You are on page 1of 2

სამანიშვილის დედინაცვალი

“სამანიშვილის დედინაცვალი” ჟანრობრივად ტრაგი-კომიკური ნაწარმოებია.


ტრაგიზმის საფუძველი, ერთი შეხედვით, საერთო გაჭირვება და სიღარიბეა.
ცხოვრების ამ გაუსაძლის პირობებს, ფორმაციათა ცვლილებისა და ქონების
ხელახალი გადანაწილების პირობებში, ადამიანთა “სოციალური დაბნეულობა” და
“დროში გაურკვევლობაც” ემატება.
თავისთავად, ეპოქალური ცვლილებებით გამოწვეული სოციალური სიდუხჭირე
ლოკალური მნიშვნელობისა რომ არ იყო, ამას კარგად გრძნობდა ავტორი.
ფეოდალური კარჩაკეტილი ცხოვრებიდან კაპიტალიზმში გადასვლის მტკივნეული
პროცესი სხვადასხვა დროს, თითქმის ყველა ქვეყანას შეეხო და იმერეთიც
(საქართველო) ვერ იქნებოდა გამონაკლისი. აქ მრავლად შეგვიძლია მოვიყვანოთ
პარალელები ესპანური, რუსული ლიტერატურიდან, საიდანაც შევიტყობთ, რომ
სამანაშვილები, ბრეგაძეები, ქვათაძეები, ქამუშაძეები თითქმის ყველა ქვეყანაში,
ყველა კულტურაში ხასიათის ერთსა და იმავე თვისებებს ამჟღავნებენ.
მართლაც, თუ “სამანიშვილის დედინაცვალს” სიძე-ცოლისძმის მოგზაურობის სცენას
(დროებით) ჩამოვაცილებთ, ნაწარმოებში თითქმის აღარაფერი დარჩება იმ
ყბადაღებული კომიზმისა. გვრჩება მხოლოდ ტრაგიკული საგა მამა-შვილის
ურთიერთობისა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში (იქ, სადაც ღარიბი
ადამიანები ჯერ კიდევ ცხოვრობენ) თანაბარი წარმატებით შეიძლება მომხდარიყო.
მომავლის შიში
მშრომელი, პატიოსანი, მოხუცებულ მამაზე მზრუნველი, თავშეკავებული, ზრდილი –
ასე ახასიათებს ავტორი პლატონს და ამ თვისებების გამო, პერსონაჟზე თავსადატეხილ
უბედურებაში თითქოს მკითხველის თანაზიარობასაც ითხოვს.
პლატონის ეს თვისებები მთლიანად აკმაყოფილებს გარემოს და იმ მდორე
ცხოვრებას, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, მაგრამ ის, რაც საკმარისი იყო
ჩვეულებრივი ცხოვრებისათვის, სრულიად უსარგებლო გამოდგა იმ განსაკუთრებულ
შემთხვევაში, რომელიც ცხოვრებამ სამანიშვილების ოჯახს მოუწყო.
როცა დედინაცვლის მოსაკლავად გამხეცებულ პლატონს ვხედავთ, უნებურად
(დაეჭვებულნი) ვუბრუნდებით რომანის პირველ თავებს, რათა პლატონში ჩაბუდებული
მხეცის ნიშანი აღმოვაჩინოთ.
არაფერი, ან თითქმის არაფერი იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს პატიოსანი და
ზრდილი “აზნოურიშვილი” ამგვარი სისასტიკეს მალავდეს საკუთარ თავში.
გარეგნულად მაინც, პლატონიც ისეთივე უვნებელი ჩანს, როგორც დავით
კლდიაშვილის ყველა პერსონაჟი, მის თითქმის ყველა ნაწარმოებში.
პლატონისა და გვერდევანიძის საუბარში პირდაპირაა ციტირებული მალთუსის აზრები ,
რომ მშრომელთა მატერიალური სიდუხჭირე აიხსნება მოსახლეობის აბსოლუტური
სიჭარბით, ამიტომ აუცილებელია ეპიდემიები, შიმშილი, ომები.
ამ თეორიის მქადაგებლად პლატონი და განსაკუთრებით კი, ეს “კაციჭამია”
გვერდევანიძე გვევლინება.

დავით კლდიასვილის იუმორი

„ჩემს სოცოცხლეში არავისთვის დამიცინია.მე მებრალებოდა ადამიანი, რომელიც ცხოვრებამ


გააუბედურა და სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენა, რასაც ვწერდი, მხოლოდ ადამიანის
სიყვარული მაწერინებდა“. (ისწავლეთ ზეპირად!)

კომიზმის ფორმათაგან ყველაზე სანდოდ კლდიაშვილმა იუმორი მიიჩნია, რბილი, ნათელი და


გულშემატკივრული. კლდიაშვილის გმირების ტრაგიზმი იმითაა გამოწვეული, რომ უაღრესად
დიდია განსხვავება ცხოვრებასა და იდეალს შორის, ხოლო კომიზმს ქმნის, სასაცილო
ამბავი.კლდიაშვილის გმირები ყოველ ნაბიჯზე ცრუობენ, მაგრამ თავს არასოდეს იტყუებენ.
კლდიაშვილის გმირებმა მოძებნეს ერთადერთი და აქტიური გზა თავის გადასარჩენად -
ესაამათი შემოქმედებითი ფანტაზიის შედეგად შექმნილი სამყარო - გამონაგონი.

You might also like