You are on page 1of 1

რომანში „დათა თუთაშხია“ ჭაბუა ამირეჯიბი მთავარი პერსონაჟის რამდენიმე

განსხვავებულ მხარეს წარმოგვიჩენს. საანალიზო მონაკვეთზე დაყრდნობით , შეგვიძლია ,


რომ პორუჩიკ ანდრიევსკის დღიურების მიხედვით ვიმსჯელოთ დათას მხატვრულ სახეზე .
ვფიქრობ, ეპიზოდიდან იკვეთება აბრაგის მრავალი თვისება, მორალი თუ შეხედულება ამა
თუ იმ საკითზე. მაზრასკენ მიმავალ გზაზე თუთაშხიამ ეტლში საკუთარი ადგილი უცნობ
ქალბატონს დაუთმო, თავად კი გზა ფეხით განაგრძო, რაც, ვფიქრობ, მის განსაკუთრებულ
თავაზიანობასა და ღირსეულობაზე მეტყველებს. ანდრიევსკი, ასევე , საკანცელარიო
ნივთების მაღაზიაში გადახდენილ ამბავზე წერს. ნაწარმოებიდან იკვეთება , რომ თუთაშხია
ვერ ეგუებოდა უსამართლობას და მუდამ ცდილობდა მასთან ბრძოლას , რისი თვალსაჩინო
მაგალითიცაა დათას უცნობ ქალთან დაპირისპირება. ხაზგასასმელია , რომ თავად
ანდრიევსკიც აღნიშნავდა აბრაგის თავაზიანობას და მისი სიჯიუტე აკვირვებდა . ვფიქრობ ,
ეპიზოდში მკაფიოდ იკვეთება თუთაშხიას პრინციპულობაც. აღსანიშნავია , რომ დათას
თვალში ადამიანს თავხედობა აკნინებდა და ცდილობდა, რომ უცნობ ადამიანში ეს თვისება
აღმოეფხვრა, რასაც, მართალია, ანდრიევსკი პარადოქსად აფასებს, მაგრამ, ჩემი აზრით , ეს
ჟესტი მკითხველს დადებითად განაწყობს პერსონაჟისადმი.

ანდრიევსკისგან სრულიდან განსხვავებულად წარმოგვიჩენს დათას მხატვრულ სახეს


გრაფი სეგედის ჩანაწერები, რომლისთვისაც თუთაშხია მხოლოდ კრიმინალს
წარმოადგენდა. ცალსახაა, რომ კავკასიის ჟანდარმერია აბრაგის დაკავებას ცდილობდა ,
რადგან მან კანონგარეშე გზა აირჩია. ამ მონაკვეთის კითხვისას ჩემს ყურადღებას იპყრობს
ის ფაქტი, რომ დათას დანაშაულები არ იყო გამოძიებული და დადასტურებული .
ხაზგასასმელია, რომ თუთაშხია საოცარი მოხერხებულობით გამოირჩევა. გრაფი სეგედი
აღნიშნავს, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, მისი დაკავება ვერ შეძლეს, მაშინაც კი ,
როცა ის „საიმედოდ“ იყო ალყაშემორტყმული. ისიც ცალსახაა, რომ აბრაგს ადამიანების
ამოცნობა შეეძლო და როგორც ჟანდარმერიის უფროსი აღნიშნავს: „დანარჩენ ათს
თუთაშხიამ ალღო უდავოდ თვითონ აუღო და აღარ გაჰკარებია.“ ის ფაქტი, რომ დათა
არცერთხელ გამოცხადდა იმ ადგილას, სადაც პოლიცია ელოდა, მის წინდახედულობაზე
მეტყველებს. აღსანიშნავია, რომ, სეგედის აზრით, თუთაშხიას მხოლოდ უმართლებდა და
„განგების რჩეული იყო“ და სწორედ ამიტომ დაიარებოდა ჯერ კიდევ ცოცხალი , თუმცა ,
ვფიქრობ, დათა ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებდა ჟანდარმერიას.

„დათა თუთაშხია“ ჭაბუა ამირეჯიბის მიერ 1973-75 წლებში დაწერილი რომანია. მასში
მოქმედება XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დამდეგს მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს,
რომ ნაწარმოები რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული და რეალური დათა თუთაშხიაც
იზიარებს პერსონაჟის ტრაგიკულ ბედს. ბუნებრივია, საბჭოთა საქართველოში მსგავსი
რომანის გამოცემამ უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია, ის ხომ პირდაპირ ამხელს
ტოტალიტარულ რეჟიმსა და „ცარიზმის“ სასტიკ სახეს. XX საუკუნის 70-იან წლებში ქართულ
საზოგადოებას სჭირდებოდა თუთაშხიას მსგავსი გმირი, რადგან საბჭოთა კავშირმა ,
ფაქტობრივად, ჩაკლა ხალხში თერგდალეულთა მიერ გაღვივებული ლიბერალიზმი.
გამოცემისთანავე რომანს იმხელა პოპულარობა მოყვა , რომ ხელისუფლებამ ჭორი
გაავრცელა, ნაწარმოები ჭაბუას დაწერილი საერთოდ არ არისო. ამირეჯბმა უარი თქვა
ხელისუფლებასთან ღია ბრძოლაზე, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისი წარმატება. რაც
შეეხება საანალიზო მონაკვეთს, ის ნაკლებად მხატვრულია. ეპითეტით: „სიცივისგან
გაცრეცილი ქალი“ - ანდრიევსკი, ერთი მხრივ, მეგზურის სახეს გვიხატავს, მეორე მხრივ კი,
ვფიქრობ, დათას კეთილშობილებას უფრო მეტად წარმოაჩენს.

You might also like