You are on page 1of 2

სათაური?

გამართლებულია ყველა გზა წარმატების მისაღწევად? როგორი ადამიანები ეყრდობიან ამ სიტყვებს ?


ეს გამოთქმა უხსოვარი დროიდან მოდის.: „მიზანი ამართლებს საშუალებას“. საკითხი ძნელზე ძნელია
განსახილველად. აქ ადამიანების აზრი ორად იყოფა. ისინი, რომლებისთვისაც ეს სიტყვები მისაღებია
და სხვები, რომლებიც მას უარყოფენ. ჩემის აზრით, ადამიანები, რომლებიც ამ აზრს იზიარებენ და
მისით ცხოვრობენ, ეგოისტები და სხვათა მიმართ გულგრილები არიან, ვინაიდან „მიზანი ამართლებს
საშუალებას“ მოდის წინააღმდეგობაში (სტილისტიკური ხარვეზია. უნდა იყოს ეწინააღმდეგება)
ადამიანის არსთან, ადამიანი კი არსებაა, რომელიც საკუთარი მორალით, ზნეობით და მის მიერ
გაკეთებული ქმედებით ფასდება (უნდა ახსნა, რატომაა ასეთი არსება ადამიანი. აქ უნდა გეთქვა, რომ
აამიანი საზოგადოებაში ცხოვრობს, სოციალური არსებაა და სწორედ ამიტომ ექვემდებარება
მორალს). აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს საზღვრები, რომელთა გადაკვეთა ერთგვარად
არაადამიანურად, ამორალურად ითვლება. ადამიანთა მუდმივი მიზანია წინაპართა შეცდომების
გამოსწორება და სამყაროს უკეთეს ადგილად ქცევაა. ზოგიერთი ადამიანი ამას არ იაზრებს და
ყველას თელავს თავის გზაზე უსამართლო და უღირსი ქმედებით. ,რომლის ნათელი მაგალითები
არიან სტალინი, ფიურერი, უამრავი პოლიტიკოსი და ბიზნემენი (უნდა გეთქვა, რომ ეს ადამიანები
წარმატებულ ადამიანებად მოაზრე, რომლებმაც ამ წარმატების მისაღწევად ბევრ სისატიკე ჩაიდინეს .
შენივე მაგალითები უნდა ახსნა, რომ მკითხველმა დაინახოს კავშირი ამ მაგალითებსა და მსჯელობის
საკითხს შორის).

მეორენი დათმობით სამართლიანობით და სიკეთით ცხოვრობენ. ხდება ხოლმე, რომ ასეთი


ადამიანები ზოგჯერ ცხოვრებაში ეჯახებიან უსამართლობას, დაუნდობლობას და ღალატს , მაგრამ
ისინი მაინც რჩებიან საკუთარი პრინციპების და შეხედუებების ერთგულნი. მე ვფიქრობ, რომ მიზანი არ
ამართლებს საშუალებას. არ შეიძლება ადამიანმა გადააბიჯოს ე.წ. „წითელ ხაზს “, რომელსაც
ადამიანური სინდისი და ზნეობა ჰქვია. არისტოტელე (ეს კანტის სიტყვებია და არა არისტოტელესი)
ამბობდა, რომ ქვეყნად მხოლოდ ორი რამ აკვირვებდა: ვარსკვლავებიანი ცა მის ზემოთ და
მორალური და ზნობა მასში. დიახ, მიზანი არ ამართლებს საშუალებას. მიზნის მისაღწევად
გამართლებულია ყველა გზა, რომელსაც სუფთა სინდისით და არა კრიტიკული აზროვნებითაა
მიღებული.

გიორგი,ძალიან სიღრმისეულად, ნათლად და მკაფიოდ გაქვს დასაბუთებული შენი მოსაზრება .


მოყვანილი ციტატებიც აბსოლუტურად შეესაბამება მსჯელობის თემას და კარგ არგუმენტებად
გამოდგება.

რეკომენდაციები:
1) ყურადღება მიაქციე აბზაცებად დაყოფას. რა პრინციპით გაქვს გაყოფილი, გაუგებარია.
უფრო მეტი აბზაცი უნდა ყოფილიყო შენს ესეში.
2) ტურადღება მიაქციე იმას, რომ როცა მსჰელობ, მოგყავს მაგალითები, ასახელებ ცნობილ
პირებ, აუცილებლად უნდა განმარტო, რითი უკავშირდება ეს ყველაფერი სათქმელს. შენი
მსჯელობა ყოველ ნაბიჯში უნდა შეაჯამო, რომ მკითხველი გამოგყვეს თანმიმდევრულად .
3) ყურადღება მიაქციე სტილისტიკის საკითხებს და დამოწმებისას ეცადე, რომ ფაქტობრივი
შეცდომა არ მოგივიდეს.

9 ქულა

You might also like