You are on page 1of 5

ალექსანდრე ჭავჭავაძე

მე-19 საუკუნეში იბადება ახალი დროის პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე, რომელიც


თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ პირველ ქართველ რომანტიკოსად. ჭავჭავაძის ლექსები
გამოირჩევა სიმსუბუქითა და რბილი წყობით. მისი ნაწარმოებები ძირითდად
დაწერილია, როგორც ევროპული, ისე ქართული ლიტერატურის გავლენით. მაგრამ,
ამასთანავე, მწერალი უპირისპირდება ძველ ქართულ ლიტერატურას და იცავს ახალს.

ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედებაში რამდენიმე მოტივი იჩენს თავს: პატრიოტული,


სამიჯნურო, სოფლის სამდურავი, მუხამბაზური და სხვა. მათ შორის უპირველესია
პატრიოტული მოტივი, რომელიც განპიროვნებულიიყო საქართველოს მძიმე
მდგომარეობით. ჩვენი ქვეყანა , მე-19 საუკუნის პირველსავე წელს, ანექსირებული იქნა
ცარისტული რუსეთის მიერ. სამშობლოს ამ მძიმე ხვედრმა, რა თქმა უნდა, ასახვა ჰპოვა
ქართველ მწერალთა შემოქმედებაში. მათ შორის ერთ-ერთი უპირველესი იყო
ალექსანდრე ჭავჭავაძე. ჭავჭავაძის პატრიოტულ ლექსებში გამოსჭვივის სურვილი
საქართველოს კვლავ გაბრწყინების. პოეტს სურს მისი სამშობლო ისევ ისე დიადი
იხილოს, როგორც წინათ. ჭავჭავაზის ლექსებში იგრძნობა უაღრესი მწუხარება და
ნაღველი სამშობლოს ბედის გამო. იგი უცდის დროს, როცა საქართველო ისევ
თავისუფალი და გაბრწყინებული იქნება.

პატრიოტული სულისკვეთებითაა გამსჭვალული ალ. ჭავჭავაძის ერთ-ერთი შესანიშნავი


ლექსი ,,გოგჩა’’. პოეტი აღწერს ბუნების უმშვენიერე ქმნილებას, ტბა ,, გოგჩას’’ .იგი ისე
ნატიფად და დიდებულადა აღწერს ტბის სილამაზეს, სიდიადეს, მშვენიერებასა და
მრისხანებას, რომ გოგჩას სახით ჩვენ წინ წარმოგვიდგება საქათველო, მისი ძველი
ბრჭყინვალება, დიდება, სიძლიერე, რომელიც შიშის ზარს სცემდა დამპყრობლებს.
ნაწარმოების მეორე სტროფში უკვე იგრძნობა დიდი ტკივილი და მწუხარება. ასეთი
დიადი წარსულის მქონე ქვეყანა ბუთა თავშესაფრად ქცეულა. პოეტი ამბობს, რომ გულში
ყოველი ადამიანისა, რომელიც ამ გავერანებულ ქალაქს იხილავს სამუდამო ჭმუნვა,
უიმედობა, ტკივილი დაისადგურებს. დამწუხრებული პოეტს არარაოად მიაჩნია
საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობა:

,, ჭმუნვათა თვისთა მნახველთაცა აზიარებენ


უდაბურება, მჩუმარება, არა-რაობა.’’

ლექსში პოეტი წარმოგვიდგენს საქართველოს ,, ოქროს ხანას’’. გვახსენებს ჩვენს უწინდელ


ბრწყინვალებას და ამით თითქოს აქეზებს მკითხველს , ბრძოლისა და
გამოცოცხლებისაკენ მოუწოდებს მათ:

,, აჰა, ჩვენისა მომავლისა ნამდვილი ხატი


მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ, ხედავ ძმობილო.’’

შემდეგ პოეტი ისევ განაგრძობს საქართველოს თვალწარმტაცი წარსულის მოგონებას და


მას ქართველი ერის თანამედროვე ყოფას უპირისპირებს. ეს კედლები, რომლის წინაშეც
ქართველი მეფენი იდრეკდნენ მუხლს ახლა ცხოველთა სადგომი გამხდარა. ეს ნათელი
მაგალითია იმისა თუ საიდან სად მოვედით. პოეტის მიზანიც ამ ყველაფრისთვის
ნათელის მოფენა იყო.

ალ. ჭავჭავაძე აწმყოთი უკმაყოფილებას გამოხატავს ლექსში ,,ვაჰ, დრონი, დრონი’’. აქაც
პატრიოტული სულისკვეთება იხატება, აქაც მისტირის პოეტი სამშობლოს ძველ დიდებას,
როცა იგი ზღვიდან-ზღვამდე, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე იყო გადაჭიმული. პოეტი
ამბობს, რომ ვერასდროს შეურიგდება საქართველოს აწმყოს და ყოველთვის გააიდეალებს
წარსულს:

,, ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგებნი მტკბარად,


წარიტვლნენ, განჰქრნენ სიზმრებრივ ჩქარად.’’

,,არ ვსდევ ჟამთა ცვლას,


მე იგივე ვარ მარად და მარად!’’

პოეტის მასულდგმულებელი ძალა ,, ძალი ცხოვრებისა’’ საქართველოა. მას ერთი წამის


გატარებაც კი არ შეუძლია სამშობლოსგან შორს. იგი, როგორც ჭეშმარიტი რომანტიკოსი
საქართველოს გამთლიანებისა და გათავისუფლების იმედით ცხოვრობს. მისი
მასულდგმულებელი წყარო საქართველოს კვლავ გაბრწყინებულის ნახვაა. პოეტი
უიმედოდ ყოფნას სიკვდილს ამჯობინებს:

,,უსასოდ ყოფას, სჯობს ყოფა მკვდარად.’’

სამშობლოს პატრიოტ პოეტს რწმენის სიძლიერე მართებს. იგი არ უნდა დამორჩილდეს


ჟამთა სვლას, გული არ უნდა გაიტეხეს და მშვიდად დაელოდოს მისი ერთადერთი
სიყვარულის კვლავ გაბრწყინებას. პოეტმა მხოლოდ მას უნდა უძღვნას თავი. სწორედ ესაა
ამ ლექსის დედააზრიც.

ალ.ჭავჭავაძის ლექსში ,,ვისაც გსურთ’’ პირველივე ტაეპიდან ვხედავთ პოეტის


პესიმისტურ განწყობას, რომელიც, რა თქმა უნდა, საქართველოს ავბედით აწმყოს
უკავშირდება. პოეტი მიმართავს თანამემამულეებს, რომ მოისმინონ მისი გულის ძახილი.
ჭავჭავაძე საქართველოს პატიმრად მოიხსენიებს, რომელსაც ნების თავისუფლება აქვს
დაკარგული და თუ არ გავაქტიურდებით ერთი უბედურებიდან მეორე უბედურებაში
გადავვარდებით. საბოლოოდ, პოეტის ეს ლექსი პესიმისტურ, სევდიან ნოტაზე
სრულდება. პოეტის გულის უმთავრესი სატკივარი იყო, არის და იქნება საქართველო
სამარადისოდ. ამიტომაცაა, რომ ჭავჭავაძის შემოქმედებათა უმეტესობა პატრიოტულ
მოტივზეა აგებული.

სიყვარულის ამაღლებულმა, ყოვლისშემძლე გრძნობამ ბევრი მწერლის შემოქმედებაში


იჩინა თავი. ყველა მწერალი თავისი შინაგანი განცდებიდან ან პირადი გრძნობებიდან
გამომდინარე საუბრობს სიყვარულის ყოვლისმომცველ გრძნობაზე. გამონაკლისი არც
ალექსანდრე ჭავჭავაძეა. იგი მის არა ერთ ლექსში გვიზიარებს სიყვარულის თავისებურ
ხედვას. მწერლის შეოქმედების ერთ-ერთი მოტივიც სწორედ სიყვარულია. ალ. ჭავჭავაძე
სიყვარულისადმი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს. ამ გრძნობის ხოტბამ მნიშვნელოვანი
ადგილი დაიკავა პოეტის შემოქმედებაში.
რომანტიკული მიჯნურობის საუკეთესო გამოხატულებაა ალ. ჭავჭავაძის ლექსი
,,სიყვარულო, ძალსა შენსა’’, რომელშიც სიყვარულის პოეტისეული გააზრება ჩანს. პოეტს
სიყვარული წარმოდგენილი აქვს დაუძლეველ ძალად, რომელსაც ყველა სულდგმული
ემორჩლება. ყველაზე დიდი მბრძანებელი ამქვეყნად სიყვარულია, ამიტომ მას ტახტად
გულს უძღვნიან, ხარკად ოხვრა-გოდებას სწირავენ. მის გამო ბრძენიც კი ჭკუას კარგავს
და მეფე მორჩილ ყრმად იქცევა:

,,სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს, რომ არ ჰმონებდეს?


ვინ არს, რომე გულსა ტახტად, ოხვრას ხარკად არა გემდეს?’’

ალ. ჭავჭავაძე სრულყოფილად გადმოგვცემს სიყვარულის ყოვლისშემძლე ძალას,


რომელსაც თანაბრად ემორჩილება ერიცა და ბერიც, მეფეცა და ყმაც. იგი ხელმწიფეა,
რომელსაც ქვეშევრდომად გულები ჰყავს:

,,გულები გყავს ქვეშევრდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა.’’

პოეტი სიყვარლს წარმოგვიდგენს, როგორც მძიმე უღელს, მაგრამ მაინც ისეთ სანუკვარსა
და სანატრელს, რომ მისგან გამოხსნა არავის სურს, არავის ძალუძს. ის მისი სიმძიმის
მიუხედავად მაინ სასურველია. იგი დიდებული გრძნობაა, რომელსაც ნებით არავინ
დათმობს.

ჭავჭავაძისთვის ის გრძნობაა სიყვარული, რომელიც გონებას არ ემორჩილება. პოეტის


განცდები კარგადაა დახატული ლექსში ,,თავსა უფლად’’. აქ იგი თავისი პირადი
გამოცდილებიდან გამომდინრე გვესაუბრება მიჯნურობაზე. თავის პირად მაგალთს
გვიზიარებს და გვამძადებს ამ დამამონებელ გრძნობასთან შესახვედრაად. პოეტი
გვაფრთხილებს, ნუ გეგონებათ, რომ მიჯნურობის დამატყვევებელ ძალას ვინმე
გადაუჩება. ის ისევე დაგიპყრობთ, როგორც მე:

,,თავსა უფლად ნურვინ ჰგონებთ,


ყოველთ ესრეთ გაიგონეთ!
ერთგზის თქვენცა ტრფიალება
ჩემებრ მწარედ დაგიმონებთ.’’

პოეტი ამბობს რომ ისიც ,,დიდ გულზე’’ იყო, მასაც ეგონა, რომ ჭირის მსგავსი სიყვარული
ვერ მოერეოდა ვიდრე მისი გული მას ეკუთვნოდა და ემორჩილებოდა. როცა მან ნახო
ტრფიალებისაგან დაბნედილი ადამიანი, მაშინ მიხვდა, რომ ისე არაფერი შვენის კაცს,
როგორც მიჯნურობა. პოტის ცხოვრება სრულიად შეცვალა ერთმა წამმა, როცა მან მისი
მიჯნური დაინახა. ჭავჭავაძე გვიყვება როგორ გადაასხვაფერა მისი ცხოვრება ამ გრძნობამ,
როგორ მოერია სევდა, როგორ ძლიერად დაიწყო სისხლმა ჩქეფა მის ძარღვებში და
საბოლოოდ, როგორ გახდა მიჯაჭვული ამ გრძნობაზე. ლექსის დასასრულს პოეტი
ამბობს, რომ სიყვარულმა ის ისე შეცვალა საკუთარი თავის ცნობაც კი გაუჭირდა:

,,ვეღარ ვიცან თავი სრულდ.’’


მაშასადამე პოეტისთვის სიყვარული ის ყოვლისშემძლე ძალაა, რომელიც სულს, გულსა
და გონებას იმორჩილებს ჩვენსგან დამოუკიდებლად. იგი არ ცნობს საზღვრებს,
სოციალურ საფეხურს, ყველას ერთიანად და ერთნაირად იმონებს და იმორჩილებს.
პოეტის აზრით, სიყვარული ისეთი დიადი გრძნობაა, რომ მისი ნაკლოვანებების
მიუხედავად მაინ ყველასათვის სასურველია.

ალ. ჭავჭავაძის შემოქმედებაში საკმაოდ ვრცლად არის საუბარი წუთისოფლის


სიმუხთლეზე. კაცობრიობის სამდურავი ჩანს ლექსში ,,ვაჰ, სოფელსა ამას’’. პოეტი ამ
ნაწარმოებში დამწუხებულია თანამედროვე საზოგადოების მდგომარეობის გამო. იგი
ამხელს ადამიანთა მანკიერებებს. ბოროტებას, სიცრუეს, მტაცებლობას, ჩაგვრას მოუცავს
კაცობრიობა. აქ დიდებას ანიჭებენ მზაკვრებსა და ქურდებს. ხალხი მდიდრდება
თანამემულეების ძარცვით. ნაწარმოებში ჩანს სოციალური ფენების დამოკიდებულება,
როგორ ჩაგრავს ძლიერი სუსტს, როგორ განსაზღრავს ადამიანის ადგილს მისი
ფინანსური მდგომარეობა:

მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით.’’

ამ დაუნდობელ სამყაროში ყველა ერთმანეთს მტრობს- ძმა ძმას ვეღარ ენდობა, მოყვასი -
მოყვასს. შური და დაუნდობლობა გამეფებულა ირგვლივ. მთელ ნაწარმოებს გასდევს
პოეტის უარყოფითი დამოკიდებულება კაცობრიობის არაადამიანური ქმედებების გამო.
ადამიანები მხოლოდ საკუთარი კეთილღეობისათვის იბრძვიან. ჭავჭავაძე გმობს
ყოველგვარ მზაკვრობას და ცდილობს თვალი აუხილოს თანამედროვე საზოგადოებას,
ცდილობს შეანჯღიოს, გამოაცოცხლოს და სწორ გზაზე დააყენოს ისინი.

ლექსის დასადრულს პოეტი ეუბნება ხალხს, რომ ამ ქვეყნად მარადიული არაფერია,


ყველაფერს აქვს დასასრული. აფრთხილებს, რომ უფლისთვის ყველა თანასწორია-
მდიდარიცა და ღარიბიც, ძლიერიცა და სუსტიც:

,, როელნიც ამწარებთ ღარიბთ ცოვრებას


და ჰსთხოვთ ურცხვად, უსამართლოდ მონებას,
მოელოდდეთ მათთან თანასწორობას. არ მარადის იშვათ
მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით.’’

სოფლის სამდურავია ალ.ჭავწავაძის ლექსი ,,ისმინეთ მსმენნო’’. ამ ლექსში პოეტი ქვეყნის


უბედობას სოფლის სიმუხთლეს აბრალებს, თითქოს სოფელმა კაცობრიობის მიერ
ჩადენილი ცოდვის გამო მათ ქვეყანაზე იძია შური:

,,გვძლივა სოფელმან, ხელ-მყოფელმან, აწ გვაგო შურნი...’’

უწინ მდიდარი, თვალწარმტაცი ქვეყანა, სადაც სიმშვიდე მეფობდა, სადაც ყველანი


შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ წამხდარა. ახლა ადამიანები ცხოველებს
დამსგავსებიან. შურმა და გაუტანლიბამ მოიკიდა ფეხი. ყოველივე ცუდი, ავი,
საზიზღარი და საშიში გამეფებულა ირგვლივ. პოეტს ამით იმის თქმა სურს, რომ ეს
ქვეყანა ისეა მოწყობილი, თუკი ოდესმე რამე შესცოდე პასუხს აუცილებლად აგებ.
მცირედ შეცდომაზეც კი გამოსასყიდი უძვირესია:
,,ნახეთ მოყვასნო, ბრძენთა დასნო, ესე წესია!
შემდგომ საცდურნი მას პირველსა უძვირესია.’’

ამიტომაც პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ცხოვრებას და შევეცადოთ, რომ


ცდუნებას ვძლიოთ და მცირედი შეცდომებიც კი არ დავუშვათ.

You might also like