You are on page 1of 2

1) მთავარი სათქმელი

2) ლირიკული გმირის დამოკიდებულება


აწმყოზე
3) მხატვრული ხერხები
XIX საუკუნის ქართული მწერლობის მიმდინარეობის,
რომანტიზმის, წარმომადგენლის ალექსანდრე ჭავჭავაძის
ლექსში ‘’გოგჩა’’ ძირითად თემად განიხილება საქართველოს
წარსული და აწმყო, თუმცა არა ისე, როგორც რომანტიკოსებს
ჩვევიათ (საკუთარი იდეალური სამყაროს შექმნა და მისი
მეშვეობით საკუთარი იდეალის მიტანა მკითხველამდე),
არამედ ავტორი ლექსში რეალობას ზუსტად ასახავს. გოგჩის
ტბა, რომელიც ავტორს საქართველოს დიად საუკუნეებს
აგონებს, ლექსის მთავარი ასპექტია. ’’ გოგჩა, ტბა ვრცელი,
ხმოვანებით ზღვისა მბაძავი, ოდესმე ზვირთთა აღქაფებით
ჰღელავს მრისხანედ; ზოგჯერ, ვით ბროლი გულ-უბრყვილო,
წმინდა, უძრავი, თვის შორის ჰხატავს ცისა ლაჟვარდს და
მთათა მწვანეთ’’. ავტორს ძირითადი ყურადღება
გამახვილებულიაქვს იმაზე, რაც იყო და აღარ არის, რაც
დღესდღეობით დაკარგულუა. ამაზე მწუხარება კი ლექსის
მეორე სტროფშივე ჩანს. როცა ავტორი ადარებს წარსულსა
და აწმყოს. ‘’ სად ჰყვავებულან დიდებულად ქალაქნი
ვრცელნი და სად დღეს ვჰხედავთ ოდენ ბუთა და ნატამალთა’’
ასევე თვალსაჩინოა პოეტის მწუხარება აწმყოს მიმართ. იგი
აღნიშნავს, რომ გულში ყოველი მხილველისა, რომელიც ამ
გაპარტახებულ ქვეყანას იხილავს, სამუდამო სევდა და
ტკივილი დაისადგურებს. ალ.ჭავჭავაძე, როგორც ჩვევია,
აკნინებს საქართველოს სამარცხვინო აწმყოს და მას უდაბურ,
მჩუმარე და არარაობა მხარედ მოიხსენიებს. ‘’ ჭმუნვათა
თვისთა მნახვეთლაცა აზიარებენ… უდაბურება, მჩუმარება,
არა-რაობა.’’ ლესქსის სტრიქონებში ავტორი გვიცოცხლებს
საქართველოს ოქროს ხანას და მწუხარებას გამოთქვამს
სამარცხვინო აწმყოზე. ‘’ აჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული
ნაშთი. აჰა, ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო.’’
მკითხველისათვის შთაბეჭდილების მოსახდენად ავტორი
რამდენიმე მხატვრულ ხერხს იყენებს. ჟამი, რომელიც
საქართველოს იმ დროს ედგა ადამიანისთვის უმძიმესი
ტკივილი იყო ამის გამოსახატავად კი ავოტრი იყენებს
მეტაფორას. ‘’ უბადურება, მჩუმარება არა-რაობა, თვალსა და
გულსა კაცისასა სევდით აავსებენ. გაპარტახებული
საქართველოს უკეთ დასანახად ავტორი შედარებას იყენებ
და ტაძარს, სადაც მეფენიც კი მოწიწებით მუხლს იდრეკდნენ,
ახლა საჩრდილობელ ადგილად მოიხსენიებს, რომელსაც
პირუყვი, მხეცი ან გავლელი თუ შეაფარებს თავს. ‘’ სად კვლავ
მეფენი მოწიწებით იდრეკდნენ მუხლთა, სად ღვთის დიდება
მორწმუნეთა ესმოდათ მტკბარად, და ცისა მიმართ
გრგვინვიდიან ხმანი ფსალმუნთა, -დღეს ეს ნაქცევი,
სახიერად მაჩრდილობელი, ჰხედავს თვის ქვეშე
დამჩოქველად ოდენ პირუტყვთა, ზოგჯერ ნადირთა, ზოგჯერ
მხეცთა, და ხან წარმვლელი მუნ შეაფარებს საქონელთა,
შორით ზიდულთა’’. ლექსის მთავარი სათქმელიდან
გამომდინარე ამ ლექსის პარალელი შეგვიძლია გავავლოთ
გალაკტიონ ტაბიძის ‘’მშობლიურ ეფერემასთან’’, სადაც
გალაკტიონი იგივე გულის ტკივილით გადმოგვცემს
სამშობლოს დანაკარგს და სამარცხვინო აწმყოს მიმართ.
საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ლექსი არის
პატრიოტული სულისკვეთების. ალექსანდრე ჭავჭავაძეზე კი
შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის სამშობლოს ერთგული,
შესტკივა გული მის დიდებულ წარსულზე, რომელიც
დაიკარგა და გაპარტახდა და ვერ ეგუება განადგურებულ
აწმყოს.

You might also like