიის დელეგაციაც ურევია; მეორე შემთხვევაში საჭიროა მხოლოდ ფორმალური პროტესტი ჯარების
შემოსევის წინააღმდეგ, ბრძოლა ბანდებთან სასტიკი, თუ ისინი თურქების სამხედრო ფორმას არ ატარებენ. მეორე შემთხვევაში ფონ
ლოსსოვი წავა აქედან, რომ პირადათ ნახოს ვილჰელმი და კანცლერი, მას მეც უნდა გავყვე, რომ საჩქაროთ იქნას ზომები მიღებული
საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავათ. ამის საბუთი არის. ნოტებია გაცვლილი ოთხ სახელმწიფოთა მთავრობათა შორის, რომ
საქართველო მაშინვე ცნობილი იქნას, როგორც თავის დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. ეს მოხდა წარსული წლის დამლევს,
ოსმალეთის მთავრობამ ამა წლის იანვარს მოაწერა ამ ნოტას ხელი. პირობები არაფერია წარმოდგენილი, სავალდებულოა ოთხივე
მხარისათვის.

საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა გამოცხადდეს საზღვრების აღუნუსხავათ. ხსენებული ნოტების თანახმათ საქართველოში
შედის ბათუმის მხარე, სოხუმის და ზაქათალის ოლქები. მათი ხსენება გამოიწვევს საქმის უმწვერვალესად გამწვავებას, თუ
გამოვტოვეთ, მაშინ ჩვენ თვითონ უარვყოფთ იურიდიულათ ჩვენს უფლებას. ეს უნდა მიენდოს საგარეო მინისტრის საიდუმლო
მოქმედებას და შეთანხმებას გერმანიის მთავრობასთან...

კითხვები:

(1) 38.1. წყაროზე დაყრდნობით დაასახელეთ ორგანო, რომელსაც მოცემულ მომენტში ხელმძღვანელობდა საქართველოს
რესპუბლიკის მომავალი მთავრობის მეთაური.

(1) 38.2. თქვენი აზრით, კონკრეტულად რომელ მოლაპარაკებებზეა საუბარია დოკუმენტის დასაწყისში?

(1) 38.3. წყაროს მიხედვით, ძირითადად რაში გამოიხატებოდა ქართული გაზეთების უპასუხისმგებლობა?

(1) 38.4. თქვენი აზრით, ვინ იგულისხმება დოკუმენტში ნახსენებ „ჩვენს თათრებში“, რომლებმაც თავიანთი ქმედებით ძირი
გამოუთხარეს დელეგაციის ერთობას?

(1) 38.5. დოკუმენტის მიხედვით, რა ალტერნატიულ ხერხს მიმართეს თურქებმა თავისი მიზნების მისაღწევად მას შემდეგ, რაც
გერმანიის დელეგაციის მტკიცე პოზიციის გამო, ვერ გაბედეს ულტიმატუმის წამოყენება?

(1) 38.6. დოკუმენტის მიხედვით, რა საკითხთან დაკავშირებულ მითითებებს ელოდებოდა გენერალი ფონ ლასოვი საკუთარი
მთავრობისაგან?

(2) 38.7. დოკუმენტის მიხედვით, რატომ აღარ შეიძლებოდა საქართველოს დარჩენა ამიერკავკასიის ფედერაციის შემადგენლობაში და
რა იყო მოცემულ მომენტში თურქეთის აგრესიის შესაჩერებლად ერთადერთი გამოსავალი?

(2) 38.8. წყაროს მიხედვით, რა პრაქტიკული ხასიათის მოქმედებები დაიგეგმა გერმანიის წარმომადგენელთან მოლაპარაკების დროს
და რა მიზანს ემსახურებოდა ეს?

(2) 38.9. წყაროს მიხედვით, რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას და რა ნაბიჯები უნდა
გადაედგა საქართველოს მთავრობას ასეთ შემთხვევაში?
(2) 38.10. წყაროს მიხედვით, რომელია ერთ-ერთი ძირითადი პირობა, რომლის გათვალისწინებითაც უნდა მომხდარიყო
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და რა იყო ამის მიზეზი?

ვარიანტი III

ინსტრუქცია დავალებებისათვის № 1-35.


თითოეულ შეკითხვას ახლავს ოთხი სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია სწორი.
თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.

კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე


(1) 1. რომელი არის მართებული მსჯელობა საფოსტო მარკაზე ასახული V საუკუნეში მომხდარი ისტორიული მოვლენის შესახებ?

ა) პაპმა გრიგორი VII-მ ეკლესიიდან მოკვეთა იმპერატორი ჰაინრიხ IV, რომელიც იძულებული
გახდა ფეხშიშველი ხლებოდა მას პატიების სათხოვნელად;

ბ) პაპმა ლეო I შეძლო, დაერწმუნებინა ჰუნების ბელადი ატილა ხელი აეღო რომის აოხრებაზე და
გასცლოდა ქალაქს;

გ) ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაგმო მონოფიზიტობა, რის შემდეგაც დაიწყო მისი
მიმდევრების სასტიკი დევნა;

დ) რომში გავრცელდა შავი ჭირის ეპიდემია, რასაც პაპი ლეო III იმპერატორის ღვთისაგან
განდგომას მიაწერდა და ამით ცდილობდა საერო ხელისუფლების დაკნინებას.

(1) 2. რომელი ისტორიული მოვლენა უკავშირდება ილუსტრაციაზე გამოსახული ბიზანტიის იმპერატორის სახელს?

ა) მან მუსრი გაავლო იმპერიის საზღვრებში შემოჭრილ ბულგარელებს, რის გამოც მას
„ბულგართმმუსვრელი“ შეარქვეს;

ბ) მის წინააღმდეგ მოხდა „ნიკეს“ სახელით ცნობილი აჯანყება კონსტანტინოპოლში;

გ) მან გამოსცა „მილანის ედიქტი“, რითაც შეამცირა იმპერიაში არსებული დაძაბულობა;

დ) მის დროს დაიწყო „ხატმებრძოლეობის“ სახელით ცნობილი დაპირისპირება ეკლესიასთან.


(1) 3. რომელი არის მართებული მსჯელობა ფრანკთა სახელმწიფოში VIII საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში მომხდარი
მოვლენის შესახებ, რომელიც ასახულია ილუსტრაციაზე?

ა) უკანასკნელი მეროვინგი მეფე ხილდერიკი ძალით აღკვეცეს ბერად, რის შემდეგაც ფრანკთა
სახელმწიფოში მმართველობა გადაიბარა პიპინ მოკლემ;

ბ) საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების მიზნით მეროვინგების მეფე ხლოდვიგი ქრისტიანულად


მოინათლა;

გ) კარლოს დიდმა დაამარცხა ლანგობარდები, მათი მეფე დეზიდერიუსი კი ტყვედ აიყვანა და


ძალით აღკვეცა ბერად;

დ) ოტო I-მა თავის ერთგულ კარდინალებს პაპი გაასამართლებინა და მის ნაცვლად თავისი ყოფილი
მასწავლებელი ჰერბერტი აარჩევინა.

(1) 4. რომელი ისტორიული მოვლენის ალეგორიული შედარება ქრისტეს ჯვარცმასთან არის ასახული შუა საუკუნეების
მინიატურაზე?

ა) ნესტორიანელობის;

ბ) ვანდალების მიერ რომის გაძარცვის;

გ) ხატმებრძოლეობის;

დ) რომის ეკლესიის გაყოფის.


(1) 5. რა ეწოდება ერთ-ერთ რელიგიის დამაარსებლის გადასახლებას ქალაქიდან, რომელშიც მდებარეობს ილუსტრაციაზე ასახული
ამ რელიგიის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე?

ა) ჰიჯრა;

ბ) ფიტნა;

გ) ჰაჯი;

დ) ჯიჰადი.

(1) 6. სხვა ფაქტორებთან ერთად, რა იყო „ხალხთა დიდი გადასახლების“ ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი?

ა) ჩრდილოეთ ევროპულ სახელმწიფოებში გამეფებული ქაოსი და არეულობა;

ბ) გერმანულ ტომებს შორის მიმდინარე გაუთავებელი შინა ომები;

გ) დიდი იმპერიების დასუსტება, რომლებიც ვეღარ იგერიებდნენ ბარბაროსთა ტომებს;

დ) ჩრდილოეთ ევროპაში გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემია.

(1) 7. რა ეწოდებოდა რომაელების მიერ გერმანელი ტომებისაგან თავდაცვის მიზნით აგებულ სასაზღვრო სიმაგრეებს?

ა) „დიოკლეტიანეს გზა“

ბ) „ალპის კედელი“

გ) ლიმესი

დ) „შავი კარიბჭე“
(1) 8. რა შედეგით დასრულდა ჰუნებსა და გუთებს შორის პირველი შეჯახება 375 წელს?

ა) ჰუნები პირველ ბრძოლებში დამარცხდნენ და უკან დაიხიეს;

ბ) ჰუნებმა გერმანელების წინააღმდეგობა მალევე გატეხეს, რასაც გუთების ორ ნაწილად გაყოფა მოჰყვა;

გ) გოთურმა ტომებმა შეწყვიტეს არსებობა.

დ) პირველ შეტაკებებში გუთებმა გაიმარჯვეს, თუმცა, აშკარა საფრთხის თავიდან ასარიდებლად დატოვეს ჩრდილოეთ
შავიზღვისპირეთი და იტალიისაკენ გაემართნენ.

(1) 9. სად შექმნეს ვანდალებმა თავიანთი სახელმწიფო?

ა) სამხრეთ გალიაში;

ბ) სამხრეთ იტალიაში;

გ) ჩრდილოეთ აფრიკაში;

დ) მცირე აზიაში.

(1) 10. რითაა ცნობილი ისტორიაში რომის იმპერატორი რომულუს ავგუსტულუსი?

ა) მან მოახერხა გერმანული ტომების დამარცხება და რომის ძველ საზღვრებში დაბრუნება;

ბ) მან ქრისტიანობა რომის ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა;

გ) იგი დასავლეთ რომის იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი იყო;

დ) ის ვანდალებისაგან რომის დაცვას შეეწირა 455 წელს.


(1) 11. რა ედო იდეოლოგიურ საფუძვლად აღმოსავლეთ რომის იმპერიის მმართველობით სისტემას?

ა) თეოკრატიული მონარქიის იდეა;

ბ) დიარხია - საერო და სასულიერო ხელისუფლების ერთიანობის იდეა;

გ) ცეზაროპაპიზმის იდეა, რომელიც მონარქს ეკლესიის საქმიანობაში ჩარევის უფლებას ანიჭებდა;

დ) ძალაუფლების განაწილების, ურთიერთკონტროლისა და კანონის უზენაესობის იდეა.

(1) 12. რა პოლიტიკური კონტექსტი გააჩნდა ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის VI საუკუნიდან წარმოშობილ უთანხმოებას?

ა) უთანხმოების რეალური საფუძველი დაკავშირებული იყო ამ ქვეყნებს შორის მეტოქეობასთან რეგიონში პირველობისათვის;

ბ) სომხური ეკლესია ჯერ კიდევ ქალკედონის მსოფლიო კრებიდან მოყოლებული ვერ ეგუებოდა ქართული ეკლესიის აღიარებას;

გ) კონფლიქტი დაკავშირებული იყო ამ ქვეყნების საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციასთან ირანსა და ბიზანტიას შორის;

დ) სომხეთის მეფეს მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა საქართველოსადმი მტრულად განწყობილ სირიის სახელმწიფოსთან,
სადაც მონოფიზიტური რწმენა იყო გავრცელებული.

(1) 13. რა განაპირობებდა ირანის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დახმარებოდა ვახტანგ გორგასალს ალანების წინააღმდეგ
ლაშქრობისას?

ა) ალანები ირანის დაუძინებელი მტრის - ჰუნების მოკავშირეები იყვნენ;

ბ) ეს იყო ვახტანგის დედის - საგდუხტის დიპლომატიის შედეგი;

გ) ირანი მუდამ მხარს უჭერდა მის ერთგულ ვასალს პოლიტიკური მიზნების მიღწევაში;

დ) ირანიც დაინტერესებული იყო ჩრდილოეთის გადმოსასვლელების ჩაკეტვით.


(1) 14. სხვა მიზეზებთან ერთად, ძირითადად, რით იყო განპირობებული ვარსქენ პიტიახშის გადაწყვეტილება, მიეღო მაზდეანური
სარწმუნოება?

ა) მაზდეანობის მიღება იყო მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა;

ბ) ვარსქენი წარმოშობით ირანელი იყო და ეს ნაბიჯი წინაპართა სარწმუნოების დაბრუნებას ნიშნავდა;

გ) ირანისადმი ერთგულების ამ აქტით ვარსქენს სურდა, თავი დაეღწია ქართლის მეფის ქვეშევრდომობისგან;

დ) ირანის გამკაცრებული პოლიტიკის პირობებში, ეს გადარჩენის ერთადერთი გზა იყო.

(1) 15. სხვა ფაქტორებთან ერთად, რა მიუთითებს იმაზე, რომ ვახტანგ გორგასალმა კარგად შეარჩია დრო სპარსელების წინააღმდეგ
აჯანყების დასაწყებად?

ა) ამ დროისათვის ირანი ჩართული იყო ომში ბიზანტიის წინააღმდეგ;

ბ) 482 წელს ჰუნებთან ბრძოლაში გარდაიცვალა ირანის შაჰი პეროზი, რასაც სპარსეთში დიდი არეულობა მოჰყვა;

გ) 482 წლისათვის ირანს გაურთულდა მდგომარეობა მცირე აზიაში და მთელი ძალები იქ გადაისროლა;

დ) 481 წელს დაიწყო და რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა ტახტისათვის ბრძოლა ირანში, რამაც ქვეყანა მნიშვნელოვნად დაასუსტა.

(1) 16. სხვა ფუნქციებთან ერთად, რა შედიოდა აღმოსავლეთის პრეტორიის პრეფექტის უფლებამოსილებებში ბიზანტიის იმპერიაში?

ა) უმაღლესი მართლმსაჯულება;

ბ) სახელმწიფო ცერემონიალური ფუნქციები;

გ) სახელმწიფოს ფინანსების მართვა;

დ) ქვეყნის საგარეო ურთიერთობები.


(1) 17. რა მთავარ მიზნებს ისახავდა მაზდაკელთა მოძრაობა ირანში?

ა) რელიგიის, როგორც საზოგადოების ექსპლუატაციის ინსტრუმენტის მოსპობას;

ბ) სახელმწიფო ინსტიტუტების გაუქმებას და საზოგადოებრივი თვითორგანიზების ფორმების დაწესებას;

გ) სოციალური უთანასწორობის მოსპობას და საერთო საკუთრების დაწესებას;

დ) ურწმუნოთა (არამაზდეანთა) მასობრივ დევნასა და განადგურებას.

(1) 18. სხვა მიზეზებთან ერთად, რა განაპირობებდა ხოსრო I ანუშირვანის გადაწყვეტილებას, მიეღო მეფე გუბაზის წინადადება
ბიზანტიელთა წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის წარმართვის შესახებ?

ა) ეგრისის მეფე მას საკუთარი ტერიტორიის ნაწილის დათმობას აღუთქვამდა;

ბ) გუბაზი მას ქართლში დაწყებული აჯანყების ჩახშობაში დახმარებას ჰპირდებოდა;

გ) გუბაზი მას დიდძალ თანხასა და აღმოსავლეთ საქართველოში ირანის გავლენის აღიარებას აღუთქვამდა;

დ) გუბაზი მას შავ ზღვაზე გასასვლელს ჰპირდებოდა.

(1) 19. რა პირობით აღიარეს ქართლის ერისთავებმა გუარამის, როგორც ერისმთავრის მმართველობა?

ა) გუარამი მათ დაჰპირდა მაღალ სახელმწიფო თანამდებობებს;

ბ) გუარამი იღებდა ვალდებულებას, არ შეეზღუდა მონოფიზიტი ერისთავების მმართველობა საკუთარ სამფლობელოებში;

გ) ერისმთავარი იღებდა ვალდებულებას, არ გაეუქმებინა საერისთავოების მემკვიდრეობით მართვის უფლება;

დ) ერისმთავარი მათ ჰპირდებოდა სახელმწიფოს სასარგებლოდ დაწესებული გადასახადის შემცირებას.


(1) 20. რა ეწოდებოდათ მეროვინგების სამეფოში მოხელეებს, რომლებიც განაგებდნენ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო საქმეებს?

ა) კაპიტნები;

ბ) მაიორდომები;

გ) დოფინები;

დ) დოჟები.

(1) 21. ჩამოთვლილთაგან, რომელი უკავშირდება პიპინ მოკლეს სახელს?

ა) რომის პაპისაგან იმპერატორის ტიტულის მიღება;

ბ) რავენისა და რომის ოლქების პაპისათვის გადაცემა;

გ) ფრანკთა სამეფოში ძირეული სამხედრო რეფორმის გატარება;

დ) ესპანეთში არაბების დამარცხება და კატალონიისა და არაგონის შემოერთება.

(1) 22. ბიზანტიის რომელმა იმპერატორმა ცნო ფორმალურად კარლოს დიდის საიმპერატორო ტიტული ვენეციისა და დალმაციის
სანაცვლოდ?

ა) მიხეილ I რანგაბე;

ბ) სტაურაკიოსი;

გ) ნიკიფორე I;

დ) იოანე I ციმისკე.
(1) 23. რომელი არის მართებული მსჯელობა ისლამის დამაარსებლის - მუჰამადის შეხედულებების შესახებ?

ა) მუჰამადი მიიჩნევდა, რომ იუდეველთა რწმენა არის ყველა უბედურების სათავე და საჭიროა მათი სწორ გზაზე დაყენება;

ბ) მუჰამადი ამბობდა, რომ ალაჰი იუდეველებისა და ქრისტიანების ღმერთიცაა, თუმცა, მათ დაივიწყეს და დაამახინჯეს ძველი
რწმენა;

გ) მუჰამადი ამბობდა, რომ ქრისტიანებს არ აქვთ უფლება ქადაგებდნენ ცრუ ღმერთს, რადგან ეს შობს ძალადობას და ქაოსს;

დ) მუჰამადი ამტკიცებდა, რომ ბიბლიაში მოხსენიებული ისა (იესო) სინამდვილეში გამოგონილი პერსონაჟია.

(1) 24. სხვა ფაქტორებთან ერთად, რა გარემოებამ შეუწყო ხელი არაბთა დაპყრობითი ომების წარმატებას VII საუკუნის
განმავლობაში?

ა) ქრისტიანულ სახელმწიფოებს შორის მიმდინარე გამუდმებულმა ომებმა;

ბ) ცენტრალური აზიის მომთაბარე ტომების შემოსევების შედეგად ბიზანტიის იმპერიის დასუსტებამ;

გ) ერთმანეთთან ხანგრძლივი ომების შედეგად სასანიდური ირანისა და ბიზანტიის საგრძნობი დასუსტება;

დ) გერმანული ტომების მარბიელი ლაშქრობების შედეგად ევროპის კონტინენტზე შექმნილმა ქაოსმა.

(1) 25. სხვა წინააღმდეგობებთან ერთად, რა იყო სუნიტებსა და შიიტებს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი?

ა) შეუთანხმებლობა ყურანის ცალკეული ცერემონიალური დოგმების ტრაქტირებასთან დაკავშირებით;

ბ) შეუთანხმებლობა სასულიერო და საერო ხელისუფლების გამიჯვნის თაობაზე;

გ) შეუთანხმებლობა მუსულმანთა ახალი ლიდერის შერჩევის წესსა და კრიტერიუმებზე;

დ) აზრთა სხვადასხვაობა ისლამური სახელმწიფოს სოციალური და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხებზე.


(1) 26. რომელია ნაკლებად მართებული მსჯელობა დაპყრობილ ხალხებში არაბების პოლიტიკის შესახებ?

ა) არაბები დაპყრობილ ხალხებში ისლამის გავრცელებასთან ერთად, ახორციელებდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ასიმილაციას;

ბ) დაპყრობილ ტერიტორიებზე ადგილობრივი ენები მალევე შეიცვალა არაბული ენით;

გ) არაბების მიერ განსაკუთრებულად იდევნებოდნენ ებრაელები, რომლებიც ბიზანტიელთა ბატონობის დროს მეტი პრივილეგიებით
სარგებლობდნენ;

დ) სპარსეთისა და ბიზანტიისაგან განსხვავებით, არაბები უფრო ტოლერანტულნი იყვნენ დაპყრობილი ხალხების სარწმუნოების
მიმართ.

(1) 27. სად გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა 732 წელს, რომლის შედეგადაც ფრანკებმა შეძლეს არაბების შემდგომი წინსვლის შეჩერება
ევროპაში?

ა) პუატიესთან;

ბ) მდინარე გარონასთან;

გ) მაასტრიხტთან;

დ) ტულუზასთან.

(1) 28. რომელია მართებული მსჯელობა ჰაბიბ იბნ მასლამას „დაცვის სიგელის“ შესახებ?

ა) სიგელი მთელი ქართლის მასშტაბით ჯიზიას აკრეფის ვალდებულებას აკისრებდა ერისმთავარს;

ბ) სიგელით ქართველებს ეკრძალებოდათ ოჯახების ხელოვნური გაერთიანება ჯიზიას შემცირების მიზნით;

გ) სიგელის მიხედვით, ქართველებს ეკრძალებოდათ ქვეყნის დატოვება;

დ) სიგელი ითვალისწინებდა ქართლის რეგულარული ჯარის დაშლას და იარაღის არაბებისათვის გადაცემას.


(1) 29. რა მიზეზით შეწყვიტა მურვან ყრუმ ჩრდილოეთ კავკასიაში ხაზარების წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა?

ა) სირიაში დაიწყო სახალიფოს ტახტისათვის ბრძოლა და არეულობა;

ბ) ქართლში და სომხეთში ხელახლა იფეთქა აჯანყებამ;

გ) ხაზარებთან ბრძოლაში ის მძიმედ დაიჭრა;

დ) დასავლეთ საქართველოში ლაშქრობისას მისი არმია ძლიერ შეთხელდა და საჭირო გახდა ჯარის შევსება.

(1) 30. რომელი არის მართებული მსჯელობა VIII საუკუნის შუახანებში საქართველოში არაბების შემოსევის შედეგების შესახებ?

ა) არაბებმა მთელი კავკასია, მათ შორის, საქართველოც სრულად დაიმორჩილეს;

ბ) არაბები ვერ დამკვიდრდნენ საქართველოში და დიდი დანაკარგებით გაბრუნდნენ უკან;

გ) არაბებმა მყარად მოიკიდეს ფეხი ეგრისსა და აფხაზეთში, ქართლში კი მათი გავლენა თბილისს არ სცილდებოდა;

დ) არაბებმა მთელი საქართველოს დაპყრობა ვერ შეძლეს, მათი გავლენა მხოლოდ ქართლის შიდა ტერიტორიებზე ვრცელდებოდა.

(1) 31. სხვა ფაქტორებთან ერთად, რა განაპირობებდა წანართა ქორეპისკოპოსის წამყვან როლს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ
მთავართა შორის?

ა) სხვა სამთავროებთან შედარებით, წანარებს უფრო ძლიერი სოციალური ინსტიტუტები გააჩნდათ;

ბ) გარდაბნისა და კახეთ-კუხეთისაგან განსხვავებით, წანარების მეურნეობა უფრო განვითარებული იყო;

გ) წანარები არაბებთან ომში წამყვან ძალას წარმოადგენდნენ;

დ) წანარები აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ტომი იყო.


(1) 32. აფხაზეთის რომელი მეფის მმართველობის დროს მოხერხდა მთელი დასავლეთ საქართველოს ერთ სამეფოში გაერთიანება?

ა) თეოდოს II-ის;

ბ) დემეტრე II-ის;

გ) ლეონ II-ის;

დ) გიორგი I აღწეფელის.

(1) 33. რა სოციალურ-პოლიტიკური შინაარსი გააჩნდა IX საუკუნეში დამკვიდრებულ დინასტიურ ტიტულს „მამფალი“?

ა) ტიტული ასახავდა ფეოდალი მესაკუთრის, მისგან დამოკიდებულ ადამიანზე მზრუნველი „მამის“ და „პატრონის“ შინაარსს;

ბ) ტიტული გულისხმობდა სუვერენის პრივილეგიას, ქვეშევრდომისათვის მიენიჭებინა ან წაერთვა ნებისმიერი უფლება;

გ) ტიტული ხაზს უსვამდა ბაგრატიონთა ტაოს შტოს უპირატესობას;

დ) ტიტული ხაზს უსვამდა ბაგრატიონთა დინასტიის ღვთიურ წარმომავლობას.

(1) 34. რით გამოხატავდნენ თბილისის ამირები არაბთა ხალიფისადმი ფორმალურ მორჩილებას?

ა) ყოველი ახალი ამირა ბაღდადში აგზავნიდა მცირედ ძღვენს;

ბ) ხალიფას ზოგიერთ ლოცვებში ჯერ კიდევ მოიხსენიებდნენ;

გ) გარკვეულ დრომდე ფულს ხალიფას სახელით ჭრიდნენ;

დ) ოფიციალურ ბეჭედსა და ტვიფრზე ჯერ კიდევ იყო ხალიფას სახელი.


(1) 35. სხვა ფაქტორებთან ერთად, რამ განაპირობა იოანე მარუშისძის არჩევანი, შიდა ქართლში კახელების წინააღმდეგ ბრძოლაში
დახმარება ეთხოვა დავით III კურაპალატისათვის?

ა) დავითის დიპლომატიური უნარები შესაძლებელს გახდიდა კონფლიქტის მსხვერპლის გარეშე მოგვარებას;

ბ) იოანე მარუშისძე წარმოშობით ტაოელ ბაგრატიონთა შტოს ნათესავი იყო;

გ) დავითი ერთ-ერთი უძლიერესი მმართველი იყო წინა აზიაში, ვისაც შეეძლო ქვეყნის გაერთიანება;

დ) იოანე მარუშისძეს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მის სუვერენ, აფხაზთა მეფე თეოდოსი III-სთან.

ინსტრუქცია დავალებისათვის № 36.


დავალებაში მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა. უპასუხეთ დასმულ კითხვებს, ხოლო
პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას.
დავალების მაქსიმალური ქულაა 6.

დავალება და კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე


კითხვები:

(1) 36.1. რომელი სახელმწიფო არის აღნიშნული რუკაზე მწვანე ფერით?

ა) ესპანეთის სამეფო;

ბ) არაბთა სახალიფო;

გ) პორტუგალიის სამეფო;

დ) საღვთო რომის იმპერია.

(1) 36.2. რუკის მიხედვით, რომელ პოლიტიკურ ერთეულს მართავდა ედ დიდი?

ა) ლომბარდიის სამეფოს;

ბ) ბურგუნდიას;

გ) აკვიტანიის საჰერცოგოს;

დ) ნეისტრიას.

(1) 36.3. რუკის მიხედვით, სად გაიმართა ბრძოლა, რომელშიც აკვიტანიის ჰერცოგმა უცხოელი დამპყრობლების არმია დაამარცხა?

ა) ტულუზასთან;

ბ) ბორდოსთან;

გ) ბურჟთან;

დ) პუატიესთან.
(1) 36.4. რუკის მიხედვით, რომელი ქალაქი გადავიდა უცხოელი დამპყრობლების ხელში ყველაზე გვიან?

ა) ავინიონი;

ბ) პამპლონა;

გ) პუატიე;

დ) არლი.

(1) 36.5. რუკის მიხედვით, დაასახელეთ ქალაქი, რომელიც კარლ მარტელმა 730 წლის შემდეგ შემოუერთა თავის სამფლობელოს.

ა) ტური;

ბ) ნიმი;

გ) არლი;

დ) ნარბონა.

(1) 36.6. რუკის მიხედვით, რა შედეგით დასრულდა რუკაზე ასახული უკანასკნელი ბრძოლა?

ა) აკვიტანიის ჰერცოგის გამარჯვებით;

ბ) კარლ მარტელის გამარჯვებით;

გ) ედ დიდის დამარცხებით;

დ) ფრანკების დამარცხებით.
ინსტრუქცია დავალებებისათვის № 37.
ყურადღებით წაიკითხეთ დავალება და უპასუხეთ დასმულ კითხვებს.
დავალების მაქსიმალური ქულაა 5.

დავალება 37.

476 წელს დაქირავებული ბარბაროსი მეომრები ოდოაკრის მეთაურობით აჯანყდნენ რომის იმპერატორის წინააღმდეგ.

კითხვები:

(1) 37.1. დაასახელეთ ამ აჯანყების ერთი კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური მიზეზი.

(1) 37.2. დაასახელეთ ამ აჯანყების ერთი კონკრეტული პოლიტიკური შედეგი.

(1) 37. 3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს აჯანყება ოდოაკრისა და დაქირავებული
გერმანელი მეომრების გარდა და რატომ? თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.

(2) 37.5. ბიზანტიის ისტორიიდან დაასახელეთ ამ დაპირისპირების ანალოგიური მოვლენა და დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის
დასასაბუთებლად.
ინსტრუქცია დავალებისათვის №38.
ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ისტორიული დოკუმენტი, გაიაზრეთ ტექსტი და უპასუხეთ
კითხვებს.
დავალების მაქსიმალური ქულაა 14.

გიორგი კვინიტაძე - ჩემი მოგონებები 1917-1921.

(ნაწყვეტი)

საქართველოს რუსიფიკაცია მიმდინარეობდა ცხოვრების ყველა სფეროში: სასამართლო, ადმინისტრაცია, სასწავლო


დაწესებულებები - ყველაფერი, ყველაფერი გარუსებული იყო. იქამდეც კი მივიდნენ, რომ აიკრძალა ბავშვების მონათვლა ხალხის
სათაყვანებელი სახელებით, როგორიცაა, ვთქვათ, ვახტანგი, თამარი, რუსუდანი, ირაკლი და ა.შ. ხალხი იძულებული იყო, ბავშვები
მოენათლა სახელებით - ოლღა, ალექსანდრე და სხვ.

მენშევიკთა პარტია გაბატონებული იყო. მათ მიაღწიეს, რომ ჩვენი დამფუძნებელი საკრებულოს შემადგენლობის 90%
მენშევიკები იყვნენ. ამ წარმმართველ, ინტერნაციონალურ იდეებზე აღზრდილ და აღმზრდელ პარტიას თანდათანობით გარშემო
შემოკრებილი ხალხისგან თითქოს თვითონაც გადაედო ეროვნული იდეები. მეზობელ ხალხებთან ომი მხოლოდ ხელს უწყობდა
ქვეყანაში პატრიოტიზმის განმტკიცებას. დამახასიათებელია ერთი ნიშანდობლივი გარემოება, რასაც დუმილით გვერდს ვერ ავუვლი.
რევოლუციის დასაწყისში, კავკასიაში, რუსეთის უმაღლესი წარმომადგენლობის სასახლეზე, რომელიც დამფუძნებელ საკრებულოდ
გადაიქცა, წითელი დროშა ფრიალებდა - რევოლუციისა და ინტერნაციონალიზმის ნიშანი. შემდეგ მას დაემატა ორი პატარა ეროვნული
დროშა, რომელთა თავზე ლივლივებდა დიდი წითელი დროშა. და ბოლოს, ყველა შეცვალა დიდმა ეროვნულმა დროშამ; დროშების ეს
თანდათანობით ცვლა თითქოს ნიშანდობლივი მაჩვენებელი იყო ჩვენს მმართველ წრეებში ეროვნულობის იდეების შემოჭრისა.

1919 წელს საქართველოს მთავრობამ რუსულ ენაზე გამოსცა წიგნი „ქართულ-სომხური ურთიერთობის ისტორიიდან“,
რომელიც 1955 წელს, ემიგრაციაში ყოფნისას ჩამივარდა ხელში. მოგონებებს ვამზადებდი გამოსაცემად და აუცილებლად მივიჩნიე,
რამდენიმე სიტყვა დამემატებინა ამ წიგნზე დაყრდნობით. სომხებთან მოლაპარაკებას წარმართავდა სოსიკო მდივანი, ხელმოცარული
დიპლომატი, რომელიც 1918 წელს სომხეთში მოღვაწეობდა, 1921 წელს - თურქეთში. სწორედ მან გადასცა ბათუმი თურქებს. ამ წიგნის
მიხედვით ირკვევა, რომ ჩვენი ლიდერები 1917 წლიდან პირდებოდნენ სომხებს საქართველოს იმ რაიონებს, სადაც უმრავლესობას
სომხები შეადგენდნენ. ეს ალბათ იყო შედეგი ხალხთა თვითგამორკვევის ცუდად გაგებული და არასწორად გამოყენებული
პრინციპისა. საქმე ისაა, რომ საქართველო ოდითგან იფარებდა თურქეთიდან გამოქცეულ სომხებს, ისევე, როგორც ახლა იფარებს
ყველა ქვეყანა რუსეთიდან გამოქცეულებს. რასაკვირველია, შეიძლება დავთანხმებოდით საქართველოდან სომხების გადასვლას
ახალშექმნილ სამშობლოში, მაგრამ ვერ დავეთანხმებოდით გაცემას ტერიტორიებისა, რომლებიც მუდამ საქართველოს სახელმწიფოს
ნაწილი იყო.

რაც შეეხება საქართველოს მხრიდან ომისთვის მზადებას, ასეთი რამ საერთოდ არ ყოფილა, არც საგარეო პოლიტიკაში და არც
სამხედრო თვალსაზრისით. სომხებმა ეს კარგად იცოდნენ და რაკიღა ომისთვის უკვე მზად იყვნენ, იმედი ჰქონდათ, რომ უცებ
მიიტაცებდნენ სასურველ რაიონებს; იმასაც სწორად ვარაუდობდნენ, ანტანტის წარმომადგენლები ომს შეაჩერებენო. ან იქნებ ამაზე
წინასწარვე იყვნენ შეთანხმებულები. დედაქალაქიდან 60-80 ვერსის დაშორებით 8 დეკემბრიდან იღვრებოდა ქართველთა სისხლი,
მობილიზაცია კი მხოლოდ 18 დეკემბერს დაიწყო, მეტსაც გეტყვით, 12 დეკემბერს განსაკუთრებული ზეიმით აღინიშნა სახალხო
გვარდიის მიერ არსენალის აღების დღე; როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ამ დღეს კიდევ უფრო სადღესასწაულო განწყობის
შესაქმნელად, ეკატერინენფელდიდან, სამხედრო მოქმედებათა თეატრიდან, თურმე ცხენოსანთა გვარდია იხმეს თბილისში.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ეპოპეისას ამ ქალაქის დაცვას უმთავრესად დასავლეთ საქართველო გამოეხმაურა; სომხებთან ომს
კი - მთელი საქართველო. ომი ერთობ პოპულარული გამოდგა, თბილისთან მტრის სიახლოვე და ჩვენი ხელმოცარვა მხოლოდ
აღაგზნებდა და გულს უნთებდა ხალხს.

კითხვები:

(1) 38.1. თქვენი აზრით, კონკრეტულად რომელი პარტია იგულისხმება წყაროში ნახსენებ „მენშევიკთა პარტიაში“?

(1) 38.2. წყაროს შინაარსიდან გამომდინარე, რით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული საქართველოს ადმინისტრაციული, სასამართლო
და სასწავლო დაწესებულებების საყოველთაო „გარუსება“?

(1) 38.3. წყაროს მიხედვით, რაში გამოიხატებოდა „ანტანტას“ სავარაუდო მონაწილეობა საქართველო-სომხეთის კონფლიქტში, რასაც
შეიძლება მოჰყოლოდა საქართველოს ტერიტორიის ნაწილის დაკარგვა?

(1) 38.4. წყაროს მიხედვით, საქართველოს შეიარაღებული ძალების კონკრეტულად რომელი დანაყოფის სამხედრო მიღწევა
აღინიშნებოდა დეკემბრის თვეში?

(1) 38.5. წყაროს მიხედვით, დაასახელეთ დასახლებული პუნქტი, რომელიც მდებარეობდა საომარი მოქმედებების უშუალო
სიახლოვეს.
(1) 38.6. წყაროს მიხედვით, რა განაპირობებდა იმ ფაქტს, რომ საქართველოში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტებიდან ერთ-
ერთმა მიიპყრო შედარებით მეტი ყურადღება?

(2) 38.7. წყაროს მიხედვით, რაში გამოიხატა სიმბოლურად საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულების ცვლა ეროვნულობის
იდეისადმი და რომელმა სუბიექტურმა ფაქტორმა იქონია გავლენა ამ ცვლილებაზე?

(2) 38.8. წყაროს მიხედვით, კონკრეტულად ვის სახელს უკავშირდებოდა ბათუმის თურქებისათვის გადაცემა და წყაროში
მითითებული რომელი ფაქტობრივი გარემოება აძლიერებს ამ დასკვნის მართებულობას?

(2) 38.9. წყაროს მიხედვით, რა ტიპის წინასწარი შეთანხმება/პირობა არსებობდა ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის
გამოცხადებამდე და რა ედო იდეოლოგიურ საფუძვლად ამ შეთანხმებას/პირობას?

(2) 38.10. წყაროს მიხედვით, დაასახელეთ ორი გარემოება, რომელთა წყალობით სომხეთი იმედოვნებდა ჯერ სწრაფი სამხედრო
წარმატების მიღწევას, შემდეგ კი მონაპოვრის შენარჩუნებას.
ვარიანტი IV

ინსტრუქცია დავალებებისათვის № 1-35.


თითოეულ შეკითხვას ახლავს ოთხი სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია სწორი.
თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.

დავალება და კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე


(1) 1. რომელი არის მართებული მსჯელობა მონეტაზე გამოსახული ისტორიული პირის მოღვაწეობასთან დაკავშირებით?

ა) მან ნებაყოფლობით დატოვა რომის რეზიდენცია და გადავიდა ავინიონში, რამაც


დასაბამი დაუდო ე.წ. „პაპთა ავინიონის ტყვეობას“;

ბ) მისი პაპობის დროს გამწვავდა ინვესტიტურისათვის ბრძოლა ეკლესიასა და საერო


ხელისუფლებას შორის შორის, რომელიც მოგვიანებით ვორმსის კონკორდატით
დარეგულირდა;

გ) მან ქრისტიანებს მოუწოდა ურჯულოთა წინააღმდეგ ომისაკენ ქრისტეს საფლავის


გამოსახსნელად, რამაც დასაბამი დაუდო ჯვაროსნულ ლაშქრობებს;

დ) მის დროს მოხდა ე.წ. „დიდი სქიზმა“, რამაც ქრისტიანული ეკლესია საბოლოოდ
გათიშა ორ მიმდინარეობად.

(1) 2. რა თანამდებობა ეკავა ფრესკაზე მარცხნივ გამოსახულ პირს საქართველოს სამეფოს მმართველობის სისტემაში?

ა) მანდატურთუხუცესის;

ბ) მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის;

გ) ამირისპასალარის;

დ) კათალიკოსის.
(1) 3. XIII საუკუნის დასაწყისში ინგლისში მომხდარი რომელი ისტორიული მოვლენა არის ასახული ილუსტრაციაზე?

ა) ოლივერ კრომველის მიერ პარლამენტის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების ხელმოწერა, რასაც ქვეყანაში ახალი სამოქალაქო
დაპირისპირება მოჰყვა;

ბ) რიჩარდ ლომგულსა და სალადინს შორის შეთანხმების გაფორმება იერუსალიმის გადაცემის შესახებ, რომლის შემდეგაც
ქრისტიანებმა საბოლოოდ დაკარგეს წმინდა ქალაქი;

გ) მეფე ჰენრი II-ის მიერ კლარენდონის კონსტიტუციის ხელმოწერა, რომლითაც შეიზღუდა სახელმწიფოს მართვაში
არისტოკრატიისა და ეკლესიის როლი;

დ) მეფე ჯონ უმიწაწყლოს მიერ თავისუფლების დიდი ქარტიის ხელმოწერა, რომელმაც შეზღუდა მონარქის უფლებები და
საფუძველი ჩაუყარა პირველი წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნას.
(1) 4. ილუსტრაციაზე ასახული ისტორიული პირთან დაკავშირებული რომელი მსჯელობა არის მართებული?

ა) მან მოახერხა დაქუცმაცებული მონღოლი ტომების გაერთიანება მსოფლიოს დასაპყრობად;

ბ) მის დროს დაიწყო მონღოლების ისლამიზაციის პროცესი, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა მისი
იმპერიის დაშლა;

გ) მან რვაჯერ ილაშქრა საქართველოში რა დროსაც მან მიწასთან გაასწორა აღმოსავლეთ საქართველო;

დ) მის დროს სეფიანთა ირანი პოლიტიკურად ძალზე გაძლიერდა და თავისი ძლიერების მწვერვალს
მიაღწია.

(1) 5. რომელი ისტორიული მოვლენა არის ასახული ილუსტრაციაზე?

ა) იერუსალიმის აღება ჯვაროსნების მიერ;

ბ) კონსტანტინოპოლის აღება ოსმალების მიერ;

გ) ალამუთის ციხის აღება მონღოლების მიერ;

დ) კონსტანტინოპოლის აღება ჯვაროსნების მიერ;


(1) 6. რომელი სახელმწიფო შეიქმნა ფრანკთა სახელმწიფოს დაშლის შემდეგ ყოფილი იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში X საუკუნეში?

ა) გერმანია;

ბ) პრუსია;

გ) რეჩ-პოსპოლიტა.

დ) ავსტრია.

(1) 7. რომელია მართებული მსჯელობა „პაპის“ ტიტულის თავდაპირველი მნიშვნელობისა და გამოყენების შესახებ?

ა) პეტრე მოციქულის დროიდან მოყოლებული, „პაპის“ ტიტული მხოლოდ რომის ეკლესიის არქიეპისკოპოსს ენიჭებოდა;

ბ) ტიტული „პაპი“ V საუკუნის ბოლომდე ყველა ეპისკოპოსის საპატიო სახელწოდებად გამოიყენებოდა;

გ) XII საუკუნემდე „პაპის“ ტიტულით სარგებლობდნენ მხოლოდ იტალიის ტერიტორიაზე არსებული დიდი ეპარქიების
მღვდელმთავრები;

დ) V საუკუნის ბოლოდან „პაპის“ ტიტულს ატარებდა მხოლოდ რომის არქიეპისკოპოსი.

(1) 8. რა შედეგები მოჰყვა ავინიონელი პაპების მიერ პროფრანგულ პოლიტიკის გატარებას?

ა) უკმაყოფილო ინგლისმა, იტალიამ და გერმანიამ ომი გამოუცხადეს საფრანგეთს;

ბ) უკმაყოფილო ევროპული სახელმწიფოების გავლენით რომში მეორე პაპი იქნა არჩეული;

გ) დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობამ უარი განაცხადა პაპისადმი დაქვემდებარებაზე;

დ) ევროპის ეკლესიები ნელ-ნელა გამოვიდნენ პაპის კურიის გავლენიდან.


(1) 9. რომელია მართებული მსჯელობა თურქ-სელჩუკებსა და ღაზნევიდების სახელმწიფოს შორის ურთიერთობებზე X საუკუნის
40-იან წლებში?

ა) სელჩუკებმა განიცადეს ასიმილაცია და შეერწყნენ ღაზნევიდთა თურქულ ტომს;

ბ) სელჩუკების მცდელობა, ღაზნევიდებისათვის წაერთმიათ ტერიტორია, მარცხით დასრულდა და ისინი ხორეზმისაკენ


გაბრუნდნენ;

გ) სელჩუკებმა გადამწყვეტ ბრძოლაში დაამარცხეს ღაზნევიდები და მათი მმართველები გააძევეს ირანიდან;

დ) სელჩუკებმა მიისაკუთრეს ღაზნევიდების სახელმწიფოს ჩრდილოეთი ნაწილი და იქ საკუთარი სამთავრო შექმნეს.

(1) 10. ძირითადად რა განაპირობებდა იმ ფაქტს, რომ სელჩუკი სულთნები სახელმწიფო სამსახურში ხშირად აწინაურებდნენ სპარს
მოხელეებს?

ა) სპარსელები, სელჩუკების მსგავსად, სუნიტები იყვნენ;

ბ) სელჩუკები ემზადებოდნენ ირანის დაპყრობისათვის;

გ) სულთნები სპარსელებს უპირისპირებდნენ თავგასულ სელჩუკ მოხელეებს;

დ) სპარსელებს სახელმწიფო მართვის დიდი გამოცდილება ჰქონდათ.

(1) 11. სხვა ფაქტორებთან ერთად, რა გახდა თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოს დასუსტების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი?

ა) სუნიტებსა და შიიტებს შორის არსებული დაპირისპირება;

ბ) თურქული ტრადიცია, რომლის მიხედვით მმართველის გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო მის ვაჟებს შორის ნაწილდებოდა;

გ) სახელმწიფოს დაუძლურება გამომფიტველი დაპყრობითი ომებით;

დ) სახელმწიფო მმართველობის არაეფექტური სისტემა.


(1) 12. რა მიუთითებს იმაზე, რომ მეფე ბაგრატ IV ცდილობდა ინტერესების დაბალანსებას თურქ-სელჩუკებსა და ბიზანტიას შორის?

ა) იგი თავს არიდებდა სელჩუკთა და ბიზანტიელთა შორის სამხედრო კონფლიქტში ჩარევას;

ბ) მან საკუთარი ქალიშვილი მართა მიათხოვა ბიზანტიის იმპერატორს, ხოლო დისშვილი კი სელჩუკთა სულთანს;

გ) ერთი მხრივ, ის ალფ-არსლანს ეხმარებოდა შირვანისა და არანის დამორჩილებაში, მეორე მხრივ კი სამეფო კარზე ბიზანტიელებს
აწინაურებდა;

დ) მან ბიზანტიას გადასცა მდინარე ჭოროხის მიმდებარე ტერიტორიები, ალფ-არსლანს კი დაეხმარა აჯანყებული ანისის
დამორჩილებაში.

(1) 13. ძირითადად, რა იგულისხმება ტერმინში „დიდი თურქობა“?

ა) თურქების მიერ საქართველოს ადგილობრივი მოსახლეობის აყრა და გადასახლება;

ბ) თურქ-სელჩუკთა განუწყვეტელი, ყოველწლიური შემოსევები საქართველოში;

გ) საქართველოს ადგილობრივი მოსახლეობის ასიმილირება მომთაბარე თურქების მასიური ჩამოსახლების შედეგად;

დ) ისლამის და თურქული ტრადიციების მასიური და ძალადობრივი გავრცელება ქვეყანაში.

(1) 14. რა ძირითად მიზანს ემსახურებოდა რუსი-ურბნისის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება მწიგნობართუხუცესისა და
ჭყონდიდელის ერთ თანამდებობად გაერთიანების შესახებ?

ა) ამ გზით ხორციელდებოდა ეფექტური კონტროლი კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე;

ბ) ამ გზით ერთმანეთს ემიჯნებოდა სასულიერო და საერო ხელისუფლებები;

გ) ამ ნაბიჯით სამეფო ხელისუფლება ამყარებდა სრულ კონტროლს ეკლესიაზე;

დ) ამ გზით ეკლესიის საქმიანობა უფრო გამჭვირვალე ხდებოდა.


(1) 15. რა ეწოდებოდა დავით IV-ის რეფორმის შედეგად შექმნილ სამეფო გვარდიას?

ა) „შეფიცულთა რაზმი“;

ბ) „მონა-სპა“;

გ) „მეწინავე რაზმი“;

დ) „სადროშო სპა“.

(1) 16. რით იყო განპირობებული დემეტრე I-ის ძის - დავითის უკმაყოფილება მამის მიმართ, რაც მას ამბოხებისაკენ უბიძგებდა?

ა) დავითი დემეტრე I-ის უკანონო ძე იყო, რაც მას ტახტისაკენ გზას უღობავდა;

ბ) დავითი მხარს უჭერდა პროთურქულ საგარეო ორიენტაციას;

გ) დავითი თვლიდა, რომ მეფეს ქვეყანა არასწორი გზით მიჰყავდა, რასაც მოწმობდა ანისისა და შირვანის დაკარგვა;

დ) მას არ სურდა, რომ მეფეს ტახტის მემკვიდრედ დავითის ძმა, გიორგი აერჩია.

(1) 17. სხვა პირობებთან ერთად, რას ითვალისწინებდა ყუთლუ-არსლანის მიერ წარმოდგენილი გეგმა?

ა) მეფობის ინსტიტუტის გაუქმებას და მთელი აღმასრულებელი ძალაუფლების დარბაზისა და სავაზიროსათვის გადაცემას;

ბ) საკანონმდებლო უფლებებით აღჭურვილი ორგანოს - კარავის შექმნას, რომელიც მონარქის უფლებამოსილებათა ნაწილს
გადაიბარებდა;

გ) საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ერთმანეთისაგან სრულ გამიჯვნას;

დ) ძალაუფლების დეცენტრალიზაციას და ცალკეული საერისთავოებისათვის ავტონომიის გაფართოებას.


(1) 18. რა სპეციფიკური ნიშან-თვისება განასხვავებდა II ჯვაროსნული ლაშქრობას პირველისაგან?

ა) II ჯვაროსნული ლაშქრობაში ევროპის თითქმის ყველა სამეფო-სამთავრომ მიიღო მონაწილეობა;

ბ) II ჯვაროსნული ლაშქრობა მიმართული იყო არა ისლამური სამყაროს, არამედ ბიზანტიის წინააღმდეგ;

გ) ეს იყო პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელსაც ევროპელი მონარქები ხელმძღვანელობდნენ;

დ) პირველი ლაშქრობისაგან განსხვავებით, II ჯვაროსნულ ლაშქრობაში ევროპულ სახელმწიფოთაგან მხოლოდ საფრანგეთი


მონაწილეობდა.

(1) 19. სხვა პირობებთად ერთად, რას ითვალისწინებდა რიჩარდ ლომგულსა და სალაჰ ად-დინს შორის დადებული საზავო
შეთანხმება?

ა) იერუსალიმის სამეფო უქმდებოდა და ის ნაწილდებოდა მუსლიმებსა და ჯვაროსნულ ორდენებს შორის პარიტეტის პრინციპის
დაცვით;

ბ) ქრისტიანები იკანონებდნენ ედესისა და ტრიპოლის საგრაფოებს, თუმცა, იერუსალიმისა და კილიკიის სამეფოები ექცეოდა სალაჰ
ად-დინის კონტროლ ქვეშ;

გ) იერუსალიმის სამეფო განაგრძობდა არსებობას, თუმცა, მისი დედაქალაქი გადადიოდა ქალაქ აკრაში;

(1) 20. რა ეწოდებოდა რაინდთა სამხედრო-თეოკრატიულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს, რომელიც ტევტონთა ორდენმაა დააარსა
ბალტიისპირეთში?

ა) რეჩ-პოსპოლიტა;

ბ) კარანტანია;

გ) ლივონიის ორდენი;

დ) მცირე ლიტვა.
(1) 21. რა გარემოებამ შეუშალა ხელი მეფე გიორგი IV-ს, მონაწილეობა მიეღოთ ჯვაროსნულ ლაშქრობაში?

ა) საქართველოს საზღვრებთან მონღოლთა გამოჩენამ;

ბ) ავადმყოფობამ;

გ) საქართველოში მომხდარმა მიწისძვრამ;

დ) ჩრდილოეთ კავკასიის მომთაბარე ტომების შემოჭრამ.

(1) 22. რას გულისხმობდა მონღოლთა არმიაში დამკვიდრებული იასაკის წესი?

ა) ლაშქრობაში წასვლისგან თავის არიდების გამო ჯარისკაცისათვის ქონებრივი ჯარიმის დაწესებას;

ბ) სასჯელის ფორმას, რომლის თანახმად ბრძოლაში წარუმატებლობის გამო სამხედრო დანაყოფის მეთაური სიკვდილით ისჯებოდა;

გ) კოლექტიური პასუხისმგებლობის ფორმას, როდესაც ერთი ჯარისკაცის ღალატის გამო მთელ ათეულს სიკვდილით სჯიდნენ;

დ) სასჯელის ფორმას, როდესაც ბრძოლაში წარუმატებლობის გამო ყოველი მეათე ჯარისკაცი სიკვდილით ისჯებოდა.

(1) 23. სხვა ფაქტორებთან ერთად, რით იყო განპირობებული 1229 წელს მოწვეული მონღოლთა ყურულთაის გადაწყვეტილება,
პირველ რიგში ელაშქრათ ირანსა და აზერბაიჯანში?

ა) ამ ტერიტორიის დაკავება მონღოლებს გზას გაუხსნიდა ბაღდადის სახალიფოს მდიდარი მიწებისაკენ;

ბ) იქ მოქმედებდა მონღოლთა დაუძინებელი მტერი ჯალალედინი;

გ) ირანისა და აზერბაიჯანის დაპყრობით მონღოლები სრულ კონტროლს დაამყარებდნენ „აბრეშუმის გზაზე“;

დ) ირანისა და აზერბაიჯანის დაპყრობით მონღოლები იქმნიდნენ კარგ პლაცდარმს ქრისტიანულ სამყაროში შესაჭრელად.
(1) 24. ძირითადად რით იყო განპირობებული ყაზან-ყაენის გადაწყვეტილება, მიეღო ისლამი?

ა) ეს ნაბიჯი იძულებითი იყო, რაც განპირობებული იყო ისლამური ქვეყნებიდან მომდინარე საფრთხით;

ბ) ყაზან-ყაენს სჭირდებოდა მოკავშირე ბაღდადის ხალიფას სახით ოქროს ურდოსთან ბრძოლაში;

გ) ამით მან ადგილობრივი მუსლიმი ლიდერებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვა და გაიმყარა პოზიციები;

დ) ამ გზით ის გაემიჯნა მონღოლ მომთაბარეთა არისტოკრატიას, რომელიც აფერხებდა რეფორმებს ქვეყანაში.

(1) 25. რა მიზანს ემსახურებოდა მონღოლი სარდლების ჯებესა და სუბუდაის ლაშქრობა კასპიის მიდამოებში?

ა) ლაშქრობა მიზნად ისახავდა ამიერკავკასიის დაზვერვას და შემდგომი შეჭრისათვის მზადებას;

ბ) ისინი ახორციელებდნენ ხორეზმშაჰის მემკვიდრის, ჯალალედინის დევნას;

გ) ლაშქრობის მიზანი იყო სამხრეთ კავკასიის დაპყრობა და დერბენტისა და დარიალის გადასასვლელებზე კონტროლის აღება;

დ) სარდლებს დავალებული ჰქონდათ ანატოლიაში შეჭრისათვის არეალის დაზვერვა და სიტუაციის შემზადება.

(1) 26. ძირითადად, რით იყო განპირობებული ის ფაქტი, რომ 1235 წლის ლაშქრობის დროს მონღოლებმა თითქმის უბრძოლველად
შეძლეს აღმოსავლეთ საქართველოს დაკავება?

ა) სამეფო კარმა არჩია, დანებებოდა მტერს, რათა თავიდან აეცილებინა მსხვერპლი და ნგრევა;

ბ) საქართველოში ამ პერიოდში უმეფობის ხანა იდგა და ჯარის გამოყვანა არავის შეეძლო;

გ) სამეფო კარმა დასავლეთ საქართველოში გადასვლა და იქ დიდი ბრძოლისათვის მზადების სტრატეგია აირჩია;

დ) ქართველი დიდებულები თავიანთ ციხეებში შეიკეტნენ და უარი თქვეს ბრძოლაზე.


(1) 27. ძირითადად, რით იყო განპირობებული ილხანთა მმართველის, ჰულაგუს გადაწყვეტილება, შემოერიგებინა დავით VII ულუ
და სამცხის მთავარი სარგის ჯაყელი?

ა) ამ ნაბიჯით ჰულაგუ შეეცადა, უთანხმოება ჩამოეგდო დავით ულუსა და მის თანამმართველ დავით ნარინს შორის;

ბ) ილხანებს მდგომარეობა გაურთულდათ ქვეყნის შიგნით და ჰულაგუმ დაიწყო მოკავშირეების ძიება;

გ) ჰულაგუს სჭირდებოდა მოკავშირე „ოქროს ურდოსთან“ ბრძოლაში;

დ) ილხანთა ახლადშექმნილი სახელმწიფოსათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პროვინციებში სიმშვიდის შენარჩუნებას.

(1) 28. რასთან ასოცირდება ტერმინი „ხასინჯუ“, რომელიც გამოიყენებოდა ილხანთა სახელმწიფო მმართველობის სისტემაში?

ა) ილხანთა მიერ დაპყრობილი მიწების „გამოსყიდვას“ და მიერთებას;

ბ) ილხანთა მიერ დაპყრობილი მიწების ადგილობრივი დიდი ფეოდალების საკუთრებაში დამტკიცებას, რომელზედაც არ
ვრცელდებოდა მეფის უფლებები;

გ) ცალკეული ფეოდალების ნებაყოფლობით შესვლას მონღოლი ილხანის მფარველობაში თავისი სამფლობელოთი;

დ) დაპყრობილ მიწებზე მონღოლთა მასიურ განსახლებას შემდგომი მიერთების მიზნით.

(1) 29. რა მიუთითებს იმაზე, რომ გიორგი V-ის მმართველობის პერიოდში საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი
მნიშვნელოვნად გაიზარდა?

ა) ასწლიანი ომის დაწყებამდე გიორგი V სხვა ქრისტიან მონარქებთან ერთად ცდილობდა საფრანგეთისა და ინგლისის მეფეთა
შერიგებას;

ბ) რომის პაპის გადაწყვეტილებით, კათოლიკური საეპისკოპოსო კათედრა სმირნადან თბილისში იქნა გადმოტანილი;

გ) 1338 წელს გიორგი V მიწვეული იყო სიცილიის მეფე პედრო II-ის კორონაციაზე;

დ) 1335 წელს ეგვიპტის სულთანმა საქართველოს დაუბრუნა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი.


(1) 30. ვინ ითვლება თეთრბატკანიანთა სახელმწიფოს (აყ-ყოინლუს) დამაარსებლად, რომელმაც რამდენჯერმე ილაშქრა
საქართველოში?

ა) სულთან-ხალილი;

ბ) სულთან-იაყუბი;

გ) ბაირამ-ხოჯა;

დ) უზუნ-ჰასანი.

(1) 31. რა ეწოდებოდათ რუმის სასულთნოს დაშლის შემდეგ ანატოლიაში შექმნილ მცირე თურქულ სახელმწიფოებს?

ა) ულუსები;

ბ) ემირატები;

გ) ბეილიქები;

დ) სინჯიყები.

(1) 32. რა სახელწოდებით მოიხსენიებენ 1396 წლის ნიკოპოლისის ბრძოლას?

ა) „იმპერატორთა ბრძოლა“;

ბ) „ნიკოპოლისის ხორცსაკეპი“;

გ) „უკანსკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა“;

დ) „ცივილიზაციათა ბრძოლა“.
(1) 33. რა გზავნილი გადასცეს ევროპელ პოლიტიკოსებსა და რომის პაპ პიუს II-ს მეფე გიორგი VIII-ს მიერ მივლენილმა ელჩებმა?

ა) გადასცეს საქართველოს მეფის თხოვნა, ქვეყანაში მოავლინონ დამხმარე ჯარი თურქებისაგან თავის დასაცავად;

ბ) მეფე ევროპელ მონარქებსა და რომის პაპს სთხოვდა ფინანსურ დახმარებას შემოსევებისაგან გაჩანაგებული ქვეყნის ეკონომიკის
აღსადგენად;

გ) გადასცეს მეფის თხოვნა, ერთობლივი ძალისხმევით დახმარებოდნენ ტრაპიზონის დევნილ იმპერატორს ტახტის დაბრუნებაში;

დ) დაუდასტურეს საქართველოს მზადყოფნა, ჩართულიყო ოსმალეთის წინააღმდეგ ომში.

(1) 34. რას უწოდებდნენ ხატოვნად ინგლისში მეფე ედუარდ I-ის მმართველობის დროს ჩამოყალიბებულ პარლამენტს?

ა) „ხანგრძლივ პარლამენტს“;

ბ) „ხანმოკლე პარლამენტს“

გ) „სანიმუშო პარლამენტს“;

დ) „პურიტანთა საკრებულოს“.

(1) 35. რომელი ფრანგი მონარქის სახელს უკავშირდება პირველი წარმომადგენლობითი ორგანოს - გენერალური შტატების მოწვევა?

ა) შარლ II მელოტის;

ბ) ფილიპე IV ლამაზის;

გ) ლუი XIII სამართლიანის;

დ) ლუი XIV-ის
ინსტრუქცია დავალებისათვის № 36.
დავალებაში მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა. უპასუხეთ დასმულ კითხვებს, ხოლო პასუხები
ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას.
დავალების მაქსიმალური ქულაა 6.

რუკა და დავალებები იხილეთ შემდეგ გვერდებზე


კითხვები:

(1) 36.1. რომელი ისტორიული შეიარაღებული კონფლიქტის მიმდინარეობა არის ასახული რუკაზე?

ა) ასწლიანი ომის;

ბ) ოცდაათწლიანი ომის;

გ) შვიდწლიანი ომის;

დ) ესპანური მემკვიდრეობისათვის ომის.

(1) 36.2. რუკის მიხედვით, რომელი სახელმწიფოს ტერიტორიიდან დაიწყო გადაადგილება სარდალმა, რომლის არმიას რუკაზე
ასახულ ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია?

ა) ესპანეთის;

ბ) დანიის;

გ) ოსმალეთის იმპერიის;

დ) საღვთო რომის იმპერიის.

(1) 36.3. რუკის მიხედვით, რომელი ქალაქის ალყა დასრულდა უშედეგოდ?

ა) შტრალზუნდის;

ბ) ლუთერის;

გ) ბრედას;

დ) დესაუს.
(1) 36.4. რუკის მიხედვით, ბრძოლაში მოპოვებული წარმატების შემდეგ, რომელმა სარდალმა გააგრძელა ლაშქრობა სხვა
სახელმწიფოს ტერიტორიაზე?

ა) ვალენშტაინმა;

ბ) მანსფელდმა;

გ) ტილმა;

დ) სპინოლამ.

(1) 36.5. რუკის მიხედვით, საღვთო რომის იმპერიის კონკრეტულად რომელ მხარეში გაიმართა უკანასკნელი ბრძოლა?

ა) საქსონიაში;

ბ) ესპანეთის ნიდერლანდებში;

გ) პომერანიაში;

დ) უნგრეთში.

(1) 36.6. რუკის მიხედვით, კონკრეტულად რომელი პოლიტიკური ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მდებარეობდა
დასახლებული პუნქტი, სადაც ხელი მოეწერა უკანასკნელ საზავო ხელშეკრულებას?

ა) გაერთიანებული პროვინციების;

ბ) ესპანეთის ნიდერლანდების;

გ) პომერანიის;

დ)ქვემო საქსონიის საიმპერიო ოლქის.


ინსტრუქცია დავალებებისათვის № 37.
ყურადღებით წაიკითხეთ დავალება და უპასუხეთ დასმულ კითხვებს.
დავალების მაქსიმალური ქულაა 5.

XI საუკუნის ბოლოს დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობების ეპოქა.

კითხვები:

(1) 37.1. დაასახელეთ ჯვაროსნული ლაშქრობების ერთი კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური მიზეზი.

(1) 37.2. დაასახელეთ ჯვაროსნული ლაშქრობების ერთი კონკრეტული კულტურული შედეგი.

(1) 37.3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო უარყოფითი შედეგის მომტანი ჯვაროსნული ლაშქრობები და რატომ? თქვენი
მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.

(2) 37.4. ევროპის ისტორიიდან დაასახელეთ ანალოგიური მოვლენა და დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის დასასაბუთებლად.
ინსტრუქცია დავალებისათვის №38.
ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ისტორიული დოკუმენტი, გაიაზრეთ ტექსტი და უპასუხეთ
კითხვებს.
დავალების მაქსიმალური ქულაა 14.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ჟორჟ ბენჟამინ კლემანსოს დეპეშა და საქართველოს მთავრობის პასუხი სომხეთის ბრალდებებთან
დაკავშირებით

საქართველოს მთავრობას,

საბჭომ გაიგო, რომ საქართველოს მთავრობას წინააღმდეგობა გაუწევია იმ სურსათის გატარებისთვის, რომელიც მოკავშირეებმა
სომხეთს გაუგზავნეს, რომ შემცირებულიყო შიმშილი და უბედურება, რომელსაც განიცდიან ამ ქვეყნის უბედური მცხოვრებლები.
საბჭო ვერ პოულობს საკმაო ენერგიულ გამონათქვამებს, იმის განსაცხადებლად, რომ ის ზომები, რომელიც მიღებულია
საქართველოს მიერ ... (ტექსტის ნაწილი გამოტოვებულია).

საბჭო ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა არა თუ მისცემს უპირატესობას, რომ რკინის გზებზე, რომლებიც ახლა მის
განკარგულებაშია, გაიაროს ამ ტვირთმა, არამედ ყოველ ღონეს იხმარს, რომ გაიაროს ამ სურსათმა და აიღებს ამაში მხოლოდ ფასს,
რომელიც ჩვეულებრივ არის დაწესებული. საბჭო მოელის საქართველოს მთავრობისაგან პასუხს, რომ იცოდეს თანახმა არის ის ამ
შეთანხმების თუ არა.

მოკავშირე და მათთან შეთანხმებაში მყოფ ქვეყნების უმაღლესი საბჭოს სახელით,

ჟ. ბ. კლემანსო

მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის, საგარეო საქმეთა მინისტრ ე. პ. გეგეჭკორის საპასუხო დეპეშა:

„ პარიზი, მოკავშირე და მათთან შეთანხმებაში მყოფ ქვეყნების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ბ. კლემანსოს.
უმაღლესი საბჭოს საპასუხოდ იმ დეპეშისა, რომელიც ეხება იმ ვითომდა წინააღმდეგობას, რომელსაც ვითომდა სჩადის
საქართველოს მთავრობა სომხეთში გასაზიდ სურსათის გამო, მე მაქვს პატივი ვაცნობო თქვენს უმაღლესობას შემდეგი: ის ცნობები,
რომლებიც მიღებულია აქ უმაღლეს საბჭოს ამ კითხვის შესახებ არ შეეფერება სიმართლეს. იმ თავითვე როცა დაიწყეს მოკავშირეებმა
სომხეთისთვის სურსათის მიწვდომა, საქართველოს რკინის გზებმა გაგზავნა ბათუმიდან სომხეთში სურსათის ტვირთი:
თებერვალში 272 ვაგონი, მარტში 590, აპრილში 816, მაისში 457, ივნისში 1111, ივლისში (26 ივლისამდე) 500 ვაგონი, სულ 3584
ვაგონი. ეს არის მაკსიმუმი იმ გადასაზიდ საშუალებისა, რომელიც ჩვენ შეგვეძლო მიგვეცა სომხეთისათვის. გადატანა მოწყობილი
იყო სისტემატიურად საქართველოს რესპუბლიკის მიერ იმ დროს, როცა ჩვენი ქვეყანა თვით განიცდის სურსათის კრიზისს და
მრავალ დაბრკოლებათა მიუხედავადაც: დიდი ნაწილი ვაგონებისას აკავებდა სომხეთი და მხოლოდ ინგლისის მისიის დახმარებით
ვაგონები ბრუნდება ეხლა ასე თუ ისე პერიოდულად. უნდა აგრეთვე აღინიშნოს, რომ სულ ცოტა ნახევარი რიცხვი რესპუბლიკის
რკინის გზის ვაგონებისა დაბანდებულია მოკავშირეთა სარდლობის სამხედრო საჭიროებისათვის. ამგვარად, ის დახმარება,
რომელსაც უწევს საქართველოს რესპუბლიკა სომხეთს, ეჭვი არაა, ცუდათ იმოქმედებდა თვით საქართველოს ეკონომიურ
მდგომარეობაზე.

ვხმარობთ რა ყოველ ძალღონეს, რომ შეუმსუბუქდეს სომეხ ხალხს წვალება და ვგზავნით რა სომხეთში ვაგონებს ასობით იმ დროს,
როცა ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლები თვით იტანჯებიან სიმშილისაგან, რადგანაც მას არ ყოფნის გადასაზიდი საშუალებანი, ჩვენ
ვცნობთ სრულიად უსამართლოდ და დაუმსახურებლათ იმ საყვედურებს, რომლებიც ჩვენკენ არის მომართული, ინგლისის
სარკინისგზო მისიას ტფილისში შეუძლია დაადასტუროს ყველა ზემოდ მოყვანილი ფაქტები.

მე შემიძლია თქვენ დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მთავრობა მომავალში ისე, როგორც ის შვრებოდა აქამდე, იხმარს ყოველ
ღონეს, რომ დაკმაყოფილებულ იქნეს სასურსათო გასაჭირი სომხეთისა.

საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მაგიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ევგენი გეგეჭკორი

კითხვები:

(1) 38.1. რა ეწოდებოდა სახელმწიფოს, რომლის მიმართვა გახდა საფრანგეთის პრეზიდენტის დეპეშის საფუძველი?

(1) 38 .2. წყაროს მიხედვით, რომელი კოლეგიალური ორგანოს სახელით მოქმედებდა საფრანგეთის პრეზიდენტი მოცემულ
შემთხვევაში?

(1) 38.3. თქვენის აზრით, რით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული სომხეთში შექმნილი მწვავე ეკონომიკური და ჰუმანიტარული
პრობლემები, რომელთა გამოც ევროპის სახელმწიფოები მას დახმარებას უწევდნენ?

(1) 38.4. წყაროს მიხედვით, რა სარგებელი შეიძლება მიეღო საქართველოს სომხეთში ჰუმანიტარული ტვირთების
ტრანსპორტირებიდან?
(1) 38 .5. წყაროს მიხედვით დაასახელეთ სახელმწიფო, რომლის წარმომადგენლობა უშუალოდ იყო ჩართული ტვირთების
გადაზიდვის საკითხების დარეგულირებაში.

(1) 38.6. წყაროს მიხედვით, რატომ ვერ ხერხდებოდა სატვირთო ვაგონების დიდი ნაწილის კონკრეტულად ჰუმანიტარული
მიზნებისათვის გამოყენება?

(2) 38 .7. წყაროს მიხედვით, კონკრეტულად რა მიზეზით იყო გამოწვეული ვაგონების ნაკლებობა და რა გზით ხდებოდა ამ
პრობლემის მეტ-ნაკლებად გამოსწორება?

(2) 38.8. წყაროს შინაარსიდან გამომდინარე, რატომ იყო სომხეთის მიერ საქართველოს მთავრობის მიმართ გამოთქმული
პრეტენზიები უსამართლო და რა გზით იქნებოდა შესაძლებელი ამ პრეტენზიების უსაფუძვლობაში დარწმუნება?

(2) 38.9. წყაროს მიხედვით, საქართველოს რომელი საშინაო პრობლემის გადაწყვეტას ართულებდა ჰუმანიტარული ტვირთების
გადაზიდვა და იქონია თუ არა ამ გარემოებამ გავლენა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე?

(2) 38.10. მოცემულ ისტორიულ მონაკვეთში მომხდარ რომელ მოვლენას შეიძლება უკავშირდებოდეს საქართველოსა და სომხეთს
შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა და რა იყო ამ მოვლენის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი?
ვარიანტი V

ინსტრუქცია დავალებებისათვის № 1-35.


თითოეულ შეკითხვას ახლავს ოთხი სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია სწორი.
თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.

დავალება და კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე


(1) 1. რომელი ისტორიული მოვლენა არის ასახული ილუსტრაციებზე?

ა) „ბართლომის ღამე“;

ბ) „ეფესოს საღამო“;

გ) ბასტილიის აღება;

დ) ნიდერლანდების რევოლუცია.
(1) 2. რომელი ისტორიული პროცესის შემადგენელი ნაწილი იყო ილუსტრაციაზე გამოსახული პირის მიერ ორდენის შექმნა და მისი
საქმიანობა?

ა) რეფორმაციის;

ბ) რელიგიური ომების;

გ) კონტრრეფორმაციის;

დ) ასწლიანი ომის.
(1) 3. რომელი ისტორიული დოკუმენტის გამოცემის აღსანიშნავად იქნა დამზადებული ილუსტრაციაზე წარმოდგენილი საფოსტო
მარკა?

ა) საფრანგეთის პირველი კონსტიტუციის;

ბ) აუგსბურგის ზავის;

გ) ნანტის ედიქტის;

დ) სენ ჟერმენის ედიქტის.

(1) 4. ინგლისში XVI საუკუნის 50 წლების დასაწყისში მომხდარი რომელი ისტორიული მოვლენა არის ასახული ილუსტრაციაზე?

ა) „ხანგრძლივი პარლამენტის“ მიერ მეფისათვის „დიდი რემონსტრაციის“ წარდგენა;

ბ) პარლამენტის მიერ მეფე ჩარლზ I-სთვის „უფლებათა შესახებ პეტიციის“ წარდგენა;

გ) „ხანმოკლე პარლამენტის“ მიერ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა;

დ) კრომველის მიერ პარლამენტის გარეკვა.


(1) 5. რომელი არის მართებული მსჯელობა ილუსტრაციაზე ასახული მოვლენის შესახებ?

ა) ფერნანდო მაგელანის ექსპედიცია ფილიპინებს მიადგა, სადაც მას მოუწია ადგილობრივ ტომებთან ბრძოლაში ჩაბმა, რა დროსაც
ის დაიღუპა;

ბ) აცტეკებმა ერნან კორტესი თავის ღმერთად მიიჩნიეს და მისი ამალა პატივით მიიღეს, რაც საბოლოოდ მათი სახელმწიფოს
განადგურებით დასრულდა;

გ) ფრანსისკო პისარომ ისარგებლა ინკების იმპერატორის შვილებს შორის არსებული დაპირისპირებით და მოახერხა მათი
სათითაოდ განადგურება, რასაც საბოლოოდ ინკების იმპერიის დაცემა მოჰყვა;

დ) 1492 წლის 28 ოქტომბერს კოლუმბი თავის ამალასთან ერთად ახლადაღმოჩენილ მიწაზე გადავიდა, სადაც ადგილობრივებმა
გულთბილი შეხედრა მოუწყვეს.
(1) 6. რომელმა ხალხმა შექმნა პირველი ცივილიზაცია ამერიკაში?

ა) მაიამ;

ბ) ჩავინის ხალხმა;

გ) ოლმეკებმა;

დ) აცტეკებმა.

(1) 7. სხვა ფაქტორებთან ერთად, რამ შეუწყო ხელი ახალ გეოგრაფიულ აღმოჩენებს XV-XVI საუკუნეებში?

ა) შიდაწვისძრავიანი გემების შექმნამ;

ბ) რუკების დახვეწამ და კომპასის გაუმჯობესებამ;

გ) პირველი სისტემატიზირებული საზღვაო რუკების - პორტულანების შექმნამ;

დ) ევროპაში პირველი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების ჩამოყალიბებამ.

(1) 8. რას ითვალისწინებდა პორტუგალიასა და ესპანეთს შორის 1494 წელს დადებული ხელშეკრულება საკოლონიზაციო
ტერიტორიების განაწილების შესახებ?

ა) დადგინდა, რომ ნებისმიერი ახალი აღმოჩენილი ტერიტორია თანაბრად განაწილდებოდა ორ სახელმწიფოს შორის;

ბ) ხელშეკრულებით კარიბის ზღვის აუზი და სამხრეთ ამერიკა ესპანეთის, ხოლო, ჩრდილოეთის მიწები კი პორტუგალიის
საკუთრებად გამოცხადდა;

გ) გაივლო წარმოსახვით ხაზი, რომლის აღმოსავლეთით აღმოჩენილი ტერიტორიები პორტუგალიის მეფის, ხოლო დასავლეთით
აღმოჩენილი - ესპანეთის მეფის საკუთრებად გამოცხადდა;

დ) დადგინდა, რომ პორტუგალია და ესპანეთი ერთობლივად გადაწყვეტდნენ ნებისმიერი მესამე ქვეყნის პრეტენზიებს ახლად
აღმოჩენილ ტერიტორიებზე.
(1) 9. რომელი ესპანელი კონკისტადორის სახელთან არის დაკავშირებული ინკების სახელმწიფოს დაპყრობა?

ა) პედრო დე მენდოსას;

ბ) ერნანდო დე სოტოს;

გ) გონსალო დე სანდოვალის;

დ) ფრანსისკო პისაროს.

(1) 10. რომელი არის მართებული მსჯელობა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგების შესახებ?

ა) ხანმოკლე იზოლაციის შემდეგ, საქართველო ესპანეთისა და პორტუგალიის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი გახდა;

ბ) XVI საუკუნის შუა ხანებში ახალი ტერიტორიის კოლონიზაციაში ჩაერთო ჰოლანდიის სამეფოც, რომელიც მეტოქეობას უწევდა
ესპანეთსა და პორტუგალიას;

გ) ახალი გეოგრაფიული აღმოჩენების მიუხედავად, ძლიერი სავაჭრო ფლოტის წყალობით ინგლისი ინარჩუნებდა პირველობას
საერთაშორისო ვაჭრობაში;

დ) ახალმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა გენუასა და ვენეციას საერთაშორისო ვაჭრობაში ჰეგემონის პოზიციები დააკარგვინა.

(1) 11. რომელი მოვლენა იქცა პროტესტანტული მოძრაობის დაწყების საბაბად ?

ა) ინკვიზიციის გაძლიერება;

ბ) საეკლესიო გადასახადის გაზრდა;

გ) ინდულგენციით ვაჭრობა;

დ) საეკლესიო თანამდებობებით ვაჭრობა - სიმონია.


(1) 12. რა გახდა რომის პაპის მიერ მარტინ ლუთერის ეკლესიიდან მოკვეთის მიზეზი 1520 წელს?

ა) ბერი იოჰან ტეტცელის საჯარო კრიტიკა და მისთვის ინდულგენციით ვაჭრობაში ხელის შეშლა;

ბ) მის მიერ გამოქვეყნებული ე.წ. „95 თეზისი“;

გ) პაპის ნაშრომის-„პაპის დიქტატის“ საჯაროდ დაწვა მრევლის თანდასწრებით;

დ) ვიტენბერგის ეკლესიის კედლებიდან ხატების ჩამოხსნა.

(1) 13. ჩამოთვლილთაგან რომელი არა არის 1555 წლის აუგსბურგის რელიგიური ზავის ერთ-ერთი შედეგი?

ა) ზავმა პროტესტანტიზმი კათოლიკობასთან ერთად ოფიციალურ რელიგიად აღიარა;

ბ) ზავის მიხედვით აიკრძალა პროტესტანტული ეკლესიებიდან საეკლესიო გადასახადის აკრეფა;

გ) ზავი სარწმუნოებრივ თავისუფლებას ანიჭებდა მხოლოდ კათოლიკე და ლუთერან მთავრებს - ის არ ვრცელდებოდა


კალვინისტებზე;

დ) ზავის მიხედვით, ქვეშევრდომები მოვალენი იყვნენ ეღიარებინათ თავიანთი მთავრის რელიგია ან სხვაგან გადასახლებულიყვნენ.

(1) 14. რომელი მონარქის სახელთან არის დაკავშირებული ინგლისში პროტესტანტული სარწმუნოების შემოღება?

ა) ელისაბედ I-ის;

ბ) ჰენრი VIII-ის;

გ) ედუარდ VI-ის;

დ) ჯეიმს I-ის.
(1) 15. რომელ საეკლესიო კრებასთანაა დაკავშირებული კათოლიკურ ეკლესიაში დაწყებული თვითრეფორმაციის პროცესი?

ა) ფლორენციის;

ბ) ტრიდენტის;

გ) კონსტანცის;

დ) ლატერანის.

(1) 16. თავდაპირველი ჩანაფიქრით, რა პოლიტიკურ მიზანს ისახავდა ნავარის მეფე ანრი ბურბონისა და საფრანგეთის მონარქის,
შარლ IX -ის დის, მარგარიტა ვალუას დაქორწინება?

ა) ჰუგენოტების პარიზში ჩატყუებას და იქ განადგურებას;

ბ) ვალუას დინასტიის დანათესავება ჰაბსბურგებთან, რომლის ერთ-ერთ შტოს წარმოადგენდნენ ბურბონები;

გ) დაპირისპირებული კათოლიკებისა და პროტესტანტების შერიგებას;

დ) საფრანგეთის ორი სამეფო გვარის გაერთიანებას.

(1) 17. რა მიზნის მიღწევა სურდა იმპერატორ ფილიპე II-ს ნიდერლანდების ქალაქების შევიწროებითა და იქ მკაცრი საგადასახადო
ღონისძიებების გატარებით?

ა) მას სურდა ნიდერლანდში კალვინიზმი მოესპო და კათოლიკობა გაევრცელებინა;

ბ) მისი მიზანი იყო ნიდერლანდების მდიდარი ქალაქებით შეევსო დაცარიელებული ხაზინა;

გ) მას სჭირდებოდა პროტესტანტული ნიდერლანდების მხარდაჭერა მოეპოვებინა საფრანგეთთან დაგეგმილი ომის წინ;

დ) ნიდერლანდების დამორჩილებით ის შეძლებდა ბალტიის ზღვაზე დაუბრკოლებელი გასასვლელის მოპოვებას და სავაჭრო


გზების ხელში ჩაგდებას.
(1) 18. ვის დაავალა ფილიპე II-მ ნიდერლანდებში დაწყებული აჯანყების ჩახშობა?

ა) ჰერცოგ მანრიკე დე ლარას;

ბ) ამბროზიო სპინოლას;

გ) მის ვაჟს, ასტურიის პრინც დიეგოს;

დ) ჰერცოგ ალბას.

(1) 19. სხვა ფაქტორებთან ერთად, რამ განაპირობა ნიდერლანდების წინააღმდეგ დაძრული „უძლეველი არმადას“ განადგურება 1588
წელს?

ა) ღია ზღვაში ფლოტი პორტუგალიელი მეკობრეების ხომალდებს გადააწყდნენ, რომლის დროსაც მრავალი ხომალდი ჩაიძირა,
„არმადას“ ნარჩენებს კი ინგლისელებმა მოუღეს ბოლო;

ბ) ღია ზღვაში ყოფნის დროს ფლაგმან ხომალდზე აჯანყება მოხდა, რომელსაც გემის კაპიტანი და ფლოტილიის სარდალი
ემსხვერპლა;

გ) ფლოტის დიდი ნაწილი შტორმა იმსხვერპლა;

დ) გადამწყვეტი ბრძოლის წინ ყურეში მდგარ ფლოტილიას თავს დაესხნენ ჰოლანდიელები და ცეცხლი წაუკიდეს გემებს.

(1) 20. ძირითადად რით იყო განპირობებული „კათოლიკური უნიის“ შექმნა 1609 წელს?

ა) რომის პაპს სურდა ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის ორგანიზება აღმოსავლეთში;

ბ) საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი ფერდინანდ II გეგმავდა საფრანგეთის წინააღმდეგ ძლიერი კოალიციის ჩამოყალიბებას
ესპანეთის სამეფოსა და გერმანული სამთავროების მონაწილეობით;

გ) ერთი წლით ადრე პროტესტანტების მიერ „ევანგელისტური უნიის“ შექმნის საპასუხო ნაბიჯი იყო;

დ) „უნია“ მიზნად ისახავდა ნიდერლანდებში შეჭრას და იქ დაკარგული გავლენის აღდგენას.


(1) 21. რომელია მართებული მსჯელობა ოცდაათწლიანი ომის შედეგების შესახებ?

ა) ომის მიუნსტერის ზავით დასრულდა, რომელმაც გააფორმა საღვთო რომის იმპერიის მიერ ადრე დაკარგული ტერიტორიების
დაბრუნება და პროტესტანტების მიერ მოპოვებული რელიგიური თავისუფლებების დაკარგვა;

ბ) ომის ბოლოს დადებულმა ვესტფალიის ზავმა რელიგიური შემწყნარებლობა აღიარა: კათოლიკეებმა, ლუთერანებმა და
კალვინისტებმა იმპერიაში თანაბარი უფლებები მიიღეს.

გ) ომი ჩიხში შევიდა, რაც განპირობებული იყო იმპერატორი ფერდინანდ II-ისა და შვედეთის მეფე გუსტავ ადოლფის ერთდროული
გარდაცვალებით, რასაც აახენის ზავი მოჰყვა;

დ) ომში გერმანულმა მთავრებმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს ფერდინანდ II-ს, რამაც იმპერატორი აიძულა, უარი ეთქვა
ადრე მოპოვებულ ყველა სამფლობელოზე.

(1) 22. რა იყო ინგლისის მეფე ჩარლზ I-სა და პარლამენტს შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზი XVII საუკუნის 20-იანი წლების
ბოლოს?

ა) პარლამენტი მეფეს ბრალს სდებდა საფრანგეთთან მოღალატეობრივ მოლაპარაკებებში, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა ბრეტანისა
და სხვა ინგლისური სამფლობელოების საბოლოო დაკარგვა;

ბ) ჩარლზ I-ს საფრანგეთთან და ესპანეთთან ომისათვის დამატებითი თანხები სჭირდებოდა, რასაც პარლამენტი არ აკმაყოფილებდა;

გ) ჩარლზ I-ს სურდა თანამდებობიდან გადაეყენებინა პირველი მინისტრი, რომელიც პარლამენტის მხარდაჭერით სარგებლობდა;

დ) კათოლიკე მეფე ღიად დაუპირისპირდა ანგლიკანურ ეკლესიას და ქვეყნიდან გააძევა ვესტმისტერის აბატი, რამაც პარლამენტთან
დაპირისპირება გამოიწვია.

(1) 23. რას წარმოადგენდა თავისი არსით ინგლისის პარლამენტის მიერ გამოცემული ე.წ. „დიდი რემონსტრაცია“?

ა) ეს იყო რელიგიური შემწყნარებლობის აქტი, რომელიც ინგლისის ტერიტორიაზე სხვა კონფესიების წარმომადგენლებს
მღვდელმსახურების უფლებას აძლევდა;

ბ) ეს იყო დადგენილება, რომელიც ზღუდავდა მეფის უფლებებს და მას მხოლოდ ცერემონიალურ და წარმომადგენლობით
ფუნქციებს უტოვებდა;

გ) ამ აქტით ე.წ. „ხანგრძლივი პარლამენტი“ კრძალავდა მეფის მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთპიროვნულ განკარგვას;

დ) ეს იყო საპროტესტო წერილი, რომელშიც პარლამენტი მეფეს და სასულიერო ლიდერებს უკანონო საქმეებში ამხელდა.
(1) 24. ვის ეყრდნობოდა ოლივერ კრომველი „ახალი ნიმუშის“ არმიის ჩამოყალიბებისას, რომელმაც გარდატეხა შეიტანა ინგლისში
მიმდინარე სამოქალაქო ომში?

ა) პურიტანებს;

ბ) გერმანელ კონდოტიერებს - დაქირავებულ ჯარისკაცებს;

გ) შოტლანდიელ მთიელებს;

დ) იეზუიტებს.

(1) 25. რა გახდა ინგლისში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი სტიუარტების რესტავრაციის შემდეგ?

ა) ახალმა მეფე ჩარლზ II-მ დაარღვია დადებული პირობა და დაიწყო რევოლუციის მონაწილეების სასტიკი დევნა;

ბ) მეფე ჩარლზ I-მა წამოიწყო ახალი ომი შოტლანდიასთან, რასაც პარლამენტთან მისი დაპირისპირება მოჰყვა;

გ) ჩარლზ I-ს მემკვიდრე არ დარჩა და ინგლისის ტახტზე პრეტენზიას აცხადებდა მისი შვილიშვილი, მერის ქმარი ვილჰელმ
ორანელი, რომელიც მიუღებელი იყო ინგლისის არისტოკრატიისათვის;

დ) ოლივერ კრომველი არ ცნობდა სტიუარტთა მმართველობას და პურიტანებისაგან ახალ არმიის ფორმირება დაიწყო.

(1) 26. სხვა ფაქტორებთან ერთად, რა გახდა „ფრონდას“ სახელით ცნობილი აჯანყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი?

ა) აურაცხელი სამხედრო ჯარჯების გამო დაცარიელებული სახელმწიფო ხაზინა, ეკლესიისა და არისტოკრატიის შემოსავლების
შემცირება;

ბ) რიშელიეს და მაზარინის მიერ შემოღებული გადასახადები და მათ მიერ წართმეული პრივილეგიები;

გ) ჯულიო მაზარინის დანიშვნა პირველ მინისტრად, რამაც არისტოკრატიის უკმაყოფილება გამოიწვია;

დ) მცირეწლოვანი მეფე ლუი XIV-ის ტახტიდან ჩამოშორების მცდელობა არისტოკრატიის მიერ.


(1) 27. ჩამოთვლილთაგან, რომელია ლუი XIV-ის მიერ „ნანტის ედიქტის“ გაუქმების ერთ-ერთი შედეგი?

ა) ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ახალი სამოქალაქო დაპირისპირება და ომი, რომელმაც ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანა;

ბ) დაიწყო სახალხო მღელვარება, რამაც ლუი XIV-ს მემკვიდრე ლუი XV აიძულა, გადამდგარიყო და საპარლამენტო არჩევნები
მოეწვია;

გ) დაკარგული უფლებების გამო მრავალმა ჰუგენოტმა ვაჭარ-ხელოსანმა დატოვა საფრანგეთი და თავი ევროპის პროტესტანტულ
ქვეყნებს შეაფარა,რამაც საფრანგეთს დიდი ეკონომიკური ზარალი მიაყენა.

დ) ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია კათოლიკური ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ესპანეთთან სავაჭრო-ეკონომიკური


ურთიერთობების გაძლიერება, რასაც ქვეყნის მეურნეობის საგრძნობი გამოცოცხლება მოჰყვა.

(1) 28. რუსეთის რომელი მმართველის სახელს უკავშირდება „ოპრიჩნინას“ შემოღება?

ა) პეტრე I-ის;

ბ) ივანე III-ის;

გ) ბორის გოდუნოვის;

დ) ივანე მრისხანის.

(1) 29. რომელია მართებული მსჯელობა ლივონიის ომის მიზეზების შესახებ?

ა) რუსეთისათვის საფრთხეს წარმოადგენდა გაძლიერებული შვედეთის სამეფო, რომელიც აფართოებდა თავის გავლენას და
იტაცებდა მოსაზღვრე ტერიტორიებს;

ბ) ივანე მრისხანეს სურდა ბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოპოვება, რისთვისაც საჭირო იყო ჩრდილოეთის ტერიტორიების
ბრძოლით მოპოვება;

გ) რუსეთს სურდა ბუნებრივის წიაღისეულით მდიდარი ბალტიისპირეთის მიწების ხელში ჩაგდება, რომელსაც აკონტროლებდა
ლივონიის რაინდული ორდენი;

დ) ბალტიისპირეთის ტერიტორიაზე პრეტენზიას აცხადებდა ინგლისის სამეფო, რომლის გამეზობლება საფრთხეს შეუქმნიდა
რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს.
(1) 30. რომელმა ქართულმა სამეფომ გააფორმა რუსეთთან „წყალობის სიგელი“ 1587 წელს?

ა) იმერეთის;

ბ) ქართლის;

გ) კახეთის;

დ) აფხაზეთის.

(1) 31. რა შედეგი მოჰყვა 1569 წელს „ლუბლინის უნიის“ გაფორმებას?

ა) ჩამოყალიბდა პროტესტანტული სახელმწიფოების კავშირი შვედეთისა და ნორვეგიის სამეფოებისა და ჩრდილოგერმანული


სამთავროების მონაწილეობით;

ბ) საღვთო რომის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე გათანაბრდა კათოლიკებისა და პროტესტანტების უფლებები;

გ) აღმოსავლეთ ევროპა გაიყო საფრანგეთისა და საღვთო რომის იმპერიის გავლენის სფეროებად;

დ) პოლონეთის სამეფო და ლიტვის დიდი სამთავრო ერთ სახელმწიფოდ - რეჩ-პოსპოლიტად გაერთიანდა.

(1) 32. რომელია მართებული მსჯელობა მოჰაჩთან ბრძოლის შედეგების შესახებ?

ა) ოსმალებმა დაამარცხეს სპარსელები, რის შემდეგაც სპარსეთმა დაკარგა ყველა სამფლობელო ბალკანეთში;

ბ) ავსტრიელთა და უნგრელებმა დაამარცხეს ოსმალები, რითაც შეწყდა თურქების სვლა ევროპის სიღრმეში;

გ) ოსმალებმა დაამარცხეს უნგრულ-ჩეხური კოალიცია, რის შემდეგაც სულთანი ავსტრიასთან ომის სამზადისს შეუდგა.

დ) რუსეთმა მოახერხა ოსმალების დამარცხება და კვლავ დაიბრუნა აზოვის ციხესიმაგრე.


(1) 33. ჩამოთვლილთაგან, რომელი არის 1555 წლის ამასიის ზავის ერთ-ერთი პირობა?

ა) ზავის პირობებით საქართველოს ტერიტორია მთლიანად მოექცა ირანის გავლენის ქვეშ იმ პირობით, რომ იქ შენარჩუნებული
იქნებოდა სამეფო ხელისუფლება;

ბ) ზავის მიხედვით ქართლ-კახეთი და სამცხის ნაწილი ირანს ერგო, დასავლეთ საქართველო და სამცხის დანარჩენი ტერიტორია კი
ოსმალეთის კონტროლქვეშ გადავიდა;

გ) ზავის პირობებით ქართლი და კახეთი რჩებოდა სპარსეთის ხელში, იმერეთის სამეფო და სამცხე კი რუსეთის გავლენის ქვეშ
ექცეოდა.

დ) ზავის თანახმად ოსმალეთი კარგავდა სამცხეს, სამაგიეროდ ირანი უარს ამბობდა ქართლის სამეფოს ნაწილზე.

(1) 34. სხვა ფაქტორებთან ერთად, რამ განაპირობა შაჰ აბას I-ის მიერ გატარებული არმიის რეფორმის წარმატება?

ა) დარის I-ის გამოცდილების გაზიარებამ;

ბ) ინგლისელი სპეციალისტების დახმარებამ;

გ) შაჰის კარზე ჩერქეზი და ქართველი მოხელეების დაწინაურებამ;

დ) სპარსი ოფიცრების ევროპაში გაგზავნამ და იქ გადამზადებამ.

(1) 35. ჩამოთვლილთაგან რომელია 1626 წლის ბაზალეთის ბრძოლის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი?

ა) უთანხმოება მეფე თეიმურაზ I-სა და გიორგი სააკაძეს შორის;

ბ) ქართლის მეფე ლუარსაბ I-ის მცდელობა, ხელში ჩაეგდო სამცხე-საათაბაგო, რასაც ოსმალების სადამსჯელო არმიის შემოჭრა
მოჰყვა;

გ) მეფე ლუარსაბ II-ის უარი, ეღიარებინა ისლამი, რამაც შაჰ აბასის განრისხება გამოიწვია;

დ) სამცხის ათაბაგ ყვარყვარეს სურვილი, ხელში ჩაეგდო ქართლის სამხრეთი ნაწილი.


ინსტრუქცია დავალებისათვის № 36.
დავალებაში მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა. უპასუხეთ დასმულ კითხვებს, ხოლო
პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას.
დავალების მაქსიმალური ქულაა 6.

რუკა და კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე

101
102
კითხვები:

(1) 36.1. დაასახელეთ დინასტია, რომლის მიერ მართული სახელმწიფოს წარმოებული დაპყრობითი ომები არის ასახული რუკაზე?

ა) აბასიდები;

ბ) ჰერაკლიდები;

გ) სასანიანები;

დ) ომაიანები.

(1) 36.2. რუკის მიხედვით, კონკრეტულად რომელ სლავური წარმოშობის ხალხის განსახლება მოხდა ერთ-ერთი დიდი იმპერიის
ტერიტორიაზე?

ა) ავარების;

ბ) ხორვატების;

გ) ბულგარელების;

დ) ლომბარდების.

(1) 36.3. რუკის მიხედვით, რომელმა დიდმა სახელმწიფომ დაკარგა დამოუკიდებლობა მეზობელი სახელმწიფოს მიერ წარმოებული
დაპყრობითი ომების შედეგად?

ა) ბიზანტიამ;

ბ) ლომბარდიის სამეფომ;

გ) ომაიანთა სახალიფომ;

დ) სპარსეთმა.

103
(1) 36.4. რუკის მიხედვით, დიდი იმპერიის კუთვნილი რომელი კუნძულის ხელში ჩაგდება სცადა რამდენიმეჯერ ერთ-ერთმა
სახელმწიფომ თავისი ლაშქრობების პერიოდში?

ა) კრეტას;

ბ) სარდინიის;

გ) სიცილიის;

დ) კვიპროსის.

(1) 36.5. რუკის მიხედვით, რა შედეგი მოჰყვა VII საუკუნის 80-იან წლების დასაწყისში განხორციელებულ ლაშქრობას?

ა) არაბებმა აიღეს კონსტანტინოპოლი;

ბ) შეიქმნა ბულგარეთის სამეფო;

გ) ბიზანტიელებმა აიღეს სპარსეთის დედაქალაქი ნინევია;

დ) არაბებმა ხელში ჩაიგდეს კუნძული კვიპროსი.

(1) 36.6. რუკის მიხედვით, რა შედეგით დასრულდა რუკაზე ასახული უკანასკნელი ბრძოლა?

ა) ავარებმა აიღეს კონსტანტინოპოლი;

ბ) ბულგარებმა დაამარცხეს ბიზანტიელები;

გ) ბიზანტიელებმა დაამარცხეს არაბები;

დ) ბიზანტიელებმა დაამარცხეს სპარსელები.

104
ინსტრუქცია დავალებებისათვის № 37.

ყურადღებით წაიკითხეთ დავალება და უპასუხეთ დასმულ კითხვებს.

დავალების მაქსიმალური ქულაა 5.

1558-1583 წლებში მიმდინარეობდა ლივონიის ომი.

კითხვები:

(1) 37.1. დაასახელეთ ამ ომის ერთი კონკრეტული ეკონომიკური მიზეზი.

(1) 37. 2. დაასახელეთ ამ ომის ერთი კონკრეტული პოლიტიკური შედეგი.

(1) 37.3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს ომი გარდა გამარჯვებული მხარისა და რატომ?
აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად.

(2) ) 37.4. შვედეთის ისტორიიდან დაასახელეთ ამ მოვლენის ანალოგიური მოვლენა და დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის
დასასაბუთებლად.

105
ინსტრუქცია დავალებისათვის №38.

ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ისტორიული დოკუმენტი, გაიაზრეთ ტექსტი და უპასუხეთ


კითხვებს. დავალების მაქსიმალური ქულაა 14.

ნაწყვეტი ნოე ჟორდანიას წერილიდან, რომელიც მან გაუგზავნა ინგლისური გაზეთ „ფორვარდის“ რედაქციას

1921 წლის 30 სექტემბერი,

ბოლშევიკების თავდასხმა საქართველოზე

მ. ხ. მე დიდის ყურადღებით წავიკითხე თქვენს გაზეთში მოთავსებული წერილები ბ-ნ ა. პ. ლ-სი. სიამოვნებით უნდა ავღნიშნო ის
გარემოება, რომ თავის პასუხში ამ ავტორისადმი თქვენი რედაქცია მტკიცეთ აღიარებს ყველა სოციალისტისთვის დიდათ
მნიშვნელოვან „ერთა თვითგამორკვევის უფლების“ პრინციპს. ბოლშევიკების მთავარი დანაშაული ჩვენი ქვეყნის მიმართ სწორეთ ამ
პრინციპის დარღვევაა.

საქართველოს მთავრობა ისეთსავე მდგომარეობაშია დღეს, როგორც იყო რუსეთის დროებითი მთავრობა 1917 წელს
პეტროგრადში ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგო, აცხადებს წერილის ავტორი. ეს შედარება მართალი იქნებოდა, რომ ჩვენში
ადგილი ქონოდა შინაურ გადატრიალებას, როგორც ეს მოხდა რუსეთში. მაგრამ საქმე იმაშია, რომ საქართველოში არავითარი
გადატრიალება არ მომხდარა, მოხდა მხოლოდ დაპყრობა ამ ქვეყნისა უცხო ჯარისაგან.

წერილის ავტორი ამტკიცებს, თითქოს საქართველოს კავშირი ქონოდეს დენიკინთან. ეს ყოველივე სიმართლეს მოკლებული
მტკიცებაა... გენერალი დენიკინი ერთში სავსებით ეთანხმებოდა ბოლშევიკებს – ეს იყო ერთა თვითგამორკვევის უფლების უარყოფა.
ამიტომ ჩვენ გადაჭრით უარვყავით დენიკინის წინადადება, რომელიც გვთხოვდა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში
დავხმარებოდით. ამან გამოიწვია ის, რომ დენიკინმა ჩვენ ბოლშევიკების მეგობრებათ გამოგვაცხადა და ჩვენს წინააღმდეგ თავის
ჯარით გამოილაშქრა. თუ ბ-ნი ა. პ. ლ. კითხულობდა ინგლისურ გაზეთებს 1918-1919 წლებში, მას ეცოდინება, რომ საქართველო
მთელი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ებრძოდა გენერალ დენიკინის ლაშქარს.

როცა ავტორი საქართველოზე ბოლშევიკების თავდასხმის გამართლებას ცდილობს, იცის კი მან რა პოლიტიკური მდგომარეობა იყო
საქართველოში ბოლშევიკური ჯარის შემოჭრის წინ? იცის, რომ ჩვენში გაბატონებული იყო სრული დემოკრატია? გვგონია, რომ არ
იცის. ჩვენში კი ამ დროს ხალხი თავის არჩეული პირების საშვალებით განაგებდა ყველა თავის საქმეებს დიდი ხმის უმრავლესობით
მან სოციალისტებს ჩააბარა ქვეყნის მართვა-გამგეობა. და სოციალისტურმა მთავრობამ გაატარა რადიკალური მიწის რეფორმა,

106
ჩამოართვა მსხვილ მემამულეებს მიწა უფასოთ და დაუტოვა თვითეულ მათგანს იმდენი, რამდენის მოვლაც მათ თავის შრომით
შეეძლოთ. ჩამორთმეული მიწის ერთი ნაწილი შემდეგ გლეხებს გადასცა. დანარჩენი მიწები კი, კერძოთ მსხვილი კულტურული
მამულები, სახელმწიფოს და ადგილობრივ თვითმმართველობებს დარჩა საექსპლოატაციოთ. მუშათა კანონმდებლობის სფეროში
საქართველოს მთავრობამ ჩაატარა შემდეგი რეფორმები: 8 საათიანი სამუშაო დრო, შრომის ფართო დაცვა, ბავშთა ან ქალთა შრომის
შეზღუდვა, კოლექტიური მუშათა ხელშეკრულება, არჩეულ მუშათა ინსპექცია, მიღება-დათხოვნა მუშათა კავშირების და
პარიტეტული შრომის ბირჟის საშუალებით, სატარიფო პალატა შრომის ყველა სადაო საკითხების მოსაწესრიგებლათ და
განსაკუთრებით სამუშაო ხელფასის საერთო სიძვირესთან [ინფლაციასთან] შესათანხმებლათ და სხვა. ეკონომიურ სფეროში
განხორციელებულ იქნა ნაციონალიზაცია რკინიგზების, მადნები, ტყეების, წყლის, ენერგიის ან საგარეო ვაჭრობის მთავარი დარგების.
ამ ზომების მიღებით და დემოკრატიული ადგილობრივ თვითმმართველობათა და კოოპერატივთა სამეურნეო მოღვაწეობით
საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიულათ მოწყობილ სახელმწიფოს გარდაქმნას სამეურნეო ორგანიზაციათ, რომელიც სავსებით
შეეფერება ჩვენს სოციალისტურ იდეალებს. მოკლეთ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ განახორციელა სავსებით
სოციალისტური პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმის განხორციელების წინაშე დადგა. თუ ყოველივე ეს „ბურჟუაზიული
ფსიხოლოგიის“ გამოხატულებაა, მაშინ რაღა მიაჩნია ბ-ნ ა. პ. ლ-ს „პროლეტარული ფსიხოლოგიად“? ნუთუ ეს იმაში მდგომარეობს,
რომ უმრავლესობის ნება უარყო, უხეშ ძალაზე დაეყრდნო, ტერორით მართო ქვეყანა და ყოველივე დაანგრიო და სამაგიერო კი
არაფერი შექმნა?

ასეთი პოლიტიკის შედეგი მას უკვე აქვს საბჭოთა რუსეთში. ჩვენ, სოციალისტები, რომელთაც საქართველოს ხალხმა მოგვანდო
მართვა-გამგეობა შეგნებულათ ვამაყობთ იმით, რომ სამნახევარი წლის განმავლობაში (1917 წლის ოქტომბრიდან) ვიფარავდით
ქვეყანას ამ დამღუპველი პოლიტიკის გავლენისაგან.

დღეს ეს პოლიტიკა მეფობს საქართველოშიაც, მაგრამ მეფობს მხოლოდ მოსკოვის ხიშტების წყალობით, ხალხის ნება-სურვილის
წინააღმდეგ. და მე არ მეგონა, თუ გამოჩნდებოდა თუნდაც ერთი კეთილგონიერი ინგლისელი, რომელიც გაბედავდა საჯაროთ ტაში
დაეკრა ამ ბოროტმოქმედებისთვის!

კითხვები:

(1) 38.1. წყაროს მიხედვით, საერთაშორისო სამართლის რომელი პრინციპის დარღვევა წარმოადგენდა ბოლშევიკების მთავარ
დანაშაულს საქართველოს წინაშე?

(1) 38.2. ავტორის აზრით, რატომ იყო უადგილო საქართველოს მთავრობისა და რუსეთის დროებითი მთავრობის მდგომარეობის
შედარება?

(1) 38.3. ვინ იყო დენიკინი, ვისთან თანამშრომლობასაც უარყოფდა საქართველოს მთავრობის მეთაური?
107
(1) 38.4. წყაროს მიხედვით, რატომ იყო საქართველოს მთავრობისათვის დენიკინთან თანამშრომლობა მიუღებელი?

(1) 38.5. წყაროს მიხედვით, რა ადასტურებს იმას, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობასა და დენიკინს შორის უკიდურესად
დაძაბული ურთიერთობა იყო?

(1) 38.6. წყაროს მიხედვით, ვის გადაეცა აგრარული რეფორმის შედეგად დარჩენილი მიწები საექსპლუატაციოდ?

(2) 38.7. წერილის ავტორის მიხედვით, რა ტიპის მმართველობა იყო საქართველოში ბოლშევიკების შემოჭრამდე და რა ძირითადი
არგუმენტი მოჰყავს მას ამის დასტურად?

(2) 38.8. წყაროს მიხედვით, პირველ რიგში რომელი რეფორმა განახორციელა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ და რომელმა
ფენამ იზარალა ამ რეფორმის შედეგად?

(2) 38.9. წყაროს მიხედვით, რომელი ორგანო აწესრიგებდა შრომით დავებს საქართველოს რესპუბლიკაში და კიდევ რა შედიოდა ამ
ორგანოს ფუნქციებში?

(2) 38.10. წყაროს მიხედვით, რომელი ძირითადი რეფორმა განახორციელა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ეკონომიკურ
სფეროში და რა პოზიტიური შედეგები გამოიღო ამ ეკონომიკურმა რეფორმებმა?

108
ვარიანტი VI

ინსტრუქცია დავალებებისათვის № 1-35.


თითოეულ შეკითხვას ახლავს ოთხი სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია სწორი.
თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.

კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე

109
(1) 1. პეტრე I-ის მმართველობასთან დაკავშირებული რომელი მოვლენა არის ასახული ილუსტრაციაზე?

ა) ინდუსტრიული რევოლუცია რუსეთში;

ბ) „დიდი ელჩობა“ ევროპაში;

გ) სტრელცების აჯანყების ჩახშობა;

დ) ქალაქ სანქტ პეტერბურგის მშენებლობა.

(1) 2. რომელ მნიშვნელოვან ისტორიულ პროცესს მისცა ბიძგი ილუსტრაციაზე ასახულმა მოვლენამ?

ა) ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიზაციას;

ბ) სამოქალაქო ომს ამერიკაში;

გ) ბრძოლას ამერიკის დამოუკიდებლობისათვის;

დ) მონებით ვაჭრობის აკრძალვას ამერიკის კონტინენტზე.

110
(1) 3. რომელი დიდი შეიარაღებულ კონფლიქტს უკავშირდება რუკაზე წარმოდგენილი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსების შექმნა?

ა) ოცდაათწლიან ომს;

ბ) შვიდწლიან ომი;

გ) ასწლიან ომს;

დ) ომს ესპანეთის მემკვიდრეობისათვის.

(1) 4. ვინ მეთაურობდა პროცესს, რომელიც სიმბოლურად არის გამოსახული ილუსტრაციაზე?

ა) რობესპიერი;

ბ) ნაპოლეონი;

გ) ლაფაიეტი;

დ) ლუი XVI.

111
(1) 5. რომელი იყო ილუსტრაციაზე წარმოდგენილი ხელშეკრულების ერთ-ერთი ძირითადი პირობა?

ა) იმერეთის მეფე შედიოდა ოსმალეთის მფარველობაში და ინარჩუნებდა საშინაო საქმეების დამოუკიდებლად განკარგვის უფლებას;

ბ) ამიერიდან ქართლ-კახეთის სამეფო სხვა სახელმწიფოებთან დიპლომატიურ ურთიერთობებს შეუთანხმებდა რუსეთს;

გ) მეფე ერეკლე II და მეფე სოლომონ I თანხმდებოდნენ ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების გაერთიანებაზე;

დ) სპარსეთი აღიარებდა ბაგრატიონების უზენაეს უფლებას ქართლ-კახეთის სამეფოზე, რის სანაცვლოდაც ერეკლე II-ს უარი უნდა
ეთქვა რუსეთთან ურთიერთობაზე.
112
(1) 6. ვისი დახმარებით სცადა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და ძმის ტახტიდან ჩამოშორება სოფიამ?
ა) სამღვდელოების;

ბ) შვედების;

გ) ერთგული ბოიარების;

დ) „სტრელცების“.

(1) 7. რომელი არის მართებული მსჯელობა „დიდი ელჩობის“ შედეგების შესახებ?

ა) „დიდი ელჩობის“ წარუმატებლობა ძირითადად გამოწვეული იყო შვედეთის სამეფო კარის ძლიერ გავლენითა და ნათესაური
კავშირებით ევროპელ მონარქებთან, რასაც ისიც ემატებოდა, რომ ევროპელებს არ სურდათ ომი ქრისტიანულ შვედეთთან;

ბ) ელჩობამ მიაღწია თავის ძირითად მიზანს - პეტრემ მოახერხა ევროპელი მონარქების დათანხმება ანტიოსმალური კოალიციის
შექმნაზე;

გ) მართალია, პეტრემ ვერ მიაღწია თავის პოლიტიკურ მიზანს, მაგრამ ელჩობას მაინც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - რუსეთი გაეცნო
ევროპის ტექნოლოგიურ და კულტურულ მიღწევებს, რამაც მის განვითარებას შეუწყო ხელი;

დ) ელჩობის წარმატებას ხელი შეუშალა ევროპაში მოძლიერებულმა პრო-ოსმალურმა გავლენამ და შედეგად ევროპის ძირითად
სავაჭრო პარტნიორად კვლავ თურქეთი დარჩა.

(1) 8. რომელი ტიტულით მართავდა ვახტანგ VI ქართლს გიორგი XI-ის სპარსეთში ყოფნის დროს?

ა) ვალის;

ბ) ჯანიშინის;

გ) ხონთქრის;

დ) მელიქის.

113
(1) 9. რას ითვალისწინებდა ვახტანგ VI-ის მიერ გატარებული ღონისძიება, რომელიც „მყრელობის“ სახელწოდებით არის ცნობილი?

ა) ერთმანეთთან დაპირისპირებული ადგილობრივი თავადების შერიგებას და დავების მოგვარებას;

ბ) სამხედრო ბეგარას, რომელიც გულისხმობდა ხაზინის სასარგებლოდ თანხის გაღებას არმიაში სამსახურის სანაცვლოდ;

გ) ქართლის გავლენიან ფეოდალთა პერიოდულ შეკრებას, რომელზედაც წყდებოდა ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხები;

დ) შინააშლილობისა და მტრის შემოსევების გამო ქართლიდან კახეთში გაქცეული გლეხების უკან დაბრუნებას.

(1) 10. რა შედეგი გამოიღო ქართლის მეფე თეიმურაზ II-ის მცდელობამ, დაახლოებოდა რუსეთს?

ა) მისმა მცდელობამ შედეგი გამოიღო - თეიმურაზ II-მ შეძლო ისტორიაში პირველი სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება
რუსეთის სამეფო კართან;

ბ) იმპერატორი პეტრე III დათანხმდა თეიმურაზის თხოვნას და ქართლში შემოვიდა რუსეთის არმიის რამდენიმე პოლკი, თუმცა,
მალე ეს შენაერთები გადაისროლეს ბალკანეთის ფრონტზე;

გ) მისი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, თავად მეფე კი რუსეთში ელჩობის დროს დაიღუპა;

დ) რუსეთის იმპერატორი უფრთხოდა ქართლის გამო ოსმალეთის გაღიზიანებას და შემოიფარგლებოდა მხოლოდ კეთილგანწყობის
გამოხატვით.

(1) 11. რომელია მართებული მსჯელობა ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შესახებ?

ა) რუსეთი აღიარებდა ოსმალეთის უფლებებს დასავლეთ საქართველოზე იმ დათქმით, რომ თურქეთი უარს იტყოდა ხარკის
მოთხოვნასა და ტყვეთა სყიდვზე;

ბ) სპარსეთი ოსმალეთს უთმობდა აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილს კახეთის გარდა;

გ) სპარსეთი თანახმა იყო, ეღიარებინა რუსეთის უფლებები ქართლის სამეფოზე იმ პირობით, რომ იქ შენარჩუნებული იქნებოდა
სამეფო ხელისუფლება;

დ) სპარსეთი და ოსმალეთი იყოფდნენ საქართველოს ტერიტორიას - სამფლობელოებს შორის საზღვარი ლიხის ხედზე გადიოდა.
114
(1) 12. სხვა ფაქტორებთან ერთად, რით იყო გამოწვეული კრწანისის ბრძოლაში ერეკლე II-ის მარცხი?

ა) გენერალმა ტოტლებენმა უკანასკნელ მომენტში უღალატა ერეკლეს და თავისი ჯარი ბრძოლის ველიდან გააბრუნა;

ბ) რუსეთმა არ შეასრულა ნაკისრი პირობა: მან დროულად არ აცნობა ქართველებს სპარსელთა გეგმების შესახებ და არც რაიმე იღონა
მათი შემოჭრის აღსაკვეთად;

გ) ერეკლემ ვერ მიიღო ოსმალებისაგან შეპირებული დამხმარე ჯარი და მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ მარტო დარჩა;

დ) ერეკლეს დახმარებაზე უარი უთხრა იმერეთის მეფე სოლომონ I-მა, თანაც ბრძოლის ველზე დააგვიანა მოსვლა სამცხიდან
წამოსულმა დამხმარე რაზმმა.

(1) 13. რა მიზეზით თქვა უარი ერეკლე II-მ იმერელი ფეოდალების წინადადებაზე, გაეერთიანებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის
სამეფოები სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ?

ა) ერეკლეს შიშობდა, რომ ამ ნაბიჯით გაანაწყენებდა სპარსეთს, რომელიც წინააღმდეგი იყო ოსმალეთის გავლენის ქვეშ მყოფი
იმერეთის სამეფოსთან ურთიერთობის;

ბ) ამ კავშირის წინააღმდეგნი იყვნენ სამეგრელოსა და გურიის მთავრები, რაც ერეკლეს დამატებით საზრუნავს გაუჩენდა დასავლეთ
საქართველოში;

გ) ერეკლეს არ სურდა რუსეთის განაწყენება, რომელსაც არ სურდა ქართლ-კახეთის სამეფოს გაძლიერება;

დ) ამ დროს ქართლ-კახეთი უკვე რუსეთის პროტექტორატის ქვეშ იყო, იმერეთი კი თურქეთის გავლენის სფეროდ ითვლებოდა.
გაერთიანების შემთხვევაში ერეკლეს თურქეთთან ურთიერთობა გართულდებოდა.

115
(1) 14. რომელი არ არის მართებული მსჯელობა ავსტრიული მემკვიდრეობისათვის ომში ევროპის დიდი სახელმწიფოების
ინტერესების შესახებ?
ა) საფრანგეთს უნდოდა ავსტრიის გავლენის ქვეშ მყოფი ნიდერლანდების დაკავება;

ბ) ესპანეთს სურდა ჰაბსბურგთა იმპერიაში შემავალი იტალიური სახელმწიფოების მიერთება;

გ) რუსეთს უნდოდა აღმოსავლეთ პოლონეთის მიერთება;

დ) პრუსიას სურდა ავსტრიის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციის სილეზიის დაკავება.

(1) 15. რომელმა მოვლენამ განაპირობა შვიდწლიანი ომის მსვლელობაში გარდატეხა პრუსიის სასარგებლოდ?

ა) საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XV-ის გარდაცვალებამ და ქვეყანაში დაწყებულმა არეულობამ, რამაც საფრანგეთის არმია
მეთაურობის გარეშე დატოვა;

ბ) ავსტრიის იმპერატორ მარია ტერეზიას მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ, შეეწყვიტა საბრძოლო მოქმედებები და არმია
პირვანდელი დისლოკაციის ადგილას დაებრუნებინა;

გ) რუსეთის საიმპერატორო ტახტზე პეტრე III-ის ასვლამ, რომელმაც ფრიდრიხ II -სთან ზავი დადო და პრუსიიდან თავისი ჯარი
გაიყვანა;

დ) პრუსიის მოკავშირე საფრანგეთის არმიის გამარჯვებამ ჩრდილოეთ ამერიკის ფრონტზე.

(1) 16. რომელია მართებული მსჯელობა „მეიფლაუერის ხელშეკრულების“ შესახებ?

ა) ხელშეკრულების თანახმად, კოლონიის ყველა არსებულ და ახალ წევრს თანასწორობისა და თანხმობის საფუძველზე უნდა
ემართათ კოლონია;

ბ) ამ ხელშეკრულებით დარეგულირდა კოლონიებს შორის ტერიტორიული დავები და დადგინდა ახალი ტერიტორიების


ათვისებისა და განაწილების წესი;

გ) ხელშეკრულებით გადანაწილდა ჩრდილოეთ ამერიკის ასათვისებელი ტერიტორიები დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის და
გაევლო წარმოსახვითი საზღვარი სამფლობელოებს შორის;

დ) ხელშეკრულება არეგულირებდა კოლონისტებისა და ადგილობრივ ინდიელთა შორის სამართლებრივ და ყოფით


ურთიერთობებს.

116
(1) 17. რას ითვალისწინებდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ამერიკის კოლონიებში შემოღებული ე. წ. „საგერბო გადასახადი“?
ა) კოლონისტებისათვის დაწესებულ სავალდებულო სამხედრო სამსახურს მეფის არმიაში, რომლისაგან თავის არიდება მხოლოდ
დაწესებული გადასახადის გადახდით იყო შესაძლებელი;

ბ) ყველა იურიდიული დოკუმენტის, გაზეთის და სხვა ნაბეჭდი პროდუქციის დიდი ბრიტანეთის მეფის გერბით დამოწმებას და
ამისათვის საფასურის გადახდას;

გ) ახალი კოლონიის მიწების დაბეგვრას სპეციალური გადასახადით, რომლის გადახდის შემდეგ გაიცემოდა დიდი ბრიტანეთის
სამეფო გერბით დამტკიცებული ე.წ. „ქვეშევრდომობისა და დაცვის სიგელი“;

დ) ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლის ნაწილის გადახდას დიდი ბრიტანეთის სამეფო ხაზინაში, რომელსაც სახელმწიფო მოხელე
ადასტურებდა სპეციალური გერბით;

(1) 18. ჩამოთვლილთაგან რომელი უკავშირდება ჯეიმს მედისონის სახელს?

ა) ის სარდლობდა მოხალისეთა არმიას ამერიკის რევოლუციის დროს;

ბ) მან შეიმუშავა აშშ-ს კონსტიტუციის პროექტი;

გ) მან გამოიგონა ვოლფრამის ნათურა;

დ) მან შეიმუშავა „დამოუკიდებლობის დეკლარაცია“.

(1) 19. ჩამოთვლილთაგან რომელია მეფე ლუი XVI-ის მიერ მოწვეული გენერალური შტატებზე ბურჟუაზიის წარმომადგენელთა
მიერ დაყენებული ერთ-ერთი მოთხოვნა?

ა) დეპუტატების რაოდენობის გაზრდა ბურჟუაზიის წარმომადგენელთა ხარჯზე;

ბ) სამღვდელოებისთვის მიწებისა და ქონების ჩამორთმევა;

გ) გადასახადის გადახდის დაკისრება ყველა წოდებისათვის;

დ) მონარქიის გაუქმება.

117
(1) 20. კონკრეტულად რაში გამოიხატა საფრანგეთის დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ ორ დოკუმენტს - „ადამიანისა და
მოქალაქის უფლებათა დეკლარაციასა“ და საფრანგეთის პირველ კონსტიტუციას შორის სხვაობა?
ა) დეკლარაციაში გამოხატული თანასწორობის პრინციპების საწინააღმდეგოდ, კონსტიტუციამ მოქალაქეები ქონებრივი ცენზის
მიხედვით, საარჩევნო უფლების მქონე და არმქონე პირებად დაყო;

ბ) დეკლარაცია აღიარებდა სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის პრინციპს, კონსტიტუცია კი შეიცავდა მუხლებს, რომელიც
სამღვდელოებას სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის უფლებას ანიჭებდა;

გ) დეკლარაცია აუქმებდა აბსოლუტიზმს და მონარქიულ წყობას, კონსტიტუციის მიხედვით კი საფრანგეთი კონსტიტუციურ


მონარქიად გამოცხადდა;

დ) დეკლარაციით დადგენილი იყო ქალისა და კაცის თანაბარი უფლებები, კონსტიტუცია კი ქალებს არ ანიჭებდა არანაირ
პოლიტიკურ უფლებას.

(1) 21. რას წარმოადგენდა თავისი არსით ე.წ. „ პილნიცის დეკლარაცია“?

ა) ნაციონალური კონვენტის მიერ მიღებული დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებდა მდიდარი მოქალაქეების ქონების
კონფისკაციას რევოლუციის საჭიროებისათვის;

ბ) რობესპიერის მიერ გამოცემული დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებდა ნებისმიერი არაკეთილსაიმედო მოქალაქისა და


რევოლუციის მტრების სიკვდილით დასჯას სასამართლო განხილვის გარეშე;

გ) საღვთო რომის იმპერიის იმპერატორისა და პრუსიის მეფის ერთობლივი განცხადებას, რომელშიც საუბარი იყო ძალის
გამოყენებაზე იმ შემთხვევაში თუ არ აღდგებოდა რევოლუციონერების მიერ დაპატიმრებული ლუი XVI-ის უფლებები;

დ) საფრანგეთის ეროვნული ხსნის კომიტეტის მიერ მიღებული საგანგებოს დეკრეტს, რომლის საფუძველზეც სიკვდილით უნდა
გასამართლებულიყვნენ ლუი XVI და სამეფო ოჯახის წევრები.

118
(1) 22. რას ითვალისწინებდა იაკობინელთა გავლენით მიღებული ე.წ. „ვანტოზის კანონები“?

ა) საეჭვო პირთა სიების შედგენას და მათ შემოწმებას;

ბ) ებერტისტებისა და დანტონის მომხრეთა დაპატიმრებას და სიკვდილით დასჯას;

გ) მანამდე არსებული აღმასრულებელი ორგანოს რეორგანიზაციას და ახალი ორგანოს - დირექტორიის შექმნას;

დ) „რევოლუციის მტრებისათვის“ ქონების ჩამორთმევას და ღარიბებისათვის განაწილებას.

(1) 23. რა ეწოდებოდა თერმიდორის გადატრიალების შემდეგ შექმნილ კოლეგიალურ აღმასრულებელ ორგანოს?

ა) კონსულატი;

ბ) ეროვნული ხსნის კომიტეტი;

გ) დირექტორია;

დ) რევოლუციური კოლეგია.

(1) 24. სხვა ფაქტორებთან ერთად, რით იყო განპირობებული ნაპოლეონის არმიის წარმატება ევროპულ სახელმწიფოებთან
ბრძოლაში?

ა) ევროპული სახელმწიფოები ვერ ახერხებდნენ ძლიერი კოალიციის შექმნას, რაშიც მათ ერთმანეთთან შეუთავსებელი ინტერესები
უშლიდათ ხელს;

ბ) ევროპული სახელმწიფოების მონარქიული მმართველობის დრომოჭმული სისტემა, სუსტი ეკონომიკა და ჯარის არაეფექტური
მართვა ძლიერ ასუსტებდა კოალიციურ სახელმწიფოებს;

გ) ნაპოლეონი, როგორც სარდალი და ნიჭიერი სტრატეგი ერთიორად აღემატებოდა კოალიციური სახელმწიფოს ჯარების
მეთაურებს, რაც განაპირობებდა საფრანგეთის არმიის გადამწყვეტ უპირატესობას;

დ) ნაპოლეონმა შეძლო იმ დროისათვის უძლიერესი სამხედრო ფლოტის ჩამოყალიბება, რამაც ძლიერ შეარყია ინგლისის ბატონობა
ზღვაზე.

119
(1) 25. რომელმა მოვლენამ დააჩქარა ნაპოლეონის წინააღმდეგ ევროპის სახელმწიფოთა მესამე კოალიციის ჩამოყალიბება?

ა) 1803 წელს ლა-მანშის ყურეში ბრიტანული სავაჭრო ფლოტილიის ჩაძირვა;

ბ) ნაპოლეონის ბრძანებით ენგიენის ჰერცოგის დახვრეტა 1804 წელს;

გ) 1804 წლის გაზაფხულზე საფრანგეთში პრუსიის ელჩის მკვლელობა;

დ) კუნძულ სიცილიაზე დესანტის გადასხმა 1803 წლის ზამთარში.

(1) 26. რამ შეუშალა ნაპოლეონს ხელი ინგლისში შეჭრის ოპერაციის განხორციელებაში?

ა) 1805 წელს აღმოსავლეთის ფრონტზე მდგომარეობის გართულების გამო ნაპოლეონი იძულებული იყო, გარკვეული ხნით გადაედო
ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა;

ბ) 1805 წლის ზაფხულში საფრანგეთში იფეთქა როიალისტთა მიერ ორგანიზებულმა აჯანყებამ, რამაც საფრანგეთის ჩრდილოეთი
პროვინციები მოიცვა;

გ) 1805 წელს ტრაფალგარის კონცხთან საფრანგეთ-ესპანეთის ფლოტი სასტიკად დამარცხდა ინგლისის ფლოტთან,რამაც
შეუძლებელი გახადა ნაპოლეონის გეგმის რეალიზაცია;

დ) 1805 წლის ზაფხულში ინგლისის მთავრობის მიერ წახალისებულმა ძველმა იაკობინელებმა რამდენიმე ტერორისტული აქტი
მოაწყვეს პარიზში და ნაპოლეონი იძულებული გახდა, პარიზში დაბრუნებულიყო.

(1) 27. კიდევ რა სახელით არის ცნობილი აუსტერლიცის ისტორიული ბრძოლა?

ა) „აუსტერლიცის ხორცსაკეპი“;

ბ) „შიშველი დანების ღამე“;

გ) „სამი იმპერატორის ბრძოლა“;

დ) „ახალი მარათონი“.

120
(1) 28. კონკრეტულად რას ითვალისწინებდა ნაპოლეონის დეკრეტი კონტინენტური ბლოკადის შესახებ?

ა) ინგლისის მოკავშირე კონტინენტური სახელმწიფოების სრულ სავაჭრო იზოლაციაში მოქცევას;

ბ) დეკრეტის შესაბამისად, საფრანგეთზე დამოკიდებული ყველა სახელმწიფო ინგლისთან ვაჭრობას და ბრიტანული საქონლის
ევროპაში შემოტანას უკრძალავდა;

გ) კონტინენტური სახელმწიფოებისათვის ინგლისთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის აკრძალვას;

დ) კონტინენტის ჩრდილო სანაპირო ზოლის გამაგრებას თავდაცვითი ფორტიფიკაციებითა და სამხედრო-საინჟინრო ნაგებობების


კომპლექსით, რაც უზრუნველყოფდა ევროპისგან ინგლისის სრულ იზოლაციას.

(1) 29. სხვა ფაქტორებთან ერთად, რა გახდა ნაპოლეონის არმიის რუსეთში შეჭრის ძირითადი მიზეზი?

ა) რუსეთის მკვეთრად გამოხატული პრეტენზია ჩრდილოეთ გერმანიისა და პოლონეთის ტერიტორიებზე, რაც ეწინააღმდეგებოდა
ნაპოლეონის მიზნებს;

ბ) იმპერატორ ალექსანდრე I - ის უარი, აქტიურად დაეჭირა მხარი კონტინენტური ბლოკადისათვის;328

გ) რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილება, უარი ეთქვა ესპანეთის სამეფო ტახტზე ასული ჟოზეფ ბონაპარტის უფლებამოსილება;

დ) იმპერატორ ალექსანდრე I - ის გადაწყვეტილება, გამოსულიყო რეინის კავშირიდან.

(1) 30. სხვა ფაქტორებთან ერთად, რა იყო ნაპოლეონის რუსული კამპანიის კრახით დასრულების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი?

ა) მოკავშირეთა ღალატი;

ბ) რუსეთის კლიმატი - ზამთრის გაუსაძლისი ყინვები;

გ) საფრანგეთის არმიის სიმცირე რუსეთის არმიასთან შედარებით;

დ) საფრანგეთის არმიის გამოუცდელი სამხედრო მეთაურების მიერ დაშვებული უხეში შეცდომები.

121
(1) 31. რით არის გამორჩეული 1813 წელს მომხდარი ლაიფციგის ბრძოლა მსოფლიო ისტორიაში?

ა) ამ ბრძოლის შედეგად ნაპოლეონმა თითქმის სრულად დაკარგა თავისი არმია და იძულებული გახდა, გადასულიყო მხოლოდ
თავდაცვით ბრძოლაზე;

ბ) ეს ბრძოლა ითვლება ყველაზე ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებად კაცობრიობის ისტორიაში I მსოფლიო ომამდე;331

გ) ამ ბრძოლაში ერთდროულად მონაწილეობდა 4 იმპერიისა და 16 დიდი და მცირე სამეფოს ჯარები;

დ) ამ ბრძოლაში პირველად გამოიყენეს მომწამვლელი გაზი.

(1) 32. სხვა ფაქტორებთან ერთად, რამ იქონია გავლენა ნაპოლეონის გადაწყვეტილებაზე, დაეტოვებინა კუნძული ელბა და დიდი
რისკის ფასად კვლავ გამოჩენილიყო საფრანგეთში?

ა) ნაპოლეონმა ისარგებლა იმით, რომ ამ დროს მიმდინარე ვენის კონგრესზე ევროპული სახელმწიფოებს შორის წარმოიშვა
უთანხმოება მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე;

ბ) 1815 წლის გაზაფხულზე საფრანგეთში იფეთქა ანტიროიალისტურმა აჯანყებამ, რამაც ნაპოლეონს ხელსაყრელი საფუძველი
შეუქმნა შემდგომი პოლიტიკური აქტიურობისათვის;

გ) ამ პერიოდში ევროპაში გავრცელებულმა შავი ჭირის ეპიდემიამ დიდი სახელმწიფოების ყურადღება დროებით შიდა
პრობლემების მოგვარებაზე გადაიტანა;

დ) 1815 წლის გაზაფხულზე მეექვსე კოალიციის წამყვან სახელმწიფოებს ავსტრიასა და რუსეთს შორის დაიწყო საომარი
მოქმედებები, რითაც კარგად ისარგებლა გადასახლებაში მყოფმა ნაპოლეონმა.

122
(1) 33. რომელი არ არის მართებული მსჯელობა ვენის კონგრესის შედეგად შექმნილი საერთაშორისო ურთიერთობათა ახალ
მოდელის - „ვენის სისტემის“ შესახებ?

ა) ვენის სისტემამ დასაბამი დაუდო „ევროპული კონცერტის“ ეპოქას, რომელიც აყალიბებდა ბალანსს ევროპულ სახელმწიფოთა
შორის;

ბ) ვესტფალიის სისტემის მსგავსად, ვენის სისტემის ელემენტებად კვლავ მხოლოდ სახელმწიფოები გვევლინებოდნენ და არა
სახელმწიფოთა გაერთიანებები (ალიანსები);336

გ) ახალ სისტემაში დიდი სახელმწიფოები რეალურ მიზნებად აღარ განიხილავდნენ სხვა დიდი სახელმწიფოების დანაწევრებასა და
ლიკვიდაციას;

დ) ვენის სისტემა ითვალისწინებდა დიდი სახელმწიფოების პასუხისმგებლობას ძალთა ბალანსის შენარჩუნებაზე, რომლის
მექანიზმად ისახებოდა საერთაშორისო კონფერენციების ჩატარება.

(1) 34. ვენის კონგრესის შედეგებიდან გამომდინარე, რა შეიძლება ჩაითვალოს საფრანგეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად?

ა) საფრანგეთმა შეძლო არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიულ საზღვრებში უდანაკარგოდ დარჩენა, არამედ, შეინარჩუნა
მნიშვნელოვანი სასაზღვრო ტერიტორიებიც;

ბ) საფრანგეთმა შეინარჩუნა თავის ტერიტორიები ისტორიულ საზღვრებში, თუმცა დათმო სხვა დაპყრობილი მიწები;

გ) ტალეირანის მოხერხებული დიპლომატიით ქვეყანამ თავიდან აირიდა კონტრიბუციისა და რეპარაციის ვალდებულება;

დ) ტერიტორიული დანაკარგების მიუხედავად, საფრანგეთი კვლავ მნიშვნელოვან ძალად იქნა აღიარებული, რომელსაც ეკისრებოდა
ევროპაში ძალთა ბალანსის პრინციპის დაცვაზე პასუხისმგებლობა.

123
(1) 35. რით იყო მნიშვნელოვანი ვენის კონგრესის შედეგები შვეიცარიისათვის?

ა) ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით, შვეიცარიის ტერიტორიაზე არსებული 19 კანტონი გაერთიანდა ჰელვეციურ კავშირში და
შევიდა პრუსიის შემადგენლობაში;

ბ) ვენის კონგრესმა აღიარა შვეიცარიის სახელმწიფოს ნეიტრალიტეტი;

გ) შვეიცარიის 19 კანტონი გამოიყო ავსტრიის პროტექტორატის სტატუსით, ხოლო ჩრდილოეთში მდებარე სამმა კანტონმა შექმნა
ჰელვეციური კავშირი;

დ) შვეიცარიის კანტონები განაწილდნენ პრუსიისა და ავსტრიის სამეფოებს შორის.

ინსტრუქცია დავალებისათვის № 36.


დავალებაში მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა. უპასუხეთ დასმულ კითხვებს, ხოლო
პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას.
დავალების მაქსიმალური ქულაა 6.

რუკა და კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე

124
125
კითხვები:

(1) 36.1. რომელი დიდი შეიარაღებული დაპირისპირების ერთ-ერთი ეპიზოდი არის ასახული რუკაზე?

ა) I მსოფლიო ომის;

ბ) II მსოფლიო ომის;

გ) ალბანეთ-საბერძნეთის ომის;

დ) II ბალკანური ომის.

(1) 36.2. რუკის მიხედვით, რომელმა სახელმწიფომ დაიწყო საომარი ოპერაციები?

ა) საბერძნეთმა;

ბ) ალბანეთმა;

გ) იტალიამ;

დ) იუგოსლავიამ.

(1) 36.3. რუკის მიხედვით, რომელი ქალაქიდან დაიწყო აგრესორი სახელმწიფოს საწყისი იერიში?

ა) ვლორადან;

ბ) კორჩადან;

გ) დურასიდან;

დ)კასტორიადან.

126
(1) 36.4. რუკის მიხედვით, რომელი სახელმწიფო ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს რუკაზე ასახული საბრძოლო მოქმედებების
მიმდინარეობისას?

ა) ბულგარეთი;

ბ) ალბანეთი;

გ) იუგოსლავია;

დ) თურქეთი.

(1) 36.5. რუკის მიხედვით, კონკრეტულად სად იყო კონცენტრირებული ერთ-ერთი მებრძოლი მხარის ძირითადი თავდაცვითი
რესურსები?

ა) ქალაქ კასტორიასთან;

ბ) ტბა პრესპასთან;

გ) ქალაქ ვლორასთან;

დ) კატარას უღელტეხილზე;

(1) 36.6. რუკის მიხედვით, რა სახის ტერიტორიული ცვლილებები მოჰყვა რუკაზე ასახულ შეიარაღებულ დაპირისპირებას?

ა) ალბანეთმა დაკარგა ტერიტორიის ნაწილი;

ბ) ბერძნებმა გაათავისუფლეს კუნძული კორფუ;

გ) იტალიელთა ხელში გადავიდა ქალაქი კორჩა;

დ) საბერძნეთმა დაკარგა თესალია.

127
ინსტრუქცია დავალებებისათვის № 37.
ყურადღებით წაიკითხეთ დავალება და უპასუხეთ დასმულ კითხვებს.
დავალების მაქსიმალური ქულაა 5.

დავალება37.

1759 წელს სოლომონ I-მა მოიწვია საეკლესიო კრება, რომელზეც მან მღვდელმთავრების თანდასწრებით გავლენიან ფეოდალებს
ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვაზე ფიცი დაადებინა. „ტყვეთა სყიდვა“ კანონით დაიგმო.

კითხვები:

(1) 37.1. დაასახელეთ ამ გადაწყვეტილების ერთი კონკრეტული დემოგრაფიული მიზეზი.

(1) 37.2. დაასახელეთ ამ გადაწყვეტილების ერთი კონკრეტული ეკონომიკური შედეგი.

(1) 37.3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო უარყოფითი შედეგის მომტანი ეს გადაწყვეტილება მეფე სოლომონისა და დიდი
ფეოდალების გარდა და რატომ? თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.

(2) 37.4. საქართველოს ისტორიიდან დაასახელეთ ამის ანალოგიური მოვლენა და დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის
დასასაბუთებლად.

128
ინსტრუქცია დავალებისათვის №38.
ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ისტორიული დოკუმენტი, გაიაზრეთ ტექსტი და უპასუხეთ
კითხვებს.
დავალების მაქსიმალური ქულაა 14.

საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მანიფესტი (ნაწყვეტი)

(თარგმანი გამოქვეყნებულია ჟურნალში „თავისუფალი საქართველო“, 1921 წლის 15 ივნისს)

სოც. პარტიის (საფრ. სექცია მუშათა ინტერნაციონალის) მუდმივი ადმინისტრატიული კომისია მოუწოდებს საფრანგეთის
მუშებს პროტესტი გამოაცხადონ საქართველოს სოციალისტურ დემოკრატიულ რესპუბლიკის დაპყრობის წინააღმდეგ, რომელიც
ჩაიდინა რუსეთის ბოლშევიკურმა მთავრობამ.

ცენტრალური კომიტეტი ბრალს სდებს არა რუს პროლეტარებს, არამედ იმ მთავრობას, რომელიც დღეს მათი სახელით
მოქმედებს. რუსეთის მთავრობამ მოატყუა ევროპის პროლეტარიატი, როცა ამბობდა თითქოს რუსეთი ჩარეული იყო ომში საბჭოთა
სომხეთის მხარის დასაჭერათ საქართველოსთან საზღვრის გამორკვევის დროს. ნამდვილათ კი რუსეთის მთავრობამ საქართველოს
შეასია რუსეთის მეთერთმეტე არმია სწორეთ იმ კონფერენციამდის, რომელზედაც უნდა მოგვარებულიყო საზღვრების საკითხი.

ქართველებმა რაინდულათ გაუმკლავდენ მომხდურს. იმათ უკვე უნდა უკუეგდოთ მტერი, როცა ერთი მეორის მოყოლებით
საქართველოს საზღვრების ოთხ პუნქტზე გამოჩნდა სხვა ოთხი არმია საომრათ მომზადებული, ცოტა მოგვიანებით კი მეხუთე არმიაც,
ეს იყო ოსმალეთის არმია, რომელიც – როგორც პირველი ოთხი – მხოლოდ უცდიდა ნიშანს, რომ სასწრაფოთ თავს დასხმოდა
საქართველოს.

საქართველოს დემოკრატიულ და სოციალისტურ რესპუბლიკას და რუსეთს ხელი ქონდათ მოწერილი საზავო


ხელშეკრულებაზე. საქართველომ შეასრულა თავისი მოვალეობა რუსეთის რესპუბლიკისადმი, როცა მან უარი უთხრა დახმარებაზე
ამ უკანასკნელის მტრებს, სახელდობრ დენიკინს არა თუ შეუწყო ხელი, არამედ კიდეც ეომა მას და მისი ჯარი გაანიარაღა.

129
ქართველმა სოციალისტებმა შექმნეს დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც – ამტკიცებენ ისინი – დაცული იყო მოქალაქეთა
თავისუფლება; მათ მართლაც გაასაზოგადოეს ყველა ის, რის გასაზოგადოება შესაძლებელი იყო ეკონომიურათ ნაკლებ განვითარებულ
ქვეყანაში, ვინემ ევროპაა; მათ ააგეს ნორჩ რესპუბლიკაში პოლიტიკური ძალა-სიმაგრე საყოველთაო საარჩევნო უფლებაზე და მუშათა
და გლეხთა თავისუფლათ არჩეულ პარლამენტის სახელმწიფოებრივ კონტროლზე, – და მისი ეკონომიური ძალა თავისუფალ
სინდიკატების თანამშრომლობაზე. ამ ნაირათ აშენებული და ასეც ცხოველი საქართველოს რესპუბლიკა გახდა ბოლშევიკებისათვის
აუტანელი, როგორც მათი მამხილებელი ფაქტი.

განვაცხადოთ პროტესტი მის გადასარჩენათ.

დარწმუნებული საქართველოს ხალხის უფლებაში იმ განცხადებებით, რომელიც გადმოგვცა ამხანაგმა ჟორდანიამ,


საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ და წერეთელმა – იმ პირმა, რომელმაც დიდებული როლი ითამაშა 1917 წლის მარტის
რუსეთის რევოლუციაში, ცენტრალური კომიტეტი მათთან ერთათ მოითხოვს საქართველოს დაცლას რუსის ჯარის კაცებისა და
მოხელეებისაგან.

ამას გარდა ცენტრალური კომიტეტი სიამოვნებით ეგებება საქართველოს ს-დემოკრატიულ პარტიის 3 000 წარმომადგენელთა
მიერ ეხლახან თფილისში მიღებულ შემდეგ წინადადებას: „ჩვენი სურვილია შესდგეს შერეული კომისია ევროპის მუშათა მოძრაობის
ორ მიმდინარეობისაგან – სოციალისტურისა და კომუნისტურისაგან – რომლის კონტროლს ქვეშ მოხდება საქართველოში
თავისუფალი არჩევნები მშრომელი ხალხის ნების გამოსახატავათ. ამ კომისიის შემადგენლობის შესახებ სოც.-დემ პარტიის
ცენტრალური კომიტეტი შეუთანხმდება კომუნისტურ პარტიას“.

კითხვები:

(1) 38.1. დოკუმენტის მიხედვით, რომელი დიდი საერთაშორისო გაერთიანების დანაყოფს წარმოადგენდა საფრანგეთის
სოციალისტური პარტია?

(1) 38.2. დოკუმენტის მიხედვით, კონკრეტულად ვის სდებდა ბრალს საფრანგეთის სოციალისტური პარტია საქართველოს წინააღმდეგ
ჩადენილ ქმედებებში?

(1) 38.3. დოკუმენტის მიხედვით, რა საბაბით ჩაერია რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში, რითაც შეცდომაში შეიყვანა ევროპის
პროლეტარიატი?

130
(1) 38.4. დოკუმენტის მიხედვით, რა ლეგიტიმური პროცედურა იყო დაგეგმილი საქართველო-სომხეთს შორის სასაზღვრო დავის
გადაწყვეტის მიზნით?

(1) 38.5. დოკუმენტის მიხედვით, რომელი სახელმწიფოების წინააღმდეგ მოუწია საქართველოს რესპუბლიკას საომარ მოქმედებებში
ჩაბმა?

(1) 38.6. დოკუმენტის მიხედვით, რა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველო გულმოდგინედ იცავდა საერთაშორისო შეთანხმებით
ნაკისრ ვალდებულებებს?

(2) 38.7. თქვენი აზრით, რას შეიძლება გულისხმობს დოკუმენტში ნახსენები ტერმინი „განსაზოგადოება“ და რა შეიძლება ყოფილიყო
„განსაზოგადოების“ ობიექტი?

(2) 38.8. დოკუმენტის მიხედვით, კონკრეტულად რას ეფუძნებოდა საქართველოს რესპუბლიკის პოლიტიკური და ეკონომიკური
განვითარება?

(2) 38.9. დოკუმენტის მიხედვით, რომელი ქართველი პოლიტიკოსებთან თანამშრომლობდნენ ფრანგი სოციალისტები და რას
მოითხოვდნენ ისინი ერთობლივად?

(2) 38.10. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს რომელი პოლიტიკური პარტიის წინადადებას ეხმაურება საფრანგეთის
სოციალისტური პარტია და რას გულისხმობდა ეს წინადადება?

131
ვარიანტი VII

ინსტრუქცია დავალებებისათვის № 1-35.


თითოეულ შეკითხვას ახლავს ოთხი სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია სწორი.
თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.

(1) 1. რას უწოდებდნენ ხელისუფლებას, რომლის სათავეშიც კარიკატურაზე სიმბოლურად გამოსახული პირი მართავდა?

ა) დირექტორიას;

ბ) მეორე რესპუბლიკას;

გ) ივლისის მონარქიას;

დ) ვაიმარის რესპუბლიკას.

132
(1) 2. რომელ გახმაურებულ საქმეს უკავშირდებოდა ილუსტრაციაზე წარმოდგენილი საგაზეთო სტატია?

ა) გენერალ ბულანჟეს საქმეს;

ბ) დრეიფუსის საქმეს;

გ) საფრანგეთის სამარცხვინო მარცხს პრუსიასთან ომში;

დ) პანამის არხის კრიზისს.

(1) 3. რომელი ისტორიული პროცესის მიმდინარეობა არის სიმბოლურად ასახული კარიკატურაზე?

ა) ავსტრიის მიერ იტალიური სამეფო სამთავროების დაპყრობის;

ბ) იტალიის გაერთიანების;

გ) პიემონტის მიერ ნიცისა და სავოის საჰერცოგოების ანექსიის;

დ) პარიზის კონფერენციაზე იტალიის დანაწილების.

133
(1) 4. რომელია მართებული მსჯელობა ილუსტრაციაზე ასახული ვითარების შესახებ?

ა) ბისმარკი ემზადებოდა საფრანგეთთან ომისათვის და ცდილობდა მოკავშირის შეძენას გაერთიანებული იტალიის მეფე ვიქტორ
ემანუელე II-ის სახით;

ბ) საგარეო პოლიტიკის საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო იმპერატორმა ვილჰელმ II-მ ბისმარკი თანამდებობიდან
გაათავისუფლა;

გ) ბისმარკი ცალ-ცალკე ხვდებოდა გერმანული სამეფო-სამთავროების მმართველებს და ცდილობდა მათ შეყვანას


ჩრდილოგერმანულ კავშირში;

დ) სედანთან განცდილი მარცხის შემდეგ საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ III ტყვედ ჩაუვარდა პრუსიელებს, რის შემდეგაც
შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

134
(1) 5. რომელი მსჯელობა არის მართებული ილუსტრაციაზე ასახული ისტორიული მოვლენის შესახებ?

ა) იაპონიასთან განცდილი მარცხითა და გამწვავებული სასურსათო კრიზისით უკმაყოფილო რუსეთის მოსახლეობა იმპერატორის
გადადგომას მოითხოვდა;

ბ) იმპერატორმა ალექსანდრე II-მ რუსეთში მრავალი რეფორმა გაატარა, რომელთაგან ერთ-ერთი ბატონყმობის გაუქმება იყო;

გ) ქვეყანაში დაწყებული არეულობით შეშინებულმა იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ ამბოხებულებს წარუდგინა მანიფესტი, რომლითაც
ის რეპრესიების შეწყვეტისა და ახალი კონსტიტუციის მიღების პირობას დებდა;

დ) იმპერატორი ნიკოლოზ I სასტიკად გაუსწორდა ამბოხებულ დეკაბრისტებს, რომლებიც საჯაროდ დასაჯა სიკვდილით.

(1) 6. რომელი არის მართებული მსჯელობა კრწანისის ბრძოლის შედეგების შესახებ?

ა) ქართველთა ჯარმა უკან დაიხია, თბილისში გამაგრდა და ორი თვის განმავლობაში უმკლავდებოდა სპარსელების ალყას;

ბ) აღა-მაჰმად-ხანი დამარცხდა და სპარსეთში გაბრუნდა;

გ) მეფე ერეკლე დამარცხდა, სპარსელებმა თბილისი ააოხრეს და ათასობით ქართველი ტყვედ წაასხეს;

დ) ბრძოლაში სპარსელებმა გაიმარჯვეს, თუმცა, წინ სვლა ვეღარ მოახერხეს და აზერბაიჯანში გადავიდნენ.
135
(1) 7. რა უკავშირდება ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII-ს სახელს?

ა) მან მოაკვლევინა საკუთარი ნახევარძმა, ოპოზიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თეიმურაზი;

ბ) მან ვერ გაუძლო ოპოზიციის ზეწოლას და 1799 წელს ტახტიდან გადადგა;

გ) მან სახელმწიფოთა შორის ხელშეკრულების ახალი პროექტი გაუგზავნა რუსეთის იმპერატორს;

დ) 1800 წელს მან წერილით მიმართა სპარსეთის მმართველ ფათალი-შაჰს, რომელში მხარდაჭერის სანაცვლოდ ქვეშევრდომობის
აღიარებას ჰპირდებოდა.

(1) 8. რა ჩანაფიქრი ედო საფუძვლად იმპერატორ პავლე I-ის მიერ გაცემულ საიდუმლო მითითებას, შეეფერხებინათ ქართლ-კახეთის
ახალი მეფის კურთხევა გიორგი XII-ს გარდაცვალების შემთხვევაში?

ა) პავლე I-ს განზრახული ჰქონდა ქართლ-კახეთი იმერეთის სამეფოსათვის მიეერთებინა;

ბ) აეყვანა გიორგი XII-ს ნახევარძმა, დარეჯანის ძე ალექსანდრე;

გ) იმპერატორს განზრახული ჰქონდა ქართლ-კახეთში მეფობის გაუქმება;

დ) პავლე I-ს სურდა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულება ძალაში შესულიყო ქართლ-კახეთის ახალი მეფის კურთხევის შემდეგ.

(1) 9. რა იყო იმერეთის მეფე სოლომონ II-ის ძირითადი საგარეო პოლიტიკური მიზანი?

ა) სოლომონ II-ის მიზანი იყო თურქეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების დადება, რაც მას გურიისა და სამეგრელოს სამთავროების
შემოერთების საშუალებას მისცემდა;

ბ) სოლომონ II -ს სურდა გიორგიევსკის ტრაქტატის მსგავსი პირობებით რუსეთის მფარველობაში შესვლა;

გ) სოლომონ II ცდილობდა, მჭიდრო კავშირების დამყარებას ევროპულ სახელმწიფოებთან, ძირითადად გერმანიასა და


საფრანგეთთან;

დ) სოლომონ II მიზნად ისახავდა ქართლ-კახეთის სამეფოსთან შეერთებას და ამ გზით ქვეყნის დაცვას სპარსეთ-ოსმალეთის
აგრესიისაგან.

136
(1) 10. რომელი არის მართებული მსჯელობა რუსეთის მფარველობაში შესული სამეგრელოს მთავრის უფლებრივი სტატუსის
შესახებ?

ა) მთავარი ინარჩუნებდა შემოსავლების კონტროლისა და ჯარის ყოლის უფლებას;

ბ) მთავრის ძალაუფლება შემოიფარგლებოდა საშინაო მმართველობითა და სამართალწარმოებით;

გ) მთავარი უფლებამოსილი იყო, სხვა სახელმწიფოებთან გაეფორმებინა არასამხედრო ხასიათის ხელშეკრულებები;

დ) სამეგრელოში რუსეთის საჯარისო ნაწილების შემოსვლა დაიშვებოდა მხოლოდ მთავრის თანხმობის შემთხვევაში.

(1) 11. რომელი არ არის მართებული მსჯელობა XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოში დამყარებული რუსული საოკუპაციო
მმართველობის შედეგების შესახებ?

ა) ხშირი იყო რუსი მოხელეების თავხედობა და თვითნებურად გადასახადების დაკისრება მათი სხვადასხვა საჭიროებისათვის;

ბ) გაიზარდა გადასახადები, რომელიც ხმარდებოდა რუსული საოკუპაციო ჯარის გამოკვებას;

გ) საქართველოს თავადაზნაურობამ სამსახური და შემოსავალი დაკარგა;

დ) რუსი მოხელეები შედარებით რბილად იქცეოდნენ აფხაზეთის სამთავროში, სადაც მათ ადგილობრივი მოსახლეობის
კეთილგანწყობა სჭირდებოდათ.

(1) 12. რა გახდა კახეთის 1812 წლის აჯანყების მიზეზი?

ა) რუსი ჯარისკაცების ძალადობა მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ უარი განაცხადა პურის დაბალ ფასში მიყიდვაზე;

ბ) რუსი მოხელეების მიერ ადგილობრივი გლეხების მიმართ გამოტანილი უსამართლოდ მკაცრი განაჩენი;

გ) რუსი ჯარისკაცების მიერ ერთ-ერთი თავადის საკარმიდამო მამულის დარბევა;

დ) ადგილობრივ მოსახლეობაზე თვითნებურად დაწესებული მაღალი გადასახადი. 346

137
(1) 13. რას წარმოადგენდა თავის არსით ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანისა და სხვა ქართველი პატრიოტების მიერ 1830
წელს შედგენილი დოკუმენტი - „აქტი გონიური“?

ა) საქართველოს დამოუკიდებლობის მანიფესტს;

ბ) დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციის პროექტს;

გ) საქართველოში ანტირუსული აჯანყების სამოქმედო გეგმას;

დ) ფარული საზოგადოების წესდებას.

(1) 14. საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე რომელ მოვლენაზე ამყარებდნენ იმედს ქართველი პატრიოტები XIX საუკუნის 30-იან
წლების დასაწყისში?

ა) რუსეთ-ირანის ომზე;

ბ) პოლონეთში მიმდინარე აჯანყებაზე;

გ) საფრანგეთში მომხდარ ივლისის რევოლუციაზე;

დ) რუსეთში მიმდინარე კაზაკთა აჯანყებაზე.

(1) 15. რუსეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე ჩამოყალიბებულ მმართველობის სისტემაში, რა ეწოდებოდა მსხვილ უწყებრივ
ერთეულს, რომელიც კონკრეტულ სფეროს განაგებდა?

ა) ექსპედიცია;

ბ) დეპარტამენტი;

გ) სექცია;

დ) სამინისტრო.

138
(1) 16. რომელი არის მართებული მსჯელობა მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის საქართველოში მოღვაწეობის შედეგების შესახებ?

ა) ქართული საზოგადოების ელიტა მალევე მიუხვდა ჩანაფიქრს რუს მეფისნაცვალს, ნელ-ნელა მისგან დისტანცირება დაიწყო;

ბ) კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებმა ვორონცოვს ვერ მოუტანა პოპულარობა, რადგან საზოგადოების უდიდესი ნაწილი
რეჟიმის სისასტიკისგან იტანჯებოდა;

გ) ვორონცოვმა შეძლო საქართველოს თავადაზნაურობის ნდობის მოპოვება და მათი გადაქცევა რუსეთის ერთგულ
ქვეშევრდომებად;

დ) კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებთან ერთად, ვორონცოვმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმები განახორციელა,


რამაც მას ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოუტანა.

(1) 17. რა ეწოდებოდა 1864 წლის რეფორმის შედეგად რუსეთის გუბერნიებსა და მაზრებში შექმნილ თვითმმართველობის არჩევით
ორგანოებს?

ა) ერობა;

ბ) საკრებულო;

გ) ვეჩე;

დ) დუმა.

(1) 18. რომელი არ არის მართებული მსჯელობა 1812 წელს დადებული ბუქარესტის ზავის შესახებ?

ა) ოსმალეთი ცნობდა ქართლ-კახეთის სამეფოსა და იმერეთის, გურიისა და აფხაზეთის სამთავროების გადასვლას რუსეთის
შემადგენლობაში;

ბ) სამეგრელოს სამთავრო და აჭარა რჩებოდა ოსმალეთის პროტექტორატის ქვეშ;

გ) რუსეთს გადაეცემოდა შავი ზღვის სანაპირო სოხუმიდან რედუტ კალამდე;

დ) თურქეთს უბრუნდებოდა ომის დროს რუსეთის მიერ დაკავებული ანაპა, ფოთი და ახალქალაქი.
139
(1) 19. რა შედეგები მოიტანა 1829 წლის ადრიანოპოლისის ზავმა საქართველოსთვის?

ა) ზავის პირობების თანახმად, სამხრეთ საქართველო ოსმალეთის შემადგენლობაში გადავიდა;

ბ) რადიკალურად შეიცვალა სამხრეთ საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა, რადგან გამაჰმადიანებული


ქართველების უმრავლესობა ოსმალეთში გადასახლდა;

გ) სამხრეთ საქართველოში რუსებმა დაიწყეს ადგილობრივი მოსახლეობის აყრა და შუა აზიაში გადასახლება;

დ) რუსეთმა იკისრა ვალდებულება, სამხრეთ საქართველოში ჩაესახლებინა ოსმალეთიდან დევნილი სომხები, რამაც რადიკალურად
შეცვალა ეთნიკური თანაფარდობა ამ კუთხეში.

(1) 20. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ შეუწყო ხელი ევროპაში კონსერვატიზმის ჩასახვასა და გავრცელებას?

ა) აბსოლუტური ძალაუფლებით აღჭურვილი მონარქებისა და სამეფოს კარის წევრების მხრიდან ხელისუფლების ბოროტად
გამოყენებამ და ადამიანის უფლებების უგულებელყოფამ;

ბ) კონსერვატიზმის გავრცელება ძირითად იყო რეაქცია საფრანგეთის დიდი რევოლუციის საშინელებებზე - ტერორზე,
სისხლისღვრასა და ანარქიაზე;

გ) სამეფო კარისა და სახელმწიფო ინსტიტუტების უუნარობამ, განეხორციელებინათ საჭირო პოლიტიკური და სოციალური


რეფორმები;

დ) მმართველი ელიტის ხელში ქონების დიდი ნაწილის კონცენტრაციამ წარმოშვა მისი თანაბრად განაწილებისა და ამისი
უზრუნველმყოფელი სახელმწიფო აპარატის რეფორმის იდეა.

140
(1) 21. რა ცვლილებები შევიდა საფრანგეთის საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში 1830 წლის ივლისის რევოლუციის შემდეგ?

ა) ლუი-ფილიპე დაუახლოვდა პრუსიასა და რუსეთს, თუმცა, ამის შედეგად გაუარესდა საფრანგეთის ურთიერთობა დიდ
ბრიტანეთთან;

ბ) წინამორბედების მსგავსად, ლუი-ფილიპე მჭიდრო ურთიერთობებს ინარჩუნებდა ევროპის დიდ მონარქიებთან და არ ერეოდა
მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებში;

გ) ლუი-ფილიპემ აირჩია მკაფიოდ გამოხატული იზოლაციონიზმისა და მიუმხრობლობის კურსი და არ ერეოდა საერთაშორისო


პოლიტიკაში;

დ) ლუი-ფილიპე დაუახლოვდა ინგლისს, სადაც ასევე საპარლამენტო წყობა არსებობდა.

(1) 22. რა ზომებს მიმართა ნიდერლანდების მეფე ვილჰელმ I -მა მას შემდეგ, რაც აჯანყებულმა ბელგიელებმა საკუთარი დროებითი
მთავრობა ჩამოაყალიბეს?

ა) მან დახმარებისთვის ევროპულ სახელმწიფოებს მიმართა, რომლებმაც 1830 წლის მარტში პარიზის კონფერენციაზე გადაწყვიტეს
საკითხის საყოველთაო რეფერენდუმზე გატანა;

ბ) მან დასახმარებლად ავსტრიის მეფეს მიმართა, რომლის სამხედრო ჩარევის შედეგად ნიდერლანდის სამეფომ მოახერხა ბელგიის
ტერიტორიის დროებით შენარჩუნება;

გ) მისი თხოვნით 1830 წლის ზამთარში მოწვეულ იქნა ლონდონის კონფერენცია, რომელზეც დიდმა ევროპულმა სახელმწიფოებმა
ბელგია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარეს;

დ) მისი თხოვნით საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპემ რამდენიმე სამხედრო კორპუსი გადაისროლა მეზობელ სახელმწიფოში, რამაც
მდგომარეობა დროებით განმუხტა.

141
(1) 23. რა გახდა 1830 წლის ნოემბერში პოლონეთის არმიაში დაწყებული ანტირუსული აჯანყების მთავარი მიზეზი?

ა) რუსეთის იმპერიის დამატებითი სამხედრო ნაწილების შეყვანა ვარშავაში;

ბ) იმპერატორ ნიკოლოზ I-ის გადაწყვეტილება, გაეუქმებინა პოლონეთის არმია;

გ) იმპერატორ ნიკოლოზ I-ის გადაწყვეტილება, რუსეთის შემადგენლობაში ძალადობრივად შეეყვანა თავისუფალი ქალაქი გდანსკი;

დ) პოლონელი ოფიცრების მასობრივი დათხოვნა.

(1) 24. რამდენად წარმატებული იყო 1848 წელს დროებითი მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა პარიზში ეროვნული
სახელოსნოების შექმნისა და მოქალაქეთა დასაქმების შესახებ?

ა) ეროვნული სახელოსნოები რამდენიმე წლის განმავლობაში განაგრძობდნენ ფუნქციონირებას, რამაც დროებით შეამსუბუქა
ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური წნეხი;

ბ) გეგმამ ვერ გაამართლა და სახელოსნოები იმავე წლის ივნისში დაიხურა. სახელოსნოებში დასაქმებულ მუშებს კი ეროვნულ
გვარდიაში სამსახური შესთავაზეს;

გ) გეგმამ წარმატებით იმუშავა და მსგავსი სახელოსნოები გაიხსნა დიდ ადმინისტრაციულ ცენტრებში (ლიონი, ბორდო, მარსელი და
სხვა);

დ) კომისიის მიერ შემუშავებული ეროვნული სახელოსნოების შექმნის იდეა მალევე უარყოფილი იქნა დროებითი მთავრობის მიერ.

(1) 25. რა შედეგით დასრულდა 1848 წლის მარტში ბერლინში დაწყებული შეიარაღებული გამოსვლები?

ა) მეფე გადადგა და ბერლინში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდა;

ბ) მეფის ჯარებმა აჯანყება ჩაახშეს, ხოლო, მისი ორგანიზატორი ლანდტაგის წევრები დააპატიმრეს;

გ) მეფე დათმობაზე წავიდა: მან ჯარები ქალაქიდან გაიყვანა და მოსახლეობას საყოველთაო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას
დაჰპირდა;

დ) მეფემ მოახერხა ამბოხებულებთან შეთანხმება და ტახტზე უარი თქვა მისი ვაჟის ვილჰელმ I-ის სასარგებლოდ.
142
(1) 26. რით განსხვავდებოდა XIX საუკუნის 40-იანი წლების ავსტრიის რევოლუციური მოძრაობა სხვა ევროპულ სახელმწიფოებში
მიმდინარე პროცესებისაგან?

ა) ავსტრიის მონარქიული რეჟიმისათვის დამახასიათებელი ცალკეული თავისებურებების გარდა, რევოლუციურ მოძრაობათა შორის
არსებითი სხვაობა არ ყოფილა;

ბ) ავსტრიაში მოძრაობამ უფრო ორგანიზებული და მიზანზე ორიენტირებული ხასიათი შეიძინა, რამაც განაპირობა კიდეც
მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა;

გ) სოციალური და სამოქალაქო უფლებების გარდა, მოძრაობა მიმართული იყო იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრები ცალკეული
ერების ეროვნული დამოუკიდებლობისა და ავსტრიის ბატონობისაგან განთავისუფლებისკენაც;

დ) სხვა ევროპულ სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, ავსტრიაში რევოლუციურ მოძრაობას ნოყიერი ნიადაგი დახვდა არა მხოლოდ
საზოგადოებაში, არამედ უშუალოდ მმართველ ელიტაშიც.

(1) 27. სხვა მიზეზებს შორის, რა განაპირობებდა აშშ-ს ჩრდილოეთ და სამხრეთ შტატებს შორის მონობისადმი განსხვავებულ
დამოკიდებულებას XIX საუკუნის დასაწყისში?

ა) ჩრდილოეთის შტატების მკაცრი რელიგიური ღირებულებებით მცხოვრები მოქალაქეები მიუღებლად თვლიდნენ მონობის
არსებობას;

ბ) სამხრეთის შტატების შედარებით გრილი კლიმატი და წვრილფერმერული მეურნეობების არსებობა არ საჭიროებდა მონების
შრომის გამოყენებას;

გ) გარემოებათა თანხვედრის წყალობით, ჩრდილოეთის შტატებში მონების რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე სამხრეთში,
რაც მონური შრომის გამოყენებას აქტუალობას უკარგავდა;

დ) ეკონომიკურად ძლიერი ჩრდილოეთის შტატების მზარდი მეურნეობა განაპირობებდა მონურ შრომაზე მზარდ მოთხოვნილებას.

143
(1) 28. რას გულისხმობდა 1820 წელს მიღწეული „მისურის კომპრომისი?“

ა) ამ შეთანხმებით მონათმფლობელობა დაშვებული იქნა მისურისა და არკანზასის ტერიტორიაზე, თუმცა ის აიკრძალა მისურის
დასავლეთით და ჩრდილოეთით;

ბ) მისური აღიარებულ იქნა მონათმფლობელურ შტატად, თუმცა, შეთანხმებაში ჩაიდო დათქმა, რომ ამიერიდან მონათმფლობელობა
აკრძალული იქნებოდა შემდგომში შემოერთებულ ნებისმიერ ტერიტორიაზე;

გ) შეთანხმების თანახმად მისური ცხადდებოდა მონობისგან თავისუფალ შტატად, სამაგიეროდ მონათმფლობელობა დაიშვა ახლად
მიღებულ მენის შტატში;

დ) ამ შეთანხმებით შენარჩუნდა აქამდე არსებული სტატუს-კვო, ხოლო მისურის შტატს მიეცა უფლება, თავად განესაზღვრა
მონობასთან დაკავშირებული საკითხი.

(1) 29. რომელი იყო ამერიკის სამოქალაქო ომში ჩრდილოეთის გამარჯვების პირდაპირი შედეგი?

ა) კონფედერაციაში შემავალ შტატებს აეკრძალათ სამხედრო ძალების ყოლის უფლება და დაუწესდათ კონტრიბუცია რამდენიმე
მილიარდ დოლარს ოდენობით;

ბ) კონსტიტუციაში შევიდა მე-13 დამატება, რომელიც კრძალავდა მონობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე;

გ) მიღწეული იქნა შეთანხმება მონობის საკითხის საყოველთაო რეფერენდუმის გზით გადაწყვეტის შესახებ;

დ) კონფედერაციის შემადგენლობაში შემავალი შტატები ადმინისტრაციულად დაექვემდებარა ფედერალურ მთავრობას.

(1) 30. რა იქცა 1870 წელს საფრანგეთ-პრუსიის ომის უშუალო საბაბად?

ა) პრუსიის მეფე ვილჰელმ I-ის გადაწყვეტილება, ესპანეთის ვაკანტურ ტახტზე დაესვა პრინცი ლეოპოლდ ჰოენცოლერნი;

ბ) პრუსიის მეფე ვილჰელმ I ის გადაწყვეტილება, შეჭრილიყო იტალიაში;

გ) ე.წ. „ემსის დეპეშა“ - ოტო ფონ ბისმარკის მიერ განზრახ დამახინჯებული პროვოკაციული წერილი;

დ) ბერლინში საფრანგეთის ელჩის, ბენედეტის „პერსონა ნონგრატად“ გამოცხადება და ქვეყნიდან გაძევება.

144
(1) 31. ვინ იყვნენ იუნკერები პრუსიაში?

ა) სამეფო ოჯახის წევრები, რომლებიც ფლობდნენ დიდ მამულებს და განუსაზღვრელ ადმინისტრაციულ ძალაუფლებას;

ბ) სამხედრო სასწავლებლების სტუდენტები და კურსდამთავრებულები;

გ) მსხვილი სამრეწველო ბურჟუაზიის წარმომადგენლები;

დ) მიწათმფლობელი არისტოკრატიის წარმომადგენლები.

(1) 32. რომელი მსჯელობა არის მართებული 1866 წლის პრუსია-ავსტრიის ომის შედეგების შესახებ?

ა) სადოვას ბრძოლაში ტყვედ ჩავარდა ავსტრიის იმპერატორი ფრანც იოსები, რომელიც ევროპული სახელმწიფოებისა და რომის
პაპის ჩარევით, დიდი გამოსასყიდის ფასად იქნა დახსნილი ტყვეობიდან;

ბ) პრაღის საზავო ხელშეკრულების თანახმად, დამარცხებულ ავსტრიას აეკრძალა რეგულარული არმიის ყოლა;

გ) პრაღის საზავო ხელშეკრულების თანახმად, ომში გამარჯვებულმა პრუსიამ შეიერთა ჰანოვერი, ჰესენ-კასელი, შლეზვიგ-
ჰოლშტაინი, ნასაუ და ფრანკფურტი;

დ) ფრანკფურტის ზავის შესაბამისად, ავსტრიას დაეკისრა კონტრიბუცია მილიარდი ოქროს ფრანკის ოდენობით იმ დათქმით, რომ
მის გადახდამდე პრუსიის ჯარები დარჩებოდნენ ავსტრიის ტერიტორიაზე.

(1) 33. მოცემულ მსჯელობათაგან, რომელი ადასტურებს კოლონიური პოლიტიკისადმი ბისმარკის ნეგატიურ დამოკიდებულებას?

ა) საფრანგეთ-პრუსიის ომის დასრულების შემდეგ ბისმარკმა უარყო ავსტრიის იმპერატორის შეთავაზება საფრანგეთის კოლონიური
სამფლობელოების განაწილების თაობაზე;

ბ) დიდი ბრიტანეთი დიდი ხნის განმავლობაში სთავაზობდა პრუსიას ოკეანეთის კუნძულების ერთობლივ კოლონიზაციას, რაც,
ბისმარკის მკვეთრად უარყოფითი პოზიციის გამო, უარყოფილ იქნა;

გ) ბისმარკის გადაწყვეტილებით, XIX საუკუნის 70-იან წლებში გერმანიის ყოფილი კოლონიური სამფლობელოები სამხრეთ-
აღმოსავლეთ აზიაში გაცვლილი იქნა ხმელთაშუა ზღვაში არსებულ ერთ-ერთ კუნძულზე;

დ) 1864 წელს ბისმარკმა უარყო დანიის შეთავაზება, შლეზვიგის სანაცვლოდ მიეღო დანიის კოლონიური სამფლობელო ვესტ
ინდოეთში.
145
(1) 34. სხვა ფაქტორებთან ერთად, რა უშლიდა ხელს იტალიის რეალურ გაერთიანებას?

ა) იტალიის მოსახლეობის ეთნიკური სიჭრელე;

ბ) სამხრეთ და ჩრდილოეთ რაიონებს შორის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით არსებული მკვეთრი განსხვავებები;

გ) იტალიის სხვადასხვა რეგიონში ტრადიციების, ადათისა და საზოგადოებრივი თვითორგანიზების ფორმების განსხვავებულობა;

დ) ცენტრალური იტალიისა და სიცილიის მოსახლეობაში ფესვგადგმული დამოუკიდებლობის საუკუნოვანი ტრადიცია.

(1) 35. რა გახდა XIX საუკუნის 70-იან წლებში „თერგდალეულთა“ მოძრაობაში განხეთქილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი?

ა) ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთოდებზე შეუთანხმებლობა;

ბ) სოციალურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა;

გ) საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხებზე შეუთანხმებლობა;

დ) „თაობათა“ შორის კონფლიქტი.

ინსტრუქცია დავალებისათვის № 36.


დავალებაში მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა. უპასუხეთ დასმულ კითხვებს, ხოლო
პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას.
დავალების მაქსიმალური ქულაა 6.

146
147
კითხვები:

(1) 36.1. რომელი დიდი იმპერიის რღვევის პროცესი არის ასახული რუკაზე?

ა) ოსმალეთის;

ბ) ლათინთა;

გ) ბიზანტიის;

დ) რომის.

(1) 36.2. რიგით რომელი ჯვაროსნული ლაშქრობა არის ასახული რუკაზე?

ა) პირველი;

ბ) მეორე;

გ) მესამე ;

დ) მეოთხე.

(1) 36.3. რუკის მიხედვით, ჩამოთვლილთაგან რომელია რუკაზე ასახული ჯვაროსნული ლაშქრობის ერთ-ერთი შედეგი?

ა) ჯვაროსნებმა აიღეს კონსტანტინოპოლი;

ბ) ჯვაროსნებმა აიღეს კუნძული კორფუ;

გ) ჯვაროსნებმა დაამარცხეს ოსმალები გალიპოლის ბრძოლაში;

დ) ჯვაროსნებმა დააარსეს ახალი პოლიტიკური ერთეულები ახლო აღმოსავლეთში.

148
(1) 36.4. რუკის მიხედვით, რომელი ქალაქი აღმოჩნდა აღმოსავლეთიდან მოსული დამპყრობლების ხელში ყველაზე ადრე?

ა) ადრიანოპოლი;

ბ) ნიკეა;

გ) გალიპოლი;

დ) ნიკომედია.

(1) 36.5. რუკის მიხედვით, რომელ სახელმწიფოს გავლენის ქვეშ იმყოფებოდა დიდი იმპერიის დაშლის შედეგად შექმნილი
პოლიტიკური ერთეული, რომელმაც ყველაზე ადრე შეწყვიტა არსებობა?

ა) ლათინთა იმპერიის;

ბ) ვენეციის;

გ) ნიკეის იმპერიის;

დ) ეპირის დესპოტატის.

(1) 36.6. რუკის მიხედვით, რომელ ქალაქთან ბრძოლაში დამარცხდა რუკაზე მწვანე ფერით აღნიშნული სახელმწიფო?

ა) ქონიასთან;

ბ) ადრიანოპოლთან;

გ) ანკარასთან;

დ) ფილადელფიასთან.

149
ინსტრუქცია დავალებებისათვის № 37.
ყურადღებით წაიკითხეთ დავალება და უპასუხეთ დასმულ კითხვებს.
დავალების მაქსიმალური ქულაა 5.

1808 წელს აშშ-ს კონგრესმა აკრძალა მონებით ვაჭრობა და ახალი მონების შემოყვანა ქვეყნის ტერიტორიაზე. დაიწყო დაპირისპირება
ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატებს შორის.

კითხვები:

(1) 37.1. დაასახელეთ ამ დაპირისპირების ერთი კონკრეტული ეკონომიკური მიზეზი.

(1) 37.2. დაასახელეთ ამ დაპირისპირების ერთი კონკრეტული პოლიტიკური შედეგი.

(1) 37.3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს დაპირისპირება აშშ-ს კონგრესისა და
მონათმფლობელების გარდა და რატომ? თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.

(2) 37.4. იმერეთის სამეფოს ისტორიიდან დაასახელეთ ანალოგიური მოვლენა და დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის
დასასაბუთებლად.

150
ინსტრუქცია დავალებისათვის №38.
ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ისტორიული დოკუმენტი, გაიაზრეთ ტექსტი და უპასუხეთ
კითხვებს. დავალების მაქსიმალური ქულაა 14.

ნაწყვეტი საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა დეკლარაციიდან

საქართველო ორი ათასი წელი არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. 1783 წელს საქართველოს მეფე ერეკლე
მეორემ სპარსთა და ოსმალთა მუდმივი შემოსევით შევიწროებულმა, რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე მეორესთან დადო
ხელშეკრულება, რომლითაც საქართველო თავისი ნებითვე რუსეთის პროტექტორატს აღიარებდა, ხოლო უკანასკნელი
ვალდებულებას კისრულობდა საქართველოს გარეშე მტერთა მოგერიებაში დახმარებოდა და მისი სახელმწიფოებრივი მართველობა
ხელუხლებლათ დაეცვა.

1801 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა დაარღვია 1783 წლის ხელშეკრულება და საქართველო რუსეთის
პროვინციათ გამოაცხადა. ამ ძალდატანებითი აქტის წინააღმდეგ თავის დროზე პროტესტი განაცხადა ევროპულმა სახელმწიფოებმა,
რომელთაც არც შემდეგ დაუდასტურებიათ საქართველოს ანექსია. ქართველი ერი ამ ანექსიის წინააღმდეგ ამხედრდა და მთელი
საუკუნის განმავლობაში მრავალი აჯანყებით და რევოლუციონური აქტით უპასუხებდა რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას
საქართველოს მიმართ. რუსეთის რევოლუციის პროცესში, როცა მეფის იმპერია შემდგენელ ნაწილებათ დაირღვა, საქართველომ
აღიდგინა თავისი დამოუკიდებლობა. დემოკრატიული წესით არჩეულმა დამფუძნებელმა კრებამ შეიმუშავა რესპუბლიკის
კონსტიტუცია და დაამკვიდრა სახელმწიფოებრივი წესრიგი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა „დე იურეთ“ იცვნეს მოწინავე სახელმწიფოებმა. თვით
საბჭოთა რუსეთმა 1920 წელს 7 მაისს ხელშეკრულებით ყოველივე პირობის გარეშე აღიარა საქართველოს სრული სუვერენობა.
მიუხედავათ ამისა 11 თებერვალს 1921 წელს საბჭოთა რუსეთი ომის გამოუცხადებლათ შემოესია დამოუკიდებელ საქართველოს.
ქართველმა ერმა ერთსულოვანი წინააღმდეგობით გასცა პასუხი, მაგრამ მოკლებული საკმაო იარაღს, ის ომში ძლეულ იქმნა.
საქართველოში სამხედრო საოკუპაციო რეჟიმი დამკვიდრდა, დემოკრატიული წყობილებების ნაცვლათ საბჭოთა რუსეთის მიერ
დანიშნულ საქართველოს რევკომისა და ჩეკის დიქტატურა დაწესდა.

151
ოკუპანტებმა გაძარცვეს მთელი საქართველო, მიანგრ-მოანგრიეს მიმოსვლის საშუალებანი, მრეწველობა გაანადგურეს და წესიერი
აღებ-მიცემლობის პირობები მოსპეს. მთელი ქართველი ერი და საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტია რუსეთის სამხედრო
ოკუპაციას ებრძვის... საოკუპაციო მართველობამ ამოძრავებული ხალხის წინააღმდეგ იარაღს მიმართა და რეპრესიები უკიდურესად
გააძლიერა. ბრძოლა გრძელდება და მდგომარეობა დღითი-დღე რთულდება. რუსეთის საოკუპაციო ჯარის მართველობა ამ ჟამათ
ცდილობს საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა კონცესიებათ გაცემას. მოსკოვის საბჭოთა მთავრობა ლამობს გენუის კონფერენციაზე
საქართველოს სიმდიდრით ივაჭროს. ჩვენ, წარმომადგენელი საქართველოში მოქმედ სამი მთავარი პოლიტიკური ორგანიზაციისა –
სოციალ-დემოკრატიული პარტიის, დემოკრატიული პარტიის (ბურჟუაზიულ-აგრარულ პარტიათა ბლოკი) [ყოფილი ეროვნულ-
დემოკრატები, ნაციონალისტები, უპარტიო მემარჯვენეები და სხვები – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] და სოციალ-ფედერალისტთა
პარტიის, რომელთაც დამოუკიდებლობის ერთსულოვნათ დამცველ დამფუძნებელ კრებაში ემხრობოდა დეპუტატთა 93%, მთელი
ქართველი ხალხის სახელით მოვითხოვთ საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანას და ოკუპაციის გაუქმებას, რასაც ბუნებრივათ
მოყვება რესპუბლიკის კონსტიტუციის მიერ დაწესებული კანონიერი რეჟიმის აღდგენა.

თუ ეს სამართლიანი მოთხოვნილება არ იქმნა დაკმაყოფილებული მშვიდობიანი გზით, არსებულ საერთაშორისო უფლებრივ


ნორმათა თანახმად, ქართველი ხალხი იძულებული იქნება მიმართოს ბრძოლის ყოველნაირ საშვალებებს კანონიერი
სახელმწიფოებრივ უფლებათა აღსადგენათ და რუსეთის საოკუპაციო მართველობას და უკანასკნელის კონტრაგენტთა მიერ ქვეყნის
ბუნებრივი სიმდიდრეთა მოსალოდნელ გაფლანგვის თავიდან ასაცილებლათ...

6 მარტი, 1922 წელი. პარიჟი.

კითხვები:

(1) 38.1. თქვენი აზრით, რატომ არის მოცემული დოკუმენტის შედგენილი და გამოქვეყნებული სხვა სახელმწიფოში (საფრანგეთში)?

(1) 38.2. დოკუმენტის მიხედვით, რით იყო განპირობებული საქართველოს გადაწყვეტილება, შესულიყო რუსეთის იმპერიის
მფარველობის ქვეშ?

(1) 38.3. დოკუმენტის მიხედვით, რა პოზიცია ჰქონდათ დასავლეთის სახელმწიფოებს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის მიმართ?

(1) 38.4. დოკუმენტის მიხედვით, რით დასტურდება ის, რომ ქართველი ხალხი არ ეგუებოდა საკუთარი ქვეყნის ანექსიას?

(1) 38.5. დოკუმენტის მიხედვით, რით დასტურდება ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო სისტემა და
კონსტიტუციური წესრიგი ჩამოყალიბდა ლეგიტიმურად, დემოკრატიული პრინციპების დაცვით?

152
(1) 38.6. დოკუმენტის მიხედვით, ძირითადად რით იყო განპირობებული დამოუკიდებელი საქართველოს მარცხი ბოლშევიკური
რუსეთის წინააღმდეგ ომში?

(2) 38.7. დოკუმენტის მიხედვით, რა ტიპის რეჟიმი დამყარდა საქართველოში 1921 წლის შემდეგ და რომელი ორგანოები
უზრუნველყოფდნენ ძალადობრივი რეჟიმის მმართველობას?

(2) 38.8. დოკუმენტის მიხედვით, ეკონომიკური ხასიათის რა მოქმედებას ახორციელებდა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ და
კონკრეტულად რაში იყენებდა ის ამას?

(2) 38.9. რომელი პოლიტიკური პარტიების მიერ არის შედგენილი მოცემული დოკუმენტი და რა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეს
პარტიები წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას?

(2) 38.10. დოკუმენტის მიხედვით, რა იყო დეკლარაციის ხელმომწერი პოლიტიკური პარტიების მთავარი მოთხოვნა და რა
კონკრეტული მოქმედებები მოჰყვებოდა ამ მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობას?

153
ვარიანტი VIII

ინსტრუქცია დავალებებისათვის № 1-35.


თითოეულ შეკითხვას ახლავს ოთხი სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია სწორი.
თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.

(1) 1. დაპირისპირებული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წევრი რომელი სახელმწიფო შეუერთდა ილუსტრაციაზე გამოსახულ
ალიანსს პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ?

ა) თურქეთი;

ბ) ბულგარეთი;

გ) იაპონია.

დ) იტალია.

154
(1) 2. I მსოფლიო ომის მსვლელობისას რომელ ბრძოლაში იქნა გამოყენებული ახალი ტიპის იარაღი პირველად?

ა) ვერდენის;

ბ) იპრის;

გ) მარნის;

დ) სომის.

(1) 3. რომელი მსჯელობა ასახავს მოცემული კარიკატურის მთავარ იდეას?

ა) ევროპის დიდი სახელმწიფოები ეწინააღმდეგებოდნენ აშშ-ს მიღებას ახლადშექმნილ


ერთა ლიგაში, რადგან შიშობდნენ, რომ ეს ამერიკას მსოფლიო ჰეგემონად აქცევდა;

ბ) კონგრესის წინააღმდეგობის გამო აშშ-მ საბოლოოდ უარი თქვა „ერთა ლიგაში“


შესვლაზე, რამაც „უილსონის 14 პუნქტს“ აზრი დაუკარგა;

გ) თავიანთი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, ევროპის სახელმწიფოები არ


აღმოჩნდნენ მზად, გაეზიარებინათ ვუდრო უილსონის სამშვიდობო გეგმა;

დ) ომისაგან გამოფიტული ევროპის სახელმწიფოები აშშ-ს სთხოვდნენ ეკონომიკურ


მხარდაჭერას, რაც „დიდი დეპრესიის“ გამო შეუძლებელი აღმოჩნდა.

155
(1) 4. რომელია ილუსტრაციაზე აღბეჭდილი დიდი საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი შედეგი?

ა) შეიქმნა ახალი საერთაშორისო ორგანიზაცია;

ბ) შეიმნა ფულადი ურთიერთობებისა და სავაჭრო ანგარიშგებების საერთაშორისო სისტემა, ე.წ. „ბრეტონ-ვუდსის სისტემა“;

გ) ჩამოყალიბდა საერთაშორისო ურთიერთობათა ახალი სისტემა - „ევროპის კონცერტი“;

დ) აღიარებული იქნა საბჭოთა რუსეთის უფლებები ყოფილი იმპერიის კუთვნილ ტერიტორიებზე.

156
(1) 5. რომელი არის მართებული მსჯელობა ილუსტრაციაზე ასახული პირის მიერ მართული სახელმწიფოს I მსოფლიო ომში
მონაწილეობის შესახებ?

ა) მიუხედავად იდეოლოგიური დაპირისპირებისა, ბოლშევიკები განაგრძობდნენ „ანტანტასთან“ თანამშრომლობას და ბრძოლას


აღმოსავლეთის ფრონტზე;

ბ) ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბოლშევიკებმა გააფორმეს სეპარატული ზავი „სამთა კავშირთან“, რის საფუძველზეც რუსეთი
გამოვიდა პირველი მსოფლიო ომიდან;

გ) რუსეთში დაწყებული სამოქალაქო ომის გამო ბოლშევიკები გამოეთიშნენ საბრძოლო მოქმედებებს, თუმცა, რუსეთი
ფორმალურად რჩებოდა „ანტანტას“ შემადგენლობაში;

დ) 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკებმა გერმანიასთან დადეს ბრესტ-ლიტოვსკის სამოკავშირეო ხელშეკრულება, თუმცა,
სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა აღარ მიუღიათ.
157
(1) 6. რა ძირითადი ცვლილება მოხდა გერმანიის იმპერიის საგარეო პოლიტიკაში XX საუკუნის დასაწყისისათვის?

ა) გერმანიამ საბოლოოდ თქვა უარი კოლონიურ პოლიტიკაზე და გადაერთო საკუთარი შიდა საქმეების მოგვარებაზე;

ბ) გერმანიამ გამოაცხადა სამხედრო ნეიტრალიტეტი, რამაც კარდინალურად შეცვალა დიდი ევროპული სახელმწიფოების
დამოკიდებულება მის მიმართ;

გ) გერმანიამ გამოამჟღავნა სურვილი, სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, მოეპოვებინა კოლონიები აფრიკასა და აზიაში;

დ) გერმანიამ დაიწყო ევროპის დიდ სახელმწიფოებს შორის მოკავშირეების ძებნა, რაც მიზნად ისახავდა კონტინენტზე დიდი
ბრიტანეთის გავლენის შესუსტებას.

(1) 7. რომელი მსჯელობაა მართებული ბალკანეთის ნახევარკუნძულზე XX საუკუნის დასაწყისში შექმნილი პოლიტიკური
ვითარების შესახებ?

ა) საუკუნის დასაწყისში ბალკანეთის ნახევარკუნძული კვლავ დასუსტებულ ოსმალეთის იმპერიას ეკუთვნოდა;

ბ) საუკუნის დასაწყისში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ოსმალეთი თმობს პოზიციებს და მის ადგილს დიდი ბრიტანეთი იკავებს;

გ) ამ პერიოდისათვის ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მიმდინარეობს ტერიტორიული კონფლიქტები ადგილობრივ სერბებს,


ბულგარელებსა და ბოსნიელებს შორის;

დ) ბალკანეთში ძლიერდება გერმანიის პოზიციები, რომელმაც 1811 წლის მოკლეხნიან ომში დაამარცხა ოსმალეთი და საკუთარი
მმართველობა გაავრცელა ნახევარკუნძულზე.

158
(1) 8. რომელი მსჯელობა არის მართებული 1913 წლის ლონდონის საზავო შეთანხმების შედეგების შესახებ?

ა) ზავი ხელსაყრელი აღმოჩნდა ყველა მხარისათვის, გარდა სერბეთის სამეფოსი, რომელმაც ვერ მიიღო ადრიატიკის ზღვაზე
გასასვლელი;

ბ) საზავო ხელშეკრულება არაერთგვაროვნად იქნა შეფასებული: ბულგარეთისა და საბერძნეთისაგან განსხვავებით, უკმაყოფილო


დარჩა სერბეთი, რომელმაც ვერ დაიბრუნა ისტორიული ტერიტორიები;

გ) ლონდონის ზავით მოგებული დარჩა თურქეთი, რომელმაც შეინარჩუნა თავისი ევროპული სამფლობელოების დიდი ნაწილი და
მყარი საერთაშორისო პოზიციები;

დ) ლონდონის ზავით უკმაყოფილო იყო ყველა მხარე: თურქეთი კარგავდა თავის ევროპულ სამფლობელოებს, ხოლო, მოკავშირეები
ერთმანეთში ვერ თანხმდებოდნენ ტერიტორიულ საკითხებზე.

(1) 9. რომელი არა არის მართებული მსჯელობა სამხედრო ბლოკ „ანტანტას“ შესახებ?

ა) სახელწოდებას „ანტანტა“ საფრანგეთსა და ინგლისს შორის გაფორმებული ხელშეკრულების, ე.წ. „გულითად კავშირის“
ფრანგული დასახელებიდან მომდინარეობს;

ბ) 1915 წელს იტალიამ დატოვა „სამთა კავშირი“ და „ანტანტას“ შეუერთდა;

გ) 1914 წელს „ანტანტას“ შეუერთდა ოსმალეთი, რომელიც მანამდე „სამთა კავშირის“ წევრი იყო;

დ) 1917 წელს ამერიკის შეერთებული შტატები შეუერთდა „ანტანტას“.

(1) 10. სხვა მიზნებთან ერთად, რა იყო ავსტრია-უნგრეთის მთავარი მოტივაცია I მსოფლიო ომის დაწყების წინ?

ა) იტალიაში ყოფილი სამფლობელოების დაბრუნება;

ბ) ცენტრალურ აფრიკაში საფრანგეთის კოლონიური სამფლობელოების ხელში ჩაგდება;

გ) სერბეთისა და რუმინეთის ტერიტორიის ნაწილის მიერთება;

დ) პოლონელებითა და უკრაინელებით დასახლებული ქვეყნის აღმოსავლეთი ტერიტორიების საზღვრების რუსეთისაგან დაცვა.

159
(1) 11. რომელი არის მართებული მსჯელობა I მსოფლიო ომის წინ ძალთა თანაფარდობის შესახებ?

ა) მობილიზებულ ჯარისკაცთა რაოდენობით გერმანია და ავსტრია-უნგრეთი მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ „ანტანტას“ ჯარებს;

ბ) გერმანია და ავსტრია-უნგრეთი უპირატესობას ფლობდნენ მსუბუქი არტილერიის მხრივ;

გ) მძიმე საველე საარტილერიო შეიარაღების რაოდენობითა და ხარისხით „ანტანტის“ წევრი სახელმწიფოები მნიშვნელოვნად
აღემატებოდნენ მოწინააღმდეგეს;

დ) დაპირისპირებული მხარეები ფლობდნენ თითქმის თანაბარი რაოდენობისა და შესაძლებლობების სამხედრო ავიაციას.

(1) 12. რას ითვალისწინებდა ალფრედ ფონ შლიფენის გეგმა, რომლითაც სარგებლობდა გერმანიის სარდლობა I მსოფლიო ომის
დასაწყისში?

ა) ერთდროულად უნდა გახსნილიყო ორი ფრონტი ბელგიასა და რუსეთში;

ბ) თავდაპირველი დარტყმა უნდა განხორციელებულიყო საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებზე, შემდეგ კი აღმოსავლეთიდან შეტევით
მასიურ რკალში უნდა მოექციათ ფრანგული არმიის ძირითადი შენაერთები;

გ) პირველი დარტყმა უნდა განხორციელებულიყო ხმელთაშუა ზღვაში ბაზირებულ ფრან-გულ ფლოტზე, რასაც უნდა მოჰყოლოდა
სახმელეთო შეტევა ბელგიის მიმართულებით;

დ) გერმანიას ჯარი თავიდან ბელგიაში უნდა შეეყვანა და საფრანგეთისთვის ჩრდილოეთიდან შეეტია.

(1) 13. სხვა ფაქტორებთან ერთად, რომელმა არასტანდარტულმა ტაქტიკურმა მოქმედებამ განაპირობა ფრანგების საბოლოო
წარმატება მარნის ბრძოლაში 1914 წელს?

ა) გენერალმა ჟოზეფ ჟოფრიმ უზრუნველყო საჭირო საბრძოლო აღჭურვილობისა და ტყვია-წამლის დირიჟაბლის გამოყენებით
გადატანა ფრონტის ხაზზე;

ბ) გენერალ გალიენის გადაწყვეტილებით, ტუნისელი ზუავების ორი პოლკი ფრონტის ხაზზე სასწრაფოდ იქნა გადასროლილი
პარიზის ტაქსების მეშვეობით;
160
გ) საფრანგეთის არმიის დასახმარებლად მოსული ორი ბრიტანული დივიზია მდინარე მარნაზე მოტივტივე ბოგირებით იქნა
გადაყვანილი;

დ) ფრანგებმა ამ ბრძოლაში პირველად გამოიყენეს ავიაციის მეშვეობით მოწინააღმდეგის პოზიციების დაბომბვის მეთოდი.

(1) 14. I მსოფლიო ომის მიმდინარეობის რომელ ეტაპს ან მოვლენას გულისხმობს ტერმინი „სანგრების ომი“?

ა) 1915 წელს დასავლეთის ფრონტზე შექმნილ მდგომარეობას, როდესაც, დიდი დანაკარგების თავიდან აცილების შიშით, არც ერთი
მხარე არ ცდილობდა მოწინააღმდეგეზე გადამწყვეტი შეტევის მიტანას;

ბ) 1914 წლისათვის აღმოსავლეთის ფრონტზე შექმნილ მდგომარეობას, როდესაც ორივე ბანაკის გამოფიტულმა ჯარისკაცებმა
დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს სარდლობას, უარს აცხადებდნენ ბრძოლის გაგრძელებაზე და რჩებოდნენ სანგრებში;

გ) 1916 წლისათვის აფრიკის ფრონტზე არსებულ ცვალებად მდგომარეობას, როდესაც დაპირისპირებული საჯარისო ნაწილები ხან
კარგავდნენ, ხან კი იბრუნებდნენ საკუთარ პოზიციებს;

დ) 1915 წლის შემოდგომაზე დასავლეთის ფრონტზე მომხდარ ფაქტს, როდესაც ორივე ბანაკის ჯარისკაცებმა თვითნებურად
მიატოვეს პოზიციები (სანგრები) ისე, რომ მოწინააღმდეგემ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

(1) 15. სხვა ფაქტორებთან ერთად, რით არის გამორჩეული სომის ბრძოლა მსოფლიო ისტორიაში?

ა) ამ ბრძოლაში პირველად იქნა გამოყენებული მასობრივი განადგურების ქიმიური იარაღი;

ბ) მასში პირველად იქნენ გამოყენებული ტანკები;

გ) მასში მონაწილეობდა მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მეტი ჯარისკაცი;

დ) ამ ბრძოლაში პირველად იქნა გამოყენებული სამხედრო ავიაცია. 461

161
(1) 16. რას უწოდებდნენ მოკავშირეები გერმანიის თავდაცვით კომპლექსს - „ზიგფრიდის ხაზს“?

ა) „მანერჰეიმის ხაზს“;

ბ) „ჰინდენბურგის ხაზს“;

გ) „ლუდენდორფის ხაზს“;

დ) „გოტენკოპფს“.

(1) 17. ჩამოთვლილთაგან, რომელი იყო I მსოფლიო ომის პერიოდში ყველაზე მასშტაბური საზღვაო ბრძოლა?

ა) გოტლანდის ბრძოლა;

ბ) იუტლანდიის ბრძოლა;

გ) მოონზუნდის ბრძოლა;

დ) ჰელიგოლანდის ბრძოლა.

(1) 18. რომელი არის მართებული მსჯელობა I მსოფლიო ომში ავიაციის გამოყენების შესახებ?

ა) ომის დასაწყისში უპირატესობა ჰქონდა მოკავშირეთა ავიაციას, რომელიც მასირებულად ბომბავდა გერმანიის ტერიტორიას;

ბ) გერმანიამ ომის დასაწყისშივე მიმართა ავიაციისა და ტანკების ერთობლივად გამოყენების ტაქტიკას;

გ) ომის საწყის ფაზაში უპირატესობას გერმანიის ავიაცია ფლობდა, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა მოკავშირეთა
პოზიციებს;

დ) ომის დასაწყისში, თითქმის 1917 წლამდე ომში ავიაცია არ გამოიყენებოდა.

162
(1) 19. სხვა ფაქტორებთან ერთად, რა იყო 1917 წლის ზამთარში რუსეთში დაწყებული არეულობის ძირითადი მიზეზი?

ა) მტრულად განწყობილ სახელმწიფოთა მიერ მოწყობილი დივერსია და პროვოკაციები;

ბ) იმპერატორ ნიკოლოზ II-ს მიერ გატარებული საგადასახადო რეფორმა, რომელიც მძიმე ტვირთად დააწვა ქალაქის მოსახლეობას;

გ) ინფლაციის მაღალი დონე და სასურსათო პროდუქტებზე ფასების მკვეთრი ზრდა;

დ) სამხედრო წარუმატებლობების სერია პირველ მსოფლიო ომში.

(1) 20. რომელი ისტორიული მოვლენა იქცა რუსეთის 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის დაწყების სიმბოლოდ?

ა) ზამთრის სასახლის სახურავზე წითელი დროშის აღმართვა;

ბ) პეტრე-პავლეს ციხესიმაგრიდან ზარბაზნის გასროლა;

გ) კრეისერ „ავრორას“ ზალპი;

დ) ალექსანდრე ნეველის ლავრის სამების ტაძრის სამრეკლოს ზარების რეკვა გამთენიისას.

(1) 21. სხვა ფაქტორებთან ერთად, რამ განაპირობა 1917 წლის ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების დროს ბოლშევიკების
წარმატება?

ა) პოლიტიკური კრიზისის პირობებში ბოლშევიკებმა შეძლეს დროებითი მთავრობის ფორმირება, რამაც მათ გზა გაუხსნა
სრულმასშტაბიანი სახელმწიფო გადატრიალებისაკენ;

ბ) ოქტომბრის მოვლენების დროს გადამწყვეტი როლი ითამაშა ბოლშევიკების შექმნილმა სამხედრო რაზმებმა -„წითელმა
გვარდიამ“;

გ) ბოლშევიკებს ჰქონდათ მძლავრი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, ძირითადად ინგლისიდან;

დ) ბოლშევიკებმა კარგად ისარგებლეს დროებით მთავრობაში არსებული გათიშულობით და შეძლეს რეგიონების მმართველ
ორგანოებში საკუთარი კადრების გაყვანა.
163
(1) 22.რომელი მსჯელობა აღწერს ვ.ლენინის მიერ „აპრილის თეზისებში“ გადმოცემულ ერთ-ერთ ძირითად მიზანს?

ა) უნდა გაუქმებულიყო მეფის რუსეთისა და დროებითი მთავრობის მიერ დაწესებული ყველა გადასახადი;

ბ) სოციალისტურ რუსეთს უარი უნდა ეთქვა შეიარაღებულ ბრძოლაზე და მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობები
თანამშრომლობის პრინციპზე აეწყო;

გ) უნდა დაწესებულიყო არა საპარლამენტო რესპუბლიკა, არამედ მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭოთა რესპუბლიკა;

დ) დაცული უნდა ყოფილიყო თითოეული მოქალაქის კერძო საკუთრება, გარდა მსხვილი კაპიტალისტური საკუთრებისა (ქარხნები,
ფაბრიკები).

(1) 23. რომელია მართებული მსჯელობა 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ამიერკავკასიაში შექმნილი პოლიტიკური
სიტუაციის შესახებ?

ა) კავკასიის პოლიტიკურმა ძალებმა არ ცნეს საბჭოთა ხელისუფლება და შექმნეს ამიერკავკასიის დამოუკიდებელი მთავრობა;

ბ) რევოლუციის შემდეგ ამიერკავკასიაში მთელი ძალაუფლება ბოლშევიკებმა აიღეს ხელთ;

გ) რევოლუციამ დააბნია კავკასიის პოლიტიკური ელიტა: პარტიების ნაწილი შეუერთდა ბოლშევიკების მიერ შექმნილ საბჭოებს,
ნაწილი კი ემიგრაციაში წავიდა;

დ) ოქტომბრის რევოლუციიდან უმოკლეს ვადაში, 1917 წლის ნოემბერში ამიერკავკასიის ქვეყნებმა - საქართველომ, სომხეთმა და
აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

(1) 24. რომელია მართებული მსჯელობა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის შესახებ?

ა) ზავი ითვალისწინებდა რუსეთის ჯარის დროებით დარჩენას ყარსისა და ბათუმის ოლქებში იმ პირობით, რომ რუსეთი აქ არ
ჩაერეოდა სახელმწიფო ორგანიზაციის პროცესში;

ბ) ზავის შესაბამისად, რუსეთი ინარჩუნებდა საკუთარ გავლენას უკრაინაში, რაც ფაქტობრივად უკრაინის სახალხო რესპუბლიკის
გაუქმებას ნიშნავდა;

164
გ) ზავის მიხედვით, რუსეთი კისრულობდა ვალდებულებას არდაგანის, ყარსისა და ბათუმის ოლქებიდან გაეყვანა საკუთარი
საჯარისო შენაერთები;

დ) ზავი ავალდებულებდა რუსეთს, საკუთარი ჯარები გაეყვანა ბალტიისპირეთიდან; რუსეთის არმიის ნაწილები რჩებოდნენ
მხოლოდ ესტონეთის ტერიტორიაზე.

(1) 25. რა გზა აირჩია ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთის აგრესიის შესაჩერებლად 1918 წლის აპრილში?

ა) სეიმმა მოლაპარაკებები დაიწყო საბჭოთა რუსეთთან, რომლის შედეგადაც ამიერკავკასიის ტერიტორიაზე „წითელი გვარდიის“
ნაწილები შემოვიდნენ;

ბ) სეიმის გადაწყვეტილებით ამიერკავკასიაში შემოვიდა ინგლისის ჯარი, რომელმაც თურქებისაგან გაწმინდა მესხეთი და
დასავლეთ საქართველო ბათუმის ჩათვლით;

გ) სეიმმა პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო გერმანიის მთავრობასთან, რომლის ძალისხმევითაც თურქეთის აგრესია შეჩერებულ
იქნა;

დ) სეიმმა გამოაცხადა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნის შესახებ, რამაც თურქეთის აგრესია
შეაჩერა.

(1) 26. სხვა ფაქტორებთან ერთად, რით იყო განპირობებული ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო
დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ?

ა) დამოუკიდებლობის გამოცხადება წარმოადგენდა თურქეთის აგრესიისაგან დაცვის ერთადერთ გზას;

ბ) საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაფუძნება იყო ბრესტ-ლიტოვსკის ზავის ერთ-ერთი პირობა;

გ) დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო პრევენციული ღონისძიება ბრიტანეთისა და მისი მოკავშირეების საქართველოს


ტერიტორიაზე შემოჭრის შესაკავებლად;

დ) 1918 წლის მაისში შეიქმნა ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარება დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის, რადგან I მსოფლიო
ომში ჩაბმულ არცერთ სახელმწიფოს არ ეცალა საქართველოსათვის.

165
(1) 27. რომელი არ არის მართებული მსჯელობა 1918 წლის მაისში ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლისა და დამოუკიდებელი
სახელმწიფოების შექმნის შესახებ?

ა) საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება ერთდროულად იყო ვითარებით გამოწვეული აუცილებლობაც და პოლიტიკურ


ძალთა საბოლოო მიზანიც;

ბ) გერმანია დაინტერესებული იყო საქართველოს დამოუკიდებლობით, რადგან ასეთ შემთხვევაში ის მოიპოვებდა უპირატესობას
გერმანულ-ოსმალურ მეტოქეობაში კავკასიასა და მის რესურსებზე (ნავთობი,, რკინიგზა);

გ) თურქეთის აგრესიის შეჩერებასთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ გარკვეულ მომენტამდე შეაკავა
ქვეყანაში საბჭოთა რუსეთის არმიის შემოჭრაც;

დ) ამიერკავკასიაში დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბება ძირითადად განპირობებული იყო ამიერკავკასიის


ფედერაციის სუბიექტებს შორის არსებული უთანხმოებით.

(1) 28. რა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა რუსეთის გამოთიშვა I მსოფლიო ომიდან?

ა) რუსეთში მომხდარმა რევოლუციამ;

ბ) რუსეთის არმიის მარცხმა აღმოსავლეთის ფრონტზე;

გ) საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას შორის საიდუმლოდ დადებულმა სამოკავშირეო ხელშეკრულებამ;

დ) „ანტანტის“ წევრ სახელმწიფოთა შორის განხეთქილებამ.

(1) 29. რომელია მართებული მსჯელობა I მსოფლიო ომში ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ?

ა) აშშ-ს მონაწილეობა I მსოფლიო ომში სიმბოლურ ხასიათს ატარებდა, რადგან მოკავშირეებისადმი მათი დახმარება
შემოიფარგლებოდა მხოლოდ უმნიშვნელო ფინანსური დახმარებით;

ბ) ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვა საომარ მოქმედებებში ძლიერ დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგან „ანტანტის“ წევრ
სახელმწიფოებს უკვე დაკარგული ჰქონდათ უპირატესობა და ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პოზიციები;

გ) აშშ-ს ომში ჩართვა გამოფიტული მოკავშირეებისათვის გადარჩენის ტოლფასი იყო;


166
დ) I მსოფლიო ომში აშშ-ს ჩართვის მომენტისათვის „ანტანტის“ წევრი სახელმწიფოები უკვე ფლობდნენ გადამწყვეტ უპირატესობას,
რაც ამერიკის ომში მონაწილეობას მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ანიჭებს.

(1) 30. რომელია მართებული მსჯელობა I მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის სახელმწიფოს მიმართ არსებული
დამოკიდებულებებისა და მისი მომავლის შესახებ?

ა) რუსები თვლიდნენ, რომ საჭირო იყო გერმანიის ტერიტორიის დანაწილება მოკავშირეთა შორის;

ბ) საფრანგეთის მთავრობა ფიქრობდა, რომ მიუხედავად პოტენციური საფრთხისა, გერმანიას, როგორც სახელმწიფოს უნდა ეარსება
მისი შეიარაღების უმკაცრესი კონტროლის პირობებში;

გ) ამერიკელი პოლიტიკოსები თვლიდნენ, რომ გერმანიას უნდა შეეწყვიტა არსებობა, ხოლო მისი ტერიტორიები უნდა
დაენაწილებინათ მეზობელ სახელმწიფოებს;

დ) ბრიტანელი პოლიტიკოსების აზრით, თუ გერმანია შეინარჩუნებდა სახელმწიფოს, იქ აუცილებლად აღორძინდებოდა


აგრესიული მილიტარიზმი.

(1) 31. რომელი მსჯელობა ასახავს „უილსონის 14 პუნქტის“ ერთ-ერთ ძირითად დებულებას?

ა) გერმანიასა და მის მოკავშირეებს უნდა გადაეხადათ ისეთი მოცულობის კონტრიბუცია, რაც გამორიცხავდა ამ ქვეყნების
ეკონომიკის გაჯანსაღებას უახლოესი 50 წლის განმავლობაში;

ბ) ახალი საერთაშორისო წესრიგის შექმნისა და მშვიდობის დაცვის მიზნით, აუცილებელი იყო ერთა ლიგის შექმნა;

გ) გერმანია უნდა დარჩენილიყო ომამდელ საზღვრებში, თუმცა, მის ტერიტორიაზე 10 წლის ვადით უნდა განლაგებულიყო
მოკავშირეთა სამხედრო შენაერთები ერთა ლიგის მანდატით;

დ) უნდა შემდგარიყო საერთაშორისო ტრიბუნალი გერმანელი სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ.

167
(1) 32. რით ასაბუთებდა ვუდრო უილსონი მოთხოვნას, რომ აუცილებელი იყო ომში დამარცხებული გერმანიის მიმართ სანქციები
ყოფილიყო ნაკლებად მკაცრი?

ა) უილსონის აზრით, თუ გერმანიის მიმართ მოპყრობა იქნებოდა მკაცრი და უსამართლო, ეს მომავალში გააღვივებდა შურისძიების
სურვილს;

ბ) უილსონი ამტკიცებდა, რომ გერმანიის მკაცრი დასჯა და დასუსტება დაარღვევდა ისედაც მყიფე ძალთა ბალანსს კონტინენტზე;

გ) უილსონი თვლიდა, რომ აგრესორის ზომაზე მეტად მკაცრი დასჯა შეუფერებელი იყო საერთაშორისო სამართლის მიზნებისათვის;

დ) ვუდრო უილსონის აზრით, რუსეთის მხრიდან მომდინარე ბოლშევიკური საფრთხის შეკავებისათვის აუცილებელი იყო
განვითარებული გერმანიის არსებობა.

(1) 33. სხვა ფაქტორებთან ერთად, რა იყო იმის მიზეზი, რომ ამერიკელთა უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა ერთა ლიგაში აშშ-ს
შესვლის იდეას?

ა) ამერიკელები თვლიდნენ, რომ მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფონზე მიზანშეუწონელი იყო წევრობასთან დაკავშირებული დიდი
ფინანსური ხარჯის გაღება;

ბ) ამერიკელთა აზრით, ერთა ლიგის წევრობა გამოიწვევდა ისტორიული მოკავშირის - დიდი ბრიტანეთის გაღიზიანებას;

გ) ამერიკელები შიშობდნენ, რომ მსგავს ევროპულ ორგანიზაციაში გაწევრიანება ქვეყანას ჩაითრევს ევროპულ პრობლემებსა და
კონფლიქტებში;

დ) ამერიკელთა უმრავლესობა თვლიდა, რომ აშშ ჯერ არ იყო მზად მსოფლიო ლიდერობისათვის.

(1) 34. წესდების მიხედვით, რა ტიპის ღონისძიებების განხორციელება შეეძლო ერთა ლიგის საბჭოს აგრესორი ქვეყნების მიმართ?

ა) მას მინიჭებული ჰქონდა სამხედრო ოპერაციების წარმოების უფლებამოსილება;

ბ) საბჭოს გადაწყვეტილებით აგრესორი ქვეყანა ირიცხებოდა ერთა ლიგიდან;

გ) საბჭო აღჭურვილი იყო აგრესორი ქვეყნების მიმართ ეკონომიკური სანქციების გატარების უფლებამოსილებით;

დ) საბჭოს გადაწყვეტილებით ერთა ლიგის წევრი ქვეყნები წყვეტდნენ იარაღით ვაჭრობას აგრესორ სახელმწიფოსთან.

168
(1) 35. სხვა ფაქტორებთან ერთად, ძირითადად რით იყო განპირობებული ერთა ლიგის მცირეხნიანი არსებობა?

ა) II მსოფლიო ომის დაწყების წინ ორგანიზაცია დატოვა ბევრმა წევრმა სახელმწიფომ;

ბ) XIX საუკუნის 30-იან წლებში მოუგვარებელმა საერთაშორისო კონფლიქტებმა აზრი დაუკარგეს ერთა ლიგის არსებობას;

გ) II მსოფლიო ომის მიმდინარეობამ მოშალა ერთა ლიგის სტრუქტურები და გაფანტა ორგანიზაციის ადამიანური რესურსები;

დ) ერთა ლიგის მიერ მიღებულმა რამდენიმე სკანდალურმა გადაწყვეტილებამ შელახა ორგანიზაციის ავტორიტეტი.

ინსტრუქცია დავალებისათვის № 36.


დავალებაში მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა. უპასუხეთ დასმულ კითხვებს, ხოლო პასუხები
ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას.
დავალების მაქსიმალური ქულაა 6.

რუკა და კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე

169
170
კითხვები:

(1) 36.1. რა ეწოდებოდა სახელმწიფოს, რომლის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენები არის ასახული რუკაზე?

ა) საფრანგეთის სამეფო;

ბ) საღვთო რომის იმპერია;

გ) საფრანგეთის რესპუბლიკა;

დ) საფრანგეთის იმპერია.

(1) 36.2. რუკის მიხედვით, ევროპული კოალიციის წევრი რომელი იტალიური სახელმწიფო ახორციელებდა სამხედრო მოქმედებებს
მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ?

ა) სიცილიის სამეფო;

ბ) სარდინიის სამეფო;

გ) ნეაპოლის სამეფო;

დ) ტოსკანის საჰერცოგო.

(1) 36.3. რუკის მიხედვით, რომელია ერთ-ერთი მებრძოლი სახელმწიფოს მიერ მიერთებული პოლიტიკური ერთეული?

ა) ფრანშ-კონტე;

ბ) მილანის საჰერცოგო;

გ) ინგლის-კორსიკის სამეფო;

დ) ნიცის საჰერცოგო.

171
(1) 36.4. რუკის მიხედვით, ჩამოთვლილთაგან, რომელი ბრძოლა გაიმართა უფრო ადრე?

ა) პერპინიანის;

ბ) ვისამბურგის;

გ) ვატინის;

დ) ჟემაპის.

(1) 36.5. რუკის მიხედვით, რომელი პროვინციაში არ იყო ამბოხებულ ფედერალისტთა მობილიზაციის ცენტრი?

ა) ვანდეა;

ბ) ჟირონდა;

გ) ბრეტანი;

დ) ნორმანდია.

(1) 36.6. რუკის მიხედვით, საბოლოოდ რა შედეგით დასრულდა კუნძულ კორსიკისათვის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება?

ა) კუნძული ანექსირებული იქნა საფრანგეთის მიერ;

ბ) კუნძულზე ჩამოყალიბდა ინგლისელების მიერ მართული სამეფო;

გ) კუნძული გადავიდა ტოსკანის საჰერცოგოს ხელში;

დ) კუნძული დაიკავეს ამბოხებულმა ფედერალისტებმა.

172
ინსტრუქცია დავალებებისათვის № 37.
ყურადღებით წაიკითხეთ დავალება და უპასუხეთ დასმულ კითხვებს.
დავალების მაქსიმალური ქულაა 5.

I მსოფლიო ომის მსვლელობისას, 1918 წლის დასაწყისიდან გაძლიერდა გერმანული საზოგადოების დიდი ჯგუფების
უკმაყოფილება და გაღვივდა ომის საწინააღმდეგო განწყობილება.

კითხვები:

(1) 37.1. დაასახელეთ ამ უკმაყოფილების ერთი კონკრეტული ეკონომიკური მიზეზი.

(1) 37.2. დაასახელეთ ამ უკმაყოფილების ერთი კონკრეტული პოლიტიკური შედეგი.

(1) 37.3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი ეს ვითარება მთავრობისადმი ოპოზიციურად
განწყობილი პოლიტიკური ჯგუფების გარდა და რატომ? თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.

(2) 37.4. რუსეთის ისტორიიდან დაასახელეთ ამ მოვლენის ანალოგიური მოვლენა და დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ ანალოგიის
დასასაბუთებლად.

ინსტრუქცია დავალებისათვის №38.


ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ისტორიული დოკუმენტი, გაიაზრეთ ტექსტი და უპასუხეთ
კითხვებს. დავალების მაქსიმალური ქულაა 14.

რუკა და კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე

173
ჟურნალი თავისუფალი საქართველო, 1922 წლის 10 ივლისი, N23, პარიზი.

ამონარიდები სტატიიდან „რა მოგვიტანა გენუამ?“

.... გენუის კონფერენციაც ერთი ასეთი დიდი მოვლენათაგანი იყო, რომელსაც ევროპისთვის სამუდამო ზავი და ეკონომიური
თანამშრომლობა უნდა მოეტანა, ხოლო მეზობლებისთვის უფრო ძლიერი მეზობლისაგან დაფარვა და უშიშროება. და ჩვენ ღრმათ
გვრწამს ქართველი ხალხიც ელოდა ბევრ რამეს, მაგრამ მან შეიძლება ვერ მოგვცა ის, რაზედაც ოცნებობდა ბევრი: თავის დახსნა
ბოლშევიკურ ბარბაროსებისაგან, მათ ვერ გააყვანინეს ჯარი რუსეთს. კიდევ მეტი, მან ვერც კი შეაჩერა სვანეთზე თავდასხმა, თუმცა
მოსთხოვა იგი ჩიჩერინს.

ერთი სიტყვით, მან რეალურათ ვერ გამოასწორა იმ უკუღმართობის შედეგი, იმ სისხლიანი ეპოქის ნაყოფი, რომელიც
თებერვლის თავდასხმაში და თავისუფალი ქვეყნის უხეშათ დაპყრობაში გამოიხატა. და ეს არც შეიძლებოდა მოეცა. არ შეიძლებოდა
იმიტომ, რომ დღევანდელი საერთაშორისო ურთიერთობის მამოძრავებელია არა ჰუმანიური პრინციპი ადამიანთა კულტურის
შემუშავებული, არამედ მშრალი ეგოიზმი, – ანგარიშიანი დაცვა თავის ინტერესების და მხოლოდ ამის...მარტო მუშათა კლასს შერჩა
დღეს პრინციპიალურ სიმაღლეზე ასვლის და უსამართლობასთან შებრძოლების უნარი, თუნდაც იგი პირდაპირ მას არ ეხებოდეს. და
საქართველოსაც ამიტომ უანგარო დამცველი მხოლოდ ამ კლასის მოღვაწეთა შორის გამოუჩნდა. სავალალოთ და სამწუხაროთ მათი
ხმა და გავლენა საკმაოთ არ ისმოდა გენუაში. ისინი არ იყვნენ იქ ისეთი ფაქტორი, რომელთაც შეეძლო დიდი კვალის დაჩენა.
ბურჟუაზიული სახელმწიფოები კი მოქმედებენ სულ სხვა ანგარიშებით.

ბოლშევიკები საქართველოს თავის მოკავშირე, თუ მონაწილე რესპუბლიკათ სთვლიდენ, მის წარმომადგენლობას თავის აგენტს
ბუდუ მდივანს და ბატონ ჩიჩერინს აკისრებდენ. ამის მიღება კონფერენციისგან იქნებოდა ჩვენი დაპყრობის დადასტურება.
კონფერენციამ ეს უარყო და ამ რიგათ საერთაშორისო მასშტაბით, ნათლად დასურათდდა მდგომარეობა საქართველოსი, როგორც
დამოუკიდებელი, მაგრამ დღეს უკანონოთ დაკავებულის უცხო ჯარის მიერ, ხოლო წარმომადგენლობის უფლება – ქართველი ხალხის
ნდობით აღჭურვილ, დღეს საფრანგეთში მყოფ მთავრობას მიეკუთვნა.

ეს არის თუ გნებავთ ჩვენს საკითხში ყველა ბურუსის გაფანტვა, მოსკოვის მიერ ჩვენს წინააღმდეგ წარმოებული აგიტაციის
გაცუდება, ტროცკის ფილიპიკების უკუგდება, მათი საერთოთ დაგმობა და გაბაიბურება. ეს არის საქართველოს იმ უფლებათა
აღიარება, რომელიც მან სამი წლის არსებობით და სახელმწიფოებრივი შემოქმედების გამოჩენით დაიმსახურა. პოლიტიკურმა
მოღვაწეობამ ჩვენი დიპლომატიისა შესძლო ეს ხალხის ნამოქმედარი აღებეჭდა და დაედასტურებინა, მისთვის სათანადო შეფასება
მიეცა საერთაშორისო მასშტაბით. ეს არის იურიდიულათ და მორალურათ ჩვენი საქმის წინ წამოწევა და ოკუპანტების უკან დახევა,
მათი პრეტენზიების გაცუდება, მათი ძალმომრეობის ბოროტმოქმედებათ აღიარება.
174
მაგრამ ოკუპაცია ისევ რჩება, ძალადობა ისე გრძელდება, მოძალადეები ისევ განაგრძობენ ფაქტიურ ბატონობას. ეს ისეთი
პრობლემაა, რომელიც დიპლომატიის და პოლიტიკური მუშაობის შესაძლებლობას აღემატება. საერთაშორისო ურთიერთობას არა აქვს
დღემდე და არც ექნება დიდხნას, ისეთი ორგანო და საშვალებები, რომ მშვიდობიანი გზით გაასწოროს ჩადენილი უკუღმართობა.
ამისთვის სულ სხვა გზები და საშუალებები არსებობს…

კითხვები:

(1) 38.1. რომელი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის შემდგომი კრიზისების დარეგულირების მიზნით იქნა მოწვეული გენუის
კონფერენცია?

(1) 38.2. წყაროს მიხედვით, რას მოელოდა გენუის კონფერენციისაგან ევროპის სახელმწიფოების ნაწილი?

(1) 38.3. რომელი ისტორიული მოვლენა იგულისხმება „სვანეთზე თავდასხმაში“?

(1) 38.4. წყაროს მიხედვით, რა გახდა საქართველოს მოლოდინების გაცრუების ძირითადი მიზეზი?

(1) 38.5. წყაროს მიხედვით, ვის დააკისრა გენუის კონფერენციამ საქართველოს წარმომადგენლობის უფლება?

(1) 38.6. ბოლშევიკური რუსეთის რომელი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის პროპაგანდისტული სტრატეგიის წარუმატებლობა
არის ხაზგასმული სტატიაში?

(2) 38.7. წყაროს მიხედვით, დაასახელეთ ორი კონკრეტული საკითხი, რომელთა გადაწყვეტასაც მოელოდა ქართველი ხალხი გენუის
კონფერენციისაგან?

(2) 38.8. წყაროს მიხედვით, ვინ ითავა საქართველოს ინტერესების უანგარო დაცვა გენუის კონფერენციაზე და რა მიზეზით არ მოჰყვა
ამ აქტიურობას სასურველი შედეგი?

(2) 38.9. საბჭოთა ხელისუფლების წინასწარი ჩანაფიქრის მიხედვით, რომელი ქართველი პოლიტიკოსს უნდა წარმოედგინა
საქართველოს გენუის კონფერენციაზე და რა სამართლებრივი/პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა ამ ფაქტს?

(2) 38.10. წყაროს მიხედვით, რა იყო ძირითადი მიზეზი იმისა, რომ დიპლომატიის გამოყენებით ვერ გადაიჭრა საქართველოს წინაშე
მდგარი ძირითადი პრობლემა და, თქვენი აზრით, რა იგულისხმება „სხვა გზებსა და საშუალებებში“, რომელთა მეშვეობითაც
შესაძლებელი გახდებოდა მიზნის მიღწევა?

175
ვარიანტი IX

ინსტრუქცია დავალებებისათვის № 1-35.


თითოეულ შეკითხვას ახლავს ოთხი სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია სწორი.
თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.

კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე

176
(1) 1. რომელი არის მართებული მსჯელობა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ფულის ერთეულის წონისა და მნიშვნელობის
შესახებ?

ა) ქართული მანეთის კურსი მიბმული იყო რუსულ რუბლთან, რაც უზრუნველყოფდა მის შედარებით სტაბილურობას;

ბ) ქართული ფულის ემისიამ არ გაამართლა, რადგან ის არ იყო უზრუნველყოფილი რეალური ეკონომიკითა და ვალუტის მარაგით,
რამაც მალე მისი გაუფასურება გამოიწვია;

გ) ქართული ლარის ემისია მალევე შეწყდა, რადგან ქვეყანა მიუერთდა ამიერკავკასიის ფულად-საკრედიტო სისტემას, რომლის
ცენტრალური ელემენტი საერთო ვალუტა იყო;

დ) ქართული ბონი მეზობელ სახელმწიფოების ვალუტასთან შედარებით მაღალი კურსით გამოირჩეოდა, მისმა ემისიამ ხელი შეუწყო
ეკონომიკის დასტაბილურებას.

177
(1) 2. რომელი ისტორიული მოვლენა არის ასახული ილუსტრაციაზე?

ა) იტალიის თავდასხმა ეთიოპიაზე, რასაც ამ სახელმწიფოს ოკუპაცია მოჰყვა;

ბ) „მარში რომზე“, რომლის შედეგადაც მუსოლინისა და მისი პარტია იტალიის ხელისუფლებაში მოვიდა;

გ) კომუნისტების რბევა მუსოლინის „შავხალათიანების“ მიერ;

დ) ნაცისტური გერმანიისა და ფაშისტური იტალიის ერთობლივი სამხედრო აღლუმი ქალაქ ნიურნბერგში, რასაც იტალიის მსოფლიო
ომში ჩართვა მოჰყვა.
178
(1) 3. რომელი მსჯელობა ასახავს ილუსტრაციის მთავარ იდეას?

ა) პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიისათვის დაწესებულმა სანქციებმა და


ეკონომიკურმა კრიზისმა ნოყიერი ნიადაგი შეამზადა ჰიტლერის ხელისუფლებაში
მოსვლისათვის;

ბ) ევროპის სახელმწიფოების ე.წ. „დაშოშმინების პოლიტიკამ“ ჰიტლერს


მოქმედების სრული თავისუფლება მისცა, რამაც მსოფლიო კატასტროფამდე
მიიყვანა;

გ) პრემიერ-მინისტრი ჩემბერლენსა და ჰიტლერს შორის გაფორმებულმა


მიუნხენის შეთანხმებამ გარკვეული დროით გადაავადა მეორე მსოფლიო ომის
დაწყება;

დ) გერმანიის „ერთა ლიგიდან“ გარიცხვამ და მის მიმართ დამატებითი სანქციების


დაწესებამ დააჩქარა ამ სახელმწიფოს მილიტარიზაცია და ახალი მსოფლიო ომის
დაწყება.

(1) 4. ჩამოთვლილთაგან, რომელია ილუსტრაციაზე სიმბოლურად ასახული ისტორიული მოვლენის ერთ-ერთი შედეგი?

ა) იაპონია შეუერთდა ჰიტლერულ ალიანსს;

ბ) იაპონია გამოეთიშა მსოფლიო ომს;

გ) იაპონიამ დაამყარა სრული კონტროლი წყნარ ოკეანეში;;

დ) აშშ ჩაება მეორე მსოფლიო ომში.

179
5. „დიდი სამეულის“ რომელი კონფერენციის მონაწილეები არიან აღბეჭდილი ილუსტრაციაზე?

ა) თეირანის;

ბ) იალტის;

გ) პოტსდამის;

დ) პარიზის.

(1) 6. რომელია მართებული მსჯელობა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის შესახებ?

ა) მთავრობის მეთაურად ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულიყო ზედიზედ მხოლოდ ორჯერ;

ბ) კონსტიტუციით მართლმადიდებლური ქრისტიანობა ცხადდებოდა სახელმწიფო რელიგიად;

გ) კონსტიტუციის მიხედვით, რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობა ენიჭებოდა პარლამენტის თავმჯდომარეს;

დ) კონსტიტუციის მიხედვით, დაწყებითი და საბაზო განათლება იყო სავალდებულო და უსასყიდლო.

180
(1) 7. რა ღონისძიებას მიმართა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკის წახალისებისათვის 1920 წელს ?

ა) ჩამოყალიბდა „საქართველოს საინვესტიციო ფონდი”;

ბ) უცხოური კაპიტალის გამოყენებით შეიქმნა საქართველოს აგრარული ბანკი, რომელიც გასცემდა დაბალპროცენტიან კრედიტებს
ფერმერული მეურნეობებისათვის;

გ) ჩამოყალიბდა „საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ეკონომიკური საბჭო“, რომლის ფუნქცია იყო ქვეყნის ეკონომიკაზე ზრუნვა;

დ) სახელმწიფოს მონაწილეობით შეიქმნა მცირე და საშუალო კოოპერატივები.

(1) 8. რა დაედო ოფიციალურ საფუძვლად პარიზის საზავო კონფერენციის გადაწყვეტილებას, თავი შეეკავებინა საქართველოს
დამოუკიდებლობის აღიარებისაგან?

ა) საქართველოს სუსტი დემოკრატიული ინსტიტუტები;

ბ) საქართველოს არასაკმარისი ეკონომიკური რესურსები;

გ) კავკასიის ქვეყნების არასტაბილური მდგომარეობა;

დ) კავკასიის სახელმწიფოთა შორის მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტები.

(1) 9. რომელი არის მართებული მსჯელობა 1920 წლის 7 მაისს საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის დადებული
ხელშეკრულების შესახებ?

ა) ხელშეკრულებამ შექმნა სამართლებრივი გარანტიები ანექსიის შეკავებისა და საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებისათვის;

ბ) ხელშეკრულებამ ფაქტობრივად ლეგალური გახადა ბოლშევიკების ანტი-სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა საქართველოში, რამაც


ძირი გამოუთხარა სახელმწიფოს დამოუკიდებლობას; 517

გ) ხელშეკრულება იყო საბჭოთა რუსეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის თავსმოხვეული დოკუმენტი, რომელმაც საგრძნობლად
შეასუსტა ქვეყნის უსაფრთხოება;

დ) ხელშეკრულება იყო ქართული დიპლომატიის გამარჯვება, რამაც უზრუნველყო ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარება საბჭოთა
რუსეთის მიერ.

181
(1) 10. რომელი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტით სცადა საბჭოთა რუსეთმა კავკასიის ოკუპაციის გაფორმება 1921 წელს?

ა) ერთა ლიგასთან გაფორმებული შეთანხმებით;

ბ) საბჭოთა რუსეთის ახალი კონსტიტუციით;

გ) კავკასიის ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმით;

დ) ყარსის ხელშეკრულებით.

(1) 11. რას ითვალისწინებდა ე.წ. „ავტონომიზაციის გეგმა“ საბჭოთა კავშირის ფორმირების ადრეულ ეტაპზე?

ა) ერთიანი სახელმწიფოს შექმნას რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის სახით, რომელშიც შევიდოდნენ სხვა ერები
ავტონომიური ერთეულების ფორმით;

ბ) საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები ერებისათვის ეკონომიკური და კულტურული ავტონომიის მინიჭებას;

გ) საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები თითოეული ეთნიკური უმცირესობისათვის პოლიტიკური ავტონომიის მინიჭებას;

დ) ეკონომიკური დეცენტრალიზაციის მოდელს, რომელშიც მეურნეობის ცალკეული დარგები ავტონომიურად იმართებოდა.

(1) 12. ვინ იყვნენ „ნაციონალ-უკლონისტები“ საქართველოში?

ა) ქართველ ნაციონალისტთა ჯგუფი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის განაგრძობდა ბრძოლას გასაბჭოების შემდეგ;

ბ) ქართველ ბოლშევიკთა ჯგუფი, რომელიც ფიქრობდა, რომ საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ცალკე რესპუბლიკის
სტატუსით უნდა შესულიყო;

გ) ქართველ ბოლშევიკთა ჯგუფი, რომელიც უარყოფდა საბჭოთა კავშირის, როგორც თანასწორუფლებიან სახელმწიფოდ გაერთიანების
იდეას;

დ) ქართველი პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგებოდნენ XX საუკუნის 20-იან წლებში დაწყებულ
რეპრესიებს.

182
(1) 13. რატომ თვლიდა საბჭოთა ხელისუფლება XX საუკუნის 20-30-იან წლებში სოფლად შექმნილ კრიზისულ ვითარებას ერთ-ერთ
ყველაზე დიდ საფრთხედ?

ა) კოლექტივიზაციის პროცესი ჩავარდა და მოსალოდნელი იყო გლეხობის საყოველთაო ბუნტი;

ბ) საბჭოთა ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილ მდიდარ გლეხებს შეეძლოთ ხელოვნურად გამოეწვიათ სასურსათო კრიზისი;

გ) სოფლის სუსტი მეურნეობა სოციალისტურ ქვეყანას დამოკიდებულს გახდიდა მტრული კაპიტალისტური ქვეყნებიდან
იმპორტირებულ აგრარულ პროდუქციაზე;

დ) სოფლად თავმოყრილი იყო ძველი რეჟიმის მხარდამჭერი რევანშისტული ძალები, რომელთაც გლეხების უმრავლესობა უჭერდა
მხარს.

(1) 14. რომელია მართებული მსჯელობა მუსოლინის მიერ შემუშავებული თეორიული სისტემის - „მესამე გზის“ შესახებ?

ა) „მესამე გზა“ გულისხმობდა დიდი ინდუსტრიული საწარმოების აქციების მოსახლეობისათვის გადაცემას და მონაწილეობას მათ
მართვაში;

ბ) „მესამე გზა“ ითვალისწინებდა სახელმწიფოს მიერ კონტროლის დაწესებას მრეწველობის ძირითად დარგებზე;

გ) „მესამე გზა“ ითვალისწინებდა კერძო საკუთრების აკრძალვას და მთელი ბიზნესის გადასვლას სახელმწიფოს ხელში;

დ) „მესამე გზა“ გულისხმობდა სამრეწველო საწარმოებისა და ბუნებრივი წიაღისეულის ნაციონალიზაციას.

(1) 15. რომელია მართებული მსჯელობა I მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის საზოგადოებაში არსებული განწყობების შესახებ?

ა) ეკონომიკური კოლაფსი და მასიური უმუშევრობა ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა რადიკალური მემარჯვენე და მემარცხენე იდეოლოგიების
გაძლიერებისათვის;

ბ) ომში დამარცხებამ გერმანიაში ბოლო მოუღო აქამდე პოპულარულ ყველა იდეოლოგიასა და დოქტრინას;

გ) I მსოფლიო ომში განცდილმა მარცხმა გერმანიის საზოგადოებას ბუნებრივად უბიძგა ზომიერი, პაციფისტური ორიენტაციის
იდეოლოგიისაკენ;

დ) ომის შემდეგ გერმანიაში პოპულარობა მოიპოვა იზოლაციონიზმსა და პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე ორიენტირებულმა


იდეოლოგიამ.
183
(1) 16. რომელ მოვლენასთან ასოცირდება „გრძელი დანების ღამე“?

ა) კომუნისტური პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების ჟლეტასთან;

ბ) ებრაელების დევნასა და ტერორთან;

გ) ჰიტლერის მიერ ორგანიზებულ შიდა პარტიულ წმენდასთან;

დ) ოპოზიციურად განწყობილი ინტელიგენციის წარმომადგენელთა განადგურებასთან.

(1) 17. რას გულისხმობს გერმანელი ნაცისტების მიერ შემუშავებული ე.წ. „საბოლოო გადაწყვეტის“ გეგმა?

ა) „არიული რასის“ მიერ მსოფლიო ბატონობის მიღწევას;

ბ) ევროპაში ებრაული მოსახლეობის მასობრივ განადგურებას;

გ) გერმანელი ერის „სისხლის გაწმენდას”;

დ) სიღარიბის დაძლევის ეკონომიკური პროგრამის განხორციელებას.

(1) 18. სხვა ფაქტორებთან ერთად, რამ იქონია გადამწყვეტი გავლენა ესპანეთის სამოქალაქო ომის საბოლოო შედეგზე?

ა) მსხვილი ამერიკული კომპანიების (ტექსაკო, ჯენერალ მოტორსი, ფორდ მოტორსი) მიერ ფრანკისტების მიმართ გაწეულმა დიდმა
ფინანსურმა მხარდაჭერამ;

ბ) საბჭოთა კავშირის მიერ „ინტერნაციონალური ბრიგადების“ ესპანეთიდან გაწვევამ;

გ) ესპანეთის II რესპუბლიკის მთავრობის წევრებს შორის განხეთქილებამ;

დ) გერმანული ავიაციისა და იტალიელი მოხალისეების მიერ ნაციონალისტების მიმართ აღმოჩენილმა სამხედრო მხარდაჭერამ.

184
(1) 19. რას ან ვის უწოდებდნენ „მეხუთე კოლონას“ 1936-1939 წლების ესპანეთის სამოქალაქო ომში?

ა) რესპუბლიკის მთავრობა „მეხუთე კოლონას“ პირობითად უწოდებდა რესპუბლიკის წინააღმდეგ მებრძოლ ყველა ამბოხებულს;

ბ) „მეხუთე კოლონა“ იყო რესპუბლიკის მხარეს მებრძოლი უცხოელი მოხალისეების პირობითი კრებსითი სახელი;

გ) მეამბოხე ნაციონალისტები მადრიდს 4 საბრძოლო კოლონით უტევდნენ, „მეხუთე კოლონას“ კი დედაქალაქის შიგნით მოქმედ
ჯაშუშ-დივერსანტებს უწოდებდნენ;

დ) „მეხუთე კოლონა“ ეწოდებოდა ადრე რესპუბლიკელთა მხარეს მებრძოლ, შემდეგ კი ფრანკოს ბანაკში გადასულ
კოლაბორაციონისტთა რაზმებს.

(1) 20. ძირითადად, რასთან ასოცირდება ტერმინი „მეიძის რესტავრაცია“?

ა) XIX საუკუნის ბოლოს იაპონიაში სიოგუნატისა და სამურაების მმართველობის სისტემის აღდგენასთან;

ბ) XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში იაპონური ეთნო-კულტურული ტრადიციების აღდგენასა და აღორძინებასთან;

გ) 1868-1912 წლებში იაპონიის მილიტარისტული და კოლონიალისტური საგარეო პოლიტიკის აღდგენასთან;

დ) იაპონიაში 1868-1889 წლებში განხორციელებულ პოლიტიკურ, სამხედრო და სოციალ-ეკონომიკურ რეფორმებთან.

(1) 21. სხვა ფაქტორებთან ერთად, რამ შეუწყო ხელი იაპონიაში ნაციონალისტური განწყობების გაღვივებას I მსოფლიო ომის შემდეგ?

ა) ვერსალის საზავო კონფერენციის გადაწყვეტილებით, იაპონიას დაევალა ჩინეთისათვის დაებრუნებინა კუნძული ტაივანი;

ბ) ვერსალის საზავო ხელშეკრულებამ იაპონიას დაუწესა რეპარაცია, რომელიც მას უნდა დაეფარა უახლოესი 5 წლის განმავლობაში;

გ) 1921-1922 წლების ვაშინგტონის კონფერენციის გადაწყვეტილებით, იაპონია იძულებული იყო, შეემცირებინა საკუთარი ფლოტი და
ჩინეთისთვის დაებრუნებინა შანდუნის მიწების ნაწილი;

დ) I მსოფლიო ომის შემდეგ დიდმა სახელმწიფოებმა მიიღეს გადაწყვეტილება ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ, რასაც
იაპონიის მთავრობა იძულებით დათანხმდა.
185
(1) 22. რა ეწოდება საფრანგეთში 1929-1932 წლებში შექმნილ სანგრებისა და მავთულხლართების თავდაცვით სისტემას?

ა) „ზიგფრიდის ხაზი“;

ბ) „მაჟინოს ხაზი“;

გ) „მანერჰეიმის ხაზი“,

დ) „ლიმესი“.

(1) 23. რომელია მართებული მსჯელობა ბოლშევიკურ რუსეთსა და ვაიმარის რესპუბლიკას შორის 1922 წელს გაფორმებულ რაპალოს
ხელშეკრულების შესახებ?

ა) რაპალოს ხელშეკრულება წარმოადგენდა ახალგაზრდა ბოლშევიკური რუსეთის მცდელობას, პოტენციური აგრესორისაგან


მოეპოვებინა უსაფრთხოების გარანტიები;

ბ) რაპალოს ხელშეკრულება იყო „ანტანტის“ წევრ სახელმწიფოთა მიერ რევანშისტულად განწყობილი გერმანიის დაშოშმინების
ერთობლივი მცდელობის შედეგი;

გ) რუსეთისა და გერმანიის დაახლოება განპირობებული იყო ამ სახელმწიფოთა უკმაყოფილებით ვერსალის ზავის შედეგების გამო;

დ) რაპალოს ხელშეკრულების დადებით გერმანია იბრუნებდა ძველ გავლენას კონტინენტზე.

(1) 24. რომელი არ არის მართებული მსჯელობა ნაცისტური გერმანიის მიერ ავსტრიის მიერთების - „ანშლუსის“ შედეგების შესახებ?

ა) ავსტრიელი ხალხი სიხარულით შეხვდა გერმანიასთან მიერთებას, რადგან მათ დანგრეული იმპერიის აღდგენის იმედი გაუჩნდათ;

ბ) ავსტრიის მიერთების შემდეგ ჰიტლერმა „დიდი გერმანიის“ შექმნა გამოაცხადა;

გ) „ანშლუსის“ შედეგად გერმანიის ტერიტორია 25%-ით, ხოლო მოსახლეობა კი 30%-ით გაიზარდა;

დ) ავსტრიის ხელში ჩაგდებით ჰიტლერმა შეიქმნა მოსახერხებელი პლაცდარმი აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით შეტევის
განხორციელებისათვის.
186
(1) 25. რომელია მართებული მსჯელობა ე.წ. „მოლოტოვ-რიბენტროპის“ პაქტის შესახებ?

ა) პაქტი წარმოადგენდა სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტს, რომელიც არ ითვალისწინებდა მხარეების მიერ მისი აუცილებელი
იმპლემენტაციის პირობას;

ბ) პაქტით გათვალისწინებული იყო აღმოსავლეთი ევროპის სახელმწიფოებთან სამხედრო ალიანსის შექმნა და კონტინენტზე
უსაფრთხოების ახალი სისტემის ჩამოყალიბება;

გ) დოკუმენტს თან ერთოდა საიდუმლო პუნქტები, რომლის მიხედვით გერმანია და საბჭოთა კავშირი ინაწილებდნენ გავლენის
სფეროებს ევროპაში;

დ) დოკუმენტის საიდუმლო პუნქტებით გათვალისწინებული იყო ერთობლივი დივერსიული ჯგუფების შექმნა საფრანგეთისა და
დიდი ბრიტანეთის მთავრობათა დამხობის მიზნით.

(1) 26. რა ეწოდებოდა ფინეთის სასაზღვრო სიმაგრეების სისტემას, რომელიც საბჭოთა რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის
შესაკავებლად შეიქმნა?

ა) „ზიგფრიდის ხაზი“;

ბ) „მანერჰეიმის ხაზი“;

გ) „მაჟინოს ხაზი“;

დ) „რიუტის ხაზი“.

(1) 27. II მსოფლიო ომთან დაკავშირებულ კონკრეტულად რომელ მოვლენასთან ასოცირდება ტერმინი „უცნაური ომი“?

ა) ომის საწყის ფაზასთან, როდესაც დაპირისპირებული მხარეები მხოლოდ სანგრებიდან აწარმოებდნენ ბრძოლას და ფრონტის ხაზზე
წინ წაწევას ვერ ახერხებდნენ;

ბ) ომის დასაწყისში ბრიტანული ავიაციის მოქმედებასთან, რომელიც გერმანიის “ლუფტვაფეს“ საავიაციო დაბომბვების საპასუხოდ
მხოლოდ პროკლამაციების ჩამოყრით შემოიფარგლებოდა;

გ) ომის საწყის ფაზასთან, როდესაც საფრანგეთი და ინგლისი ომის მდგომარეობაში იყვნენ გერმანიასთან, თუმცა, აქტიური საბრძოლო
მოქმედებები არ ხორციელდებოდა;

187
დ) ომის საწყის პერიოდთან, როდესაც დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი საბრძოლო მოქმედებებში გერმანიისათვის ომის
გამოცხადების გარეშე ჩაებნენ.

(1) 28. რა ძირითად მიზანს ისახავდა გერმანიის არმიის სარდლობა უკრაინისა და ამიერკავკასიის მიმართულებით მასირებული
შეტევის დაგეგმვისას?

ა) საბჭოთა არმიის ძირითადი ნაწილები უკრაინასა და ამიერკავკასიაში იყო დისლოცირებული;

ბ) „ვერმახტი“ გეგმავდა საბჭოთა კავშირის სიღრმეში სამხრეთის მიმართულებიდან შეღწევას;

გ) სამხრეთის მიმართულებით შეტევის შემთხვევაში გაადვილდებოდა ბრძოლაში მოკავშირე რუმინეთისა და იტალიის საჯარისო
ნაწილების ჩართვა;

დ) ჰიტლერს სურდა ხანგრძლივი ომისათვის საჭირო წიაღისეული რესურსების მოპოვება.

(1) 29. რას ითვალისწინებდა II მსოფლიო ომის დროს აშშ-ს მთავრობის მიერ შემუშავებული „ლენდ-ლიზის“ პროგრამა?

ა) აშშ-ს სამხედრო ბაზებისა და მის კონტროლქვეშ არსებული სხვა ტერიტორიების მოკავშირეთათვის იჯარით გადაცემას;

ბ) აშშ-ს მიერ მოკავშირეების ფინანსურ დახმარებას;

გ) აშშ-ს მიერ მოკავშირეების მომარაგებას დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალით, იარაღით, სურსათით და სტრატეგიული
ნედლეულით;

დ) დიდი ამერიკული სამრეწველო კომპანიების გადაწყობას სამხედრო პროდუქციის წარმოებაზე.

(1) 30. რით იყო მნიშვნელოვანი კურსკის ბრძოლა?

ა) ეს ბრძოლა ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე დიდი შეიარაღებული შეტაკება, რომელშიც 2 მილიონზე მეტი ჯარისკაცი
მონაწილეობდა;

ბ) კურსკის ბრძოლა იყო პირველი მსხვილმასშტაბიანი ბრძოლა, რომელშიც „ვერმახტის“ ძალებმა მარცხი იწვნიეს;

გ) კურსკის ბრძოლა ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მსხვილმასშტაბიანი სატანკო დაპირისპირება;

დ) კურსკის ბრძოლაში პირველად იქნა გამოყენებული „დედამიწა-დედამიწას“ ტიპის მართვადი ბალისტიკური რაკეტები.

188
(1) 31. რა იყო 1943 წლის თეირანის კონფერენციაზე მიღწეული ძირითადი შედეგი?

ა) პრაქტიკულად გადაწყდა მეორე ფრონტის გახსნის საკითხი;

ბ) საბოლოოდ გადაწყდა ე.წ. „პოლონეთის საკითხი“, რომელიც გულისხმობდა ომის შემდეგ პოლონეთის დანაწილებას დიდ
ბრიტანეთსა და საბჭოთა კავშირს შორის;

გ) შეთანხმდა იაპონიის წინააღმდეგ ომში საბჭოთა კავშირის დაუყოვნებლივ ჩართვის საკითხი;

დ) გადაწყდა „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ შექმნის საკითხი.

(1) 32. რომელ მოვლენას უკავშირდება ევროპაში მეორე ფრონტის გახსნა?

ა) პოტსდამის კონფერენციის დასკვნითი აქტის ხელმოწერას, რომლითაც ოფიციალურად განცხადდა დასავლეთის ფრონტის გახსნის
ფაქტი;

ბ) მოკავშირეების მიერ ოპერაცია „კობრას“ დაწყებას, რომლის მიზანი იყო საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის აღება;

გ) ოპერაცია „ოვერლორდის“ დაწყებას, რომლის დროსაც ინგლის-ამერიკის სამხედრო დესანტი გადავიდა საფრანგეთის ჩრდილოეთში;

დ) მოკავშირეთა მიერ სიცილიაში მუსოლინის რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციას, რასაც იტალიის
დეოკუპაცია მოჰყვა.

(1) 33. სხვა საკითხებთან ერთად, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული იალტის კონფერენციაზე?

ა) შეთანხმდა გერმანიის ტერიტორიული მოწყობის საკითხი ომის შემდეგ;

ბ) შემუშავდა გერმანიის საბოლოო კაპიტულაციის პირობები;

გ) გადაწყდა, რომ ბერლინზე შეტევას საბჭოთა ჯარი განახორციელებდა;

დ) მოკავშირეთა გაერთიანებული შტაბის მეთაურად გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი დაინიშნა.

(1) 34. ემიგრაციაში მყოფი რომელი ქართული პოლიტიკური პარტია უჭერდა ღიად მხარს გერმანელ ნაცისტებს საბჭოთა კავშირის
წინააღმდეგ ბრძოლაში?

ა) სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია (ესერები);

ბ) სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია;
189
გ) ეროვნულ-დემოკრატიული პარტია;

დ) „ესთეტიური ლიგა პატრიოტებისა“.

(1) 35. რა უწოდეს ხატოვნად კუნძულ ტექსელზე ქართველი ჯარისკაცების აჯანყებას?

ა) „ევროპის უკანასკნელი ომი“;

ბ) „ბრძოლა აჩრდილებთან“;

გ) „ტექსელის ხორცსაკეპი“;

დ) „ტყვეთა ომი“.

ინსტრუქცია დავალებისათვის № 36.


დავალებაში მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა. უპასუხეთ დასმულ კითხვებს, ხოლო პასუხები
ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას. დავალების მაქსიმალური ქულაა 6.

რუკა და კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე

190
191
კითხვები:

(1) 36.1. რომელი დიდი სახელმწიფოს ლაშქრობები და ტერიტორიული გაფართოება არის ასახული რუკაზე?

ა) არაბთა სახალიფოს;

ბ) ბიზანტიის იმპერიის;

გ) ფრანკთა იმპერიის;

დ) რომის იმპერიის.

(1) 36.2. რუკის მიხედვით, რომელი კუნძული შედიოდა რუკაზე ღია ყავისფრად აღნიშნული დიდი სახელმწიფოს შემადგენლობაში
527 წლისათვის?

ა) სიცილია;

ბ) კორსიკა;

გ) კრეტა;

დ) სარდინია.

(1) 36.3. რუკის მიხედვით, რომელმა „ბარბაროსმა“ ხალხმა ილაშქრა ყველაზე ადრე რუკაზე ღია ყავისფრად აღნიშნული სახელმწიფოს
ტერიტორიაზე?

ა) გეპიდებმა;

ბ) ავარებმა;

გ) ვანდალებმა;

დ) ბულგარებმა.

192
(1) 36.4. რუკის მიხედვით, კონკრეტულად რომელი პროდუქციით ვაჭრობდა რუკაზე ღია ყავისფრად აღნიშნული სახელმწიფო მის
ჩრდილოეთით განსახლებულ ხალხებთან?

ა) ბეწვეულით;

ბ) ხორბლით;

გ) აბრეშუმის ჭიით;

დ) ხილით.

(1) 36.5. რუკის მიხედვით, დაასახელეთ იმ სახელმწიფოს დედაქალაქი, რომელიც არ მიმართავდა სამხედრო მოქმედებებს მეზობლად
არსებული დიდი იმპერიის წინააღმდეგ.

ა) სირმიუმი;

ბ) პარიზი;

გ) ბრაკარა აუგუსტა;

დ) პავია;

(1) 36.6. რუკის მიხედვით, რომელ დასახლებულ პუნქტს შეეხო რუკაზე ასახული უკანასკნელი საბრძოლო მოქმედება?

ა) ნეაპოლს;

ბ) კონსტანტინოპოლს;

გ) დირაქიუმს;

დ) ახალ კართაგენს.

193
ინსტრუქცია დავალებებისათვის № 37.
ყურადღებით წაიკითხეთ დავალება და უპასუხეთ დასმულ კითხვებს.
დავალების მაქსიმალური ქულაა 5.

1941 წლის გაზაფხულზე აშშ-ს მთავრობამ დაიწყო „ლენდ-ლიზის“ პროგრამის განხორციელება.

კითხვები:

(1) 37.1. დაასახელეთ „ლენდ-ლიზის“ პროგრამის განხორციელების ერთი კონკრეტული პოლიტიკური მიზეზი.

(1) 37. 2. დაასახელეთ „ლენდ-ლიზის“ პროგრამის განხორციელების ერთი კონკრეტული ეკონომიკური შედეგი.

(1) 37.3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო დადებითი შედეგის მომტანი „ლენდ-ლიზის“ პროგრამის განხორციელება
ბენეფიციარი ქვეყნების გარდა და რატომ? თქვენი მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.

(2) 37.4. მსოფლიოს უახლესი ისტორიიდან დაასახელეთ ამ მოვლენის ანალოგიური მოვლენა და დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ
ანალოგიის დასასაბუთებლად.

194
ინსტრუქცია დავალებისათვის №38.
ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ისტორიული დოკუმენტი, გაიაზრეთ ტექსტი და უპასუხეთ
კითხვებს. დავალების მაქსიმალური ქულაა 14.

სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარე მემედ აბაშიძის მიმართვა ბრიტანეთის უმაღლეს კომისარს კავკასიაში
ოლივერ უორდროპს.

მათ აღმატებულებას, კავკასიაში მყოფი ბრიტანეთის უმაღლეს კომისარს

მისტერ ოლივერ უორდროპს.

თქვენო მაღალ აღმატებულებავ! გასული წლის 31 აგვისტოს ბათუმის ოლქის მკვიდრმა მცხოვრებლებმა, ქართველმა
მუსულმანებმა, მოახდინეს ყრილობა, რაც ბათუმში მყოფ დიდ ბრიტანეთის მთავარ სარდლობამ იცოდა. ყრილობა მოწვეული იყო
სამუსლიმანო საქართველოს განმანთავისუფლებელი კომიტეტის თაოსნობით.

ყრილობამ კატეგორიული დადგენილება გამოიტანა და მოითხოვა ბათუმის და მისი ოლქის შეერთება საქართველოს
რესპუბლიკასთან ავტონომიურათ. ამ დადგენილების ცხოვრებაში გასატარებლათ, ყრილობამ აირჩია მეჯლისი, რომელიც ფართო
უფლებებით იყო აღჭურვილი – ყოფილიყო წარმომადგენელი სამუსლიმანო საქართველოს სახელით, როგორც კავკასიაში მყოფ
ანტანტის წარმომადგენლებთან, აგრეთვე ევროპის დიპლომატიურ წრეებთან და საზავო კონფერენციის წინაშე. მეჯლისმა აირჩია
დელეგაცია, რომელიც წარუდგა საქართველოს მთავრობას. დელეგაციას ჰქონდა პატივი წარსდგომოდა თქვენ აღმატებულება და

195
თქვენის სახით ეთხოვა დიდი ბრიტანეთისათვის. რათა უკანასკნელს დაეჩქარებინა ბათუმის და მისი ოლქის ბედი და ამ საკითხის
გარჩევის დროს მხედველობაში მიეღო 31 აგვისტოს დადგენილება, რომელიც ხალხის ნებისყოფის გამომხატველი არის.

თქვენო აღმატებულებავ თქვენის სამართლიანის მოპყრობით საქართველოს ხალხის სურვილებისადმი და საქართველოს


შესახებ სწორმა ინფორმაციამ მისცა ქართველ ხალხს ის, რომ საზავო კონფერენციამ იცნო საქართველოს ხალხის ისტორიული
ლტოლვილება და აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.

საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებამ გაგვიღვივა იმედი, რომ ბათუმის და მისი ოლქის საკითხიც ასევე
გადაწყდებოდა, მაგრამ, სამწუხაროთ, ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი და ის კვლავ ჰაერში არის გამოკიდებული, რაც უფრო
ართულებს და ხელს უწყობს ეკონომიურ და პოლიტიკურ კრიზისებს. ხალხი, რომელიც არ არის დაკავშირებული მკვიდრ
მაცხოვრებლებთან არც ისტორიულათ და არც ეკონომიურათ, ხალხი რომელიც გამოიქცა ოსმალეთიდან ანტანტის
მართლმსაჯულების სხვადასხვა ბნელი პირები და სპეკულიანტები გამოდიან „ბათუმის ოლქის შეერთებული ყველა მუსულმანთა
ნაციონალური საბჭოს“ სახელით იმ დროს, როდესაც ბათუმის ოლქში მოსახლეობს მხოლოდ ქართველი მუსულმანები და მხოლოდ
ქალაქ ბათუმში და მის მიდამოებში გაბნეული არიან სხვა ერები. მათ მიემხრენ რუსის რეაქციონერები, რომლებიც ბოლშევიკებს
გამოექცნენ ყველა ამათ შეკავშირებას ცდილობენ ბოლშევიზმის აგენტები, რომელთაც სურთ მომენტით ისარგებლონ. საჯაროთ
ხდება ანარქისტული ჯგუფების კრებები, ემზადებიან სამოქმედოთ. აი ეს ხალხი, ეს ჯგუფები, გზავნის პროტესტებს, რათა ბათუმის
ოლქი არ შეურთდეს საქართველოს რესპუბლიკას.

მეჯლისი, რომელიც არის ხალხის ნებისყოფის გამომხატველი, იმედოვნებს, რომ ანტანტის დიპლომატიური
წარმომადგენლები, არავითარ ყურადღებას არ მიაქცევენ ზემო ხსენებულ პირთა ზრახვებს და ბათუმის და მისი ოლქის საკითხების
გადაწყვეტის დროს მხედველობაში მიიღებენ მკვიდრ მცხოვრებთა ინტერესებს.

რადგანაც ამ ჟამად ასე გართულდა საქმე, ამ ოლქის მცხოვრებთა სახელით, უმორჩილესი თხოვნით მოგმართავთ თქვენო
მაღალ აღმატებულებავ, გადასდგათ სათანადო ნაბიჯები, რომ საჩქაროდ გადასწყდეს ბათუმის ოლქის საკითხი და ამით შეძლება
მისცეთ ექვსი წლის ომით მოქანცულ ხალხს თავისუფლათ ამოისუნთქოს თავის დედა სამშობლო, საქართველოს წიაღში. ამას
მოითხოვს როგორც ხალხის ნების ყოფა, აგრეთვე ამ მხარის საარსებო ინტერესები.

მეჯლისის თავმჯდომარე

მემედ აბაშიძე

196
კითხვები:

(1) 38.1. წყაროს მიხედვით, რომელი ორგანოს ინიციატივით იქნა მოწვეული ქართველი მუსლიმების ყრილობა?

(1) 38.2. წყაროს მიხედვით, რა იყო ყრილობის მიერ მიღებული ძირითადი გადაწყვეტილება?

(1) 38.3. წყაროს მიხედვით, ვისთან შედგა მეჯლისის მიერ არჩეული დელეგაციის პირველი შეხვედრა?

(1) 38.4. წყაროს მიხედვით, რას მოელოდა სამუსლიმანო საქართველოს წარმომადგენლობა ბრიტანეთის მთავრობისაგან?

(1) 38.5. წყაროს მიხედვით, კონკრეტულად რაში მდგომარეობდა კავკასიაში ბრიტანეთის უმაღლეს კომისრის დამსახურება
ქართველის ხალხის წინაშე?

(1) 38.6. წყაროს მიხედვით, რომელი ორგანიზაციის მეშვეობით ახორციელებდა ოსმალეთის იმპერია თავის აგენტურულ საქმიანობას
აჭარაში?

(2) 38.7. წყაროს მიხედვით დაასახელეთ ყრილობის მიერ არჩეული ორგანო და მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია.

(2) 38.8. წყაროს მიხედვით, სამუსლიმანო საქართველოს რომელი მოლოდინი არ გამართლდა საზავო კონფერენციაზე და რა
ნეგატიური შედეგი გამოიწვია ამან?

(2) 38.9. წყაროს მიხედვით, სრულად დაასახელეთ ჯგუფები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ აჭარაში დესტრუქციულ საქმიანობაში?

(2) 38.10. წყაროს შინაარსიდან გამომდინარე, რა იყო აჭარაში მოქმედი თურქული და საბჭოთა აგენტურული ქსელის მთავარი მიზანი
და კონკრეტულად რა გზით ცდილობდნენ ისინი თავიანთი ამ მიზნის მიღწევას?

197
ვარიანტი X

ინსტრუქცია დავალებებისათვის № 1-35.


თითოეულ შეკითხვას ახლავს ოთხი სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია სწორი.
თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.

კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე

198
(1) 1. მოცემული ორგანიზაციის წევრი რომელი სახელმწიფოს დროშა არ არის წარმოდგენილი ემბლემაზე?

ა) ალბანეთის;

ბ) უნგრეთის;

გ) სლოვაკეთის;

დ) კუბის

199
(1) 2. რომელ შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები არის ასახული ილუსტრაციებზე?

ა) კუბის კრიზისთან;

ბ) კორეის ომთან;

გ) ვიეტნამის ომთან;

დ) ავღანეთის ომთან.

200
(1) 3. რომელია მართებული მსჯელობა ილუსტრაციაზე მოცემული დოკუმენტის მიღებასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ?

ა) კონსტიტუციის პროექტში არ იყო გათვალისწინებული მუხლი, რომელიც ქართული ენის


რესპუბლიკის სახელმწიფო ენად გამოცხადებას გულისხმობდა, რამაც თბილისში მასობრივი
გამოსვლები გამოიწვია;

ბ) კონსტიტუციის ახალი რედაქცია ითვალისწინებდა საქართველოს ტერიტორიის ნაწილის


აზერბაიჯანის სსრ-სთვის გადაცემას, რამაც საქართველოს მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია;

გ) ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვას თან ახლდა მასობრივი საპროტესტო


გამოსვლები, რომლის მონაწილეები საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ.

დ) ახალი კონსტიტუციით საქართველოში იქმნებოდა ახალი - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური


რესპუბლიკა, რაც მიუღებელი აღმოჩნდა საქართველოს პოლიტიკური ელიტისათვის.

(1) 4. რომელი საბჭოთა ლიდერის საქმიანობას უკავშირდება საფოსტო მარკაზე ასახული პროცესი?

ა) ნიკიტა ხრუშჩოვის;

ბ) მიხეილ გორბაჩოვის

გ) ლეონიდ ბრეჟნევის;

დ) ბორის ელცინის.

201
(1) 5. ილუსტრაციის მიხედვით, რომელი სახელმწიფოს გადამწყვეტი როლი არის ხაზგასმული სოციალისტური ბანაკის დაშლის
საქმეში?

ა) სსრკ-ს;

ბ) აშშ-ს;

გ) დიდი ბრიტანეთის;

დ) ზოგადად დასავლეთის სახელმწიფოების.

(1) 6. ჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება მივიჩნიოთ „ცივი ომის“ პერიოდის პირველ კონფლიქტად?

ა) საბერძნეთის სამოქალაქო ომში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ჩართვა;

ბ) კარიბის ანუ კუბის კრიზისი;

გ) ვიეტნამის ომი;

დ) კორეის ომი.

202
(1) 7. აშშ-ს რომელი პრეზიდენტის სახელს უკავშირდება ე.წ. „შეკავების დოქტრინა“?

ა) რონალდ რეიგანის;

ბ) ჰარი ტრუმენის;

გ) დუაიტ ეიზენჰაუერის;

დ) ჯონ კენედის.

(1) 8. სხვა ფაქტორებთან ერთად, რამ იქონია გავლენა იოსებ სტალინის გადაწყვეტილებაზე, არ დაეშვა „მარშალის გეგმის“
გავრცელება სოციალისტური ბანაკის სახელმწიფოებზე?

ა) სტალინი შიშობდა, რომ „მარშალის გეგმის“ საფარქვეშ დასავლეთი შეეცდებოდა სოციალისტურ ქვეყნებში ნაციონალისტური
ძალების შეიარაღებას;

ბ) სტალინს მიაჩნდა, რომ სსრკ-სა და მის მოკავშირეებს გააჩნდათ საკმარისი პოტენციალი ეკონომიკის ასაღორძინებლად და ისინი
არ საჭიროებდნენ დასავლეთის დახმარებას;

გ) სტალინი შიშობდა, რომ დასავლეთის მიერ სოციალისტური ქვეყნების ეკონომიკური დახმარება გამოიწვევდა იქ კომუნისტური
რეჟიმის დასუსტებას და საბჭოთა გავლენის შემცირებას;

დ) სტალინს აშინებდა „მარშალის გეგმის“ პირობა, რომელიც გულისხმობდა სესხად გაცემული თანხის მოკლე პერიოდში
დაბრუნებას დიდი სარგებლით.

(1) 9. სხვა ფაქტორებთან ერთად, რით იყო განპირობებული ხრუშჩოვის გადაწყვეტილება ბერლინის გამყოფი კედლის მშენებლობის
შესახებ?

ა) ამ გზით შესაძლებელი იქნებოდა დასავლეთიდან მომდინარე პოტენციური სამხედრო აგრესიის შეკავება;

ბ) ეს გადაწყვეტილება გამოწვეული იყო ზონებად დაყოფილი ბერლინის ქალაქდაგეგმარების ახალი მოდელით, რომელიც მის
იზოლირებას საჭიროებდა;
203
გ) ამით შესაძლებელი იქნებოდა კომუნისტური გერმანიის ტერიტორიაზე დასავლეთის აგენტურის შემოღწევის თავიდან აცილება;

დ) ამ გზით ის ფიქრობდა აღეკვეთა აღმოსავლეთ გერმანიის მოსახლეობის მასიური გადასვლა დასავლეთში, რამაც მასიური
ხასიათი შეეძინა.

(1) 10. ჩამოთვლილთაგან, რომელმა მოვლენამ დააჩქარა XX საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს ახალი სამხედრო ბლოკის-ნატოს
ჩამოყალიბების პროცესი?

ა) სსრკ-ს მიერ კუბაზე ბირთვული რაკეტების განთავსებამ;

ბ) საბჭოთა კავშირის მიერ „ვარშავის პაქტის“ ჩამოყალიბებამ;

გ) საბჭოთა საოკუპაციო ჯარების მიერ ბერლინის ბლოკირებამ;

დ) ჩინეთში კომუნისტური მმართველობის დამყარებამ.

(1) 11. რა გახდა 1955 წელს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ იმრე ნადის თანამდებობიდან გადაყენების მთავარი მიზეზი?

ა) მან დაიწყო პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ეკონომიკური რეფორმების გატარება, რაც მიუღებელი აღმოჩნდა საბჭოთა
კავშირის პოლიტიკური ელიტისათვის;

ბ) იმ წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ ვერ მოიპოვა საკმარისი მანდატები და ვერ შეძლო მინისტრთა
კაბინეტის ჩამოყალიბება;

გ) ის მხილებული იქნა კორუფციულ გარიგებებში, რის გამჟღავნებასაც ხელი შეუწყო დასავლეთის აგენტურამ;

დ) მან თავი ვერ გაართვა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს და საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა, მისი
შემცვლელი მოეძებნა.

204
(1) 12. ჩამოთვლილთაგან, რომელი არის მართებული მსჯელობა „პრაღის გაზაფხულის“ სოციალ-პოლიტიკური შედეგების შესახებ?

ა) პრაღაში საბჭოთა ჯარების შესვლის შემდეგ ალექსანდრე დუბჩეკის მთავრობამ პირობა დადო, რომ გააუქმებდა დაწყებულ
რეფორმებს;

ბ) მომიტინგეებმა ჩეხეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი დაიჭირეს და გასამართლების გარეშე მეორე დღესვე დახვრიტეს;

გ) საბჭოთა ინტერვენციამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია: დუბჩეკის რეფორმატორმა მთავრობამ შეინარჩუნა ხელისუფლება და
განაგრძო რეფორმების კურსი;

დ) დუბჩეკის მთავრობა დაემხო, ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა მმართველობა დამყარდა, ახალმა მთავრობამ რეფორმები გააუქმა, რის
გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

(1) 13. ვინ წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების დასაყრდენს კორეაში XX საუკუნის 50-იან წლებში?

ა) პოლ პოტი;

ბ) ლი სინ მანი;

გ) კიმ ირ სენი;

დ) მაო ძედუნი.

(1) 14. რა მიზეზით ვერ/არ გამოიყენა საბჭოთა კავშირმა ვეტოს უფლება გაეროს უშიშროების საბჭოში1950 წელს, როდესაც წყდებოდა
კორეის საკითხზე?

ა) უშიშროების საბჭოს სხდომაზე საბჭოთა კავშირი უმცირესობაში აღმოჩნდა ჩინეთის გაურკვეველი პოზიციის გამო და აქედან
გამომდინარე ვეტოს გამოყენება აზრს კარგავდა;

ბ) სტალინის გარდაცვალებამ რადიკალურად შეცვალა საბჭოთა კავშირის მიდგომა კორეის საკითხის მიმართ - ახალი მთავრობა არ
იყო დაინტერესებული აშშ-სთან შემდგომი კონფრონტაციით;

გ) ამ პერიოდში სტალინს მდგომარეობა გაურთულდა ჩეხოსლოვაკიაში და მას კორეისათვის აღარ ეცალა;

დ) ამ პერიოდში საბჭოთა კავშირმა ბოიკოტი გამოუცხადა გაეროს ჩინეთისათვის მანდატის შეჩერების გამო და არ ესწრებოდა
უშიშროების საბჭოს სხდომებს.

205
(1) 15. რომელი არის მართებული მსჯელობა კორეის ომის შედეგების შესახებ?

ა) კიმ ირ სენმა სტალინისა და მაო ძედუნის დახმარებით შეძლო ომში გარდატეხის შეტანა, გაეროს ძალებს ჯერ 38-ე პარალელამდე
დაახევინა უკან, შემდეგ კი 1953 წელს სრულად გააერთიანა კორეა;

ბ) 1953 წელს გაფორმებულმა ზავმა აღადგინა ომამდელი სტატუს კვო - ორ კორეას შორის გამყოფი ხაზი კვლავ 38-ე პარალელზე
გაევლო;

გ) 1953 გენერალ მაკარტურმა კომუნისტი პარტიზანები ჯუნგლებში შერეკა - კიმ ირ სენს სამართავად მხოლოდ ქვეყნის უკიდურესი
ჩრდილოეთი ნაწილი დარჩა;

დ) ომის მსვლელობისას, 1953 წელ მოულოდნელად გარდაიცვალა სტალინი, რის შემდეგაც მხარეებმა საბრძოლო მოქმედებები
შეაჩერეს და სადავო საკითხი კვლავ გაეროს უშიშროების სხდომაზე განხილვის საგნად იქცა.

(1) 16. რა სახელწოდებით არის ცნობილი XX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში სამხრეთ ვიეტნამში შექმნილი პროკომუნისტური
ორგანიზაცია „ეროვნული განთავისუფლების ფრონტი“?

ა) „წითელი ქჰმერები“;

ბ) „პატეტ ლაო“;

გ) „ვიეტკონგი“;

დ) „წითელი ბრიგადები“.

(1) 17. სხვა ფაქტორებთან ერთად, რამ იქონია მნიშვნელოვანი გავლენა პრეზიდენტ ნიქსონის გადაწყვეტილებაზე, 1968 წელს დაეწყო
სამშვიდობო მოლაპარაკება ჩრდილოეთ ვიეტნამთან?

ა) ამერიკაში დაწყებულმა ფინანსურმა კრიზისმა;

ბ) ვიეტნამელთა დასახმარებლად ასიათასობით ჩინელი მოხალისის დაძვრამ;

206
გ) საბჭოთა კავშირის მიერ ლაოსში უახლესი ბალისტიკური რაკეტების განთავსებამ;

დ) ქვეყნის შიგნით გამძაფრებულმა პაციფისტურმა განწყობებმა.

(1) 18. რომელი არის მართებული მსჯელობა ვიეტნამის ომის შედეგების შესახებ?

ა) მიუხედავად აშშ-სთან გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულებისა, ვიეტნამის სახალხო არმია შეტევაზე გადავიდა და მალე
მთელი ქვეყანა საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა;

ბ) 1973 წელს გაფორმდა ზავი, რომლის თანახმადაც ჩრდილოეთ ვიეტნამი ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა და იქ მშვიდობის
უზრუნველყოფის მანდატი გაეროს ფრანგულ კონტინგენტს მიენიჭა;

გ) ვიეტნამელი პარტიზანების თავდადებული ბრძოლის შედეგად აშშ-ს სამხედრო ძალებმა უკან დაიხიეს მე-17 პარალელამდე,
სადაც გაევლო გამყოფი ხაზი სამხრეთ და ჩრდილოეთ ვიეტნამს შორის;

დ) აშშ-სა და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილმა არმიამ მოახერხა ინდოჩინეთის დიდ ნაწილზე კონტროლის დამყარება. 1973 წელს
ამ ტერიტორიაზე გაეროს სამშვიდობო ძალები შევიდნენ, რის შემდეგაც ამერიკელმა ჯარისკაცებმა ვიეტნამი დატოვეს.

(1) 19. სხვა მიზეზებთან ერთად, რა განაპირობებდა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ჩარეულიყო ავღანეთის საშინაო
საქმეებში მას შემდეგ, რაც 1979 წლის აპრილში იქ საყოველთაო აჯანყება დაიწყო?

ა) საბჭოთა კავშირი ცდილობდა, ნებისმიერ ფასად შეენარჩუნებინა მისი მორჩილი ბაბრაქ ქარმალის მარიონეტული რეჟიმი;

ბ) ბრეჟნევი ფიქრობდა, რომ ავღანეთში შექმნილი არეულობით ისარგებლებდა ირანი, რომელსაც ასევე ფუნდამენტალისტი
ისლამისტები მართავდნენ;

გ) ისლამისტების ხელისუფლებაში მოსვლას შეიძლება გამოეწვია საბჭოთა კონტროლქვეშ არსებული ავღანეთის ბუნებრივი
რესურსების - ოქროსა და ძვირფასი ლითონების საბადოების ნაციონალიზაცია;

დ) შესაძლებელი იყო, ისლამური ფუნდამენტალიზმის მზარდი ტალღა ავღანეთის მეზობელ საბჭოთა მოკავშირე რესპუბლიკებშიც
გავრცელებულიყო, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა სახელმწიფოს სტაბილურობას.

207
(1) 20. რა იყო 1956 წლის მარტში საქართველოს დედაქალაქში გამართული საპროტესტო გამოსვლების მთავარი მიზეზი?

ა) საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუციის მიღება, რომელშიც ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს;

ბ) საბჭოთა ხელისუფლების გალაშქრება „სტალინის კულტის“ წინააღმდეგ, რომელსაც თან ახლდა ეროვნული ღირსების
შემლახველი შეურაცხყოფა;

გ) საქართველოს ისტორიული ტერიტორიების - ზაქათალისა და კახის ოლქების აზერბაიჯანისათვის გადაცემა;

დ) სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაწყებული სეპარატისტული გამოსვლები, რომელსაც ფარულად მხარს უჭერდა
საბჭოთა ხელისუფლება.

(1) 21. ჩამოთვლილთაგან, რომელია XX საუკუნის 50-იან წლებში საქართველოში შექმნილი იატაკქვეშა ორგანიზაცია?

ა) „სიღნაღის ახალგაზრდა გვარდია“;

ბ) „ჰელსინკის კავშირი“;

გ) „ესთეტიკური ლიგა პატრიოტებისა“

დ) „სახალხო ფრონტი“

(1) 22. რომელ ისტორიულ მოვლენასთან ასოცირდება 1930 წელს გამართული ე.წ. „მარილის ლაშქრობა“?

ა) ინდოეთში გამართულ მრავალკილომეტრიან მშვიდობიან მსვლელობასთან, რომლის მიზანი იყო ინგლისელების მიერ მარილის
ფასის ხელოვნურად გაზრდის გაპროტესტება;

ბ) ალჟირში ფრანგული კოლონიური მმართველობის წინააღმდეგ გამართულ მრავალათასიან დემონსტრაციასთან, რომლის დროსაც
დემონსტრანტებმა ზღვაში გადაყარეს საფრანგეთში გასაგზავნად გამზადებული მარილით დატვირთული კონტეინერები;

გ) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მარილის საბადოების მუშათა აჯანყებასთან, რომლის შედეგად ინგლისელი მმართველები
იძულებულნი გახდნენ, შეერბილებინათ აფრიკელი მუშა-მოსამსახურეების მიმართ მკაცრი დამოკიდებულება.

დ) უგანდაში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებასთან, რომლის დროსაც პრეზიდენტ იდი ამინის მომხრე მუსულმანებმა დახოცეს
მარილის კარიერებში მომუშავე ათასობით ქრისტიანი.

208
(1) 23. რას ითვალისწინებდა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მიერ 1931 წელს მიღებული ე.წ. „ვესტმინსტერის სტატუტი“?

ა) ინდოეთიდან ჯარების გამოყვანას;

ბ) ე.წ. „შავ აფრიკაში“ გერმანიის ყოფილი კოლონიებზე საკუთარი გავლენის გავრცელებას;

გ) ერთა ლიგის მიერ დიდი ბრიტანეთისათვის გადაცემულ სამანდატო ტერიტორიებზე უარის თქმას;

დ) დიდი ბრიტანეთის ყოფილი დომინიონებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებას.

(1) 24. რა ძირითადი მიღწევის გამო შეფასდა ჰელსინკის შეთანხმებაში საბჭოთა კავშირის ჩართვა დასავლეთის დიპლომატიის
გამარჯვებად?

ა) საბჭოთა კავშირი დათანხმდა ბირთვული შეიარაღების შემცირებაზე;

ბ) შესაძლებელი გახდა სოციალისტური ბანაკის ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა და პროდუქციის ექსპორტი;

გ) საბჭოთა კავშირი დათანხმდა სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების საქმიანობის
დაშვებაზე;

დ) საბჭოთა კავშირმა აიღო ვალდებულება, სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ჩაეტარებინა თავისუფალი არჩევნები უცხოელი
დამკვირვებლების მონაწილეობით.

(1) 25. რა ერქვა ჰელსინკის დასკვნითი აქტის ხელმოწერის შემდეგ პოლონეთში შექმნილ ადამიანის უფლებათა დამცველ
ორგანიზაციას?

ა) „სოლიდარობა“;

ბ) „პოლონეთის ხსნის არმია“;

გ) „სათვალთვალო კოშკი“;

დ) „ქარტია 77“

209
(1) 26. ჩამოთვლილთაგან რომელმა გარემოებამ შეუწყო ხელი პოლონეთში დემოკრატიული ძალების მოსვლას ხელისუფლებაში XX
საუკუნის 80-იან წლებში?

ა) მათ მხარეზე დადგა პოლონეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი ვოიცეხ იარუზელსკი;

ბ) პოლონეთის ეკონომიკა და სოციალური ცხოვრება მანამდეც ინტეგრირებული იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან;

გ) პოლონეთში შექმნილი იყო არაერთი „ჰელსინკის კავშირი“ - მათ მოახერხეს საარჩევნო პროცესებსა და ადამიანის უფლებების
დაცვაზე სრულფასოვანი კონტროლის დამყარება;

დ) მათ მხარს უჭერდა რომის პაპი იოანე-პავლე II.

(1) 27. რა უკავშირდება საბჭოთა კავშირის ლიდერის, ლეონიდ ბრეჟნევის სახელს?

ა) „კუბის კრიზისი“;

ბ) ე.წ. „დათბობის“ პოლიტიკის გატარება აშშ-სთან მიმართებაში;

გ) ე.წ. „უძრაობის ხანა“ საბჭოთა კავშირში;

დ) საქართველოში 9 აპრილის მიტინგის დარბევა.

(1) 28. სხვა ფაქტორებთან ერთად, რამ შეუწყო ხელი XX საუკუნის 80-იან წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში ეკონომიკურ
კრიზისის გაღრმავებას?

ა) საბჭოთა კავშირის ძირითადი საექსპორტო პროდუქტზე - ნავთობსა და გაზზე ფასების მკვეთრმა დაცემამ;

ბ) ავღანეთის ომმა, რომელიც დიდ დანახარჯებს მოითხოვდა;

გ) მცირე კერძო საწარმოებისა და კოოპერატივების გაკოტრებამ;

დ) ზედიზედ რამდენიმე მოუსავლიანმა წელმა, რამაც სოფლის მეურნეობას გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენა.

210
(1) 29. რა იყო 1991 წლის აგვისტოში რუსეთში მომხდარი პუტჩის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი?

ა) კონსერვატიულ ძალებს სურდათ, წინ აღსდგომოდნენ საბჭოთა კავშირის დაშლას და შეენარჩუნებინათ ის არსებული ფორმით;

ბ) კომუნისტური პარტიის ახალი თაობის მუშაკებს სურდათ, დაეჩქარებინათ საბჭოთა კავშირის დაშლა და თავად მოსულიყვნენ
ხელისუფლებაში;

გ) საბჭოთა არმიისა და უსაფრთხოების სამსახურის გენერლებს უნდოდათ თანამდებობიდან გადაეყენებინათ კორუმპირებული


ჩინოვნიკები და თავად ემართათ სახელმწიფო;

დ) ბორის ელცინის ირგვლივ შეკრებილ რეფორმატორების ჯგუფს სურდა, ძალადობრივი თავიდან მოეშორებინა გორბაჩოვი და
კომუნისტური პარტია და დაენიშნათ თავისუფალი არჩევნები.

(1) 30. რას ითვალისწინებდა 1991 წლის დეკემბერში გაფორმებული ბელოვეჟის შეთანხმება?

ა) საბჭოთა კავშირის დაშლას დამოუკიდებელ სახელმწიფოებად;

ბ) საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გაუქმებას;

გ) რეფერენდუმის ჩატარებას მოკავშირე რესპუბლიკებში, რომელზეც უნდა გარკვეულიყო, სურდათ თუ არა ამ რესპუბლიკებს
საბჭოთა კავშირში დარჩენა;

დ) ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანას.

(1) 31. რა იქცა 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ძირითად სამართლებრივ საფუძვლად?

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილება დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ;

ბ) რეფერენდუმის შედეგები;

გ) საქართველოს კომუნისტური პარტიის თვითლიკვიდაცია;

დ) ბელოვეჟის შეთანხმება საბჭოთა კავშირის გაუქმების შესახებ.


211
(1) 32. რომელმა ორგანომ აიღო ხელში ძალაუფლება საქართველოში 1991 წელს კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ?

ა) ეროვნული ხსნის კომიტეტმა;

ბ) სახელმწიფო საბჭომ;

გ) „მხედრიონმა“;

დ) სამხედრო საბჭომ.

(1) 33. რა გახდა 1992 წლის აგვისტოში საქართველოს შეიარაღებული ძალების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
ტერიტორიაზე შეყვანის სამართლებრივი საფუძველი?

ა) საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება;

ბ) სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება;

გ) პრეზიდენტ შევარდნაძის დეკრეტი;

დ) რეფერენდუმის შედეგები.

(1) 34. სხვა ფაქტორებთან ერთად, ძირითადად რამ განაპირობა აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში
საქართველოს შეიარაღებული ძალების დამარცხება?

ა) საქართველოს არმია განიცდიდა მოხალისეთა ნაკლებობას;

ბ) საქართველოს არმიის მეთაურობაში არ არსებობდა თანხმობა;

გ) აფხაზ სეპარატისტებს მხარს უჭერდნენ ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები და რუსეთის არმიის შენაერთები.

დ) საქართველომ ვერ მიიღო შეპირებული დახმარება უკრაინისა და აზერბაიჯანის მხრიდან.

212
(1) 35. სხვა ფაქტორებთან ერთად, რამ განაპირობა 2003 წელს საქართველოს მთავრობის პოპულარობის ვარდნა, რამაც ქვეყანაში
რევოლუციური პროცესები გამოიწვია?

ა) ქვეყანას კრიმინალური ბანდები მართავდნენ, იმატა მკვლელობებისა და გატაცებების რიცხვმა;

ბ) 2003 წლის დასაწყისში საქართველო შევიდა რუსეთის მიერ მართულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (СНГ),
რამაც მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია;

გ) მთავრობა ჩაფლული იყო კორუფციაში, მძვინვარებდა უმუშევრობა, მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღატაკეში ცხოვრობდა;

დ) მთავრობამ ვერ მოახერხა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება.

ინსტრუქცია დავალებისათვის № 36.


დავალებაში მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა. უპასუხეთ დასმულ კითხვებს, ხოლო პასუხები
ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას.
დავალების მაქსიმალური ქულაა 6.

რუკა და კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე

213
214
კითხვები:

(1) 36.1. რომელ შეიარაღებული კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები არის ასახული რუკაზე?

ა) II ბალკანურ ომთან;

ბ) პირველ მსოფლიო ომთან;

გ) მეორე მსოფლიო ომთან;

დ) საფრანგეთ-პრუსიის ომთან.

(1) 36.2. რუკის მიხედვით, რომელი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის წარმატებით წარიმართა რუკაზე ასახული სამხედრო
დაპირისპირების დასკვნითი ეტაპი?

ა) „სამთა კავშირის“;

ბ) ანტიჰიტლერული კოალიციის;

გ) „ანტანტას“;

დ) „ღერძის“ სახელმწიფოების.

(1) 36.3. რუკის მიხედვით, რომელი ქალაქი იყო ანექსირებული ერთ-ერთ მებრძოლი მხარის მიერ 1918 წლის ზაფხულისათვის?

ა) რეტელი;

ბ) დიქსმუდი;

გ) პერონი;

დ) ვერდენი.

215
(1) 36.4. ერთ-ერთი მებრძოლი არმიის რიგით რომელი იერიში იყო მიმართული კონკრეტულად საფრანგეთის მე-5 არმიის
პოზიციებისაკენ?

ა) მე-2;

ბ) მე-3;

გ) მე-4;

დ) მე-5.

(1) 36.5. რუკის მიხედვით, მოკავშირეთა კონკრეტულად რომელი სამხედრო შენაერთი ახორციელებდა შეტევას ქალაქ სედანის
მიმართულებით?

ა) საფრანგეთის მე-4 არმია;

ბ) ამერიკის საექსპედიციო შენაერთი;

გ) ბელგიის არმია;

დ) ბრიტანეთის მე-5 არმია.

(1) 36.6. რუკის მიხედვით, რომელი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს მოკავშირეებმა კონტრშეტევის შედეგად?

ა) ბრიუსელი;

ბ) ჟივე;

გ) მობეჟი;

დ) ვალანსიენი.

ინსტრუქცია დავალებებისათვის № 37.

ყურადღებით წაიკითხეთ დავალება და უპასუხეთ დასმულ კითხვებს.

დავალების მაქსიმალური ქულაა 5.

216
1948 წელს შეიქმნა „ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია“.

კითხვები:

(1) 37.1. დაასახელეთ ამ ორგანიზაციის შექმნის ერთი კონკრეტული ეკონომიკური მიზეზი.

(1) 37.2. დაასახელეთ ამ ორგანიზაციის შექმნის ერთი კონკრეტული პოლიტიკური შედეგი.

(1) 37.3. ახსენით, ვისთვის შეიძლება ყოფილიყო უარყოფითი შედეგის მომტანი ამ ორგანიზაციის შექმნა და რატომ? თქვენი
მოსაზრება აუცილებლად დაასაბუთეთ ერთი არგუმენტით მაინც.

(2) 37.4. მსოფლიოს უახლესი ისტორიიდან დაასახელეთ ამ მოვლენის ანალოგიური მოვლენა და დაიმოწმეთ ორი ფაქტი ამ
ანალოგიის დასასაბუთებლად.

ინსტრუქცია დავალებისათვის №38.


ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ისტორიული დოკუმენტი, გაიაზრეთ ტექსტი და უპასუხეთ
კითხვებს. დავალების მაქსიმალური ქულაა 14.

დავალება და კითხვები იხილეთ შემდეგ გვერდებზე

217
ევგენი გეგეჭკორის წერილი ინგლისის პრემიერ მინისტრ ლოიდ-ჯორჯისადმი

ლონდონში, მის აღმატებულებას პრემიერ მინისტრ სერ ლოიდ-ჯორჯს.

ამიერ-კავკასიაში მყოფ ბრიტანულ ჯარების სარდალმა აუწყა საქართველოს მთავრობას, რომ ბრიტანეთის მთავრობის მიერ
გადაწყვეტილია მოხალისეთა ჯარს და კავკასიის რესპუბლიკებს შორის დემარკაციული ხაზის გასმა. ამ გადაწყვეტილების თანახმად
საქართველოს ჯარმა უნდა დაიხიოს მდინარე ბზიფს აქეთ.

ჩემი მთავრობა ყოველთვის იყო მომხრე და ეხლაც იმის მომხრეა, რომ სადაო საკითხები მშვიდობიანი გზით გადაიჭრას. მან
ბრიტანეთის სარდლობას განუცხადა, რომ იგი მზათაა თავის ჯარებს დაახევინოს აღნიშნულ ხაზამდე. მაგრამ ამით საკითხი არ
სწყდება. ჩვენი უკან დახევის შემდეგ ჩვენ არ გვაქვს გარანტია იმისა, რომ კიდევ ახალი შეტაკება არ მოხდება პირიქით, გაგრის ოლქში
მოხალისეთა ძალაუფლებას არ სცნობენ. ოლქში დიდი ხანია რაც იარაღით ბრძოლა დაიწყო. წესრიგი დამყარდა მხოლოდ მაშინ,
როდესაც იქ საქართველოს ჯარი შევიდა. მოხალისეთა მოსვლის შემდეგ ბრძოლა ისევ გაცხოველდა. საქართველოს რესპუბლიკას
არავითარი საბუთი არ აქვს იმისა, რომ მებრძოლი მხარენი საზღვარს არ გადალახავენ.

საქართველოს მთავრობას სურს მიიღოს რეალური გარანტია ახალი საზღვრის ხელშეუხებლობის შესახებ. ჩვენის რწმენით, ამას
შეიძლება მივაღწიოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება გაგრის ოლქის ნეიტრალიზაცია და მის საზღვრებზე მდინარე ბზიფზე და
მეხადირზე დაყენებული იქნება მოკავშირეთა ჯარი ან პიკეტები.

ამას დაჟინებით ვითხოვთ, რადგან ამას გვაიძულებს წარსულის მწარე მაგალითი. მიუხედავათ იმისა, რომ ბრიტანეთის სარდლობა
დაგვპირდა (29 იანვარსა და 19 თებერვალს): მოხალისეთ ნებას არ მივცემთ საქართველოს თავს დაესხასო, ჩვენ უკანდაბრუნებულ
ჯარის ნაწილებს სოჭის ოლქში თავს დაესხენ, და ეს იმის შემდეგ, როცა გენერალ დენიკინს ბრიტანეთის მთავრობის მიერ ნაბრძანები
ჰქონდა სოჭიდან თავის ჯარები გაეყვანა.

ჩემი მთავრობა პასუხისმგებლათ სთვლის თავის თავს ხალხის წინაშე ამგვარ თავდასხმათა განმეორების წინააღმდეგ გარანტიის
განმტკიცებისათვის ზომების მიუღებლობის გამო. მხოლოდ და მხოლოდ ამგვარ მშვიდობიან ხასიათის აღნიშნული მოსაზრებანი
უკარნახებენ საქართველოს მთავრობას, რათა მან მოითხოვოს ნეიტრალიზაცია მდინარე ბზიფსა და მეხადირს შუა, სანამ საკითხი
საზავო კონფერენციაზე გადაწყდებოდეს.

წარმოდგენილი წინადადება სრულებით არ ეწინააღმდეგება ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას. ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ ამ
გადაწყვეტილების განხორციელებას იმ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობიანობას, რომლისკენაც ისწრაფვის
ბრიტანეთის მთავრობის მტკიცე ნება.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომრის მოვალეობის შემსრულებელი,


218
საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი

კითხვები:

(1) 38.1. საქართველოს რომელ მხარეში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები არის აღწერილი
წყაროში?

(1) 38.2. წყაროს მიხედვით, რას გულისხმობდა ინგლისის მთავრობის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა?

(1) 38.3. წყაროს შინაარსიდან გამომდინარე, კონკრეტულად ვის მიერ იმართებოდა მოხალისეთა ჯარი?

(1) 38.4. წყაროს მიხედვით, სამშვიდობო გეგმის რომელი პუნქტის შესრულებაზე აცხადებდა თანხმობას საქართველოს მთავრობა?

(1) 38.5. წყაროს მიხედვით, რა მიუთითებს იმაზე, რომ ინგლისის მთავრობა სრულად ვერ აკონტროლებდა სიტუაციას კონფლიქტის
ზონაში?

(1) 38.6. წყაროს მიხედვით, მიუთითეთ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები, სადაც მიმდინარეობდა შეიარაღებული
დაპირისპირება.

(2) 38.7. წყაროს მიხედვით დაასახელეთ მიზეზები, რომელთა გამოც საქართველოს მთავრობას ინგლისელთა მიერ შემოთავაზებული
გეგმას არ მიიჩნევდა საკმარისად მშვიდობის დამყარებისათვის.

(2) 38.8. წყაროს მიხედვით, რომელი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ყოფნას შეეძლო შეესრულებინა მშვიდობის გარანტის
ფუნქცია კონფლიქტის ზონაში და რა იძლეოდა ამის თქმის საფუძველს?

(2) 38.9. დაასახელეთ ორი პირობა, რომელთა დაცვაც აუცილებლად მიაჩნდა საქართველოს მთავრობას ახალი საზღვრის
ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად.

(2) 38.10. წყაროს მიხედვით, რას თვლიდა საქართველოს მთავრობა საკუთარ ვალდებულებად ხალხის წინაშე და რას მიიჩნევდა ის
კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საბოლოო ინსტრუმენტად?

შეფასების სქემები

219
გაითვალისწინეთ!
37-ე დავალების პასუხების აქ შემოთავაზებული ფორმულირება წარმოადგენს სწორი პასუხის მხოლოდ ერთ-ერთ
ვარიანტს .

ვარიანტი I

1-35 - თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება

1–გ 6-გ 11 - გ 16 - ბ 21 – ა 26 - ბ 31 - გ

2–ბ 7-ა 12 – დ 17 - ა 22 – ა 27 - გ 32 - ა

3–დ 8-გ 13 – დ 18 - ბ 23 – გ 28 - გ 33 - ბ

4–ა 9-ბ 14 – ბ 19 - გ 24 - ბ 29 - ა 34 - ა

5–ბ 10 - გ 15 – გ 20 - გ 25 - ა 30 - გ 35 - ა

36. თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება. სულ 6 ქულა

36.1 – გ 36.4 – ა

36.2 – გ 36.5 – დ

36.3 – ბ 36.6 – გ

220
37. სულ 5 ქულა

37.1. ასურეთის ეკონომიკა მეტწილად პარაზიტული ხასიათისა იყო - ის ეყრდნობოდა სამხედრო ნადავლისა და დეპორტირებული
ხალხების ექსპლუატაციით მიღებულ შემოსავალს, თავად კი არაფერს აწარმოებდა. ამან დროთა განმავლობაში ძირი გამოუთხარა
იმპერიის ძლიერებას.

37.2. დასუსტებული ასურეთი დაამარცხა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა, რის შემდგაც ასურეთმა არსებობა შეწყვიტა.

37.3. ასურეთის მიერ დაპყრობილი ხალხებისათვის: ასურეთის დასუსტებას შეიძლება მოჰყოლოდა მისი ბატონობის უმძიმესი
უღლისაგან ამ ხალხების განთავისუფლება.

37.4. საბჭოთა იმპერიამ თითქმის 70 წელი იარსება, შემდეგ კი დასუსტდა და საბოლოოდ ნაწილებად დაიშალა.

ანალოგიები: 1. ორივე იმპერია მილიტარისტული ხასიათისა იყო და ახორციელებდა აგრესიულ საგარეო პოლიტიკას; 2. ორივე
შემთხვევაში იმპერიის დასუსტებისა და გაქრობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა და
კოლოსალური სამხედრო ხარჯები.

38. სულ 14 ქულა

38.1. ბათუმის მოლაპარაკებებისთვის - 1 ქულა


38.2 მხოლოდ დიპლომატიურის - 1 ქულა
38.3 ინგლისელებისაგან დიდი მანძილით დაშორება და ბოლშევიკების ბაქოში ყოფნა - 1 ქულა
38.4 ომის მიმდინარეობისას დადგენილი საზღვრები არ იქნებოდა სამუდამო და ის შეიცვლებოდა - 1
ქულა.
38.5 ახლო აღმოსავლეთში უფრო ღრმად შეღწევა - 1 ქულა.
38.6 ამ მოთხოვნების თუნდაც სუსტი დასაბუთება - 1 ქულა.
38.7 ოსმალეთის მოთხოვნები შეიძლება გასცელოდა ომის საჭიროების საზღვრებს - 1 ქულა; ასეთ
შემთხვევაში გერმანიას შეიძლება შეეჩერებინა მისი მოკავშირე ოსმალეთის მოქმედებები/ვეტო
დაედო მის მოქმედებებზე - 1 ქულა
38.8 თუ აზერბაიჯანი მოინდომებდა ოსმალეთის ჩართვას ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში
ქვეყანაში ანარქიის აღკვეთის მიზნით - 1 ქულა. ქართველებს სურდათ ბოლშევიკების
წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ არ უნდოდათ ოსმალები/ოსმალეთთან ერთად ბრძოლა - 1 ქულა.
38.9 აზერბაიჯანი აცხადებდა, რომ არ იომებდა ოსმალეთის წინააღმდეგ - 1 ქულა; ოსმალეთსა და
აზერბაიჯანს შორის ეთნიკური და რელიგიური სიახლოვით - 1 ქულა.
38.10 მოამზადეს ნიადაგი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის - 1 ქულა.
ძალისხმევის გაერთიანება დამოუკიდებლობის დასაცავად - 1 ქულა.
221
ვარიანტი II

1-35 - თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება

1–გ 6-ბ 11 - გ 16 – ბ 21 - ბ 26 - ბ 31 - დ

2–ბ 7-დ 12 - გ 17 - გ 22 - ბ 27 - გ 32 - გ

3–ბ 8-გ 13 - ბ 18 - ბ 23 - ა 28 - გ 33 - ბ

4–დ 9-გ 14 – ა 19 - გ 24 - გ 29 - ბ 34 - ბ

5–ბ 10 - გ 15 – გ 20 - დ 25 - ბ 30 - გ 35 - გ

36. თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება. სულ 6 ქულა

36.1 – გ 36.4 – ბ

36.2 – დ 36.5 – გ

36.3 – ა 36.6 – დ

37. სულ 5 ქულა

37.1. ამ პერიოდში ათენელები შეწუხებულნი იყვნენ სავალო კაბალით - მათი დიდი ნაწილის მიწები ვალების გადაუხდელობის გამო
ევპატრიდების ხელში აღმოჩნდა, ყოფილი მესაკუთრეების ნაწილი კი მონად გაიყიდა.

37.2. ამ რეფორმამ ათენში გაზარდა დემოსის - თავისუფალი მოქალაქეების უფლებები, ხელი შეუწყო სოციალური უთანასწორობის
შემცირებას და დემოკრატიის გაძლიერებას.

37.3. მევახშე არისტოკრატიისათვის: რეფორმის შედეგად ის დაკარგავდა შემოსავლის მიღების შესაძლებლობას.

222
37.4. ძვ.წ. II საუკუნის მეორე ნახევარში ძმებმა გრაკხუსებმა სცადეს ისეთი კანონის შემოღება, რომელიც გაღატაკებული რომაელ
გლეხებს სავალო კაბალიდან დაიხსნიდა და მიწებს შეუნარჩუნებდა.

ანალოგიები: 1. ორივე რეფორმა სოციალური ხასიათისა იყო და მიზნად ისახავდა ღარიბი მოქალაქეების სავალო კაბალიდან დახსნას;
2. ორივე შემთხვევაში რეფორმებს მოჰყვა წინააღმდეგობა არისტოკრატიის მხრიდან, რომელიც სარგებლობდა სავალო კაბალით.

38. სულ 14 ქულა

38.1. საქართველოს ეროვნული საბჭო და აღმასრულებელი კომიტეტი – 1 ქულა

38.2 ბათუმში მიმდინარე საზავო მოლაპარაკებებზე – 1 ქულა


38.3 საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაზეთებში გამართული
არაჯანსაღი პოლემიკის გამო, რასაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონოდა მოლაპარაკებების
მიმდინარეობაზე – 1 ქულა
38.4 აზერბაიჯანის დელეგაცია - 1 ქულა
38.5 მათ დაიწყეს ამიერკავკასიის, კერძოდ კი აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიების
ფაქტობრივი დაპყრობა – 1 ქულა
38.6 საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებულ ინსტრუქციებს – 1
ქულა
38.7 ამიერკავკასიაში თურქეთის აგრესიის გათვალისწინებით, ფედერაციის შემადგენლობაში დარჩენა
ნიშნავდა ოსმალეთის ბატონობის იურიდიულ აღიარებას, რასაც საქართველოს ფაქტობრივი
დაპყრობა მოჰყვებოდა – 1 ქულა; საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება – 1 ქულა
38.8 დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე გერმანია დანიშნავდა მის წარმომადგენელს ელჩის
უფლებამოსილებით, ასევე კონსულებს საქართველოს ქალაქებში და გერმანია-ავსტრიის ტყვეები
უმალვე გადაიქცეოდნენ ჯარისკაცებად – 1 ქულა; ამ ნაბიჯებით საქართველო მოექცეოდა
გერმანიის მფარველობის ქვეშ, რაც შეაჩერებდა თურქების შესაძლო აგრესიას – 1 ქულა
38.9 თურქეთის სამხედრო აგრესია – 1 ქულა; უნდა წარედგინა ოფიციალურ პროტესტი აგრესიის
აქტის წინააღმდეგ და უნდა ეწარმოებინა ბრძოლა ბანდებთან, რომლებიც არ ატარებდნენ
თურქულ სამხედრო ფორმას – 1 ქულა
38.10 დამოუკიდებლობის გამოცხადება უნდა მომხდარიყო საზღვრების აღუნუსხავად – 1 ქულა.
დამოუკიდებლობის გამოცხადების ოფიციალურ დოკუმენტში სადავო ტერიტორიების ხსენება
გამოიწვევდა ვითარების უკიდურეს დაძაბვას თურქეთის მხრიდან, მათი გამოტოვება კი
საქართველოს დაუკარგავდა იურიდიულ უფლებას ამ ტერიტორიებზე – 1 ქულა.

223
ვარიანტი III
1-35 - თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება

1–ბ 6-გ 11 - ბ 16 - გ 21 - ბ 26 - გ 31 - გ

2–ბ 7-გ 12 - გ 17 - გ 22 - ა 27 - ა 32 - გ

3–ა 8-ბ 13 - დ 18 - დ 23 - ბ 28 - ბ 33 - ა

4–გ 9-გ 14 - გ 19 - გ 24 - გ 29 - ა 34 - გ

5–ა 10 - გ 15 - გ 20 - ბ 25 - გ 30 - დ 35 - გ

36. თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება. სულ 6 ქულა

36.1 – ბ 36.4 – ა

36.2 – გ 36.5 – ბ

36.3 – ა 36.6 – ბ

37. სულ 5 ქულა

37.1. დაქირავებულ მეომრებს უარი უთხრეს გაწეული სამსახურის სანაცვლოდ შეპირებული გასამრჯელოს (მიწის ნაკვეთების)
მიცემაზე, რამაც ბარბაროსებს აჯანყებისაკენ უბიძგა.

37.2. იმპერატორი და მამამისი დამარცხდნენ, ოდოაკრმა ხელში აიღო მთელი ძალაუფლება და ბიზანტიის იმპერატორ ზენონ
ისავრიელისაგან პატრიციუსის ტიტული მიიღო. დასავლეთ რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.

37.3. ბიზანტიისათვის: ამიერიდან ბიზანტიის იმპერატორი ხდებოდა ძველი რომის ძლევამოსილი იმპერიის ერთადერთი მემკვიდრე
და განაგებდა იმპერიის დარჩენილ მემკვიდრეობას.

37. 4. 602 წელს ბიზანტიის იმპერატორ მავრიკიოსს არმია აუჯანყდა და ის ტახტიდან ჩამოაგდეს.

არგუმენტები: 1. ორივე შემთხვევაში აჯანყებას მონარქის სამსახურში მყოფი სამხედრო პირი მეთაურობდა; 2. ორივე შემთხვევაში
აჯანყება წარმატებით დასრულდა.

224
38. სულ 14 ქულა

38.1. სოციალ-დემოკრატიული პარტია -1 ქულა


38.2 მმართველი პარტიის/ხელისუფლების ინტერნაციონალური ბუნებით - 1 ქულა
38.3 ანტანტა შეიძლება გარიგებული ყოფილიყო სომხეთთან და მისთვის ხელი შეეწყო მიტაცებული
ტერიტორიების დაკანონებაში - 1 ქულა
38.4 სახალხო გვარდიის - 1 ქულა
38.5 ეკატერინენფელდი - 1 ქულა
38.6 სომხეთთან ომი დედაქალაქთან ახლოს მიმდინარეობდა, რაც უფრო აღაგზნებდა და ბრძოლის
ჟინს უჩენდა ხალხს - 1 ქულა.
38.7 თანდათანობით ქართულმა ეროვნულმა დროშამ მთლიანად ჩაანაცვლა წითელი
ინტერნაციონალური დროშა - 1 ქულა; სოციალ-დემოკრატების (მენშევიკების) ირგვლივ
შემოიკრიბნენ პატრიოტები, რომელთა გავლენითაც მმართველი პარტია ეროვნულ რელსებზე
გადავიდა - 1 ქულა
38.8 სოსიკო მდივანის - 1 ქულა; ის 1921 წელს თურქეთში საქართველოს დიპლომატიურ
წარმომადგენლობაში მოღვაწეობდა - 1 ქულა
38.9 პირობა/შეთანხმება სომხებისათვის საქართველოს იმ რაიონების გადაცემის შესახებ, სადაც
უმრავლესობას სომხები შეადგენდნენ - 1 ქულა; ხალხთა თვითგამორკვევის იდეა - 1 ქულა
38.10 საქართველო ომისათვის არ იყო მზად სამხედრო თვალსაზრისით - 1 ქულა; სომხების მიერ
ტერიტორიის დაკავების შემდეგ ანტანტა ჩაერეოდა და საომარი მოქმედებები შეწყდებოდა - 1
ქულა

225
ვარიანტი IV
1-35 - თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება

1–ბ 6-ა 11- ბ 16 - დ 21 - ა 26 - დ 31 - გ

2–ბ 7-ბ 12 - ბ 17 - ბ 22 - გ 27 - გ 32 - გ

3–დ 8-ბ 13 - ბ 18 - გ 23 - ბ 28 - გ 33 - დ

4–გ 9-გ 14 - გ 19 - გ 24 - გ 29 - ბ 34 - გ

5–ბ 10 - დ 15 - ბ 20- გ 25 - ბ 30 - დ 35 - ბ

36. თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება. სულ 6 ქულა

36.1 – ბ 36.4 – გ

36.2 – გ 36.5 – გ

36.3 – ა 36.6 – დ

37. სულ 5 ქულა

37.1. ომებმა, მოუსავლიანმა წლებმა და მოსახლეობის სიჭარბემ ევროპაში სიღარიბე გამოიწვია. ბევრი ადამიანისათვის ჯვაროსნული
ლაშქრობები სიღატაკისა და ვალებისაგან თავის დახსნისა შესაძლებლობას წარმოადგენდა.

37.2. ლაშქრობებმა პირველად მსოფლიო ისტორიაში გააერთიანა ევროპის ხალხები საერთო მიზნის გარშემო, ხელი შეუწყო
დასავლეთისა და აღმოსავლეთის ხალხების დაახლოებას, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას.

37.3. ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები მოსახლეობისათვის: ლაშქრობა გამოიწვევდა დიდ მსხვერპლს ადგილობრივ მოსახლეობაში,
მოიშლებოდა მეურნეობა და ეკონომიკური კავშირები, რაც მნიშვნელოვნად გააუარესებდა ადგილობრივთა ცხოვრების პირობებს.

37.4. 1459 წელს მანტუის საეკლესიო კრებაზე პაპმა პიუს II-მ მოუწოდა ევროპის სახელმწიფოებს თურქთაგან კონსტანტინოპოლის
განთავისუფლებისაკენ.

226
ანალოგიები: 1. ორივე შემთხვევაში ლაშქრობის ინიციატორი და იდეური მხარდამჭერი რომის პაპი იყო; 2. ორივე შემთხვევაში
ლაშქრობის იდეას გააჩნდა როგორც პოლიტიკური, ასევე რელიგიური და ეკონომიკური საფუძველი.

38. სულ 14 ქულა

38.1. სომხეთის რესპუბლიკა - 1 ქულა


38.2 მოკავშირე და მათთან შეთანხმებაში მყოფ ქვეყნების უმაღლეს საბჭოს - 1 ქულა
38.3 1915-1918 წლებში თურქეთის მიერ სომხების წინააღმდეგ მოწყობილი გენოციდით, რომლის
შემდეგ სომხეთს ლტოლვილთა დიდი რაოდენობა მიაწყდა - 1 ქულა
38.4 საფასური ტვირთის გატარებისათვის - 1 ქულა
38.5 ინგლისი - 1 ქულა
38.6 ვაგონების მინიმუმ ნახევარი გათვალისწინებული იყო მოკავშირეთა სარდლობის სამხედრო
საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად - 1 ქულა
38.7 ვაგონების დიდ ნაწილს აკავებდა სომხეთი -1 ქულა; ინგლისის მისიის დახმარებით ხდებოდა
ვაგონების დაბრუნება - 1 ქულა
38.8 საქართველო მაქსიმალურ რესურს ახმარდა ჰუმანიტარული ტვირთების გადაზიდვას, მაშინ,
როდესაც სომხეთი თავად უშლიდა ხელს ამ პროცესს - 1 ქულა; თბილისში ინგლისის
სარკინიგზო მისიის წარმომადგენლობას შეეძლო დაედასტურებინა წერილში მოყვანილი
თითოეული ფაქტის ნამდვილობა - 1 ქულა

38.9 სასურსათო კრიზისის - 1 ქულა; არა, რადგან საქართველო იყენებდა თავისი შესაძლებლობების
მაქსიმუმს სომხეთის დასახმარებლად - 1 ქულა
38.10 1918 წლის ბოლოს მომხდარი საქართველო-სომხეთის ომს - 1 ქულა. ტერიტორიული
პრეტენზიები - 1 ქულა

227
ვარიანტი V
1-35 - თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება

1–ა 6-გ 11 - გ 16 - გ 21 - ბ 26 - ბ 31 - დ

2–გ 7-ბ 12 - ბ 17 - ა 22 - ბ 27 - გ 32 - გ

3–გ 8-გ 13 - ბ 18 - დ 23 - დ 28 - დ 33 - ბ

4–დ 9-დ 14 - ბ 19 - გ 24 - ა 29 - ბ 34 - ბ

5–ბ 10 - დ 15 - ბ 20 - გ 25 - ა 30 - გ 35 - ა

36. თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება. სულ 6 ქულა

36.1 – დ 4–გ

36.2 – ბ 5–ბ

36.3 – დ 6–გ

37. სულ 5 ქულა

37.1. რუსეთს სურდა ბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოპოვება, რასაც მისი ეკონომიკისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა:
თავადაზნაურობა აითვისებდა ბალტიის მიწებს, ხოლო ვაჭრები ისარგებლებდნენ ევროპაში „ფანჯრის გაჭრით“.

37.2. ომში რუსეთი დამარცხდა და დაიდო ზავი, რომლის ძალითაც მოსკოვმა დაკავებული ტერიტორიები დათმო, ლივონია კი რეჩ-
პოსპოლიტას შემადგენლობაში შევიდა.

37.3. ოსმალეთის იმპერიისათვის: ომი დაასუსტებდა ოსმალეთის მეტოქე სახელმწიფოებს, რაც თურქეთს მისცემდა შესაძლებლობას,
შეუფერხებლად ეწარმოებინა საკუთარი ექსპანსიონისტური პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონსა და ბალკანეთში.

37.4. 1700-1721 წლებში მიმდინარეობდა ჩრდილოეთის ომი.

228
ანალოგიები: 1. ორივე შემთხვევაში ომის ძირითადი მიზეზი ბალტიისპირეთის ტერიტორიების ხელში ჩაგდება იყო; 2. ორივე ომში
ძირითადი მებრძოლი მხარეები შვედეთი და რუსეთი იყვნენ.

38. სულ 14 ქულა

38.1. ერთა თვითგამორკვევის უფლების – 1 ქულა


38.2 რუსეთში მოხდა შიდა გადატრიალება, საქართველოს მთავრობა კი დამხობილი იქნა
ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად – 1 ქულა
38.3 რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ბოლშევიკურ მთავრობასთან დაპირისპირებული გენერალი,
„თეთრი მოძრაობის“ ლიდერი - 1 ქულა
38.4 ბოლშევიკების მსგავსად, დენიკინიც უარყოფდა ერთა თვითგამორკვევის უფლებას – 1 ქულა
38.5 1918-1919 წლებში საქართველოს არმია ფაქტობრივად იბრძოდა დენიკინის ლაშქრის წინააღმდეგ
– 1 ქულა
38.6 სახელმწიფოსა და თვითმმართველობას – 1 ქულა
38.7 დემოკრატიული – 1 ქულა. საქართველოს მოსახლეობა საკუთარი საქმეებს განაგებდა მის მიერ
არჩეული ორგანოებისა და წარმომადგენლების მეშვეობით. – 1 ქულა
38.8 მიწის რეფორმა – 1 ქულა. მსხვილმა მემამულეებმა – 1 ქულა
38.9 სატარიფო პალატა – 1 ქულა. შრომის ანაზღაურების ოდენობის შესაბამება ინფლაციის დონესთან
– 1 ქულა
38.10 განხორციელდა რკინიგზის, ეროვნული წიაღისეულისა და სიმდიდრეების, ენერგეტიკისა და
საგარეო ვაჭრობის ძირითადი დარგების ნაციონალიზაცია, შეიქმნა კოოპერატივები – 1 ქულა;
სახელმწიფო გარდაიქმნა სამეურნეო ორგანიზაციად – 1 ქულა

229
ვარიანტი VI
1-35 - თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება

1–ბ 6-დ 11 - ა 16 - ა 21 - გ 26 - გ 31 - ბ

2–გ 7-გ 12 - ბ 17 - ბ 22 - დ 27 - გ 32 - ა

3–ბ 8-ბ 13 - დ 18 - ბ 23 - გ 28 - ბ 33 - ბ

4–ა 9-დ 14 - გ 19 - გ 24 - ბ 29 - ბ 34 - ბ

5–ბ 10 - გ 15 - გ 20 - ა 25 - ბ 30 - ბ 35 - ბ

36. თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება. სულ 6 ქულა

36.1 – ბ 36.4 – ა

36.2 – გ 36.5 – დ

36.3 – გ 36.6 – ა

37. სულ 5 ქულა

37.1. ტყვეებით ვაჭრობა დასავლეთ საქართველოს წინაშე მდგარი უმწვავესი პრობლემა იყო - მოსახლეობა განახევრდა,
ნადგურდებოდა ოჯახები.

37.2. ტყვეებით ვაჭრობა შემცირდა, რაც მალევე დაეტყო მოსახლეობის სიმრავლეს, რამაც გამოიწვია საოჯახო მეურნეობების
გაძლიერება, გაიზარდა დამუშავებული მიწის ფართობი, გამოცოცხლდა ქვეყნის ეკონომიკა.

37.3. თურქი მოხელეებისა და ვაჭრებისათვის: ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვით ისინი შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს
დაკარგავდნენ.

37.4. 1560 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ საეკლესიო კრება მოიწვია და მიაღებინა საგანგებო კანონი „სამართალი კათალიკოზთა“,
სადაც მკაცრი სასჯელი დააწესა „ტყვის სყიდვაში“ მონაწილეებზე.

230
ანალოგიები: 1. ორივე გადაწყვეტილების მიღებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ეკლესია; 2. ორივე გადაწყვეტილებას მოჰყვა
დადებითი შედეგი: გარკვეული დროით შეწყდა ტყვეებით ვაჭრობა, რამაც დადებითი გავლენა იქონია ქვეყნის განვითარებაზე.

38. სულ 14 ქულა

38.1. მუშათა ინტერნაციონალის – 1 ქულა.


38.2 ბოლშევიკური რუსეთის მთავრობას – 1 ქულა.
38.3 თითქოს ის მხოლოდ მხარს უჭერდა საბჭოთა სომხეთს საქართველოსთან არსებული
ტერიტორიული დავის გადაწყვეტის პროცესში – 1 ქულა
38.4 დაგეგმილი იყო კონფერენციის მოწვევა, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა სადავო საკითხი – 1 ქულა
38.5 საბჭოთა რუსეთისა და თურქეთის – 1 ქულა
38.6 საქართველომ უარი უთხრა დენიკინს, დახმარებოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში და
პირიქით, ბრძოლა გაუმართა მას – 1 ქულა
38.7 პრივატიზაციას – 1 ქულა. სახელმწიფო ქონება: მიწა, წიაღისეული, შენობა-ნაგებობები და სხვ. – 1
ქულა
38.8 პოლიტიკური განვითარება ეფუძნებოდა საყოველთაო საარჩევნო უფლებას და თავისუფლად
არჩეული პარლამენტის სახელმწიფოებრივ კონტროლს – 1 ქულა; ეკონომიკური განვითარება
ემყარებოდა თავისუფალი სინდიკატების თანამშრომლობას – 1 ქულა
38.9 ნოე ჟორდანიასა და წერეთელთან – 1 ქულა; საქართველოს განთავისუფლებას რუსეთის ჯარისა
და მოხელეებისაგან. – 1 ქულა
38.10 საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის - 1 ქულა; ევროპის მუშათა მოძრაობის ორ
მიმდინარეობისაგან შექმნილიყო შერეული კომისია, რომელიც უზრუნველყოფდა
საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას – 1 ქულა

231
ვარიანტი VII
1-35 - თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება

1–გ 6-გ 11 - დ 16 - გ 21 - დ 26 - გ 31 - დ

2–ბ 7-გ 12 - ბ 17 - ა 22 - გ 27 - გ 32 - გ

3–ბ 8-გ 13 - დ 18 - ბ 23 - ბ 28 - ა 33 - დ

4–დ 9-ბ 14 - ბ 19 - ბ 24 - ბ 29 - ბ 34 - ბ

5–ბ 10 - ბ 15 - ა 20 - ბ 25 - გ 30 - გ 35 - ბ

36. თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება. სულ 6 ქულა

36.1 – გ 36.4 – ბ

36.2 – დ 36.5 – ბ

36.3 – ა 36.6 – გ

37. სულ 5 ქულა

37.1. ჩრდილოეთის შტატებისაგან განსხვავებით, სამხრეთის დიდ პლანტაციებში მონების შრომის გამოყენება აუცილებელი იყო და
მონების შემოყვანის აკრძალვა ამ შტატებს მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებდა.

37.2. მიუხედავად დიდი მცდელობისა (მაგ. „მისურის კომპრომისი“), მხარეთა პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა, რაც საბოლოოდ
1861-1865 წლების სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

37.3. დიდი ბრიტანეთისათვის: მონობის საკითხზე დაწყებული დაპირისპირება შეიძლება გადაზრდილიყო ფართომასშტაბიან
სამოქალაქო ომში, რაც დიდ ბრიტანეთს მისცემდა აშშ-ს საქმეებში ჩარევისა და მასზე პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის
გაძლიერების შესაძლებლობას.

37. 4. 1560 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ საეკლესიო კრება მოიწვია და მიაღებინა საგანგებო კანონი „სამართალი კათალიკოზთა“,
სადაც მკაცრი სასჯელი დააწესა ტყვის სყიდვაში მონაწილეებზე.
232
ანალოგიები: 1. ორივე შემთხვევაში საკანონმდებლო აქტი კრძალავდა ადამიანებით ვაჭრობას; 2. ორივე შემთხვევაში ამ
გადაწყვეტილებამ გამოიწვია ადამიანებით ვაჭრობაში ჩართულ პირთა უკმაყოფილება და დაპირისპირება.

38. სულ 14 ქულა

38.1. 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ბოლშევიკურმა რეჟიმმა შეზღუდა ან აკრძალა
პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და მათაც საზღვარგარეთ გააგრძელეს საქმიანობა – 1 ქულა
38.2 ირანისა და თურქეთის მუდმივი შემოსევებით, რაც საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფოს არსებობას
– 1 ქულა
38.3 მათ თავიდანვე გააპროტესტეს ანექსიის ფაქტი და შემდეგაც არ აღიარებდნენ მას – 1 ქულა
38.4 საქართველოს მოსახლეობა მთელი საუკუნის მანძილში ებრძოდა რუსეთის იმპერიალისტურ
პოლიტიკას, რაც გამოიხატა არაერთ აჯანყებასა და რევოლუციურ აქტში – 1 ქულა
38.5 საქართველოში კონსტიტუციის შემუშავება და სახელმწიფოებრივი წესრიგის დამკვიდრება
განხორციელდა დემოკრატიულად არჩეული ორგანოს - დამფუძნებელი კრების მიერ – 1 ქულა
38.6 შეიარაღების ნაკლებობით – 1 ქულა
38.7 საოკუპაციო რეჟიმი – 1 ქულა; რევკომი და ჩეკა – 1 ქულა
38.8 რუსეთი ცდილობდა საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეების კონცესიის ფორმით გაცემას – 1
ქულა; რუსეთი ცდილობდა გენუის კონფერენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიმხრობას,
სთავაზობდა რა მათ კონცესიებს საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეებზე. – 1 ქულა
38.9 სოციალ-დემოკრატიული პარტია, დემოკრატიული პარტია (ბურჟუაზიულ-აგრარულ პარტიათა
ბლოკი) და სოციალ-ფედერალისტთა პარტია – 1 ქულა; ამ სამ პარტიასა და ბლოკს დამფუძნებელ
კრებაში მანდატების 93% ჰქონდათ
38.10 საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანას და ოკუპაციის გაუქმება. – 1 ქულა; ქართველი ხალხი
გააგრძელებდა ბრძოლას სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეთა
გაფლანგვის თავიდან ასაცილებლად ბრძოლის ნებისმიერი საშუალებით - 1 ქულა

233
ვარიანტი VIII
1-35 - თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება

1–დ 6- გ 11 - ა 16 - ბ 21 - ბ 26- ა 31 - ბ

2–ბ 7-ა 12 - დ 17 - ბ 22 - გ 27 - დ 32 - ა

3–გ 8-დ 13 - ბ 18 - გ 23 - ა 28 - ა 33 - გ

4–ა 9-გ 14 - ა 19 - გ 24 - გ 29- გ 34 - გ

5–ბ 10 - გ 15 - ბ 20 - გ 25 - დ 30 - დ 35 - ბ

36. თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება. სულ 6 ქულა

36.1 – გ 36.4 – ა

36.2 – ბ 36.5 – გ

36.3 – დ 36.6 – ა

37. სულ 5 ქულა

37.1. ეკონომიკურმა ბლოკადამ ძლიერ დაასუსტა გერმანიის ეკონომიკა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებს სურსათის
ნაკლებობაც დაემატა, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.

37.2. საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, გერმანიის მთავრობამ მაინც სცადა ფრონტზე მდგომარეობის გამოსწორება, თუმცა,
უშედეგოდ - ის საბოლოოდ დამარცხდა, რამაც ქვეყანაში გადატრიალება და ვაიმარის რესპუბლიკის ჩამოყალიბება გამოიწვია.

37.3. „ანტანტას“ წევრი სახელმწიფოებისათვის: გერმანიაში დაწყებული არეულობა დაასუსტებდა მის ბრძოლისუნარიანობას, რაც
მოკავშირეებს მნიშვნელოვან უპირატესობას მიანიჭებდა და მოსალოდნელზე ადრე დაასრულებდა ომს.

234
37. 4. 1917 წელს რუსეთში გაიზარდა მოსახლეობის უკმაყოფილება და გაძლიერდა ანტი საომარი განწყობები, რაც ხელისუფლების
წინააღმდეგ მასობრივ გამოსვლებში გადაიზარდა.

ანალოგიები: 1. ორივე შემთხვევაში მოსახლეობის უკმაყოფილება ძირითადად მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობით
იყო გამოწვეული. 2. ორივე შემთხვევაში უკმაყოფილო მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ომიდან ქვეყნის
დაუყოვნებლივ გამოყვანა.

38. სულ 14 ქულა

38.1. I მსოფლიო ომის - 1 ქულა.


38.2 ძლიერი მეზობლის აგრესიისაგან დაცვისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღებას - 1 ქულა
38.3 1921-1922 წლების სვანეთის აჯანყების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების მიერ
განხორციელებული საექსპედიციო ღონისძიებები აჯანყებულთა წინააღმდეგ - 1 ქულა
38.4 დიდი სახელმწიფოების კერძო, ეგოისტური ინტერესები - 1 ქულა
38.5 ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მთავრობას - 1 ქულა
38.6 ტროცკის - 1 ქულა
38.7 საბჭოთა რუსეთის ჯარის გაყვანას საქართველოდან - 1 ქულა; სვანეთზე თავდასხმის შეჩერებას -
1 ქულა
38.8 მუშათა კლასის წარმომადგენელი მოღვაწეები - 1 ქულა; მათი პოზიციები და გავლენა არ იყო
საკმარისად ძლიერი - 1 ქულა
38.9 ბუდუ მდივანს - 1 ქულა; ეს იქნებოდა საქართველოს დაპყრობის აღიარება საერთაშორისო
საზოგადოების მიერ - 1 ქულა
38.10 საერთაშორისო ურთიერთობებს/დიპლომატიას არ გააჩნია სათანადო ინსტრუმენტები
ძალადობის შესაჩერებლად - 1 ქულა; შეიარაღებული ბრძოლა/აჯანყება - 1 ქულა

235
ვარიანტი IX

1-35 - თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება

1–დ 6-ა 11 - ა 16 - გ 21 - გ 26 - ბ 31 - ა

2–ბ 7-გ 12 - ბ 17 - ბ 22 - ბ 27 - გ 32 - გ

3–ბ 8-დ 13 - ბ 18 – დ 23 - გ 28 - დ 33 - გ

4–დ 9-ბ 14 - ბ 19-გ 24 - გ 29 - გ 34 - გ

5–გ 10 -დ 15 - ა 20 - დ 25 - გ 30 - გ 35 - ა

36. თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება. სულ 6 ქულა

36.1 – ბ 36.4 – ა

36.2 – გ 36.5 – გ

36.3 – დ 36.6 – ბ

37. სულ 5 ქულა

37.1. აშშ-ს სურდა, ფინანსური და მატერიალური დახმარება აღმოეჩინა ევროპელ ქვეყნებისათვის, რომლებიც ჩაბმული იყვნენ
სისხლისმღვრელ ომში ჰიტლერული კოალიციის წინააღმდეგ.

37.2. „ლენდ-ლიზის“ პროგრამის ფარგლებში აღმოჩენილმა დახმარებამ უდიდესი როლი ითამაშა ევროპული ქვეყნების (ძირითადად
დიდი ბრიტანეთის) შედარებითი ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და ომისშემდგომი რეაბილიტაციის საქმეში.

37.3. აშშ-ს ეკონომიკისათვის: პროგრამით გათვალისწინებული მსხვილი კონტრაქტები და სახელმწიფო შესყიდვები მნიშვნელოვნად
წაახალისებდა ამერიკის წარმოებას, გაზრდიდა ექსპორტს და შექმნიდა დასაქმების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობდა
ეკონომიკურ ზრდას.

236
37.4. 1948 წლიდან აშშ-ს მთავრობამ დაიწყო „მარშალის გეგმის“ განხორციელება, რომელიც ითვალისწინებდა ომის შედეგად
გაჩანაგებული ევროპის ქვეყნების ეკონომიკის რეაბილიტაციას.

ანალოგიები: 1. ორივე პროგრამა განხორციელდა აშშ-ს მიერ; 2. ორივე შემთხვევაში პროგრამა ითვალისწინებდა ევროპის ქვეყნების
ეკონომიკურ მხარდაჭერას.

38. სულ 14 ქულა

38.1. სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის - 1 ქულა


38.2 ყრილობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც მოითხოვა ქალაქ ბათუმისა და ბათუმის ოლქის
შეერთება საქართველოსთან ავტონომიის სტატუსით - 1 ქულა
38.3 საქართველოს მთავრობასთან - 1 ქულა
38.4 დაეჩქარებინა ბათუმისა და მისი ოლქის საკითხის განხილვა - 1 ქულა
38.5 მისი სწორი/ობიექტური ინფორმაციის საფუძველზე პარიზის საზავო კონფერენციის მიერ
აღიარებული იქნა საქართველოს დამოუკიდებლობა - 1 ქულა
38.6 „ბათუმის ოლქის შეერთებული ყველა მუსულმანთა ნაციონალური საბჭოს“ – 1 ქულა
38.7 მეჯლისი - 1 ქულა; მეჯლისი უნდა ყოფილიყო სამუსლიმანო საქართველოს ოფიციალური
წარმომადგენელი დიპლომატიურ წრეებთან ურთიერთობაში -1 ქულა
38.8 გადაუწყვეტელი დარჩა ბათუმისა და მისი ოლქის საკითხი - 1 ქულა; ეკონომიკური და
პოლიტიკური კრიზისი - 1 ქულა
38.9 ოსმალეთიდან გამოქცეული აგენტები; ბოლშევიკებს გამოქცეული რუსი რეაქციონერები;
ბოლშევიკების აგენტები. (სამივეს დასახელება - 2 ქულა; მხოლოდ ორის დასახელება - 1 ქულა)
38.10 ხელი შეეშალათ ბათუმისა და მისი ოლქის საქართველოსთან შეერთებისათვის - 1 ქულა;
აგზავნიდნენ პროტესტს/პროტესტის შემცველ მიმართვებს სხვადასხვა სახელმწიფოების
მთავრობებთან - 1 ქულა

237
ვარიანტი X
1-35 - თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება

1–ა 6-ა 11 - ა 16 - გ 21 - ა 26 - დ 31 - ბ

2–ბ 7-ბ 12 - დ 17 - დ 22 – ა 27 - გ 32 - დ

3–ა 8-გ 13 - გ 18 - ა 23 – დ 28 - ბ 33 - ბ

4–ბ 9-დ 14 - დ 19 - დ 24 - გ 29 - ა 34 - გ

5–ბ 10 - გ 15 - ბ 20 - ბ 25 - ა 30 - ა 35 - გ

36. თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება. სულ 6 ქულა

36.1 – ბ 36.4 – დ

36.2 – გ 36.5 – ა

36.3 – გ 36.6 – გ

37. სულ 5 ქულა

37.1. ორგანიზაციას უნდა შეესრულებინა მარშალის გეგმით გათვალისწინებული ევროპის ეკონომიკური აღორძინების
მაკოორდინებელი ორგანოს ფუნქცია.

37.2. ორგანიზაციის საქმიანობამ ხელი შეუწყო პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას და შექმნა საფუძველი ევროპის შემდგომი
ინტეგრაციისათვის.

37.3. საბჭოთა კავშირისათვის: მიუხედავად იმისა, რომ სსრკ თავადაც სარგებლობდა მარშალის გეგმით, ამ ორგანიზაციის შექმნა
საფრთხეს შეუქმნიდა მის გეოპოლიტიკურ ინტერესებს, რადგან გაიზრდებოდა აშშ-ს გავლენა ევროპის სახელმწიფოებზე.

238
37.4. 1949 წელს სსრკ-ს ინიციატივით დაარსდა საერთაშორისო ორგანიზაცია „ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭო“, რომელიც
„ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ საპირწონედ შეიქმნა.

ანალოგიები: 1. ორივე შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითადი ფუნქცია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება
იყო; 2. ორივე შემთხვევაში ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნა პოლიტიკური მოტივებით იყო ნაკარნახევი.

38. სულ 14 ქულა

38.1. აფხაზეთში - 1 ქულა


38.2 უნდა გავლებულიყო სადემარკაციო ხაზი (საზღვარი) მოხალისეთა ჯარსა და კავკასიის
რესპუბლიკებს შორის და ქართული ჯარის ნაწილებს უკან უნდა დაეხიათ მდინარე ბზიფის მეორე
მხარეს - 1 ქულა
38.3 გენერალ დენიკინის მიერ - 1 ქულა
38.4 უკან დაეხია საკუთარი ჯარი დათქმულ საზღვრამდე - 1 ქულა
38.5 ინგლისის მთავრობის ორჯერ გაცემული გარანტიის მიუხედავად, უკან დაბრუნებულ ქართულ
ჯარს თავს დაესხნენ სოჭის ოლქში - 1 ქულა
38.6 გაგრისა და სოჭის ოლქები - 1 ქულა
38.7 ქართული ჯარის უკან დახევის შემდეგ შეიარაღებული დაპირისპირების არ შეწყდებოდა, რადგან
გაგრის ოლქში არ ცნობდნენ მოხალისეთა ძალაუფლებას - 1 ქულა; დიდი იყო იმის ალბათობა,
რომ მებრძოლი მხარეები საზღვარს გადმოლახავდნენ - 1 ქულა
38.8 საქართველოს არმიის - 1 ქულა; წარსულში ამ ტერიტორიაზე კონფლიქტი მხოლოდ საქართველოს
არმიის შესვლის შემდეგ შეწყდა - 1 ქულა
38.9 გაგრის ოლქის ნეიტრალურ ზონად გამოცხადება - 1 ქულა; საზღვარზე მოკავშირეთა ჯარის ან
პიკეტების ჩაყენება - 1 ქულა
38.10 სოჭის ოლქში მომხდარი ინციდენტის განმეორების თავიდან აცილებისათვის საკმარისი
გარანტიების შექმნას - 1 ქულა; საზავო კონფერენციას - 1 ქულა

239

You might also like