You are on page 1of 3

გრიგოლ ორბელიანი“ თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“

გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებაში მკაფიოდ იხატება წარსულის


რომანტიკული იდეალიზაცია.ეს არის ისტორიის წარმოსახვა სანატრელ
სავანედ, სადაც ჭეშმარიტი ფასეულობებია ხორცშესხმული და
თანამედროვეობით დაუკმაყოფილებელი ადამიანის სული თავშესაფარს
პოვებს.
ხნით დამაშვრალი ლირიკული გმირი მზადაა, თამარის ფრესკას
სიკვდილამდე უყუროს, რათა არ გამოფხიზლდეს და სამშობლოს სულით
დაცემა არ იგრძნოს. აქედან ჩანს, რომ თამარის სახე მისთვის
თავშესაფარია, სინამდვილისაგან თავის დაღწევის საშუალება.
პოეტის განცხადებას თნამედროვე საქართველოს დახასიათება მოსდევს.
ყვავილოვანი წალკოტი შავმა დრომ წაახდინა და საშინელი სურათი
გვიპყრია ხელთ: საყდარი-შეურაცხყოფილი, ქვეყანა რუსი ეგზარქოსის
სამწყსოდ გადაქცეული, ენა-დევნილი, რუსულით ჩანაცვლებული,
განათლება- ქვეყანა, რომელსაც ოდესღაც ფაზისის რიტორიკული სკოლა
და გელათის აკადემია ჰქონდა, მე-19 საუკუნეშრუსული ყაიდის
რამდენიმე გიმნაზიის ამარა დარჩენილიყო.ძლევის დიდება-იყო დრო,
როცა ჩვენი დიდება ზეცას აცისკროვნებდა, ახლა კი ერს ეროვნული
სხეული, სული დაუკარგეს.სწორედ ამიტომ შეარჩია გრ. ორბელიანმა
იდეალური დრო და თამარის დროს აგებულ ბეთანიის მონასტერს
მიაშურა.თამარი სახეა რწმენისა, დიდებისა, ძლევამოსილებისა,
თავისუფლებისა, საქართველოს ფიზიკურ და სულიერ ძალთა
ერთიანობისა, ამიტომაც უმზერს მას პოეტი კრძალვით,
ცრემლმორეული.თამარის ფერმიმკრთალი ფრესკა კი სახეა თანამედროვე
საქართველოსი, მიტოვებული და დაცაგრული, დაცემული და
ფერდაკარგული. ამიტომაც ევედრება თამარს „ მოხედოს ბედკრულს“,
მის „ სატრფოს-მამულს“ და აკურთხოს კვრით, რათა მისი : ივერი აღდგეს
ძლიერი და დადგეს ერად სხვა ერთა შორის“.
თამარის მიერ ნაკურთხევი საქართველო პოეტს წარმოუდგენია
ზნეამაღლებულ და სულიერად განახლებულ ქვეყნად, სადაც გამქრალა
ბნელი უმეცრებისა და სადაც კვლავ ისმის „ სიტყვა ქართულის
რუსთაველისა“.
თამარის ცად მიქცეული თვალების ხილვისას პოეტს პესიმისტური
განწყობა ეუფლება და უიმედობა, სასოწარკვეთა, ეჭვი იპყრობს. იგი
რიტორიკულად სვამს კითხვას:“ ვაჰ, თუ რაც წახდეს, ვერარა აღდგეს,
ვეღარ აყვავდეს ახლის შვენებით?“
ლექსს ტიპური რომანტიკული დასასრული აქვს, რომელშიც
წუთისოფლის სამდურავია გამოხატული: „ ჰე, ცრუ სოფელო,
დაუნდობელო
შენში კეთილი სად არს ფერუცვლელ?“
ლექსი საინტერესოა მხატვრულის სახე-სიმბოლოების თვალსაზრისიტაც.
კონტრასტის მეშვეობით პოეტი წარმოგვიჩენს დაცემული ერის სახეს:
ერი მძინარეა, სულით დაცემული, და უმეცრების სიბნელით მოცული.
სამივე სახე ქრისტიანულ სიმბოლიკას ეფუძნება. შავი ყორანი დროის
დაუნდობლობის სიმბოლოა, რომელიც ბოროტი სულივით სპობს
ყველაფერს, ხოლო მორღვეული ტაძარი რწმენაშერყეული ერის
სიმბოლოა. , ბეთანია აღდგენის სიმბოლოა, ზოგადად.
ლექსში უამრავი ეპითეტია: ბედკრული, წმინდა, დამაშვრალი, ცრუ,
დაუნდობელი...
შედარებაა: “ვით უმწე მსხვერპლი“;
ალუზია „ ვეფხისტყაოსნისა: „სიტყვა ქართული რუსთაველისა“ (პოემის
მარადიულ ფასეულობებს წარმოაჩენს ავტორი და მათ ნაკლებობას
უჩივის).
1. რა ორ გრძნობას აღუძრავს პოეტს თამარის ხატის ხილვა და რატომ?
იმსჯელეთ,რა არის საჭირო,რომ ქვეყანა გაძლიერდეს და როგორ ხედავს
ავტორი საქართველოს მომავალს? რომანტიზმისთვის დამახასიათებელი
რომელი ნიშნები ვლინდება ლექსში;

2. ჩამოაყალიბეთ თქვენი მოსაზრებაიმის შესახებ,თუ რამდენად დამღუპველია


უიმედობა როგორც კონკრეტული ადამიანისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის...
რა არის საჭირო მის დასამარცხებლად? მოიყვანეთ არგუმენტები როგორც
ისტორიიდან, ასევე თანამედროვეობიდან თუ ლიტერატურიდან.

You might also like