You are on page 1of 2

ნიკოლოზ ბარათაშვილი XIX საუკუნის დასაწყისის პოეტი და საზოგადო მოღვაწეა.

ლექსი „მერანი“ მისი შემოქმედების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, სადაც საუბარია ბედთან
შეურიგებლობასა და პიროვნულ თავისუფლებაზე. ,,მერანის" შექმნის იმპულსად პოეტისათვის
იქცა შემდეგი ისტორიული ფაქტი: 1842 წელს დაღესტანში მთიელთა რაზმებმა დაატყვევეს
ნ.ბართაშვილის ბიძა - ილია ორბელიანი, კავკასიის ჯარების ოფიცერი და სკოლის მეგობარი
პოეტისა.

,,მერანში" გვაქვს გმირული შერკინება ბედთან. ფრთებასხმულ, სივრცეში მსრბოლ


მერანზე მჯდარ მხედარს უკან მოსჩხავის ტრაგიკული აღსასრულის მაუწყებელი შავი ყორანი.
ლირიკული გმირი თავგანწირული, მამაცი და უშიშარია:
„ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,
ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!“

ასევე, ავ ბედს ვერ ეგუება და თავისუფლებისათვის ბრძოლას ყველაფერს სწირავს,


დიდი მსხვერპლისთვისაც მზადაა :
„საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო,
მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!“
„გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი,
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!“

ამ სიტყვებში ჩანს საკუთარი ძალის რწმენა, ბრძოლა უკუღმართ ცხოვრებასთან და


მისწრაფება გადალახოს ბედის საზღვარი. ლირიკული გმირი შეუპოვარი და თავგამეტებულია:
„დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან, ოხერი!
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!“

იგი თავს იმხნევებს და ინუგეშებს იმით, რომ მისი შრომა ამაო არ იქნება: „ცუდად ხომ
მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება“. ამ რთულ სიტუაციაში ის მაინც სხვაზე
ფიქრობს და აძენს ავლენს ძალიან დიდ წინდახედულებასა და კეთილშობილებას, ჰუმანიზმს:
„და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!“

ლექსის ლირიკულ გმირს არ აშინებს არანაირი წინაღობა, კლდე თუ ღრე, დარი თუ


ავდარი, ერთადერთი, რაც ანუგეშებს თავგანწირულ მებძოლს, მოძმეზე ზრუნვა და ფიქრია:
,, ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება,
და გზაუვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება... ‘’.

ამ რთულ გზაზე, რომანტიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნით, დარდსა და


მარტოობით გამოწვეულ ტკივილს მხოლოდ ბუნებას, ვარსკვლავებს უზიარებს:,,მხოლოდ
ვარსკვლავთა თანამავალთა ვამცნო გულისა მე საიდუმლო...’’ ადამიანის სიცოცხლე ღირს
სიკვდილად, რადგანაც იდეალისათვის ცოცხლობს და ამ იდეალს სწირავს იგი თავს.

"მერანის" საერთო ქარგა რომანტიკულია: მასში ადამიანსა და ბედს შორის ჭიდილია


გადმოცემული, ადამიანი ცდილობს იმ საზღვარების გადალახვას, რომლებშიც ის არის
მოქცეული. თვალბედითი შავი ყორნისაგან გაქცევა, რაზეც ბარათაშვილი ლაპარაკობს,
სინამდვილეში გამოხატავს არა ამ ცხოვრებიდან გაქცევას, არამედ ცხოვრების გარდაქმნისაკენ
სწრაფვას. „მერანი“ უამრავი ქართველის, სამშობლოსათვის ავ და დაუნდობელ ბედისწერასთან
ბრძოლაში დაუღლელი თავგანწირული გმირის არა მარტო ცხოვრების წესს, თვითშეგნებას
გამოხატავს, არამედ მათი „ბიოგრაფიაა“. ამქვეყნიური და შემდგომიც, ვინაიდან მათი
ბიოგრაფია, ვინც მოძმეს გზას უადვილებს, არ მთავრდება მხოლოდ გარდაცვალებით. ამ
ლექსის მთავარი სათქმელია შემდეგი ---- მწარე ბედთან შეურიგებლობა და პიროვნული
თავისუფლებისათვის ბრძოლა ღირსეული მისიაა. ავტორი გვეუბნება, რომ თავისუფლება
ყველაზე კარგი რამაა და მისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ავტორი მზადაა, უპატრონოდ
მოკვდეს, ოღონდ ნანატრი თავისუფლება მოიპოვს და ცხოვრება ბედისწერის მონობაში არ
გაატაროს. „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი“, -- აღნიშნავს
აკაკი წერეთელი. ნიკოლოზ ბარათაშვილს სურს მიგვგახვედროს, თუ რამხელა ბედნიერებაა
პიროვნული თავისუფლება, რისთვისაც იგი სიკვდილსაც არ უშინდება. შეიძლება ერთი
ადამიანი გარდაიცვალოს თავისუფლების ძებნაში, მაგრამ მომავალ თაობას დაანახებს სწორ
გზას: „და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!“

ასევე, ავტორი გვეუბნება, რომ თავისუფლებისათვის გარდაცვლილი ადამიანი


ყოველთვის ემახსოვრებათ და უკვალოდ არ ჩაივლის მისი შრომა :
„ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება“.

ავტორი თავისი სათქმელის უკეთ გადმოასცემად იყენებს არაერთ მხატვრულ


საშუალებას, რომელსაც „გახსნა“ სჭირდება. „სცან ამ ლექსთა იგავი, თარგმე, თუ გიყვარდეო“-
ამბობს დიდაქტიკოსი მწერალი დავით გურამიშვილი და გვთხოვს დაფარულის
გამომზეურებას. მეტაფორა ,,მერანი” აღნიშნავს ცხოვრებასთან ბრძოლას, ხოლო ,,შავი ყორანი”
-ავ ბედისწერას. მწერალი ასევე იყენებს ეპითეტებს – ,, მოუთმენელი,თავგანწირული”,
რომლებიც გვიჩვენებს ლირიკული გმირის პიროვნულ თვისებებსა და მის სულისკვეთებას.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ლექსი დაწერილია 20 და 14 მარცვლიანი სტრიქონების
მონაცვლეობით, რომლებიც მას უფრო რიტმულს ხდის და ქმნის მოძრაობის გარკვეულ
შთაბეჭდილებას. თვალშისაცემია ისიც, რომ ლექსი მონოლოგის ფორმითაა
დაწერილი,მონოლოგია, რაც გვეხმარება ლექსის მთავარი სათქმელის უკეთ აღქმაში. უნდა
აღინიშნოს, რომ მერანი დაუმორჩილებლობის სიმბოლოა, ხოლო შავი ყორანი - მძიმე ბედისა.

You might also like