You are on page 1of 3

სალომე გაბრიჭიძე

ნინო გოგიაშვილი
ელენე საჯაია
მაია ერაძე

სად ცხოვრობს მეზღაპრე?


(რევაზ ინანიშვილის მიხედვით )

https://www.youtube.com/watch?v=ztw1Sg3h-rs

ჭოტი (მთხრობელი)-იყო და არა იყო რა...ეს ამბავი ხდება ტბის ირგვლივ,


შორეულ მთებში, იქ სადაც ყველა და ყველაფერი მეტყველებს: ღრუბლები, ტბა, მზე,
მთები, ცხოველები და ფრინველები.

დილაობით, სანამ მზე ამოვა, ღრუბლები იღვიძებენ და პატარა ცელქი ბიჭუნებივით


კოტრიალობენ ფერდობებზე, იზრდებიან და ხმაურობენ.

https://www.youtube.com/watch?v=hufCZZw58mk

დარის ღრუბელი-აი, დღეს მე დაგასწარი! მე მიგასწრებ ტბასთან! პირველი მე


ჩავიხედები და კიდევ ერთხელ დავრწმუნდები ჩემს სილამაზეში...

ავდრის ღრუბელი-შენი სილამაზე ჩემს სიძლიერესთან რა მოსატანია?! ჩემი ერთი


დაგრუხინება და შენი მშვენიერების ნიშანწყალიც აღარ დარჩება.

ჭოტი- ტბა ერთხანს მოთმინებით უსმენს რუხრუხა ღრუბლებს და თითქოს


ლივლივით ცდილობს მათ დამშვიდებას.

ტბა- მე ყველას მშვენიერებას თანაბრად ვირეკლავ, დღეა თუ ღამეა, ავდარია თუ


დარია. მთებსაც, ღრუბლებსაც, მთვარესაც და მზესაც. ყველას უყვარს ჩემში მზერა და
კეკლუცია. მე ხომ სარკე ვარ ბუნების.

ჭოტი-მზე თავისი დიდებულებით ამობრწყინდა ცის კამარაზე და მისმა სხივებმა


გაათბო და გაანათა არემარე, ტბა უფრო გააცისკროვნა.

https://www.youtube.com/watch?v=dyM2AnA96yE
მზე- დილა მშვიდობისა დედაბუნებავ! ამოვედი და ამოვანათე! აი, დღეს კი
ბედნიერი და თბილი დღე გვექნება. არ მეზარება ჩემი სხივების თქვენთვის
განაწილება. პატარა ონავრებო, აქ რა ჩხუბი დაგიწყიათ?!... ჩუმად, აგერ ჩვენი
მოხუცი მეზღაპრეც მოდის...

ჭოტი-ტყიდან გამოდის ნისლივით მსუბუქი მოხუცი, ხელში გრძელტარიანი ანკესი


უჭირავს, ცუქცუქით გაივლის ტბის ნაპირზე გადებულ ფიცარნაგზე და იქვე
ფეხმორთხმული ჯდება.

მოხუცი (ბუტბუტებს)- დღეს მაინც თუ გამიმართლებს და დავიჭერ ოქროს თევზს,


რომ წყლის სამეფოს იდუმალი ამბები მიამბოს? ბევრი ამბავი დამიგროვდა ტყის
ბინადრებზე. აი, წყლის სამყაროზე კი ბევრი არაფერი ვიცი. არ მწყალობენ მისი
ბინადრები.

ჭოტი-მოხუცის ბუტბუტს ტბა ლივლივით ეხმიანება. https://www.youtube.com/watch?


v=IyFpZ5MZ7kk

ტბა- ჩემი წყალი სავსეა ფერადი და წვრილი თევზებითა და წყლის ბინადრებით.


ყველას თავისი საოცარი ამბავი აქვს მოსაყოლი. მხოლოდ ოქროს თევზს ნუ
დაელოდები, მოხუცო!

ჭოტი-უეცრად წითელი ტივტივა გამოძრავდება, ჩაიძირება. მოხუცი ამოსწევს


ანკესის ტარს და მზეზე ოქროსფრად აბრჭყვიალებულ თევზს სწაფად იჭერს ხელში.
ათრთოლებული ხელით თევზი ყურთან მიაქვს და ისმენს ამბავს წყლის
ბინადრებზე. (სენ-სანსი აკვარიუმი)

მოხუცი- ტბაო, მადლობა დახმარებისთვის! შენ მიერ გამოგზავნილ საჩუქარს ისევ


უკან გიბრუნებ. მე კი მისი ნაამბობით საოცარ ზღაპარს შევქმნი მებადურზე და
ოქროს თევზზე.

ჭოტი-გახარებული მოხუცი დგება და სახლისაკენ მიეშურება. დღის სინათლე ღამის


ფერებმა შეცვალა. მოხუცი კოცონს აჩაღებს და ცხოველებს უხმობს. ტყიდან
გამოიშლებიან კურდღლები, მელიები, ციყვები, დათვები და ტურები. მორჩილად და
სათითაოდ ყვებიან ზღაპრებს. https://www.youtube.com/watch?v=f1nVDoCnsNk

მოხუცს გაშლილი აქვს თავისი სქელი, ვეებერთელა რვეული და ელოდება


ცხოველთა ამბებს.

კურდღელი- მოხუცო, ჩაიწერე ჩემი გუშინდელი ამბავი?

მოხუცი- ჩავიწერე ბაჭია! შენზეა ნათქვამი: „ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი


მოიგონებსა“ . კარგად კი გააცურე მრისხანე ლომი. მე შენს ამბავზე ზღაპარი
„კურდღელი და ლომი“ შევქმენი.
დათვი- მოხუცო მეზღაპრევ! დღეს ჩემს ბუნაგში ვიღაც შეპარულა და ფაფა სულ
შეუჭამია!

მეზღაპრე- ეს ალბათ ვინმე ციცქნა, პატარა გოგონა იქნებოდა. ადრე სხვა


დათვებთანაც შეპარულა და შენი ამბის მსგავსი დაუტრიალებია.

დათვი- გულთმისანი ხარ, ჩემო მეზღაპრევ! ეს ნამდვილად ის პატარა გოგონა


იქნებოდა , მთელი ტყე რომ აალაპარაკა!

მოხუცი- დათუნია! ეს რა მშვენიერი ამბავი გამახსენე. ახლა უკვე წარმოვიდგინე თუ


როგორ ვწერ ზღაპარს სამი დათვზე.

ჭოტი-რას არ იტევს მეზღაპრის ვებერთელა რვეული... მოხუცი იწერს და იწერს


ბუნების ქმნილებათა ნაამბობს...

აი ასე იქმნება მითები, ლეგენდები, ზღაპრები, სადაც ასახულია სამყარო თავისი


მშვენიერებით, მისი ბინადრებით, მათი ზღაპრული თავგადასავლებით. შემდეგ კი
იბადება მულტფილმები, ფილმები მათ შესახებ, რომლებიც ასაზრდოებენ და
ალამაზებენ ყველას ბავშვობას...

https://www.youtube.com/watch?v=0CROds5bPsk

You might also like