You are on page 1of 3

ნაპოლეონის ომები

ნაპოლეონის ძირითადი დასაყრდენი ძალა არმია იყო. მის “დიდ


არმიას” არაერთ მტრულ კოალიციასთან მოუხდა ბრძოლა( 7
კოალიცია) .
1800 წელს მარენგოსთან ავსტრიისა და 1805 წელს
აუსტერლიცთან ავსტრია -რუსეთის გაერთიანებული ჯარის
დამარცხებით ავსტრია საფრანგეთზე დამოკიდებული გახდა.
1805 წელს საფრანგეთის მთავარ მოწინააღმდეგედ კვლავ
ინგლისი რჩებოდა. ინგლისზე თავდასხმისთვის ნაპოლეონმა
მოამზადა ჩრ. ნავსადგური ბულონი ,ამ დროს ბულონისკენ
მიემართებოდა საფრანფეთის მოკავშირე ესპანეთი .
გიბრალტარის სრუტის ჩრ. ატლანტიკის ოკეანის კონცხ
ტრაფალგართან ინგლისის სახელგათქმულმა ადმირალმა
ნელსონმა გაანადგურა ეს ესკადრა , თვით ნელსონი ბრძოლაში
დაიღუპა.
1805 წლის 2 დეკემბერს ვენიდან 100 კილომეტრზე,
აუსტერლიცთან ნაპოლეონმა გაანადგურა ავსტრიისა და
რუსეთის ჯარები. აუსტერლიცთან გამარჯვების შემდეგ
ავსტრიასთან ძლევამოსილი ზავი დადო . ნაპოლეონი იტალიის
მეფე ხდებოდა, ნეაპოლტსა და ჰოლანდიას მისი ძმები
ეუფლებოდნენ. მდინარე რაინის აღმოსავლეთ სანაპიროს
გასწვრივ მდებარე 16 გერმანული სახელმწიფოსგან რაინის
კავშირი იქმნებოდა . საფრანგეთის სასარგებლოდ ავსტრია დიდ
კონტრიბუციას იხდიდა.
1806 წელს იენასთან და აურშტედთან პრუსიაზე გამარჯვებით ,
ხოლო 1807 წელს ფრიდლანთან რუსეთთან გამარჯვების
შემდეგ , კოალიციას კიდევ ორი წევრი გამოეთიშა. 1807 წელს
რუსეთის ორ გზის დამარცხების შემდეგ ალექსანდრე I - მა
ტილზიტში ზავი დადო, რუსეთმა აღიარა ნაპოლეონის
დაპყრობები ,თვითონ კი ოსმალეთსა და შვედეთის წინააღმდეგ
თავისუფალი მოქმედების უფლება მიიღო.
კონტინენტური ბლოკადა- ნაპოლეონის წარმატება მყარი ვერ
იქნებოდა თუ მისი მთავარი მეტოქე ინგლისი ძლიერ
სახელმწიფოდ რჩებოდა. , ამის გამო იმპერატორმა გადაწყვიტა
დიდი ბრიტანეთის კონტინენტური ბლოკადა.
1806 წლის 21 ნოემბერს ბერლინში ნაპოლეონმა გამოაქვეყნა
დეკრეტი “კონტინენტური ბლოკადის” შესახებ. მის მოკავშირე
ქვეყნებს აუკრძალა ინგლისთან ვაჭრობა , რუსეთი იძულებული
იყო ბლოკადაში მონაწილეობა მიეღო.
1807 წელს საფრანგეთმა პორტუგალია ,1808 წელს ესპანეთი
დაიკავა , 1810 წელს ანექსირებული იქნა ჰოლანდია და ჩრ.
დასავლეთ გერმანია( ჰანზა, ქალაქები: ბრეგენი, ჰამბურგი,
ლიუბეკი).
1808 წელს ავსტრიამ სცადა საფრანგეთის გავლენისგან თავის
დაღწევა, 1809 წელს ვაგრამთან ნაპოლეონმა კიდევ ერთხელ
დაამარცხა ავსტრია. ავსტრიასე მოპოვებული გამარჯვება მან “
ავსტრიული ქორწინებით “ განამტკიცა.
1812 წლის ივლისში ნაპოლეონმა შეიარაღებული ძალების 600-
ათასიანი არმია ომის გამოუცხადებლად რუსეთის იმპერის
ფარგლებში შეიჭრა . რუსეთის დასავლეთ საზღვარს 209 ათასი
ჯარისკაცი იცავდა .
რუსეთის ახლად დანიშნულმა მთავარსარდალმა მიხეილ
კუტუზოვმა გენერალური ბრძოლა 1812 წლის 26 აგვისტოს
მოსკოვიდან 120 კილომეტრზე სოფელ ბოროდინოსთან გამართა,
მისი კამპანია მარცხით დამთავრდა , ნაპოლეონმა დატოვა მისი
არმია მდინარე ბერეზინასთან და პარიზს მიაშურა.
1813 წელს ნაპოლეონის წინააღმდეგ კვლავ შეიქმნა კოალიცია .
გადამწყვეტი ე.წ “ ხალხთა ბრძოლა” გაიმართა 1813 წლის
ოქტომბერში ლაიფციგთან რუსეთის, პრუსიის , ავსტრიის,
შვედეთის ნახევარმილიონიანმა ჯარმა ნაპოლეონის ჯარი
დაამარცხა , ფრანგებმა საზღვრისკენ დაიხიეს , მოკავშირეებუ მათ
ფეხდაფეხ მისდევდნენ და 1814 წლის 31 მარტს პარიზში
შევიდნენ.
გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა აღადგინეს ბურბონთა
დინასტია და საფრანგეთი 1792 წლის საზღვრებით შემოფარგლეს.
ნაპოლეონმა 1815 წლის 1 მარტს დატოვა კუნძული ელბა და
პარიზში შევიდა , მან ხელისუფლება 100 დღე შეინარჩუნა .1815
წლის ივნისის ბრიუსელიის ( ბელგიის) მახლობლად
ვატერლოსთან უკანასკნელ დიდ ბრძოლაში საბოლოოდ
დაამარცხეს ნაპოლეონი , რომელიც წმინდა ელენეს კუნძულზე
გადაასახლეს ,სადაც 1821 წლის 5 მაის გარდაიცვალა.

You might also like