You are on page 1of 1

მკვდართა მზე ვარ

1. პირველი - „ორი ქვეყნის საზღვრად ვდგავარ“


- სააქაო და საიქიო - ჩვენი წუთი სოფელი და მარადიული სოფელი, სადაც ჩვენი სული
გარდაცვალების შემდეგ ხვდება.
- მზე - რომელსაც ბუნება „აკისრებს მოვალეობას“ , რომ ამ ორი ქვეყნის შუაში იყოს და
სულებს გაუძღვეს ამ ქვეყნიდან - იმ ქვეყნისკენ
- მზე - მრავალმნიშვნელოვანია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა არის უფლის სიმბოლო.
უფალი, რომელიც ანათებს ჩვენი ცხოვრების წყვდიადს.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. მეორე - „გულო რისად მეხურები“
- აქ წარმოჩენილია სიკვდილის მონოლოგი, სიკვდილი არის მოწყენილი.
- „სხივმიმკრთალი“ - სიკვდილის მზე არის განსხვავებული იმ მზისგან, რომელიც
ცოცხლებისთვის ამოდის ცაზე და ადამიანთა გულებს სიხარულით, ბედნიერებით
აღავსებს.
- პ.ს. ბუნებაში სიკვდილი არ აღიქმება ტრაგედიად, სიკვდილიდან სიცოცხლეში
გადასვლა და პირიქით. საუბარია ლექში, რომ თუ ის იქნებოდა ბუნების შვილი და
სიძნელეს, რომ ადამიანის ცხოვრება მთავრდება სიკვდილით, გადალახავდა და
მარადიულად ცოცხალი იქნებოდა.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. მესამე - „კორჩიოტას ცეცხლი გალხვა“
- თესლიდან იბადება სიცოცხლე, როგორ ჩნდება თესლი მიწაში. - ანუ
სიკვდილის მზე პატარა დეტალებსაც კი სიცოცხლისას.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. მეოთხე - „ნაკადულის სიმღერებში სძინავს ღალღას“
- რა შეგრძნები აქვს მკვდრის მზეს , სიკვდილის სიმბოლოს. მას ესმის ნაკადულის
სიმღერები, წარმოაჩენს სიცოცხლის მრავალფეროვნებასა და სიტკბოებას . ის იმდენად
არის მიყურადებული სიცოცხლეს, რომ მსგავსი პატარა დეტალები შემაჩნიოს.
- მაგრამ ის არ ავიწყებს, რომ თვითონ არის მკვართა მზე და ამ ყველაფერს უნდა
გადაუსვას ხაზი, სიცოცხლის სენათლე უნდა გააბნელოს, რაც ასევდიანებს.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მთავარი სათქმელი
მკვდრის მზეს უნდა რომ განიცადოს ის ბედნიერება რასაც ცოცხლები
განიცდიან, მაგრამ სიკვდილი არის შეუთავსებელი ისე, როგორც სითბო და
სიცივე. სიცოცხლე არის განუწყვეტელი დინება, მოძრაობა, მაგრამ
დასასრულისკენ, ეს დასასრული კი პირობითია და თუ აქვს რწმენა ადამიანს,
მან იცის რომ მისი სული გააგრძელებს მიღმა სამყაროში სიცოცხლეს და
ამობრწყინდება ახალი მზე, მკვდართა მზე.

პარალელი
გოდერძი ჩოხელი - „ადამიანთა სევდაში“ - სვამს კითხვებს.
„რა არის სიცოცხლე?“ - სევდა, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
„რა არის სიკვდილი?“ - ასევე სევდა, მაგრამ ადამიანად არ ყოფნის სევდა.
სწორედ ეს - ადამიანად არ ყოფნისა და სიცოცხლის ნაკლებობის სევდა ჩანს ამ
ლექსში.

You might also like