You are on page 1of 2

გააანალიზეთ მოცემული ტექსტი შემდეგი მითითებების მიხედვით:

• იმსჯელეთ, რა არის მოცემული ტექსტის მთავარი სათქმელი.


• ჩამოაყალიბეთ თქვენი დამოკიდებულება მთხრობლის პოზიციის მიმართ.
• იმსჯელეთ მწერლის მხატვრული სტილის შესახებ.

თქვენი თვალსაზრისი დაასაბუთეთ!

გურამ დოჩანაშვილის რომანში „სამოსელი პირველი“ მრავალი ცხოვრებისეული თემაა


წამოჭრილი. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ნაწყვვეტი , რომელშიც მიჩინიო
უამბობს დომენიკოს ავაზაკებით სავსე ეტლის გამიზნულად გადაჩეხვის მცდელობის
ამბავს. აქ ვხვდებით ორი უდიდესი ცნების, სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებას .
მიჩინიო ამ თავგადასავალში გვიამბობს თუ როგორ გადაახარისხა საკუთარი
ღირებულებები და როგორ აიძულა იმ ერთმა უცნობმა ადამიანმა , რომლის არც სახელი
და არც წარმოშობა იცოდა, გადაეფიქრებინა ის დიადი მიზანი რისთვისაც წამოსული იყო
კამორაში - გადაეჩეხა ეტლი უფსკრულში და ამით მოესპო სისცოცხლე იმ 18
ავაზაკისათვის, რათა „სიკეთე დაეთესა“. ამ ერთმა უცნობმა მოახერხა ის, რომ მიჩინიოს
სრულიად შეეცვალა ფასეულობები. ის ნელ-ნელა მივიდა დასკვნამდე, რომ „თან, არც
ვიცოდი, ავაზაკი იყო თუ არა, გინდაც ყოფილიყო, „რა უფლება მაქვს!“ - მიჩინიო თუ
აქამდე იმ 18 ავაზაკის მოკვლას მიზნად ისახავდა და ფიქრობდა, რომ ამით უამრავ
ადამიანს გადაარჩენდა, ახლა მიხვდა, რომ ის უამრავი ადამიანი არაფერია ამ უცნობი
კაცისათვის. ამ უცნობს მხოლოდ საკუთარი სიცოცხლე აქვს, და ეს სიცოცხლე მხოლოდ
მას ეკუთვნის, ისევე, როგოც იმ 18 ავაზაკს. ავტორმა გვიჩვენა, რომ ადამიანის სიცოცხლის
მოსპობა, რაც არუნდა დიდი ზიანის მომტანი იყოს ის სხვებისთვის, არასწორია . ჩემი
აზრით, გურამ დოჩანაშვილს რომანის ამ ნაწყვეტით უნდოდა ჩვენამდე ნათლად მოეტანა ,
რომ სიკეთე, სიყვარული, დადებითი და ყოველივე კარგი აუცილებლად გადაფარავს
ყოველგვარ ბოროტებას, რომ „დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო… ასე რომ
არა, დაიქცეოდა, - მკაფიოდ გაისმოდა ბნელში, - ამდენი ცოდვა დაამძიმებდა ,“. გურამ
დოჩანაშვილმა კიდევ ერთხელ დაასაბუთა ის მოზარება, რომელსაც შოთა რუსთველი ჯერ
კიდევ XII საუკუნეში წერდა „ბოროტსა სძლია კეთილმან, ასება მისი გრძელია“. ეს,
შეიძლება ითქვას, არის ამ ნაწყვეტის მთავარი არსი. გურამ დოჩანაშვილი გვისაბუთებს ,
რომ სიყვარული და სიკეთე ყველაზე ძვირფასი რამაა ამქვეყნად. მათ გარეშე ვერავინ
შეძლებდა არსებობას.

იმ 18 ავაზაკის სიცოცხლეც სწორედ სიყვარულმა გადაარჩინა. მე მიმაჩნია , რომ მიჩინიოს


მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი გაცილებით დიდი სიკეთე იყო, ვიდრე მისი თავდაპირველი
ჩანაფიქრი. მეტიც, მისი თავდაპირველი მიზანი მიჩინიოს სწორედ იმ ადამიანად აქცევდა
ვისი მოშორებაც ასე ძალიან სურდა - ავაზაკად, რადგან ის სწორედ ახლა
დაუფიქრებლად კლავდა სრულიად უცხო, შესაძლოა უდანაშაულო ადამიანს. „ასე
მეგონა, თუკი სიკეთის მთესველი ვარ, ბოროტება უნდა მოვსპო-მეთქი“- ამბობს მიჩინიო
თავდაპირველად, მაგრამ შემდეგ მიხვდება, რომ ბოროტებას ადამიანი ვერ მოსპობს ,
მაგრამ შეუძლია სიკეთე და სიყვარული უხვად გასცეს და ამით აამჩატოს დედამიწა .
მიჩინიომ სწორედ ამიტომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომელიც სიყვარულმა
მიაღებინა, იმ სიყვარულმა, ადამიანებს ერთმანეთთან რომ უხილავი ძაფით აკავშირებს ,
რომელსაც ვაჟა-ფშაველა „სანეტარო საგნად“ მოიხსენიებს და გვეუბნება , რომ
ადამიანები სიყვარულის გარეშე „გაცივებულ ლეშად“ ვიქცევით. მიჩინიო სწორედ ამ
დასკვნამდე მიდის ნაწყვეტის დასასრულს, და ამბობს კიდეც ამას - ის მთელს ღამეს დიად
ფიქრებში გართულს ატარებს და საბოლოოდ ხვდება, რომ სწორედ სიყვარულია
მამოძრავებელი ძალა სიცოცხლისა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ ნაწყვეტის მთავარი თემა სიკეთისა და ბოროტების


ჭიდილია, სადაც სიკეთეს სიყვარული ანსახიერებს. გურამ დოჩანაშვილმა
არაჩვეულებრივად გადაწყვიტა ეს ყველასათვის ნაცნობი , მრავალი მწერლის მიერ
გაღრმავებული აზრი მკითხველამდე მოეტანა. მან თავგადასავლის, ერთი ადამიანის
მიერ საკუთარ თავში გამორკვევის, ღირებულებების გადაფასების გზაზე წაგვიყვანა . ამ
გზაზე ბევრი რამ დაუპირისპირა ერთმანეთს. 18 ავაზაკი - სიმბოლო ბოროტებისა ,
რომელიც ასე მრავლადაა ჩვენს გარშემო, ერთი უცნობი კი სიმბოლო სიკეთისა. მიჩინიო
კი ადამიანი, რომელიც ცხოვრების ამ რთულ გზაზე ცდილობს გამოერკვიოს მის არსსა და
მიზანში, ბოროტებისა და სიკეთის არსში, მათ თვისებაში. მართალია, აქ ხშირად ვერ
შევხვდებით ვერც გაპიროვნებას, ვერც შედარებას და მსგავს მხატვრულ ხერხებს , თუმცა
ავტორი საკუთარი გამომხატველობითი საშუალებებით, განსაზღვრებებითა და ზმნებით
არაჩვეულებრივად გადმოქვცემს სათქმელს. „სულო ცოდვილო - ვზეიმობდი წინასწარ
კიდეც“, ეს არის ნაწყვეტი მიჩინიოს ფიქრებიდან და ამ ერთი განსაზღვრებით , რომ მისი
სული „ცოდვილია“ მკითხველს პირნათლად აჩვენებს ავტორი, რომ მიჩინიო ახლა
გამორკვეულია საკუთარ თავში, რომ ის მიმხვდარა საკუთარ შეცდომას. მიჩინიო იმ დროს
კი არ იყო „სიკეთის მთესველი“ არამედ მხოლოდ ახლა, როცა ამ გამოცდილებამ, იმ
უცნობმა ადამიანმა, მიახვედრა თუ რა არის ბოროტების ყველაზე დიდი მტერი -
სიყვარული და მხოლოდ სიყვარული.

You might also like