You are on page 1of 1

ტიციან ტაბიძე - „მეწყერი“

1 – „მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს“


- ლექსი მოდის იდუმალი, ღვთაებრივი წამიდან. პოეტი თითქოს უბრალოდ მუზის ნაკარნახევის ჩამწერია .
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2 – „მე დავიბადე აპრილის თვეში“
- ორი ვარიანტია, ტიციანი თავის ბიოლოგიურ დაბადებას გულისხმობს ან უფრო მეტად სავარაუდო, ამ
ლექსის შექმნას ეძღვნება კონკრეტულად მე-2 სტროფი. (ლექსი შექმნილია აპრილში)
- გვახსენდება მისი ცნობილი ფრაზები „სამჯერ ვარ დაბადებული, მონათლულიც ვარ სამჯერა, ერთხელ
სიკვდილი რას მიზამს, ერთხელ სიკვდილის არ მჯერა“ - ერთია დაიბადო ფიზიკურად, მეორე დაიბადო
პოეტად და ა.შ.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3 – „აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები, ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება, ერთ პოეტს მაინც გულზე
მოხვდება“
- ერთი დიდი მკითხველიც ჰყოფნის დიდ წინგს, სიტყვა „პოეტში“ - იგულისხმება ნებისმიერი მკითხველი.
ა) გვახსენდება - გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე“ – „პოეტები მარტო რითმებით ქაღალდზე მოლაპარაკენი
კი არ არიან, პოეტური სულით სხვაც ბევრი დადის ამ ქვეყანაზე“.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4 – „ლექსები იყო მისი საგზალი“
ა) პარადოქსი და ბედის ირონიაა, ამ ადამიანს ადამიანს მიუსჯიან სიკვდილს საქართველოს ღალატის
მიზეზით, ვინც ამბობს „და აწვალებდა მას სიკვდილამდე ქართული მზე და ქართული მიწა“
ბ) ან კიდევ ვიხსენებთ სიტყვებს (მისივე ლექსიდან - „მაშ გამარჯვება“) - „დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა,
და საქართველოს მედგას უღელი: - მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე, დავრჩებით ერთად ჩვენ
განუყრელი!“
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5 – ლექსი ისევე მთავრდება ისე, როგორც იწყება, იმიტომ რომ უსასრულობის გამომხატველია და
არ შეიძლება პოეზია ოდესმე დასრულდეს.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

შესაჯამებლად
ტიციან ტაბიძე - საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი - დახვრიტეს.
მთავარი სიმბოლო - „მეწყერი“ - ტიციანი თავის ლექსებს, მოვარდნილ მეწყერს უწოდებს.
სიმბოლურად, მასთან უეცრად მოვარდნილი მუზებისა.
- პოეტმა იცის თავისი ლექსებისა და შემოქმედების ფასი, ის ამ ლექსით ის თავის პოეზიისადმი
დამოკიდებულებასა და მის მიმართ ძლიერ ლტოლვას გამოხატავს.

You might also like