You are on page 1of 2

„ალუდა ქეთელაური“

დავალება: დაწერეთ პირველი თავის მიხედვით, ალუდას დახასიათება.

ვაჟა-ფშაველა მოღვაწეობდა XIX საუკუნეში. მისი ერთ-ერთი


გამორჩეული პოემაა „ალუდა ქეთელაური“. ეს პოემა
მოგვითხრობს ხევის იმდროინდელ ადათ-წესებზე,
საზოგადოების სულიერ მდგომარეობასა და ტრადიციებზე. ამ
პოემის მთავარი გმირი კი ალუდა ქეთელაური არის.

პოემის დასაწყისში ავტორი გვიხატავს ალუდას მხატვრულ სახეს.


ის არის გამოცდილი მეომარი. სისასტიკე, მოკლული მტრის
მარჯვენის მოკვეთა მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. მას
საზოგადოებაში სწორედ მეომრული ღირსებების გამო აფასებენ.
მისგან არავინ მოელოდა ტრადიციების დარღვევას, მაგრამ
ალუდა მუცალთან ბრძოლის შემდეგ, სრულიად შეიცვალა. ის ამ
ბრძოლის შემდეგ ჰუმანურ პიროვნებად ჩამოყალიბდა. მუცალი
სიმწრით ებღაუჭებოდა სიცოცხლეს: „მუცალს არ სწადდა
სიკვდილი, ფერს არა ჰკარგავს მგლისასა“. მუცალის უჩვეულო
ჟესტმა, ბალახის მოგლეჯამ და ჭრილობაში ჩაფენამ ალუდას
დაანახა, რომ მტერს ისევე უყვარს სიცოცხლე, როგორც მას არ
სურდა სიცოცხლის დათმობა. ალუდა ზუსტად მაშინ მიხვდა, რომ
ორივე ადამიანის მოდგმას მიეკუთვნებოდნენ. აქ გამოჩნდა, რომ
ალუდასთვის ადამიანობა უფრო მთავარია ვიდრე ტრადიციები.
მან მუცალს მკლავი არ მოჭრა, ამით კი მან დაარღვია თემის ადათ-
წესები. აქედან კი გამოჩნდა მისი გაბედულობა, რადგან
ტრადიციებზე ხაზის გადასმას გამბედაობა სჭირდება.

ასევე, ალუდაზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს ის ფაქტიც,


როდესაც იარაღს უტოვებს, მუცალი მის ღირსებას აღიარებს და
აფასებს მის ვაჟკაცობას. მუცალის სიკვდილმა ალუდას პირველად
დაანახა, თუ რა საზარელია სიკვდილი, იმის განურჩევნად,
„რჯულიანი“ ის თუ „ურჯულო“. ამ ფაქტის შემდეგ ალუდას კი
შეძულდება სისხლისღვრის ტრადიცია.

ავტორმა ამ მონაკვეთში დაგვანახა, რომ ადამიანობა ყველაფერზე


წინ დგას. ასევე დაგვანახა, რომ ადამიანის მნიშვნელოვანი
თვისებაა გამბედაობა, რადგან ალუდას გამბედაობა რომ არ
ჰქონოდა ის ვერ ჩამოყალიბდებოდა ნამდვილ ადამიანად.

ვფიქრობ, რომ ალუდა სწორად მოიქცა, რადგან მან ადათ-წესებს,


ადამიანობა არჩია.

You might also like