You are on page 1of 1

არსებობს შემთხვევები როცა ადამიანი საკუთარი აზრის გამოხატვის შეხედულებებისა თუ

ჩადენილი ქცევის გამო ბრბოს მსხვერპლი ხდება. ბრბოს ყოველთვის აგრესიული სასტიკი და
ძალადობრივი ქცევა ახასიათებს. როგორიც არ უნდა იყოს ადამიანის მიერ გამოთქმული აზრი
და დამოკიდებულება ან გამოხატული ქცევა, ბრბო ყოველთვის აგრესიას იჩენს მისთვის
მიუღებელი ნებისმიერი საკითხის მიმართ. ბრბო ხშირად უპირისპირდება უზნეო საქციელს
მაგრამ ხშირად დაპირისპირებისა და წინააღმდეგობის მომენტში ბრბო ჩადენილ უზნეობას
არანაკლები სისასტიკითა და უზნეობით პასუხობს. ბრბო არასდროს გამოირჩევა სტაბილურობით
იგი მიზნის მიღწევისთანავე სწრაფად იშლება. ბრბოს მართვა ადვილია სიტყვით შეძახილებით
და აგრესიული მოწოდებებით. სწორედ ამის გამო ადამიანი ხშირ შემთხვევაში გაუაზრებლად
ხდება ბრბოს და აგრესიის ნაწილი.
მიხეილ ჯავახიშვილის მოცემული მოთხრობა ,,ეშმაკის ქვა'' სწორედ ბრბოს შესახებ
მოგვითხრობს. ნაწარმოებში ორი ახალგაზრდა გაუგონარ სისატიკესა და უზნეობას სჩადის
დედაბრის მიმართ. ახალგაზრდები ფულის გამო სასტიკად უსწორდებიან დედაბერს და კლავენ
მას. ეს საქციელი ხალხის აღშფოთებასა და მღელვარებას იწვევს რის გამოც განრისხებული
ხალხი უპირისპირდება დათას და სოლოს. დათასგან განსხვავებით ხალხი სოლოს დანაშაულს
პატიობს დათას კი პირიქით არაადამიანურად ძალადობით უსწორდება და ქვით ქოლავს მას.
დათას მიერ ჩადენილმა უზნეობამ იმდენად გაამძაფრა ბრბოში მრისხანება და აგრესია რომ
დედის ვერანაირმა მოწყალების თხოვნამ და ხვეწნა მუდარამ ვერ იმოქმედა ხალხზე.
გაგიჟებული ბრბოსთვის საკმარისი აღმოჩნდა ერთი სიტყვა იმისთვის რომ ადამიანი
სიკვდილისთვის გაემეტებინათ და უზნეობაზე უზნეობითვე სისატიკით ეპასუხათ ,,უცებ ამ
ხმაურში მკაფიოდ გაისმა ის ერთადერთი სიტყვა, რომელიც ყველას ენაზე უტრიალებდა მაგრამ
მის წარმოთქმას ჯერ ვერავინ ბედავდა - ჩავაქვავოთ!...'' ისეთი კეთილშობილი
ყველასათვის სათნო და საყვარელი ადამიანიც კი როგორიც სოფიო იყო ერთმა სიტყვამ ბრბოს
ნაწილად აქცია. სოფიო რომელიც დედას დათას გადარჩენასა და შველას ჰპირდებოდა,
გაუაზრებლად და გაუცნობიერებლად სწრაფად გახდა აგრესიის მონაწილე. ბრბომ სოფიო
გაუცნობიერებლად მოძალადედ აქცია. სოფიო ვერაფრით დაუპირისპირდა საზოგადოების
უზნეობას იგი ვერაფრით დაეხმარა სიკვდილისთვის განწირულ დათას და ვერ გამოხატა
საკუთარი დამოკიდებულება. სოფიომ მხოლოდ გვიან გააანალიზა მისი გაუცნობიერებლად
ჩადენილი დანაშაული. ,,გაფითრებული სოფიო ნაწყვეტ-ნაწყვეტ იხდიდა ბოდიშს: მე არ
მინდოდა იმ დედაკაცმა შემაცდინა მეტი ვეღარაფერი სთქვა ტირილი დაიწყო და სიცილიც
გაურია: ერთი ქვა ერთადერთი ქვა მეც ვესროლე'' ბრბოს ამ სისასტიკემ და დანაშაულის
გრძნობამ უბედურებისკენ შეცვალა სოფიოს ცხოვრება. მწუხარებამ და დანაშაულის გრძნობამ
სოფიო დააუძლურა და დააავადმყოფა რის გამოც იგი მალე გარდაიცვალა. ბრბოს აგრესიამ და
სისატიკემ სასიკვდილოდ გაწირა არამარტო დათა არამედ სოფიოც.
კიდევ არაერთი მაგალითი და შემთხვევა არსებობს სადაც ბრბო აგრესიითა და სისასტიკით
უპირისპირდება ადამიანს მაგალითად გავიხსენოთ გიორგი ლეონიძის მოთხრობა ნატვრის ხე,
სადაც ბრბო ტალახს ესვრის მარიტას და სიკვდილით სჯის მხოლოდ იმის გამო რომ უყვარდა.
ნატვრის ხეში სოფლის თავკაცის ციციკორეს მოწოდებით საზოგადობა მარიტას არაადიმანურად
უსწორდება და კლავს მას. საზოგადოების არცერთი წევრი არ უპირისპირდება ციციკორეს და
საკუთარი უმოქმედობით წირავს ადამიანის სიცოცლეს.
მაგალითად კიდევ შეგვიძლია მოვიყვანოთ ვაჟა ფშაველას პოემა ალუდა ქეთელაურის გმირი
ალუდა. ალუდას საზოგადოება მისი შეხედულებებისა და პრინციპების გამო უპირისპირდება
და კვეთს თემიდან, მხოლოდ იმიტომ რომ ალუდა ქისტში ვაჟკაცობას და სიმამაცეს აფასებს.
თემი ალუდას საქციელს ადათ-წესებზე გადაბიჯებად მიიჩნევს მოღალატედ რაცხავს მას კვეთს
თემიდან და წირავს მას. ალუდა ისევე როგორც დათა ბრბოს სისასტიკის მსხვერპლი გახდა.
საკითხი აქტუალურია დღევანდელ ცხოვრებაშიც. დღესაც საზოგადოებაში არაერთი ადამიანი
სხვადასხვა საკითხთან საკუთარი შეხედულებების გამოხატვისა თუ საქციელის გამო ხდება
ბრბოსგან დაცინვის ფსიქოლოგიური ძალადობისა და განკიცხვის მსხვერპლი. უმეტეს
შემთხვევაში საზოგადოებისგან ასეთი დამოკიდებულება ადამიანზე ცუდად მოქმედებს რასაც
ხშირად ადამიანი მძიმე მენტალურ პრობლემებამდე მიჰყავს. ხშირ შემთხვევაში ადამიანები
ამის გამო სიცოცხლეს სუიციდითაც ასრულებენ.
როგორი უზნეობა და არაადამიანობაც არ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა არავის აქვს უფლება იგი
სიკვდილით დასაჯოს და სიცოცხლე წაართვას მას. უზნეობაზე უზნეობით დაპირისპირება და
ძალადობა არ მართლდება. უმჯობესი იქნება თუ დანაშაულს და ნებისმიერი სახის უზნეობას
კანონი და სამართლებრივი სისტემა დაარეგულირებს. საზოგადოება ყოველთვის უნდა ეცადოს
რომ უზნეობას სამართლებრივად ნებისმიერი სისასტიკისა და ძალადობის გარეშე
დაუპირისპირდეს და თავად არ გახდეს უზნეობის მონაწილე.

You might also like