You are on page 1of 3

1625 წელს ინგლისის ტახტზე ავიდა ჩარლზ პირველი.

მის დროს პარლამენტთან


კონფლიქტი უფრო გამწვავდა. პარლამენტმა იმ დროისათვის უკვე ჩამოაყალიბა
მოთხოვნები: საპარლამენტო უფლებების დაცვა; ეკონოიკური შეზღუდვების გაუქმება ;
მაღალი ბაჟის დაწევა; თავისუფალი ვაჭრობის დანერვა. ოპოზიციის რიგებში
გამოირჩეოდნენ: ჯონ პიმი, ედუარდ კოკი, თომას უენტვორტი, ე. ჰაილსი და სხვ.

1625 წლის 18 ივნისს ჩარლმა პირველი პარლამენტი მოიწვია და სუბსიდიები მოითხოვა.


სანაცვლოდ პარლმანეტმა წარადგინა „პეტიცია საჩვრების შესახებ “ და მოითხოვა
პირველი მინისტრის გადაყენება. ჩარლზმა უარყო ეს წინადადება. ანგლიკანური ეკლესია
მეფის უფლებებს იცავდა, ოპოზიციას კი სურდა ანტიკათოლიკური კანონების
განხორციელება. შეუთანხმებლობის გამო მეფემ 12 აგვისტოს პარლამენტი დაითხოვა .

1626 წელს მეფემ მოიწვია მეორე პარლამენტი. მათ შორის გამოირჩეოდა ვიცე-ადმირალი
ჯონ ელიოტი. მან დააყენა საკითხი პარლამენტის წინაშე მინისტრების პასუხისმგებლობის
შესახებ და მოითხოვა პირველი მინისტრის - ბეკინჰემის პასუხისმგებლობაში მიცემა .
მეფემ განაცხადა, რომ მზადაა მოისმინოს პარლამენტის რჩევა, მაგრამ არ
დაემორჩილება მის კონტროლს. ჯონ ელიოტი ციხეში გაგზავნეს, მაგრამ მალე ჩარლზი
იძულებული გახდა გაეთავისუფლებინა იგი.

1627 წელს ჩარლზ I -მა პარლამენტის გვერდის ავლით მოსახლეობას დაუწესა იძულებითი
სესხი, სესხებს იძულებითი წესით და ძალის გამოყენებით კრეფდა , რამაც პარლამენტის
და მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. 1628 წლის 17 მარტს მეფემ მოიწვია მესამე
პარლამენტი. ოპოზიციას შეუერთდა ოლივერ. მეფემ პარლამენტს მოსთხოვა ქვეყნის
თავდაცვისათვის სუბსიდიების გამოყოფა. ოპოზიციამ საპასუხოდ შექმნა ახალი
დოკუმენტი ,,პეტიცია უფლებათა შესახებ“, რომელსაც საფუძვლად დაედო
,,თავისუფლების დიდი ქარტია“.

ეს დოკუმენტი ითვალისწინებდა ბურჟუაზიული საკუთრების და შემოსავლის დაცვისა და


ხელშეუხებლობის უფლებას, აგრეთვე, სიტყვის, კრების თავისუფლებას, პიროვნების
ხელშეუხებლობას და სხვ.

პეტიციაში წარმოდგენილი იყო ოთხი პრინციპი: სახელმწიფოში არ შეიძლება აიკრიფოს


რაიმე გადასახადი, ბაჟი, გავრცელდეს რაიმე სესხი - თუნდაც ნებაყოფლობით -
პარლამენტისაგან დამოუკიდებლად. არ შეიძლება ვინმე დაისაჯოს იმის გამო, რომ იგი
არ იხდის უკანონო გადასახადს, ბაჟს, არ იძვა სესხს და ა.შ.სახელმწიფოში უნდა
აიკრძალოს მოქალაქეთა თვითნებური დაპატიმრება, მათთვის ქონების ჩამორთმევა
კანონიერი ბრალდების წაყენების გარეშე. სახელმწიფოში უნდა აიკრძალოს მშვიდობიან
დროს მოქალაქეთა დაპატიმრება და რეპრესიები საგანგებო სამხედრო წესების
შესაბამისად; აიკრძალოს მოქალაქეთა სახლებში ჯარის ჩასახლება, ჯარის შენახვა
მოსახლეობის ხარჯზე.

1628 წლის 2 ივნისს მეფე დათანხმდა პეტიციის მიღებაზე პარლამენტისაგან სუბსიდიების


მიღების სანაცვლოდ. საკმაოდ დიდი თანხის მიღების შემდეგ მეფემ დაიწყო პეტიციის
მოთხოვნების დარღვევა: 1628 წლის 26 ივნისს მეფემ პარლამენტი არდადეგებზე
დაითხოვა 20 ოქტომბრამდე. ფაქტობრივად, პარლამენტმა მუშაობა შეწყვიტა.

ოპოზიცია გამოდიოდა მეფის რელიგიური პოლიტიკის წინააღმდეგ . მეფე თვლიდა , რომ


ადმინისტრაციული უფლებები ეკლესიაზე მხოლოდ მონარქს აქვს, ოპოზიციას კი მიაჩნდა ,
რომ ეკლესიის 3 საქმე ისევე, როგორც სახელმწიფოს ყველა საქმე, უნდა განაგოს
პარლამენტმა. პარლამენტი უკანონოდ მიიჩნევდა მეფის მიერ პარლამენტის ნებართვის
გარეშე ბაჟების აკრეფას. მეფემ მოითხოვა სხდომების შეწყვეტა , რასაც პარლამენტი არ
დაემორჩილა. ჯონ ელიოტის წინადადებით მიღებული იქნა დადგენილება : ყველა , ვინც
მეფეს ურჩევს აკრიფოს გადასახადები პარლამენტის ნებართვის გარეშე , ვინც
ნებაყოფლობით გადაიხდის პარლამენტისაგან დაუმტკიცებელ გადასახადს , ვინც შეიტანს
ანგლიკანურ ეკლესიაში პაპისტურ სიახლეს, გამოცხადდეს ქვეყნის მოღალატედ . მეფემ
პარლამენტი დაითხოვა და ოპოზიციის თერთმეტი ლიდერი ციხეში ჩასვა. ათმა პატიმარმა
მოინანია შეცოდებანი. ჯონ ელიოტმა კი პრინციპებს არ უღალატა და ციხეში დარჩა , სადაც
1632 წელს გარდაიცვალა მძიმე სენით.

1629 წლისთვის მეფემ სუბსიდიების მიღების შემდეგ დაითხოვა პარლამენტი და იგი 11


წელი არ მოუწვევია, დამყარდა ჩარლზ პირველის აბსოლუტური მმართველობა.
ოპოზიცია დაასუსტა ჯონ ელიოტისა და ედუარდ კოკის გარდაცვალებამ, ასევე მეფის
მხარზე გადავიდა თომას უენტვორტი. მეფემ ზავი დადო საფრანგეთთან და
ესპანეთთანაც, გათავისუფლდა სამხედრო ხარჯებისაგან მაგრამ 30-იანი წლების მეორე
ნახევარში ინგლისი ისევ ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა .

ჩარლზი ქვეყანას უმეტესად არაკანონიერი მეთოდებით მართავდა , ისეთებით როგორიც


იყო ტიტულების და თანამდებობების გაყიდვა, ჯარიმები , იძულებითი სესხები , ახალი
გადასახადების დაწესება და სხვა. გადასახადების პარლამენტის თანხმობის გარეშე
განსაზღვრა ინგლისის ტრადიციების დარღვევა იყო, ბევრი გადახდაზე უარს ამბობდა რის
გამოც მათ ციხეში უშვებდნენ. მეფის შემოსავალი გაიზარდა მაგრამ ეს მაინც არ
აღმოჩნდა საკმარისი. 1639-40 წლებში ინგლის-შოტლანდიის ომმა ინგლისურ
აბსოლუტიზმს დიდი დარტყმა მიაყენა.

შოტლანდიელების ინგლისში შეჭრის გამო 1640 წლის 13 აპრილს ჩარლზმა პარლმანეტი


მოიწვია რომ სუბსიდიები მიეღო. ოპოზიციამ სანაცვლოდ მოითხოვა საეკლესიო
რეფორმა და პარლამენტის კონტროლი მეფის შემოსავლებზე, რაზეც ჩარლზმა უარი
განაცხადა. ამ პარლამენტს ხანმოკლე პარლამენტი ეწოდა. იმავე წელს ჩარლზმა მეორედ
მოიწვია პარლამენტი, რომელმაც უკვე ხანგრძლივის სახელი მიიღო. მეფემ სუბსიდიები
მოითხოვა, სანაცვლოდ პარლამენტს თხოვნების მხარდაჭერას დაპირდა. პარლამენტის
მოთხოვნები ჯონ პიმმა თავის სიტყვაში ჩამოაყალიბა, მათ შორის იყო პიროვნების
თავისუფლება, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და თავისუფალი კონკურენცია . ეს
ფაქტიურად იყო კონსტიტუციური მონარქია. მნიშვნელოვანი დოკუმენტი იყო „პეტიცია
ფესვებისა და ტოტების შესახებ“. ის ეხებოდა ეკლესიასაც , ითვალისწინებდა
აბსოლუტიზმის დასაყრდენად ქცეული სასულიერო პირები ამოძირკვას. თემთა პალატაში
მიღებული ბილი ლორდთა პალატამ უარყო.

1641 წლის 15 თებერვალს პარლამენტმა „სამწლიანი აქტი“ მიიღო. მისი დათხოვნა


შეიძლებოდა მხოლოდ 50 დღის შემდეგ. ასევე მიიღეს ბილი რომლის მიხედვითაც
პარლამენტის დათხოვნა მხოლოდ მისი თანხმობით შეიძლებოდა.

1641 წელს პარლამენტმა ასევე აქტი მიიღო „ტონასა და გირვანქაზე გადასახადების


შესახებ“ და აუკრძალა მეფეს გადასახადების, სუფსიდიების აკრება პარლამენტის
ნებართვის გარეშე, მას შემოსავალ წყაროდ სამეფო დომენები დარჩა . სუბსიდიების
მიღებას მეფე ვერ შეძლებდა პარლამენტის ნებართვის გარეშე .

1641 წელს ასევე გაუქმდა საიდუმლო საბჭო, მონარქის ფინანსური უწყება „ჭადრაკის
დაფის პალატა“ და საეკლესიო სასამართლო. ყველა საქმის განხილვა ჩვეულებრივ
სასამართლოებს გადაეცა. მეფის ტირანიის წინააღმდეგ ეს ერთგვარი მცირე რევოლუცია
იყო.

1641 წელს შემუშავდა მნიშვნელოვანი დოკუმენტი „დიდი რემონსტრაცია“ რომელიც 204


მუხლისგან შედგებოდა. მასში აისახა სტიუარტების მანკიერებები და ინგლისის
პოლიტიკური ცვლილებების იდეები. დოკუმენტი ორივე პარლამენტის წევრებს
წარუდგინეს. ცხარე კამათის შემდეგ მეფის მომხრეთა და ოპოზიციონერთა შორის
დოკუმენტი 11 ხმის უმრავლესობით მიიღეს.
დოკუმენტს თან ახლდა პეტიცია ოთხი მოთხოვნით: პარლამენტში მყოფ
ეპისკოპოსებისთვის ხმის ჩამორთმევა, განდევნა პარლამენტიდან ; მეფის ცუდი
მრჩევლების სახელმწიფო საქმეებიდან ჩამოცილება; პარლამენტის წინაშე
პასუხისმგებელი და მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული სამინისტროს შექმნა;
აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა გადასცემოდა პარლამენტის ნდობით აღჭურვილ
პირებს- ასე პარლამენტი არა მარტო საკანონმდებლო ორგანო იქნებოდა არამედ
აღმასრულებლადაც იქცეოდა.

დიდი რემონსტრაცია იცავდა ვაჭრობის თავისუფლებას, აუქმებდა უკანონო გადასახადებს.


პარლამენტის დეპუტატებმა 1 დეკემბერს მეფეს დოკუმენტი წარუდგინეს თუმცა მან იგი
უარყო. გამოიკვეთა მეფის და პარლამენტის მომხრეების დაჯგუფებები.

მეფემ გადაწყვიტა პარლამენტის ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება. 4 იანვარს მეფე


შეიარაღებული რაზმის თანხლებით მივიდა უესტმინსტერში მათ დასაპატიმრებლად .
ოპოზიციის ლიდერებმა წინასწარ შეიტყვეს ამ განზრახვის შესახებ და თავი შეაფარეს
სიტის. მეფე თავად გაემგზავრა სიტიში და მოითხოვა ოპოზიციონერი დეპუტატების
გადაცემა, მაგრამ უარი მიიღო. 10 იანვარს მეფემ დატოვა ლონდონი და გაემგზავრა
იორკში, რათა შეეკრიბა ჯარი ჩრდილოეთ პროვინციებში. მეფის გამგზავრების შემდეგ
მთელი ძალაუფლება გადავიდა პარლამენტის ხელში. 1641 წლის 10 სექტემბერს
პარლამენტმა შექმნა განსაკუთრებული კომიტეტი, რომელსაც დაევალა
ზედამხედველობა მთელ სახელმწიფოში. კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა ჯონ პიმი .
ეს იყო თავისებური დროებითი მთავრობა.

1642 წელს იანვარ-თებერვალში გაიმართა ე.წ „საპამფლეტო ომი“. ორივე მხარე


ერთმანეტს პამფლეტებს და დეკლარაციებს უგზავნიდა. 2 ივნისს პარლამენტმა მეფეს
„ცხრამეტი წინადადება“ გაუგზავნა რომელიც ითვალისწინებდა რომ პარლამენტის
ნებართვით უნდა დაენიშნათ თანამდებობის პირები, მეფის მრჩევლები და მეფის შვილთა
აღმზრდელი პირები. დოკუმენტი ასევე პურიტანული ეკლესიის რეფორმების ბოლომდე
მიყვანას ითვალისწინებდა, ასევე ციხე-სიმაგრეების მათთვის ჩაბარებას ვინც
პარლამენტისთვის სანდო იყო. უნდა შექმნილიყო დამოუკიდებელი სასამართლო,
საგარეო პოლიტიკა უნდა წარემართა პარლამენტს სხვადასხვა სახელმწიფოსთან . 17
ივნისს მეფემ წარდგენილი წინადადებები უარყო. 1642 წლის 22 აგვისტოს ნოტინგემის
ციხესიმაგრეზე სამეფო დროშა აღიმართა, დაიწყო სამოქალაქო ომი ...

You might also like