You are on page 1of 2

1)იმსჯელეთ იგისა და ბელადის დაპირისპირებაზე

2) იმსჯელეთ იგის მხატვრულ სახეზე


3) იმსჯელეთ ტექსტის მხატვრულ ხერხებზე

ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობაში „იგი“ აღწერილია პრეისტორიული ხანის


ადამიანების არსებობა და მათგან ერთ-ერთის ცხოვრების გზა
პიროვნებად ჩამოყალიბებამდე და მის შემდეგ. ეს გზა საფრთხის
შემცველია და პირდაპირ უპირისპირდება იმ დროინდელი
საზოგადოების აზრებს,უმთავრესად კი დაპირისპირება იკვეთება იგისა
და ბელადს შორის. ყველაფერი იგის განსხვავებულობით იწყება.
ბელადმა ამოიღო თვალიდან იგი და მის წილ ხორცს დაუფიქრებლად
ართმევს „ ისე უცებ გამოჰგლიჯა ცორცი ხეიდან“. იქიდან გამომდინარე
რომ იგის დანარჩენებისგან მოსაზრებების სიძლიერე განასხვავებს ამას
სათავისოდ იყენებს და არგუმენტირებულად უპირისპირდება
ბელადს,ძალის გამოყენების გარეშე,სიტყვებით „იგის არ უნადირია
იმიტომ რომ ბელადმა არ წაიყვანა სანადიროდ“.
მეტად საინტერესოდაა დახატული იგის სახე,ადამიანი,რომელიც
გამოირჩევა განსხვავებულობით,განვითარების დონით და აზროვნებით
როგორც ნის ხმა ამბობს სხვა ჯიშის „ იგი სხვა ჯიშისაა“.იგის
თვითდაჯერებულობას ჰმატებს მის მიერ წარმოთქმული კრიტიკული
სიტყვები,რომელმაც ბელადიც კი დააბნია,ამან იგიში გამარჯვების
ყიძინას დაუდო საფუძველი „იგის სხეულში უხმოდ გაჩნდა
გამარჯვების ყიჟინა“ იგის მისი განსხვავებულობა ხდის უფრო მსვიდს
და ზედმეტი კონფლიქტის გარეშე ეძლევა საშუალება იბრძოლოს
მისთვის „იგიმ კეტი დაუშვა და წყნარად თქვა“.
საანალიზო ტექსტში არაერთი მხატვრული ხერხია
გამოყენებული.ავტორმა საინტერესოდ მოგვითხრო მომხდარი და
მხატვრული ხერხებით გააცოცხლა ის.აღსანიშნავია,რომ მას ჩართული
აქვს მესამე პირში საუბარი. იგის სიბრაზის გამოსახატავად მწერალი
იყენებს ჰიპერბოლას „იგის ბალანი აეჯაგრა,სხეული მრისხანებამ
აუვსი“.მდგომარეობის სიმძაფრის გამოსახატავად იყენებს ეპითეტს
„დიდი სიჩუმე იდგა“.
მოგეხსენებათ ამ ნაწარმოების მთავარი თემატიკა საზოგადოებისა და
პიროვნების დაპირისპირებაა,ისე როგორც ეს არის,ვაჟა-ფშაველას
ალუდა ქეთელაურში ან გიორგი ლეონიძის ნაწარმოებ „ნატვრის ხეში“.
აქედან გამომდინარე მთავარი სათქმელის რეალიზებისთვის,როგორც
ზემოთ აღვნიშნე გამოყენებულია არაერთი მხატვრული ხერხი ხოლო
მთავარი სათქმელი და თემატიკა გადის საზოგადოებისა და პიროვნების
დაპირისპირებაზე.

You might also like