You are on page 1of 21

ინდოეთის კურორტები

იდუმალებით აღსავსე, გონებამიუღწეველი საოცრებების ქვეყანა, თავისი


ზღაპრული სიმდიდრისა და უკიდურესი სიღარიბის სინთეზით. თავბრუდამხვევი
სიმაღლის მთებითა და გაუვალი ტყეებით, დიდებული ტაძრებითა და სოფლის
ქოხმასებით. უდიდესი რელიგიისა და უდიდესი წმინდანების ადგილი. ქვეყანა,
სადაც ჯერ კიდევ არ არის ორმაგი სტანდარტები, სადაც სიკვდილი მხოლოდ
სიტყვაა და მეტი არაფერი. ქვეყანა სადაც შეიძლება სულისა და ხორცის
თავისუფლებას ეზიარო.
ინდოეთი ატყვევებს ადამიანებს თავისი ზღაპრული იდუმალებით, ვეფხვებისა და
სპილოების დიდებულებით, მახარაჯას სახიერებით, განდის უდრეკი ნებისყოფით,
რომელმაც უმძიმეს პირობებში შეინარჩუნა ქვეყნის დამოუკიდებლობა.
ისტორია გაინტერესებთ? ლეგენდარული სასახლეები, სიმაგრეები და ტაძრები
გულგრილს არ დაგტოვებენ. ტრადიციული კულტურის მოყვარულებს კი
შეუძლიათ უდიდესი სიამოვნება მიიღონ ინდური მუსიკისა და ცეკვებისაგან.
თავისი კოლორიტითა და ეგზოტიკით ინდოეთმა მთელი მსოფლიოს გული
მოინადირა.
 ფართობი: 3 287 263 კვ.კმ
 მოსახლეობა: 1, 210,193,422 (2011 წლის მონაცემები),
 დედაქალაქი: ნიუ-დელი
 სახელმწიფო ენა: ჰინდი, ინგლისური
 რელიგია: ინდუიზმი 83%, ისლამი 11%, ქრისტიანობა 2,6%, სიქიზმი 1,9%, ბუდიზმი
0,7%
 დროის ზონა: UTC +4
 მშპ (მუპ) 2011 წლის შეფასებით - სულ $4.469 ტრილიონი (3 ადგილი). ერთ სულ
მოსახლეზე $3 703 (129-ე).
 ვალუტა: რუპია
 ინდოეთს 6.309 მილიონი ტურისტი სტუმრობს წელიწადში.
ხოლო ტურიზმიდან შემოსავალმა შეადგინა 14,018.5 მლრ რუპია. მშპ-ში ტურიზმიდან
შემოსავალი 2016 წელს იყო 9,6%. 2017 წელს ტურიზმიდან შემოსავალმა შეადგინა
14,964.3 მლრ რუპია, რაც შეადგენს მშპ-ში ტურიზმიდან შემოსავალი 9,6%. არსებობს
პროგნოზი 2027 წლისთვის ტურიზმიდან შემოსავალმა შეადგინოს 28,491.8 მლრ რუპია.
რაც გულისხმობს 6,7 %-ით ზრდას და შეადგენს მშპ-ში 10,0 %.

ღირშესანიშნაობები
 დელი – ეროვნული მუზეუმი, წითელი ფორტი (XVII ს.), დიდი მეჩეთი, დიდ
მოგოლთა სასახლე (XVII ს.), ყუტბ-მინარის კოშკი (XII ს.);
 აგრა — ტაჯ-მაჰალის მარმარილოს მავზოლეუმი;
 მუმბაი – VII საუკუნის ტაძრები;
 ვარანასი – 1500 ტაძარი;
 აჯანტასა და ელორას მღვიმეები, მზის ტაძარი კონარაკში, ქაჯურაჰოს ძეგლების
კომპლექსი, ფათეჰპურ-სიქრი, სანჩის ბუდისტური ძეგლები;
 ინდური ეპოსი – მაჰაბჰარატა (ძვ.წ. V) და რამაიანა (ძვ.წ. II).
თითქმის 6000 მეტრზე გადაშლილი ინდოეთის სანაპირო მსოფლიოს ულამაზეს
კურორტებს მოიცავს. შეიძლება ითქვას, რომ თითოეული მათგანი უნიკალურია და
დამსვენებლებს რაღაც განსხვავებულს, მისეულსა და არაჩვეულებრივს სთავაზობს.
ინდოეთის სანაპირო არის ის საკურორტო ზონა, სადაც თითქმის ყოველთვის
შეიძლება რაღაც ახალი აღმოაჩინო და მაქსიმალურად ისიამოვნო გარემოთი.
თუ ჯერ-კიდევ არ აგირჩევიათ კურორტი გეტყვით, რომ ყველაზე პოპულარული და
დამსვენებელთა საყვარელი ადგილები გოას შტატში მდებარეობს. ისინი
ხალხმრავალი და ხმაურიანია, რაც გამოწვეულია იმით, რომ გოაშია განთავსებული
საუკეთესო სასტუმროები, ასევე იგი წარმოადგენს საზღვაო სპორტის ცენტრს. გოა
სასურველია მათთვის, ვისაც სურს აქტიური დასვენება. სანაპიროზე დაწყებული
ხმაურიანი და მხიარული საღამოები დისკოთეკებზე გრძელდება და გართობას
დასასრული არ უჩანს. შეიძლება ითქვას, რომ გოაში გართობა არ მთავრდება,
პირიქით, უფრო და უფრო აქტიურ ფაზაში შედის. განთიადიც კი არ აფრთხობს
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ მხიარულ ტურისტებს.

ღამის ცხოვრების მხრივ არანაკლებ საინტერესოა ბომბეი. დისკოთეკები და


ნამდვილი გართობა აქ არა მხოლოდ ახალგაზრდებისა და ადგილობრივების
უფლებაა, არამედ მათ შორის ევროპის სახელოვანი ოჯახების ასაკოვან
წარმომადგენლებსაც იხილავთ. ეს ის ადგილია, სადაც ასაკობრივი სხვაობა ქრება და
მხოლოდ გართობისთვის ანთებული უბერებელი გულები აწყობენ დღესასწაულს.
ანდამანის და ნიკობარის კუნძულთა პლაჟები საუკეთესოა დაივინგის
მოყვარულთათვის. აქ ულამაზესი, ძვირფასი სანახაობებით მდიდარი წყალქვეშა
სამყაროა. იქ გაკეთებული აღმოჩენები, ალბათ, არასოდეს დაგავიწყდებათ. აქ არც ისე
ადვილია მოხვედრა, ველური ბუნების სილამაზით დასატკბობად მარტოობის
მოყვარულნი მოდიან, რომელთაც ხიბლავთ სადა და უბრალო დასვენება, ფიქრი და
რომანტიკა…..
ინდოეთის სანაპირო არა მხოლოდ ბუნებითა და დისკოთეკებით გამოირჩევა. აქ
შემონახულია გრანდიოზული ნაგებობები, რომლებიც სიძველის საიდუმლოებათა
მორევში გხვევენ და მომხიბვლელს ხდიან ტურისტების დღეებს. კლიმატი ძალიან
რბილი და სასიამოვნოა ევროპელებისთვის. სანაპიროზე ხშირად შეამჩნევთ
ადამიანებს, რომლებიც ადგილობრივი, ტრადიციული ნაკეთობებით ვაჭრობენ და
სუვენირებსა და იშვიათ ნივთებს სთავაზობენ ტურისტებს. აქვე ხშირად იმართება
სხვადასხვანაირი ფესტივალები…….

დასავლეთის პლაჟები კლდოვანი ულამაზესი სანაპიროებით ხიბლავს


დამსვენებელს, თუმცა პლაჟები ცოტა საშიში და ძნელად მისადგომია. არა მარტო
მისასვლელი, არამედ წყალში კლდოვანი შვერილები და რიფები თავისუფალი
ცურაობის საშუალებას არ იძლევა. ადგილებში, სადაც ასეთი საფრთხის წინაშე
შეიძლება აღმოჩნდეს დამსვენებელი, დგანან პოლიციელები, რომლებიც ტურისტებს
მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აუწყებენ.

ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთი სანაპიროები ნამდვილი სამოთხეა: სანაპიროები


ოქროს ქვიშებით, ლურჯი სივრცითა და პალმების ხეივნებით. აქ ზღვა სულაც არ
არის ღრმა-შეგიძლიათ ძალიან შორს შეხვიდეთ და უფრო კარგად დატკბეთ თბილი
წყლითა და არაჩვეულებრივი სანაპიროს ცქერით.

ყველაზე მშვიდი წყალი მახარაშტრის სანაპიროზეა, რაც საუკეთესო პირობებს ქმნის


წყნარი, ოჯახური დასვენებისათვის. კარნატაკის პლაჟები კი სულ მალე შეიძლება
გოას სერიოზულ კონკურენტად მოგვევლინოს, რადგან მიმდინარეობს სამუშაოები
მათი კარგად მოწყობისა და გაშენებისათვის.

თუ თქვენ ორიგინალური დასვენება და განსხვავებული გარემო გჭირდებათ, ანდრა


პრადეში ნამდვილად გამოგადგებათ. აქ ბევრი ძველი საპორტო ქალაქია, სადაც თავს
იყრის სხვადასხვა კულტების არსებობის დამადასტურებელი ნივთები. შეიძლება
ითქვას, რომ ანდრა პრადეშის ტერიტორიაზე მდებარეობს ინდოეთის რამდენიმე
საუკეთესო კურორტი.
შტატი კერალა გამორჩეულია სხვა საკურორტო ზონებისგან, რადგან იგი არა
მხოლოდ ზღვის სანაპიროებს, არამედ ტბებისა და მდინარეების გასწვრივ გაშენებულ
შესანიშნავ დასასვენებელ ადგილებს მოიცავს. ეს ფანტასტიკური ტროპიკული
სამყარო ცხოველების მოყვარულებს იზიდავს. ასევე, ნავებით სეირნობის
მსურველები ხშირად სტუმრობენ ინდოეთის ამ ნაწილს. ინდოეთის კურორტები და
სასტუმროები დაცულია, ამ მხრივ თქვენ პრობლემა არ შეგექმნებათ. პლაჟებზე
შესვლა და იქ არსებული მოწყობილობების გამოყენება უფასოა.

ტამილნადის კურორტები საუკეთესოა საექსკურსიო ზონის მხრივ, მართლაც


გამორჩეული და საინტერესოა. სხვადასხვა დინასტიების სათავეში ყოფნის დროს
აგებული შენობები, გრანდიოზული ტაძრები, რომელთა რიცხვი 30 000-ს აღწევს,
ამართლებს სახელს, რომელიც დაურქმევიათ და რომელიც ასე ჟღერს: “ტაძრების
მიწა”. აქ ტროპიკული კლიმატია. ტემპერატურა ზამთარშიც მაღალია და კარგი
სითბოა. პლაჟი მარინა ინდოეთის ყველაზე გრძელი და მსოფლიოში ამ მხრივ მეორე
პლაჟია. მარინა ბიჩი გარშემორტყმულია ხილის ბაღებით და ძალიან სასიამოვნოა აქ
სეირნობა. ტურისტებს განსაკუთრებით ხიბლავს უზარმაზარი აკვარიუმი, სადაც
ეგზოტიკური თევზებია თავმოყრილი.

ნოემბრიდან თებერვლამდე დასვენებისთვის საუკეთესო ადგილია მახაბალიპურამი.


ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კურორტია, რადგან თავმოყრილია სიძველეები და
ქვის ქანდაკებები. ამ ადგილიდან არც ისე შორსაა ნიანგების ფერმა. ჩენაის შტატის
ერთადერთი ხუთვარსკვლავიანი კურორტი კოველონგია, სადაც შესაძლებელია
სპორტის ნებისმიერი სახეობით დაკავდეთ. აქ შემორჩენილია ძველი პორტის
ნაშთები, რომლებიც აღაფრთოვანებს სიძველეთა მოყვარულებს.

ჩანდიპური ორისას შტატის ყველაზე საუკეთესო კურორტია. ის გამორჩეული და


იდუმალია. დღეში ორჯერ სანაპიროს წყალი 5 კმ-ით უკან იხევს და შემდეგ ისევ
ბრუნდება. თუ გსურთ ამ სანახაობით დატკბეთ, დაგეგმეთ არდადეგების გატარება
ორისას შტატში და ნამდვილად არ ინანებთ. აქ შეგიძლიათ იხილოთ, თუ როგორ
იკარგება ზღვა და როგორ ტოვებს სანაპიროზე უამრავ ნიჟარასა და წყლის ბინადარს.
შემდეგ უკან ბრუნდება, რომ თავის სიმდიდრეს კვლავ დაეპატრონოს.

ოქტომბრიდან მარტამდე ორისას შტატი საუკეთესო ადგილია დასვენებისთვის. ამ


დროს აქ მშვენიერი ამინდებია. ულამაზესია ფრინველების მოფრენის პერიოდი. ეს
სილამაზე არასოდეს დაგავიწყდებათ.

ლაქშმან საგარის კურორტი რაჯასტანში

XIX საუკუნის ბოლოს რაიპურის იმდროინდელმა თაკურმა ლაქშმან სინ ჯიმ ააშენა
სანადირო სახლი ლაქშმან საგარი, რათა სათანადოდ გამასპინძლებოდა სხვა
კეთილშობილ ოჯახებსა და ბრიტანელ ემისრებს. დღეს კი იქ ძველი ინდოეთის
სურნელით გაჟღენთილი შესანიშნავი კურორტია , სადაც მრავლადაა
მონადირული ტრადიციების ამსახველი ნიუანსები.
ლაქშმან საგარის კურორტი განლაგებულია ლაქშმან საგარის ხელოვნური
ტბის ულამაზეს სანაპიროზე, რაიპურის ოლქის სოფელ რაჯასტანის
შორიახლოს. ის რაჯასტანის მარვარისა და მიუარის
ოლქების ტურისტული მარშრუტის შუაგულში მდებარეობს და
გადაჭიმულია 32 აკრზე ინდოეთის უნაყოფო მიწების მოსაზღვრედ.
ლაქშმან საგარი მოიცავს დაახლოებით 110 კვ/მ ფართობის 12 ვილას.
შეგიძლიათ თავად აირჩიოთ პრივატული სასადილო სივრცე სპეციალურად
რესტავრირებულ ზანანა (ქალთა) და მარდანა (მამაკაცთა) სექციებში, სადაც
რაჯასტანის ტრადიციული სამზარეულოთი გაგიმასპინძლდებიან.
კურორტის სპეციალურ შემოთავაზებებს შორისაა სადილი ტბაზე ან
ლანჩი რაიპურის პორტში.

თავისუფალ დროს გაატარებთ წიგნების ორ სექციაში, კომფორტულად


მოწყობილ მუსიკალურ დარბაზში, საცურაო აუზსა და სპაში. თუ
სასეირნოდ წასვლა მოგინდათ, მასპინძლები შემოგთავაზებენ გასეირნებას
ბუნებაში, ჯიპტურს ტოგდარ რავალის ნაკრძალში, ცხენებით სეირნობას,
ერთდღიან ტურს რაიპურის პორტში, ფილთა თოფებით სროლას, სადილს
ფათერგარის პორტში ცოცხალი მუსიკითა და სამზარეულოთი, ასევე
სადილს ტივზე ლაქშმან საგარის ტბაზე .
უდაიპურის (ინდოეთი) the Taj Lake Palace სასტუმრო 250 წლის ნაგებობაა,
რომელიც მდებარეობს Pichola-ს ტბაზე. შეიძლება ბევრს გაახსენდეს, ვისაც
უნახავს 1983 წლის ჯეიმს ბონდის ფილმი ,,რვაფეხა“.
ტრადიციული ხელოვნებით ლამაზად დეკორირებული ნომრები ინდური სამყაროს
უკეთესად აღქმის შესაძლებლობას გვაძლევს.

გოა
გოა 1987 წლიდან ინდოეთის დამოუკიდებელი შტატია , მდებარეობს
დასავლეთ ინდოეთში . იგი ქვეყნის ერთ -ერთი ყველაზე
პოპულარული დასასვენებელი ადგილია , რომლის ნოტიო
ტროპიკების უმდიდრესი ბუნება მას განუმეორებლობას და
იდუმალებას ანიჭებს .
საუკეთესო სასტუმროები და ულამაზესი პლაჟები თქვენს დასვენებას
დაუვიწყარს გახდის . გოა ინდოეთში საუკეთესო ინფრასტრუქტურის
მქონე მხარეა .
აქ თქვენ არამხოლოდ დაისვენებთ , არამედ გაეცნობით ქვეყნისა და
კონკრეტულად ამ კუთხის კულტურას , რადგან მუზეუმები და
ისტორიული ადგილები აქ მართლაც ბევრია .
ისტორიული ღირშესანიშნაობები
გოაში მდებარეობს მსოფლიო მნიშვნელობის ორი ღირშესანიშნაობა ,
რომელებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი .
პირველი – ბომ იესოს ბაზილიკა და მისი მიმდებარე მონასტრები .
ბაზილიკაში ასვენია წმინდა ფრანცისკო ჰავიერის ნეშტი , რომელსაც
კათოლიკები გოას მფარველად მიიჩნევენ და მეორე ძველი გოას
ეკლესია – მონასტერი .
კულტურა
მუსიკისა და ცეკვის ფესტივალი “შიგმო მელი ” ასახიერებს ერთობას
მრავალფეროვნებაში . გოას კარნავალი იზიდავს სტუმართა დიდ
რაოდენობას . აგრეთვე პოპულარულია დივალის , შობისა და
აღდგომის დღესასწაულები .
სასარგებლო ინფორმაცია
ჰავა ტროპიკულია, საშუალო ტემპერატურა 28 გრადუსია, ზაფხულში
ივნისი და ივლისი წვიმიანია.
ვიზა - ვიზა გაიცემა ქ . ერევანში (სომხეთის რესპუბლიკა ) ინდოეთის
საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ . მგზავრობის მიზნიდან
გამომდინარე.
ტურისტული ვიზა – 23800 სომხური დრამი ;
კონფერენს ვიზა – 47600 სომხური დრამი ;
ბიზნეს ვიზა – 71400 სომხური დრამი
შენიშვნა : 380 სომხური დრამი ექვივალენტია 1აშშ დოლარის .
ეროვნული ვალუტა – ინდური რუპია
ტბის სასახლე (უდაიპური, ინდოეთი)

პიჩოლის ტბის ცენტრში თეთრი მარმარილოს სასტუმრო ”ტაჯი” დგას,


მომსახურება, არქიტექტურა და გარემო ყველა მოლოდინს გადააჭარბებს.

ინდოეთი – მსოფლიოს ყველაზე იაფი ქვეყნების სიაში

საიტმა movehub.com გამოაქვეყნა მსოფლიოს რუკა, რომელზეც წარმოდგენილია


ქვეყნები ცხოვრების ღირებულების მიხედვით. რუკის შედგენისას გამოყენებულია
სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI), რაც ითვალისწინებს კაფეების, რესტორნების
კერძების ფასებს, ასევე ტრანსპორტისა და კომუნალური მომსახურების
ღირებულებას.

საიტის დასკვნით, შვეიცარიამ კვლავ შეინარჩუნა საცხოვრებლად ყველაზე ძვირი


ქვეყნის რეპუტაცია. შვეიცარიაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი შეადგენს 126,03,
რაც თითქმის ხუთჯერ აღემატება მსოფლიოში ყველაზე იაფი ქვეყნის – ინდოეთის
ინდექსს, რომელიც 20,27–ის ტოლია.

ევროპაში საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქვეყანა მოლდოვაა – 34,72 ინდექსით, ხოლო


საქართველოს ინდექსმა შეადგინა 39,56 და საქართველოც მსოფლიოს 15 იაფი
ქვეყნის სიაში მოხვდა.

მსოფლიოს ყველაზე იაფი 15 ქვეყნის სია ასე გამოიყურება:

1. ინდოეთი — 26.27
2. ნეპალი — 28.85
3. პაკისტანი — 30,71
4. ტუნისი — 34,06
5. ალჟირი — 34,10
6. მოლდოვა — 34,72
7. ეგვიპტე — 37,22
8. მაკედონია — 37,41
9. სირია — 38,24
10. კოლუმბია — 38,92
11. ბანგლადეში – 39,22
12. ინდონეზია – 39,35
13. საქართველო – 39,56
14. მაროკო – 39, 78
15. ფილიპინები – 40,00

ყველაზე ძვირი 15 ქვეყნის სია კი შემდეგნაირია:

1. შვეიცარია — 126,03
2. ნორვეგია — 118.59
3. ვენესუელა — 111,51
4. ისლანდია — 102,14
5. დანია — 100,6
6. ავსტრალია — 99,32
7. ახალი ზელანდია — 93,71
8. სინგაპური — 93,61
9. ქუვეითი — 92,97
10. დიდი ბრიტანეთი — 92,19
11. ირლანდია – 92,09
12. ლუქსემბურგი - 91,78
13. ფინეთი – 89,68
14. საფრანგეთი – 88,37
15. ბელგია – 87,22

ინდოეთის ღირსშესანიშნავი ადგილები

ოქროს ტაძარი ჰარიმანდირ საჰიბი

ჰარიმანდირ საჰიბი – სიქჰების მთავარი ტაძარია, რომელიც ინდოეთის პენჯაბის


შტატში, ქალაქ ამრიტსარში მდებარეობს. ოქროს ფირფიტებით მოპირკეთებულმა ამ
ტაძარმა „ოქროს ტაძრის“ სახელიც შეიძინა.

ეს ტაძარი ერთერთ უძველეს და უწმინდეს ტაძრად ითვლება ინდოეთში. მისი


მშენებლობა 1588 წელს დაიწყო და 1604 წელს დასრულდა. ტაძარი სიქჰების
უზარმაზარი რელიგიური კომპლექსის გულში მდებარეობს. ოქროს ფირფიტების
უმეტესობით, რომლებითაც არის მოპირკეთებული ტაძარი და რომელთა გამოც
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ტაძარი ოქროს მთლიანი ზოდისგანაა
გამოჭრილი, პირველად ის მოაპირკეთეს 19–ე საუკუნის პირველ ნახევარში.

ტაძარი ხელოვნური ტბის ცენტრშია განლაგებული და მასთან მისვლა მარმარილოს


ვიწრო ხიდითაა შესაძლებელი. ძველ დროს ითვლებოდა, რომ სამლოცველოში
შესვლა მხოლოდ წმინდანებს შეეძლოთ და ტბაზე გაყვანილი გზაც სულის
განსაწმენდელს უტოლდებოდა.

1984 წელს ინდოეთის სამთავრობო ძალების მიერ ტაძარში გამაგრებული სიქჰი


მეომრების წინააღმდეგ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს 492 მშვიდობიანი
მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ტაძარი ძლიერ დაზიანდა, თუმცა მალევე აღადგინეს. ამ
ოპერაციის გამო შურისძიების მიზნით იმავე წელს სიქჰი ექსტრემისტების მიერ
მოკლული იქნა ინდოეთის მაშინდელი პრემიერ–მინისტრი ინდირა განდი.
ლოტოსის ტაძარი

ლოტოსის ტაძარი, ანუ ბაჰაისტური სამლოცველო სახლი – თანამედროვე


დელის და მთელი აზიის ერთერთი ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურული
ღირშესანიშნაობაა. ტაძრის მშენებლობა 1980 წლის 21 აპრილს დაიწყო და 1986
წლის 24 დეკემბერს დასრულდა. არქიტექტორი თარიბორზ საჰბა ირანული
წარმოშობის კანადელია. ადრე ამ ტაძრის ადგილზე მდებარეობდა მისტიკური
სოფელი ბაჰა პური (ჰინდიდან ითარგმნება, როგორც „ბაჰას საცხოვრებელი“).
ტაძრის შენობას გიგანტური ნახევრადგაშლილი ლოტოსის ყვავილის ფორმა აქვს,
რომელიც სამ რიგად დაწყობილი 27 „ფურცლისგან“ შედგება. „ფურცლების“ შიდა
რიგი უშუალოდ შენობის კარკასს ქმნის და ყვავილის ჯერ კიდევ გაუშლელ კოკორს
ჰგავს. ლოტოსის „ფურცლები“ თეთრი ბეტონისგანაა ჩამოსხმული და გარედან
დაფარულია თეთრი მარმარილოს ფილებით. ლოტოსის ტაძარი უნიკალური
არქიტექტურული ნაგებობაა, რომელსაც არ გააჩნია არცერთი სწორი ხაზი. შენობა
უზრუნველყოფილია „ბუნებრივი ვენტილაციის“ უნიკალური სისტემით, რომელიც
აგებულია უძველესი ნაგებობების ვენტილაციის პრინციპების საფუძველზე. თბილი
ჰაერი ცენტრალური დარბაზიდან გაედინება თაღში არსებული ღიობიდან, ხოლო
ცივი ჰაერი შემოედინება წყლიანი აუზებისა და ფუნდამენტის გავლით, შედის
დარბაზში და შენობის შიგნით მისაღებ ტემპერატურას ინარჩუნებს ლოტოსის
ტაძარი.
ტაჯ–მაჰალი

ზუსტად 381 წლის წინ, 1631 წლის 7 ივნისს აგრაში – დიდი მოგოლების ინდური
იმპერიის მაშინდელ დედაქალაქში ტაჯ–მაჰალის მავზოლეუმის მშენებლობას
ჩაეყარა საფუძველი. მშენებლობა 22 წელს გრძელდებოდა და 1652 წელს
დასრულდა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მსოფლიო არქიტექტურის ამ შედევრის
პროექტის ავტორი თვით იმპერატორი შაჰ–ჯაჰანი იყო, რომელიც ყმაწვილობის
ასაკიდან იყო გატაცებული არქიტექტურით და მშენებლობით. მან ბრძანება გასცა
აეშენებინათ გრანდიოზული მავზოლეუმი, რომელიც თავის საყვარელ მეუღლეს
მუმთაზ მაჰალს მიუძღვნა. მუმთაზი მშობიარობისას გარდაიცვალა. ტაჯ–მაჰალის
მშენებლობაში 20 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ინდოელი ოსტატების გარდა
მშენებლობაში მონაწილეობდნენ საუკეთესო ხუროთმოღვრები, რომლებიც
სპარსეთიდან, თურქეთიდან, სამარყანდიდან და ვენეციიდან იყვნენ მიწვეულნი.
ტაჯ–მაჰალი მთლიანად თეთრი მარმარილოთია აგებული და მისი
არქიტექტურული დიზაინი აბსოლუტური სიმეტრიის არაბულ–მუსულმანურ
კონცეპციაზეა აგებული, სადაც თითოეული ელემენტი ჰარმონიულად ერწყმის
ნაგებობის მთავარ სტრუქტურას. ნაგებობა მაღალ კვადრატულ სტრუქტურაზე დგას.
მთავარი გუმბათი 64 მეტრ სიმაღლეს აღწევს და გარშემორტყმულია ოთხი მცირე
ზომის გუმბათით. კომპოზიციას ოთხი მინარეთი ასრულებს. გარედან და შიგნიდან
მავზოლეუმი დიდებული მცენარეთა გამოსახულების ფორმის ორნამენტითაა
გაწყობილი, ხოლო შემაერთებელ თაღებზე არაბული ტექსტებია გამოყვანილი,
რომლებიც ყურანის სურებს გადმოსცემს. მავზოლეუმის არქიტექტურული ანსამბლი
აერთიანებს ასევე მეჩეთს, სასტუმრო სახლს და პარკს. თვითონ ტაჯ–მაჰალი
კომპლექსის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს მდინარე იამუნას ნაპირზე. პარკი ოთხ
თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი არხებით, რომლებიც ერთმანეთს ცენტრში კვეთენ,
და თითოეული მათგანი თავის მხრივ ოთხ ნაწილადაა გაყოფილი უფრო მცირე
არხებად. ტაჯ–მაჰალის მავზოლეუმი მსოფლიო არქიტექტურის შედევრად
ითვლება, იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ობექტად არის
გამოცხადებული და მსოფლიოს შვიდი ახალი საოცრების სიაში შედის.
ინდოეთი და ინდოელი ხალხის ტრადიციები

ინდოეთი, როგორც ფერადი ქვეყანა, გაზაფხულიც მეტად ფერადი და მხიარული


აქვს ამ ქვეყანას. ჰოლი არის სიყვარულის, ფერებისა და გაზაფხულის დღესასწაული
ინდოეთში ჰოლი-ყოველწლიური, პოპულარული, ინდური ფესტივალია.
გრძელდება ორი დღე- თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში.
ამ დღესასწაულზე ამზადებენ განსაკუთრებულ სასმელს “ტანდაის”, რომელიც
შეიცავს მცირე რაოდენობით მარიხუანას, მუსიკა კი ინდური ტრადიციული
საკრავებით სრულდება. ჰოლი – ფერებისა და გაზაფხულის ფესტივალი ინდოეთსა
და ნეპალში. იგივე ბენგალიური ახალი წელია. ჰოლი არის თავისუფლების
ფესტივალი, თავისუფალი სოციალური ნორმებისაგან. თეთრ ტანსაცმელში
გამოწყობილი ადამიანები ფერად საღებავს აყრიან ერთმანეთს, ასხამენ შეღებილ
წყალს. ამ დღესასწაულს ყველა ერთად აღნიშნავს, განურჩევლად კასტისა,
სოციალური ფენისა, რელიგიური შეხედულებებისა თუ სქესისა.
ინდური სამზარეულო

ინდური სამზარეულო გამოირჩევა კერძების მრავალფეროვნებითა და მათ შორის


ცხარე კულინარიითაც.
ამ მჭიდროდ დასახლებულ ნახევარკუნძულზე ხალხის ისეთი ოდენობა ცხოვრობს,
რომლებიც სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მიმდევრები არიან, ძალიან რთულია
რამდენიმე ფრაზით დაახასიათო ტიპიური ინდური სამზარეულო, უფრო სწორად კი
ამ სამზარეულოს სხვადასხვა სახეობები. ძალიან დამაბნეველია გავრცელებული
აზრიც იმის თაობაზე, რომ ყველა ინდური კერძი მეტისმეტად ცხარეა – ეს
განმარტება ქვეყნის მუსულმანურ ტერიტორიებს უფრო მეტად ეხება, ხოლო
ჩრდილოეთში ზომიერი სამზარეულოა. ასევე დიდია არაბულ- სპარსული გავლენაც,
მაგალითად, გავრცელებული ჩვეულება, რომელიც ცხელი კერძების მომზადებისას
მაწვნის გამოყენებას ითვალისწინებს.

კიდევ ერთი მცდარი აზრი ეხება კერძს სახელწოდებით „კარი“. საქმე იმაშია, რომ
კარის არაფერი საერთო არ აქვს იმ ფხვნილთან, რომელიც ცნობილია კარის
სანელებლის სახელწოდებით, სინამდვილეში კი ეს არის თხევადი მასის მეორე
კერძი, რაგუს მსგავსად. მის ყველა ვარიაციაში კერძი შეკმაზულია სხვადასხვა
სანელებლებით, რომელთაც ინდოელები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.
ამ სანელებლების „კლასიფიკაციის“ შკალა ძალიან დიდია – დაწყებული სასიამოვნო
არომატიდან დასრულებული ტვინისამადუღებელი სიცხარით.

სანელებლების ამ ნაზავს, არ გაგიკვირდეთ და – „მასალა“ ჰქვია. ძველი


ტრადიციების მიხედვით, ყოველი ცალკეული კერძისთვის მასალის
განსაკუთრებული შემადგენლობაა გათვალისწინებული. პრაქტიკული
მოსაზრებებიდან გამომდინარე, სანელებლების ზოგიერთი ნაზავი მზა სახითაც
იწარმოება და ფართო სავაჭრო ქსელში მათ კარის სანელებლების სახელწოდებით
იცნობენ. ინდოეთის მოსახლეობაში ძალიან ბევრი ვეგეტარიანელიცაა, რომლებიც
ბრინჯით და სხვადასხვა სახის ბოსტნეულით იკვებებიან, ზოგი ისეთი
ბოსტნეულია, რომ ევროპელებს მათ შესახებ ცხოვრებაში არაფერი სმენიათ. ისინი
საკვებად იყენებენ ასევე კვერცხს, მაგრამ უარს ამბობენ თევზსა და კიბორჩხალებზე.
ამის მიუხედავად ზღვის ათასგვარ ცხოველებს ინდური სამზარეულოს რაციონში
საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
ხორციან კერძებს, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთში შეგვიძლია ვნახოთ
უმეტესწილად, მუსლიმანი ინდოელები ძირითადად ცხვრისა და თხის ხორცისგან
ამზადებენ. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ
პროვინციებში კერძები უფრო სქელი სახით მზადდება, ხოლო სამხრეთისკენ უფრო
მეტად სუპის სახით. მაგრამ ბრინჯი ყოველთვის ცალკე მზადდება. ბოსტნეულიდან
პირველი ადგილი სამზარეულოში პარკოსნებს უკავია, განსაკუთრებით ცერცვს.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე პიკანტური გემოს ძირხვენებსაც.

აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებისგან განსხვავებით ინდოეთში პურის უამრავი


სახეობაა, რომლებიც ძირითადად ბლინის ან ფუნთუშების ფორმისაა. „პურეული“
მზადდება როგორც ხორბლისგან, ასევე ბრინჯის, სიმინდის და კარტოფილისგანაც
კი. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში ხილისა და ბოსტნეულის უთვალავი
სახეობაა, და ხშირად ტრაპეზის ბოლოს მათაც იყენებენ, უმეტესწილად დესერტად
აქ მაინც კრემის ფორმით ან დაშაქრული მაწვნის მსგავს საკვებს მიირთმევენ.

საინტერესო ფაქტები ინდოეთის შესახებ

-ინდური ცივილიზაცია დაიბადა ჯერ კიდევ 5 000 წლის წინათ, მაშინ, როცა
დედამიწის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა;

-ინდოეთი ითვლება მსოფლიოში უპოპულარესი სამაგიდო თამაშის-ჭადრაკის,


ასევე ალგებრისა და გეომეტრიის სამშობლოდ;

-2500 წლის წინ ინდოეთში გაჩნდა "აიურ-ვედა"-მსოფლიოში პირველი მეცნიერება


მედიცინის შესახებ და პირველი სამედიცინო სკოლა. ძველი ინდოეთის ექიმებმა
იცოდნენ ანესთეზიის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, იმუნური სისტემის და
გენეტიკის შესახებაც კი;

-ჩვენს წელთაღრიცხვამდე 700 წელს ინდოეთში დაარსდა პირველი უნივერსიტეტი


მსოფლიოში;
-ინდოეთში ხდება ყველაზე მეტი მკვლელობა მსოფლიოში. გასულ წელს იქ
მოკლეს 32 719 ადამიანი;

-ინდოეთი ითვლება ლიდერად მსოფლიოში აბორტის რაოდენობის მიხედვით;

-მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავალი არ აღემატება 2 დოლარს დღეში;

-ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა მოსახლეობის სიმრავლით და


მეშვიდეზე ტერიტორიის ფართობით;

-ყველაზე მეტი ინდოელი-1 მილიონი კაცი დასაქმებულია ინდოეთის რკინიგზაში;

-ინდოეთში ქალისათვის ყველაზე საშიში სტატუსია-ქვრივი, რადგან ითვლება,


რომ ქალი სათანადოდ არ გაუფრთხილდა ქმარს. თითქმის მეოცე საუკუნემდე აქ
გავრცელებული იყო ქვრივი ქალის მიერ თავის დაწვა ქმრის დასაფლავების დროს.

ინდოეთში ძალიან პოპულარულია ჩაი, რომელსაც ზოგჯერ რძით და საკმაზებით


შეზავებულს სვამენ, ასევე პოპულარულია ყავა, ახალი წვენები და ხილიანი
წყლები. სუფრასთან მიღებული არ არის სპირტიანი სასმელები. კერძების
უმრავლესობას ცივ წყალს აყოლებენ.
ინდოელი ქალის სრულ მორთულობას შრინგარი ჰქვია. იგი ვიშნუს ცოლის,
სილამაზისა და ნაყოფიერების ქალღმერთ შრი-ლაკშმის უკავშირდება. ინდოელი
ქალი ლამაზად მიიჩნევა, თუ მას სილამაზის 16 ნიშანი ამშვენებს, რაც მთვარის
ფაზებთანაა დაკავშირებული (თანაც, ინდურ მითოლოგიაში ნახევარღმერთები 16
წლისანი არიან).
• შუბლზე დეკორატიულ ხალს ბინდი ჰქვია. მას "მესამე თვალის" ადგილზე
იკეთებენ.
• ინდური ეროვნული სამოსია სარი. ინდოელი ქალი ვერც კი გაბედავს ევროპული
სამოსის ჩაცმას.
• მეჰენდი ინით შესრულებული ნახატია, რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღე
ძლებს. ძველ ეგვიპტეში ქალები ინით მთელ სხეულს იხატავდნენ. XII საუკუნიდან
მეჰენდის გაკეთება ინდოეთშიც დაიწყეს. ქორწილის წინა დღეს პატარძალს ხელ-
ფეხს უხატავენ, დარჩენილ ინას კი მიწაში მარხავენ. რაც უფრო დიდხანს ძლებს ინის
ნახატი, მით მყარი იქნება ცოლ-ქმრის სიყვარული. მეჰენდის დღესასწაულებზეც
იკეთებენ.

You might also like