You are on page 1of 3

წოდებრივ-წრმომადგენლობითი ორგანოები შუა საუკუნეების ევროპაში

წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში XII-XIII საუკუნეებიდან ჩნდება.


მანამდე არსებობდა სამეფო საბჭოები, მეფეთა სათათბირო ორგანოები, რომლებსაც
შეზღუდული უფლებები ჰქონდათ. ახალი წოდებრივი ორგანოების შექმნის მიზანი იყო
ძალაუფლების განაწილება მონარქსა და დანარჩენ ხალხს შორის, მნიშვნელოვანი საკითხების
გადაწყვეტაში ჩართულობა. ამ ორგანოებში შედიოდნენ ფეოდალები, მღვდელმთავრები,
ქალაქის მოსახლეობის ზედა ფენა.

ინგლისი

ინგლისის სამეფოს დაარსებიდან მოყოლებული მეფეები შეზღუდულები იყვნენ ადათით


(ტრადიციით) და „ჩვეულებათა სამართლით“ (საზოგადოებრივი ურთიერთობების წესების
ერთობლიობა). მის აღსრულებაში მონაწილეობდა „ბრძენთა საბჭო“, რომელიც
დიდგვაროვნებისგან შედგებოდა. XI-XII საუკუნიდან თანდათან დაიწყო სხვადასხვა
ორგანოს ჩამოყალიბება: „ბრძენთა საბჭო“ „სამეფო საბჭოდ“ გარდაიქმნა; „ლორდთა პალატა“,
სასამართლოები და ა.შ.

მეფე ჯონ უმიწაწყლომ1 (1199-1216) დაიწყო ფეოდალური წესების დარღვევა, გასამართლების


გარეშე ბარონებს სჯიდა სიკვდილით, აფიწროებდა ფეოდალებს. ბარონთა წინააღმდეგობის
და აჯანყების შემდეგ ის იძულებული იყო 1215 წ. 15 ივნისს ხელი მოეწერა „თავისუფლების
დიდი ქარტიისათვის“ (მაგნა კარტა), რომელიც მეფისგან ვასალების უფლებების
პატივისცემას მოითხოვდა. აგრეთვე უნდა მოწვეულიყო „საერთო საბჭო“.

პირველად „საერთო საბჭო“ 1265 წ. მოიწვიეს, სადაც ქალაქებისა და სოფლების


წარმომადგენლები შედიოდნენ. ამ საბჭოს „პარლამენტი“ ეწოდა. მეცნიერთა ნაწილის
აზრით, ეს იყო თანამედროვე ინგლისის პარლამენტის თემთა პალატის წინამორბედი
ორგანო.

პირველი პარლამენტი ინგლისის ისტორიაში 1295 წ. მოიწვიეს, რადგან მისი მოწვევის


დოკუმენტების თანახმად, დელეგატები ანგარიშვალდებულები იყვნენ მათ წინაშე, ვისაც
წარმოადგენდნენ.

1
ჯონ უმიწაწყლო იყო რიჩარდ ლომგულის უმცროსი ძმა. მის დაბადებამდე მეფე ჰენრი II -მ
საფრანგეთში არსებული ინგლისის სამფლობელოები შვილებს დაურიგა. ჯონს მიწა არ ერგო, ამიტომ
„უმიწაწყლო“ უწოდეს. 1202-1204 წლებში ჯონმა საფრანგეთთან ომში დაკარგა ინგლისის
ტერიტორიების დიდი ნაწილი.
ჯონ უმიწაწყლო ხელს აწერს „თავისუფლების დიდ ქარტიას“.

საფრანგეთი

საფრანგეთის მეფემ, ფილიპე IV -მ ქვეყნის გაძლიერების მიზნით არა ერთი რეფორმა


გაატარა. ხაზინის შესავსებად მან გადასახადები დაუწესა ფეოდალებს, ქალაქებს და
ეკლესიასაც. რომის პაპმა ბონიფაციუს VIII -მ კათოლიკურ ეკლესიას საფრანგეთში აუკრძალა
გადასახადების გადახდა საფრანგეთის მეფისათვის. ამის საპასუხოდ 1302 წ. ფილიპე IV
ლამაზმა მოიწვია ხალხის, სამი წოდების - სამღვდელოების, თავადაზნაურთა, მოქალაქეთა
წარმომადგენლები. ამ შეკრებას გენერალური შტატები ეწოდა. მან მეფეს დაუჭირა მხარი და
აუკრძალა რომის პაპს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა.

გენერალურ შტატებს იწვევდა მეფე კრიზისულ ვითარებებში, თუმცა მთავარ ფუნქციად


მაინც გადასახადების რაოდენობის განსაზღვრა იქცა. მისი ფუნქცია განსაკუთრებით
ასწლიანი ომის დროს გაიზარდა, როდესაც სამეფო კარს ესაჭიროებოდა ფინანსური
მხარდაჭერა ომის წარმოებისთვის. შიდა არეულობების, მაგალითად ჟაკერიის დროს,
გენერალური შტატების წევრები შეეცადნენ ამ ორგანოს ფუნქციების გაზრდას, მაგრამ
ერთსულოვნების არარსებობის გამო ეს ვერ მოხერხდა.

უკანასკნელად გენერალური შტატები 1614 წ. მოიწვია მარია მედიჩიმ თავისი ვაჟის, ლუი XIII
-ის სახელით. რადგანაც მაშინ შტატებმა აბსოლუტური მონარქიის შეზღუდვა მოისურვა,
საფრანგეთის რევოლუციამდე (1789 წ.) ის აღარ მოუწვევიათ.

ესპანეთი

ესპანეთის ტერიტორიაზე არსებული კასტილიის სამეფოში მეფეები იწვევდნენ უმაღლესი


საერო და სასულიერო პირებისგან დაკომპლექტებულ სათათბირო ორგანოებს. ლეონის
სამეფოში ევროპაში პირველად - 1188 წ. მოიწვიეს წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანო
- კორტესი. მეფეს შეეძლო კორტესის დათხოვნა, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათთან
მოლაპარაკებას და გარიგებას არჩევდა, რადგან ორგანოში წარმოდგენილი დიდებულები
აკონტროლებდნენ ჯარის გამოყვანისა და გადასახადების საკითხს.

რეკონკისტას2 დროს მეფემ კორტესებში დაუშვა მდიდარი მოქალაქეებიც, რადგან მათგან


ფინანსური მხარდაჭერა მიეღო ომის წარმოებისთვის. სანაცვლოდ ქალაქები
თვითმართველობის უფლებას იღებდნენ. ესპანეთის იმპერიის პერიოდში კორტესების
უფლებები და გავლენა შემცირდა.

გერმანია

შუა საუკუნეების გერმანულ სახელმწიფოებში, დაახლოებით XIII ს-დან, არსებობდა


წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანო - ლანდთაგი. ეს იყო ამა თუ იმ საგრაფოს,
საჰერცოგოს სათათბირო ორგანო. „ლანდების“ (გერმ. მიწა) წარმომადგენლები
იკრიბებოდნენ სხდომაზე, თათბირობდნენ და იღებდნენ ერთობლივ გადაწყვეტილებებს.

შუა საუკუნეების ლანდთაგების მოწყობის და მუშაობის პრინციპი ეფუძნება თანამედროვე


გერმანიის „ბუნდესლანდები“.

2
ესპანელთა ბრძოლა არაბთა ბატონობისგან გასათავისუფლებლად.

You might also like