You are on page 1of 3

წერითი გამოკითხვა ეკოტურიზმში

სახელი, გვარი:

ტურისტული აქტივობა ეკოტურისტული მახასიათებელი

ა) რაფტინგი მდინარე არაგვზე 1. გარემოსთვის შედარებით უსაფრთხო

ბ) ჯიპტური ძამას ხეობაში 2. ადგილობრივი მოსახლეობისთვის სარგებლის


მომტანი
გ) დაივინგი გონიოს სანაპიროზე
3. არც ერთი
დ) ექსკურსია თბილისის ღვინის ქარხანაში

ე) ვიზიტი მარტვილის საოჯახო რესტორანში

ვ) მაჭახლობის დღესასწაულზე დასწრება

ზ) ფრინველებზე დაკვირვება არწივის ხეობაში

თ) ვიზიტი ქუთაისის მაკდონალდსში

ი) თელავის სამეურნეო ბაზარში საყიდლებზე


წასვლა

კ) ველოტური კუს ტბის შემოგარენში


1. დაადგინეთ შესაბამისობა ტურისტულ აქტივობასა და ეკოტურისტულ მახასიათებელს
შორის:

ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ
3 2 2 3 2 1 1 3 2 1
2. აღწერეთ რა მახასიათებლის გამო შეიძლება მივიჩნიოთ ეკოტურისტულ ობიექტად
დაშბაშის კანიონი? კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემები საკმაოდ ღარიბია
მცენარეული საფარით, ხოლო კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი
მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკრო
ლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკროკლიმატით, თავისებური ფაუნით
და ა.შ. კანიონის მინიჭებული აქვს ბუნების ძეგლის სტატუსი და იცავს დაცული
ტერიტორიების სააგენტო. კანიონის სიახლოვეს არის მცირე კვების ობიექტი და
აგროტურისტული მეურნეობა, ასევე მოწყობილია საპიკნიკე ადგილები.

3. რა სახის ეკოტურისტული მარშრუტის განვითარების შესაძლებლობას იძლევა ჩხიკვთის


სამება?

ჩხიკვთის სამებასთან მისვლა შესაძლებელია ქალაქ თეთრიწყაროში მიმავალი


საავტომობილო გზიდან. ცენტრალური მაგისტრალიდან ბორცვის თხემზე ადის სატყეო
გრუნტის სამანქანო გზა. ადგილი ძირითადად აგებულია ცარცისა და პალეოგენის
წყებით, მაგრამ ბორცვის თხემზე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ტაძრის
ირგვლივ დალაგებული დოლერიტული ლავის უზარმაზარი, ვერტიკალურად
დაყენებული ლოდები, რომლებიც თავის მხრივ წარსულში ციკლოპური ციხის კედლებს
წარმოადგენდა, თუმცა თუ როგორ მოხვდა ამ მასშტაბის ლოდები ბორცვის წვერზე,
მეცნიერთა შორის დღემდე აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
ჩხიკვთის სიახლოვეს რაიმე სახის ტურისტული ინფრასტრუქტურა არ არსებობს. აქ
შესაძლებელია კემპინგის განვითარება, ასევე ველო სამარშრუტო გზის.
4. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბატეთის ტბა ჩამოყალიბდეს მაღალი ხარისხის
ეკოტურისტულ ობიექტად?

ბატეთის ტბა კლასიკური მეწყრული ტბაა, რომელიც გარშემორტყმულია წიწვნარ-


წიფლნარი ტყით შემოსილი ფერდობებით. წყალი გამჭვირვალეა და მტკნარი. არსებული
ლანდშაფტისა და იმის გამო, რომ ტბას ვრცელი ნაპირი ფაქტიურად არ გააჩნია,
დამთვალიერებლისთვის საუკეთესო ვარიანტი ჩრდილოეთ ნაპირიდან მისვლაა. ტბა
დეკემბრიდან მარტამდე ყინულით არის დაფარული. მის მოსანახულებლად საუკეთესო
პერიოდი შემოდგომის დასაწყისია. წითელი წიგნის მიხედვით ტბაში ბინადრობს
კალმახიც.
ტბას ამჟამად არანირი დაცვითი სტატუსი არ გააჩნია, მის გარშემო არსებულ ტყეში
მიმდინარეობს ხე-ტყის უკანონო ჭრა. ტბა და ტბის შემოგარენი იჯარის წესით
გაცემულია შ.პ.ს„მიუნჰაუზენზე“.
ამგვარად, პირველ რიგში უნდა შეწყდეს ხე-ტყის უკანონო ჭრა, უნდა მიენიჭოს
დაცვითი სტატუსი და რა თქმა უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა ბატეთის ტბის
სიახლოვეს.

You might also like