You are on page 1of 2

"შურისძიების გრძნობის დაძლევა ბედნიერებაა"

შურისძიების გრძნობის დაძლევა რომ ბედნიერებაა, კარგად გამოჩნდა ნოდარ დუმბაძის


ნაწარმოებში "მზიანი ღამე".

თემურმა ნახა აბიბო როგორ კვდებოდა, მაგრამ გადაწყვიტა დახმარება არ გაეწია, რადგან
მას
თემურისთვის ბევრი ცუდი რამ გაუკეთებია. იჯდა და უყურებდა როგორ კვდებოდა აბიბო
"იქნებ
ჰაერი უნდა და მე ვარ მისი მაცოცხლებელი ჰაერი,- არა, არა, დახშული სარკმელი ვარ
მისთვის".
უეცრად თემურმა დაიწყო ნერვიულობა: "ხელები მიკანკალებდა, პირი გამშრალი
მქდონა", თემურს მის მიმართ დამოკიდებულება შეეცვალა და დაუფიქრებლად 03 - ში დარეკა
სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად. თემურმა სასწრაფოს დროულად გამოძახებით აბიბო
სიკვდილს გადაარჩინა,
ამაზე მიგვითითებს სიტყვები "დროზე მოგისწრიათ, ნუ გეშინიათ...". აბიბოს მთელი ღამე
გვერდით ეჯდა, სიკვდილლისგან
რომ ეხსნა. გათენდა, ექიმების მოსვლისთანავე თემურმა დატოვა აბიბო, მაგრამ ტანში
გაურკვეველ სიმსუბუქეს გრძნობდა "მძიმე რაღაც
აუტანლად მძიმე დავტოვე წუხელ აბიბოსთან და მის ნაცვლად რაღაც მსუბუქმა და თბილმა
ამივსო სხეული" .

როდესაც შურისძიების გრძნობის დაძლევაზე ვფიქრობ, მახსენდება ჯემალ ქარჩხაიძის


ნაწარმოები "ზებულონი",
ზებულონმა შური იძია მამის მკვლელებზე, მაგრამ უაერსი სისასტიკე ჩაიდინა, რადგან
დამნაშავეთა შორის ქალები
და ჩვილი ბავშვებიც იყვნენ.ზებულონმა ამ შურისძებით სიამოვნება ვერ მიიღო, რადგან მას
მოესმა თავისი სახელი:
"ზებულონ, ზებულონ, თუმცა ეს ადამიანის ხმას არ ჰგავდა".

"რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!" ეს თემა დღესეობითაც აქტუალურია. ხშირად გაგვიგია,


რომ ვიღაცამ ვიღაცაზე შური იძია
სხვადასხვა ფორმით: მოკლა, სახლი დაუწვა, დაჭრა...
გახმაურებული ფაქტია თბილისში ახალგაზრდებს შორის დაწყებული კინკლაობა როგორ
დასრულა მკვლელობით.
ადვილი არაა შურისძიების გრძნობის დაძლევა. ამას მხოლოდ ეკლესიასთან სიახლოვე
შეგვაძლებინებს, რადაგან
ვიფიქრებთ იმაზე, რომ ეს ცხოვრება ხანმოკლეა და "სულს მიუძღვის ხორცთ ნაქნარი, ავსა -
ავი, კარგსა - კარგი"

შურისძიებაზე მახსენდება გამონათქვამი "მარცხენა ლოყაში თუ გაგარტყეს, მარჯვენა


მიუშვირეო"
ასევე მახსენდება კიდევ ერთ გამონათქვამი "სუსტი ხალხი შურს იძიებს, ძლიერი აპატიებს,
ინტელიგენტი უგულებელყოფს".

შურისძიებას შურისძიებით არ უნდა ვუპასუხოთ, რადგან ის არაჯანსაღია, ადამიანს


ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზიანს აყენებს.
ბრაზისა და მტრობის გრძნობების გამოდევნა არ ამცირებს ამ გრძნობებს.”შეიძლება მოგცეთ
კათარზისული გრძნობა, მაგრამ ეს არ გრძელდება.”
შურისძიება იწვევს შურისძიების გაუთავებელ ციკლს.

ამრიგად, შურისძიების სურვილის დაძლევა რომ ბედნიერებაა, კარგად გამოჩნდა ნოდარ


დუმბაძის ნაწარმოებსა და ჩემ მიერ
მოყვანილ მაგალითებში.

You might also like