You are on page 1of 4

,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ გრიგოლ ორბელიანის

რომანტიკული ჟანრის ლექსია. იგი რომანტიკოსი პოეტების მსგავსად


შეწუხებულია აწმყოთი და წუთისოფლის ბორბლის ამგვარად
დატრიალებას დიდი სულიერი ტკივილით უყურებს. ამ ტკივილის
შესამსუბუქებლად და მომავალზე სალოცავად ორბელიანი ბეთანიის
ეკლესიას მიაშურებს, სადაც საქართველოს ოქროს ხანის შემოქმედის,
დიდებული თამარ მეფის ფრესკა ეგულება.
იგი თამარის ფრესკას დიდი თაყვანისცემითა და კრძალვით უმზერს,
ცრმემლმორეული ფერხთით ეთაყვანება. ამ ფრესკის ყურებისას პოეტს
ორი ერთმანეთისგან განსხვავებული გრძნობა ეუფლება.
პირველრიგში ეს გრძნობა სიხარულია, რაც თამარის დროინდელი
უძლიერესი საქართველოს გახსენებითაა გამოწვეული.
ხოლო მეორე გრძნობა მძიმე წუხილია. იგი პოეტს არსად არ შორდება,
მუდამ თან სდევს.
სიხარულით დამთვრალი პოეტი ოცნებობს, რომ სულ ამ ფრესკას
უმზერდეს, რადგან სამშობლოს დაბეჩავებას იგი, როგორც თავისას ისე
გრძნობს და უნდა მას რამენაირად გაექცეს.
,,და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,
არ გამოვფხიზლდე,
რომ აღარ ვჰგრძნობდე
ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!..“
მეთორმეტე საუკუნის საქართველოს, პოეტი წალკოტს უწოდებს,
რომელიც თამარის ,,დიდების სხივმოკლებული“ აღარ ჰყვავის და აღარ
ბრწყინავს. რომანტიკოსებისთვის დამახასიათებელ წარსულის
განდიდებასა და შენატვრას ლექსის შემდეგ სტრიქონში ვხვდებით:
,, სიზმარსა ტკბილსა,
მზეს დიდებულად ჩასვენებულსა,
ვიგონებთ შენს დროს“
პოეტი ამ ეპითეტებით აღწერს წარსულის მშვენიერებას და ეს მოგონება
აძლევს მას ნუგეშს, რომ „სრულად არ წავსჰწყდეთ ცის შემრისხავნი!“
იგი ამ საქმიდან გამოსავალს ვერ ხედავს. მას ისღა დარჩენია თამარს
შეევედროს მისი ჯვრით დალოცოს საქართველო, როგორც ამას თავის
ლაშქარს უკეთებდა.
,, და ჯვარით შენით აკურთხო კვალად.
შენი ივერი“
ორბელიანის ნატვრაა, რომ საქართველო კვლავინდებურად დადგეს სხვა
ერთა შორის ისე ღირსეულად, როგორც უწინ. მას სურს ქართველ ხალხს
დაუბრუნდეს სამშობლოს სიყვარული და რუსთველის გმირული
სულისკვეთებით გაათავისუფლოს ივერია ბორკილებისგან.
შემდეგი ტაეპები პოეტის პესიმისტურ დამოკიდებულებას გამოხატავს
მომავლის მიმართ:
,,მაგრამ ცად თვალნი
გაქვს მიქცეულნი
და ვეღარ მცნობ გულშემუსვრილსა“
იგი საკუთარ სულიერ მდგომარეობას შემდეგი ეპითეტებით გამოხატავს:
,, გულშემუსვრილსა, დამცირებულსა, ხმამიღებულსა, ბედდაკარგულის
ივერის ძეს! ეჭვით აღვსილსა, უსასოდ ქმნილსა, გულ უიმედოს,
გაუხარებელს!“
ამ პესიმიზმსა და მომავლის უიმედობას ეხმიანება სტრიქონები:
,, ვაჰ თუ რაც წახდეს
ვეღარა აღჰდგეს,
ვეღარ აღყვავდეს ახლის შვენებით?“
ამას მოსდევს წუთისოფლის გმობა, რაც შეგვიძლია ალუზიად
მივიჩნიოთ დავით გურამიშვილის ლექსთა კრებულიდან „დავითიანი“.
ლექსს პოეტი ბეთანიის ეკლესიის იმჟამინდელი, შელახული
მდგომარეობის აღწერით ამთავრებს, რაც რეალობის ასახვასთან ერთად
საქართველოს მდგომარეობის მეტაფორაცაა. სადაც აწ უკვე დაყრუებულ,
გზა მიუვალ საქართველოში, ძველი დიდებულება, სიძლიერე მხოლოდ
წიგნებშია გამოხატული.
,, ნუთუ ესღა გვაქვს, ვჰხედავთ რასაცა?
დაყრუებულსა,
გზა შეუვალსა,
უდაბურს ტყეში ტაძარს დარღვულს,
სად სახე მეფის,
დიდის თამარის,
სჩანს ძველს კედელზე გამოხატულად!..“
ლექსში უამრავი ეპითეტის გარდა მრავალი მხატვრული ხერხია
გამოყენებული.
მეტაფორა- ,,ყვავილოვანი წალკოტი- უმშვენიერესი ადგილის
მეტაფორა“; ,,მზე დიდებულად ჩასვენებული- დიდებულებისა და
სიძლიერის დაკარგვის მეტაფორა“; ,,შავი ყორანი- ბოროტების
მეტაფორა“
შედარება- ,,და ვით განვლილსა სიზმარსა ტკბილსა“ ; ,,ვით უმწე
მსხვერპლი“
ალუზია- გარდა გურამიშვილის ალუზიისა, ლექსში გვხვდება
ბიბლიური ალუზიაც ,,წალკოტი შენი- ედემის ბაღის ალუზია“
გრიგოლ ორბელიანი აქტიურად მონაწილეობდა ,,მამათა და შვილთა“
ბრძოლაში. იგი ,,მამების“ ფრთას განეკუთვნებოდა. რაც ნიშნავს იმას,
რომ მის შემოქმედებაში მრავლადაა არქაიზმები-,,ფერხთა; მიხარის;
ესრეთ მზერა; წავჰსწყდეთ; დამაშვრალი; განვიღვიძნეთ...“
ლექსი შერეული ტაეპითაა დაწერილი. ორ ხუთ მარცვლიან ტაეპს
შემდეგ ათ მარცვლიანი ტაეპი მოსდევს მთელი ლექსის
მიმდინარეობისას. რითმა კი გარკვეულ წესს არ ემორჩილება.

You might also like