You are on page 1of 733

1 მკითხველთა ლიგა

კვარტერონი ქალი

2 მკითხველთა ლიგა
თავი I
წყალთა მეფე

მამაო წყალთა! ვაღმერთებ შენს ძალოვან დინებას. რო-


გორც ინდოელი წმინდა მდინარის ნაპირზე, მეც ისე მოვიყრი
მუხლს შენ წინაშე და ველური აღფრთოვანებით შეგასხამ
ხოტბას!
თუმცა ჩვენი თაყვანისცემის მიზეზი სულ სხვადასხვაა. ინ-
დოელს ყვითელი განგი ცრურწმენით შიშს აღუძრავს. მის-
თვის მდინარე იდუმალი, საშინელი მომავლის სიმბოლოა, მე
კი შენი ოქროსფერი ტალღები მხოლოდ საამო მოგონებებს
აღმიძრავს და ჩემს აწმყოს ბედნიერ წარსულთან აკავშირებს.
დიახ! ძალოვანო მდინარევ! მე თაყვანს გცემ გარდასული
დღეებისთვის! შენი სახელის გაგონებისას გული სიხარულით
მევსება!
მამაო წყალთა! ო, რა კარგად გიცნობ! იმ ტბების ქვეყანა-
ში, ჰაუტეურ დე ტერრე ს მწვერვალზე, სათავესთან, რამდენ-
ჯერ გადავმხტარვარ შენს ვიწრო ნაკადზე. შენს მაცოცხლე-
ბელ ტბაში ჩავუშვი არყის ხის ქერქის ნავი და სამხრეთისკენ
გავყევი მდორე დინებას. იმ მინდვრების გასწვრივ მივცურავ-
დი, სადაც ველური ბრინჯი მოდის, სადაც თეთრი არყი შენს
წყალში არეკლავს თავის ვერცხლისფერ ტანს და მაღალი
ნაძვების ჩრდილები წვეტიან კენწეროებს ამკობს. ვხედავდი,
როგორ მიარღვევდა შენს ანკარა წყალს წითელკანიანი ჩიპე-
ვას მსუბუქი კანოე, ვხედავდი შენს ცივ წყალში მდგარ ზორბა
დამბას და კოხტა ირემს, მედიდურად რომ გაიელვებდა ხოლ-
მე ნაპირზე. ვისმენდი შენი ნაპირების მუსიკას კოკოვას ყვი-
3 მკითხველთა ლიგა
რილს, ბატების ყიყინს უა, უა ს, და ჩრდილოეთის დიდი გედის
ძახილს, ბუკის ხმას რომ ჰგავს. დიახ, ძალოვანო მდინარევ,
იქაც კი გცემდი თაყვანს, შორეულ ჩრდილოეთში, შენს ვე-
ლურ სამშობლოში!
მივცურავ წინ, ვკვეთ უამრავი განედის გრადუსს და კლი-
მატის სარტყელს. ვდგავარ შენს ნაპირზე, იქ, სადაც წმინდა
ანტონის კლდეზე გადმოჩქეფს შენი წყალი და აბობოქრებუ-
ლი, გულადად მიიკვლევს გზას სამხრეთისკენ. როგორ შეც-
ვლილა შენი ნაპირები! წიწვიანი ხეები სადღაც გამქრალან
და ხასხასა, მაგრამ დროებითი სამოსით შემოსილხარ. მუ-
ხებს, თელებსა და ნეკერჩხლებს გადაუხლართავთ გაფოთ-
ლილი ტოტები და მსხვილი მკლავები შენს ზემოთ გაუწვდი-
ათ.
ვხედავ, შენი ტყეები ისევ დიდ მანძილზეა გადაჭიმული,
თვალს ვერ გააწვდენს კაცი, მაგრამ ეტყობა, ბუნების ველუ-
რობას მალე მოეღება ბოლო, თვალს ახარებს ცივილიზაციის
ნიშნები, ყურში მისი ხმები ჩამესმის. წაქცეულ ხეებს შორის
მორებით შეკრული ქოხი დგას გაუჩორკნავი, უხეში და სწო-
რედ ამიტომაც, მშვენიერი. ტყის სიღრმიდან ნაჯახის კაკუნი
ისმის. წაქცეულ ხეებს ამაყად დასდგომია თავს სიმინდი, აბ-
რეშუმივით ფოთლებს აშრიალებს, მისი ოქროსფერი ჯიღები
კი უხვ მოსავალს გვპირდება. ტყეების მწვანე სამოსელს ზე-
მოთ ტაძრის გუმბათის წვეტი მოჩანს და შენი ტალღების გრუ-
ხუნთან შერწყმული ქრისტიანული ლოცვა მიიწევს ზეცად.
აი, ისევ ჩავუშვი ნავი შენს ანც ტალღებში და გალაღებუ-
ლი მივცურავ წინ, წინ, სამხრეთისკენ, ვიწროებს შორის, სა-
დაც ღრიალით მიიკვლევ გზას; აღფრთოვანებული ვაკვირდე-
ბი უცნაურ კლდეებს, ხან ცად აწვდილს, ხანაც ტალღებივით
გაწოლილს ლურჯ ჰორიზონტზე. შევცქერი წყალზე დაკიდე-
4 მკითხველთა ლიგა
ბულ წარაფს „ნაიადას“ და მაღალ, ფრიალო კლდეს, რომ-
ლის წვერზეც მოგზაური ჯარისკაცი დასცემდა ხოლმე კარავს.
პეპინის ტბის სარკისებურ ზედაპირზე მივსრიალებ და აღ-
ფრთოვანებული შევცქერი მის დაკბილულ ნაპირებს. დიდი
ყურადღებით ვაკვირდები ფრიალო კლდეს „შეყვარებულის
ნახტომს“, რომლის ციცაბო ფერდები უდარდელი მოგზაურო-
ბის სიმღერების ექოს გამოსცემს ხოლმე ხშირად; ერთხელ კი
ექომ სევდიანი სიმღერა გაიმეორა, ვენონა მღეროდა ამ სიმ-
ღერას სიკვდილის წინ, ტურფა ვენონა, რომელმაც სიყვა-
რულს შესწირა სიცოცხლე.
მიქრის ჩემი ნავი... იქით, სადაც დასავლეთის უსაზღვრო
პრერიები მდინარემდე აღწევს და აღტაცებული გავცქერი ამ
მარადმწვანე სივრცეს...
ოდნავ შევაყოვნე ნავი, თვალი გავაყოლე მოხატულსახიან
ცხენოსანს, შენი ნაპირის გასწვრივ რომ მიაგელვებს ველურ
მერანს. თანაც მინდა დავტკბე მობანავე ტანმოქნილი დაკო-
ტელი ქალიშვილების ყურებით. და აი, ისევ წინ მივიჩქარი,
„კლდოვან ლავგარდანს“ ჩავუქროლე, გელენას და
დიუბიუკის მადნებით მდიდარ ნაპირებს, მერე კი მამაცი მა-
ღაროელის თითქმის ჰაერში გამოკიდულ საფლავს.
აი, იმ ადგილსაც მივაღწიე, სადაც ბობოქარი მისური ისე
გააფთრებული გესხმის თავს, თითქოს უნდა გეზი შეგაცვლე-
ვინოს. ჩემი მსუბუქი ნავიდან შევცქერი თქვენს ბრძოლას.
ცხარე, მაგრამ ხანმოკლე შეტაკება იყო. შენ გაიმარჯვე და
ამიერიდან მოთვინიერებული მტერი ოქროს ხარკს გადაგიხ-
დის, თავის წყალს შემოგიერთებს და შენც მედიდურად
მიაგორებ ტალღებს!
შენი ძლევამოსილი ტალღები ისევ სამხრეთისკენ მიმაქ-
როლებენ. ახლა მაღალ ყორღანებს ვხედავ, ერთადერთ
5 მკითხველთა ლიგა
ძეგლს ოდესღაც შენს ნაპირებზე მცხოვრები ტომებისა. აქვე
მოჩანს სხვადასხვა ერის დასახლებები, მზეზე აელვარებული
გუმბათებისა და სამრეკლოების ცაში აჭრილი წვეტები. სა-
სახლეები მოჩანს შენს ნაპირებზე, წყალშიც სასახლეები და-
ცურავენ. და აი, დიდი ქალაქიც გამოჩნდა დედაქალაქი!
მაგრამ აქ არ გავჩერდები, მზიური სამხრეთისკენ მიმიწევს
გული და შენს დინებას მინდობილი ისევ გზას განვაგრძობ.
ოჰაიოს ზღვასავით დიდი შესართავიც გავიარე და შენი
მეორე დიდი შენაკადიც, ვაკეების სახელგანთქმული მდინა-
რე. როგორ შეიცვალა ნაპირი! აღარც ფლატოვანი კლდეებია
და არც ფრიალო წარაფები. შენს გარშემო შემოჯარულ მთებს
თავი დააღწიე და ახლა თავისუფლად იკვლევ ფართო გზას
შენივე დანალექ ქანებზე. თავად შექმენი შენი ნაპირები თა-
ვაწყვეტილმა წყალდიდობის ჟამს და ამიერიდან, როცა კი
მოისურვებ, მაშინ გაარღვევ მათ. ახლა კი ისევ ტყეებით ხარ
გარშემორტყმული გოლიათი ხეები, ფართოდ განტოტვილი
ჭადრები, ყვითელ მწვანე ალვები წყლის პირიდან მოყოლე-
ბული სულ ტერასებად მიემართებიან. შენს ნაპირებზე ტყეები
აღმართულან, შენს ფართო გულმკერდზე კი მოჭრილი ხეები
მიცურავენ.
აჰა, შენი უკანასკნელი შენაკადიც უკან მოვიტოვე. მისმა
წითელმა დინებამ მხოლოდ ოდნავ შეგიფერადა წყალი. შენ-
სავე დელტაში მივცურავ ქვემოთ, ამ ნაპირებს დე სოტოს
ტანჯვამ გაუთქვა სახელი, აგრეთვე იბერვილისა და ლა სა-
ლის ვაჟკაცობამ. უსაზღვრო აღფრთოვანებით მევსება გული.
სილამაზისადმი გულცივი და ბრმა უნდა იყოს კაცი, რომ აქ,
სამხრეთში, შენდამი სასოებით, აღფრთოვანებით არ განიმ-
სჭვალოს.

6 მკითხველთა ლიგა
ზღაპრული სურათები იშლება ჩემ თვალწინ ერთიმეორის
მიყოლებით, დედამიწის ზურგზე სხვაგან ვერსად ნახავთ
ასეთ სილამაზეს. ვერაფერი შეგედრება შენ, ვერც რაინი,
მდინარისპირა კლდეებზე აღმართული ციხე კოშკებით, ვერც
უძველესი ხმელთაშუა ზღვის ნაპირები და ვერც ვესტ ინ-
დოეთის კუნძულები. მსოფლიოს არც ერთ კუთხეში არ არის
ასეთი ბუნება, არსად არის ასე ჰარმონიულად შეხამებული
ერთმანეთთან ნაზი მომხიბლაობა და ველური სილამაზე.
მაგრამ აქ არც კლდე მოგხვდება თვალში და არც გორები.
ამ სურათის ფონი მხოლოდ ვერცხლისფერი ხავსით შემოსი-
ლი კვიპაროსებია, პიტალო კლდეებზე არანაკლებ დიდებუ-
ლი ხეები.
ახლა კი შენგან ცოტა განზე გადგა ტყე. წყლისპირა ხეები
დიდი ხანია მოჭრეს და იმ ადგილზე ოქროსფერი შაქრის
ლერწამი ხარობს, ქათქათა ბამბა და ვერცხლისფერი ბრინჯი.
ტყემ უკან დაიხია და შორიდან ამშვენებს ამ სურათს. ვხედავ
პრიალაფოთლებიან ტროპიკულ მცენარეებს აგერ პალმა სა-
ბალი, ანონა, წყლის მოყვარული ნისა, კატალპა საყვირის
ფორმის მსხვილი ყვავილები რომ აქვს, სურნელოვანი ამ-
ბრის ხე, მაგნოლია, სანთლისგან შექმნილს რომ მიუგავს
ფოთლები. ადგილობრივი ჯიშის ხეების ფოთლები უცხო მცე-
ნარეების ფოთლებში გადახლართულან. ფორთოხალი, ლი-
მონი, ლეღვი, ინდური იასამანი, თამარინდი, ზეთისხილი,
ბრომელიები, ბაბილონის ტირიფის მტირალა ტოტები დიდად
განსხვავდება შაქრის ლერწმის სწორად აღმართული,
ვეებერთელა ღერებისა და იუკას შუბისებური ფოთლებისგან.
ამ თვალწარმტაც სიმწვანეში ჩაფლულა სხვადასხვა ხუ-
როთმოძღვრული სტილის ვილები. დიდებული სასახლეები.
ყოველი მათგანის ხუროთმოძღვრება ისევე განსხვავდება
7 მკითხველთა ლიგა
ერთმანეთისგან, როგორც მათ ჭერქვეშ მცხოვრები ხალხის
ეროვნება. ხალხიც ჭრელი ცხოვრობს შენს ნაპირებზე, ყვე-
ლამ თავისი მოგიზღო დიადი მსოფლიო ცივილიზაციის ემ-
ბლემით შეგამკო.
მშვიდობით, წყალთა მამავ!
მე ამ მშვენიერი სამხრეთის მიწაზე არ დავბადებულვარ,
მაგრამ დიდხანს ვიცხოვრე აქ და ლამის ჩემს სამშობლოზე
მეტად მიყვარს. ამ ადგილებში გავატარე მხიარული ახალ-
გაზრდობა, დავვაჟკაცდი და ჩემი სიმწიფის ბობოქარი წლე-
ბიც აქ გაილია. არასოდეს დამავიწყდება იმ წლების დაუჭ-
კნობელი რომანტიკა. ჩემმა ჭაბუკმა გულმა აქ შეიცნო პირვე-
ლი, წმინდა სიყვარული. რა გასაკვირია, რომ ეს ქვეყანა ჩემ-
თვის მუდამ წმიდათაწმიდა იქნება!..
მკითხველო, მოისმინე ამ სიყვარულის ამბავი!

8 მკითხველთა ლიგა
თავი II
ექვსი თვე ახალ ორლეანში

კოლეჯს რომ დავანებე თავი, მეც, სხვა ჩემი თანატოლები-


ვით, მოგზაურობის ჟინმა შემიპყრო. ოცნებად გადამექცა, მე-
ნახა სამყარო, რომელსაც მხოლოდ წიგნებით ვიცნობდი.
მალე ამისრულდა ეს სურვილი. ვხედავდი, როგორ თან-
დათან ქრებოდნენ შავ ზვირთებს იქით ჩემი მშობლიური გო-
რები და არ ვნანობდი, არც ის მადარდებდა, ვნახავდი თუ არა
ოდესმე.
კლასიკური კოლეჯი კი დავამთავრე, მაგრამ კლასიკური
განათლება სულ არ მიზიდავდა.
ათი წელი ვიზუთხავდი ჰომეროსის ახირებულ ჰიპერბო-
ლებს, ვერგილიუსის ერთფეროვან ლექსებს და ჰორაციუს
ფლავიუსის მშრალ, კადნიერ ნაწარმოებებს. მაგრამ ამ კლა-
სიკურმა შედევრებმა მაინც არ აღმაფრთოვანა ისე, როგორც
პატივცემულ სათვალიან სწავლულებს აღაფრთოვანებს
ხოლმე, თუ თავს არ იკატუნებენ და მართლა აღტაცებულები
არიან.
იმისთვის არ გავჩენილვარ ამქვეყნად, რომ იდეალების
სამყაროში ვიცხოვრო ან კიდევ წარსულზე ვიოცნებო. მე
რეალური აწმყო მიყვარს. დაე, დონკიხოტებმა შეასრულონ
ტრუბადურების როლი ძველებური ციხე კოშკების ნანგრევებ-
თან და პრანჭია ქალიშვილებმა იმოგზაურონ გზის მაჩვენებ-
ლებში აღნიშნულ ადგილებისკენ. მე კი წარსულის რომანტი-
კა არ მაღელვებს. თანამედროვე ვილჰემ ტელი ჩემთვის მხო-
9 მკითხველთა ლიგა
ლოდ დაქირავებული კაცია, რომელმაც ტირანს მიჰყიდა თა-
ვისი კუნთების ძალა, მშვენიერი მაზარონი კი, ახლოს რომ
გავეცანი, ჩვეულებრივ ქურდბაცაცად მეჩვენება. ათენის კედ-
ლების თანდათანობით ნგრევასა და რომის ნანგრევებს რომ
შევცქერი, მხოლოდ სიმყუდროვის დარღვევასა და შიმშილს
ვამჩნევ. მშვენიერი სიღარიბის მოყვარული არ ვარ და რო-
მანტიკული ძონძების დანახვა არ მაღელვებს.
მაგრამ სწორედ რომანტიკული თავგადასავლისადმი
ლტოლვამ დამატოვებინა მშობლიური კერა. თუკი რამ იყო
პოეტური და თვალწარმტაცი, ყველაფერი მიზიდავდა, რად-
გან იმ ასაკში ვიყავი, როცა ადამიანი რომანტიკით არის გა-
ტაცებული. ახლაც ასეთი ვარ. წლები მომემატა, მაგრამ ჯერ
გული არ გამტეხია და არც არასდროს გამიტყდება. ცხოვრე-
ბაში ბევრი რამ არის რომანტიკული ეს ილუზია არ გეგონოთ.
რომანტიკა ახირებული ჩვევებითა და ფუქსავატური ცერემო-
ნიებით სავსე ფეშენებელურ სასტუმრო ოთახებში კი არ ბუ-
დობს, არც ბრჭყვიალა მუნდირები აცვია და არც სამეფო კარ-
ზე გამართული სულელური ნადიმები უყვარს, არც ვარ-
სკვლავები, ორდენები და ტიტულები ხიბლავს, ძოწი და ოქ-
რომკედი კი სიცოცხლეს უსწრაფებს.
რომანტიკა ყველგან არის: დიადი, გრანდიოზული ბუნების
წიაღში მინდვრებში, ტყეებში, კლდეებზე, მდინარეებზე, მთებ-
ში და დიდი ქალაქის ხალხმრავალ ქუჩებშიც, რადგან რომან-
ტიკა ადამიანთა გულებში ბუდობს, მაღალი მისწრაფებებით
სავსე გულებში, თავისუფლებისა და სიყვარულისთვის რომ
ფეთქავენ.
და მეც (კლასიკური ნაპირების ნაცვლად), ახალ, სიცოც-
ხლით სავსე ქვეყანაში გავემგზავრე. რომანტიკის საძებნე-

10 მკითხველთა ლიგა
ლად დასავლეთს მივაშურე და კიდეც ვიპოვე ლუიზიანის ნა-
თელი ცის ქვეშ.
18.. წლის იანვარში ახალი ქვეყნის მიწაზე შევდგი ფეხი,
ინგლისელების სისხლით მორწყულ მიწაზე. თავაზიანმა შკი-
პერმა, ვისი მეშვეობითაც ატლანტის ოკეანე გადმოვლახეთ,
თავისი ნავით მიმიყვანა ნაპირზე. ძალიან მინდოდა გულდას-
მით დამეთვალიერებინა ისტორიული ბრძოლების ადგილები
(რადგან მაშინ სამხედრო ისტორიით ვიყავი გატაცებული),
მაგრამ მხოლოდ ცნობისმოყვარეობა არ მეწეოდა წარსული
ბრძოლების ველზე ახალ ორლეანში.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი აზრები მკრეხელობად ით-
ვლებოდა, მაშინ ასე მეგონა, არაპროფესიონალი ჯარისკაცე-
ბი ზოგჯერ ისევე კარგად იბრძვიან, როგორც პროფესიონა-
ლები და ხანგრძლივი სამხედრო წვრთნაც არ არის გამარ-
ჯვების საწინდარი მეთქი. ომების ისტორიაც, ზერელედ თუ
შეისწავლი, თითქოს უარყოფს ამ აზრს, სამხედროებიც მუდამ
საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, მაგრამ პროფესიონალი სამ-
ხედროების მტკიცებას, ამ შემთხვევაში, ფასი არ აქვს. ყველა
სამხედრო პირი ცდილობს საკუთარი სამხედრო ხელოვნება
ლეგენდარულ გმირობად წარმოგვიდგინოს. გარდა ამისა,
მსოფლიოს მმართველებმა ძალ ღონე არ დაზოგეს, რათა
ხალხი შეცდომაში შეეყვანათ. აბა, რითი უნდა გაემართლე-
ბინათ თავი, როცა მსოფლიოს ხალხებს ასეთი ჯოჯოხეთური
ტვირთი აჰკიდეს „რეგულარული არმია“.
სწორედ ამიტომ მინდოდა მენახა წარსული ბრძოლის ას-
პარეზი მისისიპის ნაპირებთან. ის ჩემი აზრის დამადასტურე-
ბელი უტყუარი საბუთი იყო, რადგან ამ მინდვრებზე ექვსი
ათასმა კაცმა (ვისაც ადრე ბრძანება „მარჯვნი სა კენ!“ არც კი

11 მკითხველთა ლიგა
გაეგონა), ძლია, დაამარცხა და თითქმის გააცამტვერა კარ-
გად შეიარაღებული, რიცხობრივად ორჯერ მათზე დიდი ჯარი!
მას შემდეგ, რაც ის ბრძოლის ველი მოვინახულე, მეც
ბევრ ბრძოლაში მივიღე მონაწილეობა. თეორია, რომელსაც
მაშინ ვიცავდი, ნამდვილ საქმეში გამოვცადე და დავრწმუნ-
დი, ვისაც სწამს, რომ სამხედრო წვრთნა გამარჯვების საწინ-
დარია, სასტიკად ცდება, რეგულარული არმიის ძლიერება კი
ცარიელი ილუზიაა და მეტი არაფერი.
ერთი საათის შემდეგ უკვე ახალი ორლეანის ქუჩებში და-
ვეხეტებოდი და ომზე აღარ ვფიქრობდი.
ჩემი ფიქრები სულ სხვა მხრივ წარიმართა. ჩემ თვალწინ
პანორამასავით გადაიშალა ახალი ქვეყნის მჩქეფარე, მრა-
ვალფეროვანი ცხოვრება და მიუხედავად იმისა, რომ გადაწ-
ყვეტილი მქონდა, არაფერი გამკვირვებოდა, მივდიოდი და
ჩემდა უნებურად ყველაფერი მაოცებდა.
ოკეანის გაღმა ცხოვრების პარმაღზე რომ შევდგი ფეხი,
პირველად იმან გამკვირვა, რომ თურმე არაფრის გაკეთება
არ ვიცოდი. რა თქმა უნდა, შემეძლო მეჩვენებინა ჩემი ატეს-
ტატი და მეთქვა: აი, ჩემი სწავლულობის საბუთი კოლეჯში მი-
ღებული უმაღლესი ჯილდოები მეთქი, მაგრამ ახლა რისი მაქ-
ნისი იყო ეს ჯილდოები? კოლეჯში ნასწავლ განყენებულ
თეორიებს რეალურ ცხოვრებაში ვეღარ გამოვიყენებდი. ჩემი
ლოგიკური მსჯელობა თუთიყუშის რატრატს ჰგავდა.
კლასიკური განათლება მძიმე მორივით აწვებოდა ჩემს აზ-
როვნებას. იმდენად მოუმზადებელი ვიყავი, ისე მიჭირდა ჩემი
და ჩემი ახლობლების კეთილდღეობის მოსაპოვებლად ცხოვ-
რებასთან ჭიდილი, როგორც ჩინური იეროგლიფების შესწავ-
ლა.

12 მკითხველთა ლიგა
თქვენ, ჩემო უგერგილო პროფესორებო, სინტაქსსა და გა-
ლექსვაში რომ მავარჯიშებდით, ალბათ უმადურად ჩამთვლი-
დით, ახლა, ამდენი წლის შემდეგ რომ მეთქვა, აღშფოთებუ-
ლი ვარ და მეზიზღებით, რადგან ის ათი წელი, რაც თქვენი
ხელმძღვანელობით ვსწავლობდი, წყალში ჩამიყარეთ და
თურმე ძალიან ვცდებოდი, განათლებულ კაცად რომ წარმო-
ვიდგინე თავი, რადგან სინამდვილეში არაფრის გაკეთება არ
ვიცი მეთქი.
ასე დავეხეტებოდი ახალი ორლეანის ქუჩებში და ყველა-
ფერი მაკვირვებდა; ქისაში ფული ცოტა მქონდა და ცოდნი-
თაც არაფერი ვიცოდი. გავიდა ექვსი თვე და ისევ იმ ქუჩებში
მივდი მოვდიოდი, ფული თითქმის სულ გამომელია, სამა-
გიეროდ, ბევრი რამ ვისწავლე. იმ ექვსი თვის განმავლობაში
ცხოვრების უფრო მეტი გამოცდილება შევიძინე, ვიდრე ამ
უკანასკნელ ექვს წელიწადში.
ძვირად კი დამიჯდა ეს გამოცდილება. სამგზავრო ფული
რაც მქონდა, კაფეების, თეატრების, მასკარადებისა და
„კვარტერონების მეჯლისების“ მორევმა შთანთქა. ნაწილი იმ
ბანკში დავტოვე, რომელსაც „ფარაონი“ ჰქვია და რომელიც
მეანაბრეს არც კაპიტალს უბრუნებს და არც პროცენტებს.
მეშინოდა დანახარჯის დათვლა, მაგრამ ბოლოს და ბო-
ლოს, გავბედე, ვიანგარიშე და აღმოჩნდა, რომ სასტუმროს
ფულის გასტუმრების შემდეგ ზუსტად ოცდახუთი დოლარი
მრჩებოდა! ოცდახუთი დოლარით უნდა მეცხოვრა, სანამ სახ-
ლში წერილს გავგზავნიდი და პასუხს მივიღებდი. ამას კი სამი
თვე მაინც დასჭირდებოდა მაშინ ხომ ოკეანის დიდი გემები
არ არსებობდა.
ექვსი თვის განმავლობაში ვაჟკაცურად ვიტანდი ცოდვის
მორევში ტრიალს. ახლა უკვე ვნანობდი და ვცდილობდი გა-
13 მკითხველთა ლიგა
მოვსწორებულიყავი, სამუშაოს შოვნაც ვცადე, მაგრამ ჩემმა
კლასიკურმა განათლებამ სავსე ქისა ვერ შეინარჩუნა. მით
უმეტეს, ახლა ქისის ავსებაში ვერ დამეხმარებოდა; ასე რომ,
ამ ფუსფუსა ქალაქში ვერაფერ საქმეს ვერ მოვეკიდე.
დაღონებული, ცოტა გულმოყირჭებული და მომავალზე
ფიქრით შეწუხებული კვლავ განვაგრძობდი ხეტიალს. ჩემი
ნაცნობების რიცხვი დღითი დღე კლებულობდა, ვეღარ ვნახუ-
ლობდი მათ დროის გასატარებელ ადგილებში, მიკვირდა, ნე-
ტავ, სად გადაიკარგნენ მეთქი.
თუმცა, არც არაფერი იყო გასაკვირი... შუა ივნისი იდგა,
საშინელი პაპანაქება. თერმომეტრში ვერცხლისწყალი ყო-
ველდღე მაღლა მაღლა მიიწევდა. თითქმის ასი გრადუსი იყო
ფარენჰაიტით. ალბათ, ერთი ორი კვირის შემდეგ არასასურ-
ველი სტუმარი „ყვითელი ჯეკი“ გვესტუმრებოდა, როგორც
ყოველ წელიწადს. მოხუცს თუ ახალგაზრდას, ყველას ერ-
თნაირად ეშინოდა მისი. სწორედ შიში მიარბენინებდა მაღალ
საზოგადოებას ახალი ორლეანიდან და მიმომფრენი ჩიტების
არ იყოს, იმათაც ჩრდილოეთს მიაშურეს.
სხვებზე გულადი არც მე ვიყავი. სულაც არ მეპრიანებოდა
იმ ჭაობის დემონის გაცნობა და ვიფიქრე, ისევ ის სჯობს, მეც
გავეცალო აქაურობას მეთქი. ამისთვის საკმარისი იყო გემზე
დავმჯდარიყავი, აღმა ავყოლოდი მდინარის დინებას და ჩავ-
სულიყავი რომელიმე ქალაქში, სადაც ვეღარ აღწევს ხოლმე
ტროპიკული მალარია ამ დემონის მყუდრო ბუდე.
იმ დროს სენტ ლუისი ყველაზე მომხიბლავი ქალაქი იყო.
მეც გადავწყვიტე, იქ წავსულიყავი, მაგრამ ის კი არ ვიცოდი,
რითი უნდა მეცხოვრა. მე ხომ მხოლოდ გზის ფული მქონდა
შემორჩენილი.

14 მკითხველთა ლიგა
ნათქვამია, ვაის გავეყარე და უის შევეყარეო... ჩავალაგე
ჩემი ბარგი ბარხანა და „დასავლეთის მშვენების“ გემბანზე
ავედი. ეს გემი იმ ქალაქისკენ მიემგზავრებოდა, რომელსაც
„ქალაქი გორაკებზე“ შეარქვეს.

15 მკითხველთა ლიგა
თავი III
„დასავლეთის მშვენება“

დანიშნულ დროს უკვე გემზე ვიყავი, მაგრამ მისისიპის გე-


მებს პუნქტუალობა არ სჩვევიათ და ამიტომაც, ძალიან ადრე,
თითქმის ორი საათით ადრე მივედი.
ეს კია, დრო ტყუილად არ გამიცდენია, პირიქით, ჩემს სა-
სარგებლოდ მოვიხმარე კარგად დავათვალიერე გემის თავი-
სებურებანი. თავისებური მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ მისი-
სიპსა და მის შენაკადებში მოცურავე გემები არ ჰგვანან სხვა
ქვეყნების გემებს. ის კი არადა, ატლანტის ოკეანისა და აღმო-
სავლეთ შტატების გემებისგანაც განსხვავდებიან.
გემებს მხოლოდ მდინარეზე შეუძლიათ ნაოსნობა, გაშ-
ლილ ზღვაში ვერ გავლენ, თუმცა ზოგი გემის თავზეხელაღე-
ბული პატრონი ტეხასის ნაპირების გასწვრივაც ბედავს ცურ-
ვას მობილიდან გალვესტონამდე!
სამდინარო გემის კორპუსი საზღვაო გემების მსგავსად
არის აგებული, ოღონდ ტრიუმი უფრო ღრმა აქვთ. ამ გემებს
ისეთი პატარა წყალში ჩაშვების სიღრმე (წყალშიგი) აქვთ,
ბარგისთვის სულ ცოტა ადგილიღა რჩება, გემბანი კი რამდე-
ნიმე დუიმით მაღლაა წყალხაზზე. ისე რომ, როცა გემი ძალი-
ან დაიტვირთება, წყალი ცრუქიმამდე აღწევს. სამანქანო გან-
ყოფილება ქვედა გემბანზეა განთავსებული; აქვეა თუჯის სა-
ორთქლე ქვაბები; ამ ქვაბებს შეშით ახურებენ და ამიტომაც
აქვთ ფართო საცეცხლეები. ტრიუმის სიმცირის გამო ბარგის
მეტი ნაწილი აქ აწყვია. მთელ გემბანზე, სადაც არ უნდა
16 მკითხველთა ლიგა
გაიხედო, მანქანებისა და საორთქლე ქვაბების გარშემო, ბამ-
ბის ფუთები ყრია, თუთუნით სავსე კასრები და ხორბლით და-
ტენილი ტომრები აწყვია. აი, ასეთი ტვირთით არის ხოლმე
სავსე ქვემოთ დინების მიმართულებით მიმავალი გემი. უკან
დაბრუნებისას სულ სხვა ტვირთი მოაქვს: ავეჯით სავსე ყუთე-
ბი, სასოფლო სამეურნეო იარაღი, ბოსტონიდან მოტანილი
გალანტერეა; ვესტინდური ყავა, ბრინჯი, შაქარი, ფორთოხა-
ლი და ტროპიკული სამხრეთის სხვა პროდუქტები.
გემის კიჩო უღარიბესი მგზავრებისთვის არის განკუთვნი-
ლი, მათ „გემბანის მგზავრებს“ უწოდებენ. ამერიკელს აქ ვერ
შეხვდებით. უმრავლესობა დღიურად მომუშავე ირლან-
დიელები არიან. ღარიბ გერმანელ ემიგრანტებსაც შეხვდე-
ბით, რომლებიც ჩრდილო დასავლეთისაკენ მიემგზავრებიან,
მაგრამ უმეტესობა მაინც შავკანიანია თავისუფალი ზანგები,
უფრო ხშირად, მონები.
კორპუსის აღწერას ისე ვერ დავასრულებ, თუ არ გითხა-
რით, რომ ასეთი პატარა „წყალშიგიანი“ გემების აგება მეტად
ჭკვიანურია, რადგან წყალმარჩხ მდინარეშიც შეუძლიათ
ცურვა; მისისიპიშიც ბევრია ასეთი ადგილი, განსაკუთრებით
გვალვის დროს. ამიტომ აქაური გემისთვის პატარა „წყალში-
გი“ მეტად მოსახერხებელია. ერთი მისისიპელი კაპიტანი ძა-
ლიან ამაყობდა თავისი გემით და მუდამ იმის მტკიცებაში
იყო, პრერიებში რომ უხვი ნამი იყოს, იქაც კი გავცურავო.
თუ წყალქვეშ მისისიპის გემის მხოლოდ მცირე ნაწილია,
სამაგიეროდ, გემის წყალზედა ნაწილი საკმაოდ დიდია. ჯერ
წარმოიდგინეთ ორსართულიანი, თოვლივით თეთრი, ორასი
ფუტის სიგრძის სახლი. შემდეგ ამ სახლის ზედა სართულზე
ჩამწკრივებული მწვანე ალათებიანი ფანჯრები, უფრო სწო-
რად, კარები; ყველა კარი ვიწრო აივანზე გამოდის და აივნის
17 მკითხველთა ლიგა
მხარესვე იღება. წარმოიდგინეთ აგრეთვე კუპრწასმული ბრე-
ზენტით გადახურული ბრტყელი, ან ოდნავ მომრგვალებული
სახურავი. შუა ადგილას, სინათლისთვის, რამდენიმე სანათუ-
რია ჩაყოლებული, რომლებიც სათბურის ფანჯრებს გვანან.
ახლა წარმოიდგინეთ ამ სახურავზე კოშკებივით აღმართუ-
ლი, ორი ვეებერთელა, რკინის ფურცლით შეკრული შავი ცი-
ლინდრი გემის საკვამლე მილები. თითოეულის დიამეტრი
ათი ფუტია, სიმაღლე კი თითქმის ას ფუტს აღწევს. ამ მილე-
ბის გვერდით უფრო პატარა, ორთქლის გამოსაშვები ცილინ-
დრი დგას. გემის ქიმზე გრძელი ფლაგშტოკია, ზედ დროშა
ფრიალებს. ყველაფერი ეს თუ წარმოიდგინეთ, მაშინ დაახ-
ლოებით მაინც გეცოდინებათ, როგორი გემით დაცურავენ
მისისიპიზე.
შიგ რომ შეხვალთ, გაოცდებით, ისეთი სურათი დაგიდგე-
ბათ თვალწინ. დაინახავთ დიდებულ სალონს, ძვირფასი ხა-
ლიჩებითა და შესანიშნავი ავეჯით მორთულ ასი ფუტის სიგ-
რძის დარბაზს. მაშინვე შენიშნავთ კოხტა და ძვირფას სავარ-
ძლებს, მაგიდებს, ტახტებს, მოოქრულ და ლამაზად მოხატულ
კედლებს, ჭერიდან დაშვებულ ბროლის ჭაღებს, სალონის
ორივე მხარეს ჩამწკრივებულ კარს ასამდე კაიუტას, ფერადი
ან მოხატული მინებით დამშვენებულ ვეებერთელა გასაწევ
კარს, რომელიც მთავარ სალონს „ნაკრძალისაგან“ ქალთა
სალონისაგან გამოჰყოფს. ერთი სიტყვით, ყველგან ისეთი
სიმდიდრე და ფუფუნებაა, რასაც ევროპაში მოგზაურობის
დროს არ ხართ მიჩვეული. ასეთ ფუფუნებაზე მხოლოდ აღმო-
სავლურ ზღაპრებში თუ წაგიკითხავთ, მერი მონტეგსა და „ა-
თას ერთ ღამეში“.
სამწუხაროდ, ეს ფუფუნება ზოგჯერ სულ არ შეეფერება
მგზავრების ყოფაქცევას, რადგან ამ დიდებულ სალონში დახ-
18 მკითხველთა ლიგა
ვეწილ ჯენტლმენებთან ერთად ბრიყვსაც ბევრს შეხვდებით.
გაკვირვებას იწვევს ხოლმე წითელი ხის მაგიდაზე შემოდებუ-
ლი ღორის უხეში ტყავის ჩექმა, ან კიდევ, ნიკოტინით გაშავე-
ბული ნაფურთხით მოსვრილი ძვირფასი ხალიჩა, მაგრამ ასე-
თი რამ მაშინაც იშვიათად ხდებოდა, ახალი კი, ჩვენს დროში,
მით უმეტეს, მხოლოდ გამონაკლისია.
„დასავლეთის მშვენების“ შიდა მოწყობილობა რომ და-
ვათვალიერე, გემბანზე გამოვედი. გემბანის დიდი ნაწილი
ტენტსა აქვს დათმობილი. ტენტი საუცხოო დასასვენებელი
ადგილია მამაკაცებისთვის.
ზედა გემბანი, სადაც კაიუტებია ჩამწკრივებული, ცოტათი
წინ არის გამოშვერილი და სწორედ ამ გამოწეულ ადგილს
ჰქვია ტენტი, რომელსაც ქვედა გემბანზე დაყრდნობილი სვე-
ტები ამაგრებს. სახურავად საშტორმე ხიდი აქვს, ისიც წინ წა-
მოწეული და მსუბუქ ხის საბჯენებზე დამაგრებული. საშტორ-
მე ხიდი მზისა და წვიმისგან იცავს ამ ადგილს, რომელსაც
გარშემო დაბალი მოაჯირი აქვს შემოვლებული და ამიტომ
სავსებით უხიფათოა. გვერდები და წინა ნაწილი ღიაა და
მგზავრები თვალწარმტაცი სანახაობით ტკბებიან. გემის მოძ-
რაობისას გრილი ნიავი უბერავს, ამიტომ აქ მუდამ სიგრილეა
და მგზავრებსაც ძალიან უყვართ ეს ადგილი. მგზავრებმა
რომ უფრო მყუდროდ იგრძნონ თავი, სავარძლებიც დაუდ-
გამთ და თამბაქოს მოწევაც ნებადართულია. სრულებით არ
უნდა აინტერესებდეს ადამიანს ბრბოს მჩქეფარე ცხოვრება,
რომ ცოტა ხანს მაინც არ ადევნოს თვალი ტენტიდან ახალი
ორლეანის სანაპიროს.
ჰოდა, მეც სავარძელში ჩავჯექი, სიგარას მოვუკიდე და გა-
დავწყვიტე, ერთ საათს მაინც დავუთმობ ამ საინტერესო სანა-
ხაობას მეთქი.
19 მკითხველთა ლიგა
თავი IV
მოქიშპე გემები

სანაპიროს იმ ნაწილს, რომელსაც მე გადავყურებდი, „ნავ-


სადგური“ ერქვა. ოცი თუ ოცდაათი გემი მდინარეში ოდნავ
შემოჭრილ მისაბმელებთან იდგა. ზოგი ახლახან დაბრუნებუ-
ლიყო მდინარის ზემო ნაპირებზე მდებარე ქალაქებიდან და
ახალი ტვირთისა და იმ სეზონისთვის მცირერიცხოვანი
მგზავრებისგან იცლებოდა. ზოგიც (მოფუსფუსე ბრბოთი გარ-
შემოხვეული), უკვე წასასვლელად იყო გამზადებული. და-
ნარჩენი გემები, ეტყობოდა, ყველას მიეტოვებინა, კაპიტან-
საც და მეზღვაურებსაც, ისინი ალბათ დიდებულ კაფეებში
ატარებდნენ დროს. ზოგჯერ ბამბის ლურჯ შარვალსა და ტი-
ლოს თეთრ პიჯაკში გამოწყობილი კლერკი ჩაივლიდა, პიჯა-
კიდან ფუშფუშა, ჟაბოიანი პერანგი მოუჩანდა, მანჟეტებზე
ბრილიანტის საკინძეები უბრწყინავდა. ასეთი კოხტაპრუწა
ჯენტლმენი სულ რამდენიმე წუთით გამოჩნდებოდა რომელი-
მე დაცარიელებულ გემთან, ალბათ რაღაც საქმეს გაარიგებ-
და და მერე ისევ ქალაქისკენ მიიჩქაროდა იქ უფრო სა-
სიამოვნო ადგილები ეგულებოდა.
ყველაზე მეტად ორი დიდი გემის გარშემო ფუსფუსებდა
ხალხი. ერთი ის იყო, რომლითაც მე ვაპირებდი გამგზავრე-
ბას, მეორეს, როგორც საჭევრის ჯიხურზე წავიკითხე, „მაგნო-
ლია“ ერქვა. ეს გემიც, როგორც ჩანს, წასასვლელად იყო გამ-
ზადებული; გემბანზე ხალხი ირეოდა, საცეცხლეებში ცეცხლი

20 მკითხველთა ლიგა
გიზგიზებდა და საორთქლე ქვაბებიდან შიშინით ამოდიოდა
ორთქლი.
სანაპიროზე უკანასკნელ საზიდრებს ცლიდნენ. საქუდე ყუ-
თებით დატვირთული მგზავრები გემისკენ მიიჩქაროდნენ,
ეშინოდათ არ დაგვაგვიანდესო. ტრაპზე ყუთებს, ზარდახ-
შებს, ფუთებს მიათრევდნენ, კასრებს მიაგორებდნენ. უბის
წიგნაკებითა და ფანქრებით შეიარაღებული კლერკები
ტვირთს ითვლიდნენ და დავთარში ყველაფერს დაწვრილე-
ბით აღნუსხავდნენ. ეს ყველაფერი იმის ნიშანი იყო, რომ გე-
მი მალე გაუდგებოდა გზას. „დასავლეთის მშვენებაზეც“ ასე-
თივე ფაციფუცი ჰქონდათ.
გამგზავრების სამზადისს როცა ვუყურებდი, შევნიშნე, რომ
ამ ორი გემის ეკიპაჟებს შორის უცნაური რაღაც ხდებოდა. გე-
მები ერთმანეთის გვერდით იდგნენ და მეზღვაურებს ცოტა
ხმა რომ აემაღლებინათ, თავისუფლად შეეძლოთ გამოლაპა-
რაკება ერთმანეთთან და ლაპარაკობდნენ კიდეც. რამდენიმე
აგდებულად ნათქვამ სიტყვას მოვკარი ყური და მივხვდი,
„მაგნოლია“ და „დასავლეთის მშვენება“ ერთმანეთს ეჯიბრე-
ბოდნენ.
მალე გავიგე, რომ თურმე ეს ორი გემი ერთდროულად უნ-
და მოსწყვეტოდა ნაპირს და მერე სიჩქარეში შეეჯიბრებოდა
ერთმანეთს.
ვიცოდი, ეგრეთ წოდებული „საუკეთესო“ გემები ხშირად
ეჯიბრებოდნენ ასე ერთმანეთს. „მშვენება“ და მისი მოქიშპე
სწორედ ამ კატეგორიას ეკუთვნოდნენ. სიდიდითა და ძვირ-
ფასი მოწყობილობით ორივე პირველი კლასის გემი იყო.
გზაც ერთი ჰქონდათ გასავლელი ახალი ორლეანიდან სენტ
ლუისამდე, ორივეს ცნობილი და პოპულარული კაპიტნები
ჰყავდა. ისე რომ, ძალაუნებურად მოქიშპეები გახდნენ; ორი-
21 მკითხველთა ლიგა
ვე გემის ეკიპაჟი, კაპიტნიდან დაწყებული, ყმა მოსამსახურით
დასრულებული, ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
გემის პატრონებსა და კაპიტნებს ხელს აძლევდათ ასეთი
ქიშპობა, რადგან გამარჯვებული გემი დიდი პოპულარობით
სარგებლობს ხალხში. „ყველაზე სწრაფი“ გემი ყველაზე მო-
დური გახდებოდა ხოლმე და პატრონს შეეძლო, დარწმუნებუ-
ლი ყოფილიყო, რომ მისი გემის მგზავრების სია ყოველთვის
შევსებული იქნებოდა, მიუხედავად ბილეთის სიძვირისა. იმი-
ტომ, რომ ამერიკელებს ერთი სისუსტე ახასიათებთ: უკანას-
კნელ დოლარს გაიმეტებენ, ოღონდ კი მერე შეძლონ თქმა,
ფეშენებელური გემით ვიმგზავრეთო. ინგლისშიც ბევრია ასე-
თი პატივმოყვარე, სული მისდით ხოლმე, სანამ გაგაგებინე-
ბენ, „პირველი კლასით“ ვიმგზავრეო. პატივმოყვარეობა
მარტო ერთი რომელიმე ქვეყნის ხალხს კი არ ახასიათებს,
საერთო მოვლენაა.
„დასავლეთის მშვენებასა“ და „მაგნოლიას“ შორის შეჯიბ-
რმა მხოლოდ გემების ეკიპაჟის გულები კი არ აავსო ჯიბრით,
ქიშპობის სენი მგზავრებსაც გადაედო. ბევრი მათგანი ისე
იყო აგზნებული, როგორც ინგლისელი თაღლითები დოღზე.
რა თქმა უნდა, ზოგი ალბათ სპორტულმა აზარტმა გაიტაცა,
მაგრამ მალე შევნიშნე, უმეტესობა ფულზე დებდა ნაძლევს.
- „მშვენებამ“ უნდა გაიმარჯვოს! - გაჰყვიროდა ჩემს ზურგს
უკან ვიღაც ოქროსსაკინძიანი ახმახი, - ოც დოლარს ჩამოვ-
დივარ „მშვენებისთვის“! გინდათ სანაძლეო, უცნობო?
- არა, ვუპასუხე გაბრაზებულმა, რადგან კაცმა უტიფრად
დამადო მხარზე ხელი.
- როგორც გენებოთ, - მომიგო და ახლა სხვას მიმართა, -
„მშვენება“ გაიმარჯვებს, ოც დოლარს ჩამოვდივარ! ოცი დო-
ლარი „მშვენებისთვის“!
22 მკითხველთა ლიგა
უნდა გამოვტყდე, მაშინ გუნებაზე მაინცდამაინც ვერ ვიყა-
ვი. პირველად მივემგზავრებოდი ამერიკული გემით და გა-
მახსენდა ათასჯერ მოსმენილი. რას არ ამბობდნენ: აფეთქე-
ბული ქვაბებიო, გვერდშენგრეული გემებიო, გემზე გაჩენილი
ხანძრებიო. გაგონილი მქონდა, რომ ქიშპობა ზოგჯერ კატას-
ტროფით მთავრდებოდა და მქონდა კიდეც საფუძველი, დამე-
ჯერებინა ეს.
ზოგი მგზავრი (შედარებით ფხიზელი და წინდახედული),
იზიარებდა ჩემს შიშს; რამდენიმე კაცმა ისიც თქვა, კაპიტანს
ვთხოვოთ, შეჯიბრების ნებას ნუ მისცემსო. მაგრამ იცოდნენ,
რომ უმეტესობა სხვა აზრის იყო და ამიტომ მაინცდამაინც არ
გამოიდეს თავი.
მე მაინც გადავწყვიტე კაპიტანთან მივსულიყავი და მეკით-
ხა, რას აპირებდა; ეს კია, ცნობისმოყვარეობა უფრო მამოძ-
რავებდა, ვიდრე შიში. სავარძლიდან ავდექი, ტრაპი ჩავიარე
და სანაპიროზე ჩავედი. კაპიტანი იქ იყო.

23 მკითხველთა ლიგა
თავი V
მშვენიერი თანამგზავრი

სანამ კაპიტანს გამოველაპარაკებოდი, ნავსადგურისკენ


მომავალი ეტლი შევნიშნე, რომელიც, ეტყობა, ქალაქის
ფრანგული უბნიდან მოდიოდა. ლამაზი ეტლი იყო. კოფოზე
კარგად ჩაცმული, ჩასკვნილი ზანგი მეეტლე იჯდა. როცა ეტ-
ლი მოგვიახლოვდა, შიგ ახალგაზრდა კოხტა ქალი დავინახე.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ ისეთი წინათგრძნობა მქონდა,
წინათგრძნობა და იქნებ იდუმალი სურვილიც, რომ ეს უცნო-
ბი ქალი ჩემი თანამგზავრი იყო. მალე გავიგე, თურმე მარ-
თლაც ჩვენი გემით უნდოდა მგზავრობა.
როცა ეტლმა ნაპირს მოაღწია, დავინახე, ქალმა რაღაც
ჰკითხა იქვე მდგარ მგზავრს და იმანაც მაშინვე კაპიტნისკენ
გაიშვირა ხელი. კაპიტანი ქალს თავის დაკვრით მიესალმა.
იქვე ახლოს ვიდექი და ყველაფერი მესმოდა.
- მესიე, თქვენა ხართ „დასავლეთის მშვენების“ კაპიტანი?
- ჰკითხა ქალმა ფრანგულად. კაპიტანს ხშირად უხდებოდა
კრეოლებთან ურთიერთობა და ცოტა ფრანგული იცოდა.
- დიახ, მადამ.
- თქვენი გემით მინდა მგზავრობა.
- ბედნიერი ვიქნები, გემსახუროთ, მადამ. მგონი, ერთი
თავისუფალი კაიუტა უნდა გვქონდეს, არა, მისტერ შირლი? -
მიმართა მან სტიუარდს, რათა დარწმუნებულიყო თავისი სიტ-
ყვების სიმართლეში.

24 მკითხველთა ლიგა
- არა უშავს, მე კაიუტა არ მჭირდება, - სიტყვა შეაწყვეტინა
ქალმა, - ჩემს პლანტაციებს შუაღამემდე მივაღწევთ, გემზე
დაძინება არ მომიწევს.
ეტყობა, სიტყვებმა, „ჩემი პლანტაციები“, დიდი შთაბეჭდი-
ლება მოახდინა კაპიტანზე. ბუნებით ისედაც არ იყო უხეში კა-
ცი, ახლა კი უფრო ყურადღებიანი და თავაზიანი გახდა.
ლუიზიანაში პლანტაციების მფლობელს აგდებულად ვერ მო-
ექცევა კაცი, მით უმეტეს, ახალგაზრდა, ლამაზ ქალს, და „და-
სავლეთის მშვენების“ კაპიტანი B. C. სხვანაირად ვერ მოიქ-
ცეოდა, აკი გემის სახელწოდებაც ამას ავალებდა.
ასე რომ, კაპიტანმა თავაზიანად გაიღიმა და ჰკითხა, სად
უნდა მივიყვანო ასეთი მშვენიერი ტვირთიო.
- ბრინჯერსში, - უპასუხა ლედიმ, - ჩემი მამული ბრინჯერ-
სის ცოტა ქვემოთ არის, მაგრამ იქ მოუხერხებელი ნაპირია
გემის მისადგომად, თანაც ტვირთი ბევრი მაქვს და ამიტომ
მირჩევნია, ბრინჯერსში ჩამოვიდე.
ეს თქვა და ხელი გაიშვირა ყუთებითა და კასრებით დატ-
ვირთული დროგების ქარავნისკენ, რომელიც ის იყო, მოვიდა
და ეტლის უკან გამწკრივდა.
ქალის ტვირთმა კიდევ უფრო სასიამოვნო შთაბეჭდილება
მოახდინა კაპიტანზე, რადგან იგი გემის მეპაიეც იყო. ასე
რომ, ლამის ფიანდაზად დაეფინა თავის ახალ მგზავრს და
შეჰპირდა, რასაც კი მოისურვებთ, ყველაფერს შეგისრულებ-
თო.
- ოღონდ, მესიე, - ალერსიანი, მაგრამ სერიოზული კილო-
თი განაგრძო მშვენიერმა ლედიმ, რომელიც ჯერ ისევ ეტლში
იჯდა, - ერთი პირობით წამოვალ.
- ბრძანეთ, მადამ.

25 მკითხველთა ლიგა
- მოგახსენებთ. ჩემს ყურამდე მოაღწია ხმებმა, რომ შე-
ჯიბრს აპირებთ მეორე გემთან. თუ ეს მართალია, მე ვერ წა-
მოვალ თქვენი გემით.
კაპიტანი, ცოტა არ იყოს, დაიბნა.
- საქმე ის არის, რომ ერთხელ შეჯიბრების დროს კინაღამ
დავიღუპე და გადავწყვიტე, მეორედ აღარ გავიხადო
საალალბედოდ საქმე.
- მადამ... - ყოყმანით დაიწყო კაპიტანმა და გაჩუმდა.
- რა გაეწყობა! - შეაწყვეტინა ლედიმ, - თუ ვერ მომცემთ
ამის პირობას, მაშინ სხვა გემს მოვუცდი.
კაპიტანი რამდენიმე წუთს თავჩაქინდრული იდგა. ეტყობა,
ყოყმანობდა. ქალის მოთხოვნა რომ დაეკმაყოფილებინა,
უარი უნდა ეთქვა შეჯიბრის აზარტით გამოწვეულ სიამოვნე-
ბაზე, რასაც ეს გამარჯვება მოუტანდა. თანაც შეჯიბრზე უარი
რომ თქვას, ხალხი იფიქრებს, თავისი გემის სიჩქარე ეეჭვება
და დამარცხების ეშინიაო. ამით ისარგებლებს მისი მოქიშპე,
მოჰყვება ბაქიაობას და კაპიტანს მისივე ეკიპაჟისა და მგზავ-
რების თვალში დაამცირებს, რადგან უკვე ყველამ გაიგო შე-
ჯიბრების ამბავი. მაგრამ როგორ უთხრას უარი ლედის? ჯერ
ერთი, უგუნური მოთხოვნა არ არის, და თუ ამ ქალის ბარგით
დატვირთულ დროგებსაც გავიხსენებთ, დიდად კეთილგო-
ნიერიც. მით უმეტეს, რომ ლედი „ფრანგული ნაპირის“ მდი-
დარი მემამულეა და შემოდგომაზე იქნებ სწორედ მის გემს
გამოატანოს ახალ ორლეანში წასაღები რამდენიმე ასეული
კასრი შაქარი და ამდენივე ბამბის ბარდანა. ამ მოსაზრებებ-
მა, როგორც უკვე ვთქვი, ძალა შეჰმატა ქალის თხოვნას.
ვფიქრობ, როცა კაპიტანი ბ. ჩაუფიქრდა ამას, ისიც ამ აზრზე
დადგა, რადგან მცირე ყოყმანის შემდეგ ლედის დაეთანხმა.

26 მკითხველთა ლიგა
- თანახმა ვარ თქვენს პირობაზე, ქალბატონო. ჩემი გემი
არ მიიღებს მონაწილეობას შეჯიბრში. პატიოსან სიტყვას გაძ-
ლევთ...
- გმადლობთ, მესიე, დიდად დამავალებთ! პატივი დამდეთ
და მიიღეთ გემზე ჩემი ტვირთი. ეტლიც თან მიმაქვს. ეს ჯენ-
ტლმენი ჩემი მოურავია. აქეთ მოდით, ანტუან!.. ეს მიხედავს
ყველაფერს. ახლა კი მითხარით, როდის აპირებთ გამგზავ-
რებას?
- თხუთმეტი წუთის მეტს აღარ დავაყოვნებთ, მადამ.
- დარწმუნებული ხართ? - ჰკითხა ლედიმ და თან ეშმაკუ-
რად გაიღიმა, თითქოს ამით უნდოდა ეთქვა, ცხრა მთას იქი-
დან ჩამოსული ხომ არ ვარ, რომ აქაურ გემებს სიზუსტე მოვ-
თხოვოო.
- სავსებით, მადამ, - უპასუხა კაპიტანმა, - შეგიძლიათ, მენ-
დოთ.
- მაშ, ახლავე ავალ გემზე.
ეს თქვა და მსუბუქად ჩამოხტა ეტლის საფეხურიდან. კაპი-
ტანმა თავაზიანად შესთავაზა ხელი. ქალი ხელს დაეყრდნო
და გემზე ავიდა. ახალგაზრდა ლედი ქალების სალონამდე
მიაცილეს, ხოლო მე და დანარჩენმა მგზავრებმა აღფრთოვა-
ნებული მზერით გავაცილეთ მშვენიერი არსება.

27 მკითხველთა ლიგა
თავი VI
მოურავი ანტუანი

ძალიან დამაინტერესა ამ ლედის ვინაობამ. იშვიათი სი-


ლამაზის ქალი კი იყო, მაგრამ მისმა სილამაზემ იმდენად არ
გამაკვირვა, რამდენადაც მედიდურმა იერმა. ძალიან მიჭირს
აღვწერო ჩემი შთაბეჭდილება, მაგრამ ამ ქალში იგრძნობო-
და ნამდვილი ვაჟკაცობა, რაც გაბედულებისა და სიდარბაის-
ლის ნიშანია. გამომწვევად კი არ იქცეოდა, მაგრამ ცხადი
იყო, ეს უდარდელი, აბლაბუდასავით მსუბუქი და ზაფხულის
დღესავით მხიარული არსება, თუ საჭიროება მოითხოვდა,
საოცარ სიმტკიცესა და ნებისყოფას გამოიჩენდა. ამ ქალს
რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ეცხოვრა, ყველგან მზეთუნახა-
ვად აღიარებდნენ. გარდა ამისა, დახვეწილი მანერები ჰქონ-
და და დიდი გემოვნებით ეცვა. ეტყობა, მაღალი წრის საზოგა-
დოებაში ტრიალებდა. თანაც ძალზე ახალგაზრდა ჩანდა, ოც
წელზე მეტს ვერ მისცემდა კაცი. თუმცა, უნდა გითხრათ
ლუიზიანის კლიმატი ადრე დაქალებას უწყობს ხელს და ხში-
რად ოცი წლის კრეოლი ოცდაათი წლის ინგლისელ ქალზე
უფროსად გამოიყურება ხოლმე. ნეტავ, გათხოვილია თუ არა?
რატომღაც გათხოვილი ვერ წარმოვიდგინე. თუ ქმარი ჰყავს,
მაშინ რატომ იტყოდა, „ჩემი პლანტაცია“ ან „ჩემი მოურავი-
ო“, იქნება პატივს არ სცემს ან სულაც „არაფრად“ აგდებს.
არა, არც მაშინ იტყოდა ასე. შეიძლება ქვრივია, ძალიან
ახალგაზრდა ქვრივი, მაგრამ არც ეს ჰგავდა სიმართლეს. ჩე-
მი აზრით, სულაც არა ჰგავდა ქვრივს, ტანისამოსსა და სახეზე
28 მკითხველთა ლიგა
გლოვის ნიშანწყალიც კი არ ემჩნეოდა. მართალია, კაპიტანი
„მადამს“ ეძახდა, მაგრამ, ეტყობა, არც ქალს იცნობდა და
არც ფრანგული წესები იცოდა, თორემ ასეთ საეჭვო შემთხვე-
ვაში „მადმუაზელს“ უწოდებდა.
თუმცა იმ დროს „ქორფა“ ვიყავი როგორც ამერიკელები
ეძახიან ხოლმე ყმაწვილებს მაგრამ ქალები მაინც მაინტერე-
სებდა. განსაკუთრებით ლამაზი ქალები და ახლა, მით უმე-
ტეს, ბევრი მიზეზი მქონდა ცნობისმოყვარეობისთვის. ჯერ
ერთი, ძალიან მომხიბლავი ქალი იყო, მეორე მისი ლაპარა-
კის მანერა და ის ფაქტები, რომლებიც გავიგე, როცა კაპი-
ტანს ელაპარაკებოდა, მესამე ის, რომ თუ არ ვცდებოდი, ქა-
ლი კრეოლი იყო.
მე კარგად ვიცნობდი ამ თავისებურ ხალხს და მინდოდა,
უფრო ახლოს გავცნობოდი. გაგონილი მქონდა, მაინცდამა-
ინც დიდი ხალისით არ უღებენ სახლის კარს ჩამოსულ ან-
გლო საქსონებსო, განსაკუთრებით ძველი „მაღალი წრის
კრეოლები“. ამათ ახლაც ჰგონიათ, რომ მათი თანამემამულე
ანგლო ამერიკელები წარმტაცებლები და უზურპატორები
არიან. ასეთ მტრულ განწყობილებას ღრმა ფესვები აქვს.
ჩვენს დროში კი თანდათანობით ქრება.
მეოთხე მიზეზი, რამაც გააღვივა ჩემი ცნობისმოყვარეობა,
აი, რა იყო: ქალმა გვერდით ჩავლისას ისე შემომხედა, უბრა-
ლო ყურადღებაზე მეტი რაღაც ამოვიკითხე მის თვალებში.
ოღონდ ნაჩქარევად ნუ გამკიცხავთ. ჯერ მომისმინეთ. წუ-
თითაც არ მიფიქრია, მოვეწონე მეთქი. ფიქრადაც არ მომ-
სვლია ასეთი აზრი! იმდენად ახალგაზრდა ვიყავი, რომ ამაზე
ვერც კი ვიოცნებებდი. თანაც ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდი.
ჯიბეში ხუთი დოლარის მეტი არ მედო და დარდმა დამრია ხე-
ლი. განა შემეძლო მეფიქრა, რომ ამ დიდებულ ლამაზ ქალს,
29 მკითხველთა ლიგა
უბრწყინვალეს ვარსკვლავს, მდიდარ მემამულეს, მოურავისა
და უამრავი ყმის პატრონს ჩემისთანა უთვისტომო გლახაკი
მოსწონებოდა.
ნამდვილად არ მქონია ამის იმედი. მხოლოდ და მხოლოდ
ქალის ცნობისმოყვარეობას მივაწერე ეს. ეტყობა, მიხვდა,
რომ უცხოელი ვიყავი. ჩემი გარეგნობა, თვალების ფერი,
ტანსაცმელი, იქნებ ცოტა უხერხული ქცევა, ერთი სიტყვით,
ყველაფერი ამის დამადასტურებელი იყო და ამან გამოიწვია
მისი წუთიერი დაინტერესება; ეს იყო და ეს, მეტი არაფერი
უბრალო ეთნოლოგიური ინტერესი.
მაგრამ ამ ერთმა შემოხედვამ უფრო გამიღვივა მისი გაც-
ნობის სურვილი. ძალიან მინდოდა, სახელი მაინც გამეგო ამ
საოცარი არსებისა.
„მოურავს გამოვკითხავ“, გავიფიქრე და მისკენ გავემარ-
თე.
მოურავი, ჭაღარა მოხუცი ფრანგი, ხმელ ხმელი კაცი იყო,
კარგად ეცვა და ისეთი წარმოსადეგი შესახედაობა ჰქონდა,
კაცი იფიქრებდა, ამ ლედის მამააო. ისე ღირსეულად ეჭირა
თავი, ცხადი იყო, დიდხანს მსახურობდა დიდებულ ოჯახში.
მივუახლოვდი თუ არა, მაშინვე მივხვდი, დიდი იმედი არ
უნდა მქონოდა განდეგილივით მიუკარებელი ჩანდა. ძალიან
ცოტა ხანს გაგრძელდა ჩვენი საუბარი, მოურავი მოკლედ
მპასუხობდა.
- მესიე, ნება მიბოძეთ გკითხოთ, ვინ არის თქვენი ქალბა-
ტონი?
- ლედი.
- სრული სიმართლეა. ამას იტყვის ყველა, ვისაც ხვდა ბედ-
ნიერება მისი ხილვისა. მაგრამ მე მისი სახელი გკითხეთ.
- არ არის საჭირო, თქვენ იცოდეთ.
30 მკითხველთა ლიგა
- რასაკვირველია, თუ მის სახელს საიდუმლოდ ინახავთ.
- ჯანდაბას!
წაიბუტბუტა მან. ამით დამთავრდა ჩვენი საუბარი და მო-
ხუცმა ზურგი შემაქცია, გულში ალბათ მწყევლიდა და „აბეზარ
იანკს“ მეძახდა.
ამის შემდეგ ზანგი მეეტლისკენ გავწიე, მაგრამ არც აქ გა-
მიღიმა ბედმა. მეეტლეს ცხენები ამოჰყავდა გემზე, მარჯვედ
იგერიებდა ჩემს კითხვებს, ცხენებს უფრო მეტ ყურადღებას
აქცევდა, ვიდრე მე და თავს იკატუნებდა, ვითომ ძალიან და-
კავებული ვარო. ქალის სახელი მასაც ვერ დავაცდენინე და
ნირწამხდარი უკან გამოვბრუნდი.
ისევ გემზე დავბრუნდი, „ტენტის“ ქვეშ დავჯექი და მეზ-
ღვაურებს დავუწყე ცქერა, რომლებთაც წითელი ხალათების
სახელოები დაეკაპიწებინათ და კუნთმაგარი ხელებით
ტვირთს ეზიდებოდნენ გემზე. ვხედავდი, რომ ლედის ტვირთი
იყო, ახლახან გადმოტვირთეს დროგებიდან უმეტესობა ღო-
რის ხორცითა და ფქვილით სავსე კასრები. აგრეთვე უამრავი
დაშაშხული ბარკალი და ყავით სავსე ტომრები.
„მარაგი მისი დიდი მამულისათვის“, გავიფიქრე.
სწორედ ამ დროს სულ სხვანაირი ტვირთის ამოზიდვა და-
იწყეს: ტყავის ჩემოდნები, სამგზავრო ჩანთები, ვარდის ხის
ყუთები, ქუდის მუყაოს კოლოფები და სხვა ამისთანები.
„ოჰო, მისი პირადი ბარგი“, ისევ გავიფიქრე და თან სიგა-
რა გავაბოლე. ბარგის ამოზიდვას რომ ვუყურებდი, უცებ ერთ
ერთი ტყავის ჩანთაზე წარწერას მოვკარი თვალი. მაშინვე წა-
მოვხტი სავარძლიდან. მეზღვაური, რომელსაც ჩანთა ეჭირა,
ტრაპზე ამოდიოდა და სწორედ შუაგზაზე მივუსწარი, წარწე-
რას შევხედე და წავიკითხე:
„მადმუაზელ ეჟენი ბეზანსონი“.
31 მკითხველთა ლიგა
თავი VII
გამგზავრება

უკანასკნელად ჩამოჰკრა ზარმა... „წასვლა არ შემიძლია“


კლუბის წევრები ტრაპს მიაწყდნენ, ნაპირისკენ მიისწრაფოდ-
ნენ. აი, ტრაპიც ამოათრიეს, ვიღაც დოყლაპიამ ძლივს მოას-
წრო ნაპირზე გადახტომა. ბაგირი ამოზიდეს და ახვევენ. სა-
მანქანო განყოფილებაში ზარი წკრიალებს, ვეებერთელა
ბორბლები ბრუნავენ და ჟანგისფერ წყალს აქაფებენ. ორ-
თქლი ჯერ ქვაბებში სტვენს და ქოთქოთებს, მერე კი საორ-
თქლე მილებიდან ამოსკდება ქშენა ქშენით. მეზობლად
მდგარი გემები ირწევიან, ერთმანეთს ეხეთქებიან, ტრაპები
ქანაობენ, ხრჭიალებენ და ან ხის მოფიცრულობა იმტვრება,
ან კიდევ მესაჭის ჯიხურის თხელი შპანჰოუტები, და ამიტომაც
ორივე გემის მეზღვაურები ლანძღავენ ერთმანეთს; რამდენი-
მე წუთს გრძელდება ეს ორომტრიალი, მერე ვეებერთელა
გემმა როგორღაც გაიკვალა გზა და ფართო მდინარეში გავი-
და.
გემი ზემოთ მიემართება, დინების საწინააღმდეგოდ; რამ-
დენიმე მძლავრი მოსმა ბორბლების ფრთებისა და დინება
დამარცხებულია, მანქანების ძალას დამორჩილებული
საოცარი გემი ცოცხალ არსებასავით მიარღვევს წყალს.
ზოგჯერ ზარბაზნის ხმა გვაუწყებს გემის გამგზავრებას. ხა-
ნაც სასულე ორკესტრის ხმები აცილებს ხომალდს, მაგრამ

32 მკითხველთა ლიგა
უფრო ხშირად გემიდან ძველი მეზღვაურული მოისმის მეზ-
ღვაურების გუნდი მღერის. უხეში, მაგრამ მჟღერი ხმები აქვთ.
მალე უკან მოვიტოვებთ ლაფაიეტსა და კარლსტონს. და-
ბალი სახლებისა და საწყობების სახურავები მიეფარება
თვალთაგან და მხოლოდ წმინდა ჩარლზის დიდების ტაძრის
გუმბათი, ეკლესიების წვეტები და დიდი ტაძრის კოშკები იქ-
ნებიან დიდხანს ჰორიზონტზე. ბოლოს, ესენიც გაქრებიან,
მცურავი სასახლე კი მედიდურად განაგრძობს გზას მისისიპის
თვალწარმტაც ნაპირებს შორის.
თვალწარმტაცი მეთქი ვთქვი, თუმცა ეს სიტყვა არ არის
საკმარისი ჩემი შთაბეჭდილების გამოსახატავად, მაგრამ უფ-
რო შესაფერისიც ვერ მომიძებნია. ჩემი აღფრთოვანება რომ
გამომეხატა, „თვალწარმტაცი მშვენიერება“ უნდა მეთქვა. მი-
სისიპის ნაპირები ნამდვილად ულამაზესი ადგილებია მსოფ-
ლიოში.
გულგრილად კი არ შევცქეროდი. არ შემიძლია განვაცალ-
კევო პეიზაჟი იმ ადგილებში მცხოვრები ხალხისგან არც წი-
ნაპრებისა და არც ჩვენი თანამედროვეებისაგან. მე ვნახე ცი-
ხე კოშკების ნანგრევები რაინზე და იმ ნანგრევების ისტორი-
ამ წარსულისადმი ზიზღი აღმიძრა. იქვე შევცქეროდი ახალ
სახლებს, მათ ბინადრებს და აწმყოც შემზიზღდა. ნეაპოლის
ყურეშიც იგივე გრძნობა დამეუფლა; როცა ინგლისელი
ლორდების ბაღების გარშემო დავხეტიალობდი, მხოლოდ სი-
ღატაკესა და უბედურებას ვხედავდი და ალბათ ამიტომაც, ამ
ბაღების სილამაზე მოჩვენებითი მეგონა!
მხოლოდ აქ, ამ დიდებული მდინარის ნაპირზე, დავინახე
სიუხვე, საყოველთაო განათლება და საყოველთაო კეთილ-
დღეობა. აქ, რომელ სახლშიც შევედი, ყველგან ცივილიზებუ-
ლი ხალხის დახვეწილ გემოვნებას, ხელგაშლილობასა და
33 მკითხველთა ლიგა
სტუმართმოყვარეობას წავაწყდი. აქ შემეძლო მესაუბრა უამ-
რავ თავისუფალ ადამიანთან. ისინი მხოლოდ პოლიტიკურად
კი არ არიან თავისუფლები, არამედ მეშჩანური შეხედულებე-
ბიც არა აქვთ და არც ფანატიკური ცრუმორწმუნეობა ახა-
სიათებთ. ერთი სიტყვით, რაც იქ ვნახე, იქნებ არ იყო ცივი-
ლიზაცია, მაგრამ თუ მსოფლიოში სადმე მაინც არსებობს ცი-
ვილიზაციის განვითარებული ფორმა, აქ სწორედ ის დამ-
ხვდა.
მაგრამ ამ ნათელ სურათს უცებ ბნელი ჩრდილი გადაეფა-
რა და გული მეტკინა. ეს შავკანიანი ადამიანის, შავი მონის
ჩრდილია!
წუთით სიბნელემ მოიცვა გარემო. რამ უნდა აღგვაფრთო-
ვანოს აქ, ოქროსფერი შაქრის ლერწმისა და თოვლივით
თეთრი ბამბის პლანტაციებში, მღელვარე სიმინდის ყანებში?
რამ უნდა გამოიწვიოს ჩვენი აღტაცება ამ ყვავილნარში ჩაფ-
ლულ დიდებულ სახლებში, გარს რომ აყვავებული ბაღები,
საჩრდილობელი ხეები და მყუდრო ფანჩატურები არტყია. აქ
ყველგან მონების ოფლია ჩაღვრილი.
ცოტა ხნით გამიქრა აღფრთოვანება. გარემომ დაკარგა
ვარდის ფერები და თვალწინ პირქუში უდაბნო წარმომიდგა!
დავფიქრდი. ღრუბლები თანდათან გაიფანტა და ისევ განათ-
და ყველაფერი. ვფიქრობ და ვადარებ.
მართალია, აქ შავკანიანები მონები არიან, მაგრამ ისინი
ძალით დაიმონეს და ამიტომ შეიძლება გავამართლოთ.
სხვა ქვეყნებში და ჩემს ქვეყანაშიც, ასეთსავე მონებს ვხე-
დავ ხოლმე, თანაც გაცილებით მეტს. ეს მონები ერთ ადამი-
ანს კი არ ეკუთვნის, არამედ მთელ საზოგადოებას კლასს
ოლიგარქიას. არც ყურმოჭრილი მონები არიან და არც ყმები,
მაგრამ ჩვენს დროში მემამულეები და ბატონები მძიმე გადა-
34 მკითხველთა ლიგა
სახადებმა შეცვალა და სწორედ ამ გადასახადების მსხვერ-
პლნი არიან, რაც ისევე დამღუპველია, როგორც ზანგების
მონობა.
მე თუ მკითხავთ, ლუიზიანაში ზანგების მონობა ნაკლებ
დამამცირებელია, ვიდრე ინგლისელი თეთრკანიანი მდა-
ბიოებისა. საწყალი ხუჭუჭთმიანი შავკანიანი მონა ბრძოლაში
დაამარცხეს. მას შეუძლია თავი ომის საპატიო ტყვედ ჩათვა-
ლოს, რადგან ძალით დაიმონეს. შენ კი, ჩემო ნოქარო, ყასა-
ბო და მეპურევ, აგრეთვე შენც, ჩემო მშვენიერო ვაჭარო, გუ-
ლუბრყვილოდ რომ გგონია, თავისუფალი ვარო, მონა ხარ,
ყველანი ნებაყოფლობით ხართ მონები. თქვენ ხელს უწყობთ
პოლიტიკურ ხრიკებს, რომლებიც ყოველთვიურად გართმე-
ვენ შემოსავლის ნახევარს და ასობით თქვენს თანამემამუ-
ლეს განდევნიან სამშობლოდან; ეს რომ არა, სახელმწიფოს
განგრენა დაემართებოდა და მოკვდებოდა. თანაც ამას უდ-
რტვინველად აკეთებთ. მეტიც თუ გამოჩნდა ადამიანი, ვინც
შეებრძოლება ასეთ წყობილებას, მზად ხართ იყვიროთ
„ჯვარს გააკარითო“ და პირიქით, ქება დიდებით შეამკობთ
იმას, ვინც კიდევ ერთ რგოლს შემატებს თქვენი ბორკილის
ჯაჭვს!
ახლა კი, როცა მე ამას ვწერ, კაცი, რომელსაც სძულხართ,
რომელიც მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ორმო-
ცი წელი მუდამ თქვენი მტერი იყო, თქვენი ქვეყნის ყველაზე
პოპულარული მმართველია. ახლა, როცა ამ სტიქონებს
ვწერ, ფერადი ფოიერვერკები ელვარებს თქვენს თვალწინ,
შუშხუნები გიტკბობენ სმენას და სიხარულისგან გაჰყვირი-
ხართ, რადგან დაიდო ხელშეკრულება, რომლის ერთადერ-
თი მიზანია, უფრო მაგრად მოგიჭირონ ხუნდები! ერთი წლის
წინ თქვენ მხურვალედ მიესალმეთ ომს, რომელიც თქვენს
35 მკითხველთა ლიგა
ინტერესებს ეწინაამღდეგებოდა, თქვენს თავისუფლებას
ემუქრებოდა. სავალალო შეცდომაა!
და ახლა უფრო დიდი სერიოზულობით შემიძლია გავი-
მეორო, რაც ცოტა ხნის წინ ვთქვი: პატიოსან სიტყვას გაძ-
ლევთ, რომ ინგლისელი მდაბიოების მონობა უფრო დამამცი-
რებელია, ვიდრე ლუიზიანელი ზანგებისა!
მართალია, აქ შავკანიანი ადამიანი მონაა და სამი მი-
ლიონი მისივე რასის წარმომადგენელი ასეთსავე მდგომა-
რეობაშია! ამას რომ გაიფიქრებ, გული მოგიკვდება! მაგრამ
ეს გულისტკივილი შეგიმსუბუქდება, როცა გაიხსენებ, რომ ამ
ვრცელ ქვეყანაში ამათ გარდა კიდევ ოცი მილიონი თავისუ-
ფალი და დამოუკიდებელი ადამიანი ცხოვრობს. ოც მილიონ
ბატონზე სამი მილიონი მონა მოდის! ჩემს საკუთარ ქვეყანაში
ამის საწინაამღდეგო პროპორციაა, იქნებ ჩემი დასკვნა ბუნ-
დოვანია, მაგრამ იმედი მაქვს, ვინმე მაინც მიმიხვდება.
ო, რა სასიამოვნოა ამ მღელვარე და მწარე ფიქრების შემ-
დეგ ბუნების ზეგავლენით ისევ მშვიდ ფიქრებს მიეცე! რა სი-
ხარულით ვათვალიერებდი უამრავ ახალ სანახაობას, ჩემ
თვალწინ რომ გადაიშალა ამ დიდებული მდინარის ნაპირებ-
ზე! ახლაც კი სიამოვნებით ვიგონებ ამას. და, როცა ვიხსენებ
შორეულ წარსულს, იმ ადგილებს, რომლებიც იქნებ ვეღარა-
სოდეს ვნახო, იმითღა ვინუგეშებ თავს, რომ ნათელი და უტ-
ყუარი მახსოვრობა მაქვს და მისი ჯადოსნური ძალით გაცოც-
ხლებული ნაცნობი სურათები ისევ და ისევ აღსდგება ჩემს
მესხიერებაში თავის ცოცხალ ზურმუხტისა და ოქროს ფერებ-
ში.

36 მკითხველთა ლიგა
თავი VIII
მისისიპის ნაპირები

როგორც კი ნაპირს მოვცილდით, მაშინვე საშტორმე ხიდ-


ზე ავედი, რომ უკეთ დამეთვალიერებინა ის ნაპირები, რომ-
ლის გასწვრივაც მივცურავდით. აქ სულ მარტო ვიყავი, რად-
გან შუშის ჯიხურში მდგარ, მდუმარე მესაჭეს ვერ ჩავთვლით
ჩემს თანამოსაუბრედ.
და აი, ჩემი დაკვირვების შედეგი:
მისისიპის სიგანეს ძალიან აზვიადებდნენ. ამ ადგილებში,
დაახლოებით, ნახევარი მილის სიგანისაა, ზოგჯერ ცოტა მე-
ტი, ზოგჯერ ნაკლები (შესართავიდან მოყოლებული ათას
მილზე მეტ მანძილზე ინარჩუნებს ამ საშუალო სიგანეს). დი-
ნების სიჩქარე სამი ოთხი მილია საათში, წყალი მოყვითა-
ლოა და ოდნავ სიწითლე დაჰკრავს. ყვითელ ფერს მისური
აძლევს, უფრო მუქი კი მაშინ გამოერევა, როცა რედ რივერი
წითელი მდინარე შეუერთდება. მდინარის ზედაპირი თით-
ქმის მთლად დაფარულია მოტივტივე ხე ტყით; აგერ, ხეები
ცალ ცალკე მოცურავს, იქით კიდევ მთელი გროვაა ტივივით
შეკრული. გემისთვის ძალზე საშიშია ასეთი ტივები და მესაჭე
ცდილობს, გვერდი აუაროს. ზოგჯერ მესაჭეს მხედველობი-
დან გამოეპარება წყალქვეშ მოცურავე რომელიმე ხე, ხე ხო-
მალდის ცხვირს დაეჯახება, მთელ გემს შეანჯღრევს და გამო-
უცდელ მგზავრებს დააფეთებს ხოლმე. მაგრამ ყველაზე საში-
ში მაინც ჩაძირული კორძიანი ხეებია. ეს წყლით გაჟღენთი-
ლი, ფესვებდამძიმებული ხეები ჩაძირულან და სილას მაგ-
37 მკითხველთა ლიგა
რად მიუჯაჭვავს მდინარის ფსკერზე. ტოტებდამტვრეული კენ-
წერო უფრო მსუბუქია და წყლის ზედაპირზე ტივტივებს, მაგ-
რამ მდინარის დინების გამო ხე სწორად კი არ დგას, ირიბად
გაწოლილა წყალში. თუ კენწერო წყლის ზედაპირზეა ამოშვე-
რილი, მარტო ბნელ ღამეში მოელის გემს ხიფათი, მაგრამ თუ
წყალქვეშ არის ერთი ორი ფუტის სიღრმეზე, მაშინ ძალიან
საშიშია. ფესვებით სილაში ღრმად ჩამჯდარი ხე ადგილიდან
არ იძვრის, მაგარი წვეტიანი როკები გემის მოფიცრულობას
ხვრეტს და გემი რამდენიმე წუთში იძირება.
არის აგრეთვე „მხერხავი“ ხეებიც. მათი ფესვებიც, კორ-
ძიანი ხეების მსგავსად, სილაშია ჩაფლული, თავად ხეს დინე-
ბა ზემოთ ქვემოთ აქანებს, ხერხივით მოძრაობს და ასეთი სა-
ხელიც ამიტომ შეარქვეს. ამ ხეს თუ დაეჯახა გემი, ან მის ტო-
ტებში გაეჩხირა, ან კიდევ საკუთარი სიმძიმით დაეჯახა, შუაზე
გადატყდება.
მდინარის ზედაპირზე კიდევ ბევრი საგანი დაცურავდა,
რომელმაც ძალიან დამაინტერესა: გამოწნეხილი შაქრის
ლერწმის ღერები (აქედან ასი მილის დაშორებით, მდინარის
ზემოწელში, ასეთ რამეს ვეღარ შეხვდება კაცი), სიმინდის
ფოთლები და ტაროები, ბამბის კონები, კვახის ქერქები, ღო-
ბის დახეთქილი ფიცრები. ზოგან ცხოველის ლეში ტივტივებ-
და, ზედ ან მიმინო იჯდა, ან ორბი დასტრიალებდა თავს.
მე ისეთ განედზე ვიმყოფებოდი, სადაც ალიგატორები ბუ-
დობენ, მაგრამ ამ ადგილებში იშვიათად შეგხვდებათ ეს დი-
დი ხვლიკები ჭაობიანი ყურეები ურჩევნიათ ან უდაბურნაპი-
რიანი მდინარეები.
იქ, სადაც მისისიპის დინება ჩქარია და ნაპირებზე მიწა და-
მუშავებულია, მოგზაური იშვიათად თუ დაინახავს ნიანგს.

38 მკითხველთა ლიგა
გემი ხან ერთ ნაპირს მიუახლოვდებოდა ხოლმე, ხან
მეორეს. აქ სულ დანალექი ნიადაგია, არც ისე დიდი ხნის. ეს
არის მიწის ვიწრო ზოლი, ასეული იარდიდან რამდენიმე მი-
ლამდე, რომელიც თანდათან დამრეცად ეშვება, ასე რომ,
ზოგჯერ გეგონებათ, მდინარე გრძელი მთის თხემზე მიედინე-
ბაო. ამ ზოლს იქით ნოღაა ტბებითა და ჭაობებით დაფარული
ადგილი. ჭაობებში ისლი და ლერწამი ხარობს. ყოველ წელი-
წადს, წყალდიდობისას, მდინარის წყალი დატბორავს ხოლმე
აქაურობას. ეს ველური ჭაობები ზოგან ოც მილზეა გადაჭიმუ-
ლი. იქ, სადაც გაზაფხულის წყალი მხოლოდ წყალდიდობისას
აღწევს, უღრანი, თითქმის გაუვალი ტყეებია. მდინარისპირა
დამუშავებულ ნიადაგის ზოლსა და ჭაობებს შორის ტყის ზო-
ლია, ტყე თითქოს პეიზაჟის უკანა პლანიაო, როგორც სხვა
ქვეყნებში მთაგრეხილებია ხოლმე აღმართული მინდვრის
იქით. ტყეებში უმეტესად გოლიათი კვიპაროსები ხარობს,
მაგრამ არის ამ მხარისთვის დამახასიათებელი სხვა ჯიშებიც,
მაგალითად, ამბრის ხე, ვირგინიის მუხა, კერატი, ტირიფი,
ალვის ხე, სხვადასხვა ჯიშის მაგნოლიები და მუხები. ტყის პი-
რას ქონდარა პალმები, ეკალღიჭი, ლიანები და სხვადასხვა
ჯიშის ვაზი. ზოგან კიდევ, ხეებს შორის ხშირი ლერწამი ამო-
სულა; ხის ტოტებიდან ესპანური ხავსის გრძელი ფოჩებია ჩა-
მოკონწიალებული. ეს უცნაური პარაზიტი ტყეს პირქუშ იერს
აძლევს.
ნესტიან ტყესა და მდინარეს შორის დამუშავებული მინ-
დვრებია. ზოგ ადგილებში წყლის დონე რამდენიმე ფუტით მა-
ღალია მინდვრებზე, მაგრამ მათ ხელოვნური მიწაყრილის ჯე-
ბირი იცავს; ეს ჯებირი ორივე ნაპირზე აღუმართავთ, მდინა-
რის სათავიდან რამდენიმე მილის მანძილზე.

39 მკითხველთა ლიგა
მინდვრებზე სხვადასხვა მცენარე დაუთესავთ: შაქრის
ლერწამი, ბრინჯი, თამბაქო, ბამბა, ინდიგო და სიმინდი. ვხე-
დავ ჯგუფებად მომუშავე ზანგ მონებს, ღია ფერის ზოლიანი
ტანსაცმელი რომ აცვიათ, უმეტესად ცისფერი. ვხედავ აგ-
რეთვე ჯორებ ან ხარებშებმულ დიდ ურმებს, რომლებიც ან
მინდვრებიდან ბრუნდებიან, ან კიდევ მდინარის პირას მიიზ-
ლაზნებიან. ვხედავ ბამბის ქურთუკსა და ღია ფერის ლურჯ
შარვალში გამოწყობილ კოხტა კრეოლს, რომელიც პატარა
ესპანურ ცხენს მიაჭენებს ნაპირ ნაპირ.
აგერ, ფორთოხლის ბაღებში ჩამჯდარა მდიდარი პლანტა-
ტორის სახლ კარი, მწვანე დარაბები, გრილი ვერანდები და
ლამაზი ღობე რომ ამშვენებს. ცოტა მოშორებით დიდი ფარ-
დული დგას შაქრის ლერწმისთვის, ან იქნებ ბამბის საწყობია.
იქვე ახლოს ხის სუფთა ქოხები მოჩანს. ეს ქოხები ან ჯგუფ
ჯგუფად დგას, ან კიდევ გამწკრივებულან, როგორც კაბინები
მობანავეებისთვის ფეშენებელურ ზღვის კურორტზე.
აი, ახლა ერთი პლანტაციის გასწვრივ მივცურავთ, იქ დი-
დი მხიარულებაა, ეტყობა, სოფლის დღეობაა. ხეების ქვეშ,
ჩრდილში, უამრავი შეკაზმული ცხენი მოჩანს. ბევრ მათგანს
ქალის უნაგირი ადგას. ვერანდაზე, ეზოში და ფორთოხლის
ბაღში მორთულ მოკაზმული ქალბატონები და მამაკაცები და-
სეირნობენ. მუსიკა უკრავს და ღია ცის ქვეშ წყვილ წყვილად
ცეკვავენ. შეუძლებელია, არ შეგშურდეს ბედნიერი კრეოლე-
ბისა, რომლებიც არკადიელებივით უდარდელად ცხოვრო-
ბენ.
სხვადასხვა, ერთიმეორეზე თვალწარმტაცი სურათი პანო-
რამასავით მიცურავს ჩემ თვალწინ...
ისე გამიტაცა ამ სანახაობამ, ეჟენი ბეზანსონიც კი დამა-
ვიწყდა.
40 მკითხველთა ლიგა
თავი IX
ეჟენი ბეზანსონი

არა, ეჟენი ბეზანსონი არ დამვიწყებია. ამ ხნის განმავლო-


ბაში ხშირად წარმომიდგებოდა ხოლმე თვალწინ ეს ნაზი არ-
სება და ძალაუნებურად ამ ადგილებს ვუკავშირებდი; ისიც,
ნამდვილად, აქ დაიბადა და გაიზარდა. წეღან ნანახმა
მხიარულმა დღეობამ, სადაც ბევრი კრეოლი ქალიშვილი
ტრიალებდა, ისევ გამახსენა ეჟენი ბეზანსონი. საშტორმე ხი-
დიდან ჩამოვედი და სალონში შევედი, იმედი მქონდა, ისევ
ვნახავდი ქალს, რომელმაც ასე დამაინტერესა.
პირველად გული გამიტყდა. ქალთა სალონის დიდი შუშის
კარი დაკეტილი იყო. სალონში იყვნენ ქალები, მაგრამ
კრეოლი ქალი არსად სჩანდა.
ქალთა სალონი გემის კიჩოზეა მოთავსებული და ნაკ-
რძალ ადგილად ითვლება. იქ უცოლო კაცებს მხოლოდ იმ
შემთხვევაში შეუძლიათ შესვლა, თუ ნაცნობი ჰყავთ ვინმე და
ისიც განსაზღვრულ საათებში.
მე ასეთი უპირატესობა არ მქონდა, გემზე ასზე მეტი მგზავ-
რი იყო და ამდენ ხალხში ერთ სულიერსაც არ ვიცნობდი; სა-
ბედნიეროდ თუ საუბედუროდ, არც მე მიცნობდა ვინმე. ასეთ
ვითარებაში ქალების სალონში რომ შევსულიყავი, ზრდილო-
ბის წესს დავარღვევდი. ამიტომ საერთო სალონში დავიკავე
ადგილი და თანამგზავრებს დავაკვირდი.
41 მკითხველთა ლიგა
სალონში სხვადასხვა ჯურის ხალხი ირეოდა მდიდარი ვაჭ-
რები, ბანკირები, ახალორლეანელი ბირჟის მაკლერები და
კომისიონერები, მათი ცოლები და ქალიშვილები. ისინი, ყვი-
თელი ციებით დაშინებულები, ყოველ ზაფხულს გარბოდნენ
ახალი ორლეანიდან, რათა უფრო სასიამოვნო ეპიდემია შეჰ-
ყროდათ ფეშენებელურ კურორტზე ცხოვრება. აქვე იყვნენ
მდინარის ზემო ნაპირებზე მდებარე ბამბისა და სიმინდის
პლანტაციების მფლობელნი, რომლებიც შინ ბრუნდებოდნენ,
წვრილი ვაჭრები ჩრდილოეთის ქალაქებიდან და მეტივეები.
ტილოს შარვლებსა და წითელი ფლანელის ხალათებში გა-
მოწყობილი მეტივეები ჯერ ორი ათასი მილის მანძილზე ქვე-
მოთ მიაცურებდნენ ტივებს, ახლა კი, ახალ ახალ შავი მაუდის
კოსტიუმებსა და თეთრ, ქათქათა პერანგებში გამოწყობილ-
ნი, ისევ უკან ბრუნდებოდნენ. რა კოხტად ჩაცმულები დაბ-
რუნდებიან შინ, სოლტ რივერის, კემბერლენდის, ლიკინგისა
ან მაიამის სათავეებთან!
კრეოლებიც იყვნენ ღვინის ვაჭრები ფრანგული კვარტა-
ლიდან, თავიანთი ცოლ შვილით. კაცები ჩაცმულობით გამო-
ირჩეოდნენ, ნაოჭებიანი შარვლები და ღია ფერის პრუნელის
ჩექმები ეცვათ, ფუშფუშა ჟაბოები და ელვარე სამკაულები
ეკეთათ.
აქვე იყვნენ გამოპრანჭული კლერკებიც, მათ ნება ჰქონ-
დათ, ზაფხულის ცხელ თვეებში ახალ ორლეანს გასცლოდ-
ნენ; ამათზე უფრო მდიდრულად ჩაცმულ ჯენტლმენებსაც ნა-
ხავდით აქ, მათ საუკეთესო კოსტიუმები ეცვათ, ქათქათა
თეთრი ჟაბოებით დამშვენებული პერანგები, მანჟეტებზე
ბრილიანტის საკინძეები უელავდათ და თითებზე დიდი ოქ-
როს ბეჭდები ჰქონდათ წამოცმული. მათ „მონადირეებს“
ეძახდნენ. ისინი ახლა თამბაქოს მოსაწევ ოთახში მაგიდას
42 მკითხველთა ლიგა
გარს შემოხვეოდნენ და ერთ მათგანს უკვე ამოეღო ჯიბიდან
ბანქოს ახალთახალი შეკვრა მათი ხელობის იარაღი.
„მონადირეებს“ შორის იმ კაცსაც მოვკარი თვალი, რო-
მელმაც წეღან უტიფრად, ხმამაღლა შემომთავაზა სანაძლეო,
რამდენჯერმე ამიარ ჩამიარა და ისეთი თვალით შემომხედა,
მეგობრულს ვერაფრით დავარქმევდი.
სალონში ჩვენი ნაცნობი მოურავი იჯდა. არ გეგონოთ,
რომ მოურავის ან ზედამხედველის თანამდებობა ხელს შეუშ-
ლიდა პირველი კლასის სალონში მჯდარიყო. ამერიკის გე-
მებზე არ არის მეორე კლასის სალონები. მისისიპი შორეული
დასავლეთია და აქ არ იციან ასეთი დანაწილება.
პლანტაციების „ზედამხვედელები“ უხეში და უგულო ხალ-
ხია თავად თანამდებობა ითხოვს ამას. მაგრამ ეს მოხუცი, ეტ-
ყობა, გამონაკლისი იყო. დარბაისელი ჯენტლმენი ჩანდა. გა-
რეგნულად ძალიან მომწონდა და სიმპათიურად ვიყავი გან-
წყობილი, მაგრამ როგორც შევამჩნიე, მე თვალში მაინცდა-
მაინც არ მოუვედი.
ვიღაცამ თქვა, მოსკიტებმა შემაწუხესო და ითხოვა, იქნებ
ქალების სალონი გავაღოთო. რამდენიმე მგზავრმა მხარი
აუბა. მათ შორის ქალებიც იყვნენ და მამაკაცებიც, მაგრამ
ასეთ პასუხსაგებ საქმეს სტიუარდის მეტი ვერავინ იკისრებდა
და ამიტომაც მას მიმართეს. სტიუარდმა დააკმაყოფილა
მგზავრების კეთილგონივრული მოთხოვნა და „სამოთხის“
კარი გააღო გრძელ სალონში. გემის ქიმიდან კიჩოსკენ ორ-
პირმა ნიავმა დაუბერა და რამდენიმე წუთში არც ერთი მოს-
კიტი აღარ დარჩენილა გემზე, თუმცა ზოგმა მაინც შეაფარა
თავი კაიუტებს. მგზავრებმა შვებით ამოისუნთქეს.
სტიუარდის ნებართვით, შუშის კარი ღია დატოვეს და ყვე-
ლა კმაყოფილი დარჩა, განსაკუთრებით კოხტაპრუწა კლერ-
43 მკითხველთა ლიგა
კები ახლა თავისუფლად შეეძლოთ შეეთვალიერებინათ „ჰა-
რამხანა“. რამდენიმე მათგანმა შემთხვევით ისარგებლა,
ოღონდ სხვების დასანახად კი არ მიაშტერდნენ ქალების სა-
ლონს, ეს უტიფრობა იქნებოდა, ფარულად გააპარებდნენ
ხოლმე თვალს იქითკენ; ზოგს წიგნი ეჭირა ხელში, ვითომ
კითხულობდა და წიგნს ზემოთ გაჰხედავდა ქალებს, ზოგი კი,
სალონში მიდი მოდიოდა და აკრძალულ ზონას მიუახლოვ-
დებოდა თუ არა, თითქოს უნებლიეთ შეიხედავდა შიგ, ზოგს,
ეტყობა, ნაცნობი ქალიც ჰყავდა იქ, მაგრამ ალბათ, არც ისე
ახლო ნაცნობები იყვნენ, რადგან ვერ ბედავდა შიგნით შეს-
ვლას. სხვები კიდევ ფიქრობდნენ, იქნებ შემთხვევა მოგვეცეს
და ვინმე გავიცნოთო. მალე შევნიშნე ქალებისკენ მიმართუ-
ლი რამდენიმე ყოვლისმეტყველი გამოხედვა და საპასუხო
ღიმილიც დავინახე. ეტყობა, გაუგეს ერთმანეთს გულისნადე-
ბი. რამდენიმე ნაზი აზრის გადაცემა შეიძლება უსიტყვოდ,
თვალებით. ენა ხშირად დაგვწყვეტს ხოლმე გულს, სიყვარუ-
ლის ჯადოს გაფანტავს. რამდენჯერმე ვყოფილვარ მოწმე იმი-
სა, როგორ გაანადგურა ენამ მოსიყვარულე გულების უსიტ-
ყვო, სავსებით მომწიფებული შეთანხმება.
გავერთე ამ უსიტყვო პანტომიმის ცქერით, ერთხანს ასე
ვიჯექი და ვუთვალთვალებდი. საერთო ცნობისმოყვარეობა
გადამედო და უნებლიეთ მეც რამდენჯერმე შევიხედე ქალე-
ბის სალონში. საერთოდ, დაკვირვებული კაცი ვარ, ახალი
ყველაფერი მაინტერესებს. ამერიკული გემის სალონის
ცხოვრებას ხომ სრულებით არ ვიცნობდი და ძალიან დამაინ-
ტერესა. მინდოდა, უფრო კარგად გავცნობოდი. გარდა ამისა,
მინდოდა, ერთხელ კიდევ დამენახა ახალგაზრდა კრეოლი
ქალი ეჟენი ბეზანსონი.

44 მკითხველთა ლიგა
სურვილი მალე ამისრულდა. როგორც იქნა, მასაც მოვკა-
რი თვალი. თავისი კაიუტიდან გამოვიდა და ახლა კდემით
აღსავსე ლაღად დასეირნობდა სალონში. როგორც ჩანს,
მხიარულ გუნებაზე იყო, ქუდი მოეხადა, ხშირი, ოქროსფერი
თმა, კრეოლების ჩვეულებისამებრ, ჩინურ მოდაზე ჰქონდა
დაწყობილი: მშვენიერი, ფუმფულა „ბუმბული“ კეფაზე ისე და-
ეგრაგნა, რომ სპეტაკი შუბლი და კოხტა კისერი მის სილამა-
ზეს უფრო მშვენიერს ხდიდა. საერთოდ, ოქროსფერთმიანსა
და თეთრკანიან კრეოლს იშვიათად თუ შევხვდებით, უმეტე-
სად შავი და მუქი პირის კანი აქვთ ხოლმე და ეჟენი ბეზანსო-
ნი იშვიათი გამონაკლისი იყო.
სახის გამომეტყველება კეკლუცი, თავქარიანი ქალისა
ჰქონდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც იგრძნობდით მისი
ხასიათის სიმტკიცეს, ძალიან კოხტა ქალი იყო; კლასიკური
სახის ნაკვთები არ ჰქონდა, მაგრამ მისი შემხედვარე აღ-
ფრთოვანებას ვერ დაფარავდით.
რამდენიმე ქალს ისე თავისუფლად გამოელაპარაკა, ეტ-
ყობოდა, ადრევე იცნობდა, თუმცა, ქალები ადვილად ეცნობი-
ან ხოლმე ერთმანეთს, განსაკუთრებით ფრანგები.
ერთი რამ კი შევნიშნე ვინც გამოელაპარაკა, ყველა დიდი
პატივისცემით ეპყრობოდა. იქნებ უკვე გაიგეს კიდეც, რომ
კოხტა ეტლისა და ცხენების პატრონი იყო. სავსებით შესაძ-
ლებელია!
მე სულ ამ მშვენიერ ლედის ვადევნებდი თვალს. ქალიშვი-
ლი არ იქნებოდა, რადგან ახალგაზრდობის მიუხედავად, გა-
მოცდილი ქალის იერი ჰქონდა, თავისუფლად ეჭირა თავი,
ისე, თითქოს თავისი თავის ბატონ პატრონი თავადვე არის
და, რაღა თქმა უნდა, მთელი ამ ავლა დიდებისაცო.

45 მკითხველთა ლიგა
„რა უდარდელად გამოიყურება! გავიფიქრე, ალბათ, ჯერ
არავინ უყვარს!“
არ ვიცი, რატომ მომივიდა თავში ეს აზრი, ან რატომ ვიგ-
რძენი სიამოვნება ამის გაფიქრებაზე, მაგრამ ასე კი იყო...
სამწუხაროდ, მე და ამ ქალს საერთო არაფერი გვქონდა. იმ-
დენად მაღლა იდგა ჩემზე, რომ შეხედვასაც ძლივს ვბედავდი.
უზენაეს არსებად მიმაჩნდა და ისე გაუბედავად, ფარულად გა-
ვაპარებდი ხოლმე თვალს მისკენ, როგორც ეკლესიაში შეხე-
დავენ ხოლმე ლამაზ ქალს. რა თქმა უნდა, მისი ტოლი არ ვი-
ყავი. ერთი საათის შემდეგ დაბნელდება, ღამე ქალი ნაპირზე
ჩავა და ვეღარასოდეს ვნახავ! მერე, კიდევ ერთ საათს ვიფიქ-
რებ მასზე, ორს, იქნებ მთელ დღესაც. რაც უფრო დიდხანს
ვიჯდები ახლა აქ სულელივით და რაც უფრო დიდხანს დავ-
ტკბები მისი ცქერით, ჩემი ფიქრები მის მიმართ უფრო ხაგ-
რძლივი იქნება! მე თავად ვწნავდი ჩემს დასაჭერ ბადეს და ეს
პატარა სულიერი ტანჯვა ალბათ მაშინაც არ მომეშვებოდა,
როცა ლედი ნაპირზე ჩავიდოდა.
გადავწყვიტე, გავცლოდი ამ თილისმას და ისევ საშტორმე
ხიდზე დავბრუნებულიყავი. ერთხელ კიდევ შევხედავ მშვენი-
ერ კრეოლს და წავალ მეთქი, გავიფიქრე.
და სწორედ იმ წამს ლედი სარწეველა სავარძელში ჩაჯდა;
ახლა უფრო მკაფიოდ გამოჩნდა მისი სილამაზე და სიკოხტა-
ვე. პირდაპირ ღია კარს შესცქეროდა და მეც მაშინ შემამჩნია.
ღმერთს გეფიცებით, ახლაც ისე შემომხედა, როგორც მაშინ!
რას უნდა ნიშნავდეს ეს უცნაური გამოხედვა, ეს ცეცხლოვანი
მზერა? დიდხანს მიყურებდა დაჟინებით, მე კი ვერ გავბედე
ასეთივე თვალით შემეხედა მისთვის.
ერთი წუთის განმავლობაში თვალი არ მოუშორებია ჩემ-
თვის. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ვერ მივხვდი, რას ნიშ-
46 მკითხველთა ლიგა
ნავდა ეს, უფრო გვიან კი გამოვიცნობდი, მაგრამ მაშინ ვერ
მივხვდი.
ბოლოს ადგა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს
თავისი თავის უკმაყოფილო იყო, ან კიდევ ჩემი. ზურგი შემაქ-
ცია და თავის კაიუტაში შევიდა.
ნეტა, შეურაცხყოფად ხომ არ ჩათვალა ჩემი დაბნეულობა?
არა! არც სიტყვით, არც თვალებით, არც რამე ჟესტით! კრინ-
ტი არ დამიძრავს, არც გავნძრეულვარ, თან ისე გაუბედავად
შევხედავდი ხოლმე, უტიფრობაში ვერ ჩამომართმევდა.
საგონებელში ჩამაგდო ეჟენი ბეზანსონის საქციელმა,
სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ვეღარ ვნახავდი. ამი-
ტომაც მაშინვე დავტოვე სალონი და ისევ საშტორმე ხიდზე
ავედი.

47 მკითხველთა ლიგა
თავი X
გემის აჩქარების ახალი მეთოდი

მზე ჩადიოდა; კვიპაროსების შავი კედლის უკან, რომელიც


ვაკეს დასავლეთიდან შემოსალტვოდა, ცეცხლოვანი დისკო
ნელ ნელა დაბლა მიიწევდა და მდინარის ზედაპირს ოქროს-
ფერ ანარეკლს აფრქვევდა. ბოლთას ვცემდი ბრეზენტგადა-
ჭიმულ სახურავზე და აღფრთოვანებული გავყურებდი ამ
ბრწყინვალე სილამაზეს.
უცებ ოცნება შემაწყვეტინეს. მდინარეს გავხედე და დავი-
ნახე, დიდი გემი გამალებით მოგვდევდა უკან. საკვამლე მი-
ლებიდან ამოხეთქილ სქელ ბოლსა და გავარვარებულ სა-
ცეცხლეებზე ეტყობოდა, რომ დიდი სისწრაფით მოიჩქაროდა.
ხომალდის სიდიდესა და ძლიერ ქშენაზე მივხვდი, პირველი
კლასის გემი უნდა ყოფილიყო. მართლაც, „მაგნოლია“ აღ-
მოჩნდა. ისე მოიჩქაროდა, მალე დაგვეწეოდა კიდეც.
იმავე წუთს ქვემოდან არეული ხმები შემომესმა: ხმამაღა-
ლი, გაჯავრებული შეძახილები, ფეხების ბაკუნი. მგზავრები
მოფიცრულ გემბანზე გარბი გამორბოდნენ; ამ ალიაქოთს ქა-
ლების გამკივანი ხმებიც უერთდებოდა.
მაშინვე მივხვდი, რასაც ნიშნავდა ეს აურზაური: მგზავრებ-
მა მოქიშპე გემი დაინახეს.
მანამდე თითქოს აღარავის ახსოვდა გემების შეჯიბრი.
ეკიპაჟმა და მგზავრებმა უკვე იცოდნენ, რომ კაპიტანმა შეჯიბ-
რში მონაწილეობაზე უარი თქვა. მართალია, ამ უკანდახევამ
ყაყანი გამოიწვია, კაპიტანს კიცხავდნენ, მაგრამ ხალხი თან-
48 მკითხველთა ლიგა
დათან დაშოშმინდა. გემის ეკიპაჟმა ტვირთის განლაგებას
მიჰყო ხელი, ცეცხლფრეშები საცეცხლეებსა და შეშას მიუბ-
რუნდნენ, ბანქოს მოთამაშეებმა კარტი გაშალეს, სხვა მგზავ-
რები კი ან თავის ჩემოდნებს დასტრიალებდნენ, ან კიდევ
ახალ გაზეთებს კითხულობდნენ. ახლა კი მოქიშპე გემის გა-
მოჩენამ უცებ შეცვალა ყველაფერი. ბანქოს მოთამაშეებმა,
იმის იმედით, რომ ახლა უფრო აზარტულ თამაშში ჩაებმე-
ბოდნენ, მაშინვე შეწყვიტეს კარტის დარიგება; ვინც კითხუ-
ლობდა, უცებ დახურა წიგნი და გაზეთები გვერდზე გადადო.
ვინც თავის ბარგთან ფუსფუსებდა, სწრაფად ანება თავი ჩე-
მოდნებს; სარწეველა სავარძელში მჯდარი მშვენიერი ქალე-
ბიც წამოხტნენ. ყველამ გემბანს მიაშურა.
მე საშტორმე ხიდზე ვიდექი, აქედან ნათლად ჩანდა მოქიშ-
პე გემი და მალე სხვებიც შემომიერთდნენ. უცებ გავიფიქრე,
ნეტავ, ზემო გემბანზე რა ხდება მეთქი და ძირს ჩავედი.
საერთო სალონში აღარავინ დამხვდა. მგზავრები, ქალე-
ბიც და მამაკაცებიც, გემბანზე გასულიყვნენ, გემის კიდესთან
შეჯგუფებულიყვნენ და შეშფოთებულები გასცქეროდნენ მო-
ახლოებულ „მაგნოლიას“.
მგზავრებით გარშემოხვეული კაპიტანი გემის ბაქანზე იდ-
გა, ტენტის ქვეშ, ყველანი ღელავდნენ, ერთმანეთს არ აც-
ლიდნენ სათქმელს, ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ კაპიტა-
ნი, რომ შეჯიბრებოდა მეორე გემს, სვლას ვუმატოთ და „მაგ-
ნოლიას“ გავასწროთო, ჩასჩიჩინებდნენ.
კაპიტანს, როგორც ჩანს, უნდოდა, თავი აერიდებინა აბე-
ზარი მთხოვნელებისთვის, ერთ ადგილზე არ ჩერდებოდა,
წინ და უკან ბოლთას სცემდა, მაგრამ ვერც ამან უშველა.
საითაც არ უნდა წასულიყო, მგზავრებიც მისდევდნენ და ყვე-

49 მკითხველთა ლიგა
ლას ისევ ის თხოვნა ეკერა პირზე; ზოგი ემუდარებოდა კი-
დეც, ღვთის გულისათვის, „მაგნოლიას“ ნუ ჩამორჩებითო.
- კეთილი, კაპიტანო! - ყვიროდა ერთი, - თუ „მშვენება“ არ
გაუსწრებს, ამ ადგილებს ნუღარ გაეკარება!
- მართალია, - კვერი დაუკრა მეორემ, - მეორედ, ვეცდები,
„მაგნოლიათი“ ვიმგზავრო.
- მაინც რა სწრაფი გემია ეს „მაგნოლია“! - წამოიძახა მესა-
მემ.
- ოღონდაც! - ისევ ჩაერთო პირველი, - ეტყობა, საწვავი არ
ენანებათ!
გემის კიდეს გავუყევი და ქალების კაიუტისკენ წავედი. კა-
ცებზე არანაკლებ დაინტერესებული ქალბატონებიც მოაჯირ-
თან შეკრებილიყვნენ. მესმოდა, როგორ გამოთქვამდნენ ზო-
გიერთები სურვილს, რომ „მშვენებას“ მიეღო მონაწილეობა
ამ შეჯიბრში. აღარავინ ფიქრობდა მოსალოდნელ რისკსა და
საშიშროებაზე. დარწმუნებული ვარ, ხმის უმრავლესობაზე
რომ მიმდგარიყო საქმე, შეჯიბრის მოწინააღმდეგე სამი კა-
ციც არ აღმოჩნდებოდა. უნდა გამოვტყდე, თავად მეც ხმას
მივცემდი შეჯიბრს, რადგან საერთო აღგზნება გადმომედო და
ახლა აღარც „კორძიანი ხე“ მახსოვდა, აღარც „მხერხავი“ და
არც აფეთქებული საორთქლე ქვაბები.
რაც უფრო გვიახლოვდებოდა „მაგნოლია“, მით უფრო მა-
ტულობდა საერთო აღტყინება. ცხადი იყო, რამდენიმე წუთის
შემდეგ დაგვეწეოდა და გაგვასწრებდა კიდეც. მგზავრების უმ-
რავლესობა ვერ ეგუებოდა ამას და ატყდა ერთი აყალმაყა-
ლი, ისმოდა ბრაზიანი შეძახილები, წყევლა. ეს ყველაფერი
საწყალ კაპიტანს დაატყდა თავს, რადგან ყველამ იცოდა,
რომ გემის ეკიპაჟს შეჯიბრება უნდოდა; ახლა „მხდალის“
როლში მხოლოდ კაპიტანიღა დარჩენილიყო.
50 მკითხველთა ლიგა
„მაგნოლია“ უკვე ზედ კიჩოსთან მოგვდევდა, ქიმი ოდნავ
განზე გაეწია და ნამდვილად გასწრებას გვიპირებდა.
მთელი მისი ეკიპაჟი (ოფიცრები და მეზღვაურები) გემბან-
ზე ტრიალებდა, ორივე მესაჭე ზემოთ იყო, მესაჭის ჯიხურში;
ცეცხლფარეშები საორთქლე ქვაბებთან ფუსფუსებდნენ. სა-
ცეცხლეების კარები გავარვარებულიყო და ვეებერთელა მი-
ლები რამდენიმე ფუტის სიმაღლეზე ისროდა ცეცხლის წი-
თელ ენებს, გეგონებოდა, გემი იწვისო.
- შაშხით ახურებენ! - შესძახა ვიღაცამ.
- მართალია! ეშმაკმა წაიღოს! - წამოიძახა მეორემ, - შეხე-
დეთ, მთელი გროვა ყრია საცეცხლეებთან.
მეც იქითკენ გავიხედე, მართალს ამბობდნენ. გემბანზე,
საცეცხლეების წინ, მუქი ყავისფერი გროვა დავინახე. ზომის,
ფორმისა და ფერის მიხედვით მაშინვე მიხვდებოდით, რომ
დაშაშხული ღორის ბარკლები იქნებოდა. ვხედავდით, რო-
გორ ყრიდნენ საცეცხლეებში.
ცოტაც და „მაგნოლია“ დაგვეწეოდა, მისი ქიმი უკვე „მშვე-
ნების“ მესაჭის ჯიხურს გაუსწორდა. ჩვენს გემზე მღელვარება
და ხმაური მატულობდა. თანაც მოქიშპე გემის მგზავრები
დაგვცინოდნენ და ამან უფრო წაგვიკიდა ცეცხლი, მაგრამ კა-
პიტანი ისევ უარს ამბობდა შეჯიბრზე. გაშმაგებული კაცები კი
ლამის ემუქრებოდნენ კაპიტანს.
ამასობაში „მაგნოლია“ წინსვლას განაგრძობდა. უკვე
გვერდზე მოგვყვებოდა ქიმი ქიმთან. წუთით სამარისებური
სიჩუმე ჩამოვარდა, ორივე გემის ეკიპაჟი და მგზავრები სულ-
განაბულები შეჰყურებდნენ გემების მოძრაობას. კიდევ ერთი
წუთი და „მაგნოლია“ წინ გაიჭრა! გამარჯვების ყვირილი გა-
ისმა მის გემბანზე, ჩვენ დაგვცინოდნენ, შეურაცხმყოფელ
სიტყვებს გვესროდნენ.
51 მკითხველთა ლიგა
- ბაგირი ისროლეთ, ბუქსირით წაგიყვანთ! - მოგვაძახა
ერთმა.
- სად არის ახლა თქვენი ძველი კიდობანი! - არ ჩამორჩა
მეორე.
- გაუმარჯოს „მაგნოლიას“! მშვიდობით „დასავლეთის
მშვენებავ“, მშვიდობით ძველო ბეხრეკო! - საერთო სიცილ-
ხორხოცში გაისმა მესამე მეზღვაურის ღრიალი.
ვერ გადმოგცემთ იმ დამცირებას, რასაც „მშვენების“
მგზავრები განიცდიდნენ. მარტო გემის ეკიპაჟს კი არა, ყველა
მგზავრს, უკლებლივ, ერთი და იგივე გრძნობა დაეუფლა. თა-
ვად მე არც კი ვფიქრობდი, რომ ასე შეურაცხყოფილად ვიგ-
რძნობდი თავს. დამარცხებულთა ბანაკში ყოფნა არავის მოს-
წონს, თუნდაც შემთხვევით იყოს მოხვედრილი, მაშინვე გა-
დაედება ხოლმე სხვისი განცდები. იქნებ ეს რაღაც ფიზიკური
კანონის ძალით ხდება, რომელსაც ვერ ეწინააღმდეგებით.
იცით, რომ ეს აღტყინება სისულელეა და უაზრობა, და მაინც
ძალაუნებურად აჰყვებით ხოლმე აღფრთოვანებულ ხალხს.
მახსოვს, ერთხელ ასევე ავყევი ბრბოს, რომელიც მეფის
კორტეჟს ესალმებოდა ღრიალით და ჩემი ხმაც შევუერთე.
წუთის შემდეგ აღტყინებამ გამიარა და ჩემივე სისუსტისა და
უბადრუკობის შემრცხვა.
ეკიპაჟიცა და მგზავრებიც, ეტყობა, ფიქრობდნენ, რომ
ჩვენმა კეთილგონიერმა კაპიტანმა შეცდომა დაუშვა. საერთო
ღრიანცელში წამოძახილები ისმოდა, „სირცხვილია!“ გაჰყვი-
როდნენ მთელ გემბანზე.
საწყალი კაპიტანი! სულ მას ვადევნებდი თვალს და ძალი-
ან მეცოდებოდა. კრეოლი ქალის გარდა, ალბათ მარტო მე
ვიცოდი მისი საიდუმლო და ძალაუნებურად აღმაფრთოვანა
კაპიტნის რაინდობამ. შეუდრეკლად ასრულებდა თავის დანა-
52 მკითხველთა ლიგა
პირებს. სახეწამოჭარხლებული, ბრაზმორეულ თვალებს აბ-
რიალებდა. დარწმუნებული ვიყავი, ახლა რომ ეთხოვა ვინმეს
ის, რაც წეღან ლედიმ სთხოვა, უარს იტყოდა, თუნდაც სიტყვა
მიეცათ, მთელ მისისიპიზე გადასაზიდ ტვირთს თქვენ გადაგა-
ტანინებთო.
ბოლოს, კაპიტანი აბეზარი მგზავრებისგან თავის დასაღ-
წევად ქალების სალონში შეიპარა და იქიდან გემის კიჩოზე
გავიდა, მაგრამ დაინახეს თუ არა მშვენიერმა ქალებმა, მა-
შინვე გარს შემოეხვივნენ. კაცებზე ნაკლებად არც ისინი ყაყა-
ნებდნენ, ზოგი სიცილით ემუქრებოდა, მეორეჯერ თქვენი გე-
მით აღარ ვიმგზავრებთო, სხვები კიდევ არათავაზიანობას აბ-
რალებდნენ. სწორედ რომ ვერავინ გაუძლებდა ამ ჯოჯოხეთს.
თვალს არ ვაშორებდი კაპიტანს. ვიცოდი, გადამწყვეტი წუთე-
ბი დადგა და რაღაც უნდა მომხდარიყო.
კაპიტანი წელში გაიმართა და გარშემორტყმულ ქალებს
მიმართა:
- ქალბატონებო! დიდი სიამოვნებით შევასრულებდი
თქვენს თხოვნას, რომ ახალი ორლეანიდან გამგზავრების
წინ პირობა არ მიმეცა... პატიოსანი სიტყვა მივეცი ერთ ლე-
დის...
ასე თავაზიანად მიმართა კაპიტანმა ქალებს, მაგრამ სათ-
ქმელი ვერ დაამთავრა; ახალგაზრდა ქალმა, რომელიც მის-
კენ გამორბოდა ყვირილით, სიტყვა შეაწყვეტინა:
- კაპიტანო! თქვენი ჭირიმე! ნუ გაუშვებთ იმ საზიზღარ
გემს წინ! საწვავი მოუმატეთ, გეხვეწებით, ძვირფასო კაპიტა-
ნო!
- როგორ, მადმუაზელ! - უთხრა გაკვირვებულმა კაპიტან-
მა, - განა თქვენ არ მოგეცით პატიოსანი სიტყვა, არ გავეჯიბ-
რები მეთქი? და თქვენ...
53 მკითხველთა ლიგა
- ღმერთო ჩემო! - შესძახა ეჟენი ბეზანსონმა, სწორედ ის
იყო, - მართლა! რამ დამავიწყა!.. ო, კაპიტანო, ძვირფასო!
უკან მიმაქვს ჩემი თხოვნა... იმედი მაქვს, გვიან არ არის!
ღვთის გულისათვის, შეეცადეთ, გაუსწროთ! გესმით, როგორ
დაგვცინიან?
კაპიტანს ჯერ სახე გაებადრა, მაგრამ მაშინვე ისევ მოიღუ-
შა.
- მადლობას მოგახსენებთ, მადმუაზელ, - უპასუხა მან -
მაგრამ, სამწუხაროდ, მგონი, ვეღარ დავეწევით „მაგნოლი-
ას“. იმათ ის უპირატესობა აქვს, რომ შაშხით ახურებენ ქვა-
ბებს და ეტყობა, ბლომადაც მოიმარაგეს. მეც მინდოდა და-
მეტვირთა გემი შაშხით, მაგრამ სიტყვა რომ მოგეცით, გადა-
ვიფიქრე. ახლა რაღას გავეჯიბრებით, როცა შეშის მეტი საწ-
ვავი არაფერი გვაქვს; არც ღირს. ნამდვილად რომ ვიცოდე,
რომ „მშვენება“ „მაგნოლიაზე“ უფრო სწრაფია, მაშინ კიდევ
შეგვეძლო გვეცადა, მაგრამ ეს არ ვიცით, რადგან არასოდეს
გამოგვიცდია მისი სიჩქარე.
თითქოს გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნა. იქ მყოფი ქა-
ლებიდან ზოგიერთმა ავი მზერით შეათვალიერა ეჟენი ბეზან-
სონი.
- შაშხი? - შესძახა უცებ ეჟენიმ, - რა თქვით, ძვირფასო კა-
პიტანო, შაშხი? რამდენი გეყოფათ? ორასი ცალი?
- ო, ეგ მეტისმეტია! - უპასუხა კაპიტანმა.
- ანტუან! ანტუან! აქეთ! - დაუძახა მან მოხუც მოურავს, -
რამდენი ცალი შაშხი გაქვთ გემზე?
- ათი კასრი, მადამ, - უპასუხა მოურავმა და მოწიწებით და-
უკრა თავი.

54 მკითხველთა ლიგა
- ოჰ, მადამ, შაშხის ფულს მე გადაგიხდით, - უთხრა სახე-
გაბრწყინებულმა კაპიტანმა, რომელსაც თანდათან საერთო
აღმაფრენა გადაედო.
- არა! არა, არა! ხარჯი ჩემი იყოს! აკი, მე გათქმევინეთ
უარი შეჯიბრზე. ეს შაშხი ჩემი პლანტაციის ხალხისთვის მიმ-
ქონდა, მაგრამ ჯერ არ სჭირდებათ. არა უშავს, კიდევ მოვატა-
ნინებ... წადით, ანტუან! წადით ჩქარა ცეცხლფარაშებთან! და-
ამტვრიეთ კასრები! რაც გინდათ, ის უყავით, ოღონდ ეს სა-
ზიზღარი „მაგნოლია“ ნუ გვაჯობებს! ხედავთ, როგორ უხარი-
ათ! დროზე, დროზე გასწი!..
ეს თქვა და აღფრთოვანებული ქალებით გარშემოხვეული
გულფიცხი კრეოლი ქალი გემის მოაჯირს მივარდა.
კაპიტანს უცებ გაუარა ბრაზმა, გამოცოცხლდა. შაშხის ამ-
ბავი მაშინვე მოედო მთელ გემს და მგზავრებისა და ეკიპაჟის
აღტყინებამაც უფრო იმატა. ახალგაზრდა კრეოლი ქალის პა-
ტივსაცემად სამჯერ დაიგუგუნა „ვაშამ“, რამაც საგონებელში
ჩააგდო „მაგნოლიის“ მგზავრები; ისენი უკვე რამდენიმე წუ-
თი იყო, რაც ტკბებოდნენ გამარჯვებით და თანდათან უფრო
გვისწრებდნენ.
„მშვენებაზე“ კაცი არ დარჩენილა უსაქმოდ. კასრები გა-
მოაგორეს, თავები ააძვრეს და ახლა პირდაპირ გახურებულ
საცეცხლეებში ისროდნენ შაშხს, თუჯის კედლები მალე გა-
ვარვარდა, გაწითლდა, ორთქლის წნევამ იმატა, მანქანების
გაძლიერებულმა მუშაობამ გემი ააზანზარა, ზარი გაუთავებ-
ლად რეკდა ნიშანს აძლევდა, ბორბლები უფრო და უფრო
სწრაფად ბრუნავდნენ და გემმა საგრძნობლად უმატა სვლას.
გამარჯვების იმედმა მიაჩუმა მგზავრები. ყვირილი შეწყდა,
თითქმის მიწყნარდა იქაურობა. ახლა მხოლოდ გემების სის-

55 მკითხველთა ლიგა
წრაფეზე თუ იტყოდნენ რამეს, ან ახალ სანაძლეოს დებდნენ;
აქა იქ ისევ შაშხის ამბავს იხსენებდნენ.
ყველა მდინარეს გასცქეროდა, დაჟინებით ადევნებდნენ
თვალს გემებს შორის მანძილს.

56 მკითხველთა ლიგა
თავი XI
გემების შეჯიბრება მისისიპიზე

ამასობაში ჩამობნელდა კიდეც. ცაზე არც მთვარე ჩანდა,


არც ვარსკვლავები. მისისიპის ქვემო დინებაზე, ღამით, მოწ-
მენდილ ცას იშვიათად დაინახავს კაცი, თითქმის ყოველთვის
ჭაობიდან ამოსული ნისლი ჰფარავს.
მაგრამ შეჯიბრებისთვის მაინც საკმარისი სინათლე იყო.
ყვითელი წყალი ლაპლაპებდა და ნაპირებისგან ადვილად
გამოირჩეოდა. მდინარე ფართო იყო, გემების კაპიტნები კი
„ბებერი მგლები“ და მშვენივრად იცოდნენ მდინარის ყველა
ტოტი და მეჩეჩი.
მოქიშპე გემები საკმაოდ კარგად ხედავდნენ ერთმანეთს.
ფარნები არც კი იყო საჭირო, მაგრამ ორივე გემის გაფელზე
მაინც ფერადი სანიშნე ფარნები ენთო. კაიუტების ფანჯრები
ორივე გემზე გაჩახჩახებული იყო და შაშხით აგიზგიზებული
ცეცხლის ანარეკლი მდინარის ზედაპირზე სისხლისფრად
ლიცლიცებდა.
ორივე გემის მგზავრები, ზოგი კაიუტის ფანჯრებიდან იხე-
დებოდა, ზოგი მოაჯირზე გადაყუდებულიყო და დიდი ინტერე-
სით ადევნებდა თვალს გემების შეჯიბრს.
როცა „მშვენებამ“ სიჩქარეს უმატა, „მაგნოლია“ ნახევარი
მილით იყო წინ. ამ მცირე მანძილს ადვილად დავძლევდით,
„მშვენება“ „მაგნოლიაზე“ სწრაფი რომ ყოფილიყო, მაგრამ
ორივე გემი ერთნაირი სიჩქარით მიცურავდა და ამიტომ უფ-
რო გვიჭირდა. კარგა ხნის შემდეგ დარწმუნდა „მშვენების“
57 მკითხველთა ლიგა
ეკიპაჟი, რომ „მაგნოლიას“ დავეწეოდით. ამას ადვილად ვერ
შეამჩნევს კაცი, როცა ერთი გემი მეორეს მისდევს. მგზავრე-
ბი წამდაუწუმ ეკითხებოდნენ ხან მეზღვაურებს, ხან ერთმა-
ნეთს და ათასნაირ ვარაუდს გამოთქვამდნენ.
ბოლოს, კაპიტანმა განაცხადა, რამდენიმე იარდით დავე-
წიეთ „მაგნოლიასო“. ამ სიტყვებმა აღაფრთოვანა მგზავრები,
მაგრამ ყველას არ უხაროდა, რადგან ჩვენს გემზე ბევრი მო-
ღალატე აღმოჩნდა, ისინი „მაგნოლიას“ უჭერდნენ მხარს.
ერთი საათის შემდეგ უკვე ყველა დარწმუნდა, რომ დავე-
წეოდით „მაგნოლიას“, რადგან გემებს შორის მეოთხედი მი-
ლიღა დარჩა. როცა ღელვა არ არის, მეოთხედი მილი არც
ისე დიდი მანძილია, და უკვე ორივე გემის მგზავრებს შეეძ-
ლოთ გამოლაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ამით მაშინვე
ისარგებლეს „მშვენების“ მგზავრებმა და სამაგიერო გა-
დაუხადეს მოქიშპეებს. ახლა უკვე „მაგნოლიას“ მგზავრებს
ესმოდათ დაცინვა და გამოჯავრება. ჩვენებმა ორმაგად გა-
დაუხადეს სამაგიერო.
- სენტ ლუისში ხომ არაფერს დაგვაბარებთ? ჩვენ მალე ჩა-
ვალთ და მზად ვართ გემსახუროთ! - გასძახა ერთმა ჩვენმა
თანამგზავრმა.
- ვაშა, ჩვენს დიდებულ „მშვენებას“! - ღრიალებდა მეორე.
- შაშხი გეყოფათ? - შესძახა მესამემ, - იქნებ გასესხოთ?
- თუ გვკითხეს, სად გაეჩხირნენო, რა ვუპასუხოთ? კუს ყუ-
რე მივუთითოთ? - გასძახა მეოთხემ და ატყდა ხარხარი, რად-
გან ეს ხუმრობა მდინარის იმ ადგილს ეხებოდა, სადაც იმ
წამს მივცურავდით. ყველამ იცოდა, რა უკუღმართი ადგილიც
იყო.
შუაღამე ახლოვდებოდა, მაგრამ დაძინება არავის უფიქ-
რია, არც ჩვენთან, არც „მაგნოლიაზე“. შეჯიბრმა ყველას
58 მკითხველთა ლიგა
დაავიწყა ძილი, ქალი თუ კაცი გემბანზე იყო, ან კიდევ წამ-
დაუწუმ გამოდიოდნენ კაიუტებიდან ამბის გასაგებად. აღ-
გზნებულები სასმელს დაეწაფნენ და რამდენიმე კაცი უკვე
კარგად შეზარხოშებულიყო. ეკიპაჟის წევრებიც არ ჩამორ-
ჩნენ მგზავრებს, კაპიტანიც არ იყო მთლად ფხიზელი და არც
არავინ ჰკიცხავდა ამისთვის. სიფრთხილე აღარავის ახსოვ-
და.
შუაღამე მოახლოვდა. მანქანების ღრჭიალითა და რახრა-
ხით გემები კვლავ წინ მიიწევდნენ! სიბნელემ მოიცვა მდინა-
რე, მაგრამ ეს არავის ენაღვლებოდა გავარვარებული საცეც-
ხლეები წითლად კაშკაშებენ, მაღალი საკვამლე მილები ცეც-
ხლის ენებს ანთხევენ, რკინის საორთქლე მილებიდან ქოთ-
ქოთით ამოდის ორთქლი; გემის ბორბლები წყალს აქაფებენ,
შპანჰოუტები დაძაბულობისგან ძაგძაგებს და კვნესის, გემები
კი მაინც წინ მიიწევენ!..
ახლა მხოლოდ ორასი იარდი დარჩა გემებს შორის. „მშვე-
ნების“ გემბანიდან ამოხეთქილი გამარჯვების ყიჟინა ნაპი-
რებს წვდება.
მე ახლოს ვიდექი კაპიტანთან და ცოტა არ იყოს, შეშფო-
თებული ვადევნებდი თვალს მას. ძალიან მაწუხებდა, რომ
ხშირად შედიოდა ბარში და უკვე კარგა მაგრად იყო შეზარ-
ხოშებული. სწორედ ახლახან დაბრუნდა მესაჭის ჯიხურში და
დაჟინებით იყურებოდა წინ. მარჯვენა ნაპირზე, დაახლოებით
ერთი მილით ჩვენზე წინ, მოციმციმე სინათლეები გამოჩნდა.
მოჰკრა თუ არა თვალი სინათლეს, კაპიტანი შეკრთა და გამ-
წარებულმა შესძახა:
- ჯანდაბას! ეს ხომ ბრინჯერსია!
- დი-ია-ხ! სიტყვა გააგრძელა მესაჭემ კაპიტნის ზურგის
უკან.
59 მკითხველთა ლიგა
- ღმერთო ჩემო! წავაგე და ეგ არის!
- რატომ? - ვერ მიხვდა მესაჭე, შეჯიბრი რა შუაშია?
- აქ უნდა მივადგე ნაპირს, უნდა გავჩერდე... შაშხი რომ
მოგვცა, ის ლედი უნდა გადმოვსვა!
- ჰო-ო! - თქვა ფლეგმატურმა მესაჭემ, - თუ საჭიროა... ეჰ,
დალახვროს ეშმაკმა! ცოტაც და გავასწრებდით, ღმერთმანი!
დალახვროს ეშმაკმა!
- რა გაეწყობა, - თქვა კაპიტანმა, - ნაპირისკენ შეაბრუნე! -
უბრძანა და მაშინვე ძირს დაეშვა. ვხედავდი, რომ ძალიან
აღელვებული იყო და უკან გავყევი. გემბანზე ქალები შეგრო-
ვილიყვნენ, კრეოლი ქალიც იქ იყო.
- მადმუაზელ, - მიმართა მას კაპიტანმა, - ეტყობა, მაინც
წავაგებთ!
- რატომ? - ჰკითხა გაკვირვებულმა ქალმა, - შაშხი არ
გყოფნით?.. ანტუან! განა სულ არ მიეცით?
- არა, ქალბატონო, - უპასუხა კაპიტანმა, - ამიტომ არა.
მადლობელი ვარ ასეთი ხელგაშლილობისთვის, მაგრამ ამ
სინათლეებს ხომ ხედავთ?
- ვხედავ... მერე?
- ბრინჯერსია.
- მართლა? უკვე მოვედით?
- დიახ, აქ უნდა გადახვიდეთ ნაპირზე.
- და ამიტომ უნდა წააგოთ?
- რასაკვირველია.
- მაშინ აქ არ ჩავალ. ერთი დღე რაღაა? ბებერი ხომ არ
ვარ, ერთი დღის დაკარგვის შემეშინდეს. ჰა, ჰა, ჰა! ჩემ გამო
არ წაგაგებინებთ და არც თქვენს მშვენიერ გემს დავაკარგი-
ნებ სახელს. არაფრის დიდებით არ გაჩერდებით, კაპიტანო!
ბატონ რუჟამდე მიმიყვანეთ და დილით დავბრუნდები შინ.
60 მკითხველთა ლიგა
ირგვლივ გახარებული შეძახილები გაისმა. კაპიტანი მა-
შინვე მესაჭესთან გავარდა, რათა წეღანდელი ბრძანება
გაეუქმებინა.
„მშვენება“ ისევ „მაგნოლიას“ მისდევს და მათ შორის მან-
ძილიც ორას იარდამდეა. მანქანები ხრჭიალებენ, ორთქლი
ბუბუნებს, ბორბლების ფრთები წყალზე ტყლაშუნობს, მოფიც-
რული იატაკი ჭრაჭუნობს, ხალხი ყვირის, ერთი სიტყვით, გა-
მაყრუებელი კონცერტია!
მიქრის „მშვენება“ წინ, წინ და მიუხედავად იმისა, რომ
„მაგნოლიაც“ ჩქარობს, მაინც ეწევა. აი, მიუახლოვდა კიდეც,
ცოტა კიდევ და მისი ქიმი უკვე „მაგნოლიას“ კიჩოს გაუსწორ-
და, მერე მესაჭის ჯიხურს და ბოლოს ზემო გემბანს. ახლა მა-
თი სინათლეები გადაჯვარედინდა, ცეცხლის ანარეკლები შე-
ერთდა და წყლის ზედაპირზე ლაპლაპებს. ერთად მიდიან ქი-
მი ქიმთან.
ცოტა კიდევ წავედით წინ და უკვე კაპიტანი ქუდს იქნევს.
უცებ გამარჯვების ხმამაღალი ყიჟინა მოედო არემარეს! მაგ-
რამ ამ მხიარულებაში ყიჟინამ ვერ მოასწრო ჩაცხრომა, რო-
ცა გამარჯვების ყვირილი უცებ ისეთი ძლიერი აფეთქების
ხმამ დაფარა, თითქოს საფანტის საწყობი აფეთქდაო. აფეთ-
ქების ხმამ ცა, მიწა და წყალი შეაზანზარა! გემმა საშინელი
ჭახანი გაიღო და ფიცრები ცაში აცვივდა. ზემოთ ასროლილი
მგზავრები შეშფოთებით ყვიროდნენ, ჰაერი კვამლითა და
ორთქლით გაიჟღინთა და უკუნ ღამეში სასოწარკვეთილი
ყვირილი გაისმა.

61 მკითხველთა ლიგა
თავი XII
მაშველი ქამარი

ასეთი ძლიერი აფეთქების ხმა არასოდეს გამიგონია. მა-


შინვე მივხვდი, რომ კატასტროფა მოხდა. ვიფიქრე, ნამდვი-
ლად საორთქლე ქვაბები აფეთქდა მეთქი და არც შევმცდარ-
ვარ.
აფეთქების დროს ჩემს კაიუტასთან ვიდექი, კიდევ კარგი,
მოაჯირს ვიყავი ჩაჭიდებული, თორემ გემი უცებ გვერდზე გა-
დაიხარა და მოულოდნელი ბიძგი მდინარეში გადამისვრიდა.
ბარბაცით შევედი ჩემს კაიუტაში, არც კი ვიცოდი, რას ვაკე-
თებდი და იქიდან საერთო სალონში გავედი.
აქ გავჩერდი და მივიხედ მოვიხედე. გემის წინა ნაწილი
მთლად ორთქლსა და კვამლში იყო გახვეული და სალონიც
თანდათან ივსებოდა ცხელი, დამთუთქველი ორთქლის ჭავ-
ლით. შემეშინდა, ჩემამდე არ მოეღწია ამ დაბურულ მასას და
გარეთ გამოვვარდი. ჩემს ბედზე, ქარი ქროდა და ამ საშინელ
ორთქლს ფანტავდა.
მანქანები ჩაჩუმდნენ, ბორბლები აღარ ტრიალებდა. სა-
ორთქლე მილი აღარ ფუხფუხებდა, მაგრამ ამ ხმების ნაც-
ვლად ახლა სხვა, საშინელი ხმაური ისმოდა. მამაკაცების
ყვირილი, ლანძღვა და წყევლა კრულვა, ქალების ყურისწამ-
ღები კივილი, ქვედა გემბანიდან დაჭრილების კვნესა, წყალ-
ში ჩაცვენილების სასოწარკვეთილი ღრიალი კი შემაძრწუ-
ნებლად რეკდა ყურში! როგორ არ ჰგავდა ეს ხმები იმ აღტა-

62 მკითხველთა ლიგა
ცებულ ყიჟინას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აყრუებდა
აქაურობას.
კვამლი და ორთქლი თითქმის გაიფანტა და ახლა შემეძ-
ლო დამენახა, რა ხდებოდა გემის ქიმზე. იქ ნამდვილი ქაოსი
იყო. თამბაქოს მოსაწევი ოთახი, ბარი (მთლიანად), წინა ტენ-
ტი და მესაჭის ჯიხურის მარჯვენა მხარე აღარსად ჩანდა, თით-
ქოს ქვეშიდან ნაღმი აუფეთქესო; რკინის ვეებერთელა მილე-
ბი გემბანზე ეყარა! დავინახე თუ არა ეს, მაშინვე გადავწყვი-
ტე, ალბათ კაპიტანი, მესაჭე და ყველა, ვინც იქ იყო, დაიღუპ-
ნენ მეთქი.
ამ აზრმა უცებ გამიელვა და გაქრა. საღ სალამათი ვიყავი
და, რა თქმა უნდა, მაშინვე თავის გადარჩენაზე ფიქრი დავიწ-
ყე. არ დავბნეულვარ, ვიცოდი, აფეთქება არ განმეორდებო-
და, მაგრამ იმასაც ვხედავდი, რომ გემი ძალიან იყო დაზიანე-
ბული და გვერდზე გადაწოლილი. რასაკვირველია, ასეთ
მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაძლებდა წყლის ზედაპირზე.
გავიფიქრე თუ არა ეს, მაშინვე მომესმა სასოწარკვეთილი
ყვირილი:
- ღმერთო ჩემო, ვიძირებით! ვიძირებით! ახლა სხვა შეძა-
ხილი გაისმა: - „ცეცხლი!“ იმავე წუთს ცეცხლის ენები ამოიჭ-
რა გემის სიღრმიდან და მაღლა საშტორმე ხიდსაც კი მის-
წვდა! ცხადი იყო, აფეთქებულ გემზე დიდხანს ვეღარ გავჩერ-
დებოდით ან დავიწვებოდით მასთან ერთად, ან ჩავიძირებო-
დით.
ვინც ცოცხალი დარჩა, ახლა „მაგნოლიასკენ“ ჰქონდა
მთელი გულისყური. მეც იქით გავიხედე და დავინახე, რომ
გემი უკან იხევდა და ცდილობდა, როგორმე მალე შემობრუ-
ნებულიყო ჩვენკენ. საუბედუროდ, რამდენიმე ასეული იარ-
დით წინ იყო წასული! როცა ჩვენმა გემმა ბრინჯერსის ნაპირ-
63 მკითხველთა ლიგა
თან დააპირა მიდგომა, „მაგნოლიას“ გვერდი აუქცია, განზე
გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ აფეთქების დროს ერთ
ხაზზე იყვნენ, მაინც წყლის ფართო ზოლი ჰყოფდათ. ახლა
„მაგნოლია“ მეოთხედი მილით წინ იყო და კარგა დიდი დრო
დასჭირდებოდა ჩვენამდე მოსაღწევად. გაძლებდა კი ამდენ
ხანს ჩვენი დაზიანებული გემი წყლის ზედაპირზე?
ერთი შეხედვითაც მივხვდი, რომ ვერ გაძლებდა.
ვგრძნობდი, გემბანი თანდათან იძირებოდა. ცეცხლი უკვე გე-
მის ზემო ნაწილს მოედო: ცეცხლის ენები დიდებული სალო-
ნის ხით მოპირკეთებულ კედლებს ლოკავდა, ფიცრები ბზასა-
ვით იწვოდა! ან წყალში უნდა გადავმხტარიყავით, ან გემთან
ერთად ჩავძირულიყავით, ან დავმწვარიყავით. სხვა გამოსა-
ვალი არ იყო.
ალბათ ფიქრობთ, რომ შიშით გული მისკდებოდა. სულაც
არა, დაღუპვის სულაც არ მეშინოდა, რადგან ჩემი თავის იმე-
დი მქონდა. ბუნებით უდარდელი ვიყავი, მაგრამ ფატალისტი
არ ვყოფილვარ. ნებისყოფის, სიმხნევისა და საზრიანობის
წყალობით ბევრჯერ გადავურჩი სიკვდილს; ამიტომ არც ცრუ-
მორწმუნე ვიყავი, არც ბედისწერის გარდაუვალობისა მჯერო-
და და თუ არ მეზარებოდა, ყოველთვის ვცდილობდი, ამეცდი-
ნა თავიდან საფრთხე.
ახლაც სწორად ასე მოვიქეცი. ჩემოდანში ძალიან მარტი-
ვი მოწყობილობა მედო, რომელიც მუდამ თან დამაქვს ხოლ-
მე მაშველი ქამარი. ყოველთვის ხელმისაწვდომ ადგილზე
მიდევს. ქამრის ჩამოცმა ერთი წუთის საქმეა და როცა გავიკე-
თებ, არც დიდი მდინარის მეშინია და არც ზღვისა. ამიტომ
იყო, რომ არ შემშინებია, ჩემი ვაჟკაცობა არაფერ შუაშია.
ისევ კაიუტაში გავიქეცი, ჩემოდანი გავხსენი და ერთი წუ-
თის შემდეგ უკვე ხელში მეჭირა კორპის ქამარი, რამდენიმე
64 მკითხველთა ლიგა
წამი კიდევ და თავზე გადავიცვი, მერე მაგრად შემოვიჭირე
წელზე ზონრებით.
ქამარი მოვირგე და კაიუტაში დავრჩი, ვუცდიდი, სანამ გე-
მი უფრო მეტად გადაიხრებოდა და წყლის ზედაპირს მიუახ-
ლოვდებოდა. ხომალდი სწრაფად იძირებოდა, დარწმუნებუ-
ლი ვიყავი, რომ დიდხანს აღარ დამჭირდებოდა ლოდინი. ში-
და კარი გასაღებით ჩავკეტე, მეორე, რომელიც გემბანზე გა-
დიოდა, ოდნავ შევაღე, მაგრამ სახელურით მაგრად მეჭირა.
კაიუტაში იმიტომ ვიმალებოდი, რომ არ მინდოდა, შიშით
დაფეთებულ მგზავრებს დავენახე, გიჟებივით რომ დარბოდ-
ნენ წინ და უკან გემბანზე. ამათი უფრო მეშინოდა, ვიდრე
მდინარის წყლისა. ვიცოდი, დაინახავდნენ თუ არა მაშველ
ქამარს, მაშინვე გარს შემომეხვეოდნენ და გადარჩენის იმე-
დიც აღარ შემრჩებოდა. წყალში რომ გადავხტებოდი, გამო-
მედევნებოდნენ, ხელ ფეხზე ჩამებღაუჭებოდნენ და ჩამძირავ-
დნენ, ამიტომ მაგრად მეჭირა კარის სახელური, ჩუმად ვიდე-
ქი და ოდნავ შეღებულ კარში ვიჭვრიტებოდი.

65 მკითხველთა ლიგა
თავი XIII
დამჭრეს

არ გასულა რამდენიმე წუთი და ჩემს კართან ორნი გაჩერ-


დნენ, ნაცნობი ხმები მომესმა.
ჭუჭრუტანაში გავიხედე და მაშინვე ვიცანი ახალგაზრდა
კრეოლი ქალი და მისი მოურავი. კი არ საუბრობდნენ, შიშით
გულგახეთქილები ნაწყვეტ ნაწყვეტ ფრაზებს ისროდნენ. მო-
ხუც მოურავს რამდენიმე სკამი შეეგროვებინა და ათრთოლე-
ბული ხელებით ცდილობდა, რაღაც ტივის მაგვარი შეეკრა.
თოკის მაგივრობას ცხვირსახოცი და რამდენიმე აბრეშუმის
ბაფთა უწევდა, რომელიც ქალბატონს მოეგლიჯა კაბიდან. კი-
დევაც რომ შეეკრა ტივი, ისეთი სუსტი იქნებოდა, კატასაც ვერ
გაუძლებდა. წყალწაღებული კაცი ხავსს ეჭიდებოდაო, ისე
იყო მათი საქმე. დავინახე თუ არა, მაშინვე მივხვდი, ეს ტივი
ერთ წუთსაც ვერ გაუძლებდა ორ კაცს. იაკარანდის მძიმე ხის
სკამები იყო და თავისივე სიმძიმე ჩაძირავდა.
ამ სურათმა რაღაც უცნაური, ენით აუწერელი შთაბეჭდი-
ლება მოახდინა ჩემზე. გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვ-
ჩნდი: ან საკუთარი თავი უნდა გადამერჩინა, ან თავი გამეწი-
რა სხვის გადასარჩენად. მაგრამ სხვის გადარჩენაზე როცა
ვფიქრობდი, ეტყობა, იმედი მქონდა, მეც დავაღწევდი თავს
ხიფათს, თორემ თავდაცვის ინსტინქტი იმძლავრებდა.
მაგრამ, როგორც გითხარით, დაღუპვის არ მეშინოდა,
საქმე ის იყო, მოვახერხებდი თუ არა ქალის გადარჩენას ისე,
რომ თავი საფრთხეში არ ჩამეგდო. უცებ მოვიფიქრე ყველა-
66 მკითხველთა ლიგა
ფერი. მაშველი ქამარი ძალიან პატარა იყო ორი კაცისთვის.
ქალს რომ დავუთმო და მის მხარდამხარ გავცურო? ზოგჯერ
მეც ჩავავლებ ხელს ქამარს, დავისვენებ და აღარ გამიჭირდე-
ბა მდინარის გადაცურვა, ცურვა კარგად ვიცი. ნეტა შორს
არის ნაპირი?
ნაპირისკენ გავიხედე. ცეცხლმოკიდებული გემი კარგა
დიდ მანძილზე ანათებდა მდინარეს და ჩამუქებული ნაპირიც
ნათლად დავინახე. მეოთხედი მილი იქნებოდა იქამდე, თანაც
საწინააღმდეგო დინებას უნდა გავმკლავებოდი.
„ნამდვილად მივაღწევ ნაპირამდე, გავიფიქრე, რაც იქნე-
ბა, იქნება, შევეცდები, ქალი გადავარჩინო!“
უნდა გამოვტყდე, სხვა მოსაზრებაც მქონდა, როცა ამ გეგ-
მას ვაწყობდი. არ დავმალავ, ფრანგული თავაზიანობის გა-
მოჩენის გარდა, თავის მოწონებაც მინდოდა. ახალგაზრდა
და მომხიბლავი ეჟენი ბეზანსონი მოხუცი და ულამაზო რომ
ყოფილიყო, მაშინ... ალბათ... ანტუანისა და სკამებისაგან
შეკრული ტივის ანაბარა მივატოვებდი.
ასე იყო თუ ისე, უკვე გადავწყვიტე და თანაც ფიქრისთვის
აღარ მეცალა.
- მადმუაზელ ბეზანსონ! - დავუძახე შიგნიდან.
- ვიღაც მეძახის! - წამოიძახა ქალმა და უმალვე შემოტრი-
ალდა.
- ღმერთო ჩემო! ვინ არის აქ?
- მადმუაზელ, ის, ვისაც...
- ეშმაკმა დალახვროს, - ჩაიბურტყუნა გაბრაზებულმა
მოურავმა, როცა მე დამინახა. ალბათ, ეგონა, ტივს წავარ-
თმევდი, - ეს ტივი ორ კაცსაც ვერ გაუძლებს, მესიე.

67 მკითხველთა ლიგა
- ერთსაც ვერ გაუძლებს, - ვუპასუხე და მერე ქალს მივ-
მართე: - სკამები ვერ გიშველით, ჩაიძირებით. აი, ინებეთ, ეს
გადაგარჩენთ, ქამარი შევიხსენი და ქალს გავუწოდე.
- რა არის? - მკითხა მან, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რაც იყო
და წამოიძახა: - არა! არა! არა! მესიე, თავს უშველეთ, თავს!
- მე უქამროდაც მივაღწევ ნაპირს. გამომართვით მად-
მუაზელ! ჩქარა, ჩქარა! დრო აღარ დამრჩა. სამი წუთიც და გე-
მი ჩაიძირება. „მაგნოლია“ ჯერ შორს არის. ცეცხლწაკიდე-
ბულ გემთან ახლოს ვერ მოვა, შეეშინდებათ. შეხედეთ, რო-
გორი ხანძარია! სადაც არის, ჩვენამდე მოაღწევს... ჩქარა! ნე-
ბა მომეცით, ქამარი შეგიკრათ!
- ღმერთო, ღმერთო! კეთილშობილო უცნობო...
- კმარა! მზად არის! ახლა გადახტით! ნუ გეშინიათ! გადახ-
ტით და ჩქარა გაშორდით გემს! ნუ გეშინიათ! მე გვერდით გა-
მოგყვებით და გიშველით! აბა, ჩქარა!
შეშინებულმა ქალიშვილმა ჩემი დაჟინებული თხოვნა შე-
ისმინა და წყალში გადახტა. დავინახე, როგორ მიცურავდა,
თეთრი კაბა ნათლად ჩანდა წყლის მუქ ფონზე.
უცებ ვიგრძენი, რომ ვიღაცამ ხელი ჩამავლო მკლავში,
შევტრიალდი და ანტუანი დავინახე.
- მაპატიეთ, კეთილშობილო ყმაწვილო, მაპატიეთ! - შესძა-
ხა და ლოყებზე ცრემლები ჩამოუგორდა.
პასუხი ვერც კი მოვასწარი, რადგან უცებ დავინახე, რომ
ვიღაც კაცი მიიჭრა მოაჯირთან სწორედ იმ ადგილას, საიდა-
ნაც კრეოლი ქალი გადახტა. იგი თვალს არ აშორებდა ქალს
და ალბათ შენიშნა მაშველი ქამარი. მაშინვე მივხვდი, რასაც
აპირებდა. ის იყო, უნდა გადამხტარიყო წყალში, რომ მეც
მივვარდი, საკინძეში ჩავავლე ხელი და უკან გამოვათრიე.

68 მკითხველთა ლიგა
უცებ ცეცხლის ანარეკლმა გაუნათა სახე და ვიცანი წეღან
რომ უტიფრად ჩამაცივდა, სანაძლეო დავდოთო, ის კაცი იყო.
- ნუ ჩქარობთ, სერ, - ვუთხარი, თან ხელს არ ვუშვებდი,
მაგრად მეჭირა.
პასუხად კაცმა ერთი საშინლად მომაწყევლა და მის ზეაღ-
მართულ ხელში ხანჯალმა გაიელვა. ისე მოულოდნელად იძ-
რო ქამრიდან, თავის არიდება ვერც კი მოვასწარი და ვიგ-
რძენი, როგორ ჩამესო ცივი ლითონი მკლავში. სასიკვდილო
ჭრილობა არ იყო და სანამ მეორედ მოასწრებდა ჩარტყმას,
მოკრივეების თქმისა არ იყოს, ისე „ვხეთქე“ ყბაში, რომ სკა-
მებს ზედ გადააფრინდა და დანა გაუვარდა ხელიდან. დანა
ავიღე და ერთი წუთი ვყოყმანობდი: არ ვიცოდი, გადამეხადა
სამაგიერო თუ არა ამ თავზეხელაღებული კაცისთვის. ბო-
ლოს, სიკეთემ იმძლავრა და დანა მდინარეში მოვისროლე.
დრო აღარ დამიკარგავს, მეც გადავხტი წყალში. ცეცხლი
უკვე მოედო მესაჭის ჯიხურს, სადაც ჩვენ ვიდექით და სიცხე
აუტანელი გახდა. უკანასკნელად გავხედე გემს და დავინახე,
რომ ანტუანი და ჩემი მოქიშპე სკამებს შორის ჩხუბობდნენ.
თეთრი კაბა გზის მაჩვენებელი ნიშანივით მოჩანდა და მეც
იქით გავცურე.
დინებამ უკვე გემიდან კარგა შორს გაიტაცა ქალიშვილი.
უცებ გავიძვრე წყალში პიჯაკი და ფეხსაცმელი. მსუბუქად
მეცვა და ამიტომ დანარჩენი ტანსაცმელი არ მიშლიდა. რამ-
დენჯერმე მძლავრად მოვუსვი მკლავი და თავისუფლად მივ-
ყევი მდინარის დინებას; თეთრი კაბისკენ მივცურავდი. დრო-
დადრო უკან ვიხედებოდი, ჯერ მაინც მეშინოდა, ის არამზადა
არ გამოგვედევნოს მეთქი და მზად ვიყავი, წყალშიც შევ-
ბრძოლებოდი.

69 მკითხველთა ლიგა
რამდენიმე წუთში დავეწიე ქალიშვილს, ჯერ სიტყვით გა-
ვამხნევე, მერე ერთი ხელი ქამარს ჩავავლე, მეორით წყალს
მოვუსვი, ვცდილობდი, ნაპირის მიმართულებით შემებრუნე-
ბინა ქალი.
ნაპირისკენ დიაგონალურად მივცურავდით, რადგან დინე-
ბა ძალიან სწრაფად გვეწეოდა ქვემოთ. გრძელი და ძნელი
მომეჩვენა ეს გზა. ცოტა კიდევ რომ გაგრძელებულიყო, ალ-
ბათ ჩავიძირებოდი.
ბოლოს, როგორც იქნა, მივუახლოვდით ნაპირს, მაგრამ,
რაც უფრო ვუახლოვდებოდით, უფრო ნელა მივცურავდი,
უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და კორპის ქამარს ჩავებ-
ღაუჭე. მახსოვს, მიწას რომ მივაღწიე, დიდი გაჭირვებით მივ-
ბობღავდი ფერდობზე. ჩემი თანამგზავრი მეხმარებოდა; უცებ
თვალწინ დიდი სახლი აღიმართა სწორედ ამ სახლის წინ გა-
მოვედით ნაპირზე. მერე ქალის ხმაც გავიგონე.
- საოცარია! ჩემი სახლია!
ისიც მახსოვს, როგორ მივდიოდი გზაზე, ნაზი ხელი მეხმა-
რებოდა; ფართო ჭიშკარში შევედით და თვალწარმტაც ბაღში
აღმოვჩნდით, ბაღში სკამები და ქანდაკებები იდგა და ჰაერი
ყვავილების სურნელით იყო გაჟღენთილი, სახლიდან უამრა-
ვი მსახური გამოცვივდა, ხელში ფარნები ეჭირათ და მაშინ
დავინახე, რომ ხელები სისხლით მქონდა დასვრილი და სახე-
ლოდანაც სისხლი მოწვეთავდა. დამამახსოვრდა ქალის შე-
შინებული წამოძახილიც:
- დაჭრილია!..
ამის მეტი აღარაფერი მახსოვს.

70 მკითხველთა ლიგა
თავი XIV
სადა ვარ?

გონს რომ მოვედი, უკვე დღე იყო. ბრწყინვალე მზე ოქ-


როსფერ სხივებს აფრქვევდა ჩემი ოთახის იატაკზე. სხივები
ირიბად ეცემოდნენ, ან ადრიანი დილა უნდა ყოფილიყო, ან
დაისი. მაგრამ ბაღიდან ჩიტების გალობა ისმოდა და ვიფიქ-
რე, დილაა მეთქი.
დაბალ, კოხტა ტახტზე ვიწექი, ფარდების ნაცვლად მთელ
საწოლს გარშემო მოსკიტების ბადე იცავდა. ქათქათა, თხელი
ტილოს ზეწრები, მბზინავი აბრეშუმის გადასაფარებელი, რბი-
ლი ლეიბი ერთი სიტყვით, დიდებულ საწოლზე ვიწექი, მაგ-
რამ ვერც კი ვიგრძენი საწოლის სირბილე და მყუდროება,
რადგან საშინელმა ტკივილმა მომიყვანა გონს.
მალე წინა ღამის ამბავიც გავიხსენე. ერთმანეთის მიყო-
ლებით გამიელვა თვალწინ ყველა სურათმა. ნაპირს რომ მი-
ვაღწიეთ და წყლიდან ამოვედით, ეს ნათლად მახსოვდა, მაგ-
რამ მერე რა მოხდა, ვეღარ გავიხსენე. სახლი, ფართო ჭიშკა-
რი, ბაღი, ხეები, ყვავილები, ქანდაკებები, ანთებული ფარნე-
ბი, ზანგი მსახურები ერთმანეთში აირია ყველაფერი.
ამ არეულობაში ნათლად მედგა თვალწინ ყმაწვილი ქა-
ლის უჩვეულო სილამაზის სახე მომხიბლავი, ანგელოზის
მსგავსი! ის კი არ ვიცოდი, ცხადად ვნახე თუ დამესიზმრა. ისე
მკაფიოდ მახსოვდა ამ სახის ნაკვთები, მხატვარი რომ ვყოფი-
ლიყავი, ნამდვილად შევძლებდი დახატვას. ეს კია, მხოლოდ
71 მკითხველთა ლიგა
სახე მახსოვდა, მეტი არაფერი; ისე, როგორც ოპიუმის მწე-
ველს ახსოვს მხოლოდ თავისი ზმანება, ან კიდევ მთვრალს
რომ დაგრჩება მეხსიერებაში მშვენიერი სახე, დანარჩენი კი
ყველაფერი გავიწყდება! საკვირველი ის არის, რომ ჩემს მეხ-
სიერებაში ჩარჩენილ სახეს საერთო არაფერი ჰქონდა ჩემს
ღამის თანამგზავრთან ეჟენი ბეზანსონთან, სრულებით არ
ჰგავდა მას!
ნეტავ, გემზე ხომ არ იყო ჩემი ზმანების მსგავსი ქალი?
არა, ამას არც ერთი არ ჰგავდა. კრეოლი ქალის გარდა, არა-
ვინ მომწონებია. მაგრამ ზმანება იყო თუ ცხადი, ეჟენი ბეზან-
სონს არაფერი უგავდა, სულ სხვანაირი სახე იყო.
თვალწინ მედგა ხშირი, მბზინავი შავი თმა, შუბლთან და-
კულულებული და მსხვილ კავებად მხრებზე ჩამოშლილი. მუქ
ჩარჩოში მოქცეულ სახის ნაკვთებს მოქანდაკის საჭრეთლით
გამოკვეთილიც ვერ შეედრებოდა. ლამაზად მოხატული ნაზი,
ვარდისფერი ტუჩები, სწორი, კოხტა ცხვირი, თხელი ნეს-
ტოები, შავი, მორკალული წარბები, გრძელი წამწამები ეს სა-
ხე სულ თვალწინ მედგა და არაფრით ჰგავდა ეჟენი ბეზან-
სონს. სახის კანიც სულ სხვა ფერის ჰქონდა. ჩერქეზი ქალები-
ვით თეთრი არ იყო, როგორც ეჟენი ბეზანსონი, მაგრამ მასა-
ვით გამჭვირვალე კანი კი ჰქონდა, ხორბლისფერი დაჰკრავ-
და, რაც უფრო არბილებდა ღაწვების სიწითლეს. არ ვიცი, და-
მესიზმრა თუ დამამახსოვრდა, მაგრამ ყველაზე კარგად თვა-
ლები ჩამრჩა გონებაში. დიდრონ, მომრგვალო, მუქ წაბლის-
ფერ თვალებს რაღაც თავისებური გამომეტყველება ჰქონდა,
ჩემთვის გაუგებარი და ამასთანავე მეტად მომხიბვლელი. ეს
საოცარი თვალები ცეცხლს კი არ აკვესებდნენ, კი არ ელავ-
დნენ, არამედ ძვირფასი თვლებივით რბილად აფრქვევდნენ
შუქს.
72 მკითხველთა ლიგა
ძალიან კი მტკიოდა ხელი, მაგრამ დიდხანს ვიწექი, მშვე-
ნიერი ზმანებით ვტკბებოდი და ჩემს თავს უკვე მერამდენედ
ვეკითხებოდი: დამესიზმრა თუ ცხადად ვნახე მეთქი. უცებ ერ-
თი აზრი დამებადა. ვიფიქრე, თუ ეს ხატება ცოცხალი არსება
აღმოჩნდა, ალბათ ეჟენი ბეზანსონსაც კი დამავიწყებს, მიუხე-
დავად იმისა, რომ ერთმანეთი ასეთ რომანტიკულ პირობებში
გავიცანით მეთქი.
მაგრამ ტკივილმა, ბოლოს და ბოლოს, გააქრო მშვენიერი
ზმანება, გადასაფარებელი გადავწიე და დავინახე, რომ ჭრი-
ლობა შეხვეული მქონდა, ქირურგის ნახელავი ჩანდა. ამან
ცოტა დამამშვიდა და მივიხედ მოვიხედე, მინდოდა გამეგო,
სად ვიმყოფებოდი. მოსკიტების ბადიდან დავინახე, რომ პა-
ტარა ოთახი, სადაც ვიწექი, დახვეწილი გემოვნებით იყო
მოწყობილი. უმეტესად ბამბუკის მსუბუქი ავეჯი იდგა. იატაკზე
ზღვის ბალახით ლამაზად დაწნული თხელი, ნაირფერი ჭი-
ლოფები ეფინა, ფანჯრებზე კედლების შესაფერისი ქამხისა
და მუსლინის ფარდები ეკიდა. ოთახის შუაში ძვირფასი ინ-
კრუსტაციებით შემკული მაგიდა იდგა. მეორე, კედელთან
მიდგმულ მაგიდაზე საქაღალდე, მოჩუქურთმებული სამელნე
და კალმები ეწყო. ამ მაგიდის ზემოთ, წითელი ხის თაროებზე,
წიგნები ჩამოემწკრივებინათ. ბუხრის თავზე მშვენიერი საათი
იდგა, ბუხრის გისოსს იქით ვერცხლის სახელურიანი მაშები
მოჩანდა. ორივე მაშის სახელური ნატიფი ჩუქურთმით იყო
დამშვენებული. ზაფხული იდგა და ბუხარი, რა თქმა უნდა, არ
ენთო. ალბათ, მოსკიტების ბადეშიც კი დავიხუთებოდი, რომ
დიდი შუშის კარი და კარის პირდაპირ ფანჯარა ღია არა ყო-
ფილიყო. ოთახში ორპირი ნიავი ქროდა და მოსკიტების ბა-
დეშიც აღწევდა.

73 მკითხველთა ლიგა
ნიავს ყვავილების სურნელი შემოჰქონდა ოთახში, ღია კა-
რიდან და ფანჯრიდან ვხედავდი ათასნაირი ფერის ყვავი-
ლებს: წითელ, ვარდისფერ, თეთრ ვარდებს, იშვიათი ჯიშის
კამელიასა და იელს, ჟასმინს, ტკბილსურნელოვან ჩინურ ხეს.
ცოტა მოშორებით ამერიკული დაფნის სანთლისებური ფოთ-
ლები და მსხვილი შროშანის მსგავსი ყვავილები დავინახე.
უამრავი ჩიტის გალობა და წყლის ჩუმი, მონოტონური დგა-
ფუნი მესმოდა ეტყობა, შადრევანი იყო ახლოს. ადამიანის
ხმა არსაიდან ისმოდა.
„ნუთუ მარტო ვარ?“ გავიფიქრე და ყურადღებით მივიხედ
მოვიხედე. როგორც ჩანს, მართლაც მარტო ვიყავი სულიერი
არავინ ჩანდა.
ძალიან გამაკვირვა ჩემი ოთახის ერთმა თავისებურებამ.
მომეჩვენა, თოთქოს განცალკევებული იყო და სხვა რომელი-
მე შენობასთან კავშირი არ ჰქონდა. ერთადერთი კარი, რო-
მელსაც ვხედავდი, და იატაკამდე ჩამოსული ფანჯარა ყვავი-
ლებითა და ბუჩქებით დამშვენებულ ბაღში გადიოდა. ბუხარს
თუ გამოიყენებდა ვინმე, თორემ მეტი შესასვლელ გამოსას-
ვლელი არ იყო.
პირველად მეუცნაურა ეს ამბავი, მაგრამ როცა დავუფიქ-
რდი, მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ამერიკელ პლანტატორებს
ჩვეულებად აქვთ მთავარი საცხოვრებელი სახლის მოშორე-
ბით მდიდრულად და მყუდროდ მოწყობილი პატარა საზაფხუ-
ლო სახლის ჩადგმა. ეს სახლები სტუმრებისთვისაა. მეც, ეტ-
ყობა, სწორედ ასეთ სახლში ვიწექი.
ასე იყო თუ ისე, ალბათ, სტუმართმოყვარე ჭერქვეშ ვიყა-
ვი, კარგ ხალხთან. ეჭვი აღარ მეპარებოდა. ყველაფერი ამას
მოწმობდა: საწოლი, საუზმისთვის გაწყობილი მაგიდა და ბევ-
რი სხვა წვრილმანი. მაგრამ ვინ არის ჩემი მასპინძელი? ეჟე-
74 მკითხველთა ლიგა
ნი ბეზანსონი? მგონი, წუხელ ასე თქვა, „ჩემი სახლიო“, თუ
მომეჩვენა?
ვიწექი და ათასი ფიქრი ირეოდა თავში, მაგრამ ის მაინც
ვერ გავარკვიე, ვინ იყო მასპინძელი. ისე კი, გული მიგ-
რძნობდა, რომ ჩემი წუხანდელი თანამგზავრის სახლში ვიყა-
ვი.
ვეღარ მოვისვენე, ძალიან დასუსტებული ვიყავი და, ცოტა
არ იყოს, მწყინდა კიდეც, რომ მარტო დამტოვეს. დავრეკავ
მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ ზარი არსად ჩანდა ხელმისაწვდო-
მად. ამასობაში ფეხის ხმაც გავიგონე...
მეოცნებე ქალიშვილებო! თქვენ ალბათ იფიქრეთ, რომ
მსუბუქი, ჩუმი ნაბიჯების ხმა გავიგონე, რომ პატარა, აბრეშუ-
მისფაჩუჩებიანი ფეხები ოდნავ ეხებოდა წვრილი კენჭებით
მოკიწყლულ ბილიკს, რათა მძინარე ავადმყოფი არ გაეღვი-
ძებინა. ალბათ, წარმოიდგენთ, რომ ჩიტების გალობაში, შად-
რევნების ჩუხჩუხსა და ყვავილების ტკბილ სურნელში კარს
მომხიბლავი არსება მოადგა და დავინახე ნაზი სახე, მშვიდი,
მოსიყვარულე თვალები, რომლებიც მორცხვად შემომყურებ-
დნენ, თითქოს რაღაცას მეკითხებიანო. ნამდვილად ეს იფიქ-
რეთ, მაგრამ ძალიან შეცდით, სინამდვილეში ასე არ მოხდა.
მძიმე ნაბიჯის ხმა გავიგონე და ერთი წუთის შემდეგ უხეში,
ნიანგის ტყავის, დაახლოებით ერთი ფუტის სიგრძის ჩექმა გა-
მოსცდა ზღურბლს და სწორედ ჩემ წინ გაჩერდა. ცოტა ზემოთ
ავიხედე და ლურჯი ტილოს ფართო შარვალში გამოწყობილი
ორი ფეხი დავინახე, უფრო ზემოთ ავაყოლე თვალი და ზო-
ლიანი, ბამბის ხალათით შემოსილი ძალოვანი გულმკერდი
მომხვდა თვალში, მერე ღონიერი ხელები, ფართოდ გაშლი-
ლი მხრები და ბოლოს ლაპლაპა პირისახე და კუპრივით შავი
ზანგის ხუჭუჭი თმა.
75 მკითხველთა ლიგა
თავი და სახე ბოლოს დავინახე, მაგრამ ყველაზე დიდხანს
ამას ვუყურებდი. ისევ და ისევ ვაკვირდებდი ამ სახეს და ბო-
ლოს, საშინელი ტკივილის მიუხედავად, გულიანად გადავი-
ხარხარე. სიკვდილის პირას რომ ვყოფილიყავი, მგონი, მაში-
ნაც ვერ შევიკავებდი თავს, იმდენად სასაცილო ცხვირ-პირი
ჰქონდა იმ ზანგს. მაღალი, ჯმუხი, ნახშირივით შავი ზანგი
იყო; შესანიშნავი, სპილოსძვლისფერი ჩაწიკწიკებული კბი-
ლები ჰქონდა და ასეთივე თეთრი და ელვარე თვალის კაკ-
ლები. მაგრამ ამან კი არ გამაკვირვა, არამედ თავის უცნაურ-
მა ფორმამ, აგრეთვე ყურების ზომამ და მოყვანილობამ. ბურ-
თივით მრგვალი თავი შავ, წვრილად დახუჭუჭებულ თმას
დაეფარა; ისეთი ხშირი კულულები ჰქონდა, თითქოს თმა
კანს ხაოსავით ორივე ბოლოდან შეზრდიაო. ამ ბურთს ორივე
მხრიდან უშველებელი, ფრთებივით გაფარჩხული ყურები გა-
მოსჩროდა და ძალიან სასაცილო იერს აძლევდა.
აი, ამიტომ გამეცინა გულიანად; უზრდელობა კი იყო, მაგ-
რამ რომ მოგეკალით, მაინც ვერ შევიკავებდი თავს.
მაგრამ ჩემს სტუმარს, ეტყობა, არ ეწყინა. პირიქით, ფარ-
თოდ დააღო თავისი სქელი ტუჩები, ჩაწიკწიკებული კბილები
გამოაჩინა, სახეზე კეთილი ღიმილი გადაეფინა და მერე ჩემ-
სავით გულიანად გადაიხარხარა.
როგორც ჩანს, გულკეთილი კაცი იყო. ღამურას ფრთებს
კი მიუგავდა ყურები, მაგრამ ვამპირს არაფრით ჰგავდა. სცი-
პიო ბეზანსონი ასე ეძახდნენ ამ ზანგს, რომლის შავი მრგვა-
ლი სახე სიკეთესა და მხიარულებას გამოხატავდა.

76 მკითხველთა ლიგა
თავი XV
ბებერი ზიპი

სციპიო პირველი ალაპარაკდა:


- დილა მშვიდობისა, ჭაბუკო მასა! ბებერი ზიპი მოხარუ-
ლია, რომ ჯანმრთელად გხედავთ. ძალიან მიხარია!
- სციპიო გქვია, არა?
- დიახ, მასა, ასე ეძახიან ბებერ ზანგს. ექიმმა უბრძანა,
თეთრკანიან ბატონს მოუარეო. მაშინ ახალგაზრდა მისა
გაიხარებს, და ყველანი თეთრკანიანებიც და შავკანიანებიც
კმაყოფილი იქნებიან! უჰ ჰ!
ბოლო ხორხისმიერი შეძახილი დამახასიათებელია ამე-
რიკელი ზანგებისთვის და ძალიან ჰგავს ჰიპოპოტამის
ფთხვინვას. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩემმა თანამოსაუბრემ და-
ამთავრა სათქმელი და ახლა ჩემს პასუხს ელოდა.
- ახალგაზრდა მისა ვინ არის? - ვკითხე მე.
- ღმერთო დიდებულო! განა მასამ არ იცის? ახალგაზარდა
ლედი, რომელიც მან გადაარჩინა, როცა გემზე ხანძარი გაჩ-
ნდა. ღმერთო ჩემო, რა მშვენივრად ცურავს მასა ნახევარი
მდინარე გადაცურა! უჰ ჰ!
- და ახლა მის სახლში ვარ?
- რა თქმა უნდა, მასას საზაფხულო სახლში. დიდი სახლი
ხომ ბაღის ბოლოშია, მაგრამ ეს ერთი და იგივეა, მასა.
- აქ როგორ მოვხვდი?

77 მკითხველთა ლიგა
- ღმერთო ჩემო, ნუთუ მასას არ ახსოვს? განა ბებერმა ზიპ-
მა აი, ამ ხელებით არ მოიტანა აქ? მასა და ახალგაზრდა ქალ-
ბატონი სწორედ ჩვენს ჭიშკართან გამოვიდნენ მდინარიდან,
მისამ დაიყვირა, შავი მსახურები გამოცვივდნენ და იპოვეს
ისინი, თეთრი მასა სულ გასისხლიანებული იყო და დაეცა, მე-
რე ქალბატონმა ბრძანა და მოვიყვანეთ.
- მერე?
- ზიპი ყველაზე სწრაფ ცხენს მოახტა თეთრ მელას და ექი-
მისკენ გაქანდა. სატანასავით მიაჭენებდა! ჰოდა, ექიმი, რა
თქმა უნდა, მოვიდა და ხელი შეუხვია. მაგრამ, როგორ... გა-
ნაგრძო სციპიომ, როგორ დაიჭრა ასე საშინლად ჭაბუკი მა-
სა? ექიმმაც იკითხა, მაგრამ ახალგაზრდა მისამ თვითონაც
არ იცოდა.
რაღაც მიზეზების გამო გადავწყვიტე, ჯერ არ დამეკმაყო-
ფილებინა ჩემი შავი გადიის ცნობისმოყვარეობა. რამდენიმე
წუთს ხმა არ ამომიღია, ვიწექი და ვფიქრობდი. მართლაც,
ლედიმ არაფერი იცოდა ჩემი და იმ გარეწრის ჩხუბის შესა-
ხებ, მაგრამ ანტუანი? ნეტა, ვერ მიაღწია ნაპირამდე? იქნებ...
მაგრამ სანამ ვიკითხავდი, სციპიომ დამასწრო:
- ეჰ, ჭაბუკო მასა, თქვა და სახე მოეღრუბლა, მისა ჟენი ძა-
ლიან დამწუხრებულია, ყველა მსახური ძალიან დამწუხრებუ-
ლია, მასა ტონი! საწყალი მასა ტონი!
- მოურავი ანტუანი? რა მოუვიდა! შინ არ დაბრუნებულა?
- არა, მასა. ვშიშობ, რომ აღარასოდეს, აღარასოდეს დაბ-
რუნდება! ყველა შიშობს, რომ დაიღუპა. მსახურები სოფელ-
შიც იყვნენ, მდინარის ნაპირი მოიარეს, ზემოთაც, ქვევითაც,
ყველგან ეძებეს, არ არის ტონი! კაპიტანი პირდაპირ ცაში
აიჭრა, ორმოცდაათი მგზავრი კი ჩაიძირა. რამდენიმე კაცი
მეორე გემმა გადაარჩინა, ზოგმა თვითონ გამოცურა მდინა-
78 მკითხველთა ლიგა
რე, როგორც ჭაბუკმა მასამ. მაგრამ მასა ტონი არ არის, არ
არის მასა ტონი!
- შენ ხომ არ იცი, ცურვა იცოდა თუ არა?
- არა, მასა, სულ ვერ ცურავდა, მე ვიცი: ერთხელ ყურეში
ჩავარდა და ბებერმა ზიპმა ამოათრია. არა, ცოტაზეც კი ვერ
გაცურა, სულ ვერა.
- თუ ასეა, ალბათ დაიღუპებოდა.
უცებ გამახსენდა: როცა „მაგნოლიამ“ მოაღწია ჩვენამდე,
ჩვენი გემი უკვე ჩაძირული იყო. ცურვის დროს უკან რომ მო-
ვიხედე, მაშინ დავინახე. ვინც ცურვა არ იცოდა, ალბათ ყვე-
ლა დაიღუპა.
- და საწყალი პიერიც, უბედური პიერიც დაიღუპა.
- პიერი ვინღა იყო?
- მეეტლე, მასა, მეეტლე იყო.
- ჰო, მახსოვს! შენ გგონია, ისიც დაიღუპა?
- ვშიშობ, რომ ისიც, მასა. ბებერ ზიპს ძალიან ეცოდება
პიერი. კარგი ზანგი იყო პიერი. მაგრამ მასა ტონი! ყველა მო-
ნას ეცოდება მასა ტონი!
- უყვარდათ?
- ყველას უყვარდა თეთრკანიანებს, შავკანიანებს ყველას
უყვარდა! მისა ჟენისაც უყვარდა. მთელი თავისი სიცოცხლე
მოხუც მასა სანსონთან ცხოვრობდა. მე მგონი, მისა ჟენის მე-
ურვეც იყო, თუ რას ეძახით თქვენ... ღმერთო დიდებულო! რა
ეშველება ახლა მისას? მეგობარიც აღარავინ ჰყავს, ის ბებე-
რი მელა გაიარი არ არის კარგი კაცი...
სციპიო უცებ გაჩუმდა, თითქოს ახლაღა მიხვდა, რომ ზედ-
მეტი წამოროშა.
ამ სახელმა და დახასიათებამ, რომელიც ზანგმა მისცა,
ცნობისმოყვარეობა გამიღვიძა, განსაკუთრებულმა სახელმა.
79 მკითხველთა ლიგა
„თუ ის არის, ზუსტად დაახასიათა სციპიომ, გავიფიქრე, ვი-
თომ ის არის?“
- ვექილი დომინიკ გაიარი? - ერთხანს ვუყურე და მერე
ვკითხე.
სციპიომ თვალის თეთრი გუგები გადმოკარკლა. გაკვირ-
ვებული იყო და შეშინებული; მერე ენის ბორძიკით მიპასუხა:
- დიახ, ასე ჰქვია. ჭაბუკი მასა იცნობს?
- ისე. ახლოს არ ვიცნობ,- ვუპასუხე. ეტყობა, ზანგს გულზე
მოეშვა.
მართალი გითხრათ, გაიარს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ
ახალ ორლეანში ყოფნისას შემთხვევით მოვკარი ყური მის
გვარს. რაღაც პატარა ამბავი გადამხდა თავს, ნაწილობრივ
იმასაც ეხებოდა და კარგად არ მოიქცა. მას შემდეგ მეც დიდ
სიძულვილს ვგრძნობდი ამ კაცისადმი. როგორც უკვე ვთქვი,
გაიარი ახალ ორლენელი გახლდათ; ნამდვილად ამ გაიარზე
თქვა სციპიომ. იშვიათი გვარია და არ შეიძლება, ორი ასეთი
მსგავსი კაცი იყოს ერთი გვარისა.
გარდა ამისა, მაშინღა გამახსენდა ადრე გაგონილი, რომ
ვექილს პლანტაცია ჰქონდა სადღაც მდინარესთან ბრინჯერ-
სში. ყველაფერი ეს ამტკიცებდა, რომ სწორედ ის კაცი იყო.
თუ ასეა და ეჟენი ბეზანსონს მის მეტი სხვა არავინ ჰყავს, მა-
შინ სციპიოს მართალი უთქვამს, უმეგობროდ დარჩაო.
სციპიოს ნათქვამმა მარტო ცნობისმოყვარეობა კი არ აღ-
მიძრა, თითქოს შემაშფოთა კიდეც. რაღა თქმა უნდა, ახლა
უფრო დამაინტერესა ახალგაზრდა კრეოლმა ქალმა. კაცი,
რომელმაც მშვენიერი ქალი სიკვდილს გადაარჩინა, თანაც
ასეთ საოცარ პირობებში, არ შეიძლება გულგრილი დარჩეს
მისი ბედის მიმართ. ვითომ სიყვარულის ბრალი იყო ეს?

80 მკითხველთა ლიგა
გულმა მიპასუხა, არაო. გამიკვირდა კიდეც, გემზე რომ ვი-
ყავით, ასე მგონია, შემიყვარდა ახალგაზრდა ლედი. ახლა კი,
ასეთი რომანტიკული თავგადასავალის შემდეგ, როცა უფრო
უნდა გაღვივებულიყო ეს ამაღლებული გრძნობა, ძალიან გა-
მიკვირდა, ისე აუღელვებლად ვიხსენებდი წუხანდელ ამბავს.
სისხლი ბევრი დავკარგე და ნუთუ ჩემი ახალჩასახული
გრძნობაც მას გაჰყვა? ვცდილობდი, გამეგო ეს უცნაური ფსი-
ქოლოგიური მოვლენა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვერკვეოდი
ადამიანის სულიერ განცდებში: სიყვარული ჩემთვის უცნობი
სამყარო იყო.
ერთი რამ მაკვირვებდა: როცა ვცდილობდი, კრეოლი ქა-
ლის სახის გახსენებას, თვალწინ ცხადად წარმომიდგებოდა
ხოლმე ჩემი წეღანდელი ზმანება. „საოცარია, განვაგრძე
ფიქრი, ისევ ის მომხიბლავი სახე! ჩემი ავადმყოფი გონების
ზმანება! ოჰ, რას არ მივცემდი, ოღონდ ეს მშვენიერი სახება
ცოცხალი არსება აღმოჩნდეს!“
ახლა უკვე აღარ დავეჭვდებოდი, დარწმუნებული ვიყავი,
რომ ეჟენი ბეზანსონი აღარ მიყვარდა, მაგრამ ვერ ვიტყვი,
რომ სულ არ მაინტერესებდა, მეგობრულად ვიყავი განწყო-
ბილი მისდამი. ინტერესი კი მეგობრული თანაგრძნობა იყო,
თანაც იმდენად ძლიერი, რომ შეშფოთებული ვიყავი და მინ-
დოდა, რაც შეიძლება მეტი გამეგო მასზე.
სციპიო გულჩათხრობილი კაცი არ აღმოჩნდა და ნახევარი
საათიც არ იყო გასული, რომ რაც იცოდა თავისი ქალბატო-
ნის შესახებ, ყველაფერი მიამბო.
ეჟენი ბეზანსონი ერთადერთი ქალიშვილი იყო კრეოლი
პლანტატორისა, რომელიც ორი წლის წინ გარდაიცვალა; ზო-
გის აზრით, ძალიან მდიდარი კაცი იყო, სხვები კი ირწმუნე-
ბოდნენ, საქმეები აწეწილ დაწეწილი დარჩაო. მამის ანდერ-
81 მკითხველთა ლიგა
ძის მიხედვით, მამულის მეთვალყურეობა დომინიკ გაიარს
და მოურავ ანტუანს დაევალა. ახალგაზრდა ლედის მეურ-
ვეებიც ეს ორნი იყვნენ. გაიარი ბეზანსონის ექიმი იყო, ან-
ტუანი ერთგული მსახური. ანტუანმა ბატონის დიდი ნდობა
დაიმსახურა და ბოლო წლებში მეგობარი და კომპანიონი უფ-
რო იყო, ვიდრე მსახური.
რამდენიმე თვის შემდეგ ეჟენი ბეზანსონი სრულწლოვანი
გახდება, მაგრამ დიდ მემკვიდრეობას ჩაიბარებს თუ არა, ეს
სციპიომ არ იცოდა. მხოლოდ ის იცოდა, მამის სიკვდილის
შემდეგ მისტერ დომინიკი, ეჟენის ქონების მთავარი გამგებე-
ლი, ძალიან დიდ ფულს აძლევდა ქალიშვილს რამდენსაც
მოისურვებდა და სრულ თავისუფლებას ანიჭებდა. ახალგაზ-
რდა ლედი ძალიან ბევრ ფულს ფლანგავდა და, სციპიოს სიტ-
ყვებით რომ ვთქვათ, „კენჭებივით ფანტავდა ოქროს დოლა-
რებს“. ზანგმა მსახურმა მიამბო, რა ბრწყინვალე ნადიმებსა
და სოფლის დღეობებს მართავდა „ახალგაზრდა მისა“ თავის
მამულში და რა ძვირი უჯდებოდა ქალაქში ცხოვრება, სადაც
თითქმის მთელ ზამთარს ატარებდა. მე ადვილად დავიჯერე
ყველაფერი. რაც გემზე ვნახე და კიდევ სხვა ამბების მიხედ-
ვით ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ სციპიომ ზუსტად
დამიხატა თავისი ქალბატონი: მგზნებარე, მოსიყვარულე ბუ-
ნების ქალი, დიდსულოვანი, ფულის ხარჯვისას წინდაუხედა-
ვი, რომელიც მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს და
მომავალზე არ ფიქრობს ასეთი მემკვიდრე სწორედ მისწრე-
ბაა უსინდისო მეურვესთვის. ვხედავდი, რომ საწყალ სციპიოს
ძალიან უყვარდა თავისი ახალგაზრდა ქალბატონი; უმეცარი
კი იყო, მაგრამ გუმანით გრძნობდა, რომ ასეთი ხელგაშლი-
ლობა კარგს არაფერს მოუტანდა ეჟენის.

82 მკითხველთა ლიგა
- ძალიან ვშიშობ, მასა, - თქვა თავის ქნევით სციპიომ, -
რომ ყოველთვის... ყოველთვის არ მოიტანს კოკა წყალს. კო-
ლონიური ბანკიც კი ვერ გაუძლებს ფულის ასე ფლანგვას.
თხრობის დროს გაიარამდე რომ მივიდა, უფრო მეტყვე-
ლად დაიწყო თავის ქნევა. ეტყობა, ცუდი თვალით უყურებდა
ამ კაცს, რაღაცაში ეჭვი შეჰქონდა, მაგრამ თქმა არ უნდოდა.
მე საკმაოდ ბევრი გავიგე და დავრწმუნდი, რომ დომინიკ
გაიარი სწორედ ის ვექილი იყო, რომელიც ახალ ორლეანში
X ქუჩაზე ცხოვრობდა. ახლა სრულიად დარწმუნებული ვიყა-
ვი, რომ ნამდვილად ის იყო; პროფესიით იურისტი გაიარი,
სინამდვილეში ბირჟის სპეკულიანტი და მევახშე გახლდათ;
გარდა ამისა, მდიდარი პლანტატორი. მისი მამული ბეზანსო-
ნების მამულს ემიჯნებოდა, ასზე მეტი მონა ჰყავდა. მონებს
სასტიკად ექცეოდა. ყველაფერი ემთხვეოდა იმას, რაც მე დო-
მინიკ გაიარის მდგომარეობასა და ხასიათზე ვიცოდი. რა
თქმა უნდა, ის იყო.
სციპიომ მითხრა აგრეთვე, რომ გაიარი „საუბედუროდ“
მოხუცი კრეოლის მეგობარი და მრჩეველი იყოო. ერთგული
ზანგის აზრით, ბეზანსონს ძვირად დაუჯდა მისი ნაცნობობა.
- რამდენჯერ მოუტყუებია მასა გაიარს მოხუცი ბატონი,
ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ გააცურა, შეგიძლიათ მენდოთ,
მართალს ვამბობ, თქვა მან.
სციპიომ ისიც მითხრა, გაიარი ზაფხულობით თავის მა-
მულში ცხოვრობს, ყოველდღე მოდის ჩვენთან „დიდ სახ-
ლში“, სადაც მადმუაზელ ბეზანსონი ცხოვრობს და როგორც
საკუთარ სახლში, ისე გრძნობს თავსო. ისე იქცევა, „თითქოს
ყველაფერი მას ეკუთვნის და მთელი ჩვენი პლანტაციის ბა-
ტონ პატრონი ის არის“.

83 მკითხველთა ლიგა
მომეჩვენა, თითქოს სციპიომ კიდევ რაღაც იცოდა ამ კა-
ცის შესახებ, მაგრამ არ ამბობდა. გასაგებიც იყო ახალი ნაც-
ნობები ვიყავით. ვხედავდი, ჭირივით სძულდა გაიარი, არ ვი-
ცი, კარგად რომ იცნობდა, იმიტომ, თუ ინსტინქტურად
გრძნობდა მის ავკაცობას. საცოდავ მონებს, რომლებსაც ლა-
პარაკი აკრძალული აქვთ, კარგად აქვთ განვითარებული ინ-
სტინქტი.
მაგრამ მის მონაყოლში ბევრი ფაქტი იყო. ისე რომ, ამას
ინსტინქტს ვერ მივაწერდი. ეტყობა, ბევრი რამ იცოდა. ცხა-
დია, ვიღაც ეუბნებოდა ყველაფერს, მაგრამ ვინ?
- ვისგან გაიგე ეგ ამბები, სციპიო?
- ავრორასგან, მასა!
- ავრორასგან?!

84 მკითხველთა ლიგა
თავი XVI
დომინიკ გაიარი

უცებ ისე მომინდა გამეგო, ვინ იყო ავრორა, ლამის გავ-


გიჟდი. რატომ? იქნებ ეს უცნაური, მშვენიერი სახელი ეუცხო-
ვა და ესიამოვნა ჩემს საქსონურ ყურს? არა! იქნებ ამ კეთილ-
ხმოვანმა სიტყვამ მითოლოგიური ასოციაციები გამოიწვია
ჩემში: ამომავალი მზის ვარდისფერი სხივები მომაგონდა ან
ჩრდილოეთის ციალი? ან იქნებ პირიქით, ამ ასოციაციების
გახსენებამ გამიღვიძა ინტერესი ამ სახელისადმი?
სანამ ამაში გავერკვიე, ან სციპიოს ვკითხე რამე, ორი კაცი
მოადგა კარს და კრინტი არ დაუძრავთ, ისე შემოვიდნენ
ოთახში.
- ექიმია, მასა, - ჩურჩულით თქვა სციპიომ და უკან დაიხია,
მოსულები გაატარა.
ექიმის გამოცნობა ამ ორში არ იყო ძნელი. პროფესიული
სახის გამომეტყველება ჰქონდა. უცებ მივხვდი, რომ ეს გამ-
ხდარი, ფერმკრთალი კაცი, ჭკვიანი და კეთილი გამომეტყვე-
ლება რომ ჰქონდა, წარმოშობათ გერმანელი იქნებოდა, მაგ-
რამ ამერიკულმა კლიმატმა (პოლიტიკურ კლიმატს ვგულის-
ხმობ) როგორც ჩანს, შეარბილა ევროპული დესპოტიზმის მი-
ერ საუკუნეების განმავლობაში გაუხეშებული, მკაცრი სახის
ნაკვთები და თავდაპირველი კეთილშობილება დაუბრუნა.
მოგვიანებით, როცა ამერიკელები კარგად გავიცანი, ალბათ
ვიტყოდი, პენსილვანიელია მეთქი და ასეც იყო. ჩემ წინ იდგა
ფილადელფიის ერთ ერთი უდიდესი სამედიცინო სკოლის აღ-
85 მკითხველთა ლიგა
ზრდილი ექიმი ედვარდ რეიგარტი. მისმა გვარმა საბოლოოდ
დამარწმუნა, რომ გერმანელი წინაპრები ჰყავდა.
ასე იყო თუ ისე, ექიმი როგორც კი დავინახე, მაშინვე მო-
მეწონა.
სამაგიეროდ, მისმა თანამგზავრმა სრულიად საწინააღ-
მდეგო გრძნობები აღმიძრა გულში მტრობა, ღვარძლი, სი-
ძულვილი, ზიზღი! წმინდა წყლის ფრანგს კი ჰგავდა, მაგრამ
ძველი, მკაცრი ჰუგენოტის კეთილშობილური შესახედაობა
არ ჰქონია. არც ჩვენს თანამედროვე როლანსა და ჰიუგოს
ჰგავდა ან კიდევ, არაგოსსა და პიას. ასეთი სახის პატრონი
ასობით დაძვრება ბირჟის გარშემო ან ოპერის კულისებში, ან
კიდევ ათასობით ჯარისკაცის ქუდის ქვეშ დაინახავ ასეთ
მრისხანე თვალებს. ზუსტი დახასიათება თუ გინდათ მელას
ჰგავდა. არ გეგონოთ, ვხუმრობდე, მართლა საოცრად ჰგავ-
და: მელასავით ელამი თვალები აქეთ იქით დაუხტოდა,
სწრაფ, გამჭვალავ გამოხედვაზე ეტყობოდა დამალული ფა-
რისევლობა, უკიდურესი თავნებობა და მხეცური სისასტიკე.
ისე, რომ ექიმის თანამგზავრი ნამდვილი მელა იყო, ადა-
მიანის ტყავში გახვეული. ამ მხეცისთვის დამახასიათებელი
ყველა თვისებაც ძალიან კარგად ჰქონდა განვითარებული.
ჩემი და სციპიოს ინსტინქტები დაემთხვა ერთმანეთს, რადგან
ეჭვიც აღარ მეპარებოდა, რომ ჩემ წინ დომინიკ გაიარი იდგა.
დიახ, სწორედ ის.
დაბალი, გამხდარი, მაგრამ მტკიცე კერკეტი კაკალივით
იყო. მტაცებლის მოქნილობა და ვერაგობა იგრძნობოდა მას-
ში და მტაცებლისვე ზნე ჩვეულებები. სინდიოფალასავით შა-
ვი, ელვარე, გადმოკარკლული (მრგვალი კი არა, კონუსისე-
ბური) თვალების გუგები ამ კონუსის ბლაგვი წვეროები გეგო-
ნებოდათ. მუდამ დახრილ, ცბიერ, ელამ თვალებში დამცინა-
86 მკითხველთა ლიგა
ვი და ზიზღნარევი ღიმილი უელავდა... როცა დომინიკ გაიარი
ვისიმე უბედურების ამბავს გაიგებდა, ჩვეულებრივზე უფრო
ღვარძლიანად გაიღიმებდა ხოლმე და თვალები სიამოვნე-
ბისგან უბრწყინავდა. მხოლოდ თავისი თავი უყვარდა, სხვა
დანარჩენი კი ყველა სძულდა.
შავი, თხელი, მეჩხერი თმა და გაბანჯგვლული წარბები
ჰქონდა, უწვერო, მკვდარივით გადატეტკილ სახეზე უშველე-
ბელი, თუთიყუშის ნისკარტივით ცხვირი ამოზრდოდა. თავისი
პროფესიის შესაფერად იყო ჩაცმული მუქი სერთუკი და შავი
აბრეშუმის ჟილეტი ეცვა, კისერზე ჰალსტუხის ნაცვლად ფარ-
თო შავი ბაფთა შემოეხვია. ორმოცდაათი წლისას ჰგავდა.
ექიმმა პულსი გამისინჯა და მკითხა, როგორ გეძინათო.
მერე ჩემს ენას დახედა, ისევ პულსი გამისინჯა და ბოლოს მე-
გობრული კილოთი მირჩია, რაც შეიძლება მშვიდად იწექი-
თო. შემდეგ დაუმატა ბევრი სისხლი დაკარგეთ, ძალიან და-
სუსტებული ხართ, მაგრამ იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში
აღიდგენთ ძალ ღონესო. ჩემი კვება სციპიოს დაავალა საუზ-
მედ ჩაი, ტოსტები და შემწვარი წიწილი მოართვითო. ექიმს
არ უკითხავს ჩემთვის, როგორ დაიჭერიო. არც გამკვირვებია,
ვიფიქრე, ჩემს შეწუხებას მოერიდა მეთქი. ეტყობა, იფიქრა,
წუხანდელი ამბების გახსენებაზე ვაითუ აღელდესო, მაგრამ
მე ისე მაწუხებდა ანტუანის ამბავი და სიტყვა ჩამოვაგდე
მოურავზე. არა, არაფერი იცოდნენ, ნამდვილად დაიღუპა.
მე მოვუყევი მას, რა ვითარებაში დავშორდი ანტუანს. რა
თქმა უნდა, იმ ჩხუბისთავთან შეტაკებაზეც ვუამბე და როგორ
დამჭრა, ისიც არ გამომრჩენია. რა უცნაური გამომეტყველება
ჰქონდა ამ დროს გაიარს. დიდი ყურადღებით მისმენდა, რო-
ცა სკამებისგან შეკრული ტივი ვახსენე და როცა ვთქვი, ანტუ-
ანს ერთი წუთიც ვერ გაუძლებდა ტივი მეთქი, მომეჩვენა,
87 მკითხველთა ლიგა
რომ ვექილს შავი თვალები გაუბრწყინდა. ნამდვილად ცუ-
დად დაფარულ სიხარულს გამოხატავდა მისი სახე და იმ წუთ-
ში საზიზღარი შესახედავი იყო. სციპიოს მონაყოლი რომ არა,
იქნებ ვერც შემემჩნია ეს, ან ვერ მივმხვდარიყავი. მაგრამ ახ-
ლა ნამდვილად მივუხვდი გაიარს და მიუხედავად იმისა, რომ
რამდენჯერმე ფარისევლურად წამოიძახა „საწყალი ანტუანი-
ო“, მშვენივრად ვხედავდი, რომ გულში ფარულად ზეიმობდა
მოხუცი მოურავის დაღუპვას.
ლაპარაკს რომ მოვრჩი, გაიარმა განზე გაიყვანა ექიმი და
რამდენიმე წუთს ჩუმად საუბრობდნენ. მე მხოლოდ ცალ-
კეული სიტყვები მესმოდა. გაიარს, ეტყობა, არ ენაღვლებო-
და, მოვკრავდი თუ არა რამეს ყურს. ექიმს კი შევამჩნიე, რომ
ღელავდა. ალბათ ეშინოდა, ვაითუ, გაიგონოსო. მე მაინც
მოვკარი ყური ექიმის პასუხებს და მივხვდი, რომ გაიარს მი-
ზეზად ის მოჰყავდა, ყმაწვილი ქალი (ეჟენი ბეზანსონი) უხერ-
ხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ამ უცხო ახლგაზრდა კაც-
თან ერთ ჭერქვეშ რომ დარჩესო და სხვადასხვა.
ექიმის აზრით, ეს მიზეზი უსაფუძვლო იყო და ჩემი გადაყ-
ვანაც არ იყო საჭირო. თურმე, თავად მადმუაზელ ბეზანსონიც
წინააღმდეგი იყო. ის კი არადა, ამის გაგონებაც არ უნდოდა!
გულკეთილ ექიმ რეიგარტის აზრით, ეს „უხერხული მდგომა-
რეობა“ სისულელე იყო. სასტუმრო მოუწყობელია, გარდა
ამისა, გემის ავარიის დროს დაზიანებული ხალხით არის სავ-
სეო, არწმუნებდა გაიარს. მერე ექიმმა ხმას დაუწია და მხო-
ლოდ ცალკეული ფრაზებიღა მესმოდა: „უცხოელი“, „ამერი-
კელი არ არის“, „ყველაფერი დაკარგა“, „მეგობრები შორს
ჰყავს“, „უფულო კაცს ვინ შეუშვებს სასტუმროში“. ამაზე
გაიარმა უპასუხა, ხარჯი ჩემზე იყოსო.

88 მკითხველთა ლიგა
თანაც, განგებ ხმამაღლა თქვა ეს, მე რომ გამეგონა. რა
მადლობელი ვიქნებოდი, ეჭვი რომ არ მქონოდა, რაღაც ბო-
როტი განზრახვა აქვს მეთქი, მაგრამ ექიმი სასტიკი წინააღ-
მდეგი იყო.
- შეუძლებელია! - თქვა მან, - სიცხე აწუხებს. ძალიან სა-
რისკოა... მე ვერ ვიკისრებ პასუხისმგებლობას! ცუდი ჭრი-
ლობაა... სისხლი ბევრი დაკარგა... პირველ ხანებში მაინც აქ
უნდა დარჩეს... ოდნავ რომ მომჯობინდება, ასე, ორი დღის
შემდეგ, გადავიყვანთ სასტუმროში.
ექიმის ბოლო სიტყვებმა, როგორც ჩანს, დააკმაყოფილა
სინდიოფალა გაიარი, ან შეიძლება იფიქრა, ახლა მეტს ვერა-
ფერს მივაღწევო და თათბირი დამთავრდა.
გაიარი გამოსამშვიდობებლად მომიახლოვდა და როცა
ფარისევლურად რამდენიმე თავაზიანი სიტყვა მითხრა, მის
პატარა თვალებში ისევ იმ დამცინავმა ღიმილმა გაიელვა.
ვერ ხვდებოდა, ვის ელაპარაკებოდა. რომ მეთქვა, ვინ ვიყა-
ვი, ალბათ შეეფაკლებოდა გაფითრებული ლოყები, წასვლა-
საც დააჩქარებდა. სიფრთხილე გამოვიჩინე და როცა ექიმმა
ვინაობა მკითხა, სახელგანთქმულ მოგზაურებს მივბაძე და
საპატიო ეშმაკობა ვიხმარე სხვა სახელი ვუთხარი. დედაჩე-
მის ქალიშვილობის გვარი მოვიშველიე და ედუარდ რუთერ-
ფორდად გავაცანი თავი.
ექიმმა მირჩია, წყნარად იწექით, ადგომას ნუ ეცდებით,
რაც დაგინიშნეთ, ის წამლები მიიღეთო, და ოთახიდან გავი-
და; გაიარი უფრო ადრე წავიდა.

89 მკითხველთა ლიგა
თავი XVII
ავრორა

რამდენიმე წუთს მარტო დავრჩი. სციპიო სამზარეულოში წა-


ვიდა ჩაის, ტოსტებისა და ვარიის მოსატანად. ვიწექი და ამ
შეხვედრაზე ვფიქრობდი. განსაკუთრებით ექიმისა და
გაიარის საუბარზე; ზოგმა ყურმოკრულმა ფრაზამ ძალიან და-
მაფიქრა. ექიმს ბუნებრივად ეჭირა თავი, როგორც ჯენ-
ტლმენს შეეფერება, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, გაიარს
რაღაც ვერაგული განზრახვა ჰქონდა.
რატომ აფორიაქდა ასე? რატომ უნდა ასე ძალიან ჩემი სას-
ტუმროში გადაყვანა? ეტყობა, მიზეზი აქვს, თორემ ხარჯის გა-
ღებას რატომ შემომთავაზებდა? მართალია, ადამიანებს კარ-
გად არ ვიცნობდი, მაგრამ მივხვდი, რომ ხელგაშლილი კაცი
არ იყო.
„ნეტავ, რატომ უნდა ასე ძალიან ჩემი სასტუმროში გადაყ-
ვანა?“ ვეკითხებოდი საკუთარ თავს უკვე მერამდენედ.
„ოჰ, ვიცი, მივხვდი! ახლა უკვე ნათლად ვხედავ მის გან-
ზრახვას! ამ მელას, ამ გაქნილ ვექილს, ვითომ მეურვეს, ალ-
ბათ ახალგაზრდა კრეოლი ქალი უყვარს. მერე რა, რომ ქალი
ახალგაზრდაა, მდიდარი, ლამაზი, ლამის მზეთუნახავი, თა-
ვად კი ბებერი, მახინჯი, დაბალი და საზიზღარი! ის სულაც არ
ფიქრობს, ასეთი ვარო. ქალი? მერე რა მოხდა? გაიარს შეუძ-
ლია იმედიც კი იქონიოს. რამდენი უიმედო ოცნება ასრულე-
ბულა! ცხოვრებას კარგად იცნობს. ვექილია. ქალის სამყა-
როსაც კარგად იცნობს, მეურვეა მისი; ეჟენი ბეზანსონის ყვე-
90 მკითხველთა ლიგა
ლა საქმე მის ხელშია; ქალის მეურვე, რწმუნებული, ხაზინა-
დარი ყველაფერი გაიარია, მის ყველა საქმეს ის განაგებს,
ასეთი ძალაუფლებით რას არ მიაღწევს! ნამდვილად ან ქა-
ლის შერთვაზე ოცნებობს, ან მის გაძარცვაზე. საბრალო ლე-
დი! როგორ მეცოდება!“
სციპიო შემოვიდა და ფიქრი შემაწყვეტინა, პატარა გოგო-
ნა შემოჰყვა საჭმელი და თეფშები შემოიტანა. გოგონა ცამე-
ტი წლის იქნებოდა, სციპიოს ქალიშვილი ქლო, მაგრამ მამა-
სავით შავი სულაც არ იყო. ყვითელკანიანი ლამაზი გოგონა
იყო. სციპიომ ამიხსნა („პატარა ქლოს“, ასე ეძახდნენ
შვილს), დედა მულატი ჰყავს, ქლო კი ზედგამოჭრილი დე-
დააო.
ისე მხიარულად გაიცინა, ეტყობა, ძალიან კმაყოფილი
იყო და ამაყობდა ასეთი ლამაზი თეთრკანიანი შვილით!
ქლო, როგორც ქალებს სჩვევიათ, დიდად ცნობისმოყვარე
არსება იყო, თვალებდაჭყეტილი წამდაუწუმ იხედებოდა თეთ-
რკანიანი უცხოელისკენ, რომელმაც მისი ლედი გადაარჩინა.
კინაღამ დაამტვრია ჭიქები და თეფშები. რომ არ გამოვქომა-
გებოდი, სციპიო ალბათ ყურებს დააგლეჯდა. მამა შვილის
უცნაურმა ლაპარაკმა, ჟესტებმა, თავისებურმა მოქცევამ და
საერთოდ მონების ყველა თავისებურებამ ძალზე დამაინტე-
რესა.
დასუსტებული კი ვიყავი, მაგრამ მადა კარგი მქონდა. გემ-
ზე ხომ ლუკმაც არ ჩამიდია პირში. შეჯიბრით გატაცებულ
მგზავრებს და, რასაკვირველია მეც, ვახშამი არ გაგვხსენე-
ბია. ახლა, როცა სციპიო სუფრას შლიდა, შიმშილი ვიგრძენი
და ღირსეულად შევაფასე ქლოს დედის მომზადებული საუზ-
მე. სციპიომ მითხრა, მთავარი მზარეული ჩემი ცოლიაო. ჩაიმ
ძალა შემმატა, მშვენივრად შემწვარი ვარია და ბრინჯი რომ
91 მკითხველთა ლიგა
დავაგემოვნე, თითქოს ახალი სისხლი შემიშვესო ძარღვებში,
ისე ვიგრძენი თავი. მკლავის ტკივილი რომ არა, განკურნებუ-
ლად ვიგრძნობდი თავს.
მამა შვილმა მაგიდა აალაგა. მალე სციპიო ისევ დაბრუნ-
და, რადგან ნაბრძანები ჰქონდა, მარტო არ დავეტოვებინე.
- სციპიო, - მივმართე ზანგს, - ახლა ის მითხარი, ვინ არის
ავრორა?
- რორა, მასა?
- ჰო, ავრორა ვინა არის?
- საწყალი მონაა, მასა. ისეთივე მონა, როგორიც ბებერი
ზიპი.
ბუნდოვანი ინტერესი, რომელსაც განვიცდიდი ავრორას
მიმართ, უცებ სადღაც გაქრა...
- მონა? - ვკითხე გულდაწყვეტილმა.
- მისა ჟენის მსახურია, - განაგრძო სციპიომ, - აცმევს, ვარ-
ცხნის, მუდამ მასთან ზის, უკითხავს და ყველაფერი...
- როგორ, მონა უკითხავს? - ისევ დამაინტერესა ავრორამ.
- დიახ, მასა. რორა უკითხავს... ახლავე აგიხსნით. მოხუცი
მასა სანსონი ძალიან კეთილად გვექცეოდა ზანგებს და ბევრს
ასწავლა კითხვა, განსაკუთრებით რორას კითხვაც ასწავლა,
წერაც და კიდევ ბევრი რამ, ახალგაზრდა მისა ჟენიმ მუსიკაც
ასწავლა. დიდი ნასწავლი გოგოა რორა, დიდი! ბევრი რამ
იცის. ისევე, როგორც თეთრკანიანებმა. პიანინოზე უკრავს,
გიტარაზე, გიტარა ბანჯოსა ჰგავს, ბებერი ზიპიც უკრავს გიტა-
რაზე, დიახ, უკრავს. უუ-ჰ!
- სხვა მხრივ კი ისეთივე საცოდავი მონაა, როგორც თქვენ,
არა?

92 მკითხველთა ლიგა
- ო! არა, მასა. ჩვენსავით არ არის, სხვა ზანგებივით კი არ
ცხოვრობს რორა. მძიმე სამუშაოს არ აკეთებინებენ და ფასიც
მეტი აქვს ორი ათასი დოლარი.
- ორი ათასი დოლარი ღირს?
- დიახ, მასა, ორი ათასს წყალი არ გაუვა!
- შენ საიდან იცი?
- ბევრი მყიდველი ჰყავდა, მასა მარინის უნდოდა მისი
ყიდვა, მასა კროზას და კიდევ ამერიკელ პოლკოვნიკს გაღმა
ნაპირიდან. ყველანი ორი ათას დოლარს იძლეოდნენ. მოხუ-
ცი ბატონი კი იცინოდა და ამბობდა, რაც არ უნდა მომცენ, არ
გავყიდიო.
- მოხუცი ბატონის დროს იყო ეგ ამბავი?
- დიახ, დიახ... მერე კიდევ ერთი გამოჩნდა, მდინარის გე-
მის მფლობელი, ქალების სალონისთვის უნდოდა რორა, მსა-
ხურად. ისე უხეშად ელაპარაკებოდა! მისა ძალიან გაჯავრდა
და გააგდო. მასა ტონიც ძალიან გაჯავრდა და იმანაც გააგდო,
კაპიტანიც ძალიან გაბრაზებული წავიდა. ჰა! ჰა! ჰა!
- რატომ აფასებენ ასე ძვირად?
- ო... რორა ძალიან კარგი ქალიშვილია, ძალიან კარგი,
მაგრამ... - სციპიო შეყოყმანდა ერთ წუთს, მაგრამ...
- რა?
- ჩემი აზრით, მასა, მთავარი ეს არ გახლდათ...
- აბა რა?
- მართალი გითხრათ, მასა, მე მგონი, მისი მყიდველები
კარგი ხალხი არ იყო.
ძალიან ფრთხილად გამოთქვა აზრი, მაგრამ მაინც მივუხ-
ვდი.
- მაშ, ძალიან ლამაზი ყოფილა, არა ჩემო სციპიო?

93 მკითხველთა ლიგა
- ბებერ ზანგს რა გაეგება მაგისი, მასა, მაგრამ ხალხი ამ-
ბობს თეთრებიც და შავებიც რორა ლუიზიანაში ულამაზესი
კვარტერონიაო.
- რაო? კვარტერონია?
- დიახ, მასა, ასეა, კაცი ვერ იტყვის, შავკანიანიაო ისეთივე
თეთრია, როგორც თვითონ მისა ჟენი. მისაც სულ მაგას ამ-
ბობს, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ დიდად განსხვავდებიან
ერთმანეთისგან: მისა მდიდარი ქალბატონია, ეს კი ბებერი
ზიპივით საწყალი მონა. ეჰ! ისეთივე მონაა, როგორიც ბებერი
ზიპი. იყიდე, გაყიდე მაინც მონაა.
- შეგიძლია ამიწერო მისი გარეგნობა, სციპიო?
უბრალო ცნობისმოყვარეობა კი არ მამოძრავებდა, მიზეზი
მქონდა და იმიტომ ვკითხე. ჯერ კიდევ ლამაზი ზმანების შთა-
ბეჭდილების ქვეშ ვიყავი, თვალწინ მედგა უცნაური სახის ნაკ-
ვთები, ეს სახე არც კავკასიურს ჰგავდა, არც ინდურს, არც
მონგოლურს. იქნებ... იქნებ?
- შეგიძლია ამიწერო მისი გარეგნობა? - ისევ ვკითხე სცი-
პიოს.
- აგიწეროთ, მასა? თქვენ გინდათ, რომ ზიპმა რორას გა-
რეგნობა აგიწეროთ? შ-შ-ემიძლია.
იმის იმედი არ მქონდა, რომ ნათლად დამიხატავდა, მაგ-
რამ ვიფიქრე, იქნებ ზოგიერთი ნიშნით მაინც მივხვდე, ჰგავს
ეს ქალიშვილი ჩემს ზმანებას თუ არა მეთქი. ისე ნათლად
მქონდა წარმოდგენილი ეს სახე, თითქოს ჩემ წინ მდგარი-
ყოს. უკვე იმას ვფიქრობდი, ზმანება კი არა, მგონი, სინამდვი-
ლეა მეთქი.
- ჰოდა, მასა, ზოგი ამბობს, რორა ამაყიაო, უბრალო ზან-
გები ამბობენ ასე. ჰო, შურთ მისი და იმიტომ ამბობენ. ეს კი
ვიცი, რომ ბებერ ზიპთან არ მედიდურობს, ელაპარაკება კი-
94 მკითხველთა ლიგა
დეც, ამბებსაც უყვება, კითხვასაც ასწავლის ბებერ ზანგს, ბე-
ბერ ქლოს და პატარა ქლოსაც და კიდევ...
- მე გთხოვე, გარეგნულად ამიწერე მეთქი, სციპიო...
- ო, გარეგნობა აგიწეროთ? ესე იგი, ვისა ჰგავს?
- ჰო. აი, მაგალითად, როგორი თმა აქვს, რა ფერის?
- შავი, მასა, ჩექმასავით შავი.
- სწორი?
- არა, მასა, რას ამბობთ, რორა ხომ კვარტერონია.
- აბა, დაკულულებული?
- ასეთი კი არა, - და სციპიომ თავის ხუჭუჭა თავზე მიმითი-
თა, - გრძელი, აი, რომ იტყვიან ხოლმე, ტალღებს ჰგავსო.
- მივხვდი. მხრებზე აქვს ჩამოშლილი?
- დიახ, მასა, მხრებზე და ზურგზეც.
- ფუშფუშა თმა აქვს?
- ეგ რაღა არის, მასა?
- ხშირი, ფუმფულა.
- ღმერთო ჩემო! ხშირი, მაშა, ენოტის კუდივით!
- თვალები?
თვალების აღწერა ცოტათი გაუჭირდა ზანგს, მაგრამ ერ-
თხელ კარგად შეადარა „დიდი, მრგვალი, შველივით ელვარე
თვალები აქვსო“. ვერაფრით ამიხსნა, ცხვირი როგორი ჰქონ-
და, მაგრამ რამდენიმე კითხვა დავუსვი და როგორც იქნა, გა-
ვარკვიე, რომ პატარა, სწორი ცხვირი ჰქონდა. წარბები, კბი-
ლები, სახის კანის ფერი ზუსტად დამიხატა, ბოლოს ღაწვებზე
თქვა: „ატამივით ლოყები აქვსო“.
ძალიან სასაცილოდ კი აღწერა კვარტერონი ქალი, მაგ-
რამ სულაც არ მეცინებოდა. დაინტერესებული ვიყავი და ისე-
თი მღელვარებით ვუგდებდი ყურს, თავადვე მიკვირდა.

95 მკითხველთა ლიგა
ბოლოს, სურათი მზად იყო და დავრწმუნდი, რომ ავრორა
ჩემს ღამის ზმანებას ჰგავდა. სციპიო რომ გაჩუმდა, მე უკვე
სურვილი მწვავდა, ჩქარა მენახა მშვენიერი, ლამაზი კვარტე-
რონი ქალი.
უცებ ზარი გაისმა:
- ზიპს ეძახიან, მასა, მას ურეკავენ.... ახლავე დაბრუნდება.
ეს თქვა, გარეთ გავიდა და მთავარი სახლისკენ გაიქცა.
ვიწექი და ვფიქრობდი, რა საოცარ, თითქმის რომანტი-
კულ სიტუაციაში აღმოვჩნდი მეთქი. ჯერ კიდევ გუშინ, წუხელ
ღამეს, საწყალი მოგზაური ვიყავი, კაპიკი არ მომეძევებოდა
ჯიბეში და არც კი ვიცოდი, ღამეს სად გავათევდი, დღეს კი
ახალგაზრდა ლედის სტუმარი ვარ, მდიდარი, გაუთხოვარი
ლედის დაჭრილი სტუმარი, განუსაზღვრელი დროით ლოგი-
ნად ჩავარდნილი; მივლიან და ზრუნავენ ჩემზე...
მალე სხვა რამეზე დავიწყე ფიქრი. ახლა ისევ ჩემი ზმანება
წარმომიდგა თვალწინ და სციპიოს დახატულ პორტრეტს ვა-
დარებდი. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მეტ განსხვავებას
ვპოულობდი. ან კი როგორ წარმოვიდგენდი ასე ნათლად,
რომ არ მენახა? ასეთი რამ თითქმის შეუძლებელია. ნამდვი-
ლად ნანახი მყავდა. რატომაც არა? გონება რომ დავკარგე,
ხალხი მეხვია გარშემო, ხომ შეიძლებოდა, ისიც იქ ყოფილი-
ყო? შეიძლება ასეც იყო და ამით აიხსნება ყველაფერი. მაგ-
რამ ნამდვილად იქ იყო? სციპიოს უნდა ვკითხო, როცა დაბ-
რუნდება.
დასუსტებული, ღონემიხდილი ვიყავი და ხანგრძლივმა
საუბარმა დამღალა. საწოლი მზის სხივებით იყო განათებუ-
ლი, მაგრამ მაინც თვლემა მომერია, მალე ბალიშზე მივესვე-
ნე და ჩამეძინა.

96 მკითხველთა ლიგა
თავი XVIII
კრეოლი ქალი და კვარტერონი ქალი

ალბათ, ერთ საათს თუ გასტანა ჩემმა ძილმა. მერე რაღა-


ცამ გამაღვიძა და ერთხანს გაბრუებული ვიწექი, ძლივს აღ-
ვიქვამდი გარესამყაროს. სასიამოვნო შთაბეჭდილებები კი
იყო: ჰაერში ნაზი სურნელი იფრქვეოდა და აბრეშუმის ჩუმი
შრიალი მესმოდა, ეტყობა, მორთულ მოკაზმული ქალები იყ-
ვნენ ოთახში.
- იღვიძებს, მადმუაზელ, - წაიჩურჩულა ნაზმა ხმამ.
თვალები გავახილე და მოლაპარაკეს შევხედე. რამდენიმე
წუთს მეგონა, ისევ სიზმარში ვარ მეთქი, ჩემ წინ ღამის ზმანე-
ბა იდგა: მშვენიერი სახე, შავი, ტალღოვანი თმა, ელვარე
თვალები, მორკალული წარბები, ნაზი, ლამაზი მოყვანილო-
ბის ტუჩები და ალისფერი ლოყები ისევ წინ მედგა!
„ნეტავ, ისევ სიზმარში ვარ? არა! სუნთქავს, მოძრაობს,
ლაპარაკობს!“
- შეხედეთ! გვიყურებს! გაიღვიძა!
„მაშ სიზმარში არ ვარ! არც მეჩვენება! ის არის ავრორა“.
როგორც ჩანს, კარგად არ ვიყავი გამოფხიზლებული და
ხმამაღლა ვლაპარაკობდი. ან იქნებ ბოლო სიტყვები წარ-
მოვთქვი გამოსაცნობად, რადგან ჩემს სიტყვებზე ვიღაცას
გაკვირვების შეძახილი აღმოხდა. გამოვფხიზლდი და ჩემს სა-
წოლთან მდგარი ორი ქალი დავინახე. გაკვირვებულები მის-

97 მკითხველთა ლიგა
ჩერებოდნენ ერთმანეთს. ერთი მათგანი ეჟენი იყო, მეორე
ალბათ, ავრორა.
- შენ გეძახის! - თქვა გაოცებულმა ქალბატონმა.
- მე მეძახის! - ისეთივე გაკვირვებით წარმოთქვა მონამ.
- კი, მაგრამ, საიდან იცის შენი სახელი?
- არ ვიცი, მადმუაზელ.
- აქ ხომ არ ყოფილხარ?
- არა, მხოლოდ ახლა...
- საკვირველია! - თქვა ეჟენიმ. ჩემკენ შემობრუნდა და და-
მაცქერდა, თითქოს თვალებით მეკითხებოდა რაღაცას.
ახლა უკვე საბოლოოდ გამოვფხიზლდი და მივხვდი, რომ
ხმამაღლა ვლაპარაკობდი. საჭირო იყო ამეხსნა, საიდან ვი-
ცოდი კვარტერონი ქალის სახელი, მაგრამ რომ მოგეკალით,
არ ვიცოდი, რა მეთქვა. რომ მეთქვა, რას ვფიქრობდი, როცა
ის სიტყვები წამომცდა, სულელურ მდგომარეობაში აღმოვ-
ჩნდებოდი, მაგრამ რომ გავჩუმებულიყავი, მადმუაზელ ბე-
ზანსონი ათას რაღაცას იფიქრებდა. პატარა ეშმაკობა იყო სა-
ჭირო, რაღაც უნდა მომეფიქრებინა.
იმის იმედით, რომ მადმუაზელ ბეზანსონი პირველი
დაილაპარაკებდა და გამიადვილებდა საუბარს, რამდენიმე
წუთს ჩუმად ვიწექი, კრინტი არ დამიძრავს. ვითომ მკლავის
ტკივილი მაწუხებდა, მძიმედ ვიცვალე გვერდი. ეჟენიმ თით-
ქოს ვერ შენიშნა ეს, ისე გაოცებული შემომყურებდა. მერე
გაიმეორა:
- საოცარია, საიდან იცის შენი სახელი!
ჩემმა გაუფრთხილებლად წამოროშილმა სიტყვებმა დიდი
შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. ვეღარ მოვითმინე, ისევ ქა-
ლებისაკენ გადმოვბრუნდი და თავი მოვიკატუნე, თითქოს
მხოლოდ ახლა დავინახე, მერე ვუთხარი, მოხარული ვარ,
98 მკითხველთა ლიგა
რომ გხედავთ მეთქი და მასპინძლობისთვის მადლობა გადა-
ვუხადე.
ეჟენიმ ჭრილობის ამბავი გამომკითხა და ბოლოს მკითხა:
- ავრორას სახელი საიდან იცით?
- ავრორასი? - ვუპასუხე მე, - გიკვირთ, არა, რომ მისი სა-
ხელი ვიცი? სციპიომ ისე ზუსტად დამიხატა, რომ დავინახე თუ
არა, მაშინვე ვიცანი. - და ხელი გავიშვირე კვარტერონისკენ,
რომელმაც ოდნავ უკან დაიხია, ჩუმად იდგა და გაკვირვებუ-
ლი შემომცქეროდა.
- ო! მაშ, სციპიომ გითხრათ?
- დიახ, მადმუაზელ. მე და სციპიომ დღეს დიდხანს ვისაუბ-
რეთ, ბევრი რამ მიამბო პლანტაციაში ცხოვრების შესახებ.
უკვე ვიცნობ მოხუც ქლოს, პატარა ქლოს და თქვენს სხვა მსა-
ხურებს. ლუიზიანაში პირველად ვარ და ყველაფერი მაინტე-
რესებს.
- მიხარია, ჯანმრთელად რომ გხედავთ, მესიე, - ეჟენი, ეტ-
ყობა, დააკმაყოფილა ჩემმა პასუხმა, - ექიმი მარწმუნებს, მა-
ლე გამოჯანმრთელდებაო... კეთილშობილო უცხოელო! გა-
ვიგე, ჩემ გამო დაუჭრიხართ. მე გადამარჩინეთ! ოჰ, აღარ ვი-
ცი, რით გადაგიხადოთ მადლობა!
- რისი მადლობა, მადმუაზელ, მე ჩემი ვალი მოვიხადე.
თქვენი გადარჩენის დროს საფრთხეში არ ჩამიგდია თავი.

- გორ, მესიე? თქვენ ხომ ორჯერ იყავით საფრთხეში! მკვლე-


ლის დანა და დახრჩობა. მაგრამ გარწმუნებთ, ჩემი მად-
ლიერება ისევე დიდია, როგორც თქვენი დიდსულოვნება. გუ-
ლი მკარნახობს ამას! მადლიერებითა და სევდით არის სავსე
ჩემი გული...

99 მკითხველთა ლიგა
- მესმის, მადმუაზელ. ვიცი, რომ ერთგული მსახურის და-
კარგვას გლოვობთ.
- ერთგული მსახური კი არა, მეგობარი, მესიე, ერთგული
მეგობარი. მამაჩემის სიკვდილის შემდეგ მამობას მიწევდა,
ჩემი გაჭირვება მისი გაჭირვებაც იყო, მთელ ჩემს საქმეებს ის
განაგებდა, მეც დამშვიდებული ვიყავი, არაფერი მაწუხებდა,
ახლა კი... ეჰ! არც კი ვიცი, რა მომელის.
მაგრამ აქ ხმამ უღალატა და აღელვებულმა მკითხა:
- უკანასკნელად რომ გნახეთ, მგონი, თქვით, იმ არამზა-
დას ეჩხუბებოდა, თქვენ ვინც დაგჭრათ, არა?
- დიახ, მერე აღარ მინახავს არც ერთი.
- ესე იგი, აღარავითარი იმედი არ დარჩა! რამდენიმე წუ-
თის შემდეგ გემი ჩაიძირა. უბედური ანტუანი! უბედური! - ეჟე-
ნი ატირდა. ადრეც შევნიშნე, რომ ნამტირალევი იყო. ვერაფ-
რით ვანუგეშებდი და არც მიცდია. სჯობდა ეტირა. ცრემლი
დარდს შეუმსუბუქებდა.
- მეეტლე პიერი... ისიც ჩემი ერთგული მსახური იყო და
ისიც ძალიან მეცოდება. მაგრამ ანტუანი მამაჩემის მეგობარი
იყო და ჩემიც. რა უბედურებაა! რა უბედურებაა, სულ მარტო
დავრჩი, უმეგობროდ... საწყალი ანტუანი!
თან ლაპარაკობდა და თან ტიროდა. ავრორაც ცრემლად
იღვრებოდა. მეც, მათმა შემყურემ, თავი ვეღარ შევიკავე და
ცრემლები გადმომცვივდა თვალებიდან, როგორც ბავშვობი-
სას.
მაგრამ ეჟენიმ ბოლო მოუღო ამ სევდიან სურათს. ნაღ-
ველს მოერია, ჩემს საწოლს მოუახლოვდა და მითხრა:
- მესიე, ერთხანს ალბათ მოწყენილი მასპინძელი გეყო-
ლებით! ადვილად ვერ დავივიწყებ ჩემს მეგობარს, მაგრამ
იმედია, მაპატიებთ, თუ ზოგჯერ სევდას ვერ მოვერევი. ახლა
100 მკითხველთა ლიგა
კი ნახვამდის!.. მალე კვლავ გინახულებთ და თვალყურს მი-
ვადევნებ, რომ კარგად მოგიარონ. ამ პატარა სახლში იმი-
ტომ მოგათავსეთ, რომ ხმაურმა არ შეგაწუხოთ. მე, რა თქმა
უნდა, არ მოვიქეცი კარგად, აქ რომ შემოვიჭერი. ექიმმა
თქვა, არავინ შეაწუხოსო, მაგრამ მე... მე... აღარ... ვეღარ და-
ვიცადე... უნდა მენახა ის, ვინც გადამარჩინა და მადლობა გა-
დამეხადა მისთვის. მშვიდობით!.. წავიდეთ, ავრორა!..

***

მარტოდ დარჩენილი, ჩვენს საუბარზე ვფიქრობდი. ეჟენის


მიმართ ძალიან მეგობრულად განვეწყვე, მეტიც დიდად თა-
ნავუგრძნობდი. სულ ის მიტრიალებდა თავში, რაღაც უბედუ-
რება მოელის, ყმაწვილი ქალის მხიარულ და უდარდელ
გულს დღეს ნაღვლის ღრუბლები შემოეხვია მეთქი.
ოღონდ მხოლოდ მეგობრულად ვიყავი განწყობილი და
დიდად თანავუგრძნობდი, ეს იყო და ეს, მეტი არაფერი. რა-
ტომ? რატომ არ შემიყვარდა ასეთი ახალგაზრდა, მდიდარი,
ლამაზი ქალი?..
იმიტომ, რომ სხვა შემიყვარდა ავრორა!

101 მკითხველთა ლიგა


თავი XIX
ლუიზიანის პეიზაჟი

ნეტავ, ვის დააინტერესებს ლოგინად ჩავარდნილი ავად-


მყოფის ცხოვრების წვრილმანები? რა თქმა უნდა, არავის,
თავად ავადმყოფის გარდა. უმნიშვნელო ამბებით სავსე
დღეები ერთფეროვნად მიედინებოდა და მხოლოდ საყვარე-
ლი ქალის დანახვა გამომაცოცხლებდა ხოლმე. მოწყენილო-
ბა მაშინვე გაქრებოდა და ჩემი მობეზრებული ოთახი სამოთ-
ხედ მეჩვენებოდა.
მაგრამ ვაი, რომ ეს ბედნიერება მხოლოდ რამდენიმე
წუთს გასტანდა, შუალედები კი საათობით გრძელდებოდა. ეს
გაჭიანურებული საათები კი დღეებად მეჩვენებოდა. დღეში
ორჯერ მნახულობდნენ მშვენიერი დიასახლისი და მისი მსა-
ხური. მარტო არც ერთი არ შემოდიოდა ჩემთან. ძალიან
უხერხულად ვგრძნობდი თავს, ზოგჯერ სასოწარკვეთილებამ-
დე მივდიოდი კრეოლს ველაპარაკებოდი და კვარტერონზე
ვფიქრობდი, ავრორასთან მხოლოდ თვალებით თუ გავბე-
დავდი საუბარს. აქაური წესის მიხედვით, მონასთან გამოლა-
პარაკება არ შემეძლო, მაგრამ თვალებს მთელი მსოფლიოს
ადათ წესებიც ვერ დაუშლის, უხმო, მაგრამ მეტყველი ენით
ილაპარაკონ.
თუმცა, აქაც შებორკილი ვიყავი, მეშინოდა, არ შემნიშნონ
მეთქი და მხოლოდ ფარულად თუ გავხედავდი ხოლმე მშვე-
ნიერ შავტუხა არსებას. ჯერ ერთი, კვარტეონი ცუდად გამი-
გებდა, მეორეც, კრეოლი მიხვდებოდა ყველაფერს და აღ-
102 მკითხველთა ლიგა
შფოთდებოდა, და მისგან მხოლოდ ზიზღს დავიმსახურებდი.
იეჭვიანებს მეთქი, არც კი მიფიქრია, უბრალოდ, ეჟენი მეტად
დასევდიანებული იყო. გულთბილად, მეგობრულად მექ-
ცეოდა, მაგრამ შეყვარებულს არ ჰგავდა. დამშვიდებული იყო
და დინჯად მელაპარაკებოდა ხოლმე. იმ ტრაგიკულმა ამბავ-
მა ძალიან იმოქმედა და სრულიად შეუცვალა ხასიათი. თით-
ქოს უდარდელობისა და სიმკვირცხლის ნატამალიც არ დარ-
ჩენოდა. სიცოცხლით სავსე ქალიშვილი დარბაისელ ქალად
იქცა. ისევ ისეთი მშვენიერი იყო, მაგრამ ახლა ქანდაკებასა-
ვით აღვიქვამდი. მისმა მშვენიერებამ ვერ გაიკვლია გზა ჩემს
გულში, რომელიც უკვე სავსე იყო უფრო იშვიათი და შუქმფე-
ნი სილამაზით; კრეოლს არ ვუყვარდი და საკვირველი ის
იყო, რომ კი არ მწყინდა ეს, პირიქით, მიხაროდა კიდეც!
კვარტერონზე კი სულ სხვაგვარი ფიქრები აღმეძრა! ნე-
ტავ, ვუყვარვარ თუ არა? აი, ამ კითხვის პასუხს ველოდი მო-
უთმენლად, გულის ცახცახით. ავრორა ყოველთვის თან ახ-
ლდა ქალბატონს, როცა ეჟენი ჩემს სანახავად მოდიოდა, მაგ-
რამ ერთი სიტყვის თქმას ვერ ვუბედავდი, თუმცა გულით მე-
წადა, ჩემი საიდუმლო გამემჟღავნებინა მისთვის. ის კი არა,
იმისიც მეშინოდა, ჩემმა მგზნებარე მზერამ არ გამცეს მეთქი.
მადმუაზელ ეჟენის რომ გაეგო ჩემი სიყვარულის ამბავი, სა-
შინლად აღშფოთდებოდა და შევზიზღებოდი კიდეც: როგორ?
მონა შეიყვარე? ჩემი მონა?
კარგად მესმოდა ეს. ვიცნობდი მისი ერის ამ შავ ბოროტე-
ბას. მაგრამ რაში მანაღვლებდა მათი ადათ წესები და
ჩვეულებები?! პირიქით, მეზიზღებოდა. მით უმეტეს, ახლა,
როცა მიყვარდა... სიყვარული რომ იფეთქებს, დიდებულება
ჰკარგავს თავის ფუჭ მომხიბლაობას, ტიტულებს ფასი ეკარ-

103 მკითხველთა ლიგა


გებათ. ჩემი აზრით, მხოლოდ სიყვარულია გვირგვინის ღირ-
სი!
სულ არ მაფიქრებდა, რომ ქვეყანა გაიგებდა ჩემი სიყვა-
რულის ამბავს. არც მათი მძულვარების მეშინოდა. სხვა რამე
მბორკავდა: ჯერ ერთი, სტუმართმოყვარე და ჩემდამი მეგობ-
რულად განწყობილი მასპინძლისთვის პატივი უნდა მეცა,
მეორე, ნაკლებად კეთილშობილური, მაგრამ უფრო გონივ-
რული სურვილი მამოძრავებდა მინდოდა სიფრთხილე გამო-
მეჩინა. ვხედავდი, რომ ძალიან რთული მდგომარეობა შეიქ-
მნა. ისიც ვიცოდი, თუ კვარტერონი ქალი თანამიგრძნობდა,
მაინც საიდუმლოდ უნდა შემენახა ჩემი სიყვარული. ახალ-
გაზრდა, დიდებული ქალიშვილი რომ შემყვარებოდა, მდიდა-
რი მემკვიდრე (რომელსაც მუდამ აღმზრდელი ქალი და და-
რაჯები ყარაულობდნენ), ძალიან იოლად გადავლახავდი ამ
სიძნელეებს. სონეტების შეთხზვა და კედლებზე ბობღვა ვნე-
ბათაღელვისა და ცრუმორწმუნეობის გადასალახად არის სა-
ჭირო!
ჩემი მიზანი ძნელი მისაღწევი იყო. ვატყობდი, რომ სიყვა-
რულის ბილიკი ეკალ ბარდებით იყო დაფარული.
ამ ოთახში ჩემი ცხოვრება ერთფეროვნად მიედინებოდა,
მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოჯანმრთელების დღეები მაინც
კარგად გავატარე. ყოველნაირად მიწყობდნენ ხელს რაც
მსიამოვნებდა, ყველაფერი მქონდა. ნაყინი, შესანიშნავი სას-
მელები, ყვავილები, იშვიათი ხილი არაფერი მაკლდა. რაც
შეეხება კერძებს, სციპიოს მეუღლის ქლოს კულინარიული
ოსტატობის წყალობით ვიგემე კრეოლების რჩეული კერძები
„გუმბო“, „თევზის შეჭამანდი“, შემწვარი ბაყაყები, ცხელი
„ვაფლი“, ჩაშუშული პამიდორი და ლუიზიანის სხვა ნუგბარი
საჭმელები. სციპიოს ხელით შემწვარი ოპოსუმიც გავსინჯე და
104 მკითხველთა ლიგა
ისიც კი გავბედე, რომ ენოტი დამეგემოვნებინა. ოღონდ მხო-
ლოდ ერთხელ და ისიც საკმარისი იყო, რომ მეორედ აღარ
მომდომებოდა. სციპიო უყოყმანოდ ნთქავდა ამ მელიის ჯი-
შის არსებებს. ერთ ჯერზე ცხოველის ნახევარზე მეტს შესან-
სლავდა ხოლმე.
ამასობაში თანდათანობით გავეცანი ლუიზიანის პლანტა-
ციების მცხოვრებთა ადათ ჩვეულებებს. „ბებერი ზიპი“ იყო
ჩემი მასწავლებელიცა და მუდმივი მხლებელიც. როცა სციპი-
ოსთან ლაპარაკით დავიღლებოდი, წიგნებს მოვიშველიებდი
ხოლმე; ჩემს ოთახში წიგნებით სავსე კარადა იდგა, წიგნები
უმეტესად ფრანგული იყო. ლუიზიანაზე რაც კი დაეწერათ,
თითქმის ყველაფერი აქ იყო თავმოყრილი როგორც ჩანს, ამ
ბიბლიოთეკის შემდგენელი მცოდნე კაცი იყო. აქვე ვნახე შა-
ტობრიანის შესანიშნავი რომანი და დიუ პრატცის ისტორია.
შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ რომანს აკლდა ყველა
მხატვრული ნაწარმოების დამამშვენებელი გულწრფელობა.
ამას ავტორი ვერც მიაღწევს, თუ მის მიერ აღწერილი ამბები-
დან ადათ ჩვეულებები თავისი თვალით არ უნახავს და მხო-
ლოდ გაგონილი აქვს.
რაც შეეხება ისტორიკოსს, მის წიგნში ყველაფერი მიამი-
ტად გაზვიადებული იყო, რაც დამახასიათებელია იმ დროინ-
დელი მწერლებისთვის. იგივე შეიძლება ითქვას ყველა ძველ
მწერალზე, ვინც კი მაშინ ამერიკაზე წერდა, სულ ერთია, ინ-
გლისელი იყო მწერალი, ესპანელი თუ ფრანგი. ისინი აღწერ-
დნენ ორთავიან გველებს, ცხენისა და მხედრის ერთად შთან-
თქმა რომ შეუძლიათ! გაუგებარია, როგორ იმსახურებენ
მკითხველის ნდობას ასეთი ზღაპრების მთხრობელნი. მაგ-
რამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მაშინ მეცნიერება არ იყო

105 მკითხველთა ლიგა


საკმაოდ განვითარებული და ვერავინ შეამოწმებდა „თავისი
თვალით მნახველის“ მოთხრობილს.
ყველაზე მეტად ლასალის მრავალმა თავგადასავალმა და
სევდიანმა ბედმა დამაინტერესა; გაკვირვებული ვიყავი, რომ
ამერიკელმა მწერლებმა არ აღწერეს მთელი ცხოვრება ამ მა-
მაცი რაინდისა და ამასთან ერთად ყველაზე ლამაზი ეპიზოდი
თავიანთი ქვეყნის უძველესი ისტორიიდან, ისეთი მომხიბლა-
ვი, როგორიც მისი ბუნებაა.
„ბუნება! ო, რა სილამაზეა!“ შევძახე მე, როცა პირველად
დავჯექი ფანჯარასთან და თვალწინ ლუიზიანის პეიზაჟი გადა-
მეშალა.
როგორც საერთოდ კრეოლების სახლში, ჩემს ოთახშიც
ფანჯარა იატაკამდე იყო გაჭრილი. როცა ღია ფანჯარასთან
დავჯექი დაბალ სავარძელში და მშვენიერი ფრანგული ფარ-
დებიც გადავწიე, თვალწინ ფართოდ გადამეშალა სოფლის
ბუნების საოცარი სილამაზე.
შესანიშნავი სანახაობა იყო! მხატვარს რომ დაეხატა, გა-
დაჭარბებული მოგვეჩვენებოდათ ეს ხასხასა ფერები. ჩემი
ფანჯარა დასავლეთის მხარეს იყო და მედიდური მდინარე
სწორედ ჩემ წინ მიაგორებდა თავის ყვითელ, ოქროსავით
მოლივლივე ტალღებს. გაღმა ნაპირზე დამუშავებული მინ-
დვრები მოჩანდა ამაყად ირწეოდა შაქრის ლერწამი, რომე-
ლიც მკვეთრად გამოირჩეოდა მუქი მწვანე თამბაქოს პლან-
ტაციისგან. გამოღმა, ჩემთან ახლოს, ფორთოხლისა და ლი-
მონის ჭალებში იტალიური ვილის მსგავსი დიდებული სახლი
იდგა, მწვანე ჟალუზებითა და ფართო ვერანდებით დამშვენე-
ბული. ნარინჯის მოყვითალო მწვანე ფოთლები მხიარულად
ბრწყინავდა მზეზე. მთები არსად სჩანდა, ლუიზიანაში მთები
არ არის, მაგრამ დასავლეთით ცის კიდურთან აღმართული
106 მკითხველთა ლიგა
მაღალი, ჩამუქებული კვიპაროსების კედელი მთაგრეხილის
შთაბეჭდილებას ქმნიდა.
ჩემი სახლი ბაღში იდგა, ბეზანსონების პლანტაციის ყვე-
ლაზე თვალწარმტაც კუთხეში. აქედან უფრო კარგად მოჩან-
და ყველაფერი და ბუჩქნარის გარშემო აღმართული ხეების
ჯიშებსაც ვარჩევდი. ვხედავდი მაგნოლიას, დიდი, თეთრი,
თითქოს სანთლისგან შექმნილი ყვავილებით შემკობილს,
რომელიც გვიანის უშველებელ „ნიმფას“ ჰგავდა. ზოგ ყვა-
ვილს ფოთლები დასცვენოდა და მარჯანივით წითელი, სა-
თესლე გირჩებიღა მოსჩანდა, მაგრამ სილამაზით არც გირჩე-
ბი ჩამოუვარდებოდა ყვავილედებს.
დასავლეთის ტყეების დედოფლის, მაგნოლიის გვერდით
იდგა მშვენიერი ეგზოტიკური ხე აღმოსავლეთის მკვიდრი ხე,
რომელიც სილამაზესა და სურნელებაში ეჯიბრებოდა მაგნო-
ლიას და მასავით ცნობილი მცენარე იყო და რომელიც დიდი
ხანია ამერიკის ჰავას შეგუებოდა. მისი ორფერი ფოთლები
მუქი და ღია მწვანე ტოტების ბოლოებზე ჩამოკიდებული
გრძელი, იასამნისფერი ყვავილების მტევნები, ყვითელი,
ალუბლისმაგვარი, აქა იქ უკვე დამწიფებული ნაყოფი, ყვე-
ლაფერი ეს ცხადყოფდა ამ ხის ჯიშს. ეს გახლდათ „თაფლა
ხეების“ ჯიშის ხე „ინდური იასამანი“ ან სხვაგვარადაც რო-
გორც უწოდებენ „ჩინეთის სიამაყე“. სხვადასხვა ქვეყანაში ამ
მცენარეს სხვადასხვა სახელწოდება აქვს. ეს კი იმის მაჩვენე-
ბელია, რა დიდად აფასებენ ამ მცენარეს. „უპირატესობის
ხეს“ უწოდებს მას პოეტური ბუნების სპარსელი. სწორედ
სპარსეთია ამ ხის სამშობლო; „სამოთხის ხეო“, ამბობენ ეს-
პანელები. მცენარე ესპანეთის ჰავასაც შეეგუა...
სხვა ხეებსაც ვხედავდი. ზოგი აქაური ჯიში იყო, ზოგიც უც-
ხო. პირველად ვერცხლისფერ ქერქიანი კატალპა შევნიშნე,
107 მკითხველთა ლიგა
რომელსაც საყვირისებული ყვავილები აქვს. თუთავაშლას
მუქი, მბზინავი ფოთლები ამშვენებს, წითელ თუთის ხეს ხში-
რი, ჩრდილოვანი ფოთლები აქვს და მოგრძო, ეკლის მსგავ-
სი ჟოლოსფერი ნაყოფი. ეგზოტიკური მცენარეებიდან ვხე-
დავდი ფორთოხალს, ლიმონს, ვესტ ინდოეთისა და ფლორი-
დის გუავებს მათი ფოთლები ბზის ფოთლებს ჰგავს; პატარა
ხშირი ფოთლებით დაფარულ იალღუნს, რომელსაც ფუშფუ-
შა, მკრთალი ვარდისფერი საგველა ყვავილები აქვს; დემოკ-
რატიის სიმბოლოდ მიჩნეული ბროწეულებიც მოსჩანდა „დე-
დოფალი, რომელიც გვირგვინს მკერდზე ატარებს“ და ლე-
გენდარული, მაგრამ უყვავილო ლეღვის ხე; ლეღვს აქ საბჯე-
ნები არ სჭირდება, დროშასავით აღმართულა და ოცდაათ
ფუტამდე იზრდება. იუკა, ბასრი, აქეთ იქით გაშვერილი ფოთ-
ლები რომ აქვს, და სხვადასხვა ჯიშის კაქტუსი არ ითვლება
უცხო მცენარედ, რადგან აქაურ ნიადაგს კარგად არის შე-
გუებული და ახლომახლო ოლქებშიც ხარობს.
პეიზაჟს, რომელიც ჩემი ფანჯრიდან მოსჩანს, ადამიანები
აცოცხლებენ. ბუჩქებს ზემოთ თეთრი ჭიშკარი აღმართულა.
აქედან პირდაპირ მთავარი სახლისკენ მიემართება ბილიკი.
ჭიშკარს გარეთ კი გზა მდინარის ნაპირს მიჰყვება. ალაგ
ალაგ ხეები მეფარება, მაგრამ სადაც თავისუფალი ადგილია,
იქ ვხედავ გზაზე მიმავალ ხალხს, კრეოლებს. ცისფერი ტან-
საცმლით შემოსილებს, თავზე ჩალის ქუდები „პალმეტო“ ახუ-
რავთ ან უფრო ძვირფასი პანამები, რომლის ფართო ფარ-
ფლები მზისგან იფარავს მათ. დროდადრო ცხენზე ამხედრე-
ბული ზანგი გამოჩნდება ხოლმე: თავზე რაღაც ჩალმის მსგავ-
სი დაუხურავს მადრასული, კუბოკრული თავსაბურავი, რომე-
ლიც ძალიან ჩამოჰგავს სპარსულ ჩალმას, ოღონდ უფრო
ლამაზია და მსუბუქი. ზოგჯერ ღია ეტლი ჩაივლის და წუთით
108 მკითხველთა ლიგა
თვალს მოვკრავ ხოლმე მარმაშის კაბაში გამოწყობილ ქა-
ლებს. მესმის მათი კისკისი და ვიცი, რომ მხიარულ დღეობა-
ზე მიიჩქარიან. მონებიც ხშირად დადიან, შაქრის ლერწმის
პლანტაციებიდან მოდიან და გუნდად მღერიან. მდინარეზე
ზოგჯერ ხმაურით ჩაივლის გემი, უფრო ხშირად კი ბრტყელ-
ძირა კარჭაპი ან ტივი მიცურავს. ტივზე წითელპერანგა მეტი-
ვეებს ვხედავ.
ყველაფერი ეს ჩემ თვალწინ ხდება და იმის დამადასტურე-
ბელია, რომ სიცოცხლე აქ შადრევანივით ჩქეფს.
კიდევ უფრო ახლოს, ჩემს ფანჯარასთან, ჩიტები დაფრინა-
ვენ. მაღალ მაგნოლიაზე ჯაფარა უსტვენს, რომელსაც წი-
თელგულა ტკბილი გალობით ეხმიანება. მოლაღური ხიდან
ხეზე დახტის, წითელ კარდინალს ალისფერი ფრთები გაუშ-
ლია და ბუჩქნარში დაფრინავს. ზოგჯერ კოლიბრი გაიელვებს
ძვირფასი ქვასავით. კოლიბრი ამერიკული წაბლის სურნე-
ლებამოკლებულ ყვავილებსა და ბეგონიის დიდ, საყვირის
მსგავს ყვავილედებს უფრო ეტანება.
აი, ასეთი ხედი მოჩანდა ჩემი ფანჯრიდან. ასე მეგონა, ამა-
ზე ლამაზი სანახაობა არასოდეს გადაშლილა ჩემ თვალწინ
მეთქი... იქნებ მე მიკერძოებით ვფიქრობდი, იქნებ ჩემ სიყვა-
რულით დანისლულ თვალებს ყველაფერი ვარდისფერი ეჩვე-
ნებოდა?.. ამ სურათს რომ შევყურებდი, უნებურად სულ იმ
მომხიბლავ არსებაზე ვოცნებობდი და თავადაც რომ აქ ყოფი-
ლიყო, ეს სილამაზეც უფრო სრულყოფილი მომეჩვენებოდა...

109 მკითხველთა ლიგა


თავი XX
ჩემი დღიური

ჩემს მონოტონურ ცხოვრებაში ცოტა მრავალფეროვნება


რომ შემეტანა, დღიურის წერა დავიწყე. ლოგინად ჩავარდნი-
ლი ავადმყოფის დღიური, რა თქმა უნდა, ღარიბია ამბებით.
ჩემს დღიურში ნაფიქრი უფრო ბევრი იყო, ვიდრე ფაქტები. ამ
დღიურიდან ამონაწერს იმიტომ კი არ გთავაზობთ, რომ რა-
ღაც განსაკუთრებით საინტერესოა, არამედ იმიტომ, რომ მა-
შინდელი დაწერილია და ჩემს ფიქრებსა და იმ წვრილმან ამ-
ბებს შეიცავს, რაც ჩემი ავადმყოფობის დროს მოხდა ბეზან-
სონების მამულში.
12 ივლისი. „დღეს წამოჯდომა შევძელი და ცოტა დავწერე
კიდეც. საშინელი სიცხეა. ნიავს რომ ჩემს ოთახში ყვავილე-
ბის სურნელი არ შემოჰქონდეს, აუტანელი იქნებოდა. ეს სიო
მექსიკის ყურიდან მოქრის და ბორნის, პონშარტრენისა და
მორენას ტბებზე გადმოივლის. ამჟამად მდინარის ზემოთა ნა-
პირისკენ ვიმყოფები, ყურიდან ასეული მილით დაშორებუ-
ლი, მაგრამ ეს დიდი შიდა ზღვები ღრმად იჭრებიან მისისიპის
დელტაში და მოქცევის დროს ტალღები თითქმის ახალ ორ-
ლეანამდე აღწევს, ზოგჯერ უფრო შორსაც. ბრინჯერსიდან
პირდაპირ ჭაობები რომ გადავჭრათ, სწრაფად მივაღწევთ
ზღვას. ქვემო ლუიზიანის მკვიდრთათვის დიდი შეღავათია
ზღვის ნიავი. მისი გამაგრილებელი ნაკადი რომ არა, თით-
ქმის შეუძლებელი იქნებოდა ზაფხულობით ახალ ორლეანში
ცხოვრება.
110 მკითხველთა ლიგა
სციპიომ მითხრა, პლანტაციაში ახალი ზედამხედველი მო-
ვიდა, ალბათ, „მასა დომინიკის“ გამოგზავნილია, მისი წერი-
ლი მოიტანაო. შესაძლოა, მართლაც ასე იყოს.
ახალმოსული მაინცადამაინც არ მოეწონა სციპიოს, ასე
მითხრა „თეთრკანიანი მათხოვარია“, თანაც იანკიო. ადრეც
შევნიშნე, რომ ზანგებს არ უყვართ „თეთრკანიანი მათხოვრე-
ბი“ (ასე ეძახიან იმათ, ვისაც არც მამულები აქვთ და არც მო-
ნები ჰყავთ). ეს სახელი თავისთავად გამოხატავს აგდებულ
დამოკიდებულებას და როცა ზანგი ასე მიმართავს თეთრკა-
ნიანს, თეთრი საშინლად შეურაცხყოფილად გრძნობს თავს
და უტიფარ ზანგს ან მათრახს უთავაზებს, ან კიდევ ჯოხით
„გაუპრიალებს ტყავს“.
ზანგები დარწმუნებულნი არიან, რომ ყველაზე სასტიკი ზე-
დამხედველები ახალი ინგლისის მკვიდრნი არიან, სამხრეთ-
ში მათ იანკებს ეძახიან. უცხოელები ამ მეტსახელით მოიხსე-
ნიებენ ყველა ამერიკელს და ასე გამოხატავენ თავიანთ აგ-
დებულ დამოკიდებულებას მათ მიმართ. ამერიკაში მხოლოდ
ახალი ინგლისის მკვიდრთ ეძახიან ასე. საერთოდ კი ხუმრო-
ბით, პატრიოტიზმის გამოსახატავად ხმარობენ და მაშინ ყვე-
ლა ამერიკელი დიდი სიამაყით ამბობს, იანკი ვარო. სამხრე-
თელი ზანგებისთვის იანკი სალანძღავი სიტყვაა. ისინი ღა-
რიბ, მდაბალ და ბოროტ კაცს მოიხსენიებენ ამ სახელით. ამ
სიტყვას უკავშირებენ ლანძღვა გინებას, ცემასა და ათასგვარ
დამცირებას. საკვირველი კია, მაგრამ ზანგისთვის იანკი ნიშ-
ნავს მათრახს, ბორკილსა და ბოროტებას. საკვირველი იმი-
ტომ არის, რომ ახალი ინგლისი განთქმულია თავისი პური-
ტანიზმით, სადაც ყველაზე უფრო მკაცრია რელიგია და სას-
ტიკი მორალი ბატონობს. თუმცა, კაცმა რომ თქვას, საკვირ-
ველიც არაფერია. ერთმა სამხრეთელმა ამიხსნა, რაშიც არის
111 მკითხველთა ლიგა
საქმე: „ყოველგვარი მანკიერება სწორედ იმ ქვეყნებშია გავ-
რცელებული, სადაც პურიტანული რელიგიაა: ახალი ინგლი-
სის სოფლები პურიტანიზმის ცენტრია და სწორედ ისინი ამა-
რაგებენ ნიუ იორკს, ფილადელფიას, ბალტიმორსა და ახალ
ორლეანს ყველაზე მეტი თაღლითითა და გაიძვერა ადამიანე-
ბით. კუბის კათოლიკურ დედაქალაქსაც კი ამარაგებს ახალი
ინგლისი შულერებით, რომლებიც სახელს უტეხენ ამერიკე-
ლებს. და არც გასაკვირია, რადგან ეს არის ცრუ რელიგიის
შედეგი: ჭეშმარიტი რწმენის ნაცვლად მხოლოდ მოჩვენები-
თი ღვთისმოშიშობა და წეს ჩვეულების ფორმალური დაცვა.
ამიტომაც არის, რომ ხალხს ავიწყდება თავისი მოვალეობა
ახლობლის წინაშე; ვალის მოხდას აღარავინ დაგიდევს“.
საკმაოდ დამაჯერებელი ახსნა განმარტებაა.
14 ივლისი. დღეს ორჯერ მინახულა მადმუაზელ ეჟენიმ და,
რასაკვირველია, ავრორაც თან ახლდა. თავისუფლად ვერ
ვსაუბრობთ, რაღაც გვბორკავს და დიდხანს ვერ ვახერხებთ
საუბრის გაბმას. მადმუაზელ ეჟენი ისევ დარდობს, მის ყო-
ველ სიტყვაში სევდა გამოსჭვივის. ჯერ მეგონა, ანტუანს
გლოვობს მეთქი, მაგრამ ასე დიდხანს თითქოს არ უნდა გაგ-
რძელებულიყო გამოგლოვება. მგონი, სხვა რაღაც უღრღნის
გულს: სულ თავს ვიკავებ, რომ რამე არ ვკითხო და ეს მაწუ-
ხებს. ავრორას აქ ყოფნა მბორკავს. ძლივს ვუყრი თავს
ჩვეულებრივ, უმნიშვნელო თემაზე ერთი ორი სიტყვის თქმას.
ავრორა საუბარში არ ერევა, ქალბატონის უკან დგას ან კარ-
თან და თავაზიანად გვიგდებს ყურს. თვალში თვალს რომ გა-
ვუყრი, შავ წამწამებს დაუშვებს და სულში აღარ ჩამახედებს
ხოლმე. ო, როგორ გავანდო ჩემი გულისნადები?..
15 ივლისი. სციპიომ ტყუილად კი არ აითვალწუნა ახალი
ზედამხედველი. პირველმა შთაბეჭდილებამ გაუმართლა.
112 მკითხველთა ლიგა
ორი სამი რაღაც მიამბო მის შესახებ და დავრწმუნდი, რომ
კეთილი ანტუანი ცუდმა ჯენტლმენმა შეცვალა.
სხვათა შორის, ხმა გავრცელდა, საწყალი ანტუანის გვამი
სხვებთან ერთად გამორიყა მდინარემ ჩვენი პლანტაციის ქვე-
მოთო. ეს ხმები მართალი არ აღმოჩნდა, გვამი მართლაც
იპოვეს, მაგრამ სხვისი. ეტყობა, იმ საწყალსაც ანტუანის ბედი
ერგო.
ნეტავ, ის არამზადაც დაიხრჩო, ვინც მე დამჭრა?
ბრინჯერსში ბევრია გემის კატასტროფის დროს დაშავებუ-
ლი ხალხი. ზოგი გემზე დასახიჩრდა და მოკვდა. ორთქლით
დამწვრები ხომ საშინელი წვალებით იხოცებიან. ზოგი ფიქ-
რობდა, იოლად გადავრჩიო, ახლა კი უკანასკნელ დღეებს
ითვლიან. ექიმმა დაწვრილებით მიამბო მათზე უამრავი საში-
ნელი ამბავი.
ერთი ცეცხლფარეში საშინლად დამახინჯდა, ცხვირი თით-
ქმის აღარ ჰქონდა. იცოდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ
ეწერა და მაინც სარკე მოითხოვა. როცა სურვილი აუსრუ-
ლეს, სარკეში ჩაიხედა, მწარედ გაიცინა და შესძახა, „დას-
წყევლოს ეშმაკმა! რა მახინჯი მიცვალებული ვიქნები!“
ასეთი დაუდევრები არიან აქაური თავზეხელაღებული მეზ-
ღვაურები. ჯერ არ გადაშენებულან მაიკ ფინკის შთამომავლე-
ბი. ამ ნახევრად ველური მოდგმის წარმომადგენლები დღე-
საც ნაოსნობენ დასავლეთის დიდ მდინარეებზე.
20 ივლისი. დღეს გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს. ექიმი
შემპირდა, ერთი კვირის შემდეგ გარეთაც გახვალო. ძალიან
მიხარია, მაგრამ იმისთვის, ვინც შინ ჯდომას არ არის
ჩვეული, ერთი კვირა დიდი დროა. თუმცა, არა უშავს, წიგნე-
ბის კითხვაში მოვკლავ დროს. დიდება იმათ, ვინც წიგნებს
წერს!
113 მკითხველთა ლიგა
21 ივლისი. სციპიოს არ შეუცვლია აზრი ახალ ზედამხედ-
ველზე. ლარკინი ჰქვია, ბრინჯერსში ყველა იცნობსო, მით-
ხრა, „ბილი ბანდიტს“ ეძახიან და ეს მეტსახელი ზედგამოჭრი-
ლია მისთვისო. მინდორში მომუშავე მონები შესჩივიან თურ-
მე სციპიოს, დღითი დღე უფრო სასტიკად გვეპყრობაო, ხელ-
ში მუდამ მათრახი უჭირავს და ერთი ორჯერ უკვე მხეცურად
სცემა მონებიო.
დღეს კვირაა და ხმაურზე ვატყობ, ზანგების უბანში დიდი
მხიარულებაა. აქედან ჩანან მდინარისპირა გზაზე მოსეირნე,
ჭრელ ტანსაცმელში გამოწყობილი ზანგები კაცებს თეთ-
რფარფლიანი ქუდები ახურავთ, გრძელი, ლურჯი სერთუკები
და უშველებელი ჟაბოებით დამშვენებული პერანგები აცვი-
ათ, ქალებს ფერადი ჩითის კაბები, ზოგს აბრეშუმის კაბაც,
თითქოს მეჯლისზე მიდისო. ზოგს ქოლგაც უჭირავს ხელში
(ქოლგები, რა თქმა უნდა, ღია ფერისაა). მათი შემხედვარე
იფიქრებს, ალბათ არც ისე ცუდად ცხოვრობენო, მაგრამ რო-
ცა მისტერ ლარკინის მათრახს დაინახავ, ეს პირველი შთა-
ბეჭდილება უცებ გაქრება ხოლმე.
24 ივლისი. დღეს უფრო ნაღვლიანი მომეჩვენა ეჟენი.
დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ანტუანის დაღუპვას არ დარ-
დობს. ნამდვილად კიდევ რაღაც აწუხებს. დღესაც ისევე უც-
ნაურად შემომხედა, როგორც პირველი შეხედვის დროს. მაგ-
რამ ისე უცებ მოხდა ეს, ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა მისი მზე-
რა, მით უმეტეს, რომ ჩემი გული და თვალები სხვას დას-
ტრიალებდნენ. ავრორა გაუბედავად აღარ მიყურებს და რო-
გორც ჩანს, დიდი გულისყურით მიგდებს ყურს, თუმცა მას არ
ველაპარაკები. ნეტავ, მართლა ასეა? დალაპარაკება რომ შე-
მეძლოს მასთან, ცოტა დავიმშვიდებდი გულს. რაც დრო გა-
დის, უფრო და უფრო მიჭირს იძულებით დუმილი.
114 მკითხველთა ლიგა
25 ივლისი. წუხელ რამდენიმე მონა დაჯარიმდა. ქალაქში
წასვლის ნებართვა ჰქონდათ და გვიან დაბრუნდნენ. „ბილი
ბანდიტი“ მთელი დილა ისე მხეცურად უტლაშუნებდა მხრებ-
ზე მათრახს, სულ დაასისხლიანა. ახალგამომცხვარი ზედამ-
ხედველი თითქოს არ უნდა იჩენდეს ასეთ ბოროტებას, მაგ-
რამ სციპიომ სადღაც გაიგო, რომ ლარკინს ადრეც უმუშავია
ამ თანამდებობაზე. ქალბატონმა, რა თქმა უნდა, არაფერი
იცის მისი მხეცობის შესახებ.
26 ივლისი. ექიმი დამპირდა, სამ დღეში გარეთ გაგიშვე-
ბო. რაც დრო გადის, უფრო პატივს ვცემ ამ კაცს. განსაკუთ-
რებით მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ არც მას უყვარს გაიარი.
თურმე არც მკურნალობს ვექილს. სოფელში სხვა ექიმიც
არის, ის მკურნალობს გაიარს და მის მონებს, აგრეთვე ბეზან-
სონების მონებსაც, მაგრამ მაშინ სადღაც იყო წასული და
რეიგარტი მოიწვიეს. პროფესიული ეთიკის დასაცავად და ჩე-
მი თხოვნის თანახმად, ექიმი არ შემიცვალეს და ისევ
რეიგარტი მმკურნალობს; მეორე ექიმი ერთხელ რეიგარ-
ტთან ერთად მოვიდა და ისე მომეჩვენა, სწორედ გაიარის სა-
მეგობრო კაცი უნდა იყოს.
რეიგარტი ახალი ჩამოსულია ბრინჯერსში, მაგრამ უკვე
დაიმსახურა აქაური პლანტატორების პატივისცემა, თუმცა
ბევრს განსაკუთრებით მსხვილ პლანტატორებს საკუთარი
ექიმები ჰყავთ და დიდ თანხასაც უხდიან! მათთვის არ არის
ხელსაყრელი მონების ავადმყოფობა და ამიტომ აქაურ ზან-
გებს უფრო კარგად მკურნალობენ, ვიდრე „თეთრკანიან ღა-
ტაკებს“ ევროპის ბევრ ქვეყანაში.
ვცდილობდი, გამეგო რამე ექიმისგან გაიარისა და ბეზან-
სონების ურთიერთობის შესახებ. რა თქმა უნდა, გადაკრუ-
ლად ველაპარაკებოდი ამაზე და ძალიან ცოტა რამ გავიგე.
115 მკითხველთა ლიგა
ექიმი გულჩათხრობილი კაცია. ზედმეტი ყბედობა მისი პრო-
ფესიის კაცს სახელს გაუტეხდა ლუიზიანის მოსახლეობაში.
რეიგარტმა ან ბევრი არაფერი იცის მათი საქმეებისა, ან თავს
იკატუნებს; მაგრამ ზოგი ისეთი რამ თქვა, მგონი, მეორე მო-
საზრება უფრო მართალია.
- საწყალი ყმაწვილი ქალი, - თქვა მან, - სულ მარტოა ქვე-
ყანაზე. მგონი, დეიდა თუ ვიღაც ნათესავი უნდა ჰყავდეს ახალ
ორლეანში, მაგრამ კაცი არავინ ჰყავს ახლობელი, რომ საქ-
მეებს მიუხედოს. ეტყობა, ყველაფერი გაიარის ხელთ არის.
ექიმისგანვე გავიგე, რომ ეჟენის მამა (თავის დროზე ერთ
ერთი მდიდარი მსხვილი პლანტატორი მისისიპის სანაპირო-
ზე) განთქმული ყოფილა სტუმართმოყვარეობით. მისი სახ-
ლის კარი თურმე ღია იყო მუდამ. ბოლო წლებში გაუთავებე-
ლი მეჯლისები და დღეობები იმართებოდა ბეზანსონების მა-
მულში. ხელგაშლილობა მამის სიკვდილის შემდეგაც
გრძელდება და ეჟენი ბეზანსონი ახლაც მამასავით გულუხ-
ვად მასპინძლობს მამის სტუმრებს. უამრავი თაყვანისმცემე-
ლი ჰყავს, მაგრამ ექიმს არ გაუგია, რომ ეჟენი რომელიმეს
სწყალობდეს.
გაიარი მოხუცი ბეზანსონის მეგობარი იყო, რატომ ეს არა-
ვინ იცოდა. სრულიად საწინააღდეგო ხასიათები ჰქონდათ.
ზოგიერთების აზრით, მათი მეგობრობა მევალისა და მოვა-
ლის მეგობრობას ჰგავდა.
ექიმისგან რაც გავიგე, ყველაფერი ადასტურებს სციპიოს
მონაყოლს. აგრეთვე იმასაც, რომ ჩემი ეჭვი გამართლდა და
ახალგაზრდა კრეოლს საფრთხე ემუქრება. წინათ არასოდეს
ჰქონია ასეთი გასაჭირი, ახლა კი ანტუანის დაღუპვაზე უფრო
საშინელი უბდურება ელის.

116 მკითხველთა ლიგა


28 ივლისი. დღეს გაიარი იყო აქ, ესე იგი, დიდ სახლში.
თუმცა, მადმუაზელ ეჟენისთან ისედაც ყოველდღე მოდის,
მაგრამ დღეს სციპიომ რაღაც უცნაური ამბავი მითხრა. მო-
ნებმა, რომლებსაც ახალმა ზედამხედველმა სცემა, შესჩივ-
ლეს თავის ქალბატონს და ეჟენიმ უთხრა ამის შესახებ
გაიარს. მან კიდევ უპასუხა: ამ არამზადებმა რაც ეკუთვნო-
დათ, ის მიიღეს, კიდევაც დააკლესო, და უტიფრად გამოექო-
მაგა გარეწარ ლარკინს, რომელსაც აშკარად მფარველობს.
ეჟენი ხმაგაკმენდილი უსმენდა.
სციპიომ ეს ავრორასგან გაიგო. მისი ნაამბობი ფრიად
მნიშვნელოვანია.
საწყალმა სციპიომ გული გადამიშალა და თავისი პირადი
გასაჭირიც გამანდო. ახალგაზრდა ზედამხედველმა ჩემს პა-
ტარა ქლოს დაადგა თვალიო, მითხრა. გარეწარი! ნუთუ მარ-
თლა? აღშფოთებისაგან სისხლი მიდუღს! ო, მონობავ!
2 აგვისტო. ისევ გავიგე რაღაც გაიარის შესახებ. დიდ სახ-
ლში იყო და ჩვეულებრივზე დიდხანს იჯდა მადმუაზელთან.
ნეტავ, რაზე საუბრობდნენ? ნუთუ ეჟენის სიამოვნებს მასთან
ყოფნა?! არა, შეუძლებელია! ნეტავ, რას ნიშნავს ასეთი ხშირი
სტუმრობა, გრძელი საუბრები? თუ ასეთ კაცს მიჰყვება ცო-
ლად, ძალიან მეცოდება საწყალი. იმიტომ რომ, ცხადია, მისი
მსხვერპლი გახდება. როგორც ჩანს, გაიარს რაღაც უფლება
აქვს ამ ქალზე... სციპიო ამბობს, ჩვენს პლანტაციებში ისეთ
ბრძანებებს იძლევა და ისე უჭირავს თავი, გეგონება თავად
იყოს ბატონ პატრონიო. ყველას ეშინია მისი. „ზანგების გამ-
რეკი“ ასე ეძახიან მონები ლარკინს. სხვებზე უფრო სციპიოს
ეშინია ლარკინის. კიდევ ერთხელ შენიშნა თურმე, როგორ
უხეშად ეტორღიალებოდა „პატარა ქლოს“ ზედამხედველი.
საწყალი კაცი! სასოწარკვეთილია! რა გასაკვირია! კანონიც
117 მკითხველთა ლიგა
კი არ აძლევს უფლებას, საკუთარი შვილის ნამუსი დაიცვას.
დავპირდი, მადმუაზელ ეჟენის ვეტყვი ამის შესახებ მეთქი,
თუმცა ისეთი რაღაცები მითხრეს, ვშიშობ, ისიც სციპიოსავით
უძლური იქნება და ვერაფერს უშველის.
3 აგვისტო. დღეს პირველად გამოვედი ოთახიდან, ბაღში
და ყვავილნარში გავისეირნე. ფორთოხლის ხეებთან ავრო-
რას შევხვდი, ოქროსფერ ნარინჯს კრეფდა. პატარა ქლო ახ-
ლდა, კალათი ეჭირა ხელში. რას არ მივცემდი, რომ ავრორა
მარტო მენახა! მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვუთხარით ერ-
თმანეთს და მერე წავიდა.
ავრორამ მომილოცა გამოჯანმრთელება და სახლიდან გა-
მოსვლა. მომეჩვენა, რომ გაეხარდა ჩემი დანახვა. უწინდელ-
ზე უფრო მშვენიერი მეჩვენა. ფორთოხლის კრეფისგან ლო-
ყები წამოსწითლებოდა და მუქი თვალები საფირონივით
უელავდა. მკერდი უთრთოდა, მსუბუქი კაბა ვერ ფარავდა მი-
სი სხეულის მშვენიერებას.
ვუყურებდი, როგორ მიდიოდა და მისი მიხვრა მოხვრა
მხიბლავდა. სიარულის დროს ტანს ამაყად მიარხევდა... ავ-
რორა მაღალია, ნაზი. ძალიან კოხტა ტანი აქვს, პატარა, ლა-
მაზი ხელები და მსუბუქი ფეხები. როცა დადის, ასე გგონია
ფეხებით მიწას არც კი ეხებაო. აღტაცებული დიდხანს გავყუ-
რებდი მიმავალს და ჩემს ოთახში რომ დავბრუნდი, სიყვარუ-
ლის ცეცხლი უფრო მეტად ამიგიზგიზდა გულში.

118 მკითხველთა ლიგა


თავი XXI
სასტუმროში გადასვლა

ავრორასთან ხანმოკლე შეხვედრაზე ვფიქრობდი. გახარე-


ბული ვიგონებდი მის ნათქვამ რამდენიმე სიტყვას, ბედ-
ნიერად ვგრძნობდი თავს, რომ უკვე ბაღში შემეძლო გასვლა
და უფრო ხშირად შევხვდებოდი ავრორას. ამ სასიამოვნო
განცდებში რომ ვიყავი, უცებ ღია კარში ჩამობნელდა. ავიხე-
დე და დომინიკ გაიარის საზიზღარი სახე დავინახე.
ჩემს აქ ყოფნაში მეორედ მინახულა. ნეტავ, რა უნდა ჩემ-
გან?
დიდხანს არც მიფიქრია, რადგან ჩემმა სტუმარმა არც
აცია, არც აცხელა და პირდაპირ საქმეზე დამიწყო უკმეხად
ლაპარაკი; არც კი მოიბოდიშა, რომ ასე ჯიქურ შემოიჭრა ჩემ-
თან.
- მესიე, - დაიწყო მან, - განკარგულება გავეცი, რომ ბრინ-
ჯერსის სასტუმროში გადაგიყვანონ.
- მართლა? - ისევე უხეშად ვუპასუხე, როგორც თავად მომ-
მართა, ოღონდ მე უფრო აღშფოთებული ვიყავი, - ნება მომე-
ცით, გკითხოთ, ვინ დაგავალათ ეს?
- ე... ე... - წაიბუტბუტა მან, ცოტა არ იყოს შეშფოთებულმა.
როგორც ჩანს, დააბნია ჩემმა მკაცრმა კილომ, - უკაცრავად,
მესიე, იქნებ თქვენ არ იცით, რომ მე მადმუაზელ ბეზანსონის
რწმუნებული ვარ, მეგობარი და მეურვე... და... და...
- მაშ, მადმუაზელ ბეზანსონის სურვილია, რომ ბრინჯერ-
სში გადავბარგდე?
119 მკითხველთა ლიგა
- ჰმ... მართალი გითხრათ, მთლად მისი სურვილი არ
არის, მაგრამ, საქმე ისაა, ძვირფასო სერ, რომ... თქვენ რომ
აქ დარჩეთ, ახლა, როცა უკვე ჯანმრთელი ხართ, რასაც გუ-
ლით და სულით გილოცავთ, თქვენი... თქვენი...
- განაგრძეთ, სერ!
- თქვენი აქ ყოფნა, ახლა, ამ პირობებში... მოგეხსენებათ,
სერ... მეზობლებს ჭორაობის საბაბს მისცემს. უწესობად მო-
ეჩვენებათ...
- გეყოფათ, მესიე გაიარ! რა ბავშვივით მასწავლით ჭკუას!
- მაპატიეთ, სერ. ჭკუის სწავლება არც მიფიქრია, მაგრამ...
სწორედ უნდა გამიგოთ... მე... მე... როგორც ახალგაზრდა
ლედის უფლებამოსილი მეურვე...
- კმარა, სერ! მშვენივრად ვხვდები ყველაფერს. თქვენი პი-
რადი მოსაზრებების გამო რა მოსაზრებაც უნდა გქონდეთ,
გინდათ, რომ რაც შეიძლება ჩქარა გავეცალო ამ პლანტაცი-
ას. აგისრულებთ სურვილს, აქედან კი წავალ, მაგრამ არა
იმიტომ, რომ თქვენ გასიამოვნოთ. ამაღამვე წავალ...
ლაჩარი მიხვდა ამ სიტყვების მნიშვნელობას. ელექტრო-
დენივით იმოქმედა ჩემმა ნათქვამმა, სახე გადაუფითრდა,
წარბები მოეჭმუხნა. მისი სულის საიდუმლო სიმებს შევეხე და
მათი ჟღერა ლახვარივით მოხვდა გულში. მაგრამ გაიძვერა
ვექილმა უცებ მოთოკა გრძნობები, ვითომ ვერაფერს მიხვდა
და ფარისევლურად, შეწუხებული ხმით მითხრა:
- ჩემო ძვირფასო მესიე, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თქვენი
წასვლა აუცილებელია. საზოგადოება... ხომ იცით, მოუსვენა-
რი, აბეზარი საზოგადოება...
- მეყოფა ჭკუის სწავლება, სერ! თქვენ თქვენი გაიტანეთ
და შეგიძლიათ მიბრძანდეთ, აქ მაინცდამაინც არავის სჭირ-
დებით.
120 მკითხველთა ლიგა
- ჰმ! - წაიბუტბუტა მან, - ძალიან ვწუხვარ, რომ საწყენად
მიიღეთ ჩემი სიტყვები... ძალიან ვწუხვარ...
გაიარმა კიდევ რამდენიმე უთავბოლო ფრაზა თქვა და
ოთახიდან გავიდა.
კართან მივედი და მიმავალს გავხედე, მინდოდა, გამეგო,
სად მიდიოდა. პირდაპირ დიდი სახლისკენ გაემართა და შიგ-
ნით შევიდა.
ამ ამბავმა გამაკვირვა, მაგრამ მაინცდამაინც მოულოდნე-
ლი არ იყო ჩემთვის. მაშინ ხომ მოვისმინე ექიმისა და
გაიარის საუბარი და თითქოს მოველოდი კიდეც ამას. მაგრამ
მაინც არ მეგონა, რომ ასე ჩქარა მომიხდებოდა ბინის გამოც-
ვლა. ვფიქრობდი, ერთი ორი კვირა კიდევ დავრჩები აქ და,
როცა სულ გამოვჯანსაღდები, მე თავად გადავალ სასტუმრო-
ში მეთქი.
შეწუხების მიზეზი ბევრი მქონდა, ყველაზე უფრო იმან აღ-
მაშფოთა, რომ ამ გარეწარს ასეთი დიდი გავლენა ჰქონდა აქ,
რადგან დარწმუნებული ვიყავი, მადმუაზელ ბეზანსონს ჩემს
„განდევნასთან“ საერთო არაფერი ჰქონდა. პირიქით, რამდე-
ნიმე საათის წინ მინახულა და ამაზე კრინტიც არ დაუძრავს.
იქნებ იცოდა კიდეც და არ სიამოვნებდა ამაზე საუბარი? მაგ-
რამ, არა მგონია, ვერაფერი შევნიშნე ისეთი. წინანდებურად
ალერსიანი იყო, როგორც ადრე, ისევე აინტერესებდა ჩემი
ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისევ ისე ზრუნავდა ჩემზე
მშვიდად რომ მეგრძნო თავი, საჭმელი კარგი მქონოდა და
სხვა. რა თქმა უნდა, არ ელოდა ასეთ ამბავს. ცოტა ხანს ვი-
ფიქრე და დავრწმუნდი კიდეც, რომ გაიარი არც კი მოლაპა-
რაკებია ეჟენს. რა დიდი გავლენა ჰქონია ამ კაცს, რომ სტუ-
მართმოყვარეობის კანონები დაარღვევინა ამ შესანიშნავ

121 მკითხველთა ლიგა


ქალს! გული მტკიოდა, როცა გავიფიქრებდი, რომ ეს მშვე-
ნიერი არსება ასეთი გარეწრის ხელში იყო.
მაგრამ, უფრო ის მტანჯავდა, რომ ავრორას უნდა დავშო-
რებოდი. რა თქმა უნდა, სამუდამო დაშორებაზე არც კი მი-
ფიქრია. არა! ასე რომ მეფიქრა, ადვილად აღარ დავუთმობ-
დი გაიარს, ძალით მოუხდებოდა ჩემი გაგდება. რასაკვირვე-
ლია, არც ის მიფიქრია, სასტუმროში რომ გადავსახლდები,
ვეღარ ვნახავ სახლის პატრონს და ავრორას მეთქი. დარწმუ-
ნებული ვიყავი, ხშირად ვინახულებდი. ასე რომ არ ყოფილი-
ყო, ძალიან მეტკინებოდა გული.
ბოლოს და ბოლოს, რა შეიცვლება ჩემი სასტუმროში გა-
დასვლით? ეჟენის რომ ვესტუმრები, უფრო თავისუფლად ვიგ-
რძნობ თავს და იქნებ ჩემი სატრფოც უფრო ხშირად ვნახო.
დარწმუნებული ვიყავი, რომ ისევ ძველებურად შემეძლებო-
და მისი ნახვა. ერთი სურვილი მკლავდა მხოლოდ. სულ იმას
ვფიქრობდი, ნეტავ, მარტო შემახვედრა ავრორას და რაც იქ-
ნება, იქნება ან ნეტარება, ან დამსხვრეული იმედები მეთქი.
ერთი რამ კიდევ მაწუხებდა იმ წუთებში რით უნდა მეცხოვ-
რა სასტუმროში? მენდობა განა სასტუმროს პატრონი, სანამ
ფულს მივიღებ? წერილი უკვე გავგზავნე შინ. ჩასაცმელი
მქონდა, თუმცა ამ ტანსაცმლის შეძენა საიდუმლოებით იყო
მოცული. ერთხელ, როცა გავიღვიძე, ჩემს საწოლთან ეწყო.
არ მიკითხავს, ვინ მომიტანა. ვიფიქრე, მერე გავიგებ მეთქი,
მაგრამ ფულს რა ვუყო, საიდან ვიშოვო? ჩემს მასპინძელს
ვთხოვო? თუ გაიარს ვესესხო? ო, რა ცუდ დღეში ჩავვარდი!
და უცებ ექიმი რეიგარატი გამახსენდა. მისი მშვიდი,
ალერსიანი სახე წარმომიდგა თვალწინ.
„ვიპოვე გამოსავალი, გავიფიქრე, ექიმი მიშველის!“

122 მკითხველთა ლიგა


თითქოს ჩემმა ფიქრებმა მოიზიდაო, იმავე წამს კეთილი
რეიგარტი შემოვიდა ოთახში და მეც გავანდე ჩემი გაჭირვება.
არ შევმცდარვარ. ექიმმა მაშინვე დადო მაგიდაზე გახსნი-
ლი საფულე და მითხრა, რამდენიც გჭირდებათ, ამოიღეთო.
- უცნაურია! - თქვა მან, - ნეტავ, რაში დასჭირდა გაიარს
თქვენი აქედან გადაყვანა. ვითომ მართლა ქალის სახელს
უფრთხილდება? არა, აქ სხვა რაღაც არის. მაგრამ რა?
ექიმი თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა და პასუხსაც სა-
კუთარ ფიქრებში ეძებდა.
- მე ახლოს არ ვიცნობ მადმუაზელ ბეზანსონს, - განაგრძო
ექიმმა, - თორემ ჩემს ვალად ჩავთვლიდი, გამომერკვია, რა-
შია საქმე. მაგრამ მისტერ გაიარი მისი მეურვეა და თუ მას უნ-
და, რომ დატოვოთ აქაურობა, ჯობს ასე მოიქცეთ. საწყალი
ქალი... მგონი, თავისი თავის პატრონიც აღარ არის! ვშიშობ,
რომ ამ ამბის თავი და ბოლო რაღაც ვალში იმალება. თუ
ასეა, მადმუაზელ ბეზანსონი თავის მონებზე უფრო დამონებუ-
ლი იქნება. საცოდავი ქალიშვილი!..
რეიგარტი მართალი იყო. ჩემი დარჩენა კარგს არაფერს
მოუტანდა ქალს და მეც დავეთანხმე მას.
- ექიმო, ახლავე მინდა წავიდე.
- ჩემი ეტლი ჭიშკართან დგას, შემიძლია მიგიყვანოთ სას-
ტუმრომდე.
- გმადლობთ! სწორედ ეს მინდოდა მეთხოვა თქვენთვის,
სიამოვნებით წამოგყვებით. ბევრი მზადება არ მჭირდება,
სულ ორიოდე წუთი.
- გნებავთ, წავიდე, გავაფრთხილო მადმუაზელ ეჟენი, რომ
მიდიხართ?
- დამდეთ პატივი. ალბათ გაიარი ჯერ კიდევ იქ არის.

123 მკითხველთა ლიგა


- არა, ვექილი ჭიშკართან შემხვდა, შინ მიდიოდა, მგონი,
ეჟენი მარტოა. ვნახავ და მაშინვე დავბრუნდები.
ექიმი გავიდა და დიდი სახლისკენ გაემართა. მალე ისევ
დაბრუნდა და ამბავი მომიტანა. ძალიან გაკვირვებული იყო
იმით, რაც მადმუაზელ ბეზანსონისგან გაიგო.
ერთი საათის წინ გაიარს უთქვამს მისთვის, რომ მე სას-
ტუმროში გადასვლა მინდა! ქალი გაოცებულა, რადგან ბო-
ლო საუბრის დროს მე არაფერი მითქვამს ამის შესახებ; თურ-
მე ჯერ გაგონებაც არ უნდოდა, მაგრამ გაიარმა სარწმუნო მი-
ზეზები დაუსახელა და დაითანხმა. ექიმმა ეს ყველაფერი რომ
მითხრა, დაუმატა, მადმუაზელ ეჟენი გელოდებაო.
სციპიომ შემიყვანა ეჟენის სასტუმრო ოთახში. ქალიშვილი
იჯდა. დამინახა თუ არა, ადგა, ხელებგამოწვდილი შემომეგე-
ბა. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.
- მართლა გვტოვებთ, მესიე?
- დიახ, მადმუაზელ, უკვე სავსებით ჯანმრთელი ვარ. მოვე-
დი, რომ მადლობა გადაგიხადოთ გულითადი მასპინძლობის-
თვის და დაგემშვიდობოთ.
- მასპინძლობა! ეჰ, მესიე! ეს რაღა მასპინძლობაა, როცა
ნებას გაძლევთ, ასე მალე დაგვტოვოთ. მე მინდა დარჩეთ,
მაგრამ... უცებ დაიბნა, თუმცა, სასტუმროში თუ გადახვალთ,
მაინც ჩვენს ახლობლად უნდა ჩათვალოთ თავი. სიტყვა მომე-
ცით, რომ ხშირად გვესტუმრებით... ყოველდღე!
მგონი, აღარ არის საჭირო იმის თქმა, რომ მაშინვე სიხა-
რულით დავთანხმდი.
- ახლა კი, როცა ასეთი პირობა მომეცით, ნაკლები გუ-
ლისტკივილით დაგემშვიდობებით. - თქვა ეს სიტყვები და ხე-
ლი გამომიწოდა. ხელზე ვეამბორე პატივისცემის ნიშნად.

124 მკითხველთა ლიგა


ეჟენის თვალებში ისევ ცრემლი ჩაუდგა და შებრუნდა, რომ
არ დამენახა.
დარწმუნებული ვიყავი, იძულებული გახადეს, რომ ასე
მოქცეულიყო. ისეთი ქალი არ გახლდათ, ჭორისა და
უსიამოვნებისა შეშინებოდა. არა, აქ სხვა რაღაც მიზეზი იყო.
დერეფანში გამოვედი და აღელვებული ვიხედებოდი აქეთ
იქით. ნეტავ, სად არის? ნუთუ ისე წავალ, რომ ერთ სიტყვას
ვერ გავიგონებ მისგან? უცებ გვერდით კარი შეაღეს. გული
ლამის ამომივარდა ბუდიდან ავრორა დავინახე! ხმამაღლა
ვერ ვლაპარაკობდი, მეშინოდა სასტუმრო ოთახში არ გაეგო-
ნათ. ჩურჩული, ნაჩქარევად ხელზე ხელის მოჭერა და საჩქა-
როდ გავედი. ავრორამაც მომიჭირა ხელი, თუმცა სუსტად და
გაუბედავად, და გულში სიხარულის ცეცხლი დამინთო. ჭიშ-
კრისკენ გამარჯვებული კაცის ნაბიჯებით წავედი.

125 მკითხველთა ლიგა


თავი XXII
ავრორას ვუყვარვარ!

კარგა ხანი გავიდა, რაც პლანტაციიდან ბრინჯერსში გა-


დავსახლდი და მერეღა დავასკვენი ეს. ამის შემდეგ კიდევ
ერთმა თვემ განვლო.
მკითხველო, შენთვის ნაკლებად საინტერესოა ჩემი ცხოვ-
რება ამ ერთი თვის განმავლობაში, ჩემს მეხსიერებაში კი ახ-
ლაც ცოცხლობს იმედითა და შიშით სავსე ყოველი წუთი. რო-
ცა გული სავსეა გრძნობით, ამ სიყვარულთან დაკავშირებუ-
ლი ყოველი წვრილმანი საყურადღებო, ღირსშესანიშნავი
გეჩვენება და მეხსიერება ცოცხლად ინახავს იმ ფიქრებს და
ყველა ფაქტს, რაც სხვა შემთხვევაში აუცილებლად დავიწყე-
ბას მიეცემოდა. შემეძლო მთელი წიგნი დამეწერა ამ ერთ
თვეზე და ყოველი სტრიქონი დიდად საინტერესო იქნებოდა
ჩემთვის, მაგრამ არა თქვენთვის, ამიტომ არც დამიწერია. ამ
წიგნში იმ დღეების დღიურიც კი არ მოვათავსე.
მე ბრინჯერსის სასტუმროში ვცხოვრობდი და თანდათან
ძალას ვიკრებდი. უმეტეს დროს მინდვრებსა და მდინარის პი-
რას ვსეირნობდი, ნავით დავცურავდი და თევზს ვიჭედი მყუდ-
რო ყურეებში, ან კიდევ ხშირ ლერწამსა და კვიპაროსის და-
ჭაობებულ ტყეში ვნადირობდი. ხანდახან ბილიარდის თამაშ-
ში გამყავდა დრო. ლუიზიანაში ყველა სოფელს თავისი საბი-
ლიარდო აქვს.
ექიმ რეიგარტს დავუმეგობრდი და ჩემს სიცოცხლეში პირ-
ველად გავეცანი ბოტანიკას. აქაური ტყეების მცენარეულო-
126 მკითხველთა ლიგა
ბის შესწავლა დავიწყე და მალე ერთი შეხედვით შემეძლო გა-
მომეცნო ყოველი ხის ჯიში სევდის სიმბოლო, მაღალი, ფარ-
თო კენწეროიანი, პირამიდისებური კვიპაროსები, სამგლო-
ვიარო, მუქი მწვანე სამოსით რომ შემოსილან. ნისები წყლის
ნიმფები, ნაზი გრძელი ფოთლებითა და ზეთისხილის მსგავსი
ნაყოფით დახუნძლულნი. ღია მწვანეფოთლება პერსიმონია,
ან „ამერიკული ლოტოსი“, წითელი, ქლიავივით ნაყოფი რომ
ასხია. დიდებული მაგნოლია და მისი მონათესავე მაღალი ხე-
ტიტა; კერატი და იმავე ოჯახის წარმომადგენელი მეჩხერ-
ჩრდილიანი თეთრი აკაცია, სამწვერა ეკლებითა და მსუბუქი
ფრთისმაგვარი ფოთლებით შემოსილი; გლუვტანიანი ჭად-
რები, ფართოდ გაშლილი მოვეცხლისფრო ტოტებით დამშვე-
ნებული; ამბრის ხე, ოქროს წვეთებად რომ იღვრება; არომა-
ტული, სამკურნალო სასაფრასი და წითელი დაფნა, რომელ-
საც დარიჩინის სურნელი აქვს. სხვადასხვა ჯიშის მუხა, და მა-
მამთავარი ამაყი, მარადმწვანე ვირჯინიის მუხა, სამხრეთის
ტყეების მკვიდრი, დაკიდებულმტევნებიანი წითელი წიფელი.
გულის ფორმის ფოთლებიანი, შავნაყოფა, ჩრდილოვანი ხეჭ-
რელი და ბოლოს ასეთივე საინტერესო, წყლის მოყვარული
ალვის ხე. აი, ასეთი ტყეები ფარავს ლუიზიანის მონალექ
დაბლობს.
ასეთი ტყეებით დაფარული სივრცე იმ ადგილებზე უფრო
მაღლაა განლაგებული, სადაც პალმები ხარობს, მაგრამ აქაც
შეხვდები ზოგჯერ სხვადასხვა ჯიშის პალმას მაგალითად,
მრავალგვარი ლატანიები და საგოს პალმები, ეგრეთ წოდე-
ბული „პალმეტოები“, რომლებიც ბუჩქნარს ქმნიან და მთელ
ტყეს ტროპიკულ ელფერს აძლევენ.
პარაზიტები შევისწავლე: ვეებერთელა, შავი, კოჟრებიანი,
ხის სისქის ლიანები, მცოცავი ლერწამი, ლამაზი, ვარსკვლა-
127 მკითხველთა ლიგა
ვის ფორმის ყვავილებით დამშვენებული, მუქ წითელმტევნე-
ბიანი მუსკატის ყურძენი; მილის მაგვარ ყვავილებიანი ბეგო-
ნიები; ხშირი ბამბუკის ბარდები; სურნელოვანი ეკალღიჭი და
ბევრი სხვა.
ასევე მაინტერესებდა კულტურული მცენარეები ამ ქვეყნის
სიმდიდრის წყარო შაქრის ლერწამი, ბრინჯი, სიმინდი, თუ-
თუნი, ბამბა და ინდიგო. დიდი ინტერესით ვეცნობოდი მათ
თავისებურებას და მოშენებას.
თითქოს უსაქმურად ვიყავი, მაგრამ სინამდვილეში ეს ერ-
თი თვე ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემს ცხოვრებაში. ამ მცირე
ხნის განმავლობაში უფრო სასარგებლო ცოდნა შევიძინე,
ვიდრე წლების განმავლობაში კოლეჯში. მაგრამ, რაც მთავა-
რია, გავიგე ის, რაც ყველაზე ძვირფასი იყო ჩემთვის: ავრო-
რას ვუყვარდი!
თვითონ სიტყვაც არ დასცდენია ამის შესახებ, მაგრამ
დარწმუნებული ვიყავი, რომ ვუყვარდი; ისე მჯეროდა, რო-
გორც ის, რომ ცოცხალი ვიყავი. ქვეყანაზე არაფრის ცოდნა
არ მახარებდა ასე.
ავრორას ვუყვარვარ! წამოვიძახე ერთ დილას, როცა
ბრინჯერსიდან პლანტაციისკენ მივდიოდი. კვირაში სამჯერ
დავდიოდი, ზოგჯერ უფრო ხშირადაც. ხან სტუმრები ჰყავდათ,
მადმუაზელ ეჟენის მეგობრები, ხან მარტო ეჟენი დამხვდებო-
და ხოლმე. ავრორაც იქ იყო, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ და-
ვიმარტოხელე. ო, როგორ ვნატრობდი მხოლოდ მასთან მარ-
ტოდ შეხვედრას!
რასაკვირველია, მადმუაზელ ეჟენისთან მივდიოდი სტუმ-
რად, აბა, როგორ გავბედავდი მონასთან სასაუბროდ მის-
ვლას.

128 მკითხველთა ლიგა


ეჟენი ისევ დარდიანი იყო. როგორც ჩანს, სევდამ სამუდა-
მოდ დაიბუდა მის გულში. ზოგჯერ მეტისმეტად მოერეოდა
კაეშანი, და საერთოდ, მხიარული აღარ მინახავს. ჩემთვის არ
გაუნდვია მწუხარების მიზეზი, მხოლოდ გუმანით ვხვდებოდი
ამას.
რა თქმა უნდა, გაიარი იყო მისი უგუნებობის მიზეზი. ბო-
ლო დროს ბევრი ვერაფერი გავიგე გაიარის შესახებ. გზებზე
და საჯარო ადგილებში თავს მარიდებდა და მის მამულში კი
მე არ დავდიოდი. შევატყვე, მეზობლებს არ უყვარდათ, გარ-
და იმათი, მის სიმდიდრეს რომ უხრიდნენ ქედს. არც ის ვიცო-
დი, მიაღწია თუ არა რამეს ეჟენისთან არშიყობით. ხალხი ამ-
ბობდა, შესაძლოა დაქორწინდნენ კიდეცო, მაგრამ არავის
მოსწონდა ეს. მეც ძალიან თანავუგრძნობდი ეჟენის, მაგრამ
რა თქმა უნდა, ავრორა რომ არ მყვარებოდა ასე ძალიან, მი-
სი ქალბატონის ბედი უფრო შემაწუხებდა.
„დიახ, ავრორას ვუყვარვარ!“ ვიმეორებდი გულში, თან უკ-
ვე მდინარისპირა გზას მივუახლოვდი. ცხენზე ვიყავი ამხედ-
რებული. რეიგარტმა დიდსულოვნება გამოიჩინა, შესანიშნა-
ვი ცხენი მათხოვა და ახლა ბედაური ისე ფიცხობდა, თითქოს
ჩემი მგზნებარება გადაედო.
კარგად გამოწვრთნილმა ბედაურმა გზა თავად იცოდა, ისე
რომ აღვირს გავუშვი ხელი, მას მივენდე და ფიქრებს მივეცი
თავი. ძალიან მიყვარდა ქალიშვილი, მგზნებარე და თავდა-
დებული სიყვარულით მიყვარდა. იმასაც ვუყვარდი, სიტყვით
არ უთქვამს, მაგრამ თვალებში ვატყობდი.
სიყვარულმა თავისი ენა მასწავლა. არც შუამავალი მჭიდე-
ბოდა, არც სიტყვები იმის მისახვედრად, რომ ავრორას ვუყ-
ვარდი. გული სიხარულით მევსებოდა. ფრთები შემესხა, მაგ-
რამ ეს ნეტარება უსიამოვნო ფიქრებმა შეცვალა.
129 მკითხველთა ლიგა
მერე და ვინ მიყვარს? მონა? მართალია, მშვენიერია, მაგ-
რამ მაინც მონაა. ქვეყნის სასაცილოდ გავიხდი თავს. მთელი
ლუიზიანა მასხრად ამიგდებს მასხრად ამიგდებს კი არა, შე-
მიძულებს, დევნას დამიწყებს. მონის ცოლად შერთვა რომ
მოვინდომო, მხოლოდ ამ სურვილისთვისაც კი დამცინებენ
და შეურაცხმყოფენ. „რაო? მონას ირთავს? ჩვენი კანონები
არ მისცემენ ამის ნებას!“. თავისუფალი კვარტერონიც რომ
შეირთოს ვინმემ, მაინც არ ასცდება დევნა. ალბათ, ამ ქვეყნი-
დანაც გამაძევებდნენ, ციხეში ჩამაგდებდნენ...
ვიცოდი ყველაფერი ეს, მაგრამ სულაც არ მენაღვლებო-
და. ავრორა მიყვარდა და საქვეყნო გაკიცხვას არ დაგიდევ-
დით. რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხდი, რომ მონა იყო, მაგრამ
საზოგადოების აზრის კი არ მეშინოდა, ის მაშფოთებდა, რო-
გორ გამეთავისუფლებინა მონობისაგან.
აქამდე ცოტას ვფიქრობდი ამაზე. სანამ დავრწმუნდებოდი,
ვუყვარვარ მეთქი, შორეული მომავლის საქმედ მესახებოდა.
მაგრამ ახლა მთელი ჩემი ფიქრები ერთ საკითხს დას-
ტრიალებდა: „როგორ გავათავისუფლო?“ ჩვეულებრივი მონა
რომ ყოფილიყო, ადვილად ვუპასუხებდი ამ კითხვას; მდიდა-
რი არ ვიყავი, მაგრამ ცოცხალი ადამიანის საყიდლად მეყო-
ფოდა ფული.
ჩემთვის ავრორა ფასდაუდებელი იყო. ნეტავ, მისი ქალბა-
ტონიც ასე ფიქრობს? აქამდე ხომ ვერ გაიმეტა გასაყიდად!
ფულით შეფასებაც რომ შეიძლებოდეს, განა მადმუაზელ ეჟე-
ნი ავრორას მომყიდის? რა სულელური თხოვნა იქნება! „მომ-
ყიდეთ თქვენი მონა, ცოლად მინდა შევირთო!“ რას იტყვის
ეჟენი ბეზანსონი?
ამ ფიქრისაც კი მეშინოდა, მაგრამ ჯერ არ იყო მოლაპარა-
კების დრო.
130 მკითხველთა ლიგა
„ჯერ ავრორას უნდა შევხვდე, უნდა დავრწმუნდე, რომ ვუყ-
ვარვარ და თუ თანახმა იქნება ჩემს ცოლობაზე, მაშინ წინ
აღარაფერი გადამეღობება. ჯერ კარგად არ ვიცი, როგორ მო-
ვახერხებ ამას, მაგრამ ჩემი სიყვარული ნამდვილად გაიმარ-
ჯვებს. ძალას, ვაჟკაცობასა და სიმტკიცეს შემმატებს. ყველა
დაბრკოლებას გადავლახავ, ვინც ჩემსა და ჩემს სიყვარულს
შორის ჩადგება, ან დავითანხმებ, ან მოვსპობ! ავრორა, მოვ-
დივარ, მოვდივარ!..“

131 მკითხველთა ლიგა


თავი XXIII
მოულოდნელი ამბავი

უცებ ჩემმა ცხენმა დაიჭიხვინა და ფიქრი შემაწყვეტინა.


წინ გავიხედე... ბეზანსონების პლანტაციასთან სულ ახლოს
ვიყავი. ჭიშკრიდან ეტლი გამოდიოდა, ცხენებმა მდინარისკენ
ჩაუხვიეს. ძალზე სწრაფად მირბოდნენ და მალე მტვრის კო-
რიანტელში გაუჩინარდნენ კიდეც.
მადმუაზელ ბეზანსონის ეტლი იყო. შიგ ვინ იჯდა, ვერ და-
ვინახე, მაგრამ ქალებს კი მოვკარი თვალი.
„ალბათ მადმუაზელ ეჟენი და ავრორა არიან“, გავიფიქრე.
ეტყობა, ვერ დამინახეს, მაღალი ღობე მეფარებოდა, თა-
ნაც გამოვიდა თუ არა ეტლი ჭიშკრიდან, მაშინვე გვერდზე ჩა-
უხვია.
გული დამწყდა. სულ ტყუილად მიჩქარია. ბრინჯერსში უნ-
და გავბრუნდე. აღვირი მოვქაჩე, ცხენის მობრუნება მინდო-
და, მაგრამ უცებ ძალიან მომინდა ქალებს დავწეოდი და გავ-
საუბრებოდი. თვალებით მაინც თუ გამოველაპარაკებოდი ავ-
რორას, გიჟივით ჭენება ტყუილუბრალოდ არ ჩამივლიდა.
ცხენს დეზი ვკარი და გავაჭენე.
ჭიშკარს რომ დავუპირისპირდი, სციპიო დავინახე კარს
კეტავდა.
„ახლავე გავიგებ, ვის მივდევ უკან“, გადავწყვიტე და სცი-
პიოს მივუახლოვდი.
- ღმერთო დიდებულო! როგორ მოაჭენებს ყმაწვილი მასა!
თითქოს მთელი სიცოცხლე უნაგირზე გაეტარებინოს! უჰ!
132 მკითხველთა ლიგა
ზანგის ქათინაურებს ყურადღება არ მივაქციე და სწრაფად
ვკითხე, ქალბატონი შინ თუ ბრძანდება მეთქი.
- არ გახლავთ, მასა. სულ ახლახან წავიდა. მასა მარინის-
თან გაემგზავრა.
- მარტო წავიდა?
- დიახ, მასა.
- ალბათ, ავრორაც თან ახლავს.
- არა, მასა, მარტო წავიდა. რორა შინ დარჩა.
ცოტა უფრო ყურადღებიანი რომ ყოფილიყო სციპიო, მა-
შინვე შემატყობდა, რა შთაბეჭდილება მოახდინა ამ სიტყვებ-
მა ჩემზე, რადგან დარწმუნებული ვარ, სახეზე აღმებეჭდა
აღელვება, გული ამიფორიაქდა, ვიგრძენი, ღაწვებიც შემი-
ფაკლდა.
„ავრორა მარტოა!“
მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად ვეწიე ასეთ ბედ-
ნიერებას და ვეღარ დავფარე სიხარული.
მადლობა ღმერთს, ზანგმა ვერაფერი შენიშნა. ერთგულ
სციპიოსაც კი ვერ გავანდობდი ჩემს საიდუმლოს.
ძლივს შევიკავე თავი, ცხენი ტორებს სცემდა, წინ მიიწევ-
და. სადავე მოვქაჩე და ერთბაშად მოვატრიალე. სციპიომ
იფიქრა, ბრინჯერსში დაბრუნებას აპირებსო.
- ნუთუ ცოტას მაინც არ დაისვენებს მასა ჩვენთან? მისა
ეჟენი კი წავიდა, მაგრამ რორა ხომ შინაა. კლარეტს მიარ-
თმევს მასას, ბებერი ზიპი კი გრილ სასმელს მოამზადებს. სა-
შინელი სიცხეა დღეს! უ-უ-ჰ!
- მართალი ხარ, სციპიო, - თავი ისე მოვაჩვენე თითქოს
მან დამიყოლია, - ცხენი საჯინიბოში წაიყვანე, ცოტას დავის-
ვენებ.

133 მკითხველთა ლიგა


ჩამოვხტი, აღვირი სციპიოს გადავეცი და ჭიშკარში შევე-
დი. პირდაპირ სახლისკენ თუ წავიდოდი, ასიოდე ნაბიჯი უნდა
გამევლო, მაგრამ იქვე ორი ბილიკი იყო ბუჩქნარსა და პატა-
რა ხეებს დაფნას, მურტს, ფორთოხალს შორის.
ამ ბილიკებს თუ გაყვებოდით, ფანჯრებთან მისვლამდე
სახლიდან ვერავინ დაგინახავდათ. ორივე ბილიკი გვერდს
უქცევდა სადარბაზო კარს და დაბალი ვერანდისკენ მიემარ-
თებოდა. ვერანდაზე ასასვლელად კიბის რამდენიმე საფეხუ-
რი უნდა აგევლოთ და რაკი კრეოლებს ფანჯრები იატაკამდე
აქვთ ხოლმე დაშვებული, პირდაპირ ოთახში შეგეძლოთ შე-
სულიყავით.
ჭიშკარში რომ შევედი, ერთ ბილიკს დავადექი და ნელი
ნაბიჯით სახლისკენ გავემართე. მინდოდა ცოტათი დავმშვი-
დებულიყავი, ამიტომ ავირჩიე გრძელი გზა და აუჩქარებლა-
დაც ამიტომ მივდიოდი; ჩემივე გულისცემა მესმოდა და ასე
მეგონა გულის ჩქარი, ნერვული ფეთქვა ჩემს ნაბიჯებს უს-
წრებს მეთქი. დამბაჩა რომ ჰქონოდა ვინმეს ჩემკენ მოშვერი-
ლი, ალბათ უფრო მშვიდად ვიქნებოდი. იმდენხანს ველოდე
ავრორასთან შეხვედრას, ისე მოულოდნელად გამიღიმა ბედ-
მა, ისეთი ნეტარება მელოდა საყვარელ არსებასთან მარტო
დარჩენა რომ, თავგზა ამებნა. არც არის გასაკვირი! მალე
მარტო ვნახავ ავრორას და მხოლოდ სიყვარულის ღმერთი
იქნება ჩვენი შეხვედრის მოწმე. თავისუფლად ვეტყვი ყველა-
ფერს. მის ხმას გავიგონებ, სიყვარულის ნაზ სიტყვებს. გულში
ჩავიხუტებ! ცრემლებს ამოვუშრობ, ვარდისფერ ლოყებსა და
მარჯნის ტუჩებს დავუკოცნი! ვეტყვი, რომ მიყვარს და მისგა-
ნაც მოვისმენ ტრფობის სიტყვებს!

134 მკითხველთა ლიგა


უსაზღვრო ბედნიერება მელოდება. რაღა გასაკვირია,
რომ ძალიან ვღელავდი და ამაოდ ვცდილობდი გრძნობებს
მოვრეოდი.
სახლთან მივედი და ვერანდაზე ავედი. ვერანდის იატაკზე
ზღვის ბალახის ჭილოფი ეფინა, თანაც რბილლანჩიანი ფეხ-
საცმელი მეცვა და ფეხის ხმა არ ისმოდა.
სასტუმრო ოთახისკენ წავედი. ოთახს, ადრეც ვთქვი, ორი
დიდი, იატაკამდე დაშვებული ფანჯარა ჰქონდა.
კუთხეს რომ გავცდი და პირველ ფანჯარას მივუახლოვდი,
რაღაცამ შემაჩერა. სასტუმრო ოთახიდან ლაპარაკი მომესმა,
ავრორას ხმა ვიცანი.
„ვიღაცას ელაპარაკება! ნეტავ, ვინ არის? იქნებ პატარა
ქლოაა, ან დედამისი? სულაც იქნებ, მსახურია ვინმე?“
მივაყურადე.
„ღმერთო ჩემო! კაცის ხმაა!.. ვინ უნდა იყოს? სციპიო? არა,
ჯერ ვერ მობრუნდებოდა საჯინიბოდან. სციპიო არ იქნება.
მსახურია ვინმე? შეშის მჩეხავი ჟიული? შიკრიკი ბატისტი?
არა, ზანგს არ ჰგავს. თეთრკანიანის ხმაა. ნუთუ ზედამხედვე-
ლია?
ეს რომ გავიფიქრე, გულში რაღაცამ მიჩხვლიტა; ეჭვმა კი
არა, მაგრამ რაღაც მსგავსმა. აღშფოთებას უფრო ჰგავდა,
ვიდრე ეჭვს. ჯერ ხომ ისეთი არაფერი გამიგონია, ეჭვი აღეძ-
რა. ვიღაც რომ ელაპარაკებოდა ავრორას, ეს ჯერ არ მაძ-
ლევდა ეჭვის საბაბს.
„მაშ, ასე, ჩემო გულადო ზანგების გამრეკო, გავიფიქრე
მე, პატარა ქლო აღარ მოგწონს! არც გასაკვირია! ვარსკვლა-
ვებს ვინ დაუწყებს ყურებას, როცა ცაზე გაბადრული მთვარეა!
პირუტყვი კი ხარ, მაგრამ თვალი კარგად გიჭრის. ვხედავ,

135 მკითხველთა ლიგა


დროს არ აცდენ და შემთხვევას ეძებ, როგორმე სასტუმრო
ოთახში მოხვდე“.
ჩუ!..
ისევ მივუგდე ყური. პირველად იმიტომ შევჩერდი, რომ
მომერიდა, არ მინდოდა, უცებ ღია ფანჯრის წინ გამოვჩენი-
ლიყავი. აქედან ხომ მთელი ოთახი მოსჩანდა. ის კი მსურდა
გაეგოთ, რომ იქ ვიყავი. ერთი პირობა გადავწყვიტე რომ ჩა-
მეხველებინა, ან ფეხი დამებაკუნებინა, მაგრამ მერე გადავი-
ფიქრე, თავი ვეღარ შევიკავე და მივაყურე.
ავრორა ლაპარაკობდა.
ფანჯრისკენ გადავიხარე. ეტყობა, ავრორა შორს იდგა
ფანჯრიდან ან ჩუმად ლაპარაკობდა, რადგან ვერ ვარჩევდი
მის ნათქვამს. მხოლოდ ვერცხლივით წკრიალა ხმა მესმოდა.
„ოთახის ბოლოში დგას ალბათ, გავიფიქრე, ან იქნებ სავარ-
ძელზე წევს!“ ეს რომ წარმოვიდგინე გულმა ბაგაბუგი დამიწ-
ყო, მაგრამ ქალის ჩურჩულმა ჩაახშო ჩემი გულისცემა.
ბოლოს, ავრორა გაჩუმდა. ახლა პასუხს ველოდი. იქნებ
პასუხის მიხედვით მივხვდე, რა თქვა ქალმა. კაცი, ალბათ,
უფრო ხმამაღლა ილაპარაკებს და მეც...
ჩუ! სმენა!
სიტყვები ვერ გავარჩიე, მხოლოდ ხმა მესმოდა, მაგრამ
ესეც საკმარისი იყო. გავიგონე თუ არა გველნაკბენივით შევ-
კრთი! მისტერ დომინიკ გაიარის ხმა იყო!

136 მკითხველთა ლიგა


თავი XXIV
მეტოქე

ვერ აგიწერთ, რა დამემართა, როცა გაიარის ხმა ვიცანი.


თითქოს დამბლა დამეცა, ვეღარ გავინძერი, კინაღამ გრძნო-
ბა დავკარგე. ხმამაღლა რომ ელაპარაკა, მაინც ვერაფერს
გავიგონებდი, ისე დავყრუვდი განცვიფრებისგან.
პირველად, როცა პირუტყვი ლარკინი მეგონა, ასე ძალიან
არ აღვშფოთებულვარ. ახალგაზრდა და ლამაზი რომ ყოფი-
ლიყო ლარკინი (თუმცა სციპიომ სულ სხვანაირად დამიხატა),
მაინც არ შემაშინებდა მისი მეტოქეობა. მჯეროდა, რომ ავრო-
რას ვუყვარდი, თანაც ზედამხედველს არ ემორჩილებოდა.
მართალია, ლარკინი ყანებსა და პლანტაციებში მომუშავე
მონების სრულუფლებიანი ბატონი იყო, მაგრამ ავრორა მას
არ ემორჩილებოდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ სხვა მონებთან
შედარებით, კვარტერონ ქალს ყველა გამორჩეულად ექ-
ცეოდა. თეთრი კანი და სილამაზე არ ყოფილა ამის მიზეზი.
მართალია, მონა ქალს ხშირად სილამაზე უმსუბუქებს მძიმე
ცხოვრებას, მაგრამ ზოგჯერ პირიქითაც ხდება, სასტიკ
ხვედრს უმზადებს ხოლმე. არა, ავრორა მარტო სილამაზის-
თვის არ უყვარდათ, მას ბავშვობიდანვე დიდი მზრუნველო-
ბით ექცეოდნენ, მადმუაზელ ეჟენისთან ერთად იზრდებოდა,
ისეთივე განათლება მიიღო, როგორც მისმა ქალბატონმა და
ეჟენისაც დასავით მიაჩნდა, მადმუაზელ ეჟენის გარდა ვერა-
ვინ ვერაფერს უბრძანებდა. ზანგების გამრეკს მასზე ხელი არ
მიუწვდებოდა, ამიტომაც არ მეშინოდა მისი.
137 მკითხველთა ლიგა
მაგრამ გაიარის ხმა რომ გავიგონე, ელდა მეცა. მონა კი
არა, ქალბატონიც მის ხელში იყო. მადმუაზელ ეჟენის როცა
ეკურკურებოდა როგორც მეგონა დღემდე არ შეიძლება ავ-
რორას იშვიათი სილამაზეც არ შეენიშნა. ამ საზიზღარ არამ-
ზადას ალბათ სიყვარულიც შეუძლია, ზოგჯერ სიმდაბლე, სი-
ლამაზისკენ მიისწრაფვის, ურჩხულს შეიძლება მზეთუნახავი
შეუყვარდეს.
თანაც რა დრო შეარჩია! ესეც თავისთავად ეჭვს აღძრავ-
და. სწორედ მაშინ მოვიდა, როცა მადმუაზელ ეჟენი შინ არ
იყო! იქნებ ადრე მოვიდა და მისი წასვლის შემდეგაც დარჩა?
არა მგონია. სციპიომ არ იცოდა მისი აქ ყოფნის ამბავი, თო-
რემ მეტყოდა, ზანგმა იცოდა, რომ არ მიყვარდა გაიარი და
მასთან შეხვედრას ვერიდებოდი. აუცილებლად გამაფრთხი-
ლებდა.
არა, ნამდვილად მალულად არის მოსული, გავიფიქრე,
ფარულად მოვიდა ალბათ თავისი პლანტაციიდან. დაიცადა,
სანამ ეჟენის ეტლი წავიდოდა და სახლში შემოიპარა, რათა
კვარტერონი მარტო ენახა.
როგორც კი ამ აზრმა გამიელვა, მაშინვე ვირწმუნე, რომ
გაიარი შემთხვევით არ იყო მოსული, რაღაც მიზანი ჰქონდა,
დარწმუნებული ვიყავი, ავრორას გულისთვის მოვიდა.
პირველი შეძრწუნების შემდეგ რომ დავმშვიდდი, უფრო
მომეძალა ძველი გრძნობები. ძარღვები დამეჭიმა, ყურადღე-
ბა გამიმახვილდა. ფანჯარას ფრთხილად მივუახლოვდი და
მივაყურადე. გეთანხმებით, ეს არ იყო ღირსეული საქციელი,
მაგრამ როცა არამზადასთან გაქვს საქმე, ძალაუნებურად
ღირსებასაც კარგავ. ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, იძულებუ-
ლი გავხდი, უწესოდ მოვქცეულიყავი, მაგრამ ეჭვიან შეყვა-
რებულს ეს მიეტევება და თქვენც გთხოვთ მაპატიოთ.
138 მკითხველთა ლიგა
ვიდექი და ყურს ვუგდებდი. აჩქარებული გულისცემა
ძლივს დავიოკე და სულგანაბული ვუსმენდი. ახლა ყველა
სიტყვა მესმოდა. იქნებ უფრო ხმამაღლა დაიწყეს ლაპარაკი
ან ფანჯარას მოუახლოვდნენ. ეტყობა, იქვე იდგნენ, ფანჯა-
რასთან. გაიარი ლაპარაკობდა.
- შენს ქალბატონს არ ეარშიყებოდა ის ვაჟბატონი?
- მე რა ვიცი, მესიე დომენიკ? არასოდეს შემინიშნავს, ძა-
ლიან მოკრძალებული ჯენტლმენია, მადმუაზელ ეჟენიც ასე
ფიქრობს. ერთი სიტყვაც არ დასცდენია სიყვარულზე.
მომეჩვენა, რომ ამოიოხრა.
- ერთი გაბედოს! - გაიარის ხმაში მუქარა გაისმა, - ნეტავ,
გაბედოს და მადმუაზელ ეჟენის ამისთანა რამ აგრძნობინოს,
ან შენ, ავრორა, მაშინ ნახავს სეირს! ფეხს ვეღარ მოადგამს
აქ, ეს გაღლეტილი ავანტიურისტი!
- ო, მესიე გაიარ! ძალიან აწყენინებთ ჩემს ქალბატონს!
განა არ გახსოვთ მან ხომ სიკვდილს გადაარჩინა! ქალბატო-
ნი სულ ამაზე ლაპარაკობს და გული მოუკვდება, თუ მესიე
ედვარდი აღარ მოვა. დარწმუნებული ვარ, ძალიან იდარ-
დებს.
აღელვებული ავრორა თითქმის ემუდარებოდა კაცს და სი-
ხარულით ამევსო გული. მგონი, თავადაც ძალიან იდარდებ-
და, თუ მესიე ედვარდი აღარ ესტუმრებოდათ.
ეტყობა, გაიარმაც ეს გაიფიქრა, მაგრამ არ გახარებია. მის
პასუხში (რომელიც კითხვას უფრო ჰგავდა), ბრაზი და დაცინ-
ვა გაისმა.
- იქნებ სხვა ვინმეც შეწუხდეს?! იქნებ შენც შეწუხდე?! ჰო,
რაღა თქმა უნდა! გიყვარს, ხომ! წყეულიმც იყოს!

139 მკითხველთა ლიგა


ბოლო სიტყვები გაცოფებულმა წამოიძახა. ბრაზი და ტკი-
ვილი გაისმა მის ხმაში მწარე ეჭვით მოწამლული გულის ტკი-
ვილი.
- ოჰ, მესიე! - წამოიძახა ავრორამ, - რას ამბობთ! მე მიყ-
ვარს? მე საცოდავ მონას?..
ავრორას ნათქვამის არც აზრი მომეწონა და არც კილო.
მაგრამ იმედი მაინც მქონდა, რომ ეს მხოლოდ შეყვარებული
ქალის ეშმაკობა იყო და ვაპატიე. გაიარზე, ეტყობა, კარგი
შთაბეჭდილება მოახდინა ავრორას სიტყვებმა, მაშინვე მოლ-
ბა და გამხიარულდა.
- შენ ხარ მონა, მშვენიერო ავრორა? არა, ჩემთვის ნამ-
დვილი დედოფალი ხარ! მონა? შენივე ბრალია, თუ მონა ხარ!
მშვენივრად იცი, ვის შეუძლია გაგათავისუფლოს. შეუძლია
და სწადია კიდეც, ავრორა!
- გთხოვთ, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, მესიე გაიარ! აკი გით-
ხარით, ვერ მოგისმენთ მეთქი. გიმეორებთ, არ შემიძლია და
არც მინდა ამის მოსმენა!
ქალის მტკიცე ხმამ გამახარა.
- ნუ, მშვენიერო... - მუდარით განაგრძო გაიარმა, - ნუ გა-
მიჯავრდები! ჩემი ბრალი არ არის! არ შემიძლია, არ ვიფიქ-
რო შენს ბედნიერებაზე! შენ უნდა გათავისუფლდე. გათავი-
სუფლდე ჭირვეული, ახირებული ქალბატონის მონობისაგან!
- მესიე გაიარ! - სიტყვა შეაწყვეტინა ავრორამ, - რატომ ამ-
ბობთ ამას მადმუაზელ ეჟენიზე! არა ხართ მართალი სულაც
არ არის ახირებული. რომ გაიგოს...
- ჯანდაბას! - ისევ წამოიძახა გაიარმა, - რა მენაღვლება,
გაიგოს! შენ გგონია, ის მომწონს? ყველას ასე ჰგონია! ჰა! ჰა!
ჰა! ეგონოთ! სულელები! ჰა, ჰა! მალე გაიგებენ, რომ
ტყუილია. ხალხს ჰგონია, მის გამო დავდივარ აქ! არა, ავრო-
140 მკითხველთა ლიგა
რა, საყვარელო, მის გამო კი არ მოვდივარ აქ, შენთვის, შენ
მიყვარხარ. ისე მიყვარხარ...
- მესიე დომინიკ! გიმეორებთ...
- ჩემო სიცოცხლევ, მითხარი, რომ შემიყვარებ, ერთი სიტ-
ყვა მითხარი! ოჰ, მითხარი და შენს მონობას მაშინვე ბოლო
მოეღება! შენი ქალბატონივით თავისუფალი გახდები. ყველა-
ფერი გექნება: კაბები, სამკაულები ყველაფერი, რასაც
მოისურვებ. ჩემი სახლი შენთვის მომინდვია, ისე იბატონე იქ,
თითქოს ცოლი იყო ჩემი...
- კმარა, მესიე, კმარა! თქვენ შეურაცხმყოფთ! მე აღარ გის-
მენთ!
აღშფოთებული მტკიცე ხმა ჰქონდა. ვაშა!
- არა, ჩემო ძვირფასო, საყვარელო ავრორა! არ წახვიდე!
მომისმინე!
- მე ყურს აღარ გიგდებთ, მესიე... ყველაფერს ვეტყვი მად-
მუაზელს...
- ერთი სიტყვა, ერთი ალერსიანი სიტყვა მაინც მითხარი!
ერთი კოცნა, ავრორა! მუხლმოდრეკილი გევედრები!
გავიგონე, როგორ დაეცა მუხლებზე, მერე ჭიდილის ხმა
და ავრორას ხმამაღალი, აღშფოთებული წამოძახილიც მო-
მესმა.
მაშინ კი ვიფიქრე, ჩემი დრო დადგა მეთქი, სამი ნაბიჯი...
და უკვე ოთახში ვიყავი; მუხლებზე დაცემულ თაყვანისმცე-
მელს მაგრად ჩაებღუჯა ქალის ხელები და ცდილობდა, თა-
ვისკენ მიეზიდა. ავრორამ, ეტყობა, მთელი ძალ ღონე მოიკ-
რიბა, უკან იხევდა და გაიარსაც თან მიათრევდა ხალიჩაზე.
სასაცილო სანახაობა იყო:
გაიარი ჩემკენ ზურგით იყო და მაშინღა მიხვდა, რომ
ოთახში ვიყავი, როცა ხმამაღლა გავიცინე. რომ მოგეკალით,
141 მკითხველთა ლიგა
მაინც ვერ შევიკავებდი თავს. გულიანად ვხარხარებდი და მა-
შინაც ვერ გავჩერდი, როცა მსხვერპლს ხელი უშვა და ფეხზე
წამოდგა. ისე ხმამაღლა ვიცინოდი, სულ არ მესმოდა მისი
ლანძღვა და მუქარა.
- აქ რა გინდათ? - პირველად ეს გავიგონე, - აქ რას აკე-
თებთ?
- მესიე გაიარ, მე თქვენს კითხვას არ გავიმეორებ, ისედაც
ვხედავ, რას აკეთებთ!..
- თქვენ გეკითხებით, სერ, - უფრო გაბრაზდა გაიარი, - აქ
რას აკეთებთ?
- არაფერი, მესიე, - ისევ დამცინავად ვუპასუხე, - ყოველ
შემთხვევაში, ჩემი საქმე თქვენსას არ ჰგავს.
ჩემმა გადაკრულმა სიტყვამ სულ გააცოფა.
- თუ ასეა, რაც უფრო სწრაფად წაეთრევით აქედან, უკეთე-
სი იქნება! - შეჰყვირა და წარბები მოჭმუხნა.
- ვისთვის იქნება უკეთესი? - ვკითხე მე.
- თქვენთვის!
ძალიან ვიკავებდი თავს, მაგრამ უკვე ვკარგავდი მოთმი-
ნებას.
- მესიე, - ვუთხარი და უფრო ახლოს მივედი, - პირველად
გავიგე, რომ მადმუაზელ ბეზანსონის სახლი გაიარის საკუთ-
რებაა. მართლა ასე რომ იყოს, მე უფრო ნაკლები პატივისცე-
მა მექნებოდა ამ წმინდა ჭერისა. თქვენ პატივს არ სცემთ ამ
სახლს, თქვენ შეურაცხყავით ეს ახალგაზრდა ქალი, ლედი,
რადგან ეს ქალიშვილი უფრო ღირსია ამ წოდებისა, ვიდრე
სხვა რომელიმე დიდებული ქალბატონი თქვენს ქვეყანაში. მე
მოწმე გავხდი თქვენი შეურაცხმყოფელი საქციელისა და
შეურაცხმყოფელი სიტყვებიც კარგად გავიგონე.
გაიარი შეკრთა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.
142 მკითხველთა ლიგა
- თქვენ ჯენტლმენი არ ხართ, სერ და ამიტომ არ ვიკადრებ
იარაღით შეგებრძოლოთ. ამ სახლის პატრონი ახლა შინ არ
არის. თქვენ ისეთივე სტუმარი ხართ აქ, როგორც მე... თუ ათ
წამში არ წახვალთ აქედან, მათრახით აგაჭრელებთ!
ცივი, მტკიცე ხმით ვლაპარაკობდი.
გაიარი ხედავდა, რომ არ ვხუმრობდი.
- ძვირად დაგიჯენთ ამას! - ჩაისისინა მან, - დაგანახვებთ,
ჩვენი ქვეყანა ჯაშუშებს როგორ უსწორდება!
- გაეთრიეთ!
- თქვენ კი, სათნო კვარტერონის მშვენიერო ნიმუშო, -
დაუმატა მან და ბრაზმორეულმა ავრორას გახედა, გახსოვ-
დეთ, დადგება დრო, როცა აღარ გეყოლებათ ეს თავაზიანი
დამცველი.
- კიდევ ერთი სიტყვა და...
მათრახი აღვმართე, მაგრამ გაიარმა დარტყმას აღარ
დაუცადა, კარში გაძვრა და ვერანდიდან გავიდა.
უკან გავყევი, მინდოდა გამეგო, ნამდვილად წავიდა თუ
არა. ვერანდის ბოლომდე გავედი და ბაღში გავიხედე. უცებ
ჩიტები აფორიაქდნენ, ეტყობოდა, ვიღაც მიიკვლევდა გზას
ბუჩქნარში. მაინც დავიცადე, სანამ ჭიშკარი არ გაიღო. მალე
ღობის ზემოთ მიმავალი კაცის თავი გამოჩნდა და ვიცანი
პირში ჩალაგამოვლებული მაცდუნებელი.
მაგრამ სასტუმრო ოთახისკენ წავედი თუ არა, მაშინვე და-
მავიწყდა მისი არსებობა!

143 მკითხველთა ლიგა


თავი XXV
ნეტარების საათი

ყოველთვის სასიამოვნოა ხოლმე, მადლობას რომ გიხდი-


ან. მაგრამ ბევრად უფრო ტკბილია, როცა სატრფოს თვალებ-
ში ამოიკითხავ და მისი ბაგეები გეტყვიან მადლობას!
ოთახში რომ შევდიოდი, გული სიხარულით მიცემდა. ავ-
რორა მგზნებარედ, მგრძნობიარე ხმით მიხდიდა მადლობას.
ვერც პასუხის გაცემა მოვასწარი, ვერც ხელის გაწვდენა, რომ
შემეჩერებინა, ისე უცებ მოირბინა ჩემთან და მუხლებზე დაემ-
ხო! გულის სიღრმიდან ამოსდიოდა მადლობის სიტყვები.
- ადექით, ადექით, ძვირფასო! - შევძახე, - შემდეგ ქალის
მორჩილი ხელი ხელში მოვიქციე და სავარძელთან მივიყვა-
ნე, ისეთი რა გავაკეთე, რომ თქვენი მადლობა დავიმსახურე!
ჩემს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა!
- ეჰ, მესიე, რას ბრძანებთ. თქვენ არ იცნობთ ჩვენს ქვეყა-
ნას. ვინ გამოექომაგება აქ საწყალ მონას? ხშირად კი მოაქვთ
თავი რაინდობით, მაგრამ ჩვენ არ გვექცევიან რაინდულად.
ჩვენ, ვისაც ძარღვებში დაწყევლილი სისხლი გვიჩქეფს, კა-
ნონს გარეშე ვართ და არც არავინ გვმფარველობს. ეჰ, კე-
თილშობილო უცხოელო! თქვენ არც კი იცით, რა დავალებუ-
ლი ვარ თქვენგან!
- უცხოელს ნუ მეძახით, ავრორა! მართალია, ხშირად არ
გვისაუბრია, მაგრამ კარგა ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და უც-
ხოდ არ უნდა ჩამთვალოთ. მე მინდა ახლობელ ადამიანად
მიგულოთ.
144 მკითხველთა ლიგა
- ახლობლად? რას ამბობთ, მესიე!
ავრორამ დიდი, თაფლისფერი თვალები გაკვირვებით მო-
მანათა.
- დიახ, ახლობელ ადამიანად... მე იმის თქმა მინდა, რომ...
არ მომერიდოთ. მომენდეთ და მეგობრად მიგულეთ... ძმად
ჩამთვალეთ.
- როგორ, მესიე! თქვენ ჩემი ძმა?.. თქვენ, თეთრკანიანი,
ჯენტლმენი, დიდებული, განათლებული! ღმერთო ჩემო! მე
ვინ ვარ! მონა... მონა, რომელიც ყველას შეუძლია დაღუპოს.
ღმერთო დიდებულო! რად მარგუნე ეს მწარე ხვედრი! - და სა-
ხეზე ხელები აიფარა.
- ავრორა! - შევძახე მე. მისმა სასოწარკვეთილებამ გამა-
თამამა, - ავრორა, მომისმინეთ. მოუსმინეთ თქვენს მეგო-
ბარს, თქვენს...
ქალმა ხელები დაუშვა და თავი ასწია. ცრემლით სავსე
თვალები მომაპყრო, რაღაცას მეკითხებოდა ეს თვალები.
უცებ ვიფიქრე: „ნეტავ, დიდხანს ვიქნებით მარტო? შეიძ-
ლება ხელი შეგვიშალონ და იქნებ ვეღარ მოვახერხო, ვუთ-
ხრა სათქმელი. წუთის დაკარგვა არ შემიძლია, ახლავე უნდა
ვუთხრა ყველაფერი“.
- ავრორა! პირველად ვართ მარტო! მოუთმენლად ველო-
დი ამ წუთს. სათქმელი მაქვს და მხოლოდ თქვენ უნდა გით-
ხრათ.
- მხოლოდ მე, მესიე? რა უნდა მითხრათ?
- ავრორა, მიყვარხართ!
- მე? ოჰ, მესიე, ეს შეუძლებელია.
- ოჰ! არათუ შეუძლებელი, ნამდვილად ასეა. მომისმინეთ:
დაგინახეთ თუ არა, მაშინვე შემიყვარდით, ის კი არა, უფრო
ადრე, სანამ მივხვდებოდი, რომ გნახეთ... იმ წუთიდან შეგიყ-
145 მკითხველთა ლიგა
ვარეთ, ოღონდ ამ არამზადასავით კი არა, თქვენ რომ ახლა
უარჰყავით, მგზნებარედ, წმინდა გულით, მთელი ჩემი არსე-
ბით შეგიყვარეთ. დღე და ღამე თქვენზე ვფიქრობ, ავრორა!
სიზმარში და ცხადად, ყოველთვის ჩემთან ხართ. არ გეგო-
ნოთ, ჩემს სიყვარულს მგზნებარება აკლია, რადგან ასე მშვი-
დად გელაპარაკებით. მდგომარეობა მაიძულებს, თავი შევი-
კავო. მე თქვენთან მტკიცე გადაწყვეტილებით მოვედი და
ამიტომ არის, რომ ასე აუღელვებლად ვსაუბრობ ჩემს სიყვა-
რულზე. უკვე გითხარით და ვიმეორებ: მთელი არსებით, მთე-
ლი გულით მიყვარხართ!
- მე გიყვარვართ?.. საწყალი ქალიშვილი?
ეს ისე მეცნაურა, რომ პასუხი დავაგვიანე. თითქოს თავის
თავზე კი არა სხვა ვინმეზე თქვა.
- ავრორა, განვაგრძე მე, ყველაფერი გითხარით. გულ-
წრფელად გითხარით. გთხოვთ თქვენც გულწრფელად მიპა-
სუხოთ, გიყვარვართ?
დარწმუნებული რომ ვყოფილიყავი, რას მიპასუხებდა, უფ-
რო აღელვებით ვკითხავდი.
გვერდით ვიჯექი სავარძელზე და ჯერ სათქმელი დამთავ-
რებული არ მქონდა, რომ რბილი თითები დამადო ხელზე და
ნაზად მომიჭირა.
როცა ლაპარაკს მოვრჩი, ავრორამ თავი მკერდზე მომაყ-
რდნო და ჩურჩულით მითხრა:
- მეც... დაგინახეთ თუ არა!
წელზე შემოვხვიე ხელები და რამდენიმე წუთს ჩუმად ვის-
ხედით. ჭეშმარიტ სიყვარულს სიტყვები არ სჭირდება. მხურ-
ვალე კოცნა, მგზნებარე შემოხედვა, ხელის ნაზი მოჭერა და
ჩახუტება ისედაც გასაგებს ხდის ყველაფერს. კარგა ხანს
მხოლოდ ნეტარების შეძახილები და სიყვარულის ნაზი სიტ-
146 მკითხველთა ლიგა
ყვები სწყდებოდა ჩვენს ბაგეებს. იმდენად ბედნიერები ვიყა-
ვით, რომ ლაპარაკი არ შეგვეძლო. ტუჩების ნაცვლად ჩვენი
გულები საუბრობდნენ.
მაგრამ არც დრო იყო, ბრმად მივცემოდი სიყვარულს, არც
ადგილი, და მალე სიფრთხილემ მაიძულა, გონს მოვსულიყა-
ვი.
ჩვენი ახლად გაფურჩქნული სიყვარულის განსამტკიცებ-
ლად ათასი რამ გვქონდა შესათანხმებელი და მოსალაპარა-
კებელი. ვიცოდით, რა უფსკრულიც გვყოფდა, ვიცოდით, რომ
გრძელი, ეკლიანი გზა უნდა გაგვევლო, სანამ ბედნიერების
მწვერვალს მივაღწევდით. ახლა კი განვიცდიდით უდიდეს ნე-
ტარებას, მაგრამ მომავალი ბურუსით მოცული იყო და სახი-
ფათო. ამ ფიქრებმა მალე გამიფანტეს ტკბილი ოცნება.
ავრორას უკვე აღარ ეშინოდა ჩემი სიყვარულის. ეჭვიც არ
შეჰპარვია ჩემში. დარწმუნებული იყო, რომ ცოლად მინდოდა
შემერთო. სიყვარულმა და მადლიერების გრძნობამ გაფანტა
ყოველგვარი ეჭვი და ახლა ისე გულწრფელად ვსაუბრობ-
დით, როგორც დიდი ხნის მეგობრები.
მაგრამ სწრაფად კი ვლაპარაკობდით. არ ვიცოდით, რო-
დის შეგვაწყვეტინებდნენ, არც ის ვიცოდით, კიდევ როდის
შევხვდებოდით...
მე ავუხსენი ავრორას ჩემი მდგომარეობა: რამდენიმე
დღეში ველოდები შინიდან ფულს და მგონი, ეს თანხა საკმა-
რისი იქნება ჩემი განზრახვის შესასრულებლად მეთქი. რა
განზრახვის? ჩემი საცოლე უნდა გამოვისყიდო!
- და მაშინ დავქორწინდებით, ავრორა!
- ეჰ, - ამოიოხრა ავრორამ, - თავისუფალიც რომ ვიყო, აქ
მაინც ვერ დავიწერთ ჯვარს. განა ბოროტი კანონი მაშინაც არ
გვდევნის, როცა თავისუფალ ადამიანებად ვითვლებით?
147 მკითხველთა ლიგა
უარყოფის ნიშნად თავი გავიქნიე.
- ვერ დავქორწინდებით, - ნაღვლიანად განაგრძო მან, -
თუ არ დაიფიცებთ, რომ თქვენს ძარღვებში აფრიკელის სის-
ხლიც სჩქეფს!
ვერც კი დაიჯერებს კაცი, რომ ქრისტიანულ ქვეყანაში ასე-
თი კანონია!
- ეს ნუ გადარდებთ, ავრორა, - ვუთხარი. მინდოდა, რო-
გორმე გამემხიარულებინა, - არ გამიჭირდება ასეთი ფიცის
დადება. გამოვიღებ თქვენი თმიდან ოქროს ქინძისთავს, გიჩ-
ხვლეტთ მშვენიერ მკლავზე, მოვისვამ თქვენს სისხლს და და-
ვიფიცებ!
კვარტერონმა გაიღიმა, მაგრამ ერთი წუთის შემდეგ ისევ
მოეღრუბლა სახე.
- კარგი, ძვირფასო, ნუღარ ფიქრობთ ამაზე! მაინცდამაინც
აქ ხომ არ უნდა ვიქორწინოთ? შეგვიძლია სხვაგან წავიდეთ.
არის კიდევ ლუიზიანასავით თვალწარმტაცი სხვა ქვეყნები.
წმინდა გაბრიელის ტაძარივით მშვენიერი ტაძრები, იქაც შეგ-
ვიძლია დავიწეოთ ჯვარი. ჩრდილოეთში წავალთ, ინგლისში,
საფრანგეთში, ან სხვაგან, სადმე! ამაზე ნუ იდარდებთ!
- ეს კი არ მადარდებს.
- მაშ, რა, გენაცვალე?
- ოჰ! ვშიშობ, რომ...
- მითხარით, ნუ გეშინიათ...
- რომ თქვენ ვერ მოახერხებთ...
- რას ვერ მოვახერხებ... გამაგებინეთ, ავრორა?
- ჩემი პატრონი გახდეთ... მი... მიყიდოთ.
და საწყალმა ქალიშვილმა თავი ჩაღუნა. ეტყობოდა, თავი-
სი მდგომარეობის ძალიან შერცხვა და ცხარე ცრემლები
გადმოსცვივდა.
148 მკითხველთა ლიგა
- რატომ გგონიათ?
- სხვებიც ცდილობდნენ ჩემს ყიდვას, დიდ თანხასაც იძლე-
ოდნენ. გაცილებით მეტს, ვიდრე თქვენ შესთავაზებთ და მა-
ინც ვერაფერს გახდნენ, არ გამყიდეს. ო, რა მადლობელი ვი-
ყავი მადმუაზელ ეჟენის! მხოლოდ ის იყო ჩემი ქომაგი, არ უნ-
დოდა ჩემთან განშორება. როგორ მიხაროდა მაშინ! მაგრამ
ახლა, ახლა სულ სხვაა! ახლა პირიქით, მე თავად მინდა,
რომ...
- მეტს მივცემ. მთელ ჩემს ქონებას... და საკმარისი იქნება.
თქვენს წინანდელ მუშტრებს ცუდი ზრახვები ჰქონდათ,
გაიარისთანა ზრახვები... ქალბატონმა იცოდა ეს, სიკეთე გა-
მოიჩინა და არ გაგყიდათ.
- მართალია, მაგრამ თქვენც უარს გეტყვით. ო, როგორ მე-
შინია!
- არა, გამოვუტყდები მადმუაზელ ეჟენის, ვეტყვი, რომ პა-
ტიოსანი განზრახვა მაქვს. შევევედრები, უარი არ მითხრას
და დარწმუნებული ვარ, ასეც მოიქცევა. თუ მართლა მად-
ლიერია ჩემი...
- ოჰ, - შემაწყვეტინა ავრორამ, - ისეთი მადლიერია! თქვენ
არც კი იცით, მართლაც როგორი მადლიერია თქვენი! მაგ-
რამ არასდიდებით, არასდიდებით არ იზამს ამას... თქვენ ყვე-
ლაფერი არ იცით... - ავრორას ცრემლები წასკდა, თავი ჩაღუ-
ნა და მშვენიერმა თმამ დაუფარა სახე.
ქალის ნათქვამმა შემაფიქრიანა და ის იყო, დავაპირე კი-
დეც, გამომეკითხა, რა მოხდა მეთქი, რომ ეტლის ხმას მოვკა-
რი ყური. ფანჯარას მივვარდი და ფორთოხლის ხეებს ზემოთ
მადმუაზელ ეჟენის მეეტლის თავი დავინახე, ეტლი ჭიშკარს
მოადგა.

149 მკითხველთა ლიგა


ძალიან აღელვებული ვიყავი და არ მინდოდა მადმუაზელ
ეჟენის შევხვედროდი, ამიტომ ნაჩქარევად გამოვემშვიდობე
ავრორას და ოთახიდან გავედი.
ვერანდიდან გადავიხედე და მივხვდი, რომ თუ მთავარი
ჭიშკრისკენ წავიდოდი, ალბათ მადმუაზელ ეჟენს შევეფეთე-
ბოდი. ვიცოდი, გვერდით პატარა ჭიშკარი იყო, იქიდან საჯი-
ნიბოსთან გავიდოდი და მერე ტყის გზას დავადგებოდი. ვე-
რანდიდან ჩამოვედი, ჭიშკარი გავიარე და საჯინიბოსკენ გა-
ვემართე.

150 მკითხველთა ლიგა


თავი XXVI
ზანგების უბანი

სწრაფად მივედი საჯინიბოში, ჩემი ცხენი ჭიხვინით მომე-


სალმა. სციპიო აქ არ იყო.
„სხვა საქმე ექნება რამე, გავიფიქრე, ალბათ ქალბატონის
ეტლს უნდა მიხედოს. არა უშავს, არ დავუძახებ. ცხენს უნაგი-
რი ადგას, ლაგამს თვითონ ამოვდებ, ეს არის, რომ სციპიო
საჩუქარს დაკარგავს ფულს ვეღარ მივცემ“.
ცხენს მოსართავი მოვუჭირე, ლაგამი ამოვდე, მოვახტი და
გზას გავუდექი.
გზა ზანგების უბანს გაივლიდა. მინდორს გადაჭრიდა და
კვიპაროსისა და ტიტახეების ხშირ ტყეში მიიკლაკნებოდა.
ტყის პირას ამ გზას გადაკვეთდა სხვა ბილიკი, რომელიც პირ-
დაპირ მდინარისპირა გზაზე გამიყვანდა. ხშირად დავდიოდი
ამ გზით და საკმაოდ კარგად ვიცნობდი აქაურობას. ზანგების
უბანი დაახლოებით ორასი იარდით იყო დაშორებული „დიდ
სახლს“. ფართო გზის ორივე მხარეს ორმოცდაათი თუ სამო-
ცი პატარა, სუფთა ქოხი იყო ჩამწკრივებული. ქოხები ძალიან
ჰგავდნენ ერთმანეთს. ყოველ ქოხს წინ ან მაგნოლია ედგა,
ან კიდევ მშვენიერი, სურნელოვანი ყვავილებით დახუნძლუ-
ლი ჩინური ხე. ამ ხეების ჩრდილში ზანგის ბავშვები მტვერში
იგანგლებოდნენ. ყველა ასაკის ბავშვს ნახავდით აქ სულ პა-
ტარებით დაწყებული, მიწაზე რომ დაღოღავდნენ და მოზ-
რდილი, წვივმაღალი ბიჭებით დამთავრებული. რა ფერის
კანს არ მოჰკრავდით თვალს ნათელკანიანი კვარტერონები,
151 მკითხველთა ლიგა
შავი ბამბარები... ამ ბამბარებზე ამერიკელები ხუმრობდნენ,
ნახშირიც კი თეთრ ლაქად დააჩნდებათო. ეს შავი და ყვითე-
ლი ყაჩაღანები მთელი დღე ტიტლიკანა დარბოდნენ, მხო-
ლოდ მტვერი ფარავდა მათ სიტიტვლეს. სულ ქოხების წინ
წრიალებდნენ, შაქრის ლერწმის ღერებით, საზამთროს ქერ-
ქებითა და სიმინდის ტარებით თამაშობდნენ და ისე ბედ-
ნიერად და მხიარულად ატარებდნენ დროს, როგორც ძვირ-
ფასი სათამაშოებით მოთამაშე პატარა ლორდები ხალიჩე-
ბით მოფენილ საბავშვო ოთახებში.
ზანგების უბანში მაშინვე თვალში გეცემათ ქოხების წინ
ჩარჭობილი ჭოკი, ან ლერწმის ღერი და ზედ წამოცმული
გოგრა, რომელსაც გვერდზე ნახვრეტი აქვს. ეს ამერიკული
მერცხლის ულამაზესი ჯიშის წითელი ნამგალას ბუდეებია; წი-
თელი მერცხალი ძალიან უყვართ აქაურ ზანგებს. ასევე უყ-
ვარდათ ეს ჩიტი წითელკანიან აბორიგენებს, უძველეს დრო-
ში რომ სახლობდნენ აქ. ქოხების კედლებზე წითელი და მწვა-
ნე წიწაკის ასხმულები კიდია, აქა იქ გამხმარი სამკურნალო
ბალახის კონები. წითელ და მწვანე წიწაკებს უკანა ეზოს ბოს-
ტანში მოყვანილი სურნელოვანი მწვანილით კაზმავენ
აქაურები და ისეთ გემრიელ კერძებს ამზადებენ, ეპიკურელ-
საც კი ნერწყვი მოადგება.
ქოხების კედლებზე შეიძლება ცხოველთა სამეფოს წარმო-
მადგენლებიც ნახოთ: კურდღლის, ოპოსუმის, ნაცარა მელი-
ის, იქნებ მუშკის, ვირთხის ან ძალიან იშვიათი ცხოველის
ჭაობის გარეული კატის, ანუ ფოცხვერის ტყავიც. ვინც კე-
დელზე ფოცხვერის ტყავს დაკიდებს, იმ დღის გმირად გამო-
აცხადებენ ხოლმე, რადგან ფოცხვერი ყველაზე იშვიათი ცხო-
ველია მისისიპის ნაპირებზე. კუგუარის და ირმის ტყავს ვერ
დაინახავთ აქ, თუმცა მეზობელ ტყეებში ეს ნადირიც არის.
152 მკითხველთა ლიგა
ზანგებს თოფის ხმარების ნება არ აქვთ, უთოფოდ კი ვერა-
ფერს გახდებიან. უფრო წვრილფეხა ნადირის დაჭერა უთო-
ფოდ შეიძლება და ქოხის კედლებზე დაკიდებული ჰანიბალი-
სა და პომპეუსის ნადავლია. როცა ზანგების უბანში ეს სახე-
ლები გესმით, თავს უცებ ძველ რომში ან კართაგენში წარმო-
იდგენთ.
დიდებული სახელები კი ჰქვიათ, მაგრამ საშიში იარაღის,
თოფის, ხმარების ნება არ აქვთ. კარგი ნადავლი მხოლოდ
ზანგების სიმარჯვეს უნდა მივაწეროთ. მონების იარაღი ჯოხი
და ნაჯახია, მეძებრის ნაცვლად კი „ზანგის ძაღლი“ ანუ ეზოს
ძაღლი ჰყავთ. ბევრი ასეთი ძაღლი გორაობს ბავშვებთან ერ-
თად მტვერში და, ეტყობა, მათსავით ბედნიერად გრძნობენ
თავს. მაგრამ მონადირეების ნადავლი კედლების დასამშვე-
ნებლად კი არ კიდია. არა! ტყავები გასაშრობად დაკიდეს, მე-
რე ჩამოხსნიან და სხვებს დაკიდებენ, ამას კი გაყიდიან. ძია
სიზი ან ზიპი, ძია ჰენიუ ან პომპი... კვირას რომ ბაზრობაზე მი-
დიან, ხელში ტყავებით სავსე ფუთა უჭირავთ, მოურიგდებიან
მედუქნეს, და ისიც მუშკის ვირთაგვაში „პიკს“ მისცემს, ენოტ-
ში „ბიტს“ (ესპანური რეალი), ხოლო მელაში ან „კატაში“ „მე-
ოთხედს“, მერე ოთხი ძია მონადირე იყიდის ამ ფულით ათას-
ნაირ პატარ პატარა სასუსნავს და საჩუქრებს შინ მიუტანს
ოთხ „დეიდას“. ეს საჩუქრები ცოტათი ახალისებს და ამრა-
ვალფეროვნებს პლანტაციის ზანგების მუდმივ კერძს ბრინჯსა
და ღორის ხორცს. ასეთია ზანგების მარტივი შინაური ეკონო-
მიკა.
ზანგების სოფელში (მსხვილ პლანტაციასთან მდებარე
ზანგების დაბას თავისუფლად შეიძლება სოფელი ვუწოდოთ)
რომ შეხვალთ, დიდი დაკვირვება არც კი დაგჭირდებათ, მა-
შინვე თვალში გეცემათ მათი ცხოვრების წვრილმანები.
153 მკითხველთა ლიგა
სოფლის განაპირას ზედამხედველის სახლსაც დაინახავთ.
ბეზანსონების პლანტაციაში ზედამხედველის სახლი სოფლის
ბოლოში დგას და შარაგზას გადაჰყურებს.
ზანგების სახლებისგან განსხვავებით, ეს სახლი ვითომ
არქიტექტურულ ნაგებობას ჰგავდა, ამის პრეტენზია ჰქონდა.
ორსართულიანი სახლი იყო, ფირფიტანებიანი და ვერან-
დიანი. ზანგის ბავშვების შემოსევისგან დაბალი ღობე იცავ-
და, მაგრამ ბავშვებს ისეთი შიში ჰქონდათ მათრახისა, რომ
ეს სიფრთხილე ზედმეტი იყო.
სოფელს რომ მივუახლოვდი, მაშინვე თვალში მეცა მისი
თავისებურება. ზედამხედველის სახლი ისე დასდგომოდა
თავს ქოხებს, როგორც კრუხი წიწილებს.
დიდი, წითელი მერცხლები უშიშრად სერავენ ცას, წინ და
უკან დაფრინავენ, ფრთაგაშლილები ერთი წუთით, თავის ბუ-
დეს მიეკვრებიან, მხიარულად შესჭიკჭიკებენ „ჭიკ! ჭიკ! ჭიკ!“
და ისევ ცაში აიჭრებიან. გარშემო, საკმაოდ დიდ მანძილზე
ჩინური ხისა და მაგნოლიას სურნელებაა დაფრქვეული. სოფ-
ლიდან რაღაც ბუბუნი მომესმა კაცების, ქალებისა და ბავშვე-
ბის ხმები ზანგებისთვის დამახასიათებელი ინტონაციები.
უცებ წარმოვიდგინე, რომ ნაცნობ სურათს დავინახავდი. ერ-
თად შეკრებილ ზანგებს ქალებსა და კაცებს; ზოგი თავისი ქო-
ხის წინ ზის ხის ჩრდილში და ისვენებს (მინდვრის სამუშაოები
უკვე დამთავრებული იყო), ზოგიერთები ჯგუფ ჯგუფად შეკრე-
ბილან და მხიარულად საუბრობენ; სხვები კიდევ ქოხის პარ-
მაღთან სხედან და სათევზაო ბადეებსა და ხაფანგებს აწესრი-
გებენ, რომ მერე მდინარის დაჭაობებულ ყურეში „დიდი კატა“
ან „თევზკამეჩა“ დაიჭირონ; ზოგი საერთოდ შეშის ხორიდან
შეშას აძრობს და აპობს, მოზრდილი ბიჭები კი ქოხებში ეზი-
დებიან, სადაც შავი „დეიდები“ ვახშამს ამზადენ.
154 მკითხველთა ლიგა
ამ პატრიარქალურმა სურათმა მაფიქრებინა, სოფელში
იქნებ მართლაც „ერთმმართველობა“ სჯობდეს მეთქი; მო-
ნათმფლობელის თუ არა, რაპისა და „სოციალ ეკონომისტე-
ბის“ მსგავსი მაინც.
„ასეთ პატრიარქალურ წყობას სახელმწიფო აპარატიც არ
სჭირდება, გავიფიქრე გულში, რა მომხიბლავი უბრალოებაა!
თანაც როგორი სრულყოფილი და ეფექტური!“
დიახ, ასეა. მაგრამ ერთი რამ გამომრჩა: ადამიანის ბუნება
სრულყოფილი არ არის. შესაძლებელია და სრულად მოსა-
ლოდნელიც, რომ პატრიარქი დესპოტად გადაიქცევა ხოლმე.
მაგრამ ეს რაა? ასე ხმამაღლა ვინ ლაპარაკობს?! სიხარუ-
ლის შეძახილია? პირიქით, ეტყობა, ტკივილი ყვირის! სულ-
თმობრძავის ხრიალს უფრო ჰგავს! დროდადრო სხვა ხმებიც
მესმოდა, ავბედითი დრტვინვა, რაღაც საშინელი შემთხვევის
დროს რომ ისმის ხოლმე.
ისევ მომესმა მომაკვდავის ხრიალი, უფრო ხმამაღალი და
გულის სიღრმიდან ამოხეთქილი! ზანგების დაბიდან მოისმა!
ნეტა რა ხდება?
ცხენს დეზი ვკარი და ქოხებისკენ გავაჭენე.

155 მკითხველთა ლიგა


თავი XXVII
„ეშმაკის შხაპი“

რამდენიმე წამში უკვე ქოხებს შუა გაჭიმულ შარაგზაზე ვი-


ყავი, ცხენს სადავე მოვქაჩე და მივიხედ მოვიხედე.
დავინახე თუ არა, რაც ხდებოდა, მაშინვე გაიფანტა ჩემი
ოცნება პატრიარქალურ იდილიაზე, მხეცობისა და წამების
სურათი დამიდგა თვალწინ მონური ცხოვრების ტრაგედია!
ზანგების დაბის ბოლოში, მაღლობზე, ზედამხედველის
სახლის ოდნავ მოშორებით, ღობეშემოვლებული დიდი შენო-
ბა მოჩანდა შაქრის სახარში. ეზოში დიდი წყლის საქაჩავი
იდგა, ათი ფუტის სიმაღლის მაინც იქნებოდა, რომელსაც ზე-
მოთ, თავში წყალსაქცევი ჰქონდა. წყალი ვიწრო საწრეტით
შაქრის სახარშში მიედინებოდა. წყლის მქაჩავი რომ კარგად
მისწვდომოდა წყალსაქაჩის სახელურს, იქვე ფიცარნაგი იდ-
გა.
მაშინვე ეს ფიცარნაგი მეცა თვალში, რომელსაც ზანგი მა-
მაკაცები შემოხვეოდნენ. ღობესთან გამწკრივებული ქალები
და ბავშვებიც ფიცარნაგს შესცქეროდნენ. გაოგნებულებს
კრიჭა შეკვროდათ, სახეზე ყველას შიში და ძრწოლა აღბეჭ-
დვოდა. ეს ყრუ დრტვინვა, შეძახილები, სლუკუნი, ტანჯული-
სადმი საერთო თანაგრძნობას გამოხატავდა. ზოგს მკაცრად
შეეჭმუხნა წარბი (ალბათ, შურისძიებაზე ფიქრობდნენ), მაგ-
რამ ასეთს თითო ოროლას თუ დაინახავდა კაცი, უმეტესობას
კი შიში და მორჩილება ეწერა სახეზე.

156 მკითხველთა ლიგა


ძნელი გამოსაცნობი არ იყო, რომ ყვირილი წყალსაქაჩა-
ვიდან ისმოდა და როცა იქით გავიხედე, მაშინვე მივხვდი ყვე-
ლაფერს. ვიღაც საცოდავ ზანგს სჯიდნენ!
შეჯგუფებული ზანგები მიშლიდნენ, მაგრამ მათ თავებს ზე-
მოდან მაინც დავინახე წელამდე გაშიშვლებული ზანგი გაბ-
რიელი, რომელიც ფიცარნაგზე იდგა და რაც ძალი და ღონე
ჰქონდა, წყალსაქაჩის სახელურს ატრიალებდა.
გაბრიელი მაღალი და ძალზე ღონიერი ზანგი იყო. ორივე
მხარზე დაღი აჩნდა „სამეფო შროშანი“. სასტიკი შესახე-
დაობა ჰქონდა და, როგორც ადრე მითხრეს, უხეში და ბორო-
ტი კაცი იყო. ზანგებსაც ეშინოდათ გაბრიელის და თეთრებ-
საც, თუკი ვინმეს რაიმე ურთიერთობა ჰქონდა მასთან. ახლა
გაბრიელს კი არა სჯიდნენ, პირიქით, თვითონ იყო ჯალათის
როლში.
ასეთი დასჯა ბევრჯერ მინახავს, ნამდვილი წამებაა! საწრე-
ტი გვერდზე მიებრუნებინათ, მსხვერპლი ზედ წყალსაქაჩის
ძირას იდგა, იქ, სადაც წყლის ჭავლი ეცემოდა. ისე მიებათ
მარგილებზე, რომ თავს ვერ ამოძრავებდა და წყალი ზედ კე-
ფაზე ეცემოდა.
ეს არის „წამება?“ იკითხავთ თქვენ. არ გჯერათ, ხომ?
თქვენ ალბათ მტკივნეული არც კი გგონიათ? რა მოხდა ცივი
შხაპია და სხვა არაფერი!
მართალი ბრძანდებით, პირველი ნახევარი წუთის განმავ-
ლობაში ცივი შხაპია, მაგრამ მერე...
დამიჯერეთ, გამდნარი ტყვიის ნაკადი ან ცულის ყუის გა-
მუდმებული დარტყმა ისეთი მძიმე არ იქნება, როგორც გა-
ნუწყვეტლად მოთქრიალე წყლის ჭავლი. აუტანელი ტანჯვაა,
სასიკვდილო წამება! ტყუილად კი არ შეარქვეს „ეშმაკის შხა-
პი!“
157 მკითხველთა ლიგა
ისევ გაისმა სიკვდილის პირამდე მიყვანილი კაცის ყვირი-
ლი და სისხლი გამეყინა ძარღვებში.
როგორც მოგახსენეთ, პირველად ვერ დავინახე, ვის აწა-
მებდნენ. ახლოს რომ მივედი, ზანგებმა სწრაფად დამითმეს
გზა, თითქოს უნდოდათ, ამ ამბის მოწმედ გავეხადეთ. კარგად
მიცნობდნენ და ალბათ, შენიშნეს კიდეც, რომ თანავუგ-
რძნობდი ამ უბედურ ხალხს.
როცა ზანგები ჩამომეცალნენ, ისეთი საშინელი სურათი
დავინახე, უნებურად შევკრთი. მსხვერპლი ძალიან შავი ზან-
გი იყო. იქვე იდგნენ მულატი ქალი და გოგონა; გოგონა ქალს
ჰგავდა, დედა შვილი იყვნენ, ხელი გადაეხვიათ ერთმანეთის-
თვის და მწარედ მოთქვამდნენ. მიუხედავად იმისა, რომ
შორს ვიდექი და წყალიც ხმაურობდა, მაინც მესმოდა მათი
მოთქმა გოდება. მაშინვე ვიცანი პატარა ქლო და დედამისი!
უცებ ისევ საცოდავ მსხვერპლს შევხედე, წყალი კეფაზე
ეცემოდა, სახე არ უჩანდა, მაგრამ დიდი, ფრთებივით განზე
გაშვერილი ყურები რომ დავინახე, მაშინვე ვიცანი, სციპიო
იყო!
და ისევ მომესმა სასიკვდილო ხრიალი, ისეთი გულსაკლა-
ვი და გაბმული, თითქოს გულის სიღრმიდან ამოხეთქაო.
ვეღარ მოვითმინე... ჩემსა და ამ უბედურს შორის ღობე
იყო. მაგრამ მერე რა?! წუთიც არ მიყოყმანია, ცხენი სწრაფად
მოვაბრუნე, რათა უფრო შორიდან გამოვქანებულიყავი, მერე
დეზი ვკარი ბედაურს და ისიც ჩიტივით გადააფრინდა ღობეს.
არ შევჩერებულვარ, არც ჩამოვმხტარვარ, პირდაპირ ფიცარ-
ნაგთან მივაგდე ცხენი, მათრახი შევმართე და რაც ძალი და
ღონე მქონდა, გაბრიელს გადავუჭირე შიშველ მხრებზე. ზან-
გმა ერთი დაიღრიალა, წყალსაქაჩის სახელურს ხელი უშვა,

158 მკითხველთა ლიგა


თითქოს გახურებული რკინა ყოფილიყოს, ფიცარნაგიდან ჩა-
მოხტა და ღმუილით გაიქცა თავისი ქოხისაკენ!
ზანგებს შორის მოწონების ბუბუნი გაისმა, მაგრამ ჩემი
ცხენი, მოულოდნელი ნახტომით გახელებული, ფრთხვინავ-
და, სადავეს მგლეჯდა ხელიდან, კარგა ხანს ვერ დავაშოშმი-
ნე. მაშინღა შევნიშნე, რომ მოწონების წამოძახილები სამა-
რისებურმა სიჩუმემ შეცვალა, გავიგონე ჩემთან ახლოს
მდგომი ზანგები ბუტბუტებდნენ, ფრთხილად იყავითო, თით-
ქოს ჩემი ბედი აწუხებდათ; ამ საერთო ბუტბუტში, ვიღაცამ
დაიძახა:
- ზედამხედველი! ზედამხედველი! ფრთხილად, მასა! აქეთ
მოდის!
იმავე წამს უშვერი გინება გავიგონე. იქით გავიხედე და
როგორც მოველოდი, ზედამხედველი დავინახე.
ის იყო, გამოვიდა თავისი სახლის უკანა კარიდან. მთელი
ამ დროის განმავლობაში ფანჯრიდან უყურებდა სციპიოს წა-
მებას.
აქამდე არსად შემხვედრია ასეთი უხეში, ბოროტი კაცის
სახე. უგემოვნოდ ეცვა, ხელში მსხვილი მათრახი ეჭირა. ბრა-
ზისგან სახეზე სისხლი მოსწოლოდა და ჯიქურ მოიწევდა ჩემ-
კენ. მე წვრილი მათრახის მეტი იარაღი არ მქონდა, მაგრამ
მაინც მოვემზადე თავის დასაცავად.
ლარკინი მორბოდა და თან უშვერი პირით იგინებოდა.
როცა მოვიდა, დაიღრიალა:
- ვინ ოხერმა გაბედა ჩემს საქმეში ჩარევა? ვინ გდიხარ,
რომ...
უცებ ხმა ჩაუწყდა და გაკვირვებული მომაშტერდა. მეც
გაოცებული შევყურებდი, რადგან იმავ წამს ვიცანი ჩემი მე-

159 მკითხველთა ლიგა


ტოქე გემზე, გმირი, რომელიც მაშინ გაცოფებული იქნევდა
ხანჯალს!
ლარკინმაც მაშინვე მიცნო.
მოულოდნელობისაგან ერთი წუთით ორივეს ხმა ჩაგვიწ-
ყდა.
- ეშმაკმა წაგიღოს! - უცებ დაიყვირა მან გაცოფებულმა, -
ისევ შენ ხარ? ჯანდაბას, მათრახი! შენთვის უფრო კარგი რამ
მაქვს!..
ამ სიტყვებით დამბაჩა იძრო, ჩახმახი შემართა და მკერ-
დში დამიმიზნა.
ჩემი ცხენი მოუსვენრად ცმუკავდა, ტორებს ცემდა, ერთ
ადგილას ვერ ჩერდებოდა, თორემ მაშინვე მესროდა. თანაც
დამბაჩა მზის სინათლეზე ელავდა, ცხენი ყალყზე შედგა და
დამიფარა...
უკვე ვთქვი, მათრახის მეტი იარაღი არ მქონდა მეთქი.
ჩემს ბედზე მოჭედილტარიანი მძიმე მათრახი იყო, უცებ შე-
ვატრიალე და როცა ცხენი წინა ფლოქვებით მიწას შეეხო, ისე
მაგრად ამოვკარი ფერდებში დეზები, რომ შორს გახტა და ახ-
ლა უკვე მტრის პირისპირ აღმოვჩნდი; ცხენმა რომ ისკუპა,
ლარკინმა უკან დაიხია და დამიზნება ვეღარ მოასწრო. სანამ
დამბაჩის სასხლეტს თითს გამოჰკრავდა, მე, რაც ძალი და
ღონე მქონდა, თავზე გადავუჭირე მათრახის ტარი; ლარკინი
ორად მოიკეცა და მიწას დაეხეთქა. როცა ვარდებოდა, გაის-
როლა, მაგრამ ტყვია მიწაში ჩაერჭო, ჩემი ცხენის ფლოქვებს
შორის. ზედამხედველს დამბაჩა ხელიდან გაუვარდა.
ბედმა გამიღიმა, დროულად ამოვკარი დეზები ცხენს და
იმანაც დროზე ისკუპა. დამბაჩა ორლულიანი აღმოჩნდა და,
გარდა ამისა, ლარკინს მეორეც თან ჰქონდა.

160 მკითხველთა ლიგა


ზედამხედველი გაუნძრევლად იწვა და შემეშინდა, ხომ არ
მოვკალი მეთქი. რომ მომკვდარიყო, დიდი უსიამოვნება შემ-
ხვდებოდა. მართალია, თავს ვიცავდი, მაგრამ ვინ დამიმოწ-
მებდა ამას? ეს ზანგები ყველა რომ წამეყვანა მოწმეებად, ერ-
თი თეთრკანიანის ჩვენებასაც არ უდრიდა. თუ იმასაც გავით-
ვალისწინებთ, რაზე შევეტაკეთ ერთმანეთს მე და ლარკინი,
მათი ჩვენება ვნებას უფრო მომაყენებდა... ერთი სიტყვით,
ცუდ დღეში ჩავვარდებოდი.
ცხენიდან ჩამოვხტი და მიწაზე გაშოტილ ლარკინთან მივე-
დი, რომელსაც ზანგები შემოხვეოდნენ. მონებმა გზა დამით-
მეს, დავიჩოქე და თავი გავუსინჯე. ტყავი გადასკდომოდა და
სისხლი სდიოდა, მაგრამ თავის ქალა მთელი იყო.
თავისუფლად ამოვისუნთქე. წამოდგომა ვერ მოვასწარი,
რომ დავინახე ლარკინი, რომელსაც ზანგებმა ცივი წყალი შე-
ასხურეს, გონს მოდიოდა. მაშინ შევნიშნე, რომ უბეში მეორე
დამბაჩა ედო. ამოვაცალე და პირველიც ავიღე.
- გონს რომ მოვა, უთხარით, თუ კიდევ დამესხმება თავს,
მაშინ მეც მექნება დამბაჩა.
მერე ზანგებს ვუბრძანე, შინ შეიყვანეთ მეთქი და ლარკი-
ნის მსხვერპლს მივხედე. საწყალი სციპიო! ისეთი გაწამებუ-
ლი იყო, დიდხანს ვერ ამიხსნა, რისთვის დასაჯეს.
ბოლოს, როცა მითხრა, აღშფოთებისაგან სისხლი ამივარ-
და თავში! თურმე სციპიომ ლარკინს წაუსწრო სოფლის განა-
პირა ფარდულში. არამზადას პატარა ქლო ჩაებღუჯა, ბავშვი
ყვიროდა და ცდილობდა, თავი დაეღწია მისი მკლავებისგან.
აღშფოთებულმა მამამ თავი ვეღარ შეიკავა და ზედამხედ-
ველს გაარტყა. ამისათვის, აქაური კანონების თანახმად,
ზანგს შეიძლება ხელი მოაჭრან. მაგრამ თეთრმა არამზადამ

161 მკითხველთა ლიგა


ვერ გაბედა ამ ამბის გახმაურება და კანონიერი სასჯელის
ნაცვლად სციპიო შინაური სასჯელით დასაჯა.
პირველად ვიფიქრე, ახლავე დავბრუნდები უკან, მოვუყვე-
ბი ყველაფერს მადმუაზელ ბეზანსონს და დავარწმუნებ, რა-
დაც უნდა დაუჯდეს, მოიშოროს თავიდან ეს არამზადა მეთქი.
მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე, ხვალ დილით დავბრუნებული-
ყავი და პირველ რიგში ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი საქმე
მომეგვარებინა.
„საწყალი სციპიოდან დავიწყებ და მერე მთავარ ამბავს მი-
ვაყოლებ“, გავიფიქრე გულში.
ჩემს ყოფილ მსახურს შევპირდი, გამოგექომაგები მეთქი,
ცხენს მოვახტი და გზას გავუდექი. თან ზანგების ლოცვა კურ-
თხევა მომყვებოდა. ქალები და მოზრდილი გოგონები ქოხე-
ბიდან გამორბოდნენ, ჩემს ბედაურს ებღაუჭებოდნენ და მე
ფეხებს მიკოცნიდნენ.
გული ხომ მგზნებარე სიყვარულით მქონდა სავსე, მაგრამ
ერთი წუთით ჩემი სიყვარულიც დამავიწყდა; მისი ადგილი
მშვიდმა, ნეტარმა ბედნიერებამ დაიკავა ეს იყო შეგრძნება
იმისა, რომ კეთილი საქმე გავაკეთე.

162 მკითხველთა ლიგა


თავი XXVIII
გაიარი და „ბილი ავაზაკი“

ზანგების დაბას რომ გავცდი, გავიფიქრე, გრძელი გზით


აღარ წავალ მეთქი. მადმუაზელ ბეზანსონი ალბათ მაინც
გაიგებს, რომ აქ ვიყავი და ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა,
დამინახავენ დიდი სახლიდან თუ არა. მე და ჩემი ცხენი ისე
ვიყავით გაფიცხებულები, რკინის მესერსაც არ შევუშინდით.
ცხენი შემოვაბრუნე, ორ მესერს გადავახტი, ბამბის მინდორი
გადავიარე და სანაპირო გზაზე გავედი.
მერე ცხენი დავაშოშმინე, ნელი ნაბიჯით მივუშვი და ახლა-
ხან მომხდარ ამბავზე დავიწყე ფიქრი.
ცხადი იყო, გაიარს რაღაც ფარული მიზანი ჰქონდა, ეს
არამზადა რომ მიიყვანა პლანტაციაში. არ ვიცი, ადრე იცნობ-
დნენ თუ არა ერთმანეთს, მაგრამ ასეთი ხალხი ინსტინქტუ-
რად მიილტვის ხოლმე ერთმანეთისკენ. და ლარკინიც, შე-
საძლებელია, გემის კატასტროფის ღამეს აიყვანა გაიარმა.
გემზე მეგონა, შულერია მეთქი, ისეთი გატაცებით დებდა
სანაძლეოებს. ეტყობა, ბუნებით თაღლითი იყო და ვინ იცის,
ბოლო დროს შესაძლოა, მართლა შულერობით ირჩენდა
თავს, მაგრამ, ჩანდა, ადრე ზანგების ზედამხედველად რომ
მუშაობდა. აშკარად ეტყობოდა, ეს სამუშაო ახალი არ იყო
ლარკინისთვის.
უცნაურია: ამდენ ხანს მუშაობდა პლანტაციაში და ჩემი იქ
ყოფნა კი ვერ გაიგო. თუმცა, ესეც ადვილი მისახვედრია: სა-
ნამ იქ ვცხოვრობდი, არასოდეს დავუნახივარ. თან იქნებ არც
163 მკითხველთა ლიგა
კი იცოდა, რომ მადმუაზელ ბეზანსონი სწორედ ის ქალი იყო,
ვისაც მაშველი ქამრის წართმევას უპირებდა... ადვილი შე-
საძლებელია, რადგან იმ ღამეს ბევრმა ქალმა უშველა თავს,
ზოგმა თვითნაკეთი ტივებით, ზოგმა სავარძლებით და სხვაგ-
ვარი მაშველი ქამრებით. მგონი, გემბანზე არ დაუნახავს მად-
მუაზელ ეჟენი, სანამ წყალში არ გადახტა და ამიტომ ვეღარ
იცნო.
ჩემი ავადმყოფობის მიზეზი მხოლოდ მადმუაზელ ეჟენიმ,
ავრორამ და სციპიომ იცოდნენ. სციპიოს ნაბრძანები ჰქონდა,
ზანგების უბანში ამაზე კრინტი არ დაეძრა. თანაც ლარკინი
ახალი კაცი იყო პლანტაციაში თავის ქალბატონს იშვიათად
ხვდებოდა. გარდა ამისა, თვითონაც გონებაჩლუნგი ხეპრე
იყო.
ალბათ ჩვენს შეხვედრამდე არც კი იცოდა, რომ მისი ყო-
ფილი მტერი ვიყავი, ეჟენი ბეზანსონი კი ის ქალი, რომელიც
მას გადაურჩა. ის კი იცოდა, რომ პლანტაციაში ვიღაც ცხოვ-
რობდა, მაგრამ, ალბათ, დაღუპული გემის დაშავებული
მგზავრი ვეგონე დაჭრილი ან დათუთქული. ბევრი დაზარა-
ლებული იპოვეს იმ ღამეს ნაპირზე. ახლომახლო სახლი არ
დარჩენილა, ან დაჭრილი არ შეეფარებინოს ჭერქვეშ, ან კი-
დევ წყალნაყლაპი. თანაც საქმე ბევრი გამოუჩნდა. თავისი კი
არა, გაიარის საქმე, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რაღაც
საიდუმლო მოლაპარაკება ჰქონდათ. გონებაჩლუნგი კაცი კი
იყო, მაგრამ სამაგიეროდ, ისეთი თვისებები ჰქონდა, რაც თა-
ვად გაიარს არ გააჩნდა პირუტყვის ძალა და უტიფრობა.
ახლა კი მიცნო და ალბათ დიდხანსაც ვერ დამივიწყებს.
ნეტავ, შეეცდება სამაგიეროს გადახდას? რა თქმა უნდა, ეც-
დება, მაგრამ, ალბათ, ზურგს უკან, ფლიდურად. იმის შიში არ
მქონია, პირისპირ შემეჯახება მეთქი. დარწმუნებული ვიყავი,
164 მკითხველთა ლიგა
დამარცხებულად გრძნობდა თავს და შეშინებულიც იყო. ბევ-
რი მინახავს ამისთანა; დამარცხდება თუ არა, მაშინვე კუდს
ამოიძუებს. ვაჟკაცი კი არა, უტიფარი იყო.
აშკარა თავდასხმის არ მეშინოდა, მხოლოდ ფარული შუ-
რისძიება და კანონი მაშინებდა.
ალბათ გაგიკვირდებათ, კანონი რომ ვახსენე, მაგრამ რას
იზამ, ასეა და მეც ნამდვილად მქონდა ამის საფუძველი.
გაიარის გეგმები რომ გავიგე, მისი ბილწი განზრახვა გა-
მოვააშკარავე და ლარკინთან ვიჩხუბე, მაშინვე მივხვდი, რომ
მოქმედების დრო დადგა. საშინლად ვშფოთავდი და გადავ-
წყვიტე, სასწრაფოდ მენახა მადმუაზელ ბეზანსონი და ავრო-
რას გამოსყიდვის თაობაზე მოვლაპარაკებოდი. ერთი საათის
დაკარგვაც აღარ შეიძლებოდა, რადგან მე და ავრორამ უკვე
გადავუშალეთ გული ერთმანეთს, უფრო სწორად, დავნიშნეთ
ერთმანეთი.
ვიფიქრე, ახლავე უკან გავბრუნდები მეთქი, ცხენიც კი შე-
ვატრიალე, მაგრამ ისევ შევტოტმანდი, ეჭვი შემეპარა ჩემი
გადაწყვეტილების სისწორეში. მეორედ შემოვაბრუნე ცხენი
და ბრინჯერსისკენ გავემართე, ხვალისთვის გადავდე გან-
ზრახვის სისრულეში მოყვანა.
სოფელს მივაღწიე და პირდაპირ სასტუმროში მივედი.
ჩემს მაგიდაზე ბრინჯერსის ბანკზე გამოწერილი ორასი გირ-
ვანქა სტერლინგის ჩეკი იდო. ახალი ორლეანის ბანკს მიეღო
ჩემთვის ინგლისიდან და აქ გადმომიგზავნა. წერილში ეწერა,
რამდენიმე დღეში კიდევ ხუთას გირვანქა სტერლინგს გამო-
გიგზავნითო. შვებით ამოვისუნთქე; შემეძლო ექიმ რეიგარ-
ტის ვალი გამესტუმრებინა და გადავუხადე კიდეც.
ღამე ძალიან ვღელავდი, თითქმის არ მომიხუჭავს თვალი.
ან რა გასაკვირია ხვალ უნდა გადაწყვეტილიყო ჩემი ბედი.
165 მკითხველთა ლიგა
ნეტავ, რა მელოდა ბედნიერება თუ უბედურება? ათასნაირი
იმედი და საფრთხე მელანდებოდა, ყველაფერი ეჟენი ბეზან-
სონთან მოლაპარაკებაზე იყო დამოკიდებული.
ეჟენისთან საუბარს უფრო მოუთმენლად ველოდი, ვიდრე
სულ ცოტა ხნის წინ ავრორასთან შეხვედრას! იქნებ იმიტომ,
რომ ახლა ნაკლები იმედი მქონდა.
დილით (მაგრამ არც ისე ადრე, რომ სტუმრად მისვლა
უხერხული ყოფილიყო) უკვე ცხენზე ვიჯექი და ბეზანსონების
პლანტაციისკენ მივაჭენებდი ბედაურს. სოფლიდან რომ გავ-
დიოდი, შევატყვე, ვინც კი გზაზე შემომხვდა, ყველა დიდი ინ-
ტერესით მაკვირდებოდა.
„როგორც ჩანს, გაიგეს ჩემი და ზედამხედველის შეჯახების
ამბავი, გავიფიქრე, ალბათ ზანგებმა მოსდეს ქვეყანას. ასეთი
ამბავი მაშინვე გახმაურდება ხოლმე.“
მაგრამ მერე, როცა უფრო დაკვირვებული გავხდი, მომეჩ-
ვენა, თითქოს მაინცდამაინც მეგობრულად არ მიყურებდნენ.
ნუთუ იმისთვის მკიცხავდნენ, თავი რომ დავიცავი? ჩვეულებ-
რივ, ამისთანა შეტაკებაში გამარჯვებულს თანაუგრძნობენ
ხოლმე, მით უმეტეს, ლუიზიანაში, სადაც რაინდული ტრადი-
ციები აქვთ. და თუ ასეა, რატომ მიბღვერენ? ასეთი რა დავა-
შავე? მე ხომ თავის დასაცავად მათრახი ვუთავაზე ხეპრეს,
რომელიც ყველას უტიფრად მიაჩნდა. სადაც სამართალია,
აქაური წესის მიხედვით, ყველა მე უნდა თანამიგრძნობდეს.
მაშ რატომ?... ააა! მივხვდი! თეთრკანიანსა და ზანგს შორის
ჩავდექი. გამოვექომაგე ზანგს, რომელსაც სჯიდნენ! იქნებ
ამიტომ მიბღვერენ? კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს, თუმ-
ცა სასაცილო კია: ხმა გავრცელდა, რომ მე ძალიან დაახ-
ლოებული ვიყავი მადმუაზელ ბეზანსონთან და ვის ესიამოვ-
ნებოდა, ვიღაც ავანტიურისტმა, ვისაც ხეირიანად არავინ იც-
166 მკითხველთა ლიგა
ნობს, ერთ მშვენიერ დღეს ხელში ჩაიგდოს მდიდარი პლან-
ტატორი ქალი?!
მთელ მსოფლიოში ვერ მოძებნით ქვეყანას, სადაც ასეთმა
ბედმა შური არ აღძრას, და არც შეერთებული შტატებია გამო-
ნაკლისი. ისიც ვიცოდი, ამ სულელური ჭორის გამო ზოგიერ-
თი ახალგაზრდა პლანტატორი და კოხტაპრუწა ვაჭარი (ბრინ-
ჯერსის ქუჩებში რომ დახეტიალობდნენ ხოლმე), ცუდი თვა-
ლით მიყურებდნენ. გზაზე შემხვედრთა ბოროტ გამოხედვას
ყურადღებას არ ვაქცევდი, მივაქროლებდი ცხენს და მალე
გადამავიწყდა კიდეც ისინი. ეჟენისთან მოსალოდნელ
საუბარზე ვფიქრობდი და ამ წვრილმანებისთვის აღარ მეცა-
ლა.
ეჟენიმ, რა თქმა უნდა, უკვე იცის გუშინდელი ამბავი. ნე-
ტავ, რას ფიქრობს? დარწმუნებული ვიყავი, არამზადა ლარ-
კინი გაიარმა ძალით მიაღებინა სამსახურში. არა მგონია,
ეჟენის მოსწონდეს ზედამხედველი. საქმე ის არის, გამბე-
დაობა თუ ეყოფა, რომ... არა, გამბედაობა კი არა, უფლება
თუ აქვს, რომ სამსახურიდან დაითხოვოს, მაშინაც კი, როცა
გაიგებს მის ვინაობას!..
ძალიან მეცოდებოდა საწყალი ქალიშვილი. დარწმუნებუ-
ლი ვიყავი, რომ დიდი თანხა ემართა მას გაიარის და ამიტო-
მაც მოექცა ვექილის კლანჭებში. გაიარისა და ავრორას გუ-
შინდელმა საუბარმა საბოლოოდ დამარწმუნა ამაში. მარ-
თლაც, რეიგარტს ყური მოუკრავს, გაიარმა უკვე სასამარ-
თლოს გადასცა ვალის საქმე და ახალი ორლეანის სასამარ-
თლომ დააკმაყოფილა სარჩელიო. გაიარს წინააღმდეგობას
ვერავინ უწევს და ყოველ წუთში შეუძლია ეჟენის მთელ ქო-
ნებს ყადაღა დაადოს, მთელს თუ არა, იმ ნაწილს მაინც, რაც
მის ვალს დაჰფარავს! ყველაფერი ეს წუხელ მითხრა რეიგარ-
167 მკითხველთა ლიგა
ტმა; ამან უფრო შემაშფოთა და ამიტომაც ვჩქარობდი, რომ
ავრორას გამოსყიდვის საქმე მომეგვარებინა.
ცხენს წამდაუწუმ დეზს ვკრავდი და სულ მალე პლანტა-
ციასაც მივაღწიე. ჭიშკართან ჩამოვქვეითდი; ცხენის დამბი-
ნავებელი არავინ ჩანდა, მაგრამ ამერიკაში ამას არ აქცევ-
დნენ ყურადღებას: ღობის ან ხის ტოტი მეჯინიბის მაგივრობას
ასრულებს.
ეს ჩვეულება იმ წამს მეც გამახსენდა, ცხენი ღობეზე მივაბი
და სახლისკენ გავწიე.

168 მკითხველთა ლიგა


თავი XXIX
„მას უყვარხართ“

ბუნებრივია, ჩემი გუშინდელი მტერი გამახსენდა. ნეტავ,


შემხვდება? არა მგონია. ჩემი მათრახის ტარმა ალბათ ისეთი
თავის ტკივილი დაუტოვა, რამდენიმე დღე გარეთ ვერ გამო-
ვა. მაგრამ მაინც მზად ვიყავი მოულოდნელი შეხვედრის-
თვის. უბეში ლარკინის ორლულიანი დამბაჩა მედო და თუ კი-
დევ დამესხმებოდა თავს, ამ იარაღის იმედი მქონდა. ჩემს სი-
ცოცხლეში პირველად მედო ჯიბეში აკრძალული იარაღი,
მაგრამ იმ დროს ამერიკაში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
ოცი კაციდან ცხრამეტს იარაღი ედო უბეში პლანტატორებს,
ვაჭრებს, ვექილებს, ექიმებსა და, წარმოიდგინეთ, მღვდლებ-
საც კი! ისე რომ, „ბილი ავაზაკის“ შეხვედრა აღარ მაშინებდა.
გახშირებული გულისცემა და არეული ნაბიჯი მადმუაზელ ეჟე-
ნისთან მომავალი შეხვედრით იყო გამოწვეული.
როგორც შემეძლო, დავიმშვიდე თავი და სახლში შევედი.
მადმუაზელ ეჟენი სასტუმრო ოთახში დამხვდა. მშვიდად შემ-
ხვდა, არც დაძაბული ჩანდა და არც დაბნეული. გამიკვირდა
და მესიამოვნა, რომ უჩვეულოდ მხიარულ გუნებაზე იყო, ის
კი არადა, ეშმაკურად იღიმებოდა! გულში ვიფიქრე, ალბათ
კმაყოფილია გუშინდელი ამბით მეთქი, რადგან დარწმუნებუ-
ლი ვიყავი, უკვე იცოდა ყველაფერი, ვატყობდი, რომ იცოდა.
ავრორა ოთახში არ იყო და ამანაც გამახარა. დაბნეული
ვიყავი, არ ვიცოდი, რითი დამეწყო ლაპარაკი, როგორ მეთ-
ქვა მადმუაზელ ეჟენისთვის ის, რაც გულში მქონდა. რამდე-
169 მკითხველთა ლიგა
ნიმე უმნიშვნელო ფრაზით შემოვიფარგლეთ და მერე გუშინ-
დელი ამბავი მოვაყოლეთ. იმის გარდა, რაც ავრორას ეხებო-
და, ყველაფერი ვუამბე. ავრორაზე კი ვერაფერი ვთქვი.
ერთხანს ვყოყმანობდი, გამემხილა თუ არა ახალგაზრდა
ქალბატონისთვის ზედამხედველის ვინაობა; თუკი გაიგებდა,
რომ სწორედ მან დამჭრა და ეჟენისაც დაღუპავდა, მე რომ არ
მივშველებოდი, რაღა თქმა უნდა, ყველაფერს იღონებდა
იმისთვის, რომ თავიდან მოეშორებინა.
ერთი წუთით დავფიქრდი, რა მოჰყვებოდა ამას. „სანამ ეს
არამზადა ჰყავს გვერდში, მუდამ ხიფათს უნდა მოელოდეს,
გავიფიქრე, მისთვის სჯობს, ახლავე იცოდეს ყველაფერი“. ავ-
დექი და ყველაფერი ვუთხარი. ელდა ეცა. ხელი ხელს მოუჭი-
რა და დიდხანს იჯდა ასე უხმოდ, თავზარდაცემული, მერე
ამოიკვნესა:
- გაიარ!.. სულ თქვენი ბრალია, მისტერ გაიარ!... ოჰ!
ღმერთო! ღმერთო! სად არის მამაჩემი? ანტუანი სად არის?
ღმერთო, მიშველე!
მისმა დამწუხრებულმა მშვენიერმა სახემ გული მომიკლა.
მწუხარების ანგელოზს ჰგავდა, სევდიან, მშვენიერ ანგე-
ლოზს.
რაღაც თანაგრძნობის მსგავსი სიტყვებით ვანუგეშე. მხო-
ლოდ გუმანით ვხვდებოდი მისი მწუხარების მიზეზს, მაგრამ
ეჟენიმ გულისყურით მომისმინა და ნასიამოვნები დარჩა.
ამის გამო, მეც გავთამამდი და ვკითხე, ასე ძალიან რამ
შეგაწუხათ მეთქი.
- მადმუაზელ, - მივუგე მე, - მაპატიეთ სითამამე, მაგრამ ამ
ბოლო დროს გაკვირდებით და... გაკვირდებით კი არა, გატ-
ყობთ, რომ რაღაც დარდი გაწევთ გულზე...

170 მკითხველთა ლიგა


გაკვირვებულმა შემომხედა, მაგრამ კრინტი არ დაუძრავს.
ისე უცნაურად მიყურებდა, ცოტა არ იყოს, დავიბენი, მაგრამ
მერე მაინც განვაგრძე:
- მაპატიეთ, მადმუაზელ, თუ ძალიან გავთამამდი, მაგრამ
გარწმუნებთ, ჩემი განზრახვა...
- განაგრძეთ, მესიე, - მშვიდი, სევდიანი ხმით მითხრა მან.
- როცა პირველად მხვდა ბედნიერება თქვენი ნახვისა,
სულ სხვანაირად იქცეოდით... ისე არა, როგორც ახლა...
პასუხად ქალმა მხოლოდ ამოიოხრა და ნაღვლიანად
გაიღიმა. ერთი წუთით გავჩუმდი და ისევ განვაგრძე:
- პირველად რომ შეგნიშნეთ ეს ცვლილება, ვიფიქრე, თა-
ვის მეგობარსა და ერთგულ მსახურს გლოვობს მეთქი.
ეჟენიმ ისევ სევდიანად გაიღიმა.
- მაგრამ გლოვასაც საზღვარი აქვს, ამდენი ხანი გავიდა
და თქვენ...
- და მე ისევ სევდიანი ვარ, არა?
- დიახ, მადმუაზელ.
- მართალი ხართ, მესიე, ასეც არის.
- ამიტომ ვიფიქრე, რაღაც სხვა მიზეზი გქონდათ დარდისა
და უნებურად დავიწყე ამ მიზეზის ძებნა.
ისევ გაკვირვებით შემომხედა, თითქოს რაღაცას მეკითხე-
ბაო, და მეც გავჩუმდი, მაგრამ მალე ისევ განვაგრძე საუბა-
რი. მინდოდა ბოლომდე მეთქვა სათქმელი.
- მადმუაზელ, უნდა მაპატიოთ, რომ თქვენს საქმეებში ვე-
რევი, მაგრამ ნება მომეცით, გკითხოთ... ვატყობ, თქვენი სევ-
დის მიზეზი გაიარია... მართალი ვარ, თუ არა?
ეს რომ ვკითხე, ეჟენი უცებ შეკრთა და გაფითრდა. მაგრამ
თავი შეიკავა და მშვიდად მომიგო:

171 მკითხველთა ლიგა


- ეჰ, მესიე, თქვენი ეჭვი მხოლოდ ნაწილობრივ არის მარ-
თალი; ღმერთო, მიშველე! თქვა და მის ხმაში სასოწარკვეთი-
ლება გაისმა, მერე თავს ძალა დაატანა და უფრო მშვიდად
განაგრძო, ძალიან გთხოვთ, მესიე, ამაზე ნუღარ ვისაუბ-
რებთ. თქვენ სიკვდილს გადამარჩინეთ და მე უსაზღვროდ
მადლობელი ვარ; ვიცოდე მაინც, რითი გადაგიხადოთ სამა-
გიერო ამ კეთილშობილებისა და... ასეთი... მეგობრობისათ-
ვის. იქნებ ოდესმე თავად გაიგოთ ყველაფერი... ახლავე გეტ-
ყოდით. მაგრამ... სხვა მიზეზიც არის... და... არ შემიძლია...
- მადმუაზელ ეჟენი, გემუდარებით, არ გეგონოთ, მხოლოდ
ცნობისმოყვარეობა მალაპარაკებდეს. მგონი, იმის თქმა
აღარცა მჭირდება, რომ უფრო კეთილშობილი გრძნობები...
- ვიცი, მესიე, ვიცი! მაგრამ, გემუდარებით, ამაზე ნუღარა-
ფერს ვიტყვით. მოდით, სხვა თემაზე ვისაუბროთ.
სხვა თემაზე! თემის არჩევა არც მჭირდებოდა, თავს ძლივს
ვიკავებდი, პირზე მედგა, რაც გულით მინდოდა მეთქვა და
მეც ნაჩქარევად მოვუყევი ჩემი სიყვარულის ამბავი...
დავიწყე იქიდან, როგორ შემიყვარდა პირველად ავრორა,
როცა ზმანება მეგონა, და დავამთავრე ჩვენი გუშინდელი შეხ-
ვედრით. ვუთხარი, რომ სიყვარულში გამოვუტყდით ერთმა-
ნეთს...
ეჟენი ჩემ პირდაპირ იჯდა სავარძელში, მაგრამ მე დარ-
ცხვენილი ვიყავი და თვალს ვერ ვუსწორებდი. სანამ ვლაპა-
რაკობდი, კრინტი არ დაუძრავს და ეს კარგად მენიშნა.
ბოლოს, სათქმელი დავასრულე და გულისფანცქალით ვე-
ლოდი, რას მიპასუხებდა. უცებ ღრმა ამოოხვრა და ბრახუნი
გავიგონე. თავი ავწიე და... გულწასული ეჟენი იატაკზე ეგდო.
მაშინვე დავიხარე, ხელში ავიტაცე გრძნობადაკარგული
ქალიშვილი და სავარძელზე დავაწვინე. ის იყო, დავაპირე,
172 მკითხველთა ლიგა
ვინმეს დავუძახებ მეთქი, რომ კარი გაიღო და ვიღაც შემოვი-
და ოთახში, ავრორა იყო.
- ღმერთო ჩემო! - შესძახა მან, - თქვენ მოკალით ის! მას
უყვარხართ! უყვარხართ!..

173 მკითხველთა ლიგა


თავი XXX
ფიქრები

ეს ღამეც უძილოდ გავატარე. ნეტავ, როგორ არის ეჟენი?


და ავრორა... ავრორა როგორ არის? მთელი ღამე ხან სა-
სიამოვნო, ხან მტანჯველი ფიქრები უცნაურად ირეოდნენ ერ-
თმანეთში. კვარტერონის სიყვარული ნეტარებას მგვრიდა,
მაგრამ როგორც კი კრეოლი გამახსენდებოდა, გული მტკივ-
ნეულად მეკუმშებოდა ხოლმე. ეჟენის რომ ვუყვარდი, ამაში
ეჭვი აღარ მეპარებოდა, მაგრამ სიამოვნებასაც კი არ
ვგრძნობდი, პირიქით, ძალიან მეცოდებოდა. მხოლოდ სა-
ზიზღრად პატივმოყვარე ადამიანი თუ გაიხარებს ასეთ ვითა-
რებაში! გულქვა უნდა იყოს კაცი, რომ უხაროდეს ქალს ვუყ-
ვარვარო, როცა თვითონ სიყვარულით ვერ უპასუხებს. ძალი-
ან შეწუხებული ვიყავი.
ვცდილობდი, აღმედგინა მეხსიერებაში, რა მოხდა ჩემსა
და ეჟენის შორის ჩვენი გაცნობის დღიდან. ჩემს სინდისს ვე-
კითხებოდი, დამნაშავე ხომ არ ვარ მეთქი. ნუთუ სიტყვით,
საქმით ან მოქმედებით გამოვიწვიე ამ ქალის სიყვარული?
ნუთუ ვცდილობდი ისეთი შთაბეჭდილება მომეხდინა მასზე,
რომ მგზნებარე გულმა ღრმა გრძნობად გადააქცია მისი ფიქ-
რები? გემზე? ან იქნებ მერე? გამახსენდა, პირველად რომ და-
ვინახე, აღფრთოვანებული შევცქეროდი, და ქალმაც უც-
ნაური ინტერესით შემომხედა. მაშინ ეს ცნობისმოყვარეობას
თუ რაღაც მსგავსს მივაწერე, თავადაც არ ვიცი, რას! პატივ-
მოყვარეობამ (რაც უეჭველია, მეც მაქვს), არ მიკარნახა მა-
174 მკითხველთა ლიგა
შინ, არც კი ჩამჩურჩულა, რომ ეს ნაზი გამოხედვა სიყვარუ-
ლის კოკორს ჰგავდა და შეიძლებოდა ყვავილად გაფურჩქნი-
ლიყო. განა ჩემი ბრალია, რომ ეს საბედისწერო ყვავილი
გაიფურჩქნა?..
დაწვრილებით აღვიდგინე გონებაში ყველა დეტალი, რაც
ჩვენი გაცნობის შემდეგ მოხდა ჩემსა და ეჟენს შორის, მაგრამ
ვერ გავიხსენე ვერც ერთი ისეთი სიტყვა, ვერც რამე საქ-
ციელი, რისთვისაც შემეძლო თავი გამეკიცხა. ჩემს სინდისს
ჩავეკითხე და მანაც მიპასუხა, რომ არ ვიყავი დამნაშავე.
იმ საშინელი ღამის შემდეგაც (იმ წუთიდან, რაც ჩემს და-
ბინდულ გონებაში სიზმარივით გაიელვა ელვარე თვალებმა
და უჩვეულო სახემ), არაფერი ისეთი არ ჩამიდენია, თავი
დამნაშავედ მეგრძნო.
მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც ჩემს გამოჯანმრთე-
ლებას დასჭირდა, ისეთი არაფერი გამიკეთებია, რაც სანა-
ნებლად გამიხდებოდა; ეჟენი ბეზანსონისადმი მხოლოდ
ღრმა პატივისცემას ვიჩენდი, გულში მეგობრობასა და სიმპა-
თიას ვგრძნობდი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცვლილე-
ბა შევატყვე. მეშინოდა, ვაითუ, რაღაც ემუქრება ქალიშვი-
ლის ბედნიერებას მეთქი. საწყალი ეჟენი! თურმე ვერ მივ-
ხვდი, რას დარდობდა. რა მძიმე ლოდი აწვა გულზე!
მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე არ ვიყავი, მაინც დამ-
ძიმებული მქონდა გული; ჩვეულებრივი ქალი რომ ყოფილი-
ყო ეჟენი ბეზანსონი, ალბათ, სულაც არ შევწუხდებოდი.
მაგრამ როგორ გადაიტანს ცალმხრივი სიყვარულის სიმ-
წარეს ასეთი მგრძნობიარე, კეთილშობილი, მგზნებარე გუ-
ლი? საშინელებაა ალბათ! იქნებ განსაკუთრებულად მტკივ-
ნეულიც იყოს, რადგან მეტოქე მისივე მონაა!

175 მკითხველთა ლიგა


უცნაურ მესაიდუმლეს გავანდე ჩემი გულის საიდუმლო!
აი, თურმე ვის ვუამბე ჩემი სიყვარულის ამბავი!.. როგორ მო-
ვუკალი გული ამ მშვენიერ, უბედურ ქალიშვილს!..
ასეთი სევდიანი ფიქრები მიტრიალებდა თავში, მაგრამ
სხვა ფიქრებიც არ მასვენებდა. ეს მწარე ფიქრები იყო, მაგ-
რამ სრულიად განსხვავებული. რა შედეგი მოჰყვება ჩემს გუ-
ლახდილობას? როგორ იმოქმედებს ჩემსა და ავრორას მომა-
ვალზე? როგორ მოიქცევა ეჟენი? მე როგორ მომექცევა?.. ან
ავრორას, თავის მონას?
ჩემს აღსარებაზე არაფერი მიპასუხა ეჟენიმ. კრინტი არ
დაუძრავს. არც კი გამომშვიდობებია. ერთი წუთით ვუყურე
გაუნძრევლად მწოლიარე ქალიშვილს. ავრორამ თავით მა-
ნიშნა წადიო და მეც გავეცალე იქაურობას. ისე ვიყავი დარ-
ცხვენილი და თავგზააბნეული, აღარც კი მახსოვს, როგორ
დავტოვე სახლი.
ნეტავ, რა მოხდება? არ მასვენებდა ფიქრი ნუთუ შურს იძი-
ებს ეჟენი?
„არა, ვფიქრობდი, ეჟენი ბეზანსონი ისეთი კეთილი და ნა-
ზია, ასე არ მოიქცევა. ნეტავ, მასაც ისევე შევებრალები, რო-
გორც მე მებრალება? თუ არა? ეჟენი ხომ კრეოლია და წინაპ-
რების მჩქეფარე სისხლი უდუღს ძარღვებში. თუ მის გულში
ეჭვმა და შურისძიებამ იფეთქა, ერთიანად განდევნის მად-
ლიერების გრძნობას და სიყვარული სიძულვილად ექცევა!“
ეჰ! მშვენივრად მესმის ასეთი დამოკიდებულება ადა-
მიანებს შორის, მაგრამ ვერ აგიხსნით. თქვენ ვერ ჩასწვდე-
ბით ამ საშინელების არსს! ერთი წუთით წარმოიდგინეთ ასე-
თი დამამცირებელი ქორწინება: არისტოკრატი ცოლად ირ-
თავს თავისი მონის ქალიშვილს, ან კიდევ დიდებული ქალბა-
ტონი თავის მსახურს მისთხოვდება. რა აღშფოთებასა და
176 მკითხველთა ლიგა
ზიზღს გამოიწვევს ეს იშვიათი შემთხვევა, მაგრამ რა შედარე-
ბაა: ზიზღით აღშფოთება მაშინ იკითხეთ, თეთრკანიანმა მონა
თუ შეირთო! სულ ერთია, თუნდაც ამ მონას თეთრი კანი
ჰქონდეს და ძალიანაც ლამაზი იყოს, ავრორასავით მშვე-
ნიერი!.. ვინც მის შერთვას გადაწყვეტს, სამშობლოდან შორს
უნდა გადაიხვეწოს... ქალს ხასად თუ გაიხდის, ეს სხვა საქმეა,
ამას ყველა აპატიებს. სამხრეთის შტატების „საზოგადოება“
მონა საყვარელს ადვილად ეგუება, მაგრამ მონა ცოლი!.. ეს
უკვე მეტისმეტია! ეს ხომ ყოვლად მიუტევებელია, შეუძლებე-
ლია, ამას ვერ მოითმენენ!..
ვიცოდი, ეჟენი ჭკვიანი ქალი იყო და თავის საზოგადოება-
ზე მაღლა იდგა. საზოგადოების ჩამორჩენილ შეხედულებებს
არ გაიზიარებდა, მაგრამ იმის იმედი მაინც არ მქონდა, რომ
მონასთან შეუღლებას გაამართლებდა.
ჭეშმარიტად ამაღლებული სული უნდა ჰქონდეს ადამიანს,
რომ აღზრდის, ადათ ჩვეულებებისა და ცხოვრების დაკანო-
ნებული წესების ბორკილებიდან განთავისუფლდეს. მიუხედა-
ვად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ ეჟენის ავრორა უყ-
ვარდა, ამის იმედი მაინც არ მქონდა. ავრორა მისი მეგობა-
რი, მესაიდუმლე, მაგრამ ამავე დროს მონაც იყო!
ძრწოლით ველოდი, რა მოხდებოდა. ძრწოლით ველოდი
ეჟენისთან შეხვედრას. წინ მხოლოდ წყვდიადი და საფრთხე
მესახებოდა. ერთი იმედი და სიხარულიღა შემრჩა ავრორას
სიყვარული!
თვალი არ მომიხუჭავს, ისე ავდექი ლოგინიდან. სწრაფად
ჩავიცვი და ვისაუზმე. ამას მოვრჩი. ახლა რაღა გავაკეთო? წა-
ვიდე პლანტაციაში და ისევ ეჟენისთან გამოლაპარაკება ვცა-
დო? არა, ახლა არა. გამბედაობა არ მეყოფა. ერთი ორი დღე

177 მკითხველთა ლიგა


მაინც გავიდეს. იქნებ თვითონ გამოგზავნოს ვინმე? იქნებ...
ყოველ შემთხვევაში, სჯობს, რამდენიმე დღე მოვიცადო...
ო, როგორ გამიჭიანურდა ეს დღეები! არავის დანახვა არ
მინდოდა. ლაპარაკს გავურბოდი, თუმცა შევნიშნე, საერთო
ყურადღების ცენტრში ვიყავი, ჩემზე ჭორაობდნენ ბარში მო-
ყურყუტე და საბილიარდოში გაცნობილი ხალხი... ვერიდებო-
დი მათთან შეხვედრას, ოთახიდან არ გამოვდიოდი და წიგნის
კითხვაში გამყავდა დრო. მალე მომწყინდა განმარტოებული
ცხოვრება. მესამე დღეს ავიღე თოფი და ტყეში წავედი...
მაღალი, სწორი კვიპაროსების ჩრდილში მივდიოდი, ხში-
რი, მწვანე ტოტები შეერთებულიყვნენ, აღარც ცა მოსჩანდა
და აღარც მზის სხივები ატანდა შიგ. ეს ბინდბუნდი სწორედ
ჩემს განწყობილებას შეეფერებოდა, ფიქრებმა გამიტაცა და
ვერ ვამჩნევდი, საით მივდიოდი.
ფრინველს არ ვეძებდი, ნადირობაც არ მიფიქრია. თოფი
მხარზე მეკიდა, თვალი მოვკარი ენოტს, რომელიც მეჩხერ
ტყეში მხოლოდ ღამ ღამობით გამოდის. ისიც დავინახე, რო-
გორ დამალა თავისი საზრდო მდინარის დანაოჭებულ ტოტში
და ახლა კვიპაროსებს შორის დაძვრებოდა; შემდეგ შევნიშ-
ნე, როგორ გადაიარა წაქცეულ ჭადარზე ოპოსუმმა; ფუმფუ-
ლა კუდიანი წითელი ციყვი ცეცხლის ალივით დახტოდა მა-
ღალ ხეტიტაზე; ჭაობის დიდ კურდღელსაც მოვკარი თვალი,
ხშირი ლერწმის ბარდების პირას რომ გარბოდა; მასზე ბევ-
რად უფრო მაცდუნებელი ნადირიც დავინახე, ფურირემი ორ-
ჯერ გამიელვა თვალწინ დაბურული ტყიდან გამოვარდნილ-
მა; გაფხორილი ტყის ინდაურიც შემომხვდა, ლითონის ჯავშა-
ნივით უბზინავდა ბუმბული; მდინარის პირას რომ მივდიოდი,
რამდენჯერ შემეძლო მომეკლა ცისფერი და თეთრი ყანჩა,
გარეული იხვი, კოხტა იბისი და წერწეტა წერო; თვით ფრინ-
178 მკითხველთა ლიგა
ველების მეფე თეთრთავიანი არწივიც კი (რომელიც ყივი-
ლით დაქროდა კვიპაროსების თავზე), ბევრჯერ იყო ჩემგან
სასროლ მანძილზე, მაგრამ არ მისვრია, მიზანში არც კი ამო-
მიღია, თოფი ისევ მხარზე მეკიდა. ვერავითარი ნადირობა
ვერ შეწყვეტდა ჩემი ფიქრების დინებას, თავში სულ ის მიტ-
რიალებდა, რაც ახლა უმთავრესი იყო ჩემთვის კვარტერონი
ავრორა!

179 მკითხველთა ლიგა


თავი XXXI
სიზმრები

სიყვარულის ფიქრებში გართული, ვერ ვამჩნევდი, საით


მივდიოდი და რამდენხანს ვიარე.
მხოლოდ მაშინ მოვედი გონს, როცა ჩემ წინ სინათლე და-
ვინახე. მალე დაბურული ტყიდან თვალწარმტაც მინდორზე
გამოვედი. მზით განათებული და ყვავილებით მოპენტილი
მინდორი იყო, პატარა ველური ბაღი, ნაირფერი ყვავილებით
მორთული. მათ შორის ყველაზე მეტად ბეგონიები და ველუ-
რი ვარდი გამოირჩეოდა. მინდორს აყვავებული ხეები შემოს-
ჯაროდა გარშემო, სხვადასხვა ჯიშის მაგნოლიები. ზოგიერთ
ხეს შროშანისმსგავსი ყვავილები დასცვენოდა და მხოლოდ
ყვავილივით თვალში საცემი წითელი სათესლე შერჩენოდა.
ჰაერი მძაფრი, მაგრამ სასიამოვნო სურნელით გაჟღენთილი-
ყო. სხვა მშვენიერი ხეებიც ხარობდა აქ, მათი სურნელება
მაგნოლიის სურნელში არეულიყო. არანაკლებ საინტერესო
იყო თაფლის აკაცია, რომელსაც პატარა, ფრთისებური ფოთ-
ლები და გრძელი, მოწითალო მოყავისფრო ნაყოფი ჰქონდა.
ვირჯინიის ლოტოსს ოვალური, ქარვისფერი ნაყოფი ესხა.
უცნაური თუთავაშლა... მსხვილი, ფორთოხლისმსგავსი გა-
რენაყოფი ბევრი სხვა ტროპიკული მცენარისას ჩამოჰგავს.
შემოდგომას ის იყო, დაეწყო ტყის მოხატვა და ზოგიერთი
ხის ფოთლებს უკვე აჩნდა მისი ფუნჯის ხასხასა კვალი: ამერი-
კულ დაფნას, თუთუბოს, ხურმას, ტირიფს და სხვა მცენარეებს
ფოთოლცვენის წინ ჭრელი სამოსის ჩაცმა უყვართ. ყვითელი,
180 მკითხველთა ლიგა
ნარინჯისფერი, ალისფერი, ჟოლოსფერი და ამ ფერების
სხვადასხვა იერი მჭრიდა თვალს. მზის ელვარე სხივებისგან
ანთებული ფერები თვალწარმტაც სურათს ქმნიდნენ, რომე-
ლიც ბრწყინვალე თეატრალურ დეკორაციას უფრო ჰგავდა,
ვიდრე ბუნებას.
ერთხანს მოჯადოებულივით ვიდექი. ამ თვალწარმტაც ბუ-
ნებაში ოცნებამ თითქოს ფრთა შეისხა. ავრორა რომ იქ ყო-
ფილიყო, ერთად გვესეირნა აყვავებულ მინდვრებში, ისიც
ჩემთან ერთად დამტკბარიყო ამ თვალწარმტაცი სურათით,
ბედნიერება უფრო სრული იქნებოდა. უკეთეს ადგილს მთელ
დუნიაზე ვერსად ნახავთ. ნამდვილი სიყვარულის სავანეა!
შეყვარებულებიც აქვე იყვნენ. ორი მშვენიერი მტრედი ნა-
ზი ტრფობის სიმბოლო ერთად ისხდნენ ხეტიტაზე, ბრინჯაოს-
ფერი კისრები წამდაუწუმ ებერებოდათ ტკბილად ღუღუნებ-
დნენ.
ო, როგორ მშურდა ამ პატარა არსებების, როგორ მინდო-
და მათ ადგილზე ვყოფილიყავი! ჭრელ ყვავილებსა და ნეტარ
სურნელში ავრორასთან ერთად დავმტკბარიყავი ბედნიერე-
ბით! ჩვენც ასე გვყვარებოდა ერთმანეთი მთელი დღე, მთე-
ლი სიცოცხლე!.. მტრედებმა დაუპატიჟებელ სტუმრად ჩამ-
თვალეს და ფრთების ქნევით გაფრინდნენ. ალბათ ჩემი თო-
ფი ბრჭყვინავდა მზეზე და შეეშინდათ. ამაოდ დაფრთხნენ.
არაფერს დავუშავებდი, არ დავარღვევდი მათ ნეტარ მყუდ-
როებას.
მაგრამ არა, ეტყობა, სულაც არ შეშინებიათ ჩემი, თორემ
უფრო შორს გაფრინდებოდნენ. იქვე, სხვა ხეზე გადაინაც-
ვლეს, ისევ ერთად დასკუპდნენ და ისევ სატრფიალო ღუღუნი
განაგრძეს. ნაზი გრძნობებით გატაცებული მტრედები ვე-
ღარც კი მამჩნევდნენ.
181 მკითხველთა ლიგა
მინდოდა, ცოტა ხანს კიდევ მეცქირა ამ მშვენიერი ჩიტები-
სათვის ალერსისა და სიყვარულის სიმბოლოებს რომ ჰგავ-
დნენ. ბალახზე დავწექი და ვუყურებდი, როგორ ნაზად ეკ-
როდნენ ერთმანეთს.
ბოლო დღეები სულ დაძაბული ვიყავი და ახლა იჩინა თავი
საშინელმა დაღლილობამ. მზის სითბოთი და ყვავილების
სურნელებით გაჟღენთილმა ჰაერმა დამათრო, დამამშვიდა
და ძილი მომგვარა.
ერთ საათზე მეტი არ მძინებია, მაგრამ მაინც ბევრი სიზმა-
რი ვნახე. ერთი სურათი მეორეს ენაცვლებოდა, მაგრამ ორი
მათგანი უფრო მეტად გამოკვეთილი, სულ თვალწინ მედგა,
არ ქრებოდა; ორივეს კარგად ვიცნობდი ეჟენის და ავრორას.
გაიარიც მესიზმრა, ბოროტი ზედამხედველიც, სციპიო,
რეიგარტის უწყინარი სახე და ერთგული ანტუანი, ისეთი, რო-
გორიც მე მახსოვდა. ჩვენი გემის უბედური კაპიტანიც ვნახე
სიზმარში, თვითონ გემი „მაგნოლია“ და კატასტროფის ამბა-
ვი... ყველაფერმა ამან მტკივნეული სიცხადით გამიელვა
თვალწინ.
მაგრამ ჩემი სიზმრები ყველა მძიმე როდი იყო. ზოგმა პი-
რიქით, ნეტარებით ამივსო გული. ავრორასთან ერთად ვსე-
ირნობდი აყვავებულ მინდვრებში და ჩვენს სიყვარულზე ვლა-
პარაკობდით. ის ადგილიც მესიზმრა, სადაც ვიწექი.
უცნაური ის არის, რომ სიზმარში ეჟენიც ჩვენთან იყო და
ისიც ბედნიერი ჩანდა. თითქოს თანახმა იყო, რომ დავქორწი-
ნებულიყავით და გვეხმარებოდა კიდეც ჩვენი ბედნიერების
დაგვირგვინებაში!
სიზმარში გაიარი ავი სული იყო და ცდილობდა, ავრორა
წაერთმია ჩემთვის. შევებით კიდეც ერთმანეთს, მაგრამ აქ
უცებ შეწყდა ჩემი სიზმარი...
182 მკითხველთა ლიგა
ახალი სურათი ამოტივტივდა გონებაში. ახლა ავი სული
ეჟენი გახდა. ჩემი თხოვნა არ შეისმინა ავრორას გაყიდვაზე
უარი მითხრა. თითქოს ეჭვიანი, ვერაგი და შურისმაძიებელი
იყო. მე მწყევლიდა, ჩემს საცოლეს კი ემუქრებოდა. ავრორა
ტიროდა... გულისმომკვლელი სურათი იყო.
ისევ შეიცვალა სურათი... მე და ავრორა ბედნიერები ვიყა-
ვით, ავრორა თავისუფლებას ეწია უკვე მე მეკუთვნოდა, დავ-
ქორწინდით... მაგრამ ჩვენი ბედნიერება შავმა ღრუბლებმა
დაჩრდილა ეჟენი მოკვდა.
დიახ, მოკვდა. მესიზმრა, თითქოს დავიხარე, მის თითებს
შევეხე და... უცებ თითებით ჩამაფრინდა, არ მესიამოვნა, მინ-
დოდა, გამომეგლიჯა ხელი, მაგრამ ვერ მოვახერხე. ცივმა,
გაწეპილმა თითებმა მაგრად ჩამბღუჯა, მთელი ღონე მოვიკ-
რიბე, მაგრამ ვერ განვთავისუფლდი. საშინელი ტკივილი
ვიგრძენი, რაღაცამ მიკბინა და იმავე წუთში ხელიც გავითავი-
სუფლე.
ტკივილმა გამომაღვიძა და უნებურად მაშინვე მტკივნეულ
ხელს დავხედე, ახლაც მტკიოდა. მართლა ნაკბენი მაჩნდა,
სისხლი მოწვეთავდა.
ძარღვებში სისხლი გამეყინა, როცა იქვე ახლოს „სკრ-რ-
რ“ გავიგონე ჩხრიალა გველის სისინი იყო. იქით გავიხედე და
დავინახე, პრიალა ქვეწარმავალი, რომელიც სწრაფად მიიკ-
ლაკნებოდა ბალახში.

183 მკითხველთა ლიგა


თავი XXXII
გველის ნაკბენი

ტკივილი სიზმარი არ ყოფილა, არც სისხლი იყო ზმანება.


ყველაფერი ცხადში მოხდა. ჩხრიალა გველმა მიკბინა!
თავზარდაცემული ფეხზე წამოვხტი. ჯერ გონს არ ვიყავი
მოსული, რომ ინსტინქტურად ხელი მოვუჭირე ნაკბენს და
სისხლი გამოვიდინე. პატარა ჭრილობა მქონდა, თხელი ლან-
ცეტით გაჭრილს ჰგავდა და მხოლოდ რამდენიმე წვეთი სის-
ხლი გამოვიდა.
ეს განაკაწრი ბავშვსაც არ შეაშინებდა, მე კი ამხელა კაცი
დავფეთდი: ვიცოდი, რომ საშინელი იარაღით იყო გაკაწრუ-
ლი გველის შხამიანი კბილით და ერთ საათში სიკვდილი მე-
ლოდა!
ერთი პირობა ვიფიქრე, გველს მოვკლავ მეთქი, მაგრამ
ქვეწარმავალი უკვე გასრიალდა ბალახებში. შორიახლოს
მსხვილი ხეტიტა ეგდო, მერქანი სულ დამპალიყო, და გველს
ნამდვილად, ფუღუროში ჰქონდა ბუდე. მართლაც, სანამ ხეს-
თან მივიდოდი, დავინახე გრძელი, სრიალა, რომბის მსგავსი
ლაქებით დაფარული გველი ფუღუროში როგორ მიიმალა.
ერთხელ კიდევ გავიგონე „სკრ-რ-რ“ და თვალს მიეფარა.
ისეთი ზეიმი მომესმა მის სისინში, თითქოს ჩემი გაბრაზება
სურდა.
ახლა კი მივწვდებოდი გველს და მოვკლავდი კიდეც, მაგ-
რამ ვეღარაფერს მიშველიდა, ვეღარაფერი შეაჩერებდა ჩემს
სისხლში შხამის მოქმედებას. მშვენივრად ვიცოდი ეს, მაგრამ
184 მკითხველთა ლიგა
მაინც მინდოდა მომეკლა. გაცოფებული ვიყავი და შურის-
ძიება მწყუროდა.
ეს იყო პირველი აფეთქება. მერე კი ერთბაშად შიშმა მო-
მიცვა. რაღაც შემაძრწუნებელი იყო ასპიტის თვალებში, მის
მოქმედებაში, როცა ჯერ დამესხა თავს და მერე უცებ გასრი-
ალდა, გაქრა. ლამის ვირწმუნე, თითქოს ეს გველი ავი სული
ყოფილიყოს!
რამდენიმე წუთის შემდეგ გაოგნებული ვიდექი, მაგრამ
ტკივილმა და სისხლის დანახვამ გონს მომიყვანა; ახლავე უნ-
და მეშოვა შხამის საწინააღმდეგო წამალი. მაგრამ რა იყო ეს
წამალი, ან სად იყო?
მსგავსი საქმეების არაფერი მესმოდა! მე ხომ კლასიკური
განათლება მქონდა მიღებული! მართალია, ბოლო დროს ბო-
ტანიკით დავინტერესდი, მაგრამ ჯერ მხოლოდ ხეებს ვსწავ-
ლობდი, ხოლო ამ ხეებს სამკურნალო თვისებები არ გააჩ-
ნდა. სამკურნალო ბალახის, ფესვებისა და ბუჩქების (რომლე-
ბიც შეიძლება ახლა გამომდგომოდა), არაფერი გამეგებოდა.
ტყე ალბათ სავსე იყო შხამსაწინააღმდეგო მცენარეებით და
მე ამ ბალახებში უნდა მოვმკვდარიყავი. დიახ, ისე ამომხდე-
ბოდა სული, არც კი მეცოდინებოდა, რომ ამ უბრალო მცენა-
რის წვენს შეეძლო რამდენიმე საათში გაეწმინდა ჩემი სის-
ხლი შხამისგან და სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეჩუქებინა.
მაგრამ სამკურალო ბალახებზე ფიქრისთვის აღარ დამი-
კარგავს დრო. იმასღა ვფიქრობდი, როგორმე მალე დავბრუ-
ნებულიყავი ბრინჯერსში. მხოლოდ რეიგარტის იმედი მქონ-
და.
თოფს დავავლე ხელი, ისევ ტყეში შევედი და ჩქარი, ნერ-
ვიული ნაბიჯებით უკან გავბრუნდი, სასოწარკვეთილებაში ჩა-

185 მკითხველთა ლიგა


ვარდნილი, ვჩქარობდი, მაგრამ სიკვდილის შიშმა, როგორც
ჩანს, ისე დამასუსტა, რომ მუხლები მიკანკალებდა.
თუმცა ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. მხოლოდ იმაზე
ვფიქრობდი, რაც შეიძლება ჩქარა მიმეღწია ბრინჯერსამდე
და რეიგარტთან მივსულიყავი. წაქცეულ ხეებს ვახტებოდი,
ხშირ ლერწამში ვიკვლევდი გზას, პალმეტოს და პაუ პაუს
ბუჩქები უკან მოვიტოვე, ხის ტოტები გზას მიღობავდნენ, კანს
მიკაწრავდნენ. დაჩრდილული ნაკადულები და ჭაობები გა-
დავჭერი, ფეხის ყოველ გადადგმაზე დაჭაობებულ ტბორებში
საზიზღარი ტრიტონები და გომბეშოები ხრინწიანად ყიყინებ-
დნენ და ავისმომასწავლებლად მეჩვენებოდა მათი ყიყინი.
წინ! წინ!
„მაგრამ ეს რა არის? საით მივდივარ? ბილიკი სად არის?
ჩემი ნაკვალევი სადღაა? აქ არ არის! არც აქ! ღმერთო, დიდე-
ბულო! გზა ამებნა! ამებნა! ამებნა!
ამ აზრმა ელვასავით გამიელვა თავში. შეშფოთებულმა მი-
ვიხედ მოვიხედე და ყურადღებით დავათვალიერე მიწა. ვერც
ბილიკს ვხედავდი და ვერც ძველ ნაფეხურებს, მხოლოდ ჩემი
ახალი კვალი აჩნდა ნიადაგს. საერთოდ ვერ ვცნობდი
იქაურობას. გზა ამებნა! რა თქმა უნდა, გზა ამებნა!
სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი, კანკალმა ამიტანა სიკ-
ვდილი რომ გამახსენდებოდა, სისხლი მეყინებოდა ძარღვებ-
ში. არც იყო გასაკვირი თუ ტყეში გზა დავკარგე, რა თქმა უნ-
და დავიღუპები. ერთი საათიც კი საკმარისი იქნებოდა იმის-
თვის, რომ შხამი მოსდებოდა მთელ სხეულს, თავისას იზამდა
და მერე მგლები და ფასკუნჯები თუ მიპოვიდნენ! ღმერთო,
მიშველე!
თითქოს იმიტომ, რომ უფრო ნათლად წარმომედგინა ჩემი
საშინელი ხვედრი, უცებ ადრე გაგონილი გამახსენდა თურმე
186 მკითხველთა ლიგა
წელიწადის ამ დროს, ადრე შემოდგომაზე, როცა ჯერ კიდევ
ცხელა, გველის შხამი ყველაზე საშიშია და უფრო ჩქარა მოქ-
მედებს. ხშირად მომხდარა, რომ ერთი საათის განმავლობა-
ში გათავებულა კაცი.
„ღმერთო, დიდებულო, განვაგრძე ფიქრი, ერთი საათის
შემდეგ ცოცხალი აღარ ვიქნები“, და უნებურად ამოვიგმინე.
სიკვდილის შიშით ისევ გზის ძებნა დავიწყე. ისევ უკან გავ-
ბრუნდი, ჩემსავე კვალს გავყევი. ამაზე უკეთესს ვერაფერს
ვიზამდი, რადგან ამ ჩამობურულ ტყეში ერთი ნათელი ადგი-
ლი არსად მოჩანდა, ნამდვილად შორს ვიყავი პლანტა-
ციებისგან. ცის პატარა ნაგლეჯიც კი არსად ჩანდა, რომ ტყეში
დაკარგული კაცისთვის იმედი ჩაესახა. ცისთვის თითქოს
ფარდა აეფარებინათ და როცა თავს ავწევდი და ღმერთს
ვთხოვდი გადარჩენას, მხოლოდ ესპანური ხავსის სამგლო-
ვიარო ფოჩებით დახუნძლული კვიპაროსების ხშირ, ჩამუქე-
ბულ მწვანეს ვხედავდი. ახლა ან უკან უნდა გავბრუნებულიყა-
ვი და დაკარგული ბილიკი მომეძებნა, ან კიდევ ბედნიერი
შემთხვევის იმედით წინ მევლო.
პირველი ვარჩიე, ისევ დაბურულ ლერწმიანსა და ხშირ
პალმეტოში მივიკვლევდი გზას, დატბორილ ყურეებში და
შლამიანებში მივაბოტებდი.
ასი იარდიც არ მქონდა გავლილი, რომ ისევ ეჭვმა დამრია
ხელი. უფრო მაღალ და მშრალ ადგილას გამოვედი. აქ ჩემი
კვალი აღარ ჩანდა, ისე რომ, აღარ ვიცოდი, საით წავსულიყა-
ვი. ხან აქეთ ვეცი, ხან იქით, მაგრამ ძველი ბილიკი ვერ ვიპო-
ვე. დავიბენი და მთლად ამერია ტვინი. მივხვდი, რომ ისევ
დავკარგე გზა!
როცა ჩვეულებრივ ვითარებაში აგებნევა გზა ტყეში, კიდევ
არა უშავს, ერთი ორი საათი ტყეში ხეტიალს, მშიერი კუჭით
187 მკითხველთა ლიგა
ხის ძირას ღამის გათევას როგორმე მოთმენს კაცი, მაგრამ
ჩემი მდგომარეობა სულ სხვა იყო. საშინელი ფიქრები მიტ-
რიალებდა თავში. შხამი სულ მალე სისხლს მომიწამლავდა
და თითქოს ვგრძნობდი კიდეც, როგორ მიჟონავდა ჩემს ძარ-
ღვებში.
იმედი არ უნდა გადავიწყვიტო! როგორმე უნდა გავაღწიო
თავი ამ ტყეს! ისევ წინ გავიჭერი, ახლა უკვე ალალბედზე მივ-
დიოდი. ვცდილობდი, სულ პირდაპირ მევლო, მაგრამ ამაოდ!
მსხვილი წიწვიანი ხეები მიღობავდნენ გზას და მათ შემოვლა-
ში ისევ დავკარგე მიმართულება. უკვე დავიქანცე, მაგრამ მა-
ინც განვაგრძობდი გზას ხან ნაკადულები გადავიარე, ხან ჭა-
ობში მეფლობოდა ფეხები. ხან კიდევ წაქცეულ ხეებს გადავა-
ბობღდებოდი. გზაში უღრანი ტყის მრავალი მკვიდრი დავაფ-
რთხე და ყველა თავისებურად მესალმებოდა: ყანჩა წრიპი-
ნებდა, ჭაობის ბუ გაჰკიოდა, უშველებელი გომბეშოები ყიყი-
ნებდნენ, საზიზღარი ალიგატორი ღრიალებდა, გაბრაზებული
წამდაუწუმ ხახას აბჩენდა და განზე მიღოღავდა, გზას მითავი-
სუფლებდა. ზოგჯერ მეჩვენებოდა, აი, ახლა მობრუნდება და
დამეტაკება მეთქი და უცებ... ო, სინათლე! ცა!
ჯერ მხოლოდ თეფშისოდენა მრგვალი, ცისფერი ლაქა გა-
მოჩნდა, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა ამ
სინათლის დანახვა. ჩემთვის ეს ცისფერი ლაქა იგივე იყო,
რაც მეზღვაურისთვის შუქურა.
როგორც ჩანს, ტყისპირს ვუახლოვდებოდი. დიახ, ხეებში
უკვე მზის სხივები ატანდა და თანდათან ტყეც შეთხელდა. წინ
ალბათ პლანტაციებია. უცებ გადავჭრი მინდვრებს, სოფელ-
საც მალე მივაღწევ და გადავრჩები კიდეც! რეიგარტმა ალ-
ბათ იცის, როგორ განდევნოს შხამი და შხამსაწინააღმდეგო
წამალს მომცემს, გავიფიქრე იმედმოცემულმა.
188 მკითხველთა ლიგა
გული საშინლად მიცემდა, თვალები დამეძაბა, მივდიოდი
და სინათლის ლაქას თვალს არ ვაშორებდი. ცისფერი ლაქა
გაიზარდა. კიდევ გამოჩნდა ცის ნაგლეჯები, ტყე უფრო შეთ-
ხელდა.
ნიადაგი თანდათან უფრო მშრალი და მყარი გახდა,
ხეებიც შეთხელდა, კვიპაროსის დაგრეხილი ფესვებიც აღარ
მედებოდნენ ფეხებში. ახლა შინდის, მაგნოლიისა და ტიტახე-
ებს შორის მივიკვლევდი გზას. ტყე ისე ხშირი აღარ იყო და
ხეებს უფრო ღია ფერის ფოთლები და მეჩხერი ჩრდილი
ჰქონდათ. აი, ბოლო ბუჩქნარიც გავიარე და მზით განათებულ
მინდორზე გავედი.
გავედი და მაშინვე სასოწარკვეთილების ყვირილი აღმომ-
ხდა გულიდან ისევ იქ ვიყავი, საიდანაც წავედი. ისევ იმ განა-
კაფში ვიდექი!
ახლა უკვე აღარ ვცდილობდი გზის გაგნებას. დარდმა და
დაღლილობამ გული გამიტეხა და ძალ ღონე გამომაცალა.
ბარბაცით მივედი მოჭრილ ხესთან, რომლის ფუღუროშიც ჩე-
მი მკვლელი ასპიტი ჩაძვრა, და ჩამოვჯექი სულ ამებნა თავ-
გზა.
ალბათ, ბედმა ასეთი ბოლო მომიმზადა აქ უნდა მოვ-
მკვდარიყავი, ხასხასა ყვავილებში, ამ თვალწარმტაც მინ-
დორზე, რომელმაც სულ ცოტა ხნით აღმაფრთოვანა, შემდეგ
კი საბედისწერო ჭრილობა მაგემა!

189 მკითხველთა ლიგა


თავი XXXIII
გაქცეული ზანგი

ადამიანი ისე არ დანებდება სიკვდილს, სანამ ყველა სა-


შუალებას არ ცდის თავის გადასარჩენად. სასოწარკვეთილე-
ბას გამანადგურებელი ძალა აქვს, მაგრამ ზოგი ადამიანის
ნებისყოფას ვერ გასტეხს ხოლმე. წლები რომ მომემატებოდა,
ალბათ, ასეთივე ვითარების დროს უიმედობა ვერ მომე-
რეოდა, მაგრამ მაშინ გამოუცდელი ვიყავი.
დიდხანს არ ვყოფილვარ გაოგნებული. მალე მოვედი
გონს და გადავწყვიტე, ხელახლა მეცადა ბედი.
გეგმა არ მქონდა, უბრალოდ, რაღაც ძალამ დამიყოლია
და მეც გადავწყვიტე, მას მივნდობოდი. კიდევ ერთხელ ვცადე
თავის დაღწევა ამ ტყიდან და ჭაობების ლაბირინთიდან, რომ
სოფელს მივდგომოდი. ვიფიქრე, საიდანაც პირველად შემო-
ვედი ამ განაკაფში, იქნებ იმ ადგილიდან უფრო ადვილად გა-
ვიგნო მეთქი გზა, მაგრამ არც ამაში ვიყავი დარწმუნებული.
სულ ცოტა ხნის წინ ხომ ისე გამოვედი მონდორზე, არც კი
დავკვირვებივარ, საიდან შემოვედი, მთელი განაკაფი შემო-
ვიარე, სანამ დავწვებოდი და დავიძინებდი. იქნებ, სანამ და-
ვინახე ეს მინდორი, დიდხანს ვიბორიალე მის გარშემო? მე
ხომ მთელი დილა ტყეში დავხეტიალობდი.
ეს ფიქრები მიტრიალებდა თავში, რომ უცებ გამახსენდა
ვიღაცის ნათქვამი: თუთუნი შხამის საწინააღმდეგო ძლიერი
წამალიაო. საოცარია, რატომ ადრე არ მომაგონდა. თუმცა
ადრე სულ იმის ფიქრში ვიყავი, როგორმე ბრინჯერსამდე მი-
190 მკითხველთა ლიგა
მეღწია. ჩემს ცოდნას ვერ ვენდე და მხოლოდ ექიმის იმედი
მქონდა, მაგრამ როცა მივხვდი, ექიმამდე ვეღარ მივაღწევდი,
მაშინღა დავიწყე ფიქრი, რით ვუშველო თავს მეთქი და სწო-
რედ მაშინ გამახსენდა თუთუნი.
სწრაფად ამოვიღე ჯიბიდან პორტსიგარი. ჩემს ბედზე ერ-
თი სიგარა ჩარჩენილიყო. თუთუნის ღეჭვა დავიწყე. გაგონი-
ლი მქონდა, დაღეჭილი თუთუნი უნდა დაიდო გველის ნაკბენ-
ზეო. პირი გამომიშრა, მაგრამ მწარე თუთუნმა მალე ნერ-
წყვით გამივსო პირი და რამდენიმე წუთში მშრალი თუთუნის
ფოთლები მაგარი ნიკოტინით გაჟღენთილ ფაფად ვაქციე,
თან გულის რევა მომერია.
დაღეჭილი თუთუნი მაჯაზე დავიდე და ჭრილობაში შევიზი-
ლე. ახლაღა შევნიშნე, ხელი ძალიან გამსიებოდა, იდაყვამდე
აღწევდა სიმსივნე და ტკივილიც თანდათან მატულობდა.
ღმერთო ჩემო! შხამმა უკვე გაიკვლია გზა, სწრაფად მოქმე-
დებს! თითქოს ვგრძნობდი კიდეც, როგორ მოედო ძარღვებს
თხევადი ცეცხლი!
ნიკოტინი კი დავიდე მაჯაზე, მაგრამ დიდი იმედი არ მქონ-
და რომ სასწაულს მოახდენდა. კარგად არც ვიცოდი მისი სამ-
კურნალო თვისებები. ალბათ, გავიფიქრე შემდეგ, ეს „ში-
ნაური წამალი“ ერთი იმ წამალთაგანია, რომლებსაც ხალხი
ბრმად ენდობა. მეც უიმედობამ მაიძულა, მას მივნდობოდი.
პერანგს სახელო მოვახიე, ხელი შევიხვიე და ისევ გზა გან-
ვაგრძე.
სამი ნაბიჯიც არ მქონდა გავლილი, რომ ერთ ადგილზე
გავშეშდი. ჩემ პირდაპირ, მინდვრის პირას კაცი იდგა.
როგორც ჩანს, ახლახან გამოვიდა განაკაფში და შეჩერდა.
ალბათ, გაოცებული იყო, ასეთ მიყრუებულ ადგილზე ადა-

191 მკითხველთა ლიგა


მიანი რომ დაინახა. სიხარულისგან შევყვირე. „ეს გამიყვანს
ტყიდან! ეს მიშველის!“ გამიელვა თავში.
წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, შეწუხება და აღშფოთე-
ბა, როცა კაცმა ერთბაშად ზურგი შემაქცია, ბუჩქებში შევარ-
და და თვალს მიეფარა!
ძალიან გამაკვირვა მისმა უცნაურმა საქციელმა. გასაქცე-
ვად რომ შებრუნდა, თვალი მოვკარი მის სახეს, ზანგი იყო და
შეშინებული ჩანდა. ნეტავ, რამ შეაშინა ასე?
დავუძახე, გაჩერდი, უკან მობრუნდი მეთქი. ჯერ ვთხოვდი,
ვემუდარებოდი, მერე მკაცრი ხმით დავუყვირე, ბოლოს, და-
ვემუქრე კიდევაც. თქვენც არ მომიკვდეთ, არ გაჩერებულა,
უკან არც კი მოუხედავს. ხშირ ტყეში მიიკვლევდა გზას. მხო-
ლოდ ტოტების მტვრევის ხმა აღწევდა ჩემამდე. ლაწალუწი
თანდათან უფრო შორიდან ისმოდა.
ამ კაცს ვერ გავუშვებდი ხელიდან, მხოლოდ მას შეეძლო
გზის ჩვენება და ამიტომ გამოვედევნე.
ახლა ჩემი სისწრაფის იმედიღა მქონდა. იმ დროს სწრა-
ფად მორბენალი ინდიელიც ვერ გამასწრებდა და მით უმე-
ტეს, მოუხეშავი ზანგი. ვიცოდი, საკმარისი იყო თვალი მომეკ-
რა მისთვის და ვეღარსად წამივიდოდა, მაგრამ სწორედ ეს
იყო ძნელი. სანამ მე ვყოყმანობდი, ზანგი კარგა შორს წავიდა
და ტყის სიღრმეში გაუჩინარდა.
მესმოდა, გარეული ტახივით რომ მიამტვრევდა ტოტებს
და ამ ხმაურს მივყვებოდი. ტყეში ხეტიალისგან საკმაოდ დაღ-
ლილი ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, თუ ზანგს ვერ დავეწეოდი, და-
ვიღუპებოდი. ეს მმატებდა ძალას და მეძებარი ძაღლის სის-
წრაფით მივდევდი გაქცეულს. მარტო ჩემს სისწრაფეზე რომ
ყოფილიყო დამოკიდებული, მალე დავეწეოდი კიდეც, მაგრამ
გზა არ მიწყობდა ხელს, ბუჩქებსა და ეკალ ბარდებს ძლივს
192 მკითხველთა ლიგა
ვუვლიდი გვერდს. მსხვილ ხეებს თავს ვარიდებდი, წამ-
დაუწუმ ტოტებს ვებრძოდი... ბოლოს მაინც დავინახე ზანგი.
ბუჩქნარი შეთხელებულიყო, მხოლოდ მახინჯი კვიპარო-
სებიღა ამოჩრილიყვნენ ჭაობიანი შავი ნიადაგიდან და ამ
ხეების ჩრდილში, სადღაც შორს, ზანგი დავლანდე, რომელიც
ისევ თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. ჩემს ბედზე ღია ფერის
ტანსაცმელი ეცვა, თორემ დაბურულ ტყეში ვერ გავარჩევდი,
ისედაც მხოლოდ თვალი მოვკარი, დიდი მანძილი იყო ჩვენს
შორის.
ტყე გამეჩხერდა და უფრო თავისუფლად გავრბოდი. ახლა
ყველაფერი ჩემს სიჩქარეზე იყო დამოკიდებული და ხუთი წუ-
თიც არ გასულა, რომ თითქმის დავეწიე გაქცეულს და დავუყ-
ვირე, გაჩერდი მეთქი.
- შეჩერდი! შეჩერდი! თუ ღმერთი გწამს, შეჩერდი!
მაგრამ ზანგმა პასუხი არ გამცა, უკან არც კი მოუხედავს,
თავქუდმოგლეჯილი გარბოდა წინ.
- შეჩერდი! - ისევ დავუყვირე, რაც შემეძლო, ხმამაღლა.
სირბილისგან სული მეხუთებოდა, - შეჩერდი, ადამიანო, რას
გამირბიხარ? ჩემი ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ!
მაგრამ ამ სიტყვებმა არავითარი შთაბეჭდილება არ მოახ-
დინა ზანგზე. არც ახლა გამცა ხმა. მომეჩვენა, რომ უფრო
სწრაფად გაიქცა ან იქნებ ჭაობს გასცდა და მყარ ნიადაგზე
გარბოდა, მე კი სწორედ ახლა შევტოპე ჭაობში.
ჩვენ შორის მანძილი თითქოს გაიზარდა და შემეშინდა,
ისევ არ მიმეფაროს თვალიდან მეთქი. ვიცოდი, რომ ჩემი სი-
ცოცხლე მასზე იყო დამოკიდებული. ამ ზანგმა თუ არ გამიყ-
ვანა ტყიდან, საშინელი სიკვდილი მელის. მან უნდა მასწავ-
ლოს გზა... ბოლოს და ბოლოს, ძალას ვიხმარ!

193 მკითხველთა ლიგა


- შესდექი! - ერთხელ კიდევ დავიყვირე, - შესდექი, თორემ
გესვრი! - და თოფი შევმართე. ორივე ლულა გატენილი იყო.
არ ვხუმრობდი. მართლა ვაპირებდი გასროლას, ოღონდ
მოკვლა არ მიფიქრია, მინდოდა, როგორმე შემეჩერებინა.
იქნებ მსუბუქად დამეჭრა კიდეც. სხვა გამოსავალი არ მქონ-
და, ეს თუ გადამარჩენდა, სხვა არაფერი. და ისევ გავიმეორე
საშინელი მუქარა:
- შესდექი, თორემ გესვრი!
გაცოფებულმა ისე დავიყვირე, რომ ზანგს ეჭვი აღარ შეჰ-
პარვია ჩემს განზრახვაში. როგორც ჩანს, მიხვდა, რომ არ
ვხუმრობდი და უცებ შემობრუნდა ჩემკენ.
- მესროლე, წყეულო თეთრკანიანო! - დამიყვირა მან, -
ოღონდ, ფრთხილად, არ ამაცდინო! თორემ, სიცოცხლეს გა-
მოგასალმებ. ამ დანას ხედავ? მესროლე და წყეულიმც იყავ! -
ზანგი ჩემ პირდაპირ იდგა, ფართო გულმკერდი წინ გამოეშ-
ვირა და აწეულ ხელში დანა უელავდა!
მე რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ და უცებ ვიცანი ზანგი
ულმობელი ბამბარა იდგა ჩემ წინ, გაბრიელი!

194 მკითხველთა ლიგა


თავი XXXIV
ბამბარა ზანგი გაბრიელი

ახოვანი ზანგი იყო, საშიში, თავზეხელაღებული კაცის გა-


მომეტყველება ჰქონდა. ანთებული, ჩასისხლიანებული,
მრისხანე თვალები, თეთრი, კრიალა კბილები ერთი სიტ-
ყვით, მძვინვარედ გამოიყურებოდა. სხვა დროს შემეშინდე-
ბოდა ასეთი შესახედაობის მქონე ადამიანის, მე ხომ მტრად
ვთვლიდი მას: კარგად მახსოვდა, მათრახი რომ გადავუჭირე
და დარწმუნებული ვიყავი, არც მას ექნებოდა დავიწყებული
ეს ამბავი. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ახლა შურისძიება უნ-
დოდა, ჯერ ერთი, თავისი შეურაცხყოფისთვის, მეორეც, მისი
მხდალი პატრონის შთაგონებით. ალბათ, ტყეში მითვალთვა-
ლებდა. იქნებ, მთელი დღე დამდევდა უკან და ხელსაყრელ
შემთხვევას ეძებდა? თუ ასეა, რატომ გამირბოდა? იქნებ პი-
რისპირ შეყრა აშინებდა? რაღა თქმა უნდა, ჩემმა ორლული-
ანმა თოფმა დააფრთხო.
მაგრამ, როცა მეძინა, მაშინ რატომ არ მომიღო ბოლო?..
ხომ შეეძლო... ოჰ! აღმომხდა, როგორც კი ამ აზრმა გამიელ-
ვა თავში. გაგონილი მქონდა, გაბრიელი გველების შემლოც-
ველიაო. თურმე ყველაზე შხამიან გველებსაც კი იმორჩილებ-
და, რასაც უნდოდა, იმას აკეთებინებდა. იქნებ მან მომიგზავ-
ნა ის ასპიტი და აიძულა, ეკბინა ჩემთვის?
საოცარი კია, მაგრამ იმ წუთს შესაძლებელი მეგონა ეს.
დავიჯერე კიდეც, რომ ასე მოხდა. გამახსენდა, გველს რა უც-
ნაური, საიდუმლოებით სავსე, უჩვეულო თვალები ჰქონდა,
195 მკითხველთა ლიგა
როცა გარბოდა. გამახსენდა ვერაგული, უმიზეზო თავდასხმა,
რაც ჩხრიალა გველებს არა სჩვევიათ!
ერთბაშად გამიელვა ამ ფიქრმა თავში და დავრწმუნდი,
რომ ის საბედისწერო ნაკბენი შემთხვევითი არ იყო. გველე-
ბის შემლოცველმა გაბრიელმა აიძულა გველი ჩემთვის ეკბი-
ნა.
ამის გასაფიქრებლად მეათედი კი არა, მეასედი ნაწილიც
კი არ დამჭირვებია იმ დროს, რაც მოსაყოლად დამჭირდა.
უცებ დამებადა ეს აზრი. მით უმეტეს, კარგად მახსოვდა, რაც
გადამხდა. ამიტომ იყო, რომ სახის გამომეტყველება არც
ერთს შეგვცვლია ის ისევ მუქარით მიყურებდა, მე კი გაკვირ-
ვებით მივჩერებოდი.
ასევე სწრაფად მივხვდი, რომ შევცდი. ჩემი ეჭვი უსაფუძ-
ვლო იყო. ტყუილად დავდე ბრალი ჩემ წინ მდგარ კაცს.
ზანგი უცებ შეიცვალა. აწეული ხელი ჩამოუვარდა, მისმა
სახემ დაკარგა მძვინვარე გამომეტყველება, როგორც კი შე-
ეძლო, დაარბილა თავისი უხეში ხმა და მითხრა:
- ო-ო, თქვენ ხართ, მასა? ზანგების მეგობარი? ჯანდაბას,
ჩემი თავი! წყეული იანკი გამრეკი მეგონეთ!
- ამიტომ გარბოდი?
- დიახ, მასა!
- მაშ, შენ...
- გამოვიქეცი... დიახ, მასა, გამოქცეული ვარ, შემიძლია
თქვენ გაგანდოთ ჩემი ამბავი. გაბრიელს სჯერა თქვენი იცის,
რომ ზანგების მეგობარი ხართ. აბა, ამას შეხედეთ!
ყვითელი, დაფლეთილი პერანგი აიწია და შიშველი ზურგი
მაჩვენა.
საშინელი სანახავი იყო! კანზე ამოდაღული „მეფის შრო-
შანისა“ და ძველი ნაწიბურების გვერდით ახალი ჭრილობები
196 მკითხველთა ლიგა
აჩნდა. შავი ზურგი სულ აჭრელებული ჰქონდა დასისხლიანე-
ბული, ამობურცული იარებით, თითქოს სქელი თოკისგან
დაწნული ბადე გადაუფარებიათო. ალაგ ალაგ სისხლი ჩაქ-
ცეოდა და შავ კანს მუქი იასამნისფერი დაჰკრავდა, ზოგ ად-
გილას კი (სადაც თასმის მათრახის გამოკვანძული ბოლო
მოხვედროდა), პირდაღებული ჭრილობები აჩნდა. ძველი ხა-
ლათი სისხლის მუქი ლაქებით დასვროდა. ეს რომ დავინახე,
გული მეტკინა და უნებურად შევძახე:
- შე საცოდავო!
ჩემმა თანაგრძნობამ, ეტყობა, მკაცრი გული მოულბო
ზანგს:
- დიახ, მასა, - განაგრძო მან, - თქვენც დამკარით მათრა-
ხი, მაგრამ ის არაფერი იყო ამასთან შედარებით! გაბრიელს
არ სწყენია. გაბს არ უნდოდა ბებერი ზიპის თავზე წყლის დას-
ხმა და ძალიან გაეხარდა, როცა მასამ გააგდო იქიდან;
- მაშ, გაიძულეს?
- დიახ, მასა, იანკი გამრეკმა მაიძულა. მერე ისევ უნდოდა
დაეძალებინა, მე კი უარი ვთქვი დასჯაზე. და აი, რა დღე დამა-
ყარა იმ წყეულმა!
- ზიპის დასჯაზე უარი თქვი და იმიტომ გაგამათრახეს?
- დიახ, მასა ედვარდ, მხოლოდ ამისათვის დამსაჯეს. მაგ-
რამ მე... - აქ ცოტა შეყოყმანდა, სახე ისევ მძვინვარე გაუხდა,
- მაგრამ მეც გადავუხადე სამაგიერო იმ წყეულ იანკის!
- როგორ? რა მოიმოქმედე?
- ო, ბევრი არაფერი, მასა: მაგრამ შემოვკარი და წავაქციე.
ხარს რომ ნაჯახს დაჰკრავენ ისე და ისიც წაიქცევა. ეს არის
და ეს, საწყალი ზანგის სამაგიერო. გარდა ამისა, გამოვიქეცი
ესეც შურისძიებაა. ჰა! ჰა! კარგი ზანგი დაკარგეს. ბამბის

197 მკითხველთა ლიგა


პლანტაციებში მოაკლდებათ ჩემი ხელი და შაქრის ლერწმის
პლანტაციებშიც...
ამ ხორხოცმა, რომლითაც გაქცეული ზანგი სიხარულს გა-
მოხატავდა, ცოტა არ იყოს, გამაკვირვა.
- მაშ, პლანტაციიდან გამოიქეცი?
- დიახ, მასა ედვარდ, გამოვიქეცი და აღარც დავბრუნდები,
- ცოტა ხანს შეიცადა და მტკიცე ხმით დაუმატა, - ცოცხალი
აღარასოდეს დავბრუნდები! - ეს თქვა და ხელი განიერ მკერ-
დზე მიიბრაგუნა. მკაცრი, შეუვალი გამომეტყველება აღებეჭ-
და სახეზე. მივხვდი, რომ მძვინვარე იერი კი ჰქონდა, მაგრამ
კეთილშობილი გული უძგერდა მკერდში. მეგობრის დასჯაზე
უარი თქვა და ამისთვის გაამათრახეს. გაბრიელი აღაშფოთა
თავისი ტირანის სიმხეცემ, გაარტყა და ძირს დასცა. ზიპზე უფ-
რო საშინელი დასჯა ელოდა სიკვდილი!
ამისთვის დიდი ვაჟკაცობაა საჭირო. მხოლოდ თავისუფ-
ლებისკენ სწრაფვა თუ ჩაადენინებდა ამგვარ გმირობას. ეს
ისეთივე ქმედება იყო, როგორც, მაგალითად, შვეიცარიელმა
პატრიოტმა გამოიჩინა, როცა გესლერს ქუდი გაუხვრიტა
ტყვიით.
ზანგი იდგა, ღონიერი, კუნთებიანი თითებგაფარჩხული ხე-
ლი მკერდზე მიედო, წელში გამართულიყო, თავი უკან გა-
დაეწია და თვალებში სიმტკიცე უელავდა. დიდი შთაბეჭდი-
ლება მოახდინა ჩემზე მისმა დიადმა შესახედაობამ და ძა-
ლაუნებურად ვიფიქრე, ამ კაცს უხეში ტილოსგან შეკერილი
დაძონძილი ხალათის ქვეშ კეთილშობილი და ვაჟკაცური გუ-
ლი უცემს მეთქი.

198 მკითხველთა ლიგა


თავი XXXV
გველის ნაკბენის მკურნალობა

რამდენიმე წუთს აღფრთოვანებული შევცქეროდი ვაჟკაც


ზანგს გმირ მონას. კიდევ დიდხანს შემეძლო ასე მეცქირა,
მაგრამ მკლავის ტკივილმა გამახსენა, რა საფრთხეშიც ვიყა-
ვი ჩავარდნილი.
- შეგიძლია ბრინჯერსში გამიყვანო? - უცებ ვკითხე.
- ვერა, ვერ გავბედავ, მასა. მასას დაავიწყდა, რომ მე გა-
მოქცეული ზანგი ვარ. თეთრკანიანები დაიჭერენ გაბს და
ხელს მოჭრიან.
- რაო? ხელს მოჭრიან?
- დიახ, მასა! ასეთი კანონია ლუიზიანაში. როცა თეთრკა-
ნიანი სცემს ზანგს, ხალხი იცინის, ყველანი ყვირიან: „დას-
ცხე, მაგ წყეულს, დასცხე!“ ზანგმა თუ სცემა თეთრკანიანს,
ხელს მოკვეთენ. გაბს ძალიან უნდა, დაეხმაროს მასა ედ-
ვარდს, მაგრამ უღრან ტყეს ვერ გასცდება. ორი დღეა, თეთ-
რკანიანები ეძებენ. ძაღლები და ზანგებზე მონადირეები ეძე-
ბენ მის კვალს. მე მეგონა, მასაც ერთი იმათგანი იყო და ამი-
ტომაც გავრბოდი.
- ტყიდან თუ არ გამიყვან, სიკვდილი მელის.
- სიკვდილი? სიკვდილი? ამას რას ამბობს, მასა?
- გზა დავკარგე, ამ ტყიდან ვეღარ გავაღწიე... თუ დროზე
ვერ მივაღწიე ექიმამდე, ვეღარ გადავრჩები. ოცი წუთიღა
დამრჩა... ღმერთო ჩემო!

199 მკითხველთა ლიგა


- ექიმი? მასა ედვარდი ავად არის? რა მოხდა?.. უთხარი
გაბრიელს, თუ საჭიროა, გაბი გასწირავს თავს და ტყიდან გა-
იყვანს ზანგების მეგობარს. რა სტკივა ჭაბუკ მასას?
- აი, ნახე, გველმა მიკბინა.
პერანგის ნაჭერი შემოვიხსენი, ჭრილობა ვაჩვენე ზანგს.
- ო, ო! მართალია! ჩხრიალა გველის ნაკბენია. ექიმი ვერ
გიშველის, ვერც თუთუნი. გაბი გველის ნაკბენს მშვენივრად
კურნავს. წავიდეთ ჩქარა, ჭაბუკო მასა!
- მაშ, გამიყვან?
- გაბი გიმკურნალებთ, მასა.
- შენ?
- დიახ, მასა. ხომ გითხარით, ექიმი ვერ გიშველის... იმას
რა გაეგება! ექიმი მოგკლავთ... დაუჯერეთ ბებერ გაბს... ის
მოგარჩენთ. ჩქარა, მასა, ჩქარა, დროის დაკარგვა არ შეიძ-
ლება!
ცოტა ხნის წინ სწორედ ამაზე ვფიქრობდი, მაგრამ იმ წუ-
თას გადამავიწყდა, რომ გაბრიელი გველების შემლოცველი
იყო და გველის ნაკბენსაც მკურნალობდა. ახლა ისევ გამახ-
სენდა.
„რა თქმა უნდა, გავიფიქრე, ამას გამოცდილება აქვს, შხა-
მის საწინააღმდეგო წამალიც იცის და მისი მოხმარებაც. სწო-
რედ ასეთი კაცი მჭირდებოდა! მართალი თქვა ზანგმა, ექიმი
ვერაფერს მიშველის!“
ექიმის იმედი ადრეც ცოტა მქონდა. მხოლოდ იმიტომ მი-
ვისწრაფოდი მისკენ, რომ მეგონა, ეს იყო ჩემი ერთადერთი
გამოსავალი.
„გველების შემლოცველი გაბრიელი! სწორედ ეს მჭირდე-
ბა. მართლაც რომ ბედზე შემხვდა!“

200 მკითხველთა ლიგა


მხოლოდ ერთი წუთი ვიყოყმანე, სანამ ეს ფიქრები გამირ-
ბენდა თავში და შემდეგ შევძახე:
- იარე, მე უკან გამოგყვები!
ნეტავ, სად წამიყვანს? რის გაკეთებას აპირებს? სად იპო-
ვის შხამის საწინააღმდეგო წამალს? როგორ მიმკურნალებს?
ამ ნაჩქარევ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღე.
- დამიჯერეთ, მასა ედვარდ! - მხოლოდ ეს მითხრა ზანგმა,
თან ფაცხაფუცხით მიიკვლევდა გზას ხეებს შორის.
მეც მეტი რაღა დამრჩენოდა, უკან გავყევი.
რამდენიმე ასეული იარდი დაჭაობებული კვიპაროსების
ტყე რომ გავიარეთ, წინ ცის რამდენიმე ნაგლეჯი დავინახე.
ეტყობა, განაკაფს ვუახლოვდებოდი და ჩემი მეგზაურიც იქით
მიდიოდა. არც კი გამკვირვებია, როცა ისევ მინდორში აღ-
მოვჩნდით ისევ იმ საბედისწერო განაკაფში!
როგორ შეიცვალა ჩემს თვალში ეს მინდორი!
კაშკაშა მზე აღარ მსიამოვნებდა, ჭრელი ყვავილები
თვალს მჭრიდა, მათი სურნელება კი გულს მირევდა.
იქნებ მხოლოდ მეჩვენებოდა და გულისრევა სხვა რამემ
გამოიწვია. მაგრამ როგორც ჩანს, შხამი უკვე გამიჯდა სის-
ხლში, თითქოს ცეცხლი მენთო ძარღვებში. წყურვილი მტან-
ჯავდა. სუნთქვა მიჭირდა. ყველაფერი ეს კი, გველის შხამით
მოწამვლის უტყუარი ნიშნები იყო.
იქნებ, მართლა მეჩვენებოდა? ვიცოდი, რომ ჩხრიალა
გველმა მიკბინა და ჩემმა წარმოსახვამ ფრთები გაშალა. ისე
ვიტანჯებოდი, თითქოს უკვე მთელი სხეული მოწამლული
მქონდა.
ჩემმა თანამგზავრმა მითხრა:

201 მკითხველთა ლიგა


- დაჯექი, არ უნდა იმოძრაოთ, დამშვიდდით და მოთმინე-
ბით იყავით, - მთხოვა ერთხელ კიდევ, - გაბის იმედი გქონ-
დეთ.
მეც გადავწყვიტე, მომეთმინა, თუმცა რა დამამშვიდებდა,
დიდ საფრთხეში ვიყავი.
გაბრიელს დავემორჩილე, წაქცეულ ტიტახეზე ჩამოვჯექი.
სწორედ იმ ფუღუროიან ხეზე, სადაც გველი ბინადრობდა. გუ-
ლი გავიმაგრე და ჩემს შავ ექიმს დავუწყე ლოდინი. ზანგი
მინდორში დაბორიალობდა, თან მიწას დასჩერებოდა, ეტყო-
ბა, რაღაცას ეძებდა.
„ალბათ, რაღაც ბალახი ეგულება აქ და იმას ეძებს“, გავი-
ფიქრე.
რაღა თქმა უნდა, გაფაციცებით ვადევნებდი თვალს მის
მოძრაობას. ჩემი სიცოცხლე ხომ ახლა იმაზე იყო დამოკიდე-
ბული, იპოვიდა თუ არა, ზანგი იმას, რასაც იძებდა. თუ იპოვი-
და, გადავრჩებოდი... თუ არადა, არ ამცდებოდა ტანჯვით სიკ-
ვდილი.
გულმა ბაგაბუგი დამიწყო, როცა დავინახე, რომ ზანგი
დაიხარა და რაღაცას დააკვირდა, შემდეგ კიდევ უფრო გულ-
მოდგინედ დააკვირდა მიწას, თითქოს რაღაცის ამოძირკვა
უნდაო. შემდეგ გახარებულმა რაღაც წამოიძახა და მეც სიხა-
რულისაგან წამოვიყვირე. სულ გადამავიწყდა, წყნარად იჯე-
ქიო, რომ მითხრა... წამოვხტი და გაბრიელისაკენ გავექანე.
როცა მივირბინე, მუხლებზე იდგა და რომელიღაც მცენა-
რეს გარშემო მიწას უჩიჩქნიდა, ეტყობა, ფესვებიანად უნდო-
და ამოეღო. პატარა მცენარე იყო, სწორი ღერო ჰქონდა, შუ-
ბისმაგვარი ფოთლები და მომცრო, ოდნავ შესამჩნევი თეთ-
რი ყვავილედი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცნობდი ამ მცენარეს,
რომელიც განთქმული გველფესვა აღმოჩნდა.
202 მკითხველთა ლიგა
ზანგმა რამდენიმე წუთში შემოუჩიჩქნა გარშემო მიწა მცე-
ნარეს, შემდეგ ფესვებიანად ამოიღო, დაიქნია და მიწა ჩამო-
ბერტყა. დავინახე მცენარის ფესვის მაგარი, დაგრეხილი გან-
ტოტებები, ეკალღიჭის ფესვებზე ცოტა უფრო მსხვილი, შავი
ქერქით დაფარული. სუნი არ ჰქონდა. ფესვების ბოჭკო შხამ-
საწინააღმდეგო წვენს შეიცავდა და ამ წვენს უნდა გადავერ-
ჩინე.
წამლის დასამზადებლად ერთი წუთიც არ დაგვიკარგავს.
გველების შემლოცველის რეცეპტში არც იეროგლიფები იყო
და არც ლათინური სახელები, მხოლოდ ერთი სიტყვა მით-
ხრა: „დაღეჭეთ!“ და ქერქისაგან გასუფთავებული ფესვი ჩამი-
დო ხელში. მეც მაშინვე გავაქანე პირისკენ... ერთი წუთის
შემდეგ მაგარი ფესვები ფაფად ვაქციე და წვენის ყლაპვა და-
ვიწყე.
პირველად მოტკბო გემო ჰქონდა და ლამის გული ამირია,
მაგრამ რაც უფრო მეტად ვღეჭავდი, უფრო ცხარე გახდა, პი-
რის ღრუ და ყელი ამიწვა.
ზანგმა ახლა ნაკადულთან მიირბინა, ცალი ბრახუნა ჩექმა
გაიხადა, წყლით აავსო, მობრუნდა და ჭრილობიდან თუთუ-
ნის წვენი ჩამომირეცხა. შემდეგ მცენარის ფოთლები დაღეჭა,
რბილ ფაფად გადაქცეული, ჭრილობაზე დამადო და ხელი შე-
მიხვია.
რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ და გაბ-
რიელმა მითხრა, მშვიდად დაელოდეთ, ნურაფერის გეში-
ნიათო.
მალე მთელ ტანზე ოფლმა დამასხა და სუნთქვაც გამიად-
ვილდა. მაგრამ ჯერ კიდევ მაწუხებდა გულის რევის შეგრძნე-
ბა. ცოტა კიდევ რომ გადამეყლაპა ეს წვენი, ალბათ, გულიც
ამერეოდა...
203 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ყველა ამ შეგრძნებაზე ძლიერი სიკვდილისგან გა-
დარჩენის სიხარული იყო.
საკვირველია... მაშინვე სიხარულით ამევსო გული და და-
ვიჯერე, რომ გადავრჩი. ჩემი ექიმის გამოცდილებაში ეჭვი
აღარ მეპარებოდა.

204 მკითხველთა ლიგა


თავი XXXVI
გველების შემლოცველი

ჩემს ახალ ნაცნობს კიდევ ერთი რამის ნიჭი ჰქონდა.


ისე ვიყავი გახარებული, როგორც მოულოდნელად რაღაც
სასწაულით გადარჩენილი კაცი დახრჩობას რომ გადაურჩება
ან ბრძოლის ველიდან დაბრუნდება ცოცხალი. ერთი სიტ-
ყვით, სიკვდილს რომ დააღწევს თავს. უცებ ნეტარებამ მო-
მიცვა, ჩემი მხსნელისადმი უსაზღვრო მადლიერებას
ვგრძნობდი და მზად ვიყავი, ამ სასტიკ ზანგს ღვიძლ ძმასა-
ვით გადავხვეოდი.
ერთად ვისხედით წაქცეულ ხეზე და მხიარულად ვსაუბ-
რობდით, თუკი შეუძლიათ უდარდელი საუბარი ადამიანებს,
რომელთა მომავალიც გაურკვეველია და ხიფათით სავსე.
საუბედუროდ, ორივეს ასეთი მომავალი გველოდა. მე ბოლო
დროს ბედი არ მწყალობდა, საწყალ მონას კი ვინ იცის, რა
მოელოდა.
მაგრამ ზოგჯერ უბედურების დროსაც გამოერევა ხოლმე
მხიარული წუთები. ბუნებას არ უყვარს გაუთავებელი ვარამი
და ადამიანის სულმა ზოგჯერ უნდა დააღწიოს თავი სევდას.
მეც სწორედ ასეთი პერიოდი დამიდგა მაშინ. ჩემი გული სიხა-
რულითა და მადლიერების გრძნობით იყო სავსე. შევიყვარე
ზანგი, გაქცეული მონა და იმ წუთას ბედნიერი ვიყავი, რომ
ჩემ გვერდით იმყოფებოდა.
სრულიად ბუნებრივია, რომ გველებსა და გველფესვაზე
ვლაპარაკობდით. გაბრიელმა ბევრი უცნაური რამ მიამბო
205 მკითხველთა ლიგა
ქვეწარმავლების შესახებ. ბევრ ბუნებისმეტყველს შეშურდე-
ბოდა ჩემი მთელი საათი ვსაუბრობდით მე და ბამბარა გაბ-
რიელი.
საუბრის დროს გაბრიელმა უცებ მკითხა, მოკალით თუ
არა ის გველიო.
- არა, - ვუპასუხე მე, - გამექცა.
- გაიქცა? საით გაიქცა, მასა?
- ფუღუროში შეძვრა, აი, ამ ფუღუროში, ჩვენ რომ ვსხედ-
ვართ.
ზანგს სიამოვნებისაგან თვალები გაუბრწყინდა.
- დალახვროს ეშმაკმა! - წამოიძახა მან და წამოხტა, - მასა
ამბობს, გველი ამ ხის ფუღუროშიაო? დალახვროს ეშმაკმა! -
გაიმეორა მან, - თუ ის ბინძური მართლა აქ არის, ახლავე
ამოვიყვან!
- როგორ? ნაჯახი მაინც გქონდეს.
- ზანგს ნაჯახი არ სჭირდება.
- აბა, როგორ? ცეცხლი გინდა შეუნთო?
- არა, ცეცხლი არ ივარგებს. ეს ხე მთელი თვე არ მოათა-
ვებს ხრჩოლვას. ცეცხლი არ ვარგა: თეთრკანიანები დაინახა-
ვენ ბოლს. მე ხომ გამოქცეული ზანგი ვარ და ძაღლები მაშინ-
ვე აქ გაჩნდებიან. ზანგი ცეცხლს ვერ დაანთებს!
- მაშ, რას იზამ?
- ცოტა დაიცადეთ, მასა ედვარდ და დაინახავთ. ეს ზანგი
გამოიხმობს გველს და ისიც გამოცოცდება. ძალიან გთხოვთ,
წყნარად იჯექით, მასა, და ხმა არ ამოიღოთ. ბებერ ეშმაკს ყო-
ველი სიტყვა ესმის.
ზანგი ახლა ჩურჩულით ლაპარაკობდა და ფრთხილი ნაბი-
ჯით უვლიდა ხეს გარშემო. დავუჯერე, გაუნძრევლად ვიჯექი
და ჩუმად ვუთვალთვალებდი ჩემს უცნაურ მეგობარს.
206 მკითხველთა ლიგა
იქვე ახლოს ნორჩი ამერიკული ბამბუკი ხარობდა. გაბრი-
ელმა რამდენიმე ღერი მოჭრა, თავი და ბოლო წაუმახვილა
და წაქცეული ხის ბოლოსთან მიწაში ჩაარჭო. ღერები ისე გა-
ამწკრივა, როგორც ჩანგის სიმები, ოღონდ უფრო ახლო ახ-
ლო. მერე ტყეში ქორფა ხე მოჭრა, ტოტები შემოაცალა და
მხოლოდ გრძელი ჯოხი დატოვა, რომელსაც ორკაპა ბოლო
ჰქონდა. შემდეგ წაქცეულ ხეზე გაწვა და სახე ზედ ფუღუროს-
თან მიიტანა; ცალ ხელში ორკაპა ჯოხი ეჭირა, მეორეში შუაზე
გახლეჩილი ლერწამი. გამწკრივებული ღერებიც იქვე იყო
ხელმისაწვდომად. ახლა ყველაფერი მზად ჰქონდა და „შე-
ლოცვა“ დაიწყო.
ორკაპა ჯოხი გვერდით მოიდო, ხელში ნახევრად გახლე-
ჩილი ლერწამი დაიჭირა და ჩამწკრივებულ ბამბუკის ღერო-
ებს გაუსვ გამოუსვა. ბამბუკმა ჩხრიალა გველის სისინის მაგ-
ვარი ხმა გამოსცა: „ს კრ რ“, ისე, რომ ვინც არ იცოდა, საიდან
წარმოიშვა ეს ხმა, უეჭველად შეეშლებოდა და გველი ეგონე-
ბოდა. იმდენად ჰგავდა სისინს, რომ ზანგს იმედი ჰქონდა,
გველი მოტყუვდებოდა. მაგრამ მარტო ეს არ იკმარა: ბამბუ-
კის შუბისებრი ფოთლებისგან სწრაფად გააკეთა სასტვენი და
ჩაბერა.
ასეთ ხმებს ხშირად გაიგონებთ ამერიკის ტყეებში, როცა
საშინელი ჩხრიალა გველი ვირჯინიის ბულბულის ბუდეს ძარ-
ცვავს.
ამ ხერხმა გაამართლა. რამდენიმე წუთის შემდეგ გველმა
თავისი რომბის მსგავსი თავი დაგვანახა, ორკაპა ენას წამ-
დაუწუმ ჰყოფდა გარეთ, მუქი თვალები ბრაზით უელავდა. მი-
სი ტკრციალა ხმაც გავიგონეთ, ეტყობა, ეგონა ჩხუბს შევეს-
წრებიო და თვითონაც აპირებდა მონაწილეობას.

207 მკითხველთა ლიგა


თითქმის მთლიანად გამოძვრა ფუღუროდან, მაგრამ მა-
შინვე შენიშნა, რომ ატყუებდნენ და შებრუნდა, ისევ ფუღურო-
ში ჩაძვრომა დააპირა. საერთოდ, ჩხრიალა გველები ძალიან
მოუხერხებლები არიან, და სანამ ჩაძვრებოდა, გაბრიელი
ორკაპა ჯოხით სწვდა კისერში და მიწაზე გააკრა.
გველის ტანი უმწეოდ იკლაკნებოდა ბალახში. ამაზრზენი
სანახავი იყო. უზარმაზარი, გაბრიელის მაჯის სიმსხო გველი
სიგრძით თითქმის რვა ფუტი იქნებოდა. ზანგიც კი გაოცებუ-
ლი იყო მისი შემხედვარე და მარწმუნებდა, ამხელა გველი,
ჩემს სიცოცხლეში არ მინახავსო.
ვიფიქრე, გაბრიელი ახლავე მოუღებს ბოლოს მეთქი. მინ-
დოდა მივხმარებოდი და თოფს დავავლე ხელი.
- არა, მასა, - შესძახა მან მუდარით, - თუ ღმერთი გწამთ,
არ ისროლოთ! მასას ალბათ დაავიწყდა, რომ საწყალი ზანგი
გაქცეულია.
თოფი დავუშვი.
- თანაც რაღაც უნდა გაჩვენოთ. მასას უყვარს საინტერესო
ამბები? არ უნდა გველის ხრიკები ვაჩვენო?
დავეთანხმე.
- მაშ, თუ შეიძლება, ეს ჯოხი დამიჭირეთ. ამ რამდენიმე წუ-
თის წინ ერთი საინტერესო მცენარე დავინახე, ძალიან იშ-
ვიათი მცენარეა, აგერ იქ, ბამბუკებში. მაგრად გეჭიროთ, მა-
სა, ახლავე მოვიტან.
ჯოხი გამოვართვი და მაგრად დავიჭირე, თან, ცოტა არ
იყოს, შიშით შევყურებდი შემზარავ ასპიტს, რომელიც ჩემს
ფეხებთან იკლაკნებოდა. კაცმა რომ თქვას, შესაშინებელი
არაფერი მქონდა: ორკაპს მაგრად ეჭირა გველი კისრით, ისე
რომ, თავს ვერ ასწევდა და ვერ დამგესლავდა. დიდი კი იყო,
მაგრამ საშიში მხოლოდ კბილები ჰქონდა, სხვა არაფერი,
208 მკითხველთა ლიგა
რადგან მახრჩობელა გველისგან განსხვავებით, ჩხრიალა
გველს დიდი ძალა არა აქვს.
გაბრიელი ბუჩქებში შევიდა და მალე დაბრუნდა. ხელში
რაღაც მცენარე ეჭირა, ფესვებიანად ამოეღო. ეს ბალახი
გველფესვას არ ჰგავდა. გულის ფორმის, ბოლოში წაწვეტე-
ბული ფოთლები ჰქონდა, დაკლაკნილი ღერო და მუქი წითე-
ლი ყვავილები.
როცა ზანგი მომიახლოვდა, დავინახე, რომ ფოთლები და
ფესვები პირში ჩაიდო და ღეჭვა დაუწყო. ნეტავ, რას აპირებ-
და?
მალევე მივხვდი ყველაფერს. როგორც კი გველს მიუახ-
ლოვდა, დაიხარა და ნაღეჭი ერთიანად თავზე დააფურთხა.
შემდეგ ორკაპა ჯოხი გამომართვა, ასწია და გადააგდო.
ახლა გველი თავისუფალი იყო. თავზარი დამეცა, უკან გა-
დავხტი და ხეზე ავძვერი. ჩემი თანამგზავრი კი არ გან-
ძრეულა, ისევ ძირს დაიხარა, საზიზღარი ასპიტი აიღო და
თოკივით კისერზე დაიხვია.
გველი არც აპირებდა კბენას, ხელიდან გასხლტომაც არ
უცდია, მისუსტებული იყო და ვერაფერს ავნებდა ზანგს.
გაბრიელმა ცოტა ხანს კიდევ ათამაშა გველი და მერე მი-
წაზე დააგდო. არც ახლა უცდია ასპიტს გაქცევა!
გველის შემლოცველი ახლა მე მომიბრუნდა და გამარჯვე-
ბული კილოთი მითხრა:
- ახლა კი თქვენთვის ვიძიებ შურს, მასა ედვარდ, მიყუ-
რეთ!
ამას რომ ამბობდა, თან გველს კისერში დავლო ხელი, ას-
წია, თითები მაგრად მოუჭირა და პირი ფართოდ დააღებინა.
კარგად ვხედავდი მის საშინელ კბილებსა და შხამიან ჯირ-
კვლებს. მერე ყელში ჩააფურთხა და ისევ ძირს დააგდო. მთე-
209 მკითხველთა ლიგა
ლი ამ დროის ანმავლობაში ზანგს არაფერი დაუშავებია გვე-
ლისთვის, ყოველ შემთხვევაში, გველის მოკვლა არ უცდია,
და მეგონა, ახლავე გაღოღდება, თავს უშველის მეთქი, მაგ-
რამ არა, გველი ადგილიდან არ დაძრულა, გაჭიმული იწვა,
აღარ იკლაკნებოდა და მხოლოდ ზოგჯერ გადაურბენდა ტან-
ზე სუსტი კრუნჩხვა. ორი წუთიც არ იყო გასული, რომ კრუნ-
ჩხვა შეწყდა. გველი მკვდარი ჩანდა.
- მოკვდა, მასა, - მიპასუხა ზანგმა, როცა ჩემს თვალებში
კითხვა შენიშნა, - მკვდარია, როგორც იულიუმ კეისარი.
- ამ მცენარეს რაღა ჰქვია, გაბრიელ?
- ოჰ, ეს კარგი ბალახია, მასა... იშვიათი მცენარეა, იშ-
ვიათი. ცოტას შეჭამთ და ვერც ერთი გველი ვეღარ გიკბენთ.
თქვენი თვალით ხომ ნახეთ ყველაფერი. გველების შემლოც-
ველის ბალახია. - ჩემი შავი თანამგზავრის ბოტანიკური ცოდ-
ნა ამით შემოიფარგლა. რამდენიმე წლის შემდეგ კი დავად-
გინე, რა იყო „შემლოცველის“ ბალახი: თურმე არისტოლეც-
ჰია შერპენტარია ყოფილა, მცენარე, რომელსაც მუტისმა და
ჰუმბოლდტმა გაუთქვეს სახელი თავიანთ შრომებში.
გაბრიელმა მითხრა, ამ მცენარის რამდენიმე ფესვიც და-
ღეჭეო; დარწმუნებული კი იყო პირველი ბალახის ძალაში,
მაგრამ, მისი აზრით, ზედმეტი სიფრთხილე არ მაწყენდა, ძა-
ლიან აქებდა მის სამკურნალო თვისებებს და მითხრა, ჩვენს
მხარეში ამას იშვიათად თუ შეხვდება კაცი და მეგონა, ვერც
ვიპოვიდი, თორემ გველფესვას ნაცვლად ამას მოგცემდითო.
სიამოვნებით შევასრულე მისი თხოვნა და ცოტა წვენიც
გადავყლაპე. ესეც გველფესვასნაირი მწკლარტე იყო, ცოტა
დამისუსხა კიდეც პირი, ქაფურის სპირტის გემოც დაჰკრავდა.
მაგრამ პირველს არავითარი სუნი არ ჰქონდა, ეს კი კატაბა-
ლახას ძლიერ სუნს აფრქვევდა.
210 მკითხველთა ლიგა
გადავყლაპე თუ არა წვენი, მაშინვე უკეთესობა ვიგრძენი,
თითქმის მაშინვე გამიარა ყველაფერმა. ცოტა ხნის შემდეგ
სიმსივნეც დამიცხრა და შეხვეული რომ არ მქონოდა ხელი,
დამავიწყდებოდა კიდეც გველის ნაკბენი.

211 მკითხველთა ლიგა


თავი XXXVII
კვალის წაშლა

უკვე საათზე მეტი გავიდა, რაც განაკაფში ვიყავით, მაგრამ


ახლა აქ საფრთხე აღარ მოგველოდა. ხასხასა ყვავილები
ისევ ისე აფრქვევდნენ სურნელებას, ისევ ისე ტკბილად ჩა-
მესმოდა ყურში ჩიტების გალობა და მწერების ზუზუნი, ტოტ-
ზეც ისევე ისხდნენ მტრედები და ღუღუნებდნენ ტკბილად,
სიყვარულს ეფიცებოდნენ ერთმანეთს.
ალბათ კიდევ დიდხანს ვიჯდებოდი ამ მშვენიერ მინდორზე
და ბუნების სილამაზით დავტკბებოდი, მაგრამ ძალიან შემა-
წუხა შიმშილმა.
რა უნდა მექნა? რა უნდა მეღონა? მას შემდეგ, რაც გავიგე,
რა საფრთხე მოელოდა ჩემს თანამგზავრს, ვეღარ ვთხოვდი,
პლანტაციებამდე გაყვანას. გაბრიელი მართალი იყო რომ
დაეჭირათ, ან ხელს მოაჭრიდნენ, ან არადა, სულაც სიცოც-
ხლეს გამოასალმებდნენ. პატიების იმედი არ ჰქონდა, არ
ჰყავდა გავლენიანი პატრონი, რომელიც სასჯელისგან
დაიცავდა, თუნდაც იმიტომ, რომ ცალხელა მონა აღარაფერ-
ში გამოადგებოდა.
გაშლილ ადგილზე რომ გამოჩენილიყო, მაშინვე დაინა-
ხავდნენ, ყველაზე მეტად კი იმისი ეშინოდა, მეძებრებით არ
დამიწყონ ძებნაო. იმ დროს ძალიან გავრცელებული იყო გაქ-
ცეული ზანგების ძაღლებით დაჭერა. გაბრიელმა მითხრა,
ბევრმა თეთრკანიანმა ეს საქმე ხელობადაც კი გაიხადაო.
ამაში მალე თავადაც დავრწმუნდი.
212 მკითხველთა ლიგა
ძალიან მეშინოდა, მაგრამ რა უნდა მექნა? მარტო ვერ წა-
ვიდოდი, ვაითუ ისევ ამბნეოდა გზა და მაშინ ჭაობში მომიწევ-
და ღამის გათევა.
ისევ ჩემს თანამგზავრს მივუბრუნდი. ფიქრებში წასული
ზანგი ჩუმად იჯდა, ისიც იმაზე ფიქრობდა, რაზეც მე.
- აი, მასა, რაზე ფიქრობს ზანგი, - მითხრა მან, - მზე რომ
ჩავა, მაშინ გაგაცილებთ, მაშინ აღარ ეშინია. პირდაპირ მდი-
ნარისპირა გზაზე გაგიყვანთ გაბი. მასამ უნდა მოიცადოს, სა-
ნამ მზე ჩავა.
- კი, მაგრამ...
- ჰო, გაბმა იცის, აქ ამ გველის გარდა, არაფერია საჭმე-
ლი. მასა არ შეჭამს გველს, გაბი კი შეჭამს. ღამე შეწვავს, რო-
ცა ბოლი არ ჩანს ტყის თავზე. ერთი ადგილი აქვს, სადაც საჭ-
მელს ამზადებს ხოლმე. გაბრიელი ენდობა მასა ედვარდს და
გაქცეული ზანგის ბუნაგში წაიყვანს.
ამასობაში გველს თავი მოაჭრა, კისერი და კუდი წკნელე-
ბით შეუკრა. შემდეგ პრიალა სხეული მხარზე გადაიგდო და
ფეხზე წამოდგა, მზად იყო წასასვლელად.
- წავიდეთ, მასა, - განაგრძო მან, - გამოჰყევით ბებერ
გაბს, საჭმელს გიშოვით რამეს, - ეს თქვა, შებრუნდა და ბუჩ-
ქებში შეაბიჯა.
თოფი ავიღე და უკან გავყევი. მეტი რა გზა მქონდა. მარ-
ტოს რომ მეცადა წასვლა, ისევ გზა ამებნეოდა. ორჯერ უკვე
ვცადე და ორჯერვე დავიბენი. არც მიმეჩქარებოდა სადმე. ღა-
მე თუ მივიდოდი, უკეთესიც იყო, ჩემი დახეული და სისხლით
დასვრილი ტანსაცმელი ხალხის ყურადღებას მაინც არ მიიქ-
ცევდა. ამიტომ სიამოვნებით გავყევი ჩემს მეგზურს თავის ბუ-
ნაგში, რათა მზის ჩასვლამდე იქ დავრჩენილიყავი.

213 მკითხველთა ლიგა


რამდენიმე ასეული იარდი უხმოდ გავიარეთ. ზანგი ისე
ათვალიერებდა ტყეს, თითქოს რაღაცას ეძებსო. მიწას კი არ
დაჰყურებდა, ხეებს აკვირდებოდა.
უცებ რაღაც ჩაილაპარაკა და გზიდან გადაუხვია. მეც უკან
გავყევი. მაღალ ხესთან შეჩერდა და ტოტი შეათვალიერა.
სკიპიდრის ნაძვს ჰგავდა, გირჩებითა და ღია მწვანე წიწვებით
ვიცანი. ნეტავ, აქ რატომ შეჩერდა?
- მასა ედვარდი ახლავე გაიგებს აქ რატომ გავჩერდი, - მი-
პასუხა გაბრიელმა.
- თუ შეიძლება, მასა, ცოტა ხანს დამიჭირეთ ეს გველი,
ოღონდ მიწას არ შეახოთ, თორემ ძაღლები სუნით მოგვაგნე-
ბენ.
გველი ისე დავიჭირე, როგორც მთხოვა, თან გაბს შევცქე-
როდი.
სკიპიდრის ნაძვს სწორი, შიშველი ტანი აქვს და პირამი-
დისებური კენწერო. ტოტები მეტწილად ორმოცდაათი ფუტის
სიმაღლიდან ეზრდება. ამ ნაძვს კი, ოცი ფუტის სიმაღლეზე
მოუჩანდა ნორჩი ყლორტები. ყლორტებზე ხუთი დუიმის სიგ-
რძე გირჩები ეკიდა. ზანგს, ეტყობა, სწორედ გირჩები სჭირ-
დებოდა, მაგრამ რისთვის, ამას ვერ მივხვდი. გაბმა დიდი კე-
ტი იპოვა და გირჩები ყლორტებიანად ჩამობერტყა. როცა იმ-
დენი ჩამოყარა, რამდენიც სჭირდებოდა, კეტი შორს მოის-
როლა. ნეტავ, ახლა რაღას იზამს? უფრო დავინტერესდი.
ზანგმა შეაგროვა გირჩებიანი ტოტები, მერე გირჩები გა-
დაყარა. ამან ძალიან გამაკვირვა. ტოტების ბოლოში გამოზ-
რდილ მოწითალო ყავისფერ ყლორტებს ფისის სქელი ფენა
ედო და თურმე სწორედ ეს სჭირდებოდა. სკიპიდრის ნაძვი ამ
ოჯახის სხვა ხეებთან შედარებით, მეტ ფისს გამოჰყოფს, ფისს
მძაფრი სუნი აქვს და ეს სახელიც ამიტომ შეარქვეს.
214 მკითხველთა ლიგა
ზანგმა ორივე ხელით აიღო ყლორტები და მაგრად გაუსვ
გამოუსვა თავისი უხეში ჩექმის ლანჩებსა და ყელზე. შემდეგ
ჩემთან მოვიდა, დაიხარა და მეც წამისვა ფეხსაცმელზე.
- ახლა კარგად არის ჩვენი საქმე, მასა, წყეული ძაღლები
ვეღარასოდეს მოაგნებენ გაბის კვალს. წამოდით, მასა ედ-
ვარდ, წამოდით! - ეს თქვა, გველი ისევ მხარზე გადაიგდო და
გზას გაუდგა. მეც უკან მივყევი.

215 მკითხველთა ლიგა


თავი XXXVIII
ნავი

მალე ისევ კვიპაროსის ტყეში შევედით. აქ ბუჩქნარი აღარ


იყო. მუქი ხეები ისე მიჯრით იდგნენ ერთმანეთთან, რომ სხვა
მცენარეები ვეღარ ხარობდა. ქოლგისებური კენწეროები ჭა-
ღარა ხავსს დაეფარა, ხავსი სქელ ფოჩებად ეკიდა და მზის
სხივები ვეღარ ატანდნენ შიგ, თორემ ეს ნოყიერი მიწა ხშირი
ბალახით იქნებოდა დაფარული. მაგრამ ეს ადგილები ყოველ
წელიწადს იტბორება და მხოლოდ ზოგი მცენარე გაიხარებს
ხოლმე.
ცოტა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ წყალს ვუახლოვდებო-
დით. ნიადაგი შეუმჩნევლად დაბლდებოდა, მაგრამ ჭაობის
ნესტისა და შმორის სუნი, ბაყაყების ყიყინი, ჭაობის ფრინ-
ველთა ხმა და ალიგატორის ღრიალი იმის ნიშანი იყო, რომ
წყალს ვუახლოვდებოდით, ან ტბას, ან კიდევ ტბორს.
მართლაც, მალე ტბორს მივადექით, მაგრამ ჩვენ მხო-
ლოდ წყლის პატარა ნაწილს ვხედავდით, რადგან სადამდეც
თვალი მიგვიწვდებოდა, წყალში ამოსული კვიპაროსების ტყე
ისეთი ხშირი იყო, რომ ზოგ ადგილას ხეები ერთმანეთს მიტ-
ყუპებოდა. აქა იქ ზედაპირზე ამოჩრილი უცნაური შავი ფესვე-
ბი წყლის ურჩხულებს ჰგავდნენ და ეს ადგილი ზღაპრული
ქვეყანა გეგონებოდათ. დაჩრდილული წყალი მელანივით შა-
ვი ჩანდა, ჰაერი მძიმე და დახუთული. ერთი სიტყვით, დანტეს
„ჯოჯოხეთის“ შესაფერი სურათი იყო.

216 მკითხველთა ლიგა


ტბორს რომ მივუახლოვდით, ზანგი შეჩერდა. ჩვენს ფეხ-
თით ვეებერთელა ხე ეგდო. წინათ, ეტყობა, ზედ წყლის პირას
იდგა, ახლა კი წყლის ზედაპირზე გაწოლილი ხის კენწერო
შორს მოჩანდა. ტოტები ჯერ არ დამპალიყო, ზედ გამხმარი
პარაზიტი მცენარეები შემოხვეოდა ბუჩქ ბუჩქად, თითქოს თი-
ვა დაუყრიათო. ზოგი ტოტი ჩაძირულიყო, მაგრამ მეტი წილი
წყლის ზედაპირზე იყო ამოჩრილი. ზანგი სწორედ ამ ხის ფეს-
ვებთან შეჩერდა.
გაბრიელი ხეზე შედგა, ხელით მანიშნა, მომყევიო და კენ-
წეროსკენ გაემართა. ხეზე ავძვერი და უკან გავყევი, თან
ვცდილობდი, წონასწორობა შემენარჩუნებინა. კენწეროსკენ
მივდიოდით. მეგონა, იქ იყო ჩვენი თავშესაფარი.
მაგრამ ზანგი უეცრად შედგა. ძალიან გამიკვირდა, როცა
იქვე, წყალზე, ხავსში დამალული პატარა ნავი დავინახე. ისე
კარგად იყო დაფარული, რომ იმ ადგილის გარდა, სადაც
ჩვენ ვიდექით, ვერსაიდან დაინახავდით.
დავინახე თუ არა ნავი, მაშინვე მივხვდი, რომ ჯერ არ ვიყა-
ვით მისული თავშესაფარში. ზანგმა ნავი ახსნა და ხელით მა-
ნიშნა, ჩაჯექიო. ხიდან გადავაბიჯე და მსუბუქ კანოეში ჩავჯე-
ქი. გაბრიელიც ჩაჯდა, ტოტებს ეჭიდებოდა და ასე ნელ ნელა
გამოიყვანა ნავი საფარიდან. მერე ნიჩბები აიღო, თანაბრად
მოუსვა და ჩუმად გავცურეთ ჩრდილით ჩამუქებულ წყალზე.
ორასი სამასი იარდი ძალიან ნელა მივცურავდით; კვიპა-
როსების ხშირი ტყე, მათი ფესვები გვიძნელებდა საქმეს და
ძალიან დიდი სიფრთხილე იყო საჭირო. მაგრამ ვხედავდი,
რომ ზანგს კარგად მიჰყავდა ნავი, ნამდვილი ინდიელივით.
მარჯვედ იქნევდა ნიჩბებს. განთქმული მონადირე და მეთევზე
იყო და ახლა, როცა სდევნიდნენ, ნავის მართვაც არ გამოდგა
მისთვის ძნელი. ჩემს სიცოცხლეში ეს ყველაზე უცნაური მოგ-
217 მკითხველთა ლიგა
ზაურობა იყო. თითქოს მელნის ტბაში მივცურავდით. მზის
სხივები ვერ აღწევდა ჩვენამდე, გარშემო ყველაფერი წყვდი-
ადს მოეცვა.
მივსრიალებდით ჩაბნელებულ დერეფნებში, ვეებერთე-
ლა, ჩამუქებულ ხეებს შორის, რომლებიც სვეტებივით შეს-
დგომოდნენ ერთმანეთში გადაწნული ტოტების თაღს. ამ
მწვანე სახურავიდან მგლოვიარე ბრომელიები ჩამოკიდებუ-
ლიყო, ზოგან წყლის ზედაპირსაც ეხებოდა და ჩვენც გვედე-
ბოდა სხეულზე.
მაგრამ ჩვენს გარდა სხვა ცოცხალი არსებებიც იყვნენ. ამ
დაბურულ ადგილს თავისი მკვიდრნიც ჰყავდა. აქ იპოვეს
მყუდრო თავშესაფარი ალიგატორებმა. ბინდბუნდში ხშირად
ვხედავდით ამ ურჩხულებს ზოგი წაქცეულ ხეზე მიღოღავდა,
ზოგი წყლიდან ამოშვერილ ფესვებზე აბობღებულიყო, ან კი-
დევ უხმოდ მიცურავდა შავ წყალში. დიდი ანკარა გველებიც
ბევრი იყო, ხიდან ხისკენ მისრიალებდნენ და აციმციმებულ
წყლის ვიწრო ზოლს ტოვებდნენ ტბორში, ან დაგრაგნილები
იწვნენ წყლიდან ამოშვერილ კორძიან ხეზე. ფრთებგაშლილი
ჭაობის ბუ უხმოდ დაფრინავდა, დიდი, შავი ღამურები მწე-
რებს დასდევდნენ. ზოგჯერ ისე ახლოს ჩაგვიქროლებდნენ,
ლამის სახეზე გვედებოდა ღამურების საზიზღარი ფრთები,
თან ხმამაღლა ატკაცუნებდნენ ყბებს.
ამ სრულიად უცნობმა, უცნაურმა სურათმა ცნობისმოყვა-
რეობა გამიმძაფრა და ამასთანავე რაღაც ბუნდოვანი შიში
ჩამისახა. კლასიკური ლიტერატურის სურათები გამიცოც-
ხლდა მეხსიერებაში, ვითომ სტიქსზე მივცურავდი, ზანგი კი
მრისხანე ქარონი იყო.

218 მკითხველთა ლიგა


უცებ ამ ბინდბუნდში სინათლე შემოიჭრა, ნიჩბის რამდენი-
მე მოსმა და ჩვენი კანოე მზის სხივებში გაეხვია. ძლივს მო-
მეშვა გულზე.
ჩვენ თვალწინ ფართო წყლის სივრცე გადაიშალა.
მრგვალ ტბას ჰგავდა. მართლაც, ნამდვილი ტბა იყო, ის კი,
რაც ჩვენ გამოვიარეთ ნოღა, რომელიც წელიწადის დანარ-
ჩენ დროს სულ მთლად მშრალია ხოლმე. ტბა იმდენად ღრმა
იყო, რომ ჭაობის მოყვარული კვიპაროსებიც ვერ გაიხარებ-
დნენ შიგ.
ძალიან ვრცელი არ ყოფილა, ნახევარი მილის დიამეტრის
თუ იქნებოდა, გარშემო ხავსმოკიდებული ტყე ერტყა, ნაც-
რისფერი კედელივით ასვეტილი. ტბის შუაგულში ასეთივე
ხავსმოკიდებული ხეები მოჩანდა, შორიდან კუნძულს ჰგავდა.
ეს განმარტოებული ადგილი საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩ-
ნდა. ყველგან სიცოცხლე ჩქეფდა. როგორც ჩანს, ამ ტბაზე იკ-
რიბებოდა ლუიზიანის ვრცელი ჭაობების მკვიდრი სხვადას-
ხვა ჯიშის ფრინველი: თეთრი ყანჩა, თეთრი და წითელი ყაჯი-
რი, წერო, წითელი ფლამინგო და იშვიათი, მახინჯი ფრინვე-
ლი ანჰინგა, რომელსაც, როცა ცურავს, ტანი წყალში ღრმად
აქვს ხოლმე ჩაფლული, გველივით თავი კი წყალზემოთ.
აქაური მბრძანებელი, უშნო, თეთრი პელიკანი გაშეშებული
იდგა წყალში და მსხვერპლს უთვალთვალებდა. მთელ ტბას
მცურავი ფრინველი მოსდებოდა: ყველა მხარეს იხვები, ბატე-
ბი და გედები დაცურავდნენ. ჰაერში ჯგუფ ჯგუფად დაფრინავ-
დნენ კრონშნეპები და თოლიები, გარეული იხვების ფრთებს
ზუზუნი გაჰქონდა.
მაგრამ მხოლოდ წყლის ფრინველებს კი არ ამოერჩიათ ეს
ტბა სანავარდოდ, ცაში აჭრილი რომელიმე ფრინველი უცებ,
ქვასავით დაეცემოდა ხოლმე წყლის ზედაპირზე, ზედა ფენებ-
219 მკითხველთა ლიგა
ში ამოცურებულ საცოდავ თევზს ჩაუნისკარტებდა, მერე ისევ
აფრინდებოდა, მაგრამ იძულებული იყო, მაშინვე დაეთმო
მსხვერპლი თავისზე უფრო ძლიერისთვის. აი, ასეთ მრავალ-
ფეროვანი ფრინველების გარემოცვაში მოვხვდი, როცა გან-
მარტოებულ ტბაში შევცურეთ. ინტერესით ვათვალიერებდი
გარშემო ყველაფერს, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი.
გაბრიელი კი გულგრილად შეჰყურებდა ნაცნობ სურათებს,
მისთვის არც ახალი იყო ეს სანახაობა და არც საინტერესო.
წუთითაც არ შეჩერებულა, არც ერთ მხარეს არ იხედებოდა,
მხოლოდ მსუბუქად იქნევდა ნიჩბებს და კუნძულისკენ მიცუ-
რავდა.
ნიჩბების რამდენიმე მოსმა და ჩვენი კანოე ისევ ხეების
ჩრდილში შეცურდა. გაოცებული დავრჩი, როცა კუნძულისა
და ხეების ნაცვლად ერთი ვეებერთელა კვიპაროსი დავინახე,
შუა ტბაში მეჩეჩზე აღმართული. ფართოდ გაშლილი ტოტები-
დან ჩამოკონწიალებული ჭაღარა სურო წყალს ეხებოდა და
ნახევარი თაღის ოდენა სივრცეს ჩრდილავდა. კვიპაროსს ფუ-
ძე არაჩვეულებრივად სქელი ჰქონდა. ყოველი მხრიდან გა-
მოზრდილი მაგარი ფესვები პირდაპირ წყალში ეშვებოდა. ამ
ფესვებს შორის ნავი თავისუფლად გადიოდა. როცა ხეს მივუ-
ახლოვდით, დიდ შავ ფუღუროს მოვკარი თვალი...
გაბრიელმა ნავი ფესვებს შორის გაატარა და მალე კანოეს
კიჩო ხეს მიეჯახა. ზანგმა კიბეზე მანიშნა და რაღაც მითხრა.
დამფრთხალი ფრინველების კივილში ვერაფერი გავიგონე,
მაგრამ მივხვდი, რომ კიბეზე ასვლა შემომთავაზა. მაშინვე
გადმოვედი ნავიდან და ხეზე ავძვერი.
ასე მივაღწიე ფუღუროში, რომელშიც თავისუფლად
შეეტეოდა კაცი. როგორც იქნა, მივაღწიეთ მიზანს სწორედ ეს
ფუღურო იყო გაბრიელის თავშესაფარი.
220 მკითხველთა ლიგა
თავი XXXIX
ფუღურო

ფუღუროში ბნელოდა და პირველად ვერაფერი გავარჩიე,


მაგრამ მალე შეეჩვია თვალი სიბნელეს და უჩვეულო სადგო-
მის დათვალიერება დავიწყე.
ჯერ ერთი, იმან გამაკვირვა, რომ ძალიან დიდი იყო. ათი
კაცი თავისუფლად დაეტეოდა, წარმოიდგინეთ, ფეხზე მდგა-
რიც კი. მაღალი, პირამიდის მსგავსი ხე შიგნით სულ მთლად
ფუტურო იყო, მთელი მერქანი გამომპალი ჰქონდა; მერქნის
დაქუცმაცებული ნაწილები ძირს ეყარა, იატაკზე, რომელიც
წყლის დონეზე მაღლა მდებარეობდა და ამიტომ მყარი და
მშრალი იყო. შუა ადგილას ნაცარი და ნაკვერჩხალი დავინა-
ხე, იქვე, ახლოს, სქელი, მშრალი ხავსი ეფინა. ალბათ, ზან-
გის საწოლია, გავიფიქრე, მერე ხავსზე სქელ საბანსაც მოვკა-
რი თვალი და დავრწმუნდი, რომ მართლაც გაბრიელის ქვე-
შაგები იყო.
ავეჯი არ ყოფილა ფუღუროში. სკამის ნაცვლად კვიპარო-
სის კუნძი ეგდო, მაგიდის მსგავსი კი არაფერი ჩანდა. იმას,
ვინც ეს ფუღურო სახლად გამოიყენა, როგორც ჩანს, კომ-
ფორტი არ სჭირდებოდა, მაგრამ რაც აუცილებელი იყო, ყვე-
ლაფერი ჰქონდა. როცა თვალი კარგად შეეჩვია ბინდბუნდს,
მაშინღა დავინახე საგნები, რომლებიც ადრე ვერ შევნიშნე
თიხის ქოთანი, ძველი ნაჯახი, სათევზაო მოწყობილობა და
რაღაც ძველმანები.
221 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ჩემი ყურადღება სხვა რამემ უფრო მიიქცია ლო-
რის საკმაოდ მოზრდილმა ნაჭერმა, ვეებერთელა სიმინდის
კვერმა, რამდენიმე ცალმა სიმინდის ტარომ და შემწვარმა ქა-
თამმა. სანოვაგე დიდ ხის ლანგარზე ეწყო. სწორედ ასეთი,
ტიტასხისგან უხეშად გამოჩორკნილი ლანგარი ხშირად მინა-
ხავს ზანგების ქოხებში. იქვე ეწყო მომცრო, ყვითელი ნესვე-
ბი, ერთი სიტყვით, მშვენიერი დესერტი.
სანამ ჩემი თანამგზავრი ნავს მიაბამდა ხეზე, ყველაფერი
დავათვალიერე და, როცა ფუღუროში შემოვიდა, უკვე ვიცო-
დი, სად რა იდო.
- აი, მასა, ეს არის ბებერი გაბის ბუნაგი. აქ ვეღარ მოგვაგ-
ნებენ წყეული ზანგებზე მონადირეები.
- ნამდვილი სახლი გქონია, გაბრიელ, როგორ მოძებნე ეს
ფუღურო?
- გაბმა დიდი ხანია იცის ეს ადგილი, მასა. წინათაც ბევრი
ზანგი დამალულა ამ ბებერ კვიპაროსში. გაბიც ხშირად დამა-
ლულა აქ. ადრეც გაქცეულა, როცა ძველ ბატონთან ცხოვ-
რობდა, ჰიკსთან, სანამ მასა სანსონი იყიდდა. მაგრამ მასა
სანსონისგან არასოდეს გაქცეულა. მოხუცი კარგად ექცეოდა
ზანგებს, მასა ანტუანიც კეთილი კაცი იყო, ახლა კი აღარ შე-
უძლია საწყალ ზანგს. ახალი ზედამხედველი უღმერთოდ
სცემს, სანამ სისხლს არ დაღვრის ზანგს არ მოეშვება, ბოძზე
მიაბამს და წყლის საქაჩავის ქვეშ დააყენებს, მათრახით და
მძიმე შოლტი სცემს, რასაც უნდა, იმას აკეთებს წყეული!
- კი, მაგრამ როგორ უნდა იცხოვრო, სულ აქ ხომ არ დარ-
ჩები, საჭმელს სად იშოვი?
- დარდი ნუ გაქვთ, მასა. გაბი ყოველთვის იშოვის საჭ-
მელს. გაქცეულ ზანგს მეგობრები ჰყავს პლანტაციაში. თვი-
თონაც აწაპნის, რაც დაჭირდება. ჰა ჰა!
222 მკითხველთა ლიგა
- ოოო!
- მაგრამ გაბის ახლა არ სჭირდება ქურდობა, მარტო ნეს-
ვსა და სიმინდს იპარავს. შეხედეთ, რა მომიტანა ზიპმა! გუშინ
საღამოს ტყისპირთან მოვიდა ზიპი და ეს სანოვაგე მომიტანა.
ოჰ, მასა, მაპატიეთ! სულ დამავიწყდა, რომ მშიერი ხართ, მი-
ირთვით ლორი, ქათამი. ქლოს მომზადებული ქათამია, ძა-
ლიან გემრიელი, მიირთვით მასა! - ეს თქვა და წინ დამიდგა
სანოვაგით სავსე ლანგარი. ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა,
ორივენი ჭამით ვიყავით გართულები. საზამთრო და ნესვიც
შესანიშნავი დესერტი გამოდგა, ბოლოს, როგორც იქნა, დავ-
ნაყრდით, ნახევარზე მეტი მარაგი გავანადგურეთ.
ნასადილევს დიდხანს ვისაუბრეთ, არც თუთუნი დაგვიკ-
ლია. ჩემს თანამგზავრს თამბაქოს ფურცლები ჰქონდა მომა-
რაგებული. სიმინდის ხვიტში გარჭობილი ბამბუკის ღერო ჩი-
ბუხის მაგივრობას გვიწევდა და იმ ჩიბუხში გამოვლილი ბო-
ლი ჰავანის ძვირფასი სიგარის ბოლივით სურნელოვანი იყო.
დიდი მადლიერი ვიყავი ჩემი მხსნელის და ძალიან მაინ-
ტერესებდა მისი ბედი. ვკითხე, მომავალში რას აპირებ მეთ-
ქი. გეგმა არ ჰქონდა, ისე კი ფიქრობდა, იქნებ როგორმე კა-
ნადაში ან მექსიკაში გადავიდე, ან გემით გავიქცე ახალი ორ-
ლეანიდანო.
რაღაც აზრი დამებადა თავში, მაგრამ ჯერ არ მინდოდა
მეთქვა. დარწმუნებული არ ვიყავი, მოვახერხებდი თუ არა. ის
კი ვთხოვე, ჩემს უნახავად აქედან არ წასულიყო და დავპირ-
დი, იქნებ კარგი ბატონი გიშოვო მეთქი.
გაბრიელი ხალისით დამთანხმდა. ამასობაში შებინდდა
კიდეც და წასასვლელად გავემზადე.
მოვილაპარაკეთ, რა ნიშანი უნდა მიმეცა, რომ თავისი ნა-
ვით მოსულიყო და თავშესაფარში გადავეყვანე, როცა მის სა-
223 მკითხველთა ლიგა
ნახავად მოვიდოდი. მერე კანოეში ჩავსხედით და გზას გავუ-
დექით.
ტბა გადავცურეთ, ნავი წაქცეული ხის ქვეშ დავმალეთ და
ტყეში შევედით.
ახლა, გაბრიელს რომ მივდევდი, გამიადვილდა ტყეში
სიარული, ზანგი ხეებზე ნაჭდევებს ტოვებდა და სხვა ნიშნებ-
საც მაჩვენებდა, რომ ადვილად გამომეცნო გზა, როცა დამ-
ჭირდებოდა.
ერთი საათი არც კი იყო გასული და უკვე ტყისპირას ვიყა-
ვით. ზანგს ვიღაცასთან პაემანი ჰქონდა დანიშნული და იქ
დარჩა, მე კი სოფლისკენ მიმავალ ორღობეს დავადექი, ახლა
უკვე აღარ მეშინოდა გზის დაკარგვის.

224 მკითხველთა ლიგა


თავი XL
სასტუმროს ჭორები

სოფელში რომ დავბრუნდი, არც ისე გვიანი იყო. არ მინ-


დოდა, ვინმე შემხვედროდა და ფრთხილად მივდიოდი ქუჩებ-
ში. მაგრამ, საუბედუროდ, სანამ ჩემს ოთახში ავიდოდი, სას-
ტუმროს ფოიე უნდა გამევლო. ვახშმის დრო ახლოვდებოდა
და იქ მცხოვრები ხალხი ბარის დახლთან და შემოსასვლელ-
ზე ტრიალებდა.
სისხლითა და ტალახით დასვრილი ჩემი ტანსაცმელი სა-
ერთო ყურადღებას იქცევდა. მივდიოდი და ხალხი თვალს მა-
ყოლებდა. დერეფანსა და ბარში ხალხი მაჩერებდა და მეკით-
ხებოდა, სად იყავიო. ვიღაცამ შემომძახა:
- ჰელო, მისტერ! ფოცხვერს ეჭიდავეთ?
მე არ ვუპასუხე, სწრაფად ავირბინე კიბე და ჩემს ოთახს
შევაფარე თავი.
ბუჩქებისგან ისე ძლიერ დავიკაწრე, რომ ჭრილობების
შეხვევა მჭირდებოდა. იძულებული გავხდი, ექიმ რეიგარ-
ტთან გამეგზავნა კაცი.
ბედად ექიმი შინ იყო და ჩემს გაგზავნილ კაცს მაშინვე გა-
მოჰყვა სასტუმროში. ოთახში რომ შემოვიდა, გაოცებული
შედგა.
- ედვარდ, ძვირფასო, სად იყავით? - მკითხა მან ბოლოს.
- ჭაობებში.
- ეს დაფლეთილი ტანსაცმელი, ნაკაწრები და სისხლი
საიდანღაა?
225 მკითხველთა ლიგა
- ეკლიან ტევრში მოვხვდი.
- კი, მაგრამ, არ იტყვით, სად იყავით?
- ჭაობებში.
- ჭაობებში?
- ჩხრიალა გველმა მიკბინა.
- ჩხრიალა გველმა გიკბინათ? მართალს ამბობთ?
- მართალს. მაგრამ უკვე მივიღე შხამსაწინააღმდეგო წა-
მალი. მომარჩინეს.
- შხამსაწინააღმდეგო წამალი? მოგარჩინეს? როგორ? ვინ
მოგცათ წამალი?
- მეგობარი შემხვდა ჭაობებში.
- მეგობარი? ჭაობებში? - უფრო მეტად გაუკვირდა
რეიგარტს.
კინაღამ დამავიწყდა, რომ საიდუმლო უნდა დამეცვა. მივ-
ხვდი, გაუფრთხილებლად ვლაპარაკობდი. ცნობისმოყვარე
თვალები იჭყიტებოდნენ კარის ჭუჭრუტანაში. დაცქვეტილ ყუ-
რებს ერთი სიტყვა არ გამოეპარებოდათ.
რაც უნდა თქვან ჭორიკანა ტურისტებმა, მისისიპის მცხოვ-
რებნი ცნობისმოყვარენი ნამდვილად არ არიან, მაგრამ ისე-
თი გაუბედურებული დავბრუნდი, თან ისე ვცდილობდი კით-
ხვებზე არ მეპასუხა, რომ ყველაზე უინტერესო ხალხსაც კი
აღვუძრავდი ცნობისმოყვარეობას. სასტუმროს მცხოვრებნი
ჩემს კართან წრიალებდნენ და აფორიაქებულები ეკითხე-
ბოდნენ ერთმანეთს, რა მოუვიდაო. ყველა თავის მოსაზრე-
ბას გამოთქვამდა. ის კი არ იცოდნენ, რომ ყველაფერი მეს-
მოდა.
- ეტყობა, ავაზას შეებრძოლა, თქვა ერთმა.
- ან ავაზას, ან დათვს, თქვა მეორემ.

226 მკითხველთა ლიგა


- რა ნადირი იყო, არ ვიცი, მაგრამ თავისი ნიშანი კი
დაადო.
- ეს ის ყმაწვილი არაა, ბილი ბანდიტი რომ გააგორა?
- ჰო, ის არის.
- ინგლისელია, არა?
- არ ვიცი, ბრიტანეთიდან კია და ინგლისელია, ირლან-
დიელი თუ შოტლანდიელი, ეშმაკმა იცის. მაგას უნდა მოვე-
რიდოთ. აგერ, ბილი ბანდიტი ისე გააგორა მიწაზე, ხელში
მათრახის მეტი არაფერი სჭერია. ერთი დარტყმით გააგორა
და ორი დამბაჩაც აართვა. ჰა, ჰა, ჰა!
- ყოჩაღ!
- მაგისთანა წუთში მიახრჩობდა ავაზას, ალბათ, ფოცხვე-
რი მოკლა.
- ნამდვილად.
მეგონა, ბილი ბანდიტთან შეტაკება მტრად გადამკიდებდა
აქაურ ხალხს, მაგრამ ეს საუბარი რომ მოვისმინე, მივხვდი,
ვცდებოდი. ცოტა იქნებ ეწყინათ კიდეც, რომ უცხოელმა, თა-
ნაც ასე ახალგაზრდამ, იქაური დაამარცხა, მაგრამ ტყის ხალ-
ხი მაინცდამაინც არ მეგობრობდა ერთმანეთში, მხეცი ლარ-
კინი კი ნამდვილად არ უყვარდათ. სხვა მიზეზის გამო რომ
გამეშოლტა, საერთო მოწონებას დავიმსახურებდი, მაგრამ
ზანგი დავიცავი, უცხოელი ვიყავი და თანაც ინგლისელი! ამას
ვერ მაპატიებდნენ. აი, ეს უკარგავდა ფასს ჩემს გამარჯვებას
და ამიტომ მივაჩნდი აქაურებს საეჭვო კაცად.
ვიდრე რეიგარტს ველოდი, მათი ლაპარაკი მართობდა,
მაგრამ უცებ ისეთი რაღაც გავიგონე, რომ მაშინვე ყურები
ვცქვიტე.
- ამბობენ, მის ბეზანსონს ეკურკურებაო.

227 მკითხველთა ლიგა


ახლა კი დავინტერესდი. კართან მივედი და საკლიტურს
ყური მივადე.
- უფრო იმის პლანტაციას, - თქვა მეორემ და ყველამ
გაიცინა.
- თუ ასეა, - თქვა გულდაჯერებულად მესამემ, - ამ კურ-
დღელს ვერ დაიჭერს.
- რატომ? - გაისმა რამდენიმე ხმა.
- ახალგაზრდა ლედი იქნებ კიდეც ჩაიგდოს ხელში, - ისევ
ის რიხიანი ხმა გაისმა, - მაგრამ პლანტაციის რა მოგახსე-
ნოთ.
- რატომ? რატომ მისტერ მოქსილი? - ისევ გაისმა რამდე-
ნიმე ხმა ერთად.
- ასეა, ჯენტლმენებო, - ისევ გულდაჯერებულად თქვა კაც-
მა და რიხიანად გაიმეორა მანამდე ნათქვამი, - პლანტაციებს
ვერ მიიღებს.
- მაშ, მართალია? წამოიძახა ვიღაცამ, - გაკოტრებული მე-
ვალეა ბებერი გაიარის?
- პლანტაცია გაიარს დარჩება.
- ზანგებიც?
- მთელი ავლა დიდება. ხვალ ყადაღას დაადებს მთელ მა-
მულს.
გაოცებული ხმები შემომესმა, ზოგი ეჟენის კიცხავდა, ზოგი
სინანულს გამოთქვამდა.
- საწყალი ქალიშვილი! როგორ მეცოდება!
- რა გასაკვირია! რაც მამა მოუკვდა, სულ ფულებს ფლან-
გავდა.
- ამბობენ, ბევრი არაფერი დაუტოვებიაო. ნახევარზე მეტი
მამული დაგირავებული ჰქონია...
ამ დროს ექიმიც მოვიდა და წამებისაგან მიხსნა.
228 მკითხველთა ლიგა
- რა თქვით, ჭაობებში მეგობარი შემხვდაო? - ისევ ჩამე-
კითხა რეიგარტი.
კართან შეკრებილმა ხალხმა არ გაიგონოს მეთქი და ცო-
ტა შევყოყმანდი. მერე ჩუმად ვუთხარი:
- ძვირფასო მეგობარო, ტყეში ხიფათს გადავეყარე. ხე-
დავთ, რა დღეში ვარ. მოუარეთ ჭრილობებს და ნურაფერს
მკითხავთ, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, მერე გაიგებთ
ყველაფერს. ჯერ კი...
- კეთილი! კეთილი! - შემაწყვეტინა ექიმმა, - ნუ ღელავთ,
ჭრილობები მაჩვენეთ.
გულკეთილი ექიმი გაჩუმდა და ჩემს დაკაწრულ ტანს და-
უწყო თვალიერება.
სხვა დროს დაკაწრული სხეულის მობანვით გამოწვეული
ტკივილი ალბათ ძალიან შემაწუხებდა, მაგრამ ერთი წუთის
წინ გაგონილმა ამბავმა ისე ამაღელვა, რომ ვერაფერს
ვგრძნობდი.
საშინლად ვიყავი შეწუხებული, ერთი სული მქონდა, გამო-
მეკითხა რეიგარტისთვის პლანტაციის ამბები, გამეგო, რა
მოელოდა ეჟენისა და ავრორას, მაგრამ არ შემეძლო, მარ-
ტონი არ ვიყავით, სასტუმროს პატრონი და ერთი ზანგი შემო-
ვიდნენ. თავი შევიკავე, ვიდრე არ შემიხვიეს და ორივე არ გა-
ვიდა.
- მითხარით, ექიმო, რა ხდება მადმუაზელ ეჟენის თავს?
- განა არაფერი იცით?
- ეს ეს არის, გავიგე ამ ჭორიკანებისგან, - და მოვუყევი,
რაც მოვისმინე.
- მეგონა, იცოდით, ის კი არადა, ვიფიქრე, ალბათ ამიტომ
დაიკარგა ამდენ ხანს მეთქი, მაგრამ რა საერთო გქონდათ ამ
ამბავთან, ვერაფრით მივხვდი.
229 მკითხველთა ლიგა
- რაც აქ მოვისმინე, იმის მეტი არაფერი ვიცი. თუ ღმერთი
გწამთ, მითხარით ყველაფერი! მართალია, რასაც ესენი ყბე-
დობენ?
- საუბედუროდ, სრული სიმართლეა.
- საწყალი ეჟენი!
- გაიარს გირაო ჰქონდა მთელ მამულზე. მე დიდი ხანია
ეჭვი ავიღე და სულ მეშინია, ვერაგულად არ იქცეოდეს მეთ-
ქი. გაიარმა თამასუქი წარმოადგინა და ამბობენ, უკვე დაუმ-
ტკიცეს კიდეც ბეზანსონების მამულიო. ახლა ყველაფერი მას
ეკუთვნის.
- ყველაფერი?
- რაც პლანტაციაშია, ყველაფერი.
- მონებიც?
- რასაკვირველია, მონებიც.
- ყველანი... ყველა... ავრორაც?
სანამ ამას ვკითხავდი, ერთხანს შევყოყმანდი: რეიგარტმა
არ იცოდა, რომ ავრორა მიყვარდა.
- კვარტერონზე მეკითხებით? რა თქმა უნდა, ისიც ისეთივე
მონაა, როგორც სხვები. იმასაც გაყიდიან.
„ისეთივე მონაა! იმასაც გაყიდიან!“ მაგრამ ხმამაღლა არ
მითქვამს ეს.
სიტყვით ვერ გამოვთქვამ, როგორ ამაფორიაქა ექიმის
ნათქვამმა. სისხლი ამიდუღდა ძარღვებში და ძლივს შევიკავე
თავი, რომ მხეცივით არ დამეღრიალა. ძალიან კი ვცდილობ-
დი, არ შემემჩნია, მაგრამ რეიგარტმა ეტყობა, მაინც შენიშნა
ჩემი აღელვება, ისე გაკვირვებული მიყურებდა. შეიძლება
მიხვდა კიდეც ჩემს საიდუმლოს, მაგრამ სულგრძელობა გა-
მოიჩინა და არაფერი მკითხა.
- ყველა მონას გაყიდიან? ისევ წავიბუტბუტე მე.
230 მკითხველთა ლიგა
- რა თქმა უნდა, ყველას და ყველაფერს გაყიდიან კანონია
ასეთი. ალბათ გაიარი იყიდის პლანტაციას, მაინც მის მიწებს
ესაზღვრება.
- გაიარი! არამზადა! მადმუაზელ ბეზანსონს რაღა ეშველე-
ბა? ნუთუ მეგობრები არა ჰყავს?
- ამბობენ, ქალაქში დეიდა ჰყავსო, არცთუ ისე მდიდარი.
ალბათ იმასთან იცხოვრებს. დეიდა, მგონი, უშვილოა და ერ-
თადერთი მემკვიდრე ეჟენია. ოღონდ დანამდვილებით ვერ
გეტყვით, მეც სხვებისგან გავიგე.
რეიგარტი დინჯად, თავდაჭერილად ლაპარაკობდა. ჯერ
გამიკვირდა, მაგრამ მერე მივხვდი მისი თავშეკავების მი-
ზეზს. მას ეგონა, რომ ეჟენი მომწონდა, არც კი ვცდილვარ,
გადამერწმუნებინა.
„საბრალო ეჟენი! ორმაგი უბედურება დაატყდა თავს. რა
გასაკვირია, რომ ასე დარდობს!“
გავიფიქრე, მაგრამ თქმით არაფერი მითქვამს.
- ექიმო, - ვუთხარი, - იქ უნდა მივიდე!
- ამაღამ არა.
- ამაღამ, ახლავე!
- ედვარდ, ჩემო კარგო, ახლა არ შეიძლება თქვენი წას-
ვლა!
- რატომ?
- არ შეიძლება, მე ვერ მოგცემთ ნებას, ციებ ცხელება და-
გეწყებათ. იქნებ სიცოცხლის ფასადაც დაგიჯდეთ იქ წასვლა.
- კი მაგრამ...
- არაფრის დიდებით! დამიჯერეთ. მაშინვე ციებ ცხელება
დაგეწყებათ. ხვალამდე ოთახიდან არ უნდა გახვიდეთ. ვნა-
ხოთ, იქნებ დილით მოხერხდეს. ახლა კი შეუძლებელია!

231 მკითხველთა ლიგა


იძულებული გავხდი, დავყოლოდი ექიმის ნებას, თუმცა
მთლად დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ოთახში ჯდომით ეშ-
ველებოდა რამე ჩემს „ციებ ცხელებას“. ამ ავადმყოფობის მი-
ზეზი ჩემს გულში იყო და არა ღამის ჰაერში.
გულს ბაგაბუგი გაჰქონდა, ძარღვებში სისხლი მიდუღდა,
თავში მაწვებოდა.
„ავრორა გაიარის მონა! გაიარი! ავრორა! ჰა ჰა ჰა! მას
იმას ვუჭერ კისერში ხელს? არა! გველია! აქეთ! მიშველეთ!
მიშველეთ! წყალი! წყალი! ვიხრჩობი!.. არა, გაიარია!.. ხე-
ლით მიჭირავს! არა, ისევ გველია! ო, ღმერთო! ყელზე შემო-
მეხვია! მახრჩობს! მიშველეთ! ავრორა! საყვარელო! არ და-
უთმო!“.
„მოვკვდები და არ დავუთმობ!“.
„ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა, კეთილშობილო ქალიშვი-
ლო! მოვდივარ! გიშველი! როგორ ფართხალებს გაიარის
ხელში! დაიკარგე! დაიკარგე, შე წყეულო! მორჩა, ავრორა,
თავისუფალი ხარ! თავისუფალი! ო, ცის ანგელოზნო!“ აი ასე-
თი სიზმრები დამესიზმრა, ციებ ცხელებისაგან არეულ ტვინში
წარმოიშვა ეს ზმანებები.

232 მკითხველთა ლიგა


თავი XLI
წერილი

მთელი ღამე ასე გავატარე, ხან ვთვლემდი, ხან ვბოდავდი.


ვერ დავისვენე, მოთენთილმა გავიღვიძე. ერთხანს ვიწექი და
გუშინდელ ამბებს ვიხსენებდი, თან ვფიქრობდი, როგორ მო-
ვიქცე მეთქი. ბოლოს, გადავწყვიტე, მაშინვე წავსულიყავი
პლანტაციაში და ჩემი თვალით მენახა, რაც მოხდა.
როცა ვიცვამდი, უცებ მაგიდაზე წერილი დავინახე. ფოს-
ტის მარკა არა ჰქონდა, მაგრამ ქალის ხელით იყო დაწერილი
და მაშინვე მივხვდი, საიდანაც იყო გამოგზავნილი.
კონვერტი გავხიე და წავიკითხე:
„მესიე!
ლუიზიანის კანონების მიხედვით, დღეს სრულწლოვანი
გავხდი, მაგრამ ჩემზე უბედური ქალი არ მოიძებნება დედამი-
წის ზურგზე. დღევანდელი მზე ჩემი სრულწლოვანების მოწ-
მეც გახდა და გაკოტრებისაც!
მინდოდა თქვენთვის ბედნიერება მომენიჭებინა და ამით
დამემტკიცებინა, რომ უმადური არა ვარ, მაგრამ, ვაი, რომ
არ ძალმიძს! ბეზანსონების პლანტაცია მე აღარ მეკუთვნის
და ავრორაც აღარ არის ჩემი მონა! ყველაფერი დავკარგე
ეჟენი ბეზანსონი მათხოვარია! ეჰ, მესიე! სამწუხარო ამბავია
და არ ვიცი, ბოლო როგორი ექნება!
მაგრამ ვაი, რომ გაკოტრებაზე უარესი უბედურებაც არსე-
ბობს. გაკოტრებულ კაცს დროთა განმავლობაში იქნებ ეშვე-
ლოს კიდეც რამე, ცალმხრივი სიყვარულის ტკივილი კი, ისე-
233 მკითხველთა ლიგა
თი სიყვარულისა, როგორიც ჩემია ძლიერი, ერთადერთი,
წმინდა, განუკურნებელია, აქ დრო ვერას გახდება.
იცოდეთ, მესიე! ამ მწარე სასმლით სავსე ჯამში, რომელიც
უნდა დავლიო, ერთი წვეთი ეჭვიც არ ურევია, არც საყვედუ-
რი. მე თვითონ გავიუბედურე თავი.
მშვიდობით, მესიე! მშვიდობით! ღმერთმა გაბედნიეროთ!
ჯობს აღარასოდეს შევხვდეთ ერთმანეთს. დღეიდან აღარ შე-
გაწუხებთ ჩემი წუწუნი და არც ბედნიერებას დაგიჩრდილავთ.
ამიერიდან მხოლოდ სარკე კერის მონასტრის კედლები იქნე-
ბა მოწმე დარდისა, რასაც გულში ატარებს უბედური, მაგრამ
უსაზღვროდ მადლიერი
ეჟენი“.

წერილი წინა დღით იყო დაწერილი. ვიცოდი, რომ გუშინ


ეჟენის დაბადების დღე იყო, სრულწლოვანი გახდა.
„საბრალო ეჟენი, გავიფიქრე, უდარდელ ბავშვობასთან
ერთად გათავდა მისი ბედნიერება. საბრალო ეჟენი!“
ვიდრე წერილს ვკითხულობდი, ცრემლები ღაპაღუპით ჩა-
მომდიოდა, კითხვას რომ მოვრჩი, ნაჩქარევად ამოვიმშრალე
თვალები და ზარს ჩამოვკარი ხელი, მსახურს ვუბრძანე, ჩემი
ცხენი შეეკაზმა. მერე სასწრაფოდ ჩავიცვი და გარეთ გავედი.
კართან შეკაზმული ცხენი დამხვდა, მოვახტი და პლანტაციის-
კენ გავაჭენე.
სოფელს რომ გავცდი, ორ ცხენოსანს გავასწარი. ისინიც
ჩემი გზით მოდიოდნენ, მაგრამ არ ჩქარობდნენ. პლანტატო-
რებივით ეცვათ და გამოუცდელ კაცს მემამულეები ეგონებო-
და. დავინახე თუ არა ისინი, მაშინვე ვიფიქრე, არც პლანტა-
ტორები არიან, არც ვაჭრები და არც სხვა რომელიმე პროფე-
სიის წარმომადგენლებს ჰგვანან მეთქი. ჩაცმულობის მიხედ-
234 მკითხველთა ლიგა
ვით კი არ დავასკვენი, სახის გამომეტყველება ჰქონდათ ისე-
თი, მაშინვე მივხვდი, რომ კანონის მსახურები იყვნენ; ამერი-
კაშიც კი, სადაც ამ პროფესიის ხალხს არც სპეციალური
ფორმა აცვია და არც პოლიციის ნიშანი უკეთია, სახის გამო-
მეტყველებაზე მაშინვე შევიცნობ ხოლმე პოლიციელს.
რაც შეეხება ორ ცხენოსანს, ეს სპეციფიკური გამომეტყვე-
ლება მკაფიოდ ჰქონდათ აღბეჭდილი სახეზე და ეჭვი აღარ
შემპარვია, რომ კონსტებლები იყვნენ ან შერიფის ხალხი,
თუმცა, რომ ჩავუარე, მხოლოდ თვალი მოვკარი და სხვა
დროს შეიძლება არც კი მიმექცია ყურადღება.
ცხენოსნებს არ მივსალმებივარ, მაგრამ შევამჩნიე, რომ
თვითონ მომაქციეს ყურადღება. უკან მოვიხედე და დავინახე:
ერთი მხედარი მიუახლოვდა მეორეს და საუბარი დაუწყო.
მივხვდი, რომ ჩემზე ელაპარაკებოდა.
მალე დიდი მანძილით ჩამოვიტოვე და დამავიწყდა კიდეც
მათი არსებობა. პლანტაციისკენ მივიჩქაროდი, მაგრამ რა
უნდა მექნა, ჯერ არ ვიცოდი. გულისწადილს აყოლილი მივ-
დიოდი, რომ ეჟენის, ან თვით ავრორასგან მალე გამეგო, რა
მოხდა.
პლანტაციას რომ მივუახლოვდი, ჯერ არაფერი მქონდა
მოფიქრებული. ცხენს სადავე მოვქაჩე, ვიფიქრე, აზრებს მო-
ვიკრებ მეთქი. ერთი წუთით შევჩერდი მდინარესთან. აქ ნაპი-
რი რკალივით იყო შეჭრილი მდინარეში. დაუმუშავებელი მი-
წა იყო, შემოუღობავი. გზიდან გადავუხვიე, მდინარესთან ჩა-
ვედი, ცხენი გავაჩერე და ერთხანს ვიყავი ჩაფიქრებული.
ვცდილობდი, მოქმედების გეგმა დამელაგებინა. რა ვუთ-
ხრა ეჟენის? ავრორას? მას შემდეგ, რაც წერილი მომწერა,
მოინდომებს ეჟენი ჩემთან შეხვედრას? წერილში კი მწერდა,
მშვიდობითო, მაგრამ ახლა რა დროს ცერემონიები იყო. თუ
235 მკითხველთა ლიგა
ეჟენი არ მოისურვებს ჩემს ნახვას, მოვახერხებ ავრორასთან
გამოლაპარაკებას? აუცილებლად უნდა შევხვდე. ვინ დამიშ-
ლის? იმდენი რამ მაქვს სათქმელი! გული გახეთქვაზე მქონ-
და. მხოლოდ ჩემს სატრფოსთან საუბარი თუ შემიმსუბუქებდა
ტანჯვას.
მაინც ვერ გადავწყვიტე, როგორ მოვქცეულიყავი, ცხენი
შემოვაბრუნე, დეზი ვკარი და ისევ პლანტაციისკენ გავიჭერი.
პლანტაციას რომ მივუახლოვდი, ცოტა არ იყოს, გამიკ-
ვირდა: ჭიშკართან ორი ცხენი დავინახე. მაშინვე ვიცანი: გზა-
ზე რომ გავასწარი იმ მხედრების ცხენები იყო. სანამ მდინა-
რის ნაპირას ვიდექი, დაწინაურდნენ და ჩემზე ადრე მივიდ-
ნენ. მხედრები არ ჩანდნენ, ეტყობა, უკვე სახლში შესულიყ-
ვნენ.
ცხენების აღვირები ზანგს ეჭირა, ეს ზანგი ჩემი ძველი მე-
გობარი ზიპი იყო.
მივუახლოვდი და ცხენიდან არ ჩამოვმხტარვარ, ისე გამო-
ველაპარაკე, ამ ხალხის ვინაობა მინდოდა გამეგო.
ზანგის პასუხს არ გავუკვირვებივარ. ჩემი ვარაუდი სწორი
გამოდგა, კანონის მსახურები აღმოჩნდნენ შერიფი და მისი
თანაშემწე. რა საქმეზე მოვიდნენ, აღარ მიკითხავს, ისედაც
მივხვდი.
ოღონდ დაწვრილებით გამოვკითხე ყველაფერი, რაც იქ
მოხდა.
სციპიომ მოკლედ მიამბო, რაც იცოდა. შერიფმა ყადაღა
დაადო სახლსა და მთელ ქონებას; ლარკინი ჯერ ისევ განა-
გებს ზანგების უბანს, მაგრამ მონებს ყველას გაყიდიან;
გაიარი თითქმის მთელი დღე აქ ტრიალებს, „მისა ეჟენი წავი-
და“.
- წავიდა? სად?
236 მკითხველთა ლიგა
- არ ვიცი, მასა, ალბათ ქალაქში. წუხელ წავიდა, ღამე.
- მერე...
ერთი წუთით შევყოყმანდი, გულს ბაგაბუგი გაჰქონდა.
- ავრორა?
- რორაც წავიდა, მასა. მისა ჟენისთან ერთად წავიდა.
- ავრორა წავიდა?!
- დიახ, მასა, წავიდა, ღმერთმანი, მართალს ვამბობ.
ამ საიდუმლო გამგზავრებამ ძალიან გამაკვირვა. ეჟენი
ღამით წავიდა! ავრორაც წაიყვანა! რა მოხდა? სად წავიდნენ?
მაგრამ სციპიოსაგან ვეღარაფერი გავიგე. მან მხოლოდ
ზანგების ამბები იცოდა. გაგონილი ჰქონდა, რომ მას, მის
ცოლსა და პატარა ქლოს, დანარჩენ მონებთან ერთად, ქა-
ლაქში, მონების ბაზარზე გაყიდდნენ. ხვალ უნდა გაემგზავ-
რონ. გაზეთში უკვე გამოცხადებულია. ეს იყო და ეს, რაც ზიპ-
მა იცოდა. მაგრამ არა, ერთი რამ კიდევ უნდა მითხრას. თეთ-
რკანიანების ლაპარაკისთვის მოუკრავს ყური. ლარკინი,
გაიარი და მონების ვაჭარი, რომელსაც დაევალა მათი გა-
ყიდვა, კვარტერონ ქალზე ამბობდნენ, სხვა მონებთან ერთად
უნდა გავყიდოთო.
ამის გაგონებაზე, სისხლი ამიდუღდა ძარღვებში. რა თქმა
უნდა, ზანგი მართალს ამბობდა. რაც სციპიომ მითხრა, ყვე-
ლაფერი სიმართლეს ჰგავდა; ეჭვი არც კი შემპარვია.
უკვე აღარ მიზიდავდა ბეზანსონების პლანტაცია, თითქოს
მომხიბლაობა დაკარგა. ან ბრინჯერსში რაღა მესაქმებოდა.
ახლა ახალი ორლეანისკენ გამიწია გულმა.
სციპიოს თბილად გამოვემშვიდობე, ცხენი მოვაბრუნე და
ისევ სასტუმროსკენ გავაჭენე.
კეთილშობილი ცხოველი გრძნობდა ჩემს მღელვარებას
და გიჟივით მიქროდა.
237 მკითხველთა ლიგა
რამდენიმე წუთის შემდეგ მეჯინიბეს ჩავაბარე ცხენი, ჩემს
ოთახში ავედი და წასასვლელად მზადება დავიწყე.

238 მკითხველთა ლიგა


თავი XLII
მცურავი ნავსადგური

ახლა მხოლოდ ახალ ორლეანში მიმავალ გემს ველოდი.


ისიც ვიცოდი, რომ დიდხანს არ დამჭირდებოდა ცდა. ყოველ-
წლიური ეპიდემია მინელდა და ახალ ორლეანში ისევ საქ-
მიანობისა და გართობის სეზონი იწყებოდა. ჩრდილოეთში
წასულმა გემებმა უკვე მოიარეს მისისიპის ყველა შენაკადი
და უხვი მინდვრების ნაყოფით დატვირთულები ისევ ამერი-
კის ამ ვეებერთელა სავაჭრო საწყობისაკენ მოეშურებოდნენ
სამხრეთში. ყოველდღე ელოდნენ გემს.
გადავწყვიტე, პირველსავე გემს გავყოლოდი.
ის სასტუმრო, სადაც მე ვცხოვრობდი, და თვით სოფელიც,
საკმაოდ შორს იყო ნავსადგურიდან; სოფელი შეგნებულად
დააშორეს მდინარის ნაპირს, რადგან აქაც, მდინარის ზემო
და ქვემო წელშიც, ათასი მილის მანძილზე მისისიპის ნაპირე-
ბი სულ რამდენიმე ფუტით მაღალია წყლის დონეზე. წყალი
რეცხავს ნაპირებს და წითელ ნაკადს ხშირად მიწის დიდი
ბელტები მიაქვს. ნაპირის ასეთმა გამუდმებულმა ჩამორეც-
ხვამ თითქოს უნდა გააფართოოს მდინარის კალაპოტი, მაგ-
რამ არა. ახლა საქცევში დინება მთავარ ნაკადს გადაჭრის და
ერთი ნაპირიდან ჩამორეცხილი მიწა მეორე, მოპირდაპირე
ნაპირთან მიაქვს, იქ ილექება და მდინარის კალაპოტი უც-
ვლელი რჩება. ნაპირის ჩამორეცხვა და დალექვა ხდება
ოჰაიოს შესართავიდან მოყოლებული თვით მისისიპის შე-
სართავამდე, მაგრამ ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად. ალაგ
239 მკითხველთა ლიგა
ალაგ ისე უცებ გადმოვა ხოლმე მდინარე ნაპირებიდან, რომ
რამდენიმე დღეში ნახევარ სოფელს კი არა, მთელ პლანტა-
ციას წალეკავს. ხშირად, გაზაფხულის წყალდიდობის დროს,
გადარეული მდინარე თავისსავე საქცევს დაუვლის თავს,
რამდენიმე საათში ახალ კალაპოტს გაითხრის და შიგ გადა-
უშვებს წყლის ნაკადს. წარმოიდგინეთ, რომ წყალდიდობისას
მდინარის საქცევის სიღრმეში პლანტაციაა, ზოგჯერ სამი ოთ-
ხი პლანტაცია; ერთი ასეთი პლანტაციის პატრონი დაძინების
წინ სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მატერიკზე დასახ-
ლდა, დილით გამოღვიძებული კი კუნძულზე აღმოჩნდა! ალ-
ბათ რა ძრწოლვით გასცქერის მოყავისფო წითელ ნაკადს,
რომელმაც ხმელეთს მოწყვიტა. ახლა მხოლოდ ბორნით თუ
მიაღწევს მეზობელ სოფლამდე და მგზავრობაც საკმაოდ ძვი-
რი დაუჯდება; მარტო ფურგონით ვეღარ მიიტანს ბაზარზე ბამ-
ბის ვეებერთელა ნაკრაულებს, თუთუნითა და შაქრით სავსე
კასრებს. ერთხელ კიდევ რომ მოვარდეს მდინარე, ალბათ
სახლსაც წაიღებს, სახლის პატრონსაც და ასობით ნახევრად
ტიტველ ზანგსაც ზედ მიაყოლებს. ამის შიშით ადამიანი ტო-
ვებს მშობლიურ კერას და უფრო მაღალ ადგილზე სახლდება,
მიდის მდინარის აღმა, ან დაღმა, სადაც, მისი აზრით, უფრო
დაცული იქნება მოულოდნელი უბედურებისაგან.
მდინარის გიჟმაჟი ბუნების გამო მისისიპის ქვემო დინება-
ში საიმედო სამოსახლო ადგილის პოვნა ძნელია. მდინარის
შესართავიდან მოყოლებული, თითქმის ხუთასი მილის მან-
ძილზე იშვიათად თუ შეხვდებით ამაღლებულ ადგილს, საც-
ხოვრებლად რომ გამოდგეს, მაგრამ ამ ნაკლს ხელოვნური
მიწაყრილებით „სანაპიროებით“ ასწორებენ და აქაურ ქალა-
ქებსა და პლანტაციებს შედარებით საიმედო მდებარეობა
აქვთ.
240 მკითხველთა ლიგა
როგორც მოგახსენეთ, ჩემი სასტუმრო მდინარიდან მოშო-
რებით იყო; ასე რომ, სანამ შემატყობინებდნენ, გემი შეიძლე-
ბა კიდევაც წასულიყო. ქვემო დინების მიმართულებით მიმა-
ვალი დატვირთული გემი, რომელსაც ზედმეტი ტვირთი აღარ
სჭირდება, დიდხანს არა ჩერდება ნავსადგურებში. მისისიპის
ნაპირებზე მდებარე დუქნები ლონდონის სასტუმროები რო-
დია, მსახურს რომ ენდოს კაცი. სამბოს შენზე ღრმა ძილით
სძინავს და ძალზე მცირე შანსი გაქვს, რომ დროზე გაგაღვი-
ძებს. ამ მხრივ საკმაო გამოცდილება მქონდა, და იმის შიშით,
გემმა არ გამასწროს მეთქი, სასტუმროს ვალი წინასწარ გა-
ვისტუმრე, ბარგი ავიღე და ნავსადგურში ადრიანად წავედი.
ნავსადგურში შენობა არ იდგა, მაგრამ ღია ცის ქვეშ მაინც
არ მომიწევდა ღამის გათევა: ერთი ვეებერთელა, ძველი,
უვარგისი გემი იდგა, თოკებით მაგრად დაბმული ნაპირზე. ამ
გემში ნავსადგური მოაწყვეს, ფართო გემბანები, სალონები
და კაიუტები სხვადასხვა ტვირთის საწყობებად გადააქციეს.
ძველი გემი ორივე ფუნქციას ასრულებდა და მცურავი ნავ-
სადგური შეარქვეს.
უკვე გვიან იყო, თითქმის შუაღამე, გემზე რომ ავედი. ქა-
ლაქელები, ვისაც ნავსადგურში საქმე ჰქონდა და გვიანობამ-
დე შემორჩა, წასულიყვნენ. საწყობის პატრონიც წასული იყო.
ერთადერთი ადამიანი, რომელიც იქ დავინახე, კუთხეში იჯ-
და, ქვემო გემბანზე. დახლზე გირებიანი სასწორი იდგა. დიდი
კანაფის ხვეული იდო, სამზარეულო დანა და სხვა სავაჭრო
ნივთები, რომლებიც ყველა სოფლის დუქანში შეგხვდებათ.
დახლს უკან, თაროებზე ეწყო სხვადასხვა ფერის სასმელები,
ჭიქები, გალეტებით სავსე ყუთები, ყველი „დასავლეთის რე-
ზერვაციებიდან“, ამძაღებული კარაქით სავსე კასრები, თუ-
თუნისა და იაფი სიგარეტების შეკრულები. ერთი სიტყვით,
241 მკითხველთა ლიგა
ყველაფერი, რაც საბაყლო დუქანში უნდა იყოს; დიდი გემბა-
ნის დანარჩენი ადგილი სხვადასხვანაირ ტვირთს ეკავა: ზოგი
ფუთებში იყო, ზოგიც ტომრებში, კასრებსა და ყუთებში. ზოგი-
ერთი, შორეული ადგილებიდან მოტანილი ტვირთი, ახალი
ორლეანის გავლით, მდინარის ზემო წელში მდებარე ადგი-
ლებისაკენ უნდა გაეგზავნათ, სხვა კიდევ დედამიწის უხვი სა-
ჩუქარი პირიქით, მისისიპის შესართავისაკენ მოჰქონდათ,
რათა შემდეგ ათასობით მილი გადაეცურა ატლანტის ოკეანე-
ზე. მთელი ქვედა გემბანი ტვირთს ეკავა და ამაოდ ვეძებდი
თავისუფალ ადგილს, რომ დავწოლილიყავი და ფეხები გამე-
შალა. კარგად რომ ყოფილიყო განათებული იქაურობა, იქ-
ნებ კიდეც მომეძებნა ასეთი ადგილი, მაგრამ შამპანურის
ბოთლებში ჩარჭობილი სანთელი მთლად გალეულიყო, ბჟუ-
ტავდა და ძლივს ანათებდა აქაურობას. მკრთალი სინათლე
ზანგის სახეზე დალიცლიცებდა და ამით მივაგენი ამ ერთა-
დერთ სულიერს.
- გძინავს, ძია? - ვკითხე ზანგს, როცა დახლს მივუახლოვ-
დი.
ამერიკელი ზანგისგან უხეშ პასუხს ვერ გაიგებ, მით უმე-
ტეს, თუ ზრდილობიანად ჰკითხე რამე. ჩემი ალერსიანი კი-
ლო, ეტყობა, გულზე მოხვდა და კმაყოფილების ღიმილი გა-
დაეფინა. თვითონაც ვხედავდი, რომ არ ეძინა, მაგრამ მინ-
დოდა გამოვლაპარაკებოდი.
- ღმერთო ჩემო, ეს ხომ მასა ედვარდია! ძია სემო გიც-
ნობთ, მასა ედვარდ. თქვენ კარგად ექცევით ზანგებს. რით შე-
მიძლია გემსახუროთ, მასა?
- ქვემოთ მივემგზავრები, ახალ ორლეანში და აქ მინდა
გემს დაველოდო. გავიგე, ამაღამ გემი ჩამოივლისო.

242 მკითხველთა ლიგა


- აუცილებლად ჩამოივლის, მასა ედვარდ, აუცილებლად!
ბატონიც ელის. ამაღამ უნდა ჩამოიაროს წითელი მდინარი-
დან გემმა „ჰოუმამ“ თუ „ჩოკტუმამ“, კარგად არ ვიცი.
- კეთილი! ახლა კი, ძია სემ, თუ სადმე მოგეპოვებათ ექვსი
ფუტის სიგრძის თავისუფალი ფიცარი იატაკზე და გამაღვი-
ძებთ, როცა გემი მოვა, ეს ნახევარი დოლარი თქვენი იქნება.
მბზინავი ფულის დანახვაზე ზანგს თვალები გაუფართოვ-
და. მაშინვე დაავლო ხელი შამპანურის ბოთლს, ფუთებსა და
ყუთებს შორის გამიკვლია გზა ტრაპისაკენ, რომლითაც
მეორე, ან როგორც ეძახიან, მგზავრების გემბანზე ავედით და
მალე სალონში აღმოვჩნდით.
- ხედავთ, მასა, რამდენი ადგილია! ძია სემი ძალიან წუხს,
რომ საწოლი არ არის; თუ მასას შეუძლია ამ ყავის ტომარაზე
დაიძინოს, სემი ძალიან მოხარული იქნება, ძალიან! სან-
თელს თქვენ დაგიტოვებთ, მე მეორე მაქვს ქვემოთ. ღამე
მშვიდობისა, მასა, ღამე მშვიდობისა! დარდი ნუ გაქვთ, გა-
გაღვიძებთ, ნუ გეშინიათ!
თქვა კეთილმა ზანგმა, სანთლიანი ბოთლი ძირს დადგა
და კიბეზე დაეშვა. მარტო დავრჩი.
სანთლის მკრთალ სინათლეზე ჩემი ოთახი შევათვა-
ლიერე. ძია სემის თქმის არ იყოს, ადგილი საკმაოდ ბევრი
აღმოჩნდა ძველი გემის კაიუტაში, ქალებისა და კაცების სა-
ლონს შორის ტიხარი აეღოთ, ასე რომ ას ფუტზე მეტი სიგ-
რძის დარბაზი იყო. მე თითქმის ცენტრში ვიდექი და დარბა-
ზის თავი და ბოლო სადღაც სიბნელეში იკარგებოდა. დარბა-
ზის აქეთ იქით ვენეციური მწვანე შუშის კარებიანი კაიუტები
იყო გამწკრივებული ზოგი კარი დაკეტილი იყო, ზოგიც ღია.
სალონის კედლების ჩამუქებული მოხატულობა და ოქროს
ვარაყი დამსკდარიყო და მხოლოდ მთავარ სალონში შესას-
243 მკითხველთა ლიგა
ვლელ თაღზე ბრწყინავდა ოქროს ასოებიანი წარწერა „სულ-
თანის მეუღლე“. ასე მივხვდი, რომ ეს იყო ერთ ერთი ყველა-
ზე სახელგანთქმული გემი იმ გემებს შორის, რომლებსაც
ოდესმე დაუსერავთ მისისიპი.
უცნაური აზრები დამებადა, როცა ამ განადგურებულ დარ-
ბაზში ვიდექი. უღრანი ტყის მივარდნილი ადგილიც კი არ იქ-
ნებოდა უფრო მდუმარე და უკაცრიელი. არ ისმოდა გემის-
თვის დამახასიათებელი ხმები: მანქანების გრიალი, ორ-
თქლის შიშინი, ხალხის ლაპარაკი და წკრიალა სიცილი; არც
ნაცნობი საგნები იყო ბრწყინვალე კანდელაბრები, გრძელი,
მოელვარე ბროლით გაწყობილი მაგიდები; სიჩუმე და ის,
რომ ნაცნობი ხმები არ ისმოდა და საგნები არა ჩანდა ოდეს-
ღაც ხალხმრავალ ბრწყინვალე დარბაზში, უფრო მეტად უკაც-
რიელს აჩენდა იქაურობას. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თით-
ქოს მონასტრის ნანგრევებთან ვიდექი, ან კიდევ ძველის-
ძველ სასაფლაოზე.
ავეჯის ნასახიც არსად ჩანდა, იატაკზე მხოლოდ ყავით სავ-
სე ჯვალოს ტომრები ეყარა.
შევათვალიერე ჩემი „საძილე ოთახი“, რომელმაც ეს უც-
ნაური ფიქრები აღმიძრა და დასაწოლად გავემზადე. მთლად
გამოჯანმრთელებული არ ვიყავი და დავიქანცე. ექვსი ტომა-
რა მოვათრიე, ერთად გავამწკრივე, მერე ზედ დავწექი და
საწვიმარი გადავიფარე. ჩემი სიმძიმით დატკეპნილი ყავის
მარცვლები კარგი საწოლი გამოდგა და ხუთი წუთიც არ იყო
გასული, რომ უკვე მეძინა.

244 მკითხველთა ლიგა


თავი XLIII
ვირთხები

ეტყობა, ერთი საათი მეძინა, ან ცოტა მეტი. როცა დავწექი,


აზრადაც არ მომსვლია, საათისთვის შემეხედა, გამოღვიძე-
ბულს კი ამისთვის აღარც მეცალა. საათზე ნაკლები რომ არ
მძინებია, სანთლის ზომით მივხვდი.
ჩემს სიცოცხლეში ყველაზე საშინელი წუთები გამოვცადე
საზიზღარი სიზმარი ვნახე. მაგრამ არა, სიზმარი არ იყო, თუმ-
ცა მაშინ მეგონა, თითქოს სიზმარში ვხედავდი ყველაფერს.
ახლა კი მისმინეთ!
როგორც უკვე მოგახსენეთ, პირაღმა ვიწექი და ჩემი ფარ-
თო საწვიმარი გადავიფარე, რომელიც ნიკაპიდან კოჭებამდე
მფარავდა, ისე რომ, მხოლოდ სახე და ფეხები მიჩანდა. ბა-
ლიშის მაგივრად ერთი ტომარა ამოვიდე თავქვეშ და მთელ
ჩემს ტანს კარგად ვხედავდი. სანთელი ფეხებთან დავიდგი,
იატაკს რამდენიმე იარდის მანძილზე ანათებდა. კიდევ ვი-
მეორებ, დავწექი თუ არა, მაშინვე დამეძინა. ყოველ შემთხვე-
ვაში, მაშინ ასე მეგონა, ის კი არა, ახლაც ასე მგონია, თუმცა
თვალები ღია მქონდა, სანთელსაც კარგად ვხედავდი და სან-
თლით განათებულ სივრცესაც. ვცდილობდი, დამეხუჭა თვა-
ლები, მაგრამ ვერ ვახერხებდი, ვერც გვერდზე გადავბრუნდი.
ვიწექი ასე, სანთლის ალსა და იატაკზე განათებულ წრეს შევ-
ცქეროდი და უცებ, ჩემ წინ სიბნელეში რამდენიმე მოელვარე
წერტილი აციმციმდა. ჯერ ციცინათელები მეგონა იმ ადგი-
ლებში უამრავი ციცინათელაა მაგრამ აქ, დახურულ ოთახში
245 მკითხველთა ლიგა
ციცინათელები როგორ შემოაღწევდნენ? თანაც მიკვირდა,
რომ ჰაერში კი არა, ზედ იატაკთან ტრიალებდნენ.
მოციმციმე წერტილები თანდათან მატულობდა, თითქმის
ასი გახდა და ყველაზე საოცარი ის იყო, რომ სულ წყვილ
წყვილად დახტოდნენ. არა, ციცინათელები არ იყო!
შიშმა შემიპყრო, უცებ ვიგრძენი, რომ ეს უამრავი წერტი-
ლი საფრთხეში ჩამაგდებდა. ნეტავ, რა იყო?
როგორც კი ეს კითხვა გამიჩნდა, მაშინვე პასუხიც მივიღე,
მაგრამ ამ პასუხმა ვერ დამამშვიდა. უცებ მივხვდი, წყვილი
წერტილები თვალები იყო!
ვირთაგვების თვალები რომ იყო, ამის მიხვედრას ბევრი
არაფერი უნდოდა. იქნებ დამცინოთ კიდეც, რამ შეგაშინაო,
მაგრამ ხუმრობა იქით იყოს და, თავდასხმისათვის გამზადე-
ბული ფოცხვერი რომ დამენახა, ამაზე მეტად არ შემეშინდე-
ბოდა. გაგონილი მქონდა და ჩემი თვალითაც მინახავს ვირ-
თაგვების უტიფარი, სისხლისმსმელი თავდასხმები ახალ ორ-
ლეანში; იქ მაშინ ძალიან გამრავლდნენ ვირთაგვები და მას
შემდეგ, დავინახავდი თუ არა, ზიზღი და შიში მეუფლებოდა.
მაგრამ ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ჩემკენ მოიწევდნენ,
თანდათან მიახლოვდებოდნენ, გაქცევა კი არ შემეძლო. დი-
ახ, არ შემეძლო! ხელები და ფეხები დამიმძიმდა და ვეღარ
ვინძრეოდი.
სწორედ მაშინ გავიფიქრე, სიზმარში ვარ მეთქი.
„რა თქმა უნდა, მესიზმრება, გავიფიქრე, ჯერ კიდევ შემ-
რჩა აზროვნების უნარი, მაგრამ რა საშინელი სიზმარია! მა-
ლე მაინც გამეღვიძოს! რა საზარელი სიზმარია! მუდამ ასეა
ხოლმე. თითის განძრევა მაინც შემეძლოს! ღმერთო ჩემო!“
მართლა ასე ვფიქრობდი. ყოველთვის ასეთი შეგრძნება
მქონდა ხოლმე, როცა საშინელ სიზმარს ვხედავდი, მაგრამ
246 მკითხველთა ლიგა
მას შემდეგ, რაც ვისწავლე, როგორ მომეშორებინა კოშმარუ-
ლი სიზრები, აღარ მეშინოდა.
ახლა კი ვეღარ მოვახერხე. მიცვალებულისთვის თვალის
დახუჭვა რომ დაავიწყდებათ ხოლმე, ისე ვიწექი. მეჩვენებო-
და, რომ მეძინა. მაგრამ მეძინა თუ არა, საშინელება წინ იყო.
ვაკვირდებოდი სიბნელეს და ვხედავდი, რომ ეს საზიზღა-
რი ცხოველები სულ უფრო და უფრო მატულობდნენ. აი, უკვე
მოაღწიეს განათებულ ადგილს და აშკარად ვხედავდი ნაც-
რისფერი ბეწვით დაფარულ პატარა სხეულებს. მთელი ოთა-
ხი სავსე იყო ვირთაგვებით, ქარისაგან აქოჩრილი ტალღები-
ვით ღელავდა იატაკი, საზიზღარი სანახაობა იყო!
ვირთაგვები თანდათან მიახლოვდებოდნენ; უკვე ვხედავ-
დი გრძელ დრუნჩებს, ნაცრისფერ ულვაშებს, ბასრ კბილებს,
ბრაზიან ბოროტ თვალებს.
აი, უფრო მომიახლოვდნენ! ყავის ტომრებზე ამოძვრნენ,
უკვე ჩემს ტანზე დაძრწიან... ჩემი საწვიმრის ნაკეცებში დას-
დევენ ერთმანეთს, ჩემს ჩექმებს ხრავენ... საშინელებაა! სა-
შინელება! ცოცხლად შემჭამენ!
უთვალავი ვირთაგვა დამესია! მარჯვნივ და მარცხნივ ვე-
ღარ ვხედავ, მაგრამ ვიცი, რომ აქ არიან. მესმის მათი ყურის-
წამღები წივილი, ჰაერიც გაჟღენთილია ამ საზიზღარი მხეცე-
ბის სუნით. ლამის დამახრჩოს ამ სუნმა, საზარელია! საზარე-
ლი! ღმერთო დიდებულო, მიხსენი ამ საშინელი სიზმრისგან,
გამომაღვიძე!
აი, ასეთი ფიქრები და გრძნობები დამეუფლა მაშინ; მშვე-
ნივრად ვგრძნობდი, რაც ხდებოდა და სწორედ ამიტომ მეგო-
ნა სიზმარი.
ძალას ვატანდი თავს, მინდოდა, როგორმე გამოვფხიზლე-
ბულიყავი, ხელი ან ფეხი გამენძრია, მაგრამ ამაოდ, კუნთები
247 მკითხველთა ლიგა
არ მემორჩილებოდა, ჩემი სხეულის ყოველ ნერვს ეძინა, სის-
ხლი გამეყინა ძარღვებში.
მეჩვენებოდა, თითქოს დიდი ხანი იყო, რაც ასე ვიტანჯე-
ბოდი. ვიწექი და შიშისაგან გული მიმდიოდა, ვაითუ, ცოც-
ხლად გამომხრან მეთქი. გაცოფებულმა მხეცებმა მხოლოდ
ფეხსაცმელსა და საწვიმარს შეუტიეს, მაგრამ ჩემი შიში მაინც
უსაზღვრო იყო. სულ იმის მოლოდინში ვიყავი, როდის მწვდე-
ბოდნენ ყელში.
მაგრამ ეტყობა, ჩემი ფართოდ გახელილი თვალები უშ-
ლიდათ ხელს. დარწმუნებული ვარ, მთელი ამ ხნის განმავ-
ლობაში ღია მქონდა თვალები. იქნებ ამიტომ ვერ ბედავდნენ
თავდასხმას? ვირთაგვები ტანზე მაცოცდებოდნენ, მკერდზეც
კი ამოღოღდნენ, მაგრამ ყელსა და სახესთან მოახლოებას
ვერ ბედავდნენ.
არ ვიცი, რამდენ ხანს დააკავებდა მათ ეს შიში, მაგრამ
უცებ მოეღო ბოლო ჩემს წამებას.
სანთელი ბოლომდე ჩაიწვა, ნამწვი შიშინით ჩავარდა
ბოთლში და სრული სიბნელე გამეფდა.
უეცრად ჩამოწოლილმა სიბნელემ დააფეთა საზიზღარი
ცხოველები და ყურისწამღები წრიპინით სხვადასხვა მხარეს
გაცვივდნენ. მხოლოდ იატაკზე თათების ნაჩქარევი ტყაპატ-
ყუპი მესმოდა.
ეტყობა, სინათლემ მომაჯადოვა. მაჯლაჯუნა დამაწვა და
იმიტომ ვერ დავაღწიე თავი ამ საშინელებას. როგორც კი სან-
თელი ჩაქრა, კუნთებში ძალა მაშინვე დამიბრუნდა. უცებ
ფეხზე წამოვხტი, საწვიმარს დავავლე ხელი, აქეთ იქით ვიქ-
ნევდი და, რაც ძალი და ღონე მქონდა, ვყვიროდი.
მთელ ტანზე ცივმა ოფლმა დამასხა, თმა ყალყზე დამიდგა.
მაგრამ თავი ჯერ კიდევ სიზმარში მეგონა. მხოლოდ მაშინ
248 მკითხველთა ლიგა
ვირწმუნე, რომ ცხადში გადამხდა ეს საზარელი ამბავი და
მართლა დამესხნენ თავს ბალნიანი ცხოველები, როცა ზან-
გის მიერ მოტანილი სანთლის შუქზე ჩემი დაღრღნილი ჩექმე-
ბი და საწვიმარი დავინახე.
მაშინვე გავვარდი სალონიდან, საწვიმარში გავეხვიე და
გემბანზე მოვიკალათე.

249 მკითხველთა ლიგა


თავი XLIV
„ჰოუმა“

ნავსადგურში დიდხანს არ დამჭირვებია ცდა. მალე მოისმა


ხრინწიანი შიშინი და ცოტა ხნის შემდეგ გემის ღუმლის მო-
გუზგუზე ცეცხლის ანარეკლმაც გაანათა წყალი. მერე გემის
ბორბლების ტყლაშუნი და ზარის რეკვა გაისმა; ამას მოჰყვა
კაპიტნის ხმამაღალი ბრძანება და ხუთი წუთში რედ რივერი-
დან მომავალი გემი „ჰოუმა“ მიეკრა ძველ „სულთანის მეუღ-
ლეს“.
ტრაპზე ავირბინე, ბარგი გემბანზე დავაგდე, მერე ზემოთ
ავედი და ტენტის ქვეშ დავჯექი.
ათწუთიანი ალიაქოთი, აჩქარებული ფეხის ხმა ტრაპზე და
გემბანზე ზოგი ნაპირზე ჩადიოდა, ზოგი გემზე ამოდიოდა, სა-
ცეცხლეში ჩაყრილი შეშის ბათქაბუთქი, ხანგამოშვებით ხმა-
მაღალი ბრძანება, უხეში ხუმრობით გამოწვეული ხარხარი,
ჩურჩული გამომშვიდობებისას.... ერთი სიტყვით, ათწუთიანი
ხმაურისა და აურზაურის შემდეგ გემის დიდი ზარის რეკვა
ისევ გაისმა გამგზავრების ნიშანი.
სავარძლიდან კარგად მოჩანდა ტრაპი, რომელიც გემს
მცურავ ნავსადგურთან აკავშირებდა, იმ ნავსადგურთან, სა-
დაც ის ღამე გავატარე.
ვიჯექი და უხალისოდ დავცქეროდი ზემოდან აფორიაქე-
ბულ ნავსადგურს. ვისზეც ვფიქრობდი, ის აქ არ მეგულებოდა,
ამიტომ იყო, რომ აწრიალებულ ხალხს თვალს ვარიდებდი და
მდინარის მარცხენა ნაპირისკენ ვიყურებოდი. მოვაშორებდი
250 მკითხველთა ლიგა
თუ არა თვალს მარცხენა ნაპირს, აღარაფერზე ვფიქრობდი
და ადამიანები ქვემოთ ჩრდილებად მეჩვენებოდა, მაგრამ
უცებ გამოვცოცხლდი. შემთხვევით ორ ადამიანს მოვკარი
თვალი; მცურავი ნავსადგურის გემბანზე იდგნენ, ტრაპთან კი
არა, სადაც ფარანი აფრქვევდა სინათლეს დაფაცურებულ
მგზავრებს, მოშორებით, კუთხეში, ტენტის ჩრდილისთვის
შეეფარებინათ თავი. ვერც სახეებს ვხედავდი წესიერად და
ვერც ტანს, რადგან მუქი ტანსაცმელი ეცვათ, მაგრამ მოფა-
რებულში რომ იდგნენ და აღელვებულები ჩურჩულებდნენ,
ვიფიქრე, ნამდვილად შეყვარებულები არიან მეთქი.
„რა თქმა უნდა, შეყვარებულები არიან! რა ბედნიერებაა!
მაგრამ, არა, არც ისე ბედნიერები იქნებიან, რადგან უნდა და-
შორდნენ ერთმანეთს. როგორც ჩანს, ყმაწვილი ახალბედა
კლერკია ან ვაჭარი და ქალაქში მიემგზავრება საზამთროდ.
რა მოხდა მერე? გაზაფხულზე ისევ დაბრუნდება, კვლავ
მოუჭერს ხელს ამ ნაზ თითებს, ჩაიხუტებს ტანწერწეტა ქალს,
მიეალერსება და მასაც დიდი ხნის განშორების შემდეგ უფრო
ტკბილად ჩაეწვეთება ყურში ალერსიანი სიტყვები.
„ბედნიერი ყმაწვილი! ბედნიერი ქალიშვილი! ჩვენს მტან-
ჯველ განშორებასთან შედარებით თქვენი განშორება ტკბი-
ლია. ავრორა! ავრორა! რა იქნებოდა, თავისუფალი ყოფილი-
ყავი! რა იქნებოდა, დიდებული ქალბატონი ყოფილიყავი! უფ-
რო მეტად კი არ მეყვარებოდი ამაზე მეტად შეუძლებელია
კაცს უყვარდეს მაგრამ მაშინ უფრო გაბედულად ვიბრძოლებ-
დი შენთვის, უფრო ადვილად გავიმარჯვებდი, იმედიც უფრო
მეტი მექნებოდა ამისა. ახლა კი, ჩვენ შორის უფსკრულია,
უთანასწორობის სოციალური უფსკრული! მაგრამ ჩვენს გუ-
ლებს მაინც ვერ დააშორებს. სიყვარულს გავიდებთ ხიდად...“
ოჰ!...
251 მკითხველთა ლიგა
ახალგაზრდებმა გადაკოცნეს ერთმანეთი და ყმაწვილმა
სწრაფად ამოირბინა კიბეზე. არც კი შემიხედავს, ფარნით გა-
ნათებულმა ყმაწვილმა გვერდით რომ ჩამიარა. ქალიშვილმა
კი უცნაურად მომაჯადოვა და თვალი ვეღარ მოვაშორე. მაინ-
ტერესებდა, როგორ მოიქცეოდა.
გემს ტრაპი მოხსნეს. ზარს ჩამოჰკრეს. დავიძარით.
სწორედ ამ დროს, როგორც ჩანს, უნდოდა სატრფოს გა-
მოსათხოვარი მზერა დაეჭირა და რამდენიმე ნაბიჯი გადმოდ-
გა წინ. კაპორის მსგავსი ჩალის ქუდი უკან გადაეწია, ფარნის
შუქი დაეცა სახეზე, მერე შავი თმის ტალღებზე გასრიალდა
და მშვენიერ თვალებში აციმციმდა. ღმერთო დიდებულო! ავ-
რორას თვალები!
რა გასაკვირი იყო, რომ გიჟივით შევყვირე:
- ის არის! ავრორა!
- რა ბრძანეთ? ქალი გადავარდა! სად? სად?
კაცი შეშფოთდა, ჩემი წამოძახილი რომ გაიგონა, იფიქრა,
პირველ კითხვაზე მიპასუხაო, თანაც ასე აღელვებული რომ
დამინახა, გადაწყვიტა, ნამდვილად ვიღაც ქალი ჩავარდა
წყალშიო.
ახლომახლო მდგომმა მგზავრებმა გაიგონეს კაცის სიტ-
ყვები, სხვებსაც გადასცეს და ახალი ამბავი ელვის სისწრა-
ფით მოედო მთელ გემს. მგზავრები კაიუტებიდან გამოდიოდ-
ნენ, წინა ტენტისკენ გამორბოდნენ და ყვიროდნენ: ვინ? რა
მოხდა? სად? ვიღაცამ ხმამაღლა დაიძახა: „ქალი გადავარდა
წყალში!“
კარგად ვიცოდი ამ ალიაქოთის მიზეზი და არ მოვბრუნე-
ბულვარ. სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი. პირველად იფეთქა
ჩემში ეჭვმა მთელი არსება მოიცვა და არ მიმიქცევია ყურად-
ღება, რა ხდებოდა გარშემო.
252 მკითხველთა ლიგა
მალე გემი დინების საწინააღმდეგო მიმართულებით შებ-
რუნდა და ქალი დავკარგე მხედველობიდან. მაშინვე წინ გავ-
ვარდი, ტრაპისკენ, მაგრამ ახლა მესაჭის ჯიხური ჩამომეფა-
რა. ვერც ამან შემაჩერა, ვიფიქრე, ჯიხურის სახურავზე ავ-
ძვრები მეთქი. მაგრამ სწორედ მაშინ მოაწყდა გემბანს აფო-
რიაქებული მგზავრების ბრბო და კარგა ხანი გავიდა, ვიდრე
მესაჭის ჯიხურის დაქანებულ სახურავზე ავძვრებოდი. თუმცა
უკვე გვიანი იყო. ამასობაში გემმა რამდენიმე ასეული იარდი
გაიარა. ფარნით განათებულ მცურავ ნავსადგურზე ხალხი კი
დავინახე, მაგრამ ვისაც ვეძებდი, აღარსად ჩანდა.
გულდაწყვეტილი გადავედი საშტორმე ხიდზე, რომელიც
ჯიხურის სახურავს ებჯინება. აქ ვაპირებდი მარტო დარჩენას
ჩემს მწარე ფიქრებთან. მაგრამ არ დამცალდა. ისევ გაისმა
ხმამაღალი შეძახილები, მძიმე ჩექმების ბრაგაბრუგი, ქალე-
ბის სწრაფი ნაბიჯების ხმა და არ გასულა ერთი წუთი, რომ
მგზავრები, ქალები და მამაკაცები, მოაწყდნენ მესაჭის ჯი-
ხურს.
- აი, ის ჯენტლმენი! - დაიძახა ვიღაცამ.
აფორიაქებული მგზავრების ბრბო გარს შემომეხვია.
- ვინ გადავარდა? ვინ? სად?
რა თქმა უნდა, მაშინვე მივხვდი, რომ მე მეკითხებოდნენ
და საჭირო იყო პასუხი გამეცა, ეს უაზრო არეულობა რომ შე-
მეწყვიტა.
- ქალბატონებო და ბატონებო! არავინ არ გადავარდნილა
წყალში, ვერ ვხვდები, რატომ მეკითხებით?
- ჰელო, მისტერ! - წამოიძახა ამ ალიაქოთის ამტეხმა, -
თქვენ არ მითხარით?
- მე არაფერი მითქვამს.

253 მკითხველთა ლიგა


- განა თქვენ არ გკითხეთ, წყალში თუ გადავარდა მეთქი
ვინმე?
- დიახ, მკითხეთ.
- და თქვენ მიპასუხეთ...
- არაფერიც არ მიპასუხია!
- ეშმაკმა დალახვროს! ნამდვილად მიპასუხეთ! თქვენ
მითხარით, „ის არის“ თუ „ის იყო“ თუ რაღაც ამგვარი.
მივუბრუნდი მოლაპარაკეს, რომელსაც მგზავრები უკვე
ეჭვის თვალით შესცქეროდნენ.
- მისტერ, - ვუთხარი ისეთი კილოთი, როგორითაც თვი-
თონ მელაპარაკებოდა, - ეტყობა, თქვენ არ გაგიგონიათ იმ
კაცის ამბავი, რომელიც მუდამ საკუთარ საქმეებში იყო ჩაფ-
ლული და სწორედ ამან გაამდიდრა. - ჩემმა სიტყვებმა ბოლო
მოუღო არეულობას. მგზავრებმა ხარხარი ატეხეს, ჩემი მეტო-
ქე დამარცხდა. ცოტა ხანს კიდევ ყვიროდა გაბრაზებული, მე-
რე კი ბარში ჩავიდა, თავისი წყენა კონიაკში რომ ჩაეხრჩო.
დანარჩენებიც ნელ ნელა გაიფანტნენ, ზოგი კაიუტაში, ზო-
გი სალონში... კვლავ მარტო დავრჩი.

254 მკითხველთა ლიგა


თავი XLV
ეჭვი

გყვარებიათ ოდესმე დაბალი წრის ქალი? მშვენიერი ქა-


ლიშვილი, რომელსაც წილად ხვდა, მდაბიოდ დაბადებული-
ყო და მიუხედავად ამისა, მისი ელვარე სილამაზე ყოველ-
გვარ სოციალურ უთანასწორობას სპობს? ადამის დროიდან
მოდის გამოთქმა სიყვარული ყველას ათანაბრებსო. სიყვა-
რული ამაყს მოდრეკს, ამპარტავანს მოწყალებას ასწავლის,
მაგრამ მისი მთავარი ღირსება ის არის, რომ ყველას აღამაღ-
ლებს და აკეთილშობილებს. უფლისწულს გლეხად არ გადა-
აქცევს, მაგრამ გლეხს კი გახდის უფლისწულად.
დააკვირდით თქვენს სატრფოს, როცა დიასახლისობს,
როცა ჭიდან წყლით სავსე დოქი მოაქვს, მოდის ფეხშიშველი
დიდი ხნის გაკვალულ ბილიკზე და მისი ნაზი, გამჭვირვალე
ფეხები უფრო მშვენიერია, ვიდრე სიფრიფანა აბრეშუმითა და
ატლასით შემოსილი ფეხები. ისეთი კდემამოსილებით მო-
აქვს თავზე შედგმული თიხის დოქი, გეგონება, ოქროს გვირ-
გვინი ადგასო. მისი მიხრა მოხრა ნამდვილად მოქანდაკის
ყურადღების ღირსია. უბრალო ტილოს კაბა ძვირფასი ხავერ-
დის კაბაზე ბევრად უკეთესი გეჩვენებათ. მაგრამ კაბას
თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს! კოლოფი კი არ გიზიდავთ,
არამედ მარგალიტი, რომელიც შიგნით დევს.
აი, ქალი უბადრუკ ქოხში მიიმალა. უბადრუკიო? არა,
თქვენ არ გეჩვენებათ უბადრუკად. პატარა სამზარეულოში
ხის სკამები და მაგიდა დგას, ზედ ტოლჩები, ფინჯნები და მო-
255 მკითხველთა ლიგა
ხატული თეფშებია გამწკრივებული. ქოხის თეთრად შეფე-
რილ კედლებზე იაფფასიანი ლითოგრაფიები კიდია ერთზე
წითელფარაჯიანი ჯარისკაცია აღბეჭდილი, მეორეზე ლურ-
ჯქურთუკიანი მეზღვაურები. ეს ქოხი, ღარიბი ხალხის პენატე-
ბის მუზეუმი, ქალი რომ შევიდა, განათდა და ბრწყინვალებით
მდიდრების მოოქრულ დარბაზებს გადააჭარბა. პატარა, და-
ბალჭერიანი, მწვანე სუროთი შემოსილი ქოხი სასახლედ გა-
დაიქცა. სიყვარულის შუქმა გადაასხვაფერა. აკრძალულ სა-
მოთხედ იქცა.
ო, როგორ გშურთ იმის, ვინც გაბედავს ქოხში შესვლას.
როგორ გშურთ გამოპრანჭული ქარგლის და ტილოსხალა-
თიანი ახმახი ყმაწვილისა, სახრეს რომ ატყლაშუნებს და
უდარდელად უსტვენს, თითქოს გუთანს მისდევდეს, მაშინ,
როცა ამ მშვენიერების შემყურემ მოწიწებისაგან კრინტი ვერ
უნდა დაძრას.
ქალიშვილი ტკბილად უღიმის დათვივით მოუხეშავ ახალ-
გაზრდას, თქვენ გგონიათ, რომ უყვარს და ლამის მოკლათ
ყმაწვილი!
იქნებ, ეს ღიმილი არაფერს ნიშნავს, იქნებ მხოლოდ კეთი-
ლი გულისა და მეგობრობის ნიშანია, ან იქნებ ოდნავ კეკლუ-
ცობს, მაგრამ თქვენ მაინც ეჭვი და შური აღგიძრათ. ხოლო
თუ მართლა უყვარს და იმიტომ უღიმის, თუ ამ უბრალო ქა-
ლიშვილმა ნამდვილად ქარგალი შეიყვარა ან სახრიანი ყმაწ-
ვილი, მაშინ საშინელი ტანჯვა მოგელით. ეს უბრალო ეჭვი
როდია, გაცილებით მტკივნეულია, რადგან აქ თავმოყვა-
რეობაა შელახული. ო! ძალზე ძნელი ასატანია!
აი, ასეთი მტანჯველი ფიქრები მიტრიალებდა თავში, რო-
ცა საშტორმე ხიდზე დავაბიჯებდი. კიდევ კარგი, მგზავრები
წავიდ წამოვიდნენ, თორემ გრძნობებს ვეღარ ვერეოდი, სა-
256 მკითხველთა ლიგა
ხის გამომეტყველებასა და ჟესტებზე შემატყობდნენ, რა დღე-
ში ვიყავი და სასაცილოდ ამიგდებდნენ. მადლობა ღმერთს,
მარტო დავრჩი. მესაჭე ვერ მხედავდა თავისი ჯიხურიდან.
ზურგით იჯდა და მთელი ყურადღება მეჩეჩებისა და წყალში
მოცურავე ხის მორებისკენ ჰქონდა მიმართული და ჩემთვის
არ ეცალა.
ნამდვილად ავრორა იყო! ამაში ეჭვი აღარ მეპარებოდა.
შეუძლებელი იყო, შევმცდარიყავი. ასე მომხიბლავი სხვა ვე-
რავინ იქნებოდა, ასე ავბედითად მომხიბლავი!
მაგრამ ჭაბუკი ვინ იყო? იქნებ ქალაქელი ახალგაზარდა
ნოქარი, ან პლანტატორი? ვინ? იქნებ და ამის გაფიქრებაზე
მწარე გულისტკივილი ვიგრძენი ესეც ავრორასავით დაჩაგ-
რული ერის შვილია, ზანგი ან მულატი ან კიდევ კვარტერონი,
ერთი სიტყვით, მონა! ზანგი მოქიშპე! მოქიშპე? მოქიშპე კი
არა, ქალს ჰყვარებია! ეს რა მომივიდა, როგორ შევცდი, მისი
ცბიერება გულუბრყვილობა მეგონა, თვალთმაქცობა კიდევ
გულწრფელობა!
აბა ვინ არის? მთელ გემს შემოვივლი, ყველგან დავძებნი
და ვიპოვი. საუბედუროდ, არც სახე მახსოვს მისი და არც ჩაც-
მულობა. როცა დაშორდნენ ერთმანეთს, სულ ქალს ვუყურებ-
დი. ჩრდილში რომ იდგა, კარგად ვერ გავარჩიე, განათებულ
ადგილზე როცა გამოიარა, მაშინ ყურადღება არ მივაქციე.
ნამდვილად ვერ მოვძებნი! აბა, როგორ უნდა გამოვიცნო ამ-
დენ ხალხში?
ქვემოთ ჩავედი, სალონში გავიარე, მერე წინა ტენტის ქვეშ
გემბანს შემოვუარე. ისეთი ყურადღებით ვაკვირდებოდი ყვე-
ლას, ალბათ უტიფრობად ჩამითვლიდნენ. სადაც კი დავინა-
ხავდი ახალგაზრდა, ლამაზ კაცს, მაშინვე ეჭვის თვალით ვაკ-
ვირდებოდი. მამაკაცებს შორის რამდენიმე იყო ასეთი და
257 მკითხველთა ლიგა
ვცდილობდი, გამომეცნო, რომელი მათგანი ამოვიდა გემზე
ბრინჯერსში. რამდენიმე ყმაწვილი ახლახან ამოსულს ჰგავ-
და, მაგრამ დანამდვილებით არ ვიცოდი და ჩემი მოქიშპე ვე-
ღარ ვიპოვე.
ბოლოს, ამაო ძებნით შეწუხებული, ისევ საშტორმე ხიდზე
დავბრუნდი; როგორც კი ავედი, მაშინვე ახალი აზრი მომივი-
და. გამახსენდა, რომ ბეზანსონების ყველა მონა პირველი გე-
მით უნდა გაეგზავნათ ქალაქში. იქნებ ამ გემით მოდიან? მა-
ნამდე დავინახე ზანგების ბრბო მამაკაცებს, ქალებს, ბავ-
შვებს მოერეკებოდნენ ტრაპზე. ყურადღება არ მიმიქცევია,
რადგან მსგავს სურათს ყოველდღე, ყოველ საათს შეიძლება
შეეჩეხო. აზრად არც კი მომსვლია, რომ ბეზანსონების მონე-
ბი იყვნენ.
თუ მართლა ისინი არიან, მაშინ კიდევ მექნება იმედი. იქ-
ნებ ავრორა არც არის მათთან, მაგრამ ეს არაფერი, მაგათსა-
ვით მონა კი არის, მაგრამ ალბათ ვერ დააძალებდნენ, გემ-
ბანზე ემგზავრა. თუმცა, გემზე არც ამოსულა. ტრაპი უკვე
აღებული იყო, ის კი ისევ მცურავ ნავსადგურში იდგა. როცა
გავიფიქრე, ბეზანსონების მონები ჩვენს გემზე არიან მეთქი,
ცოტა დავმშვიდდი, იმედი მომეცა.
„რატომ?“ მკითხავთ. რატომ და იმიტომ, რომ ის ჭაბუკი,
ნაზად რომ ემშვიდობებოდა, შეიძლება ან ძმა ყოფილიყო ავ-
რორასი, ან კიდევ ახლო ნათესავი. დანამდვილებით არ ვი-
ცოდი, ჰყავდა თუ არა ნათესავები, მაგრამ ხომ შეიძლებოდა
ჰყოლოდა.
არა, მეტს ვერ გავუძლებ ამ ეჭვს, გავიფიქრე, უკან შემოვ-
ბრუნდი, მესაჭის ჯიხურს ჩავუარე, მგზავრების გემბანზე გავე-
დი და მერე მთავარი კიბით საქვაბე განყოფილებაში ჩავედი.
დიდი ვაივაგლახით გავიკვალე გზა სიმინდის ტომრებსა და
258 მკითხველთა ლიგა
შაქრის კასრებს შორის. ხან ვეებერთელა ღერძის ქვეშ გავ-
ძვერი, ხან ბამბის ფუთებს გადავაბობღდი და ბოლოს გემის
კიჩოს მივაღწიე. ეს ადგილი გემბანის მგზავრებს აქვთ დათ-
მობილი, აქ საწყალი ირლანდიელი და გერმანელი ემიგრან-
ტები სამხრეთელ მონა ზანგებთან ერთად მგზავრობენ.
იმედმა გამიმართლა და მალე დავინახე შავი, კეთილი სა-
ხეები, ყველანი იქ იყვნენ: მოხუცი ზიპი, დედა ქლო, პატარა
ქლო, ახალი მეეტლე ჰანიბალი, ცეზარი, პომპეი, ერთი სიტ-
ყვით, ყველა, ვინც მონების ბაზარზე მიჰყავდათ.
პირდაპირ ზანგებთან არ მივსულვარ. განათებულ ადგილ-
ზე ისხდნენ და რამდენიმე წუთი შევიცადე, ვიდრე შემამჩნევ-
დნენ, ვათვალიერებდი. სევდიანი სურათი იყო, არც სიცილი
ისმოდა, არც ხუმრობა, როგორც წინათ, მთელი დღის მუ-
შაობის შემდეგ რომ ჩამოსხდებოდნენ ხოლმე თავიანთი ქო-
ხების პარმაღზე და ოხუნჯობდნენ. სევდასა და სასოწარკვე-
თილებას დაესადგურებინა ზანგების გულში. უდარდელ ბავ-
შვებსაც კი გადასდებოდათ უფროსების სევდა, აღარც თამა-
შობდნენ, არც ცელქობდნენ, ისხდნენ თავისთვის ხმაჩაკმენ-
დილები.
ყველას ცხვირპირი ჩამოსტიროდა; არც იყო გასაკვირი,
მიჩვეულები იყვნენ ადამიანურ მოპყრობას და ახლა ეშინო-
დათ, ვაითუ, სასტიკი ზედამხედველის ხელში მოვხვდეთო.
არც ერთმა არ იცოდა, ხვალ სად ექნებოდა ბინა, რომელი
მტარვალი გახდებოდა მისი ბატონი. მაგრამ მარტო ეს არ
აწუხებდათ, ამაზე უარესი სატანჯველი ელოდათ დააშორებ-
დნენ ერთმანეთს, ვინ იცის, იქნებ ვეღარასოდეს შეხვედროდ-
ნენ ერთმანეთს. გულისტკივილით, ნაღვლიანი თვალებით
შესცქეროდა ქმარი ცოლს, ძმა დას, მამა შვილს და დედა თა-
ვის თოთო ბავშვს.
259 მკითხველთა ლიგა
გული მატკინა ამ საცოდავების დანახვამ, სახეზე ყველას
სულიერი წამება ეხატა. მიმძიმდა ფიქრი იმაზე, რა უსამარ-
თლოდ ექცევა ერთი ადამიანი მეორეს, კანონის ძალით მძი-
მედ სცოდავს, გულის ყველა კანონს კი უღმერთოდ თელავს!
ო! რა დამთრგუნველი სურათი იყო!
მხსნელი რომ ვყოფილიყავი მათი, მაინც ვერ შემხვდე-
ბოდნენ უფრო მგზნებარედ, შემომეგებნენ, დაღვრემილი სა-
ხეები ღიმილმა გაუნათათ. ჩემმა დანახვამ ცოტათი გაამ-
ხიარულა მონები. აღფრთოვანებულ წამოძახილებში მხურვა-
ლე მუდარაც ისმოდა, მეხვეწებოდნენ, გვიყიდე, შენი ერთგუ-
ლი, ყურმოჭრილი მონები ვიქნებითო. რა იცოდნენ უბედუ-
რებმა, რომ იმის დარდი მტანჯავდა, მოვახერხებდი თუ ვერა
ჩემი სატრფოს შესყიდვას.
თავი მოვიმხიარულე, ვცდილობდი, მენუგეშებინა, თუმცა
თვითონ ვიყავი სანუგეშებელი. თან კი დიდი ყურადღებით
ვათვალიერებდი ზანგებს. ორი ფარანი ენთო და კარგად ვხე-
დავდი: რამდენიმე ახალგაზრდა მულატი იყო და სათითაოდ
დავაკვირდი, გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. ო, რა შვებით ამოვი-
სუნთქე! არც ერთი არ იყო ღირსი ავრორას სიყვარულისა.
მაგრამ განა ყველა აქ არის? სციპიომ მითხრა, ავრორას მეტი
ყველა აქ ვართო.
- ავრორა? - ვკითხე მე, - ავრორა სად არის?
- არ ვიცი, მასა. ამბობენ, ქალაქში წავიდაო. ეტლით წაიყ-
ვანეს, გემით კი არა. ასე მითხრეს და მეც მჯერა.
ცოტა არ იყოს, მეუცნაურა.
სციპიო გვერდზე გავიყვანე და ვკითხე:
- ერთი მითხარი, სციპიო, აქ, თქვენ შორის, ავრორას ნა-
თესავი თუა ვინმე? ძმა, და, ან ბიძაშვილი?

260 მკითხველთა ლიგა


- არა, მასა, არავინ! არავინ არის! რორა თითქმის ისეთივე
თეთრია, როგორც მის ჟენი. აქ კიდევ, ყველა შავკანიანია, ან
შავგვრემანი. რორა კვარტერონია, აქ კიდევ ყველა მულატია.
ნათესავები არა ჰყავს რორას.
გაკვირვებული დავრჩი, თან შემეშინდა კიდეც. ეჭვმა ისევ
დამრია ხელი.
სციპიოს არ შეეძლო ფარდა აეხადა ამ საიდუმლოსთვის.
სხვა რაღაცებიც ვკითხე, მაგრამ ახალი ვერაფერი გავიგე და
ამ გაურკვევლობით შეწუხებული ისევ ზემოთ ავედი.
იმის იმედიღა მქონდა, რომ შევცდი და ის ქალი ავრორა
არ იყო.

261 მკითხველთა ლიგა


თავი XLVI
ჯულეპი მეცნიერულ დონეზე

საზრუნავსა და დარდს ხალხი ღვინოში ახრჩობს ხოლმე.


ბევრს თუ დალევს კაცი, დროებით ფიზიკურ და სულიერ ტკი-
ვილებს იყუჩებს. მაგრამ ეჭვი ვერანაირ ფიზიკურ და სულიერ
ტკივილს ვერ შეედრება. ძალიან ბევრი უნდა დალიო, რომ ეს
მომაკვდინებელი საწამლავი ამოირეცხო გულიდან.
ვაჟკაცობა არა მყოფნის ხოლმე, რომ ტკივილი უდრტვინ-
ველად მოვითმინო. რამდენჯერ გამიყუჩებია ღვინით მტკივა-
ნი კბილი! ახლაც ასე მინდოდა მოვქცეულიყავი და სასმელიც
აქვე მეგულებოდა.
თამბაქოს მოსაწევი სალონის კუთხეში დიდებული ბარი
იყო; დახლზე შესანიშნავი სასმელებით სავსე ბროლის სურე-
ბი, ეტიკეტებიანი და ვერცხლისსაცობებიანი ბოთლები და ჭი-
ქები გაემწკრივებინათ. აქვე ეწყო ლიმონი და შაქრისა და სუ-
ნელის სანაყი, ისლის საწუწნი ღერები პიტნის ჯულეპისა და
ხერესიანი კობლერისათვის.
მთელი ამ ბრწყინვალების გამგებელი ბარმენი გახლდათ.
ოღონდ არ იფიქროთ, თითქოს აქაური ბარმენი იმ ოფიცი-
ანტს ჰგავდეს ფერმკრთალ, გაწებილლოყებიან ურჩხულს,
ინგლისის ყველა სასტუმროში რომ შეგხვდებათ და მადას გი-
კარგავთ. პირიქით, წარმოიდგინეთ, კოხტად, მოდურად გა-
მოწყობილი კაცი, რომელსაც, რა თქმა უნდა, თავისი ქვეყნის
მდინარისპირეთის და თავისი წრის მოდის შესაფერისად აც-
ვია; სამუშაო საათებში არც სერთუკს იცვამს და არც ჟილეტს,
262 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ხალათი კი ღირსია იმისა, რომ დაწვრილებით აგიწე-
როთ. ეს ხალათი სიფრიფანა ირლანდიური ტილოსგანაა შე-
კერილი. იმდენად თხელი ტილოა, რომ თვითონ დამამზადებ-
ლებს ხელი არ მიუწვდებათ იმის საყიდლად; ერთი სიტყვით,
ბონდ სტარტის ვერც ერთი ფირმა ვერ დაიკვეხნის ასეთი ნა-
ხელავით. მანჟეტებს ოქროს ღილები უმშვენებს; მკერდზე,
ჟაბოში ბრილიანტები უელავს, საყელოს ქვეშ შავი ზონარი
მოუჩანს, რომელიც წინ, ბაირონის მსგავსად, ბაფთად აქვს
გამოკრული; ოღონდ, მე მგონი, ამით პოეტ მეზღვაურს კი არ
ბაძავენ, უფრო ტროპიკული მზის გამო შემოიღეს ეს ბაფთები.
შარვალი ოქროს ბალთებიანი მოქარგული აჭიმებით აქვს
დამაგრებული; გაპოხილ კულულებს სამხრეთის ზღვისპირე-
თის ძვირფასი ჩალისაგან დაწნული საჩრდილობელი ქუდი
უმშვენებს. წარმოიდგინეთ ყველაფერი ეს და თვალწინ გემის
ბარმენი დაგიდგებათ. წელს ქვემოთ ჩაცმულობის აღწერა
არა ღირს, მაინც დახლს ქვემოთაა დამალული.
ერთი სიტყვით, გემის ბარმენი გამოპრანჭული, თავდაჯე-
რებული ყმაწვილი გახლავთ. ზოგჯერ ასეთი ბარი, მთელი
თავისი მოწყობილობით, მისი საკუთრებაა და თვითონაც თა-
ვი ისე უჭირავს, როგორც სტიუარდს ან კიდევ კაპიტანს.
დახლთან მივედი თუ არა, ბარმენმა ჭიქა დამიდგა წინ და
შიგ ყინულის ნატეხები ჩაყარა; შემატყო, დალევა მინდოდა
და დაკვეთას აღარ დაელოდა.
- კობლერი?
- არა, - ვუპასუხე მე, - პიტნის ჯულეპი.
- კეთილი, ისეთ ჯულეპს მოგიმზადებთ, ფეხზე ვეღარ დად-
გებით.
- გმადლობთ, სწორედ ასეთი მჭირდება.

263 მკითხველთა ლიგა


ჯენტლმენმა ორი დიდი ჭიქა დადო ერთად. ერთში ჩაყარა
სავსე კოვზი შაქრის ფხვნილი, ლიმონის ერთი ნაჭერი, ერ-
თიც ფორთოხლის, რამდენიმე ღერი მწვანე პიტნა, ერთი მუჭა
დატეხილი ყინული. ზედ დაასხა მესამედი ჭიქა წყალი და ერ-
თი ღვინის ჭიქა კონიაკი. მერე თითო ხელში თითო ჭიქა
დაიჭირა და ისე სწრაფად დაიწყო გადასხმა ერთიდან მეორე-
ში, გეგონებოდათ, ყინული, კონიაკი, ლიმონი და დანარჩენი
ყველაფერი ჰაერშია გამოკიდებული და ჭიქებს შორის ქანა-
ობსო. ჭიქები დაახლოებით ორი ფუტის დაშორებით ეჭირა.
ასეთი სიმარჯვე, დიდი პრაქტიკის შედეგი, ბარმენის პრო-
ფესიული სიამაყეა და აუცილებელია მისი ხელობის კაცისათ-
ვის; ბევრი გადასხმ გადმოსხმის შემდეგ ჯულეპი ერთ ჭიქაში
მოათავსა და დახლზე დადგა.
ახლა „ბოლო ფუნჯის მოსმაღა“ აკლდა. ანანასს თხელი
ნაჭერი ჩამოაჭრა, მერე ეს ნაჭერი ცერითა და სალოკი თი-
თით შუაზე გადაღუნა და სწრაფად შემოუსვა ჭიქის კიდეს.
- უკანასკნელი ორლეანური მოდაა, - ღიმილით თქვა ბარ-
მენმა, როცა სასმელი მზად იყო.
ბოლო პროცედურას ორი დანიშნულება ჰქონდა: ჯერ ერ-
თი, ანანასის ნაჭერმა ჭიქის კიდეს ჩამოწმინდა შაქრისა და
პიტნის ნამცეცები, მეორეც ანანასის წვენმა თავისი სურნელი
შემატა კოქტეილს.
- უკანასკნელი ორლეანური მოდაა, - გაიმეორა ბარმენმა,
- მეცნიერების უკანასკნელი გამოგონება.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
ჯულეპი მზად იყო და ბარმენმა მარმარილოს დახლზე ჭიქა
ჩემკენ გამოაცურა.
- ღერი მოგართვათ? - მკითხა მან.
- დიახ, თუ შეიძლება.
264 მკითხველთა ლიგა
მაგრად შევისრუტე უგემრიელესი სასმელი პიტნის ჯულე-
პი.
მოვსვი თუ არა პირველი ყლუპი, მაშინვე ვიგრძენი მისი
ძალა. აჩქარებული პულსი შემინელდა, სისხლი აღარ მიდუღ-
და და ნელა მიედინებოდა ძარღვებში, გული თითქოს მდინა-
რე ლეთეს წყალში ბანაობდა. უცებ ვიგრძენი შვება და მიკ-
ვირდა, რატომ ადრე არ მომაგონდა, რამე დამელია მეთქი.
ბედნიერად კი არ მიგრძნია თავი, მაგრამ ახლა უკვე ვიცოდი,
როგორ ჩამეხშო დარდი. ღერს ტუჩებით დავეწაფე და ხარბად
შევისრუტე ღვთაებრივი სასმელი; მანამდე ვსრუტავდი, ვიდ-
რე ჭიქის ფსკერზე ყინულის ნატეხების ზრიალმა არ მამცნო,
რომ ჯულეპი გათავდა.
- ერთი კიდევ, თუ შეიძლება.
- მოგეწონათ?
- შესანიშნავია.
- ხომ გითხარით. გარწმუნებთ, ბატონო, ჩვენი გემის ჯულე-
პი არ ჩამოუვარდება სენტ ჩარლისა და ვერანდის სასმე-
ლებს.
- ღვთაებრივი სასმელია.
- კობლერისა და ხერესის ნარევი ხომ არ მოგართვათ,
ისიც მაგარია.
- ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ხერესი არ მიყვარს, ეს მირჩევ-
ნია.
- მართალი ხართ, მეც ეს მირჩევნია, ანანასი ახალი გამო-
გონებაა, მგონი, უხდება.
- მეც ასე ვფიქრობ.
- ინებებთ მეორე ღერს?
- გმადლობთ. - ახალგაზრდა ბარმენი საოცრად თავაზიანი
იყო: ალბათ იმიტომ, რომ პიტნის ჯულეპი შევუქე მეთქი, მე-
265 მკითხველთა ლიგა
გონა. როგორც მერე გავარკვიე, ამას არ ჰქონია მნიშვნელო-
ბა. ლუიზიანაში ხალხს პირმოთნეობით ვერ მოთაფლავ. ბარ-
მენს თურმე იმიტომ მოვეწონე, რომ მანამდე უცებ ჩავაწყვე-
ტინე ხმა აბეზარ მგზავრს. იქნებ ისიც გაიგო, როგორ გავუს-
წორდი არამზადა ლარკინს. ასეთი „გმირობის“ ამბავი უცებ
მოედება ხოლმე მისისიპის ნაპირებს, სადაც ღონე და ვაჟკა-
ცობა ყველაზე ძვირად ფასობს. ამიტომ ბარმენმა გადაწყვი-
ტა, რომ თავაზიანად მომქცეოდა. ასე მეგობრულ საუბარში
მეორე ჯულეპიც შევსვი და მესამეც ვთხოვე.
ავრორა დროებით დავივიწყე და აღარ ვიტანჯებოდი.

266 მკითხველთა ლიგა


თავი XLVII
ვისტი

თამბაქოს მოსაწევი ოთახის შუაგულში მაგიდას ხუთი ექ-


ვსი კაცი შემოსხდომოდა. ამდენივე ზურგს უკან იდგნენ და ზე-
მოდან დაჰყურებდნენ.
ამ ხალხის დაჟინებული მზერა, მაგიდაზე ტყაპუნის ხმა,
დოლარების წკრიალი და ხშირი წამოძახილები: „ტუზი“, „ვა-
ლეტი“, „კოზირი“, იმის ნიშანი იყო, რომ ბანქოს თამაშობ-
დნენ. ამ თამაშს იუკრი ერქვა.
ძალიან მაინტერესებდა იუკრი ამერიკაში საკმაოდ გავ-
რცელებული თამაში. ამიტომ ახლოს მივედი და დავაკვირდი,
როგორ თამაშობდნენ. ერთი მათგანი ჩემი წინანდელი ნაც-
ნობი იყო, უმიზეზო განგაში რომ ატეხა. მაგრამ ახლა ზურგით
იჯდა ჩემკენ და ჯერ ვერ მხედავდა.
ორ სამ კაცს ელეგანტურად ეცვა, შესანიშნავი ნაჭრისგან
შეკერილი სერთუკები, უძვირფასესი ბატისტის ჟაბოები, გუ-
ლისპირზე ძვირფასი თვლები უბრწყინავდათ, თითებზე ბეჭ-
დები. მაგრამ ეს მრავლისმეტყველი თითები სიტყვებზე უფრო
გასაგებად გვაუწყებდნენ, რომ მათი პატრონები ყოველთვის
არ ატარებდნენ სამკაულებს. რბილი ხელის საპონი ვერ წაშ-
ლიდა მძიმე შრომის კვალს ვერც გახეხეშებულ კანს დაარბი-
ლებდა და კოჟრებს მოსპობდა.
მაგრამ უხეში ხელების მიუხედავად, ამ ხალხს მაინც ჯენ-
ტლმენებად თვლიან. შორეულ დასავლეთში წარმოშობას არ

267 მკითხველთა ლიგა


აქცევენ ყურადღებას და ახალგაზრდა გლეხი შეიძლება ერთ
მშვენიერ დღეს პრეზიდენტი გახდეს.
ოღონდ ამ ხალხის გარეგნობაში იყო რაღაც ისეთი, რასაც
სიტყვით ვერ გამოვთქვამ, მაგრამ მაინც დამაეჭვა, ნამდვი-
ლად თუ არიან მეთქი ჯენტლმენები. არა, ქედმაღლურად კი
არ იქცეოდნენ, არც კუდაბზიკობდნენ, პირიქით, ვინც მაგი-
დასთან იჯდა, იმათგან ზრდილობით გამოირჩეოდნენ; თავ-
დაჭერილად და მშვიდად თამაშობდნენ და ალბათ, სწორედ
ამ ზედმეტმა სიმშვიდემ აღმიძრა ეჭვი. ტენესისა და კენტუკის
შტატელი ნამდვილი ჯენტლმენები, ახალგაზრდა პლანტატო-
რები მისისიპის ნაპირებიდან და ახალ ორლეანელი ფრანგი
კრეოლები ასე არ მოიქცეოდნენ.
ცივად, თავდაჯერებულად ლაპარაკობდნენ და თამაშობ-
დნენ. მოგებას სრული სიმშვიდით ხვდებოდნენ, წაგებისას არ
ცხარობდნენ; სწორედ ამით მივხვდი, რომ საკმაოდ გაქნილი
ხალხი იყო და „იუკრს“ პირველად არა თამაშობდნენ. ეს იყო
და ეს. ერთი შეხედვით ამის მეტი ვერაფერი დავასკვენი მათ
შესახებ. ვინ იცის, იქნებ ექიმები იყვნენ, ან ვექილები, ან კი-
დევ უსაქმური ხალხი ასეთებიც საკმაოდ ბევრია ამერიკაში.
მაშინ ჯერ კარგად არ ვიცნობდი შორეულ დასავლეთს და
ვერ გამოვიცანი მათი პროფესია. თანაც ამერიკის შეერთე-
ბულ შტატებში, კერძოდ, დასავლეთში ტანისამოსითა და გა-
რეგნობით ვერ გამოიცნობ კაცის პროფესიას, ეს ხომ ძველი
სამყარო არ არის, აქ ხშირად დაინახავთ ბრჭყვიალაღილები-
ან ლურჯ ფრაკში გამოწყობილ მღვდელს, მოსამართლეს,
რომელსაც ასეთივე, მაგრამ მწვანე ფერის ფრაკი აცვია;
თეთრი ტილოს პიჯაკში გამოწყობილ ექიმს, და თავიდან ფე-
ხებამდე პრიალა მაუდში გამოპრანჭულ ხაბაზს. იქ სადაც ყვე-
ლა ჯენტლმენობას ჩემულობს, მუდამ იმას ცდილობენ, რომ
268 მკითხველთა ლიგა
ვერც ტანსაცმლით, ვერც სხვა რამ ნიშნით შეიცნონ მათი ხე-
ლობა; თერძსაც კი ვერ გამოარჩევ თავის კლიენტებში. ყვე-
ლა ხელობის ადამიანს განსხვავებული ტანსაცმელი მხო-
ლოდ მექსიკაში აცვია, რომელიც სამხრეთ დასავლეთით
მდებარეობს.
ერთხანს ვიდექი, თვალყურს ვადევნებდი თამაშს. ფულის
მიმოქცევის აქაური თავისებურებანი რომ არ მცოდნოდა,
ალბათ ვიფიქრებდი, დიდ თანხაზე თამაშობენ მეთქი. თითო-
ულ მოთამაშეს, ხელმარჯვნივ, ხურდა ფულის დოლარების,
ნახევარდოლარების და ოცდახუთცენტიანების გვერდით, სა-
ბანკო ბილეთები ჰქონდა დახვავებული. ჩემი თვალი ხუთ-
გირვანქიანი სტერლინგის კუპიურებს იყო მიჩვეული და ამი-
ტომ შეიძლება დიდი თანხა მგონებოდა, მაგრამ უკვე ვიცოდი
ეს ლამაზად გაფორმებული ბანკნოტები გაუფასურებული ქა-
ღალდის ფული იყო დოლარები, ექვს და სამ მეოთხედ ცენ-
ტიანები. მიუხედავად ამისა, არც ისე მცირე თანხას ჩადიოდ-
ნენ და ერთი პარტიის გათამაშებისას ხელიდან ხელში გადა-
დიოდა ოცი, ორმოცდაათი, და ზოგჯერ ასი დოლარიც კი.
მოთამაშეებში ყალბი განგაშის ამტეხიც კი შევნიშნე. ჩემ-
კენ ზურგით იჯდა და ისე გატაცებით თამაშობდა, უკან არც კი
შემობრუნებულა. ტანსაცმლითაც და შესახედაობითაც ყვე-
ლასგან გამოირჩეოდა, თეთრი, ფართოფარფლებიანი ქუდი
ეხურა, განიერი, ფართოსახელოებიანი სამუშაო ქურთუკი ეც-
ვა. ინდიანელი შეძლებული ფერმერი გეგონებოდა, ან კიდევ
ცინცინატელი ღორის ხორცით მოვაჭრე. ეტყობოდა, პირვე-
ლად არ მოგზაურობდა მდინარეზე და სამხრეთშიც ბევრჯერ
იყო ნამყოფი. ალბათ, მეორე ვარაუდი უფრო სწორი იყო,
ნამდვილად ღორის ხორცის ვაჭარი უნდა ყოფილიყო.

269 მკითხველთა ლიგა


ბანქოს ელეგანტური მოთამაშეები რომ აგიწერეთ, ერთი
მათგანი ზუსტად ჩემ პირდაპირ იჯდა. ის აგებდა და აგებდა
დიდ თანხებს და იმ ფულს ჩემი ვაჭარი იჯიბავდა. ეტყობა,
კარგად ჩაცმულ ხალხს ბანქოში ბედი არ სწყალობს. სწორედ
ამიტომ იწყებდა უბრალო ხალხი თამაშს, ბედს სცდიდა.
ის იმდენს აგებდა, სიმპათიურადაც კი განვეწყე მისდამი.
პირდაპირ აღაფრთოვანებდა კაცს, ისე მშვიდად ეჭირა თავი
წაგებისას.
კარგა ხანს ითამაშა. ბოლოს გარშემომდგომებს ამოგვხე-
და და დაგვაკვირდა. ეტყობა, თამაშის გაგრძელება აღარ უნ-
დოდა. მე შემომხედა, თვალი თვალში გამიყარა და სხვათა
შორის მკითხა:
- იქნებ თქვენც გინდათ თამაში, ყმაწვილო. თუ გნებავთ,
ჩემს ადგილს დაგითმობთ. დღეს ბედი არა მწყალობს, ამაღამ
მაინც ვეღარაფერს მოვიგებ.
ამ სიტყვებზე მოთამაშეები ჩემკენ შემობრუნდნენ, სხვებ-
თან ერთად ღორის ხორცის ვაჭარმაც მოიხედა, ვიფიქრე, ახ-
ლავე მეტაკება მეთქი, მაგრამ შევცდი. პირიქით, დამინახა
თუ არა, მეგობრულად შესძახა:
- ჰელო, მისტერ, ხომ არ მემდურით?
- რას ამბობთ! არა, - ვუპასუხე მე
- ღმერთმანი, თქვენი წყენინება არ მიფიქრია. მეგონა,
წყალში გადავარდა ვიღაც. წყეული ვიყო, თუ ვტყუოდე!
- გარწმუნებთ, არა მწყენია და ამის დასამტკიცებლად გპა-
ტიჟებთ, თითო ჭიქა დავლიოთ.
ჯულეპმა, დარდის განქარვების სურვილმა და ამ კაცის
წრფელმა კილომ უცებ მომიბრუნა გული და ვაპატიე.

270 მკითხველთა ლიგა


- აი, ეს მესმის! თქვენს განკარგულებაში ვარ, ყმაწვილო,
მაგრამ ნება მომეცით, მე დაგპატიჟოთ. დღეს ცოტა მოვიგე
და სასმელი ჩემზე იყოს.
- თანახმა ვარ.
- კეთილი, მაშ დავლიოთ. ფულს მე ვიხდი. თქვენ რაღას
იტყვით, მეგობრებო?
- ძალიან კარგი! აბა ბარმენო, სასმელი ყველას!
ღორის ხორცის ვაჭარი დახლთან მივიდა და ზედ რამდე-
ნიმე დოლარი დადო. ვინც იქ იყო, ყველა მას გაჰყვა. თან თა-
ვისი საყვარელი სასმელების სახელებს გაჰყვიროდნენ: ზოგს
ჯინსლინგი უნდოდა, ზოგს კოქტეილი, სხვებს კიდევ კობლე-
რი, ჯულეპი და სხვა უცნაური სასმელები.
ამერიკაში ფეხზე მდგომნი სვამენ, შეიძლება ითქვას, გზა-
დაგზა, ნაჩქარევად; ცივი სასმელია თუ ცხელი, ნარევია თუ
სუფთა, ამერიკელი უცებ გადაყლაპავს, მერე თავის სკამს და-
უბრუნდება და სიგარას მოწევს, ან თუთუნს დაღეჭავს, სანამ
ისევ არ დაპატიჟებენ: „აბა დავლიოთ!“
ახლაც ყველამ უცებ გადაყლაპა სასმელი და მოთამაშეებ-
მა კვლავ თავთავიანთი ადგილი დაიკავეს ბანქოს მაგიდას-
თან.
თავისი ადგილი რომ შემომთავაზა, იმ ჯენტლმენმა უარი
თქვა თამაშზე.
- რა გამოვიდა, - თქვა ღორის ხორცის ვაჭარმა, - ასე კენ-
ტად როგორ უნდა ვითამაშოთ. მობრძანდით, მისტერ ჩორ-
ლი, ხომ არ მეშლება თქვენი გვარი? (თამაშზე უარი რომ
თქვა, იმ ჯენტლმენს მიმართა) ნუ გვიღალატებთ, ლამის თა-
მაში ჩაგვეშალოს.
- თუ დავჯექი, ისევ წავაგებ. ვერა, სარისკოდ ვერ გავიხდი
საქმეს, უპასუხა მან.
271 მკითხველთა ლიგა
- იქნებ ვისტი იცის ამ ჯენტლმენმა! თქვა მეორემ და ჩემზე
ანიშნა.
- თქვენ ხომ ინგლისელი ხართ სერ. ინგლისში კარგად თა-
მაშობენ ვისტს.
- დიახ, ვისტი ვიცი, - დაუფიქრებლად ვუპასუხე.
- კეთილი, თქვენ რაღას იტყვით, ვითამაშოთ ვისტი? - ახ-
ლა მოთამაშეებს გადახედა ჯენტლმენმა.
- მაინცდამაინც კარგად ვერ ვთამაშობ ვისტს, - უკმაყოფი-
ლოდ თქვა ღორის ხორცის ვაჭარმა, - მაგრამ ჯანდაბას ჩემი
თავი, თამაშს ხომ არ ჩავშლი.
- მე კი მგონია, ჩემსავით თქვენც გეცოდინებათ, - თქვა
იმან, ვინც ვისტი შემოგვთავაზა.
- რამდენი ხანია, აღარ მითამაშია, მაგრამ, რაკი „იუკრი“
არ გამოგვივიდა, ვცდი...
- ო, ვისტს თუ ითამაშებთ, - სიტყვა შეაწყვეტინა ჯენტლმენ-
მა, რომელმაც მანამდე „იუკრზე“ თქვა უარი, - ვისტს თუ ითა-
მაშებთ, მეც შემოგიერთდებით, იქნებ ახლა მაინც გამიღიმოს
ბედმა. თუ ჯენტლმენი პარტნიორობაზე უარს არ მეტყვის, დი-
დად მოხარული ვიქნები. თქვენ მართალი ბრძანდებით, ინ-
გლისელები ჩინებულად თამაშობენ ვისტს.
- ჩვენ ხელს არ მოგვცემს ეს თამაში, მისტერ ჩორლი, -
თქვა ღორის ხორცის სპეციალისტმა, - მაგრამ რადგან თქვენ
და მისტერ ჰეტჩერი გვთავაზობთ... ჰეტჩერი, არა? ხომ არ შე-
მეშალა?
- დიახ, ჰეტჩერი, - უპასუხა იმან, რომელმაც მანამდე ვისტი
შემოგვთავაზა.
- თუ მისტერ ჰეტჩერი თანახმაა, ეშმაკმა წაიღოს, თუ უკან
დავიხიო! - თქვა თეთრმა ქუდმა.

272 მკითხველთა ლიგა


- ოჰ, ჩემთვის სულ ერთია, - დაუდევრად თქვა ჰეტჩერმა, -
ოღონდ ვითამაშოთ! - დიდად არ მყვარებია ბანქო, იშვიათად
ვთამაშობდი ხოლმე, მაგრამ ვისტში კარგად ვიყავი გაწაფუ-
ლი და ვიცოდი, აქ მყოფთაგან ბევრი ვერ მომიგებდა. თუ ჩე-
მი პარტნიორი კარგად ითამაშებდა, ბევრს არ წავაგებდი. ეს
კი, ეტყობა, საკმაოდ გამოცდილი მოთამაშე იყო. ერთმა ორ-
მა კაცმა, ვინც ჩემთან ახლოს იდგა, ჩამჩურჩულა ყურში
ვისტს შესანიშნავად თამაშობსო.
არ ვიცი, დაუდევრობით მომივიდა, იდუმალმა სურვილმა
რომელიც ბოლოს უფრო მოძლიერდა მიბიძგა, თუ გამასუ-
ლელეს, მაგრამ დავეთანხმე, დავწყვილდით და დავიწყეთ
თამაში მე და ჩორლი, ჰეტჩერი და ღორის ხორცის ვაჭარი.
პარტნიორები ერთმანეთის პირისპირ დავსხედით. ბანქო
ავრიეთ, მოვჭერით და თამაში დავიწყეთ.

273 მკითხველთა ლიგა


თავი XLVIII
თამაში შეგვაწყვეტინეს

პირველი ორი თუ სამი ხელი უმნიშვნელო თანხაზე ვითა-


მაშეთ ერთ დოლარზე, რადგან ჰეტჩერმა და ღორის ხორცის
ვაჭარმა გვთხოვეს, დიდი ხანია არ გვითამაშია ვისტი და არ
გვინდა საალალბედოდ გავიხადოთ საქმეო, მაგრამ დიდი ამ-
ბით კი ენაძლევებოდნენ ჩორლისა და ყველას, ვინც მოისურ-
ვებდა: ნაძლევს დებდნენ ბანქოს ფერზე, „კოზირის ონერზე“,
გადამწყვეტ აღებაზე.
პირველი ორი ხელი მე და ჩემმა პარტნიორმა უცებ მოვი-
გეთ. თამაშის დროს შევნიშნე, რომ ჩვენმა მოწინააღმდეგეებ-
მა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვეს და ვიფიქრე, ესენი
ვერ მოგვიგებენ მეთქი. ჩორლიმაც დიდის ამბით იგივე თქვა.
ცოტა ხნის შემდეგ, როცა მეორე ხელიც მოვიგეთ, ჩორლი
კვეხნას მოჰყვა.
ღორის ხორცის ვაჭარსა და მის პარტნიორს თანდათან
ბრაზი ერეოდათ.
- კარტი არ მოგვდის და ეგ არის! - განაწყენებით თქვა პარ-
ტნიორმა.
- რა თქმა უნდა, კარტის ბრალია, - დაეთანხმა თეთრი ქუ-
დი, - სულ ცუდი კარტი მოგვდის. აი, ისევ!
- ისევ ცუდი კარტია? - ჰკითხა მოღუშულმა პარტნიორმა.
- ცუდი რომელია! ასე თუ წავიდა საქმე, კარტოფილის ნაფ-
ცქვენების საყიდელ ფულსაც ვერ მოვიგებთ.
- აბა, ჯენტლმენებო, ლაპარაკი არ იყოს! უხერხულია.
274 მკითხველთა ლიგა
- ეჰ, წამოიძახა ვაჭარმა, ა, ბატონო, ჩემი ბანქო. არც ერთი
აღება არ არის.
და ისევ ჩვენ მოვიგეთ!
ამან კიდევ უფრო გააბრაზა ჩვენი მოწინააღმდეგეები და
ჩასასვლელი თანხის გაორმაგება მოითხოვეს. ჩვენ დავეთან-
ხმეთ და ახალი ხელი დავიწყეთ.
კვლავ მე და ჩორლიმ მოვიგეთ. ღორის ხორცის ვაჭარმა
ჰკითხა თავის პარტნიორს, თანხა ხომ არ გავზარდოთო. ის
ცოტათი შეყოყმანდა, თითქოს ებევრა, მაგრამ ბოლოს მაინც
დაეთანხმა. ჩვენც, ამდენი მოგების შემდეგ, რა თქმა უნდა
გვეუხერხულა უარის თქმა და ჩორლის ხატოვანი თქმისა არ
იყოს, მართლაც „მოვხვეტეთ მთელი ბანკი“.
ასე გავადიდეთ ჩამოსასვლელი თანხა და ალბათ შემდე-
გაც გაგრძელდებოდა, გადაჭრით უარი რომ არ მეთქვა. კარ-
გად მახსოვდა, რამდენი ფული მედო ჯიბეში და თუ ჩამოსას-
ვლელ თანხას ასე მალ მალე გავზრდიდით და ბედი გვიმტყუ-
ნებდა, მალე სულ უფულოდ დავრჩებოდი. მაინც დავეთანხმე,
ათ დოლარამდე გაეზარდათ თანხა და თამაში გავაგრძელეთ.
კიდევ კარგი, რომ მეტად აღარ გავზარდეთ თანხა, რადგან
ამის შემდეგ ბედმა ზურგი შეგვაქცია. ყველა ხელს ვაგებდით,
თანაც ათ ათ დოლარს! ჩემი ქისა საგრძნობლად შემსუბუქდა;
გაკოტრებას ცოტაღა მაკლდა.
ჩემი პარტნიორი აქამდე სრულიად მშვიდად თამაშობდა,
ახლა კი მოთმინება დაკარგა, ბანქოს წყევლიდა და წამ-
დაუწუმ იმას გაიძახოდა, ნეტა ამ „წყეული ვისტის“ თამაში არ
დამეწყოო. არ ვიცი, აღელვების ბრალი იყო თუ არა, ახლა
უკვე ძალიან ცუდად თამაშობდა, გაცილებით უარესად, ვიდ-
რე დასაწყისში. რამდენჯერმე ისეთი დაუდევრობა გამოიჩინა,
რომ შეცდომით სხვა კარტს ჩამოვიდა, ეტყობა, ზედიზედ წა-
275 მკითხველთა ლიგა
გებამ აურია თავგზა, სულ უფრო და უფრო უყურადღებოდ თა-
მაშობდა, თითქოს არ აწუხებდა, ბოლოს რა მოხდებოდა. მე
ძალიან მიკვირდა, მით უმეტეს, რომ „იუკრის“ თამაშის
დროს, სრულიად მშვიდად აგებდა გაცილებით დიდ თანხას.
ვერ ვიტყვი, ბედი არა გვწყალობდა მეთქი. კარგი კარტი
მოგვდიოდა და დარწმუნებული ვიყავი, ჩემს მეგობარს რომ
ცოტა ემარჯვა, რამდენჯერმე მოვიგებდით კიდეც, მაგრამ ცუ-
დად თამაშობდა და სულ ვაგებდით. მალე თითქმის ნახევარ-
მა ჩემმა ფულმა ჰეტჩერისა და ღორის ხორცის ვაჭრის ჯიბეში
გადაინაცვლა.
ალბათ დანარჩენსაც ჩაიჯიბავდნენ, რომ უცებ თამაში უც-
ნაურად არ შეწყვეტილიყო.
უცებ ყვირილი მოგვესმა ქვედა გემბანიდან, მერე დამბა-
ჩის ხმა გავიგონეთ, თითქოს გასროლას გასროლით უპასუხე-
სო და მაშინვე გაისმა ვიღაცის ხმა: „ღმერთო, დიდებულო!
კაცი მოკლეს!“
ბანქო ხელიდან დაგვიცვივდა, ყველამ ჩვენ ჩვენს ფულს
დავტაცეთ ხელი და სალონის მთავარ და გვერდით კარებს
ვეცით ბანქოს მოთამაშეები, მათი მომხრეები და უბრალოდ
სეირის მაყურებლები, ერთი სიტყვით, ვინც იქ იყო, ყველანი.
ზოგი ქვემოთ დაეშვა, ზოგი ხიდზე ავარდა, ერთნი გემის კი-
ჩოს მიასკდნენ, მეორენი წინ გაცვივდნენ. ის ალიაქოთი, რო-
ცა დაიძახეს „ქალი გადავარდა წყალშიო“, ამასთან მოსატა-
ნიც არ იყო. ყველაზე უფრო იმან გამაოცა, რომ არც მოკლუ-
ლი ჩანდა, არც დაჭრილი, ვერც ის ვიპოვეთ ვინ გაისროლა,
არც მსროლელის მნახველი ჩანდა ვინმე. ერთი სიტყვით,
ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს არც არავის გაესრო-
ლოს და არც არავინ მოეკლათ.

276 მკითხველთა ლიგა


მაშ, რა მოხდა? აბა, ვინ იყვირა, კაცი მოკლესო? არავინ
არაფერი იცოდა. ფარნებით შემოიარეს მთელი გემი, ყველა
კუნჭულში შეიხედეს, მაგრამ არც მოკლული ჩანდა, არც დაჭ-
რილი, ვერც რაიმე კვალს მიაგნეს და ვერც სისხლი ნახეს.
ბოლოს, მგზავრებს სიცილი აუტყდათ და გადაწყვიტეს, ვიღა-
ცამ იხუმრაო. ღორის ხორცის ვაჭარიც ამას გაიძახდა. კმაყო-
ფილი იყო, რომ იმ დღეს მხოლოდ მან არ ააფორიაქა
ტყუილად მგზავრები.

277 მკითხველთა ლიგა


თავი XLIX
„მონადირეები“ მისისიპიზე

ვიდრე აწრიალებული მგზავრები დამშვიდდებოდნენ, უკვე


ვიცოდი, რაში იყო საქმე. მხოლოდ მე და ალიაქოთის ამტეხ-
მა ვიცოდით სიმართლე. როცა სროლა ატყდა, წინ გავიქეცი
და ტენტის ქვეშ, მოაჯირზე გადავეყუდე, რადგან მომეჩვენა,
რომ ყვირილი ქვემოთ, საქვაბე გემბანიდან გაისმა.
მგზავრების უმეტესობა გვერდით კარში გავარდა და ახლა
ყველა გემბანზე იყო, ასე რომ, ამ სიბნელეში ტენტის ქვეშ
მარტო ვიყავი. არ გასულა დიდი დრო, ვიღაც მომიახლოვდა
ფრთხილი ნაბიჯით, გვერდში ამომიდგა და მკლავზე შემახო
ხელი. მოვიხედე და ვიკითხე, ვინ ბრძანდებით და რა გნებავთ
მეთქი. უცნობმა ფრანგულად მიპასუხა:
- მეგობარი ვარ თქვენი, მესიე, და მინდა დაგეხმაროთ.
- რა ნაცნობი ხმა გაქვთ! თქვენ ხომ არ დაიყვირეთ წე-
ღან...
- დიახ, მე დავიყვირე.
- და თქვენვე...
- დიახ, მე ვისროლე.
- მაშ, არავინ მოუკლავთ?
- რამდენადაც ვიცი, არავინ. ჰაერში ვისროლე.
- მადლობა ღმერთს. მაგრამ ნება მომეცით, გკითხოთ,
რად ისროლეთ?
- ხომ გითხარით, მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენ დაგხმა-
რებოდით.
278 მკითხველთა ლიგა
- კი მაგრამ, ეს რა დახმარებაა. დამბაჩა ისროლეთ, მგზავ-
რები დააფეთეთ!
- ეგ არაფერი, მალე დამშვიდდებიან. პირადად თქვენთან
მინდოდა ლაპარაკი და სხვა საშუალება ვერ გამოვძებნე,
რომ ახალ ნაცნობებს ჩამომეშორებინეთ. სროლა კი პატარა
ეშმაკობა იყო ჩანაფიქრის შესასრულებლად და, როგორც ხე-
დავთ, კიდეც გამიმართლა.
- ა! მაშ, თქვენ გამაფრთხილეთ ჩურჩულით, როცა სათამა-
შოდ ვჯდებოდი?
- დიახ, განა არ გამართლდა ჩემი წინასწარმეტყველება?
- ჯერჯერობით გამართლდა. ეს თქვენ იდექით ჩემ პირდა-
პირ სალონის კუთხეში?
- დიახ, მე.
ნება მომეცით, აგიხსნათ, რატომ დავუსვი ეს ორი კითხვა.
როცა უკვე დავეთანხმე ახალ ნაცნობებს ვისტის თამაშზე, ვი-
ღაცამ სახელო მომქაჩა და ფრანგულად ჩამჩურჩულა:
- არ ითამაშოთ, მესიე! ნამდვილად წააგებთ.
მივბრუნდი და ისღა დავინახე, რომ ვიღაც უცნობმა ჭაბუკ-
მა ზურგი შემაქცია და გამეცალა; მაგრამ ნამდვილად არ ვი-
ცოდი, იმან მომცა ეს სასარგებლო რჩევა თუ სხვამ, და, რო-
გორც უკვე იცით, არც დავუჯერე.
მერე, თამაშის დროს, ისევ დავინახე ის ჭაბუკი, მოშორე-
ბით, სალონის ჩაბნელებულ კუთხეში იდგა. სიბნელის მიუხე-
დავად, მაინც ვხედავდი, თამაშის დროს თვალს არ მაცილებ-
და. თავისთავად მარტო ეს დაჟინებული ცქერაც საკმარისი
იყო, მაგრამ უფრო მისი სახის გამომეტყველებამ მიიქცია ჩე-
მი ყურადღება: როგორც კი ბანქოს დარიგებას იწყებდნენ, მა-
შინვე ვსარგებლობდი ხოლმე შემთხვევით და იმ უცნაური უც-
ნობისკენ ვაპარებდი თვალს.
279 მკითხველთა ლიგა
შესახედავი ჭაბუკი იყო, საშუალოზე ცოტა დაბალი, ოცი
წლისაც არ იქნებოდა, მაგრამ სევდიანი გამომეტყველების
გამო უფრო მეტის ჩანდა. წვრილი, მაგრამ სწორი, ლამაზი
სახის ნაკვთები ჰქონდა, ცხვირი და ტუჩები ქალური, ლოყები
თითქმის უფერული, მხრებზე აბრეშუმივით რბილი თმის კუ-
ლულები ჩამოშლოდა ასეთი მოდა იყო მაშინ კრეოლებში.
სახის ფრანგული იერი, ჩაცმულობა, ფრანგული ენა (დარწმუ-
ნებული ვიყავი, რომ სწორედ მან ჩამილაპარაკა ფრანგუ-
ლად), ყველაფერი ეს მოწმობდა, რომ ჭაბუკი კრეოლი იყო.
ყოველ შემთხვევაში, კრეოლივით ეცვა: გახამებული ტილოს
ხალათი, საქვეყნოდ განთქმულ ფრანგულ ყაიდაზე შეკერი-
ლი კი არა, არამედ კრეოლების სანადირო ქურთუკის მაგვა-
რი გულზე მოყრილი ნაოჭები და ლამაზნაკეცებიანი კალთა
ჰქონდა. ოპელუზის საუკეთესო ბამბის ნაწარმის ცისფერი
შარვალი ეცვა, წელზე მსხვილნაოჭებმოყრილი შარვალი კო-
ჭებთან გაჭრილი იყო და ჭრილის ერთ მხარეს ღილები ჰქონ-
და ჩამწკრივებული. ჟილეტი არ სცმია. მის ნაცვლად მკერდს
ფუშფუშა, გახამებული მაქმანის ჟაბო უმშვენებდა. ღია ყავის-
ფერი ლაქით გაწყობილი პრუნელის ფეხსაცმელი აბრეშუმის
თასმებით ჰქონდა შეკრული. ამ ჭეშმარიტად სამხრეთულ
ჩაცმულობას ფართოფარფლიანი ჭილის ქუდი აგვირგვინებ-
და.
ქუდი, ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, ყველაფერი ერთი-
მეორესთან შეხამებული იყო. ერთი სიტყვით, ქვემო მისისი-
პის მაშინდელი მოდის მიხედვით ეცვა. მაგრამ ჭაბუკის ჩაც-
მულობამ კი არ მიიქცია ჩემი ყურადღება, ასე გამოწყობილ
ხალხს ყოველდღე ვხედავდი. ეს არ იყო მთავარი. იქნებ იმი-
ტომ დამაინტერესა, რომ ჩურჩულით გამაფრთხილა. ყოველ
შემთხვევაში, ასე მომეჩვენა. მაგრამ მთავარი მაინც ის იყო,
280 მკითხველთა ლიგა
რომ ჭაბუკის სახემ მიმიზიდა, ისე ძალიან მიმიზიდა, რომ ვი-
ფიქრე, ალბათ, ადრე მინახავს მეთქი სადღაც. უფრო განათე-
ბულ ადგილას რომ მდგარიყო, გავიხსენებდი, მაგრამ ჩაბნე-
ლებულ კუთხეში იდგა და კარგად ვეღარ გავარჩიე.
ბოლოს რომ გავიხედე იმ კუთხისკენ, იქ აღარ დამხვდა და
ერთი ორი წუთის შემდეგ სროლის ხმაც გავიგონეთ.
- ახლა კი, მესიე, ნება მიბოძეთ, გკითხოთ, რატომ გინდათ
ჩემთან საუბარი და რა გაქვთ სათქმელი?
ეს ყმაწვილი თანდათან მაღიზიანებდა. ან კი ვის ესიამოვ-
ნება, ვისტის თამაშს რომ მოწყვეტენ, თუნდაც აგებდეს.
- თქვენთან საუბარი იმიტომ მინდა, რომ დაინტერესებუ-
ლი ვარ თქვენით, სათქმელს კი ახლავე მოგახსენებთ.
- ჩემით ხართ დაინტერესებული? ძალიან გთხოვთ, სერ,
მითხარით, რატომ?
- თუნდაც იმიტომ, რომ უცხოელი ხართ და გაკოტრება და-
გიპირეს, „კარჩხა“ გაგხადეს; განა ეს საკმარისი არ არის?
- რა გამხადეს?
- ნუ გამიბრაზდებით, მაგრამ ჩემი ყურით გავიგონე, რამ-
დენჯერმე ასე გიწოდეს თქვენმა ახალმა ნაცნობებმა, და თუ
განაგრძობთ მათთან თამაშს, ნამდვილად გაამართლებთ ამ
ტიტულს.
- სხვის საქმეში ჩარევა რა საკადრისია, მესიე.
- მართალი ბრძანდებით, მესიე, ჩემი საქმე არ არის, მაგ-
რამ თქვენი ხომ არის და... ეჰ!
უკვე გადავწყვიტე გავცლოდი ამ აბეზარ ყმაწვილს, მაგ-
რამ მისმა ნაღვლიანმა კილომ შემაჩერა და ცოტა ხანს კიდევ
დავრჩი.
- კეთილი, თუმცა სათქმელი მაინც არ მითხარით.

281 მკითხველთა ლიგა


- ხომ გითხარით, აღარ გააგრძელოთ თამაში, თორემ უკა-
ნასკნელ ცენტს წააგებთ მეთქი და ახლაც ამას გიმეორებთ.
- მართალია, წავაგე, მაგრამ სულ სხვის მხარეზე ხომ არ
იქნება ბედი. სულ ჩემი პარტნიორის ბრალია, ეტყობა, ცუდად
თამაშობს ვისტს.
- თუ არ ვცდები, ის ერთ ერთი ყველაზე გაწაფული მოთა-
მაშეა მისისიპიზე. მგონი, ადრეც მინახავს ეს ჯენტლმენი.
- მართლა? ალბათ იცნობთ კიდეც.
- ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ ზოგი რამ ვიცი. თქვენ? თქვენ
თუ იცნობთ?
- პირველად ვხედავ.
- სხვებს?
- არც ერთს არ ვიცნობ.
- მაშ, არც ის გეცოდინებათ, რომ „მონადირეებს“ ეთამაშე-
ბით.
- არა, მაგრამ მოხარული ვარ, რომ გავიგე. მეც ალბათ
მონადირედ ვითვლები, ძაღლები მიყვარს, ცხენები, თოფები.
- თქვენ ვერ მიმიხვდით სათქმელს, მესიე. თქვენებურ მო-
ნადირესა და მისისიპის მონადირეს შორის დიდი განსხვავე-
ბაა. თქვენი მონადირეები მელიებზე, კურდღლებზე და მწყე-
რებზე ნადირობენ. ეს ვაჟბატონები კი „კარჩხანებსა“ და მათ
ქისებზე.
- მაშ, ესენი...
- ბანქოს პროფესიონალი მოთამაშენი არიან, გემის თაღ-
ლითები.
- კი, მაგრამ ერთი მათგანი პირწავარდნილი ფერმერია ან
ვაჭარი ცინცინატელი ღორის ხორცით მოვაჭრე, ლაპარაკის
კილოც იქაური აქვს.

282 მკითხველთა ლიგა


- ფერმერი!.. ვაჭარი... ჰა! ჰა! ჰა! უმიწო ფერმერი, უსაქონ-
ლო ვაჭარი. მესიე, ეს ფერმერის ტანსაცმელში გამოწყობილი
ვაჟბატონი ყველაზე უფრო „გაქნილი“, იანკებმა შეარქვეს
ასე, გაწაფული მოთამაშეა მთელ მისისიპიზე და გარწმუნებთ,
სხვაც ბევრია ასეთი.
- კი, მაგრამ ერთმანეთს რომ არ იცნობენ? ერთი მათგანი
ჩემი პარტნიორია. არ მესმის, როგორ....
- არ იცნობენ! - სიტყვა გამაწყვეტინა ჩემმა ახალმა მეგო-
ბარმა, - თქვენ გგონიათ, ახლა გაიცნეს ერთმანეთი? როცა კი
მიმგზავრია გემით, თითქმის ყოველთვის ბანქოს თამაშობენ,
რა თქმა უნდა, ისე ელაპარაკებიან ერთმანეთს, თითქოს ახა-
ლი ნაცნობები იყვნენ. წინასწარ არიან შეთანხმებულები,
რომ თქვენისთანები გამოიჭირონ.
- თქვენი აზრით, თაღლითობდნენ, როცა მეთამაშებოდ-
ნენ?
- რა თქმა უნდა, რაც ათ ათ დოლარზე დაიწყეთ თამაში,
მას შემდეგ თაღლითობდნენ.
- კი, მაგრამ, როგორ?
- ოჰ, ეგ ადვილია. აი, მაგალითად, თქვენი მეწყვილე ზოგ-
ჯერ ვითომ შეცდომით სულ სხვა კარტს ჩამოვიდოდა ხოლ-
მე...
- ა-ა-ა! გავიგე! ახლა კი მჯერა!
- მაგრამ აუცილებილი არ არის, თაღლითი მეწყვილე
გყავდეთ. პატიოსანიც რომ ყოფილიყო, ბოლოს მაინც
წააგებდით. თქვენს მოწინააღმდეგეებს მინიშნების მთელი
სისტემა აქვთ, რომლის წყალობით აგებინებენ ერთმანეთს,
რა ბანქო უჭირავთ ხელში. თქვენ არ მიგიქცევიათ ყურადღე-
ბა, როგორ ჩამოდებდნენ ხოლმე თითებს მაგიდის კიდეზე, მე
კი შევნიშნე. ერთ თითს რომ დადებენ ჰორიზონტალურად,
283 მკითხველთა ლიგა
ერთ თულფს ნიშნავს, ორი თითი ორ თულფს, სამი სამს და
ა.შ. ცოტათი მოკაკული თითების რაოდენობა ნიშნავს თულ-
ფებს შორის რამდენი ონერი, ზევით აშვერილი ცერი ტუზია.
ამ ნიშნის წყალობით, თქვენმა ორივე მოწინააღმდეგემ იცო-
და, რომელს რა ბანქო ეჭირა ხელში. მესამე კაცი არც კი იყო
საჭირო, რომ თქვენთვის მოეგოთ.
- რა უნამუსობაა!
- ნამდვილად! და უფრო ადრეც გაგაფრთხილებდით, მაგ-
რამ საბაბი ვერ მოვიგონე. ყველას გასაგონად რომ მეთქვა,
თაღლითები არიან მეთქი, ხიფათი არ ამცდებოდა. და ამი-
ტომ ვიეშმაკე. უვნებელი მატყუარები კი არ არიან, ყოველი
მათგანი აღშფოთდებოდა და დაიცავდა თავის ღირსებას,
ორი მათგანი განთქმული მოდუელეა. ალბათ ერთი მათგანი
ხვალვე გამომიწვევდა დუელში და მომკლავდა. არც თქვენ
მეტყოდით მადლობას სხვის საქმეში ჩარევისათვის.
- უღრმეს მადლობას მოგახსენებთ, საბოლოოდ რომ და-
მარწმუნეთ მათ თაღლითობაში. მაგრამ ახლა როგორღა მო-
ვიქცე?
- ნუღარ ითამაშებთ. რაც წააგეთ, წააგეთ. იმას ვეღარ და-
იბრუნებთ.
- როგორ? მაგათ გავასულელებინო თავი? გაძარცვა შე-
ვარჩინო? ისევ დავიწყებ თამაშს, თვალს ვადევნებ და...
- და სისულელეს ჩაიდენთ. აკი გითხარით, მესიე, მხო-
ლოდ თაღლითები კი არ არიან, განთქმული ჩხუბისთავებიც
ბრძანდებიან და გაბედულებაც არ აკლიათ. ერთი მათგანი
სწორედ თქვენი პარტნიორი ერთხელ სამი ათასი მილის სი-
შორეს გაემგზავრა, ვიღაც ჯენტლმენი დუელში გამოიწვია და
მოკლა; აქაოდა, ცილი დამწამაო, სინამდვილეში კი იმ ჯენ-
ტლმენმა მართალი თქვა. გარწმუნებთ, მესიე, კიდეც რომ ამ-
284 მკითხველთა ლიგა
ხილოთ, ვერაფერს მიაღწევთ, თქვენვე დაგახლიან ტყვიებს.
ვიცი, უცხოელი ხართ და ჩვენი ადათ წესები არ იცით. ამიტომ
გთხოვთ, დამიჯეროთ და ისე მოიქცეთ, როგორც გირჩევთ.
წაგებულ ფულს ნუღარ გამოეკიდებით. უკვე გვიან არის.
თქვენს კაიუტაში დაბრუნდით და ამაზე ნუღარ იფიქრებთ.
არ ვიცი, ტყუილად ატეხილმა ალიაქოთმა იმოქმედა ჩემზე
თუ უცნაურმა საუბარმა და მდინარის გრილმა ნიავმა, მაგრამ
გამოვფხიზლდი და საღი აზროვნება დამიბრუნდა. ახლა ეჭვი
აღარ მეპარებოდა, რომ ჭაბუკი კრეოლი მართალს ამბობდა.
ისეთი კილოთი მელაპარაკებოდა, ისე იქცეოდა და იმდენ რა-
მეზე ამიხილა თვალი, რომ საბოლოოდ დამარწმუნა.
დიდად მადლიერი ვიყავი ჭაბუკისა, რომელმაც ასეთი
რისკი გასწია ჩემი გულისთვის. ვინმეს რომ დაენახა, რა ეშმა-
კურად მოიქცა, როგორ გაისროლა ჰაერში, ხიფათი არ ას-
ცდებოდა.
რატომ მოიქცა ასე? რატომ მიიტანა გულთან ახლოს ჩემი
ამბავი? მართალი კი მითხრა? რაინდული სულისკვეთება
ამოძრავებდა? ლუიზიანელი ფრანგი კრეოლების კეთილშო-
ბილებაზე ბევრი რამ მქონდა გაგონილი და აი, კიდევაც ვნახე
ჩემი თვალით.
როგორც უკვე ვთქვით, ძალიან მადლიერი ვიყავი ამ ჭაბუ-
კის და გადავწყვიტე, მის რჩევას გავყოლოდი.
- როგორც მითხარით, ისე მოვიქცევი, მაგრამ ერთი პირო-
ბით, ვუპასუხე მე.
- ბრძანეთ, რა პირობით, მესიე.
- თქვენი მისამართი მითხარით, რომ ახალ ორლეანში
განვაახლოთ ჩვენი ნაცნობობა და დაგიმტკიცოთ ჩემი მად-
ლიერება.
- ვაი, რომ მისამართი არა მაქვს.
285 მკითხველთა ლიგა
დავიბენი. ისეთი სევდა გაისმა მის ხმაში, ნამდვილად მარ-
თალს ამბობდა. ეტყობა, რაღაც დიდი დარდი აწვა გულზე ამ
კეთილშობილ ჭაბუკს.
მაგრამ მიზეზს ხომ ვერ ვკითხავდი, თანაც ახლა. მე თვი-
თონ დარდი მღრღნიდა, ამიტომ უფრო ღრმად თანავუგ-
რძნობდი სხვის ბედუკუღმართობას და მივხვდი, ჩემ წინ იდგა
კაცი, რომელსაც დიდი უბედურება დაატყდა თავს. ჭაბუკის
პასუხმა დამაბნია, უხერხულად ვიგრძენი თავი. ბოლოს ვუთ-
ხარი:
- მაშინ, იქნებ თქვენ თვითონ მესტუმროთ? მე „სენ
ლუისის“ სასტუმროში დავბინავდები.
- დიდი სიამოვნებით.
- ხვალ?
- ხვალ საღამოს.
- მაშ, დაგელოდებით. ღამე მშვიდობისა, მესიე. - ერთმა-
ნეთს გამოვემშვიდობეთ და ჩვენ ჩვენს კაიუტებში წავედით...
კაიუტაში რომ შევედი, მაშინვე დავწექი საწოლზე და ათი წუ-
თიც არ გასულა, ჩამეძინა. ათი საათის შემდეგ კი უკვე სას-
ტუმრო „სენ ლუისში“ ვსვამდი ყავას.

286 მკითხველთა ლიგა


თავი L
ქალაქი

ძალიან მიყვარს სოფელი, ნადირობაც მიყვარს, თევ-


ზაობაც, მაგრამ თუ ჩავუფიქრდებით, მივხვდებით, რომ ჩემს
გატაცებას უფრო წმინდა სათავე აქვს, ბუნების სიყვარული.
ირმის კვალს იმიტომ მივყვები, რომ ვიცი, ტყის სიღრმეში შე-
მიყვანს, კალმახს რომ მივდევ მდინარის პირას, ვიცი, ხეებით
დაჩრდილული ყურეების ნაპირ ნაპირ მატარებს და ისეთ
მყუდრო ადგილას მიმიყვანს, სადაც ადამიანს იშვიათად შეხ-
ვდები. როგორც კი ასეთ ადგილს მივაღწევ, მაშინვე გამივ-
ლის ხოლმე ნადირობის ჟინი; ანკესს მიწაში ჩავარჭობ, თოფს
დაუდევრად მივაგდებ და ბუნების მშვენიერებით ვტკბები. ერ-
თი სიტყვით, ჩემისთანა ბუნებისმოყვარულ კაცს იშვიათად
შეხვდებით!
და მაინც, უნდა გამოვტყდე, დიდ ქალაქში გატარებული
პირველი საათები საოცარ სიხარულს მგვრის ხოლმე. ჩახ-
ვალთ თუ არა ქალაქში, უცებ ხელმისაწვდომი ხდება მთელი
სამყარო ახალ ახალი სიამოვნებისა, ზღვა ნეტარებისა! სული
იხიბლება იშვიათი გასართობებით; სილამაზე და სიმღერა,
ღვინო და ცეკვა გაჯადოებს. სიყვარული ან ვნება ბევრ რო-
მანტიკულ თავგადასავალში გითრევს, რადგან რომანტიკა
ქალაქის კედლებს შორისაც ტრიალებს, ადამიანის სულშია
დაგუბებული და მხოლოდ დონ კიხოტისმაგვარ მეოცნებეთ
შეუძლიათ იფიქრონ, რომ ორთქლი და ცივილიზაცია ხელს
უშლის პოეზიის აღმაფრენას. ველურის კეთილშობილება
287 მკითხველთა ლიგა
მხოლოდ და მხოლოდ უაზრო სოფიზმია. თვალწარმტაცი კია
მისი დაფლეთილი ტანსაცმელი, მაგრამ ხშირად სიცივისაგან
ათრთოლებულ სხეულსა და ცარიელ სტომაქს ფარავს. მე ჯა-
რისკაცი ვარ, მაგრამ ქარხნის მხიარული გუგუნი მირჩევნია
ქვემეხის გრიალს, შავი კვამლის ბაირაღით დამშვენებული
ქარხნის მაღალი მილი უფრო დიდებული მეჩვენება, ვიდრე
ციხესიმაგრის კოშკზე ამაყად აღმართული დროშა, რომელ-
საც დიდხანს არ უწერია იქ ფრიალი. გემის ბორბლების დგა-
ფუნი მიტკბობს სმენას და ნებიერი ცხენის ჭიხვინზე უფრო
რკინის რაშის ყვირილი ესალბუნება ჩემს ყურს. ქვემეხის გას-
როლა მაიმუნის მოდგმასაც შეუძლია, ორთქლის სტიქიონის
მართვა კი მხოლოდ ადამიანს ძალუძს.
ბუდუარებსა და პანსიონებში ალბათ არ გაიზიარებენ ამ
აზრს. თანამედროვე დონ კიხოტები გაუბრაზდებიან ხეპრე
მწერალს, რომელიც უხეშად შეეხო აბჯარში ჩამჯდარი რაინ-
დის მუზარადს და ბრწყინვალე ფრთებიანად მოაგლიჯა თავი-
დან, შეურაცხყო. ცრურწმენასა და სულელურ წინასწარ შთა-
გონებას ასე ადვილად ვერ თმობს ადამიანი. ამ სტრიქონების
ავტორსაც ძვირად დაუჯდა ასეთ დასკვნამდე მისვლა, სასტი-
კი სულიერი ბრძოლა განიცადა. ძალიან გაუჭირდა, უარი ეთ-
ქვა ჰომეროსისეულ ილუზიებზე და დაეჯერებინა, რომ ბერ-
ძნები ნახევრად ღმერთები კი არა, ჩვეულებრივი ადამიანები
იყვნენ. ძლივს ირწმუნა, რომ მეარღნე და ოპერის მომღერა-
ლი ვერგილიუსის პოეზიის გმირების შთამომავლები იყვნენ;
მაგრამ, მიუხედავად ამისა, როცა მე, მეოცნებე ჭაბუკი, და-
სავლეთისკენ გავემართე, დარწმუნებული ვიყავი, რომ
პოეზიის ქვეყანა უკან მოვიტოვე, წინ კი პროზაული ქვეყანა
მელოდა!

288 მკითხველთა ლიგა


მადლობა წმინდა ჰიუბერტსა და ოქროს წკრიალს, რომ
აქეთ გამოვწიე. დავდგი თუ არა ფეხი ამ სახელგანთქმულ ნა-
პირზე, ოდესღაც კოლუმბი და კორტესი რომ დააბიჯებდნენ,
მაშინვე მივხვდი, რომ პოეზიისა და რომანტიკის სამშობლო-
ში აღმოვჩნდი. ამ დოლარების ქვეყანაში, პროზაულს რომ
უწოდებენ, ჭეშმარიტი პოეზიის სული შევიგრძენი; ოღონდ
წიგნებში კი არა, ადამიანის სხეულის უფრო სრულყოფილ ნი-
მუშში, ადამიანის სულის უკეთილშობილეს სწრაფვაში,
კლდეებსა და მდინარეებში, ჩიტებში, ფოთლებსა და ყვავი-
ლებში.
სწორედ იმ ქალაქში, რომელიც არაკეთილსინდისიერი
მოგზაურების წყალობით გარეწრების ბანაკად მესახებოდა,
აღმოვაჩინე შესანიშნავი ხალხი, სიამოვნებასთან შერწყმუ-
ლი პროგრესი, რაინდული სულით დაგვირგვინებული კულ-
ტურა. პროზაული ქვეყანა! დოლარებზე დახარბებული ხალ-
ხი! გაბედულად შემიძლია ვთქვა, რომ იმ პატარა ნახევარ-
მთვარის ფორმის სივრცეზე, სადაც ახალი ორლეანია განლა-
გებული, ადამიანის მოდგმის უფრო მეტ ნაირსახეობას შეხ-
ვდება კაცი, ვიდრე მსოფლიოს სხვა რომელიმე, ამგვარადვე
დასახლებულ ქალაქში. აქ, ამ დალოცვილ მხარეში ადა-
მიანის ვნებები აღგზნების უმაღლეს წერტილს აღწევს. სიყვა-
რული და სიძულვილი, სიხარული და უბედურება, სიძუნწე და
პატივმოყვარეობა უდიდესი სიმძლავრით გამოვლინდება. აქ-
ვე შეხვდებით უწმინდეს ზნეობასაც, ფარისევლობა აქ ვერ
დაიბუდებს, პირმოთნეობა კი ძალიან უცნაურად უნდა იყოს
შენიღბული, რომ მხილება და სასჯელი აიცილოს. სადაც
გაიხედავ, ყველგან ნიჭსა და ენერგიას აწყდები. სულელი და
ზარმაცი ფეხს ვერ მოიკიდებს ამ საქმიანობებისა და გასარ-
თობების ორომტრიალში.
289 მკითხველთა ლიგა
ეს თავისებური ქალაქი ეთნიკური სხვადასხვაობითაც გა-
მოირჩევა. მგონი, ვერც ერთი სხვა ქალაქის ქუჩაში ვერ შეხ-
ვდებით ასეთ ჭრელ ხალხს. ფრანგების დაფუძნებული, მერე
ესპანელების ხელში გადასული და ამერიკელების მიერ ანექ-
სირებული ახალი ორლეანის მოსახლეობა ძირითადად ამ სა-
მი ერისგან შედგება. მაგრამ აქვე შეხვდებით ყველა ცივილი-
ზებული ეროვნების წარმომადგენლებსაც და აგრეთვე „ვე-
ლურებს“. ჩალმით თავდამშვენებული თურქი, მოსასხამიანი
არაბი, კეფაგაპარსული ნაწნავიანი ჩინელი, აფრიკის შავკა-
ნიანი შვილი, წითელკანიანი ინდიელი, შავგვრემანი მეტისი,
ყვითელი მულატი, მუქი მწვანე მალაელი, კოხტა კრეოლი და
კვარტერონი, რომელიც სიკოხტავით კრეოლს არ ჩამოუვარ-
დება, მოსდებიან ქალაქის ქუჩებს და წამდაუწუმ აწყდებიან
ვაჟკაც ჩრდილოელებს გერმანელსა და გალს, რუსსა და
შვედს, ფლამანდიელს, იანკის და ინგლისელს. ახალი ორ-
ლეანის მოსახლეობა ადამიანების საოცარი მოზაიკაა, ჭრე-
ლი, მრავალსახოვანი, ნარევი.
მართლაც ახალი ორლეანი უდიდესი ცენტრია და გაცილე-
ბით უფრო ჰგავს დედაქალაქს, ვიდრე ევროპისა და ამერიკის
სხვა, უფრო მეტად დასახლებული ქალაქები. ქუჩაში გავლი-
სას პროვინციელობის ნატამალსაც ვერსად შეამჩნევთ, სა-
ვაჭროების ვიტრინებში ძვირფასი, საუკეთესო ნახელავი აწ-
ყვია. ყველა ქუჩაზე სასახლის მსგავსი სასტუმროებია წამო-
ჭიმული, დიდებული კაფეები გიწვევენ თავის ელეგანტურ სა-
ლონებში. ახალი ორლეანის თეატრები არქიტექტურის დიდე-
ბული ტაძრებია, სადაც ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ
ენებზე შეგიძლიათ იხილოთ ოსტატურად შესრულებული
დრამა. ზამთრის სეზონში შეგიძლიათ მოისმინოთ იტალიური
ოპერის შთამბეჭდავი მუსიკა. თუ ტერფსიქორეს თაყვანის-
290 მკითხველთა ლიგა
მცემელი ხართ, მაშინ განსაკუთრებით მოგეწონებათ ახალი
ორლეანი.
ვიცოდი, რამდენი სიამოვნების შემოთავაზება შეეძლო
ახალ ორლეანს. ისიც ვიცოდი, სად იყო ეს გასართობები,
მაგრამ არ მიძებნია. მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს ვიც-
ხოვრე სოფლად, ქალაქში ჩამოსულს გართობაზე არც მიფიქ-
რია, თუმცა დარბაისელ კაცსაც კი იშვიათად მოუვა ასეთი
რამ. მასკარადმა, კვარტერონების მეჯლისმა, დრამამ, ოპე-
რის ტკბილმა ჰანგებმა დაკარგეს მიმზიდველობა. მხოლოდ
ერთი საფიქრალი მქონდა ავრორა! სხვა რამეზე ფიქრი არ
შემეძლო.
სულ ის მიტრიალებდა თავში, როგორ მოვიქცე მეთქი.
წარმოიდგინეთ თავი ჩემს ადგილზე, და მაშინვე მიხვდე-
ბით, რა გასაჭირიც მადგა. ჯერ ერთი, მშვენიერი კვარტერონი
ქალი მიყვარდა უიმედოდ. მეორეც, ქალი რომელსაც ვეტ-
რფოდი, საჯარო ბაზრობაზე უნდა გაეყიდათ! მესამე, ეჭვი მახ-
რჩობდა, ო, როგორ ვეჭვიანობდი იმაზე, ვინც შეეძლოთ
გაეყიდათ და ეყიდათ, როგორც ბამბის ნაკრაული ან შაქრით
სავსე ტომარა! მეოთხეც ის, რომ დარწმუნებული არ ვიყავი,
მოვახერხებდი თუ არა ავრორას ყიდვას. არ ვიცოდი, მოაღ-
წია თუ არა ახალ ორლეანამდე ჩემი ბანკირის წერილმა, მა-
შინ ჯერ არ იყო საოკეანო გემები და ევროპიდან ფოსტა ხში-
რად იგვიანებდა. დროზე თუ არ მოვიდა წერილი, დავიღუპე
და ეგ არის! ვიღაც სხვა დაეუფლება ქალს, რომელიც ყველა-
ფერს მირჩევნია ქვეყანაზე, და მისი სრულუფლებიანი ბატო-
ნი გახდება. ღმერთო ჩემო, უკვე ვეღარ ვუძლებდი ამ ფიქ-
რებს.
მერე კიდევ დროზე რომ მოვიდეს წერილი, მექნება კი საკ-
მაო თანხა? ხუთასი გირვანქა სტერლინგი ხუთჯერ ხუთი
291 მკითხველთა ლიგა
ორიათას ხუთასი დოლარია. ნეტა დააფასებენ ორიათას ხუ-
თას დოლარად ამ ფასდაუდებელ ქალს?
ცოტა არ იყოს, მეეჭვებოდა. მონის საშუალო ფასი ათასი
დოლარი იყო. ორ ამდენს იშვიათად თუ მისცემდა ვინმე და
ისიც ღონიერ მამაკაცში, რომელიც ან მარჯვე მექანიკოსი უნ-
და ყოფილიყო, ან კარგი მჭედელი, ან გაწაფული დალაქი.
მაგრამ, ავრორა! გაგონილი მქონდა, რა ზღაპრულ თან-
ხას იძლეოდნენ ასეთ „საქონელში“. სქელქისიანი, ავზრახ-
ვიანი მამაკაცები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, გამწარებულე-
ბი ცეცხლს უკიდებდნენ ფასს, სანამ ზღაპრულ თანხამდე არ
აიყვანდნენ.
ასეთი ფიქრები გარეშე ადამიანსაც მოუკლავდა გულს და
მე რაღა მომივიდოდა! სიტყვით ვერ გამოვთქვამ, რას
ვგრძნობდი მაშინ.
ვთქვათ, ფული დროზე მივიღე, საკმარისიც გამოდგეს და
გამიმართლოს ავრორას „მფლობელი“ გავხდე! რა, მერე, თუ
ჩემი ეჭვი გამართლდა? თუ არ ვუყვარვარ? ამაზე უარესი რა-
ღა უნდა იყოს. მხოლოდ მისი სხეული იქნება ჩემი, სული და
გული კი სხვისი. წამებაა მონის მონობა!
ან რად უნდა მეფიქრა ავრორას ყიდვაზე? ბარემ ვაჟკაცუ-
რად მოვერიო თავს და გავთავისუფლდე ამ მტანჯველი სიყვა-
რულისაგან? ავრორა არ არის ღირსი ასეთი მსხვერპლისა.
არა, მომატყუა, ნამდვილად მომატყუა! მაშ, რატომ უნდა შე-
ვასრულო დაპირება, თუნდაც მხურვალე სიყვარულის სიტ-
ყვებით გამოთქმული? რატომ არ მივრბივარ აქედან და თავს
არ ვაღწევ ამ წამებას, რომელმაც ლამისაა გამაგიჟოს? ოჰ!
რატომ?
ჩემზე უფრო დამშვიდებული ადამიანი იქნებ კიდეც ჩაფიქ-
რებოდა ამ კითხვებს, მაგრამ ახლა ნამდვილად არ შემეძლო.
292 მკითხველთა ლიგა
არც კი ვცდილვარ ამ კითხვებზე პასუხი გამეცა, ეს აზრები
ჩრდილებივით გამიელვებდნენ გონებაში. ჩემს დღეში მყოფ
ადამიანს სიფრთხილე ავიწყდება ხოლმე. კეთილგონიერება
დუმს, თუმცაღა, მაინც არ დავუგდებდი ყურს მის უგულო რჩე-
ვას. ვისაც ჩემსავით გატაცებით ჰყვარებია, ის ნამდვილად
გამიგებს. გადავწყვიტე ყველაფერი გამეწირა ქონება, სახე-
ლი, სიცოცხლე, ოღონდ კი ჩემი გამხდარიყო ქალი, რომელ-
საც ვაღმერთებდი!

293 მკითხველთა ლიგა


თავი LI
დიდი ვაჭრობა ზანგებით!

- „ფუტკარი“, მესიე?
ოფიციანტმა სურნელოვანი ყავით სავსე ფინჯანი დამიდგა
წინ და ახალი გაზეთი გამომიწოდა. ფართოფურცლებიანი გა-
ზეთის პირველ გვერდზე ფრანგულად ეწერა სახელწოდება
„L’abeille “, მეორე გვერდზე ინგლისურად „The Bee“, ტექ-
სტიც პირველ გვერდზე ფრანგული იყო, მეორეზე ინგლისუ-
რი.
მექანიკურად გამოვართვი ოფიციანტს გაზეთი, თუმცა არც
სურვილი მქონდა, არც ვაპირებდი წაკითხვას. ასევე მექანი-
კურად გადავათვალიერე.
უცებ გაზეთის ფრანგულ გვერდზე დიდი შრიფტით დასტამ-
ბული განცხადება მომხვდა თვალში:
Annonce!Vente Importante de negres!
რა თქმა უნდა, იმათ ყიდდნენ! სულაც არ გამკვირვებია,
ველოდი კიდეც ამას.
მეორე გვერდი გავშალე და ახლა თარგმანი წავიკითხე,
რომ უფრო კარგად გამეგო. აქაც მსხვილი, შავი ასოებით იყო
დაბეჭდილი:

„განცხადება!
დიდი ვაჭრობა ზანგებით!“

კითხვა განვაგრძე:
294 მკითხველთა ლიგა
„იყიდება გაკოტრებული მამული,
ბეზანსონების პლანტაცია“

საწყალი ეჟენი!
და მერე:

„ორმოცი ჯან ღონით სავსე მიწის მუშა ზანგი, სხვადასხვა


ასაკისა. რამდენიმე კარგად გაწვრთნილი მსახური: მეეტლე,
მზარეულები, მოახლე ქალები, ფურგონის მზიდავები. სანდო-
მიანი გოგო ბიჭების ჯგუფი ათიდან თორმეტ წლამდე...“ და
ა.შ.
„#1. სციპიო 48 წ. ღონიერი ზანგი. სიმაღლე 5 ფუტი და 11
დუიმი, ოჯახურ საქმეებში გაწაფულია, ცხენებს კარგად უვ-
ლის, ჯანმრთელია, ფიზიკური ნაკლი არ აქვს“.
„#2. ჰანიბალი 40 წ. შავი მულატი, სიმაღლე 5 ფუტი, 9
დუიმი, კარგი მეეტლე, ჯანმრთელი. არ სვამს“.
„#3. ცეზარი, 43 წ. ზანგი მიწის მუშა, ჯანმრთელი...“
მოთმინება არ მეყო, ბოლომდე წამეკითხა ეს აღმაშფოთე-
ბელი წვრილმანები, ნაჩქარევად გადავავლე თვალი მთელ
სვეტს. ალბათ, უფრო ადრე მოვძებნიდი ავრორას სახელს,
მაგრამ ხელები მიკანკალებდა, გაზეთი თრთოდა და კითხვა
მიჭირდა. ბოლოს ვიპოვე სიის ბოლოში! ნეტავ სულ ბოლოს
რატომ მოაქციეს? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს; აგერ მისი
აღწერილობა.
ვენდო საკუთარ თვალებს? იყუჩე, გულო, დამშვიდდი!
„#65. ავრორა, 19 წ. კვარტერონი. სანდომიანი, კარგი მნე
და მკერავი“.
რა დახვეწილი პორტრეტია! მოკლე და გამომხატველი.
295 მკითხველთა ლიგა
„სანდომიანი! „ჰა ჰა ჰა! „სანდომიანი!“ ჰა ჰა!
ამის დამწერი პირუტყვი ალბათ ვერანასაც „სანდომიან
გოგოს“ უწოდებდა. ჭირმა წაიღოს! თუმცა, რა დროს ხუმრო-
ბაა! რაც უძვირფასესი და წმინდა მქონდა, წამიბილწეს და
ამით უღმრთო წამებაზე მეტი ტანჯვა მომაყენეს. ძარღვებში
სისხლი მიდუღდა, დიდი მღელვარებისაგან გული შემეკუმშა.
გაზეთი გამივარდა ხელიდან, თავი მაგიდისკენ დავხარე,
თითები მაგრად გადავაჭდე ერთმანეთს. მარტო რომ ვყოფი-
ლიყავი, ხმამაღლა დავიკვნესებდი. მაგრამ სასტუმროს დიდ
რესტორანში ვიჯექი და ხალხი მეხვია. ჩემი წამების მიზეზი
რომ გაეგოთ, დამცინებდნენ.
რამდენიმე წუთი გავიდა, ვიდრე გონს მოვეგე. ისე გამაოგ-
ნა გაზეთში წაკითხულმა, რომ გაშტერებული ვიჯექი.
ბოლოს, გამოვერკვიე და მაშინვე ვიფიქრე, უნდა ვიმოქმე-
დო მეთქი! ახლა უფრო გამიძლიერდა მშვენიერი მონის შეს-
ყიდვის სურვილი, ამ საზიზღარი მონობისგან რომ გამომეხ-
სნა. ვიყიდი და გავათავისუფლებ. ვუყვარვარ თუ არა, მაინც
ასე მოვიქცევი და მისი მადლობაც არ მინდა. თვითონ გადაწ-
ყვიტოს. არ მინდა, რომ მადლიერების გრძნობამ გადასძლი-
ოს, თავისუფლად უნდა აირჩიოს. მადლიერებით აღძრული
სიყვარული ვის რად უნდა, მაინც უდღეურია. გულმა უნდა
უკარნახოს. თუ მე დავეუფლე მის გულს, ხომ კარგი, თუ სხვა
უყვარს, მწარე იქნება ჩემი ხვედრი. რა ვუყოთ მერე, ავრორა
ხომ ბედნიერი იქნება.
სიყვარულმა აღმამაღლა და მომივლინა ეს კეთილშობი-
ლი ფიქრები.
მაშ, გათავისუფლებ!

296 მკითხველთა ლიგა


როდისთვის არის დანიშნული ეს ჯოჯოხეთური გამოფენა,
„დიდი ვაჭრობა“? როდის გაყიდიან ჩემს საცოლეს, როდის
გავხდები მოწმე ამ სანახაობისა?
ისევ გაზეთს დავავლე ხელი, რომ დრო და ადგილი გამე-
გო. ადგილი კარგად ვიცოდი სენ ლუის ბირჟის პავილიონი
ზედ სასტუმროს შენობაზე იყო მიტყუპებული, ამ რესტორნი-
დან ოცი იარდის დაშორებით. პავილიონში მონების ბაზარს
მართავდნენ ხოლმე. მაგრამ მთავარი ის არის, რომელ რიც-
ხვში გაიმართება ვაჭრობა. ამდენ ხანს რატომ არ ვიფიქრე
ამაზე! ვაითუ ადრე დანიშნონ ბაზრობა, ვიდრე ჩემი ბანკირის
წერილი მოვიდოდეს! ვერც კი ვბედავდი ამაზე ფიქრს. ასეთ
დიდ ბაზრობას ალბათ ერთ კვირაზე ადრე არ დანიშნავენ.
ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე დღე მაინც უნდა გავიდეს.
იქნებ პირველად არ იბეჭდება ეს განცხადება, ზანგების ჩა-
მოყვანა უკანასკნელ წუთშიც შეუძლიათ!
ხელები მიკანკალებდა, როცა ისევ დავხედე გაზეთს. ბო-
ლოს ვიპოვე ის ადგილი და გულმოკლულმა წავიკითხე:
„ხვალ, 12 საათზე!“
რიცხვს დავხედე. დილის გამოშვება იყო. შემდეგ კედლის
საათს შევხედე: ისრები თორმეტს აჩვენებდა!
ზუსტად ერთი დღე დარჩა.
„ღმერთო დიდებულო! ვაითუ, წერილი არ მიიღეს!
ქისა ამოვიღე და უნებურად ფული დავთვალე. არც კი ვი-
ცოდი, რატომ. მშვენივრად ვიცოდი, ასი დოლარის მეტი არ
მქონდა: „მონადირეებმა“ კარგად გამფცქვნეს. დავთვალე და
მწარედ ჩამეცინა: „ასი დოლარი კვარტერონ ქალში! სანდო-
მიანი, კარგი ზნე და ა.შ! ასი დოლარი! მეტს ვინ მისცემს?
ასეთ მცირე თანხას არც კი გამოაცხადებს აუქციონერი.

297 მკითხველთა ლიგა


ახლა ინგლისის ფოსტის იმედიღა მქონდა. თუ უკვე არ
მიიღეს, ან ხვალ დილით არ მოვიდა, მაშინ ვერაფერს მოვა-
ხერხებ. ჩემს ახალორლეანელ ბანკირს ლონდონიდან გა-
მოგზავნილი წერილი თუ არ მიუვიდა, ორმოცდაათ გირვან-
ქასაც ვერ ვიშოვი, თუნდაც ყველაფერი გავყიდო საათი,
ძვირფასი ნივთები. ფულის სესხებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმე-
ტია. ვინ გასესხებს? უცნობ კაცს ვინ ანდობს დიდ თანხას? რა
თქმა უნდა, არავინ. რეიგარტს რომ შევატყობინო კიდეც
დროზე, მაინც არ ექნება ამდენი ფული. არა, კაცი არ მეგულე-
ბა ისეთი, ვინც მოინდომებდა, ვისაც შეეძლო ჩემი დახმარე-
ბა. აქ არავინ მყავდა.
მოიცა! ჩემი ბანკირი? საუცხოო აზრია ბანკირი ბრაუნი! კე-
თილი, დიდსულოვანი ბრაუნი, ინგლისელი ბანკირების სახ-
ლის წევრი, „ბრაუნი და co-ს“ ბანკირი, ტკბილი ღიმილით
რომ მომითვლის ხოლმე გადმოგზავნილ ფულს. ის დამეხმა-
რება! რატომ მაშინვე არ გამახსენდა? დიახ, მივალ, და თუ წე-
რილი ჯერ არ მიუღია, ავუხსნი, დღე დღეზე ველი მეთქი. იმა-
საც ვეტყვი, რა თანხას ველოდები, და მომცემს ფულს.
უკვე პირველი საათი დაიწყო. დროს ვეღარ დავკარგავ!
ახლა თავის კანტორაში იქნება. პირდაპირ იქ წავალ.
ქუდს დავავლე ხელი, სასტუმროდან გამოვედი და „ბრაუნი
და co“ ბანკისაკენ გავწიე.

298 მკითხველთა ლიგა


თავი LII
„ბრაუნი და co“

ბანკი „ბრაუნი და co“ კანელ სტრიტზე იყო. სენ ლუის ბირ-


ჟიდან კანელ სტრიტზე რომ მიხვიდე, ან რიუ კონტი უნდა
გაიარო, ან კიდევ მისი პარალელური რიუ როიალი.
რიუ როიალზე მხიარულ ფრანგ კრეოლებს უყვართ ხოლ-
მე სეირნობა, ისევე, როგორც მდიდარ ამერიკელებს სენტ
ჩარლზ სტრიტზე.
ალბათ გიკვირთ, რომ ზოგ ქუჩას ფრანგული სახელწოდე-
ბა აქვს, ზოგს კი ინგლისური. საქმე ის არის, რომ ახალ ორ-
ლეანს ერთი იშვიათი თავისებურება ახასიათებს; ორი ქალა-
ქის ნარევია ფრანგულისა და ამერიკულის. უფრო სწორად,
სამი ქალაქისა, რადგან ესპანური უბნებიც არის; ესპანური
უბანი დიდად განსხვავდება დანარჩენი ორისგან, აქ ყველა
გზაჯვარედინზე ესპანურად წერია „კალიე“ ქუჩა. მაგალითად,
„კალიე დელ კასაკალვო“, „კალიე დელ ობისპო“ და ა.შ. ეს
თავისებურება ლუიზიანის ისტორიიდან მომდინარეობს. მე
18 საუკუნის დასაწყისში ლუიზიანა დაიპყრეს ფრანგებმა და
1717 წელს დაარქვეს ახალი ორლეანი. 1762 წლამდე ფრან-
გები ბატონობდნენ, მერე ესპანეთს დაუთმეს და თითქმის ნა-
ხევარი საუკუნე ესპანეთის იყო. 1798 წელს ისევ ფრანგებმა
დაიბრუნეს. ხუთი წლის შემდეგ, 1803 წელს, ეს ზღაპრულად
მდიდარი ქვეყანა ნაპოლეონმა 15 მილიონ დოლარად მიჰყი-
და ამერიკის მთავრობას. ეს გარიგება, ჯონათანისთვის ძა-
ლიან მომგებიანი, ნაპოლეონისათვის, ეტყობა, მაინცდამა-
299 მკითხველთა ლიგა
ინც ხელსაყრელი არ იყო, მაგრამ ნაპოლეონი არ შემცდარა.
შორსმჭვრეტელმა კორსიკელმა ალბათ იცოდა, ლუიზიანა
დიდხანს აღარ შერჩებოდა ფრანგებს ადრე თუ გვიან ახალი
ორლეანის თავზე ამერიკული დროშა აფრიალდებოდა. ნაპო-
ლეონის დათმობამ აშშ ომისაგან იხსნა, საფრანგეთი კი დამ-
ცირებისაგან.
სწორედ ბატონების ასეთი ცვლა არის მიზეზი ახალი ორ-
ლეანის მოსახლეობის სიჭრელისა. სამივე ერის დამახა-
სიათებელი თვისებები ნათლად ჩანს ქუჩებში, სახლების არ-
ქიტექტურაში, ხალხის გარეგნობაში, ზნე ჩვეულებებსა და
ჩაცმულობაში; ნაციონალური თვისებები ყველაზე მეტად არ-
ქიტექტურაშია გამოხატული და სტილის განსხვავებაც აქ უკე-
თესად ჩანს. ამერიკულ კვარტალებში მაღალი, რამდენიმე
სართულიანი სახლებია. კრიალა ფასადის ნახევარი ფანჯრე-
ბის მწკრივებს აქვს დათმობილი სიმსუბუქე და სიკოხტავე
კარგად არის შეთავსებული გამძლეობასა და ვარგისიანო-
ბასთან. ტიპური ანგლო ამერიკული შენობებია. ფრანგული
ტიპის ერთსართულიანი სახლები ღია ფერის ხით არის აშენე-
ბული და ნაირფრად შეღებილი, ყველა სახლს მწვანე მოაჯი-
რიანი ვერანდა აქვს. კარებივით გარეთ გაღებულ ფანჯრებზე
სქელი ქსოვილის ფარდები ფრიალებს.
ქვითა და კირით აშენებული მასიური, მავრიტანული სტი-
ლის პირქუში სახლები დიახაც კუშტი, მედიდური ესპანელე-
ბის შესაფერია. ასეთი შენობები ახლაც ბევრია ახალ ორლე-
ანში. ესპანური სტილის შესანიშნავი ნიმუშია დიდი ტაძარი
ესპანეთის ბატონობის სიმბოლო. როცა ესპანელ და ფრანგ
მოსახლეობას ანგლო ამერიკული პროპაგანდა შთანთქავს
და გადახარშავს, ამის შემდეგ კიდევ დიდი ხანი გაივლის, ტა-
ძარი კი ისევ აქ იდგება. ახალი ორლეანის ამერიკული ნაწი-
300 მკითხველთა ლიგა
ლი მდინარის ზემო დინებაშია და მას წმინდა მარიამისა და
ხარების გარეუბანს ეძახიან. ამ გარეუბანს კენელ სტრიტი გა-
მოჰყოფს ფრანგული კვარტლისაგან, რომელსაც ძველ ქა-
ლაქს ეძახიან. აქ უმეტესად კრეოლები ცხოვრობენ ფრანგები
და ესპანელები.
რამდენიმე წლის წინ ფრანგი და ამერიკელი მოსახ-
ლეობის რაოდენობა თანაბარი იყო, ახლა კი საქსონურმა
ელემენტმა გადასძლია და ნთქავს ყველა სხვა ეროვნებას.
დროთა განმავლობაში ზანტი კრეოლი ასპარეზს დაუთმობს
უფრო ენერგიულ ამერიკელს. სენტიმენტალური სკოლის
წარმომადგენელთა აზრით, პოეზიისა და მშვენიერების ხარ-
ჯზე პროგრესი და ცივილიზაცია გაიმარჯვებს.
ამრიგად, ახალი ორლეანი ორი, სრულიად განსხვავებუ-
ლი ქალაქისაგან შედგება, ორივეს თავ თავისი ბირჟა აქვს,
მისთვის დამახასიათებელი მუნიციპალიტეტი და სახელმწი-
ფო დაწესებულებები: ყოველ მათგანს აქვს თავისი ფეშენებე-
ლური ცენტრი დარდიმანდი უსაქმურების საყვარელი სასე-
ირნო ადგილი; ასეთი ხალხი ბევრია სამხრეთის ქალაქში;
აქვს აგრეთვე თეატრები, სამეჯლისო დარბაზები, სასტუმ-
როები და კაფეები. ერთი სიტყვით, რამდენიმე ნაბიჯს გადად-
გამთ და სულ სხვა სამყაროში ხვდებით. კენელ სტრიტს გა-
დაჭრით თუ არა, მაშინვე ისეთი გრძნობა გეუფლებათ, თით-
ქოს ბროდვეიდან პირდაპირ პარიზის ბულვარზე გადასკუპ-
დით.
ამ ორი კვარატლის მოსახლეობა საქმიანობითაც ძალიან
განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამერიკელები საყოფაცხოვ-
რებო საქონლით ვაჭრობენ; ბამბის, თუთუნის, ხე ტყისა და
სხვადასხვა ნედლეულის საწყობები აქვთ, კრეოლებს კი პა-
რიზელი წინაპრების მოხერხება და გემოვნება დაჰყვათ, ფუ-
301 მკითხველთა ლიგა
ფუნების საგნები მაქმანი, ძვირფასი სამკაულები, ტანსაცმე-
ლი, ქუდები, აბრეშუმი და ატლასი, ძვირფასი წვრილმანები
და ანტიკვარული საგნები ფრანგი კრეოლების მარჯვე ხელში
გამოივლის ხოლმე. ფრანგულ კვარტალში ბევრია აგრეთვე
ღვინის შეძლებული ვაჭარი, ბორდოდან და შამპანიდან შე-
მოზიდული ღვინით გამდიდრებული, რადგან კლარეტი და
შამპანური უხვად იღვრება მისისიპის ნაპირებზე.
ამ ორ ხალხს შორის ჩუმი ქიშპობაა. ღონიერ, ენერგიულ
კენტუკელს ისე უჭირავს თავი, თითქოს ეზიზღება მხიარული,
სიამოვნების მოყვარული ფრანგები; ესენი კიდევ განსაკუთ-
რებით ფრანგი კრეოლების დიდკაცობა ქედმაღლურად უყუ-
რებს ჩრდილოელების ახირებას; მუდამ შეხლა შემოხლა
აქვთ. ახალ ორლეანს შეიძლება დუელების ქალაქი ვუწო-
დოთ. საკუთარი ღირსების დაცვის საქმეში კენტუკელ
კრეოლებს ღირსეული მოწინააღმდეგეები ჰყავთ, მთასავით
ვაჟკაცი, მარჯვე ფრანგი კრეოლები. პირადად მე ბევრ კრე-
ოლს ვიცნობ, მრავალი დუელის მონაწილეს. ოპერის მომღე-
რალი ქალი ან მოცეკვავე მათი ღირსების, ანუ უფრო სწო-
რად, ნაკლის მიხედვით ხშირად ხდება ხოლმე დუელის მიზე-
ზი. მასკარადზე და კვარტერონების მეჯლისებზეც ხშირად
ჩხუბობენ ღვინით შეზარხოშებული ფიცხი ახალგაზრდები.
ერთი სიტყვით, ნურავინ იფიქრებს, რომ ახალ ორლეანში
ცხოვრება მდორედ მიედინება. „პროზაული“ ყველაზე ნაკ-
ლებ შესაფერი სახელია ამ ქალაქისთვის.
მაგრამ როცა „ბრაუნისა და co“ ს ბანკისაკენ მივდიოდი,
ამაზე არ ვფიქრობდი, თავში სულ სხვა რამ მიტრიალებდა.
ბანკამდე შორი გზა იყო და მოსაფიქრებელი დრო ბევრი
მქონდა. თუ წერილი და ფული მოვიდა, ახლავე მივიღებ საკ-
მაოდ დიდ თანხას ჩემი მონა საცოლის გამოსასყიდად. თუ
302 მკითხველთა ლიგა
არა, მაშინ რაღა ვქნა? მასესხებს ბრაუნი ფულს? ამ კითხვებ-
ზე გული ბაგაბუგს იწყებდა ხოლმე. უარყოფითი პასუხი ჩემ-
თვის სიკვდილი იქნებოდა, დადებითი სიცოცხლე.
და მაინც თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ბრაუნი
დამეხმარებოდა. ვერ წარმომედგინა მისი მოღიმარი, კეთი-
ლი ჯონ ბულის სახე როგორ უნდა მოღრუბლულიყო და უარი
ეთქვა. ბევრი რამ იყო დამოკიდებული ამაზე. რამდენიმე
დღეში, ან რამდენიმე საათის შემდეგ ხომ ნამდვილად დავუბ-
რუნებ ფულს! არა, უარს არ მეტყვის! მილიონებს ატრიალებს
და რაღაც ხუთასი გირვანქის სესხება რა არის მისთვის. ნამ-
დვილად მასესხებს, უარს არ მეტყვის.
ფულიანი კაცის ზღურბლს რომ გადავაბიჯე, გული იმედით
მქონდა სავსე, უკან კი გულგატეხილი ვბრუნდებოდი. წერი-
ლი ჯერ არ მისულიყო და ბრაუნმა ფული არ მომცა.
გამოუცდელი ყმაწვილი ვიყავი, საქმიანი სამყაროს ანგა-
რებასა და ცივ თავაზიანობას ჯერ არ ვიცნობდი. აბა, რაში
ენაღვლებოდა ბანკირს ჩემი გაჭირვება? რა იყო მისთვის ჩე-
მი მხურვალე ხვეწნა მუდარა? რომ მეთქვა კიდეც, რისთვის
მჭირდებოდა ფული, მაინც არ მომცემდა, ჩემი სიცოცხლე
რომ ყოფილიყო დამოკიდებული ამ ფულზე, მაინც ცივი ღიმი-
ლით გამომისტუმრებდა.
საჭიროდ არ მიმაჩნია ჩვენი საუბრის გადმოცემა. ბევრი
არაფერი გვითქვამს. ბანკირმა თავაზიანად გამიღიმა და მით-
ხრა, წერილი ჯერ არ მიმიღიაო. როგორც კი სესხი ვთხოვე,
თავაზიანი ღიმილი მაშინვე გაქრა ბანკირის ტლანქი სახიდან
და ცივი უარი მტკიცა. „არა, ეს ბიზნესი აღარ იქნება, ვერ და-
გეხმარებით.“ ეს იყო და ეს. ისეთი კილოთი მითხრა, მაშინვე
მივხვდი, საუბარი დამთავრებული იყო. შემეძლო, მხურვა-
ლედ შევხვეწოდი, იქნებ მეთქვა კიდეც, რისთვისაც მჭირდე-
303 მკითხველთა ლიგა
ბოდა ფული, მაგრამ ბრაუნს ისეთი სახის გამომეტყველება
ჰქონდა, რომ ვერ გავბედე. იქნებ ასეც ჯობდა. ბრაუნი მხო-
ლოდ დამცინებდა და დღესვე, ჩაის სმისას, მთელი ქალაქი
გაერთობოდა ამ სასეირო ამბით.
მოკლედ, ჩემი წერილი არ მივიდა და ბრაუნმა ფული არ
მასესხა.
იმედი დავკარგე და სასოწარკვეთილი ისევ სასტუმროში
დავბრუნდი.

304 მკითხველთა ლიგა


თავი LIII
ეჟენ დ’ოტვილი

დარჩენილი დღე ავრორას ძებნას მოვუნდი, მაგრამ ვერ


მივაგენი; ისიც არ ვიცოდი, ჩამოვიდა ქალაქში თუ არა.
ზანგების დროებით სადგომშიც ვიყავი, მაგრამ არც იქ
იყო. არა, არ იყო ჯერ ჩამოსული, ან სხვაგან ჰყავდათ სადმე.
ზანგებმა მისი ასავალ დასავალი არ იცოდნენ.
იმ პაპანაქება სიცხეში მტვრიან ქუჩებში სირბილისაგან
არაქათგამოცლილი და გულგატეხილი დავბრუნდი სასტუმ-
როში.
საღამოს ჩემს ახალ მეგობარს ველოდი ეჟენ დ’ოტვილს.
უცნაურად დამაინტერესა ამ ყმაწვილმა, მხოლოდ ერ-
თხელ ვესაუბრე, მაგრამ რაღაც უჩვეულოდ მივენდე. დ’ოტ-
ვილმა უკვე დამიმტკიცა მეგობრობა და თანაც ცხოვრების
დიდი გამოცდილება გამიზიარა. ახალგაზრდა კი იყო, მაგრამ
საოცრად გამჭრიახი გონების პატრონი გახლდათ და რატომ-
ღაც იმედი მქონდა, დამეხმარება მეთქი. კაცმა რომ თქვას,
არც იყო გასაკვირი, რომ ეს ჭაბუკი ასეთი გამჭრიახი და
ცხოვრებაში გამოცდილი იყო. ამერიკელები ადრე ვითარდე-
ბიან, განსაკუთრებით ახალი ორლეანის მკვიდრნი. თხუთმე-
ტი წლის კრეოლი უკვე მამაკაცია.
რაღა თქმა უნდა, რომ ჩემი ტოლი დ’ოტვილი უკეთ იცნობ-
და ცხოვრებას; მე ხომ ნახევარი სიცოცხლე ძველებური უნი-
ვერსიტეტის კედლებში გავატარე.

305 მკითხველთა ლიგა


გუმანით ვგრძნობდი, დ’ოტვილს უნდოდა და კიდეც დამეხ-
მარებოდა. თქვენ შეგიძლიან მკითხოთ როგორ? ფულს მა-
სესხებდა?
არა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას ან სულ არა
ჰქონდა ფული, ან ძალიან ცოტა. მისმა პასუხმა მაფიქრებინა
ეს, როცა მისამართი ვკითხე. რაღაც მომესმა დ’ოტვილის
ხმაში ისეთი, რომ ვიფიქრე, ალბათ უსახსროდაც არის და
არც ბინა აქვს მეთქი. იქნებ სამსახურიდან დათხოვილი
კლერკია, გავიფიქრე მე, ან ღარიბი მხატვარი. თითქოს
მდიდრულად ეცვა, მაგრამ მისისიპის გემზე ტანსაცმელი არა-
ფერს ნიშნავს.
მაშ, რისი იმედი უნდა მქონოდა. უცნაური ის არის, რომ
მაინც ვფიქრობდი, დ’ოტვილი დამეხმარება მეთქი. გადაწყვე-
ტილი მქონდა, გამემხილა მისთვის საიდუმლო ჩემი სიყვარუ-
ლისა.
იქნებ, სხვა მიზეზებიც მქონდა ასეთი გულახდილობის-
თვის. ვინც უბედურება გამოცადა, იმან იცის, რა შვებას მოჰ-
გვრის ადამიანს მეგობრული თანაგრძნობა, მალამოსავით
დაუშოშმინებს გულისტკივილს.
დიდხანს ვატარებდი ნაღველს გულში და ახლა მინდოდა
ვინმესთვის გამენდო. უცხო ვიყავი ამ ქვეყანაში და აბა ვინ
გაიზიარებდა ჩემს უბედურებას?! კეთილ რეიგარტსაც კი ვერ
გადავუშალე გული. ავრორას გარდა მხოლოდ ეჟენიმ, საწ-
ყალმა ეჟენიმ იცოდა ჩემი საიდუმლო. ნეტა სულაც არაფერი
სცოდნოდა.
გადავწყვიტე, ცოტათი შევიმსუბუქო გულისტკივილი, გა-
ვენდო ჭაბუკ ეჟენს... რა საოცარი დამთხვევაა სახელებისა!
იქნებ მასთან საუბარმა დამაიმედოს, გულზე მომეშვას.

306 მკითხველთა ლიგა


მოუთმენლად ველოდი საღამოს. ეჟენი დამპირდა, მოვა-
ლო. თვალს არ ვაშორებდი საათის ისრებს და ვბრაზობდი,
ქანქარა რა ნელა ირხევა მეთქი.
დ’ოტვილმა არ მომატყუა, მოვიდა. როგორც იქნა, გავიგო-
ნე მისი წკრიალა ხმა და აი... უკვე ჩემ წინ დგას!
ოთახში რომ შემოვიდა, ისევ გამაოცა მისი სახის ნაღვლი-
ანმა გამომეტყველებამ, გაფითრებულმა ლოყებმა და კიდევ
იმან, რომ ვიღაცას მაგონებდა, ვისაც ადრე ვიცნობდი.
ოთახი დახუთული იყო, ცხელოდა. ზაფხული ფეხს ითრევ-
და. დ’ოტვილს შევთავაზე გავისეირნოთ მეთქი. საუბარი ღია
ცის ქვეშაც შეიძლებოდა, თანაც მთვარე გვინათებდა გზას.
გარეთ რომ გამოვედით, სიგარა შევთავაზე ჩემს სტუმარს,
მაგრამ არ აიღო, არ ვეწევიო, მითხრა.
„საოცარია! გავიფიქრე მე, როგორც წესი, ყველა კრეოლი
თამბაქოს ეწევა. ალბათ ესეც ჩემი ახალი მეგობრის უც-
ნაურობაა“.
რიუ როიალი გავიარეთ, კენელ სტრიტზე შევუხვიეთ და
„ჭაობისაკენ“ დავუყევით. მერე რიუ დე რამპარი გადავჭერით
და მალე ქალაქგარეთ აღმოვჩნდით.
რაღაც შენობები გამოჩნდა, მაგრამ სახლები არ იყო, ყო-
ველ შემთხვევაში, საცხოვრებელს არა ჰგავდა. უამრავი
ჯვრიანი გუმბათი, დამტვრეული სვეტები, მთვარის შუქზე
აქათქათებული თეთრი მარმარილოს ძეგლები რომ დავინა-
ხე, მაშინვე მივხვდი, ჩვენ წინ მკვდრების ქალაქი გადაშლი-
ლიყო. ეს გახლდათ ახალი ორლეანის ახალი სასაფლაო,
სწორედ ის, სადაც, ღარიბებს ჭაობებში ძირავენ, მდიდრებს
კი, თუმცა არც ეს არის უკეთესი ცხელ ქვიშაში ფლავენ!
ჭიშკარი ღია იყო. სასაფლაოს სევდიანი სიდიადე მიზიდავ-
და, ჩემს ნაღვლიან განწყობილებას შეეფერებოდა. დ’ოტ-
307 მკითხველთა ლიგა
ვილსაც საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა და ჭიშკარში შევე-
დით.
დიდხანს ვიბორიალეთ საფლავის ქვებს, ქანდაკებებსა და
ძეგლებს შორის, ჩავუარეთ პატარა სამლოცველოებს, სვე-
ტებს, ობელისკებს, თოვლივით თეთრი მარმარილოს სარკო-
ფაგებს, შემოვუარეთ ნოტიო მიწადაყრილ ბორცვებს ახალი
დარდის სიმბოლოებს და ცოცხალი ყვავილებით მორთულ
ძველ საფლავებს. ეს დაუმჭკნარი ყვავილები, ჯერ კიდევ და-
უჭკნობელი სიყვარულისა და ერთგულების ნიშანი იყო. ბო-
ლოს, ხავსმოდებულ საფლავის ქვაზე ჩამოვსხედით.

308 მკითხველთა ლიგა


თავი LIV
თანაგრძნობა სიყვარულის პასუხად

გზადაგზა სულ წვრილმანებზე ვლაპარაკობდით; იმაზე თუ


როგორ გადავეყარე გემზე თაღლითებს, ახალ ორლეანელ
„მონადირეებზე“, მთვარიან ღამეზე.
მდუმარედ დავდიოდით სასაფლაოზე და სანამ საფლავის
ქვაზე არ ჩამოვსხედით, კრინტი არ დამიძრავს იმაზე, რაც
მთელი დღე თავში მიტრიალებდა.
ახლა კი დრო იყო, გამენდო ჩემი გულისნადები, და ნახე-
ვარი საათის შემდეგ ეჟენ დ’ოტვილმა უკვე იცოდა ჩემი სიყვა-
რულის ამბავი თავიდან ბოლომდე. ყველაფერი ვუამბე ჩემი
ახალი ორლეანიდან წასვლის შემდეგ, გემ „ჰოუმაზე“ დ’ოტ-
ვილთან შეხვედრამდე რაც გადამხდა, დაწვრილებით გადა-
ვეცი აგრეთვე ჩემი საუბარი ბანკირ ბრაუნთან და ისიც ვუთ-
ხარი, თუ რა დიდხანს, უშედეგოდ ვეძებე ავრორა.
თავიდან ბოლომდე ისე მისმინა, ხმა არ ამოუღია, მხო-
ლოდ ერთხელ შემაწყვეტინა სიტყვა, როცა ეჟენისთან გუ-
ლახდილი საუბრის ბოლო გაიგო. ეტყობა, ამ ამბავმა ძალიან
დააინტერესა, ის კი არადა, გულიც ატკინა. იმ ამბავს რომ
ვუყვებოდი, ხშირად ამოისლუკუნებდა ხოლმე და მთვარის
შუქზე ვხედავდი, რომ ლოყებზე ღაპაღუპით ჩამოსდიოდა
ცრემლები. „რა კეთილშობილი ჭაბუკია, გავიფიქრე მე, გულ-
თან რა ახლოს მიაქვს უცხო კაცის უბედურება!“
- საწყალი ეჟენი! - ჩურჩულით თქვა მან, - ნუთუ არ გეცო-
დებათ?
309 მკითხველთა ლიგა
- რას ამბობთ! ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მეცოდება!
რა დამავიწყებს იმ სურათს! რა სიამოვნებით შევთავაზებდი
ჩემს თანაგრძნობას, მეგობრობას, რა მსხვეპლს არ გავიღებ-
დი, რომ ვიცოდე, რამეს უშველის, გულის ტკივილს მოუშუ-
შებს... მხოლოდ სიყვარულს ვერ შევთავაზებ, არ ძალმიძს.
მთელი ჩემი არსებით, მესიე დ’ოტვილ, სულით და გულით
ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. ნეტა როგორმე ამომაძრობინა მისი
გულიდან ისარი, რითაც უნებურად მევე დავჭერი, თუმცა, ბო-
ლოს და ბოლოს, ალბათ დაივიწყებს თავის უბედურ სიყვა-
რულს, დრო თავისას...
- არა! არასოდეს! - სიტყვა შემაწყვეტინა დ’ოტვილმა. ისე
მხურვალედ აღმოხდა ეს სიტყვები, ცოტა არ იყოს, გამიკვირ-
და.
- რატომ? რატომ გგონიათ?
- იმიტომ, რომ საკუთარი გამოცდილებით ვიცი. ახალგაზ-
რდა კი ვარ, მაგრამ თითქმის ასეთივე უბედურება გადამხდა
თავს, საწყალი ეჟენი! ასეთი ჭრილობა ადვილად ვერ მოშუშ-
დება, ვერასოდეს მოერევა თავის გრძნობას! ვერასოდეს!
- ო, როგორ მეცოდება! გულით და სულით მეცოდება!
- მაშ, მოძებნეთ და უთხარით ეს.
- რა საჭიროა? - ვკითხე და ცოტა არ იყოს, გამაკვირვა მის-
მა ნათქვამმა.
- იქნებ თქვენმა თანაგრძნობამ შვება მოჰგვაროს.
- რას ამბობთ! პირიქით, უფრო მოუკლავს გულს.
- ცდებით, მესიე! ცალმხრივი სიყვარულით წამებას უფრო
ადვილად გაუძლებს კაცი, როცა თანაუგრძობენ. ქედმაღლუ-
რი ზიზღის, გულცივი ნიშნის მოგების გამო იწრიტება გული
სისხლისაგან, მეგობრული გრძნობა მალამოა სიყვარულისა-

310 მკითხველთა ლიგა


გან მიყენებული ჭრილობისათვის, დამიჯერეთ, რომ ასეა. მე
ვგრძნობ, რომ ასეა! ვგრძნობ!
ისე მხურვალედ წარმოთქვა ბოლო სიტყვები, ძალიან გა-
მიკვირდა.
„უცნაური ყმაწვილია! გავიფიქრე, ასეთი ნაზია, მგრძნო-
ბიარე და თანაც ასე გამოცდილი!“
ვგრძნობდი, რომ უცნაურ არსებასთან მქონდა საქმე, ძა-
ლიან ჭკვიან ჭაბუკთან, რომელმაც ყველაფერი იცოდა.
დ’ოტვილის აზრები ჩემთვის მოულოდნელი იყო, საზოგა-
დოებაში დამკვიდრებულ აზრსაც ეწინააღმდეგებოდა; თუმცა
ბოლოს დავრწმუნდი, რომ მართალი იყო.
- დარწმუნებული რომ ვიყო, ჩემი მეგობრული თანაგ-
რძნობა ესიამოვნებოდა ეჟენის, მოვძებნიდი და შევთავაზებ-
დი...
- ამის დროც დადგება, - სიტყვა გამაწყვეტინა დ’ოტვილმა,
- ახლა კი უფრო საჩქარო საქმე გაქვთ. კვარტერონის ყიდვას
აპირებთ?
- ამ დილით ვაპირებდი, მაგრამ უკვე იმედი დავკარგე. ვე-
ღარ ვიყიდი.
- ფული რამდენი დაგიტოვეს იმ გარეწრებმა?
- ას დოლარზე ცოტა მეტი.
- ეს რას უშველის! თქვენ როგორც ამიწერეთ ის ქალი, ათ-
ჯერ მეტსაც დააფასებენ. ბედი არ უნდა! მე ასი დოლარიც არ
მიდევს ჯიბეში. ღმერთო ჩემო, რა უბედურებაა!
დ’ოტვილმა თავი ხელებში ჩარგო და ერთხანს იჯდა ასე,
ღრმად ჩაფიქრებული. უნებურად ვირწმუნე, გულწრფელად
თანამიგრძნობს და გამოსავალს ეძებს, რომ როგორმე და-
მეხმაროს მეთქი.

311 მკითხველთა ლიგა


- ვაითუ ვერ მოახერხა? - წაიბუტბუტა დ’ოტვილმა საკმაოდ
ხმამაღლა, ისე რომ მე გავიგონე, - თუ ვერ იპოვა საბუთები,
მაშინ თავს ჩაიგდებს საფრთხეში. ძალიან სარისკოა! იქნებ,
არა ღირს?
- მესიე, შევაწყვეტინე მე, რაზე ამბობთ?
- ოჰ! ოჰ! რაღაცაზე ვფიქრობდი... მაგრამ არაფერია...
მგონი, დაბრუნების დროა, მესიე! შემცივდა კიდეც: ამ პირქუ-
ში სანახაობისაგან კანკალმა ამიტანა.
ისე ნირწამხდარი ჩანდა, თითქოს უნებურად გათქვა გუ-
ლისნადებიო. ძალიან კი გამაკვირვა მისმა სიტყვებმა, მაგ-
რამ აღარ ჩავეკითხე და ავდექი. გუნება წამიხდა, ვიფიქრე,
ალბათ, ვერაფერს დამეხმარება მეთქი.
და სწორედ მაშინ რაღაც იმედმა გამიელვა თავში, უფრო
სწორად, იმედის სუსტმა ნაპერწკალმა. მაშინვე ვუთხარი ჩემს
მეგობარს:
- ამ ასი დოლარით ავრორას მაინც ვერ გამოვისყიდი, იქ-
ნებ ბანქოს სათამაში მაგიდაზე ვცადო ბედი?
- მგონი, არ გაგიმართლებთ, წააგებთ, როგორც მაშინ.
- რა ვიცი. წაგებისა და მოგების ერთნაირი შანსი მაქვს. მა-
შინდელივით მაინცდამაინც პროფესიონალ მოთამაშეებს
ხომ არ უნდა ვეთამაშო. რამდენი სამორინეა ახალ ორლეან-
ში, რას არ თამაშობენ ფარაონიო, კამათლები, ლოტო, რუ-
ლეტი და რა ვიცი... ამოვირჩევ რომელიმეს და ბედს ვცდი, აქ
ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა კარტი მოგივა ან კა-
მათელი როგორ დაეცემა, ასე რომ, მოგების და წაგების ერ-
თნაირი შანსი გაქვს. თქვენ რას იტყვით, მესიე, რას მირჩევთ?
- მართალი ბრძანდებით, მიპასუხა მან, იქნებ მართლა გა-
გიმართლოთ და მოიგოთ, თუ წააგეთ, ხვალინდელ ამბავს მა-
ინც ვერაფერი ეშველება; თუ მოიგეთ...
312 მკითხველთა ლიგა
- დიახ! დიახ! თუ მოვიგე...
- მაშ, დროს ნუღარ დაკარგავთ. უკვე გვიანია, სამორი-
ნეები ახლა ღიაა და ალბათ გახურებული თამაში აქვთ. წავი-
დეთ!
- თქვენც წამოხვალთ? დიდი მადლობელი ვარ თქვენი,
მისტერ დ’ოტვილ! - ჩქარი ნაბიჯით მივაშურეთ სასაფლაოს
ჭიშკარს და ქალაქის გზას დავადექით.
საიდანაც მოვედი, იქით გავემართეთ რიუ სენ ლუისკენ,
რადგან ამ ქუჩის ახლომახლო იყო თავმოყრილი ახალი ორ-
ლეანის ყველა დიდი სამორინე.
სამორინეების მოძებნა არ იყო ძნელი. იმ დროს არ უწევ-
დათ შენიღბვა. კრეოლებს ქალაქის პირველი დამაარსებლე-
ბისაგან მემკვიდრეობით გადმოეცათ აზარტული თამაშების
სიყვარული და ისე ჰქონდათ სისხლში გამჯდარი, რომ პოლი-
ცია ვერას გახდებოდა. ამერიკული კვარტალის მუნიციპა-
ლურმა მთავრობამ რაღაც ღონისძიებები გაატარა ამ ბორო-
ტების აღმოსაფხვრელად, მაგრამ მათი კანონები კენელ
სტრიტის ფრაგულ კვარტალში უძლური აღმოჩნდა. კრეოლე-
ბის პოლიცია ამას სულ სხვა თვალით უყურებდა და ინსტრუქ-
ციებიც შესაფერისი ჰქონდა. ფრანგულ გარეუბანში აზარტუ-
ლი თამაში ბოროტმოქმედებად არ ითვლებოდა და სათამაშო
სახლები, მთავრობის ნებართვით სრულიად ოფიციალურად
არსებობდა.
რიუ კონტიზე, სენ ლუიზე ან რიუ ბურბონზე თუ ჩაივლი-
დით, შეუძლებელია, არ შეგენიშნათ, დიდი მოოქრული ფარ-
ნები; ამ ფარნებზე ეწერა: „ფარაონი“, „კრაპსი“, „ლოტო“ ან
კიდევ „რულეტი“... უცოდინარი კაცისთვის უცნაური სიტყვე-
ბია, მაგრამ იმათ, ვინც „პირველი მუნიციპალიტეტის“ ქუჩებს
იცნობდა, კარგად ესმოდათ ამ სიტყვების მნიშვნელობა.
313 მკითხველთა ლიგა
მალე ერთ ისეთ სამორინეს მივადექით, რომლის ფარანზე
აშკარად ეწერა, რომ აქ „ფარაონს“ თამაშობდნენ.
პირველად სწორედ ეს სამორინე შეგვხვდა და უყოყმანოდ
შევედით შიგ.
ფართო კიბე ავიარეთ. კიბის თავში ბაკენბარდებიანი კაცი
შემოგვეგება, არ ვიცი, შვეიცარი იყო, თუ მსახური. ვიფიქრე,
ალბათ ფული უნდა გადაგვახდევინოს მეთქი, მაგრამ შევცდი
შესვლა უფასო იყო. იარაღის ჩასაბარებლად გაგვაჩერეს, სა-
მაგიეროდ, ქვითარი მოგვცეს. წასვლისას ამ ქვითარს ჩავაბა-
რებდით და ჩვენს იარაღს უკანვე დაგვიბრუნებდნენ, ამისათ-
ვის სპეციალური, ბუდეებიანი თარო ჰქონდათ წინა ოთახის
კუთხეში. თაროზე იმდენი დამბაჩის კონდახი და ხანჯლის ვა-
და მოჩანდა, ეტყობა, ჩვენამდე ბევრი ხალხი განეიარაღები-
ნათ.
ეს პროცედურა ხშირად ნანახ, ნაცნობ სურათს ჰგავდა
ხელჯოხებს, მზისა და საწვიმარ ქოლგებს რომ აბარებ ხოლმე
მუზეუმში და სურათების გამოფენებზე. რაღა თქმა უნდა,
იარაღის ჩაბარება ძალიან ჭკვიანური იყო, ამით, ვინ იცის,
რამდენჯერ აიცილეს სისხლისღვრა სათამაშო მაგიდასთან
გამართული შეხლა შემოხლის დროს.
მე ორი დამბაჩა ჩავაბარე, ჩემმა თანამგზავრმა პატარა
ვერცხლის ხანჯალი. ჩვენს იარაღებს ეტიკეტები დააკრეს,
მეორე ასეთი ეტიკეტი ჩვენ მოგვცეს და მხოლოდ ამის შემ-
დეგ დაგვრთეს ნება, სათამაშო დარბაზში შევსულიყავით.

314 მკითხველთა ლიგა


თავი LV
ბანქოს თამაშისა და აზარტის შესახებ

ბანქო და სხვა თამაშები ძალიან გავრცელებულია, ყოვე-


ლი ქვეყნის ხალხს უყვარს, ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად და
ყველა ცივილიზებულიც და ველურიც თავის საკუთარ თამაშს
თამაშობს. ლონდონის ფეშენებელურ კლუბში ვისტსა და
კრიბიჯს თამაშობენ, პრერიებში კი ჩანდრაბუხსა და ფულო-
ბანას.
სპეტაკი ინგლისი ფიქრობს, თავისუფალი ვარ ამ ბიწიერე-
ბისაგანო. ბუზღუნა ინგლისელი მოგზაური, როცა კი შემთხვე-
ვა მიეცემა, აუცილებლად გაკილავს თავის მეზობლებს:
ფრანგებს, გერმანელებს, ესპანელებს, მექსიკელებს ყველას
სათითაოდ ბრალს სდებს, ძალიან უყვართ აზარტული თამა-
შებიო. ფარისევლობაა, ნამდვილი ფარისევლობა! სპეტაკ ინ-
გლისში ეს ბიწიერება უფრო მეტად არის გავრცელებული,
ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყანაში, რომელსაც მე ვიცნობ. პი-
კადილის შემოგარენში რომ ბანქოს თამაშია გაჩაღებული,
ამაზე არაფერს ვამბობ. აბა, ეპომში ჩადით, დოღზე, „დერბის
დღეს“ იქ ნახავთ, როგორ ყოფილა გავრცელებული ინგლის-
ში აზარტული თამაშები; თანაც აზარტის ყველაზე მდაბალი
და ბილწი ფორმა. თუმცა, რომ ჰკითხოთ, კეთილშობილი
სპორტიაო, ამ მშვენიერი ცხოველების ცხენების სიყვარული-
თო! სულ ტყუილია! რა კეთილშობილება! წარმოიდგინეთ
ათასი, ათი ათასი ჩამოძონძილი ნაძირალა, კახპა მეგობარი
ქალების თანხლებით რომ მოიყრის თავს დოღზე. აბა, რა კე-
315 მკითხველთა ლიგა
თილშობილისა და მშვენიერის გაგება უნდა ჰქონდეთ იმათ!
იპოდრომზე თავმოყრილი ცოცხალი არსებებიდან ყველაზე
კეთილშობილი ცხენია და, რაც მას გარს ახვევია, მასზე სა-
ზიზღარი სხვა არ არის რა.
არა. სპეტაკო ინგლისო! შენ ვერ გამოდგები მაგალითად
სხვა ერებისათვის. ძალიანაც რომ გამოიდო თავი, მაინც ბი-
წიერი ხარ. ურიცხვი აზარტული მოთამაშე გყავს, გაცილებით
მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანას... და რა კეთილშობი-
ლიც უნდა უწოდოთ ამ თამაშს, გაბედულად შემიძლია ვთქვა,
რომ ვინც ცხენებზე თამაშობს, ის ყველა სხვა აზარტულ მო-
თამაშეზე უფრო ბილწი, გარეწარი და საზიზღარია.
არის რაღაც უსაზღვროდ მდაბალი იმ დამშეული ორბების
ზნე ჩვეულებაში, იდაყვგამოხეული და ლანჩგამოგლეჯილები
რომ ყურყუტებენ კოვენტრი სტრიტისა და ჰაიმარკეტის კუთ-
ხეებში, ერთთავად დუქნიდან ბუკმეკერის კანტორაში დაძ-
ვრებიან და ბუკმეკერისგან ისევ დუქანში... ამასთან, კამათ-
ლის შედარებით გაბედული მოთამაშე კეთილშობილ ადამი-
ანს ჰგავს. დაუდევარ ესპანელს, უკანასკნელ უნცია ოქროს
რომ ჩამოდის, კამათელი გააგოროს, ან მექსიკელ მონტეს
მოთამაშეს, რომელიც ოქროს დუბლონებს გაწირავს, ეს გამ-
ბედაობა და რისკი თითქოს აკეთილშობილებს კიდეც. ამათ
დიდი ვნებათა ღელვა იზიდავს და აზარტიც ხომ სისხლ ხორ-
ცში გამჯდარი ვნებაა. მაგრამ ბრაუნს, სმიტსა და ჯონს არა
აქვთ ნება, თავიანთ გრძნობას ვნება დაარქვან: მათ ესეც კი
არ გააჩნიათ. მისისიპის პროფესიონალ მოთამაშეებში, ბან-
ქოს მოთამაშეები ყველაზე უფრო მომხიბლავები არიან. მათი
დახვეწილი ჩაცმულობა უკვე აგიწერეთ, მაგრამ გარდა ამისა,
ხასიათში რაღაც ჯენტლმენური აქვთ, თითქმის რაინდული,
და სწორედ ეს განასხვავებს მათ აზარტული მოთამაშეების-
316 მკითხველთა ლიგა
გან. ჩემს მღელვარე ყმაწვილობაში მქონდა პატივი, გავცნო-
ბოდი ზოგიერთ ასეთ ჯენტლმენს და ახლა არ შემიძლია სიტ-
ყვა არ შევაწიო. ამათგან ზოგის სათნოება სულ არ შეეფერე-
ბოდა პურიტანულ მორალს; დიდსულოვანსა და კეთილშობი-
ლი გულის პატრონსაც ბევრს ვიცნობდი, ვისაც შეეძლო უკე-
თილშობილესი საქმე გაეკეთებინა. ესენი საზოგადოების კა-
ნონებს კი არღვევდნენ, მაგრამ თავიანთ ადამიანურ ბუნებას
არ ღალატობდნენ და რა შეურაცხყოფაც უნდა მიეყენებინათ
მათთვის, ღირსებას ყოველთვის ვაჟკაცურად იცავდნენ. რა
თქმა უნდა, ჩორლისა და ჰეტჩერის მსგავსებიც ბევრნი არი-
ან, მაგრამ, ვფიქრობ, ასეთი ხალხი მხოლოდ გამონაკლისია.
ახლა, ზოგი რამ ამერიკულ თამაშებზე. აშშ ის ნამდვილი,
ეროვნული თამაში, რაღა თქმა უნდა, არჩევნებია. ადგილობ-
რივი ან შტატის არჩევნების დროს იმდენ სანაძლეოს დებენ,
რამდენსაც დოღზე. ოთხ წელიწადში ერთხელ პრეზიდენტის
არჩევა ხომ ნამდვილი ამერიკული „დერბის დღეა“. ვერ წარ-
მოიდგენთ, რამდენ სანაძლეოს ჩამოდიან და რა ფული გადა-
დის ხელიდან ხელში. ამის სტატისტიკა რომ არსებობდეს,
ყველაზე „გაცნობიერებულ“ ამერიკელ მოქალაქესაც კი გა-
აკვირვებდა. უცხოელი ვერ მიხვდება, რატომ არის ხოლმე
არჩევნების პერიოდში ასე აფორიაქებული მთელი ამერიკის
შეერთებული შტატები. ძნელია აუხსნა ეს იმ ქვეყანაში
მცხოვრებს, სადაც ხალხმა იცის, რომ ამა თუ იმ კანდიდატის
ბედი გამარჯვება დამარცხება მის საკუთარ ფინანსებზე მაინ-
ცდამაინც დიდ გავლენას არ მოახდენს. რა თქმა უნდა, პარ-
ტიების ბრძოლა და ყველაზე დიდი ფსონი სახელმწიფო თა-
ნამდებობის განაწილება გამარჯვებული პარტიის წევრებს
შორის ნაწილობრივ ინტერესს გამოიწვევს ხოლმე მოსახ-
ლეობაში, მაგრამ დიდად მაინც არ დააინტერესებს. მე პირა-
317 მკითხველთა ლიგა
დად მგონია, რომ აფორიაქებას აზარტი იწვევს. პრეზიდენტის
არჩევნების პერიოდში, თითქმის ყოველ მეორე კაცს, ვისაც
შეხვდებით, რამდენიმე სანაძლეო აქვს დადებული!
ერთი სიტყვით, არჩევნები ამერიკელების ჭეშმარიტად
ეროვნული თამაშია და თამაშში ერთნაირი გატაცებით ებმე-
ბიან ხოლმე მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები და
მდაბიონი, მდიდრები და ღარიბები.
ამაზე სანაძლეო აუგად არ ითვლება, ეს პროფესიული
აზარტული თამაში არ არის.
მაგრამ, აზარტული თამაშებიც ბევრია. იქ მოთამაშეთა
ბედს ბანქო წყვეტს. კამათლები და ბილიარდიც ძალიან გავ-
რცელებულია, უფრო ბილიარდი. ამერიკაში, რაც უნდა პატა-
რა სოფელი იყოს, განსაკუთრებით სამხრეთსა და დასავლეთ
შტატებში, აუცილებლად აქვთ ბილიარდი ერთი და ზოგჯერ
მეტიც. ამერიკელებს შორის არ შეიძლება არ შეხვდეთ ბილი-
არდის შესანიშნავ მოთამაშეს, რომელსაც იქნებ მთელ ქვეყა-
ნაზე არა ჰყავდეს ბადალი. ლუიზიანის კრეოლები ხომ ბილი-
არდის საქვეყნოდ ცნობილი მოთამაშეები არიან,
კეგლიც ძალიან გავრცელებულია და ყველა ქალაქს აქვს
თავისი კეგელბანი, მაგრამ არც ბილიარდი და არც კეგლი
აზარტულ თამაშებად არ ითვლება. პირველი უფრო ელეგან-
ტური გასართობია, მეორე სპორტის შესანიშნავი სახეობა.
აზარტული მოთამაშეების ნამდვილი იარაღი ბანქო და კამა-
თელია, განსაკუთრებით ბანქო.
ინგლისური ვისტისა და კრიბიჯის, აგრეთვე ფრანგული
„ოცდაერთისა“ და „წითელი და შავის“ გარდა, ამერიკელები
კიდევ პოკერს, იუკრს, შვიდიანსა და სხვა რამეს თამაშობენ.
ახალ ორლეანელ კრეოლებს ყველაზე უფრო კამათლებით
თამაში უყვართ. დიდი გატაცებით თამაშობენ კენოს, ლოტო-
318 მკითხველთა ლიგა
სა და რულეტსაც. უფრო სამხრეთით, მექსიკის ესპანელები
უმეტესად მონტეს თამაშობენ ეს სრულიად განსხვავდება
სხვა თამაშებისგან. მონტე მექსიკელების ეროვნული თამაში-
ა.
მაგრამ, სამხრეთ დასავლელი პროფესიონალი მოთამა-
შეები, ფულის დაცინცლის მეთოდს, ფაროს, ანუ ფარაონს ამ-
ჯობინებენ. სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ ფარო ესპანური
თამაშია; მართლაც, ის ადვილად შეეთვისა მისისიპის ველის
ყველა ქალაქს და დასავლეთში ბანქოს მოთამაშეს ვერ ნა-
ხავთ, რომ ფაროს არ თამაშობდეს.
ფარო საკმაოდ ადვილი თამაშია. ახლავე აგიწერთ. სათა-
მაშო მაგიდას გადაკრული აქვს მწვანე მაუდი ან თივთიკი.
ორ მწკრივად, პირით ზემოთ, აწყობენ ერთი ფერის ცამეტ
კარტს და აწებებენ, რომ არ გადაინაცვლოს.
ბანქოს დამრიგებელს ხელში უჭირავს სათუთუნის მსგავსი
ოთხკუთხა ყუთი, არც თუ ისე დიდი, რომელშიც მხოლოდ
ორი დასტა ბანქო ეტევა. ასეთ ყუთებს ნაჭედი ვერცხლისგან
აკეთებენ ხოლმე. სხვა რომელიმე ლითონიც გამოდგება,
მაგრამ ბანქოს დამრიგებელს დამცირებად მიაჩნია უფრო
იაფფასიანი ხელსაწყოს ტარება. ყუთის დანიშნულებაა,
გააადვილოს ბანქოს ჩამორიგება. არ შემიძლია დაწვრილე-
ბით აგიხსნათ ყუთის საიდუმლო მექანიზმი. ეს კი ვიცი, რომ
სახურავი არა აქვს, თავღიაა და შიგ ბანქოს დასტას დებენ.
ყუთის შიგნით ზამბარაა მოთავსებული, დამრიგებელი თითს
დააჭერს, ზამბარა სათითაოდ ამოყრის და გაამწკრივებს ბან-
ქოს მაგიდაზე, იმ თანმიმდევრობით, როგორც დასტაში აწ-
ყვია. ფარაონის თამაშისთვის ეს მოწყობილობა სავალდებუ-
ლო არც არის, უყუთოდაც შეიძლება ითამაშონ, მაგრამ პა-
ტიოსან თამაშს კი ძალიან უწყობს ხელს დანიშნულიც რომ
319 მკითხველთა ლიგა
იყოს კარტი, მაინც ვერავინ დაინახავს, რადგან დარიგებამ-
დე, სანამ დასტა ყუთში დევს, ვერავინ ხედავს. ფაროს კოხტა
ყუთი სიამაყეა „ფაროს ჩამომრიგებლისა“ ასე ეძახიან „მონა-
დირეს“, ვისაც ფარაონის თამაში თავის ხელობად გაუხდია.
ორ დასტა კარგად არეულ ბანქოს ჩადებენ ყუთში, ჩამომ-
რიგებელი მარცხენა ხელს ზედ დაადებს, ცერგაშვერილი
მარცხენა კი გამზადებული აქვს და იცდის, ვიდრე მოთამა-
შეები ფულს ჩამოვლენ. ამ თამაშში ერთადერთი თქვენი მო-
წინააღმდეგე ბანქოს ჩამომრიგებელია; ის „ბანკირია“ მოგე-
ბასაც მოგითვლის და წაგებულსაც გამოგართმევს. ვინც მა-
გიდას უზის ან იქვე დგას, ყველას შეუძლია ფულს ჩამოვიდეს
და ბანქოს დამრიგებლის წინააღმდეგ ითამაშოს. ფარაონის
ბანქოს დამრიგებელი რაღაც მეწარმის მაგვარი უნდა იყოს,
რომ ფაროს ბანკში დიდი კაპიტალი ჰქონდეს ათასობით ან
სულაც ასი ათასობით დოლარი. ხშირად ხდება ხოლმე, რომ
ბედი უმტყუნებს, ბანკი გასკდება და მაშინ ვინ იცის, რამდენი
დრო დასჭირდება ბანქოს დამრიგებელს, რომ საკმაო თანხა
მოიგდოს ხელში და ისევ ითამაშოს. ბანქოს დამრიგებლის
გვერდით ზის მისი თანაშემწე, ან კრუპიე, რომელსაც ევალე-
ბა სათვალავები გადაცვალოს ფულზე, მოგებულებს ფული
გადასცეს და მოგებული ფული მოხვეტოს.
სათვალავი, რომელსაც ფაროს თამაშის დროს იყენებენ,
დოლარისოდენა მრგვალად გამოთლილი სხვადასხვა ფერის
ბრტყელი ძვალია: თეთრი, წითელი, ცისფერი; ზედ თანხის
რაოდენობა აწერია და მოთამაშეები ფულის მაგივრად იყენე-
ბენ, ასე უფრო მოსახერხებელია. თუ ვინმე შეწყვეტს თამაშს,
მაშინ თავის სათვალავებს ისევ ფულზე გადაცვლის.
ყველაზე ადვილად ფარაონს ასე თამაშობენ: მაგიდაზე
გამწკრივებული ცამეტი ბანქოდან რომელიმეს ამოირჩევთ
320 მკითხველთა ლიგა
და ამ ბანქოზე ფულს ჩამოხვალთ. ვთქვათ, ტუზი ამოირჩიეთ,
ბანქოს დამრიგებელი იწყებს ყუთიდან კარტის თანმიმდევ-
რულად დარიგებას, ყოველი ორი ბანქოს ჩამოსვლის შემდეგ
ცოტა ხანს შეაჩერებს ბანქოს დარიგებას. სანამ ერთმანეთის
მიყოლებით ორი ტუზი არ ჩამოვა შედეგი გაურკვეველია. თუ
ორი ტუზი წყვილად ჩამოვიდა, მაშინ მოგებას გამოაცხადე-
ბენ, როცა ერთ დარიგებაზე ორივე ჩამოსული ბანქო ტუზია,
მაშინ ბანქოს დამრიგებელი იგებს. თუ პირველ ჩამორიგება-
ზე ერთი ტუზი გამოერია, შემდეგ დარიგებაზე მეორე, მოგება
თქვენია. მაშინ, შეგიძლიათ ისევ ტუზზე დადოთ თქვენი ფუ-
ლი; მეორედ ორმაგ თანხას ჩამოხვალთ ან გადაალაგებთ
ფულს და სხვა ბანქოზე ჩამოხვალთ. თამაშის დროს, როცა
გინდა, მაშინ შეგიძლია გადაანაცვლო ფული, ოღონდ მანამ-
დე, სანამ დამრიგებელი პირველ ბანქოს ჩამოვა.
ჩამოდიხართ თქვენ ფულს თუ არა, თამაში, რა თქმა უნდა,
მაინც გრძელდება. მაგიდას ბანქოს მოთამაშეები ახვევია.
ერთი ერთ ბანქოზე ჩამოდის ფულს, მეორე სხვაზე, მესამე იქ-
ნებ სულაც ორზე ერთად ჩამოვიდეს, ან კიდევ რამდენიმე
ბანქოზე დადოს თავისი ფული. ისე რომ, ვიღაცა განუწყვეტ-
ლივ იგებს რაიმე თანხას. გაუთავებლად ისმის სათვალავე-
ბის ჩხაკუნი და დოლარების წკრიალი.
ფარაონის თამაშს დიდი ხელოვნება არ უნდა, ალალბედზე
თამაშობენ. ამიტომ, თქვენც ალბათ სხვებივით, იფიქრებთ,
რომ მოთამაშისა და ბანქოს დამრიგებლის შანსები ერ-
თნაირია. არა, ეს ასე არ არის. კიდევაც რომ მოხდეს და ზე-
დიზედ უმტყუნოს ბედმა დამრიგებელს, ერთხანს თუ გაუძლო,
ბოლოს მაინც მოიგებს...

321 მკითხველთა ლიგა


ასეთი გახლავთ ფარო, რომლის თამაშიც მე გადავწყვიტე,
რათა ან უკანასკნელი ცენტი წამეგო ან ჩემი საცოლის გამო-
სახსნელი ფული მომეგო.

322 მკითხველთა ლიგა


თავი LVI
ფარაონი

მე და დ’ოტვილი დარბაზში შევედით.


დარბაზის ერთ კუთხეში იდგა მაგიდა ბანკი. ვერც ბანქო
დავინახეთ, ვერც ბანქოს დამრიგებელი, მაგიდას მოთამა-
შეების ორმაგი რკალი ერტყა. ერთი რკალი მაგიდასთან
მჯდარი ხალხი იყო, მეორე ფეხზე მდგომნი. ქალებიც იყვნენ,
უკანასკნელ მოდაზე გამოპრანჭული, მხიარული, ლამაზი ქა-
ლები; ზოგი იჯდა, ზოგი იდგა, ცოტა არ იყოს, მოურიდებლად
იქცეოდნენ, ეტყობა, კახპები იყვნენ.
დ’ოტვილი მართალი გამოდგა გახურებული თამაში იყო.
შეხედავდით თუ არა მოთამაშეებს, მათ პოზას, ხელების მოძ-
რაობას როცა ფულს აწყობდნენ თანაც ძვლის სათვალავების
ჩხაკუნსა და დოლარების წკრიალს რომ გაიგონებდით, მა-
შინვე მიხვდებოდით, რომ მოთამაშეების აზარტი სულ უფრო
და უფრო მატულობდა.
მაგიდის თავზე დაკიდებული ვეებერთელა ჭაღი კაშკაშა
სინათლეს აფრქვევდა ბანქოს მაგიდასა და მოთამაშეებს.
დარბაზის შუაგულში ნაირ ნაირი საჭმლით დატვირთული
მაგიდა იდგა: ინდაურის ცივი ხორცი, ლორი, ძროხის ენა,
ქათმის ხორცის სალათა, ღვინით, კონიაკითა და ლიქიორით
სავსე ბროლის სურები. ზოგი თეფში და ჭიქა ნახმარი იყო, ხე-
ლუხლებელი ჭურჭელი კი მსურველს ელოდა, თუმცა სინამ-
დვილეში ეს საუზმე უფასო იყო. ასეთი გახლდათ მაშინდელი
ამერიკული სამორინეების წესი.
323 მკითხველთა ლიგა
მაგრამ მე და ჩემს თანამგზავრს არა გვხიბლავდა ეს უხვი
საუზმე, პირდაპირ ფარაონის სათამაშო მაგიდისკენ გავემარ-
თეთ.
ახლოს მივედით და მოთამაშეების მხრებს ზემოდან გა-
დავხედეთ მაგიდას. ეს რა ღვთის წყრომაა, ჩორლი და ჰეტჩე-
რი!
დიახ, ორივე თაღლითი ერთად უსხდნენ მაგიდას. უბრა-
ლო მოთამაშეები კი არ იყვნენ, არამედ ბანქოს დამრიგებე-
ლი და კრუპიე! ჩორლის ბანქოს ყუთი ეჭირა, ჰეტჩერი ხელ-
მარჯვნივ ეჯდა, წინა გროვა გროვად ელაგა: სათვალავები,
დოლარები და ბანკნოტები. მოთამაშეები შევათვალიერეთ
და ღორის ხორცის ვაჭარიც დავინახეთ. ისევ ის ქურთუკი და
ფართოფარფლიანი თეთრი ქუდი ეხურა, ისე იჯდა, ვითომც აქ
არაფერიო, ვითომც აქამდე თვალით არ ენახა არც ბანქოს
დამრიგებელი და არც კრუპიე. გაფაციცებული ჩადიოდა
ფსონს, თან, ლაპარაკის დროს, ჩვეულებისამებრ მდაბიურ
სიტყვებს ხმარობდა.
მე და ჩემმა თანამგზავრმა გაკვირვებით გადავხედეთ ერ-
თმანეთს.
თუმცა კაცმა რომ თქვას, გასაკვირი არაფერი იყო. ფა-
რაონის ბანკის მფლობელს პატენტი არ სჭირდება; საკმარი-
სია მაგიდის თავზე ჭაღი აანთოს, მაგიდაზე მწვანე მაუდი გა-
დაჭიმოს და ბანქოს ჩამორიგება დაიწყოს. როგორც თევზი
წყალში, ისე გრძნობდნენ თავს თაღლითები. გემით მოგ-
ზაურობა მათთვის საზაფხულო გართობასავით იყო. მერე
ახალ ორლეანში სეზონი გაიხსნა და საჩქაროდ ქალაქს და-
უბრუნდნენ. რაღა გასაკვირია, რომ სამორინეში დაგვხვდნენ.
მაგრამ პირველად რომ დავინახეთ, მე და დ’ოტვილი უცებ
გავშეშდით. ის იყო დავაპირე მეთქვა ჩემი თანამგზავრისათ-
324 მკითხველთა ლიგა
ვის, აქედან წავიდეთ მეთქი, რომ ღორის ხორცის ვაჭარმა
მომკრა თვალი.
- ეე, მგონი, ამ ყმაწვილთან ერთად გემით ვიმგზავრეთ,
არა? - წამოიძახა მან და გაკვირვებული გამომეტყველება
აღებეჭდა სახეზე, - ო, თქვენც აქა ხართ?
- როგორც ხედავთ, - დაუდევრად ვუპასუხე მე.
- რა იყო იმ დღეს, მიწამ ჩაგნთქათ, თუ რა მოგივიდათ?
სად დაიკარგეთ? - ისე ხმამაღლა უხეშად მოურიდებლად
მკითხა, რომ ყველა შემობრუნდა.
- სად დავიკარგე? - შევეხმიანე მეც, თან ვცდილობდი,
მშვიდად ვყოფილიყავი, თუმცა ძალიან კი აღმაშფოთა მისმა
უტიფარმა კილომ.
- ჰო, სწორედ ეგ მინდა გავიგო.
- ძალიან გინდათ?
- არა... ძალიან არა...
- ძალიან კარგი, იმიტომ, რომ არც მე ვაპირებ ანგარიშის
ჩაბარებას.
ჩემს სიტყვებზე ხარხარი ატყდა და გახარებულმა შევნიშ-
ნე, რომ უტიფარ ვაჭარს ცოტა არ იყოს, ნირი წაუხდა.
- ნეტა რა ყალყზე შედექით, - მითხრა მან ნახევრად შემრი-
გებლური კილოთი, თან გაღიზიანება ისმოდა მის ხმაში, -
საწყენად კი არ მითქვამს, მაგრამ მაშინ თითქოს მართლაც
მიწამ გიყოთ პირი... თუმცა, რა ჩემი საქმეა. ფარაონში ხომ
არ გინდათ სცადოთ ბედი?
- რატომაც არა.
- ურიგო თამაში არ უნდა იყოს, მეც დღეს პირველად ვცა-
დე. ჩანდრაბუხივით არის, ალალბედზე თამაშობ, ჯერჯერო-
ბით ბედი მწყალობს, - ესა თქვა, მაგიდისკენ შებრუნდა და
სათვალავების დაწყობას შეუდგა.
325 მკითხველთა ლიგა
ბანქოს დამრიგებელმა ისევ განაგრძო ბანქოს ჩამოსვლა
და მოთამაშეები, რომლებიც ჩვენმა ლაპარაკმა თამაშს მო-
აცდინა, ისევ იმას დაუბრუნდნენ, რაც ამჟამად მთავარი იყო
მათთვის ბანქოზე დაწყობილ ფულს.
რა თქმა უნდა, ჩორლიმ და ჰეტჩერმაც მიცნეს, მაგრამ
მხოლოდ მეგობრულად დამიკანტურეს თავი და მჭევრმეტ-
ყველი მზერა მომაპყრეს; მათი თვალები ამბობდნენ:
მობრძანდი! ძალიან კარგი!.. ეს მაინც არ წავა, სანამ თა-
ვისი ასი დოლარის დაბრუნებას არა სცდის, ნამდვილად ითა-
მაშებს!
თუ მართლა ეს იფიქრეს, თითქმის მიმიხვდნენ, იმიტომ,
რომ სწორედ მაშინ გავიფიქრე: ბოლოს და ბოლოს, აქაც შე-
მიძლია ბედი ვცადო, ფარაონი მაინც ფარაონად დარჩება,
ვინც არ უნდა იყოს ბანქოს დამრიგებელი. როცა ბანქოს
ამისთანა ყუთიდან ჩამოდიან, თაღლითობა შეუძლებელია,
თვითონ თამაშიც ასეთია. ერთი ბანკის სასარგებლოდ აგებს,
მეორე ბანკს უგებს. მაშ, დამრიგებელს რაღაში სჭირდება
თაღლითობა, კიდევაც რომ ჰქონდეს ამის საშუალება. ჰოდა,
ვითომ რატომ არ უნდა ვეთამაშო ჩორლისა და ჰეტჩერს, მით
უმეტეს, რომ მოგება ორმაგად გამახარებს: მაშინდელ წაგე-
ბას ამოვადენ ცხვირში. დავჯები და ვითამაშებ მეთქი.
- თქვენ რაღას იტყვით, მესიე?
ზემოთ ნათქვამიდან ზოგი რამ დ’ოტვილს ვუთხარი და ახ-
ლა სწორედ მას შევეკითხე.
დ’ოტვილი დამეთანხმა და მირჩია, დავრჩეთო. აქაც ისევ
შეგიძლიათ სცადოთ ბედი, როგორც სხვაგანო.
ასე რომ, ერთი ოქრო ამოვიღე და ტუზს დავადე.
ბანქოს დამრიგებელმა და კრუპიემ წარბიც არ შეიხარეს,
თვალიც არ გამოუპარებიათ ჩემკენ. რა თქმა უნდა, ჩემი სა-
326 მკითხველთა ლიგა
ცოდავი ხუთდოლარიანი შთაბეჭდილებას ვერ მოახდენდა ამ
გამოქექილ მოთამაშეებზე, რომელთაც ასობით და ათასო-
ბით დოლართან ჰქონდათ საქმე.
თავისი ხელობის ხალხისთვის დამახასიათებელი სიმშვი-
დით ჩამოდიოდა ბანქოს ჩორლი.
- ტუზმა მოიგო! - წამოიძახა ვიღაცამ, როცა ორივე ჩამოს-
ვლაზე ტუზი ჩამოვიდა.
- სათვალავი მოგართვათ? - იკითხა კრუპიემ.
დიახ, სათვალავი მეთქი, ვუთხარი და კრუპიემ ჩემს ოქ-
როს მონეტას წითელი ძვლის რგოლი დაადო, ზედ ხუთიანი
ეწერა. გადავწყვიტე, ათივე დოლარი ტუზზე დამეტოვებინა.
დამრიგებელი განაგრძობდა ბანქოს ჩამოსვლას; ისევ
ორივე ჩამოსვლაზე ორივე ტუზს ჩამოვიდა და მე კიდევ ორი
სათვალავი მივიღე.
არც ახლა ავიღე მოგებული ფული და ჩემს ბანქოზე უკვე
ოცი დოლარი იდო, მე ხომ გასართობად არ ვიყავი მოსული.
სულ სხვა მიზანი მქონდა და დროს ტყუილუბრალოდ არ დავ-
კარგავდი. თუ ბედი ჩემს მხარეზეა, იქნებ თავიდანვე გამიღი-
მოს. გარდა ამისა, როგორც კი გავიხსენებდი, ვინ იყო ჩემი
თამაშის მთავარი ფსონი, მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა,
როგორმე ბოლო მომეღო გაურკვევლობისთვის. თანაც ძა-
ლიან მეთაკილებოდა სათამაშო მაგიდის გარშემო შეგროვი-
ლი უხეში და უტიფარი ბრბო.
ამასობაში თამაში გრძელდებოდა და არ გასულა დიდი ხა-
ნი, რომ ისევ ორი ტუზი ერთად ჩამოვიდა. ამჯერად მე წავაგე.
კრუპიეს კრინტიც არ დაუძრავს, ისე მოხვეტა ჩემი სათვა-
ლავები, ოქრო და სანდალოზის ხის ყუთში შეინახა.
ათი დოლარი ამოვიღე ჯიბიდან, ქალზე დავდე და მოვიგე,
შემდეგ გავაორმაგე ფსონი და წავაგე. მერე ისევ მოვიგე ათი
327 მკითხველთა ლიგა
დოლარი, ესეც წავაგე და ასე, ხან ვიგებდი, ხან ვაგებდი, ზოგ-
ჯერ სათვალავებს ჩამოვდიოდი, ზოგჯერ ოქროს მონეტებს,
სანამ ჯიბე არ დამიცარიელდა!

328 მკითხველთა ლიგა


თავი LVII
საათი და ბეჭედი

ბოლოს, ავდექი და სასოწარკვეთილმა შევხედე დ’ოტ-


ვილს. ახნა განმარტება აღარ იყო საჭირო, დ’ოტვილი ჩემს
თვალებშიც ადვილად ამოიკითხავდა ყველაფერს, თანაც სა-
ნამ ვთამაშობდი, ჩემს ზურგს უკან იდგა და ყველაფერს ხე-
დავდა.
- წავედით, არა, მესიე? - ვკითხე.
- ჯერ არა, ერთი წუთით მაცადეთ, - თქვა მან და ხელი
მკლავზე დამადო.
- რაღა გინდა? ერთი დოლარიც კი აღარ შემრჩა. ყველა-
ფერი წავაგე, თავიდანვე უნდა მცოდნოდა, რომ ასე მოხდე-
ბოდა! წავიდეთ, აქ რაღა გვესაქმება.
ალბათ მკვახედ გამომივიდა. უნდა გამოვტყდე, წაგებამ
გამაცოფა. გარდა იმისა, რომ ხვალ შეიძლება საშინელი უბე-
დურება დამტყდომოდა თავს. უცებ ჩემს ახალ მეგობარშიც
შემეპარა ეჭვი. ჯერ ერთი, ამ თაღლითებს იცნობდა, მეორე
მირჩია, აქ სცადე ბედიო, მესამე ეს უცნაური შეხვედრა „გემის
მონადირებთან“... ახლა კიდევ რა უცებ წავაგე მთელი ფული
ერთბაშად გამიელვა ამ ფიქრებმა და უნებურად გავიფიქრე,
მატყუარა ხომ არ არის მეთქი! სასწრაფოდ გავიხსენე ჩვენი
ბოლო საუბარი. ვცდილობდი, მომეგონებინა, ან საქმით, ან
სიტყვით ხომ არ შემომიტყუა ამ სამორინეში. მაგრამ ნამდვი-
ლად არ შემოუთავაზებია ჩემთვის, ფარაონი ვითამაშოთო,
პირიქით, რამდენადაც მახსოვდა, არც თამაში დაუძალებია.
329 მკითხველთა ლიგა
გარდა ამისა, დ’ოტვილსაც ჩემსავით გაუკვირდა, როცა ეს
ჯენტლმენები დაინახა.
თუმცა რა? თვალთმაქცობაც არ არის ძნელი. ღორის ხორ-
ცის ვაჭრისა არ იყოს, რომელმაც ასე გამაცურა დღეს, იქნებ
დ’ოტვილიც მეპაიეა, ჩორლი, ჰეტჩერი და co-ის ფირმისა
უცებ მისკენ შემოვტრიალდი და ის იყო, მწარე სიტყვები უნდა
მოსწყვეტოდა ჩემს ბაგეს... მაგრამ თავი შევიკავე, მივხვდი,
რომ შევცდი. ყმაწვილი კრეოლი ქვემოდან შემომცქეროდა
ჩემზე დაბალი იყო თავისი მშვენიერი თვალებით და ჩემს
დამშვიდებას უცდიდა. გამოწვდილ ხელში რაღაც უბრწყინავ-
და. ნაქსოვი საფულე ეჭირა და აბრეშუმის ბადეში ოქროს მო-
ნეტები ბრწყინავდა. ოქროთი სავსე საფულეს მაწვდიდა.
- გამომართვით, მითხრა ვერცხლივით წკრიალა ხმით.
გული შემეკუმშა, პასუხი ძლივს ამოვღერღე. დ’ოტვილს
რომ სცოდნოდა, ერთი წუთის წინ რა გავიფიქრე, მიხვდებო-
და, ასე უცებ რატომ წამოვჭარხალდი.
- არა, მესიე, - ვუპასუხე, - ო, რა კეთილშობილებაა! მაგ-
რამ ვერ გამოგართმევთ.
- კარგი ახლა, გამომართვით! გემუდარებით, აიღეთ ეს ფუ-
ლი და ერთხელ კიდევ სცადეთ ბედი. მკაცრად კი მოგექეცით
ამ ბოლო დროს, მაგრამ ხომ იცით, ბედი ცვალებადია და იქ-
ნებ კიდევ გაგიღიმოთ. ჰა, გამომართვი!
- ო, მესიე, არ შემიძლია, იმის შემდეგ, რაც... მაპატიეთ,
მესიე!.. თქვენ რომ იცოდეთ...
- მაშ, მე ვითამაშებ თქვენს მაგივრად. გაიხსენეთ, რის-
თვის მოვედით აქ! ავრორა გაიხსენეთ!
- ო!

330 მკითხველთა ლიგა


ესღა აღმომხდა მკერდიდან, მეტი ვერაფერი ვუპასუხე.
ყმაწვილი კრეოლი მაშინვე მაგიდისკენ შებრუნდა და ოქროს
მონეტები დააწყო ბანქოზე.
გაოცებული აღფრთოვანებით შევცქეროდი ყმაწვილ კაცს,
თან ვღელავდი, ნეტა რას იზამს მეთქი.
რა პატარა, თეთრი ხელები ჰქონდა! რა შესანიშნავი ალ-
მასის ბეჭედი უელავდა არათითზე! მოთამაშეები თვალებით
ჭამდნენ ამ ბეჭედს, სანამ დ’ოტვილი ოქროებს აწყობდა სხვა-
დასხვა ბანქოზე. ჩორლიმ და ჰეტჩერმაც შენიშნეს ბეჭედი და
ერთმანეთს გადახედეს. ორივე მოწიწებით ექცეოდა ყმაწ-
ვილს, რადგან დიდ თანხას ჩავიდა. ყურადღებითა და თავა-
ზიანობით აცხადებდნენ მის მოგებას და ასევე თავაზიანად
უთვლიდნენ სათვალავებს. თითქმის ყველა აღფრთოვანებით
შესცქეროდა, ყველა! ო, რა ანთებული, ცუდი თვალით უყუ-
რებდნენ მშვენიერი მანდილოსნები, რა სიამოვნებით შეიყვა-
რებდნენ ამ ელვარე ალმასის ხათრით.
დ’ოტვილის გვერდით ვიდექი და თვალს ვადევნებდი თა-
მაშს. ძალიან ვღელავი. თვითონ რომ მეთამაშა, მაშინაც არ
ვიღელვებდი მეტად. თუმცა, ისიც ხომ ჩემთვის თამაშობდა,
კეთილშობილმა ყმაწვილმა არ დაიშურა თავისი ოქრო.
მაგრამ დიდხანს არ დავუტანჯივარ გაურკვევლობას.
დ’ოტვილი ზედიზედ აგებდა, დაუდევრად აგებდა. ჩემი ადგი-
ლი დაიკავა მაგიდასთან და იღბალიც ჩემი დაჰყვა. თითქმის
ყველა მისი ფსონი კრუპიემ მიიხვეტა; და აი, უკანასკნელ ოქ-
როს ჩამოვიდა, ერთი ბანქოს ჩამოსვლა და ისიც კრუპიეს
ყუთში ჩავარდა წკრიალით.
- წამოდით, დ’ოტვილ! წავიდეთ აქედან! - ყმაწვილისკენ
გადავიხარე, ხელი ჩავავლე მკლავში და ყურში ჩავჩურჩულე.

331 მკითხველთა ლიგა


- ამას რამდენად შეაფასებთ! - ჰკითხა მან ბანქოს დამრი-
გებელს, ჩემთვის არც კი მოუქცევია ყურადღება.
ეს ჰკითხა და კისერზე ჩამოკიდებული ოქროს ძეწკვი გა-
დაიძრო. ძეწკვზე ოქროს საათი ეკიდა.
წავიდეთ მეთქი, იმიტომ ვეუბნებოდი მანამდე, რომ სწო-
რედ ამის მეშინოდა. ახლაც იგივე გავუმეორე, ვეხვეწე, ვემუ-
დარე, მაგრამ ტყუილად.
ჩორლის ეტყობა, ასეთ დროს ზედმეტი ლაპარაკი არ უყ-
ვარდა.
- საათი 100 დოლარი, ძეწკვი 50, - მოკლედ მოუჭრა.
- შესანიშნავია! - შესძახა ერთმა მოთამაშემ.
- ორი ამდენი კი ღირს, - ჩაიბუტბუტა მეორემ.
იმ ხალხში, ეტყობა, ზოგმა მაინც შეინარჩუნა ადამიანური
გრძნობები. ის, ვინც ვაჟკაცურად აგებს, საერთო თანაგრძნო-
ბას იმსახურებს. ყმაწვილი კრეოლის ყოველ წაგებაზე წამო-
ძახებული სიტყვები მოწმობდა, რომ ყველა იქ მყოფი მის მხა-
რეს იყო.
- მართალია! საათი და ძეწკვი გაცილებით ძვირი ღირს, -
ჩაერია ლაპარაკში შავ ბაკენბარდებიანი მაღალი კაცი, რო-
მელიც მაგიდის ბოლოში იჯდა. უცნობის რიხიანმა მკაცრმა
ხმამ იმოქმედა ჩორლიზე.
- ნება მიბოძეთ, ერთხელ კიდევ ვნახო, - თქვა მან და მაგი-
დაზე გადმოიხარა დ’ოტვილისაკენ, რომელსაც ხელში საათი
ეჭირა.
დ’ოტვილმა ისევ გაუწოდა საათი თაღლითს, ჩორლიმ ხუ-
ფი ახადა და მექანიზმის დათვალიერებას შეუდგა. კოხტა
საათი და ძეწკვი იყო. ქალები ატარებდნენ ხოლმე ასეთ
საათებს, და რაღა თქმა უნდა, იმ თანხაზე გაცილებით მეტი

332 მკითხველთა ლიგა


ღირდა, რაც ჩორლიმ დაასახელა, თუმცა ღორის ხორცის ვა-
ჭარი სულ სხვა აზრის იყო.
- ასორმოცდაათი დოლარი კარგი ფასია, მე მგონი, საკმა-
ოდ დიდი თანხაა. ბევრი არაფერი გამეგება ამ სამკაულებისა,
მაგრამ ჩემი აზრით, ასორმოცდაათი დოლარი კარგი ფასია.
- რას ამბობთ! - შესძახა ერთხმად რამდენიმე კაცმა, -
ორასი დოლარია მაგის ფასი. ვერ ხედავთ, რა ძვირფასი ქვე-
ბია!
ჩორლიმ კამათი შეწყვიტა.
- კეთილი, - თქვა მან, - არა მგონია, იმაზე მეტი ღირდეს,
რაც მე ვთქვი, მესიე, მაგრამ რადგან თქვენ წაგებულის დაბ-
რუნება გადაგიწყვეტიათ, იყოს ნება თქვენი საათი და ძეწკვი
ერთად ორასი დოლარი.
- ჩამოარიგეთ! - მოკლედ მოუჭირა ფიცხმა კრეოლმა;
ჩორლის ხელიდან გამოსტაცა საათი და ბანქოზე დადო.
იაფად ჩაიგდო საათი ჩორლიმ, ექვსიოდე კარტი გადააბ-
რუნა და საათი მისი იყო.
- ამას როგორღა შეაფასებთ?
დ’ოტვილმა წაიძრო თითიდან ბეჭედი და ჩორლის გაუწო-
და. თაღლითი ანთებული თვალებით დააშტერდა ელვარე
ალმასს.
ერთხელ კიდევ ვცადე ჩავრეულიყავი, მაგრამ დ’ოტვილმა
ყური არ მიგდო. ვერაფრით დავიყოლიე ფიცხი კრეოლი.
ალმასის ბეჭედიც, უფრო სწორად, ოქროს ბუდეში ჩასმუ-
ლი რამდენიმე ალმასიც, საათის არ იყოს, ქალისას ჰგავდა
და მე გავიგონე, როგორ ჩურჩულებდნენ ხუმარები: ამ თავქა-
რიან ყმაწვილს, ეტყობა, მდიდარი გოგო ჰყავს!.. ამას
წააგებს, სხვას აჩუქებენო და ა.შ.

333 მკითხველთა ლიგა


ეტყობა, მართლა ძვირფასი ბეჭედი იყო, რადგან ჩორლიმ
შეათვალიერა თუ არა, ოთხას დოლარად შეაფასა. მაღალი
შავბაკებარდიანი კაცი ისევ გამოენთო და განაცხადა, ამის
ფასი 500 დოლარიაო. მოთამაშეებმაც დაუჭირეს მხარი და
ბანქოს დამრიგებელი, ბოლოს და ბოლოს, დათანხმდა ამაზე.
- სათვალავები მოგართვათ თუ მთელ თანხას ერთბაშად
ჩამოხვალთ? - ჰკითხა მან დ’ოტვილს.
- ერთად! - უპასუხა ყმაწვილმა.
- არა! არა! - შესძახეს დ’ოტვილის კეთილისმსურველებმა.
- ერთად! - მტკიცედ განაცხადა დ’ოტვილმა, - ტუზზე და-
დეთ ბეჭედი.
- როგორც გენებოთ, მესიე, - წყნარად მიუგო ჩორლიმ და
ბეჭედი პატრონს გადასცა.
დ’ოტვილმა გამოართვა და ტუზის შუაგულში დადო. ეს
იყო ერთადერთი ფსონი. სხვა მოთამაშეები ისე დაინტერეს-
დნენ თამაშით, რომ თვითონ თავი მიანებეს და ყველა მას
მიაჩერდა.
ჩორლიმ ბანქოს ჩამოსვლა დაიწყო. ყოველ ბანქოს დიდი
მღელვარებით ელოდნენ. კარგა ხანი გავიდა, სანამ ორი ტუ-
ზი ერთად გამოჩნდა, თითქოს ასეთი დიდი ფსონის დროს თა-
მაში ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს უნდა გაგრძელებულიყო.
ბოლოს, გადაწყდა ბეჭდის ბედი. ისიც ჩორლის საკუთრება
გახდა, მაშინვე ჩავავლე ხელი დ’ოტვილს და გასასვლელის-
კენ წავათრიე. ამჯერად უსიტყვოდ დამემორჩილა მეტი აღა-
რაფერი ებადა.
- არა უშავს! - დაუდევრად წამოიძახა მან, როცა დარბაზი-
დან გავიდა, - თუმცა არა! არა! - ახლა სხვა კილოთი თქვა, -
რაღა რა მოხდა! თქვენთვის და ავრორასთვის ცუდი რამ მოხ-
და!
334 მკითხველთა ლიგა
თავი LVIII
ამაო იმედი

სასიამოვნო იყო იმ დახუთული დარბაზიდან ღამის სიგრი-


ლეში გამოსვლა; სამხრეთის მთვარე რბილ სინათლეს აფ-
რქვევდა; უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სხვა დროს ვიგრძნობ-
დი დიდ სიამოვნებას, მაგრამ ახლა მშვენიერი ჰავა და თვალ-
წარმტაცი მიდამო ვერ ახდენდა ჩემზე შთაბეჭდილებას.
ეტყობა, დ’ოტვილიც იზიარებდა ჩემს დარდს. მისი თანაგ-
რძნობით სავსე სიტყვები გულზე მალამოსავით მეცხებოდა,
ვიცოდი, ნამდვილად თანამიგრძნობდა, განა არ დამიმტკიცა
ერთგულება!
მართლაც რომ ნეტარი ღამე იდგა. ლუიზიანის ლურჯ ცაზე
მიმობნეულ ფუმფულა ღრუბლებში ნათელი მთვარე დაცუ-
რავდა. ჩაჩუმებულ ქუჩებში მსუბუქი სიო ნავარდობდა. ნეტა-
რი ღამე იყო, ისეთი წყნარი, ნარნარი... თუმცა ჩემს გუნება
განწყობილებას ქარიშხალი უფრო მოუხდებოდა. ქუფრი
ღრუბელი, ცეცხლოვანი ელვის კლაკვნა და ქუხილი მერჩია
ყველაფერს! ქარის ღმუილი და წვიმის წვეთების თქარათქუ-
რი! ქარიშხალი უფრო შეეფერებოდა ჩემს აბობოქრებულ
სულს!
სასტუმროს გავცდით და გზა განვაგრძეთ. სუფთა ჰაერზე
ფიქრი და საუბარი ვარჩიეთ, ძილზე არც მე მიფიქრია და არც
ჩემს მეგობარს. მალე ისევ ჭაობებთან მოვხვდით.
ერთხანს ხმაგაკმენდილი მივდიოდით გვერდიგვერდ.
ორივენი ხვალინდელ აუქციონზე ვფიქრობდით. ხვალინდელ
335 მკითხველთა ლიგა
კი არა, უკვე დღევანდელ აუქციონზე. თორმეტი საათის შემ-
დეგ გამოაცხადებენ აუქციონს, თორმეტი საათის შემდეგ გა-
ყიდიან ჩემს საცოლეს!
„ნიჟარების გზისკენ“ გავემართეთ და მალე ჩვენ ფეხქვეშ
ხრაშახრუში გაჰქონდა ცალპირა და ორპირა ნიჟარების ნამ-
სხვრევებს. ეს ადგილი უფრო შეეფერებოდა ჩვენს ფიქრებს.
გარშემო პირქუში კვიპაროსები ირხეოდნენ; ჭაღარა ესპანუ-
რი ხავსის სუდარა შემოჰხვეოდა კვიპაროსებს და ამიტომ უფ-
რო მგლოვიარედ გამოიყურებოდნენ. აქაური ხმებიც დამამ-
შვიდებლად მოქმედებდა ჩვენზე. ჭაობის ბუს გულის მომ-
წყვლელი კივილი, ხის ჭრიჭინებისა და ჭრიჭინობელების
ჭრიჭინი, ბაყაყების ყიყინი და გომბეშოების ხრინწიანი ხივი-
ლი, ვეებერთელა ღამურების ყურისწამღები წრიპინი ყველა-
ფერი ეს, ხმაშეუწყობელ ორკესტრივით ჟღერდა. სხვა დროს
იქნებ გავეყრუებინე კიდეც, ახლა კი მუსიკასავით ჩამესმოდა
და ტკბილი სევდით ამივსო გული.
და მაინც, ეს არ იყო ყველაზე მწარე წუთები ჩემს ცხოვრე-
ბაში, ნამდვილი უბედურება წინ მელოდა. მიუხედავად იმისა,
რომ ბედი არა მწყალობდა, მაინც რაღაცის იმედი მქონდა.
ბუნდოვანი იმედი კი იყო, მაგრამ მაინც მამხნევებდა. ჩვენს
ბილიკთან ახლოს კუნძზე ჩამოვსხედით.
რაც სამორინედან გამოვედით, რამდენიმე სიტყვაც არ
გვითქვამს ერთმანეთისათვის. მე ხვალინდელ დღეზე ვფიქ-
რობდი და ჩემი ჭაბუკი თანამგზავრი, ერთგული, ნაცადი მე-
გობარიც ამაზე ფიქრობდა.
რა კეთილშობილი ჭაბუკია! როგორ გაწირა თავი უცხო კა-
ცისთვის! ეჰ, მაშინ რა ვიცოდი, რა დიდსულოვნება და თავ-
განწირვა გამოიჩინა დ’ოტვილმა.

336 მკითხველთა ლიგა


- იმის იმედიღა მაქვს, - ვუთხარი, - რომ ხვალ, ხვალ კი
არა დღეს, ჩემი ბანკირი წერილს მიიღებს. იქნებ დროზე მო-
მისწროს, ფოსტა ყოველთვის დილის ათ საათზე მოდის ხოლ-
მე.
- დიახ, - დ’ოტვილმა დაბნეულად მიპასუხა, ეტყობა, ფიქ-
რებში იყო გართული.
- თუ არადა, - განვაგრძე მე, - მაშინ ისღა დამრჩენია, ვინც
იყიდის, იმისგან გამოვისყიდო. რაც უნდა დამიფასოს...
- ეჰ! მეც ეგ მადარდებს, - დ’ოტვილი გამოერკვა ფიქრები-
დან და სიტყვა გამაწყვეტინა, - სწორედ მაგაზე ვფიქრობ ახ-
ლა. ეჰ, მესიე, ძალიან ვშიშობ, რომ...
- თქვით!
- ძალიან ვშიშობ, რომ ის, ვინც ავრორას იყიდის, აღარა-
ვის დაუთმობს.
- რატომ? დიდი თანხა რომ შევაძლიო?
- არა, თქვენ ვერ გამიგეთ, მე იმას ვშიშობ, რომ ვინც ავ-
რორას იყიდის, რა თანხაც უნდა შესთავაზოთ, არაფრის გუ-
ლისთვის არ მოგყიდით.
- რატომ გგონიათ, მესიე დ’ოტვილ?
- მე მგონი, რომ ერთ კაცს უნდა....
- ვის?
- დომინიკ გაიარს.
- ღმერთო დიდებულო! გაიარს? გაიარს?
- დიახ, რაც მომიყევით, იმან მაფიქრებინა, თანაც მე თვი-
თონ გამიგონია ზოგი რამ გაიარზე.
- გაიარი! გაიარი! ღმერთო ჩემო! უაზროდ წამოვიძახე.
დ’ოტვილის ნათქვამმა დამარეტიანა. ისე ვიყავი გაოგნე-
ბული, თითქოს საშინელი უბედურება უნდა დამტეხოდა თავს
და ვეღარაფერი მიშველიდა.
337 მკითხველთა ლიგა
საოცარია, თვითონ როგორ ვერ მოვიფიქრე ეს. რატომ-
ღაც მეგონა, კვარტერონი ისეთი კაცის საკუთრება გახდებო-
და, რომელიც მერე სიამოვნებით მომყიდდა კარგ ფასად, იქ-
ნებ ძალიან ძვირადაც. საოცარია, როგორ ვერ მოვიფიქრე,
რომ გაიარი მოინდომებდა ავრორას ყიდვას. თუმცა, რა გა-
საკვირია, როგორც კი ეჟენი ბეზანსონის გაკოტრება გავიგე,
იმ წუთიდან ისე ამებნა თავგზა, რომ მშვიდად ფიქრი აღარ შე-
მეძლო.
ახლა ყველაფერი ნათელი გახდა. ეს უკვე ვარაუდი აღარ
იყო, გაიარი ნამდვილად დაეპატრონებოდა ავრორას. ხვალ
ღამით ავრორას სხეული მისი გახდება. მაგრამ სული? ო,
ღმერთო! სიზმარში ხომ არა ვარ?
- ადრეც ვეჭვობდი, - განაგრძო დ’ოტვილმა, - ზოგი რამ ვი-
ცი ბეზანსონების შესახებ... ადრეც ვიფიქრე, გაიარი ავრორას
შესყიდვას ეცდება მეთქი. მერე, როცა თქვენ სასადილო
ოთახში მომხდარი ამბავი მომიყევით, მთლად დავწმუნდი
ამაში. ო! რა გარეწარია! ახლა კიდევ, გემზე გაიარის რწმუნე-
ბულიც მოდიოდა ჩვენთან ერთად. განაგრძო მან, ყველა მა-
გის საქმეს ეს კაცი აკვარახჭინებს ხოლმე... თქვენ ალბათ
ვერც კი შენიშნეთ, მონების ვაჭარი სწორედ შესაფერისი კა-
ცია ასეთი საქმისათვის. რაღა თქმა უნდა, ქალაქში იმიტომ
მოდიოდა, რომ აუქციონზე გაიარისთვის იყიდოს ის უბედური
ქალი.
- კი მაგრამ, - წყალწაღებულივით ხავსს ვეჭიდებოდი, -
თვითონ რატომ არ იყიდა ავრორა, განა ადრე არ შეეძლო
ეყიდა, ვიდრე აუქციონზე გამოიყვანდნენ? რაში დასჭირდა
ავრორას გაგზავნა მონების ბაზრობაზე?
- კანონი მოითხოვს ამას. გაკოტრებული მემამულის მო-
ნებს აუცილებლად აუქციონზე ყიდიან, ვინც მეტს მისცემს,
338 მკითხველთა ლიგა
იმას შეხვდება. გარდა ამისა, რა გარეწარიც უნდა იყოს
გაიარი, საზოგადოებრივ აზრს მაინც უწევს ანგარიშს, ასე აშ-
კარად ვერ იმოქმედებს. თვალთმაქცია და თავის ბინძურ საქ-
მეებს მალულად აკეთებს, ცდილობს, საზოგადოების პატი-
ვისცემა შეინარჩუნოს. ზოგს გულწრფელად სჯერა, რომ
გაიარი პატიოსანი კაცია! თვითონ მიმალულია და სხვას აკე-
თებინებს ბინძურ საქმეებს. უსიამოვნებას ერიდება და ამი-
ტომ მისი რწმუნებული მონების ვაჭარი იყიდის ავრორას. ო,
რა გარეწარია!
- ენით აუწერელი! მაგრამ ახლა როგორ მოვიქცეთ, რო-
გორ ვიხსნათ ამ კაცისაგან ავრორა? რაღა მეშველება?
- აგერ, ერთი საათია, ამაზე ვფიქრობ. ნუ დარდობთ, მე-
სიე! ჯერ კიდევ არის იმედი, არის კიდევ ერთი გზა ავრორას
გადასარჩენად. ეჰ! იყო დრო... მეც დიდი უბედურება დამატ-
ყდა თავს; ძალიან დიდი უბედურება. მაგრამ რა დროს ეს
არის სანამ ასე უბედური ხართ, ჩემს დარდზე არა ღირს ლაპა-
რაკი. იქნებ მერე უფრო დაწვრილებით მოგიყვეთ, ახლა ნუ-
ღარაფერს ვიტყვით ამაზე... არის კიდევ ერთი იმედი, რომ
თქვენ და ავრორა ბედნიერები იქნებით. ასეც უნდა მოხდეს.
ასე მაქვს გადაწყვეტილი. სიგიჟე კი იქნება, მაგრამ მთელი ეს
ამბავიც სიგიჟეა და მეტი არაფერი. ახლა კმარა! უნდა წავი-
დე, დრო აღარ მრჩება. თქვენც წადით სასტუმროში, დაისვე-
ნეთ. ხვალ თორმეტ საათზე თქვენთან ვიქნები, ღამე მშვიდო-
ბის! ნახვამდის!
ვერც ვუპასუხე რამე, ვეღარც ვერაფრის გამოკითხვა მო-
ვასწარი, ისე უცებ გამშორდა კრეოლი, ვიწრო ქუჩებში შეუხ-
ვია და თვალს მიეფარა.

339 მკითხველთა ლიგა


მეც სასტუმროსაკენ გამოვუყევი; ნელი ნაბიჯით მივდიოდი
და თან დ’ოტვილის უცნაურ სიტყვებზე ვფიქრობდი, მის ბუნ-
დოვან დაპირებასა და უცნაურ ქცევას ვიხსენებდი.
ოთახში რომ შევედი, არც კი გამიხდია, ისე დავეგდე სა-
წოლზე. დაძინება არც მიფიქრია.

340 მკითხველთა ლიგა


თავი LIX
როტონდა

ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში ამ უძილო ღამეს. ათა-


სი იმედი, ეჭვი და შიში ცვლიდა ერთმანეთს ჩემს გონებაში.
ასობით გეგმა შევადგინე, მაგრამ როცა გათენდა და მზის
სხივებმა თვალი მომჭრა, ჯერ არაფერი მქონდა მოფიქრებუ-
ლი. ახლა მხოლოდ დ’ოტვილი თუ მიხსნიდა, რადგან მივ-
ხვდი, ფოსტის იმედს უკვე ვეღარ ვიქონიებდი.
რომ დავრწმუნებულიყავი ამაში, გათენდა თუ არა, მაშინ-
ვე „ბრაუნისა და co“ ს ბანკს მივაშურე. არც გამკვირვებია,
როცა მითხრეს, ჯერ არაფერი მიგვიღიაო. წინასწარ ვიცოდი,
ასე იქნებოდა.
განა ოდესმე მოსულა ფული დროზე, როცა კაცს უჭირს?
მძიმედ დაგორავენ ოქროს რგოლები, ნელ ნელა გადადიან
ხელიდან ხელში, ყველა უხალისოდ იმეტებს. ფოსტას დროზე
უნდა მოეტანა ფული, მაგრამ ეტყობა, ჩემმა მეგობრებმა, ვი-
საც საქმეები ჩავაბარე, დააგვიანეს ფულის გამოგზავნა.
„მეგობარს არასოდეს უნდა ანდოთ თქვენი საქმე! თუ მე-
გობარს მიანდეთ ფულის გამოგზავნა, იმის იმედი ნუღარ გექ-
ნებათ, რომ დროზე მიიღებთ!“ ასე ვწუწუნებდი გულში, როცა
„ბრაუნისა და co“ ს ბანკიდან გამოვედი.
რიუ სენ ლუიზე რომ დავბრუნდი, უკვე თორმეტი იყო. სას-
ტუმროში აღარ შევსულვარ, პირდაპირ როტონდისაკენ გავე-
მართე.

341 მკითხველთა ლიგა


კალამი ვერ აღწერს, რა მძიმე ნაღველი მაწვა გულზე, რო-
ცა როტონდის მაღალი თაღების ჩრდილში შევედი. ასეთ სა-
შინელ დღეში არასოდეს ვყოფილვარ.
ხშირად ვმდგარვარ დიდებული საკათედრო ტაძრის თა-
ღებქვეშ, მისი სიდიადის შემყურეს ყოველთვის მოკრძალე-
ბის თრთოლვა ამიტანდა ხოლმე; მეფის სასახლის მოოქრულ
დარბაზებშიც ვყოფილვარ, და მუდამ ორი გრძნობა მეუფლე-
ბოდა სიბრალული და ზიზღი: მებრალებოდნენ მონები, ვინც
ამ დარბაზების აშენებაზე ოფლი ღვარეს, მეზიზღებოდნენ
ჩემს გარშემო მოფუსფუსე მლიქვნელები; ციხის ბნელ საკან-
შიც ვყოფილვარ და გული შემკუმშვია სიბრალულისაგან,
მაგრამ ამ სანახაობათაგან არც ერთს არ დაუმძიმებია გული
ისე, როგორც იმას, რაც მაშინ გადამეშალა თვალწინ.
ეს არ იყო წმინდა ადგილი, პირიქით, საზიზღრად შეებღა-
ლათ. ეს გახლდათ ახალი ორლეანის სახელგანთქმული მო-
ნების ბაზარი, სადაც ადამიანის სხეულსა და სულს საჯარო
ვაჭრობაზე ყიდულობდნენ და ყიდდნენ!
ეს კედლები მრავალი სასტიკი და მწარე განშორების მომ-
სწრე ყოფილა. აქ ცოლს ქმრის მკერდს აგლეჯდნენ ხოლმე,
შვილს დედისას. მარმარილოს იატაკი ხშირად დაუსველებია
ცხარე ცრემლებს, მაღალი თაღების ქვეშ ხშირად ისმოდა გუ-
ლის მომკვლელი ოხვრა, ოხვრა კი არა, სიმწრის კივილი!
უკვე ვთქვი, რა გულდამძიმებული შევედი ამ თაღებქვეშ
და რაღა გასაკვირია, რომ გული მეტკინა ამ სანახაობის შემ-
ხედვარეს.
ალბათ, იმედი გაქვთ, დაწვრილებით დაგიხატავთ იმ სუ-
რათს, მაგრამ იმედს ვერ გაგიმართლებთ: ძალა არ მყოფნის
ამის აღსაწერად. უბრალო მაყურებელი რომ ვყოფილიყავი
გულგრილი ჟურნალისტი, რომელსაც სულ არ ენაღვლება რა
342 მკითხველთა ლიგა
ხდება როტონდაში, მაშინ შევნიშნავდი ყველა წვრილმანს და
აგიწერდით. მაგრამ ასე არ იყო. მე მხოლოდ ერთი ფიქრი
მიტრიალებდა თავში, მხოლოდ ერთ ადამიანს ვეძებდი და
ამიტომ ვერ ვხედავდი, გარშემო რა ხდებოდა.
ზოგი რამ მაინც დამამახსოვრდა. მაგალითად, მახსოვს,
რომ როტონდა, როგორც ამ სახელწოდებას შეეფერება, დი-
დი, მრგვალი, მარმარილოს იატაკიანი დარბაზი იყო, თაღი-
სებური ჭერი და თეთრი კედლები ჰქონდა. ფანჯრები არა
ჰქონია, სინათლე ჭერიდან ეცემოდა. ერთ მხარეს, კედელ-
თან ახლოს, ფიცარნაგზე რაღაც კათედრის მაგვარი იდგა, იქ-
ვე იდო ვეებერთელა კუბის ფორმის ლოდი. მაშინვე მივხვდი,
რა დანიშნულება ჰქონდა ამ საგნებს.
კედელს მთელ სიგრძეზე შვერილი გასდევდა, ქვის სკამი-
ვით. ამ სკამის დანიშნულებასაც მაშინვე მივხვდი.
როცა შევედი, ნახევარი დარბაზი უკვე ხალხს დაეკავები-
ნა. სხვადასხვა ჯურისა და ასაკის ხალხი შეკრებილიყო, ჯგუფ
ჯგუფად იდგნენ, თითქოს რაღაც საქმეზე, ცერემონიაზე ან გა-
სართობად მისულან და დაწყებას ელიანო. ყველაფერზე ეტ-
ყობოდათ, მონების ბაზრობას მაინცდამაინც სერიოზულად
არ ეკიდებოდნენ, პირიქით, უხეშ ხუმრობასა და დროდადრო
ამტყდარ ხორხოცზე მიხვდებოდით, გასართობს ელოდნენ.
მაგრამ აქვე იყო ადამიანების ერთი ჯგუფი, ესენი ხმაგაკ-
მენდილები იყვნენ, კრინტს არავინ ძრავდა. ამათგან ზოგი
ქვის სკამზე მიყუჟულიყო, ზოგი იქვე სკამთან ჩაცუცქულიყო,
სხვები კიდევ კედელს მიყრდნობოდნენ სხვადასხვა პოზაში;
ისინი დარბაზში შეკრებილი ხალხისაგან შავი და ყავისფერი
კანით გამოირჩეოდნენ, აგრეთვე ხშირი, ხუჭუჭი თმით, უხეში
წითელი ჩექმებით და კატალპის წვენით შეღებილი, იაფფა-

343 მკითხველთა ლიგა


სიანი ბამბის ტანსაცმლით. ერთი სიტყვით სულ სხვა სამყა-
როს ეკუთვნოდნენ.
გარეგნული განსხვავებაც რომ არ გცემოდათ თვალში,
ტანსაცმლით, სქელი ტუჩებით, გამოწეული ყვრიმალებითა
და ხუჭუჭი თმითაც რომ არ ყოფილიყვნენ გამორჩეული, ამ
ქვის სკამზე მიყუჟულ ხალხს ვინც დაინახავდა, მაშინვე მიხ-
ვდებოდა, რომ სულ სხვა მდგომარეობაში იყვნენ, ვიდრე
დარბაზში მოსეირნე ხალხი. დარბაზში მყოფნი ხმამაღლა
ლაპარაკობდნენ, იცინოდნენ, ისინი კი ჩუმად ისხდნენ, და-
დარდიანებულები ჩანდნენ. აქეთ გამარჯვებულები იყვნენ,
იქით გაოგნებულები, სევდიანი თვალებით იატაკს მისჩერე-
ბოდნენ, მონური, უიმედო გამომეტყველება აღბეჭდოდათ სა-
ხეზე. ერთნი ბატონები გახლდნენ, მეორენი მონები! ეს ზანგე-
ბი ბეზანსონის პლანტაციის მონები იყვნენ.
მონები ჩუმად იყვნენ, ან ჩურჩულით ლაპარაკობდნენ.
უმეტესობა შეშფოთებული ჩანდა. დედები ნაზად იკრავდნენ
გულში პატარებს, ალერსიან სიტყვებს ჩაჩურჩულებდნენ,
ცდილობდნენ, დაეძინებინათ. ზოგჯერ, როცა დედის გულს
ნაღველი შემოაწვებოდა, მსხვილი ცრემლები ჩამოუგორდე-
ბოდათ ხოლმე შავ ლოყაზე, მამები შესცქეროდნენ ბავშვებს,
იცოდნენ, რომ თავიანთ იღბალს ვერ შეცვლიდნენ. რასაც ეს
უგულო არამზადები გადაწყვეტდნენ, იმას ვერაფრით აიცი-
ლებდნენ.
მაგრამ ყველა მონა არ იყო სევდიანი და შეშინებული. ზო-
გიერთი ახალგაზრდა გოგო ბიჭი ჭრელ ტანსაცმელში გამოპ-
რანჭულიყო, ნაკეცებიანი, ბაფთებიანი და ფურჩალებიანი კა-
ბები ჩაეცვათ. ამათ, ეტყობა, მომავალი არ აწუხებდათ, ის კი
არადა, კმაყოფილებიც კი ჩანდნენ: მხიარულად იცინოდნენ,
ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, ზოგჯერ თეთრკანიანებსაც
344 მკითხველთა ლიგა
გამოელაპარაკებოდნენ ხოლმე. ამათ ბოლო დროს ისე ცუ-
დად ექცეოდნენ, რომ ბატონის გამოცვლა მაინცდამაინც არ
აწუხებდათ. ზოგს იმედიც კი ჰქონდა, იქნებ უკეთეს ადგილას
მოვხვდეო. ასე ფიქრობდნენ ბეზანსონების პლანტაციის ყმაწ-
ვილები და ყვითელკანიანი ლამაზმანები. იმის იმედი ჰქონ-
დათ, იქნებ დავრჩეთ ამ ქალაქში, რომელზეც ბევრი რამ გაგ-
ვიგონია, ეგებ აქ უკეთეს ბედს ვეწიოთ, იმაზე უარესი ხომ
აღარაფერი იქნება, რაც ამ ბოლო დროს გადავიტანეთო.
თვალი გადავავლე ზანგების ჯგუფს, მაგრამ ავრორა არ-
სად ჩანდა. ამ მონებიდან ვერავის მივამსგავსებდი. ნამდვი-
ლად არ იყო აქ. მადლობა ღმერთს! დამცირებას გადავრჩი,
ამ ბრბოში რომ ვერ დავინახე! ალბათ, აქვეა სადმე და როცა
მისი ჯერი დადგება, მაშინ შემოიყვანენ.
ვერ ავიტანდი, ავრორა რომ აქ ყოფილიყო და თეთრკა-
ნიანების ბრბო უხეშად, აგდებულად მიშტერებოდა ან
შეურაცხმყოფელი რამ ეთქვა ვინმეს. მაგრამ ეს წამება ჯერ
კიდევ წინ იყო.
მონებს არ დავნახებივარ; ვიცოდი ზანგების უშუალო ხა-
სიათი, ისიც, რაც მოხდებოდა, რომ დავენახე: ხმამაღლა მო-
მესალმებოდნენ, მუდარას დამიწყებდნენ და ყველა იქ მყოფი
მე მომაშტერდებოდა.
ამიტომ ხალხის ერთ ჯგუფს ამოვეფარე და შემოსას-
ვლელს მივაჩერდი, დ’ოტვილს ველოდი, ის იყო ჩემი ერთა-
დერთი, უკანასკნელი იმედი.
უნებურად ყველა შემსვლელ გამომსვლელს ვხედავდი.
ჭრელი ხალხი ირეოდა, რაღა თქმა უნდა, სულ მამაკაცები.
აი, მაგალითად, მონებით მოვაჭრე, აწოწილი, უხეშნაკვთე-
ბიანი ჩარჩი, რომელსაც დაუდევრად ეცვა: ფართო ქურთუკი,
ფართოფარფლიანი, თვალებზე ჩამოფხატული ქუდი და უხე-
345 მკითხველთა ლიგა
ში ტყავის ჩექმები. ხელში მოქნილი ტყავის მათრახი ეჭირა
მისი პროფესიის ემბლემა. ჩარჩისაგან სრულიად განსხვავ-
დებოდა ელეგანტურად, საგარეოდ გამოწყობილი ახალგაზ-
რდა კრეოლი; მას ეცვა ღვინისფერი ოქროსღილებიანი სერ-
თუკი, ქამართან ნაოჭმოყრილი შარვალი, პრუნელის მაღალ-
ყელიანი ფეხსაცმელი, მაქმანის ჟაბოიანი პერანგი და ბრი-
ლიანტის საკინძეები ეკეთა.
უფრო ხნიერი კრეოლის ნიმუშსაც ნახავდით იმ დღეს რო-
ტონდაში; მას უფრო ღია ფერის შარვალი ეცვა, იმავე ფერის
ნაშურის ჟაკეტი, მთლად გაჭაღარავებულ, მოკლედ შეკრე-
ჭილ თმას მანილური ჭილის ქუდი ან პანამა უფარავდა.
აქვე ტრიალებდა ამერიკელი ვაჭარი, შავი მაუდის ფრაკსა
და პრიალა ატლასის ჟილეტში გამოწყობილი, ფრაკის ნაჭრი-
სავე შარვალი და თალათინის ჩექმები ეცვა. ამერიკელი
უხელთათმანოდ იყო.
გემის გამოპრანჭული სტიუარდიც აქ გახლდათ და ნოქა-
რიც, რომელსაც ტილოს სერთუკი და ქათქათა თეთრი ტი-
ლოს შარვალი ეცვა. თვითკმაყოფილი ვექილი იმ დღეს ისე-
თი გაფუყული და ოფიციალური არა ჩანდა, როგორც თავის
კანტორაში. პირიქით, ჭრელაჭრულებში გამოპრანჭულიყო.
მდინარის გემის კაპიტანიც ისე მკაცრად არ გამოიყურებოდა,
როგორც ხომალდზე. მისისიპელ მდიდარ პლანტატორსაც
მოჰკრავდით თვალს, ბამბის საწნეხის პატრონსაც. აი, ამ ჯუ-
რის ხალხითა და სხვა კიდევ ბევრი, ნაკლებად შესამჩნევი
ადამიანებით იყო სავსე როტონდა.
სხვადასხვა ჯურისა და ჩაცმულობის ხალხს რომ ვათვა-
ლიერებდი, დარბაზში მაღალი, ჩაფსკვნილი, ღაჟღაჟა კაცი
შემოვიდა. მწვანე სერთუკი ეცვა; ცალ ხელში ქაღალდების

346 მკითხველთა ლიგა


დასტა ეჭირა, მეორეში პატარა სპილოს ძვლის ჩაქუჩი მისი
პროფესიის ემბლემა.
შემოვიდა თუ არა, ბრბო აგუგუნდა და ამოძრავდა, გაისმა
შეძახილები „აი, მოვიდა, მოვიდა!“ „აგერ, მაიორიც მოდის!“
აქ მყოფთ ახსნა განმარტება არა სჭირდებოდათ, ახალი ორ-
ლეანის მკვიდრნი მშვენივრად იცნობდნენ მწვანესერთუკიან
კაცს. მგონი, წმინდა ჩარლზის დიდებულ ტაძარს არ იცნობ-
დნენ ისე კარგად აქაურები, როგორც მაიორ B.S. სახელგან-
თქმულ აუქციონერს.
ერთი წუთის შემდეგ მაიორ B.S. მრგვალი, კეთილი სახე
კათედრის თავზე გამოჩნდა, ჩაქუჩის რამდენიმე დარტყმა და
ხალხი გაჩუმდა, საჯარო ვაჭრობა დაიწყო.
სციპიო პირველი დააყენეს ლოდზე. ზანგს მაშინვე მყიდვე-
ლების ბრბო შემოეხვია. გეგონება, ნასუქი ხარიაო, ნეკნებს
უსინჯავდნენ, ბარძაყებზე ხელებს უტყაპუნებდნენ, პირს
უღებდნენ და კბილებს უთვალიერებდნენ, თითქოს ცხენი ყო-
ფილიყო, სინჯავდნენ და მერე თავის ფასს ამბობდნენ.
სხვა დროს შემეცოდებოდა საცოდავი ზანგი, ახლა კი გუ-
ლი სავსე მქონდა სციპიოს ადგილი აღარ იყო იქ და ზურგი
შევაქციე ამ საზიზღარ სურათს.

347 მკითხველთა ლიგა


თავი LX
მონების ბაზარი

ისევ კარს მივაჩერდი, ყველა შემოსულს ვაკვირდებოდი.


დ’ოტვილი იგვიანებდა! ალბათ სადაცაა, შემოვა. თორმეტზე
მოვალო, მითხრა. უკვე პირველი საათი იყო და ჯერ არ ჩან-
და.
უთუოდ მალე მოვა. კაცმა რომ თქვას, ჯერ არ უნდა ვღე-
ლავდე, ავრორას სახელი სიის ბოლოშია. დრო ბევრია. მთე-
ლი გულით მივენდე ახალ მეგობარს, კარგად არ ვიცნობდი,
მაგრამ უკვე გამოვცადე მისი ერთგულება. გუშინდელს შემ-
დეგ ყველაფერში ვენდობოდი. დ’ოტვილი არ მომატყუებს.
ეტყობა, ფულის შოვნა გაუჭირდა, მე ხომ ფულს ველოდი მის-
გან. ეტყობა, ამან შეაფერხა, თორემ დროზე მოვიდოდა.
იცის, რომ ავრორას სახელი სიის ბოლოშია, #65.
ძალიან კი ვენდობოდი დ’ოტვილს, მაგრამ მაინც ვღელავ-
დი. გასაკვირიც არაა. კარს თვალს არ ვაშორებდი. ყოველ
წუთს ველოდი მის შემოსვლას.
ჩემს ზურგს უკან აუქციონისტი გულისგამაწვრილებელი
ერთფეროვანი კილოთი იმეორებდა ერთსა და იმავეს, შიგა-
დაშიგ ჩაქუჩის ხმა ისმოდა. ვიცოდი, რომ ვაჭრობა გრძელ-
დებოდა. ჩაქუჩის გახშირებულ დარტყმაზე ვატყობდი, გახუ-
რებული ვაჭრობა იყო. ჯერ ექვსი ზანგი გაიყიდა. მეშინოდა,
რომ სია სწრაფად შემცირდებოდა. მალე, ძალიან მალე ბო-
ლომდე ჩავიდოდნენ და ავრორას ჯერიც დადგებოდა. ამის

348 მკითხველთა ლიგა


გაფიქრებაზე გული ისე მიძგერდა, ლამის ბუდედან ამომვარ-
დნოდა. არა, დ’ოტვილი არ მიღალატებს!
ჩემ გვერდით რამდენიმე კარგად ჩაცმული ახალგაზრდა
კაცი იდგა, ეტყობა, კრეოლი დიდებულები იყვნენ. ყმაწვილე-
ბი ხმამაღლა, მხიარულად ლაპარაკობდნენ. ისე რომ ყველა-
ფერი მესმოდა.
იქნებ არც კი მიმექცია ყურადღება მათი ლაპარაკისთვის,
ჩემთვის უკვე ნაცნობი სახელი მარინი რომ არ ეხსენებინათ.
რაღაც უსიამოვნო გრძნობა აღმიძრა ამ სახელის გახსენებამ:
სციპიომ მიამბო ერთხელ, ვიღაც მარინის უნდოდა ავრორას
ყიდვაო, ახლა უცებ გამახსენდა ეს სახელი და ყური მივუგდე.
- მარინი, მართლა გადაწყვეტილი გაქვთ მისი ყიდვა? -
ჰკითხა ერთმა.
- დიახ, - უპასუხა კრეოლმა, რომელსაც მოდურად ეცვა,
ოღონდ ცოტა ფუქსავატურად, - დიახ, დ-იახ, - მიბნედილი
ხმით სიტყვა გააგრძელა მარინიმ, თან იასამნისფერი ხელ-
თათმანები შეისწორა და ხელჯოხის ქნევას მოჰყვა, - მართლა
ვაპირებ.
- დიდ თანხას გაიმეტებთ?
- ო, არა, არც იმდენს, ჩემო კარგო.
- იაფად ვერ იყიდით, მარინი, - უთხრა იმ კაცმა, ვინც პირ-
ველმა წამოიწყო ლაპარაკი, - მაგის მყიდველი ექვსიოდე კა-
ცი მაინც ვიცი, ექვსივე ძალიან მდიდარია.
- ვინ არიან? - იკითხა ხელად გამოცოცხლებულმა მარი-
ნიმ, - ნებას მომცემთ, გკითხოთ მათი სახელები?
- ინებეთ! გარდეტი კბილის ექიმი, ლამის ჭკუა დაკარგოს
მაგ ქალისთვის. ბებერი მარკიზი, ლაფურშელი პლანტატო-
რები ვილარო და ლებონი, ყმაწვილი მორო, ღვინით რომ
ვაჭრობს ნიუ დოფინზე, და ვინ იცის, რამდენი მდიდარი იანკი
349 მკითხველთა ლიგა
ბამბის მეწარმე მოინდომებს იმ ქალის ყიდვას მნედ ენდომე-
ბათ! ჰა! ჰა! ჰა!
- მეც დავასახელებ ერთს, - თქვა მესამემ.
- დაასახელეთ, - შესძახა რამდენიმემ ერთად, - ალბათ
თვითონ გინდათ, ლა ბერ? მკერავი ქალი გჭირდებათ პერან-
გზე ღილების დასაკერებლად, არა?
- არა, მე არა, - უპასუხა ლა ბერმა, - მე არ ვყიდულობ ასეთ
ძვირფას მკერავებს. ეს ორი ათას დოლარზე ნაკლები არა
ღირს, ჩემო კარგებო. არა, მე უფრო იაფფასიან მკერავს ვი-
შოვნი.
- მაშ, ვინ არის? თქვით!
- დარწმუნებული ვარ, ბებერი ჯუჯა გაიარი შეეცდება, რომ
იყიდოს.
- გაიარი? ვექილი?
- დომინიკ გაიარი?
- შეუძლებელია, - თქვა ერთმა, - გაიარი მკაცრი ჩვევების
კაცია, თავდაჭერილი, ძუნწი.
- ჰა, ჰა, ჰა! - გაეცინა ლა ბერს, - ეტყობა, კარგად ვერ იც-
ნობთ გაიარს. მე უკეთ ვიცი, როგორიცაა. მართალია, ძუნწია,
მაგრამ ისეთი რამეც არსებობს, რისთვისაც ფულს არ დაიშუ-
რებს. ათი საყვარელი მაინც ჰყავდა... გარდა ამისა, თქვენ
იცით, გაიარი უცოლო კაცია და კარგი მნე ქალი სჭირდება ან
კიდევ მოახლე. დიახ, ბატონებო, მე ზოგი რამ ვიცი, და სანაძ-
ლეოს დავდებ, რომ ეს ძუნწი ყველაზე მეტ თანხას მისცემს,
მარინისაც კი გადააჭარბებს!
მარინი იდგა და ტუჩებს იკვნეტდა. მაგრამ მას მხოლოდ
გული სწყდებოდა, მე კი საშინლად ვიტანჯებოდი. ახლა უკვე
ეჭვი აღარ მეპარებოდა, ვისზე ლაპარაკობდნენ.

350 მკითხველთა ლიგა


- გაიარის წარდგენილი სარჩელის გამო არ გაკოტრდნენ
ბეზანსონები? - იკითხა პირველმა მოსაუბრემ.
- ასე ამბობენ.
- კი, მაგრამ ეს ხომ ბეზანსონების ოჯახის დიდი მეგობა-
რია, მოხუცი ბეზანსონის რწმუნებული არ იყო?
- დიახ, მათი მრჩეველი და ვექილი, ჰა ჰა! - გაიცინა
მეორემ.
- საწყალი ეჟენი! ამიერიდან აღარ იქნება პირველი მზეთუ-
ნახავი, ძველებურად ვეღარ დაიწუნებს საქმროებს.
- მაშ, თქვენი საქმე კარგად იქნება, ლა ბერ, ჰა ჰა!
- ო, - სიტყვა შეაწყვეტინა მეორემ, - ბოლო დროს ლა ბერს
ბედი არ წყალობდა. ამბობდნენ, ახლა მისი ფავორიტი ჭაბუკი
ინგლისელია, გემის კატასტროფის შემდეგ ეჟენისთან ერთად
რომ გადმოცურა მდინარე. მართალია, ლა ბერ?
- ეჟენი ბეზანსონს ჰკითხეთ, - იფეთქა ლა ბერმა და ყვე-
ლას გაეცინა.
- კიდევაც ვკითხავდი, - უპასუხა მან, ვინც წეღან ჰკითხა, -
მაგრამ, არ ვიცი, სად ვიპოვო, სად არის? თავის პლანტაციაში
არ არის, ვიყავი იქ და მითხრეს, ორი დღის წინ წავიდაო. არც
დეიდამისთან არის. მაშ, სად იქნება, ბატონებო, როგორ ფიქ-
რობთ?
ძალიან მაინტერესებდა, რას უპასუხებდნენ. მეც არ ვიცო-
დი, სად იყო ეჟენი, დღესაც ბევრი ვეძებე, მაგრამ ამაოდ. ამ-
ბობდნენ, ქალაქშიაო, მაგრამ არავინ იცოდა მისი ასავალ
დასავალი. ახლაღა გამახსენდა, წერილში მწერდა, „სეკრე
კერ“ ის მონასტერს უნდა შევაფარო თავიო. ნუთუ მართლა
მონაზვნად აღიკვეცა? საცოდავი ეჟენი!
- მართლაც, ბატონებო, ნეტა სად არის? - იკითხა მეორემ.

351 მკითხველთა ლიგა


- საოცარია! - შესძახა ერთხმად რამდენიმე კაცმა, - სად
უნდა იყოს? ლა ბერ, თქვენ გეცოდინებათ!
- მე არაფერი ვიცი მადმუაზელ ბეზანსონისა, - უპასუხა ლა
ბერმა. გულდაწყვეტილი და გაკვირვებული ჩანდა, ეტყობა,
მართლა არაფერი იცოდა და მეგობრები რომ ჩააცივდნენ,
შეურაცხყოფილად იგრძნო თავი.
- აქ რაღაც საიდუმლო უნდა იყოს,- თქვა ერთმა, - სხვა ქა-
ლი რომ იყოს, ძალიან გამიკვირდებოდა, მაგრამ ეჟენი ბე-
ზანსონისაგან ყველაფერია მოსალოდნელი.
რაღა თქმა უნდა, ძალიან დამაინტერესა ამ ლაპარაკმა.
ყოველი სიტყვა შანთივით მდაღავდა, მზად ვიყავი, მივვარ-
დნოდი და იქვე მიმეხრჩო ეს ჭორიკნები. არც კი იცოდნენ,
რომ „ჭაბუკი ინგლისელი“ იქვე იდგა, ყველაფერი ესმოდა და
მათი ლაპარაკი საშინლად ტანჯავდა.
რასაც ეჟენიზე ამბობდნენ, ის კი არა მტანჯავდა. ავრორა-
ზე რომ ლაპარაკობდნენ დაუდევრად, ის მკლავდა. აქ აღარ
გავიმეორებ, რა უხამსად ხუმრობდნენ, რა მწარედ დასცი-
ნოდნენ ქალის უმანკოებას.
ერთი მათგანი, ვიღაც სავინიე, ყველაზე უფრო საზიზღარი
იყო და ორჯერ კინაღამ ვეცი ყელში. ძლივს შევიკავე თავი.
არ ვიცი, რამდენ ხანს გავუძლებდი ამ წამებას, მაგრამ უცებ
ისეთი რამ მოხდა, მაშინვე დამავიწყდა ეს ჭორიკანა ყმაწვი-
ლებიც და მათი ბინძური ლაქლაქიც დარბაზში ავრორა შემო-
ვიდა.
ისევ წამოიწყეს ავრორაზე ლაპარაკი რა მორიდებულიაო,
ამბობდნენ, რა არაჩვეულებრივად ლამაზიაო. კამათობდნენ,
ვის ერგებოდა, დარწმუნებულები იყვნენ, ვისაც არ უნდა შეხ-
ვდეს, აუცილებლად ბატონი თავის ხასად გაიხდისო. ღელავ-
დნენ, როცა ავრორას მშვენიერ ნაკვთებზე ლაპარაკობდნენ
352 მკითხველთა ლიგა
და ის იყო, სანაძლეოს დადება დაიწყეს, ვის შეხვდებაო, რომ
უცებ ვიღაცამ დაიძახა: შეხედეთ! შეხედეთ! მოვიდა!
უნებურად შემოვტრიალდი. კარში ავრორა იდგა.

353 მკითხველთა ლიგა


თავი LXI
ჩემს საცოლეს საჯაროდ ყიდიან!

დიახ, ავრორა გამოჩდა იმ დაწყევლილი შენობის კარში


და პარმაღთან გაჩერდა.
მარტო არ იყო. მულატი გოგო ედგა გვერდით, მასავით
მონა, მასავით გასაყიდად მოყვანილი!
კიდევ ერთი კაცი შემოვიდა ქალებთან ერთად, უფრო სწო-
რად, მან შემოიყვანა ქალიშვილები და მაშინვე აუქციონის-
კენ გაემართა. ეს იყო ლარკინი ბეზანსონების მონების სასტი-
კი ზედამხედველი.
- აბა, ცოცხლად! - უხეშად შესძახა ლარკინმა და ქალიშვი-
ლებს მიუბრუნდა, - ცოცხლად, გოგოებო! მომყევით!
ქალიშვილები დაემორჩილნენ ამ უხეშ შეძახილს, როტონ-
დაში შემოვიდნენ და ლარკინს გაჰყვნენ კათედრისკენ.
თვალებზე ქუდი ჩამოვიფხატე. ავრორამ ვერ დამინახა.
როგორც კი ჩამიარეს, მაშინვე მივუბრუნდი და თვალი გავა-
ყოლე. ო, მშვენიერო ავრორა! როგორც ყოველთვის, ახლაც
მომხიბლავი ხარ!
მარტო მე არ ვიყავი აღფრთოვანებული ავრორას სილამა-
ზით. მისმა შემოსვლამ სენსაცია გამოიწვია. თითქოს ნიშანი
მისცესო, როგორც კი გამოჩნდა, მაშინვე შეწყდა ყაყანი, ყვე-
ლა გაჩუმდა და დარბაზში მიმავალ ავრორას მიაჩერდა. ვინც
მოშორებით იდგა, წინ წაიწიეს, რომ უფრო კარგად დაენა-
ხათ; სხვები თავაზიანად უკან იხევდნენ, დედოფალივით გზას
უთმობდნენ... ო, ყოვლისშემძლე სილამაზევ! არასოდეს არ
354 მკითხველთა ლიგა
გამოვლინებულა შენი ძალა ისე ძლიერად, როგორც მაშინ,
როცა ეს მონა ქალი გამოჩნდა დარბაზში.
ვიდექი და მესმოდა მოწონების ჩურჩული, ვხედავდი აღ-
ფრთოვანებულ, ვნებით ანთებულ თვალებს, ავრორას მშვე-
ნიერი ტანის მოძრაობას რომ უთვალთვალებდნენ.
ახლა უფრო ვიტანჯებოდი, ვიდრე მაშინ, როცა ჩვეულებ-
რივი ეჭვი მღრღნიდა, ჩემი მოქიშპეების უხეშობამ მთლად
გამაცოფა.
ავრორა სადად იყო ჩაცმული, არ გამოპრანჭულა, რო-
გორც მისი თანამგზავრი, მასზე უფრო მუქკანიანი მულატი
გოგო ამას მთელი კაბა ფურჩალებითა და ბაფთებით ჰქონდა
გაწყობილი. ასეთი კეკლუცობა შეუფერებელი იქნებოდა ავ-
რორას მშვენიერი სახის მწუხარე გამომეტყველებისთვის.
დიდი გემოვნებით მაშინდელ მოდაზე შეკერილი, ღია ფე-
რის მუსლინის გრძელი, ვიწრო სახელოებიანი კაბა უფრო ხი-
ლულს ხდიდა მისი სხეულის სინაზეს, მადრასული კუბოკრუ-
ლი თავსაკრავი, როგორც კვარტერონ ქალებს სჩვევიათ, მა-
საც დოლბანდივით ჰქონდა წაკრული თავზე, წითელი, მწვანე
და ყვითელი უჯრედები კარგად ეხამებოდა ქალის ყორნის-
ფერ თმას. სამკაული არა ჰქონია, გარდა ყურებში გაყრილი
ოქროს რგოლებისა, რომლის ელვარება უფრო ნათელს
აჩენდა ქალის შეფაკლულ ლოყებს... თითზე ოქროს ბეჭედი
ჰქონდა, როგორც ნიშნობის ბეჭედი!.. ო, რა კარგად ვიცნობ-
დი ამ ბეჭედს!
ხალხში გავერიე, ქუდი ისე ჩამოვიფხატე, რომ ჩემს სახეს
ვერ დაინახავდნენ ფიცარნაგის მხრიდან; ჩემ ბედად ავრორა
ნახევრად შემობრუნებული იდგა... თვალს ვერ ვაშორებდი,
რადგან არ მინდოდა, დავენახე; ისე დავდექი, კარისთვისაც

355 მკითხველთა ლიგა


მედევნებინა თვალყური. ახლა უფრო მოუთმენლად ველოდი
დ’ოტვილს.
ამასობაში ავრორა ფიცარნაგთან დააყენეს. მისი დოლ-
ბანდის ბოლოებს ვხედავდი ხალხის ბრბოს ზემოდან. ფეხის
წვერებზე როცა შევდგებოდი ხოლმე, სახესაც ვხედავდი, ქა-
ლი ჩემკენ იყო შემობრუნებული. ო, როგორ მიცემდა გული,
როცა ვცდილობდი, გამომეცნო, რას გამოხატავდა ავრორას
სახე, მის ფიქრებს ჩავწდომოდი!
რაღა თქმა უნდა, სევდიანი და აღელვებული იყო, მაგრამ
მე მინდოდა, სულ სხვა რამ წამეკითხა მის სახეზე შიშისა და
იმედის ცვალებადობა.
დაკვირვებული ათვალიერებდა ბრბოს, ვიღაცას ეძებდა.
ნეტა მე ხომ არ მეძებს მეთქი, გავიფიქრე.
ჩემკენ რომ გამოიხედავდა, თავს ჩავღუნავდი ხოლმე. ვერ
ვბედავდი თვალი თვალში გამეყარა მისთვის, მეშინოდა,
ვაითუ თავი ვერ შევიკაო და გამოველაპარაკო მეთქი. საყვა-
რელო ავრორა!
ისევ ავხედე. თვალებით კვლავ ვიღაცას ეძებდა. ოჰ, ცხა-
დია, მე! ისევ ჩავმალე თავი. მანაც ახლა სხვა მხარეს მიაპ-
ყრო მზერა.
ერთხელ კიდევ შევხედე. სახე მოღუშვოდა. სასოწარკვე-
თილებისაგან თვალები ჩამუქებოდა.
„გამაგრდი, გამაგრდი, საყვარელო! ჩავიბუტბუტე, ერ-
თხელ კიდევ გამოიხედე აქეთ! აღარ მოგარიდებ თვალს!
თვალებით გამოგელაპარაკები“!
„გამოიხედა!.. მიცნო! სიხარულმა გაუბრწყინა თვალები,
ღიმილმა გაუპო ბაგე. თვალებს აქეთ იქით აღარ აცეცებს, მე
მიყურებს. იამაყე, გულო! მე მეძებდა!“

356 მკითხველთა ლიგა


დიახ, ერთმანეთს ვუყურებდით. სიყვარული აკიაფდა
ჩვენს თვალებში. რამდენიმე წუთს თავს ვეღარ მოვერიე,
თვალი ვერ მოვწყვიტე, მთლად დავემორჩილე ჩემს გრძნო-
ბას. უდავო იყო, ავრორასაც იგივე დაემართა. ვგრძნობდი,
ჩვენს შორის სიყვარულის სხივი გაიბა და უმალ დამავიწყდა,
სად ვიმყოფებოდი.
უცებ ხალხი აჩურჩულდა, ამოძრავდა და მეც გონს მოვე-
დი. ავრორას დაჟინებული მზერა შენიშნეს და, ვინც თვალებ-
ში აზრის ამოკითხვა იცოდა, მაშინვე მიხვდნენ, რასაც ნიშ-
ნავდა ეს ჩაძიებით ცქერა. წამდაუწუმ უკან იხედებოდნენ,
ეძებდნენ, ვის უყურებდა ავრორა. მე დროზე შევნიშნე ეს და
ზურგი შევაქციე.
ისევ კარს შევცქეროდი, დ’ოტვილს ველოდი. რატომ არ
მოვიდა? რაც დრო გადიოდა, უფრო მეტად ვღელავდი.
მართალია, ერთი ორი საათი კიდევ გავა, სანამ ავრორას
ჯერი დადგება... მაგრამ რა ხდება?
უცებ სიჩუმე ჩამოვარდა ეტყობა, ვიღაცამ დააინტერესა
ხალხი და მეც ფიცარნაგისკენ გავიხედე; ვიღაც შავგვრემანი
კაცი ერთ საფეხურზე შემდგარიყო და აუქციონერს ეჩურჩუ-
ლებოდა. დიდხანს არ ულაპარაკიათ, ეტყობა, კაცმა რაღაც
სთხოვა, აუქციონერი დაეთანხმა და ისიც მაშინვე თავის ად-
გილს დაუბრუნდა, ბრბოს შეერია.
ამის შემდეგ არ გასულა ერთი წუთი, აუქციონერმა ავრო-
რას მკლავზე მოჰკიდა ხელი და ლოდზე ასვლაში დაეხმარა.
გაოცებული ვიყავი, უცებ შიშმა დამრია ხელი. უკვე ცხადი
იყო: ავრორას გაყიდვის ჯერი დადგა!
ახლა აღარ მახსოვს, პირველ წუთებში რას ვაკეთებდი.
ცოფიანივით კარს მივვარდი, გარეთ გავიხედე, დაფეთებული
თვალებით ვიყურებოდი აქეთ იქით. დ’ოტვილი არ ჩანდა!
357 მკითხველთა ლიგა
ისევ როტონდაში შევვარდი, ხალხში გზა გავიკვლიე, ფი-
ცარნაგისაკენ მივიწევდი.
ვაჭრობა უკვე დაიწყო. შესავალი სიტყვები არ გამიგონია,
მაგრამ როცა ახლოს მივედი, შემზარავი სიტყვები ჩამესმა
ყურში:
- კვარტერონი ქალი ათას დოლარად! ათასი დოლარი!
„ღმერთო, დიდებულო! დ’ოტვილმა მომატყუა! ავრორა
დაიღუპა! დაიღუპა!“
სისხლი ამივარდა თავში, კინაღამ ვაჭრობა შევაწყვეტინე.
მზად ვიყავი, ხმამაღლა განმეცხადებინა, რომ წესს არ იცავ-
დნენ, რომ სიის მიხედვით ავრორას ჯერი არ იყო. ამის იმედი-
ღა მქონდა, წყალწაღებულივით ხავსს ვეჭიდებოდი! მაგრამ
გადავწყვიტე, ამასაც ვცდი მეთქი.
ის იყო, უნდა დამეყვირა, რომ უცებ ვიგრძენი, ვიღაც მქა-
ჩავდა სახელოს და მოვიხედე, დ’ოტვილი იყო! დიდება შენდა,
ღმერთო, მოვიდა!
სიხარულით კინაღამ შევყვირე. თვალებში შევატყვე, რომ
ფული მომიტანა.
- გვიან არ არის, მაგრამ ერთი წუთის დაკარგვა არ შეიძ-
ლება, - წამჩურჩულა მან და საფულე ჩამჩარა ხელში, - სამი
ათასი დოლარია, მგონი, გეყოფათ. მეტი ვერ ვიშოვე. მე აქ
ვერ გავჩერდები, მეშინია, ვინმემ არ მიცნოს. ვაჭრობის შემ-
დეგ გნახავთ.
მადლობის თქმა ვერც კი მოვასწარი. არც ის დამინახავს,
როგორ წავიდა, ავრორას მივჩერებოდი.
- ათას ხუთასი დოლარი! შესანიშნავი მნე და მკერავი,
ათას ხუთასი დოლარი!

358 მკითხველთა ლიგა


- ორი ათასი! - შევძახე მღელვარებით ჩახლეჩილი ხმით.
ასეთი დიდი თანხა რომ დავასახელე, ხალხი მომაჩერდა. ეშ-
მაკურად შემომცქეროდნენ, იღიმებოდნენ, ხუმრობდნენ.
მე ვერაფერს ვამჩნევდი, ის კი არადა, ყურადღებას არ ვაქ-
ცევდი. მხოლოდ ლოდზე შემდგარ ავრორას ვხედავდი სევ-
დისა და სიყვარულის გამომხატველ ქანდაკებასავით რომ
იდგა. რაც უფრო ჩქარა მოვაშორებ აქაურობას, მით უფრო
ბედნიერი ვიქნები.
- ორი ათასი დოლარი! ორი ათასი! ორი ათას ასი? ორი
ათას ასი! ვინ მოუმატებს? ორი ათას ორასი? ორი ათას ორა-
სი!
- ორი ათას ხუთასი! - ისევ დავიძახე რაც შემეძლო მტკიცე
ხმით.
- ორი ათას ხუთასი დოლარი! - გაიმეორა მონოტონური
ხმით აუქციონერმა,- ორი ათას ხუთასი! ვინ მოუმატებს? ექ-
ვსასი, სერ? გმადლობთ! ორი ათას ექვსასი დოლარი! ორი
ათას ექვსასი!
„ღმერთო ჩემო, სამი ათასზე მეტი რომ შეაძლიონ, მა-
შინ...“
- ორი ათას შვიდასი! - მოუმატა მარინიმ.
- ორი ათას რვაასი! - დაიძახა ბებერმა მარკიზმა.
- ორი ათას რვაას ორმოცდაათი! - დაუმატა ჭაბუკმა ვაჭარ-
მა მორომ.
- ორი ათას ცხრაასი! - მიაძახა შავგვრემანმა კაცმა, რომე-
ლიც აუქციონერს ეჩურჩულებოდა.
- სამი ათასი! - სასოწარკვეთილებისაგან მოგუდული ხმით
ვიყვირე მე.
ახლა იმასღა ვუცდიდი, ბოლო რა იქნებოდა. მსჯავრდადე-
ბული რომ ელის ხოლმე, როდის გამომაცლის სკამს ჯალათი
359 მკითხველთა ლიგა
ან ცულს როდის დამარტყამს კისერზეო, ისე ვიდექი და ვუც-
დიდი.
ვატყობდი, გული ვეღარ გაუძლებდა ამ საშინელ დაძაბუ-
ლობას. მაგრამ დიდხანს არ მიცდია.
- სამი ათას ასი დოლარი! სამი ათას ასი!
ერთი კი შევხედე სასოწარკვეთილებით სავსე თვალებით
ავრორას, მერე მივტრიალდი და გასასვლელისაკენ წავბარ-
ბაცდი.
ჯერ კარამდეც არ მიმეღწია, რომ ისევ გავიგონე აუქ-
ციონერის ხმა, ისეთივე მონოტონური, როგორც წეღან.
- სამი ათას ხუთასი!
შევჩერდი და ყური მივუგდე. ეტყობა, ვაჭრობა მალე გა-
თავდებოდა.
- სამი ათას ხუთასი ერთი! სამი ათას ხუთასი ორი! სამი
ათას ხუთასი სამი!
ჩაქუჩის მაგარ დარტყმას დაემთხვა სიტყვა „გაყიდულია“
და ხანჯალივით გამისერა გული.
დარბაზი აჩოჩქოლდა, ახმაურდა. ყოველი მხრიდან
აღელვებული ხმები და გაწბილებული მყიდველების გაბრა-
ზებული შეძახილები ისმოდა. ნეტა ვინ იყო ის ბედნიერი კა-
ცი?
თითის წვერებზე შევდეგი და დავინახე, შავგვრემანი კაცი
ელაპარაკებოდა აუქციონერს. ავრორა ამ კაცის გვერდით
იდგა.
ახლაღა გამახსენდა, გემზე ვნახე; დ’ოტვილმა რომ მით-
ხრა, ის აგენტი იყო. ჭაბუკმა კრეოლმა წინასწარ განჭვრიტა,
რაც მოხდებოდა და მართალიც აღმოჩნდა; ლა ბერმაც მარ-
თალი თქვა, გაიარმა აჯობა ყველას!

360 მკითხველთა ლიგა


თავი LXII
დაქირავებული ეტლი

ერთხანს გაოგნებული ვიდექი. ვინც მიყვარდა და ვისაც


ვუყვარდი, კანონმა უმოწყალოდ გამომგლიჯა ხელიდან, სა-
მარცხვინო კანონმა! თვალწინ ამართვეს და იქნებ ვეღარა-
სოდეს ვნახო. დიახ, შესაძლოა, ვეღარ ვნახო ავრორა! სხვისი
საცოლე რომ გამხდარიყო, მაშინ ასე არ გავიტეხდი გულს,
ახლა კი სულ გადამიწყდა იმედი... მაშინ თავისუფალი იქნე-
ბოდა, თავის ნებაზე მოიქცეოდა, საზღვარგარეთ შეეძლებო-
და წასვლა... მაშინ იმის იმედი მაინც მექნებოდა, რომ სადმე
ვნახავდი, თუნდაც შორიდან, უსიტყვოდ ვეთაყვანებოდი ჩემს
გულში, თავს დავიიმედებდი, ვუყვარვარ მეთქი. დიახ, სხვისი
საცოლე ან თუნდაც ცოლი რომ ყოფილიყო, უფრო დამშვი-
დებული ვიქნებოდი, ახლა საცოლე კი არა, მონა გახდება
სხვისი და უნდა თუ არა, მაინც ხასად გაიხდის ახალი ბატონი.
ო! გული გახეთქვაზე მქონდა ამ საშინელი ფიქრებისაგან.
ახლა რაღა ვქნა? როგორ მოვიქცე? ბედს დავემორჩილო?
აღარ ვცადო? იქნებ როგორმე ვუშველო, დავიხსნა?!
არა! ასე არ იქნება! ამ სასოწარკვეთილებაში იმედის ერ-
თი სხივი მაინც კიაფობდა, ერთი ნათელი სხივი ანათებდა
ჩვენს შავბნელ მომავალს და მეც ძალა შემმატა ბრძოლისათ-
ვის. ჯერ გეგმა არ მქონდა მოფიქრებული, მაგრამ ჩემი მიზა-
ნი ნათელი იყო: რაც უნდა მოხდეს, ავრორა უნდა გავათავი-
სუფლო, ჩემი უნდა გახდეს! გამოსყიდვაზე აღარ მიფიქრია.
ვიცოდი, რომ გაიარმა იყიდა და გამოსყიდვა შეუძლებელი
361 მკითხველთა ლიგა
იყო. ძალიან დიდი ფული დაუჯდა და ახლა რა თანხაც არ უნ-
და შეეძლიათ, არაფრის დიდებით აღარ გაყიდდა. თანაც,
მთელი ჩემი ქონება არ ეყოფოდა ავრორას გამოსასყიდად.
ასე რომ, ამაზე აღარ მიფიქრია, მაინც არაფერი გამოვიდო-
და.
ახლა ახალ გეგმას ვადგენდი და ისევ იმედი ჩამესახა
გულში. ვადგენდი მეთქი? არა, ჯერ აუქციონერს უკანასკნელი
სიტყვა არ მოეთავებინა, რომ მე ვიცოდი, რას გავაკეთებდი,
ჩაქუჩის ხმა რომ გაისმა, უკვე გადაწყვეტილი მქონდა. მიზანი
ჩემთვის სავსებით ნათელი იყო, ახლა მოქმედების გეგმა უნ-
და შემედგინა. გადავწყვიტე, კანონი დამერღვია და ქურდი ან
ყაჩაღი გავმხდარიყავი ეს დამოკიდებული იყო იმაზე, რა
მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. ერთი სიტყვით, ჩემი სა-
ცოლის მოტაცება განვიზრახე!
ვიცოდი, ამას შეიძლება თავის შერცხვენამდე მივეყვანე,
პატიმრობა არ ამცდებოდა, იქნებ სიკვდილით დასჯაც, მაგ-
რამ თავის შერცხვენისა არ მეშინოდა და არც საფრთხეზე
ვფიქრობდი. უკვე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რა გამე-
კეთებინა.
გადაწყვეტილების მიღებაზე დიდხანს არ მიფიქრია, მით
უმეტეს, ადრეც დავფიქრებულვარ ამაზე, ახლა კი ნამდვი-
ლად ვიცოდი, რომ ავრორას სხვანაირად ვერ დავიხსნიდი.
ასე თუ არ მოვიქცეოდი, მაშინ უბრძოლველად უნდა დამეთ-
მო სხვისთვის ქალი, რომელიც ქვეყანაზე ყველაფერს მერ-
ჩივნა. შერცხვენა და სიკვდილით დასჯა არაფრად მიმაჩნდა
ავრორას დაკარგვასთან შედარებით.
გეგმა ჯერ არა მქონდა მოფიქრებული, ეს მერეც მოესწრე-
ბოდა; საჭირო იყო ახლავე მემოქმედა. ლამის გული გამხეთ-

362 მკითხველთა ლიგა


ქოდა, როცა გავიფიქრებდი, ავრორა და ის არამზადა ამ ღა-
მეს ერთ ჭერქვეშ გაატარებენ მეთქი.
სადაც არ უნდა წაეყვანათ ამაღამ, მეც იქვე, ახლოს უნდა
ვყოფილიყავი. დაე, კედლები იყოს აღმართული ჩვენ შორის,
მაგრამ ავრორამ უნდა იცოდეს, რომ იქვე ვარ. ჯერჯერობით
ეს უნდა გამეკეთებინა.
განზე გავდექი, უბის წიგნაკი ამოვიღე და სწრაფად დავწე-
რე:
„ამაღამ მელოდე. ედვარდი“.
მეტი ახსნა განმარტების დრო აღარ იყო, შეიძლებოდა ყო-
ველ წუთს გაეყვანათ აქედან ავრორა. დაწერილი ფურცელი
ამოვგლიჯე და კართან დავდექი.
დავდექი თუ არა კართან, წამსვე დაქირავებული ეტლი ჩა-
მოდგა როტონდის შესასვლელთან. მივხვდი, ვისთანაც იყო.
მაშინვე გავვარდი, ეტლი დავიქირავე, მეეტლეს ვუბრძანე,
აქვე, ახლომახლო გაჩერდი მეთქი და ისევ უკან დავბრუნდი.
დროზე მივუსწარი. დარბაზში რომ შევედი, ავრორა უკვე ჩა-
მოეყვანათ ფიცარნაგიდან.
ხალხში გავერიე და ისეთ ადგილას გავჩერდი, სადაც ავ-
რორა აუცილებლად ჩაივლიდა. ასეც მოხდა, ჩვენი ხელები
შეერთდნენ და ბარათი გადავეცი. სიტყვის თქმაც ვერ მოვას-
წარი, ნაზად ვერც კი მოვუჭირე ხელზე, უცებ გაიყვანეს დარ-
ბაზიდან და ეტლის კარმაც გაიჯახუნა.
ავრორას ახლდა მულატი გოგო და კიდევ ერთი მონა ქა-
ლი. სამივენი ეტლში ჩასხდნენ. მონების ვაჭარი მეეტლე მი-
უჯდა გვერდით კოფოზე და ეტლი ქვაფენილზე გახრიგინდა.
მე ჩემს მეეტლეს ვანიშნე, იმანაც მათრახი გაატლაშუნა და
უკან მიჰყვა.

363 მკითხველთა ლიგა


თავი LXIII
ბრინჯერსში

ახალორლეანელი მეეტლეები ძალიან საზრიანი ხალხია


და ვერცხლის ფულის წკრიალის მნიშვნელობაც კარგად ეს-
მით. ბევრი რომანტიკული თავგადასავლის მოწმენი არიან
და სიყვარულის საიდუმლოს შენახვაც კარგად იციან. ჩვენგან
ასი იარდის მოშორებით მიდიოდა ეტლი, რომელშიც ავრორა
იჯდა, ხან მოსახვევში მოუხვევდა, ხან ბამბის ან შაქრის კას-
რებით დატვირთულ ფურგონებს გაასწრებდა, მაგრამ ჩემი
მეეტლე თვალს არ აშორებდა და მეც მშვიდად ვიყავი.
ავრორას ეტლმა ცოტა ხანს რიუ შარტრზე იარა და მალე
ერთ მოკლე ქუჩაზე გაუხვია, რომელიც რიუ შარტრიდან სწო-
რი კუთხით პირდაპირ სანაპიროზე გადიოდა. ჯერ ვიფიქრე,
ნავსადგურში მიდის მეთქი, მაგრამ ეტლი შუა ქუჩაში გაჩერ-
და. ჩემმა მეეტლემაც კუთხეში გააჩერა ეტლი და ჩემს ახალ
ბრძანებას ელოდა.
ავრორას ეტლი რომელიღაც სახლთან იყო გაჩერებული.
მოსახვევიდან რომ გამოვიხედე, დავინახე, რამდენიმე კაცმა
სწრაფად გადაჭრა ტროტუარი და სადარბაზოში შევიდა. ცხა-
დი იყო, ეტლით მოსულები და მათ შორის ავრორაც, სახლში
შევიდნენ.
მერე სახლიდან ვიღაც კაცი გამოვიდა, მეეტლეს გაუსწორ-
და და უკანვე შებრუნდა. მეეტლემ ეტლი შემოაბრუნა და ისევ
რიუ შარტრისაკენ გასწია..
364 მკითხველთა ლიგა
ახლა უკვე ვიცოდი, სად მოიყვანეს; ქუჩის კუთხეში ეწერა
„რიუ ბიენვილი“. ამ სახლში ცხოვრობდა დომინიკ გაიარი,
როცა ახალ ორლეანში ჩამოდიოდა.
ერთხანს ეტლში ვიჯექი და ვფიქრობდი, ახლა როგორ მო-
ვიქცე მეთქი. ნეტა აქ უნდა იცხოვროს ამიერიდან ავრორამ?
თუ დროებით მოიყვანეს და მერე პლანტაციაზე გაგზავნიან?
გუმანით ვხვდებოდი, რომ რიუ ბიენვილზე არ დატოვებ-
დნენ და ბრინჯერსის ძველ, პირქუშ სახლში წაიყვანდნენ. არ
ვიცი, რატომ მეგონა ასე. იქნებ იმიტომ, რომ ასე მინდოდა.
გადავწყვიტე, სახლს უნდა ვუდარაჯო, ჩუმად სადმე არ წა-
იყვანონ მეთქი. სადაც არ უნდა წაეყვანათ, მეც თან გავყვებო-
დი.
ბედზე, დ’ოტვილის მოცემული სამი ათასი დოლარი ჯიბეში
მედო და სადაც მინდოდა, იქ წავიდოდი, ამ ფულის პატრონი
ქვეყნის დასალიერსაც მივაღწევდი.
ვნანობდი, რომ ჭაბუკი კრეოლი თან არ მახლდა. სწორედ
ახლა მჭირდებოდა, მინდოდა, ჩემთან ყოფილიყო, ერჩია რა-
მე. როგორ ვიპოვო? სად შევხვდეთო, არ უთქვამს, მხოლოდ
ის მითხრა, ვაჭრობა რომ დამთავრდება, გნახავო. როტონ-
დიდან რომ გამოვედი, ვერსად ვნახე. არ ვიცოდი, იქ უნდა
მოსულიყო თუ სასტუმროში. ახლა ვეღარ წავიდოდი დ’ოტვი-
ლის მოსაძებნად, აქ უნდა მედარაჯა.
სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორ მიმეწვდინა ხმა. უცებ გა-
ვიფიქრე, ფულს თუ მივცემ, აქ ეს ჩემი მეეტლეც დიდი მონ-
დომებით უდარაჯებს, მე კი წავალ და დ’ოტვილს მოვძებნი
მეთქი.
ვერც კი მოვასწარი, მეეტლისათვის მეთქვა ეს, რომ ქუჩა-
ში მომავალი ეტლის ხმა გავიგონე. მოვიხედე და დავინახე

365 მკითხველთა ლიგა


ორი ჯორი მოაჩიქჩიქებდა ძველ ეტლს რიუ ბიენვილზე, რომ-
ლის კოფოზეც ზანგი მეეტლე მოთავსებულიყო.
არც გამკვირვებია, მაშინ ახალ ორლეანში ყოველ ნაბიჯზე
შეხვდებოდით ძველ ეტლს, რომელშიც ან ჯორები ება, ან
ცხენები, კოფოზე კი მუდამ ზანგი მეეტლე იჯდა. მაგრამ ეს ჯო-
რები და ეტლი მაშინვე ვიცანი. დიახ, ვიცანი, ეს ეტლი ხში-
რად მინახავს ბრინჯერსის ახლომახლო. გაიარის საკუთრება
გახლდათ!
მაშინვე გადავიფიქრე დ’ოტვილის საძებნელად წასვლა
და ეტლის კუთხეში მივიყუჟე სარკმელთან, თვალყური რომ
მედევნებინა, რა ხდებოდა რიუ ბიენვილზე.
ეტყობა, ვიღაც აპირებდა ამ ეტლით წასვლას, სახლის კა-
რი გაეღოთ და მსახური მეეტლეს ელაპარაკებოდა.
სახლიდან ბარგით დატვირთული მსახური გამოვიდა და
ეტლის თავზე დაიწყო ბარგის შელაგება. მერე მამაკაცი გა-
მოვიდა მონების ვაჭარი და კოფოზე ავიდა. მას მეორე კაცი
მიჰყვა, ისე სწრაფად გადაჭრა ტროტუარი და შევიდა ეტლში,
კარგად ვერც კი დავინახე, ვინ იყო, მაგრამ მივხვდი, ვინც იქ-
ნებოდა. ბოლოს, ორი ქალი გამოვიდა სახლიდან: მოხუცი
მულატი და ქალიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ყმაწვილი
ქალი მოსასხამში იყო გახვეული, მაინც ვიცანი ავრორა. მუ-
ლატმა ჯერ ავრორა ჩასვა ეტლში, მერე თვითონ ჩაჯდა. სწო-
რედ ამ დროს მხედარი გამოჩნდა ქუჩაში, ეტლთან მივიდა,
ცოტა ხანს შეჩერდა, რომელიღაც შიგ მჯდომს გამოელაპარა-
კა და გზა განაგრძო. ეს მხედარი ლარკინი იყო.
ეტლის კარი შიგნიდან მოიჯახუნეს, გაიარის მეეტლემ
შოლტი გაატლაშუნა, ეტლი რიხინ რიხინით დაიძრა და მერე
მარჯვნივ, სანაპიროზე გაუხვია.

366 მკითხველთა ლიგა


ჩემი მეეტლე უკვე გაფრთხილებული მყავდა. ცხენს მათ-
რახი გადაუჭირა და ცოტა მოშორებით გაჰყვა გაიარის ეტლს.
ჩუპიტულას სტრიტი გავიარეთ, მერე გარეუბანი მარინი,
და უკვე სოფელ ლაფაეტის შუაგზაზე ვიყავით, რომ უცებ გა-
ვიფიქრე, ნეტა სად მივდივარ მეთქი. აქამდე სულ იმას ვცდი-
ლობდი, გაიარის ეტლი არ დამკარგვოდა მხედველობიდან,
ახლა კი ვიფიქრე, ნეტა რას მივდევ, ოცდაათი მილი ხომ არ
უნდა ვდიო, სანამ შინ მივა მეთქი.
რომ გადამეწყვიტა კიდეც გადევნება, არ ვიცოდი, მეეტლე
დამთანხმებოდა თუ არა, ან მისი ცხენი თუ გაუძლებდა ამხე-
ლა გზას?
მაშ, რატომ მივდევ, რომ თავს დავესხა გზაში და ავრორა
გავიტაცო? მაგრამ იქ სამი შეიარაღებული კაცი იყო, მე კი
მარტო გახლდით.
სანამ მივხვდებოდი, რა უაზრობა იყო დადევნება, უკვე
რამდენიმე მილი გავიარე და მეეტლეს ვუბრძანე, შეჩერებუ-
ლიყო. ერთხანს ვიჯექი და ვიდრე ეტლი მოსახვევში გაუჩი-
ნარდებოდა, თვალს ვადევნებდი.
„მაინც კარგი ვქენი, ვთქვი გულში, რომ დავედევნე. ზუს-
ტად მაინც ვიცი, სად წაიყვანეს“.
- ახლა კი დავბრუნდეთ სასტუმრო „სენ ლუიში“! - ვუთხარი
მეეტლეს. მან მაშინვე შემოაბრუნა ეტლი. დავპირდი, თუ ჩქა-
რა ივლი, ფულს დაგიმატებ მეთქი და მალე ჩვენი ეტლის
ბორბლები სენ ლუის ქვაფენილზე არახრახდა.
მეეტლეს გავუსწორდი და სასტუმროში შევედი. ჩემს სიხა-
რულს საზღვარი არა ჰქონდა, როცა დავინახე, რომ დ’ოტვი-
ლი მელოდებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მან უკვე იცოდა,
რომ ავრორას მოტაცება გადავწყვიტე.

367 მკითხველთა ლიგა


მართლაც იშვიათია ასეთი მეგობრობა! დ’ოტვილმა მომი-
წონა ჩანაფიქრი და შემომთავაზა, წამოგყვებიო.
ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ვერაფერს გავ-
ხდი, ვერ გადავათქმევინე. გაკვირვებული დავრჩი, რა საოცა-
რი მონდომებით მიმტკიცებდა, აუცილებლად უნდა წამოვიდე
და რაც უნდა საშიში იყოს, გვერდში ამოგიდგეო.
იქნებ მეტი სიმტკიცე უნდა გამომეჩინა, როცა ვარწმუნებ-
დი, არ წამოხვიდე მეთქი, მაგრამ კარგად ვიცოდი, რა აუცი-
ლებელი იყო ჩემთვის დ’ოტვილის თანხლება.
ვერ აგიწერთ, რა თავდაჯერებული ვიყავი ხოლმე, როცა
ეს ვაჟკაცი კრეოლი ჩემთან იყო. ნუ წამოხვალ მეთქი, კი ვე-
უბნებოდი, მაგრამ გულით მინდოდა, რომ გამომყოლოდა და
ძალიან გამიხარდა, როცა თავისი გაიტანა.
იმ საღამოს არც ერთი გემი არ გადიოდა ნავსადგურიდან,
მაგრამ გამოსავალი მაინც ვიპოვეთ, საუკეთესო ცხენები და-
ვიქირავეთ, მზის ჩასვლამდე გარეუბნები გავიარეთ და ბრინ-
ჯერსის გზას დავადექით.

368 მკითხველთა ლიგა


თავი LXIV
ორი არამზადა

სწრაფად მივაჭენებდით ცხენებს. აღმართებს არ შევუფერ-


ხებივართ, ახალი ორლანიდან დაწყებული, გზა სულ მდინა-
რის ნაპირს გასდევდა, პლანტაციებისა და სოფლების გას-
წვრივ, რომლებიც რამდენიმე იარდით იყო ერთმანეთისგან
დაშორებული. გზა საცხენოსნო ბილიკს ჰგავდა, ცხენის
ფლოქვები რბილად ეფლობოდა სქელ მტვერში და არ გაგ-
ვჭირვებია მგზავრობა. ჩვენი ცხენები, ტეხასის პრერიებიდან
ჩამოყვანილი მუსტანგები, მსუბუქად მიგვაქროლებდნენ, ისე
როგორც საერთოდ ყველა ცხენი სამხრეთ დასავლეთ შტა-
ტებში. ამ შესანიშნავი იორღების წყალობით დაღამებამდე
უკვე ნახევარზე მეტი გზა გვქონდა გავლილი.
ამ დროის განმავლობაში თითქმის არ დავლაპარაკები-
ვართ ერთმანეთს. მე ჩემს ფიქრებში ვიყავი ჩაფლული, მოქ-
მედების გეგმას ვადგენდი. ეტყობა, ჩემი ჭაბუკი მეგობარიც
ამაზე ფიქრობდა.
როცა დაბნელდა, უფრო ახლოს მივაგდეთ ცხენები ერ-
თმანეთთან და ჩემი გეგმა გავაცანი დ’ოტვილს.
თუმცა გეგმა ეს სულაც არ იყო! მინდოდა გაიარის პლან-
ტაციაში შევსულიყავი, შეუმჩნევლად მივპარულიყავი მის
სახლთან და რომელიმე მსახურის დახმარებით ავრორას-
თვის ბარათი შემეგზავნა. თუ ამას ვერ მოვახერხებდი, შევეც-
დებოდი, როგორმე გამეგო, რომელ ოთახში მოათავსეს. რო-

369 მკითხველთა ლიგა


ცა ყველა დაიძინებდა, უჩუმრად შევიდოდი და გაქცევას შევ-
თავაზებდი. მერე კი როგორმე გავიპარებოდით.
მთავარი იყო, სახლიდან გამეპარებინა, მერე რას ვიზამ-
დი, ამაზე არ მიფიქრია, შემდეგ უფრო ადვილი იყო. ცხენები
ქალაქში ჩაგვიყვანდნენ, იქ ერთხანს სადმე შევაფარებდით
თავს, ვიდრე რომელიმე გემით გავემგზავრებოდით. ეს ყვე-
ლაფერი ვუთხარი დ’ოტვილს და ახლა მის პასუხს ველოდი.
ჭაბუკი ცოტა ხანს ჩაფიქრდა და მერე მომიწონა გეგმა.
იმანაც, ჩემი არ იყოს, უკეთესი ვერაფერი მოიგონა. რაც უნდა
მომხდარიყო, ავრორა უნდა გაგვეტაცებინა.
ბოლოს, ყველაფერი მოვილაპარაკეთ, ვცდილობდით,
გაგვეთვალისწინებინა ყველაფერი ავიც და კარგიც.
ორივეს მიგვაჩნდა, რომ ყველაზე უფრო ავრორასთან და-
კავშირება გაგვიჭირდებოდა. მოვახერხებთ თუ არა ამას? ვი-
თომ არ ჩაკეტავენ ოთახში? ყველაფერში ეჭვიანია გაიარი,
მაგრამ ავრორას, ალბათ, არც ჩაკეტავს და არც დარაჯებს
დაუყენებს. ახლა თვითონ არის ბატონ პატრონი საუნჯისა,
რომლის ხელში ჩაგდებასაც ასე ესწრაფვოდა, და ის, ვინც შე-
ეცდება წაართვას მონა, კანონს დაარღვევს და საშინელ სას-
ჯელს ვერ ასცდება.
გაიარმა, რა თქმა უნდა, იცის, ჩემსა და ავრორას შორის
რაღაც არის, მაგრამ იმას ვერასოდეს იფიქრებს, იმდენად თუ
მიყვარს ავრორა, რომ სიცოცხლესაც კი გავწირავ მისთვის.
არა! გაიარი სულმდაბალი იყო და ნამდვილად ეგონა, მეც
მასავით მხოლოდ ქალის სილამაზემ მომხიბლა და რაღაც
განსაზღვრული თანხა გავიმეტე მის საყიდლად სამი ათასი
დოლარი. მაგრამ რადგან მეტი არ შევაძლიე ამას კი, რა
თქმა უნდა, თავისი აგენტი ჩაუკაკლავდა გაიარი იფიქრებდა,
რომ ჩემს სიყვარულს საზღვარი ჰქონდა და რადგან ამ ფასად
370 მკითხველთა ლიგა
არ მერგო, ერთბაშად გავეცალე... ახლა უკვე აღარ მთვლის
თავის მოქიშპედ. არა! დომინიკ გაიარმა არც კი იცის, რა შე-
უძლია გააკეთოს ჩემსავით შეყვარებულმა ადამიანმა. ამრი-
გად, მე და დ’ოტვილმა გადავწყვიტეთ, ავრორას ალბათ არც
დარაჯობენ და არც ჩაკეტილი ჰყავთო.
მთელი ჩემი იმედი ქაღალდის ნაგლეჯზე იყო დამყარებუ-
ლი: „ამაღამ მელოდე“. რაღა თქმა უნდა, ამაღამ ავრორა არ
დაწვებოდა დასაძინებლად. გული მეუბნებოდა ამას და სიამა-
ყეს ვგრძნობდი. მჯეროდა, ყველაფერი კარგად დამთავრდე-
ბოდა. დღესვე უნდა წამომეყვანა, ერთი ღამითაც არ შეიძლე-
ბოდა დამეტოვებინა იმ მტარვალის სახლში. ამაზე ფიქრიც კი
მზარავდა.
ამინდიც ხელს გვიწყობდა. მზე ჩავიდა თუ არა, ცა ისე
მოიქუფრა, რომ ტყის ზოლსაც ვეღარ ვარჩევდით, ერთი ვარ-
სკვლავი არსად კიაფობდა, სქელ, ლეგა ღრუბლებს დაეფარა
მთელი ცა. მდინარის ყვითელ წყალსაც ვეღარ ვხედავდით და
მხოლოდ თეთრი მტვერი გვშველოდა გზის გაგნებაში.
ტყეში ან ჩაშავებულ მინდვრებში რომ ვყოფილიყავით, სა-
ერთოდ ვეღარ გავიკვლევდით გზას, ისეთი სიბნელე იყო
გარშემო.
ალბათ უნდა შეგვშინებოდა, გზა არ აგვებნესო, მაგრამ
არაფერი მაშინებდა, დარწმუნებული ვიყავი, სიყვარულის
ვარსკვლავი მიმიძღოდა წინ.
სიბნელე ხელსაყრელი იყო ჩვენთვის. მისი მეგობრული
საფარის ქვეშ შემალულები ისე მივიპარებოდით სახლთან,
ვერავინ დაგვინახავდა.
ასე რომ, ამინდის შეცვლა ცუდ ნიშნად კი არ ჩავთვალე,
პირიქით, კარგის მომასწავებელი მეჩვენა.

371 მკითხველთა ლიგა


ეტყობა, თავსხმას აპირებდა, მაგრამ დარი რად გვინდო-
და? იყოს თავსხმა, ქარიშხალი, გრიგალი, ყველაფერი,
ოღონდ ნათელი ღამე ნუ იქნება მეთქი, ვფიქრობდი.
ბეზანსონების პლანტაციას რომ მივაღწიეთ, არც ისე
გვიანი იყო, შუაღამე ჯერ არ დამდგარიყო. ცხენებს თავაწყვე-
ტით მივაჭენებდით, გვინდოდა, მანამდე მივსულიყავით, სა-
ნამ გაიარის მსახურები დაიძინებდნენ. იმედი გვქონდა, რო-
მელიმე მონის დახმარებით ვაცნობებდით ავრორას, რომ იქ
ვიყავით. ერთ მათგანს ვიცნობდი. ბრინჯერსში რომ ვცხოვ-
რობდი, პატარა დახმარება გავუწიე და იმდენად მენდობოდა,
შემეძლო, მომესყიდა. როგორმე უნდა გვეპოვა ეს მონა, უთუ-
ოდ დაგვეხმარებოდა.
ბეზანსონების პლანტაციაში სიჩუმე გამეფებულიყო. დიდი
სახლი დაცარიელებული ჩანდა, მთლად ჩაბნელებული იყო,
მხოლოდ ზედამხედველის სახლის ფანჯარაში კიაფობდა სუს-
ტი სინათლე. ზანგების უბანში ამ დროს ყოველთვის ყაყანი
და გნიასი ისმის ხოლმე, ახლა კი სიბნელეს მოეცვა იქაურო-
ბა და ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა. სახლები დაცარიელდა,
აღარც სიმღერა, ოხუნჯობა და მხიარული სიცილი გაისმოდა
და მხოლოდ მიტოვებული ძაღლების ყმუილი არღვევდა ღა-
მის მდუმარებას.
უხმოდ გავიარეთ ჭიშკართან; დიდი ყურადღებით ვაკვირ-
დებოდით გზას, ძალიან ვფრთხილობდით, გვეშინოდა, ვაითუ
ვინმე ისეთი შეგვხვედროდა, ვინც ყველაზე უფრო საშიში იყო
ჩვენთვის ზედამხედველი, მონების ვაჭარი ან თვითონ
გაიარი. გაიარის რომელიმე მონაც რომ შეგვხვედროდა, ნამ-
დვილად ჩაგვეშლებოდა გეგმები. ისე მეშინოდა მათთან შეხ-
ვედრისა, უკუნი ღამე რომ არ ყოფილიყო, აუცილებლად ტყე-
ში შევიდოდი და რომელიმე ნაცნობ ბილიკს გავყვებოდი.
372 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ასეთ შავბნელ ღამეს ტყის ბილიკზე სიარულს დიდ-
ხანს მოვუნდებოდით.
ამიტომ გადავწყვიტეთ, გზაზე გვევლო და გაიარის პლან-
ტაციას რომ მივუახლოვდებოდით, მხოლოდ მაშინ გადაგვეხ-
ვია ტყეში.
ამ ორ პლანტაციას შორის საურმე გზა გადიოდა. რომლი-
თაც ტყიდან შეშა მოჰქონდათ ხოლმე. სწორედ ამ გზაზე ვაპი-
რებდით გადახვევას. იქ ვერავინ შეგვხვდებოდა. ცხენებს ხე-
ებთან დავტოვებდით, შაქრის ლერწმის პლანტაციის მახ-
ლობლად. ფრთხილად მივიწევდით წინ და ის იყო, საურმე
გზაზე უნდა გაგვეხვია, რომ ლაპარაკი გავიგონეთ.
მაშინვე აღვირი მოვწიეთ და მივაყურეთ. მამაკაცები ლა-
პარაკობდნენ; თანდათან უფრო კარგად გვესმოდა მათი ხმე-
ბი, ეტყობა, გვიახლოვდებოდნენ. სოფლის მხრიდან მოდი-
ოდნენ, ცხენების ფლოქვების ხმაც გვესმოდა და მივხვდით,
თეთრები იყვნენ.
გზის პირას ერთი ალვის ხე იდგა. მისი ტოტებიდან ჩამოშ-
ლილი ესპანური ხავსი თითქმის ეხებოდა მიწას და თავშესაფ-
რად გამოგვადგებოდა. ძლივს მოვასწარით ხავსს ამოვფარე-
ბოდით, რომ მხედრები უკვე ალვის ხეს დაუპირისპირდნენ.
ძალიან კი ბნელოდა, მაგრამ მაინც დავინახეთ, ორნი იყ-
ვნენ. მდინარის ყვითელ ზედაპირზე მკაფიოდ გამოიკვეთა მა-
თი ლანდები, ჩუმად რომ ევლოთ, ვერც მივხვდებოდით, ვინ
იყვნენ, მაგრამ ხმებზე ვიცანით ლარკინი და მონების ვაჭარი.
- კარგია! - ჩამჩურჩულა დ’ოტვილმა, როცა ვიცანით მხედ-
რები, - გაიარისაგან ბეზანსონების პლანტაციისკენ მიდიან.
მეც იგივე ვიფიქრე, ეტყობა, შინ ბრუნდებოდნენ. ზედამ-
ხედველი ბეზანსონების პლანტაციაში, მონების ვაჭარი თავის

373 მკითხველთა ლიგა


სახლში, მდინარის პირას ცხოვრობდა, ბეზანსონების მამუ-
ლის ქვევით.
მე და დ’ოტვილს ერთი და იგივე აზრი დაგვებადა თავში.
კი მაგრამ, იმან საიდანღა იცოდა, ეტყობა, ხშირად ყოფილა
აქ.
მაგრამ ახლა არც ამაზე ფიქრის დრო იყო და არც გამო-
კითხვის. მთელი ჩემი ყურადღება ამ ორი არამზადის საუბარ-
მა მიიპყრო, ნამდვილად არამზადები იყვნენ. ეტყობა, მშვენი-
ერ გუნებაზე ბრძანდებოდნენ, ხარხარებდნენ, უხეშად ოხუნ-
ჯობდნენ, ალბათ ბინძური საქმისთვის კარგად დააჯილდო-
ვეს.
- ოჰ, ბილ, - უთხრა მონების ვაჭარმა, - ჩემს დღეში არ მი-
ყიდია ზანგი ასე ძვირად!
- დასწყევლოს ღმერთმა ეგ სულელი ბებერი, ძვირი კი და-
უჯდა ახალი გასართობი! მაინცდამაინც ხელგაშლილი არ
ბრძანდება. ეშმაკმა წაიღოს ეს წუწკი.
- ლამაზი გოგო კია! ზედმეტი ფული თუ გაქვს, არ დაგენა-
ნება. ასეთ გემრიელ ლუკმას მთელ ლუიზიანაში ვერ ნახავ,
არც მე ვიტყოდი უარს...
- ჰა ჰა ჰა! - გადაიხარხარა ზედამხედველმა, - მიდი, სინჯე,
იქნებ შენც გერგოს, - დიდმნიშვნელოვანი კილოთი დაუმატა
მან.
- გამოტყდი, ბილ, არ მომატყუო! შენც ხომ არ ეტორ-
ღიალებოდი?..
- მართალი გითხრა, არ მიცდია. იცოცხლე, მივაღწევდი
ჩემსას, რომ მომენდომებინა. დიდი ხანი არ არის, რაც ამ
პლანტაციაში ვმუშაობ. თანაც ისე ცხვირაბზეკილი დადის,
ეტყობა, ამაყობს განსწავლულობით, თეთრკანიანებს ეტო-
ლება. მაგრამ, მგონი, ბებერი მელა მალე მოარჯულებს. პა-
374 მკითხველთა ლიგა
ტარა ხანს ბებერთან იქნება, მერე კი სიხარულით წაჰყვება
ტყეში, ვინც კი თითს დაუქნევს. ჰოდა, ჩვენც მაშინ ვიხელ-
თებთ დროს! მონების ვაჭარმა რაღაც წაიბუტბუტა პასუხად,
მაგრამ ვეღარ გავიგონეთ, უკვე შორს იყვნენ ჩვენგან. სისუ-
ლელეებს კი როშავდნენ, მაგრამ მაინც მატკინა გული მათმა
სიტყვებმა, უფრო გამიღვივა სურვილი, ჩქარა გადამერჩინა
უბედურებისაგან ავრორა.
თანამგზავრს ვანიშნე, საფარიდან გამოვედით და მალე
საურმე გზაზე გადავუხვიეთ.

375 მკითხველთა ლიგა


თავი LXV
დაბურულ ტყეში

ამ გზაზე ნელა მოგვიწია სიარული. აქ არ იყო გზის მაჩვე-


ნებელი თეთრი მტვერი. ძლივს მივიწევდით დაკლაკნილ ორ-
ღობეებში. ცხენები ურმის თვლებისაგან ჩაღრმავებულ
კვლებში ეფლობოდნენ და დიდი გაჭირვებით ვაიძულებდით,
წინ ევლოთ.
ჩემი თანამგზავრი უკეთ იკვლევდა გზას, ისე თამამად
მიიწევდა წინ, რომ ან კარგად იცნობდა ამ გზას, ან კიდევ ჩემ-
ზე თავზეხელაღებული იყო. მიკვირდა, მაგრამ ხმა არ ამომი-
ღია.
ნახევარი საათის წვალების შემდეგ ორღობეებიც ჩამთავ-
რდა, აქედან უკვე ტყე იწყებოდა. ასი იარდი კიდევ გავიარეთ
და მაღალი ხეების ქვეშ აღმოვჩნდით. აქ შევჩერდით, მო-
თათბირება გვინდოდა, როგორ მოვქცეულიყავით. მახსოვდა,
რომ ახლომახლო აზამინას ხეების ხშირი რაყა უნდა ყოფი-
ლიყო.
- აზამინას ხეები თუ ვიპოვეთ, ცხენებს იქ დავაბამთ, - ვუთ-
ხარი დ’ოტვილს.
- ეგ ადვილია, - მიპასუხა მან, - თუმცა აუცილებელი არ
არის აზამინას დაბურული ხეები ვეძებოთ, ისედაც ბნელა,
ცხენები შეგვიძლია არც კი დავმალოთ. თუმცა, შეხედეთ!...
უცებ ელვამ გაანათა ტყის სიღრმე და ნათლად დავინახეთ,
რომ უზარმაზარი განტოტვილი ხეები გვეხვია გარშემო. სი-
ნათლე რამდენიმე წუთს ციმციმებდა, როგორც მბჟუტავი
376 მკითხველთა ლიგა
ლამპა, მერე უცებ ჩაქრა და თითქოს წეღანდელზე უფრო ჩა-
მობნელდა. ქუხილის ხმა ვერ გავიგონეთ, მაგრამ ტყის ბინა-
დარნი მაინც ახმაურდნენ. ელვამ გააღვიძა ხის კენწეროზე
ჩამომჯდარი თეთრთვალა ყურბი და მისმა ყურისწამღებმა სი-
ცილმა დაარღვია ღამის სიჩუმე. ელვამ ჭაობის მკვიდრნიც
გააღვიძა იხვები, კრონშნეპები და დიდი ცისფერი ყანჩები ერ-
თად აყაყანდნენ. ბუ ისედაც ფხიზლობდა და ახლა უფრო ხმა-
მაღლა წამოიკივლა, მერე კი მოჰყვა ერთფეროვან კივილს.
ტყის სიღრმიდან მგლის ყმუილი და კაგუარის ყურის წამღები
ყვირილი გაისმოდა.
თითქოს მთელი ბუნება შეაკრთო ამ დამაბრმავებელმა სი-
ნათლემ, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ სიჩუმე ჩამო-
ვარდა.
- სადაც არის, კოკისპირული წვიმა წამოვა, - ვთქვი მე.
- არა, - მითხრა დ’ოტვილმა, - ქუხილი არ ისმის და არც იწ-
ვიმებს. უკუნი ღამე იქნება და ზოგჯერ გაიელვებს. აი, ისევ!
მართლაც, ისევ გაიელვა და ტყე გაანათა. არც ახლა
დაიქუხა. არც ყრუ ბუბუნი გაგვიგია, არც დაჭექება, ტყის ბინა-
დარნი კი ისევ აქოთქოთდნენ.
- ცხენები უნდა დავმალოთ, - მითხრა დ’ოტვილმა, - გზაზე
ვინმემ რომ გაიაროს, ელვის სინათლეზე შორიდანაც დაინა-
ხავს. მოდი, აზამინას ხეები მოვძებნოთ, სადღაც აქეთ უნდა
იყოს...
დ’ოტვილი წინ მიიწევდა, მე ძალაუნებურად უკან მივდევ-
დი. უკვე დავრწმუნდი, რომ ჩემზე უკეთ იცნობდა აქაურობას.
ეტყობა, აქ ადრეც ყოფილა მეთქი, გავიფიქრე.
ცოტა რომ გავიარეთ, ისევ გაიელვა და ზუსტად ჩვენს პირ-
დაპირ შეჯგუფული აზამინას ხეების გლუვი, პრიალა ტოტები
და ფართო, მწვანე ფოთლები დავინახეთ.
377 მკითხველთა ლიგა
როცა ისევ გაიელვა, უკვე ხეების ქვეშ ვიყავით.
შუა ადგილს რომ მივაღწიეთ, ჩამოვქვეითდით, ცხენები
ტოტებზე მივაბით და ტყის პირს მივაშურეთ.
ათი წუთის შემდეგ უკვე გაიარის პლანტაციის ღობესთან
ვიყავით. მერე სულ ღობე ღობე ვიარეთ, მალე გაიარის სახ-
ლის წინ აღმოვჩნდით და ელვის სინათლეზე დავინახეთ ხეებ-
ში ჩაფლული სახლი.
აქ ცოტახანს შევჩერდით, მივიხედ მოვიხედეთ და მოვი-
თათბირეთ, ახლა როგორ მოვქცეულიყავით.
ღობის იქით დიდი მინდორი იყო გადაჭიმული, თითქმის
სახლამდე აღწევდა, მინდორსა და სახლს შორის დაბალი
ღობეშემოვლებული ბაღი. ცოტა მოშორებით ქოხების სახუ-
რავები მოჩანდა ეს ზანგების დაბა იყო. შორიახლოს მომაღ-
ლო შენობა იდგა, სადაც შაქარს ხარშავდნენ და კიდევ რაღაც
შენობები. ზედამხედველის სახლიც იქვე იდგა.
ამ ადგილისთვის გვერდი უნდა აგვექცია, ზანგების დაბა-
საც არ უნდა გავკარებოდით, ალიაქოთი რომ არ ატეხილიყო.
ყველაზე საშიში მტრები ძაღლები იყვნენ. ვიცოდი, გაიარს
ბევრი ძაღლი ჰყავდა, ხშირად მინახავს, სახლის გარშემო ბი-
ლიკებზე რომ დარბოდნენ უშველებელი ქოფაკები. როგორ
ავიცდინოთ ძაღლების შემოსევა? უმეტესად ზანგების ქოხებ-
თან დაძრწოდნენ ქოფაკები, ასე რომ, მეორე მხრიდან უნდა
შემოგვევლო სახლისთვის.
თუ ვერ გავიგებთ, რომელ ოთახშია ავრორა, მაინც დაგ-
ვრჩება დრო ზანგების უბნის დასაზვერად და შევეცდებით,
როგორმე ვიპოვოთ მონა კატონი.
სახლში სინათლე ენთო ქვემო სართულის რამდენიმე ფან-
ჯარა განათებული იყო. ესე იგი, ხალხი სხვადასხვა ოთახში

378 მკითხველთა ლიგა


წავიდ წამოვიდა. ამან იმედი ჩაგვისახა ავრორა, ალბათ რო-
მელიმე ქვემო ოთახში იქნებაო, ვიფიქრეთ.

ახლა კი, მესიე, თქვა დ’ოტვილმა, როცა თათბირს მოვრჩით,


წარმოიდგინეთ, რომ დაგვინახეს და განგაში ატეხეს მანამ-
დე, სანამ....
მე შემოვბრუნდი, ჩემს ჭაბუკ მეგობარს თვალებში ჩავხე-
დე და სიტყვა გავაწყვეტინე:
- დ’ოტვილ, იქნებ სამაგიერო ვერასოდეს გადაგიხადოთ
ასეთი კეთილშობილური მეგობრობისათვის. ამაზე მეტად ვე-
რავინ მიმეგობრებდა და... მაგრამ იმის ნებას აღარ მოგცემთ,
რომ სიცოცხლე ჩაიგდოთ საფრთხეში!
- განა ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ელის?
- თუ ცუდად წამივიდა საქმე, განგაში ატეხეს და დაგვედევ-
ნენ, - ქურთუკი გადავიხსენი და დამბაჩები ვაჩვენე, - არა-
ფერს მოვერიდები. თუ დამჭირდება, ვესვრი კიდეც, ვინც გზა-
ზე გადამიდგება, მზად ვარ, ყველა ამოვწყვიტო! მტკიცედ
მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ თქვენ არ უნდა ჩაიგდოთ თავი
საფრთხეში. აქ დარჩებით, სახლში მარტო მე შევალ.
- არა! - შესძახა მან, - მეც წამოვალ.
- არავითარ შემთხვევაში! აქ დარჩით. თუ გინდათ, ღობეს-
თან დამიცადეთ, სანამ დავბრუნდები... სანამ დავბრუნდებით
მეთქი, მინდოდა მეთქვა, იმიტომ, რომ მტკიცედ მაქვს გადაწ-
ყვეტილი, ავრორა მოვიტაცო.
- არ იჩქაროთ, მესიე!
- არა, მაგრამ უკვე გადავწყვიტე. არაფერს მოვერიდები.
თქვენ ნუღარ გამომყვებით.
- რატომ? ეს ამბავი ხომ მეც მეხება?

379 მკითხველთა ლიგა


- თქვენ? - ვკითხე გაკვირვებულმა. სიტყვებმაც გამაკვირვა
და დ’ოტვილის კილომაც, - თქვენც გეხებათ?
- რა თქმა უნდა, - მშვიდად მომიგო მან, - თავგადასავალი
მიყვარს ძალიან. ისე გამიტაცებს ხოლმე! მომეცით ნება, მეც
გამოგყვეთ.
- როგორც გენებოთ, მესიე, ნუ გეშინიათ, ფრთხილად მო-
ვიქცევი. აბა, წავიდეთ! - ღობეს გადავახტი, დ’ოტვილიც მომ-
ყვა.
მეტი აღარაფერი გვითქვამს, მინდორს გავუყევით და სახ-
ლისაკენ წავედით.

380 მკითხველთა ლიგა


თავი LXVI
მოტაცება

შაქრის ლერწმის პლანტაციაზე მივდიოდით. განსაკუთრე-


ბული ჯიშის ლერწამი იყო „რატანი“, შარშანდელი ფესვიდან
ამოსული. ლერწმის ხმელი, მოჭრილი ღერები და ახალი
ყლორტები მთლიანად გვფარავდა. დღის სინათლეც რომ ყო-
ფილიყო, მაინც შეუმჩნევლად მივადგებოდით სახლს.
მალე ბაღის ღობეს მივაღწიეთ, შევდექით, მივიხედ მოვი-
ხედეთ. ერთი შეხედვაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ მივმხვდა-
რიყავით, რომელი მხრიდან ჯობდა სახლთან მისვლა.
ძველი სახლი იყო... ორსართულიან, ხის ფრონტონებიან
შენობას განიერი ფანჯრები ჰქონდა, ფირიფიტანები გარეთ
იღებოდა. კედლები ოდესღაც შეეღებათ, ახლა კი გამოხუნე-
ბულიყო, რუხი კედლებისგან ვეღარ გამოარჩევდი. მთელ
სახლს გარშემო დაბალმოაჯირიანი ვერანდა გასდევდა, მიწი-
დან სამი ოთხი ფუტით დაშორებული. სახლის უკანა კარი და
ფანჯარა ვერანდაზე გამოდიოდა. მთავარ კართან პატარა, ექ-
ვსიოდე საფეხურიანი კიბე იყო. ვერანდის ქვეშ, თუ დაიხრე-
ბოდი, შეძრომა შეიძლებოდა. იქ უნდა მივპარულიყავით და
მოაჯირის რიკულებს შორის ყველა ფანჯარას დავინახავდით.
განგაში თუ ატყდებოდა, ვერანდის ქვეშ შევძვრებოდით და
ვერავინ შეგვამჩნევდა, ოღონდ ის იყო საშიში, ძაღლებს არ
მოეგნოთ.
ეს ყველაფერი ჩურჩულით მოვილაპარაკეთ, გადავწყვი-
ტეთ, ვერანდის კუთხესთან მივპარულიყავით და კარგად დაგ-
381 მკითხველთა ლიგა
ვეთვალიერებინა ყველა ფანჯარა, სანამ ავრორას ოთახს არ
ვიპოვიდით, მერე როგორმე ვანიშნებდი, რომ იქ ვიყავი და
წამოვიყვანდით კიდეც. ახლა ყველაფერი შემთხვევასა და
იღბალზე იყო დამოკიდებული.
ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოვასწარით, რომ ბედმა გაგვიღი-
მა, ერთ ფანჯარაში, ზუსტად ჩვენ პირდაპირ, ქალი დავლან-
დეთ, მაშინვე ვიცანი ავრორა.
როგორც ადრე ვთქვი, ფანჯარა იატაკამდე იყო გაჭრილი
და, როცა ქალი ფანჯარას მოადგა, თავიდან ფეხებამდე კარ-
გად დავინახეთ.
მადრასული მანდილი, კოხტა, ამაყად აშოლტილი ტანი
კარგად გამოირჩეოდა განათებულ ოთახში და ეჭვიც აღარ
შეგვპარვია ქალის ვინაობაში.
- ავრორაა! - წამჩურჩულა დ’ოტვილმა.
„საიდან იცის? განა უნახავს? ჰო, მართლა! გამახსენდა მე,
როტონდაში არ ნახა დილით?!“
- ის არის! - წავიბუტბუტე მე, გულმა ბაგაბუგი დამიწყო და
ამის მეტი ვერაფერი ვთქვი.
ფანჯარას ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული, მაგრამ ავრო-
რამ ცალი ხელით გადასწია და ბაღს გახედა. დაჟინებით იყუ-
რებოდა ბაღისკენ, თითქოს რაღაცის დანახვას ცდილობდა.
შორიდან კი შევნიშნე ეს და სიხარულით ამიძგერდა გული.
მიმიხვდა, რაც მივწერე და მელის!
დ’ოტვილიც ამას ფიქრობდა. ამან უფრო დაგვაიმედა. თუ
მიგვიხვდა, უფრო გაგვიადვილდება ჩვენი განზრახვის შეს-
რულება.
ავრორა მხოლოდ რამდენიმე წამს იდგა ფანჯარასთან, მე-
რე უცებ მოშორდა სარკმელს და ფარდაც ჩამოეშვა; მაგრამ

382 მკითხველთა ლიგა


ჩვენ მაინც შევნიშნეთ კაცის ლანდი ოთახის სიღრმეში. რა
თქმა უნდა, გაიარი იქნებოდა!
თავი ვეღარ შევიკავე, ბაღის ღობეს გადავახტი და ფრთხი-
ლად მივიპარე ვერანდასთან, დ’ოტვილიც უკან გამომყვა.
რამდენიმე წამში უკვე წინასწარ შერჩეულ ადგილას ვიდე-
ქით ზუსტად ავრორას ფანჯრის პირდაპირ. სარკმლისგან ახ-
ლა ვერანდის ხის მოაჯირიღა გვყოფდა. ცოტას რომ წავიხრე-
ბოდით, ოთახის იატაკს ვხედავდით.
ფარდა ბოლომდე არ იყო დაშვებული, პატარა ჭუჭრუტანი-
დან ყველაფერს ვხედავდით, რაც ოთახში ხდებოდა.
ყურთასმენაც გამახვილებული გვქონდა და რასაც ოთახში
ლაპარაკობდნენ, გარკვევით გვესმოდა.
ჩვენი ვარაუდი გამართლდა, ავრორა გაიარს ელაპარაკე-
ბოდა.
არ აგიწერთ იმ სურათს, ვერ გაგიმეორებთ იმ სიტყვებს,
რომელიც მაშინ გავიგონე. არ მინდა დაწვრილებით გადმოგ-
ცეთ იმ გარეწარის უწმაწური სიტყვები; ჯერ შემპარავად ელა-
ქუცებოდა, ბოლოს, ხვეწნა მუდარით რომ ვერაფერს გახდა,
მუქარაზე გადავიდა.
დ’ოტვილი ხელით მაკავებდა, ჩურჩულით მამშვიდებდა.
ორჯერ კინაღამ ავიწყვიტე, მზად ვიყავი, ფანჯარა ჩამემტვრია
და კისერი მომეგრიხა იმ გარეწრისთვის. ჩემი ფრთხილი მე-
გობრის მადლიერი უნდა ვიყო, იმან არ გამიშვა.
ბოლოს, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ გაიარი გა-
ცოფებული გავიდა ოთახიდან.
ავრორა თავის თაყვანისმცემელზე უფრო ძლიერი იყო და
ისე მტკიცედ აღუდგა წინ მის ბნელ ზრახვებს, ეტყობა,
დროებით მაინც დააფრთხო. ასე რომ, გაიარმა ძალადობაც
ვერ გაუბედა.
383 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ოთახიდან რომ გადიოდა, ისე იმუქრებოდა, ჩანდა,
არ მოისვენებდა ბილწი ადამიანი. გაიარი დარწმუნებული
იყო, დაიყოლიებდა მსხვერპლს ავრორა მისი მონა იყო და
უნდა დამორჩილებოდა. ბილწ არამზადას დროც ბევრი ჰქონ-
და და საშუალებაც, რომ მოერჯულებინა ქალი. არ ჩქარობდა
უკიდურესი ზომების მიღებას. ცოტას მოიცდის, გულადობა
დაუბრუნდება და მერე ისევ გადავა იერიშზე.
ახლა უკვე შეგვეძლო, შეგვეტყობინებინა ავრორასთვის,
რომ იქ ვიყავით. ის იყო, დავაპირე, ვერანდაზე ავძვრები და
ფანჯარაზე დავაკაკუნებ მეთქი, რომ დ’ოტვილმა შემაჩერა.
- არ არის საჭირო! - ჩამჩურჩულა მან, - ისედაც იცის, რომ
აქ ხართ. დაიცადეთ. ალბათ მალე ისევ მოვა ფანჯარასთან.
ფრთხილად, მესიე, ერთი შეცდომა და ყველაფერს დაღუ-
პავთ. ძაღლებიც გახსოვდეთ.
მეგობრის რჩევა ჭკუაში დამიჯდა და დავუჯერე. მალე ყვე-
ლაფერი გაირკვევა. ორივე მოაჯირს მივეკარით და ავრორას
ვადევნებდით თვალს.
ოთახმა მიიქცია ჩვენი ყურადღება. არც სასტუმრო ოთახი
ჩანდა, არც საძილე, უფრო ბიბლიოთეკას ან კაბინეტს ჰგავდა
წიგნებით სავსე თაროები იდგა და საწერი მაგიდა. რომელ-
ზეც საწერი მოწყობილობა და ქაღალდები ელაგა. ვექილის
სამუშაო ოთახი იყო.
ნეტა ამ ოთახში რატომ მოათავსეს ავრორა? ეს კითხვა არ
გვასვენებდა, მაგრამ ახლა ამის გარკვევის დრო არ იყო.
დ’ოტვილმა თქვა, ახალი ჩამოსულები არიან და სანამ საძი-
ნებელ ოთახს მოუმზადებენ, ალბათ აქ შემოიყვანესო. ეს
იმან აფიქრებინა, რომ ზემო სართულიდან მსახურების ხმები
და ავეჯის რახარუხი ისმოდა. ეტყობა, რომელიღაც ოთახს
ალაგებდნენ.
384 მკითხველთა ლიგა
თუ ასეა, ვიფიქრე მე, ავრორა შეიძლება უცებ გაიყვანონ
ბიბლიოთეკიდან და ზემო სართულზე მოათავსონ, მაშინ უფ-
რო გაგვიჭირდება შევატყობინოთ ჩვენი აქ ყოფნა. ჯობს ახ-
ლავე ვცადოთ.
დ’ოტვილის რჩევას აღარ დავყევი და ის იყო, დავაპირე
ფანჯარასთან მიპარვა, რომ ავრორას მოქმედებამ შემაჩერა.
ჩვენ კარგად ვხედავდით კარს, საიდანაც გაიარი გავიდა;
ავრორა ფრთხილად მივიდა კართან, ეტყობა, რაღაც ჰქონდა
განზრახული, გასაღებს მოჰკიდა ხელი და ფრთხილად გადა-
ატრიალა. რატომ დაკეტა კარი?
ვიფიქრეთ, ალბათ ფანჯრიდან აპირებს გაქცევას და კარი
იმიტომ ჩაკეტა, მდევარს ხელი შეუშალოსო; თუ ასეა, ჯობს
ადგილიდან არ დავიძრათ და ვაცალოთ, ფანჯარასთან რომ
მოვა, მაშინ ვანიშნოთ, თქვა დ’ოტვილმა.
ოთახის კუთხეში მაღალი საწერი მაგიდა იდგა. მაგიდას
ბევრი პატარა თარო ჰქონდა. თაროებზე უამრავი ქაღალდი
და ეტრატი ელაგა, ნამდვილად ვექილის საბუთები იქნებოდა
ანდერძები, ხელნაწერები.
ჩემდა გასაკვირად, ჩაკეტა თუ არა კარი ავრორამ, მაშინვე
ამ მაგიდას მიაშურა და თაროებს დაუწყო თვალიერება, ისე
გულდასმით აკვირდებოდა, ნამდვილად რაღაც საბუთს ეძებ-
და.
ეტყობა, ასეც იყო, რადგან უცებ თაროსკენ გაიწოდა ხელი,
რაღაც ქაღალდების შეკვრა გამოიღო, სასწრაფოდ გადაათ-
ვალიერა და უბეში ჩაიდო.
ღმერთო ჩემო, ნეტა ეს რას ნიშნავს მეთქი, ამის გაფიქრე-
ბა ძლივს მოვასწარი, რომ ავრორა ისევ ფანჯარასთან გაჩ-
ნდა, ფარდა გასწია თუ არა, სინათლე დაგვეცა სახეზე მე და
დ’ოტვილს და ავრორამ მაშინვე დაგვინახა. სიხარულისგან
385 მკითხველთა ლიგა
სუსტი ხმით წამოიყვირა, მაგრამ მაშინვე გაჩუმდა. თუმცა ისე
ჩუმად შესძახა, მეორე ოთახში ნამდვილად ვერ გაიგონებ-
დნენ, უხმოდ გამოაღო სარკმელი, ფრთხილად გამოიარა
აივანი და ერთ წუთში უკვე გულში მყავდა ჩახუტებული. მერე
მოაჯირზე გადმოვიყვანე და ჩქარი ნაბიჯით გადავსერეთ ბა-
ღი.
მინდორში გავედით, ვერავინ შეგვნიშნა, ხშირ ლერწამში
მივდიოდით, რომელიც შავი კედელივით მოჩანდა აქედან.

386 მკითხველთა ლიგა


თავი LXVII
დამფრთხალი მუსტანგები

წამდაუწუმ ელავდა და გზას ადვილად ვიგნებდით. სწო-


რედ იმ ადგილას მივედით, საიდანაც მინდორში გადავუხვი-
ეთ და მერე ღობე ღობე წავედით აზამინას ხეებისაკენ.
ჩემი აზრით, ახლავე უნდა დავდგომოდით გზას, რომ გა-
თენებამდე ქალაქში ჩავსულიყავით. იმედი მქონდა, ქალაქში
სადმე შევაფარებდით თავს მე და ჩემი საცოლე; მანამდე,
ვიდრე ოკეანის გაღმა გავემგზავრებოდით, ან მდინარის ზემო
დინებაზე მდებარე, რომელიმე თავისუფალ შტატში. ტყეში
დამალვა არც მიფიქრია, თუმცა შესანიშნავი ადგილი მეგუ-
ლებოდა. იქ ნამდვილად შეგვეძლო ერთხანს თავი შეგვეფა-
რებინა. სხვათა შორის, გამიელვა ამ ფიქრმა, მეტი არაფერი.
ეს თავშესაფარი მხოლოდ დროებითი იქნებოდა, როდესმე
მაინც უნდა წავსულიყავით და მაშინაც ისე ძნელი იქნებოდა
თავის დაღწევა, როგორ ახლა.
მსხვერპლი და დამნაშავე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ-
ში უფრო კარგად შეაფარებს თავს; ახალ ორლეანში კი მო-
სახლეობის ნახევარი ჩამოსულია და ამიტომ ადვილად
დაიმალება ადამიანი, მით უმეტეს, თუ სახელსაც გამოიც-
ვლის.
ამიტომაც გადავწყვიტე, ახლავე შევასხდეთ ცხენებს და ქა-
ლაქისკენ გავაჭენოთ მეთქი. დ’ოტვილიც დამეთანხმა.

387 მკითხველთა ლიგა


დიდი ჯაფა დაადგებოდათ ჩვენს ცხენებს, კარგი ბედაურე-
ბი კი იყვნენ, მაგრამ ახლა მთელი ძალა უნდა მოეკრიბათ,
რომ გათენებამდე ქალაქში ჩაგვეღწია.
ელვის სინათლეზე ადვილად მივიკვლევდით გზას ხეებს
შორის და მალე დავინახეთ აზამინას ხეები; სხვა ხეებისგან
დიდი, მოგრძო ფოთლებით გამოირჩეოდა. გახარებულები
იქით გავეშურეთ. ცხენებზე რომ შევსხდებით, მერე მდევარი
ვეღარ შეგვაშინებს!
- საოცარია, ცხენები რომ არა ჭიხვინებენ! ფეხის ხმამ რა-
ტომ არ დააფრთხო... არც ჭიხვინი ისმის და არც ტორების ცე-
მა, არადა თითქმის მივედით. პირველად ვხედავ ასე გატრუ-
ნულ ცხენებს. ნეტა რა მოუვიდათ? სად არიან?
- მართლა სად არიან? გაიმეორა დ’ოტვილმა ჩემი სიტყვე-
ბი, აქ არ დავტოვეთ?!
- აქ დავტოვეთ, მოიცა... აი, ამ ტოტზე გამოვაბი... აგერ
ფლოქვების კვალიც... ღმერთო ჩემო! აქ არ არიან! შევძახე
და არც შევმცდარვარ. აი, ჩლიქებით დათხრილი მიწა, ის ხე,
რომელზეც გამოვაბით, სხვებზე მაღალი იყო და მაშინვე ვი-
ცანი.
„ვინ წაიყვანდა?“ პირველად ეს კითხვა დაგვებადა, იქნებ
ვინმე გვითვალთვალებდა? ან ვიღაცამ შემთხვევით გაიარა
აქ და დაინახა? ეს უფრო სათუო იყო. თუ ტყეში გაიარა ვინ-
მემ, ამ დაბურულ ხეებში რატომღა შეძვრებოდა? თუმცა,
ახალმა აზრმა გამიელვა: იქნებ თვითონ აიწყვიტეს?
ეს უფრო ჰგავდა სიმართლეს. გაიელვებს თუ არა, მაშინვე
გამოჩნდება, თვითონ აიწყვიტეს, თუ ვინმემ მოხსნა აღვირი.
დიდხანს არ დაგვჭირვებია ლოდინი. ელვის შუქმა გაგვი-
ფანტა ყოველგვარი ეჭვი. მართალი ვიყავი: ცხენებმა თვი-
თონ აიწყვიტეს, ამას მოტეხილი ტოტები მოწმობდა. ალბათ
388 მკითხველთა ლიგა
ელვამ დააფრთხო, ან კიდევ ნადირმა, აიწყვიტეს და ტყეში
გავარდნენ.
ახლა ვნანობთ, რომ ასე დაუდევრად მოვიქეცით და აზამი-
ნას ხეს გამოვაბით ცხენები. არ გვცოდნოდა მაინც, რომ სხვა
ხეებზე სუსტი იყო.
გულზე მომეშვა, როცა დავრწმუნდი, რომ თვითონ აიწყვი-
ტეს. ვიფიქრე, შეიძლება აქვე ახლოს არიან სადმე, ბალახს
წიწკნიან და იქნებ დავიჭიროთ მეთქი.
დრო აღარ დაგვიკარგავს, მე ერთ მხარეს წავედი საძებნე-
ლად, დ’ოტვილი მეორე მხარეს. ავრორა აზამინას დაბურუ-
ლი ხეების ქვეშ დავტოვეთ.
ჯერ ახლომახლო მოვიარე, მერე ღობესთან მივედი და
ღობის გაყოლებით გზამდე ჩავედი, გზაზეც გავედი. ადგილი
არ დამიტოვებია უნახავი: ხეებს შორის ვეძებდი, ბუჩქებში
შევდიოდი, ბამბუკის ხშირ ამონაყარში დავბოდიალობდი,
როცა გაიელვებდა, მიწას ვაკვირდებოდი, კვალს ვეძებდი.
ერთი საათი უშედეგოდ ვეძებე და გადავწყვიტე, მეტი ძებნა
აღარ ღირს მეთქი; ცხენების პოვნის იმედი გადამეწურა და
სასოწარკვეთილი დავბრუნდი უკან. დ’ოტვილი უკვე იქ იყო.
აზამინას ხეებს რომ მივუახლოვდი, გაიელვა და დ’ოტვი-
ლი დავინახე, ავრორასთან იდგა და თამამად ელაპარაკებო-
და. მომეჩვენა, თითქოს ზედმეტ თავაზიანობას იჩენდა და ავ-
რორაც კმაყოფილი იყო. არ მესიამოვნა.
მანაც ვერ მიაგნო დაკარგული ცხენების კვალს, ასე რომ,
აღარ ღირდა ძებნა და გადავწყვიტეთ, ღამე ტყეში გაგვეტარე-
ბინა. ფეხით ვერ მივაღწევდით ახალ ორლეანს გათენებამდე.
გზაზე რომ ვენახეთ დილით, დაგვიჭერდნენ. ჩვენისთანა
ხალხი შეუმჩნეველი არ დარჩებოდა, მე კი დარწმუნებული

389 მკითხველთა ლიგა


ვიყავი, რომ გათენებისას მდევარს დაგვადევნებდნენ ქალა-
ქისკენ მიმავალ გზაზე.
უმჯობესი იყო, ღამე იქვე დავრჩენილიყავით და ირიჟრა-
ჟებდა თუ არა, ისევ მოგვეძებნა ცხენები. თუ ვიპოვიდით, და-
ღამებამდე ჭაობებში დავმალავდით და ღამით გავუდგებო-
დით ქალაქის გზას, თუ ვერა, მაშინ შებინდებისას გავემგზავ-
რებოდით, რომ როგორმე დილამდე ჩავსულიყავით ქალაქ-
ში.
ცხენების დაკარგვამ ცუდ დღეში ჩაგვაგდო, საქმის დაგ-
ვირგვინება გაგვირთულა და საფრთხეც ახლა უფრო მეტი
გველოდა.
საფრთხე მეთქი, ვთქვი. დიახ, საშინელი საფრთხე გვე-
ლოდა, ვერც კი წარმოიდგენთ, რა ტრაგიკულ მდგომარეობა-
ში აღმოვჩნდით. ალბათ ფიქრობთ, შეყვარებულების გაპარ-
ვის ჩვეულებრივ ამბავს ვკითხულობო, მაგრამ ცდებით. იცო-
დეთ, რომ სამივე დამნაშავე ვიყავით, და თუ დაგვიჭერდნენ,
უსათუოდ გაგვასამართლებდნენ. ესეც იცოდეთ: ისეთი დანა-
შაული ჩავიდინეთ, რისთვისაც აქაური კანონების თანახმად,
სასტიკად სჯიდნენ და ადვილი შესაძლებელი იყო, გასამარ-
თლებამდეც მკაცრად დავესაჯეთ. ვიცოდი ყველაფერი ეს,
ისიც ვიცოდი, რომ ჩემი დანაშაული შეიძლება სიცოცხლის
ფასად დამჯდომოდა.
ახლა ჩაუფიქრდით, რა საფრთხე გველოდა და მიხვდე-
ბით, რა გუნებაზე ვიქნებოდი, როცა უცხენებოდ დავბრუნდით
უკან. დილამდე აქ უნდა დავრჩენილიყავით, სხვა გამოსავა-
ლი არა გვქონდა.
ნახევარი საათი ხეებიდან ხავსის ჩამოგლეჯასა და აზამი-
ნას ფოთლების შეგროვებას მოვუნდით, ზედ ავრორა დავაწ-
ვინე და ჩემი მოსასხამი გადავაფარე.
390 მკითხველთა ლიგა
მე საწოლი არ მჭირდებოდა, საცოლეს მივუჯექი გვერდით
და ზურგით ხეს მივეყრდენი. ვიფიქრე, ავრორას თავს მკერ-
დზე მივიხუტებ მეთქი, მაგრამ დ’ოტვილის მომერიდა. თუმცა
არც ეს შემაკავებდა, მაგრამ ავრორამ არ დამანება, ის კი
არადა, ცოტა ხანს მისი ხელი რომ შევაჩერე ხელში, ნაზად,
მაგრამ მტკიცედ გაითავისუფლა.
ცოტა არ იყოს, გამიკვირდა და მეწყინა კიდეც.

391 მკითხველთა ლიგა


თავი LXVIII
ღამე ტყეში

მსუბუქად მეცვა და ღამის ნესტმა არ დამაძინა, თუმცა თივ-


თიკის ლოგინიც რომ მქონოდა, მაინც ვერ დავიძინებდი.
დ’ოტვილმა თავისი მოსასხამი შემომთავაზა, არ გამოვარ-
თვი; მასაც მსუბუქად ეცვა, მაგრამ ამიტომ არ მითქვამს უარი.
რომ გავყინულიყავი, მაინც არ გამოვართმევდი, რადგან უკვე
მეშინოდა მისი!
ავრორას მაშინვე ჩაეძინა. როცა გაიელვა, დავინახე, თვა-
ლები დახუჭული ჰქონდა და მშვიდად სუნთქავდა. ესეც მეწყი-
ნა.
სულ იმას ველოდებოდი, როდის გაიელვებს, რომ დავინა-
ხო მეთქი. როგორც კი სინათლე დაეცემოდა მშვენიერ სახე-
ზე, დაჟინებით ვაკვირდებოდი, სიყვარულითა და გულისტკი-
ვილით დავყურებდი. განა ამ ანგელოზ ქალს შეუძლია ღალა-
ტი? განა ეს კეთილშობილი გული ტყუილს იკადრებს? განა
არა ვარ დარწმუნებული, რომ ვუყვარვარ?
ასეა თუ ისე, ახლა ყველა გზა მოჭრილი მაქვს. რადაც არ
უნდა დამიჯდეს, ბოლომდე უნდა მივიყვანო საქმე, ახლა მხო-
ლოდ იმაზე უნდა ვიფიქრო, რისთვისაც მოვედი აქ.
ცოტა რომ დავმშვიდდი, კვლავ იმაზე დავიწყე ფიქრი, აქე-
დან როგორ გავაღწიოთ მეთქი. როგორც კი ირიჟრაჟებს, მა-
შინვე წავალ ცხენების საძებნელად. თუ ვიპოვი, დავმალავ
სადმე, ჩვენც დავიმალებით და გზას ღამით გავუდგებით.
თუ ცხენები ვერ ვიპოვეთ?
392 მკითხველთა ლიგა
დიდხანს ვერ მოვიფიქრე, მაშინ რა უნდა გვექნა. ბოლოს,
ახალი აზრი დამებადა თავში. იმდენად რეალური იყო ის, რაც
მოვიფიქრე, რომ ვეღარ მოვითმინე და დ’ოტვილსაც ვუთხა-
რი. სულ მარტივი რამ იყო და მიკვირდა, რატომ ადრე ვერ
მოვიფიქრე მეთქი. დ’ოტვილი წავიდოდა ბრინჯერსში, ცხე-
ნებს ან ეტლს დაიქირავებდა და ხვალ საღამოს დაგველოდე-
ბოდა სანაპირო გზაზე.
ამაზე უკეთესი რა იქნებოდა? ბრინჯერსში ადვილი იყო
ცხენების დაქირავება, მით უმეტეს, ეტლისა. დ’ოტვილს იქ
არავინ იცნობს და ვერავინ მიხვდება, რომ ჩვენ რაიმე კავში-
რი გვაქვს. დარწმუნებული ვიყავი, რომ ავრორას გატაცებას
მე დამაბრალებდნენ. დ’ოტვილი დამეთანხმა. თუ ცხენები
ვერ ვიპოვეთ, ამაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებთო, თქვა.
მოვითათბირეთ და უკვე მშვიდად ველოდით გათენებას.
როგორც იქნა, გათენდა. მტრედისფერი სინათლე ძლივს
ატანდა ხშირ ფოთლებში, მაგრამ მაინც საკმაოდ ინათა და
შეგვეძლო ცხენების ძებნა დაგვეწყო. მე და დ’ოტვილი ისევ
სხვადასხვა მხარეს წავედით; ის ტყის სიღრმეში შევიდა, მე
გზისკენ წავედი.
გაიარის პლანტაციის ღობესთან მაშინვე მივედი, მერე
ღობეს გავყევი და იმ ადგილამდე მივაღწიე, სადაც სოფლის
გზა ტყეში შედიოდა. სწორედ ეს გზა გამოვიარეთ წინა ღამით
და ვიფიქრე, იქნებ ცხენები ნაცნობ გზას დაადგნენ მეთქი.
მართლაც, როგორც კი იმ ადგილს მივუახლოვდი, დავინა-
ხე, რომ მიწას ორი ცხენის კვალი აჩნდა, ეტყობა, ცხენები
მდინარის მიმართულებით გაქცეულიყვნენ. ადრინდელი კვა-
ლიც იქვე ჩანდა. შევადარე და ნამდვილად ერთი და იმავე
ცხენების კვალი იყო. ერთ ცხენს ნალი გატეხილი ჰქონდა და
დავხედე თუ არა, მაშინვე ვიცანი. ერთი რამ კიდევ შევნიშნე,
393 მკითხველთა ლიგა
ფლოქვების კვალს გრძელი ზოლიც მიჰყვებოდა თან, იმ ტო-
ტების კვალი, რომლებზეც ცხენები გამოვაბით. ესეც იმის და-
მამტკიცებელი იყო, რომ ცხენებმა თვითონ აიწყვიტეს და აღ-
ვირზე გამობმული მოტეხილი ტოტები ათრიეს.
ახლა საკითხავი იყო, რამდენად შორს წავიდნენ ცხენები.
ღირს კი დავედევნო და მოვაბრუნო? უკვე გათენდა და საშიში
იყო, ვინმეს არ დავენახე. გაიარმა და მისმა მეგობრებმა ალ-
ბათ დიდი ხანია გაიღვიძეს და განგაშიც ატეხეს. უკვე ჯგუფ
ჯგუფად დაძრწიან სანაპიროსა და პლანტაციებს შორის, გზებ-
ზე გვეძებენ. ყოველ წუთს შეიძლება მდევარს გადავეყარო.
ცხენების კვალს ეტყობოდა, რომ სწრაფად გარბოდნენ,
ბალახის საწიწკნად არსად შეჩერებულან. ალბათ პირდაპირ
სანაპიროსკენ გავარდნენ და მერე ქალაქისკენ წავიდნენ. და-
ქირავებულ ცხენებს ქალაქის გზა, ალბათ კარგად ახსოვდათ.
გარდა ამისა, მექსიკური მუსტანგები ხანგრძლივი მოგ-
ზაურობის შემდეგ ხშირად ბრუნდებიან ხოლმე შინ უმხედრე-
ბოდ.
ასე რომ, დადევნება არ ღირდა, ვერც დავეწეოდი და ხი-
ფათსაც გადავეყრებოდი. ისევ ტყეში შევბრუნდი. აზამინას
ხეებს რომ მივუახლოვდი, უფრო ფრთხილად განვაგრძე გზა,
სირცხვილით ვერც კი ვიტყვი, რატომ.
სამარცხვინო გრძნობა დამეუფლა.
უცებ ლაპარაკი შემომესმა.
„ღმერთო ჩემო! დ’ოტვილმა ისევ დამასწრო მოსვლა!“
რამდენიმე წუთს სინდისის ქენჯნას ვერ მოვერიე, მაგრამ
ბოლოს, ქურდივით ფეხაკრეფით განვაგრძე გზა.
დ’ოტვილი და ავრორა მეგობრულად საუბრობდნენ! ერ-
თმანეთის პირისპირ იდგნან და თითქმის ეხებოდნენ ერთმა-
ნეთს სახეებით! ჩუმად, შეყვარებულებივით ლაპარაკობდნენ.
394 მკითხველთა ლიგა
ღმერთო, დიდებულო! უცებ ნავსადგურზე ნანახი წარმომიდგა
თვალწინ. გამახსენდა, რომ იმ ყმაწვილსაც ასეთივე მოსასხა-
მი ეცვა და დ’ოტვილივით ტანმორჩილი იყო. ნამდვილად ის
არის! ესეც შენი საიდუმლო!..
აი, თურმე ვინ უყვარს ავრორას!
უცებ ადგილზე გავშეშდი, ვერც კი აგიწერთ, რა დამემარ-
თა. თითქოს შხამიანი ისარი ჩამერჭო გულში, შიგ ჩამრჩა და
მაწამებდა. ისეთი სისუსტე ვიგრძენი, კინაღამ წავიქეცი.
ავრორამ რაღაც ამოიღო უბიდან და დ’ოტვილს გადასცა.
ალბათ სიყვარულის საწინდარია რამე!.. არა, შევცდი... ის ქა-
ღალდებია, გაიარის თაროდან რომ აიღო. ნეტა, ეს რაღა უნ-
და იყოს? რაღაც საიდუმლოა! მაინც გათქმევინებთ ყველა-
ფერს! იყუჩე, გულო. იყუჩე!
დ’ოტვილმა ქაღალდები გამოართვა, უბეში შეინახა, შე-
მობრუნდა და უცებ დამინახა!
- ა, მესიე, - შესძახა და ჩემკენ გამოემართა, - როგორაა
საქმე? იპოვეთ ცხენები?
თავს ძალა დავატანე და მშვიდად მივუგე:
- მხოლოდ კვალი.
ამ ორ სიტყვაზეც შემატყო, რომ ვღელავდი. შეუძლებელი
იყო, რომ დ’ოტვილს არ შეემჩნია ეს, მაგრამ ვითომც არაფე-
რიო, მკითხა:
- მხოლოდ კვალი. მერე და, საით მიდიოდა კვალი?
- სანაპიროსკენ. ნამდვილად ქალაქში დაბრუნდნენ. ცხე-
ნების იმედს ვეღარ ვიქონიებთ.
- ახლავე უნდა წავიდე ბრინჯერსში?
მისმა კითხვამ გამახარა, მინდოდა, მალე წასულიყო, რომ
მარტო დავრჩენილიყავი ავრორასთან.

395 მკითხველთა ლიგა


- კარგი იქნებოდა, თუ ძალიან ადრე არ არის. თქვენ რო-
გორ ფიქრობთ?
- ო, არა, თანაც ბრინჯერსში საქმე მაქვს.
- ო!
- დარდი ნუ გაქვთ, დროზე მოგაკითხავთ. დარწმუნებული
ვარ, ან ცხენებს ვიშოვი, ან ეტლს. შებინდებიდან ნახევარი
საათი რომ გავა, საურმე გზასთან დაგელოდებით. ნუ გეშინი-
ათ, მესიე! დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ყველაფერი კარ-
გად დამთავრდება. ჩემთვის კი ეჰ! - ეს თქვა და ღრმად
ამოიოხრა.
„რა ხდება? დამცინის? იქნება ჩემი საიდუმლოს გარდა თა-
ვისიც აქვს? ალბათ, იცის, რომ ავრორას ის უყვარს! ნუთუ
ისეა დარწმუნებული ავრორას ერთგულებაში, რომ არ ეშინია
და ჩემთან მარტო ტოვებს, როგორც ლომი თავის
მსხვერპლს, ისე მეთამაშება. იქნებ ორივენი მასხრად მიგდე-
ბენ?“
ამ ფიქრებში ვიყავი გართული და ამიტომ ვეღარაფერი
ვთქვი. ისღა ჩავიბურტყუნე, იმედს არა ვკარგავ მეთქი. რაღაც
მიზეზის გამო ეჩქარებოდა წასვლა. მე და ავრორას გამოგ-
ვემშვიდობა თუ არა, უცებ შებრუნდა და მსუბუქი, სწრაფი ნა-
ბიჯით გაგვშორდა.
თვალი გავაყოლე, სანამ ხეებში არ გაუჩინარდა და მერე
თავისუფლად ამოვისუნთქე. მიუხედავად იმისა, რომ დ’ოტვი-
ლის დახმარება გვჭირდებოდა და მისი დაბრუნება აუცილე-
ბელი იყო ჩვენთვის, მაინც ვინატრე, ნეტა აღარასდროს გა-
მოჩნდეს მეთქი.

396 მკითხველთა ლიგა


თავი LXIX
შეყვარებულის საყვედურები

ახლა კი გამოვკითხავ ავრორას! ახლა კი მივუშვებ თავის


ნებაზე ჩემს მტანჯველ ეჭვს, გულს მოვიოხებ საყვედურებით,
ბრალს დავდებ და შურისძიებით დავტკბები.
ვეღარ ვფარავდი ფორიაქს, ახლავე მინდოდა მეთქვა ყვე-
ლაფერი.
სანამ დ’ოტვილი არ წავიდა, განგებ არ მოვბრუნებულვარ
ავრორასკენ. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა და ვცდილობდი, და-
მეოკებინა, დავმშვიდებულიყავი და გულგრილი ვჩვენებოდი.
მაგრამ ამაოდ! ავრორას არაფერი გამოჰპარვია, ქალები
ასეთ რამეს გუმანით გრძნობენ.
ახლაც ასე მოხდა. ავრორა ყველაფერს მიხვდა და ამჯე-
რად თავი აღარ შეუკავებია. გზა გაუხსნა თავის გრძნობებს.
შემოვბრუნდი თუ არა ჩემი განზრახვის შესასრულებლად,
მაშინვე შემომაჭდო ხელები კისერზე, ნაზად ჩამეხუტა, მერე
თავი ასწია და თვალი თვალში გამიყარა, დიდი, ელვარე თვა-
ლებით ნაზად მომჩერებოდა, თითქოს რაღაცას მეკითხებო-
და.
ალბათ, ამ მზერას უნდა დავეკმაყოფილებინე; მხოლოდ
შეყვარებულ ქალს შეუძლია ასე შემოგხედოს.
მაგრამ ჩემთვის ეს არ იყო საკმარისი და წავიბურტყუნე:
- ავრორა, არ გიყვარვარ!
- ოჰ, რად ხარ ასეთი სასტიკი! ღმერთია მოწამე, უსაზ-
ღვროდ მიყვარხარ!
397 მკითხველთა ლიგა
მაგრამ არც ამან გამიფანტა ეჭვები. მიზეზი ნამდვილად
მქონდა, ეჭვმაც ძალიან დამრია ხელი და უბრალოდ დარწმუ-
ნება არ მიშველიდა. ან უნდა დაემტკიცებინა, რომ ნამდვი-
ლად ვუყვარდი, ან გულახდილად გამომტყდარიყო, რომ მისი
გული სხვას ეკუთვნოდა.
რომ დავიწყე ამაზე ლაპარაკი, მერე ვეღარ გავჩუმდი, ყვე-
ლაფერი ვუთხარი: ნავსადგურში ნანახი, მერე როგორ იქ-
ცეოდა დ’ოტვილი, წუხელის რაც შევნიშნე და ბოლოს, ისიც
ვუთხარი, რაც ახლახან დავინახე. არაფერი გამომრჩენია,
მაგრამ საყვედური არ მითქვამს ავრორასთვის, ამისთვის
დრო ბევრი მრჩებოდა. ჯერ მისი პასუხის მოსმენა მინდოდა.
ავრორა ტირილით გამომიტყდა, დ’ოტვილს ადრეც ვიც-
ნობდიო. რაღაც საიდუმლო იყო მათ ურთიერთობაში, მაგრამ
მითხრა, გემუდარები, ახლა ნურაფერს მკითხავ, ცოტა მოით-
მინე, ეს ჩემი საიდუმლო არ არის და მალე ყველაფერს გაიგე-
ბო, ცოტა ხანში ყველაფერი ნათელი გახდებაო.
ო, რა სიხარულით ვუსმენდი ამ დამამშვიდებელ სიტყვებს!
ეჭვი გაქრა. განა შემეძლო, არ დამეჯერებინა ამ დიდრონი,
ცრემლებით სავსე, სიყვარულით აციმციმებული თვალების-
თვის?
ბოლოს დავნებდი. ნაზად ჩავიხუტე გულში ჩემი საცოლე
და მხურვალე კოცნით განვამტკიცეთ ჩვენი სიყვარულის ფი-
ცი.
კიდევ დიდხანს დავრჩებოდით, მაგრამ სიფრთხილემ
გვაიძულა, წავსულიყავით. იქ გაჩერება საფრთხეში ჩაგვაგ-
დებდა. ორასი იარდის მოშორებით უკვე ღობე იყო. ღობე
გაიარის პლანტაციას ტყისგან ყოფდა; მოშორებით მინდორ-
ში მდგარი გაიარის სახლიც კი მოჩანდა. მართალია, აზამი-
ნას დაბურული ხეები გვფარავდნენ, მაგრამ თუ მდევარი დაგ-
398 მკითხველთა ლიგა
ვედევნებოდა, პირველად ამ ადგილს გაჩხრეკდნენ. ამიტომ
სხვა საფარი უნდა მოგვეძებნა, სადმე, ტყის სიღრმეში.
გამახსენდა ყვავილებით მოფენილი მინდორი, სადაც
გველმა მიკბინა. მინდორს გარშემო ხშირი, დაბურული ბუჩ-
ქნარი ერტყა, მიყრუებული ადგილი იყო, იქ დავიმალებოდით
და მახვილი თვალიც ვერ დაგვინახავდა. იმ წუთში მხოლოდ
ამ საფარზე ვფიქრობდი. აზრადაც არ მომსვლია, რომ მდევა-
რი დაბურულ ტყეში, ლერწმის გაუვალ შამბშიც მოახერხებდა
შემოღწევას, და გადავწყვიტე, იქ დავმალულიყავით.
აზამინას უღრანი, სადაც ღამე გავათიეთ, გაიარის პლან-
ტაციის სამხრეთ აღმოსავლეთი ნაწილის ახლოს მდებარეობ-
და. მინდვრამდე რომ მიგვეღწია, ერთი მილი, ან იქნებ მეტიც
უნდა გაგვევლო ჩრდილოეთისკენ. პირდაპირ რომ გადაგვეჭ-
რა ტყე და ისე გვევლო, ალბათ მართლა აგვერეოდა გზა და
ვერ ვიპოვიდით თავშესაფარს. გარდა ამისა, საითაც უნდა
წავსულიყავი, ტყე ჭაობებისა და ნაკადულების ლაბირინთით
იყო დაღარული და ეს უარესად დაგვაბნევდა.
ამიტომ გადავწყვიტე, პლანტაციის გასწვრივ მევლო, სა-
ნამ იმ ბილიკამდე არ მივაღწევდით, რომელმაც ერთხელ
მინდორზე მიმიყვანა. ახლა გამახსენდა ამ ბილიკის არსებო-
ბა. რა თქმა უნდა, სანამ პლანტაციის ჩრდილო ნაწილს მი-
ვაღწევდით, დიდი საფრთხე გველოდა, მაგრამ შეგვეძლო,
ღობის მოშორებით გვევლო და რამდენადაც შესაძლებელი
იყო, ხშირი ბუჩქნარიდან არ გამოვსულიყავით. ჩვენს ბედზე,
ტყის პირს, ღობის პარალელურად ჩრდილოეთის მიმართუ-
ლებით, „პალმეტოს“ ზოლი გასდევდა ყოველწლიური წყალ-
დიდობის საზღვარი. ამ უცნაური მცენარის ფართო, მარაოსე-
ბური ფოთლები კარგი საფარი იყო და „პალმეტოს“ ამოფა-
რებული კაცი ისე გაივლიდა, შორიდან ვერავინ დაინახავდა.
399 მკითხველთა ლიგა
მის დაცხრილულ ჩრდილს სიხშირეს მატებდა მაღალღე-
როიანი ტუხტისა და სხვა ბალბისებრთა ყვავილები, რომლე-
ბიც იქვე უხვად ყვაოდა.
ფრთხილად გავიარეთ ბუჩქნარი და მალე იმ ადგილს გა-
ვუსწორდით, სადაც მანამდე ღობეზე გადავძვერით. აქ ტყე
უფრო ახლოს იყო გაიარის სახლთან. როგორც უკვე ვთქვი,
გაიარის სახლისგან მხოლოდ ერთი მილის სიგანის მინდორი
გვყოფდა, მაგრამ მინდორი სწორი იყო და ღობესთან რომ
მიხვიდოდი, სახლი კარგად მოჩანდა.
არ ვაპირებდი ჩემი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილე-
ბას და მაშინვე ბილიკს დავადექი, მაგრამ უცებ ისეთი ხმა შე-
მომესმა, სისხლი გამეყინა ძარღვებში.
ავრორა მკლავში მწვდა და დაფეთებული თვალები შემო-
მანათა.
ვანიშნე, ჩუმად იყავი მეთქი, მერე დავიხარე, ყური მიწას
მივუახლოვე და მივაყურადე. მალე ისევ გავიგონე ის ხმა. ჩე-
მი პირველი ვარაუდი მართალი გამოდგა, ძაღლები ყეფდნენ!
არ შევმცდარვარ. საკმაოდ გამოცდილი მონადირე ვიყავი და
მაშინვე ვიცანი გრძელყურა მეძებრის გაბმული, ყრუ ყეფა,
თუმცა ფუტკრის ზუზუნზე უფრო ხმამაღლა არ ისმოდა შორი-
დან. კარგად ვიცოდი, ავის მომასწავებელი იყო ეს ხმა!

400 მკითხველთა ლიგა


თავი LXX
მდევარი

ღმერთო დიდებულო! ძაღლებს მოგვისევენ! ვერ გავარ-


კვიე, უკვე მოგვდევდნენ, თუ ჯერ მხოლოდ აპირებდნენ და-
დევნებას, და სანამ ნამდვილად არ გავიგონებდი, არ შემეძ-
ლო იქიდან წასვლა.
ავრორა პალმეტოს ბუჩქებში დავტოვე და ღობესთან მი-
ვირბინე, სადაც ტყე თავდებოდა. მერე ხის ტოტს ვწვდი, ავი-
წიე და შაქრის ლერწმის ზემოდან გაიარის სახლს გადავხედე.
მთელი სახლი მზის სხივებით იყო განათებული და კარგად
მოჩანდა.
ერთი შეხედვითაც მივხვდი, რომ არ შევმცდარვარ. შორი
კი იყო, მაგრამ მაინც დავინახე გაიარის სახლთან შეგროვი-
ლი ხალხი, ზოგი ცხენზე იჯდა. მათი თავები ლერწმის ღერო-
ებს ზემოთ მოჩანდა. დროდადრო ძაღლების ყეფა მესმოდა
და მივხვდი, რომ მთელი ხროვა გამოეყვანათ, იფიქრებდი,
ირმებზე სანადიროდ ემზადებიანო.
ერთი წუთი ვუყურე და მივხვდი, მდევარი უკვე ცხენებზე
იჯდა და სადაც არის, დაიძვრებოდა.
გულაძგერებულმა ისევ აკანკალებულ ავრორასთან მი-
ვირბინე. იგი ბუჩქებში მელოდა.
ახსნა არც კი დამჭირვებია, ჩემს თვალებში ამოიკითხა,
რაც დავინახე. თვითონ აქ იყო დაბადებული და კარგად იცო-
და აქაური ადათ წესები. იცოდა, რომ ძაღლებით ირემზე, მე-
ლაზე და ავაზაზე ნადირობდნენ, მაგრამ ისიც კარგად იცოდა
401 მკითხველთა ლიგა
ბევრ პლანტატორს მეძებარი ძაღლები ადამიანზე სანადი-
როდ ჰყავდა საგანგებოდ დაგეშილი!
ნაკლებად მიხვედრილი ქალი რომ ყოფილიყო, შევეცდე-
ბოდი, როგორმე არ გამემხილა, რაც დავინახე, მაგრამ ავ-
რორა მაშინვე მიხვდა ყველაფერს.
პირველად სასოწარკვეთილებამ მოგვიცვა ორივენი. სულ
გადავიწყვიტეთ იმედი. სადაც არ უნდა დავმალულიყავით,
ადამიანის საძებნელად დაგეშილი ძაღლი ყველგან მოგვაგ-
ნებდა. ჭაობებში და დაბურულ ბუჩქნარში დამალვას აზრი
აღარ ჰქონდა, ვერც მაღალი ხე და ვერც ხშირი ბუჩქნარი ვე-
ღარ დაგვიცავდა ასეთი მდევრისგან.
ისე რომ, პირველ წუთებში სრული უიმედობა დაგვეუფლა
და უნებურად ვიფიქრეთ, აქვე დავრჩებით და დავნებდებითო.
იქნებ სიკვდილი არც გველოდა, თუმცა ვიცოდი, თუ ჩამიგ-
დებდნენ ხელში, ყველაფერი მოსალოდნელი იყო.
ვიცოდი, როგორ ექცეოდნენ აქ აბოლიციონისტებს მაშინ
ისინი ჭირივით სძულდათ. ასეთ ხალხს „ფანატიკოსებს“ ეძახ-
დნენ და გაგონილი მქონდა, როგორ მხეცურად უსწორდე-
ბოდნენ მათ თავგამოდებული მონათმფლობელები. დარწმუ-
ნებული ვიყავი, მეც ფანატიკოსად ჩამთვლიდნენ, ის კი არა-
და, „მონის ქურდად“ მომნათლავდნენ, რაც ყველაზე უარესი
იყო. ასე იყო თუ ისე, სასტიკი სასჯელი მელოდა.
მაგრამ ჩემი დასჯის ისე არ მეშინოდა, როგორც იმისა,
რომ, თუ დაიჭერდნენ, ავრორა ისევ გაიარს ჩაუვარდებოდა
ხელში.
რამდენიმე წუთს ვიდექი და ვფიქრობდი, როგორ მოვიქცე
მეთქი. უცებ ერთმა აზრმა გამიელვა თავში და სასოწარკვე-
თას გადამარჩინა გაბრიელი გამახსენდა, გაქცეული ზანგი.

402 მკითხველთა ლიგა


არ გეგონოთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არ გამ-
ხსენებია. რაც ტყეს შევაფარე თავი, ხშირად ვფიქრობდი გაბ-
რიელსა და მის ფუღუროზე. თავიდანვე იქ წავიდოდი, მაგრამ
შორს იყო და ეს მაჩერებდა. მზის ჩასვლის შემდეგ ხომ სანა-
პიროზე უნდა ჩავსულიყავით და ამიტომ მინდორი ვარჩიეთ
სამალავად, ის უფრო ახლოს იყო.
როცა გავიგე, ძაღლებით გვიპირებდნენ დადევნებას, ისევ
გამახსენდა ბამბარა ზანგის სამალავი, მაგრამ მაშინვე უკუ-
ვაგდე ეს აზრი, იმიტომ რომ, ძაღლები ყველგან მოგვაგნებ-
დნენ და გაბრიელსაც საფრთხეში ჩავაგდებდით.
ამ ფიქრებმა უცებ გამიელვა და მაშინვე ვერ მოვისაზრე,
რომ ძაღლები წყალში ვეღარ აიღებდნენ კვალს. როცა ვფიქ-
რობდი, კვალი როგორ დავაკარგვინო მდევარს მეთქი, გაბ-
რიელი და მისი ნაძვის ფისი გავიხსენე და სწორედ მაშინ მო-
მაგონდა წყალი.
ამან ცოტა დამაიმედა. ახლაღა დავაფასე ზანგის საზ-
რიანობა, რა კარგად ამოირჩია თავშესაფარი, ნამდვილად
ვერ მიაგნებდნენ წყეული ძაღლები. როგორც კი ეს ვიფიქრე,
მაშინვე გადავწყვიტე, გაბრიელთან უნდა გავიქცე მეთქი.
დარწმუნებული ვიყავი, გზას კარგად გავიგნებდი. გველმა
რომ მიკბინა, მაშინ ძალიან ვცდილობდი დამემახსოვრებინა.
რაღაც ბუნდოვანი აზრები მიტრიალებდა თავში, გაურკვევე-
ლი წინათგრძნობა მქონდა, რომ კიდევ დამჭირდებოდა ის
თავშესაფარი. მაგრამ მერე სხვა ამბები გადამხდა თავს, თა-
ნაც მე და ავრორა ხომ ქალაქში ვაპირებდით გაქცევას და
გაბრიელი სულ გადამავიწყდა. ყოველ შემთხვევაში, ბამბა-
რას რომ მივყავდი, ის გზა კარგად მახსოვდა და ადვილად ვი-
პოვიდი, თუმცა ტყეში არც გზა იყო, არც ბილიკი, მხოლოდ
საქონლისა და ნადირის ნატერფალები ჩანდა.
403 მკითხველთა ლიგა
დარწმუნებული ვიყავი, გზა კარგად ვიცოდი, გაბრიელმა
რომ სანიშნეები და ხეზე გაკეთებული ნაჭდევები მაჩვენა,
ისიც კარგად დამამახსოვრდა. ვიცოდი, სად ეგდო წაქცეული
ხე, რომელსაც ზანგი ხიდად იყენებდა, მახსოვდა, სად გადა-
მატარა გაბრიელმა ცხენისთვის გაუვალ ჭაობზე, მერე ლერ-
წმიანზე გავიარეთ, კვიპაროსების ვეებერთელა ხეებს და ფეს-
ვებს შორის ვიარეთ და ქვემოთ, წყალთან ჩავედით. ისიც მახ-
სოვდა, სად ეგდო ტბაზე გაწოლილი ვეებერთელა, გაფარჩხუ-
ლი, ტოტებზე ხავსმოდებული ხე პატარა ნავის იდუმალი ნავ-
საყუდელი და დარწმუნებული ვიყავი, მივაგნებდი.
არც ის დამვიწყებია, რა ნიშანი უნდა მიმეცა გაბრიელის-
თვის, თუ მასთან დავბრუნდებოდი. რაღაც უცნაური სტვენა
მასწავლა და ისიც მითხრა, რამდენჯერ უნდა დამესტვინა.
დრო არ დამიკარგავს, ეს ყველაფერი გზად მოვიფიქრე.
როგორც კი ტბა გამახსენდა, მაშინვე გადავწყვიტე, იქ წავსუ-
ლიყავი, ავრორა გავამხნევე და გზას გავუდექით.

404 მკითხველთა ლიგა


თავი LXXI
ნიშანი

გეგმა კი შევცვალეთ, მაგრამ ისევ ძველ გზას ვადექით.


ტბასთან რომ მივსულიყავით, მაინც ის მინდორი უნდა გაგ-
ვევლო და გადავწყვიტეთ, ღამე იქ გაგვეტარებინა, ეს იყო
უმოკლესი გზა ზანგის თავშესაფრისკენ.
იმ ღამეს სწორედ გაიარის პლანტაციის ჩრდილო აღმო-
სავლეთ კიდესთან გამომიყვანა გაბრიელმა. ჩვენ სწორედ იქ
ვიმყოფებოდით, სადაც ბილიკი ტყეში შედიოდა. ამბრის ხეზე
ნაჭდევი იყო და მიმართულებას მიჩვენებდა. საჩქაროდ გადა-
ვუხვიე ბუჩქნარიდან უღრან ტყეში, რადგანაც, როცა გადა-
სახვევთან მივედით, ძაღლების გაბმული ყეფა შემოგვესმა;
მივაყურე და მივხვდი, რომ უკვე ლერწმის ყანაში იყვნენ და
ჩვენს გუშინდელ კვალს მოსდევდნენ.
რამდენიმე ასეული იარდი განაკაფში უნდა გვევლო, კუნ-
ძებზე შევატყეთ, ხის მჭრელებს კარგად ემუშავათ. ამ ადგილ-
ზე პლანტაციისათვის შეშას იმარაგებდნენ ხოლმე და განაკა-
ფის აქეთ იქით შეშის თაკრები ეწყო. სწრაფი ნაბიჯით მივ-
დიოდით, შიშით გვაკანკალებდა, სულ ის გვიტრიალებდა
თავში, ვაითუ, ხის მჭრელებს ან მეურმეებს გადავეყაროთ.
ვინმე რომ შეგვხვედროდა, დიდი უბედურება იქნებოდა ჩვენ-
თვის, ვინც არ უნდა ყოფილიყო, აუცილებლად მიასწავლიდა
ჩვენს გზას მდევარს.
მაშინ რომ მშვიდად შემძლებოდა აზროვნება, ასეთი ფიქ-
რებით მაინც აღარ შევიწუხებდი თავს, რადგან თუ ძაღლები
405 მკითხველთა ლიგა
მოაგნებდნენ ჩვენს კვალს, გზის ჩვენება არ დასჭირდებო-
დათ. მაგრამ ისე მეჩქარებოდა, ეს აღარ მიფიქრია და მხო-
ლოდ მაშინ ამოვისუნთქე თავისუფლად, როცა განაკაფი გა-
თავდა და გაუვალ ტყეს შევაფარეთ თავი.
ახლა ყველაფერი ჩვენს სისწრაფეზე იყო დამოკიდებული.
უნდა მოგვესწრო ტბამდე მისვლა, ზანგი გამოგვეძახა და გა-
ვუჩინარებულიყავით, სანამ ძაღლები იმ ადგილამდე მოაღ-
წევდნენ. თუ მოვასწარით, იმედი მაინც გვექნება გადარჩენი-
სა. რა თქმა უნდა, ძაღლები იმ ადგილამდე მოიყვანდნენ მდე-
ვარს, სადაც ჩვენ ნავში უნდა ჩავმსხდარიყავით წაქცეულ ხეს-
თან მაგრამ მერე კვალს დაკარგავდნენ და ალალბედზე დაგ-
ვიწყებდნენ ძებნას. ეს ტყის პირქუში ტბა ნამდვილი ლაბი-
რინთია ძალიან პატარა კი იყო, მაგრამ იმ ადგილიდან, სა-
დაც ნავში უნდა ჩავმსხდარიყავით, არც ტბის ზედაპირი მო-
ჩანდა მთლიანად და არც ტბის შუაგულში მდგარი, კუნძულის
მსგავსი ხე; გარდა ამისა, ტყის დიდი ნაწილი დატბორილი
იყო. ჩემი მდევარი დარწმუნებულიც რომ იყოს, როგორ ვუშ-
ველეთ თავს, კარგა ხანს იყოყმანებს, სანამ გაბედავს ამ ჯუნ-
გლებში დაგვედევნოს; მით უმეტეს, რომ წელიწადის ის დრო
იდგა, როცა გაფოთლილი ხეები სინათლეს არ უშვებენ და
დაბურულ ტყეში მუდამ ბინდბუნდია.
მაგრამ იქნებ ვერც მოისაზრონ, რომ აქ ვიმალებით. წაქ-
ცეულ ხეზე, რომლის ტოტებქვეშ ნავი იყო დამალული, არც
კვალი დააჩნდებოდა და არც სხვა ნიშანი. ან კი, როგორ
იფიქრებდნენ, რომ ამ გუბეში, რომელიც არც მდინარესთან
იყო დაკავშირებული, არც მდინარის რომელიმე დაჭაობე-
ბულ ყურესთან, ნავი იქნებოდა დამალული. ყოველნაირად
ვცდილობდი, ამ დაბურულ ტყეში რაიმე ადვილად შესამჩნევი
კვალი არ დაგვეტოვებინა.
406 მკითხველთა ლიგა
მდევარი იფიქრებდა, ძაღლებმა დათვის, პუმის ან ჭაობის
ფოცხვერის კვალს მიაგნესო ეს ცხოველები ცურვით შველიან
ხოლმე თავს, როცა მტერი მოსდევთ. აი, ამ ფიქრებით ვიმ-
შვიდებდი გულს, როცა სწრაფი ნაბიჯით მივიკვლევდი გზას.
სულ იმაზე ვფიქრობდი, გვიპასუხებს თუ არა გაბრიელი,
ნიშანს რომ მივცემთ მეთქი და საშინლად ვიტანჯებოდი. მა-
შინვე გაიგონებს თუ არა? მოგვისწრებს დროზე თუ არა?
ნეტა რა დრო დასჭირდება ჩვენს მდევარს აქ მოსაღწევად?
ამაზე ფიქრისაც კი მეშინოდა, ჯერ ერთი, ცხენებზე ისხდნენ
და ჩვენზე სწრაფად ივლიდნენ, მეორეც, ძაღლები ისე სწრა-
ფად მიჰყვებიან ხოლმე კვალს, რომ ცხენებსაც ააჩქარებ-
დნენ.
ერთი რამის იმედიღა მქონდა. ვთქვათ, ჩვენი ღამისთევის
ადგილს ადვილად მიაგნეს ამას დაგროვილი აზამინას ფოთ-
ლები მიახვედრებთ, მაგრამ განა მაშინვე დაადგებიან ჩვენს
კვალს? ცხენებს რომ ვეძებდით, სხვადასხვა მიმართულებით
ვიხეტიალეთ და ჩვენი ნაფეხურებით იყო სავსე იქაურობა. მე
ხომ საურმე გზაზე დავბრუნდი მაშინ და კარგა დიდი მანძილი
გავიარე. ეს ცოტა ხნით მაინც დააბნევს მდევარს, მერე კიდევ,
დ’ოტვილი, საფარიდან რომ გამოვიდა, სულ სხვა მიმართუ-
ლებით წავიდა და სულაც იქნებ მის კვალს გაჰყვნენ. ნეტა,
მართლა ასე მოხდეს, აი, ეს ფიქრები მიტრიალებდა თავში,
როცა სწრაფად მივიწევდი წინ. ისიც გავიფიქრე, ძაღლებს
კვალი უნდა ავუბნიოთ მეთქი; გამახსენდა, გაბრიელმა სკი-
პიდრის ხის ყლორტები რომ მოიშველია ამისთვის, მაგრამ
გზაში არც ერთი სკიპიდრის ფიჭვი არ შეგვხვედრია და ძებნას
კი ვერ დავუწყებდი, დროს დაკარგვისა მეშინოდა. გარდა
ამისა, მაინცდამაინც არა მჯეროდა ამისა, თუმცა გაბრიელი
მარწმუნებდა, რა დაგეშილი ძაღლიც უნდა იყოს, მაინც მოტ-
407 მკითხველთა ლიგა
ყუვდებაო; წითელი ხახვიც სპობს ყოველგვარ სუნსო, ესეც
მითხრა, მაგრამ წითელი ხახვი იმ ტყეებში არ ხარობდა.
რაც შემეძლო, ვფრთხილობდი. ახალგაზრდობის მიუხე-
დავად, გამოცდილი მონადირე ვიყავი და ირმისა და სხვა ნა-
დირის კვალის გამოცნობაში კარგად გავიწაფე ჩემს მშობლი-
ურ მთებში ნადირობისას. ცხრა თვე იყო, რაც უცხო ქვეყანაში
ჩამოვედი, მაგრამ აქაც სულ ქალაქში კი არ მიცხოვრია, ამე-
რიკის ტყეების საიდუმლოებებშიც, ასე თუ ისე, კარგად ვერ-
კვეოდი. ამიტომ თავქუდმოგლეჯილი კი არ გავრბოდი წინ,
ვფიქრობდი, ვფრთხილობდი, სადაც შესაძლებელი იყო,
ვცდილობდი გზა ამებნია მდევრისათვის.
ერთ ადგილას ლერწმითა და „ჭაობის ხით“ დაფარული
ჭანჭრობის ზოლი უნდა გადაგველახა. დამდგარი წყალი მუხ-
ლებამდე გვწვდებოდა და ადვილი გადასალახი იყო. ადრეც
გადამივლია ეს ადგილი და კარგად ვიცნობდი ამ ჭაობს. მე
და ავრორამ ხელი ხელს ჩავკიდეთ და გაღმა გავედით; ნა-
პირზე გასვლისას ტალახზე კვალი რომ არ დაგვეტოვებინა,
წინასწარ მოვძებნეთ მშრალი ადგილი და იქ ამოვედით
ჭაობიდან. რომ მცოდნოდა, გამოცდილი „მონადირეები“
მოგვდევდნენ, იქნებ არც გამომეჩინა ეს სიფრთხილე. ვიფიქ-
რე, გაიარმა და მისმა მეგობრებმა ნაჩქარევად შეყარეს
პლანტატორები და სოფლელები, გამოუცდელი ხალხი იქნე-
ბა და ჩემი პატარა ეშმაკობა შეცდომაში შეიყვანს მეთქი.
რომ მცოდნოდა, მდევარს სათავეში ის კაცი ედგა, ვინც
თავის პროფესიად ზანგებზე ნადირობა გაიხადა გაბრიელმა
მიამბო ეს მთელ შტატში სახელგანთქმული მდევარი, თავს
აღარ შევიწუხებდი და დროსაც მოვიგებდი. საუბედუროდ, არ
ვიცოდი, რომ ეს გარეწარი და მისი დაგეშილი ძაღლები მოგ-
ვდევდნენ და ამიტომ შევეცადე, გზა ამებნია მდევრისათვის.
408 მკითხველთა ლიგა
ერთი სიტყვით, ჭაობის შემდეგ დიდი ყურე გადავლახეთ,
წყალზე გაწოლილ ხეზე გავედით. ო! ნეტა შემძლებოდა ის ხი-
დი მომესპო! იმის იმედიღა მქონდა, რომ ხეზე ძაღლების მე-
ტი ვერავინ გამოვიდოდა, ყველანი ცხენებზე ისხდნენ და სა-
ნამ ფონს იპოვიდნენ, ცოტა ხანს მაინც შეყოვნდებოდნენ.
ბოლოს, მინდორზე გავედით, მაგრამ არც კი შევჩერებულ-
ვართ, არც ნაირფერი ყვავილები დაგვინახავს, არც მათი
სურნელი გვიგრძნია. ერთხელ ვინატრე, ნეტა ავრორასთან
ერთად მომიყვანა მეთქი ამ სამოთხეში. ახლა სწორედ
შუაგულ მინდორში ვიყავით, მაგრამ ამის თავი სადღა გვქონ-
და! საშინელი ფიქრები მიტრიალებდა, როცა ყვავილებით
მოპენტილ და მზით გაკაშკაშებულ მინდორში გავრბოდით,
ისევ დაბურული ტყისთვის რომ შეგვეფარებინა თავი.
ბილიკი კარგად მახსოვდა და შეუფერხებლად მივ-
დიოდით. დროდადრო მაინც ვჩერდებოდით ხოლმე. მივაყუ-
რებდი, მდევარი ხომ არ მოგვიახლოვდა მეთქი. თან ავრო-
რას ვასვენებდი: დიდი დაძაბულობისა და ჩქარი სიარულისა-
გან მძიმედ სუნთქავდა, მაგრამ თვალები ვაჟკაცურად უელავ-
და და ღიმილით მამხნევებდა.
ბოლოს, როგორც იქნა, კვიპაროსებით გარშემორტყმულ
ტბას მივაღწიეთ, უზარმაზარ ხეებს შორის გავიკვლიეთ გზა
და წაქცეულ ხესთან მივედით, ზედ ავძვერით და კვიპაროსის
ხავსმოდებულ ტოტებში ჩავიმალეთ.
გზად ლერწმის ხშირი ამონაყარი იყო. ერთი ღერი მოვჭე-
რი და დუდუკი გავაკეთე, როგორც გაბრიელმა მასწავლა.
ასეთი დუდუკის ხმა შორს, ტბის შორეულ კუთხეშიც კარგად
ისმოდა.
ტოტს მაგრად ჩავებღაუჭე, ზედ წყლის ზედაპირთან დავი-
ხარე და დუდუკში ჩავბერე: ნიშანი მივეცით გაბრიელს.
409 მკითხველთა ლიგა
თავი LXXII
მეძებრები

დუდუკის ყურისწამღებმა ხმამ ტბას გადაურბინა და ტყის


ყველაზე მივარდნილ კუნჭულსაც მიაღწია. ამ უჩვეულო ხმამ
ტბის ველური ბინადარი ააფორიაქა. ყველა თავისებურად ყი-
ყინებდა და კიოდა. ერთხმად ისმოდა წეროებისა და ყანჩების
ყივილი, ბუს ჩახლეჩილი კივილი, და ამაზე უფრო ჩახრინწუ-
ლი ხივილი ვარხვისა; მაგრამ თევზისჭამიასა და თეთრთა-
ვიანი ყურბის ყურისწამღები ხმა ყველაფერს ფარავდა, გეგო-
ნებოდა, ხერხავენ რამესო.
ალიაქოთი დიდხანს გაგრძელდა და ვიფიქრე, თუ მეორედ
დამჭირდა დუდუკით ნიშნის მიცემა, ამ ხმაურში გაბრიელი
მაინც ვერ გაიგონებს მეთქი.
ხის ტოტებში ჩამალული შედეგს ველოდით. ხმა არ ამოგ-
ვიღია. ხიფათის შიშით შეპყრობილები ისეთ დღეში ვიყავით,
სხვას ვეღარაფერს ვგრძნობდით. მხოლოდ დროდადრო იმე-
დიან სიტყვას წავჩურჩულებდით ერთმანეთს. ეს იყო და ეს.
გაფაციცებული გავყურებდით წყალს. იქიდან ველოდით
შველას, ნაპირს შიშით გავცქეროდით. მოუთმენლად ველო-
დით ნიჩბის დგაფუნს. არასოდეს დამავიწყდება ის გულისგა-
მაწვრილებელი მოლოდინის წუთები.
ყველაფერი, რასაც მაშინ ვფიქრობდი, ყოველი წვრილმა-
ნი ისე მიდგება ახლაც თვალწინ, თითქოს გუშინ მომხდარი-
ყოს.

410 მკითხველთა ლიგა


მახსოვს, ერთი ორჯერ მოგვეჩვენა, თითქოს ხეების
ჩრდილში ტბის წყალი აციმციმდა; მაშინვე გული იმედით აგ-
ვევსო. ვიფიქრეთ, კანოე მოცურავსო.
მაგრამ მალე გაგვიცრუვდა იმედი. თურმე დიდი ალიგა-
ტორი იყო, მისი საზიზღარი, თითქმის კანოეს სიგრძის ტანი
სწრაფად მიარღვევდა წყალს.
მახსოვს, მაშინ გავიფიქრე, იქნებ ზანგი არც არის მეთქი
თავის თავშესაფარში, იქნებ ტყეშია... მაგრამ მაშინ კანოე
ხესთან იქნებოდა დამალული!.. თუმცა იქნებ ტბაზე სხვა ად-
გილზეც აქვს ნავის სამალავი?! ჩემთვის ეს არ უთქვამს, მაგ-
რამ ხომ შეიძლებოდა, ასე ყოფილიყო! ეს რომ გავიფიქრე,
უფრო ავფორიაქდი.
უცებ ახალი აზრი გამიჩნდა, უფრო საშინელი, მაგრამ უფ-
რო შესაძლებელიც იქნებ გაბრიელს სძინავს მეთქი, ვიფიქ-
რე. ეს უფრო შესაძლებელი იმიტომ იყო, რომ ზანგს დღე ღა-
მედ ჰქონდა გადაქცეული და ღამე დღედ; ღამით გამოდიოდა
საფარიდან, ტყეში დაბორიალებდა, ნადირობდა, დღისით კი
ფუღუროში ეძინა.
„ღმერთო ჩემო, ნუთუ სძინავს და ჩემი ნიშანი ვერ გაიგო-
ნა!“ ამის გაფიქრებაზე ელდა მეცა.
წესით, უნდა გამემეორებინა ნიშანი, ხელახლა ჩამესტვინა
დუდუკში, მაგრამ ვიცოდი, თუ ეძინა, მაინც ვერაფერს გაიგო-
ნებდა. ზანგებს საზამთროდ დაბუნაგებული დათვებივით სძი-
ნავთ, თოფის გასროლის ხმა ან ორთქმავლის კივილი თუ გა-
აღვიძებთ, მეტი ვერაფერი და აბა, ჩემი დუდუკი რას გახდე-
ბოდა. მით უმეტეს, რომ ფრინველების კონცერტი ჯერ არ შემ-
წყდარიყო.
- რომ გაიგონოს კიდეც, ვუთხარი ავრორას, მაინც ვერ გა-
მოარჩევს ამ ჟრიამულში... ღმერთო ჩემო! - ბოლო სიტყვები
411 მკითხველთა ლიგა
უნებურად წამომცდა, სათქმელი ვერც კი დავამთავრე, ფრინ-
ველების ქოთქოთში საშინელი ხმა გავარჩიე და მაშინვე ვი-
ცანი ძაღლების გაბმული ყეფა!
სწრაფად დავიხარე და მივაყურადე. აი, ისევ! ნამდვილად
არ შემეშლებოდა, მონადირის სმენა მქონდა: შურისძიებასა-
ვით ჩამესმა, სიკვდილის მომასწავებელ ხმას ჰგავდა.
მაშინვე გადავიფიქრე მეორე ნიშნის მიცემა, ახლა რომც
გაეგო გაბრიელს, უკვე გვიანი იყო. როგორც უვარგისი სათა-
მაშო, ისე მოვისროლე ლერწმის დუდუკი. ავრორა ჩემ უკან
დავაყენე. მერე წამოვდექი, წელში გავიმართე და ნაპირისკენ
მივბრუნდი. ისევ გაისმა ყეფა, თან იმდენად ახლოს, უნებუ-
რად დავიხარე, ძაღლი მინდოდა დამენახა.
დიდხანს არ დამჭირვებია ცდა. ასი იარდის მოშორებით
ლერწმიანი იყო, უცებ ლერწმის ღეროები შეირხა და ფუტურო
ღერების ტკაცატკუცი გაისმა, ეტყობა, რომელიღაც ცოცხალი
არსება იკვლევდა გზას ლერწმიანში და ღერებს თელავდა.
ბოლოს, ლერწმიანი ძალიან აღელდა, განაპირა ღერები
გადაიწ გადმოიწია და რასაც ველოდი, ის დავინახე ჭრელი
ძაღლი გამოხტა, წუთით შედგა, ჰაერი ჩაისუნთქა, გაბმულად
დაიყმუვლა და წინ გამოვარდა.
პირველს მეორე მოჰყვა, მოქანავე ლერწმები ისევ შეერ-
თდა და ორივე ძაღლი წაქცეული ხისკენ გამოქანდა.
ტბის პირას ბუჩქნარი აღარ იყო, ასე რომ, ძაღლებს კარ-
გად ვხედავდი. ბინდბუნდში მაინც გავარჩიე დირჰაუნდის ჯი-
შის ვეებერთელა ძაღლები იყო. შავი და მოწითალო ყავისფე-
რი. ისე მორბოდნენ ჩვენკენ, ეტყობოდათ, კარგად იყვნენ
გაწვრთნილები.

412 მკითხველთა ლიგა


დავინახე თუ არა ძაღლები, მაშინვე საბრძოლველად გა-
ვემზადე. დამბაჩა ვიძრე, ტოტს ხელი ჩავკიდე, რომ წონასწო-
რობა დამეცვა და ასე ვუცდიდი.
არც შევმცდარვარ. წაქცეულ ხეს რომ მოაღწია, ძაღლი წა-
მით შეჩერდა და მერე ჩემკენ გამოიქცა. კვალს უკვე აღარ
ყნოსავდა, ანთებული თვალებით მორბოდა და სადაც იყო,
მეტაკებოდა.
წინასწარ რომ მეძებნა, იმაზე უკეთეს ადგილს მაინც ვერ
ვიპოვიდი, სადაც მაშინ ვიდექი. ძაღლი ხეზე მორბოდა, ვერც
მარჯვნივ გადაუხვევდა, ვერც მარცხნივ, სულ წინ უნდა ერბი-
ნა. ახალბედა მსროლელიც კი ვერ ააცდენდა ნიშანს.
შევიცადე, სანამ ძაღლის დრუნჩი არ მომიახლოვდა და მა-
შინღა გავისროლე. ძაღლმა წყალში გაადინა ტყაპანი.
პირველს მეორე ძაღლი მოსდევდა და არც კი დაველოდე,
სანამ ბოლი გაიფანტებოდა, მეორედ გავისროლე.
კარგი იარაღი მქონდა და არ მიღალატა, მეორე გასრო-
ლასაც წყლის დგაფუნი მოჰყვა.
ახლა უკვე არც ერთი ძაღლი აღარ იყო ხეზე, ორივე ტბის
შავ წყალში გადავარდა, ერთი მარჯვნივ, მეორე მარცხნივ.

413 მკითხველთა ლიგა


თავი LXXIII
ადამიანზე მონადირე კაცი

ძაღლები წყალში ჩაცვივდნენ, ერთი მკვდარი იყო, მეორე


მძიმედ დაჭრილი, მაგრამ ესეც ვერ გადარჩებოდა, ფეხი
ჰქონდა მოტეხილი, ფართხალებდა, გამოცურვას ცდილობ-
და, მაგრამ ამაოდ. რამდენიმე წუთში ისიც ჩაიძირებოდა...
მაგრამ, ეტყობა, ეს არ ეწერა. ბედმა სხვანაირი სიკვდილი
არგუნა და წკმუტუნი სულ სხვა რამემ შეაწყვეტინა.
ძაღლის წკავწკავი ალიგატორს მუსიკად ჩაესმის ხოლმე,
მისთვის ძაღლი სანუკვარი ლუკმაა და როგორც კი გაიგებს
მეძებრის ან ნაგაზის ყმუილს, სადაც არ უნდა იყოს, იქით მი-
იჩქარის.
ნატურალისტები სხვა მიზეზებს ასახელებენ. მათი აზრით
და ეს სრული სიმართლეა ძაღლის ყმუილი ნორჩი ალიგატო-
რის ყვირილს წააგავს და უფროსი თაობა, გაიგებს თუ არა ამ
ხმას, მაშინვე იქით მიიჩქარის დედები მისაშველებლად, მა-
მები შესასანსლად.
ამაზე ბევრს კამათობენ მეცნიერები, მაგრამ ერთი რამ კი
ცხადია, ალიგატორი, როცა კი შემთხვევა მიეცემა, ყოველ-
თვის დიდი სიამოვნებით მიირთმევს ძაღლს; ვეებერთელა
ყბებში მოიქცევს და წყალქვეშა სამფლობელოში მიათრევს.
ამიტომ არ გამკვირვებია, როცა უცებ ექვსმა ვეებერთელა
ქვეწარმავალმა ამოყვინთა შავ ხეებს შორის და სწრაფად გა-
მოცურა დაჭრილი ძაღლისკენ. ალიგატორები გარს შემოეხ-
ვივნენ წყალში მოფართხალე მეძებარს და ეცნენ.
414 მკითხველთა ლიგა
ასე სწრაფად ვეშაპებიც კი ვერ იმოქმედებდნენ. ერთი
ალიგატორის კუდის მოქნევამ ჩააწყვეტინა ხმა ძაღლს, მერე
სამი თუ ოთხი წყვილი ყბა ჩააფრინდა მსხვერპლს, პატარა
შებრძოლების შემდეგ, გრძელი, ძვალტყავა თავები ისევ გან-
ცალკევდნენ და ურჩხულებმა სხვადასხვა მიმართულებით გა-
ცურეს. ყველას თავისი წილი ნაჭერი ჰქონდა გამოჩრილი.
წყლის ბუშტები და წითელი ქაფიღა მოწმობდა, რომ ამ ად-
გილზე რამდენიმე წუთის წინ ძაღლი ფართხალებდა.
თითქმის იგივე მოხდა წაქცეული ხის მეორე მხარესაც.
გასროლის შემდეგ ისევ ხეზე ვიდექი და იქით ვიყურებო-
დი, საიდანაც ძაღლები გამოვარდნენ.
ხეებს შორის დაბურული ტყე მოჩანდა და იმას მივჩერებო-
დი, ლერწმიანსაც ვაკვირდებოდი, ხომ არ ირწევა მეთქი; თან
ვაყურადებდი, რამე ხმა არ გამომპარვოდა; თავად კრინტი
არ დამიძრავს და აცახცახებულ ავრორასაც ვანიშნე, ჩუმად
ყოფილიყო.
იმედი აღარაფრის მქონდა. ალბათ, სხვა ძაღლებიც ჩა-
მორჩნენ. ახლა ისინიც გამოჩნდებიან და ცხენოსნებიც მეთ-
ქი, ვფიქრობდი. ახლოს იქნებიან სადმე, გასროლის ხმას
გაიგებენ და მალე მოაღწევენ ჩვენამდე. მთელ ხროვა გაცეც-
ხლებულ ხალხს წინააღმდეგობას ვეღარ გავუწევთ, უნდა
დავნებდეთ.
მეორე დამბაჩა რომ ვიძრე ავრორა შემეხვეწა, აღარ გაის-
როლო, სჯობს დავნებდეთო. მაგრამ ადამიანის მოკვლას არც
ვაპირებდი, ძაღლებს კი ვესროდი, თუ გამოჩნდებოდნენ.
ტყეში ჩამიჩუმი არ ისმოდა, მდევარი არ ჩანდა. ნეტა რამ
შეაყოვნა? იქნებ მდინარის ტოტზე და ჭაობზე გადმოსვლამ?!
იქ ცხენები ვერ გავიდოდნენ და ფონის მოძებნა დასჭირდე-
ბოდათ.
415 მკითხველთა ლიგა
იმედი მომეცა, იქნებ გაბრიელმა მოგვისწროს მეთქი. თუ
მანამდე ჩემი ნიშანი ვერ გაიგონა, დამბაჩის ხმას ხომ გაიგებ-
და? მაგრამ მაშინვე ისიც გავიფიქრე, შესაძლოა სროლის
ხმას დაეფრთხო ზანგი. რა იცოდა, ვინ ისროდა და შიშით ვერ
გამოცურავდა აქეთ.
იქნებ პირველი ნიშანი გაიგონა და ახლა აქეთ მოისწაფ-
ვის. არც ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ და იქნებ მოგვის-
წროს. ბევრი რამ კი მოხდა ამ ხეზე, მაგრამ დიდი ხნის მოსუ-
ლები არ ვიყავით. თუ გაბრიელმა აქეთ გამოცურა, იფიქრებს,
რომ ფრინველს ვესროლე თოფი და იქნებ არც შეშინდეს,
მოგვისწროს და დროზე შევაფაროთ თავი მის ფუღუროს. ხის
ხორკლიან ქერქზე ძაღლების კვალი არ ჩანს, გარდა ორი სა-
მი სისხლის ლაქისა. ამ ლაქებს კი ნაპირიდან ვერ დაინახა-
ვენ. თუ სხვა ძაღლები არა ჰყავთ, თვითონ ლაქებს ვერ გაარ-
ჩევენ და იქნებ დავუსხლტეთ ხელიდან.
დაიმედებულმა ისევ იქით გავიხედე, საიდანაც, ჩემი აზ-
რით, კანოე უნდა გამოჩენილიყო. მაგრამ ამაოდ, ნავი არსად
ჩანდა! დამფრთხალი ფრინველის ჟივჟივის მეტი ტბის მხრი-
დან არაფერი ისმოდა.
ისევ ნაპირისკენ შემოვბრუნდი. ლერწამი ირხეოდა. გრძე-
ლი ღერები წვებოდნენ და ტკაცუნობდნენ მძიმე ნაბიჯებისა-
გან და ბოლოს კაციც გამოჩნდა, წყლისკენ მოაბოტებდა.
მარტო იყო, უცხენოდ, ძაღლებიც არ მოსდევდნენ, მაგრამ
გრძელლულიან თოფსა და სანადირო აღჭურვილობაზე შე-
ვატყვე, მეძებრების პატრონი იყო.
ხშირი, გაბანჯგვლული წვერი, გეტრები, ირმის ტყავის
ქურთუკი, წითელი ყელსახვევი, ენოტის ბეწვის ქუდი და, რაც
მთავარია, მხეცის მსგავსი სახე რომ დავინახე, მაშინვე მივ-

416 მკითხველთა ლიგა


ხვდი, ვინც იყო. ზუსტად ასეთი კაცი ამიწერა გაბრიელმა. რა
თქმა უნდა, რაფიენი იყო: ადამიანებზე მონადირე!

417 მკითხველთა ლიგა


თავი LXXIV
ტყვია ტყვიის წილ

დიახ, ლერწმიდან გამოსული კაცი ადამიანებზე მონადირე


რაფიენი იყო, მოკლული ძაღლების პატრონი. ამ ძაღლებს
ყველა კარგად იცნობდა, უბედურ ზანგებზე სანადიროდ იყ-
ვნენ საგანგებოდ დაგეშილები. სასტიკ მოპყრობას რომ ვერ
გაუძლებდა ზანგი, ტყეში გარბოდა და სწორედ ამ ძაღლებით
დასდევდნენ გაქცეულს.
ასეთივე სახელგანთქმული იყო ძაღლების პატრონიც,
გარყვნილი, ტლანქი რაფიენი, რომელიც ხან ნადირობდა,
ხანაც ღორებს იპარავდა და ამით ირჩენდა თავს. ნადირივით
ტყეში ცხოვრობდა. ზოგჯერ, როცა დასჭირდებოდათ, პლან-
ტატორები დაიქირავებდნენ ხოლმე.
როგორც ზემოთ ვთქვით, რაფიენი არასოდეს მენახა, მხო-
ლოდ გაგონილი მქონდა მისი საშინელი საქმიანობის შესა-
ხებ სციპიო მიამბობდა ხშირად, მსახური ბიჭი კეტონიც, გაბ-
რიელმაც ბევრი რამ მითხრა. ვიცოდი, რა ულმობელი და ბო-
როტი კაცი იყო. რამდენიმე გაქცეული ზანგი მოკლაო, მით-
ხრეს, სხვები კი ძაღლებს დააგლეჯინა.
სანაპიროზე, ზანგების სოფლებში ჭირივით სძულდათ რა-
ფიენი და ეშინოდათ მისი. სახელიც ხასიათის შესაფერისი
ჰქონდა რაფიენი ხომ ავაზაკს ნიშნავს. ზანგი დედები მისი სა-
ხელით აშინებდნენ გაჯიუტებულ ბავშვებს.
ასეთი სახელი ჰქონდა გავარდნილი რაფიენს ილოტებს
შორის. მისი სახელი უფრო აშინებდათ, ვიდრე წამება და
418 მკითხველთა ლიგა
მათრახით ცემა. რაფიენთან შედარებით ბილი ავაზაკისთანა
ჯალათი ზედამხედველი ანგელოზად მოგეჩვენებოდათ.
ეს კაცი რომ დავინახე, მაშინვე გადამიწყდა გადარჩენის
იმედი და დამბაჩიანი ხელი ძირს დავუშვი; ვიდექი ასე და
ვუცდიდი. ვიფიქრე, მოგვიახლოვდება თუ არა მაშინვე დავ-
ნებდები მეთქი, წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეიძლებოდა,
ტყუილუბრალოდ დაიღვრებოდა სისხლი და ამიტომ ჩუმად
ვიდექი. ავრორასაც ვურჩიე, ხმა არ ამოეღო.
ლერწმიანიდან რომ გამოვიდა, უცებ ვერ დაგვინახა. მე
ნახევრად მფარავდა ესპანური ხავსის გრძელი ფოჩები, ავ-
რორა კი სულაც არ ჩანდა. მონადირე ჩვენკენ არ იყურებო-
და, მიწას დასჩერებოდა; რა თქმა უნდა, დამბაჩის ხმა გაიგო-
ნა, მაგრამ ეტყობა, კვალის უფრო სჯეროდა; წელში მოხრი-
ლი მიწას აკვირდებოდა და ამით მივხვდი, რომ თვითონაც
ძაღლივით თავისი მეძებრების კვალს მისდევდა.
ტბას რომ მოუახლოვდა, დამდგარი წყლის სუნი ეცა, უცებ
შეჩერდა, თავი აწია და წინ გაიხედა. ტბა რომ დაინახა, შე-
ფიქრიანდა და გაკვირვება ამ სიტყვით გამოხატა:
- ჯანდაბას!
მერე წაქცეული ხე დაინახა, თვალი გააყოლა და ბოლოს
მეც შემამჩნია.
- დასწყევლოს ეშმაკმა, - შესძახა მან, - შენა ხარ? ჩემი
ძაღლები სადღა არიან?
თვალი თვალში გავუყარე, მაგრამ კრინტი არ დამიძრავს.
- ჯანდაბას შენი თავი, არ გესმის? ძაღლები სად არიან?
მე ისევ ვდუმდი.
რაფიენმა ისევ ხეს დახედა, სისხლის ლაქები დაინახა,
სროლა გაახსენდა.

419 მკითხველთა ლიგა


- ჭირმა წაგიღოს! შენ დახოცე ჩემი ძაღლები! - შესძახა გა-
ცოფებულმა რაფიენმა.
და მოჰყვა ლანძღვა გინებას, თან ისე ველურივით იქნევ-
და ხელებს, ვიფიქრე, ნამდვილად გაგიჟდა მეთქი.
მაგრამ მალე მორჩა სულელურ მანჭვა გრეხას, მაგრად
დაეყრდნო ფეხებით მიწას, თოფი შეაყენა და შესძახა:
- ჩამოდი მანდედან და შენი შავი გომბიოც ჩამოათრიე!
ჩქარა, შე წყეულო! ჩამოდი, თორემ ტყვიას დაგახლი!
ზემოთ უკვე ვთქვი, დავინახე თუ არა ეს კაცი, მაშინვე გა-
დავწყვიტე დავნებებულიყავი, მაგრამ მისმა უტიფრობამ და
შეურაცხმყოფელმა სიტყვებმა გამახელა და ვიფიქრე, ასე ად-
ვილად არ დავნებდები მეთქი.
ბრაზმა სულისა და მკლავის სიმტკიცე დამიბრუნა. ეს გა-
რეწარი ნადირივით მდევნის და ვაჩვენებ სეირს მეთქი, ვი-
ფიქრე.
თანაც სულ არ მოველოდი, რომ მარტო მოვიდოდა. რა-
ფიენი ქვეითად მოდიოდა, დანარჩენები ცხენებზე ისხდნენ და
მდინარის ტოტთან ან ჭაობთან შეფერხდებოდნენ. ერთად
რომ მოსულიყვნენ, უნდა დავნებებულიყავი, მაგრამ ადა-
მიანებზე მონადირე მარტოდმარტო მოვიდა და რაც უნდა სა-
შიში მოწინააღმდეგე ყოფილიყო, ერთ კაცს ვერ დავემორჩი-
ლებოდი, ჩემი მამაცი წინაპრებისგან მემკვიდრეობით გად-
მოცემული თავმოყვარეობა არ მაძლევდა ამის ნებას.
მთიელის სისხლი ჩქეფდა ჩემს ძარღვებში და გადავწყვიტე,
რაც იქნება, იქნება, შევებრძოლები მეთქი.
ისევ მაგრად ჩავბღუჯე ჩემი დამბაჩა, ჩასისხლიანებულ
თვალებში შევხედე უტიფარს და შევძახე:
- მესროლეთ! თუ ამაცდინეთ, ვერ გადამირჩებით!

420 მკითხველთა ლიგა


დამბაჩა რომ დამინახა ხელში, ცოტა არ იყოს, შეცბა. რომ
შესძლებოდა, აუცილებლად დაიძვრენდა თავს, ეტყობა, არ
ელოდა ასეთ დახვედრას.
მაგრამ უკვე ძალიან შეტოპა და უკან ვეღარ დაიხევდა;
თოფი დამიზნებული ჰქონდა. იმავე წუთში ჩახმახის ჩხაკუნის
ხმა მოისმა და იფეთქა კიდეც. ისიც გავიგონე, როგორ მიეხა-
ლა ტყვია ტოტს, რომელსაც მე ვეყრდნობოდი. მარჯვე მსრო-
ლელად კი ითვლებოდა რაფიენი, მაგრამ ჩემი დამბაჩის და-
ნახვამ დააბნია და ამაცდინა.
სამაგიეროდ, მე არ ამიცდენია. რაფიენი საშინელი
ღრიალით დაეცა ძირს და როცა ბოლი გაიფანტა, დავინახეთ,
ტალახში ფართხალებდა.
ისე ვიყავი გაცეცხლებული, კინაღამ მეორე ტყვიაც დავა-
ხალე, მაგრამ უცბად უკნიდან ნიჩბის ტყაპუნი და მამაკაცის
ხმა გავიგონე, შევბრუნდი და გაბრიელი დავინახე.
ბამბარამ ზედ იმ ადგილთან მოაგდო ნავი, სადაც ჩვენ ვი-
დექით ხეზე, და ახლა ხელებით და სიტყვებით გვაჩქარებდა,
ჩქარა ჩაჯექით ნავშიო.
- ჩქარა, მასა! ჩქარა, რორა! ჩამოხტით! ჩქარა ჩამოხტით!
დაუჯერეთ ბებერ გაბს. გაბი სიკვდილამდე არ მიატოვებს მა-
სას! - უნებურად დავემორჩილე გაბრიელს, თუმცა უკვე აღარ
მქონდა გადარჩენის იმედი; ჯერ ავრორა ჩავსვი ნავში, მერე
მეც ჩავხტი. რამდენჯერმე მაგრად მოუსვა ზანგმა ნიჩაბი, ნა-
პირი შორს მოიტოვა და ხუთი წუთის შემდეგ უკვე შუა ტბაში
აღმართულ ვეებერთელა კვიპაროსთან ვიყავით.

421 მკითხველთა ლიგა


თავი LXXV
ტრფობა განსაცდელის ჟამს

ნავი ხის ჩრდილში შეცურდა და ჩვენ ესპანური ხავსის


გრძელი ფოჩების ტალავერში შევსრიალდით. წუთიც და ნა-
ვის კიჩო ხეს მიეხალა. მექანიკურად ავედი ხის დაქანებულ
ფუძეზე და ასევე მექანიკურად ავიყვანე ავრორაც.
მალე ფუღუროში ვიდექით, გაქცეული ზანგის სამალავში
და იმ წუთს განსაცდელი არ მოგველოდა. მაგრამ არ გვიხა-
როდა, ვიცოდით, ეს დროებითი მშვიდობა იყო და თავის
დაღწევის იმედი აღარ გვქონდა.
რაფიენთან შეხვედრამ დაგვღუპა. მკვდარია თუ ცოცხა-
ლი, მდევარს მაინც მოგვაყენებს. ჩვენს კვალს ადვილად მო-
აგნებენ და საფარსაც მალე იპოვნიან.
ის რაც მოხდა, უფრო გააცოფებს ჩვენს მდევრებს და მეტი
მონდომებით დაგვიწყებენ დევნას. რაფიენის მოსვლამდე კი-
დევ იყო გადარჩენის იმედი. მდევრების უმეტესობა ისე მოგ-
ვდევდა, როგორც ჩვეულებრივ ზანგებზე ნადირობისას მის-
დევენ ხოლმე გაქცეულს, და კვალს თუ დაკარგავდნენ, მაინ-
ცდამაინც თავს აღარ იწუხებდნენ. თანაც გაიარი გულზე არა-
ვის ეხატებოდა და მის გამო არავინ გამოიდებდა თავს, გარ-
და ვექილის არამზადა ხელქვეითებისა. თუ წაქცეულ ხესთან
ჩვენი კვალი არ დარჩა, დაჭაობებული ტყე, ალბათ, დააფ-
რთხობს მდევარს, ჩვენი პოვნის იმედს დაუკარგავს და შინ
დააბრუნებს. თუ ასე მოხდა, დაღამებამდე საფარში დავრჩე-
ბოდით, საღამოს ტბას გადავცურავდით, სულ სხვა ადგილას
422 მკითხველთა ლიგა
მივადგებოდით ნაპირს და გაბრიელის დახმარებით სანაპი-
როზე გავიდოდით; იქ დ’ოტვილი ცხენებს დაგვახვედრებდა
და, როგორც წინასწარ დავგეგმეთ, ქალაქის გზას დავადგე-
ბოდით.
ასეთი იყო ნაუცბათევად მოფიქრებული გეგმა, და რა-
ფიენი რომ არ გამოჩენილიყო, იქნებ კიდეც მოგვეხერხებინა
ამის გაკეთება.
ძაღლები რომ დავხოცე, მაშინაც კი მქონდა იმედი, მაინც
შესაძლებლად მეჩვენებოდა აქედან თავის დაღწევა. მდინა-
რის ტოტთან შეყოვნებულმა მდევარმა იქნებ სულაც ვეღარ
მოაგნოს ძაღლების კვალს და გზა აებნას მეთქი, ვფიქრობდი.
რომ მიხვდნენ კიდეც, რა ბედი ეწიათ ძაღლებს, ჩვენს ფუღუ-
როსთან მაინც ვერავინ მოაღწევდა, ვერც ქვეითი და ვერც
ცხენოსანი. აქ მოსაღწევად ნავები ან კანოე ესაჭიროებოდათ,
მაგრამ ვიდრე მდინარიდან ნავებს მოიტანდნენ, დაღამდებო-
და კიდეც. მე კი სწორედ ღამის და დ’ოტვილის იმედი მქონდა.
მაგრამ რაფიენთან შეტაკებამ ჩაშალა ჩემი გეგმები,
მდგომარეობა შეიცვალა. მკვდარი თუ ცოცხალი რაფიენი
ჩვენს კვალზე დააყენებს მდევარს. თუ ცოცხალია ახლა, რო-
ცა ცოტა დავმშვიდდი, ვიმედოვნებდი, რომ ცოცხალი იყო მა-
შინვე ჩვენი საფრისკენ გამოგზავნის მდევარს.
მჯეროდა, რომ ცოცხალი იყო, რომ მხოლოდ დავჭერი. სა-
სიკვდილოდ დაჭრილი კაცი ისე ვერ იფართხალებს. მჯერო-
და და მინდოდა, ცოცხალი ყოფილიყო, ოღონდ სინდისი კი
არ მქენჯნიდა, ჩვენი ბედი მაწუხებდა. თუ მოკვდა, გვამს მალე
იპოვნიან წაქცეულ ხესთან და მე დამდებენ ბრალს. დაჭერით
ისედაც დაგვიჭერენ, მაგრამ ამის გამო უფრო დიდ განსაც-
დელში ჩავვარდები.

423 მკითხველთა ლიგა


ასე რომ, ამ არამზადასთან შეხლა ძვირად დაგვიჯდა, ძირ-
ფესვიანად შეიცვალა ყველაფერი. გაქცეული მონა ქალის
დასაცავად სისხლი დაიღვარა! ეს ამბავი მაშინვე მოედება
მთელ ქალაქს, პლანტაციებს. მთელი პროვინცია ფეხზე დად-
გება, იარაღს აისხამს და ჩვენი მდევრების რიცხვიც გაიზრდე-
ბა. ისე დამიწყებენ დევნას, როგორც ორმაგი დანაშაულის
ჩამდენ კაცს და შურისძიებით შეპყრობილი მდევრებიც უფრო
მეტად გახელდებიან.
ყველაფერი ეს ვიცოდი და გადარჩენის იმედი აღარ მქონ-
და, იმედის ნაპერწკალიც კი აღარ დამრჩა გულში.
ხელი მოვხვიე ავრორას, ჩემკენ მოვიზიდე და გულში ჩავი-
კარი. სანამ მოვკვდებით, ხომ ჩემია. იმ ჩაბნელებულ ფუღუ-
როში, იმ შავბნელსა და საშინელ წუთებში ავრორამ სიყვარუ-
ლი შემომფიცა! სიკვდილის კარამდე მეყვარებიო, მითხრა.
ავრორას სიყვარულმა ვაჟკაცობა შემმატა და უშიშრად ვე-
ლოდი მოსახდენს...
მეორე საათიც გავიდა.
საკვირველი კია, მაგრამ დიდი განსაცდელის მიუხედავად,
ეს იყო უნეტარესი წუთები. ასეთი ნეტარება ჩემს სიცოცხლე-
ში არ განმეცადა, რაც ერთმანეთს სიყვარული გავუმხილეთ
პირველად ვიყავით მარტონი. ერთგული ზანგი ქვემოთ იდგა
სადარაჯოზე, კანოესთან.
წეღანდელმა ეჭვებმა უფრო გამიღვივა სიყვარული. რას
იზამ, ბუნების კანონია და ტრფობისაგან გაშმაგებულს სულ
დამავიწყა, რა დღეში ვიყავით.
ისევ და ისევ აღვუთქვამდით ერთგულებას ერთმანეთს,
ისევ და ისევ ვეფიცებოდით სიყვარულს, ისე მგზნებარედ და
მჭევრმეტყველურად, როგორც მხოლოდ ჭეშმარიტ ვნებას ძა-
ლუძს. ო, რა ბედნიერი წუთები იყო!
424 მკითხველთა ლიგა
ვაი, რომ მალე მოეღო ბოლო ამ ბედნიერებას. დასასრუ-
ლი მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ მწარე კი იყო. სულ
არ გამკვირვებია, წყევლა გინების და წყალზე ნიჩბის ტლაშუ-
ნი რომ გაისმა. და როცა გაბრიელმა შემატყობინა, შეიარა-
ღებული ხალხით სავსე ნავები გვიახლოვდებიანო, არ გავო-
ცებულვარ, მოველოდი კიდეც ამას.
ძირს ჩავედი, დავიხარე და ხავსის ფოჩებს შორის გავიჭ-
ვრიტე. აქედან მთელი ტბა ხელისგულივით მოჩანდა. ნათ-
ლად ვხედავდი ყველას, ვინც ნავებში და პატარა კარჭაპებში
იჯდა თან ნიჩბებს უსვამდნენ და თან ხელების ქნევით ლაპა-
რაკობდნენ.
შუა ტბამდე რომ მივიდნენ, ნიჩბებს თავი ანებეს და ბჭობა
დაიწყეს, მალე ჯგუფ ჯგუფად დაიყვნენ და ხეს მოაშურეს, ეტ-
ყობა, გადაწყვიტეს, გარს შემოგვრტყომოდნენ.
არ გასულა რამდენიმე წუთი, რომ უკვე ალყაში მოვექე-
ცით. ყოველი მხრიდან ნავი გვიახლოვდებოდა, კვიპაროსის
ძირს ჩამოწოლილ ტოტებს რომ მოუახლოვდნენ, შეჩერდნენ
და სიხარულის ყიჟინი დასცეს. ეტყობა, ჩვენი თავშესაფარი
აღმოაჩინეს. მე ისევ გავიხედე და მათი დაძაბული სახეები
დავინახე.
იმათაც დაგვინახეს.
- დაგვნებდით! - ხმამაღლა გვიბრძანა ვიღაცამ, - თუ წინა-
აღმდეგობას გაგვიწევთ, თქვენს თავს დააბრალეთ, რაც მო-
გივათ!
დამორჩილება კი მოგვთხოვეს, მაგრამ თვითონ ადგილი-
დან არ დაუძრავთ ნავები. იცოდნენ, დამბაჩები მქონდა და
სროლაც კარგი ვიცოდი, ამის დამამტკიცებელი საბუთები
თვითონ ნახეს, ამიტომ ფეხს ითრევდნენ, არ გვიახლოვდე-
ბოდნენ, ეშინოდათ, იარაღი არ მეხმარა.
425 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ტყუილად ეშინოდათ. სროლას არ ვაპირებდი. ნა-
ვებში ოცი შეიარაღებული კაცი მაინც იჯდა და მათთან შებ-
რძოლება სიგიჟე იქნებოდა. ეს არც მიფიქრია, თუმცა რომ
შევბრძოლებოდი, გაბრიელი სიკვდილამდე ჩემ გვერდით იქ-
ნებოდა. ის კი არადა, ისედაც ვაჟკაც ზანგს უჩვეულო გაბედუ-
ლება შემატა საშინელმა სასჯელმა, რაც მას მოელოდა, და
თვითონ შემომთავაზა, შევებრძოლოთო!
მაგრამ გაბრიელის ასეთი გაბედულება ნამდვილი სიგიჟე
იყო და შევევედრე, წინააღმდეგობას ნუ გავუწევთ მეთქი: ვი-
ცოდი, მაშინვე მოკლავდნენ.
შებრძოლებას არ ვაპირებდი, მაგრამ პასუხი დავაყოვნე.
- ყველანი შეიარაღებულები ვართ, - განაგრძო კაცმა, რო-
მელსაც, ეტყობა, პატივს სცემდნენ დანარჩენები, - ასე რომ,
წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს. ჯობს, დაგვნებ-
დეთ...
- ერთი მაგათი! - შესძახა მეორემ უხეშად, - რას ელაპარა-
კები! წავუკიდოთ ხეს ცეცხლი და გათავდა! ხავსი მაშინვე
აგიზგიზდება!
ხმაზე ვიცანი, ლარკინი იყო. იმ ავაზაკმა მისცა ეს არაადა-
მიანური რჩევა.
- წინააღმდეგობა არც მიფიქრია, - ვუპასუხე მე თავკაცს, -
მზად ვართ, გამოგყვეთ. დანაშაული არაფერი მიმიძღვის,
რაც ჩავიდინე, ამისთვის პასუხს ვაგებ კანონის წინაშე.
- პასუხს ჩვენ წინაშე აგებ! - ახლა სხვა ვიღაცამ იღრიალა,
- აქ კანონი ჩვენა ვართ! არ მესიამოვნა მუქარით წამოსრო-
ლილი ეს სიტყვები, მაგრამ მოლაპარაკება ამით დამთავ-
რდა. ნავები ხისკენ გამოემართნენ. თორმეტი თოფი და დამ-
ბაჩა დაგვიმიზნეს, ამდენივე ხმამ ერთად გვიბრძანა, ნავში
ჩასხედითო.
426 მკითხველთა ლიგა
იმ გამხეცებულ ხალხს რომ შევხედე, მივხვდი, ან უნდა
დავნებებოდით, ან დაგვხოცავდნენ.
ავრორა ფუღუროდან გამოვიდა, ქვითინით ჩემ უკან დად-
გა. მე შევტრიალდი, რომ გამოვმშვიდობებოდი.
როგორც კი ზურგი ვაჩვენე, რამდენიმე კაცი ხეზე ამოვი-
და, მეცნენ და ხელები თოკით გამიკრეს.
ძლივს მოვასწარი ერთი გამოსამშვიდობებელი სიტყვა
მეთქვა ავრორასთვის, რომელიც აღარ ტიროდა, იდგა და
ზიზღით სავსე თვალებით უყურებდა ჩემ გარშემო მოფუსფუსე
ხალხს. ხოლო როცა მიბიძგეს და ნავში ჩამსვეს, თავისი კე-
თილშობილება ამ სიტყვებით გამოხატა: - ლაჩრებო! ლაჩრე-
ბო! ვერც ერთმა ვერ გაბედეთ პირისპირ შებრძოლება, ვერც
ერთმა! - ზიზღით სავსე ხმით შესძახა ავრორამ.
აღმაფრთოვანა ჩემი საცოლის სიტყვებმა, რადგან ამით
ჩემდამი სიყვარული გამოხატა. ქალის სიტყვებით შერცხვე-
ნილმა მდევრებმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, ნიჩბებს მო-
უსვეს. ერთი წუთიც და ნავმა გამოცურა ხის ჩამოწოლილი
ტოტებიდან და ნაპირისკენ გაეშურა.

427 მკითხველთა ლიგა


თავი LXXVI
საზარელი ბედი

მეტად აღარ მინახავს ავრორა, არც ზანგი. ჩემი მხლებლე-


ბის ლაპარაკიდან გავიგე, რომ იმათ სხვა ნავით წაიყვანდნენ
და სულ სხვა ადგილას გადასვამდნენ ნაპირზე. იმასაც მივ-
ხვდი, რომ საცოდავ ზანგს საზარელი სასჯელი ელოდა მარ-
ჯვენა ხელს მოაჭრიდნენ!
გული მეტკინა, მაგრამ უფრო ძნელი ასატანი მათი უხეში
ხუმრობა იყო. ვერც კი გავიმეორებ იმ შეურაცხმყოფელ სიტ-
ყვებს, რასაც ჩემსა და ჩემი სატრფოს მისამართით ისროდ-
ნენ.
მაგრამ არც ჩემს დასაცავად მითქვამს რამე და არც ავრო-
რასი, არაფერი მიპასუხია. ვიჯექი ჩუმად და წყალს დავჩერე-
ბოდი, ცოტა გულზე მომეშვა, როცა წყლიდან ამოშვერილ
კვიპაროსებში შევცურეთ, ახლა ხეების ჩრდილი მფარავდა
ჩემი მდევრების თვალთაგან. წაქცეული ხისკენ მივცურავ-
დით.
ნაპირს რომ მივუახლოვდი, დავინახე, ბრბოში მრისხანე
რაფიენი იდგა, ხელი სისხლით გაჟღენთილი ჩვრით ჰქონდა
შეხვეული და წითელ ყელსახვევზე ეკიდა. ვითომც არაფე-
რიო, ისე იდგა ხალხში.
„მადლობა ღმერთს, არ მომიკლავს! გავიფიქრე, ამაზე მა-
ინც არ ვაგებ პასუხს!“

428 მკითხველთა ლიგა


ამასობაში დანარჩენი კარჭაპები და ნავებიც მოცურდნენ,
გარდა იმ ნავისა, რომელშიც ავრორა და გაქცეული ზანგი ის-
ხდნენ და ყველანი ნაპირზე გადმოვიდნენ.
ნაპირზე ასე ოცდაათი თუ ორმოცი მამაკაცი და მოზარდი
დაგვხვდა; უმეტესობა თოფებით ან დამბაჩებით იყო შეიარა-
ღებული და მწვანე ტყის ფონზე საკმაოდ თვალწარმტაცად გა-
მოიყურებოდნენ. მაგრამ იმ წუთებში მშვენიერი სურათების-
თვის არ მეცალა.
ნავიდან გადმომსვეს, ორი კაცი მომიჩინეს ერთი წინ მი-
მიძღოდა, მეორე უკან მომდევდა. სადღაც წამიყვანეს. ბრბოც
ჩვენ გამოგვყვა. ზოგმა წინ გაგვასწრო, ზოგიც ჩამოგვრჩა,
ბიჭები და რამდენიმე კაცი კი გვერდით მოგვდევდნენ და მას-
ხრად მიგდებდნენ.
სხვა დროს, რა თქმა უნდა, ვერ მოვითმენდი ასეთ დაცინ-
ვას, მაგრამ კარგად მესმოდა, ახლა რომ ავყოლოდი გულის-
თქმას და გავფიცხებულიყავი, ვერაფერს მივაღწევდი, უფრო
გავახარებდი ჩემს მტრებს. ამიტომაც იყო, რომ კრინტს არ
ვძრავდი ან გვერდზე გავიხედავდი, ან მიწას ჩავაცქერდებო-
დი და ისე მოვდიოდი.
რაც შეგვეძლო, ჩქარა მივდიოდით, თუმცა ხშირი ბუჩქნა-
რი გვაფერხებდა. ბრბოც რის ვაი ვაგლახით მიიკვლევდა
გზას ბარდებში და ძალიან მიხაროდა, მათ წვალებას რომ ვუ-
ყურებდი. მეგონა, ვიღაც თანამდებობის პირთან მივყავდით
ან, როგორც აქ ეძახიან, მომრიგებელ მოსამართლესთან; ვი-
ფიქრე, კანონის დამცველები დამიცავენ ამ დაცინვისა და
შეურაცხყოფისაგან მეთქი, სეტყვასავით რომ მაყრიდნენ ჩე-
მი მდევრები. ერთი შეღავათი ის მქონდა, რომ ხელი არავის
უხლია, თუმცა ბევრი იმათგანი ალბათ, მზად იყო, მუშტები
დაეშინა ჩემთვის.
429 მკითხველთა ლიგა
მაგრამ აი, ტყეც შეთხელდა და ხეებს შორის ცა გამოჩნდა.
ვიფიქრე, რომელიღაც მოკლე გზით ტყესაკაფში მოვედით
მეთქი. მაგრამ შევცდი, რადგან არ გასულა რამდენიმე წუთი
და განაკაფში აღმოვჩნდით. ისევ ის მინდორი!
ბრბო შეჩერდა და მზით განათებულ მინდორზე საშუალება
მომეცა, კარგად დამეთვალიერებინა ჩემი მწვალებლები. გა-
დავავლე თუ არა თვალი, მაშინვე მივხვდი, რომ თავზე ხელა-
ღებულებს ჩავუვარდი ხელში.
თვითონ გაიარი ბრძანდებოდა იქ, ზედამხედველი, მონე-
ბის ვაჭარი და ლარკინიც თან ახლდნენ. ამათთან ერთად მო-
სულიყო ხუთი თუ ექვსი ფრანგი კრეოლი, შედარებით ღარი-
ბი მესაკუთრეები, სამი ოთხი სართავი დაზგის მფლობელი და
წვრილფეხა პლანტატორები. დანარჩენები ბრინჯერსის ნა-
ძირლები იყვნენ გალეშილი მენავეები. ამათ ხშირად ვხედავ-
დი ხოლმე, იდგნენ დუქანთან და ლაყბობდნენ აქაური ჩხუ-
ბისთავები და თავზე ხელაღებული ვაჟბატონები, არც ერთი
ოდნავ მაინც პატივსაცემი პლანტატორი არ იყო იქ, არც ერთი
ღირსეული ადამიანი!
ნეტა ამ განაკაფში რატომ გავჩერდით? ერთი სული მქონ-
და, მოსამართლესთან მივსულიყავით და დაყოვნებამ აღმაშ-
ფოთა.
- აქ რატომ შევჩერდით? - გაღიზიანებული ხმით ვიკითხე.
- ოჰო, მისტერ! რა მოუთმენელი ყოფილხართ! თავის
დროზე ყველაფერს გაიგებთ.
- პროტესტს ვაცხადებ! ახლავე წამიყვანეთ მოსამარ-
თლესთან! - ვუთხარი აღშფოთებულმა.
- დარდი ნუ გაქვს, მიგიყვანთ... შორი გზა არც არის, მოსა-
მართლე აქვეა!

430 მკითხველთა ლიგა


- ვინ? სად არის? - ვკითხე და მივიხედ მოვიხედე, ვიფიქრე,
ალბათ ხალხის ბრბოშია მეთქი სადმე. გაგონილი მქონდა,
რომ ზოგჯერ ტყისმჭრელები ასრულებდნენ მომრიგებელი
მოსამართლის მოვალეობას.
ორ სამ კაცს მე თვითონ ვიცნობდი ასეთს და მეგონა, ამ
ხეპრეებში მოსამართლეც იქნება ვინმე მეთქი.
- აბა, სად არის მოსამართლე? - ვიკითხე ისევ.
- აქ არის, აქ, ნუ ღელავთ! - მიპასუხა ვიღაცამ.
- მოსამართლე სად არის? - იღრიალა მეორემ.
- ეი, მოსამართლე რა იქნა? - შესძახა მესამემ, თითქოს
ბრბოში მიმართა ვიღაცას, - მობრძანდით, თქვენი ნახვა
სურთ!
ჯერ ვიფიქრე, მართლა ვიღაცას ეძახდნენ, ეტყობა, მარ-
თლა ბრბოშია მოსამართლე მეთქი. თუმცა ძალიან გამიკ-
ვირდა, რომ კანონის დამცველს ასე უტიფრად ელაპარაკე-
ბოდნენ.
მაგრამ მალევე ყველაფერი გაირკვა. რაფიენი მოვარდა
ჩემთან, ხელშეხვეული და ლაფში ამოსვრილი რაფიენი. ჯერ
ბოროტი მზერით გამგმირა, მერე ჩემკენ დაიხარა, ტუჩები
ლამის ყურზე მომადო და ჩაისისინა:
- ნუთუ ზანგების ქურდ მისტერს ლინჩის მოსამართლეზე
არაფერი სმენია?
ამის გაგონებაზე სისხლი გამეყინა ძარღვებში. ახლა კი
მივხვდი, რა საშინელება მომელოდა, ლინჩის კანონით მიპი-
რებდნენ გასამართლებას!

431 მკითხველთა ლიგა


თავი LXXVII
ლინჩის სასამართლოს განაჩენი

მანამდეც შემეპარა ეჭვი, რომ ამას მიპირებდნენ. მახსოვ-


და, ნავიდან რომ დამიძახეს: ჩვენ წინაშე აგებ პასუხს! ჩვენ
ვართ კანონიო. სანამ ტყეში მივიკვლევდით გზას, რაღაც
იდუმალებით მოცული ფრაზების ნაწყვეტები მესმოდა. განა-
კაფში რომ მივედით, შევატყე, ისინი, ვინც მოგვასწრო და
ჩვენზე ადრე მივიდა, რაღაცის მოლოდინში იყვნენ, მაგრამ
მაინც ვერ მივხვდი, რატომ შევჩერდით.
ახლაღა დავინახე, მამაკაცები განზე დადგნენ და წრე შეკ-
რეს. ისეთი სერიოზული სახეები ჰქონდათ, ეტყობა, რაღაც
დიდმნიშვნელოვანი საქმეებისთვის ემზადებოდნენ. ჩემთან
მხოლოდ ბიჭები და ზანგები დარჩნენ ზანგებიც იყვნენ მდევ-
რებს შორის.
ყველაფერმა ამან საშინელი ეჭვები აღმიძრა, მაგრამ ამ
წუთამდე გარკვეული არაფერი იყო. ის კი არადა, ადრეც
ვცდილობდი, არ მეფიქრა ლინჩზე, ასე მეგონა, თუ ვიფიქრებ,
უბედურება დამატყდება მეთქი თავს. ახლა საეჭვო აღარაფე-
რი იყო, დანამდვილებით ვიცოდი, ლინჩის კანონით გამასა-
მართლებდნენ.
ისე გესლიანად მკითხა რაფიენმა, ლინჩის მოსამართლე-
ზე არაფერი გსმენიაო, რომ ბიჭებს სიცილი აუტყდათ. რაფი-
ენმა კი განაგრძო:
- არა, ეტყობა, მართლა არაფერი გსმენია: შენ ხომ ჩამო-
სული ხარ, ინგლისელი... თქვენს ბობოლა მოსამართლეებს
432 მკითხველთა ლიგა
არა ჰგავს... დარდი ნუ გაქვს, ოც წელიწადს არ გაგიჭიანუ-
რებს სასამართლოს. არა, ღმერთმანი! ეგრევე გაგასამარ-
თლებს. ნახავ, თუ არა!
და კიდევ მოაყოლა დამამცირებელი სიტყვები. ბიჭებმა
ისევ ხარხარი ატეხეს. შებოჭილი რომ არ ვყოფილიყავი,
ყელში ვეცემოდი; მიუხედავად იმისა, რომ ხელები შეკრული
მქონდა და არ ვიცოდი, რა გარეწართან მქონდა საქმე, ვერ
მოვითმინე და მივაძახე:
- შებოჭილი რომ არ ვიყო, მაშინ ხომ ვერ გაბედავდი ჩემს
აბუჩად აგდებას, შე ბინძურო, შენა! ჯერჯერობით შენ მოგ-
ხვდა, მე კი არა! მთელი სიცოცხლე ხეიბარი დარჩები! თუმცა
დიდი დანაკლისი არ იქნება, სროლა მაინც არ გცოდნია.
ბიჭებმა დააფასეს ჩემი ვაჟკაცური პასუხი და მას შემდეგ
აღარ ავუგდივარ აბუჩად.
მაგრამ რაფიენი სულ სხვა იყო: მოჰყვა ლანძღვა-გინებას
და მუქარას და ის იყო, ყელში უნდა მწვდომოდა, სათათბი-
როდ დაუძახეს. მხოლოდ მუშტი დამიქნია, ერთი კიდევ
შეიგინა და მომცილდა.
რამდენიმე წუთს გაურკვეველ მდგომარეობაში ვიყავი. არ
ვიცოდი, რაზე ბჭობდნენ. არც ის ვიცოდი, რას მიპირებდნენ.
მხოლოდ ერთი რამ იყო ცხადი სასამართლოში არ წამიყვან-
დნენ. ნაწყვეტ ნაწყვეტი ლაპარაკი მესმოდა, მაგალითად,
„გავროზგოთ!“ „კუპრსა და ბუმბულში ვაგორაოთ!“ და ამით
მივხვდი, რა სასჯელი მელოდა. მაგრამ კარგად რომ მივაყუ-
რე, გავიგონე, ბევრი მათგანის აზრით, ეს ძალიან რბილი სას-
ჯელი იყო. ზოგმა პირდაპირ განაცხადა სიკვდილით დავსაჯო-
თო!
უმეტესობამ ეს აზრი გაიზიარა და რაფიენსაც იმიტომ
დაუძახეს, რომ თანხმობა მიეცა.
433 მკითხველთა ლიგა
თანდათან შიში დამეუფლა, შიში კი არა, ძრწოლამ ამიტა-
ნა, ხოლო როცა დავინახე, ხალხის წრე დაიშალა, ორმა კაც-
მა თოკი აიღო და ერთი ბოლო მინდვრის პირას მდგარი ხის
მსხვილ ტოტზე გადააგდო, თავზარი დამეცა.
გასამართლება დამთავრდა. ახლა მხოლოდ განაჩენი იყო
გამოსატანი. ლინჩის სასამართლოსაც ჰქონდა თავისი წესე-
ბი.
როცა თოკი დაამაგრეს, ერთი მათგანი მონების ვაჭარი
ჩემთან მოვიდა, უხეშად მიბაძა მოსამართლეს და განაჩენი
გამოაცხადა.
ჩემზე თქვა, კანონი დაარღვია, ორი მძიმე დანაშაული
ჩაიდინა: ორი მონა გაიტაცა და კაცის მოკვლა სცადაო. თორ-
მეტი მსაჯული ყოველნაირად შეეცადა, გავემტყუნებინე, ბო-
ლოს, დამნაშავედ მცნეს და ჩამოხრჩობა მომისაჯეს. მონების
ვაჭარმა ზუსტად გაიმეორა სასამართლოს ტერმინი: „კისრით
ჩამოვკიდებთ, სანამ არ მოკვდება მთლად არ მოკვდება“.
ალბათ ფიქრობთ, აზვიადებსო, დაუჯერებლად გეჩვენებათ
ეს ამბავი. ალბათ, გგონიათ, ხუმრობსო. ვერ დაიჯერებთ, ასე-
თი რამ ქრისტიანულ, ცივილიზებულ ქვეყანაში მოხდეს. ალ-
ბათ, აშინებდნენ, ეხუმრებოდნენო, ფიქრობთ, ჩამოხრჩობას
ვინ დაუპირებდაო!..
გჯერათ თუ არა, ის მაინც უნდა გახსოვდეთ მე არ ვიყავი
ლინჩის სასამართლოს პირველი მსხვერპლი და როცა განა-
ჩენს ვუსმენდი, სულ ამაზე ვფიქრობდი. გარდა ამისა, თოკი
იქვე იყო, ხეც და მსაჯულებიც. იმათი შემხედვარე კაცი მაშინ-
ვე დარწმუნდებოდა, რომ არ ხუმრობდნენ. შეწყალების ნიშან
წყალსაც კი ვერ შეატყობდით სახეზე ვერც ერთს.
არც კი ვიცი, რას ვაკეთებდი ან ვამბობდი იმ საზარელ წუ-
თებში. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ჩემს გულში აღშფოთებამ
434 მკითხველთა ლიგა
სძლია შიშს: ჩემს ულმობელ მსაჯულებს ვემუქრებოდი, ვწყევ-
ლიდი, ისინი კი აბუჩად მიგდებდნენ.
ის იყო, განაჩენის შესრულებას შეუდგნენ, რომ ცხენების
თქარათქური მოისმა. არ გასულა ერთი წუთი და განაკაფში
ცხენოსნები შემოჯირითდნენ.

435 მკითხველთა ლიგა


თავი LXXVIII
შერიფთან

გული სიხარულით ამიძგერდა, როცა ცხენოსნებს შორის


რეიგარტი დავინახე. ექიმს სახეზე სიმშვიდე და სიმტკიცე აღ-
ბეჭდვოდა. ზოგი მათგანი ბრინჯერსის ახლოს მდებარე მამუ-
ლის პატრონი, პატივცემული პლანტატორი იყო. მხედრები
ჭენებით შემოცვივდნენ მინდორზე, უთუოდ მიზეზი ჰქონდათ
აჩქარებისა. ყოველი მათგანი შეიარაღებული იყო, ზოგი თო-
ფით, ზოგი დამბაჩით.
როგორც ვთქვი, სიხარულით გულმა ბაგაბუგი დამიწყო.
სახრჩობელის ქვეშ მდგომ ნამდვილ დამნაშავეს არ გაეხარ-
დებოდა ისე შეწყალების მომტანი შიკრიკის ნახვა, როგორც
მე გამეხარდა. მივხვდი, რომ ახალმოსულები მეგობრები იყ-
ვნენ. ამიტომაც არ შევშინდი, როცა შერიფი მომიახლოვდა,
მხარზე ხელი დამადო და მითხრა, კანონის სახელით დაპა-
ტიმრებული ხარო. არც მისმა მკაცრმა ხმამ შემაშინა და არც
უხეშმა ჟესტმა, ვიცოდი, რომ განგებ მოიქცა ასე და გამიხარ-
და კიდეც, რომ დამაპატიმრა. ამით სიცოცხლე შემინარჩუნა.
რაღა თქმა უნდა, ჩემს მსაჯულებს ეს არ მოეწონათ და ხმა-
მაღლა გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას ეგ უკვე გაასამარ-
თლეს მსაჯულებმა თორმეტმა თავისუფალმა მოქალაქემ და
დამნაშავედაც სცნესო, ყვიროდნენ. ორი ზანგი მოიტაცა, წი-
ნააღმდეგობა გაგვიწია, მდევარი დაჭრა, ეს ყველაფერი დამ-
ტკიცებულია და ნეტა რაღა გაჭიანურება უნდა ამ საქმეს, ჩა-
მოვკიდოთ ამ ხეზე და მოვრჩეთო!
436 მკითხველთა ლიგა
შერიფმა უპასუხა, ეს კანონიერი არ იქნება, მართლმსაჯუ-
ლებას პატივი უნდა ვცეთო. თუ დამნაშავეა, კანონის მთელი
სიმკაცრით დაისჯება, მაგრამ ჯერ მოსამართლესთან უნდა
მივიყვანოთ, იქ სასამართლოს წესის მიხედვით წარუდგენენ
სარჩელს, ახლა კი ჩვენს მომრიგებელ მოსამართლე
კლეიბორნთან უნდა წავიყვანოო, თქვა ბოლოს შერიფმა.
ბრბო აყაყანდა, შერიფის ხალხს ეკამათებოდნენ და მაინ-
ცდამაინც დიდი პატივისცემა არ გამოუჩენიათ ამ მაღალი თა-
ნამდებობის კაცის მიმართ. ცოტა შემეშინდა კიდეც, ამ გარეწ-
რებმა თავისი არ გაიტანონ მეთქი.
მაგრამ ამერიკელი შერიფი დიდად განსხვავდება იმ მო-
თენთილი ჯენტლმენისაგან, შერიფის მოვალეობას რომ ას-
რულებს ინგლისში. ამერიკაში ათიდან ცხრა მტკიცე ხა-
სიათის უშიშარი ვაჟკაცია, და შერიფი ჰიქმენი, რომელსაც
ჩემი მსაჯულები ეკამათებოდნენ, სწორედ ასეთი იყო. ამას-
თან, ჩემს ბედზე, რაზმში, რომელიც ჩემმა მეგობარმა
რეიგერტმა ფაცხაფუცხით შეაგროვა, შერიფის მსგავსი ხალ-
ხი აღმოჩნდა. თვითონ რეიგარტი, მშვიდობისმოყვარე კაცი
კი იყო, მაგრამ გულცივ და უშიშარ ადამიანად იცნობდა ყვე-
ლა, სასტუმროს პატრონი და რამდენიმე პლანტატორი შერი-
ფის რაზმიდან კანონისა და სამართლიანობის მოყვარული,
სანდო ხალხი იყო. ახლაც, თავიდან ფეხებამდე შეიარაღებუ-
ლი იყვნენ და თავს დადებდნენ შერიფისა და მისი საქმის-
თვის. მართალია, რიცხობრივად ცოტანი იყვნენ ჩემს მტრებ-
თან შედარებით, მაგრამ კანონი მათ მხარეს იყო და ამით იყ-
ვნენ ძლიერნი.
ამას გარდა, ჩემი მტრები მაინცდამაინც არავის ეხატებო-
და გულზე. როგორც ზემოთ ვთქვი, გაიარი ძალიან ცდილობ-
და, მაღალი ზნეობის კაცად გაესაღებინა თავი, მაგრამ მეზო-
437 მკითხველთა ლიგა
ბელი პლანტატორები პატივს არა სცემდნენ, განსაკუთრებით
წმინდა სისხლის ამერიკელები. თანაც, ყველამ იცოდა, რომ
ვინც ყველაზე უფრო მკაცრად ილაშქრებდა ჩემ წინააღმდეგ,
ყველა გაიარის წაქეზებული იყო. რაც შეეხება რაფიენს, რო-
მელიც დავჭერი, ჩემმა მდევრებმა გაიგეს მისი თოფის ხმა და
იცოდნენ, რომ პირველად მან გაისროლა. როცა დამშვიდდე-
ბოდნენ, მერე სამართლიანობას გამოიჩენდნენ და ნებას
მომცემდნენ, რაფიენთან შეტაკების საქმეში თავი გამემარ-
თლებინა.
მაგრამ, სხვანაირად რომ ყოფილიყო საქმე, „ორივე ზან-
გი“ გაიარისთვის კი არა, ყველასაგან პატივცემული პლანტა-
ტორისაგან რომ მომეტაცა, რაფიენიც ღირსეული კაცი ყოფი-
ლიყო და არა ლოთი სალახანა, ყველა იქ მყოფი არ მიმხვდა-
რიყო, რომ ეს უბრალო „ზანგის მოპარვა“ არ იყო, მაშინ ვერც
შერიფი მიშველიდა და ვერც მისი რაზმი.
მაგრამ მაინც დიდხანს ჩხუბობდნენ გაცხარებულები:
ღრიალებდნენ, იმუქრებოდნენ, მუშტებს უღერდნენ ერთმა-
ნეთს, წამდაუწუმ ისმოდა თოფების და დამბაჩების ჩახმახების
ჩხაკუნი.
მამაცი შერიფი არ შემდრკალა. რეიგარტიც ვაჟკაცურად
იქცეოდა. სასტუმროს პატრონმა და რამდენიმე ახალგაზრდა
პლანტატორმა იყოჩაღეს და კანონმა გაიმარჯვა.
დიახ! მადლობა ღმერთს, ათიოდე კეთილშობილი ადა-
მიანის წყალობით კანონმა გაიმარჯვა, თორემ იმ განაკაფი-
დან ცოცხალი ვერ გავაღწევდი!
ლინჩის მოსამართლემ გზა დაუთმო მოსამართლე
კლაიბორნს და მისი სასტიკი განაჩენი დროებით გაუქმდა.
გამარჯვებულმა შერიფმა და მისმა რაზმმა შუაში ჩამიყენეს
და გზას გავუდექით.
438 მკითხველთა ლიგა
მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა მრისხანე მსაჯულებმა და-
უთმეს შერიფს, მაინც შესაძლებელი იყო, გზაში მათვე გამო-
ვეგლიჯე მართლმსაჯულების ხელიდან. ამიტომ შერიფმა
ცხენზე შემსვა, ერთ მხარეს თვითონ მომყვებოდა, მეორე მხა-
რეს მისი გამოცდილი თანაშემწე მიცავდა. რეიგარტი და და-
ნარჩენები ცდილობდნენ, არ ჩამოგვრჩენოდნენ. ბრბო კი ყა-
ყანითა და ლანძღვა გინებით უკან მოგვყვებოდა, ზოგი ცხე-
ნით, ზოგი ქვეითად.
ასე გავიარეთ ტყე, მინდვრები გადავჭერით, მერე ბრინ-
ჯერსის გზას გავუყევით და ბოლოს სკვაირ კლაიბორნის ოლ-
ქის მომრიგებელი მოსამართლის რეზიდენციასაც მივაღწი-
ეთ.
კლაიბორნის სახლს ერთი დიდი ოთახი ეკვროდა, სადაც
სკვაირი მოსამართლის მოვალეობას ასრულებდა ხოლმე.
ოთახს სახლთან კარი აკავშირებდა და მხოლოდ ერთი ორი
მერხი და პატარა კათედრა თუ მიგახვედრებდათ, რომ ეს სა-
სამართლოს დარბაზი იყო.
მაგრამ კლაიბორნს, როგორც მომრიგებელ მოსამარ-
თლეს, უმეტესად ზანგების გასამართლება უხდებოდა, რად-
გან მონებს, მართალია, მხოლოდ თეორიულად, მაგრამ მა-
ინც კანონი იცავს. უჩივლებდა ურჩ ზანგს ბატონი და მოსა-
მართლეს უნდა გადაეწყვიტა, რამდენი როზგის დარტყა
ეკუთვნოდა.
სწორედ ამ ოთახში შემიყვანეს შერიფმა და მისმა თანა-
შემწეებმა, ბრბოც შიგ შემოიჭრა და მალე იქაურობა ხალხით
აივსო.

439 მკითხველთა ლიგა


თავი LXXIX
დასასრული

ეტყობა, მოსამართლეს წინასწარ შეატყობინეს, რადგან


ჩვენ რომ მივედით, კლაიბორნი მოსამართლის სავარძელში
იჯდა და მზად იყო საქმის მოსასმენად. დავინახე თუ არა მა-
ღალი, თხელი, ჭაღარათმიანი, კეთილშობილი შესახედაობის
მოხუცი, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემ წინ იჯდა მართლმსაჯულე-
ბის ღირსეული წარმომადგენელი, ყველასაგან პატივცემული
მოსამართლე, რომელსაც მისი ასაკისა და თანამდებობის გა-
მო კი არ აფასებდნენ, არამედ მაღალი ზნეობისა და კეთილ-
შობილებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ აყაყანებული
ბრბოთი ვიყავი გარშემორტყმული, მოსამართლეს ნათელ,
მტკიცე გამოხედვაზე მაინც შევატყე, რომ პირუთვნელად წარ-
მართავდა გამოძიებას.
გულზე მომეშვა. გზაში რეიგარტმა ჩამჩურჩულა, იმედი
იქონიეთო. ყველაფერი შეიცვალაო, მითხრა, მაგრამ კარგად
ვერ გავიგე, რა თქვა და ვერც იმას მივხვდი, რას გულისხმობ-
და. იმ ფაციფუცსა და არეულობაში ვეღარ ჩავეკითხე.
- იმედს ნუ დაკარგავთ! უცნაური ამბავია და უცნაურადვე
დამთავდება, ოღონდ ზოგიერთებისათვის მოულოდნელი იქ-
ნება. ჰა, ჰა, ჰა!
გულიანად გადაიხარხარა რეიგარტმა, ეტყობა, რაღაც
უხაროდა! ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს მხიარულება?
მაგრამ მეტი ვერაფერი გავიგე, რადგან შერიფმა ხმამაღ-
ლა გასცა ბრძანება, პატიმართან ლაპარაკი არ შეიძლებაო
440 მკითხველთა ლიგა
და უხეშად დაგვაშორეს ერთმანეთს. საოცარია, მაგრამ შე-
რიფისგან ეს არ მწყენია! ვგრძნობდი, რომ ჰიქმენი განგებ
იქცეოდა ასე უხეშად, როგორმე რომ დაემშვიდებინა აბობოქ-
რებული ბრბო.
როცა კლაიბორნთან მიმიყვანეს, შერიფმა და მოსამარ-
თლემ ძლივს დააშოშმინეს ხალხი. ბოლოს, დარბაზი ცოტა
დაწყნარდა და მოსამართლეს საშუალება მიეცა, საქმე გაერ-
ჩია.
- ახლა კი, ჯენტლმენებო, მზად ვარ მოვისმინო, რაში ადა-
ნაშაულებთ ამ ყმაწვილს, - ოფიციალური კილოთი წარმოთ-
ქვა მოსამართლემ, - პოლკოვნიკო ჰიქმენ, რაში სდებენ
ბრალს? - მიმართა კლაიბერნმა შერიფს.
- ზანგების გატაცებაში.
- ვინ უჩივის?
- დომინიკ გაიარი! - გაისმა ბრბოდან და მაშინვე ვიცანი
გაიარის ხმა.
- მესიე გაიარი აქ არის?
- დიახ, - უპასუხა ხმამ და მელიისსახიანი ვექილი კათედ-
რის წინ წარსდგა.
- მესიე დომინიკ გაიარ, რაში სდებთ ბრალს ამ ყმაწვილს?
დაიფიცეთ და დაწვრილებით გვითხარით ყველაფერი, - უთ-
ხრა მოსამართლემ. ფიცი რომ თქვა, გაიარმა ისე წარადგინა
სარჩელი, როგორც გაქექილ ვექილს შეეფერებოდა. მე არ
გავიმეორებ ვექილის იურიდიულ ეშმაკობას. გეტყვით მხო-
ლოდ, რომ ბრალდება რამდენიმე მუხლისგან შედგებოდა.
ჯერ ერთი, იმაში მდებდა ბრალს, რომ ბეზანსონების ერთ
ერთი მონის „სამართლიან“ დასჯას შევუშალე ხელი და ამით
ბეზანსონების პლანტაციის მონები აჯანყებისთვის წავაქეზე.
მეორე, ვითომ მე შთავაგონე მეორე მონას ზედამხედველი-
441 მკითხველთა ლიგა
სათვის დაერტყა და მერე ტყეში გაქცევაში დავეხმარე. გაბ-
რიელს გულისხმობდა, ჩემთან ერთად რომ დაიჭირეს იმ
დღეს. მესამე ბრალდება გაიარისათვის ყველაზე უფრო მომ-
გებიანი იყო...
- მესამეც ის, - განაგრძო გაიარმა, - რომ 18 ოქტომბერს,
ღამით, ეს ყმაწვილი ჩემს სახლში შემოიპარა და გაიტაცა ჩე-
მი მონა ავრორა ბეზანსონი.
- ტყუილია! - გააწყვეტინა ვიღაცამ, - ტყუილია! ავრორა ბე-
ზანსონი მონა არ არის!
გაიარი ისე შეხტა, თითქოს ვიღაცამ დანა დაარტყაო.
- ვინ ამტკიცებს ამას? - რიხიანად იკითხა გაიარმა.
- მე! - უპასუხა ხმამ და იმავე წუთში ვიღაც ყმაწვილი შეხტა
მერხზე. დ’ოტვილი იყო!
- მე ვამტკიცებ! - გაიმეორა მან მტკიცე ხმით, - ავრორა ბე-
ზანსონი მონა კი არა, თავისუფალი კვარტერონია! ინებეთ,
მოსამართლე კლაიბორნ!
ეს თქვა და ოთხად გაკეცილი პერგამენტი გადასცა გვერ-
დზე მდგომ კაცს. საბუთი ხელიდან ხელში გადადიოდა, სანამ
შერიფს არ გადასცეს.
შერიფმა პერგამენტი მოსამართლეს გადასცა და
კლაიბორნმა ხმამაღლა წაიკითხა.
ეს კვარტერონ ავრორას განთავისუფლების საბუთი აღ-
მოჩნდა, ყველა წესის დაცვით შედგენილი და ავრორას გან-
სვენებული ბატონის მიერ ხელმოწერილი. საბუთი ანდერძს
ჰქონდა დართული.
ხალხი გაოცებისგან თითქოს გაქვავდა, ყველას ხმა ჩაუწ-
ყდა. აშკარა იყო, ახლა სხვა, საწინააღმდეგო გრძნობები
დაეუფლათ.

442 მკითხველთა ლიგა


ყველამ კარგად დაინახა, რა შთაბეჭდილება მოახდინა ამ
სიტყვებმა გაიარზე. ვექილი აიწურა და დაბნეულმა თქვა:
- პროტესტს ვაცხადებ!.. ეს საბუთი ჩემი სეკრეტერიდან
მოიპარეს და...
- მით უკეთესი, მესიე გაიარ! - ისევ გააწყვეტინა სიტყვა
დ’ოტვილმა, - მით უკეთესი! თქვენ ადასტურებთ, რომ პერგა-
მენტი მოგპარეს, ამით ამ საბუთის ჭეშმარიტებასაც ამტკი-
ცებთ. ერთი გვითხარით, თუ ეს საბუთი თქვენთან ინახებოდა
და მისი შინაარსიც იცოდით, რატომღა ამბობთ, რომ ავრორა
ბეზანსონი თქვენი მონაა?
გაიარმა კრინტიც ვეღარ დაძრა. მკვდარივით გაფითრე-
ბულ სახეზე ჭაობის ფერი დაედო. მისთვის ჩვეული ბრაზიანი
გამომეტყველება დაბნეულობამ და შიშმა შეცვალა. ეტყობა,
ნატრობდა, ნეტა აქაურობას გამაშორაო, ისე იმალებოდა
ხალხის ზურგს უკან.
- მოითმინეთ, მესიე გაიარ! - განაგრძო ულმობლად დ’ოტ-
ვილმა, - ჯერ არ დამიმთავრებია. მოსამართლე კლაიბორნ,
მეორე საბუთიც ინებეთ. ესეც საინტერესო იქნება თქვენთვის.
გთხოვთ, წაიკითხოთ.
ჯიბიდან დაკეცილი პერგამენტი ამოიღო და მოსამარ-
თლეს გადასცა. კლაიბორნმა ისიც ხმამაღლა წაიკითხა.
ეს იყო დამატებითი საბუთი, რომელიც ოგიუსტ ბეზანსონს
თავისი ანდერძისთვის დაურთავს. შიგ ეწერა, რომ მოხუცი
თავის ასულს, ეჟენი ბეზანსონს უტოვებდა ორმოცდაათი ათას
დოლარს. როცა ქალიშვილი სრულწლოვანი გახდებოდა, ეს
თანხა უნდა გადაეცა მისთვის ორ მეურვეს ბატონ დომინიკ
გაიარს და ანტუან ლერეს. მეურვეებს ევალებოდათ, არ
გაეგებინებინათ ეჟენი ბეზანსონისთვის ამ თანხის არსებობა,
სანამ ფულის მიცემის დრო არ დადგებოდა.
443 მკითხველთა ლიგა
როგორც კი მოსამართლემ კითხვა დაამთავრა, დ’ოტვილ-
მა განაგრძო:
- ახლა კი მესიე დომინიკ გაიარ, მე ბრალს გდებთ ორმოც-
დაათი ათასი დოლარის მითვისებაში, ბრალად გდებთ, აგ-
რეთვე, სხვა თანხების მითვისებასაც, რასაც მერე ცალკე ვი-
ანგარიშებთ. ბრალს გდებთ იმაში, რომ თქვენ დამალეთ ამ
ფულის არსებობა და არ შეიტანეთ ბეზანსონების ქონების
სიაში; ერთი სიტყვით, მოიპარეთ!
- ძალიან მძიმე ბრალდებაა! - თქვა მოსამრთლე
კლაიბორნმა. ეტყობა, დაიჯერა ყველაფერი და მზად იყო,
მხარი დაეჭირა მომჩივანისთვის, - მაგრამ ნება მომეცით, სა-
ხელი გკითხოთ, მესიე, გულთბილად მიმართა მან დ’ოტ-
ვილს.
პირველად ვხედავდი დ’ოტვილს დღის სინათლეზე. აქამ-
დე ან საღამოს ბინდბუნდში ვნახულობდი ხოლმე, ან სან-
თლის შუქზე. მართალია, იმ დილას ერთად ვიყავით, მაგრამ
ტყე ისეთი დაბურული იყო, რომ ბუნდოვნად ვხედავდი ყმაწ-
ვილის სახეს. ახლა, ფანჯრიდან დღის სინათლე იფრქვეოდა
და კარგად დავინახე, ისევ მომეჩვენა, თითქოს ადრეც მენახა
სადღაც. რაც უფრო მეტად ვაკვირდებოდი, უფრო ვრწმუნდე-
ბოდი ამაში და როცა დ’ოტვილმა მოსამართლეს უპასუხა,
როგორც მოსალოდნელი იყო, ისე აღარ გავოცებულვარ.
- ნება მომეცით, სახელი გკითხოთ, მესიე! - გაიმეორა მო-
სამართლემ.
- ეჟენი ბეზანსონი!
იმავე წამს ქუდი და შავი პარიკი მოიგლიჯა თავიდან და
მშვენიერ კრეოლ ქალს მხრებზე ოქროსფერი თმა ჩამოეშა-
ლა.

444 მკითხველთა ლიგა


დარბაზმა დაიქუხა, ვაშაო, მხოლოდ გაიარსა და ორ სამ
თავზეხელაღებულ გარეწარს არ ამოუღია ხმა. მივხვდი, რომ
თავისუფალი ვიყავი!
უცებ ყველაფერი შეიცვალა და მომჩივანი დამნაშავედ გა-
დაიქცა. დარბაზი ჯერ კიდევ ქოთქოთებდა, როცა რეიგარტი-
სა და სხვებისგან წაქეზებული შერიფი გაიართან მივიდა,
მხრებზე ხელი დაადო და განუცხადა, დაპატიმრებული ხარ-
თო.
-ტყუილია ყველაფერი! - ყვიროდა გაიარი, - განგებ მო-
მიწყვეს, განგებ! ყალბი საბუთებია! ყალბი ხელმოწერა!
- არა, მესიე გაიარ! - სიტყვა გააწყვეტინა მოსამართლემ, -
ეს საბუთები ყალბი არ არის. ნამდვილად ოგიუსტ ბეზანსონის
ხელწერაა. მე კარგად ვიცნობ მის ხელს და შემიძლია დავი-
ფიცო.
- მეც, - დაბალი, მკაცრი ხმით წარმოთქვა ვიღაცამ და ყვე-
ლამ იქით გაიხედა. ეჟენი დ’ოტვილის ეჟენი ბეზანსონად გარ-
დაქმნამ ხომ ყველა გააკვირვა, ახლა კი მეორე საოცრება
მოხდა, ხალხის თვალწინ მკვდრეთით აღსდგა მოურავი ან-
ტუანი!
მკითხველო! ჩემი ამბავი დასრულდა. პატარა დრამის შემ-
დეგ ფარდა ეშვება. რა თქმა უნდა, შემიძლია ჩემი გმირების
შემდგომი ცხოვრებაც მოგითხროთ, მაგრამ მოკლედ გეტ-
ყვით. დაე, თქვენმა წარმოსახვამ შეავსოს წვრილმანები.
თქვენ ალბათ გაიხარებთ, როცა გაიგებთ, რომ ეჟენი ბე-
ზანსონმა დაიბრუნა მამული, რომელიც ერთგული ანტუანის
წყალობით მალე ძველებურად აყვავდა. ვაი, რომ ზოგ რამეს
ვეღარასოდეს აღიდგენ კაცი ახალგაზრდობის დროინდელ
იმედებს, ხალისს და პირველ უმანკო სიყვარულს!

445 მკითხველთა ლიგა


არ იფიქროთ, ეჟენი ბეზანსონმა სასოწარკვეთას ვერ
სძლია, რომ სამუდამოდ უბედური სიყვარულის მსხვერპლი
გახდა. არა, მას მტკიცე ნებისყოფა ჰქონდა და ყოველი ღონე
იხმარა, საბედისწერო ისარი ამოეგლიჯა გულიდან.
დრო და უმწიკვლო ცხოვრება კურნავს ასეთ ჭრილობას,
მაგრამ ამაზე მეტ შვებას საყვარელი ადამიანის ყურადღება
მოგვანიჭებს ხოლმე. ასეთი ყურადღება სიყვარულის წილ
ზომაზე მეტი არგუნა ბედმა ეჟენის.
მართალია, ეჟენის სიყმაწვილის იმედები დაიმსხვრა, სი-
ხარული დაინისლა, მაგრამ ვნების გარდა ამქვეყნად ბევრია
სასიხარულო, ვინ იცის, იქნებ სიყვარული არც არის ჭეშმარი-
ტი ბედნიერების წყარო.
ნეტა შემძლებოდა ამის დაჯერება, რომ ეჟენის სიმშვიდე,
ნათელი ღიმილი სულიერი მყუდროების ნიშანი იყო! მაგრამ
ვერა! ბედი მსხვერპლს ითხოვს. საწყალი ეჟენი! ღმერთი
იყოს შენი შემწე! ნეტა შემეძლოს შენი გული ლეთის წყალში
ჩავძირო!
რეიგარტი? ალბათ გაგიხარდება, მკითხველო, რომ კე-
თილმა ექიმმა წარმატებას მიაღწია, ლანცეტი გვერდზე გადა-
დო და მსხვილი პლანტატორი გახდა, სახელგანთქმული კა-
ნონმდებელი, ერთი იმათგანი, ვისაც პატივი ხვდა წილად
ლუიზიანის შტატის ახლანდელი კანონების კოდექსი შეედგი-
ნა, ცივილიზებული სამყაროს სხვა კოდექსებთან შედარებით
გაცილებით პროგრესული.
დარწმუნებული ვარ, ისიც ძალიან გაგიხარდებათ, რომ
სციპიო, ქლო და „პატარა ქლო“ თავის ძველ, ახლა უკვე ბედ-
ნიერ კერას დაუბრუნდნენ, რომ გველების მომთვინიერებე-
ლი დასჯას გადაურჩა, ორივე ხელი შეინარჩუნა და ფუღურო-
ში დამალვა აღარასოდეს დასჭირვებია.
446 მკითხველთა ლიგა
ვიცი, არ შეწუხდებით, როცა გაიგებთ, გაიარმა რამდენიმე
წელი ბატონ რუჟის ციხეში გაატარა და მერე სადღაც გა-
დაიკარგა. ამბობენ, სახელი გამოიცვალა და სამშობლოში,
საფრანგეთში დაბრუნდაო. მისი დანაშაული ადვილად დამ-
ტკიცდა. ანტუანს დიდი ხნის წინ დაებადა ეჭვი, რომ გაიარს
ეჟენის გაძარცვა უნდოდა და გადაწყვიტა, გამოეცადა ვექი-
ლი. სკამებისაგან შეკრული ტივი არ ჩაძირულა და ერთგულ-
მა მოურავმა ნაპირს მიაღწია. ოღონდ მდინარის ქვემო დინე-
ბაში. არავინ იცოდა მისი გადარჩენის ამბავი და ახირებულმა
მოხუცმა გადაწყვიტა, მცირე ხანს არ გამოვჩნდები, შორიდან
ვუთვალთვალებ დომინიკ გაიარის თაღლითობასო და ასეც
მოიქცა.
გაიარი, როგორც კი დარწმუნდა, მოურავი ნამდვილად
დაიღუპაო, უფრო გათამამდა და უკვე იცით, რაც ჩაიდინა.
როგორც ანტუანი ფიქრობდა, ისე მოხდა ყველაფერი,
მოურავი მოსარჩელედ გამოვიდა და მერე არც გასჭირვებია
გაიარის დანაშაულის დამტკიცება. გაიარს ხუთი წლით პა-
ტიმრობა მიუსაჯეს და მას შემდეგ არც შეხვედრია ამ ამბის
მოქმედ პირებს.
ალბათ არც ის დაგწყვეტთ გულს, რომ ავაზაკ ლარკინსაც
თითქმის ასეთივე ბედი ერგო. ადამიანზე მონადირე რაფიენი
წყალდიდობის დროს დაიხრჩო, ზანგებით მოვაჭრემ ბოლოს
მონების გატაცება დაწყო და ლინჩის სასამართლომ კუპრსა
და ბუმბულში ამოგანგვლა მიუსაჯა.
„მონადირეები“ ჩორლი და ჰეტჩერი აღარსად მინახავს,
მაგრამ ის კი ვიცი, რა ბედი ხვდათ. ჩორლი დუელში მოკლა
ახალორლეანელმა კრეოლმა, რომელსაც ბანქოს თამაშის
დროს წაეჩხუბა.

447 მკითხველთა ლიგა


ჰეტჩერის ბანკი მალე „გაკოტრდა“. დიდხანს ბედი არა
სწყალობდა და ბოლოს წვრილმან ყალთაბანდობას მიჰყო
ხელი.
„ღორის ხორცის ვაჭარს“ დიდი ხნის შემდეგ შევხვდი. მექ-
სიკაში ბანქოს არიგებდა და ბედიც სწყალობდა. მექსიკაში
ამერიკელების ჯარს გაჰყოლია, ბანქოს სათამაშო სალონი
გაუხსნია ოფიცრებისთვის და დიდძალი ქონებაც შეუძენია.
მაგრამ თაღლითობით მოპოვებული სიმდიდრით დიდხანს არ
უსარგებლია, ვერაკრუსაში ტროპიკული ციება დაემართა და
მისი მტვერი დიდი ხანია შეერია ამ უბადრუკი სანაპიროს ქვი-
შას.
ძვირფასო მკითხველო! მე, როგორც ავტორს, წილად
მხვდა პატივი, ამ წიგნის ყველა გმირისთვის თავისი მიმეზღო.
მაგრამ უკვე მესმის თქვენი შეკითხვები: გმირი ქალ-ვაჟი?
დაავიწყდა?
არა, არ დამვიწყებია. ნუთუ გინდათ დიდებული ქორწინება
აგიწეროთ, ბაფთებითა და ყვავილებით მორთული და ბო-
ლოს უსაზღვრო ნეტარება.
დამიფაროს ჰიმენოსმა. ყველაფერ ამას თქვენს წარმო-
სახვას ვუთმობ. თუკი მოისურვებს, დაე, მან შეავსოს წვრილ-
მანები.
მაგრამ შეყვარებულის ბედი ხომ მანამდე აინტერესებს
მკითხველს, სანამ გმირი მიზანს მიაღწევდეს. მთხრობელი
ზოგჯერ საკურთხევლამდე არც კი მიიყვანს ხოლმე თავის
გმირებს. თქვენც, მგონი, არ მოისურვებდით, გადაგეწიათ
ფარდა, რომელიც მშვენიერი კვარტერონი ქალისა და ჩემს
ბედნიერ ცოლქმრულ ცხოვრებას ჩამოეფარა.

448 მკითხველთა ლიგა


პატარა ზღვის მგელი

449 მკითხველთა ლიგა


თავი I
ჩემი პატარა მსმენელები

ფილიპი ვარ, გვარად ფორსტერი. უკვე მოხუცი ვარ.


ვცხოვრობ ჩვენი კუნძულის ყველაზე უფრო განიერი ყუ-
რის სიღრმეში გაშენებულ ერთ პატარა, წყნარ სოფელში.
წყნარია მეთქი, ვთქვი ჩემს სოფელზე და მართალიც არის,
თუმცა იგი ზღვის პორტის სახელს იჩემებს. თლილი გრანიტის
ნავსაყუდელიც გვაქვს. ნავსადგურში ყოველთვის დგას ერთი
ორი კარჭაპი, ამდენივე სანდალი და დროდადრო ორანძიანი
ხომალდიც გამოჩნდება ხოლმე. დიდი ხომალდები ყურეში
ვერ შემოდიან. მეთევზეთა ნავებს კი ყოველთვის ბლომად
დაინახავთ. ზოგი ნაპირზეა გამოთრეული, ზოგი წყალზე დას-
რიალებს. ალბათ დაასკვნით, რომ სოფლის კეთილდღეობა
თევზჭერაზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე ვაჭრობაზე და
არც შეცდებით. ეს მართლაც ასეა.
ეს ჩემი მშობლიური სოფელია. აქ დავიბადე და სიკვდილ-
საც აქ ვაპირებ.
მიუხედავად ამისა, ჩემმა თანამემამულეებმა ჩემზე ცოტა
რამ იციან. „კაპინატ ფორსტერს“ ან უბრალოდ „კაპიტანს“ მე-
ძახიან და ამ მეტსახელის ღირსად მთელ ჩვენს მხარეში სხვას
არავის თვლიან.
მართალი გითხრათ, ამ სახელის ღირსი არა ვარ. კაპიტ-
ნად არც ხმელეთზე მიმუშავია და არც ზღვაზე. მხოლოდ სა-
ვაჭრო ხომალდის მფლობელი ვიყავი. ესე იგი, კაპიტანი კი
არა, შკიპერი გახლდით, მაგრამ ჩემი მეზობლები თავაზიანი
450 მკითხველთა ლიგა
ხალხია და მათი თავაზიანობის წყალობით დამერქვა „კაპი-
ტანი“.
მათ იციან, რომ სოფლიდან ნახევარ მილზე, ერთ კოხტა
სახლში ვცხოვრობ, ზღვის პირას. ვცხოვრობ მარტო, მოხუცი
მოახლის ანაბარა. ყოველდღე მხედავენ ჩემი თანასოფლე-
ლები, როცა იღლიაში ჭოგრიტამოჩრილი სოფელში გავივ-
ლი, ნავსადგურში გავალ და ცისკიდურამდე დავზვერავ
ზღვას. შემდეგ შინ ვბრუნდები ან ერთ ორ საათს კიდევ დავე-
ხეტები ნაპირზე. ამის მეტი ჩემმა მეზობლებმა ჩემს ცხოვრე-
ბასა და ჩვეულებებზე თითქმის არაფერი იციან.
დარწმუნებული არიან, რომ ერთ დროს დიდი მოგზაური
ვიყავი. ისიც იციან, რომ ბევრი წიგნი მაქვს, ბევრს ვკითხუ-
ლობ და უჩვეულოდ განსწავლული კაცი ვგონივარ.
მოგზაურობით მართლაც ბევრი მიმოგზაურია, ახლა კი
ბევრს ვკითხულობ, მაგრამ ჩემი თანასოფლელები ცდებიან,
უჩვეულოდ განსწავლული მაინც არა ვარ. სიჭაბუკეში კარგი
განათლების მიღების საშუალება არ მქონდა და რაც ვიცი, ჩე-
მით შევისწავლე, ისიც ნაჩქარევად და ნაწყვეტ ნაწყვეტ, ჩემი
შფოთიანი ცხოვრების შედარებით მშვიდ მონაკვეთებში.
რა თქმა უნდა, გიკვირთ, რომ ვამბობ, ჩემმა თანასოფლე-
ლებმა ჩემი ცოტა რამ იციან მეთქი მე ხომ მათ შორის დავი-
ბადე და აქვე უნდა დავიმარხო. მაგრამ ამას თავისი მიზეზი
აქვს. თორმეტი წლისა სახლიდან წავედი, ორმოცი წლის გან-
მავლობაში მშობლიურ მიწაზე ფეხი არ დამიდგამს და აქაური
თვალით არავინ მინახავს.
საქვეყნოდ განთქმული კაცი უნდა იყო, რომ ორმოცი
წლის შემდეგ ვინმემ გაგიხსენოს. სოფელში რომ დავბრუნდი,
ორმოცი წლის წინ წასული ბიჭი ყველას დავიწყებოდა. ჩემი
მშობლებიც ძლივსღა ახსოვდათ. ისინი ხომ ჩემს წასვლამდე
451 მკითხველთა ლიგა
დაიხოცნენ, როცა ჯერ კიდევ ყრმა ვიყავი. თანაც მამაჩემი
მეზღვაური იყო და შინ იშვიათად მოდიოდა. მეც მხოლოდ ის
მახსოვს, რა მწარედ ვტიროდი, როცა გავიგე, მამაჩემის გემი
დაღუპულიყო და ეკიპაჟის დიდ ნაწილთან ერთად ისიც დამ-
ხრჩვალიყო. ვაი, რომ აღარც დედაჩემს უცოცხლია დიდხანს.
ჰოდა, რაკი ასე დიდი ხნის წინ დაიხოცნენ, ბუნებრივია, მე-
ზობლებს დავიწყებოდათ, მით უფრო, რომ ჩვენებს მათთან
დიდი მეზობლობა არ ჰქონიათ. აი, რატომ მიმიღეს უცხოსა-
ვით მშობლიურ მხარეში.
მაგრამ არ გეგონოთ, მარტო ვარ და მეგობრები არა
მყავს. მეზღვაურობას თავი იმიტომ დავანებე და შინ იმიტომ
დავბრუნდი, რომ დარჩენილი დღეები წყნარად და მშვიდად
გავატარო, მაგრამ პირქუში კაცი არა ვარ და ხალხს არ ვერი-
დები. პირიქით, ხალხთან შეხვედრა ყოველთვის მიყვარდა
და ახლაც მიყვარს. მოხუცი ვარ, მაგრამ ახალგაზრდებთან,
განსაკუთრებით პატარა ბიჭებთან, სიამოვნებით ვატარებ
დროს. შემიძლია დავიტრაბახო, სოფლის ბიჭუნებსაც ძალიან
შევუყვარდი. საათობით ვეხმარები ხოლმე ფრანის გაშვება-
ში, ერთად ვაცურებთ წყალში პატარა გემებს. თან მახსენდე-
ბა, რა სიამოვნებით ვერთობოდი ხოლმე ამით ბავშვობაში.
ბავშვები მეთამაშებიან და ალბათ აზრადაც არ მოსდით,
რომ ამ კეთილ მოხუცს, რომელიც მათაც ართობს და თვითო-
ნაც ერთობა, მთელი ცხოვრება მშფოთვარე თავგადასავლებ-
სა და მოსალოდნელი სიკვდილის საფრთხეში აქვს გატარე-
ბული. სწორედ ასეთი იყო ჩემი ცხოვრება.
სოფელში ვიღაც ვიღაცებისათვის მე თვითონ მიამბნია ჩე-
მი ცხოვრების ცალკეული ეპიზოდები. თუკი ვინმე დაინტე-
რესდება, არასოდეს დავზარდები ხოლმე და ვუამბობ ზოგ რა-
მეს. ჩვენს წყნარ სოფელშიც კი აღმოჩნდა აუდიტორია, რო-
452 მკითხველთა ლიგა
მელმაც იცის მთხრობელის დაფასება. ჩემი მსმენელები მო-
წაფეები არიან. სოფლის შორიახლო ერთი სახელგანთქმუ-
ლი სკოლაა, რომელსაც „კეთილშობილ ბავშვთა სასწავლე-
ბელს“ უწოდებენ. სწორედ ამ სკოლის მოსწავლეები არიან
ჩემი ყველაზე ყურადღებიანი მსმენელები.
ნაპირზე ხეტიალისას არაერთხელ შევხვედრივარ ამ ბი-
ჭებს, ჩემი მლაშე წყლით დამწვარი და ქარდაკრული სახე
რომ შეუმჩნევიათ, უფიქრიათ, ეტყობა, ამ კაცს შორეულ, ვე-
ლურ ქვეყნებში უმოგზაურია, მრავალი რამ გადახდენია და
ბევრი საინტერესო ამბავი ეცოდინებაო. ბიჭები თითქმის ყო-
ველდღე მხვდებოდნენ და მალე ძალიან დავმეგობრდით. მე
მათ ჩემი ცხოვრების ცალკეულ ეპიზოდებს ვუყვებოდი. ვინ
იცის, რამდენჯერ ვუნახავვარ ჩემს მეზობლებს ფაქიზად ჩაც-
მულ ბიჭებს შორის, ზღვის პირას, ნამიკრეფია ბალახში ჩამ-
ჯდარი. პირდაღებული და თვალებანთებული ბიჭები ხარბად
ისმენდნენ ჩემს ნაამბობს.
არ მეთაკილება იმის თქმა, რომ მე თვითონაც მსიამოვ-
ნებდა ამ ამბების მოყოლა. ყველა მეზღვაურს და ჯარისკაცს
უყვარს წარსულის გახსენება და ოდესღაც მომხდარი ბრძო-
ლების ხელახალი განცდა.
ერთხელ, როდესაც ჩვეულებისამებრ შევხვდი ჩემს პატა-
რა მეგობრებს, შევნიშნე, რომ რაღაც უჩვეულო ხდებოდა. ბი-
ჭები შეჯგუფებულიყვნენ, ხოლო ერთ მათგანს, ყველაზე უფ-
როსს, ხელში დაკეცილი ქაღალდი ეჭირა. მივხვდი, ზედ რა-
ღაც ეწერა.
მივუახლოვდი. ბიჭებს სიტყვაც არ დასცდენიათ, ისე გად-
მომცეს ქაღალდი. წარწერას დავხედე. ბარათი მე მეკუთვნო-
და.

453 მკითხველთა ლიგა


გავხსენი და მაშინვე მივხვდი, რაც იყო. ეს გახლდათ
„თხოვნა“, რომელსაც ყველა იქ მყოფი ბიჭი აწერდა ხელს:

„ძვირფასო კაპიტანო!
დღეს მთელი დღე თავისუფალი გვაქვს. ვიფიქრეთ, რო-
გორ გაგვეტარებინა დრო და თქვენი ამბების მოსმენაზე სა-
სიამოვნო და სასარგებლო ვერაფერი მოვიფიქრეთ. ამიტომ
თავს ნებას ვაძლევთ და გთხოვთ, მოგვანიჭოთ სიამოვნება
და გვიამბოთ თქვენი რომელიმე თავგადასავალი. ჩვენ ვი-
სურვებდით მოგვესმინა რაიმე ამაღელვებელი. ვიცით,
თქვენს თავგადასავლებით მდიდარ ცხოვრებაში ბევრი რამ
გადაგხდენიათ. აირჩიეთ, რაც გსურთ, გვიამბეთ ის, რისი
გახსენებაც თქვენ თვითონ გესიამოვნებათ. ჩვენ კი გპირდე-
ბით, ყურადღებით მოგისმენთ. გვჯერა, რომ ამ პირობის შეს-
რულება არ გაგიჭირდებათ. მაშ ასე, ძვირფასო კაპიტანო,
გაგვიწიეთ ხათრი და სამუდამოდ მადლიერები დაგრჩებით“.

არ შემეძლო ასეთ თავაზიან თხოვნაზე უარი მეთქვა და


უყოყმანოდ დავთანხმდი. თან ისეთი ეპიზოდი შევარჩიე, რაც
მათთვის განსაკუთრებით საინტერესოდ მივიჩნიე: ამბავი ჩე-
მი ბავშვობისა და ზღვაში პირველი მოგზაურობისა, რომე-
ლიც იმდენად უჩვეულო პირობებში მოხდა, რომ მას „სიბნე-
ლეში მოგზაურობა“ დავარქვი.
მოკენჭილ სანაპიროზე დავჯექი, ბიჭები გარს შემოვისხი
და დავიწყე. ჩვენ წინ უსაზღვრო ზღვა იყო გადაშლილი.

454 მკითხველთა ლიგა


თავი II
ბედმა გადამარჩინა

პატარაობიდანვე მიყვარდა წყალი. თითქოს დედის მუც-


ლიდან დამყვა ეს გრძნობა. იხვად ან მყვინთავ ძაღლად რომ
დავბადებულიყავი, ალბათ ამაზე მეტად მაინც არ მეყვარებო-
და. მამა მეზღვაური მყავდა. პაპა და პაპის პაპაც მეზღვაურე-
ბი იყვნენ. წყლისადმი ლტოლვა ალბათ მათგან გამომყვა
მემკვიდრეობით. ყოველ შემთხვევაში, ეს გატაცება იმდენად
ძლიერი იყო, თითქოს წყალი ჩემი მშობლიური სტიქია ყოფი-
ლიყო. თვითონ არ მახსოვს, მაგრამ მეუბნებოდნენ, პატარა
რომ ვიყავი, გუბეებსა და ტბორებს ვერ გაშორებდითო. პირ-
ველი თავგადასავალიც ტბორზე შემემთხვა და კარგად დამა-
მახსოვრდა. მართალია, ეს ამბავი არც ისეთი საშინელი და
საოცარია, როგორებიც შემდეგ გადამხდა, მაგრამ მაინც საკ-
მაოდ თავშესაქცევია და გიამბობთ, რათა წარმოიდგინოთ,
რა ძლიერი სწრაფვა მქონდა წყლისადმი. მაშინ სულ პატარა
ბიჭი ვიყავი და ჩემი ცხოვრების გარიჟრაჟზე მომხდარი ეს უც-
ნაური შემთხვევა თითქოს ჩემი მომავალი ბედ იღბლის მა-
ნიშნებელი იყო. ის თითქოს წინასწარმეტყველებდა, რომ ბე-
დი მრავალ ფათერაკსა და თავგადასავალს მიმზადებდა.
უკვე გითხარით, მაშინ სულ პატარა ბიჭი ვიყავი მეთქი. ის
ის იყო, დაიწყეს ჩემი მარტო გაშვება. ჩემი თანატოლების
მსგავსად მეც მიყვარდა წყალში ქაღალდის გემების შეცურე-
ბა. გემის კეთება უკვე ვიცოდი. ძველი წიგნებიდან და გაზეთე-
ბიდან ფურცლებს ვხევდი, „ხომალდებს“ ვაკეთებდი და გუბუ-
455 მკითხველთა ლიგა
რის გაღმა ნაპირისაკენ ვგზავნიდი. ეს გუბე ჩემთვის ოკეანეს
უდრიდა. მაგრამ მალე ეს გართობა მეცოტავა. ექვსი თვის
განმავლობაში კაპიკს კაპიკზე ვადებდი, ცოტაოდენი ფული
შევაგროვე და ერთი მოხუცი მებადურისგან ყველაფრით გა-
მართული, თავისუფალ დროს მისი ხელით გაკეთებული სა-
თამაშო კარჭაპი ვიყიდე. ჩემს გემს სულ ექვსი დუიმი სიგრძე
და სამი დუიმი სიგანე ჰქონდა და მისი ტონაჟი რომ აღრიცხუ-
ლი ყოფილიყო (მას კი, რა თქმა უნდა, რეგისტრაცია არ გაუვ-
ლია), ალბათ ნახევარი გირვანქა იქნებოდა. პაწაწინა გემი
ყოფილაო, იტყვით, მე კი იმხანად ნამდვილ სამბანიან ხო-
მალდად მესახებოდა.
იხვების სანაპირო გუბურა ჩემი გემისთვის ძალზე ვიწროდ
მივიჩნიე და ისეთი ადგილის ძებნა დავიწყე, სადაც გემს
ფრთების გაშლის საშუალება მიეცემოდა.
მალე ძალიან დიდი ტბორი ვიპოვე. ტბორი აღარც ეთქმო-
და, ნამდვილი ტბა იყო. წყალი კრისტალივით კამკამებდა და
მის ზედაპირს ერთთავად წყნარი ნიავი დასთამაშებდა. ამ
ნიავის წამოქროლება, ჩემი გემის იალქნების დაბერვა და ჩი-
ტივით გაქროლება ერთი იყო. ხშირად ჩემი გემი უფრო მალე
გადასერავდა ხოლმე ტბას, ვიდრე მე ნაპირ ნაპირ შემოვურ-
ბენდი და წინ დავუხვდებოდი.
ხშირად ვეჯიბრებოდით მე და ჩემი გემი და ამ შეჯიბრებაში
ხან მე ვიმარჯვებდი, ხან ის; ეს იმაზე იყო დამოკიდებული,
ზურგის ქარი უბერავდა თუ არა.
ეს ლამაზი ტბორი, რომლის ნაპირებზეც ჩემი ბავშვობის
უბედნიერესი საათები გამიტარებია, საზოგადოებრივ საკუთ-
რებას არ წარმოადგენდა. ის მდებარეობდა პარკში, რომე-
ლიც ერთ კაცს ეკუთვნოდა. პარკი სოფლის ბოლოს იწყებო-
და და, რა თქმა უნდა, ტბორიც პარკის პატრონისა გახლდათ.
456 მკითხველთა ლიგა
ეს კაცი კეთილი და ლიბერალურად განწყობილი ადამიანი
იყო. სოფლის მცხოვრებლებს თავის მიწაზე გავლას არ უკ-
რძალავდა და ბიჭებს გუბეებსა და აუზებში გემების გაშვების
ნებას აძლევდა. ის კი არა და, პარკის მოედნებზე კრიკეტის
თამაშსაც არ უშლიდა, ოღონდ ერთი პირობით ბავშვები
ფრთხილად უნდა მოქცეულიყვნენ და ხეივნებში ბუჩქები და
ნარგავები არ დაეზიანებინათ. სოფლის ბავშვები ვლაღობ-
დით და ვთამაშობდით იმ კაცის მამულში, მაგრამ ამავე
დროს ვაფასებდით მის სიკეთეს და არ მახსოვს, ოდესმე
რაიმე გაგვეფუჭებინოს. ის პარკი და ტბა ახლაც არსებობს,
ალბათ ყველამ იცით. კეთილი ჯენტლმენი კი დიდი ხანია,
რაც ამ ქვეყნიდან წავიდა, რადგან იგი მაშინვე მოხუცი იყო,
მას შემდეგ კი სამოცი წელი გავიდა.
ამ პატარა ტბაში მაშინ გედები ბინადრობდნენ. ექვსნი იყ-
ვნენ. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ტბორის პირას სხვა,
უფრო იშვიათი ჯიშის ფრინველებიც ცხოვრობდნენ. ბავშვებს
უყვარდათ ლამაზი არსებების დაპურება. პურის ნატეხების
მოტანა ჩვეულებად გვქონდა. ამ ფრინველებით მეც ვიყავი
აღტაცებული და როგორც კი საშუალება მომეცემოდა, პურით
გატენილი ჯიბეები მომქონდა ტბაზე.
ფრინველები, განსაკუთრებით კი გედები, ისე შეგვეჩვივ-
ნენ, რომ ოდნავაც კი არ გვიფრთხოდნენ და პირდაპირ ჩვენი
ხელიდან ჭამდნენ.
ფრინველების კვების ერთი ხერხი განსაკუთრებით დიდ
სიამოვნებას გვანიჭებდა. ერთ ადგილას ტბის ნაპირი წყლის
ზედაპირიდან ასე სამი ფუტის სიმაღლეზე აღმართულიყო.
ტბაც უფრო ღრმა იყო აქ და გედები ხმელეთზე მხოლოდ
ფრენით თუ ავიდოდნენ. ნაპირი ციცაბოდ ეშვებოდა, თითქოს
ჰაერში ეკიდა, არც შვერილები ჰქონდა და არც საფეხურები.
457 მკითხველთა ლიგა
სწორედ აქ შემოვიტყუებდით ხოლმე გედებს. ისინიც
თვალს მოგვკრავდნენ თუ არა, მოემზადებოდნენ. ჩვენ წკეპ-
ლის წვერს გავაპობდით, ორკაპში პურს მოვათავსებდით და
გედების თავებს ზემოთ გადავიშვერდით. გედები ხან კისერს
წაიგრძელებდნენ, ხან ძაღლებივით შეხტებოდნენ პურის და-
საჭერად. ვუყურებდით და სიცილით ვიხოცებოდით.
ახლა კი შეპირებულ ამბავს გიამბობთ.
ერთხელ ტბასთან მივედი და, როგორც ყოველთვის, ჩემი
კარჭაპიც მივიტანე. ადრიანი დილა იყო და ჩემი ამხანაგები
ჯერ არ მოსულიყვნენ. კარჭაპი წყალში ჩავუშვი და ტბის ნა-
პირს გავუყევი, რომ გაღმა დავხვედროდი.
ქარი თითქმის არ იძვროდა. გემი ნელა გაცურდა. საჩქა-
რო არაფერი მქონდა და ნაპირზე მივსეირნობდი. სახლიდან
გამოსვლისას ჩემი გედები არ დამვიწყებია. გამოგიტყდებით,
ოღონდ ისინი გამენებივრებინა და ბევრჯერ ქურდბაცაცობა-
ზეც არ დამიხევია უკან: პურის ნატეხები, რომლითაც ჯიბეები
მქონდა დატენილი, საკუჭნაოდან მალულად იყო წამოღებუ-
ლი.
ასე თუ ისე, ახლაც მოვიტანე მათი ყოველდღიური ულუფა,
გავედი მაღალ ნაპირზე და შევჩერდი.
ამაყად კისერმოღერებულებმა ფრთები ოდნავ ასწიეს და
ექვსივე ჩემკენ გამოსრიალდა. რამდენიმე წამში ნაპირს მო-
ადგნენ. ნისკარტმოშვერილები მომჩერებოდნენ და ჩემს ყო-
ველ მოძრაობას ხარბად ადევნებდნენ თვალს იცოდნენ,
ტყუილად არ მოვიხმობდი.
მოვნახე პატარა ტოტი, წვერი ჩავჭერი, შიგ პური მოვათავ-
სე და სეირის საყურებლად მოვემზადე.

458 მკითხველთა ლიგა


ნატეხი ნატეხზე ქრებოდა, ჯიბეები თითქმის დამიცარიელ-
და. ერთბაშად ფეხქვეშ ბელტი გამომეცალა და წყალში მოვა-
დინე ტყაპანი.
ლოდივით მძიმედ ჩავვარდი და რადგან ცურვა სრულიად
არ ვიცოდი, ქვასავით ჩავიძირებოდი, მაგრამ საბედნიეროდ,
შიგ გედების გუნდის შუაგულში მოვხვდი. მე ხომ შევშინდი და
შევშინდი, მაგრამ არც გედებს დაადგათ კარგი დღე. ისინი
უარესად დაფრთხნენ.
ვერ ვიტყვი, სულის სიმტკიცე შევინარჩუნე მეთქი. უბრა-
ლოდ, ყველა სულდგმულისათვის დამახასიათებელმა თავ-
დაცვის ინსტინქტმა ამამოძრავა, ხელების ქნევას მოვყევი და
ვცდილობდი, რამეს ჩავბღაუჭებოდი. წყალწაღებული ხავსს
ეჭიდებოდაო, ხომ გაგიგონიათ, მე კი ხელთ ხავსზე უკეთესი
რამ მომხვდა ყველაზე დიდი და ღონიერი გედის ფეხს ჩავეჭი-
დე და, რაც ძალა და ღონე მქონდა, ჩავებღაუჭე, რადგან ჩემი
სიცოცხლე მასზე იყო დამოკიდებული.
ჩავარდნის დროს თვალები და ყურები წყლით ამევსო და
თვითონაც არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი. თავდაპირველად
მხოლოდ წყლის შხაპუნი და დამფრთხალი გედების ფართხა-
ფურთხი მესმოდა, მაგრამ მალე მივხვდი, ჩემი გედი გაღმა
ნაპირისკენ მიმაქროლებდა. იმდენი მოსაზრება კი შემრჩა,
რომ ფეხისთვის ხელი არ გამეშვა და თვალის დახამხამებაში
ტბის შუაგულში აღმოვჩნდი. გედი კი არ მიცურავდა, თითქმის
მიფრინავდა, ფრთებს წყლის ზედაპირზე ატლაშუნებდა და
თან თავისუფალ ფეხს იშველიებდა. შიშმა უეჭველად ძალა
და ღონე გაუორკეცა, თორემ თავისსავე წონის ბიჭს როგორ
წაათრევდა. მიძნელდება იმის თქმა, რამდენ ხანს მივქროდი
წყალზე. მგონი, არც ისე დიდხანს. ფრინველს ჯერ კიდევ შე-
ეძლო წყალზე თავის შემაგრება, მე კი დიდხანს ვეღარ გავუძ-
459 მკითხველთა ლიგა
ლებდი. წამდაუწუმ წყალში ვყურყუმელაობდი. ცხვირ პირი
წყლით ამევსო; უკვე გონს ვკარგავდი და მალე ალბათ ხელ-
საც გავუშვებდი.
სწორედ ამ დროს, ჩემდა სასიხარულოდ, მუხლები რაღაც
მაგარს გავუხახუნე. ეს იყო კენჭები და ტბის ფსკერის ქვიშა
უკვე თავთხელში ვიყავი. ფრინველი ცდილობდა დამსხლტო-
მოდა, ტბის ღრმა და საშიშ ადგილებს გარიდებოდა და მეორე
ნაპირას გავეთრიე.
ერთ წუთსაც არ მიყოყმანია. ბუქსირით მოგზაურობის
დამთავრებით უსაზღვროდ გახარებულმა, გედის ფეხს ხელი
გავუშვი. ფრინველმა თავისუფლება იგრძნო, სწრაფად აფ-
რინდა და გამყინავი ყვირილით ჰაერში შეინავარდა.
მე კი ფსკერი მოვსინჯე, როგორც იქნა, ფეხი მოვიკიდე,
ბარბაც ბარბაცით წამოვდექი, ხველებითა და ცხვირის ცემი-
ნებით გავყევი ფონს და მალე სამშვიდობოს გავედი, ფეხი
მყარ მიწაზე დავდგი.
ისეთი შეშინებული ვიყავი, ჩემი კარჭაპი არც გამხსენებია.
ღვთის ანაბარა მივატოვე შუა წყალში, თავქუდმოგლეჯილი
გავიქეცი და შინ მისვლამდე არ შევჩერებულვარ. მთლად გა-
ლუმპული ვიყავი, წყალი წურწურით ჩამომდიოდა. ოთახში
შევირბინე და ცეცხლს მივეფიცხე.

460 მკითხველთა ლიგა


თავი III
წყალქვეშა დინება

თქვენ გგონიათ, ამ გაკვეთილმა შემაშინა და წყალს აღარ


ვეკარებოდი? ნურას უკაცრავად! წყლის ყლაპვამ სიფრთხი-
ლე ვერ მასწავლა, სხვა მხრივ კი სასარგებლო გამოდგა:
თუმცა პატარა ვიყავი, მაინც ისეთ რამეს მივხვდი, რაზეც წი-
ნათ არ ჩავფიქრებულვარ; მივხვდი, რა საშიშია ღრმა წყალში
ჩავარდნა, თუ ცურვა არ იცი. საფრთხემ, რომელსაც ძლივს
გადავურჩი, ერთი გადაწყვეტილება მიმაღებინა გადავწყვიტე
ცურვა მესწავლა.
დედამ განზრახვა მომიწონა, წამაქეზა. მამაც მოწონების
წერილსა მწერდა შორეული ქვეყნიდან. ცურვის შესწავლის
საუკეთესო ხერხიც კი გამიზიარა. მეც ეს მინდოდა. გატაცე-
ბით მოვეკიდე საქმეს. მინდოდა, ბრწყინვალე მოცურავე გავ-
მხდარიყავი. თბილ ამინდში, გაკვეთილების შემდეგ, დღეში
ერთხელ ან ორჯერ მივეშურებოდი საბანაოზე და ზღვის გოჭი-
ვით ვჭყუმპალაობდი. უფროსმა ბიჭებმა, რომლებმაც ცურვა
იცოდნენ, რამდენიმე გაკვეთილი ჩამიტარეს და მალე, როდე-
საც სხვის დაუხმარებლად ზურგზე ცურვა შევძელი, უდიდესი
სიამოვნება განვიცადე. კარგად მახსოვს, როგორ გამაამაყა
პირველმა მიღწევებმა.
მოდი, ერთ რამეს გირჩევთ, ჩემო პატარა მკითხველებო:
მიჰბაძეთ ჩემს მაგალითს და ისწავლეთ ცურვა! ვერც წარმო-
იდგენთ, ისეთ დროს გამოგადგებათ. ვინ იცის, იქნებ ვინმეს

461 მკითხველთა ლიგა


გადარჩენა მოგიხდეთ, იქნებ ადრე თუ გვიან, საკუთარი თა-
ვიც იხსნათ.
ჩვენს დროში გაცილებით მეტი ხალხი იხრჩობა, ვიდრე წი-
ნათ. ახლა ბევრი მიდის ზღვებსა, ოკეანეებსა და დიდ მდინა-
რეებზე სამოგზაუროდ, საქმისა და სიამოვნებისათვის და იმ
ადამიანთა რიცხვის წარმოდგენაც კი ძნელია, რომლებიც
ყოველწლიურად სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ. ცურვის
უცოდინარობით ბევრი იღუპება, განსაკუთრებით ქარიშხლი-
ან წლებში.
რა თქმა უნდა, იმის მტკიცებას არ ვცდილობ, რომ ნაპირი-
დან შორს, ვთქვათ, ატლანტის ოკეანის შუაგულში ან თუნდაც
ლამანშის სრუტის შუაში თუ გემი ჩაიძირა, მასზე მოხვედრი-
ლი საუკეთესო მოცურავე ნაპირს მიაღწევს მეთქი. ცხადია,
ამას ვერ მოახერხებს. მაგრამ ნაპირზე გასვლის გარდა გა-
დარჩენის სხვა საშუალებებიც არსებობს: შეიძლება გემამდე
გაცურო ან რაღაც ფიცრამდე ან ცარიელ კასრამდე მიაღწიო.
ამასობაში შეიძლება გემიც გამოჩნდეს და კატასტროფის ად-
გილისაკენ გამოეშუროს. კარგი მოცურავე მხსნელის მოს-
ვლამდე წყალზე თავს მაინც შეიმაგრებს, უცოდინარი კი
ფსკერზე დაეშვება.
მაგრამ ერთი რამ უნდა იცოდეთ: იშვიათად, რომ გემი შუა
ატლანტის ოკეანეში და საერთოდ შუა ზღვაში დაიღუპოს.
ზოგჯერ, თუ ქარიშხალი გაძლიერდა და ზღვა გაშმაგდა, რა
თქმა უნდა, შუა ზღვაშიც შეიძლება გემი ნაფოტებად იქცეს,
მაგრამ უნდა ითქვას, რომ ასეთი რამ ძალზე იშვიათად ხდე-
ბა. გემები უფრო ხშირად ნაპირის ახლოს იღუპებიან. გემების
ჩაძირვა უამრავ სიცოცხლეს იწირავს და ცურვა რომ ყველამ
იცოდეს, მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იქნებოდა. ყოველ-
წლიურად ასობით ადამიანი იხრჩობა ნაპირიდან სულ რაღაც
462 მკითხველთა ლიგა
ერთი კაბელტოვის დაშორებით. მგზავრებიანად იძირება გე-
მები, იხრჩობიან მეზღვაურები, ჯარისკაცები, ემიგრანტები და
მხოლოდ რამდენიმე კარგი მოცურავე გადარჩება ხოლმე.
მსგავსი უბედურებანი არცთუ დიდი სიგანის მდინარეებშიც
ხდება. ალბათ თქვენც გაგიგიათ, რომ ვიწრო, მაგრამ ყინუ-
ლოვან მდინარე სერპენტაინში თითო ოროლა ვინმე ყოველ-
წლიურად ახერხებს დახრჩობას. ეს ამბები ყველას თვალწინ
ხდება და გაოცებას იწვევს ადამიანების გულგრილობა.
საოცარია, რატომ არ ცდილობენ ცურვის შესწავლას.
ისიც გაოცებას იწვევს, რატომ ძალდატანებით არ ასწავ-
ლის ხელისუფლება ახალგაზრდებს ამ იოლ საქმეს. თუმცა,
როდის იყო, რომ ხელისუფალნი ხალხისთვის ზრუნავდნენ.
მათ ძირითად საქმიანობას ყველა დროში ხალხის დაბეგვრა
წარმოადგენდა.
მაგრამ, მე მგონი, ხელისუფლებას ის მაინც არ უნდა
გაუჭირდეს, რომ გემების ყველა მგზავრი მაშველი ქამრებით
უზრუნველყოს. მე ვამტკიცებ, ყოველწლიურად ათასობით სი-
ცოცხლე გადარჩებოდა ამ იაფფასიანი და მარტივი ხელსაწ-
ყოს გამოყენებით. თან კრინტსაც არავინ დაძრავს ამ საჭირო
ნივთის სიძვირესა და მოუხერხებლობაზე.
ხელისუფლება ძალიან ბევრს ზრუნავს იმისათვის, რომ
მოგზაურებს საზღვარგარეთ გასამგზავრებელი პასპორტის
არაფრისმაქნისი ქაღალდის საფასური გადაახდევინოს.
ფულს გადაიხდი თუ არა, მათთვის უკვე სულერთია, როდის
დაეშვებით შენ და შენი პასპორტი ფსკერზე.
მაშ ასე, ჩემო პატარა მკითხველო, სურს თუ არა ეს თქვენს
მთავრობას, ყური უგდეთ ჩემს რჩევას და გახდით მოცურა-
ვეები! დაუყოვნებლივ შეუდექით საქმეს ოღონდ თბილ ამინ-
დში, შემდეგ კი ერთი დღეც არ გამოტოვოთ. სანამ გაიზრდე-
463 მკითხველთა ლიგა
ბით, მანამდე ისწავლეთ ცურვა, თორემ მერე არც დრო გექ-
ნებათ და არც სურვილი. თანაც საულვაშეზე პირველი ღინ-
ღლის ამოსვლამდე შეიძლება ბევრი განსაცდელი გადაგ-
ხდეთ. თვითონ ჩემი სიცოცხლეც არაერთხელ ეკიდა ბეწვზე.
წყლის სტიქიას, რომელიც აგრერიგად მიყვარდა, თითქოს
მიზნად დაესახა, თავის მსხვერპლად ვექციე, უმადურობას ვუ-
საყვედურებდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ტალღები უსულონი
არიან და თავის საქციელზე პასუხს არ აგებენ. მე კი ერთხელ,
სრულიად დაუფიქრებლად მივენდე მათ.
ეს მოხდა ტბაში იძულებითი ბანაობიდან რამდენიმე კვი-
რის შემდეგ, როცა ცურვის პირველი გაკვეთილები უკვე გავ-
ლილი მქონდა.
ის ამბავი, რაც ახლა უნდა გიამბოთ, იმ ტბორზე არ მომ-
ხდარა, სადაც გედები ბინადრობდნენ. ის ტბა მხოლოდ პარ-
კის დასამშვენებლად არსებობდა და თან, როგორც გითხა-
რით, კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. მასში ბანაობა აკ-
რძალული იყო.
ასეც რომ არ ყოფილიყო, ზღვის სანაპიროს მცხოვრებ-
ლებს ტბა რაში გვჭირდება. დიდ, მარილიან ზღვაშიც კარგად
ვბანაობთ. ჩვენს სოფელს, სხვა სოფლების მსგავსად, თავისი
პლაჟი ჰქონდა. რა თქმა უნდა, ცურვის პირველი გაკვეთილე-
ბიც მლაშე წყალში გავიარე.
სოფლის საცურაო ადგილს მაინცდამაინც კარგი სახელი
არ ჰქონდა. მართალია, სანაპირო მშვენიერი იყო: ყვითელი
ქვიშითა და თეთრი კენჭებით დაფარული, მაგრამ ზღვის სიღ-
რმეში წყალქვეშა დინება იმალებოდა. საშიში იყო ეს დინება.
მხოლოდ კარგი, გამძლე მოცურავე თუ გადაურჩებოდა.
ადგილობრივ მცხოვრებლებში ამბად შემორჩენილიყო, აქ
ერთხელ ვიღაცა დამხრჩვალაო, მაგრამ მას შემდეგ დიდი ხა-
464 მკითხველთა ლიგა
ნი გასულიყო და თითქმის დავიწყებოდათ კიდევაც. სხვა
დროსაც ყოფილა შემთხვევები, როცა მობანავეები დინებას
გაუტაცია, მაგრამ ისინი მაშველი ნავებით გადაურჩენიათ.
მახსოვს, ამ ამბებმა თავზარი დამცა. სოფლის ყველაზე სა-
პატიო მცხოვრებლებს მოხუცებს არ უყვარდათ ამ თემაზე
საუბარი. ისინი უსიტყვოდ აიჩეჩდნენ მხრებს, ან ცივ უარს
გეტყოდნენ. ზოგი მათგანი სულ უარყოფდა წყალქვეშა დინე-
ბის არსებობას, ზოგი ამტკიცებდა, ეს დინება საშიში არ არი-
სო. იმას კი ვამჩნევდი, რომ მშობლები ბავშვებს საშიშ ად-
გილთან ბანაობას უკრძალავდნენ.
დიდხანს არ მესმოდა, რატომ უარობდნენ ასე დაჟინებით
ჩემი თანასოფლელები, რატომ ჩქმალავდნენ ამ ამბებს. ნამ-
დვილ მიზეზს მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა, როდის როდის,
ორმოცი წლის მოგზაურობის შემდეგ ჩემს სოფელს დავუბ-
რუნდი. იმ მოხუცების ნაცვლად ახლა სულ სხვა თაობა დამ-
ხვდა და ისინიც დუმილსა და მხრების აჩეჩას ამჯობინებდნენ.
და ეს მაშინ, როდესაც ჩემს აქ არყოფნაში რამდენიმე შემ-
თხვევა მომხდარიყო, რომლებიც წყალქვეშა დინების საშიშ-
როებას ამტკიცებდნენ.
ახლა დიდი ვარ და უკეთ მესმის ადამიანებისა. მალე ჩემი
თანასოფლელების უცნაური საქციელის მიზეზსაც ჩავწვდი.
ჩვენი სოფელი ზღვისპირა კურორტად ითვლება და ზაფხულ-
ში რამდენიმე კვირით ჩამოსული დამსვენებლისაგან ცო-
ტაოდენ შემოსავალს იღებს. ჯერ ისედაც არ არის პირველხა-
რისხოვანი კურორტი და ახლა წყალქვეშა დინებისა და დამ-
ხრჩვალი ხალხის ამბავი რომ გავრცელდეს, ნაკლები დამ-
სვენებლები გვეწვევიან, ან სულაც აღარავინ ჩამოვა. ამიტომ
რაც უფრო იშვიათად ახსენებ დინებას, მით მეტ პატივს გცე-
მენ ადგილობრივი ბრძენკაცები.
465 მკითხველთა ლიგა
მაშ ასე, ჩემო პატარა მეგობრებო, ამსიგრძე შესავალი
ერთ ჩვეულებრივ ამბავს წავუმძღვარე. ახლა კი გიამბობთ,
რაც მოხდა. საქმე ის არის, რომ სწორედ წყალქვეშა დინება-
ში მოვხვდი და დავიხრჩვე ჰო, მართლაც დავიხრჩვე.
იტყვით ალბათ, იმდენი წყალი არ გიყლაპია, რომ მომ-
კვდარიყავიო. იქნებ ასეც იყო, მაგრამ ისეთ დღეში ჩავვარდი,
ასო ასო რომ ავეკუწე, ვერაფერს ვიგრძნობდი და ვერც გა-
მოვცოცხლდებოდი, ჩემი მხსნელი რომ არ გამოჩენილიყო.
მხსნელად ახალგაზრდა მებადური ჰარი ბლიუ მომევლინა.
მეორედ დაბადებას მას უნდა ვუმადლოდე.
როგორც ვთქვი, ეს ამბავი სრულიად ჩვეულებრივია, მაგ-
რამ იმიტომ გიამბობთ, რომ იცოდეთ, როგორ გავიცანი ჰარი
ბლიუ, რადგან მასთან ნაცნობობამ და მისმა მაგალითმა ჩემს
შემდგომ ცხოვრებაზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა.
ერთხელ, ჩვეულებისამებრ, ზღვაზე საბანაოდ წავედი. ჩემ-
თვის ახალ, უკაცრიელ ადგილას შევედი წყალში. ამბობდნენ,
ამ ადგილას წყალქვეშა დინება განსაკუთრებით ძლიერიაო
და მართლაც, წყალმა მაშინვე შემითრია და შუა ზღვისკენ გა-
მაქანა. ისე შორს შემიყვანა, ხმელეთამდე გაცურვის ყოველ-
გვარი იმედი დამეკარგა. საფრთხე იმდენად აშკარა იყო, რომ
შიშმა ხელ ფეხი შემიკრა, წყალზე თავი ვეღარ დავიმაგრე და
ტყვიასავით წავედი ფსკერისკენ!
რა ვიცოდი, თურმე სიკვდილი ჯერ არ მეწერა. აღარაფერი
მახსოვს, იმის გარდა, რომ უცებ ნავი და კაცი დავინახე. ირ-
გვლივ თითქოს ბინდი ჩამოწვა. ყურები ისე მიგუგუნებდა,
თითქოს ჭექა ქუხილი ატეხილიყო. გონება სანთლის ალივით
ჩამიქრა.
გონს ჰარი ბლიუმ მომიყვანა. როცა ვიგრძენი, რომ ისევ
ცოცხალი ვიყავი და თვალები გავახილე, ჩემ გვერდით ჩამუხ-
466 მკითხველთა ლიგა
ლული კაცი დავინახე. ხელებით ტანს მიზელდა, ნეკნებს ქვე-
მოთ, მუცელზე მაწვებოდა, ნესტოებზე ბუმბულით მიღიტინებ-
და და სიკვდილისაგან ჩემს გამოგლეჯას ცდილობდა.
სწორედ ჰარი ბლიუმ შთამბერა სული ხელმეორედ. მერე
ხელში ამიყვანა და შინ, დედასთან წამიყვანა. ასეთ დღეში
რომ დამინახა, დედაჩემმა კინაღამ ჭკუა დაკარგა. პირში ღვი-
ნო ჩამასხეს, ფეხებთან ცხელი აგურები და ბოთლები დამი-
ლაგეს, ნიშადური მაყნოსინეს და თბილ საბანში შემფუთნეს.
კიდევ ათასი რამე იღონეს და ბევრი წამალი მასვეს, ვიდრე
გადაწყვეტდნენ, რომ საფრთხემ გაიარა და გადავრჩი.
ბოლოს ყველა დამშვიდდა და ოცი საათის შემდეგ ისევ
ფეხზე ვიდექი, ვითომც არაფერი მომხდარიყო.
ასეთ შემთხვევას თითქოს სიფრთხილე უნდა ესწავლები-
ნა. მე, პირიქით, ყურიც არ ვათხოვე და სულ სხვანაირად მო-
ვიქეცი. რატომ და როგორ, შემდეგი თავებიდან შეიტყობთ.

467 მკითხველთა ლიგა


თავი IV
ნუშა ნავი

არა, გაფრთხილება ამაო იყო. თუმცა სიკვდილს ძლივს


დავუსხლტი, წყლის ლტოლვა არათუ გამინელდა, გამიძლი-
ერდა!
ახალგაზრდა მენავესთან ნაცნობობა მალე მტკიცე მეგობ-
რობაში გადაიზარდა. იგი კეთილი გულის პატრონი იყო და,
რაღა თქმა უნდა, ამ კაცს ძალიან მივეჯაჭვე, ისიც დამიახ-
ლოვდა. ისე მექცეოდა, თითქოს მე გადამერჩინა იგი და არა
პირიქით. დიდი შრომა გასწია, რომ ჩემგან სანიმუშო მოცუ-
რავე დაეყენებინა. ნიჩბების ხმარებაც მასწავლა და სულ მა-
ლე ჩემი ხნის ბიჭებში ყველაზე კარგად და თამამად ვუსვამდი
ნიჩბებს. ისე დავოსტატდი, რომ ორივე ნიჩაბს ვიყენებდი და
არავისი დახმარება არ მჭირდებოდა. ეს კი დიდი მიღწევა
იყო. ძალიან მეამაყებოდა, რომ ჰარი ბლიუ თავისი ნავის
ნავსაყუდლიდან გამოყვანას და იმ ადგილამდე მიყვანას მო-
მანდობდა ხოლმე, სადაც თვითონ ნავით გასეირნების მსურ-
ველებს აგროვებდა. პლაჟზე ღუზაჩაშვებულ კარჭაპებს ან ნა-
პირზე მოსეირნეებს რომ ჩავუვლიდით, ხშირად მესმოდა
დამცინავი შეძახილები: „შეხე, რა სასაცილო ბიჭი უზის ნიჩ-
ბებს!“ ან; „რატომ მიწა არ გამისკდება, ბიჭებო! ერთი ამ ბაღ-
ლინჯოს დამიხედეთ!“ სხვა ხუმრობებიც მესმოდა, რომელ-
თაც ერთი სიცილ ხარხარი მოჰყვებოდა ხოლმე, მაგრამ ეს
სულაც არ მაწუხებდა. პირიქით, ძალიან ვამაყობდი, რომ ნა-

468 მკითხველთა ლიგა


ვი დანიშნულ ადგილზე დაუხმარებლად მიმყავდა და თან უფ-
რო სწრაფად, ვიდრე ორ ჩემსიმაღლე ბიჭს.
ცოტა ხანი გავიდა და უკვე აღარ დამცინოდნენ, მხოლოდ
ხანდახან ვინმე ჩამოსულს თუ გაეცინებოდა ხოლმე. თანა-
სოფლელებმა კი დაინახეს, რა მშვენივრად ვიმორჩილებდი
ნავს და, ჩემი პატარაობის მიუხედავად, პატივისცემითაც მეპ-
ყრობოდნენ, ყოველ შემთხვევაში, ხუმრობა შეწყვიტეს. ხში-
რად „პატარა მენავეს“ ან „პატარა მეზღვაურს“ მეძახდნენ,
უფრო ხშირად კი „პატარა ზღვის მგელს“.
მამაჩემს უნდოდა მეზღვაური გამოვსულიყავი. ზღვაში
გასვლა ერთხელ კიდევ რომ დასცლოდა, მეც თან წამიყვან-
და. მამაჩემის მონდომება უფრო მახალისებდა. დედაც ყო-
ველთვის მეზღვაურის ტანსაცმელს მაცმევდა ლურჯ შარვალს
და გადაშლილსაყელოიან ქურთუკს. კისერზე შავი აბრეშუმის
ყელსახვევს მახვევდა. ამითაც ვამაყობდი. ნაწილობრივ ამ
ტანსაცმლის გამოც მიწოდეს „პატარა ზღვის მგელი“. ყველა-
ზე მეტად ეს სახელი მომწონდა, რადგან ჰარი ბლიუმ შემარ-
ქვა. ხოლო მას შემდეგ, რაც მან სიკვდილს გადამარჩინა,
ჩემს ჭეშმარიტ მეგობრად და მფარველად ვთვლიდი.
იმხანად საქმეები კარგად მისდიოდა. საკუთარი ნავი
ჰქონდა უფრო სწორად ორი ნავი. ერთი ბევრად დიდი იყო
მეორეზე და მას კანჯოს უწოდებდა. ეს ნავი მუდმივად დაკავე-
ბული იყო. მასში თითქმის ყოველთვის იჯდა სამი ოთხი მოსე-
ირნე. მეორე ნავი, პატარა ნუშა ჰარიმ შედარებით გვიან იყი-
და და როცა მხოლოდ ერთი მგზავრი ჰყავდა, ამით ასეირნებ-
და, რადგან მისი წაყვანა უფრო იოლი იყო. საბანაო სეზონის
დროს კანჯოს უფრო ხშირად იყენებდა. თითქმის ყოველდღე
სეირნობდნენ ამ ნავით დამსვენებლები, ხოლო ნუშა ნაპირ-
თან მიბმული უქმად იდგა. მე ნება მქონდა ნავი ამეშვა და
469 მკითხველთა ლიგა
რამდენიც მინდოდა, მესეირნა, გინდა მარტო და გინდა ამხა-
ნაგთან ერთად. ჩვეულებად მექცა, გაკვეთილების შემდეგ,
თავისუფალ დროს, ნუშა ნავში ჩავმჯდარიყავი და მესეირნა.
მარტო იშვიათად ვიყავი. ბევრ ჩემს თანატოლს ხიბლავდა
ნავით სეირნობა და ზოგს კიდევაც შურდა, რომ ნავის მფლო-
ბელი გახლდით. როცა უნდა მომენდომებინა, თანამგზავრს
ყოველთვის ვპოულობდი.
თუ ზღვა მშვიდი იყო, თითქმის ყოველდღე ვსეირნობდით.
ცხადია, ღელვის დროს ამ ნიჟარასავით პატარა ნავით ზღვაში
გასვლას ვერ გავბედავდით. ღელვის დროს სეირნობა თვით
ჰარი ბლიუმ ამიკრძალა. სოფლიდან მაინცდამაინც შორს
არასოდეს წავსულვართ. ყურეს თითქმის არ ვცილდებოდი
და ნაპირ ნაპირ ვუმარჯვებდი. ღრმად შესვლა არასოდეს გა-
მიბედავს, რადგან შეიძლებოდა ზღვაში ქარიშხალს მოესწრო
და რაიმე ფათერაკს გადავყროდით.
მაგრამ თანდათან გავთამამდი და ხმელეთს მოშორებულ-
საც თავი შინ მეგონა. ნაპირიდან უკვე ერთი მილის სიშორეზე
შევდიოდი და არც ვუფიქრდებოდი ჩემს საქციელს. ჩემმა მე-
გობარმა მენავემ ჩემი შორეული მოგზაურობა შენიშნა და
ხელმეორედ გამაფრთხილა. იქნებ ამ ლაპარაკს კიდეც ემოქ-
მედა, რომ ერთი წუთის შემდეგ ჰარის სიტყვებისთვის არ მო-
მეკრა ყური. ის თავის ამხანაგს ეუბნებოდა:
- ყოჩაღი ბიჭია, არა, ბობ! აი, მესმის! მაგისაგან ნაღდად
კარგი მეზღვაური დადგება! - ვიფიქრე, ჩემს საქციელს ჩემი
მფარველი არცთუ ისე გაუნაწყენებია მეთქი და ჰარის რჩე-
ვას, ნაპირ ნაპირ იცურეო, მაინცდამაინც დიდი ყურადღება
არ მივაქციე.

470 მკითხველთა ლიგა


სულ მალე მისი რჩევა აინუნშიაც არ ჩავაგდე. როგორც ახ-
ლა დარწმუნდებით, გამოცდილი მეზღვაურის რჩევის უგულე-
ბელყოფა კინაღამ სიცოცხლის ფასად დამიჯდა.
მაგრამ მანამდის, ნება მომეცით, მოგახსენოთ ერთი ამბა-
ვი, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. დიდი
უბედურება დამატყდა თავს: ერთბაშად დავკარგე მშობლები.
უკვე გითხარით, მამაჩემი მეზღვაური იყო მეთქი. მახსოვს,
გემი, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, სავაჭროდ ამერი-
კის კოლონიებში დადიოდა. მას შემდეგ, რაც ცოტა წამოვი-
ზარდე და დახსომება შემეძლო, მამაჩემს შინ ისე იშვიათად
ვხედავდი, რომ ძლივსღა მახსოვს. ის კი დამამახსოვრდა,
ვაჟკაცური, წარმოსადეგი კაცი იყო, ქარმზედაკრული, სპი-
ლენძისფერი, ლამაზი და ხალისიანი სახე ჰქონდა.
ალბათ დედაჩემიც ამ აზრისა იყო, რადგან ქმრის დაღუპვა
რომ შეიტყო, დარდს ვერ გაუმკლავდა. დასნეულდა, მისთვის
სიცოცხლემ აზრი დაკარგა და იმ ქვეყნად მის სულთან შეერ-
თებასღა ესწრაფოდა. დიდხანს არ დასჭირვებია ლოდინი: იმ
საშინელი ამბის გაგებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ჩემი
საბრალო დედა მიწას მივაბარეთ.
ამ ამბებმა მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. დავობლდი
და უსახლკაროდ დავრჩი. ჩემი მშობლები ღარიბები იყვნენ.
ჩვენი ოჯახი მამაჩემის ხელფასით ცხოვრობდა და ჩემი მამა
შავი დღისათვის ვერაფერს ვერ ზოგავდა. მე და დედას კაპიკი
ფული არ დაგვრჩა. იქნებ ბედის წყალობაც კი იყო, რომ დედა
ამ ქვეყნიდან წავიდა. აქ ხომ გასახარელი არა დარჩენოდა
რა და თუმცა დიდხანს, დიდხანს დავტიროდი ჩემს სათნო,
საყვარელ დედას, ბოლოს, რამდენიმე წლის შემდეგ ერთი
აზრი ამეკვიატა, იქნებ უკეთესია, ჩვენგან რომ წავიდა მეთქი.
ვინ იცის, რამდენი წელი უნდა გასულიყო, სანამ მხარში ამო-
471 მკითხველთა ლიგა
ვუდგებოდი. ხოლო მანამდე მისი ხვედრი სიღატაკის სუს-
ხიანი ზამთარი უნდა ყოფილიყო.
მშობლების სიკვდილმა ძალიან ამირია ცხოვრება. რა
თქმა უნდა, ქუჩაში არ დავრჩენილვარ, სახლი გამომიჩნდა,
მაგრამ სრულიად სხვანაირი, ვიდრე მე ვიყავი შეჩვეული. ბი-
ძაჩემმა გადამიყვანა თავისთან. იგი სრულიად არა ჰგავდა
ჩემს სათნო, მოსიყვარულე დედას, თუმცა მისი ღვიძლი ძმა
იყო. პირიქით, მრისხანე კაცი გახლდათ და ტლანქი მოპყრო-
ბა იცოდა. მალე დავრწმუნდი, რომ მეც სწორედ ისე მომექ-
ცეოდა, როგორც თავის მოსამსახურეებს, რადგან მეც მოსამ-
სახურედ მთვლიდა.
სკოლას გამოვეთხოვე. რაც ბიძაჩემის სახლის ზღურბლს
გადავაბიჯე, სკოლაში აღარ გავუშვივარ. მაგრამ განა უსაქ-
მოდ მაჩერებდნენ. ბიძაჩემი ფერმერი იყო და მეც გამომინახა
სამუშაო თავის ფერმაში. დილიდან საღამომდე ხან ღორებსა
და ძროხებს ვმწყემსავდი, ხან ცხენებს ვერეკებოდი სახნავში,
ხან ცხვარს ვუვლიდი, ხან ხბორებს ვაძოვებდი და კიდევ ათას
წვრილმან საქმეს ვასრულებდი. მხოლოდ კვირა დღეს ვისვე-
ნებდი იმიტომ კი არა, რომ ბიძაჩემი ღვთისმოსავი იყო, არა,
უბრალოდ, ჩვენს სოფელში წესად ჰქონდათ კვირას არავინ
მუშაობდა. ამ ჩვეულებას მთელი სოფელი მკაცრად იცავდა
და ბიძაჩემიც იძულებული იყო, დამორჩილებოდა საერთო
წესს, თორემ დარწმუნებული ვარ, კვირა დღესაც არ დამასვე-
ნებდა.
რაკი ბიძაჩემი მორწმუნე არ იყო, კვირაობით ეკლესიაში
წასვლას არ მაიძულებდნენ. ნება მქონდა, მინდვრებში მეხე-
ტიალა და რაც მინდოდა, ის მეკეთებინა. აბა, ღობეებსა და
თხრილებს ხომ არ შევაცქერდებოდი, მიმიხვდებით, როცა
წინ ლაჟვარდი ზღვა იყო გაშლილი, სოფელში ხეტიალსა და
472 მკითხველთა ლიგა
ჩიტების ბუდეების დარბევას არ მოვყვებოდი. დროს ვიხელ-
თებდი თუ არა, სახლიდან გავშპებოდი, წყალთან მივიდოდი
და ჩემს მეგობარს, ჰარი ბლიუს მგზავრების გასეირნებაში
ვეხმარებოდი. ზოგჯერ ნუშა ნავში ჩავჯდებოდი და ჩემს ნება-
ზე დავსეირნობდი. ასე ვატარებდი კვირა დღეებს.
დედაჩემისაგან ჩაგონებული მქონდა, კვირა დღის უქმად
გატარება ცოდვააო. ბიძაჩემის მაგალითმა კი საწინააღმდე-
გო რამ მასწავლა და მე დავასკვენი, ეს ღვთის დღე მსგეფსის
სხვა დღეებისაგან იმით განსხვავდება, რომ ყველაზე სა-
სიამოვნოა მეთქი.
მაგრამ ერთი კვირა დღე ჩემთვის სასიამოვნო კი არა, კი-
ნაღამ ჩემი ცხოვრების უკანასკნელი დღე გამოდგა და რო-
გორც ყოველთვის, ჩემს ახალ ფათერაკში ჩემი საყვარელი
სტიქია წყალი მონაწილეობდა.

473 მკითხველთა ლიგა


თავი V
კუნძული

კვირა დღე იყო. მახსოვს, მშვენიერი დღე იდგა. მაისის მზე


კაშკაშებდა და ჩიტების მხიარული ჭიკჭიკი არემარეს აყრუებ-
და. შაშვის ჭახჭახი ტოროლას ნაზ წკრიალს ერთვოდა, ხო-
ლო მინდორში ხან აქ, ხან იქ, დაუღლელად იძახდა გუგული.
ნუშის სურნელის მსგავსი, ძლიერი სურნელი ტრიალებდა ჰა-
ერში. კუნძული ყვაოდა და ნიავს მისი სუნი მთელი სანაპი-
როსთვის მოედო. ცოცხალი ღობეები, ჯეჯილი, ოქროსფერი
ბაიებითა და წითელი გუგულისკაბა ყვავილებით გადახატუ-
ლი მდელო, ცოცხალ ღობეში გაბნეული ჩიტის ბუდეები და
ფრინველთა გალობა, ანდამატივით იზიდავდა ჩემს თანატო-
ლებს. მე კი ის უფრო მხიბლავდა, რაც აქედან ცოტა მოშორე-
ბით, მინდვრებს იქით გადაშლილიყო მზის სხივებზე ანაპერ-
წკლებული, სარკესავით ლაპლაპა, ცისფერი სივრცე. უზარმა-
ზარი წყლის ვაკე აი, რისკენ იყო მიმართული ჩემი ყველა
სურვილი, აი, საით ვისწრაფოდი მთელი არსებით! ზღვა უფ-
რო მელამაზებოდა, ვიდრე ქარისაგან აღელვებული ყანა ან
ყვავილებით აჭრელებული მდელო. ტალღების ჩქაფუნი უფ-
რო სიამოვნებდა ჩემს ყურს, ვიდრე შაშვისა და ტოროლას გა-
ლობა. იოდის სუნდაკრული ტალღების სურნელი უფრო
მეამებოდა, ვიდრე ზიზილებისა და ვარდების ნელსურნელე-
ბა.
გარეთ რომ გამოვედი და გაღიმებულ, გაბრწყინებულ
ზღვას გავხედე, დაუოკებელი, ენით აუწერელი სურვილი მო-
474 მკითხველთა ლიგა
მეძალა, ზვირთებში გადაშვება მომინდა. შინ გული აღარ და-
მიდგა. საუზმისათვის აღარ დამიცდია, სამზარეულოში შე-
ვირბინე, სასწრაფოდ გადავსანსლე ერთი ნაჭერი პური და
რძე და სანაპიროსაკენ გავიქეცი.
სიმართლე რომ ვთქვა, შემეშინდა, რაიმე წინააღმდეგო-
ბას არ გადავყროდი და სახლიდან ჩუმად გავიპარე. ვფიქ-
რობდი, ვაითუ, ბიძაჩემმა რაღაც მიზეზი გამონახოს და შინ
დარჩენა მიბრძანოს მეთქი. მინდორში უქმად ხეტიალს ბიძა-
ჩემი არ მიშლიდა, ზღვაზე რომ მივდიოდი, ის კი არ უყვარდა
და ერთი ორჯერ ამიკრძალა კიდეც.
ვიფიქრე, სიფრთხილეს თავი არა სტკივა მეთქი და იმ
გზით არ წავედი, რომელიც სანაპიროს გაყოლებით დიდ შა-
რაზე გადიოდა. ისევ პატარა ბილიკი ვამჯობინე, რომელიც
ნაპირთან გარშემოვლით მიმიყვანდა.
ხელი არავის შეუშლია. ნაპირს ისე მივაღწიე, ვისაც ჩემი
ასავალ დასავალი აინტერესებდა, არავის შევუნიშნივარ.
იმ ადგილს რომ მივუახლოვდი, სადაც ახალგაზრდა მენა-
ვეს თავისი ნავები ეყენა ხოლმე, დავინახე, რომ ჩემს მეგო-
ბარს დიდი ნავი ზღვაში გაეყვანა, ხოლო პატარა ჩემს გან-
კარგულებაში დაეტოვებინა. მეც ეს მინდოდა. განზრახული
მქონდა პატარა ნავით შორს გავმგზავრებულიყავი. მაშინვე
ნავში ჩავხტი და წყალი ამოვხაპე. კარგა ბლომად წყალი
დაგროვილიყო ეტყობოდა, რამდენიმე დღე შიგ არავინ მჯდა-
რიყო, თორემ მის ფსკერში ბევრი წყალი არ ატანდა. საბედ-
ნიეროდ, ნავში წყლის ამოსახაპავად ჩაგდებული ძველი თუ-
ნუქის ქვაბუნა ვიპოვე, ერთი ათი თხუთმეტი წუთი ვიმუშავე
და ნავი საკმაოდ ამოვაშრე. ნიჩბები მენავის სახლის უკან,
ფარდულში იყო. სახლი ახლოს იდგა. როგორც ყოველთვის,
ნიჩბები დაუკითხავად ავიღე.
475 მკითხველთა ლიგა
ჩავჯექი ნავში, ნიჩბები მოვარგე, სკამზე მოვეწყვე და ნა-
პირს გავშორდი. ჩემი ნუშა ნავი მორჩილად დაჰყვა ნიჩბების
ბიძგს და თევზივით მკვირცხლად გაცურა. გულაჩქროლე-
ბულმა მბზინავ, ცისფერ ზღვას მივეცი თავი. ზღვა ტბასავით
მშვიდი იყო. ოდნავადაც არ ღელავდა და გამჭვირვალე
წყლის სიღრმეში მოთამაშე თევზები ჩანდა.
ჩვენს ყურეში ზღვის ფსკერი წმინდა მოვერცხლისფრო
თეთრი ქვიშითაა დაფარული. ფსკერზე პატარა, ხუთშილინ-
გიანი მონეტისოდენა კიბორჩხალებიც დავინახე. ისინი ერ-
თმანეთს დასდევდნენ ან საკბილოს პოვნის იმედით თავისზე
პატარა არსებებს ასდევნებოდნენ. წვრილი ქაშაყი ქარავნე-
ბად დანავარდობდა. ათასნაირი თევზი დაცურავდა წყალში,
განიერი, ბრტყელი სვია, უზარმაზარი პალტუსები, ლამაზი,
მწვანე სკუმბრია და მახრჩობელა გველის მსგავსი უზარმაზა-
რი გველთევზები.
იმ დილით ზღვა სრულიად მშვიდი იყო. ეს კი იშვიათია
ჩვენს სანაპიროზე. თითქოს ეს ამინდი სწორედ ჩემთვის იდგა
მე ხომ, როგორც მოგახსენეთ, დიდ მოგზაურობას ვაპირებ-
დი. განზრახვის შესასრულებლად ამინდიც ხელს მიწყობდა.
ალბათ მკითხავთ, მაინც საით მიეშურებოდიო. მისმინეთ
და ახლავე გაიგებთ.
ნაპირიდან, დაახლოებით სამ მილზე პატარა კუნძული მო-
ჩანდა. თუმცა იმ კუნძულს კუნძული არც ეთქმოდა, დაახ-
ლოებით ოცდაათკვადრატულიარდიანი კლდოვანი მეჩეჩი
იყო. მისი სიმაღლე წყლის დონიდან სულ რამდენიმე დუიმს
აღწევდა, ისიც, ზღვის უკუქცევის დროს. სხვა დროს კი კლდე-
ებს ტალახი ფარავდა და მაშინ მხოლოდ კასრწამოცმული,
წვრილი, რამდენიმე ფუტის სიმაღლე ბოძი მოჩანდა. ბოძი
უეჭველად იმიტომ დაემაგრებინათ, რომ მოქცევის დროს პა-
476 მკითხველთა ლიგა
ტარა ხომალდები მეჩეჩს არ დასჯახებოდნენ და არ დამ-
სხვრეულიყვნენ.
ეს პატარა კუნძული ხმელეთიდან მხოლოდ ზღვის უკუქცე-
ვის დროს ჩანდა. ჩვეულებრივ, შავად ლაპლაპებდა, ხოლო
დროდადრო თითქოს ერთი ფუტის სიმაღლის თოვლით იფა-
რებოდა. მაშინ ზედაპირი მოუგლუვდებოდა და უფრო მიმ-
ზიდველი ხდებოდა. მე ვიცოდი, რატომაც იცვლიდა ფერს
კუნძული. ვიცოდი, რომ ის თეთრი საფარი დასასვენებლად
ქვებზე ჩამომჯდარი ზღვის ფრინველების გუნდი იყო. ჩიტები
ისვენებდნენ და თან ზღვის მოქცევის დროს კუნძულზე გამო-
რიყულ წვრილ თევზს და კიბორჩხალებს დაეძებდნენ.
ეს პატარა კუნძული ყოველთვის მიზიდავდა. იქნებ იმი-
ტომ, რომ ასე შორს, განმარტოებით მდებარეობდა. უფრო კი
იმიტომ, რომ იქ ამდენი ფრინველი იყრიდა თავს. მთელი ყუ-
რის შემოგარენში ამდენ ფრინველს ერთად ვერსად იპოვიდი.
როგორც ჩანს, ეს ადგილი უყვარდათ. ზღვა უკუიქცეოდა თუ
არა, ჩიტები ყოველი მხრიდან მიფრინავდნენ მეჩეჩისკენ. ერ-
თხანს თავს დასტრიალებდნენ ბოძს, მერე კი შავ კლდეზე და-
ეშვებოდნენ და გადაათეთრებდნენ. ეს ფრინველები თო-
ლიები იყვნენ, მაგრამ ალბათ სხვადასხვა ჯიშისანი დიდები
და პატარები. ზოგჯერ სხვა ჩიტებიც შემინიშნავს ბატასინები
და ზღვის მერცხლები. რა თქმა უნდა, ნაპირიდან ძნელი იყო
მათი განსხვავება, რადგან ყველაზე დიდები ბეღურებისტო-
ლად მოჩანდნენ და გუნდ გუნდად რომ არ ეფრინათ, საერ-
თოდ ვერც შენიშნავდით.
მე მგონი, ამ ჩიტებისათვის უფრო მიმიწევდა გული შო-
რეული კუნძულისაკენ. პატარაობისას საბუნებისმეტყველო
მეცნიერება მიზიდავდა, განსაკუთრებით, ფრთოსანთა ცხოვ-
რება მაინტერესებდა. ან რომელი ბიჭი არ არის ამით გატაცე-
477 მკითხველთა ლიგა
ბული! შესაძლოა, კაცობრიობისათვის უფრო მნიშვნელოვანი
მეცნიერებებიც არსებობს, მაგრამ ახალგაზრდობას არც ერ-
თი ისე არ შეჰფერის, ისე ახლოს გულთან არც ერთი არ მი-
აქვს, როგორც მეცნიერება ბუნების შესახებ. არ ვიცი, ჩიტე-
ბის ახლო ნახვის სურვილი იყო ამის მიზეზი თუ სხვა რამ, მე
კი ყოველთვის ვოცნებობდი იმ კუნძულზე მოხვედრას. როცა
ნაპირთან მივიდოდი და კუნძულს გავხედავდი, მისი საფუძ-
ვლიანად დათვალიერება მინდებოდა. კუნძულის მოხაზულო-
ბა ისე მქონდა გონებაში აღბეჭდილი, რომ მოქცევის დროსაც
კი შემეძლო დამეხატა. ნაპირები დაბალი ჰქონდა, შუაში
მრუდედ ამობურცულიყო და წყლის ზედაპირზე ამოსულ ვე-
შაპს წააგავდა. მწვერვალზე აღმართული ბოძი ვეშაპის ზურ-
გში გარჭობილი ბარჯი გეგონებოდა.
ძალიან მინდოდა ხელი მეხლო ამ ბოძისათვის, გამეგო,
რა მასალისა იყო, მაღალი იყო თუ არა ახლოდან, რადგან ნა-
პირიდან ერთ იარდზე მაღალი არ ჩანდა. მინდოდა გამერ-
კვია, რისი მაქნისი იყო ბოძის თავზე დამაგრებული კასრი და
როგორ ჩაერჭოთ ბოძი მიწაში. ალბათ ძალიან მყარად იდგა.
რამდენჯერ დაუფარავთ აბობოქრებულ ტალღებს კუნძული
და აქაფებულ ზვირთებში აღარც კი ჩანდა, აღარც ბოძი და
აღარც კასრი.
ოჰ, რამდენჯერ, რა მოუთმენლად ველოდი ამ მიმზიდველ
ადგილზე მოხვედრას! მაგრამ არა და არ მომეცა შემთხვევა.
ჩემს ჩვეულებრივ სეირნობასთან შედარებით კუნძული ძალი-
ან შორს იყო და პატარა ნავით მარტო წასვლა ძალზე საშიში
გახლდათ, წამოყოლაზე კი არავინ მთანხმდებოდა. ჰარი
ბლიუ შემპირდა, ერთხელ წაგიყვან კუნძულზეო. თან ეცინე-
ბოდა, ნეტა იქ რა დაგრჩენიაო. აბა, რა იყო მისთვის ეს
კლდე! რამდენჯერმე გვერდით ჩაუვლია, კიდევაც გადმოსუ-
478 მკითხველთა ლიგა
ლა, ნავი ბოძზე მიუბამს, რომ თევზი დაეჭირა ან ერთი ორი
ზღვის ჩიტი მოეკლა. მე კი მასთან ერთად ასე საინტერესოდ
ერთხელაც არ მიმოგზაურია. გულს არ ვიტეხდი. ვფიქრობდი,
ერთხელაც იქნება წამიყვანს მეთქი, მაგრამ ბოლო იმედი
დავკარგე: მე ხომ მხოლოდ კვირაობით მეცალა, ჩემი მეგო-
ბარი კი სწორედ კვირა დღეს მუშაობდა უქმე დღეებში ბევრი
იყო ზღვაზე სეირნობის მსურველი.
დიდხანს ვიცადე ამაოდ და ბოლოს გადავწყვიტე, აღარ
დავლოდებოდი. სწორედ იმ დილით თამამი გადაწყვეტილება
მივიღე ნავში ჩავმჯდარიყავი და მეჩეჩისაკენ გამეცურა. ასე-
თი დიდი მიზნები მქონდა, როცა ნავი ავუშვი და ზღვის მბზი-
ნავ, ცისფერ სივრცეში შევცურდი.

479 მკითხველთა ლიგა


თავი VI
თოლიები

ჩემს გადაწყვეტილებას თამამი ვუწოდე. სინამდვილეში


კუნძულზე გასეირნება არაფერი განსაკუთრებული არ იყო,
მაგრამ ჩემი ხნის ბავშვისათვის მართლაც თამამი გახლდათ.
ტრიალ ზღვაში სამ მილზე უნდა შევსულიყავი. ამ სიშორიდან
ნაპირი თითქმის აღარც ჩანს. მანამდე ასე შორს არასოდეს
ვყოფილვარ. ამის ნახევარიც კი არ გამივლია. ერთ მილზე
შორს ჰარის გარეშე იშვიათად წავსულვარ, ისიც თხელ
წყალს არ გავცილებივარ. ჰარისთან ერთად მთელი ყურე
მქონდა შემოვლილი, მაგრამ მაშინ ნავი მე არ მიმყავდა და
მენავის გამოცდილებას მინდობილი უშიშრად ვიყავი. მარტო
წასვლა კი სხვა საქმეა: მხოლოდ ჩემი თავის იმედი უნდა მქო-
ნოდა. რამე რომ მომხდარიყო, კაციშვილი ვერ დამეხმარე-
ბოდა, რჩევასაც ვერავინ მომცემდა. ერთი მილი გავიარე თუ
არა, მივხვდი, ჩემი საქციელი სითამამე კი არა, სისულელე
იყო. ცოტაც და, უკან დავბრუნდებოდი, მაგრამ უცებ ვიფიქრე,
ვინ იცის, იქნებ ნაპირიდან ვინმე მიყურებს მეთქი. ხომ შეიძ-
ლება, რომელიმე ჩემმა მოშურნემ ასეთი ბიჭები კი იყვნენ
სოფელში დამინახა, რომ კუნძულისაკენ წამოვედი. მაშინვე
მიხვდება, უკან რატომაც დავბრუნდი და ნამდვილად მშიშა-
რას დამიძახებს. ნაწილობრივ ამ მიზეზით, ნაწილობრივ კი
იმიტომ, რომ კუნძულის ნახვის სურვილი ჯერ არ ჩამქრობო-
და, გავმხნევდი და უფრო მაგრად მოვუსვი ნიჩბები.

480 მკითხველთა ლიგა


ნახევარი მილი რომ დამრჩა, ნიჩბებს ხელი შევუშვი და
მივტრიალდი, რადგან კუნძული, რომლისკენაც მივისწრაფო-
დი, ჩემს ზურგს უკან იყო. მაშინვე შევნიშნე, კუნძული
მთლიანად ამოწეულიყო წყლიდან ზღვის უკუქცევის გამო
წყლის დონეს დაეწია. შავი ქვები არ ჩანდა ფრინველებს
დაეფარათ. გედების ან იხვების გუნდი გეგონებოდათ. მე კი
ვიცოდი, რომ თოლიები იყვნენ. ისინი თავს დასტრიალებ-
დნენ კუნძულს. ზოგი აფრინდებოდა, ზოგი ძირს დაეშვებოდა.
მათი კივილი ნახევარი მილის სიშორეზეც ისმოდა. ის კი არა,
ირგვლივ ისეთი სიმშვიდე იყო, მათ ხმას უფრო შორსაც
გაიგონებდი.
კიდევ უფრო მძაფრად მომინდა მეჩეჩზე გადასვლა და ჩი-
ტების ახლოდან ნახვა. ვიფიქრე, სულ ახლოს არ მივალ, გავ-
ჩერდები და ისე დავაკვირდები მეთქი, რადგან მაინტერესებ-
და, რას აპირებდნენ. რატომ დასტრიალებდა ზოგიერთი კუნ-
ძულს.
იქნებ ჩიტებმა ვერ შემნიშნონ და ახლოს მიმიშვან მეთქი.
ნიჩბებს კატის ნაბიჯებივით უჩუმრად, ფრთხილად ვუშვებდი
წყალში.
ასე ჩუმ ჩუმად, ორასიოდე იარდზე მივუახლოვდი, ნიჩბები
ჰაერში შევაჩერე, კისერი მივიბრუნე და გავხედე. ჩიტები ვერ
მხედავდნენ. მართალია, თოლიები საკმაოდ მფრთხალები
არიან, მაგრამ სანადირო თოფის სასროლი მანძილი მშვე-
ნივრად იციან და ვიდრე სათოფეზე არ მიუახლოვდები, გან-
ძრევასაც არ იკადრებენ. მე თოფი არ მქონდა და აბა, რისი
უნდა შეშინებოდათ. რომც მქონოდა, გასროლა მაინც არ ვი-
ცოდი. ალბათ თოფი რომ დაენახათ, გაფრინდებოდნენ, რად-
გან (ამ მხრივ თეთრი თოლიები შავ ყორნებს ჰგვანან) მშვე-

481 მკითხველთა ლიგა


ნივრად ასხვავებენ თოფსა და თოხის ტარს. თოფის ლულის
ბზინვა არაფერში აერევათ.
კარგა ხანს ვათვალიერებდი დიდი ინტერესით. ისეთი ნა-
სიამოვნები ვიყავი, მაშინვე რომ დამემთავრებინა სეირნობა
და უკან გამოვბრუნებულიყავი, დახარჯული ძალ ღონე მაინც
არ დამენანებოდა. ქვებშორის შექუჩული ფრინველები სულ
თოლიები იყვნენ, მაგრამ ორი ჯიშისა სხვადასხვა ზომისა და
ფერის; ერთნი თავშავები და მონაცრისფრო ფრთიანები, ხო-
ლო მეორენი ბევრად დიდები და ქათქათა თეთრები. ისეთი
სპეტაკები იყვნენ, თითქოს მათ ბუმბულს თავის დღეში ტალა-
ხის წინწკალიც კი არ მოხვედროდა, ხოლო ჩახჩახა წითელი
თათები უწმინდესი მარჯნის რტოებს უგავდათ.
უსაქმოდ არც ერთი არ იჯდა: ერთნი საზრდოს ეძებდნენ.
ზღვის უკანასკნელი მოქცევის დროს გამორიყულ კიბოებს,
კიბორჩხალებსა და ათასნაირ წვრილ თევზს შეექცეოდნენ.
დანარჩენები კი ისხდნენ და ისედაც ქათქათა ბუმბულს ისუფ-
თავებდნენ ამაყად.
მაგრამ მათი უდარდელობა და ბედნიერება მოჩვენებითი
იყო. ყველა სულდგმულის მსგავსად, თოლიებსაც არ ასვე-
ნებდა საზრუნავი და ავი ვნებები. ჩემ თვალწინ რამდენიმე
შმაგი ბრძოლა გაიმართა. ჩხუბის ნამდვილი მიზეზი ვერც და-
ვადგინე, შეიძლება მამლები ექიშპებოდნენ ერთმანეთს. გან-
საკუთრებით სასიამოვნო ნადირობის ცქერა იყო: თოლია ცა-
ში აიჭრებოდა, დაახლოებით ასი იარდის სიმაღლიდან
ტყვიასავით დაეშვებოდა და ლურჯ ტალღებში უჩუმრად
ჩაიმალებოდა. რამდენიმე წამში ამოყვინთავდა და ნისკარ-
ტში უკვე ლაპლაპა ნადავლი ეჭირა. ბევრი ფრინველის მოძ-
რაობისათვის მიდევნებია თვალი ცაშიც, მიწაზეც, მაგრამ
არც ერთს ისე არ გავუტაცებივარ, როგორც თოლიას ნადი-
482 მკითხველთა ლიგა
რობას. ძერას ნავარდიც კი არ არის ისეთი მოხდენილი. აბა,
იმას რა შეედრება, თოლია რომ კამარას შეკრავს, წამითყ ჰა-
ერში შეჩერდება, წყალში თევზს დაიგულებს და ისარივით
ძირს დაეშვება. ჩაყვინთვის დროს თეთრი ქაფი ამოხუჩხუჩ-
დება; თეთრი, ფრთოსანი ელვა წყალში ჩაიკარგება და შემ-
დეგ კვლავ ლაჟვარდ ზედაპირზე გამოჩნდება! რა სანახაობაც
უნდა შექმნას ადამიანმა ჰაერით, წყლით ან ცეცხლით, ასეთი
ეფექტური სანახაობა მაინც არ იქნება.
დიდხანს ვიჯექი ნავში და თოლიების ცქერით ვტკბებოდი.
ძალზე კმაყოფილი ვიყავი, რომ ამ მოგზაურობამ ამაოდ არ
ჩამიარა და ჩემი თავდაპირველი გეგმის განხორციელებას
შევუდექი. ჩიტებს ფეხი არ მოუცვლიათ. თითქოს იცოდნენ,
რომ არაფერს ვავნებდი და მენდობოდნენ. ბოლოს და ბო-
ლოს, აფრინდნენ, მაგრამ რაკი თოფის ეშინოდათ, ზედ თავზე
გადამიარეს, ისე დაბლა, რომ ნიჩბითაც ჩამოვაგდებდი.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი ყველაზე მოზრდილი
თოლია გამოსაჩენ ადგილზე, სანიშნე ბოძის თავზე დამაგრე-
ბულ კასრზე იჯდა. იქნებ განსაკუთრებით დიდად იმიტომ მო-
მეჩვენა, რომ არ მოძრაობდა და უკეთ ჩანდა, მაგრამ ერთი
რამ შევნიშნე: მანამ სხვა ჩიტები წამოიშლებოდნენ, ამ თო-
ლიამ თითქოს უბრძანა, მე მომბაძეთო და გამყინავი კივი-
ლით მოსწყდა ადგილს. როგორც ჩანს, იგი გუნდის წინამ-
ძღოლი ან დარაჯი იყო. ასეთივე რამ შემინიშნავს ყვავები-
სათვის, როცა ისინი ბოსტანში ცერცვს ან კარტოფილს აჩანა-
გებდნენ.
ჩიტების გაფრენამ რატომღაც გული დამიმძიმა, თითქოს
თვით ზღვა ჩაშავდა. ბუნებრივიცაა, ნაცვლად თეთრი ბუმბუ-
ლისა, რომელიც აქამდის მედგა თვალწინ, უკაცრიელი კბო-
დე გაშიშვლდა, რომელზეც თითქოს კუპრწასმული შავი ქვები
483 მკითხველთა ლიგა
ეყარა. მაგრამ მარტო ამას არ გაუფუჭებია გუნება. ჩემთვის
იყო სხვა მიზეზიც. სუსტი ზღვაური დაიძრა და უეცრად მზის
დისკოს ღრუბელი ჩამოეფარა და ზღვის აქამდის სარკესავით
გლუვი ზედაპირი აიმღვრა, ჩაიქუფრა. კუნძულს უჟმური იერი
დაედო. მაგრამ რადგან მიზნად კუნძულის შესწავლა მქონდა
და ამ მიზნით ამ სიშორეზე წამოვედი, ნიჩბები მოვუსვი და მა-
ლე ჩემი ნავის ხერხემალი კლდეს გაეხახუნა.
სულ ახლოს ჩემი ნავის შესაფერი ყურე დავინახე. ნავის
ცხვირი იქით მივმართე, ნაპირზე გადავედი და პირდაპირ იმ
ბოძს მივაშურე, რომელსაც ამდენი წელი შორიდან ვუცქერდი
და რომლის ახლოდან დათვალიერება ასე ძალიან მეწადა.

484 მკითხველთა ლიგა


თავი VII
ზღვის ზღარბის ძებნა

მალე იმ საოცნებო ბოძს შევეხე და ისეთი სიამე მომეძა-


ლა, თითქოს ჩრდილოეთ პოლუსი აღმომეჩინოს. ბოძის ზო-
მამ ძალზე გამაოცა. როგორ მატყუებდა თვალი თურმე შორი-
დან. ნაპირიდან ეს ბოძი თოხის ან ფოცხის ტარზე მსხვილი
არ ჩანდა, ხოლო კასრი მოზრდილი თალგამისოდენა გეგო-
ნებოდათ. როგორ გამიკვირდა, ბოძი ჩემი ფეხის სიმსხო გა-
მოდგა, ხოლო კასრი მთელ ჩემს სხეულზე დიდი! ეს იყო ნამ-
დვილი, უზარმაზარი, ცხრაგალონიანი კასრი. ფსკერი გახ-
ვრეტილი ჰქონდა და ბოძზე მყარად იყო ჩამოცმული. კასრი
თეთრად იყო შეღებილი, თუმცა ეს მანამდეც ვიცოდი. ნაპი-
რიდან რომ ვუყურებდი ხოლმე, მზეზე თეთრად ბზინავდა. ბო-
ძი კი მუქი იყო, ეტყობოდა, ერთ დროს შავი ყოფილიყო, მაგ-
რამ უამინდობასა და ტალღებს, რომლებიც ხშირად ევლე-
ბოდნენ გარს და ეტყლაშუნებოდნენ, თითქმის მთლად
გაეუფერულებინა.
ვერც ბოძის სიმაღლე გამომიცნია შორიდან. ხმელეთიდან
კაცის სიმაღლედ მოჩანდა, მაგრამ ახლოს რომ მივედი, გე-
მის ანძასავით წამომადგა თავს. თორმეტი ფუტი მაინც იქნე-
ბოდა დიახ, სულ ცოტა, თორმეტი ფუტი!
არანაკლებ გამაოცა წყლიდან ამოწეული მიწის ფართობ-
მაც. მეგონა, ექვსიოდე კვადრატული იარდი იქნება მეთქი,
მაგრამ დავრწმუნდი, ბევრად დიდი ყოფილა დაახლოებით
ერთი აკრი. კუნძული სხვადასხვა ზომის ქვებით იყო დაფარუ-
485 მკითხველთა ლიგა
ლი წვრილი კენჭებიდან დაწყებული, ადამიანისხელა ლოდე-
ბით გათავებული. იყო უფრო დიდი ლოდებიც, მაგრამ მგონი,
ისინი კი არ ეყარა, პირდაპირ კლდიდან იყვნენ ამოზრდილ-
ნი. ქვები რაღაც შავი, წებოვანი მასით იყო გათხუპნილი. აქა
იქ ბუჩქ ბუჩქად ამოხუჩხუჩებულიყვნენ წყალმცენარეები. მათ
შორის ჩემთვის კარგად ნაცნობი ზღვის ბალახი. არაერთი
მძიმე დღე გამიტარებია ბიძაჩემის ბოსტანში, კარტოფილის
გასანოყიერებლად ამ ბალახს რომ ვეზიდებოდით.
როცა სანიშნე ბოძი დავათვალიერე და მის თავზე წამოს-
კუპული კასრის ზომაც შევიტყვე, მოვბრუნდი და კუნძულზე
ხეტიალი დავიწყე. ამ ღირსშესანიშნავი და სასიამოვნო გასე-
ირნების სამახსოვროდ მინდოდა კუნძულიდან უცნაური ნიჟა-
რა ან სხვა რამე წამომეღო.
მაგრამ ეს არც ისე იოლი გამოდგა, როგორც მეგონა. უკვე
მოგახსენეთ, რომ ქვები რაღაც წებოვანი მასით იყო გასიპუ-
ლი. საპონწასმულივით სრიალა ზედაპირზე ფეხს ვერ მოიკი-
დებდი. ნაბიჯი გადავდგი თუ არა, მაშინვე დავეცი და კარგა
მაგრადაც დავშავდი.
ვყოყმანობდი, არ ვიცოდი, წავსულიყავი თუ არა იქით,
რადგან ნავი კუნძულის მეორე მხარეს დავტოვე. მაგრამ უცებ
ზღვაში შეჭრილ პატარა ნახევარკუნძულზე უამრავი იშვიათი
ნიჟარა დავინახე, მათი წამოღება მომინდა და გზა განვაგრძე.
რამდენიმე ნიჟარა მანამდეც ვიპოვე ქვიშაში, ქვებს შო-
რის. ზოგში ლოკოკინა იჯდა, ზოგიც ცარიელი და გახუნებუ-
ლი იყო, არც ერთი არ მეუცხოვა. ყველანაირი მენახა წინათ.
ასეთები ბოსტნის გასანოყიერებლად ზღვის ბალახშიც ბევრი
შემხვედრია. არც ერთი ხამანწკა არ შემხვდა და ძალიან დამ-
წყდა გული, რადგან საკმაოდ მომშივდა და ერთ ათიოდეს
სიამოვნებით შევჭამდი. პატარა კიბორჩხალები და კიბოები
486 მკითხველთა ლიგა
კი ვიპოვე, მაგრამ ისინი უმი არ იჭმება. მოხარშვას კი, რა
თქმა უნდა, აქ ვერ მოვახერხებდი.
მინდოდა ზღვის ზღარბი მენახა და ნახევარკუნძულის ბო-
ლოსკენ წავედი. მაგრამ არც ერთი არ შემხვდა. რამდენი ხა-
ნია, ამ უცნაურ ნიჟარას ვნატრობდი, მაგრამ ამაოდ. ხანდა-
ხან ჩვენს სანაპიროზეც მოხვდებოდა ხოლმე ზღვის ზღარბი,
მაგრამ ვინ გააჩერებდა. ბუხრის თაროს ძალიან უხდება და
რაკი ჩვენს სანაპიროზე ძნელად იპოვება, ძვირად ფასობდა.
ამ მოშორებულ მეჩეჩზე, სადაც მენავეები იშვიათად გადიან,
თითქოს უნდა ყოფილიყო ზღვის ზღარბი. განზრახული მქონ-
და, ერთი მაინც მეპოვა. დინჯად დავეხეტებოდი და კლდეებს
შორის ყოველ ნაპრალსა და თხრილს ვათვალიერებდი.
ამ პაწაწინა ნახევარკუნძულზე კი ნამდვილად უჩვეულო
რაღაცას ვიპოვი მეთქი, ვფიქრობდი და მართლაც, რაც უფ-
რო ვუახლოვდებოდი, ბრჭყვიალა ნიჟარები უფრო ლაპლა-
პებდნენ. მაგრამ არ ვჩქარობდი, მათი წყალში დამალვის არ
მეშინოდა. ვიცოდი, მდგმურებს თავიანთი ბინები დიდი ხანია
მიეტოვებინათ, ამიტომ ნიჟარები ჩემს მისვლამდე ვერსად
დაიმალებოდნენ. ისევ აუჩქარებლად, ძებნა ძებნით მივ-
დიოდი და ნახევარკუნძულის ბოლოში დავინახე მართლა
საოცარი რამ მუქი წითელი, ფორთოხალივით მრგვალი, მაგ-
რამ ფორთოხალზე გაცილებით დიდი. თუმცა, აღწერა რა სა-
ჭიროა, ალბათ ყველას გინახავთ და მოგწონებიათ ზღვის
ზღარბის ნიჟარა.
ხელში ავიღე და მის მომრგვალებულ და აქა იქ ამობურ-
ცულ ჯავშანს დავაცქერდი. ისეთი ლამაზი ზღვის ზღარბი არა-
სოდეს მინახავს. საკუთარ თავს წარმატება მივულოცე ამ სახ-
სოვრისთვის ღირდა კუნძულზე წამოსვლა.

487 მკითხველთა ლიგა


ნაპოვნი ხელში შევატრიალე, მერე სუფთა, ქათქათა სა-
კანში ჩავიჭყიტე, სადაც ოდესღაც ზღარბი ცხოვრობდა. რამ-
დენიმე წუთს ვათვალიერებდი. ბოლოს ადრე შენიშნული ნი-
ჟარები გამახსენდა და მათ შესაგროვებლად გავეშურე.
ამ ნიჟარებს პირველად ვხედავდი. ზღვის ზღარბს სილამა-
ზით არც ისინი ჩამოუვარდებოდნენ. სამი თუ ოთხი ნაირსა-
ხეობა აღმოჩნდა. ჯიბეები დავიტენე, ხელებიც გავივსე და ნა-
ვისკენ წავედი.
მაგრამ, დახეთ უბედურებას! რა დავინახე! ნიჟარებიც და
ზღვის ზღარბიც თითქოს გავარვარებული რკინა ყოფილიყო,
ხელიდან გამივარდა და კინაღამ მეც ზედ დავეცი, ისე შემაძ-
რწუნა თვალწინ გადაშლილმა სურათმა. რა მოხდა? ჩემი ნა-
ვი! ჩემი ნავი! სად არის ჩემი ნავი?!

488 მკითხველთა ლიგა


თავი VIII
ნავის დაკარგვა

დიახ, სწორედ ნავი გახლდათ ჩემი უეცარი გაოცების, ან


უფრო სწორედ, შეშფოთების მიზეზი. იკითხავთ, რა მოუვიდა
ნავს, ხომ არ ჩაიძირაო. არა, არ ჩაძირულა, მაგრამ რაც მოხ-
და, არც ის იყო ჩაძირვაზე უკეთესი წყალს გაეტაცა.
როცა იმ ადგილს შევხედე, სადაც ნავის დანახვას ველო-
დი, იქ არაფერი ჩანდა! კლდეებს შორის მომწყვდეული პატა-
რა ყურე ცარიელი იყო!
არაფერი იდუმალი არ მომხდარა. მაშინვე მივხვდი, რად-
გან იმწუთას თვით ნავიც დავინახე. ის ნელ ნელა შორდებო-
და კუნძულს. არავითარი საიდუმლო! მე ხომ ნავი არ მიმი-
ბამს. ნაპირზე კი არ გამომიტანია ბაგირი. ზღვაურს, რომე-
ლიც ცოტა მომძლავრებულიყო, ნავი ყურიდან გაეყვანა და
კუნძულიდან ღია ზღვაში მიაქანებდა.
თავიდან მხოლოდ განვცვიფრდი. ერთ ორ წამში კი ჩემი
გაოცება შეშფოთებაში გადაიზარდა. რა მექნა, როგორ და-
მებრუნებინა ნავი? თუ დაბრუნებას ვერ მოვახერხებდი, რო-
გორ მიმეღწია ნაპირამდე? იქამდე, სულ ცოტა, სამი მილი
იყო. სიცოცხლის ფასადაც ვერ გავცურავდი ამხელა მან-
ძილს. არც იმის იმედი მქონდა, ვინმე მომეშველებოდა. არა
მგონია, ნაპირიდან ვინმეს დავენახე და გაეგო, რა დღეში
ჩავვარდი. ნავსაც კი ვერ შენიშნავდნენ. ახლაღა მივხვდი, ამ-
ხელა მანძილზე პატარა საგნები თვალთაგან რომ იკარგება.
ამაში საშინელი ბოძის და თვით კუნძულის ხილვამ დამარ-
489 მკითხველთა ლიგა
წმუნა. იქიდან ეს კლდეები ერთი ფუტი ჩანდნენ, სინამდვილე-
ში კი ერთ იარდზე მეტი არ ყოფილა. ამგვარად, ნავს ალბათ
ვერავინ შენიშნავს და ჩემს სავალალო ამბავსაც ვერავინ
გაიგებს, თუ ჭოგრიტით არ გამოიხედა. მაგრამ განა შეიძლე-
ბოდა ამის იმედით ყოფნა? რა თქმა უნდა, არა!
დავდარდიანდი. რაც მეტს ვფიქრობდი, უფრო და უფრო
ვრწმუნდებოდი, რომ ქარაფშუტობამ საშინელ ხიფათში გამ-
ხვია.
რამდენიმე ხანს ისეთი დაბნეული ვიყავი, რომ ვერ მოვი-
საზრე, რა გზას დავდგომოდი. არჩევანი თითქმის არ მქონდა.
თითქმის კი არა, სულაც არა. ერთადერთი, რაც შემეძლო,
კუნძულზე დარჩენა იყო. თუმცა, ცოტა რომ დავფიქრდი, ერ-
თი რამ მოვისაზრე, ნავს ცურვით დავედევნები მეთქი. ისე
შორს არ იყო, რომ ცურვით ვერ დავწეოდი. რაღაც ასი იარდი
ექნებოდა გავლილი, მაგრამ ყოველ წუთს სულ უფრო და უფ-
რო შორდებოდა კუნძულს.
ცხადია, თუ დადევნება იყო, არც ერთი წუთი აღარ უნდა
დამეკარგა!
რაღა დამრჩენოდა? ნავს თუ ვერ დავეწეოდი, ძალზე მძი-
მე, თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი.
და გადავწყვიტე დადევნება.
სასწრაფოდ ტანთ გავიხადე და ტანსაცმელი ქვებზე მივყა-
რე. მერე ფეხსაცმელები და წინდები გავიხადე და პერანგიც
მივაყოლე, რათა ხელების მოსმა არ შეეფერხებინა. თითქოს
საბანაოდ ვემზადებოდი. გავიხადე თუ არა, წყალში გადავეშ-
ვი. ფეხით გავლა არ დამჭირვებია, წყალი კუნძულის კიდეს-
თანვე ღრმა იყო და უნდა მაშინვე გამეცურა. პირდაპირ ნავი-
საკენ გავემართე.

490 მკითხველთა ლიგა


რაც ძალა და ღონე მქონდა, მივცურავდი, მაგრამ ნავს მა-
ინც ნელა ვუახლოვდებოდი. ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ ოდ-
ნავაც ვერ დავეწიე და რა სისწრაფითაც მე მივცურავდი, ისიც
იმ სისწრაფით მშორდებოდა. ჯავრი და შიში მიტანდა. თუ
ნავს ვერ დავეწეოდი, რიღას იმედი უნდა მქონოდა. ან კუნ-
ძულზე უნდა დავბრუნებულიყავი ან ჩავიძირებოდი, რადგან
ამ დევნის დროს დავრწმუნდი, რომ ნაპირამდე ცურვა ისევე
შეუძლებელი იყო, როგორც ატლანტის ოკეანის გადალახვა.
კარგი მოცურავე გახლდით და საჭიროების დროს ერთ მილ-
საც გავცურავდი, მაგრამ სამი მილის დაძლევა ჩემს ძალას
აღემატებოდა. სიცოცხლის შესანარჩუნებლადაც კი ვერ გავ-
ცურავდი ამხელა მანძილს. გარდა ამისა, ნავი ნაპირისაკენ
კი არ მიდიოდა, პირიქით, ყურიდან გასასვლელისაკენ მიექა-
ნებოდა.
ის იყო შევყოყმანდი და ვიფიქრე, მანამ ძალ ღონე გამო-
მელევა, უმჯობესია კუნძულზე დავბრუნდე მეთქი, რომ
უეცარმა ქარმა საპირისპირო მხრიდან დაუბერა, ნავი ოდნავ
შეტრიალდა და ცოტა მომიახლოვდა. გადავწყვიტე, ერთხე-
ლაც მეცადა ბედი.
ცდა გამარჯვებით დამთავრდა. რამდენიმე წუთში გახარე-
ბულმა ნავის ფერდს ჩავავლე ხელი. ხანგრძლივი ცურვის
დროს ცოტა შესვენების საშუალება მომეცა.
სული მოვითქვი და ნავზე ასვლა ვცადე, მაგრამ პატარა,
მერყევმა ნავმა ჩემს სიმძიმეს ვერ გაუძლო, უეცრად ამოტრი-
ალდა და ქვეშ მომიყოლა. წყლიდან ამოვყვინთე, ნავს ისევ
ხელი ჩავავლე და ვცადე ზედ წამოვჯდომოდი. მაგრამ არაფე-
რი გამომივიდა. წონასწორობა დავკარგე და ნავი ისე დავა-
ფერდე, რომ ერთხელ კიდევ გადაბრუნდა და გასწორდა. მეც
ხომ ეს მინდოდა, მაგრამ საუბედუროდ, ამობრუნების დროს
491 მკითხველთა ლიგა
ნავს წყალი ამოეხაპა და თითქმის სავსე იყო. დამძიმებული
ნავი აღარ ირწეოდა და შიგ ჩაჯდომა აღარ გამჭირვებია. მაგ-
რამ მაშინვე მივხვდი, საქმე ცუდად იყო: ნავმა ჩაძირვა დაიწ-
ყო! ჩემმა წონამ ისე დაამძიმა, თუ წყალში არ გადავხტებოდი,
ფსკერისაკენ დაეშვებოდა. გონიერება რომ შემრჩენოდა და
დროზე გადავმხტარიყავი, ნავი წყალზე გაჩერდებოდა. მაგ-
რამ გაუთავებელმა ყვინთვამ ისე დამაშინა და დამაბნია, რომ
ვეღარაფერი მოვისაზრე და მუხლამდე წყალში გავჩერდი.
მინდოდა წყალი ამომეხაპა, მაგრამ ჭურჭელი ვერ ვიპოვე.
აღარც ნიჩბები იყო და აღარც თუნუქის ქვაბუნა. ქვაბი, ალ-
ბათ ნავის გადაბრუნების დროს ჩაიძირა, ნიჩბები კი მოშორე-
ბით ტივტივებდა.
სასოწარკვეთილმა მუჭით დავიწყე წყლის გადაქცევა, მაგ-
რამ ერთი ორი მუჭის მერე ვიგრძენი, რომ ნავი იძირებოდა.
ერთ წუთში ჩემს ფეხქვეშ ჩაიძირა და იძულებული ვიყავი,
წყალში მესკუპა, რომ მორევს არ ჩავეთრიე.
იმ ადგილს გავხედე, სადაც ნავი ჩაიძირა და მივხვდი, რომ
იგი სამუდამოდ გაქრა. ისღა დამრჩენოდა, ისევ კუნძულისა-
კენ გამეცურა.

492 მკითხველთა ლიგა


თავი IX
სანიშნე ბოძი

რის ვაი ვაგლახით მივაღწიე კბოდეს. მკერდით წყალს მი-


ვაპობდი და ვგრძნობდი, დინების საწინააღმდეგოდ მივცუ-
რავდი მოქცევა იწყებოდა. სწორედ ამ მოქცევამ და ქარმა წა-
მართვეს ნავი.
ერთხელ კიდევ მოვუსვი მკლავი. კიდევ კარგი, ფეხქვეშ
მიწა ვიგრძენი, თორემ ყოველი ზედმეტი ფუტი ძვირად დამიჯ-
დებოდა, ხელსაც ვეღარ გავანძრევდი. ისე დავიღალე, არაფ-
რის თავი არ მქონდა. საბედნიეროდ, უკანასკნელი ძალა მო-
ვიკრიბე და კუნძულს მივაღწიე. მაგრამ ისე გავწვალდი, რამ-
დენიმე წუთს სულის მოსათქმელად კლდის ნაპირზე გაუნ-
ძრევლად ვეგდე.
მაგრამ უმოქმედოდ დიდხანს არ გავჩერებულვარ. საქმე
ისე არ მქონდა, რომ დრო ტყუილუბრალოდ დამეხარჯა. რაკი
ეს ვიცოდი, ფეხზე წამოვხტი და მიმოვიხედე. საოცარია, რომ
პირველად ჩაძირული ნავის მხარეს გამექცა თვალი. ეს უფ-
რო უნებლიე მოძრაობა იყო და ვერც ვიტყვი იქით რამ მიმა-
ხედა. იქნებ ჩემში ისევ დარჩენილიყო ნავის ამოტივტივების
ბუნდოვანი იმედი. მაგრამ ამის გაფიქრებაც უაზრობა იყო.
ზღვაზე არც ნავი ჩანდა და არც მსგავსი რამ, შორს წყალზე
მოტივტივე ნიჩბები დავინახე. მხოლოდ ნიჩბები! აბა, ახლა
რაღაში გამომადგებოდა. გინდა მქონია და გინდა ნავთან ერ-
თად ჩაძირულა.

493 მკითხველთა ლიგა


შემდეგ ხმელეთს გავხედე. არც იქით ჩანდა რამე, გარდა
მიწის დაბალი ზოლისა, რომელზეც სოფელი გაშლილიყო.
ნაპირზე ადამიანები ვერ შევნიშნე. სახლებსაც ძლივს ვარ-
ჩევდი, რადგან, ჩემს დაღვრემილობას და საფრთხეს ისიც და-
ერთო, რომ ცა ჩამოიქუფრა და სუსხიანმა ბრიზმაც დაუბერა.
ტალღებმა ისე იმატეს, რომ უკვე ნაპირსაც ვეღარ ვხედავ-
დი. თუმცა კარგი დარიც რომ ყოფილიყო, მანძილის გამო
ადამიანებს მაინც ვერ გავარჩევდი კუნძულიდან სოფლის
ყველაზე ახლო ადგილამდე სამი მილი მაინც იყო.
ყვირილის ატეხას აზრი არ ჰქონდა. უქარო ამინდშიც კი
ვერაფერს გავაგონებდი. ეს კარგად ვიცოდი და ხმაც არ ამო-
მიღია.
წყალზეც არაფერი მოჩანდა: ყურეში ვერც გემი დავლან-
დე, ვერც კარჭაპი, ვერც ბრიგი. კვირა დღე იყო და გემები ღუ-
ზაჩაშვებულები იდგნენ. ეტყობა, მეთევზეთა ნავებიც იმავე
მიზეზის გამო არ იყვნენ ზღვაში გასულნი, ხოლო სასეირნო
ნავები კი ჩვეულებისამებრ, სახელგანთქმული შუქურისაკენ
გაკრეფილიყვნენ... ჰარი ბლიუს ნავიც ალბათ იქ იქნებოდა.
არც ჩრდილოეთით და სამხრეთით, არც აღმოსავლეთით
და დასავლეთით არც ერთი იალქანი არ ჩანდა. ირგვლივ
მხოლოდ უკაცრიელი ზღვის სივრცე გაწოლილიყო და ისეთი
სიმარტოვე ვიგრძენი, თითქოს ცოცხლად დავემარხეთ.
კარგად მახსოვს, რა საშინელმა მარტოობის გრძნობამ
ამიტანა, მახსოვს, ქვებზე დავემხე და ავქვითინდი.
თან მოულოდნელად თოლიები დაბრუნდნენ. შეიძლება
მიჯავრდებოდნენ, რომ იქიდან გავრეკე: მათი დიდი გუნდი
ზედ თავზე დამტრიალებდა. გამაყრუებლად კიოდნენ. დრო-
დადრო რომელიმე მათგანი ხელმისაწვდომ მანძილზე ჩამიქ-
როლებდა, დასჭყივლებდა და დასჭყივლებდა. ისე შევშინდი,
494 მკითხველთა ლიგა
ვიფიქრე, ეს ველური ჩიტები თავს დამესხმიან მეთქი. ახლა
ვხვდები, რომ მათ ცნობისმოყვარეობის ინსტინქტი ამოძრა-
ვებდათ.
ჩემი მდგომარეობა ავწონ დავწონე, მაგრამ ვერაფერი მო-
ვისაზრე. ისღა დამრჩენოდა, დავმჯდარიყავი ან დავმდგარი-
ყავი და მშველელს დავლოდებოდი. სხვა გზა არ იყო. მე თვი-
თონ ვერაფერს გავხდებოდი. ამიტომ უნდა მეცადა, როდის
მოვიდოდა ვინმე და წამიყვანდა.
მაგრამ როდის მომეშველებოდნენ? მხოლოდ ბედნიერი
შემთხვევა თუ მოაქცევინებდა ვინმეს ყურადღებას კუნძული-
საკენ. თან ჭოგრიტის გარეშე მაინც ვერ დამინახავდნენ. სულ
ერთ თუ ორ მენავეს ჰქონდა ჭოგრიტი. მათ შორის ჰარი ბლი-
უს, მაგრამ ისინი ყოველდღე კი არ იხედებოდნენ შიგ. კიდეც
რომ ჩაეხედათ, ათში ერთი შესაძლებლობა იყო, რომ მაინ-
ცდამაინც კუნძულისაკენ გამოეხედათ. აბა, აქეთ რა უნდა
დაენახათ? ამ მხარეს გემები არ დადიან. ყურეში შემავალი
გემი საშიშ მეჩეჩს ყოველთვის შორიდან უვლის. ამგვარად,
იმის იმედი არ უნდა მქონოდა, რომ ან შეუიარაღებელი თვა-
ლით დამინახავდნენ, ან ჭოგრიტით. კიდევ უფრო ნაკლები
იმედი იყო იმისა, რომ სიახლოვეს გემი ჩაივლიდა და ხმას მი-
ვაწვდენდი. ამ მხარეს ნამდვილად არაფერი გამოივლიდა.
ასეთი უნუგეშო ფიქრებით კლდეზე ჩამოვჯექი და დავე-
ლოდე, რა მოხდებოდა.
მაშინ არ მიფიქრია, რომ შიმშილით მოვკვდებოდი. არ მე-
გონა, თუ ყველაფერი ასე უკუღმა დატრიალდებოდა, მაგრამ,
როგორც ჩანს, ასე უნდა მომხდარიყო. უბედურების თავიდან
აცილება მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლებოდა: ჰარი
ბლიუ შენიშნავდა, რომ ნავი გაქრა და ძებნას დამიწყებდა.

495 მკითხველთა ლიგა


რა თქმა უნდა, გვიან საღამომდე ვერ შენიშნავდა. შინ ად-
რე არ დაბრუნდებოდა, საღამოს კი უსათუოდ წავიდოდა სახ-
ლში. დაინახავდა, რომ ნავი აშვებულია და ბუნებრივია,
იფიქრებდა, რომ მე წავიყვანე, რადგან მთელი სოფლის ბი-
ჭებში და მოზრდილებშიც ამის უფლება მხოლოდ მე მქონდა.
დაინახავდა, რომ ნავი ღამითაც არ დაბრუნდა და ბიძაჩემთან
წავიდოდა. მაშინ კი ჩემი უჩვეულო გაქრობის გამო განგაში
ატყდებოდა და ძებნას დამიწყებდნენ, ბოლოს და ბოლოს,
ჩემს ადგილსამყოფელს მიაგნებდნენ.
ჩემი ბედ იღბალი იმდენად არ მაწუხებდა, რამდენადაც
იმის შიში, რაც ჩავიდინე. როგორ უნდა შემეხედა ჰარისათვის
თვალებში? როგორ ამენაზღაურებინა დანაკლისი? მძიმე
მდგომარეობა იყო მე ფული არ მქონდა. ბიძაჩემი კი ჩემს მა-
გივრად კაპიკსაც არ გადაიხდიდა. აუცილებლად უნდა გადა-
მეხადა მენავისთვის ნავის საფასური, მაგრამ როგორ? აი, თუ
ბიძაჩემი ნებას მომცემდა, ჰარისათვის მემუშავა, რამდენიმე
კვირას ვიშრომებდი, რათა ნავის ფასი გამომემუშავებინა,
ოღონდ ჰარის ჩემი თავი რამეში დასჭირვებოდა.
ვიჯექი და ვანგარიშობდი, რა ეღირებოდა ჩაძირული ნავი.
იმწუთას ჩემი ძირითადი საწუხარი ეს გახლდათ. აზრადაც არ
მომდიოდა, რომ ჩემი სიცოცხლე საფრთხეში იყო. ვიცოდი,
რომ ცივი ღამე და შიმშილი მელოდა. სულმთლად დავსველ-
დი: ზღვა მოიქცეოდა და მეჩეჩის ქვებს გადაევლებოდა, მთე-
ლი ღამე წყალში დგომა მომიწევდა.
მართლა, ნეტავ რამსიღრმე იქნება წყალი? მუხლამდე თუ
მომწვდება?
მიმოვიხედე, იქნებ წყლის დონის აღმნიშვნელი რამ შევ-
ნიშნო მეთქი. ვიცოდი, მოქცევის დროს ზღვა მთლიანად ფა-
რავდა მეჩეჩს. ჩემი თვალით მენახა, მაგრამ მეც ისევე, რო-
496 მკითხველთა ლიგა
გორც სანაპიროს სხვა მცხოვრებლებს, მეჩვენებოდა, რომ
წყალი კუნძულს მხოლოდ რამდენიმე დუიმზე ევლებოდა.
თავდაპირველად ვერაფერი ისეთი ვერ დავინახე, რაზეც
წყლის ჩვეულებრივი დონე იქნებოდა აღნიშნული, ბოლოს
თვალი სანიშნე ბოძს შევავლე. ავხედ დავხედე. თეთრი ზო-
ლით მოქცევის დონე იყო აღნიშნული. თქვენ წარმოიდგინეთ
ჩემი განცვიფრება, ჩემი შეძრწუნება, როცა დავინახე, რომ ეს
ხაზი ბოძის ძირიდან სულ ცოტა, ექვსი ფუტის სიმაღლეზე იყო
გავლებული!
გონებაარეული მივვარდი ბოძს. ზედ ავეკარი და ავხედე.
ვაი, რომ თვალს არ მოვუტყუებივარ. ნიშანი საკმაოდ მაღლა
იყო, აწეული ხელითაც ძლივს მივწვდი!
აუწერელმა შიშმა ამიტანა. მივხვდი, საფრთხე ნათელი
იყო: ვიდრე მშველელი მოვიდოდა, კლდეს ზღვა დაფარავდა.
ტალღები გადამევლებოდა, კუნძულიდან გამრიყავდა და
წყლის სიღრმეში ჩავინთქმებოდი!

497 მკითხველთა ლიგა


თავი X
სრიალა ბოძზე ვძვრები

ახლა კი დავრწმუნდი, რომ ჩემი სიცოცხლე საფრთხეში


იყო, სიკვდილი არ ამცდებოდა. იმდღესვე რომ მშველელი არ
მოვიდოდა, მანამდეც ვიცოდი, მაგრამ ახლა სულ დავკარგე
იმედი. მოქცევა დაღამებამდე დაიწყებოდა, წყალი უმაღლეს
წერტილს მიაღწევდა და ყველაფერი გათავდებოდა. საღა-
მომდეც რომ მოვეკითხე ვინმეს ეს კი საეჭვო იყო მაინც დაგ-
ვიანებული იქნებოდა. ზღვა არც მათ დაელოდებოდა და არც
მე.
შიშმა და სასოწარკვეთამ ამიტანა და ხელ ფეხი შემიბორ-
კა. ერთხანს ვეღარაფერი მოვისაზრე. ირგვლივაც ვერაფერს
ვამჩნევდი. თავს აქეთ იქით ვატრიალებდი და უდაბურ, უკი-
დეგანო ზღვას გავცქეროდი. უსასოოდ ვუყურებდი ტალღებს.
არც აფრა ჩანდა, არც ნავი. წყლის ზედაპირის ერთფეროვნე-
ბას არაფერი არღვევდა. ირგვლივ მხოლოდ თოლიების
ფრთები ფართხუნებდნენ. მათი კივილი უკვე აღარ მაღი-
ზიანებდა. ხანდახან რომელიმე სულ ახლოს ჩამიქროლებდა,
თითქოს მეკითხებოდა, აქ რას აკეთებ, რატომ არ მიდიხარო.
უცებ იმედის სხივმა გამინათა გონება. თვალში ისევ სანიშ-
ნე ბოძი მომხვდა. ის ბოძი, წეღან რომ ასე შემაშინა. ახლა
სულ საწინააღმდეგო აზრი მომივიდა, ეს ბოძი გადამარჩენს
მეთქი.
ალბათ თქვენ თვითონაც მიხვდებით, რომ ბოძზე აძრომა
განვიზრახე. ვიფიქრე, წვერზე მოვექცევი და მანამ ზღვა უკან
498 მკითხველთა ლიგა
არ დაიხევს, ფეხსაც არ ჩამოვდგამ მეთქი. წყლის უმაღლესი
დონის აღმნიშვნელი ხაზი ბოძის შუაზე იყო გავლებული. ბო-
ძის თავზე საშიშროება აღარ მელოდა.
ახლა საქმე ის იყო, ბოძზე როგორმე ავცოცებულიყავი, ხე-
ებზე ცოცვა მეხერხებოდა და ვიფიქრე, ბოძზე ასვლაც არ გა-
მიჭირდება მეთქი.
ახალი თავშესაფრის აღმოჩენამ იმედი გამიახლა. ბოძზე
აცოცებას რა უნდა! მართალია, ღამე იქ ყოფნა გამიძნელდე-
ბა, მაგრამ ხიფათი არ მომელის. საშიშროებამ გაიარა, დრო
დადგება და ამის მოგონებაზე კიდევაც გავიცინებ.
ამ რწმენით ფრთაშესხმული ისევ ბოძთან მივედი, მინდო-
და, ასვლა მეცადა. თუმცა, ზედ დარჩენას არ ვაპირებდი. მოქ-
ცევის დაწყებამდე ბევრი დრო მქონდა. მინდოდა მხოლოდ
დავრწმუნებულიყავი, როცა გამიჭირდებოდა, მაშინვე ავ-
ძვრებოდი თუ არა ბოძზე.
მაგრამ ბოძზე ასვლა საკმაოდ ძნელი გამოდგა. განსაკუთ-
რებით ქვემოთ, სადაც ექვსი ფუტის სიმაღლეზე ისეთივე შავი,
ზინთივით რაღაც ესვა, როგორიც კუნძულის ქვებს. ბოძი ისე
იყო გალიპული, ჩვენს სოფელში საგანგებოდ რომ პოხავ-
დნენ ხოლმე ქონით ბოძებს, როცა ერთმანეთს აცოცებაში
ეჯიბრებოდნენ.
რამდენჯერმე ვცადე ასვლა და ვერ შევძელი. ბოლოს, რო-
გორც იქნა, ხაზს ზემოთ ავცოცდი. ბოძის ზედა ნაწილი უფრო
ადვილი დასაძლევი აღმოჩნდა და მალე წვერზე მოვექეცი.
ხელი ავწიე, მინდოდა კასრს ჩავჭიდებოდი და ზედ ავცო-
ცებულიყავი. ის იყო ჩემი საზრიანობა უნდა შემექო, რომ საქ-
მე სხვაგვარად შეტრიალდა და ისევ საგონებელში ჩავვარდი.
იმსიგრძე მკლავები არ მქონდა, რომ კასრის ზედა სარ-
ტყელს მივწვდომოდი. ხელი კასრის შუა წელს ვერ ავაცილე.
499 მკითხველთა ლიგა
სწორედ შუაწელთან კასრი განივრდებოდა და ვერ ვეჭიდებო-
დი, რომ ზემოთ ავცოცებულიყავი ან ადგილზე მაინც შემეკა-
ვებინა თავი.
ძალა გამომელია, თავი ვეღარ შევიმაგრე და რამდენიმე
წამში იძულებული გავხდი, ძირს ჩამოვსრიალებულიყავი.
კიდევ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. მერე კიდევ ისევ არაფე-
რი გამომივიდა. ტყუილად ვწვალობდი. რაც უნდა მექაჩა ხე-
ლები და გამეფარჩხა ფეხები, იმაზე ზევით ვერ ავძვრებოდი,
სადაც კასრი იწყებოდა. მხოლოდ ის შევძელი, რომ ხელები
გავიწვდინე და კასრის ამობურცულ შუაგულს მივწვდი. რა
თქმა უნდა, ასე თავს ვერ შევიმაგრებდი: საყრდენი არ მქონ-
და და იძულებული ვიყავი, ისევ ქვევით ჩავსრიალებულიყავი.
შევშფოთდი, მაგრამ ამჯერად სასოწარკვეთილებას არ
მივცემივარ. მოახლოებულმა საფრთხემ გონება უფრო სწრა-
ფად ამიმუშავა. თავი დავიმორჩილე და დავფიქრდი.
დანა რომ მქონოდა, ბოძს ჭდეებს გავუკეთებდი, ფეხებით
დავეყრდნობოდი და ისე ავცოცდებოდი. მაგრამ დანა არ
მქონდა და კბილებით თუ ამოვღრღნიდი ხეს, თორემ სხვას
ვერაფერს ვიზამდი. ჩემი საქმე ცუდად იყო.
ბოლოს ნათელი აზრი შემომეშველა. რა იქნება, რომ ბოძს
ქვემოდან გავუკეთო საყრდენი? რა იქნება, რომ ბოძის ძირას
ქვები მოვზიდო, ნიშნამდე ავახროვო და ზედ შევდგე? სწო-
რედ ასე მოვიქეცი. ბოძთან, ალბათ სიმყარისთვის, რამდენი-
მე ქვა უკან ეგდო. კიდევ უნდა მიმემატებინა, ყორე ამეგო და
ზედ ავსულიყავი.
გადარჩენის ახალი გეგმა ისე მომეწონა, რომ წუთიც აღარ
დამიკარგავს, მაშინვე შევუდექი საქმეს. კუნძულზე უამრავი
ქვა ეყარა და ვიფიქრე, რამდენიმე წუთში ყორე მზად იქნება
მეთქი. მაგრამ ცოტა რომ წავიმუშავე, მივხვდი, ამ საქმეს უფ-
500 მკითხველთა ლიგა
რო მეტი დრო დასჭირდებოდა, ვიდრე მეგონა. ქვები სიპი
იყო და ზიდვა მიჭირდა. ზოგი ძალიან მემძიმებოდა, ზოგი, შე-
დარებით პატარა, ისე იყო ჩაზრდილი ქვიშაში, რომ ძვრაც
ვერ ვუყავი.
მაინც რაც ძალა და ღონე მქონდა, ვმუშაობდი. მჯეროდა,
თუ დრო მეყოფოდა, მაღალ ყორეს ავაშენებდი. მხოლოდ
იმის შემეშინდა, ვაითუ ვერ მოვასწრო მეთქი.
მოქცევის ტალღა ზემოთ იწევდა. ვგრძნობდი, ნელა, მაგ-
რამ მტკიცედ მოიწევდა და მოიწევდა!
ამ დაძაბული შრომის დროს რამდენჯერმე დავეცი. წვეტი-
ანმა ქვებმა მუხლები დამისისხლიანა, მაგრამ რა დროს ამაზე
ფიქრი იყო. სიძნელეებს და ტკივილს ყურადღებას არ ვაქცევ-
დი. მე ხომ უფრო დიდი საფრთხე მემუქრებოდა სიკვდილი მე-
ლოდა! წაქეზება აღარ მჭირდებოდა. მანამ წყალი მეჩეჩს გა-
დაევლებოდა, ჩემსიმაღლე ყორე ავაშენე, მაგრამ ეს არ კმა-
როდა. ორი ფუტიც და ჩემი ნაგებობა ხაზს მისწვდებოდა.
გულმოდგინედ ვმუშაობდი, ერთ წუთსაც არ ვისვენებდი. საქ-
მე კი თანდათან სულ უფრო და უფრო ძნელდებოდა. რაც კი
ახლოს ქვები ეყარა, სულ შევაგროვე და ახლა უკვე შორიდან
მიხდებოდა მოზიდვა. ახლა უფრო ხშირად ვეცემოდი, ხელ
ფეხი უარესად გადამეყვლიფა და ესეც მიძნელებდა საქმეს.
გარდა ამისა, ყორე უკვე ჩემსიმაღლე იყო და ქვების აგორება
მიჭირდა. თითოეული ქვის მიმატებას რამდენიმე წუთს ვუნ-
დებოდი. თანაც, ხანდახან, რის ვაი ვაგლახით აგორებული
უზარმაზარი ლოდი მოწყდებოდა, დაგორდებოდა და ლამის
ფეხებს მილეწავდა.
ბოლოს, კარგა ხნის, ალბათ ერთი ორი საათის შრომის
შემდეგ, როცა ყორე ჯერ არ დამემთავრებინა, მუშაობის შეწ-
ყვეტა მომიხდა. ალბათ მიხვდებით, რამ შემიშალა ხელი. დი-
501 მკითხველთა ლიგა
ახ, ეს მოქცევა იყო. წყალი ჩუმად წამოეპარა ქვებს და ზედ
გადაევლო. ისე კი არ მოხდა, როგორც ნაპირზე იცის ტალ-
ღებს თანდათან რომ ემატება სიმაღლე. წყალმა პირველივე
შემოტევით წალეკა კბოდე და ერთბაშად კუნძული საკმაო
სიღრმეში მოაქცია.
მანამ კლდე არ დაიფარა, ხელი არ გამიჩერებია. მუხლამ-
დე წყალში ვიდექი და ქვებისთვის რომ ვიხრებოდი, წყალი
ზედ მევლებოდა. დიდ ქვებს ბუდიდან ვაძრობდი და ყორეს-
თან მიმქონდა. მუშაობის დროს ქაფი სახეში მცემდა და სულს
მიხუთავდა. ტალღები სხეულზე მემსხვრეოდა. მაინც ვმუშა-
ობდი, სანამ ტალღები ისე არ მომძლავრდა და გაღრმავდა,
რომ ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. ახლა კი შემეშინდა, ტალღებმა
არ დამახრჩონ მეთქი. მაშინ, ხან ხოხვით, ხან ცურვით ქვის
გროვასთან უკანასკნელი ლოდი მივათრიე და წვერზე შემოვ-
დე. მერე მეც ზედ ავცოცდი, ჩემი სიმაგრის უმაღლეს წერ-
ტილზე შევდექი, მარჯვენა ხელი ბოძს შემოვაჭდე და გულის
ფანცქალით მივაცქერდი მოზღვავებულ წყალს.

502 მკითხველთა ლიგა


თავი XI
მოქცევა

ვერ ვიტყვი, ჩემი გამოგონების სრული იმედი მქონოდა.


პირიქით შიშით ვკანკალებდი. მეტი დრო რომ მქონოდა და
ტალღებზე მაღალი და უფრო მყარი ყორე ამეშენებინა, ასე
არ ვიღელვებდი. სანიშნე ბოძი მაიმედებდა გამოცდილი იყო,
ვინ იცის, რამდენი ღელვისათვის გაეძლო. რაც თავი მახ-
სოვს, ასე ურყევად იდგა. ჩემი აშენებული ყორისა კი მეშინო-
და. არც სიმაღლე ჰქონდა საკმარისი და გამძლეც არ უნდა
ყოფილიყო. რაც შეეხება სიმაღლეს ხუთი ფუტის აშენება მო-
ვახერხე წყლის უმაღლეს დონეზე ზუსტად ერთი ფუტით ნაკ-
ლები.
ამგვარად, ლამის მუხლამდე წყალში უნდა ვმდგარიყავი,
მაგრამ იმ გაჭირვებაში, აბა, ამას ვინ ჩიოდა. მე სხვა რამ მი-
კარგავდა მოსვენებას, გული ცუდს მიგრძნობდა ბოძზე გავ-
ლებული ხაზის სიზუსტე მაწუხებდა. ვიცოდი, რომ ხაზი წყლის
უმაღლეს დონეს აღნიშნავდა წყნარ, მთლად წყნარ ამინდში.
ახლა კი ზღვა არ იყო მშვიდი. საკმაოდ გრილი ქარი ერთფუ-
ტიან და უფრო მაღალ ტალღებს მოაგორებდა. თუ ასე გაგ-
რძელდებოდა, ჩემი სხეულის ორი მესამედი ან სამი მეოთხე-
დი წყალში მოექცეოდა, თუ იმას არ ჩავთვლიდი, რომ აქოჩ-
რილი ტალღები თავზეც გადამევლებოდა. მაგრამ ეს კიდევ
არაფერი. ხომ შეიძლება, ქარი გაძლიერდეს და ქარიშხალში
გადაიზარდოს, ან თუნდაც ჩვეულებრივი ღელვა დაიწყოს?
მაშინ შრომა წყალში ჩამეყრება. ხშირად დამინახავს, რო-
503 მკითხველთა ლიგა
გორ შეხლია კლდეს აქაფებული ტალღა და ბოძიც დაუმა-
ლავს.
„დიახ, ქარიშხალი თუ ატყდა, დავიღუპები!“
ასეთი საშიშროებანი მახსენდებოდა დროდადრო.
თუმცა ზოგი რამ ხელსაც მიწყობდა. მშვენიერი მაისის დი-
ლა იდგა. შტორმი სხვა თვეებში უფრო ხშირია, თუმცა მაისის
თვეშიც იცის ხოლმე. იმ დროს, როცა ხმელეთზე უღრუბლო
ამინდია, ზღვაზე ქარიშხალი მძვინვარებს და გემები იღუპები-
ან. ასეც რომ არ იყოს, ქარიშხალი რომ არ ამოვარდეს,
ჩვეულებრივი ღელვაც წამლეკავს.
კიდევ ერთი რამ მაშფოთებდა ყორე მყარად არ იყო აშენე-
ბული. მე ხომ არც მიცდია, ისე ამეშენებინა, როგორც წესი და
რიგია. აბა, ამისი დრო სად მქონდა. როგორც მოვახერხე, ისე
დავყარე ქვები ერთმანეთზე და ზედ შევდექი. მაშინვე მივ-
ხვდი, საკმაოდ მერყევი საყრდენი მქონდა. ხომ შეიძლება,
წყლის მოწოლასა და ტალღების დარტყმას ვერ გაუძლოს?
თუ ვერ გაუძლებს, მაშ, ტყუილად მიშრომია. თუ დაინგრევა,
ქვებთან ერთად მეც ჩავვარდები და ვეღარც ვერასოდეს ავ-
დგები!
რა გასაკვირია, რომ ეჭვი თანდათან მიძლიერდებოდა.
სულ იმას ვფიქრობდი, რა მეშველება, ეს უბედურება რომ
მოხდეს მეთქი. თვალებს აქეთ იქით ვაცეცებდი. დაფეთებუ-
ლი ვაკვირდებოდი უბის ზედაპირს, რათა კიდევ უფრო არ
წარმკვეთოდა სასოება.
კარგა ხანს არ გავნძრეულვარ, ისე ვეხუტებოდი და ვეკ-
ვროდი ბოძს, როგორც უძვირფასეს მეგობარს. მართლაც და
ის ჩემი ერთადერთი მეგობარი გახლდათ. ის რომ არა, ყო-
რეს ვერ ავაგებდი. ბოძი რომ არ ყოფილიყო და ისე ამეშენე-
ბინა ყორე, წყალი ხელად წალეკავდა და თავსაც ვერ შევი-
504 მკითხველთა ლიგა
მაგრებდი. ბოძს რომ არ ჩავჭიდებოდი, წონასწორობის შე-
ნარჩუნება გამიჭირდებოდა.
გაშეშებული ვიდექი და ერთ კუნთსაც არ ვარხევდი. ფეხის
შენაცვლებისაც მეშინოდა, ვაითუ ქვები შეირყეს და გადა-
გორდეს მეთქი. ხელმეორედ უკვე ვეღარ შევაგროვებდი.
დრო აღარ იყო. ბოძს წყალი ჩემსიმაღლეზე სწვდებოდა და
ნაბიჯსაც ვერ გადავდგამდი, ცურვა მომიწევდა.
ერთთავად აქეთ იქით ვიხედებოდი, თან ტანს კი არ ვან-
ძრევდი, მხოლოდ თავს ვაბრუნებდი. ხან წინ გავიხედავდი,
ხან უკან, ხან გვერდზე, მაგრამ არც ნავი ჩანდა სადმე და არც
გემი. კიდევ და კიდევ ვრწმუნდებოდი, თითქოს შორეული
მოგზაურობიდან შინ, კუნძულისაკენ მოისწრაფოდნენ შო-
რეული ტალღები. გამძვინვარებულები თითქოს მე მემუქრე-
ბოდნენ და ჩემი აქ ყოფნა ანრისხებდათ. რა მინდა მე, უბრა-
ლო მოკვდავს, მათ სამფლობელოში, მათი პირქუში თამაშის
ადგილას? ისიც მეჩვენებოდა, რომ რაღაცას მელაპარაკე-
ბოდნენ. თავბრუ დამეხვა მეგონა, ბოძს მოვწყდი და წყლის
ბნელ მორევში ვიძირებოდი.
ტალღები მატულობდა და მატულობდა. მალე ჩემს ყორეს
გადაევლნენ, ტერფები დამისველეს და უფრო ზემოთ მოიწევ-
დნენ. აი, მუხლებსაც მისწვდნენ და როდისღა გაჩერდებიან?
როდის გათავდება მოქცევა?
ჯერ ადრეა, ადრე! წყალი ისევ ზევით იწევს, ზევით! წელამ-
დე მლაშე წყალში ვდგავარ, ქაფი მეშხეფება, სახეში მცემს,
მხრებზე მივლის, პირში ჩამდის, თვალებსა და ყურებზე მეს-
ხმება, სული მეხუთება, ვიხრჩობი! ღმერთო, მოწყალეო!
წყალმა უმაღლეს წერტილს მიაღწია და თითქმის მთლად
დამფარა. შეუპოვარი სიჯიუტით ვუმკლავდებოდი, მაგრად
ვეკვროდი ბოძს, დიდხანს ვიყავი ასე და, რომ არაფერი შეც-
505 მკითხველთა ლიგა
ვლილიყო, დილამდე თავს შევიმაგრებდი, მაგრამ გარდატე-
ხა ახლოვდებოდა, ყველაზე დიდი საფრთხე მიახლოვდებო-
და.
მოდიოდა ღამე! და თითქოს ჩემი დაღუპვის ნიშანიაო, ქა-
რი ქარიშხალში გადაიზარდა. შებინდებისას მოგროვილ საწ-
ვიმარ ღრუბლებს ქარმა წამოუბერა თუ არა, კოკისპირულად
დასცხო. ტალღებს ძალა ემატებოდა და ერთი ორჯერ თავზეც
გადამიარეს. ისე ძლიერად დამეჯახნენ, რომ ძლივს გავუძე-
ლი. კინაღამ ადგილს მომწყვიტეს.
შიშისაგან გული მელეოდა, ვაითუ ღელვა გაძლიერდეს,
ვეღარ გავუმკლავდე და წამლეკოს მეთქი. უფრო დიდ ტალ-
ღებს კი არა, მგონი, ამასაც ვერ გავუძლებდი დიდხანს.
ბოლო ტალღამ ცოტა განზე გამწია და იძულებული გავ-
ხდი, უკეთესი ადგილი მომენახა. ხელები ოდნავ ავწიე და ფე-
ხებით ყველაზე მაღალი და მყარი ადგილი უნდა მომესინჯა,
მაგრამ ამ დროს ახალი ტალღა წამოვიდა, ფეხები ყორეს მო-
მაწყვეტინა და გვერდზე გააქანა. ბოძს ჩაბღაუჭებული ერთ
წამს ჰორიზონტალურად ავტივტივდი წყალზე. ბოლოს ტალ-
ღა ჩაცხრა. ისევ ვცადე ფეხებით ქვებს მივწვდომოდი სწორედ
მივწვდომოდი, რადგან ჩემი სიმძიმისაგან ქვები აქეთ იქით
მიცურავდნენ და ფეხქვეშ მეცლებოდნენ. თავი ვეღარ შევიკა-
ვე, ბოძზე ჩავსრიალდი და დაშლილ ყორესთან ერთად წყალ-
ში ჩავიძირე!

506 მკითხველთა ლიგა


თავი XII
ბოძს ვეჭიდები

საბედნიეროდ, ცურვა ვიცოდი, თანაც საკმაოდ კარგად.


აი, სად გამომადგა ჩემი ცოდნა. მხოლოდ ამის წყალობით არ
დავიხრჩვე. ცოტა ჩაყვინთვაც ვიცოდი, თორემ ჩემი საქმე ცუ-
დად წავიდოდა წყალში ჩავვარდი და ზედ ფსკერზე აღმოვ-
ჩნდი საზიზღარ ქვებს შორის.
ფსკერზე ცოტა ხანს გავჩერდი და მერე იხვივით ამოვყურ-
ყუმელავდი. მიმოვიხედე, მინდოდა სანიშნე ბოძი მეპოვა,
მაგრამ ეს არც ისე ადვილი იყო, ქაფმა თვალები დამიბრმავა.
თითქოს წყალში რაღაცას ვეძებდი, მყვინთავი ძაღლივით
ვტრიალებდი ტალღებში. უეცარმა ჩაყვინთვამ ისე დამაბრმა-
ვა და გამაბრუა, რომ ვერ მომესაზრებინა, ბოძი საით იქნებო-
და.
ბოლოს დავინახე, ისე ახლოს არ აღმოჩნდა, როგორც ვე-
ლოდი სულ ცოტა, ოცი იარდი მაშორებდა! ქარმა და ტალ-
ღებმა თითქოს ჩემთვის მოიცალეს. ათ წუთსაც რომ გაგრძე-
ლებულიყო ბრძოლა, ისე შორს წამიღებდა, რომ ვეღარ დავ-
ბრუნდებოდი.
ბოძი შევნიშნე თუ არა, პირდაპირ იქით გავცურე. არც კი
ვფიქრობდი, იქით რატომ მივდიოდი. ინსტინქტი მიმერეკებო-
და, მეგონა, საშველს იქ ვიპოვიდი. ნამდვილად წყალწაღებუ-
ლივით ვიქცეოდი ხავსს ვეჭიდებოდი. ძალიან ვღელავდი, ისე
შევშინდი, კინაღამ ჭკუაზე შევცდი. იმდენი ჭკუა კი დამყვა,
რომ ბოძისაკენ გავცურე, თუმცა, როგორც ვთქვი, შეიძლება
507 მკითხველთა ლიგა
ამას ინსტინქტურად ჩავდიოდი. მაგრამ არა, ეს ინსტინქტზე
მეტი იყო, თან უსიამოვნო. მძაფრი შეგრძნება არ მეშვებოდა,
რომ ბოძთან მისვლა ჯერ კიდევ ხსნა არ იყო. ბოძს რომ მი-
ვაღწევდი, არ მეეჭვებოდა, ეს არ აღემატებოდა ჩემს ძალას
და შესაძლებლობას. მაგრამ მერე რაღა მეშველებოდა? სულ
ამაზე ვფიქრობდი, ვიდრე წყალში ვიყავი. ბოძზე ავძვრებოდი
და კასრამდე ავიდოდი, ეს იყო და ეს. კასრზე ვერ ავცოცდე-
ბოდი. სიკვდილის შიშიც კი ვერ გადამალახვინებდა ამ სიძნე-
ლეს. რამდენჯერმე უკვე ნაცადი მქონდა და დავრწმუნდი,
რომ შეუძლებელი იყო, თორემ ცხრაგალონიანი კასრი
შტორმის გადავლამდე თავშესაფრად გამომადგებოდა.
იყო კიდევ სხვა მიზეზიც, თუ რატომ მერჩივნა იქ ასვლა.
დაღამებამდე თუ ავიდოდი, შეიძლება ნაპირიდან ვინმეს და-
ვენახე და ჩემი თავგადასავალი იოლად დამთავრებულიყო.
სულ პირველად რომ ვცადე ბოძზე ასვლა, მაშინაც ეს იმედი
მასულდგმულებდა. როგორც შემდეგ შევიტყვე, პლაჟზე მო-
სეირნეებს, თანაც რამდენიმეს, მართლა შევუნიშნივარ, მაგ-
რამ უფიქრიათ, ვიღაც ბიჭს კვირის სიწმინდე გაუტეხია, კუნ-
ძულზე წასულა და ბოძზე აცოცებით ერთობაო. და ყურადღე-
ბა აღარ მოუქცევიათ.
მაშინ ბოძზე დიდხანს ვერ გავჩერდი. ძალ ღონე ერთბა-
შად გამომეცალა. თანაც ყორეს აგება მოვიფიქრე თუ არა,
ერთი წამის დაკარგვაც აღარ მინდოდა.
სიმართლე რომ გითხრათ, როცა ბოძისაკენ მივცურავდი,
თავში ეს ფიქრები არ მომსვლია, მაგრამ რაღაცას მაინც
ვფიქრობდი. ვფიქრობდი, ცხადია, კასრზე აძრომა შეუძლებე-
ლია მეთქი. იმასაც ვფიქრობდი, ბოძთან რომ მივალ, რა ვქნა
მეთქი წარმოდგენაც არ მქონდა. ბოძს ჩავეჭიდებოდი, მაგ-

508 მკითხველთა ლიგა


რამ როგორ უნდა გამეძლო? ბოძს რომ მივწვდი, ამ კითხვაზე
პასუხი ჯერ არა მქონდა გაცემული.
ბოლოს და ბოლოს, ქართან, ტალღებთან და წვიმასთან
დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ, ბოძს მივაღწიე და ისე მოვეხ-
ვიე, როგორც ძველ, ძვირფას მეგობარს. სხვანაირად არც შე-
იძლებოდა. ის რომ არა, ფსკერზე დავეშვებოდი.
რაკი ბოძთან მივედი, რამდენიმე წუთს თავი თითქმის გა-
დარჩენილი მეგონა. ხელებით ბოძს ვეხვეოდი და ტანით
წყალზე ვიწექი. ეს ძნელი არ იყო, მაგრამ საკმაოდ დამქან-
ცველი გახლდათ.
ზღვა რომ წყნარი ყოფილიყო, დიდხანს გავჩერდებოდი,
იქნებ მოქცევის დასასრულამდე გამეძლო, მეტი არც მინდო-
და. მაგრამ საქმე ის გახლდათ, რომ ზღვა წყნარი არ იყო. ისე,
ცოტა ხანს კი დამშვიდდა და ტალღებმა იკლო; ესეც ბედი იყო
ცოტა დავისვენე, სული მოვიბრუნე.
მაგრამ შესვენება ხანმოკლე აღმოჩნდა. ქარმა ისევ
დაუბერა, წვიმამ დაუშვა, ზღვა ადრინდელზე მეტად აღელდა.
ჯერ ზევით ამისროლა, თითქმის კასრამდე, მერე იმწუთას
ძირს ჩამითრია, ქვებს დამანარცხა და ბოძის ირგვლივ
ბზრიალასავით დამატრიალა. თითქოს ბოძი ღერძი იყო და
მის გარშემო კარგი აკრობატივით საცირკო ნომრებს ვასრუ-
ლებდი.
მართალია, ტალღებმა კარგა მაგრად მაბურთავეს, მაგ-
რამ პირველ შემოტევას ვაჟკაცურად გავუმკლავდი. ვიცოდი,
საკუთარი სიცოცხლისათვის ვიბრძოდი. ბრძოლა აუცილებე-
ლი იყო, მაგრამ დიდი იმედი არ მქონდა. ვგრძნობდი, აღსას-
რული მიახლოვდებოდა. საშინელმა წინათგრძნობამ შემიპ-
ყრო. განსაცდელი ჯერ წინ იყო ზღვასთან რამდენიმე ასეთი
შეჭიდება და ძალ ღონე საბოლოოდ გამომელეოდა.
509 მკითხველთა ლიგა
რა უნდა ვიღონო, რომ ბოძს არ მოვწყდე. თავს ვიმტვრევ-
დი, ვფიქრობდი, როცა ზღვა დაცხრებოდა ხოლმე. თოკი რომ
მქონოდა, ზედ მივებმებოდი, მაგრამ თოკი ისევე მიუწვდომე-
ლი იყო, როგორც ნავი ან ბიძაჩემის სახლში ბუხრის წინ
მყუდრო სავარძელში ჯდომა. თოკზე ფიქრს აზრი არ ჰქონდა.
უცებ, თითქოს რაღაც კეთილმა სულმა ჩამჩურჩულა: ხომ შე-
იძლება თოკის რაიმეთი შეცვლა. დიახ, თვით განგება მომეშ-
ველა.
ალბათ გული არ გიძლებთ, ვიდრე შეიტყობთ, რა მოვი-
ფიქრე. ახლავე მოგახსენებთ.
ზოლიანი ხავერდის ქურთუკი მეცვა ჩემს ბიჭობაში უბრა-
ლო ოჯახის შვილებს ასეთი ქურთუკები ეცვათ ხოლმე. მანამ
დედა ცოცხალი მყავდა, ის ქურთუკი მხოლოდ სამუშაო დღე-
ებში მეცვა, მერე კვირა უქმეებზეც არ ვიხდიდი. ნუ დავამცი-
რებთ ამ ქურთუკს. შემდეგში კარგად ჩაცმა დავიწყე. თუკი
დასავლეთ ინგლისის საფეიქრო დაზგები საუკეთესო მაუდს
ქსოვდნენ, ყველანაირი მცმია, მაგრამ მთელი ეს ძვირფასი
სამოსი ჩემი ძველი ქურთუკის ერთ პატარა ნაგლეჯად არ მი-
ღირს. მე მგონი, სრულიად თავისუფლად შემიძლია ვთქვა,
სიცოცხლეს მას უნდა ვუმადლოდე მეთქი.
მაშ ასე, ქურთუკზე ბლომად ღილები მეკერა. ახლანდელი
რქის ან ძვლის სუსტი ღილები კი არა, კარგი, გამძლე, ში-
ლინგისოდენა ლითონის ღილები, შუაში რკინის ფოსოებით.
ჩემს ბედად ღილები მსხვილი და მაგარი იყო.
კიდევ კარგი, ქურთუკი მეცვა ხომ შეიძლებოდა არ მცმო-
და. ნავის დასაწევად რომ გავცურე, მაშინ ხომ ისიც გავიხადე
და შარვალიც. მაგრამ, როცა დავბრუნდი, ვიდრე შიში ამი-
ტანდა, ისევ ჩავიცვი, რადგან ერთბაშად აგრილდა. თქვენ
თვითონ დარწმუნდებით, რომ სწორედ ბედზე ჩამიცვამს.
510 მკითხველთა ლიგა
როგორ გამოვიყენე ქურთუკი? ზოლდაზოლ დავხიე და
ბოძს მივები? არა! ეს ხომ შეუძლებელია, როდესაც აღელვე-
ბულ ზღვას ებრძვი და მხოლოდ ერთი ხელი გაქვს თავისუფა-
ლი. ის კი არა, ქურთუკს ვერც გავიხდიდი. სველი ქსოვილი
ტანზე მეწებებოდა. ჰოდა, არც გამიხდია. ჩემი გეგმა უკეთესი
გახლდათ: ღილები გავიხსენი, ქურთუკი გადავიღეღე, ბოძს
მკერდით მივეკარი, კალთები შემოვახვიე და იქითა მხარეს
ყველა ღილი შევკარი.
საბედნიეროდ, ქურთუკი საკმაოდ ხალვათად მადგა. ბიძა-
ჩემმა ფასდაუდებელი სამსახური გამიწია (თუმცა ადრე ასე
არ ვფიქრობდი), რომ კვირაობითაც უშნო, უზარმაზარი ქურ-
თუკით მატარებდა.
ღილები რომ შევიკარი, დასვენების და ფიქრის საშუალება
მომეცა მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად შევისვენე.
ახლა ბოძს ვეღარაფერი მომწყვეტდა და აღარაფრის მეში-
ნოდა. ბოძიანად თუ მომგლეჯდა ზღვა, თორემ ისე ვერაფერს
დამაკლებდა. ბოძს ისე შევენივთე, როგორც მის თავზე და-
მაგრებული კასრი. შეიძლება უფრო მტკიცედაც კი. საზღვაო
ბაგირიც კი ვერ მიმაბამდა ისე მკვიდრად, როგორც ჩემი მა-
გარი ქურთუკის კალთები მიჭერდა.
ჩემი ხსნა ბოძთან სიახლოვეზე რომ ყოფილიყო დამოკი-
დებული, თავს გადარჩენილად ჩავთვლიდი. მაგრამ, ვაი,
რომ საშიშროებას ჯერ არ გაევლო. ცოტა ხანში მივხვდი, ჩემი
მდგომარეობა სულ ოდნავ გაუმჯობესებულიყო. კუნძულს
უზარმაზარმა ტალღამ გადაუარა და თავზე გადაევლო. ისიც
კი ვიფიქრე, ჩემი საქმე ახლა უარესადაა მეთქი ბოძზე ისე
მჭიდროდ ვიყავი მიკრული, რომ ზემოთ ვერ ავცოცდებოდი.
სწორედ ამიტომ მომიხდა ხელმეორედ წყალში ჩაყვინთვა.
ტალღა დაცხრა და ისევ ჩემს ადგილზე დავრჩი; მაგრამ რა?
511 მკითხველთა ლიგა
ერთი ორი ასეთი ბანაობა და სული შემეხუთებოდა, ძალ ღო-
ნე გამომელეოდა, ძირს ჩავცურდებოდი და დავიხრჩობოდი.
აი, მაშინ ჩემზე იტყოდნენ, დროშა არა და, დროშის ტარი ხე-
ლიდან არ გაუშვია და ისე მომკვდარაო.

512 მკითხველთა ლიგა


თავი XIII
ბოძზე ვკიდივარ

მაგრამ იმედი არ გადავიწურე და ვცდილობდი, მომეფიქ-


რებინა, როგორ გავჩერებულიყავი წყლის ზედაპირზე. ზემოთ
კი ავიდოდი, ღილებსაც არ გავიხსნიდი, ისე ავიდოდი, მაგრამ
იქ როგორ გავჩერებულიყავი? ხელად ჩამოვსრიალდებოდი.
აი, ბოძს რომ ჭდეები ჰქონოდა ან კოჟრი, ან ლურსმანი, ან
დანა მაინც მქონოდა, ჭდეს გავუკეთებდი! მაგრამ ყოველივე
ეს მიუღწეველი იყო... არა! მე შევცდი! სულ სხვა რაღაცაა სა-
ჭირო. გამახსენდა, რომ ბოძი ზემოთ, კასრთან ვიწროვდებო-
და. ბოძის თავი ყოველი მხრიდან გათლილი და წამახვილე-
ბული იყო, ხოლო სულ ზემოთ კასრი წამოეცვათ უფრო სწო-
რად, ბოძის თავი კასრის ფსკერში გაეყარათ.
გამახსენდა, რომ ბოძის ვიწრო ნაწილს რგოლივით შვე-
რილი შემოვლებოდა. ვიფიქრე, ნეტავ, თუ შევძლებ, ქურთუ-
კით იმ გაგანიერებულ ადგილს დავეკიდო, თუ შემიმაგრებს
მეთქი. რჩევის დრო აღარ იყო უნდა მეცადა. უმალ იერიში მი-
ვიტანე ბოძზე. ვცადე ქურთუკით ჩამოკიდება, მაგრამ ვერ
შევძელი და ჩამოვსრიალდი. ქვემოთ ისევ განსაცდელი მე-
ლოდა ტალღამ ისევ ჩამაყურყუმელავა.
უბედურება ის გახლდათ, რომ ქურთუკის საყელოს ბოძის
ვიწრო ადგილამდე ვერ ვაწვდენდი თავი მიშლიდა.
ისევ ავცოცდი, ამჯერად უკვე სხვა რამ მოვიფიქრე. ტალღა
რომ ჩაცხრა, ახალი იმედი მომეცა: იქნებ სხვა რაღაცა გამო-

513 მკითხველთა ლიგა


მება ბოძის თავისთვის და მერე მე თვითონაც იმ რაღაცაზე
მივბმულიყავი.
მაგრამ რა? ესეც მოვიფიქრე! ახლავე მოგახსენებთ. შარ-
ვალზე აჭიმები მეკეთა. ახლანდელი, ქსოვილის აჭიმები კი
არ გეგონოთ ირმის ტყავის მაგარი თასმები გახლდათ. გა-
დავწყვიტე, თასმებით ჩამოვკიდებულიყავი.
ბევრი განსჯისა და ფიქრის დრო არ იყო. ძირს ყოფნის
აღარავითარი სურვილი არ მქონდა და ისევ ზევით ავძვერი.
ქურთუკმა მიშველა, დიდი სამსახური გამიწია. რაც ძალი და
ღონე მქონდა დავჭიმე, უკან გადავწიე და ფეხებით ბოძს მი-
ვებჯინე. ახლა შემეძლო ცოტა მეტხანს დავრჩენილიყავი ზე-
ვით და დაღლაც არ მეგრძნო.
კარგად მოვეწყე და აჭიმები მოვიხსენი. მიუხედავად უხერ-
ხული მდგომარეობისა, ძალიან ფრთხილად ვიქცეოდი.
ვფრთხილობდი, გადაბმის დროს თასმები ხელიდან არ გამ-
ვარდნოდა. ძალიან მტკიცედ გავკვანძე, თან ისე ვზოგავდი,
რომ ერთი გოჯითაც არ დამოკლებულიყო. ყოველი გოჯი
ძვირფასი გახლდათ. ბოლოში ყულფი გავუკეთე, ბოძს შემო-
ვარტყი, ზევით ავაცურე, ვიდრე ბოძის შვერილს არ ასცილდა
და მაგრად მოვქაჩე. ახლა ისღა დამრჩენოდა, თასმა ქურთუ-
კის ქვეშ მომექცია, თავისუფალი ბოლო წელზე შემომეხვია
და შემეკრა. ყველაფერი სწრაფად გავაკეთე, უკან გადავწიე
და თასმას მთელი სიმძიმით ჩამოვეკიდე. ფეხებიც კი მოვაცი-
ლე ბოძს და ერთ წუთს ისე ჩამოვეკონწიალე. ამ დროს რომ
რომელიმე ლოცმანს ჭოგრიტით დავენახე, ან თვითმკვლე-
ლად ჩამთვლიდა, ან იფიქრებდა, შემაძრწუნებელი დანა-
შაული მომხდარაო.
ძალიან დაღლილი და ბლომად წყალნაყლაპი ვიყავი.
მთლიანად არ მესმოდა ჩემი მდგომარეობის კომიზმი, მაგ-
514 მკითხველთა ლიგა
რამ საშიშროებისათვის კი შემეძლო დამეცინა. ვგრძნობდი,
სიკვდილს გადავურჩი. ეს თითქმის იგივე იყო, რომ ბოძიდან
ათ იარდზე ნავით ჩემკენ მომავალი ჰარი ბლიუ დამენახა.
დაე, გაძლიერდეს ღელვა, იწვიმოს, იღრიალოს ქარმა, ირ-
გვლივ აქაფებულმა ტალღებმა იბობოქრონ! მე მაინც აქ, ზე-
მოთ დავრჩები.
რაკი ჩემი მდგომარეობა მთლად მოხერხებული არ იყო,
მაშინვე იმის განსჯა დავიწყე, როგორ მოვწყობილიყავი უკე-
თესად. ფეხები დამიბუჟდა. ზოგჯერ ფეხებს გავმართავდი და
თასმაზე ვეკიდებოდი, რაც უსიამოვნო და, ცოტა არ იყოს, სა-
შიში გახლდათ. მაგრამ დიდხანს არ მიწვალია. შარვლის ტო-
ტები მუხლებამდე შევხიე, საბედნიეროდ, შარვალიც იმავე
მტკიცე ქსოვილისა იყო, რისაც ქურთუკი, დავგრიხე, ბოძს შე-
მოვავლე და შევკარი. ამით სხეულის ქვედა ნაწილმა შვება
იგრძნო. ღამის დარჩენილი ნაწილი სანახევროდ მჯდომარემ
და სანახევროდ დაკიდულმა გავატარე.
ზღვამ თავის დროზე დაიწყო უკან დახევა და კლდე წყლი-
დან ამოიზნიქა. ალბათ იფიქრებთ, რომ მაშინვე ავიშვი თავი
და ძირს ჩავსრიალდი, მაგრამ არა; მე აღარ ვენდობოდი ამ
კლდეებს.
მოუხერხებლად ვეკიდე, მაგრამ ქვევით მაინც არ ჩავედი
მეშინოდა, ისევ ყველაფრის თავიდან დაწყება არ მომიხდეს
მეთქი. თანაც ვიცოდი, ბოძზე დაკიდებულს დილით უფრო მა-
ლე შემნიშნავდნენ და მაშველს გამომიგზავნიდნენ.
მართლაც გამოგზავნეს მაშველი, უფრო სწორად, თვითონ
მოვიდა. ცისკიდური წითლად აენთო თუ არა, ჩემკენ მთელი
სისწრაფით მომავალი ნავი დავინახე! როცა მომიახლოვდა,
დავინახე ის, ვისაც ველოდი: ნიჩბებს ჰარი ბლიუ მისჯდომო-
და.
515 მკითხველთა ლიგა
სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, დაწვრილებით არ აგი-
წერთ, როგორ მოიქცა ჰარი, როგორ იცინოდა, ყვიროდა,
ნიჩბებს იქნევდა, რა ფრთხილად და სათუთად ჩამომხსნა და
ნავში ჩამსვა. როცა მთელი თავგადასავალი ვუამბე და ვუთ-
ხარი, შენი ნავი ჩაიძირა მეთქი, კი არ გამიჯავრდა მხოლოდ
გაიცინა და მითხრა, ეგ არაფერი, კიდევ კარგად გადავრჩი-
თო. არც შემდეგში წამოცდენია თუნდაც პატარა საყვედური
ჩაძირული ნავის გამო.

516 მკითხველთა ლიგა


თავი XIV
ხვალ პერუში

ხომ ძლივს გადავურჩი სიკვდილს, მაინც არაფერი მეშვე-


ლა მაინც არ დავშინდი. პირიქით, წყალი უფრო მეტად შემიყ-
ვარდა, სწორედ იმ აღელვების გამო, რაც ფათერაკის დროს
განვიცადე.
მალე უცხო ოკეანის გაღმა ქვეყნების ნახვის დაუძლეველი
სურვილი მომეძალა. გავყურებდი ხოლმე ზღვას და თავში ეს
სურვილი მიტრიალებდა. შორს, ზღვის კიდურზე თეთრ იალ-
ქანს რომ დავინახავდი, გემზე მყოფთ შევნატროდი. ყველაზე
მაგრად მომუშავე მეზღვაურსაც კი სიამოვნებით შევენაც-
ვლებოდი.
ოჯახში რომ ბედნიერად ვყოფილიყავი, შინ რომ კეთილი
მამა და მოსიყვარულე დედა მყოლოდა, შეიძლება ასე არც
გაეწია ზღვისკენ გულს. ჩემი პირქუში, ბებერი ბიძა ჩემზე ცო-
ტას ზრუნავდა. არაფერი მაკავებდა ოჯახში, არაფერი მაჯაჭ-
ვავდა სახლს და ოკეანისკენ მივილტვოდი. შინ ფერმაში მა-
მუშავებდნენ. ასეთი ცხოვრება სულაც არ მიზიდავდა.
მოსაბეზრებელი, ერთფეროვანი სამუშაო უფრო მიღვივებ-
და შორეულ მხარეებში გამგზავრების სურვილს. მინდოდა
მეხილა საოცარი ქვეყნები, რომლებზეც წიგნებში წამეკითხა
და რომლებზეც ჰყვებოდნენ ჩვენს სოფელში თავის მშობლი-
ურ მხარეში დროდადრო ჩამოსული მეზღვაურები ყოფილი
მებადურები. ისინი ლაპარაკობდნენ ლომებზე, ვეფხვებზე,
ნიანგებზე, სპილოებზე, ადამიანისხელა მაიმუნებზე, გემის ბა-
517 მკითხველთა ლიგა
გირისოდენა გველებზე. მსურდა ჩემი თვალით მეხილა ეს უც-
ნაური ცხოველები და იმ მეზღვაურებივით მენადირა მათზე.
მოკლედ რომ ვთქვა, მომბეზრდა დუნე, ერთფეროვანი ცხოვ-
რება, როგორიც, ჩემი წარმოდგენით, მხოლოდ ჩვენს სო-
ფელში იყო შესაძლებელი. თუ მეზღვაურების მონაყოლს მო-
უსმენდი, ყველა სხვა ქვეყანაში უამრავ ფათერაკს, ათასნაირ
ნადირს და ენით აუწერელ სასწაულებს გადაეყრებოდი.
მახსოვს ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც კუნძულ მენს
არ გასცილებია. ისეთ ამბებს გვიყვებოდა შავკანიანებსა და
მახრჩობელა გველებზე, რომ შურით ვსკდებოდი. უნდა მო-
გახსენოთ, მართლწერა და არითმეტიკა კი კარგად ვიცოდი,
მაგრამ გეოგრაფიაზე ცოტა უკაცრავად გახლდით, რადგან
ჩვენს სკოლაში გეოგრაფიას დიდი ყურადღება არ ეთმობო-
და. ამიტომ არც კი ვიცოდი, სად მდებარეობდა კუნძული მე-
ნი, მაგრამ გადავწყვიტე, როგორც კი შემთხვევა მომეცემო-
და, კუნძულზე გავმგზავრებულიყავი და ჩემი თვალით მეხი-
ლა ის საოცრებანი, რომლებზეც ის ბიჭი გვიამბობდა.
იმედს არ ვკარგავდი, რომ ოდესმე სურვილს შევისრუ-
ლებდი. ჩვენი სოფლიდან კუნძულ მენზე განსაკუთრებულ
შემთხვევებში მიემგზავრებოდა გემი. მინდოდა, როგორმე
მომეხერხებინა და გავყოლოდი. ამის მოგვარება ალბათ ძნე-
ლი იქნებოდა, მაგრამ გადავწყვიტე, რაც შეიძლებოდა ყვე-
ლაფერი მეღონა, იმ გემის მეზღვაურებთან მეგობრული ურ-
თიერთობა დამემყარებინა და მეთხოვა, ერთ ერთ გზაზე თან
წავეყვანე.
ვიდრე ამ შემთხვევას მოთმინებით ველოდი, მოხდა ისეთი
რამ, რამაც ახალი გადაწყვეტილება მიმაღებინა და ის გემიცა
და სამფეხა კუნძულიც სამუდამოდ დამავიწყა.

518 მკითხველთა ლიგა


ჩვენი სოფლიდან ხუთ მილზე, ამავე უბის პირას, დიდი ქა-
ლაქი ნამდვილი საზღვაო პორტია გაშენებული. ამ ქალაქში
დიდი, სამანძიანი ხომალდები შემოდიან. დედამიწის სხვა-
დასხვა კუთხეში მოგზაურობენ ეს მძიმედ დატვირთული გემე-
ბი.
ერთ მშვენიერ დღეს ბედმა გამიღიმა და ბიძაჩემმა თავის
მოჯამაგირესთან ერთად სავსე ფორნით ქალაქში ბოს-
ტნეულის გასაყიდად გამგზავნა. ვიდრე მოჯამაგირე საქო-
ნელს გაყიდდა, მე ცხენისთვის უნდა მეპატრონა.
ჩვენმა ფორანმა გზად ნავსადგურთან გაიარა და სანაპი-
როს გასწვრივ მდგარი ხომალდების მაღალი, აზიდული ანძე-
ბისა და ლამაზი აღკაზმულობის ხილვის შესაძლებლობა მო-
მეცა.
ერთ გემთან შევჩერდით. ეს გემი განსაკუთრებით მომეწო-
ნა. იგი დანარჩენ ხომალდებზე დიდი იყო და ზემოთკენ ლამა-
ზად მოვიწროებული ანძები რამდენიმე ფუტით სხვებს სცილ-
დებდა. მაშინვე მივაცქერდი, მაგრამ ჩემი ყურადღება სიდი-
დემ და მშვენიერმა პროპორციულობამ კი არ მიიპყრო, მე
უფრო იმან მომხიბლა, რომ გემი ძალიან მალე მეორე დღეს
მიემგზავრებოდა. გამოსაჩენ ადგილზე დიდი განცხადება ეკი-
და:

„ინკა“ ხვალ პერუს მიემგზავრება.

გული ისე ამიჩქროლდა, როგორც საშინელი განსაცდე-


ლის დროს. ჩემი აღელვების მიზეზი მოკლე, ამაღელვებელი
წარწერის წაკითხვისთანავე ჩემს თავში წამოჭრილი გიჟური
ფიქრები იყო:

519 მკითხველთა ლიგა


ვითომ რატომ არ უნდა წავიდე ხვალ პერუში? გამიელვა
თავში.
ვითომ რატომ არა?
მაგრამ ჩემ წინაშე მაშინვე დიდი წინააღმდეგობანი აღი-
მართა. მშვენივრად ვიცოდი, რომ ბევრი რამ შემიშლიდა
ხელს. ჯერ ერთი, ბიძაჩემის მოჯამაგირეს, რომელიც გვერ-
დით მყავდა, ჩემი შინ მიყვანა ევალებოდა. თავისთავად ცხა-
დია, უაზრობა იქნებოდა, მისთვის პერუში წასვლის ნება მეთ-
ხოვა.
გარდა ამისა, საჭირო იყო მეზღვაურების თანხმობა. არც
ისეთი გულუბრყვილო გახლდით, რომ პერუში ან სხვა შორე-
ულ ქვეყანაში გასამგზავრებლად საჭირო თანხაზე არ მეფიქ-
რა. უფასოდ გემზე პატარა ბიჭსაც არ აიყვანდნენ.
მე კი ბორნის სამყოფი ფულიც არა მქონდა. აი, პირველი
სიძნელე, რასაც შევეჩეხე. როგორ მოვხვდე გემზე?
ელვის სისწრაფით მომდიოდა თავში ახალ ახალი აზრები.
ათი წუთიც არ გასულიყო, რაც იმ ლამაზ გემს შევყურებდი და
უფულობა და ფერმის მუშის იქ ყოფნა სულ გადამავიწყდა. სა-
კუთარ ძალაში მტკიცედ დარწმუნებულმა გადავწყვიტე, ხვალ
უეჭველად პერუში გავემგზავრები მეთქი.
ქვეყნიერების რომელ მხარეს მდებარეობდა პერუ, ჩემზე
უკეთ ალბათ მთვარის მცხოვრებმა იცოდა მთვარიანი ღამით
იქიდან ალბათ მშვენივრად მოჩანს პერუ. სკოლაში მხოლოდ
წერა კითხვასა და არითმეტიკას გვასწავლიდნენ. არითმეტი-
კა კარგად ვიცოდი ჩვენი მასწავლებელი ანგარიშის დიდი
ოსტატი იყო, ძალიან ამაყობდა თავისი ცოდნით და ამ ცოდ-
ნას მოწაფეებსაც გადასცემდა. არითმეტიკა მის სკოლაში
მთავარ საგნად ითვლებოდა. გეოგრაფიას კი ყურადღებას არ
უთმობდა, თითქმის არ გვასწავლიდა. ამიტომ არ ვიცოდი,
520 მკითხველთა ლიგა
სად მდებარეობდა პერუ, თუმცა გაგონილი კი მქონდა, რომ
ასეთი ქვეყანა არსებობს.
შინ დაბრუნებული მეზღვაურებისაგან მსმენოდა, რომ პე-
რუ ცხელი ქვეყანაა და გემი იქამდე მისვლას სრულ ექვს
თვეს ანდომებს. იმასაც ამბობდნენ, ამ ქვეყანაში ბევრი
საოცარი ოქროს საბადო, შავკანიანები, გველები და პალმე-
ბიაო. ჩემთვის ესეც კმაროდა. სწორედ ასეთ ქვეყანაზე ვოც-
ნებობდი. ერთი სიტყვით, გადავწყვიტე, უეჭველად „ინკას“
გავყოლოდი პერუში!
ახლა საჭირო იყო სამოქმედო გეგმა შემემუშავებინა. სად
მეშოვა გზის ფული და როგორ დამეძვრინა თავი ჩემი „მეგო-
ბარი ჯონისაგან“. თითქოს პირველი ამოცანა უფრო ძნელი
იყო, მაგრამ სინამდვილეში ეს საქმე არცთუ ისე იოლი გახ-
ლდათ, ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე ვფიქრობდი. ბევრჯერ
გამეგონა, ბიჭები შინიდან გაქცეულან, გემზე იუნგად მოწყო-
ბილან და კარგი მეზღვაურები გამხდარან. ჰოდა, მეც მეგონა,
თუ მუშაობა მოინდომე, გემზე უსათუოდ მიგიღებენ, ოღონდ
ამისთვის საკმაოდ ტანადი და მოქნილი უნდა იყო.
ერთადერთი, რაც მაშინებდა, ჩემი სიმაღლე, უფრო სწო-
რად სიდაბლე გახლდათ. მაღალი არ ვიყავი, ჩემი ასაკისათ-
ვის დაბალიც კი მეთქმოდა, თუმცა ტოლებში ძლიერი აღნა-
გობითა და გამძლეობით გამოვირჩეოდი. რამდენჯერ უოხუნ-
ჯიათ ჩემი სიდაბლის გამო, ამიტომ მეშინოდა, ვაითუ, იუნგად
არ მიმიღონ მეთქი, მე ხომ მტკიცედ გადავწყვიტე „ინკაზე“
მოწყობა.
იმ ჯონისა კი მართლაც მეშინოდა. ჯერ ვიფიქრე, მოდი, გა-
ვიპარები, რას იზამს, ადგება და შინ უჩემოდ წავა მეთქი. მაგ-
რამ როცა დავფიქრდი, მივხვდი, ეს საქმე არ გამოვიდოდა.
დილით ფერმის სხვა მუშებთან ერთად ჯონი ჩემს საძებნად
521 მკითხველთა ლიგა
გამობრუნდებოდა. შეიძლება ბიძაჩემიც გამოჰყოლოდა. თა-
ვისუფლად შეიძლებოდა „იანკის“ გასვლამდე მოესწროთ გე-
მები დილაადრიან ზღვაში იშვიათად გადიან. მაცნე მოედანზე
ჩემს გაქცევას გამოაცხადებდა, მთელ ქალაქს მოივლიდნენ,
ალბათ გემზეც დამძებნიდნენ, მიპოვიდნენ, ბიძაჩემს მიმცემ-
დნენ და შინ წამაბრძანებდნენ. იქ კი სასტიკი გაროზგვა არ
ამცდებოდა. ბიძაჩემის ხასიათი კარგად ვიცოდი და ჩემი გაქ-
ცევის სხვანაირი დასასრული ვერც წარმომედგინა. არა, არა,
ჯონი შინ უჩემოდ არ უნდა დაბრუნებულიყო.
ცოტა კიდევ ვიფიქრე, საბოლოოდ დავრწმუნდი ამ გეგმის
უვარგისობაში და უკეთესი რამ მოვისაზრე. გადავწყვიტე, შინ
ჯონისთან ერთად დავბრუნებულიყავი და მერე გამოვ-
ქცეულიყავი.
ჩემი ზრახვები რომ არაფრით გამომემჟღავნებინა და ჯონი
არ დამეეჭვებინა, ფორანში ჩავჯექი და სოფელში დავბრუნ-
დი. სახლში ისეთი სახით შევედი, თითქოს ქალაქში წასვლის
შემდეგ არაფერი შეცვლილიყო.

522 მკითხველთა ლიგა


თავი XV
გაქცევა

ფერმაში გვიან დავბრუნდი. ვცდილობდი თავი ისე დამეჭი-


რა, ვითომც თავში არაფერი უჩვეულო არ მიტრიალებდა. ნა-
თესავებსა და ფერმის მუშებს აზრადაც არ მოსდიოდათ, რა
დიდი გეგმა მედო გულში. მე კი ჩემი გეგმის წარმოდგენაზე
გული მეკუმშებოდა.
ხანდახან ვნანობდი კიდეც, ეს რა ავიტეხე მეთქი. როცა ში-
ნაურების ნაცნობ სახეებს ვუყურებდი, როცა წარმოვიდგენ-
დი, შეიძლება ეს ხალხი ვეღარც კი ვნახო მეთქი. როცა ვფიქ-
რობდი, ზოგ მათგანს ალბათ კიდეც მოვენატრები, მე კი ვატ-
ყუებ, ფარულ გეგმას ვაწყობ, ისინი კი არაფერს ეჭვობენ მეთ-
ქი. ერთი სიტყვით, როცა თავში მსგავსი ფიქრები გამიელვებ-
და, ლამის ჩემს გეგმაზე ხელი ამეღო, რაც უნდა იყოს, ეს ჩემი
ოჯახი გახლდათ, რადგან სხვა არ გამაჩნდა. ასეთი ყოყმანის
წუთებში მზად ვიყავი, ჩემი საიდუმლო ვინმესთვის გამენდო.
ვინმეს რომ ერჩია, შინ დარჩიო, უეჭველად დავრჩებოდი,
თუმცა, ჩემი ახირებული ხასიათი და ზღვის სიყვარული ადრე
თუ გვიან მაინც გამიტყუებდა ზღვაში.
ალბათ გიკვირთ, რომ რჩევისათვის ჩემს ძველ მეგობარს
ჰარი ბლიუს არ მივმართე. ეჰ! სწორედ ასე მოვიქცეოდი, ჰა-
რი რომ აქ ყოფილიყო. მაგრამ მას მენავეობა მოჰბეზრდა,
რამდენიმე თვის წინ ნავი გაყიდა და გემზე რიგით მეზ-
ღვაურად მოეწყო. ჰარი რომ შინ ყოფილიყო, იქნებ ზღვისკენ
ასე არც გაეწია გულს, მაგრამ მისი წასვლის მერე სულ ერ-
523 მკითხველთა ლიგა
თთავად მსურდა მისთვის მიმებაძა. ყოველთვის, როცა ზღვას
ვუყურებდი, საშინლად მიმიწევდა გული ოკეანეებისაკენ. ეს
გრძნობა ძნელი ასახსნელია. ალბათ პატიმარსაც კი, ფან-
ჯრის გისოსებს იქით რომ იხედება, ისე არ სწადია თავისუფ-
ლება, როგორც მე მივილტვოდი შორს, შორს ოკეანის ლურ-
ჯი სივრცეებისაკენ. ჩემი ახალგაზრდა მენავე ჩემი მრჩეველი
იქ რომ მყოლოდა, იქნებ სხვაგვარად მოვქცეულიყავი, მაგ-
რამ ჩემი საუკეთესო მეგობარი წასული იყო.
არავინ მყავდა, ვისაც საიდუმლოს გავანდობდი. ფერმაში
ერთი ახალგაზრდა მუშა ცხოვრობდა, იმ ბიჭს ვენდობოდი.
ძალიან მომწონდა და მჯერა მასაც ვუყვარდი. რამდენჯერმე
დავაპირე დალაპარაკება, მაგრამ ბოლოს ენას კბილი დავა-
ჭირე. იმწუთას კი არ გამცემდა, მაგრამ ვიცოდი, შეეცდებოდა
განზრახვა გადაეთქმევინებინა და თუ ვერ დამიყოლიებდა,
მაშინ უსათუოდ დამაბეზღებდა. ამიტომ მასთან ლაპარაკს აზ-
რი არ ჰქონდა და ხმა არ ამომიღია.
ვივახშმე და ჩვეულებრივად დავწექი.
თქვენ გგონიათ, შუაღამისას გავიღვიძე და გავიპარე?
არა, ბატონებო! დილამდე ლოგინში ვიწექი, თუმცა ძილი
არ მომკარებია. გაქცევაზე ფიქრი არ მაძინებდა, ხოლო თუ
ჩამთვლემდა, მაშინაც დიდი ხომალდები და მღელვარე ზღვა
მესიზმრებოდა. ხან მაღლა ანძაზე ავცოცდებოდი და ხან შავ,
კუპრწასმულ ბაგირებს ვექაჩებოდი, ვიდრე ხელისგულებზე
ბებერები არ გამიჩნდებოდა.
თავდაპირველად ღამე გაპარვა განვიზრახე. ისე წავიდო-
დი, არავის გაეღვიძებოდა. ჩვენს პატარა, მშვიდ სოფელში
ქურდობა არ იყო და კარს უბრალოდ ხურავდნენ ხოლმე. მა-
შინ კი, ზაფხულის სიცხის გამო, სულაც ღიას ტოვებდნენ. სახ-
ლიდან ისე გავძვრებოდი, კარსაც არ გავაჭრიალებდი.
524 მკითხველთა ლიგა
მაგრამ, მიუხედავად სიყმაწვილისა, გონიერება არ მაკ-
ლდა. ხელად მოვისაზრე, რომ თუ ღამე გავიპარებოდი, დი-
ლაადრიან მომისაკლისებდნენ და ძებნას დამიწყებდნენ. ვინ-
მეს ალბათ პორტშიც გაგზავნიდნენ და მიპოვიდნენ. ასე ხომ
ჯონსაც გავექცეოდი, როცა ნავსადგურში ვიყავით. თან ქალა-
ქამდე ხუთი თუ ექვსი მილია. ბევრი ბევრი, ორ საათში ჩავი-
დოდი. ძალიან ადრე მომიწევდა მისვლა. მეზღვაურებს ჯერ
მუშაობა არ ექნებოდათ დაწყებული, კაპიტანს ისევ ეძინებო-
და და სამუშაოს თაობაზე ვერ დაველაპარაკებოდი.
ამ მოსაზრებების გამო დილამდე შინ დავრჩი. მოუთმენ-
ლად ველოდი ნანატრ საათს.
ყველამ ერთად ვისაუზმეთ. ვიღაცამ შენიშნა, რომ ძალზე
ფერმკრთალი ვიყავი და რაღაც ცუდად გამოვიყურებოდი.
ჯონიმ ჩემი უფერულობა წინადღეს მზეზე დიდხანს ყოფნას
მიაწერა და ამ ახსნამ ყველა დააკმაყოფილა.
მეშინოდა, საუზმის შემდეგ საქმე არ გამომჩენოდა. ცხენის
ტარება რომ დაევალებინათ, თავს ვერ დავაღწევდი. ჩემთან
ერთად სხვაც იმუშავებდა და ჩემი არყოფნა მაშინვე გამოაშ-
კარავდებოდა. საბედნიეროდ, იმ დღეს საქმე არაფერი
მოინახა და არავითარი დავალება არ მიმიღია.
ამით ვისარგებლე და ჩემი სათამაშო კარჭაპი ავიღე. ამ
გემით თავისუფალ დროს ვერთობოდი ხოლმე. სხვა ბიჭებსაც
ჰქონდათ კარჭაპები, კარაპები, ბრიგები და პარკში, ტბაზე
ერთმანეთს ვაჯიბრებდით ხოლმე. შაბათობით სწავლა არ
იყო. ვიცოდი, ბიჭები საუზმისთანავე ტბაზე წავიდოდნენ. ჩემი
კარჭაპი ყველას დასანახავად დავიჭირე, ეზო გადავიარე და
პარკისაკენ გავემართე. აბა, ვინ რას იფიქრებდა. პარკის ღო-
ბესაც გავცდი და ტბასთან მივედი. ჩემი ამხანაგები უკვე ტბა-

525 მკითხველთა ლიგა


ზე იყვნენ და აფრააშვებულ პატარა ხომალდებს აჯიბრებ-
დნენ.
„რა მოხდება, ახლა რომ ამათ ყველაფერი ვუამბო? გავი-
ფიქრე, რა ჟრიამულს ატეხდნენ, რომ იცოდნენ!“
ბიჭებს ჩემი დანახვა გაუხარდათ. მე ხომ ბოლო დროს
მთელი დღე ფერმაში ვმუშაობდი და მათთან სათამაშოდ იშ-
ვიათად ვიცლიდი. ჩემთან თამაში კი, მჯერა, ძალიან უყვარ-
დათ.
სათამაშო ხომალდების ფლოტმა ერთხელ გადაცურა თუ
არა ტბა, სხვათა შორის ჩემმა კარჭაპმა გაიმარჯვა, ამხანა-
გებს გამოვეთხოვე, გემი იღლიაში ამოვიდე და ჩემს გზას და-
ვადექი.
ბიჭებს გაუკვირდათ, რომ ასე მოულოდნელად წავედი,
მაგრამ რაღაც მოვიმიზეზე.
პარკის კედელს გავცდი და ბავშვობის მეგობრებს ერ-
თხელ კიდევ მოვხედე. თვალებიდან ცრემლები გადმომცვივ-
და. ვიცოდი, სამუდამოდ ვტოვებდი მათ.
კედელს ქურდულად ჩავუარე და ჩემი სოფლიდან ქალაქი-
საკენ მიმავალ შარაგზაზე გავედი. მაგრამ ამ შარას არ დავ-
დგომივარ. გზა გადავჭერი და მინდორს გავუყევი. ტყე კარგა
დიდ მანძილზე მიყვებოდა გზას და მინდოდა, სადამდეც შეიძ-
ლებოდა, ტყე ტყე მევლო გზის გასწვრივ. შარაგზაზე შეიძლე-
ბოდა თანასოფლელებს შევხვედროდი და როცა ძებნას და-
მიწყებდნენ, ისინი მდევარს სწორ გზაზე დააყენებდნენ. არ
ვიცოდი, გემი რა დროს გადიოდა და ამიტომ როდის გავპა-
რულიყავი, ზუსტად ვერ დავადგინე. მთელი დილა ამაზე ვწუხ-
დი. თუ ძალიან ადრე წავიდოდი, მომისაკლისებდნენ და მდე-
ვარს დამადევნებდნენ. ხოლო თუ დამაგვიანდებოდა, გემი

526 მკითხველთა ლიგა


გამასწრებდა და მეც სწორედ ეს უფრო მაშინებდა, ვიდრე
გაქცევის ცდისთვის მოსალოდნელი გაროზგვა.
ჰოდა, სწორედ ეს ფიქრები მაწუხებდა დილითაც და მე-
რეც. აზრადაც არ მომსვლია, რომ არსებობდა კიდევ ერთი
საფრთხე: შეიძლება უარი ეთქვათ და გემზე არ მივეღე. ისიც
კი დამავიწყდა, რომ ძალიან პატარა ვიყავი. ჩემი ჩანაფიქრის
სიდიადემ საკუთარ თვალში მოზრდილ ადამიანად მაქცია.
ტყეს ისე მივაღწიე და ისე გავიარე, არავის შევუნიშნივარ.
არც მეტყევე შემხვედრია და არც ტყის მცველი. ხეების სა-
ფარს რომ გავცდი, მინდორ მინდორ წავედი, მაგრამ ახლა
უკვე ისე შორს ვიყავი, ნაცნობები აღარ შემხვდებოდნენ.
ვცდილობდი, თვალთახედვიდან ზღვა არ დამეკარგა, რადგან
გზა ზღვას მიჰყვებოდა და მინდოდა გზის გასწვრივ მევლო.
ბოლოს, შორს, ქალაქის სვეტები გამოჩნდა. ახლა ამის მი-
ხედვით ვიღებდი გეზს.
ხან თხრილებსა და რუებს ვახტებოდი, ხან ღობეებზე
ვძვრებოდი და სხვის ბაღებზე მივდიოდი. ბოლოს და ბოლოს,
ქალაქის გარეუბანს მივაღწიე. არც შემისვენია, მაშინვე ნავ-
სადგურისკენ მიმავალი გზა მოვნახე. ნავსადგურს რომ მივუ-
ახლოვდი, მაღალი ანძები დავინახე, ხოლო როდესაც ყველა-
ზე მაღალი ანძის თავზე ამაყად მოფრიალე დროშას შევხედე,
გული ძალუმად ამიჩქროლდა.
სხვას ვეღარაფერს ვხედავდი, სწრაფად გავიქეცი, ტრაპზე
ავირბინე და ერთ წამში „ინკას“ გემბანზე გავჩნდი.

527 მკითხველთა ლიგა


თავი XVI
„ინკა“ და მისი ეკიპაჟი

მთავარ ლიუკთან შევჩერდი. აქ, ყუთებთან და კასრებთან


ხუთი ექვსი მეზღვაური ფუსფუსებდა. ისინი გემს ტვირთავ-
დნენ და ყუთებსა და კასრებს ტალებით ტრიუმში უშვებდნენ.
მეზღვაურებს ფისით გასვრილი, გაქონილი ტილოს განიერი
შარვლები ეცვათ, ხოლო წელს ზემოთ პერანგის ამარა იყ-
ვნენ. ერთ მათგანს ლურჯი ქურთუკი და შარვალი ეცვა. ვი-
ფიქრე, კაპიტნის თანაშემწე იქნება მეთქი. მჯეროდა, ასეთი
დიდი გემის კაპიტანი დიდი კაცია და განსაკუთრებით ბრწყინ-
ვალედ ეცმევა მეთქი.
ლურჯქურთუკიანი ბრძანებებს იძლეოდა, მაგრამ რო-
გორც შევნიშნე, მისი ბრძანება ყოველთვის უსიტყვოდ არ
სრულდებოდა. ხშირად გაისმოდა საწინააღმდეგო შეძახილე-
ბი და ატყდებოდა ხოლმე ხმაური რამდენიმე ხმა ერ-
თდროულად დაობდა, როგორ ჩაეშვათ ტვირთი.
სამხედრო გემზე საქმე სულ სხვაგვარად არის: იქ კაპიტ-
ნის ბრძანება უსიტყვოდ და უყოყმანოდ სრულდება. სავაჭრო
ხომალდებზე კი ასე არაა. კაპიტნის თანაშემწის განკარგულე-
ბას რჩევად უფრო თვლიან, ვიდრე ბრძანებად და ეკიპაჟი ისე
იქცევა, როგორც საჭიროდ მიიჩნევს. თუმცა, ყოველთვის
არა. ბევრი რამ თვით თანაშემწის ხასიათზეა დამოკიდებული.
როგორც ჩანს, „ინკას“ გემბანზე არ სუფევდა მკაცრი წესრი-
გი. ყვირილი, ბლოკების ღრაჭუნი, ყუთების რახარუხი და სა-
ზიდრების ჭრიალი ერთმანეთს ერთოდა და წარმოუდგენელი
528 მკითხველთა ლიგა
ხმაური იდგა, ჩემს სიცოცხლეში ასეთი ხმაური არ გამეგონა.
რამდენიმე წუთს გაბრუებული და დაბნეული ვიდექი.
როგორც იქნა, დროებით სიჩუმე ჩამოვარდა: ტრიუმში
უზარმაზარი კასრი ჩაუშვეს და ადგილზე დადგეს.
უცებ ერთმა მეზღვაურმა თვალი შემასწრო. დამცინავად
შემომხედა და დამიძახა:
- ჰეი, ლიფსიტავ! აქ რას აკეთებ? მეზღვაურობა ხომ არა
გსურს?
- არა, ვერ უყურებ, კაპიტანია, თავისი გემი აქვს, - გამოეხ-
მაურა მეორე.
ჩემი ხომალდი მართლა ხელში მეჭირა.
- ჰეი, ყველანი გემზე! - დაიღრიალა მესამემ, - საით უხ-
ვევთ?!
ატყდა სიცილ ხარხარი. ახლა უკვე ყველამ შემამჩნია და
ისე მომაჩერდნენ, თითქოს ჩემზე სასაცილო არაფერი ენა-
ხათ.
ვიდექი და „ზღვის მგელთან“ შეხვედრით გაოგნებული
ხმას ვერ ვიღებდი. გაჭირვებიდან კაპიტნის თანაშემწემ მიხ-
სნა. იგი მომიახლოვდა და შედარებით სერიოზულად მკითხა,
გემზე რა გინდაო.
კაპიტნის ნახვა მინდა მეთქი, მივუგე. ვფიქრობდი, აქ სად-
მე კაპიტანი იქნება და ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე მას უნ-
და დაველაპარაკო მეთქი.
- კაპიტნის ნახვა გინდა? - გაიმეორა ჩემმა თანამოსაუბ-
რემ, - რა საქმე გაქვს კაპიტანთან, ჭაბუკო? მე თანაშემწე ვარ,
იქნებ ეს იკმარო?
ერთი კი შევყოყმანდი, მაგრამ ბოლოს ვიფიქრე, რაკი ჩემ
წინ კაპიტნის თანაშემწეა, ჩემს განზრახვას თუ გულახდილად
განვუცხადებ, არაფერი დაშავდება მეთქი და ვუპასუხე:
529 მკითხველთა ლიგა
- მეზღვაურობა მინდა!
ადრე ხომ ხმამაღლა იცინოდნენ, ახლა უნდა გენახათ,
როგორ ახარხარდნენ. ყველა ერთხმად აროხროხდა, თანა-
შემწეც გულიანად იცინოდა.
გამაყრუებელ სიცილ ხარხარს რამდენიმე დამამცირებე-
ლი შეძახილიც დაერთო:
- შეხე, შეხე, ბილ! - გასძახა ერთმა მოშორებით მდგომ ამ-
ხანაგს, - შეხე, ამ ცეროდენას მეზღვაურობა სურს! ვაი, ჩემს
თვალებს! ბიჭო, მიწას არ ასცილებიხარ, გემზე რა უნდა
გააკეთო? მეზღვაური! ვაი, ჩემს თვალებს!
- დედაშენმა თუ იცის, რას აპირებ? - მკითხა მეორემ.
- დავიფიცებ, არ ეცოდინება, - ჩემ მაგივრად გაეპასუხა მე-
სამე მეზღვაური, - არც მამას ეცოდინება. თავს დავდებ, გა-
მოქცეული იქნება. მართალს არ ვამბობ, პატარავ?
- მომისმინე, ჭაბუკო, - მითხრა კაპიტნის თანაშემწემ, -
ერთ რამეს გირჩევ: წადი, დედაშენთან დაბრუნდი, პატივცე-
მულ მანდილოსანს სალამი გადაეცი და უთხარი, საცვლის
ზორტი ერთი ორჯერ შემოგახვიოს, სკამის ფეხს გამოგაბას
და მანამ არ გაიზრდები ერთ ხუთ ექვს წელს ნურსად გაგიშ-
ვებს.
ამ რჩევამ სიცილ ხარხარის ახალი ტალღა დაძრა.
ამ უხეში ხუმრობებისგან თავი დამცირებულად ვიგრძენი
და არ ვიცოდი, რა მეპასუხა. ბოლოს, მთლად დაბნეულმა,
ენის ბორძიკით ამოვღერღე:
- ვისთან წავიდე... დედა... არა მყავს!
ჩემმა სიტყვებმა უეცრად იმოქმედა. მეზღვაურებმა ტლან-
ქი ხუმრობა შეწყვიტეს, სახეები შეურბილდათ. აქა იქ თანაგ-
რძნობის სიტყვებიც კი გაისმა. მხოლოდ თანაშემწემ მომმარ-
თა ისევ დამცინავად:
530 მკითხველთა ლიგა
- მაშინ მამაშენთან წადი და უთხარი, კარგა მაგრად მიგ-
ტყეპოს.
- არც მამა მყავს!
- საწყალი, ობოლი ყოფილა, - სიბრალულით თქვა ერთმა
მეზღვაურმა.
- არც მამა გყავს... - განაგრძო თანაშემწემ, რომელიც
უსულგულო მხეცად მეჩვენებოდა, - მაშინ ბებიასთან წადი, ან
ბიძასთან, ან დეიდასთან. წადი, სადაც გინდა, ოღონდ ჩემმა
თვალმა აქ არ დაგინახოს, თორემ ანძაზე იალქანივით გაგჭი-
მავ და ერთ ორს მოგცხებ! გასწი აქედან! გესმის?!
ვიფიქრე, ეს მხეცი აღარ ხუმრობს მეთქი და მუქარით სას-
ტიკად დაშინებული ბრძანებას დავემორჩილე.
ტრაპთან მივედი და ის იყო, ჩასვლას ვაპირებდი, რომ სა-
ნაპიროდან ჩემკენ მომავალი კაცი დავინახე. შავი სერთუკი
ეცვა და კასტორის ქუდი ეხურა. ასე შეიძლებოდა ვაჭარს ან
სხვა სამოქალაქო პირს სცმოდა, მაგრამ მის თვალებში რა-
ღაც ისეთი გამოსჭვიოდა, რამაც მაგრძნობინა, რომ მეზ-
ღვაური იყო. ქარდაკრული სახე და ზღვას შეჩვეული კაცის
გამოხედვა ჰქონდა. ლურჯი მეზღვაურული ქსოვილის შარვა-
ლიც ზღვის კაცის იერს აძლევდა. იმწუთასვე ვიფიქრე, ალ-
ბათ, კაპიტანი ეს იქნება მეთქი.
ჩემი ეჭვი მალე დადასტურდა. კაცმა ტრაპი აიარა და გემ-
ბანზე ბატონ პატრონივით ავიდა. გზადაგზა ბრძანებებს იძ-
ლეოდა. ისეთი ტონი ჰქონდა, წინ რომ ვერავინ აღუდგება.
არ შეჩერებულა, პირდაპირ შუა გემბანისკენ წავიდა.
მომეჩვენა, თუ უშუალოდ კაპიტანს მივმართავ, შეიძლება
ჩემს საწადელს მივაღწიო მეთქი. უყოყმანოდ მივბრუნდი და
უკან ავედევნე. თანაშემწემ და მეზღვაურებმა ჩემი დაჭერა

531 მკითხველთა ლიგა


სცადეს, მაგრამ ხელიდან დავუსხლტი და კაპიტანს ზედ მისი
კაიუტის კართან წამოვეწიე.
ხელი კალთაზე წავავლე და მოვახედე.
გაოცებული მომიბრუნდა და მკითხა, რა გინდაო.
რაც შემეძლო, მოკლედ გავაცანი ჩემი სურვილი. ერთა-
დერთი პასუხი სიცილი გახლდათ, მერე მიბრუნდა და ერთ
მეზღვაურს გასძახა:
- ჰეი, უოტერს! შეისვი ეს ღლაპი მხრებზე და ნაპირზე გა-
დაიყვანე! ჰა-ჰა-ჰა!
სხვა არაფერი უთქვამს, ტრაპს დაჰყვა და გაუჩინარდა.
მწარედ დადარდიანებულმა ისღა ვიგრძენი, რომ უოტერ-
სის ღონიერმა ხელებმა ამწიეს, ტრაპზე ჩამომიყვანეს, მერე
სანაპიროს გამაცილეს და ტროტუარზე დამსვეს.
- აბა, ჩემო ლიფსიტავ! - მითხრა მეზღვაურმა, - დაუჯერე
ჯეკ უოტერსს. მანამ დრო არ მოგივა, მარილიან წყალს ახ-
ლოს არ გაეკარო, თორემ ზვიგენი გადაგყლაპავს!
ცოტა ხანს დაფიქრდა და მკითხა:
- ობოლი ხარ, პატარავ? არც დედა გყავს, არც მამა?
- ჰო, არც ერთი, - ვუპასუხე.
- ძნელია! მეც ობოლი ვიყავი. ჰო... კარგია, ასე ადრე რომ
მიიწევ ზღვისკენ. ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. მე რომ კაპიტანი
ვიყო, წაგიყვანდი, მაგრამ უბრალო მეზღვაური ვარ და ვე-
რაფრით დაგეხმარები. მაგრამ ოდესმე დავბრუნდები. იმ
დროისთვის შენ უკვე წამოიზრდები. აჰა, ეს ჩემს სახსოვრად
გქონდეს და როცა ისევ ამ ნავსადგურში გავჩერდებით, მომი-
გონე, იქნებ ადგილი მოგიხერხო... ახლა კი ნახვამდის! წადი
შინ, ჭკუით იყავი და იცადე, ვიდრე გაიზრდები. - კეთილმა
მეზღვაურმა ეს მითხრა, თავისი დანა გამომიწოდა, მიბრუნდა
და წავიდა. მთელ სანაპიროზე მარტოდმარტო დავრჩი.
532 მკითხველთა ლიგა
ასეთი მოულოდნელი სიკეთით გაოცებულმა თვალი გავა-
ყოლე და ვიდრე გემბანის მოაჯირს არ მოეფარა, მზერა არ
მომიცილებია. მერე დანა მექანიკურად ჯიბეში ჩავიდე და ერ-
თხანს გაუნძრევლად ვიდექი.

533 მკითხველთა ლიგა


თავი XVII
პატარა აღმოვჩნდი!

თავში უსიამოვნო ფიქრები მიტრიალებდა. ჩემს სიცოც-


ხლეში ასეთი გულმოკლული არ ვყოფილვარ. რამდენს ვოც-
ნებობდი იალქნების დაჭიმვაზე, უცხო ქვეყნების ხილვაზე და
რაღაც ათიოდე წუთში ყველა ოცნება გამეფანტა. გეგმები ერ-
თბაშად ჩამეშალა.
თავს უკიდურესად დამცირებულად და შერცხვენილად
ვგრძნობდი. მეგონა, ყველა გამვლელ გამომვლელმა იცოდა
ჩემი ამბავი. გემბანიდან დამცინავად მიყურებდნენ მეზ-
ღვაურები. ზოგი ისევ ხმამაღლა იცინოდა.
ვეღარ გავუძელი და უკანმოუხედავად გავიქეცი.
სანაპიროზე სავსე ტომრები, დიდი კასრები და ყუთები ეწ-
ყო, აქეთ იქით მიმოფანტული და მათ შორის გასასვლელები
დარჩენილიყო. ერთ ერთ ასეთ გასასვლელში შევძვერი, აქ
ვერავინ დამინახავდა და არც მე დავინახავდი არავის. თით-
ქოს რაღაც საფრთხეს გადავურჩი სასიამოვნოა, როცა დაუმ-
სახურებელ დაცინვას გაექცევი.
ერთი შედარებით მომცრო ყუთი დავინახე, ზედ ჩამოვჯექი
და დავფიქრდი.
რა ვქნა? დავივიწყო ჩემი ოცნებები და დავბრუნდე ფერმა-
ში მოხუც, ფხუკიან ბიძასთან?
ალბათ იტყვით, რომ ჩემს მდგომარეობაში ეს ნაბიჯი ყვე-
ლაზე გონივრული და ბუნებრივი იქნებოდა. იქნებ მართალიც

534 მკითხველთა ლიგა


ხართ, მაგრამ მე ასეთი რამ აზრადაც არ მომსვლია. უფრო
სწორად, როგორც კი მომაფიქრდა, მაშინვე უკუვაგდე.
„არა, ჯერ არ დავმარცხებულვარ, ვამბობდი ჩემთვის,
მხდალივით უკან არ დავიხევ. რაკი ერთი ნაბიჯი გადავდგი,
მეორესაც გადავდგამ. რა მოხდა, თუ ამ დიდ გემზე ამ მიმი-
ღეს? პორტში უამრავი გემი დგას. რომელიმეზე მოვსინჯავ,
განზრახვას არ შევიცვლი“.
„რატომ მითხრეს უარი? განვაგრძე ჩემი მონოლოგი, რა-
ტომ? მიზეზიც კი არ უთქვამთ. თუმცა, ჰო! პატარა ხარო!
ლიფსიტა მიწოდეს. რასაკვირველია, ამ დამამცირებელი შე-
დარებით იმის თქმა უნდოდათ, რომ მეზღვაურობისთვის ჯერ
ძალზე პატარა ვარ. მაგრამ იუნგობა ხომ შემიძლია! მე გამი-
გია, რომ იუნგებად ჩემზე პატარებსაც უმუშავიათ. ნეტავ, რამ-
სიმაღლე ვარ? აი, სადურგლო სახაზავი რომ მქონდეს, გავი-
ზომებოდი! რა სისულელე მომივიდა, რომ შინ არ გავიზომე!
იქნებ, აქაც მოვახერხო, როგორმე?“
უცებ ერთ ყუთზე ცარცით უხეშად დაჯღაბნილი რაღაცა
შევნიშნე და ფიქრი გამიწყდა... ახლოს მივედი, დავაკვირდი
და გავარჩიე; „4 ფუტი“. მაშინვე მივხვდი, ყუთის სიგრძე უნდა
ყოფილიყო, რადგან სიმაღლე ნამდვილად არ ჰქონდა ოთხი
ფუტი. ალბათ დურგალმა ან მეზღვაურებმა მიაწერეს, რათა
დატვირთვის დროს გაეთვალისწინებინათ.
როგორც იყო, იყო, მე კი ერთი რამ მოვიფიქრე: ამ წარწე-
რის წყალობით ჩემი სიმაღლე სამიოდე წუთში ზუსტად გავი-
გე.
ასე მოვიქეცი: ყუთის გასწვრივ მიწაზე დავწექი, ქუსლები
ყუთის ერთ კიდეს გავუსწორე, გავსწორდი და ხელით მოვსინ-
ჯე, სწვდებოდა თუ არა ჩემი კეფა ყუთის მეორე კიდეს. თით-
ქმის ერთი დუიმი მაკლდა. ამაოდ ვიგრძელებდი კისერს ყუ-
535 მკითხველთა ლიგა
თის კიდეს მაინც ვერ მივწვდი. რა თქმა უნდა, ამას უკვე დიდი
მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. რაკი ყუთი ოთხი ფუტი იყო, ესე
იგი, ოთხ ფუტს კიდეც მაკლდა. მე კი ვიცოდი, რომ ოთხფუ-
ტიანი ბიჭი მართლაც რომ ძალზე პატარა ბიჭია. გულმოკლუ-
ლი ფეხზე წამოვდექი.
არასოდეს მეგონა, რომ ასეთი პატარა ვიყავი. აბა, რომელ
ბიჭს არ ჰგონია თავი დიდი კაცი! ახლა კი დავრწმუნდი, რომ
ტანად მართლა პატარა ვიყავი. რა გასაკვირია, რომ ჯეკ
უოტერსმა ლიფსიტა მიწოდა.
დავრწმუნდი, ნამდვილი ლილიპუტი ვარ მეთქი და იმედი
გადამიწყდა. თავში უსიხარულო ფიქრები მიტრიალებდა. ახ-
ლა კი დავიჯერე, რომ არც ერთ გემზე არ მიმიღებდნენ. ასეთი
პატარა ტანის იუნგა ჯერ ქვეყანაზე არა ყოფილა. მე კი ნამ-
დვილად არ მინახავს. პირიქით, ისინი სუყველა ტანადი ჭაბუ-
კები იყვნენ. ბრიგებზე და კარჭაპებზე მუშაობდნენ და მათ
რატომღაც „იუნგებს“ ეძახდნენ. არა, ჩემი მდგომარეობა
უიმედოა! ისევ შინ დაბრუნება მომიწევს.
მაგრამ მაინც ჩამოვჯექი ყუთზე და ისევ დავფიქრდი. ბავ-
შვობიდანვე გამომგონებლობა მახასიათებდა. მალე ახალი
გეგმა დამებადა, რომელიც, ჩემი აზრით, განზრახვის ასასრუ-
ლებლად გამომადგებოდა.
მეხსიერება დამეხმარა. გამახსენდა შემთხვევები, როცა
ბიჭები და ხშირად დიდი ადამიანებიც, გემზე ჩუმად აპარუ-
ლან და ზღვაში გაჰყოლიან. როცა გემი კარგა მანძილით მო-
შორდებოდა და მათ უკან ვეღარ დააბრუნებდნენ, თავშესაფ-
რიდან გამოსულან.
დაუყოვნებლივ გადავწყვიტე, ამ მამაცი გმირებისათვის
მიმებაძა და რომელიმე გემბანზე დავმალულიყავი. თუნდაც
იმ გემზე, საიდანაც ასე დაცინვით გამომაგდეს. მთელ პორ-
536 მკითხველთა ლიგა
ტში ეს ერთადერთი გემი ემზადებოდა ზღვაში გასასვლელად.
ისე, სიმართლე რომ ვთქვა, რამდენი გემიც არ უნდა ყოფი-
ლიყო, მაინც „ინკას“ ავირჩევდი.
გაგიკვირდებათ, რაღა მაინცდამაინც ეს გემი აირჩიეო,
მაგრამ ეს გასაგებია. ისეთი შეურაცხყოფილი ვიყავი იმ მეზ-
ღვაურებისაგან, განსაკუთრებით კაპიტნის თანაშემწის უხე-
შობით, რომ მინდოდა, ამ ოინებით სამაგიერო გადამეხადა.
ვიცოდი, გემიდან ვერ გადამაგდებდნენ. თანაშემწის გარდა
არავინ გულქვა არ ჩანდა. მართალია, შემთხვევა არ გაუშვეს
და ჩემზე გულიანად იცინეს, მაგრამ როცა გაიგეს, რომ ობო-
ლი ვარ, რამდენიმემ შემიბრალა კიდეც.
მაშ ასე, გადაწყდა: ამ დიდი გემით მივდივარ ზღვაში,
მიუხედავად თანაშემწის, კაპიტნისა და ეკიპაჟის წინააღმდე-
გობისა.

537 მკითხველთა ლიგა


თავი XVIII
გემზე ვიპარები

მაგრამ როგორ ავიპარო გემზე და სად დავიმალო?


აი, რა სიძნელეები წამოიჭრა ჩემ წინაშე. გემბანზე რომ ავ-
ძვრე, ვინმე შემნიშნავს და ვაითუ ხელახლა გამომაგდონ?
იქნებ რომელიმე მეზღვაური მომესყიდა და გემზე ავეშვი?
მაგრამ რითი? ფული სრულებით არ მქონდა. ჩემი სათამაშო
კარჭაპი და ტანსაცმელი, ისიც ღარიბული, აი, ერთადერთი,
რაც ქვეყანაზე მებადა. გემს კი შეველეოდი, მაგრამ ვის რად
უნდოდა. მეზღვაური თუ მოინდომებს, თვითონაც ააგებს პა-
ტარა გემს. არა, მეზღვაურს სათამაშოთი ვერ მოისყიდი,
სჯობს ამაზე ფიქრს თავი ვანებო.
თუმცა გამახსენდა! მე ხომ მაქვს ძვირფასი ნივთი საათი.
მართალია, ჩვეულებრივი ვერცხლის საათია, ძვირფასი
არაა, მაგრამ კარგად მუშაობს. ეს საათი ჩემმა საბრალო დე-
დამ მისახსოვრა. მეორე საათიც მომცა, მაგრამ ის უკეთესი
იყო და ბიძაჩემმა მიითვისა. მე კი ამ ძველი, უბრალო საათის
ტარების ნება დამრთო. ბედად, ჯიბეში მედო. იქნებ ამ
საათით მომესყიდა უოტერსი ან სხვა რომელიმე მეზღვაური,
რომ გემზე ჩუმად ავეპარებინე და ხომალდის ზღვაში გას-
ვლამდე დავემალე. იქნება რამე გამომივიდეს მეთქი, ვიფიქ-
რე და გადავწყვიტე, ბედი მეცადა.
ახლა მთავარი იყო, როგორმე უოტერსი ან რომელიმე
მეზღვაური დამემარტოხელებინა და ჩემი განზრახვა გამენ-

538 მკითხველთა ლიგა


დო. მანამ ვინმე ნაპირზე ჩამოვიდოდა, გემის შორიახლოს
უნდა მეწრიალა.
ჯერ იმის იმედიც არ დამკარგოდა, რომ მეზღვაურები საქ-
მეს მორჩებოდნენ და წინაერდოზე ჩავიდოდნენ. აი, მაშინ უნ-
და ავპარულიყავი ხომალდზე. ასეთ შემთხვევაში მეზღვაურ-
თან მოლაპარაკება აღარ დამჭირდებოდა. სიბნელეში მორი-
გეს ჩუმად ჩავუვლიდი და სადმე მივიმალებოდი. რაკი გემზე
მოვხვდებოდი, ურიცხვ ყუთებსა და კასრებს შორის თავშე-
საფრის მონახვა არ გამიჭირდებოდა.
მაგრამ ერთი რამ მაფიქრებდა: ვაითუ, გემი საღამომდე
ნავსადგურში მდგარიყო და ბიძაჩემს ვეპოვე.
გამოგიტყდებით, პირველი ნაკლებად მაწუხებდა. გემზე
გუშინდელივით ეკიდა განცხადება: „ინკა“ ხვალ პერუს მიემ-
გზავრება!“ გემი დღეს წამსვლელს არ ჰგავდა სანაპიროზე
ჯერ კიდევ ბევრი ყუთი ეწყო, უეჭველად ამ გემზე დასატვირ-
თად. გარდა ამისა, გაგონილი მქონდა, რომ შორეული მოგ-
ზაურობის ხომალდები მაინცდამაინც ზუსტად დანიშნულ
დროს არ გადიან ზღვაში. არ გამოუხედავთ. ყველანი კოკსა
და ორთქლავარდნილ ქვაბს მისჩერებოდნენ.
სასწრაფოდ მიმოვიხედე ირგვლიც არავინ იყო. ჩემი ახა-
ლი გეგმა უფრო გამოიკვეთა ან ახლა, ან არასოდეს! წავი-
ჩურჩულე და წელში მოხრილი მთავარი ანძისაკენ გავიქეცი.
ზედ ღია ლიუკის კიდესთან შევდექი. სწორედ აქ ვაპირებ-
დი ჩაძრომას. კიბე არ ჩანდა, მაგრამ ტრიუმში ბაგირი იყო
ჩაშვებული.
ბაგირი მოვქაჩე და დავრწმუნდი, რომ საიმედოდ იყო და-
მაგრებული. ორივე ხელი მაგრად ჩავავლე და ძალიან
ფრთხილად დავეშვი.

539 მკითხველთა ლიგა


ხელები გავუშვი და ტრიუმის ფსკერზე ზღართანი მოვადი-
ნე. კინაღამ კისერი მოვიტეხე, მაგრამ მაშინვე წამოვხტი, ჯერ
ისევ უწესრიგოდ დაყრილ ყუთებზე გადავძვერი და უზარმაზა-
რი კასრის იქით სიბნელესა და სიჩუმეში მივიმალე.

540 მკითხველთა ლიგა


თავი XIX

ვაშა! დავიძარით!

კასრის უკან ჩავიმალე, ჩავიმუხლე და ხუთ წუთში ისე მაგ-


რად ჩამეძინა, კენტერბერის ზარები რომ ერთად ჩამოერე-
კათ, მაინც ვერ გავიღვიძებდი. წინაღამეს ცოტა მეძინა. არც
იმის წინ მძინებია ბევრი მე და ჯონი დილაუთენია წავედით
ბაზარში. დიდ გზაზე ფეხით სიარულმა და მთელი დღე ღამის
ნერვიულმა დაძაბულობამ, რომელიც ახლაღა შემინელდა,
ძალა გამომილია. მკვდარივით ჩამეძინა.
როგორც მერე დავრწმუნდი, ისეთი ხმაური ყოფილა, მიკ-
ვირს, ადრე რომ არ გამეღვიძა. ბლოკები ღრჭიალებდნენ,
ყუთები ბრახუნით ცვიოდნენ ზედ ჩემს ყურთან. მე კი არაფე-
რი გამიგია.
როცა გამომეღვიძა, მივხვდი, დიდხანს მძინებოდა. ალბათ
უკვე შუაღამეა მეთქი, გავიფიქრე. ჩემ ირგვლივ სრული სიბ-
ნელე იყო. კასრს როცა ამოვეფარე, ლიუკიდან ტრიუმში სი-
ნათლის სვეტი ჩამოდიოდა, ახლა კი ისიც აღარ ჩანდა. მაშ
ასე, კუპრივით შავი ღამე ჩამოწვა. ბუნებრივია. აბა, ღამის
ტრიუმში, ისიც უზარმაზარი კასრის უკან სინათლე საიდან ჩა-
მოვიდოდა.
„ნეტა რა დროა? ალბათ მეზღვაურები დიდი ხანია მყუდ-
როდ წვანან თავიანთ დაკიდებულ საწოლებში და სძინავთ.

541 მკითხველთა ლიგა


ალბათ მალე გათენდება. ერთი ყური ვუგდო, ფაჩუნს თუ გა-
ვიგონებ“.
ყური მივუგდე. სმენის დაძაბვა არ დამჭირვებია. მალე
ხმაური მომესმა. მძიმე ნივთები ეცემოდა და ბრახუნობდა.
როგორც ჩანს, გემის დატვირთვა ისევ გრძელდებოდა. მეზ-
ღვაურების ხმაც ისმოდა, მაგრამ ბუნდოვნად. დროდადრო
შეძახილს გავიგონებდი ხოლმე: „მიდი, ასწიე!“, „კიდევ ერ-
თხელ!“, „ერთი, ორი და ავწიეთ!“
„ნუთუ ღამეც მუშაობენ?“
თუმცა, ეს ამბავი მაინცდამაინც არ გამკვირვებია. ვფიქ-
რობდი, ალბათ უნდათ, ზღვის მოქცევით ან ზურგის ქარით
ისარგებლონ და იმიტომ ჩქარობენ გემის დატვირთვას მეთ-
ქი.
ვუსმენდი და ველოდი, როდის შეწყდებოდა ხმაური, მაგ-
რამ საათი საათს მისდევდა, კაკუნი და ბრახუნი მაინც არ
წყდებოდა.
„რა ყოჩაღები არიან! როგორ ჩქარობენ! ვფიქრობდი მე,
უნდათ, რომ მალე წავიდეთ. როგორც ჩანს, დილას წავალთ,
ამ მოუხერხებელი ადგილიდან მალე ამოვძვრები. აქ არც სა-
წოლი მივარგა და თანაც ისევ მომშივდა“.
უცებ გამახსენდა, რომ ჯიბეში ყველი და ორცხობილა
მქონდა და მაშინვე დავაცხრი. ძილის შემდეგ მაგრად მომში-
ვებოდა და თუმცა შუაღამე იყო, მაინც მადიანად ვილუკმებო-
დი.
ხმაური არ წყდებოდა. „ოჰო! ეტყობა, მთელ ღამეს იმუშა-
ვებენ! საწყლები, ძნელ საქმეს ასრულებენ, მაგრამ ალბათ
ორმაგ გასამრჯელოს მიიღებენ“.
უცებ ხმაური შეწყდა და სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ჩამი-
ჩუმი აღარ ისმოდა.
542 მკითხველთა ლიგა
„ბოლოს და ბოლოს, საქმეს მორჩნენ და დასაძინებლად
წავიდნენ, გავიფიქრე, ალბათ დილა მოახლოვდა, მაგრამ
ჯერ არ გათენებულა, თორემ სინათლის ზოლს მაინც დავინა-
ხავდი. რა ვუყოთ, ცოტას კიდევ წავიძინებ“.
ისევ დავწექი და დაძინება ვცადე. თითქმის ერთი საათი
გავიდა და ის იყო უნდა ჩამძინებოდა, რომ ისევ მომესმა ყუ-
თების ბრახუნი. გამოვფხიზლდი.
„რა მოხდა? ისევ მუშაობენ! რაღაც ერთი საათი წაიძინეს.
დაწოლადაც არ ღირდა!“
ყური მივუგდე და დავრწმუნდი მეზღვაურები ნამდვილად
მუშაობდნენ. ეჭვიც აღარ მეპარებოდა. ისევ ისმოდა ჟღარუ-
ნი, ბლოკების ღრჭიალი, ოღონდ შედარებით ჩუმად.
„უცნაური ეკიპაჟია! ვფიქრობდი მე, მთელ ღამეს მუ-
შაობენ... ჰა, მივხვდი, ალბათ ეს მეორე ცვლაა“.
თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ეს მართლაც მეორე
ცვლა ყოფილიყო. დავმშვიდდი, მაგრამ ვეღარ დავიძინე და
დაწოლილი ისევ ხმაურს ვუსმენდი.
ისევ მუშაობდნენ, ხმაური არ წყდებოდა. არ იქნა და აღარ
გათენდა. მეზღვაურებმა რამდენიმე საათი იმუშავეს, ერთი
საათი დაისვენეს და ისევ საქმეს შეუდგნენ. გათენებას კი პი-
რი არ უჩანდა პატარა სხივიც არსად იყო!
ვიფიქრე, შეიძლება ვთვლემ და ეს საათები სინამდვილეში
საათები კი არა, წუთებია მეთქი. მაგრამ თუ მხოლოდ წუთები
იყო გასული, საოცარი მადა მომცემოდა, რადგან ამ ხნის გან-
მავლობაში საჭმელს სამჯერ შევექეცი და თითქმის მთელი
მარაგი გავათავე.
ბოლოს და ბოლოს, ხმაური მთლად შეწყდა. რამდენიმე
საათს აღარაფერი გამიგონია. ირგვლივ სრული სიჩუმე გა-
მეფდა და ჩამეძინა.
543 მკითხველთა ლიგა
როცა გამეღვიძა, ისევ მომესმა ხმაური, მაგრამ უკვე სხვა
ხასიათის. ამ ხმებმა სიხარული მომგვარა, რადგან ბრაშპი-
ლისთვის დამახასიათებელი „ღრაჭ ღრუჭი“ და დიდი ჯაჭვის
ჟღარუნი ვიცანი. თუმცა ტრიუმის სიღრმეში ხმები მკვეთრად
არ ისმოდა, მაინც მივხვდი, რა ხდებოდა. ღუზას იღებდნენ გე-
მი ზღვაში გადიოდა!
კინაღამ სიხარულის შეძახილი აღმომხდა. თავი შევიკავე
მეშინოდა, ჩემი ხმა არ გაეგონათ, თორემ ჯერ ადრე იყო, მა-
შინვე ამომათრევდნენ და ნაპირზე გამისტუმრებდნენ. თაგვი-
ვით გასუსული ვიწექი და ვუსმენდი, როგორ ძვრებოდა ჯაჭვი
რკინის რგოლში, სხვისთვის უსიამოვნო ღრჭიალი მუსიკასა-
ვით ჩამესმოდა.
ჟღარუნი და ღრჭიალი მალე შეწყდა. ახლა სხვა ხმა მომეს-
მა. ეს უკვე ძლიერი ქარიშხლის ხმას ჰგავდა, მაგრამ ვიცოდი,
ქარი არ იყო. ვიცოდი, გემის ფერდებს ზღვა ედგაფუნებოდა.
ამ ხმამ უდიდესი სიამოვნება მომგვარა ის მეუბნებოდა გემი
დაიძრა!
„ვაშა! დავიძარით!“

544 მკითხველთა ლიგა


თავი XX
ზღვის ავადმყოფობა

ხომალდი არ ჩერდებოდა. წყლის ტლაშუნი აშკარად მეს-


მოდა. დავრწმუნდი, რომ ნავსადგურიდან გავედით და წინ მი-
ვიწევდით. საოცრად ბედნიერი ვიყავი ფერმაში დაბრუნების
საფრთხე ამცდა. ახლა ზღვის მლაშე ტალღებს მივაპობ და
ოცდაოთხ საათში ვეღარავინ დამეწევა, ატლანტის ოკეანის
სივრცეებში ვიქნები. იქ კი ვეღარავინ დამეწევა და უკან ვერ
დამაბრუნებს. ჩემი გეგმის წარმატებამ გამაბრუა.
ის კი მაოცებდა, ზღვაში რომ ღამე გავიდნენ ჯერ ხომ
მთლად ბნელოდა. მაგრამ, ალბათ, გამოცდილი ლოცმანი
ჰყავთ. ალბათ უბის მისადგომები ისე კარგად იცის, რომ ხო-
მალდს ღია ზღვაში ღამეც ისევე კარგად გაიყვანს, როგორც
დღისით.
ეს უჩვეულოდ გრძელი ღამე, ცოტა არ იყოს, მაწუხებდა.
რაღაც იდუმალება იყო. დავეჭვდი, შეიძლება მთელი დღე მე-
ძინა და ორი ღამე ერთ ღამედ ჩავთვალე მეთქი. ან ასეა, ან
ყველაფერი სიზმარია! მაგრამ ისეთი გახარებული გახლდით,
რომ ტყუილა თავი აღარ მიმტვრევია. რა მნიშვნელობა ჰქონ-
და, დღე გავედით ოკეანეში თუ ღამე. მთავარია, მშვიდო-
ბიანად გავედით. დავწექი და იმ ნანატრ წუთს დაველოდე,
როცა გემბანზე ავიდოდი.
ამ წუთს ორი მიზეზის გამო ველოდი ასე მოუთმენლად:
ჯერ ერთი, ძალიან მომწყურდა. ყველმა და ორცხობილამ უფ-

545 მკითხველთა ლიგა


რო მომაწყურა. არ მშიოდა. ჩემი ნავაჭრის ნაწილი კიდევ
მქონდა, მაგრამ ერთ ჭიქა წყალში სიამოვნებით გავცვლიდი.
მეორე მიზეზი, რატომაც მინდოდა მალე გამოვსულიყავი
ჩემი თავშესაფრიდან, ის გახლდათ, რომ ადგილის სიმცირის
გამო ცარიელ ფიცარზე მოკრუნჩხულად წოლისგან ძვლები
მტეხდა. სახსრები ისე მტკიოდა, რომ ძლივს ვინძრეოდი. გა-
უნძრევლად წოლა კიდევ უარესი იყო. ამან განმიმტკიცა ეჭვი,
რომ მთელი დღე მეძინა ერთი ღამე ფიცრებზე წოლა ასე არ
დამღლიდა.
წყურვილისა და ძვლების ტეხისგან შეწუხებული რამდენი-
მე საათის განმავლობაში მოუსვენრად ვტრიალებდი.
ამ ორი მიზეზის გამო ერთი სული მქონდა, ამ სივიწროვეს
როდის დავაღწევდი თავს და გემბანზე ავიდოდი. მაგრამ მა-
ინც ვამჯობინე, წყურვილი და ტკივილი დამეძლია და ცოტა
ხანს კიდევ არ მომეცვალა ფეხი ადგილიდან.
საზღვაო წესებისა იმდენი კი გამეგებოდა, რომ ვიცოდი,
ლოცმანი გემბანზე კარგა ხანს იქნებოდა. თუ სულელურად
მოვიქცეოდი და ზემოთ ავიდოდი, ლოცმანის ნავით ნაპირზე
გამისტუმრებდნენ და მთელი მონდომება და წვალება წყალ-
ში ჩამეყრებოდა.
ლოცმანიც რომ არ ყოფილიყო გემზე, ჯერ მაინც სათევზაო
ნავებისა და პატარა სამგზავრო გემების ტრასაზე ვიყავით.
ნავსადგურში მიმავალ გემს გააჩერებდნენ, თოკის გორგა-
ლივით გადამისროდნენ და ნაპირზე დამაბრუნებდნენ.
ეს რომ წარმოვიდგინე, გადავწყვიტე, წყურვილის დატან-
ჯვას და სახსრების ტკივილს მოვრეოდი და ჩემს სამალავში
დავრჩენილიყავი.
ერთი თუ ორი საათი ხომალდი წყალზე მშვიდად მის-
რიალებდა. ალბათ წყნარი ამინდი იდგა და გემი ყურეს არ
546 მკითხველთა ლიგა
გასცილებოდა. მერე შევნიშნე, რომ გემმა ოდნავ რყევა იწყო.
წყალიც უფრო მკვეთრად და მძლავრად ეხლებოდა მის კედ-
ლებს. დროდადრო გემს მოხლილი ტალღების ხმა და ძელე-
ბის ტკაცუნი ისმოდა.
მაგრამ ეს არ იყო უსიამოვნო ხმები. ალბათ ყურეს გავ-
ცდით და ღია ზღვაში გავედით, სადაც ქარი უფრო ძლიერად
უბერავს და ტალღებიც დიდი და ძლიერია. „მალე ლოცმანს
გაისტუმრებენ და გემბანზე ავალ“, გავიფიქრე მე.
სიმართლე გითხრათ, გემის ეკიპაჟთან შეხვედრისა საკმა-
ოდ მეშინოდა. გამახსენდა უხეში, ბრაზიანი თანაშემწე და
უმოწყალო, გულგრილი მეზღვაურები. ისინი აღშფოთდებიან,
როცა გაიგებენ, რა ოინიც ვუყავი და ვინ იცის, როგორ მცემენ
და როგორ მომექცევიან. კარგ მოპყრობას არ ველოდი და,
რომ შემძლებოდა, ამ შეხვედრას სიხარულით ავარიდებდი
თავს.
მაგრამ თავის არიდება შეუძლებელი იყო. მთელ გზას,
რამდენიმე კვირას ან თვეს, ტრიუმში ვერ გავატარებდი. არც
საჭმელი მქონდა, არც სასმელი. ადრე თუ გვიან, მაინც მომი-
წევდა გემბანზე გასვლა და იმ ხალხთან შეხვედრა.
ამ გარდაუვალი შეხვედრისა ისე მეშინოდა, რომ ცუდად
გავხდი. ისე ცუდად, წყურვილი და სახსრების ტეხა გადამა-
ვიწყდა. რაღაც ახალი უბედურება მატყდებოდა თავს. თავბრუ
დამეხვა, შუბლზე ოფლმა გამომასხა. მაზიდებდა, გული და
კუჭი მტკიოდა. მკერდსა და ყელში ისეთი შეგრძნება გამიჩ-
ნდა, თითქოს ნეკნებზე მომიჭირეს და ფილტვებს გაფარ-
თოებისა და სუნთქვის საშუალება აღარ ჰქონდა. დამპალი
წყლის გულისამრევ სუნს ვგრძნობდი. ტრიუმის სიღრმეში
დაგროვილი წყლის ბუყბუყი მესმოდა. ამ ნიშნების მიხედვით
ძნელი მისახვედრი არ იყო, რა მემართებოდა: ეს გახლდათ
547 მკითხველთა ლიგა
ზღვის ავადმყოფობა და სხვა არაფერი. რაკი ეს ვიცოდი, არ
შევშფოთებულვარ. საშინელ შეგრძნებებს იწვევს ეს უცნაური
ავადმყოფობა. რა თქმა უნდა, მე განსაკუთრებულად ცუდად
ვიყავი: წყურვილი მკლავდა, წყალი კი არსად იყო. მჯეროდა,
ერთი ჭიქა წყალი მიშველიდა, გულისრევა გამივლიდა და
თავისუფლად ამოვისუნთქავდი. ო, როგორ ვნატრობდი ერთ
ყლუპ წყალს, მაგრამ იმ საზიზღარი ლოცმანის შიშით ტანჯვას
ვუძლებდი. გემის რწევა კი მატულობდა. დაგუბებული წყლის
სუნი სულ უფრო გულისამრევი ხდებოდა. დაძაბულობის გაძ-
ლება აღარ შემეძლო.
„ალბათ ლოცმანი წავიდოდა. ასეა თუ ისე, მეტის მოთმენა
აღარ შემიძლია. უნდა ავიდე გემბანზე, თორემ მოვკვდები!“
წამოვდექი და ხელების ცეცებით გავყევი. შემოვუარე და
იმ ადგილს მივადექი, საიდანაც შემოვძვერი, მაგრამ, ჩემდა
გასაკვირად, შემოსასვლელი გადაღობილი აღმოჩნდა!
საკუთარ თავს არ დავუჯერე და ხელები ირგვლივ მოვაფა-
თურე. ხან ზევით ავუყევი, ხან ქვევით, მაგრამ შემოსაძრომი
ნამდვილად გადაკეტილი აღმოჩნდა! ჩემი ხელები ყველგან
ერთ მთლიან კედელს აწყდებოდა, რაც, ჩემი ფიქრით, უზარ-
მაზარი ყუთის გვერდი უნდა ყოფილიყო. ეს ყუთი სწორედ გე-
მის ფერდსა და კასრს შორის დარჩენილ ადგილში ჩაედგათ,
თანაც ისე მჭიდროდ, რომ არც ერთ მხარეს თითის გასაძვრე-
ნიც კი არ იყო.
ყუთს ხელებით მივაწექი, მაგრამ ძვრაც ვერ ვუყავი.
მთლად დავიძაბე, მხრებიც მივაშველე, მაგრამ არც შერ-
ხეულა. უზარმაზარი ყუთი ალბათ მძიმე ტვირთით იყო სავსე,
ღონიერი კაციც კი ვერ დაძრავდა ადგილიდან და აბა, მე, ჩე-
მი პატარა ხელებით რას გავხდებოდი.

548 მკითხველთა ლიგა


იძულებული ვიყავი, ამ ცდებისთვის თავი დამენებებინა.
ახლა კასრის ბოლოს მივადექი, ვიფიქრე, მეორე მხრიდან
გავალ მეთქი, მაგრამ ჩემი იმედი იმწამსვე გაქრა. ერთი გო-
ჯისხელა ადგილიც არ იყო. იქით კიდევ მეორე კასრი იდგა და
ძელებამდე მთელი სივრცე ამოევსო! თაგვიც ვერ გაძვრებო-
და.
ორივე კასრის ზედა მხარეც მოვსინჯე, მაგრამ ამაოდ. იქ
ხელი კი ეტეოდა, მაგრამ სხვა არაფერი. კასრის მომრგვალე-
ბულ კედლებსა და ტრიუმში გადებულ უზარმაზარ ძელებს
შორის მხოლოდ რამდენიმე დუიმი იყო დარჩენილი ჩემ-
ნაირი პატარა ბიჭიც კი ვერ გაეტეოდა.
თქვენ თვითონ განსაჯეთ, რას ვიგრძნობდი, როცა დავ-
რწმუნდი, რომ ყუთებსა და კასრებს შორის ჩამწყვდეული,
დატყვევებული აღმოვჩნდი!

549 მკითხველთა ლიგა


თავი XXI
ცოცხლად დამარხული!

ახლა კი მივხვდი, რატომ მომეჩვენა ღამე ასეთი გრძელი.


იქ, ზევით, შუქი კი იყო, მაგრამ ჩემამდე ვერ აღწევდა. დიდი
ყუთი ეფარებოდა. მთელი დღე გასულა და არ ვიცოდი. დღე
მუშაობდნენ და შუაღამე მეგონა. ერთადერთი ღამე კი არა.
ორი ღამე და ერთი დღე გასულა, რაც ჩემს თავშესაფარში
ჩავძვერი. რა გასაკვირია, რომ მომშივდა, მომწყურდა და
ძვლები ამტკივდა. ცოტა ხნით რომ შეწყდა მუშაობა, ალბათ
საუზმობდნენ, მეორედ კი სადილობდნენ, ხოლო ღუზის ამო-
ღების წინ ხანგრძლივი შესვენება მეორე ღამე ყოფილა, რო-
დესაც ყველა ისვენებდა და ეძინათ.
გამახსენდა, რომ ჩემს სამალავში ჩავძვერი თუ არა, მა-
შინვე ჩამეძინა. მაშინ მზის ჩასვლას რამდენიმე საათი უკ-
ლდა. ღრმად და დიდხანს მეძინა ალბათ გათენებამდე. საღა-
მოს გემის დატვირთვა გაგრძელებულა, ვიდრე მე მკვდარი-
ვით მეძინა, გასასვლელში ყუთები ჩაუდგამთ და არც კი გამი-
გია.
ახლა ყველაფერი ცხადი იყო. ყველაზე ცხადი კი ის შემზა-
რავი ფაქტი გახლდათ, რომ ცხრაკლიტულში ჩაკეტილი აღ-
მოვჩნდი.
მაგრამ ჩემი მდგომარეობის მთელი საშინელება ჯერ კი-
დევ არ მესმოდა. ვიცოდი, რომ ჩაკეტილი ვიყავი და რაც უნ-
და დამეძაბა ძალ ღონე, აქედან ვერ გავიდოდი. ამ სიძნელემ
კიდევ ვერ შემაშინა. ის ღონიერი მეზღვაურები, რომლებმაც
550 მკითხველთა ლიგა
ეს ტვირთი აქ დაალაგეს, ყუთებს გასწევ გამოსწევდნენ და
ამომიყვანდნენ. მეგონა, ერთს დავიყვირებდი და ყურადღე-
ბას მივიპყრობდი.
ვაი, რომ ხმამაღალ ყვირილსაც ვერავის გავაგონებდი.
აბა, რას ვიფიქრებდი, რომ ის ლიუკი, რომლიდანაც ტრიუმში
ჩამოვძვერი, მჭიდროდ იყო სარქვლით დაგმანული, ზედ სქე-
ლი ბრეზენტი ეფარა და მოგზაურობის ბოლომდე ასე დარჩე-
ბოდა! ღიაც რომ ყოფილიყო, ჩემს ყვირილს მაინც ვერ
გაიგონებდნენ. ჩემი ხმა ასობით ყუთსა და ბარდანში ჩაიკარ-
გებოდა, ან გემის ფერდებს შეხლილი ტალღების უწყვეტი
ტლაშუნი დაფარავდა.
როგორც გითხარით, თავდაპირველად ძალიან არ შევ-
შფოთებულვარ. მეგონა, წყლის დალევა ცოტა გვიან მომი-
წევდა, ეს იყო და ეს. ვიდრე ყუთებს გასწევდნენ და გამათავი-
სუფლებდნენ, კარგა ხანი გავიდოდა. მანამდე აუტანელი
წყურვილისათვის უნდა გამეძლო. მხოლოდ ეს მაწუხებდა.
მაგრამ როცა ყვირილისაგან ხმა ჩამეხლიჩა და ვერც ფი-
ცარზე ფეხსაცმლის ქუსლების ბრახუნი გავაგონე ვინმეს, რო-
ცა ისევ ავყვირდი და მაინც არავინ გამომეპასუხა, მივხვდი,
რა დღეში ვიყავი, მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რა საშინე-
ლება მელოდა. აშკარა იყო, იქიდან ვერ გავიდოდი, გადარჩე-
ნის იმედი არ უნდა მქონოდა, მოკლედ რომ ვთქვა, ცოცხლად
დამარხული ვიყავი.
ვკიოდი, ვწიოდი, ვკვნესოდი. ძალიან დიდხანს და ხმამაღ-
ლა ვყვიროდი. იმდენი ვიყვირე, ვიდრე არ დავსუსტდი და ხმა
არ ჩამეხრინწა.
დროდადრო გავჩუმდებოდი, მივაყურადებდი პასუხი არ
ისმოდა. მხოლოდ ჩემსავე ხმას იმეორებდნენ ბნელით მოცუ-

551 მკითხველთა ლიგა


ლი ტრიუმის კედლები. ჩემს გოდებას ადამიანის ხმა არ გა-
მოჰპასუხებია.
მივაყურადე, აბა, მეზღვაურების ხმას თუ გავიგონებ მეთ-
ქი. როცა ღუზას იღებდნენ, მესმოდა მათი ხმები, მაგრამ საქ-
მე ისაა, რომ მაშინ გემი ადგილზე იდგა და ფერდზე წყალი არ
ეტლაშუნებოდა. გარდა ამისა, როგორც შემდეგ შევიტყვე, მა-
შინ ლიუკები ჯერ ღია ყოფილა და მხოლოდ ზღვაში გასვლის
შემდეგ დაუხურავთ.
დიდხანს ვუსმენდი, მაგრამ ჩემს ყურამდე არც ბრძანების
ხმა აღწევდა და არც მეზღვაურების ლაპარაკი. და თუ მე არ
მესმოდა მათი ხმამაღალი, ბოხი ხმები, აბა, ისინი ჩემს ხმას
როგორღა გაიგონებდნენ?
„ვერც გაიგონებენ! ვერასოდეს ვერ გაიგონებენ! არავინ
არ მოვა ჩემს საშველად! აქ მოვკვდები! ნამდვილად აქ მოვ-
კვდები!“
ასეთ დასკვნამდე მივედი, როცა ხმა მთლად დავკარგე და
ძალ ღონეც გამომელია. სასოწარკვეთამ ისე შემიპყრო, რომ
ერთხანს ზღვის ავადმყოფობასაც კი ვეღარ ვგრძნობდი. მაგ-
რამ მალე სულიერ ტანჯვას ფიზიკური უძლურებაც დაერთო
და ისეთ საშინელ მდგომარეობაში ჩამაგდო, როგორიც არა-
სოდეს გამომეცადა. შებრძოლება აღარ შემეძლო, ძალა გა-
მომელია და კარგა ხანს დამბლადაცემულივით ვეგდე.
დიდხანს ვიწექი უსასოოდ გაოგნებული, სიკვდილს ვნატ-
რობდი და მეგონა, კიდევაც ვკვდებოდი. ახლაც კი ვფიქრობ,
იმ წუთებში, რომ შემძლებოდა, სიცოცხლეს მოვისწრაფებდი.
მაგრამ იარაღიც რომ მქონოდა, ისეთი დასუსტებული ვიყავი,
ვერც კი გამოვიყენებდი, თუმცა, იარაღი მქონდა, მაგრამ
აღელვებისგან მთლად გადამავიწყდა.

552 მკითხველთა ლიგა


ალბათ გიკვირთ, ამას რომ ვამბობ გიკვირთ, რომ სიკვდი-
ლი მინდოდა. მაგრამ, თუ ისეთ მდგომარეობაში არ ჩავარდი,
სასოწარკვეთის საშინელებას ვერ გაიგებ. ოო, ეს საშინელე-
ბაა! ღმერთმა ნუ გამოგაცდევინოთ!
დარწმუნებული ვიყავი, რომ ვკვდებოდი, მაგრამ არა, არ
ვკვდებოდი. კაცს (თუნდ ბიჭს), ვერც ზღვის ავადმყოფობა
კლავს და ვერც სასოწარკვეთა. სიცოცხლე აგრე ადვილი და-
სათმობი არ არის.
ცოცხალ მკვდარი ვიყავი და მგონი, კარგა ხანს უგონოდ
ვეგდე. რამდენიმე საათი გაოგნებული ვიწექი.
ბოლოს და ბოლოს, გონება გამინათდა და თანდათან ძალ
ღონეც დამიბრუნდა. უცნაურია, მაგრამ მომშივდა. ამ მხრივ
ზღვის ავადმყოფობას ერთი თავისებურება ახასიათებს: ამ
ავადმყოფობის დროს ადამიანი უფრო მადიანად ჭამს, ვიდრე
სხვა დროს, თუმცა მე შიმშილზე უფრო წყურვილი მაწუხებდა.
თან ჩემს ტანჯვას წყლის დალევის იმედი არ ამსუბუქებდა.
შიმშილის მოკვლა კი შემეძლო. ჯიბეში ისევ მქონდა ცო-
ტაოდენი ნატეხები.
არ ღირს იმ საშინელი ფიქრების მოყოლა, რაც თავში მიტ-
რიალებდა. რამდენიმე საათი სასოწარკვეთილი ვიწექი,
ვშფოთავდი და უსაშველო დარდი ვერ მომეცილებინა. ბო-
ლოს, როგორც იყო, ჩამეძინა.
ჩამეძინა, რადგან მანამდე დიდხანს არ მიძინია. თან ხან-
გრძლივი განსჯისას ძალაგამოლეული ვიყავი და ძილი მომე-
რია. მიუხედავად საშინელი განსაცდელისა, უძილობას ვერ
გავუმკლავდი.

553 მკითხველთა ლიგა


თავი XXII
წყურვილი

ცოტა ხანს ფხიზლად მეძინა. საშინელ სიზმრებს ვხედავდი,


ვიტანჯებოდი, მაგრამ ცხადი სიზმარზე უარესი იყო.
გამომეღვიძა. ერთბაშად ვერ გავიხსენე, სად ვიყავი. ხე-
ლები გავშალე და ჩემი საკნის ხის კედლებს წავაწყდი. მაშინ
კი მომაგონდა, რა დღეში გახლდით. მხოლოდ გადაბრუნება
შემეძლო. იქ რომ ერთი ჩემოდენა ბიჭი ყოფილიყო, პატარა
ადგილიც აღარ დარჩებოდა.
ერთხელ კიდევ წარმოვიდგინე ჩემი უსაშველო მდგომა-
რეობა და ხმამაღალი ყვირილი მოვრთე. მთელი ხმით
ვკიოდი და ვყვიროდი. ჯერ კიდევ მქონდა იმედი, რომ მეზ-
ღვაურები ჩემს ხმას გაიგონებდნენ მე ხომ არ ვიცოდი, რამ-
დენი ტვირთი ეწყო ირგვლივ და რომ გემბანის ლიუკები
მჭიდროდ იყო დახურული.
კიდევ კარგი, სინამდვილე არ ვიცოდი, თორემ გავგიჟდე-
ბოდი. იმედის ნაპერწკალი ტანჯვას მიმსუბუქებდა და მანამ
სინამდვილეს თვალებში არ ჩავხედე, ძალას მმატებდა.
ხან რამდენიმე წუთის გაბმით ვყვიროდი, ხან ნაწყვეტ ნაწ-
ყვეტად. მაგრამ რაკი პასუხი არ ისმოდა, თანდათან ვუკელი,
ბოლოს ხმა წამერთვა და გავჩუმდი.
რამდენიმე საათს გაოგნებული ვიწექი, აზროვნებაც წა-
მერთვა. სხეულში კი აუტანელ ტანჯვას ვგრძნობდი. ეს გახ-
ლდათ წყურვილის ტანჯვა ფიზიკურ განსაცდელთა შორის
ყველაზე მძიმე და დამქანცველი. ვერასოდეს წარმოვიდგენ-
554 მკითხველთა ლიგა
დი, რომ წყლის უქონლობა კაცს ასე გააწამებდა. როცა უდაბ-
ნოში მოგზაურობის ან მეზღვაურების წყურვილით სიკვდილ-
ზე ვკითხულობდი ხოლმე, მათი აგონია გადაჭარბებული მე-
გონა. ჩვენს მხარეში ყოველ ნაბიჯზე წყაროები და ნაკადულე-
ბია და წყურვილი არასოდეს გამომიცდია. ხანდახან მინდორ-
ში ან ზღვის პირას მიგრძნია ყელში უსიამოვნო სიმშრალე,
რასაც წყურვილს ვეძახით, მაგრამ ერთ ყლუპ წყალს ეს შეგ-
რძნება იმწუთას მოუკლავს ხოლმე. ასეთ დროს მოთმინება
სასიამოვნოც კია, როცა იცი, რომ მალე წყურვილს დაიოკებ.
ის კი არა და იმდენად მომთმენი ვხდებით, რომ მანამ ცივ ჭას
ან კამკამა წყაროს არ შევხვდებით, დამდგარ წყალს პირს არ
ვაკარებთ.
ალბათ იმიტომ, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის წყურვილი. ეს
გახლავთ წყურვილის პირველი საფეხური, რაც ახლოა
სიამოვნებასთან. აბა, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ირგვლივ
არც ჭაა, არც ნაკადული, არც ტბორე, არც არხი, არც ტბა, არც
მდინარე ერთი სიტყვით, რამდენიმე ასეულ მილზე ნამიც არ-
სად არის, მაშინ თქვენი განცდა სხვაგვარი გახდება და გაძ-
ლება გაგიჭირდებათ.
სიმართლე რომ ითქვას, ჩემი წყურვილი არც ისე ძლიერი
იყო, მე ხომ დიდი ხნის მოწყურებული არ ვიყავი. დარწმუნე-
ბული ვარ, მანამდეც მომხდარა, რომ რამდენიმე დღე წყალი
არ გამხსენებია, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია,
რადგან წყურვილის მოკვლა ყოველ წუთს შემეძლო. მაგრამ
ახლა, რაკი წყალი არ მქონდა და ვერსად ვიშოვიდი, ჩემს სი-
ცოცხლეში პირველად მივხვდი, რომ წყურვილი ნამდვილი
წამებაა.
აღარ მშიოდა. ჩემი გემის ფასად ნაყიდი საჭმელი კიდევ
მქონდა. რამდენიმე ნაჭერი ყველი და ორცხობილა დამრჩა,
555 მკითხველთა ლიგა
მაგრამ მიკარებას ვერ ვბედავდი. საჭმელი უფრო მომაწყუ-
რებდა. უკანასკნელად რომ ვჭამე, მაშინაც მომაწყურა. გა-
მომშრალი ყელი მხოლოდ წყალს მოითხოვდა იმ დროს წყა-
ლი დედამიწაზე ყველაზე სასურველ რამედ მეჩვენებოდა.
თითქმის ტანტალოსის მდგომარეობაში ვიყავი. წყალს
ვერ ვხედავდი, მაგრამ ხმა მესმოდა. ყურებში განუწყვეტლად
მედგა გემის ფერდებს შემოხლილი წყლის შხაპუნი. ვიცოდი,
ეს წყალი მარილიანი იყო და ხელმისაწვდომიც რომ ყოფი-
ლიყო, მაინც ვერ დავლევდი. მაგრამ წყლის ჩხრიალი განუწ-
ყვეტლად ისმოდა, თითქოს დამცინოდა და ამაოდ მაქეზებდა.
არ ღირს ჩემი საშინელი ფიქრების აღწერა. იმის თქმაც
საკმარისია, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში წყურვი-
ლით ვიტანჯებოდი და არავითარი იმედი არ მქონდა.
ვგრძნობდი, თუ მომკლავდა, წყურვილი მომკლავდა. არ ვი-
ცოდი, რამდენ ხანში, მაგრამ მწამდა, ადრე თუ გვიან, წყურ-
ვილის მსხვერპლი ვიყავი. წიგნებში წამეკითხა, რომ წყურვი-
ლით სიკვდილამდე ადამიანები რამდენიმე დღეს იტანჯებიან.
მინდოდა გამეხსენებინა, მაგრამ ვერ მოვიგონე, რამდენი
დღე ძლებენ უწყლოდ. ალბათ, ბევრი ბევრი, ექვსი თუ შვიდი
დღე. ვერაფერი სანუგეშოა, ნუთუ ასეთ განსაცდელს ექვსი
თუ შვიდი დღე უნდა გავუძლო? მე მგონი, ერთ დღესაც ვერ
გავძლებ. ამის წარმოდგენაც კი შიშსა მგვრიდა. ვიმედოვნებ-
დი, სიკვდილი უფრო ადრე მეწვეოდა და ასეთი წამებისაგან
მიხსნიდა.
სწორედ იმ წუთს, როდესაც სასოწარკვეთილებისაგან სიკ-
ვდილს ვუხმობდი, ჩემს ყურს ისეთი ბგერები მისწვდა, რომ-
ლებმაც ერთ წამში შემიცვალეს ფიქრები და ჩემი განსაცდე-
ლი დამავიწყეს.

556 მკითხველთა ლიგა


ო, რა საამო ხმა იყო! მოწყალე ანგელოზის ჩურჩულს
ჰგავდა!

557 მკითხველთა ლიგა


თავი XXIII
საამო ხმები

ვიწექი, მაგრამ წელში ვერ გავმართულიყავი და მხრით იმ


ძელს ვებჯინებოდი, რომელიც ჩემს პაწაწინა ოთახს ზემოდან
ქვემოთ ორ ტოლ ნაწილად ჰყოფდა. გაუნძრევლად რა გამა-
ჩერებდა. რაც იმ პატარა სამყოფელში მოვხვდი, გრძელი
დღეების და ღამეების მანძილზე, ვინ იცის, რამდენი პოზა გა-
მოვიცვალე. ხან ვიჯექი, ხან მოხრილი ვიდექი, უფრო ხშირად
ვწვებოდი ჯერ ერთ გვერდზე, მერე მეორეზე. ზოგჯერ გულაღ-
მა ვიწექი, ზოგჯერ პირქვე.
ახლა, ცოტა რომ დამესვენა, ფეხზე წამოვდექი, მაგრამ
მოხრილი ვიყავი, რადგან ჩემი საკნის ჭერი ჩემზე დაბალი
იყო. მხრით ძელს ვეყრდნობოდი, თავი წინ გადავხარე და
ლამის კასრს მივადე, ხელითაც იმავე კასრს მივებჯინე.
ჩემი ყური მაგარ, მუხის ფიცრებს ეხებოდა. სწორედ ამ
კასრიდან მომესმა ხმა, რომელმაც ასეთი უეცარი, სასიამოვ-
ნო გარდატეხა მოახდინა ჩემს განწყობილებაში.
ამ ხმის განსაზღვრა სულ იოლი იყო. მაშინვე მივხვდი: კას-
რში წყალი ჩქაფუნობდა, გემი ირწეოდა და კასრს არყევდა.
წყლის პირველი გაჩქაფუნება მუსიკასავით ჩამესმა, მაგ-
რამ ვშიშობდი, სიხარული ნაადრევი არ გამომდგარიყო მინ-
დოდა კიდევ დავრწმუნებულიყავი, რომ მართლა წყლის ხმა
გავიგონე.
თავი წამოვწიე, მუხის ფიცრებს ლოყა მივადე და დაძაბუ-
ლი დაველოდე. დიდხანს ვუცადე, რადგან ამ დროს გემი
558 მკითხველთა ლიგა
წყნარად მიცურავდა და წყალი არ შერყეულა. მოთმინებით
ველოდი და მოლოდინმა გამიმართლა, ბოლოს და ბოლოს,
გავიგონე: „ჩქაფ ჩქუფ ჩქაფ!“
„ჩქაფ ჩქუფ ჩქაფ ჩქუფ“. კასრში უეჭველად წყალია!
სიხარულის შეძახილი აღმომხდა. ისეთი შეგრძნება მქონ-
და, კაცი რომ იხრჩობა და ბოლოს და ბოლოს, ნაპირს მიაღ-
წევს.
ამ უეცარმა გარდატეხამ ისე იმოქმედა, კინაღამ გული შე-
მიღონდა. დავბარბაცდი და თითქმის უგრძნობლად დავეცი.
მალე მოვსულიერდი. წყურვილის მძაფრმა შემოტევამ
ამამოძრავა. წამოვიწიე და კასრთან მივჩოჩდი.
რატომ? რატომ და იმიტომ, რომ საცობი მომეძებნა, მომე-
ხადა და დავწაფებოდი! აბა, სხვა რა მიზეზით მივიდოდი კას-
რთან?
მაგრამ ვაი, რომ ჩემი სიხარული მალე ჩაქრა. კასრის
მთელი ამობურცული ზედაპირი თითებით მოვსინჯე, ფიცარ
ფიცარ, ბრმასავით შევისწავლე ყოველი გოჯი. ერთი სიტ-
ყვით, რამდენიმე წუთი დავხარჯე, ვიდრე დავრწმუნდებოდი,
რომ საცობი კასრის ამ მხარეს არ იყო. ალბათ ან თავზე ექნე-
ბოდა, ან მეორე მხარეს. მაგრამ თუკი ვერ მივწვდებოდი,
გინდ ყოფილიყო და გინდ არა.
საცობს რომ ვეძებდი, არც ონკანის ნახვრეტი დამვიწყე-
ბია. ვიცოდი, რომ დიდ კასრებს საცობის გარდა ონკანსაც
უკეთებენ შუაზე, ხოლო საცობი ფსკერზეა ხოლმე. მაგრამ
ვერც ეს ნახვრეტი ვიპოვე. სამაგიეროდ, დავრწმუნდი, რომ
კასრის ერთ მხარეს ყუთი იდგა, ხოლო იქით, მეორე კასრი.
ეს კასრი ისეთივე ჩანდა, როგორიც პირველი.

559 მკითხველთა ლიგა


ვიფიქრე, იქნებ იმაშიც წყალი იყოს მეთქი და „დასაზვე-
რად“ გავემზადე. ჩემკენ კასრის მონაკვეთი იყო. ისიც კედე-
ლივით გლუვი და მაგარი მუხისა.
ამის შემდეგ ისევ მივხვდი, რა გამოუვალ მდგომარეობაში
ვიყავი და სასოწარკვეთაში ჩავვარდი. ახლა ადრინდელზე
მეტად ვიტანჯებოდი. ჩემი ტუჩებიდან ორი დუიმის იქით წყა-
ლი ბუყბუყებდა, დალევა არ შემეძლო! რას არ მივცემდი ერთ
წვეთ წყალში! არაფერი არ მინდოდა, მხოლოდ ერთი ბეწო
წყალი, რომ გამშრალი, გაფიცხებული ყელი გამესველებინა!
ცული რომ მქონოდა და ჩემი სადგომის სიმაღლეს მისი
მოქნევის საშუალება მოეცა, მაშინვე გავაპობდი ამ უზარმა-
ზარ კასრს და გაშმაგებული დავეწაფებოდი წყალს! მაგრამ
არც ცული მქონდა, არც სხვა იარაღი. მუხის ფიცრები რკინა-
სავით გადაულახავი იყო. საცობი რომ მეპოვა, თითებით მა-
ინც ვერ ამოვაძრობდი. თავიდან, სიხარულით აღტაცებულმა,
ამ სიძნელეზე აღარ ვიფიქრე.
მახსოვს, ერთხელ კიდევ ჩავჯექი თუ წავბარბაცდი, მაგრამ
მალე ისევ წამოვდექი და კასრი ხელახლა მოვსინჯე. რას ვა-
კეთებდი, არ ვიცოდი, რადგან იმედის ხელახალმა გაცრუებამ
გონება დამიბნელა. ისიც მახსოვს, ერთხელ კიდევ ვცადე ყუ-
თის აწევა და, რაც ძალა და ღონე მქონდა, მივაწექი, მაგრამ
წინანდელივით უშედეგოდ.
ამის შემდეგ, მგონი, ისევ ძირს დავწექი და სასოწარკვე-
თამ ხელახლა შემბოჭა. ვერ ვიტყვი, დიდხანს ვიწექი თუ ცო-
ტა ხანს, მაგრამ ერთმა გარემოებამ კვლავ დამიბრუნა სი-
ცოცხლის იმედი.

560 მკითხველთა ლიგა


თავი XXIV
კასრის გახვრეტა

მარჯვენა გვერდზე ვიწექი. ხელი თავქვეშ მქონდა ამოდე-


ბული. უცებ თეძოსთან მაგარი რაღაცა ვიგრძენი. თითქოს
ფიცრის შვერილს ან სხვა რაღაც მაგარ საგანს ვაწექი. ცოტა
არ იყოს, შემაწუხა. წამოვიწიე და ხელი შევაცურე, რომ მომე-
შორებინა. იატაკზე ვერაფერი ვნახე და გამიკვირდა, მაგრამ
მაშინვე შევნიშნე, რომ ის მაგარი რაღაცა ფიცრებზე კი არა,
ჩემი შარვლის ჯიბეში იდო!
ნეტა რა მაქვს? ვერაფრით გავიხსენე და ვიფიქრე, ალბათ
ორცხობილის ნატეხებია მეთქი. მაგრამ ორცხობილა ქურთუ-
კის ჯიბეში მქონდა და შარვალში ვერ მოხვდებოდა. გარედან
მოვსინჯე. რაღაც ძალიან მაგარი და მოგრძო იყო. ვერა და
ვერ გავიხსენე, რა უნდა მქონოდა ყველისა და ორცხობილის
გარდა.
ჯიბეში რომ ხელი ჩამეყო, წამოდგომა მომიხდა. ახლა კი
გამახსენდა: ეს მაგარი, მოგრძო ნივთი, რომელმაც ასე მიიპ-
ყრო ჩემი ყურადღება, მეზღვაურ უოტერსის ნაჩუქარი დანა
გახლდათ. მაშინ დანა მექანიკურად ჩავიდე ჯიბეში და სულ
გადამავიწყდა.
ამ აღმოჩენას დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. მხო-
ლოდ ის გამახსენდა, რა კეთილი იყო ის მეზღვაური კაპიტნის
ბრაზიან თანაშემწესთან შედარებით. სწორედ იგივე გავიფიქ-

561 მკითხველთა ლიგა


რე მაშინაც, როცა საჩუქარი მივიღე. დანა ჯიბიდან ამოვიღე,
რათა ხელი არ შეეშალა, იქვე დავდე და დავწექი.
მაგრამ კარგად მოკალათება ვერც მოვასწარი, რომ უეც-
რად გონება გამინათდა. ისე წამოვვარდი, თითქოს გავარვა-
რებულ რკინაზე დავწოლილიყავი. მაგრამ ჩემი წამოხტომის
მიზეზი ტკივილი არ იყო. სიხარულმა, იმედმა წამომახტუნა.
ამ დანით ხომ კასრის გახვრეტა შეიძლება!
რა თქმა უნდა, შეიძლება! ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ
კასრს გავხვრეტდი და ძვირფას სითხეს დავეწაფებოდი. ეს
ისეთ ნაღდ ამბად მივიჩნიე, რომ სასოწარკვეთა ერთბაშად
იმედით შემეცვალა.
საჩქაროდ ხელი მოვაფათურე და დანა ვიპოვე. იმ ჩემმა
მოკეთემ მეზღვაურმა რომ მომცა, მაშინ არც დამითვალიერე-
ბია. ახლა კი ხელის შეხებით საფუძვლიანად შევამოწმე, რა-
თა გამომერკვია, გამოდგებოდა თუ არა ჩემი განზრახვის შე-
სასრულებლად.
ეს გახლდათ ჯიბის დასაკეცი დანა, დიდი, ირმის რქისტა-
რიანი. ერთი პირი ჰქონდა. ასეთ დანებს ტარზე ნახვრეტი
აქვს და მეზღვაურები ზონრით ყელზე იკიდებენ. დანის პირი
სამართებელივით სწორი და წვერმახვილი იყო, ყუა სქელი
და გამძლე. სწორედ ეს მინდოდა. მუხის კასრის გასახვრეტად
მაგარი დანა მჭირდებოდა.
ხელთ ისეთი იარაღი მქონდა, რომელიც ჩემი მიზნების-
თვის ზედგამოჭრილი იყო. საჭრეთელზე ნაკლებად არ გამო-
მადგებოდა. ტარი და პირი ტოლი იყო, გაშლილი დანის სიგ-
რძე დაახლოებით ათი დუიმი იქნებოდა.
ასე დაწვრილებით განგებ გიხატავთ იმ დანას. თავისი
არაჩვეულებრივი თვისებების გამო მან მეტიც დაიმსახურა.

562 მკითხველთა ლიგა


მას უნდა ვუმადლოდე, რომ ახლა ცოცხალი ვარ და გიყვე-
ბით, რა ფასდაუდებელი სამსახური გამიწია.
მაშ ასე, დანა გავხსენი და პირი მოვუსინჯე. მინდოდა შევ-
ჩვეოდი. მერე რამდენჯერმე დავკეცე და გავშალე, რათა ზამ-
ბარის სიმტკიცე გამომეცადა. ბოლოს მაგარ მუხას მივადექი.
ალბათ გიკვირთ, რომ ასე ვფრთხილობდი. თქვენ გგონი-
ათ, რაკი წყურვილისგან გაწამებული ვიყავი, მოთმინება არ
მეყოფოდა, მაშინვე გამოვღრუტნიდი კასრს და წყალს დავე-
წაფებოდი. მართალია, ცდუნება დიდი იყო, მაგრამ დაუფიქ-
რებელი ბიჭი არასოდეს ვყოფილვარ და მაშინ მით უმეტეს.
ვგრძნობდი, რომ წინდახედულება და სიფრთხილე იყო საჭი-
რო. წყალს თუ ვერ მივაღწევდი, ხომ სიკვდილი მელოდა სა-
შინელი სიკვდილი წყურვილისაგან. დანას თუ რამე მოუვი-
დოდა ან გატყდებოდა, ან დაჩლუნგდებოდა, სიკვდილი ნამ-
დვილად არ ამცდებოდა. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ ჩემი
იარაღი წინასწარ შევისწავლე და მის სიმაგრეში დავრწმუნ-
დი. მაგრამ იმ დროს რომ მეფიქრა, მერე რა მელოდა, იქნებ
ნაკლები სიფრთხილით მოვქცეულიყავი. წყალს რომ ვიშოვი-
დი, მერე რა მოხდებოდა? წყურვილს კი გადავურჩებოდი,
მაგრამ შიმშილი? შიმშილი რითღა უნდა მომეკლა? წყალი
საჭმელი არაა. საჭმელს სად ვიშოვიდი?
უცნაურია, მაგრამ მაშინ ჭამაზე არ მიფიქრია. ჯერ ისე არ
მშიოდა და დაუოკებელმა წყურვილმა ყველაფერი გადამა-
ვიწყა. უახლოესმა საფრთხემ უწყლობით სიკვდილის საფ-
რთხემ ჩემი თავიდან სხვა ყველა ფიქრი განდევნა. საოცარია,
მაგრამ შიმშილით სიკვდილზე არ მიფიქრია.
საბედნიეროდ, შიმშილი არ გამხსენებია, თორემ უეჭვე-
ლად ნაკლებად ვიფრთხილებდი. ვიჯექი და ჩემი გეგმის გან-
ხორციელებაზე ვფიქრობდი.
563 მკითხველთა ლიგა
ბოლოს კასრზე ადგილი შევარჩიე. შუა ადგილას ცოტა
ქვემოთ ფიცარი ოდნავ დაზიანებული იყო. გადავწყვიტე, აქ
გამეხვრიტა. ვიფიქრე, შეიძლება კასრში ნახევრამდე იყოს
მეთქი წყალი. ნახვრეტი უსათუოდ წყლის დონის ქვევით უნდა
გამეკეთებინა, თორემ მეორე ნახვრეტის გამოღრუტნა მომი-
წევდა.
შევარჩიე თუ არა ადგილი, მუშაობას შევუდექი და მალე
დავრწმუნდი, რომ სქელი ფიცარი მნებდებოდა. დანა მშვე-
ნივრად ჭრიდა და მტკიცე მუხა უფრო მტკიცე ფოლადს ემორ-
ჩილებოდა. ბასრი დანის ქვეშ ხე თანდათანობით იღრუტნე-
ბოდა. ბურბუშელას ნახვრეტიდან თითებით ვიღებდი და
ვყრიდი, რათა დანისთვის ადგილი გამეთავისუფლებინა.
იმ სიბნელეში საათზე მეტი ვიმუშავე. სიბნელეს ისე მივეჩ-
ვიე, რომ გამიქრა ის უმწეობის შეგრძნება, რაც სიბნელეში
უეცრად მოხვედრილ კაცს უჩნდება. შეხების გრძნობა გამახ-
ვილდა ბრმასავით. უშუქობა აღარ მაწუხებდა. ვერც კი
ვგრძნობდი, რომ ბნელოდა. ასეთი სამუშაოს დროს შუქი არც
იყო საჭირო.
რა თქმა უნდა, ისე ჩქარა ვერ ვმუშაობდი, როგორც დურ-
გალი საჭრეთლით ან მეკასრე ბურღით, მაგრამ მაინც წინ მი-
ვიწევდი. ნელ ნელა ნახვრეტი სულ უფრო და უფრო ღრმავ-
დებოდა. ფიცარი დუიმზე სქელი არ იქნებოდა, ესე იგი, მალე
უნდა გახვრეტილიყო.
შემეძლო უფრო სწრაფად მემუშავა, მაგრამ ვფრთხილობ-
დი, მეშინოდა დანას მაგრად არ დავწოლოდი. ძველი ანდაზა
მახსენდებოდა: „მოჩქარეს მოუგვიანდესო“ და ძვირფას ხელ-
საწყოს ვუფრთხილდებოდი.

564 მკითხველთა ლიგა


ვიდრე ფიცრის იქითა ზედაპირს მივაღწევდი, ერთ საათზე
მეტი გავიდა. ნახვრეტის სიღრმით დავადგინე, რომ საქმე მა-
ლე დამთავრდებოდა.
ხელები მითრთოდა. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა, ძალიან
ვღელავდი. საშინელი ფიქრები მიტრიალებდა თავში, ეჭვი
მღრღნიდა: რა ვიცი, წყალია კი? ადრეც ვეჭვობდი, მაგრამ,
როცა საქმე თითქმის ბოლომდე მივიყვანე, ეჭვი უფრო გამიძ-
ლიერდა.
ღმერთო, რა მეშველება, წყალი რომ არ იყოს! ერთიც ვნა-
ხოთ და კასრში რომია ან ბრენდი ან თუნდაც ღვინო! ვიცოდი,
ამ სასმელებს წყურვილის მოკვლა არ შეეძლოთ. მხოლოდ
ერთი წუთით მოგეჩვენება, თითქოს აღარ გწყურია, მხოლოდ
ერთი წუთით. მერე კი უარესად მოგწყურდება. ოჰ, იქ თუ რა-
მე სპირტიანი სასმელია დავიღუპე! მაშინ კი უნდა გამოვეთ-
ხოვო უკანასკნელ იმედს და ლოთი კაცივით მთვრალი მოვ-
კვდე!
იმდენად ახლოს ვიყავი წყალთან, რომ დანის წვერით გახ-
ვრეტილი ადგილიდან უკვე ჟონავდა სითხე. უკანასკნელი ნა-
ბიჯის გადადგმას კი ვაყოვნებდი მეშინოდა. მაგრამ დიდხანს
არ მიცდია, წყურვილი მაჩქარებდა. დანა ღრმად ჩავასვე და
უკანასკნელი ფენაც ამოვღრუტნე. იმწამსვე ცივი ნაკადი გად-
მოეშვა, დანიანი ხელი დამისველა, მკლავს ჩაჰყვა და სახე-
ლოში ჩამეღვარა. დანა ერთხელ კიდევ ამოვატრიალე. ახლა
კი იხუვლა წყალმა. იმავე წამს ნახვრეტს მივწვდი და სიამოვ-
ნებით დავეწაფე, სპირტიან სასმელს კი არა წყალს, ცივ, კირ-
ქვის კლდიდან გადმომსკდარი წყაროსავით გემრიელ წყალს!

565 მკითხველთა ლიგა


თავი XXV
საცობი

ო, როგორ ვსვამდი ამ გემრიელ წყალს! მეგონა, წყურ-


ვილს ვერ მოვიკლავდი, მაგრამ ბოლოს დავოკდი.
წყურვილი ერთბაშად არ შემინელდა პირველი ხარბი
ყლუპები ვერ ვიკმარე. მხოლოდ დროებით მიშეღავათა. მინ-
დოდა, სულ მესვა და მესვა. ცოტა ხანს შევისვენებდი და ისევ
დავეწაფებოდი. ბოლოს წყურვილმა სულმთლად გამიარა.
როგორი ნათელი წარმოდგენის უნარიც უნდა გქონდეთ,
წყურვილის ტანჯვას ვერ წარმოიდგენთ! თავად უნდა გამოცა-
დოთ. ამ ტანჯვის საშინელებაზე იმით თუ იმსჯელებთ, რა
აღარ დაულევიათ ასეთ განსაცდელში მყოფ ადამიანებს. ამა-
ვე დროს, წყურვილს მოიკლავ თუ არა, საკმარისი წყალი გა-
დასცდება თუ არა ბაგეს, ტანჯვა სიზმარივით ქრება. არც ერ-
თი სატკივარი ასე ადვილად არ იკურნება.
წყურვილი მოვიკალი, გავმხნევდი, მაგრამ ჩემთვის ჩვე-
ულ წინდახედულებას არ უღალატია. სმას ვწყვეტდი თუ არა,
ნახვრეტს სალოკ თითს ვაჭერდი. თითქოს რაღაცა მკარნა-
ხობდა, რომ ძვირფასი წყლის ტყუილად დაკარგვა არ შეიძ-
ლებოდა და მეც ვემორჩილებოდი. სმა რომ გავათავე, თითი
საბოლოოდ დავუცე ნახვრეტს, მაგრამ მალე თითი დამეღა-
ლა და საცობად სხვა რამის ძებნა დავიწყე. ირგვლივ ყველ-
გან მოვაფათურე ხელი, მაგრამ შესაფერი ვერაფერი ვნახე.
მარჯვენა ხელი პატარა ჩხირსაც ვერსად მისწვდა. მარცხენა
566 მკითხველთა ლიგა
საცობის როლს ასრულებდა და ადგილიდან დაძვრის მეში-
ნოდა, რომ წვრილი ნაკადი არ გამსხვილებულიყო.
გავიხსენე, რომ ყველი მქონდა და რაც დამრჩა, ჯიბიდან
ამოვიღე, მაგრამ ყველი ამ მიზნისთვის არ გამოდგა და დაიფ-
შვნა. წყლის ნაკადმა ხელიდან გამომგლიჯა. არც ორცხობი-
ლა გამომადგა. რა მეღონა, რა მექნა?
ამ კითხვის პასუხიც მალე მომაფიქრდა. ნახვრეტს შეიძ-
ლება ქურთუკიდან ჩამოხეული ნაჭერი დავუცო. უხეში ნაჭე-
რი სწორედ ზედგამოჭრილი იქნებოდა.
დრო აღარ დამიკარგავს, ქურთუკის კალთას ცოტა ჩავჭე-
რი და დანის წვერით ნახვრეტში ჩავტენე. წყალი შევაჩერე,
მაგრამ ცოტ ცოტა მაინც წვეთავდა. ეს არაფერი. ეს საცობი
დროებით გავაკეთე მხოლოდ იმიტომ, რომ ხელები გამეთა-
ვისუფლებინა და უკეთესი რამ მეპოვა.
ახლა უკვე შემეძლო დავფიქრებულიყავი. ზედმეტია იმის
თქმა, რომ ფიქრებმა ისევ სასოწარკვეთაში ჩამაგდო. რატომ
გადავრჩი წყურვილით სიკვდილს? ეს ხომ წამების გაგრძე-
ლებაა? რამდენიმე საათიც და შიმშილით მოვკვდები. საშვე-
ლი არ არის. ჩემი საზრდოს მარაგი ამოიწურა. ორი ნაჭერი
ორცხობილა და ერთი მუჭა ყველის ნაფშვენებიღა დამრჩა.
ერთხელაც შევჭამ, თან არცთუ ისე მაძღრისად და მერე მერე
შიმშილი, საშინელი შიმშილი, სისუსტე, უძლურება და სიკ-
ვდილი!
საოცარია, მაგრამ როცა წყურვილით ვიტანჯებოდი, შიმ-
შილით სიკვდილზე არ მიფიქრია. უფრო ზუსტი იქნება, თუ
ვიტყვი, რომ თითქმის არ მიფიქრია. დროდადრო გონების
თვალით კი ვხედავდი ასეთ შესაძლებლობას, მაგრამ უფრო
ძლიერი სატანჯველი ჩრდილავდა და აუფერულებდა მას.

567 მკითხველთა ლიგა


ახლა, ეს შიში რომ მოვიშორე, ვიგრძენი, ძველი შიში მი-
ახლდებოდა. დროებითი სიმხნევე ფიზიკური ტკივილებისა-
გან გათავისუფლებამ გამოიწვია და მანამდე გაგრძელდა, სა-
ნამ მშვიდად აზროვნების უნარი არ დამიბრუნდა. რამდენიმე
წუთში სიმხნევემ გამიარა და ისევ სიკვდილის წინათგრძნო-
ბამ შემიპყრო. ეს წინათგრძნობა არც კი იყო ეს გახლდათ აშ-
კარა რწმენა. ხუთწუთიანი მსჯელობა კმაროდა, რომ სიკვდი-
ლის გარდაუვალობაში დავრწმუნებულიყავი. ეს ისევე ცხადი
იყო, როგორც ის, რომ ჯერ ცოცხალი ვიყავი. დავკარგე იმ
საპყრობილიდან თავის დაღწევის იმედი. არც საჭმელი მქონ-
და და არც საჭმლის შოვნის შესაძლებლობა. როგორ უნდა
მეცოცხლა? ამ კითხვის პასუხს ბევრი ფიქრი არ სჭირდებო-
და.
მოვკვდები, შიმშილით მოვკვდები, სხვა გზა არ არის. თუმ-
ცა, არსებობს კიდევ ერთი გზა საკუთარი ხელით სიკვდილი.
ახლა კი შემეძლო ეს ჩამედინა, მაგრამ საოცარია, იმ სიგიჟემ
გამიარა, სასოწარკვეთის პირველი შემოტევის დროს რომ ამ-
გვარი საქციელისკენ მიბიძგებდა. ისე მშვიდად ვფიქრობდი
სიკვდილზე, რომ მე თვითონ მიკვირდა.
სამნაირ სიკვდილზე მიმიწვდებოდა ხელი წყურვილით,
შიმშილით და საკუთარი ხელით. ალბათ გაგიკვირდებათ,
მაგრამ ვფიქრობდი, ნეტა შედარებით უმტკივნეულო რომე-
ლი იქნება მეთქი.
რაკი მტკიცედ დავიჯერე, რომ სიკვდილს ვერ გავექცეოდი,
დაძაბული ფიქრი დავიწყე. ნუ გაოცდებით. ჩემს ადგილზე
წარმოიდგინეთ თავი და ნახავთ, რომ ასეთი ფიქრები სრუ-
ლიად ბუნებრივი იყო.
პირველი მაშინვე უკუვაგდე. ის არ იყო უადვილესი. უკვე
ნაცადი მქონდა და ცხადი იყო, სიცოცხლის დასასრულებლად
568 მკითხველთა ლიგა
უფრო მტანჯველ გზას ვერ მოვნახავდი. ფიქრი დანარჩენ ორ-
ზე შემიჩერდა. მშვიდად ავწონ დავწონე. სამწუხაროდ, წარ-
მართივით ვიყავი აღზრდილი: იმხანად არც კი ვიცოდი, რომ
საკუთარი ხელით სიცოცხლის მოსწრაფება ცოდვა გახლავთ.
ამიტომ ამას არ ვითვალისწინებდი. ერთადერთი რამ მაინტე-
რესებდა: რომელი საშუალება იქნებოდა უფრო უმტკივ-
ნეულო.
დიდხანს ვიჯექი და მშვიდად, გულგრილად ვმსჯელობდი.
რაღაც შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ არ შეიძლება
ღვთითმონიჭებულ სიცოცხლეზე ხელის აღმართვა, თუნდაც
ამ გზით ხანგრძლივი სატანჯველი აიცილო.
და ყურად ვიღე ეს ხმა. ვაჟკაცობა მოვიკრიბე და გადავ-
წყვიტე, იმ წუთს დავლოდებოდი, როცა ღმერთი ინებებდა და
ჩემს წამებას ბოლოს მოუღებდა.

569 მკითხველთა ლიგა


თავი XXVI
ნამცხვრის ყუთი

მტკიცედ გადავწყვიტე, სიცოცხლე არ მომესწრაფებინა და


მეცოცხლა მანამ, სანამდისაც გავძლებდი. თუმცა ორი ნაჭე-
რი ორცხობილით ხეირიანად ერთხელაც ვერ დავნაყრდებო-
დი, მაინც გადავწყვიტე, ოთხად გამეყო და შუალედები იმ-
დენხანს გამედიდებინა, რამდენსაც მოვითმენდი.
მას შემდეგ, რაც წყურვილის სატანჯველი მოვიშორე, სი-
ცოცხლის გახანგრძლივების სურვილი თანდათან იზრდებო-
და ჩემში. არასოდეს ასე არ მნდომებია სიცოცხლე. სიმარ-
თლე გითხრათ, გული მიგრძნობდა, რომ გადავრჩებოდი,
შიმშილით არ მოვკვდებოდი და ეს წინათგრძნობა, დროდად-
რო რომ სუსტად გამიელვებდა, იმედის ნაპერწკალს მინარ-
ჩუნებდა.
ვერ ამიხსნია, ამ უნუგეშო მდგომარეობაში იმედს რა მაძ-
ლევდა. ალბათ ის, რომ რამდენიმე საათის წინ წყლის შოვ-
ნაც უიმედოდ მეჩვენებოდა, ახლა კი იმდენი წყალი მქონდა,
შიგ ჩავიხრჩობოდი. დახრჩობა სასაცილოა, რომ აზრად ასე-
თი რამ მომივიდა! რამდენიმე საათის წინ, როცა თავის მოკ-
ვლის იოლ გზას ვეძებდი, ესეც გავიფიქრე. გამეგონა, ეს ყვე-
ლაზე უმტკივნეულო ხერხიაო. თუმცა, გამეგონა კი არა, გა-
მოცდილი მქონდა.
ჰარი ბლიუმ რომ გადამარჩინა, მაშინ ხომ ვიხრჩობოდი,
გონი დავკარგე და რომ ჩავძირულიყავი, არავითარ ტკივილს
არ ვიგრძნობდი. უკვე ვიცოდი, დახრჩობა არც ისე საშიში იყო
570 მკითხველთა ლიგა
და სერიოზულად ვიფიქრე, კასრში ხომ არ ჩავხტე და ჩემს
ტანჯვას ბოლო მოვუღო მეთქი! ეს იყო სასოწარკვეთის წუ-
თებში, როდესაც სერიოზულად ვფიქრობდი, სიცოცხლე მო-
მესწრაფებინა, მაგრამ ეს წუთები გავიდა და ისევ სიცოცხლის
დაუოკებელი სურვილი ვიგრძენი.
ალბათ ჩემი გრძნობების უეცარი გარდატეხა აუხსნელი არ
არის. წყლის უეცარი აღმოჩენა და წყურვილით სიკვდილისა-
გან გადარჩენა რაღაც სასწაული იყო. ამ ამბავში ღვთის ხელი
ერია და ეს ხელი სხვა დროსაც დამიფარავდა შიმშილობას
ამარიდებდა. ის კი არა, იმასაც ვგრძნობდი არ ვიცი, რა-
ნაირად, მაგრამ ამ საშიში საპყრობილიდანაც კი დამიხსნი-
და.
რაღაცა ამდაგვარი აზრები მიტრიალებდა თავში და ალ-
ბათ ამიტომ გამიჩნდა გაურკვეველი წინათგრძნობა, რომ გა-
დავრჩებოდი.
ნახევარი ორცხობილა შევჭამე და წყალი დავაყოლე,
რადგან ისევ მომწყურდა. თუმცა ეს წყურვილი შემაწუხებელი
არ იყო, ნახვრეტი ისევ საცობით ამოვქოლე და ჩუმად დავჯე-
ქი.
არ ვიცოდი, რა მეღონა, ისეთი რა უნდა გამეკეთებინა,
რომ ჩემი მდგომარეობა ოდნავ მაინც გაუმჯობესებულიყო.
ერთადერთი იმედი, თუ ამას იმედი ჰქვია, ბედის თუ ღმერთის
წყალობა იყო. მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა, ღვთის ხე-
ლის ჩარევა ჩემს ბედს როგორ შეატრიალებდა.
ძნელი იყო საათების განმავლობაში წყვდიადისა და სიჩუ-
მის გაძლება. მხოლოდ ხანდახან მამხნევებდა ის წინათ-
გრძნობა, წეღან რომ მოგახსენეთ, დანარჩენ დროს კი სასო-
წარკვეთილი ვიჯექი.

571 მკითხველთა ლიგა


მანამ მეორე ნაჭერ ორცხობილას შევჭამდი, ალბათ თორ-
მეტიოდე საათი გავიდა, რამდენიც შემეძლო, ვითმინე, მაგ-
რამ ბოლოს შიმშილს ვეღარ გავუმკლავდი. ორცხობილას პა-
წაწინა ნატეხი არ მეყო. პირიქით, უფრო ძალიან მომშივდა.
წყალი ბლომად დავლიე, მაგრამ სითხემ კუჭი გამივსო, შიმ-
შილი კი ვერ მომიკლა.
დაახლოებით ექვსი საათის შემდეგ კიდევ ნახევარი ორ-
ცხობილა შევჭამე მეტის მოთმენა აღარ შემეძლო, მაგრამ ის
პაწია ნატეხი შევჭამე თუ არა, არც მიგრძნია. ისევ ისე
მშიოდა, როგორც მანამდე. შემდეგი შუალედი დაახლოებით
სამ საათს გაგრძელდა. ჩემი ვაჟკაცური გადაწყვეტილება,
რომ ორი ნამცხვარი რამდენიმე დღეს მეკმარა, უაზრო გა-
მოდგა. ერთი დღეც არ გასულიყო და უკანასკნელი ნამცეციც
გავაქრე.
ახლა, ახლა რაღა ვჭამო? ისევ ისე მშიოდა. ფეხსაცმელები
გავიხსენე. წაკითხული მქონდა, რომ გაჭირვებისას ადამიანე-
ბი ტყავის ნივთების ღეჭვით ირჩენდნენ თავს. ღეჭავდნენ ჩექ-
მებს, ქამრებს, გეტრებს, ჩანთებს, უნაგირებს. ტყავი ორგანუ-
ლი ნივთიერებაა და დამუშავების შემდეგაც ინარჩუნებს ცო-
ტაოდენ საკვებ ელემენტებს. ამიტომაც გავიხსენე ფეხსაცმე-
ლები.
დავიხარე, რომ ზონრები გამეხსნა, მაგრამ ამ დროს კეფა-
ში რაღაც ცივი მომხვდა და შემაკრთო. მაშინვე მივხვდი
წყლის ნაკადი იყო. წყალს ნახვრეტიდან ნაჭერი გამოეგდო
და იღვრებოდა. ნაკადი კისერზე მომხვდა და მოულოდნელმა
სიცივემ ფეხზე წამომახტუნა.
როცა მივხვდი, რამაც შემაკრთო, გაოცებამ, რაღა თქმა
უნდა, გამიარა.

572 მკითხველთა ლიგა


ნახვრეტს თითი მივაჭირე, ხელი ირგვლივ მოვაფათურე,
ნაჭერი ვიპოვე და ისევ დავუცე.
ასეთი რამ ბევრჯერ მოხდა და ტყუილუბრალოდ ბევრი
წყალი დავკარგე. ნაჭერი დასველდა და წყლის დაწოლას ვე-
ღარ უძლებდა.
უკეთესი რამ უნდა მეპოვა, თორემ ჩემს ძილში წყლის დი-
დი ნაწილი დაიკარგებოდა.
ამ მიზნით მუშაობას შევუდექი. ჩემი საკნის იატაკი მთლად
ხელით მოვსინჯე, იქნებ რამე ნაფოტი ვიპოვო მეთქი, მაგრამ
ვერაფერი ვნახე.
ვცადე, გემის კოჭიდან ცოტა ამეთალა, მაგრამ მაგარი, შე-
ღებილი მუხა ძალზე მტკიცე იყო და კარგა ხანს ვერაფერს
გავხდი. ბოლოს და ბოლოს, იქნებ რაღაცისთვის მიმეღწია,
მაგრამ უცებ მომაფიქრდა, რომ ყუთს უფრო ადვილად ჩამო-
ვათლიდი ნაფოტს. ყუთი უეჭველად ჩვეულებრივი, ფიჭვის
ფიცრებისა უნდა ყოფილიყო. ხელი შევახე და ასეც გამოდგა.
ფიჭვი მუხაზე რბილია და დანით ადვილად ავთლიდი, თანაც
საცობად უკეთესი იქნებოდა.
ყუთი მოვსინჯე, რომ ნაფოტის ასაჭრელი ადგილი შემერ-
ჩია.
ზედა კუთხეში გვერდითი ფიცარი ცოტა გამოწეული იყო.
დანა ჩავასვე და დავაწექი. ერთდროულად ნაჯახისა და სო-
ლის მაგივრობას ვაწევინებდი. ერთხელ დავაწექი თუ არა,
დავრწმუნდი, რომ გვერდითი ფიცარი ლაღედ იყო დაჭედებუ-
ლი. ალბათ ლურსმნები გემზე ამოტანის დროს თუ ამოცვივ-
და. ასე იყო თუ ისე, ფიცარი თითქმის ფამფალებდა.
დანა მაშინვე ამოვაძვრე. სულაც ავაგლეჯდი და მერე უფ-
რო ადვილად გამოვთლიდი საცობს. ფიცრის კუთხე დანით

573 მკითხველთა ლიგა


ავწიე, ხელი ჩავავლე და, რაც ძალა და ღონე მქონდა, გამოვ-
ქაჩე.
ფიცარი ჩემს ნებას დაჰყვა. ლურსმნები ტკაცუნით გადაც-
ვივ გადმოცვივდა. და უცებ ახალი ხმა მომესმა, რომელმაც
შემაჩერა და სმენად მაქცია. ყუთიდან მაგარი რაღაცები
ცვიოდა და ფიცარზე ხმაურით იყრებოდა.
დავინტერესდი, რა იყო. დავიხარე და ხელები გავიშვირე.
ხელში ორი ერთნაირი ფორმის და სიმკვრივის რაღაცა შემ-
რჩა. როცა თითებით კარგად მოვსინჯე, სიხარულის ყვირილი
აღმომხდა.
უკვე მოგახსენეთ, რომ შეხების გრძნობა ბრმასავით გამი-
მახვილდა, მაგრამ ასეც რომ არ ყოფილიყო, მაინც იმწუთას-
ვე ვიტყოდი, რა იყო ეს ორი მრგვალი, ბრტყელი საგანი. რო-
გორ შემეშლებოდა, ეს ხომ ნამცხვრები იყო!

574 მკითხველთა ლიგა


თავი XXVII
ბრენდის კასრი

დიახ, ნამცხვრები გახლდათ ლამბაქისოდენა, ნახევარი


დუიმის სისქე გლუვი, მრგვალი, მუქი ყავისფერი. ფერიც ვი-
ცოდი, რადგან საზღვაო, ნამდვილი მეზღვაურული ნამცხვრე-
ბი იყო. თეთრი „საკაპიტნო“ ნამცხვრებისგან განსხვავებით,
მათ „მეზღვაურულს“ ეძახიან და გემოთი და ყუათიანობით
ბევრად უკეთესია.
რა გემრიელი მომეჩვენა! ხელში ავიღე თუ არა, პირისაკენ
გავაქანე და მოზრდილი ლუკმა მოვკბიჩე. ო, რა გემრიელი
იყო! ერთი მაშინვე გადავსანსლე, მერე მეორე, მესამე, მეოთ-
ხე, მეხუთე და იქნებ მეტიც. მე ხომ არ ვითვლიდი. დამშეული
ვიყავი და სულმოუთქმელად ვნთქავდი. რა თქმა უნდა, ხან-
დახან წყალსაც დავაყოლებდი ხოლმე.
ჩემს სიცოცხლეში იმ ნამცხვარსა და წყალზე გემრიელად
არაფერი მიჭამია. საქმე კუჭის ამოვსებით მიღებული სიამოვ-
ნება ხომ არ იყო, თუმცა, ყველას მოგეხსენებათ, ესეც თავის-
თავად სიამოვნებაა, სიამოვნება ჩემმა აღმოჩენამ მომგვარა,
ამ სიამოვნებას იმის შეგნება იწვევდა, რომ სიცოცხლე შევი-
ნარჩუნე. სიცოცხლე, რომელსაც ცოტა ხნის წინ ვეთხოვებო-
დი. ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ ამ საქმეში ღვთის ხელი
ერია.
ამდენი საჭმელ სასმელი კვირები და თვეები მეყოფოდა.
ეს იყო, მხოლოდ და მხოლოდ სიბნელე შემაწუხებდა. ამასო-
ბაში მოგზაურობაც დამთავრდებოდა.
575 მკითხველთა ლიგა
ჩემი საკვების მარაგი შევამოწმე და დავრწმუნდი, რომ გა-
დავრჩი. ძვირფას ნამცხვარში ხელებს ვურევდი, ნამცხვრები
ერთმანეთს ეხებოდნენ და ტკაცუნობდნენ.
ეს ტკაცუნი მუსიკასავით ჩამესმოდა. ხელები ღრმად ჩავ-
ყავი ყუთში. მსიამოვნებდა, ჩემს განძს რომ ვეხებოდი: რო-
გორც ძუნწი დაჰხარის თავის ოქროს ზოდებს, ისე დავხარო-
დი ნამცხვარს. ასე მეგონა, არასოდეს დამღლიდა ნამცხვარ-
ში ხელების რევა, მათი სისქე სიდიდის შემოწმება. ყუთიდან
ვიღებდი, ისევ უკან ვაწყობდი და ვურევდი. ისე ვერთობოდი,
როგორც პატარა ბავშვი აგორებს აქეთ იქით ბურთს, გორგა-
ლას ან ფერად ბურთულებს. კარგა ხანმა განვლო, ვიდრე ეს
ბავშვური თამაში მომწყინდებოდა.
ალბათ ერთი საათი მაინც გავიდა, სანამ ამ სასიხარულო
აღმოჩენით გამოწვეული აღელვება გამივლიდა და ისევ მშვი-
დად დავუფიქრდებოდი ჩემს მდგომარეობას.
ვერ აღგიწერთ, რას განიცდის სიკვდილის კლანჭებიდან
გამოხსნილი ადამიანი. საშიშროებიდან თავის დაღწევა სხვა
საქმეა ადამიანი იშვიათად კარგავს გადარჩენის იმედს. ისეთ
დროს კი, როცა სიკვდილი თითქოს გარდაუვალია, სასოწარ-
კვეთიდან უსაზღვრო სიხარულზე გადასვლა ისეთი მკვეთრია,
ისეთი ძლიერია ბედნიერება, რომ ელდა გეცემა. ყოფილა
შემთხვევები, როდესაც სიხარულს კაცი მოუკლავს ან გადა-
რეულა.
მაგრამ მე არ მოვკვდი, არც გავგიჟდი, ჩემი საქციელი შო-
რიდან გიჟისას ჰგავდა.
გონს იმან მომიყვანა, რომ უცებ შევნიშნე, კასრიდან წყა-
ლი გადმოსჩქეფდა, ნახვრეტი ღია დამრჩენოდა. ძალიან შევ-
წუხდი, შევშფოთდი კიდეც. არ ვიცოდი, რამდენ ხანს დიოდა
წყალი. ზღვის შრიალი ყველა სხვა ხმას ახშობდა. ვინ იცის,
576 მკითხველთა ლიგა
წყალი დიდი ხანია დის და იატაკის ფიცრებს შორის მიედინე-
ბა. იქნებ მაშინ დაიწყო დენა, უკანასკნელად რომ დავლიე.
ისე ვღელავდი, აღარ მახსოვს, დავუცე თუ არა მაშინ ნახ-
ვრეტს ნაჭერი. ალბათ ტყუილუბრალოდ ბლომად წყალი
დაიკარგა. ისევ მოუსვენრობამ შემიპყრო.
ერთი საათის წინ ეს დანაკარგი ასე არ შემაფიქრიანებდა.
დარწმუნებული ვიყავი, ვიდრე საჭმელი მეყოფოდა, წყალი
არ გამომელეოდა. იმის მერე კი მაინც ვეღარ ვიცოცხლებდი.
ახლა კი სხვაგვარად ვფიქრობდი: ახლა ჩემი სიცოცხლის ვა-
და გახანგრძლივდა. ალბათ რამდენიმე თვეს გავძლებდი ამ
კასრის უკან გამომწყვდეული. ამიტომ ყოველი წვეთი ძვირ-
ფასი იყო. წყალი თუ გემის პორტში შესვლამდე გა-
მოილეოდა, ისევ წყურვილით სიკვდილი დამემუქრებოდა.
რასაკვირველია, როცა გავიგე, რომ წყალი იღვრებოდა, შევ-
შფოთდი.
იმწამსვე თითი დავაჭირე და მერე ნაჭერი დავუცე. შემდეგ
კი ხისგან ისევ ნამდვილი საცობის გამოთლას შევუდექი.
ყუთის სახურავს სულ იოლად ავათალე ფიცარი. რბილი
ხის ნაჭერი ადვილად დაიმორჩილა ჩემმა ბასრმა დანამ და
მალე წაწვეტებული საცობი გამოვთალე, რომელიც ზუსტად
მოერგო ნახვრეტს.
ძვირფასო მეზღვაურო! რომ იცოდე, როგორ გლოცავდი
იმ საჩუქრისათვის!
ჩემი თავისთვის ვერ მეპატიებინა, რომ ასე გაუფრთხი-
ლებლად მოვიქეცი. ახლა იმასაც ვნანობდი, რომ კასრი ასე
ქვემოთ გამოვღრუტნე, მაშინ მხოლოდ იმაზე ვზრუნავდი,
რომ რაც შეიძლება მალე მომეკლა წყურვილი.
კიდევ კარგი, რომ წყლის ნაკადი დროზე შევნიშნე, თორემ
მანამდის რომ ედინა, ვიდრე თვითონ შეწყდებოდა და წყლის
577 მკითხველთა ლიგა
დონე ნახვრეტამდე ჩამოსულიყო, დარჩენილი წყალი ერთ
კვირას ძლივსღა მეყოფოდა.
ძალიან მინდოდა დაკარგული წყლის რაოდენობა დამედ-
გინა, მაგრამ ვერაფერი მოვისაზრე. დანას ხან აქ ვაკაკუნებ-
დი, ხან იქ, იქნებ ხმით მივხვდე, რამდენი დარჩა მეთქი, მაგ-
რამ გემის ძელების ჭრაჭუნი და ტალღების ტლაშუნი ხელს
მიშლიდა. კასრი ისეთ ყრუ ხმას გამოსცემდა, თითქოს შიგ
დიდი სიცარიელე იყო. რა თქმა უნდა, არ მესიამოვნა და შე-
წუხებულმა მიყურადებას თავი დავანებე. საბედნიეროდ, ნახ-
ვრეტი პატარა იყო. წყალი წვრილ ნაკადად დიოდა. ხელისა
და ტუჩების შეხებით დავადგინე, ჩემს ნეკზე მსხვილი არ უნდა
ყოფილიყო. ჩემი ნეკი კი მაშინ ბატის ფრთაზე მსხვილი არ
იქნებოდა. ასეთ წვრილ ნაკადს ძალიან დიდხანს უნდა ედინა,
რომ ბევრი წყალი დაღვრილიყო. ვცდილობდი, გამეხსენები-
ნა, უკანასკნელად როდის დავლიე, მაგრამ ამაოდ. ხან მეგო-
ნა, ერთი საათი გავიდოდა მეთქი, ხან მომეჩვენებოდა, რომ
მეტი.
დიდხანს ვფიქრობდი, ვცდილობდი, წყლის რაოდენობის
დასადგენად რაიმე გზა მომენახა. ერთი საათის წინ საჭმელზე
ვწუხდი, მანამდე სასმელზე, ახლა კი ისევ წყალი მქონდა სა-
დარდებელი, რადგან საჭმელი არ მაკლდა.
გამეგონა, რომ მელუდეები, მეკასრეები და საბაჟოს მოხე-
ლეები გაუზომავად ადგენენ კასრში სითხის რაოდენობას,
მაგრამ მე ეს ხერხი არ ვიცოდი და ძალიან ვნანობდი.
მქონდა ერთი გეგმა, არცთუ ცუდი, მაგრამ შესაფერი ხელ-
საწყო არ გამაჩნდა. ვიცოდი სითხის თვისება თუ ნახვრეტში
რეზინის მილს შევყოფდი, წყლის სიმაღლეს გავიგებდი.
მაგრამ სად მეშოვა მილი? რა თქმა უნდა, ამაზე ოცნებაც
არ შეიძლებოდა და ეს აზრი თავიდან მოვიშორე.
578 მკითხველთა ლიგა
სულ მალე უკეთესი რამ მომაფიქრდა და დაუყოვნებლივ
შევუდექი მის განხორციელებას. ისეთი იოლი რამ მოვიგონე,
კიდეც გამიკვირდა, აქამდის რატომ ვერ მოვისაზრე მეთქი.
საჭირო იყო, ცოტა ზემოთ მეორე ნახვრეტი გამომეჭრა, მერე
კიდევ უფრო ზევით და ასე შემდეგ, მანამ, სანამ წყლის დენა
არ შეწყდებოდა. სულ ზევით ნახვრეტი წყლის დონეს გამაგე-
ბინებდა. ამ გზით შევიტყობდი, რაც მინდოდა.
თუ პირველი ნახვრეტი ძალიან ქვემოთ მომივიდოდა, სა-
ცობს ჩავარჭობდი, ასევე მოვიქცეოდი მერეც.
მართალია, მაგარი მუშაობა მომიწევდა, მაგრამ ასე ჯობ-
და. მუშაობა უკეთესიც იყო გავერთობოდი, დრო უფრო ჩქარა
გავიდოდა და ჩემს გაჭირვებაზე ფიქრისთვის აღარ მეცლებო-
და.
ის იყო მუშაობას უნდა შევდგომოდი, რომ ვიფიქრე, მოდი,
ჯერ მეორე კასრს გავხვრეტ მეთქი. ჩემი საკნის ბოლოში
მეორე კასრიც იდგა: თუ იმაშიც წყალი აღმოჩნდებოდა, დავ-
მშვიდდებოდი ორი კასრი წყალი ხანგრძლივი მოგზაურობის
დროსაც მეყოფოდა.
მაშინვე მივტრიალდი და იმ კასრის გახვრეტა დავიწყე. წი-
ნანდებურად აღარ ვღელავდი, რადგან ჩემი სიცოცხლე ახლა
უკვე აღარ იყო შედეგზე დამოკიდებული და მაინც გავწბილ-
დი, როცა კასრიდან წყალმა კი არა, ბრენდიმ ამოხეთქა.
ისევ წყლის კასრს დავუბრუნდი. ახლა კი აუცილებლად
უნდა დამედგინა წყლის რაოდენობა, რადგან ჩემი შემდგომი
არსებობა ამაზე იყო დამოკიდებული.
კასრის შუაზე ფიცარი შევარჩიე და ადრინდელივით მოვი-
ქეცი. ერთი საათის თუ ცოტა მეტის შემდეგ ფიცრის უკანას-
კნელი, თხელი ფენაც ამოვჭერი. ძალიან ვღელავდი, მაგრამ
პირვანდელივით არა. მაშინ სიკვდილ სიცოცხლის საკითხი
579 მკითხველთა ლიგა
წყდებოდა, ახლა კი ჯერ ვერ გავრკვეულიყავი, რა მომელო-
და. აბა, როგორ არ მეღელვა, ან სიხარულისაგან როგორ არ
მეყვირა, როდესაც დანის პირზე წყლის ჩქეფა ვიგრძენი. ნახ-
ვრეტი ამოვქოლე და ახლა ზემოთ დავიწყე ფიცრის ჭრა.
მალე ეს ადგილიც გავხვრიტე და ბეჯითი შრომის საზ-
ღაურად თითები დამისველდა.
უფრო ზევით ავიწიე იგივე შედეგი.
უფრო ზევით აქ კი აღარ იყო წყალი. მაგრამ არა უშავს,
უკანასკნელი ნახვრეტი სულ მთლად ზევით იყო. ქვედა ნახ-
ვრეტიდან წყალი დიოდა, ესე იგი, წყალი სადღაც მათ შორის
თავდებოდა. ეს კი ნიშნავდა, რომ კასრში სამ მეოთხედზე მე-
ტი წყალი იყო. მადლობა ღმერთს! ამდენი წყალი რამდენიმე
თვეს მეყოფა!
შედეგით სრული კმაყოფილი ჩამოვჯექი და ისეთი სიამოვ-
ნებით შევექეცი ნამცხვარს, თითქოს ლორდმერის სუფრას
ვუჯექი და კუს წვნიანსა და ირმის ხორცს გეახლებოდით.

580 მკითხველთა ლიგა


თავი XXVIII
მკაცრ რეჟიმზე გადავდივარ

ყველაფრით კმაყოფილი ვიყავი. აღარაფერი მაშინებდა.


სხვა დროს ექვსი თვე პატიმრობაში ყოფნის მოლოდინი
უსიამოვნო იქნებოდა, მაგრამ ახლა, როცა ტანჯვით სიკვდი-
ლის შემზარავი შიში გადავიტანე, ამას უკვე იოლად ვუყურებ-
დი. გადავწყვიტე ხანგრძლივი პატიმრობისთვის მოთმინებით
და მორჩილად გამეძლო.
ექვსი თვე უნდა გამეტარებინა ამ პირქუშ საპატიმროში,
ექვსი თვე სულ ცოტა, ექვსი თვე! დიდი დროა ძნელია ამდენ
ხანს გაძლო, თუნდაც ნათელ ოთახში ჩაკეტილმა, სადაც ლო-
გინიც არის, სითბოც, მშვენიერი საჭმელიც. თან ყოველ-
დღიურად ადამიანებთან საუბარი და მათი ხმის გაგონება შე-
გიძლია. ამ უპირატესობის დროსაც კი ძნელია ექვსი თვე ერთ
ოთახში გამოკეტვა.
რამდენად უფრო მტანჯველი იყო ჩემი მდგომარეობა, რო-
ცა ოთხ კედელშუა გამომწყვდეულს არც დგომა შემეძლო,
არც გამართული წოლა, არც ქვეშაგები მქონდა, არც ცეც-
ხლი, არც შუქი, ვსუნთქავდი დამყაყებულ ჰაერს, ხმელი მუ-
ხის ფიცრებზე ვეგდე და ცარიელი პურითა და წყლით ვიკვე-
ბებოდი ამაზე უბრალო საჭმლის ჭამა წარმოუდგენელია! და
ასე უნდა ვყოფილიყავი. არაფერი შეიცვლებოდა, ძელების
გაბმული ჭრიალისა და ოკეანის ტალღების მონოტონური
შხაპუნის მეტს ვერაფერს გავიგონებდი. რაღა თქმა უნდა, ექ-

581 მკითხველთა ლიგა


ვსი თვე ასეთი არსებობის პერსპექტივა ვერაფერი სასიხარუ-
ლო და სანუგეშო გახლდათ.
მაგრამ გულს არ ვიტეხდი. ისე მიხაროდა სიკვდილს რომ
გადავურჩი, რომ მომავალზე აღარ ვფიქრობდი, თუმცა კი
ვგრძნობდი, მომაბეზრებელი პატიმრობა ძალიან გამტანჯავ-
და.
სიხარულითა და მომავლის რწმენით ვიყავი აღვსილი. მი-
ხაროდა, რომ ერთბაშად ამდენი საარსებო საშუალება გამიჩ-
ნდა. მაინც გადავწყვიტე, დაუყოვნებლივ ზუსტად განმესაზ-
ღვრა ჩემი საკვებისა და სასმლის რაოდენობა, რათა დამედ-
გინა, მეყოფოდა თუ არა მოგზაურობის ბოლომდე.
აქამდის ამის არ შემშინებია. ამოდენა წყალს და ნამ-
ცხვარს რას დავხარჯავ მეთქი, მეგონა თავიდან, მაგრამ ცოტა
რომ დავფიქრდი, ეჭვი შემეპარა. ზღვა კოვზით დაილიაო და
მით უმეტეს, კასრი, რაც უნდა დიდი იყოს, ბოლოს და ბო-
ლოს, დაიცლება. ექვსი თვე ცოტა ხანი არაა თითქმის ორასი
დღეა!
შევფიქრიანდი. როგორც გითხარით, გადავწყვიტე, საჭ-
მლისა და სასმლის მარაგი დამედგინა, რათა ეჭვებისათვის
ბოლო მომეღო. ეს ნაბიჯი აშკარად გონივრული იყო. თუ სას-
მელ საჭმელი საკმარისი აღმოჩნდებოდა, ეჭვებს აღარ მო-
ვეკვლევინებოდი, ხოლო თუ პირიქით, მაშინ ერთადერთი
გზა დამრჩენოდა ყოველდღიური ულუფა უნდა შემემცირები-
ნა.
ამ ამბებს რომ ვიხსენებ, გაოცება მიპყრობს რა გონიერი
ვიყავი ასეთ ადრეულ ასაკში. საკვირველია, რა ფრთხილად
და წინდახედულად შეიძლება მოიქცეს ბავშვი, როცა მას თავ-
დაცვის ინსტინქტი ამოძრავებს.

582 მკითხველთა ლიგა


დაუყოვნებლივ შევუდექი გამოთვლას. დავუშვი, რომ მოგ-
ზაურობა ექვს თვეს, ესე იგი, ას ოთხმოცდასამ დღეს გაგ-
რძელდებოდა. უკვე გასულ ერთ კვირას არ ვითვლიდი, რად-
გან მეშინოდა, ცურვის ნამდვილ ხანგრძლივობაზე ნაკლები
არ გამომსვლოდა. მაგრამ ის კი იყო სარწმუნო, რომ გემი ამ
ექვს თვეში მიაღწევდა პორტს? უნდა მერწმუნა, რომ მოგ-
ზაურობა მხოლოდ ას ოთხმოცდასამ დღეს გასტანდა?
არა, ამის დაჯერება ძნელი გახლდათ. ვიცოდი, ჩვეულებ-
რივ, პერუმდე მოგზაურობას ექვსი თვე სჭირდებოდა, მაგრამ
ის კი აღარ ვიცოდი, ეს ვადა საშუალო იყო თუ არა. იქნებ და-
უბრკოლებელი მოგზაურობის დროს ჩადიან პერუში ექვს
თვეში, იქნებ პირიქით. ასეთ გაურკვეველ რიცხვს ვერ ვენ-
დობოდი და ჩემს ანგარიშს მასზე ვერ ავაგებდი.
ხომ შეიძლება გემი ტროპიკული ზონის უქარობამ ან არამ-
დგრადი ამინდით ცნობილ ჰორნის კონცხთან ატეხილმა ქა-
რიშხალმა დააბრკოლოს. შეიძლება სხვა რამ შეემთხვას და
მოგზაურობა ძალაუნებურად გახანგრძლივდეს.
ამ ფიქრებით შეშინებული ჩემი საზრდოს რაოდენობის და-
ზუსტებას შევუდექი. იმის გამორკვევა, თუ რამდენ ხანს მეყო-
ფოდა საჭმელი, მარტივი და ადვილი საქმე გახლდათ. ამი-
სათვის მხოლოდ ნამცხვრები უნდა დამეთვალა. ნამცხვრები
მოზრდილი იყო და დღეში ცალი მეყოფოდა, თუმცა, რაღა
თქმა უნდა, ასეთი კვება ვერ გამასუქებდა. სიცოცხლის შესა-
ნარჩუნებლად კი დღეში ერთი ან ერთზე ნაკლებიც იკმარებ-
და. გადავწყვიტე, სურსათი გამომეზოგა.
მალე ნამცხვრის ზუსტი რაოდენობა დავადგინე. ყუთი, ჩე-
მი ანგარიშით, ერთი იარდის სიგრძისა და ორი ფუტის სიგა-
ნისა უნდა ყოფილიყო, ხოლო სიმაღლე ერთი ფუტი თუ იქნე-
ბოდა. დაბალი იყო და გვერდულად იდგა. ყუთის ზომა რომ
583 მკითხველთა ლიგა
ზუსტად მცოდნოდა, შემეძლო ნამცხვრის რაოდენობა დაუთ-
ვლელად დამედგინა. თითოეულის დიამეტრი ექვს დუიმზე
ოდნავ ნაკლები იყო. ხოლო სისქე, საშუალოდ, დუიმის სამი
მეოთხედი იქნებოდა. ამგვარად, ყუთში ზუსტად სამას ოთ-
ხმოცდაოთხი ცალი ნამცხვარი უნდა ყოფილიყო.
ნამცხვრების ამოღებასა და დათვლაში ცოტას მაინც გა-
ვერთობოდი. ასეც მოვიქეცი. მართლაც, სამას ოთხმოცდა-
ოთხს რვა ცალი აკლდა. მაშინვე მივხვდი, ის რვა ცალი სად
გაქრა. რა თქმა უნდა, შევჭამე და ზუსტად სამას სამოცდათექ-
ვსმეტი დარჩა. დღეში თუ ორ ორს შევჭამდი, ას ორმოცდარვა
დღე მეყოფოდა. მართალია, ას ოთხმოცდარვა დღე ექვს თვე-
ზე ცოტა მეტია, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ზუს-
ტად ექვსი თვე უნდა გვეცურა და გადავწყვიტე, ულუფა კიდევ
უფრო შემემცირებინა დღეში ორ ნამცხვარზე ნაკლებს დავჯე-
რებოდი.
ვიფიქრე, იქნებ ამ ყუთის იქით კიდევ მეორე ნამცხვრის
ყუთი იდგეს მეთქი. მაშინ ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურო-
ბის დროსაც კი უზრუნველყოფილი ვიქნებოდი. ხომ შეიძლე-
ბა, მეორე ყუთიც იყოს? რატომაც არა! თავისუფლად შეიძლე-
ბა!
გემის დატვირთვისას იმას კი არ ითვალისწინებენ, რა
არის ყუთებში, არამედ იმას, რა ფორმის და რა წონისაა იგი.
სწორედ ამიტომ ერთმანეთის გვერდით შეიძლება სრულიად
სხვადასხვა რამ აღმოჩნდეს. ეს კი ვიცოდი, მაგრამ ვითომ
რატომ არ შეიძლებოდა, ორი ზუსტად ერთნაირი ყუთი გვერ-
დიგვერდ მდგარიყო?
როგორ დავრწმუნებულიყავი ამაში? ყუთის იქით ვერ გა-
ვაღწევდი, რადგან უკვე გითხარით, ყუთი მჭიდროდ იყო ჩაჭე-

584 მკითხველთა ლიგა


დილი იმ ხვრელში, რომლიდანაც იქ შევძვერი. ვერც ზედ ავი-
დოდი, ვერც ქვეშ გავძვრებოდი.
„ჰო, მართლა, შევძახე უცებ, რადგან ერთბაშად მოვისაზ-
რე, სწორედ შიგ გავძვრები!“
ეს უკვე ადვილი იყო. ყუთის თავსახურს რომ ფიცარი ავაგ-
ლიჯე, იმ ხვრელში თავისუფლად გავეტეოდი. თავსახური
სწორედ ჩემკენ იყო მოქცეული და თუ თავსა და მხრებს შიგ
შევყოფდი, ყუთის ფსკერზე ხვრელს გავაკეთებდი. მაშინ კი
ვნახავდი, იდგა თუ არა იქ ნამცხვრის მეორე ყუთი.
აღარ დამიყოვნებია: ხვრელი გავაფართოვე, შიგ შევძვე-
რი და დანა მოვიმარჯვე. რბილი ხე ადვილად იჭრებოდა. ერ-
თი ბეწო გამოვჭერი თუ არა, უკეთესი რამ მომაფიქრდა. საქ-
მე ის გახლდათ, რომ ფსკერის ფიცრები მხოლოდ ლურსმნე-
ბით იყო დამაგრებული. ჩაქუჩის ერთი ორი დარტყმა ყუთს
დაშლიდა. ჩაქუჩი არ მქონდა, მაგრამ ჩემი ქუსლები იქ არ
იყო! ზურგზე დავწექი, ფეხები ყუთში შევყავი და ფსკერზე ისე-
თი ბრახუნი ავტეხე, რომ მალე ერთი ფიცარი მოირღვა. ფეხე-
ბით მივაწექი და მანამდე ვაწვებოდი, სანამ მის იქით მდგომ
მაგარ რაღაცას არ მიებჯინა.
წამოვდექი და ჩემი ნამოქმედარი შევამოწმე. ფიცარი მარ-
თლა მორყეულიყო, მაგრამ ჯერ ისევ ლურსმნებზე ეკიდა და
ვერ გამეგო, იმის იქით რა იდგა.
ძალ ღონე დავძაბე. მივაწექი, გვერდზე გადავხარე, მერე
ქვევით დავქაჩე და ხელის გასაყოფი ადგილი გავათავისუფ-
ლე. დიახ, იქ ყუთი იდგა უხეში ყუთი, იმის მსგავსი, როგორიც
ახლა გავტეხე, მაგრამ ჯერ უნდა გამერკვია, შიგაც იგივე იყო
თუ არა. ამის დადგენას ბევრი დრო აღარ დასჭირდებოდა.
ერთხელ კიდევ მოვიკრიბე ძალ ღონე და ფიცარი ჰორიზონ-
ტალურად გავაჩერე, რომ ხელი არ შემშლოდა. მეორე ყუთი
585 მკითხველთა ლიგა
რაღაც ორიოდე დუიმის იქით იდგა. დანა მოვიმარჯვე და მა-
ლე გავხვრიტე.
ვაი, რომ ნამცხვრის პოვნის იმედი გამიცრუვდა. ყუთში ძა-
ლიან მჭიდროდ დატკეპნილი შალის უხეში ნაჭერი თუ საბნე-
ბი იდო. ისე მჭიდროდ დაეტკეპნათ, ხესავით გამაგრებული-
ყო. რაკი ნამცხვარი არ აღმოჩნდა, იძულებული გავხდი შემ-
ცირებულ ულუფაზე გადავსულიყავი, რომ რაც შეიძლება
დიდხანს მეკმარა ჩემი საზრდო.

586 მკითხველთა ლიგა


თავი XXIX
კასრის გაზომვა

ჩემი შემდგომი საქმიანობა ნამცხვრების ყუთში ჩალაგება


იყო რადგან ასე გაფანტულებს ჩემი სადგომის ნახევარზე მე-
ტი ეკავათ. მოსაბრუნებელი ადგილიც არ მქონდა, ამიტომ ავ-
ჩქარდი, ნამცხვრის ძველ ადგილზე ჩაწყობას შევუდექი. ყვე-
ლა რომ ჩატეულიყო, თანაბარ მწკრივებად დავალაგე. ადრე
ნამცხვრები ჰორიზონტალურად ეწყო, მაგრამ რაკი ახლა ყუ-
თი გვერდულად იდგა, ნამცხვრებიც ვერტიკალურად დავა-
ლაგე, როგორც მაღაზიაში უწყვიათ ხოლმე. რა თქმა უნდა,
ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან
ორივენაირად ტოლ ადგილს იჭერდნენ. როდესაც სამას სა-
მოცდათექვსმეტივე შევალაგე, ყუთი გაივსო, მხოლოდ კუთ-
ხეში დარჩა ცოტა ადგილი, სადაც სწორედ შეჭმული რვა ნამ-
ცხვარი დაეტეოდა.
ახლა უკვე ზუსტად ვიცოდი, რა მარაგი მქონდა „საკუჭ-
ნაოში“. თუ დღეში ორ ცალს შევჭამდი, ექვს თვეზე ცოტა მეტ-
ხანს მეყოფოდა. ასეთი ცხოვრება სახარბიელო არ იყო, მაგ-
რამ ვარჩიე ნაკლებიც კი მეჭამა, რადგან არ ვიცოდი, ზუსტად
რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ჩემი წვალება. მტკიცედ გა-
დავწყვიტე, რაც უნდა მომხდარიყო, დღეში ორი ცალი მეკმა-
რა, ხოლო ისეთ დღეებში, როცა შიმშილის გადატანას შედა-
რებით ადვილად შევძლებდი, დამეზოგა მეოთხედი, ნახევარი
ან სულაც მთელი ნამცხვარი. თუ ასეთ ეკონომიას შევძლებ-
დი, საზრდო ექვს თვეზე მეტხანს მეყოფოდა.
587 მკითხველთა ლიგა
კვების საკითხი მოვაგვარე. ახლა ის უნდა გამომერკვია,
რამდენი წყლის დალევა შემეძლო დღეში. თავიდან ეს დაუძ-
ლეველ ამოცანად მეჩვენებოდა, როგორ უნდა გამეზომა კას-
რში დარჩენილი წყალი? ეს გახლდათ ძველი, ღვინის ან
სპირტის კასრი ასეთებით ხომალდის ეკიპაჟისთვის წყალს
ეზიდებიან ხოლმე მაგრამ მე ხომ არ ვიცოდი, რისი კასრი
იყო, ამიტომ კასრის ტევადობის განსაზღვრა არ შემეძლო. ეს
რომ მცოდნოდა, დაახლოებით იმასაც მივხვდებოდი, რამდე-
ნი დავლიე და რამდენი დარჩა. დიდი სიზუსტე არ იყო საჭი-
რო.
„სითხის გაზომვის ცხრილი“ კარგად ვიცოდი. ეს იყო ყვე-
ლაზე ძნელად დასამახსოვრებელი ცხრილი. მანამ თავიდან
ბოლომდე გავიზეპირებდი, ვინ იცის, რამდენჯერ გავუროზგი-
ვარ. ბოლოს და ბოლოს, თავში ისე ჩამეჭედა, რომ სხაპასხუ-
პით ვამბობდი.
ვიცოდი, ღვინის კასრები სრულიად სხვადასხვა ზომისანი
არიან. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ღვინო ასხია
კასრში. სპირტიანი სასმელები ბრენდი, ვისკი, რომი, ჯინი და
აგრეთვე ღვინოები ხერესი, პორტვეინი, მადერა, კანარული,
მალაგა და სხვა, ნაირ ნაირი ზომის კასრში ასხია ხოლმე,
მაგრამ ჩვეულებრივ ღვინის კასრში დაახლოებით ასი ლიტ-
რი ეტევა. ისიც კი გამახსენდა, თითოეულ ნაირსახეობაზე
რამდენი გალონია გათვალისწინებული. ჩვენი სკოლის მას-
წავლებელი სტატისტიკის დიდი მოყვარული გახლდათ და
სითხეთა ზომები დაწვრილებით შეგვასწავლა. რომ მცოდნო-
და ამ კასრში წინათ რომელი ღვინო ესხა, იმწამს ვიტყოდი
მის ზომას. მომეჩვენა, თითქოს კასრს ხერესის სუნი უდიოდა.
საცობი ამოვაძვრე და წყალს გემო გავუსინჯე. ადრე გე-
მოსთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ხერესის თუ მადერას გე-
588 მკითხველთა ლიგა
მო დაჰკრავდა. მათ შორის განსხვავება კი რამდენიმე გალო-
ნია, რასაც დაანგარიშებისას დიდი მნიშვნელობა აქვს. არა,
ჩემს ვარაუდზე დაყრდნობა არ ივარგებდა, რაღაც სხვა ხერხი
უნდა მომენახა.
საბედნიეროდ, ჩვენმა მასწავლებელმა ტევადობის განსაზ-
ღვრის სხვა ხერხებიც გვასწავლა.
ყოველთვის მაოცებდა, რომ სკოლებში არ ასწავლიან უბ-
რალო, მაგრამ საჭირო მეცნიერულ ფაქტებს, იმ დროს, როცა
საბრალო ბიჭებს უამრავი უსარგებლო და უაზრო ლექსით
უჭედავენ თავს.
მაშ ასე, როგორც გითხარით, ჩვენმა მასწავლებელმა გა-
ზომვის ზოგიერთი მარტივი წესი გვასწავლა და, საბედ-
ნიეროდ, ისინი მეხსიერებაში ჩამებეჭდა. ვიცოდი კუბის, პა-
რალელეპიპედის, პირამიდის, ცილინდრისა და კონუსის მო-
ცულობის გამოანგარიშება ახლა უკანასკნელი მაინტერესებ-
და.
ვიცოდი, კასრი ორი კონუსია, ესე იგი, ორი, ფუძეებით ერ-
თმანეთთან მიბჯენილი წაკვეთილი კონუსი. როცა კონუსის
მოცულობის დაანგარიშება გვასწავლეს, რა თქმა უნდა, წაკ-
ვეთილის გაზომვის ხერხიც აგვიხსნეს.
კასრის ტევადობა რომ გამომეთვალა, უნდა მცოდნოდა
კასრის სიმაღლე ან სიმაღლის ნახევარი, ფუძისა და ყველაზე
განიერი ადგილის გარშემოწერილობა. თუ ყველაფერი ეს მე-
ცოდინებოდა, ვიტყოდი, რამდენი წყალი ჩავიდოდა შიგ. ვიან-
გარიშებდი, რამდენ კუბურ დუიმ სითხეს დაიტევდა. ამ ციფრს
რომ გავიგებდი, ისღა დამრჩენოდა, სამოცდაცხრაზე გამეყო
და კვარტების რაოდენობას მივიღებდი. მერე კი, თუ გალონე-
ბის რიცხვიც დამაინტერესებდა, უბრალოდ, ოთხზე გავყოფ-
დი.
589 მკითხველთა ლიგა
მაშ, საჭირო იყო სამი აუცილებელი სიდიდის ცოდნა. მა-
შინ შევძლებდი კასრის ტევადობის განსაზღვრას. მთელი სიძ-
ნელეც ის გახლდათ, როგორ გამეგო ის სამი სიდიდე.
სიმაღლეს კი გავიგებდი, მაგრამ ფუძის და განიერი ადგი-
ლის გარშემოწერილობას რაღაც ვუზამდი? ორივეს გაგება
შეუძლებელი გახლდათ.
გარდა ამისა, წინ კიდევ ერთი სიძნელე მედო: რითი უნდა
გამეზომა, არც სახაზავი მქონდა, არც ზონარი, ესე იგი, არა-
ვითარი საზომი ხელსაწყო. ასე რომ, კასრის ირგვლივ შემოვ-
ლაც რომ შემძლებოდა, მაინც გასაჭირში აღმოვჩნდებოდი.
გადავწყვიტე, ფარ ხმალი არ დამეყარა და რამე ხერხი მო-
მესაზრებია. ეს საქმიანობა კიდეც გამართობდა და, გარდა
ამისა, როგორც მოგახსენეთ, ძალზე საჭიროც იყო. ჩემი მო-
ხუცი მასწავლებლისგან ჩაგონებული მქონდა, კაცი თუ მოინ-
დომებს, შეუძლებელს შესაძლებლად აქცევსო. გავიხსენე მი-
სი შეგონებანი და გადავწყვიტე, მანამ ძალ ღონე შემრჩებო-
და, უკან არ დამეხია.
ამიტომ ვჯიუტობდი და ძალიან მალე აღმოვაჩინე კასრის
გაზომვის ხერხი. იმდენად მალე, რომ იმ ხანში ამბის მოყო-
ლასაც ვერ მოვასწრებ.

590 მკითხველთა ლიგა


თავი XXX
საზომი ერთეული

დაწვრილებით მოგახსენებთ.
უპირველესად, კასრის ცენტრზე გამავალი დიამეტრის
სიგრძე უნდა გამეგო და სულ მალე მოვიფიქრე მისი გაზომ-
ვის ხერხი. ამისთვის წკეპლა ან ჯოხი მჭირდებოდა. თუ ჯოხს
კასრის ერთ მხარეს შევყოფდი და დიამეტრულად საწინააღ-
მდეგო კედელს მივაბჯენდი, კასრის შუაწელის ზუსტ
დიამეტრს მივიღებდი: ერთი კედლიდან მეორე კედლამდე გა-
მავალი ჯოხის სიგრძე დიამეტრი იქნებოდა. მერე დიამეტრს
სამზე გავამრავლებდი და კასრის წრეწირს გავიგებდი. თუმცა
ახლა მე სწორედ დიამეტრი მაინტერესებდა და არა წრეწირი.
რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ პირობებში, როცა კასრი დახუ-
ფულია, მისი განიერი ადგილის გარშემოწერილობის გაგება
უფრო ადვილია, ვიდრე დიამეტრისა. საერთოდ კი დასაშვე-
ბია ყველა ხერხის გამოყენება; ან წრის სიგრძე უნდა გაიყოს
სამზე, ან დიამეტრი გამრავლდეს სამზე თითქმის ნებისმიერი
პრაქტიკული მიზნისთვის შედეგი ერთი და იგივე იქნება.
სრულიად შემთხვევით ერთი ნახვრეტი კასრისთვის ზედ
შუაზე გამიკეთებია.
მაგრამ ჯოხს სად იშოვიდიო, მკითხავთ თქვენ, ჯოხს, სა-
ზომ იარაღს!
ჯოხის გამოსათლელად ნამცხვრის ყუთის ფიცარი გამოდ-
გებოდა. მოვისაზრე თუ არა, საქმეს შევუდექი.

591 მკითხველთა ლიგა


ფიცრის სიგრძე ორ ფუტზე ცოტა მეტი იყო, კასრის
დიამეტრი კი ოთხი ხუთი ფუტი იქნებოდა. მაგრამ ამ სიძნე-
ლის გადასალახავად სულ პატარა ეშმაკობა კმაროდა. უნდა
ჩამეთალა სამი ჯოხი, ბოლოებით გადამება და საკმარისი
სიგრძის ჯოხი გამოვიდოდა.
ასეც მოვიქეცი. საბედნიეროდ, ფიცარი ადვილად იპობო-
და. ფრთხილად ვთლიდი, ვცდილობდი, არც ძალიან მსხვი-
ლი გამოსულიყო და არც ზედმეტად წვრილი.
სამი ჯოხი გავთალე. კუთხეები მოვუგლუვე, ბოლოები ჩავ-
თალე და გადასაბმელად ერთმანეთს მივუყენე.
ახლა ორი ზონრის შოვნა იყო საჭირო. ეს კი უადვილესი
საქმე გახლდათ. ფეხსაცმელები წვივებამდე თითო იარდის
სიგრძე ხბოს ტყავის თასმებით მქონდა ამოკრული. გამოვიძ-
ვრე და ჯოხები გადავაბი. ახლა ხელთ ხუთფუტიანი ჯოხი
მქონდა ეს სიგრძე კი კასრის ყველაზე განიერ ადგილს გას-
წვდებოდა. წვრილიც იყო, ნახვრეტში თავისუფლად
გაეტეოდა. ცოტა ნახვრეტიც გავაფართოვე.
„მშვენიერია, გავიფიქრე, ჯოხს შევაძვრენ და ახლავე გა-
ვიგებ დიამეტრს!“
წამოვდექი. ძნელია აგიწეროთ ის გაწბილება, რომელიც
განვიცადე, როცა დავრწმუნდი, რომ თითქოს ადვილად გან-
სახორციელებელი ოპერაციის შესრულება შეუძლებელი
იყო. ამას პირველივე ცდაზე მივხვდი. განა იმიტომ, რომ ნახ-
ვრეტი ვიწრო იყო ან ჯოხი მსხვილი. არა, ასეთი შეცდომა არ
მომსვლია. მე შევცდი იმ სივრცის გათვალისწინებაში, სადაც
მოქმედება მიწევდა. ჩემი კაბინა ექვსი ფუტი სიგრძისა იქნე-
ბოდა, ხოლო სიგანე ორზე ნაკლები ჰქონდა. იმ ადგილზე კი,
სადაც ნახვრეტი იყო, ალბათ ორ ფუტზე ნაკლები გახლდათ.
ამგვარად, ჯოხის ნახვრეტში შეყოფა მოუღუნავად შეუძლებე-
592 მკითხველთა ლიგა
ლი იყო. მოღუნვით კი გატყდებოდა, რადგან გამომშრალი ხე
თიხის მილივით დაიფშხვნებოდა.
ძალიან შევწუხდი, რომ ეს ადრევე არ მომაფიქრდა. უფრო
მეტად კი ის მაწუხებდა, კასრის გაზომვას რომ ვერ შევძლებ-
დი. მაგრამ, ცოტა რომ დავფიქრდი, ახალი რაღაც მოვიგონე.
არ შეიძლება დასკვნების ნაჩქარევად გამოტანა. კასრში ჯო-
ხის შეყვანა არათუ გაუტეხავად, მოუღუნავადაც კი შეიძლე-
ბოდა.
საჭირო იყო ჯოხი გადამეხსნა და კასრში ნაწილ ნაწილ შე-
მეყო; ჯერ ერთი ჯოხი, მერე მიმება მეორე, ისიც შემეყო და
როცა გარეთ მეორის ბოლოღა დარჩებოდა, ზედ მესამე ჯო-
ხიც მიმემაგრებინა.
ეს საქმე ძნელი არ უნდა ყოფილიყო და მართლაც ხუთ
წუთში ჩემი განზრახვა შევასრულე ჯოხი კასრში შევყავი, გა-
რეთ რამდენიმე დუიმიღა დარჩა.
ბოლოს ჯოხს ფრთხილად მივაწექი, ვიდრე არ ვიგრძენი,
რომ მეორე მხარე კასრის საპირისპირო კედელს მიებჯინა.
დანით ჭდე გავუკეთე. ახლა მთელი სიგრძისთვის კასრის
კედლის სისქე უნდა გამომეკლო და ზუსტ დიამეტრს მივიღებ-
დი.
შემდეგ ნაწილ ნაწილ გამოვიღე ჯოხი და გადაბმის ადგი-
ლები აღვნიშნე, რომ მერე ისევ გადამება. განსაკუთებული
სიზუსტე იყო საჭირო, რადგან მეოთხედი დუიმითაც რომ შევ-
მცდარიყავი გადამრავლების შემდეგ, რამდენიმე გალონით
შევცდებოდი: ამიტომ განსაკუთრებული სიზუსტით უნდა მეან-
გარიშა.
კასრის განიერი ადგილის დიამეტრი უკვე ვიცოდი. ახლა
კასრის ფსკერის დიამეტრი უნდა გამეგო. ეს უფრო ადვილი

593 მკითხველთა ლიგა


გახლდათ. მთლად იოლი იყო! ჯოხი ფსკერის გასწვრივ შევყა-
ვი, მანამ კედელს არ მიებჯინა.
საჭირო იყო კასრის სიგრძის გაგება. თითქოს იოლი უნდა
ყოფილიყო, მაგრამ ვიდრე ზუსტად გავზომავდი, საკმაოდ
გავწამდი. ალბათ იტყვით, ამისთვის ჯოხი უნდა კასრის პარა-
ლელურად დაგეჭირათ და თავში და ბოლოში ჭდეებით აღგე-
ნიშნათო. მართალი ბრძანდებით, მაგრამ დღის სინათლეზე
ეს ადვილია, იქ კი წყვდიადი სუფევდა. არ ვიცოდი, ჯოხი სწო-
რად მეჭირა თუ ირიბად. ერთი დუიმიც რომ შემშლოდა, თუმ-
ცა მეტიც იყო შესაძლებელი, მთელი ანგარიში აირეოდა. შე-
წუხებულმა გაზომვა შევწყვიტე და ერთხანს უმოქმედოდ ვიჯე-
ქი.
ეს სიძნელე მოულოდნელი იყო. მე მეგონა, მხოლოდ
დიამეტრების დადგენა გამიჭირდებოდა. სიმაღლის გაზომვაც
თუ გაძნელდებოდა, ეჭვიც არ შემპარვია.
მაგრამ ისევ მოვიკრიბე გონება და ახალი გეგმა დავაწყვე.
პირველ რიგში, ყუთის ორი ჩანათალიდან ერთი ჯოხი კიდევ
უნდა გამეკეთებინა. ასეც მოვიქეცი.
შემდეგ ასეთი რამ გავაკეთე: ერთი ჯოხი კასრის ფსკერ-
თან შევაცურე და შვერილზე დავაყრდნე. ამგვარად, ჯოხი
ზუსტად ფსკერის პარალელურად გავდე. თან ჩემს მხარეს ერ-
თი ფუტის შვერილი დარჩა. მეორე ჯოხი კასრის კედლის გას-
წვრივ დავიჭირე, ერთი მხარე კასრის განიერ ადგილს მივაყ-
რდნე, ხოლო მეორე პირველ ჯოხთან სწორი კუთხით დავაყე-
ნე. ახლა ჯოხზე ის ადგილი უნდა აღმენიშნა, რომლითაც ის
კასრის განიერ ადგილს ეხებოდა. ცხადია, ეს კასრის სიგრძის
ნახევარი იქნებოდა, ხოლო ორი ნახევარი მთელს შეადგენს.
ახლა ყველა მონაცემი მქონდა და დასკვნის გამოტანაღა
მაკლდა.
594 მკითხველთა ლიგა
თავი XXXI
„QUOD ERAT FACIENDUM“

კასრის მოცულობის გაგება და მერე ტევადობის ერ-


თეულებში გალონებსა და კვარტებში გადაყვანა არავითარ
სიძნელეს არ წარმოადგენდა, უბრალო არითმეტიკული გა-
მოთვლის საქმე იყო. საკმაოდ მომზადებული მათემატიკოსი
გახლდით და ამის დაანგარიშება უკალმოდ, უქაღალდოდ,
უდაფოდ და უცარცოდაც შემეძლო. ეს იარაღები რომც მქო-
ნოდა, სიბნელეში მაინც ვერ გამოვიყენებდი. ზეპირი ანგარი-
ში კარგად ვიცოდი. შემეძლო ქაღალდისა და ფანქრის გარე-
შე ციფრები შემეკრიბა, გამომეკლო, გამემრავლებინა და გა-
მეყო.
როგორც გითხარით, კასრის მოცულობის, კუბური ფუტე-
ბისა და დუიმების გამოანგარიშება იოლი საქმე გახლდათ,
მაგრამ დაანგარიშებამდე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სა-
კითხი უნდა გადამეჭრა. დიამეტრი და სიმაღლე ჯერ ფუტებად
უნდა მექცია. კასრი ხომ უბრალო ხის ნაჭრებით გავზომე და
ზედ ჭდეები დავასვი. მე ხომ არ ვიცოდი, რამდენ ფუტსა და
დუიმს იტევდა ჩემი ჯოხები. შეიძლებოდა მევარაუდა, მაგრამ
რა გამოვიდოდა. მანამ თვით საზომ ჯოხს გავზომავდი, სწორი
მონაცემები მაინც არ მექნებოდა.
ახლა კი თითქოს გადაულახავ წინააღმდეგობას შევეფე-
თე. თუ მხედველობაში მიიღებთ, რომ გასაზომად არაფერი
მქონდა არც დანაყოფებიანი სახაზავი, არც საკეცი ფუტი, ბუ-
ნებრივია, იფიქრებთ, რომ ამ ამოცანაზე ხელი უნდა ამეღო.
595 მკითხველთა ლიგა
კასრის ტევადობა რომ გამომეანგარიშებინა, ჯერ უნდა
მცოდნოდა, რამდენი ფუტი ან დუიმი იყო კასრის დიამეტრები
და სიმაღლე.
როგორ გამეგო, მე თქვენ გეკითხებით, ფუტები და დუიმე-
ბი, როცა საზომი ერთეული სულაც არა მქონდა და ვერც გა-
ვაკეთებდი, რადგან ამისთვის მეორე საზომია საჭირო. რა უნ-
და მექნა?
როგორც ჩანდა, ეს დაბრკოლება დაუძლეველი იყო, ვერა-
ფერს გავხდებოდი.
თქვენ შეიძლება ასე იფიქროთ, მე კი სხვანაირად განვსა-
ჯე. ამ სიძნელეზე ადრევე ვიფიქრე. წინასწარვე რომ არ მე-
ფიქრა, ისე ჯოხების გამოთლაზე, გადაბმასა და კასრის ზუს-
ტად გაზომვაზე ამდენს არ ვიწვალებდი. ყველაფერი წინას-
წარ მქონდა აწონილ დაწონილი. უკვე ვიცოდი, რომ ჩემი ჯო-
ხის გაზომვა ერთი დუიმის სიზუსტით შემეძლო.
მაინც როგორ?
აი, ასე:
როგორც მოგახსენეთ, საზომი არ მქონდა და ეს მართა-
ლია. თუ სიტყვებს პირდაპირ გავიგებთ, მართალია, საზომი
არ მქონდა, მაგრამ მე თვითონ გახლდით ის, რითაც ჯოხი უნ-
და გამეზომა საზომი ერთეული მე თვითონ ვიყავი! თუ გახ-
სოვთ, ჯერ კიდევ ნავსადგურში გავიზომე სიმაღლე და ოთხი
ფუტი გამოვედი. როგორ გამომადგა ახლა ამის ცოდნა!
რაკი ოთხი ფუტი ვიყავი, ჩემს ზომას ჯოხზე აღვნიშნავდი
და ოთხფუტიანი საზომი ერთეული მექნებოდა.
დრო არ დამიკარგავს. მაშინვე ჯოხის გაზომვას შევუდექი.
ეს საქმე ადვილი აღმოჩნდა. იატაკზე დავწექი, ფეხები ერთ
ერთ ძელს მივაბჯინე და ჯოხი ფეხებს შორის მოვათავსე. მე-
რე კარგად გავსწორდი, თან ვცდილობდი, ჯოხი ჩემი
596 მკითხველთა ლიგა
სხეულის პარალელურად გაჩერებულიყო. თითებით ფრთხი-
ლად დავნიშნე ის ადგილი, სადაც ჯოხი ჩემს კეფას უსწორდე-
ბოდა და ზედ ნაჭდევი გავუკეთე. ახლა ჩემს ხელთ ოთხფუ-
ტიანი საზომი იყო, მაგრამ მთელი სიძნელე ჯერ კიდევ წინ მე-
ლოდა. ოთხფუტიანი საზომით მხოლოდ ოდნავ მივუახლოვ-
დი მიზანს. ახლა დიამეტრების გაზომვა დაახლოებით შემეძ-
ლო, მაგრამ ეს არ კმაროდა. საჭირო გახლდათ მათი ზუსტი
გაზომვა, არც ერთი დუიმი არ უნდა შემშლოდა. ის კი არა,
დუიმის პატარა ნაწილიც, ნახევარი დუიმიც რომ არ გამეთვა-
ლისწინებინა, როგორც ადრე მოგახსენეთ, დაანგარიშების
დროს ეს ამბავი რამდენიმე გალონის სხვაობას გამოიწვევდა.
როგორ გამეყო ოთხფუტიანი ჯოხი დუიმებად და როგორ აღ-
მენიშნა ეს ჯოხზე? რა ვქნა, როგორ მოვიქცე?
თითქოს ამაზე ადვილი რა უნდა ყოფილიყო? ჩემი სიმაღ-
ლის ნახევარი ორი ფუტი იქნებოდა, იმის ნახევარი ერთი. ერ-
თი ფუტის შუა ადგილს თუ აღვნიშნავდი, უკვე ექვს დუიმს მი-
ვიღებდი. მერე შემეძლო ამ მონაკვეთიდან სამი დუიმი გამე-
გო თუ უფრო პატარა საზომი დამჭირდებოდა, სამი დუიმი სამ
ტოლ ნაწილად გამეყო და საძებნი ერთი დუიმი მიმეღო.
ჰო, სათქმელად ადვილია, მაგრამ, აბა, სცადეთ და ისეთ
სიბნელეში, როგორიც ბრმას აკრავს გარს, ჩვეულებრივი ჯო-
ხი ნაწილებად დაყავით! აბა, მოძებნეთ ოთხი ფუტის ნახევა-
რი, თანაც ზუსტად და მერე კიდევ გაყავით და გაყავით, ვიდ-
რე ერთ დუიმს არ მიაღწევთ!
გამოგიტყდებით, რამდენიმე წუთს ვიჯექი და ძალიან შე-
ფიქრიანებული გახლდით.
მაგრამ დიდხანს არ მიფიქრია. მალე ამ ორი დაბრკოლე-
ბის გადასალახავად საშუალებაც მოვიფიქრე. ფეხსაცმლის
ზონრები აი, რა გამიწევდა საზომის მაგივრობას!
597 მკითხველთა ლიგა
უკეთესს ვერაფერს მოვიფიქრებდი. ეს ზონრები საუკეთე-
სო, მოქნილი ტყავისა იყო თუ ამ ზონრით გავზომავდი,
დუიმის ერთ მერვედშიც არ შევცდებოდი. ამაზე ზუსტად მზის
ან სპილოს ძვლის სახაზავითაც ვერაფერს გავზომავდი.
ერთი ზონარი არ მეყოფოდა, ამიტომ ორივე ავიღე და ფა-
ქიზად და მჭიდროდ გავნასკვე. ზოლი ოთხ ფუტზე გრძელი გა-
მოვიდა. რამდენჯერმე კიდევ დავატოლე ჯოხს. მთელი ძა-
ლით დავჭიმე, რომ სადმე არ გადაგრეხილიყო ან არ განას-
კვულიყო. ჩემი მომავალი საზომის სიზუსტეს უმცირესი შეც-
დომაც კი დაარღვევდა. თუმცა, საერთოდ ოთხი ფუტის
დუიმებად დაყოფა უფრო ადვილია, ვიდრე პირიქით დუიმე-
ბისგან ოთხფუტიანი სახაზავის შედგენა. პირველ შემთხვევა-
ში ყოველი დაყოფის შემდეგ შეცდომა კლებულობს, მეორე
შემთხვევაში კი მუდმივად იზრდება.
ბოლოს და ბოლოს დავრწმუნდი, რომ ზონარი სწორად გა-
დამიზომია, ბოლოები ერთად დავიჭირე და შუაზე გავკეცე.
მერე დანით ფრთხილად გავჭერი და ამგვარად ორ ტოლ, ორ
ორფუტიან ნაწილად გავყავი. კვანძიანი მხარე გადავაგდე,
რადგან აღარ მჭირდებოდა, ხოლო მეორე ისევ გავყავი და
ორად გავჭერი. ახლა ორი ერთფუტიანი ნაჭერი მქონდა.
ერთ ერთი ზონარი სამად გავკეცე და დავჭერი. საკმაოდ
ფაქიზი ოპერაცია გახლდათ. ჩემი თითების მოქნილობა გა-
მოვიყენე, რადგან ზონრის ორად გაყოფა უფრო ადვილი იყო,
ვიდრე სამად. კარგა ბლომად ვიწვალე, ვიდრე ჩემს სურვილს
მივაღწევდი.
სამად იმიტომ გავყავი, რომ ოთხდუიმიანი ნაკუწი მიმეღო,
რათა შემდეგ ეს ნაკუწი ორჯერ გადამეკეცა და უფრო ზუსტი
ერთი დუიმი მიმეღო.
ასეც მოვიქეცი.
598 მკითხველთა ლიგა
შესამოწმებლად ზონრის ხელუხლებელი ნახევარი ჩემი
დუიმის მიხედვით დავჭერი და ადრე მიღებულ დუიმს შევადა-
რე.
ძალიან გამიხარდა, რომ პირველი ზუსტად შეესაბამებოდა
მეორეს. ბეწვისოდენა სხვაობაც არ იყო!
ახლა უკვე მქონდა ზუსტი საზომი ერთეული, რომელიც
ჯოხზე უნდა გადამეტანა. ჩემს ხელთ იყო ერთფუტიანი, ოთ-
ხდუიმიანი, ორდუიმიანი და ერთდუიმიანი ნაჭრები. მათი
მეშვეობით ჯოხი დავყავი და მედუქნის არშინს დავამსგავსე.
ამ საქმიანობას ძალიან დიდი დრო დასჭირდა, რადგან ძა-
ლიან გულმოდგინედ და ფრთხილად ვმუშაობდი. მაგრამ ჩე-
მი მოთმინება ანაზღაურდა: ხელთ ისეთი საზომი ერთეული
მქონდა, რომელსაც ვენდობოდი. ახლა შემეძლო, წინასწარ
გამეგო, რა მელოდა სიკვდილი თუ სიცოცხლე.
ბევრი აღარ დამიყოვნებია. გავიგე დიამეტრების სიგრძე
და მათი საშუალო არითმეტიკული ავიღე. ეს ციფრი
ჩვეულებრივი გზით გადავიყვანე კვადრატულ საზომებში
(რვაზე გავამრავლე და ათზე გავყავი) და მივიღე ცილინდრის
ფუძის ფართობი, რომელიც იმავე სიმაღლის წაკვეთილი კო-
ნუსის ფუძის ფართობის ტოლი იყო. შედეგი კასრის სიგრძეზე
გადავამრავლე და მივიღე მისი ტევადობა კუბურ დუიმებში.
უკანასკნელი ციფრი სამოცდაცხრაზე გავყავი და მივიღე
კვარტების რაოდენობა, ხოლო შემდეგ გალონებიც ვიანგა-
რიშე. გამოვიდა, რომ კასრში ას გალონზე მეტი ჩადიოდა.
ალბათ ხერესის კასრი თუ იყო.

599 მკითხველთა ლიგა


თავი XXXII
სიბნელის შიში

ჩემი გამოთვლის შედეგი სრულიად დამაკმაყოფილებელი


იყო. ოთხმოცი გალონი წყალი. თუ დღეში ნახევარ გალონს
დავლევდი, ას სამოც დღეს მეყოფოდა, ხოლო თუ დღეში ერთ
კვარტს ვიკმარებდი, სამას ოც დღეს თითქმის მთელ წელი-
წადს! დღეში ერთი კვარტიც თავისუფლად მეყოფოდა, მაგ-
რამ მოგზაურობა სამას ოც დღეს ხომ არ გაგრძელდებოდა!
გაგონილი მქონდა, რომ დედამიწის გარშემო შემოვლას ამა-
ზე ნაკლები დრო სჭირდება. კიდევ კარგი, რომ გამახსენდა
ახლა წყლის თაობაზე აღარ ვღელავდი, მაგრამ მაინც გადავ-
წყვიტე დღეში ერთ კვარტზე მეტი არ დამელია და ყოველგვა-
რი ეჭვი მომესპო.
უფრო იმის მეშინოდა, ვაითუ, საკვები არ მეყოს მეთქი და
გადავწყვიტე ძალიან მომჭირნედ მოვქცეულიყავი. ამგვარად,
სასმელ საჭმლის მხრივ სადარდებელი აღარაფერი მქონდა.
ცხადი იყო, არც შიმშილით მოვკვდებოდი და არც წყურვი-
ლით.
რამდენიმე დღე ასეთ გუნებაზე ვიყავი. ასე ცხოვრება ძა-
ლიან მოსაწყენი იყო, დრო ისე ნელა გადიოდა, ერთი საათი
მთელ დღედ მეჩვენებოდა, მაგრამ მაინც ვუძლებდი. ხშირად
დროის მოსაკლავად წამებსა და წუთებს ვითვლიდი და ამ უც-
ნაური საქმიანობით საათობით ვერთობოდი. თან დედის ნა-
ჩუქარი საათი მქონდა და მის მხნე წიკწიკს ისე ვუსმენდი, რო-
გორც კარგ მოსაუბრეს. მეჩვენებოდა, თითქოს განსაკუთრე-
600 მკითხველთა ლიგა
ბით ხმამაღლა წიკწიკებდა და ასეც იყო ხმა ხის კედლებს აწ-
ყდებოდა და გაძლიერებული უკან ბრუნდებოდა. ფრთხილად
ვმართავდი ხოლმე. მეშინოდა, შემთხვევით არ გაჩერებული-
ყო და დღეების ანგარიში არ ამრეოდა. რომელი საათი იყო,
დიდად არ მაინტერესებდა. ამას აზრი არ ჰქონდა. იმასაც კი
არ ვფიქრობდი, როდის დღე იყო და როდის ღამე, სულერ-
თია, კაშკაშა მზე ერთ სხივსაც ვერ მომაწვდენდა და ჩემი დი-
ლეგის წყვდიადს ვერ გაფანტავდა. მაგრამ ღამის დადგომას
მაინც ვიგებდი. რა თქმა უნდა, გაგიკვირდებათ, საიდან უნდა
მცოდნოდა პირველი ასი საათის განმავლობაში ხომ დრო არ
დამითვლია და ირგვლივ გამეფებულ სრულ სიბნელეში დღი-
სა და ღამის გარჩევა შეუძლებელი იყო. მე მაინც გამოვნახე
ხერხი ახლავე მოგახსენებთ: მთელი სიცოცხლე ერთ გარკვე-
ულ დროს ვიძინებდი, კერძოდ კი ათ საათზე და ზუსტად ექვს
საათზე ვდგებოდი. მამაჩემის ოჯახშიც ასეთი წესი იყო და ბი-
ძაჩემთან ხომ განსაკუთრებული სიზუსტით ვასრულებდით.
ბუნებრივია, ათი საათისთვის ძილი მომერეოდა ხოლმე. ეს
ჩვეულება ისეთი ძლიერი გახლდათ, რომ ახალ გარემოშიც
კი არ მიღალატა და როცა ძილი მომერეოდა, ვასკვნიდი, რომ
უკვე ათი საათი იყო. დავადგინე, რომ დაახლოებით რვა
საათი მეძინა და ექვსი საათისთვის ვიღვიძებდი. ამგვარად
გავერკვიე დროში. დარწმუნებული ვიყავი, საათი რომ არ
მქონოდა, დღეებს ამ მეთოდით მაინც დავითვლიდი. მაგრამ
მერე აზრად მომივიდა, ხომ შეიძლება ახალ გარემოში ზნე
შემეცვალოს მეთქი და დროს ხშირ ხშირად ვამოწმებდი სა-
ათზე. დღე ღამეში ორჯერ ვმართავდი ძილის წინ და ადგომის
დროს და მისი გაჩერების აღარ მეშინოდა.
მიხაროდა, რომ დღეს ღამისგან ვარჩევდი, მაგრამ არსე-
ბითად ამას დიდი მნიშვნელობა, დიდი კი არა, არავითარი
601 მკითხველთა ლიგა
მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი იყო, დღე ღამის დასასრუ-
ლი არ გამომპარვოდა, რათა მოგზაურობის ხანგრძლივობა
არ ამრეოდა. საათებს ყურადღებით ვითვლიდი და როცა ისა-
რი ციფერბლატს ორჯერ შემოუვლიდა, ჯოხზე ნიშანს ვსვამ-
დი. აღრიცხვას დიდი გულისყურით ვაწარმოებდი. მხოლოდ
და მხოლოდ მოგზაურობის პირველი დღეები მაეჭვებდა. მა-
შინ დრო არ მიანგარიშია და ვარაუდით ოთხ დღედ ჩავთვა-
ლე. შემდეგ გამოირკვა, რომ არ შევმცდარვარ.
ასე გავატარე სიბნელეში რამდენიმე დღე, დაახლოებით
ერთი კვირა გრძელი, მოსაწყენი საათები. ხანდახან ძალიან
ცუდ გუნებაზე ვდგებოდი, მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავდი.
უცნაურია, მაგრამ ყველაზე მეტად უსინათლობა მაწუხებ-
და. თავიდან ყველაზე დიდ ტანჯვას მოხრილად ყოფნა და
ხმელ მუხის ფიცრებზე ძილი მაყენებდა, მაგრამ შემდეგ შე-
ვეჩვიე. თანაც მოვიფიქრე საწოლი გამერბილებინა. როგორც
გითხარით, ჩემი „ნამცხვრის კარადის“ უკანა ყუთში მაუდი
იდო. პირდაპირ ფაბრიკიდან გამოტანილი მაუდი მკვრივ თო-
ფებად დახვეული. ვიფიქრე, ამ მაუდით საწოლს მოვაწყობ
მეთქი და მაშინვე საქმეს შევუდექი. ნამცხვრები გამოვიღე,
ყუთებში გამოტეხილი ადგილი გავაფართოვე და რის ვაი ვაგ-
ლახით ქსოვილის ბოლო გამოვათრიე. შემდეგ საქმე უფრო
გაადვილდა და ორ საათში უძვირფასესი ქსოვილისაგან ხა-
ლიჩასავით რბილი საწოლი მოვიწყვე, ხელმწიფეც არ დაიწუ-
ნებდა. რამდენიც მჭირდებოდა, ყუთიდან იმაზე მეტი მაუდი
არ ამომიღია. იმდენი დავიფინე, რომ ქვეშ მაგარი მუხის ფიც-
რები არ მეგრძნო. ზედმეტი რომ გამომეღო, ვეღარ გავინ-
ძრეოდი.
როგორც კი ძვირფასი ლოგინი გავიმზადე, დავწექი და ად-
რინდელზე მყუდროდ მოვკალათდი.
602 მკითხველთა ლიგა
მაგრამ თანდათან სულ უფრო და უფრო ვნატრობდი სი-
ნათლეს. ძნელია იმის აღწერა, რას განიცდის კაცი სრულ სიბ-
ნელეში! მხოლოდ მაშინ მივხვდი, რატომ ითვლება პატიმრის
ხაროში ჩაგდება ყველაზე საშინელ სასჯელად. გასაკვირი არ
არის, რომ ასეთ გარემოში ადამიანები ჭაღარავდებიან და
გონს კარგავენ სიბნელე მართლა ისეთი აუტანელია, თითქოს
ჩვენი არსებობის საფუძველი სინათლე იყოს.
ასე მეგონა, სინათლე რომ იყოს, დრო ორჯერ ჩქარა გავი-
დოდა მეთქი. მეჩვენებოდა, თითქოს სიბნელე აგრძელებდა
დროს და რაღაც მატერიალური ეღობებოდა ჩემი საათის
გორგოლაჭებისა და თვით დროის მსვლელობას. უფორმო
წყვდიადი! ვფიქრობდი, ახლა რომ გამოაშუქებდეს, იმწამსვე
ყველა ტანჯვა დამავიწყდება მეთქი. ხანდახან ავადმყოფობის
დროს თეთრად განათებული ღამეები მახსენდებოდა, როცა
გრძელ, პირქუშ საათებს ვითვლიდი და მოუთმენლად ველო-
დი გათენებას. ასე ნელა და უსიხარულოდ გადიოდა დრო.

603 მკითხველთა ლიგა


თავი XXXIII
შტორმი

კვირაზე მეტი ასე ერთფეროვნად გავატარე. ერთადერთი


ხმა, რაც ჩემს ყურს სწვდებოდა, ტალღების ტყლაშუნი იყო.
ტალღები ჩემს ზემოთ ხმაურობდნენ, ნამდვილად ზემოთ მე
ხომ ვიცოდი, რომ წყლის დონეზე ქვევით ვიყავი. ხანდახან
სხვა ბგერებიც მესმოდა. თითქოს გემბანზე მძიმე საგნებს
აჩოჩებდნენ. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ სწორედ ასე იყო.
ხანდახან, თითქოს მუშაობის მაუწყებელი ზარიც მეჩვენებო-
და, მაგრამ მაინცდამაინც დარწმუნებული არ ვიყავი. ხმა ისე-
თი შორეული და ბუნდოვანი იყო, რომ ზუსტად ვერ ვიტყოდი,
ზარი რეკავდა თუ არა. ეს ხმაც მხოლოდ ძალიან მშვიდ ამინ-
დში მესმოდა.
მშვიდი ამინდი იმიტომ ვახსენე, რომ ყოველთვის ვიცოდი
გარეთ როგორი ამინდი იდგა. სუსტ ზღვაურს ქარისაგან ვარ-
ჩევდი, ქარს ქარიშხლისგან. ისე ვგრძნობდი, როდის ამო-
ვარდებოდა ქარი და როდის ჩადგებოდა თითქოს გემბანზე
ვყოფილიყავი. გემის რწევა და ჭრაჭუნი უშეცდომოდ მატყო-
ბინებდნენ ქარის სიძლიერეს და ამინდის ავკარგიანობას. მე-
ექვსე დღეს გამგზავრებიდან მეათე, მაგრამ ჩემი ანგარიშის
დაწყებიდან მეექვსე დღეს, ნამდვილი შტორმი დაიწყო. ღელ-
ვა ორ დღე ღამეს გაგრძელდა. როგორც ჩანს, არაჩვეულებ-
რივად ძლიერი ქარიშხალი ბობოქრობდა ისე აზანზარებდა
გემის კედლებს, თითქოს ნაფოტებად ქცევას უქადდა. დრო-
დადრო მართლა მეგონა, რომ ეს უზარმაზარი ხომალდი ნა-
604 მკითხველთა ლიგა
წილ ნაწილ დაიშლებოდა. უზარმაზარი ყუთები და კასრები
შემაზრზენი ღრჭიალით ეხახუნებოდნენ ერთმანეთს და
ტრიუმების კედლებს. შუალედებში აშკარად ისმოდა, როგორ
ასკდებოდნენ გემს ვეებერთელა ტალღები. ისეთი საშინელი
ხმაური იყო, თითქოს გემს უშველებელ, მძიმე უროს ურახუ-
ნებდნენ.
ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ გემს ჩაძირვა ემუქრებოდა.
თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, რა დღეში ვიქნებოდი! რასაკ-
ვირველია, ძალიან შეშინებული გახლდით. როცა წარმოვიდ-
გენდი, რომ გემი თუ ჩაიძირებოდა, კუბოსავით ყუთში ჩამ-
წყვდეული წყლიდან ვერ ამოვყვინთავდი და ვერც კი გავინ-
ძრეოდი, საზარელი შიში მიტანდა. დარწმუნებული ვარ, გემ-
ბანზე შტორმი ასე ვერ შემაშინებდა.
ამ უბედურებას ისიც დაერთო, რომ ავადმყოფობამ ისევ
შემომიტია ასე ემართება ყველას, ვინც ზღვაზე პირველად
მოგზაურობს. ღელვა ისეთივე გულისრევას და სისუსტეს იწ-
ვევს, როგორც მოგზაურობის პირველ დღე ღამეს, რადგან
შტორმის დროს გემი უფრო მეტად ირწევა.
ვიდრე ღელვა შეწყდებოდა და ზღვა დაცხრებოდა, ორმო-
ცი საათი გავიდა. მივხვდი, რომ შტორმმა გადაიარა აღარ
მესმოდა ტალღების გუგუნი, რომელიც მღელვარე ზღვაში
მოცურავე გემს მუდამ თან სდევს. თუმცა ქარი ჩადგა, გემი
ისევ ისე ირწეოდა, კოჭები ჭრაჭუნობდნენ, ყუთები და კასრე-
ბი მოძრაობდნენ და ადრინდელივით ერთმანეთს ეხლებოდ-
ნენ. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ძლიერი შტორმის შემდეგ
ზღვამ ფრთონა იწყო. ეს კი გემისთვის არანაკლებ საშიშია.
ზოგჯერ ძლიერი ფრთონის დროს ანძები ილეწება და გემი
გვერდზე იხრება ასეთი კატასტოფისა მეზღვაურებს ძალიან
ეშინიათ.
605 მკითხველთა ლიგა
თანდათან ფრთონამ იკლო და ოცდაოთხ საათში ზღვა
დამშვიდდა. გემი თითქოს ადრინდელზე უფრო თანაბრად მი-
ცურავდა. გულისრევამაც გამიარა და თავი უკეთესად ვიგ-
რძენი. თითქმის კიდევაც გავმხიარულდი, ვიდრე ქარიშხალი
ბობოქრობდა, შიშისგან თვალი არ მომიხუჭავს, თან საშინე-
ლი რყევისგან ავადმყოფობამაც გამაწამა და ზღვა დამშვიდ-
და თუ არა, ღრმად ჩამეძინა.
სიზმრებიც სინამდვილესავით მტანჯველი ვნახე. ამ რამდე-
ნიმე საათის წინ, რისიც მეშინოდა, სწორედ ის დამესიზმრა;
თითქოს ისე ვიძირებოდი, ტრიუმიდან ამოსვლა და წყლიდან
ამოყვინთვა არ შემეძლო. უფრო უარესიც მეჩვენებოდა.
თითქოს უკვე ჩავიძირე, ზღვის ფსკერზე ვწევარ, მკვდარი ვარ
და გონება არ დამიკარგავს. პირიქით, ყველაფერს ვხედავ და
ვგრძნობ. შემაზრზენი მწვანე ურჩხულებივით მოცოცავენ ჩემ-
კენ კიბოები და კიბორჩხალები და საშინელი მარწუხებით
ჩემს გაგლეჯას და ჩემი ხორცით ნადიმობას აპირებენ. ერთმა
განსაკუთრებით მიიზიდა ჩემი ყურადღება. ის ყველაზე დიდი
და საშინელი იყო. თანაც სულ ახლოს მოცოცდა. ყოველ
წუთს მიახლოვდება და მიახლოვდება და მგონი, უკვე ხელ-
ზეც შემომაცოცდა. ვგრძნობ მის ცივ შეხებას, მისი მოუქნელი
სხეული უკვე თითებზე მადევს, მაგრამ თითის განძრევაც არ
შემიძლია, რომ ეს ურჩხული მოვიშორო.
აი, კიბორჩხალა ხელის მტევანს ამოსცილდა და გაშლილ
მკლავზე მოცოცავს. ალბათ სახეში ან კისერში ჩამაფრინდე-
ბა, ისე გამიზნულად მოიწევს ზევით. შიში მიტანს, მაგრამ ვე-
რაფერს ვაკეთებ, ვერ ვიცილებ, ხელის განძრევა არ შემიძ-
ლია, ხელის მტევანსაც ვერ ვამოძრავებ, სხეულის ვერც ერთ
კუნთს ვერ ვარხევ. მე ხომ დავიხრჩვი, მე ხომ მკვდარი ვარ!

606 მკითხველთა ლიგა


ოჰ! კიბორჩხალა მკერდზე მაზის, ახლა კისერზე... საცაა ჩა-
მაფრინდება... ოჰ!
ჩემმავე შეყვირებამ გამომაღვიძა. ადგილი რომ მქონოდა,
ზეზე წამოვვარდებოდი, მაგრამ სად იყო. თავი მუხის ძელს
ვხეთქე და გამოვფხიზლდი.

607 მკითხველთა ლიგა


თავი XXXIV
ახალი ფინჯანი

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი სიზმარში მოხდა და


ხელზე კიბორჩხალა ვერ შემაცოცდებოდა, მიუხედავად იმი-
სა, რომ გამეღვიძა და მივხვდი, ყველაფერი სიზმარი იყო,
ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ზედ მართლა კიბორჩხალა
თუ რაღაც სხვა არსება შემცოცებოდეს. გადაღეღილი მკერდი
და მკლავი ისე მიხურდა, თითქოს პატარა ცხოველს ზედ
ბრჭყალები ჩამოესვას. თავიდან ვერ მომეშორებინა ის აზრი,
რომ აქ მართლა იყო რაღაცა.
ისეთი დარწმუნებული გახლდით, რომ გავიღვიძე თუ არა,
უნებლიეთ ხელები გავიშვირე, საწოლზე და ჩემი საკნის კუთ-
ხეებში მოვაფათურე, იქნებ რაიმე ცოცხალ არსებას წავაწყდე
მეთქი.
ნამძინარევს ისევ მეგონა, ეს არსება კიბორჩხალა იქნებო-
და. მაგრამ გონს მოვეგე, მივხვდი, ეს უაზრობა იყო აბა, აქ კი-
ბორჩხალას რა უნდოდა, თუმცა, რატომაც არა? ხომ შეიძლე-
ბა კიბორჩხალა ტრიუმში ცხოვრობდეს იქნებ შემთხვევით
გემზე ბალასტს ამოაყოლეს ან რომელიმე ცნობისმოყვარე
მეზღვაურმა ამოიყვანა? შემდეგ კი ღვთის ანაბარად გაუშვეს
და ტრიუმის კოჭებს შორის კუთხე კუნჭულებში მიიმალა. საკ-
ვებს ტრიუმში დამდგარ წყალში ან ნაგავში მონახავდა, ან იქ-
ნებ კიბორჩხალებიც ქამელეონებივით ჰაერით იკვებებიან.
ასე ვფიქრობდი რამდენიმე წუთს, მაგრამ კარგად რომ
განვსაჯე, ეს მოსაზრება უკუვაგდე. კიბორჩხალაზე ფიქრის
608 მკითხველთა ლიგა
მიზეზი ჩემი სიზმარი იყო. სიზმარი რომ არა, ისინი არც გამახ-
სენდებოდა. რა თქმა უნდა, აქ არავითარი კიბორჩხალა არ
არის, თორემ დავიჭერდი. მე ხომ საწოლის ყოველი გოჯი
მოვსინჯე. ჩემს სადგომს მხოლოდ ორი ხვრელი ჰქონდა,
საიდანაც დიდი კიბორჩხალა შემოეტეოდა. გავიღვიძე თუ
არა, იმწამსვე იმ ხვრელს ვეცი კიბორჩხალა ხომ ძალიან ნე-
ლა დადის და ასე ცოტა ხანში რას გამასწრებდა! არა, კიბორ-
ჩხალა აქ ვერ იქნებოდა და მაინც, რაღაცა იყო, რაღაცა დამა-
ცოცავდა ძილის დროს. ამაში დარწმუნებული გახლდით.
ერთხანს ისევ ვფიქრობდი სიზმარზე, მაგრამ უსიამოვნო
შეგრძნებამ მალე გამიარა. რა გასაკვირია, რომ სწორედ ის
დამესიზმრა, რაზეც ქარიშხლის დროს ვფიქრობდი.
საათი მოვსინჯე. ძალიან დიდხანს მძინებია დაახლოებით
თექვსმეტი საათი! ეს იმიტომ მოხდა, რომ ქარიშხლის დროს
ვფხიზლობდი და თანაც ზღვის ავადმყოფობამაც მიმასუსტა.
ძალიან მოშივებული გახლდით და ცდუნებას ვერ გავუძე-
ლი! ჩვეულებრივზე მეტი შევჭამე. ოთხი ნამცხვარი გადავსან-
სლე. გაგონილი მქონდა, რომ ზღვის ავადმყოფობამ დიდი
მადა იცისო და მართალი ყოფილა. მზად ვიყავი, რაც ნამ-
ცხვარი მქონდა, ერთბაშად შემეჭამა. ოთხი ცალი არაფრად
არ გამიხდა. მხოლოდ იმან შემაჩერა, რომ მეშინოდა, მერე
სულ მშიერი არ დავრჩე მეთქი, თორემ სამი იმდენიც არ მე-
ყოფოდა.
წყურვილიც მაწუხებდა და წყალიც მეტი დავლიე. წყალს
ძალიან არც ვზოგავდი, ვიცოდი, მოგზაურობის ბოლომდე
თავისუფლად მეყოფოდა. მხოლოდ ერთი რამ მაწუხებდა,
ბევრი წყალი მეღვრებოდა ტყუილუბრალოდ. ჭურჭელი არ
მქონდა და პირდაპირ ნახვრეტიდან ვსვამდე. თან მოუხერხე-
ბელიც იყო. საცობს რომ მოვაძრობდი, ძლიერი ნაკადი პირ-
609 მკითხველთა ლიგა
დაპირ პირში მცემდა, მაგრამ იმდენი წყალი დიოდა, რომ
ყლაპვას ვერ ავუდიოდი. სანამ სულს მოვითქვამდი, წყალი
სახესა და ტანისამოსზე მესხმებოდა, ვიდრე საცობს ჩავარ-
ჭობდი, მთელ ჩემს სადგომს ვასველებდი.
კარგი იქნებოდა წყლის ჭურჭელი რომ მქონოდა ფინჯანი
ან რამე ამგვარი!
ვიფიქრე, ფეხსაცმლით დავლევ მეთქი, მაგრამ მეზიზღე-
ბოდა.
კასრის გახვრეტამდე ფეხსაცმლიდან კი არა, ნებისმიერი
ჭურჭლიდან უყოყმანოდ დავლევდი წყალს, მაგრამ ახლა,
როცა წყალი საკმარისად მქონდა, საქმე სხვაგვარად გახ-
ლდათ. მაინც ვიფიქრე, იქნებ ერთი ცალი კარგად გავრეცხო
მეთქი. მირჩევნია, ცოტაოდენი წყალი დავხარჯო ფეხსაც-
მლის გასარეცხად, ვიდრე ყოველი დალევის დროს ამდენი
წყალი ტყუილად დაიკარგოს მეთქი.
ის იყო ამ გეგმის განხორციელებას ვაპირებდი, რომ უკე-
თესი რამ მოვისაზრე მაუდის ნაჭრისგან გავაკეთებ ფინჯანს,
ასე აჯობებს. ადრევე შევნიშნე, რომ ქსოვილი წყალგაუმტარი
იყო ყოველ შემთხვევაში, კასრიდან ჩემს ლოგინზე დაღვრი-
ლი წყალი ზედ გროვდებოდა და მე მისი გადაშხეფა მიხდებო-
და ხოლმე, თუ ამ ქსოვილის ნაჭერს დავახვევდი და ფინჯნის
ფორმას მივცემდი, მშვენიერი ჭურჭელი გამომივიდოდა.
დანით განიერი ზოლი ჩავჭერი და ძაბრივით დავახვიე.
მოვიწროებული ადგილი ფეხსაცმლის ზონრით შევკარი და
ისეთი მშვენიერი ფინჯანი გავაკეთე, ფაიფურისას და მინისას
არაფრით ჩამოუვარდებოდა. ახლა შემეძლო, მშვიდად მესვა
და ამ ძვირფასი სითხის ერთი წვეთიც არ დამეკარგა. ჩემი სი-
ცოცხლე ამ სითხეზე „ეკიდა”.

610 მკითხველთა ლიგა


თავი XXXV
იდუმალი გაქრობა

საუზმეზე იმდენი ვჭამე, რომ გადავწყვიტე იმ დღეს მეკმა-


რა, მაგრამ მომშივდა და ჩემი გონივრული განზრახვა ვერ შე-
ვასრულე. შუადღისას ვეღარ მოვითმინე, ყუთში ხელი ჩავყა-
ვი და ერთი ნამცხვარი ამოვაძვრინე. გადავწყვიტე სადილად
მხოლოდ ნახევარი შემეჭამა, მეორე ნახევარი კი ვახშმის-
თვის შემენახა.
ნამცხვარი ორად გავყავი; ერთი გადავინახე, მეორე შევ-
ჭამე და ზედ წყალიც დავაყოლე.
ალბათ უცნაურად გეჩვენებათ, რომ აზრად არ მომდიოდა
წყალში რამდენიმე წვეთი ბრენდი გამერია. ხომ შემეძლო
ბრენდი უანგარიშოდ მესვა კასრში ას გალონზე ნაკლები არ
იქნებოდა. მაგრამ ჩემთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ
ჰქონდა. გინდა გოგირდმჟავა ყოფილა კასრში და გინდა
ბრენდი. ბრენდის პირსაც არ ვაკარებდი. ჯერ ერთი, არ მიყ-
ვარდა, მეორე კიდევ იმიტომ, რომ ცუდად მხდიდა გულს მი-
რევდა. ალბათ ყველაზე ცუდი ხარისხის ბრენდი იყო ასეთ
ბრენდის კი არ ყიდიან, არამედ მეზღვაურებს ურიგებენ. ხში-
რად გემის ეკიპაჟისთვის ყველაზე ცუდ ბრენდის და რომს
იმეტებენ ხოლმე. გარდა ამისა, ბრენდი უკვე გავსინჯე ერთი
ღვინის ჭიქისოდენა დავლიე და ისე მომაწყურა, ლამის ნახე-
ვარი გალონი წყალი დავაყოლე. გადავწყვიტე, მომავალში
ალკოჰოლისგან თავი შემეკავებინა მინდოდა წყალი დამეზო-
გა.
611 მკითხველთა ლიგა
ჩემი საათის მიხედვით უკვე ძილის დრო ახლოვდებოდა.
ვიფიქრე, ვახშმად გადანახულ ნამცხვრის მეორე ნახევარს
შევჭამ და მოვისვენებ მეთქი.
ძილისთვის სამზადისი ის გახლდათ, რომ შალის ქვეშა-
გებზე გვერდს ვიბრუნებდი და ღამე რომ არ გავთოშილიყავი,
ზემოდან ერთ ორ ფენა ქსოვილს ვიფარებდი.
მოგზაურობის პირველი ერთი კვირა ძალიან ციოდა, რად-
გან ზამთარი იყო. მას შემდეგ, რაც მაუდს მივაგენი, სიცივე
აღარ მიგრძნია თავიდან ფეხებამდე შიგ ვეხვეოდი. თუმცა
რამდენიმე ხნის შემდეგ თბილი ღამები დაიჭირა. ქარიშხლის
შემდეგ კი მთელი ღამე ისევე თბილოდა, როგორც დღისით.
თავიდან ატმოსფეროს უეცარი გარდატეხა მაოცებდა, მაგ-
რამ ცოტა რომ დავუფიქრდი, ეს მოვლენა ავხსენი. ვფიქრობ-
დი, ალბათ ერთთავად სამხრეთით მივცურავთ და ახლა უეჭ-
ველად ტროპიკული ზონის ცხელ განედებში შევდივართ მეთ-
ქი.
მაინცდამაინც კარგად არ ვიცოდი, ეს რას ნიშნავდა, მაგ-
რამ მეგონა, რომ ტროპოკული ზონა ან უბრალოდ „ტროპიკე-
ბი“ სამხრეთითაა და იქ ბევრად უფრო ცხელა, ვიდრე ინ-
გლისში ყველაზე ცხელ დღეს. ისიც ვიცოდი, პერუ სამხრეთ
ნახევარსფეროზე მდებარეობს და იქ რომ მიგვეღწია, ეკვა-
ტორი უნდა გადაგვეჭრა.
სწორედ ამიტომ დათბა. უკვე ორი კვირაა გზაში ვიყავით.
თუ ვიგულისხმებდი, რომ გემი დღეში ორას მილს გადიოდა
(გემები, როგორც ვიცოდი, ხშირად მეტსაც გადიან), ინგლისს
საკმაოდ დაშორდებოდა და, რა თქმა უნდა, კლიმატიც შეიც-
ვლებოდა.

612 მკითხველთა ლიგა


დღის მეორე ნახევარი და მთელი საღამო ამ ფიქრებში გა-
ვატარე. ათ საათზე, როგორც გითხარით, გადავწყვიტე, ნამ-
ცხვრის მეორე ნახევარი შემეჭამა და დამეძინა.
ცარიელი ნამცხვარი რომ არ მეჭამა, ერთი ფინჯანი წყალი
მოვიმარაგე და ნამცხვრისთვის ხელი გავიწოდე. მაუდის ხვე-
ულს, რომელიც ძელთან დავდე, თაროსავით ვიყენებდი და
ზედ დანა, ფინჯანი და ხის კალენდარი მელაგა. ნამცხვრის ნა-
ხევარიც სწორედ იქ დავდე და იმ ადგილის მონახვა ისევე ად-
ვილად შემეძლო, როგორც დღის სინათლეზე. ჩემი თავშე-
საფრის ყოველი კუთხე კუნჭული და ხვრელი ისე მქონდა შეს-
წავლილი, რომ სიბნელეში ხუთშილინგიანი მონეტისოდენა
ადგილსაც კი უშეცდომოდ მოვნახავდი.
ხელი გავიშვირე, რათა ჩემი ძვირფასი ლუკმა ამეღო. წარ-
მოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც დავრწმუნდი, რომ ნამ-
ცხვარი თავის ადგილზე აღარ აღმოჩნდა!
ჯერ ვიფიქრე, შევცდი, ალბათ ნამცხვარი სხვაგან დავდე
მეთქი.
წყლის ფინჯანი ხელში მეჭირა, დანა ადგილზე იდო, იქვე
ეწყო ჭდეებიანი ჯოხი და ზონრის ნაკუწებიც, ნამცხვრის ნახე-
ვარი კი არსად ჩანდა!
სხვაგან სად უნდა დამედო? მე მგონი, ვერსად ვერ შევინა-
ხავდი. და მაინც ჩემი საკნის იატაკი კარგად მოვათვალიერე.
ქსოვილის ყოველი ნაკეცი და ხვეული გადავშალე. ქურთუკი-
სა და შარვლის ჯიბეებიც კი ამოვიბრუნე. ფეხსაცმელებშიც
ჩავყავი ხელი. ფეხსაცმელები სრულებით არა მჭირდებოდა
და კუთხეში ეყარა. ყოველი გოჯი გულმოდგინედ დავათვა-
ლიერე, მაგრამ ნამცხვარი მაინც ვერ ვიპოვე!

613 მკითხველთა ლიგა


ასე გულდაგულ იმიტომ კი არ ვეძებდი, რომ მენანებოდა,
არა, მისი თაროდან გაქრობა უცნაური იყო, იმდენად უც-
ნაური, რომ დაფიქრებად ღირდა.
იქნებ შემომეჭამა?
დავუშვათ, რომ ასეა, დაბნეულობისაგან ისე შევსანსლე,
რომ ვერც გავიგე. ყოველ შემთხვევაში, პირველი ნახევრის
შემდეგ არ მახსოვს, რომ რამე მეჭამა. და თუ კიდევაც ვჭამე,
სარგებლობა არაფერი მოუტანია, თავს მაძღრისად არ
ვგრძნობდი ჩემს კუჭს არაფერი გაუგია. ისეთი მშიერი ვიყავი,
თითქოს მთელ დღეს პირში ლუკმა არ ჩამედო.
გარკვევით მახსოვდა, რომ ნამცხვრის ნატეხი დანისა და
ფინჯნის გვერდით დავდე. როგორ შეიცვლიდა ადგილს, თუ
მე არ ამიღია? უცაბედად ვერ წამოვედებოდი და ვერ გადა-
ვაგდებდი, რადგან იმ მხარეს ხელი არ გამიწევია და თუ ასეა,
სადღაც ხომ უნდა იყოს. კასრის ქვეშ ხვრელში ვერ ჩავარდე-
ბოდა, რადგან ხვრელი ქსოვილით იყო ამოვსებული. ეს იმი-
ტომ გავაკეთე, რომ საწოლის ზედაპირი გამესწორებინა.
მაშ ასე, დაკარგული ნამცხვარი ვერ ვიპოვე, გაქრა ან მე
გადავყლაპე, ან რაღაცა მოხდა. თუ მე გადავყლაპე, ძალიან
ვნანობ. ისე გაუგებლივ შემიჭამია, რომ სიამოვნებაც კი ვერ
მივიღე.
დიდხას ვყოყმანობდი, არ ვიცოდი, მეორე ნამცხვარი ამე-
ღო თუ უვახშმოდ დამეძინა. მომავლის შიში მაიძულებდა, თა-
ვი შემეკავებინა. ამგვარად, ცივი წყალი დავლიე, ფინჯანი თა-
როზე დავდე და დასაძინებლად მოვეწყვე.

614 მკითხველთა ლიგა


თავი XXXVI
შემაზრზენი მომხდური

დიდახანს ვერ დავიძინე. ვიწექი და ნამცხვრის იდუმალ


გაქრობაზე ვფიქრობდი. იდუმალს ვამბობ, რადგან გულის
სიღრმეში მჯეროდა, რომ კი არ შევჭამე, რაღაც სხვა გზით
გაქრა. მაგრამ კერძოდ რა გზით, წარმოდგენაც არ მქონდა.
მარტოდმარტო ვიყავი. მთელ ტრიუმში ერთადერთი სულ-
დგმული მე გახლდით და საჭმელს სხვა ვერ მიეკარებოდა. და
უცებ ჩემი სიზმარი გამახსენდა! კიბორჩხალა! იქნებ მართლა
კიბორჩხალა იყო? დახრჩობით კი სიზმარში დავიხრჩვი, მაგ-
რამ დანარჩენი ალბათ მართლა მოხდა. ტანზე ნამდვილად
გადამაცოცდა კიბორჩხალა. ნუთუ მან შეჭამა ნამცხვარი?
ვიცოდი, რომ კიბორჩხალები პურს არ ჭამენ, მაგრამ გე-
მის ტრიუმში მომწყვდეული, დამშეული კიბორჩხალა ნამ-
ცხვარზე უარს არ იტყოდა. რა ვიცი, იქნებ ნამდვილად კი-
ბორჩხალა იყო?
ამ ფიქრებისგან თუ ცარიელი კუჭის გამო რამდენი ხანი
ვერ დავიძინე. ბოლოს და ბოლოს, ჩამეძინა, უფრო სწორად
ჩამთვლიმა და ყოველ ორ სამ წუთში მეღვიძებოდა.
ერთი ორი გამოღვიძების დროს უჩვეულო ხმები მომესმა,
გემი თანაბრად მისრიალებდა და ეს ხმა ტალღების წყნარი
შრიალისგან ადვილად გავარჩიე. ტალღები ისე ჩუმად ტყლა-
შუნებდნენ, რომ ხანდახან ჩემი საათის წიკწიკი ფარავდა მათ
ხმაურს.

615 მკითხველთა ლიგა


ახალი ბგერები, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო,
მსუბუქ ფხოჭნას ჰგავდა. ხმა იმ კუთხიდან მოდიოდა, სადაც
ჩემი ფეხსაცმელები ეყარა. ფეხსაცმელებში რაღაცა ფხაკუ-
რობდა!
„ალბათ კიბორჩხალაა!“ გავიფიქრე, ძილი საბოლოოდ
გამიფრთხა. ჩასაფრებული ვიწექი და მტრის დასაჭერად ვემ-
ზადებოდი. კიბორჩხალა იყო თუ რაღაც სხვა არსება, ერთი
რამ ცხადი გახლდათ ფეხსაცმელებში სწორედ ჩემი ვახშმის
ქურდი ფაჩუნობდა.
ისევ მომესმა ფხაჭუნი. ჰო, რა თქმა უნდა, ფეხსაცმელებ-
შია!
ნელა, უჩუმრად წამოვიმართე, ველოდი ფხაჭუნის გა-
მეორებას, რათა ფეხსაცმელს ერთბაშად ჩავფრენოდი.
კარგა ხანს ველოდე, მაგრამ აღარაფერი გამიგონია. მა-
შინ ფეხსაცმელებში ხელი ჩავყავი, მოვაფათურე, მაგრამ
არაფერი! ფეხსაცმელები თითქოს ისევე ეწყო, როგორც მე
დავალაგე, იატაკიც მოვათვალიერე. არაფერი შეცვლილიყო.
დიდხანს ვიწექი და საგონებელში ჩავარდნილი ყურს ვუგ-
დებდი, მაგრამ იდუმალი ხმები აღარ გამეორებულა. ძილი
ისევ მერეოდა. ჩავთვლიმე, მაგრამ წარამარა მეღვიძებოდა.
უცებ ისევ ის ხმა გავიგონე. მივაყურე. ახლა კი ეჭვი აღარ
მეპარებოდა, მაგრამ ფეხსაცმელს ხელი ვტაცე თუ არა, ხმა
შეწყდა. ალბათ იმ არსებას, რომელიც იქ ფაჩუნობდა, შეეშინ-
და. ისევ მოვაფათურე ირგვლივ ხელები, მაგრამ ვერაფერი
ვიპოვე!
„აჰა! ჩავილაპარაკე მე, ახლა კი ვიცი, რაც არის! კიბორ-
ჩხალა კი არა, თაგვია! კიბორჩხალა ასე სწრაფად ვერ გაიქ-
ცეოდა. თაგვია, სწორედ თაგვი! საოცარია, ადრე რატომ არ
მომაფიქრდა! ადრევე რომ მომსვლოდა აზრად, არ შევშფოთ-
616 მკითხველთა ლიგა
დებოდი. თაგვია და მეტი არაფერი! ის საშინელი სიზმარი
რომ არ მენახა, კიბორჩხალა არც კი გამახსენდებოდა“.
ისევ დავწექი, გადავწყვიტე დამეძინა და თაგვისთვის ყუ-
რადღება აღარ მიმექცია.
დაწოლაც ვერ მოვასწარი, რომ თაგვი ისევ აფხაკურდა.
ვიფიქრე, ნამდვილად ფეხსაცმელს გამიფუჭებს მეთქი. მარ-
თალია, ფეხსაცმელი არ მჭირდებოდა, მაგრამ თაგვს მაინც
არ დავაღრღნევინებდი. წამოვდექი და ერთბაშად ვეცი დასა-
ჭერად.
ისევ უშედეგოდ. ცხოველს ხელიც კი ვერ წავატანე, მაგრამ
თითქოს მომესმა, რომ იგი ბრენდის კასრსა და გემის ფერდს
შორის ხვრელში ჩაძვრა.
ფეხსაცმელები ავიღე. სამწუხაროდ, ერთ ერთის ცხვირი
მთლად გამოჭმული გახლდათ! საოცარია, თაგვმა ამდენი
როგორ შეჭამა, თან ასე მცირე დროში! სულ ცოტა ხნის წინ
ხომ ხელში მეჭირა და არაფერი შემიმჩნევია. ალბათ ბევრი
იყვნენ.
ფეხსაცმელი რომ საბოლოო დაღუპვისაგან გადამერჩინა
და ახალ მღელვარებასაც ავრიდებოდი, ავიღე, ახლო დავდე
და ზემოდან ქსოვილის ერთი ფენა გადავაფარე. ამ საქმეს
მოვრჩი და კვლავ დასაძინებლად მოვკალათდი.
ცოტა ხანს ვთვლემდი, მერე უცებ გამომეღვიძა. აშკარად
ვიგრძენი, რომ რაღაცა გადამაცოცდა, ზედ ფეხებთან გადა-
მიქროლა.
ახლა კი მთლად დამიფრთხა ძილი. ვიწექი და ველოდი,
რა მოხდებოდა.
„რა თქმა უნდა, თაგვია, გადავწყვიტე მე, ახლა აქეთ იქით
დარბის და ფეხსაცმელს ეძებს“. ამ თავდამსხმელის თარეში,
ცოტა არ იყოს, მაღიზიანებდა. გამოდევნებას აზრი არ ჰქონ-
617 მკითხველთა ლიგა
და გავინძრეოდი თუ არა, თაგვი ხვრელში ჩაიმალებოდა. გა-
დავწყვიტე, მშვიდად ვწოლილიყავი, დავლოდებოდი, როდის
ამომაცოცდებოდა და მაშინ მეტაცა ხელი. ამ პატარა არსების
მოკვლა არ მინდოდა. ვფიქრობდი, ერთს კარგად მივჯეჯგვავ
ან ყურს მოვუსრეს, რომ მეორედ აღარ შემაწუხოს მეთქი.
კარგა ხანს ისე ვიწექი, არც არაფერი გამიგონია, არც არა-
ფერი მიგრძნია. ბოლოს და ბოლოს, მოთმინება დამიფასდა.
ქსოვილის ნაკეცები სუსტად შეირხა. მივხვდი, რაღაცა დარ-
ბოდა და თითქოს პაწია თათების პაკუნიც გავიგონე. აი, ისევ
შეინძრა ქსოვილი და ვიგრძენი, რომ რაღაცა არსება ბარძაყ-
ზე შემაცოცდა და თეძოსკენ მოიწევდა. თაგვის კვალობაზე
ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ფიქრის დრო სად მქონდა ამწუ-
თასვე უნდა დამეჭირა!
გაფარჩხული თითები წავატანე, მაგრამ ეს რა საშინელე-
ბაა!
პაწია თაგვის ნაცვლად ხელში თითქმის კნუტისოდენა არ-
სება მომხვდა! ეჭვი არ იყო, ეს გახლდათ უზარმაზარი, საში-
ნელი ვირთხა!

618 მკითხველთა ლიგა


თავი XXXVII
მსჯელობა ვირთხებზე

საზიზღარმა არსებამ თავი ხელად გამოამჟღავნა. შევახე


თუ არა მის გლუვ ბეწვს თითები, იმწუთას მივხვდი, რომ ვირ-
თხა იყო. დაუფიქრებლად მისკენ გაშვერილი ხელის უკან გა-
მოწევა ვერ მოვასწარი, ბასრი კბილები ღრმად ჩამესო ცერ-
ში. იმავე წუთს ჩემს ყურს გაბოროტებული წრიპინი მისწვდა.
ხელი სასწრაფოდ გამოვგლიჯე და ჩემი საკნის შორეულ
კუთხეში მივიყუჟე. ჩემს უსიამოვნო სტუმარს რაც შეიძლებო-
და შორს გავერიდე, მოვიბუზე და ამაზრზენი ცხოველის წას-
ვლას დაველოდე.
სიჩუმე ჩამოვარდა. ვიფიქრე, თაგვი გემის სხვა მხარეს გა-
იქცა მეთქი. ალბათ ჩემზე ნაკლებად არც იმას შეშინებია.
თუმცა ვინ იცის. ჩვენ შორის მე უფრო დამფრთხალი ვიყავი.
ამას ისიც ადასტურებდა, რომ მას იმდენი საზრიანობა შერჩა,
გაქცევის წინ თითზე მიკბინა, მე კი მთლად დავკარგე აზროვ-
ნების უნარი.
იმ ხანმოკლე შეხვედრაში ჩემმა მოწინააღმდეგემ გაიმარ-
ჯვა. თან შემაშინა, თან მტკივნეული ჭრილობა მომაყენა. ტკი-
ვილი თანდათან მიმატებდა. თითიდან სისხლი მდიოდა და
ვგრძნობდი, მთელ ხელზე წურწურით ჩამომდიოდა. თითები
მეწებებოდა.
შემეძლო ამ ამბავს მშვიდად მოვკიდებოდი ბოლოს და
ბოლოს, რა არის ვირთხის ნაკბენი? მაგრამ საქმე მარტო ეს

619 მკითხველთა ლიგა


არ იყო. მე სხვა რამ მაშფოთებდა: სულ წავიდა ჩემი მტერი
თუ ახლომახლოა და ისევ დაბრუნდება?
იმის გაფიქრება, ვაითუ, დაბრუნდეს და თანაც დაუსჯელო-
ბისაგან გათამამებული მეთქი, მოსვენებას არ მაძლევდა.
ალბათ გიკვირთ, მე კი მთელი სიცოცხლე ვირთხები მე-
ზიზღებოდა, სიმართლე გითხრათ, მეშინოდა კიდეც მათი. ეს
შიში განსაკუთრებით ბავშვობაში მქონდა, მაგრამ შემდგომ-
შიც, მართალია, უფრო საშიშ ცხოველებს შევხვედრივარ და
შევბრძოლებივარ, არც ერთი ისეთ შიშს არ იწვევდა ჩემში,
როგორც ჩვეულებრივი, ყველგან გავრცელებული ვირთხა.
ამ შემთხვევაში შიში და ზიზღი ერთმანეთს ერთვის. რამდენი
შემთხვევა ვიცი, როცა ვირთხები თავს დასხმიან ადამიანებს
და არა მარტო ბავშვებს, არამედ მოზრდილებსაც. განსაკუთ-
რებით დაჭრილებს და ავადმყოფებს. ვირთხების კბენას ადა-
მიანი მოუკლავს და შემდეგ ამ შემაზრზენ ყოვლისმჭამელ
ცხოველებს მათი გვამიც შეუჭამიათ.
ბავშვობისას ბევრი ასეთი ამბავი გამეგონა და ბუნებრი-
ვია, იმ დროს ყველაფერი გამახსენდა. ამ მოგონებებმა შე-
მაძრწუნა. თან ამხელა ვირთხა მანამდე არ მენახა. იმოდენა
იყო, თავიდან ვირთხა არც მეგონა. ხელში კარგა მოზრდილი
კნუტივით მომხვდა.
ცოტა რომ დავმშვიდდი, ცერა თითი ხალათიდან ჩახეული
ჩვრით შევიხვიე. რამდენიმე წუთში თითი საშინლად ამტკივ-
და ვირთხის კბენა ხომ თითქმის ისეთივე შხამიანია, როგო-
რიც მორიელისა და თუმცა ჭრილობა ძალიან დიდი არ იყო,
მაინც დიდ წამებას მოველოდი.
რა თქმა უნდა, დიდხანს ვერ დავიძინე. გათენებისას, რო-
გორც იქნა, ჩამთვლიმა, მაგრამ კოშმარული სიზმრები წამ-

620 მკითხველთა ლიგა


დაუწუმ მაღვიძებდა. მეჩვენებოდა, ვითომ ვირთხა თუ კიბორ-
ჩხალა კისერში მწვდებოდა!
დიდხანს ვიწექი და გარინდებული ველოდი ცხოველის
დაბრუნებას, მაგრამ ღამე ისე გავიდა, აღარაფერი გამიგო-
ნია. ალბათ მთელი ძალით რომ დავკარი ხელი, ტანი ისე
მოეწეწკა, რომ ძალიან დაშინდა და ხელახლა მოსვლას ვე-
ღარ ბედავდა. თავს ამით ვიმშვიდებდი, თორემ სულაც ვერ
დავიძინებდი.
რა თქმა უნდა, მივხვდი, სად გაქრა ჩემი ნამცხვრის ნაჭერი
და ვინ დამიგლიჯა ფეხსაცმელი. ვირთხების სუსტი ნათესავი
თაგვი ამას ვერ ჩაიდენდა. როგორც ჩანს, ვირთხა დიდი ხა-
ნია დარბოდა ჩემ ირგვლივ, მე კი ვერ ვამჩნევდი.
ვიდრე ჩამეძინებოდა, რამდენიმე საათი გარინდებული ვი-
წექი და სულ იმას ვფიქრობდი, რა ვქნა, ვირთხა რომ დაბ-
რუნდეს მეთქი? როგორ მოვსპო ან თავიდან მაინც როგორ
მოვიშორო ეს დაუპატიჟებელი სტუმარი? ერთი წლის სიცოც-
ხლეს დავთმობდი, ოღონდ ფოლადის ან რამენაირი ხაფანგი
მქონოდა, მაგრამ ასეთი ხაფანგის შოვნა შეუძლებელი იყო
და უსიამოვნო მეზობლის მოშორების სხვა მეთოდი უნდა მო-
მეფიქრებინა. სრული უფლება მქონდა, ვირთხისთვის მეზო-
ბელი მეწოდებინა, რადგან ვიცოდი, მისი საცხოვრებელი
შორს არ იყო და იმწუთას ჩემი სახიდან რაღაც სამი ფუტით
თუ იქნებოდა დაშორებული. ალბათ ან ნამცხვრის ყუთის ქვეშ
იჯდა ან ბრენდის კასრის ქვეშ.
დიდხანს ვიმტვრიე თავი, რათა მომეფიქრებინა, როგორ
დამეჭირა ვირთხა ისე, რომ მას არაფერი დაეშავებინა ჩემ-
თვის. რა თქმა უნდა, თუ ახლოს მოვიდოდა, ხელითაც დავი-
ჭერდი, როგორც ადრე ვქენი, მაგრამ იმ ცდის გამეორების

621 მკითხველთა ლიგა


სურვილი არ მქონდა. ვიცოდი, რომელი ხვრელით შემო-
დიოდა წყლისა და ბრენდის კასრებს შორის ძვრებოდა.
თუ დაბრუნდებოდა, ალბათ ისევ იმ გზას აირჩევდა. რა
მოხდება, რომ ერთის გარდა ყველა ხვრელი ქსოვილით
ამოვქოლო, მერე ვირთხა შემოვუშვა და იმწამსვე ის ხვრე-
ლიც ამოვავსო ყველა გზა მოვუჭრა? ამგვარად მოხვდება ხა-
ფანგში. მაგრამ არც მე აღმოვჩნდები კარგ დღეში. მეც მახეში
გავებმები. თან მტერს თუ ხელჩართული ბრძოლა არ გავუჩა-
ღე, ვერაფერს დავაკლებ. რასაკვირველია, მოვერევი და
მოვკლავ, რაც უნდა იყოს, ვირთხაზე ღონიერი მაინც ვარ და
ხელით წავახრჩობ, მაგრამ ამასობაში კარგა მაგრა დამ-
კბენს. მე კი ის ერთი ნაკბენიც მყოფნიდა, რომ ასეთ ორთაბ-
რძოლაზე ხელი ამეღო.
როგორ გავიდე იოლად უხაფანგოდ? ვიწექი ძილგამ-
ფრთხალი და ამაზეღა ვფიქრობდი, თან შიშით ველოდი ვირ-
თხის დაბრუნებას.
უკვე დილა იყო, როცა დაღლილს ჩამთვლიმა. და მაინც
ვერ მოვიფიქრე, როგორ მომეშორებინა ეს მავნებელი, რო-
მელმაც ამდენი უსიამოვნება მომაყენა.

622 მკითხველთა ლიგა


თავი XXXVIII
ნეტავი სათაგური მომცა!

რამდენიმე საათი ძილ ღვიძილში გავატარე. ხან ჩავ-


თვლემდი, ხან შეშფოთებულს გამეღვიძებოდა. ბოლოს სულ
გამოვფხიზლდი. უზარმაზარი ვირთხის გახსენებამ ძილი
მთლად დამიფრთხო, თუმცა ჩემს გასაღვიძებლად თითის
ტკივილიც კმაროდა. არა მარტო ცერა თითი, მთელი ხელი
გამისივდა და საშინლად მტკიოდა. წამალი არ მქონდა და უნ-
და მოთმინებით გამეძლო. ვიცოდი, ანთება მალე გამივლიდა
და ცოტა მომეშვებოდა. ამ იმედით ვუძლებდი ტკივილს. ესეც
არ იყოს, დიდი უბედურების დროს პატარა გავიწყდება. მეც
ასე მომივიდა. ვირთხის დაბრუნების შიში უფრო მაწუხებდა,
ვიდრე ჭრილობა. მთელი გულისყური ვირთხაზე მქონდა გა-
დატანილი და თითის ტკივილი თითქმის აღარც კი მახსოვდა.
გავიღვიძე თუ არა, ჩემი ფიქრები ისევ იქით მიიმართა,
რომ როგორმე ჩემი მწამებელი დამეჭირა. დარწმუნებული
ვიყავი, ვირთხა დაბრუნდებოდა, რაღაცით უკვე ვგრძნობდი
მის სიახლოვეს. ისევ მშვიდი ამინდი იდგა და შემთხვევითი
ბგერები აშკარად ისმოდა. თითქოს ცარიელ ყუთზე ვირთხის
პატარა თათები პაკუნობდნენ. ერთი ორჯერ მოკლე, მჭახე,
ჭრიჭინას ხმის მსგავსი ბგერებიც გავიგონე. ეს ხმები სწორედ
ვირთხისთვისაა დამახასიათებელი. ვირთხის წრიპინზე სა-
ზიზღარი ხმა არ არსებობს. იმ დროს კი ორჯერ უფრო საზიზ-
ღრად მეჩვენებოდა. თქვენ გეცინებათ ჩემს ბავშვურ შიშზე,
მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. უსიამოვნო წინათ-
623 მკითხველთა ლიგა
გრძნობას ვერ ვერეოდი. ვგრძნობდი, ვირთხის სიახლოვე
საფრთხეს მიქმნიდა და, როგორც შემდეგ დარწმუნდებით,
ჩემი წინათგრძნობა ფუჭი არ გამოდგა.
მეშინოდა, ვირთხა ძილის დროს დამესხმის მეთქი. ვიდრე
მეღვიძებოდა, დიდს ვერაფერს დამაკლებდა. შეიძლება, ად-
რინდელივით ეკბინა, მაგრამ ეს ისეთი საშინელება არ იყო.
ვშიშობდი, ღრმად არ ჩამეძინოს და ეს ამაზრზენი არსება
ყელში კბილებით არ ჩამაფრინდეს მეთქი. აი, რა მაწვალებ-
და! რაც მეტხანს მეღვიძებოდა, მით უფრო მაგრად ჩამეძინე-
ბოდა მერე და საფრთხეც დიდი იქნებოდა. ვიდრე ვირთხა არ
მოისპობოდა, მშვიდად ვერ დავიძინებდი. ამიტომ უახლოეს
მიზნად მისი მოსპობა დავისახე.
რამდენს ვფიქრობდი და იმის მეტი მაინც ვერაფერი მოვი-
საზრე, რომ ხელებით შემეპყრო და დამეხრჩო. რომ შემძლე-
ბოდა, ხელები ისე ჩამევლო, რომ თითები კისერზე შემომეჭ-
დო, მაშინ კბილებს ხელში ვერ ჩამასობდა, მაგრამ მთელი
სიძნელეც ეს იყო. ვირთხა სიბნელეში უნდა დამეჭირა და, რა-
საკვირველია, ის თავისი მდგომარეობის უპირატესობას გა-
მოიყენებდა. გარდა ამისა, მარჯვენა ხელის ცერი ისეთ დღეში
მქონდა, რომ ვირთხას არათუ ვერ დავახრჩობდი, ვერც კი
დავიჭერდი.
უნდა მომესაზრა, როგორ გადამერჩინა ვირთხის კბილე-
ბისგან თითები. კარგი იქნებოდა, ერთი წყვილი სქელი ხელ-
თათმანი რომ მქონოდა! მაგრამ ხელთათმანები არ მქონდა
და ამაზე ფიქრი ამაო იყო.
არა, ამაო არ გახლდათ! ახალი აზრი გამიჩნდა ხომ შეიძ-
ლებოდა ხელთათმანები რაღაცით შემეცვალა. ეს შემცვლე-
ლიც აქვე იყო ჩემი ფეხსაცმელები. ხელებს ფეხსაცმელებში
ჩავყოფ, რომ ვირთხის ბასრ კბილებს გადავურჩე და ამდენი
624 მკითხველთა ლიგა
ძალა კი მექნება, ვირთხა ლანჩებს შორის მოვაქციო და სუ-
ლი გავაცხებინო. ბრწყინვალე აზრია! დაუყოვნებლივ შევუ-
დექი განხორციელებას.
ფეხსაცმელები მოვამზადე და იმ ხვრელთან ჩავუსაფრდი,
საიდანაც ვირთხა უნდა შემოსულიყო. ყველა დანარჩენი
ხვრელი ამოვქოლე და გადავწყვიტე, ვირთხა შემოვიდოდა
თუ არა, უკანასკნელ ხვრელში ქურთუკი ჩამეტენა. ამგვარად
ვირთხა ჩემს ხელთ იქნებოდა. ისღა დამრჩენოდა, რომ „ხელ-
თათმანები“ ჩამეცვა და საქმეს შევდგომოდი.
ვირთხა თითქოს თვითონ შეეგება ბრძოლას, თუ ბედმა აქ-
ცია ზურგი.
ის იყო, ჩემი სახლი „სტუმრის მისაღებად“ მოვაწესრიგე,
რომ პატარა თათების ფაჩუნმა და სუსტმა წრიპინმა მიმახ-
ვედრა, ვირთხა ხვრელში შემოძვრა და უკვე ჩემს საკანში
იყო. ვიდრე ხვრელში ქურთუკს ვტენიდი, კარგად მესმოდა,
რომ ირგვლივ დარბოდა, ერთი ორჯერ ფეხებზეც გადამირბი-
ნა, მაგრამ ვიდრე უკან დასახევი გზა არ მოვუჭერი, ყურადღე-
ბა არ მიმიქცევია. მერე კი ხელები ფეხსაცმელებში ჩავყავი
და მტრის ძებნას შევუდექი.
ჩემი საკანი ისე კარგად მქონდა შესწავლილი, რომ ყოვე-
ლი კუნჭული ზუსტად ვიცოდი და დიდხანს ძებნა არ დამჭირ-
ვებია. ფეხსაცმელებს ხან სად დავკრავდი და ხან სად. ვირ-
თხის სხეულის პატარა ნაწილიც რომ მომხვედროდა, დავი-
ჭერდი, ორივე ფეხსაცმლით დავაწვებოდი და გავჭეჭყავდი.
ასეთი განზრახვა მქონდა. თუმცა ყველაფერი კარგად მოვი-
ფიქრე, განხორციელება ძნელი გამოდგა.
საქმე სულ სხვაგვარად წარიმართა. პატარა ცხოველი
მართლა მოყვა ფეხსაცმლის ქვეშ, მაგრამ რბილი ქსოვილი
დაწოლისაგან ჩაიზნიქა, ვირთხამ დაიჭყივლა და გამისხლტა.
625 მკითხველთა ლიგა
იმავე წამს ვიგრძენი, რომ იგი ფეხზე მაცოცდებოდა და შარ-
ვლის ტოტში მიძვრებოდა!
ტანში შიშის ზარმა დამიარა, მაგრამ ორთაბრძოლისაგან
უკვე გახურებული გახლდით, ფეხსაცმელები მოვისროლე და
ვირთხას იმ დროს ჩავაფრინდი, როცა მუხლამდე ავიდა. მაგ-
რად მეჭირა, თუმცა გასაოცარი ძალით მებრძოდა და ხმამა-
ღალი წივილით შიშს მგვრიდა.
ხელები მთელი ძალ ღონით მოვუჭირე, ცერის ტკივილიც
კი დამავიწყდა. შარვლის ქსოვილი ჩემს თითებს კბენისაგან
იცავდა, მაგრამ ჭრილობების გარეშე მაინც ვერ გადავრჩი:
გაშმაგებული ცხოველი ფეხში ჩამაფრინდა და მანამ განძრე-
ვის თავი ჰქონდა, კბილებს მიჭერდა. ბოლოს მოვახერხე ხე-
ლის ყელში წავლება. მაგრად მოვუჭირე. მხოლოდ ახლა გა-
ეხსნა კრიჭა და მივხვდი, რომ მტერს ბოლო მოეღო.
ხელი შევუშვი და ვირთხის უსიცოცხლო და უმოძრაო
სხეული შარვლის ტოტიდან გამოვიბერტყე, მერე ხვრელიდან
ქურთუკი ამოვაძვრე და ვირთხა საიდანაც მობრძანდა, იქით
გავისტუმრე.
უდიდესი შვება ვიგრძენი. ახლა, როცა ვიცოდი, ბატონი
ვირთხა აღარ შემაწუხებდა, დასაძინებლად მოვეწყე და გა-
დავწყვიტე დაკარგული ძილი ამენაზღაურებინა.

626 მკითხველთა ლიგა


თავი XXXIX
მომხდურთა გუნდი

მაგრამ ჩემი იმედი მცდარი გამოდგა. თხუთმეტი წუთიც არ


მძინებია, უცებ გამომეღვიძა; მომეჩვენა, თითქოს მკერდზე
რაღაცამ გადამირბინა. რა არის? მეორე ვირთხა? რაღაც ძა-
ლიან ჰგავს!
რამდენიმე წუთს გაუნძრევლად ვიწექი და სმენადქცეული
ვდარაჯობდი. მაგრამ არაფერი ისმოდა. ნუთუ დამესიზმრა,
რომ მკერდზე რაღაცა გადამაცოცდა? ამის გაფიქრება და
ქსოვილზე პატარა თათების პაკაპუკის გაგონება ერთი იყო.
და მაშინვე ეს თათები საკუთარ თეძოზე ვიგრძენი.
მყისვე წამოვჯექი და ხელი წავატანე. ისევ შიშმა მომიცვა
ხელში უზარმაზარი ვირთხა მომხვდა. ვირთხა მაშინვე გადახ-
ტა და მომესმა, რომ კასრებს შორის ხვრელში გაძვრა.
რა თქმა უნდა, ეს ის ვირთხა ვერ იქნებოდა, რომელიც ახ-
ლახან გადავაგდე. არა! კატა შეიძლება გაცოცხლდეს მას
შემდეგ, რაც მკვდრად ჩათვლი (ზოგჯერ მიწაში ჩაფლული კა-
ტაც კი გაცოცხლებულა!). ის კი არ გამეგონა, რომ ასეთი სი-
ცოცხლისუნარიანობა ვირთხებსაც ახასიათებს. მჯეროდა,
რომ ვირთხა მოვკალი. როცა გადავაგდე, ის უკვე მკვდარი
იყო. ეს უეჭველად სხვა ვირთხაა!
უაზრობა იყო, მაგრამ ძილ ღვიძილშიც იმას ვფიქრობდი,
ალბათ ისევ ის ვირთხაა და სამაგიეროს გადასახდელად დაბ-
რუნდა მეთქი. მაგრამ როცა გამოვფხიზლდი, ეს აზრი უკუვაგ-

627 მკითხველთა ლიგა


დე და სწორედ შესაფერი მეგობარი ხელზე რომ გადამიარა,
ვიგრძენი ზომით პირველს არ ჩამოუვარდებოდა.
გავიფიქრე, ალბათ ეს დედალია და ჩემ მიერ მოკლულ მა-
მალს ეძებს მეთქი. ჩემს ოთახში იმავე ხვრელიდან შემოძ-
ვრა, საიდანაც მკვდარი ვირთხა გადავაგდე. ალბათ ნახა და
ახლა მისი სიკვდილისთვის შურისძიება განუზრახავს.
ძილი ისევ გამიკრთა. აბა, რა დამაძინებდა, როცა იქვე
ამაზრზენი ცხოველი დაძრწოდა და ალბათ თავდასხმას მიპი-
რებდა!
დაღლილ დაქანცული ვიყავი, მაგრამ ახალ მტერს თუ არ
მოვიგერიებდი, დაწოლას ვერ გავბედავდი.
მჯეროდა, ვირთხა მალე დაბრუნდებოდა. მხოლოდ ხელი
შევახე, არაფერი დამიშავებია და, რა თქმა უნდა, მალე დაბ-
რუნდებოდა.
დარწმუნებულმა ქურთუკი ავიღე და ხვრელთან ძველი ად-
გილი დავიკავე. ნახვრეტს ყური მივუახლოვე და სმენად ვიქე-
ცი.
რამდენიმე წუთში სრულიად აშკარად გავიგონე ვირთხის
წრიპინი და კიდევ რაღაც გაურკვეველი ხმები, რომელიც ად-
რეც მესმოდა.
მე მგონი, ფიცარი ეხახუნებოდა ცარიელ ყუთს, თორემ
ასეთი პატარა ცხოველი ასეთ ხმაურს ვერ გამოიწვევდა.
ხმაური არ წყდებოდა. ის იყო ვიფიქრე, ვირთხა უკვე ჩემს სა-
კანში შემოვიდა მეთქი, რომ ხმები ისევ გარედან მომესმა.
ცოტა ხნის შემდეგ მომეჩვენა, რომ ვირთხამ ახლოს ჩა-
მიარა, მაგრამ წრიპინი ისევ გარედან მესმოდა. ისევ და ისევ
მეჩვენებოდა, რომ საკანში მარტო არ ვიყავი, მაგრამ შეცდო-
მის მეშინოდა და ნახვრეტს არ ვქოლავდი.

628 მკითხველთა ლიგა


ბოლოს მკვეთრი წრიპინი მარჯვნიდან მომესმა, აშკარად
ჩემს სადგომში დარბოდა ვირთხა. ბევრი აღარ მიფიქრია.
ნახვრეტი დაუყოვნებლივ ამოვქოლე.
დავიწყე ვირთხის ძებნა. სიფრთხილისთვის ხელებზე ფეხ-
საცმელები წამოვიცვი. გარდა ამისა, კიდევ ერთ თავდასაცავ
ხერხს მივმართე. შარვლის ტოტებზე ზონარი შემოვიჭირე,
რათა ვირთხა თავისი მეგობარივით ფეხზე არ შემცოცებოდა.
ასე მოვემზადე საბრძოლველად და ირგვლივ ხელები მოვა-
ფათურე.
ვირთხასთან შებრძოლება სრულებითაც არ მინდოდა,
მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტე, მყუდროების დამრღვევი თა-
ვიდან მომეშორებინა და მცირე ხანს მაინც დამეძინა მშვი-
დად. ეს კი მხოლოდ მაშინ მოხერხდებოდა, თუ ამ ვირთხასაც
თავისი წინამორბედივით მოვკლავდი.
საქმეს შევუდექი, მაგრამ ეს რა საშინელებაა! წარმოიდგი-
ნეთ, როგორი შიშის ზარი დამეცა, როცა ერთი ვირთხის ნაც-
ვლად ჩემს სამფლობელოში ამ ამაზრზენი მხეცების მთელი
ხროვა აღმოვაჩინე! ერთი კი არა, ბარემ ათი ვირთხა იქნებო-
და! ირგვლივ ისე ფუთფუთებდნენ, რომ ფეხსაცმელი ყოველ
გაქნევაზე ერთ ერთს მაინც ხვდებოდა. ირგვლივ დაშლიგი-
ნებდნენ, ხელებზე მახტებოდნენ, თან ჩემს დასაშინებლად
გაშმაგებულად ჭყიოდნენ!
სიმართლე გითხრათ, შიშისაგან კინაღამ გონება დავკარ-
გე. მათ დახოცვას აღარც კი ვფიქრობდი. არც კი ვიცოდი, რას
ვჩადიოდი. მახსოვს, ის კი მოვახერხე, რომ ნახვრეტიდან
ქურთუკი გამოვაძვრე, რაც ძალა და ღონე მქონდა დავჭყივ-
ლე და ქურთუკი იატაკზე ხან ერთგან დავცხე და ხან მეორე-
გან.

629 მკითხველთა ლიგა


ჩემმა ყვირილმა და შეუპოვარმა მოძრაობამ სასურველი
შედეგი გამოიღო. მესმოდა, რომ ვირთხები ნახვრეტში ძვრე-
ბოდნენ. ცოტა ხანში იატაკზე ხელები მოვაფათურე და შვებით
ამოვისუნთქე საკანი ცარიელი იყო, ვირთხები ერთიანად გაკ-
რეფილიყვნენ.

630 მკითხველთა ლიგა


თავი XL
ნორვეგიული ვირთხა

ერთმა ვირთხამ ასე გამაწამა და მეზობლად რომ ვირთხე-


ბის მთელი ლაშქარი აღმოვაჩინე, წარმოიდგინეთ, როგორ
შევშფოთდებოდი! რაც მე ვირთხები დავარბიე, იმის მეტი
რომ არ ყოფილიყო, კიდევ არაფერი. მაგრამ ნახვრეტი ქურ-
თუკით რომ ამოვქოლე, მათი ჩოჩქოლი გარედანაც მესმოდა.
ალბათ რამდენიმე ოცეული იქნებოდა. ვიცოდი, ეს მავნებლე-
ბი ბევრ გემზე ბინადრობენ. საიმედოდ აფარებენ თავს
ტრიუმის კედლებს შორის დარჩენილ მრავალრიცხოვან
ხვრელებს. ისიც გამეგონა, რომ ხომალდის ვირთხა ყველაზე
შმაგია. დამშეულები, ცოცხალი არსების წინაშეც არ იხევენ
უკან და ხშირად კატებსა და ძაღლებსაც არ ეპუებიან. ისინი
ტვირთს აზიანებენ და ხომალდზე სხვადასხვა უსიამოვნებას
იწვევენ. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ გემი დატვირთვისა და
ზღვაში გასვლის წინ საკმაოდ შემოწმებული, შეკეთებული და
გაწმენდილი არ არის. ამ ხომალდის ვირთხებს „ნორვეგი-
ულს“ უწოდებენ, რადგან, გადმოცემის თანახმად, ინგლისში
ისინი პირველად ნორვეგიულ გემებს მოჰყოლიან. ნორვე-
გიაა მათი სამშობლო თუ სხვა ქვეყანა, ამას მნიშვნელობა
არა აქვს, რადგან ისინი მთელ დედამიწის ზურგზე არიან მო-
დებული. დარწმუნებული ვარ, რომელ ქვეყანასაც გემი მის-
დგომია, იქ ნორვეგიული ვირთხა უსათუოდ ბლომად იქნება.
თუ ისინი მართლა ნორვეგიიდან არიან, ყველანაირ კლიმატს
კარგად შეეგუებიან, რადგან განსაკუთრებით ჭარბად ამერი-
631 მკითხველთა ლიგა
კის ტროპიკებში ცხოვრობენ. უესტინდოეთის საპორტო ქა-
ლაქები და ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის კონტინენტები
სავსეა ვირთხებით. ალაგ ალაგ მოსახლეობას ისეთ ზიანს
აყენებენ, რომ ზოგი ქალაქის მმართველობამ სპეციალური
პრემიაც კი დააწესა „ვირთხების მოსპობისთვის“. ამის მიუხე-
დავად, მათი რიცხვი მაინც არ კლებულობს და ამერიკული
პორტების ღია მისადგომები „მშვიდ ნავსაყუდლად“ გაიხა-
დეს!
ნორვეგიული ვირთხები მაინცდამაინც დიდები არ არიან.
ათასში ერთი თუ გამოერევა მოზრდილი. მაგრამ საქმე ზომა
ხომ არ არის. საქმე ის გახლავთ, რომ ისინი არაჩვეულებრი-
ვად შმაგები და მავნეები არიან. თანაც საოცრად სწრაფად
მრავლდებიან. შემჩნეულია, რომ სადაც კი ნორვეგიული
ვირთხა გაჩნდება, რამდენიმე წელში სხვა ჯიშის ვირთხები
ქრებიან; ვარაუდობენ, რომ ისინი სხვა ჯიშის ვირთხებს სპო-
ბენ, არც სინდიოფალას ერიდებიან. თუმცა მასზე სუსტნი არი-
ან, მაგრამ რიცხობრივად ჭარბობენ. ცხელ ქვეყნებში ერთ
სინდიოფალაზე ასი ვირთხა მოდის. კატებსაც კი ეშინიათ მა-
თი. ბევრ ქვეყანაში კატა ნორვეგიულ ვირთხას თავს არიდებს
და ნაკლებად შმაგ მსხვერპლზე ნადირობას ამჯობინებს. დი-
დი ძაღლებიც კი ერიდებიან მათ.
ნორვეგიულ ვირთხებს ერთი უცნაური თავისებურება
აქვთ: ისინი თითქოს გრძნობენ, როდის არის ძალა მათ მხა-
რეს. როცა ცოტანი არიან და განადგურების საფრთხე ელით,
უწყინარნი ხდებიან; იმ ქვეყნებში კი, სადაც გამრავლება
მოუხერხებიათ, დაუსჯელობისაგან გათავხედებულან და ადა-
მიანის რიდიც კი აღარა აქვთ. ტროპიკული ქვეყნების საზ-
ღვაო პორტებში თითქმის არ იმალებიან და გამვლელის და-
ნახვისას გვერდზე გადახვევასაც არ კადრულობენ. თუ იკად-
632 მკითხველთა ლიგა
რეს და გზა დაგითმეს, გაივლი თუ არა, შენს ქუსლებთან გა-
იშლიგინებენ. აი, ასეთები ბრძანდებიან ნორვეგიული ვირ-
თხები!
როცა გემ „ინკაზე“ ვირთხებს გადავეყარე, ეს ამბები არ
ვიცოდი, მაგრამ რაც მეზღვაურებისაგან გამეგონა, ისიც კმა-
როდა ამ საშიში ცხოველების სიახლოვეს შეშფოთებული გახ-
ლდით. ჩემი საკნიდან კი გავრეკე, მაგრამ სულაც არ დავ-
მშვიდებულვარ. მჯეროდა, ვირთხები დაბრუნდებოდნენ და
თან მაშინდელზე მეტი. თანდათან შიმშილი უფრო შეაწუხებ-
დათ, უფრო გაშმაგდებოდნენ და გათავხედდებოდნენ. ბო-
ლოს ისე გამითამამდებოდნენ, რომ თავს დამესხმოდნენ.
როგორც ჩანს, მაინცდამაინც ვერ შემიშინებია. თუმცა ქურ-
თუკის ცემით და ყიჟინით ბდღვირი ვადინე, მაინც ახლომახ-
ლო ფხაკუნობდნენ და წრიპინებდნენ. იქნებ უკვე მშივრები
იყვნენ და ახალ იერიშს მიმზადებდნენ! კი მქონდა საფუძვე-
ლი ასე მეფიქრა!
ლაპარაკიც არ უნდა, მათ თავდასხმას რომ წარმოვიდგენ-
დი, შიშისგან მაჟრიალებდა. როცა გავიფიქრებდი, რომ ამ სა-
შინელ არსებებს უნდა მოვეკალი და დავეჯიჯგნე, გული მიმ-
დიოდა. ამაზე ძალიან დახრჩობისაც არ შემშინებია. ამისთა-
ნა სიკვდილს ისევ დახრჩობა მერჩივნა. ერთი წამით წარმო-
ვიდგინე, რომ ასეთი ბედი მელოდა და ძარღვებში სისხლი
გამეყინა, თავზე თმა ამებურძგნა.
რა მეღონა არ ვიცოდი და რამდენიმე წუთი ასე ვიჯექი, უფ-
რო სწორად, მუხლებზე ვიდექი, რადგან ქურთუკით ისევ ვირ-
თხებს ვიგერიებდი. მას შემდეგ ფეხზე არ წამოვმდგარვარ.
ისევ მჯეროდა, რომ ვიდრე მეღვიძა და თავის დაცვა შემეძ-
ლო, ვირთხები მოახლოებას ვერ გაბედავდნენ. მაგრამ დასა-
ძინებლად რომ დავწოლილიყავი, რა თქმა უნდა, გათამამდე-
633 მკითხველთა ლიგა
ბოდნენ და ერთხელ რომ ხორცში კბილს ჩამასობდნენ, ვეფ-
ხვებს დაემსგავსებოდნენ. იმათ ხომ ასე იციან, სისხლს რომ
იგემებენ, მსხვერპლს მანამ არ დაეხსნებიან, სანამ არ
გაანადგურებენ. რაღა დამაძინებდა.
მაგრამ სულ ხომ ვერ ვიფხიზლებდი. ბოლოს და ბოლოს,
ძილი მომერეოდა და თავს წამართმევდა. რაც უფრო დიდ-
ხანს გავუძალიანდებოდი, მით უფრო ღრმად ჩამეძინებოდა.
ბოლოს ღრმა ძილს მივეცემოდი და ვეღარ გამოვიღვიძებდი.
საშინელი ზმანებები განძრევის უნარს წამართმევდა და გარ-
სშემოხვეული გაუმაძღარი ურჩხულების ლუკმა შევიქნებო-
დი.
ერთხანს ამ საშინელების წარმოდგენით ვიტანჯებოდი,
მაგრამ მალე თავში ახალი აზრი მომივიდა და ცოტა გული
მომეცა. საჭიროა ხვრელში ქურთუკი ჩავტენო. ვირთხები ვე-
ღარ შემოძვრებიან და მოვისვენებ.
ეს გახლდათ სიძნელის გადალახვის უადვილესი გზა. ამას
უეჭველად ადრეც მოვიფიქრებდი, მაგრამ მაშინ მეგონა,
ტრიუმში ორი ვირთხის მეტი არ იყო და გამკლავებას სხვა-
ნაირად ვაპირებდი. ახლა კი საქმე შეიცვალა. გემის ტრიუმში
რაც ვირთხები იყო, ყველას დახოცვა ძალზე ძნელი, ძნელი
კი არა, შეუძლებელი გახლდათ. ამაზე ფიქრს მოვეშვი. ჩემი
უკანასკნელი გეგმა უკეთესი იყო: უნდა ამომექოლა ჯერ მთა-
ვარი ხვრელი, მერე ყველა დანარჩენი ხვრელები და მტრის
შემოტევისაგან თავი ასე გადამერჩინა.
ერთი წუთიც არ დამიყოვნებია, ხვრელში ქურთუკი ჩავ-
ჩურთე. მიკვირდა, რატომ ადრევე არ მომაფიქრდა მეთქი. ახ-
ლა კი შემეძლო, რამდენ ხანსაც მინდოდა მშვიდად მძინებო-
და. ამ იმედით იატაკზე დავწექი.

634 მკითხველთა ლიგა


თავი XLI
სიზმარი და ცხადი

შიშითა და უძილობით ისე დავიღალე, მივწექი თუ არა, მა-


შინვე სიზმრების ქვეყანაში გადავეშვი. უფრო სწორად, სიზ-
მრების ზღვაში, რადგან ისევ ზღვა მესიზმრა. მაშინდელივით
ფსკერზე ვიწექი. გარს საშინელი, კიბორჩხალების მსგავსი
არსებანი მეხვეოდნენ და გადაყლაპვას მიპირებდნენ.
თანდათან ეს ურჩხულები ვირთხებად გადაიქცნენ და ჩემი
სიზმარი ცხადს დაემსგავსა. ჩემ ირგვლივ ვირთხების ურიც-
ხვი ლაშქარი შეკრებილა და ყოველი მხრიდან მემუქრებიან.
ქურთუკის გარდა ხელთ არაფერი მაქვს და მთელი ძალ ღო-
ნით ვიქნევ. ისინი კი ხედავენ, რომ ამ იარაღით ბევრს ვერა-
ფერს დავაკლებ და უფრო და უფრო თამამდებიან. ერთი
უზარმაზარი ვირთხა იერიშს მოუძღვის. არა, ეს ნამდვილი
ვირთხა კი არა, იმ ვირთხის აჩრდილია, მე რომ მოვკალი! ჩე-
მი მოწინააღმდეგეების ხროვას მოუძღვის და შურის საძიებ-
ლად აქეზებს! ასეთი იყო სიზმარი.
დიდხანს ვიგერიებდი და ახლოს არ ვუშვებდი მტერს, მაგ-
რამ აი, ვგრძნობ, ძალ ღონე მეცლება. ვინმემ თუ არ მიშვე-
ლა, ვირთხები მომერევიან. თვალებს აქეთ იქით ვაცეცებ,
ხმამაღლა ვუხმობ მაშველს, მაგრამ ირგვლივ არავინაა.
ბოლოს მტერმა შენიშნა, რომ ძალა გამომელია და თავი-
ანთი წინამძღოლის ნიშანზე ერთდროულად მეძგერნენ. ზოგი
წინიდან მომეძალა, ზოგი უკნიდან, ზოგიც გვერდებიდან. უკა-
ნასკნელი ღონე მოვიკრიბე და სასოწარკვეთილმა მოვიქნიე
635 მკითხველთა ლიგა
ქურთუკი. რა აზრი ჰქონდა! დახოცილ ვირთხებს აქეთ იქით
ვისროდი, მაგრამ მათ ნაცვლად სულ ახლები მოდიოდნენ.
ბრძოლა აღარ შემეძლო. წინააღმდეგობას აზრი აღარ
ჰქონდა. ვირთხები ფეხებზე შემომაცოცდნენ, თეძოებზე და
ზურგზე ამოძვრნენ. ისე ჩამომეკიდნენ, როგორც ფუტკრის
ნაყარი ხის ტოტებს. ის იყო, უნდა გავეგლიჯე, მათ სიმძიმეს
ვეღარ გავუძელი და მიწაზე დავენარცხე.
ამან მიშველა: მიწას შევეხე თუ არა, თითქოს თავისი საქ-
ციელის შეეშინდათ, ვირთხები დაფრთხნენ და აქეთ იქით მო-
კურცხლეს.
ასეთ დასასრულს არ ველოდი და გამიხარდა. თავიდან
ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, მაგრამ მალე გონება გამინათდა
და დავრწმუნდი, რომ ეს საშინელება სიზმარში მომხდარა.
გულს მომეშვა.
თუმცა გუნება მალე შემეცვალა და სიხარული იმწამს გაქ-
რა. მთლად სიზმარი არ ყოფილა ყველაფერი. ვირთხები ნამ-
დვილად დამაცოცავდნენ და იმ წუთშიც ჩემს საკანში იყვნენ!
მესმოდა, ვგრძნობდი, ირგვლივ დაქროდნენ. მესმოდა მათი
ამაზრზენი ჭყივილი. წამოჯდომაც ვერ მოვასწარი, რომ ერ-
თმა ზედ სახეზე გადამირბინა.
ეს შიშის ახალი წყარო იყო. როგორ შემოძვრნენ, საიდან?
ამ ახალი შემოსევის იდუმალებამ კი შემაძრწუნა. საიდან შე-
მოძვრნენ? ნუთუ ხვრელიდან ქურთუკი ამოაგდეს? მექანიკუ-
რად ხელი მოვაფათურე. არა, ქურთუკი თავის ადგილზეა,
ისევე, როგორც დავტოვე. ქურთუკი ამოვაძრე და მოვიქნიე,
რათა ეს მუქთამჭამელები დამეფრთხო. თან წეღანდელივით
ვყვიროდი და ქურთუკს იატაკზე ვანარცხებდი. ვირთხები ისევ
გავრეკე, მაგრამ ახლა ძალიან შეშინებული გახლდით, რად-

636 მკითხველთა ლიგა


გან ვერ ამეხსნა, ჩემი სიფრთხილის მიუხედავად როგორ შე-
მოძვრნენ.
დიდხანს ვიჯექი შეფიქრიანებული. ბოლოს მოვისაზრე:
ვირთხები იმ ხვრელიდან კი არ შემოძვრებოდნენ, რომელიც
ქურთუკით ამოვქოლე, არამედ სხვა, ქსოვილით დაგმანული
ხვრელიდან. ქსოვილის ნაჭერი ძალიან პატარა იყო, თან
ხვრელში ლაღედ იყო და ალბათ კბილებით ამოაძვრეს!
აი, თურმე საიდან შემოსულან! მაგრამ ამან შეშფოთება
არ გამინელა. პირიქით, გამიძლიერა. რატომ მოიწევენ ჩემ-
კენ ეს არსებანი ასეთი დაჟინებით? რატომ იზიდავს მათ ჩემი
სადგომი უფრო მეტად, ვიდრე გემის დანარჩენი ადგილები?
რა უნდათ? ჩემი მოკვლა და შეჭმა?
მათ თავდასხმას სხვა გამართლება ვერ მოვუნახე.
შიშმა ენერგია შემმატა. საათი მოვისინჯე. ერთ საათზე მე-
ტი არ მძინებია, მაგრამ ვიდრე საშიშროება მელოდა, რა და-
მაძინებდა. ჩემი ციხესიმაგრე თავდასაცავად უნდა მომეწეს-
რიგებინა. ხვრელებიდან და ნახვრეტებიდან ქსოვილის ნაჭ-
რები ამოვიღე და ყველა შემოსასვლელი ხელახლა, გულდას-
მით ამოვტენე. ისიც კი არ დავიზარე, რომ ნამცხვარი ყუთი-
დან ხელახლა ამომელაგებინა და იქითა ყუთიდან ქსოვილი-
სათვის ორი თუ სამი ახალი ნაჭერი ჩამომეხია. მერე ნამ-
ცხვრები ისევ თავის ადგილას შევაწყვე და ყველა ხვრელი
დავჩურთე. ყუთს კარგა ხანს ვუტრიალე, რადგან მის ირ-
გვლივ ათასნაირი ხვრელი იყო. ბოლოს გამოსავალი ვიპო-
ვე. ქსოვილის დიდი თოფი ავიღე და მთელი სივრცე ამით
დავფარე. ეს ის ხვრელი იყო, რომლიდანაც მე შემოვძვერი,
როდესაც ღმერთი გამიწყრა და გემზე ამოვედი. ახლა ამ მხა-
რეს ყველა გზა დახურული იყო. ქსოვილის ხვეული ისე ებჯი-
ნებოდა ფიცრებს, რომ მათ შორის ვერანაირი სულდგმული
637 მკითხველთა ლიგა
ვერ გამოსხლტებოდა. ამ სიმაგრის ერთადერთი ნაკლი ის
გახლდათ, რომ ნამცხვარს ისე ადვილად ვეღარ მიუდგებო-
დი; ქსოვილმა ყუთის ხვრელიც დაფარა. თუმცა ამაზე წინას-
წარ ვიფიქრე და საკანში ერთი ორი კვირის სამყოფი ნამცხვა-
რი მოვიმარაგე. როცა გამითავდებოდა, ქსოვილს გადავწევ-
დი და ვიდრე ვირთხები შემოცვივდებოდნენ, ერთი კვირის
სამყოფს კიდევ მოვიმარაგებდი.
ამ სამზადისს სრული ორი საათი მოვანდომე. ერთობ
გულმოდგინედ ვმუშაობდი. ვცდილობდი, ჩემი სიმაგრის კედ-
ლები, რაც შეიძლება გამძლე გამოსულიყო. ხუმრობა საქმე
ხომ არ იყო: ჩემი სიცოცხლე ამას ემყარებოდა.
ყველა ხვრელი საგულდაგულოდ ამოვქოლე და დასაძი-
ნებლად დავწექი. ახლა კი მჯეროდა, კარგად გამოვიძინებდი.

638 მკითხველთა ლიგა


თავი XLII
ღრმა ძილი

არ შევმცდარვარ თორმეტი საათი ფეხი არ გამინძრევია,


ისე მეძინა. მაგრამ საშინელი სიზმრები ვერც ახლა მოვიშო-
რე; ისევ კიბორჩხალებსა და ვირთხებს ვებრძოდი. რაღა დამ-
სიზმრებია და რაღა ცხადი გადამხდენია. დიდხანს კი ვიძინე,
მაგრამ დაღლილ გასავათებულს გამომეღვიძა. ის კი ძალიან
მესიამოვნა, რომ დაუპატიჟებელი სტუმრები აღარ შემოსუ-
ლიყვნენ და ჩემი სიმაგრე არსად დანგრეული არ იყო. ხელით
მოვსინჯე. ყველაფერი თავის ადგილას დამხვდა.
რამდენიმე დღე შედარებით მშვიდათ გავატარე. ვიცოდი,
ვირთხები ახლოს იყვნენ, მაგრამ შიში არ მქონდა. როცა
მშვიდი ამინდი იდგა (მშვიდი დღეები კი დიდხანს გაგრძელ-
და), გარედან მათი ხმები მესმოდა. ეტყობა, იქ რაღაცას და-
ფაცურობდნენ, ყუთებსა და სხვა ტვირთს შორის დაქროდნენ
და ხანდახან, თითქოს ერთმანეთს ებრძვიანო, საზარლად
ჭყიოდნენ. მაგრამ მათი ხმა აღარ მაფრთხობდა. ჩემთან მა-
ინც ვერ შემოაღწევდნენ. ხანდახან რაიმე მიზეზით ქსოვილის
ხვეულის გადაწევა რომ დამჭირდებოდა, სასწრაფოდ უკან
ვდებდი, რომ არც ერთ ვირთხას არ შეენიშნა ღია ხვრელი.
ძალიან კი გამიჭირდა ასე ჩაგმანულ სოროში გაძლება.
გარეთ ძალიან ცხელოდა. ჩემამდე ნიავიც კი არ აღწევდა. ისე
ვგრძნობდი თავს, თითქოს გახურებულ ღუმელში ვიჯექი.
ვფიქრობდი, ალბათ ეკვატორი გადავლახეთ, ან არადა, ტრო-
პიკულ ზონაში ვიმყოფებით მეთქი. ამიტომ იყო ატმოსფერო
639 მკითხველთა ლიგა
ასეთი მშვიდი. ამ ზონაში ქარიშხალი გაცილებით იშვიათად
იცის, ვიდრე ეგრეთ წოდებულ ზომიერ ზონებში. ერთადერ-
თხელ ატყდა ღელვა და მთელ დღე ღამეს გასტანა, როგორც
ყოველთვის, გემმა ძლიერი რყევა დაიწყო. ისე ირწეოდა, გე-
გონებოდა, ეს არის ყირამალა ამოტრიალდებაო.
ამჯერად ზღვის ავადმყოფობა აღარ შემყრია. სამა-
გიეროდ, ხელის მოსაჭიდი არაფერი მქონდა და იატაკზე ვგო-
რავდი. ხან კასრს მივარტყამდი შუბლს, ხან იქით გადავვარ-
დებოდი. გაროზგილივით მოვითეთქვე. ყველა ძვალი
მტკიოდა. ხომალდის რყევამ კასრები და ყუთებიც გადააად-
გილა. ქსოვილის საცობები მოირყა და ძირს ცვიოდა. ვირ-
თხების შემოსევის ისევ მეშინოდა და მანამ ზღვა ღელავდა,
დროდადრო შემოსაძრომებს ვტენიდი.
კაცმა რომ თქვას, უსაქმოდ ჯდომას ისევ საქმიანობა მერ-
ჩია: რაც მთავარია, დრო ჩქარა გადიოდა და ის ორი დღე,
როდესაც ზღვა მძვინვარებდა, ჩვეულებრივზე მოკლედ მო-
მეჩვენა. ჩემი პატიმრობის ყველაზე მწარე ის საათები იყო,
როცა საქმე არაფერი მქონდა და ფიქრს ვეღარაფერზე ვაჩე-
რებდი. ხშირად მთელი დღე გაუნძრევლად ვიწექი, ზოგჯერ
თავში აზრიც არ გამიელვებდა. ვიწექი წყვდიადში, მარტოდ-
მარტო, ნაღველმორეული და მეშინოდა, ვაითუ, აზროვნებამ
მიმტყუნოს და გავგიჟდე მეთქი.
ასე გავიდა ორ კვირაზე მეტი ამას ჯოხზე ამოკვეთილი
ჭდეები მატყობინებდა. ეს კვირები თვეებად, თვეებად კი არა,
წელიწადებად მომეჩვენა ასე მიიზლაზნებოდა დრო! ქარიშ-
ხლიდან ქარიშხლამდე ირგვლივ ისეთი ერთფეროვანი სიმ-
შვიდე სუფევდა, ვერც ერთ წუთს ვერ გამოარჩევდი და ვერ
დაიხსომებდი.

640 მკითხველთა ლიგა


ამ ხნის მანძილზე არც ერთხელ დღიურ ულუფაზე მეტი არ
შემიჭამია. ხშირად ისე მომშივდებოდა, მზად ვიყავი, ერთი
კვირის საკმარი ნამცხვარი ერთ ჯერზე გადამესანსლა, მაგ-
რამ დადგენილ რეჟიმს არ ვღალატობდი. ხშირად ეს საქ-
ციელი დიდი ძალდატანების ფასად მიჯდებოდა. შემდეგი ჯე-
რისთვის ნახევარ ნამცხვარს რომ გადავინახავდი, სული მი-
წაკწაკებდა და თაროზე რომ ვდებდი, თითქოს ხელებზე მეწე-
ბებოდა. საერთოდ, ძალიან ყოჩაღად ვიქცეოდი. ერთადერ-
თხელ დავარღვიე რეჟიმი და ჯერზე ერთბაშად ოთხი ნამცხვა-
რი შევჭამე. სხვა დროს თავს ყოველთვის ვერეოდი და შიმ-
შილს ვაჟკაცურად ვუძლებდი.
წყურვილი სულაც არ მაწუხებდა. წყლის ნაკლულობას არ
განვიცდიდი. დღიური ნორმა თავზე გადამდიოდა. ზოგჯერ
კუთვნილზე ნაკლებს ვსვამდი და ყოველთვის შემეძლო, რამ-
დენსაც მოვისურვებდი, იმდენი დამელია.
მალე ორი კვირისთვის მომარაგებული ნამცხვარი შემო-
მელია. ძალიან გამიხარდა. ეს ნიშნავდა, რომ დღეები გა-
დიოდა იმ დღიდან, როცა ნამცხვარი გადავთვალე და მოვიმა-
რაგე, ორი კვირა გასულიყო. მაშ, უკვე დროა, „საკუჭნაოს“
მივაშურო და იქიდან მარაგი ავიღო.
უცებ უცნაურმა შიშმა ამიტანა. შიში ისე უეცრად დამატ-
ყდა, თითქოს გულში ისარი მეჩხვლიტაო. გულმა დიდი უბე-
დურება მიგრძნო. უფრო ხშირად, ეს წინათგრძნობა კი არა,
შიში იყო. იმით გამოწვეული შიში, რაც უცებ შევნიშნე. გარე-
დან ერთთავად ხმაური მესმოდა. ხმაურს ჩემს მეზობლებს
ვირთხებს ვაწერდი. ხმაური ხშირად, თითქმის განუწყვეტ-
ლად მესმოდა და შევეჩვიე. ახლა კი უეცრად თავზარი დამეცა
ხმაური ნამცხვრის ყუთის მხრიდან მომესმა.

641 მკითხველთა ლიგა


ათრთოლებული ხელებით გადავწიე ქსოვილი და ხელი
ყუთში ჩავყავი. ღმერთო, მოწყალეო! ყუთი ცარიელია!
არა, ცარიელი არ არის. უფრო ღრმად ჩავყავი ხელი, რა-
ღაცას შევეხე რბილს, სლიკინას... ვირთხა! ხელის მიკარება
იგრძნო თუ არა, ვირთხამაც ისკუპა და მეც გველნაკბენივით
გამოვწიე ხელი. მერე მექანიკურად ისევ ჩავყავი ყუთში და
მეორე ვირთხას გადავეყარე! მერე მესამეს, მეოთხეს!.. რო-
გორც ჩანდა, ნახევარი ყუთი მჭიდროდ იყო ვირთხებით გავ-
სებული. ვირთხები დაფრთხნენ და აქეთ იქით მიასკდნენ. ზო-
გი ხვრელებიდან ამოძვრა და პირდაპირ მკერდზე დამეძგე-
რა. ზოგი ყუთის კედლებს აწყდებოდა და გამყივანად კიოდა.
მალე ყველა გავფანტე, მაგრამ ვაი ჩემს თავს! როცა ვირ-
თხები გაიფანტნენ და ყუთში ხელები მოვაფათურე, გული გა-
მისკდა სადღა იყო ჩემი ნამცხვარი! ყუთის ფსკერზე ნაფხვენე-
ბიღა ეყარა. მე რომ თავს დავესხი, სწორედ მაშინ იმ ნაფხვე-
ნებს მიირთმევდნენ ვირთხები.
ამაზე დიდი უბედურება შეუძლებელი იყო ჩემმა აღმოჩე-
ნამ ისე დამზაფრა, რომ კარგა ხანს გონს ვერ მოვეგე.
წარმოვიდგინე, რა მოხდებოდა. ჩემი მარაგი მოისპო და
შიმშილით სიკვდილი მელოდა. დიახ, ახლა კი აშკარაა, შიმ-
შილით სიკვდილი არ ამცდება. საზიზღარმა მძარცველებმა
ცოტაოდენი ნაფხვენებიღა დამიტოვეს. რომ არ დამეფრთხო,
ერთ საათში იმასაც შთანთქავდნენ. ერთ კვირაში ეს ნაფხვე-
ნებიც გამითავდება და მერე... მერე რა მელის? შიმშილი; შიმ-
შილით სიკვდილი!
ხსნა არსად იყო. ასე ვფიქრობდი მაშინ. ან კი რისი იმედი
უნდა მქონოდა?
მთლად განადგურებული ვიყავი, იმდენად, რომ არც კი
მიცდია, ყუთი ვირთხების ხელახალი შემოსევისაგან დამეცვა.
642 მკითხველთა ლიგა
ვიფიქრე, შიმშილით სიკვდილი მაინც არ ამცდება და ბედთან
ბრძოლას რაღა აზრი აქვს მეთქი. მერჩივნა, მაშინვე მოვ-
მკვდარიყავი, ვიდრე ერთი კვირის შემდე. საშინელებაა, ტან-
ჯვაა ისეთი სიცოცხლე, როცა იცი, აუცილებლად სიკვდილი
გელის! მოლოდინი თვით სიკვდილზე უარესია და ახლა ისევ
თვითმკვლელობაზე ფიქრი მომეძალა.
მაგრამ მხოლოდ ერთი წუთით. გამახსენდა, რომ ერთხე-
ლაც ვიყავი თვითმკვლელობამდე მისული, მაგრამ სას-
წაულებრივად გადავრჩი. მომავალი ისევ იმედის სხივმა გა-
მინათა. მართალია, ეს იმედი არაფერს ემყარებოდა, მაგრამ
იმისთვის კი კმაროდა, რომ ენერგია ხელახლა დამბრუნებო-
და და სრული სასოწარკვეთისათვის თავი დამეღწია. ვირთხე-
ბის იქ ყოფნამაც მოქმედებისკენ მიბიძგა. ისინი იქვე იყვნენ,
ყოველ წუთს შეიძლებოდა ყუთში ჩამძვრალიყვნენ და თავი-
სი საქმე ბოლომდე მიეყვანათ. თუ ყოჩაღად არ ვიქნებოდი,
ვირთხებს თავიდან ვეღარ მოვიშორებდი.
ვირთხები ყუთში იმ ხვრელიდან კი არ შემძვრალან,
საიდანაც მე ვყოფდი ხელს მასზე ქსოვილი იყო აფარებული
და იქიდან ვერ შეძლებდნენ. ისინი საწინააღმდეგო მხრიდან
ქსოვილის ყუთიდან შემომძვრალან. იმ ყუთს ხომ მე თვითონ
მოვაგლიჯე ერთი გვერდითა ფიცარი. ნამცხვრის ყუთში დიდი
ხნის შესული არ იქნებოდნენ. ჯერ ხომ უკანა კედელი უნდა
დაეღრღნათ, ამას კი დიდი დრო დასჭირდებოდა. ასე რომ არ
ყოფილიყო, ყუთში უფრო ადრე შემოძვრებოდნენ და ერთ
ნამცხვარსაც არ დამიტოვებდნენ. ადრეც უეჭველად ამ ნამ-
ცხვრისათვის შემოხროვდებოდნენ ხოლმე ჩემს საკანში ნამ-
ცხვრის ყუთისაკენ უმოკლესი გზა აქეთ გადიოდა.
ძალიან ვინანე, რომ ჩემი საკუჭნაოს დაცვა ადრევე არ მო-
მაფიქრდა. თუმცა, როგორ არ მომაფიქრდა, წინიდან ხომ
643 მკითხველთა ლიგა
მჭიდროდ მივადგი ქსოვილის ხვეული, მაგრამ ის კი ვერ მო-
ვისაზრე, რომ ვირთხები ყუთში უკანა მხრიდან შემოვიდოდ-
ნენ.
ვაი, რომ დავაგვიანე! სინანულით ვეღარაფერს ვუშველი-
დი! დავემორჩილე ინსტინქტს, რომელიც უკანასკნელ შესაძ-
ლებლობამდე ბრძოლისაკენ გვიბიძგებს და ნამცხვრის ნარ-
ჩენები ყუთიდან ჩემს თაროზე გადმოვიტანე. შემდეგ ხვრელი
ისევ ამოვქოლე. ლოგინზე დავწექი და მოულოდნელ უბედუ-
რებასა და ჩემს უიმედო მდგომარეობაზე ჩავფიქრდი.

644 მკითხველთა ლიგა


თავი XLIII
ვეძებ ნამცხვრის მეორე ყუთს

დიდხანს ვფიქრობდი, მაგრამ არაფერი სანუგეშო არ მომ-


დიოდა აზრად. ისეთი გულგატეხილი ვიყავი, დარჩენილი ნამ-
ცხვრის, უფრო სწორად, ნამტვრევების დათვლაც არ მიცდია.
ნაფხვენების მცირე გროვა მოვსინჯე და დავასკვენი, თუ ულუ-
ფას ძალიან შევამცირებდი, ეს მარაგი დიდი დიდი ათ დღეს
მეყოფოდა. მაშ ასე, ათი დღის სიცოცხლე დამრჩა, ან ორი
კვირის. მერე კი მოვკვდები. თანაც უკვე ვიცოდი, რომ თანდა-
თან, წამებით უნდა მოვმკვდარიყავი. შიმშილის ტანჯვა უკვე
ნაწვნევი მქონდა და ხელმეორედ ამის განცდა მაშინებდა,
მაგრამ ამ ხვედრს ვერსად გავექცეოდი. ყოველ შემთხვევაში,
ხსნა არსად ჩანდა.
დანაკარგის აღმოჩენამ ისე შემძრა, რომ კარგა ხანს გონს
ვერ მოვედი. დათრგუნვილი, განადგურებული ვიყავი. თით-
ქოს ტვინიც მომიდუნდა და როცა რაღაცის მოფიქრებას შე-
ვეცდებოდი, გონება ისევ და ისევ ჩემს საშინელ ხვედრს დას-
ტრიალებდა.
ბოლოს გონს მოვეგე და შექმნილი მდგომარეობის აწონ
დაწონის უნარი დამიბრუნდა. ისევ იმედი გამიჩნდა. ეს იმედი
იმდენად გაურკვეველი და უსაფუძვლო იყო, რომ იმედის ნა-
პერწკალი უფრო ეთქმოდა. სულ უბრალო რამ მომივიდა აზ-
რად: თუკი ერთი ნამცხვრის ყუთი ვიპოვე, იქნებ მეორეც
იყოს სადმე? მართალია, პირველის გვერდით არ არის, მაგ-
რამ იქნებ შორიახლოსაა? როგორც მოგახსენეთ, ხომალდის
645 მკითხველთა ლიგა
დატვირთვის დროს ტვირთს სხვადასხვანაირად ალაგებენ:
არა ტვირთის ხასიათის მიხედვით, არამდე იმის მიხედვით,
თუ რა ფორმისა და ზომისაა და როგორ შეესაბამება ტრიუმის
ფორმას. ამაში უკვე მე თვითონ დავრწმუნდი. ჩემ ირგვლივ
სრულიად სხვადასხვა სახის ტვირთი ეწყო: ნამცხვრისა და
ქსოვილის ყუთები, ბრენდისა და წყლის კასრები. თუმცა ნამ-
ცხვრის ცარიელი ყუთის უშუალო სიახლოვეს მეორე ასეთივე
ყუთი არ იდგა, შეიძლებოდა, შორიახლოს ყოფილიყო. ქსო-
ვილის ყუთის იქით ან სხვაგან სადმე.
ამ ფიქრმა ახალი იმედი შთამბერა, ძალ ღონე დამიბრუნა
და ჩავფიქრდი, მეორე ყუთი როგორ მომეძებნა.
მაშინვე დავაწყვე გეგმა. ერთადერთი ხერხი მქონდა და-
ნით უნდა მესარგებლა. კასრებს, ყუთებსა და ბარდანებს შო-
რის დანით უნდა გამეკაფა გზა. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი,
მით უფრო შესაძლებლად მიმაჩნდა ამის განხორციელება.
როცა ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ყველაფერი,
რაც ჩვეულებრივ პირობებში ძნელი და შეუძლებელი გვგო-
ნია, გვიადვილდება. ყველაზე საშინელი სიძნელეც იოლი და-
საძლევია, როცა საქმე სიკვდილ სიცოცხლეს ეხება.
ჰოდა, გადავწყვიტე, თავი და დრო არ დამეზოგა, ოღონდ
შიმშილით სიკვდილი ამეცდინა.
მაშ ასე, ტვირთის გროვაში გზა უნდა გამეკვლია და საკვე-
ბის ყუთი მეპოვა. თუ გამიმართლებდა, ვიცოცხლებდი, თუ
არა და მოვკვდებოდი. კიდევ ერთი აზრი მიბიძგებდა მოქმე-
დებისაკენ: მერჩივნა დარჩენილი დღეები იმედით გამეტარე-
ბინა, ვიდრე სასოწარკვეთილი და გულხელდაკრეფილი დავ-
ლოდებოდი სიკვდილს. ორი კვირა სიკვდილზე მოლოდინი
თვით სიკვდილზე ათასჯერ უარესია.

646 მკითხველთა ლიგა


უმჯობესია, ვიბრძოლო და თავი ვინუგეშო. შრომა დროს
შეამოკლებს და უსიხარულო ბედზე ფიქრს გამიფანტავს.
ასე ვფიქრობდი და ადრინდელი უძლურების კვალიც აღარ
დარჩა. ახალი ძალების მოზღვავება ვიგრძენი.
მუხლებზე დაჩოქილს ხელში დანა მეჭირა და ყველაფრის-
თვის მზად ვიყავი. ო, როგორ დავაფასე ის ლითონის ნაჭერი!
ამ დანას ბაჯაღლო ოქროთი სავსე ხომალდში არ გავცვლი-
დი!
ჯერ ქსოვილის ყუთის იქით უნდა გავსულიყავი და გამეგო,
იქ რა იყო. ნამცხვრის ცარიელ ყუთში თავისუფლად გავძვე-
რი. თუ გახსოვთ, ერთხელაც გავძვერი ამ ყუთში და ქსოვილს
გადავწვდი. მაშ, გზა ნაცნობი იყო. მაგრამ ჯერ ქსოვილის ყუ-
თიდან რამდენიმე ხვეული უნდა გამომეღო და მომდევნო ყუ-
თისკენ გზა ისე გამეკაფა. დანა არ დამჭირდებოდა. ადვილად
მისაწვდომ ადგილზე დავდე და თავი ცარიელ ყუთში შევყავი.
მალე ქსოვილის დატკეპნილ ხვეულებს დავეჯაჯგურე და რაც
ძალა და ღონე მქონდა გამოვწიე, რათა ადგილიდან დამეძ-
რა.

647 მკითხველთა ლიგა


თავი XLIV
ნაფხვენებს ვუფრთხილდები

ამ საქმეს უფრო მეტი დრო და შრომა დასჭირდა, ვიდრე


თქვენ გგონიათ. საქმე ის გახლავთ, რომ ადგილის ეკონომი-
ისთვის ქსოვილი ძალზე მჭიდროდ ჩაელაგებინათ, ხვეულები
ერთმანეთზე ისე იყო დატკეპნილი, თითქოს სატკეპნით დაუტ-
კეპნიათო. სადაც ფიცარი გამოვტეხე, იქ კიდევ გამიადვილდა
ქსოვილის გამოღება, დანარჩენებზე კი ძალიან ბევრი ვიწვა-
ლე. ადგილიდან რომ დამეძრა, მთელი ძალ ღონე დავძაბე.
ცოტა რამ გამოვიღე, საქმე გაიოლდა. ზოგი ხვეული, განსა-
კუთრებით უხეში მაუდისა, იმხელა იყო, რომ გამომტვრეულ
ადგილებში ვერ ეტეოდა. რა უნდა მექნა? მათ გაგანიერებას
ძალიან ბევრი შრომა სჭირდებოდა. ყუთები ისე ეწყო, ფი-
ცარს ვეღარ ავაძრობდი. დანით კი შეიძლებოდა ხვრელების
გაფართოება, მაგრამ ეს ძნელი საქმე გახლდათ.
ბოლოს უკეთესი რამე მოვიფიქრე. მაშინ კი უკეთესად მო-
მეჩვენა, მაგრამ მერე მივხვდი, შეცდომა დამიშვია. ხვეულებს
შესაკრავები ავაჭერი და ქსოვილი თანდათან გამოვშალე. ნა-
ჭერს მანამდე ვშლიდი, სანამ ხვეული არ დაწვრილდა და
ხვრელში არ გამოეტია. ამ ხერხით მთელი ყუთი გამოვცალე.
ამ საქმეს რამდენიმე საათი დასჭირდა.
გახურებულ მუშაობაში რომ ვიყავი, უცებ ძალზე სერიოზუ-
ლი მიზეზით საქმის შეწყვეტა მომიხდა. ჩემს საკანში ქსოვი-
ლის პირველი ხვეული რომ შევიტანე, გულშემოყრილმა შევ-
ნიშნე, რომ იქ ოციოდე ვირთხა გაბატონებულიყო.
648 მკითხველთა ლიგა
ნაჭერს ხელი ვუშვი. ვირთხებს ვეცი და მივფანტ მოვფან-
ტე. ჩემი საცოდავი მარაგის ნაწილი შეეჭამათ და გაეფანტათ.
თუმცა, ბევრის შეჭმა ვერ მოესწროთ, საბედნიეროდ, დროზე
მივუსწარი. ერთი ორი წუთიც რომ დამეყოვნებინა, ის ყაჩაღე-
ბი ნამცეცსაც აღარ დამიტოვებდნენ.
ეს კი საბედისწერო იქნებოდა. ძალიან ვინანე. გადავწყვი-
ტე მომავალში ფრთხილად მოვქცეულიყავი. ქსოვილის დიდი
ნაჭერი გავშალე, ზედ ნარჩენები დავყარე, გადავახვიე და
ამავე ნაჭრის ჩანახევით მაგრად შევკარი. ახლა ჩემს საზ-
რდოს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. ხვეული კუთხეში დავდე
და ისევ საქმეს შევუდექი.
მუხლებზე დავხოხავდი, ხან ხელცარიელი, ხან ქსოვილით
ხელში და ჭიანჭველას ვგავდი, ზამთრის სარჩოს რომ იმარა-
გებს. რამდენიმე საათის განმავლობაში ისე ვმუშაობდი, მუ-
ყაითობით ჭიანჭველას არ ჩამოვუვარდებოდი. ისევ მშვიდი
ამინდი იდგა. უარესად დაცხა და ოფლი ღვარად ჩამომ-
დიოდა. ქსოვილის ნაჭერი ჩავხიე და წამდაუწუმ ვიწმენდდი.
ზოგჯერ მეგონა, სიცხისაგან სული მეხუთებოდა, მაგრამ მა-
ინც შეუჩერებლივ ვმუშაობდი. შესვენება აზრად არ მომ-
სვლია.
ვირთხები წარამარა მახსენებენ თავს. ყუთებსა და კას-
რებს შორის თავისი გზა ჰქონდათ და ჩემს შორიახლო და-
ფუთფუთებდნენ, ხანდახან ჩემს გვირაბში ვხვდებოდი. ხან
წინ გადამირბენდნენ, ხან შემეფეთებოდნენ, ხან უკან გაირ-
ბენდნენ და ფეხებში მებლანდებოდნენ. ახლა რატომღაც წი-
ნანდელივით აღარ მეშინოდა მათი. უკვე ვიცოდი, რომ ვირ-
თხებს ნამცხვრის ყუთი იზიდავდა და არა მე. ადრე მეგონა,
თავდასხმას მიპირებენ მეთქი. ახლა კი მივუხვდი და მათი შე-

649 მკითხველთა ლიგა


მოსევისა აღარ მეშინოდა. მღვიძარეს ვერაფერს დამაკლებ-
დნენ. ძილის წინ კი ყოველთვის ვჩურთავდი შემოსაძრომებს.
სხვა მიზეზიც იყო, რის გამოც ვირთხების ისე აღარ მეში-
ნოდა. საქმე ისე გამიუარესდა, რომ უნდა უსათუოდ მემოქმე-
და. მთავარი საშიშროების შიმშილით სიკვდილის წინაშე ყვე-
ლა სხვა საფრთხე გაუფერულდა.
როგორც იქნა, ქსოვილის ყუთი დავცალე და თავს ნება მი-
ვეცი ერთი მუჭა ნაფხვენებით და ფინჯანი წყლით სული მო-
მებრუნებინა. მუშაობის დროს წყლის დასალევადაც არ შე-
მისვენია და ახლა ასე მეგონა ნახევარ გალონს დავლევ მეთ-
ქი. დარწმუნებული ვიყავი, წყალი დიდხანს მეყოფოდა, ონკა-
ნი გავხსენი და რამდენიც მინდოდა, იმდენი დავლიე. როცა
ბოლოს და ბოლოს, კასრს მოვწყდი, წყლის დონემ ალბათ
საგრძნობლად დაიწია. ძვირფასი სითხე თაფლზე ტკბილი
მეჩვენა. ძალა და სიმხნევე დამიბრუნდა.
ახლა საზრდოს მარაგს მივუბრუნდი. ავიღე თუ არა პარკი
ხელში, საშინელი ყვირილი აღმომხდა. ისევ ვირთხები! დიახ,
ძალიან კი გამიკვირდა, მაგრამ მოუღლელი მძარცველები
დაბრუნებულიყვნენ, ქსოვილი გამოეჭრათ და ჩემი მცირე
სარჩოს ნაწილი კიდევ შეეჭამათ!
ერთი გირვანქა ძვირფასი ნაფხვენები დავკარგე და ეს
მოხდა სულ რამდენიმე წუთში. რამდენიმე წუთით ადრე შემ-
თხვევით მომიხვდა ხელი პარკზე. მაშინ არაფერი აკლდა.
ახალმა უბედურებამ დამამწუხრა და სატანჯველი მომიმა-
ტა. ნარჩენებს ერთი წუთითაც რომ მოვშორებოდი, ალბათ
უკანასკნელ ნამცეცებს დავკარგავდი.
ყუთიდან ამოღებული მარაგის ნახევარი დავკარგე, ფი-
ცარზე შეგროვილ ნამცეცებსაც თუ ჩავთვლიდი, ის სარჩო ათ

650 მკითხველთა ლიგა


თორმეტ დღეს უნდა მყოფნოდა. ახლა კი დარჩენილი კარგად
შევამოწმე და მივხვდი, ერთ კვირას ძლივს მეყოფოდა!
ჩემი საქმე შავად იყო, მაგრამ გული არ გავიტეხე. გადავ-
წყვიტე, ისე მემუშავა, თითქოს არაფერი მომხდარა. ახლა უფ-
რო მეტი ძალ ღონის მოკრება და დაჟინება მმართებდა.
მეტი გზა აღარ მქონდა პარკი უნდა ამეღო და მუდმივად
თან მქონოდა, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ნაფხვენები ქსო-
ვილის რამდენიმე ფენაში შემეხვია, მაგრამ დარწმუნებული
ვიყავი, ეს მუქთახორები რკინის ყუთსაც კი გახვრეტდნენ.
მეტი უსაფრთხოებისათვის ნახვრეტს პირი მოვუკარი,
ყუთში შევძვერი და პარკიც თან შევიტანე, რათა მომხდურთა-
გან დამეცვა.
პარკი მუხლებს შორის მოვიქციე, დანა ხელში ავიღე და
მაუდის ყუთის უკანა კედელში გასასვლელის ჭრა დავიწყე.

651 მკითხველთა ლიგა


თავი XLV
ისევ კბენა

დანის ხმარებას ვერიდებოდი და ვცადე ფიცრები ხელით


ამეგლიჯა. მაგრამ მივხვდი, ხელებით ძვრასაც ვერ ვუზამდი,
იატაკზე დავწექი და ფეხები დავუშინე. ფეხსაცმელებიც კი ჩა-
ვიცვი, იქნებ ფიცრები ასე უფრო მოვარყიო მეთქი. დიდხანს
ვურახუნე ფეხები, მაგრამ არაფერი გამომივიდა! ფიცრები
მაგრად იყო ლურსმნებით დაჭედებული. და როგორც შემდეგ
დავრწმუნდი, ყუთი რკინის სარტყლებით იყო გამაგრებული.
ეს ყუთი ბევრად უფრო ძლიერ დარტყმასაც გაუძლებდა. რაკი
ვერაფერს გავხდი, დანა მოვიშველიე.
ვფიქრობდი, ერთ ფიცარს თავში ცოტას ამოვჭრი, შიგ
ხელს გავყოფ და რაც უნდა მაგრად იყოს მეორე მხარე დაჭე-
დებული, მაინც ავაგლეჯ მეთქი.
ყუთი არ იყო ძალიან მაგარი ხისა ჩვეულებრივი ნაძვისა
გახლდათ. ჩემი უბრალო დანითაც კი ადვილად გავჭრიდი,
ჩემ პირდაპირ რომ მდგარიყო. ახლა კი მოხრილს უნდა მემუ-
შავა, სრულიად მოუხერხებელ და დამღლელ პოზაში. ამის
გარდა ვირთხის ნაკბენი არ მომშუშებოდა და ხელი ისევ
მტკიოდა. შესაძლოა, მუდმივი მოუსვენრობა ჭრილობის შე-
ხორცებას აფერხებდა. სამწუხაროდ, ნაკბენი მარჯვენა ხელზე
მქონდა, მარცხენით დანის ხმარება კი არ მეხერხებოდა.
დროდადრო დანას მაინც გადავიტანდი ხოლმე მარჯვნიდან
მარცხენაში, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ამიტომ ცხრა
დუიმის სიგანეზე და ერთი დუიმის სისქეზე ფიცრის გაჭრას
652 მკითხველთა ლიგა
რამდენიმე საათი მოვანდომე. ბოლოს მოვერიე. ისევ ზურგზე
დავწექი, ფიცარს ქუსლები მივაჭირე. ფიცარი დამნებდა. მაგ-
რამ ყუთის იქით რაღაცა ნივთი იდგა სხვა ყუთი თუ კასრი და
იმან შემიშალა ხელი ბოლომდე ვერ გადავამტვრიე. არც გამ-
კვირვებია. შევანჯღრიე, ხან წინ გავწიე, ხან უკან, ხან ზევით,
ხან ქვევით, ვიდრე რკინის სალტეები არ მოირყა და ფიცარი
ყუთს არ მოშორდა.
ხვრელში ხელი გავყავი და იმ წუთში მივხვდი, ყუთის იქით
რაც იდგა. იქ მეორე, ვაი, რომ ზუსტად ასეთივე ყუთი იყო.
ხელმა იგივე ფიცარი იცნო როგორც გითხარით, შეხების
გრძნობა საოცრად გამიმახვილდა.
ამ აღმოჩენამ ძალზე დამამწუხრა. გული გამიტყდა, მაგ-
რამ მაინც გადავწყვიტე საბოლოოდ დავრწმუნებულიყავი და
მეორე ყუთიდან ფიცრის ამოძრობა დავიწყე, ამასაც კიდე ჩა-
ვაჭერი და ჩემკენ გადმოვწიე. სამუშაო ახლა უფრო მეტი იყო,
ვიდრე პირველი ყუთის გატეხისას. ეს ყუთი უფრო მიუდგომე-
ლი იყო. თანაც, ვიდრე მეორე ყუთს გავტეხდი, ჯერ პირველი
ყუთის ხვრელი უნდა გამეფართოებინა. უამისოდ იმ ადგილს
ვერ მივწვდებოდი, სადაც ყუთები ერთმანეთს ებჯინებოდნენ.
ხვრელის გაგანიერება ძნელი არ იყო: რბილ ხეს დანა ადვი-
ლად ერეოდა.
მეორე ყუთს უხალისოდ ვამტვრევდი უაზრო შრომა იყო.
სულაც რომ თავი მიმენებებინა, ის აჯობებდა დანის პირი
რამდენჯერმე შეეხო რბილ რაღაცას ეს უთუოდ ქსოვილი
იყო. საქმეს თავს დავანებებდი, მაგრამ ცნობისმოყვარეობა
არ მასვენებდა. ცნობისმოყვარეობა კი ისეთი რამეა, თუ ბო-
ლომდე არ ჩაეძიე, ვერ დაიკმაყოფილებ. ამ გრძნობით წაქე-
ზებული მექანიკურად ვჭრიდი, მანამ საქმე ბოლომდე არ მი-
ვიყვანე.
653 მკითხველთა ლიგა
შედეგი ზუსტად ისეთი იყო, რასაც ველოდი ყუთში ქსოვი-
ლი იდო!
დანა ხელიდან გამივარდა. დაღლილ დაქანცული და მწუ-
ხარებით დათრგუნვილი გულაღმა დავეცი და გონება დავ-
კარგე.
არც კი ვიცი, რამდენ ხანს ვეგდე გონდაკარგული და სასო-
წარკვეთილი. ბოლოს შუათითის მძაფრმა ტკივილმა გამო-
მაფხიზლა. ტკივილი ისეთი უეცარი იყო, თითქოს ნემსი მიჩ-
ხვლიტეს ან დანის პირი დამისვეს.
ჯერ მთლად გამორკვეული არ ვიყავი, ვიფიქრე, ხელი და-
ნას თუ დავკარი მეთქი და წამოვხტი. მახსოვდა, გახსნილი
დანა სადღაც დამივარდა.
ერთ ორ წამში უკვე მივხვდი, რომ დანა არაფერ შუაში
იყო. ჭრილობა ცივმა ფოლადმა კი არა, ცოცხალი არსების
შხამიანმა კბილებმა მომაყენა. ისევ ვირთხას უკბენია!
გულგრილობა და მოდუნება მყისვე გამეფანტა და მისი
ადგილი ძლიერმა შიშმა დაიჭირა. ცხადად, თვალნათლივ
დავინახე, რომ ამაზრზენი ცხოველები ჩემს სიცოცხლეს ემუქ-
რებოდნენ. ეს გახლდათ მათი პირველი უმიზეზო თავდასხმა.
მართალია, მკვეთრმა მოძრაობამ და ხმამაღალმა ყვირილმა
ერთხელ კიდევ დააფრთხო ვირთხები, მაგრამ ვგრძნობდი,
თანდათან გათამამდებოდნენ და არაფრის მაქნის ხმაურს
ყურსაც აღარ ათხოვებდნენ, რადგან, თუმცა ხშირად ვაშინებ-
დი, ჩემი ძალა ერთხელაც არ მიგრძნობინებია.
ცხადია, ვერ დავიძინებდი და ვირთხებს თავს საჯიჯგნად
ვერ მივცემდი. ხსნა არსად იყო. იმედი მელეოდა. შიმშილით
სიკვდილს ვერ გავექცეოდი და მაინც ეს მერჩივნა, ვიდრე
ვირთხებს შევეჭამე. ასეთი სიკვდილის გაფიქრებაც კი შიშის

654 მკითხველთა ლიგა


ზარს მგვრიდა და მაიძულებდა, მთელი მონდომებით მებ-
რძოლა, რათა ამ საშიშ ხვედრს გადავრჩენოდი.
ძალიან დავიღალე. დასვენება მჭირდებოდა. ცარიელი ყუ-
თი იმხელა იყო, თავისუფლად დავწვებოდი. მაგრამ გადავ-
წყვიტე, ძველ საკანში უფრო გამიადვილდება ვირთხებთან
ბრძოლა მეთქი. დანა და ნაფხვენების პარკი წავიღე და ისევ
კასრის იქით გავცოცდი.
ჩემი საკანი უფრო დაპატარავებულიყო. ყუთიდან ამოღე-
ბულ ქსოვილს დიდი ადგილი დაეკავებინა. სწორედ ჩემი საკ-
მარი ადგილიღა იყო და ბუდეს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადა-
მიანის სადგომს.
ბრენდის კასრთან ქსოვილის ხვეულები ეყარა და აქედან
ჩემს ბუდეშიც ვერაფერი შემოძვრებოდა. ახლა ადრინდელი-
ვით მეორე მხარეც უნდა ამომექოლა. ასეც მოვიქეცი. მერე
ნამცხვარი შევჭამე, ბლომად წყალი დავაყოლე და ჩემი და-
ქანცული სული და ხორცი მოვასვენე.

655 მკითხველთა ლიგა


თავი XLVI
ტილოს ბარდანა

ღრმა და ტკბილი ძილი არ მეღირსა. მომავლის საშინელ


სურათებს მტანჯველი სიცხეც დაერთო. ადრინდელზე უარე-
სად ცხელოდა, რადგან ახლა ყველა ხვრელი ამოქოლილი
იყო. ჩემს საპატიმროში სიოც კი ვერ აღწევდა, სიგრილე არ-
საიდან შემოდიოდა და თავი გახურებულ ღუმელში მეგონა.
მაგრამ ცოტა მაინც წავიძინე და ეს წაძინება უნდა მეკმარა.
გავიღვიძე თუ არა, ვისაუზმე. ეს უეჭველად ყველაზე მსუ-
ბუქი საუზმე იყო, რაც კი ოდესმე ვინმეს უჭამია. საუზმე არც
ეთქმოდა. ისევ ბევრი წყალი დავლიე, სხეული გავარვარებუ-
ლი მქონდა და წყურვილს ვერ ვიკლავდი. თავი ისე მტკიოდა,
ლამის გამსკდომოდა.
თავის ტკივილმა ვერ შემაჩერა და ისევ საქმეს შევუდექი.
მართალია, ყუთში ქსოვილი აღმოჩნდა, მაგრამ ეს არ ნიშნავ-
და, რომ დანაჩენებშიც იგივე იქნებოდა. გადავწყვიტე, ძებნა
გამეგრძელებინა. ახლა დაზვერვა სხვა მხარეს უნდა წარმე-
მართა. ახალი გვირაბი ყუთის მეორე მხარეს უნდა გამეყვანა,
რადგან უკვე ნაცნობ მხარეს გემის ფერდს მივადექი.
ახალი იმედით საქმეს შევუდექი, თან ნაფხვენების პარკს
ხელიდან არ ვუშვებდი. ხანგრძლივი, ბეჯითი შრომის შემდეგ,
რასაც განსაკუთრებით თითის ტკივილი და მოხრილი პოზა
აძნელებდა, როგორც იქნა, გამოვტეხე ყუთის უკანა კედელი.
იქ რბილი რაღაცა იდო. პატარა იმედი მომეცა. ცხადია,
მაუდი არ იყო, მაგრამ ვიდრე ფიცარი სულმთლად არ ამოვ-
656 მკითხველთა ლიგა
გლიჯე, ვერ მივხვდი, რა უნდა ყოფილიყო. ხვრელში ხელი
ფრთხილად შევყავი და ათრთოლებული თითები ახალ, უც-
ნობ საგანს შევახე. თითებმა უხეში ტილო იგრძნეს. მაგრამ ეს
ალბათ გარედანაა. შიგ რაღა იქნება?
მანამ დანა ამოვიღე და ტილო არ გავჭერი, ვერ დავადგი-
ნე, შიგ რა იყო. მერე კი, ჩემდა სამწუხაროდ, მივხვდი.
ეს გახლდათ ტილო ძვირფასი, წმინდა ტილოს ბარდანა.
მაუდივით თოფებად იყო დახვეული, მაგრამ ეს ხვეულები ისე
მჭიდროდ იყო დატენილი, რომ მთელი ძალ ღონე დავძაბე და
ერთიც ვერ გამოვაძვრე.
ამ აღმოჩენამ უფრო დამამწუხრა. ნეტა ისევ მაუდი ყოფი-
ლიყო, თანდათან მაინც გამოვშლიდი და ჩემს საქმეს გავაგ-
რძელებდი. ტილოს კი ვერაფერი მოვუხერხე. რამდენჯერმე
ვცადე და საბოლოოდ დავრწმუნდი, ერთ ხვეულსაც ვერ გა-
მოვაძრობდი. ალმასის კედელს უფრო გაჭრიდა ჩემი დანა,
ვიდრე ერთად დახვავებულ ამდენ ტილოს. ამის გაჭრას ერთ
კვირას მაინც მოვანდომებდი. ვიდრე ბარდანის მეორე მხა-
რეს მივაღწევდი, საკვებიც გამითავდებოდა. მაგრამ ტილოს
გამოჭრა არც მიფიქრია. აშკარად შეუძლებელი იყო და არც
კი დავფიქრებულვარ, ამ საქმეზე ისე ავიღე ხელი.
მცირე ხანს უმოქმედოდ ვიჯექი და ვფიქრობდი, რა გზას
დავდგომოდი. მაგრამ უსაქმოდ დიდხანს არ გავჩერებულ-
ვარ. დრო ძვირად მიღირდა. მხოლოდ ენერგიული მოქმედე-
ბა გადამარჩენდა. ამ ფიქრმა გამახალისა და ისევ საქმეს შე-
ვუდექი.
ახალი გეგმა სულ მარტივი იყო დამეცალა მეორე ყუთიც,
გამემტვრია და მენახა, რა იდო იმის იქით.
ყუთი უკვე გატეხილი გახლდათ და მხოლოდ ქსოვილის
გამოღებაღა დამრჩენოდა. ერთხანს დანა გვერდზე გადავდე
657 მკითხველთა ლიგა
და ხვეულების გამოღება ვცადე. პირველი სამი ოთხი
ხვეულის გამოღება ადვილი საქმე არ იყო. საუბედუროდ, ჩემ-
კენ მათი ბოლოები იყო მოქცეული და ამიტომ მათი განცალ-
კევება უფრო ღირდა. მე მაინც ვეჯაჯგურებოდი და ბოლოს,
როგორც იქნა, პირველი ხვეულები გამოვიღე. საქმე შედარე-
ბით გაიოლდა.
მაგრამ აქაც აღმოჩნდა მსხვილი ხვეულები, რომლებიც
ხვრელში ვერ ეტეოდა. ხვრელის გაფართოებას და წვალებას
ისევ ადრინდელი ხერხი ვამჯობინე შესაკრავები გავჭერი,
ხვეულები გამოვშალე და მაუდი გამოვიღე.
ვიფიქრე, ასე უფრო გამიადვილდება მეთქი, მაგრამ ვაი,
რომ შევცდი. ამ ხერხმა ისეთი ნაყოფი გამოიღო, რისი გამოს-
წორებაც შემდეგ ძალიან გამიჭირდა.
წინ სწრაფად მივიწევდი. უკვე ყუთში შევძვერი და იქ ვმუ-
შაობდი, მაგრამ უეცრად საქმის შეწყვეტა მომიხდა ჩემ უკან
უკვე აღარ იყო ადგილი. მთელი თავისუფალი ადგილი ჩემი
საკანი, ნამცხვრის ყუთი და კიდევ ერთი ყუთი ქსოვილს ამო-
ევსო. თურმე პატარა ცარიელი ადგილიც არ დარჩენილიყო.
ერთი ხვეულიც არსად დაეტეოდა.
იმწუთას არ შემშინებია. ერთბაშად ვერ წარმოვიდგინე,
როგორი გართულება მოჰყვებოდა ამ ამბავს. მაგრამ კარგად
რომ ჩავუფიქრდი, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რა დიდი საფ-
რთხის წინაშე აღმოვჩნდი.
ცხადი იყო, ვიდრე ჩემი უჭკუობით დახვავებულ ქსოვილს
არ მოვიშორებდი, საქმეს ვერ გავაგრძელებდი. მაგრამ რო-
გორ მომეშორებინა? არც დაწვა შეიძლებოდა, ვერც სხვა-
ნაირად მოვსპობდი. მოცულობას ვერც იმით მოვაკლებდი,
რომ ხელახლა დამეხვია რაც შემეძლო, უკვე დავტკეპნე. რა
ვქნა, რა მოვუხერხო?
658 მკითხველთა ლიგა
ახლა კი მივხვდი, რა უგუნურად მოვიქეცი. ხვეულები რომ
არ გამომეშალა, მოცულობა არ მოემატებოდა. ახლა უკვე
გვიან იყო, ქსოვილიც სრულიად უწესრიგოდ ეყარა. ხელახ-
ლა ამოსახვევად ადგილიც არ მქონდა ამ ვიწრო სადგომში
ისედაც მოხრილი ვიდექი და განძრევას ხომ სულ ვერ შევ-
ძლებდი. ადგილიც რომ მქონოდა, ადრინდელ ზომას მაინც
ვერ დავუბრუნებდი. ქსოვილი, მართალია, რბილი და დამყო-
ლი იყო, მაგრამ საკმაოდ სქელი გახლდათ და მისი დახევა
მხოლოდ დიდი წამებით მოხერხდებოდა. საშინლად შევწუხ-
დი. შევწუხდი კი არა, კინაღამ ისევ დავკარგე გადარჩენის
იმედი.
მაგრამ არა! თავს გულის გატეხის ნებას არ მივცემ! ქსო-
ვილს როგორმე მივწი მოვწევ, უკანასკნელი ერთი ორი
ხვეულისათვის ადგილს გავათავისუფლებ და ყუთის იქითა
კედელს გავამტვრევ, იმედი ჯერ კიდევ მაქვს. თუ იქაც მაუდის
ყუთი ან ტილოს ბარდანა აღმოჩნდება, მაშინ კი დროა, გული
გამიტყდეს.
ძნელია ადამიანის გულში იმედის მოსპობა. ვიდრე ცოცხა-
ლი ხარ, იმედიც გაქვს. ისევ საქმეს დავუბრუნდი.
მალე კიდევ ორი ხვეულის ამოღება შევძელი. ახლა უკვე
შეიძლებოდა თითქმის ცარიელ ყუთში შეძრომა და დანის
ამუშავება.
ამჯერად ფიცარი შუა ადგილზე უნდა გამეჭრა, რადგან
თავთანაც და ბოლოსთანაც ქსოვილი იყო. ფიცარი გავჭერი
და ორივე მხარეზე გავწიე იმდენზე, რამდენიც ჩემი მიზნის-
თვის კმაროდა. ჩემი მიზანი ხვრელში ხელის შეყოფა გახ-
ლდათ. მაგრამ ვაი, რომ აქაც იმედის გაცრუება მელოდა;
აქაც ტილოს ბარდანა დამხვდა!

659 მკითხველთა ლიგა


ფეხზე რომ ვმდგარიყავი, ძალღონეგამოლეული იქვე და-
ვეცემოდი. ახლა კი როგორც ვიყავი, ისევე დავრჩი პირქვე
დამხობილი, სულიერად და ხორციელად გამოფიტული.

660 მკითხველთა ლიგა


თავი XLVII
EXSELSIOR

კარგა ხანი გავიდა. ბოლოს ძალ ღონე მოვიკრიბე და წა-


მოვჯექი. შიმშილს რომ არ შევეწუხებინე, გაოგნებული კიდევ
დიდხანს ვეგდებოდი, მაგრამ ბუნებამ თავისი გაიტანა. ვი-
ფიქრე, არც ავდგები, ამ ნაფხვენებსაც ისე შევჭამ მეთქი, მაგ-
რამ წყურვილმა მაინც დამაბრუნა ძველ ადგილზე. ჩემთვის
სულერთი იყო, სად დავიძინებდი. ვირთხებს ყველა კუთხეში
მშვენივრად დავემალებოდი, მაგრამ საჭირო იყო წყლის კას-
რთან ახლოს ვყოფილიყავი, ამიტომ ძველი ადგილი ვამჯო-
ბინე.
დაბრუნება ადვილი არ აღმოჩნდა. უამრავი ხვეულის გა-
დალაგება მომიხდა. თან ხვეულები ფრთხილად უნდა დამეწ-
ყო, თორემ ჩემს საკანში ადგილს ვერ გავითავისუფლებდი.
ბოლოს ჩემი განზრახვა შევასრულე. მერე საჭმელი ვჭამე,
საშინელი წყურვილიც მოვიკალი და ქსოვილის გროვაზე და-
ვეცი. თვალის დახამხამებაში ჩამეძინა.
მანამდე, ჩვეულებისამებრ, მაგრად ჩავკეტე ჩემი სიმაგ-
რის ჭიშკარი. ამჯერად კარგად გამოვიძინე. ვირთხებს ძილი
აღარ დაუფრთხიათ.
დილით, ან უფრო სწორად მაშინ, როდესაც გამომეღვიძა,
ისევ ვჭამე და წყალიც დავაყოლე. არც ვიცოდი, დილა იყო
თუ საღამო. საათის მომართვა ორჯერ დამავიწყდა და დღესა
და ღამეს ვეღარ ვარჩევდი. ბოლო ხანებში ძილიც არეული
მქონდა და ვერც ამის მიხედვით დავადგენდი, როდის რა იყო.
661 მკითხველთა ლიგა
საჭმელმა შიმშილი ვერ დამიცხრო. ეს ერთი ბეწო კი არა,
მთელი ჩემი სარჩო ერთბაშად რომ შემეჭამა, მაინც ვერ დავ-
ნაყრდებოდი. დიდი ბრძოლა დამჭირდა ჩემს თავთან, რომ
მთელი მარაგი ერთად არ მომესპო. სიმტკიცე გამოვიჩინე და
თავი შევიკავე. გადაწყვეტილებას ის ფიქრი მიმაგრებდა,
რომ მერე მთლად მშიერი არ დავრჩენილიყავი. შიმშილით
სიკვდილის შიში თავის შეკავებას მაიძულებდა.
ძალიან ეკონომიურად ვისაუზმე. საჭმლის მაგივრად კუჭი
წყლით ამოვივსე და ერთხელ კიდევ მივაშურე ქსოვილის
მეორე ყუთს.
გადავწყვიტე, ვიდრე ძალა შემწევდა, ძებნა არ შემეწყვი-
ტა. ძალა კი ცოტაღა მქონდა. რაც ვჭამე, სიცოცხლის შესა-
ნარჩუნებლად ძლივს კმაროდა. თანდათან მეცლებოდა ძა-
ლა. ნეკნები ისე გამომეჩარა, როგორც ჩონჩხს. ძლივსღა ვე-
რეოდი ქსოვილის მძიმე ხვეულებს.
ყველა ყუთის თითო გვერდი, როგორც გითხარით, გემის
ფერდს ებჯინებოდა. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გვი-
რაბის გაყვანას არავითარი აზრი არ ჰქონდა. მეორე ყუთის
ერთი კედელი, რომელიც ჯერ არ მომესინჯა, ტრიუმის შიგნით
იყო მოქცეული. სწორედ ამ კედელს მივადექი.
აღარ მოვყვები ამ საქმის დაწვრილებით აღწერას. რასაც
ადრე ვაკეთებდი, აქაც იგივე განმეორდა და მუშაობა რამდე-
ნიმე საათს გაგრძელდა. ჯილდოდ ისევ იმედგაცრუება მელო-
და. კიდევ ერთი ტილოს ბარდანა! ამ მხარეს ვეღარ წავიდო-
დი და საერთოდ წასასვლელი აღარსაით იყო!
ირგვლივ მაუდის ყუთები და ტილოს ბარდანები მერტყა.
შიგ ვერ გავძვრებოდი, ვერც მათ შორის გავიკვლევდი გზას.
ყველა გზა მოჭრილი მქონდა.

662 მკითხველთა ლიგა


ასეთ უიმედო დასკვნამდე მივედი და ისევ სასოწარკვეთამ
მძლია.
საბედნიეროდ, ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. თავს ძა-
ლა რომ დავატანე, აზრად ისეთი რაღაც მომივიდა, რამაც
შემდეგი მოქმედებისკენ მიბიძგა. ამჯერად მეხსიერება და-
მეხმარა. ერთ დროს წაკითხული წიგნი გამახსენდა. გამახ-
სენდა, რომ ამ წიგნში მშვენივრად არის აღწერილი ერთი ბი-
ჭის გაბედული ბრძოლა დაბრკოლებებთან. ეს ბიჭი ბოლომ-
დე არ იტეხს გულს, დაჟინებით იბრძვის, ყველა სიძნელეს
სძლევს და ბოლოს იმარჯვებს. ისიც გამახსენდა, რომ ამ ბიჭ-
მა თავის დევიზად ლათინური სიტყვა „ექსცელსიორ“ გა-
მოიყენა, რაც ნიშნავს „სულ ზევით, ზევით“.
გამახსენდა, როგორ იბრძოდა ბიჭი და როგორ გადალახა
ბევრი დაბრკოლება. ზოგი მათგანი კი ისევე ძნელი იყო, რო-
გორც ჩემი განსაცდელი. გამახსენდა და გადავწყვიტე, ბრძო-
ლა არ შემეწყვიტა.
მაგრამ, მე მგონი, განსაკუთრებით სწორედ ამ უცნაურმა
სიტყვამ მიმახვედრა, რაც უნდა გამეკეთებინა. რადგან მის
სიტყვასიტყვით მნიშვნელობას მივყევი. „სულ ზევით, ზევით,
ვფიქრობდი, გზა ზევით უნდა ვეძებო“. რატომ აქამდის არ მო-
მაფიქრდა? ზემოთაც ისევე შეიძლება იყოს საჭმელი, რო-
გორც სხვა მხარეს. არჩევანი არც მქონდა; ყველა სხვა მხარე
ვცადე. მაშ ასე, გადავწყვიტე, ახლა ზევით მეძებნა.
იმწუთას გულაღმა დავწექი და დანა მოვიმარჯვე. ქსოვი-
ლის ხვეულები ქვეშ მოხერხებულად ამოვიდე, სახურავზე ერ-
თი ფიცარი მოვსინჯე და ჭრა დავიწყე.
დიდი ბრძოლის შემდეგ ერთი ფიცარი დამნებდა. ქვევით
დავქაჩე და ღმერთო! ნუთუ ჩემს იმედებს გამართლება არ
უწერია!
663 მკითხველთა ლიგა
ვაი, რომ სწორედ ასე იყო! მტკიცე, უხეში ტილო და იმის
იქით ისევ ძვირფასი ტილოს მასა!
ახლა მაუდის პირველი ყუთის და ნამცხვრის ყუთის სახუ-
რავებიღა დამრჩა. უნდა უკანასკნელი ძალ ღონე მოვიკრიბო
და სანამ დავიძინებ, ისინიც მოვსინჯო. საუბედუროდ, პირ-
ველ ყუთზე ისევ მაუდის ყუთი იდგა, ხოლო ნამცხვრის ყუთზე
ტილოს ბარდანა.
- ღმერთო, მოწყალეო, ნუთუ მიმატოვე? - ამის წამოძახე-
ბაღა შევძელი და გული შემიღონდა.

664 მკითხველთა ლიგა


თავი XLVIII
ბრენდის ნაკადი

დაღლილობისა და ხანგრძლივი დაძაბულობისგან ჩამძი-


ნებოდა. რომ გამეღვიძა, თავი შედარებით მხნედ ვიგრძენი.
უცნაურია, მაგრამ რატომღაც ხალისიანად ვიყავი. გულგატე-
ხილობამ გამიარა. თითქოს რაღაც ზებუნებრივი ძალა მიცავ-
და, თორემ რა გამამხიარულებდა მდგომარეობა სრულებით
არ გაუმჯობესებულა, არც ახალი იმედი აღმძვრია, არც რამე
მომიფიქრებია.
ცხადია, მაუდისა და ტილოს ყუთებში ვერ გავძვრებოდი
ჩემს საკანში ქსოვილის დასაწყობი ადგილი აღარ იყო, ამი-
ტომ იმ ყუთებისაკენ გახედვასაც აღარ ვაპირებდი.
მაგრამ კიდევ ორი მიმართულებით შეიძლებოდა წასვლა:
პირდაპირ და მარცხნივ, ესე იგი, გემის ცხვირისაკენ.
წინ წყლის დიდი კასრი იდგა და, რა თქმა უნდა, მასში გაძ-
რომა არც მიფიქრია. ამისთვის წყალი უნდა გამომეშვა. ერ-
თხანს კი ვიფიქრე, მოდი, კასრს წყლის დონის ზემოთ გავ-
ხვრეტ, შიგ შევძვრები, ახლა იმ მხარეს გავხვრეტ და გავ-
ძვრები მეთქი. ვიცოდი, წყალი კასრის ნახვრეტამდეღა აღ-
წევდა, რადგან ბოლო დროს სიცხისგან შეწუხებული დაუზო-
გავად ვსვამდი, მაგრამ შემეშინდა, ვაითუ, ამ დიდი ხვრელის
გამო მთელი წყალი ერთ ღამეში დავკარგო მეთქი. ხომ შეიძ-
ლებოდა, უეცრად გრიგალი ატეხილიყო, როგორც არაერ-
თხელ მომხდარა და გემს რყევა დაეწყო. გემი გვერდზე გადა-
იხრებოდა, კასრი გადაბრუნდებოდა და წყალი დაიღვრებო-
665 მკითხველთა ლიგა
და. ძვირფასი სითხე, ჩემი საუკეთესო მეგობარი, ურომლი-
სოდაც დავიღუპებოდი, ერთბაშად გაქრებოდა.
ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავწყვიტე, წყლის კასრისთვის
ხელი არ მეხლო. შედარებით იოლი იყო ბრენდის კასრში
გაძრომა.
როგორც მოგახსენეთ, ამ კასრს ძირი ჩემკენ ჰქონდა მოქ-
ცეული და ხელმარცხნივ შემოსასვლელს ღობავდა. მისი
ფსკერი თუ თავი წყლის კასრის კედელს ესაზღვრებოდა, მაგ-
რამ კასრი ისე ახლოს იდო გემის ფერდთან, რომ იმის იქით
ცარიელი ადგილი არ უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, მი-
სი დიამეტრი თითქმის ნახევარი წყლის კასრს ეფარებოდა,
ხოლო მეორე ნახევარი ჩემი თავშესაფრის კედელს ქმნიდა.
აი, სწორედ კასრის ამ მხარეს უნდა გამეყვანა გზა, კასრში
შევსულიყავი, იქითა მხარეც გამეხვრიტა და გზა გამეკვლია.
იქნებ ბრენდის კასრის იქით მაინც მეპოვა რაიმე საზრდო.
ჩემი ვარაუდი არაფერს ემყარებოდა, მაგრამ ღმერთს შემ-
წეობას ვთხოვდი.
მუხის მაგარი ფიცრები გაცილებით ძნელად ემორჩილე-
ბოდა დანას, ვიდრე ნაძვი, მაგრამ საქმეს პირი უკვე აწყობი-
ლი ჰქონდა მე ხომ ადრევე გამოვღრუტნე კასრი. სწორედ ამ
ნახვრეტში შევუყარე დანა და ვიდრე ფიცარი გარდიგარდმო
არ გავჭერი, არ მოვეშვი. მერე ფეხსაცმელები ჩავიცვი, გუ-
ლაღმა დავწექი და ქუსლებით რაც ძალა და ღონე მქონდა,
რახარუხი ავუტეხე. მექანიკური ჩაქუჩივით ვამოძრავებდი
ფეხებს. ადვილი საქმე არ იყო: გვერდითა ფიცრებში მჭიდ-
როდ ჩამჯდარი ფიცარი დიდხანს მიძალიანდებოდა. დაჟინე-
ბით ვუშენდი ფეხებს. ბოლოს ვიგრძენი, რომ მოდუნდა და სა-
დაცაა გადავარდებოდა. რამდენიმე მაგარმა დარტყმამ საქმე
დააგვირგვინა და ფიცარი შიგნით შევარდა.
666 მკითხველთა ლიგა
იმწამსვე ღვინის ძლიერი ნიაღვარი დამეძგერა. უბრალო
ნაკადი კი არა, ჩემი სხეულის სიმსხო ნიაღვარი! მანამ ზეზე
წამოვხტებოდი, ბრენდიმ დამფარა და შემეშინდა, არ დავ-
მხრჩვალიყავი! საკანი ერთბაშად აივსო. თავი რომ ტრიუმის
ზედა კოჭებისთვის არ მიმებჯინა და პირი არ მომერიდებინა,
ნამდვილად დავიხრჩობოდი. მაგრამ ყელსა და თვალებში მა-
ინც ჩამივიდა დავბრმავდი და დავყრუვდი. ისევ ცხვირის ცე-
მინება და ხველა ამიტყდა. როდის როდის გავჩერდი.
გასართობად სულაც არა მცხელოდა, მაგრამ რატომღაც
ჰერცოგი კლარენსი და მისი ახირებული სურვილი გამახსენ-
და. მან ისურვა, მალვაზიის კასრში დამახრჩვეთო.
„წყალდიდობა“ ისევე სწრაფად დაცხრა, როგორც დაიწყო.
იატაკის ქვემოთ საკმარისი ადგილი იყო და ღვინო რამდენი-
მე წამში იქ ჩაიღვარა, რათა იქ ტრიუმის წყალს შერთვოდა
და მოგზაურობის დასასრულამდე დარჩენილიყო. ერთადერ-
თი კვალი, რაც დატოვა, ის გახლდათ, რომ ტანისამოსი და-
მისველდა და ჰაერი ალკოჰოლის ძლიერი სუნით გაიჟღინთა.
სუნთქვა გაძნელდა.
სწორედ ამ დროს გემის ცხვირი ტალღამ ასწია, კასრი
გადმოიხარა და ათ წუთში შიგ ერთი წვეთი ბრენდიც აღარ
დარჩა.
ბევრი არ მიცდია. ხვრელში თავისუფლად შევეტეოდი. გა-
განიერება აღარ სჭირდებოდა. ცხვირის ცემინებამ და ხველამ
გამიარა თუ არა, კასრში შევძვერი.
პირველ რიგში საცობის ძებნა დავიწყე. ვიფიქრე, ფიცრე-
ბის ჭრა იქიდან უფრო გამიადვილდება მეთქი. საცობის
ხვრელში ჩემი დანა თავისუფლად შეეტეოდა. საცობი ადვი-
ლად ვიპოვე. ვშიშობდი, ზემოთ არ იყოს მეთქი, მაგრამ სა-
ბედნიეროდ, სწორედ მოსახერხებელ ადგილზე გახლდათ.
667 მკითხველთა ლიგა
დანა დავკეცე და საცობს მივარტყი. რამდენიმე დარტყმით
ამოვაგდე და ფიცრის ჭრას შევუდექი.
ცოტა რომ ამოვჭერი, უცებ ძალ ღონის მოჭარბება ვიგრძე-
ნი. ადრე საშინელ სისუსტეს ვგრძნობდი, ახლა კი მზად ვიყა-
ვი, მუხის ფიცრები ცარიელი ხელებით დამელეწა. ერთბაშად
ისეთ ხალისიან გუნებაზე დავდექი, თითქოს საქმეს კი არ ვა-
კეთებდი, მხოლოდ და მხოლოდ ვერთობოდი და შედეგს
მნიშვნელობა არ ჰქონდა. მგონი, ვუსტვენდი და ვმღეროდი
კიდეც. სულ დამავიწყდა, რომ სიკვდილის საფრთხე მემუქრე-
ბოდა და მეგონა, რაც შიში განვიცადე, ჩემი წარმოსახვის შე-
დეგია, ნამდვილად ან მე გამოვიგონე, ან დამესიზმრა მეთქი.
უეცრად ისეთი მტანჯველი წყურვილი ვიგრძენი, რომ, მახ-
სოვს, ავწრიალდი და გამოსასვლელის ძებნა დავიწყე. მგონი
გამოვძვერი კიდევაც, მაგრამ წყალი დავლიე თუ არა, ეს კი
აღარ მახსოვს. საერთოდ, ამ წუთის შემდეგ რა მოხდა, არ ვი-
ცი, რადგან კარგა ხანს მკვდარივით უგრძნობლად ვეგდე!

668 მკითხველთა ლიგა


თავი XLIX
ისევ საფრთხე

რამდენიმე საათი უგონოდ ვიყავი და წინანდებურ კოშმა-


რებს აღარ შევუწუხებივარ. კი არ მეძინა, ისეთი შეგრძნება
მქონდა, თითქოს დედამიწის უსასრულო სივრცეში გადამის-
როლეს და გამალებული მივფრინავ, ან უშველებელი სიმაღ-
ლიდან გადმომაგდეს და მიწას ვერ მივაღწიე. საზიზღარი,
უსიამოვნო შეგრძნება იყო შიშის მომგვრელი.
საბედნეროდ, ტანჯვა დიდხანს არ გაგრძელებულა. წა-
მოდგომა რომ ვცადე, ის შეგრძნებები თანდათან მიყუჩდა და
ბოლოს სულაც გაქრა. სამაგიეროდ ახლა გული მერეოდა და
თავი მისკდებოდა. ნუთუ ისევ ზღვის ავადმყოფობა შემხვდა?
არა, არ შეიძლება! მე უკვე აღარ მემართებოდა ზღვის ავად-
მყოფობა, ღელვასაც კი ვუძლებდი: მით უმეტეს, ახლა ზღვა
არ ღელავდა. ქარი კი ქროდა, მაგრამ იმდენად სუსტი, რომ
გემს ვერაფერს აკლებდა.
ნუთუ მოულოდნელად ციებ ცხელებამ შემიპყრო? თუ გა-
დაქანცვამ დამასუსტა? არა, მე ორივე გამოცდილი მქონდა.
ახალი შეგრძნება არც ერთს არ ჰგავდა.
ვერაფერს მივმხვდარიყავი. თუმცა მალე გონება გამინათ-
და და ყველაფერი ცხადი გახდა: მთვრალი ვიყავი!
დიახ, მთვრალი გახლდით, თუმცა არც ერთი ყლუპი ღვი-
ნო და ბრენდი არ დამელია. სასმელი ძალიან მეჯავრებოდა.
საკანში იმდენი ბრენდი იდგა, დალევას კი არა, დახრჩობას
მოვასწრებდი, თუმცა სულ მალე იატაკში გაჟონა და წვეთიც
669 მკითხველთა ლიგა
აღარ დარჩა. კასრიდან რომ გადმოიღვარა, ალბათ მაშინ გა-
დამეყლაპა ერთი ორი წვეთი, მაგრამ რაც უნდა მაგარი სას-
მელი იყოს, ასე ცოტა კაცს რას დაათრობს! შეუძლებელია!
ამას არ დავუთვრივარ.
მაშ, რამ დამათრო? ხომ აშკარაა, რომ მთვრალი ვარ!
თუმცა, ჩემს სიცოცხლეში პირველად დავთვერი, მაინც ვიცო-
დი, სიმთვრალის ნიშნები მქონდა.
კარგად რომ ჩავუფიქრდი, თან ცოტა გამოვფხიზლდი,
თანდათან საიდუმლო ამოვხსენი და ბოლოს და ბოლოს, სიმ-
თვრალის მიზეზი გამოვიცანი. ბრენდიმ კი არა, ბრენდის ოხ-
შივარმა დამათრო, არც მეტი, არც ნაკლები!
კასრში შეძრომამდეც ვატყობდი ჩემს თავს რაღაც ცვლი-
ლებებს. სპირტიანი სასმლის ოხშივარი ისეთი ძლიერი იყო,
რომ ცემინება დამაწყებინა, მაგრამ ეს კიდევ არაფერი იყო
იმასთან შედარებით, რაც კასრში ვისუნთქე, თავიდან მიჭირ-
და სუნთქვა, მაგრამ თანდათან შევეჩვიე და მსიამოვნებდა
კიდევაც. ანდა რა გასაკვირია, მან ხომ მაშინვე გამომაცოც-
ხლა და გამამხიარულა!
კიდევ რომ დავფიქრდი, გავიხსენე, რომ კასრიდან გამოვ-
ძვერი წყურვილმა გამომიყვანა. ახლა კი მივხვდი, რა ბედ-
ნიერება იყო, რომ წყურვილს ავყევი! როგორც მოგახსენეთ,
არ მახსოვს, წყურვილი მოვიკალი თუ არა. კასრთან მისვლა
და ფინჯნის აღება არ მახსოვდა. მე მგონი, არც მივსულვარ.
რომ მივსულიყავი, საცობის დაცობა უსათუოდ დამავიწყდე-
ბოდა და ბევრი წყალი დაიქცეოდა. წყლის დონე ნახვრეტამ-
დე დაიწევდა. ეს კი როგორც შემოწმების შედეგად დავადგი-
ნე, ასე არ იყო. გარდა ამისა, ფინჯანი მშრალი იყო და ახალ-
ნახმარს არ ჰგავდა. ჩემს იღბლად არ დამილევია წყალი, უფ-
რო დიდი იღბლიანობა კი ის იყო, რომ მომწყურდა. რომ არ
670 მკითხველთა ლიგა
მომწყურებოდა, უეჭველად კასრში დავრჩებოდი, ხოლო კას-
რში დარჩენას შეიძლებოდა დამღუპველი შედეგი მოჰყოლო-
და. არ ვიცი, მაგრამ რაღაც საბედისწერო კი იქნებოდა. ალ-
ბათ სიმთვრალე არ გამივლიდა აბა, იქ რა გამომაფხიზლებ-
და? უფრო ცუდად გავხდებოდი და ბოლოს მოვკვდებოდი! ვინ
იცის? უბრალო შემთხვევითობამ ერთხელ კიდევ გადამარჩი-
ნა სიკვდილს. მაგრამ იქნებ შემთხვევითობა არ იყო? უკვე
მჯეროდა, რომ ზებუნებრივი ძალა მეხმარებოდა. მადლობის
ნიშნად მხურვალე ლოცვა აღვავლინე.
ადრე წყალი დავლიე თუ არა, არ ვიცი, ერთი კი ცხადი
იყო, ისე მწყუროდა, მეგონა, მთელ კასრს გამოვცლიდი. ჩემი
ფინჯნის ძებნაში დრო აღარ დავკარგე, პირდაპირ დავეწაფე
წყალს და თითქმის ნახევარი გალონი დავლიე.
საგრძნობლად მოვმჯობინდი, გონება გამინათდა, თითქოს
წყალმა გადამიწმინდა. გონს რომ მოვეგე, ისევ გარს შემოხ-
ვეულ საშიშროებაზე დავიწყე ფიქრი.
უპირველეს ყოვლისა, ვიფიქრე, ერთბაშად შეწყვეტილი
საქმიანობა როგორ გავაგრძელო მეთქი. ამ საქმეს ხელს ვე-
ღარ მოვკიდებდი. ხომ შეიძლება სიმთვრალე ისევ მომერი-
ოს, დავრეტიანდე და გარეთ გამოსვლა ვეღარ მოვიფიქრო?
უმჯობესია, მანამდის ვიმუშაო, ვიდრე არ ვიგრძნობ, რომ
სიმთვრალე მერევა და მერე საჩქაროდ გამოვძვრე კასრი-
დან. ვაითუ ვერ მოვასწრო და სიმთვრალე ერთბაშად მომე-
რიოს? რამდენ ხანს ვიყავი კასრში, მანამ სიმთვრალეს ვიგ-
რძნობდი? ვეღარ გავიხსენე. ის კი მშვენივრად მახსოვდა,
როგორ მშვიდად, ტკბილად გავეხვიე ზმანებაში. აღარაფერ-
ზე ვფიქრობდი და ჩემი სახიფათო მდგომარეობაც კი გადამა-
ვიწყდა!

671 მკითხველთა ლიგა


ყველაფერი რომ თავიდან განმეორებულიყო, ოღონდ ერ-
თი ეპიზოდის გამოკლებით: წყურვილს კასრიდან არ გამო-
ვეყვანე, რა მოხდებოდა? ამ კითხვას ვერ ვუპასუხე. ყველაფ-
რის თავიდან განმეორების შიში იმდენად ძლიერი იყო, რომ
კასრში შეძრომას ვეღარ ვბედავდი!
თუმცა სხვა გზა არ მქონდა. ან კასრში უნდა შევსულიყავი,
ან ასევე გაუნძრევლად მოვმკვდარიყავი. თუკი სიკვდილი მი-
წერია, ჯობია იოლი სიკვდილით მოვკვდე მეთქი, გავიფიქრე.
გამოცდილებამ დამანახვა, ასეთი სიკვდილი უმტკივნეულო
იქნებოდა.
ასეთმა მსჯელობამ სითამამე შემმატა სულერთია, სხვა
არჩევანი არ მქონდა და სხვას ვერაფერს ვიღონებდი. ისევ
ვილოცე და კასრში შევძვერი.

672 მკითხველთა ლიგა


თავი L
სად არის დანა?

კასრში რომ შევძვერი, დანის საპოვნელად ხელები მოვა-


ფათურე. არ მახსოვდა, სად რა როგორ დავდე. გარეთაც ვე-
ძებე და რომ ვერ ვიპოვე, ვიფიქრე, კასრში დამიტოვებია
მეთქი. ძალზე გავოცდი, როცა მთელი კასრი თითებით მოვ-
სინჯე, მაგრამ დანის მსგავსი ხელში არაფერი შემხვედრია.
შევწუხდი. დანა თუ დაიკარგა, გადარჩენის იმედი მომეს-
პობოდა. უდანოდ ვერაფერსაც ვერ გავაკეთებდი, გულხელი
უნდა დამეკრიფა და ბედს მივნდობოდი. სად დაიკარგა დანა?
ნუთუ ვირთხებმა მოიპარეს?
კასრიდან გამოვედი და ხელახლა მოვძებნე გარეთ. რაკი
ვერ ვიპოვე, ისევ შევძვერი და ისევ მოვსინჯე ყველა კუნჭუ-
ლი, სადაც კი დანის დადება შეიძლებოდა. ისევ კასრიდან გა-
მოსვლას ვაპირებდი, როცა მოვისაზრე, ხელები ცოტა ზემოთ
ამეწია და ხვრელი დამეთვალიერებინა, იქნებ იქვე ჩავარჭვე,
სადაც უკანასკნელად ვმუშაობდი? ვიფიქრე, იქ იქნება მეთქი
და ჩემდა სასიხარულოდ, მართლაც ფიცარში ჩარჭობილ და-
ნას წავაწყდი.
მაშინვე საქმეს შევუდექი ხვრელის გაფართოება დავიწყე,
მაგრამ ხანგრძლივი ხმარებისგან დანას პირი დაუჩლუნგდა.
თხუთმეტი წუთის განმავლობაში მერვედი დუიმიც ვერ ამოვ-
ჭერი. ფიცრის გახვრეტის იმედი დავკარგე.
თავში ისევ უცნაური შეგრძნებები აღმეძრა. ცოტა ხანს კი-
დევ შემეძლო სიმთვრალეს გავძალიანებოდი, მაგრამ ჩემს
673 მკითხველთა ლიგა
თავს პირობა მივეცი, როგორც კი რაღაცას ვიგრძნობ, საშიშ
ადგილს უნდა გავეცალო მეთქი. საბედნიეროდ, სიმტკიცე გა-
მოვიჩინე და დროულად გავედი წყლის კასრთან.
ჩემი საქციელი მართლა ძალზე დროული იყო. ბრენდის
კასრში ათი წუთიც რომ გავჩერებულიყავი, უეჭველად გონე-
ბას დავკარგავდი. უკვე კარგად გამხიარულებული ვიყავი.
მაგრამ ალკოჰოლის მოქმედებამ გაიარა თუ არა, თავი
ადრინდელზე უბედურად ვიგრძენი: მივხვდი, ეს მოულოდნე-
ლი დაბრკოლება უკანასკნელ იმედსაც მისპობდა. დავრწმუნ-
დი, მხოლოდ შესვენებით შეიძლებოდა მუშაობა. საქმე კი
ჭიანურდებოდა: ჩლუნგი დანით ბევრს ვერაფერს ვაკეთებდი.
ფიცრის გამოჭრას რამდენიმე დღე დასჭირდებოდა. დღეები
კი აღარ მქონდა. ნამცეცების მარაგი სწრაფად ილეოდა. ერ-
თადერთი მუჭაღა დამრჩა. სამ დღესაც ვერ გამაძლებინებდა!
გადარჩენის შესაძლებლობა სულ უფრო მცირდებოდა და მა-
ლე ალბათ სრულ სასოწარკვეთილებას მივეცემოდი. დანამ-
დვილებით რომ მცოდნოდა, კასრის იქით საჭმელს ვიპოვი-
დი, უფრო დაჟინებით და ენერგიულად ვიმუშავებდი, მაგრამ
ეს საეჭვო იყო. ათი შესაძლებლიდან ერთ შემთხვევაში თუ
ვნახავთ ნამცხვრის ყუთს ან სხვა რაიმე საჭმელს.
ერთადერთი სიკეთე, რაც კასრის დაცლას მოჰყვა, ის გახ-
ლდათ, რომ ადგილი მომემატა. თუ კასრის იქით გავაღწევდი
და იქ საჭმელი არ იქნებოდა, შემეძლო ქსოვილი კასრში შე-
მეყარა და სხვა მხარეს გზის საძებნად ადგილი გამეთავისუფ-
ლებინა.
საქმე ახალ მიმართულებას იღებდა. მაგრამ უეცრად უკე-
თესმა აზრმა გამინათა გონება და ცოტა გულს მომეშვა. აი,
რა მოვიფიქრე: თუკი ყუთიდან ყუთში გადავძვრები, რა მოხ-
დება, ზემოთკენაც რომ გავიყვანო გზა და გემბანს მივაღწიო?
674 მკითხველთა ლიგა
ამ აზრმა გამაოცა. საოცარია, რომ მანამდე ასეთი რამ აზ-
რადაც არ მომსვლია. ამას იმით ვხსნი, რომ მთელი ამ ხნის
განმავლობაში გულგატეხილი ვიყავი და ასეთი რამ იმ დროს
ვერც წარმომედგინა.
ზევით ალბათ ერთიმეორეზე უამრავი ყუთები აწყვია,
ტრიუმი უეჭველად სავსეა ყუთებით, მე კი ფსკერზე ვარ. ახლა
ისიც გამახსენდა, რამაც თავის დროზე ძალიან გამაოცა; გე-
მის დატვირთვა ძალიან დიდხანს, ორ დღე ღამეს გაგრძელ-
და. ალბათ მთელი ეს აუარებელი ტვირთი ჩემ ზემოთ აწყვია.
ერთმანეთზე დაწყობილი ათიოდე დიდი ყუთი უკვე გემბანს
მისწვდება და თუ დავუშვებთ, რომ დღეში ერთ ყუთს გავივ-
ლი, ამ საქმეს ათ დღეში ან ორ კვირაში გავათავებ და გემბა-
ნის ქვეშ აღმოვჩნდები.
ეს სასიხარულო აზრი თავიდან რომ მომსვლოდა, უკეთესი
იქნებოდა, ახლა კი თან დიდი სინანული ახლდა. ვფიქრობდი,
ძალიან გვიან ხომ არ მომაფიქრდა მეთქი. ვაითუ, მანამდის
უჭკუოდ ვიქცეოდი? როცა მთელი ყუთი ნამცხვარი მქონდა,
ამ გეგმას იოლად შევასრულებდი, ახლა კი, ვაი, რომ საცო-
დავი ნაფხვენებიღა დამრჩა და ცდაც კი უიმედოდ მეჩვენებო-
და.
სიცოცხლისა და თავისუფლების მოპოვების მომხიბლავ
იმედზე ხელი მაინც არ ავიღე. ყველა უსაფუძვლო ეჭვი უკუ-
ვაგდე და მდგომარეობა ავწონ დავწონე.
მთავარი დროს მოგება გახლდათ. სწორედ ეს მაწუხებდა
ყველაზე მეტად. მეშინოდა, ვიდრე კასრს გამოვჭრი, საჭმელი
გამითავდება, ძალ ღონე გამომელევა და ვაითუ, გახურებუ-
ლი მუშაობის დროს მოვკვდე მეთქი.
ფიქრებში ჩავიძირე. უცებ კიდევ ახალი აზრი დამებადა.
ცუდი აზრი არ იყო, თუმცა, ვისაც შიმშილი არ გამოუცდია,
675 მკითხველთა ლიგა
ალბათ ეს საშინელებად მოეჩვენება. შიმშილი და სიკვდილის
შიში ადამიანის კუჭს ატლანქებს და განურჩეველს ხდის.
მეც ასე დამემართა, საჭმლის რჩევას თავი დავანებე და
მზად ვიყავი, ყველაფერი მეჭამა. ახლა კი გიამბობთ, რა მო-
ვიფიქრე.

676 მკითხველთა ლიგა


თავი LI
უზარმაზარი სათაგური

დიდი ხანია ვირთხები არ მიხსენებია, მაგრამ არ გეგო-


ნოთ, რომ წავიდნენ და მომასვენეს! არა, ისინი ისევ ჩემ ირ-
გვლივ დაშლიგინებდნენ, ისევე მოუსვენრად და თავხედუ-
რად. ამაზე უფრო თამამი საქციელის წარმოდგენა შეუძლებე-
ლია. ეს იყო, თავს არ მესხმოდნენ, მაგრამ მე რომ არ გავ-
ფრთხილებულიყავი, არც ამას მოერიდებოდნენ.
რამეს რომ გავაკეთებდი, ჯერ იმაზე უნდა მეზრუნა, თავი
ქსოვილის კედლით დამეცვა. მხოლოდ ამ გზით ვახერხებდი
მათგან თავის დაღწევას. ერთი ადგილიდან მეორეზე რომ გა-
დავდიოდი, ერთთავად მესმოდა ხმები და ვგრძნობდი მათ სი-
ახლოვეს. ერთი ორჯერ კიდევაც მიკბინეს. მე რომ განსაკუთ-
რებით ფხიზლად არ ვყოფილიყავი, შეიძლება იერიშიც
მოეტანათ.
ალბათ მიხვდებით, საუბარი საითკენ მიმყავს და გაიგებთ,
რა ფიქრებმა შემიპყრო. ვიფიქრე, ამ ვირთხებს რად შევეჭმე-
ვინო, არ სჯობია, მე დავასწრო და შევჭამო მეთქი? დიახ, სწო-
რედ ეს მოვიფიქრე!
ასეთი საკვების წარმოდგენა სულაც არ შემზიზღდა. არც
თქვენ შეიზიზღებდით ჩემს დღეში რომ ჩავარდნილიყავით.
პირიქით, ერთობ გახარებული გახლდით, რომ ასეთი რამ
მოვიფიქრე ამ გზით ჩემი გეგმის განხორციელებას შევძლებ-
დი; გემბანს მივაღწევდი და სიცოცხლეს შევინარჩუნებდი. ეს

677 მკითხველთა ლიგა


რომ წარმოვიდგინე, თავი უკვე გადარჩენილი მეგონა. გან-
ზრახვის შესრულებაღა მაკლდა.
ვიცოდი, ტრიუმში ბევრი ვირთხა იყო. წინათ მათი რაოდე-
ნობა მაფრთხობდა, ახლა კი ამ ამბავს სხვაგვარად შევხედე.
საზრდოდ კარგა ხანს უნდა მყოფნოდა.
ახლა საქმე ის იყო, როგორ დამეჭირა.
იმის მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, რომ შიშველი ხელებით
დამეჭირა, თამამად ჩამებღუჯა და მომეხრჩო. მათი დაჭერა
უკვე ნაცადი მქონდა. როგორც მოგეხსენებათ, ადრე ერთი
ვირთხა მოვკალი ჩემთვის ერთადერთი ხელმისაწვდომი
ხერხით. იმავე გზით ერთ ორს კიდევ მოვკლავდი, მაგრამ შე-
იძლება ვერც მომეკლა. კიდევაც რომ მომეკლა, დანარჩენე-
ბი დაშინდებოდნენ და დაიკარგებოდნენ. საჭირო იყო ისეთი
ხერხის მოგონება, რომ ერთბაშად ბევრი დამეჭირა და ათი
თორმეტი დღისთვის მომემარაგებინა საკვები. ამ ხნის გან-
მავლობაში იქნებ უფრო გემრიელ საზრდოსაც წავწყდომო-
დი. ეს ხერხი უფრო ჭკვიანური და საიმედო იქნებოდა. ახლა
ის უნდა მომესაზრებია, რა მეღონა. ერთბაშად რამდენიმე
ვირთხა როგორ მომეკლა.
საჭიროება აღმოჩენის დედაა. დარწმუნებული ვარ, სწო-
რედ საჭიროებამ გამომაგონებინა სათაგური და არა ჩემმა
ნიჭმა და გონიერებამ. სრულიად მარტივი, მაგრამ ჩემი საქ-
მისთვის ზედგამოჭრილი რაღაც მოვიგონე. მაუდისგან დიდი
ტომარა უნდა შემეკერა. ეს სულ იოლი იყო: ქსოვილს დიდ ნა-
ჭერს ჩავახევდი, ორად გავკეცავდი და გვერდებს კანაფივით
გავკერავდი. კანაფი ბლომად მქონდა. ირგვლივ კანაფის უამ-
რავი ნაწყვეტები ეყარა, რომლითაც ქსოვილის ხვეულები
იყო შეკრული. ნემსის მაგივრობას დანა გამიწევდა. ამავე

678 მკითხველთა ლიგა


ხელსაწყოთი ბაწარს ტომრის პირშიც გავუყრიდი, რათა, ვირ-
თხები შეძვრებოდნენ თუ არა, ხელად თავი მომეკრა.
ასეც მოვიქეცი. ერთი საათიც არ გასულა და ტომარას
თავშიც გავუყარე ბაწარი სათაგური მზად იყო.

679 მკითხველთა ლიგა


თავი LII
ერთი დარტყმით

მალე ჩემი განზრახვის შესრულებას შევუდექი. ტომარას


რომ ვამზადები, ყველაფერი დაწვრილებით მოვიფიქრე. ჯერ
„მახე უნდა დამეგო“.
მაუდის გროვა გავწიე და ადგილი მოვცალე. ბრენდის ცა-
რიელი კასრი გამომადგა ქსოვილით გამოვტენე. ერთი დიდი
ხვრელის გარდა, ყველა სხვა ჭუჭრუტანა ამოვქოლე. ვირ-
თხები უმეტესად იმ ხვრელიდან შემოდიოდნენ.
ტომარა ხვრელის წინ გავშალე ისე, რომ ტომრის პირი
ხვრელს მთლიანად ფარავდა, ხოლო ტომრის დარჩენილი
ნაწილი საგანგებოდ ამ საქმისთვის გამოთლილ ჯოხებზე გავ-
ჭიმე. მერე ჩავიმუხლე, ტომარას პირი ფართოდ გავუხსენი,
შიგ გაყრილი თოკი მოვიმარჯვე და ვირთხების გამოჩენას
დაველოდე.
დარწმუნებული ვიყავი ვირთხები ტომარაში შევიდოდნენ,
რადგან იქ სატყუარა დავდე ნამცხვრის რამდენიმე ნაფხვენი
დავყარე ჩემი უკანასკნელი ლუკმა. დიდ რისკს ვწევდი. ვირ-
თხებს რომ საჭმელი მიერთმიათ და გაქცეულიყვნენ, სრული-
ად ულუკმაპუროდ ვრჩებოდი.
ვიცოდი, ვირთხები მოვიდოდნენ. მხოლოდ ის მაეჭვებდა,
იმდენი მოვიდოდა თუ არა, საკმარისად დამეჭირა. მეშინოდა,
თითო თითო არ მოსულიყვნენ და ნამცეცები სულ არ გაეზი-
დათ. ამის შიშით ნაფხვენები მტვერივით დავფქვი. ვფიქრობ-
დი, ასე უფრო დიდხანს შეყოვნდებიან პირველი მომხდურები
680 მკითხველთა ლიგა
და ტომარაში ბევრი ვირთხა მოგროვდება მეთქი. მაშინ კი ბა-
წარს მოვქაჩავ და გასაქცევ გზას ჩავუკეტავ.
ბედმა გამიღიმა. ერთი წუთიც არ ვმდგარვარ მუხლებზე,
რომ პატარა თათების პაკიპუკი და გამჭოლი ხმები გავიგონე.
ერთ წუთში ტომარა შეინძრა ჩემი მსხვერპლნი ტომარაში
გროვდებოდნენ. ტომარა სულ უფრო და უფრო ირხეოდა და
დავრწმუნდი, ვირთხების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. ყვე-
ლა ნამცხვრის ნაფხვენებისკენ მიიწევდა. ერთმანეთს ეჯახე-
ბოდნენ, ზედ ახტებოდნენ. ჩხუბობდნენ და გაშმაგებული წრი-
პინებდნენ.
დადგა გადამწყვეტი წამი თოკი მოვქაჩე და ტომარას წამ-
სვე მოვუკარი თავი.
არც ერთი ვირთხა არ გაქცეულა. კმაყოფილმა შევატყვე,
რომ ტომარა ნახევრამდე ავსებულიყო ამ შმაგი არსებებით.
ბევრი ლოიალობის დრო არ მქონდა.
ჩემი სადგომის ერთ ნაწილში იატაკი სრულიად სწორი და
მაგარი იყო ეს გახლდათ გემის მაგარი მუხის ფიცრები. სწო-
რედ ამ ფიცარზე დავდე ვირთხების ტომარა, ზევიდან ფიცარი
დავადე, მუხლებით შევდექი და მთელი სიმძიმით დავაწექი.
ერთხანს ტომარა ზამბარიანი ლეიბივით მოძრაობდა, ისე
ამოიბურთებოდა, თითქოს ფიცრის გამოგორებას ლამობდა,
მაგრამ ფიცარს ხელით ვასწორებდი და წინანდებურად ზედ
ვდგებოდი. ვირთხები ერთმანეთს აწყდებოდნენ, იფხაჭნე-
ბოდნენ, ფართხალებდნენ, იკბინებოდნენ და ჭყიოდნენ. მათ
აურზაურს ყურიც არ ვათხოვე და ვიდრე ჩემს ქვეშ მოძრაობა
არ შეწყდა და სრული სიჩუმე არ ჩამოვარდა, ფიცარს მთელი
ძალით ვაწვებოდი.

681 მკითხველთა ლიგა


მერე ტომარა გავხსენი და ნადავლი დავათვალიერე.
მტრის მასიური ჟლეტისთვის შესაფერი ჯილდო მივიღე „სა-
თაგურში“ ბლომად ვირთხა იყო და თანაც სუყველა მკვდარი.
ყოველ შემთხვევაში, თითქოს არც ერთი არ მოძრაობდა.
ტომარას თავში ხელი წამოვავლე და ავწიე. უმოძრაოდ ძირს
ჩაეკიდა და არც მოძრაობა შემიმჩნევია, არც ჭყივილი. ახლა
კი საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ყველა მომიკლავს. მიუხე-
დავად ამისა, ხელი დიდი სიფრთხილით ჩავყავი ტომარაში
და სათითაოდ ამოვალაგე. ათი ვირთხა აღმოჩნდა!
- აჰა, - შევძახე ვირთხებს, - ბოლოს და ბოლოს, დაგიჭი-
რეთ, თუ არა! ხომ გამაწამეთ, ესეც თქვენ! მე რომ არ მომკა-
რებოდით, ეს უბედურება აგცდებოდათ. მაგრამ არჩევანი
აღარ დამიტოვეთ. თქვენ ხომ ჩემი ნამცხვარი შეჭამეთ, მე რა-
ღა ვქნა, შიმშილით ხომ არ მოვკვდები, ავდგები და თქვენ
შეგჭამთ! - ჩემი მიმართვა გავათავე და ერთი ვირთხის გატყა-
ვებას შევუდექი.
თუ გგონიათ, ოდნავ მაინც მეზიზღებოდა, ძალიან ცდებით.
დიახ, შიმშილმა გარჩევა დამავიწყა!
ისეთი მშიერი გახლდით, წესიერადაც კი არ გამიტყავებია.
ხუთ წუთში ერთი ვირთხა გადავსანსლე.
ვირთხაჭამია ლაპლანდიელებისა უკვე აღარ მიკვირდა.

682 მკითხველთა ლიგა


თავი LIII
ზურგისაკენ

ჩემი საქმე აშკარად გამოსწორდა. საწყობი სანოვაგით


ამევსო. ეს საკვები, სულ ცოტა, ათ დღეს მეყოფოდა; გადაწ-
ყვეტილი მქონდა, დღეში თითო ვირთხა შემეჭამა და თუ ად-
რე გემბანზე ასვლა განუხორციელებელ ოცნებად მიმაჩნდა,
ახლა ჩემი ამოცანის შესრულების იმედი მომეცა.
დღეში თუ ერთ ვირთხას შევჭამ, ვფიქრობდი მე, არათუ
სიკვდილს გადავურჩები, დაკარგულ ძალ ღონესაც აღვიდ-
გენ. ათ დღეს გამუდმებით ვიმუშავებ და ტვირთის ზედა რიგს
მივაღწევ. იქნებ ათ დღეზე ადრეც მივაღწიო! რაც მალე იქნე-
ბა, უკეთესია; ათ დღეში კი უსათუოდ ავალ ზემოთ, თუნდაც
ჩემსა და გემბანს შორის ყუთები ათ რიგად ეწყოს.
ასეთი იმედიანი ფიქრები მიტრიალებდა თავში ვირთხებზე
წარმატებით ნადირობის შემდეგ. დაკარგული რწმენა დამიბ-
რუნდა.
მაგრამ ალკოჰოლის ორთქლის ისევ მეშინოდა. კასრში
ისევ იდგა ოხშივარი და ვშიშობდი, ვაითუ, გრძნობა დავკარ-
გო მეთქი, თუმცა გადაწყვეტილი მქონდა, გავფრთხილებუ-
ლიყავი და კასრში დიდხანს არ დავრჩენილიყავი. მეორედ
რომ შევედი, აკი ძლივს მოვასწარი უკან გამოსვლა!
მაინც გადავწყვიტე, კასრში გამეფებულ მკვეთრ სუნს გავ-
ძალიანებოდი და მხოლოდ მაშინ დამეხია უკან, როცა შევატ-
ყობდი, რომ მეტის მოთმენა აღარ შემეძლო.

683 მკითხველთა ლიგა


მართალია, დროს ისე აღარ ვუფრთხილდებოდი, მაგრამ
მისი ტყუილუბრალოდ დაკარგვა არ მინდოდა. ყელი ბლო-
მად წყლით ჩავიწმინდე, დანა მოვიმარჯვე და ცარიელი კას-
რისკენ გავემართე, რათა ხვრელი გამეგანიერებინა.
მაგრამ დახეთ! კასრი ხომ ქსოვილითაა გამოტენილი! ნა-
დირობაში ისე გავერთე, რომ სულ გადამავიწყდა, ცარიელ
კასრში რომ ქსოვილი ჩავტენე. კასრი უეჭველად უნდა დავცა-
ლო, თორემ ადგილი არ მეყოფა მეთქი, გავიფიქრე და
ხვეულების გამოთრევას შევუდექი.
მუშაობის დროს ახალი კითხვები აღმეძრა:
რატომ ვიღებ ქსოვილს კასრიდან? ეწყოს, სადაც არის, რა-
ღა მაინცდამაინც ამ კასრში უნდა გავძვრე?
მართლაც, ახლა ამ მხარეს გასვლას აზრი არ ჰქონდა. ად-
რე, იქით რომ მივდიოდი, საჭმლის პოვნის იმედი მამოძრა-
ვებდა. ახლა კი, ჩემი ახალი მიზნისთვის ამ კასრში გაძრომა
სულაც არ იყო საჭირო. პირიქით, ეს ყველაზე მცდარი გზა
გახლდათ. ის ხომ გემბანიდან ლიუკისკენ არ მიდიოდა, მე კი
სწორედ იქით უნდა გამეყვანა გვირაბი. ზუსტად ვიცოდი,
ლიუკი სადაც იყო. მახსოვდა, ლიუკიდან კასრამდე რა გზა გა-
მოვიარე, როცა პირველად ჩამოვედი ტრიუმში.
მაშინ, ტრიუმში ჩამოვედი თუ არა, იქვე მარჯვნივ გავუხვიე
და პირდაპირ კასრს წავადექი. ეს წვრილმანები ცხადად მახ-
სოვდა, დარწმუნებული გახლდით, დაახლოებით გემის შუა
ადგილზე ვიყავი, იმ ადგილზე, მეზღვაურები რომ „შტირ-
ბორტს“ უწოდებენ. კასრში თუ გავიდოდი, ეს ნიშნავდა, მთა-
ვარი ლიუკის გზას ავცდენოდი. მით უმეტეს, კასრის ფიცარი
მაგარია, დრო მეტი დამეხარჯებოდა და თან, შეიძლება, ალ-
კოჰოლის ოხშივარში გავგუდულიყავი. ნაძვის ყუთებში გაძ-
რომა ბევრად უფრო იოლი იყო, ვიდრე მაგარ მუხის კასრში.
684 მკითხველთა ლიგა
თან იმ მხარეს, მარჯვენა მხარეს, უკვე მქონდა ნამუშევარი.
ამიტომ, როცა ყველაფერი გავითვალისწინე და საფრთხე და
სიძნელე ავწონ დავწონე, დავასკვენი, რომ კასრში გაძრომა
არა ღირდა. ამიტომ მარჯვნივ გადავუხვიე.
მანამ ყუთების ჭრას დავიწყებდი, ქსოვილი ისევ კასრში
შევალაგე. ხვეულს ხვეულზე ვადებდი და რაც ძალა და ღონე
მქონდა, ვტკეპნიდი.
ისიც მოვისაზრე, რომ ვირთხები ტომარაში შევინახე და
თოკი მოვუჭირე, რადგან ვეჭვობდი, რომ გემზე ყველა ვირ-
თხა არ მომისპია და მეშინოდა, ვაითუ, ამ მკვდარი ვირთხე-
ბის მეგობრებმა თავის თანამოძმეთა შეჭმა ისურვონ მეთქი.
გამეგონა, რომ ამ საზიზღარ ცხოველებს ასეთი მიდრეკილე-
ბებიც აქვთ და ნანადირევის დამალვა ვამჯობინე.
ეს საქმე რომ მოვაგვარე, ერთი ფინჯანი წყალი დავლიე
და ერთ ერთ ცარიელ ყუთში შევძვერი.

685 მკითხველთა ლიგა


თავი LIV
მიხვედრა

ნამცხვრის ყუთის უკან მდგარი მაუდის ყუთში შევძვერი. ამ


ყუთიდან უნდა დაწყებულიყო ჩემი გვირაბი.
თქვენ გგონიათ, ყუთში შევძვერი თუ არა, მაშინვე საქმე
შევუდექი? არა! საკმაოდ დიდხანს ვიყავი გაუნძრევლად, მაგ-
რამ უსაქმოდ კი არ ვიყავი, გამალებული ვფიქრობდი.
გეგმამ, რომელიც ახლახან დავაწყვე, ენერგია შემმატა.
გადარჩენის იმედი ისე დამეუფლა, როგორც არასოდეს, მთე-
ლი პატიმრობის მანძილზე. წინ მშვენიერი პერსპექტივა
მქონდა. როცა წყლის კასრი და ნამცხვრის ყუთი აღმოვაჩინე,
უდიდესი სიხარული განვიცადე. ვიცოდი, სასმელ საჭმელი
მოგზაურობის დასასრულამდე მეყოფოდა. მაგრამ წინ ხან-
გრძლივი პატიმრობა მელოდა. რამდენიმე თვე მარტოდმარ-
ტოს, ხმის ამოუღებლად უნდა გამეტარებინა.
ახლა ყველაფერი სხვანაირად წარიმართა. თუ ბედი გამი-
ღიმებდა, რამდენიმე დღეში კაშკაშა ზეცას შევხედავდი, სუფ-
თა ჰაერს ჩავისუნთქავდი, ადამიანების სახეებს დავინახავდი
და გავიგონებდი უტკბეს ყველა ბგერათა შორის ჩემ თანა-
მოძმეთა ხმას.
თავს ისე ვგრძნობდი, როგორც უდაბნოში დაკარგული კა-
ცი, რომელმაც ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ შორს, ცისკი-
დურზე სიცოცხლის ნიშნები დაინახა: ხის კონტურები დალან-
და, თუ შორეული კერიიდან ამოვარდნილ კვამლს მოჰკრა
თვალი და ადამიანებთან მისვლის იმედი მიეცა.
686 მკითხველთა ლიგა
მეც ასეთი იმედი აღმეძრა. იმედი ყოველ წუთს მიძლიერ-
დებოდა და თანდათან რწმენად გადაიქცა.
ალბათ სწორედ ეს რწმენა მაკავებდა, როცა გეგმის გან-
ხორციელებას ძალიან არ ვჩქარობდი: წინ იმდენად მნიშვნე-
ლოვანი საქმე მედო, რომ ზერელედ და ნაჩქარევად ამის გა-
კეთება ქარაფშუტობა იქნებოდა. ხომ შეიძლებოდა, რაღაც
გაუთვალისწინებელი დაბრკოლება შემხვედროდა და საქმე
გამფუჭებოდა.
ამისთვის რომ თავი ამერიდებინა, გადავწყვიტე, უდიდესი
სიფრთხილით მოვქცეულიყავი და ვიდრე საქმეს შევუდგებო-
დი, ყველაფერი გამეთვალისწინებინა. ამიტომ ვიჯექი ქსოვი-
ლის ყუთში და ვცდილობდი ჩემი განზრახვა კარგად ამეწონ
დამეწონა.
ერთი რამ ცხადი გახლდათ ჩემი ამოცანა ძალიან რთული
იყო. როგორც მოგახსენეთ. ტრიუმის ფსკერზე ვიმყოფებოდი.
უვიცი არ ვიყავი და ვიცოდი, ტრიუმი ძალიან ღრმა იქნებოდა.
მახსოვდა, მანამ ბოლომდე ჩამოვაღწიე, ბაგირზე კარგა ხანს
მოვსრიალებდი და როცა ზემოთ ავიხედე, ლიუკი სადღაც
შორს მოჩანდა. თუ მთელი ეს მანძილი ტვირთით იქნებოდა
ავსებული ეს კი უეჭველად ასე იქნებოდა მაშინ გრძელი გვი-
რაბის გაყვანა მომიწევდა.
გარდა ამისა, გზა არა მარტო ზევით უნდა გამეკვლია, არა-
მედ ლიუკის მხარესაც, ესე იგი, გემის სიგანის ნახევარი უნდა
გამევლო. ეს გარემოება მაინცდამაინც არ მაწუხებდა. ვიცო-
დი, გზაზე ათასი რამ შემხვდებოდა და სულ პირდაპირ მაინც
ვერ ვივლიდი. ზოგჯერ ტილოს ბარდანები შემხვდებოდა,
ზოგჯერ სხვა მაგარი ნივთები. ასეთ დროს უნდა გადამეწყვი-
ტა, ზემოთკენ მევლო თუ ჰორიზონტალურად წავსულიყავი.
ის გზა უნდა ამერჩია, რომელიც შედარებით იოლი იქნებოდა.
687 მკითხველთა ლიგა
თუ გეზს ლიუკისკენ ავიღებდი, გვირაბი ალბათ კიბესავით
გამოვიდოდა, მაგრამ არც ყუთების რაოდენობა, არც მანძი-
ლი გემბანამდე ისე არ მაწუხებდა, როგორც ის, თუ რა იქნე-
ბოდა ყუთებში. აი, ეს ფიქრი არ მასვენებდა, რადგან გზის
სიძნელე სიადვილე იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რა უნდა
ჩამომეშორებინა გზიდან. ზოგი რამე გახსნის შემდეგ მეტ ად-
გილს იჭერს და თუ ვერ შევამჭიდროვებდი, მუშაობას ადგი-
ლის სიმცირის გამო ვეღარ გავაგრძელებდი. ყველაზე დიდი
საშიშროება სწორედ ეს გახლდათ. ასეთი გაჭირვება ერ-
თხელ უკვე გამოვცადე და მაშინ რომ ბრენდის კასრი არ გა-
მოჩენილიყო, მთელი ჩემი გეგმები ჩაიფუშებოდა.
ყველაზე ძალიან ტილოსი მეშინოდა. ტილოში გაძრომა
ძალიან ძნელია, ხოლო თუ მაგრად დატკეპნილ ხვეულებს ნა-
წილ ნაწილ გამოვიღებდი, მერე ვეღარ დავკეცავდი. უნდა
ღმერთს შევვედრებოდი, რომ გემზე ეს ძვირფასი და ფრიად
საჭირო ქსოვილი მცირე რაოდენობით ყოფილიყო.
ვინ იცის, რაღა არ იქნებოდა იმ უზარმაზარ ხის კიდობან-
ში. რა არ ვიფიქრე, იმის გახსენებასაც კი შევეცადე, როგორი
ქვეყანაა პერუ და რა გააქვს ინგლისს პერუში სავაჭროდ, მაგ-
რამ ვერაფერი მოვიგონე ეკონომიკური გეოგრაფიის სფერო-
ში სრულიად უვიცი გახლდით. ერთი კი ცხადი იყო: გზად შე-
იძლებოდა ყველანაირი საქონელი შემხვედროდა, როგორ-
საც კი ჩვენს მსხვილ სამრეწველო ქალაქებში ამზადებენ.
დაახლოებით ნახევარი საათი ასეთ ვარაუდში გავატარე,
ბოლოს დავრწმუნდი, ამაზე ფიქრი დროის ფუჭი კარგვა იყო.
აბა, წინასწარ რას გავიგებდი. ვერ გაიგებ, რა ლითონია საბა-
დოში, ვიდრე გვირაბში არ ჩახვალ.
ის დრო იყო, საქმეს შევდგომოდი. ვარაუდებს თავი ვანებე
და ამოცანის შესრულებას შევუდექი.
688 მკითხველთა ლიგა
თავი LV
გამართული დავდივარ

რა თქმა უნდა, გეხსომებათ, რომ ქსოვილის ყუთებში ჩემი


პირველი ექსპედიციის დროს, როდესაც ნამცხვარს ან რაიმე
სანოვაგეს ვეძებდი, ტვირთის ის ნაწილი შევამოწმე, რომე-
ლიც ყუთების გარშემო და ზემოთ მოეთავსებინათ. ისიც გე-
მახსოვრებათ, რომ პირველი ყუთის გვერდით, მთავარი
ლიუკის მხარეს, ტილოს ბარდანა ვნახე. ხოლო ყუთს ზემოთ
ასეთივე ყუთი იდგა. ამ უკანასკნელში ხვრელი უკვე გაკეთე-
ბული მქონდა. ამიტომ შეიძლებოდა მეფიქრა, რომ ზემოთკენ
მიმავალი გზა დაწყებული იყო. ამ ყუთს რომ გამოვცლიდი,
საჭირო მიმართულებით ერთი საფეხურით ავიწევდი. პირვე-
ლი ყუთის ზედა მხარე და მეორის ქვედა კედელი ადრევე გა-
მოვტეხე, მაშ, ის დრო და შრომა ტყუილად არ დაკარგულა.
ახლა ზედა ყუთიდან ქსოვილის ხვეულები უნდა გამომეძვრი-
ნა და ჩემ უკან დამელაგებინა.
დაუყოვნებლივ შევუდექი საქმეს. ადვილი ამოცანა როდი
იყო. ისევ წინანდელი სიძნელეების გადალახვა მომიწევდა.
ძნელი იყო საგულდაგულოდ დალაგებული ხვეულების ადგი-
ლიდან დაძვრა. მაგრამ მე მაინც მოვერიე, სათითაოდ ვიღებ-
დი და ჩემი სადგომის შორეულ კუთხეში, ბრენდის კასრთან
მიმქონდა. უფრო სწორად, მივათრევდი. კუთხეში უწესრიგოდ
კი არ ვყრიდი, გულმოდგინედ ვალაგებდი რომ მათ შორის
ვირთხების შემოსაძრომად ცარიელი კუნჭულებიც კი არ
დარჩენილიყო.
689 მკითხველთა ლიგა
თუმცა ვირთხებზე ფიქრით თავს აღარ ვიწუხებდი. ვიცო-
დი, სადღაც მახლობლად იყვნენ, მაგრამ ჩემმა უკანასკნელმა
სისხლიანმა თავდასხმამ ისე დააფრთხო, რომ უფრო ახლოს
მოსვლას ვეღარ ბედავდნენ. მახეში გაბმული ვირთხების გან-
წირული ჭყივილი მთელ ტრიუმს მოედო და დანარჩენებისათ-
ვის გაფრთხილებად იქცა. უეჭველია, ის ხმები რომ მოისმი-
ნეს, ძალიან დაშინდნენ. დარწმუნდნენ, რომ საშიში მეზობე-
ლი ვიყავი და მოგზაურობის დარჩენილ მონაკვეთში ტრიუმის
ბატონობა დამითმეს.
ამგვარად, ყოველი კუთხე კუნჭული ვირთხების თავდას-
ხმის შიშით კი არ ამოვქოლე, არამედ ადგილის ეკონომიის-
თვის, რადგან, როგორც მოგახსენეთ, სწორედ ეს საკითხი მა-
ფიქრებდა ყველაზე მეტად.
ბოლოს და ბოლოს, გულმოდგინე და ფრთხილი მუშაობის
შემდეგ, ზედა ყუთიც გამოვცალე და ქსოვილი ჩემ უკან დავა-
ლაგე. ახლა სრულიად დარწმუნებული გახლდით, რომ ძვირ-
ფასი ადგილი მაქსიმალურად დავზოგე.
მუშაობის შედეგმა გამამხნევა და ისეთ მშვენიერ ხასიათზე
დავდექი, როგორიც დიდი ხანია უცხო იყო ჩემთვის. გახარე-
ბული ავძვერი ახალგამოცლილ ზედა ყუთში, ფიცარი ხვრელ-
ზე გარდიგარდმო გავდე, ზედ ჩამოვჯექი და ფეხები ძირს ჩა-
მოვკიდე. ახალ პოზაში გამართული ჯდომა ძალიან მსიამოვ-
ნებდა. დიდი დრო გავატარე სამ ფუტზე ცოტა მაღალ საკანში
მე კი ოთხი ფუტი გახლდით და იძულებული ვიყავი, ან მოხ-
რილი ვმდგარიყავი, ან დავმჯდარიყავი, ფეხები მუხლებში
მომეღუნა და ზედ ნიკაპი დამებჯინა. ასეთ მოუხერხებელ
მდგომარეობაში ცოტა ხანს კიდევ გაძლებ, მაგრამ თუ დიდ-
ხანს გაგრძელდა, თანდათან დაიქანცები და მთელი სხეული
აგტკივდება. ამიტომ ბეჭებგამართული და ფეხებჩაკიდული
690 მკითხველთა ლიგა
ჯდომა ჩემთვის არათუ დასვენება, ფუფუნება იყო. უფრო მე-
ტიც, გამართულად დგომაც კი შემეძლო, რადგან ყუთების სი-
მაღლე ერთმანეთს ემატებოდა და ერთი ფსკერიდან მეორის
სახურავამდე სრული ექვსი ფუტი იყო. ჩემი ახალი სამფლო-
ბელოს ჭერს თითის წვერებსაც ვერ ვაწვდენდი.
დიდხანს არ ვმჯდარვარ. ახლა ფეხზე დავდექი და მაშინვე
ვიგრძენი, რა სასიამოვნო იყო ასე დასვენება. ჩვეულებრი-
ვად, ადამიანები ჯდომის დროს ისვენებენ, მე კი ვიდექი და
ისე ვისვენებდი. ეს გასაკვირი არაა, თუ გაიხსენებთ, რამდენი
გრძელი დღე და ღამე გავატარე დამჯდარმა ან ჩამუხლულმა.
ბედნიერი ვიყავი, რომ შემეძლო ის ამაყი პოზა მიმეღო, რაც
ადამიანს სხვა არსებებისგან ასხვავებს. ვგრძნობდი, გამარ-
თულად დგომის შესაძლებლობა ჭეშმარიტი სიამოვნებაა და
საკმაოდ დიდხანს ისე ვიდექი, ერთი კუნთიც არ შემირხევია.
მაგრამ დროს არც ახლა ვკარგავდი ტყუილად. როგორც
ყოველთვის, გონება მაშინაც მიმუშავებდა. ვფიქრობდი, გვი-
რაბისთვის რომელი მიმართულება შემერჩია: ახალგამოც-
ლილ ყუთს ზემოთ ავყოლოდი თუ მის გვერდით, ლიუკის მხა-
რეს მიქცეული კედელი გამომეტეხა. არ ვიცოდი ჰორიზონტა-
ლურად წასვლა მერჩივნა თუ ვერტიკალურად. ორივეს ჰქონ-
და თავისი ღირსება, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგე-
ბოდნენ. ამის აწონ დაწონას და გეზის დადგენას ისეთი დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ვიდრე რამეს გადავწყვეტდი,
კარგა ხანს ვფიქრობდი.

691 მკითხველთა ლიგა


თავი LVI
გემის მოხაზულობა

იყო ერთი მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ზემოთ, ყუ-


თის სახურავის მხარეს უნდა წავსულიყავი. თუ ამ გზას ავირ-
ჩევდი, ტვირთის ზედა რიგს უფრო მალე მივაღწევდი; იქ
ტვირთსა და გემბანის ფიცრებს შორის თავისუფალ ადგილს
მოვძებნიდი და ლიუკთან გავძვრებოდი. ასე გვირაბი უფრო
მოკლე გამოვიდოდა, რადგან გემბანამდე ვერტიკალური ხა-
ზი უფრო მოკლეა, ვიდრე დიაგონალური ლიუკის მიმართუ-
ლებით. ჰორიზონტალურად მიმავალი ყოველი ფუტი დაკარ-
გული იყო, რადგან ამის შემდეგ სულერთია, მაინც ვერტიკა-
ლურად უნდა წავსულიყავი.
თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ტვირთსა და ძელებს შო-
რის, რომელზეც გემბანი ეყრდნობა, თავისუფალი ადგილი
ყოფილიყო. ამის იმედით გადავწყვიტე, სულ ვერტიკალურად
მევლო და გვერდზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გადამეხვია,
თუ რამე დაბრკოლებას ვერ გადავლახავდი. და მაინც, გა-
დავწყვიტე პირველი ნაბიჯი ჰორიზონტალურად გადამედგა.
მიზეზი სამი იყო: ჯერ ერთი, ყუთის გვერდითა კედლის ფიც-
რები ერთმანეთს მთლად დაშორებოდნენ და მათი გამოტეხა
ადვილი იყო. მეორე, ყუთის სახურავის ფიცრებს შორის დანა
გავაცურე და რბილი, მაგრამ მტკიცე ქსოვილი ვიგრძენი,
რომელიც ძალიან ჰგავდა იმ საზიზღარ ბარდანებს, რომლე-
ბიც, ვინ იცის, რამდენჯერ გადამეღობნენ და რომელთაც მწა-
რედ ვწყევლიდი.
692 მკითხველთა ლიგა
დანა რამდენიმე ადგილას გავაძვრინე და ყველგან ტი-
ლოს ბარდანას მსგავს რაღაცას წავაწყდი. ახლა ყუთის ბო-
ლოში მოვსინჯე აქ დანის პირი ხეს მიებჯინა. როგორც და-
ნარჩენი ყუთები, ესეც ნაძვს ჰგავდა, მაგრამ ყველაზე მაგარი
ხეც რომ ყოფილიყო, იმას უფრო მოვერეოდი, ტილოსთან კი
ვერაფერს გავხდებოდი.
ესეც კმაროდა, რომ ჰორიზონტალური მიმართულებით
მემჯობინებინა წასვლა. მით უმეტეს, რომ მესამე მიზეზიც გა-
მოჩნდა.
ეს მესამე მოსაზრება ძნელი გასაგებია იმისთვის, ვინც
ტრიუმის მოწყობილობას არ იცნობს, კერძოდ კი, იმდროინ-
დელი გემების ტრიუმებისას, ეს ხომ მრავალი წლის წინ მოხ-
და. სხვანაირად აგებული გემებისთვის კერძოდ, ისეთი გემე-
ბისთვის, როგორის აგებაც ამერიკელებისგან ვისწავლეთ, ეს
მოსაზრება არ გამოდგება.
ყველაფერი რომ გაიგოთ, უფრო დაწვრილებით უნდა გი-
ამბოთ. მაგრამ, თუ თხრობას ცოტა გადავუხვევთ, ვიმედოვ-
ნებ, ჩემო პატარა მეგობრებო, ერთ პოლიტიკურ სიბრძნეს მა-
ინც აითვისებთ. ეს კი თქვენც გამოგადგებათ და თქვენს ქვე-
ყანასაც, როდესაც გაიზრდებით და მის გამოყენებას შეძ-
ლებთ.
მე იმ თეორიის მომხრე გახლავართ, უფრო სწორი იქნე-
ბოდა მეთქვა, რომ მე უკვე კარგა ხანია შევიგნე ის ფაქტი
(მართლაც, აქ ხომ არავითარი თეორია არაა), რომ იმის შეს-
წავლა, რასაც ჩვეულებრივად „პოლიტიკურ მეცნიერებას“
ეძახიან, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია იმ ამბებს შორის,
რითაც კი ოდესმე ადამიანის ყურადღება ყოფილა დაკავებუ-
ლი. ის ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს და მთელ საზოგა-
დოებრივ ცხოვრებაზე ახდენს ზეგავლენას. ხელოვნების, მეც-
693 მკითხველთა ლიგა
ნიერების და ხელოსნობის ნებისმიერი დარგი მასთან არის
დაკავშირებული და მათი წარმატება და მარცხი მასზეა დამო-
კიდებული. მორალიც კი სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკუ-
რი წყობის შედეგი. ხოლო დანაშაული საზოგადოების ცუდი
ორგანიზების ნაყოფია. ქვეყნის პოლიტიკური წესდება ძირი-
თადი მიზეზია მისი კეთილდღეობის ან უბედურებისა. ხელი-
სუფლებას არასოდეს მიუღწევია სამართლიანობისთვის. აქე-
დან დასკვნა არ არსებობს ხალხი, რომელიც ოდესმე
ჩვეულებრივ ბედნიერებას ზიარებოდეს. სიღარიბე, სიღატა-
კე, დანაშაული, გადაგვარება აი, ხვედრი, ყველა ქვეყნის მო-
სახლეობის უმეტესობისა!
მაშ ასე, როგორც მოგახსენეთ, ქვეყნის კანონმდებლობა
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი პოლიტიკური მდგომა-
რეობა, ყველაფერზე ვრცელდება, იქნება ეს გემი, რომლი-
თაც ზღვაში ვცურავთ თუ ეტლი, რომლითაც ხმელეთზე
ვმგზავრობთ, შრომის იარაღები და ნივთები, რომლებსაც
საოჯახო მეურნეობაში ვიყენებთ, თუ თვით საცხოვრებლის
მოწყობილობა. უმთავრესი კი ის გახლავთ, რომ ისინი თვით
ჩვენზე მოქმედებენ ჩვენს სხეულსა და ჩვენი სულის მოძ-
რაობებს განაგებენ. ვიღაც დესპოტის კალმის ერთი მოსმა, ან
პარლამენტში მიღებული სულელური გადაწყვეტილება, რო-
მელიც თითქოს არავის პირადად არ ეხება, სინამდვილეში
ისეთ იდუმალ, უხილავ ზეგავლენას ახდენს, რომ ეს ზეგავლე-
ნა მთელ თაობას ხრწნის და აუპატიოსნებს.
რასაც ვამბობ, შემიძლია მათემატიკური სიზუსტით დავა-
საბუთო, მაგრამ ამის დრო არ მაქვს. ერთ მაგალითს გეტ-
ყვით და ისიც საკმარისია. მაშ, მისმინეთ!
მრავალი წლის წინათ ბრიტანეთის პარლამენტმა დაამ-
ტკიცა კანონი, ხომალდებზე გადასახადების შემოღებისა, რა-
694 მკითხველთა ლიგა
თა ხომალდებსაც, როგორც ყველაფერს, თავისი არსებობის-
თვის ბეგარა ეხადათ. წამოიჭრა საკითხი, როგორ გაენაწი-
ლებინათ ეს გადასახადი. უსამართლობა იქნებოდა, რომ პა-
ტარა კარაპას მეპატრონისთვისაც ისეთი დიდი თანხა გადა-
ეხდევინებინათ, რამდენსაც დიდი, ორტონიანი ხომალდის
მფლობელს ართმევდნენ. ეს მოითხოვდა წვრილი გემ-
თმფლობელის მთელ შემოსავალს და გააღატაკებდა მას.
როგორ დაეღწიათ თავი ამ სიძნელისთვის? გამონახეს გო-
ნივრული გადაწყვეტილება: გემებზე გადასახადი ტონაჟის მი-
ხედვით დაეწესებინათ.
ეს წინადადება პარლამენტმა მოიწონა, მაგრამ ახლა სხვა
სიძნელე წამოიჭრა. როგორ განესაზღვრათ გადასახადი?
თითქოს სამართლიანი იქნებოდა, რომ გადასახადი გემის
მოცულობის მიხედვით აეკრიფათ, ტონაჟი კი წონაა და არა
მოცულობა. როგორ გადაელახათ ახალი სიძნელე? დაადგი-
ნეს მოცულობის რაღაც ერთეული, რომელიც ერთ ტონას
შეესაბამებოდა და ასე ზომავდნენ, რამდენ ერთეულს შეიცავ-
და გემი. არსებითად იზომებოდა გემის მოცულობა და არა
წონა.
გადაწყვიტეს, გემების ზომა გარკვეული წესით განესაზ-
ღვრათ, რათა მათი დაახლოებითი მოცულობა დაედგინათ.
ამის დასაანგარიშებლად ხერხემლის სიგრძე, ბიმსების სიგა-
ნე და ტრიუმის სიღრმე უნდა გადაემრავლებინათ. თუ გემი
სწორადაა აგებული, ამ დაანგარიშებით მის დაახლოებით
ზომას მივიღებთ.
ამგვარად, დაკანონდა აკრეფა. ალბათ იფიქრებთ (თუ ზე-
რელედ მოაზროვნე ხართ), რომ ეს კანონი ცუდ ზეგავლენას
არ მოახდენდა და მხოლოდ მათთვის იქნებოდა ცუდი, ვისაც
გადასახადი უნდა ეხადა.
695 მკითხველთა ლიგა
არა, საქმე სულ სხვაგვარად გახლდათ. ამ უბრალო, ერთი
შეხედვით უწყინარმა კანონმა ადამიანთა მოდგმას დიდი ბო-
როტება მოუტანა, დიდი დრო დააკარგვინა. მრავალი სიცოც-
ხლე შეიწირა და იმდენი სიმდიდრე წაართვა ადამიანებს,
რომ ამ თანხით, რაც კი დედამიწის ზურგზე ამჟამად მონებია,
ყველას გამოსყიდვა მოხერხდებოდა!
რატომ მოხდა ეს? ეჭვიც არ მეპარება, მკითხავთ გაოცებუ-
ლები.
ეს იმიტომ მოხდა, რომ გემთმშენებლობამ არათუ წინ გა-
დადგა ნაბიჯი, ადამიანის გონების ამ მნიშვნელოვანმა მონა-
პოვარმა ასობით წლით უკან დაიხია. ეს უბედურება ასე მოხ-
და: ახალი გემის მფლობელი ცდილობდა, რაც შეიძლება შე-
ემცირებინა ხომალდის მოცულობა, რადგან სხვანაირად მძი-
მე გადასახადს ვერ აიცილებდა. ასეთი უპატიოსნო ხერხები
ბუნებრივი შედეგია მოსახლეობის გადასახადებით გადატ-
ვირთვისა. და აი, გემთმფლობელი მიდის გემთმშენებელთან
და უკვეთს ხომალდს, რომელსაც ექნება ხერხემლის, ბიმსე-
ბისა და ტრიუმის ასეთ ასეთი ზომა ერთი სიტყვით, ისეთ გემს
უკვეთს, რომლის ტონაჟი გადასახადის გარკვეულ დონეს
შეესაბამება. მაგრამ ის ამაზე არ ჩერდება. ის სთხოვს მშენე-
ბელს, რომ შეძლებისდაგვარად ისე ააგოს გემი, რომ მასში
ჩავიდეს სამჯერ იმაზე მეტი, ვიდრე შეესაბამება გემის სიგრძე
სიგანეს. ეს მას შეუმსუბუქებს გადასახადს და ადვილად მო-
ატყუებს სახელმწიფოს, რომელმაც მისგან ასეთი მძიმე გადა-
სახადი მოითხოვა.
შეიძლება თუ არა ასეთი გემის აშენება? თავისუფლად!
გემთმშენებელმა იცის, როგორ მოიქცეს. ამისათვის საჭიროა
გემის ცხვირი მკვეთრად გამობერილი გააკეთოს, ფერდები
გამოუბეროს, კიჩო გაუგანიეროს დ საერთოდ ისეთი უაზრო
696 მკითხველთა ლიგა
ფორმა მისცეს, რომ გემი ნელა იმოძრავებს და მრავალი
ბედკრული მეზღვაურის სამარედ იქცევა. დიახ, გემთმშენე-
ბელმა იცის თავისი საქმე და გემთმფლობელების სურვილით
ისე შეეჩვია ასეთი ხომალდების აგებას, რომ ბოლოს თვითო-
ნაც ირწმუნა, რომ ასეთი მოუქნელი კონსტრუქციით აგებული
გემი სწორად აგებული გემია და ახლა უკვე აღარ სურს და
აღარც შეუძლია ხომალდი სხვანაირად ააგოს. უფრო მეტიც!
უფრო სამწუხარო ის გახლავთ, რომ გემის მოუხეშავი ფორმა
ისე აღიბეჭდა ფიქრებში, ისე ჩაუჯდა თავში, რომ როცა ასეთ
სულელურ კანონს გააუქმებენ, მრავალი წელი გავა, ვიდრე
მისი გონებიდან სიყალბე სრულიად აღმოიფხვრება. არსები-
თად, უნდა ველოდოთ, რომ გემთმშენებლების ახალი თაობა
წამოიზარდოს და მხოლოდ მაშინ განაახლებენ სწორი და
მოხერხებული ფორმის ხომალდების შენებას. საბედნიეროდ,
ატლანტის გადაღმა უკვე წამოიზარდა ეს ახალი თაობა და
ალბათ მალე დავაღწევთ თავს ასეული წლების მანძილზე გა-
ბატონებულ დილემას. მართალია, ნახევარი საუკუნეა, რაც
ისინი ცდილობენ, მაგრამ უმაღლეს ხელოვნებას მაინც ვერ
მიაღწიეს. თუმცა, რაკი ბეგარით არ არიან შებოჭილნი, აკ-
ვირდებიან ზღვაში მოსრიალე თევზებს და ბუნებისაგან ბევრს
სწავლობენ.
ახლა უკვე გაიგეთ, რას ვგულისხმობ, როცა ვამტკიცებ,
რომ პოლიტიკური მეცნიერება უმნიშვნელოვანესი დარგია
და ადამიანებისაგან დიდ ყურადღებას იმსახურებს.

697 მკითხველთა ლიგა


თავი LVII
სერიოზული წინააღმდეგობა

ჩვენი „ინკა“ როგორც მრავალი სხვა გემი, გემთმფლობე-


ლი სოვდაგრის შეკვეთით იყო აგებული. მას ამოზნექილი
მკერდი ჰქონდა და ფერდებიც ისე გამობეროდა, რომ ტრიუმი
ბიმსებზე განიერი იყო. თუ ტრიუმის ფსკერიდან ზემოთ აიხე-
დავდით, დაინახავდით, რომ გაღუნული ფერდები თქვენს
თავზე სახურავივით ერთდებოდა. მე ვიცოდი, რომ „ინკა“
სწორედ ასე იყო აგებული, რადგან ყველა სავაჭრო გემი ერ-
თი ნიმუშის მიხედვით შენდებოდა. ეს შემჩნეული მქონდა,
რადგან ჩვენს ყურეში ბევრნაირი გემი მენახა.
როგორც მოგახსენეთ, დაცლილი ყუთის თავზე მაგარი
ტვირთი რომ მოვსინჯე, დანის წვერი რაღაც რბილს ტილოს
მსგავსს შეეხო. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ტილოს ბარდანა
ზედა ყუთის სახურავის მხოლოდ ნაწილს ფარავდა. იმ მხა-
რეს, საითაც ყუთი გემის ტანს ებჯინებოდა, დაახლოებით ერ-
თი ფუტის სიმსხო სიცარიელე იყო. ღრიჭეში ორ ადგილას შე-
ვარჭე დანის წვერი და არც ერთხელ არაფერს შევხებივარ,
არც რბილს, არც მაგარს.
ეს ადვილი ასახსნელია. ეს ბარდანა, რომელიც ორ ყუთზე
იდო, სწორედ იმ ადგილზე დაედოთ, საიდანაც გემის ფერდი
შიგნით იხრებოდა. ბარდანის ზედა მხარე ტრიუმის ძელებს
ებჯინებოდა, ხოლო მისი ქვედა კუთხე ფერდს, როგორც ჩანს,
ერთი ფუტით შორდებოდა. ასე შექმნილიყო ცარიელი სამ-
კუთხედი, სადაც მხოლოდ პატარა საგანი თუ ჩაეტეოდა.
698 მკითხველთა ლიგა
ცხადია, თუ სწორხაზოვნად ავიდოდი, ბოლოს და ბოლოს,
გემის ფერდს მივადგებოდი, რადგან ფერდი გემბანთან უფრო
შიგნით იყო გადახრილი. გარდა ამისა, ამ გზაზე უფრო
წვრილ წვრილ ტვირთს გადავეყრებოდი და მათი გვერდის
ასავლელად მეტი შრომა დამჭირდებოდა. ეს მოსაზრებები
იმას დაერთო, რაც ადრე უკვე მოგახსენეთ და საბოლოოდ
გადავწყვიტე შემდეგი ნაბიჯი ჰორიზონტალურად გადამედგა.
დგომით კარგად დავისვენე, ზედა ყუთში ხელები შევყავი,
ავიწიე, ავედი და საქმეს შევუდექი.
ზედა ყუთში რომ ავედი, სიხარული ვიგრძენი. ახლა უკვე
ტვირთის მეორე რიგში, ტრიუმის ფსკერიდან ექვსი ფუტით
მაღლა ვიყავი. უკვე სამი ფუტით ზევით გადავინაცვლე ესე
იგი, სამი ფუტით ახლო გემბანთან, ცასთან, ადამიანებთან,
თავისუფლებასთან!
როდესაც ყუთის ის კედელი დავათვალიერე, რომელშიც
ხვრელი უნდა გამომეჭრა, უფრო გავმხიარულდი. ფიცრები
მორყეული იყო, ხოლო გვერდითა ყუთი რამდენიმე დუიმის
იქით იდგა, ჭუჭრუტანაში დანა გავყავი და წვერი ძლივს მი-
ვაწვდინე. ამან კიდევ უფრო გამახარა. ერთი მაგარი დარ-
ტყმა და ფიცარი გარეთ გადავარდებოდა.
ასე მოვიქეცი: ფეხსაცმელები ჩავიცვი, ზურგზე დავწექი და
ქუსლებით რახარუხი ავუყენე.
მალე ღრაჭუნიც გაისმა. ლურსმნები და სალტეები
ცვიოდა. ერთი ორი დარტყმაც და ფიცარი გადავარდა და ყუ-
თებს შორის ჩაიკარგა.
იმწუთას ხელები გავყავი. რათა დამედგინა, იქით რა იდო,
ყუთის გაურანდავ ფიცრებს კი მივწვდი, მაგრამ ყუთში რა
იდო, აბა, უნახავად რას გავიგებდი.

699 მკითხველთა ლიგა


ისევ ჩემს ყუთს მივუბრუნდი ჯერ მეორე ფიცარი მოვაგლი-
ჯე, მერე მესამე. ამ მხარეს გზა უკვე გახსნილი იყო.
საშუალება მომეცა, კარგად მომესინჯა, რა იდგა იქით და
ძიება განვაგრძე. გაოცებული დავრჩი, როცა დავინახე, რომ
გაუშალაშინებელი ფიცრები არც ერთ მხარეს არ თავდებო-
და. კედელივით აღმართულიყო. აქეთაც გავყავი ხელი, იქი-
თაც, მაგრამ კიდეს ან კუთხეს ვერსაით მივწვდი.
როგორც ჩანდა, ისეთი ფორმისა და ზომის ყუთი იყო, რო-
გორიც მანამდე არ შემხვედრია. წარმოდგენაც არ მქონდა,
რა უნდა ყოფილიყო ამ ყუთში. შალის ქსოვილი რომ ყოფი-
ლიყო, დანარჩენი ყუთებისნაირი იქნებოდა. ასეთ ყუთში არც
ტილოს ჩადებდნენ ეს ცოტა მამშვიდებდა.
დანის წვერი ფიჭვის უხეშ ფიცრებს შორის შევაცურე. იქ
რაღაც ქაღალდის მსგავსი იყო, მაგრამ ქაღალდში, ჩანდა,
რაღაც იყო შეფუთული, რადგან ქაღალდს იქით დანის წვერი
მარმარილოსავით მაგარ და გლუვ რაღაცას მიებჯინა. მაგ-
რამ რომ მივაჭირე, ვიგრძენი, ქვა არ იყო. ეს გახლდათ ძა-
ლიან მაგარი და კარგად პოლირებული ხე. ახლა დანის ყუა
დავკარი. პასუხად უცნაური ექო გაისმა, ხანგრძლივი,
ზრიალა ექო. მე მაინც ვერაფერს მივხვდი.
სხვა გზა არ იყო. ყუთის გატეხამდე ვერ გავიგებდი, შიგ რა
იდო.
ნაცად ხერხს მივმართე. ყუთის ერთი ფიცარი შევარჩიე და
დანით მისი შუაზე გაჭრა დავიწყე. ფიცარი თორმეტი დუიმის
სიგანისა იყო და მუშაობას რამდენიმე საათი მოვანდომე. და-
ნა ძალიან დამიჩლუნგდა და საქმე უფრო გაძნელდა.
ბოლოს ამ ფიცარსაც მოვერიე. დანა გვერდზე გადავდე და
დავეჯაჯგურე. ორ ყუთს შორის დარჩენილმა ადგილმა სა-

700 მკითხველთა ლიგა


შუალება მომცა, ფიცარი გამეწ გამომეწია. მალე ლურსმნები
ამოცვივდა და ფიცარიც ძირს ჩამოვარდა.
მეორე ნახევარიც ასე მოვიშორე. ახლა დიდ ყუთს უკვე იმ-
ხელა ხვრელი ჰქონდა, რომ თავისუფლად გამოვარკვევდი,
რა იყო შიგ.
რაღაცა საგნის გლუვ და მაგარ ზედაპირზე ქაღალდები
იყო გადაფარებული. ქაღალდი მოვახიე. იმ საგნის ზედაპირი
გავაშიშვლე და ზედ თითები გადავუსვი. ეს გახლდათ ხე, მაგ-
რამ ისე ძალიან გაპრიალებული, რომ ზედაპირი შუშასავით
გლუვი იყო. ხელის შეხებით წითელი ხის მაგიდას ჰგავდა. ბო-
ლომდე ასე მეგონა, მაგრამ თითები რომ მივაკაკუნე, ისევ ის
ზრიალა გუგუნი მომესმა. ახლა მაგრად დავკარი პასუხად
გაბმული ჟღერა გავიგონე, რამაც ეოლოსის ქნარი გამახსენა.
ახლა კი მივხვდი ეს უზარმაზარი საგანი ფორტეპიანო გახ-
ლდათ. ამის მსგავსი ნანახი მქონდა. ასეთი როიალი პატარა
სასტუმრო ოთახში გვედგა და დედაჩემი ხშირად უკრავდა
საამურ ჰანგებს. დიახ, გლუვზედაპირიანი საგანი, რომელმაც
გზა ჩამიკეტა, როიალი გახლდათ.

701 მკითხველთა ლიგა


თავი VIII
როიალს გვერდს ვუვლი

არ მესიამოვნა. უეჭველია, როიალი ძალიან შემაფერხებ-


და, თუ სულაც არ ჩამიკეტავდა გზას. მე მგონი, ძალიან დიდი
როიალი იყო, იმაზე დიდი, დედაჩემს სასტუმრო ოთახში რომ
ედგა. როიალი გვერდულად იდგა, თავსახურით ჩემკენ მოქ-
ცეული. თითები რომ მივაკაკუნე, ექოს მიხედვით მივხვდი,
ერთდიუმიანი ან უფრო სქელი ხისა იყო. თანაც ხე მთლიანი
უნდა ყოფილიყო, რადგან მთელ ზედაპირზე ერთი ხაზიც არ-
სად შემინიშნავს, რომ ხვრეტა დამეწყო. უნდა პირდაპირ მივ-
დგომოდი და ამომეღრუტნა.
უბრალო ნაძვიც რომ ყოფილიყო, ისეთი იარაღით, როგო-
რიც ხელთ მქონდა, გასაძრომად გამოსადეგი ხვრელის ამო-
საჭრელად ბევრი უნდა მეჯახირა, ხოლო საღებავისა და პო-
ლირებისაგან კიდევ უფრო გამკვრივებული, მაგარი წითელი
ხის გაჭრამ ძალიან შემაფიქრიანა.
დავუშვათ, როიალის სახურავი გავხვრიტე მძიმე და დამ-
ქანცველი საქმეა, მაგრამ შეუძლებელი არ იქნება. მერე ამით
რა? მთელი შიდა მოწყობილობა უნდა გამოვიღო? კარგად არ
ვიცოდი, რა არის როიალის შიგნით. მხოლოდ ის მახსოვდა,
რომ როიალში უამრავი სპილოს ძვლის თეთრი და შავი ნაწი-
ლები, ურიცხვი მაგარი ლითონის სიმი და ტიხრები იყო. ზოგი
პარალელურად და ზოგიც გარდიგარდმო განლაგებული,
ძნელი იქნება მათი დაშლა და ამოღება. გარდა ამისა, მეორე

702 მკითხველთა ლიგა


მხარეს გასაძრომად ფსკერის მაგარი წითელი ხისა და ყუთის
გახვრეტა მომიწევდა.
კიდევ იყო სხვა სიძნელეებიც. რომც მომეხერხებინა
როიალის შიგნითა ნაწილების დაშლა, გამოღება და ჩემ უკან
დაწყობა, იქნებოდა როიალში იმხელა ადგილი, რომ შიგნით
შევმძვრალიყავი, იქითა კედელი და ყუთის კედელი გამეხ-
ვრიტა და შემდეგი ყუთისკენ გზა გამეკაფა? საეჭვო გახ-
ლდათ. თუმცა, საეჭვო კი არა, ცხადი იყო, ვერ შევძლებდი.
ამ დაბრკოლებამ ძალიან დამამწუხრა. რაც მეტს ვფიქ-
რობდი, მით უფრო ნაკლებად მინდოდა საქმისთვის ხელი
მომეკიდა. ბოლოს, კარგად რომ ავწონ დავწონე, ეს აზრი
უკუვაგდე. ნაცვლად იმისა, რომ წითელი ხის დიდი კედელი
გამემტვრია, გადავწყვიტე, მისთვის გვერდი ამევლო.
არც ამ გადაწყვეტილების აუცილებლობამ დამამწუხრა
ნაკლებად. ყუთის გატეხას ხომ ნახევარი დღე მოვანდომე და
სულ ტყუილად. მაგრამ ამას რაღა ეშველებოდა. სინანულის
დროც არ მქონდა და ციხესიმაგრის მოალყე გენერალივით
დაზვერვა დავიწყე, რათა სიმაგრის ასაღებად უკეთესი გზა შე-
მერჩია.
უწინდებურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს თავზე
ისევ ტილოს ბარდანები იქნებოდა და ეს რწმენა მაკავებდა,
რომ მუშაობა ამ მიმართულებით გამეგრძელებინა. ისევ მარ-
ჯვნივ ან მარცხნივ წასვლა ვამჯობინე.
ვიცოდი, ამ გზების გაყვანა არაფერს შეცვლიდა. ერთი
დუიმითაც არ მიმაახლოებდა სასურველ მიზანს. მეორე ნაბი-
ჯის გადადგმის მერეც ისევ მეორე რიგში ვიქნებოდი. საქმე
სასიხარულოდ არ მქონდა. დრო და ენერგია ისევ ტყუილად
უნდა დამეხარჯა! მაგრამ ისე დამაშინეს ამ საზარელმა ბარ-
დანებმა!
703 მკითხველთა ლიგა
იმ ყუთის განგრევას ერთი სიკეთე მაინც ჰქონდა. ქსოვი-
ლის ყუთის გვერდითი კედელი რომ გავამტვრიე, როგორც
იცით, ყუთსა და როიალის კონტეინერს შორის საკმაო მანძი-
ლი აღმოვაჩინე. ახლა იქ ხელს იდაყვამდე გავყოფდი და
მარჯვნივ და მარცხნივ მდგომ ყუთებს მოვსინჯავდი.
ასეც მოვიქეცი. ორივე მხარეს ყუთები იდგა და ორივე ყუ-
თი იმ ყუთს ჰგავდა, რომელშიც ვიჯექი ესე იგი ქსოვილის ყუ-
თები იყო. გამიხარდა. ისე შევეჩვიე ამგვარი ყუთების მტვრე-
ვას და გამოცარიელებას, რომ ეს საქმე თამაშად მიმაჩნდა.
იმაზე უკეთესს ვერაფერს ვისურვებდი, მთელი გემი დასავ-
ლეთ ინგლისის საამაყო ქსოვილით ყოფილიყო დაფარული.
ასე რომ ვფიქრობდი და ყუთების კიდეებს ვათვალიერებ-
დი, შემთხვევით ხელი ზემოთ ავწიე, რათა შემემოწმებინა,
ტილოს ბარდანა რამდენად სცილდებოდა ყუთის კიდეს. ჩემ-
და გასაკვირად, სულაც არ სცილდებოდა! ჩემდა გასაკვირად
მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ დანარჩენი ტილოს ბარდანები
დაახლოებით ყუთისოდენები იყო. ეს ბარდანა ოდნავ ცალ
მხარეს იყო გაწეული და შესაბამისად, მეორე მხარეს უნდა
ყოფილიყო გადაცდენილი. მაგრამ არა, ერთი დუიმითაც არ
სცილდებოდა ყუთს. ესე იგი, გავიფიქრე მე, ეს ბარდანა და-
ნარჩენებზე პატარაა.
გადავწყვიტე, უფრო საფუძვლიანად დამეთვალიერებინა.
თითებით მოვსინჯე, დანის პირი მივაბჯინე და დავრწმუნდი,
რომ ბარდანა კი არა, ხის ყუთი გახლდათ. ყუთი რბილი, ჭი-
ლოფის მსგავსი რაღაცით იყო შეფუთული, აი, რატომ შევ-
ცდი.
ისევ აღმეძრა პირდაპირ ზევით, ვერტიკალურად წასვლის
იმედი. ვიფიქრე, ჭილოფს სწრაფად მოვაძრობ და ამ ყუთსაც
ისე გამოვტეხავ, როგორც დანარჩენებს მეთქი.
704 მკითხველთა ლიგა
უკვე აღარ ვფიქრობდი როიალისთვის მარჯვნიდან ან მარ-
ცხნიდან შემომევლო. განზრახვა ერთბაშად შევიცვალე და
პირდაპირ ზევით წასვლა გადავწყვიტე.
არ მოვყვები იმის აღწერას, თუ როგორ გავიკვლიე გზა ჭი-
ლოფით შეფუთულ ყუთში. იმისი თქმაც კმარა, რომ ქსოვი-
ლის ყუთის სახურავის ერთი ფიცარი გავჭერი და ჩამოვტეხე.
ჩემს ახლოს გემის ფერდი გაზნექილი იყო და თავისუფალი
ადგილი იქმნებოდა. ამიტომ დანის გამოყენება გამიადვილ-
და.
პირველ ფიცარს მეორე მოჰყვა. არ გამჭირვებია. მალე შე-
ფუთული ყუთის ფსკერს მივადექი. ჭილოფი ჩამოვფხრიწე და
ფიცარი გავაშიშვლე. ეს ყუთიც ჩვეულებრივი ნაძვისა იყო.
ვიდრე იერიშს დავიწყებდი, ერთ წუთს შევისვენე. ყუთი გე-
მის ძელებიდან თორმეტიოდე დუიმის მოშორებით იდო და
ერთ ერთ კუთხემდე ხელი მიწვდებოდა. ხელი გადავუსვი და
ლურსმნის თავები მოვსინჯე. ბევრი არ იყო და თითქოს მაგ-
რადაც არ იყო ფიცარში ჩასობილი. ეს ხომ მესიამოვნა და
ზედ ის სიხარულიც დაერთო, რომ ყუთი რკინის სალტეებით
არ იყო შეკრული. შემეძლო ფიცარი პირდაპირ ამეგლიჯა და
ხანგრძლივი ჭრით დაქანცვა ამეცილებინა.
იმწუთას მეგონა, იოლი გზა ვიპოვე მეთქი და თავს წარმა-
ტებას ვულოცავდი. მაგრამ ვაი, რომ ეს დიდი უბედურების მი-
ზეზად მექცა. ხუთ წუთში სასტიკი უბედურება შემემთხვა და
საშინელ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი.
რამდენიმე სიტყვით მოგახსენებთ, რაც მოხდა.
დანის პირი ფიცრის ქვეშ შევარჭვე. ფიცრის გატეხას მა-
შინვე არც ვაპირებდი, მინდოდა მხოლოდ ყუთის სიმაგრე შე-
მემოწმებინა და მერე შესაფერისი ბერკეტი გამომენახა.

705 მკითხველთა ლიგა


საუბედუროდ, ფოლადის დანის პირს ძალიან დავაწექი
მოკლე, მშრალი ჭახანი თოფის გასროლასავით გაისმა და
თავზარი დამცა დანა გამიტყდა!

706 მკითხველთა ლიგა


თავი LIX
გატეხილი დანა

დიახ, დანა გამიტყდა, პირი ფიცრებს შორის გაჩხირული


დარჩა, ხოლო ტარი ხელში შემრჩა. ცერა თითით მოვსინჯე
შიგ ძირში მოტეხილიყო. ტარზე დუიმის მეათედიც არ დარჩე-
ნილიყო.
ვერ აგიწერთ, როგორ გავმწარდი. ამაზე დიდი უბედურება
რა იქნებოდა: უდანოდ რას გავხდებოდი?!
უდანოდ განიარაღებული და მთლად უმწეო ვიყავი. გვირა-
ბის გაყვანას ვეღარ შევძლებდი უნდა დამევიწყებინა ჩემი წა-
მოწყება, რომელიც ასე ნაგვიანევად მომაფიქრდა და რო-
მელზეც ამდენ იმედებს ვაშენებდი. უარი უნდა მეთქვა მთელ
ჩემს გეგმებზე და პირქუშ ბედს დავლოდებოდი.
სულ რაღაც ერთი წუთის წინ მჯეროდა, გვირაბს გავაკეთებ
და გავძვრები მეთქი. თავი სანახევროდ გადარჩენილი მეგო-
ნა და მიხაროდა, მაგრამ მოულოდნელმა უბედურებამ ყველა
იმედი მომისპო და სასოწარკვეთის უფსკრულში ჩამაგდო.
დიდხანს ვყოყმანობდი, გონება ვერ მოვიკრიბე. რაღა
ვქნა? მუშაობას ვერ გავაგრძელებ იარაღი აღარ მაქვს!
ფიქრები ამეწეწა. ისევ და ისევ ვუსვამდი ცერა თითს და-
ნის ტარს იმ ადგილზე, სადაც ადრე პირი იყო. ჩემი მოქმედე-
ბა უნებლიე იყო, თითქოს საბოლოოდ უნდა დავრწმუნებული-
ყავი, რომ დანას პირი მოსტყდა. უბედურება ისეთი მოულოდ-
ნელი იყო, რომ ძლივს ვიჯერებდი. გზააბნეული ვიყავი და
რამდენიმე წუთს გონება ვერ მოვიკრიბე.
707 მკითხველთა ლიგა
როდესაც პირველმა ელდამ გამიარა, თანდათან შევეცა-
დე, ჩემი ფიქრები დამემორჩილებინა. ბოლოს და ბოლოს,
სამწუხარო ამბავი ვირწმუნე და ახლა იმის განსჯას შევუდექი,
იქნებ გატეხილი იარაღითაც შევძლო რამის გაკეთება მეთქი.
გამახსენდა ერთი დიდი პოეტის სიტყვები, რომელიც სკო-
ლაში გვასწავლეს: „უიარაღოდ ბრძოლას გატეხილი იარა-
ღით ბრძოლა ჯობიაო“. ეს ბრძნული სიტყვები გამოვიყენე.
გადავწყვიტე დანის პირი მომენახა. ტარი კი ხელში მქონდა,
მაგრამ პირი ისევ ყუთის კუთხეში იყო გაჩხირული.
ამოვაძვრე და ხელი გადავუსვი. მთელი იყო, მაგრამ რა,
უტაროდ აბა, რისი მაქნისი იყო!
დანის პირს მსხვილი მხრიდან ხელი მოვკიდე და ვცადე,
იქნებ უტაროდაც გამოდგეს მეთქი. აღმოჩნდა, რომ გატეხი-
ლი დანით ფიცრის გაჭრა კი მოხერხდებოდა, მაგრამ ძალიან
ძნელად. საბედნიეროდ, დანის პირი ძალიან გრძელი იყო და
თუ ბოლოზე ნაჭერს შემოვახვევდი, მუშაობას კიდევ შევ-
ძლებდი. მაგრამ ასეთი დანით მუშაობა ხანგრძლივი და
მტკივნეული იქნებოდა.
დანის პირის ხელახლა ტარში ჩასმაზე ფიქრიც კი არ შეიძ-
ლებოდა. ერთი კი გავიფიქრე, მაგრამ მაშინვე მივხვდი, ეს
შეუძლებელი იყო ზამბარას ვერ გადავაბამდი.
ზამბარას თუ მოვაძრობდი, კიდევ შეიძლებოდა ტარის გა-
მოყენება. მოტეხილ დანის პირს ტარის ხვრელში ჩავასობდი
და ბაწრით შევკრავდი. მაგრამ ზამბარის ამოძრობას ვერ ვა-
ხერხებდი.
ახლა ეს ტარი აღარაფერში მჭირდებოდა. გინდა ის მქო-
ნია და გინდა ხის უბრალო ნაჭერი, მგონი, ხის უბრალო ნაჭე-
რი უფრო გამომადგებოდა. დანის პირს ზედ მივაბამდი და ამ
თვითნაკეთი დანით ფიცრის გაჭრას შევძლებდი.
708 მკითხველთა ლიგა
გაჭირვებამ გამომგონებლის უნარი გამიმახვილა. სასწრა-
ფოდ შევუდექი დანის კეთებას. დაახლოებით ერთ საათში
ახალტარიანი დანა ხელთ მქონდა. ცოტა უხეში კი იყო, მაგ-
რამ თავის დანიშნულებას ძველ დანაზე ნაკლებად როდი ას-
რულებდა. ისევ დავმშვიდდი და გავმხნევდი.
დანის ტარი შემდეგნაირად გავაკეთე: მოვძებნე სქელი
ფიცრის ჩანაჭერი, გამოვთალე და საჭირო ფორმა მივეცი.
ასეთი იოლი საქმისთვის უტარო დანა მშვენივრად გამომად-
გა. შემდეგ ხე ორი დიუმის სიგრძეზე ჩავჭერი და შიგ დანის
მოტეხილი პირი ჩავსვი. ამის შემდეგ ვაპირებდი ირგვლივ ბა-
წარი შემომეჭდო, მაგრამ უცებ მოვისაზრე, რომ ასე არაფერი
გამოვიდოდა თანდათან ბაწარი მოდუნდებოდა და დანის
პირსაც მოარყევდა. მერე შეიძლება მალე ამოვარდნილიყო,
ყუთებს შორის ჩამვარდნოდა და საბოლოოდ დამეკარგა. ეს
კი საბედისწერო იქნებოდა ჩემთვის. არა, თუ მოხერხდებო-
და, რისკი არ უნდა გამეწია.
ისეთი რა ვიპოვო, რომ დანა ნაბზარში უფრო მყარად და-
ვამაგრო? ერთი ორი იარდი სიგრძის მავთული რომ მქონ-
დეს! მაგრამ სადაა მავთული... თუმცა, როგორ თუ სადაა?
ფორტეპიანო! სიმები! სიმები ხომ მავთულისაა!
ერთხელ კიდევ იქცა როიალი ჩემი ყურადღების საგნად
და იმწუთას შიგ შეღწევა რომ შემძლებოდა, დაუყოვნებლივ
მოვაგლეჯდი ერთ სიმს, მაგრამ სიმებამდე მისვლა არ გინ-
და?! ეს სიძნელე ერთბაშად არ მომაფიქრდა, მაგრამ მალე
ესეც გამახსენდა. რა თქმა უნდა, ისეთი დანით, როგორიც
ხელში მეჭირა, როიალს ვერაფერს დავაკლებდი. ამიტომ
ამაზე ფიქრს თავი დავანებე.
მაგრამ მაშინვე სხვა რამ მომაგონდა ყუთის რკინის სალ-
ტეები! რამდენიც მინდოდა, იმდენი სალტე მქონდა. ეს კი
709 მკითხველთა ლიგა
ზედგამოჭრილი იყო! მავთულს არ ჩამოუვარდებოდა. ეს
დრეკადი, თხელი ფირფიტები მაგრად შემოესალტებოდა და-
ნის პირს და მოძრაობის საშუალებას არ მისცემდა. ზემოდან
ბაწარსაც შემოვავლებდი. ბაწარი ფირფიტებს გაამაგრებდა
და ნამდვილი დანის ტარი მექნებოდა.
ვთქვი და შევასრულე. სამაგრი მოვძებნე, დანის პირს და
ტარს ირგვლივ ფაქიზად შემოვავლე, ზედ ბაწარიც გადავუჭი-
რე და დანა უკვე ხელთ მქონდა. დანის პირი ცოტათი კი და-
მოკლდა, მაგრამ მაინც იმსიგრძე იყო, რომ ყველაზე სქელ
ფიცარსაც გაჭრიდა; სულმთლად დავმშვიდდი.
იმ დღეს, სულ ცოტა, ოცი საათი ვიმუშავე. ქანცი გამიწყდა
მანამდეც უნდა დამესვენა, მაგრამ დანის გატეხის მერე მოს-
ვენება დავკარგე. ძილის ცდას აზრი არ ჰქონდა: ჩემი განსაც-
დელი მაინც არ დამაძინებდა.
ახალმა დანამ მომავლის რწმენა დამიბრუნა და დასვენე-
ბის ძლიერ სურვილს ვეღარ გავუმკლავდი. სულიც და ხორ-
ციც დასვენებას მთხოვდა.
რაღა თქმა უნდა, შიმშილმა მაიძულა სურსათ სანოვაგის
ღარიბულ მარაგს მივდგომოდი. ალბათ გიკვირთ, რომ ასეთი
საჭმელი სრულიად არ მეზიზღებოდა. თქვენ კი არა, მე თვი-
თონ მიკვირს, რა სიამოვნებით შევექეცი ვირთხას. სწორედ
ისე, როგორც ახლა ყველაზე ძვირფას საჭმელს შევექცევი
ხოლმე!

710 მკითხველთა ლიგა


თავი LX
სამკუთხა საკანი

ღამე უფრო სწორად, დასვენების საათები, ჩემს ძველ სამ-


ფლობელოში კასრის უკან გავატარე. დღე იყო თუ ღამე უკვე
აღარ ვიცოდი და არც ვნაღვლობდი. ამჯერად კარგად გამო-
ვიძინე და დასვენებულმა და ძალღონემომატებულმა გავიღ-
ვიძე. ამის მიზეზი უეჭველად ახალი საკვები იყო. მართალია,
გემო საზიზღარი ჰქონდა, მაგრამ მშიერი კუჭისთვის სასარ-
გებლო იყო.
ჩემი საუზმე სულაც არ მეზიზღებოდა და გავიღვიძე თუ
არა, მაშინვე შევექეცი. ჭამას რომ მოვრჩი, ისევ ჩემს გვირაბ-
ში შევძვერი. იმ ცარიელ ყუთში შევედი, რომელშიც თითქმის
ერთი დღე და ღამე გატარებული მქონდა.
ყუთში რომ შევძვერი, ვიფიქრე, უკანასკნელ ოც საათში
რა ცოტა გზა გამივლია მეთქი; მაგრამ რაღაც იდუმალი ფიქ-
რი მასულდგმულებდა, მაიმედებდა, რომ ამჯერად უფრო იღ-
ბლიანად ვიმუშავებდი.
ჩემი მიზანი იყო იმ საქმის გაგრძელება, რაც დანის გატე-
ხამ შემაწყვეტინა. ვიდრე ის უბედური შემთხვევა დამატყდე-
ბოდა, შევნიშნე, რომ ფიცარი ძალიან მჭიდროდ არ იყო და-
ლურსმული. შესაფერი ხელსაწყოთი ადვილად ავაგლეჯდი,
ვიფიქრე, ამის გაკეთება ჯოხითაც კი შეიძლება მეთქი.
ახლა ჩემი დანის პირით ისეთ დაუფიქრებელ ცდებს აღარ
ჩავატარებდი. ახლა, ვიდრე ოდესმე, დავაფასე ეს ძვირფასი

711 მკითხველთა ლიგა


იარაღი; კარგად მესმოდა ჩემი სიცოცხლე ამ დანის გამ-
ძლეობას ემყარებოდა.
„მაგარი ხის ნატეხი რომ მომცა!“ ვნატრობდი მე.
გამახსენდა, რომ ბრენდის კასრში შესასვლელის კეთები-
სას, მუხის ფიცრებს დიდი ნატეხები ჩავაჭერი. იქნებ რომე-
ლიმე გამომადგეს?
ამ ფიქრებით გავეშურე ჩემი პატარა საკნისკენ, სადაც ის
ფიცრები ეყარა. ქსოვილის ხვეულები გადავალაგე და ვიპო-
ვე. ნატეხებს შორის შესაფერი ავარჩიე, ყუთში დავბრუნდი,
ხის ნატეხს დანით წვერი წავუმახვილე და ფიცრის ქვეშ შე-
ვარჭვე. მძიმე ფიცარი ავიღე და რაც ძალა და ღონე მქონდა,
ვურტყამდი.
მალე კარგად ღრმად შევიდა. მაშინ ბოლოში დავეჯაჯგურე
და ჩამოვქაჩე. სიამოვნებით ვუსმენდი ლურსმნების ტკაცატ-
კუცს. ახლა ბერკეტი თითებით შევცვალე. ფიცარი
ღრჭიალით აეგლიჯა ყუთის ფსკერს.
გვერდითი ფიცარი უფრო ადვილად ავაგლიჯე. უკვე იმხე-
ლა ადგილი იყო, რომ ყუთში რაც უნდა ყოფილიყო გა-
მოეტეოდა.
მოგრძო პაკეტები იყო. ფორმით მაუდისა და ტილოს
ხვეულებს ჰგავდა, მაგრამ უფრო მსუბუქი და ელასტიკური
ჩანდა. მით უკეთესი უფრო ადვილად გამოვიღებდი, გახსნაც
არ დამჭირდებოდა.
სულაც არ მაინტერესებდა რა იყო, ერთი ვიცოდი, საჭ-
მელს არა ჰგავდა. დღესაც არ მეცოდინებოდა, მაგრამ ერთი
პაკეტი, რომელიც სხვებზე მჭიდროდ იდო, გამოღების დროს
გაიხა და რბილი, მსუბუქი ქსოვილის ნაკეცებში ხელი რომ
შევაცურე, მივხვდი უძვირფასესი ხავერდი გახლდათ.

712 მკითხველთა ლიგა


ყუთი სწრაფად დავცალე. ხავერდის ხვეულები ჩემ უკან
ფრთხილად დავალაგე და ხალისიანად ავედი დაცარიელე-
ბულ ყუთში. კიდევ ერთი საფეხური თავისუფლებისკენ!
ამ საქმეს ორ საათზე ცოტა ნაკლები დრო მოვანდომე. ეს
დღე კარგად დაიწყო და რაკი ბედი მწყალობდა, გადავწყვი-
ტე, ტყუილუბრალოდ ერთი წუთიც არ დამეკარგა.
ცოტა ხნით ქვევით ჩავედი, ბლომად წყალი დავლიე და ძა-
ლამოკრებილი ხავერდის საცავში ავედი, რათა ახალი ძიებე-
ბი მეწარმოებინა. ისევე როგორც ქსოვილის ყუთი, ამ ყუთის
კედელიც ფორტეპიანოს ებჯინებოდა და ადვილი გასანგრევი
იყო. კვლევა ძიება აღარ დამიწყია, ქუსლები დავუმიზნე და
ადრინდელივით რახარუხი ავტეხე.
ამჯერად საქმეს ადრინდელივით სწრაფად ვერ მოვრჩი,
რადგან აქ ცოტა სივიწროვე იყო, ხავერდის ყუთი ბევრად პა-
ტარა გახლდათ მაუდის ყუთზე, მაგრამ ბოლოს მიზანს მაინც
მივაღწიე. ერთიმეორის მიყოლებით მოძვრა ფიცრები და ყუ-
თებს შორის ჩაცვივდა.
მუხლებზე დავდექი, დასაზვერად წინ გადავიხარე. მოვე-
ლოდი, უფრო სწორად, ვშიშობდი, წინ ისევ კედელივით აღ-
მართული როიალის ყუთი არ დამხვედროდა. შიში გამიმარ-
თლდა. ხელი გავწიე თუ არა, მაშინვე მას გადავაწყდი, მაგ-
რამ სიხარულის შეძახილი ვერ შევიკავე, როცა ვნახე, რომ
ყუთი ხვრელის ნახევარს არ სცილდებოდა! უფრო მეტად კი
ის გამიხარდა, რომ ზემოთ არც სხვა ყუთი იდგა და უზარმაზა-
რი სივრცე, სადაც კიდევ ერთი ხავერდის ყუთი დაეტეოდა,
ცარიელი გახლდათ!
ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იყო გვირაბის დიდი ნაწი-
ლი უკვე გაყვანილი დამხვდა.

713 მკითხველთა ლიგა


ხელი გავყავი და ზევით ავწიე. აქ ახალი სიხარული მელო-
და. ცარიელი სივრცე ყუთის ზემოთ ათ თუ ოც დუიმზე გრძელ-
დებოდა და როიალის ყუთსაც სცილდებოდა. ასევე იყო ქვე-
მოთაც. იქ სივრცე მახვილი კუთხით მთავრდებოდა ცარიელი
სივრცე ოთხკუთხედი კი არ იყო, არამედ სამკუთხედი, რომ-
ლის მახვილი კუთხე ქვევით იყო მიმართული. ამის მიზეზი ის
გახლდათ, რომ როიალის ყუთს დიდი, ცალკუთხეჩათლილი
პარალელეპიპედის ფორმა ჰქონდა. ყუთი განიერი მხრით
იდგა და სადაც კუთხე უნდა ყოფილიყო, ცარიელი სივრცე იქ-
მნებოდა.
როგორც ჩანდა, ამ სივრცის ფორმის გამო იქ რაიმეს დად-
გმა არ მოხერხდა და ამიტომ იყო იგი ცარიელი.
მით უკეთესი ჩემთვის, გავიფიქრე და იქაურობის უკეთ შე-
სასწავლად ხელები შიგ მოვაფათურე.

714 მკითხველთა ლიგა


თავი XI
მოდის მიმდევრების ყუთი

ამ საქმეზე ბევრი დრო არ დამიხარჯავს. მალე დავადგინე,


რომ ცარიელი სივრცის ერთ მხარეს დიდი ყუთი იდგა, ასევე
ყუთი იდგა მარჯვნივაც. ხოლო მარცხნივ როიალის ყუთის
დიაგონალური კიდე მიუყვებოდა, ოცი დუიმის ან ორი ფუტის
სიგანე.
მაგრამ უკანა, მარცხენა და მარჯვენა მხარეები ნაკლებად
მაწუხებდა. ჩემთვის პატარა საკნის ჭერი იყო საინტერესო,
რადგან თუ მოხერხდებოდა, სწორედ ზემოთ ვაპირებდი გვი-
რაბის გაგრძელებას.
ახლა ჰორიზონტალურადაც ბლომად მანძილი გავიარე
ცარიელი სივრცის აღმოჩენის დადებითი მხარე ის გახლდათ,
რომ ყუთის სისქისოდენა მანძილით, ესე იგი, ორი ფუტით წინ
გადავინაცვლე, და თან ზემოთ. არც წინ მინდოდა წასვლა,
არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. ზემოთ! მიტრიალებდა თავში
განუწყვეტლივ.
EXCELSIOR!
EXCELSIOR!
ორი ან სამი საფეხურიც და თავისუფალი ვიქნები. თუ დაბ-
რკოლება არ გადამეღობება, იქნებ უფრო ადრეც გავთავი-
სუფლდე. ეს რომ წარმოვიდგინე, გული სიხარულით ამიძ-
გერდა. მღელვარებით ავწიე ხელი ჭერში. თითები ამით-
რთოლდა, როცა ისინი კარგად ნაცნობ ქსოვილს შეეხნენ და

715 მკითხველთა ლიგა


უნებლიეთ იმწამსვე მოვაცილე. ოჰ, ღმერთო! ისევ ის წყეული
ქსოვილი ტილოს ბარდანა!
თუმცა ჯერ დარწმუნებული არ ვიყავი, გამახსენდა, რომ
ერთხელ უკვე შევცდი და გადავწყვიტე, კარგად შემემოწმები-
ნა.
ხელი მოვმუჭე და მაგრად მივუკაკუნე. აჰა! დარტყმას სა-
სიამოვნო ხმამ უპასუხა. მაშ, ტილოს ბარდანა არ არის, ესეც
ყუთია, სხვა ყუთების მსგავსად უხეში, იაფფასიან ტილოში
გახვეული. არც მაუდი უნდა ყოფილიყო, რადგან მაუდის ყუ-
თი ყრუ ხმას გამოსცემდა, ამ ყუთმა კი ისე დაიგუგუნა, თით-
ქოს ცარიელი ყოფილიყო!
საოცარია, ცარიელი თუა, აქ რა უნდა? და თუ ცარიელი
არაა, მაშ, რა არის შიგ?
დანის ტარი მივუკაკუნე, ისევ სიცარიელის ხმა!
„კარგია! გავიფიქრე მე, თუ ცარიელია, ძალიან კარგი, ხო-
ლო თუ ცარიელი არაა, შიგ რაღაცა მსუბუქი იქნება და ადვი-
ლად გამოვიღებ. კარგია“.
გადავწყვიტე, გამოცნობაზე დრო აღარ დამეკარგა, ყუთი
გამეტეხა და ისე გამეგო, შიგ რა იდო. იმწამსვე ჩამოვხიე ტი-
ლო, რომელიც ყუთის ფსკერს ფარავდა.
მოუხერხებლად ვიდექი. სამკუთხა სივრცე ქვემოთკენ ვიწ-
როვდებოდა და ფეხები თავისუფლად ვერ დამედგა, მაგრამ
ეს ადვილად გამოვასწორე. მაუდი და ხავერდი (რაც ხელთ
მომხვდა), ავიღე და კუთხე ამოვავსე. ახლა უფრო მოხერხე-
ბულად განვაგრძე მუშაობა.
დაწვრილებით აღარ გიამბობთ, როგორ გავბურღე ყუთის
ფსკერი. სამუშაო ზუსტად ისე წარიმართა, როგორც ადრე.
ერთი ფიცარი გარდიგარდმო გავჭერი. ჩემი ახალტარიანი

716 მკითხველთა ლიგა


დანა მშვენივრად ჭრიდა. ამის შემდეგ გაყოფილი ფიცრის
ორივე ნაწილი ჩამოვტეხე.
საკმაოდ გავოცდი, როცა ყუთში ხელი შევყავი და შიგ
მყოფ ნივთებს შევეხე. ერთბაშად ვერ მივხვდი, რა იყო, მაგ-
რამ როდესაც ერთ ერთი გამოვაცალკევე და თითებით მისი
მოხაზულობა შევამოწმე, ბოლოს და ბოლოს მივხვდი ქუდები
გახლდათ!
დიახ, ქალის ქუდები ბუმბულით, ყვავილებითა და ბაფთე-
ბით მორთული ქალის ქუდები.
იმხანად რომ პერუელთა ზნე ჩვეულებები კარგად მცოდ-
ნოდა, ასეთი უცნაური ნივთების ნახვა უფრო მეტად გა-
მაოცებდა. აბა, რა ვიცოდი, რომ პერუელი მანდილოსნის ლა-
მაზ თავზე ქუდს ვერასოდეს იხილავთ. მე მხოლოდ ის მეუც-
ხოვა, რომ ასეთი ნივთები დიდი გემის ტვირთში მოხვედრი-
ლიყო.
შემდეგ ასე ამიხსნეს: სამხრეთ ამერიკის ქალაქებში ბევრი
ინგლისელი და ფრანგი ქალი ცხოვრობს ესენი არიან ინგლი-
სელი და ფრანგი ვაჭრების და პერუში მცხოვრებ სხვადასხვა
ოფიციალურ პირთა ცოლები და დები. მიუხედავად სახლი-
დან ასეთი დიდი მანძილისა, ისინი ცდილობენ, არ ჩამორ-
ჩნენ ლონდონისა და პარიზის მოდას, მიუხედავად იმისა, რომ
ესპანეთის ამერიკის მკვიდრი ქალები მათ თავსამკაულს მას-
ხრად იგდებენ.
აი, ვისთვის ყოფილა განკუთვნილი ეს ქუდები. უნდა დავა-
მატო, რომ სამწუხაროდ, იმ სეზონში მათი მოლოდინი არ გა-
მართლდა. ქუდებმა ამ ქალებამდე ვერ მიაღწიეს ან თუ მიაღ-
წიეს, ისეთ დღეში იქნებოდნენ, რომ მათ დასამშვენებლად
აღარ ივარგებდნენ. ჩემმა შეუბრალებელმა ხელმა ეს მშვე-

717 მკითხველთა ლიგა


ნიერი ქუდები დაჭყლიტა და დაჭმუჭნა, რათა იმის მეათედი
ადგილი დაეჭირათ, რაც მანამდე ეკავათ.
ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩემი მისამართით მრავალ წყევ-
ლას გამოგზავნიდნენ. რითიც თავს ვიმართლებ, ისაა, რომ
როცა სიკვდილ სიცოცხლის საქმე წყდებოდა, ქუდებისათვის
სად მეცალა. ალბათ ქუდების მომლოდინეთ ეს ვერ დაამშვი-
დებდა. არ ვიცი, არ გამიგია. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ დიდი
ხნის შემდეგ, საკუთარი სინდისის დასამშვიდებლად, ოკეანი-
სიქითა მექუდეს ზარალი ავუნაზღაურე.

718 მკითხველთა ლიგა


თავი LXII
კინაღამ გავიგუდე

ქუდები რომ მოვიშორე, მაშინვე ცარიელ ყუთში ავძვერი.


ახლა ყუთის თავსახური ან ნაწილი მაინც უნდა ჩამომემ-
ტვრია. მაგრამ ჯერ ვცადე გამეგო, რა იყო ყუთის ზემოთ.
ამისთვის ის ხერხი გამოვიყენე, რაც არაერთხელ მეცადა
ფიცრებს შორის დანის პირი უნდა გამეცურებინა. საუბედუ-
როდ, დანა ახლა დამოკლებული და ამისთვის ნაკლებად გა-
მოსადეგი გახლდათ, მაგრამ იმსიგრძე მაინც იყო, რომ ერ-
თდუიმიანი ფიცრიდან გააღწევდა და ორი დუიმის იქით მდე-
ბარე ნივთს მისწვდებოდა. ამგვარად შევძლებდი იმის გა-
მორკვევას მაგარი იყო თუ რბილი შემდეგი ნივთი.
ყუთში ავედი თუ არა, თავსახურში დანა გავუყარე. დანის
პირი რაღაც რბილ, დამყოლ ნივთს მიებჯინა. მახსოვს, ტი-
ლოს გადასაკრავი გავჭერი და დანა ტარამდე შევარჭვე, მაგ-
რამ ხეს მაინც არ მიებჯინა და არც არაფერს ხის მსგავსს.
მაინც მტკიცედ მჯეროდა, რომ ტილოს ბარდანა არ იყო,
რადგან დანა ისე თავისუფლად შევიდა, როგორც კარაქში,
ხოლო ტილოში დანას სულაც ვერ შევარჭობდი. რაკი ეს ვირ-
წმუნე, გულს მომეშვა. სხვა რაც უნდა ყოფილიყო, ადვილად
გავუმკლავდებოდი.
რამდენიმე ადგილას მოვსინჯე, მთელ სახურავზე მოვატა-
რე დანა, დანის პირი ყველგან ტარამდე ეფლობოდა და სულ
პატარა მიწოლა ჰყოფნიდა. უეჭველად ისეთი რაღაცა იყო,

719 მკითხველთა ლიგა


რაც მანამდე არ შემხვედროდა, მაგრამ რა იქნებოდა, ვერ
მოვისაზრე.
ალბათ დიდად არ დამაბრკოლებდა. ნასიამოვნები შევუ-
დექი ყუთის თავსახურის ჩამომტვრევას.
ისევ დამქანცველ, მომაბეზრებელ საქმეს უნდა შევდგო-
მოდი ფიცარი გარდიგარდმო უნდა გადამეჭრა. ამ საქმეს დი-
დი დრო და შრომა სჭირდებოდა, მაგრამ აუცილებელი იყო,
ყუთებში გვირაბის გაყვანის სხვა გეგმა არ მქონდა. თი-
თოეულ ყუთს ზემოდან დიდი სიმძიმე აწვებოდა და თუ გარ-
დიგარდმო არ გადავსერავდი, სიმძიმისაგან გაჭედილი ფიც-
რის დაძვრა შეუძლებელი იყო.
ქუდების ყუთის სახურავი ძნელი გადასაჭრელი არ ჩანდა,
თხელი ნაძვის ხისა იყო და სულ რაღაც ნახევარ საათში თავ-
სახურის სამი ფიცრიდან შუა ორად გავყავი. გაჭრილი ფიცა-
რი ჩამოვწიე და ადვილად მოვაგლიჯე.
მერე ტილოს საფარი გადავწიე. ახლა კი შემეძლო ხელი
მომეკიდა იმ ნივთისთვის, რაც ყუთის თავზე იდო. მაშინვე
მივხვდი. ბიძაჩემის ბეღელში ბევრჯერ ვყოფილვარ და ხელის
შეხებით ტომრის ცნობა არ გამიჭირდებოდა. დიახ, ეს ტომა-
რა გახლდათ.
ტომარაში რაღაცა ეყარა, მაგრამ რა? ხორბალი, ქერი თუ
შვრია? არა, მარცვლეულს არა ჰგავდა, რაღაცა უფრო რბი-
ლი და წმინდა იყო: ნუთუ ფქვილის ტომარაა?
მალე დავრწმუნდი. დანა ტომარაში შევარჭვე და მუშტისო-
დენა ხვრელი გავჭერი. ხელის შეყოფა არ დამჭირვებია, ხე-
ლები შევუშვირე და იმწამსვე მუჭი ფაფუკი, მტვერივით მსუ-
ბუქი ნივთიერებით გამევსო. თითები მოვმუჭე. მესიამოვნა,
რომ ხელები ფქვილით მქონდა სავსე. ხელები პირთან მივი-

720 მკითხველთა ლიგა


ტანე და ძვირფას მტვერს გემო გავუსინჯე. ახლა კი საბოლო-
ოდ დავრწმუნდი ტომარაში ფქვილი იყო.
აბა, ამაზე კარგს რას ვინატრებდი! ეს საზრდო რამდენიმე
თვეს მეყოფოდა! აღარც შიმშილის შიში მქონდა, ვირთხების
ჭამასაც მოვეშვებოდი! ფქვილით და წყლით უფლისწულივით
ვიცხოვრებდი. მერე რა რომ უმი იყო? სამაგიეროდ, ფქვილი
გემრიელი, ყუათიანი და სასარგებლოა.
„მადლობა ღმერთს! საფრთხე აღარ მელის!“
ასეთი შეძახილები აღმომხდა, როდესაც ჩემი აღმოჩენის
მნიშვნელობა გავიაზრე.
რამდენიმე საათი გაუჩერებლივ ვიმუშავე და დასვენება
მჭირდებოდა. მშიოდა და ახალი საკვებით დანაყრების სურ-
ვილიც ვერ დავძლიე; ჯიბეები ფქვილით გავივსე და ჩემს
ძველ სოროში ჩასაძრომად მოვემზადე. ყოველ შემთხვევის-
თვის, ტომრის ნახევში ტილოს ნაჭერი შევტენე და ქვემოთ ჩა-
ვედი. ვირთხების ჩანთა სადღაც კუთხეში მივაგდე, ვიმედოვ-
ნებდი, რომ მისი აღება აღარასოდეს დამჭირდებოდა. მერე კი
ჯიბეებიდან ფქვილი ამოვიღე, ცომი მოვზილე და ისე გემ-
რიელად შევექეცი, თითქოს საუკეთესო პუდინგი ყოფილი-
ყოს.
რამდენიმე საათი კარგად გამოვიძინე. რომ გავიღვიძე,
ცომის ერთი ულუფა კიდევ მივირთვი და ჩემს გაზრდილ დე-
რეფანს ზევით ავუყევი.
ყუთების მეორე რიგს რომ მივაღწიე, შევნიშნე, რომ ჩემ
ირგვლივ ყველაფერზე, რაც კი ჰორიზონტალურად იდგა,
მტვერივით რაღაცა ეფინა. ხოლო როცა როიალის ყუთის
გვერდით, სამკუთხედში გავძვერი, აღმოჩნდა, რომ მთელი
ქვედა მხარე ისეთივე მტვრით იყო სავსე. ფეხი რომ დავადგი,
კანჭებამდე ჩავეფალი. ისიც შევნიშნე, რომ ეს ფაფუკი მტვე-
721 მკითხველთა ლიგა
რი შხაპივით მეცემოდა თავსა და მხრებზე და როდესაც
დაუფიქრებლად ზევით ავიხედე, მტვერმა ერთბაშად ცხვირ
პირი ამომივსო. საშინელი ხველა და ცხვირის ცემინება ამიტ-
ყდა.
ერთ წუთს მეგონა, გავიგუდებოდი და ჩემდა უნებურად
უკან დავიხიე, რათა კასრს ამოვფარებოდი. მაგრამ ასე შორს
წასვლა არ დამჭირდა, ნამცხვრის ყუთთან მტვერი აღარ აღ-
წევდა.
ამ შემთხვევის ახსნა არ გამჭირვებია. გემის მოძრაობის-
გან ტომრის ხვრელიდან ჩვარი გამოვარდა და ფქვილი
ცვიოდა.
უცებ თავში გამიელვა, ფქვილი სულმთლად არ დაიბნეს
და ისევ ვირთხების ჭამა არ დამჭირდეს მეთქი. საჭირო იყო,
დაუყოვნებლივ ავსულიყავი ზემოთ და ფქვილის ცვენა შემე-
ჩერებინა.
მიუხედავად იმისა, რომ გაგუდვის მეშინოდა, მაინც აუცი-
ლებელი იყო მოქმედება. თვალებსა და პირზე ხელი დავიფა-
რე და რაც შემეძლო სწრაფად ავძვერი ქუდების ყუთში.
გზადაგზა ხელი ყველგან ფქვილში მეფლობოდა, მაგრამ
ზემოდან უკვე აღარ ცვიოდა. ქუდების ყუთში რომ ავძვერი,
ვნახე, რომ ფქვილის ცვენა სრულიად უბრალო მიზეზს შეეჩე-
რებინა: ჩამოსაცვენი აღარაფერი იყო. ტომარა დაცლილიყო!
ალბათ ამას დიდ უბედურებად ჩავთვლიდი, მაგრამ მივ-
ხვდი, ფქვილი სულმთლად არ დაკარგულიყო. მართალია,
დიდი ნაწილი ხვრელებში გაძვრა და ტრიუმის ფსკერზე ჩაიბ-
ნა, მაგრამ საკმაო რაოდენობა სამკუთხა ფსკერზე ჩაფენილ
მაუდზე და კიდევ სხვა ადგილებში დაგროვილიყო და როცა
მომინდებოდა, ავიღებდი.

722 მკითხველთა ლიგა


თუმცა ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან იმწუთას
ისეთი რამ აღმოვაჩინე, რამაც ფქვილზე და საერთოდ ყველა-
ნაირ სასმელ საჭმელზე ფიქრი ხელად გადამავიწყა.
ხელი ავწიე, რათა დამედგინა, მართლა დაიცალა თუ არა
ტომარა. ტომარა ცარიელი იყო. ვიფიქრე, ჩამოვათრევ და
გზიდან მოვიშორებ მეთქი. მაშინვე ჩამოვქაჩე და ჩემ უკან
მოვისროლე.
მერე ყუთში თავი ავყავი.
ღმერთო, მოწყალეო! ამას რას ვხედავ! სინათლე! სინათ-
ლე! სინათლე!

723 მკითხველთა ლიგა


თავი LXIII
სინათლე და სიცოცხლე

დიახ, ჩემი თვალები ზეციურ შუქს ხედავდნენ. გული უეცა-


რი, სრული სიხარულით ამევსო. ვერ აგიწერთ, რა ბედნიერი
ვიყავი. ყოველგვარი შიში გამეფანტა. შიში აღარაფრისა
მქონდა, გადავრჩი!
ფიცრებს შორის ხვრელში სუსტი სხივი შემოჭრილიყო.
ჩემს თავზე ერთი ცხრა ფუტის იქით ირიბად კვეთდა სიბნე-
ლეს.
ვიცოდი, შუქი გემბანიდან ვერ ჩამოვიდოდა, გემბანის
ფიცრები მჭიდროდაა დალაგებული. ალბათ შუქი ლიუკიდან
თუ ჩამოდის მეთქი, გავიფიქრე, შეიძლება ბრეზენტი გა-
დაეხადა ან გაიხა.
ჩემს თავს ზემოთ მეტეორივით აკიაფებულ პაწია სხივს
რომ ვუყურებდი, ასე მეგონა, ამაზე მშვენიერი სანახაობა ჯერ
არ მეხილა. არც ერთი ვარსკვლავი ცაზე ასეთი კაშკაშა და
ლამაზი არ მომჩვენებია. თითქოს ანგელოზის თვალი მიღი-
მოდა და ჩემს სიცოცხლესთან დაბრუნებას ესალმებოდა.
ქუდების ყუთში დიდხანს აღარ დავრჩენილვარ. ვიცოდი,
ჩემი წვალება მთავრდებოდა, იმედები მისრულდებოდა და
გათავისუფლების გადადება სულაც არ მინდოდა. რაც უფრო
ახლოს იყო მიზანი, უფრო ბეჯითად ვიწევდი მისკენ; და ამი-
ტომ წუთიც აღარ დამიყოვნებია, ყუთის სახურავში ხვრელის
გაფართოებას შევუდექი.

724 მკითხველთა ლიგა


შუქის დანახვამ ერთ მნიშვნელოვან რამეში დამარწმუნა
ტვირთს ზემოდან მოვქცეოდი. რაკი სხივი დიაგონალურადაა
გაწოლილი, გემბანიდან ჩემამდე მას არაფერი ეღობება და
აქ უკვე ცარიელი სივრცეა. სიცარიელე კი მხოლოდ ტვირთის
ზემოთ შეიძლება იყოს.
ოცი წუთიც არ მომინდომებია ხვრელის გაფართოების-
თვის. საკმარისად არც კი იყო გაგანიერებული, რომ შიგ შე-
ვეტენე და ყუთს თავზე მოვექეცი.
ხელები ზემოთ ავწიე და აქეთ იქით გავაქნიე. მხოლოდ
უკან მომიხვდა ხელი რაღაცას აქ ისევ ეწყო ყუთები, ბარდა-
ნები და ტომრები, ხოლო წინ ცარიელი ჰაერის მეტი არაფერი
იყო.
ერთხანს ფეხებჩაკიდული ვიჯექი ყუთზე და ფეხის ძირს
ჩადგმას ვერ ვბედავდი, მეშინოდა, ხვრელი არ ყოფილიყო
და არ ჩავვარდნილიყავი. ვიჯექი და ვუყურებდი მშვენიერ შუ-
ქურას, რომელიც ახლა უფრო ახლოს ანათებდა.
თანდათან თვალები შუქს შევაჩვიე და თუმცა ჭუჭრუტანაში
სუსტი სხივი ატანდა, ახლოს მდებარე ნივთების გარჩევა შევ-
ძელი. მალე გამოვარკვიე, რომ ცარიელი სივრცე დიდი არ
იყო. ეს გახლდათ არასწორი, წრიული ფორმის პატარა ორმო
ამფითეატრის მსგავსი რაღაც რომელსაც ირგვლივ ყუთები
ერტყა. ეს იყო ადგილი, რომელიც ლიუკის ქვეშ გემის დატ-
ვირთვის შემდეგ ამოუვსებელი დარჩენილიყო. ირგვლივ თა-
ვისუფლად ეყარა კასრები და ჩანთები, რომლებშიც ალბათ
გემის ეკიპაჟისთვის სასმელ საჭმელი იყო ლიუკთან ახლოს
ჩალაგებული.
სწორედ ამ პატარა ამფითეატრის ერთ მხარეს ამოვყავი
თავი. ჩემი დერეფნიდან ალბათ ლიუკის თავსახურის კიდეს-

725 მკითხველთა ლიგა


თან ვიყავი. საჭირო იყო კიდევ ერთი ორი ნაბიჯი, ჩემს ზე-
მოთ, ფიცრებზე ბრახუნი და ეკიპაჟის მაშველად მოხმობა.
და თუმცა ერთი დარტყმა, ერთი დაყვირება კმაროდა თა-
ვისუფლების მოსაპოვებლად, მაინც ერთხანს თავს ვიკავებ-
დი!
იმის ახსნა არ დამჭირდება, თუ რატომ ვითრევდი ფეხს და
რატომ ვყოყმანობდი. მარტო ის წარმოვიდგინე, რა იყო ჩემ
უკან ის ზარალი და ზიანი, რაც ტვირთს მივაყენე, ალბათ ასო-
ბით გირვანქა სტერლინგი იქნებოდა. წარმოიდგინეთ, რა შე-
მეძლო მე, როგორ გადავიხდიდი და ავანაზღაურებდი, წარ-
მოიდგინეთ და მიხვდებით, თუ რატომ ვაყოვნებდი და რატომ
ვიჯექი გაუნძრევლად ქუდების ყუთზე. შიშმა ამიტანა. მეშინო-
და სიბნელეში დატრიალებული დრამის დასასრულის და რა
გასაკვირია, მის ბოლომდე მიყვანას არ ვჩქარობდი.
როგორ გავუძლო პირქუში კაპიტნის მრისხანებას? ან იმ
გააფთრებული თანაშემწის სასტიკ რისხვას? როგორ გავუძ-
ლო მათ შემოხედვას. სიტყვებს, საყვედურებს და ვინ იცის,
იქნებ ცემასაც? ვაითუ, ზღვაში მისროლონ?
ეს რომ წარმოვიდგინე, ტანში ჟრუანტელმა დამიარა და
სისხლი გამეყინა. მხიარული განწყობილება ერთბაშად შე-
მეცვალა. სულ ცოტა ხნის წინ ის მოციმციმე სხივი გულს სიხა-
რულით მივსებდა; ახლა კი ვიჯექი, ვუყურებდი მას და შიშის-
გან აფორიაქებულს გული მიფანცქალებდა.

726 მკითხველთა ლიგა


თავი LXIV
გაოცებული ეკიპაჟი

ვცდილობდი მომეფიქრა, როგორ უნდა გადამეხადა ზარა-


ლი, მაგრამ ჩემი ფიქრები მწარე და სულელური იყო. ქვეყა-
ნაზე არაფერი მებადა, გარდა საათისა. ჰა-ჰა-ჰა! ამ საათით
ნამცხვრის საფასურსაც ძლივს გადავიხდიდი!
ჰო, თუმცა კიდევ ერთი ნივთი მქონდა (და ახლაც მაქვს,
რადგან დღემდე ვინახავ), რომელიც საათზე მეტად მეძვირ-
ფასებოდა, ათას საათზე მეტადაც კი. მაგრამ ის რაღაცა, ჩემ-
თვის ასე ძვირფასი, რაღაც ექვსი პენსი ეღირებოდა. ალბათ
ხვდებით, რაზე ვლაპარაკობ. დიახ, დიახ, ჩემს ძვირფას დანა-
ზე მოგახსენებთ!
რასაკვირველია, ბიძაჩემი არ დამეხმარებოდა. ჩემი ბედ
იღბალი სულაც არ აინტერესებდა და თუ თავის სახლში მაც-
ხოვრებდა, ესეც პასუხისმგებლობის გამო, უბრალოდ, არჩე-
ვანი არ ჰქონდა. სულაც არ იყო მოვალე, გემის ზარალი
აენაზღაურებინა და მე თვითონ ერთი წუთითაც არ ვფიქრობ-
დი ამას.
ერთი რაღაც მოვიფიქრე, რაც შედარებით გონივრულად
მეჩვენა და ცოტა იმედი მომეცა. კაპიტანს ჩემს სამსახურს
შევთავაზებდი და დიდი ხნით. ვემსახურებოდი იუნგად, მორ-
ბედად, მსახურად დავუდგებოდი ყველაფერს გავაკეთებდი,
ოღონდ ჩემი ვალი გადამეხადა.
და თუ დამთანხმდებოდა (ისე, სხვა რა გზა ჰქონდა მარ-
თლა წყალში ხომ არ მისროდა?), საქმე მოგვარდებოდა.
727 მკითხველთა ლიგა
ცოტა გავმხნევდი და გადავწყვიტე, კაპიტანს დავინახავ თუ
არა, ჩემს სამსახურს შევთავაზებ მეთქი.
სწორედ ამ დროს, ჩემს ზემოთ ბრახაბრუხი გავიგონე, გაბ-
მული ბაგაბუგი ისმოდა, რაც წინ და უკან მოსიარულე კაცე-
ბის მძიმე ფეხის ხმას მივამსგავსე. ხმაური ლიუკის ორივე
მხრიდან და საერთოდ მთელი გემბანიდან ისმოდა.
მერე ხმებიც გავიგონე ადამიანის ხმები. ო, როგორ
ესიამოვნა ეს ხმა ჩემს ყურს! ჯერ შეძახილები და ლაპარაკის
ნაწყვეტები გავიგონე, შემდეგ კი ხმები აირია და მეზღვაურე-
ბი ხმაშეუწყობლად ამღერდნენ. ხმები უხეში იყო, მაგრამ
ჩემს სიცოცხლეში ასეთი მუსიკალური და ჰარმონიული არა-
ფერი მომისმენია.
სიმღერამ რწმენითა და სითამამით ამავსო. უკვე აღარ შე-
მეძლო ტყვეობის ატანა და დანის ტარით ფიცრებს ხმამაღლა
მივუბრახუნე.
მივაყურადე. კაკუნი გაიგონეს. ლაპარაკი და გაოცების შე-
ძახილები მომესმა. თუმცა ლაპარაკი არ წყდებოდა და სულ
უფრო მეტი ხმა ერეოდა საუბარში, ლიუკის ახდა არავის უც-
დია.
ახლა უფრო ხმამაღლა დავაბრახუნე, თან ყვირილი მოვ-
რთე. მაგრამ ხმა პატარა ბავშვივით დამსუსტებოდა და ალ-
ბათ ყვირილი არც გაუგიათ.
ისევ გავიგონე გაოცების ხმამაღალი შეძახილები და ხმე-
ბის სიმრავლით მივხვდი, მთელი ეკიპაჟი ლიუკს შემოხვეოდა
გარს.
ახლა კი გავიგონე ფხაკაფხუკი ლიუკის თავზე. ბრეზენტს
იღებდნენ. საფარი აიღეს თუ არა, ფიცრების შეერთების ად-
გილებში სინათლემ იფეთქა.

728 მკითხველთა ლიგა


შემდეგ წუთში კი ჩემს ზემოთ ზეცა გამოჩნდა. სინათლის
ნაკადმა მთლად დამაბრმავა. შევბარბაცდი და ყუთებზე გა-
დავვარდი. გრძნობა მაშინვე კი არ დამიკარგავს, მაგრამ
რეტდასხმულივით უცნაურად გავბრუვდი.
როგორც კი ლიუკი ახადეს, ზემოთ, დიდი წრის ირგვლივ
შემომწკრივებული უხეში სახეები დავინახე. სახეებზე მაშინვე
უკიდურესი შიში აღიბეჭდა და ლიუკს მოსწყდნენ. მათი ყვი-
რილი და შეძახილებიც შიშს გამოხატავდა. მაგრამ ყვირილი
თანდათან დაიხშო და ჩემს თვალებშიც შუქი ჩაქრა გონი დავ-
კარგე და მკვდარივით უგრძნობლად მივეგდე.
გულწასული ვიწექი და ირგვლივ რა ხდებოდა, არ მესმო-
და. არ დამინახავს ლიუკის კიდეზე ხელახლა გამოჩენილი
თავები, შეშფოთებით რომ დამაცქერდნენ. არ დამინახავს,
როგორ მოიკრიბა ბოლოს ერთმა ძალ ღონე, როგორ ჩამოძ-
ვრა ლიუკში და როგორ მოჰყვნენ მას სხვები, ჩემს თავზე
დაიხარნენ და ერთხმად შესძახეს. არც ის მიგრძნია, ხელში
ფრთხილად რომ ამიყვანეს, მაჯა მომისინჯეს, დიდი, ტლანქი
ხელები გულზე დამადეს, რათა გულისცემა შეემოწმებინათ,
ვეღარ ვგრძნობდი, ერთმა ახოვანმა მეზღვაურმა ხელში რომ
ამიყვანა, გულზე მიმიხუტა, როცა კიბე მოიტანეს და ლიუკში
ჩამოაყუდეს, ტრიუმიდან ამომიყვანა და შუა გემბანზე
ფრთხილად დამაწვინა. არაფერი მესმოდა, ვერაფერს ვხე-
დავდი, ვერაფერს ვგრძნობდი, ვიდრე სახეზე ცივი წყალი არ
მომასხურეს და მომასულიერეს. ახლა კი მივხვდი, ისევ ცოც-
ხალი ვიყავი.

729 მკითხველთა ლიგა


თავი LXV
დასასრული

გონს რომ მოვეგე, გემბანზე ვიწექი. ირგვლივ კაცები შე-


მოჯგუფულიყვნენ. სადაც გავიხედე, ყველგან სახე დავინახე.
სახეები უხეში იყო, მაგრამ უბოროტოდ მიყურებდნენ. სიბრა-
ლული აღბეჭდოდათ და თანაგრძნობით ლაპარაკობდნენ.
მეზღვაურები იყვნენ მთელი ეკიპაჟი მე შემომხვეოდა. ერ-
თი დახრილიყო, პირში წყალს მაწვეთებდა და საფეთქლებს
სველი ტილოთი მიგრილებდა. ეს კაცი შეხედვისთანავე ვიცა-
ნი. უოტერსი გახლდათ ის, ვინც ნაპირზე გადამიყვანა და
ძვირფასი დანა მაჩუქა. იმ დროს რა იცოდა, მისი საჩუქარი
რა სამსახურს გამიწევდა.
- უოტერს, - მივმართე მეზღვაურს, - გახსოვართ?
იგი შეკრთა და გაკვირვებულმა შესძახა:
- ახლავე მიწა გამისკდეს, თავი მომჭერით, თუ ეს ის პატა-
რა ლიფსიტა არ არის, გემზე ამოსვლას რომ გვეხვეწებოდა!
- სწორედ ის არის! - შესძახა ერთხმად რამდენიმემ.
- ის არის.
- ჰო, - ვუპასუხე მე, - ისა ვარ.
აქეთ იქიდან ისევ გაისმა შეძახილები და მერე წამით სიჩუ-
მე ჩამოვარდა.
- კაპიტანი სად არის?- ვიკითხე, უოტერს, - ვერ წამიყვანთ
კაპიტანთან?

730 მკითხველთა ლიგა


- კაპიტნის ნახვა გსურს? აი, აქ არის, ჩემო ბიჭუნა, - კეთი-
ლი ხმით მომიგო ახოვანმა მეზღვაურმა და ჩემ ირგვლივ შე-
მოკრებილი მეზღვაურები გასწი გამოსწია.
გავიხედე და ის კარგად ჩაცმული კაცი დავინახე, რომე-
ლიც ადრევე კაპიტანი მეგონა. იგი რამდენიმე ნაბიჯის იქით,
თავისი კაიუტის კართან იდგა. სახეზე შევხედე. მკაცრი იერი
ჰქონდა, მაგრამ არ შემშინებია, მომეჩვენა, რომ ამ სახეს სი-
კეთის გამოხატვაც შეეძლო.
ერთხანს შევყოყმანდი, არ ვიცოდი, რა მექნა, მერე კი ძალ
ღონე მოვიკრიბე, წამოვდექი, კაპიტნისკენ წავბარბაცდი და
დავუჩოქე.
- ო, სერ! - შევძახე მე, - ალბათ ვერასოდეს მაპატიებთ!
რაღაც ამგვარი წავილაპარაკე და სხვა ვეღარაფერი მოვა-
ხერხე. სახეზე აღარ შემიხედავს, იატაკს დავაცქერდი და პა-
სუხს დაველოდე.
- აბა, წამოდექი, ჩემო ბიჭუნა! - მომესმა კეთილი ხმა, - წა-
მოდექი და კაიუტაში წამომყევი.
ხელი ხელზე მომკიდა, წამომაყენა და გამიყოლია. ბარბა-
ცით მიმავალს თვით კაპიტანი მიმიძღოდა. მე მგონი, ზვიგე-
ნებს არ მიმცემს მეთქი, გავიფიქრე. ნუთუ ყველაფერი ასე
მშვიდობიანად დასრულდება?
კაიუტაში რომ შევდიოდი, სარკეში ჩემი თავი დავლანდე.
საკუთარი თავი ვერ ვიცანი. მთელი სხეული კირწასმულივით
გამთეთრებოდა. ამის მიზეზი ფქვილი გახლდათ. მარტო სახე
მიჩანდა და ისიც ტანივით თეთრი იყო. თეთრი, გაცრეცილი
და ჩონჩხივით ძვლებამოჩრილი! ტანჯვას და შიმშილს
მთლად ჩამოვედნე.
კაპიტანმა ტახტზე დამსვა, მერე სტიუარტი იხმო და ჩემ-
თვის ერთი ჭიქა პორტვეინი მოატანინა. მანამ ვსვამდი, ხმა
731 მკითხველთა ლიგა
არ ამოუღია, მერე შემომხედა, მის თვალებში სიმკაცრის ნა-
ტამალი არ ჩანდა.
- აბა, ბიჭუნა, ახლა კი ყველაფერი მიამბე!
გრძელი ამბავი იყო, მაგრამ თავიდან ბოლომდე ვუამბე,
არაფერი დამიმალავს: არც შინიდან გამოქცევის მიზეზი, არც
ის ზიანი, რაც ტვირთს მივაყენე. თუმცა, ეს უკვე ცნობილი იყო
მისთვის, რადგან თითქმის მთელმა ეკიპაჟმა ინახულა ჩემი
ბუნაგი და ყველაფერი თავისი თვალით ნახეს.
ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე და ბოლოს ჩემი წინა-
დადებაც გავაცანი; მოუსვენრად ველოდი პასუხს. მალე მო-
ლოდინს ბოლო მოეღო.
- ყოჩაღ, ბიჭუნა! - შესძახა კაპიტანმა, წამოდგა და კარისა-
კენ წავიდა, - მეზღვაურობა გსურს? შენ დაიმსახურე მეზ-
ღვაურობა. მე ვიცნობდი შენს კეთილშობილ მამას და მისი
ხსოვნის პატივსაცემად, შენ იქნები მეზღვაური!
- აქ მოდი უოტერს! - დაუძახა მან ახოვან მეზღვაურს, რო-
მელიც გარეთ იცდიდა, - წაიყვანე ეს ბიჭი და კარგად ჩააცვი;
მოღონიერდება თუ არა, თოკების ხმარება ასწავლე. და
უოტერსმა შემასწავლა თოკები, ყველა სათითაოდ და სწო-
რად. რამდენიმე წლის განმავლობაში გვერდიდან არ მოვშო-
რებივარ. კაპიტნად კი ისევ ის გულკეთილი კაცი გვყავდა. ბო-
ლოს „პატარა ზღვის მგლის“ მაგივრად „ინკას“ მეზღვაურთა
სიაში „ნამდვილ მეზღვაურად“ შემიყვანეს.
მაგრამ ჩემი წინსვლა ამით არ გათავებულა.
„EXCELSIOR!“ ეს გახდა ჩემი დევიზი და კეთილი კაპიტნის
შემწეობით მალე მესამე თანაშემწე გავხდი, მერე მეორე, მე-
რე, ცოტა გვიან, პირველი, სულ ბოლოს კი კაპიტანი!
გავიდა ხანი, ესეც აღარ ვიკმარე და ჩემი საკუთარი გემის
კაპიტანი გავხდი.
732 მკითხველთა ლიგა
სწორედ ამისკენ მივისწრაფოდი, ახლა შემეძლო, ჩემს ნე-
ბა სურვილზე მევლო, საითაც მინდოდა, იქით გადამესერა
თვალუწვდენელი ოკეანე და რომელ ქვეყანასაც ავირჩევდი,
იქით გამეცურა.
სულ პირველად საკუთარი გემით პერუს გავემგზავრე.
კარგად მახსოვს, კალაოსა და ლიმაში მცხოვრებ ინგლისელ
და ფრანგ მანდილოსნებს მთელი ყუთი წავუღე. ამჯერად კი
დაუზიანებლად ჩააღწიეს ქუდებმა პერუს, მაგრამ ეჭვი არ მე-
პარება, მშვენიერ კრეოლ ქალებს მაინც არ მოეწონებოდათ.
დაჭმუჭნილი ქუდების საფასური დიდი ხნის გადახდილი
მქონდა. ადრევე გადავიხადე დაქცეული ბრენდისა და გაფუ-
ჭებული ქსოვილის ფასიც, რაც, არცთუ ისე ბევრი აღმოჩნდა.
ქუდების, ბრენდის და ქსოვილების პატრონები კეთილშობი-
ლი ხალხი გამოდგა, გარემოება გაითვალისწინეს და კაპი-
ტანს შეღავათი მისცეს, მან კი მადროვა და რამდენიმე წელი-
წადში ყველაფერი მოვაგვარე.
ახლა კი, ჩემო პატარა მეგობრებო, იმის თქმაღა დამრჩა,
რომ ზღვაზე მრავალი წლის მოგზაურობით, გონივრული
აღებ მიცემობითა და ყაირათიანობით საკმაო თანხა დავაგ-
როვე, რათა სიცოცხლის დარჩენილი წლები უზრუნველად
გავატარო. თან, დამღალეს ტალღებმა და ქარიშხლებმა და
მშვიდი ცხოვრება მომენატრა. ეს სურვილი წლითიწლობით
მატულობდა, ბოლოს ვეღარ გავუმკლავდი და გადავწყვიტე,
დავყოლოდი და სადმე ნაპირზე ჩამეშვა ღუზა.
ამ მიზნით გავყიდე გემი და სამუდამოდ დავბრუნდი ამ
მშვენიერ სოფელში, სადაც, როგორც მოგახსენეთ, დავიბადე
და სადაც ესეც მოგახსენეთ, ვაპირებ სიკვდილს.
ახლა კი, მშვიდობით და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!

733 მკითხველთა ლიგა

You might also like