You are on page 1of 2

„არ უკიჟინო სატრფოო“

ლექსი „არ უკიჟინო სატრფოო“ დაწერა 1941 წლის ნიკოლოზ ბარათაშვილმა. იგი ეძღვნება
სატრფოს, რომელიც, უფრო სავარაუდოა, რომ ეკატერინე ჭავჭავაძე იყოს, ვისდამი ცალმხრივი
სიყვარულიც სტანჯავდა პოეტს. ბარათაშვილის ამ მოკლე წარუმატებელმა სასიყვარულო ისტორიამ
მის შემოქმედებაზეც იქონია გავლენა, რამაც ის რომანტიკოსად აქცია. მისი ლექსების უმეტესობა
სატრფოს ეძღვნება: „საყურე“, „არ უკიჟინო სატრფოო“, „მადლი შენს გამჩენს, ლამაზო, ქალო შავ-
თვალებიანო...“, „სატრფოვ, მახსოვს თვალნნი შენნი...“.

ლექსის შესავალი იწყება ზოგად სიყვარულზე საუბრით:

“არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა:


მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!”

შემდეგ სტროფბში პოეტს თავისი თავი და მიჯნური შემოჰყავს, რომლებსაც თავისი გრძნობებით
მაღალმხატვრულად გადმოგვცემს და მათ ჰარმონიულად ათანხმებს.

„მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,


რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი.

მინდა, შენ იყო, სატრფოო, მშვენიერისა ცის ცვარი,


რომ განაცოცხლო შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი,“

ლექსის ამ ნაწილში ყურადღება გამავილებულია მიჯნურების ერთსულოვნებაზე და შეთავსებაზე.


შემდეგ მწერალი საგონებელში ვარდება:

“ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?”

ნუთუ ჩემი ამ სულის წადილი სხვის სიყვარულს ჰგავს. ამ სიტყვების შემდეგ ის უარყოფს ასეთ
სიყვარულს თუ მისი ეს წადილი სხვებისას მიემგვანება; მაშინ არარად ჩასაგდებია მისთვის ეს
გრძნობა.

„მაშინ შენც სხვათა მოკვდავთა ბანოვანთ მიემსგავსები!


მაშ რად ერჩევი მათ შორის და ციურთ დაედარები?..“

პოეტი ლექს ასრულებს იმით, რომ მისი სატრფო განსაკუთრებულია და უხრწნელად


ლამაზია, იგი მხოლოდ მისთვის არსებობს, თუნდაც მიუღწევლად, მხოლოდ მისთვის და
კაცთა მოდგმა მის ამ წადილს სახელს ვერ დაარქმევს.
ლექსი გამდიდრებულია მხატვრული ხერხებით. გამოწენებულია მეტაფორა, ეპიტეთი და
შედარებაა. ლექსში ასევე გვხვდება სრული და არასრული რითმებიც: გარსამოვავლო-
ვაოცხლო, იშრობდეს-სიცოცხლეს.

You might also like