You are on page 1of 1

ილია ჭავჭავაძე ნაწარმოებში ‘’კაცია-ადამიანი?!

“ მთავარი პერსონაჟით,
ლუარსაბით, გვაჩვენებს ქართველი კაცის ნაკლოვანებებს. ნაწარმოები
დაწერილია თავადების ოჯახზე, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე ჭამა-
სმის გარდა არაფერს აკეთებენ.
ტექსტის მოცემულ მონაკვეთში ლუარსაბისა და დარეჯანის ძალაუფლებას
საფრთხე დაემუქრება. როგორც ტექსტიდან ვიგებთ, ხმა გავრცელდა, რომ
თავადიშვილებისთვის ყმები ჩამორთმევას აპირებდნენ. ამ მოსაზრებამ ძალიან
ააღელვა ლუარსაბი, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგან ამ დაუმსახურებელი
ძალაუფლების გარეშე ის სრულიად უსუსური და სუსტი ადამიანი იყო. ეს
ყველაფერი მაშინ გამოჩნდა, როდესაც რევოლუციის შედეგად თავადებმა
მართლა დაკარგეს ძალაუფლება. ზოგიერთი მათგანი შეეგუა ახალ
ცხოვრებას, მაგრამ ისეთმა თავადემა, როგორიც ლუარსაბი იყო, ვერ გაუძლეს
ცხოვრების ასეთ პირობებს. ლუარსაბი დარეჯანმა დაამშვიდა და უთხრა, რომ
ეს ინფორმაცია ცრუ და სომხების კარაბდნის გავრცელებული იყო.
დასამშვიდებლად ასევე ერთ-ერთი მკითხავის მოიყვანა მაგალითად. ამ
მონაკვეთიდან კიდევ ერთხელ ვიგებთ, თუ რამედანად შტერი და სულელია
ლუარსაბი. აღსანიშნავია ელიზაბედის სიტყვები, როდესაც ის თავიანთ თავებსს
კეისრებს ადარებს - „უფლისა უფალსა და კეისრისა კეისარსაო, სახარებაში
წერია: კეისრები ჩვენა ვართ.“ ამ მომენტში კიდევ ერთხელ ვამჩნევთ მათ
ქედმაღლობასა და გაუნათლებლობას, რაც დამახასიათებელია
თათქარიძეობისთვის. მათ თავის დაზღვევის მიზნით შეიმუშავეს გეგმა, რომ ხმა
გაევრცელებინათ ყმებში, რომ ეს ინფორმაცია არასწორი იყო და ამას მეფეც
ადასტურებდა. ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, ცრუსაქმიანობაა, რაც კიდევ ერთი
ნიშანია თათქარიძეობის. ამ გეგმის შესრულებმა ლუარსაბმა და მისმა ცოლმა
თავიანთ ერთ-ერთ ყმას, დათოს, ანდეს. თათქარიძეებს დათო თავიანთ
თავებზე სულელი ჰგონიათ და ამიტომ ცდილობენ დააჯერონ მას ეს
ყველაფერი, მაგრამ, ჩემი აზრით, ყმა ეპირფერება ლუარსაბსა და დარეჯანს .
ამის თქმის საბაბს ავტორის დართული კომენტარი მაძლევს-„ვინ იცის გულში
როგორ ეცინებოდა ამ პირმოთნე მონას“.
ლუარსაბი და დარეჯანი ბრიყვები არიან და ამიტომაც ჰგონიათ, რომ ყველა
ასეთია მათ გარშემო. ამიტომ შეუძლია ბრიყვს თავდაჯერებულად ისაუბროს
ნებისმიერ თემაზე.
ბრიყვი ყოველთვის თავდაჯერებულია და ამიტომაც შეუძლია თავისნაირ
ადამიანთან მარტივად ურთიერთობა. მაგრამ ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ
ბრიყვის გაკონტროლება და დამორჩილება ბევრად მარტივია. ასათი
ადამიანებისს ერთ მოსაზრებაზე დაყოლიების შემდეგ იქმნება ბრბო. ბრბოს
მაგალითს ჩვენი ქვეყნის ლიტერატურასა და წარსულში არა ერთხელ
შევხვდით, ამიტომ დღესდღეობით ეს აღარ უნდა იყოს უცნობი ჩვენთვის.
მაგრამ ასეთი ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ. ჩვენი
მიზენი უნდა იყოს, ასეთი სულელი ხალხის რიცხვის შემცირება, რაც
განათლების დონის აწევითაა შესაძლებელი. დღესდღეობით ასეთი ხალხის
დაყოლიება უფრო მარტივი გახდა მედიისა და სოც. ქსელების მეშვეობით.
მე ვემხრობი იმ მოსაზრებას, რომ სიბრიყვე ადამიანს თავდაჯერებულობას
მატებს და საღად აზროვნების უნარს უკარგავს.

You might also like