Professional Documents
Culture Documents
ალექსანდრე ბელიაევი
„ადამიანი ამფიბია“
ახალგაზრდა მაძიებლებს‚ - ჯერ კიდევ ათი წლის ბიჭუნა ვიყავი‚ როდესაც მამამ
სასწავლებლად ტენდერზე ვინმე ხოზეს მიმაბარა. მას თორმეტი შეგირდი ჰყავდა.
გვწვრთნიდა ასე: წყალში თეთრ ქვას ან ნიჟარას ჩააგდებდა და გვიბრძანებდა: აბა‚
ჩაყვინთე და ამოიღე. ქვას კი თანდათან უფრო ღრმა წყალში ისროდა. არ ამოიღებდი
და - ლინით[1] ან მათრახით აგიჭრელებდა ზურგს‚ ან ძაღლის ლეკვივით გისროდა
წყალში. სხვა რა გზა იყო‚ უნდა გეყვინთა. ასე გვასწავლა ხოზემ ყვინთვა. შემდეგ
გვასწავლა‚ როგორ უნდა გაგვეძლო წყალქვეშ დიდხანს. ეს ძველი‚ გამოცდილი
მაძიებელი წყლის ფსკერზე ჩაეშვებოდა და ღუზაზე კალათას ან ბადეს მიაბამდა. ჩვენ
კი უნდა ჩაგვეყვინთა და მოგვეხსნა ის. სანამ არ მოვხსნიდით‚ ზევით ცხვირს ვერ
ამოვყოფდით. აბა, გაგვებედა‚ ლინი ან მათრახი მზად იყო.
უცებ ძილში რაღაც ხმა ჩაესმა. ეს ხმა შორიდან‚ ოკეანიდან მოდიოდა. მერე უფრო
ახლოს განმეორდა. ბალთაზარმა თვალი გაახილა. თითქოს ვიღაც ბუკს აყვირებდა.
შემდეგ თითქოს ვიღაც ახალგაზრდამ მხნედ დაიყვირა: ა! - და შემდეგ ოქტავით
მაღლა: ა-ა!
- ა-ა!
- ისაა...
- „ზღვის ეშმაკი“‚ - ჩურჩულებდნენ მაძიებლები.
- ის ზვიგენზე საშინელია!
- პატრონს დავუძახოთ!
- რაო‚ რა მოხდა?
- მე თვითონ გავიგონე. მხოლოდ „ეშმაკს“ შეუძლია‚ ბუკი ასე აახმიანოს. ზღვაში ასე
არც არავინ ყვირის და არც ბუკს უკრავს. საჩქაროდ უნდა გავეცალოთ აქაურობას.
- სისულელეა‚ - ისევ ზანტად უპასუხა პედრო ზურიტამ. მას არ უნდოდა‚ ჯერ კიდევ
გაუხრწნელი‚ მყრალი ნიჟარები ნაპირიდან ხომალდზე ამოეტანა, მაგრამ ინდიელები
ვერ დაითანხმა. ისინი შფოთავდნენ‚ ხელებს იქნევდნენ‚ ყვიროდნენ‚ იმუქრებოდნენ‚
თუ ზურიტა ღუზას არ აუშვებს‚ ხვალვე გადავალთ ნაპირზე და ბუენოს-აირესამდე
ფეხით ვივლითო.
მას უკვე აღარ ეძინებოდა. ლამპა აანთო‚ სიგარა მოწია და ვიწრო კაიუტაში ბოლთის
ცემას მოჰყვა. თან იმ გაუგებარ არსებაზე ფიქრობდა‚ რომელიც ეს რამდენიმე ხანია‚
აქაურ წყლებში გამოჩნდა და ასე აშინებს მებადურებსა და სანაპიროს ყველა
მცხოვრებს.
ის ჯერ არავის ენახა‚ მაგრამ რამდენჯერმე უკვე გაახსენა ხალხს თავი. მის შესახებ
ათასნაირ ზღაპარს თხზავდნენ. მეზღვაურები ჩურჩულით ყვებოდნენ ამ ზღაპარს და
თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდნენ‚ ეშინოდათ‚ ურჩხულმა ჩვენს ლაპარაკს ყური
არ მოჰკრასო.
მაგრამ ყველაზე საკვირველი მაინც ის იყო‚ რომ თვითონ „ეშმაკი“ თვალით არავის
ენახა. არავის შეეძლო აეწერა‚ როგორი იყო ეს იდუმალი არსება. რასაკვირველია‚
ისეთი ადამიანებიც გამოჩნდნენ‚ რომელნიც ვარაუდობდნენ‚ თუ როგორი იქნებოდა
„ეშმაკი“. „ეშმაკი“ მათ რქიანი თავით‚ თხის წვერით‚ ლომის თათებითა და თევზის
ბოლოთი წარმოედგინათ. ზოგი იმასაც კი ამბობდა‚ ეგ თქვენი ეშმაკი უზარმაზარი
რქოსანი გომბეშოა‚ რომელსაც კაცის ფეხები აბიაო.
ამან დროებით შეაბრუნა საქმე, მაგრამ „ეშმაკს“ თავისი ოინები მაინც არ შეუწყვეტია.
2. ჩვენ მიერ დათვალიერებული ბადეები ისეა დაჭრილი‚ რომ აშკარაა‚ ბასრი იარაღი
უხმარიათ. შესაძლებელია‚ ბადეები მოედო წყალქვეშა კლდის წვეტს‚ ან ჩაძირული
გემის რკინის ნამსხვრევებს და დაიფლითა.
ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე‚ რომ ზღვის არც ერთ ურჩხულს არ შეეძლო ჩაედინა
ესოდენ რთული ოინები.
- არაუკანელს არავისი ეშინია‚ - თქვა მან‚ - ზვიგენმა ვერ შემჭამა‚ ჩემი ბებერი ძვლები
კი „ეშმაკსაც“ ყელში გაეხირება‚ - ხელები თავზე შემოიწყო‚ ქიმიდან წყალში გადაეშვა
და უახლოესი ნავისკენ გაცურა. მაძიებლები ახლა ქიმს მიუახლოვდნენ და შიშით
უთვალთვალებდნენ ბალთაზარს. მიუხედავად სიბერისა და ავადმყოფი ფეხისა‚ ის
ჩინებულად ცურავდა. ხელის რამდენიმე მოქნევით ინდიელი ნავთან მივიდა. ზღვის
ზედაპირზე ატივტივებული ნიჩაბიც დაიჭირა და ნავში ავიდა.
დელფინით მოგზაურობა
მზე ის-ის იყო ამოვიდა და უკვე უმოწყალოდ აცხუნებდა. მოვერცხლისფრო-
მტრედისფერ ცაზე ღრუბლის ნასახიც არ ჩანდა. ოკეანე წყნარი იყო. „მედუზა“
ბუენოს-აირესს სამხრეთით უკვე ოცი კილომეტრით დაშორებოდა. ბალთაზარის
რჩევით‚ ღუზა ერთ მომცრო ნავსადგურში, კლდოვან ნაპირთან ჩაუშვეს‚ რომელიც
წყლიდან ორ საფეხურად ამოწეულიყო.
ერთი ნავი საკმაოდ ახლოს მოადგა ნაპირს. ერთმა მყვინთავმა ფეხზე მოიბა თოკი‚
რომელზეც კირქვის დიდი ნატეხი ეკიდა და წყალში სწრაფად ჩაეშვა.
წყალი ძალზე თბილი და გამჭვირვალე იყო‚ - ფსკერზე ყოველი ქვა გარკვევით ჩანდა.
ნაპირთან ახლოს ფსკერიდან ამობურცულიყო წყალქვეშა ბაღნარის ბუჩქები. ბუჩქებს
შორის ოქროსფრად და ვერცხლისფრად მოპრიალე წვრილი თევზები
დაფუსფუსებდნენ.
- ზვიგენი?
რას უნდა შეეშინებინა ის ზღვის ფსკერზე? გურონა დაიხარა და წყალს ჩააშტერდა. იქ‚
მართლაც‚ რაღაც სასიკეთო ამბავი არ ხდებოდა. წვრილ-წვრილი თევზები‚ როგორც
ჩიტები ქორის დანახვაზე‚ ისე დამფრთხალიყვნენ და ჩქარობდნენ‚ წყალქვეშა ტყის
ხშირ მცენარეებში თავი შეეფარებინათ.
- „ზღვის ეშმაკი“.
- ის?
- მეორე ზვიგენი?
- „ეშმაკი“!
რაც მეტი გატაცებით ყვებოდა მაძიებელი თავის ამბავს‚ მით უფრო რწმუნდებოდა
პედრო‚ რომ ყველაფერი ეს ზვიგენის მოახლოებით შეშინებული კაცის მოგონილი
იყო.
ზურიტას ფიქრები ბუკის ხმამ შეწყვიტა. ეს ხმა კლდის მეორე მხრიდან მოისმა.
ზურიტას მარცხი
- იცით‚ რა ბედი ეწია იმათ‚ ვინც ხმებს ავრცელებდა „ზღვის ეშმაკზე“? ისინი
პოლიციამ დააპატიმრა და ახლაც ციხეში სხედან. მოვალე ვარ‚ გაგაფრთხილოთ:
ყოველ თქვენგანს ეს ბედი მოელის. თუ ერთი სიტყვა მაინც წამოგცდათ‚ რომ „ზღვის
ეშმაკი“ ნახეთ‚ ციხეში ჩაგალპობენ. გაიგონეთ? ამიტომ‚ თუ სიცოცხლე ძვირად
გიღირთ‚ კრინტი არავინ დაძრას.
- მერედა‚ ვინაა მისი დამჭერი? ჩვენს მყვინთავებს ტყუილად რომ უხსენო „ეშმაკიო“‚
შიშით მუხლები წაერთმევათ. ოქროთი სავსე ტომარას რომ დაჰპირდე‚ მაინც არ
დაგთანხმდებიან.
მთელი დღის თევზაობის შემდეგ ბალთაზარმა თევზით სავსე ნავი ნაპირთან დატოვა
- დილაადრიან მყიდველები უნდა მოსულიყვნენ. შემდეგ ნაცნობი ინდიელის
სანახავად ფერმაში წავიდა და‚ როდესაც სანაპიროზე დაბრუნდა‚ ნავი ცარიელი
დახვდა. ბალთაზარმა სწრაფად მოისაზრა‚ - ეს „ეშმაკის“ საქმეაო.
ბალთაზარი წამოდგა.
„მედუზა“ ჯერ კიდევ ღუზაზე იდგა. ყველანი‚ მორიგეების გარდა‚ ნაპირზე ჩავიდნენ
და ციცაბო კლდისკენ გაეშურნენ.
ჩქარა‚ მზის ჩასვლის შემდეგ‚ ინდიელებმა მავთულის ბადე მაგარი თოკით წყალში
ჩაუშვეს გამოქვაბულის შესასვლელთან. ბაწრის ბოლოები ნაპირზე დაამაგრეს.
ბალთაზარმა კი ბაწრებს ზანზალაკები მიაბა‚ რომელთაც ბადის ოდნავი შეხების
დროსაც ჟღარუნი უნდა დაეწყოთ.
ზურიტა‚ ბალთაზარი და ხუთი არაუკანელი ნაპირზე ჩამოსხდნენ და უხმოდ
დაიწყეს ლოდინი.
აგერ ბადე ოკეანის ზედაპირზე გამოჩნდა. მთვარის მკრთალ შუქზე ჩანდა‚ რომ
ბადეში აქეთ-იქით აწყდებოდა ნახევრად ადამიანისა და ნახევრად ცხოველის
სხეული. ვეებერთელა თვალები და ვერცხლისფერი ქერცლი ელვარებდა. „ეშმაკი“
წარმოუდგენელ ძალას იჩენდა‚ რომ ბადეში გახლართული ხელი
გაეთავისუფლებინა. მოახერხა კიდეც: იძრო ბარძაყთან წვრილ თასმაზე შებმული
დანა და ბადეს ჭრა დაუწყო.
მაგრამ სწორედ იმ წუთს‚ როდესაც ეგონათ‚ რომ მსხვერპლი ჩვენს ხელთააო‚ „ეშმაკი“
გაჭრილი ბადიდან დგაფუნით ჩავარდა წყალში‚ მბრწყინავი წვეთების მთელი
ჩანჩქერი მიმოფანტა და წყლის სიღრმეში გაუჩინარდა.
პედრო ზურიტა გამბედავი‚ კერპი კაცი იყო. ტყუილად ხომ არ სჩქეფდა მის
ძარღვებში ესპანელ დამპყრობთა სისხლი. რისთვისაც ახლა იბრძოდა‚ ღირდა
ბრძოლად.
ექიმი სალვატორი
- არა‚ ასე არაფერი გამოვა‚ - ამბოდა ზურიტა‚ - სხვა რამე უნდა ვიღონო. „ეშმაკს“
ზღვის ფსკერზე მოუკალათებია და არ უნდა თავშესაფრიდან გამოვიდეს. მაშასადამე‚
რომ დავიჭიროთ‚ მასთან უნდა მივიდეთ - ფსკერზე დავეშვათ. ეს ცხადია! - ზურიტა
მიუბრუნდა ბალთაზარს‚ რომელიც ახალ‚ უფრო რთულ მახეს ამზადებდა და უთხრა:
ზურიტამ თვალს არ დაუჯერა. რკინის მესერს ხელი სტაცა და მოქაჩა‚ რომ მოეხსნა‚
მაგრამ გისოსი არც შერხეულა. ზურიტამ ფარანი კარგად მიანათა და დარწმუნდა‚
რომ ეს მარყუჟიან-საკეტიანი გისოსი გამოქვაბულის თლილ კედლებში მჭიდროდ
იყო ჩაშენებული.
- უნდა გითხრა‚ რომ ჩვენ აქ დიდხანს მოგვიწევს ცდა. „ეშმაკი“ უთუოდ თევზეულით
იკვებება და თევზს კი იქ რა გამოლევს. შიმშილით მას გამოქვაბულიდან ვერ
გამოვიტყუებთ. ისღა დაგვრჩენია‚ გისოსი დინამიტით ავაფეთქოთ.
ბალთაზარს ეს არ უფიქრია.
ირგვლივ კი უბედური‚ ერთი ველური ადგილი იყო. შიშველი რუხი კლდეები‚ აქა-იქ
კაქტუსებით დაბურდული ეკლიანი ჯაგნარი. იქ კი‚ ქვევით‚ ზღვის ყურე მოჩანდა.
ზურიტა რამდენიმე დღეს დაბორიალობდა გალავნის ირგვლივ‚ დიდხნობით
აკვირდებოდა რკინის ალაყაფის კარს‚ მაგრამ კარი არ გაღებულა‚ არც არავინ
შედიოდა და არც არავინ გამოდიოდა; კედლის იქიდან ჩამიჩუმიც არ ისმოდა.
- ხუმრობ‚ ბალთაზარ?
ინდიელს გაეღიმა.
შორს‚ კედლის მიღმა ძაღლები აყეფდნენ და ბოლოს ვიღაცამ კარის რაზა ასწია.
რაც უფრო მეტს ფიქრობდა‚ მისი მზისგან დამწვარი თითები დაფანჩულ ულვაშებს
სულ მაღლა ექაჩებოდა.
ავადმყოფი შვილიშვილი
მზე უმოწყალოდ აცხუნებდა. მტვრიან შარაგზაზე‚ რომელიც ხორბლის‚ სიმინდისა
და შვრიის ბარაქიან ყანებს მიუყვებოდა‚ ქანცგამოლეული მოხუცი ინდიელი
მილასლასებდა. სამოსი ტანზე შემოფლეთოდა‚ ხელში აყვანილი ავადმყოფი
ბავშვისთვის‚ მზისგან დასაცავად‚ პატარა საბანი წაეფარებინა. ბავშვს თვალები
ნახევრად დაეხუჭა. კისერზე დიდი სიმსივნე ემჩნეოდა. ხანდახან‚ როდესაც მოხუცი
წაიბორძიკებდა‚ ბავშვი ხრინწიანი ხმით წამოიკვნესებდა და თვალებს ოდნავ
გაახელდა. მოხუცი თვალს არ აშორებდა ბავშვს და‚ როგორმე რომ გაეგრილებინა‚
მზრუნველობით სულს უბერავდა.
- თქვენი შვილია?
- ახლა ახალი მთვარეა. ერთი თვის შემდეგ‚ მომდევნო ახალი მთვარის დროს მოდი
და შენს გოგონას სრულიად ჯანმრთელს ჩაგაბარებ.
- აჰა‚ ჩაიბარე შენი გოგონა. სწორედ დროზე მომიყვანე. კიდევ რამდენიმე საათი და
მეც უძლური ვიქნებოდი‚ მისთვის სიცოცხლე დამებრუნებინა.
- მოვხუცდი‚ მაგრამ ჯერ ისევ ჯანზე ვარ‚ - არ ამდგარა‚ ისე განაგრძობდა ინდიელი‚ -
ჩემს შვილიშვილს დედამისს ჩავაბარებ და თქვენთან დავბრუნდები. მინდა‚ მთელი
ჩემი დარჩენილი სიცოცხლე შემოგწიროთ იმ სიკეთისთვის‚ რაც თქვენ გამიკეთეთ.
ძაღლივით გემსახურებით... გთხოვთ‚ უარს ნუ მეტყვით ამ მოწყალებაზე.
სალვატორი ჩაფიქრდა.
- შენი სახელი?
- ქრისტო... ქრისტეფორე.
ჯადოსნური ბაღი
ზანგმა ხეზე ასულ ქრისტოს ისევ დაუსისინა და ხელების ქნევით ანიშნა‚ ძირს
ჩამოსულიყო.
- რას სისინებ გველივით? - უთხრა ქრისტომ ისე‚ რომ საფარი არ მიუტოვებია‚ - ენა
ხომ არ გადაგიყლაპავს?
- ჯიმი ხარ?
- მუნჯი ხარ?
ზანგმა არ უპასუხა.
მაგრამ აი‚ ჯიმმა ქრისტო სილამოყრილ ვრცელ მოედანზე გაიყვანა. შუა მოედანზე
პალმებით გარშემორტყმული მავრიტანული სტილის თეთრი მარმარილოს ვილა
იდგა. პალმებს შორის თაღები და სვეტები მოჩანდა. სპილენძის შადრევნები ოქროს
თევზებით სავსე წყალგამჭვირვალე აუზებში ნაკადულებად იფრქვეოდა.
ვილას უკან რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და შრამელი იდგა. იმის იქით კი‚
თეთრ გალავნამდე‚ ეკლიანი კაქტუს-ბარდები აშლილიყო.
„ისევ გალავანი!“ - გაიფიქრა ქრისტომ. ჯიმმა ინდიელი ერთ პატარა‚ გრილ ოთახში
შეიყვანა. ხელების მოძრაობით ანიშნა‚ ეს ოთახი შენიაო და ქრისტო მარტო დატოვა.
მესამე გალავანი
ერთხელ ქრისტომ დაინახა‚ რომ ჯიმს ზეთისხილის ხეების ჩრდილში ეძინა. ზანგი
პირდაღებული იწვა ზურგზე. ქრისტომ ამით ისარგებლა და ფრთხილად ჩახედა
მძინარეს პირში. როცა დარწმუნდა‚ მოხუც ზანგს ენა თავის ადგილას ება‚ ცოტა
დამშვიდდა.
- ქრისტო‚ უკვე თვეა‚ რაც ჩემთან ხარ. კმაყოფილი ვარ შენი მუშაობით. ქვემო ბაღში
ერთი მსახური გამიხდა ავად. შენ შეცვლი მას და თან ბევრ ახალ რამესაც ნახავ,
მაგრამ გახსოვდეს ჩვენი პირობა: ენას კბილი დააჭირე‚ თუ არ გინდა‚ რომ ენა
დაკარგო.
ბევრი რამეს უკვე შეეჩვია ქრისტო, მაგრამ იმან‚ რაც მან ქვემო ბაღში ნახა‚ ყოველგვარ
მოლოდინს გადააჭარბა.
როდესაც ქრისტო ბაღს გაეცნო‚ შეამჩნია‚ რომ ეს ბაღი ზემო ბაღზე პატარა იყო‚ ზღვის
ყურესკენ უფრო დაქანებული. იგი კედელივით შვეულ კლდეს მჭიდროდ
ებჯინებოდა.
ამ კედელს იქით ალბათ ზღვა ახლოს იყო‚ რადგან ტალღების ხმაური აქამდეც
აღწევდა.
- ექიმო! მალე ჩვენ ალბათ ანდებისკენ გავწევთ და‚ შესა-ძ-ლოა‚ კარგა ხნითაც. ნება
მომეცით‚ შვილი და შვილი-შვილი მოვინახულო.
- გახსოვდეს ჩვენი პირობა. ენას უფრთხილდი! წადი. სამ დღეში უკან დაბრუნდი.
მოიცა!
სალვატორი მეორე ოთახში გავიდა‚ იქიდან ნატის ქისა გამოიტანა. ქისაში ოქროს
პესოები ჩხრიალებდა.
თავდასხმა
ბალთაზარი აწრიალდა.
- ისაა!
- როგორც იქნა!
- შენ ფულის შოვნა მკითხე‚ თორემ გოგონების პოვნა ადვილია‚ - უპასუხა ქრისტომ‚ -
ბავშვის დედა კმაყოფილია. მისგან ქაღალდის ხუთი პესო მივიღე‚ თვითონ კი
საღსალამათი შვილი ჩაიბარა.
სალვატორისგან რომ ოქროს პესოებით სავსე საკმაოდ მძიმე ქისა მიიღო‚ ქრისტომ ეს
აღარა თქვა: რა თქმა უნდა‚ ის არც აპირებდა‚ ეს ფული ბავშვის დედისთვის გადაეცა.
- აგუარები თავს წაგაცლიან და ვერც „ეშმაკს“ მიაგნებთ. თავიც რომ მხრებზე გებათ‚
მაშინაც ვერ იპოვით‚ რადგან მეც ვერ მივაკვლიე.
- მერე?
ადამიანი ამფიბია
ქრისტო კმაყოფილი იყო‚ რომ ბოლოს და ბოლოს ყველაფერს მიხვდა‚ მაგრამ ახლა‚
ცოტა არ იყოს‚ იმედიც გაუცრუვდა. მაიმუნი სრულიადაც არ ჰგავს იმ საშინელ
ურჩხულს‚ მნახველები რომ აღწერდნენ. რას არ წარმოიდგენს შეშინებული კაცი!
სალვატორი შედგა და კედელზე ხელი მოაფათურა. აი‚ ჩამრთველიც გატკაცუნდა და
იქაურობას კაშკაშა სინათლე მოეფინა. ისინი სტალაქტიტურ მღვიმეში‚ პირში
რგოლგაჩრილ ლომისთავიან ბრინჯაოს კარის წინ იდგნენ. სალვატორმა ერთი
რგოლი მოსწია. მძიმე კარი ნელა გაიღო და ისინი ბნელ დარბაზში შევიდნენ.
ჩამრთველი ისევ გატკაცუნდა და მინის მქრქალმა ბურთმა ვრცელი გამოქვაბული
გაანათა. ამ გამოქვაბულის ერთი კედელი მთლად მინის იყო. სალვატორმა შუქი
გადართო და გამოქვაბული ისევ სიბნელემ მოიცვა. მინის იქითა მხარე კი ამ დროს
მძლავრმა პროჟექტორმა გაანათა. ეს უზარმაზარი აკვარიუმი‚ უფრო სწორად რომ
ვთქვათ‚ ზღვის ფსკერში ჩადგმული მინის სახლი იყო. წყალმცენარეები და მარჯნის
ბუჩქები მიწიდან ამოშვერილიყვნენ და შიგ თევზები დაცქრიალებდნენ. უცებ
ქრისტომ თვალი მოჰკრა‚ რომ შამბნარიდან ადამიანისებური რაღაც არსება გამოვიდა.
ამ არსებას დიდი, გამობერილი თვალები და ბაყაყის თათები ჰქონდა. უცნობის
სხეული მოლურჯო-მოვერცხლისფრო ქერცლით ელვარებდა და აქეთ-იქით მარჯვედ
დასრიალებდა. აი‚ მინის კედელთან მოცურდა და სალვატორს თავი დაუკრა. მერე
მინის საკანში შევიდა და კარი გაიხურა. წყალი საკნიდან იქით სწრაფად გადაიღვარა.
ამ მართლაც რაღაც უცნობმა ქმნილებამ მეორე კარი გამოაღო და გამოქვაბულში
შემოვიდა.
- გამარჯობა!
ქრისტომ გამოწვდილი ხელი ჩამოართვა. იგი ისე იყო განცვიფრებული‚ რომ ენა
მუცელში ჩაუვარდა.
იხტიანდრის დღე
ბილიკი მკვეთრად უხვევს მარჯვნივ და მერე ქვემოთ მიექანება. ჰაერი სულ უფრო
გრილი და ტენიანი ხდება. იხტიანდრი ფეხქვეშ ქვის ფილებს გრძნობს და ნაბიჯს
უკლებს. ბოლოს ჩერდება. აუჩქარებლად იკეთებს სქელშუშებიან სათვალეს‚
ხელთათმანებსა და ფეხთათმანებს იცვამს. ფილტვებიდან ჰაერს ამოისუნთქავს და
აუზში ხტება. წყალი საამოდ აგრილებს ტანს‚ სიცივე ლაყუჩებამდე ატანს. ლაყუჩების
ხვრელები რიტმულ მოძრაობას იწყებენ და‚ აი‚ ადამიანი თევზად იქცა.
იხტიანდრი მუცელზე წვება და წინ იყურება. ბნელა. ხელს წინ იშვერს. წყალი ოდნავ
გრილდება. ხელისგულები რკინის გისოსს ეხება. გისოსის რიკულები რბილი და
ლიპი ზღვის მცენარეულობითა და ხორკლიანი ნიჟარებითაა დაფარული. ყმაწვილი
გისოსს მოეჭიდება. რთულ გამომრთველს იპოვის და ხსნის. მძიმე, მრგვალი,
გისოსიანი კარი ნელ-ნელა იღება. იხტიანდრი სწრაფად მიძვრება ხვრელში და
გისოსის კარი ხმაურით იხურება.
ცოტა წათვლემაც შეიძლება. არანაირი საშიშროება მას აქ არ ელის. ჯერ ისევ ბნელა და
ზღვის მტაცებლებს სძინავთ. მზის ამოსვლის წინ ძალიან სასიამოვნოა თვლემა. კანი
გრძნობს‚ როგორ იცვლება წყლის ტემპერატურა წყალქვეშა დინებაში.
აგერ ყურთასმენამდე აღწევს ყრუ‚ მოჩხრიალე ხმა. მას მოჰყვება მეორე‚ მესამე. ეს
ღუზის ჯაჭვებია‚ რომ ჩხრიალებენ. ყურეში‚ იხტიანდრისგან რამდენიმე
კილომეტრის დაშორებით მეთევზეთა ორანძიანი ნავები წყლიდან ღუზებს იღებენ.
მოახლოვდა განთიადიც. შორიდან თანაბარი გრგვინვა მოისმის. ეს დიდი
ინგლისური საოკეანო გემის „გოროკსის“ ხრახნია და მოტორი გრგვინავს. ეს გემი
ბუენოს-აირესსა და ლივერპულს შორის მიმოდის. „გოროკსი“ აქედან ორმოც
კილომეტრზეა და ნახე‚ მისი ხმაური როგორ ისმის! ზღვის წყალში ბგერა წამში ათას
ხუთას მეტრს გადის. რა ლამაზია „გოროკსი“ ღამით! მაგრამ ეს რომ ნახო‚ საჭიროა‚
საღამოთივე შორს‚ ღია ზღვაში გაცურო. ბუენოს-აირესში „გოროკსი“ მზის
ამოსვლისას მოდის ხოლმე. მაშინ კი ის განათებული აღარაა. არა‚ არც ძილის დროა.
„გოროკსის“ ხრახნებისა და მოტორის გუგუნი‚ მისი კორპუსის რხევა‚
ილუმინატორებისა და პროჟექტორების შუქი ოკეანის ბინადართ აღვიძებს.
„გოროკსის“ მოახლოება პირველად დელფინებმა იგრძნეს და ცურვა-ყვინთვით
მსუბუქი ღელვა გამოიწვიეს‚ რამაც იხტიანდრს ყურები დააცქვეტინა. იფიქრა‚
დელფინები ალბათ გემის შესახვედრად გაქანდნენო.
***
ფრთხილად ამოყო წყლიდან თავი. მიმოიხედა. ახლოს არც ნავები იყო და არც
კარჭაპები. წელამდე ამოიწია და ფეხების წყნარი შენაცვლებით თავი შეიმაგრა.
***
იხტიანდრი თავს მაღლა სწევს. მზის სინათლე თითქმის ზედ მის თავზემოთაა.
შუადღე ახლოვდება. წყლის ზედაპირი უკვე აღარა ჰგავს სარკეს‚ რომელიც ირეკლავს
მეჩეჩის ქვებს‚ მსხვილ თევზებსა და თვით იხტიანდრსაც კი. ახლა სარკე გამრუდდა‚
გაიზნიქა და განუწყვეტელ მოძრაობაშია.
იხტიანდრმა ამოცურა. ტალღები აქანავებენ. აი‚ მან წყლიდან ამოიხედა და ტალღის
ქოჩორს აჰყვა. მერე დაეშვა და ისევ აჰყვა. ეჰე‚ რა ხდება ირგვლივ! ნაპირთან წყალი
მოყვითალო-მწვანე გახდა. უბერავს სამხრეთ-დასავლეთის ქარი. ტალღები იზრდება.
მათ ქოჩრებზე თეთრი ლაქები ბრწყინავს. შხეფები იხტიანდრს ხვდება და ეს მას
კიდევაც სიამოვნებს.
ირგვლივ მომწვანო ბინდი ჩამოწვა‚ მაგრამ წყლის სისქეში კიდევ შეიძლება გარჩევა‚
სად იმყოფება მზე - დიდი, ნათელი ლაქა. ეს საკმარისია‚ რომ მიმართულება
განისაზღვროს. სანამ ღრუბელი მზეს დაფარავს‚ მეჩეჩამდე უნდა მიასწროს‚ თორემ
უჭმელი დარჩება. დიდი ხანია‚ რაც მოშივდა. სიბნელეში ვერ იპოვი ვერც ერთ მეჩეჩს
და ვერც წყალქვეშა კლდეს. იხტიანდრი სწრაფად უსვამს ხელ-ფეხს და ისე ცურავს‚
როგორც ბაყაყი. დროდადრო ზურგზე წვება და ამოწმებს‚ თუ რა მიმართულებით
მიცურავს‚ ამოწმებს ნათელი ზოლის მიხედვით‚ წყლის სქელ ლურჯ-მომწვანო
ბინდბუნდში ძლივს რომ ჩანს. ხანდახან ყურადღებით იცქირება წინ‚ გამოჩნდა თუ
არა მეჩეჩიო. ლაყუჩებითა და კანით გრძნობს‚ როგორ იცვლება დინება. მეჩეჩის
ახლოს წყალი ისე მკვრივი როდია‚ უფრო მლაშეა და ჟანგბადიც მეტია‚ სასიამოვნო
და მსუბუქია. წყლის გემოს ენით სინჯავს‚ როგორც ეს ძველმა გამოცდილმა
მეზღვაურმა იცის. მართალია‚ მიწა ჯერ კიდევ არ დაუნახავს‚ მაგრამ მის მოახლოებას
მხოლოდ მისთვის ცნობილი ნიშნების მიხედვით მაინც კარგად გრძნობს.
ესეც შენი საუზმე. ციცაბო კლდის მახლობლად სწორ მოედანზე ბევრი ხამანწკაა.
იხტიანდრი მიცურდა იმ მოედანთან‚ სწორედ ნიჟარებთან წამოწვა და ჭამას შეუდგა.
ნიჟარიდან ხამანწკა ამოაქვს და პირისკენ მიაქანებს. ის ნაჩვევია წყალში ჭამას.
ლუკმას პირში ჩაიდებს და ნახევრად მოკუმული ტუჩებიდან პირში მოხვედრილ
წყალს უცებ გადმოღვრის. საჭმელთან ერთად‚ რა თქმა უნდა‚ წყალსაც ყლაპავს‚
მაგრამ ეგ არაფერი‚ მიჩვეულია ზღვის წყალს.
ასე უცებ რატომ ჩამობნელდა? ზევით‚ სწორედ იხტიანდრის თავზე რაღაც შავი ლაქა
გამოჩნდა. რა უნდა იყოს ეს? საუზმეს სასწრაფოდ მორჩა. ახლა ზედაპირზედაც
შეიძლება ახედვა. იხტიანდრი ციცაბო კლდის გასწვრივ ცურვით ფრთხილად
მიიწევს იმ ბნელი ლაქისკენ. თურმე ნუ იტყვი‚ წყალზე ვეებერთელა ალბატოროსი
დამჯდარა. ფრინველის ნარინჯისფერი ფეხები სულ ახლოა იხტიანდრთან. ხელებს
წინ იშვერს და ფეხებში ავლებს ალბატროსს. შეშინებული ფრინველი ფრთებს შლის‚
მაღლა იწევს და იხტიანდრსაც წყლიდან მაღლა მიათრევს. მაგრამ ჰაერში
იხტიანდრის სხეული სწრაფად მძიმდება‚ ალბატროსი მასთან ერთად წყალზე ეცემა
და თავისი ფაფუკი მკერდით ჭაბუკს ფარავს. იხტიანდრმა მოასწრო‚ სანამ გრიგალა
თავის წითელ ნისკარტს თავში ჩაჰკრავდა‚ ერთი ჩაყვინთა და რამდენიმე წამის
შემდეგ ზედაპირზე სხვა ადგილას ამოცურდა. ალბატროსი აღმოსავლეთისკენ
გაფრინდა და ქარიშხალით აგორებულ მთისოდენა ტალღებს იქით მიიმალა.
ის‚ რაც შიშის ზარს ჰგვრის მიწიერს‚ იხტიანდრს‚ პირიქით‚ ახარებს. რა თქმა უნდა‚
სიფრთხილეა საჭირო‚ რომ წყლის მთა თავზე არ დაგასკდეს‚ მაგრამ იხტიანდრს
თევზებზე ნაკლებ როდი ემარჯვება ტალღებში ცურვა. ოღონდ კარგად უნდა იცოდე‚
როცა ერთი ტალღა გეწევა ზევით ან ქვევით‚ მოხედვასაც ვერ მოასწრებ‚ რომ მეორე
თავზე გადაგივლის. იხტიანდრმა ისიც იცოდა‚ თუ რა ხდებოდა ტალღების ქვეშ.
იცოდა‚ როგორ იკარგება ტალღები‚ ქარი რომ ჩადგება; კარგად იცოდა‚ როცა პატარა
ტალღები ქრება‚ მათ მოზრდილები მიჰყვება. იხტიანდრს სანაპირო ტალღების
ცემაში ყირაზე გადასვლა უყვარდა‚ მაგრამ იცოდა‚ რომ ეს სახიფათოც იყო. ერთხელ
ტალღამ მოულოდნელად გადააბრუნა‚ თავი ფსკერს დაჰკრა და გული წაუვიდა.
ჩვეულებრივი ადამიანი დაიხრჩობოდა‚ მარამ იხტიანდრმა გულწასულმაც
შეინარჩუნა წყალზე წოლის უნარი.
მზე! ერთ წამში ცამ და ოკეანემ‚ სანაპირომ და შორეულმა მთებმა სულ სხვა იერი
მიიღო. რა საუცხოო‚ მსუბუქი‚ გრილი ჰაერია ჭექა-ქუხილისა და ქარიშხლის შემდეგ.
იხტიანდრი ხან ფილტვებით შეისუნთქავს სუფთა‚ ჯანსაღ ზღვის ჰაერს‚ ხან
ლაყუჩებით იწყებს სუნთქვას. ადამიანებში მხოლოდ იხტიანდრმა იცის‚ რა ადვილია
სუნთქვა მას შემდეგ‚ როცა ქარიშხალი‚ ჭექა-ქუხილი‚ ქარი‚ ტალღები და წვიმა ცას
ოკეანესთან და ჰაერს წყალთან შეაერთებს‚ როცა ჟანგბადით წყალს გაჟღენთავს. მაშინ
ყველა თევზი‚ ზღვის ყველა ქმნილება გამოცოცხლდება.
მაგრამ უქმად ყოფნა იხტიანდრს მალე ჰბეზრდება. იქვე‚ მის ახლო, ზღვის პატარა
არსებები იღუპებიან. იხტიანდრს შეუძლია ისინი იხსნას. წყალში წამოიმართება და
შორეულ ნაპირს გაჰყურებს. იქით‚ მეჩეჩისკენ‚ სილიან შლამთან, ყველაზე მეტად
იქაა საჭირო მისი დახმარება. ზვირთები იქ მძვინვარებენ.
გრილი ჰაერის შემდეგ წყალში ისევ თბილა! ირგვლივ სიბნელეა‚ მაგრამ ახლა სულაც
არაა საშიში. ამ დროს არავინ არავის ესხმის თავს. დღის მტაცებლებს უკვე სძინავთ‚
ღამისანი კი ჯერ სანადიროდ არ გამოსულან.
აი‚ ის‚ რაც მას ასე სჭირდება: ჩრდილოეთის დინება‚ რომე-ლიც სულ ახლოა ოკეანის
ზედაპირიდან.
დღეს მან შორს გასცურა, ჩრდილოეთისკენ. ახლა ეს თბილი დინება მას მიიყვანს
გვირაბამდე მიიყვანს. მხოლოდ ესაა‚ არ ჩასთვლიმოს და არ გასცდეს გვირაბს‚
როგორც ეს ერთხელ მოუვიდა. ხან ხელებს თავზე შემოიწყობს‚ ხან განზე გაჭიმავს‚
ფეხებს ნელა შლის და ისევ კრუნჩხავს - ვარჯიშობს. დინებას ის სამხრეთისკენ
მიჰყავს. თბილი წყალი და ხელ-ფეხის ნელი მოძრაობა დამამშვიდებლად მოქმედებს
მასზე.
ღამით მიწიდან ხან მთვარე და ხან მხოლოდ შორეული, პაწია ვარსკვლავები ჩანან
ცაზე‚ აქ კი ათასობით ვარსკვლავია‚ ათასი მთვარე‚ ათასობით ნაირფერი მზე‚
რომლებიც ნაზი შუქით ანათებენ. ღამე ოკეანეში გაცილებით ლამაზია‚ ვიდრე
მიწაზე.
და‚ აი‚ ერთმანეთს რომ შეადაროს ოკეანისა და დედამიწის ღამე‚ იხტიანდრი წყლის
ზედაპირზე ამოცურდა.
ჰაერი გათბა. თავს ვარსკვლავებით მოჭედილი‚ მუქი ლურჯი ცის თაღი დასქცერის.
ჰორიზონტზე მთვარის ვერცლისფერი დისკო ამოზიდულა‚ ხოლო მთვარიდან მთელ
ოკეანეზე ვერცხლის ბილიკი გაჭიმულა.
რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე გულის ძილით სძინავს საწოლში. ასეთია მამის
ბრძანება.
ქალმა თვალი გაახილა და თავი ასწია. სახეზე შიში გამოეხატა. ეს შიში უეცრად
გაკვირვების‚ წყრომისა და უსიამოვნების გრძნობამ შეცვალა. ესპანიოლიანი კაცი
ცხარე ლაპარაკს განაგრძობდა. მერე ქალი ფეხზე წამოაყენა‚ მაგრამ ის ჯერ კიდევ
სუსტად იყო და სილაზე დაეშვა‚ მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ გაუდგნენ გზას.
სწორედ იმ ლოდებთან ჩაიარეს‚ სადაც იხტიანდრი მიმალულიყო. ქალიშვილი
სომბრეროიან კაცს მიუბრუნდა და წარბშეკვრით უთხრა:
იხტიანდრის მსახური
- როგორ არა‚ მტერიც მყავს: ზვიგენები‚ რვაფეხები‚ მაგრამ მათი არ მეშინია. თან დანა
დამაქვს.
- კი მაგრამ‚ შეუმჩნევლად რომ მოგეპარონ?
- წყალში გესმის? - გაუკვირდა თავის მხრივ ქრისტოს‚ - მაშინაც კი‚ როცა ისინი ჩუმად
მოცურავენ?
- რა თქმა უნდა.
- თევზებს უეცარი თავდასხმა როდი ღუპავს. ისინი იმიტომ იღუპებიან‚ რომ მათზე
ძლიერ მტერს ვერ უმკლავდებიან‚ მე კი მათზე ღონიერი ვარ. ზღვის მტაცებლებმა ეს
იციან. ჩემთან მოსვლას ვერ ბედავენ.
„ზურიტა მართალია: ასეთი ჭაბუკის გამო მართლაც ღირს‚ რომ გაისარჯო‚ - გაიფიქრა
ქრისტომ‚ - მაგრამ წყალში მისი დაჭერა ადვილი არ იქნება. - მთელი ჩემი სხეული
სმენადააო ქცეული, - მხოლოდ ხაფანგში თუ გაებმება. ზურიტა უნდა
გავაფრთხილო“.
- რატომ ჩვენს მიწაზე? შენც ხომ მიწიერი ხარ‚ - თქვა ქრისტომ‚ - ვინ იყო დედაშენი?
ქრისტოს გაეცინა.
- იმიტომ‚ რომ ისინი იჭერდნენ იმაზე მეტ თევზს‚ ვიდრე შეჭმა შეუძლიათ.
- შენ ამას ერთბაშად ვერ გაიგებ‚ - უთხრა ქრისტომ მთქნარებით‚ - ძილის დროა.
ფრთხილად‚ არ ჩაძვრე მაგ აბაზანაში‚ თორემ მამა გაჯავრდება‚ - ქრისტო წავიდა.
დილით ადრე ქრისტოს იხტიანდრი შინ არ დაუხვდა. ქვის იატაკი სველი იყო.
- ისევ! - მკაცრად უპასუხა ქრისტომ‚ - ექიმმა ასე მიბრძანა. შენ კი ისევ ნედლ თევზს
მიაძეხი ზღვაში‚ არა? ასე შემწვარ საჭმელს სულმთლად გადაეჩვევი. წუხელ კიდევ
აბაზანაში გძინებია. საწოლში ძილიც კი არ გინდა. ლაყუჩები ჰაერს გადაეჩვევა და
მერე მოჰყვები წუწუნს‚ გვერდებში რაღაც მჩხვლეტსო. საუზმეზეც დაიგვიანე. აბა‚
ექიმი მოვიდეს‚ ნახავ‚ თუ არ დაგასმინო‚ სულ არ მიჯერებ...
- ქრისტო‚ მე ერთი ქალი ვნახე. იმაზე ლამაზი არასოდეს არაფერი მინახავს‚ ოკეანის
ფსკერზედაც კი...
- შემდეგ რა ჰქენი?
- ველოდი‚ მაგრამ არ დაბრუნებულა! ქრისტო‚ ნუთუ აღარასოდეს აღარ გამოვა
სანაპიროზე?
- ახლავე წავიდეთ.
ქალაქში
- ისაა‚ ის! - მაგრამ იმწამსვე შეამჩნევდა‚ რომ შეეშალა და იქვე დაუმატებდა: - არა‚ ეს
სხვაა...
- ჰო! ზურიტა ცდილობს‚ მისი გული მოიგოს‚ მაგრამ გოგოს პასუხი სულ ერთი და
იგივეა‚ - არ მინდა და არ მინდაო. რას გააწყობ? უხიაგი და ჯიუტი ვინმეა‚ თავის
თავზეც დიდი წარმოდგენისაა. არ ესმის‚ რომ ყოველი ინდიელი ქალი‚ თუნდაც
პირველი მზეთუნახავი იყოს‚ ბედნიერებად მიიჩნევდა ასეთ კაცზე გათხოვებას.
საკუთარი ორანძიანი ხომალდი აქვს‚ მარგალიტების მაძიებელთა არტელი‚ -
ბუზღუნებდა ბალთაზარი და თან ხსნარში მარგალიტს ავლებდა‚ - ზურიტა ახლა
ალბათ ისევ ლოთობაში იქარვებს გულის ჯავრს.
- მოიყვანე თუ?
- აქ ზის.
- არა!
ისევ ზღვაში
***
ქრისტო ძალიან წუხდა. სამი დღე და ღამეა‚ რაც იხტიანდრი არ გამოჩენილა. და‚ აი‚
როგრც იქნა‚ მოვიდა ის დაღლილი‚ გაფითრებული‚ მაგრამ კმაყოფილი.
ოკეანის სიღრმეში ერთი კლდოვანი ზეგანია ამოზნექილი. ზემოთ კი‚ ზეგანის შუაში‚
მრგვალი, მოგრძო ღრმულია‚ ნამდვილად წყალქვეშა მთის ტბა.
შურისგება
მაგრამ აი‚ ქალმა ვიღაცას ხელი დაუქნია. იხტიანდრმა მიიხედა. გზაზე ჩქარი
ნაბიჯით მომავალი ტანმაღალი და მხარბეჭიანი ახალგაზრდა დაინახა. იხტიანდრს
ჯერ არსად ენახა ასეთი ღია ფერის თმა და თვალები‚ როგორც ამ უცნობს ჰქონდა.
გოლიათი მივიდა ქალთან‚ ფართო ხელი გაუწოდა და ალერსით უთხრა:
- გამარჯობა‚ გუტიერე.
იხტიანდრმა დაინახა‚ როგორ შეწუხდა ქალი. მას უცებ დაავიწყდა‚ რომ ქალს
მარგალიტი ქერა გოლიათისთვის უნდოდა. იხტიანდრს არ შეეძლო‚ გულგრილად
ეცქირა ქალის წუხილისთვის‚ კლდეს მოსცილდა და გუტიერეს გაბედულად
მიუახლოვდა.
უნდოდა, ქალს სცოდნოდა‚ რომ მას წყალში ცხოვრება შეეძლო. ძებნით გართულმა
დრო ვერ გამოზომა და წყალქვეშ მეტხანს დაჰყო‚ ვიდრე ეს მარგალიტის მაძიებელს
შეუძლია. ბოლოს წყლის ზედაპირზე ამოყვინთა და ღიმილით თქვა:
- ინებეთ.
- თვალს მადევნებთ?
- დიახ‚ - უბრალოდ უპასუხა იხტიანდრმა‚ - მას შემდეგ‚ რაც პირველად გნახეთ... - და
ჭაბუკმა დარცხვენით განაგრძო: - თქვენ აჩუქეთ მანიაკი იმას... ოლსენს... მაგრამ სანამ
გადასცემდით‚ ესიყვარულებოდით მარგალიტს. გიყვართ მარგალიტი?
- არა‚ - უპასუხა გუტიერემ და თავი უარის ნიშნად გააქნია‚ - ასეთ ძვირფას საჩუქარს
ვერ მივიღებ.
- ძალიან გთხოვთ.
- არა.
- არა?
- არა!
მაშინ იხტიანდრმა მარგალიტი ზღვაში შორს გადაისროლა. მერე თავი უსიტყვოდ
დაუქნია‚ შებრუნდა და გზას გაუდგა.
ზურიტას სულწასულობა
ამგვარად‚ თვითონაც არ იცოდა‚ ისე გახდა უმდიდრესი კაცი მთელ არგენტინაში. ვინ
იცის‚ იქნებ მთელ სამხრეთ ამერიკაშიც. რომ მოესურვებინა‚ მსოფლიოში ყველაზე
მდიდარი კაციც გახდებოდა‚ მაგრამ ქონება სრულებით არ აფიქრებდა.
ასე გადიოდა მშვიდი დღეები. იხტიანდრი მხოლოდ იმაზე წუხდა‚ რომ გუტიერე
მტვრიან, შეხუთულ და ახმაურებულ ქალაქში ცხოვრობდა. ნეტავ იმასაც შეეძლოს
წყალქვეშ ცხოვრება‚ შორს ხმაურისა და ხალხისგან. რა კარგი იქნებოდა! იხტიანდრი
აჩვენებდა ახალ‚ ჯერ კიდევ უცნობ ქვეყანას‚ წყალქვეშა ველების წარმტაც ყვავილებს.
მაგრამ გუტიერეს წყალქვეშ ცხოვრება არ შეუძლია. თვითონ კი მიწაზე ვერ ძლებს.
ისედაც დიდ დროს ატარებს ამ ბოლო დროს ჰაერზე და ამას უკვალოდ არ ჩაუვლია.
სულ უფრო ხშირად და ძლიერ სტკივა ფერდები‚ როცა ქალთან ერთად ზღვის პირას
ზის. მაგრამ ეს ტკივილი‚ თუნდაც აუტანელი ყოფილიყო‚ იხტიანდრი მანამ არ
სტოვებდა ქალს‚ სანამ ის თვითონ არ წავიდოდა. ერთი რამ კიდევ აწუხებდა ჭაბუკს:
ვერ გაეგო‚ რას ელაპარაკებოდა გუტიერე იმ ქერა გოლიათს. იხტიანდრი ცდილობდა
ეკითხა‚ მაგრამ შიშობდა‚ ვაითუ ეწყინოსო.
- არ მცალია.
- რატომ არ გცალიათ?
ახლა თავის თავზეც უნდა ეფიქრა. იხტიანდრმა სწრაფად გაცურა წყალქვეშა გვირაბი
და ბაღის გავლით თეთრ სახლში შევიდა. დაჭრილი იხტიანდრი რომ დაინახა‚
ქრისტოს შეეშინდა.
- რა მოგივიდა?
- მამა შინაა?
- მისმინე‚ „ზღვის ეშმაკის“ მოყვანა იმიტომ ვერ შევძელი‚ რომ გუტიერესის არ იყოს‚
ისიც მთელი დღით უჩემოდ მიდის ხოლმე სახლიდან. ჩემთან ერთად ქალაქში არ
მოდის. აღარაფერს მიჯერებს. ვიცი‚ ექიმისგან ლანძღვა არ ამცდება. მეტყვის‚
იხტიანდრს ცუდად უვლიო.
- ვითომ რატომაო?
- ამ დღეებში მოელიან.
- მაშ‚ ჩვენც უნდა ვიჩქაროთ. ელოდეთ სტუმრებს. საიმედო ხალხი შევკრიბე. ქრისტო‚
შენ კარს გაგვიღებ‚ დანარჩენი კი მე ვიცი. ბალთაზარს ვეტყვი‚ როცა ყველაფერი
მზად ექნება‚ - მერე ბალთაზარს მიუბრუნდა და უთხრა: - შენ კი ხვალაც
მოგელაპარაკები. მხოლოდ გახსოვდეს‚ ეს უკანასკნელი ლაპარაკი იქნება.
ძმებმა უხმოდ დაუკრეს თავი და‚ როდესაც ზურიტა შებრუნდა‚ ინდიელების სახეზე
თავაზიანი ღიმილი გაქრა. ბალთაზარმა ხმადაბლა შეიგინა. ქრისტო კი თითქოს
რაღაცას ფიქრობდა.
არასასიამოვნო შეხვედრა
- ასე მეტი აღარ შემიძლია‚ - დაიწყო‚ - უნდა გავიგო... ოლსენი... თქვენ რაღაცას
მიმალავთ. თქვენ მას ღამით უნდა შეხვდეთ. გიყვართ?
- ჩემი თუ გჯერათ?
მათ წინ ვიღაც ცხენოსანმა ჩაიქროლა‚ გუტიერეს რომ თვალი მოჰკრა‚ ცხენი
საჩქაროდ მოაბრუნა და ახალგაზრდებს მიუახლოვდა. იხტიანდრმა შავგვრემანი‚
არცთუ მთლად ახალგაზრდა კაცი დაინახა. დაფანჩული ულვაშები მაღლა
აპრეხვოდა და პატარა ესპანიოლი თითქოს კიდევაც უხდებოდა.
იხტიანდრს ეს კაცი სადღაც თითქოს ენახა. ქალაქში? არა... ჰო‚ იქ‚ სანაპიროზე.
მხედარმა წკეპლა ჩექმაზე აატკაცუნა და იჭვნეულად‚ მტრულად შეათვალიერა
იხტიანდრი. გუტიერეს ხელი გაუწოდა და მაგრად მოუჭირა. მერე მოულოდნელად
უნაგირზე ასწია‚ ხელზე ეამბორა და გაიცინა.
- ჩქარა... უშველეთ!
- მე არ მჩვევია ხელი შევუშალო მას‚ ვინც მე ხელს არ მიშლის. აი‚ ასე სჯობს! კარგი
ერთი‚ გონს მოდი‚ გუტიერე!
მაგრამ გუტიერე ხმას არ სცემდა. თურმე გული წასვლოდა. მხოლოდ მამის დუქანთან
მოვიდა გონს.
- გამიშვით!
ზურიტამ წარბები კუშტად შეიჭმუხნა. „სისულელეა‚ - გაიფიქრა‚ - მისი რომანის
გმირი ზღვაში გადავარდა. მით უკეთესი“. შემდეგ ზურიტა დუქნისკენ შებრუნდა და
დაიყვირა:
- ბარემ ესეც თქვი: და მას ცოლად გაჰყევიო. არა! - მკვახედ მოუჭრა გუტიერემ.
- დასწყევლოს ღმერთმა‚ - წამოიყვირა გაცეცხლებულმა ბალთაზარმა‚ - თუ ასეა‚
მაშინ... მაშინ... მე კი არა‚ თვითონ ზურიტა მოგივლის! - და მოხუცმა ინდიელმა კარი
გაიჯახუნა და ლაბორატორიაში შევიდა.
ურჩხულებთან ბრძოლა
იხტიანდრს უნდოდა‚ რაღაც ეკეთებინა‚ ემოძრავა‚ მაგრამ რას მოჰკიდოს ხელი? ბნელ
ღამეებში მაღალი კლდიდან წყალში გადაშვება უყვარდა‚ ფსკერამდე უცებ რომ
ჩადიოდა. მაგრამ ახლა შუადღე იყო და ზღვაზე მეთევზეთა ნავების შავი ძირები
ლაპლაპებდნენ.
- ეს ერთი!
იხტიანდრმა ისევ აიღო ჭვილთი. ახლა მისკენ ორი რვაფეხა ერთსა და იმავე დროს
გამოცურდა. ერთი მათგანი პირდაპირ იხტიანდრისკენ მოემართებოდა‚ მეორე კი
ცდილობდა, ზურგიდან დასხმოდა თავს. სახიფათო მდგომარეობა შეიქმნა.
იხტიანდრი მედგრად ეკვეთა იმ რვაფეხას‚ მის წინ რომ იყო‚ მაგრამ‚ სანამ მოკვლას
მოასწრებდა‚ მეორე რვაფეხა კისერზე შემოეხვია. ჭაბუკმა ურჩხულის ფეხი სწორედ
თავის კისერთან სწრაფად გადაჭრა. შემდეგ მეორე რვაფეხასკენ შებრუნდა და ყველა
საცეცი შეათალა. დასახიჩრებული რვაფეხა ნელი რხევით დაეშვა ფსკერზე.
იხტიანდრი კი ამ დროს მის წინ მყოფ მეორე რვაფეხას გაუსწორდა.
„რა უხეში ხარ“‚ - გაიფიქრა იხტიანდრმა. მაგიდა მღვიმეში ღრმად შედგა და ვაზებს
დასწვდა.
მაგრამ დელფინმა მალე დაიწყო თავის აქეთ-იქით ქიცინი. დიდხანს წყალქვეშ ყოფნა
არც მას შეეძლო. ჰაერი მისთვის აუცილებელი იყო. დელფინმა ფარფლები მოიქნია
და მღვიმედან გამოცურდა.
ახალი მეგობარი
მესამედ რომ ჩაეშვა‚ შეამჩნია‚ რომ ორი ინდიელი‚ ფსკერზე მუხლებით რომ იდგნენ‚
ფეხზე წამოიჭრნენ და ზედაპირზე ისეთი სისწრაფით ამოცურეს‚ გეგონებოდა,
ზვიგენი ან ბართევზა მოსდევთო. ოლსენმა მოიხედა. მისკენ რაღაც უცნაური არსება‚
კაც-ბაყაყი‚ სწრაფად მოცურავდა. მას ვერცხლისფერი ქერცლი ჰქონდა‚ ვეებერთელა
თვალები გადმოეკარკლა და ბაყაყის თათებს ამოძრავებდა. თათებს ბაყაყურადვე
უკუიქნევდა და მძლავრი ბიძგებით მოიწევდა.
- იმასაც უყვარხართ?
- იმასაც ვუყვარვარ.
- ჩემი?
იხტიანდრს გაუხარდა.
- აი‚ ხომ ხედავთ. აკი ვუთხარი კიდეც‚ რომ თქვენ უარს არ იტყოდით იმ
მარგალიტზე. ვთხოვდი‚ მიეღო მარგალიტი და თქვენთვის გადმოეცა. მან უარი თქვა
და ახლა თქვენ თვითონვე ეძებთ.
- დიახ‚ მეც მეგონა‚ რომ მას თქვენ უყვარდით‚ მაგრამ თქვენ ხომ მის თვალწინ
გადავარდით შუა ზღვაში და თავი დაიხრჩვეთ? ყოველ შემთხვევაში, ის ასე
ფიქრობდა.
- ჩემთვის ამის თქმა უხერხული იყო. ამასთან‚ სანამ ზურიტა არ დავინახე‚ თვითონაც
არ ვიყავი დარწმუნებული‚ რომ სწორედ გუტიერე იყო ჩემგან გადარჩენილი. მაინც
საკვირველია‚ როგორ დათანხმდა ცოლობაზე‚ - ეკითხებოდა იხტიანდრი.
- ზურიტაზე ამბობდა?
- მერედა გუტიერემ რატომ არ გააგდო ზურიტა? თქვენ ასეთი ზორბა‚ ღონიერი კაცი
ხართ და რატომ არ სცემეთ ზურიტა?
- გაქცევა უფრო ადვილი იყო. გადაწყვიტა კიდეც‚ მამას როგორმე გაქცეოდა. ხელის
შეწყობაც შევპირდი. დიდი ხანია‚ რაც ბუენოს-აირესიდან ჩრდილო ამერიკაში
წასვლას ვაპირებდი და შევთავაზე‚ ჩემთან ერთად წამოსულიყო.
- რა?
- ყოველივე ეს მაშინ მოხდა‚ როდესაც თქვენ ჯერ არც იცნობდით ერთმანეთს. შემდეგ
კი‚ რამდენადაც ვიცი‚ უნდოდა გაეფრთხილებინეთ. შესაძლებელია‚ ჩვენთან ერთად
მგზავრობაც შემოეთავაზებინა. ბოლოს და ბოლოს‚ თუ აქ ვერ მოახერხებდა
თქვენთან მოლაპარაკებას‚ ყოველივეს გზიდან მოგწერდათ.
- მაშ‚ ასე! - ყველაფერი მზად იყო‚ - განაგრძო ოლსენმა‚ - მაგრამ ამ დროს თქვენ
გუტიერეს თვალწინ წყალში გადავარდით და ზურიტაც შემთხვევით გადაეყარა
გუტიერეს‚ როცა მასთან ერთად იყავით. დილაადრიან‚ ქარხანაში წასვლამდე‚ მე
გუტიერეს გავუარე‚ - წინათაც ხშირად მოვქცეულვარ ასე. მე ბალთაზარი თითქოს
კარგი თვალით მიყურებდა. შესაძლებელია‚ ჩემი მუშტების ეშინოდა‚ ან კიდევ‚
შეიძლება‚ მეორე სასიძოდ მთვლიდა‚ თუ ზურიტა გუტიერეს ჯიუტობით
გაბეზრდებოდა. ყოველ შემთხვევაში‚ ბალთაზარი ხელს არ გვიშლიდა და მხოლოდ
გვთხოვდა‚ რომ ზურიტას ერთად არ დავნახვებოდით. რასაკვირველია‚ მოხუც
ინდიელს ეჭვიც არ ჰქონდა აღებული ჩვენს გეგმებზე. იმ დილით გუტიერესთვის
მინდოდა მეცნობებინა‚ რომ გემის ბილეთები ნაყიდი მაქვს და ღამის ათი
საათისთვის მზად ყოფილიყო. ბალთაზარი კარში მომეგება. ის აღელვებული იყო. -
გუტიერე შინ არ არის‚ და... საერთოდ შინ არაა‚ - მომახალა ბალთაზარმა. - ნახევარი
საათია‚ რაც ჩვენს სახლს ზურიტა ახალი‚ პრიალა ავტომობილით მოადგა. როგორ
მოგწონთ‚ ჰა? - წამოიყვირა ბალთაზარმა. - ავტომობილი იშვიათი მოვლენაა ჩვენს
ქუჩაში‚ მით უმეტეს‚ თუ ავტომობილი შენს სახლთან მოსრიალდება. მე და გუტიერე
ქუჩაში გავცვივდით. ზურიტა უკვე ავტომობილიდან გამოსულიყო და გუტიერეს
ბაზრამდე წაყვანა და უკან მოყვანა შესთავაზა. მან იცოდა‚ რომ გუტიერე ბაზარში იმ
დროს მიდიოდა. გუტიერემ შეხედა პრიალა მანქანას. თვითონვე გესმით‚ რა
ცთუნებაა ეს ახალგაზრდა ქალისთვის, მაგრამ გუტიერე მიხვედრილია და მან
ზრდილობიანად უთხრა უარი. - თუ გინახავთ ასეთი ჯიუტი ქალი! - წყრომით
წამოიყვირა ბალთაზარმა‚ მაგრამ იმ წუთსვე გადაიხარხარა‚ - ზურიტა არ დაბნეულა‚
- მე ვხედავ‚ რომ თქვენ მორცხვობთ‚ - უთხრა‚ - ნება მიბოძეთ‚ მე დაგეხმაროთ‚ - ხელი
სტაცა და ავტომობილში ჩასვა. გუტიერემ ისღა მოასწრო, დაეძახა: მამა! და მათი
კვალიც გაქრა - მე მგონია‚ უკან აღარ დაბრუნდებიან. ზურიტამ‚ ალბათ‚ შინ წაიყვანა‚
- დაამთავრა ამბავი ბალთაზარმა. ეტყობოდა‚ მომხდარი ამბით ძალზე კმაყოფილი
იყო. - თვალწინ ქალი მოგტაცეს‚ თქვენ კი ასე დამშვიდებით და თითქმის
სიამოვნებით ყვებით ამას? - აღშფოთებით ვუთხარი ბალთაზარს. - რად უნდა
ვწუხდე‚ - გაუკვირდა ბალთაზარს‚ - სხვა კაცი რომ იყოს‚ კიდევ ჰო‚ ზურიტას კი
დიდი ხანია‚ ვიცნობ. რაკი ძუნწმა ზურიტამ ავტომობილისთვის ფული არ დაიშურა‚
ჩანს‚ გუტიერე ძალიან მოსწონს და‚ რადგან თან წაიყვანა‚ ჯვარსაც დაიწერს. ჩემი
შვილისთვის კი სწორედ გაკვეთილია: ნუ იქნება ჯიუტი. მდიდარი ხალხი ქუჩაში არ
ყრია. სატირალიც არაფერი აქვს. ზურიტას ქალაქ პარანას მახლობლად გასიენდა აქვს.
ამ გასიენდას „დოლორესი“ ეწოდება. იქ ცხოვრობს დედამისი. ჩემი გუტიერეც იქ
წაიყვანა.
- თქვენ რომ დაგიჯეროთ‚ ჩხუბის მეტს ვერაფერს ვერ გავაკეთებ‚ - უპასუხა ოლსენმა‚
- უნდა გამოვტყდე‚ ერთხანს მინდოდა კიდეც‚ ბალთაზარი ერთი კარგად
დამელილავებინა‚ მაგრამ გადავწყვიტე‚ რომ ამით საქმეს უფრო წავახდენდი.
ვფიქრობდი‚ ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის დაკარგული-მეთქი. წვრილმანებს აქ არ
გამოვედევნები. როგორც უკვე ვთქვი‚ გუტიერეს ნახვა მაინც მოვახერხე.
- გასიენდა „დოლორესში“?
- დიახ.
-ისევ ცემასა და‚ ასე განსაჯეთ‚ მკვლელობასაც მირჩევთ? ვინ წარმოიდგენდა‚ რომ
თქვენ ასეთი სისხლმოყვარული ხართ?
- დიახ‚ თვითონ.
- რატომ?
- ჯერ ერთი‚ ის დარწმუნებულია‚ რომ თქვენ მის გამო თავი დაიხრჩვეთ. თქვენი
დაღუპვა გუტიერეს ძალზე აწუხებს. როგორც ჩანს‚ იმ საბრალოს ძალიან უყვარდით.
ჩემი ცხოვრება დამთავრებულია‚ ოლსენ! - მითხრა მან‚ - ახლა აღარაფერი არ მინდა.
ჩემთვის ყველაფერი სულ ერთია. არაფერი არ მესმოდა‚ როდესაც ზურიტას
მოყვანილმა მღვდელმა ჯვარი დაგვწერა. არაფერი არ ხდება ღვთის განგების
გარეშეო‚ - ასე თქვა მღვდელმა‚ როცა თითზე ნიშნობის ბეჭედი წამომაცვა. ის კი‚ რაც
ღმერთმა შეაერთა‚ ადამიანმა არ უნდა გათიშოს. ზურიტასთან ბედნიერი არ ვიქნები‚
მაგრამ მეშინია‚ ღვთის რისხვა არ დამატყდეს და მას ვერ მივატოვებო.
- მაგრამ ეს ხომ სისულელეა! რომელი ღმერთი? მამა ამბობს‚ რომ ღმერთი
ბავშვებისთვის გამოგონილი ზღაპარიაო‚ - წამოიძახა იხტიანდრმა‚ - ნუთუ თქვენ ვერ
გადაარწმუნეთ?
ნაწილი მეორე
გზაში
უცებ რაღაცამ ისე ჩაუქროლა‚ რომ კინაღამ მას შეეხო. ეს იყო ღუზა‚ რომელიც გემმა
ჩამოუშვა. „როგორც ჩანს‚ აქ ცურვა მთლად უფათერაკო არ იქნება“‚ - გაიფიქრა
იხტიანდრმა და მიიხედ-მოიხედა. უცებ დაინახა‚ რომ უზარმაზარი გემი ის-ის იყო
უნდა დასწეოდა.
იხტიანდრი უფრო ღრმად ჩაეშვა წყალში და‚ როდესაც გემის ძირმა თავზე გადაუარა‚
ხელით ჩაებღაუჭა. საპინები რკინას ხორკლოვან მასად შემოჰკვროდნენ და ზედ
დაკიდება შეიძლებოდა. ამ მდგომარეობაში წოლა სულაც არ იყო მოხერხებული‚
მაგრამ‚ სამაგიეროდ‚ საფარველქვეშ იმყოფებოდა. გემის მიერ გატაცებული წინ
სწრაფად მიცურავდა.
ასე მიაღწია მან ქალაქ პარანამდე და ამგვარად მისი მოგზაურობის პირველი ნაწილი
დამთავრდა‚ მაგრამ რჩებოდა ყველაზე ძნელი - მიწისზედა ნაწილი.
- იარე‚ აი‚ ასე‚ სულ ამ გზით‚ მინდორ-მინდორ. მიადგები ერთ დიდ გუბურას და
ხიდზე გახვალ. მერე ადი პატარა გორაკზე და იქ იქნება შენი ულვაშა ქალბატონი
დოლორესიც.
- საღამომდე მიხვალ.
- ბუენოს-აირესიდან.
იხტიანდრმა მხოლოდ ერთი რამ გაიგო: თავისუფალი აღარ იყო. მისი მოგზაურობა
სამწუხაროდ შეფერხდა. გადაწყვიტა‚ რადაც უნდა დასჯდომოდა‚ მიეცემოდა თუ არა
საშუალება‚ თავისუფლება მოეპოვებინა.
ბოლოს იხტიანდრმა გუბე დაინახა. ზედ ვიწრო ხიდი იყო გადებული. მან უნებლიეთ
ნაბიჯს აუჩქარა.
ხიდზე შედგნენ. შუა ხიდს რომ მიატანეს‚ იხტიანდრი უცებ მოაჯირზე გადაიზნიქა
და წყალში გადაეშვა.
ჯორიანი გლეხი ნახევარ საათში უკანვე დაბრუნდა‚ ხელი გზისკენ გაიშვირა. მერე
ჯორს თავისი ტომრები ზურგზე შეაწყო და საჩქაროდ იქაურობას გასცილდა.
ხუთიოდე წუთის შემდეგ ნაპირს სამი პოლიციელი მიუახლოვდა. ორს თავზე
გადებული ნავი‚ ერთს კი ბარჯი და ნიჩაბი მოჰქონდა.
იხტიანდრი არ მოელოდა ამას. მათი შიშის მიზეზს უცებ ვერ მიხვდა. შემდეგ
გაახსენდა‚ რომ ესპანელები ღვთისმოსავები არიან. ალბათ‚ პოლიციელებმა
წარმოიდგინეს‚ რომ საიქიოდან მოსულს ხედავდნენ. იხტიანდრმა გადაწყვიტა‚
კიდევ უფრო შეეშინებინა ისინი. კბილები დაკრიჭა და თვალები გადაატრიალა. მერე
საშინელი ხმით დაიღმუვლა და ნელი ნაბიჯით გასწია ნაპირისკენ. ჭაბუკი განზრახ
ნელა გავიდა გზაზე და ზომიერი ნაბიჯით გასცდა იქაურობას.
ეს „ზღვის ეშმაკია“!
ბაღი მიმოზის ნაზი სურნელით ფშვინავდა. მთვარის შუქზე მთის თეთრი შროშანები
ციმციმებდნენ‚ ოდნავ შესამჩნევად ირხეოდნენ დაფნისა და ფიკუსის ფოთლები.
- გუტიერე!
პედრო ისე სწრაფად გაექანა‚ თითქოს სახლი ცეცხლის ალში ყოფილიყო გახვეული.
ხელი სტაცა ბილიკზე დაგდებულ ნიჩაბს და სახლს ირგვლივ შემოურბინა.
- რა უნდა ვუყოთ?
- ამოტივტივდება.
- ტომრები შინ არ გვქონია‚ - უთხრა შვილს‚ - აი‚ ბალიშის პირში ჩაყარე ქვები და
თოკით ხელბორკილზე გამოაბი...
- არა. გამდინარე გუბურაა. ო-ო‚ წყეულიმც იყავ! - თქვა ხრინწიანი ხმით ზურიტამ და
ერთ-ერთ ფანჯარას მუშტი მოუქნია მუქარით‚ მერე სახლისკენ წავიდა.
***
იმ ღამეს გუტიერეს იხტიანდრის ხმა მოესმა. სახელით ეძახდა მას. რაღაც ხმაური‚
ვიღაცეების ხმადაბალი ლაპარაკი მოდიოდა ბაღიდან. გუტიერემ გადაწყვიტა‚ მაინც
არ მეძინებაო და ბაღში გავიდა.
- გამშორდი‚ დამეკარგე‚ ბედკრულო მოჩვენებავ! მე ხომ ვიცი‚ რომ შენ მკვდარი ხარ.
მაშ‚ რატომ გამომეცხადე?
- მე გეძებდი შენ‚ გუტიერე. წუხელ შენმა ქმარმა თავში ბარი დამკრა‚ როდესაც შენს
ფანჯარასთან მოვედი. მერე გუბურაში ჩამაგდო და წყალში მოვსულიერდი. ქვებიანი
ტომრის მოხსნა შევძელი‚ მაგრამ ამის... - იხტიანდრმა ბორკილზე ანიშნა‚ - მოხსნა ვერ
შევძელი...
- პედრო‚ არ დაუჯერო!
დოლორესი კარგად იცნობდა თავის შვილს‚ მაშინვე მიხვდა‚ რომ მას რაღაც
ვერაგული განზრახვა ჰქონდა‚ მაგრამ თამაში რომ გაეგრძელებინა‚ განგებ
წაიბუტბუტა:
სრული სვლით!
- ჩვენ დიდი შრომა გავწიეთ ზურიტასთვის. ის ჩვენზე მდიდარია‚ მაგრამ მას უნდა‚
ყველაზე მდიდარი იყოს‚ უნდა „ზღვის ეშმაკი“ დაიჭიროს...
ბალთაზარი შეტოკდა.
- ჩუმად‚ ძმაო‚ ჩუმად‚ თორემ დამავიწყდება‚ რისი თქმაც მინდა. ზურიტას უნდა‚
„ზღვის ეშმაკი“ მონად გაიხადოს. იცი შენ‚ რა არის „ზღვის ეშმაკი“? ეს საუნჯეა. ეს
ულევი სიმდიდრეა. „ზღვის ეშმაკს“ შეუძლია ზღვის ფსკერზე მარგალიტების
მოგროვება‚ ბევრი‚ საუკეთესო მარგალიტების ამოტანა წყლიდან. მაგრამ „ზღვის
ეშმაკს“ განა მარტო მარგალიტის მოპოვება შეუძლია! ზღვის ფსკერზე ბევრი
ჩაძირული გემია აურეცხელი განძეულით. მას შეუძლია ჩვენთვის მოიპოვოს
ყოველივე ეს! მე ვამბობ ჩვენთვის და არა ზურიტასთვის. იცი თუ არა‚ ძმაო‚ რომ
იხტიანდრს გუტიერე უყვარს?
- ეს ყველაფერი როდია‚ ძმაო. აბა ყური დამიგდე. მე მინდა გაგახსენო ის‚ რაც
მრავალი წლის წინათ მოხდა. ერთხელ შენს ცოლს ვახლდი‚ - მას აქეთ შემდეგ ოცი
წელი გავიდა‚ - როდესაც ის მშობლებისგან ბრუნდებოდა. გახსოვს‚ მთებში დედის
დაკრძალვაზე რომ გაემგზავრა? გზაში შენი ცოლი მშობიარობას გადაჰყვა. ბავშვიც
გარდაიცვალა. მაშინ ყველაფერი არ მითქვამს შენთვის. მოგერიდე. ახლა გეტყვი. შენი
ცოლი გზაში მართლაც გარდაიცვალა‚ მაგრამ ბავშვი ცოცხალი იყო‚ თუმცა ძალიან
სუსტი არსება გამოდგა. ეს მოხდა ინდიელების სოფელში. ერთმა დედაბერმა მითხრა‚
რომ მათ მახლობლად ცხოვრობს დიდი სასწაულმოქმედი ღმერთი სალვატორი...
- ჰოდა‚ ასე‚ - განაგრძო ქრისტომ‚ - სალვატორმა ზანგის პირით მაცნობა‚ რომ ბავშვი
გარდაიცვალა. ახალშობილ ბავშვს‚ შენს შვილს‚ ხალი შევნიშნე. კარგად მახსოვს‚
როგორი იყო ეს ხალი‚ - შემდეგ ქრისტომ განაგრძო: - ამ ცოტა ხნის წინ იხტიანდრი
ვიღაცამ კისერში დაჭრა. როდესაც ჭრილობას ვუხვევდი‚ ქერცლის საყელო
გადავუღეღე და სწორედ ისეთივე ხალი დავინახე‚ როგორიც შენს შვილს ჰქონდა.
- ჩუმად! სალვატორი შენზე ძლიერია. ესეც არ იყოს‚ შესაძლოა‚ ვცდებოდე. ოცი წელი
გავიდა მას შემდეგ. კისერზე ხალი შეიძლება სხვა კაცსაც ჰქონდეს. იხტიანდრი იქნებ
არის‚ მაგრამ ეგებ არც იყოს შენი შვილი. აქ სიფრთხილეა საჭირო. სალვატორთან
წახვალ და ეტყვი‚ იხტიანდრი ჩემი შვილია-თქო. მე მოწმედ დაგიდგები. მოსთხოვ‚
შვილი დაგიბრუნოს. თუ არ მოგცა‚ ეტყვი‚ ბავშვების დასახიჩრებისთვის
სასამართლოში გიჩივლებ-თქო. იქნებ შეშინდეს. თუ სასამართლოში ვერ შევძელით
დამტკიცება‚ რომ იხტიანდრი შენი შვილია‚ მაშინ ის გუტიერეს შეირთავს; გუტიერე
ხომ შენი ნაშვილებია. შენ მაშინ ცოლზე და შვილზე დარდობდი და‚ გახსოვს‚ ეს
ობოლი გუტიერე მე გამოგიძებნე...
ბალთაზარი სკამიდან წამოხტა. ახლა ის დუქანში ისე აბორგდა‚ რომ თავის
კიბორჩხალებსა და ნიჟარებს აქეთ-იქიდან ეხლებოდა.
- ჰო‚ ჰო‚ იხტიანდრი ახლა „მედუზაზეა“. დღეს დილით ზურიტა მოვიდა ჩემთან.
დაგვცინოდა‚ მასხრად გვიგდებდა და გვლანძღავდა. თქვა‚ რომ ჩვენ მას
ვატყუებდით. წარმოიდგინე‚ უჩვენოდ‚ თვითონ დაიჭირა იხტიანდრი. ახლა ჩვენ
აღარაფერს მოგვცემს. მე თვითონაც არ გამოვართმევ ფულს. განა შეიძლება საკუთარი
შვილი გაყიდო?
- მაშ‚ დაიმახსოვრე‚ ხვალ დილით‚ მზის ამოსვლამდე ნაპირზე უნდა იყო. ფეხი არ
მოიცვალო‚ თუნდაც საღამომდე მოგიწიოს ცდა.
ქრისტო საჩქაროდ წავიდა. მთელი ღამე ფიქრობდა სალვატორთან მოსალოდნელ
შეხვედრაზე. საჭირო იყო როგორმე თავის გამართლება.
- მომყევი!
სალვატორი ნამგზავრი იყო‚ მაგრამ სახლიდან ისე გავიდა‚ არც დაუსვენია და არც
ტანსაცმელი გამოუცვლია. მან ბაღს მიაშურა. ქრისტო ძლივს ეწეოდა. მესამე
კედელთან ორი ზანგი წამოეწია.
არაჩვეულებრივი ტყვე
- აი‚ ასე სჯობს. თქვენ ძალიან აღელვებული ხართ. ცოტა წყალი მოსვით.
გუტიერეს კაიუტა გემის მეორე მხარეს იყო. ზურიტას არ უნდოდა‚ რომ მას ჯაჭვით
დაბმული იხტიანდრი დაენახა.
- ვინც უნდა იყოს‚ კაპიტან ზურიტას ერთობ კარგი ვინმე უპოვია‚ - გამოეპასუხა
შტურმანი‚ - ერთი ასეთი მაძიებელი ათ კაცს შეენაცვლება.
შუადღე იყო‚ როცა იხტიანდრმა ჯაჭვი მოსწია‚ რომ მაღლა აეყვანათ. ჩანთა
ნიჟარებით აევსო. საჭირო იყო მისი დაცლა‚ რომ კვლავ განეგრძო მარგალიტის ძებნა.
- ეჰე‚ შენ უკვე ყოყოჩობა დამიწვე‚ შეგაქეს და უკვე მოთხოვნა წამოაყენე‚ ჭირვეულობ.
- გთხოვთ! ჩემი ნებით მოგიტანთ მარგალიტებს. დიდი ხანია‚ რაც აი‚ ამდენი ნიჟარა
დავაგროვე‚ - და იხტიანდრმა ხელით მუხლებამდე სიმაღლე აჩვენა‚ -
გლუვზედაპირიანები‚ თანაბარი და რჩეული მარგალიტები. თითოეული სიდიდით
ცერცვის ოდენა... ყველას თქვენ მოგცემთ‚ ოღონდ გამათავისუფლეთ.
- ვინაა ეს ლიდინგი?
- ჩემი დელფინია.
„ოჰო! ეს მართლაც დიდი ცთუნებაა‚ - ფიქრობდა ზურიტა‚ - თუ ეს სიმართლეა‚ - და
უნდა ვიფიქროთ‚ რომ ის არ ცრუობს‚ მაშინ ეს ხომ ყველაფერს აღემატება‚ რისი
წარმოდგენაც მე შემიძლია. უთვალავი სიმდიდრის პატრონი გავხდები.
როტშილდები და როკფილერები‚ ჩემთან შედარებით‚ ღარიბებად გამოჩნდებიან.
იქნებ‚ გავუშვა? მის პატიოსან სიტყვას ვენდო?“
- კარგად დაიმახსოვრეთ‚ რასაც გეტყვით. თქვენი არც ერთი სიტყვის არ მჯერა. თქვენ
მიიღებთ მარგალიტს და ისევ დააბამთ იხტიანდრს ჯაჭვით. ეს ისეთივე სიმართლეა‚
როგორც ის‚ რომ მე ვარ ცოლი ქვეყნად ყველაზე გაიძვერა და ფიცის გამტეხი კაცისა.
კარგად დაიმახსოვრეთ და ნუღარასოდეს ეცდებით‚ თქვენს ბნელ საქმეებში მეც
ჩამითრიოთ. ისევ გთხოვთ‚ თავი დამანებოთ.
მიტოვებული „მედუზა“
ერთმა მეზღვაურმა ფეხში სტაცა ხელი, მაგრამ ზურიტამ მეორე თავისუფალი ფეხი
ჩაჰკრა თავში და დარეტიანებული მეზღვაური გემბანზე დაეცა. ზურიტამ მაინც
მოასწრო მარსამდე ასვლა, იქ ჩამოჯდა და თან საშინლად ილანძღებოდა. ახლა
შედარებით უშიშრად იგრძნო თავი. მერე რევოლვერი იძრო და მეზღვაურებს
ჩამოსძახა:
„ნეტა არ ჩაეშვას წყალში, - ფიქრობდა ზურიტა, - ბოგირზე ხალხი დგას და ნუთუ ვერ
შემამჩნევენ, გვერდით ჩამივლიან?“
- იხტიანდრი შეუძლოდაა. თქვენ მას კანჯოში ნახავთ, - თქვა ზურიტამ ისე, რომ
გუტიერესთვის ხელი არ გაუშვია. მერე ჭვინთთან მიირბინა და ქალი კანჯოში ჩასვა.
კანჯო წყალში სწრაფად ჩაუშვა და მერე თვითონაც შიგ ჩახტა.
წყალქვეშა ნავი კანჯოს ვეღარ დაედევნებოდა. წყალი ძალიან მარჩხი იყო, მაგრამ
გუტიერემ წყალქვეშა ნავის ბაქანზე ბალთაზარს მოჰკრა თვალი.
- ეს ქალი ჩემი ცოლია და არავის არ აქვს ნება, ჩემს საქმეებში ჩაერიოს, - ყვირილითვე
უპასუხა ზურიტამ და ნიჩბები სწრაფად აამუშავა.
ჩაძირული ხომალდი
- ნამდვილი ადამიანი რომ იყო, ასეთ შეკითხვებს არ მომცემდი. აბა, რომელ ქალს არ
სურს, რომ ლამაზად ეცვას და ძვირფასი სამკაულები ატაროს? ყოველივე ამისთვის კი
ფულია საჭირო. ჩაძირულ გემში ბევრი ფულია. ახლა ის არავის კუთვნილება არ არის
და რატომ არ უნდა მოიპოვო გუტიერესთვის? მთავარია, იპოვო ოქროს ფული. იქ
უნდა იყოს საფოსტო ტყავის ჩანთები. ამას გარდა, მგზავრებს ექნებოდათ ოქროს
ნავთები, ბეჭდები...
- როგორც ვხედავ, შენი მოტყუება არც ისე ადვილია. შენთან ისევ გულახდილობა
სჯობს. მაშ, მომისმინე, გუტიერეს კი არ უნდა, რომ „მაფალდუს“ ოქრო ჰქონდეს,
არამედ - მე. ამას ხომ მაინც დამიჯერებ?
- მჯერა!
- ჰოდა, ძალიან კარგი! ხედავ, როგორ თანდათან გჯერა ჩემი?! მაშ შევთანხმდებით
კიდეც. დიახ, ოქრო მე მინდა, და თუ „მაფალდუზე“ იმდენი აღმოჩნდება, რამდენიც
შენი მარგალიტის საუნჯე ღირს, როგორც კი იმ ოქროს მომიტან, მაშინვე გაგიშვებ
ოკეანეში. მაგრამ უბედურება ისაა, რომ მე და შენ მაინცდამაინც ვერ ვენდობით
ერთმანეთს. ვშიშობ, უჯაჭვოდ რომ ჩაგიშვა, წყალში ჩაყვინთავ და...
- ჩქარა წავიდეთ!
მაგრამ, როცა უფრო ქვევით ჩავიდა, სადაც მესამე კლასის მგზავრები იყვნენ, ჭაბუკს
თვალწინ საშინელი სურათი გადაეშალა. კაიუტებში დარჩენილიყვნენ კაცები,
ქალები, ბავშვები; თეთრები, ჩინელები, ზანგები და ინდიელები.
როგორც ჩანდა, გემის ეკიპაჟმა ყველაზე ადრე პირველი კლასის მდიდარი მგზავრები
გადაარჩინა, დანარჩენები კი ბედის ანაბარა მიატოვა. ზოგ კაიუტაში იხტიანდრმა
ვერც შეაღწია: კარები გვამებით იყო ჩაჭედილი. ეტყობოდა, თავგზააბნეული ხალხი
თავს დამტყდარი უბედურების დროს ერთმანეთს აწვედოდა, გასასვლელთან
იჭედებოდა, ერთმანეთს ხელს უშლიდა და ამით გადარჩენის უკანასკნელ
საშუალებას თავადვე ისპობდა.
გრძელ დერეფანში ნელა ირხეოდნენ გვამები. წყალი ღიად დარჩენილ
ილუმინატორებში მოედინებოდა და დასიებულ გვამებს ნელა არწევდა. იხტიანდრი
შეზარა ამ სანახაობამ და საჩქაროდ გაეცალა ამ წყალქვეშა სასაფლაოს.
ახლადმოვლენილი მამა
- სალვატორთან.
- კარგი. მაშ, ხვალ მოვალ სალვატორთან. ახლა კი ყურესთან წავალ. იქნებ ჩემს შვილს
ზღვაში, შორიდან მაინც მოვკრა თვალი.
- ნუთუ მომეჩვენა?
თავისი დუქნის გამო ბალთაზარი ბევრჯერ იყო „პალმაში“ ნამყოფი. მან იცოდა, რომ
აქ შეიძლებოდა შეხვედროდა საჭირო კაცს, რომელიც თხოვნას დაუწერდა. ამიტომ
წამოვიდა ახლაც აქეთ.
მან ჩქარა გაიარა ჩარდახი, შევიდა გრილ ვესტიბიულში, სიამით ჩაისუნთქა გრილი
ჰაერი, მერე შუბლზე ოფლი მოიწმინდა და მის ირგვლივ მოფუსფუსე ბიჭს ჰკითხა:
- გუშინდელს აქეთ პირში არაფერი ჩამსვლია ორიოდე ყლუპი ზღვის წყლის გარდა.
- მით უარესი.
- ვითომ ჭკუიდან შევიშალე? არა, სრულ ჭკუაზე ვარ. მაშ, გაჩუმდი და ისე მისმინე.
- დასწყევლოს ეშმაკმა!
- რას მიბრძანებთ?
- ხუთი! ხუთი! ხუთი! - დაიყვირა თავის მხრივ უკვე გაბრაზებულმა ლარამ, - ხუთი
მამობრივი გძნობა! ხუთი ვაჟიშვილი მყავს! ხუთი დიდ-პატარა ეშმაკუნა, ხუთი
მჭამელი! ვიცი, მესმის, ვგრძნობ! შენიც ვერსად წაგვივა. მხოლოდ მოთმინება იქონიე
და საქმე ბოლომდე მოისმინე.
ლარა მიხვდა, რომ მეტი შესიტყვება უნაყოფო იქნებოდა და თავი გაიქნია. მერე ერთი
ამოიოხრა, წითელი პორტფელიდან ქაღალდი ამოიღო, ჯიბიდან კი მუდმივი კალამი
იძრო.
- როგორ ბედავ ჩემთან „შენობით“ ლაპარაკს? - აენთო ზურიტა, - ჩემი ცოლის მამა
რომ არ იყო, კარგად გაგჯოხავდი.
იურიდიული კაზუსი
ბუენოს-აირესის პროკურორს იშვიათი სტუმარი ეწვია: ადგილობრივი საკათედრო
ტაძრის წინამძღვარი‚ ეპისკოპოსი ხუან დე გარსილასო.
ბრალდებულის სიტყვა
თქვენ იცით‚ რა სტიქიაა ეს‚ რა ძალაა? თქვენ იცით‚ რომ ოკეანის ფართობი უდრის
სამას სამოცდაერთ მილიონ ორმოცდაათი ათას კვადრატულ კილომეტრს.
დედამიწის ზედაპირის შვიდ მეათედზე მეტი წყლის უდაბნოა, მაგრამ ეს უდაბნო‚
თავისი გამოულეველი საკვები მარაგით და საწარმოო ნედლეულით დაიტევდა
მილიონობით‚ მილიარდობით ადამიანს. სამას სამოცდაერთ მილიონ კვადრატულ
კილომეტრზე მეტი მხოლოდ ზედაპირია‚ მაგრამ ადამიანებს ხომ შეუძლიათ
რამდენიმე წყალქვეშა სართულად განლაგდნენ. მილიარდობით ადამიანი
შეუვიწროვებლად და ერთმანეთის შეუწუხებლად მოთავსდებოდნენ ოკეანეში.
ახლა მისი ძალა იკითხეთ! თქვენ იცით‚ რომ ოკეანის წყლები შთანთქავენ მზის
სითბოს ენერგიას‚ რომლის ძალოვანებაც სამოცდაცხრამეტ მილიარდ ცხენის ძალას
უდრის. თუ არა ჰაერში სითბოს უკუცემა და სხვა თბოდანაკარგები‚ ოკეანე დიდი
ხნის წინათ ადუღდებოდა. პრაქტიკულად ეს ენერგია ულევი მარაგია. როგორ
იყენებს მერე მას ხმელეთზე მცხოვრები კაცობრიობა? თითქმის სრულებით ვერ
იყენებს.
ახლა ტალღებისა და მოქცევის ძალა იკითხეთ! თქვენ იცით‚ რომ ტალღების მიერ
მიყენებული დარტყმა ეთანაბრება ოცდათვრამეტ ათას კილოგრამს‚ ოცდათვრამეტ
ტონას ზედაპირის კვადრატულ მეტრზე. ტალღების მაღლა ასროლა აღწევს
ორმოცდასამ მეტრს და ამ დროს ტალღას შეუძლია ასწიოს მილიონ კილოგრამამდე
წონა‚ მაგალითად‚ კლდის ნამტვრევები. მოქცევები კი სიმაღლით თექვსმეტ მეტრს‚
ესე იგი ოთხსართულიანი სახლის სიმაღლეს აჭარბებს და მერე როგორ იყენებს
კაცობრიობა ამ ძალებს? თითქმის ვერ იყენებს.
საპატიმროში
- არ ვიცი.
- აი‚ რა‚ ძმაო. წავალ საპატიმროში. ჩემს საუკეთესო მარგალიტებს დარაჯებს მივცემ‚
რომ ნება მომცენ‚ იხტიანდრი ვინახულო. მოველაპარაკები და მიხვდება‚ რომ მე მისი
მამა ვარ. არ შეიძლება‚ შვილმა მამა არ იცნოს. მასში ჩემი სისხლი ალაპარაკდება.
- იხტიანდრ! მამაშენი შენთან მოვიდა. შენი ნამდვილი მამა. სალვატორი შენი მამა
არაა. სალვატორი ავი კაცია. ეს მან დაგასახიჩრა... იხტიანდრ‚ იხტიანდრ‚ აბა‚ ერთი
შემომხედე‚ ნუთუ მამას ვერ ცნობ?
ჭაბუკს ხშირი თმიდან მკრთალ სახეზე წყალი ნელ-ნელა სდიოდა და ნიკაპიდან ძირს
წვეთავდა. ის სევდიანად და ოდნავ გაკვირვებული უყურებდა მოხუც ინდიელს.
- არ დაახრჩო!
ჭაბუკი დაემორჩილა.
- სული გეხუთება?
იხტიანდრმა თავი ჩაღუნა და ჩაფიქრდა. მერე უცებ თავი ასწია‚ თვალი სალვატორს
გაუსწორა და ჰკითხა:
- იმიტომ‚ რომ შენ გაქვს ის‚ რაც არც ერთ ადამიანს არა აქვს: წყალში ცხოვრების
უნარი. იხტიანდრ‚ შენთვის რომ არჩევანი მოეცათ‚ იყო ისეთი‚ როგორიც ყველანი
არიან და გეცხოვრა დედამიწაზე‚ ან მხოლოდ წყალქვეშ‚ მითხარი‚ რომელს
აირჩევდი?
- შენ უფრო ადრე გააკეთე არჩევანი‚ იხტიანდრ‚ იმით‚ რომ შენივე გაუგონრობით
დაარღვიე შენი ორგანიზმის წონასწორობა. ახლა შენ მხოლოდ წყალქვეშ შეძლებ
ცხოვრებას.
- ერთი სათხოვარი კიდევ მაქვს. ხომ არ შეგიძლიათ საქმე ისე მომიწყოთ‚ რომ
იხტიანდრი ვინახულო‚ - უკანასკნელად ვინახულო?
- კი‚ მაგრამ...
იხტიანდრს გაუკვირდა‚ როცა სალვატორი მის საკანში შევიდა. ჭაბუკს თავის დღეში
არ ენახა ის ასე დარდიანი და ნაზი‚ როგორიც ახლა იყო.
სამაგიეროდ‚ მთელი გზა თბილ წყალში იცურებდი. ამას გარდა‚ პანამის არხიდან
დასავლეთისკენ სამი დიდი საოკეანო გზა მიემართება: ორი - ზელანდიისკენ‚ ერთი -
ფიჯის კუნძულებისკენ და კიდევ იქით. საშუალო გზას თუ აირჩევ და გემებსაც
თვალყურს ადევნებ‚ შეგიძლია ერთ მათგანს ხელით ჩაეჭიდო და თითქმის მიაღწევ
იმ ადგილამდე. ასეა თუ ისე‚ ახალი ზელანდიისკენ გამართული გზა ტუამოტუს
არქიპელაგის ზოლის გავლას გულისხმობს‚ ოღონდ ოდნავ ჩრდილოეთისკენ გასვლა
დაგჭირდება.
- ვინ იცის‚ ვინ ვისზე უფრო დარდობს‚ - ისევ გაეღიმა სალვატორს‚ - მაშ ასე‚
ლიდინგი. ჩინებულია‚ ტუამოტუს კუნძულებამდე მიატან. მხოლოდ მარჯნის
განცალკევებული კუნძულის მოძებნა დაგჭირდება. აი‚ ნიშნებიც. მასზე აღმართული
ანძა‚ ანძაზე კი ფლუგერის სახით გამოყვანილი დიდი თევზია. დამახსოვრება ძნელი
არ არის. შეიძლება ამ კუნძულის ძებნას მთელი თვე მოანდომო ან იქნებ‚ ორიც‚ ან
სამი‚ მერე რა უშავს. წყალი იქ თბილია და ხამანწკებიც ბლომადაა.
სალვატორმა იხტიანდრი მოთმინებით მოსმენას მიაჩვია. მაგრამ როდესაც ის თავის
ახსნა-განმარტრებებში ამ ადგილამდე მივიდა‚ იხტიანდრმა ვერ მოითმინა.
გაპარვა
- აი‚ ახალი ამბავიც ამას ჰქვია‚ - წამოიძახა‚ - დაჯექი! ფეხზე ძლივს დგახარ. მაინც‚ ეს
როგორ? შენ არ ამბობდი‚ რაც ღმერთმა შეაკავშირა‚ ადამიანმა არ უნდა გათიშოსო?
უნდა გასცილდე? მით უკეთესი. ამ ამბავმა ძალიან გამახარა. მამას დაუბრუნდი?
- ქარხანაში ვიმუშავებ. ოლსენ‚ ერთი რამ უნდა გთხოვო‚ დამეხმარე‚ რომ ქარხანაში
სამუშაოდ მოვეწყო... სულ ერთია‚ რა სამუშაოც უნდა იყოს.
ოლსენმა თავი მწუხარედ გააქნია.
- ახლა ეს ძალიან ძნელია... თუმცა მე‚ რა თქმა უნდა‚ ვეცდები‚ - და ცოტა ხნის ფიქრის
შემდეგ. დაუმატა: - შენი ქმარი რას იტყვის?
- ჰო‚ მაგრამ შენი ქმარი ხომ მოისურვებს გაიგოს‚ სად იმყოფება მისი ცოლი.
- ჰო‚ იხტიანდრი საპატიმროშია და‚ შეიძლება ისევ ზურიტას მონად იქცეს. რაღაც
უაზრო სასამართლო პროცესი მოაწყვეს‚ უაზრო ბრალდებები წაუყენეს სალვატორსა
და იხტიანდრს.
ოლსენი ჩაფიქრდა.
- მგონია‚ რომ არა‚ - უპასუხა მან‚ - შენთვის ისა სჯობს‚ რომ იხტიანდრი არ ინახულო.
- რატომ?
- ვერაფერი გამიგია...
- იხტიანდრს ჰაერით სუნთქვა უკვე აღარ შეუძლია. ჰოდა‚ რა იქნება‚ რომ ისევ
გნახოს? მისთვის ეს ძალიან მძიმედ გადასატანი იქნება და შესაძლებელია‚
შენთვისაც. იხტიანდრი მოინდომებს შენს ხშირად ნახვას‚ ეს კი მას საბოლოოდ
დაღუპავს.
გუტიერე გაწითლდა.
- და ახლა‚ რაღა თქმა უნდა‚ ვერ იქნება ისე ბედნიერი‚ როგორც წინათ.
გუტიერეც ადგა.
- სად მიდიხარ?
იხტიანდრს არ დაუყოვნებია.
- წავედით!
როცა ოლსენი ქალაქიდან გავიდა‚ ღამე იყო‚ უკვე ბნელდებოდა. გზა ზღვის პირს
ჩასდევდა. ქარი ძლიერდებოდა. ტალღები ნაპირს ეხეთქებოდნენ და ხმაურით
ქვებზე იმსხვრეოდნენ.
- მოვედით! ამოძვერი!
კასრიდან იხტიანდრის თავი გამოჩნდა‚ იქეთ-აქეთ მიიხედ-მოიხედა‚ მერე კასრიდან
სწრაფად ამოძვრა და მიწაზე გადმოხტა.
ქარი ისე გაძლიერდა‚ რომ კაცს ფეხზე დგომა უჭირდა‚ ზღვა ბორგავდა‚ სილა
ნაპირზე შიშინებდა და ქვები ხმაურობდა.
ქალმა ერთხელ კიდევ მიხედა ზღვას‚ მერე ოლსენის ხელს დაეყრდნო და ქალაქისკენ
წავიდა.
***
[4] კონრად გესნერი - XVI საუკუნის გამოჩენილი გერმანელი მეცნიერი. დაწერა „წიგნი
ცხოველების შესახებ“. მის გავლენას დიდხანს განიცდიდნენ ნატურალისტები
(ავტორის შეიშვნა).