You are on page 1of 340

1

ჟან მარი გუსტავ


ლე კლეზიო

უდაბნო

მთარგმნელი: სოფო ბენდიაშვილი

2
1

საგიეტ ელ-ჰამრა, 1909-1910 წლის ზამთარი

ისინი ქვიშის ბორცვების თავზე გამოჩნდნენ. თავი სიზმარში გე-


გონებოდა. ფეხებით დაყენებულ ქვიშის ბორიაყში ძნელად გამოარ-
ჩევდი – ზანტად მიუყვებოდნენ ხეობის ოდნავ შესამჩნევ კვალს. ქა-
რავანს შალის ლაბადებში გახვეული, ლურჯ პირბადეჩამოფარებუ-
ლი კაცები მიუძღოდნენ. მათ ორი თუ სამი დრომადერი, თხები და
ცხვრები მიჰყვებოდნენ, რომელთაც ბიჭუნები არ აძლევდნენ მოს-
ვენებას. უკან კი ქალები აბოლოებდნენ ქარავანს. მძიმე ლაბადებში
გამოჭედილებს სილუეტები დამძიმებოდათ, ინდიგოსფერი პირბა-
დეები კიდურებისა და შუბლის კანს კიდევ უფრო უმუქებდა.
ნელა, უხმაუროდ მიარღვევდნენ ქვიშას. არ ენაღვლებოდათ, სა-
ით მიდიოდნენ. დღისით ცხელი, ღამით კი ცივი უდაბნოს ქარი გა-
ნუწყვეტლივ ზუზუნებდა. ირგვლივ ქვიშის ბუღი ტრიალებდა, აქლე-
მებს ფეხებშუა უვლიდა, ქალებს სახეში სცემდა, აიძულებდა, ლურჯი
ტილო წამდაუწუმ თვალებზე ჩამოეფარებინათ. ბავშვები დარბოდ-
ნენ. დედების ზურგზე ჩამოკიდებული, ლურჯ სახვევებში გამოკრუ-
ლი ჩვილები ტიროდნენ, აქლემები ბღაოდნენ, ფრუტუნებდნენ. არა-
ვინ იცოდა, საით მიდიოდნენ.
მზე ჯერ ისევ მოკრიალებულ ცისწვერზე იყო. ქარი ხმაურსა და
სუნს ფანტავდა. მგზავრებს სახეზე ოფლი წვეთ-წვეთად ჩამოსდი-
ოდათ, ლოყებზე, მკლავებსა და ფეხების მთელ სიგრძეზე ისედაც ჩა-
მუქებულ კანს ინდიგოსფერი დასდებოდა. ქალებს შუბლზე ლურჯი
სვირინგები ხოჭოებივით უბრწყინავდათ. შავი, პაწაწა ლითონის
წვეთების მსგავსი თვალები ქვიშის სივრცეებს ვერ სწვდებოდა,
ტალღოვან ბორცვებს შორის გზის ნაკვალევს დაეძებდა.
სხვა არაფერი და არავინ იყო ამ მიწაზე. უდაბნოში ნაშობნი სხვა
გზას ვერ აირჩევდნენ. არაფერს ამბობდნენ, არაფერი სურდათ. ქა-
რი თავზე ისე უვლიდა, ისე ატანდა ძვალ-რბილში, თითქოს ბორცვ-

3
ებზე ძეხორციელი არ ყოფილიყო. გამთენიისთანავე გზას ადგე-
ბოდნენ, არ ჩერდებოდნენ, შიმშილი და წყურვილი გარსივით შე-
მოჰკვროდათ. წყურვილს ენა და ტუჩები დაეშრო. შიმშილი კუჭს უღ-
რღნიდათ. ძალიანაც რომ ეცადათ, ხმასაც ვერ ამოიღებდნენ. უკვე
კარგა ხანია, უდაბნოსავით დამუნჯებულიყვნენ. დილის მზის შუქით
ავსილნი, ღამით უძრავი ვარსკვლავების ქვეშ იყინებოდნენ.
ხეობის სიღრმეში ნელ-ნელა ეშვებოდნენ. გვერდს უქცევდნენ,
თუკი ფეხქვეშ სილა ეცლებოდათ. კაცები არც კი უყურებდნენ იმ ად-
გილს, სადაც ფეხი უნდა დაედგათ. თითქოს უხილავი ნაკვალევი
მარტოობის მეორე მხარეს, ღამისკენ მიუძღოდა. თოფი მხოლოდ
ერთს ჰქონდა. ჩაშავებული ბრინჯაოს მოგრძოლულიანი ქვის კარა-
ბინი გულზე ჩამოეკიდა და ლულა ორივე ხელით დროშის ტარივით
მაღლა აეშვირა. გვერდით, ლაბადებში გახვეული, ტვირთის სიმძი-
მით წელში ოდნავ მოხრილი ძმები მიჰყვებოდნენ. ლაბადებქვეშ,
ეკლებისგან შემოგლეჯილი, ქვიშისაგან გაცვეთილი, ჩამოძენძილი
ლურჯი ტანსაცმელი მოუჩანდათ. ქანცგაწყვეტილი ადამიანების
უკან, თოფიანი კაცის ვაჟი, ნური, დედასა და დებს წინ მიუძღოდა.
მზისაგან გარუჯული, ჩამუქებული სახე ჰქონდა, მოელვარე თვალე-
ბიდან თითქმის ზებუნებრივი სხივი გამოუკრთოდა.
ისინი ქვიშის, ქარის, სინათლის, ღამის ადამიანები იყვნენ. ქვი-
შის ბორცვებზე გამოჩნდნენ სიზმარში რომ ხდება ისე, თითქოს უღ-
რუბლო ცამ შვაო. კიდურებზე ამ მკაცრი სივრცის კვალი დამჩნე-
ოდათ. თან სდევდათ შიმშილი, წყურვილი, მათთვის ტუჩები რომ
დაესისხლიანებინა და მკაცრი სიჩუმე, რომელშიც მზე, ცივი ღამე-
ები, ირმის ნახტომის ციაგი, მთვარე არეკლილიყო. თან დაჰყვებო-
დათ მზის ჩასვლისას მათივე უზარმაზარი ჩრდილები, გაუკვალავი
ქვიშის ტალღები, დაშორიშორებული ფეხის თითებით რომ ეხებოდ-
ნენ, მიუწვდომელი ჰორიზონტი. განსაკუთრებით კი მზერის სხივი,
ასე ნათლად რომ გამოკრთოდა მათი თვალების სკლერებიდან.
ცხვრებისა და მოყავისფრო-მონაცრისფრო თხების ფარა ბავ-
შვების წინ მიიზლაზნებოდა. პირუტყვმაც არ იცოდა, სად მიდიოდა,
ისე ადგამდა გაკვალულ ნაფეხურებზე ჩლიქებს. ქვიშა მათ თათებ-

4
შუა კორიანტელს აყენებდა, ჭუჭყიან ბეწვს ეკვროდა. ვიღაც დრომა-
დერებს მიერეკებოდა, მხოლოდ თუ შეუძახებდა, მათსავით ბღაოდა
და იპურჭყებოდა. სუნთქვის ხრინწიანი ხმა ქარს ერეოდა და უმალ
სამხრეთით, ქვიშიან ხევში იკარგებოდა. აქ ქარს, გვალვას, შიმ-
შილს, მართლაც აზრი დაჰკარგვოდა. ადამიანები და ფარა ტაატით
მაინც წინ მიიწევდნენ, ხეობაში, ღრმად ჩადიოდნენ, იქ, სადაც არც
წყალი იყო და ვერც ჩრდილს შეაფარებდი თავს.
კვირების, თვეების წინ აყრილიყვნენ, ერთი ჭიდან მეორეზე გა-
დადიოდნენ, ქვიშაში ჩაკარგულ, ამომშრალ ჩანჩქერებს კვეთდნენ,
კლდოვან გორებზე, ზეგნებზე გადადიოდნენ. ფარა ლორთქო ბა-
ლახს ძოვდა – თავცეცხლას, რძიანას ადამიანებთან ინაწილებდა.
დაბინდებისას, როცა მზე ცისკიდეს უახლოვდებოდა და ბუჩქების
ჩრდილი უზომოდ გრძელდებოდა, ადამიანები და ცხოველები ჩერ-
დებოდნენ. კაცებს აქლემებიდან ტვირთი გადმოჰქონდათ, ყავისფე-
რი შალის დიდ კარავს კედრის ერთადერთ საბჯენზე ჭიმავდნენ. ქა-
ლები ცეცხლს ანთებდნენ ‒ ფეტვის ფაფის, მაწვნის, კარაქის, ხურ-
მის საჭმელად ემზადებოდნენ. მალე ღამდებოდა. უზარმაზარი, ცივი
ცა ჩაბნელებულ დედამიწაზე გადაიხსნებოდა, იმავ წამს სივრცეში
ათასობით ვარსკვლავი მიმოიბნეოდა და ადგილიდან აღარ იძვრო-
და.
თოფიანი კაცი, რომელიც ხალხს წინ მიუძღოდა, ნურს დაუძახებ-
და და პატარა დათვის გამონაწვერზე განმარტოებულ ვარსკვლავს
– ქაბრს აჩვენებდა, თანავარსკვლავედის მოპირდაპირე მხარეს კი
ლურჯ ვარსკვლავს – ქოშაბს. შემდეგ აღმოსავლეთისკენ გაახედებ-
და, სადაც ხუთი ვარსკვლავი – ალქაიდი, მიზარი, ალიოსი, მეგრე-
ზი, ფეკდა კიაფობდა. კიდევ უფრო აღმოსავლეთით, ფერფლისფერ
ჰორიზონტზე ოდნავ მაღლა, ორიონი გამოანათებდა, ალნილამთან
ერთად გემის ანძასავით ოდნავ გადახრილი. ყველა ვარსკვლავს
ცნობდა, ზოგჯერ ისეთ უცნაურ სახელს იტყოდა, თითქოს ზღაპრის
მოყოლას აპირებსო. მერე ნურს გზებს უჩვენებდა, რომლითაც დღი-
სით უნდა ევლოთ, თითქოს ცაში მოკიაფე შუქები იმ მიმართულებას
უხაზავდა, ადამიანები დედამიწაზე რომ უნდა გაჰყოლოდნენ. მერე

5
და რამდენი ვარსკვლავი იყო! უდაბნოს ღამე სავსე იყო ამ მქრქა-
ლად მოკიაფე სინათლეებით, ქარი კი სუნთქვასავით უბერავდა და
უბერავდა. ეს დროის მიღმა დარჩენილი, ადამიანთა ისტორიას მო-
წყვეტილი ქვეყანა, რომელსაც ალბათ ვერც ვერაფერი შეემატებო-
და და ვერც ვერაფერი დააკლდებოდა, თითქოს სხვა ქვეყნებს უკვე
დაშორებოდა, მიწიერი არსებობის მწვერვალზე ასულიყო. კაცები
ხშირად შეჰყურებდნენ ვარსკვლავებს, დიდ თეთრ გზას, დედამიწა-
ზე ქვიშის ხიდივით გადაჭიმულს. ცოტას ლაპარაკობდნენ, კიფის
დახვეულ ფოთლებს ეწეოდნენ, თან ერთმანეთს მოგზაურობების,
ქრისტიან ჯარისკაცებთან ომის, შურისძიებათა გაგონილ ამბებს უყ-
ვებოდნენ. შემდეგ კი ღამეს უგდებდნენ ყურს.
სპილენძის ჩაიდანქვეშ ფიჩხის ალი იკლაკნებოდა, გადმოსული
წყალი შიშინებდა. მაყალს იქით ქალები მუსაიფობდნენ. ერთ-ერთი
მათგანი მკერდზე მიკრულ ჩვილს უნანავებდა. გარეული ძაღლები
წკმუოდნენ, ხევიდან ექო სხვა გარეული ძაღლების ყეფასავით ამო-
დიოდა. პირუტყვის სუნი იგრძნობოდა, რომელიც ნაცრისფერი ქვი-
შის სინესტესა და კვამლის სიმწკლარტეში ირეოდა.
მოგვიანებით ქალები და ბავშვები კარვებში იძინებდნენ, ლაბა-
დებში გახვეული კაცები მინავლებულ ცეცხლს შემოუწვებოდნენ,
ქვიშისა და ქვის სივრცეს ერეოდნენ, ქრებოდნენ, შავი ცა კი უფრო
მეტად ბზინავდა.
ასე მიდიოდნენ თვეების, ალბათ წლების განმავლობაში. ქვიშის
ტალღებს შორის ცის გზებს მიუყვებოდნენ,რომლებიც დრაადან,
ტამგრუტიდან, ერგ იგიდიდან მოდის ან უფრო ჩრდილოეთით,აიტ
ატას, გერისის, თაფილალეთის გზას, ატლასის ქედების დიდ სიმაგ-
რეებს რომ უერთდება, ან კიდევ იმ გზას, ბოლო რომ არ უჩანს, ჰანკს
გადაღმა უღაბნოში იჭრება და ტომბუქტუს დიდი ქალაქისკენ მიდის.
გზაში ზოგი მომკვდარიყო, ზოგიც დაბადებულიყო, დაოჯახებული-
ყო. აქა-იქ კაცი წააწყდებოდა დაცვენილ, ყელგამოღადრულ პირუტ-
ყვსაც, ნიადაგი რომ უნდა გაეპოხიერებინა, ან კიდევ შავი ჭირისგან
მუსრგავლებულთ, გამომშრალ მიწაზე გასახრწნელად განწი-
რულთ.

6
აქ თითქოს სახელებს, სიტყვებს აზრი დაჰკარგვოდა. უდაბნოს
ქარი ყველაფერს რეცხავდა, ყველაფერს შლიდა. ადამიანებს თვა-
ლებში სივრცის თავისუფლება აღბეჭდვოდათ, მათი კანი ლითონს
დამსგავსებოდა. მზის ნათელი ყველგან აღწევდა. ჟანგისფერი, ყვი-
თელი, ნაცრისფერი, თეთრი მსუბუქი ქვიშა მისრიალებდა, ქარს ამ-
ჟღავნებდა, ყოველგვარ კვალს,ყ ველა ძვალს მარხავდა,სინათლეს
აძევებდა. წყალს, სიცოცხლეს ცენტრიდან შორს დევნიდა, იქ, სადაც
ვერავინ მიაგნებდა. ადამიანები ხვდებოდნენ, რომ უდაბნოში აღარ
დაედგომებოდათ. ამიტომაც შეუჩერებლივ მიუყვებოდნენ სხვების
მიერ გაკვალულ გზებს, რაღაც სხვას ეძებდნენ. წყალი იდგა, ცის ფე-
რი წყალი აიუნებში, თვალებში და უძველესი ტალახიანი ნაკადულე-
ბის ნესტიან კალაპოტებში. მაგრამ ეს განცხრომის, დასვენებისათ-
ვის განკუთვნილი წყალი კი არა, უდაბნოს ზედაპირზე დაღვრილი
ოფლის ნაკვალევი იყო. უმოწყალო ღმერთის ძუნწი წყალობა, სი-
ცოცხლის უკანასკნელი ბიძგი, ქვიშისაგან თავდაღწეული მძიმე წყა-
ლი, ნაპრალების დამდგარი, მწკლარტე წყალი, მუცლის გვრემას,
ღებინებას რომ იწვევდა. ასე, წინგადახრილს უნდა გაგეგრძელები-
ნა გზა, ვარსკვლავების ნაჩვენები მიმართულებით გევლო.
და მაინც, ეს ის ერთადერთი, შესაძლოა, უკანასკნელი თავისუ-
ფალი ქვეყანაც კი იყო, სადაც ადამიანთა კანონებს აზრი დაჰკარ-
გვოდა. ქვებისა და ქარის, მორიელებისა და მიწის კურდღელთა ქვე-
ყანა, მათი, ვისაც დამალვა და გაქცევა შეუძლია, როცა მზე აჭერს ან
ღამით ყინავს.
უკვე საგიეტელ-ჰამრას ხეობასდაჰყურებდნენ, ქვიშის დაღმარ-
თზე ნელა ეშვებოდნენ. ღრმად, ხეობაში უკვე ადამიანური ყოფის
კვალი ჩანდა: გამომშრალი ქვის კედლებით შემოფარგლული ნათე-
სები, აქლემთა ბაკები, ჯუჯა პალმისფოთლებიანი ბარაკები, თექის
დიდი კარვები, დაპირქვავებულ გემებს რომ მიაგავდა. კაცები ნელა
ეშვებოდნენ, ქუსლები ქვიშაში ეფლობოდათ. ქალები ნაბიჯს ანე-
ლებდნენ. ჭების სუნით ერთბაშად გახელებულ პირუტყვს საგ-
რძნობლად ჩამორჩებოდნენ. ამ დროს კლდოვანი ზეგნის ძირში
თვალუწვდენელი ხეობა იშლებოდა. ნური ანკარა ტბის გარშემო

7
ჩამწკრივებულ, მიწიდან ამოზრდილ მაღალ, მუქმწვანე პალმებს,
თეთრ სასახლეებს, მინარეთებს ეძებდა, ყველაფერს, რაც ბავშვო-
ბიდან სმარაზე სმენოდა. უკვე რამდენი ხანი იყო, ხე არ ენახა.
ოდნავ გაშლილი მკლავებით ხეობისკენ დაეშვა, თვალები სი-
ნათლისა და ქვიშის გამო ნახევრად მოეჭუტა.
რაც უფრო ღრმად ეშვებოდნენ ხეობაში, ქალაქი, რომელმაც
მათ თვალწინ წამიერად გაიელვა, თვალს უფრო და უფრო ეფარე-
ბოდა და გამომშრალი, მოტიტვლებული მიწის გარდა აღარაფერი
ჩანდა. ცხელოდა, ნურს სახეზე ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა და
ლურჯ ტანსაცმელს ფერდებზე, მხრებზე აწებებდა.
უკვე სხვა ქალებიც, სხვა კაცებიც გამოჩნდნენ, თითქოს ხეობი-
დან ამოზრდილიყვნენ. სავახშმოდ ქალებს მაყლები დაენთოთ, კა-
ცები და ბავშვები მტვრიანი კარვების წინ გაუნძრევლად ატუზუ-
ლიყვნენ; უდაბნოს რომელი წერტილიდან არ მოსულიყვნენ აქ:
კლდოვანი ჰამადიდან, შეჰეიბასა და უარკზიზის, სირუას, უმ შაკურ-
ტის მთებიდან, სამხრეთის დიდი ოაზისების იქით მდებარე ადგილე-
ბიდანაც კი, გურარას მიწისქვეშა ტბიდან. მთებზე მაიდერის გასას-
ვლელით, ტარჰამანტისკენ გადასულიყვნენ და კიდევ უფრო ქვემო-
თაც, იქ, სადაც დრაა ტინდუფს უერთდება რეგბატის მეშვეობით.
ყველა ჯურის სამხრეთელს აქ მოეყარა თავი: მომთაბარეებს, ვაჭ-
რებს, მწყემსებს, მძარცველებსა თუ მათხოვრებს. შესაძლოა, ზოგი
ბირუს სამეფოდან ან უალატის დიდი ოაზისიდანაც იყო წამოსული·
უდაბნოს დასალიერის სასტიკ მზეს, ლამეთა გაუსაძლის სიცივეს
მათ სახეზე კვალი დაეჩნია. ზოგი მათგანის სიშავე თითქმის სიწით-
ლეში გადადიოდა: ახოვნები, მაღლები, უცხო ენაზე ლაპარაკობ-
დნენ. ესენი უდაბნოს გადაღმიდან, ბორკუდან, ტიბესტიდან გადმო-
სული ტუბუსელები იყვნენ, ხეკოლას ნიგვზით საზრდოობდნენ და
ზღვამდე აპირებდნენ ჩასვლას.
ადამიანებისა და საქონლის მოახლოებასთან ერთად შავი სი-
ლუეტების რაოდენობაც მატულობდა. აკაციის დაკლაკნილი ხეების
უკან, ტერმიტთა ბუდეების მსგავსი, ტოტებითა და ტალახით ნაგები
ქოხმახები ჩნდებოდა. თიხატკეპნილი სახლები, ფიცრებითა და ტა-

8
ლახით ნაგები თავდასაცავი სიმაგრეები, განსაკუთრებით კი ქვის
პატარა კედლები, ადამიანს მუხლამდეც ვერ სწვდებოდა და წითელ
მიწას პაწაწა უჯრედებად ყოფდა. მინდვრებში, რომლებიც სიდიდით
თოქალთოს არ აღემატებოდა, არატენელ მონებს ცოტაოდენი ცერ-
ცვი, წიწაკა და ფეტვი გაჭირვებით მოჰყავდათ. ასე კიასელებს კი თა-
ვიანთი უნაყოფო მიწები ხეობამდე ჩაეწიათ, მცირეოდენი ტენით მა-
ინც რომ ესარგებლათ.
ახლა სწორედ აქეთ, სმარის დიდი ქალაქისკენ მოდიოდნენ. ადა-
მიანები, ცხოველები, ყველა ამ გამომშრალი მიწისკენ, საგიეტის ხე-
ობის ამ დიდი ჭრილის სიღრმეში მოიწევდა.
რამდენი დღის, რამდენი საათის განმავლობაში, კაჟივით გაუტე-
ხელნი, მოთმინებით ელოდნენ მის ხილვას. განაწამებ სხეულს, და-
სისხლიანებულ ტუჩებსა და დამწვარ მზერაში ენითაუწერელი ტან-
ჯვა აღბეჭდვოდათ. ჭებისკენ ისე მიისწრაფოდნენ, რომ პირუტყვის
ბღავილი და სხვა ადამიანთა გნიასიც კი არ ესმოდათ. ჭას მიახლოე-
ბულები იმ კედლის წინ შეჩერდნენ, რომელიც ფხვიერ მიწას აკა-
ვებდა. ბავშვებმა პირუტყვს ქვები დაუშინეს და გარეკეს, კაცებმა სა-
ლოცავად მუხლი მოიყარეს. შემდეგ თითოეულმა პირი წყალში ჩა-
ყო და დიდხანს დაეწაფა.
ასეთი იყო წყალთან შეხვედრა შუაგულ უდაბნოში, და მაინც
თბილ წყალს ჯერ კიდევ ქარის, ქვიშის, ღამის გაყინული, უკიდეგა-
ნო ცის ძალა შერჩენოდა. ნური სვამდა და გრძნობდა, როგორ იჭ-
რებოდა მასში სიცარიელე და ერთი ჭიდან მეორისკენ ეწეოდა. ამ-
ღვრეული და უგემური წყალი გულს ურევდა, წყურვილს კი ვერა და
ვერ უკლავდა, თითქოს წყალს მის სხეულში ქვიშის ბორცვებისა და
დიდი კლდოვანი ზეგნების სიჩუმე და მარტოობა შეეტანა. ჭების
დამდგარი, ლითონივით ლაპლაპა წყლის ზედაპირზე ჩამოცვენილი
ფოთლები და პირუტყვის მატყლი ტივტივებდა. იქითა ჭებზე ქალები
თავს იბანდნენ და თმას ივარცხნიდნენ.
შორიახლოს თხები და დრომადერები მოჩანდნენ, ადგილიდან
არ იძვროდნენ, თითქოს ჭების ტალახში პალოებით დაებათ.
სხვები კარვებს შუა ირეოდნენ. ნიღბიანი, ხმლებითა და გრძელი

9
თოფებით შეიარაღებული უდაბნოს ლურჯი მეომრები გრძელ ნაბი-
ჯებს ადგამდნენ და ზედაც არავის უყურებდნენ. ჩამოძენძილ სუდა-
ნელებს ფეტვი, ხურმა და ზეთის ტიკები აეკიდებინათ. თეთრით და
მუქლურჯით შემოსილ ბიჭებს დიდი კარვიდან, თითქმის შავკანიან
შლეჰებს, წითელთმიან და კანდალაქავებულ ბავშვებს სანაპირო-
დან, გაურკვეველი მოდგმის, უსახელო ადამიანებს, კეთროვან მათ-
ხოვრებს, წყალთან მიახლოება ვერ გაებედათ. ყველანი ქვა-ღორ-
ღიან, წითელსილიან გზაზე მიიწევდნენ წმინდა ქალაქ სმარას გა-
ლავნებისკენ. რამდენიმე საათით, რამდენიმე დღით უდაბნოსათვის
თავი დაეღწიათ. ტილოს მძიმე კარვები გაეშალათ და შალის ლაბა-
დებში გახვეულები ღამეს ელოდებოდნენ. ამჯერად მაწონმოსხმულ
ფეტვის ფაფას, პურსა და ხურმის ჩირს შეექცეოდნენ, რომელსაც
თაფლისა და წიწაკის გემო თანაბრად დაჰკრავდა. საღამოს ჰაერში
ბუზები და ქინქლები ბავშვებს მოსვენებას არ აძლევდნენ, თმებზე
დაჰფარფატებდნენ. კელები დამტვერილ ხელებსა და ლოყებზე ას-
ხდებოდნენ.
ახლა უკვე მეტისმეტად ხმამაღლა საუბრობდნენ. დახუთულ, ჩა-
მობნელებულ კარვებში ქალები იცინოდნენ და თამაშში გართულ-
ბავშვებს კენჭებს ესროდნენ. კაცები მთვრალებივით ენამჭევრობ-
დნენ, მღეროდნენ, ყვიროდნენ, გამუდმებით ხრინწიანი ხმა გაისმო-
და. კარვებს უკან, სმარის გალავნების მახლობლად, ქარი აკაციის
ტოტებში, ჯუჯა პალმის ფოთლებში უსტვენდა. დამაინც, ეს კაცები და
ქალები, რომელთაც ინდიგოსა და ოფლისაგან სხეული გალურჯე-
ბოდათ, მდუმარებდნენ. და მაინც, ჯერ არ დაეტოვებინათ უდაბნო.
არ დავიწყნოდათ. ამ ღრმა სიჩუმეს, ქვიშის გორაკებს უწყვეტ-
ლივ რომ უვლიდა, მათი სხეული, მათი არსება მთლიანად მოეცვა.
ამაში მართლაც იყო რაღაც იდუმალი. დროდადრო ნურთან მოუბა-
რი თოფიანი კაცი ჩერდებოდა, უკან, ხეობის წვერისკენ იხედებოდა,
იქით, საიდანაც ქარი უბერავდა.
ზოგჯერ კარავს რომელიმე სხვა ტომის კაცი უახლოვდებოდა,
ესალმებოდა, ორივე ხელს უწვდიდა.ერთ-ორ სიტყვას თუ გაიმეტებ-
დნენ ერთმანეთისთვის, ერთ-ორ სახელს თუ ახსენებდნენ. თუმც ეს

10
სიტყვები და სახელები უმალვე ქრებოდა, მკრთალი კვალივით იყო,
ქვიშის ქარს რომ უნდა ჩაემარხა.
აქ, ჭების წყალზე, დაღამებისას, ისევ უდაბნოს ვარსკვლავებით
მოჭედილი ცა დაჰყურებდათ. საგიეტ ელ-ჰამრას ხეობაში უფრო
მშვიდი ღამეები იდგა, ახალი მთვარე მოქუფრულ ცაზე მაღლა იწევ-
და. ღამურები კარვების ირგვლივ დაფარფატებდნენ, ჭების წყლის
ზედაპირზე დაფრინავდნენ. მაყლების ცეცხლის ალი ციმციმებდა,
იქაურობას თბილი ზეთისა და კვამლის სუნს აფრქვევდა. აქა-იქ
კარვებს შორის ბავშვები დარბოდნენ და ძაღლებივით ხაოდნენ. პი-
რუტყვს – ფეხებდაბორკილ დრომადერებს, ცხვრებსა და თხებს –
უკვე გამომშრალი ქვის ბაკებში ეძინა.
კაცები აღარ ფხიზლობდნენ. წინამძღოლს თოფი კარვის შესას-
ვლელთან მიეყუდებინა, ეწეოდა და თან წინ იცქირებოდა. მაყლების
ირგვლივ შემომსხდარი ქალების საუბრისა და კისკისის საამო ხმა-
ურს ცალი ყურით უსმენდა. შესაძლოა, სხვა საღამოებზე, სხვა გზებ-
ზე ოცნებობდა. თითქოს მზისგან დამწვარი კანი და წყურვილით გა-
მოწვეული ყელის ტკივილი მხოლოდ სხვა სურვილის მიმანიშნებე-
ლი იყო.
ქალაქ სმარას ნელ-ნელა ძილქუში ერეოდა. იქით, სამხრეთით,
დიდ, კლდოვან ჰამადაზე, ღამით თვალს ვერ მოხუჭავდა კაცი. მხო-
ლოდ გათოშილი თუ ჩათვლემდა, როცა ქარი ქვიშაზე უბერავდა და
მთების ძირს აშიშვლებდა. უდაბნოს გზებზე ხომ სულ ვერ დაიძინებ-
და. სიცოცხლეშიაც, სიკვდილის პირასაც მუდამ დაღლილობისა და
სინათლისგან დამწვარი, გაშტერებული თვალებით იყურებოდნენ.
ზოგჯერ ლურჯი კაცები ერთ-ერთ თავისიანს თავზე დაადგებოდნენ‒
ფეხებგაფშეკილი, გაჭიმული, ქვიშაში იჯდა და აფრიალებული,
დაფლეთილი ტანსაცმლიდან გაშეშებული ტანი მოუჩანდა. ნაცრის-
ფერ სახეზე ჩაშავებული თვალებით ქვიშის გორაკების მოძრავ ჰო-
რიზონტს მიშტერებოდა. როგორც ჩანს, ამ დროს სწვეოდა სიკვდი-
ლი.
ძილიც ისევე იყო, როგორც წყალი. წყაროებისგან მოშორებით
გემრიელად ვერავინ დაიძინებდა. სტრატოსფეროს ქარის მსგავსი

11
ქარი ქროდა, დედამიწას მთელ სითბოს სტაცებდა. აქ კი, წითელ ხე-
ობაში, მგზავრებს შეეძლოთ წაეძინათ.
წინამძღოლი სხვებზე ადრე იღვიძებდა. კარვის წინ დადგებოდა
და გაუნძრევლად გაჰყურებდა, როგორ ადიოდა ნელ-ნელა ნისლი
მთელი ხეობიდან ჰამადისკენ. ნისლის გაქრობისას ღამის წყვდიადი
იფანტებოდა. გულხელდაკრეფილ წინამძღოლს სუნთქვა უჭირდა,
თვალები გაშტერებოდა, ასე ელოდებოდა აღმოსავლეთით, გორა-
კების თავზე განთიადის პირველ გამონათებას, ალ ფიჯარს – თეთრ
ლაქას. ირიჟრაჟებდა თუ არა, მაშინვე ნურისკენ იხრებოდა, მხარზე
ხელს ადებდა, ფრთხილად აღვიძებდა და ჩუმად ტოვებდნენ
იქაურობას ერთად, ჭებისკენ მიმავალ ქვიშის კვალს მიჰყვებოდნენ.
შორიდან ძაღლების ყეფა მოისმოდა. განთიადის ნაცრისფერ შუქზე
კაცი და ნური რიტუალის დაცვით სამჯერ ნაწილ-ნაწილ განიბანე-
ბოდნენ. ჭაში ცივი, ანკარა წყალი იყო, წყალი, ქვიშისა და ღამისგან
ნაშობი. კაცი და ბავშვი ხელ-პირს კიდევ ერთხელ იბანდნენ, პირს
აღმოსავლეთისაკენ იბრუნებდნენ და პირველი ლოცვის სათქმე-
ლად ემზადებოდნენ. ცა ჰორიზონტს თანდათან ანათებდა.
ბანაკების ჯერ კიდევ შემორჩენილ ბნელში ნაკვერჩხალი წით-
ლად ელავდა. ქალები წყლის ამოსახაპად მიდიოდნენ, გოგონები
ჭის წყალში ჭყივილით დახტოდნენ. შემდეგ თიხის დოქებს სუსტ კის-
რებზე საიმედოდ შემოიდგამდნენ და შინ მიტორტმანებდნენ.
ბანაკებიდან და ტალახის სახლებიდან ადამიანური ყოფისთვის
დამახასიათებელი ხმაური ამოდიოდა – ლითონის, ქვის, წყლის
ხმაური. მოედანზე შეკრებილი ყვითელი ძაღლები წკავწკავით უვ-
ლიდნენ წრეს. აქლემები და ცხვრები წითელი მიწის მტვრის ბუღს
აყენებდნენ.
ამ დროს საგიეტ ელ-ჰამრას მშვენიერი ნათელი ადგებოდა. ოქ-
როსფერ-სპილენძისფერი ნათელი ერთდროულად ციდან და მიწი-
დან მოდიოდა, მოწმენდილ ცაზე ციმციმებდა, არც წვავდა და არც
აბრუებდა. გოგონები კარვის კალთას გადასწევდნენ, მძიმე თმას
ივარცხნიდნენ, ტილებს იშორებდნენ, შემდეგ კი ნაწნავებზე ლურჯ
პირბადეს იმაგრებდნენ. მშვენიერი ნათელი სპილენძისდარ სახეე-

12
ბსა და კიდურებზე დასთამაშებდათ.
ქვიშაში ჩაცუცქული ნურიც გაუნძრევლად უცქერდა, ბანაკების
თავზე დილის ნათელი როგორ ედებოდა ცას. კაკბების გუნდი ჰაერს
ნელა მიაპობდა, წითელ ხეობას ტოვებდა. ნეტავ საით მიფრინავ-
დნენ? შესაძლოა საგიეტის შემოსასვლელამდე, აჰმარის მთებს შო-
რის, წითელი მიწის ვიწრო ხეობებამდე, მზის ჩასვლის შემდეგ გაშ-
ლილ ხეობას რომ დაბრუნებოდნენ, მინდვრებისთვის გადაეფრი-
ნათ, იქ, სადაც ადამიანების სახლები ტერმიტებისას მიაგავდა.
შესაძლოა, იცნობდნენ კიდეც ააიუნს, ალიზითა და ფიცრებით
ნაშენებ ქალაქს, სადაც ზოგი სახლი წითელი ლითონითაც კია გა-
დახურული. შესაძლოა, ამ ზურმუხტისფერ და ბრინჯაოსფერ ზღვას,
თავისუფალ ზღვასაც იცნობდნენ.
მგზავრები ნელ-ნელა საგიეტ ელ-ჰამრას მიადგნენ. ადამიანები-
სა და პირუტყვის ქარავნები დიუნებზე ჩამოსვლისას წითელი
მტვრის ღრუბლებს აყენებდნენ. ბანაკებს წინ ისე ჩაუვლიდნენ, რომ
მათკენ ერთხელაც არ გაიხედავდნენ. ჯერ კიდევ შორს მყოფნი და
განმარტოებულნი თითქოს ისევ შუაგულ უდაბნოში ყოფილიყვნენ.
ჭის წყლებისკენ ტაატით მიიწევდნენ დასისხლიანებული ტუჩე-
ბის დასასველებლად. იქ, მაღლა, ჰამადაზე ქარი ამოვარდნილიყო.
ხეობაში კი, ჯუჯა პალმის ხეებზე, ეკალბარდებსა და გამოფიტული
ქვის ლაბირინთებში სუსტად უბერავდა. საგიეტისგან მოშორებით
მგზავრებს ეჩვენებოდათ, თითქოს ქვეყნიერება კაშკაშებდა: სალი
კლდეები, შემზარვი მთები, ნაპრალები, ქვიშის სივრცეები, მზეს
რომ ირეკლავდა, იმდენად ლურჯი, რომ სახეს გწვავდა. კიდევ უფ-
რო იქით კი ადამიანები დიუნების ხაზს უცხო მხარეში მიჰყავდა.
და მაინც, ეს ქვიშა, ეს ქვა-ღორღი, ეს ცა, ეს მზე, ეს სიჩუმე, ეს
ტკივილი იყო მათი ნამდვილი სამყოფელი და არა ლითონისა და ცე-
მენტის ქალაქები, სადაც შადრევნებისა და ადამიანების ხმაური ის-
მოდა. აქ სუფევდა უდაბნოს თავისებური წესრიგი, აქ ყველაფერი
შესაძლებელი იყო. სიკვდილის პირას მდგარნი უჩრდილოდ მიიწევ-
დნენ წინ. ლურჯი კაცები უხილავ გზას მიუყვებოდნენ სმარისკენ.
მათზე თავისუფალი ვერავინ იქნებოდა ამქვეყნად. მათ ირგვლივ,

13
ცის კიდემდე გადაჭიმულ ტალღოვან სივრცეებს, დიუნების მოძრავ
წვერებს თვალი ვერა და ვერ სწვდებოდა.
ქალები და ბავშვები შიშველი ფეხებით ქვიშაზე მკრთალ ნაკვა-
ლევს ტოვებდნენ, რომელსაც ქარი უმალვე შლიდა. მოშორებით,
ცასა და დედამიწას შორის მირაჟები – თეთრი სახლები, ბაზრები,
საკვებით დატვირთული აქლემებისა და ვირების ქარავნები, მუდმი-
ვი ლანდები ლივლივებდა. თავად ადამიანებიც მირაჟებს დამსგაგ-
სებოდნენ, ამ უკაცრიელ მიწაზე შიმშილს, წყურვილსა და დაღლი-
ლობას რომ ეშვა.
გზები წრიული იყო – მუდამ საწყის წერტილს უბრუნდებოდა. სა-
გიეტ ელ-ჰამრას ირგვლივ წრეები თანდათანობით ვიწროვდებოდა.
ამ გზას კი ბოლო არ უჩანდა, რადგან ადამიანურ ცხოვრებაზე გრძე-
ლი იყო.
ხალხი აღმოსავლეთიდან – აადმ რიეჰის მთების გადაღმიდან,
იეტის, ტაბელბალას იქით მდებარე ადგილებიდან მოდიოდა. ისე-
თებიც იყვნენ, ვინც სამხრეთიდან – ელ-ჰარიშას ოაზისიდან, აბდ
ელ-მალექის ჭიდან წამოსულიყო. დასავლეთით, ჩრდილოეთით,
ზლვის სანაპიროებამდე ევლოთ, ან ტეღაზის მარილის დიდი საბა-
დოები გადმოეკვეთათ, წმინდა მიწაზე, საგიეტ ელ-ჰამრას დიდ ხე-
ობაში საკვებ-სანოვაგით დატვირთულები დაბრუნებულიყვნენ. ახ-
ლა კი აღარ იცოდნენ, რა გზას დასდგომოდნენ. აქამდე ვარსკვლა-
ვების გზებს მიჰყვებოდნენ, ქვიშის ქარებს გაურბოდნენ, როცა ცა
წითლდებოდა და დიუნები მოძრაობას იწყებდა.
ასე მიედინებოდა ამ ქალებისა და კაცების მომთაბარე ცხოვრე-
ბა. ერთხელაც ან მზის დაკვრით, ან მტრის ტყვიით, ანდა სულაც სიც-
ხით გათანგულები იხოცებოდნენ. ქალები ბავშვებს მარტივად აჩენ-
დნენ. კარვის ჩრდილში ჩაცუცქულ მშობიარეს მუცელზე ტილოს დი-
დი ქამარი ერტყა და ორი ქალი აკავებდა. სიცოცხლის პირველი წუ-
თებიდანვე ადამიანი ამ უკიდეგანო სივრცის, ქვიშის, ნარშავების,
გველების, თაგვების, მეტადრე კი ქარის ნაწილი ხდებოდა. პატარა
სპილენძისფერთმიანი გოგონები იზრდებოდნენ, ცხოვრების აუ-
რაცხელ წესს ითვისებდნენ. სარკის მაგივრობას მოწმენდილი ცის

14
ქვეშ თაბაშირის ველების მომაჯადოებელი სივრცე უწევდათ. ბიჭები
სიარულს, ლაპარაკს, ნადირობასა და ბრძოლას მხოლოდ იმიტომ
ეუფლებოდნენ, რომ ქვიშაზე სიკვდილი ესწავლათ.
კარვის წინ, მამაკაცების მხარეს, წინამძღოლი დიდხანს იდგა გა-
შეშებული და დიუნებისკენ, ჭებისკენ მიმავალ ქარავანს გაჰყურებ-
და. მზე ყავისფერ სახეზე, არწივის ნისკარტისებრ ცხვირსა და
გრძელ, დახვეულ, სპილენძისფერ თმას უნათებდა. ნურმა რაღაც
უთხრა, მაგრამ მას არ გაუგონია. შემდეგ, როცა ბანაკი ჩაწყნარდა,
ნურს დაუძახა და ერთად გაუყვნენ ჩრდილოეთისკენ, საგიეტ ელ-
ჰამრას ცენტრისკენ მიმავალ გზას. რამდენჯერმე გზად სმარისკენ
მიმავალი მგზავრი შემოხვდათ. ერთმანეთს ერთი-ორი სიტყვით გა-
მოელაპარაკნენ:
– ვინ ხარ?
– ბუ სბა, შენ?
– იუემაია.
– საიდან ხარ?
– ააინ რაგიდან.
– მე სამხრეთიდან ვარ, იგუეტიდან.
მერე არც კი ემშვიდობებოდნენ, ისე შორდებოდნენ ერთმანეთს.
მოშორებით, თითქმის შეუმჩნეველი გზა ღორღებზე, ხმელი აკაციე-
ბის ბუჩქებში გადიოდა. წითელი მიწიდან ამოზრდილი ბასრი ქვები
სიარულს აძნელებდა. ნური მამას ძლივს ეწეოდა. მზე კიდევ უფრო
მეტად აჭერდა, უდაბნოს ქარი მათ ფეხქვეშ მტვერს აყენებდა. ამ ად-
გილას ხეობა იკეტებოდა – ერთგვარი მონაცრისფრო-მოწითალო
ნაპრალივით იყო, ალაგ-ალაგ ლითონივით ბზინავდა. დამშრალი
ჩანჩქერის კალაპოტი კენჭებს, თეთრ, წითელ ქვებს, შავ კაჟს ამო-
ევსო, რომლებზედაც მზის სხივები ნაპერწკლებს აკვესებდა.
წინამძღოლი მზისკენ მიდიოდა. წინგადახრილს თავი შალის
ლაბადაში ჩაერგო. ბუჩქების ეკლები ნურს ტანსაცმელს უკაწრავდა,
შიშველ კანჭებსა და ტერფებს უჭრელებდა, მაგრამ ნური არ ერიდე-
ბოდა. მზერა მამისთვის მიეპყრო, ის კი აჩქარებული ნაბიჯით წინ მი-
იწევდა. უეცრად ერთდროულად შეჩერდნენ: კლდოვან გორაკებს

15
შორის ცის შუქით გაკაშკაშებული თეთრი სამარხი გამოჩნდა. კაცი
გაირინდა, ოდნავ წინ გადაიხარა, თითქოს საფლავს ესალმებაო.
შემდეგ ისევ ქვა-ღორღიან გზას გაუდგნენ. ქვები აქეთ-იქით ცვიო-
და. წინამძღოლი სვენებ-სვენებით ადიოდა და თან წინ იყურებოდა.
საფლავს თვალს ვერ სწყვეტდა. რაც უფრო უახლოვდებოდნენ, ასე
ეგონათ, მომრგვალებული სახურავი წითელი ქვებიდან ამოდიოდა
და ცისკენ მიიწევდა. საფლავს მშვენიერი, კრიალა ნათელი დასთა-
მაშებდა და გადახურებული ჰაერი უფრო დიდად წარმოაჩენდა. ამ
მიდამოში ჩრდილს ვერ ნახავდი. გორაკთა ბასრი ქვებისა და ქვე-
მოთ კი დამშრალი ჩანჩქერის კალაპოტის გარდა სხვა არაფერი
ჩანდა.
სამარხს მიადგნენ, წითელი ქვის საძირკველზე ამოყვანილ კი-
რით შეთეთრებულ ოთხ კედელს. ეს იყო და ეს. ღუმელის კარის
მსგავსი ერთადერთი შესასვლელი დიდი წითელი ქვით გადაეღო-
ბათ. კედლებზე შემომდგარ თეთრ გუმბათს კვერცხის ფორმა ჰქონ-
და და შუბის წვერით ბოლოვდებოდა.
ნური მხოლოდ საფლავის შესასვლელს უყურებდა. მის წარმო-
სახვაში კარი იზრდებოდა, უზარმაზარი ტაძრის ფორმას იღებდა,
ტაძრისა, ცარცის კლდეებისმაგვარი კედლებით და მთასავით გუმ-
ბათით. აქ ქარი აღარ ქროდა, აღარც უდაბნოს სიცხე და დღის სი-
მარტოვე შეიგრძნობოდა. აქამდე სახელდახელო გზები და ბილიკე-
ბი ამოდიოდა, ის ბილიკებიც, რომლებითაც გადამთიელები, შლე-
გები და დამარცხებულები ამოდიოდნენ. ეს უნდა ყოფილიყო უდაბ-
ნოს ცენტრი, ადგილი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო ძველად, როცა
ადამიანები პირველად მოვიდნენ. საფლავი წითელი გორაკის ფერ-
დობზე ანათებდა. მზის სხივები დატკეპნილ მიწას ეფინებოდა,
თეთრ გუმბათს ალაპლაპებდა, დროდადრო კედლის ნაპრალების
გაყოლებაზე წითელი სილის პაწაწინა ნაკადულებს აფრქვევდა.
საფლავთან ნურისა და მამამისის გარდა არავინ იყო. საგიეტ
ელ-ჰამრას ხეობაში სამარისებური სიჩუმე გამეფებულიყო.
როცა წინამძღოლმა ლოდი გადასწია და მრგვალი კარით შევი-
და, დიდი, ბუნდოვანი ლანდი დაინახა და მოეჩვენა, თითეოს სახე-

16
ში შეასუნთქეს.
თავდაპირველად ნური და მამამისი სალოცავად სამარხის წინ
მნახველების მიერ დატკეპნილ წითელმიწიან ადგილზე მოეწყვნენ.
აქ, გორაკის წვერზე, წმინდანის საფლავთან კიდევ უფრო სულის
შემძვრელი სიჩუმე ჩამოწოლილიყო და საგიეტ ელ-ჰამრას გადაჭი-
მული ხეობის ამომშრალ კალაპოტს, თვალუწვდენელ ჰორიზონტსა
და ლურჯი ცის მახლობლად აღმართულ სხვა გორაკებსა და კლდე-
ებს მოსდებოდა. თითქოს სამყაროს მოძრაობა შეეწყვიტა, დადუმე-
ბულიყო, ქვად ქცეულიყო.
დროდადრო სიჩუმეს ტალახის კედლების ტკაცუნი, რომელიღაც
მწერის ბზუილი, ქარის ზუზუნი მაინც არღვევდა.
– მე გეახელი,– მიმართავდა დატკეპნილ მიწაზე მუხლმოყრილი
კაცი, – შემეწიე, მამაჩემის სულო, პაპაჩემის სულო, უდაბნო გადმო-
ვიარე. ვიდრე ცოცხალი ვარ, მინდა, შენი ლოცვა-კურთხევა მივი-
ღო. შემეწიე, მაკურთხე შენი სისხლი და ხორცი, აჰა, მოვედი!
ასე მიმართავდა. ნური მამას უსმენდა, მაგრამ ვერაფერი გაეგო.
ხან ხმამაღლა ლაპარაკობდა, ხან კი ჩურჩულებდა და ღიღინებდა,
თავს აქანავებდა და განუწყვეტლივ ამ უბრალო სიტყვებს
იმეორებდა: „მოვედი, გეახელი!“.
წინ იხრებოდა, წითელ სილას პეშვით იღებდა და სახეზე, შუბ-
ლზე, ქუთუთოებსა და ტუჩებზე ისვამდა.
ამის შემდეგ დგებოდა და კარამდე მიდიოდა. მუხლს იყრიდა და
ისევ ლოცულობდა. შუბლს ზღურბლის ქვას ადებდა. სამარხის შიგ-
ნით წყვდიადი ნელ-ნელა ღამის ნისლივით იფანტებოდა. სამარხს
შიგნითაც მოშიშვლებული და თეთრი კედლები ჰქონდა, დაბალ
ჭერში კი გამომშრალ ტალახთან შერეული ტოტების ჩონჩხი მოჩან-
და.
ახლა უკვე ნურიც ბობღვით შედიოდა. ხელისგულებით ცხვრის
სისხლით გაჟღენთილ მაგარ და ცივ მიწას გრძნობდა. ღრმად, სა-
მარხში, დატკეპნილ მიწაზე, წინამძღოლი მუცლით გაწოლილიყო,
ზედაპირს ხელებით ეხებოდა, მკლავები წინ გაეშვირა, თითქოს მი-
წას შერწყმოდა. აღარც ლოცულობდა, აღარც ღიღინებდა. ნელა

17
სუნთქავდა, პირით მიწისკენ. უსმენდა, ყურებსა და ყელში სისხლი
ბაგაბუგით როგორ უმოძრავებდა. თითქოს მასში პირიდან, შუბლი-
დან, ხელისგულებიდან, მუცლიდან რაღაც უცხო იჭრებოდა, შიგნით
ღრმად აღწევდა და შეუმჩნევლად გარდაქმნიდა. შესაძლოა, ეს სი-
ჩუმე იყო, უდაბნოდან, დიუნების ზღვიდან, მთვარის შუქით განათე-
ბული კლდოვანი მთებიდან ან იმ ვარდისფერქვიშიანი დიდი სივ-
რცეებიდან წამოსული, სადაც მზის ნათელი წვიმის ფარდასავით
ციმციმებს და ირხევა, სიჩუმე მწვანეწყლიანი გუბეებისა, ცას თვა-
ლებივით რომ შეჰყურებენ, სიჩუმე ღრუბლებაყრილი ცისა, სადაც
ჩიტსაც ვერ დაინახავ, სადაც ქარი თავის ნებაზეა მიშვებული.
მიწაზე გართხმული კაცი გრძნობდა, როგორ უმძიმდებოდა კი-
დურები, თვალები ებინდებოდა, როგორც ძილის წინ. თუმცა იმავ-
დროულად მუცლიდან, ხელებიდან ახალი ენერგია ემატებოდა და
ყოველ კუნთში უფეთქავდა. მასში ყველაფერი იცვლებოდა, ყველა-
ფერი სრულყოფილ სახეს იღებდა. აღარაფერი უნდოდა, ტანჯვასაც
აღარ განიცდიდა, შურისძიების სურვილიც გაჰქრობოდა. ყველაფე-
რი დავიწყნოდა, წრფელ ლოცვას მისთვის გონება გამოერეცხა.
სიტყვებიც აღარ არსებობდა, სამარხის მქრქალ ლანდს მათთვის აზ-
რი დაეკარგა. მათ ნაცვლად სისხლით გაჟღენთილ მიწაში ეს უცნაუ-
რი ნაკადი, ეს ტალღა, ეს სითბო მოძრაობდა, მიწაზე არსებულს
არაფერს რომ არ ჰგავდა. ეს უშუალო, გაუცნობიერებელი ზემოქმე-
დება მიწის წიაღიდან აღწევდა და სივრცეში ღრმად იჭრებოდა,
თითქოს უხილავი ძაფი გართხმულ კაცს დანარჩენ სამყაროსთან
აერთებდა.
ნური მძიმედ სუნთქავდა. სამარხის ბნელში ჩაკარგულ მამას
უყურებდა. წინამძღოლი თითებით ცივ მიწას ეხებოდა, ის კი თავ-
ბრუდამხვევი სრბოლით სივრცეში დააქროლებდა.
დიდხანს დარჩნენ ასე მიწაზე გართხმული წინამძღოლი და ჩა-
ცუცქული ნური, ფართოდ გახელილი თვალებით, გარინდული. შემ-
დეგ, როცა ყველაფერი დასრულდა, კაცი ნელ-ნელა წამოიწია და
ვაჟიც გამოიყვანა. ერთხანს კართან ჩამოჯდა, შემდეგ ქვა ისევ გა-
დააგორა, სამარხის შესასვლელი გადაკეტა. ისეთი ქანცგაწყვეტი-

18
ლი ჩანდა, თითქოს მშიერ-მწყურვალს დიდი გზა გამოევლოს, მაგ-
რამ ამავე დროს მთელ მის არსებას ახალი ძალა შემატებოდა, ბედ-
ნიერებას მოეცვა და ეს იყო, მზერას რომ უნათებდა. თითქოს ახლა
უკვე იცოდა, რაც უნდა ეკეთებინა, რა გზას დასდგომოდა.
შალის ლაბადის კიდე სახეზე აეფარებინა. გულში ღიღინებდა,
თავს ოდნავ ამოძრავებდა და ასე უსიტყვოდ სწირავდა მადლობას
წმინდანს. გრძელი ლურჯი თითებით დატკეპნილ მიწას ეფერებოდა,
წმინდა ფერფლს გულში იკრავდა.
მათ თვალწინ მზე საკუთარ მრუდს ზანტად მიჰყვებოდა და საგი-
ეტ ელ-ჰამრას მეორე მხარეს ჩადიოდა. ღრმად, ხეობაში მთებისა
და კლდეების ჩრდილები იწელებოდა, წინამძღოლი კი ვერაფერს
ამჩნევდა. გარინდული, სამარხის კედელს მიყუდებული, ვერც ბინ-
დის ჩამოწოლას გრძნობდა და ვერც შიმშილსა და წყურვილს. სხვა
ძალით, სხვა დროით აღვსილიყო, რომელთაც ადამიანებისაგან
გაეუცხოებინა. შესაძლოა, არც აღარაფერს ელოდა და არც აღარა-
ფერი იცოდა, უდაბნოს დამსგავსებოდა, თავადაც სიჩუმედ, ერთფე-
როვნებად, უსასრულობად ქცეულიყო.
ღამდებოდა. ნურს შეეშინდა და ხელით მამის მხარს შეეხო. კაც-
მა შემოხედა, ოდნავ გაუღიმა, არაფერი უთქვამს. დამშრალი ჩან-
ჩქერის კალაპოტისაკენ დაეშვნენ. ბნელოდა, თვალები კი მაინც
სტკიოდათ, თბილი ქარი სახესა და ხელებს სწვავდა. კაცი ოდნავ
ბარბაცებდა, იძულებული იყო, ნურს მხარზე დაყრდნობოდა.
ქვემოთ, ღრმად, ხეობაში, ჭებში შავი წყალი იდგა. მწერები ჰა-
ერში დაფარფატებდნენ, ბავშვების ქუთუთოების დაკბენას ლამობ-
დნენ. მოშორებით, სმარის წითელ კედლებთან ღამურები კარვების
თავზე დაფრინავდნენ, მაყლებს დასტრიალებდნენ. ნური და მამამი-
სი პირველივე ჭასთან შეჩერდნენ, სხეულის ყოველი ნაწილი სა-
გულდაგულოდ დაიბანეს, შემდეგ იქით შებრუნდნენ, საითაც მზე ჩა-
დიოდა და უკანასკნელი ლოცვა აღავლინეს.

19
2

იმხანად ბევრი მოაწყდა საგიეტ ელ-ჰამრას ხეობას. ისინი სამ-


ხრეთიდან მოდიოდნენ, ზოგი აქლემებითა და ცხენებით, უმრავლე-
სობა – ფეხით. პირუტყვი წყურვილისა და ავადმყოფობისაგან გზაში
დაცვენილიყო. ყოველ დილას სმარის ტალახიანი გალავნის გარშე-
მო ჭაბუკი ახალ ბანაკებს ხედავდა. ქალაქის გარშემო ყავისფერი
თექის კარვების ახალი წრეები ჩნდებოდა. ყოველ საღამოს, შებინ-
დებისას, ნური უყურებდა, როგორ მოაპობდნენ მგზავრები მტვრის
ღრუბლებს. ამდენი ხალხი არასოდეს ენახა. ქალებისა და კაცების
გაუთავებელი ღრიანცელი იდგა. ბავშვების გულგამგმირავ ჭყი-
ვილს, ტირილს თხებისა და ცხვრების პეტელი, აღკაზმულობის ჟღა-
რუნი და აქლემების ბღავილი ერთვოდა. მისთვის ჯერაც უცნობი სუ-
ნი ქვიშიდან ამოდიოდა და დროდადრო საღამოს ქარს მოჰყვებო-
და; ეს მძაფრი, მჭახე და იმავდროულად ბუნებრივი სუნი იყო – ადა-
მიანის კანის, სუნთქვისა და ოფლის სუნი. ხის ნახშირის, ტოტებისა
და ძროხის ნაკელის ცეცხლი სიბნელეში ანათებდა. კარვების თავზე
კვამლი იდგა. ნურს ესმოდა, ქალები ბავშვებს როგორ ტკბილად,
მონოტონურად უნანავებდნენ.
ამჯერად ჩამოსულთა უმეტესობა მოხუცები, ქალები და ბავშვები
იყო, ტანისამოსშემოფლეთილებს, ფეხშიშველებს ან ფეხებზე ძონ-
ძებშემოკრულებს უდაბნოში ჩქარი სიარულით ქანცი გასწყვეტო-
დათ. შავ, მზით დამწვარ სახეზე თვალები ნახშირის ნატეხებს მი-
უგავდათ. შიშველ-ტიტველი ბავშვები დატანტალებდნენ, ფეხებზე
ნაიარევები აჩნდათ, მუცლები შიმშილისა და წყურვილისაგან დაჰ-
ბერვოდათ.
ნური ბანაკს უვლიდა, კარვებს შორის დაძვრებოდა. უკვირდა,
ამდენ ხალხს რომ ხედავდა, თან ერთგვარ სევდასაც შეეპყრო, რად-
გან ფიქრობდა, თუმც კი ვერ გაეგო, რატომ, რომ მათგან ბევრი –
კაცი, ქალი თუ ბავშვი – მალე უნდა მომკვდარიყო.
ფეხის ყოველ გადადგმაზე ახალ მგზავრებს ხვდებოდა. კარვებს
შორის გასასვლელებს ნელა მიუყვებოდნენ. ზოგი, სუდანელებივით

20
შავკანიანი, კიდევ უფრო სამხრეთიდან წამოსულიყო და ნურისთვის
გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდა. კაცების უმრავლესობას სახე დაფა-
რული ჰქონდა, შალის ლაბადებში და ლურჯ ტილოებში გახვეულებს
ფეხები თხის ტყავის სანდლებში გაეყოთ. ბრინჯაოსლულიან ქვის
გრძელ თოფებს, შუბებსა და ხანჯლებს ატარებდნენ. ნური გზას უთ-
მობდა, უყურებდა, როგორ მიუხაროდათ სმარის კარიბჭისაკენ დი-
დი შეიხის, მულაი აჰმედ ბენ მოჰამედ ელ ფადელის მისასალმებ-
ლად, მა ელ-აინინს – თვალთა ჯავარს – რომ ეძახდნენ.
ისინი შეიხის სახლის ეზოსკენ მიდიოდნენ. ირგვლივ შემოწყო-
ბილ გამომშრალი ტალახის მოგრძოს კამებზე აპირებდნენ დაჯდო-
მას. მოგვიანებით, მზის ჩასვლისას, ჭის აღმოსავლეთით, სილაში
ფეხი რომ მოერთხათ, პირი უდაბნოსკენ ექნათ და ლოცვა ეთქვათ.
მოსაღამოვდა თუ არა, ნური მაშინვე მამის კარავში შებრუნდა
და უფროს ძმას მიუჯდა. კარვის მარჯვენა მხარეს დედა და მისი დები
საკვებსა და აქლემის საპალნეს შორის ხალიჩებზე წამოწოლილიყ-
ვნენ და საუბრობდნენ. თანდათანობით სმარასა და ხეობას სიჩუმე
ისევ ეუფლებოდა. ადამიანების გნიასი და პირუტყვის ბღავილი თან-
დათან წყდებოდა. ჩამუქებულ ცაზე ხანდახან ბადრი მთვარე გამოა-
ნათებდა – ვეება თეთრი დისკო. ცივი ღამე იყო, თუმცა ქვიშას მთე-
ლი დილანდელი სიცხე შერჩენოდა. რამდენიმე ღამურა მთვარეს
წინ გაუფრენდა და მიწისკენ სწრაფად ეშვებოდა. ნური თვალს არ
აშორებდა. წამოწოლილს თავი მკლავზე ედო და ძილის მოსვლას
ელოდებოდა. ვერ იგრძნო, ისე ჩაეძინა თვალებგახელილს.
გამოღვიძებულს უცნაური გრძნობა დაეუფლა, თითქოს დრო არ
გასულიყო. თვალით მთვარის დისკოს დაუწყო ძებნა. დიდხანს რომ
სძინებია, მხოლოდ მაშინ მიხვდა, როცა დასავლეთისკენ ჩამავალი
მნათობი დაინახა.
ბანაკში დამთრგუნველი სიჩუმე ჩამოწოლილიყო, რომელსაც
საიდანღაც, უდაბნოს კიდიდან გარეული ძაღლების ყეფა არღვევდა.
ნური წამოდგა და შენიშნა, რომ მამამისი და მისი ძმა კარავში
აღარ იყვნენ. ბნელში, კარვის მარცხენა მხარეს, მხოლოდ ხალიჩებ-
ში გახვეული ქალებისა და ბავშვების ბუნდოვანი სილუეტები ჩანდა.

21
ნური ბანაკებს შორის ქვიშის გზას სმარის გალავნებისკენ გაუყ-
ვა. მთვარის შუქით განათებულ სულმთლად გადათეთრებულ ქვი-
შაზე აქა-იქ ქვებისა და ბუჩქების მოლურჯო ჩრდილები იკვეთებო-
და. ჩამიჩუმი არ ისმოდა. თითქოს ყველას ჩასძინებოდა, მაგრამ
ნურმა იცოდა, რომ კაცები კარვებში არ იყვნენ. იქ მხოლოდ ბავ-
შვებს ეძინათ. ლაბადებსა და ხალიჩებში გახვეული ქალები კი ფეხ-
მოუცვლელად ისხდნენ და გარეთ იყურებოდნენ. ღამის ქარმა
ძვალ-რბილში გაატანა და ძაგძაგი დააწყებინა. შიშველ ფეხებქვეშ
ცივსა და მაგარ ქვიშას გრძნობდა.
როცა ქალაქის გალავანს მიუახლოვდა, ნურს კაცების ყაყანი შე-
მოესმა. ოდნავ მოშორებით გუშაგის უძრავ ლანდს მოჰკრა თვალი.
ქალაქის კარიბჭესთან ჩაცუცქულს, გრძელი კარაბინი მუხლებზე
შემოედო. ნურს ალიზის გალავანში ერთგან ჩამონგრეული ადგილი
ეგულებოდა. ამიტომაც გუშაგს გვერდი აუარა და ამ გზით შეაღწია
სმარაში.
შეიხის სახლის ეზოში შესვლისთანავე იქ თავმოყრილი ხუთ-ექ-
ვსკაციანი ჯგუფები შენიშნა. ისინი მიწაზე მაყლებს შემოსხდომოდ-
ნენ. დიდ სპილენძის ჩაიდნებში მწვანე ჩაისთვის წყალი დუღდა. ნუ-
რი ამ თავყრილობას შეუმჩნევლად შეერია ისე, რომ მისთვის არა-
ვის შეუხედავს. ყველას ყურადღება სასახლის წინ მდგარ მეომართა
ჯგუფს მიეპყრო. ლურჯებში გამოწყობილი რამდენიმე უდაბნოს ჯა-
რისკაცი სულგანაბული მისჩერებოდა ხანდაზმულ კაცს, რომელსაც
უბრალო თეთრი მატყლის ისეთი ლაბადა ეცვა, თავსაც რომ უფა-
რავდა. გვერდით ორი შეიარაღებული ახალგაზრდა რიგრიგობით
აღტყინებით ესაუბრებოდა.
იმ ადგილიდან, სადაც ნური იჯდა, კაცების გნიასის გამო, რომ-
ლებიც გაუთავებლად იმეორებდნენ და განმარტავდნენ ნათქვამს,
ჭირდა მათი ნაუბრის გაგება. როცა თვალი სიბნელისა და მაყალთა
წითელი ანარეკლების კონტრასტს შეეჩვია, ნურმა მოხუცი კაცის სი-
ლუეტი იცნო. ეს დიდი შეიხი მა ელ-აინინი იყო. პირველად სმარის
ჭასთან ნახა, როცა მამამისი და მისი უფროსი ძმა მისასალმებლად
ეახლნენ.

22
ნურმა მეზობელს შეიხის გვერდით მდგარი ორი ახალგაზრდის
ვინაობა ჰკითხა. უმალვე სახელები უთხრეს:
– საადბუ და ლარდაფი, ისინი ჩვენი მომავალი მეფის, „ოქროს
ზოდად“ წოდებული აჰმედ ედ დე-ჰიბას ძმები არიან.
ნური ამ ორი ახალგაზრდა მეომრის საუბარს ცალი ყურით უს-
მენდა. მათ შორის მდგარი მოხუცებულის ჩამომდნარ სახეს მიშტე-
რებოდა, მის გაშეშებულ სხეულზე მთვარით განათებული ლაბადა
ქათქათა ლაქად აღიქმებოდა.
სხვებიც მას მისჩერებოდნენ. გეგონება, ერთი კაცის თვალი უყუ-
რებდა, თითქოს სინამდვილეში ის ლაპარაკობდა, თითქოს მისი ერ-
თი მოძრაობაც საკმარისი იქნებოდა ყველაფრის შესაცვლელად,
რადგან უდაბნოსაც კი ის განაგებდა.
მა ელ-აინინი გაუნძრევლად იდგა. თითქოს არც ვაჟიშვილების
საუბარი, არც მის წინ, ეზოში მსხდარი კაცების გაუთავებელი გუგუ-
ნი ესმოდა. ზოგჯერ თავს ოდნავ შეატრიალებდა და სადღაც, შორს,
კაცებისა და თავისი ქალაქის ალიზის კედლებს მიღმა, მოქუფრული
ცისკენ, კლდოვანი გორაკების მიმართულებით იცქირებოდა.
ალბათ სურს, ხალხი ისევ უდაბნოში დააბრუნოს, იქ, საიდანაც
წამოვიდა – ფიქრობდა ნური. ამის გაფიქრებაზე გული ეკუმშებოდა
და მის ირგვლივ მყოფი კაცების საუბარიც აღარ ესმოდა. სმარას
თავს დაჰყურებდა უძირო, გაყინული ცა მთვარის შუქის თეთრ ღრუ-
ბელში ჩაძირული ვარსკვლავებით. ეს თითქოს სიკვდილის, სასო-
წარკვეთის, საშინელი უკმარობის მაუწყებელი რამ, მიყუჩებულ
კარვებსა და ქალაქის კედლებში სიცარიელეს ამძაფრებდა. ნური
ამას განსაკუთრებით მაშინ გრძნობდა, როცა დიდი შეიხის ღონე-
მიხდილ სილუეტს უყურებდა, თითქოს მოხუცებულის გულამდე აღ-
წევდა, მის საიდუმლოს სწვდებოდა.
სხვა შეიხები, დიდი კარვის მეთაურები და ლურჯი მეომრები ერ-
თმანეთის მიყოლებით მოდიოდნენ. ყველას ერთი და იგივე ამბავი
მოჰქონდა. დაღლილობისა და გვალვისაგან ხმა გაჰბზარვოდათ.
ჰყვებოდნენ, სამხრეთის ოაზისებში შეჭრილი ქრისტიანები როგორ
იწვევდნენ მომთაბარეებს საომრად. ჰყვებოდნენ უდაბნოში ქრისტ-

23
იანების მიერ აშენებულ, გამაგრებულ ქალაქებზე, ზღვის სანაპი-
როებამდე ჭებთან მისადგომი რომ გადაეღობათ. ჰყვებოდნენ წაგე-
ბულ ბრძოლებზე, დახოცილებზე, იმდენზე, რომ სახელებიც აღარ
ახსოვდათ; უდაბნოს გავლით ჩრდილოეთისკენ გამოქცეულ ქალებ-
სა და ბავშვებზე, გზაში ყოველ ნაბიჯზე დაცვენილი პირუტყვის ჩონ-
ჩხებზე; ჰყვებოდნენ გაჩერებულ ქარავნებზე, როცა ქრისტიანების
ჯარისკაცები მონებს ათავისუფლებდნენ და სამხრეთისკენ გზავნიდ-
ნენ, როცა ტუარეგი მეომრები აღალიდან მოტაცებული ყოველი მო-
ნის სანაცვლოდ ქრისტიანებისაგან ფულს იღებდნენ; ჰყვებოდნენ
მითვისებულ საქონელსა და პირუტყვზე, მძარცველთა ხროვაზე,
ქრისტიანებთან ერთად რომ შეესია უდაბნოს; ქრისტიანთა მრავალ-
რიცხოვან ჯარზე, რომელსაც სამხრეთელი შავკანიანები მიუძღოდ-
ნენ, ქვიშის გორაკებს რომ ფარავდა ჰორიზონტის ერთი კიდიდან
მეორემდე. ცხენოსნებზე, კარვებს ალყას რომ არტყამდნენ და, თუ
ვინმე შეწინააღმდეგებას გაუბედავდა, ადგილზევე ხოცავდნენ, მათი
შვილები კი ძალით მიჰყავდათ და ქრისტიანთა სკოლებში, ზღვის
სანაპიროებზე აღმართულ ციხე-სიმაგრეებში აბარებდნენ. ამას
სხვებიც უდასტურებდნენ, ღვთის სახელს იფიცებდნენ, ხმების გუგუ-
ნი კი მატულობდა და მოედანს მოვარდნილი ქარის ხმაურივით გა-
დაუვლიდა.
ნური ამ გუგუნს უსმენდა, ჯერ რომ მატულობდა, შემდეგ კი იკ-
ლებდა, თითქოს დიუნებზე უდაბნოს ქარს გადაევლო და სუნთქვა
ეკვროდა, რადგან ქალაქსა და ყოველ ადამიანს საშინელი საფ-
რთხე ემუქრებოდა, საფრთხე, რომლისაც ვერაფერი გაეგო.
ახლა თვალის დაუხამხამებლად შეჰყურებდა თეთრ სილუეტს.
მოხუცი კაცი, დაღლილობისა და ღამის სუსხის მიუხედავად, თავის
ვაჟიშვილებს შორის გაუნძრევლად იდგა. ნურს ეგონა, რომ მხო-
ლოდ მას, მა ელ-აინინს, შეეძლო შეეცვალა ამაღამდელი დინება,
განრისხებული ხალხის ხელის ერთი მოძრაობით დაშოშმინება, ან-
და პირიქით, წაქეზება სულ რამდენიმე სიტყვით, რომელსაც უკლებ-
ლივ ყველა გაიმეორებდა და სიმწრისა და გახელების ტალღას აა-
გორებდა. ნურის მსგავსად ყველა მას მისჩერებოდა. სიცხისა და და-

24
ღლილობისაგან გულდამძიმებულთ თვალები ეწვოდათ, იტანჯე-
ბოდნენ, დაძაბულობა დასტყობოდათ. ყველა გრძნობდა, მზისგან
კანი როგორ დასწვოდა და გაუხეშებოდა, ტუჩები უდაბნოს ქარს და-
ეხეთქა. თვალებმიშტერებულები თითქმის გაუნძრევლად ელოდ-
ნენ ნიშანს, მაგრამ მა ელ-აინინი ამას თითქოს ვერ ამჩნევდა. მისი
გაშტერებული და შორს მიპყრობილი მზერა ადამიანების თავებს ზე-
მოთ, სმარის გამომშრალი ალიზის კედლებს იქით იყო მიპყრობი-
ლი. შესაძლოა, ადამიანთა კაეშნის მიზეზებს ღამეული ცის უღრმეს
შრეებში ან მთვარის დისკოს ირგვლივ მოცურავე სინათლის უცნა-
ურ ბურუსში ეძებდა. ნურმა ზემოთ აიხედა, იქით, სადაც ჩვეულებ-
რივ პატარა დათვის თანავარსკვლავედის შვიდი ვარსკვლავი ჩანდა
ხოლმე, მაგრამ გაყინულ ცაში გაქვავებული პლანეტა იუპიტერის
გარდა ვერაფერი დაინახა.
მთვარის შუქმა ყოველივე ნისლით დაფარა. ნურს უყვარდა ვარ-
სკვლავები. მამამისი პატარაობიდანვე ასწავლიდა მათ სახელებს.
მაგრამ იმ ღამით თითქოს ცაც ვეღარ იცნო. ყველაფერი მიუწვდო-
მელი და ცივი ეჩვენა, მთვარის თეთრ ნათელში ჩაძირული, თვალ-
დაშრეტილი. ქვემოთ, მიწაზე, კოცონების ცეცხლი წითელ ორმოებს
აჩენდა და ადამიანებს სახეებს უცნაურად უნათებდა. შესაძლოა,
სწორედ შიშმა შეცვალა ყველაფერი, ჩამოუხმო სახეები და ხელები,
შავი ბინდი ჩაუყენა ცარიელ თვალის ბუდეებში, ღამემ კი ადამია-
ნებს სინათლე გაუყინა თვალებში, ეს უზარმაზარი ხვრელი გაჭრა
ცის სიღრმეში.
შეიხ მა ელ-აინინის გვერდით მდგომმა კაცებმა, სათითაოდ ყვე-
ლამ ილაპარაკა – ყველამ, ვისი სახელიც ნურს უწინ მამისგან გა-
ეგონა, – მეომარი ტომების ბელადებმა, ლეგენდების კაცებმა, მაკი-
ლებმა, არიბმა, ულად იაჰიამ, ულად დელიმმა, არუსიინმა, იშერგი-
გინმა, შავპირბადიანმა რეგიბატებმა და მათ, ვინც შლეჰურზე ლა-
პარაკობდა, იდაუ ბელალმა, იდაუ მერიბატმა, აიტ ბა ამრანმა, და
მათ, ვისაც სახელებით არ იცნობდა, ვინც მავრიტანიის, ტომბუქტუს
ბოლოდან წამოსულიყო, მათაც, ვინც არ ისურვა მაყალს მისჯდო-
მოდა, ვინც აქამდე მოედნის შემოსასვლელთან ლაბადამოსხმული

25
იდგა სახეზე აღბეჭდილი შიშნარევი ქედმაღლობით; მათაც, ვინც
აქამდე ხმას არ იღებდა. ნური რიგრიგობით ყველას უყურებდა და
გრძნობდა, როგორ გამოეკვეთებოდათ სახეზე შემაძრწუნებელი სი-
ცარიელე, თითქოს სულ მალე უნდა დახოცილიყვენენ.
მა ელ-აინინი მათ ვერ ამჩნევდა. არავისთვის შეუხედავს, ალბათ
მხოლოდ ერთხელ და ისიც ერთი წამით შეაჩერა ნურის სახეზე მზე-
რა. თითქოს გაუკვირდა, ამდენ ხალხში როგორ შევნიშნეო.
ამ გაელვების მსგავსი თითქმის შეუმჩნეველი წამის შემდეგ
ნურს უფრო სწრაფად და უფრო ძლიერად დაუწყო გულმა ძგერა და
ნიშანს დაელოდა, რომელიც მოხუც შეიხს მის წინ შეკრებილი ხალ-
ხისთვის უნდა მიეცა. მოხუცი კი ისევ ისე უძრავად იდგა, თითქოს
სხვა რამეზე ფიქრობდა. მისკენ დახრილი ორი ვაჟი ხმადაბალა ესა-
უბრებოდა. ცოტა ხნის შემდეგ მოსასხამიდან აბანოზის კრიალოსა-
ნი ამოიღო, მუხლი მოწიწებით მოიყარა, თავი წინ გადახარა და
ლოცვა წამოიწყო. თავის დაწერილ სარიტუალო სიტყვებს წარ-
მოთქვამდა. ვაჟები აქეთ-იქით ჩაჩოქილიყვნენ. სულ მალე, თით-
ქოს ეს უბრალო ნაბიჯი საკმარისი ყოფილიყოს, გნიასი შეწყდა და
სავსე მთვარის ქათქათა შუქზე მოედანზე სამარისებურმა და გამყი-
ნავმა სიჩუმემ დაისადგურა. ცოტა ხნის შემდეგ უდაბნოდან, ზეგნე-
ბის გამოფიტული ქვებიდან წამოსული, ქარს გამოყოლილი შორე-
ული, ძნელად გასარჩევი ხმები და გარეული ძაღლების წყვეტილი
ყეფა არემარეს ისევ მოედო. კაცები გამოუმშვიდობებლად, უსიტ-
ყვოდ, უხმაუროდ, ერთი მეორის მიყოლებით დგებოდნენ და მო-
ედანს ტოვებდნენ. ყველა თავისთვის მიდიოდა. ერთმანეთთან გა-
მოლაპარაკების სურვილიც კი არ ჰქონდათ. როცა მამამ მხარზე ხე-
ლი შეახო, ნურიც წამოდგა და გაჰყვა. სანამ მოედანს დატოვებდა,
შეტრიალდა, მოხუცებულის უჩვეულო, სუსტი სილუეტისთვის რომ
შეეხედა. მთვარის შუქქვეშ სულ მთლად მარტო დარჩენილი მა ელ-
აინინი ლოცულობდა და თან ტანის ზედა ნაწილს მხედარივით არ-
წევდა.
მომდევნო დღეებში სმარის ბანაკში შფოთმა კიდევ უფრო იმატა.
ბოლომდე ვერ გარკვეულიყვნენ, მაგრამ ყველა რაღაცას გრძნობ-

26
და, როგორც გულისტკივილს, მუქარას. მთელი დღის მცხუნვარე
მზე თავის მძლავრ სხივებს ქვების კუთხეებსა და დამშრალ კალა-
პოტში აფრქვევდა. მოშორებით კლდოვანი ჰამადას განშტოებები
ციმციმებდა და საგიეტის ხეობის თავზე განუწყვეტლივ ხედავდნენ
მირაჟებს. სამხრეთიდან აჩქარებული სვლით შიმშილისა და წყურ-
ვილისაგან გათანგულ მომთაბარეთა ახალ-ახალი რაზმები გამუდ-
მებით მოდიოდა. მათი სილუეტები მირაჟებს ერეოდა და ჰორიზონ-
ტზე იკარგებოდა. ძლივს მოლასლასებდნენ, ფეხებზე თხის ტყავის
ქალამნები თასმებით შეეკრათ, ზურგზე მსუბუქი ტვირთი მოეკიდე-
ბინათ. ზოგჯერ უკან დამშეული აქლემები, დაკოჭლებული ცხენები,
თხები და ცხვრები მოჰყვებოდნენ. მოსვლისთანავე ბანაკის განაპი-
რას კარვებს შლიდნენ. არავინ ეგებებოდა, არავინ ეკითხებოდა, სა-
იდან მოდიხართო. ზოგს ქრისტიან ჯარისკაცებთან ან უდაბნოს ყა-
ჩაღებთან ბრძოლისას მიყენებული ნაჭრილობევი ეტყობოდა. უმ-
რავლესობას სიცხეებისა და მუცლის გვრემისაგან არაქათი გამოს-
ცლოდა. ზოგჯერ შეთხელებული, უმეთაუროდ, უქალებოდ დარჩე-
ნილი ჯარის ნაწილი მოდიოდა. შავკანიან, ჩამოძენძილ, ნახევრად
შიშველ კაცებს ცარიელი თვალები ციებ-ცხელებისა და ბოდვისაგან
ულაპლაპებდათ. წყურვილს სმარის შესასვლელთან, წყაროზე იკ-
ლავდნენ. შემდეგ დასაძინებლად ქალაქის გალავნების ჩრდილ-
ქვეშ წვებოდნენ, მაგრამ ძილი არ ეკარებოდათ.
იმ ღამის შემდეგ, ტომთა შეკრება რომ შედგა, ნურს არც მა ელ-
აინინისთვის, არც მისი ვაჟიშვილებისთვის თვალი არ მოუკრავს.
მაგრამ კარგად გრძნობდა, რომ გუგუნი, რომელიც მა ელ-აინინის
ლოცვის დაწყებისთანავე მინელდა, სინამდვილეში არ შემწყდარა.
ახლა უკვე ამ გუგუნს სიტყვები აღარ იწვევდა. მამამისი, უფროსი ძმა
და დედა არაფერს ამბობდნენ, თავს შეატრიალებდნენ, თითქოს
ეშინოდათ, რამე არ გვკითხონო. შფოთი კი უფრო და უფრო მატუ-
ლობოდა ბანაკის ხმაურში, მოთმინებადაკარგული ცხოველების
ბღავილში, სამხრეთიდან ახალმოსულთა ნაბიჯების ხმაში, უკმეხ
სიტყვებში, რომლითაც ადამიანები ერთმანეთსა და ბავშვებს მი-
მართავდნენ. შფოთი მოჰყვებოდა სხვადასხვა მქისე სუნს – ოფლს,

27
შარდს, შიმშილს, მთელ უწმინდურებას, რომელიც ბანაკების კუნჭუ-
ლებიდან და მიწიდან ამოდიოდა. საკვების სიმწირეს, რომელიც
რამდენიმე პილპილმოყრილი ხურმისგან, მაწვნისა და ქერის ფა-
ფისგან შედგებოდა, გათენებისთანავე სწრაფად რომ შეექცეოდნენ,
სანამ მზე ქვიშიან გორაკებს ამოსცდებოდა. შფოთი შერეოდა ადა-
მიანებისა და პირუტყვის ნაბიჯებისაგან გაბინძურებულ ჭების
წყალს, მწვანე ჩაისაც რომ ვეღარ გაეკეთილშობილებინა. კარგა ხა-
ნი იყო, შაქარი და თაფლი შემოლეოდათ, ხურმაც გაქვავებულიყო,
ასეთივე მწკლარტე და მაგარი იყო დაღლილობისგან დაცვენილი
აქლემის ხორცი. გამძაფრებული შფოთი მოსდებოდა დამშრალ
პირსა და თითებს, საიდანაც სისხლი სდიოდათ; იმ სიმძიმეში შეიგ-
რძნობოდა, ადამიანებს თავსა და მხრებზე რომ აწვა, დღის სიმხურ-
ვალეს, ღამის სიცივეს შერეოდა და ძველი ხალიჩების ნაკეცებში
გახვეულ ბავშვებს კანკალს აწყებინებდა.
ყოველდღე, ბანაკების წინ ჩავლისას ნურს ქალების ტირილი ეს-
მოდა – ღამით ვიღაც მომკვდარიყო. დღითი დღე სასოწარკვეთა და
გაბოროტება მატულობდა და ნურს გული კიდევ უფრო ეკუმშებოდა.
შეიხის მზერა ახსენდებოდა, შორს, ღამის უჩინარ გორაკებზე რომ
დაცურავდა, შემდეგ ერთი წამით ანარეკლივით მასზე ჩერდებოდა
და მთელ არსებას შიგნიდან უნათებდა.
ისე შორიდან წამოსულიყვნენ სმარაში, თითქოს ეს მოგზაურო-
ბის ბოლო წერტილი უნდა ყოფილიყო, თითქოს შეუძლებელი იყო,
აქ რაიმე შემოჰკლებოდათ. წამოსულიყვნენ, რადგან ფეხქვეშ მიწა
გამოსცლოდათ, თითქოს მათ უკან ზვავი ჩამოწოლილიყო და ამიე-
რიდან უკან დასახევი გზა მოსჭროდათ. და ახლა, ასობით, ათასო-
ბით ადამიანი შეკრებილიყო აქ, ამ მიწაზე, რომელიც მათ ვერ მი-
იღებდა, სადაც არც წყალი იყო, არც ხეები და არც საკვები. მათი მზე-
რა მუდამ ჰორიზონტის ყოველ წერტილს, სამხრეთის გულშემზარავ
მთებს, აღმოსავლეთის უდაბნოს, საგიეტის ჩანჩქერების დამშრალ
კალაპოტებს, ჩრდილოეთის ზეგნებს სწვდებოდა, მოკრიალებულ
ცაშიაც იკარგებოდა, საიდანაც ცეცხლოვანი მზე თვალს სჭრიდა. მა-
შინ შფოთი შიშში გადადიოდა, შიში ბრაზში და ნური გრძნობდა, უც-

28
ნაური ტალღა, შესაძლოა სუნიც კი, როგორ გადაუვლიდა ბანაკს,
კარვებიდან ამოდიოდა და სმარას ირგვლივ ტრიალებდა. ეს თრო-
ბაც იყო, სიცარიელითა და შიმშილით თრობა, რომელიც დედამიწას
ფერებსა და ფორმებს, ცას ლურჯს უცვლიდა. მლაშობებს ავარვარე-
ბულ ფსკერზე დიდ, კამკამა ტბებს წარმოუსახავდა, ლაჟვარდს ჩი-
ტებისა და ბუზების ღრუბლებით ავსებდა.
მზის ჩასვლისას ნური ალიზის კედლის ჩრდილში ჯდებოდა და იმ
ადგილს გაჰყურებდა, სადაც იმ ღამით მოედანზე მა ელ-აინინი გა-
მოჩენილიყო, მყუდრო ადგილს, სადაც სალოცავად მუხლი მოეყა-
რა. ზოგჯერ სხვებიც მოდიოდნენ. მოედნის შესასვლელში უძრავად
იდგნენ და ვიწროფანჯრებიან წითელი მიწის კედელს შეჰყურებ-
დნენ. ხმას არ იღებდნენ. მხოლოდ უყურებდნენ, შემდეგ კი ბანაკში
ბრუნდებოდნენ.
ერთხელაც, დედამიწაზე და ცაში ამდენი ბრაზითა და შიშით აღ-
სავსე დღის, ამდენი სუსხიანი ღამის შემდეგ, როცა თვალს ცოტა
ხნით მოხუჭავდი თუ არა, უეცრად, უმიზეზოდ, ავარვარებული თვა-
ლებითა და უსიამოვნო ოფლით გახვითქული სხეულით გეღვიძებო-
და, ამ უზომოდ გაწელილი დროის შემდეგ, მოხუცებულებისა და
ბავშვების სიცოცხლეს ნელ-ნელა რომ აქრობდა, მოულოდნელად
საიდანღაც შეიტყვეს, რომ გამგზავრების დღე დამდგარიყო.
ნურმა ეს იქამდე შეიტყო, ვიდრე დედა გაუმხელდა ამ ამბავს, სა-
ნამ ძმა ღიმილით ეტყოდა, თითქოს ამით ყველაფერი უნდა შეცვლი-
ლიყო:
„ხვალ ან ზეგ უკვე გზას გავუდგებით. კარგად მომისმინე: აქედან
ძალიან შორს, ჩრდილოეთისკენ მივდივართ. ასე ბრძანა შეიხმა მა
ელ-აინინმაო".
შესაძლოა, ეს ამბავი ქარსა და მტვერს მოჰყვა ან სულაც სმარის
მოედანზე დატკეპნილი მიწის ყურებისას მოესმა.
მთელ ბანაკს სწრაფად მოედო. ქარი მუსიკის მსგავს ბგერებს გა-
მოსცემდა. კაცების ხმები, ბავშვების ყვირილი, სპილენძის ჟღარუ-
ნი, აქლემების ბღავილი, ცხენების ფლოქვთა ბაკუნი და ჭექა-ჭიხვი-
ნი იმ წვიმის ხმას ჰგავდა, მოულოდნელად რომ დასცხებს, ხეობას

29
ჩამორეცხავს და ჩანჩქერების წითელ წყალს ჩამოიყოლიებს. მოთ-
მინებადაკარგული ქალები და კაცები ხეივნებში დარბოდნენ, ცხე-
ნები ფლოქვებს სცემდნენ, დაბმული აქლემები ხუნდებს იღრღნიდ-
ნენ. ცის სიმხურვალეს ქალები ვერ შეეშინებინა. კარვების წინ იდ-
გნენ და გაჰკიოდნენ. ვერავინ იტყოდა, საიდან შეეტყოთ ეს ამბავი.
ყველა ამ გამაბრუებელ ფრაზას იმეორებდა: მივდივართ,ჩრდი-
ლოეთისკენ მივდივართო.
ნურის მამას თვალები ერთგვარი აღტყინებული სიხარულით უბ-
რწყინავდა.
– სულ მალე გავალთ, ასე ბრძანა ჩვენმა შეიხმა, სულ მალე.
– საით? – ჰკითხა ნურმა.
‒ ჩრდილოეთისკენ, დრაას მთებს გადაღმა, სუსისკენ, ტიზნიტის-
კენ. იქ ჩვენთვის სამყოფი წყალიცაა და მიწებიც. ასე გვითხრა მა
ელ-აინინის შვილმა, ჩვენმა ნამდვილმა მეფემ მულაი ჰიბამ და აჰ-
მედ ეშ შემსმაც დაუდასტურა.
ქალაქ სმარასკენ ხალხი გასასვლელებს ჯგუფ-ჯგუფად მიუყვე-
ბოდა. ნურიც ამ ორომტრიალში მოხვდა. ადამიანების ნაბიჯებითა
და ცხოველთა ფლოქვებისგან დაყენებული წითელი მტვერი ღრუ-
ბელივით ადგა ქალაქს. უკვე თოფების პირველი ბათქიც გაისმა და
დენთის მჭახე სუნი ბანაკში გამეფებულ შიშს სდევნიდა. ნური წინ
ისე მიიწევდა, რომ ვერაფერს ხედავდა. კაცები ეჯახებოდნენ, კარვე-
ბისკენ აგდებდნენ. მტვერი პირს უშრობდა და თვალებს სწვავდა.
მწველი, თაკარა მზე თეთრ ისრებს სქელ მტვერში ისროდა. ერ-
თხანს ნური ასე, ალალბედზე, წინ გაშვერილი ხელებით მიდიოდა.
შემდეგ მიწაზე დაეცა და ერთ-ერთ კარავში შეცოცდა. როცა გონს
მოეგო, კარვის ქვედა ნაწილთან ჩამომჯდარი, ლურჯ ლაბადაში
გახვეული ქალი დაინახა. ქალს თავდაპირველად ქურდი ეგონა, სა-
ხეში კენჭები დაუშინა და ლანძღვა დაუწყო. შემდეგ კი, როცა მიუახ-
ლოვდა და მისი მტვრით მოთხვრილი ლოყები დაინახა, რომელზე-
დაც ცრემლებს წითელი ნაკვალევი დაეტოვებინა, დაუყვავა:
– რა დაგემართა? ავად ხომ არა ხარ?
ნურმა თავი გააქნია. მოხუცი ფორთხვით მიუახლოვდა.

30
– უთუოდ ავადა ხარ, – უთხრა, – ახლავე ჩაის დაგალევინებ.
და სპილენძის თასში ჩაი დაუსხა.
ქაფქაფა უშაქრო ჩაიმ ნური მოამაგრა.
– აქაურობას მალე დავტოვებთ, – უთხრა ოდნავ გაუბედავად.
დედაბერმა შეხედა, მხრები აიჩეჩა და ამოილუღლუღლა:
– ჰო, ასე ამბობენ.
– ეს ჩვენთვის გამორჩეული დღე იქნება, – თქვა ნურმა.
მაგრამ, როგორც ჩანს, დედაბრისათვის ეს დღე დიდად მნიშვნე-
ლოვანი არ უნდა ყოფილიყო. ალბათ იმიტომ, რომ მოხუცი იყო.
– შენ იქ, ჩრდილოეთში, შეპირებულ ადგილას აუცილებლად
ჩახვალ. მე კი იქამდე ვერ ჩავაღწევ.
და დაუმატა:
– გზაში ამომხდება სული.
მოგვიანებთი, როცა კარვიდან გამოვიდა, ბანაკის გასასვლელე-
ბი დაცარიელებული დახვდა, თითქოს იქაურობას ყოველი სულ-
დგმული გასცლოდა. მაგრამ კარვების ჩრდილქვეშ ადამიანები მა-
ინც შენიშნა: მოხუცებულები, ავადმყოფები, რომლებიც პაპანაქე-
ბის მიუხედავად მაინც ცახცახებდნენ და ახალგაზრდა, ჩვილბავ-
შვიანი ქალები, წინ ცარიელი, სევდიანი თვალებით რომ იყურებოდ-
ნენ.
ნურს გული კიდევ ერთხელ შეუტოკდა. იგრძნო – კარვებქვეშ
სიკვდილის აჩრდილი დათარეშობდა.
გალავანთან მიახლოებისას მუსიკის რიტმული ხმაური მატუ-
ლობდა. სმარის კარიბჭის წინ შეკრებილი ქალები და კაცები მუსი-
კოსების წინ ნახევარრკალად იდგნენ. ფლეიტების მჭექარე ხმა გა-
იგონა. ის ძლიერდებოდა, სუსტდებოდა, ისევ ძლიერდებოდა, შემ-
დეგ კი სულ წყდებოდა. დოლები და სამსიმიანი ინსტრუმენტი კი ერ-
თსა და იმავე ფრაზას განუწყვეტლივ იმეორებდნენ. კაცი დაბალი და
მონოტონური ხმით ანდალუზიურ სიმღერას მღეროდა. მისი სიტყვე-
ბი ნურს არ ესმოდა. წითელ ქალაქს მოკრიალებული, ლურჯზე
ლურჯი, მაგრამ უკარება ცა დაჰყურებდა.სადაცაა, გამგზავრების
დღესასწაული უნდა დაწყებულიყო. მეორე დღის გარიჟრაჟამდე,შე-

31
საძლოა, მესამე დღემდეც გაგრძელებულიყო: ქარში დროშებს ააფ-
რიალებდნენ, მხედრები გალავნებს შემოუვლიდნენ და გრძელ თო-
ფებს დაცლიდნენ, ახალგაზრდა ქალები ეჟვნებივით ჟღარუნა ხმით
სიმღერას შემოსძახებდნენ.
მუსიკისა და ცეკვისაგან გაბრუებულ ნურს კარვებქვეშ დასადგუ-
რებული სიკვდილის აჩრდილი მიავიწყდა. თითქოს უკვე ჩრდილოე-
თის ციცაბო კლდეებს შესდგომოდა, საიდანაც ზეგნები იწყებოდა და
კამკამა ჩანჩქერები იღებდა სათავეს, რომლებიც ჯერ არავის ენახა.
და მაინც, კაეშანი, მომთაბარეთა მისვლისთანავე რომ დაეუფლა,
მისი არსების სიღრმეში ისევ დარჩენილიყო.
უნდოდა, მა ელ-აინინი ენახა. შეჯგუფულ ხალხს გვერდი აუარა,
მომღერალ კაცებთან დაუწყო ძებნა. მაგრამ შეიხი ხალხში არ იყო.
მაშინ გალავნის კარისკენ გასწია. ქალაქში იმავე ხვრელით შეაღ-
წია, რომლითაც შეკრების ღამით.
დატკეპნილმიწიანი დიდი მოედანი მთლად დაცარიელებული
დაუხვდა. შეიხის სახლის ალიზის კედლები მზის სინათლეზე ბრწყი-
ნავდა. სახლის კარს ირგვლივ თეთრი კედელი თიხით უცნაურად
მოეხატათ. ნური ერთხანს ათვალიერებდა, ქარისაგან ჩამოშლილ
კედლებს უყურებდა, შემდეგ მოედნის ცენტრისკენ გაემართა. შიშ-
ველ ფეხებქვეშ მიწა უდაბნოს ქვის ფილებივით უხეში და თბილი მო-
ეჩვენა. ფლეიტების ხმა აქ, ამ დაცარიელებულ ეზომდეც აღწევდა.
თითქოს ნური სამყაროს მეორე მხარეს ყოფილიყო. სანამ ბიჭი მო-
ედნის ცენტრისკენ მიდიოდა, ყველაფერი განუზომელ ფორმას
იძენდა. აშკარად გრძნობდა, სისხლი კისრისა და საფეთქლების არ-
ტერიებში როგორ უმოძრავებდა. ასე ეგონა, გულისცემა მის ფეხებ-
ქვეშ, მიწაშიც გაისმოდა.
როცა ნური თიხის კედლის იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც მო-
ხუცს ლოცვის სათქმელად მუხლი მოეყარა, პირქვე დაემხო, არც
განძრეულა და აღარც არაფერზე დაფიქრებულა. ხელებით მიწას
ისე ჩაეჭიდა, თითქოს ძალიან მაღალი უფსკრულის კედელს ებღაუ-
ჭებოდა. მტვრის ავლის გემო პირსა და ნესტოებს უვსებდა.
თავის აწევა მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ გაბედა და მაშინვე შეი-

32
ხის თეთრი ლაბადა დაინახა.
– აქ რას აკეთებ? – ჰკითხა მა ელ-აინინმა ისეთი ჩუმი, ისეთი შო-
რეული ხმით, თითქოს მოედნის მეორე ბოლოში ყოფილიყო.
ნურს ერთხანს ენა დაება, მუხლებზე წამოიწია, მაგრამ თავი წინ
გადახრილი დარჩა. შეიხისათვის შეხედვა ვერ გაებედა.
– აქ რას აკეთებ? – გაუმეორა მოხუცებულმა.
‒ ვლოცულობდი, – ამოილუღლუღა ნურმა და მაშინვე შეასწო-
რა, – ლოცვა მინდოდა მეთქვა.
შეიხმა გაუღიმა:
– მერე? ვერ თქვი?
– ვერა, – გულწრფელად მიუგო ნურმა და მოხუცის ხელებს შე-
ეხო – გევედრები, მომმადლე ღვთის ლოცვა-კურთხევა.
მა ელ-აინინმა ნურს თავზე ხელები გადაუსვა. კეფა ნაზად დაუზი-
ლა, შემდეგ წამოაყენა და გადაეხვია.
– რა გქვია? – ჰკითხა – შენ არ იყავი, შეკრების ღამეს რომ და-
გინახე?
ნურმა თავისი, მამამისისა და დედამისის სახელები უთხრა. ამ
უკანასკნელის გაგონებაზე მა ელ-აინინს სახე გაუნათდა.
–მაშ, დედაშენი სიდი მუჰამადის შტოს ეკუთვნის, ალ აზრაკს,
ლურჯ კაცს რომ ეძახდნენ?
– ის დიდედაჩემის ბიძა იყო დედის მხრიდან, – მიუგო ნურმა.
– მაშ მართლაც შერიფას ვაჟიშვილი ყოფილხარ, – უთხრა მა
ელ-აინინმა, კარგა ხანს ხმა არ ამოუღია, თავისი ნაცრისფერი თვა-
ლებით ნურს თვალებში დაჟინებით მიაჩერდა, თითქოს რაღაცის
მოგონებას ლამობსო. შემდეგ ლურჯი კაცი გაიხსენა, სამხრეთის
ოაზისებში, ჰამადას კლდეებს გადაღმა რომ გაეცნო. მაშინ, როცა
არაფერი ამჟამინდელი, ქალაქი სმარაც არ არსებობდა. ლურჯი კა-
ცი უდაბნოს განაპირას, ქვებითა და ტოტებით ნაგებ ქოხში ცხოვ-
რობდა. არც ადამიანებისა ეშინოდა და არც გარეული ცხოველები-
სა. ყოველ დილით მისი ქოხის წინ ხურმა, მაწვნის ჯამი და ცივი
წყლით სავსე დოქი იდგა, რადგან ღმერთი მასზე ზრუნავდა და საზ-
რდოს უგზავნიდა. როცა მა ელ-აინინი მის მოძღვრებასთან საზიარ-

33
ებლად მივიდა, ლურჯმა კაცმა არ ისურვა მისი მიღება. თუმც ერთი
თვე თავისი კარის წინ მაინც მიუჩინა დასაძინებელი ადგილი
ისე,რომ არ დალაპარაკებია, ზედაც არ შეუხედავს, მხოლოდ ხურ-
მასა და რძეს უყოფდა. მა ელ-აინინს ამაზე გემრიელი არასდროს
არაფერი ეგემა. რაც შეეხება დოქის წყალს, უმალვე წყურვილს უკ-
ლავდა და მხიარულებით აღავსებდა, რადგან უწმინდესი ცვრით
იყო ავსებული.
ერთმა თვემ განვლო. შეიხი ისევ უგუნებოდ იყო, რადგან ალ აზ-
რაკს ჯერ მისთვის არ შეეხედა. ამიტომაც შინ დაბრუნება განიზრახა.
წუხდა, ლურჯმა კაცმა ღირსად არ ჩამთვალა, ღმერთისთვის მემსა-
ხურაო და უიმედოდ გაუდგა თავისი სოფლისაკენ მიმავალ გზას.
უცებ შენიშნა, რომ ვიღაც ელოდებოდა. ეს ალ აზრაკი იყო. ჰკითხა,
რატომ მტოვებო. შემდეგ თავისთან დარჩენა შესთავაზა. მა ელ-აი-
ნინი კიდევ კარგა ხანს დარჩა მასთან. ერთ დღესაც ლურჯმა კაცმა
გამოუცხადა, მეტს ვეღარაფერს გასწავლიო.
– კი მაგრამ, ჯერ ხომ არ გადმოგიცია შენი მოძღვრება? – შეჰ-
კადრა მა ელ-აინინმა. მაშინ ალ აზრაკმა ხურმის თეფში, მაწვნის ჯა-
მი და წყლის დოქი დაანახვა – განა რაც აქ მოხვედი, ყოველდღე არ
გიყოფდი ამას? შემდეგ ჰორიზონტისკენ მიახედა, ჩრდილოეთით,
საგიეტ ელ-ჰამრასკენ. უთხრა, იქ შენი ვაჟიშვილებისთვის წმინდა
ქალაქი ააშენეო. ერთ-ერთს გამეფებაც კი უწინასწარმეტყველა. მა-
შინ მა ელ-აინინმა თავისიანებთან ერთად სოფელი დატოვა და ქა-
ლაქი სმარა ააშენა.
შეიხმა ეს ამბავი დაასრულა, ნური კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულ-
ში და თავისი სასახლის წყვდიადში გაუჩინარდა.

მა ელ-აინინი ბოლო ლოცვის სათქმელად სახლიდან მეორე


დღეს, მზის ჩასვლისას გამოვიდა. ბანაკის ქალებსა და კაცებს თით-
ქმის არ სძინებიათ. მთელი ღამე შეუსვენებლივ მღეროდნენ და მი-
წაზე ფეხებს აბაკუნებდნენ. უდაბნოს მეორე მხრისკენ დიდი მოგზაუ-
რობა დაწყებულიყო. თრობა, რომელიც ქვიშის გზაზე სიარულით
უნდა განეცადათ, უკვე მოსდებოდა მათ სხეულებს და მხურვალე ნა-

34
კადით ავსებდა, თვალწინ მირაჟებს წარმოუსახავდა. არავის დავიწ-
ყებია გამუდმებული ტანჯვა, წყურვილი, მზისგან გავარვარებული
ქვები, გაუთავებელი ქვიშა, ჰორიზონტი, მუდამ უკან რომ იხევდა,
არც ის გამუდმებული, მღრღნელი შიმშილი, მარტო საკვებისა კი
არა, ყოველგვარი შიმშილი, შიმშილი იმედისა და თავისუფლებისა,
ყოველივე იმისა, რაც გაკლია ამქვეყნად და გონებას გიმღვრევს,
შიმშილი, წინ რომ გეწევა და გაბრუებული ცხვრის ფარების მიერ
დაყენებულ მტვრის ღრუბელს გაპობინებს, შიმშილი, აღმართზე
რომ აჰყავხარ, საიდანაც ისევ უნდა დაეშვა, წინ კი ასობით, ათასო-
ბით მსგავსი სიმაღლე გაქვს ასავლელი.
მა ელ-აინინს ისევ მოედნის შუაგულში, კირით შეღებილი სახ-
ლების წინ დატკეპნილ მიწაზე მოეყარა მუხლი. ამჯერად აქეთ-იქით
ტომთა ბელადები უსხდნენ. გვერდით ნური და მამამისი მოესვა, ნუ-
რის უფროსი ძმა და დედა კი ხალხში შერეულიყვნენ. ბანაკის ქალე-
ბი და კაცები მოედანზე ნახევარწრედ შეჯგუფულიყვნენ. ზოგი მო-
კუნტულიყო, ღამის სუსხით შემცივნული შალის ლაბადაში გახვეუ-
ლიყო, ზოგი ფეხზე იდგა, ზოგიც მოედნის კედლებს მიუყვებოდა. მუ-
სიკოსები სევდიან ჰანგებს აკვნესებდნენ, გიტარის სიმებს ჩამოჰ-
კრავდნენ და საჩვენებელი თითით პატარა მიწის დოლების ტყავზე
უკრავდნენ.
უდაბნოს ქარი ახლა უკვე იშვიათად უბერავდა. ხალხს სახეში შე-
მოყრილი ქვიშის მარცვლები კანს სწვავდა. მოედანს თავს ლურჯად
ჩამუქებული, თითქმის შავი ცა დაჰყურებდა, ქალაქ სმარას
ირგვლივ, ყველგან სამარისებურ სიჩუმეს, წითელი ქვის გორაკების
სიჩუმეს, ღამის დაბინდული სილურჯის სიჩუმეს დაესადგურებინა.
თითქოს აქ სხვებს არასოდეს ეცხოვრათ. აქ ადამიანები ამღვრეულ-
წყლიანი ტბორის გარშემო, წითელ მიწაზე ამოზრდილ გამომშრა-
ლი ალიზის მიწურებში გამომწყვდეულიყვნენ. იქით კი ქარი და ქვე-
ბი, დიუნების ტალღები, მარილი იყო, იმის იქით კი ზღვა ან უდაბნო.
როცა მა ელ აი-აინინმა თავისი ლოცვა – ზიქრი წამოიწყო, მისმა
ხმამ მოედნის სიჩუმეში თხის შორეული პეტელივით უცნაურად გა-
იჟღერა. დაბალ ხმაზე ღიღინებდა და სხეულის ზემო ნაწილს წინ და

35
უკან არწევდა. სიჩუმე, რომელიც მოედანზე, ქალაქში, ლა საგიეტ
ელ-ჰამრას ხეობაში ჩამოწოლილიყო, უდაბნოს ქარის სიცარიე-
ლით საზრდოობდა და მოხუცის ხმა ძლიერი ცხოველის ხმასავით
მკაფიოდ და გამამხნევებლად გაისმოდა.
ამ ხანგრძლივ ლოცვას ნური ცახცახით უსმენდა. ქალი და კაცი-
მოედანზე გატვრენილიყო. მზერა თითქოს საკუთარ სხეულებში ჩა-
ებრუნებინათ.
დასავლეთით, ჰამადას ჩამოშლილი კლდეების თავზე, მზე უკვე
ფართო წითელ ლაქად გადაქცეულიყო, ჩრდილები მიწაზე უზომოდ
წაგრძელებულიყო, შემდეგ ერთმანეთს გადაბმოდა გადმოსული
წყალივით.
– დიდება უფალს, ცოცხალ ღმერთს, უკვდავს, დიდება უფალს,
რომელიც არა შობილა და არცაუშვია, არც მოზიარე გააჩნია, მარ-
ტო რომაა და თავის თავშია დაუნჯებული. დიდება უფალს, ჩვენ რომ
წარგვმართავს, რადგან უფლის მოციქულებმა გვამცნეს ჭეშმარიტე-
ბა.
მა ელ-აინინს ყოველი ლოცვის შემდეგ სუნთქვა ეკვროდა. მბჟუ-
ტავი ალივით იყო, და მაინც, ყოველი გრძელი, მკაფიოდ წარმოთ-
ქმული და კრიალა მარცვალი შუა სიჩუმეში დაიჭექებდა ხოლმე.
‒ დიდება უფალს, ერთადერთ მწყალობელს, ერთადერთ გამგე-
ბელს, რომელმაც იცის, რომელიც ხედავს, რომელსაც ესმის და გა-
ნაგებს, დიდება მას, რომელმაც სიკეთე და ბოროტება გვიწყალობა,
რადგან მისი სიტყვა ერთადერთი თავშესაფარია, მისი ნება და ნდო-
მა ერთია, როცა ადამიანების მიერ ჩადენილ ბოროტებას, სიკ-
ვდილს, ავადმყოფობას, უბედურებას ებრძვის, ყველაფერს, რაც
სამყაროსთან ერთად იშვა...
თავდაპირველად წყვდიადი ნელ-ნელა ალიზის კედლების ძირ-
ში, გაშეშებული ადამიანების წინ, კარვების ტილოებს ქვეშ მიწისა
და ქვიშის ღრმულებს ეფინებოდა, გუბეებს ედებოდა, სადაც ძაღ-
ლებს ჭის მოლურჯო-მომწვანო წყალში ეძინათ.
– ეს მისი სახელია, ვინც გვმფარველობს, მისი სახელი, ვინც ჩემ-
კენ მოილტვის და ძალას მმატებს, რადგან მისი სახელი უდიადესია.

36
მარტო მისი სახელის ხსენებაც კმარა მტრების შიშის დასაძლევად
და მეც ბრძოლის დაწყების წინ გულში წარმოვთქვამ მის სახელს,
რადგან მისი სახელია, დედამიწაზე და ცაში რომ ბატონობს...
ცაში, სადაც მზის ნათელი დასავლეთისკენ მიიწევდა, დედამიწის
უღრმესი შრეებიდან კი სიცივე ამოდიოდა, მაგარ ქვიშას არღვევდა
და ადამიანების ფეხებში ატანდა.
– დიდება უზენაესს, ძალა და შეძლება მხოლოდ მაღალ ღმერ-
თშია, უდიადეს ღმერთში, უმაღლეს ღმერთში, უდიადეს ღმერთში,
არც მიწის რომ არის და არც ცისა, მზერითაც რომ ვერ შესწვდები,
ცოდნით რომ ვერ მოიცავ, მე რომ შემიცნობს, მაგრამ, რომლის
შეცნობაც მე არ ძალმიძს, მაღალი ღმერთი, უზენაესი...
მა ელ-აინინის ხმა უდაბნოში შორს გაისმოდა. თითქოს აოხრე-
ბული ქვეყნის კიდეებამდე, შორს, დიუნებისა და მთის ქანებს იქით,
მოტიტვლებულ ზეგნებსა და გამომშრალ ხეობებს იქით აღწევდა,
თითქოს უკვე დრაას მთების მეორე მხარეს, ახალ მიწებამდე, ხორ-
ბლისა და ფეტვის ნათესებამდე მიდიოდა, სადაც ადამიანებს ბო-
ლოს და ბოლოს თავიანთი საზრდო უნდა ეპოვათ.
‒ ძლიერი ღმერთი, სრულქმნილი ღმერთი, რადგან ღვთის გარ-
და არ არსებობს სხვა ღვთაება, ბრძენი, ძალით დაჯილდოებული,
უზენაესი სიკეთით დაჯილდოებული, ახლობელი, ცოდნით დაჯილ-
დოებული, უშურველად გამცემი, ერთადერთი მწყალობელი, დიდ-
სულოვანი, ცისა და დედამიწის ძალების განმგებელი, სრულყოფი-
ლი, სათნო...
სუსტი და შორეული ხმა თითოეულ კაცის, თითოეულ ქალს გულ-
ში სწვდებოდა, თითქოს სხეულში ღრმად აღწევდა, თან თითქოს მა-
თი ყელიდანაც ამოდიოდა, მათ აზრებს და სიტყვებს მუსიკასავით
ეწყობოდა.
– დიდება, ხოტბა მარადიულს, დიდება მას, ვისაც განადგურება
არ უწერია, მას, ვისი არსებობაც უზენაესია, რადგან ის არის ის, ვი-
საც ესმის და იცის...
მა ელ-აინინს გულმკერდი ჰაერით ევსებოდა, შემდეგ მთელი
ძალ-ღონით ამოისუნთქავდა, ტუჩებს თიქმის არ ამოძრავებდა,თვა-

37
ლები დაეხუჭა, სხეულის ზედა ნაწილს ხის კენწეროსავით არხევდა.
– ჩვენი უფალი, მეუფე, უფალი ჩვენი, აღმატებული, უფალი ჩვე-
ნი, ნათელთ ნათელი, ღამის მნათობი, აჩრდილთ აჩრდილი, უფალი
ჩვენი, თვით ჭეშმარიტება, თვით სიტყვა, დიდება და ქება მას, ვინც
ჩვენი თანამდგომია ბრძოლაში, დიდება და ხოტბა მას, რომლის სა-
ხელის ხსენებაც კი კმარა ჩვენი მტრების დასამარცხებლად, ღვთის
მიწის მეუფე...
ამ დროს უნებლიეთ კაცები და ქალები ზიქრის სიტყვებს წარ-
მოთქვამენ. როგორც კი მოხუცებულის აკანკალებული ხმა წყდება,
უმალვე მათი ხმა გაისმის:
– ის მაღალია, ყოვლისშემძლე, სრულქმნილი, უფალი ჩვენი და
მბრძანებელი. ის, რომლის სახელიც კანზე გვაწერია, ღირსი, წმინ-
და, გაცხადებული, ვისაც ბატონი არა ჰყავს, ვინც თქვა: დაუნჯებული
ვიყავ და ჩემს შესაცნობად შევქმენი ადამიანები...
– ის მაღალია, არც სწორი ჰყავს და არც მეტოქე, ის, ვინც ყო-
ველგვარ არსებულამდე არსებოდა,ის, ვინც სიცოცხლე შექმნა, ის,
ვინც მარადიულია, ვინც ფლობს, ვინც ხედავს, ვისაც ესმის და იცის,
ვინც სრულქმნილია, ვისაც ბადალი არა ჰყავს...
– ის მაღალია. სიკეთეს ასხივებს თავის მიმდევართა გულებში,
მართალია იმ ადამიანთა მიმართ, ვინც შეიცნო, სწორუპოვარია იმ
ადამიანისთვის, ვინც შესწვდა. ჩვენი პატრონი, საუკეთესო პატრონ-
თაგანი...
– მას არც სწორი ჰყავს და არც მეტოქე. ის ყველაზე მაღალი
მთის მწვერვალზე, უდაბნოს ქვიშაში, ზღვაში, ცაში, წყალში ცხოვ-
რობს. ის არის გზა, ის არის ღამისა და ვარსკვლავების...
ამ დროს მუსიკოსები თავისდაუნებურად დაკვრას წამოიწყებენ.
თავიანთ მსუბუქ მუსიკას მა ელ-აინინის ხმას უწყობენ, მანდოლინის
დახშულ და განმგმირავ სიმებს პატარა დოლების თანხლებით აკ-
ვნესებენ, რაც ლერწმის ფლეიტების წკრიალა სტვენით ჩიტების ჭიკ-
ჭიკივით ერთბაშად წყდება.
ახლა უკვე მოხუცი კაცისა და სალამურების მუსიკა ერთმანეთს
ეხმიანებოდა, თითქოს ისეთ ერთსა და იმავე რამეს ამბობდა, რაც

38
ადამიანების ხმებსა და გამაგრებულ მიწაზე მათი ნაბიჯების ყრუ
ხმაურს აღემატებოდა.
– მას არც სწორი ჰყავს, არც მეტოქე, რადგან ყოვლისშემძლეა,
ის, ვინც არ შექმნილა, შუქი, რომელმაც სანთლები აანთო, ცეცხლი,
რომელმაც სხვა ცეცხლები ააგიზგიზა, პირველი ნათელი, ღამის
პირველი ვარსკვლავი, ის, ვინც ყოველ დაბადებულზე ადრე იშვა,
ის, ვინც მთელი მიწიერი ცხოვრების სიკვდილ-სიცოცხლეს განა-
გებს, ის, ვინც ყოველგვარი სულდგმულის ფორმებს ქმნის და ანად-
გურებს.
ამ დროს ხალხი ცეკვავდა და ტკივილნარევი ხმით გაჰკიოდა.
– ჰუვა! თავად ის!
თან თავს იქნევდა და ხელისგულებს შავი ცისკენ იშვერდა.
‒ მან ამცნო ჭეშმარიტება ყველა წმინდანს, მან აკურთხა ბატონი
ჩვენი, მუჰამადი, მან შთაბერა ძალა და უკარნახა სიტყვა ჩვენს
უფალ წინასწარმეტყველს, ღვთის მოციქულს დედამიწაზე...
– აჰ! თავად მან!
‒ დიდება უფალს, ხოტბა-დიდება უსაზღვრო უფალს, სრულ-
ქმნილს, საიდუმლოს, გულისგულს, გულის ფიცარზე რომ გაწერია,
უზენაესსა და უსამანოს.
– ჰუვა! თავად ის!
– დიდება უფალს, რომელმაც შეგვქმნა, ჩვენ, უპოვარნი, უბირ-
ნი, უსინათლონი, ყრუნი, არასრულქმნილნი...
– აჰ, ჰუვა!
– ო,შენ, რომელიც ნაზიარები ხარ ჭეშმარიტებას, გაგვიმჟღავნე,
ო, შენ, ტკბილო, სათნოვ, დამთმენო, კეთილო, შენ, რომელიც ისე
გაჩნდი, რომ არავინ დაგჭირვებია.
– აჰ, ჰუვა!
‒ დიდება უფალს, მეფეს, წმინდანს, ყოვლისშემძლეს, გამარჯვე-
ბულს, დიდებულს, რომელიც სიცოცხლის გაჩენამდე არსებობდა,
ღვთაებრივს, ვინც ყოველივე არსებულზე ადრე არსებობდა, ღვთა-
ებრივს, უსაზღვროს, ერთადერთს, ყველა შენი მტრის დამთრგუნ-
ველს, ვინც იცის, ვინც ხედავს, ვისაც ესმის, ღვთაებრივს, მეცნიერს,

39
უსამანოს, მხილველს, შემოქმედს, ერთადერთს, უსამანოს, ყოვ-
ლისმხილველს, ყოვლისგამგონეს, მშვენიერს, მოწყალეს, ძლი-
ერს, სრულყოფილს, მაღალს, უსამანოს.
მა ელ-აინინი უკვე მთელი ხმით გაჰკიოდა.
შემდეგ მისი ხმა ერთბაშად დაიკარგა, როგორც ჭრიჭინობელას
ჭრიჭინი ღამეში. მაშინ გნიასი და დოლების ხმა შეწყდა, გიტარები
და ფლეიტები დადუმდა. ისევ ხანგრძლივმა და გაუსაძლისმა სიჩუ-
მემ დაისაგურა, საფეთქლებს რომ აწვებოდა და გულს უთრთოლებ-
და. თვალცრემლიანმა ნურმა, მიწაზე დახრილ, სახეზე ხელებაფა-
რებულ მოხუც კაცს შეხედა და იგრძნო, შიგნით, ღრმად, რაღაც
ზვირთივით სწრაფად როგორ მიეხეთქა და კაეშნის მისთვის აქამდე
უცნობი კიდე შეაგრძნობინა. მაშინ მა ელ-აინინის მესამე ვაჟმა,
ლარდაფმა, მისი ჯერი რომ დადგა, სიმღერა წამოიწყო. მისმა ძლი-
ერმა ხმამ მოედანზე იჭექა, მაგრამ მას აკლდა მა ელ-აინინის ხმის
მგზნებარება, მის ხმაში განრისხება უფრო იგრძნობოდა, და მუსი-
კოსებიც უმალვე აჰყვნენ.
– ო, ღმერთო, ჩვენო ღმერთო! მიიღე რწმენისა და ჭეშმარიტების
მოწმეები, მულაი ბუ აზას, ბეკაიას, გუდფიას თანამებრძოლები, მო-
უსმინე ზიქრის სიტყვებს, რომელიც ჩვენმა უფალმა, შეიხ მა ელ-აი-
ნინმა გვიკარნახა!
უცებ ხალხის გნიასი ყვირილში გადაიზარდა.
– დიდება ჩვენს შეიხს, მა ელ-აინინს, დიდება ღვთის მოციქულს!
– დიდება მა ელ-აინინს! დიდება გუდფიას თანამებრძოლებს!
– ო, ღმერთო, ისმინე ხსოვნის სიტყვები მისი ვაჟის, შეიხ აჰმედი-
სა, ეშ შემს, მზეს რომ ეძახიან, ისმინე მისი ვაჟის, აჰმედ ედ დეჰიბას
– ჩვენი ნამდვილი მეფის ზიქრის სიტყვები, რომელსაც ოქროს
ზოდს, მულაი ჰიბას ეძახიან!
‒ დიდება მათ! დიდება მულაი ჰიბას, ჩვენს მეფეს!
ახლა უკვე ხალხს თრობა მორეოდა. ახალგაზრდა კაცის ჩახრენ-
წილი ხმა თითქოს სიბრაზეს იწვევდა და დაღლილობას დევნიდა.
– ო, ღმერთო, ჩვენო ღმერთო, კმაყოფილებით აღივსე შენი მებ-
რძოლებისა და მიმდევრების მიმართ! დაე, უფალი კმაყოფილებით

40
აღივსოს დიდებისა და ღირსებისათვის მებრძოლთა მიმართ! დაე,
უფალი კმაყოფილებით აღივსოს სიყვარულისა და ჭეშმარიტების
მსახურთა მიმართ! დაე, უფალი კმაყოფილებით აღივსოს ერთგუ-
ლებისა და სიწმინდის მსახურთა მიმართ! დაე, უფალი კმაყოფილე-
ბით აღივსოს დიდებულთა, დიდგვაროვანთა, მებრძოლთა მიმართ!
დაე, უფალი კმაყოფილებით აღივსოს წმინდანთა, ცხებულთა, რჯუ-
ლის მსახურთა მიმართ! დაე, უფალი კმაყოფილებით აღივსოს უპო-
ვართა, მაწანწალათა, მათხოვართა მიმართ! დაე, უფალმა არ მოგ-
ვაკლოს მისი მაღალი ლოცვა-კურთხევა!
ხალხის გნიასი მატულობდა და სახლის კედლები ექოს გამოს-
ცემდა, სანამ სახელებს გაჰკიოდნენ, რათა ცივსა და მოტიტვლებულ
მიწაზე, ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე და მეხსიერებაში სამუდა-
მოდ ჩაებეჭდათ.
– დაე, ღვთის მოციქულ უფლის წყალობა გადმოვიდეს ჩვენზე, ო,
ღმერთო, და მოციქულ ელიას ლოცვა-კურთხევა, ელ კადირისა,
თვით სიცოცხლის წყარო რომ შესვა. ო, ღმერთო, უვაის კარნის
ლოცვა-კურთხევა, ო, ღმერთო და ბაღდადის წმინდანის, დედამიწა-
ზე ღვთის მოციქულის დიდი აბდ ელ კადირ ალ უილანის ლოცვა-
კურთხევა. ო, ღმერთო!..
სახელები ღამის სიჩუმეში ჭექდა. სუნთქვასავით შეუმჩნეველ,
დაბალ ხმაზე დაკრულ მუსიკას ახშობდა.
– დედამიწის ყველა მცხოვრებზე, ზღვის მცხოვრებლებზე, ო,
ღმერთო, ჩრდილოეთის მცხოვრებლებზე, სამხრეთის მცხოვრებ-
ლებზე, ო, ღმერთო, აღმოსავლეთის მცხოვრებლებზე, დასავლეთის
მცხოვრებლებზე, ო, ღმერთო, ცისა და მიწის მცხოვრებლებზე, ო,
ღმერთო, უმშვენიერესი იყოხ სოვნის სიტყვები, უდაბნოს შორეული
ადგილებიდან მოდიოდა და ყოველ ქალს, ყოველ კაცს გულში
სწვდებოდა. ძველი სიზმარივით იყო, ხელმეორედ რომ გესიზმრება.
– ო, ღმერთო, ნუ მოგვაკლებ დიდი დიდებულების აბუ იაზას, ია-
ლანნურის, აბუ მადიანის, მაარუფის, ალ ჯუნაიდის, ალ ჰალაჯის, ალ
შიბლის, ბაღდად ქალაქის წმინდან დიდებულთა ლოცვა-კურთხე-
ვას...

41
ნური რწევა-რწევით შეჰყურებდა, ნელ-ნელა როგორ ეფინებო-
და მთვარის შუქი საგიეტის აღმოსავლეთ კლდოვან გორაკებს, შავი
ცის სიღრმისათვის თვალი ვერ მოეშორებინა. მოედნის ცენტრში
ისევ წელში მოხრილი, სულმთლად თეთრი შეიხი მა ელ-აინინი
თითქმის ლანდს დამსგავსებოდა, მხოლოდ გამხდარი თითები
უმოძრავებდა.
აბანოზის კრიალოსანს ჩამარცვლით ათამაშებდა.
– ო, ღმერთო, ნუ მოგვაკლებ დიდებულთა ლოცვა-კურთხევას,
ალჰალვისას, ბავშვებისათვის რომ ცეკვავდა, იბნ ჰაუარის, საურის,
იუნუს იბნ ობაიდის, ბასრის, აბუ იაზდის, მუჰამად ას საჰირ ას სუჰა-
ილის, ვინც უფლის სიტყვა გვასწავლა, აბდესელაამის, ღაზალის,
აბუ შუჰაიბის, აბუ მაჰდის, მალიქის, მარაქეშის ქალაქის წმინდან
აბუ მუჰამად აბდელაზიზ ატ ტობასი, ო, ღმერთო!
სახელები მართლაც რომ თავად ხსოვნის მათრობელა იყო, თა-
ნავარსკვლავედის თვალებს ჰგავდა. თითქოს მათი შორეული გა-
მოხედვიდან წამოსული ძალა აქამდე, ამ გაყინულ ხალხმრავალ
მოედნამდე აღწევდა.
– ღმერთო, ო, ღმერთო, ნუ მოგვაკლებ ამქვეყნად ნურცერთი
დიდებულის, შენთვის მებრძოლი და გამარჯვებული ამალის ნურც
ერთი მეომრის კურთხევას, აბუ იბრაჰიმ ტუნსის, სიდი ბელ აბბას
სებთის, სიდი აჰმედ ელ ჰარისის, სიდი ჯაკირის, აბუ ჯაკრი იაჰაია ან
ნავანის, სიდი მუჰამად ბენ ისას, სიდი აჰმედ ერ რიფის, დიდი დიდე-
ბულის, დედამიწაზე ღვთის მოციქულის, მარაქეშის ქალაქის წმინ-
დანის მუჰამად ბენ სლიმან ალ ჯაზულის ლოცვა-კურთხევას, ო,
ღმერთო!
სახელები ყველას პირზე ეკერა. კაცების სახელები, ვარსკვლა-
ვების სახელები, უდაბნოს ქარში წამოშლილი ქვიშის მარცვლების
სახელები, უსასრულო, სიკვდილს აცდენილ დღე-ღამეთა სახელე-
ბი.
– ღმერთო, ო, ღმერთო, ნუ მოგვაკლებ ამქვეყნად ნურცერთი
დიდებულის ლოცვა-კურთხევას. მისას, ვინც ნაზიარებია საიდუმ-
ლოს, ვინც იცის ცხოვრება და მიტევება, ხმელეთის, ზღვისა და ცის

42
ჭეშმარიტი დიდებულებისას, სიდი აბდერჰამანის, საჰაბის, წინას-
წარმეტყველის თანამგზავრს რომ ეძახდნენ, სიდი აბდელკადირის,
სიდი ემბარექის, სიდი ბენ ხეირის, ვაცისგან რძე რომ გამოწველა,
ლალა მანსურას, ლალა ფატიმას, სიდი აჰმედ ალ ჰარუსის, დამ-
სხვრეული კოკა რომ გაამთელა,სიდი მუჰამადის, ალ აზრკს, ლურჯ
კაცს რომ ეძახდნენ, მა ელ-აინინს, დიდ შეიხს გზა რომ დაანახვა.
სრულყოფილ სიდი მუჰამად ეშ შეიხ ელ ქამელის და ხმელეთის,
ზღვისა და ცის ყველა დიდებულის ლოცვა-კურთხევას...
ისევ სიჩუმემ დაისადგურა, თრობითა და ანარეკლებით აღვსილ-
მა სიჩუმემ. დროდადრო სალამურების მუსიკა ხელახლა აჟღერდე-
ბოდა ხოლმე, ერთხანს გაისმოდა და მალე მიჩუმდებოდა. კაცები
დგებოდნენ და ქალაქის კარიბჭისკენ მიემართებოდნენ. მხოლოდ
მა ელ-აინინი არ იცვლიდა ფეხს. მთვარის თეთრი შუქით განათე-
ბულ მიწაზე ძირს დახრილი იმავ უხილავ წერტილს დაჰყურებდა.
როცა ცეკვა დაიწყო, ნური წამოდგა და ხალხში გაერია.კაცები
შიშველ ფეხებს მაგარ მიწას უბაკუნებდნენ, არც წინ იწევდნენ, არც
უკან იხევდნენ. ერთმანეთთან მჭიდროდ მიკრულებს ნალისებრი
წრე შეეკრათ და მოედანი გადაეღობათ. უფლის სახელი ისეთი ძა-
ლით აღმოხდებოდათ ხოლმე, რომ იფიქრებდი, მთელი ხალხი ერ-
თად ეწამება და სულს ღაფავსო. ყოველ შეძახილს „ჰუვა! თავად ის!“
მიწის დოლი ეხმიანებოდა.
ქალები კი აკანკალებული ხმით გაჰკიოდნენ.
ეს მუსიკა ცივ მიწაში ატანდა, მოქუფრული ცის უღრმეს შრეებამ-
დე აღწევდა, მთვარის დისკოს ერეოდა. უკვე აღარც დრო არსებობ-
და და აღარც უბედურება. კაცები და ქალები მიწას ფეხის წვერებსა
და ქუსლებს ურტყამდნენ და თან აღავლენდნენ: „ჰუვა! თვით ის!“,
რომელსაც ვერაფერი ახშობდა, თავს მარჯვნივ, მარცხნივ, ისევ
მარჯვნივ,ისევ მარცხნივ აბრუნებდნენ, და მუსიკა,რომლითაც მათი
სხეული იყო გაჟღენთილი, ყელიდან ამოსდიოდათ და ჰორიზონტის
უკიდურეს სივრცეებამდე აღწევდა. ხრინწიანი და არათანაბარი სუნ-
თქვა მათ თითქოს აიტაცებდა, მთელი ღამის განმავლობაში თვა-
ლუწვდენელი უდაბნოს თავზე ანავარდებდა, განთიადის მკრთალი

43
ლაქებისაკენ, მთების მეორე მხარეს, სუსის ქვეყანაში, ტიზნიტში,
ფესის მიდამოებისკენ მიაქროლებდა.
– ჰუვა! თვით ის!.. ჰაიი!.. უკვდავი! – ხრინწიანი ხმით გაჰყვი-
როდნენ მიწის დოლების ყრუ ბაგუნითა და ლერწმის ფლეიტების
ბგერებით გაბრუებული კაცები, ჩაცუცქული ქალებიკი სხეულს არ-
წევდნენ და ხელისგულებს ვერცხლისა და ბრინჯაოს მძიმე ჯინჯი-
ლებს ურტყამდნენ. დროდადრო ხმას ფლეიტებივით აკვნესებდნენ,
ადამიანური შეგრძნების ზღვრამდე, შემდეგ ერთბაშად ჩუმდებოდ-
ნენ. ამ დროს კაცები ნახევრად მოხუჭული თვალებით, უკან გადაგ-
დებული თავით დასჭექდნენ და მათი გულგამგმირავი ქოშინი მთელ
მოედანს დაუვლიდა:
„ჰუვა! თავად ის!.. ჰაიი! უკვდავი!.. ჰუვა! ჰაიი! ჰუვა! ჰაიი!“
ამგვარ ხმას მხოლოდ ზებუნებრივი ძალის მადლით თუ გამოს-
ცემდა კაცი, ხმას, რომელიც რეალობას ანგრევდა, მაგრამ ამავე
დროს სამშვიდებდა, უზარმაზარი ბირდაბირის გასმა-გამოსმასა-
ვით, ხის მორს რომ ხერხავს. ყოველი ტკივილნარევი და ღრმა ამო-
სუნთქვა ცის ჭრილს კიდევ უფრო ზრდიდა, ჭრილს, რომელიც ადა-
მიანებს სივრცესთან აერთიანებდა, მათ სისხლსა და ლიმფას ერ-
თმანეთში ურევდა. ყოველი მომღერალი ღვთის სახელს უფრო და
უფრო სწრაფად გაიძახოდა, თავი აბღავლებული ხარივით წინ წამო-
ეწია, კისრის ძარღვები დაჭიმულ სიმებს დამსგავსებოდა. მაყლების
ცეცხლსა და მთვარის თეთრ შუქს მათი მოცახცახე სხეულები გაენა-
თებინა, მტვრის ღრუბლებს შორის უწყვეტლივ მოხტუნავე ისრები
გეგონებოდა. სუნთქვა უფრო აჩქარებოდათ, ხმა დაჰკარგვოდათ –
მათი შეძახილი ძლივსღა ისმოდა, ტუჩებს ვეღარ ამოძრავებდნენ,
პირი ოდნავ დაეღოთ და მოედანზე, უდაბნოს ღამის სიცარიელეში
მხოლოდ მათი ყელის იოგების ხიხინი – ჰჰ! ჰჰ! ჰჰ! ჰჰ! – გაისმოდა.
ახლა უკვე სიტყვებიც აღარ ისმოდა. ასე იყო ცისა და დედამიწის
შუაგულში, ადამიანების სუნთქვის ძლიერი დაბერვით რომ გაერ-
თიანებულიყო, თითქოს სუნთქვის რიტმის აჩქარებასთან ერთად
დღეები და ღამეები, თვეები, წელიწადის დროები ისპობოდა, უიმე-
დო სამყარო ინგრეოდა და ყველა მოგზაურობის ბოლო, ყველა თა-

44
რიღის დასასრული ახლოვდებოდა. უზომოდ იტანჯებოდნენ, სუნ-
თქვით გაბრუებულებს კიდურები უკანკალებდათ, დამათრობელი
სუნთქვისაგან ყელი გაფართოებოდათ. მამაკაცები ნახევარწრის
შუაგულში, ქალები მხოლოდ შიშველი ფეხებით, გაშეშებული სხე-
ულით ცეკვავდნენ, სხეულისაგან ოდნავ დაშორებულ კიდურებს
ძლივძლივობით ამოძრავებდნენ. მათი ტერფების ყრუ რიტმი მიწა-
ში აღწევდა და გაბმულ გუგუნს გამოსცემდა, გეგონება ჯარმა ჩაი-
არაო. მუსიკოსების გვერდით შავ-პირბადე ჩამოფარებული სამხრე-
თელი მეომრები ადგილზე ხტოდნენ, მუხლებს მეტისმეტად მაღლა
სწევდნენ, გასაფრენად გამზადებული ჩიტებივით. შემდეგ, შუაღამი-
სას, ნელ-ნელა დამშვიდდნენ. ქალები და კაცები ერთიმეორის მი-
ყოლებით მიწაზე ჩაცუცქდნენ, მკლავები წინ გაიშვირეს, ხელისგუ-
ლები ცაში აღაპყრეს; სიჩუმეში მხოლოდ მათი ხრინწიანი ხმა –
მუდმივი „ჰჰ! ჰჰ! ჰუვა! ჰაიი!.. ჰჰ! ჰჰ!“ ისმოდა.
დანაწევრებული ქოშინის მკვეთრი ხმაური გაისმოდა, სხვა არა-
ფერი. გეგონება ყველას უკვე კარგა ხნის წინ დაეტოვებინა სმარა,
ცაში აჭრილიყო, ქარს გაჰყოლოდა, მთვარის შუქსა და უდაბნოს
წვრილ სილას შერეოდა. სიჩუმეცა და სიმარტოვეც დასრულებული-
ყო. ქოშინის ხმას მთელი ღამე გაემსჭვალა, მთელი სივრცე ამოევ-
სო.
მა ელ-აინინი მოედნის შუაგულში, სილაში იჯდა და არავის უყუ-
რებდა, თითებში აბანოზის კრიალოსნის მარცვლები ჩაებღუჯა,
ხალხის ყოველ ამოსუნთქვაზე თითოეულ მარცვალს ჩათვლიდა
ხოლმე. თავად ის იყო სუნთქვის ცენტრი, ის, ვინც ხალხს უდაბნოს
გზა უჩვენა, ის, ვინც თითოეულ რიტმს აზიარა, უკვე აღარაფერს
ელოდებოდა, არავის არაფერს ეკითხებოდა. მისი სუნთქვაც ლოც-
ვის სუნთქვას აჰყოლოდა, თითქოს მასა და სხვა ადამიანებს ერთი
ყელი, ერთი გულმკერდი ჰქონდათ და მათ სუნთქვას ჩრდილოეთის-
კენ, ახალი მიწებისკენ უკვე გზა გაეხსნა. მოხუცი კაცი ვეღარც სიბე-
რეს გრძნობდა, ვეღარც დაღლილობას და შეშფოთებას. ყველა ამ
პირის მძლავრი და იმავდროულად ფაქიზი ამონასუნთქი მასში ტრი-
ალებდა, მის არსებობას აზრს ჰმატებდა. ხალხი მა ელ-აინინს აღარ

45
უყურებდა, ხელგაშლილი, თვალდახუჭული, ღამისკენ მიბრუნებუ-
ლი სახით, ჩრდილოეთის გზაზე მიცურავდა.
როცა აღმოსავლეთით კლდოვან გორაკებს მზე დაადგა, კაცები
და ქალები კარვებისკენ შებრუნდნენ. მთელი ამ გამაბრუებელი
დღე-ღამეების მიუხედავად, დაღლილობას არავინ გრძნობდა. ცხე-
ნები შეკაზმეს, კარვების დიდი თექები დაახვიეს, აქლემებს ტვირთი
აჰკიდეს. მზე ჯერ კიდევ ბოლომდე არ ამოწვერილიყო, ნური და მისი
ძმა ჩრდილოეთისკენ მიმავალ მტვრიან გზას რომ დაადგნენ.
მხრებზე თექებისა და საკვების შეკვრა შემოედოთ. გზაზე, მათ წინ
სხვა კაცები და ბავშვები მიდიოდნენ, ნაცრისფერი და წითელი
მტვრის ღრუბელი ლურჯი ცისკენ იწევდა, იქით, სადაც სმარის კა-
რიბჭესთან, ლურჯი ცხენოსანი მეომრებითა და საკუთარი ვაჟებით
გარშემორტყმული მა ელ-აინინი უდაბნოს ველზე განწოლილ
გრძელ ქარავანს გაჰყურებდა. ცოტა ხნის შემდეგ თეთრ ლაბადაში
კარგად გაეხვია, აქლემის კისერს გადაალაჯა და ნელა, უკან არც კი
მოუხედავს ისე, სმარა დატოვა. მა ელ-აინინი საკუთარი აღსასრუ-
ლისკენ მიიწევდა.

46
ბედნიერება

47
3

მზე ხმელეთიდან ამოდის, ჩრდილები ნაცრისფერ ქვიშაში, გზე-


ბის მტვერში წაგრძელებულა. ქვიშის ბორცვები ზღვამდეა გადაჭი-
მული. პატარა მსუქანი მცენარეები ქარში ირწევა, მეტისმეტად
ლურჯ, ცივ ცაში ერთი ჩიტი, ერთ ღრუბელიც არ ჩანს. მზე ამოვიდა,
მაგრამ დილის ნათელი ჯერ თითქმის არ იძვრის, თითქოს გამოჩე-
ნას ვერ ბედავს.
გზაზე ნაცრისფერ დიუნთა რიგს ამოფარებული ლალა ნელა მი-
სეირნობს. დროდადრო ჩერდება, რაღაცას დახედავს მიწაზე, ანდა
რომელიმე ზეთოვანი მცენარის ფოთოლს მოწყვეტს, თითებით
სრესს, მისი წვენის სასიამოვნო და მწკლარტე სუნი რომ შეიგ-
რძნოს. მუქი მწვანე მცენარეებია, ლაპლაპა, წყალმცენარეების
მსგავსი. ზოგჯერ წინწკლებიანი კონიოს ბუჩქს ოქროსფერი სქელი
კელა აზის. ლალა სირბილით მისდევს, მაგრამ ძალიან ახლოსაც
ვერ მიდის, ცოტათი მაინც უფრთხის. როგორც კი მწერი გაფრინდე-
ბა, მაშინვე ხელებგაწვდილი უკან მისდევს, თითქოს დაჭერა სურს,
სინამდვილეში მხოლოდ გართობა უნდა, სხვა არაფერი.
აქ, ირგვლივ, რაც უნდა შორს გაიხედო, ცის სინათლის გარდა,
ვერაფერს დაინახავ .ზღვის ბიძგები ქვიშის ბორცვებს არხევს, ზღვა
არ ჩანს, ხმა კი ისმის. პატარა, ზეთოვანი მცენარეები მარილისგან
ბზინავენ, თითქოს ოფლი გამოსვლიათ. აქა-იქ მწერებიც დაფრინა-
ვენ, ფერგამქრალი ჭიამაია, ისეთი წელწვრილი კელა, რომ შუაზე
გადაჭრილი გეგონება; ყურბელა მტვერში შეუმჩნეველ კვალს ტო-
ვებს და ლითონისფერი, ბრტყელი ბუზები გოგონას სახესა და ფე-
ხებს დაეძებენ მარილის ამოსაწუწნად.
ლალასთვის ყველა ეს გზა, ყველა ხევი ნაცნობია. ყველგან
თვალდახუჭული მივა, მიწას შიშველ ფეხებს შეახებს თუ არა, მაშინ-
ვე ხვდება, სადაც არის. დროდადრო ქარი დიუნების ბარიერებს ახ-
ტება, ბავშვს კანზე წიწვებს ბღუჯა-ბღუჯად აყრის, შავ თმას უწეწავს.
ლალას კაბა სველ ტანზე ეწებება, ქსოვილს ექაჩება მოსაცილებ-
ლად.

48
ლალა ნაცრისფერი დიუნების გაყოლებით, ბუჩქებს შორის უსას-
რულოდ გადაჭიმულ ყველა ამ გზას კარგად იცნობს. ზოგი წრეს შე-
მოხაზავს და უკანვე ბრუნდება, ზოგს არსად არ მიჰყავხარ და მაინც,
რამდენჯერაც არ უნდა ჩაიარო აქ, იმდენჯერვე რაღაც ახალს პო-
ულობ. აი, დღეს ოქროსფერმა კელამ შორს, შორს მებადურების
სახლებისა და დაგუბებულწყლიანი პატარა ტბის იქით გაიტყუა. ცო-
ტა ხნის შემდეგ ბუჩქებს შორის უეცრად ჩონჩხისმაგვარ, საშიშ-
ბრჭყალებიან და რქებიან დაჟანგული რკინის რაღაცას წააწყდა.
ცოტა მოშორებით, ქვიშნარში, პატარა, უეტიკეტო თეთრი ლითონის
კონსერვის კოლოფს წამოჰკრა ფეხი, რომელსაც სახურავის თი-
თოეულ მხარეს ორ-ორი ნახვრეტი აქვს.
ლალა ნელა მიუყვება გზას, ნაცრისფერ ქვიშას ისეთი ყურადღე-
ბით დაშტერებია, რომ თვალები სტკივდება. მიწაზე მიმოფანტულ
საგნებს აკვირდება, სხვა არაფერზე ფიქრობს, ცისკენაც კი არ იხე-
დება. ცოტა ხნის შემდეგ, სინათლეს რომ განერიდოს, ფიჭვის
ჩრდილს აფარებს თავს, ერთი წამით თვალებს ხუჭავს.
ხელებს მუხლებზე შემოიხვევს, ოდნავ ირწევა წინ და უკან, აქეთ-
იქით, თან ფრანგულად რომელიღაც სიმღერას ღიღინებს, მისი მხო-
ლოდ ერთი სიტყვა, „ხმელთა-შუ-ა-ა" იცის.
ლალას არ ესმის მისი მნიშვნელობა. სიმღერა რადიოში ერთა-
დერთხელ მოისმინა და ძალიან მოსწონს, თუმცა ამ სიტყვის გარდა
სხვა არაფერი დაამახსოვრდა. დროდადრო, როცა კარგ გუნებაზეა
და საქმეც არაფერი აქვს, ან კიდევ, როცა უმიზეზოდაა მოწყენილი,
ამ სიტყვას წაიღიღინებს ხოლმე თავისთვის დაბალ ხმაზე, ისე ჩუ-
მად, თვითონაც ძლივს ესმის ან კიდე ვმთელ იხმით ისე დასჭექს, გა-
მოძახილმა შიში რომ განუდევნოს.
ახლა კი, რადგან ბედნიერია, ამ სიტყვას ხმადაბალა ღიღინებს.
შავთავიანი, მსხვილი, წითელი ჭიანჭველები ფიჭვის წიწვებზე ბარ-
ბაცით დაცოცავენ, ტოტებზე ძვრებიან. ლალა მათ გამხმარი ტოტით
მიწაზე ყრის. ქარის მიერ მოტანილი ხეების სურნელს შეიგრძნობს,
რომელიც ზღვის მლაშე გემოს შერევია. დროდადრო ქვიშა ცაში
იფრქვევა, დიუნების წვერებზე ნამდვილი ქარბორბალა ტრიალებს,

49
შემდეგ ერთბაშად ჩადგება და ბავშვს სახესა და ფეხებში უამრავ
წიწვს მიაყრის.
სანამ მზე აჭერს, ლალა დიდი ფიჭვის ჩრდილს აფარებს თავს.
შემდეგ აუჩქარებლად უკან, ქალაქისკენ ბრუნდება. ქვიშაზე საკუ-
თარ ნაფეხურებს შეიცნობს, თავის ფეხებზე პატარა და ვიწრო ეჩვე-
ნება. ამიტომაც დაბრუნებისას ამოწმებს, რწმუნდება, რომ ნამდვი-
ლად მისი ნაფეხურებია. მხრებს იჩეჩავს და გარბის. თითებში ნარ-
შავას ეკლები ესობა, ერთხანს კოჭლობს კიდეც, დროდადრო იძუ-
ლებულია ცერა თითიდან ეკლების ამოსაძრობად შეჩერდეს.
სადაც არ უნდა გაჩერდე, ყველგან ჭიანჭველებია, გეგონება ქვე-
ბიდან ამოძვრნენო. სინათლით გავარვარებულ ნაცრისფერ ქვიშა-
ზე ჯაშუშებივით დარბიან, მაგრამ ლალას მაინც ძალიან უყვარს ისი-
ნი. ზანტი ყურბელებიც უყვარს, ოქროსფრად მოელვარე მაისის
ღრაჭებიც, ხოჭოებიც, ჯეჯუმკალიებიც, კოლორადოს ხოჭოებიც, ჭი-
ამაიებიც, ჭრიჭინებიც, დამწვარი შეშის ბოლოებს რომ ჰგვანან.
მლოცველებისა კი ეშინია, მათ გაფრენას ელოდება, ანდა გვერდს
უვლის და თან თვალს არ აშორებს, მწერები კი ერთმანეთის თავზე
ტრიალებენ და საცეცებს აჩენენ.
აქ ნაცრისფერი და მწვანე ხვლიკებიც არიან, კუდს ღონივრად
იქნევენ, დიუნებისკენ უფრო სწრაფად რომ გაიჭრან. ზოგჯერ ლალა
კუდით იჭერს ერთ-ერთს, ერთობა, ვიდრე კუდი არ მოსწყდება, შემ-
დეგ უყურებს, მოგლეჯილი ნაწილი მტვერში როგორ მიიკლაკნება.
ერთხელ ერთმა ბიჭმა უთხრა, თუ დაელოდები, ნახავ, ხვლიკი კუდ-
ზე თათებსა და თავს როგორ გამოიბამსო, მაგრამ ამისა დიდად არ
სჯერა.
აი, ბუზი კი უამრავია. მიუხედავად იმისა, რომ ბზუიან და იკბინე-
ბიან, ლალას ისინი მაინც ძალიან უყვარს. რატომ? ვერ ხვდება, მაგ-
რამ ასეა. შესაძლოა, ძალიან ნაზი ფეხების, გამჭვირვალე ფრთების
გამო, შესაძლოა იმიტომ, რომ შეუძლიათ წინ და უკან სწრაფად იფ-
რინონ, მიუხვმოუხვიონ, კარგი იქნებოდა, მასაც შეეძლოს ასე ფრე-
ნა.ზურგით ქვიშაზე წვება, ბრტყელი ბუზები ერთიმეორის მიყოლე-
ბით სახეზე, ხელებზე, შიშველ ფეხებზე ასხდებიან. ჯერ რამდენიმე

50
მოფრინდება. თავიდან ცოტათი უფრთხიან კიდეც, მაგრამ რადგან
მისი მარილიანი ოფლის ამოწოვა უყვართ, მალე შეუთამამდებიან.
როცა მსუბუქი თათებით მის ტანზე დადიან, ლალა ჩუმად იცინის,
ეშინია, არ დავაფრთხოო. ზოგჯერ რომელიღაც ბრტყელი ბუზი ლა-
ლას ლოყაზე უკბენს და ისიც სიბრაზისაგან ოდნავ წამოიკივლებს
ხოლმე.
ლალა ბუზებს დიდხანს ეთამაშება. ბრტყელ ბუზებს პლაჟზე,
ზღვის წყალმცენარეებზე სძინავთ, მაგრამ სხვა ბუზებიც არიან, შავი
ბუზები. ისინი ქალაქის სახლებში მუშამბებს, მუყაოს კედლებს, მი-
ნებს ასხედან. ყინულის შესანახ შენობებში მსხვილი ლურჯი ბუზები
კი ნაგვის ყუთებზე დაფრინავენ და ბომბდამშენის ხმაურს გამოსცე-
მენ.
ლალა უცებ დგება, ქვიშის ბორცვებისკენ რაც შეიძლება სწრა-
ფად მირბის. აღმართზე მიბობღავს, ქვიშა შიშველ ფეხებქვეშ ეცლე-
ბა. ფეხის თითებში ნარშავები ერჭობა, მაგრამ არ ერიდება, ზევით,
დიუნების წვერზე უნდა ავიდეს, რომ რაც შეიძლება მალე გადახე-
დოს ზღვას.
დიუნების წვერზე ასულს ქარი სახეში მაშინვე მძლავრად სცემს.
თავს ძლივს იკავებს, გულაღმა რომ არ დაეცეს. ზღვის ცივი ქარი
ნესტოებს უხშობს და თვალებს სწვავს. უსაზღვრო, მოლურჯო-მო-
ნაცრისფრო, ქაფმორეული ზღვა ყრუდ გრუხუნებს, მოკლე ზვირთე-
ბი ქვიშის ველს ეხეთქება. ზედ უძირო ცის თითემის შავი სილურჯე
ირეკლება.
ლალა წინ გადახრილა, ქარი შუბლში უბერავს. კაბა (სინამდვი-
ლეში მამიდის მიერ მკლავებგადაჭრილი ბიჭის კოლენტონის პე-
რანგი) მუცელსა და ფეხებზე ეკვრის, წყლიდან ახალი გამოსული
გეგონება. ქარისა და ზღვის ხმაური ხან მარჯვენა ყურში უწივის, ხან
მარცხენაში, რასაც საფეთქლებზე მისი თმის კულულების შრიალიც
ერთვის.
ზოგჯერ ქარი ცოტაოდენ ქვიშას მოხვეტს და ლალას სახეში აყ-
რის. ლალა თვალებს ხუჭავს, რომ არ დაბრმავდეს, მაგრამ ქარი მა-
ინც უცრემლიანებს. კბილებში გაჩხერილ ქვიშის მარცვლებს კნაწუ-

51
ნი გაუდის.
ახლა კი, ქარისა და ზღვისგან სულმთლად გაბრუებული, დაბლა
ეშვება, დიუნების ფერდობს მოუყვება. ერთი წამით, სულის მოსათ-
ქმელად, დიუნების ძირში ჩაცუცქდება. დიუნების მეორე მხრიდან
ქარი არ უბერავს. ზემოდან გადაუქროლებს, ღრმად, მიწის ნაკვეთე-
ბამდე, ლურჯ გორაკებამდე აღწევს, სადაც ნისლი მიიზლაზნება. ქა-
რი არ ისვენებს. საკუთარ ნება-სურვილს არის აყოლილი. ლალა
თავს ბედნიერად გრძნობს, როცა ქარი უბერავს, მაშინაც კი, თუ
თვალებსა და ყურებს სწვავს, მაშინაც კი, თუ ქვიშის მარცვლებს სა-
ხეში აყრის. როცა ჩამობნელებულ სახლშია, რომლის მძიმე ჰაერი
მასაც ამძიმებს, ქარსა და ზღვაზე ფიქრობს, ძლიერ, გამჭვირვალე
ქარზე, ზღვაზე გამუდმებით რომ ქრის, თვალის დახამხამებაში რომ
გადაუვლის უდაბნოს, კედრების ტყეებამდე აღწევს და იქ, მთების
ძირში, ყვავილებითა და ჩიტებით გარემოცული აცეკვდება. ქარი არ
ისვენებს. გადალახავს მთებს, მოხვეტს მტვერს, ქვიშას, ააყირავებს
მუყაოებს, ზოგჯერ ფიცრებისა და ტოლის ქალაქამდეც აღწევს და
რამდენიმე სახურავისა და კედლის ჩამოგლეჯითაც იქცევს თავს.
მაგრამ ეს კიდევ არაფერი. ლალას ის იმდენად ლამაზი ,წყალივით
გამჭირვალე, მეხივით სწრაფი და ძლიერი ჰგონია, რომ, თუ ისურვა,
მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქს დაანგრევს. იმ ქალაქებსაც, სადაც
მაღალი და თეთრი სახლებია მინის დიდი ფანჯრებით.
ლალამ იცის მისი სახელი. თვითონ ისწავლა. როცა პატარაობი-
სას ღამით ყურს უგდებდა, ფიცრებს შორის როგორ ატანდა. უუ-
უუჰჰჰჰჰ ჰქვია, ასე, სტვენა-სტვენით. ოდნავ მოშორებით, შუაგულ
ტევრში გადაეყრება ხოლმე, ყვითელ ბალახებს ისე გადაშლის,
თითქოს ხელმა გადასწიაო, მიმინო აბიბინებულ მინდორზე ისე
ფრენს, გეგონება, ადგილიდან არ იძვრისო. სპილენძისფერი ფრთე-
ბი ქარში გაუშლია. ლალა შესცქერის. აღფრთოვანებულია – მან
ხომ ქარში ფრენა იცის. თავისი ბოლოს ბუმბულებს ცოტათი შეარ-
ხევს, ოდნავ გადახსნის მარაოსავით და ასე ლაღად მიფრინავს ცა-
ში, საკუთარი ჯვრისებრი ჩრდილი მისდევს, ყვითელი ბალახის თავ-

52
ზე თრთის. დროდადრო დაჰყივლებს კიდეც კაიიკ! კაიიკ!-ს და ლა-
ლაც ეხმიანება.
შემდეგ უეცრად, მოკეცილი ფრთებით მიწაზე ენარცხება. ბალახ-
ზე დიდხანს მისრიალებს, თითქოს თევზი იყოს და წყალქვეშ ღრმად
მიცურავდეს, იქ, სადაც წყალმცენარეები ლივლივებს. ასე დაიკარ-
გება შორს, ატეხილ შამბში. ამაოდ ეჟღურტულება და ემუდარება
ლალა, „კაიიიკო“ – ჩიტი არ ბრუნდება.
და კიდევ კარგა ხანს ემახსოვრება ისრის ფორმის ჩრდილი, ში-
შის ტალღაგადავლილი სკაროსავით უჩუმრად რომ მისრიალებდა
ყვითელი ბალახის სიმაღლეზე.
ლალა ადგილიდან აღარ იძვრის თავი უკან გადაუგდია, ფარ-
თოდ გახელილი თვალებით თეთრ ცას ასცქერის. ერთ ადგილზე
მოცურავე წრეები შუაზე იპობა, თითქოს გუბურაში კენჭები ჩაყარე-
სო. არც მწერი ჩანს, არც ჩიტი, მსგავსი არაფერი. და მაინც, ათასო-
ბით წერტილი მოძრაობს ცაში. თითქოს იქ, ზემოთ ჭიანჭველების,
ბოგანოებისა და ბუზების მსგავსი ხალხი ბინადრობდეს. ისინი
თეთრ ცაში კი არ დაფრინავენ, არამედ თავბრუდამხვევი სისწრა-
ფით სხვადასხვა მიმართულებით მიდი-მოდიან, თითქოს არ იციან,
საით გაიქცნენ. ეს ალბათ იმ დიდ ქალაქებში მცხოვრებთა სახეებია,
რომლებსაც, რომ მოინდომო, ვერასოდეს დატოვებ. სადაც იმდენი
ავტომანქანა, იმდენი ადამიანია, რომ ერთ სახეს ორჯერ ვერასო-
დეს შეხვდები. ასე ჰყვება მოხუცი ნამანი, თან უცნაურ სახელებსაც
ახსენებს: ალხესირასს, მადრიდს (მადრისს ამბობს), მარსელს, ლი-
ონს, პარიზს, ჟენევას.
მაგრამ ლალა ყოველთვის როდი ხედავს ამ სახეებს. მხოლოდ
ზოგჯერ, როცა ქარი დაუბერავს და ღრუბლებს მთებისკენ გადაყ-
რის,ან როცა მეტისმეტად გამჭვირვალე ჰაერს მზის ნათელი აციმ-
ციმებს. აი, მაშინ თუ დაინახავს ადამიან-მწერებს, მათ, ვინც მოძრა-
ობს, დადის, დარბის და ცეკვავს, იქ, სულ მაღლა, ძლივს რომ მოჩა-
ნან მუმლის ჭუპრებივით.
ზღვა ისევ უხმობს. ლალა ტევრს გაირბენს, ნაცრისფერ დიუნება-
მდე მიდის, გაწოლილ, წელში გაღუნულ, თავდახრილ ძროხებს ჰგ-

53
ვანან. ლალას უყვარს მათ ზურგზე შედგომა, ხელ-ფეხით მხოლოდ
თავისთვის გაჰყავს გზა, შემდეგ მეორე მხრიდან პლაჟის ქვიშაზე
ბურთივით რომ ჩამოგორდეს. ოკეანე მაგარ პლაჟს ყურისწამღები
ხმაურით ეხეთქება, შემდეგ უკან იხევს. ქაფი მზეზე დნება. ირგვლივ
ისეთი სინათლე და ხმაურია, რომ ლალა იძულებულია, პირი მოკუ-
მოს და თვალები მოხუჭოს. ზღვის მარილი ქუთუთოებსა და ტუჩებს
სწვავს, გრიგალივით მოვარდნილი ქარი სუნთქვას უკრავს, მაგრამ
ლალას მაინც სიამოვნებს ზღვასთან ახლო ყოფნა. წყალში შედის,
ტალღები ფეხებსა და მუცელზე ეხეთქება, ლურჯ პერანგს კანზე აწე-
ბებს, გრძნობს, ფეხები ძელებივით ქვიშაში როგორ ეფლობა. მაგ-
რამ უფრო შორს შესვლას ვეღარ ბედავს, რადგან ზღვა დროდადრო
იტაცებს ბავშვებს, ისე, თითქმის გაუფრთხილებლად. ორი დღის
შემდეგ კი პლაჟის მაგარ მიწაზე გამორიყავს წყლით დაბერილი
მუცლითა და სახით, კიბორჩხალებისაგან მოჭმული ცხვირით, ტუჩე-
ბით, თითების ბოლოებითა და სასქესო ორგანოებით.
ლალა ქვიშას მიარღვევს ქაფის ქოჩრის გასწვრივ. მკერდამდე
დასველებულკაბას ქარი უშრობს. კუპრივით შავ თმას ცალ მხარეს
ქარი უწნავს, სახეს მზისგან სპილენძისფერი ადევს.
ზოგჯერ ქვიშაზე გამორიყული მედუზებიც გამოჩნდებიან, ირ-
გვლივ თმასავით გაძენძილი საცეცებით. ლალა უყურებს ტალღის
მიქცევისას ქვიშაში გაჩენილ ორმოებს, პაწაწა, ნაცრისფერ კიბორ-
ჩხალებს მისდევს. ისინი, ობობებივით გვერდზე გადახრილნი,მსუ-
ბუქად გარბიან. უყურებს მათ გამოყოფილ საცეცებს და ეცინება.
მაგრამ სხვა ბავშვებივით მათ დაჭერას კი არ ცდილობს, არამედ
ზღვაში უშვებს, რომ თვალისმომჭრელ ქაფში გაუჩინარდნენ.
ლალა ისევ სანაპიროს მიჰყვება. „ხმელთა-შუ-ა-ა“ – მხოლოდ
ამ ერთსიტყვიან სიმღერას მღერის.
შემდეგ პლაჟის წინ, დიუნების ძირში ჯდება. ხელებს მუხლებზე
შემოიხვევს, სახეს ლურჯი პერანგის ნაკეცებში ჩამალავს, ქარისგან
შემოყრილი ქვიშა რომ არ შეისუნთქოს.
ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზე ჯდება, იქ, სადაც ტალღე-
ბის ძირში წყლიდან გამორიყული დამპალი ძელი აგდია და დიუნ-

54
ებს შორის ქვაღორღიდან დიდი ლეღვის ხეა ამოზრდილი. მებადურ
ნამანს ელოდება.
მებადური ნამანი სხვებს არა ჰგავს. ეს საკმაოდ მაღალი, გამ-
ხდარი, მხარბეჭიანი კაცია, ჩამომხმარი აგურისფერი სახით. სულ
მუდამ ფეხშიშველი დადის, ლურჯი ტილოს შარვალი აცვია და თეთ-
რი, ხალვათი პერანგი ქარში უფრიალებს. მაგრამ ლალას ასე ჩაც-
მულიც ძალიან ლამაზი და მოხდენილი ეჩვენება და გულისფანცქა-
ლით ელოდება ხოლმე მის გამოჩენას. გამოკვეთილი ნაკვთები
აქვს, ზღვის ქარისგან გაუხეშებული, შუბლსა და ლოყებზე კანი
ზღვის მზისგან დაჭიმული და გაშავებული. ხშირი თმა აქვს, საკუთა-
რი კანის ფერი. აი თვალები კი მართლაც გასაოცარი – მოლურჯო-
მომწვანო, ნაცრისფერში გადადის, ზედმეტად ნათელი და გამჭვირ-
ვალე მისი მოყავისფრო სახისთვის, თითქოს ზღვის სინათლე და
გამჭვირვალობა შემოუნახავს.
ლალა აქ, პლაჟზე, დიდი ლელვის ხესთან უცდის, მისი თვალები
რომ დაინახოს და ღიმილი, რომელიც ლალას გამოჩენისთანავე სა-
ხეზე აუთამაშდება ხოლმე.
ლოდინი კიდიდხანს უწევს. დიდი ლეღვის ხის ჩრდილქვეშ დი-
უნების მსუბუქ ქვიშაში ზის, თავი მკლავებში ჩაურგავს სიმღერისას
ქვიშა რომ არ გადაყლაპოს. თავის საყვარელ გრძელსა და ლამაზ
სახელს ღიღინებს: „ხმელთა-შუა-ა-ა".
ელოდება და თან ზღვას გაჰყურებს, სპილენძივით მონაცრის-
ფრო-მოლურჯო, წამხდარ ზღვას და რაღაც მკრთალი ღრუბლის
მსგავსს, ჰორიზონტის ხაზს რომ ფარავს. ზოგჯერ, ანარეკლებს შუა,
ტალღების ფაფრებს შორის თითქოს მოციმციმე შავ წერტილს და-
ინახავს და ოდნავ წამოიმართება, ნამანის ნავი ჰგონია. მაგრამ შავი
წერტილი უმალვე ქრება. ეს ან მირაჟია ზღვაზე, ანდა რომელიღაც
დელფინის ზურგი.
სწორედ ნამანი მოუყვა დელფინების შესახებ, შავზურგიანებ-
ზე,რომლებიც გემების ფორტშევენის წინ, ტალღებში მხიარულად
დახტიან, თითქოს მეთევზეებს ესალმებიანო. შემდეგ კი უცებ ჰორი-
ზონტისკენ მიცურავენ, ქრებიან.

55
ნამანს უყვარს, როცა ლალას დელფინებზე უყვება, თითქოს თვა-
ლებში ზღვის სინათლე კიდევ უფრო მეტად უბრწყინავს, და ლალას
ჰგონია, რომ მისი თვალების ფერადი გარსის მიღმა შავი ცხოველე-
ბის დანახვასაც შეძლებს. მაგრამ, როგორც არ უნდა მიაშტერდეს
ზღვას, დელფინებს მაინც ვერ დაინახავს. უთუოდ ნაპირთან მოახ-
ლოებას ერიდებიან.
ნამანი ერთ ამბავს უყვება, ქარიშხლისას დელფინმა ზღვაში და-
კარგული მეთევზის ნავი ნაპირზე როგორ გამოიყვანა.
ერთხელ ზღვაზე ღრუბლები ჩამოწვა და რიდესავით გადაეფარა.
საშინელმა ქარმა ნავის ანძა გადატეხა, ქარიშხალმა მეთევზის ნავი
შორს გაიტაცა, იმდენად შორს, რომ ნაპირს ვეღარ პოულობდა.
ორი დღის განმავლობაში, ნაპირს მოწყვეტილი ნავი დინებას მიჰ-
ყვებოდა. ტალღებს შეეძლოთ, ყოველ წამს გადაეყირავებინათ. მე-
თევზე ფიქრობდა, დავიღუპეო და უკვე ლოცვებს ამბობდა, როცა
ტალღებში ზორბა ტანის დელფინი შენიშნა. ის, როგორც დელფი-
ნებს სჩვევიათ, ნავის გარშემო ხტოდა, ტალღებს ეთამაშებოდა, მაგ-
რამ სულ მარტო იყო. მოულოდნელად ნავი დაძრა. ძნელი წარმო-
სადგენია, მაგრამ სწორედ ასე მოიქცა: ნავს ცურვა-ცურვით უკან
მიჰყვებოდა, წინ იგდებდა, ზოგჯერ ტოვებდა კიდეც, ტალღებში
იკარგებოდა. მეთევზეს ეგონა, მიმატოვაო, მაგრამ ცოტა ხნის შემ-
დეგ ბრუნდებოდა და ისევ შუბლით აწვებოდა, თან ზღვას თავის
ძლიერ კუდსაც ურტყამდა. ასე იცურეს მთელი დღე-ღამე. უცებ ღრუ-
ბელი გაირღვა და მეთევზემ, როგორც იქნა, განათებული ნაპირი
დაინახა. სიხარულისგან ატირდა და ყვირილი მორთო, მიხვდა, რომ
გადარჩა. როცა ნავი ნავსადგურს მიუახლოვდა, დელფინი შეტრი-
ალდა, ზღვაში გაიჭრა. მეთევზე ხედავდა, წყლიდან ამოხტომისას
როგორ უბრწყინავდა შავი, სქელი ზურგი განთიადის შუქზე.
ლალას ძალიან უყვარს ეს ამბავი. ხშირად ეძებს ზღვაში ამ დიდ,
შავ დელფინს, მაგრამ ნამანმა უთხრა, ეს დიდი ხნის წინათ მოხდა
და დელფინი უკვე ბებერი იქნებაო.
ისევე როგორც ყოველ დილას, ლალა ახლაც დიდი ლეღვის ჩრდ-
ილქვეშ ზის და ელოდება. ნაცრისფერ და ლურჯ ზღვას გაჰყურებს,

56
რომელზედაც ტალღების წვეტიანი ქოჩრები ნაპირისკენ მოიწევენ.
ტალღები პლაჟს ოდნავ დამრეცად ეხეთქებიან: ჯერ აღმოსავლე-
თით, კლდოვან კონცხს მიეხეთქებიან, შემდეგ დასავლეთით, მდი-
ნარის მხარეს, ბოლოს კი შუა ადგილს. ქარი მოვარდება, ქაფს და-
აცხრება და შორს, დიუნებისკენ მიაქანებს. ქაფი ქვიშასა და სილას
ერევა.
როცა მზე უღრუბლო ცის წვერს მიუახლოვდება, ლალა შინ
ბრუნდება. არ ჩქარობს, იცის, მისვლისთანავე საქმე დახვდება: წყა-
როდან წყალი უნდა მოიტანოს ძველი, დაჟანგული თავზე შემოსად-
გმელი თუნგით, შემდეგ მდინარეში თეთრეული გარეცხოს, მაგრამ
ეს სასიამოვნოცაა: ხალხს ელაპარაკები, რას არ გაიგებ, ათასგვარ-
დაუჯერებელ ამბავს გიყვებიან. განსაკუთრებით ის გოგონა, ლოყა-
ზე გამოსული მეჭეჭის გამო იკიკრი რომ შეარქვეს, რაც ბერბერუ-
ლად მუხუდოს ნიშნავს. ორი რამ კი ნამდვილად ეზარება: ცეცხ-
ლისთვის ნაფოტების შეგროვება და ხორბლის დაფქვა.
თუ შინ ეს საქმე ელოდება, ზოზინით ბრუნდება, ფეხები უკან რჩე-
ბა. აღარც ღიღინებს, რადგან უკვე ხალხია ქვიშის ბორცვებზე: ბიჭე-
ბი, ჩიტებს მახეს რომ უგებენ, ან სამუშაოდ მიმავალი კაცები. ზოგ-
ჯერ ბიჭები დასცინიან კიდეც, რადგან უჭირს ფეხშიშველა სიარული
და უწმაწური სიტყვებიც არ იცის. ამიტომ შორიდან გაიგონებს თუ
არა მათ ხმას, მაშინვე დიუნების მახლობლად, ეკალბარდებში იმა-
ლება და მათ წასვლამდე არ გამოდის.
ერთი ქალისაც ეშინია. ბებერი არ არის, მაგრამ ძალიან ჭუჭყი-
ანია, შავ-წითელი შერეული თმით, ეკლებისაგან შემოგლეჯილი
ტანსაცმლით. როცა ის სილახვავების გზას ადგას, უნდა მოერიდო,
რადგან ბოროტია და სძულს ბავშვები. ხალხმა აიშა კონდიშა შეარ-
ქვა, მაგრამ ეს მისი ნამდვილი სახელი არ არის. ნამდვილი სახელი
არავინ იცის.იმასაც ამბობენ, ბავშვებს იტაცებს და აწვალებსო. გზა-
ზე აიშა კონდიშას დანახვისთანავე სუნთქვაშეკრული ლალა ბუჩქს
უკან იმალება. აიშა კონდიშა მიდის და თან გაურკვეველ ფრაზებს
ღიღინებს. ერთი წამით გაჩერდება, თავს წამოსწევს, გრძნობს, რომ
ვიღაცაა ახლომახლო. მაგრამ, რადგანაც ნახევრად უსინათლოა,

57
ლალასაც ვერ ხედავს. ამიტომაც კოჭლობით გარბის და თან თავისი
საძაგელი ხმით უშვერი სიტყვებით ილანძღება.
ზოგჯერ დილით ცაში რაღაც გამოჩნდება, რაც ლალას ძალიან
უყვარს: ეს დიდი თეთრი ღრუბელია, თხელი და წაგრძელებული.
ცას იმ ადგილზე კვეთს, სადაც მოჭარბებული სილურჯეა. თეთრი ზო-
ლის ბოლოს, ვერცხლის პატარა ჯვარი წინ მიიწევს, ისე მაღლა, რომ
ჭირს გარჩევა. ლალას თავი უკან გადაუგდია და დიდხანს გაჰყუ-
რებს, პატარა ჯვარი ცას როგორ მიაპობს. აღფრთოვანებით უყუ-
რებს, უძირო, ლურჯ ცაში უხმაუროდ წინ როგორ მიიწევს, როგორ
მოტოვებს უკან ბამბის. ქულებისგან წარმოქმნილ თეთრ, გრძელ
ღრუბელს, პაწაწინა ქულებისგან, ერთმანეთში რომ ირევა და გზა-
სავით ფართოვდება, სანამ ქარი ღრუბელს არ გადაყრის და ცას არ
მოწმენდს. სიამოვნებით ჩაჯდებოდა ვერცხლის იმ პატარა ჯვარში,
ზღვას, კუნძულებს ზევიდან გადაუვლიდა, ისე, თითქოს არაფერიაო,
უშორესი ადგილებისკენ გაფრინდებოდა. თვითმფრინავი ქრება, ის
კი ისევ დიდხანს შეჰყურებს ცას.
ზღვას რომ დაშორდები და მდინარისკენ ასე ნახევარ საათს ივ-
ლი, მოსახვევიდან სიტე გამოჩნდება. ლალას ვერ გაუგია, რატომ
ჰქვია ამ ადგილს სიტე, რადგან თავდაპირველად აქ, მდინარის მე-
ორე მხარეს, ფიცრისა და ტოლის სულ რაღაც ათიოდე ქოხი იდგა,
რომლებსაც ნამდვილი ქალაქისაგან დაუსახლებელი ადგილები
აშორებდა. შესაძლოა, სიტე იმიტომაც შეარქვეს, რომ ადამიანებს
დავიწყებოდათ მტვერში ძაღლებთან და თაგვებთან ერთად ცხოვ-
რება.
დედის სიკვდილის შემდეგ სწორედ აქ გადმოვიდა ლალა საც-
ხოვრებლად· ეს იმდენი ხნის წინ მოხდა, რომ აღარც ახსოვს, როდის
იყო. ზაფხულის ცხელი დღეები იდგა, ქარი ფიცრის ქოხებზე მტვრის
ღრუბლებს აყენებდა. თვალდახუჭული მიჰყვებოდა მამიდის სილუ-
ეტს, სანამ უფანჯრებო ქოხს არ მიუახლოვდა, სადაც მისი მამიდაშ-
ვილები ცხოვრობდნენ. გაქცევა, მაღალი მთებისკენ მიმავალ გზაზე
გასვლა მოუნდა, რომ აღარასოდეს დაბრუნებულიყო.
ყოველთვის, როცა ლალა სილახვავებიდან ბრუნდება, ტალღის-

58
ებრი თუნუქის და ტოლის სახურავების დანახვაზე გული ეკუმშება
და ის დღე ახსენდება, როცა სიტეში პირველად ჩამოვიდა. მაგრამ
ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო, რომ ყველაფერი, რაც მაშინ მოხდა,
თითქოს სინამდვილეში არც გადახდენია, თითქოს სხვისგან აქვს
გაგონილი.
მისი დაბადების ამბავიც ასევეა – იქ, სამხრეთის მთებში, სადაც
უდაბნო იწყება. ზოგჯერ ზამთარში, როცა კარში ვერ გახვალ, როცა
ქარი სილისა და მარილის ველზე ძლიერად უბერავს და აამას სახ-
ლის ღრიჭოებში აღწევს, ლალა მიწაზე მოკალათდება და თავისი
დაბადების ამბავს ისმენს.
ეს ძალიან გრძელი და უცნაური ამბავია, რომელსაც აამა ყო-
ველთვის სხვადასხვანაირად უყვება. ოდნავ მელოდიური ხმით, თა-
ვის კანტურით, თითქოს უნდა ჩაეძინოსო:
‒ როცა შენი გაჩენის დღე მოახლოვდა, ზაფხულამდე, გვალვამ-
დე ცოტა ხნით ადრე, ჰავამ იგრძნო სამშობიარო ტკივილები და
რადგან ჯერ კიდევ ყველას ეძინა, კარვიდან ფეხაკრეფით გამოვიდა.
მუცელზე ზეწარი შემოიჭირა და ასე, რის ვაი-ვაგლახით იმ ადგი-
ლამდე მიაღწია, სადაც ხეც იყო და წყაროც, რადგან იცოდა, რომ
მზის ამოსვლის შემდეგ ჩრდილიც და წყალიც უსათუოდ დასჭირდე-
ბოდა. იქ ჩვევად ჰქონდათ, ბავშვი აუცილებლად წყაროსთან უნდა
გაეჩინათ. იქამდე ძლივს მიაღწია, ხესთან წამოწვა და გათენებას
დაელოდა. გარეთ ისე გავიდა, რომ ვერავინ გაიგო. ფეხაკრეფით
იცოდა სიარული, ძაღლებსაც კი არ აყეფებდა. მის გვერდით მეძინა,
მაგრამ მისი კვნესა, წამოდგომა და გარეთ გასვლა მეც არ გამიგია...
– მერე, მერე რა მოხდა, აამა?
‒ მერე გათენდა, ქალები ადგნენ და ნახეს, დედაშენი შინ რომ
არ იყო. მაშინვე მიხვდნენ, რისთვისაც გასულიყო. მოსაძებნად წა-
ვედი. წყაროს რომ მივუახლოვდი, დავინახე, ხესთან იდგა, მკლავე-
ბით ტოტს ჩამოჰკიდებოდა და ჩუმად კვნესოდა, კაცები და ბავშვები
რომ არ გაეღვიძებინა.
– მერე, მერე რაღა მოხდა, აამა?
– მერე შენ გაჩნდი, მალე, ასე, ზედ მიწაზე, ხეების ფესვებშუა. წყა-

59
როს წყლით გაგბანეთ და ლაბადაში შეგახვიეთ, რადგან ღამის სუს-
ხი ჯერ არ გადასულიყო. მზე ამოვიდა თუ არა, დედაშენი კარავში
შებრუნდა დასაძინებლად. მახსოვს, რადგან ჩვრები არ გვქონდა,
დედაშენის ლურჯ ლაბადაში გაგახვიეთ და ისე დაგაძინეთ. დედაშე-
ნი კმაყოფილი იყო, ადვილად, უწვალებლად რომ გაგაჩინა, მაგრამ
დარდიანიც. ეგონა, უმამოდ გაუჭირდებოდა შენი გაზრდა, ეშინოდა,
გაშვილება არ მომიხდესო.
ზოგჯერ აამა ამ ამბავს სხვანაირად უყვება, თითქოს კარგად აღა-
რც ახსოვს. ხან ამბობს, ჰავა ხის ტოტს კი არა, ჭის თოკს იყო ჩაბ-
ღაუჭებული და მთელი ძალ-ღონით ექაჩებოდა, ტკივილებისთვის
რომ გაეძლოო. ხან – გამვლელმა მწყემსმა აგიყვანა და მატყლის
ლაბადაში გაგახვიაო. მაგრამ ეს ყველაფერი გაუგებარი ბურუსი-
თაა მოცული, თითქოს სხვა სამყაროში მომხდარიყოს, უდაბნოს მე-
ორე მხარეს, იქ, სადაც სხვა ცა, სხვა მზეა.
– რამდენიმე დღის შემდეგ დედაშენმა წამოდგომა შეძლო, ჭამ-
დე მისვლა და თმის დავარცხნა გაბედა. წელზე გამოსკვნილ იმავე
ლურჯ ლაბადაში გახვეულს დაგატარებდა. მოკლე-მოკლე ნაბიჯებს
ადგამდა, რადგან საბოლოოდ ჯერ კიდევ არ იყო მომაგრებული. შე-
ნი გაჩენით კი ძალიან ბედნიერი იყო და, როცა ეკითხებოდნენ, რა
დაარქვიო, პასუხობდა, რომ შენც მასავით, როგორც შერიფას ქა-
ლიშვილს, ლალა ჰავა გერქვა.
– გეხვეწები, მომიყევი რა რამე ალ აზრაკის, ლურჯი კაცის შესა-
ხებ. მაგრამ აამა თავს გააქნევს:
– არა, ახლა არ შემიძლია, როგორმე სხვა დროს.
– გეხვეწები, აამა, მომიყევი რა რამე მის შესახებ – არ ეშვება
ლალა.
აამა პასუხს არ სცემს, ისევ თავს გააქნევს, ადგება და კართან მი-
დის თიხის დიდ გობში პურის მოსაზელად. ასეთია აამა, არ უყვარს
დიდხანს ლაპარაკი. სიტყვაძუნწია, როცა ლურჯ კაცზე უყვება, ან მუ-
ლაი აჰმედ ბენ მუჰამად ელ ფადელზე, მა ელ-აინინს, ანუ თვალთა
ჯავარს რომ ეძახდნენ.
გასაოცარია, მიუხედავად იმისა, რომ სიტეში ყველა ძალიან ღა-

60
რიბია, მაინც არავინ წუწუნებს. აქ უმთავრესად ტოლით გადახურუ-
ლი ფიცრებისა და თუნუქის ქოხებია, სახურავებზე მძიმე ქვები უწ-
ყვიათ, ქარმა რომ არ გადახადოს.
როცა ხეობაში ძლიერი ქარი დაუბერავს, მთელი ფიცრები რა-
ხუნს იწყებს, თუნუქის ნაჭრები ჟღარუნებს, გრიგალისაგან აგლე-
ჯილ, გუდრონწასმული მუყაოს ფურცლებს კი ტკაცატკუცი გაუდის.
უცნაური მუსიკაა, ისეთი ბრახუნი და ტკაცუნი გაისმის, თითქოს
დიდ, მორყეულ ავტობუსში იჯდე და ოღროჩოღრო გზაზე მიჯაყჯაყებ-
დე, ან სახურავებსა და ქუჩებში უამრავი ცხოველი და თაგვი დარბო-
დეს.
ზოგჯერ ისეთი ძლიერი ქარიშხალი ამოვარდება, რომ ყველაფე-
რი თან მიაქვს და მეორე დღეს ქალაქი ხელახლაა ასაშენებელი.
მაგრამ ხალხი ამას ღიმილით ხვდება, რადგან უკიდურესად ღარი-
ბებს დიდი არაფერი აქვთ დასაკარგი. ის კი არა და, შეიძლება კმა-
ყოფილებიც არიან, რადგან ქარიშხლის შემდეგ თავზე კიდევ უფრო
დიდი, უფრო ლურჯი, უფრო გაცისკროვნებული ცა დაჰყურებთ. ცის
ნათელი კიდევ უფრო მშვენიერია. რაც არ უნდა მოხდეს, სიტეს გარ-
შემო ქვიშიან-ქარებიანი მოსწორებული მიწა მაინცაა, დიუნების გა-
დაღმა კი ზღვა, რომელსაც თვალით ვერ გასწვდები.
ლალას ძალიან უყვარს ცის ცქერა. ხშირად სილახვავებისკენ მი-
მავალ გზას მიუყვება. პირდაპირ ქვიშაზე, თავცეცხლებზე გულაღმა
წვება მკლავებგადაჯვარედინებული.
ამ დროს გოგონას მოკრიალებულ სახეზე ცა ეფინება, სარკესა-
ვით ლაპლაპა, უზომოდ წყნარი, უღრუბლო ცა, სადაც ვერც ჩიტს და-
ინახავ და ვერც თვითმფრინავს.
ლალა ფართოდ ახელს თვალებს. ცას ნებდება და ისიც იჭრება
მასში. ქანქარასავით არწევს, თითქოს გემზე იყოს ანდა დიდი ხნის
მოწევის შემდეგ თავბრუ დასხმოდეს. ეს მზის გამოცაა. მიუხედავად
ზღვის ცივი ქარისა, მზე მაინც ძალიან აჭერს, იმდენად, რომ მისი
სითბო გოგონას ტანში ატანს, მუცელს, ფილტვებს, მკლავებსა და
ფეხებს უვსებს. ტკივილსაც კი აყენებს, თვალებსა და თავს ატკივებს.
მაგრამ ლალა ადგილიდან მაინც არ იძვრის, მზე და ცა ხომ ძალიან

61
უყვარს.
აქ, ქვიშაზე, დღევანდელივით ლაჟვარდოვანი ცის ქვეშ წამოწო-
ლილს, სხვა გოგო-ბიჭებს და სიტეს ხმაურსა და სუნს მოშორებულს,
შეუძლია იმაზე იფიქროს, რაც უყვარს.
იმ კაცზე ფიქრობს, ეს-სერი, ანუ საიდუმლო რომ შეარქვა, რომ-
ლის მზერა მზის სინათლესავით თავს ევლება და მფარველობს.
აქ, სიტეში, მას არავინ იცნობს. მაგრამ, ზოგჯერ, როცა უმშვენიე-
რესი ცაა და ზღვასა და ქვიშის ბორცვებს ნათელი ადგას, ასე ჰგო-
ნია, ეს-სერის სახელი ყველგან გაისმის, ყველგან აღწევს, შიგნით,
თავად მასშიც. ლალას თითქოს მისი ნაბიჯების მსუბუქი ხმაური, მი-
სი ხმაც ჩაესმის, სახის კანზე მის ცეცხლოვან მზერასაც კი გრძნობს,
ყველაფერს რომ ხედავს, ყველგან რომ აღწევს. ეს მზერა აქ მთების
მეორე მხრიდან, შორეული უდაბნოდან აღწევს. კიდევ უფრო შორი-
დან მოდის, ვიდრე დრააა და იმ სინათლესავით ანათებს, რომელიც
არასდროს ჩაქრება.
მის შესახებ არავინ არაფერი იცის. როცა ლალა მებადურ ნამანს
მასზე ესაუბრება, ის გაკვირვებისგან თავს აქნევს, არ გაუგონია ეს
სახელი. თავის მოყოლილ ამბებშიც არასოდეს უხსენებია, და მაინც,
ლალას ეს მისი ნამდვილი სახელი ჰგონია, რადგან ის ჩაესმა. შე-
საძლოა, ეს მხოლოდ სიზმარი იყო და სხვა არაფერი. როგორც ჩანს,
აამამაც არაფერი იცის ეს-სერის შესახებ. მიუხედავად ამისა, ლა-
ლას ძალიან მოსწონს მისი სახელი, სიამოვნებს მისი გაგონება.
სწორედ ამ სახელის გასაგონად, მისი მზერის სინათლის დასაჭე-
რად მიდის ხოლმე ლალა შორს, სილახვავებს შორის, იქ, სადაც
ზღვის, ქვიშისა და ცის გარდა არაფერია. რადგან ეს-სერი ვერც თა-
ვის სახელს გააგონებს, ვერც თავისი მზერის სითბოს გადასცემს
ფიცრებისა და ტოლის სიტეში.
ამ კაცს ხმაური და სუნი არ უყვარს, ის მარტო უნდა იყოს ქარში,
მარტო, ჰაერში გამოკიდებული ჩიტივით.
აქაურები ვერ ხვდებიან, გული იქით რატომ მიუწევს. შეიძლება
ჰგონიათ, რომ კლდოვანი გორაკების გადაღმა მწყემსების ქოხებამ-
დე მიდის,მაგრამ ამის შესახებ არაფერს ამბობენ.

62
ხალხი იცდის. აქ, სიტეში, მართალი რომ გითხრათ, ლოდინის
გარდა სხვას არაფერს აკეთებენ. ზღვის სანაპიროდან არცთუ ისე
მოშორებით, ფიცრებისა და თუნუქის ქოხებს მიჯაჭვულნი, ადგილი-
დან არ იძვრიან, ღრმა ჩრდილში შეყუჟულან. როცა დღის სინათლე
ქვებსა და სილას დაადგება, ერთი წამით გარეთ გამოდიან, თითქოს
რაღაც უნდა მოხდესო. ერთმანეთს ერთ-ორ სიტყვას გადაულაპარა-
კებენ, გოგონები წყაროზე მიდიან, ბიჭები კი მდინარის მეორე ნა-
პირზე ნამდვილი ქალაქის ქუჩებში დახეტიალებენ, ანდა გზის ნა-
პირზე სხდებიან და მიმავალ სატვირთო ავტომანქანებს გაჰყურე-
ბენ.
ლალა ყოველ დილით სიტეს გადაკვეთს – თუნგები აქვს წყარო-
დან წამოსაღები. სანამ წყაროსთან მივა, მუსიკის ხმა ესმის სხვა-
დასხვა რადიომიმღებიდან,ხან ერთი სახლიდან გამოდის, ხან მე-
ორედან. ეს ერთი და იგივე ეგვიპტური სიმღერა სიტეს ქუჩებში ყო-
ველი მხრიდან გაისმის, ხმაშეწყობილად კვნესის და წრიპინებს, გო-
გონების ნაბიჯების ხმასა და წყაროს წყლის ხმაურში ირევა. ლალა
წყაროსთან თავის რიგს ელოდება. ხელში თუნგს აქანავებს, თან
გოგონებს აკვირდება. ზოგი ზანგის ქალივით შავია, იკიკრივით, ზო-
გი მარიემივით ქათქათა თეთრი, მწვანეთვალება. ჩადრიანი ქალე-
ბიც მოდიან, შავი ქვაბიდან წყალს იღებენ და მაშინვე, ხმის ამოუ-
ღებლად უკან ბრუნდებიან.
ეს წყარო კი არა, თითბრის ონკანია ტყვიის მილზე. მოშვება-და-
კეტვისას გაუთავებლად ირყევა და გრუხუნებს. გოგონები სახესა და
ფეხებს გაყინული წყლის ნაკადს უშვერენ. ზოგჯერ ვედროებითაც
წუწაობენ, გულის გამგმირავად კივიან. კელები გამუდმებით თავს
დასტრიალებენ, აწეწილ თმებში უძვრებიან.
ლალას თუნგი თავზე შემოუდგამს, გვერდით თავს არ ატრიალე-
ბს, ციმციმ მიაქვს, წვეთიც რომ არ დაექცეს. დილით სულმთლად
მოწმენდილი, კამკამა ცაა, თითქოს ჯერაც არ მოქუფრულიყოს. მაგ-
რამ, როცა მზე ცის კიდეს მიუახლოვდება, ნისლი მტვერივით მო-
ედება ჰორიზონტს და ცა კიდევ უფრო მძიმედ ჩამოაწვება დედამიწ-
ას. ერთი ადგილია, სადაც ლალა სიამოვნებით მიდის ხოლმე – ბი-

63
ლიკებს დაადგება, ზღვიდან აღმოსავლეთისკენ, შემდეგ დამშრალი
ჩანჩქერების კალაპოტს აჰყვება. როცა კლდოვან გორაკებს დაინა-
ხავს, წითელ ქვებზე აგრძელებს სიარულს, თხების კვალს მიჰყვება.
აქ ძალიან კაშკაშა მზეა, მაგრამ ცივი ქარი ქრის, რადგან იმ ქვეყნე-
ბიდან უბერავს, სადაც არც ხეებია და არც წყალი; ეს ქარი შორეული
სივრცეებიდან მოდის. აქ ცხოვრობს ის, ლალა ეს-სერს, საიდუმ-
ლოს რომ ეძახის, რადგან არავინ იცის მისი სახელი.
ლალა თეთრი ქვის დიდ, მაღალ ზეგანს მიადგება, რომელიც ჰო-
რიზონტამდე, ცამდეა გადაჭიმული. თვალისმომჭრელი სინათლეა,
ცივი ქარი ტუჩებს უხეთქავს, თვალებს უცრემლიანებს. იძაბება, და-
ჟინებით იცქირება, სანამ ყელსა და საფეთქლებში ყრუ, ძლიერ გუ-
ლისცემას არ იგრძნობს, სანამ ცას წითელი პირბადე არ ჩამოეფი-
ნება და ყურში უცნაური – ერთდროულად ლაპარაკისა და ბუზღუნის
ხმები არ ჩაესმება.
შემდეგ კლდოვანი ზეგნის შუაგულში გაიჭრება, იქ, სადაც მხო-
ლოდ მორიელები და გველები ბინადრობენ. ამას იქით გზა აღარ მი-
დის. მხოლოდ ჩამომტვრეული, დანებივით ბასრი ლოდებია, რომ-
ლებზედაც სხივები ნაპერწკლებს აჩენს. არც ხეებია, არც ბალახი,
მხოლოდ ქარი უბერავს სამყაროს ცენტრიდან.
ზოგჯერ სწორედ აქ მოდის კაცი მის შესახვედრად. ლალამ მისი
არც ვინაობა იცის და არც ადგილ-სამყოფელი. ხან აშინებს, ხან კი
ძალიან კეთილი და მშვიდია, ციური მშვენებით აღვსილი. მხოლოდ
თვალები უჩანს, რადგან უდაბნოს მეომარივით ლურჯი პირბადე
აქვს ჩამოფარებული. თეთრი, გრძელი ლაბადა მზეზე მარილივით
უბზინავს. ლურჯი ჩალმის ჩრდილში თვალებში უცნაური და შემაწუ-
ხებელი ცეცხლი უგიზგიზებს. ლალა გრძნობს, მისი თვალების სით-
ბო სახესა და სხეულზე როგორ გადმოდის, თითქოს ნაკვერჩხალს
უახლოვდება.
მაგრამ ეს-სერი ყოველთვის როდი მოდის. უდაბნოს კაცი მხო-
ლოდ მაშინ მოდის, როცა ლალას ძალიან მოენატრება, როცა მის
გარეშე ვეღარ ძლებს, როცა გოგონასთვის მისი ნახვა ისევე აუცილ-
ებელია, როგორც საუბარი, ტირილი. მაგრამ მაშინაც კი, როცა არ

64
მოდის, რაღაც მისეული მაინც შეიგრძნობა კლდოვან ზეგანზე. შეიძ-
ლება ეს მისი მწველი მზერაც კია, პეიზაჟს რომ ანათებს და ჰორი-
ზონტის ერთი ბოლოდან მეორეს სწვდება. მაშინ ლალა ჩამომ-
სხვრეულ ლოდებს შორის თამამად დადის, არ ენაღვლება საით მი-
დის, გზასაც კი არ ეძებს. ზოგიერთ კლდეზე მისთვის გაუგებარი, რა-
ღაც უცნაური ნიშნებია: ჯვრები, წერტილები, მზისა და მთვარის
ფორმის ლაქები, ქვაში ამოკვეთილი ისრები. სიტეს ბიჭებს ეს მა-
გიური ნიშნები ჰგონიათ, ამიტომაც არ უყვართ თეთრ ზეგანზე ამოს-
ვლა. მაგრამ ლალას არც ამ ნიშნების, არც სიმარტოვის არ ეშინია.
იცის, რომ უდაბნოს ლურჯი კაცის მზერა მფარველობს. ამიტომაც
არც სიჩუმისა ეშინია, არც ქარის სიცარიელისა.
იმ ადგილას არავინ, სულ არავინაა. მხოლოდ უდაბნოს ლურჯი
კაცია. ის ხმას არ სცემს, მაგრამ თვალს არ აცილებს. ლალა ვერ
ხვდება, რა სურს, რას ითხოვს მისგან. გოგონას ის სჭირდება და აი,
ისიც ჩუმად მოდის, მგზნებარე მზერით.
ლალა თავს ბედნიერად გრძნობს კლდოვან ზეგანზე, მისი მზე-
რის სხივქვეშ. იცის, რომ ამის შესახებ კრინტი არ უნდა დაძრას, აა-
მასთანაც კი, რადგან ეს საიდუმლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც
ოდესმე თავს გადახდენია. საიდუმლო იმიტომაცაა, რომ მხოლოდ
მას არ ეშინია კლდოვან ზეგანზე ხშირად ამოსვლისა, მიუხედავად
სიჩუმისა და ქარის სიცარიელისა. მხოლოდ მწყემსი არტანი ბედავს
ზოგჯერ ზეგანზე ამოსვლას, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ ფარიდან რო-
მელიმე თხა ხევში გამოექცა და დაეკარგა. ქვაზე ამოტვიფრული
ნიშნებისა მასაც არ ეშინია, მაგრამ ლალას მაინც ვერ გაუბედავს
მისთვის საიდუმლოს გამხელა.
ამ კაცს, ხანდახან რომ გამოჩნდება კლდოვან ზეგანზე, ლალამ
ეს-სერი, საიდუმლო, შეარქვა, რადგან არავინ არ უნდა შეიტყოს მი-
სი სახელი.
ის არ ლაპარაკობს. ასე ვთქვათ, ადამიანების ენაზე არ ლაპარა-
კობს, მაგრამ ლალას მისი ხმა ყურში ჩაესმის. თავის ენაზე ძალიან
ლამაზ რამეებს ეუბნება, რაც მასში შიგნით, ღრმად ატანს, მთელ სხ
ეულს შინაგნად უფორიაქებს, ცახცახს აწყებინებს. შესაძლოა, შორ-

65
ეული სივრცეებიდან მონაბერი ქარის მსუბუქი ზუზუნით ესაუბრება,
ან სიჩუმის სიტყვებით, ქარის დაბერვასა და დაბერვას შორის რომ
ჩამოწვება ხოლმე. შესაძლოა, სხივების სიტყვებითაც ელაპარაკე-
ბა, სიტყვებით, ქვების წახნაგებზე ნაპერწკლების კონასავით რომ
იფრქვევა, ქვიშის, ნაფხვენებად ქცეული ქვების სიტყვებით, მორიე-
ლებისა და გველების სიტყვებით, სილაში მსუბუქ კვალს რომ ტოვე-
ბენ. ყველა ამ სიტყვით შეუძლია გელაპარაკოს, მისი ცხოველივით
ცოცხალი მზერა ერთი ქვიდან მეორეზე ხტის, თვალის ერთი გადავ-
ლებით ჰორიზონტს სწვდება, მაღლა, ცაში, პირდაპირ იჭრება,
ჩიტებზე მაღლა დაფრინავს.
ლალას უყვარს აქ, თეთრი ქვების ზეგანზე ამ იდუმალი სიტყვე-
ბის მოსასმენად ამოსვლა. მართალია, არ იცნობს ამ კაცს, ეს-სერი
რომ შეარქვა, არც ის იცის, რას წარმოადგენს ან საიდან მოდის, მაგ-
რამ მაინც სიამოვნებს ამ ადგილას მასთან შეხვედრა, რადგან მის
მზერასა და სიტყვას, სილახვავებისა და ქვიშის ქვეყნების, სამხრე-
თის უხეებო და უწყლო მიწების სითბო მოჰყვება.
მაშინაც კი, როცა ეს-სერი არ მოდის, ლალა თითქოს მისი მზე-
რით იყურება. ეს ძნელი გასაგებია, თითქმის ისევეა, სიზმარში რომ
ხდება ხოლმე. თითქოს ლალა მთელი თავისი არსებით სრულიად
გარდაიქმნა, თითქოს იმ სამყაროში შეაღწია, ლურჯი კაცის მზერის
იქითა მხარეს რომ არის.
ამ დროს მის თვალწინ მშვენიერი და იდუმალი სურათი იშლება,
რაც არსად უნახავს, რაც შეძრავს და აღელვებს. ოქროსფერ და გო-
გირდისფერ, უზარმაზარ, ზღვისდარ სივრცეებს ხედავს, მაღალი უძ-
რავი ტალღებით. ამ ქვიშიან სივრცეში კაციშვილის ჭაჭანება არ
არის. ერთი ხე, ბალახის ერთი ღერიც არ ჩანს. მხოლოდ სილახვა-
ვების წაგრძელებული ჩრდილები ებმის ერთმანეთს და ტბებს წარ-
მოქმნის დაბინდებისას. აქ ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს, თითქოს
ერთსა და იმავე დროს აქაც იყოს და ცოტა მოშორებითაც, იქ, სა-
დაც მზერას უნებლიეთ შეაჩერებს და კიდევ სხვაგანაც, სულ ახლოს,
ცისა და დედამიწის გასაყართან. სილახვავები მის თვალწინ ზანტად
იძვრის, ქვიშის თითებს შლის. ღრმად, გადახრუკულ ხეობებში ერთ

66
ადგილზე მოჩუხჩუხე ოქროსფერ წყაროებს ხედავს. პაპანაქების-
გან გადატრუსულ ხმელ მცენარეებსა და წითელქვიშიანი ზღვისწინ
დიდ, თეთრ, საკვირველ ტალღოვან უძრავ პლაჟებს. სინათლე კაშ-
კაშებს და ყოველი მხრიდან ნაკადებად ეფინება, ერთდროულად
დედამიწიდან, ციდან და მზიდან მოედინება, ცას ბოლო არ უჩანს.
მხოლოდ მშრალი ნისლი ლივლივებს ჰორიზონტის მახლობლად,
ანარეკლებს შთანთქავს, სინათლის ბალახებივით ბიბინებს, მოჟან-
გისფრო-მოვარდისფრო სილის ჭავლი ცივ ქარში მოძრაობს და ცის
შუაგულამდე ადის.
ეს ყველაფერი უცნაური და შორეულია, მაგრამ ამასთანავე ძა-
ლიან ახლობელიც. ლალა მის წინ გაჩახჩახებულ უზარმაზარ უდაბ-
ნოს თითქოს სხვისი თვალებით ხედავს. კანზე გრძნობს სამხრეთის
ქარის დაბერვას, ქვიშის ღრუბლებს რომ წამოყრის, შიშველ ფეხებ-
ქვეშ სილახვავების გადახურებულ ქვიშას, თავზე კი მოკრიალებულ,
უსაზღვრო, უღრუბლო ცას, რომელსაც მზე აკაშკაშებს.
ამ დროსაა, კარგა ხანს სახეს რომ იცვლის. ვიღაც სხვას, მორე-
ულს, მივიწყებულს ემსგავსება. სხვა ფორმებს, ბავშვების, კაცების,
ქალების, ცხენების, აქლემების, თხების ფარების სილუეტებს ხე-
დავს; ქალაქის რელიეფს, ქვისა და თიხისგან აშენებულ სასახლეს,
ალიზის გალავნებს ხედავს, საიდანაც მეომართა ჯარები გამოდის.
სწორედაც რომ ხედავს, რადგან ეს სიზმარი კი არ არის, არამედ
სხვა მეხსიერების მოგონებაა, რომელშიც უნებლიეთ შეიჭრა. კაცე-
ბის როხროხის ხმაური, ქალების სიმღერები, მუსიკის ხმა ესმის. შე-
საძლოა, თვითონაც კი ცეკვავს, საკუთარი თავის ირგვლივ ბზრია-
ლებს, შიშველი ფეხის წვერებსა და ტერფებს მიწას ურტყამს, სპი-
ლენძის სამაჯურებსა და მძიმე ყელსაბამს აჟღარუნებს.
შემდეგ, უეცრად, თითქოს ქარმა დაუბერაო, ყველაფერი ქრება.
ეს უბრალოდ ეს-სერის მზერა ტოვებს, თეთრი ქვის ზეგანს ზურგს შე-
აქცევს. ახლა უკვე საკუთარ მზერას იბრუნებს, საკუთარ გულს, სა-
კუთარ ფილტვებს, საკუთარ კანს კვლავ შეიგრძნობს. სილაში ყო-
ველ წვრილმანს, თითოეულ ქვას, თითოეულ ნატეხს, თითოეულ პა-
წაწინა მონახაზს ამჩნევს.

67
უკან ბრუნდება. ამომშრალი ჩანჩქერის კალაპოტს მოუყვება,
ბასრ ქვებსა და ეკლიან ბუჩქნარებს თავს არიდებს.
ქვევით ჩამოსული უკვე ძალიან დაღლილია მთელი ამ სინათ-
ლით, ქარის სიცარიელით, გამუდმებული ქროლვით. სიტემდე ნე-
ლი ნაბიჯით ქვიშის გზას მოუყვება, კაცებისა და ქალების ლანდები
ჯერ კიდევ მოძრაობენ. წყაროსთან მივა, ჩაცუცქული ხელ-პირს
დაიბანს, თითქოს შორეული მოგზაურობიდან დაბრუნებულიყოს.
აი, კიდევ რა უყვარს აქ, – კელები. მთელ სიტეს მოსდებიან, ყვი-
თელ, გრძელ ტანზე შავი ზოლები გასდევთ და გამჭვირვალე ფრთე-
ბი აქვთ. სად არ დაინახავთ, მძიმე-მძიმედ დაფრინავენ, ადამიანებს
არად აგდებენ, საზრდოს დაეძებენ. ლალას ისინი ძალიან უყვარს.
ხშირად შეჰყურებს მზის სხივებზე დაკიდებულებს, ან ნაგავსა და
ხორცის საყასბოს დახლებზე მოზუზუნეებს. ზოგჯერ, როცა ფორთო-
ხალს მიირთმევს, მასთანაც მოფრინდებიან, სახეზე, ხელებზე ას-
ხდებიან, ზოგჯერ რომელიმე მათგანი კისერზე ან მკლავზე ისე უკ-
ბენს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ეწვის, მაგრამ ეს არა-
ფერი, ლალას მაინც უყვარს კელები.
ბუზები კი მათ არ ჰგვანან. მაგიდის კიდეზე დაფრენილებს აკვირ-
დება ხოლმე. დავიწყოთ იმით, რომ არც მოგრძო, მოყვითალო-მო-
შავო ტანი აქვთ და არც კელებივით წვრილი წელი. ბრტყელი ბუზები
ჩქარა დაფრინავენ, მოულოდნელად დაგასხდებიან. თავზე მსხვი-
ლი, მონაცრისფრო-მოწითალო, გადმოკარკლული თვალები აქვთ.
სიტეში დატკეპნილმიწიანი პატარა ქუჩების გაყოლებაზე, ფიც-
რულების თავზე კვამლი გაწელილა. ეს ან მაყლების კვამლია, რო-
მელზედაც ქალები საჭმელს ამზადებენ, ანდა ნაგვის დასაწვავად ან
სახურავების გასაგლესი გუდრონის შესათბობად დანთებული ცეც-
ხლის ბოლი.
როცა დროს იხელთებს, ლალა ჩერდება და სიამოვნებით მიაც-
ქერდება ცეცხლს ან ამომშრალ ჩანჩქერებთან მიდის აკაციის ტო-
ტების შესაგროვებლად. თოკით კრავს და გუდურა აამას სახლში მი-
აქვს, ცეცხლი მხიარულად მოიზლაზნება ტოტებიდან, ღეროებსა და
ეკლებს ედება, მცენარეულ წვენს აშიშინებს. ცეცხლის ალები დილ-

68
ის ცივ ქარში ცეკვისას მშვენიერ მუსიკას გამოსცემენ. აამა ამბობს:
შიგნით თუ ჩაიხედავ, სულებს დაინახავო. მარტო სულებს კი არა,
რას არ დაინახავ: პეიზაჟებს, ქალაქებს, მდინარეებს, უამრავ უცნა-
ურ რამეს, რომლებიც ღრუბლებივით ჩნდება და ქრება.
ცოტა ხნის შემდეგ კელები მოფრინავენ. როგორც ჩანს, უკვე იკ-
რეს რკინის ქვაბში მოთუხთუხე ცხვრის ხორცის სუნი. სხვა ბავშვებს
ეშინიათ კელებისა. ქვებით იგერიებენ, მოსაკლავად იმეტებენ, ლა-
ლა კი არ დევნის, კელები თმის ირგვლივ დაჰბზუიან. ცდილობს გა-
იგოს, რის თქმა სურთ ფრთების ზუზუნით.
როცა ჭამის დრო მოდის, შუადღის მზეა. ძალიან აჭერს. თეთრი
ფერი იმდენად ქათქათაა, შეხედვა გაგიჭირდება. ჩრდილები კი იმ-
დენად შავი, მიწის ორმოები გეგონება. ამ დროს ჯერ აამას ვაჟები
მოდიან. ორნი არიან, თოთხმეტი წლისას ალი ჰქვია, ჩვიდმეტისას
ბარეკი, რადგან მისი დაბადების დღეს მოინათლა. აამა პირველად
მათ აპურებს. ისინიც ხმისამოუღებლად ხარბად შეექცევიან. თან ხე-
ლის ზურგით გამუდმებით კელებს იგერიებენ. შემდეგ აამას ქმარი
მოდის. ის სამხრეთით, პომიდვრის პლანტაციებში მუშაობს. სელი-
მი ჰქვია, მაგრამ სუსის ეძახიან, რადგან მდინარე სუს ხეობიდანაა.
დაბალი და გამხდარი კაცია, მშვენიერი მწვანე თვალებით. ლალას
ის ძალიან უყვარს, თუმც ყველას ზარმაცი ჰგონია. კელებსაც არ
კლავს, პირიქით, ერთობა კიდეც მათთან თამაშით. ზოგჯერ ცერსა
და საჩვენებელ თითს შორის მოიქცევს, ნესტარს გამოუღებს, შემ-
დეგ ფაქიზად მიწაზე დასვამს და გაუშვებს.
დღე ისე არ გავა, ვინმე არ ეწვიოთ. სტუმრისთვის აამას ყოველ-
თვის ხორცის ნაჭერი აქვს გადანახული. ზოგჯერ მებადური ნამანი
დაეწვევათ. ლალა მუდამ სიხარულით ელოდება მის გამოჩენას.
გრძნობს, ნამანსაც რომ უყვარს. თან ლამაზი ამბების მოყოლაც
იცის. ნამანი ნელა შეექცევა და ხანდახან მისთვის რაღაც განსაკუთ-
რებით საინტერესოსაც ამბობს. პატარა ლალას ეძახის, რადგან ნამ-
დვილი შერიფას შთამომავალია. როცა თვალებში ჩაჰყურებს, ლა-
ლას ჰგონია, რომ ზღვის ფერს ხედავს, ოკეანეს კვეთს, ჰორიზონტს
გადაღმა იმ დიდ ქალაქებშია, სადაც თეთრი სახლები, ბაღები და

69
შადრევნებია. ლალას სიამოვნებს ამ ქალაქების სახელების გაგო-
ნება და ხშირად სთხოვს ხოლმე ნამანს, ისე, უბრალოდ, გაუმეოროს
მათი სახელები, სხვა არაფერი, მხოლოდ სახელები, ნელა, დრო
რომ ჰქონდეს იმის მისახვედრად, თუ მათში რა იმალება.
ალხესირასი
გრანადა
სევილია
მადრიდი
აამას ბიჭებს კიდევ ბევრი სხვა რამ უნდათ შეიტყონ მათ შესახებ.
მოხუცს ჯერ ჭამას აცლიან, შემდეგ კი ათასგვარ შეკითხვას აყრიან
იქაურ, ზღვის იქითა მხარის ცხოვრებაზე. მათ საოცნებო სახელები
კი არა, სერიოზული რამეები აინტერესებთ. როგორ უნდა იშოვონ
ფული, სამუშაო, რა ღირს ტანსაცმელი, საკვები, მანქანა, რამდენი
კინოთეატრია. მოხუცი ნამანი ძალიან დაბერდა და, ცხადია, ამაში
ვერ ერკვევა, ან შეიძლება აღარც კი ახსოვს – ის ხომ იქ ომამდე
ცხოვრობდა. ასეა თუ ისე, ამ ხნის განმავლობაში ცხოვრება მაინც
შეიცვლებოდა. ბიჭები მხრებს იჩეჩავენ, მაგრამ არაფერს ამბობენ,
რადგან ნამანს ძმა ჰყავს მარსელში, რომელიც ერთ დღესაც შეიძ-
ლება რამეში გამოადგეთ.
ზოგჯერ, როცა ნამანს საკუთარი თვალით ნანახის მოყოლა მო-
უნდება, ლალას ირჩევს ხოლმე, რადგან ის შეკითხვებით თავს არ
აბეზრებს.
ლალა ყოველთვის სიამოვნებით უსმენს, მაშინაც კი, როცა მაინ-
ცდამაინც დამაჯერებელი არ არის მისი ნაამბობი. სულგანაბულია,
როცა ზღვის სანაპიროზე გაშენებულ პალმისხეივნებიან დიდ, თეთრ
ქალაქებზე უყვება და მთების მწვერვალებამდე გაშენებულ ყვავი-
ლების, ფორთოხლისა და ბროწეულის ბაღებზე, გორაკებივით მა-
ღალ კოშკებზე, იმდენად გრძელ გამზირებზე, რომ ბოლო არ უჩანს.
უყვარს, როცა სხვადასხვა ფერის შუქით განათებულ მაღაზიის ვიტ-
რინებზე უყვება და შავ ავტომანქანებზე, ნელა რომ მისრიალებენ,
განსაკუთრებით ღამით, ანთებული ფარებით. ან კიდევ დიდ თეთრ
გემებზე, ალხესირასში რომ შედიან ღამით, სველი სანაპიროების

70
გასწვრივ ნელა რომ მიცურავენ, ხალხი კი ჩამოსულებს ეძახის და
ხელს უქნევს; ან მატარებელზე, ქალაქიდან ქალაქში ჩრდილოე-
თისკენ რომ მიდის, ნისლიან სოფლებს, მდინარეებს, მთებს გადაჭ-
რის, გრძელ, ბნელ გვირაბებში იჭრება და ასე, თითქოს არაფერიო,
ამდენი მგზავრითა და ბარგით, პარიზში – ამ უშველებელ ქალაქში
ჩადის.
ლალა უსმენს, ოდნავ შეშფოთებულია, ცახცახებს კიდეც, მაგრამ
ამავე დროს ფიქრობს, რომ სიამოვნებით ჩაჯდებოდა ამ მატარე-
ბელში, ქალაქიდან ქალაქში ჩავიდოდა, უცხო ადგილებს, იმ უცხო
ქვეყნებს მოინახულებდა, სადაც სილის, დამშეული ძაღლებისა და
იმ ფიცრის ქოხების შესახებ არაფერი იციან, რომლებშიაც უდაბნოს
ქარი ატანს.
– მეც წამიყვანე რა, როცა წახვალ, – ეხვეწება ლალა. მოხუცი
ნამანი თავს გააქნევს:
– ძალიან მოვტყდი, ჩემო პატარავ, ვერ შევძლებ, იქამდე ვეღარ
ჩავაღწევ.
მის დასამშვიდებლად კი დასძენს:
– შენ კი უსათუოდ წახვალ, ყველა ამ ქალაქსაც ნახავ და შემდეგ
ჩემსავით უკან დაბრუნდები.
ახლა კი იმითაც კმაყოფილია, რომ ნამანს თვალებში უყურებს
და ყველაფერს ხედავს, რაც კი მას უნახავს. თითქოს ზღვის სიღრმე-
ში იყურება. დიდხანს, დიდხანს ჩაესმის ქალაქების ლამაზი სახელე-
ბი, გულში ღიღინებს კიდეც, თითქოს სიმღერის სიტყვები იყოს.
ზოგჯერ აამა სთხოვს ხოლმე, იმ შორეული ქვეყნების შესახებ
რამე მოგვიყევიო და ისიც კიდევ ერთხელ უყვება ესპანეთზე, საზ-
ღვარზე, ზღვის სანაპირო გზაზე, უყვება მარსელის დიდ ქალაქზე,
სახლებზე, ქუჩებზე, კიბეებზე, თვალუწვდენელ სანაპიროებზე, ამწე-
ებზე, სახლებივით, ქალაქებივით დიდ გემებზე, საიდანაც სატვირ-
თო მანქანები, ვაგონები, ქვა და ცემენტი გადმოაქვთ და შემდეგ საყ-
ვირის ყვირილით ნავსადგურის შავ წყალში მიცურავენ. ბიჭები მის
საუბარს ცალი ყურით უსმენენ. არ სჯერათ მოხუცი ნამანისა. მისი წა
სვლის შემდეგ კი ამბობენ, ყველამ იცის, მარსელში მზარეულად

71
რომ მუშაობდა და ამიტომაც დაცინვით ტაიიებს – მზარეულს ეძახი-
ანო.
აამა სულგაკმენდილი უსმენს. ის, რომ ნამანი იქ მზარეულობდა,
აქ კი მეთევზეობს, მისთვის არაფერს ნიშნავს. ყოველი შეხვედრი-
სას ახალ-ახალ შეკითხვებს უსვამს, კიდევ ერთხელ რომ მოისმინოს
რამე მოგზაურობის, საზღვრის, მარსელში ცხოვრების შესახებ და
ნამანიც უყვება, ქუჩის შეხლა-შემოხლებსაც არ ივიწყებს, როცა
არაბებსა და ებრაელებს ჩაბნელებულ ქუჩებში თავს ესხმიან და ისი-
ნი იძულებულნი არიან, დანით ან ქვებით დაიცვან თავი, სწრაფად
გაიქცნენ, თავი დააღწიონ პოლიციას, რომელიც ხალხს იჭერს და
ციხეში სვამს. მათ შესახებაც ჰყვება, ვინც ღამით უკანონოდ არ-
ღვევს საზღვარს, დღისით კი გამოქვაბულებსა და ბუჩქნარებს აფა-
რებს თავს. მაგრამ ზოგჯერ პოლიციელების ძაღლები მისდევენ ნაკ-
ვალევს და ქვევით, საზღვრის მეორე მხარეს თავს ესხმიან.
ამას ნამანი მოღუშული სახით ჰყვება და ლალა გრძნობს, მოხუც
კაცს თვალებში სიცივე როგორ უდგება. ეს მისთვის ჯერ კიდევ უც-
ნობი, უცნაური შეგრძნება ისევე აშინებს და ემუქრება, როგორც
სიკვდილი, უბედურება. შესაძლოა, ნამანმა ესეც იქიდან, ზღვის გა-
დაღმა მდებარე ქალაქებიდან გამოიყოლა.
თუ თავისი მოგზაურობის შესახებ არ ჰყვება, მაშინ ადრე გაგო-
ნილ ამბებს იხსენებს. მათ მხოლოდ ლალას და პატარა ბავშვებს თუ
უყვება, მათ, ვინც უსმენს და შეკითხვებით თავს არ აბეზრებს.
ყველაზე საინტერესო ამბებს სწორედ მაშინ ჰყვება, როცა ზღვას-
თან, ლეღვის ხის ჩრდილში ზის და ბადეებს ამაგრებს, – ოკეანეში,
გემებზე, ქარიშხლის დროს მომხდარ ამბებს, როცა ადამიანები იძი-
რებიან ან უცნობ კუნძულებზე გაირიყებიან. რას არ გაიგებ ნამანი-
საგან. ეს უყვარს ლალას ყველაზე მეტად! მაგალითად, ლალა ლეღ-
ვის ხის ჩრდილში გვერდით უზის და უყურებს, რა ოსტატურად ამაგ-
რებს ბადეებს, როგორ სწრაფად ამოძრავებს დიდ, ყავისფერ მომ-
ტვრეულფრჩხილებიან თითებს, რა მსუბუქად კვანძავს. უცებ დაინა-
ხავს, რომ ბადის უჯრედები დიდზეა ჩახეული.ბუნებრივია, ეკითხება:
– დიდმა თევზმა ჩახია, არა?

72
ნამანი ჩაფიქრდება, შემდეგ უპასუხებს:
– როგორ, არ მომიყოლია შენთვის ზვიგენზე ჩვენი ნადირობის
შესახებ?
ლალა თავს გააქნევს. ნამანი მოყოლას იწყებს. როგორც ასეთ
ამბებში ხდება ხოლმე, მაშინაც ქარიშხალი ამოვარდნილა. ცის ერ-
თი კიდიდან მეორემდე რამდენჯერმე გაიელვა, მთებივით მაღალი
ტალღები მოასკდა, წვიმის ქარბორბალა დატრიალდა. ბადე მძიმეა,
იმდენად, რომ აწევა ჭირს. გემი გვერდზეა გადახრილი,ადამიანებს
განძრევისა ეშინიათ. რის ვაი-ვაგლახით ბადეს ამოსწევენ და შიგ
უზარმაზარ ლურჯ ზვიგენს დაინახავენ. ის ებრძვის, საზარელკბილე-
ბიანი პირი დაუღია. მეთევზეები იძულებულნი არიან შეებრძოლონ,
რადგან ბადის გაგლეჯას ცდილობს. კავს, ნაჯახს ურტყამენ. ზვიგენი
გემბანს კბეჩს და ისე შლის, თითქოს ყუთის ფიცარი იყოს. ბოლოს
და ბოლოს კაპიტანი ჯოხით კლავს, ცხოველი გემბანზე აჰყავთ.
– იქ, ზვიგენს მუცელი გაუფატრეს, შიგნეულობა დაუთვალი-
ერეს. უცაბედად ლალისქვიან ბაჯაღლო ოქროს ბეჭედს წააწყდნენ,
იმდენად ლამაზს, რომ თვალი ვერავინ მოსწყვიტა. ბუნებრივია, ყო-
ველ ჩვენგანს მისი ხელში ჩაგდება მოუნდა. მალე უკვე ყველა მზად
იყო, ამ წყეული ბეჭდისთვის ერთმანეთი ამოეხოცათ. მაშინ მე კა-
მათლის გაგორება შევთავაზე. ვიცოდი, რომ კაპიტანს ძვლის წყვი-
ლი კამათელი ჰქონდა. საშინელი ქარიშხლის მიუხედავად, გემს ყო-
ველ წამს გადაყირავებას რომ უქადდა, გემბანზე კამათელი გავაგო-
რეთ. ექვსნი ვიყავით და ექვსჯერ გავაგორეთ. ვისაც ყველაზე მაღა-
ლი ქულა დაუჯდებოდა, ის იგებდა. პირველი ხელის შემდეგ მხო-
ლოდ მე და კაპიტანი შემოვრჩით, რადგან თითოეულმა ჩვენგანმა
11-ჯერ გააგორა ექვსი და ხუთი. ყველა ჩვენ მოგვჩერებოდა შედე-
გის მოლოდინში.
გავაგორე და ორი ექვსიანი არ მომივიდა?! ასე რომ, ბეჭედი მე
შემხვდა. ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ეს მხო-
ლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ბეჭედს დიდხანს დავცქეროდი,
მისი წითელი ქვა ჯოჯოხეთის ცეცხლივით ანათებდა, სისხლივით წი-
თელ, ავის მომასწავებელ სინათლეს ასხივებდა. ჩემს თანამგზავრე-

73
რებსაც თვალები ბოროტად უბრწყინავდათ. მაშინ მივხვდი, რომ ეს
ბეჭედიც დაწყევლილი იყო თავისი პატრონივით, რომელიც ზვიგენ-
მა გადაყლაპა. მაშინ მივხვდი, რომ ვისაც ის დარჩებოდა, წყევლა
არ ასცდებოდა. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ დავხედე, თითიდან მო-
ვიძრე და ზღვაში გადავაგდე. კაპიტანი და ჩემი თანამგზავრები გა-
ცოფდნენ და კინაღამ მეც მიმაყოლეს. მაშინ ვკითხე: „რატომ მიბ-
რაზდებით? ზღვის მოტანილი ზღვას დაუბრუნდა. ახლა კი ყველაფე-
რი ძველებურად არის“. ქარიშხალი მაშინვე ჩადგა, ზღვაზე მზე აკი-
აფდა. მეზღვაურებიც დაწყნარდნენ, კაპიტანმაც, ასე რომ ეწადა ბე-
ჭედი, მაშინვე დაივიწყა და ისიც კი მითხრა, სწორად მოიქეცი, რომ
გადააგდეო. მოკლულ ზვიგენსაც იგივე ბედი ეწია. ჩვენ კი ნავსად-
გურში დავბრუნდით ჩაწყვეტილი ბადის გასაახლებლად.
– ბეჭედი მართლა დაწყევლილი იყო? – ეკითხება ლალა.
– არ ვიცი, დაწყევლილი იყო თუ არა, – ეუბნება ნამანი,‒ ის კი
ნამდვილად ვიცი, ზღვაში რომ არ გადამეგდო, იმავე დღეს რომელი-
მე მგზავრი მისი წართმევის მიზნით მომკლავდა და ყველა მგზავრს,
უკანასკნელის ჩათვლით, ასეთი ბედი ეწეოდა.
ლალას უყვარს ამ ამბების მოსმენა, ასე, უბრალოდ, ლეღვის ხის
ჩრდილში, პირით ზღვისაკენ მებადურის გვერდით ზის და სულგანა-
ბული უსმენს, ქარი კი უბერავს და ფოთლებს არხევს. თითქოს
ზღვის ხმაც ჩაესმის, ნამანის სიტყვები ქუთუთოებზე აწვება და სხე-
ულს უთენთავს. მაშინ ქვიშაში ეხვევა, თავს ლეღვის ხის ფესვებში
რგავს. ამასობაში მებადური წითელი ძაფით ბადეს კემსავს, კელები
კი მარილის წვეთებზე დაზუზუნებენ.
– ეჰეი, არტანი!
გაჰკივის ლალა. ხმამაღლა, ქარში და თან ღორღიან და ეკალ-
ბარდიან გორაკებზე არბის. აქ, ქვებში, ხვლიკები ყოველთვის დაძ-
ვრებიან, ზოგჯერ გველებიც მისისინებენ. მაღალი, დანასავით პირ-
ბასრი ბალახებიცაა და ბევრი ისეთი ჯუჯა პალმაც, რომლისგანაც
კალათებსა და ჭილოფებს წნავენ. ყველგან მწერების ზუზუნი გაის-
მის, რადგან კლდეებს შორის პატარა წყაროებიდან წყალი მოწანწკ-
არებს, კლდოვან ხვრელებში მიმალულ დიდ ჭებთან კი ცივი წყალი

74
ელოდებათ. გავლისას ლალა ნაპრალებში კენჭებს ისვრის და უს-
მენს, რა ხმაურს გამოსცემს ბნელი სიღრმიდან.
– არტა-ა-ნი!
არტანი ხშირად ემალება გასაჯავრებლად. უბრალოდ, ეკლიანი
ბუჩქის ძირშია გაწოლილი. მუდამ მქისე შალის გრძელი კაბა აცვია,
მკლავებსა და ბოლოში ამოძენძილი. თავსა და კისერზე გრძელი,
თეთრი ქსოვილი აქვს შემოხვეული. ლიანასავით გრძელსა და გამ-
ხდარს, ლამაზ ყავისფერ ხელებზე სპილოსძვლისფერი ფრჩხილები
წამოზრდია, ფეხები ნამდვილი მორბენალისა აქვს. ლალას განსა-
კუთრებით მისი სახე მოსწონს, რადგან არ ჰგავს მათ, ვინც აქ, სიტე-
ში ცხოვრობს – გამხდარი სახე აქვს, პრიალა სახის კანი, გამოზნე-
ქილი შუბლი, ძალიან სწორი წარბები, ლითონისფერი, მუქი, დიდ-
რონი თვალები, მოკლე, თითქმის ხუჭუჭი თმა. წვერ-ულვაში ჯერ არ
ამოსვლია, მაგრამ მაინც ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებუ-
ლი ჩანს. თვალებში ჯიქურ მოგაჩერდება, უშიშრად გათვალიერებს
და ხანდახან, როცა მოესურვება, ისე გემრიელად გადაიხარხარებს,
რომ შენც უმალ ხალისდები.
დღეს ლალა ადვილად პოულობს, რადგან არ დამალვია. უბრა-
ლოდ დიდ ქვაზე ზის და წინ, თხების ფარას გაჰყურებს. ადგილიდან
არ იძვრის. ქარი ყავისფერ კაბას სხეულზე ოდნავ უფრიალებს, თეთ-
რი ჩალმის ბოლოს უქანავებს. ლალა არ ეძახის, თავს გაუფრთხი-
ლებლად დაადგება, იცის, რომ უკვე გაიგონა მისი ფეხის ხმა. არ-
ტანს ფაქიზი სმენა აქვს. ბორცვის მეორე ბოლოში კურდღლის მოკ-
ლე გადარბენასაც გრძნობს. ზოგჯერ ლალას ცაში აახედებს, –
თვითმფრინავებს დაანახვებს ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ლალა
ძრავების ხმას გაიგონებდეს.
როცა ლალა მასთან ძალიან ახლოს მიდის, არტანი დგება და
ზურგს შეაქცევს. შავ სახეზე მზე დასთამაშებს, იღიმის და შუქზე კბი-
ლებიც კი უბრწყინავს. ლალას სიმაღლისაა, თუმც მასზე უმცროსია.
მარცხენა ხელში უტარო დანა უჭირავს.
– რას აკეთებ ამ დანით? – ეკითხება ლალა.
ლალა ლოდზე ჯდება, დაღლილია, დიდი გზა აქვს გამოვლილი.

75
ის კი მის წინ ცალ ფეხზე დგას, წონასწორობას ინარჩუნებს. უცებ
უკან ისკუპებს, ქვა-ღორღიან ბორცვს სირბილით შემოუვლის და
ცოტა ხნის შემდეგ მუჭით ლერწამი მოაქვს, ჭანჭრობში მოუჭრია.
ლალას ღიმილით აწვდის. ოდნავ ქოშინებს ნარბენი ძაღლივით.
– ლამაზია, – ამბობს ლალა, – ამით უკრავ ხოლმე? – კი არ
ეკითხება, ებუტბუტება, ცდილობს ხელების მოძრაობით რამე მიახ-
ვედროს. როცა ლალა ელაპარაკება, არტანი გაუნძრევლად დგას,
დაძაბული მისჩერებია. უნდა გაიგოს, რას ეუბნება.
შესაძლოა, ლალა ერთადერთი ადამიანია, რომელსაც არტანისა
ესმის და არტანიც ერთადერთია, რომელსაც ლალასი ესმის. როცა
ლალა სიტყვა „მუსიკას“ ახსენებს, არტანი ადგილზე ხტის, გრძელ
ხელებს შლის, თითქოს უნდა აცეკვდესო, თითებით უსტვენს, ისე
ხმამაღლა, რომ გორაკის ფერდობზე თხები და ვაცი კუნტრუმბს იწ-
ყებენ.
შემდეგ რამდენიმე მოჭრილ ლერწამს იღებს, ხელებში თავს მო-
უყრის და შიგ ჩაბერავს. უცნაური, ოდნავ ხრინწიანი მუსიკა გაისმის,
ღამით უფეხურა რომ ჩხავის ხოლმე, ისეთი, შლეჰის მწყემსების სიმ-
ღერასავით ოდნავ სევდიანი.
არტანი ერთხანს სულმოუთქმელად უკრავს, შემდეგ ლერწმებს
ლალას აწვდის. ახლა უკვე ლალა უკრავს. ახალგაზრდა მწყემსი კი
სულგანაბული უსმენს. დაბინდული თვალებიდან კმაყოფილება გა-
მოსჭვივის. ასე ერთობიან, რიგრიგობით სხვადასხვა ზომის ლერ-
წმის მილებში უბერავენ. სევდიანი მუსიკა თითქოს სინათლის თეთ-
რი პეიზაჟიდან, მინწისქვეშა მღვიმეების ორმოებიდან, ციდანაც
იღივრება, სადაც ნელი სიო უბერავს.
დროდადრო აქოშინებულები ჩერდებიან. ბიჭი ხარხარებს, ლა-
ლაც იცინის, ვერ კი ხვდებიან, რატომ.
შემდეგ ქვაღორღიან ველებზე გადადიან. არტანი ლალას ხელს
არ უშვებს, ეშინია, უამრავ მისთვის უცნობ წვეტიან ლოდს არ წამოჰ-
კრას ფეხი. გაუვალ ბუჩქნარებში გამოფიტული ქვის დაბალ კედ-
ლებს ახტებიან, მიხვეულ-მოხვეულ ეკალბარდებში მიიკვლევენ გზ-
ას. არტანი ქვაღორღიან ველებსა და ბორცვებზე რაც კი რამ არის,

76
ყველაფერს უჩვენებს. მასზე ადვილად ვერავინ აგნებს ოქროსფერი
მწერების, კალიების, მლოცველების სამალავებს. ყველა აქაურ
მცენარეს კარგად იცნობს: ზოგი სასიამოვნო სურნელს აფრქვევს,
როცა თითებით მათ ფოთლებს სრესს, ზოგს წყლით სავსე ფესვები
აქვს, ზოგს ანისულის, პილპილის, პიტნის, თაფლის გემო აქვს. იმ
მარცვლებსაც ცნობს, კბილებში კნატუნი რომ გაუდის, პაწაწკინტე-
ლა კენკრასაც, თითებსა და ტუჩებს ლურჯად რომ უღებავს. პატარა,
ქვის ლოკოკინებისა და პაწაწინა ვარსკვლავის ფორმის ქვიშის მარ-
ცვლების ადგილსამყოფელიც იცის. ლალა შორს მიჰყავს, გამოფი-
ტული ქვის კედლებზე გადაჰყავს, მისთვის უცნობი გრძელი ბილიკე-
ბით იმ გორაკებზე აჰყავს, საიდანაც უდაბნო იწყება. გორაკების
წვერზე ასულს თვალები უბრწყინავს, მუქი და პრიალა სახის კანი
აქვს. მაშინ ლალა სამხრეთისკენ გაახედებს, იქით, სადაც დაიბადა.
არტანი სხვა ბიჭებს არ ჰგავს. არავინ იცის ნამდვილად, საიდან
მოვიდა. ერთხელ, დიდი ხნის წინათ, აქ აქლემზე შემომჯდარი კაცი
მოსულა. უდაბნოს მეომარივით ყოფილა ჩაცმული, დიდი ცისფერი
ლაბადითა და ლურჯი პირბადით. აქლემისთვის წყალი რომ დაელე-
ვინებინა, ჭასთან შეჩერებულა. თვითონაც დიდხანს დასწაფებია
წყაროს. წყალზე მისულ თხების მწყემსის ცოლს, იასმინას, დაუნა-
ხავს. ერთხანს უცდია უცხოელისთვის, წყურვილი ბოლომდე რომ
მოეკლა. როდესაც უცნობი აქლემზე შემომჯდარა და გზას გასდგო-
მია, დაუნახავს, რომ ჭის პირას ლურჯი ჩვრის ნაგლეჯში გახვეული
ჩვილი ბავშვი იყო დატოვებული. ბავშვი იასმინას წაუყვანია, რად-
გან სხვას არავის გამოუთქვამს მისი აყვანის სურვილი და ოჯახში
საკუთარი შვილივით გაუზრდია. მისთვის მეტსახელად არტანი შე-
ურქმევიათ, რადგან სამხრეთელი მონებივით შავი კანი ჰქონდა.
არტანი იქვე გაიზარდა, სადაც უდაბნოს მეომარმა დატოვა, ქვა-
ღორღიანი მინდვრებისა და გორაკების მახლობლად, საიდანაც
უდაბნო იწყება. სწორედ ის მწყემსავდა იასმინას თხებს. სხვა მწყემს
ბიჭებს დაემსგავსა. იცის პირუტყვის მოვლა. ისე ჰყავს მიჩვეული,
რომ მათრახის შემოკვრაც არ სჭირდება. თითებით ერთს დაუსტვე-
ნს და სადაც მოისურვებს, იქ მიერეკება. პირუტყვს მისი არ ეშინია.

77
ისიც იცის, ფუტკრების გუნდს უბრალოდ, კბილებშუა სტვენა-სტვე-
ნით როგორ დაელაპარაკოს, ხელებით როგორ გაუძღვეს. ხალხს
ცოტა ეშინია კიდეც მისი. ამბობენ, მეჯნუნია, ეს ძალა დემონებისგან
აქვსო. გველებსა და მორიელებს იმორჩილებს, მოქიშპე მწყემსების
საქონელს შეუძლია მიუსიოს მათი პირუტყვის გასანადგურებლა-
დო. მაგრამ ლალას ამის არ სჯერა, არ ეშინია მისი, ალბათ იმიტომ,
რომ ლალა ერთადერთი ადამიანია, რომელიც მას კარგად იცნობს
და სიტყვებით კი არა, რაღაც სხვაგვარად ელაპარაკება. ლალა შეს-
ცქერის და მისი შავი თვალების შუქში კითხულობს, რის თქმაც სწა-
დია. ის კი, არტანი, მარტო სახეში კი არა, ქარვისფერ თვალებში
მართლაც რომ ღრმად აცქერდება და ასე ხვდება მის სათქმელს.
აამას მაინცდამაინც არ მოსწონს, მწყემსის სანახავად ასე ხში-
რად რომ დადის ქვაღორღიან მინდვრებსა და გორაკებზე. ეუბნება:
ეს აყვანილი, უცხოელი ბავშვი შენი შესაფერისი არ არისო. მაგრამ
ლალა აამასთან სახლის საქმეს მოათავებს თუ არა, მაინც მაშინვე
გორაკებისკენ გარბის, მწყემსებივით თითებით უსტვენს და გასძა-
ხის:
– ეჰეი! არტანი!
ზოგჯერ მასთან, ზემოთ დაღამებამდეც შემორჩება ხოლმე. ამ
დროს ბიჭი პირუტყვს აგროვებს, ქვემოთ, ბაკში, იასმინას სახლის
გვერდით ჩასარეკად. ვინაიდან ერთმანეთს არ ესაუბრებიან, გორა-
კების წინ გასუსულები ხშირად ლოდებზე არიან ჩამომსხდარნი. ვერ
გაიგებ, რით არიან ამ დროს დაკავებულები. შესაძლოა, წინ იყურე-
ბიან, თითქოს მათი მზერა გორაკებს სჭოლავს, ჰორიზონტის უკანა
მხარეს სწვდება. ლალას კარგად თვითონაც არ ესმის,ეს როგორ-
ხდება. როცა არტანის გვერდით ზის, ასე ჰგონია, დრო შეჩერდა.
სიტყვები თავისუფლად მოძრაობენ, არტანამდე მიდიან, შემდეგ
ახალი აზრით დატვირთულნი, უკან ბრუნდებიან. თავი სიზმარში
ჰგონია, ერთდროულად ორი რომ ხარ.
ეს არტანიმ ასწავლა ასე გატვრენილი ჯდომა, ცის, ქვების, ბუჩქე-
ბის, მფრინავი კელებისა და ბუზების ცქერა, მიმალული მწერების ბზ
უილის მოსმენა, მტაცებელი ფრინველების ჩრდილისა და ბუჩქნარ-

78
რებში აცახცახებული კურდღლების მიგნება.
ლალას მსგავსად არტანისაც არა აქვს ნამდვილი ოჯახი. წერა-
კითხვა, ლაპარაკი, ლოცვებიც კი არ იცის და მაინც ყველაზე უკეთ
იცის ეს ყველაფერი. ლალას უყვარს მისი გლუვი სახე, გრძელი ხე-
ლები, მუქი ლითონისფერი თვალები, მისი ღიმილი, მიხრა-მოხრა,
კურდღელივით მსუბუქი და მკვირცხლი სიარული. თვალს ვერ აშო-
რებს, როცა კლდიდან კლდეზე ხტება, სანამ თვალის დახამხამებაში
რომელიღაც სამალავში არ გაუჩინარდება.
სიტეში არასოდეს ჩამოდის. შესაძლოა, ბიჭებისა ეშინია, ის ხომ
მათ არ ჰგავს. სადმე თუ გადაწყვეტს წასვლას, უთუოდ სამხრეთს,
უდაბნოს მიმართულებას ირჩევს, სადაც აქლემებზე შემომსხდარ
მომთაბარეთა გზა გადის. ისე დაიკარგება რამდენიმე დღით, რომ
არავინ იცის მისი ადგილ-სამყოფელი. ერთ დილასაც ბრუნდება და
თხებსა და ვაცს შორის ხელახლა იკავებს თავის ადგილს, თითქოს
სულ რამდენიმე წუთით დაეტოვებინოს.
როცა ლოდზე არტანის გვერდით ასე ზის და მზის სინათლეზე ერ-
თად გაჰყურებენ ქვაღორღიან სივრცეს, დროდადრო ქარი რომ გა-
დაუვლის და პატარა, ნაცრისფერ მცენარეებთან კელების ბზუილი-
სა და ჩამოშლილ ქვებზე თხების ჩლიქების ბაკიბუკის გარდა არა-
ფერი ესმით, სხვა მართლაც არაფერი უნდათ. ლალას მთელი სხე-
ული უხურს, თითქოს ცისა და ქვების მთელი სინათლე შიგნით, სხე-
ულში ღრმად ეღვრება, თანდათან მატულობს. არტანი ლალას ხელს
თავის გრძელ, ყავისფერ, მოგრძოთითებიან ხელში იდებს, ისე მაგ-
რად უჭერს, რომ გოგონას სტკივა კიდეც. ლალა გრძნობს, როგორ
გადმოდის მის ხელისგულში უცნაური, ოდნავ საგრძნობი, თრთოლ-
ვის მსგავსი სითბოს ნაკადი. მას არც საუბარი სურს და არც ფიქრი.
აქ თავს ისე კარგად გრძნობს, რომ ასე გაუნძრევლად, შეუძლია,
მთელი დღე იყოს, სანამ ხევში წყვდიადი არ ჩამოწვება.წინ იყურება,
ქვის პეიზაჟის ყოველ წვრილმანს, ბალახის ყოველ ღერს ხედავს.
მწერის ჩუმი ბზუილი, უბრალო ტკაცანიც ესმის. მწყემსის შენელე-
ბულ სუნთქვას გრძნობს. იმდენად ახლოსაა მასთან, რომ უკვე მისი
თვალებით ხედავს, მისი კანით სუნთქავს. ეს ცოტა ხანს გასტანს, მა-

79
გრამ ისე ხანგრძლივი ეჩვენება, რომ სხვა ყველაფერი ავიწყდება,
თავბრუ ესხმის.
შემდეგ, უეცრად, თითქოს რაღაცის შეეშინდაო, ახალგაზრდა
მწყემსი წამოხტება, ლალას ხელს გაუშვებს და არც კი შეხედავს, ისე
გარბის, ძაღლივით. კლდეებსა და ამომშრალ ხევებს ხტუნვა-ხტუნ-
ვით გადაუვლის, გამოფიტულ ქვის კედლებზე გადადის. სანამ
ეკალბარდებში არ დაიკარგება, ლალა მკაფიოდ ხედავს მის სილუ-
ეტს.
– არტანი! არტანი! დაბრუნდი! – უყვირის, კლდეზე შემომდგარს
ხმა უკანკალებს, მაგრამ იცის, რომ ვერ დააბრუნებს. არტანი თვალ-
სა და ხელს შუა გაქრება, თითქოს კირქვის ფრიალოს ერთ-ერთმა
ბნელმა ხევმა ჩაყლაპაო. ის დღეს უკვე აღარ გამოჩნდება. შესაძ-
ლოა, ხვალ გამოჩნდეს ან იქნებ უფრო მოგვიანებითაც. ლალა იძუ-
ლებულია მარტო,თავისით დაეშვას, ნელა, უხერხულად ჩამოდის
კლდიდან კლდეზე, ხანდახან უკან იხედება, იქნებ მწყემსი დავინა-
ხოო. ქვაღორღიან მიწებსა და გამომშრალი ქვებით ნაგებ ბაკებს ჩა-
მოუვლის, ქვევით, ხეობაში ჩამოდის, ზღვისგან არც ისე შორს, სა-
დაც ადამიანები ფიცრისა და ტოლის სახლებში ცხოვრობენ.

აქ, სიტეში, ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. ზოგჯერ დაბეჯითე-


ბით იმ დღეებზეც კი ვერაფერს იტყვი, რომელშიც ცხოვრობ.ესდღეც
გადის,თითქოს სარწმუნო, ხელმოსაკიდი არაფერია. სხვათა შო-
რის, ამაზე აქ სერიოზულად არავინ დაფიქრებულა, არავინ ეკითხე-
ბა საკუთარ თავს, რას წარმოვადგენო. ლალას კი ეს აზრი მოსვენე-
ბას არ აძლევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა კლდოვან ზეგანზე გა-
დის, სადაც ლურჯი კაცი ცხოვრობს, ეს-სერი რომ შეარქვა.
შესაძლოა, ეს კელების გამოცაა. ქალაქში უამრავი კელაა, ქა-
ლებსა და კაცებზე გაცილებით მეტი. გარიჟრაჟიდან დაბინდებამდე
ჰაერში დაზუზუნებენ, საკვებს დაეძებენ, მზის სინათლეში ცეკვავენ.
ამასთან, გარკვეული აზრით, დრო ყოველთვის ერთნაირი რო-
დია, ისევე როგორც აამას მიერ ნათქვამი სიტყვები, ისევე როგორც
წყაროსთან შეკრებილი გოგონების სახეები. ძლიერი სიცხეების დრ

80
ოს ისეთი თაკარა მზეა, რომ ტანსაცმელში ატანს და კანს წვავს. სი-
ნათლის სხივები თვალებში ისრებივით ესობა და ტუჩებს ასისხლი-
ანებს. ამ დროს ლალა მთლიანად ლურჯ ტილოებში გაეხვევა ხოლ-
მე, დიდ ცხვირსახოცს, რომელიც სახეს თვალებამდე უფარავს, კი-
სერთან იკრავს, ხოლო თავზე შემოხვეულ ილურჯ იტილოს მეორე
პირბადე მკერდამდე ეფინება. უდაბნოდან მწველი ქარი უბერავს,
უხეშ სილას აყრის. გარეთ, ქუჩაბანდებში არავინაა, ძაღლებიც კი
სახლების საძირკველთან, მიწის ორმოებში, ბენზინის ცარიელ ბი-
დონებთან მიმალულან.
მაგრამ ლალას მაინც უყვარს ასეთ დღეებში გარეთ ხეტიალი,
შესაძლოა იმიტომაც, რომ ქუჩაში უკვე აღარავინაა. თითქოს დედა-
მიწაზე აღარაფერი იყოს ისეთი, რაც ადამიანებს ეკუთვნის. აი, მაშინ
შორდება ხოლმე ყველაზე მეტად საკუთარ თავს, თითქოს ყველა-
ფერს, რაც აქამდე უკეთებია, აზრი ეკარგება, თითქოს მეხსიერები-
დანაც ყველაფერი უქრება.
ამ დროს ზღვისკენ მიდის, სადაც სილახვავები იწყება, ქვიშაში
ჯდება, ლურჯ პირბადეებშემოხვეული, შეჰყურებს ჰაერში ბუღი რო-
გორ ადის. დედამიწის თავზე, ცის წვერზე, მუქი ლურჯი, თითქმის ღა-
მისფერი ცაა. ჰორიზონტისკენ კი, სილახვავების ხაზის ზემოთ მტრე-
დისფერი, ვარდისფერი, განთიადისას რომ იცის, ისეთი. ასეთ დღე-
ებში ბუზები და კელებიც არ გაწუხებენ, ქარს კლდოვანი ხევებისა-
კენ განუდევნია, მშრალი ტალახის ბუდეებში ან სახლების ჩაბნელე-
ბულ კუთხე-კუნჭულებში შეუყრია. ვერც კაცს დაინახავ, ვერც ქალს,
ვერც ბავშვს, ვერც ძაღლსა და ჩიტს. მხოლოდ ქარის ზუზუნი თუ გა-
ისმის ბუჩქების ტოტებში, აკაციებისა და გარეული ლეღვის ხის
ფოთლებში. მხოლოდ ქვის ათასობით პაწაწინა ნამტვრევია, ლა-
ლას სახეში ეყრება და მის ირგვლივ გრძელ ბაფთებად, გველებად,
კვამლად იფშვნება. ქარის ხმაური, ზღვის ხმაური, ქვიშის ხრაშუნის
ხმაური ისმის. ლალა წინ იხრება, ჰაერი უნდა ჩაისუნთქოს, მაგრამ
ლურჯი პირბადე ნესტოებსა და ტუჩებზე მიჰკვრია და სუნთქვას უძ-
ნელებს.
სასიამოვნოა აქ ყოფნა. ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს მებ-

81
ადურ ნამანივით და მისი მეგობრებივით გემზე იყო და ძლიერი ქა-
რიშხლის დროს გზა აგბნეოდეს. კრიალა, უჩვეულო ცაა, დედამიწა
არ ჩანს, უფრო სწორად, ძლივს მოჩანს აჯიჯგნილი, დასერილი ქვი-
შის ჭრილები შუა ზღვაში რიფების რამდენიმე შავი ლაქით.
ლალას ვერ გაუგია, გული რატომ არ უდგება შინ ასეთ დღეებში.
რაღაც მასზე ძლიერი არც აამას სახლში, არც ქალაქის ქუჩებში არ
აყენებს. მწველი ქარი ტუჩებსა და ნესტოებს უშრობს. გრძნობს, ცეც-
ხლი როგორ ატანს მასში, შესაძლოა, ეს იმ სინათლის ცეცხლია, აღ-
მოსავლეთიდან რომ მოდის და ქარს მის სხეულში შეაქვს. მაგრამ
სინათლე მხოლოდ როდი წვავს, ათავისუფლებს კიდეც და ლალა
გრძნობს, როგორი მსუბუქი, როგორი მოქნილი ხდება მისი სხე-
ული. უძალიანდება, ორივე ხელით სილახვავების ქვიშას ებღაუჭე-
ბა, ნიკაპი მუხლებთან მიაქვს, რამდენადაც შეუძლია, სუნთქვას იკა-
ვებს, მეტისმეტად მსუბუქი რომ არ გახდეს. ქარმა რომ არ წაიღოს,
ცდილობს, თავის საყვარელ ადამიანებზე – აამაზე, არტანზე, განსა-
კუთრებით კი ნამანზე იფიქროს, მაგრამ ასეთ დღეებში ყველაფერს
და ყველას, ვისაც კი იცნობს, უკვე აზრი ეკარგება. ფიქრი იმწამსვე
უსხლტება, ეკარგება, თითქოს ქარი იტაცებს და სილახვავებისკენ
მიაქანებს.
შემდეგ, მოულოდნელად, უდაბნოს ლურჯიკაცის მზერას იგ-
რძნობს. მზერას, რომელიც იქ, ზევით, კლდოვან ზეგანზე, უდაბნოს
საზღვარზე არაერთხელ დაუჭერია. პირქუშ, მომნუსხველ მზერას,
ქარისა და სინათლის სიმძიმით მხრებზე რომ აწვება, საშინლად
მკაცრ გამოხედვას, მტანჯველს, იმ ქვის ნაფშვენებივით უხეშს, სახე-
სა და ტანსაცმელზე რომ ეხეთქება. ლალას ვერ გაუგია, რა სურს,
რას თხოულობს მისგან. შესაძლოა, არც არაფერი უნდა, ისე, უბრა-
ლოდ გადაუვლის ზღვას, პეიზაჟს, მდინარეს, სიტეს, კიდევ უფრო
შორეულ ადგილებს, რომ ზღვის გადაღმა მდებარე ქალაქებსა და
თეთრ სახლებს, ბაღებსა და შადრევნებს გადასწვდეს და ცეცხლი
წაუკიდოს.
ლალას ახლა უკვე ეშინია. ცდილობს, ეს მზერა როგორმე შეაკა-
ვოს, მასზე შეჩერდეს, ჰორიზონტს არ გასცდეს, შური არ იძიოს, არ

82
გამძვინვარდეს, არაფერი გადაწვას. ვერ გაუგია, რატომ უნდა სურ-
დეს უდაბნოს კაცის ქარიშხალს ამ ქალაქების დანგრევა. თვალებს
ხუჭავს, არ უნდა, მის ირგვლივ დაკლაკნილი ქვიშის გველები, ეს სა-
შინელი ბოლი დაინახოს. ამ დროს ყურში უდაბნოს მეომრის, ეს-სე-
რის ხმა ჩაესმის, ასე მკაფიოდ მისი ხმა არასოდეს გაუგონია, მაში-
ნაც კი, როცა კლდოვან ზეგანზე პირველად თეთრი ლაბადითა და
ლურჯი პირბადით გამოეცხადა. ეს უცნაური ხმა თავში ღრმად ჩაეს-
მის, ქარის ხმაურსა და ქვიშის მარცვლების ხრაშუნს ერთვის. ეს შო-
რეული ხმა მისთვის გაუგებარ ერთსა და იმავე სიტყვებს, ერთსა და
იმავე ფრაზებს დაუსრულებლივ იმეორებს,
‒ იღონე რამე, ქარი რომ ჩადგეს, – ემუდარება ლალა ხმამაღ-
ლა, თვალდახუჭული, – ნუ დაანგრევ ქალაქებს, იღონე რამე, ქარი
რომ ჩადგეს, მზე რომ არ წვავდეს, სიმშვიდე რომ იყოს!
და უცებ, თავისდაუნებლიეთ წამოსცდება:
– რა გინდა ჩემგან? აქ რატომ მოდიხარ? ვინ ვარ მე შენთვის?
რაღა მაინცდამაინც მე ამომიჩემე?
ხმა კი ისევ ჩურჩულებს, ისევ თრთის ლალას სხეულში. ეს ქარის,
ზღვის, ქვიშის ხმა, სინათლის ხმა, ადამიანთა ნების მომნუსხველი
და გამაბრუებელი, უცნაურ მზერასთან ერთად მოდის, ამსხვრევს და
გლეჯს, თუკი წინ რამე აღუდგება დედამიწაზე. შემდეგ შორს, ჰორი-
ზონტისკენ აგრძელებს გზას, აბობოქრებული ტალღების ზღვაში
იკარგება, ღრუბლებსა და ქვიშას ზღვის გადაღმა, კლდოვანი სანა-
პიროებისკენ, დიდი დელტებისკენ გადაყრის, იქ, სადაც შაქრის
ქარხნის საკვამურები ბოლავს.
– მომიყევი რა რამე ლურჯი კაცის შესახებ, – ეხვეწება ლალა,
მაგრამ აამას არ სცალია. თიხის დიდ გობში ცომს ზელს პურის გა-
მოსაცხობად. უარის ნიშნად თავს გააქნევს.
– რა დროს მოყოლაა, ვერ ხედავ, არ მცალია,
ლალა თავისას არ იშლის.
– კარგი რა, აამა, გემუდარები
– რაც კი ვიცოდი, უკვე ყველაფერი მოგიყევი.
– არაფერია, კიდევ მინდა, რამე მიამბო მა ელ-აინინის, თვალთა

83
ჯავარის შესახებ.
ამ დროს აამა ცომის ზელას თავს ანებებს, მიწაზეჯდება და მოყო-
ლას იწყებს. თვითონაც უყვარს ამ ამბების გახსენება.
– ეს ამბავი არაერთხელ მომიყოლია შენთვის. დიდი ელ აზრაკი,
ის, რომელსაც ლურჯ კაცს ეძახიან, ბევრად ადრე გარდაიცვალა,
ვიდრე მე და დედაშენი გავჩნდებოდით. ეს დედაშენის დიდედის ბავ-
შვობაში მოხდა. მაშინ მა ელ-აინინი ჯერ უწვერული ჭაბუკი იყო.
ლალას ადრეული ბავშვობიდანვე ესმის ეს სახელები, მათ კარ-
გად იცნობს და მაინც მათი გაგონებისთანავე ოდნავი ჟრუანტელი
დაუვლის ხოლმე, თითქოს მასში რომელიღაც სიმი შეარხიესო.
– ალ აზრაკი დედაშენის დიდედის ტომიდან იყო, დრაას იქით,
სამხრეთის უკიდურეს ნაპირში, თვით საგიეტ ელ-ჰამრას იქით
ცხოვრობდა. იმხანად, იმ ქვეყანაში უცხოელის ჭაჭანება არ იყო.
ქრისტიანებს უფლება არ ჰქონდათ, იქ შესულიყვნენ· უდაბნოს უძ-
ლეველი მეომრები ჰყავდა და დრაას სამხრეთით, შორს, შუაგულ
უდაბნომდე, შინგეტის წმინდა ქალაქამდე მთელი მიწები მათ ეკუთ-
ვნოდათ.
ყოველთვის, როცა კი აამა ალ აზრაკის ამბავს უყვება, რაიმე
ახალ წვრილმანს, ახალ ფრაზას უსათუოდ უმატებს ან სულაც
ცვლის. თითქოს არ სურს, ამბავი დასრულდესო, მისი ძლიერი, სა-
ამოდ მოსასმენი ხმა ჩაბნელებულ სახლში უცნაურად გაისმის, მზის-
გან აჭრიალებული თუნუქის ხმაური და კელების ბზუილი ერთვის.
– მას ალ აზრაკს ეძახდნენ, რადგან, სანამ წმინდანი გახდებოდა,
როგორც დიდგვაროვანისა და შეიხის ვაჟს შეჰფერის, უდაბნოს მე-
ომარი იყო შინგეტის მხარეში, უკიდურეს სამხრეთში. ერთ დღესაც
უფალმა თავისთან მიიხმო და წმინდანი გახდა. უდაბნოს ლურჯი სა-
მოსი მაშინვე გაიძრო და ღარიბთა მსგავსად მატყლის კაბა ჩაიცვა.
მთელი ის მხარე შემოიარა, ქალაქიდან ქალაქში მათხოვარივით
ჯოხით ხელში, ფეხშიშველი დადიოდა. სხვა მათხოვრებში რომ არ
არეოდათ, უფალმა იზრუნა, ლურჯი ფერი სახესა და ხელებზე დაბა-
ნის დროსაც არ გადასვლოდა. ასე რომ, სახესა და ხელებზე ლურჯი
ფერი დაჰკრავდა და ვინც კი დაინახავდა, მისი გაცვეთილი შალის

84
კაბის მიუხედავად, მაშინვე ხვდებოდა, რომ მათხოვარი კი არა,
უდაბნოს ნამდვილი მეომარი, ის ლურჯი კაცი იყო, რომელიც უფალ-
მა თავისთან მიიხმო. ამიტომაც ეს სახელი – ალ აზრაკი – ლურჯი
კაცი შეერქვა.
მოყოლისას აამა წინ და უკან ოდნავ ირწევა, თითქოს მუსიკას
რიტმს ურჩევსო, ანდა კარგა ხნით ჩუმდება, თიხის დიდ გობზე წახ-
რილი პურის ცომს გუნდებად ანაწილებს,ხელახლა აერთებს, მუშ-
ტებით აბრტყელებს.
ლალა გასუსული ელოდება.
– ვინც იმ დროს ცხოვრობდა, ცოცხალი უკვე აღარავინაა, – ამ-
ბობს აამა, – ამიტომაც, რასაც დღეს მის შესახებ ჰყვებიან, ყველა-
ფერი ლეგენდა, მოგონებაა. მაგრამ ახლა ისეთებსაც შეხვდები, ვი-
საც არ სურს ამის დაჯერება და ყველაფერი გამოგონილი ჰგონია.
აამა ერთხანს ყოყმანობს, საგულდაგულოდ ირჩევს მოსაყოლს
და იწყებს:
– ალ აზრაკი ძლიერი წმინდანი იყო. შეეძლო სნეულების გან-
კურნვა, შინაგანი სნეულებებით დაავადებულებსა და სულით ავად-
მყოფებსაც კი კურნავდა. სად არ უცხოვრია: მწყემსების ქოხებში,
ხეების ირგვლივ სახელდახელოდ აგებულ ფოთლიან თავშესაფ-
რებში, შუაგულ მთაში, მღვიმეებშიც კი. საიდან არ მოდიოდა ხალხი
შველის სათხოვნელად. ერთხელ ერთმა ბერიკაცმა უსინათლო შვი-
ლი მიუყვანა და შეევედრა: განკურნე ჩემი ვაჟი შენ,მიმადლებულო,
და თუკი რამ მაბადია, ყველაფერი შენი იქნებაო. და ოქროთი სავსე
ჩანთა დაანახვა. ალ აზრაკმა ჰკითხა: რაში გამომადგება აქ შენი ოქ-
როო? და უდაბნოსკენ გაახედა, სადაც ერთი წვეთი წყალიც არ
იყო,ერთ ნაყოფსაც ვერ იპოვიდი. მან ბერიკაცის ოქრო აიღო და მი-
წაზე დაანარცხა. ოქრო მორიელებად და გველებად იქცა,რომლე-
ბიც მაშინვე აქეთ-იქით გაიფანტნენ.
ალ აზრაკმა შიშისაგან აკანკალებულ ბერიკაცს ჰკითხა: თანახმა
იქნები, შენი შვილის ნაცვლად შენ რომ დაბრმავდე? ბერიკაცმა მი-
უგო: ხომ ხედავ, რა ბებერი ვარ, რაში მარგია თვალები? ჩემს შვილს
აუხილე თვალი და კმაყოფილი დავრჩები. და ამის თქმაზე ახალგაზ-

85
რდას თვალი უმალვე აეხილა. მზის სინათლემ თვალი მოსჭრა, მაგ-
რამ როგორც კი უსინათლო მამა დაინახა, შეწუხდა და უთხრა: აუხი-
ლე თვალი მამაჩემს, რადგან ღმერთმა ჩემი დასჯა ინება. მაშინ ალ
აზრაკმა ორივეს აუხილა თვალი კეთილი გულის საზღაურად, შემ-
დეგ ზღვისკენ გასწია და ზღვის ნაპირზე, სილახვავებთან, ისეთივე
ადგილი ამოირჩია საცხოვრებლად.
აამა მცირე ხნით ისევ ჩერდება. ლალა სილახვავებზე ფიქრობს,
იმ სილახვავებზე, სადაც ალ აზრაკი ცხოვრობდა. ყურში ქარისა და
ზღვის ხმაური ჩაესმის.
– მებადურები ყოველდღე საჭმელს აწვდიდნენ. იცოდნენ, წმინ-
დანი რომ იყო და დალოცვას სთხოვდნენ. მისი ქადაგების მოსასმე-
ნად ზოგი ძალიან შორიდან, სამხრეთის გამაგრებული ქალაქები-
დანაც მოდიოდა. მაგრამ ალ აზრაკი სუნას სიტყვებით არ ასწავლი-
და. თუკი ვინმე სთხოვდა, მცნებები მასწავლეო, იმას სჯერდებოდა,
რომ საათობით კრიალოსანს ათამაშებდა და ლოცვებს ამბობდა.
სხვას არაფერს ეტყოდა. შემდეგ სტუმარს ავალებდა: ცეცხლი მინდა
დავანთო, წადი, შეშა მომიტანე, წადი, წყალი მომიტანეო. თითქოს
მისი მსახური ყოფილიყო. „მარაო დამიქნიეო“, უხეშადაც კი მიმარ-
თავდა. როგორც ზარმაცსა და მატყუარას, ისე ეპყრობოდა, თითქოს
მისი მონა ყოფილიყო.
აამა დინჯად ჰყვება, სახლი ჩაბნელებულია, ლალას თითქოს
ყურში ლურჯი კაცის ხმა ჩაესმის.
– ასე ასწავლიდა სუნას მოძღვრებას, სიტყვებით კი არა, ქცევი-
თა და ლოცვებით. მნახველებს აიძულებდა, სულით დამდაბლებუ-
ლიყვნენ, უბრალო ხალხთან და ბავშვებთან კი უაღრესად სათნო
იყო, ტკბილ სიტყვებს არ იშურებდა მათთვის, საოცარ ლეგენდებს
უყვებოდა, იცოდა, რომ მათ გულს უწმინდურობა არ ეკარებოდა და
სჯეროდა, რომ მართლაც ახლოს იყვნენ ღმერთთან. სწორედ მათ-
თვის, მათ შესაწევნად სჩადიოდა სასწაულებს. მათ ხომ სხვა ქომაგი
არ ჰყავდათ.
აამა ყოყმანობს.
–იმ სასწაულის შესახებ მომიყოლია შენთვის ალ აზრაკმა კლდ-

86
ის ძირში წყარო რომ ამოაჩუხჩუხა?
– როგორ არა, როგორ არა, კიდევ ერთხელ მომიყევი, რა! – ემუ-
დარება ლალა.
ამქვეყნად ყველაზე მეტად ეს ამბავი უყვარს. ყოველთვის, როცა
მას უსმენს, გრძნობს, გულის სიღრმეში როგორ დაუვლის რაღაც
უცნაური, თითქოს უნდა ატირდეს, თითქოს ციებ-ცხელების კანკალ-
მა უნდა აიტანოსო. იმდროინდელ უდაბნოს კარს წარმოიდგენს, ტა-
ლახისა და პალმების სოფელს. დიდ, უკაცრიელ მოედანს კელები
დაჰბზუიან, მზეზე მოელვარე სარკესავით პრიალა წყაროზე ცა და
ღრუბლები ირეკლება. სოფლის მოედანზე კაციშვილის ჭაჭანება არ
არის. მზე ძალიან აჭერს და ყველას საკუთარი სახლების ჩრდი-
ლისთვის შეუფარებია თავი. ცის შემყურე თვალის მსგავს ღია, და-
გუბებულ წყაროს წყალს დროდადრო ალმოდებული ქარი ნელი
თრთოლვით გადაუვლის და ზედაპირზე სიფრიფანა სუდარასავით
ნაზ და თეთრ სილას მიაფრქვევს, რომელიც მაშინვე ქრება. ლამაზი,
ღრმა წყალია, მოლურჯო-მომწვანო, უხმაურო, წითელი მიწის ორ-
მოში დამდგარი, სადაც ქალების შიშველ ფეხებს მბზინავი კვალი
დაუტოვებია. მხოლოდ კელები ბზუიან, წყლის ზედაპირს ეხებიან ან
იმ სახლებისკენ მიფრინავენ, საიდანაც მაყლების ბოლი ამოდის.
– ერთი დედაბერი დოქით დადიოდა ხოლმე წყაროზე. ეს ისე დი-
დი ხნის წინ იყო, რომ აღარავის ახსოვს მისი სახელი. ერთხელაც
ღონემიხდილ დედაბერს წყაროსთან ტირილი წასკდა და აწუწუნდა,
რადგან უკან დიდი გზა ჰქონდა გასავლელი. ცახცახმა აიტანა, მიწა-
ზე ჩაცუცქდა და ასე ქვითინებდა. მოულოდნელად, არც კი შეუნიშ-
ნავს ისე, მის გვერდით ალ აზრაკი გაჩნდა...
ლალა უკვე ცხადად ხედავს ქვიშისფერ ლიბადაში გახვეულ მა-
ღალ, გამხდარ კაცს. პირბადეჩამოფარებულს თვალებში უცნაური
შუქი უდგას, ლამპის ალივით დამამშვიდებელი და გამამხნევებელი.
ახლაღა ცნობს. ის არის, ის, კლდოვან ზეგანზე რომ ეცხადება ხოლ-
მე, იქ, სადაც უდაბნო იწყება, მზერით თავს ევლება, ისეთი დაჟინე-
ბითა და ძალით მისჩერებია, რომ ლალას თავბრუ ესხმის. ასე ეპა-
რება ხოლმე, უბრალოდ, უჩუმრად, მოლანდებასავით. იცის, როდის

87
უნდა გამოჩნდეს.
დედაბერი კი ისევ ქვითინებს, ალ აზრაკი ტირილის მიზეზს ეკით-
ხება მოკრძალებით.
როცა ასე უჩუმრად მოდის, თითქოს უდაბნოდან ამოიზარდაო,
არ შეიძლება მისი შეგეშინდეს. სიკეთით აღსავსე მზერა, დინჯი და
მშვიდი ხმა აქვს, სახეც კი შუქს ასხივებს.
დედაბერმა გაუმხილა სევდის მიზეზი, უთხრა, მარტოხელა ვარ,
წყაროდან მოშორებით ვცხოვრობ და დოქის ტარება მიჭირსო...
მისი ხმა და გამოხედვა ერთი იყო, თითქოს წინასწარვე იცოდა,
შემდგომში რაც უნდა მომხდარიყო, თითქოს სწვდებოდა ადამიანუ-
რი ბედ-იღბლის საიდუმლოებას.
– ნუ სწუხხარ, – დაამშვიდა ალ აზრაკმა, – მე წაგაღებინებ. ხელი
ჩაჰკიდა და შინამდე მიაცილა. სახლს რომ მიუახლოვდნენ, უთხრა:
გზის პირას რომ ქვაა, ის გადასწიე, და წყალი არასოდეს შემოგაკ-
ლდებაო. დედაბერი ასეც მოიქცა. ქვა გადასწია თუ არა, იქიდან მა-
შინვე წყარომ ამოხეთქა. იქაურობა წყლით აივსო. ასეთი ლამაზი,
გრილი წყარო ამ მხარეში არავის ენახა. დედაბერმა მადლობა უთ-
ხრა. მოგვიანებით ხალხი ყოველი მხრიდან მოაწყდა წყაროს. ყვე-
ლა ალ აზრაკს ადიდებდა, რომელზედაც ღვთის ასეთი მადლი გად-
მოდიოდა.
ლალას თვალწინ წყარო წარმოუდგება, ქვის ძირიდან ამოხეთ-
ქილი, მზის სინათლეზე მოელვარე, კამკამა წყალი. დიდხანს უდგას
თვალწინ, ასე, სიბნელეში. აამა კი ცომის ზელას განაგრძობს. ლურ-
ჯი კაცის ლანდი ისევე უჩუმრად იხევს უკან, როგორც მოვიდა. მისი
ძლიერი მზერა კი კვლავ თავს დასტრიალებს, თავის საბურველში
ახვევს, ქარივით.
აამა დუმს, აღარაფერს ამბობს. ისევ ზელს და აბრტყელებს ცომს
თიხის გობში, გობი კორიკობს. შესაძლოა, ისიც გზისპირა ქვის ძი-
რიდან ამოხეთქილი მშვენიერ წყაროზე ფიქრობს, როგორც ალ აზ-
რაკის ჭეშმარიტ სიტყვაზე, ჭეშმარიტ გზაზე.

88
4

აქ სიტეს თავზე ყოველდღე მშვენიერი სინათლე ადგას. სანამ


არტანი მის ცქერას არ ასწავლიდა, ლალას არცკი შეუნიშნავს ის.
დილით, მზის ამოსვლის შემდეგ, სინათლე კიდევ უფრო გამჭვირვა-
ლეა, წითელ კლდეებსა და მიწას დაჰნათის, სულს შთაბერავს. სი-
ნათლის სათვალთვალო ადგილებიც ბევრი იცის. ერთ დილას არ-
ტანმა ლალა სწორედ ერთ-ერთ ასეთ ადგილას მიიყვანა, უფ-
სკრულთან, ღრმად, კლდოვან ხეობაში რომ იხსნება. არტანი ერთა-
დერთია, ვინც ეს სამალავი იცის. ლალას ხელს ჩაჰკიდებს და ვიწრო
ჩასასვლელით ქვემოთ, მიწაში ჩაჰყავს. იმწამსვე წყვდიადის ნო-
ტიო სიგრილე იგრძნობა, ყოველგვარი ხმაური წყდება, როგორც
ჩაყვინთვისას ხდება ხოლმე. ჩასასვლელი მიწაში ღრმად იჭრება.
ლალას ცოტათი ეშინია, მიწის ქვეშ პირველად არის, მაგრამ
მწყემსს მაგრად ჩაუჭიდია ხელი და ეს ამხნევებს.
უეცრად გაოგნებულები ჩერდებიან. გრძელი ჩასასვლელი სი-
ნათლეში იძირება, რადგან შუაგულ ცაში გადის. ლალას ვერ გა-
უგია, რა ხდება. ისინი ხომ ისევ ჩადიან. მიუხედავად ამისა, სინამ-
დვილეს ვერ გაექცევი, მის წინ თვალუწვდენელი, მოწმენდილი ცაა.
გარინდული, სუნთქვაშეკრული, თვალებდაჭყეტილი იყურება. აქ
ცის გარდა სხვას ვერაფერს ხედავს, თანაც ისე კრიალას, რომ თავი
მონავარდე ჩიტად წარმოუდგენია.
არტანი ლალას ანიშნებს, ხვრელს მოუახლოვდიო. შემდეგ ქვებ-
ზე ფრთხილად ჯდება, ისე, რომ არ ჩამოინგრეს. ლალა უკან უჯდება.
თავბრუ ესხმის, ცახცახებს. სულ ქვემოთ,ხევის ძირში, დიდი, მო-
ტიტვლებული მდელოები, დამშრალი ჩანჩქერები ნისლში გახვე-
ულან. ჰორიზონტს ჟანგისფერი ორთქლი ასდის. აი, აქედან იწყება
უდაბნო. აქეთ მოუწევს ხოლმე ზოგჯერ გული არტანის, ცხვირსა-
ხოცში გახვეული რამდენიმე პურის ნატეხის გარდა თან სხვა არაფე-
რი მოაქვს. ეს აღმოსავლეთითაა, იქ, სადაც მზე ყველაზე ლამაზად
ანათებს, ისე ლამაზად, რომ არტანივით შიშველი ფეხებით ქვიშაზე
სირბილი, ბასრ ქვებსა და ხევებზე ხტუნვა მოგინდება, რომ რაც შე-

89
იძლება შორს გაიჭრა უდაბნოსკენ.
– არტანი, შეხედე რა ლამაზია!
ზოგჯერ ლალას ავიწყდება, მწყემსს რომ არ ესმის. როცა ლალა
ელაპარაკება, არტანი სახეში მისჩერებია, თვალები უბრწყინავს,
ტუჩებით ცდილობს სამეტყველო მოძრაობებს მიბაძოს. მაგრამ არ
გამოსდის, სახე ეღუშება, ლალა კი ხარხარებს:
– ეჰ – და გოგონა შუა ცისკენ ხელს იშვერს. შავ, უძრავ წერტილს
აჩვენებს. ერთხანს არტანიც იქით იყურება, შემდეგ ხელს ჩიტის
ფორმას აძლევს, საჩვენებელ თითს ღუნავს, მომდევნო სამ თითს კი
ჩიტის ფრთასავით შლის. წერტილი შუა ცაში ნელა მისრიალებს,
ბრუნვას იწყებს, ქვევით იწევს, ბავშვებს უახლოვდება. ლალა უკვე
ცხადად ხედავს მის სხეულს, თავს, გაფარჩხულბუმბულებიან საქნევ
ფრთებს. ეს მიმინოა, ნადავლს დაეძებს და უჩუმრად, ქარის ნაკე-
ცებზე ჩრდილივით მისრიალებს.
ლალა დიდხანს შესცქერის, გული უფანცქალებს. ასეთი სილამა-
ზე არასოდეს უნახავს. ჩიტი ცაში წრეებს ნელა შემოხაზავს, ძალიან
მაღალი, წითელი მიწის თავზე, ქარისა და მზის სინათლეში მარ-
ტოდმარტო, გარინდული დანავარდობს. დროდადრო უდაბნოსკენ
ყირავდება, თითქოს სადაცაა უნდა დაეცესო. ლალას გული უფრო
ძლიერად უძგერს, რადგან მტაცებელი ფრინველის სიჩუმე მასში
ატანს, აფრთხობს. მიმინოს მიშტერებია, თვალს ვერ აშორებს. ცის
ცენტრის გამაოგნებელი სიჩუმე, სუფთა ჰაერის სუსხი, განსაკუთრე-
ბით კი მწველი სინათლე არეტიანებს, თავბრუსხვევას უმძაფრებს.
არტანის მკლავს ებღაუჭება, წინ, სიცარიელეში რომ არ გადაეშვას.
არტანიც მიმინოს მისჩერებია, მაგრამ სხვაგვარად, თითქოს ჩიტი
მისი ძმა იყოს, თითქოს არაფერი აშორებდეთ. მათ მართლაც ერ-
თნაირიგამოხედვა, ერთნაირი გამბედაობა აქვთ, ცის, ქარის, უდაბ-
ნოს ყოვლისმომცველ სიჩუმესაც თანაბრად ინაწილებენ.
შენიშნავს თუ არა ლალა, რომ არტანი და მიმინო ერთნაირები
არიან, იმწამსვე ცახცახი აიტანს, მაგრამ თავბრუ უკვე აღარ ესხმის.
მის წინ თვალუწვდენელი ცაა, დედამიწა კი, მონაცრისფრო-მოჟან-
გისფრო ორთქლი, ჰორიზონტზე დაცურავს· რადგან არტანისთვის

90
ეს ყველაფერი ნაცნობია, ლალა მას მიენდობა, უკვე აღარ ეშინია
სიჩუმეში შესვლისა. თვალებს ხუჭავს, ახალგაზრდა მწყემსის
მკლავზე დაყრდნობილი შუა ცაში მისრიალებს. ხმელეთის თავზე,
ნელ-ნელა, ერთად, დიდ წრეებს შემოხაზავენ, ისე შორს არიან, რომ
ფრთებზე ქარის მსუბუქი შრიალის გარდა აღარაფერი ესმით, ისე
მაღლა, რომ კლდეებს, ეკალ-ბარდებს, ფიცრებისა და გუდრონით
გაჟღენთილი ქაღალდის სახლებსაც ვეღარ ხედავენ.
მას შემდეგ, რაც ერთად ფრენით გულს იჯერებენ, ქარის, სინათ-
ლისა და ცის სილურჯისგან სულმთლად გაბრუებულები, გამოქვა-
ბულის ხვრელს უბრუნდებიან, წითელი ხევის თავზე. ფრთხილად
სხდებიან, ისე, რომ ერთი ქვაც არ მიგორავს, ქვიშის ერთი მარცვა-
ლიც არ იძვრის. ამ ყველაფერს არტანი ისე, უსიტყვოდ, დიდი ფიქ-
რის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ გამოხედვით აგვარებს.
საიდან არ გასცქერის ხოლმე სინათლეებს, რადგან მხოლოდ
ერთი სინათლე კი არა, ბევრი განსხვავებული სინათლეა. პირვე-
ლად, როცა კლდეებზე, ხევებზე, ამომშრალ საუკუნოვან ნაპრალებ-
ზე ან კიდევ წითელი კლდის მწვერვალზე აჰყავდა, ლალას ეგონა,
რომ ისიც სხვა ბიჭებივით ხვლიკებზე სანადიროდ და ჩიტების ბუ-
დეების გასაძარცვად მიდიოდა. ამ დროს არტანი სიამოვნებისაგან
გაბრწყინებული თვალებით რაღაცას უჩვენებდა და მისი გაწვდილი
ხელის იქით, ან მხოლოდ უკიდეგანო, თეთრად მოქათქათე ცა, ან
ქვის ნამტვრევებზე მოციმციმე მზის სხივები, ან კიდევ რაღაც მთვა-
რეებისმაგვარი ფორმები მოჩანდა, რომელსაც მზე წარმოშობს ბუჩ-
ქების ფოთლებში. ზოგჯერ ჰაერში გამოკიდებულ მუმლსაც უჩვენებ-
და – ბალახის ორ ღეროს შორის გაბმულ ბუშტებს ჰგავდა – თითქოს
ობობას უზარმაზარი ქსელი გაუბამსო. ისინი უფრო მშვენდებოდ-
ნენ, მეტ სიქორფეს იძენდნენ, როცა არტანი უყურებდა, თითქოს
აქამდე მათთვის არავის შეეხედა, პირვანდელ სახეს იბრუნებდნენ,
სამყაროს შექმნისას რომ ჰქონდათ, ისეთს.
ლალა სიამოვნებით მისდევს ხოლმე არტანს მის გაკვალულ ბი-
ლიკზე. ბილიკსაც ვერ დაარქმევ, რადგან ნაკვალევი არ აჩნია, არ-
ტანი მაინც ჯიუტად მას მიუყვება, და მართლაც ჩანს, რომ სხვა კი

91
არა, სწორედ ეს არის გასასვლელი. შესაძლოა, ეს ადამიანების კი
არა, თხებისა და მელიების ბილიკებია. მაგრამ არტანიც ხომ მათნა-
ირია, ბევრი ისეთი რამ იცის, რაც ადამიანებისთვის უცნობია, რასაც
მარტო თვალებით კი არა, მთელი სხეულით ხედავს.
სუნების მიმართაც ასევეა. ზოგჯერ არტანი აღმოსავლეთის მი-
მართულებით კლდოვან მინდორს შორს, შორს გაუყვება. მზე ლა-
ლას მხრებსა და სახეს სწვავს, გაჭირვებით მიჰყვება მწყემსს. მას კი
ეს არ ადარდებს. რაღაცას მოუსვენრად დაეძებს, მიწისკენ ოდნავ
დახრილი კლდიდან კლდეზე დახტის. შემდეგ უცებ გაჩერდება, სა-
ხეს მიწას დაადებს, მუცელზე გაწვება, თითქოს წყალი უნდა დალი-
ოსო. ლალა ფეხაკრეფით მიუახლოვდება. არტანი ოდნავ წამოიწე-
ვს, ლითონისფერი თვალები კმაყოფილებისგან უბრწყინავს. თით-
ქოს ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი რამ ეპოვოს. ფხვიერ მიწაში, კენ-
ჭებს შორის, მონაცრისფრო-მომწვანო ბუჩქია, პაწაწკინტელა,
თხელკანიანი ფოთლებით, აქ უამრავი რომ არის, ისეთი. ლალა სა-
ხეს ახლოს მიიტანს. თავდაპირველად სუსტ, შემდეგ კი თანდათანო-
ბით მძაფრ სუნს შეიგრძნობს, რასაც ულამაზესი ყვავილების, პიტ-
ნისა და შიბას ბალახის, ლიმონის, ზღვისა და ქარის, ზაფხულის მინ-
დვრების სურნელიც მოჰყვება. ეს ყველაფერი და კიდევ რა არ იმა-
ლება ამ პაწაწა, ჭუჭყიან, სუსტ მცენარეში, მაღალი, გამომშრალი
ზეგნის შუაგულში ქვებისთვის რომ შეუფარებია თავი. მაგრამ არტა-
ნის გარდა ეს არავინ იცის.
სად არ დაატარებს ლალას მშვენიერი სურნელების საყნოსად.
მან ხომ უამრავი სამალავი იცის! სურნელები ქვებსა და ცხოველებს
ჰგვანან, ყოველ მათგანს თავისი სამალავი აქვს. მთავარია, მათი
მიკვლევა შეგეძლოს. ძაღლივით უნდა ეძებო, ქარში ვიწრო ბილი-
კებს ყნოსვა-ყნოსვით გაჰყვე, შემდეგ კი გაბედულად ისკუპო სამა-
ლავში.
არტანმა აჩვენა ლალას, როგორ უნდა მოქცეულიყო. აქამდე არ
იცოდა. ისე გულგრილად ჩაუვლიდა ხოლმე ამა თუ იმ ბუჩქს, ფესვს
ან თაფლის ფიჭას, რომ ვერაფერს ამჩნევდა. ჰაერი კი ისეა გაჟღენ-
თილი სურნელებებით, რომლებიც გამუდმებით სუნთქვასავით ფე-

92
თქავს: ამოდის, ჩადის, სხვა სურნელებში ირევა, ერთმანეთში გადა-
დის, იფანტება. კურდღლის ნაკვალევს შიშის უცნაური სუნი ასდის,
ცოტას რომ გაივლიან, არტანი ლალას ხელით ანიშნებს მომიახ-
ლოვდიო.
წითელ მიწაზე თავდაპირველად არაფერი ჩანს, მაგრამ ნელ-ნე-
ლა რაღაც მჭახე, მძაფრი, შარდისა და ოფლის სუნი სცემს. უმალვე
ხვდება, ეს ხომ მშიერი, გაბურძგნული ველური ძაღლის სუნია, რო-
მელიც ზეგანზე კურდღელს მისდევს.
ლალა სიამოვნებით ატარებს მთელ დღეებს აქ,არტანთან. ამ
ყველაფერს არტანი მხოლოდ მას უჩვენებს. სხვებს, სულსწრაფებს,
დროს რომ ვერ იმეტებენ სურნელების მოსაძებნად, უდაბნოს ფრინ-
ველების ფრენის საცქერად, არ ენდობა. ადამიანებისა კი არ ეშინია,
თვითონ აშინებს მათ. „მეჯნუნი“, ეშმაკებით შეპყრობილი, ჯადოქა-
რი ჰგონიათ. ამბობენ ბოროტი თვალი აქვსო. არტანი ის კაცია,
დედ-მამა რომ არა ჰყავს, არსაიდან რომ არ მოსულა. უდაბნოს მე-
ომარმა ერთ დღეს ჭასთან ისე მიატოვა, რომ არაფერი დაუბარებია.
ეს ის კაცია, სახელი რომ არა აქვს. ზოგჯერ ლალას მოუნდება ხოლ-
მე მისი ვინაობის დადგენა. უნდა, ჰკითხოს, საიდან ხარო.
მაგრამ არტანმა ადამიანების ენა არ იცის, ვერ უპასუხებს მათ
შეკითხვებს. აამას უფროსი ვაჟი ამბობს, არტანი ყრუა და იმიტომ
ვერ ლაპარაკობსო. ყოველ შემთხვევაში, ასე უთხრა ერთხელ მას-
წავლებელმა, ასეთ ადამიანებს ყრუ-მუნჯები ჰქვიათო. მაგრამ ლა-
ლამ მშვენივრად იცის, რომ ასე არ არის. არტანს სხვებზე ფაქიზი
სმენა აქვს, უმნიშვნელო ხმაური, ოდნავი გაფაჩუნებაც ესმის, ისე-
თიც, მიწაზე ყურის მიდებითაც რომ ვერ გაიგონებ. ისიც კი ესმის,
კლდოვანი ზეგნის მეორე მხარეს კურდღელი თუ მიხტის, ანდა ხე-
ობის მეორე ბოლოში ბილიკზე კაცი თუ ამოდის. შეუძლია, ის ადგი-
ლიც იპოვოს, სადაც ჭრიჭინა ჭრიჭინებს. მაღალ ბალახებში ჩამა-
ლულ კაკბების ბუდესაც ადვილად აგნებს. ადამიანების ხმის გაგო-
ნება კი არ სურს, რადგან იმ ქვეყანაში, საიდანაც ის მოვიდა, ადა-
მიანები არ არიან, სილახვავების ქვიშისა და ცის გარდა სხვა არაფე-
რია.

93
ზოგჯერ ლალა მწყემსს ესაუბრება. ნელა წარმოთქვამს, მაგალი-
თად, „ბილუულას!“ და თან თვალებში ღრმად ჩაჰყურებს. მწყემსს
ლითონისფერ თვალებში უცნაური სინათლე ჩაუდგება, ხელს ლა-
ლას ტუჩებზე მიადებს და მათ მოძრაობას მიჰყვება. თავად ერთი
სიტყვაც არ დასცდება.
სულ მალე მოსწყინდება, სხვა მხარეს გაიხედავს, მოშორებით,
სხვა ქვაზე გადაჯდება. მაგრამ ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა
აღარა აქვს. ლალამ უკვე იცის, რომ მთავარი სიტყვები კი არ არის,
არამედ ის, რის თქმაც შიგნით, გულში გწადია, როგორც საიდუმ-
ლოსი, როგორც ლოცვისა და რომ მხოლოდ ასეთ სიტყვასა აქვს ფა-
სი. არტანიც ასე ლაპარაკობს, ამგვარი სიტყვის გადაცემაც შეუძ-
ლია და მიღებაც. სიჩუმით ხომ იმდენი რამის გადაცემა შეიძლება.
ლალამ ესეც არ იცოდა, სანამ არტანს გაიცნობდა. სხვები მხოლოდ
სიტყვებს, მოქმედებას, რაღაცის ჩვენებას ელოდებიან. ის კი, არტა-
ნი, თავისი მშვენიერი, ლითონისფერი თვალებით ლალას გასუსუ-
ლი მიაჩერდება და საკუთარი თვალების შუქით გადასცემს, რის
თქმაც სურს და რასაც ეკითხება.
როცა შეწუხებულია, ან პირიქით, ძალიან ბედნიერი, ჩერდება,
ლალას ხელებს საფეთქლებზე ადებს, უფრო სწორად გოგონას თა-
ვის ორივე მხარეს ისე იშვერს, რომ მას არ ეხება და კარგა ხანს ასე,
განათებული სახით იყურება.
ლალა გრძნობს, მისი ხელისგულების სითბო ლოყებსა და სა-
ფეთქლებზე როგორ გადმოსდის, თითქოს ცეცხლი ათბობსო. ეს უც-
ნაური შეგრძნება, თავის მხრივ, ბედნიერებით აღავსებს, მასში
ღრმად ატანს, ათავისუფლებს, ამშვიდებს. სწორედ ამისთვის, ხე-
ლისგულების ამ ძალის გამო უყვარს არტანი, რომელიც, შესაძლოა,
მართლაც ჯადოქარია.
ვერ გაუგია, რა ხდება. მწყემსის ხელებს მისჩერებია, გრძელ ხე-
ლებს თხელი თითებით, სადაფისფერი ფრჩხილებით, ნაზი, ყავის-
ფერი კანით, ხის იმ ორფეროვანი ფოთლებივით, ზემოდან შავში
რომ გადადის, ქვემოდან კი ოდნავ მოყვითალო ვარდისფერი დაჰ-
კრავს.

94
ლალას ძალიან უყვარს არტანის ხელები. სიტეს სხვა კაცების ხე-
ლებს როდი ჰგავს. დარწმუნებულია, რომ ასეთ მოქნილ, მსუბუქსა
და იმავდროულად მძლავრ ხელებს მთელ ამ მხარეში ვერსად ნა-
ხავს. ვინმე დიდებულის, შესაძლოა, შეიხის ან ბაღდადიდან წამოსუ-
ლი რომელიმე აღმოსავლელი მეომრის ვაჟის ხელები ჰგონია.
რა არ გამოსდის არტანს ხელიდან! მარტო კენჭებს კი არ ისვრის
და შეშას კი არ აპობს, არამედ პალმის ძარღვებით ქამანდსა და ჩი-
ტების დასაჭერ კაკანათსაც აკეთებს, უსტვენს, უკრავს კიდეც; კაკ-
ბის, მიმინოს ჟივჟივს, მელიის ხავილს, ქარის, ქარიშხლის, ზღვის
ხმაურს ბაძავს. მთავარი კი ის არის, რომ ხელებით ლაპარაკი შეუძ-
ლია. აი, რა მოსწონს ლალას ყველაზე მეტად. ზოგჯერ, როცა ლაპა-
რაკი მოუნდება, მზეზე დიდ სწორ ქვაზე ჩამოჯდება, ფეხებს შალის
ფართო კაბის ქვეშ დამალავს და იწყებს ლაპარაკს. ღია ფერის,
თითქმის თეთრი ტანსაცმელი აცვია, დაბინდული სახისა და ხელე-
ბის გარდა არაფერი უჩანს.
ის ლალას რაიმე ამბავს კი არ უყვება, ჰაერში სურათებს უხა-
ტავს, თანაც მხოლოდ მოძრაობით, ტუჩებით, თვალების სხივით. ეს
ხანმოკლე სურათები ელვასავით ინთება და ქრება, მაგრამ ლალას
მათზე ლამაზი და ბუნებრივი ჯერ არაფერი სმენია, ვერც მებადურ
ნამანის ამბები, ვერც აამას მონათხრობი უდაბნოს ლურჯ კაც ალ აზ-
რაკზე და ვერც ქვიდან ამოხეთქილი ანკარა წყლის ამბავი მათ ვერ-
შეედრება. ის, რასაც არტანი ხელებით ყვება, მასავით უაზრო კი
არის, მაგრამ სიზმარივითაა, რადგან მის მიერ დახატული სურა-
თისწორედ იმ დროს ჩნდება, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდე-
ბი,თუმცა სწორედ მას ელოდები. დიდხანს ასე ესაუბრება, მოუღლე-
ლად ხატავს გაშლილფრთებიან ჩიტებს, მუშტივით შეკრულ კლდე-
ებს, სახლებს, ძაღლებს, ქარიშხლებს, თვითმფრინავებს, უზარმა-
ზარ ყვავილებს, მთებს და ქარს, რომელიც ჩაძინებულ სახეებს გა-
დაუქროლებს. ეს დიდი არაფრის მთქმელია, მაგრამ, როცა ლალა
მის სახეს, მისი შავი ხელების მოძრაობას აკვირდება და ამ ესოდენ
ლამაზ, ახლად შექმნილ, სიცოცხლითა და სინათლით განათებულ
სურათებს ხედავს,ასე ჰგონია,თითქოს მართლაც ყველაფერი ბიჭის

95
ხელებიდან იფრქვევა, ბიჭის ტუჩებიდან გადმოდის და მისი თვალე-
ბის სხივს ეფინება.
განსაკუთრებით სასიამოვნო კი ის არის, რომ როცა არტანი ლა-
პარაკობს, სიჩუმეს არაფერი არღვევს. მზე კლდოვან ზეგნებს, წი-
თელ ხეობებს აჭერს. დროდადრო ოდნავ გრილი ქარი თუ დაუბე-
რავს ან კლდეების ნაპრალებში ჩაცვენილი ქვიშის ხრაშუნი თუ ის-
მის. არტანი გრძელი, მოქნილი თითებით უჩვენებს, გველი ჯერ რო-
გორ მისრიალებს ხევში, შემდეგ როგორ გაჩერდება და თავს წამოს-
წევს. უცებ ფრთების ფართხალით დიდი, თეთრი ძერძერუკი გამო-
ვარდება. ღამდება, ცაში სავსე მთვარე გამოჩნდება. არტანი საჩვე-
ნებელი თითით ვარსკვლავებს ანთებს. ჯერ ერთს აანთებს, მერე მე-
ორეს, მესამეს... ზაფხულში ხშირი წვიმები იცის. წყალი წყაროებში
ჩაედინება, გუბეებს ადიდებს, დაგუბებულ წყალს ქინქლა ეტანება.
ზევით, ლურჯი ცის შუაგულში, არტანი სამკუთხა ქვას ისვრის, ქვა
მაღლა, მაღლა იწევს და, ჰოპ! უეცრად ჩიტებით სავსე უზარმაზარ
ფოთლოვან ხედ გადაიქცევა.
ზოგჯერ სახესაც იყენებს ხალხის, ცხოველების მისაბაძად. შეუძ-
ლია კუდ იქცეს. ტუჩებს კუმავს, თავს მხრებში ყოფს, ზურგს ამოზ-
ნექს. ლალას ეს ყოველთვის კარგ გუნებაზე აყენებს. როცა აქლემს
ბაძავს, ტუჩებს წინ წამოსწევს, საკბეჩ კბილებს აჩენს. კინოფილმე-
ბის გმირებსაც კარგად ბაძავს – ტარზანს, მასისტს და მულტფილმე-
ბის გმირებსაც.
ხანდახან ლალას მისთვის პატარა ილუსტრირებული გაზეთებიც
მოაქვს, რომლებსაც შეგროვილი ფულით ყიდულობს ან აამას უფ-
როს ვაჟს ართმევს. ისინი აკიმსა და როშ რაფალზე, მთვარესა და
სხვა პლანეტების შესახებ უყვებიან. ზოგჯერ მიკი მაუსისა და დო-
ნალდის პატარა წიგნებიც მოაქვს. ლალას ეს ყველაფერს ურჩევნია.
მართალია, კითხვა არ შეუძლია, მაგრამ აამას შვილს ორჯერ-სამ-
ჯერ მოაყოლებს და უკვე ზეპირად იცის, შიგ რაც წერია. მაგრამ არ-
ტანს, როგორც არ უნდა მოუყვე, მაინც ვერაფრით დააინტერესებ.
პატარა წიგნებს იღებს და თავისებურად ათვალიერებს – გვერდუ-
ლად უჭირავს და თავიც ოდნავ გვერდითა აქვს გადახრილი. სურათ-

96
ებს ყურადღებით ათვალიერებს, შემდეგ წამოხტება და ხან სპილო-
ზე შემომჯდარ როშ რაფალს, ხან კი აკიმს განასახიერებს (სპილოს
მაგივრობას ლოდი უწევს).
მაგრამ არტანთან დიდხანს ვერ რჩება. ყოველთვის დგება წამი,
როცა ბიჭს სახე ეღუშება, მკაცრ გამომეტყველებას იღებს, შეშდება,
სადღაც შორს იცქირება. ლალას ვერ გაუგია, რა ხდება. თითქოს
მზეს ღრუბელი გადაეფარა ან გორაკებსა და ხეობებში ბინდი დაეშ-
ვა. ეს აუტანელია. ლალას სურს შეაჩეროს დროის დინება და არტა-
ნი ისევ ბედნიერი იყოს, სახეზე ისევ ღიმილი დასთამაშებდეს, თვა-
ლებში შუქი უბრწყინავდეს. მაგრამ ეს შეუძლებელია. უცებ არტანი
ცხოველივით გავარდება და იმწამსვე ისე ქრება, რომ ლალა ვერც
კი ასწრებს თვალის გაყოლებას. მის შეჩერებასაც აღარ ცდილობს.
ზოგჯერ, როცა კლდოვანი ზეგანი ჯერ კიდევ მთლად გაკაშკაშებუ-
ლია, როცა არტანი ხელებით ლაპარაკით გულს იჯერებს და ამდენ
საოცარ რამეს განასახიერებს, ლალას ურჩევნია, პირველმა თვი-
თონ დატოვოს იგი. დგება და ფიცრებითა და ტოლით ნაგები სიტეს-
კენ მიმავალ გზამდე უკანმოუხედავად, ნაბიჯის აუჩქარებლად ჩა-
დის. ისე ხშირად ხედავს არტანს, რომ, შესაძლოა, უკვე დაემსგავსა
კიდეც მას.
სხვათა შორის, ხალხს არ მოსწონს, ასე ხშირად რომ დადის არ-
ტანის სანახავად. შესაძლოა, ეშინიათ კიდეც მასავით „მეჯნუნი“ არ-
გახდეს, მწყემსის სხეულიდან ბოროტი სულები მასთან არ გადმო-
ვიდნენ. აამას ვაჟი არტანს ქურდობასაც კი აბრალებს: გულზე ჩამო-
კიდებულ პატარა ტყავის ქისაში მოპარული ოქრო უდევსო. მაგრამ
ლალამ იცის, ასე რომ არ არის. არტანიმ ეს ოქრო დამშრალი ჩან-
ჩქერის კალაპოტის ნაცრისფერ ქვიშაში იპოვა. ერთხელაც ლალას
ხელი ჩაჰკიდა, იქ მიიყვანა და მბზინავი ოქროს მტვერი დაანახა.
– ეგ საშენო ბიჭი არ არის, – ეუბნება აამა კლდოვანი ზეგნიდან
ჩამოსულს. ლალას სახე უკვე არტანივით გაუშავდა, მზისგან, რომე-
ლიც იქ, ზემოთ, კიდევ უფრო ძლიერად წვავს.
ზოგჯერ აამა მოაყოლებს:
– იმედია, ცოლად არ გაჰყვები შენს არტანს, არა?

97
–ვინ იცის?! – მიუგებს ლალა და მხრებს იჩეჩავს. გათხოვება კი
არ სურს. ამაზე არც არასდროს უფიქრია. იმის გაფიქრება, რომ შე-
იძლება არტანს გაჰყვეს ცოლად, ღიმილს ჰგვრის.
მიუხედავად ამისა, საქმეს მოილევს თუ არა, დროს იხელთებს,
სიტედან გადის და იმ გორაკებისკენ გარბის, სადაც მწყემსები საქო-
ნელს აძოვებენ .ეს აღმოსავლეთითაა, საიდანაც უწყლო მიწები, წი-
თელი ქვის ციცაბო კლდეები იწყება, სიამოვნებს გორაკებს შუა,
სულ მთლად გადათეთრებულ, მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებზე სი-
არული, კალიების ყურისწამღები ჭრიჭინის მოსმენა, ქვიშაში გვე-
ლების ნაკვალევის ცქერა.
შორიახლოს მწყემსების სტვენა ისმის. უმრავლესობა ბავშვია.
გოგო-ბიჭები ცხვრებისა და თხების ფარებთან ერთად გორაკებს
თითქმის ყოველი მხრიდან მოსდებიან, უსტვენენ, ისე, უბრალოდ,
მხოლოდ იმისთვის, რომ ერთმანეთს შეეხმიანონ, გადაულაპარა-
კონ ან გარეული ძაღლები დააფრთხონ.
ლალას უყვარს გორაკებს შორის სიარული. თეთრი მწველი სი-
ნათლე თვალებს აჭუტვინებს. სტვენა ყოველი მხრიდან იფრქვევა.
სიცხის მიუხედავად ოდნავ კანკალებს, გული უფრო მაგრად უცემს.
ზოგჯერ თავს ირთობს, ეხმიანება კიდეც. სწორედ არტანიმ ასწავლა
პირში ორი თითის ჩადებით სტვენა.
მის სანახავად გზაზე ჩამოსული მწყემსები თავდაპირველად მო-
რიდებით დგანან შორიახლო. პრიალა, გამომწვარი სპილენძისფე-
რი სახეები, ამოზნექილი შუბლი და უცნაური, თითქმის მოწითალო
თმა აქვთ. უდაბნოს მზესა და ქარს მათთვის სახე და თმა დაუწვავს.
დაძონძილებს ან მხოლოდ ხამი ტილოს გრძელი პერანგები, ან
ფქვილის ტომრებისაგან შეკერილი კაბები აცვიათ.ახლოს არ ეკა-
რებიან, რადგან შლეჰურზე ლაპარაკობენ, იქაურების ენა კი არ ეს-
მით. ლალას ისინი ძალიან უყვარს. მათაც არ ეშინიათ მისი. ზოგჯერ
საჭმელიც კი მიაქვს: ცოტაოდენი პური, ორცხობილა და ხურმის ჩი-
რი, რის წაღებასაც მალულად ახერხებს აამას სახლიდან.
მხოლოდ არტანს შეუძლია მათთან დარჩენა, ისიც მხოლოდ იმი-
ტომ, რომ მწყემსია და სიტეში არ ცხოვრობს.

98
როცა ლალა შორს, კლდოვან ზეგანზე მასთან არის, ისინი უხმა-
უროდ, ერთი ლოდიდან მეორეზე ხტუნვა-ხტუნვით მოდიან. დრო-
დადრო უსტვენენ კიდეც, ატყობინებენ, მოვდივართო. მოსვლისთა-
ნავე არტანს გარს შემოეხვევიან, თავიანთ უცნაურ ენაზე, ჩიტების
ხმაურს რომ ჰგავს, რაღაცას ჩქარ-ჩქარა ელაპარაკებიან. მაგრამ
სწრაფადვე ტოვებენ იქაურობას, კლდოვან ზეგანზე ისევ სტვენა-
სტვენით უკან ბრუნდებიან. ზოგჯერ არტანიც მიჰყვება.ლალაც ცდი-
ლობს მისდიოს, მაგრამ ვერ ეწევა. მისი შემყურე ყველა იცინის და
მხიარული შეძახილებით გარბის.
ზეგნის შუაგულში, კლდიდან ჩამონამტვრევ თეთრ ლოდებზე,
ერთმანეთს საჭმელს უნაწილებენ. პერანგის ქვეშ, მკერდთან, პატა-
რა ბოხჩებში ცოტაოდენი პური, ლეღვი, ხურმა და შებოლილი ყვე-
ლი უდევთ. ერთ ნაჭერს არტანს სთავაზობენ, ერთსაც ლალას .სა-
ნაცვლოდ ლალა ცოტაოდენ თეთრ პურს უყოფს. ზოგჯერ კოოპერა-
ტივში ნაყიდ წითელ ვაშლსაც სთავაზობს. არტანი ჯიბიდან უტარო
დანას იღებს და ვაშლს პატარ-პატარა ნაჭრებად ისე ჭრის, რომ თი-
თო ნაჭერი ყველას ერგოს.
მშვენიერი შუადღე იცის კლდოვან ზეგანზე. მზის სინათლე გა-
ნუწყვეტლივ დახტის ქვების კუთხეებთან. სულმთლად ნაპერწკლე-
ბით ხარ გარემოცული. მუქი ლურჯი, ჩამობნელებული ცაა, თეთრ
ორთქლს თუ არ ჩავთვლით, რომელიც ზღვიდან და მდინარეებიდან
ამოდის. როცა ქარიმთელი ძალით უბერავს, სიცივეს რომ გაექცე,
იძულებული ხარ, კლდეების ნაპრალებს შეაფარო თავი. ამ დროს
ხმელეთზე მხოლოდ ბუჩქებს შორის მოზუზუნე ქარის ხმა ისმის, ის
ზღვის ხმაურივითაა, მხოლოდ უფრო ნელი, უფრო გაბმული. ლალა
ქარის ხმაურს, ყმაწვილი მწყემსების წვრილ ხმას, ფარების შორე-
ულ ბღავილს უსმენს. ამქვეყნად ყველაზე მეტად ეს ხმები უყვარს,
თოლიების ჟივჟივთან და ტალღების დგაფუნთან ერთად. უსმენს ამ
ხმებს და ჰგონია, რომ ცუდი არასოდეს არაფერი მოხდება.
ერთხელაც, მას შემდეგ, რაც პურითა და ხურმით წაიხემსეს, ლა-
ლამ არტანი ისე, უბრალოდ, წითელი გორაკებისკენ წაიყვანა, იქით,
სადაც გამოქვაბულებია. სწორედ იქ სძინავს ხოლმე მწყემსს წელიწ-

99
ადის მშრალ დროს, როცა თხების ფარა ახალი საძოვრების მოსა-
ძებნად მიჰყავს. წითელი ციცაბო კლდის ეს შავი ნაპრალები ნახევ-
რად ეკალბარდებითაა დაფარული. ზოგიერთი სოროზე ოდნავ დი-
დია, მაგრამ შესვლისთანავე, ეხი იზრდება, სახლივით ფართოვდე-
ბა, თანაც როგორ გრილა!
ასე, ფორთხვით მიჰყვებოდა არტანს. თავდაპირველად ვერა-
ფერს ხედავდა, ეშინოდა. უცებ ყვირილი მორთო:
– არტანი! არტანი!
მწყემსი შემობრუნდა, მკლავში ხელი წაავლო და გამოქვაბულში
შეაცოცა. შემდეგ, როცა ლალა სიბნელეს შეეჩვია, დიდი დარბაზი
დაინახა. ისეთი მაღალი კედლებით, რომ ბოლო არ უჩანდა. კედლე-
ბი ნაცრისფერი და ლურჯი ლაქებით, ფისისა და სპილენძის ნაკვა-
ლევით იყო დაფარული. ჰაერი ნაცრისფერი იყო იმ მცირეოდენი სი-
ნათლისაგან, კლდეში ნაპრალებიდან ძლივს რომ ატანდა.ლალას
ფრთების ძლიერი ტკაცუნი შემოესმა და მწყემსს მიეკრო. ძილგამ-
ფრთხალი ღამურები იყვნენ, სხვა არაფერი. ისინი ოდნავ მოშორე-
ბით ჭყიპინითა და წრიპინით ქანდარაზე დაეკიდნენ.
არტანი გამოქვაბულის შუაგულში დიდ, ბრტყელ ლოდზე ჩამოჯ-
და. ლალა გვერდით მიუჯდა. ერთად გაჰყურებდნენ ათინათებს.
მღვიმეში სიბნელე და მარადიული ღამის სინოტივე იყო. გარეთ კი
– კლდოვან ზეგანზე – სინათლე თვალებს წვავდა. აქ თითქოს სხვა
სამყაროში, თითქოს ზღვის ფსკერზე იყავი.
ახლა უკვე ლალა არ იღებს ხმას, არ სურს ლაპარაკი. არტანივით
ღამისკენაა, მზერა ღამესავით ჩაუმუქდა, კანს ჩრდილისფერი ადე-
ვს.
ლალა მწყემსთან სულ ახლოსაა, მისი სხეულის სითბოს
გრძნობს,მისი თვალების შუქი ნელ-ნელა აღწევს მასში. უნდა, კი-
დევ უფრო ახლოს მივიდეს ბიჭთან, მის საუფლოში შეაღწიოს,
მთლიანად შეერწყას, როგორმე გააგებინოს თავისი ნათქვამი.
პირს ყურთან მიუტანს, მისი თმის, კანის სურნელს გრძნობს, მის სა-
ხელს ჩუმად, თითქმის უხმოდ წარმოთქვამს. გამოქვაბულის სიბნე-
ლეში გახვეულან, როგორც მსუბუქსა და საიმედო საფარში.

100
ლალას მკაფიოდ ესმის გამოქვაბულის კედლის გასწვრივ მო-
წანწკარე წყლის ხმა და მძინარე ღამურების ჩუმი წრიპინი. როგორც
კი მისი კანი არტანის კანს ეხება, უმალვე უცნაური თბილი ჟრჟოლა
დაუვლის, თავბრუ ესხმის. ეს მთელი დღის განმავლობაში მათ სხე-
ულებში შეჭრილი მზის სითბოა, რომელიც ახლა დაუსრულებელ
მხურვალე ტალღებად იფრქვევა. მათი სუნთქვაც ერთმანეთში ირე-
ვა, სიტყვები უკვე აღარ არის საჭირო. არსებობს მხოლოდ ის, რასაც
გრძნობენ. მას ჯერ არ განუცდია ამგვარი თრობა. თრობა, სულ რამ-
დენიმე წამში გამოქვაბულის სიბნელეში რომ იშვა. ქვის კედლები
და ნოტიო წყვდიადი თითქოს დიდხანს ელოდნენ მათ მოსვლას, მი-
სი ძალა რომ ეჩვენებინათ. ლალას თავბრუ კიდევ უფრო მეტად ეს-
ხმის, გარკვევით ესმის, სისხლი როგორ უმოძრავებს, კედლებზე
წყლის წვეთების ხმაურსა და ჩაძინებული ღამურების ჟივილში ირე-
ვა. თითქოს მათი სხეულები გამოქვაბულის ინტერიერს შერწყმო-
დეს, ანდა თითქოს გოლიათის მუცელში გამოემწყვდიოთ.
ცხვრისა და თხის სუნი, არტანს რომ ასდის, გოგონას სუნს ერევა.
ლალა მისი ხელების სითბოს გრძნობს, ოფლი შუბლს უსველებს და
თმებს უწებებს.
ლალა უკვე ვეღარ ხვდება, რა მოსდის. ეშინია, თავს აქნევს, ცდი-
ლობს დაუძვრეს მწყემსის ალერსს, რომელსაც მკლავებით ქვაზე
მიუკრავს. მისი გრძელი მკვრივი ფეხები თავის ფეხებში გადაუხ-
ლართავს. უნდა, დაიყვიროს, მაგრამ, როგორც სიზმარში ხდება, ყე-
ლიდან ერთი ბგერაც არ ამოსდის. ნოტიო მრუმეს გარემოუცავს და
თვალს უბნელებს. მწყემსის მძიმე სხეულის ქვეშ მოქცეულს სუნ-
თქვა უჭირს. მეტის მოთმენა აღარ შეუძლია. ბოლოს წამოიყვირებს.
მისი ხმა ქუხილივით გაისმის გამოქვაბულის კედლებში, მოულოდ-
ნელად გამოღვიძებული ღამურები კედლებს შორის ფრთების შრი-
ალითა და წრიპინით ტრიალებენ.
არტანი უკვე ქვაზე წამომდგარა, ოდნავ უკან იხევს. მკლავებს
აქეთ-იქით იქნევს ირგვლივ მოფარფატე გაბრუებული ღამურების
ღრუბლების მოსაცილებლად. მღვიმეში კიდევ უფრო ჩამობნელდა.
ლალას უკვე უჭირს მისი დანახვა, მაგრამ ხვდება, გულზე რა დარდ-

101
იც აწევს. გოგონას უზომო სევდა იპყრობს, თანდათანობით უმძაფ-
რდება. აღარც სიბნელის ეშინია, აღარც ღამურებისა. ახლა თვითონ
ჰკიდებს არტანს ხელს, გრძნობს, რომ ბიჭი საშინლად კანკალებს,
ელდანაცემივითაა, ადგილიდან არ იძვრის. გულმკერდი შეუწევია,
ცალ მკლავს თვალებზე იფარებს ღამურები რომ არ დაინახოს, ძლი-
ერი ცახცახისგან კბილებს აკაწკაწებს, ახლა ლალას მიჰყავს მღვი-
მის გასასვლელისკენ, გარეთ გაჰყავს, სანამ მთლიანად მზეში არ
ჩაიძირებიან.
დღის სინათლეზე არტანი ისე საბრალოდ გამოიყურება, ისე
ფერმიხდილია, რომ ლალა თავს ვერ იკავებს და ხარხარებს. შე-
მორღვეულ კაბასა და არტანის გრძელ პერანგს ტალახის ლაქებს
აშორებს, შემდეგ ერთად თავდაღმართით კლდოვანი ზეგნისკენ ეშ-
ვებიან. მზე ბასრ ქვებს დაჰკაშკაშებს, მოქუფრული ცის ქვეშ დედა-
მიწა სულ მთლად გადათეთრებული და გადაწითლებულია.
თითქოს პაპანაქება სიცხის დროს ცივ წყალში ჯერ თავით ჩაგეყ-
ვინთოს, შემდეგ კი მთლიანად შეგეცუროს და დიდხანს გეცურაოს
მთელი სხეულის განსაბანად. რაც შეუძლიათ სწრაფად მირბიან
კლდოვან ზეგანზე, კლდეებს ახტებიან, ვიდრე აქოშინებული და
ფერდის ტკივილისგან ორად მოკეცილი ლალა არ გაჩერდება. არ-
ტანი კლდიდან კლდეზე ისევ ცხოველივით დახტის. უცებ შენიშ-
ნავს,რომ ლალა აღარ მიჰყვება და დიდ წრეს შემოუვლის უკან და-
საბრუნებლად.
ერთხანს ლოდზე ჩამომსხდარნი, ხელიხელჩაკიდებულნი მზეს
ეფიცხებიან. მზე ჰორიზონტისკენ ეშვება, ცა ყვითლდება, შორს, გო-
რაკებზე, ხეობებში მწყემსები ყურისწამღები სტვენით ერთმანეთს
ეხმიანებიან.

102
5

ლალას უყვარს ცეცხლი. აქ, სიტეში, რანაირ ცეცხლს არ ნახავს


კაცი. დილის ცეცხლს, როცა ქალები და გოგონები დიდ შავ ქვაბში
საჭმელს ხარშავენ, იქაურობას ოხშივარი ასდის და განთიადის
ნისლს ერევა, ვიდრე მზე წითელი გორაკების თავზე გამოჩნდებო-
დეს; ბალახებისა და ფიჩხის ცეცხლს, დიდხანს უალოდ რომ იწვის
მინავლებული; ნაშუადღევს ჩამავალი მზის მშვენიერ ნათელში სპი-
ლენძის ანარეკლებს შორის მოელვარე მაყლების ცეცხლს; გრძე-
ლი მუქი გველივით მოსრიალე დაბალ კვამლს, რომელიც სახლი-
დან სახლს ედება და ნაცრისფერ რგოლებს ზღვისკენ ისვრის; კონ-
სერვის ძველ ყუთებქვეშ სახურავებისა და კედლების ამოსავსები
გუდრონის შესათბობად დანთებულ ცეცხლს.
ცეცხლი აქ ყველას უყვარს. განსაკუთრებით ბავშვებსა და მოხუ-
ცებს. ყოველთვის, როცა ცეცხლი გიზგიზებს, გარშემო შემოუსხდე-
ბიან, ჩაცუცქდებიან და მოცეკვავე ცეცხლის ალებს უაზრო თვალე-
ბით შეჰყურებენ. ზოგჯერ გამხმარ პატარა ტოტებსაც ისვრიან შიგ,
რომელიც უმალვე ტკაცატკუცით იწვის და ბლუჯა-ბღუჯა ბალახსაც,
დაწვისთანავე მოლურჯო გრიგალს რომ აყენებს.
ლალა ზღვის ნაპირზე ქვიშაში ჯდება, სადაც მებადურმა ნამანმა
გემის ამოსაგმანი ფისის შესათბობად ტოტებით დიდი ცეცხლი უნდა
ააგიზგიზოს, საღამოვდება, სასიამოვნო თბილი სიო დაქრის, ლაჟ-
ვარდოვანი ცაა, გამჭვირვალე, უღრუბლო.
ზღვის ნაპირზე ყველგან წვრილი, მარილისა და მზისგან დამწვა-
რი ხეებია, ათასობით პატარა მონაცრისფრო-მოლურჯო წიწვით.
ჩავლისას ლალა მებადურ ნამანს ერთ მუჭა წიწვს უგროვებს ცეც-
ხლის დასანთებად, ერთი-ორს პირშიც იდებს და ნელა, ღეჭვა-ღეჭ-
ვით მიდის. წიწვს მარილიანი, მწკლარტე გემო აქვს, მაგრამ ბოლის
სუნი დაჰკრავს და ეს არის, ლალას რომ სიამოვნებს.
ნამანი,სადაც კი ქვიშაში ჩაფლულ მსხვილ, გამხმარ ტოტს წააწ-
ყდება, ყველგან ცეცხლს ანთებს. ტოტებს შეაქუჩებს, ჩაღრმავებულ
ადგილებს სილახვავთა მეორე მხარეს, ვერან ადგილას შეგროვებ-

103
ული ბალახის ღეროებით ამოავსებს, გამხმარ წყალმცენარეებსა და
დამჭკნარ თავცეცხლებსაც შიგ ყრის. ეს მაშინ ხდება, როცა მზე ჯერ
ისევ ცის წვერზეა, მოხუცებულს შუბლიდან და ლოყებიდან ოფლი
ჩამოსდის, ქვიშა ცეცხლივით სწვავს.
შემდეგ ქარისგან მოფარებულ ადგილას კვეს-აბედით ცეცხლს
ანთებს. ნამანმა კარგად იცის ცეცხლის დანთება. ლალა ყურადღე-
ბით აკვირდება, ყოველ მის მოძრაობას იმახსოვრებს. ნამანმა სი-
ლახვავთა ხევებში კარგი ადგილის შერჩევაც იცის: არც ძალიან გა-
მოფენილი ადგილი უნდა იყოს და არც ძალიან მიმალული.
ცეცხლი ორ-სამჯერ ქრება, მაგრამ ნამანს ეს დიდად არ ენაღ-
ვლება. თუ ცეცხლი ჩაქრა, ტოტებს ხელით ურევს, დაწვისა არ ეში-
ნია. ასეთია ცეცხლი – ყველა უყვარს, ვისაც მისი არ ეშინია. ამასო-
ბაში ცეცხლი ხელახლა ინთება. ჯერ დაბალი ცეცხლია, მხოლოდ
ენა უჩანს, ტოტებშუა მოელვარე, შემდეგ უცებ მთელ ძირს მოედება,
კაშკაშებს და ტკაცატკუცი გაუდის.
აგიზგიზებულ ცეცხლზე მებადური ნამანი თუჯის ზედადგარს
დგამს ზედ სპილენძის დიდი ქვაბით. შემდეგ ქვიშაში ჯდება და
ცეცხლს შეჰყურებს. დროდადრო ტოტს შეაგდებს, რომელსაც ცეც-
ხლის ენები უმალვე ნთქავენ. ბავშვებიც მაშინვე გვერდით მიუსხდე-
ბიან – კვამლის სუნი ეცათ და შორიდან მოირბინეს. პლაჟს ყვირი-
ლით, სიცილ-კისკისით, გადაძახილებით მოუყვებოდნენ. მართლაც
რომ ჯადოსნური რამ არის ცეცხლი. ადამიანებს სირბილის, ყვირი-
ლის და სიცილის სურვილს აღუძრავს.ამ დროისთვის უკვეა ალებუ-
ლი ცეცხლი მაღლა მიიკლაკნება და ცეკვა-ცეკვით ტკაცუნობს. რას
არ დაინახავს კაცი მის ხვეულებში! ლალას განსაკუთრებით კერის
ძირში ცეცხლში გახვეული, გავარვარებული მუგუზალი უყვარს და
მისი მწველი ფერი, შესაფერის სახელს რომ ვერ შეურჩევ, მზის
ფერს რომ მიაგავს.
ნაპერწკლებს შეჰყურებს, რომლებიც ნაცრისფერ ალს ზევით ას-
დევს, ინთება, ქრება და ლურჯ ცაში იკარგება. ღამით კიდევ უფრო
ლამაზი ნაპერწკლებია, მოწყვეტილი ვარსკვლავების დარი.
ქვიშის ბუზებიც მოფრენილან. დამწვარი წყალმცენარეებისა და

104
გავარვარებული ფისის სუნს მოუზიდავს, ბოლის ხვეულებს გაუღი-
ზიანებია. ნამანი ყურადღებას არ აქცევს. მხოლოდ ცეცხლს შეჰყუ-
რებს, დროდადრო წამოდგება, ჯოხს ფისიან ქვაბში ყოფს, უნდა ნა-
ხოს, საკმარისად თბილია თუ არა, შემდეგ სქელ სითხეს ამოურევს.
ბოლი იკლაკნება. თვალებს ხუჭავს, რომ არ დაეწვას. პლაჟზე, რამ-
დენიმე მეტრის დაშორებით, მისი გადაყირავებული ნავი დასაგმა-
ნად არის გამზადებული. მზე ახლა უფრო სწრაფად იწვერება, სი-
ლახვავების მეორე მხარეს გადახრუკულ გორაკებს უახლოვდება.
ბნელდება. ბავშვები პლაჟზე ჩამომსხდარან, ერთმანეთს მიჰკვრი-
ან, უკვე ისე აღარ იცინიან. ლალა ნამანს შეჰყურებს, ცდილობს, მის
გამოხედვაში მოელვარე ნათელი, წყლისფერი შუქი დაიჭიროს. ნა-
მანი მას შენიშნავს, ხელს დაუქნევს და იმწამსვე, როგორც ძალიან
ბუნებრივ რამეს, ისე ეკითხება:
– როგორ, ნუთუ ბალააბილუს შესახებ არაფერი მომიყოლია
თქვენთვის?
ლალა თავს გააქნევს, უხარია, რადგან სწორედ ამ ამბის მოსმე-
ნის გუნებაზეა. სასიამოვნოა, როცა პლაჟზე ასე ზიხარ, უსმენ და გას-
ცქერი ულურჯეს ზღვას და ცეცხლს, ქვაბში ფისს რომ ათუხთუხებს.
ხოლო შენ თბილი ქარი გელამუნება და კვამლს დევნის მოზუზუნე
ბუზებთან და კელებთან ერთად. ოდნავ მოშორებით კი ზღვის ტალ-
ღების ხმაური ისმის, ქვიშაზე გადმობრუნებულ ძველ ნავამდე აღ-
წევს.
– აჰ, როგორ, ბალააბილუს ამბავი არასოდეს მომიყოლია?
მოხუცი ნამანი წამოდგება, ათუხთუხებულ ფისს დახედავს. ჯო-
ხით ნელა მოურევს, სახეზე ეტყობა,რომ ყველაფერი კარგად მიდის.
მაშინ სახელურმომწვარ ძველ ქვაბს ლალას გაუწვდის:
‒ კეთილი, ამას ფისით აავსებ და ნავთან მომიტან, კარგი?
პასუხს არც კი დაელოდება, პლაჟზე, ნავის გვერდით ისე მოეწ-
ყობა. რანაირი ფუნჯი აღარ გაუკეთებია ნაფოტების ბოლოებზე დახ-
ვეული ჩვრებისგან.
– მოდი!
ლალა ქვაბს ავსებს. ქაფქაფა ფისის პატარ-პატარა შხეფები ლა-

105
ლას ხვდება და ჰკბენს, კვამლი თვალებს სწვავს. მაგრამ მაინც წინ
მირბის, ფისით სავსე ქვაბით ხელში. ბავშვები სიცილით მიჰყვებიან
და ნავს ირგვლივ შემოუსხდებიან.
– ბალააბილუ, ბალააბილუ...
მოხუცი ნამანი ბულბულის სახელს ღიღინებს, თითქოს მან უნდა
გაახსენოს ამ ამბის ყოველი წვრილმანი. ჯოხს ცხელ ფისში ასვე-
ლებს და ნავის კორპუსზე, ფიცრების ღრიჭოებს შორის ძენძით შე-
მოჩურთულ ადგილებს ღებავს.
ნამანი მოყოლას იწყებს:
– ეს ამბავი ისე დიდი ხნის წინ მოხდა, რომ არც მე, არც მამაჩემი,
ბაბუაჩემიც კი არ მოსწრებია. და მაინც ყველას კარგად გვახსოვს,
რაც მოხდა. იმხანად სხვანაირი ხალხი ცხოვრობდა: არც რომაე-
ლებს იცნობდნენ და არც არაფერს, რაც სხვა ქვეყნებიდან მოდი-
ოდა. ამიტომაც ჯერ კიდევ არსებობდნენ ჯინები. აზრადაც არავის
მოსდიოდა მათი გაგდება.
მაშ ასე, იმხანად აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქალაქში ძლიერი
ემირი იჯდა. მას ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა, სახელად ლე-
ილა, რაც ღამეს ნიშნავს. ემირს თავისი ქალიშვილი ქვეყანას ერ-
ჩია. ის მართლაც ყველაზე ლამაზი, ყველაზე სათნო, ყველაზე გო-
ნიერი გოგონა იყო მთელ სამეფოში. ყოველგვარ ამქვეყნიურ ბედ-
ნიერებას იმსახურებდა.
ბინდდება. ზღვას კიდევ უფრო მუქი ლურჯი ფერი ედება. ტალღე-
ბის ქაფი კიდევ უფრო ქათქათებს, მოხუცი ნამანი ფუნჯებს დრო-
დადრო გამლღვალ ფისში აწობს და ძენძით ამოვსებულ ღარებს
ტრიალით უსვამს. გახურებული სითხე ღრიჭოებში აღწევს, პლაჟის
ქვიშაზე წვეთავს. ბავშვები და ლალა ნამანის ხელებს მისჩერებიან.
– და აი,დიდი უბედურება ეწია ამ სამეფოს, – განაგრძობს ნამა-
ნი, – გვალვა გამძვინვარდა. ღვთის რისხვა დაატყდა ქვეყანას, მდი-
ნარეები დაშრა, წყალსატევები დაიცალა, ხალხს წყურვილი კლავ-
და. ჯერ ხეები და მცენარეები ჩამოხმა, შემდეგ ცხოველები ამოიხო-
ცა: ცხვრები, ცხენები, აქლემები, ჩიტები, და ბოლოს ადამიანები.
სად არ წააწყდებოდი წყურვილისგან დახოცილებს: მინდორში, გზის

106
პირას. საშინელი სანახაობა იყო! ამიტომაც აქამდე არავის დავიწ-
ყებია.
ბრტყელი ბუზებ იმოფრინავენ, ბავშვებს ტუჩებზე ასხდებიან, ყუ-
რებში უბზუიან, ფისის მჭახე სუნი და სილახვავებს შორის დატრია-
ლებული სქელი ბოლი აბრუებთ. აქ კელებიც არიან, მაგრამ არავინ
დევნის; რადგან, როცა მოხუცი ნამანი რაიმეს ჰყვება, ისინიც თით-
ქოს ჯადოსნურ ელფერს იღებენ, ერთგვარ ჯინებად გადაიქცევიან
ხოლმე.
– დამწუხრებულმა ემირმა რჩევის საკითხავად ბრძენები მოიხ-
მო. მაგრამ მათ სასიკეთო ვერაფერი ურჩიეს. არავინ იცოდა, გვალ-
ვა როგორ შეეჩერებინა. ამ დროს ერთი უცხოელი, ეგვიპტელი მი-
სანი გამოჩნდა. ემირმა ისიც იხმო და სთხოვა, მის სამეფოზე თავდა-
ტეხილი წყევლა მოეხსნა. ეგვიპტელმა დაღვრილ მელანში ჩაიხედა
და უმალვე შეკრთა, საშინელმა კანკალმა აიტანა და ხმის ამოღება
აღარ ისურვა.
– ხმა ამოიღე! – ეუბნებოდა ემირი, – ხმა ამოიღე და ამ სამეფოში
ყველაზე მდიდარ კაცად გაქცევ.
მაგრამ უცხოელი უარობდა.
– მბრძანებელო, – ეხვეწებოდა მუხლმოდრეკილი, – ნება მიბო-
ძე, დაგტოვო, ნუ მომთხოვ საიდუმლოს გამჟღავნებას!
ნამანი ცოტა ხნით საუბარს წყვეტს, ქვაბში ფუნჯებს ყოფს, ლალა
და ბავშვები სულგანაბულები ელოდებიან, ცეცხლის ტკაცატკუცსა
და ქვაბში ფისის თუხთუხს ყურს უგდებენ.
– განრისხებული ემირი ეგვიპტელს ეუბნება: მითხარი რამე, თუ
არა და შენი ბედი გადაწყვეტილია. ჯალათები უახლოვდებიან, უკვე
ხმლებიც იშიშვლეს თავის წასაცლელად. ამ დროს უცხოელი წამო-
იყვირებს:
– კარგი, შეჩერდი, მაშ გაგიმჟღავნებ შენი უბედურების მიზეზს,
იცოდე, შეჩვენებული ხარ!
მოხუცი ნამანი ისე საგანგებოდ, ისე ნელა წარმოთქვამს მლაუნ
– ღვთისაგან შერისხულს, რომ ბავშვებს ტანში ჟრუანტელი დაუვ-
ლის. მცირე ხნით გაჩერდება, ქვაბს ჩახედავს, შემდეგ ლალას გაუწ-

107
ვდის. ლალაც უსიტყვოდ ხვდება, რაც უნდა ქნას, ცეცხლთან მირბის
და ქვაბს მდუღარე ფისით ავსებს. საბედნიეროდ, ნამანი ელოდება.
– მაშინ ეგვიპტელმა ემირს უთხრა: განა შენ არ დასაჯე დიდი
ხნის წინ კაცი, იმის გამო, რომ ვიღაც ვაჭარს ოქრო მოჰპარა?
‒ დიახ, ქურდი იყო და საკადრისიც მიეზღო, – მიუგო ემირმა.
– იცოდე, ის კაცი უდანაშაულო იყო და უსამართლოდ დაისაჯა,
– უთხრა მაშინ ეგვიპტელმა. სწორედ მან დაგწყევლა და მოგივლი-
ნა გვალვა, რადგან სულებთან და დემონებთან აქვს კავშირი.
როცა პლაჟზე ასე, რაღაცნაირად საღამოვდება და მოხუცი ნამა-
ნის დინჯი ხმა ჩაესმის, ასე ჰგონია, დრო აღარ არსებობს, თითქოს
უკან, სხვა, უსასრულო და მშვიდ დროში გადადის. ნატრობს, ნამა-
ნის ამბავი არასოდეს დასრულდეს, დიდხანს გაგრძელდეს, თუნდაც
მთელი დღეებისა და ღამეების განმავლობაში, რომ მან და სხვა ბავ-
შვებმა მოასწრონ ჩაძინება, გამოღიძებისას კი ყურში ისევ ნამანის
ხმა ესმოდეთ.
– კი მაგრამ, როგორ მოვიხსნა ეს წყევლა? – ჰკითხა ემირმა. ეგ-
ვიპტელმა შეხედა და უპასუხა: იცოდე, მხოლოდ ერთი საშუალება
არსებობს აქედან თავის დასაღწევად და, რახან მეკითხები, გაგიმ-
ხელ: შენი ერთადერთი ქალიშვილის შეწირვა მოგიწევს,რომელიც
თავს გირჩევნია. წადი, მიუგდე ის გარეულ ცხოველებს საჯიჯგნად
დაშენს ქვეყანაში გვალვაც გადაივლის. ამის გამგონე ემირი აქვი-
თინდა, ტკივილისა და სიბრაზისგან აბღავლდა. მაგრამ რადგან
მართალი კაცი იყო, მშვიდობიანად გაუშვა ეგვიპტელი. როცა იმ
ქვეყნის ხალხმა ეს შეიტყო, ატირდა. ყველას უყვარდა ლეილა,
მეფის ქალიშვილი. მაგრამ ეს მსხვერპლი უსათუოდ უნდაგაეღოთ
და ემირმაც გადაწყვიტა, თავისი ერთადერთი ქალიშვილი ცხოვე-
ლების საჯიჯგნად ტყეში წაეყვანა. იმ ქვეყანაში ერთი ახალგაზრდა
კაცი ცხოვრობდა. მას ლეილა სხვებზე მეტად უყვარდა. სწორედ მან
გადაწყვიტა ემირის ასულის გადარჩენა. თურმე ერთი ჯადოქარი ნა-
თესავისგან მემკვიდრეობით ერგო ბეჭედი, რომლის მფლობელსაც
შეეძლო ცხოველად გადაქცეულიყო, ოღონდ ერთი პირობით: ვეღა-
რასდროს დაიბრუნებდა უწინდელ სახეს და უკვდავი გახდებოდა.

108
მსხვერპლშეწირვის ღამეც დადგა, ემირი თავისი ქალიშვილის
თანხლებით ტყისკენ გაემართა...
ჰაერი არ იძვრის, გამჭვირვალეა. ჰორიზონტი ერთი უსასრულო
ხაზია. ლალა შორს, შორს იყურება, სადამდისაც მისი მზერა სწვდე-
ბა. თითქოს ტოროლად იქცა, წინ იჭრება, ზღვაზე დაფრინავს.
– ემირი შუაგულ ტყეში შევიდა, ქალიშვილი ცხენიდან ჩამოსვა
და ხეზე მიაბა. შემდეგ უკან გაბრუნდა და გულდათუთქული აქვი-
თინდა. უკვე ესმოდა, მტაცებელი ცხოველები თავიანთ მსხვერპლს
ბღავილით როგორ უახლოვდებოდნენ...
დროდადრო ტალღების ხმაური პლაჟზე ისე მკაფიოდ გაისმის,
გეგონება, მთელი ზღვა იძვრისო. მაგრამ ეს მხოლოდ ქარის ქრო-
ლაა და როცა ის სილახვავთა ხევში ეხვევა, ორთქლისა და ქვიშის
გრიგალს აყენებს.
– ხეზე მიბმული გოგონა ცახცახებდა. მამას მოუხმობდა საშვე-
ლად, თავი გარეული ცხოველების საჯიჯგნად ვერ გაემეტებინა. სა-
დაცაა ვეებერთელა გველი უნდა მიახლოებოდა. ღამეში თვალები
ცეცხლივით უელავდა. ამ დროს, უეცრად, ტყეში მუსიკის ხმა გაისმა,
იმდენად მშვენიერი და საუცხოო, რომ ლეილას შიშმა გადაუარა.
ტყის მთელი გარეული ცხოველები გაშეშდნენ და სმენად იქცნენი...
მოხუც ნამანს ხელში ხან ერთი ფუნჯი უჭირავს, ხან მეორე. ნავის
კორპუსს გარშემო უვლის და ფუნჯებს უსვამს, ლალა და ბავშვები
მის ხელებს ისე მისჩერებიან, თითქოს ისინი უყვებოდნენ ამ ამბავს.
‒ მთელ ტყეში ციური მუსიკა ისმოდა. მისი გამგონე გარეული
ცხოველები თვინიერი კრავებივით მიწაზე გართხმულიყვნენ. ციდან
გადმოსულ მუსიკას შეეძრა. ლეილაც აღფრთოვანებით უსმენდა.
უცებ თოკი თავისით გაიხსნა და ლეილამ ტყეში თავისუფლად დაიწ-
ყო სიარული. საითაც არ უნდა წასულიყო, ფოთლოვან ხეებში მიმა-
ლული უხილავი მუსიკოსი ყველგან თავს დასტრიალებდა. მხეცები
გზაზე გაწოლილიყვნენ და მეფის ასულს ხელებს ულოკავდნენ,
ფრთხილად, ტკივილი რომ არ მიეყენებინათ, ისე...
ახლა ისეთი გამჭვირვალე ჰაერი, ისეთი მკრთალი შუქია, რომ
სხვა სამყაროში გეგონება თავი.

109
– ლეილამ მთელი ღამე იარა და დილით თავისი მამის სახლს მი-
ადგა. მუსიკა სასახლის კარამდე მიაცილებდა. ამის შემხედვარე
ხალხი სიხარულს ვერ მალავდა. ხელმწიფის ასული ხომ ყველას ძა-
ლიან უყვარდა და არავის ყურადღება არ მიუქცევია პატარა ჩიტის-
თვის, მოკრძალებით ტოტიდან ტოტზე რომ დაფრინავდა. იმ დი-
ლითვე გაწვიმდა...
ნამანი ერთი წამით ჩერდება, ღებვას თავს ანებებს. მწვანე თვა-
ლები სპილენძისფერ სახეს უნათებს, ბავშვები და ლალა შეჰყურე-
ბენ, გატრუნულები ხმას არ იღებენ, არ ეკითხებიან, რა მოხდაო.
– ბალააბილუ წვიმაშიც მღეროდა. ბედნიერი იყო იმით, რომ
ხელმწიფის სათაყვანებელ ასულს საამური ცხოვრება დაუბრუნა. და
რადგან პირვანდელ სახეს ვეღარ დაიბრუნებდა, ყოველ ღამით ლე-
ილას ფანჯარასთან ერთ-ერთი ხის ტოტზე შემოჯდებოდა და მშვენი-
ერ ჰანგებს უმღეროდა. იმასაც კი ამბობენ: სიკვდილის შემდეგ მე-
ფის ასულიც ჩიტად იქცა, ბალააბილუს შეუერთდა და მას შემდეგ
ტყეებსა და ბაღებში მუდამ ერთად მღერიანო.
ნამანი ამით ასრულებს ამბავს. სხვას აღარაფერს უმატებს. ისევ
ნავს დასტრიალებს, კორპუსს გარშემო ფისიან ფუნჯებს უსვამს.
დღის სინათლე მქრქალდება, რადგან მზე ჰორიზონტის მეორე მხა-
რეს ჩასასვლელად მიიწევს. ცა მეტისმეტად ყვითლდება, ოდნავ
მწვანდება კიდეც. მთები თითქოს ტოლისგან გამოუჭრიათო. ზურ-
გით სინათლეს თუ ეფარები, კოცონის გაიშვიათებული, მსუბუქი
კვამლის გარჩევა ისევე გიჭირს, როგორც ერთი ღერი სიგარეტის
ბოლისა.
ბავშვები ერთიმეორის მიყოლებით ტოვებენ იქაურობას. მოხუც
ნამანთან მარტო ლალა რჩება. როგორც კი ნამანი თავის საქმეს
უჩუმრად მოამთავრებს, მაშინვე მიდის, პლაჟს ნელა მიუყვება, თან
ფუნჯები და ფისიანი ქვაბი მიაქვს ლალას ახლომახლო აღარაფე-
რია მინელებული ცეცხლის გარდა. წყვდიადი მთელ ცას მოსდებია,
დღის მძაფრ სილურჯეს ნელ-ნელა ღამის სიშავე სჯაბნის. ამჟამად
ზღვა ჩაწყნარებულა, ვერ გაიგებ, რატომ. სულმთლად ძალაგამოც-
ლილი ტალღები პლაჟის ქვიშას მსუბუქად ეცემა, იასამნისფერი ქა-

110
ფის სუფრებს შლის, პირველი ღამურები ზღვაზე აქეთ-იქით უწესრი-
გოდ დაფრინავენ, მწერებს დაეძებენ. რამდენიმე ქინქლა, რამდენი-
მე ნაცრისფერი, გზააბნეული პეპელაც მოჩანს. ლალას შორიდან
უფეხურას მოგუდული ჭყივჭყივი ესმის. ნაღვერდალში მხოლოდ
რამდენიმე წითელი მუგუზალი იწვის, აღარც ცეცხლი უკიდია და
აღარც კვამლი ასდის, ნაცარში მიმალული უცნაური მოფარფატე
ცხოველები გეგონება. როცა უკანასკნელი მუგუზალი ქრება, მას შე-
დეგ, რაც რამდენიმე წუთის განმავლობაში მომაკვდავი ვარსკვლა-
ვივით მეტისმეტად ძლიერად იწვის, ლალაც წამოდგება და მიდის.

111
6

ძველ მტვრიან გზას თითქმის მთელ გაყოლებაზე ნაფეხურები


ატყვია. ლალა მათ მიჰყვება და ასე იქცევს თავს. ხანდახან ნაკვალე-
ვი, თუ ეს ჩიტის ან მწერისაა, სადღაც, იქვე იკარგება, ხან კი რომე-
ლიმე მიწის თხრილთან ან სახლის კართან მიდის. კვალის გაყოლაც
არტანიმ ასწავლა.მთავრია, ბალახმა, ყვავილებმა, ლაპლაპა ქვებ-
მა, ყველაფერმა, რაც შენ გარშემოა, თვალი არ მოგჭრას. როცა არ-
ტანი კვალს მიჰყვება, ძაღლივითაა, თვალები უბრწყინავს, ნესტოე-
ბი დაჰბერვია, მთელი სხეული წინ გადაუწევია. კვალს უკეთ რომ მი-
აგნოს, დროდადრო მიწაზეც კი წვება.
ლალას უყვარს სილახვავების გასწვრივ ბილიკებზე ხეტიალი.
სიტეში ჩამოსვლის პირველი დღეები ახსენდება. მას შემდეგ, რაც
დედა მაღალ სიცხეებს გადაჰყვა. ბრეზენტით გადახურული სატვირ-
თო მანქანით მგზავრობა ახსენდება და გრძელ, ნაცრისფერ ლაბა-
დაში გახვეული და პირბადეჩამოფარებული მამიდა აამა. მგზავრო-
ბამ რამდენიმე დღეს გასტანა. ლალა ყოველდღე ჰაერგაუმტარ ბრე-
ზენტქვეშ იჯდა, დამტვერილ ბოხჩებსა და ტვირთს შორის. ერთ დღე-
საც ბრეზენტის ჭუჭრუტანიდან ქაფით მოარშიებული პლაჟის გაყო-
ლებაზე უზომოდ ლურჯი ზღვა დაინახა და ატირდა – ვერ გაეგო, სი-
ამოვნებისაგან თუ დაღლილობისგან.
ყოველთვის, როცა კი ლალა ზღვის ნაპირზე ამ ბილიკს მიუყვება,
უზომოდ ლურჯი ზღვა ახსენდება, სატვირთო მანქანის მიერ დაყენე-
ბულ მტვერში რომ დაინახა და მისი მოგრძო, წყნარი ტალღები,
შორს, პლაჟის გაყოლებაზე ირიბად რომ მოიწევდნენ. ახსენდება,
რაც ბრეზენტიანი სატვირთო მანქანის ჭუჭრუტანიდან ისე, ანაზდად
დაინახა. გრძნობს, თვალები ცრემლებით როგორ ევსება. ასე ჰგო-
ნია, დედის მზერა დასთამაშებს, თავს ევლება, აჟრჟოლებს.
აი, რას დაეძებს ხოლმე გულისფანცქალით სილახვავთა ბილი-
კების გასწვრივ. მთელი სხეულით წინ გადახრილა. არტანივითაა,
რომელიღაც ერთ კვალს რომ დაადგება ხოლმე.

112
ლალა იმ ადგილებს დაეძებს, სადაც მაშინ უხდებოდა ყოფნა. ეს
უკვე იმდენი ხნის წინ მოხდა, რომ ისიც არ ახსოვს, თვითონ როგო-
რი იყო.
ზოგჯერ ძალიან მშვიდად დედას ეძახის ხოლმე: „უმმი!“1. ზოგჯერ
ესაუბრება კიდეც, პირისპირ, დაბალ ხმაზე, ოხვრით, თან უზომოდ
ლურჯ ზღვას გაჰყურებს დიუნებს შორის. იმდენი ხანია, დედა არ
უნახავს, რომ ისიც აღარ იცის, რა უნდა უთხრას. მისი სახეც კი აღარ
ახსოვს. ნეტა ხმაც ხომ არ გადაავიწყდა, ან ის სიტყვები, რომელთა
მოსმენაც მაშინ ასე სიამოვნებდა.
– სად ხარ, უმმი? მოდი რა, დამენახვე, ძალიან მენატრები!
ლალა ქვიშაზე ჯდება, პირით ზღვისკენ და ტალღების ნელ მოძ-
რაობას გაჰყურებს. მაგრამ ეს მაინც არ ჰგავს იმ დღეს, როცა უდაბ-
ნოდან გამომავალ წითელ გზებზე სატვირთო მანქანის სულის შემ-
ხუთველ მტვერში ჯაყჯაყის შემდეგ, ზღვა პირველად დაინახა.
‒ უმმი, არ დაბრუნდები, არ მოხვალ ჩემს სანახავად? ხომ ხედავ,
არ დამვიწყებიხარ.
ლალა მეხსიერებაში დედის მიერ ნათქვამი სიტყვების კვალს
დაეძებს. ცდილობს, მისი სიმღერის სიტყვები გაიხსენოს, მაგრამ ეძ-
ნელება. თვალები უნდა დახუჭო და უკან, რაც შეიძლება უკან და-
იხიო, თითქოს უძირო ჭაში ვარდები. თვალებს ახელს, რადგან მეხ-
სიერებაში ვერაფერს პოულობს,
დგება, პლაჟს მიუყვება, ზღვას გაჰყურებს. წყალი ქვიშას ქაფით
ფარავს. მზე მხრებსა და კეფას სწვავს, სინათლე თვალს სჭრის. ლა-
ლა განცხრომაშია, მარილიც კი სიამოვნებს, რომელსაც ქარი ტუ-
ჩებზე აყრის. ქვიშაში მიმოყრილ ნიჟარებს, ვარდისფერ სადაფებს,
ყვითელ თივას, ლოკოკინას ძველ, ფუყე ნიჟარებს, წაგრძელებული
ლენტივით მომწვანო-ნაცრისფერ, წითელ წყალმცენარეებს უყუ-
რებს.ფრთხილობს, მედუზას ან სკაროსს ფეხი არ დაადგას. ზოგჯერ
ქვიშაში უცნაური მოძრაობა შეინიშნება. ეს მაშინ ხდება, როცა იქი-
დან, სადაც დიდი თევზი – ლიმანდი იყო გაწოლილი, წყალი მიიქცე-

1
დედა (არაბ)

113
ვა. ტალღების ხმაურს ლალა შორს, ძალიან შორს გაჰყავს. დრო-
დადრო ჩერდება, გაუნძრევლად დგას, ხან მის ფერხთით ჩამოსრია-
ლებულ შავ ჩრდილს, ხან კი თვალისმომჭრელ ქაფს დაჰყურებს.
–უმმი,–არ ეშვება ლალა, – ერთი წამით მაინც დაბრუნდი, ძა-
ლიან მენატრები, სულ მარტო ვარ. როცა შენი სიკვდილის შემდეგ
აამა ჩემს აქ წამოსაყვანად ჩამოვიდა, შენს გამო არ მოვყვებოდი,
ვიცოდი, რომ ვეღარასოდეს გნახავდი, დაბრუნდი რა, ერთი წამით
მაინც დამენახვე, გემუდარები!
თეთრ ქვიშაზე არეკლილი სინათლისგან თვალები ნახევრად
მოუჭუტავს და იქ, უმმის ქვეყანაში, მისი სახლის ირგვლივ გადაშ-
ლილ სივრცეებს ხედავს. უცებ ცახცახი აიტანს, თვალწინ წამიერად
თითქოს ხმელი ხე გაუელვებს.
გულს ბაგაბუგი გააქვს. ქვიშის ბორცვებისკენ გარბის, იქით, სა-
დაც ზღვის ქარი აღარ უბერავს. მუცლით თბილ ქვიშაში გადაეშვება.
თავცეცხლები კაბას ოდნავ ურღვევენ, პაწაწინა ნემსებს მუცელსა
და ბარძაყებში ასობენ, მაგრამ ლალას ეს არ ანაღვლებს. მკერდში
მწვავე ტკივილს გრძნობს, იმდენად ძლიერს, რომ ჰგონია, სადაცაა
გული უნდა წაუვიდეს. ხელები ქვიშაში აქვს ჩაფლული, სუნთქვა ეკ-
ვრის, ფიცარივით არის გახევებული. ბოლოს და ბოლოს თვალს
გაახელს, ნელა, თითქოს იმ ხმელი ხის სილუეტი, მას რომ ელოდე-
ბა, ცხადად უნდა დაინახოს, მაგრამ უსაზღვრო და უზომოდ ლურჯი
ცის გარდა არაფერი ჩანს, სილახვავთა უკან კი ტალღების გაბმული
ხმაური ისმის.
– უმმი, ეჰ, უმმი! – ისევ ამოიოხრებს ლალა.
მაგრამ ახლა უკვე ხედავს. მკაფიოდ ხედავს: უზარმაზარ, წი-
თელ, ქვაღორღიან, თითქოს ქვეყნის დასალიერამდე გადაჭიმულ
სივრცეს და სილას ხმელი ხის წინ. უკაცრიელ ქვიშიან ველზე გოგო-
ნა შავი ხისკენ მირბის. იმდენად პატარაა, რომ უცებ შავი ხის მახ-
ლობლად, შუა მინდორში იკარგება. აღარ იცის, საით წავიდეს. რაც
ძალი და ღონე აქვს ყვირის, მაგრამ მისი ხმა წითელ ქვა-ღორღს გა-
დაუვლის და მზის სინათლეში იფანტება. ყვირის. ირგვლივ საშინე-
ლი სიჩუმეა, სიჩუმე, რომელიც თრგუნავს და ტკივილს აყენებს.

114
გზააბნეული გოგონა ისევ გარბის, ეცემა, დგება, შიშველი ფეხე-
ბი წვეტიან ქვებზე ეჩხვლიტება, ქვითინისაგან ხმა ებზარება, სუნ-
თქვა ეკვრის.
– უმმი! უმმი! – აი, რას ყვირის. უკვე მკაფიოდ ესმის საკუთარი,
გაბზარული ხმა, მაგრამ ქვაღორღიან და ქვიშიან ველს ვერ სცილ-
დება, უკან უბრუნდება და იხშობა. ეს სიტყვები, რომელიც დროის
მეორე კიდიდან მოესმის და ტკივილს აყენებს, იმის მაუწყებელია,
რომ უმმი აღარ დაბრუნდება.
მაშინ უეცრად გზააბნეული გოგონას თვალწინ, ქვაღორღიანი
და მტვრიანი ველის შიგ შუაგულში ეს ხმელი ხე გამოჩნდება, უწ-
ყლობისა და სიბერისგან, შესაძლოა, მეხის დაცემისაგან გადამხმა-
რი. არც ისე დიდი, მაგრამ უჩვეულო, სულმთლად დაგრეხილი,
მთის თხემივით აღმართული ბებერტოტებიანი, შავი ხე, კლდეში
ჩახვეული გრძელი, შავი ფესვებით. გოგონა ხისკენ ნელა მიიწევს,
თვითონაც ვერ გაუგია, რატომ. უახლოვდება, ხელს შეახებს. ერ-
თბაშად შიშის ქარი დაუვლის, ხმელი ხის კენწეროში გველი მძიმე-
მძიმედ იხსნება და ქვევით, ტოტებზე მოიკლაკნება. გამხმარ ზედა-
პირთან გამუდმებული შეხებისას მისი ქერცლი ხრჭიალებს, ლითო-
ნის ხმაურს გამოსცემს. მძიმედ ეშვება, მონაცრისფრო-მოლურჯო
სხეული გოგონას სახესთან რომ მიუტანოს. გოგონა თვალის და-
უხამხამებლად შესცქერის. ერთ ადგილზეა გაშეშებული, გული
ყელში ებჯინება, წამოყვირებასაც ვერ ახერხებს. უეცრად გველი გა-
ჩერდება, თვალს თვალში გაუყრის, გოგონა უკან გადახტება, რაც
ძალი და ღონე აქვს, მირბის. ქვაღორღიან ველზე მის გარდა არავი-
ნაა. ისე გარბის, თითქოს მთელ დედამიწას უნდა გადაურბინოს, პი-
რი უშრება, სინათლე თვალს სჭრის, ქოშინებს,რომელიღაც სახ-
ლისკენ, უმმის აჩრდილისკენ მირბის. ის გულში მაგრად იკრავს, სა-
ხეზე ეალერსება. ლალა უმმის თმის საამო სურნელს შეიგრძნობს,
ყურში მისი ტკბილი ხმა ჩაესმის.
დღეს კი თეთრქვიშიანი სივრცის ბოლოს არავინაა.ცა კიდევ უფ-
რო დიდი, უფრო მოწმენდილია. ლალა სილახვავების ღრმულში
ზის, ორად მოკეცილი, თავი მუხლებში ჩაურგავს, გრძნობს, მზე რო-

115
გორ აჭერს კეფაზე, სადაც თმა ორად ეყოფა, კაბის სიფრიფანა ქსო-
ვილიდან მხრებში როგორ ატანს, ეს-სერზე ფიქრობს, მასზე, სა-
იდუმლო რომ შეარქვა, უდაბნოს მიმართულებით, კლდოვან ზეგან-
ზე რომ შეხვდა. შესაძლოა, ეს-სერს რაიმე ჰქონდა მისთვის სათქმე-
ლი, იქნებ მისი გამხნევება უნდოდა, ეთქვა, მარტო არა ხარო, უმ-
მისკენ მიმავალი გზა ეჩვენებინა. შესაძლოა, მისი მზერაა, მხრებსა
და კეფას ალად რომ ედება.
მაგრამ, როცა თვალს გაახელს, სანაპიროზე უკვე აღარავინაა.
შიშმა გადაუარა. უზარმაზარი, წითელქვიანი და მტვრიანი ველი,
ხმელი ხე, გველი – ყველაფერი ისე გაქრა, თითქოს არც არასოდეს
არსებულიყოს. ზღვისკენ შებრუნდება. თითქმის ისეთივე ლამაზია,
როგორც იმ დღეს, სატვირთო მანქანის ბრეზენტის ჭუჭრუტანიდან
პირველად რომ დაინახა და უმალ ტირილი მოერია. ზღვის ზედაპირ-
ზემზემ ჰაერი გაწმინდა. ტალღების წვერზე ნაპერწკლები ციმცი-
მებს, ქაფის მოგრძო ხვეულებია. თბილი ქარი ქრის, ფსკერის წყალ-
მცენარეების, ნიჟარების, მარილის, ქაფის სუნით გაჟღენთილი.
ლალა ისევ ნელა მიუყვება სანაპიროს. სულის სიღრმეში რაღაც
თრობისმაგვარს განიცდის, თითქოს ზღვიდან, გაკაშკაშებული ცი-
დან, თეთრი პლაჟიდან მართლაც ვინმე უყურებდეს. კარგად ვერ გა-
უგია, რა ხდება. ეჩვენება, რომ ეს ვიღაც ყველგანაა, თვალს არ აშო-
რებს, თავისი მზერის სხივს ჰფენს. ეს ოდნავ აშფოთებს, მაგრამ
იმავდროულად ათბობს კიდეც, ტალღასავით ვრცელდება მასში,
მუცლიდან კიდურების ბოლომდე აღწევს.
ჩერდება,.. აქეთ-იქით იცქირება: არავინაა, ძეხორციელი არ ჭა-
ჭანებს. თავცეცხლებით მოფენილი დიდი, ერთ ადგილას შეჩერებუ-
ლი სილახვავებისა და ტალღების გარდა, რომლებიც ერთიმეორის
მიყოლებით სანაპიროს ეხეთქება, სხვა არაფერი ჩანს. შესაძლოა,
ეს ზღვაც იყოს, თვალს რომ არ აშორებს, ასე გამუდმებით რომ მის-
ჩერებია, წყლის ტალღების დაჟინებული მზერა, მარილისა და ქვი-
შის დიუნების თვალისმომჭრელი მზერა? როგორც მებადური ნამა-
ნი ამბობს, ზღვა ქალივითაა. ამის ახსნას კი რატომღაც თავს არი-
დებს. ეს მზერა ერთდროულად ყოველი მხრიდან მოდის.

116
სწორედ ამ დროს თოლიებისა და ქარიშხალების გრძელი გუნდი
სანაპიროს ხაზს გადაუვლის და პლაჟს ჩამოაბნელებს.
ლალა ჩერდება, ფეხები სველ ქვიშაში აქვს ჩაფლული, თავი
უკან გადაუგდია, ზღვის ფრინველების გადაფრენას შეჰყურებს.
ისინი თბილი ქარის ნაკადს მიჰყვებიან. გრძელი, წვრილი
ფრთებით ჰაერს მიაპობენ, თავი ოდნავ გვერდზე გადაუხრიათ, და-
ღებული ნისკარტებიდან უცნაური ღუღუნი, უცნაური დვრინვა ამოს-
დით.
გუნდის შუაში ერთ თოლიას მაშინვე გამოარჩევს, რადგან სულ-
მთლად თეთრია, ერთ შავ ლაქასაც ვერ უპოვი. ლალას თავზე ნელა
მიფრინავს, ნელა მიაპობს ჰაერს, ფრთებზე ბუმბული ოდნავ გამეჩ-
ხერებია, პატარა თავი სანაპიროსკენ აქვს დახრილი, მრგვალი თვა-
ლი წვეთივით უბრწყინავს:
– ვინ ხარ? საით მიდიხარ? – ეკითხება ლალა.
თეთრი თოლია უყურებს, მაგრამ არაფერს უპასუხებს, სხვებს
უერთდება. სანაპირო ზოლზე დიდხანს დაფრინავს, საჭმელს დაე-
ძებს. ლალას ეჩვენება, თითქოს იცნო თეთრმა თოლიამ, მაგრამ
ვერ ბედავს მასთან მიახლოებას. თოლიები ადამიანებთან საცხოვ-
რებლად არ გაჩენილან.
მოხუც ნამანს არაერთხელ უთქვამს, ზღვის ფრინველები ქარიშ-
ხლის დროს ზღვაში დაღუპულ ადამიანთა სულებიაო. ლალასაც
თეთრი თოლია რომელიღაც ძალიან მაღალი და გამხდარი მებადუ-
რის სული ჰგონია, შესაძლოა, ზღვის უფლისწულისაც კი, ღია ფერის
კანითა და სინათლისფერი თმით, ცეცხლივით ელვარე თვალებით.
ლალა აქვე, ნაპირზე, დიუნებს შორის ჩამოჯდება და ცას გასცქე-
რის. თოლიების გუნდი სანაპირო ზოლს მიჰყვება. ლაღად ფრენენ,
მსუბუქად, გრძელი, მოხრილი ფრთებით ქარს ეყრდნობიან, თავი
ოდნავ გვერდზე აქვთ გადაგდებული. საჭმელს დაეძებენ, აქვე, ქა-
ლაქის ნაგავსაყრელზე, სადაც სატვირთო მანქანები ნაგავს ცლიან.
ისევ ჟივჟივებენ, განუწყვეტლივ უცნაურად ღუღუნებენ ან უეცრად,
უმიზეზოდ, გულგამგმირავად ჟივიან, დვრინავენ, ჭახჭახებენ.
დროდადრო თეთრი თოლია, ზღვის უფლისწულივით რომ არის,

117
ლალას ახლომახლო ჩაუფრენს, სილახვავთა თავზე დიდ წრეებს
შემოწერს, თითქოს იცნოო. ლალა ხელს უქნევს, რა სახელს არ მო-
სინჯავს, იმ იმედით, იქნებ ნამდვილს მივაგნოო. სახელს, რომელ-
მაც შეიძლება პირვანდელი სახე დაუბრუნოს, ქაფიდან გამოიყვა-
ნოს მბზინავთმიანი ზღვის უფლისწული, რომელსაც თვალები ცეც-
ხლივით უელავს.
– სულეიმან!
– მუმინ!
– დანიელ!
მაგრამ დიდი, თეთრი თოლია ცაში ისევ ონავრობს, ზღვისკენ
მიფრინავს, ფრთის წვერით ტალღებს ედება, თან ლალას სილუეტს
თვალს არ აშორებს, მაგრამ არ ეხმიანება. ზოგჯერ ოდნავ განაწყე-
ნებული ლალა თოლიებს მისდევს, ხელებს უქნევს და ზღვის უფ-
ლისწულის გასაბრაზებლად სახელებს ალალბედზე წამოისვრის:
– ქათმებო! თოლიებო! პაწაწა მტრედებო!
ხანდახან – მიმინოებო! გრიფებო! – მიაყოლებს, რადგან ეს ჩი-
ტები თოლიებს არ უყვართ.ის კი, უსახელო თეთრი ჩიტი, ძალიან
დინჯად, ლაღად, შორს, სანაპირო ზოლს მიჰყვება, აღმოსავლეთის
ქარში მინავარდობს. ამაოდ მისდევს ლალა პლაჟის მაგარ ქვიშაში,
მაინც ვერ ეწევა.
თეთრი თოლია მიფრინავს, სხვა ფრინველების ჯგუფს შეერევა,
ქაფზე მისრიალებს. ცოტა ხნის შემდეგ ერთი ციცქნა წერტილები ცი-
სა და ზღვის სილურჯეში იკარგება.

118
7

შუა ზაფხულში აქ წყალიც მშვენიერია. როგორც კი გაწვიმდება,


წყალი ტოლის სახურავებზე ლივლივს იწყებს, წყალსადინრების
ქვეშ შედგმულ დიდ ბიდონებში სასიამოვნოდ ჩარაკრაკებს. ლალა
ყურს უგდებს ჭექა-ქუხილს, რომელიც თანდათანობით მატულობს
და ხეობას და ზღვას გადაუვლის. ფიცრების ღრიჭოებიდან თეთრ,
მშვენიერ სინათლეს ხედავს, განუწყვეტლივ რომ ინთება და ქრება
და სახლის მოწყობილობას არხევს, აამას გაუნძრევლად სძინავს.
ჭექა-ქუხილმა რომ არ შეაწუხოს, თავზე ზეწარი გადაუფარებია.
ოთახის მეორე ბოლოში ორივე ბიჭს გაუღვიძია და ლეიბებზე წამო-
მსხდარან. ლალას მათი ხმადაბალი საუბარი, მორიდებული სიცი-
ლი ესმის. ისინიც ფიცრების ღრიჭოებიდან იყურებიან. აინტერე-
სებთ გარეთ რა ხდება.
ლალა დგება. კარს ფეხაკრეფით უახლოვდება, უნდა, ელვის
კლაკნილები დაინახოს. მაგრამ ქარი ამოვარდება, მსხვილი, ცივი
წვეთები მიწაზე ეცემა და სახურავებზე წკაპუნებს. ლალა ისევ ლო-
გინში წვება. საბანში გახვეულს უყვარს წვიმის ხმის მოსმენა. ბნელ-
ში ფართოდ გახელილი თვალებით ხედავს, როგორ ნათდება ხან-
დახან სახურავი და უსმენს, ყოველი წვეთი რა მძიმედ ეცემა მიწასა
და თუნუქის სახურავს, თითქოს ციდან პატარ-პატარა ქვები ცვი-
ოდეს. ცოტა ხნის შემდე გლალას ესმის სახურავების ღარებიდან
წყლის ნაკადი თქრიალით როგორ გადმოედინება, როგორ ეხეთქე-
ბა ნავთის ცარიელი კასრების ძირს. ბედნიერია, თითქოს წყალს
თვითონ სვამდეს. თავდაპირველად ლითონის გრუხუნი ესმის, შემ-
დეგ, ნელ-ნელა, კასრები ივსება და ხმაურიც მატულობს. წყალი ყო-
ველი მხრიდან ნაკადებად მოედინება, ერთდროულად მიწას, გუბე-
ებს, გარეთ გატანილ ძველ ქვაბებს ავსებს. როცა წვიმა მიწას ეხეთ-
ქება, ზამთრის მშრალი მტვერი ჰაერში ადის და ნოტიო მიწის, თივი-
სა და ჭვარტლის უჩვეულო, საამო სურნელი დგება. ღამით ზოგჯერ
ბავშვებიც დარბიან. ტანსაცმელი გაუხდიათ და ასე, დედიშობილა
წვიმის ქვეშ სიცილ-კისკისით დატანტალებენ.

119
ლალაც სიამოვნებით მიბაძავდა, მაგრამ უკვე დიდი გოგოა და
არ შეშვენის. ამიტომაც ძილს მიეცემა, თუნუქის ფირფიტებზე მო-
რაკრაკე წყალს უსმენს და იმ ორ მშვენიერ შადრევანზე ფიქრობს,
რომელიც სახურავის ორივე მხრიდან იფრქვევა და ნავთის კასრებს
კამკამა წყლით პირთამდე ავსებს.
კარგი კი ის არის, რომ ამ გადაუღებელი წვიმების შემდეგ შეიძ-
ლება ქალაქში, მდინარის მეორე ნაპირზე, აბანოში ცხელი წყლით
იბანაო. აამამ გადაწყვიტა, ლალა ნაშუადღევს აბანოში წაიყვანოს,
როცა შუადღის ხვატი განელდება და ცაზე მსხვილი, თეთრი ღრუბ-
ლები თავს მოიყრის.
ამ დღეს ქალები ბანაობენ. ყველა აბანოში მიდის, მდინარისპი-
რა ვიწრო ბილიკს მიუყვებიან. მაღლა, სამი-ოთხი კილომეტრის და-
შორებით ხიდია სამანქანო გზით, მაგრამ სანამ იქამდე მიხვალ,
ფონს უნდა გადახვიდე.
აამა წინ მიდის ზუბიდასთან, თავის ბიძაშვილ ზორასთან და სხვა
ქალებთან ერთად. ლალა მათ სახით ცნობს, მაგრამ სახელები აღარ
ახსოვს. ფონზე გადასვლისას კაბებს იკაპიწებენ, იცინიან და ხმა-
მაღლა ლაპარაკობენ, ლალა მათ ოდნავ უკან მისდევს, გახარებუ-
ლია, რადგან ასეთ დღეებში საოჯახო საქმეებისგან ათავისუფლე-
ბენ, აღარც ფიჩხის მოტანა უწევს ცეცხლის დასანთებად. თანაც
თეთრი ღრუბლები უყვარს, ცაში სულ დაბლა ჩამოწოლილი და მდი-
ნარისპირა ბალახების მწვანე ფერი. მდინარის წყალი ყინულივით
ცივია, მიწისფერი, როცა ლალა ფონს გადადის, წყალი მის ფეხებ-
შუა ირწევა. ერთ ადგილზე, მდინარის შუაგულში საფეხურია, სადაც
წყალი მუცლამდე სწვდება. ლალა გამოსვლას ჩქარობს, კაბა მუ-
ცელსა და ბარძაყებზე ეწებება. მდინარის გადაღმა ბიჭები დგანან,
ქალებს კენჭებს ესვრიან და შიშველ ფეხებზე უყურებენ.
აბანო უშუალოდ მდინარის პირას აშენებული აგურის დიდი ჩარ-
დახია. სწორედ აქ მიიყვანა აამამ, როცა სიტეში პირველად ჩამოვი-
და. აქამდე ლალას მსგავსი არაფერი ენახა. ეს ერთი დიდი დარბაზი,
თბილი წყლის აბაზანებითა და ღუმელებით, რომლებშიც ქვებს ახუ-
რებენ, ერთ დღეს ქალებს ემსახურება, მეორე დღეს – კაცებს.

120
ლალას უყვარს ეს ოთახი. აქ, ტალღოვანი თუნუქის სახურავ-
ქვეშ, კედლების ზედა კიდეში გამოჭრილი ფანჯრებიდან სინათლე
უხვად შემოდის. აბანო მხოლოდ ზაფხულში მუშაობს, რადგან წყა-
ლი აქ იშვიათადაა. ზემოთ აშენებული დიდი ცისტერნებიდან გად-
მოდის და გადაუხურავი მილით აბანოში ცემენტის დიდ, სამრეცხა-
ოსმაგვარ აუზში იღვრება. თბილი წყლის აბაზანის მიღების შემდეგ
აამა და ლალა სწორედ აქ აგრძელებენ ბანაობას, ცივ წყალს ტანზე
ჯამებით ისხამენ, აძაგძაგებულები ხანდახან წამოიყვირებენ კიდეც.
აქ ლალას კიდევ ერთი რამ მოსწონს, – ორთქლი. ის მთელ ოთა-
ხს თეთრი ნისლივით ედება, ჭერამდე სუფრასავით იშლება, შემდეგ
ფანჯრებიდან გარეთ გადის და სინათლეს ალივლივებს. ოთახში
რომ შედიხარ, ერთი წამით ორთქლისგან სული გეხუთება, შემდეგ
ტანსაცმელს იხდი და ჩარდახის ბოლოში სკამზე კიდებ. თავდაპირ-
ველად ლალას რცხვენოდა, არ უნდოდა სხვა ქალების თვალწინ გა-
შიშვლებულიყო, აბანოში სიარულს არ იყო დაჩვეული. ასე ეგონა,
ყველა მას მისჩერებოდა და პატარა მკერდისა და მეტისმეტად თეთ-
რი კანის გამო დასცინოდა. მაგრამ აამა უჯავრდებოდა, აიძულებდა
მთლიანად გაშიშვლებულიყო, გრძელი თმა შინიონივით აეკეცა და
ტილოს თოკით შეეკრა. ახლა კი არც თავად ერიდება და არც სხვებს
აქცევს ყურადღებას. პირველად საზარელი სანახავი იყო მახინჯი,
გადაბერებული ქალები, ხმელი ხესავით დაჭმუჭნილი კანით, ან კი-
დევ მსუქანი, სრული ქალები, ტიკებივით ჩამოკიდებული ძუძუებით;
ავადმყოფები, ფეხებზე გაგანიერებული ვენებითა და წყლულებით.
ახლა უკვე ასე აღარ აღიქვამს, ებრალება უშნო და ავადმყოფი ქა-
ლები, აღარ ეშინია მათი. თანაც უშუალოდ ციდან დიდ ცისტერნებში
ისეთი მშვენიერი, ისეთი კამკამა, ისეთი შეურყვნელი წყალი გადმო-
დის, რომ უთუოდ განკურნავს მას, ვისაც კი ეს სჭირდება.
ასეა ხოლმე, როცა ხანგრძლივი გვალვების შემდეგ ლალა აუზის
წყალში პირველად შედის. წყალი მაშინვე სხეულს უფარავს, ფე-
ხებს, მუცელსა და მკერდს ისე მაგრად უჭიმავს, რომ ლალას ერთი
წამით სუნთქვა ეკვრის. ძალიან თბილი, ხისტი წყალია, ფორებს
აფართოებს და კანქვეშ სისხლი მოჰყავს. მისი სიმხურვალე სხეულ-

121
ში ღრმად ატანს, თითქოს ცისა და მზის ძალა ჰქონდეს. ლალა აბა-
ზანის ფსკერზე მისრიალებს, წყალი ნიკაპს უფარავს და ჯერ ტუჩე-
ბამდე, შემდეგ კი ზუსტად ნესტოების ქვეშ ჩერდება. ერთხანს ასე
რჩება, გაუნძრევლად, ტალღოვანი ტოლის ჭერს შესქცერის. ორ-
თქლის ღრუბელში ის თითქოს უახლოვდება.
შემდეგ აამა ერთი მუჭა საპნითა და დასაბანი პუდრით მოდის,
ლალას ტანს უხეხავს, ზურგზე, მხრებსა და ფეხებზე ოფლსა და
მტვერს აცლის. ლალა ემორჩილება, რადგან აამას ემარჯვება გა-
საპვნა და პემზით გახეხვა. შემდეგ სამრეცხაოში გადის და გრილ,
თითქმის ცივ წყალში ყურყუმელაობს. წყალი ფორებს უვიწროებს,
კანს უპრიალებს, მყესებსა და კუნთებს უჭიმავს. აბაზანას კი სხვა ქა-
ლებთან ერთად იღებს, თან ცისტერნიდან გადმოსული წყლის ვარ-
დნის ხმაურს უგდებს ყურს. ლალას ეს წყალი ურჩევნია. მთის წყა-
როსავით მსუბუქი, ანკარა, მის სუფთა კანზე, როგორც სიპ ქვაზე ისე
მისრიალებს. მთელი ძალით მოსჩქეფს და სინათლეზე უამრავ შხე-
ფად იფრქვვევა. წყაროზე ქალები გრძელ, სქელ შავ თმას იბანენ.
კამკამა წყლის კრისტალები ყველაზე უშნო სხეულებსაც ალამაზებს,
მისი სიცივე ხმებს უხალისებს. ხმამაღალი კისკისი ისმის. აამა ლა-
ლას სახეში პეშვით წყალს ასხამს. ქათქათა კბილები სპილენძის-
ფერ სახეზე უბრწყინავს, ბროლივით წვეთები მის მუქ მკერდზე, მუ-
ცელსა და ბარძაყებზე ნელა მისრიალებს. წყალი კანს უცვლის,
უპრიალებს, ხელისგულებს ძალიან ურბილებს. მიუხედავად იმისა,
რომ ჯიხური ორთქლითაა სავსე, მაინც ცივა.
აამა ლალას დიდ პირსახოცში ახვევს, შემდეგ თვითონაც ზეწ-
რისმაგვარ რაღაცას შემოიხვევს და მკერდზე იკრავს. ასე მიდიან
ჩარდახის ბოლოში,სადაც სკამებზე ტანსაცმელი აქვთ გადაკიდებუ-
ლი. იქ სხდებიან. აამა ლალას თმას, თითოეულ კულულს დიდხანს
უვარცხნის, მარცხენა ხელის თითებს შორის კარგად უსუფთავებს,
წილები რომ არ დარჩეს.
ესეც სიზმარივითაა. წინ იყურება, არაფერზე ფიქრობს, წყლის-
გან მოღლილი, მოთენთილი მძიმე ორთქლით, რომელიც ზლაზ-
ვნით მიიწევს მზის სინათლით გაკაშკაშებული ფანჯრებისკენ. ქალე-

122
ბის ხმაურითა და ხითხითით, წყლის რაკრაკით, ქვების გამოსაწვავი
ღუმელების გუგუნით გაბრუებული ლითონის სკამზე ჯდება. ვეღარა-
ფერზე ფიქრობს, შიშველ ფეხებს მიწაზე დაგებულ ცივ ცემენტზე აწ-
ყობს. დიდ, სველ პირსახოცში ცახცახებს, აამა კი თავისი მოქნილი
ხელებით მოუღლელად უვარცხნის, უსწორებს, უსუფთავებს თმას.
წყლის უკანასკნელი წვეთები ჯერ კიდევ ლოყებსა და ზურგზე შერ-
ჩენია.
შემდეგ, როცა ყველაფერს მოითავებენ და ტანსაცმელსაც ჩაიც-
ვამენ, გარეთ სხდებიან ,ჩამავალ თბილ მზეს ეფიცხებიან და თან პა-
ტარა, მოოქროვილნახატებიანი ჭიქებით პიტნის ნაყენს სვამენ, ერ-
თმანეთს ერთ-ორ სიტყვას თუ გადაულაპარაკებენ, თითქოს ხან-
გრძლივი მოგზაურობიდან საკვირველებებით მოქანცულნი ბრუნ-
დებოდნენ. გრძელი გზის გავლა მოუწევთ, ვიდრე მდინარის მეორე
ნაპირზე, ფიცრებიან და ტოლიან სიტეში ჩააღწევენ. შინ დაბრუნე-
ბულებს უკვე მოლურჯო-მოშავო ღამე ხვდებათ, ღრუბლებს შორის
აკიაფებული ვარსკვლავებით.

123
8

გამორჩეული დღეებიც არის, სადღესასწაულო დღეები, შეიძლე-


ბა ითქვას, რომ სწორედ ამ დღეებისთვის უღირთ ცხოვრება, ამ დღე-
ებს ელოდებიან სასოებით. როცა ეს დღე ახლოვდება, ყველგან –
სიტეს ქუჩა იქნება,სახლი თუ წყარო, სხვაზე არაფერზე ლაპარაკო-
ბენ. ყველას მოუთმენლობა ეტყობა, დღესასწაულის მალე მოსვლას
ნატრობს. ზოგჯერ ლალას დილით ადრე ეღვიძება, გული უცემს,
მკლავებსა და ფეხებში უცნაური ჟრუანტელი უვლის. ასე ჰგონია,
დღესასწაული დადგაო. თვალის დახამხამებაში დგება, გარეთ, ქუ-
ჩაში, დილის სუსხში თმადაუვარცხნელი გარბის. მზე ჯერ არ ამოსუ-
ლა, ყველაფერს ნაცრისფერი ადევს, ირგვლივ სრული სიჩუმეა,
რამდენიმე ჩიტის გალობა თუ ისმის. მაგრამ, რადგანაც სიტეში არა-
ვინ ფუსფუსებს, ხვდება, რომ ეს დღე ჯერ არ დამდგარა. ისღა დარ-
ჩენია, შინ შებრუნდეს და ლოგინში ჩაწვეს ან არადა შემთხვევით
ისარგებლოს, სილახვავებში ჩაჯდეს და ტალღების ქოჩორზე მზის
პირველი სხივების გამოჩენას დაელოდოს.
ის კი, რაც ხანგრძლივია და მდორედ მიდის, რის გამოც მოუთ-
მენლობა ბორგავს ადამიანების სხეულებში, მარხვაა. ამ დროს ცო-
ტას ჭამენ, ისიც მხოლოდ მზის ამოსვლამდე და ჩასვლის შემდეგ,
სმაც ეკრძალებათ. ამასთან, რაც დრო გადის,სხეულს შიგნით თით-
ქოს რაღაც სიცარიელე ეუფლება,რომელიც წვავს, ყურებში შუილს
იწვევს. და მაინც ლალას უყვარს მარხვა, რადგან, როცა მთელი სა-
ათების, დღეების განმავლობაში არაფერს ჭამ, ასე გგონია, სხეული
შიგნიდან გამოგირეცხესო. დრო უფრო გაწელილი, ტევადი გეჩვე-
ნება, უმნიშვნელო წვრილმანსაც ყურადღებით ეკიდები. ბავშვები
სკოლაში აღარ დადიან, ქალები მინდვრებში აღარ მუშაობენ, ბიჭე-
ბი ქალაქში აღარ გარბიან. ყველას ქოხებისა და ხეების ჩრდილის-
თვის შეუფარებია თავი. ერთმანეთს ერთი-ორ სიტყვას თუ გადაუ-
ლაპარაკებენ, მზესთან ერთად ჩრდილების მოძრაობას მისჩერები-
ან.

124
როცა მთელი დღეების განმავლობაში არაფერი გიჭამია, თეთრი
დედამიწის თავზე ცა უფრო ღრმა, უფრო ლურჯი და კრიალა გეჩვე-
ნება, ხმებიც უფრო მკაფიოდ, დიდხანს ჩაგესმის, თითქოს გამოქვა-
ბულში იყო. სინათლეც ბროლივით გამჭვირვალე და ლამაზია.
დღეებიც იწელება. ძნელი ასახსნელია, მაგრამ ზოგჯერ მზის
ამოსვლიდან დაბინდებამდე მთელი თვე გეგონება გასული.
ლალას უყვარს, ასე რომ მარხულობს ხოლმე, როცა მზე აჭერს
და გვალვა ყველაფერს ხრუკავს. ნაცრისფერი სილა პირში ქვის გე-
მოს უტოვებს. დროდადრო გემო რომ გაგივიდეს, ლიმონისსუნიანი
პატარა ბალახები ან შიბას მწკლარტე ფოთლები უნდა დაწუწნო,
ოღონდ ნერწყვის გადმოფურთხება არ უნდა დაგავიწყდეს.
მარხვის დროს ლალა ყოველდღე ადის კლდოვან გორაკებზე
არტანის სანახავად. ისიც მთელი დღის უჭმელ-უსმელია, მაგრამ
მისთვის ეს არაფერს ნიშნავს. სახეზე ისევ სიდამწვრის ფერი ადევს.
თვალები მეტისმეტად უბრწყინავს, ღიმილის დროს კბილები
უელავს. ერთადერთი ცვლილება ისაა, სხეულმა წყალი რომ არ და-
კარგოს, მთლიანად შალის ლაბადაშია გახვეული და მზეს ეფიცხე-
ბა. ასე, ცალ ფეხზე, გაუნძრევლად დგას, მეორე ფეხით მუხლის ქვე-
მო კანჭს ეყრდნობა და შორს, შორს, მოცეკვავე ქარის ანარეკლე-
ბისკენ, ცხვრებისა და თხების ფარებისკენ იყურება.
ლალა ბრტყელ ქვაზე გვერდით მიუჯდება. მთის ყოველი მხრი-
დან წამოსულ სხვადასხვა ხმაურს: მწერების ზუზუნს, მწყემსების
სტვენას, სიცხისგან გაფართოებული ქვების ტკაცუნს, ქარის ქროლ-
ვას უსმენს. დროც ბევრი აქვს, რადგან საჭმელს აღარ ამზადებენ და
წყლისა და ნაფოტების მოსატანადაც აღარ დადის.
ასეთ გვალვაში სასიამოვნოცაა მარხვის შენახვა. მწვავე ტკივი-
ლივით არის, რომელიც ყოველი მხრიდან გიტევს, თვალს არ გაშო-
რებს. ღამით, როცა კლდოვანი გორაკების თავზე პირბადრი, სავსე
მთვარე ჩნდება, აამა მათ ბაკლას წვნიანსა და პურს მიართმევს
ხოლმე. ყველანი სწრაფად შეექცევიან. აამას მეუღლე, სელიმიც კი,
სუსის რომ ეძახიან სწრაფად მიირთმევს, ჩვეულებას ღალატობს და
პურს ზეითუნის ზეთსაც არ ასხამს. არავინ არაფერს ამბობს,არაფე-

125
რს ჰყვება. ლალა პირს აღებს, ოდნავ აგზნებულია, იმდენი რამე
აქვს სათქმელი, მაგრამ ახსენდება რომ მარხვის დროს სიჩუმე არ
უნდა დაირღვეს. ასეა, თუ მარხულობ, სიტყვებითაც, მთელი გონე-
ბითაც უნდა იმარხულო: ნელა იარო, ლასლასით, საგნებისა და ადა-
მიანებისკენ თითი არ უნდა გაიშვირო, არ უნდა დაუსტვინო.
ბავშვებს ხანდახან ავიწყდებათ, რომ მარხულობენ, უჭირთ გა-
მუდმებით თავის შეკავება. ზოგჯერ სიცილი წასკდებათ ან უნებლი-
ეთ ქუჩაში გაირბენენ, მტვრის ბუღს დააყენებენ, ძაღლებს აყეფებენ.
მაგრამ მოხუცებულები არ აცლიან, უჯავრდებიან და ქვებს უშენენ.
ცოტა ხნის შემდეგ ისინიც ჩერდებიან, მარხვით დასუსტებულებს უკ-
ვე სირბილის თავიც აღარა აქვთ.
ეს იმდენ ხანს გრძელდება, რომ ლალას აღარც ახსოვს, რა ხდე-
ბოდა მარხვის დაწყებამდე. ერთ დღესაც აამა ცხვრის საყიდლად
მთაში მიდის და ყველა ხვდება, რომ ნანატრი დღე მოახლოვდა. აა-
მა მარტო მიდის. ასე ამბობს, სელიმ სუსი კარგს ვერაფერს შეარჩევ-
სო. ვიწრო, დაკლაკნილ ბილიკს დაადგება კლდოვანი გორაკების-
კენ, სადაც მწყემსები ცხოვრობენ. ლალა და ბავშვები შორიახლოს
მიჰყვებიან. როცა აამა კლდოვან გორაკებზე ადის, ლალა არტანს
დაეძებს,მაგრამ, იცის, რომ ამაოდ. მწყემსი ხალხმრავლობას ერი-
დება, ცხვრების საყიდლად ასულ ქალაქელებს დაინახავს თუ არა,
იქაურობას მაშინვე გაეცლება. ცხვრებს არტანის დედობილ-მამო-
ბილი ატყავებენ. მიწაში ჩარგული ტოტებით ბაკი გაუკეთებიათ და
მის ჩრდილს ამოფარებულები ელოდებიან მყიდველებს.
აქ სხვა ცხვრებით მოვაჭრეებს, სხვა მწყემსებსაც ნახავთ: გამომ-
შრალ მიწას საქონლის ქონისა და შარდის უცნაური სუნი ასდის. ტო-
ტების ბაკიდან პირუტყვის გულგამგმირავი ბღავილი ისმის. სიტე-
დან, ზოგჯერ ქალაქიდანაც უამრავი ხალხი ამოდის. მანქანებს სი-
ტეს შემოსასვლელში ტოვებენ და ბილიკით ამოდიან. ეს ყვითელკა-
ნიანი, კოსტიუმებში გამოწყობილი ჩრდილოელები ან სამხრეთელი
გლეხები – სუსელები, ფასელები, მოგადოხელები არიან. იციან,
რომ ეს მწყემსების მხარეა. ზოგი მათ ნათესავებს, მეგობრებს იც-
ნობს, ფიქრობს, რომ მორიგდებიან კარგ პირუტყვს იაფად შეიძენ-

126
ენ, ამის გამოა, ბაკის წინ რომ დგანან, ვაჭრობენ, ხელებს იქნევენ,
ცხვრების უკეთ შესათვალიერებიეად იხრებიან.
აამა ბაზარს მშვიდად გადაჭრის. არსად არ გაჩერდება, მხოლოდ
ბაკებს შემოუვლის, თვალს შეავლებს თუ არა, მაშინვე ხვდება, რო-
გორი პირუტყვია. შემოვლას რომ დაამთავრებს, რასაკვირველია,
ცხვარი უკვე შერჩეული ჰყავს. მაშინ გამყიდველთან მიდის და ფასს
ეკითხება და რადგან მაინცდამაინც ეს ცხვარი უნდა, თითქმის არ
ევაჭრება, ისე უხდის საფასურს.თადარიგი დაუჭერია და თოკიც წა-
მოუღია. მწყემსი თოკს ცხვარს კისერზე მიაბამს. ამის შემდეგ ისღა
დარჩენია, ცხვარი წინ გაიგდოს. ცხვრის წამოყვანის პატივი აამას
უფროს ვაჟს, ბარეკს ერგება. ბიჭი ყელში წაჭერილ თოკს მთელი ძა-
ლით ექაჩება. მსხვილ, ჭუყყიან, ყვითელბეწვიან ჭედილას შარდის
სუნი ასდის, მაგრამ ლალას მაინც ცოტათი ეცოდება, როცა თავდახ-
რილი, შეშინებული თვალებით წინ ჩაუვლის. შემდეგ აამას სახლს
უკან, ძველი ფიცრებით მისთვის საგანგებოდ აშენებულ პატარა
ქოხში შეჰყავთ და დარჩენილი დღეებისთვის საჭირო საჭმელ-სას-
მელს უტოვებენ.
და აი, ერთ დილასაც ლალა გამოღვიძებისთანავე ხვდება, რომ
დღესასწაული დადგა. არავის არაფერი უთქვამს, თავისით ხვდება.
თვალს გაახელს და დღის სინათლეს იხილავს თუ არა, მაშინვე ფეხ-
ზე წამოხტება და სხვა ბავშვებთან ერთად უკვე გარეთაა. უკვე იგ-
რძნობა სადღესასწაულო ფაციფუცი, ფიცრებისა და გუდრონისქა-
ღალდებიან სახლებს ჩიტების ხმაურივით მოედება.
ჯერ კიდევ ცივ მიწაზე ლალა როგორც შეუძლია, სწრაფად მირ-
ბის. ველებს გადაივლის, ვიწრო ბილიკებით ზღვას მიადგება. სი-
ლახვავების წვერზე ასულს ზღვის ქარი ერთი შებერვით, მძლავრად
ეხეთქება, ნესტოებს უხშობს და უკან მიაბარბაცებს. მუქი, აბობოქ-
რებული ზღვაა, მაგრამ ცა ჯერ კიდევ ისეთი ნაზი მტრედისფერი,
რომ ლალას აღარ ეშინია. სწრაფად იხდის და დაუფიქრებლად
წყალში გადაეშვება. აბობოქრებული ტალღა ითრევს, ქუთუთოებსა
და დაფის აპკებზე ეხეთქება, ნესტოებში შესდის. მარილიანი წყალი
პირს უვსებს, ყელში ჩასდის. მაგრამ ამ დღეს ზღვის არ ეშინია, მარი-

127
ლიან წყალს დიდი ყლუპებით ყლაპავს, ტალღიდან მთვრალივით
ბარბაცით, მარილისგან დაბრმავებული გამოდის. შემდეგ ისევ
ტალღაში შედის და ნაპირის გასწვრივ დიდხანს მიცურავს. ზღვის
მიქცევისას ჯერ ქვიშაზე მუხლები ეკაწრება, შემდეგ მის ირგვლივ
გაბერილი ტალღის წვერზე მოექცევა.
ამ დროს თავზე მისი საყვარელი, ქათქათა თეთრი თოლია ნელა,
ოდნავი ჟივილით გადაუფრენს. ლალა ხელს უქნევს, რომ როგორმე
მიიტყუოს, უყვირის რაც პირზე მოადგება.
– ჰე! კალა! ილა! ზემზარ! ჰორიია! ჰაბიბ! შერარა! ჰაიმ!..
როცა ბოლო სახელს წამოიყვირებს, თოლია თავს დახრის, უყუ-
რებს და გოგონას ირგვლივ წრეებს შემოუვლის:
– ჰაიმ! ჰაიმ! – ისევ უყვირის ლალა, ახლა უკვე დარწმუნებული,
რომ ეს იმ მეზღვაურის სახელია, ზღვაში რომ დაიკარგა, რადგან ეს
სახელი „მოხეტიალეს“ ნიშნავს.
– ჰაიმ! ჰაიმ! მოდი რა, გეხვეწები!
თეთრი თოლია კიდევ ერთ წრეს შემოწერს. შემდეგ ნაპირის გა-
ყოლებაზე ქარს მიჰყვება იმ ადგილისკენ, სადაც ყოველ დილით
თოლიები სანაგვისკენ გასაფრენად იკრიბებიან.
ლალა ოდნავ ძაგძაგებს. უკვე გრძნობს, ზღვისა და ქარის სუსხმა
ტანში როგორ შეატანა. მზე უკვე სულ ახლოსაა. კლდოვან გორა-
კებს უკან, იქ, სადაც არტანი ცხოვრობს, სადაც ვარდისფერი და ყვი-
თელი სხივი იბადება. ლალას ხორკლიანი კანი აქვს, ამიტომაც მის
კანზე სინათლე ზღვის წყლის წვეთებს აელვებს. ქარი ძლიერად უბე-
რავს. ლურჯი კაბა თითქმის მთლიანად ქვიშიანია. იქაურობას ისე
ტოვებს, რომ შეშრობას არ ელოდება. ხან სირბილით, ხან ნელი ნა-
ბიჯით შინ ბრუნდება.
სახლის ზღურბლთან ჩაკუზული აამა ქაფქაფა ზეთით სავსე დიდ
ქვაბში ფუნთუშებს აცხობს, მაყალი წითლად ელავს დილის ჯერ კი-
დევ გაუფანტავ ბნელში.
ლალას ყველაზე მეტად ალბათ დღესასწაულის ეს წუთი უყვარს.
ჯერ კიდევ ზღვის სიგრილისგან აძაგძაგებული, გავარვარებული
მაყლის წინ ჯდება და აშიშხინებულ ფუნთუშებს აკნატუნებს. ფაფუკი

128
ცომის გემოსა და ღრმად, ყელში შემორჩენილ ზღვის წყლის სიმ-
წკლარტეს გრძნობს.
აამა მის სველ თმას მოჰკრავს თვალს და გაუჯავრდება,მაგრამ
ძალიან არა, დღესასწაულის გამო თავს იკავებს. აამას შვილებიც
მოდიან და ძილისგან ჯერ კიდევ დასიებული თვალებით მაყალს შე-
მოუსხდებიან. მათ სელიმ სუსიც მოჰყვება. ქარვისფერი ფუნთუშე-
ბით სავსე დიდი თიხის თეფშიდან ფუნთუშებს იღებენ და ჩუმად შე-
ექცევიან. აამას ქმარი ნელა ჭამს, ყბებს ისე ამოძრავებს, თითქოს
ცოხნისო. დროდადრო ჩერდება კიდეც, ხელებზე ჩამოწუწულ ზეთის
წვეთებს ილოკავს. ხმის ამოუღებლად ვერ ჩერდება, რაღაცას მაინც
ჰყვება, არავის რომ არ აინტერესებს, ისეთს.
ამ დღეს თითქოს სისხლის სუნი ტრიალებს, რადგან ცხვარი უნ-
და დაიკლას. უცნაური შეგრძნებაა, თითქოს რაღაც სასტიკი და შე-
მაძრწუნებელი რამ ხდება. უსიამოვნო სიზმრის გახსენებასავით
გულს გიძგერებს. ქალები და კაცები ხალისობენ, ყველა ხალისობს,
რადგან მარხვის დამთავრების შემდეგ შეგიძლია ძღომაზე ჭამო.
მაგრამ ლალა ცხვრის გამო მთლად კმაყოფილი მაინც ვერ არის.
ძნელი ასახსნელია... თითქოს შიგნით, რაღაცა არ ასვენებს, გაქცე-
ვის სურვილს აღუძრავს. ეს განსაკუთრებით დღესასწაულის დღეებ-
ში აფიქრებს, იქნებ ისიც არტანივითაა, იქნებ დღესასწაულები მის-
თვისაც არ არის.
ყასაბიც გამოჩნდა. ზოგჯერ მის მაგივრობას მებადური ნამანი
სწევს, რადგან ებრაელია და ცხვრის დაკვლას არ ერიდება. ეს კი სა-
იდანღაც მოსული, ვინმე ესაუელია დაკუნთული, მსხვილი მკლავე-
ბითა და ბოროტი სახით. ლალას ის ეზიზღება, აი, ნამანი კი სხვანა-
ირია. ამას მხოლოდ მაშინ აკეთებს, თუ სთხოვენ. უბრალოდ უნდა,
გასიამოვნოს, სხვა არაფერი. თანაც ერთი ნაჭერი შემწვარი ხორცის
გარდა სხვა გასამრჯელოზე უარს ამბობს. ყასაბი ბოროტია. ცხვარს
ისე არ დაკლავს, ფული თუ არ მიეცი. პირუტყვს წყაროსთან, დატ-
კეპნილმიწიან მოედნისკენ თოკით მიათრევს. ლალა ზღვისკენ გარ-
ბის, რომ პირუტყვის გულგამგმირავი ბღავილი არ გაიგონოს.და-
ნაწყვეტ-ნაწყვეტად ამოფრქვეული სისხლი არ დაინახოს, როცა ყას-

129
აბი ცხოველს ბასრი დანით ყელს სჭრის. შავი სისხლი მომინანქრე-
ბულ ჯამებს ავსებს და ოხშივარი ასდის. მაგრამ ლალა იქ დიდხანს
ვერ ჩერდება. ნდომა, შიმშილი მთელ მის არსებაში თრთის და ერთ
ადგილას არ აყენებს. შინ დაბრუნებულს მკაფიოდ ესმის ცეცხლის
ტკაცატკუცი. შემწვარი ხორცის მადის აღმძვრელი სუნი სცემს.
აამას არ უყვარს, როცა ცხვრის საუკეთესო ნაჭრების შეწვაში ეხ-
მარებიან. მარტო უყვარს ცეცხლთან ფუსფუსი. ჩაცუცქდება და ხორ-
ცის ნაჭრებაცმულ შამფურებს ატრიალებს. როცა ბარკლები და ნეკ-
ნები კარგად მოიშუშება, ცეცხლიდან გადმოდგამს და ასევე ნაკვერ-
ჩხლებზე დადგმულ გამომწვარი თიხის დიდ თეფშზე აწყობს. შემდეგ
ლალას ეძახის, რადგან ბოლში გამოყვანის დრო დგება. ლალას-
თვის ესეც დღესასწაულის უსაყვარლესი წუთია. იქვე, აამასთან ახ-
ლოს, ცეცხლს მიუჯდება და ცეცხლისა და ოხშივრის მიღმა მის სახეს
შეჰყურებს. დროდადრო აამა ერთ მუჭა ნოტიო ბალახს ან მწვანე
მერქანს ცეცხლში აგდებს. იქიდან შავი ბოლის ხვეულები ამოდის.
აამა ცოტას ლაპარაკობს, ხანგამოშვებით, თან ხორცს ამზადებს.
ლალა მასაც უსმენს, ცეცხლის ტკაცუნსაც, მათ ირგვლივ მოთამაშე
ბავშვების ჟივილ-ხივილსაც და კაცების გნიასსაც; თბილ და მძაფრ
სუნს შეიგრძნობს, რომელსაც მისი სახე, თმა, ტანსაცმელი გაუჟღენ-
თია. პატარა დანით ხორცს მომცრო ნაჭრებად თლის, ცეცხლზე და-
კიდებულ მწვანე ხის ცხაურაზე აწყობს, იქ, სადაც ბოლი ცეცხლს
სცილდება. ამ დროს აამა წარსულს იხსენებს, უყვება, როგორ ცხოვ-
რობდნენ მთებს გადაღმა, სამხრეთის მიწებზე, იქ, საიდანაც უდაბ-
ნოს ქვიშა იწყება და ცასავით ლურჯი წყაროს წყლებია.
– აამა, გეთაყვა, მომიყევი რა რამე ჰავაზე? – არ ეშვება ლალა.
და რადგან წინ გრძელი დღე ელით და სხვა საქმეც არაფერი
აქვთ – მთელი დღე ბოლის ბუღში ხორცის ნაჭრების გამოშრობას
უნდა უყურონ, თან ხანდახან ტოტით ადგილი უნდა შეუნაცვლონ, ან
თითები აილოკონ, რომ არ დაეწვათ, აამა მოყოლას იწყებს. თავი-
დან დინჯად და გაუბედავად, თითქოს გახსენება უჭირსო, რაც ასე
ესადაგება ლურჯ ცაში ნელ-ნელა ამომავალი მზის სიმხურვალეს,
ცეცხლის ალების ტკაცუნს, ხორცისა და ბოლის სუნს.

130
– ლალა ჰავა (ასე ეძახის აამა) ჩემზე უფროსი იყო, მაგრამ კარ-
გად მახსოვს ის დღე, მამაშენმა პირველად რომ მოიყვანა ჩვენთან.
სამხრეთიდან იყო, დიდი უდაბნოდან. იქ გაეცნო მამაშენსაც. მისი
ტომი დიდი მა ელ-აინინის, თვალთა ჯავარის ოჯახიდან მოდიოდა
და სამხრეთში, საგიეტ ელ-ჰამრაში, წმინდა ქალაქ სმარაში ცხოვ-
რობდა. მას შემდეგ, რაც ქრისტიანმა ჯარისკაცებმა ქალები, ბავშვე-
ბი და კაცები აყარეს თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან, მათი
ტომი იძულებული გახდა, ეს მიწები დაეტოვებინა და უდაბნოს და-
უსრულებელ გზას გასდგომოდაო, გვიყვებოდა დედაშენი მოგვიანე-
ბით – იმხანად სუსში ძალიან გვიჭირდა, მაგრამ ყველანი ერთად
ბედნიერად ვგრძნობდით თავს, რადგან მამაშენს ლალა ჰავა ძალი-
ან უყვარდა. ისიც სულ კისკისებდა და მღეროდა, გიტარაზეც უკრავ-
და. სახლის წინ მზეზე ჩამოჯდებოდა და რას არ მღეროდა ხოლმე...
– რას, რას მღეროდა, აამა?
– სამხრეთულ სიმღერებს, ზოგს შლეჰების ენაზე, ასაკას, გული-
მინის, ტანტანის სიმღერებს, მე ისე ვერასოდეს ვიმღერებ.
– არა უშავს, აამა, მაინც იმღერე რა, მინდა გავიგონო, სხვა არა-
ფერი.
მაშინ აამა ცეცხლის ტკაცუნის ფონზე ხმადაბლა ამღერდება.
ლალა სუნთქვაშეკრული უსმენს, უკეთ რომ გაიგონოს დედამისის
სიმღერა.
– ერთ დღესაც, ოჰ, ერთ დღესაც ყვავი გათეთრდება, ზღვა დაშ-
რება, კაქტუსის ყვავილიდან ნექტარს ამოიღებენ, აკაციის ტოტებით
საწოლს ააწყობენ, ოჰ, ერთ დღესაც, გველს პირში შხამი დაუშრება,
თოფის ტყვიები უვნებელი გახდება, მე კი ამ დღეს დავტოვებ ჩემს
სიყვარულს...
ლალა ცეცხლში მოჩურჩულე ხმას უსმენს, აამას სახეს კი ვერ ხე-
დავს – დედამისის ხმა ჰგონია.
– ერთ დღესაც, ოჰ, ერთ დღესაც უდაბნოში ქარი აღარ დაუბე-
რავს, ქვიშის მარცვლები შაქარივით დატკბება, ყოველი თეთრი
ლოდის ქვეშ წყარო ამოჩუხჩუხდება,ერთ დღესაც, ოჰ, იმ ერთ დღეს
ფუტკრებიც მიმღერებენ, რადგან იმ დღეს დავკარგავ ჩემს სიყვარ-

131
ულს...
აამას ხმა უკვე შეეცვალა, უფრო ძლიერი და მსუბუქი გაუხდა,
ფლეიტასავით მაღალ ბგერებს იღებს, სპილენძის ზანზალაკებივით
ჟღერს. სრულიად განსხვავებული, ახალგაზრდა, უცნობი ქალის
ხმა, ცეცხლებისა და კვამლის ფარდებიდან გაისმის, ლალასთვის,
მხოლოდ მისთვის მღერის.
‒ ოჰ, ერთ დღესაც ბნელში ინათებს, მთვარის წყალი უდაბნოში
გუბეებს დააყენებს, ცა ისე ჩამოწვება, რომ ვარსკვლავებს ხელით
შესწვდები... ერთ დღესაც, ოჰ, ერთ დღეს ჩემს თვალწინ ჩემივე
ჩრდილი აცეკვდება და სწორედ ამ დღეს დავკარგავ ჩემს სიყვა-
რულს...
შორეული ხმა ლალას თრთოლვასავით გადაუვლის, ეხვევა,
მზის შუქზე მოცეკვავე ალების ყურებით თვალები უჭრელდება, სიმ-
ღერის სიტყვებს ხანგრძლივი სიჩუმე მოსდევს. ლალა შორს მუსი-
კის ხმებს და სადღესასწაულო საყვირების რიტმებს არჩევს. ამჯე-
რად მარტოა, აამა თითქოს წავიდა და იმ უცნობ ხმასთან დატოვა,
რომელიც ამ სიმღერას უმღერის.
– ერთ დღესაც, ოჰ, ერთ დღესაც სარკეში ჩავიხედავ და შენს სა-
ხეს დავინახავ, ჭის ფსკერზე შენი ხმა აჟღერდება, ქვიშაზე შენს ნა-
ფეხურებს ვიცნობ. ერთ დღესაც, ოჰ, ერთ დღესაც აღსასრულის მო-
ახლოებას ვიგრძნობ, რადგან ამ დღეს დავკარგავ ჩემს სიყვა-
რულს...
ხმა ახლა უკვე დაბალი, მოგუდულია. კვნესას გაგონებს, მოციმ-
ციმე ცეცხლის ალში ოდნავ ცახცახებს, ლურჯი კვამლის ხვეულებში
იკარგება.
– ერთ დღესაც, ოჰ, ერთ დღესაც, მზე დაბნელდება, დედამიწა შუ-
აგულამდე გადაიხსნება, ზღვა უდაბნოს დაფარავს. ერთ დღესაც,
ოჰ, ერთ დღესაც თვალისჩინი წამერთმევა, ჩემი პირი შენს სახელს
ვეღარ წარმოთქვამს, გული აღარ დამეტანჯება, რადგან იმ დღეს მე
დავტოვებ ჩემს სიყვარულს···
უცნობი ხმა ჩურჩულ-ჩურჩულით ქრება, ცეცბლსა და ლურჯ
ბოლში იკარგება. ლალა კიდევ დიდხანს ელოდება გატრუნული, სა-

132
ნამ იმედი ბოლომდე არ გადაეწურება. თვალები ცრემლებით ევსე-
ბა, გული უმძიმდება, მაგრამ ხმას არ იღებს. აამა კი ხორცის ნაჭ-
რებს თლის და შუა კვამლში ხის ცხაურაზე აწყობს.
– აამა, კიდევ მითხარი რა რამე მასზე.
– ლალა ჰავამ ბევრი სიმღერა იცოდა, შენსავით ლამაზი ხმა
ჰქონდა. ცეკვაც იცოდა და გიტარაზე და ფლეიტაზე დაკვრაც. მაგ-
რამ მამაშენის დაღუპვის შემდეგ სულ შეიცვალა, აღარც გიტარაზე
დაუკრავს და აღარც უმღერია. სიმღერის სურვილი, შენ რომ დაიბა-
დე, მაშინაც არ გასჩენია. მხოლოდ ღამით გიმღეროდა, როცა ტი-
როდი იავნანათი გაძინებდა.
ახლა შემწვარი ხორცის სუნით გაღიზიანებული კელებიც მოფ-
რინდნენ. ჯგუფ-ჯგუფად კერიასთან ზუზუნებენ, ხორცის ნაჭრებზე ჩა-
მოსხდომას ლამობენ. მაგრამ ოხშივარი არ ანებებს, გუდავს და გაბ-
რუებულები, ცეცხლში იჭრებიან. ზოგი ნაკვერჩხალში ვარდება და
ყვითელ ცეცხლში სწრაფად იწვის, ზოგიც უკვე მკვდარი, ნახევრად-
დამწვარი მიწაზე ეცემა. საბრალო კელები! თავიანთი წილი ხორ-
ცისთვის მოფრენილან, მაგრამ ვერ მოუხერხებიათ მისი დათრევა.
მწკლარტე ბოლისგან გაბრუებულებსა და გაშმაგებულებს ხის ცხა-
ურაზე დასხდომა ვერ მოუხერხებიათ. ამიტომაც ღამის პეპლებივით
დაბრმავებულები უაზროდ წინ მიფრინავენ და იხოცებიან. ლალა
ერთ ნაჭერ ხორცს გადაუგდებს, შიმშილი რომ მოუკლას, ცეცხლს
რომ განარიდოს. ერთ-ერთი მათგანი ეცემა და კისერზე ჰკბენს.
„ვაიმე!“– წამოიყვირებს ლალა, დაიჭერს და შორს მოისვრის, მი-
უხედავად იმისა, რომ ძალიან სტკივა, მაინც ებრალება, რადგან გუ-
ლის სიღრმეში უყვარს კელები.
აამას კი კელები არ ადარდებს. ჩვარს იქნევს და თავიდან იცი-
ლებს, თან ცხაურაზე ხორცის ნაჭრებს აბრუნებს.
– შინ ჯდომა არ უყვარდა... – განაგრძობს ოდნავ მოგუდული
ხმით, თითქოს ძალიან დიდი ხნის წინ ნანახ სიზმარს ჰყვებოდეს.–
ზურგზე თავშლით აგიკრავდა ხოლმე და შორს, შორს მიჰყავდი.
არავინ იცოდა, სად მიდიოდა. ავტობუსს ზღვამდე ან მეზობელ სოფ-
ლებამდე მიჰყვებოდა. ბაზრებს, წყაროებს, იმ ადგილებს შემოუვლ-

133
იდა, სადაც უცნობი ხალხიირეოდა. ქვაზე ჩამოჯდებოდა და გამ-
ვლელ-გამომვლელს ათვალიერებდა. ალბათ მათხოვარიც ეგო-
ნათ... ოჯახში საქმიანობა არ უყვარდა, რადგან ჩემი მშობლები უხე-
შად ეპყრობოდნენ. მე კი დასავით მიყვარდა...
– კიდევ ერთხელ მომიყევი რა, როგორ მოკვდა.
– ამ სადღესასწაულო დღეს რა დროს ესაა! – ეუბნება აამა.
– არაფერია, აამა, მაინც მომიყევი რა რამე მისი სიკვდილის შე-
სახებ.
ცეცხლის ალებით დაშორებული აამა და ლალა ვერ ხედავენ
კარგად ერთმანეთს. მაგრამ თითქოს რომელიღაც სხვა მზერა მათ
სხეულში ღრმად ატანს და ყველაზე მტკივნეულ ადგილს ეხება.
კვამლის ნაცრისფერი და ლურჯი ბოლქვები ცეკვავს, ღრუბელი-
ვით იხსნება და იკვრება. მწვანე ხის ცხაურებზე ხორცის ნაჭრები
ძველი ტყავივით ყავისფრად იფერება. მოშორებით მზე ნელა ჩადის,
ზღვის დონე ქართან ერთად მატულობს. კალიების ჭრიჭინი, სიტეში
ანცი ბავშვების ჟივილ-ხივილი, ადამიანთა ხმები, მუსიკა გაისმის.
მაგრამ ლალას აღარაფერი ესმის. მთლიანად მინდობია იმ ხმის
ჩურჩულს დიდი ხნის წინათ გარდაცვლილი დედის ამბავს რომ უყ-
ვება.
– იმას, რაც მოხდა, არავინ ელოდებოდა, არავინ. ერთ დღესაც
ლალა ჰავამ დაღლილობა იგრძნო, მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუ-
არა. ასე გასტანა რამდენიმე დღეს. უჭმელ-უსმელი გაუნძრევლად
ისე იწვა, რომ ერთხელაც არ დაუჩივლია. თუ ვინმე ჰკითხავდა, რა
დაგემართაო, უპასუხებდა: არაფერი, არაფერი, გადავიღალე, ეს
არის და ესო.
შენ კი მე გივლიდი, გაჭმევდი. ლალა ჰავა ლოგინიდან წამოდ-
გომასაც ვერ ახერხებდა... რადგან სოფელში ექიმი არ ჰყავდათ და
დისპანსერიც შორს იყო, არავინ იცოდა, რითი დახმარებოდა. ერთ
დღესაც, თუ არ ვცდები, მისი ავადმყოფობის მეექვსე დღეს, ლალა
ჰავამ თავისთან მიმიხმო და ძალიან მისუსტებული ხმით მითხრა:
ვკვდებიო. ეს იყო და ეს... უცნაური ხმა ჰქონდა, მთელ სახეზე ნაც-
რისფერი დასდებოდა, თვალები უელავდა. მაშინ შემეშინდა, შინიდ-

134
ან შურდულივით გამოვვარდი და იქაურობას გაგაცალე, შორს, რამ-
დენადაც შემეძლო შორს, სოფლის იქით, ერთ გორაკზე აგიყვანე.
მთელი დღე იქ, ხის ჩრდილში გავატარეთ, შენ ჩემს გვერდით თამა-
შობდი. შინ რომ დავბრუნდით, გეძინა. მე დედაჩემის და ჩემი დების
ტირილი მომესმა, მამაჩემი სახლის წინ იდგა და მითხრა: ლალა ჰა-
ვა მოკვდაო...
ლალა სულგანაბული უსმენს. თან ლურჯი ცისკენ დაძრული
კვამლის გრიგალს მისჩერებია. მის ფონზე აცეკვებულ ცეცხლის
ალებს ტკაცატკუცი გაუდით. გაბრუებული კელები ისევ დაფრინა-
ვენ, ჭურვებივით გადაკვეთენ ცეცხლს და ფრთებდამწვრები მიწას
ენარცხებიან. ლალას მათი ზუზუნიც ესმის, ფიცრებისა და გუდრო-
ნის მუყაოიანი სიტეს ერთადერთი ბუნებრივი მუსიკა.
– ამას არავინ ელოდებოდა, – განაგრძობს აამა, – ვინც შეიტ-
ყობდა, ყველა ტიროდა. მეც სიცივემ ამიტანა, ასე მეგონა, მეც უნდა
მოვმკვდარიყავი. ყველას შენი ბედი ადარდებდა, შენ კი ისე პატარა
იყავი, რომ არაფერი გაგეგებოდა. მოგვიანებით, მამაჩემის გარ-
დაცვალების შემდეგ, საცხოვრებლად აქ, სიტეში, სუსისთან მომიხ-
და გადმოსვლა და შენც თან წამოგიყვანე.
ხორცის ნაჭრების დაშაშხვას კიდევ დიდი დრო დასჭირდება.
ამასობაში აამა მოყოლას განაგრძობს, მაგრამ ჰავაზე აღარაფერს
ამბობს. ამჯერად ალ აზრაკის, ლურჯი კაცის შესახებ ჰყვება, კაცისა,
რომელიც ქარსა და წვიმას განაგებდა, ყოველივეს, თვით ქვებსა და
ბუჩქებსაც იმორჩილებდა. ალ აზრაკი დიდი უდაბნოს შუაგულში,
ტოტებითა და პალმის ფოთლებით ნაგებ ერთადერთ ქოხში ცხოვ-
რობდა. ცაში, ლურჯი კაცის თავზე, უამრავი სხვადასხვა ჩიტი და-
ფარფატებდა, ციურ ჰანგებს მღეროდა და მის ლოცვას უერთდებო-
და. მხოლოდ სულით უმანკოები აგნებდნენ მის ადგილ-სამყო-
ფელს, სხვები კი გზაკვალაბნეულები დაეხეტებოდნენ უდაბნოში.
– კელებთანაც შეეძლო დალაპარაკება? – ეკითხება ლალა,
– კელებთანაც, გარეულ ფუტკრებთანაც. ის ხომ მათი მბრძანე-
ბელი იყო. იცოდა, რომელი სიტყვებით მოეთვინიერებინა. სიმღე-
რით შეეძლო კელები, ფუტკრები და ბუზები მტრისთვის მიერეკა. თუ

135
მოისურვებდა, შეეძლო, მთელი ქალაქი დაენგრია. მაგრამ რადგა-
ნაც მართალი კაცი იყო, თავის უნარს მხოლოდ სიკეთის საქმნელად
იყენებდა.
უდაბნოზეც უყვება, დიდ უდაბნოზე, რომელიც გულიმინის სამ-
ხრეთით, ტარუდანტის აღმოსავლეთით, დრაას ხეობის გადაღმა იშ-
ლება. აამას თქმით, ლალა სწორედ იქ, უდაბნოში,ერთ-ერთი ხის
ძირას დაიბადა. იქ, დიდი უდაბნოს ქვეყანაში თვალუწვდენელი ცაა,
ჰორიზონტს ბოლო არ უჩანს, რადგან თვალს წინ არაფერი ეღობე-
ბა. უდაბნო ზღვასავითაა, მაგარ ქვიშაზე მქროლავი ქარის ტალღე-
ბით, გადახლართული ბუჩქნარების ქაფით, ბრტყელი ქვებით, მღი-
ერების ლაქებით, მარილის კრისტალებითა და შავი ჩრდილით, ორ-
მოებს რომ ემსგავსება როცა მზე დედამიწას უახლოვდება. აამა კი-
დევ დიდხანს ილაპარაკებს უდაბნოზე, ამასობაში ცეცხლი ნელ-ნე-
ლა ქრება, კვამლი მსუბუქი, გამჭვირვალე ხდება, ნაკვერჩხლები
თანდათანობით ერთგვარი ვერცხლისფერი მთრთოლავი ნაცრით
იფარება.
– იქ, დიდ უდაბნოში, მთელი დღეები შეიძლება ისე იარო, რომ
ერთ სახლს, ერთ ჭასაც ვერ შეხვდე. უდაბნო იმხელაა, რომ ვერავინ
შეძლებს მის შეცნობას .უდაბნოში შესული კაცი ზღვაში გასულ გემს
ჰგავს. არავინ იცის, როდის დაბრუნდება.
ზოგჯერ ქარიშხალიც ამოვარდება ხოლმე, მაგრამ აქაური ქა-
რიშხალი არ გეგონოს, საშინელი ქარიშხალია. ქარი ქვიშას გლეჯს
და ცისკენ მიაქვს, ადამიანები ქრებიან, ქვიშაში იძირებიან და იღუ-
პებიან, ქარიშხალში გზააბნეული გემებივით იკარგებიან. მათ სხე-
ულს კი ქვიშა ინახავს. ამ ქვეყანაში ყველაფერი განსხვავებულია,
მზეც სხვანაირია, აქაურს არ ჰგავს, ბევრად უფრო მწველია. იქიდან
ზოგი დაბრმავებული, დამწვარი სახით ბრუნდება. ღამით გზააბნე-
ული ადამიანების ძვალსა და რბილში სიცივე ატანს, ტკივილისგან
ყვირიან. კაცებიც განსხვავებულები არიან... გაბოროტებულები
მსხვერპლს მელასავით უდარაჯებენ, ეპარებიან. არტანივით შავებს
ლურჯი ტანისამოსი აცვიათ, სახეს მალავენ, ადამიანები კი არა, ნამ-
დვილი ჯინები, დემონის ნაშიერები არიან, ავსულებთან აქვთ კავში-

136
რი, ჯაოქრებივით
ამ დროს ისევ ალ-აზრაკი, ლურჯი კაცი, გაახსენდება, უდაბნოს
ნამდვილი განმგებელი, რომელმაც შუაგულ უდაბნოში წყარო გა-
აჩინა. აამასაც ის გაახსენდება და განაგრძობს:
– ლურჯი კაციც უდაბნოს ჩვეულებრივი კაცივით ცხოვრობდა,
სანამ ღვთის კურთხევას მიიღებდა. შემდეგ თავისი ტომი, ოჯახი მი-
ატოვა და განმარტოვდა. ყველაფერი იცოდა, რაც უდაბნოს ხალხმა
იცის. ხელებით განკურნვის უნარიც მემკვიდრეობით ჰქონდა მიღე-
ბული. ლალა ჰავასაც გააჩნდა ამის უნარი – სიზმრების ახსნა,მო-
მავლის ამოცნობა, დაკარგული ნივთების პოვნაც შეეძლო. თუ ვინ-
მე შეიტყობდა, ალ აზრაკის ჩამომავალი რომ იყო, მიდიოდა და რჩე-
ვას ეკითხებოდა. ის ზოგჯერ უპასუხებდა მათ შეკითხვებს, ზოგჯერ
კი პასუხის გაცემას თავს არიდებდა.
ლალა საკუთარ ხელებს დასჩერებია. ნეტა რა იმალება მათში?
ბიჭივით დიდი და ძლიერი ხელები აქვს, მაგრამ კანი ნაზი და თითე-
ბი წვრილი.
– აამა,მეც ხომ არა მაქვს ეს უნარი?
აამა იცინის. დგება და იზმორება.
‒ მოეშვი ამაზე ფიქრს, – ეუბნება – ხორცი უკვე მზადაა, ახლა
კერძში ჩავაწყოთ.
აამა ცოტა ხნით დატოვებს იქაურობას. ლალას ცხაურა გადმო-
აქვს და ხორცის ნაჭრებს თიხის დიდ თეფშზე აწყობს. ხან ერთ ნა-
ჭერს შემოაჭამს ბოლოს, ხან მეორეს. ცეცხლის ჩაქრობისთანავე
კელები ჯგუფ-ჯგუფად მოფრინავენ, ლალას ხელებთან გამაყრუებ-
ლად ბზუიან, თმაში ედებიან. მაგრამ ლალას მათი მაინც არ ეშინია.
მშვიდად იცილებს. კიდევ ერთ ნაჭერ შებოლილ ხორცს გადაუგ-
დებს, – მათთვისაც ხომ განსაკუთრებული დღეა.
შემდეგ ზღვისკენ მიდის. სილახვავებისკენ ვიწრო გზას მიუყვება
მაგრამ წყალთან არ მიდის. ქარისგან დაცული რომ იყოს, სილახვა-
ვების მეორე მხარეს ჩერდება და ქვიშაში ჩაღრმავებულ ადგილს
ეძებს წამოსაწოლად. როგორც კი ასეთ ადგილს იპოვის, სადაც არც
თავცეცხლები შეაწუხებენ და არც ჭიანჭველები, ზურგზე წვება, მკლ-

137
ავებს სხეულის სიგრძეზე იწყობს და ფართოდ გახელილი თვალე-
ბით ცას შესცქერის. სქელი, თეთრი ღრუბლები აქეთ-იქით დასრია-
ლებენ. სასიამოვნოა, როცა არ უყურებ და ისე გესმის ზღვის მშვიდი
ხმაური, ქვიშაზე გახახუნება, თან თევზიყლაპიების ჟივილიც ჩაგეს-
მის, ქარზე რომ მისრიალებენ და მზის სინათლეს აციმციმებენ; ხმე-
ლი ბუჩქების, აკაციის ნაზი ფოთლების შრიალიც, ფიჭვის ნემსების
შარიშურიც, წყლის ჩხრიალს რომ წააგავს. ხორცის სუნის გამო ხე-
ლებზე რამდენიმე კელა დაჰბზუის.
ასეთ დროს ლალა ლამობს, ისევ ის უცხო ხმა გაიგონოს, რომე-
ლიც შორს, ძალიან შორს, თითქოს სხვა ქვეყანაში მღერის. წკრი-
ალა ხმა მაღალ და დაბალ ბგერებს თავისუფლად იღებს, წყაროების
ხმაურს, მზის სინათლეს მიაგავს. ცა მის თვალწინ ნელ-ნელა იქუფ-
რება, მაგრამ გვიან ბინდდება, რადგან ზამთრის მიწურულია და წე-
ლიწადის ნათელი დრო დგება. ჯერ ნაცრისფრად ირიჟრაჟებს, შემ-
დეგ წითლად. ცეცხლის ფაფარივით სქელი ღრუბლები ჩნდება. ლა-
ლა ისევ სილახვავებს შორის, ქვიშის ორმოშია გაწოლილი, ცასა და
ღრუბლებს თვალს ვერა სწყვეტს. ზღვისა და ქარის ხმაურში თო-
ლიების ყურისწამღებ ჟივილში, ღამის გასათენებელს რომ დაეძე-
ბენ. აშკარად ჩაესმის ტკბილი ხმა. მკაფიო ხმა, მაგრამ ოდნავ აცახ-
ცახებული სევდიან სიმღერას მოთქვამს, თითქოს გული წინასწარვე
უგრძნობდა, სიკვდილს რომ უნდა ჩაეხშო, იმ წყალივით კრიალა
ხმა, გაწელილი გვალვიანი დღეების შემდეგ რომ სვამ და წყურვილს
არ გიკლავს. ეს მუსიკა ცასა და ღრუბლებში იბადება, სილახვავთა
ქვიშაში გაისმის, ყველგან აღწევს და თრთის, თავცეცხლას ხმელ
ფოთლებშიაც კი. ის ლალას, მხოლოდ მას უმღერის, თავს ევლება,
თავის თბილ წყალში განბანს, თმაზე, შუბლზე, ტუჩებზე ხელს უს-
ვამს, ესიყვარულება, ეფინება და ლოცავს. ამ დროს ლალა შეტრი-
ალდება, სახეს ქვიშაში ჩარგავს. რაღაც ინგრევა, იმსხვრევა მასში.
ცრემლები უჩუმრად ჩამოსდის. არავინ დაადებს მხარზე ხელს და
ჰკითხავს: „რატომ ტირი, პაწაწავ?“ უცნობი ხმა კი მხურვალე ცრემ-
ლებს აღვრევინებს, მისი სულის სიღრმეში წლობით გაქვავებულ
სურათებს აცოცხლებს. ცრემლები ქვიშაში ჩადის და მის ნიკაპქვეშ

138
პატარა ლაქას დააჩნევს. ლოყებზე, ტუჩებზე ქვიშას აწებებს. უცებ
აღარაფერია. ხმა ცის სიღრმეში იკარგება. უკვე მუქი ლურჯი, ხავერ-
დოვანი, მშვენიერი ღამე ჩამოწვა. სხივმფენ ღრუბლებს შორის ვარ-
სკვლავები კიაფობს. ლალა ცახცახს აუტანია, ისეთს, სიცხის დროს
რომ იცის. ალალბედზე მიდის, სილახვავებს მიუყვება, გზას ციცინა-
თელები უნათებენ. გველების შიშით ნელა ისევ იმ ვიწრო ბილიკს
დაადგება, რომელსაც მისივე ნაფეხურები ჯერ კიდევ ატყვია. სიტეს
უახლოვდება. იქ დღესასწაული გრძელდება.

139
9

ლალა რაღაცას ელის, რას, კარგად თვითონაც არ იცის, მაგრამ


მაინც ელის. სიტეში დღეები იწელება, წვიმის, ქარის, ზაფხულის
დღეები. ზოგჯერ ლალას ჰგონია, რომ მათი ლოდინის მეტს სხვას
არაფერს აკეთებს. მაგრამ, როგორც კი ეს დღეები დგება, ხვდება,
რომ ასე არ არის. ელის. ეს არის და ეს. მაინც რა საოცარი მოთმი-
ნების უნარი აქვს ადამიანს! ალბათ მთელი ცხოვრება რაღაცას
ელის, სინამდვილეში კი არაფერი ხდება.
კაცები ხშირად სხედან ხოლმე ქვაზე, მზეს ეფიცხებიან, თავზე
მოსასხამის კალთა ან პირსახოცი შემოუხვევიათ. წინ იყურებიან.
ნეტა რას გაჰყურებენ? მტვრიან ჰორიზონტს, სავალ გზებს, მსხვი-
ლი, სხვადასხვა ფერის ხოჭოების მსგავს სატვირთო მანქანებს,
კლდოვანი გორაკების მოხაზულობებს, ცაში ამავალ თეთრ ღრუბ-
ლებს. აი,რას უყურებენ. სხვა არაფერი უნდათ. წყაროსთან ქალებიც
ელოდებიან, ხმას არ იღებენ, სახეზე შავ პირბადეშემოხვეულებს,
შიშველი ფეხები მიწაზე ბრტყლად უწყვიათ.
ბავშვებმაც კი იციან ლოდინი. დუქნის წინ ჩამოსხდებიან ხოლმე
და ელიან, ასე, უბრალოდ, არც თამაშობენ და არც ყვირიან. დრო-
დადრო რომელიმე მათგანი წამოდგება და ხურდა ფულით ერთ
ბოთლ ფანტას ან ერთ მუჭა პიტნის კანფეტს ყიდულობს. სხვები კი
უხმოდ მისჩერებიან.
ისეთი დღეებიც არის, როცა არ იცი, სად მიდიხარ, როცა არ იცი,
რა გელოდება. ყველა ქუჩაში, გზისპირას გამოსულა და იცდის. ჩა-
მოძენძილი ბავშვები დიზელის საწვავით, შეშით, ცემენტით დატ-
ვირთული დიდი სატვირთო მანქანის ან ლურჯი ავტობუსის ჩამოვ-
ლას ელოდებიან. ლალა კარგად ცნობს ამ მანქანების ხმას. ზოგჯერ
სიტეს შესასვლელში სხვა ბავშვებთან ერთად ფერდობის ქვაყრილ-
ზე ჩამოჯდება. სატვირთო მანქანის გამოჩენისთანავე ყველა ბავშვი
ქუჩის ბოლოსკენ, შორს იყურება, იქით, სადაც გუდრონის ალმუ-
რისგან აცეკვებული ჰაერი გორაკებს არხევს.
სატვირთო მანქანის გამოჩენამდე ბევრად ადრე ისმის ხოლმე

140
ძრავას ხმაური, ყურთასმენისწამღები, სტვენისმაგვარი გრუხუნი.
დროდადრო სიგნალის ხმაც გაისმის, ექოს გამოსცემს სახლების
კედლებიდან. შემდეგ მტვრის ღრუბელი ჩნდება, ყვითელი ღრუბე-
ლი. მას ძრავას ლურჯი ბოლი ერევა. წითელი სატვირთო მანქანა
გუდრონით დაგებულ გზაზე მთელი სისწრაფით მისრიალებს. მძღო-
ლის კაბინის თავზე მოთავსებული საკვამურიდან ლურჯი ბოლი
ამოდის. მზეს საქარე მინა და ქრომები გადაუხურებია, საბურავები
გუდრონიან გზას ნთქავს. ქარის გამო მანქანა ოდნავ მიხვეულ-მოხ-
ვეულად დადის, რამდენჯერაც მისი ბორბლები გზის მოაჯირს მი-
ეხეთქება, იმდენჯერვე მტვრის ბუღი ცაში იფრქვევა. შემდეგ ბავ-
შვებს ჩაუვლის, ხმამაღლა ასიგნალებს, მის თოთხმეტ შავ ბორბალ-
ქვეშ მიწას ზანზარი გაუდის. მტვრიანი ქარისა და გამონაბოლქვის
მძაფრი სუნი ბავშვებს თბილ სუნთქვასავით გადაუვლის.
კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ ბავშვებს წითელი სატვირთო მან-
ქანები, კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ წითელი სატვირთო მანქანე-
ბის, თეთრი მანქანა-ცისტერნებისა და ყვითელი ამწეების შესახებ.
ასეა, როცა ელოდებიან. ხშირად დადიან გზებზე, ხიდებსა და
ზღვაზე, ყოველივე იმის სანახავად, რაც ერთ ადგილზე არ დგას, არ
ჩერდება.
ზოგი დღე სხვაზე მეტად იწელება. ეს ის დღეებია, როცა შიმში-
ლისგან კუჭი უხმებათ. ლალასთვის ეს კარგად ნაცნობი დღეებია,
როცა სახლში ფული შემოელევათ და აამა ქალაქში სამუშაოს ვერ
შოულობს. სელიმ სუსიმაც აღარ იცის, რა იღონოს, როგორ იშოვოს
ფული. ყველა მოღუშულია, სევდიანი, გაბოროტებულიც კი. ლალა
მთელ დღეს გარეთ ატარებს. კლდოვან გორაკზე შორს, რაც შეიძ-
ლება შორს მიდის, იქ, სადაც მწყემსები ცხოვრობენ და არტანს დაე-
ძებს,ყოველთვის ასეა: როცა ძალიან მოუნდებამისი ნახვა, არტანი
თვითონ გამოჩნდება ხოლმე ხევში, ‒ქვაზე ჩამომჯდარს თავზე
თეთრი ტილო აქვს შემოხვეული, თავის თხებსა და ცხვრებს მწყემ-
სავს. შავი სახე აქვს. მოხუცებულივით გამხდარი და ძლიერი ხელე-
ბი. ლალას ხურმასა და შავ პურს უყოფს, რამდენიმე ნაჭერს მოახ-
ლოებულ მწყემსებსაც სთავაზობს. მაგრამ ამას არაფრად თვლის,

141
თითქოს არაფერი აკლდებოდეს.
დროდადრო ლალა შეხედავს. უყვარს მისი მშვიდი სახე, არწივი-
სებრი პროფილი და მისი მუქი, ჩაღრმავებული თვალებიდან გამოს-
ხივებული შუქი. არტანიც რაღაცას ელის. ალბათ ის ერთადერთია,
ვინც იცის, რასაც ელის, თუმც ამის შესახებ არაფერს ამბობს, მან
ხომ ადამიანების ენა არ იცის. სამაგიეროდ, მის მზერაში შეგიძლია
ამოიკითხო ის, რასაც ელოდება, რასაც დაეძებს. თითქოს ერთი ნა-
წილი კლდოვანი გორაკებისა და თოვლიანი მთების გადაღმა,
უდაბნოს უსასრულობაში, თავისი დაბადების ადგილას დარჩენო-
დეს და სწორედ მას ეძებს, ერთხელაც იქნება, საბოლოოდ რომ გამ-
თლიანდეს.
ლალა მთელ დღეს მწყემსთან ატარებს, ოღონდ ძალიან ახლო-
საც არ მიდის მასთან, მის მახლობლად ქვაზე ჩამოჯდება და წინ იყუ-
რება. უყურებს, ქარი ცეკვა-ცეკვით როგორ უვლის ამომშრალ ხე-
ობას, აკვესებულ თეთრ სინათლეებს და ცხვრებისა და თხების ფა-
რას, თეთრ ქვებში ნელა რომ მიიზლაზნება.
ასეთ სევდიან, კაეშნის აღმძვრელ დღეებში მხოლოდ არტანი თუ
გაძლებს აქ. თქმაც არ სჭირდება, ერთი შეხედვაც საკმარისია, პური
და ხურმა რომ გაგინაწილოს, სანაცვლოდ კი არაფერს ითხოვს. ურ-
ჩევნია კიდეც, მისგან ოდნავ მოშორებით თუ ხარ, თხებივით და
ცხვრებივით, რომლებიც ვინმე ერთს არასდროს ეკუთვნიან.
გორაკებზე, უჩვეულო სიჩუმეში, ლალა მთელი დღე მწყემსების
გადაძახილებს, სტვენას უსმენს, ფიცრებისა და გუდრონისქაღალ-
დიან სიტეში დაბრუნებისას თავს შედარებით ლაღად გრძნობს, მა-
შინაც კი, როცა აამა უჯავრდება, საჭმელი რატომ არ მოიტანეო.
ერთ-ერთ ასეთ დღეს აამამ ლალა ხალიჩებით მოვაჭრესთან წა-
იყვნა. მდინარის მეორე ნაპირზე, ქალაქის ღარიბულ უბანში მდება-
რე გისოსებიან, ვიწროფანჯრებიან, დიდ, თეთრ სახლში. ოთახში
შესვლისთანავე, რომელიც სახელოსნოს მაგივრობას სწევს, ლა-
ლას საქსოვი დაზგების ხმაური ესმის, დიდი ოთახის რძისფერ
ჩრდილში ნეონის სამი ნათურა ბჟუტავს, ერთიმეორის მიყოლებით
ოცი, შესაძლოა მეტი დაზგაც არის ჩამწკრივებული. დაზგების წინ

142
დახრილი ან ტაბურეტებზე შემომსხდარი გოგონები სწრაფად მუშა-
ობენ. საფეიქრო მაქოს კონვეიერის ძაფებში აძვრენენ. პატარა ფო-
ლადის მაკრატლით ნართს კრეჭენ, შალის ძაფს მისაქსელზე ახვე-
ვენ. ყველაზე უფროსი თოთხმეტი წლისა უნდა იყოს, ყველაზე უმ-
ცროსი კი ალბათ რვა წლისაც არ იქნება. ერთმანეთს არ ელაპარა-
კებიან, ლალასთვისაც არ შეუხედავთ, როცა ის აამასთან და ხალი-
ჩებით მოვაჭრესთან ერთად სახელოსნოში შევიდა. ამ უკანასკნელს
ზორა ჰქვია, შავებში ჩაცმული ზორბა ქალია, მსუქან ხელებში მუდამ
რეზინის მათრახით. გოგონებს ფეხებსა და მხრებზე ურტყამს, თუ მუ-
შაობის ტემპს შეანელებენ ან ერთმანეთთან გადალაპარაკებას გა-
ბედავენ.
– აქამდე თუ უმუშავია სადმე? – არც კი შეხედავს ლალას, ისე
იკითხავს.
აამა ეუბნება: ვუჩვენე უწინ როგორ ქსოვდნენო. ზორა თავს გა-
აქნევს, ძალიან ფერმკრთალია. შესაძლოა, შავი კაბა რომ აცვია ან
იმიტომ, რომ არასდროს გამოდის მაღაზიიდან. თავისუფალ დაზ-
გასთან მიდის, რომელშიც თეთრწინწკლებიანი მუქი ფერის დიდი
ხალიჩაა ჩადებული.
– აი, ეს უნდა დაამთავროს – ეუბნება.
ლალა ჯდება და მუშაობას იწყებს. ამ დიდ, ბნელ ოთახში რამდე-
ნიმე საათს გაატარებს, ხელებს მექანიკურად ამოძრავებს. დასაწ-
ყისში ხელები ეღლება და იძულებულია შეჩერდეს, მაგრამ ფერ-
მკრთალი ქალის მზერას გრძნობს და იმწამსვე აგრძელებს მუშა-
ობას. დარწმუნებულია, რომ ფერმკრთალი ქალი მათრახის შემოკ-
ვრას ვერ გაუბედავს, რადგან აქ მომუშავე გოგონებზე უფროსია. თუ
შემთხვევით თვალი თვალში გაუყარა, თვალებში სიბრაზის ნაპერ-
წკალი გაუელვებს, მთელ სხეულში რაღაც დაუვლის ხოლმე. შავებ-
ში ჩაცმული მსუქანი ქალი ჯავრს პატარებზე იყრის, სუსტებზე და
ძაღლებივით დამფრთხალ გოგონებზე, მათხოვრების შვილებზე,
მიტოვებულ ბავშვებზე, რომლებიც მთელ წელს ზორას სახლში ატა-
რებენ, იმათზე, ვისაც არაფერი აბადია. როგორც კი ოდნავ შეანე-
ლებენ მუშაობას ან ჩურჩულით ერთმანეთს რამეს გადაულაპარაკე-

143
ბენ, უფერო, მსუქანი ქალი გასაოცარი სიმკვირცხლით მივარდება
და ზურგზე მათრახს გადაუჭერს. მაგრამ გოგონები არასდროს ტი-
რიან. მათრახის მოქნევისა და ზურგზე ყრუ დარტყმის მეტი არაფე-
რი ისმის. ლალა კბილს კბილზე აჭერს, თავს ჩაქინდრავს, რომ არა-
ფერი დაინახოს და არაფერი გაიგოს. თვითონაც სურს, დაუყვიროს
და დაარტყას ზორას, მაგრამ თავს იკავებს, რადგან შინ ფული აქვს
მისატანი. შურისძიების მიზნით მხოლოდ რამდენიმე დაბრეცილ
ნასკვს გაატარებს ხოლმე წითელ ხალიჩაში.
თუმცა მეორე დღეს ამას უკვე ვეღარ აიტანს. როცა უფერო, მსუ-
ქანი ქალი პატარა, გამხდარსა და სუსტ ათიოდე წლის გოგონას, მი-
ნას, ისევ ჯოხს მოუქნევს მხოლოდ იმის გამო, რომ საფეიქრო მაქო
გაუტყდა, ლალა წამოხტება და ცივად ეტყვის;
– ნუ ურტყამ!
ზორა ერთხანს გაოცებული მიაჩერდება. ვერ გაუგია, რა ხდება.
მისი მსუქანი, უფერო სახე ისეთ სულელურ გამომეტყველებას იღე-
ბს, რომ ლალა გაუმეორებს:
– აღარ დაარტყა!
უცებ ზორას სიბრაზისგან სახე ეცვლება. ლალას ჯოხს სახეში
მაგრად მოუქნევს, მაგრამ ლალა იცილებს და წკეპლა მხოლოდ
მარცხენა მხარზე ხვდება.
– ფრთხილად იყავი, შენც არ მოგხვდეს! – უყვირის ზორა, უკვე
ოდნავ შეფაკლული სახით.
– ლაჩარო! ბოროტო დედაკაცო! – ზორას ჯოხს ხელს სტაცებს
და მუხლზე გადაიტეხს. ახლა მსუქან ქალს შიშისგან სახე ეცვლება
და ლუღლუღით უკან იხევს:
– წაეთრიე! წაეთრიე! ახლავე დატოვე აქაურობა!
სანამ ქალი წინადადებას ჩაათავებს, ლალა უკვე გარეთ, მზის სი-
ნათლეზეა; აამას სახლამდე სულმოუთქმელად მირბის. მართლაც
რა მშვენიერი რამ არის თავისუფლება. რამდენ ხანსაც გინდა, და-
დექი და უცქირე გახსნილ ღრუბლებს, ნაგვის პატარ-პატარა გრო-
ვებთან მოზუზუნე კელებს, ხვლიკებს, ქამელეონებს, ქარში მობიბი-
ნე ბალახს. ლალა სახლის წინ, ფიცრების კედლის ჩრდილში ჯდება

144
და სმენად გადაიქცევა, უმნიშვნელო ხმაურიც რომ არ გამოეპა-
როს. შინ დაბრუნებულ აამას მშვიდად ეუბნება:
– ზორასთან აღარ დავბრუნდები, აღარასოდეს.
აამა ერთხანს მიაჩერდება, თქმით კი არაფერს ეტყვის.

აქ, სიტეში ლალასთვის სწორედ ამ დღიდან შეიცვალა ყველაფე-


რი. თითქოს უცებ გაიზარდა, ხალხმაც თითქოს ახლა შენიშნა. აამას
ვაჟებიც შეიცვალნენ, უწინდელივით უხეშები და დამცინავები აღარ
არიან. ზოგჯერ ოდნავ მოენატრება კიდეც პატარაობა, როცა ახალ-
ჩამოსულს არავინ იცნობდა, როცა შეეძლო, ბუჩქს ამოფარებოდა,
ვედროში ან მუყაოს ყუთში ჩამალულიყო. მოსწონდა, ასე ჩრდილი-
ვით რომ მიდი-მოდიოდა, ვერც ვერავინ ამჩნევდა და არც არავინ
ელაპარაკებოდა.
მხოლოდ მოხუცი ნამანი და არტანი არ შეცვლილან. მებადური
ისევ საკვირველ ამბებს უყვება, როცა პლაჟზე ბადეებს ამაგრებს ან
სიმინდის კვერზე ეწვევა ხოლმე აამას. მართალია, აღარ თევზაობს,
მაგრამ ხალხს მაინც ძალიან უყვარს და ისევ ეპატიჟება თავისთან.
წყალივით გამჭვირვალე, ღია ფერის თვალები აქვს, სახე კი ძველი
ნაიარევების მსგავსი ღრმა ნაოჭებით დასერილი.
მებადური ესპანეთზე, მარსელზე, პარიზზე და ყველა იმ ქალაქზე
უყვება, რომელიც საკუთარი თვალით აქვს ნანახი, სადაც ფეხი და-
უდგამს, რომელთა ქუჩებსა და მცხოვრებლებს სახელებითაც კი იც-
ნობს. აამა უსმენს, შეკითხვებს უსვამს, შეუძლია თუ არა მის ძმას,
დაეხმაროს, სამუშაო აშოვნინოს. ნამანი თავს უქნევს. „რატომაც
არა?“ ყველა შეკითხვაზე ეს მზა პასუხი აქვს. ყოველი შემთხვევის-
თვის წერილის მიწერას ჰპირდება. მაგრამ წასვლა ადვილი არ
არის, ‒ ფული, საბუთებია საჭირო. აამა ჩაფიქრებულია, სადღაც
შორს იყურება, თეთრ ქალაქებზე ოცნებობს,სადაც უამრავი ქუჩა,
სახლი, მანქანაა. ალბათ ამას ელოდება.
ლალას კი ეს მაინცდამაინც არ აღელვებს, მისთვის სულერთია.
ნამანს თვალებში ჩაჰყურებს და ეჩვენება, თითქოს ამ ზღვებს, ამ
ქვეყნებს, ამ სახლებს იცნობს.

145
ეს დიდად არც არტანს უნდა ანაღვლებდეს. მართალია, მოზ-
რდილ ადამიანს დაემსგავსა, ტანი აიყარა და მოღონიერდა, მაგრამ
მაინც ისევ ბავშვივითაა. ტანწვრილსა და ამართულს აბანოზის ხის
ნატეხივით სუფთა და პრიალა სახე აქვს. ალბათ იმიტომ, რომ სხვა
ადამიანების ენაზე ვერ მეტყველებს.
მუდამ ლოდზე ზის, სადღაც შორს, შორს იყურება. ისევ მქისე შა-
ლის კაბა აცვია, სახეზე ისევ თეთრი ქსოვილი აქვს ჩამოფარებული.
ირგვლივ მასავით შავი, უკარება, ჩამოძენძილი მწყემსები ირევიან,
კლდიდან კლდეზე სტვენით დახტიან. ლალას სიამოვნებს აქ, თეთ-
რი სინათლით გაკაშკაშებულ გორაკზე ამოსვლა,აქ,სადაც დრო გა-
ყინულა, სადაც ასაკი არ გემატება.

146
10

ზაფხულის დამდეგს, ერთ დილას კაცმა აამას სახლში პირველად


შედგა ფეხი. ქალაქელი კაცი იყო, მომწვანო-მონაცრისფრო კოს-
ტიუმი და სარკესავით გაპრიალებული შავი ტყავის ფეხსაცმელი ეც-
ვა.აამასთან და მისვაჟიშვილებთან ხელდამშვენებული მივიდა:
თეთრი პლასტმასის ყუთში ჩადებული ელექტროგამათბობლით,
ასანთის ყუთზე ოდნავ დიდი რადიოტრანზისტორით, მოოქროვილ-
ბუდიანი კალმისტრებით, შაქრით სავსე ტომრითა და კონსერვის ყუ-
თებით. კართან ლალას შეეჩეხა, მაგრამ თვალის შევლება ვერ მო-
ასწრო. მთელი საჩუქრები ძირს დააწყო. აამამ დაჯდომა შესთავაზა,
თვალებით სკამს დაუწყო ძებნა, მაგრამ ბალიშებისა და ლალასთან
ერთად სამხრეთიდან წამოღებული ხის სკივრის გარდა ვერაფერი
დაინახა. ხელისგულით ნაუცბათევად გადაწმინდა და ჩამოჯდა. აამა
ჩაით და ტკბილი ნამცხვრებით გაუმასპინძლდა.
როცა ლალამ მოგვიანებით შეიტყო, რომ კაცი მისი ხელის სათ-
ხოვნელად იყო მოსული, შეეშინდა, თითქოს თავბრუ დაეხვა, გულ-
მაც ძლიერად დაუწყო ძგერა. ეს აამამ კი არა, აამას უფროსმა ვაჟმა,
ბარექიმ გაუმხილა:
– აამამ გადაწყვიტა, მას მიგათხოვოს, იმიტომ რომ ძალიან მდი-
დარია.
– კი მაგრამ, მე აღარ მეკითხება? – წამოიყვირა ლალამ.
– ვერაფერს იზამ, უნდა დაემორჩილო მამიდაშენს, – უთხრა ბა-
რექიმ.
‒ ეს არ მოხდება, არასოდეს! – და ლალა ყვირილით გავარდა,
სიბრაზისაგან თვალები ცრემლებით აევსო.
როცა მოგვიანებით აამას სახლში დაბრუნდა, მონაცრისფრო-
მომწვანოკოსტიუმიანი კაცი იქ აღარ დაუხვდა,მაგრამ საჩუქრები იქ
დაეტოვებინა. აამას უმცროს ვაჟს, ალის პატარა ტრანზისტორი ყურ-
თან მიეტანა და უკვე მუსიკასაც უსმენდა. ოთახში შესულ ლალას ეშ-
მაკურად გახედა.

147
ლალამ ბრაზით ჰკითხა აამას:
– რატომ დაიტოვე საჩუქრები? სულერთია, მაინც არ გავყვები.
აამას ვაჟმა ჩაიხითხითა:
– არტანს გინდა გაჰყვე ცოლად, არა?
– ახლავე გადი აქედან! – დაუყვირა აამამ. ბიჭმა ტრანზისტორს
ხელი დაავლო და გავიდა.
– ვერაფრით მაიძულებ, მაინც არ გავყვები! – ამბობს ლალა.
– კარგ ქმრობას გაგიწევს, – ეუბნება აამა, – მართალია, არც ისე
ახალგაზრდაა, მაგრამ მდიდარია, ქალაქში დიდი სახლი აქვს, გავ-
ლენიანი წრე ჰყავს. სხვა გზა არ არის, უნდა გაჰყვე.
– არ მინდა გათხოვება, გესმის?
აამა ერთხანს ხმას არ იღებს. შემდეგ დაუყვავებს, მაგრამ ლალა
უკვე აღარ ენდობა.
– შვილივით გამოგზარდე, სიყვარული და სითბო არ მომიკლია
შენთვის, შენ კი ახლა თავს მჭრი.
ლალა გაბრაზებული უყურებს, ასეთი თვალთმაქცობა მისთვის
არასოდეს შეუნიშნავს.
– რაც არ უნდა მითხრა, არ გავყვები და არც ეს სულელური სა-
ჩუქრები მინდა!
და დატკეპნილ მიწაზე მდგარ ელექტროგამათბობელზე მიუთი-
თებს.
– ელექტროგაყვანილობა მაინც გქონდეს!
უცებ ხვდება, რომ მეტის ატანა აღარ შეუძლია. აამას სახლიდან
გამორბის და ზღვისკენ მიდის. მაგრამ ამჯერად კი არ მირბის, არა-
მედ ნელი ნაბიჯით მიუყვება ბილიკს. დღეს ყველაფერი სხვანაირად
ეჩვენება. თითქოს ყოველივე გაუფერულდა, გაცვდა ამდენი ცქე-
რით.
– აქაურობას უნდა გავეცალო! – ხმამაღლა ამბობს, თავისთვის.
მაგრამ ხვდება, რომ ისიც კი არ იცის, სად წავიდეს. მაშინ სილახვავ-
თა მეორე ნაპირზე გადადის და მოხუცინამანის საძებნელად დიდ
პლაჟზე გადის. ნატრობს, დღესაც აქ იყოს, ბებერი ლეღვის ხის ძირ-
ში იჯდეს და ბადეებს ამაგრებდეს. ხომ დააყრიდა კითხვებს ესპანე-

148
თის იმ ქალაქებზე – ალხესირასზე, მალაგაზე, გრანადაზე, ტერუელ-
ზე, სარაგოსაზე, რომელთაც ჯადოსნური სახელები აქვთ, იმ პორ-
ტებზე, საიდანაც ქალაქებივით ვეებერთელა გემები გამოდის, გზებ-
ზე, რომლებზედაც ავტომობილები ჩრდილოეთისკენ მისრიალებენ;
მატარებლებზე, თვითმფრინავებზე. მოუღლელად მოუსმენდა მის
საუბარს იმ თოვლიან მთებზე, გვირაბებზე, ზღვასავით გადაჭიმულ
მდინარეებზე, პურის ყანებზე, თვალუწვდენელ ტყეებზე, განსაკუთ-
რებით კი სურნელოვან ქალაქებზე, სადაც თეთრი სასახლეები, ეკ-
ლესიები, შადრევნები, გაკაშკაშებული მაღაზიებია. პარიზზე, მარ-
სელზე, ყველა იმ ქუჩაზე, მაღალ სახლზე, ისე მაღალზე, რომ ცის და-
ნახვა ჭირს, კაფეებზე, სასტუმროებზე, გზაჯვარედინებზე, სადაც დე-
დამიწის ნებისმიერი კუთხიდან ჩამოსულ ადამიანს შეხვდები.
მაგრამ მოხუც მებადურს ვერ პოულობს. მხოლოდ თეთრი თო-
ლია დაფრინავს ნელა, ქარის პირისპირ, თავს დასტრიალებს. ლა-
ლა უყვირის:
– ეჰეჰეე! ეჰეჰეე! უფლისწულო!
თეთრი ჩიტი თავზე კიდევ რამდენჯერმე გადაუფრენს, შემდეგ
სწრაფად გაფრინდება, ქარი მიაქროლებს მდინარისკენ.
ასეთ დროს ლალა პლაჟზე დიდხანს რჩება, მარტოდმარტო, ქა-
რისა და ზღვის ხმაურთან ერთად.
მომდევნო დღეებში აამას სახლში ამაზე საუბარი აღარ ყოფილა.
არც მონაცრისფრო-მომწვანოკოსტიუმიანი კაცი გამოჩენილა. პა-
ტარა რადიო-ტრანზისტორიც მაშინვე დაიშალა, კონსერვის ყუთე-
ბიც მთლიანად გამოცალეს. მხოლოდ პლასტმასისბუდიანი ელექ-
ტროგამათბობელი შემორჩა კართან, იმავე ადგილას, სადაც თავ-
დაპირველად დადეს.
ლალას იმ ღამეებში ცუდად ეძინა. პატარა გაფაჩუნებაც აკ-
რთობდა. ახსენდებოდა, რაც არაერთხელ გაუგონია, როგორ იტა-
ცებდნენ ღამით იმ გოგონებს, ვისაც გათხოვება არ უნდოდა. ყოველ
დილას, მზის ამოსვლისას, ლალა ყველაზე ადრე გამოდიოდა, იბან-
და და წყლის მოსატანად წყაროზე მიდიოდა, დაბის შემოსასვლე-
ლისთვის თვალყური რომ ედევნებინა.

149
თანაც უბედურების ქარმა დაუბერა ამ მხარეს და რამდენიმე
დღეს გასტანა. უბედურების ქარი უცნაური ქარია, წელიწადში მხო-
ლოდ ერთი-ორჯერ, ზამთრის მიწურულს ან შემოდგომაზე თუ ამო-
ვარდება. ყველაზე უცნაური კიის არის, რომ თავდაპირველად ვერც
ხვდები, რომ ისაა. ძლიერად არ უბერავს, დროდადრო სულ ჩადგება
და გავიწყებს კიდეც თავს. შუა ზამთარში ამოვარდნილ ქარიშხლე-
ბის ცივ ქარს კი არ ჰგავს, როცა ზღვა აბობოქრებულ ტალღებს წა-
მოყრის. არც უდაბნოდან წამობერილი მწველი ქარივითაა, რომე-
ლიც ყველაფერს აშრობს, სახლების წითელ ანარეკლებს აელვა-
რებს, ტოლისა და გუდრონიანი მუყაოს სახურავებზე ქვიშას აჭრაჭუ-
ნებს. არა, უბედურების ქარი ძალიან თბილი ქარია, კორიანტელს
აყენებს, რამდენჯერმე გრიგალივით მოვარდება, შემდეგ სახლების
სახურავებს აწვება, ადამიანებს მხრებსა და გულ-მკერდზე ეხეთქე-
ბა. როცა ის უბერავს, ჰაერი კიდევ უფრო თბება და მძიმდება, ყვე-
ლაფერს თითქოს ნაცრისფერი ადევს.
როცაეს თბილი და ხანგრძლივი ქარი ამოვარდება ხოლმე, ადა-
მიანები, ძირითადად ხანში შესულები და ბავშვები, თითქმის ყველ-
გან ავადდებიან და იხოცებიან. ამიტომაც ჰქვია უბედურების ქარი.
წელს დაუბერა თუ არა, დაინახა თუ არა ლალამ, ნაცრისფერი
სილის ღრუბლები მიწის პირზე როგორ მოსრიალებდა, ზღვასა და
მდინარის ნაპირის ზოლს ერთმანეთში როგორ ურევდა, მაშინვე იც-
ნო. ამ დროს სიცხის მიუხედავად, ხალხი გარეთ უპალტოოდ აღარ
გამოდიოდა. კელებიც გამქრალიყვნენ, ძაღლებიც მიმალულიყ-
ვნენ, ცხვირი სახლების საძირკველთან, სილის ორმოებში ჩაერ-
გოთ. ლალა სევდიანი იყო, იმათზე ფიქრობდა, ვინც ქარს უნდა წა-
ეყვანა. ამიტომაც, როცა მოხუცი ნამანის ავადმყოფობა შეიტყო,
შეკრთა და ერთი წამით სუნთქვა შეეკრა. ადრე ასეთი რამ არასო-
დეს მოსვლია. იქვე ჩამოჯდა, რომ არ დაცემულიყო.
შემდეგ მებადურის სახლამდე სირბილით გაიქცა. ეგონა, მო-
ხუცს ბევრი ხალხი დასტრიალებს თავს, ეშველება, უვლისო. მაგრამ
ნამანი სულ მარტო იყო, თივის ჭილოფზე იწვა და თავი მკლავზე ჩა-
მოედო. ისეთ ცახცახს აეტანა, რომ კბილებს კრაჭუნი გაუდიოდა.

150
ლალა რომ შევიდა, იდაყვებზე დაყრდნობაც ვერ შეძლო, რომ
წამოწეულიყო. მაშინვე იცნო. ოდნავ გაუღიმა. თვალები კიდევ უფ-
რო გაუბრწყინდა. გამხდარ სახეზე ოდნავ მონაცრისფრო, შემაშფო-
თებელი სითეთრე გადაჰკრავდა, მაგრამ თვალები ისევ ზღვისფერი
ჰქონდა.
ლალა გვერდით მიუჯდება და რაღაცას ეჩურჩულება. ადრე ნამა-
ნი უყვებოდა, ლალა კი უსმენდა. დღეს კი ყველაფერი პირიქითაა.
რაზე არ ელაპარაკება მოხუცებულს, დარდი რომ გაუქარვოს, სით-
ბო რომ აგრძნობინოს. მის მიერვე მოყოლილ ესპანეთისა და საფ-
რანგეთის ქალაქებში მოგზაურობის ამბებს ისე იხსენებს, თითქოს
თვითონ ენახოს, თვითონ ემოგზაუროს ამ ქალაქებში. ალხესირა-
სის ქუჩებს აღუწერს – ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ, ნავსადგურის ახ-
ლოს მდებარე ქუჩებს, სადაც ზღვის ქარისა და თევზის სუნი გცემს;
სადგურს აღუწერს, ლურჯი ფილებით მოპირკეთებული ბაქნებით და
ხევებსა და მდინარეებზე გადებულ რკინიგზის დიდ ხიდებს, კადისის
ქუჩებს, ნაირფერ ყვავილნარებს, თეთრი სასახლეების წინ ჩამწკრი-
ვებულ მაღალ პალმებს, ყველა იმ ქუჩას, სადაც ხალხი შავი ავტო-
მობილებით, ავტობუსებით მიდი-მოდის. სევილიის, კორდოვის,
გრანადის, ალმადენის, ტოლედოს,არანხეს ქუჩებს ისე აღუწერს,
თითქოს იქ ესეირნოს და კიდევ ერთ უზარმაზარ ქალაქს – მად-
რიდს, სადაც ხალხი დედამიწის ყოველი კუთხიდან ჩამოდის და რამ-
დენიმე დღით შეიძლება ისე დაიკარგო, რომ კაციშვილმა ვერ გიპო-
ვოს.
მოხუცი ნამანი გარინდულია, მხოლოდ მისი გაბრწყინებული
ღია ფერის თვალებით თუ მიხვდები, რომ სიამოვნებს ამ ამბების
მოსმენა. როცა მოყოლას დაასრულებს, ხედავს მოხუცებულს სხე-
ული როგორც უცახცახებს და ესმის, როგორ უსტვენს სუნთქვისას,
ამიტომაც, ეს საშინელი ხმები რომ არ გაიგონოს, მოყოლას განაგ-
რძობს.
ახლა მარსელზე უამბობს – საფრანგეთის დიდ ნავსადგურზე,
მის თვალუწვდენელ სანაპიროებზე, სადაც მსოფლიოს თითქმის
ყველა ქვეყნის გემს ჩაუშვია ღუზა. ციხე-სიმაგრეებივით უშველებ-

151
ელ სატვირთო გემებზე, მეტისმეტად მაღალი კოშკურებითა და ტო-
ტებზე უფრო ფართოდ გადაშლილი ანძებით, თეთრ სამგზავრო გე-
მებზე ურიცხვი ფანჯრებით, უცნობი ალმებით, ქალაქების – ოდე-
სის,რიგის, ბერგენის, ლიმასოლის უცნაური სახელებით. მარსელის
ქუჩებში ხალხი დაფუსფუსებს, განუწყვეტლივ შედი-გამოდის უშვე-
ლებელ მაღაზიებში. კაფეების, რესტორნებისა და კინოთეატრების
წინ ნამდვილი ჭედვაა, შავი ავტომობილები გრძელ გამზირებზე მის-
რიალებენ, მატარებლები დაკიდებული ხიდებიდან სახურავებს გა-
დაუვლიან. თვითმფრინავები ნაცრისფერ ცაში აფრინდებიან, შენო-
ბებისა და აეროდრომების თავზე ნელა ტრიალებენ. შუადღისას ეკ-
ლესიების ზარები რეკავს და მათი ხმა ქუჩებში, მოედნებზე, ღრმად,
მიწისქვეშა გვირაბებშიც აღწევს. ღამით ქალაქი განათებულია,
ფარნები სინათლის კონებით ზღვას უკუაქცევენ, მანქანების ფარები
კაშკაშებს. ვიწრო ქუჩებში ჩამიჩუმი არ ისმის, კარების კუთხეებში
ამერიკული დანებით შეიარაღებული ბანდიტები შეგვიანებულ გამ-
ვლელებს უსაფრდებიან, ზოგჯერ მიყრუებულ ადგილებსა და სანა-
პიროებზე ჩაძინებული სატვირთო გემების ჩრდილში დაუნდობელი
ჩხუბი იმართება.
ლალა კარგა ხანს ისე ტკბილად ელაპარაკება,რომ მოხუც ნა-
მანს ჩაეძინება. ჩაძინებულს ტანი აღარ უკანაკალებს, სუნთქვაც თა-
ნაბარი აქვს. ახლა შეუძლია მებადურის დატოვება, გარე შუქი თვა-
ლებს სტკენს.
ღარიბები, პატარა ბავშვები – ვინ არ გამხდარა უბედურების ქა-
რის მსხვერპლი. როცა ლალა მათ სახლებს ჩაუვლის, მათი კვნესა,
ქალების ჩივილი, მოთქმა, ბავშვების ტირილი ესმის და გრძნობს,
რომ აქაც ვიღაც უნდა მოკვდეს. სევდა შემოაწვება. ნატრობს, რომ
შორს, ზღვის მეორე ნაპირზე, იმ ქალაქებში იყოს, რომლებიც მოხუ-
ცი ნამანისთვის გაიხსენა.
მომწვანო-მონაცრისფროკოსტიუმიანი კაცი კი მაინც დაბრუნდა.
როგორც ჩანს, არ იცის, უბედურების ქარმა რომ დაუბერა ფიცრები-
სა და გუდრონიანი ქაღალდის სიტეს. რომ იცოდეს კიდეც, ეს დიდად
მაინც არ უნდა ედარდებოდეს, რადგან უბედურების ქარი მისნაირ

152
ხალხს არ ერჩის. ის უბედურებისგან, ასეთი რამისგან დაზღვეულია.
შემოსვლისას ლალა კარებში შეეფეთა. გოგონამ მისი დანახვის-
თანავე ელდანაცემივით შეჰკივლა – დარწმუნებული იყო, რომ დაბ-
რუნდებოდა და ეშინოდა ამ წუთისა. მონაცრისფრო-მომწვანო კოს-
ტიუმიანი კაცი უცნაურად მიაშტერდა, მკაცრი გამოხედვა აქვს, იმ
ადამიანივით, ვისაც მბრძანებლობა უყვარს. თეთრ, გამომშრალ სა-
ხის კანზე, ნიკაპსა და ლოყებზე წვერის სილურჯე გადასდის. საჩუქ-
რებით სავსე ახალი ჩანთები მოაქვს. ლალა განზე გაიწევს,შეკრუ-
ლებს მიაჩერდება. მის მზერას კაცი შეცდომაში შეჰყავს, მიუახლოვ-
დება და საჩუქრებს გაუწვდის. ლალა ფეხს დაჰკრავს და გარეთ გა-
ვარდება. რაც შეუძლია, სწრაფად გარბის. უკან არც კი იხედება, სა-
ნამ ფეხქვეშ იმ ბილიკის ქვიშას არ იგრძნობს, რომელსაც კლდოვა-
ნი გორაკებისკენ მიჰყავს.
არც კი იცის, სადამდე მიდის ბილიკი. თვალცრემლიანი, გულშე-
მოყრილი, რაც შეუძლია სწრაფად მირბის. აქ ყოველთვის უფრო
მწველი მზეა, თითქოს ცასთან უფრო ახლოს იყო. აგურისფერ და
ცარცისფერ გორაკებზე მძიმე ქარიც არ უბერავს. სიპი ქვებია, დატე-
ხილი, წაწვეტებული. ეკლიან შავ ბუჩქებს აქა-იქ ცხვრის მატყლის
ბღუჯები მიჰკვრია. ბალახის ღეროებიც კი დანასავით ჭრის. ლალა
დიდხანს მიიკვლევს გზას გორაკებზე. ზოგი მაღალი და ციცაბოა,
კედლებივით აღმართული კლდოვანი ფრიალოებით, ზოგიც მომ-
ცრო, ბავშვის ხელით დაწყობილი ქვებივით.
აქ ამოსვლისას უმალვე გრძნობს, რომ უკვე იმ სამყაროს აღარ
ეკუთვნის. თითქოს დროისა და სივრცის საზღვრები გადაიწია, თით-
ქოს გავარვარებული სინათლის შუქი მის ფილტვებში აღწევს და
უფართოებს, თითქოს მთელი მისი სხეული გოლიათისას ემსგავსე-
ბა, რომელსაც დიდი ხნის უშფოთველი ცხოვრება უწერია.
ახლა უკვე აუჩქარებლად მიუყვება დამშრალი ჩანჩქერის კალა-
პოტს მაღალი კლდოვანი ზეგნისკენ, იქამდე, სადაც ის კაცი ცხოვ-
რობს, ეს-სერს რომ ეძახის.
თვითონაც კარგად ვერ გაუგია, რატომ ირჩევს ამ მიმართულე-
ბას. თითქოს ორი ლალა იყოს. ერთი, რომელმაც არ იცის, საით მი-

153
დის, რომელიც კაეშნითა და სიბრაზით დაბრმავებული უბედურების
ქარს გაურბის და მეორე, რომელმაც იცის და ფეხებს ეს-სერის საც-
ხოვრებლისკენ მიათრევს. ასე მიადგება კლდოვან ზეგანს. ცნობა-
მიხდილს ვერაფერი გაუგია. შიშველი ფეხებით ძველ ნაფეხურებს
მიჰყვება, ქარსა და მზეს ჯერაც რომ ვერ წაუშლია.
კლდოვან ზეგანზე ნელა ადის. თითქმის ვერც გრძნობს, მზე სა-
ხესა და მხრებს, ხელ-ფეხს რომ სწვავს. სინათლე მეხსიერებას გან-
დევნის, აკარგვინებს, უზადო თეთრ ქვას ამსგავსებს. სინათლეა,
უბედურების ქარს რომ სჯაბნის, ავადმყოფობებს აქრობს, წყევლა-
კრულვას ხსნის.
ლალა გზას განაგრძობს. სინათლისგან თვალები ნახევრად მო-
უხუჭავს, ოფლისაგან კაბა მუცელზე, მკერდსა და ზურგზე ეწებება.
ამქვეყნად ამდენი სინათლე ალბათ არასდროს ყოფილა და ლალა-
საც ის ასე არასდროს მოსწყურებია, თითქოს იმ ბნელი ხეობიდან
ამოდის, სადაც გამუდმებითწყვდიადი და სიკვდილი მძვინვარებს.
აქ ჰაერი არ იძვრის, ადგილზე ირხევა და თრთის. თითქოს სინათ-
ლის ტალღების ხმაური ჩაესმის, – უცნაური მუსიკა, ფუტკრების სიმ-
ღერის მსგავსი.
როცა უზარმაზარ, უკაცრიელ ზეგანზე ხვდება, ქარი ისევ სახეში
ეხეთქება, აბარბაცებს. ცივი და მკაცრი ქარია, გამუდმებით ქრის,
აწვება, მის გაოფლიანებულ ტანსაცმელში ატანს და ძაგძაგს აწყე-
ბინებს. ცეცხლოვანი სინათლეა, ქარშიც კი კაშკაშებს. კლდეების
წვერზე ვარსკვლავებს ეცილება. აქ არც ბალახია, არც ხეები და არც
წყალი. უკვე რამდენი საუკუნეა, სინათლისა და ქარის გარდა სხვა
არაფერია, არც გზებია და არც ადამიანის ნაკვალევი. ლალა ალალ-
ბედად ზეგნის შუაგულში აღმოჩნდება, სადაც მხოლოდ მორიელები
და ყურბელები ბინადრობენ. ამ ადგილს ყველა ერიდება, უდაბნოს
მწყემსებიც კი. და თუ მათ რომელიმე პირუტყვს გზა აებნა, სტვენა-
სტვენით მისდევენ და უკან მოერეკებიან.
ნელი ნაბიჯით წინ მიიწევს. თვალები ნახევრად მოუხუჭავს, შიშ-
ველი ფეხის წვერებით გახურებულ ლოდებზე გადადის. თითქოს
სხვა სამყაროში, მზის მახლობლად, მის დონეზე იყოს, თითქოს უნ-

154
და დაეცეს. წინ მიიწევს, მაგრამ გული არ მიჰყვება. უფრო სწორად
მთელი მისი არსება, მისი გამძაფრებული მზერით, შეგრძნებებით
წინ გაჭრილა, სხეული კი მისდევს და ისევ გაუბედავად მიფოფხავს
ბასრწახნაგოვან კლდეებზე.
მოუთმენლად ელის მას, ვინც,დანამდვილებით იცის, რომ სადა-
ცაა, უნდა გამოჩნდეს, რადგან ასეა საჭირო. მომწვანო-მონაცრის-
ფროკოსტიუმიან კაცს,მოხუც ინამანის სიკვდილს გამოექცა თუ არა,
მაშინვე იგრძნო, რომ კლდოვან ზეგანზე ვიღაც ელოდებოდა,იქ, სა-
დაც კაციშვილის ჭაჭანება არ არის.
ეს ის უდაბნოს მებრძოლი უნდა იყოს, პირისახე ლურჯით რომ
აქვს დაფარული, მხოლოდ მისი დანისპირივით ბასრი მზერით რომ
ცნობს, სხვა ვერაფრით. ეს მზერა უკაცრიელი გორაკების სიმაღლი-
დან დაჰყურებს, იქ გადასწვდა, გული აუჩუყა და პირდაპირ აქამდე
მოიზიდა.
დიდი კლდოვანი ზეგნის შუაგულში დგას, ადგილიდან არ იძ-
ვრის. ირგვლივ არაფერია, არაფერი, აჩხორილი ქვების, სინათლის
მტვრის, ამ ცივი და მკაცრი ქარის, ამ უძირო, უღრუბლო, კამკამა
ცის გარდა.
ისევ გაუნძრევლად დგას ქვის დიდ, ოდნავ დახრილ ფილაზე,
მაგარ, მშრალ ფილაზე, ვერანაირ წყალს რომ ვერ გაუპრიალებია.
მზის სინათლე ურტყამს. შუბლზე, მკერდსა და მუცელზე დასციმცი-
მებს, სინათლე, მზერა რომ არის, სხვა არაფერი.
ახლა კი ლურჯი მებრძოლი უეჭველად მოვა. მეტს აღარ დააყოვ-
ნებს. ლალას თითქოს უკვე მისი ნაბიჯების ხრაშუნი ესმის სილაში.
გულს ბაგაბუგი გაუდის. თეთრი სინათლის მორევი ითრევს, მისი
ცეცხლი ფეხებზე ედება, თმაზე ეკიდება, გრძნობს ამ ცეცხლის თავ-
ნება ენა ტუჩებსა და ქუთუთოებს როგორ უწვავს. მარილიანი ცრემ-
ლები ლოყებიდან პირში ჩასდის, მარილიანი ოფლი იღლიებიდან
წვეთ-წვეთად სდის, ფერდებზე ეცემა, კისრიდან, ბეჭებიდან წურწუ-
რით მოედინება. სადაცაა ლურჯი მებრძოლიც გამოჩნდება მზის სი-
ნათლესავით მწველი მზერით.
ისევ ოდნავ დამრეც ლოდზე დგას, მარტოდმარტო ამ უკაცრიელ,

155
შუაგულ ზეგანზე. ცივი ქარი სწვავს, საშინელი. ამ ქარს ადამიანების
სიცოცხლე სძაგს, მის გასაცვეთად, მის მოსასპობად ქრის. მხოლოდ
მორიელები და ყურბელები, ხვლიკები და გველები, უკიდურეს შემ-
თხვევაში დამწვარბეწვიანი მელიები თუ უყვარს. მაგრამ ლალას ეს
არ აფრთხობს, იცის, რომ საიდანღაც, კლდეებიდან ან კიდევ ციდან,
ლურჯი კაცის მზერა არ სცილდება, რომელსაც, იმის გამო, რომ იმა-
ლება, ეს-სერი, საიდუმლო შეარქვა. ის უეჭველად მოვა, მისი მზერა
პირდაპირ მასში შეატანს და კოსტიუმიანი კაცისა და ნამანთან მო-
ახლოებული სიკვდილის დამარცხებას შეაძლებინებს. ჩიტად აქ-
ცევს, ცაში აიტაცებს, და მაშინ კი, ბოლოს და ბოლოს, შეიძლება იმ
დიდ, ზღვაზე დაუღალავად მონავარდე თეთრ თოლიას, უფლის-
წულსაც კი დაეწიოს.
როცა მისი მზერა ლალას სწვდება, თავში გრიგალივით უვლის,
სინათლის ტალღასავით იშლება. ეს-სერს ცეცხლზე უფრო ელვარე,
ვარსკვლავების ნათებასავით ლურჯი და იმავდროულად მწველი
მზერა აქვს.
ლალას ერთხანს სუნთქვა ეკვრის,გუგები უფართოვდება, სილა-
ში ჩაცუცქდება, თვალებს დახუჭავს, თავს უკან გადააგდებს. ამ სი-
ნათლის გასაოცარი სიმძიმე მასში ატანს და ქვასავით ამძიმებს.
და აი, მოვიდა, ისევ მოვიდა, მჭრელ ქვებზე უჩუმრად მოსრი-
ალებს. უდაბნოს ძველი მეომარივით გრძელი, თეთრი შალის ლა-
ბადა აცვია, სახეზე ლურჯი ქსოვილი აქვს ჩამოფარებული. ლალა
დაჟინებით მისჩერებია თავის ოცნებაში მომავალს, ინდიგოსფერ
ხელებს, მისი ნაღვლიანი მზერიდან გამოფრქვეულ სხივს ხედავს.
არ ლაპარაკობს, არასოდეს ლაპარაკობს. მხოლოდ მზერით ესაუბ-
რება, რადგან ისეთ სამყაროში ცხოვრობს, სადაც ადამიანური მეტ-
ყველება აღარ სჭირდება. მისი თეთრი ლაბადის ირგვლივ ოქროს-
ფერი სინათლის გრიგალი მძვინვარებს, თითქოს ქარმა ქვიშის
ღრუბლები წამოყარა. მაგრამ ლალას საიდანღაც, შორიდან, მხო-
ლოდ საკუთარი გულის ძალზე ნელი ძგერა ესმის.
ლალას სიტყვები, შეკითხვების დასმა, ფიქრიც აღარ სჭირდება.
თვალდახუჭული, სილაში ჩაცუცქული გრძნობს, ლურჯი კაცი როგ-

156
ორ უმზერს, მის სხეულში სითბო როგორ ატანს, კიდურებში უთ-
რთის. ნამდვილი საოცრებაა. ამ მზერის სითბო მის ყოველ კუნჭულ-
ში აღწევს, სიცხეს, ლეკერტებს,სნეულებებს დევნის, ყველაფერს,
რაც შემაწუხებელია და ტკივილს აყენებს.
ეს-სერი ადგილიდან არ იძვრის. ახლა უკვე მის წინ დგას. სინათ-
ლის ტალღები იგრაგნება და მისი ლაბადის ირგვლივ დასრიალებს.
ნეტა რას აპირებს? ლალას აღარ ეშინია. გრძნობს, სითბო მასში
როგორ მატულობს, თითექოს სხივები მის სახეს სჭოლავს, მთელ
სხეულს უნათებს.
ლურჯი კაცის მზერას ამოიკითხავს. მის ირგვლივ უსაზღვროდ
გადაჭიმულ, მბზინავ და აღელვებულ უდაბნოს, სხივთა კონებს, სი-
ლახვავთა წყნარ ტალღებს ხედავს,რაღაც უცხოსკენ რომ მისრი-
ალებს, და სიტეებს, დიდ ქალაქებს, პალმის ღეროებივით ნატიფი
თაღებით, ფოთლებით, ლიანებით, ვეებერთელა ყვავილებით მორ-
თული წითელი სასახლეებით, დიდი, ცასავით ლურჯი ტბებით, იმდე-
ნად მშვენიერი და კამკამა წყლით, რომ ამის მსგავსს ამქვეყნად კა-
ცი ვერსად ნახავს. სიზმარს თვალდახუჭული ეძლევა.
მზის შუქზე თავი უკან გადაუგდია, ხელები მუხლებზე შემოუხვე-
ვია. ეს სიზმარი, რომელიც საიდანღაც მოდის, აქ, კლდოვან ზეგანზე
მის მოსვლამდე ბევრად ადრე არსებობდა. ახლა ლალა შიგ ისე იჭ-
რება, თითქოს ძილში იყოს. ეს სიზმარია, წინ მთელ სივრცეებს რომ
გადაუშლის.
ნეტა საით მიდის ეს გზა? ლალას ვერ გაუგია. ალალბედზე უდაბ-
ნოს მქროლავ ქარს მიენდობა, ზოგჯერ დამაბრმავებელსა და დაუნ-
დობელს, ტუჩებსა და ქუთუთოებს რომ სწვავს. ზოგჯერ ცივსა და
ხანგრძლივს, ადამიანებს რომ იტაცებს და კლდეები უფსკრულის
ძირში ჩააქვს. ეს ქარი უსასრულობისკენ ისწრაფვის, ჰორიზონტს,
ცასაც სცდება და უძრავ თანავარსკვლავედებამდე, ირმის ნახტო-
მამდე, მზემდე აღწევს.
ქარი უნაპირო გზაზე, უკიდეგანო კლდოვან ზეგანზე მიაქრო-
ლებს, იქ, სადაც სინათლე გრიგალივით ტრიალებს. უდაბნო ქვი-
შისფერ, დამსკდარ, დასერილ, დამჭკნარი კანისდარ უკაცრიელ მი-

157
ნდვრებს გადაუშლის. ლურჯი კაცის მზერა არ შორდება, თავს
დასტრიალებს, უდაბნოს უშორეს წერტილსაც კი სწვდება. მისი მზე-
რით ლალა ახლა სინათლეს ხედავს. მზერისგან დამწვარ კანს,
ქარს, გვალვას, ტუჩებზე კი მარილის გემოს გრძნობს. სილახვავთა
მოხაზულობას, დიდ, ჩაძინებულ ცხოველებს, ჰამადას მაღალ, შავ
კედლებს, წითელმიწიან, უზარმაზარ, გადახრუკულ ქალაქს ხედავს.
ამ ქვეყანაში არც ადამიანები არიან და არც ქალაქებია, არაფერია
ისეთი, რაც შეიძლება ადგილზე იდგეს, გიტაცებდეს. ქვის, ქვიშისა
და ქარის მეტი არაფერია. მაგრამ თავს მაინც ბედნიერად გრძნობს,
რადგან თითოეული საგანი, პეიზაჟის თითოეული წვრილმანი, დი-
დი ხეობის თითოეული გამხმარი ბუჩქი მისთვის ნაცნობია. თითქოს
აქ მიწისგან დამწვარი შიშველი ფეხებით, ცის ტატნობისკენ მიპყრო-
ბილი თვალებით, ასეთივე მოცეკვავე ქარში ადრე უკვე გაევლოს.
გული უფრო სწრაფად და ძლიერად უცემს, წინ ათასგვარ კვალს,
გზააბნეულ ნაფეხურებს, დამტვრეულ ტოტებს, ქარში მოცახცახე
ბუჩქებს ხედავს. მოთმინებით ელოდება, იცის, რომ სადაცაა, უნდა
გამოჩნდეს, რომ უკვე სულ ახლოსაა.
ლურჯი კაცის მზერა ნაპრალებს, ზვავებსა და ამომშრალ ჩანჩქე-
რებს გადაატარებს. შემდეგ, უეცრად შორიდან ის უცნაური, ძნელად
გასარჩევი, დუდღუნა სიმღერა მოესმის, თითქოს თავად ქვიშა გაარ-
ღვია და იქიდან ამოვიდაო. ქვებზე ქარის განუწყვეტელ მიხეთქებას,
სინათლის ხმაურს ერევა. სიმღერა ლალას შიგნით, მთელ მის სხე-
ულში თრთის.
ლალა მაშინვე იცნობს. ეს ხომ ლალა ჰავას ის სიმღერაა, აამას-
გან რომ სმენია: „ერთ დღესაც, ოჰ, ერთ დღესაც ყვავი გათეთრდება,
ზღვა დაშრება, კაქტუსის ყვავილიდან ნექტარს ამოიღებენ, აკაციის
ტოტებით საწოლს შეკრავენ...“
მაგრამ ახლა უკვე სიტყვები აღარ ესმის, რადგან ვიღაცის შორუ-
ლიხმა შლეჰურზე მღერის. და მაინც პირდაპირ გულში სწვდება და
თვალები ცრემლებით ევსება, მიუხედავად იმისა, რომ დახუჭული
აქვს და რამდენადაც შეუძლია, ცდილობს, არ გაახილოს.
მუსიკა არ წყდება. იმდენ ხანს არწევს, რომ უდაბნოს ქვიშაზე ქვ-

158
ების ჩრდილები იწელება. ახლა თვალუწვდენელი ხეობის ბოლოში
წითელ ქალაქსაც ხედავს. ეს ისეთი ქალაქი კი არ არის ქუჩებითა და
სახლებით, როგორსაც ლალა იცნობს, არამედ ალიზის ქალაქია,
დროის მიერ გაჩანაგებული და ქარისგან გაცვეთილი, ტერმიტებისა
და კელების ბუდეების მსგავსი. წითელ ქალაქს მშვენიერი ნათელი
დასთამაშებს, მფარველი გუმბათივით თავს ადგას კაშკაშა და შეუბ-
ღალავი, მარადიული გარიჟრაჟის ცაზე. სახლები ჭების შესასვლე-
ლებთან ჩამწკრივებულა, რამდენიმე გაქვავებული ხეც მოჩანს, ქან-
დაკებების მსგავსი თეთრი აკაციებიც. მაგრამ ლალას განსაკუთრე-
ბით წითელ მიწაზე აღმართული კვერცხის ნაჭუჭივით სადა, თეთრი
საფლავი იზიდავს, თითქოს მზერის სხივი სწორედ აქედან მოდის და
ხვდება, რომ აქ უნდა იყოს ლურჯი კაცის ადგილსამყოფელი.
ლალამდე რაღაც შემაძრწუნებელი და იმავ დროს მშვენიერი
რამ მოდის. თითქოს მასში შიგნით, ღრმად, რაღაც იმსხვრევა, იმ-
ტვრევა და სიკვდილს, რაღაც უცნობს, ადგილს უთმობს. უდაბნოს
სიმხურვალე მთელ მის არსებას ედება, სისხლძარღვებში ატანს, ში-
ნაგან ორგანოებს მოიცავს. ეს-სერის მზერა შემაძრწუნებელია და
ტკივილს გაყენებს, რადგან უდაბნოდან ტანჯვა, შიმშილი, სიკვდი-
ლი მოდის, ეხეთქება იქაურობას. მშვენიერ ოქროსფერ ნათელს,წი-
თელ ქალაქს, თეთრსა და მსუბუქ სამარხს, რომელიც ზებუნებრივ
შუქს ასხივებს, იმავდროულად უბედურება, კაეშანი, სასოწარკვეთა
მოაქვს. იქიდან გამუდმებით მჭმუნვარე მზერა გწვდება, რადგან დე-
დამიწა ულმობელია, ცა კი ადამიანებს არ იკარებს.
ლალა ქვებზე ჩაჩოქილა, ადგილიდან არ იძვრის. მზე მხრებსა
და კეფას სწვავს. ორ ნაკადად ჩამონადენი ცრემლები ლოყებზე მი-
წებებულ წითელ სილაზე კვალს უტოვებს.
როცა თავს წამოსწევს და თვალს გაახელს, ბუნდოვნად ხედავს.
ცდილობს გამოერკვეს. გორაკების წაწვეტებული სილუეტები, შემ-
დეგ კი ზეგნის უკაცრიელი სივრცე იკვეთება, სადაც არც ბალახია,
არც ხე, არაფერი, სინათლისა და ქარის გარდა.
წამოდგება და ნელა, ბარბაცით ჩაუყვება ხეობისკენ, ზღვისკენ,
ფიცრებისა და ტოლის სიტესკენ მიმავალ ბილიკს. ახლა უკვე გრძე-

159
ლი ჩრდილებია, მზე ჰორიზონტს მიუახლოვდა. ლალა გრძნობს,
უდაბნოს სიმხურვალისგან სახე როგორ შეუშუპდა, ასე ჰგონია, რომ
ახლა, როცა არტანს დაემსგავსა, უკვე ვეღარავინ იცნობს.
როცა ქვევით, მდინარის სანაპირო ზოლს მიუახლოვდება, სიტე
უკვე ჩამობნელებულია. ელექტრონათურები ყვითელი წერტილები-
ვითაა, გზაზე სატვირთო მანქანები მისრიალებენ და ფარებიდან
თეთრი სინათლის კონებს უხეიროდ ისვრიან.
ლალა ხან სირბილით ხან ნელა მიდის, თითქოს უნდა, გაჩერ-
დეს, შეტრიალდეს და გაიქცეს. ღამით რამდენიმე რადიო ჩვეულ მუ-
სიკას უკრავს, კოცონის ცეცხლი თავისით ქრება, ღრიჭოებიან სახ-
ლებში ღამის სინოტივით შემცივნული ქალები და ბავშვები უკვე საბ-
ნებში გახვეულან. დროდადრო ქარი ცარიელ ყუთს აგორავებს, ტო-
ლის ნახევს ახეთქებს. ძაღლები მიმალულან, სიტეს თავზე ვარ-
სკვლავებით მოჭედილი შავი ცა დაჰყურებს.
ლალა უხმაუროდ მიუყვება ხეივნებს. ასე ჰგონია, რომ აქ არავის
სჭირდება, რომ უიმისოდაც ყველაფერი კარგადაა, თითქოს დიდი
ხნის წასული იყოს, თითქოს საერთოდ არ არსებობდეს.
ნაცვლად იმისა, რომ აამას სახლისკენ წავიდეს, ლალა ნელა გა-
უყვება გზას სიტეს მეორე ბოლოსკენ, იქ, სადაც მოხუცი ნამანი
ცხოვრობს. ღამის სინესტე ძვალ-რბილში ატანს, კანკალებს, მუხ-
ლები ეკეცება. წინა დღიდან არაფერი უჭამია. იქ, კლდოვან ზეგანზე,
დღე იწელება, და ლალას ეჩვენება, თითქოს იქაურობა რამდენიმე
დღის, რამდენიმე თვის წინ დატოვა, თითქოს კარგადაც ვეღარ
ცნობს სიტეს ქუჩებს, ფიცრულებს, რადიოს ხმაური და ბავშვების ტი-
რილი, შარდისა და მტვრის სუნიც ეუცხოება. ამ დროს თავში გა-
უელვებს: ნეტა იქ, მაღლა, კლდოვან გორაკზე მართალაც რამდენი-
მე თვე ხომ არ გაატარა, მას კი მხოლოდ ერთ, გრძელ დღედ ეჩვენე-
ბა. უცებ მოხუცი ნამანი გაახსენდება და გული აუჩუყდება. თავს დაა-
დებს და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მისუსტებულია, დაცარიე-
ლებულ ქუჩებში გარბის. მისი ფეხის ხმის გაგონებაზე ძაღლები
წკავწკავებენ, ხანდახან წამოიყეფებენ კიდეც. ნამანის სახლთან მი-
ახლოებულს გული ძლიერად უძგერს, სუნთქვა უჭირს.

160
კარი ნახევრად გამოღებულია. ბნელა. მოხუცი ნამანი ჭილოფზე
ისევე წევს, როგორც დატოვა. ჯერ კიდევ სუნთქავს, მაგრამ ნელა,
სტვენა-სტვენით. სიბნელეში თვალები ფართოდ აქვს გახელილი.
ლალა მისკენ იხრება, მაგრამ ნამანი ვერ ცნობს. დაღებული პირი
სუნთქვით ისეა დაკავებული, რომ გაღიმებასაც ვერ ახერხებს.
– ნამან... ნამან, – ლუღლუღებს ლალა.
მოხუცი ნამანი ძალღონეგამოცლილი წევს. უბედურების ქარის
დაბერვისთანავე სიცხემ აუწია. სიცხემ, რომელიც ადამიანებს სხე-
ულსა და თავს უმძიმებს, მადას აკარგვინებს. ამ ქარმა შეიძლება გა-
იყოლიოს კიდეც. დადარდიანებული ლალა მებადურის თავთან იხ-
რება და ეკითხება:
– არ გინდა, რომ გაჰყვე? არა? ახლა არა, ჯერ არა, ასე არ არის?
ისე უნდა, ნამანის ხმა გაიგონოს, კიდევ ერთხელ მოისმინოს
ზღვის უფლისწულის – თეთრი ჩიტის ამბავი, თუნდაც იმ ქვის ამბავი,
გაბრიელ მთავარანგელოზმა ხალხს რომ მისცა და მათი ცოდვების
გამო გაშავდა. მაგრამ მოხუც ნამანს თავი არა აქვს, ხმას ვეღარ
იღებს, ძალა მხოლოდ გულმკერდის წამოსაწევად, სუნთქვისთვის
შერჩენია, თითქოს უხილავი ტვირთი აწვებოდეს. მისი კაფანდარა
სხეული მიწაზე დახეთქებულს ჰგავს, შარდსა და მძაფრსუნიან ოფ-
ლში ცურავს.
ლალა თვითონაც ისეა დაქანცული, რომ ვერაფერს უყვება იქით,
ზღვის გადაღმა მდებარე ესპანეთისა და საფრანგეთის ქალაქებზე.
მაშინ მოხუც ნამანს ჭილოფზე ჩამოუჯდება და ნახევრად გამო-
ღებული კარიდან ღამის შუქს გასცქერის. მის მსტვენავ სუნთქვას უს-
მენს. გარეთ საშინელი ხმაური ისმის. ქარი კონსერვის ყუთებს აგო-
რავებს და თუნუქს ახეთქებს, ცოტახნის შემდეგ ასე ჩამომჯდარს,
მუხლებზე ჩამოდებული თავით ჩაეძინება· მოხუცი ნამანის მძიმე
სუნთქვა გამოაღვიძებს.
– აქ ხარ? ისევ აქ ხარ? – არ ეშვება ლალა.
ნამანი არ უპასუხებს. ძილითაც არ სძინავს, ნაცრისფერი სახე
კარისკენ მიუტრიალებია, მაგრამ აელვარებული თვალებით თით-
ქოს უკვე ვეღარაფერს ხედავს, თითქოს რაღაც მიღმურს სწვდება.

161
ლალა ძილს ებრძვის. ეშინია, მისი ძილის დროს ნამანს რამე არ
მოუვიდეს. იმ მებადურებივით არის, რომლებიც შორს, ზღვაში გზა-
აბნეულები ვეღარაფერს ხედავენ, ტალღები არწევთ, ქარიშხლის
მორევი ითრევთ, მაგრამ თვალის მოხუჭვა არ შეიძლება, თორემ
ზღვა გაიტაცებს, ღრმად ჩაითრევს, გადაყლაპავს. ლალა ძილს კი
ებრძვის, მაგრამ ქუთუთოები თავისდაუნებურად ეხუჭება. გრძნობს,
რომ სადაცაა, დავარდება. დიდხანს მიცურავს ასე, არ კი იცის, საით.
სულთმობრძავი მოხუცის შენელებული სუნთვვის ხმა ისევ ყურში
ჩაესმის.
შემდეგ, სანამ ინათებს, გაეღვიძება და ელდანაცემივით წამოხ-
ტება. მიწაზე გართხმულ ნამანს დახედავს. მოხუცებულს მშვიდი სა-
ხე მკლავზე უდევს. სუნთქვის ხმა აღარ ისმის, გარეთაც აღარ უბე-
რავს ქარი. არანაირი საფრთხე აღარ არსებობს, ყოველივე ჩაწ-
ყნარდა. თითქოს სიკვდილი ჯერ არსად არავის არასოდეს სწვე-
ოდეს.

162
11

ლალა ისე წავიდა, არავისთვის არაფერი უთქვამს. წასვლა იმი-


ტომ გადაწყვიტა, რომ მონაცრისფრო-მოლურჯოკოსტიუმიანი კაცი
მოსვენებას არ აძლევდა, ხშირად მოდიოდა აამას სახლში, ლალა
ჰავას სკივრზე ჩამოჯდებოდა, პიტნის ჩაის სვამდა და შავი კენჭები-
ვით აელვარებულ, უტიფარ თვალებს არ აშორებდა. ლალას მისი
არ ეშინია, მაგრამ იცის, რომ, თუ იქაურობას დროზე არ გაეცალა,
ერთხელაც ძალით წაიყვანს და ცოლად შეირთავს, რადგან მდიდა-
რი და გავლენიანია და ვერ იტანს, როცა ეწინააღმდეგებიან.
ამ დილით სახლიდან მზის ამოსვლამდე გამოვიდა. ზეწარში გახ-
ვეული, ჩაძინებული აამას სილუეტისთვის არც კი შეუხედავს. ლურ-
ჯი ქსოვილის პატარა ბოხჩის გარდა სხვა არაფერი წამოუღია, რო-
მელშიაც ძველი პური, რამდენიმე ხურმა და დედისეული ოქროს სა-
მაჯური უდევს.
ისე ფეხაკრეფით გამოვიდა, რომ ძაღლიც არ გაუღვიძებია. ცივ
მიწაზე, ჩამწკრივებულ სახლებს შორის ფეხშიშველა მიდის. თენდე-
ბა. ამიტომაც მის წინ ცა ოდნავ მკრთალდება. ზღვიდან ნისლი მოი-
წევს, ერთ დიდ ფაფუკ ღრუბელს წარმოშობს, რომელიც მდინარეს
ზემოდან ეფინება და ორ მოკეცილ მკლავს უზარმაზარი ნაცრის-
ფერფრთიანი ფრინველივით შლის.
უცებ მებადურ ნამანის სახლთან მოუნდება მისვლა, უკანასკნე-
ლად რომ დახედოს. აქამდე არავის სიკვდილს მისთვის გული ასე
არ მოუკლავს. მაგრამ ეშინია, არ დააგვიანდეს. ამიტომაც სიტეს
ტოვებს და თხების ბილიკს დაადგება კლდოვანი გორაკებისკენ.
კლდეებზე მიცოცავს და გრძნობს, როგორ ატანს მასში ცივი ქარი.
აქაც არავინაა, მწყემსებს ჯერ არ გაუღვიძიათ. ბაკის მახლობლად,
ტოტებით ნაგებ ქოხებში ისევ სძინავთ. პირველად არის, გორაკების
მიდამოებში რომ ადის და მათი გამაყრუებელი სტვენა არ ესმის. ეს
ცოტა აშინებს კიდეც, თითქოს ქარმა მთელი დედამიწა უდაბნოდ აქ-
ცია. მაგრამ გორაკების მეორე მხრიდან ნელ-ნელა ჩნდება ღამის
ნაცრისფერს შერეული მზის დისკოს მოწითალო-მოყვითალო ლა-

163
ქა. ლალას სიამოვნებს მისი ცქერა, გულში გაივლებს კიდეც, რომ
სწორედ ამ ადგილას მოვიდეს მოგვიანებით. აქ, სადაც ცასა და დე-
დამიწას პირველი გამონათების დიდი ლაქა ამშვენებს.
კლდეებზე გადადის და თან თავში უამრავი აზრი უტრიალებს,
რადგან იცის, რომ უკან აღარ დაბრუნდება, რომ ვეღარაფერს ნა-
ხავს, რაც ასე უყვარდა: დიდ ხრიოკ ველს, თეთრ, გაშლილ პლაჟს,
ტალღები ერთიმეორის მიყოლებით რომ ეხეთქება. უძრავი სილახ-
ვავების გახსენება სევდას ჰგვრის. იქ ჩვეულებრივ ჩამოჯდებოდა
ხოლმე და ცაში მოსრიალე ლრუბლებს გაჰყურებდა. ვეღარც თეთრ
ჩიტს, ზღვის უფლისწულს დაინახავს, ვეღარც გადაყირავებული გე-
მის გვერდით ლეღვის ხის ჩრდილში მჯდარ მოხუცი ნამანის სილუ-
ეტს. მაშინ, ოდნავ სევდიანი, ნაბიჯს შეანელებს, ერთი წამით უკან
მიხედვა მოუნდება. მის წინ კი მდუმარე გორაკებია ბასრ ქვებზე უკვე
მოკიაფე სინათლით, პატარ-პატარა, აქა-იქ დანამული ეკლიანი
ბუჩქნარები და ქარს ადევნებული მსუბუქი ქინქლები.
გზას უკან მოუხედავად განაგრძობს. პურისა და ხურმის ბოხჩა
გულში ჩაუკრავს. ბილიკი აქ წყდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ
ახლომახლო არავინაა. აქ უკვე წაწვეტებულ ქვებს მიწიდან თავი
ამოუყვიათ. ყველაზე მაღალ გორაკზე ლოდიდან ლოდზე ხტუნვა-
ხტუნვით თუ ახვალ. აი, სწორედ აქ ელოდება არტანი. მაგრამ ჯერ
არ ჩანს, ალბათ ციცაბო კლდის მხარეს, გამოქვაბულში თუ იმალე-
ბა, იმ ადგილას, საიდანაც ხეობა ხელისგულივით იშლება, ანკი, შე-
საძლოა, სულ ახლოსაა, გადახრუკული ბუჩქის უკან, ქვიშის ორმო-
ში გველივითაა კისრამდე ჩაფლული.
ყოველთვის ფხიზლადაა გარეული ძაღლივით წამოსახტომად,
გასაქცევად გამზადებული. ნეტა წასვლა ხომ არ გადაიფიქრა? გუ-
შინ ხომ გააფრთხილა ლალამ, მოვალო, შორეული სივრცე, ცარცის
მაღალი ზოლიც დაანახვა, თითქოს ცას რომ იჭერს, ის ადგილი, სა-
იდანაც იწყება უდაბნო.
მწყემსს თვალები კიდევ უფრო გაუბრწყინდა, რადგან ეს აზრი
პატარაობიდანვე ერთი წუთით მოსვენებას არ აძლევს. ამას მის და-
ჭიმულ გამომეტყველებაში, მიშტერებულ თვალებშიაც ამოიკითხავ,

164
როცა ჰორიზონტს გაჰყურებს. არასოდეს ჯდება. ტერფებზე დაყ-
რდნობილი, თითქოს გადასახტომად ემზადება. სწორედ მან აჩვენა
ლალას უდაბნოს გზა, გზა, რომელზედაც იკარგებიან და უკან აღარ
ბრუნდებიან და იქაური, მშვენიერი ვარსკვლავებით მოჭედილი ცა.
მზე უკვე ამოვიდა. ცეცხლის დიდი დისკოსავით თვალისმომჭრე-
ლი, ალუფხულ ქვებზე ნელ-ნელა ზევით იწევს და იბერება. ასეთი
ლამაზი არასოდეს უნახავს. მიუხედავად ტკივილისა და ცრემლები-
სა, თვალებიდან ლოყებზე რომ ჩამოსდის, ლალა მას პირდაპირ,
თვალმოუხუჭავად შეჰყურებს, ზღვის უფლისწულებს როგორც სჩვე-
ვიათ, ისე. ყოველ შემთხვევაში მოხუცი ნამანისგან ასე გაუგონია.
სინათლე მასში ღრმად იჭრება, ყოველივეს ედება, რაც მის სხეულ-
ში იმალება, განსაკუთრებით კი გულს.
უკვე გზაც აღარ არის. ლალამ კლდეებს შორის უნდა ეძებოს გა-
სასვლელი. ამომშრალ ჩანჩქერებზე ქვიდან ქვაზე დახტის. ციცაბო
კლდეების კედლებს გვერდს უვლის. ამომავალი მზე დიდ, თვალის-
მომჭრელ ლაქას დააჩენს ბადურებზე. ამიტომაც ალალბედზე მი-
დის, წინ გადახრილი,ეშინია, არ დაეცეს. ერთიმეორის მიყოლებით
გორაკებს გადაივლის, შემდეგ უშველებელ ქვაღორღიან ტრამა-
ლებში გადის. არავინაა. შორს, სადამდეც თვალი მიუწვდება, მხო-
ლოდ გადახრუკული ქვაღორღიანი სივრცეებია აქა-იქ რძიანას,
კაქტუსის ბუჩქებით. ეს მზემ გაანდგურა ასე დედამიწა. ისე დაწვა და
გააჩანაგა, რომ ამ თეთრი ქვებისა და ბუჩქნარების გარდა აღარა-
ფერი დარჩა. მზე უკვე ზენიტშია. ლალა ახლა პირდაპირ აღარ უყუ-
რებს. რომ შეხედოს, ქუთუთოები დაეწვება, როგორც მეხის დაცემის
დროს ხდება. ლურჯი ცა ვარვარებს, აგიზგიზებული ცეცხლივით
წვავს.
ლალა იძულებულია, თვალები ძლიერ მოჭუტოს, რომ დაინა-
ხოს, მის წინ რა ხდება. რაც უფრო მაღლა იწევს მზე ცაში, დედამიწა-
ზე ყოველივე სინათლით მით უფრო იბერება, იჟღინთება, ირგვლივ
სიჩუმეა, მაგრამ დროდადრო თითქოს გაფართოებული ქვების ტკა-
ცუნი გაისმის.
დიდი ხანია, რაც მიდის, ნეტა რამდენი ხანია? ალბათ უკვე რამდე-

165
ნიმე საათია, თვითონაც არ იცის, საით მიდის. უბრალოდ, ჰორიზონ-
ტის მეორე ბოლოსკენ თავისი ჩრდილის საწინააღმდეგო მიმართუ-
ლებას მიჰყვება. იქ, სადაც მაღალი, წითელი მთები თითქოს ცას ჩა-
მოჰკიდებია, სოფლები ლაჟვარდისფერი ტბები, ალბათ მდინარეც
უნდა იყოს.
უცებ საიდანღაც არტანი გამოჩნდება. მის წინ გაუნძრევლად
დგას. როგორც ყოველთვის, დღესაც მქისე მატყლის კაბა აც-
ვია,თავზე თეთრი ტილოს ნაჭერი აქვს შემოხვეული,
ლალას დანახვაზე შავი სახე ღიმილით გაუნათდება:
– ოჰ, არტანი, არტანი!..
ლალა ბიჭს ეხუტება. მტვრიანი ტანსაცმლიდან მისი ოფლის სუნი
სცემს. ბიჭს ქამარზე სველი ბოხჩა აქვს ჩამოკიდებული ცოტაოდენი
პურითა და ხურმით. ლალა თავის ბოხჩას ხსნის, პურს უნაწილებს.
დიდი ხნის დამშეულები ზეზეულად ხარბად შეექცევიან. ახალგაზ-
რდა მწყემსი აქეთ-იქით იყურება. თვალებით პეიზაჟის ყოველ წერ-
ტილს ზვერავს მუდამ ფხიზლად მყოფი მტაცებელი ფრინველი-
ვით.შორს, ჰორიზონტზე, წითელი მთების მხარეს ერთ წერტილს აჩ-
ვენებს. ხელისგულს ტუჩების ქვემოთ დაიდებს: იქ წყალია.
გზას განაგრძობენ. არტანი წინ მიდის. კლდეებზე მსუბუქად მიხ-
ტუნავს. ლალა ცდილობს, მის ნაკვალევს გაჰყვეს. ბიჭის სუსტი და
მსუბუქი სილუეტი თვალიდან არ შორდება, თითქოს თეთრ ქვებზე
ცეკვავს. როგორც ცეცხლს,როგორც ანარეკლს, ისე უყურებს. ფეხე-
ბი თითქოს არტანის რიტმს უნებლიეთ მიჰყვება.
უკვე საშინლად მწველი მზეა, ლალას თავსა და მხრებზე აწვება,
მთელ სხეულს სტკენს. თითქოს დილით შეღწეული სინათლე
სწვავს, ვერ ეტევა მასში და გადმოდის. გრძნობს, ფეხებიდან, მკლა-
ვებიდან ამოსული მტკივნეული ტალღები თავის ქალაში როგორ
უჩერდება. მზის დამწვრობა ზედაპირულია და მშრალი. ლალას სხე-
ულიდან ერთი წვეთი ოფლიც კი არ გამოსდის, ლურჯი კაბა მუცელ-
სა და ბარძაყებზე ეხახუნება და და ელექტროებისგან ტკაცუნებს.
ცრემლი აღარ სდის, ქუთუთოების კუთხეებში მარილის ფენა ქვიშის
მარცვლებივით პატარა კრისტალებს წარმოქმნის. ნერწყვი უშრება,

166
უსიამოვნო გემო აქვს. თითის წვერებით ტუჩებს ეხება,პირი აქლე-
მისას მიუგავს. მალე იქნებ თავცეცხლებისა და კაქტუსების ჭამაც
აღარ გაუჭირდეს.
ის კი, არტანი, ლოდიდან ლოდზე მიხტუნავს, უკან არც იხედება.
მისი თეთრი სილუეტი თანდათან შორდება, გაქცეულ ცხოველს
ჰგავს, არ ჩერდება, უკანაც არ ტრიალდება. ლალას უნდა, დაეწიოს,
მაგრამ ფეხები არ ემორჩილება. დახორგილ ქვებზე ალალბედზე მი-
ბარბაცებს, წინ იყურება, გადატყავებული ფეხებიდან სისხლი სდის,
ამდენი დაცემით მუხლები სულ მთლად გადაეყვლიფა, მაგრამ ტკი-
ვილს მაინც ვერ გრძნობს. ყოველი მხრიდან მხოლოდ სინათლის
მხურვალე ანარეკლს შეიგრძნობს. თითქოს მის გარშემო, ქვებზე,
უამრავი ცხოველი დახტოდეს. გარეული ძაღლები, ცხენები, ვირები,
თხები საკვირველ ნახტომებს აკეთებენ, თეთრი, დიდი ჩიტებიც
დაფრინავენ, ძერძერუკები, ყარყატები დიდ, მბზინვარე ფრთებს ისე
იქნევენ, თითქოს გაფრენა სურდეთ. ასე დაფრინავენ ცეკვა-ცეკვით,
შეუსვენებლად. ლალა გრძნობს, მათი ფრთების დაქნევით თმა რო-
გორ ეწეწება, მკვრივ ჰაერში ფრთების შარიშური ესმის. თავს შე-
ატრიალებს, უკან იყურება, ყველა ჩიტს, ყველა ამ ცხოველს რომ შე-
ხედოს, ლომებსაც კი, წამით რომ გაიელვებენ. მაგრამ ისინი შეხედ-
ვისთანავე ქრებიან, მირაჟებივით უჩინარდებიან, რომ მერე მის
ზურგსუკან ხელახლა გამოჩნდნენ.
არტანის დანახვა გაგიჭირდება. მისი მსუბუქი სილუეტი თეთრ
ქვებზე ცეკვა-ცეკვით დახტის, მიწას მოწყვეტილი ჩრდილივითაა.
ლალა უკვე აღარ ცდილობს დაეწიოს, ტრამალის მეორე ბოლოში,
ცაში ერთ ადგილზე გაჩერებულ წითელ მთასაც ვეღარ ხედავს. იქ-
ნებ წინ არც კი მიდის! შიშველი ფეხები ქვებზე ფორთხვით ეყვლი-
ფება, ორმოებში ვარდება, თითქოს მის უკან გზა განუწყვეტლივ ინ-
გრევა, ფეხებს შორის გამდინარე წყალს ემსგავსება. ყველაზე მეტს
სინათლე მოძრაობს, დიდ, უკაცრიელ ტრამალს ეფინება, ქარს მიჰ-
ყვება, არემარეს ასუფთავებს. სინათლე წყალივით შხუის. ლალას
ესმის მისი ხმა, შესმა კი არ შეუძლია. სინათლე ცის შუაგულიდან იფ-
რქვევა და დედამიწაზე თაბაშირსა და ქარში გიზგიზებს. დროდად-

167
რო ჟანგმიწა მტვრის ბუღში, თეთრ კენჭებს შორის გავარვარებუ-
ლი, ნაკვერჩხლისფერი, კაჟივით ბასრი ქვა გამოჩნდება. ლალა
გზას განაგრძობს და თან ამ მოელვარე წერტილს თვალს არ აშო-
რებს. თითქოს ქვა ძალას ჰმატებს, თითქოს ეს-სერის მიერ დატოვე-
ბული გზის მაჩვენებელი იყოს. ხან კარგა მოშორებით ოქროსმაგ-
ვარ ქარსის ფირფიტას წააწყდება, მწერების ბუდის მსგავსი ანარეკ-
ლებით. ლალას ეჩვენება, რომ მათი ფრთების ტლაშუნიც ესმის. ხან
მოშორებით, მტვრიან მიწაზე, შემთხვევით ზღვის უბრალო მრგვალ,
ნაცრისფერ, მქრქალ ქვას წამოჰკრავს ფეხს. დაჟინებით მიაჩერდე-
ბა, თავი რომ გადაირჩინოს იღებს, ხელს მაგრად უჭერს. გახურებუ-
ლი ქვა თეთრი ძარღვებით არის დასერილი. მათ ქვის შუაგულში
გზა გაჰყავთ, საიდანაც ბავშვის თმასავით წვრილი სხვა გზები იტო-
ტება. ლალა ქვას მუჭში იდებს და სვლას განაგრძობს.
მზე უკვე დასავალზეა, გადათეთრებული ტრამალის მეორე ბო-
ლოში. საღამოს ქარის მიერ დროდადრო წამოყრილი სილის გრი-
გალები ცის კიდეში დიდ, წითელ მთას ფარავს.
– არტანი! არტა-ა-ნი! – ყვირის ლალა. მუხლები ეკეცება, ფეხები
აღარ ემორჩილება, ქვებზე ეცემა. თავზე მოწმენდილი ცა დაჰყუ-
რებს, კიდევ უფრო გაშლილი, კიდევ უფრო მოკრიალებული. ექო-
საც ვერ გაიგონებ.
ყველაფერი მკაფიოდ ჩანს, შეურყვნელია. თითქმის ცის დასა-
ლიერამდე პაწაწინა კენჭს, პაწაწინა ბუჩქსაც კი გაარჩევ. ადამიანის
ჭაჭანება არ არის. თვალებით კელებს დაეძებს. ახლაც სიამოვნებით
შეხედავდა, ბავშვების თმების ირგვლივ ჰაერში როგორ აბამენ უხი-
ლავ ძაფებს. ჩიტის დანახვა ენატრება, თუნდაც ყვავის, თუნდაც გრი-
ფისა. მაგრამ არაფერია, არავინაა მის უკან მისივე წაგრძელებული
შავი ჩრდილის გარდა, ორმოს რომ ჰგავს ქათქათა თეთრ მიწაში.
მაშინ მიწაზე გაწვება. ასე ჰგონია, მალე უნდა მოკვდეს, რადგან
სხეულში ძალა გამოელია და სინათლის ცეცხლმა ფილტვები და გუ-
ლი დაუსუსტა. ნელ-ნელა სინათლე იკლებს, ცა იქუფრება, მაგრამ
შესაძლოა მზეს ის სისუსტე აქრობს, მის არსებას რომ მორევია.
მოულოდნელად წინ არტანი გამოჩნდება. ცალ ფეხზე დგას, წონას

168
წორობას ჩიტივით იკავებს, იხრება, თითქოს მისკენ მოფრინავსო.
ლალა მქისე მატყლის კაბაზე ებღაუჭება,ხელს არ უშვებს, ლამის
არის, დააგდოს. ბიჭი მის გვერდით ჩაიკუზება, მოღუშულია, მაგრამ
თვალები მაინც ძალიან უბრწყინავს, დაძაბული გამომეტყველება
აქვს. ლალას სახეს, შუბლს, თვალებს ეხება, თითებს დამსკდარ ტუ-
ჩებზე გადაუსვამს. ხელს ერთი წერტილისკენ, ქვაღორღიანი ტრა-
მალისკენ იშვერს, ჩამავალი მზის მიმართულებით, იმ ადგილისკენ,
სადაც კლდის მახლობლად ხე დგას: წყალია. შორსაა? ახლოსაა?
იმდენად გამჭვირვალე ჰაერია, რომ ვერ გაიგებ. ლალას უნდა წა-
მოიწიოს, მაგრამ სხეული არ ემორჩილება.
– არტანი, აღარ შემიძლია... – ლუღლუღით ეუბნება, თან მოკე-
ცილ, გადაყვლეფილ ფეხებს აჩვენებს.
– წადი, მე აქ დამტოვე, წადი!
მწყემსმა არ იცის, რა ქნას. ისევ მის გვერდით არის ჩაკუზული.
ნეტა რას იზამს? ლალა ხმის ამოუღებლად შეჰყურებს. უნდა, რომ
ჩაიძინოს, გაუჩინარდეს. მაგრამ არტანი არ ეშვება. მკლავებს ტანზე
მოხვევს და ნელა ხელში აჰყავს. ლალა გრძნობს, ბიჭს ფეხის კუნ-
თები სიმძიმისგან როგორ უკანკალებს· მკლავებს კისერზე შემოაჭ-
დობს, ცდილობს, თავისი წონა მწყემსის წონას შეურიოს.
არტანი ქვებზე სწრაფად მიხტის, თითქოს მარტო იყოს. გრძელი,
აკანკალებული ფეხებით ხეობებს გადაუვლის, ნაპრალებზე გადა-
დის. ქვაღორღიან ტრამალზე მზისა და სილიანი ქარის გრიგალი
ჩადგა, მაგრამ მეწამული ჰორიზონტიდან ნელი ქროლვა ისევ აღ-
წევს და კაჟებზე ნაპერწკლებს აელვარებს. მათ წინ, იქ, სადაც მზე
დედამიწისკენ იხრება, თითქოს სინათლის დიდი ძაბრია. ლალა
კისრის არტერიებიდან არტანის გულისცემას უსმენს, მისი ქოშინი
ესმის.
დაბინდებამდე კლდესთან და ხესთან მივიდნენ, იქ, სადაც ქვა-
ღორღიანი ორმოა მღვრიე წყლით. წყლის პირას არტანი ლალას ნე-
ლა ჩამოსვამს და თავისი პეშვით წყალს შეასმევს. წყალი ცივია, ოდ-
ნავ მწკლარტე. ახლა უკვე მისი ჯერია, მწყემსი დაიხრება, თავს
წყალთან მიიტანს და დაეწაფება.

169
ღამეს დაელოდებიან. აქ ძალიან მალე ღამდება, თითქოს ფარდა
ჩამოაფარესო. არც ორთქლი იცის, არც ღრუბლები, არანაირი სუ-
რათი არ იხატება. თითქოს არც ჰაერი იყოს, არც წყალი – არაფერი,
გარდა მზის სინათლისა, რომელსაც მთები აქრობს.
ლალა არტანის გვერდით წევს მიწაზე. ადგილიდან არ იძვრის.
ფეხები დაგლეჯილი, გადაყვლეფილი აქვს. შედედებულმა სისხლმა
ფეხებქვეშ შავი ლანჩის მსგავსი ქერქი გაიკეთა. დროდადრო ტკი-
ვილი ტერფებიდან ამოდის, ფეხებს, ძვლებსა და კუნთებს გაივლის
და საზარდულამდე აღწევს. ჩუმად კვნესის, კბილს კბილზე აჭერს,
რომ არ დაიყვიროს, ხელებით ბიჭის მკლავებს ებღაუჭება, მას კი არ
სცალია მისთვის, პირდაპირ ჰორიზონტს გაჰყურებს შავი მთების-
კენ. ან იქნებ ღამეულ ცას? სიბნელეში სახე კიდევ უფრო უმუქდება.
ნეტა რამეზე თუ ფიქრობს? ლალას სურს, მასში შეაღწიოს, მისი სურ-
ვილები ამოიცნოს, გაიგოს, სად მიდის... მას კი არა, საკუთარ თავს
უფრო ესაუბრება. არტანი ძაღლივით უსმენს, თავი წამოუწევია,
მარცვლების ხმაურს მისდევს.
მონაცრისფრო-მომწვანოკოსტიუმიან კაცზე უყვება, მის ლითო-
ნის ნაჭერივით ცივსა და შავ თვალებზე, ნამანთან გატარებულ ღა-
მეზე, როცა სიტეში უბედურების ქარი ქროდა. და ეუბნება:
– ახლა, როცა ქმრად შენ აგირჩიე, ვეღარავინ მომიტაცებს, ცო-
ლადაც სხვა ვეღარავინ შემირთავს. ამიერიდან ერთად ვიცხოვ-
რებთ... ბავშვი გაგვიჩნდება და ჩემი ცოლად შერთვა აზრადაც აღა-
რავის მოუვა. გესმის, არტანი? რომც დაგვიჭირონ, ვეტყვი, რომ ჩემი
ქმარი ხარ, რომ ბავშვს ველოდებით და ისინიც ვეღარაფერს გახდე-
ბიან. მაშინვე თავს დაგვანებებენ და ჩვენც საცხოვრებლად ძალიან
შორს, სამხრეთის ქვეყნებში, უდაბნოში წავალთ...
ღამის სიჩუმეში, შუაგულ ქვაღორღიან ტრამალზე, ვეღარც დაღ-
ლილობას გრძნობს, ვეღარც ტკივილს, ვეღარაფერს, ამ თავისუფ-
ლებით თრობის გარდა. ჭაბუკი მწყემსის სხეულს მაგრად ეკვრის,
სანამ მათი სუნი და სუნთქვა ერთმანეთს საბოლოოდ არ შეერევა.
ბიჭი ნაზად, ძალიან ნაზად შედის მასში და ეუფლება. ლალას მკერ-
დთან მისი გამალებული გულისცემა ესმის.

170
ლალა სახეს შუა ცისკენ შეატრიალებს, დაჟინებით მიაჩერდება.
ცივი, მშვენიერი ღამე გარს ეხვევა, თავის ღრმა სილურჯეში იხუ-
ტებს. ასეთი ღამე ლალას არასოდეს უნახავს. ქვემოთ, სიტეში ან
ზღვის სანაპიროებზე ყოველთვის იყო რაღაც ისეთი – ორთქლი ან
მტვერი, რაც ღამეს აშორებდა, რაღაც რიდესმაგვარი, რაც ფერს უც-
ვლიდა. რადგან იქ ყველგან ადამიანები დაფუსფუსებდნენ, თავიან-
თი ცეცხლით, საჭმლითა და სუნთქვით. აი, აქ კი ყველაფერი შეუბ-
ღალავია· ახლა არტანი გვერდით უწევს. საშინელი თავბრუსხვევის-
გან ორივეს გუგები უფართოვდება.
არტანს სახე დასჭიმვია, შუბლსა და ლოყებზე კანი ქვასავით
უპრიალებს. ზემოთ, მათ თავზე, ცა ნელ-ნელა ვარსკვლავებით, უთ-
ვალავი ვარსკვლავით იჭედება. თეთრად ციალებენ, ციმციმებენ,
იდუმალ ფიგურებად ისახებიან. ორი გამოქცეული ბავშვი მათ სუნ-
თქვაშეკრული, გაფართოებული თვალებით მისჩერებია. გრძნობენ,
თანავარსკვლავედების მოხაზულობები სახეებზე როგორ ერეკლე-
ბათ, თითქოს მხოლოდ მათი მზერის წყალობით არსებობდნენ,
თითქოს ღამის მკრთალ სინათლეს ეწაფებოდნენ. აღარაფერი
ადარდებთ: არც უდაბნოს გზა, არც ხვალინდელი დღის ტანჯვა, აღა-
რც მომდევნო დღეები; ვეღარც ჭრილობებს გრძნობენ, ვეღარც
წყურვილს, ვეღარც შიმშილს, ვეღარაფერს მიწიერს; მზის სიმხურ-
ვალეც კი მიავიწყდათ, რომელმაც სახეები და სხეულები გაუშავა,
თვალები შიგნით ღრმად დაუზიანა.
ვარსკვლავების შუქი მათ წვიმასავით მსუბუქად ეცემა. უხმა-
უროდ, მტვერსაც არ აყენებს, ქარსაც კი არ აძლიერებს. ახლა ის
ქვაღორღიან ტრამალებს ეფინება, ჭასთან პაპანაქებისგან თითქოს
ქვად ქცეული ხე ბოლივით მსუბუქი და ჰაეროვანი ხდება. უკვე მიწაც
აღარ არის იმდენად ბრტყელი. გემის ცხვირივით წაგრძელებული
წინ რწევითა და რყევით მისრიალებს. ნელა, ღრმად, მშვენიერ ვარ-
სკვლავეთში იჭრება. ერთმანეთს მიკრული, მსუბუქი, ერთ ხორცად
ქცეული ორი ბავშვი კი სასიყვარულო ალერსს მისცემია.
ყოველ წუთს ახალი, პაწაწინა ვარსკვლავი ჩნდება. იმდენად პა-
ტარა, რომ გაგიკვირდება, მისი შუქი ბნელს როგორ არღვევს და უხ-

171
ილავი ძაფებით სხვებს უერთდება. ნაცრისფერი, წითელი, თეთრი
შუქის მთელი ჯარი ღამის ღრმა სილურჯეს შეერევა და ბუშტივით
ერთ ადგილზე იყინება.
ცოტახ ნის შემდეგ, როცა მისკენ შემობრუნებულ არტანს ჩაეძი-
ნება, ლალა სინათლის ყოველ გამოკრთომას, ყოველ გამობრწყი-
ნებას აკვირდება. ყველაფერს, რაც ციმციმებს, თრთის ან თვალები-
ვით გაშტერებულა. კიდევ უფრო ზევით, მის თავზე, დიდი ირმის ნახ-
ტომია – გაბრიელის კრავის სისხლით მორწყული გზა, რომლის შე-
სახებაც მოხუცი ნამანი ჰყვებოდა ხოლმე.
ვარსკვლავებიდან მქრქალ სინათლეს ეწაფება. და უცებ იმდე-
ნად ახლოს მოეჩვენება, რომ მოუნდება, ხელით შესწვდეს და აკაშ-
კაშებული, მშვენიერი შუქი პეშვით წამოიღოს, როგორც ლალა ჰა-
ვას ხმით ნამღერ სიმღერაშია. მაგრამ ადგილიდან არ იძვრის. არ-
ტანის კისერზე შემოხვეული ხელი მის არტერიებში სისხლის მოძ-
რაობასა და მშვიდ სუნთქვას უსმენს. მზისა და გვალვის ხვატი ღამემ
გაანელა. წყურვილი, შიმშილი, კაეშანი გალაქტიკის ნათებამ შთან-
თქა. კანს ცის ყოველი ვარსკვლავის ანაბეჭდი წვეთებივით ატყვია.
ვეღარც კი ხედავენ დედამიწას. ერთმანეთს მიკრული ორი ბავ-
შვი ცის გულში მოგზაურობს.

172
12

ყოველდღე ახალი მიწა ჩნდებოდა. ქარავანი სამ მწკრივად იყო


დაყოფილი, ერთმანეთს ორი-სამი საათის სავალი გზა აშორებდა.
მარცხნივ, სიდი ელ აშის მიმართულებით, ჰოას ქედის განტოტების
სიახლოვეს ლარდაფის ქარავანი მიდიოდა. სულ მარჯვნივ, დიდი
შეიხის უმცროსი ვაჟის საადბუს ქარავანი იანგ საკუმის დამშრალ კა-
ლაპოტს ზევით, საგიეტ ელ-ჰამრას ცენტრისკენ მიუყვებოდა. შუაში
კი, მათ უკან მა ელ-აინინი აქლემებზე ამხედრებული მეომრებით მი-
იწევდა. მათ კაცების, ქალებისა და ბავშვების ქარავანი მისდევდა.
პირუტყვი წინ მიეშვათ და ცაში აჭრილ წითელი მტვრის სქელ ღრუბ-
ლებს მიჰყვებოდნენ.
ყოველდღე ღრმად შედიოდნენ ამ უსასრულო ხეობაში. მზე კი
მათ თავზე საპირისპირო მიმართულებით იწვერებოდა. ზამთრის
მიწურული იდგა და წვიმებს მიწა ჯერ არ დაელბო. საგიეტ ელ-ჰამ-
რას დაბლობი ბებერი კანივით იყო დამსკდარი და გამაგრებული,
მისი წითელი ფერიც კი თვალებსა და სახის კანს წვავდა.
დილით, სანამ ინათებდა, პირველი ლოცვის მაუწყებელი შეძა-
ხილი, შემდეგ კი ცხოველების ხმაური გაისმოდა. კოცონის კვამლი
ხეობას ფარავდა. მოშორებით, ლარდაფის ჯარისკაცების მონოტო-
ნური ლოცვის შეძახილებს საადბუს ხალხი ეხმიანებოდა. დიდი შე-
იხის ლურჯი კაცები ჩუმად ლოცულობდნენ. როცა პირველი წითე-
ლი მტვერი ცაში ადიოდა, კაცები ფარებს მიერეკებოდნენ, თითოე-
ული თავის ტვირთს იღებდა და ჯერ კიდევ ნაცრისფერსა და ცივ მი-
წაზე გზას დაადგებოდა.
ცისკიდე ჰამადას თავზე ნელა ნათდებოდა, კაშკაშა დისკო ხე-
ობის დაბლობს ანათებდა. ხალხი შეჰყურებდა, თვალებს ჭუტავდა,
ოდნავ იხრებოდა კიდეც, თითქოს შუბლსა და მხრებზე სინათლის
დაწოლასა და ტკივილს ასე უნდა შებრძოლებოდა.
ზოგჯერ ლარდაფისა და საადბუს ჯარები ისე ახლოს იყვნენ, რომ
ერთმანეთის ცხენების ჩლიქების ხმაური და აქლემების ბღავილი ეს

173
მოდათ. მაშინ მტვრის სამი ღრუბელი ერთდებოდა და მზეს თითქმის
ფარავდა.
როცა მზე ზენიტს უახლოვდებოდა, ქარი ამოვარდებოდა, არემა-
რეს მოასუფთავებდა, წითელი სილისა და ქვიშის კედლებს ანგრევ-
და. კაცები ფარებს ნახევარწრისებრად აყენებდნენ, უკანა ფეხებზე
ჩამომჯდარ აქლემებს ან ეკლიან ბუჩქებს ეფარებოდნენ. დედამიწა
ცასავით უკიდეგანო, მოტიტვლებული და თვალისმომჭრელი იყო.
უკან დიდი შეიხის ფარას ნური მიერეკებოდა. მკერდზე საკვებით
სავსე დიდი ტილო ჰქონდა ჩამოკიდებული. ყოველდღე, გამთენიი-
დან დაღამებამდე ცხენებისა და კაცების ნაკვალევს მიჰყვებოდა, სა-
ით – არ იცოდა, მშობლებსა და დებს ვერ ხედავდა, იშვიათად ხვდე-
ბოდა, ისიც საღამოობით, როცა მგზავრები ჩაისა და ბურღულის ფა-
ფისთვის ფიჩხით კოცონს ანთებდნენ. არავის ელაპარაკებოდა და
მასაც ხმას არავინ სცემდა. თითქოს დაღლილობასა და გვალვას
მისთვის ყელში სიტყვები ამოეწვა.
როცა ღამე ჩამოწვებოდა და ცხოველები დასაძინებლად ორმოს
ამოთხრიდნენ, ნურს შეეძლო ირგვლივ გადაჭიმული თვალუწვდე-
ნელი, უკაცრიელი ხეობისთვის ეცქირა. ბანაკისგან ოდნავ მოშორე-
ბით, გადახრუკულ ტრამალზე მდგარს თავი ხესავით მაღალი წარ-
მოედგინა. ხეობას თითქოს ბოლო არ უჩანდა, თითქოს ქვაღორ-
ღიანი და წითელი ქვიშის ეს უსასრულო სივრცე დასაბამიდან არ
შეცვლილიყო. შორიშორს პატარა აკაციების, ბუჩქების გადამხმარი
სილუეტები, კაქტუსების ეკლნარები და ჯუჯა პალმები იკვეთებოდა,
რომლებზეც ხეობის ნესტი გაურკვეველ, ბნელ ლაქებს აჩენდა. ღა-
მის წყვდიადში დედამიწა მინერალის ფერს იძენდა. ფეხზე მდგარი,
მთლად გარინდული ნური ელოდებოდა, როდის ჩამოწვებოდა სიბ-
ნელე და ნელა, ეთერივით უხილავი წყალივით მთელ ხეობას რო-
გორ ამოავსებდა.მოგვიანებით მა ელ-აინინის ჯარს მომთაბარეთა
სხვა რაზმებიც შეუერთდა. ტომთა ბელადებთან ითათბირეს, გაარ-
კვიეს, საით მიდიოდნენ და ისინიც იმავე გზას დაადგნენ ჰოზას, ელ
ფონატის, იორფის ჭებისკენ. ხეობაში უკვე ათიათასობით კაცი გა-
დაადგილდებოდა.

174
ნურს აღარ ახსოვდა, როდის დაიძრნენ. შესაძლოა, ეს სულაც
ერთი დაუსრულებელი დღე იყო. მზე გავარვარებულ ცაში ადი-ჩა-
მოდიოდა, მტვრის ღრუბელი აზვირთებულ ტალღასავით საკუთარ
თავს დასტრიალებდა.მა ელ-აინინის ვაჟების რაზმი წინ გაჭრილი-
ყო, შესაძლოა, უკვე საგიეტ ელ-ჰამრას ხეობის სიღრმეშიც შესული-
ყო, რაიემ მო-ჰამედ ამბარექის საფლავს გასცდენოდა, ჰამადის ზეგ-
ნამდე მისულიყო, საიდანაც მეზუარის მთვარისებრი ხეობა იშლება.
შესაძლოა, მათი ცხენები უკვე კლდოვანი გორაკების ფერდობებსაც
შესდგომოდნენ, უკან მოეტოვებინათ საგიეტ ელ-ჰამრას თვალუწ-
ვდენელი ხეობა, სადაც მა ელ-აინინის ხალხი და ფარები ჟანგმიწა
წითელი ფერის ღრუბელთა კორიანტელს აყენებდა.
ამჯერად უკანა კოლონის სვლას ქალები და კაცები აფერხებ-
დნენ. დროდადრო ნური ჩერდებოდა. დედამისისა და თავისი დების
ჯგუფს ელოდებოდა. გახურებულ ქვებზე ჯდებოდა, თავზე ლაბადის
კალთას იფარებდა და გზაზე ნელა მიმავალ ლაშქარს გაჰყურებდა.
უპირუტყვოდ დარჩენილ მეომრებს უჭირდათ მხრებზე აკიდებული
ტვირთით სიარული. წინ გადახრილიყვნენ. ზოგი გრძელ თოფებს,
გრძელ შუბებს ეყრდნობოდა. სახეები გაშავებოდათ და ნურს ქვიშის
ხრაშუნში მათი სუნთქვის სულის შემძვრელი ხმაური ესმოდა.
უკან ბავშვები და მწყემსები მიჰყვებოდნენ. თხებისა და ცხვრე-
ბის ფარას ქვებს ესროდნენ და წინ მიერეკებოდნენ. მტვრის კორი-
ანტელი წითელი ნისლივით შემოხვეოდათ და ნურს ეჩვენებოდა,
თითქოს ეს უცნაური, ჩამოფლეთილი სილუეტები მტვერში ცეკვავ-
დნენ. ქალები სასაპალნე აქლემებს გვერდით მიჰყვებოდნენ, ზოგს
თავისი ჩვილი ლაბადაში ჩაემალა. გახურებულ მიწაზე ფრთხილად
დგამდნენ შიშველ ფეხებს. ნურს ესმოდა ხმაური, რომელსაც მათი
ოქროსფერი და სპილენძისფერი მძივები და კოჭებზე ასხმული
რგოლები გამოსცემდა. მიდიოდნენ და თან დაუსრულებელ სევდიან
სიმღერას მღეროდნენ, რომელიც ქარის ხმაურივით დროდადრო
იკარგებოდა.
სულ უკან არაქათგამოცლილი მოხუცები, ბავშვები, დაჭრილები
და ახალგაზრდა ქალები მიჰყვებოდნენ, რომელთაც ქმრები დაღუ-

175
პვოდათ და საჭმლისა და წყლის მიმწოდებელი აღარავინ ჰყავდათ.
ასეთები ბევრნი იყვნენ, საგიეტის მთელი ხეობის გაყოლებაზე გა-
ფანტულიყვნენ, შეიხის მეომრების ჩავლის შემდეგ გამოჩნდებოდ-
ნენ ხოლმე. ნურს ყველაზე მეტად ისინი ებრალებოდა.
გზის ნაპირზე მდგარი ნური ხედავდა, როგორ მიდიოდნენ ტა-
ატით, ძლივძლივობით როგორ ადგამდნენ დაღლილობისგან დამ-
ძიმებულ ფეხებს. ნაცრისფერ, ჩამომხმარ სახეებზე თვალები სიც-
ხისგან უბრწყინავდათ, ტუჩებიდან სისხლი სდიოდათ, ხელებსა და
ზურგზე დაჩნეულ ნაიარევებზე შედედებული სისხლი სილის ოქ-
როსფერს შერეოდა. მზე მათაც არ ინდობდა. ისევე ულმობლად ურ-
ტყამდა, როგორც გზის წითელ ქვებს. ქალებს ქალამნები გასცვე-
თოდათ, ქვიშისგან დამწვარი, შიშველი ფეხები მარილს შემოეღ-
რღნა. ყველაზე მტკივნეული კი შფოთისა და სიბრალულის
აღმძვრელი დუმილი იყო. არც ერთი მათგანი არ ლაპარაკობდა, არ
მღეროდა. ტირილსა და კვნესასაც ვერ გაიგონებდი. ყველანი: კაცე-
ბი, ქალები, ბავშვები დასისხლიანებული ფეხებით, უხმაუროდ, და-
მარცხებულებივით მიდიოდნენ. ქვიშაზე მათი ნაბიჯების ხმისა და
ხანმოკლე ქოშინის გარდა არაფერი ისმოდა. შემდეგ ნელ-ნელა
იქაურობას სცილდებოდნენ, მძიმე ტვირთი ფერდებზე ჩამოსწე-
ოდათ. ქარიშხალს მოყოლილ უცნაურ მწერებს ჰგავდნენ.
ნური ისევ გზაზე იდგა. ტვირთი ფერხთით ედო. თუ დროდადრო
მოხუცი ქალი ან დაჭრილი მეომარი მისკენ გამოემართებოდა, მიუ-
ახლოვდებოდა და მიმართავდა:
‒ გამარჯობა, გამარჯობა. დაიღალე არა? ტვირთის ზიდვაში ხომ
არ მოგეხმარო?
ისინი არაფერს უპასუხებდნენ. ზედაც არ უყურებდნენ. ხეობის
ქვებივით უხეში, ტკივილისა და სინათლისგან ნატანჯი სახეები
ჰქონდათ.
შინგეტის მეომრები – უდაბნოს მეომრების ერთი ჯგუფი გამოჩ-
ნდა. გრძელი, ცისფერი ლაბადები შემოხეოდათ, ფეხებსა და ტერ-
ფებზე სისხლიანი ჩვრები ეხვიათ. ბრინჯის ჩანთა და წყლის მათა-
რაც კი არ გააჩნდათ. თოფებისა და შუბების გარდა არაფერი მიჰქო-

176
ნდათ, მაგრამ მაინც ბავშვებივით და მოხუცებულებივით მძიმედ
მოძრაობდნენ.
ერთ-ერთი მათგანი უსინათლო იყო. სხვების კაბის კალთას ჩა-
ჭიდებული ველური ბუჩქების ფესვებს ებღაუჭებოდა და ქვებზე ისე
მიფორთხავდა. როცა ნურს მიუახლოვდნენ, ახალგაზრდა ბიჭის მი-
სალმება გაიგონა, მეგობრის ლაბადას ხელი გაუშვა, შეჩერდა:
– მოვედით? – იკითხა.
დანარჩენებმა გზა ისე განაგრძეს, რომ არც კი მოტრიალებუ-
ლან. უდაბნოს მეომარს დაღლილობისგან განაწამები, მაგრამ ჯერ
კიდევ ახალგაზრდული იერი შერჩენოდა. ჭუჭყიანი ქსოვილის ნაჭე-
რი დამწვარ თვალებზე აეფარებინა.
ნურმა ცოტაოდენი წყალი მიაწოდა დასალევად, მისი ტვირთი
მხრებზე შემოიდო, ხელი თავის ლაბადაზე მოაკიდებინა და უთხრა:
– წამოდი, ამიერიდან მე გატარებ.
და გზას დაადგნენ, წითელი მტვრის სქელ ღრუბელს მიჰყვნენ ხე-
ობის ბოლოსკენ.
კაცი არ ლაპარაკობდა. ნურს ისე მაგრად ჩაბღაუჭებოდა, რომ
მხარს სტკენდა. საღამოს, როცა იორფის ჭასთან გაჩერდნენ, ბიჭი
უკვე მისავათებული იყო. ახლა წითელი კლდეების ძირში იყვნენ,იქ,
სადაც ჰოას მეზასები და ჩრდილოეთისკენ მიმავალი ხეობა იწყება.
აქ ყველას–ლარდაფის,საადბუს და დიდი შეიხის ლურჯი კაცების
ქარავნები იყრიდა თავს. ბინდის შუქზე ნური ჭის შავი ლაქის ირ-
გვლივ გამომშრალ მიწაზე შემომსხდარ კაცებს შეჰყურებდა. წითე-
ლი სილა ნელ-ნელა იფანტებოდა, კოცონის კვამლი უკვე ცისკენ მი-
იწევდა.
ხანმოკლე შესვენების შემდეგ ნურმა ტვირთი აიღო, მაგრამ ამ-
ჯერად მკერდზე არ მიუკრავს. უსინათლო მებრძოლს ხელი ჩაჰკიდა
და ჭისკენ მიმავალ გზას დაადგა.
წყალი უკვე ყველას დაელია:ქალებსა და კაცებს ჭის აღმოსავ-
ლეთით, ცხოველებს – დასავლეთით. წყალი ამღვრეულიყო, ნაპი-
რების წითელ ტალახს შერეოდა, მაგრამ ადამიანებს ასეთი ლამაზი
მაინც არასოდეს მოსჩვენებიათ. უღრუბლო ცა მის შავ ზედაპირზე,

177
როგორც პრიალა ლითონზე ისე ლაპლაპებდა.
ნური წყლისკენ დაიხარა. სულმოუთქმელად დალია, ჭასთან ჩა-
მუხლული უსინათლო მებრძოლიც ხარბად დაეწაფა, ხელისგულს
თითქმის არც კი იშველიებდა· წყურვილი რომ მოიკლა, ჭის ნაპირზე
ჩამოჯდა, მუქ სახესა და წვერს წყალი უელვებდა.
შემდეგ უკან, ფარებისკენ გაბრუნდნენ. ასეთი იყოშეიხის ბრძა-
ნება. წყალი რომ არ ამღვრეულიყო, ჭასთან დარჩენის უფლება არა-
ვის ჰქონდა.
ჰამადას მახლობლად მალე ჩამობნელდა. წყვდიადმა ნელ-ნელა
ხეობაში შეაღწია. მზის სინათლეს მხოლოდ წითელი ქვის ქიმები
დაუტოვა.
ნურმა დედ-მამა მოისაკლისა და ერთი წამით ძებნა დაუწყო. შე-
საძლოა, ლარდაფის ჯარისკაცებთან ერთად უკვე ჩრდილოეთის
გზას გასდგომოდნენ. ფარების გვერდით ღამის გასათევი ადგილი
აირჩია. ტვირთი ძირს დადო და შვრიის პური და ხურმა უსინათლო
მეომარს უწილადა. კაცმა სწრაფად შეჭამა, მიწაზე გაწვა და ხელები
თავქვეშ ამოიდო. ნური გაესაუბრა, ვინაობა ჰკითხა. მაშინ კაცი ამ-
დენი ხნის დუმილისგან ოდნავ ჩახლეწილი ხმით მოუყვა, რაც ქრის-
ტიანმა ჯარისკაცებმა ჩაიდინეს იქ, ძალიან შორს, შინგეტში, შინშა-
ნის დიდი მარილიანი ტბის მახლობლად, როგორ დაესხნენ თავს ქა-
რავნებს, როგორ გადაბუგეს სოფლები, როგორ გარეკეს ბავშვები
თავიანთ ბანაკებში როცა ქრისტიანების ჯარისკაცები დასავლეთი-
დან, ზღვის სანაპიროებიდან თუ სამხრეთიდან მოვიდნენ, აქლემებ-
ზე შემომსხდარი თეთრებში ჩაცმული მეომრები და ნიგერიელი შავ-
კანიანი მამაკაცები, უდაბნოს ხალხი იძულებული გახდა, ჩრდი-
ლოეთისკენ გაქცეულიყო. ერთ-ერთი ასეთი ბრძოლის დროს ის
თოფით დაიჭრა და მხედველობა დაკარგა. მაშინ მისმა თანამებ-
რძოლებმა ჩრდილოეთისკენ, წმინდა ქალაქ სმარისკენ წამოიყვა-
ნეს იმ იმედით, რომ შეიხი ქრისტიანების მიერ მიყენებულ ჭრილო-
ბებს მოუშუშებდა და თვალს აუხელდა. საუბრისას დახუჭული თვა-
ლებიდან ცრემლები სდიოდა, იმაზე ფიქრობდა, რაც უკვე დაეკარ-
გა.

178
– იცი, ახლა სად ვართ? – მოსვენებას არ აძლევდა ნურს, თით-
ქოს შიშობდა, აქ, შუაგულ უდაბნოში არ მიმატოვოსო.
– იცი, სად ვართ? კიდევ ბევრი უნდა ვიაროთ?
– არა, – უპასუხებდა ნური, – მალე მივადგებით იმ მიწებს,შეიხმა
რომ აღგვითქვა, იქ ჩვენ არაფერი მოგვაკლდება, იქაურობა ნამ-
დვილი ღვთის სასუფეველია.
მაგრამ სინამდვილეში არაფერი იცოდა. გულის სიღრმეში არ
ეგონა, ოდესმე თუ ჩააღწევდნენ ამ ქვეყანაში, მაშინაც კი უდაბნო,
მთები და ზღვები რომ გადაელახათ, მაშინაც კი, იმ ადგილამდე რომ
მისულიყვნენ, სადაც ჰორიზონტზე მზე იბადება.
უსინათლო მებრძოლი განაგრძობდა. მაგრამ ამჯერად ომზე
აღარაფერს ამბობდა. თითქმის დაბალ ხმაზე შინგეტში გატარებულ
ბავშვობაზე უყვებოდა, მამასთან და ძმებთან ერთად გამოვლილ მა-
რილის გზაზე. უყვებოდა, როგორ ასწავლიდნენ მეჩეთში, როგორ
დაიძრნენ უდაბნოს გავლით უზარმაზარი ქარავნები ადრარისკენ
და კიდევ უფრო შორს, აღმოსავლეთით, ჰანკის მთებისკენ, აბდ ელ
მალექის ჭისკენ, იქ, სადაც სასწაულმოქმედი სამარხია. ამას მშვი-
დად, თითქმის ღიღინით უყვებოდა. მიწაზე გაწოლილს, ღამის ახ-
ლად ჩამოწოლილი ბინდი სახესა და თვალებს უფარავდა.
ნური გვერდით მიუწვებოდა, შალის ლაბადაში გაეხვეოდა, თავს
ბარგზე დადებდა და ასე, თვალგახელილი იძინებდა. ყურში კი იმ კა-
ცის ხმა ჩაესმოდა, მხოლოდ მისთვის რომ ჰყვებოდა.
ცივი იყო უდაბნოს ღამეები, მაგრამ ნურს ენა და ტუჩები მაინც
უხურდა, ქუთუთოებზე თითქოს ცეცხლზე გავარვარებული ლითო-
ნის ფირფიტები ეწყო. ქარი კლდეებს უვლიდა, სილახვავებზე დაქ-
როდა, ჩამოძენძილ ადამიანებს ციებისგან კანკალს აწყებინებდა.
იქ, სადღაც, ჩაძინებულ მებრძოლთა შორის, თეთრლაბადიანი მო-
ხუცი შეიხი ღამეს გაჰყურებდა, რული არ ეკიდებოდა. თვეების მან-
ძილზე ასე გრძელდებოდა. მისი მზერა მიმოფანტულ ვარსკვლავებს
სწვდებოდა, რომლებიც დედამიწას თავიანთ გაბნეულ შუქში აბანა-
ვებდნენ.
ნური ზოგჯერ ჩაძინებულ კაცებს შორის ჩაივლიდა. შემდეგ ისევ

179
უკან ბრუნდებოდა, ნელა სვამდა ჩაის და თან მაყალში ნახშირის
ტკაცუნს უსმენდა.
ასე გადიოდა მწველი და მტანჯველი დღეები. ადამიანებისა და
პირუტყვის ჯოგი ხეობაში, ჩრდილოეთისკენ ადიოდა. ახლა ჰამადას
უწყლო ზეგნით ტინდუფის გზას მიუყვებოდნენ. ამხედრებული მა
ელ-აინინის ვაჟები ყველაზე გაბედულ კაცებთან ერთად უარკზიზის
მთების ვიწრო ხეობებიდან იქაურობას ზვერავდნენ და რადგან ეს
ქალებისა და ბავშვებისთვის ძალიან მძიმე სავალი გზა იყო,
შეიხმა აღმოსავლეთის გზა აირჩია.
ნური ქარავანს ბოლოში მიჰყვებოდა. უსინათლო მეომარი
მხარში ებღაუჭებოდა. სანოვაგის ტვირთი დღითიდღე უმსუბუქდე-
ბოდა და ნური ხვდებოდა, რომ საზრდო ელეოდათ.
ახლა თვალუწვდენელ კლდოვან ზეგანს მიუყვებოდნენ, სულ ახ-
ლოს იყვნენ ცასთან. ზოგჯერ ნაპრალებზე, თეთრ კლდეში გაჭრილ
დიდ, შავ ჭრილებზე, დანებივით ბასრ ქვებზე გადადიოდნენ. უსი-
ნათლო მეომარი, რომ არ დაცემულიყო, ნურს მხარსა და მკლავში
მაგრად ებღაუჭებოდა.
კაცებს თხის ტყავის ფეხსაცმელი გასცვეთოდათ. უმრავლესო-
ბას ფეხებზე სისხლის შესაჩერებლად ტანსაცმლის ნაგლეჯები შე-
მოეხვია. ქალები ფეხშიშველა მიდიოდნენ, – დაჩვეულები იყვნენ
ბავშვობიდან. მაგრამ, თუ ზოგჯერ ბასრი ქვა შეერჭობოდათ, კვნე-
სით განაგრძობდნენ გზას, უსინათლო მეომარი მთელი დღის გან-
მავლობაში ხმას არ იღებდა. მუქი სახე ლურჯ ლაბადაში ჩაემალა,
ნახვევი კი გაწვრთნილი შევარდნის ჩაჩივით თვალებს უმალავდა.
ისე მიდიოდა, ერთს არ დაიწუწუნებდა. მას შემდეგ, რაც ნური გაიც-
ნო, დაკარგვისაც აღარ ეშინოდა. მაშინ თუ დაარღვევდა დუმილს,
როცა საღამოსკენ ლარდაფისა და საადბუს კაცები შორს, ხეობების
შემოსასვლელთან თავიანთი მჟღერი ხმით დასჭექდნენ, შეჩერდი-
თო, და მუდამ ერთნაირი შეშფოთებით კითხულობდა:
– აქ არის? მოვაღწიეთ? ნუთუ სამუდამოდ აქ უნდა დავრჩეთ?
ნური აქეთ-იქით იყურებოდა, მაგრამ ქვისა და სილის უსაზღვრო
სივრცისა და ცის ქვეშ მუდამ უცვლელი დედამიწის გარდა ვერაფე-

180
რს ხედავდა. ტვირთს იხსნიდა და უბრალოდ ეუბნებოდა:
– არა, ჯერ არ მოვსულვართ.
მაშინ, ისევე როგორც ყოველ საღამოს, უსინათლო მებრძოლი
ტიკიდან რამდენიმე ყლუპს მოსვამდა, პურსა და ხურმას მიაყოლებ-
და, შემდეგ მიწაზე გადაწვებოდა და ისევ თავისი მხარის, შინშანის
ტბის მახლობლად მდებარე შინგეტის დიდი წმინდა ქალაქის ამბებს
უყვებოდა. ოაზისს იხსენებდა, სადაც მწვანე წყალია, სადაც უზარ-
მაზარი პალმის ხეები თაფლივით ტკბილ ნაყოფს ისხამს, სადაც
ჩრდილში ჩიტების გალობა და წყლის ასაღებად მისული გოგონების
ჟივილ-ხივილი ისმის.
ამას ოდნავი ღიღინით უყვებოდა, თითქოს საკუთარ თავს დარ-
დების განსაქარვებლად უნანავებსო. ზოგჯერ თანამებრძოლებიც
შემოუერთდებოდნენ. ნურს ხურმასა და ხილს უნაწილებდნენ ან ში-
ბას ბალახით ჩაის აყენებდნენ. ჯერ უსინათლო მეომრის მონო-
ლოგს უსმენდნენ, შემდეგ ისინიც თავიანთ მხარეზე, სამხრეთის ძებ-
ზე, ატარზე, უჯეფტზე, ტამშაკატზე და უალატას დიდ ქალაქზე უყვე-
ბოდნენ. ლოცვების ენასავით იდუმალ და საამო ენაზე ლაპარაკობ-
დნენ. ჩამომხმარ სახეებზე ლითონისფერი დასდებოდათ. როცა მზე
ჰორიზონტს მიუახლოვდებოდა და უკაცრიელი ზეგანი აკაშკაშდე-
ბოდა, ჩაიმუხლებდნენ და სილაში შუბლჩარგულები ლოცვას ამ-
ბობდნენ. ნური ჯერ უსინათლო მებრძოლს ეხმარებოდა, აღმოსავ-
ლეთის მხარეს აწვენდა, შემდეგ ლაბადაში ეხვეოდა, თვითონაც
წვებოდა და დაძინებამდე კაცების ხმაურს უსმენდა.
დამშრალი ჩანჩქერების ფრიალოები და კალაპოტები უკან მო-
იტოვეს და ასე გადაიარეს უარკზიზის მთები. ქარავანი ცის ერთი კი-
დიდან მეორემდე მთელ ზეგანზე გადაჭიმულიყო. წითელი მტვრის
სქელი ღრუბელი ყოველდღე ლურჯი ცისკენ იწევდა, ქარში იხრებო-
და. თხებისა და ცხვრების ფარები, სასაპალნე აქლემები კაცებს შო-
რის გადიოდნენ და მათ მტვრის ბუღით აბრმავებდნენ. კარგა მოშო-
რებით მზისგან მოთენთილი, ფეხებდაწყვეტილი, თავდახრილი მო-
ხუცებულები, სნეული ქალები, მიტოვებული ბავშვები, დაჭრილი მე-
ომრები მილასლასებდნენ. ზოგჯერ თავიანთ ნაკვალევზე სისხლის

181
წვეთებსაც კი ტოვებდნენ.
ერთხელ ნური ასეთ სურათსაც კი შეესწრო. გზის ნაპირზე კაცი
ისე დაეცა, რომ არც კი ამოუკვნესია. ნურმა გაჩერება დააპირა, მაგ-
რამ ლურჯმა მეომრებმა და მათ, ვინც მასთან ერთად მიდიოდა, არ
დაანებეს, წინ უბიძგეს, ისე რომ არაფერი უთქვამთ, რადგან დავარ-
დნილს უკვე ვეღარაფრით უშველიდნენ· ახლა უკვე ნურიც აღარ
ჩერდებოდა. ზოგჯერ სილაში ხელ-ფეხმოკეცილი სხეული გამოჩ-
ნდებოდა, თითქოს სძინავსო. მოხუცებული ქალი თუ კაცი დაღლი-
ლობას და ტკივილს აქ, გზის პირას გაეჩერებინა, თითქოს კეფაში
ჩაქუჩი ჩაერტყათ, სხეული უკვე გამოშრობოდა. ამოვარდნილი ქა-
რი ბღუჯა-ბღუჯად ქვიშას აყრიდა, სულ მალე დაფარავდა კიდეც,
საფლავის გათხრაც აღარ დასჭირდებოდათ.
ასეთ დროს ნურს მოხუცი ქალი ახსენდებოდა, იქ, ქალაქ სმარა-
ში ჩაი რომ შესთავაზა. შესაძლოა, მასაც მზემ დაჰკრა და უდაბნოს
ქვიშამ გადაფარა, მაგრამ ამაზე დიდხანს არ უფიქრია, რადგან მის
მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ადამიანის სიკვდილივით იყო,
შლიდა მის მოგონებებს. უდაბნოში გადასვლას მის მეხსიერებაში
თითქოს ყველაფერი უნდა დაენგრია, ყველაფერი დაეწვა, თავადაც
სხვა ბიჭად ექცია. როცა დაღლილ-დაქანცული ძლივს მილასლა-
სებდა, შესაძლოა, ხელ-ფეხმოკეცილი ისიც გზის ნაპირას დაცემუ-
ლიყო, მის მხარზე შემოდებული უსინათლო მეომრის ხელი რომ
არა, რომელიც წინ აწვებოდა.
ჰორიზონტზე მუდამ ახალი მთები ჩნდებოდა. კლდოვანი და ქვი-
შიანი ზეგანი ზღვასავით იყო, ბოლო არ უჩანდა. უსინათლო მეომა-
რი ყოველ საღამოს, გაჩერების მაუწყებელ შეძახილს გაიგონებდა
თუ არა, ნურს ეკითხებოდა:
– აქ არის? მოვედით?
შემდეგ დასძენდა:
– მითხარი რა, რას ხედავ.
ნური კი უბრალოდ უპასუხებდა:
– არა, ჯერ არ მოვსულვართ. ისევ უდაბნოში ვართ. ჯერ კიდევ
შორი გზა გვაქვს გასავლელი.

182
კაცები უკვე სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილიყვნენ. უდაბნოს
მეომრებიც, მა ელ-აინინის უძლეველი ლურჯი კაცებიც კი დაღლი-
ლიყვნენ, რწმენადაკარგული ადამიანებივით დარცხვენილი გამო-
ხედვა ჰქონდათ.
პატარ-პატარა ჯგუფებად ისხდნენ. თოფები მკლავებზე ჩამოეკი-
დათ, კრინტს არ ძრავდნენ. როცა ნური დედ-მამასთან წყლის სათ-
ხოვნელად მიდიოდა, ყველაზე მეტად მათი დუმილი აშინებდა. ადა-
მიანებს თითქოს სიკვდილის მუქარა წამოსწეოდათ და ერთმანეთის
სიყვარულის თავი აღარ ჰქონდათ.
ქარავნის მგზავრების უმრავლესობა – ქალები, ბავშვები – მიწა-
ზე ღონემიხდილი ეყარა. ჰორიზონტზე მზის ჩასვლას ელოდებოდა.
ლოცვის თქმის თავიც აღარ ჰქონდათ. მიუხედავად ზეგნიდან მა ელ-
აინინის სუფიების არაერთგზისი მოწოდებისა, ნური ისევ მიწაზე იწ-
ვა, თავი ნახევრად გამოცარიელებულ აბგაზე ედო, უძირო, ფერა-
დად მოელვარე ცას შეჰყურებდა და თან უსინათლოს ღიღინს ისმენ-
და.
ზოგჯერ ეს ყველაფერი სიზმარი ეგონა, საშინელი, დაუსრულე-
ბელი სიზმარი თვალგახელილს ესიზმრებოდა, ვარსკვლავების გზა-
ზე, გლუვ ქვასავით მოპრიალებულ და მაგარ მიწაზე მიაქროლებდა.
ამ დროს ტანჯვები მოღერებული შუბებივით იყო.წინ ისე მიიწევდა,
რომ ვერ გაეგო, ტკივილს რა აყენებდა. თითქოს საკუთარი სხეული-
დან გადმოდიოდა, სხეულს გადახრუკულ მიწაზე ტოვებდა, უძრავს,
ქვისა და ქვიშის უდაბნოში, ლაქას რომ ჰგავდა, მიწაზე დაგდებულ
ძონძების ბოხჩას სხვა ძონძების ბოხჩათა შორის. მისი სული კი ხი-
ფათს არ ერიდებოდა, გაყინულ ცაში, ვარსკვლავებს შორის დაქრო-
და. მთელ იმ სივრცეს, რომლის გასაცნობად ადამიანს მთელი
ცხოვრება არ ეყოფოდა,თვალის დახამხამებაში შემოივლიდა.
მაშინ იყო, მირაჟებივით მოულოდნელად გაელვებულ გასაო-
ცარ ქალაქებს რომ ხედავდა თეთრი ქვის სასახლეებით, კოშკებს,
გუმბათებს, კამკამა წყლით მოელვარე დიდ ბაღებს, ხილით და-
ხუნძლულ ხეებს, ყვავილნარებს, წყაროებს, იქ შეკრებილი კისკისა
გოგონებით. ამას მკაფიოდ ხედავდა, იმდენად მკაფიოდ, რომ გრილ

183
წყალშიც შედიოდა, ჩანჩქერებსაც ეწაფებოდა, ყველანაირ ხილს გე-
მოს უსინჯავდა, ყველანაირ სურნელს ყნოსავდა. მაგრამ ყველაზე
საოცარი მუსიკა იყო, რომელიც მხოლოდ მაშინ ესმოდა, როცა სხე-
ულს ტოვებდა. მსგავსი არასოდეს არაფერი სმენია, ახალგაზრდა
ქალი შლეჰურად მღეროდა. ტკბილი ჰანგი ჰაერში განიბნეოდა და
განუწყვეტლივ ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდა, აი, ასე:
„ერთ დღესაც, ოჰ, ერთ დღესაც, ყვავი გათეთრდება, ზღვა დაშ-
რება, კაქტუსის ყვავილიდან თაფლს ამოიღებენ, აკაციის ტოტებით
საწოლს შეკრავენ, ოჰ, ერთ დღესაც გველს პირში გესლიდაუშრება,
თოფების ტყვიები აღარავის მოუსწრაფებენ სიცოცხლეს, რადგან ამ
დღეს მე დავტოვებ ჩემს სიყვარულს...“

ნეტა საიდან მოდიოდა ეს წკრიალა, ეს ტკბილი ხმა? ნური


გრძნობდა, როგორ მიცურავდა მისი სული შორს, ამ მიწის, ამ ცის
მიღმა, იქით, სადაც წვიმით დამძიმებული შავი ღრუბლები, ღრმა და
ფართო მდინარეებია, იქ, სადაც წყალი გამუდმებით ჩაედინება.
„ოჰ, ერთ დღესაც, ერთ დღესაც, ქარი დედამიწაზე აღარ დაუბე-
რავს, ქვიშის მარცვლები შაქარივით დადნება, გზაზე, ყოველი ქვის
ქვეშ წყარო დამელოდება, ერთ დღესაც, ოჰ, ერთ დღესაც, ფუტკრე-
ბი ჩემთვის ამღერდებიან, რადგან ამ დღეს მე დავტოვებ ჩემს სიყვა-
რულს...“
იქ ქარიშხლის იდუმალი ხმები გრუხუნებს, იქ სიცივე, სიკვდილი
სუფევს.
„ერთ დღესაც, ოჰ,ერთ დღესაც, ღამით მზე ამოვა, მთვარის წყა-
ლი გუბეებს გააჩენს დედამიწაზე, ცა ვარსკვლავების ოქროს მიმო-
აბნევს, ერთ დღესაც, ოჰ, ერთ დღესაც, ჩემთვის აცეკვებულ ჩემივე
ჩრდილს დავინახავ, რადგან ამ დღეს მე დავტოვებ ჩემს სიყვა-
რულს...“
იქიდან მოდის ახალი ბრძანება, ლურჯ კაცებს უდაბნოში რომ არ
აყენებს, ყოველი მხრიდან შიშს რომ აღძრავს.
„ერთ დღესაც, ოჰ, ერთ დღესაც, მზე დაბნელდება, დედამიწა შუ-
ამდე გადაიხსნება, ზღვა ქვიშას გადაფარავს, ერთ დღესაც, ოჰ, ერთ

184
დღესაც თვალის ჩინი გამიქრება, ჩემი პირი ვეღარ წარმოთქვამს
შენს სახელს, გულისძგერაც შემიწყდება, რადგან ამ დღეს მე დავ-
ტოვებ ჩემს სიყვარულს...“

უცნაური ხმა ჩურჩულით შორდებოდა და ნურს ისევ უსინათლო


მეომრის დინჯი და სევდიანი სიმღერა ჩაესმოდა, თავისთვის რომ
ღიღინებდა ცისკენ აპყრობილი სახით, ცისკენ, რომელსაც ვერ ხე-
დავდა.

ერთ საღამოს მა ელ-აინინის ქარავანი მთების მეორე მხრიდან


დრაას ნაპირს მიადგა. დასავლეთისკენ დაშვებისას ლარდაფისა და
საადბუს ლაშქრების ბანაკებიდან ამომავალი კვამლი შენიშნეს. ერ-
თად შეკრებილებს იმედი მიეცათ. ნურს მამა მიეგება და ტვირთის
ზიდვაში დაეხმარა.
– სად ვართ? ნუთუ მოვედით? – კითხულობდა უსინათლო.
ნურმა აუხსნა, რომ უდაბნო უკან მოიტოვეს და უკვე უახლოვდე-
ბოდნენ შეიხის მიერ აღთქმულ მიწას.
ის ღამე დღესასწაულივით იყო. ამ ხნის განმავლობაში პირვე-
ლად აჟღერდა გიტარები და საყვირები, აწკრიალდა ფლეიტები.
ხეობაში უფრო მშვიდი ღამე იდგა. პირუტყვისთვის ბალახიც
იყო. დედ-მამასთან ერთად ნურმა შვრიის პურითა და ხურმით წა-
იხემსა, უსინათლო მეომარსაც ერგო თავისი წილი. ნურმა თავის მი-
ერ გამოვლილ გზაზე უამბო, საგიეტ ელ-ჰამრადან სიდი მუჰამად ელ
კენტის საფლავამდე. შემდეგ ერთად გაუყვნენ გზას. უსინათლოც
გადაატარეს ბუჩქნარის ველზე დრაას ამომშრალ კალაპოტამდე.
ურიცხვი ადამიანი და პირუტყვი მოსწყდომოდა იქაურობას. დი-
დი შეიხის ქარავნის ხალხსა და ფარებს დრაას, ტასუფის ჭების მომ-
თაბარეები, მეს-სეიედის, ტკარტის, ელ გაბას, სიდი ბრაჰიმ ელ აა-
ტამის კაცები შეუერთდნენ, ყველა, ვინც გაჭირვებამ და ფრანგების
მოსვლის მუქარამ სანაპირო ზოლებიდან აჰყარა და ვინც შეიტყო,
რომ დიდი შეიხი მა ელ-აინინი წმინდა ომის წამოსაწყებად, მორწმუ-
ნეთა მიწებიდან უცხოელების გასაყრელად დაძრულიყო.

185
და ახლა უკვე ვეღარ ხედავდნენ ორმოებს, სიკვდილს რომ ამო-
ეთხარა ქალებისა და კაცების რიგებში. ვეღარ ხედავდნენ ამდენ
დაჭრილ და სნეულ კაცს, პატარა ბავშვს, სიცხისა და გაუწყლოების-
გან დედებს მკლავებში ნელ-ნელა რომ უკვდებოდათ.
ამომშრალი მდინარის შავ კალაპოტში, ყოველ მხარეს მხოლოდ
ამ მდორედ მიმავალ სილუეტებს, თხებისა და ცხვრების ამ ფარებს,
აქლემებსა და ცხენებზე შემომსხდარ ამ კაცებს ხედავდნენ, რომლე-
ბიც სადღაც, თავიანთი ბედისწერისკენ მიდიოდნენ.
დრაას უზარმაზარ ხეობაში ასვლას რამდენიმე დღე მოანდომეს.
დამსკდარი, ღუმელში გამომწვარ მიწასავით გამაგრებული ქვიშის
სივრცეები და მდინარის შავი კალაპოტი გადაიარეს, სადაც ზენიტში
მყოფი მზე ცეცხლივით წვავდა. ხეობის მეორე მხარეს ლარდაფისა
და საადბუს კაცებმა ცხენები ვიწრო ჩანჩქერების გასწვრივ მიუშვეს
და კაცები, ქალები და ფარები მათ მიერ გაკვალულ გზას მიჰყვნენ.
ამჯერად უკან აქლემებზე შემომსხდარი მა ელ-აინინის მებრძოლე-
ბი მიჰყვებოდნენ. ნურიც მათ მისდევდა, უსინათლო მეომარს წინ
მიუძღოდა.
მა ელ-აინინის ჯარისკაცების უმრავლესობა ფეხით მიდი-
ოდა,ფერდობზე ასაცოცებლად ჯოხებსა და შუბებს იშველიებდა.
იმავე საღამოს ტორკოზის მახლობლად,მთების ძირში, ქარავა-
ნი ღრმა ჭას – აინ რატრას მიადგა. როგორც ყოველსაღამოს, ნური
ახლაც უსინათლო მებრძოლისთვის წყლის მოსატანად წავიდა. მათ
წყალი გადაივლეს და ილოცეს. შემდეგ ნური შეიხის მეომრების ახ-
ლოს მოეწყო. მა ელ-აინინი კარავს არ შლიდა. მასაც უდაბნოს კა-
ცებივით გარეთ ეძინა – უბრალოდ, თავის თეთრ ლაბადაში გახვეუ-
ლი თოქალთოზე მოკუნტულიყო. მალე ღამდებოდა, რადგან მაღა-
ლი მთები სულ ახლოს იყო. ხალხი სიცივისგან კანკალებდა. უსი-
ნათლო მეომარი აღარ მღეროდა, შესაძლოა შეიხისა ერიდებოდა
ან იმდენად დაღლილი იყო, რომ ხმას ვეღარ იღებდა.
მა ელ-აინინმა თავის მებრძოლებთან ვახშმობისას ცოტაოდენი
საკვები და ჩაი ნურსა და მის თანამგზავრსაც გაუგზავნა. განსაკუთ-
რებით ჩაი ეამათ. ნურს მოეჩვენა, რომ ამაზე უკეთესი არასდროს არ

186
აფერი დაულევია. საკვებიცა და ჭის ცივი წყალიც სხეულებს სინათ-
ლესავით უნათებდა, ძალას უბრუნებდა. ნური ილუკმებოდა და თან
დიდ, თეთრ ლაბადაში გახვეული მოხუცებულის მჯდომარე სილუ-
ეტს თვალს არ აშორებდა.
დროდადრო ხალხი შეიხთან მიდიოდა და კურთხევას სთხოვდა.
ის მათ იღებდა, გვერდით ისვამდა, პურს უყოფდა, ებაასებოდა. გა-
მომშვიდობებისას ლაბადის კალთაზე ემთხვეოდნენ და უკან ბრუნ-
დებოდნენ. ესენი დრაას მომთაბარე ტომები, ჩამოძენძილი მწყემ-
სები ან ლურჯი ქალები იყვნენ. ლაბადებში გახვეული პატარა ბავ-
შვებით შეიხის სანახავად მოსულიყვნენ, ცოტაოდენი ძალა, ცოტაო-
დენი იმედი მაინც რომ მიეცა, მათი სხეულის ჭრილობები რომ დაე-
ამებინა.
მოგვიანებით, ღამით, ნურს მოულოდნელად გაეღვიძა და მისკენ
დახრილი უსინათლო მეომარი დაინახა. ვარსკვლავების შუქი ნა-
ტანჯ სახეს ოდნავ უნათებდა. ნური შეკრთა. კაცმა ეს შენიშნა და ჩას-
ჩურჩულა:
– ნუთუ მართლა ამიხელს თვალს? ნუთუ ისევ ვიხილავ დღის სი-
ნათლეს?
– არ ვიცი, – მიუგო ნურმა.
უსინათლო მეომარი აცახცახდა, მიწაზე დაენარცხა და თავი სი-
ლაში ჩარგო.
ნური აქეთ-იქით იყურებოდა. ღრმად, ხეობის სიღრმეში, მთების
ძირში ადამიანის ჭაჭანება არ იყო, ჩამიჩუმი არ ისმოდა. ყველგან
ეძინათ, ტილოებში გახვეულები ებრძოდნენ სიცივეს. მარტოდ დარ-
ჩენილი მა ელ-აინინი კი თოქალთოზე გაუნძრევლად იჯდა, თითქოს
მისთვის დაღლილობა არ არსებობდა და თვალები ღამის პეიზაჟის-
თვის მიეშტერებინა.
მაშინ ნური გვერდზე გაწვებოდა, ლოყას მკლავზე ჩამოიდებდა
და ასე დიდხანს შეჰყურებდა მლოცველ მოხუცებულს. თითქოს ერ-
თხელ კიდევ ეძლეოდა დაუსრულებელ სიზმარს, რომელშიაც იკარ-
გებოდა, რომელიც სხვა სამყაროში მიაქანებდა.
ყოველდღე, გამთენიისთანავე ხალხი უკვე ფეხზე იდგა. ტვირთი

187
უჩუმრად გადმოჰქონდათ. ქალები პატარა ბავშვებს ზურგზე იკრავ-
დნენ, ცხოველები დგებოდნენ, მიწას ტკეპნიდნენ, მტვრის პირველ
ბუღს აყენებდნენ. მათამდეც მოეღწია მოხუცებულის ბრძანებას,
მზის სიმხურვალესა და გამაბრუებელ ქარს მოჰყოლოდა.
ტაისას დახლეჩილი მთებით, ვულკანის ფერდობებივით გავარ-
ვარებული ხეობებით ჩრდილოეთისკენ მიიწევდნენ.
ზოგჯერ, საღამოს, ჭასთან მისულებს უდაბნოდან გამოსული
ლურჯი ქალები და კაცები უახლოვდებოდნენ და ხურმას, მაწონსა
და შვრიის პურს მიართმევდნენ. პატარა ბავშვებით მოდიოდნენ,
რომლებსაც თვალები სტკიოდათ და მუცლის გვრემა აწუხებდათ.
დიდი შეიხი მათ აკურთხებდა, თავის ნერწყვში გახსნილ ცოტაოდენ
მიწას წააცხებდა და ხელებს შუბლზე ადებდა. ამის შემდეგ ქალები
ემშვიდობებოდნენ და იმავე გზით ისევ წითელ უდაბნოში ბრუნდე-
ბოდნენ. ზოგჯერ თოფიანი და შუბიანი კაცებიც მოდიოდნენ და ჯარს
უერთდებოდნენ. ესენი მკაცრი სახის, ქერა ან წითური, უჩვეულოდ
მწვანეთვალება გლეხები იყვნენ.
მთების მეორე მხრიდან ქარავანი ტაიდალტის პალმის კორომს
მიადგა, ადგილს, სადაც სათავეს იღებს მდინარე ნუნი და გულიმი-
ნის გზა იწყება. ნურს ეგონა, რომ დაისვენებდა და წყურვილს ბო-
ლომდე მოიკლავდა, მაგრამ კორომი პატარა იყო, თანაც გვალვისა
და უდაბნოს ქარისაგან გადახრუკული. დიდ, ნაცრისფერ სილახვა-
ვებს ოაზისი ჩაეყლაპა, წყალს ტალახისფერი დასდებოდა. პალმის
კორომში თითქმის არავინ იყო, შიმშილისგან დასუსტებული რამ-
დენიმე მოხუცებულის გარდა.მა ელ-აინინის ჯარი მეორე დღესვე
დაიძრა, დამშრალ მდინარეს გაუყვა გულიმინის მიმართულებით.
ქალაქში შესვლამდე მა ელ-აინინის ვაჟების ჯარები წინ გაიჭ-
რნენ. ორი დღის შემდეგ ცუდი ამბებით დაბრუნდნენ:ქრისტიანების
ჯარისკაცები სიდი იფნში გადმომსხდარიყვნენ და ისინიც ჩრდი-
ლოეთისკენ ამოდიოდნენ. ლარდაფს მაინც უნდოდა გულიმინში
შესვლა, ფრანგებთან და ესპანელებთან შებრძოლება, მაგრამ შე-
იხმა მინდორში დაბანაკებული კაცებისკენ გაახედა და ჰკითხა, ამ
ჯარით აპირებ შებრძოლებასო? ლარდაფმა თავი ჩაქინდრა. დიდმა

188
შეიხმა ბრძანება გასცა, გულიმინისთვის გვერდი აევლოთ და გეზი
აიტ ბუკას პალმის კორომისკენ აეღოთ, შემდეგ კი მთებით, აღმო-
სავლეთით, ბუ იზაკარნის გზამდე ევლოთ.
დაღლილობის მიუხედავად, ქალები და კაცები მთელი კვირების
მანძილზე წითელ მთებზეგადადიოდნენ,დამშრალ ჩანჩქერებს მიჰ-
ყვებოდნენ. ლურჯი კაცები, ქალები, მწყემსები თავიანთი ფარებით,
სასაპალნე აქლემები, მხედრები, ყველა ლოდებს შორის უნდა გამ-
ძვრალიყო, ნამეწყრალში უნდა ეპოვა გასასვლელი. ასე მიადგნენ
აკრობატებისა და ჟონგლიორების მფარველის, სიდი აჰმედ უ მუსას
წმინდა ქალაქს. ქარავანი მთელ ამ ხრიოკ ხეობას მოედო. წმინდა-
ნის საფლავის კედელთან მხოლოდ შეიხი, შეიხისა და გუდფიას ვა-
ჟები დარჩნენ. დიდებულები აქ მოდიოდნენდა ერთგულების ფიცს
აძლევდნენ.
იმ საღამოს ერთად ილოცეს ვარსკვლავებით მოჭედილი ცის
ქვეშ. ქალები და კაცები წმინდანის საფლავთან შეგროვდნენ. დან-
თებულ კოცონთან სიჩუმეს მხოლოდ ხმელი ტოტების ტკაცუნი არ-
ღვევდა. ნური ხედავდა მიწაზე დახრილი შეიხის მსუბუქ სილუეტს.
მოხუცი ხმადაბლა ამბობდა ზიქრის სარიტუალო სიტყვებს. მაგრამ
იმ საღამოს, მოახლოებული აღსასრულის მოლოდინში უმუსიკოდ
და შეძახილების გარეშე ლოცულობდნენ, თანაც დაღლილობისგან
კრიჭა შეჰკვროდათ. ამ სიჩუმეში მხოლოდ ძალიან ტკბილი, ბოლი-
ვით მსუბუქი ღიღინი ისმოდა. ნური აქეთ-იქით იყურებოდა და ხე-
დავდა, შორი-შორს დანთებულ კოცონებს როგორ გაენათებინათ
მიწაზე მჯდომი, შალის ლაბადებში გახვეული ათასობით ადამიანი.
ასე ისხდნენ ჩუმად, გაუნძრევლად. ამაზე მგზნებარე, ამაზე სევდია-
ნი ლოცვა ჯერ არ სმენოდა. კაციშვილი ფეხს არ იცვლიდა, ხანდახან
მეძუძური ქალი ბავშვს ძუძუს თუ ჩაუდებდა დასაძინებლად ან რო-
მელიმე მოხუცებული თუ წამოახველებდა. მაღალკედლებიან ხე-
ობაში სიო არ იძვროდა. ძლიერი ცეცხლის ალები სვეტებად
ადიოდა. ლამაზი, ცივი ღამე იყო, ვარსკვლავებით მოჭედილი. შავი
ციცაბო კლდეების თავზე ჰორიზონტს მთვარის ნათელი ეფინებო-
და, ვერცხლისფერი, სულ მთლად მრგვალი დისკო ცის წვერისკენ

189
ნელა მიიწევდა.
შეიხმა მთელი ღამე ილოცა. კოცონები ერთი-მეორის მიყოლე-
ბით ქრებოდა. დაღლილ-დაქანცულებს ადგომის თავიც აღარ ჰქონ-
დათ და იქვე იძინებდნენ. ნური სულ ერთი-ორჯერ თუ გაეცალა
იქაურობას – ხეობაში ღრმად შევიდა, ბუჩქებს ამოეფარა მოსაშარ-
დად. ვერ იძინებდა, სიცხე თითქოს სხეულს სწვავდა. მის მახლობ-
ლად ლაბადებში გახვეულ მშობლებსა და დებს ეძინათ. უსინათლო
მებრძოლიც იქვე თვლემდა, თავი ცივ მიწაზე დაედო.
ნური ისევ თეთრ საფლავთან მჯდომ მოხუცს შეჰყურებდა, ღამის
სიჩუმეში ტკბილად ჩაესმოდა მისი სიმღერა, თითქოს ბავშვს უნანა-
ვებსო.
დილაუთენია ქარავანი გზას დაადგა აიტ უ მუსაელებთან, ილირ-
ჰის, ტაფერმიტის მთიელებთან, იდა გუგმარელებთან, იფრანელებ-
თან, ტირჰმიელებთან და ყველა იმ მებრძოლთან ერთად, ვისაც
სურდა, მა ელ-აინინს ღვთის სასუფევლის მოსაპოვებელ ომში გაჰ-
ყოლოდა.
კიდევ დიდხანს მიდიოდნენ ასე უკაცრიელ მთებზე, დამშრალ ხე-
ვებსა და ჩანჩქერებზე. ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა. თავს ვერ
აღწევდნენ მზის სიმხურვალეს, შიმშილს, ქათქათა, თვალისმომ-
ჭრელ ცას, უზომოდ წითელ კლდეებსა და მტვერს, ცხოველებსა და
ადამიანებს სულს რომ უხუთავდა. როცა ჩერდებოდნენ, ნურს აღა-
რც კი ახსოვდა, მიწა როგორი იყო, აღარც ჭები ახსოვდა, სადაც ქა-
ლები თიხის დოქებით წყლის ამოსახაპად მიდიან და ჩიტებივით
ჟღურტულებენ, აღარც მწყემსების სიმღერა, ფარას რომ მიუშვებენ
ხოლმე, და აღარც სილახვავთა ქვიშაში ბავშვების თამაშობები.
თითქოს მთელი ცხოვრება ასე ევლოთ, თითქოს ამ ერთნაირი გო-
რაკების, ხევებისა და წითელი კლდეების გარდა სხვა არაფერი ენა-
ხათ.
ზოგჯერ ისე მოუნდებოდა გზის ნაპირას დაგდებულ ქვაზე ჩამოჯ-
დომა, გრძელი, დაძრული ქარავნის ყურება და ქარის ქირქილში
ადამიანებისა და აქლემების შავი სილუეტების შეხედვა, თითქოს მი-
რაჟი ყოფილიყო და, სადაცაა, უნდა გამქრალიყო, მაგრამ უსინათ-

190
ლო მებრძოლი არ ანებებდა, მისი მხრიდან ხელს არ იღებდა, აწვე-
ბოდა, აიძულებდა, გზა განეგრძო.
სოფელში შესვლისას ჩერდებოდნენ, სოფლის სახელს ერთმა-
ნეთს გადასცემდნენ, ყველას პირზე ეკერა: „ტირმი, ანეზი, ასაკა,
ასერსიფი...“ ახლა უკვე ნამდვილ, ძლიერი დინების მდინარეზე გა-
დადიოდნენ. ნაპირები თეთრი აკაციებითა და არგანიებით იყო მო-
ფენილი. შემდეგ ქვიშის უზარმაზარ, მარილივით თეთრ ტრამალს
მიუყვებოდნენ თვალისმომჭრელ სინათლეში.
ერთ საღამოს, როცა ქარავანი ღამის გასათენებლად ემზადებო-
და, მეომართა კიდევ ერთი ჯგუფი შემოემატათ. ისინი თეთრ გრძელ
ლაბადამოსხმულ ცხენოსანს მოჰყვებოდნენ.
ეს დიდი შეიხი ლაუსინი იყო, თავისი მეომრებით მიშველებას
სთავაზობდა. საკვებიც მოეტანა მგზავრებისთვის. მაშინ ხალხი მიხ-
ვდა, რომ მათი მგზავრობა მალე უნდა დასრულებულიყო, რადგან
უკვე დიდი მდინარე სუსის ხეობაში შედიოდნენ. იქ ყველასთვის სამ-
ყოფი წყალიც იქნებოდა, საძოვრებიც და მიწაც.
როცა ეს ამბავი ბანაკს მოედო, ნურს სიცარიელისა და სიკვდი-
ლის ისეთივე განცდა დაეუფლა, როგორიც სმარიდან გამოსვლამ-
დე ჰქონდა. ხალხი მტვერში დარბოდა, გაჰყვიროდა, ერთმანეთს
გადაუძახებდა – ჩამოვედით! ჩამოვედითო! უსინათლო მეომარი
ნურს მხარში მაგრად ებღაუჭებოდა: ისიც ყვიროდა, ჩამოვედითო.
მაგრამ ტარუდანტის ქალაქის წინ გადაშლილ დიდი მდინარის
ხეობაში მხოლოდ მესამე დღეს შეაღწიეს. რამდენიმე საათის გან-
მავლობაში მდინარის დინებას მიჰყვებოდნენ, წყლის სუსტ ნაკადში
წითელ კენჭებზე გადადიოდნენ. წყლის მიუხედავად, ნაპირები მა-
ინც მშრალი იყო და მოტიტვლებული, მიწა კი მაგარი – მზისა და ქა-
რისაგან გადახრუკული.
ნურს უსინათლო მეომარი რიყეზე გადაჰყავდა. გავარვარებული
მზის მიუხედავად წყალი ყინულივით ცივი იყო. რამდენიმე საბრა-
ლო ჩირგვი მდინარის შუაში, კენჭების კუნძულზე ამოზრდილიყო.
წყალდიდობებისას მდინარეს მთიდან დიდი თეთრი მორები ჩამოე-
ტანა.

191
ნურს სიკვდილი დავიწყებოდა.იმის გაფიქრება, რომ ეს მათი
მოგზაურობის დასასრული იყო, ის მიწა, რომელიც მა ელ-აინინმა
სმარის დატოვებამდე აღუთქვა, მასაც ბედნიერებას ანიჭებდა.
გაზაფხული დგებოდა და თბილი ჰაერი ათასგვარი სურნელით
იყო გაჟღენთილი. ნური ამ სურნელს პირველად შეიგრძნობდა.
წყლის ნაკადზე მწერები, კელები, მსუბუქი ბუზები ცეკვავდნენ. ნურს
ცხოველები იმდენ ხანს არ ენახა, რომ ამ ბუზებისა და კელების და-
ნახვითაც ბედნიერი იყო მაშინაც კი, როცა მაწუხელას მოულოდ-
ნელმა ნაკბენმა ტანსაცმელშიც გააღწია, გაბრაზების ნაცვლად მხო-
ლოდ ხელი აიქნია.
მდინარე სუსის გადაღმა ალიზის სახლებით ნაშენი დიდი ქალაქი
წითელ მთას მიჰბჯენოდა, ციურ ხილვასავით აღმართულიყო. ეს
ზღაპრული ქალაქი, რომელიც მზის სინათლეში დაკიდებულს ჰგავ-
და, თითქოს უდაბნოს ხალხს ელოდებოდა, თავშესაფარი რომ შე-
ეთავაზებინა. ნურს ასეთი ლამაზი ქალაქი არასოდეს ენახა. წითელი
ქვისა და ალიზის უფანჯრო, მაღალი კედლები ჩამავალი მზის შუქზე
კაშკაშებდა. სილის შარავანდი ქალაქის თავზე ყვავილის მტვერი-
ვით დაცურავდა და მას თავის ჯადოსნურ ღრუბელში ახვევდა.
მგზავრები ქალაქის ქვემოთ, ხეობაში გაჩერდნენ და დიდხანს
სიყვარულითა და იმავდროულად შიშით შეჰყურებდნენ. მგზავრო-
ბის დაწყებიდან პირველად ახლა იგრძნეს, როგორ გადაღლილიყ-
ვნენ, როგორ შემოსძენძვოდათ ტანსაცმელი, დასისხლიანებოდათ
ფეხებზე შემოკრული ჩვრები, უდაბნოს ქარისაგან დასწვოდათ ტუ-
ჩები და ქუთუთოები. რიყის ქვებზე ჩამომსხდარიყვნენ. ზოგს კარვე-
ბი გაეშალა, ზოგს ტოტებისა და ფოთლებისაგან ქოხი აეგო. ხალხის
შიში თითქოს მა ელ-აინინსაც გადასდებოდა. თავის ვაჟიშვილებ-
თან და მეომრებთან ერთად ისიც მდინარის ნაპირზე გაჩერებული-
ყო.
ახლა ტომის ბელადებისთვის დიდ კარვებს შლიდნენ, სასაპალ-
ნე აქლემებიდან ტვირთი გადმოჰქონდათ. ქალაქის გალავნებზე ღა-
მე ჩამოწევა, ცა მოიქუფრა, წითელი მიწა ჩამუქდა. მთელი ხეობა უკ-
ვე ბინდს მოეცვა. ატლასის მაღალი მწვერვალები, ტიშკის, ტინერგ-

192
უტის თრთვილით დაფარული მთები კი ჯერ კიდევ მზეზე კაშკაშებდა.
ქალაქში საღამოს ლოცვისთვის მოუხმობდნენ. ხმა უცნაურად,
კვნესასავით ჟღერდა. მგზავრები ძირს, რიყის ქვებზე დამხობილიყ-
ვნენ და წყლის დინების საამო ხმაურში ისინიც დაბალ ხმაზე ლო-
ცულობდნენ.
დილით ნური ქალაქმა სულ მთლად დაატყვევა: ღამით ძილქუში
დააწვა, არც კი უგრძნია, კენჭები ფერდებში როგორ ერჭობოდა.
ვერც მდინარის სიცივე და ნესტი იგრძნო. როცა გაეღვიძა, დაინახა,
ნისლი ნელ-ნელა ხეობის გასწვრივ როგორ ეშვებოდა, თითქოს
დღის სინათლე წინ იგდებდა. ქალები წყლის ამოსაღებად და ტოტე-
ბის შესაგროვებლად მიდიოდნენ, ჩაძინებულ კაცებს ჩაუვლიდნენ
და მდინარის კალაპოტს მიუყვებოდნენ. ბავშვები ბრტყელი ქვების
ქვეშ კიბორჩხალებს ეძებდნენ.
ქალაქის ხილვამ ნური მართლაც გააოცა. გარიჟრაჟის გამჭვირ-
ვალე ჰაერში, მთების ძირში, ტარუდანტის ქალაქის ციხესიმაგრე
აღემართა. წითელი ქვის კედლები, ტერასები, ნატიფი და კოხტა
კოშკები თვით მთის კლდეში გამოკვეთილი გეგონებოდა. დროგა-
მოშვებით მდინარის კალაპოტსა და ქალაქს შორის თეთრი ნისლი
გაცურდებოდა, ქალაქს ნახევრად დაფარავდა, თითქოს ციხესიმაგ-
რე ხეობის თავზე მიცურავს, თოვლიანი მთების კუნძულთა წინ თი-
ხისა და ქვის ხომალდივით ნელა მისრიალებსო.
ნური ქალაქს მიშტერებოდა, თვალს ვერ აშორებდა.მაღალ,
უფანჯრო კედლებს მოეჯადოებინა. რაღაც იდუმალი და მუქარის-
მაგვარი იმალებოდა ამ კედლებში, თითქოს აქ ადამიანები კი არა,
ზებუნებრივი სულები დასახლებულეყვნენ. ცას ნელ-ნელა ჯერ ვარ-
დისფერი, შემდეგ ქარვისფერი ნათელი ეფინებოდა. ასე, სანამ სა-
ბოლოოდ ყოველივეს ხასხასა ლურჯი არ მოედებოდა. სინათლე
ალიზის კედლებზე, ტერასებზე, ფორთოხლის ბაღებსა და დიდ პალ-
მებზე ტკაცუნობდა. ქვემოთ არგანიებით დაფარულ უწყლო მიწებს
თითქოს მოიისფრო წითელი დაჰკრავდა.
ნური უდაბნოს კაცებს შორის პლაჟზე იდგა და ამ სასწაული ქა-
ლაქის გამოღვიძებას უცქერდა.

193
მსუბუქი კვამლი ჰაერში ადიოდა, ცხოვრების ჩვეული ხმაური ‒
ბავშვების კისკისი, ახალგაზრდა ქალის სიმღერა კიდეც ეუცხოებო-
და.
მდინარის კალაპოტში გაჩერებულ უდაბნოს ხალხს ეს კვამლი,
ეს ხმაური არამატერიალურად ეჩვენებოდა. მთის ფერდობზე გამაგ-
რებული ეს ქალაქი, ეს მინდვრები, პალმისა და ფორთოხლის ეს ხე-
ები თითქოს ესიზმრებოდა.
მზე ცის წვერს მიახლოებოდა, უკვე მდინარის კალაპოტის კენ-
ჭებს ახურებდა. მომთაბარეთა ბანაკამდე უცნაური სუნი აღწევდა.
ნურს უჭირდა მისი ამოცნობა. ეს ის მძაფრი და გაურკვეველი სუნი
კი არ იყო, გამოქცევისას შეშინებულებმა რომ იგრძნეს და უდაბნო-
შიც დიდხანს გამოჰყვათ, არამედ მუშკისა და ზეთის სუნი იყო, ძლი-
ერი, დამათრობელი, მაყლების სუნი, რომლებშიაც კედრის გუდაფ-
შუტა იწვის, ქინძის, წიწაკის, ნივრის სუნი.
ნური ამ სუნს შეიგრძნობდა. განძრევას ვერ ბედავდა იმის შიშით,
არ გაიფანტოსო. უსინათლო მეომარიც ასეთსავე ბედნიერებას გა-
ნიცდიდა. გაშეშებულები, ტკივილამდე ფართოდ გახელილი თვა-
ლებით, თვალდაუხამხამებლად მისჩერებოდნენ ქალაქის მაღალ,
წითელ კედლებს, ერთდროულად ახლო და შორეულ ქალაქს, რო-
მელიც ერთხელაც ალბათ თავის კარიბჭეებს გაუღებდა. და გული
უფრო სწრაფად უცემდათ. მათ ირგვლივ, დღის სიმხურვალეში რი-
ყის ქვიანი ნაპირები უკვე ციმციმებდა. ისინი კი ფეხს არ იცვლიდ-
ნენ, თვალს ვერ აშორებდნენ ჯადოსნურ ქალაქს. შემდეგ, რადგან
მზე ისევ ლურჯი ცისკენ იწევდა, ერთმანეთის მიყოლებით ლაბადის
კალთებს თავზე იფარებდნენ.

194
ცხოვრება
მონებთან

195
13

ბორტზე დაყრდნობილი ლალა სივრცეს გაჰყურებს. მიწის ვიწ-


რო ზოლი ჰორიზონტზე კუნძულივით მოჩანს. დაღლილობის მიუხე-
დავად, ხმელეთს დაჟინებით მისჩერებია. ცდილობს, სახლები, ქუ-
ჩები დაინახოს, ადამიანთა სილუეტები გაარჩიოს. მგზავრები მის-
გვერდით ბორტს მიჰკვრიან, გაჰყვირიან, ხელებს იქნევენ, მომეტე-
ბული აღტყინებით ლაპარაკობენ. გემბანის ერთი ბოლოდან მე-
ორეში რა ენაზე არ გაიგებთ გადაძახილს! უამრავი ბავშვი და ყმაწ-
ვილია. ტანსაცმელზე ყველას ერთნაირი ეტიკეტი აქვს მიკრული სა-
ხელით, დაბადების თარიღითა და იმ პიროვნების გვარითა და მისა-
მართით, ვინც მარსელში ელოდება. ქვემოთ ხელმოწერაა, ბეჭედი
და შავ წრეში ჩასმული პატარა, წითელი ჯვარი. ლალას არ უყვარს
ეს პატარა, წითელი ჯვარი. თითქოს ბლუზაში ატანს, კანს სწვავს და
მკერდზე ნელ-ნელა დაღად აჩნდება.
ცივი ქარი გემბანზე უბერავს, მძიმე ტალღები გემის შავ თუნუქს
აქანავებს. ლალას გული ერევა, რადგან ღამით ბავშვებმა არ დააძი-
ნეს. მთელი ღამე წითელი ჯვრის მოხელეების მიერ დარიგებულ
შესქელებული რძის პაკეტებს დაარბენინებდნენ. თანაც სკამებიც
არ ჰყოფნიდათ და ლალას ძირს, ტრიუმის გულისამრევ სითბოში,
აყანყალებულ ძრავაზე, მაზუთის სუნში მოუხდა დაწოლა. კიჩოს
თავზე უკვე პირველი თოლიები დაფრინავენ, ყვირიან, წრიპინებენ,
თითქოს ბრაზობენ, თითქოს გემის გამოჩენა აღიზიანებთ. სულ არ
ჰგვანან ზღვის უფლისწულებს. ეს ჭუჭყიანი ყვითელნისკარტიანი,
ნაცრისფერი თოლიები თვალებს ბოროტად აბრიალებენ.
ლალას მზის ამოსვლა არ უნახავს, თავი მუყაოს ნაგლეჯზე ჩამო-
დო და დაღლილ-დაქანცულს მაშინვე ტრიუმის ბრეზენტზე ჩაეძინა.
როცა გაეღვიძა, ყველა უკვე გემბანზე იყო, თვალები მიწის ზოლის-
თვის მიეპყროთ. ტრიუმში მხოლოდ ახალგაზრდა, ავადმყოფურად
ფერმკრთალი ქალი დარჩენილიყო ჩვილი ბავშვით ხელში. ბავშვი
ავად იყო, იატაკზე რამდენჯერმე აღებინა, ჩუმად კვნესოდა. როცა
ლალა ქალს მიუახლოვდა და ჰკითხა, რა სჭირსო, მან მხოლოდ უა-

196
ზრო თვალებით ახედა, პასუხი არ გაუცია.
ხმელეთი უკვე სულ ახლოსაა, დანაგვიანებული მწვანე ზღვაზე
ტივტივებს. გემბანს აწვიმს, მაგრამ წვიმას თავს არავინ არიდებს.
ცივი წყალი ბავშვებს ხვეულ თმაზე უბრწყინავთ, ცხვირის წვერზე
წვეთებად ეკიდებათ. ღარიბულად აცვიათ – მსუბუქი პერანგები,
ლურჯი ტილოს შარვლები ან ნაცრისფერი ქვედაბოლოები, ზოგს
შალის ხეშეში ქსოვილის გრძელი, ტრადიციული კაბა. შიშველი ფე-
ხები შავი ტყავის მოფლახვულ ფეხსაცმელებში აქვთ ჩაყოფილი. მა-
მაკაცებს გაცვეთილი ქურთუკები, მეტისმეტად მოკლე შარვლები
აცვიათ, შალის სათხილამურო ქუდები ახურავთ.ლალა ირგვლივ
ბავშვებს, ქალებს, კაცებს აკვირდება. სევდიანი და დამფრთხალი
გამომეტყველება აქვთ, ჩაყვითლებული, დაღლილობისგან დასიე-
ბული სახეები, ხორკლიანი ხელ-ფეხი. ზღვის სუნი დაღლილობისა
და შფოთის სუნს ერევა. მოშორებით ხმელეთიც, მწვანე ზღვაზე ლა-
ქას ჰგავს, სევდიანი და მოღლილი ჩანს. ცა ჩამოწვა, ღრუბლები
მთების მწვერვალებს ფარავს. ლალა ამაოდ ეძებს თეთრ ქალაქს,
რომლის შესახებაც მებადური ნამანი უყვებოდა: ვერც სასახლეებს
ხედავს, ვერც ეკლესიის გუმბათებს. მხოლოდ ქვისა და ცემენტისფე-
რი თვალუწვდენელი სანაპირო მოჩანს, სხვა სანაპიროებში გადა-
დის. მგზავრებით დატვირთული გემი ნავსადგურის აუზების შავ
წყალში ნელა მისრიალებს. სანაპიროებზე თითო-ოროლა კაცი
გულგრილად უყურებს გემების მოძრაობას. ბავშვები კი მაინც მთე-
ლი ხმით გაჰკივიან; ხელებს იქნევენ, მაგრამ არავინ ეხმიანება.
ისევ ცრის. ლალა ნავსადგურის აუზის შავ და მაზუთიან წყალს დაჰ-
ყურებს, შიგ მოტივტივე ნარჩენებს თოლიებიც კი არ ეკარებიან.
იქნებ ეს ქალაქი არც არის? ლალა სველ სანაპიროებს, გაჩერე-
ბული სატვირთო გემების სილუეტებს, ამწეებს უყურებს, კიდევ უფ-
რო მოშორებით კი, ღრმად, ნავსადგურში კედელივით აღმართულ
მაღალ, თეთრ შენობებს. საერთაშორისო წითელი ჯვრის გემზე ბავ-
შვების ჟრიამული თანდათანობით იკლებს, დროგამოშვებით თუ გა-
იგონებ მათ ყვირილს და ისიც მაშინვე წყდება. გემბანზე უკვე მოხე-
ლეები და გიდი მიდი-მოდიან, ბრძანებას იძლევიან,მაგრამ არავის

197
ესმის. ბავშვებს როგორღაც უყრიან თავს და გვარების ამოკითხვას
იწყებენ. მათი ხმა ძრავის ხმაურსა და ხალხის გუგუნში იკარგება.
– მაკელ...
– სეფარ...
– კო-დი-კი...
– ჰამალ...
– ლაგორ...
არ ისმის, ამიტომ პასუხსაც არავინ იძლევა. შემდეგ მგზავრების
თავზე ხმამაღლა მოლაპარაკე აყვირდება, თითქოს ყეფსო. ერ-
თგვარი პანიკა შეიმჩნევა. ზოგი წინ გარბის, ზოგი ცდილობს ზედა
ბაქანზე ავიდეს, მაგრამ მოხელეები არ ანებებენ. როცა გემი ნაპირს
მიადგება და ძრავები გამოირთვება, ყველაფერი წყნარდება. სანა-
პიროზე უშნო ცემენტის ბარაკი დგას განათებული ფანჯრებით. ბავ-
შვები, ქალები, კაცები ბორტზე გადახრილან იმ იმედით, იქნებ ბა-
რაკის იქითა მხარეს მოსიარულე ხალხს შორის, აქედან მწერისო-
დენები რომ ჩანან, ნაცნობი სახე დავინახოთო.
მგზავრების გადმოსხმა იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენი-
მე საათის განმავლობაში ისევ საერთაშორისო წითელი ჯვრის გემ-
ბანზე უნდა დარჩნენ და რაღაც ნიშანს დაელოდონ. რაც დრო გადის,
გემბანზე შეკრებილ ბავშვებში მღელვარება მატულობს, პატარები
ტირიან, გულის გამაწვრილებლად წრიპინებენ, მაგრამ ამით არა-
ფერი იცვლება. ხან ქალების, ხან კაცების ყვირილი ისმის. ლალა
თოკის ხვიაზე ზის, ჩემოდანი გვერდით, გემბანის ტიხარქვეშ მიუდ-
გამს, ელოდება და თან ნაცრისფერ ცაში მონავარდე რუხ თოლიებს
შეჰყურებს.
და, აი, ხმელეთზე გადმოსვლის დროც დგება. მგზავრები ლოდი-
ნით იმდენად დაიღალნენ, რომ უჭირთ ადგილიდან დაძვრა. ლალა
კოჰორტას დიდ, ნაცრისფერ ბარაკამდე მიჰყვება. იქ სამი პოლიციე-
ლი და თარჯიმნები ჩამოსულებს შეკითხვებს უსვამენ. ბავშვებს შე-
დარებით სწრაფად უშვებენ პოლიციელი იმით კმაყოფილდება, რაც
ეტიკეტზე წერია და ბარათებში გადმოაქვს. მათთან საქმეს რომ მო-
ათავებს.

198
კაცი ლალას ახედავს და ეკითხება:
– საფრანგეთში სამუშაოდ ჩამოხვედი?
– დიახ, – მიუგებს ლალა.
– რა უნდა აკეთო?
– არ ვიცი.
– დამლაგებელი! – ამბობს პოლიციელი და ბარათშიც ამასვე
ჩაუწერს.
ლალა ჩემოდანს იღებს და სხვებთან ერთად ნაცრისფერკედლე-
ბიან, ელექტროდენით განათებულ დიდ დარბაზში იცდის. ვერსად
დამჯდარა. მიუხედავად იმისა, რომ გარეთ წვიმს და ცივა, ოთახში
მაინც სულის შემხუთველი სიცხეა, პატარებს დედების მკლავებში
სძინავთ,ან იატაკზე ,თავიანთ ტანსაცმელზე გაწოლილან. ახლა
მხოლოდ მოზრდილი ბავშვები წუწუნებენ. ლალას სწყურია, პირი
უშრება, თვალები სიცხისაგან უბრწყინავს. ისეა დაღლილი, რომ ვე-
რაფერზე ფიქრობს. ზურგით კედელს მიჰყუდებია, ხან ერთ ფეხზე
დგას, ხან მეორეზე. სახლის მოპირდაპირე მხარეს, პოლიციელების
ბარიერის წინ გაფითრებული ქალი დგას, ხელში ჩვილი უჭირავს და
უსიცოცხლო თვალებით იყურება. ინსპექტორის წინ იბნევა, ვერა-
ფერს ამბობს. პოლიციელი რაღაცას დიდხანს უხსნის, საერთაშო-
რისო წითელი ჯვრის თარჯიმანს მის საბუთებს აჩვენებს – რაღაც
წესრიგში არა აქვს. პოლიციელი შეკითხვებს უსვამს, თარჯიმანი
ახალგაზრდა ქალს უმეორებს, მაგრამ მას თითქმის არაფერი ესმის.
ის უაზრო გამომეტყველებით შეჰყურებს. არ უნდათ გაატარონ.
ლალა ახალგაზრდა მილეულ ქალსა და მის ჩვილს უყურებს: დე-
და ჩვილს ისე მაგრად მიიკრავს გულში, რომ ბავშვი გამოფხიზლდე-
ბა და ტირილს დაიწყებს. მხოლოდ მაშინ დაწყნარდება, როცა დედა
ძუძუს ამოიღებს და სასწრაფოდ პირში ჩაუდებს. პოლიციელი იშ-
მუშნება. გამოტრიალდება, თვალებით ვიღაცას დაეძებს. მათთან
მიახლოებულ ლალას თვალს თვალში გაუყრის და ანიშნებს, მო-
დიო.
– შეგიძლია მის ენაზე რამე გააგებინო?

199
– შევეცდები, – მიუგებს ლალა.
ლალა ერთი-ორ სიტყვას ეტყვის შლეჰურად, ახალგაზრდა ქალი
ერთხანს ხმას არ იღებს, შემდეგ რაღაცას უპასუხებს.
– უთხარი, რომ წესრიგში არა აქვს საბუთები, ჩვილისათვის ნე-
ბართვა აკლია.
ლალა ცდილობს, ეს წინადადება როგორღაც გადაუთარგმნოს.
ეჩვენება, რომ ვერ აგებინებს, მაგრამ ქალი უეცრად იკეცება და ტი-
რილს იწყებს. პოლიციელი კიდევ რაღაცას ეუბნება. საერთაშორი-
სო წითელი ჯვრის თარჯიმანი ქალს აყენებს და შუა ოთახში გაჰყავს,
სადაც ხელოვნური ტყავის ორი თუ სამი სავარძელი დგას.
ლალა დარდიანია, ხვდება, რომ ახალგაზრდა ქალი ავადმყოფი
ჩვილით გემს უკან უნდა გაჰყვეს. მაგრამ ისეთი დაღლილია, რომ
ვერ გარკვეულა. უკან ბრუნდება და თავისი ჩემოდნის გვერდით კე-
დელს ეყრდნობა. ოთახის მეორე ბოლოში, კედელზე საათი ჰკიდია,
მისი მექანიზმი ყოველი წუთის გასვლის შემდეგ ჭრიჭინებს. ახლა
ხალხი აღარ ლაპარაკობს. ელოდება. ზოგი იატაკზე ზის, ზოგი კე-
დელზეა მიყუდებული. დაძაბულები კარს მიშტერებიან, თითქოს ყო-
ველი გაჭრიალებისას უკანა კარი უნდა გაიღოს და ყველანი გაატა-
როს.
ბოლოს და ბოლოს, მას შემდეგ, რაც ყველას იმედი გადაეწურე-
ბა, საერთაშორისო წითელი ჯვრის მოხელეები დიდ დარბაზს გადაკ-
ვეთენ, უკანა კარს გააღებენ და ბავშვებს იძახებენ. ხელახლა ისმის
ხმების გუგუნი, ხალხი გასასვლელთან იყრის თავს. ლალას ხელში
მუყაოს ჩემოდანი უჭირავს, კისერი წაუგრძელებია, ფეხის წვერებზე
დგება, უნდა დაინახოს, რა ხდება. ისე მოუთმენლად ელის დაძახე-
ბას,რომ ფეხები უკანკალებს. თავდაპირველად წითელი ჯვრის წარ-
მომადგენლი მის გვარს ისე ამოიკითხავს, თითქოს ყეფსო. ამიტო-
მაც ლალას არ ესმის. მაშინ ის ყვირილით იმეორებს:
– ჰავა! ჰავა ბენ ჰავა!
ლალა მირბის. შეჯგუფულ ხალხში ჩემოდანს იქნევს და გზას ისე
მიიკვლევს. სანამ კაცი ეტიკეტს უმოწმებს, კართან დგას, შემდეგ
ერთი ნახტომიც და თვალის დახამხამებაში უკვე გარეთაა, თითქოს

200
ვიღაცამ ზურგში ხელი ჰკრა. დიდ, ნაცრისფერ ოთახში გატარებული
ამდენი ხნის შემდეგ გარეთ იმდენი სინათლეა, რომ ლალა ბარბა-
ცებს, გაბრუებულია, ქალებისა და კაცების რიგებს შორის ისე გა-
დის, ვერც კი ამჩნევს, წინ ალალბედზე მიიწევს, სანამ არ იგრძნობს,
რომ ვიღაც მკლავში ჩაებღაუჭება, გულში ჩაიკრავს, ეხვევა. აამა სა-
ნაპიროს გასასვლელისკენ, ქალაქისკენ ექაჩება.
აამა მარტო ცხოვრობს ნავსადგურთან, ძველი ქალაქის ერთ-
ერთი მოყანყალებული სახლის ბოლო სართულზე: მისაღებ ოთახში
დივანი უდგას, ბნელ საძინებელში – დასაკეცი საწოლი და სამზა-
რეულოც აქვს. ბინის ფანჯრები შიდა ეზოში გადის, მაგრამ ცა ტო-
ლის სახურავების თავზე მაინც კარგად მოჩანს. დილით, შუადღემ-
დე, ორი ფანჯრიდან ცოტაოდენი მზე ოთახში მაინც აღწევს, იქამდე,
სადაც დივანი დგას. აამა ამბობს, რომ ძალიან გაუმართლა ეს ბინა
და საავადმყოფოს სასადილოში მზარეულის ადგილი რომ იშოვა.
როცა რამდენიმე თვის წინ მარსელში ჩამოვიდა, გარეუბანში, ავე-
ჯით გაწყობილ ერთ ბინაში მოეწყო. ოთახში ხუთი ქალი ცხოვრობ-
და და პოლიცია ყოველ დილით თავზე ადგა. ქუჩაში გაუთავებელი
აყალმაყალი იყო. ერთხელ კაცების დანებით ჩხუბსაც შეესწრო. აა-
მა იძულებული გახდა, ჩემოდანი დაეტოვებინა და გაქცეულიყო,
ეშინოდა, პოლიციაში არ მიეყვანათ და შემდეგ სულ არ გაეძევები-
ნათ.
აამას უხარია, ამდენი ხნის უნახავ ლალას რომ ხედავს. არ ეკით-
ხება, რა მოხდა მას შემდეგ, რაც არტანისთან ერთად უდაბნოში გა-
იქცა და წყურვილისა და სიცხისგან ცოცხალ-მკვდარი ქალაქის სა-
ავადმყოფოში მიიყვანეს. არტანიმ კი სამხრეთისკენ, ქარავნებისკენ
მარტოდმარტომ გააგრძელა გზა,რადგან სხვანაირად ვერ იცხოვ-
რებდა.აამა ამ რამდენიმე თვეში ძალიან დაბერებულა, ისედაც გამ-
ხდარ და დაღლილ სახეზე ნაცრისფერი დასდებია, თვალები ჩამუ-
ქებია. როცა სამსახურიდან ბრუნდება, პიტნის ჩაის სვამს, ორცხო-
ბილას ატანს და თან თავის თავგადასავლებს უყვება. უყვება, სამუ-
შაოს საძებნელად წამოსულ ქალებთან და კაცებთან ერთად, რო-
გორ გამოიარა ავტობუსით ესპანეთი. რამდენიმე დღე გზებზე როგ-

201
ორ მისრიალებდნენ. გადაკვეთეს ქალაქები, გადალახეს მთები,
მდინარეები. ერთ დღესაც ავტობუსის გამყოლმა ქალაქი დაანახვა,
შავსახურავიანი ბევრი ერთნაირი აგურის სახლით. აამა ავტობუსი-
დან სხვებთან ერთად ჩამოვიდა. რადგან მთელი მგზავრობის თანხა
წინასწარ ჰქონდათ გადახდილი, ბარგი აიღეს და ქალაქში გავიდ-
ნენ. მაგრამ როცა აამამ გამვლელებს კონვერტი გაუწოდა ზედ ნამა-
ნის ძმის გვარითა და მისამართით, მათ გადაიხარხარეს და უთხ-
რეს, თქვენ მარსელში კი არა, პარიზში იმყოფებითო. მაშინ მარ-
სელში ჩამოსასვლელად, კიდევ ერთი ღამე მოუხდა მატარებლით
ჯაყჯაყი.
ამ ამბი სმოსმენისას ლალა გულიანად იცინის. ავტობუსის მგზავ-
რები წარმოიდგინა,პარიზის ქუჩებში რომ დადიოდნენ და თავი მარ-
სელში ეგონათ.
ეს მართლაც ძალიან დიდი ქალაქია. ლალა ვერასოდეს იფიქ-
რებდა, ერთ ადგილას ამდენი ხალხი თუ დაეტეოდა. ჩამოსვლის
შემდეგ, მთელ დღეებს ქალაქში ხეტიალს ანდომებს, სამხრეთიდან
ჩრდილოეთისკენ, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ქუჩების სა-
ხელები არ იცის, არც ის იცის ,საით მიდის. ზოგჯერ სანაპიროებს
მიჰყვება, სატვირთო გემების სილუეტებს უყურებს, ზოგჯერ ქალა-
ქის ცენტრისკენ დიდ გამზირებს გაუყვება ან კიდევ ძველი ქალაქის
ქუჩების ლაბირინთში იკარგება, კიბეებზე ადის, ერთი ადგილიდან
მეორეზე, ერთი ეკლესიიდან მეორეში მიდის, სანამ დიდ მოედანს
არ მიადგება. იქიდან სასახლე მოჩანს, რომელიც ზღვას კარგა მაღ-
ლიდან დაჰყურებს. ზოგჯერ ბაღში სკამზე ჩამოჯდება, მტვრიან ხეივ-
ნებში მოგოგმანე მტრედებს უცქერის. იმდენი ქუჩა,იმდენი სახლი,
მაღაზია, ფანჯარა და ავტომობილია, რომ თავბრუ ესხმის. ხმაური
და დამწვარი ბენზინის სუნი აბრუებს და თავს ატკივებს. ლალა
ხალხს არ ელაპარაკება. ხანდახან თავის წაბლისფერ შალის ლაბა-
დაში ჩამალული ეკლესიების კიბეებზე ჩამოჯდება და გამვლელ-გა-
მომვლელს ათვალიერებს. ზოგჯერ კაცები მაინც ამჩნევენ, ცოტას
გაივლიან, ქუჩის კუთხეში თითქოს სიგარეტის მოსაკიდებლად გა-
ჩერდებიან, სინამდვილეში კი მას ათვალიერებენ. მაგრამ გოგონა

202
უმალვე გაუჩინარდება ხოლმე. არტანისგან ისწავლა. ორ თუ სამ
ქუჩას, მაღაზიას გადაჭრის, გაჩერებულ ავტომობილებს შორის გაძ-
ვრება და უკვე თავისუფალია, ვეღარავინ დაეწევა.
აამას უნდა, საავადმყოფოში ამუშაოს. მაგრამ ლალა ჯერ ძალი-
ან პატარაა, სრულწლოვანი არ არის, ამასთან ჭირს კიდეც სამუშაოს
შოვნა.
ჩამოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოხუცი ნამანის ძმის,
აზაფის სანახავად მიდის. მას აქ იოსებს ეძახიან. ჟანდარმერიასთან
ახლოს, შაპელიერის ქუჩაზე, საბაყლო მაღაზია აქვს. თითქოს უხა-
რია კიდეც ლალას დანახვა, ეხვევა, თავისი ძმის შესახებ ეკითხება,
მაგრამ ლალას ნდობას მაინც ვერ იმსახურებს. სულ არ ჰგავს ნა-
მანს. დაბალი კაცია, თითქმის მელოტი, მრგვალი, მონაცრისფრო-
მომწვანო, უტიფარი თვალებითა და კარგს რომ არაფერს გპირდება
ისეთი ღიმილით. როცა შეიტყო, რომ ლალა სამსახურს ეძებდა,
თვალები გაუბრწყინდა, აღელვება დაეტყო. უთხრა, სწორედ შენნა-
ირ ახალგაზრდა გოგონას ვეძებ, მაღაზიების საქმეების გაძღოლა-
ში: დალაგებაში, დასუფთავებასა და, შესაძლოა, სალაროს მუშაო-
ბაშიც რომ დამეხმაროსო. თან თავის ბილწ, წყლიან თვალებს ლა-
ლას მკერდსა და მუცელს არ აშორებდა. მაშინ ლალამ უთხრა, ხვალ
შემოვივლიო და იმწამსვე გაეცალა იქაურობას. ლალა რომ არ მი-
ვიდა, ერთ საღამოს თვითონვე მიაკითხა აამასთან. გოგონამ დაინა-
ხა თუ არა, განერიდა, ძველი ქალაქის ქუჩებში წავიდა სასეირნოდ,
აჩრდილივით მოუხელთებელი გახდა, შინ არ დაბრუნებულა, სანამ
არ დარწმუნდა, რომ გამყიდველი იქ აღარ იყო.
ეს უცნაური ქვეყანაა, უცნაური ქალაქი, უცნაური ხალხი. მარ-
თლაც არ დაინტერესდებიან შენით, თუ არ დაენახვე.
ლალამ კედლების გასწვრივ, კიბეებზე ჩუმად ჩასრიალება ის-
წავლა. ყველა ადგილი იცის, საიდანაც ისე შეუძლია ყველაფერი
დაინახოს, რომ თვითონ არ გამოჩნდეს. იცის სამალავები ხეებს
უკან, მანქანებით სავსე სადგომებში, კარების კუთხეებში, ჩაბნელე-
ბულ მოედნებზე. სწორ გამზირებს შორისაც კი, სადაც ხალხისა და
მანქანების დაუსრულებელი ტალღა მიდი-მოდის, იცის, შეუმჩნევე-

203
ლი როგორ დარჩეს. ადრე, ჩამოსვლის პირველ დღეებში, სანამ
უდაბნოს მწველი მზის კვალი ჯერ კიდევ ეტყობოდა, სანამ გრძელ,
შავ, ხვეულ თმაზე მზის სხივების ანარეკლი ჯერ კიდევ უბრწყინავდა,
გაოცებული ხალხი ისე უყურებდა, როგორც უცხო პლანეტელს. ახ-
ლა კი დრო გავიდა და ლალაც შეიცვალა. თმა მოკლედ შეიჭრა,
აღარ უბრწყინავს, გაუნაცრისფერდა. ბნელ ქუჩებში, აამას ბინის
ნესტიან სიცივეში კანიც გაუფერმკრთალდა, ნაცრისფერი დაედო,
და ამასთან ერთად ეს წაბლისფერი ლაბადა, ტაძრის გვერდით, ებ-
რაელ მეძველმანესთან რომ წააწყდა, თითქმის კოჭებამდე ჩამოსუ-
ლი, ძალიან გრძელი მკლავებითა და გადმოსული მხრებით, რაღაც
ხალიჩისმაგვარი შალისგან შეკერილი, ხმარებისგან გაცრეცილი
და გაპრიალებული, კედლისფერი, ძველი ქაღალდისფერი. როცა
ლალა ამ ლაბადას იცვამს, თავი მართლაც უხილავი ჰგონია.
ასე, გაგონილით, ქუჩების სახელებიც დაისწავლა. უცნაური სა-
ხელებია, ისე უცნაური, რომ ზოგჯერ, როცა სახლებს შორის სეირ-
ნობს, ხმადაბლა იმეორებს ხოლმე:
„ლა მაჟორი
ლა ტურეტი
ლენშის მოედანი
ვივოს მოედანი
სადი-კარნოს მოედანი
ლა ტარასკი
მუეტების ჩიხი
შვალის ქუჩა
ბელსუნსის ბულვარი“
თან რამდენი ქუჩა, რამდენი სახელია! ყოველ დილით, სანამ მა-
მიდა გაიღვიძებს, ლალა უკვე გარეთაა. გამხმარი პურის ნატეხს
წაბლისფერი ლაბადის ჯიბეში იდებს და მთელი დღე ასე დადის, და-
დის. ჯერ პანიერს შემოუვლის, შემდეგ პრიზონის ქუჩით ზღვამდე ჩა-
დის. მზეზე მოელვარე მერიის კედლებს შეჰყურებს. ცოტა ხანს იქვე
ჩამოჯდება, მიმავალ ავტომობილებს გასცქერის, მაგრამ დიდხანს
არა. ეშინია პოლიციელები არ მოვიდნენ და არ ჰკითხონ, აქ რას აკ-

204
ეთებო. შემდეგ ჩრდილოეთისკენ მიდის, დიდ, ხმაურიან გამზირებს
მიუყვება, კანებიერს, დუგომიერის ბულვარს, ათენის ბულვარს. რა
რჯულის ხალხს არ შეხვდები, რა ენაზე არ გაიგონებ ლაპარაკს. აქ
წვრილთვალება შავკანიანებიც არიან, თეთრ გრძელ კაბებსა და
პლასტმასის ფოსტლებში, ჩრდილოელებიც, გახუნებული თმითა და
თვალებით, ჯარისკაცებიც, მეზღვაურებიც და ჩასკვნილი, ფეხმარდი
საქმოსნებიც ხელში პატარა, უცნაური შავი ჩანთებით.
ლალა აქაც კარის კუთხეში ჩამოჯდება ხოლმე და უყურებს, ხალ-
ხი როგორ მიდი-მოდის, გარბის. თუ ბევრი ხალხია, ყურადღებას
არავინ აქცევს. შესაძლოა, ფიქრობენ, რომ ისიც ვიღაცას ან რაღა-
ცას ელოდება, ან უბრალოდ მათხოვარი ჰგონიათ.
იმ უბნებში, სადაც ბევრი ხალხი ირევა, ბევრი გაჭირვებულიცაა.
სწორედ მათ უყურებს დაჟინებით. შემოძენძილ ქალებს ხედავს,
ხელში თოთო ბავშვებით, მზის სინათლის მიუხედავად მიწისფერი
რომ ადევთ, მოხუცებს გრძელ, დაკემსილ ლაბადებში, ამღვრეულ-
თვალება ლოთებს; მათხოვრებს, დამშეულ უცხოელებს, მუყაოს ჩე-
მოდნებითა და გამოცარიელებული სურსათის ჩანთებით; მიტოვე-
ბულ, ჭუჭყიან, თმაგაწეწილ ბავშვებს ხედავს, გამხდარი ტანისთვის
მეტისმეტად დიდი ზომის ძველ ტანსაცმელში გამოწყობილნი, უპატ-
რონო ძაღლებივით დამფრთხალი, უაზრო გამომეტყველებით ისე
რომ მიქრიან, თითქოს სადმე აგვიანდებოდეთ. ლალა თავისი სამა-
ლავიდან გაჩერებულ ავტომანქანებს ამოფარებული ანდა ჩაბნე-
ლებული ალაყაფის კარიდან ამ დაბნეულ ადამიანებს უყურებს, ისე
რომ დადიან, თითქოს ბურანში იყონ. მათი ყურებისას მუქი თვალე-
ბი უცნაურად უელავს. შესაძლოა, ამ დროს უდაბნოს მხურვალე სი-
ნათლე ოდნავ მაინც გადადის მათზე, მაგრამ ალბათ ვერც კი
გრძნობენ – საიდან. შეიძლება ერთი წამით გააჟრჟოლოთ კიდეც,
მაგრამ არ ჩერდებიან, უმალვე გზას განაგრძობენ და უცნობ ბრბო-
ში იკარგებიან.
ზოგჯერ ძალიან შორს მიდის. ქუჩებში ამდენი ხეტიალით ფეხები
სტკივა და ტროტუარის ნაპირზე თუ არ ჩამოჯდა და არ დაისვენა, ვე-
ღარ გაივლის. აღმოსავლეთისკენ მიდის, დიდ ხეივნებიან გამზირს

205
მიუყვება, სადაც ბევრი ავტომობილი და სატვირთო მანქანა დასრი-
ალებს, შემდეგ კი გორაკებისკენ მიდის, ხევებში ღრმად შედის. ამ
უბნებში ბევრი დაუსახლებელი ადგილიცაა და ქათქათა თეთრი, ცი-
ცაბო კლდესავით მაღალი შენობებიც, კედლებში გამოჭრილი უამ-
რავი პატარა ერთნაირი ფანჯრით. ცოტა მოშორებით, დაფნისა და
ფორთოხლის ხეებში ჩაფლული ვილებია, ავი ძაღლი მესერების გა-
ყოლებით დარბის და გაცოფებით ყეფს. კედლების თავზე და გაჩე-
რებული მანქანების ქვეშ კი ბევრი გაძვალტყავებული, გაბურძგნი-
ლი მაწანწალა კატაცაა.
ლალა სვლას განაგრძობს. ქუჩებს ალალბედზე მიჰყვება, შორე-
ულ უბნებს შემოივლის, სადაც მწერებით სავსე არხები მიიკლაკნე-
ბა. სასაფლაოზე შედის, ქალაქივით რომ არის გადაჭიმული, ჩამ-
წკრივებული ნაცრისფერი ქვებითა და დაჟანგული ჯვრებით. გორა-
კებზე სულ მაღლა ადის, ისე მაღლა, რომ ზღვას ძლივს ხედავს. შე-
ნობების კუბებს შორის ის ჭუჭყიან, ლურჯ ლაქასავით მოჩანს. ქალა-
ქის თავზე უცნაური ნისლი – ნაცრისფერი, ვარდისფერი, ყვითელი
დიდი ღრუბელი დაცურავს, მკრთალდება. მზე დასავალზეა. ლალა
გრძნობს, როგორ ერევა მის სხეულს დაღლილობა, ძილი. შორს,
გაკაშკაშებული ქალაქი გაწოლილა. გვირაბების შავ ხვრელებში
შემავალ მატარებლებს ხედავს, მათი ძრავას ხმაური ესმის. შიშით
არ ეშინია, მაგრამ რაღაც ტრიალებს მასში, თავბრუსხვევასავით,
ქარივით. ეს უდაბნოს ქარი თერგი ხომ არ არის? აქამდე მოსულა?
მთელი უდაბნო გადმოულახავს, მთებზე, ქალაქებზე, გზებზე გადმო-
სულა და აქამდე მოუღწევია? ვერ გაიგებ, აქ იმდენი წინააღმდეგო-
ბა, ისეთი ხმაური და მოძრაობაა, რომ ქარს შეიძლება ქუჩებში, კი-
ბეებსა და ცარიელ მოედნებზე გზა-კვალიც კი აბნეოდა.
ლალა მაღლა იყურება, თვითფრინავი ჭექა-ქუხილის გრუხუნით
მაღლა, ცრიაგ ცაზე ნელა მიიწევს. ქალაქს თავზე დასტრიალებს,
მზეს ჩაუვლის, ერთი წამით გადაეფარება, შემდეგ ზღვისკენ იღებს
გეზს, თანდათანობით პატარავდება.
ლალა დაჟინებით მისჩერებია, სანამ შეუმჩნეველ წერტილად
არ გადაიქცევა. იქნებ უდაბნოსაც გადაუფრინოს, ქვიშისადა ქვების

206
სივრცეებს, იმ ადგილს, სადაც არტანი მიაბიჯებს?
და ლალაც მიდის, ფეხები ოდნავ ეკეცება. ქალაქისკენ ეშვება.
კიდევ ერთი რამ არის, რაც ძალიან სიამოვნებს – სადგურის წინ
დიდი კიბეების საფეხურებზე ჩამოჯდომა და ამვლელ-ჩამვლელის
თვალიერება. ერთნი ქოშინებენ, დაღლილი თვალები აქვთ, აწეწი-
ლი თმა, განათებულ კიბეებზე ბარბაცით ჩამოდიან. მეორენი მიდი-
ან, ჩქარობენ, ეშინიათ მატარებელზე არ დააგვიანდეთ; რამდენიმე
საფეხურის გამოტოვებით არბიან, ჩემოდნები და ჩანთები ფეხებში
ებლანდებათ, სადგურის შესასვლელის მეტს ვერაფერს ხედავენ.
ბოლო საფეხურზე ფეხი უცდებათ, ერთმანეთს ეხმიანებიან, ეშინი-
ათ, გზა არ აებნეთ.
ლალას ძალიან უყვარს სადგურის მიდამოებში ხეტიალი. აქ
ყოფნისას ეჩვენება, თითქოს ეს დიდი ქალაქი ამით არ მთავრდება,
თითქოს არის კიდევ ერთი დიდი გასასვლელი, რომლითაც ხალხი
კვლავ გადის და ჩამოდის. ხშირად ჩრდილოეთისკენ მიმავალ მატა-
რებელში მოუნდება ჩაჯდომა. მათ იმ ქალაქების სახელები აწერია,
რომლებიც ერთდროულად გიზიდავს და გაშინებს კიდეც – ირუნი,
ბორდო, ამსტერდამი, ლიონი, დიჟონი, პარიზი, კალე. ცოტა ფული
თუ აქვს, სადგურში მიდის, სასაუზმეში კოკა-კოლას ყიდულობს,
შემდეგ ბაქნის ბილეთს იღებს და დიდ მოსაცდელში შედის. ყველა
ბაქანს შემოივლის, ახლად ჩამომდგარ და უკვე გასასვლელად გამ-
ზადებულ მატარებლებს წინ ჩაუვლის. ხანდახან რომელიმე ვაგონ-
შიაც ადის და ცოტა ხნით მწვანე მუშამბის სკამზე ჯდება. ხალხი ვა-
გონში ერთიმეორის მიყოლებით ადის, ეკითხებიან კიდეც: „თავისუ-
ფალია?“. ლალა თავს უქნევს. შემდეგ, როცა ხმამაღლა მოლაპარა-
კე მატარებლის გასვლას აუწყებს, სწრაფად ჩადის, ბაქანზე ხტება.
სადგურიც ერთ-ერთი იმ ადგილთაგანია, საიდანაც შეგიძლია
ათვალიერო, მაგრამ შენ ვერ დაგინახონ. სადაც აღელვებული ხალ-
ხი ისე ჩქარობს, რომ ვერაფერს ამჩნევს: ვის არ შეხვდები აქ: ბო-
როტ, წითურთმიან, როხროხა, თავზეხელაღებულ ადამიანებსაც და
სევდიან, გაჭირვებულ ხალხსაც, გზააბნეული მოხუცები შეშფოთე-
ბულები დაეძებენ იმ ბაქანს, საიდანაც მათი მატარებელი გადის. ტვ-

207
ირთით დამძიმებული მრავალშვილიანი დედები მეტისმეტად მა-
ღალ ვაგონებს კოჭლობით ჩაუვლიან. ყველანი აქ სიღატაკემ მოიყ-
ვანა; გემებიდან გადმოსული ჭრელა-ჭრულაპერანგიანი შავკანია-
ნები პლაჟის ჩანთით გამოსდგომიან ცივი ქვეყნების გზას; მოღუ-
შულ ჩრდილოაფრიკელებს ნახმარი ქურთუკები აცვით, ყურებიანი
თუ მთის ქუდები ახურავთ. თურქები, ესპანელები, ბერძნები შეწუხე-
ბული და დაღლილი სახეებით სანაპიროებზე ქარში დახეტიალებენ,
ერთმანეთს ეჯახებიან და გულგრილი მგზავრებისა და ლაზღანდარა
სამხედროების ბრბოს ერევიან.
ლალა სატელეფონო ჯიხურსა და განცხადებების პანოს ამოჰფა-
რებია და მათ ასე უთვალთვალებს. სიბნელეში ჩაკარგულს, სპი-
ლენძისფერ სახეს ლაბადის საყელო უფარავს. დროდადრო გულის-
ცემა უჩქარდება, მისი თვალები სინათლეს აფრქვევს, უდაბნოს
ქვებზე მზის ანარეკლი გეგონება. მათ გაჰყურებს, ვინც უცხო ქალა-
ქებისკენ დაძრულა, ვისაც შიმშილი, სიცივე, უბედურება ელის, დამ-
ცირებულს მარტოობა ემუქრება. ისინი კი მაინც მიდიან, წელში ოდ-
ნავ მოხრილები, უაზრო გამომეტყველებით. მიწაზე გატარებული
ღამეების გამო ტანსაცმელი უკვე შემოსცვეთიათ, დამარცხებულ ჯა-
რისკაცებს ჰგვანან.
შავი ქალაქებისკენ, ჩამოწოლილი ცისკენ, კვამლისკენ, სიცი-
ვისკენ, იმ ავადმყოფობისკენ მიდიან, გულმკერდს რომ უჯიჯგნით.
თავიანთი სიტეებისკენ მიდიან, ტალახიან ადგილებში, საავტომო-
ბილო გზების ქვემოთ; მაღალი კედლებითა და გისოსებით გარშე-
მორტყმული საფლავებივით მიწურებისკენ. ეს ქალები და კაცები კი,
აჩრდილებივით რომ დადიან და მძიმე ბავშვებსა და ბარგს მიათრე-
ვენ, შესაძლოა, უკან აღარც დაბრუნდნენ, შესაძლოა, დაიღუპონ კი-
დეც ამ უცხო ქვეყნებში, თავიანთი სოფლებისგან, ოჯახებისგან მო-
შორებით.და მაინც ამ ქვეყნებისკენ მიუწევთ გული, რომლებიც მათ
ცხოვრებას უნდა დაეპატრონოს, დაამსხვრიოს, გაანადგუროს. ლა-
ლა თავისი ჩაბნელებული კუთხიდან ფეხს არ იცვლის, თვალები უჭ-
რელდება, რადგან ეს არის, რომ ანაღვლებს. ისე უნდა, აქაურობას
გაშორდეს, ქალაქის ქუჩები გადაჭრას, იქამდე მივიდეს, სადაც არც

208
სახლები, არც ბაღები, არც გზები და არც ნაპირები აღარ იქნება,
არაფერი იმ უწინდელი ბილიკის გარდა, უდაბნოსკენ რომ ვიწროვ-
დება.
ქალაქს ნელ-ნელა ბნელი მოიცავს. ქუჩებში, სადგურის ირ-
გვლივ, რკინის პილონებზე და წითელ, თეთრ, მწვანე, უზარმაზარ
ძელებზე, კაფეებისა და კინოთეატრების თავზე შუქი ინთება. ბნელ
ქუჩებში, დიდი კედლების გასწვრივ, ლალა უხმაუროდ მისრიალე-
ბს. დაღამებისას კაცებს თვალშისაცემად ხარბი გამომეტყველება
აქვთ. თვალები ლამპიონების მბჟუტავ შუქზე უბრწყინავთ. დერეფ-
ნებში, ალაყაფის კარებქვეშ მათი ნაბიჯების ხმა გაისმის. ლალა ახ-
ლა უკვე სწრაფად მიდის, თითქოს გაქცევა უნდა. ხანდახან ვიღაც
აედევნება, ცდილობს, დაეწიოს, მკლავში სწვდეს, მაგრამ ლალა
მანქანის უკან ასწრებს მიმალვას. ცოტა ხნის შემდეგ უკვე აღარსად
ჩანს. ისევ ჩრდილივით მისრიალებს, ძველი ქალაქის ქუჩებს შემო-
ივლის და ასე მიდის პანიერამდე, სადაც აამა ცხოვრობს. ჩაბნელე-
ბულ კიბეზე ადის, რომ არ დაინახონ, სად შედის. კარს მსუბუქად მი-
აწვება. მამიდის ხმის გაგონებაზე შვებით ამოისუნთქავს და თავის
სახელს ეუბნება.
ასე გადის დღეები აქ, მარსელში, ამ დიდ ქალაქში, ამ გრძელ ქუ-
ჩებში, ამ ქალებსა და კაცებს შორის, რომელთაც ვერასოდეს გაიც-
ნობს.
ამ ქალაქში ბევრი მათხოვარია. თავიდან ამან განაცვიფრა, მე-
რე თანდათანობით შეეჩვია.მაგრამ გულგრილად მაინც ვერ ჩაუვ-
ლის ხოლმე, როგორც ამას ქალაქელების უმრავლესობა სჩადის.
ისინი, იმის შიშით, რომ არ გადაუარონ, შემოუვლიან, ან, თუ ეჩქა-
რებათ, გადააბიჯებენ და გზას განაგრძობენ.
რადიქსიც მათხოვარია. ასე გაიცნო სადგურის ფართო გამზირზე
ხეტიალისას. ერთ დღეს პანიერიდან ადრე გამოვიდა, ზამთრის დი-
ლაბინდი იყო, ძველი ქალაქის ქუჩებსა და კიბეებზე აქა-იქ იშვია-
თად თუ გამოჩნდებოდა ვინმე. საავადმყოფოს ქვემოთ ფართო გამ-
ზირი ისევ ცარიელი იყო, მხოლოდ ანთებულფარებიანი სატვირთო
მანქანები მოძრაობდა, და ლაბადებში გახვეული რამდენიმე კაცი

209
და ქალი მოტორიანი ველოსიპედით მისრიალებდა.
სწორედ აქ ნახა პირველად რადიქსი. ქარისა და თქორისაგან
თავი რომ დაეცვა, კარის კუთხეში მიკუნჭულიყო. ეტყობოდა, ძალი-
ან სციოდა. როცა ლალა მიუახლოვდა, უცნაურად გახედა, ისე არა,
ბიჭები გოგოებს ჩვეულებრივ რომ უყურებენ ხოლმე. არც თვალები
დაუხრია და მის მზერაშიც, ისევე როგორც ცხოველების თვალებში,
ბევრს ვერაფერს ამოიკითხავდი.
ლალა მის წინ შეჩერდა და ჰკითხა:
– აქ რას აკეთებ? არ გცივა?
ბიჭმა თავი ისე გააქნია, გაღიმებაც არ უცდია. შემდეგ ხელი გა-
უწოდა.
– მომეცი რამე,
ლალამ წასახემსებლად წამოღებული პურის ნაჭერი და ფორ-
თოხალი გაუწოდა. ბიჭმა ფორთოხალს იმწამსვე ხელი დასტაცა და
მადლობაც კი არ უთქვამს, ისე შეუდგა გაფცქვნას.
ასე გაიცნო ის ლალამ. შემდეგ ხშირად ხედავდა სადგურის მი-
დამოებში, ანკიდევ დიდ კიბეზე ჩამომჯდარს, როცა ამინდი ამის სა-
შუალებას იძლეოდა. იქ საათობით ზის ხოლმე, წინ იყურება, გამ-
ვლელ-გამომვლელი არ ანაღვლებს. აი, ლალა კი ძალიან უყვარს.
ამას ლალა ალბათ ფორთოხალსაც უნდა უმადლოდეს. უთხრა, რომ
რადიქსი ჰქვია, მიწაზე ტოტით თავისი გვარიც დაუწერა, მაგრამ,
როცა ლალამ უთხრა, კითხვა არ ვიციო, სახეზე განცვიფრება დაეტ-
ყო.
შავ-შავი, სწორი, ლამაზი თმა და სპილენძისფერი კანი აქვს·
მწვანე თვალები, პატარა ულვაშები ტუჩებზე ჩრდილივით ადგას.
ზოგჯერ სახეზე მშვენიერი ღიმილი დასთამაშებს და ქათქათა საჭ-
რელ კბილებს უჩენს. მარცხენა ყურზე პატარა რგოლი უკიდია, თვი-
თონვე ამბობს, ოქროსიაო. ჩაცმით კი ღარიბულად აცვია: ძველი,
დალაქავებული, გაცრეცილი შარვალი, ერთმანეთზე გადაცმული
რამდენიმე ძველი სვიტერი და კაცის უზარმაზარი პიჯაკი. შიშველი
ფეხები შავი ტყავის ფეხსაცმელებში აქვს ჩაყოფილი.
ლალას სიამოვნებს, ქუჩაში შემთხვევით რომ ხვდება ხოლმე, რა-

210
დგან ის ყოველი შეხვედრისას სხვანაირია. ზოგჯერ სევდიანი და და-
ნისლული თვალები აქვს, თითქოს სიზმარში იყოს და უჭირდეს იქი-
დან გამოსვლა. ზოგჯერ მხიარულია და თვალებიც უბრწყინავს,
ათასგვარ უაზრო ამბებს უყვება,რომელთაც გზადაგზა იგონებს და
შემდეგ თვითონვე დიდხანს ჩუმად იცინის. ლალასაც ისღა დარჩე-
ნია, მასთან ერთად გაიცინოს.
ლალას ძალიან უნდა, მამიდასთან მიიპატიჟოს, მაგრამ ვერ ბე-
დავს, რადგან ბოშაა და დარწმუნებულია, რომ მამიდას არ ესიამოვ-
ნება. ის არც პანიერზე ცხოვრობს და არც მათ მეზობლად. ძალიან
შორს ცხოვრობს, სადღაც დასავლეთისკენ, რკინიგზასთან, იქ, სა-
დაც ბნელი ადგილებია, სადაც ბენზინის ცისტერნები და ღუმელები
დღედაღამ ანთია. ამას თვითონ უყვება, მაგრამ თავის სახლზე
ბევრს არაფერს ამბობს. იმას კი ეუბნება, რომ ძალიან შორს ცხოვ-
რობს და უჭირს ყოველდღე იქიდან სიარული და, თუ გამოვიდა, შინ
დაბრუნებას ისევ გარეთ დაძინება ურჩევნია.ისე კი მისთვის სუ-
ლერთია, რადგან კარგი სამალავები იცის, სადაც არც ცივა, არც ქა-
რი ქრის და სადაც ვერავინ, მართლაც რომ ვერავინ მიაგნებს.
მაგალითად, მებაჟეების მორყეულ შენობებში, კიბეების ქვეშ;
ერთი სწორედ რომ ბავშვის ზომის სარდაფია. იქ შეძვრება და შესავ-
ლელს მუყაოს ნაჭრით ჩაგმანავს ხოლმე. ხან მშენებლობებზე იარა-
ღის შესანახ საკუჭნაოებში ან ბრეზენტიან სატვირთო მანქანებში
ათევს ღამეს. რადიქსი კარგად იცნობს ამ ადგილებს.
ყველაზე მეტ დროს სადგურის მიდამოებში ატარებს. როცა კარ-
გი ამინდია და მზეც ძალიან აცხუნებს, დიდი კიბის საფეხურზე ჩა-
მოჯდება, ლალაც გვერდით მიუჯდება და ერთად ათვალიერებენ
გამვლელ-გამომვლელს. ზოგჯერ რადიქსი ვიღაცას ნიშანში ამოი-
ღებს და ლალას ეუბნება – „ნახე,რას ვიზამ“,სადგურიდან გამოსულ,
სინათლით ოდნავ გაბრუებულ მგზავრს მიუახლოვდება და ხურდა
ფულს სთხოვს. რადგან კეთილი ღიმილი აქვს და მისი თვალებიდა-
ნაც ერთგვარი სევდა გამოსჭვივის, მგზავრი ჩერდება და ჯიბეებს
იქექავს. ასე ძირითადად ოცდაათ წლამდე კარგად ჩაცმული კაცები
იქცევიან, რომელთაც ბარგი არ ამძიმებთ. აი, ქალებთან კი რთულ-

211
ადაა საქმე, შეკითხვებით აბრუებენ. რადიქსს ეს არ უყვარს. ამიტო-
მაც, როგორც კი ახალგაზრდა, კარგად ჩაცმულ ქალს დაინახავს,
ლალას ხელს ჰკრავს და ეუბნება:
‒ მიდი, შენ სთხოვე.
მაგრამ ლალა ვერ ბედავს, რცხვენია, თუმც ზოგჯერ მასაც არ აწ-
ყენს ცოტა ფული ნამცხვრის საყიდლად ან კინოში წასასვლელად.
– წელს უკანასკნელად ვაკეთებ ამას, – ამბობს რადიქსი, – მო-
მავალ წელს კი უკვე პარიზში წავალ სამუშაოდ.
ლალა მიზეზს ეკითხება.
–მომავალ წელს უკვე დიდი ვიქნები. ხალხი მაგხელებისთვის
აღარაფერს იმეტებს. ეუბნებიან გამეცალე, ხელი გაანძრიეო.
ერთი წამით ლალას მიაჩერდება, შემდეგ ჰკითხავს, შენ თუ მუ-
შაობო. ლალა თავს გააქნევს.
რადიქსი იქით, ავტობუსების მხარეს ვიღაცისკენ გაახედებს.
‒ ისიც ჩემთან ერთად მუშაობს, ერთი ატამანი გვყავს.
ეს ახალგაზრდა, ძალიან გამხდარი შავკანიანი აჩრდილს ჰგავს,
მგზავრებს უახლოვდება და ცდილობს, ჩემოდნები ააცალოს. მაგ-
რამ, როგორც ჩანს, კარგად არ გამოსდის, რადიქსი მხრებს იჩე-
ჩავს.
– არაფერი გაეგება. ბაკი ჰქვია. არ ვიცი, ეს რას ნიშნავს, მაგრამ
შავკანიანები ამ სახელის გაგონებაზე სიცილით იხოცებიან. ატამა-
ნისთვის ბევრი არაფერი მოაქვს.
ლალას გაკვირვებას რომ შენიშნავს, იტყვის:
– აა, შენ ხომ არ იცი, ჩვენი ატამანი ჩემსავით ბოშაა, ლინო
ჰქვია. იმ ადგილს, სადაც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ, სასტუმროს ვე-
ძახით. ეს ბავშვებით სავსე ერთი დიდი სახლია. ყველანი ლინოს-
თვის ვმუშაობთ.
ის ქალაქის ყველა მათხოვარს სახელით იცნობს. იცის, ვინ სად
ცხოვრობს, ვისთან მუშაობს.იმ მაწანწალებსაც იცნობს, მარტო რომ
ცხოვრობენ. ზოგი ბავშვი ოჯახთან, და-ძმასთან ერთად მუშაობს,
დიდ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებშიც კი ქურდობს. სულ პატარებს
დასაზვერად ან გამყიდველების ყურადღების გასაფანტად აგზავნი-

212
ან, ზოგჯერ შუალედურ როლს ასრულებენ. ქურდობა განსაკუთრე-
ბით ქალებს ემარჯვებათ, ბოშა ქალებს, გრძელი, ყვავილებით მო-
ხატული კაბებით, შავი პირბადეებიდან ჩიტების თვალებივით გაბ-
რწყინებული შავი თვალები რომ მოუჩანთ მხოლოდ. აგრეთვე მო-
ხუც ქალებსა და კაცებს, ღატაკებს, დამშეულებს. ისინი ბურჟუების
ქურთუკებსა და ქვედაბოლოებს ჩაებღაუჭებიან ხოლმე, შელოც-
ვებს ბუტბუტებენ და არ უშვებენ, სანამ ხურდა ფულს არ დასტყუებენ.
ლალა გრძნობს, გული როგორ ეკუმშება, როცა მათ ან რომელი-
მე ახალგაზრდა, შეუხედავ ქალს ხედავს, ძუძუზე მიკრული ბავშვით
ფართო გამზირის კუთხეში რომ დამათხოვრობს. აქამდე კარგად
არც კი იცოდა, რა იყო შიში, რადგან იქ, არტანისთან, გველებისა და
მორიელების გარდა სხვა არაფერი იყო, ან დიდი-დიდი ღამით აჩ-
რდილებივით მოარული ბოროტი სულები; აქ კი სიცარიელის, სასო-
წარკვეთის, შიმშილის შიშია. შიში, სახელი რომ არა აქვს და
თითქოს ნახევრად ღია შუკუმებიდან ამ შესაზარ, აყროლებულ სარ-
დაფებში გადმოდის, ჩაბნელებული ეზოებიდან ამოდის, საფლავე-
ბივით ცივ ოთახებში აღწევს, ან ბოროტი ქარივით ამ უზარმაზარ
გამზირებს გადაუვლის, სადაც ადამიანები შეუჩერებლივ დადიან,
დადიან, მიდიან, ერთმანეთს ეჯახებიან, ასე, დაუსრულებლად, დღი-
სით და ღამით, თვეების, წლების მანძილზე, თავიანთი კრეპის ფეხ-
საცმელების გამუდმებული ხმაურით. დამძიმებული ჰაერი კი სიტ-
ყვების რახარუხით, ძრავების გრუხუნით, ბუზღუნითა და ქოშინით
არის გაჯერებული.
ზოგჯერ თავი ისე ძლიერ უბრუის, რომ იმწამსვე თუ არ დაჯდა,
დავარდება. დასაყრდენს ეძებს, ლითონისფერ სახეზე ნაცრისფერი
ედება, თვალები უბნელდება, მუხლები ეკეცება, ნელა, ძალიან ნე-
ლა ეცემა, თითქოს უზარმაზარ ჭაში ვარდება და ხელის მოსაკიდს
ვერ პოულობს.
– რა გემარებათ, ქალიშვილო? უკეთ ხართ? გამომჯობინდით?..
ხმა საიდანღაც, ძალიან შორიდან ისმის. სანამ თვალს გაახელს,
ნივრის სუნს იგრძნობს, რომელიც ამონასუნთქს მოჰყვება. კედლის
ძირში ნახევრად გაწოლილა. ვიღაც კაცი თავზე ადგას, მისი ხელი

213
უჭირავს.
– ... უკეთ, უკეთ...
ნელა, ძლივს გამოცრის ამ სიტყვებს, ან იქნებ მხოლოდ გონება-
ში ამბობს?
კაცი წამოაყენებს და კაფეს ტერასისკენ მიჰყავს, შეჯგუფული
ხალხი იშლება. ლალას გარკვევით ჩაესმის უცნობი ქალის ხმა:
– ვერ ხვდებით? ორსულადაა, ეს არის და ეს.
კაცი მაგიდასთან დასვამს. მისკენ იხრება, დაბალი და მსუქანია,
ჩოფურა სახით, ულვაშებით, ნახევრად მელოტი.
– რამე დალიეთ, მომაგრდებით.
– მშია, – ამბობს ნელა, მოურიდებლად. ალბათ ფიქრობს, მალე
მოვკვდებიო.
კაცი აღელდება, რაღაცას წაილუღლულებს, დგება, დახლისკენ
მირბის, მალე სენდვიჩით და ერთი კალათა ფუნთუშებით უკან ბრუნ-
დება. ლალა არ უსმენს, ხარბად მიეტანება ჯერ სენდვიჩს, შემდეგ
ფუნთუშებს,სულ გაათავებს, ერთსაც არ დატოვებს. კაცი უყურებს
და მღელვარებისგან აღარ იცის, რა ქნას. დროდადრო რაღაცას ამბ-
ობს, შემდეგ ჩერდება, ეშინია, არ დავღალოო.
– როცა დაგინახეთ, ჩემს წინ როგორ ეცემოდით, გული კინაღამ
გამისკდა. ადრე ეს არასოდეს მოგსვლიათ? მინდა გითხრათ, რომ
მართლაც საშინელებაა, ამდენი ხალხი, შუა გამზირზე, თქვენს უკან
მომავალმა ხალხმა კინაღამ გადაგიარათ, არც კი შეჩერებულან. მე
პოლი მქვია,პოლ ესტევი, თქვენ? ფრანგული გესმით? აქაური არ
უნდა იყოთ, არა? გეყოთ? კიდევ ხომ არ მიირთმევდით სენდვიჩს?
პირიდან ნივრის, თამბაქოსა და ღვინის სუნი ამოსდის, მაგრამ
ლალა მაინც კმაყოფილია მისით, წესიერი კაცი ჰგონია და თვალები
ოდნავ გაუბრწყინდება. კაცი ამას შეამჩნევს და უცნაურად ალაპა-
რაკდება, რას არ მიედ-მოედება, თვითონვე პასუხობს თავის დას-
მულ შეკითხვებს.
– აღარ გშიათ? ცოტას ხომ არ დალევდით? კონიაკზე რას იტ-
ყვით? ამ დროს უმჯობესია რაიმე ტკბილი. როცა სუსტად ხარ კარ-
გად მოქმედებს. კოკა-კოლა? იქნებ ხილის წვენი? თავი ხომ არ მოგ-

214
აბეზრეთ? ასე, ჩემს თვალწინ, შუა ქუჩაში, პირდაპირ ქვაფენილზე
გული ჯერ არავის წასვლია... პირველად შევესწარი ასეთ რამეს.
ჩემთვის ეს ნამდვილი დარტყმა იყო. მე ფოსტაში ვმუშაობ. ამის გა-
მოცდილება ნამდვილად არა მაქვს. აი, რა მინდა გითხრათ, ალბათ
მაინც ექიმს უნდა მიმართოთ. მე ხომ არ დავურეკო?
ის უკვე წამოდგომას დააპირებს, მაგრამ ლალა უარის ნიშნად
თავს გააქნევს და ისიც იძულებულია დაჯდეს. ცოტა ხნის შემდეგ
ოდნავ თბილ ჩაის მოსვამს და დაღლაც გადაუვლის. სახეზე ისევ
სპილენძისფერი დაედება, თვალები უციმციმებს, დგება. კაცი ქუჩამ-
დე მიაცილებს.
– დარწმუნებული ხართ, რომ უკეთ ხართ? შეძლებთ გავლას?
– დიახ, დიახ, გმადლობთ, – ეუბნება ლალა.
სანამ წავიდოდეს, პოლ ესტევი სახელსა და მისამართს ქაღალ-
დის ნაგლეჯზე დაუწერს.
– რამე თუ დაგჭირდეთ...
ლალას ხელს გაუწოდებს. მასზე ოდნავ მაღალია. ლურჯი თვა-
ლები მღელვარებისაგან ისევ უსველდება.
– ნახვამდის, – ეუბნება ლალა და თან უკან მიუტრიალებლად,
რაც შეიძლება სწრაფად ტოვებს იქაურობას.
აქ ძაღლიც ბევრია. სად არ ნახავთ, მაგრამ მათხოვრებს არ ჰგვა-
ნან, ისინი პანიერში, ლენშის მოედანსა და რეფუჟის ქუჩას შორის
ამჯობინებენ წანწალს. ლალა ჩავლისას მათ შეათვალიერებს ხოლ-
მე. ეს აბურძგნილბეწვიანი, გამხდარი ძაღლები, სულ არ ჰგვანან იმ
გარეულ ძაღლებს, უწინ იქ, სიტეში, ქათმებსა და ცხვრებს რომ იპა-
რავდნენ. შედარებით დიდებსა და ძლიერებს გარეგნობაშიც რაღაც
საშიში და სასოწარმკვეთი აქვთ. ყველანაირ ნაგავს ჩიჩქნიან საჭმე-
ლი რომ იპოვონ: ძველი ძვლები, თევზის თავები, ყასბების მიერ გა-
დაყრილი ნარჩენები. ერთ ძაღლს ყველაზე კარგად ცნობს. ყოველ-
დღე ერთსა და იმავე ადგილას, კიბეების ქვეშ იმ ქუჩაზე ხედავს, რო-
მელიც დიდ, ზოლებიან ეკლესიამდე მიდის. სულმთლად შავია,
მკერდზე ყელსაბამივით დაკიდებული თეთრი ბეწვით. დიბი თუ ჰიბი
ჰქვია, კარგად არც კი იცის, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ

215
აქვს, რადგან პატრონი არ ჰყავს. ასე დაუძახა ერთხელ ვიღაც ბიჭუ-
ნამ.
ლალას როგორც კი დაინახავს, კმაყოფილებისგან კუდსაათამა-
შებს ხოლმე, მაგრამ მიახლოებით არ უახლოვდება, ახლოსაც არა-
ვის იკარებს. ლალა უბრალოდ ჩავლისას თუ გამოელაპარაკება,
ჰკითხავს, როგორ ხარო და, თუ რაიმე საჭმელი აქვს წამოღებული,
ერთ ნაჭერს გადაუგდებს.
აქ, პანიერში, ერთმანეთს ასე თუ ისე ყველა იცნობს. ისე კი არ
არის, როგორც ქალაქის დანარჩენ უბნებში, სადაც კაცებისა და ქა-
ლების ტალღა ძრავებისა და ფეხსაცმელების საშინელი ხმაურით
აწყდება გამზირს. პანიერი მიხვეულ- მოხვეულ ქუჩებით, ქუჩაბან-
დებით, კიბეებით ერთ დიდ ბინას ჰგავს, ერთმანეთში გამავალი დე-
რეფნებითა და ოთახებით. ამის მიუხედავად, გარდა დიდი, შავი ძაღ-
ლისა, დიბი თუ ჰიბი რომ ჰქვია და რამდენიმე ბავშვისა, რომელთა
სახელებიც არ იცის, უმრავლესობა მას თითქოს ვერც ამჩნევს. ლა-
ლა მზისა და სინათლის მოძრაობას მიჰყვება და ასე, უჩუმრად, ერ-
თი ქუჩიდან მეორეში დასრიალებს.
შესაძლოა, აქ ადამიანებს ეშინიათ კიდეც, მაგრამ რისი, ძნელი
სათქმელია. ეჩვენებათ, თითქოს უთვალთვალებენ და იძულებულ-
ნი არიან, ყოველი მოქმედება, ყოველი სიტყვა მოზომონ. სინამდვი-
ლეში კი არავინ უთვალთვალებთ. შეიძლება ამის მიზეზი ისიც იყოს,
რომ ამდენ განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობენ? აქ ჩრდილო-აფრი-
კელებსაც შეხვდებით, მაღრიბელებს, მაროკოელებს, ალჟირე-
ლებს, ტუნისელებს, მავრიტანიელებს, აფრიკელებსაც, სენეგალე-
ლებს, მალელებს, დაგომელებს და ებრაელებსაც, სხვადასხვა ქვეყ-
ნებიდან რომ ჩამოსულან და გამართულად თავიანთ ენაზედაც ვერ
მეტყველებენ. პორტუგალიელებსაც, ესპანელებსაც, იტალიელებ-
საც და კიდევ რამდენ უცნაურ, განსხვავებულ ხალხს: იუგოსლა-
ვიელებს, თურქებს, სომხებს, ლიტველებს. ლალას ამ სიტყვების
მნიშვნელობა არ ესმის, მაგრამ აქ მათ ასე ეძახიან და აამაც ამ სა-
ხელებით იცნობს. ყველაზე მეტნი კი ბოშები არიან. მეზობელ სახ-
ლშიც ცხოვრობენ. იმდენნი არიან, რომ ვერ ხვდები, ადრეც შეგხვ-

216
ედრიან თუ ახლახანს ჩამოვიდნენ. მათ არც არაბები უყვართ, არც
ესპანელები, არც იუგოსლავიელები და არც არავინ, რადგან პანიე-
რისმაგვარ ადგილზე ცხოვრებას მიჩვეულები არ არიან. ამიტომაც
მუდამ ჩხუბის საბაბს ეძებენ პატარა ბიჭები, თქვენ წარმოიდგინეთ,
ქალებიც კი, რომელთაც, როგორც აამა ამბობს, პირში სამართებე-
ლი აქვთ დამალული. ზოგჯერ ღამით ლალას შესახვევიდან ჩხუბის
ხმა აღვიძებს. კიბეეზე ჩარბის, ქუჩაში გადის და ჩირაღდნის
მკრთალ შუქზე ხედავს უცნობი კაცი მიწაზე როგორ მიხოხავს, ხელ-
ში ის დანა უჭირავს, რომლითაც გულში დაჭრეს. მეორე დღეს, მიწა-
ზე, გრძელ, წებოვან ნაკვალევს ბუზები ბზუილით ასხდებიან.
ზოგჯერ პოლიციელებიც მოდიან, დიდ, შავ ავტომობილებს კიბე-
ებთან აჩერებენ და იმ სახლებში შედიან, სადაც არაბები და ბოშები
ცხოვრობენ. ზოგს პოლიციელის ფორმითა და ქუდით იცნობ. მაგ-
რამ ისინი ისეთი საშიშები არ არიან, როგორც, ჩვეულებრივ მაღალ-
ყელიან პულოვერებსა და ნაცრისფერ კოსტიუმებში გამოწყობილი
კაცები. აამასთან პოლიციელი ხელოვნური ტყავის იმ დივანზე ჯდე-
ბა, რომელიც ლალას საწოლის მაგივრობას უწევს. ლალას ეშინია,
არ ჩაიხეს. ასე ჰგონია, ამ საღამოს დაწვება თუ არა, უმალვე იგ-
რძნობს იმ ჩაზნექილ ადგილს, სადაც ეს მსუქანი კაცი იჯდა.
– გვარი? სახელი? ტომის სახელი? ბინადრობის მოწმობა? მუ-
შაობის ნებართვა? დამქირავებლის ვინაობა? სოციალური დაზღვე-
ვის ნომერი? იჯარა, ბინის ქირის ქვითარი?
აამა ერთმანეთის მიყოლებით ქაღალდებს აწედის, ის კი ზედაც
არ უყურებს. დივანზე ზის და მოწყენილი იერით უგუნებოდ აბოლებს
„გოლუაზს“. სახეზე აწერია, რომ ამ ყველაფერმა თავი მოაბეზრა,
მაგრამ აამას ოთახის წინ ატუზულ ლალას მაინც თვალს არ აშო-
რებს. აამას ეკითხება:
– შენი ქალიშვილია?
– არა, ძმისშვილი, – მიუგებს აამა.
მის ქაღალდებს იღებს და ათვალიერებს.
– მშობლები სად არიან?
– დაიხოცნენ.

217
– აა! – იტყვის პოლიციელი და ქაღალდებს შეხედავს, თითქოს
რაღაცამ დააფიქრაო.
– მუშაობს?
– არა, ჯერ არა, ბატონო – ამბობს აამა. ბატონობით მაშინ მიმარ-
თავს, როცა ეშინია.
– მაგრამ, იმედია, იმუშავებს, არა?
– დიახ, ბატონო, თუკი სამუშაოს იშოვნის, ხომ იცით, ახალგაზ-
რდა გოგონასთვის არც ისე ადვილია.
– ჩვიდმეტი წლისაა?
– დიახ, ბატონო.
– ფრთხილად უნდა იყოთ. აქ ჩვიდმეტი წლის გოგოს უამრავი
საფრთხე ემუქრება.
აამა არაფერს ამბობს. პოლიციელს ჰგონია, რომ ვერ გაიგო და
უმეორებს. ნელა ლაპარაკობს, თითოეულ სიტყვას მკაფიოდ წარ-
მოთქვამს, თვალები ისე უბრწყინავს, თითქოს ახლა უფრო მეტად
იყოს ამით დაინტერესებული.
– ყურადღებით იყავი, შენმა ქალიშვილმა პუა დე ლა ფარინის
ქუჩაზე არ დაასრულოს! ჰა? ამაზე ნაკლები გოგონები არ მოხვედ-
რიალან იქ, გესმის?
– დიახ, ბატონო! – უპასუხებს აამა. იმის გამეორებას კი, ლალა
მისი შვილი რომ არ არის, ვეღარ გაუბედავს.
პოლიციელი გრძნობს ლალას მრისხანე გამოხედვას, იშმუშნე-
ბა, ცოტა ხანს ხმას არ იღებს. გაუსაძლისი სიჩუმეა. ამ დროს მსუქა-
ნი კაცი იფეთქებს და სიბრაზისგან დავიწ- როებული თვალებით, გა-
ცოფებული წამოიძახებს.
– დიახ,ხო, ასე ამბობენ, დიახო და ერთ მშვენიერ დღესაც შენი
გოგო ქუჩაში აღმოჩნდება, ათფრანკიანი ქუჩის ქალი გახდება. აი,
მერე კი გვიან იქნება ცრემლების ღვრა და იმის ლაპარაკი, არ ვი-
ცოდი, არ ველოდიო, რადგან მე უკვე გაფრთხილებული მეყოლები.
უკვე თითქმის ყვირის. საფეთქლების ვენები დაბერვია. აამა ხმას
არ იღებს, გაშეშებულა. ლალას კი მსუქანი კაცის არ ეშინია, გან-
რისხებით უყურებს, მიუახლოვდება და მხოლოდ ერთს ეტყვის:

218
– ახლავე გაეცალე აქაურობას, აქ აღარ დაგინახო.
პოლიციელი გაოგნებული უყურებს, თითქოს გალანძღესო,
პირს აღებს, წამოდგომას ლამობს, შეიძლება სილაც კი გააწნას,
მაგრამ გოგონას ლითონივით მკაცრ გამოხედვას დიდხანს ვერ უძ-
ლებს. მაშინ წამოხტება და ელვის სისწრაფით გარეთ გარბის,კიბე-
ებზე დაეშვება. ლალას ქუჩაში გამავალი კარის მიჯახუნება ესმის.
მადლობა ღმერთს, უკვე წავიდა.
აამა დივანზე ზის, თავი ხელებში აქვს ჩარგული და ტირის. ლალა
მიუახლოვდება, მოეხვევა, ლოყაზე ჰკოცნის, ამშვიდებს.
– უნდა წავიდე, – მშვიდად ეუბნება, თითქოს ბავშვს ელაპარაკე-
ბოდეს, – ასე აჯობებს.
– არა, არა, – ეტყვის აამა და ისევ აქვითინდება.
ღამით, როცა მის გარშემო ყველაფერს სძინავს, როცა მხოლოდ
თუნუქის სახურავებზე ქარის მიხეთქების ხმა ისმის და სადღაც წყა-
როს წყლის რაკრაკი, ლალა ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში
თვალგახელილი წევს და სიტეს სახლი ახსენდება, იქ, შორს ,სადაც
ღამის ცივი ქარი უბერავდა ხოლმე, ახლაც სიამოვნებით გააღებდა
კარს და უწინდელივით შურდულივით გავარდებოდა გარეთ, უთვა-
ლავი ვარსკვლავით მოჭედილ უკუნ ღამეში. სიამოვნებით იგ-
რძნობდა მაგარსა და გაყინულ მიწას შიშველ ფეხებქვეშ, მოუსმენ-
და სიცივის ტკაცუნს, უფეხურას ხმიანობას, ბუს ძახილსა და გარეუ-
ლი ძაღლების ყეფას. სიამოვნებით აივლიდა კლდოვან გორაკებს
ასე, მარტო, ღამით, ჭრიჭინობელას ჭრიჭინში, ზღვის სუნთქვას გაჰ-
ყვებოდა სილახვავთა ბილიკებზე.
დაჟინებით მისჩერებია წყვდიადს. თითქოს მის მზერას ცის გა-
დახსნა, გაუჩინარებული სახეების, თუნუქისა და გუდრონის ქაღალ-
დიანი სახურავების მთელი მწკრივის, ფიცრებისა და მუყაოს კედ-
ლების, გორაკების სილუეტების გაცოცხლება შეეძლოს და მათთან
ერთად მოხუცი ნამანის, წყაროსთან შეკრებილი გოგონების, სუსის,
აამას ვაჟების, განსაკუთრებით კი არტანისა, პაპანაქება სიცხეში
ცალ ფეხზე გაქვავებული რომ იდგა, დაფარული სახითა და სხე-
ულით, ენაჩავარდნილს სიბრაზისა და დაღლის ნიშანწყალიც არ ეტ-

219
ყობოდა, როცა წითელი ჯვრის წარმომადგენლები მის წასაყვანად
მოვიდნენ, ლალას წინაშე გაქვავებული ისე იდგა, თითქოს სიკვდი-
ლის განაჩენს ელოდებაო. იმის ნახვაც სურს, ეს-სერს, საიდუმლოს
რომ ეძახდა, რომლის მზერაც შორიდან სწვდებოდა, თავს ევლებო-
და, და მასში მზის სინათლესავით ატანდა.
შეძლებენ კი ზღვის იქითა მხრიდან, ყველაფრის იქითა მხრიდან
გამოაღწიონ და აქამდე მოვიდნენ?
ნეტა თუ გამოიგნებენ გზას ამდენ გზას შორის, თუ იპოვიან კარს
ამდენ კარს შორის? ოთახში თვალშეუვალი სიბნელეა, ყოვლისმომ-
ცველი, იმდენად ყოვლისმომცველი სიცარიელე, რომ ტრიალებს
და ლალას სხეულის წინ ძაბრივით ღრმულს წარმოქმნის, თავბრუს-
ხვევის პირი ლალას ეკვრის და ჩათრევას ცდილობს. ლალა დივანს
მთელი ძალით ებღაუჭება, ეწინააღმდეგება, დაჭიმული სხეული ლა-
მის გაეგლიჯოს. უნდა, დაიყვიროს, იღრიალოს, როგორმე სიჩუმე
გაარღვიოს, ღამის სიმძიმე შეარყიოს, მაგრამ კრიჭა ეკვრის. დიდი
ძალისხმევა სჭირდება, რომ ისუნთქოს, ორთქლივით შიშინებს.
რამდენიმე წუთის, ალბათ რამდენიმე საათის განმავლობაში იბ-
რძვის. მთელი სხეული ეკრუნჩხება. უეცრად განთიადის პირველი
სხივი შენობის ეზოს მოადგება. ლალა გრძნობს, თანდათანობით
როგორ ჩადგება, როგორ დაშორდება გრიგალი, მისი მოდუნებული
მძიმე სხეული დივანზე ეცემა. ის ბავშვი ახსენდება, მუცლით რომ
ატარებს და ცხოვრებაში პირველად სევდა მოაწვება. მან ხომ იმას
ავნო, ვინც მასაა მინდობილი. ხელებს მუცელზე აქეთ-იქით იდებს,
რომ სითბომ რაც შეიძლება ღრმად შეაღწიოს. და დიდხანს, უხმა-
უროდ, სუნთქვასავით მშვიდად ქვითინებს.

220
14

ისინი პანიერის ტუსაღები არიან. შესაძლოა, თვითონაც ვერ


ხვდებიან,ისე. შესაძლოა,იმედი აქვთ, რომ ერთ დღესაც წავლენ,
სხვაგან წავლენ, იქაურობას გაეცლებიან, თავიანთ მთიან სოფლებ-
სა და ტალახიან ხეობებს, იქ დატოვებულ მშობლებს, შვილებსა და
მეგობრებს დაუბრუნდებიან, მაგრამ ეს შეუძლებელია. ვიწრო ქუჩე-
ბი, ძველი, ბათქაშჩამოფხეკილი კედლებით, ჩაბნელებული ბინები,
ნესტიანი და ცივი ოთახები, სადაც ჭვარტლისფერი ჰაერი გულ-
მკერდს აწვება, სულისშემხუთველი სახელოსნოები, სადაც გოგო-
ნები შარვლებისა და კაბების შესაკერად საკერავ მანქანებთან მუ-
შაობენ, საავადმყოფოების პალატები, მშენებლობები, ქუჩები, ხსა-
დაც პნევმატიკური ჩაქუჩების გრუხუნი ისმის, ეს ყველაფერი მათ
აკავებს, იჭერს, იმწყვდევს, ამისგან თავის დაღწევა ვერ მოუხერხე-
ბიათ.
ლალამ უკვე იპოვა სამუშაო, დამლაგებლის ადგილი სასტუმრო
„სენტ-ბლანშში“, ძველი ქალაქის შემოსასვლელში, ჩრდილოეთის-
კენ, სულ ახლოს დიდ გამზირთან, იქ, სადაც პირველად შეხვდა რა-
დიქსს. შინიდან ყოველდღე დილაადრიან გადის, სანამ მაღაზიები
გაიღება. ამ დროს ძალიან ცივა, ამიტომაც წაბლისფერ პალტოშია
გახვეული. მთელ ძველ ქალაქს გადაჭრის, ჩაბნელებულ ქუჩებს ჩა-
ივლის, კიბეებზე ადის, სადაც წყალი საფეხურიდან საფეხურზე ჩა-
ედინება, ქუჩაში აქა-იქ თუ დაინახავ გამვლელს, მხოლოდ რამდე-
ნიმე აბურძგნილბეწვიანი ძაღლი დაძრწის და შექუჩულ ნაგავში
ნარჩენებს ეძებს. ლალას ჯიბეში ერთი ნაჭერი გამხმარი პური უდე-
ვს, რადგან სასტუმროში არ აჭმევენ და იმასაც ზოგჯერ ბებერ, შავ
ძაღლს, დიბის თუ ჰიბის უნაწილებს· მისვლისთანავე სასტუმროს მე-
პატრონე ხელში ვედროსა და ჯაგრისიან ცოცხს აჩეჩებს კიბეების ჩა-
სარეცხად. ის ისეთი ჭუჭყიანია, რომ ლალა გულში ფიქრობს კიდეც,
მორეცხვას აზრი არა აქვსო. მეპატრონე ძალიან მოხუცი არ უნდა
იყოს, თუმც ჩაყვითლებული სახე და დასიებული თვალები აქვს,
თითქოს ვერ გამოუძინია. სასტუმრო „სენტ-ბლანში“ ნახევრად დან-

221
გრეული, ოთხსართულიანი სახლია. პირველი სართული დამკრძა-
ლავ ბიუროს უკავია, პირველად, როცა ლალა იქ შევიდა, შეეშინდა.
ისეთი ჭუჭყიანი, ცივი და მყრალი ეჩვენა, რომ გამობრუნება დააპი-
რა, მაგრამ ახლა უკვე შეეგუა. აამას ბინასავით არის ან თუნდაც პა-
ნიერის უბანივით. მიჩვევის საქმეა, უბრალოდ, პირი უნდა მოკუმო
და ნელა ისუნთქო, ხანგამოშვებით, რომ აქ, ფურნის ჭიებითა და
ობობებით სავსე კიბეებზე, კორიდორებში, კუთხე-კუნჭულებში
მძვინვარე სიღატაკის, ავადმყოფობის, სიკვდილის სუნი სხეულში
არ შემოუშვა.
სასტუმროს პატრონი ბერძენია, შეიძლება თურქიც. ლალა ამაში
კარგად ვერ ერკვევა. ვედროსა და ჯაგრისიან ცოცხს მისცემს თუ
არა, მაშინვე თავის ოთახში, მეორე სართულზე შებრუნდება და წვე-
ბა. იქ შემინული კარი იმისთვის აქვს, რომ შემსვლელ-გამომ-
სვლელს თვალი ადევნოს.
მის სასტუმროში ღარიბი, საწყალი ხალხი თუ ჩერდება და ისიც
მხოლოდ კაცები, მშენებლობებზე მომუშავე ჩრდილოაფრიკელები,
ანტილიელი შავკანიანები, ასევე ესპანელები, რომლებსაც ქალაქ-
ში არც ნათესავი და არც საცხოვრებელი არ გააჩნიათ და უკეთესის
მოლოდინში აქ ცხოვრობენ, აქაურობას ეჩვევიან და ასე შემორჩე-
ბიან ხოლმე. ხშირად ვერაფერს შოულობენ და თავიანთ ქვეყანაში
ხელმოცარულები ბრუნდებიან, რადგან ბინები ძვირია და ქალაქ-
შიც ისინი არავის სჭირდება. ამიტომაც სასტუმრო „სენტ-ბლანშში“
ორი-სამი უცნობი კაცი ერთ ოთახში ცხოვრობს. ისინი ყოველ დი-
ლით პატრონს უკაკუნებენ და წინასწარვე უხდიან ღამის გადასა-
ხადს.
ლალა ჯაგრისიანი ცოცხით ჯერ კიბეების ტალახიან საფეხურებს
და დერეფნების გაწებოიანებულ ლინოლეუმებს ფხეკს, შემდეგ ჯაგ-
რისიანი ცოცხით ტუალეტსა და ერთადერთ საშხაპეს მიადგება. მაგ-
რამ იქ ჭუჭყის ისეთი ფენაა, რომ ჯაგრისის უხეში ბეწვიც ვერ იღებს.
მეპატრონე თავის გასაღებებს აძლევს და ლალა ოთახების დალა-
გებას იწყებს. საფერფლეებს ცლის, მტვრის ბულულებსა და ნაფხვე-
ნებს გვის, ოთახიდან ოთახში გადადის. სასტუმროში უკვე აღარავი-

222
ნაა. ლალა თავის საქმეს სწრაფად ამთავრებს, რადგან აქ გაჩერე-
ბული კაცები ძალიან ღარიბები არიან და სინამდვილეში საკუთარი
არაფერი აქვთ, მუყაოს ჩემოდნების, ჭუჭყიანი თეთრეულით სავსე
პოლიეთილენის პარკების, გაზეთის ქაღალდში გახვეული საპნის
ნაჭრების გარდა. ზოგჯერ მაგიდაზე პატარა საფულეში ფოტოსურა-
თებიც უდევთ. ლალა ერთხანს მოსარკულ ქაღალდზე ბავშვების, ქა-
ლების ნახევრად წაშლილ, ნაზ სახეებს დაჰყურებს, რომლებსაც
თითქოს ნისლი გადაჰფარვია. ზოგჯერ იქვე, მსხვილ კონვერტში ჩა-
დებული წერილებიც აწყვია, ან კიდევ გასაღები, გამოცარიელებუ-
ლი საფულეები, ძველი ნავსადგურების მახლობლად ბაზრობებზე
ნაყიდი სუვენირები, ბუნდოვან, გაცრეცილ ფოტოებზე აღბეჭდილი
ბავშვების სათამაშოები. ამ ყველაფერს დიდხანს მიაჩერდება, სა-
თუთი საგნები სველ ხელებში უჭირავს და ისე დაჰყურებს, თითქოს
ძილ-ღვიძილში იყოს, თითქოს მკრთალი ფოტოსურათების სამყა-
როში შეღწევას, ხმების, სიცილის ჟღერადობის აღდგენას, ღიმილის
სხივის დანახვას ცდილობს. შემდეგ ეს ყველაფერი ერთბაშად ქრე-
ბა, ოთახების გამოგვას, წახემსებისას კაცების მიერ დაყრილი ნამ-
ცეცების შეგროვებას და იმ სევდიანი და ნაცრისფერი ანონიმურო-
ბის აღდგენას განაგრძობს, რომელსაც საგნებმა და ფოტოებმა წა-
მიერად ფარდა ახადეს.
ზოგჯერ აულაგებელ ლოგინში უხამსი ფოტოებით სავსე ჟურ-
ნალს წააწყდება. შიშველ ქალებს, გადაჩაჩხული ბარძაყებითა და
უზარმაზარი ფორთოხლების მსგავსი გათქვირული ძუძუებით, ხას-
ხასა წითელ პომადაწასმულ ქალებს, ლურჯად და მწვანედ შეღები-
ლი თვალების მიბნედილი გამოხედვით, ქერა და წითელი თმით.
ჟურნალის ფურცლები დაჭმუჭნილია, სპერმით გაწებილი, ფოტოსუ-
რათები ჭუჭყიანი და გაცვეთილი, თითქოს ქუჩაში ხალხს ფეხით უთ-
რევია და გაუთელავს. ლალა ჟურნალს ერთხანს კიდევ ათვა-
ლიერებს, ნაღველისა და უგუნებობისაგან გულისცემა უჩქარდება.
ცოტა ხნის შემდეგ ფურცლებსა და გარეკანს გააპრიალებს, ჟურ-
ნალს წესრიგში მოიყვანს, თითქოს ისიც ძვირფასი სუვენირი იყოს
და თავის ადგილზე, გასწორებულ ლოგინზე დადებს.

223
მთელლი ამ ხნის განმავლობაში, სანამ კიბეებსადა ოთახებს
ალაგებს, ვერავის ხედავს. სასტუმროში გაჩერებულ კაცებს სახი-
თაც კი ვერ ცნობს. ისინი დილაადრიან სამუშაოზე ისე მიიჩქარიან,
ისე ჩაუვლიან ხოლმე ლალას, რომ ვერც ამჩნევენ. ლალაც ცდი-
ლობს ისე ჩაიცვას, რომ ყურადღება არ მიიქციოს. წაბლისფერი
პალტოს ქვეშ აამას კოჭებამდე ჩაშვებული კაბა აცვია, თავზე თავ-
შალი აქვს შემოხვეული, ფეხები შავი რეზინის სანდლებში აქვს გა-
ყოფილი. ასე რომ, სასტუმროს ბნელ დერეფნებში, ბორდოსფერ
ლინოლეუმებზე, დალაქავებული კარებების წინ, კაცს მართლაც
რომ გაუჭირდება ერთმანეთზე ჩამოკონწიალებული ჩვრების მსგავ-
სი მისი ნაცრისფერი და შავი სილუეტის გარჩევა. თუკი აქ ვინმე იც-
ნობს, ისევ და ისევ სასტუმროს მეპატრონეა და ღამის დარაჯი, რო-
მელიც დილამდე მორიგეობს. მაღალი, ძალიან გამხდარი ალჟირე-
ლი, ხმელი სახითა დ ამებადურ ნამანის მსგავსი მშვენიერი მწვანე
თვალებით. ლალას ყოველთვის ფრანგულად ესალმება. რამდენი-
მე თავაზიან სიტყვასაც არ იშურებს მისთვის და რადგან მუდამ დინ-
ჯად, გადაპრანჭულად ესაუბრება, ლალას ეღიმება ხოლმე. აქ ალ-
ბათ, ერთადერთმა, მან შენიშნა, რომ ლალა ახალგაზრდაა, ჩვრე-
ბის ჩრდილს მიღმა ერთადერთმა დაინახამისი მშვენიერი, სპილენ-
ძისფერი სახე და სინათლით სავსე თვალები. სხვებისთვის ის თით-
ქოს არც არსებობს.
როცა სასტუმრო „სენტ-ბლანშში“ მუშაობას ამთავრებს, მზე ჯერ
ისევ ზენიტშია. მაშინ ლალა ფართო გამზირს ზღვისკენ ჩაუყვება. ამ
დროს აღარაფერზე ფიქრობს. თითქოს ყველაფერი გადაავიწყდა.
გამზირზე, ტროტუარებზე, ხალხი ისევ რაღაც უცნობისკენ მიიჩქა-
რის. ლაპლაპა სათვალეებიანი კაცები დიდ ნაბიჯებს ადგამენ, ჩა-
ნაცვამ კოსტიუმებში გამოწყობილი მელიებივით ყურებდაცქვეტი-
ლი ღარიბები საპირისპირო მიმართულებით მიდიან. ახალგაზრდა
გოგონები ტანზე მიტმასნილი ტანსაცმლით ჯგუფურად, ქუსლების
ბაკაბუკით დადიან, ასე:კრაბ-კაბ, კრა-კაბ, კრა-კაბ. მსუბუქი მანქა-
ნები, მოტოციკლეტები, ველოსიპედები, სატვირთო მანქანები, ავ-
ტობუსები, ერთნაირი გამომეტყველების ქალებითა და კაცებით გა-

224
დავსებული ავტობუსები ზღვისკენ ან ზემოთ, ქალაქისკენ მიქრიან.
ლალა ტროტუარზე მიდის, ამ ყველაფერს: ამ მოძრაობებს, ამ ფორ-
მებს, სინათლის ამ სხივებს ხედავს, ეს ყველაფერი მასში აღწევს და
გრიგალივით ტრიალებს. შია, ნაჯაფარს სხეული მოეთენთა, მაგრამ
მაინც უნდა, გზა განაგრძოს, მეტი სინათლე დაინახოს, მის არსებაში
დარჩენილი ყოველგვარი სიბნელე გაფანტოს. ზამთრის სუსხიანი
ქარი მთელ გამზირს გადაუვლის, გაზეთების ძველ ფურცლებსა და
მტვერს წამოყრის. ლალა თვალებს ჭუტავს, ოდნავ წინ იხრება, რო-
გორც უწინ, უდაბნოში. იქით, გამზირის ბოლოსკენ, სინათლის წყა-
როსკენ მიიწევს.
როცა ნავსადგურს მიადგება, ტროტუარის ნაპირზე მთვრალი-
ვით მიბარბაცებს. აქ ქარი თავის ნებაზეა, ქარბორბალას აყენებს,
ნავსადგურის წყალს წინ წაიგდებს, გემსართავებს აჯახუნებს. სი-
ნათლე ჰორიზონტის გადაღმიდან, კიდევ უფრო შორიდან მოდის და
სამხრეთისკენ იჭიმება. ლალა ზღვისკენ სანაპიროების ზოლს მიჰ-
ყვება. ირგვლივ ადამიანებისა და ძრავების ხმაური ისმის, მაგრამ
ის ყურადღებას არ აქცევს, ხან სირბილით, ხან დინჯი ნაბიჯით დიდი,
ზოლებიანი ეკლესიისკენ მიემართება, კიდევ უფრო შორს, სანაპი-
როების მიტოვებულ ზონაში შედის, იქ, სადაც ქარი ცემენტის
მტვრის კორიანტელს აყენებს.
უეცრად ყოველივე ჩუმდება, თითქოს მართლა უდაბნოში შესუ-
ლიყოს. წინ, სანაპიროების თეთრ სივრცეს მზის სინათლე მძლავ-
რად დაჰკაშკაშებს. ნელა მიდის, დიდი სატვირთო გემების სილუე-
ტებს მიუყვება, წითელი კონტეინერების მწკრივებს შორის, ლითო-
ნის ამწეების ქვეშ გადის. აქ არც კაცები არიან, არც ავტომობილთა
ძრავებია, არაფერი, თეთრი ქვების, ცემენტისა და აუზების მოშავო,
მაზუთიანი წყლის გარდა. მაშინ ლურჯი ბრეზენტით გადახურული
ტვირთის ორ მწკრივს შორის ადგილს შეარჩევს. ქარისგან და-
ცულს, შეუძლია პურსა და ყველს შეექცეს და თან ნავსადგურების
წყალს უყუროს. ხანდახან ზღვის დიდი ფრინველები ჟივჟივით თავზე
გადაუფრენენ. ამ დროს ლალას სილახვავებს შორის თავისი ადგი-
ლი და თეთრი ჩიტი, ზღვის უფლისწული ახსენდება. პურს თოლიებს

225
უყოფს,რამდენიმე მტრედიც მოფრინდება. სრული სიწყნარეა, მის
მოსაძებნადაც არავინ მოდის. იშვიათად ერთი მებადური თუ გამოჩ-
ნდება, ჭოგრით ხელში სანაპიროს მიუყვება, ლასკირისთვის ხელ-
საყრელ ადგილს დაეძებს. ზოგჯერ ლალას შეპარვით შეხედავს და
ნავსადგურისკენ გზას განაგრძობს, ან კიდევ ჯიბეებში ხელებჩაწყო-
ბილი ბავშვი კონსერვის ყუთით ფეხბურთს თამაშობს.
ლალა გრძნობს, მზე როგორ იჭრება მასში, ნელ-ნელა როგორ
ავსებს, დევნის, თუკი რამ უსიამოვნო და სევდიანია მის არსებაში.
არც აამას სახლი ახსოვს, არც ჭუჭყიანი ეზოები, სადაც სარეცხს წვე-
თები ჩამოსდის, აღარც სასტუმრო „სენტ-ბლანში“, და აღარც ის ქუ-
ჩები, გამზირები და ბულვარები, სადაც ხალხი ირევა და წამდაუწუმ
ილანძღება. ლიქენ და ხავსმოდებულ უძრავ, უმაქნის, მზისგან გა-
ფართოებულ კლდის ნატეხს ემსგავსება. ზოგჯერ ასე, ლურჯ ბრეზენ-
ტზე მიყრდნობილს, მუხლებზე ნიკაპდაყრდნობილს კიდეც ჩაეძინე-
ბა. ესიზმრება, თითქოს წყნარ ზღვაზე გემით სამყაროს მეორე ნაპი-
რისკენ მისრიალებს.
დიდი სატვირთო გემები შავ აუზებში ნელა მიცურავს, ნავსადგუ-
რის კარიბჭისკენ მიიწევს, ზღვას დაეძებს. ლალა ერთობა, სადამ-
დეც შეუძლია, სირბილით მისდევს. მათ სახელებს ვერ კითხულობს,
მაგრამ ალმებს, გემის კორპუსზე ჟანგის ლაქებს, ანტენებივით მო-
კეცილ მსხვილ სატვირთო ანძებსა და ვარსკვლავებით, ჯვრებით,
კვადრატებით, მზეებით მოხატულ საკვამურებს ხედავს. სატვირ-
თოების წინ სალოცმანო გემი მწერივით მიიწევს წინ. როცა სატვირ-
თო გემები შუა ზღვაში გადიან, საყვირებს აყვირებენ, ერთი-ორჯერ,
ისე, უბრალოდ, გამოსამშვიდობებლად.
ნავსადგურის წყალიც მშვენიერია. ლალა იქვე, ახლოს ხშირად
მოკალათდება ხოლმე, ზურგით ბოჯგს ეყრდნობა, ფეხები წყლისკენ
აქვს გადაყოფილი. ნავთის ფერად ლაქებს უყურებს, ერთგვარ
ღრუბლებს რომ წარმოქმნის და ფანტავს ზედაპირზე მოტივტივე ყო-
ველგვარ უცნაურობას: ლუდის ბოთლებს, ფორთოხლის ქერქებს,
პოლიეთილენის პარკებს, შეშის ნაფოტებს, თოკის ნაგლეჯებს, ხო-
ლო სანაპიროებზე ლორწოსავით გაწელილ ერთგვარ ყავისფერ ხა-

226
ვსს, რომ ვერ გაიგებ, საიდან მოდის. გემი მისრიალებს და აქაფებუ-
ლი დგაფუნა ტალღები უკან მიჰყვება, იშლება და სანაპიროებს
ეხეთქება. დროდადრო ქარი ძლიერად დაუბერავს, აუზებზე მსუბუქ
ღელვას იწვევს და სატვირთო გემების ანარეკლებს ერთმანეთში
ურევს.
ზოგჯერ ზამთრის მზიან დღეებში მათხოვარი რადიქსი ლალას
სანახავად მოდის. ნელა მოუყვება სანაპიროებს, მაგრამ ლალა შო-
რიდანვე ცნობს, ბრეზენტებს შუა სამალავიდან გამოდის და თითე-
ბით ისევე უსტვენს, როგორც მწყემსები უსტვენდნენ არტანის მხა-
რეში. ბიჭი მასთან მოირბენს და გვერდით მოუჯდება. ერთხანს ჩუ-
მად არიან, მხოლოდ ნავსადგურის წყალს გაჰყურებენ.
შემდეგ ბიჭი შავი წყლის ზედაპირზე ისეთ რამეს დაანახვებს, რაც
აქამდე არასდროს შეუნიშნავს: მუქი წყლის ზედაპირზე მცირე, უხმო
აფეთქებები ტალღებს წარმოქმნის. ლალას ჯერ წვიმის წვეთები
ჰგონია და ცაში აიხედავს. მაგრამ ცა ლურჯია. მაშინ ხვდება, რომ ეს
ბუშტებია. წყლის სიღრმიდან ამოფრქვეული ბუშტები ზედაპირზე
სკდება და ისინიც ერთად ერთობიან მათი ცქერით
– აი, აი!.. კიდევ ერთი! შეხედე!
– იქით გაიხედე!
– აქეთ, ნახე!..
ნეტა საიდან ამოდიან ეს ბუშტები? რადიქსი ამბობს, თევზების
ამოსუნთქვას მოჰყვებიანო, მაგრამ ლალას მცენარეების ამონასუნ-
თქი უფრო ჰგონია და ნავსადგურის სიახლოვეს, ჭალაში ნელა მოშ-
რიალე უცნაური ბალახები ახსენდება.
შემდეგ რადიქსი ასანთის კოლოფს ამოიღებს. თვითონ ამბობს,
მოსაწევად დამაქვსო, სინამდვილეში კი ასანთის ღერების დაწვა უყ-
ვარს. თუ ცოტაოდენი ფული აქვს, თამბაქოს გამყიდველთან მიდის
და მოცეკვავე ბოშა ქალის გამოსახულებიან ასანთის სქელ კო-
ლოფს ყიდულობს. მყუდრო კუთხეს ირჩევს, ჯდება და ასანთის ღე-
რებს გაჰკრავს ერთიმეორის მიყოლებით. ამას სწრაფად აკეთებს,
სიამოვნებს პატარა, წითელი, მაშხალასავით აშუშხუნებული თავის,
შემდეგ კი ღერის თავზე დატრიალებული ლამაზი ნარინჯისფერი ცე-

227
ცხლის ყურება, ხელისგულებით არ ანებებს ჩაქრობას.
ნავსადგურში ქარი ძლიერად უბერავს. ლალა იძულებულია, თა-
ვისი ლაბადის კალთები კარავივით გაშალოს, გრძნობს, ფოსფო-
რის მწველი სითბო ნესტოებს როგორ სწვავს. ასანთის ყოველ გაკ-
ვრაზე ორივენი სიცილით იხოცებიან, პატარა ღერის აღებაში ერ-
თმანეთს ეცილებიან. რადიქსი აჩვენებს, ასანთის ღერი ბოლომდე
როგორ უნდა დაიწვას, თითების წვერებს ილოკავს და ასე იღებს და-
ნახშირებულ ბოლოს. როცა ლალა ასანთისგან დარჩენილ ჯერ კი-
დევ წითელ ნახშირს იღებს, ოდნავი შიშინი ისმის. ცერა და საჩვენე-
ბელი თითები ეწვის, მაგრამ ეს უსიამოვნო დამწვრობა არ არის.
უყურებს, როგორ ედება ცეცხლი მთელ ასანთს და ნახშირს, ცოცხა-
ლი არსებასავით რომ იკლაკნება.
შემდეგ ზურგით ლურჯ ბრეზენტს მიყუდებული ორივე ერთ სიგა-
რეტს ეწევა და თან სადღაც, ნავსადგურის მუქი წყლისკენ და ცემენ-
ტის მტვრისფერი ცისკენ იყურება.
– რამდენი წლის ხარ? – ეკითხება რადიქსი.
‒ ჩვიდმეტის, მალე თვრამეტის გავხდები, – მიუგებს ლალა.
– მე კი მომავალ თვეს თოთხმეტის ვხდები, – ეუბნება რადიქსი.
წარბებშეკრული ერთხანს ჩაფიქრდება.
– კაცთან წოლილხარ?
ლალა გაოცებულია.
– არა, კი. რატომ მეკითხები?
რადიქსი ისეა ჩაფიქრებული, რომ ავიწყდება, ლალას სიგარეტი
გაუწოდოს. ნაფაზს ნაფაზზე ურტყამს, მაგრამ ბოლს არ ყლაპავს.
– მე ჯერ არა, – ეუბნება.
– რა არა?
– მე ჯერ ქალთან არ ვწოლილვარ.
– შენ ხომ ჯერ ძალიან პატარა ხარ
– ნუ მატყუებ! – ეუბნება და თან მღელვარებისგან ოდნავ ენა ებ-
მის, – ნუ მატყუებ! ქალთან ყველა ჩემი ამხანაგი ნამყოფია, ზოგს
საყვარელიც ჰყავს. ამიტომაა, რომ დამცინიან, პედეს მეძახიან, ქა-
ლი რომ არა მყავს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ.

228
ისევ ჩაფიქრდება. სიგარეტს გააბოლებს.
– მაგრამ რა მენაღვლება ,რაც უნდათ, ის თქვან. მე მგონი, კარ-
გი არ არის, როცა ქალთან მხოლოდ იმიტომ წვები... რომ გაერთო
და მერე იტრაბახო. სიგარეტის მოწევაზეც ასეა. იცი, იქ, სასტუმრო-
ში არასდროს ვეწევი, იმათაც ჰგონიათ, რომ არასდროს მომიწევია
და ამის გამოც დამცინიან. ჩემთვის კი სულერთია. ასე მირჩევნია.
ლალა ხელახლა გაუწოდებს სიგარეტს, ნამწვი თითქმის ბო-
ლომდეა შეჭმული. მხოლოდ ერთი გაბოლებაღაა, გააბოლებს და
მიწაზე გასრესს.
– იცი, მალე ბავშვი მეყოლება.
თვითონაც ვერ გაუგია, რატომ ეუბნება ამას. რადიქსი ერთხანს
უსიტყვოდ მიაჩერდება. უცებ ოდნავ ნაღვლიანი თვალები გაუნათ-
დება.
‒ კარგია, – ეუბნება სერიოზულად – კარგია, ძალიან მიხარია.
სიხარულისგან ერთ ადგილზე ვეღარ ჩერდება. ცმუკავს, წამოდ-
გება, წყლის წინ გადი-გამოდის, შემდეგ ისევ ლალას მიუბრუნდება.
– არ გაინტერესებს, სად ვცხოვრობ? მოხვალ ჩემთან?
– რატომაც არა? თუკი შენ გინდა.
– იცი, რა შორსაა?! ჯერ ავტობუსით უნდა იმგზავრო, მერე ფეხით
იარო იქით, რეზერვუარებისკენ. როცა მოიცლი, მე წაგიყვან, სხვა-
ნაირად ვერ მომაგნებ.
მირბის. მზე უკვე გადაიწვერა, სანაპიროების მოპირდაპირე მხა-
რეს მაღალი შენობების ხაზს უახლოვდება. სატვირთო გემები ისევ
გაუნძრევლად დგას, მაღალ, ჟანგისფერ, ციცაბო კლდეებს ჰგავს,
თოლიების გუნდი წინ ნელა ჩაუფრენს, ანძების თავზე ცეკვა-ცეკვით
მიფრინავს.
არის დღეები, როცა ლალას შიშის ხმები ესმის. კარგად ვერც
ხვდება, რა შეიძლება იყოს. თითქოს ტოლის ფურცლებს რაღაც
მძლავრად ეხეთქება. ან ყრუ ბრახუნი მარტო ყურებიდან კი არა, ფე-
ხისგულებიდანაც ამოდის დამთელ სხეულში გაისმის. შესაძლოა ეს
მარტოობაც არის და შიმშილიც, სიმშვიდის, სინათლის, სიმღერის,
ყველაფრის შიმშილი.

229
სამუშაოს დამთავრების შემდეგ, როგორც კი სასტუმრო „სენტ-
ბლანშის“ ზღურბლს გადმოაბიჯებს, ლალა გრძნობს, ცის გამჭვირ-
ვალე შუქი როგორ ეფინება, როგორ შეაბარბაცებს ხოლმე. რამდე-
ნადაც შეუძლია, თავს წაბლისფერი პალტოს საყელოში რგავს.
თმას წარბებამდე აამას ნაცრისფერი თავშლით იფარავს. მაგრამ
ცის სიქათქათეს და ქუჩების სიცარიელეს მაინც ვერსად გაურბის. ეს
გულზიდვასავითაა, რომელიც შუა მუცლიდან ყელში ამოსდის და
პირს უმწარებს. სადაც მოუხერხდება, იქ ჯდება. არაფერი ანაღ-
ვლებს, არც ის, ხალხი რომ მისჩერებია. მთავარია, მაშინდელივით
გული არ წაუვიდეს. მთელი ძალით ეწინააღმდეგება, გულისძგერის,
მუცლის მოძრაობების დამშვიდებას ცდილობს. ორივე ხელს მუ-
ცელზე იდებს, ხელისგულების ლბილი სითბო კაბაში რომ გავიდეს,
მასში შეიჭრას, ბავშვამდე შეაღწიოს. ასე დაიურვებდა ხოლმე უწინ
მუცლის ქვემოთ საშინელ ტკივილებს, როცა თითქოს მხეცი ღრღნი-
და შიგნიდან. ასე, გაჩერებული ავტომანქანების გვერდით ტროტუა-
რის კიდეზე ზის და ირწევა.
გამვლელები წინ გულგრილად ისე ჩაუვლიან, რომ არც ჩერდე-
ბიან. ოდნავ ნაბიჯს შეანელებენ, თითქოს უნდა მიუახლოვდნენ. მაგ-
რამ ლალა თავს ასწევს თუ არა, მისი თვალებიდან ისეთი ტანჯვა გა-
მოსჭვივის, რომ უმალვე ფრთხებიან და გზას განაგრძობენ.
ცოტა ხნის შემდეგ გრძნობს ,ხელებქვეშ ტკივილი როგორ უამ-
დება. ახლა ისევ თავისუფლად სუნთქავს. ცივი ქარის მიუხედავად,
ოფლი ასხამს, სველი კაბა ზურგზე ეწებება. შესაძლოა, ეს შიშის ხმა-
ური იყოს, ხმაური, რომელიც ყურებით კი არა, ფეხებითა და მთელი
სხეულით გესმის, ქუჩებს რომ აცარიელებს, ის ხმაური.
ლალა ძველი ქალაქისკენ მიმავალ გზას მიუყვება. ნელა ადის
კიბის ჩამომტვრეულ საფეხურებზე, საიდანაცჭუჭყიანი, მყრალი წყა-
ლი ჩამოედინება. კიბის თავზე მარცხნივ შეუხვევს და ბონ ჟეზუს ქუ-
ჩაზე გადის. ძველ, ბათქაშჩამოცვენილ კედლებზე ცარცით დახა-
ტულ ნიშნებს, ნახევრად წაშლილ, გაუგებარ სიტყვებსა და ნახატებს
ხედავს. ასფალტზე სისხლივით წითელ ლაქებს ბუზები დასევიან. წი-
თელი ფერი ლალას თავში ირეკლება, საყვირის ხმასავით ურტყამს.

230
მისი ყოველი ჩაბერვა ტვინს უღრღნის, გონებას უცარიელებს. ნე-
ლა, გაჭირვებით ჯერ ერთ ლაქას გადააბიჯებს, შემდეგ მეორეს, მე-
სამეს. წითელ ლაქებს ხრტილის, დამტვრეული ძვლების, კანისმაგ-
ვარი უცნაური თეთრი რამ შერევია. საყვირის ხმა ლალას თავში კი-
დევ უფრო მჭახედ გაისმის. დაღმართზე უნდა დაეშვას, მაგრამ ვერ
გაუბედავს, რადგან სველი და მოსიპული ქვებია და თანაც რეზინის
ფეხსაცმელი აცვია. ტიმონის ქუჩის ძველ კედლებზეც ცარცით დახა-
ტული ნიშნები, სიტყვები, შესაძლოა სახელებიც ჩანს. შიშველი ქა-
ლიც ხატია, თვალების მსგავსი ძუძუებით. მისი დანახვისთანავე სას-
ტუმროს ოთახში აულაგებელ ლოგინზე გადაშლილი უხამსი ჟურნა-
ლი გაახსენდება. მოშორებით, ძველთაძველ კარზე ცარცით უზარ-
მაზარი ფალოსი დაუხატავთ გროტესკული ნიღაბივით.
ლალა გზას განაგრძობს, სუნთქვა ეკვრის. ოფლი ისევ ჩამოსდის
შუბლზე, ზურგზე, ფერდებს უსველებს, იღლიებში კბენს. ამ დროს
ქუჩებში არავინაა, რამდენიმე აბურძგნილბეწვიანი ძაღლის გარდა,
რომლებიც წკმუტუნით ღრღნიან ძვლებს. მიწის პირას ჩადგმული
გისოსებიანი ფანჯრები ბადეებითაა დაფარული. ზემოთ დარაბები
მიუხურავთ, სახლები თითქოს მიუტოვებიათ. მიწისქვეშა ჭუჭრუტა-
ნებიდან, სარდაფებიდან, ჩაშავებული ფანჯრებიდან მომაკვდინებე-
ლი სიცივე ამოდის, სიკვდილის ამონასუნთქივით უბერავს, ქუჩებს
ჩაუქროლებს და კედლების ძირში ამომპალ კუნჭულებში ატანს. სა-
ით გაიქცეს?
ლალა ისევ ნელა აგრძელებს გზას, ძველი სახლის კედელთან
კიდევ ერთხელ მარჯვნივ შეუხვევს. გისოსებიანი ფანჯრების დანახ-
ვა ყოველთვის შიშს ჰგვრის, ციხე ჰგონია, სადაც უწინ ხალხი იხო-
ცებოდა. იმასაც ამბობენ, ზოგჯერღამით ფანჯრების გისოსებიდან
პატიმართა კვნესაც კი მოისმისო. ახლა ლა შარიტეს მოკლე გზით
უკაცრიელ პისტოლის ქუჩას გაუყვება. ნაცრისფერი ქვის კარიბჭის
მიღმა მისთვის საყვარელი, საუცხოო ვარდისფერი გუმბათი რომ
დაინახოს. ზოგჯერ რომელიმე სახლის ზღურბლზე ჩამოჯდება და
დიდხანს, დიდხანს გაჰყურებს ღრუბლისდარ გუმბათს. ყველაფერი
ავიწყდება, სანამ ვიღაც უცნობი ქალი არ მოვა, არ ჰკითხავს, აქ რას

231
აკეთებო და იქაურობას არ დაატოვებინებს.
დღეს კი ვარდისფერი გუმბათიც აშინებს. თითქოს მისი ვიწრო
ფანჯრების სიღრმიდან რაღაც ემუქრება, თითქოს საფლავია. არც კი
ტრიალდება, ისე ეცლება იქაურობას, ზღვისკენ ეშვება, წყნარ ქუ-
ჩებს ჩაივლის. ქარი უბერავს და სარეცხს – დიდ, დაძენძილკიდეები-
ან თეთრ ზეწრებს, ბავშვების, კაცების ტანსაცმელს, ქალის ვარდის-
ფერ და ცისფერ თეთრეულს აფრიალებს. ლალას არ უნდა მათი და-
ნახვა, რადგან თვალწინ სხეულის დაფარული ნაწილები: ფეხები,
მკლავები, მკერდი წარმოუდგება, თითქოს უთავო გვამებს უყურებ-
დეს. როდილატის ქუჩას გადაჭრის. აქ, ისევ ამ გისოსებიანი, ბადე-
ებდაჭიმული დაბალი ფანჯრების მიღმა, დიდი თუ პატარა გამოუკე-
ტავთ. ლალას დროდადრო ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაზები, ჭურჭლის
თუ სამზარეულოს ხმაური, ხან კი დუდღუნა მუსიკა მოესმის. პატიმ-
რებზე ფიქრობს, რომლებიც ამ ბნელ, გაყინულ ოთახებში ნეხვის
ჭიებთან და ვირთხებთან ერთად გამოუმწყვდევიათ; მათზე, ვინც ვე-
ღარ იხილავს სინათლეს, ვეღარ შეისუნთქავს ქარს.
აქ, ამ დაბზარულ და გაშავებულმინებიან ფანჯრებს მიღმა ერთი
მსუქანი, ხეიბარი ქალი ორ გაძვალტყავებულ კატასთან ერთად
მარტოდმარტო ცხოვრობს და გაუთავებლად თავის ბაღზე, ვარდებ-
ზე, ხეებზე, და იმ დიდ ლიმონის ხეზე ლაპარაკობს, რომელიც ამ-
ქვეყნად ყველაზე უკეთეს ნაყოფს ისხამს. ამ ქალს ცივი, ჩაბინძურე-
ბული საკუჭნაოსა და ორი უსინათლო კატის მეტი არაფერი აბადია.
აქეთ იბრაჰიმის, მოხუცი ორანელი ჯარისკაცის სახლია. ის გერმა-
ნელებს, თურქებსა და სერბებს ებრძოდა სალონიკში, ვარნასა და
ბჟალაში. მათი სახელები, თუ კი ლალა სთხოვს, შეუძლია მოუღლე-
ლად იმეოროს. განა ასეთ მორყეულ სახლში გამომწყვდეულს, მა-
საც სიკვდილი არ ემუქრება? სახლში, სადაც ბნელი და მოსიპული
კიბის ნებისმიერ საფეხურზე შეიძლება ფეხი დაუცდეს, სადაც კედ-
ლები ჩამომხმარ მკერდზე სველი პალტოსავით აწვება. აქ კი ესპა-
ნელი ქალია ექვსი შვილით. ყველას ვიწროფანჯრიან ერთ ოთახში
სძინავს, ან ჩამოძენძილები, გაცრეცილები, მუდამ დამშეულები პა-
ნიერის უბანში დაწანწალებენ. იქით, იმ სახლში, სადაც ხვლიკი და-

232
სრიალებს და კედლები თითქოს საშინელი, მყრალი და მქისე ოფ-
ლით არის დანესტიანებული, მოხუცი წყვილი ისე მაგრად ახვე-
ლებს, რომ ლალას ღამით, ზოგჯერ წამოახტუნებს კიდეც, თითქოს
მათ ხველებას მართლაც შეეძლოს ამდენი კედლის გარღვევა. და
კიდევ უცხოელების ერთი ოჯახი: კაცი იტალიელი, ქალი – ბერძენი.
კაცი ყოველ საღამოს თვრება და ცოლს თავში მუშტებს ურტყამს,
ისე, უმიზეზოდ, გაუბრაზებლად, მხოლოდ იმიტომ, რომ მის გვერ-
დით არის და დაღლილობისგან სახედასიებული ცრემლიანი თვა-
ლებით შეჰყურებს. ლალას სძულს ეს კაცი, კბილს კბილზე აჭერს,
მასზე როცა ფიქრობს, მაგრამ ეშინია კიდეც ამ უსიტყვო და სასო-
წარმკვეთი სიმთვრალისა, ამ ქალის მორჩილებისა, რადგან სწო-
რედ ესაა, ამ ქალაქის წყეული ქუჩების ყოველი ქვიდან და ყოველი
ლაქიდან, პანიერის კედლის ყოველი ნაჯღაბნიდან რომ გამოსყვი-
ვის.
ყველგან შიმშილი, შიში, უმოწყალო სიღატაკეა, გაცვეთილი,
ნახმარი ტანსაცმელი, დაბეჩავებული და დამჭკნარი მოხუცი სახე-
ები.
პანიერის ქუჩა, ბულოს ქუჩა ბუსნუს კვეთს. ყველგან ერთნაირი
დანგრეული კედლებია, შენობების წვერს მკრთალი შუქი მსუბუქად
ედება, კედლების ძირში მწვანე წყალი აშმორებულა, შექუჩული ნა-
გავი ლპება. აქ არც ბზიკებია და არც ბუზები ზუზუნებენ თავისუფ-
ლად მტვრიან ჰაერში, ამ ჩაბნელებულ, უჰაერო სოროებში, საიდა-
ნაც ცასაც ვერ დაინახავ, რომ მოგინდეს. მხოლოდ ადამიანები,
თაგვები და ნეხვის ჭიებია. ლალა ქუჩაში ბალანაყრილი, შავი, ბებე-
რი ძაღლივით დაძრწის, ადგილს ვერ პოულობს, ერთი წამით კიბეე-
ბის საფეხურებზე ჩამოჯდება იმ კედელთან, რომლის უკანაც ქალაქ-
ში ერთადერთი ბებერი ლეღვის სურნელოვანი ხეა. უცებ თავისი
საყვარელი ხე გაახსენდება, იქ, სადაც მოხუცი ნამანი ბადეებს ამაგ-
რებდა და სხვადასხვა ამბებს უყვებოდა ხოლმე, მაგრამ ბებერი, ქან-
ცგაწყვეტილი ძაღლივით ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდება.
ბნელ ლაბირინთში გადის. ამასობაში კი ცის სინათლე თანდათანო-
ბით იკლებს. ახლა პატარა მოედანზე გრძელ სკამზე ჩამოჯდება, სა-

233
ბავშვო ბაღთან. ზოგჯერ სიამოვნებს კიდეც აქ გაჩერება და ერთი
ციცქნა ბავშვების ყურება, მკლავებგაშლილები ფეხების კანკალით
რომ დაბაჯბაჯებენ. ახლა კი ბნელა და იქ მხოლოდ ერთი მოხუცებუ-
ლი, ჭრელკაბიანი ქალი ზის. ლალა გვერდით მიუჯდება, ცდილობს
გამოელაპარაკოს:
– აქ ცხოვრობთ? – საიდან ხართ? რომელი ქვეყნიდან?
მოხუცი ქალი გაკვირვებული უყურებს. არაფერი ესმის, ეშინია,
სახეს ჭრელი კაბის კალთით იმალავს.
მოედნის სიღრმეში მისთვის კარგად ნაცნობ კედელს დაინახავს.
შელესვის ყოველ ხარვეზს, ყოველ ბზარს, ყოველ ჟანგიან ჩამონა-
ჟონს ცნობს. კედლის თავზე, სულ მაღლა, საკვამურის შავი მილაკე-
ბი, წყალსადინარი მილებია. სახურავქვეშ პატარა, უდარაბებო, ჭუჭ-
ყიანმინებიანი ფანჯრები. მოხუცი იდას ოთახის ქვეშ, თოკზე, წვიმი-
სა და მტვრისგან გახეშეშებული თეთრეული ჰკიდია. ქვემოთ ბოშე-
ბის ფანჯრებია. უმრავლესობა ჩატეხილია, ზოგს ჩარჩოც კი არ შერ-
ჩენია – თვალებდაჭყეტილი შავი ორმოებია, სხვა არაფერი.
ლალა ამ ჩაბნელებულ ჭუჭრუტანებს მიშტერებია და ისევ სიკ-
ვდილის დაუნდობელ და შემაშფოთებელ მძვინვარებას გრძნობს.
ცახცახებს, მოედანზე საშინელი სიცარიელეა: ფანჯრებიდან ამო-
ვარდნილი სიცარიელისა და სიკვდილის გრიგალი სახლების კედ-
ლებს შუა ტრიალებს. მის გვერდით, სკამზე მოხუცი მულატი ქალი
გაუნძრევლად ზის. მისი სუნთქვაც კი არ ისმის. ლალა მხოლოდ მის
გაძვალტყავებულ მკლავს ხედავს, ვენები თოკებივით რომ ატყვია
და ინით მოთხუპნულ, გრძელთითებიან ხელს, რომლითაც კაბის
კალთა სახეზე ლალას მხარეს აქვს აფარებული.
ნეტა აქაც რაიმე მახე ხომ არ აგია? ლალას უნდა, წამოდგეს, გა-
იქცეს, მაგრამ გრძნობს, რომ პლასტმასის სკამს არის მიჯაჭვული,
როგორც სიზმარში ხდება ხოლმე. ქალაქში თანდათან ბნელდება.
ბინდი მოიცავს მოედანს, კუთხე-კუნჭულებს, ნაპრალებს ფარავს,
ჩამსხვრეულმინებიანი ფანჯრებიდან სახლებში შედის. უკვე ცივა,
ლალა ყავისფერ ლაბადაში გახვეულა, საყელო თვალებამდე აქვს
აწეული. სიცივე რეზინისლანჩებიანი სანდლებიდან ფეხებში, დუნ-

234
დულებში, ფერდებში აღწევს. ლალა თვალებს ხუჭავს. ცდილობს,
წინააღმდეგობა გაუწიოს, აღარ დაინახოს სიცარიელე, რომელიც
მოედანზე, თამაშში გართული, მიტოვებული ბავშვების ირგვლივ,
თვალდავსებული ფანჯრების ქვეშ ტრიალებს.
თვალს რომ გაახელს, უკვე აღარავინაა. მოხუცი, ჭრელკაბიანი
ქალი ისე წასულა, რომ არც კი შეუნიშნავს. საოცარია, მაგრამ ცა და
დედამიწა უკვე აღარ არის ჩაბნელებული, თითქოს ღამემ უკან და-
იხიაო.
ლალა ისევ წყნარ ქუჩებს მიუყვება, კიბეებზე ჩადის, იქ, სადაც
მიწა სამტვრევი ჩაქუჩებით არის გადათხრილი. ქარი ქუჩას ხვეტს,
ხელსაწყოების შესანახი საწყობების ტოლს აბრახუნებს.
როცა ვიწრო ქუჩებიდან ზღვის ნაპირზე გადის, ლალა ხედავს,
რომ ჯერ მთლად არ დაბნელებულა. ტაძრის თავზე, თაღებს შორის,
დიდი, ნათელი ლაქა მოჩანს. გამზირს სირბილით ჭრის, ვერც კი ამ-
ჩნევს ავტომობილებს, რომლებიც გამზირს მიარღვევენ, ასიგნა-
ლებენ და ფარებს ანთებენ.
ნელ აუახლოვდება მაღალ კარიბჭეს, კიბეებზე ადის, სვეტებს
შორის გადის. ის დღე ახსენდება, პირველად რომ შევიდა ტაძარში.
ძალიან შეეშინდა, კლდესავით უზარმაზარი და მიტოვებული მოეჩ-
ვენა. შემდეგ მათხოვარმა რადიქსმა ის ადგილი უჩვენა, სადაც ღა-
მეებს ათენებს ხოლმე ზაფხულში, როცა ზღვიდან სუნთქვასავით
თბილი ჰაერი უბერავს. ის ადგილიც უჩვენა, საიდანაც ღამით ნავ-
სადგურში შემოსული დიდი სატვირთო გემები მოჩანს, წითელი და
მწვანე განათებით, და ის ადგილიც, სტოას სვეტებს შორის, საიდა-
ნაც მთვარე და ვარსკვლავები შეიძლება დაინახო.
მაგრამ ამ საღამოს აქ აღარავინაა. თეთრი და მწვანე ქვა გაყი-
ნულია. სიჩუმეს მხოლოდ ავტობუსების ბორბლების შორეული ჭრი-
ალი, თაღქვეშ მოფაფარფატე ღამურების წიალი არღვევს. მაღლა,
ლავგარდანებზე აქა-იქ შემომსხდარ, ერთმანეთზე მიკრულ მტრე-
დებს უკვე სძინავთ.
ერთი წამით საფეხურებზე ჩამოჯდება, ქვის ბალუსტრადას შე-
აფარებს თავს. კარიბჭის წინ სკინტლებით მოსვრილ და მტვრიან მი-

235
წას დაჰყურებს. ქარი ძლიერად უბერავს, გისოსებს შუა ზუზუნი გა-
აქვს. აქ სრულ სიმარტოვეს განიცდი, თითქოს შუა ზღვაში შეცურე-
ბულ ნავში იჯდე. სიმარტოვე გტანჯავს, საფეთქლებსა და ყელს გი-
კუმშავს, უცნაურად აჟღერებს ხმაურს, შორს, ქუჩების გასწვრივ სი-
ნათლეებს აციმციმებს.
მოგვიანებით, დაღამებისას ლალა ქალაქში ბრუნდება, მაღლა
ადის, ლენშის მოედანს გადაჰკვეთს, სადაც კაცები ბარებისკენ მი-
იჩქარიან, აკულის აღმართს აუყვება, ხელს რკინის მოპრიალებულ
იმ ორმაგ მოაჯირს აყოლებს, ასე რომ მოსწონს. მაგრამ კაეშანი
აქაც არ ტოვებს, უკან დასდევს იმ ბალანაყრილი, დიდი ძაღლივით,
დამშეული თვალებით ღარაკების გასწვრივ სახრავ ძვალს რომ დაე-
ძებს. ეს შიმშილი, უეჭველად შიმშილი უნდა იყოს, მუცელს რომ
გიღრღნის, ტვინს გიცარიელებს, შიმშილი ყველაფრისა, რაც გაკ-
ლია, რაც მიუწვდომელია. იმდენი ხანია, ადამიანები არ დანაყრებუ-
ლან, იმდენი ხანია, არ მოუსვენიათ, იმდენი ხანია, არ ღირსებიათ
სიყვარული, ბედნიერება. აქ მხოლოდ მიწისქვეშა, ცივი ოთახებია,
სადაც კაეშნის ორთქლი დაცურავს, მხოლოდ ბნელი ქუჩები, სადაც
თაგვები დარბიან, სადაც აშმორებული წყალი მიედინება, სადაც ყო-
ველგვარი სიბინძურეა. გაჭირვება.
ლალა რეფუჟის, მულენის, ბელ-ეკუელის, მონბრიონის ქუჩების
ვინრო გასასვლელებს მიუყვება და ათასგვარ ნარჩენს ხედავს,
თითქოს ზღვას გამოურიყავსო: კონსერვის დაჟანგულ ყუთებს, ნახ-
მარ ქაღალდებს, ძვლებს, დამჭკნარ ფორთოხლებს, ბოსტნეულს,
ჩვრებს, დამტვრეულ ბოთლებს, რეზინის რგოლებს, კაფსულებს,
ფრთებაგლეჯილ მკვდარ ჩიტებს, გაჭყლეტილ ნეხვის ჭიებს,
მტვერს, სილას, ყოველგვარ სიბინძურეს. ეს სიმარტოვის, მიტოვე-
ბულობის ანაბეჭდია, თითქოს ადამიანები ამ ქალაქს, აქაურობას
უკვე გაჰქცევიან – ავადმყოფობისთვის, სასიკვდილოდ, მისავიწ-
ყებლად გაუწირავთ. თითქოს ამ სამყაროს სულ რამდენიმე კაციღა
შემორჩენია იმ დასანგრევად განწირულ სახლებში, იმ საფლავების
მსგავს ბინებში, სადაც სიცარიელე თვალებდაჭყეტილი ფანჯრები-
დან იჭრება. სადაც ღამის სუსხი გულმკერდს აწვება, მოხუცებსა და

236
ბავშვებს თვალებს უბნელებს.
ლალა ისევ ნაგავში, ჩამონგრეულ ბათქაშებზე მიაბიჯებს. საით
მიდის, ვერ გაუგია. რამდენჯერმე ერთსა და იმავე ქუჩაზე გაივლის,
საავადმყოფოს მაღალ კედლებს შემოუვლის. შესაძლოა, აამაც აქ
არის, ამ დიდ, მიწისქვეშა, ჭუჭყიან შუკუმებიან სამზარეულოში და
ცოცხ-ღრუბელს უსვამს შავ ფილებს, რომლებსაც, რაც არ უნდა ეცა-
დო, ვერაფრით გაწმენდ. ლალა უკვე აღარ დაბრუნდება აამასთან,
აღარასოდეს. ჩაბნელებულ ქუჩებში შეუხვევს. ამასობაში კი ქარი
ჩადგება, მხოლოდ ცრის. ხალხი მიდი-მოდის, შავი, უსახური სი-
ლუეტები, თითქოს მათაც გზა აბნევიათ. ლალა მათ ერიდება, გზას
უთმობს, კარების ღიობებში, გაჩერებული მანქანების უკან იმალე-
ბა. როცა ქუჩა ხელახლა დაცარიელდება, გამოდის დაღლილი, უძი-
ლობისგან გაბრუებული და უჩუმრად გზას განაგრძობს.
დაძინება კი არ უნდა. სად შეძლებს მოეშვას,მიეცეს თავდავიწყე-
ბას? ქალაქში უამრავი საფრთხეა და კაეშანი, რაც, მდიდართა შვი-
ლებისგან განსხვავებით, ღარიბ გოგონებს დაძინების საშუალებას
არ აძლევს.
ღამის სიჩუმეში რამდენნაირ ხმაურს არ გაიგონებ. შიმშილის
ხმაურს, შიშის, სიმარტოვის ხმაურს, თავშესაფრებში ნაბახუსევ
უსახლკაროთა ხმაურს, არაბული კაფეების ხმაურს, სადაც მონო-
ტონური მუსიკა და ჰაშიშის მწეველთა გაბმული ხითხითი არ წყდე-
ბა. იმ გიჟის გულშემზარავ ხმაურს, ცოლს ყოველსაღამოს მუშტებს
რომ ურტყამს და ქალის მჭექარე ხმას, რომელიც ყვირილით იწყება
და ტირილითა და კვნესით მთავრდება. ლალას ახლა ყველა ეს ხმა
მკაფიოდ ესმის, თითქოს არასოდეს შეწყვეტილა. ერთი გამორჩეუ-
ლი ხმა კი, სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან თან სდევს, მის თავსა
და მუცელში აღწევს, მუდამ ერთსა და იმავე ტანჯვას გამოხატავს: ეს
ბავშვის ხმაა, ის სადღაც მეზობელ სახლში განუწყვეტლივ ახვე-
ლებს. შესაძლოა, მეტად მსუქანი და ფერმკრთალი, მწვანე, ამღვრე-
ულთვალება ტუნისელი ქალის ვაჟიშვილია ან რომელიმე სხვა ბავ-
შვი რამდენიმე ქუჩის იქით მდებარე სახლიდან, ან კიდევ სხვა, ჩა-
მონგრეულჭერიანი სხვენიდან, ან კიდევ ვიღაც სხვა, გაყინულ ნიშა-

237
ში რომ ვერ იძინებს,ან კიდევ ვიღაც. თითქოს ღამით ათასობით ავ-
დმყოფ ბავშვს ერთნაირი ხრინწიანი ხმით ხველებისას ყელი და
ბრონქები ეგლიჯება. ამ ცივ ღამეში ბავშვების ყეფისმაგვარი ხმა
სახლიდან სახლში გადადის. ლალა ჩერდება, ზურგს კარს მიაყ-
რდნობს, ხელისგულებით ყურებს იცობს. არ უნდა, ეს ხმა გაიგონოს.
მოშორებით ქუჩის მოსახვევია. იქიდან, როგორც აივნის სიმაღ-
ლიდან, ისე მოჩანს გამზირების მდინარის ლიმანის მსგავსი დიდი
გზაჯვარედინი და აციმციმებული თვალისმომჭრელი სინათლეები.
ლალა გორაკიდან ეშვება, კიბეებით ჩამოდის, ლორეტის გასას-
ვლელს გაივლის, სიღატაკითა და ბოლით გაჭვარტლულკედლები-
ან დიდ ეზოს ჭრის, სადაც რადიოსა და ადამიანის ხმები ისმის. ერთი
წამით შეჩერდება,თავს ფანჯრებისკენ შეატრიალებს, თითქოს ვი-
ღაც უნდა გამოჩნდეს. მაგრამ მხოლოდ შემზარავი ხმაური გაის-
მის,რადიო რაღაცას გაჰყვირის, ერთსა და იმავე ფრაზას ნელა
იმეორებს:
„ამ მუსიკის ხმაზე ღმერთები სცენაზე შემოდიან“.
მაგრამ ლალა ვერ ხედება, ეს რას უნდა ნიშნავდეს. გულშემზა-
რავი ხმა ბავშვების ხველების ხმას, მთვრალი კაცებისა და ატირე-
ბული ქალის ხმას ახშობს. ამას იქით კიდევ ერთი დერეფანივით ბნე-
ლი გასასვლელით ბულვარზე გადის.
აქ ერთი წამით ლალა შიშს აღარ გრძნობს, სევდაც გადაუვლის·
ხალხი ტროტუარზე მიიჩქარის, თვალები უბრწყინავს, ხელებს
მკვირცხლად იქნევს, ფეხებს ასფალტზე ურტყამს, ბარძაყებს ამოძ-
რავებს, ტანსაცმელი ეჭმუჭნება, უელექტროვდება, გზატკეცილზე
ავტომანქანები, სატვირთო მანქანები, განათებულფარებიანი მო-
ტოციკლეტები დაქრიან. ვიტრინების ანარეკლები გამუდმებით ინ-
თება და ქრება. ლალა ხალხის დინებას მიჰყვება, საკუთარ თავზე
უკვე აღარ ფიქრობს, გამოფიტულია, თითქოს სინამდვილეში არც
კი არსებობდეს. ამიტომაც ისევ დიდ გამზირებს უბრუნდება, ხალხის
ტალღაში რომ დაიკარგოს, მის დინებას მიჰყვეს.
რანაირ სინათლეს არ იხილავს აქ კაცი. ლალა მიდის და ლურჯ,
წითელ, ნარინჯისფერ, იისფერ სინათლეებს ხედავს, უძრავ სინათ-

238
ლეებს, მოძრავს, ასანთის ცეცხლივით ერთ ადგილზე მოცეკვავეს.
ლალას ბუნდოვნად წარმოუდგება უდაბნოს ღამეში ვარსკვლავე-
ბით მოჭედილი ცა. ცა, რომლის ქვეშაც მაგარ ქვიშაზე არტანის
გვერდით იწვა და ისე შეწყობილად სუნთქავდნენ, თითქოს ერთი
სხეული ჰქონოდათ. მაგრამ უჭირს გახსენება. აქ უნდა იარო, იარო,
სხვებს უნდა მიჰყვე, თითქოს იცოდე, საით მიდიხარ. ამ მოგზაურო-
ბას ბოლო არ უჩანს, აქ სილახვავების ხევს ვერ ამოეფარები. უნდა
იარო, თუ გინდა, რომ არ დაეცე, არ გადაგთელონ.
ლალა გამზირს ბოლომდე ჩაუყვება, შემდეგ სხვა გამზირს აუყ-
ვება, მერე კიდევ სხვას. სინათლეები არ ქრება, ადამიანთა და ძრა-
ვების ხმაური არ წყდება. ამ დროს მოულოდნელად გრძნობს, რომ
შიში და კაეშანი ხელახლა ეუფლება, თითქოს ბორბლებისა და ნა-
ბიჯების ხმაური უზარმაზარი ძაბრის კიდეებზე დიდ კონცენტრულ
წრეებს შემოხაზავს.
ახლა უკვე ისევ ხედავს: აქ არიან, აქაურობას მოსდებიან, ჩაშა-
ვებულ, ძველ კედლებს მიჰყუდებიან, ამ სკორესა და სიბინძურეში
მიწაზე შექუჩულან: ხელებგაწვდილი მათხოვრები,უსინათლო მო-
ხუცები, ტუჩებდამსკდარი ახალგაზრდა ქალები, მომჩვარულ ძუძუ-
ზე მიკრული ბავშვებით, ჩამოძეძილი, სახეგაუხეშებულიგოგონები-
გამვლელებს ტანსაცმელზე რომ ებღაუჭებიან, ჭვარტლისფერი,
თმაგაწეწილი ბებერი ქალები, ყველა, ვინც შიმშილსა და წყურვილს
ქოხებიდან გამოუყრია, გამოურიყავს, როგორც ტალღებს ნარჩენე-
ბი. აქ არიან,ამ უგულო ქალაქის ცენტრში, ძრავებისა და ხმების გა-
მაბრუებელ ხმაურში, წვიმისგან გალუმპულები, ქარისგან გაბურ-
ძგნილები, ელექტრონათურების მკრთალი შუქის ფონზე კიდევ უფ-
რო უშნოდ და ღარიბულად გამოიყურებიან. გამვლელებს ამღვრეუ-
ლი თვალებით უყურებენ, სევდიანი და ცრემლიანი თვალებით, ძაღ-
ლის თვალებივით განუწყვეტლივ რომ აცეცებენ. ლალა მათხოვ-
რებს უახლოვდება, ნაბიჯს ანელებს, მიაჩერდება, გული ყელში ებ-
ჯინება, ულმობელი სიცარიელე ისევ გრიგალივით ბობოქრობს აქ,
ამ მიტოვებული სხეულების წინ. ლალა ისე ნელა ჩაივლის, რომ ერ-
თი უსახლკარო დაეწევა, ლაბადის კიდეზე წაეპოტინება და თავის-

239
კენ ექაჩება. ლალა ძალით გააშლევინებს ლაბადის ქსოვილზე ჩა-
ჭიდებულ ხელებს, სიბრალულითა და შიშით უყურებს ქალის ჯერ კი-
დევ ახალგაზრდა სახეს, ალკოჰოლისგან დასიებულ და სიცივისგან
აწითლებულ ლოყებს, განსაკუთრებით კი უსინათლოს თითქმის
გამჭვირვალე ორ ლურჯ თვალს, რომელთა გუგებიც ქინძისთავის
თავზე დიდი არ უნდა იყოს.
– მოდი! მოდი აქ! – უმეორებს უსახლკარო. ლალა ცდილობს
მომტვრეულფრჩხილებიანი თითები გააშვებინოს. შიში იპყრობს,
ლაბადას ხელიდან გლეჯდს და გარბის. სხვა მათხოვრები ხარხარე-
ბენ. ამ ხროვით გარემოცული ახაგაზრდა ქალი კი ტროტუარზე ნა-
ხევრად წამომდგარა და იქაურობას ლანძღვა-გინებით იკლებს.
გულამოვარდნილი ლალა გამზირზე გარბის, ქუჩაში მოსეირნე-
ებს, კინოთეატრებში, კაფეებში შემსვლელ-გამომსვლელებს ეჯახე-
ბა. კოსტიუმებში გამოწყობილ, ახლად ნასადილევ კაცებს სახე
ულაპლაპებთ იმ დაძაბვისგან, რომელიც გაძღომამდე ჭამა-სმას
სჭირდება. სუნამოდაპკურებული ახალგაზრდები, წყვილები, მოსე-
ირნე სამხედროები, შავკანიანი და ხუჭუჭთმიანი უცხოელები მის-
თვის გაუგებარ სიტყვებს ეუბნებიან, ცდილობენ, ხელი წაატანონ და
გულიანად ხარხარებენ.
კაფეებში გამაბეზრებელი და უგემოვნო მუსიკა არწყდება, მიწა-
ში ყრუდ გაისმის, მთელი სხეულის გავლით მუცელში, დაფის აპკებ-
ში გუგუნებს. კაფეებიდან და ბარებიდან ყოველთვის ერთი და იგივე
მუსიკა გამოდის, ნეონის ლამპების შუქთან, წითელ, მწვანე, ნარინ-
ჯისფერთან ერთად კედლებს, მაგიდებს, ქალების შეღებილ სახეებს
ედება.
ნეტა რამდენი ხანია, რაც ლალა ამ გრიგალს, ამ მუსიკას მიარ-
ღვევს? თვითონაც არ იცის. ალბათ საათების, მთელი ღამეების გან-
მავლობაში, თითქოს არც კი თენდება ისე ებმის ერთმანეთს. თვალ-
წინ კლდოვანი ზეგნების სივრცეები წარმოუდგება, დანის პირივით
ბასრქვებიანი გორაკები, მთვარის შუქზე კურდღლებისა და გველე-
ბის ნაკვალევებით, და ირგვლივ იყურება, თითქოს სადაცაა ისიც,
არტანიც უნდა გამოჩნდეს მქისე შალის ლაბადითა და შავ სახეზე

240
მოელვარე თვალებით, ანტილოპის გრძელი და ნელი ნაბიჯებით.
მაგრამ მხოლოდ ეს გამზირი, ისევ ეს გამზირი და ეს გზაჯვარედინე-
ბია სახეებით, თვალებით, პირებით, ამ მყვირალა ხმებით, ამ სიტ-
ყვებით, ამ ჩურჩულით, ძრავებისა და სიგნალების ამ ხმაურით, ამ
თვალისმომჭრელი სინათლეებით. ცა არ ჩანს, თითქოს დედამიწას
სუდარა გადაჰფარებოდა. მოაღწევენ კი აქამდე არტანი და ის, უდაბ-
ნოს ლურჯი მეომარი, ეს სერს, საიდუმლოს რომ ეძახდა უწინ? მაგ-
რამ რომ მოაღწიონ კიდეც, ლალას ვერ შენიშნავენ ამ სუდარის მიღ-
მა, ქალაქს ცას რომ აშორებს, ვერ გამოარჩევენ ამდენ სახეს, ავტო-
მობილს, ამდენ სატვირთო მანქანასა და მოტოციკლს შორის, ვერ
გაიგონებენ მის ხმას აქ, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხმათა ამ-
გვარ ყაყანში, მუსიკის ამ გუგუნში, მიწას რომ აზანზარებს. ამის გა-
მოა, ლალა მათ რომ აღარ ეძებს, აღარ ესაუბრება, თითქოს სამუ-
დამოდ გაუჩინარდნენ, თითქოს დაიხოცნენ მისთვის. მათხოვრები
ღამეს აქ, ქალაქის შუაგულში ათევენ. აღარ წვიმს, თეთრი ღამეა,
შუაღამეში გადადის. იშვიათად თუ დაინახავ ვინმეს. ბარებსა და კა-
ფეებში შედიან, გამოდიან, მაშინვე მანქანებში სხდებიან და მთელი
სისწრაფით მიქრიან. ლალა მარჯვნივ, ვიწრო აღმართზე ადის და
გაჩერებულ ავტომანქანებს ეფარება. მოპირდაპირე ტროტუარზე
რამდენიმე კაცი დგას, ადგილიდან ფეხს არ იცვლის, არ საუბრობს.
ქუჩის თავში ჭუჭყიანი შენობის შესასვლელს მისჩერებია, რომლის
ნახევრად გამოღებული, სულმთლად პატარა, მწვანედშეღებილი
კარიდან განათებული დერეფანი მოჩანს.
ლალაც ჩერდება და მანქანას ეფარება. გულს ბაგაბუგი გააქვს.
ქუჩაში კაეშნის ყოვლისმომცველი სიცარიელე დათარეშობს. შენო-
ბა ჭუჭყიან ციხესიმაგრესავით არის წამოჭიმული. უდარაბო ფან-
ჯრების მინებზე გაზეთის ფურცლებია გაკრული. ზოგი ფანჯარა უსია-
მოვნოდ მჭახე სინათლით, ზოგი კი უცნაური, ძალიან სუსტი, სის-
ხლისფერი სინათლით არის განათებული. გაშეშებული გოლიათი
გეგონება ათიოდე მაცქერალი თუ მოხუჭული თვალით, ბოროტი
გოლიათი, ქუჩაში გაჩერებული ჩია კაცების ჩასაყლაპად მომზადე-
ბული. ლალა იმდენად მისუსტებულია, რომ იძულებულია, მანქანის

241
კორპუსს დაეყრდნოს, ხელ-ფეხი უკანკალებს.
ბოროტი ქარი ქრის ქუჩაში. ის არის, ქალაქში სიცარიელე, შიში,
გაჭირვება, შიმშილი რომ მოაქვს. ის არის, მოედნებზე გრიგალს
რომ აყენებს. იმ ჯურღმულებს მიაჩუმებს, სადაც ბავშვებსა და მოხუ-
ცებს სული ეხუთებათ. ლალას სძულს ის და მასთან ერთად ყველა
თვალებდაჭყეტილი გოლიათი, რომელიც ქალაქში მხოლოდ ქალე-
ბისა და ბავშვების ჩასაყლაპად, თავის მუცელში დასაფხვნელად აღ-
მართულა.
შემდეგ შენობის პატარა მწვანე კარი მთლიანად იღება და ტრო-
ტუარზე, ლალას პირდაპირ, ვიღაც ქალი გამოჩნდება. კაცები მას
მიაჩერდებიან, ერთ ადგილზე მიწებებულნი სიგარეტს სიგარეტზე
ეწევიან. დაბალი ქალია, ჯუჯა გეგონება, ჩასკვნილი, უკისრო,
მხრებში ჩადგმული შეშუპებული თავით. სახე კი ბავშვური აქვს,
მთლად პატარა, ალუბლისფერი პირით, მწვანედ შეღებილი მეტის-
მეტად შავი თვალებით. დაბალ ტანთან ერთად ამ მსუქან თოჯინას
თმაც გასაოცარი აქვს: მოკლე, დახვეული, სპილენძისფერი წითე-
ლი. მის უკან მდებარე დერეფნის შუქზე უცნაურად უბრწყინავს. თავ-
ზე ცეცხლის შარავანდივით, რაღაც ზებუნებრივივით დაჰნათის.
ლალა პატარა ქალის თმას მისჩერებია. მოჯადოებულია, ადგი-
ლიდან არ იძვრის, სუნთქვა ეკვრის. ცივი ქარი ძლიერად უბერავს,
მაგრამ პატარა ცეცხლისფერთმიანი ქალი გაკაშკაშებული შენობის
შესასვლელთან ჯიუტად დგას, ფეხს არ იცვლის. შავი, ძალიან მოკ-
ლე ქვედაბოლოდან სქელი და თეთრიბარძაყები მოუჩანს. ვარდის-
ფერი, დეკოლტირებული, პულოვერისმაგვარი რაღაც და ლაქის
წვრილი, ძალიან მაღალქუსლიანი, ღია ფეხსაცმელი აცვია. სიცივის
გამო ერთ ადგილზე ვერ ჩერდება. მისი ქუსლების ხმაური ქუჩის სი-
ცარიელეში მკაფიოდ გაისმის.
კაცები ახლა სიგარეტს ეწევიან და ნელა უახლოვდებიან. მათი
უმრავლესობა არაბია, კუნაპეტივით შავი თმით, ლალასთვის უცხო
ნაცრისფერი კანით, თითქოს მიწის ქვეშ ცხოვრობდნენ და გარეთ
მხოლოდ ღამით გამოდიოდნენ. ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. ჟი-
ნიანი, უხეში გამომეტყველება, მოკუმული ტუჩები, უტიფარი გამო-

242
ხედვა აქვთ. პატარა, ცეცხლისფერთმიანი ქალი მათ ზედაც არ უყუ-
რებს, სიგარეტს უკიდებს, სწრაფად აბოლებს და ადგილს ტკეპნის.
როცა ზურგით დგას, კუზიანი გეგონება.
ქუჩის ბოლოდან მეორე ქალი მოდის. მისგან განსხვავებით, ძა-
ლიან მაღალია, ზორბა. დაღლილობისა და უძილობისგან ადრე და-
ბერებული, დამჭკნარი სახით. ლურჯი, გრძელი, წყალგაუმტარი ლა-
ბადა აცვია, შავ თმას ქარი უწეწავს.
მაღალი ქუსლების ბაკუნით ქუჩაზე ნელა ეშვება. ჯუჯასთან მიდის
და ისიც კარის წინ ჩერდება. არაბები უახლოვდებიან, ელაპარაკე-
ბიან. მაგრამ ლალას არ ესმის მათი საუბარი. მერე ერთიმეორის მი-
ყოლებით შორდებიან და ახლომახლო ჩერდებიან. ერთ ადგილზე
გაჩერებულ ორ ქალს მიაშტერდებიან. ქალები სიგარეტს აბოლე-
ბენ. ქარი მთელი ძალით ქუჩას ეხეთქება, ქალებს სხეულებზე ტან-
საცმელს აწებებს, თმას უწეწავს. ამ პატარა ქუჩაზე იმდენი სიძულვი-
ლი და სასოწარკვეთაა, თავი ჯოჯოხეთში გეგონება. თითქოს შეუჩე-
რებლად ჯოჯოხეთის ყველა წრეს ჩადიხარ, ფსკერი კი არ ჩანს, ვერ-
სად ჩერდები, ისეთი შიმშილი, დაუკმაყოფილებელი ლტოლვა,
ძალმომრეობაა. ტყვიის ჯარისკაცებივით ტროტუარის კიდეს მიწე-
ბებული მდუმარე კაცები ქალებს მიშტერებიან, მათ მუცლებს,
მკერდს, ბარძაყებს, ყელის ფერმკრთალ კანს, შიშველ ფეხებს
თვალს ვერ სწყვეტენ. შესაძლოა, აღარსად არის სიყვარული, აღა-
რც სიბრალულია და აღარც ალერსი. შესაძლოა, თეთრმა სუდა-
რამ, ცას დედამიწას რომ აშორებს,გაგუდა ადამიანები,შეაჩერა მა-
თი გულისცემა, წაშალა ყველა მათი მოგონება, მოსპო ძველი გატა-
ცებები, რაც კი რამ ლამაზი იყო, ყველაფერი.
ლალა გრძნობს, სიცარიელის განუწყვეტელი, რეტდამსხმელი
ქროლვა როგორ იჭრება მასში, თითქოს ქუჩაში მქროლავი ქარი
ხანგრძლივი, გრიგალური მოძრაობის ნაწილი იყოს. შესაძლოა,
ქარმა ჭუჭყიანი სახლების სახურავები ამოგლიჯოს, კარ-ფანჯრები
დალეწოს, ჩამომპალი კედლები დაანგრიოს, მთელი ეს მანქანები
ჯართად აქციოს. ეს მართლაც ასე უნდა მოხდეს, რადგან იმდენი სი-
ძულვილი, იმდენი ტანჯვაა... მაგრამ მაღალი, ჭუჭყიანი შენობა არ

243
ინგრევა, პირიქით, წამოჭიმულა და მთელი თავისი სიმაღლით
სრესს ადამიანებს. ამ ერთ ადგილზე გაქვავებულ, შეუბრალებელ,
თვალებჩასისხლიანებულ, კაცებისა და ქალების შთამნთქმელ გო-
ლიათების მუცელში დალაქავებულ ლეიბებზე პირქვედამხობილ
ახალგაზრდა ქალებს მდუმარე კაცები რამდენიმე წუთით მუგუზა-
ლივით მხურვალე სასქესო ორგანოთი ეუფლებიან. შემდეგ უმალვე
იცვამენ და მიდიან ისე, რომ მაგიდის კიდეზე დადებული სიგარეტი
ჩაქრობასაც ვერ ასწრებს. ამ შთამნთქმელი გოლიათების მუცელ-
ში ბებერ ქალებს მძიმე კაცები ზევიდან დასწოლიან, თითქოს უნდა
გაჭყლიტონ და ჩაყვითლებულ კანს უსვრიან. ამ დროს ყველა ქა-
ლის მუცელში სიცარიელე ისახება, ყოვლისმომცველი და გამყინა-
ვი სიცარიელე, რომელიც სხეულიდან სხლტება, ქუჩებსა და მოსახ-
ვევებში ქარივით უბერავს და განუწყვეტელ გრიგალს აყენებს.
ლალას მეტის ატანა აღარ შეუძლია. უნდა, დაიყვიროს, ატირ-
დეს, მაგრამ ეს შეუძლებლია. სიცარიელემ და შიშმა კრიჭა შეუკრა,
სუნთქვა უჭირს. სწყდება იქაურობას და მთელი ძალით გარბის. მისი
ნაბიჯების ხმა სიჩუმეში მკაფიოდ გაისმის. კაცები ტრიალდებიან და
გაქცეულს უყურებენ·
ჯუჯა ქალი რაღაცას ყვირის, მაგრამ ერთ-ერთი მამაკაცი კისერ-
ში ხელს ჩაავლებს და შენობაში შეათრევს. ერთხანს მივიწყებული
სიცარიელე მათ ჩაეჭიდება, გამოიმწყვდევს. ზოგი სიგარეტს არხში
აგდებს და გამზირს მიუყვება, აჩრდილივით მისრიალებს, ზოგიც შე-
ნობისკენ მიდის, ტროტუარის კიდეში ჩერდება და კარის წინ მდგარ
მაღალ, შავთმიან ქალს უყურებს.
სადგურთან ახლოს, კარებთან, თავიანთ ბარგი-ბარხანაში ან მუ-
ყაოს კოლოფებში მომწყვდეულ მათხოვრებს სძინავთ. მოშორებით
დიდი, ვარსკვლავებივით თეთრად მოციმციმე ფარნებით გაჩახჩა-
ხებული სადგურის შენობა მოჩანს.
კარის კუთხეში ქვის სვეტს ამოფარებული ლალა ნოტიო ჩრდი-
ლის დიდ ტბაში გაწოლილა. კუსავით არის, თავი და კიდურები, რამ-
დენადაც მოუხერხებია, დიდ, წაბლისფერ ლაბადაში ჩაუმალავს.
ქვა ცივია და მაგარი, ავტომობილების ბორბლების სისველის ხმა-

244
ური ტანში ჟრუანტელს ჰგვრის. ცას მაინც თვალს ვერ სწყვეტს, ხე-
დავს, როგორ გადაიხსნება, როგორც იქ, უწინ, კლდოვან ზეგანზე
და გარღვეულ სუდარის კიდეებს შორის, ისევ უდაბნოს ღამეს ხე-
დავს თვალდახუჭული.

245
15

ლალა სასტუმრო „სენტ-ბლანშის” სახურავქვეშ ერთ პატარა


ბნელ ოთახ-საკუჭნაოში ცხოვრობს ცოცხებთან, ვედროებთან და
წლების განმავლობაში იქ მივიწყებულ ხარახურასთან ერთად. იქ
ელექტრონათურაც არის, მაგიდაც და ძველი დასაკეცი საწოლიც.
როცა პატრონს ჰკითხა, შეიძლება თუ არა იქ ვიცხოვროო, პატრონი
ისე დათანხმდა, რომ არაფერი უკითხავს. არც ახსნა-განმარტებებს
მოჰყოლია, უბრალოდ უპასუხა, შეგიძლია დაიძინო, მაგრამ
საწოლს ვერ გამოიყენებო. თან დასძინა, დენისა და წყლის ფულს
ხელფასიდან დაგიქვითავო. ეს იყო და ეს და საწოლზე წამოწო-
ლილმა გაზეთის კითხვა განაგრძო. სწორედ ამის გამო, შეკითხვებს
რომ არ უსვამს და არაფერი ანაღვლებს – მოსწონს სასტუმროს ეს
ჭუჭყიანი და გაუპარსავი მეპატრონე.
აამასთან კი ასე არ იყო. როცა ლალამ უთხრა, შენთან აღარ ვიც-
ხოვრებო, აამას სახე მოეღუშა და ათასგვარი უსიამოვნო რამ აკად-
რა. იფიქრა, ალბათ კაცთან გადადის საცხოვრებლადო. მიუხედა-
ვად ამისა, მაინც დათანხმდა. ლალას გადასვლა ყოველნაირად
ხელს აძლევდა, რადგან მისი ვაჟები აპირებდნენ ჩამოსვლას და
ყველასთვის სამყოფი ადგილი აღარ ექნებოდა.
ლალამ ახლა ცოტა უკეთ გაიცნო სასტუმრო „სენტ-ბლანშის“
ხალხი. ყველა ძალიან ღარიბია, იმ ქვეყნებიდან არიან, სადაც ჭამაც
ჭირს, სადაც ვერაფრით გაიტან თავს. ყველაზე ახალგაზრდებსაც კი
გაქვავებული სახეები აქვთ და უჭირთ დიდხანს ლაპარაკი. მანსარ-
დაზე, უფრო სწორედ სახურავზე, ლალას გარდა სხვა არავინ ცხოვ-
რობს, მხოლოდ თაგვები დარბიან. ლალას ქვემო ოთახი სამ შავკა-
ნიან ძმას უკავია. ისინი მოღუშული და მოწყენილი არასოდეს უნა-
ხავთ, მუდამ კარგ გუნებაზე არიან. ლალა სიამოვნებით უსმენს
ხოლმე მათ ხარხარსა და სიმღერას შაბათობით ნაშუადღევსა და
კვირაობით. მათი სახელებიც კი არ იცის.არცის იცის, ქალაქში რას
საქმიანობენ. ზოგჯერ დერეფანში თუ შეხვდება, როცა დილაადრი -

246
ან კიბის საფეხურების გასაწმენდად ემზადება ან ტუალეტში გადის.
მათი ოთახის დასალაგებლად შესულს იქ არასოდეს ხვდებიან. ბარ-
გი თითქმის არა აქვთ,თუ არ ჩავთვლით ტანსაცმლით გატენილ
რამდენიმე მუყაოს ყუთსა და გიტარას.
შავკანიანთა ოთახის გვერდით ორი ოთახი ნავსაშენებზე მომუ-
შავე ჩრდილოაფრიკელებს უჭირავთ.იქ დიდხანს არასდროს რჩე-
ბიან. თავაზიანები, მაგრამ სიტყვაძუნწები არიან და ლალაც თავს
არ აბეზრებს ლაპარაკით. ოთახებშიც დიდი არაფერი აქვთ. გაქურ-
დვისა ეშინიათ და ამიტომაც მთელი ტანსაცმელი საწოლის ქვეშ,
ჩემოდნებში უწყვიათ.
ლალას ყველაზე მეტად ახალგაზრდა აფრიკელი შავკანიანი უყ-
ვარს, რომელიც დერეფნის ბოლოში, მესამე სართულის პატარა
ოთახში ძმასათნ ერთად ცხოვრობს. ეს სასტუმროს ყველაზე ლამა-
ზი ოთახია, რადგან ეზოს იმ მხარეს გადაჰყურებს, სადაც ხე დგას.
ლალამ უფროსის სახელი არ იცის, უმცროსისა იცის – დანიელი
ჰქვია. ის ძალიან, ძალიან შავია. ისეთი ხუჭუჭი თმა აქვს, რომ გა-
მუდმებით რაღაცა – ხან ბუმბულები, ხანაც თივის ან ბალახის ღე-
როები ეწებება. ძალიან მრგვალი თავი და უზომოდ წაგრძელებული
კისერი აქვს, გრძელი მკლავები დაფეხები– სულ მთლად სიმაღლე-
შია წასული, მიხრა-მოხრა უცნური, თითქოს ცეკვავსო. ყოველთვის
ძალიან მხიარულია. როცა ლალას ელაპარაკება, სულ იცინის. ლა-
ლა კი უცნაური, ღიღინა აქცენტის გამო მისი ნათქვამიდან ვერა-
ფერს იგებს. მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ისე სა-
საცილოდ იქნევს თავის გრძელ ხელებს და ჩაწიკწიკებული, ქათქა-
თაკბილებიანი დიდი პირით ისე იმანჭება, რომ მაინც ყველაფერს
აგებინებს. სწორედ ის მოსწონს ლალას ყველაზე მეტად, რადგან
თავისი სლიპინა კანით, სიცილით ოდნავ ბავშვს წააგავს. ბიჭი თა-
ვის ძმასთან ერთად საავადმყოფოში მუშაობს, შაბათ-კვირას ფეხ-
ბურთის სათამაშოდ დადის. ეს მისი დიდი გატაცებაა, მთელ ოთახში
– კედლებზე, კარზე, განჯინაში აფიშები და ფოტოსურათები ჭიკარ-
ტებით აქვს გაკრული. ლალას როცა არ უნდა შეხვდეს, სულ იმას ეკ-
ითხება, სტადიონზე ჩემი თამაშის საყურებლად როდის მოხვალო.

247
ერთ კვირადღეს დაესწრო კიდეც მის თამაშს. ყველაზე ზედა სა-
ფეხურზე ჩამოჯდა და იქიდან უყურებდა. მოედნის მწვანე გაზონზე
პატარა, შავი ლაქა გამოჩნდა თუ არა, მაშინვე იცნო. ის თავდასხმა-
ში მარჯვენა ცენტრალურ თავდამსხმელს თამაშობდა. მაგრამ ლა-
ლას არასოდეს უთქვამს, შენს თამაშზე ვიყავიო. შესაძლოა იმის გა-
მოც, რომ თავისი მშვენიერი სიცილით, მჭახედ რომ გაისმის ხოლმე
სასტუმროს დერეფნებში, ისევ შეხვეწნოდა, მოდიო.
დერეფნის მეორე ბოლოში, სულ პატარა ოთახში ერთი მოხუცე-
ბულიცაა. არასდროს არავის ელაპარკება და არავინ იცის, საიდან
არის. ულმობელ ავადმყოფობას მისთვის ცხვირ-პირი მოუჭამია,
ნესტოების ადგილზე მხოლოდ ორი ხვრელი შერჩენია და ჭრილობა
ტუჩების ნაცვლად. ღრმა და სევდიანი თვალებით იყურება, მუდამ
თავაზიანი და კეთილია და ლალასაც ძალიან უყვარს ამის გამო.
ოთახში არაფერი აქვს, თითქმის შიმშილობს, ირიჟრაჟებს თუ არა,
მაშინვე ბაზარში მიდის, ძირს დავარდნილი ხილი რომ აკრიფოს და
მზეზე გაისეირნოს. ლალამ მისი სახელი არ იცის, ისე კი ძალიან უყ-
ვარს. ცოტათი მოხუც ნამანს აგონებს, მასავით ძლიერი, მოქნილი,
მზისგან დამწვარი და მარჯვე ხელები აქვს. როცა მის ხელებს დაჰ-
ყურებს, გაკაშკაშებული პეიზაჟი, ქვიშისა და ქვების სივრცეები, გა-
დახრუკული ბუჩქები, ამომშრალი მდინარეები გაუელვებს თვალ-
წინ. თვითონ კი თავის ქვეყანაზე და საკუთარ თავზე არაფერს ჰყვე-
ბა, გულის სიღრმეში ინახავს საიდუმლოსავით. ლალასთანაც სიტ-
ყვაძუნწია, დერეფანში შეხვედრისას ერთი-ორ სიტყვას თუ გაიმე-
ტებს მისთვის, ისიც ამინდის ა ნრადიოში მოსმენილი ამბების შესა-
ხებ. შესაძლოა, სასტუმროში მხოლოდ მან იცის ლალას საიდუმლო.
თავისი ღრმა თვალებით ორჯერ უკვე ჩაათვალიერა-და ჰკითხა, ძა-
ლიან ხომ არ გემძიმება ეს სამუშაოო. სხვა არაფერი უთქვამს. ლა-
ლამ გაიფიქრა, ალბათ იცის, ორსულად რომ ვარო და შეეშინდა,
პატრონს არაფერი უთხრასო. რადგან ამ შემთხვევაში პატრონს
აღარ მოუნდებოდა სასტუმროში მისი დატოვება. მაგრამ მოხუცე-
ბულს არავისთვის არაფერი უთქვამს. ყოველ ორშაბათს ერთი კვი-
რის ქირას წინასწარ უხდის. არავინ იცის, საიდან შოულობს ამ ფუ-

248
ლს. მხოლოდ ლალამ იცის, ძალიან რომ უჭირს, რადგან მის ოთახ-
ში ბაზარში დავარდნილი ხილის გარდა სხვა საჭმელი არაფერია.
ზოგჯერ ხელში ცოტაოდენი ფული თუ ჩაუვარდა, ერთი-ორ ლამაზ
ვაშლს, ფორთოხალს ყიდულობს და დალაგებისას პატარა ოთახის
ერთადერთ სკამზე დაუდებს ხოლმე. მოხუცებულს მადლობა არა-
სოდეს უთქვამს, მაგრამ შეხვედრისას თვალებში ატყობს, მისი ნახ-
ვა რომ სიამოვნებს.
სხვა მდგმურებს ლალა თან იცნობს და თან არა. ესენი – პორტუ-
გალიელები, არაბები, იტალიელები – აქ მხოლოდ დასაძინებლად
ჩერდებიან. ისეთებიც არიან, ვინც დიდხანს რჩება. მაგალითად,
ორი არაბი მეორე სართულიდან. მაგრამ ლალას ისინი არ უყვარს.
მათ უკმეხი გამომეტყველება აქვთ და სპირიტიან სასმელებს ეტანე-
ბიან. თუნდაც ის იუგოსლავიელი, სახელად გრეგორი. უხამს ჟურნა-
ლებს ეტანება და აულაგებელ ლოგინზე შიშველი ქალების ფოტო-
ებს განზრახ იმისთვის ყრის, რომ ლალამ აიღოს და დაათვალი-
ეროს. ერთ დღეს, როცა ლალა მის ოთახში შევიდა, იქ დახვდა და
საწოლზე გადაწვენა დაუპირა. მაგრამ ლალა არ დაიბნა და ყვირი-
ლი მორთო. კაცს შეეშინდა და ლანძღვა-გინებით გაუშვა. ამის შემ-
დეგ, თუ ის შინ არის, ლალა მის ოთახში ფეხს აღარ ადგამს.
ყველა ესენი, იმ მოხუცებულის გარდა, დაჭმული სახე რომ აქვს,
სინამდვილეში არ არსებობენ, რადგან ნაკვალევს არ ტოვებენ, აჩ-
რდილებივით, ლანდებივით არიან. მათი წასვლით არაფერი იც-
ვლება, თითქოს აქ არც არასოდეს გაჩერებულიყვნენ· ყველაფერი
ისევეა – გასაშლელი საწოლი, მორყეული სკამი, დალაქავებული
ლინოლეუმი, ამობურცულნახატებიანი გაქონილი კედლები, მავ-
თულის ბოლოში მიერთებული ბუზებისაგან დასკინტლული, გაშიშ-
ვლებული ელექტრონათურა, არაფერი შეცვლილა. განსაკუთრე-
ბით კი გარედან, ჭუჭყიანი მინებიდან შემოსული სინათლე. შიდა
ეზოს ნაცრისფერი სინათლე, მზის მქრქალი ანარეკლები და ათას-
გვარი ხმაური: რადიოების ხმაური, დიდ გამზირზე ავტომობილთა
ძრავების ხმაური, მოჩხუბარი კაცების ხმები, ონკანების შიშინა ხმა-
ური, საპირფარეშოებში წყლის ჩაშვების ხმაური, კიბეების ჭრიალი,

249
იმ ქარის ხმაური, ტოლსა და სახურავების ღარებს რომ აზანზარებს.
ღამით საწოლზე წამოწოლილი ლალა ყველა ამ ხმაურს უსმენს
და თან ანთებული ელექტრონათურის ყვითელ ანარეკლს მისჩერე-
ბია. აქ ადამიანი, ბავშვი – ვერანაირი სულდგმული ვერ იარსებებს.
ღამის ხმაურს უსმენს, თითქოს გამოქვაბულში იყოს, ან საერთოდ
არ არსებობდეს. ახლა უკვე მის სხეულში რაღაც მოძრაობს, უცხო
ორგანოსავით ინძრევა.
ლალა საწოლში იკლაკნება. მუხლები ნიკაპთან მიაქვს. ცდი-
ლობს, მას მოუსმინოს, ვინც მასში მოძრაობს, ვინც სიცოცხლეს იწ-
ყებს. ეშინია, ისევ ეშინია. ეს შიში შინ არ აყენებს, ქუჩებს მოატა-
რებს, ერთი კუთხიდან მეორეში ბურთივით ისვრის. მაგრამ ამავე
დროს, თითქოს ძალიან შორიდან, ქალაქებისა და ზღვების გადაღ-
მიდან უცნაური ბედნიერების, სითბოსა და სინათლის ტალღაც მო-
დის და ლალას უდაბნოს სილამაზესთან აერთიანებს. ლალა ახ-
ლაც, როგორც ყოველ ღამე, თვალებს ხუჭავს და ღრმად სუნთქავს.
ვიწრო ოთახის ნაცრისფერი სინათლე ნელ-ნელა ქრება და უკიდე-
განო სივრცეში, უძრავ სილახვავებზე ვარსკვლავებით მოჭედილი,
ცივი, წყნარი, უკაცრიელი ღამე ჩამოწვება. გვერდით არტანია, მქი-
სე შალის ლაბადაში გახვეული, მუქი სპილენძისფერი სახე ვარ-
სკვლავების შუქზე უბრწყინავს. მისი მზერა ლალას სწვდება, აქ, ამ
ვიწრო ოთახში, ელექტრონათურის მბჟუტავ შუქშიც აგნებს, მასში,
მის მუცელში მიდი-მოდის, სიცოცხლეს აღვიძებს. უკვე იმდენი ხა-
ნია, არტანი გაუჩინარდა. იმდენი ხანია, ლალა აქეთ, ზღვის მეორე
მხარეს წამოვიდა, თითქოს გამოაგდესო. მაგრამ ახალგაზრდა
მწყემსს მაინც ისეთი ძლიერი მზერა აქვს, რომ ლალა გრძნობს მის
მოძრაობას თავის სხეულში, მუცლის წიაღში. სწორედ ამ დროს ქა-
ლაქის მცხოვრებლები, პოლიციელები, გამვლელები, სასტუმროს
მობინადრეები – ყველა ერთიანად ქრება და მათთან ერთად მათი
ქალაქიც – სახლებით, ქუჩებით, ავტომობილებით, სატვირთო მან-
ქანებით და უდაბნოს შიშველი სივრცის გარდა აღარაფერი რჩება.
სივრცისა, სადაც შალის მქისე ლაბადაში გახვეული ლალა და არ--
ტანი, უკუნი ღამითა და უთვალავი ვარსკვლავით გარშემორტყმულ

250
ნი, წვანან და დედამიწის ყოვლისმომცველი სიცივე რომ არ შეიგ-
რძნონ, ერთმანეთს ძლიერად ეკვრიან.
როცა პანიერში ვინმე კვდება, სასტუმროს პირველ სართულზე
მოთავსებული დამკრძალავი ბიურო ყველაფერს აგვარებს. თავი-
დან ლალას ეს სასტუმროს მეპატრონის რომელიღაც ნათესავის ბი-
ურო ეგონა, მაგრამ მისი მფლობელი ჩვეულებრივი კომერსანტი
აღმოჩნდა. ლალას ეგონა, რომ სასტუმროს გარდაცვლილ მობი-
ნადრეს დამკრძალავ ბიუროში მიასვენებდნენ, სადაც სულ რამდე-
ნიმე კაცი, თავად მეპატრონე ბატონი შერეზი, ორი მესაფლავე და
ლიმუზინის მძღოლი მუშაობდა.
როცა პანიერში ვინმე კვდება, მოსამსახურეები ლიმუზინით მი-
დიან და სახლის კარზე ვერცხლისფერცრემლებიან შავ, გრძელ
ქსოვილს კიდებენ. სახლის წინ, ტროტუარზე, პატარა მაგიდას დგა-
მენ, ასევე ვერცხლისფერი ცრემლებით გაწყობილი შავი სუფრით.
მაგიდაზე ღრმა თეფში დგას, რომელშიაც სამძიმარზე მისულები პა-
ტარა მუყაოს დებენ თავიანთი სახელით.
როგორც კი ლალამ სასტუმროს პირველი სართულის ბიუროში
ბატონი სერესოლას ვაჟი დაინახა, მაშინვე მიხვდა, რომ ბატონი სე-
რესოლა გარდაცვლილიყო. ბატონი სერესოლას ვაჟი დაბალი, ჩა-
სუქებული კაცია შეთხელებული თმითა და ბუჩქა ულვაშებით. ლა-
ლას ყოველთვის ისე უყურებს, თითქოს გამჭვირვალე იყოს. სულ არ
ჰგავს მამამისს. აი ის კი ლალას ძალიან უყვარს. ბატონი სერესოლა
არცთუ ისე მაღალი, გამხდარი მოხუცი იტალიელია. რევმატიზმის
გამო უჭირს სიარული. შავი, ძველი და ისე გაცვეთილი კოსტიუმი აც-
ვია, რომ იდაყვებსა და მუხლებზე ძაფები უჩანს. სამაგიეროდ შავი
ტყავის ფეხსაცმელები ყოველთვის უპრიალებს. როცა ცივა, შალის
ყელსახვევს იხვევს და კასკეტს იხურავს. ბატონ სერესოლას სუფთა
ჰაერზე კარგადფერმოკიდებული,სულმთლად გამომშრალი და და-
ნაოჭებული სახის კანი აქვს, მოკლედ შეკრეჭილი თეთრი თმა და
თოკით თუ წებოვანი ლენტით დამაგრებული კუს ბაკნის სათვალე.
პანიერის მცხოვრებლებს ის ძალიან უყვართ, რადგან ყველასთან
ზრდილი და თავაზიანია, თანაც თავისი მოდიდან გადასული, შავი

251
ტანსაცმლითა და გაპრიალებული ფეხსაცმლით პატივისცემას აღ-
ძრავს. ამასთან, ყველამ იცის, რომ უწინ ხურო, კარგი ხელოსანი
იყო და იტალიიდან ომამდე მხოლოდ და მხოლოდ მუსოლინის სი-
ძულვილმა ჩამოიყვანა. აი, რას უყვება ხოლმე ლალას, როცა ქუჩა-
ში საყიდლებზე გამოდის. იმის თქმაც არ ავიწყდება, რომ პარიზში
სულ უფულოდ ჩამოვიდა, სასტუმროში ორი-სამი ღამის გასათევი
ფულის გარდა სხვა ფული არ ჰქონდა და ფრანგულად ერთი სიტყვის
თქმაც არ შეეძლო. ერთხელ საპონი ითხოვა დასაბანად და მის ნაც-
ვლად თბილი წყლით სავსე ტოლჩა მოუტანეს.
როცა ლალა მას ხვდება, ეხმარება ხოლმე ხელბარგის ტარება-
ში, რადგან უჭირს სიარული, განსაკუთრებით, როცა კიბეები აქვს
ასავლელი პანიერის ქუჩისკენ. ამ დროს ასე, სიარულ-სიარულში
უყვება იტალიაზე, თავის სოფელზე, ტუნისში მუშაობის შესახებ, სახ-
ლებზე, რომლებსაც ყველგან – პარიზში, ლიონსა და კორსიკაში
აშენებდა. ოდნავ მაღალი, უცნაური ხმა აქვს და ლალაც სიამოვნე-
ბით უსმენს, მიუხედავად იმისა, რომ გამოთქმის გამო უჭირს მისი
ლაპარაკის გაგება.
ახლა კი ის აღარ არის. როცა ლალამ ეს ამბავი შეიტყო, სახეზე
ისეთი მწუხარება აღებეჭდა, რომ ბატონი სერესოლას ვაჟმა გან-
ცვიფრებით შეხედა, თითქოს გაუკვირდა კიდეც, მამამისის სიკ-
ვდილმა ვიღაცას გული ასე რომ დასწყვიტა.
ლალა მალე გავიდა, რადგან ვერ იტანს დამკრძალავი ბიუროს
ჰაერს, ამ ცელულოიდის გვირგვინებს, ამ კუბოებს. განსაკუთრებით
კი ავთვალება მესაფლავეებს.
მაშინ ლალა ქუჩებს გაუყვა, ნელა, თავჩაქინდული მიადგა ბატო-
ნი სერესოლას სახლს. კარზე ქსოვილი იყო გაკრული, წინ კი პატა-
რა, შავ სუფრაგადაფარებული მაგიდა იდგა ჯამით. კარს ზემოთ
დიდ, შავ დაფაზე ნახევარმთვარის ფორმის ორი ასეთი ასო ეწერა:

252
ლალა სახლში შედის. ვიწრო საფეხურებიან კიბეებზე ადის, რო-
გორც მაშინ, ბატონ სერესოლას რომ ეხმარებოდა ხოლმე ხელბარ-
გის ატანაში. ნელა ადის, კიბის ყოველ ბაქანზე სულის მოსათქმე-
ლად ჩერდება. დღეს ისე დაიღალა, ისეთ სიმძიმეს გრძნობს, თით-
ქოს სადაცაა უნდა ჩაეძინოს, ასე ჰგონია, ბოლო სართულამდე ვერ
ააღწევს.
კარის წინ გაჩერდება. ცოტა ხანს ყოყმანობს. შემდეგ კარს შეა-
ღებს და პატარა ბინაში შედის. თავდაპირველად ვერ ცნობს ამ ად-
გილს, რადგან დარაბები მოხურულია და ბნელა. ბინაში არავინაა.
ლალა დიდ ოთახში შედის, იქ, სადაც მუშამბაგადაფარებულ მაგი-
დაზე ხილით სავსე კალათა დგას. შუა ოთახში ნიშაა ლოგინით. რო-
ცა მიუახლოვდება, ბატონ სერესოლას დაინახავს, ზურგზე წევს,
თითქოს სძინავს. სიბნელეში ისეთი მშვიდი სახე აქვს, დახუჭული
თვალებითა და სხეულის გასწვრივ გაშლილი ხელებით, რომ ლა-
ლას თავში გაუელვებს, ხომ არ სძინავს და სადაცაა, ხომ არ უნდა
გაიღივძოსო. ამიტომ, ძილი რომ არ დაუფრთხოს, წაიჩურჩულებს:
– ბატონო სერესოლა? ბატონო სერესოლა!
მაგრამ ბატონ სერესოლას არ სძინავს. ეს ეტყობა მის ტანსაც-
მელსაც, იმავე შავ კოსტიუმს და გაპრიალებულ ფეხსაცმელსაც. პი-
ჯაკი ოდნავ მოღრეცილი აქვს, თავის უკან საყელო ზევით ასდის.
ლალა წუხს, არ უნდა,რომ დაიჭმუჭნოს.
მოხუცის ლოყებსა და ნიკაპს ნაცრისფერი ჩრდილი ადგას, თვა-
ლები ჩალურჯებია, ნაცემი გეგონება. ისევ მოხუცი ნამანი ახსენდე-
ბა, თავის სახლში მიწაზე რომ იწვა და ვეღარ სუნთქავდა. ამ ფიქრში
გართული, ერთხანს მის გარდა სხვას ვეღარავის ხედავს: საწოლზე
გაწოლილს, სახე ძილისგან წაშლია, სხეულის გასწვრივ ხელები გა-
უჭიმავს. სიცოცხლე ჯერ კიდევ თრთის ოთახის ამ ყოვლისმომცველ
ბნელში, მაგრამ ჭირს მისი ჩურჩულის გაგება. ლალა საწოლს კიდევ
უფრო უახლოვდება, რომ მისი ნაცრისფერი, ჩაფერფლილი სახე,
საფეთქლებზე ჩამოშლილი თეთრი, სწორი თმა, ნახევრად გაღებუ-
ლი პირი, ჩამოვარნილი ყბის სიმძიმით ჩაცვენილი ლოყები უკეთ-
დაინახოს. ლალას მის სახეში რაღაც ეუცხოება, ალბათ ის, რომ კუს

253
ბაკნის სათვალე აღარ უკეთია. მისთვის უკვე გამოუსადეგარი ამ
ნივთის გარეშე, რომელიც ცხვირს, თვალებსა და საფეთქლებს უფა-
რავდა ახლა დასუსტებული, გაშიშვლებული ეჩვენება. ამ შავი ტან-
საცმლისთვის ბატონი სერესოლას სხეული ერთბაშად დაპატარავ-
და, ჩამოხმა, თითქოს გაქრა, თითქოს ამ ცვილის ნიღბის, ხელების
და ვიწრო საკიდებზე უხეიროდ მორგებული ტანსაცმლის გარდა
აღარაფერი დარჩა. ამ დროს მოულოდნელად ისევ შიში იპყრობს,
კანს სწვავს, თვალს უბნელებს. სულის შემხუთავი სიბნელე დამა-
დამბლავებელი შხამივითაა. სიბნელე ეზოებიდან გამოდის, ვიწრო
ქუჩებს მიუყვება, ძველ ქალაქს გაივლის, ყველას გუდავს, ვინც გზა-
ზე შეხვდება: ვიწრო ოთახების ტუსაღებს, ბავშვებს, ქალებს, მოხუ-
ცებს. სახლების ნესტიან სახურავებქვეშ იჭრება, სარდაფებში, უმცი-
რეს ნაპრალებშიაც კი ატანს.
ლალა ბატონი სერესოლას ცხედართან დგას, ფეხს არ იცვლის.
გრძნობს, როგორ ცივდება, ცვილის უცნაური ფერი სახისა და ხელე-
ბის კანს როგორ ედება. ისევ უსიამოვნო ქარი ახსენდება, სიტეში
რომ უბერავდა იმ საღამოს, როცა მოხუცი ნამანი სულს ღაფავდა და
სიცივე, ადამიანების დასაღუპად თითქოს მიწის ყოველი ხვრელი-
დან რომ ამოდიოდა.
ნელა ისევ უკან, კარისკენ იხევს, და თან მიცვალებულის სხეულს
თვალს არ აშორებს. სიკვდილი ნაცრისფერ ჩრდილშია გახვეული,
კედლებს შორის, კიბეებზე, დერეფნების ამობურცულ შპალერებზე
დაცურავს. ლალა კიბეებზე რაც შეიძლება სწრაფად ჩარბის, გული
ამოვარდნაზე აქვს, თვალები ცრემლით ავსებია. გარეთ გარბის, ქა-
ლაქის ქვემოთ, ზღვისკენ, ქარითა და სინათლითაა გარემოცული,
მაგრამ მუცლის ტკივილი არ ანებებს, აიძულებს მიწაზე დაჯდეს, მო-
იკუნტოს. კვნესის, ხალხი კი გადი-გამოდის, შეპარვით შეხედავს და
შორდება. ეშინიათ, მათაც ეშინიათ. ეს მათ მოძრაობაზედაც ეტყო-
ბათ – გაბურძგვნილი ძაღლებივით კედელ-კედელ, მოხრილნი და-
დიან.
ყველგან სიკვდილია, თავს დასტრიალებთ, ლალას ჰგონია, რომ
ვეღარაფრით დაუძვრებიან. სიკვდილი შავ ბიუროში მოკალათებუ-

254
ლა, სასტუმრო „სენტ-ბლანშის“ პირველ სართულზე, თაბაშირის იე-
ბის თაიგულებსა და დაწნეხილი მარმარილოს ფილებს შორის, იქ,
ჩამომპალ ძველ სახლში, კაცების ოთახებში, დერეფნებში დაბუდე-
ბულა. ისინი კი ვერაფერს გრძნობენ, ვერაფერს ხვდებიან.ის კი ღა-
მით, დამკრძალავ ბიუროს ნეხვის ჭიების, ვირთხების, ბაღლინჯოე-
ბის სახით ტოვებს და ყველა ნესტიან ოთახს, ყველა ჩალის ლეიბს
ედება, იატაკის ღრიჭოებში მიცოცავს და ფუთფუთებს, ყოველივეს
შხამიანი ჩრდილივით ეფინება.
ლალა დგება, ბარბაცით მიდის, ხელები პატარა მუცელზე შემო-
უხვევია, იქ, სადაც ტკივილი ებურცება. არავის აღარ უყურებს. საით
წავიდეს? როგორ დააღწიოს თავი აქაურობას? ისინი ცხოვრობენ,
ჭამენ, სვამენ, საუბრობენ, ამასობაში კი მახეში ებმებიან. ყველაფე-
რი დაკარგეს, გადასახლებულები, განწირულები, შეურაცხყოფი-
ლები გზებზე გამყინავ ქარში, თქეშში მუშაობენ, ქვაღორღიან მიწა-
ში ორმოებს თხრიან, ხელებსა და თავს იმტვრევენ, პნევმატიკურ ჩა-
ქუჩებს ჭკუიდან გადაჰყავთ. შიათ, ეშინიათ, სიმარტოვითა და სიცა-
რიელით დაჩლუნგებულები გაჩერდებიან თუ არა, სასტუმრო „სენტ-
ბლანშის“ პირველი სართულიდან სიკვდილი ამოდის და მათ ირ-
გვლივ, მათ ფეხქვეშ ტრიალებს.
დამკრძალავი ბიუროს ავთვალება მოსამსახურეები მათ ანად-
გურებენ, აქრობენ, სპობენ მათ სხეულებს. სახეს ცვილის ნიღბებით,
უხმარი ტანისამოსიდან გამოყოფილ ხელებს კი ხელთათმანებით
უმალავენ.
საით წავიდეს, სად დაიმალოს? როგორმე სამალავი უნდა იპო-
ვოს, უწინ არტანის გამოქვაბულში, ციცაბო კლდის მწვერვალზე
რომ ჰქონდა, ისეთი. ადგილი, საიდანაც ზღვისა და ცის გარდა სხვას
ვერაფერს დაინახავს.
პატარა მოედანს მიადგება. რომელიღაც სახლის ჩამონგრეული
კედლის წინ პლასტმასის მოგრძო სკამზე ჯდება. ამ სახლის ცარიე-
ლი ფანჯრები მკვდარი გოლიათის თვალებს მიაგავს.
მას შემდეგ თითქმის ყველგან, მთელ ქალაქში ერთგვარი შფო-
თი იგრძნობოდა. შესაძლოა, ეს ზამთრის მიწურულს ამოვარდნილი

255
ქარის გამოც იყო. ეს უბედურებისა და ავადმყოფობის მომტან იმ
ქარს კი არ ჰგავდა, რომელმაც მოხუც ნამანს სიცოცხლე მოუსწრა-
ფა, არამედ მძვინვარე, ცივი ქარი იყო, ქალაქის დიდ გამზირებს გა-
დაუქროლებდა და მტვერსა და ძველ გაზეთებს წამოყრიდა, დამათ-
რობელი ქარი, შემატორტმანებელი. ლალას ასეთი ქარის დაბერვა
ჯერ არასოდეს უგრძნია. ის თავში ღრმად იჭრება, გრიგალივით
ტრიალებს, სხეულს ცივ ნაკადად უვლის და ყოველგვარ სხვა გან-
ცდას განდევნის. ასეთ დროს გარეთ მოხვდება თუ არა, წინ ისე გარ-
ბის, რომ არც კი იხედება დამკრძალავი ბიუროსკენ, იქით, სადაც გა-
ბეზრებული, შავებში გამოწყობილი კაცი დგას.
გარეთ, ფართო გამზირებზე ქარმა უამრავი სინათლე მოხვეტა.
სინათლე ავტომობილების კორპუსებზე,სახლების ვიტრინებზე
ხტის, კაშკაშებს, ლალას თავში იჭრება, კანზე დასციმციმებს, თმას
ულაპლაპებს. ირგვლივ, პირველად, ამდენი ხნის შემდეგ, მუდამჟამ
თეთრად მოქათქათე ქვებსა და ქვიშას ხედავს, ტალივით, ვარ-
სკვლავებივით თვალისმომჭრელ ნათებას. წინ, მისგან შორს, გრძე-
ლი გამზირის ბოლოს, სინათლის ნისლში მირაჟები, გუმბათები, თა-
ღები, მინარეთები, ქარავნები მოჩანს, ავტომობილებისა და ხალ-
ხის ფუთფუთში ირევა.
ეს დასავლეთიდან წამოსული სინათლის ქარი, წყვდიადისკენ
უბერავს. ლალას უწინდელივით ასფალტზე სინათლის მოსკდომის
ხმაური, მინებზე სხივების ანარეკლის გაბმული ხმაური, ნაკვერ-
ჩხლის უმნიშვნელო გატკაცუნებაც ესმის. ნეტავ სად არის? იმდენი
სინათლეა, თითქოს მთაგრეხილების ცენტრში იყოს, ყველაფრის-
გან მოწყვეტილი. ნეტა ქვებისა და ქვიშის უკიდეგანო ველზე ხომ არ
გადის, იქ, უდაბნოს ცენტრში, სადაც არტანი ელოდება?
ნეტა ქარისა და სინათლის გამო ხომ არ ეზმანება, რომ ამ სუხია-
ნი ღამის შემდეგ ეს ქალაქი მალე უნდა დაინგრეს, ამომავალი მზის
ხვატში აორთქლდეს?
ქუჩის კუთხეში, სადგურზე ამავალ კიბესთან, მათხოვარი რადიქ-
სი ეფეთება, დაღლილი და ნაღვლიანი სახით. თავიდან ვერ ცნობს,
კაცს დამსგავსებია. ამ ტანსაცმლით ჯერ არ უნახავს. გაძვალტყავე-

256
ბულ სხეულზე წაბლისფერი კოსტიუმი უფრიალებს, შიშველ ფეხებ-
ზე შავი ტყავის დიდი ფეხსაცმელები თითქოს ეჩოთირება.
ლალას მასთან გამოლაპარაკება სურს. უნდა, უთხრას, რომ ბა-
ტონი სერესოლა გარდაიცვალა, რომ სასტუმრო„სენტ-ბლანშში“ და
არც ერთ მის ოთახში, იქ, სადაც სიკვდილი შეიძლება ყოველ წუთს
გესტუმროს და ცვილის ნიღბად გაქციოს, აღარასდროს დაბრუნდე-
ბა. მაგრამ ისეთი ქარი და ხმაურია, რომ ხვდება, ხმის ამოღებას აზ-
რი არა აქვს, მაინც ვერაფერს გააგებინებს. მაშინ რადიქსს მუჭში
მოჭმუჭნულ ფულს აჩვენებს:
– შეხედე!
რადიქსი თვალებს აჭყეტს, მაგრამ არაფერს ამბობს. ალბათ მო-
პარული ჰგონია, ან კიდევ რაიმე უარესი.
ლალა ფულს ლაბადის ჯიბეში იდებს. სულ ეს არის, რაც იმ წყე-
ულ სასტუმროში გატარებული დღეებიდან შემორჩა, სასტუმროში,
სადაც ლინოლეუმს ჭანგას ჯაგრისით ფხეკდა და ოფლისა და თამ-
ბაქოს სუნით გაჟღენთილ ნაცრისფერ ოთახებს გვიდა. როცა სას-
ტუმროს მეპატრონეს წასვლის სურვილი გაუმჟღავნა, მას არაფერი
უთქვამს. ძველი, მუდამ აულაგებელი საწოლიდან წამოდგა, ოთა-
ხის ბოლოში მდგარი სეიფიდან ფული ამოიღო, დათვალა, მომდევ-
ნო ერთი კვირის გასამრჯელო დაუმატა და ლალას გაუწოდა, შემ-
დეგ კი ხმის ამოუღებლად გაბრუნდა დასაწოლად. ეს ყველაფერი
პიჟამაში ჩაცმულმა, გაუპარსავი წვერითა და ჭუჭყიანი თმით მშვი-
დად გააკეთა და გაზეთის კითხვა განაგრძო, თითქოს ამაზე მნიშვნე-
ლოვანი არაფერი ყოფილიყო.
ახლა კი ლალა თავისუფლებითაა მთვრალი. ირგვლივ კედ-
ლებს, ფანჯრებს, ავტომობილებს, ხალხს აკვირდება, თითქოს მხო-
ლოდ ფორმები, სურათები, აჩრდილები იყოს, რომლებსაც ქარი და
სინათლე გაქრობას უპირებს. რადიქსს ისეთი საბრალო სახე
აქვს,რომ ლალას ეცოდება
‒ „წამოდი!“ – ხელს ჰკიდებს და აფუსფუსებული ხალხის მასაში
შეჰყავს. უშველებელ, გაკაშკაშებულ მაღაზიაში შედიან, მზის მშვე-
ნიერი სინათლით კი არა, თეთრი, მკვეთრი შუქით, რომელსაც უთვ-

257
ალავი სარკე ირეკლავს. მაგრამ ეს შუქი გამაბრუებელიცაა, არე-
ტიანებს და აბრმავებს. რადიქსი უკან ოდნავი ბარბაცით მიჰყვება,
სუნამოების, კოსმეტიკის, პარიკებისა და საპნების სექციებს გაუვ-
ლიან, მცირე ხნით ყველგან ჩერდებიან. ლალა რამდენიმე ფერად
საპონს ყიდულობს და რადიქსს აყნოსინებს. შემდეგ გასასვლელში
ჩავლისას ერთი წამით სუნამოების პატარა ფლაკონებს დასუნავს,
თავბრუ ესხმის, გული ერევა. ლალა პომადებს, თვალის მწვანე, შავ,
ჟანგისფერ ტონებს, კანის ტონებს, ბრილიანტინს, კრემებს, ხელოვ-
ნურ წამწამებსა და კულულებს, ამ ყველაფერს თხოულობს და რა-
დიქსს აჩვენებს, ის არაფერს ამბობს. დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ,
ბოლოს და ბოლოს ფრჩხილების აგურისფერი ლაქის პატარა, ოთხ-
კუთხა ბოთლსა და წითელი პომადის ტუბს შეარჩევს. სარკის წინ, მა-
ღალ ტაბურეტზე ზის და ფერებს ხელზე ისინჯავს.
ქერათმიანი გამყიდველი უაზრო თვალებით მიშტერებია. ლალა
ტანსაცმელს შორის მიძვრება, რადიქსს ხელს არ უშვებს. მაისურს,
ლურჯი ჯინსის სამუშაოს პეცტანსაცმელს, ჩოგბურთის სანდლებსა
და წითელ წინდებს ირჩევს. მოსაზომებელ ოთახში, თავის ძველ
ნაცრისფერ კაბა-წინსაფარს და რეზინის სანდლებს ტოვებს, წაბ-
ლისფერ ლაბადას კი ვერ ელევა. ძალიან უყვარს. ახლა უკვე მსუბუ-
ქად დადის. ელასტიკურ ლანჩებზე მიხტუნაობს, ცალი ხელი სამუ-
შაო ტანსაცმლის ჯიბეში უდევს. შავი თმა ლაბადის საყელოს კულუ-
ლებად ეცემა, თეთრ ელექტროგანათებაზე უბზინავს.
რადიქსი აღფრთოვანებით შეჰყურებს, მაგრამ იმის თქმას, ლა-
მაზი ხარო, ვერ უბედავს. თვალები სიხარულისგან უბრწყინავს. ლა-
ლას შავ თმაში, მის მოწითალო, სპილენძისფერ სახეზე თითქოს
ცეცხლი ციალებს. ახლა თითქოს ელექტროგანათებამ უდაბნოს
მზის ფერი გააცოცხლა, თითქოს აქ, პრიზიუნიკში პირდაპირ კლდო-
ვანი ზეგნებიდან მოვიდა.
შესაძლოა, მართლაც ყველაფერი გაქრა და მხოლოდ ქვისა და
ტალახის ციხესიმაგრის მსგავსი ეს დიდი მაღაზია შემორჩა უკიდე-
განო უდაბნოს ცენტრში. მთელ ქალაქს გარს ქვიშა ერტყმის, ქვიშას
მოუცავს. უცებ ბეტონის დაშენებების სკდომის ხმა გაისმის, კედლე-

258
ბზე ნაპრალები ჩნდება, ცათამბჯენებიდან სარკისებრი მინის პანოე-
ბი ცვივა. ლალას მზერაში უდაბნოს მწველი ცეცხლი ანთია. მის შავ
თმას, სქელ ნაწნავს, მხრის ფოსოსთან რომ იწნავს სიარულისას,
ალმოდებული სინათლე დაჰყვება. ქარვისფერ თვალებში, კანზე,
შეფაკლებულ ყვრიმალებზე, ტუჩებზეც ალმოდებული სინათლე
დასთამაშებს. ამ დროს თეთრი ელექტრონით განათებულ, ხმა-
ურიან, დიდ მაღაზიაში ლალასა და მათხოვარ რადიქსის ჩავლისას
ხალხი აქეთ-იქით იწევა, ჩერდება. გაკვირვებული ქალები და კაცე-
ბი ჩერდებიან, მათი მსგავსი ჯერ არავინ უნახავთ. ლალა გასასვლე-
ლის ცენტრში გადის, მუქი ფერის სამუშაო ტანსაცმლისა და ყავის-
ფერი ლაბადის ფონზე, კისერი და სპილენძისფერი სახე კიდევ უფ-
რო ეკვეთება. მაღალი არ არის, მაგრამ გასასვლელის ცენტრში მი-
მავალი, ხოლო შემდეგ, ესკალატორით პირველ სართულზე დაშვე-
ბისას, უზარმაზარი ჩანს.
ეს იმ სინათლის, იმ თითქმის ზებუნებრივი სინათლის გამოა,
რომელიც მისი თვალებიდან, კანიდან, თმიდან იფრქვევა. უკან გამ-
ხდარი, უცნაური, კაცის ტანსაცმელში გამოწყობილი ბიჭი მისდევს,
შიშველი ფეხები შავი ტყავის ფეხსაცმელებში ჩაუყვია. შავი, გრძე-
ლი თმა ლოყებჩაცვენილ, თვალებჩავარდნილ სამკუთხა სახეზე
აქვს ჩამოყრილი. უკან მიჰყვება, ხელებს არ ამოძრავებს, ჩუმად,
შორიახლოს, მშიშარა ძაღლივით. ხალხი გაკვირვებით მისჩერე-
ბია, თითქოს სხეულს მოწყვეტილი ჩრდილი იყოს. ცდილობს, სახე-
ზე აღბეჭდილი შიში უცნაური, მკაცრი, ნაძალადევი ღიმილით დაფა-
როს.
ზოგჯერ ლალა ტრიალდება, რაღაცას ანიშნებს ან ხელს ჰკიდებს
და ეუბნება:
– წამოდი!
ბიჭი ერთხანს უკან მისდევს, ცოტა ხნის შემდეგ ისევ ჩამორჩება.
როცა გარეთ, ქუჩაში გამოვლენ, ლალა ეკითხება:
– გშია?
რადიქსი ანთებული, აგზნებული თვალებით უყურებს.,
– საჭმელად მივდივართ, – ეუბნება, ახალი სამუშაო ტანსაცმლის

259
ჯიბეში ჩაახედებს და დაანახვებს, რაც ერთი მუჭა დაჭმუჭნილი ფუ-
ლიდან შერჩა.
ხალხი სწორ, ფართო გამზირებს მიუყვება, ზოგი სწრაფად, ზო-
გიც ნელა, ზლაზვნით. ავტომობილები ისევ ტროტუარების გასწვრივ
მისრიალებენ, თითქოს რაღაცას, ვიღაცას, მანქანის გასაჩერებელ
ადგილს ეძებენ. მოწმენდილ ცაში მერცხლები დაფრინავენ. ქვე-
მოთ, ქუჩებისკენ გულგამგმირავი ჭყივილით ეშვებიან. ლალას სი-
ამოვნებს ასე, ხელიხელჩაკიდებულნი ჩუმად რომ მიდიან, თითქოს
ქვეყნის დასალიერისკენ მიდიოდნენ და არც აპირებდნენ იქიდან
დაბრუნებას. ზღვის მეორე მხარეს მდებარე ქვეყნები ახსენდება, წი-
თელი და ყვითელი მიწები, ქვიშაზე აღმართული დაკბილული შავი
კლდეები, ცის შემყურე ნანატრი წყლის ღელეები, და თერგის გემო,
სილის აპკს რომ წამოყრის და სილახვავებს ძრავს. არტანის გამოქ-
ვაბული ახსენდება, ციცაბო კლდის თავზე, ის ადგილი, საიდანაც ცა
მოჩანს, მხოლოდ და მხოლოდ ცა, სხვა არაფერი. ახლა თითქოს
გამზირებით ამ ქვეყნისკენ მიდის, უკან ბრუნდება. ხალხი მათი ჩავ-
ლისას აქეთ-იქით იწევს, სინათლისაგან თვალები ეჭუტებათ, თუ
რატომ, ვერ ხვდებიან. ლალა მათ ისე ჩაუვლის, რომ ვერავის ამ-
ჩნევს, თითქოს ლანდებს შორის გადიოდეს. ხმას არ იღებს, რადიქ-
სის მკლავს ჩაბღაუჭებული წინ მიიწევს მზის მიმართულებით.
როცა ზღვას უახლოვდებიან ქარი უფრო ძლიერად უბერავს, აქა-
ნავებს. ნავსადგურის საცობში მოყოლილი ავტომობილები გაგუ-
ლისებით ასიგნალებენ. რადიქსი ისევ დამფრთხალი თვალებით
იყურება და ლალა კიდევ უფრო მაგრად სჭიდებს ხელს დასამშვი-
დებლად. ყოყმანის დრო აღარ არის, თორემ ქარითა და სინათლით
თრობა გადაუვლის საკუთარი თავის ანაბარა მიატოვებს და ეეღარ
გაბედავენ განთავისუფლებას.
სანაპიროებს მიუყვებიან, მოშრიალე აფრებიან გემებსაც კი არ
უყურებენ. წყლის ანარეკლი ლალას ლოყებზე დასთამაშებს, სპი-
ლენძისფერ კანს, თმას ელვარებას ანიჭებს. ლალას ირგვლივ წი-
თელი, ნაკვერჩხალივით წითელი სინათლეა. ახალგაზრდა კაცი
თვალს ვერ აშორებს, ლალასგან გამოსულ გამაბრუებელ სითბოს

260
ნებდება. გული ძლიერად უცემს, გულისცემა საფეთქლებში, კისერ-
ში გაისმის.
ახლა უკვე დიდი რესტორნის მაღალი, თეთრი კედლები, ფართო
მინები მოჩანს. უნდა, რომ იქ მივიდეს. კარს ზემოთ ქარი ფერად
დროშებს ტარებზე ახეთქებს. ლალა კარგად იცნობს ამ შენობას,
კარგა ხანია, რაც შორიდან შენიშნა. მისი ქათქათა თეთრი, დიდი მი-
ნები ჩამავალი მზის სხივებს ირეკლავს.
ლალა უყოყმანოდ აღებს მინის კარს. დიდი დარბაზი ჩაბნელე-
ბულია. მაგრამ მრგვალ მაგიდებზე სუფრები მოკიაფე ლაქებივი-
თაა. უცებ ლალა ყველაფერს მკაფიოდ ხედავს: ვარდისფერი ყვავი-
ლების თაიგულებს ბროლის ლარნაკებში, ვერცხლისდანა-ჩან-
გალს,თლილ ჭიქებს, ქათქათა ხელსახოცებს, შემდეგ მუქი ლურჯი
ხავერდით გადაკრულ სკამებს და ლაქგადასმულ ხის პარკეტს, რო-
მელზედაც თეთრებში გამოწყობილი ოფიციანტები დადიან. ეს და-
უჯერებელი და მიუწვდომელია, და მაინც სწორედ იქ შედის. ნელა,
უხმაუროდ მიაბიჯებს პარკეტზე, მათხოვარ რადიქსს ხელს არ უშ-
ვებს.
– მომყევი, – ეუბნება ლალა, – აი,იქ დავსხდეთ.
და დიდი ფანჯრის გვერდით მდგარ მაგიდისკენ იშვერს ხელს.
მრგვალი მაგიდების გარშემო მსხდომი სახტად დარჩენილი ქალე-
ბი და კაცები თეფშებიდან თავს სწევენ, პირში ლუკმა აღარ გადას-
დით, სიტყვა ყელში ეჩხირებათ. ოფიციანტები გაოგნებულები იყუ-
რებიან, ერთ-ერთს კოვზი ბრინჯის კერძში უვარდება. ოდნავ გადახ-
რილი თეთრი ღვინის ბოთლიდან ჭიქაში ღვინო წვეთ-წვეთად გად-
მოდის, მინელებული ცეცხლის ალივით იწელება. ლალა და რადიქ-
სი მრგვალ მაგიდას შემოუსხდებიან, რომელსაც თეთრი, ლამაზი
სუფრა აფარია. ერთმანეთს ვარდების თაიგული აშორებთ, ხალხი
ისევ აგრძელებს ჭამას, საუბარს, ოღონდ ახლა უკვე შედარებით და-
ბალ ხმაზე. ღვინო ისევ ისხმება, კოვზით ბრინჯს იღებენ. აქა-იქ ჩურ-
ჩულიც ისმის, მაგრამ იმ ავტომობილების გუგუნი ახშობს, რომლე-
ბიც ფართო მინებს აკვარიუმის საჩვენებელი თევზებივით წინ ჩაუვ-
ლიან.

261
რადიქსს ხალხისთვის თვალის გადავლება ვერ გაუბედავს. ლა-
ლას დაჟინებით მიშტერებია. უფრო მშვენიერი, უფრო ნათელი სახე
არასოდეს უნახავს. ფანჯრის შუქი მძიმე, შავ თმას უნათებს, ლალას
სახეს, კისერს, მხრებს, თეთრ სუფრაზე ბრტყლად დადებულ ხელებ-
საც კი ცეცხლის ენებივით ედება. თვალები გავარვარებული ფოლა-
დისფერ ორ ტალს მიუგავს.
მაღალი ტანის კაცი მათი მაგიდის წინ დგას. შავი კოსტიუმი, მა-
გიდის სუფრასავით ქათქათა პერანგი აცვია. მოღლილსა და უსი-
ცოცხლოს მსუქანი სახე აქვს, უტუჩებო პირი. ის-ის არის პირი უნდა
დააღოს და ბავშვებს უთხრას, სწრაფად, ყოველგვარი აყალმაყა-
ლის გარეშე გაეცალეთ აქაურობასო, რომ ლალას თვალს თვალში
გაუყრის და მყისვე ავიწყდება, რისი თქმაც სურს. ლალას კაჟივით
შეუვალი მზერიდან ისეთი ძალა გამოსჭვივის, რომ შავებში ჩაცმუ-
ლი კაცი იძულებულია თვალი აარიდოს. ერთი ნაბიჯით უკან დაი-
ხევს, თითქოს წასვლას დააპირებს, შემდეგ უცნაური, ოდნავ მოგუ-
დული ხმით შეეკითხება:
– რამეს... რამეს ხომ არ დალევდით?
ლალა ისევ თვალის დაუხამხამებლად უყურებს:
– გვშია, საჭმელი მოგვიტანეთ – და მეტს არაფერს ამბობს.
შავებში ჩაცმული კაცი მიტრიალდება და მალე მენიუთი დაბრუნ-
დება – მაგიდაზე უდებს. ლალა მუყაოს უბრუნებს, კაცს ისევ თვა-
ლებში აშტერდება. ცოტა ხნის შემდეგ შესაძლოა გაახსენდეს თავი-
სი სიძულვილი და შერცხვეს კიდეც, რომ შეეშინდა.
– ჩვენც ის მოგვიტანე, მათთან რაც მიგაქვს – უკვეთავს ლალა
და მეზობელი მაგიდისკენ გაახედებს, მათკენ, ვინც ნახევრად შე-
მოტრიალებულები სათვალეების ზემოდან დასცქერიან.
კაცი ერთ-ერთ ოფიციანტს დაელაპარაკება, რომელიც სხვადას-
ხვა ფერის კერძებით დახვავებულ პატარა ურიკას მოაგორებს. ოფი-
ციანტი თეფშებზე პომიდვრებს, სალათის ფოთლებს, ანჩოუსის ფი-
ლეს, ზეთისხილს, კაპრს, ცივ კარტოფილს, დაფხვნილ კვერცხის
გულსა და კიდევ ბევრ სხვა რამეს აწყობს. რადიქსი ხარბად შეექცე-
ვა, თავი თეფშში ჩაურგავს, თითქოს ძაღლი იყოს და ძვალს ღრღნი-

262
დეს. ლალა უყურებს და ეცინება.
სინათლე და ქარი აქაც არ ასვენებს, მისთვის ცეკვავს. ჭიქებსა
და თეფშებს, კედლების სარკეებს, ყვავილების თაიგულებს დასთა-
მაშებს. მაგიდასთან ერთიმეორის მიყოლებით უზარმაზარი, ლაპ-
ლაპა სინებით ლალასთვის უცნობი კერძები მოაქვთ: ნარინჯისფერ
წვენში ჩაწყობილი თევზები, ბოსტნეულის მთები, წითელი, მწვანე
და ყავისფერი კერძებით სავსე თეფშები ვერცხლის ხუფებით. რა-
დიქსი ამ ხუფებს წამდაუწუმ ხდის და საჭმელს სუნავს.
მეტრდოტელი პომპეზურად ჯერ ქარვისფერ ღვინოს, შემდეგ უფ-
რო დიდ და მსუბუქ ჭიქაში ლალისფერ, თითქმის შავ ღვინოს უს-
ხამს. ლალა ტუჩებს დაისველებს და კამკამა ღვინოს გახედავს. მაგ-
რამ ფერის გამო უფრო სვამს. ღვინოზე მეტად შუქი, საჭმლის ფერე-
ბი და სუნი ათრობთ. რადიქსი საჭმელს დააცხრება, ყველაფერს ერ-
თდროულად ნთქავს, ღვინის ჭიქებს ერთიმეორის მიყოლებით
ცლის. ლალა კი თითქმის არაფერს ჭამს, ახალგაზრდა ბიჭს შეჰყუ-
რებს, და დარბაზში მსხდომთ, რომლებიც თითქოს გაშეშებულან
თავიანთი თეფშების წინ. დრო შენელდა, ან იქნებ მისმა მზერამ შე-
აჩერა სინათლესთან ერთად. გარეთ, მინებს იქით ავტომობილები
ისევ მისრიალებენ, გემებს შორის ზღვის ნაცრისფერი მოჩანს.
რადიქსმა ყველა თეფში ბოლომდე მოასუფათავა, პირი ხელსა-
ხოცით მოიწმინდადა სკამის ზურგს მიეყრდნო. ოდნავ წამოწითლე-
ბულს, თვალები მეტისმეტად უბრწყინავს.
– კარგი იყო? – ეკითხება ლალა.
‒ კი – უბრალოდ მიუგებს. ამდენი ჭამისგან ხანდახან ასლოკი-
ნებს კიდეც. ლალა ჭიქით წყალს აწვდის და ეუბნება, თვალებში მი-
ყურე, სანამ სლოკინი გადაგივლისო.
შავკოსტიუმიანი, მსუქანი კაცი მათ უახლოვდება.
– ყავა ხომ არ გინდათ?
ლალა თავს გააქნევს. როცა მეტრდოტელს სინით ანგარიში მო-
აქვს, ლალა მას უკან გაუწოდებს.
– თქვენ თვითონ წაიკითხეთ.
ლაბადის ჯიბიდან დაჭმუჭნილი ფულის დასტას იღებს და ერთი-

263
მეორის მიყოლებით სუფრაზე შლის. მეტრდოტელი ფულს იღებს.
უკვე წასვლას დააპირებს, მაგრამ ცოტა ხნით შეყოვნდება.
– ერთ კაცს სურს თქვენთან დალაპარაკება, აი იქ, კარის გვერ-
დით, მაგიდასთან ზის.
რადიქსი ლალას მკლავში ჩაებღაუჭება, მთელი ძალით ექაჩება.
– წამოდი, წავიდეთ აქედან.
კარის გვერდით მდგარი მაგიდიდან ოცდაათიოდე წლის, ოდნავ
ნაღვლიანი გამომეტყველების მამაკაცი წამოდგება, მიუახლოვდე-
ბა და ამოილუღლუღებს:
– მაპატიეთ, ასე პირდაპირ რომ მოგადექით, მაგრამ მე...
ლალა ღიმილით უყურებს.
‒ საქმე იმაშია, რომ ფოტოგრაფი ვარ და ძალიან მინდა გადაგი-
ღოთ, თუკი მოიცლით.
ლალა არ პასუხობს, ისევ ეღიმება, კაცს ეს კიდევ უფრო აბნევს.
– იცით, რადგანაც – ცოტა ხნის წინ, რესტორანში რომ შემოხვე-
დით, ეს – გასაოცარი იყო, თქვენ ნამდვილად... – მართლაც რომ
გასაოცარი იყო.
ჯიბიდან ბურთულიან კალამს იღებს და ქაღალდის ნაგლეჯზე
სწრაფად თავის მისამართს და გვარს წერს. მაგრამ ლალა უარის
ნიშნად თავს გააქნევს და ქაღალდს არ გამოართმევს.
– კითხვა არ ვიცი, – ეუბნება.
– ის მაინც მითხარით, სად ცხოვრობთ? – ეკითხება ფოტოგრა-
ფი. მოლურჯო-მონაცრისფრო თვალები აქვს. ძაღლის თვალებივით
წყლიანი და სევდიანი. ლალა სინათლით სავსე თვალებით შეჰყუ-
რებს, კაცს კიდევ რაღაცის თქმა სურს.
– სასტუმრო „სენტ-ბლანშში“ ვცხოვრობ, – ეუბნება ლალა და
იქაურობას ტოვებს.
გარეთ მათხოვარი რადიქსი ელოდება, ქარი გრძელ თმას გამ-
ხდარ სახეზე ახეთქებს. როგორც ჩანს, მაინც და მაინც არ სიამოვ-
ნებს. როცა ლალა ელაპარაკება, მხრებს იჩეჩავს.
ისე დაადგებიან ზღვისკენ მიმავალ გზას, რომ არც იციან, საით
მიდიან. ეს არ ჰგავს მებადურ ნამანის პლაჟს.

264
სანაპიროზე გადაჭიმული მაღალი ცემენტის კედელი ნაცრის-
ფერ კლდეებს ებმის. მოკლე ტალღები ფრიალო კლდეების ნახეთ-
ქებში იჭრება და ფეთქდება. ქაფი ნისლივით ამოდის. ლალას უყ-
ვარს, ტუჩებზე ენას რომ გადაისვამს და მარილის გემოს გრძნობს.
ქარს რომ შეაფაროს თავი რადიქსთან ერთად კლდეებს შუა, ხევში
ჩადის. აქ ძალიან მწველი მზეა, შორს, ღრმად, ზღვასა და მარილიან
კლდეებს ბზინვა გაუდით. ქალაქის ხმაურისა და რესტორნის ამდენი
უცნაური სუნის შემდეგ სასიამოვნოცაა აქ ყოფნა, როცა წინ ზღვისა
და ცის გარდა არაფერია. ოდნავ დასავლეთით პატარა კუნძულებს,
რამდენიმე შავ კლდეს თუ არ ჩავთვლით. რადიქსი მათ ზღვიდან
ამოჭრილ ზვიგენებსა და ბავშვის სათამაშოების მსგავს თეთრ, დი-
დაფრებიან პატარა გემებს ადარებს.
როცა მზე დასავალზეა, მკრთალი ნათელი ტალღებსა და კლდე-
ებს ედება და ქარიც ისე აღარ უბერავს, ოცნება, საუბარი გინდება.
ლალა პატარა, მსუქან მცენარეებს მიაცქერდება, მცენარეებს თაფ-
ლისა და წიწაკის სურნელით, ქარის ყოველ ამოვარდნაზე ზღვისპი-
რა ნაცრისფერი ფრიალოების ნაპრალებში რომ თრთიან. ნეტა ისე
დაპატარავდეს, რომ კლდის ერთ-ერთ ასეთ ნაპრალში,ამ პატარა
მცენარეების ბუჩქნარში შეძლოს ცხოვრება, მაშინ ხომ მთელი
დღის განმავლობაში ერთ წვეთ წყალს იკმარებდა და პურის ერთი
ნამცეცი ორ დღეს ეყოფოდა.
რადიქსი თავისი ძველი, წაბლისფერი პიჯაკის ჯიბიდან ოდნავ
დაჭყლეტილ სიგარეტის კოლოფს იღებს და ერთ ღერს ლალას გა-
უწვდის. როგორც თვითონ ამბობს, სხვისი თანდასწრებით არას-
დროს ეწევა, და საერთოდ მხოლოდ იქ ეწევა, სადაც სიამოვნებს.
ასე რომ ლალა პირველია, ვისთანაც ეწევა. ბამბისფილტრიან ამე-
რიკულ სიგარეტს უგემური თაფლის სუნი აქვს. ორივე ნელა ეწევა,
ზღვასგაჰყურებენ, ქარი ლურჯ ბოლს ფანტავს.
– გინდა იმ ადგილის შესახებ მოგიყვე, სადაც ვცხოვრობ, იქით,
წყალსაცავების მხარეს?
ახლა რადიქსს ხმა მთლიანად ეცვლება, ეხრინწება, თითქოს
გრძნობები ახრჩობს, ლალას არც უყურებს, ისე ელაპარაკება, სანამ

265
ტუჩები და თითების ბოლოები არ დაეწვება.
–ხომ იცი, ადრე, სანამ ლინო წამომიყვანდა, მშობლებთან ერ-
თად ვცხოვრობდი და ბაზრობიდან ბაზრობაზე ქარავნით დავდი-
ოდით. ტირის სტენდი გვქონდა კარაბინებით, ბურთულებითა და
კონსერვის ყუთებით. შემდეგ მამა მომიკვდა და რადგან ბევრნი ვი-
ყავით და უსახსროდ დავრჩით, დედამ ლინოს მიჰყიდა ჩემი თავი და
მეც აქ, მარსელში ჩამოვედი საცხოვრებლად. თავიდან არ ვიცოდი,
დედამ რომ გამყიდა. ერთ დღეს გაქცევა დავაპირე, მაგრამ პატრონ-
მა დამიჭირა, მცემა და მითხრა, დედაშენთან ვეღარ დაბრუნდები,
შენი თავი მე მომყიდა და ამიტომაც მამის მაგივრობას მე გიწევო.
ამის შემდეგ აღარც დედის ნახვა მომნდომებია და აღარც გაქცევა
მიცდია. ახლა ის მამასავითაა. თავიდან უგუნებოდ ვიყავი, სულ მარ-
ტო, გულჩათხრობილი, იმიტომ,რომ არავის ვიცნობდი. შემდეგ
თანდათანობით შევეჩვიე, პატრონიც კეთილი კაცი აღმოჩნდა, საჭ-
მელადაც, რაც მოგვინდება, ის მოაქვს. აქ მირჩევნია, რადგან დე-
დას უკვე აღარ შეუძლია ჩემი შენახვა. ექვსი ბიჭი ვიყავით, თავიდან
შვიდი, ერთი მაშინვე ფილტვების ანთებით მოკვდა. ასე, პატრონის
მიერ ნაყიდ ადგილებში ვისხედით და ვმათხოვრობდით. საღამოს
ფულს პატრონს ვაძლევდით, ცოტას ჩვენთვისაც ვიტოვებდით. ის ამ
ფულით საჭმელს ყიდულობდა. მუდამ გვაფრთხილებდა: ფრთხი-
ლად იყავით, პოლიციას ხელში არ ჩაუვარდეთ, თორემ ამ შემთხვე-
ვაში თქვენზე უკვე საქველმოქმედო საზოგადოება იზრუნებს, მე კი
ვეღარაფერს გავხდებიო. ამიტომაც ადგილს ხშირად ვიცვლიდით,
ერთ ადგილზე დიდხანს არასოდეს ვჩერდებოდით, ჯერ ჩრდილო-
ეთით, ერთ-ერთ ანგარში ვცხოვრობდით, შემდეგ მამაჩემისნაირი
ქარავანი შევიძინეთ და ბოშებთან ერთად ქალაქის გამოსასვლელ-
ში დავბანაკდით. ახლა დიდი სახლი გვაქვს, ზუსტად წყალსაცავების
წინ. ყველანი ვეტევით: სხვა ბავშვებიც შემოგვემატნენ, ისინი თავი-
ანთი პატრონის – მარსელისთვის მუშაობენ და კიდევ ანიტა თავისი
ბავშვებით, ორი ბიჭითა და სამი გოგოთი. მე ვფიქრობ, უფროსი მი-
სი ქალიშვილი უნდა იყოს და, მგონი, არცა ვცდები. სადგურთან ვმუ-
შაობთ, მაგრამ ყოველდღე არა, დღეგამოშვებით. ეჭვი რომ არ აი-

266
ღონ, ჯერ პორტში გავდივართ, შემდეგ ბელსუნსის და კანებიერის
ბულვარებისკენ. ახლა პატრონი მეუბნება, მათხოვრობისთვის დი-
დიხარო, ეს პატარებისა და გოგოების საქმეა, უკვე დროა, სერიო-
ზულ საქმეზე გადახვიდეო და ჯიბის ქურდობას, მაღაზიებში, ბაზრებ-
ში ქურდობას მასწავლის. შემომხედე, ეს ყველაფერი რაც მაცვია –
პიჯაკი, პერანგი, ფეხსაცმელები – მაღაზიაში აქვს მოპარული. მე
სათვალთვალოდ მაყენებდა. ახლაც, რომ მოგენდომებინა, შენც
ფულის გადაუხდელად გამოიტანდი ამ ტანსაცმელს. შენ მხოლოდ
უნდა აგერჩია, დანარჩენი ჩემი საქმე იყო. ამგვარი ოინები კარგად
ვიცი, მაგალითად, თუ საფულის მოპარვა მოგინდა, ორნი უნდა
იყოთ, ერთი იღებს და მაშინვე მეორეს გადასცემს, რომ არ ჩაავ-
ლონ. როგორც პატრონი ამბობს, ეს ხელობა მემარჯვება, ამაში ჩემი
გრძელი და მოქნილი ხელები მეხმარება. იმასაც ამბობს: შენი,ხე-
ლები მუსიკისა და ქურდობისთვის არის შექმნილიო. ამჟამად, ამ
საქმეზე სამნი ვმუშაობთ, ერთ-ერთი ანიტას ქალიშვილია. სხვადას-
ხვა ადგილებში, სუპერმარკეტებში დავდივართ. ზოგჯერ პატრონი
ანიტას ეუბნება, წამო, სუპერმარკეტში საყიდლებზე წავიდეთო და
ორ ბიჭსაც გაიყოლიებს ხოლმე. ხანდახან ანიტას ქალიშვილი და
ერთ-ერთი ბიჭი მიჰყავს. ის ბიჭი კი ყოველთვის მე ვარ. ხომ იცი, სუ-
პერები იმხელაა, იმდენი გასასვლელი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი,
საპონი და ფირფიტაა, რომ ამ ყველაფერში შეიძლება ჩაიკარგო,
მაგრამ ორნი თავს იოლად ვართმევთ. პატარ-პატარა საგნებისთვის
ორმაგძირიანი ჩანთა გვაქვს, დანარჩენს კი ანიტა მუცელზე იდებს.
კაბის ქვეშ ამოდებული მრგვალი რაღაცით ორსული ქალივით აქვს
გამობერილი. პატრონს საწვიმარი აცვია ხოლმე უამრავი შიგნითა
ჯიბით, ჰოდა შეგიძლია, რაც მოგეპრიანება, აიღო და ჰაიდა! იცი,
თავიდან მეშინოდა, არ ჩაევლოთ, მაგრამ, მთავარია, ხელსაყრელი
მომენტი დაიჭირო და ყოყმანი არ დაიწყო. თუ დაბნეულობა შეგატ-
ყვეს, უეჭველად ზედამხედველის ხელში ჩავარდები, უკვე ზედამ-
ხედველებსაც ადვილად, შორიდანვე ვცნობ, ყველა ერთნაირად და-
დის, გითვალთვალებს, კილომეტრზე იცნობ.იცი ,რა მიყვარს? ქუჩა-
ში ავტომობილების გაქურდვა, ამას პატრონი მასწავლის.მისი პრო-

267
ფესიაა. ზოგჯერ ჩემს გასავარჯიშებლად ქალაქიდან მანქანაც კი
მოჰყავს. რკინის მავთულით და გასაღებლით საკეტების გაღება უკ-
ვე მასწავლა, ხომ იცი, მანქანები ძირითადად გასაღებლით იღება.
ახლა ტაბლოს ქვეშიდან მავთულების აგლეჯას და სიგნალიზაციის
მწყობრიდან გამოყვანას მასწავლის. მანქანის ტარებისთვის ძალი-
ან პატარა ხარო, მეუბნება. ამიტომაც მანქანას კარგად ამოვასუფ-
თავებ ხოლმე. აუ, რა არ ყრია მის ყუთში: ჩეკების წიგნაკები, საბუ-
თები, ფული, სკამების ქვეშ კი ფოტოაპარატები, რადიომიმღებები.
დილით ადრე მიყვარს მუშაობა, როცა ქუჩებში არავინაა. ხანდახან
კატა თუ გაირბენს. კიდევ, იცი, რა მიყვარს? მზის ამოსვლის ყურება
და დილის მოწმენდილი ცა. პატრონს უნდა, აქ, ზღვასთან მდებარე
სახლების, მდიდარი ვილების კლიტეების გაღება ვისწავლო. ამ-
ბობს, ორნი ადვილად გავართმევთ თავს ამ საქმეს, რადგან მსუბუ-
ქები ვართ და არ გვიჭირს კედლებზე ძრომიალიო. ამიტომაც ათას-
გვარ ხრიკს გვასწავლის კლიტეებისა და ფანჯრების გაღება რომ
შევძლოთ. თვითონ უკვე აღარ სურს ამაზე მუშაობა, ამბობს, ამ საქ-
მისთვის ძალიან დავბერდი, რომ დამჭირდეს, ვეღარ გავიქცევიო.
მაგრამ ასე არ არის, ერთხელ უკვე დაიჭირეს და ეშინია, ეს კიდევ
არ განმეორდეს. ერთხელ უკვე ვიყავით ასეთ საქმეზე. ერთმა ტიპმა
წამიყვანა, რიტო ჰქვია, ჩემზე უფროსია, უწინ პატრონისთვის მუშა-
ობდა. პრადოს მახლობელ ქუჩაზე ცარიელი სახლი შეიგულა და მეც
გამიყოლია. მე ბაღში დავრჩი, არ შევსულვარ, სანამ რიტომ, რისი
გამოტანაც შეიძლებოდა, ყველაფერი არ გამოზიდა. შემდეგ ეს ყვე-
ლაფერი იმ მანქანაში ჩავყარეთ, რომელშიც პატრონი იჯდა და გვე-
ლოდებოდა. შეშინებული ვიყავი, სახლში რომ შევსულიყავი, არა
მგონია, ასე შემშინებოდა: სანამ ამ საქმეს წამოიწყებ, ყველაფერი
კარგად უნდა აწონ-დაწონო. სხვანაირად ჩავარდები. ჯერ კარგი
ფანჯარა უნდა შეარჩიო, შემდეგ ხიდან ან წყალსადინარიდან უნდა
გადახტე ისე, რომ თავბრუ არ დაგეხვას. რაც მთავარია, თუ თავს
ძაღლები დაგადგნენ, არ უნდა გადაირიო, იქვე უნდა დარჩე, არ გა-
ინძრე, ან სახურავზე დაიმალო. თუ გაიქეცი, მაშინვე დაგიჭერენ·
ამიტომაც პატრონი ამ ყველაფერს ჩვენთან, სასტუმროში გვიჩვენ-

268
ებს, კედლებზე გვაძრომიალებს, პარაშუტისტებივით ჩამოხტომას,
სალტოს გაკეთებას გვასწავლის, ღამით სახურავზე სიარულს გვა-
იძულებს. მაგრამ თან გვეუბნება, რომ სულ ასე არ ვიქნებით, მალე
ახალ ცხოვრებას დავიწყებთ, ქარავანს ვიყიდით და ესპანეთში გა-
დავალთო. მე ნიცაში მირჩევნია, მაგრამ პატრონს ესპანეთში უნდა.
არ გინდა, ჩვენთან წამოხვიდე? პატრონს ვეტყვი, რომ ჩემი მეგობა-
რი ხარ, ამით ყველაფერი ნათქვამი იქნება. მხოლოდ ამას ვეტყვი,
ჩემი გოგოა და ჩვენთან, ქარავანში, იცხოვრებს-მეთქი. კარგი არ
იქნება? მერე შეიძლება შენც ისწავლო მაღაზიებში მუშაობა, შეიძ-
ლება ერთადაც გავქურდოთ ხოლმე მანქანები, ან რიგრიგობით,
ხან შენ, ხან მე, ასე ჩვენზე ეჭვს ვერავინ აიღებს. იცი, ანიტა ძალიან
საყვარელი ქალია. დარწმუნებული ვარ, შეგიყვარდება. ქერა თმა
და ლურჯი თვალები აქვს. არავინ იტყვის, ბოშააო. თუ წამოხვალ,
ჩემთვის სულერთია, სად წავალთ, ნიცაში, ესპანეთში თუ კიდევ
სხვაგან.
რადიქსი ჩუმდება. ბევრი რამ აინტერესებს, ბავშვის შესახებ
სურს ჰკითხოს, მუცლით რომ ატარებს, მაგრამ ვერ უბედავს. ახალ
ღერს უკიდებს და ეწევა. ხანდახან ლალასაც გაუწვდის ერთი ნაფა-
ზის მოსაქაჩად. ორივენი ულამაზეს ზღვას, ვეშაპივით შავ კუნძუ-
ლებს და გემ-სათამაშოებს გაჰყურებენ, რომლებიც ნელა მიარღვე-
ვენ სინათლით ალიცლიცებულ ზღვას. დროდადრო ქარი ისე ძლი-
ერად უბერავს, თითქოს ცამ და ზღვამ ადგილები უნდა გაცვალონო.
ახლა ლალა ჟურნალების ფურცლებზე, გაზეთების გარეკანებზე,
თავის სურათებს ათვალიერებს. ფოტოებზე, ფერად-ფერად მაკე-
ტებზე მისი სახე თითქმის ნატურალური ზომით არის გამოსახული.
ჟურნალებს ბოლოდან წინისკენ ფურცლავს, ოდნავ დამრეცად უჭი-
რავს, თავი გვერდზე აქვს გადახრილი.
–არ მოგწონს? – ეკითხება ფოტოგრაფი. შეშფოთებისგან ხმა
ოდნავ გაბზარვია, თითქოს ამას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს.
ლალას ეს ღიმილს ჰგვრის, ჩუმად ეცინება, თეთრი, ქათქათა
კბილები უბრწყინავს. ამ ყველაფერს: ამ ფოტოსურათებს, ამ გაზე-
თებს არაფრად აგდებს, ხუმრობა ჰგონია, თითქოს ვიღაც სხვა იყოს

269
ამ ფურცლებზე. ეს მართლაც ასეა, ეს ლალა კი არა, ჰავაა. სახელი,
რომელიც თვითონვე შეირქვა და ფოტოგრაფსაც უთხრა. მას შემ-
დეგ ისიც ასე ეძახის: პირველადაც ასე დაუძახა, როცა პანიერის კი-
ბეებზე შეხვდა და თავისთან, ცარიელ ბინაში, ახალი შენობის პირ-
ველ სართულზე საცხოვრებლად მიიპატიჟა.
ახლა სად არ დაინახვ ჰავას, ჟურნალების ფურცლებზე, პლან-
შკონტაქტებზე, ბინის კედლებზე. ჰავა თეთრებში, წელზე შემორ-
ტყმული შავი ქამრით, ქვაღორღიან მოტიტვლებულ შუა მინდორში,
ჰავა შავ აბრეშუმში, შუბლზე მოხვეული აპაშის თავშლით, ჰავა მთე-
ლი ტანით ძველი ქალაქის ქუჩების ლაბირინთებში, ჟანგისფერი,
წითელი, ოქროსფერი. ჰავა მთელი ტანით ხმელთაშუა ზღვაზე, ჰავა
ბულვარ ბელსუნსის ხალხის მასაში ან სადგურის კიბეების საფეხუ-
რებზე, ჰავა ინდიგოსფერში, ფეხშიშველი, უდაბნოსავით გადაჭიმუ-
ლი უზარმაზარი მოედნის ასფალტზე, წყალსატევებისა და გაბოლი-
ლი საკვამურების სილუეტების ფონზე. ჰავა სიარულისას, ცეკვისას,
ჩაძინებული ჰავა მშვენიერი, სპილენძისფერი სახით, სინათლეზე
მბზინავი, მაღალი და სლიპინა სხეულით, ჰავა არწივისებური გამო-
ხედვით, მხრებზე ჩამოყრილი მძიმე, შავი თმით, ხან კი ზღვის
წყლისგან გალალითის მუზარადივით ალაპლაპებული თმით.
ბოლოს და ბოლოს ვინ არის ჰავა? ყოველდღე დიდ, მონაცრის-
ფრო-მოთეთრო ოთახში გაიღვიძებს თუ არა, სადაც პირდაპირ ია-
ტაკზე გაშლილ პნევმატიკურ ლეიბზე სძინავს, იმწამსვე სააბაზანო-
ში შედის და უხმაუროდ იბანს. შემდეგ ფანჯრიდან გადაძვრება და
უბნის ქუჩებში დახეტიალებს ისე, უაზროდ, ვიდრე ზღვას არ მიადგე-
ბა. ფოტოგრაფი იღვიძებს, თვალს გაახელს, მაგრამ გასუსულია,
თითქოს არაფერი ესმის, არ უნდა, ჰავა შეაწუხოს. იცის, როგორიც
არის და ცდილობს, არ შეზღუდოს. უბრალოდ, ფანჯარას ღიას უტო-
ვებს, კატასავით რომ შემოძვრეს.
ზოგჯერ გვიანობამდე არ ბრუნდება. დაბინდებისას ბინაში ფან-
ჯრიდან კატასავით ძვრება. ფოტოგრაფი ელოდება, თავისი ლაბო-
რატორიიდან ოთახში გამოდის, გვერდით უჯდება და ცოტა ხანს
ელაპარაკება. იმდენად სავსეა ლალას სახე სინათლითა და სიცოც-

270
ხლით, რომ, როცა მას ხედავს, ყოველთვის ღელავს. თვალებსაც
ოდნავ ჭუტავს, რადგან ლაბორატორიის სიბნელიდან გამოსულს
სინათლე თვალს სჭრის. სანამ მოვა, ასე ჰგონია, ბევრი რამ აქვს
მისთვის სათქმელი. მაგრამ გამოჩნდება თუ არა, რის თქმასაც აპი-
რებდა, ყველაფერი ავიწყდება. აი, ლალა კი ელაპარაკება, ყველა-
ფერს უყვება, რაც ნახა, რაც ქუჩებში მოისმინა, ცოტას იცუცქნება კი-
დეც, თავის ნაყიდ პურს, ხილს, ხურმას შეექცევა, რომელიც ფოტოგ-
რაფთან კილოობით მოაქვს.
ყველაზე უცნაური კი წერილებია: საიდან არ მოსდის ფოტოგრა-
ფის მისამართზე, მაგრამ კონვერტს ჰავა აწერია. ისინი მოდის გაზე-
თებს და ჟურნალებს მოჰყვება. ფოტოგრაფი ამ წერილებით გახარე-
ბულიცაა და შეშფოთებულიც. ჰავა სთხოვს, წამიკითხეო. ოდნავ
თავგადახრილი უსმენს და თან პიტნის ჩაის წრუპავს (ახლა ფოტოგ-
რაფის სამზარეულო „განპაუდერის“ ყუთებით, ჟასმინის ჩაის კო-
ლოფებითა და მანტის პატარა პაკეტებითაა გავსებული), რას არ შე-
იტყობს, რამდენ სისულელეს არ ამოიკითხავს ზოგჯერ ახალგაზრდა
გოგონების წერილებში. სადღაც ჰავას ფოტოსთვის თვალი მოუკ-
რავთ და ახლა დიდი ხნის ნაცნობებივით ელაპარაკებიან. შეყვარე-
ბული ბიჭები კი სწერენ, ნეფერტიტივით ან ინკების დედოფალივით
ლამაზი ხარ და შენთან შეხვედრაზე ვოცნებობთო.
ლალას ეცინება:
– მატყუარები!
როცა ფოტოგრაფი ახლად გამჟღავნებულ ფოტოებს აჩვენებს,
ჰავა თავისი ნუშისებრი, პატიოსანი ქვებივით ელვარე თვალებით,
სინათლის სხივებით მოფენილი ქარვისფერი კანით, ტუჩებზე ოდნავ
ირონიული ღიმილით და წამახვილებული პროფილით ისევ ხარხა-
რებს და უმეორებს:
– მატყუარა! ნამდვილი მატყუარა ხარ!
რადგან ფიქრობს, რომ ეს ფოტოები მას არ ჰგავს.
სერიოზული წერილიც ბევრია: კონტრაქტებზე, ფულზე, პაემნებ-
ზე, მოდის დეფილეებზე. ამ ყველაფერზე ფოტოგრაფი ზრუნავს, ის
ურეკავს მკერავებს, ის ინიშნავს წიგნაკში შეხვედრებს, ის აწერს ხე-

271
ლს კონტრაქტებს, ის ირჩევს მოდელებს, ფერებს, ფოტოსურათე-
ბისთვის გადასაღებ ადგილებს და შემდეგ ჰავას თავისი წითელი
სატვირთო ფოლკსვაგენით შორს, ძალიან შორს მიაქროლებს, იქ,
სადაც სახლები აღარაა, მხოლოდ ეკლიანი ბუჩქნარით დაფარული
ნაცრისფერი მთებია, ან კიდევ დიდი მდინარის დელტისკენ, ჭაობე-
ბის მოსწორებულ ნაპირებზე, იქ, სადაც ერთი ფერის ცა და წყალია.
ლალა ჰავას უყვარს ფოტოგრაფის მანქანით მგზავრობა. მინებს
მიღმა მოსრიალე პეიზაჟს უყურებს, შავ გზას, მისკენ რომ მოიკლაკ-
ნება, სახლებს, ბაღებს, სანაპიროზე ალაგ-ალაგ გადაჯიჯგნილ მი-
წას, და ქუჩის პირას გაჩერებულ ადამიანებს, ცარიელი გამომეტყვე-
ლებით ისე რომ იყურებიან, თითქოს სიზმარში იყვნენ. შესაძლოა,
ეს თავად ლალა ჰავას სიზმარი იყოს, რომელშიც აღარც დღეა და
აღარც ღამე, აღარც შიმშილი და აღარც წყურვილი, მხოლოდ კირ-
ქვის, ეკალბარდების პეიზაჟები, გზაჯვარედინები ენაცვლება ერ-
თმანეთს და შემხვედრი ქალაქები თავიანთი ქუჩებით, ძეგლებითა
და სასტუმროებით.
ფოტოგრაფი ისევ სურათებს უღებს, ვერ ისვენებს, აპარატს
ცვლის, სინათლეს ზომავს, სასხლეტს აჭერს. სადაც გაიხედავ,
ყველგან ჰავას სახეა, ყველგან. მზის სინათლეში, ზამთრის ცაზე თუ
შუაღამეში შარავანდივით ანათებს, რადიოტალღებში, სატელეფო-
ნო შეტყობინებებში ელვარებს. ლაბორატორიაში, ნარინჯისფერი
ლამპის ქვეშ განმარტოებული, თავაუღებლად დაჰყურებს სახეს,
რომელიც მჟავასხსნარიან ქაღალდზე ფორმას იღებს. ჯერ უზარმა-
ზარი თვალები, ლაქები იკვეთება, შემდეგ შავი თმა, ტუჩების მრუ-
დი, ცხვირის ფორმა, ნიკაპქვეშა ჩრდილი. ის, როგორც ყოველ-
თვის, სადღაც იქით, სამყაროს გადაღმა იყურება და ფოტოგრაფს
გულისცემა უჩქარდება, როგორც მაშინ, გალერის რესტორანში, სა-
დაც მისი მზერის შუქი პირველად დაიჭირა, ანდა ცოტა მოგვიანე-
ბით, როცა ძველი ქალაქის კიბეებზე შემთხვევით შეეფეთა.
ლალა მას მხოლოდ თავის ფორმას, თავის ანარეკლს უტოვებს,
სხვას არაფერს. ხანდახან შემთხვევით ხელისგული თუ მოუხვდება,
ანდა მის თმასთან შეხებისას ელექტრომუხტი თუ გადმოუვა. და კი-

272
დევ სუნს, ციტრუსების სუნივით ოდნავ მძაფრსა და მკვეთრს, ხმის
ჟღერადობასა და გულუბრყვილო კისკისს. მაინც ვინ არის? შესაძ-
ლოა, მხოლოდ საბაბია საოცნებოდ, რომელსაც თავის ჩაბნელე-
ბულ ლაბორატორიაში მისი თვალების ჩრდილისა და ღიმილის
ფორმის გამოკვეთისას, საბერველითა და ლინზებით ეცემა. ოცნება,
რომელსაც სხვა კაცებთან ერთად ეძლევა გაზეთის ფურცლებისა და
ჟურნალების პრიალა ფოტოების თვალიერებისას.
პარიზში ჰავა თვითმფრინავით ჩაჰყავს. ნაცრისფერი ცის ქვეშ,
სენის გასწვრივ, საქმიან პაემანზე ტაქსით მიიჩქარის. დაბინძურე-
ბული მდინარის სანაპიროებზე, ფართო მოედნებსა და უსასრულო
გამზირებზე სურათებს უღებს, დაუღალავად უღებს. მშვენიერ სპი-
ლენძისფერ სახეზე სინათლე წყალივით მისრიალებს. ჰავა შავი სა-
ტინის კომბინეზონში, ჰავა მუქლურჯ საწვიმარში, მსხვილი ნაწნა-
ვით.
რამდენჯერაც მისი მზერა ჰავას მზერას ხვდება, გული უტოკდება
და მაშინვე სურათების გადაღებას იწყებს, იღებს და იღებს, წინ მი-
დის, უკან იხევს, აპარატს ცვლის, ცალ ფეხზე იჩოქებს. ლალა დას-
ცინის.
– ვინმემ რომ შემოგხედოს, მოცეკვავე ეგონები.
ფოტოგრაფს უნდა, რომ გაბრაზდეს, მაგრამ არ გამოსდის. გა-
ოფლიანებულ შუბლს, ვიზირს ოდნავ მიბჯენილ წარბზედა რკალს
იწმენდს. შემდეგ უცბად, ლალა კადრიდან გადის, მეტი აღარ შეუძ-
ლია, ძალიან გადაიღალა. ის კი, სიცარიელე რომ არ შეიგრძნოს,
ისევ საათობით დასცქერის სასტუმროს ნომრის სააბაზანოში მოწ-
ყობილ ჩაბნელებულ ლაბორატორიაში, გულისფანცქალით ელის
მჟავას აბაზანაში მშვენიერი სახის გამოჩენას, განსაკუთრებით კი
გამოხედვას, მწველ შუქს მისი დახრილი თვალებიდან რომ იფრქვე-
ვა, ქარვისფერ შუქს, თითქოს შორიდან მისი გუგებით ვიღაც სხვა,
ვიღაც იდუმალი არსება უყურებს, ჩუმად ჭვრეტს, სანამ ნელ-ნელა
მისი შუბლი, მაღალი ყვრიმალების ხაზი, მზისა და ქარისგან გაუხე-
შებული სპილენძისფერი ხორკლიანი კანი ღრუბელივით არ გამო-
იკვეთება. რაღაც იდუმალია მასში, რაც ქაღალდზე უცაბედად მჟღა-

273
ვნდება,რაღაც, რისი დანახვაც შეიძლება, მაგრამ ვერასოდეს და-
ეპატრონები, მაშინაც კი, თუ სიკვდილამდე მისი სიცოცხლის ყოველ
წუთს ფოტოზე აღბეჭდავ. და კიდევ ღიმილი. ძალიან მშვიდი, ოდნავ
ირონიული, ტუჩების კიდეებში ფოსოებს რომ აჩენს, ისედაც დახ-
რილ თვალებს კიდევ უფრო რომ უვიწროებს. ფოტოგრაფს სურს ეს
ყველაფერი ფოტოფირზე აღბეჭდოს, შემდეგ კი თავის ჩაბნელებულ
ლაბორატორიაში გააცოცხლოს. ზოგჯერ სჯერა კიდეც, რომ ეს ღი-
მილი, თვალების სხივი, ნაკვთების სილამაზე უეჭველად გამჟღავ-
ნდება. მაგრამ ეს მხოლოდ წამიერი განცდაა. ამასობაში მჟავაში ჩა-
ძირული ქაღალდის ფურცელზე გამოსახულება მოძრაობს, იცვლე-
ბა, ჩრდილით იფარება, თითქოს სურათი ცოცხალ ადამიანს აქ-
რობს.
შესაძლოა, ის სურათში კი არა, სიარულში, მოძრაობაში უნდა
ვეძებოთ. ფოტოგრაფი ლალა ჰავას მიხრა-მოხრას, დაჯდომის მა-
ნერას აკვირდება. მისი ხელების მოძრაობას აკვირდება გაშლილი
ხელისგულებით, ულამაზეს მოხრილ ხაზს მოღუნული იდაყვიდან
თითების წვერებამდე, კეფის ხაზს, მოქნილ ზურგს, ფართო ხელ-
ფეხს, მხრებს, ფერფლისფრად მბზინავ მძიმე შავ თმას,მხრებზე
სქელ კულულებად დაყრილს. აკვირდება და ეჩვენება, თითქოს
დროდადრო ახალგაზრდა ქალის სახეს სხვა სახე უსწორდება, მისი
სხეულის უკან სხვა სხეულს ხედავს, სადღაც ღრმად ვიღაც სხვა, მი-
უწვდომელი, მსუბუქი გაიელვებს, შემდეგ ქრება და მხოლოდ
მთრთოლარე მოგონებას ტოვებს. ვინ შეიძლება იყოს? რა ჰქვია მას
სინამდვილეში, ვისაც ლალა ჰავას ეძახის?
ზოგჯერ ჰავა მას ან სხვა ადამიანებს რესტორნებში, აეროპორ-
ტის ჰოლებში, დაწესებულებებში ისე უყურებს, თითქოს მის თვა-
ლებს არაფრად უღირდეთ მათი გაქრობა და ისევ იმ არარაობად
ქცევა, რომელში ცხოვრებაც უწევთ. როცა ლალას ამ უცნაურ მზე-
რას იგრძნობს, ფოტოგრაფს ცახცახი შეიპყრობს ხოლმე, თითქოს
სიცივე შეატანს მასში, ვერ გაუგია, რა ხდება. შესაძლოა, სხვა არსე-
ბა სახლობს მასში, არსება, რომელიც მისი თვალებით უყურებს და
სჯის ამ სამყაროს. თითქოს ამ წუთში ეს ყველაფერი, ეს უზარმაზარი

274
ქალაქი, ეს მდინარე, ეს მოედნები, ეს გამზირები იმისთვის ქრება,
უდაბნოს სივრცე, ქვიშა, ცა და ქარი რომ გამოჩნდეს.
ასეთ დროს ლალა უდაბნოსმაგვარ ადგილებში გაშლილ ქვა-
ღორღიან ველებზე, ჭაობებზე, მოედნებზე, უკაცრიელ, უდაბურ ად-
გილებში მიჰყავს. უყურებს, მზის სინათლეში როგორ მიიწევს, რო-
გორ გადასწვდება მზერით ჰორიზონტს, მუდამ ჩრდილს, სილუეტს
მაძებარი მტაცებელი ცხოველივით. კარგა ხანს იყურება ჰავა, თით-
ქოს მართლა ვინმეს დაეძებდეს, შემდეგ თავის ჩრდილიანად ერთ
ადგილზე ჩერდება და ფოტოგრაფი მის გადაღებას იწყებს.
ნეტა რას ეძებს? რას ელის ცხოვრებისგან? ფოტოგრაფი თვა-
ლებში, სახეში შეჰყურებს, მისი მძაფრი შუქის მიღმა ღრმა შეშფო-
თებას, გაქცევის ინსტინქტს, უნდობლობასაც გრძნობს, და რაღაც
უცნაური ნაპერწკლის მსგავსსაც, ისეთს, დროდადრო გარეული
ცხოველების თვალებში რომ გაიელვებს ხოლმე. ერთ დღესაც მშვი-
დად ეუბნება იმას, რასაც ამდენ ხანს ელოდებოდა – ბავშვის შესა-
ხებ, რომელსაც მუცლით ატარებს, რომლის გამოც მუცელი გამოე-
ბერა და მკერდი შეევსო.
– ერთხელაც იქნება და წავალ, დავტოვებ აქაურობას და შენც
ხელს ნუ შემიშლი, კარგი? სამუდამოდ წავალ, აღარ დავბრუნდები...
ფული ნაკლებად იზიდავს და არც სჭირდება. როცა ფოტოგრაფი
ფულს, პოზირების საზღაურს აძლევს, ჰავა იღებს, ორ-სამ ქაღალ-
დის ფულს იტოვებს, დანარჩენს კი უკან უბრუნებს. ზოგჯერ თვითო-
ნაც აძლევს. ისე ამოისუფთავებს ხოლმე სპეცტანსაცმლის ჯიბეებს,
თითქოს ქაღალდის ფულის დასტები და ხურდა ამძიმებდეს.
ან ქალაქის ქუჩებს შემოირბენს და ქუჩის კუთხეებში მჯდარ მათ-
ხოვრებს ფულს ურიგებს. ხურდას მუჭით აძლევს, ხელს ხელში სა-
იმედოდ უდებს, რომ არ დაეპნეს. დიდ გამზირებზე მოხეტიალე პირ-
ბადეჩამოფარებულ ბოშებსაც ურიგებს, ფოსტის შესასვლელში ჩა-
კუზულ შავებში ჩაცმულ ქალებსაც, სკვერებში მოგრძო სკამებზე გა-
წოლილ უსახლკაროებსა და მოხუცებულებსაც, რომლებიც ღამღა-
მობით მდიდრების ნაგავში იქექებიან. მას ყველა კარგად იცნობს და
გაბრწყინებული თვალებით ეგებება. უსახლკაროებს მეძავი ჰგონი-

275
ათ, რადგან ამდენ ფულს მხოლოდ მეძავები იძლევიან. ეხუმრებიან
და ხმამაღლა იცინიან, მაგრამ სახეზე ეტყობათ, რომ მაინც ძალიან
უხარიათ მისი დანახვა.
ახლა ყველა ჰავაზე ლაპარაკობს. მის სანახავად პარიზში ჟურ-
ნალისტები მოდიან. ერთ საღამოს სასტუმროს ჰოლში ვიღაც ქალი
შეკითხვებს უსვამს:
‒ თქვენზე, ჰავას იდუმალებაზე, ბევრი რამ მსმენია. ბოლოს და
ბოლოს ვინ არის ჰავა?
– მე ჰავა არ მქვია, როცა დავიბადე, სახელის შერჩევა გაუჭირ-
დათ, ამიტომაც ბლა ესმი „უსახელო“ შემარქვეს
– მაშ ჰავა ვინღაა?
– ჰავა დედაჩემის სახელია. და მეც ჰავა მქვია, ჰავას ქალიშვი-
ლი, ეს არის და ეს.
– საიდან ხართ?
– იმ ქვეყანას, საიდანაც ვარ, სახელი არა აქვს, ჩემსავითაა..
– სად მდებარეობს?
– იქ, სადაც აღარავინაა, აღარაფერია.
– აქ როგორ გაჩნდით?
– მიყვარს მოგზაურობა.
– რა გიყვართ ცხოვრებაში?
– ცხოვრება.
– საჭმელებში?
– ხილი.
– საყვარელი ფერი?
– ლურჯი.
– საყვარელი ქვა?
– გზის ქვები.
– მუსიკა?
– იავნანა.
– თქვენზე ამბობენ, ლექსებს წერსო.
– კი მაგრამ, წერა რომ არ ვიცი?!.
– კინოზე რას იტყვით? რა გეგმები გაქვთ?

276
– არანაირი.
– რა არის თქვენთვის სიყვარული?
უცებ ლალა ჰავას ბეზრდება,უკან არც კი შეტრიალდება, ისე
სწრაფად მიდის. სასტუმროს კარს აღებს და ქუჩაში უჩინარდება.
ქუჩაში ხალხი უკვე ცნობს. გოგონები ერთ-ერთ მის ფოტოს აწ-
ვდიან. ავტოგრაფს სთხოვენ. მაგრამ ლალა ჰავა, რადგან წერა არი-
ცის, მხოლოდ თავისი ტომის გულის მსგავს იმ ნიშანს უხატავს, რო-
მელსაც იქ, მის ქვეყანაში აქლემებსა და თხებს კანზე დაღად ასვა-
მენ.

ყველგან: გამზირებზე, მაღაზიებში, გზებზე უამრავი ხალხია. ერ-


თმანეთს ეჯახებიან, ერთმანეთს უყურებენ, მაგრამ, როგორც კი ლა-
ლა მათ გადახედავს, თითქოს ყველა ქრება, ყოველივე უტყვი და
უკაცრიელი ხდება.
ლალა ჰავა ცდილობს, ეს ადგილები სწრაფად გაიაროს, სურს
გაიგოს, ამის იქით რა ხდება. ერთ ღამეს ფოტოგრაფს საცეკვაოდ
სადღაც პალასში თუ პარი-პალასში მიჰყავს.ლალა ზურგამოღებულ
შავ კაბას იცვამს, რადგან ფოტოგრაფმა სურათები უნდა გადაუღოს.
ეს ადგილიც ცარიელ დიდ მოედანს ჰგავს, სადაც. შენობების სი-
ლუეტებისა და მზის ქვეშ მდგარი ავტომობილების გარდა სხვა არა-
ფერია. ამ შემზარავი ცარიელი ადგილის სულის შემხუთველ სიბნე-
ლეშიკაცები და ქალები ერთმანეთს ეკვრიან და კეკლუცობენ. სიგა-
რეტის ბოლის ღრუბელში ელექტროშუქი ელავს, ქუხილისმაგვარი
ყურისწამღები ხმაური მიწასა და კედლებს აზანზარებს.
ლალა ჰავა ერთ-ერთ კუთხეში, კიბის საფეხურზე ჩამოჯდება და
აქეთ-იქით იყურება. მოცეკვავეებს ოფლისგან სახე ულაპლაპებთ,
ტანსაცმელზე ნაპერწკლები დასთამაშებთ. გამოქვაბულის მსგავსი
დარბაზის სიღრმეში მუსიკოსები გიტარებს ამოძრავებენ, დაფდა-
ფებზე უკრავენ. მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს გო-

277
ლიათების ბღავილისმაგვარი მუსიკის ხმაური საიდანღაც, სხვა ად-
გილიდან მოდის.
ცოტა ხნის შემდეგ თვითონაც მოედანზე, ხალხის შუაგულში
აცეკვდება. ადრე რომ ისწავლა, ისე ცეკვავს. მარტოდმარტოა ამდენ
ხალხში. ცეკვავს, შიში რომ დამალოს, რომელსაც აუტანელი ხმა-
ური, აუტანელი სინათლე აღუძრავს. ფოტოგრაფი კიბიდან ვერ დგე-
ბა, ადგილიდან ვეღარ იძვრის, მთლად ავიწყდება მისი გადაღება.
თავდაპირველად ხალხს სინათლე თვალს სჭრის და ამიტომაც ლა-
ლას ყურადღებას არავინ აქცევს. შემდეგ ნელ-ნელა თითქოს ხვდე-
ბიან, რომ რაღაც საოცარი რამ მოხდა, მათ კი ვერ შენიშნეს. აქეთ-
იქით იწევიან, ერთიმეორის მიყოლებით ჩერდებიან, უკვე აღარავინ
ცეკვავს, ლალა ჰავას უყურებენ. ლალა ჰავა კი სულ მარტოა სინათ-
ლის წრეში, ვერავის ხედავს. ელექტრომუსიკის ნელ რიტმზე ცეკ-
ვავს, თითქოს მუსიკა მის სხეულში იყოს. სინათლე მისი კაბის შავ
ქსოვილზე, სპილენძისფერ კანზე, თმეზე კიაფობს. სიბნელეში თვა-
ლები არ უჩანს, მაგრამ მისი მზერა ხალხს სწვდება, რამდენადაც შე-
უძლია ავსებს დარბაზს, მთელი თავისი გზნებით, მთელი მშვენებით
მოიცავს. ჰავა სწორ, გაკრიალებულ იატაკზე ფეხშიშველი ცეკვავს,
გრძელსა და ბრტყელ ტერფებს დაფდაფების რიტმს აყოლებს, უფ-
რო სწორად, ფეხისგულებითა და ტერფებით თითქოს ის კარნახობს
მუსიკის რიტმს. მოქნილ სხეულს შეუმჩნევლად არხევს, ბარძაყები,
მხრები, მკლავები ფრთებივით ოდნავ გაუშლია. პროჟექტორების
შუქი მასზე დახტის, გარს ერტყმის, ფეხების ირგვლივ გრიგალს უყე-
ნებს. სულმთლად მარტოა დიდ დარბაზში, ისევე მარტო, როგორც
შუა მოედანზე, როგორც კლდოვანი ზეგნის შუა შეიძლება იყო.
ელექტრონული მუსიკა მხოლოდ მისთვის უკრავს, ნელი და მძიმე
რიტმით. მართლაც, შესაძლოა, ყველა გაქრა, ყველა, ვინც მის გარ-
შემო იყო: ქალები, კაცები, ჩაბნელებული, გამქრალი სარკეების
დროებითი ანარეკლები. ახლა მათ უკვე ვეღარ ხედავს, აღარ ესმის
მათი. კიბეზე ჩამომჯდარი ფოტოგრაფიც აღარსად ჩანს. კლდეებს,
კირის ლოდებს დამსგავსებიან. მას კი, როგორც იქნა მიეცა მოძ-
რაობის საშუალება, თავისუფალია, საკუთარ თავს დასტრიალებს,

278
მკლავები გაუშლია, ფეხის თითების ბოლოებს, ტერფებს იატაკს ურ-
ტყამს, თითქოს მანეჟის დიდი ბორბლის მანაზე იდგეს, რომლის
ლილვი შუაღამემდეა მომართული.
ლალა ცეკვავს, იქაურობას რომ გაშორდეს, უხილავი რომ გახდ-
ეს, ჩიტივით რომ აფრინდეს ღრუბლებში. მის შიშველ ფეხებქვეშ,
პლასტმასის იატაკი უფრო და უფრო მხურვალე, მსუბუქი ხდება, ქვი-
შისფერი ედება. მისი სხეულის ირგვლივ ჰაერი ქარის სისწრაფით
მოძრაობს. ცეკვის რეტი სინათლეს აჩენს, პროჟექტორების მჭახე
და ცივ სინათლეს კი არა, მზის მშვენიერ სინათლეს, როცა მიწა,
კლდეები და ცაც თეთრია. ელექტრობის, გიტარების, ორღანის და
დაფდაფების ნელი და მძიმე მუსიკა მასში იჭრება, მაგრამ, შესაძ-
ლოა, აღარ ესმის. მუსიკა ისე შენელებული და გულშიჩამწვდომია,
რომ სპილენძისფერ კანს, თმას, თვალებს ედება. ცეკვით თრობა
სხვებსაც გადაედება. ერთი წამით შეჩერებული კაცები და ქალები
ისევ საცეკვაო მოძრაობებს ასრულებენ, მაგრამ ახლა უკვე ჰავას
სხეულის რიტმს მიჰყვებიან, იატაკს ფეხის თითებსა და ტერფებს ურ-
ტყამენ. ვერავის ხმას, ვერავის სუნთქვას ვერ გაიგონებ. გაბრუებუ-
ლები ელოდებიან ცეკვის მოძრაობა თავისთავად რომ მოვიდეს, და
იმ გრიგალივით აიტაცოს, ზღვას რომ გადაუქროლებს ხოლმე. ჰა-
ვას მძიმე თმა ეწეწება და შემდეგ მხრებზე რიტმულად ეხეთქება,
გაშლილ თითებიანი ხელები უკანკალებს. ქალები და კაცები ფეხს
უწყობენ ელექტრონული მუსიკის აჩქარებულ ტემპს, რაც შეუძლიათ
სწრაფად, რაც შეუძლიათ ძლიერად ურტყამენ შიშველ ფეხებს ლაქ-
წასმულ იატაკს. დიდ დარბაზში აღარც ეს კედლები, აღარც ეს სარ-
კეები და აღარც ანარეკლებია. თავბრუდამხვევმა ცეკვამ ყველაფე-
რი გააქრო, გაანადგურა, ყირაზე დააყენა. აღარც ეს უსასოო ქალა-
ქები, წუმპე-ქალაქები, მათხოვრებისა და მეძავების ქალაქებია,
რომელთა ქუჩები ხაფანგებივითაა, სახლები კი ნამდვილი საფლა-
ვებია. მათი ხსენებაც აღარ არის. მოცეკვავეების გაბრუებულმა მზე-
რამ ყოველგვარი დაბრკოლება, ყველა ძველი ცდუნება გააქრო. ახ-
ლა ლალას ირგვლივ სილისა და თეთრი ქვების უსაზღვრო სივრცე,
ქვიშისა და მარილის გაცოცხლებული სივრცე და სილახვავთა ტალ-

279
ღებია, თითქოს უწინდელივით თხების ბილიკის კიდეში იყოს, იქ, სა-
დაც თითქოს ყველაფერი წყდება, ქვეყნის დასალიერში, ცის ძირში,
საიდანაც ქარი უნდა ამოვარდეს, როგორც მაშინ, როცა პირველად
იგრძნო ეს სერის საიდუმლო მზერა.
ამ დროს, ამ შუა თავბრუსხვევისას, როცა ფეხები უფრო და უფ-
რო სწრაფად ატრიალებენ საკუთარი თავის გარშემო, ამდენი ხნის
შემდგ ისევ გრძნობს ამ მზერას, ის ზემოდან დაჰყურებს და აკვირ-
დება. მოცეკვავეებისგან, ნისლიანი ქალაქისგან მოშორებით, თვა-
ლუწვდენელი და მოტიტვლებული სივრცის შუაგულში „საიდუმ-
ლოს“ მზერა მასში იჭრება, გულში სწვდება. სინათლე ერთბაშად
მთელი ძალით სწვავს, გაუსაძლისი ხდება. თეთრი, ვარვარა აფეთ-
ქების შედეგად სხივები მთელ დარბაზს ეფინება, მეხი ყველა ელექ-
ტრონათურას, ნეონის ლამპებს დამსხვრევით ემუქრება, გიტარაზე
თითებდაწყობილ მუსიკოსებს სწვავს, ხმამაღლა მოლაპარაკეებს
აფეთქებს.
ნელა, ისევ ტრიალ-ტრიალით ლალა საკუთარ სხეულზე ეცემა,
ლაქწასმულ იატაკზე ნაწილებად დაშლილი მანეკენივით ჩასრიალ-
დება. კარგა ხანს მარტო რჩება, ასე, იატაკზე გართხმული, თმებში
ჩარგული თავით, სანამ ფოტოგრაფი არ მიუახლოვდება, გაოგნებუ-
ლი მოცეკვავეები აქეთ-იქით იწევიან, რა ხდება, ვერ გაუგიათ.

280
16

სიკვდილი მოვიდა. ჯერ ცხვრებსა და თხებს, შემდეგ ცხენებს ეწ-


ვია. მდინარის კალაპოტში ეყარნენ გამობერილი მუცლებითა და
გაჩაჩხული ფეხებით. შემდეგ იმ ბავშვებისა და მოხუცების ჯერიც
დადგა, რომლებიც ბოდავდნენ და წამოდგომა აღარ შეეძლოთ. იმ-
დენი მიცვალებული იყო, რომ იძულებულნი გახდნენ, მდინარის და-
ყოლებაზე, წითელი ქვიშის გორაკებზე საერთო სამარხი გაეთხა-
რათ. გამთენიისას მიჰყავდათ, ყოველგვარი რიტუალის გარეშე.
ძველ ტილოებში ახვევდნენ და ნაუცბათევად გათხრილ უბრალო
ორმოში ასაფლავებდნენ. ზედ ერთ-ორ ქვას დებდნენ გარეულ ძაღ-
ლებს რომ არ ამოეთხარათ. სიკვდილს თერგის ქარიც დაერთო.
მთელი ძალით უბერავდა, ადამიანებს თავის მწველ კლაკნილებში
ახვევდა, დედამიწიდან ყოველგვარ სინესტეს წარიტაცებდა. ყო-
ველდღე ნური სხვა ბავშვებთან ერთად მდინარის კალაპოტში დახე-
ტიალებდა და კიბორჩხალებს დაეძებდა. კურდღლებს ბალახის ღე-
როებითა და ტოტებით გაკეთებულ კაკანათებსაც უგებდა, მაგრამ
ხშირად მას მელიები ასწრებდნენ.
შიმშილი კაცებს კუჭებს უღრღნიდა, ბავშვებს ხოცავდა. ეს რამ-
დენიმე დღე, რაც ამ წითელ ქალაქსმისდგომოდნენ, მგზავრები საკ-
ვებს აღარსაიდან აღარ იღებდნენ, სანოვაგე კი ელეოდათ. ყოველ-
დღე დიდი შეიხი მეომრებს ქალაქის გალავნისკენ აგზავნიდა თავი-
სი ხალხისთვის საკვებისა და მიწების სათხოვნელად. გამგებლები
დაპირებით ჰპირდებოდნენ, მაგრამ არაფერს აძლევდნენ. ჩვენც
გვიჭირსო, ეუბნებოდნენ. გვალვები იდგა, უწვიმობას მიწა გაემაგ-
რებინა. მოსავლის მარაგი ამოწურულიყო. ზოგჯერ დიდი შეიხი თა-
ვის ვაჟებთან ერთად ქალაქის გალავნებს მიადგებოდა და მიწებს,
ნათესებსა და პალმის წარაფის პატარა ნაკვეთებს ითხოვდა. მაგ-
რამ, როგორც გამგებლები ამბობდნენ, მიწები თვითონაც აღარ
ჰყოფნიდათ, მდინარის სათავიდან ზღვამდე მთელი ნაყოფიერი ნაკ-

281
ვეთები უკვე დაენაწილებინათ. თანაც აგადირის ქალაქში ქრისტია-
ნთა ჯარისკაცებიც ხშირად მიდიოდნენ და მოსავლის მოზრდილ ნა-
წილს ართმევდნენ.
მა ელ-აინინი გამგებელთა პასუხს ყოველთვის მდუმარედ ისმენ-
და. შემდეგ მდინარის კალაპოტში გაშლილ თავის კარავში ბრუნდე-
ბოდა. მის გულს აღარც სულსწრაფობა, აღარც სიბრაზე აღარ ეკა-
რებოდა. ყოველდღე, სიკვდილის მოახლოებისას და უდაბნოს მწვე-
ლი ქარის დავისას, თავისი ხალხის სასოწარკვეთას ინაწილებდა.
თითქოს მდინარის ცარიელი ნაპირების გასწვრივ მოხეტიალე ან
თავიანთ თავშესაფრების ჩრდილს ამოფარებული ხალხი უკვე აშკა-
რად ხედავდა თავის გარდაუვალ განაჩენს. ეს წითელი მიწები, დამ-
შრალი მინდვრები, ზეთისხილისა და ფორთოხლისსხეების მეჩხერი
ტერასები, დაბურული პალმის ტყეები, ეს ყველაფერი მათთვის უც-
ხო, შორეული გამხდარიყო, მირაჟს დამსგავსებოდა.
იმედდაკარგულ ლარდაფსა და საადბუს მაინც სურდათ ქალაქზე
იერიშის მიტანა. მაგრამ შეიხი წინააღმდეგი იყო ამ ძალმომრეობი-
სა. უდაბნოს ლურჯი კაცები გზაში დიდხანს სიარულითა და მარხვით
უკვე მეტისმეტად გადაღლილიყვნენ. მეომრების უმრავლესობას
აციებდა, სურავანდით იყო დაავადებული, ფეხები გამიზეზებული
ჭრილობებით ჰქონდათ დასერილი. იარაღიც აღარ უვარგოდათ.
ქალაქელები უდაბნოს ხალხს არ ენდობოდნენ. კარები მთელი
დღის განმავლობაში ჩაკეტილი ჰქონდათ. მათ, ვინც გალავნებთან
მიახლოება სცადა, ცეცხლი გაუხსნეს: ეს ერთგვარი გაფრთხილება
იყო.
და მაშინ, როცა ყოველგვარი იმედი გადაეწურა და მიხვდა, რომ
ამ შეუბრალებელი ქალაქის გალავნებთან, მდინარის მცხუნვარე
კალაპოტში უკლებლივ ყველა ამოიხოცებოდა, მა ელ აინინმა ბრძა-
ნება გასცა, ჩრდილოეთისკენ დაძრულიყვნენ. ამჯერად არც ლოცუ-
ლობდნენ და აღარც ცეკვა-თამაშის ხმა ისმოდა. ასე, ერთიმეორის
მიყოლებით, ტაატით, იმ დასნეულებული საქონელივით, კიდურებს
რომ დაჭიმავს და ბარბაცით წამოდგება ხოლმე, დატოვეს ლურჯმა
კაცებმა მდინარის კალაპოტი და გაურკვევლობისაკენ მიმავალ გზ-

282
ას დაადგნენ.
შეიხის მეომრების ჯარიც შეცვლილიყო. ხალხისა და ცხოველე-
ბის აღალს მიჰყვებოდა, მათსა-ვით გასავათებული, ჩამოძენძილი,
ცარიელი და ანთებული გამომეტყველებით. შესაძლოა, აღარც კი
სჯეროდათ იმ მიზნისა, რომლისთვისაც ეს დაუსრულებელი მსვლე-
ლობა წამოეწყოთ. არაქათგამოცლილებს, ყოველ წამს დასაცემად
განწირულებს წინ მხოლოდ ჩვევა თუ ეწეოდა. წელში გაწყვეტილ
ქალებს სახე ლურჯი ჩადრებით დაეფარათ. ბევრს ბავშვიც აღარ ახ-
ლდა, სუსის ხეობის წითელი მიწისთვის მიებარებინა. მთელ ხეობა-
ში გაწოლილი აღალის ბოლოს ბავშვები, მოხუცები,დაჭრილი მე-
ომრები მიდიოდნენ. ისინი, ვისაც სწრაფად სიარული აღარ შეეძ-
ლო. ნურიც მათ შორის იყო, უსინათლო მეომარს წინ მიუძღოდა.
ისიც კი არ იცოდა, მისი ოჯახი მტვრის ღრუბელში სად ჩაკარგული-
ყო. დასაჯდომი პირუტყვი მხოლოდ რამდენიმე მეომარს შერჩენო-
და. მათ შორის დიდ შეიხსაც. ლაბადაში გახვეული თეთრ აქლემზე
შემომჯდარიყო.
ხმას არავინ იღებდა. ყველა თავისთვის იყო, გაშავებული სახით,
ანთებული თვალებით დასავლეთით გორაკების წითელ მიწას მიშ-
ტერებოდა, იმ გზას ეძებდა, რომელიც მთებს გადაატარებდა და მა-
რაქეშის წმინდა ქალაქთან მიიყვანდა. მზის სიმხურვალე თავში, კე-
ფაში ურტყამდა, კიდურებში ტკივილი უვლიდა, შუა სხეულამდე აღ-
წევდა, აღარც ქარის წუილი ისმოდა და აღარც ადამიანების ფეხის
ხრაშუნი უდაბნოში. მხოლოდ საკუთარი გულისძგერა, საკუთარი
ნერვების ხმაური და ტანჯვა უსტვენდა, ღრჭიალებდა დაფის აპკებს
უკან.
ნური ვეღარც კი გრძნობდა, უსინათლო მეომარი მხარში რომ
ებღაუჭებოდა. წინ მიიწევდა, არ კი იცოდა, რატომ. არ ეგონა, ოდეს-
მე თუ გაჩერდებოდა. შესაძლოა უკვე იმ დღიდანვე, მისმა მშობლებ-
მა სამხრეთის ბანაკების დატოვება რომ განიზრახეს, ცხოვრების
ბოლომდე ხეტიალისთვის, ამომშრალი ხეობების გაყოლებით ჭი-
დან ჭამდე დაუსრულებელი სიარულისთვის იყვნენ განწირულები.
განა ამქვეყნად კიდევ იყო სადმე ასეთი მიწები, სილით ცას გადაბ-

283
მული უსაზღვრო ველები, უჩრდილო მთები, ალესილი ქვები, უწყ-
ლო მდინარეები, ეკლიანი ბუჩქები, რომელთაგან თითოეულს უბ-
რალო გაკაწვრითაც შეეძლო მოეკალი? ყოველდღე, მოშორებით,
გორაკების ფერდობებზე, ჭების მახლობლად, კაცები ახალ სახ-
ლებს, მინდვრებითა და პალმის ხეებით გარშემორტყმულ წითელი
ტალახის ციხესიმაგრეებს ხედავდნენ. შორეულნი, მიუწვდომელნი,
გადახურებულ ჰაერში მირაჟებივით ციმციმებდნენ. სოფლის
მცხოვრებლები არ ჩანდნენ. მთებში გახიზნულიყვნენ ან გალავნე-
ბისთვის შეეფარებინათ თავი. მზად იყვნენ უდაბნოს ლურჯ კაცებს
შებმოდნენ.
ქარავნის თავში ცხენებზე შემომსხდარი მა ელ აინინის ვაჟები
ხელს ხეობის ვიწრო გასასვლელისკენ იშვერდნენ.
– გზა! ჩრდილოეთის გზა!
მაშინ იყო, მთები რამდენიმე დღეში რომ გადაიარეს. ხეობებში
მწველი ქარი უბერავდა. უზარმაზარი ლურჯი ცა წითელ კლდეებს
თავს დაჰყურებდა. არც ცხოველის, არც ადამიანის ჭაჭანება არ იყო.
ხანდახან ქვიშაში გველის კვალს თუ შენიშნავდა კაცი, ან ცაში, ძა-
ლიან მაღლა, გრიფის ლანდს თუ მოჰკრავდა თვალს. წინ ისე მი-
იწევდნენ, რომ აღარც კი ეგონათ თუ გადარჩებოდნენ. იმედის ნა-
პერნკალიც არ გააჩნდათ. კაცები და ქალები უსინათლოებივით ერ-
თმანეთს მიჰყვებოდნენ, ფეხებს წინ მიმავალთა ნაფეხურებზე ად-
გამდნენ, პირუტყვის ფარას შერეოდნენ. ნეტა ვის მიჰყვებოდნენ?
მიწის გზა ხეობების გაყოლებით მიიკლაკნებოდა, ზვავებზე გადი-
ოდა, დამშრალი ჩანჩქერების კალაპოტებში იკარგებოდა.
ბოლოს, როგორც იქნა, მგზავრები უად ისენის ნაპირს მიადგნენ.
მდინარე დამდნარ თოვლს აედიდებინა. მშვენიერი, კამკამა წყალი
ხრიოკ ნაპირებს შორის მოვარდნილიყო. მაგრამ კაცები მას გულ-
გრილად უყურებდნენ, რადგან ეს წყალი მათ არ ეკუთვნოდა, არ შე-
ეძლოთ მისი დაგუბება. კიდევ რამდენიმე დღე დარჩნენ უადის ნაპი-
რებზე. დიდი შეიხის მეომრები კი ლარდაფისა და საადბუს თანხლე-
ბით შიშაუას გზას აუყვნენ.
– მოვედით? ეს არის ჩვენი მიწა? – წამდაუწუმ ეკითხებოდა უსი-

284
ნათლო მეომარი. მდინარის ცივი წყალი კლდეებზე ჩანჩქერივით ჩა
მოდიოდა, სიარული უფრო და უფრო ჭირდა. ცოტა ხნის შემდეგ ქა-
რავანი ღრმად ხეობაში შლეჰურ სოფელს მიადგა. შეიხის მეომრები
აქ ელოდნენ. დიდი კარავი გაშალეს, მთის შეიხებმა მა ელ აინინის
პატივსაცემად ცხვრები შესწირეს. ეს აგლაგლას სოფელი იყო, მა-
ღალი მთის ძირში. უდაბნოს ხალხი სოფლის კედლებთან კი დაბა-
ნაკდა, მაგრამ არაფერი მოუთხოვიათ! შებინდებისას ბავშვებმა შემ-
წვარი ხორცი და მაწონი მოუტანეს. ყველა დანაყრდა, ასეთი რამ
კარგა ხანია არ ღირსებიათ. შემდეგ კედრისგან დიდი ცეცხლი და-
ანთეს, რადგან ცივი ღამე იყო.
ნური დიდხანს შესცქეროდა ცეცხლის ცეკვას კუნაპეტ ღამეში.
სიმღერების ხმაც გაისმა, სევდიანი და ნელი, ფლეიტის თანხლებით,
უცნაური მუსიკა. მსგავსი ნურს აქამდე არაფერი სმენია,
სოფლელებმა მა ელ-აინინს დალოცვა, სნეულებებისგან გან-
კურნება სთხოვეს.
ახლა მგზავრები მთის მეორე ფერდობს აუყვნენ წმინდა ქალაქის
მიმართულებით. იქნებ აქ მაინც დასრულებულიყო უდაბნოს ხალ-
ხის ტანჯვა-წამება. ყოველ შემთხვევაში მა ელ-აინინის ლურჯი მე-
ომრები ასე. ირწმუნებოდნენ. რადგან 14 წლის წინ სწორედ აქ, მა-
რაქეშში მიიღო მორწმუნეთა კომანდორმა, მულაი ჰაფიდმა მა ელ-
აინინისგან ერთგულების ფიცი. აქ იყო, მეფემ შეიხს მიწა რომ უბოძა
სამკვიდროდ და გუდფიას მოძღვრების საქადაგებლად. შემდგომში-
აც ამ წმინდა ქალაქში ელოდებოდა მამას მა ელ-აინინის უფროსი
ვაჟი, წმინდა ომში რომ ჩაბმულიყო; ყველა მულაი ჰიბას ადიდებდა,
მას რომელსაც დეჰიბას, ოქროს ზოდს ეძახდნენ, მას, რომელსაც
მულაი სებაას, ლომს ეძახდნენ, სწორედ ის აერჩიათ სამხრეთის მი-
წების მეფედ.
საღამოს, როცა ქარავანი ჩერდებოდა და ცეცხლს ანთებდნენ,
ნურს უსინათლო მეომარი იქ მიჰყავდა, სადაც მა ელ-აინინის ჯარის-
კაცები ისხდნენ· და იმ ამბებს იხსენებდნენ, როცა დიდი შეიხი და მი-
სი ვაჟები უდაბნოს მებრძოლებთან ერთად წმინდა ქალაქში სწრაფ-
მავალი აქლემებით შევიდნენ, როგორ მიიღო ისინი მეფემ მა ელ-

285
აინინის ორ ვაჟთან მულაი სებაასთან, ლომთან და მუჰამად ეშ-შემ-
სთან, „მზესთან“ ერთად. შეწირულობებიც არ ავიწყდებოდათ, რო-
მელიც მეფეს ქალაქ სმარასთვის გალავნების შემოსარტყმელად
გაეღო, არც მთელ მინდორზე მოფენილი მრავალრიცხოვანი აქლე-
მების ჯოგებით მგზავრობა, მაშინ როცა ქალებითა და ბავშვებით
სავსე და სურსათ-სანოვაგით დატვირთული ორთქლის დიდი გემი
„ბაკირი“ მრავალი დღე-ღამის განმავლობაში მოგადორიდან მარსა
ტარფაიამდე მიცურავდა.
მა ელ-აინინზედაც ჰყვებოდნენ ოდნავ ღიღინა ხმით, და ეს ადრე
ნანახი სიზმრის მოყოლას უფრო ჰგავდა. მეომრების ხმა ცეცხლის
ხმაურში ირეოდა და კვამლის ხვეულებში ნური დროდადღრო მსუ-
ბუქ სილუეტს ხედავდა. შუა ბანაკში ის ცეცხლივით ანათებდა.
‒ დიდი შეიხი შორს, სამხრეთში, იმ ქვეყანაში დაიბადა, რომელ-
საც ჰოდჰი ჰქვია. მამამისი მულაი იდრისის ვაჟი იყო, დედა კი წინას-
წრმეტყველის შტოს მიეკუთვნებოდა. როცა დიდი შეიხი დაიბადა,
მამამ აჰმედი დაარქვა, დედამ კი მა ელ-აინინი – თვალთა ჯავარი,
რადგან სიხარულის ცრემლები წამოსცვენია მისი გაჩენისას.... –
უსმენდა ხოლმე ნური ღამღამობით. თავი უსინათლო მებრძოლის
გვერდით ქვაზე ჩამოედო.
– შვიდი წლისამ ყურანი უკვე ზეპირად იცოდა. ამიტომაც მამა-
მისმა, მუჰამად ელ-ფადელმა მექას დიდ, წმინდა ქალაქში გააგზავ-
ნა. გზად ბავშვი სასწაულებს ახდენდა... სნეულებს კურნავდა, მათ
კი, ვინც წყალს სთხოვდა, ეუბნებოდა, ცა გიწყალობებთო. და ამის
თქმაზე იმწამსვე შხაპუნა წვიმა დასცხებდა ხოლმე...
უსინათლო მებრძოლი ოდნავ თავს აქანავებდა, თითქოს სიტ-
ყვებს აყოლებდა. ნურს კი ნელ-ნელა ძილი ერეოდა.
– ამ სასწაულმოქმედი ბავშვის სანახავად ხალხი უდაბნოს ყოვე-
ლი მხრიდან მოდიოდა და ბავშვიც, დიდი მუჰამად ფადელ ბენ მამი-
ნას ვაჟი, ავადმყოფს თვალებზე ცოტაოდენ ნერწყვს წაუსვამდა, ტუ-
ჩებზე სულს შეუბერავდა და უმალვე წამოაყენებდა. განკურნებული
ბავშვს მადლობის ნიშნად ხელებს უკოცნიდა.
ნური გრძნობდა, მასზე მიყრდნობილი უსინათლო მეომარი რო-

286
გორ ცახცახებდა, თვითონ კი თავს მხრებზე ნელა აქანავებდა, მთხ-
რობელის მონოტონურ ხმასა და ცეცხლისა და კვამლის რწევას აყო-
ლებდა. მიწაც კი თითქოს ამ ხმის რიტმის შესაბამისად ირწეოდა.
– იმხანად დიდმა შეიხმა თავისი მოძღვრების საქადაგებლად ედ
დაკ-ლას მახლობლად, ნაზარანის ჭასთან, შინგეტის წმინდა ქალაქ-
ში დაიდო ბინა. ის ხომ ვარსკვლავთა და რიცხვთა მეცნიერებასა და
ღვთის სიტყვას იყო ნაზიარები. უდაბნოს კაცები მისი მოციქულები
გახდნენ. მათ ბერიქ ალ-ლაჰს ეძახდნენ, რაც „უფლისგან კურთხე-
ულს“ ნიშნავს...
ლურჯი კაცის ხმა ღამით მოცეკვავე, ცაში ამავალი ცეცხლის წი-
ნაც არ წყდებოდა. კვამლში გახვეული კაცები ახველებდნენ. ნური
უსმენდა ამბებს სასწაულებზე, უდაბნოში ამოხეთქილ წყაროებზე,
წვიმებზე, გვალვიან მინდვრებს რომ ნამავდა, დიდი შეიხის ქადაგე-
ბებზე, შინგეტის მოედანსა თუ ნაზარანში, მისი სახლის წინ. უსმენ-
და, პირველად როგორ დაადგა მა ელ-აინინი ხანგრძლივ გზას
უდაბნოს გავლით „სმარამდე“, უსიერ ტყემდე, სადაც დიდმა შეიხმა
თავისი ქალაქი ააშენა. უსმენდა, როგორ იბრძოდა იგი ესპანელე-
ბის წინააღმდეგ ელ-ააიუნში, იფნიში, ტიზნიტში თავის ვაჟიშვილებ-
თან რებოსთან, ტაალებთან, ლარდაფთან, ეშ-შემთან და მასთან
ერთად, ვისაც მულაი სებაას – ლომს ეძახდნენ.
ყოველ საღამოს ერთი და იგივე ხმა ასე, რაღაცნაირად, ღიღი-
ნით ჰყვებოდა ლეგენდებს და ნურს ავიწყდებოდა, სად იყო. ეჩვენე-
ბოდა,თითქოს ლურჯი კაცი საკუთარ თავგადასავალს იხსენებდა.
მთების მეორე მხარეს დიდ წითელ მინდორში გავიდნენ და
ჩრდილოეთისკენ დაიძრნენ, სოფლიდან სოფელში გადადიოდნენ.
ყოველ სოფელში თვალებანთებული კაცები, ქალები და ბავშვები
ქარავანს უერთდებოდნენ, მიცვალებულთა ადგილებს იკავებდნენ.
წინ ვაჟიშვილებითა და მეომრებით გარშემორტყმული თეთრ აქ-
ლემზე მჯდარი დიდი შეიხი მიიწევდა. ნური მოშორებით მტვრის
ღრუბელს გაჰყურებდა, რომელიც თითქოს მათ მიუძღოდა.
როცა მარაქეშის დიდ ქალაქს მიადგნენ, მიახლოება ვერ გაბე-
დეს და სამხრეთით, დამშრალი მდინარის მახლობლად დაბანაკდ-

287
ნენ. ორი დღის განმავლობაში კარვებსა და ტოტების ქოხმახებს შე-
ფარებული ლურჯი კაცები ელოდებოდნენ, ადგილიდან არ იძვროდ-
ნენ. ზაფხულის თბილი ქარი მათ მტვერს აყრიდა, ისინი კი ელოდე-
ბოდნენ, მთელი ძალა ლოდინისათვის მოეკრიბათ.
როგორც იქნა, მესამე დღეს მა ელ-აინინის ვაჟებიც დაბრუნ-
დნენ. მათ თან მაღალი ტანის, ჩრდილოელი მეომარივით ჩაცმული
ცხენოსანი მოჰყვა. მისი სახელი ყველას პირზე ეკერა. „მულაი ჰიბა,
ის, ვისაც მულაი დეჰიბას, ოქროს ზოდს, მულაი სებაას, ლომს უწო-
დებენ".
როცა უსინათლო მეომარმა მისი სახელი გაიგონა, ცახცახმა აი-
ტანა და დამწვარი თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა. მკლავები
გაშალა, წინ გაიჭრა და გაბმული ყვირილი მორთო, ხმამაღალი,
ყურთასმენის წამღები გმინვის მსგავსი.
ამაოდ ცდილობდა ნური მის დაჭერას. ბარბაცითა და ბორძიკით
უსინათლო ქვაღორღიან და მტვრიან მიწაზე მთელი ძალით გარბო-
და. უდაბნოს ხალხი გზიდან ეცლებოდა, ზოგს ეშინოდა კიდეც და
თვალს არიდებდა. ეგონათ, უსინათლო ეშმაკმა შეიპყროო. უსინათ-
ლო მეომარი თითქოს ზეადამიანურ სიხარულსა და ტანჯვას მოეცვა.
რამდენჯერაც ფესვს ან ქვას ფეხს წამოჰკრავდა, მიწაზე დაეცემოდა,
იმდენჯერვე წამოხტებოდა და იქითკენ გარბოდა, სადაც მა ელ-აი-
ნინი და მულაი ჰიბა ეგულებოდა. ბოლოს და ბოლოს ნური წამოეწია
და ხელი ჩასჭიდა, მაგრამ კაცი არ ემორჩილებოდა, ყვირილით წინ
გარბოდა და ნურსაც თან მიათრევდა, თითქოს მა ელ-აინინსა და
მის ვაჟს ხედავდა. მათკენ მიიწევდა და გზაც არ ეშლებოდა. მაშინ
შეიხის მებრძოლებმა თოფები მოიმარჯვეს და გადაეღობნენ, უსი-
ნათლო ახლო რომ არ მიეშვათ. შეიხმა კი უბრალოდ უთხრა:
– გამოატარეთ.
შემდეგ ჩამოქვეითდა და ბრმა უსინათლოს მიუახლოვდა.
– რა გინდა?
უსინათლო მეომარი მიწაზე დაენარცხა, მკლავები წინ გაიშვირა.
აქვითინებულს მთელი სხეული უცახცახებდა, სული ეხუთებოდა. ყე-
ლიდან ისევ მხოლოდ ხანგრძლივი გმინვა ამოსდიოდა. ოღონდ ამ-

288
ჯერად კვნესასავით სუსტი და აქოშინებული.
მაშინ მის ნაცვლად ნურმა უპასუხა:
– თვალი აუხილე, დიდო მეფეო.
მა ელ-აინინი დიდხანს უყურებდა მიწაზე გართხმულ, ქვითინის-
გან აკანკალებულ, ამდენი ხნის სიარულისგან ჩამოძენძილ, ხელ-
ფეხდასისხლიანებულ კაცს. უსინათლოს გვერდით ისე ჩაიმუხლა,
ხმა არ ამოუღია. ხელი კეფაზე დაადო.
ლურჯი კაცები და შეიხის ვაჟი ისევ ფეხზე იდგნენ. სამარისებური
სიჩუმე ჩამოწვა. ნურმა თავბრუსხვევა იგრძნო. უცნაური, უცნობი
ძალა მტვრიანი მიწიდან ამოდიოდა, ადამიანებს გრიგალში ახვევ-
და. შესაძლოა, ეს ჩამავალი მზის შუქი იყო, ანდა ამ ადგილზე შეჩე-
რებული მზერის ძალა, დაგუბებული წყალივით რომ ეძებდა გასას-
ვლელს. უსინათლო მეომარი ნელ-ნელა წამოდგა, ქვიშითა და
ცრემლებით მოსვრილისსახე გამოუჩნდა. თავისი ცისფერი ჰაიკის
კიდით მა ელ-აინინმა კაცს სახე გადაუწმინდა, შემდეგ ხელი შუბ-
ლზე, დამწვარ ქუთუთოებზე გადაუსვა, თითქოს რაღაცის წაშლა უნ-
დაო. თითების წვერები ნერწყვით დაისველა, უსინათლოს ქუთუ-
თოები დაუზილა და ნაზად, უსიტყვოდ სახეზე სული შეუბერა. სიჩუმე
იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ ნურს აღარც კი ახსოვდა, ადრე რა
მოხდა, რა ითქვა. შეიხის გვერდით ქვიშაში მუხლმოყრილი მხო-
ლოდ უსინათლო მეომრის სახეს უყურებდა. კაცს თითქოს ახალი
შუქი ეფინებოდა, აღარ გმინავდა. შეიხის წინ გარინდულს ხელები
ოდნავ გაეშალა, ნაიარევი თვალები ფართოდ გაეხილა, თითქოს
ნელ-ნელა შეიხის მზერით თვრებაო.
ცოტა ხნის შემდეგ მა ელ-აინინის ვაჟებიც მოვიდნენ, მულაი ჰი-
ბაც მიუახლოვდა, მოხუცს წამოდგომაში მიეშველნენ. ნურმა კი უსი-
ნათლო მეომარს ფაქიზად მკლავში ხელი ჩასჭიდა და წამოაყენა.
მან გაიარა, ახალგაზრდა ბიჭს მხარზე ეყრდნობოდა. ჩამავალი მზის
ნათელი სახეზე ოქროს მტვერივით უბრწყინავდა. ხმას არ იღებდა.
მძიმედ, ძალიან მძიმედ მიდიოდა, ხანგრძლივი ავადმყოფობაგადა-
ტანილი კაცივით ფეხებს ქვა-ღორღიან მიწაზე გამართულად ადგამ-
და. ოდნავ მიბარბაცებდა, მაგრამ ხელები უკვე აღარ ჰქონდა გაშლ-

289
ილი, მისი სხეული ტანჯვისგან განთავისუფლებულიყო. მინდვრის
მეორე კიდისკენ მიმავალს უდაბნოს ხალხი გაშეშებული, გარინდუ-
ლი გაჰყურებდა. აღარ იტანჯებოდა, სახეც უკვე დამშვიდებოდა,
დაწყნარებოდა. თვალებშიაც ჰორიზონტთან მიახლოებული მზის
ოქროსფერი შუქი ჩასდგომოდა. ნურსაც მხარზე მძიმედ აღარ ებ-
ღაუჭებოდა, მისი ხელი იმ ადამიანის ხელივით მსუბუქი გამხდარი-
ყო, რომელმაც იცის, საით მიდის.

290
17

მდინარე ტადლა, 1910 წლის 18 ივნისი

ჯარისკაცებმა ზეტატი და ბენ აჰმედი გათენებამდე დატოვეს. ბენ


აჰმედიდან გამოსულ რაზმს, ლებელის თოფებით შეიარაღებულ
ორი ათას ქვეითს გენერალი მოანიე მეთაურობდა. აღალი გადახ-
რუკულ მინდორში, მდინარე ტადლას ხეობის მიმართულებით, ნე-
ლა მიიწევდა წინ. რაზმს გენერალი მოანიე, ორი ფრანგი ოფიცერი
და სამოქალაქო დამკვირვებელი მიუძღოდნენ. მათ მავრი გიდი ახ-
ლდა, სამხრეთელი მეომარივით ეცვა. ისიც ოფიცრებივით ცხენზე
იჯდა.
იმავე დღეს, სულ რაღაც ხუთასკაციანმა რაზმმა ზეტატის ქალაქი
დატოვა. ჩრდილოეთისკენ მიმავალი მა ელ-აინინის მეამბოხეები
ალყაში რომ მოექცია და ტყვედ აეყვანა.
ჯარიკაცების წინ მოტიტვლებული, წითელი, ჟანგისფერი,ნაც-
რისფერი მიწა უსასრულოდ გადაჭიმულიყო და ცის ლაჟვარდის
ქვეშ ბრწყინავდა. დროდადრო ზაფხულის მწველი ქარი დედამიწას
უვლიდა, მტვერს აყენებდა, სინათლეს ნისლივით ეფარებოდა.
ხმას არავინ იღებდა. წინა ხაზის ოფიცრები ცდილობდნენ, და-
ნარჩენ ნაწილს გამოჰყოფოდნენ, ცხენებს მიაქანებდნენ, რომ სუ-
ლისშემხუთავი მტვრის ღრუბლისთვის თავი ამგვარად მაინც დაეღ-
წიათ. ჰორიზონტს მიშტერებოდნენ, ვერ გაეგოთ, რა შეიძლება იქ
ყოფილიყო: წყალი, ტალახიანი სოფლები თუ მტერი.
გენერალი მოანიე ამ წამს უკვე კარგა ხანია ელოდა. როგორც კი
სამხრეთზე, უდაბნოზე წამოიწყებდნენ ლაპარაკს, მაშინვე თვალწინ
მა ელ-აინინი წარმოუდგებოდა: შეუპოვარი ფანატიკოსი, აჯანყების
მოთავე, გამგებელ კოპოლანის მკვლელი, კაცი, რომელმაც დაიფი-
ცა, უდაბნოს მიწაზე ერთი ქრისტიანის ჭაჭანებაც აღარ იქნებაო.
–კაზაშიიფორტ-ტრენკეტსადაფორტ-გუროდში ისეთი არაფერი
ხდება, – ამბობდა მაიორი, –ერთი ფანატიკოსია, ჯადოქარივით არ-

291
ის, წვიმაც კი შეუძლია მოიყვანოს. დრაას, ტენდუფის მთელი ღა-
რიბ-ღატაკები, მთელი მავრიტანიელი შავკანიანები მას ასდევნები-
ან.
ამისდა მიუხედავად, უდაბნოს მოხუცი მოუხელთებელი იყო. აც-
ნობებდნენ, ჩრდილოეთით, უდაბნოს პირველი საკონტროლო პოს-
ტის ახლოს არისო, მივიდოდნენ და უკვე იქ აღარ იყო. შემდეგ იტ-
ყოდნენ, სანაპიროზე, რიოდეოროში, იფნიშიაო, ცხადია, ესპანე-
ლებთან,კარგი დღე კი დაადგებოდა!
ნეტა რას აკეთებდა იქ, ელ-ააიუნში, ტარფაიაში, ჟუბის კონცხზე?
თავის საქმეს მოათავებდა თუ არა, მელიასავით ეშმაკი მოხუცი შე-
იხი მეომრებითურთ „თავის ტერიტორიაზე“, ქვემოთ, დრაას სამ-
ხრეთით, საგიეტ ელ-ჰამრაში, სმარას „ციხესიმაგრეში“ ბრუნდებო-
და. იქიდან ფეხს ვერ მოაცვლევინებდი. ამაში ერთგვარი იდუმალე-
ბაც იყო და ცრურწმენაც. განა აქ სულ რამდენ კაცს უნდა გაევლო?
ცხენზე შემომჯდარი დამკვირვებელი ოფიცრებს გვერდით მიჰყვე-
ბოდა და თან 1887 წელს ქამილ დულსის მოგზაურობას იხსენებდა.
აი,როგორ აღწერდა დულსი სმარაში მა ელ-აინინთან შეხვედრას:
სასახლის წინ ცისფერ, ფთრთო ჰაიკში გამოწყობილი, მაღალი,
თეთრჩალმიანი შეიხი მიუახლოვდა და დიდხანს უყურებდა. დულსი
მავრების ტყვე იყო, სულმთლად ჩამოძენძილს, დაღლილობისა და
მზისგან განაწამები სახე ჰქონდა. მაგრამ მა ელ-აინინი ყოველგვა-
რი სიძულვილის, ზიზღის გარეშე შეჰყურებდა. ეს სიჩუმე, ეს ხან-
გრძლივი მზერა დამკვირვებლის მეხსიერებიდან ჯერაც არ გამქრა-
ლიყო, ისევ ცახცახს ჰგვრიდა მა ელ-აინინის გახსენებისას. მაგრამ,
როგორც ჩანს, სხვას არავის დაუფლებია მსგავსი განცდა დულსის
მონათხრობის კითხვისას. „ფანატიკოსი, – ასე მოიხსენიებდნენ
ოფიცრები, – ველური, ძარცვისა და მკვლელობის, სამხრეთის პრო-
ვინციების განადგურების გარდა არაფერი ანაღვლებს. განა ასე არ
იყო 1904 წელს, როცა ლე-ტაგანტში კოპოლანი მოკლეს, ანდა 1905
წლის აგვისტოში, როცა უჟდაში მოშამპი მოკლეს?“
ამისდა მიუხედავად, ყოველდღე, როცა ოფიცრებს მიჰყვებოდა,
დამკვირვებელი რაღაცნაირ შეშფოთებას, რაღაცნაირ ძრწოლას აე

292
ტანა. რა იყო ეს, ვერ გაეგო. თითქოს ეშინოდა, უცაბედად, გორაკის
შემოვლისას, ამომშრალი წყაროს ნაპ-რალში, შუა უდაბნოში გან-
მარტოებული შეიხის მზერას არ წასწყდომოდა.
‒ მისი აღსასრულის დღეც ახლოვდება. ვეღარ გაგვიმკლავდება.
შეიძლება ეს თვეების, სულ რაღაც კვირების საქმე იყოს. სხვა არა-
ფერი დარჩენია, უნდა ჩაგვბარდეს და ზღვაში გადაეშვას ან უდაბნო-
ში გადაიკარგოს. მშვენივრად იცის, მხარს რომ აღარავინ უჭერს.
უკვე რამდენი ხანია ოფიცრები და ორანის, რაბატისა და დაკა-
რის არმიის შტაბებიც კი ამწუთს ელოდებიან. „ფანატიკოსი“ ჩიხშია
მომწყვდეული, ზღვასა და უდაბნოს შორის, მოხუცი მელა უნდა და-
ნებდეს. განა ყველამ არ მიატოვა?
ჩრდილოეთით მულაი ჰაფიდმა ხელი მოაწერა ალხესირასის
ხელშეკრულებას, რომლითაც წმინდა ომი უნდა დასრულდეს. ის
თანხმდება საფრანგეთის პროტექტორატზე. მაგრამ არსებობს 1909
წლის ოქტომბრის წერილი, რომელსაც ხელს აწერს მა ელ-აინინის
ღვიძლი შვილი აჰმედ ჰიბა, იგივე მულაი სებაა, ანუ ლომი. წერილში
ის მაკჰზენის კანონისადმი შეიხის მორჩილებას ადასტურებს და
დახმარებას ითხოვს. – ლომი! ახლა უკვე სულ მარტო დარჩა. შე-
იხის დანარჩენი შვილები, ეშ-შემსი მარაქეშშია, ლარდაფი კი ნამ-
დვილი ბანდიტი, ჰამადას ძარცვავს. მათ ყოველგვარი მარაგი გა-
მოელიათ, აღარც ჯარი ჰყავთ, სუსის მოსახლეობამაც მიატოვა...
ერთი მუჭა ღარიბ-ღატაკი მეომრების გარდა სხვა აღარავინ შე-
მორჩათ. იარაღად მხოლოდ ბრინჯაოსლულიანი ძველი კარაბინე-
ბი, იატაგანები და შუბები აქვთ, სხვა არაფერი. ნამდვილი შუა სა-
უკუნეებია!
სამოქალაქო დამკვირვებელი ცხენზე მჯდარ ოფიცრებს მიჰყვე-
ბა და თან მათზე ფიქრობს, ვინც მოხუცი შეიხის დამარცხებას მოუთ-
მენლად ელის. ესენი ჩრდილოაფრიკელი ევროპელები, „ქრისტი-
ანები“ არიან, როგორც მათ უდაბნოს ხალხი ეძახის. მაგრამ განა მა-
თი ნამდვილი რელიგია ფული არ არის? –ტანჟერის, იფნის ესპანე-
ლები, რაბატის, ტანჟერის ინგლისელები, გერმანელები, ჰოლან-
დიელები, ბელგიელები, ყველა ბანკირი,საქმოსანი, რომელიც არა-

293
ბეთის იმპერიის დაცემას ელის და უკვე თავის საოკუპაციო გეგმებს
აწყობს, სახნავ-სათეს მიწებს, კორპის მუხის ტყეებს, მაღაროებს,
პალმის წარაფებს ინაწილებს. პარიზისა და ჰოლანდიის ბანკის
აგენტები, რომლებიც ყველა ნავსადგურში საბაჟო გადასახადებს
ზრდიან, დეპუტატ ეტიენის თაღლითები, რომლებიც „საჰარის ზურ-
მუხტების", „გურარა—ტუატის ნიტრატების“ საზოგადოებებს აარსე-
ბენ, რომლებისთვისაც მოტიტვლებულ მიწაზე წარმოსახვითმა რკი-
ნიგზებმა, ტრანსსაჰარის, ტრანსმავრიტანიის გზებმა უნდა გაიაროს
და სწორედ ჯარი ხსნის ამ გზას თოფის გასროლით.
რას გახდება მარტოდმარტო დარჩენილი ეს სმარელი მოხუცი
ფულისა და ტყვიების ამგვარი შემოტევის წინააღმდეგ? რას გახდება
ამ დევნილი ცხოველის შეურიგებელი მზერა მათ წინააღმდეგ, ვინც
ამ მიწებს, ქალაქებს დახარბებია, მათი დატაცება განუზრახავს, ვი-
საც ამ ხალხის გაღატაკების ხარჯზე გამდიდრება სურს?
სამოქალაქო დამკვირვებელს ოფიცრები გვერდით მშვიდი სა-
ხით მიჰყვებიან. ზედმეტი არაფერი წამოსცდებათ. ჰორიზონტისკენ
იყურებიან, კლდოვანი გორაკებს იქით, სადაც უად ტადლას ნის-
ლიანი ხეობაა გადაშლილი.
მიუყვებიან მოწითალო ცხენზე მჯდარი ტარგიელი გიდის კვალს,
და, შესაძლოა ვერც კი ხვდებიან, რას სჩადიან.
მათ სუდანელი, სენეგალელი ქვეითი ჯარისკაცები მისდევენ.
მტვრისგან განაცრისფერებულ უნიფორმებში ჩაცმულნი წინ გადახ-
რილან, მძიმედ მიაბიჯებენ, ფეხებს ძალიან მაღლა სწევენ, თითქოს
კვლებზე გადადიან. მათ თანაბარ ნაბიჯებს გამაგრებულ მიწაზე ბა-
გაბუგი გააქვს. უკან წითელი და ნაცრისფერი მტვრის ღრუბელიდ-
გება, ნელ-ნელა მაღლა ადის, ცას აბინძურებს.
ეს კარგა ხნის წინ დაიწყო. უკვე ვეღარაფერს შეცვლი, ახლა ამ
ჯარს თითქოს აჩრდილებზე მიაქვს იერიში.
– ამას ის არასოდეს დაუშვებს, არ ჩაბარდება, მით უფრო ფრან-
გებს. ყველა მეომარს გაწირავს უკანასკნელის ჩათვლით, საკუთარ
თავსაც არ დაინდობს თავის ვაჟიშვილებთან ერთად, დანებებით კი
არ დანებდება. მისთვისაც ასე სჯობს. მერწმუნეთ, მთავრობა კოპო-

294
ლანის მკვლელობის შემდეგ მის ჩაბარებას არ იკმარებს. დაიმახ-
სოვრეთ ჩემი სიტყვა. არა, ის ხომ ნამდვილი ფანატიკოსია, დაუნ-
დობელი, ველური. მთელი მისი ტომიანად, ბერიქ-ალ-ლაჰებად,
უფლის ცხებულებად, რომ იწოდებიან, უნდა განდგურდეს... ნამდვი-
ლი შუა საუკუნეებია, ასე არ არის?
მოხუცი მელა თავისიანებმა გაწირეს, მიატოვეს. ტომები ერთი-
მეორის მიყოლებით ჩამოსცილდნენ, ბელადები გრძნობდნენ, რომ
ქრისტიანების წინსვლას ვეღარაფერი შეაფერხებდა. ჩრდილოეთი-
დან, სამხრეთიდან, ზღვიდანაც კი მოდიოდნენ, უდაბნო გამოევ-
ლოთ. ტენდუფში, ტაბელბალასა და უადანში, უდაბნოს კარს მოს-
დგომოდნენ, შენგეტის წმინდა ქალაქიც დაეკავებინათ, ის ქალაქი,
სადაც მა ელ-აინინმა პირველად იქადაგა.
უკანასკნელი ალბათ ბუ-დენიბის ბრძოლა იყო, როცა გენერალ-
მა ვინიმ მულაი ჰიბას ექვსი ათასი კაცი ამოჟლიტა. მაშინ იყო მა ელ-
აინინის ვაჟი სირცხვილის დასამალად მთებში რომ გაიქცა, რადგან,
როგორც იტყვიან, უკვე დამარცხებულად, „ლაკმედ“, უძვლო ხორ-
ცად იქცა. სმარას ციხესიმაგრეში გამომწყვდეულ მარტოდ დარჩე-
ნილ მოხუც შეიხს კი ვერ გაეგო, რომ იარაღმა კი არა, ფულმა და-
ამარცხა. ბანკირთა ფულმა, რომელიც სულთან მულაი ჰაფიდის ჯა-
რისკაცების გადმობირებას და მათთვის ლამაზი სამხედრო მუნდი-
რების შეძენას ხმარდებოდა, ფულმა, რომლისთვისაც ქრისტიანი
ჯარისკაცები ნავსადგურებში მოდიოდნენ და საბაჟოს შემოსავლის
წილს თხოულობდნენ, დატაცებული მიწების, მითვისებული პალმის
წარაფების, ტყეების ფულმა, რომელსაც იმათ აძლევდნენ, ვისაც ამ
ფულის აღების თავხედობა ჰყოფნიდა. აბა, ამას როგორ წარმოიდ-
გენდა? საერთოდ იცოდა კი პარიზისა და ჰოლანდიის ბანკების არ-
სებობის შესახებ? იცოდა კი, რას გულისხმობდა რკინიგზების გასაყ-
ვანად აღებული სესხი, იცოდა კი, რას წარმოადგენდა გურარატუ-
ატის ნიტრატების საექსპლუატაციო საზოგადოება? ის კი იცოდა,
რომ, სანამ ლოცულობდა და უდაბნოს ხალხს აკურთხებდა, საფრან-
გეთისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობები ხელშეკრულებას დებ-
დნენ, რომლის თანახმადაც ერთს მაროკო უნდა გადასცემოდა, მე-

295
ორეს კი – ეგვიპტე? იცოდა, რომ სანამ თავის სულსა და მოძღვრე-
ბას უკანასკნელ თავისუფალ ადამიანებს, იზარგუენებს, არუსიინე-
ბს, ტიდრარენებს, ულედ ბუ სებააელებს, ტობალტელებს, რეგიბატ
საჰელებს, ულედ დე ლიმებს, იმრაგუენებს გადასცემდა, ხოლო სა-
კუთარ ტომს ბერიკ ალ-ლაჰს თავის მეუფებას, საბანკო კონსორცი-
უმი, რომლის მთავარი წევრიც პარიზისა და ჰოლანდიის ბანკი იყო,
მეფე მულაი ჰაფიდს აძლევდა 62 500 000 ოქროს ფრანკის ოდენო-
ბის სესხს, რომლის ხუთპროცენტიანი ინტერესი სანაპიროს ნავსად-
გურების საბაჟოს ყველა გადასახადის მოგებით იყო გარანტირებუ-
ლი და რომ უცხოელი ჯარისკაცები ქვეყანაში იმის გასაკონტრო-
ლებლად შემოდიოდნენ, რომ საბაჟოების ყოველდღიური ამონაღე-
ბის სამოცი პროცენტი მაინც ბანკში გადარიცხულიყო? ელოდა კი,
რომ ალხესირასის ხელშეკრულების დადებით, რომელსაც ჩრდი-
ლოეთში წმინდა ომი უნდა დაესრულებინა, მეფე მულაი ჰაფიდის ვა-
ლი უკვე 206 მილიონ ფრანკ ოქრომდე ავიდოდა, და რაც იმთავით-
ვე ცხადი იყო, კრედიტორებს ვეღარასდროს გაისტუმრებდა? მაგ-
რამ მოხუცმა შეიხმა ეს არ იცოდა, რადგან მისი მეომრები ოქროს-
თვის კი არა, ლოცვა-კურთხევისთვის იბრძოდნენ. და რომ მიწა,
რომელსაც იცავდნენ, არც მათ, არც არავის არ ეკუთვნოდა. მათ
მზერაში ჩატეული თავისუფალი სივრცე იყო, უფლის წყალობა, სხვა
არაფერი.
– ...ნამდვილი ველური, ფანატიკოსი. ბრძოლის დაწყების წინ
თავის მეომრებს ჰპირდება, უძლეველებად, უკვდავებად გაქცევთო,
თოფებსა და ზარბაზნებზე იერიშის მისატანად მხოლოდ ცარიელი
შუბებითა და ხმლებით შეიარაღებულებს აგზავნის. ახლა შავკანია-
ნი მსროლელების რაზმს მდინარე ტადლას მთელი ხეობა დაუკავე-
ბია ფონის წინ. კასბაჰ ტადლას წარჩინებულები კი ფრანგი ოფიცრე-
ბისთვის მორჩილების აღსათქმელად მოვიდნენ. ბანაკის ცეცხლის
ალები საღამოს ცამდე აღწევს. სამოქალაქო დამკვირვებელი უყუ-
რებს, მაღლა და მაღლა ღამის მშვენიერი ცა ნელ-ნელა როგორ იხ-
სნება. ისევ მა ელ-ანინის იდუმალი და ღრმა გამოხედვა ახსენდება,
თურქ ვაჭრად გადაცმულ ქამილ დულსზე რომ შეაჩერა და სულის

296
სიღრმემდე ჩახედა. შესაძლოა, უკვე მაშინ მიხვდა, რასაც ეს ჩამო-
ძენძილი უცხოელი, პეიზაჟების ეს პირველი ქურდი მოუტანდა, ყო-
ველდღე დღიურებს რომ წერდა ყურანის ფურცლებზე?
ახლა კი უკვე ძალიან გვიანაა. და ბედისწერის აღსრულებას წინ
ვეღარაფერი აღუდგება. ცალ მხარეს ზღვაა, ცალ მხარეს უდაბნო.
ჰორიზონტები სმარას ხალხის თავზე იხურება, უკანასკნელ მომთა-
ბარეებს შუაში იმწყვდევს. წყურვილით, შიმშილით არიან გარემო-
ცულები. უკვე იგემეს შიში, ავადმყოფობა, მარცხი.
‒ ამდენი ხნის განმავლობაში რომ მოენდომებინათ, თქვენი შე-
იხისა და მისი უპოვრების განადგურებას რა უნდოდა. ერთი 75-კა-
ლიბრიანი ზარბაზანი, სულ რამდენიმე ტყვიამფრქვევი და ალიზის
სასახლიდან მის გამოგდებაზე ადვილი არაფერი იქნებოდა. მაგრამ
ალბათ იფიქრეს, არ ღირს ამადო. ალბათ გადაწყვიტეს, ჭიანი ნაყო-
ფივით თვითონვე დაცემულიყო... ახლა კი, მას შემდეგ, რაც კოპო-
ლანი მოკლეს, ამას ომსაც ვეღარ დაარქმევ.ეს უკვე პოლიციის უბ-
რალო ოპერაციაა ავაზაკთა ბანდის ასაყვანად. ეს არის და ეს.
მოხუცი კაცი სწორედ მათ გაწირეს, ვის დაცვასაც აპირებდა – სუ-
სის, ტარუდანტის, აგადირის ხალხმა. აი, რას იტყობინებოდნენ: –
დიდი შეიხი მულაი აჰმედ ბენ მუჰამად ელ ფადელი, ის, რომელსაც
მა ელ-აინინს, თვალთა ჯავარს უწოდებენ, უდაბნოს მებრძოლებ-
თან, დრაას, საგიეტ ელ ჰამრას მებრძოლებთან და უალატას, შენ-
გეტის ლურჯ კაცებთან ერთად ჩრდილოეთისკენ დაიძრა, იმდენად
მრავალრიცხოვანნი არიან, რომ მთელი ველი გადაფარეს. გეზი
ჩრდილოეთისკენ, ფესის წმინდა ქალაქისკენ აიღეს. სულთანს უპი-
რებენ ჩამოგდებას, მის ნაცვლად მა ელ-აინინის უფროსი ვაჟი მუ-
ლაი ჰიბა ანუ სებაა, ლომი უნდათ დასვან.
მაგრამ გენერალურმა შტაბმა ეს არ დაიჯერა, ოფიცრებს სასაცი-
ლოდაც არ ეყოთ.
– სმარელი მოხუცი მთლად შეშლილა. გიჟი არ უნდა იყო, ამ უმ-
წეო ჯარით სულთნის ჩამოგდება და ფრანგული ჯარის გაყრა რომ
მოინდომო? – როგორც ჩანს, მართლაც ასე იყო. მოხუცი მელა
ზღვასა და უდაბნოს შორისაა გამომწყვდებული, თავის მოკვლა გა-

297
დაუწყვეტია. ისღა დარჩენია, თავის ტომთან ერთად შეეწიროს.
მაშ ასე, დღეს, უკვე 1910 წლის 21 ივნისს შავკანიანი ქვეითი ჯა-
რისკაცების ლაშქარი გზაშია, წინ სამი ფრანგი ოფიცერი და სამო-
ქალაქო მეთვალყურე მიუძღვით. ლაშქარმა სამხრეთისკენ გადაუხ-
ვია, ზეტატიდან გამოსულ მეორე ლაშქარს რომ შეუერთდეს. საკ-
ვნეტის პირი მოხუცი შეიხისა და მისი ღარიბ-ღატაკების გამოსამ-
წყვდევად სადაცაა დაიწკაპუნებს.
მტვერშერეული მზის შუქი თვალებს სწვავს ჯარისკაცებს. მოშო-
რებით, გორაკზე, რომელიც ქვა-ღორღიან ველს გადმოჰყურებს,
მოჟანგისფრო სოფელი ამოზრდილა. „კასბაჰ ზიდანიია“ ამასღა იტ-
ყვის გიდი და გაჩერდება. მოშორებით, გორაკების გასწვრივ, ცხე-
ნოსანი მეომრების ჯგუფი დაჯირითობს. შავკანიანი ქვეითი ჯარის-
კაცები პოზიციას იკავებენ, ოფიცრები კი ცხენებს გვერდით მიუშვე-
ბენ. სროლის ხმა ისმის, იფანტება, ტყვია არც ზუზუნებს და არც ა-
რავის ხვდება.სამოქალაქო მეთვალყურეს მონადირეების სროლის
ხმა ჰგონია. სოფელში ერთი დაჭრილი ტყვედ აჰყავთ, არაბი ბენი
ამირის ტომიდან. შეიხი მა ელ-აინინი ახლოსაა, მისი მეომრები სამ-
ხრეთით, ელ ბორუჯის გზას მიუყვებიან. ლაშქარი მიდის, მაგრამ ამ-
ჯერად ოფიცრები ჯარისკაცებს გვერდიდან არ შორდებიან.ბუჩქებს
ათვალიერებენ. ელბორუჯის გზაზე, მეორე შეტაკებისას მზე ჯერ
ისევ ზენიტშია, სამარისებურ სიჩუმეში ისევ სროლის ხმა გაისმის.
გენერალი მოანიე ბრძანებას გასცემს, ხეობაზე იერიში მიიტა-
ნონ. ჩამუხლული სენეგალელები ისვრიან, შემდეგ წინგაშვერილი
ხიშტებით მირბიან. ბენი მუსას ტომი, სანამ ბუჩქნარში შეაღწევს,
თორმეტ შავკანიან ჯარსიკაცს კლავს, ათობით დახოცილს კი ბრძო-
ლის ველზე ტოვებს. ამ დროს სენეგალელების ჯარი ქვემოთ, ხე-
ობის მიმართულებით განაგრძობს შეტევას. ჯარისკაცები ლურჯ კა-
ცებს ყველგან ავიწროებენ. მაგრამ ეს ის უძლეველი მეომრები არ
არიან, რომლებსაც ელოდნენ. ჩამოძენძილი, გაწეწილი, უიარაღო
კაცები კოჭლობით გარბიან, ქვა-ღორღიან მიწაზე წამდაუწუმ ეცემი-
ან. ეს უმეტესწილად გაძვალტყავებული, მზისგან დამწვარი, სიცხით
გათანგული მათხოვრები ერთმანეთს ეჯახებიან, სასომიხდილები

298
გმინავენ, მკვლელობის ჟინით შეპყრობილი სენეგალელები კი
ტყვიას ტყვიაზე ცლიან, ხიშტზე ჩამოცმულებს წითელ მიწაზე ანარ-
ცხებენ. ამაოდ მოუწოდებს გენერალი მოანიე, შეჩერდითო. შავკა-
ნიანი ჯარისკაცები, ქალები და კაცები უწესრიგოდ გარბიან, მიწაზე
ეცემიან. შიშისაგან ხმაჩაწყვეტილი ბავშვები ბუჩქებს მიარღვევენ,
ცხვრებისა და თხების ფარები ბღავილით ერთმანეთს ეჯახებიან. მი-
წა ლურჯი კაცების გვამებითაა მოფენილი. უკანასკნელი სროლები
გაისმის, ცოტა ხნის შემდეგ მათი ხმაც წყდება და ისევ სამარისებუ-
რი სიჩუმე ისადგურებს.
მაღლა, მთაზე გაშეშებული ოფიცრები, რომელთა ცხენებსაც ში-
შისგან ფეხი უსხლტებათ, უზარმაზარ, გადაჭიმულ ჩირგვნარს გა-
დაჰყურებენ, სადაც ლურჯი კაცები გაუჩინარებულან, თითქოს მიწამ
ჩაყლაპაო. სენეგალელ ქვეით ჯარისკაცებს დახოცილი თანამებ-
რძოლები ბრძოლის ველიდან გამოჰყავთ, მიწაზე დაცემულ ჩამო-
ძენძილ ათასობით კაცს და ქალს კი ისე ჩაუვლიან, ზედაც არ უყურე-
ბენ. სადღაც, ხეობის ფერდობზე, ეკლიან ბუჩქებს შუა ახალგაზრდა
ბიჭი მკვდარი მეომრის ცხედართან ზის და დაჟინებით მისჩერებია
დასისხლიანებულ სახეზე მის ჩამქრალ თვალებს.

299
18

ამომავალი მზით განათებულ ქუჩაში ახალგაზრდა ბიჭი ნაბიჯის


აუჩქარებლად გაჩერებული მანქანების რიგს მიარღვევს. გამხდარი
სხეულით ძარების გასწვრივ მისრიალებს. მისი ანარეკლი სარკეებ-
ზე, გაკრიალებულ ფრთებზე, ფარებზე დახტის. მაგრამ ამას არ უყუ-
რებს, სხვა რამით არის დაკავებული. თითოეული ავტომობილისკენ
ოდნავ იხრება და კორპუსის შიგნით სკამებს, სკამების ქვეშ იატაკს,
უკანა ფარებს, წვრილმანი ნივთებისთვის განკუთვნილ ყუთებს ზვე-
რავს.
სრული სიჩუმეა. მარტოდმარტოა დიდ ცარიელ ქუჩაში, რომელ-
საც მზე დილის პირველ ნათელს ჰფენს, კრიალასა და შეუბღალავს.
უკვე ძალიან ლურჯი, გამჭვირვალე, მოწმენდილი ცაა. ზღვიდან
ზაფხულის ქარი უბერავს, ქუჩებში იჭრება. სწორ გამზირებში, პატა-
რა ბაღებში კორიანტელს აყენებს, პალმის ხეებსა და მაღალ არაუ-
კარიებს არხევს.
რადიქსს ძალიან უყვარს ზაფხულის ქარი. ეს ის ბოროტი ქარი კი
არ არის, მტვერს რომ აყენებს ან ის, ძვალ-რბილში რომ ატანს, არა-
მედ მსუბუქი ქარია, სასიამოვნო სურნელით გაჟღენთილი. ზღვისა
და ბალახის სუნი მოაქვს, დაძინების სურვილს აღძრავს. რადიქსი
ბედნიერია იმით, რომ ღია ცის ქვეშ, მიტოვებულ ბაღში, ზღვის პი-
რას, მაღალი ფიჭვის ფესვებში თავჩარგულს ეძინა.
მზის ამოსვლამდე გამოეღვიძა და ზაფხულის ქარის მოვარდნა
იგრძნო. ერთხანს ძაღლივით ბალახში იგორავა, შემდეგ ზღვისკენ
ისე გაიქცა, რომ ერთხელაც არ გაჩერებულა.
გზის ამაღლებული ადგილიდან დიდხანს გადაჰყურებდა. მშვე-
ნიერსა და მშვიდს ღამის ნაცრისფერი ჯერ კიდევ არ გადასვლოდა.
ალაგ-ალაგ აისის ლურჯი და ვარდისფერი ლაქები ედო. ერთხანს
ცივ კლდეებზე დაშვება, ტანსაცმლის გახდა, წყალში ჩაყვინთვაც
მოუნდა. ეს ზაფხულის ქარმა მოიყვანა ზღვასთან, წყალი დაანახვა,
მაგრამ გაახსენდა, რომ დრო აღარ რჩებოდა, უნდა აჩქარებულიყო,

300
რადგან ხალხი სადაცაა გაიღვიძებდა. მაშინ ქუჩებს აუყვა და მან-
ქანებს დაუწყო ძებნა.
ახლა მწვანეში ჩაფლულ მაღალკორპუსებიან კვარტალს მიად-
გება. პარკის ხეივნებს მიჰყვება, იქ, სადაც მანქანები დგას. ბაღებში,
სადამდისაც მისი მზერა სწვდება, არავინაა. შენობების შტორები
ჯერ კიდევ დაშვებულია, აივნები – ცარიელი. ზაფხულის ქარი შენო-
ბების ფასადს ეხეთქება და შტორებს აჯახუნებს. მიმოზებისა და დაფ-
ნების ტოტებში სასიამოვნო ხმაური გაისმის. მაღალი პალმები ტკა-
ცუნით ირხევა.
ნელა თენდება. ჯერ ცა, შემდეგ მაღლა,შენობები განათდება.
ფარნები ცრიაგდება. რადიქსს ძალიან უყვარს ეს დრო, რადგან ქუ-
ჩებში ჯერ ისევ სიწყნარეა, სახლები დაკეტილია, ადამიანის ჭაჭანე-
ბა არ არის. თითქოს მარტო ის იყოს ამ სამყაროში. შენობების ხეივ-
ნებს ნელა მიუყვება, ასე ჰგონია, მთელი ქალაქი მას ეკუთვნის, რომ
სხვა არავინაა. შესაძლოა, როგორც უბედურების შემდეგ ხდება
ხოლმე, სანამ ამ უკაცრიელ ბაღში ეძინა, ქალები და კაცები გაიქ-
ცნენ, მთებში გაიხიზნნენ, სახლები და მანქანები მიატოვეს.
რადიქსი წინმიიწევს გაჩერებული მანქანების გასწვრივ. მათ
შიგნით ცარიელ სკამებს, უძრავ საჭეებს უყურებს და უცნაური შეგ-
რძნება ეუფლება, თითქოს ვიღაც უთვალთვალებს, ემუქრება. შენო-
ბების მაღალ კედლებს ახედავს, ფასადებს თავზე განთიადის მო-
ვარდისფრო სხივი ადგას. მაგრამ შტორები ისევ ჩამოშვებულია,
ფანჯრები მიხურული, დიდი აივნები ცარიელი. მონაბერი ქარი ჩუმ,
სასიამოვნო ხმაურს გამოსცემს, ხმაურს, რომელიც ადამიანების-
თვის არ არის განკუთვნილი. და რადიქსი ისევ გრძნობს, თანდათა-
ნობთ როგორ ატანს ქალაქში სიცარიელე, ადამიანების ხმაურსა და
მოძრაობას ცვლის.
შესაძლოა, სანამ მას ზღვისპირა ფიჭვის ფესვებში თავჩარგულს
ეძინა, იდუმალად, თითქოს სხვა სამყაროდან მოსულიყო, ზაფხუ-
ლის ქარმა ყველა მცხოვრები, ქალი თუ კაცი მიაძინა. ახლა ისინი
დახურულდარაბებიან ბინებში, თავიანთ საწოლებში წვანან და და-
უსრულებელ ჯადოსნურ ძილს მისცემიან. ბოლოს და ბოლოს ქალა-

301
ქს შეუძლია დაისვენოს, ამოისუნთქოს. დაცარიელებულ ქუჩებში
ავტომანქანები დგანან, მაღაზიები დაკეტილია, ფარნები და წითე-
ლი შუქები ჩამქრალი. ბალახსაც შეუძლია მშვიდად ამოყოს თავი
ასფალტის ნაპრალებიდან, ბაღები ტყეებად იქცნენ, თაგვებმა და ჩი-
ტებმა ყველაგან უშიშრად იმოძრაონ, როგორც მაშინ, სანამ ადამია-
ნები გაჩნდებოდნენ.
რადიქსი მცირე ხნით ყოვნდება, ყურს უგდებს. ახლა სწორედ ჩი-
ტები იღვიძებენ ხეებზე: შოშიები, ბეღურები, შაშვები. განსაკუთრე-
ბით ხმამაღლა შაშვები ჭახჭახებენ. ერთი პალმიდან მეორისკენ
მძიმედ მიფრინავენ, ან ფართო პარკინგების დასველებულ გუდ-
რონზე ხტიან. ახალგაზრდა ბიჭს ძალიან უყვარს შაშვები, შავი ლა-
მაზი კაბებითა და მეტისმეტად ყვითელი ნისკარტებით. რაღაც უც-
ნაურად დახტიან, ფხიზლად, ოდნავ გვერზე გადახრილი თავით.
ქურდებს ჰგვანან და ამიტომაც უყვარს რადიქსს. მასავით ცოტა და-
უფიქრებლები, ცოტა თაღლითები განსაცდელის მოახლოებას
გულგამგმირავი სტვენით იტყობინებიან. სიცილიც იციან, ყელიდან
რაღაც გუგუნივით ამოსდით, რაც რადიქსსაც ღიმილს ჰგვრის. რა-
დიქსი ნელა მიუყვება პარკინგებს და დროდადრო შაშვებს სტვენით
ეხმიანება. შესაძლოა, სანამ ბიჭს მიყრუებულ ბაღში, ზღვისპირა მა-
ღალი ფიჭვის ფესვებში თავჩარგულს ეძინა, ქალებმა და კაცებმა
დიდი ქალაქი დატოვეს, ისე უხმაუროდ, თითქოს არაფერიო და მა-
თი ადგილი შაშვებმა დაიკავეს. რადიქსს ეს აზრი ახალისებს, შაშ-
ვებს ბანს აძლევს, კიდევ უფრო ხმამაღლა უსტვენს, თითებს იხმარს,
შაშვებს უნდა დაუდასტუროს, რომ მართლაც ყველაფერი მათ ეკუთ-
ვნით – სახლები, ქუჩები, ავტომობილები, მაღაზიები და ისიც კი,
რაც შიგნითაა.
სინათლე ნელ-ნელა პარკს, შენობებს ედება. მანქანების სახუ-
რავებზე, ბუჩქების ფოთლებზე ცვრის წვეთები კიაფობს. რადიქსი
თავს ძალას ატანს, რომ არ გაჩერდეს და ამ მბზინავ წვეთებს ყურება
არ დაუწყოს. დიდი პარკინგის სიცარიელეში ამ თეთრი, მაღალკედ-
ლებიანი, შტორებდაშვებული, ცარიელი აივნების ფონზე ისინი მო-
ჭარბებული ძალით ბრწყინავენ, თითქოს ერთადერთი ნამდვილი

302
და ცოცხალი რამ იყოს. ზღვიდან მონაბერ ქარში ოდნავ ციმციმებენ,
თითქოს ათასობით გაშტერებული თვალი სამყაროს მისჩერებო-
დეს.
აქ, პარკინგებში ისევ ბუნდოვნად შეიგრძნობს ყოვლისმომცველ
განსაცდელს, საფრთხეს, რომელიც არ ტოვებს. ბიჭი ვერ ხედავს,
ვერ გაუგია, ეს მზერაა თუ შუქი. საფრთხე იმალება გაჩერებული
მანქანების ბორბლებქვეშ, მინების ანარეკლში, ქუჩის ფარნების
მბჟუტავ სინათლეში, დილის მიუხედავად, მაინც რომ ანთია. კანი
ეხორკლება, გულისცემა ჯერ უნელდება, შემდეგ უხშირდება, ხე-
ლისგულებზე ცივი ოფლი ასხამს.
ჩიტები გაფრინდნენ. მხოლოდ ნამგალა მერცხლები დაფრინა-
ვენ მთელი სისწრაფით და ჭიკჭიკებენ. შაშვებმა ბეტონის მსხვილ
ბლოკებს გადაუფრინეს და ცა ჩაწყნარდა. ქარი ნელა დგება. გან-
თიადი დიდ ქალაქში მცირე ხანს გასტანს ხოლმე, ერთი წამით სას-
წაულებრივად გამოანათებს და უმალვე გადადის. უკვე თენდება.
ცას ნაცრისფერი და ვარდისფერი გადასდის, მქრქალი ფერი ედება.
რეზერვუარების მაღალი საკვამურებიდან ამოსული მომწამვლელი
ბოლი დასავლეთის მხარეს ნისლში ახვევს.
რადიქსი ყველაფერ ამას ხედავს, ყველაფერს,რაც ხდება და გუ-
ლი ეკუმშება. მალე უკვე ქალები და კაცები დარაბებსა და კარებებს
გამოაღებენ, შტორებს ასწევენ და აივნებზე გადმოდგებიან, ქალა-
ქის ქუჩებში გამოეფინებიან, მსუბუქი ავტომობილებისა და სატვირ-
თო მანქანების ძრავებს აამოძრავებენ, მანქანებს დაძრავენ და ყვე-
ლაფერს ბოროტი თვალებით დაუწყებენ ცქერას. აი ამ მზერას, ამ
მუქარას გრძნობს. რადიქსს დღე არ უყვარს. მხოლოდ ღამე უყვარს
და აისი. როცა ირგვლივ სიწყნარეა, ადამიანის ჭაჭანება არ არის,
როცა ღამურებისა და მაწანწალა კატების გარდა არანაირი სულ-
დგმული არ ჩანს.
და ისევ პარკინგს მიუყვება, უფრო მეტი ყურადღებით ზვერავს
გაჩერებული ავტომობილების სალონებს. დროდადრო რაღაც საინ-
ტერესოს აწყდება. ჩავლისას კარის სახელურს ხელს სწრაფად უცა-
ცუნებს, იქნებ ღია დარჩათო.

303
სამი მანქანა შეიგულა, მათი კარების საკეტები ღიაა, მაგრამ ამ-
ჯერად თავს ანებებს, დარწმუნებულია, რომ არ ღირს წვალებად. გა-
დაწყვეტს, კვარტალს შემოუაროს და მალევე დაბრუნდეს. მშვიდა-
დაა, იცის, რომ გახსნილი მანქანების გაქურდვას დიდი დრო არ
დასჭირდება.
მზის სინათლე ცაში, ხეებზე თანდათანობით მატულობს თვითონ
მზე კი ჯერ არ ჩანს. მშვენიერი თბილი შუქი იფანტება, ცას ედება.
რადიქსს დღე კი არა,მზე უყვარს და აღტაცებით ელოდება მის ამოს-
ვლას. ბოლოს და ბოლოს გავარვარებული დისკო თვალებში სხივს
სტყორცნის და რადიქსი ერთი წამით თვალმოჭუტული ჩერდება.
იცდის, საკუთარ გულისცემას უსმენს. საფრთხეს მოუცავს. სა-
იდან მოდის, ვერ გაუგია. დღის სინათლე მატულობს და მასთან ერ-
თად შიშიც, რომელიც ათასობით ლურჯშტორებიანი თეთრი მაღა-
ლი კედლიდან, ანტენებიანი მოსწორებული სახურავიდან, სლიპი-
ნაღეროიანი მაღალი პალმების კენწეროებიდან აწვება. განსაკუთ-
რებით სიჩუმე აშინებს, დღის სიჩუმე და ქუჩის ჯერ კიდევ განათებუ-
ლი ელექტროფარნების ყურთასმენის წამღები ბზუილი. თითქოს სა-
მუდამოდ შეწყდა ადამიანებისა და ძრავების ჩვეული ხმაური, თით-
ქოს ძილმა მოიმწყვდია, საკუთარ გარსში მოაქცია გაჩერებული
ძრავები, ამდენი შევიწროებული ყელი, თვალდახუჭული სახე.
– კარგი, მოდი, აბა შევუდგეთ.
რადიქსი დროდადრო ხმამაღლა ლაპარაკობს საკუთარი თავის
გასამხნევებლად. ხელებს ისევ კარების სახელურებს უცაცუნებს.
თვალებით ძარების ცივ სალონს ზვერავს. მზის სინათლე კორპუსსა
და პარპრიზზე ნამის წვეთებს აელვარებს.
– არაფერია... არაფერი.
სიჩქარეში შიში ავიწყდება. დღე იწელება, ყოველივე ქათქა-
თებს. მზე უკვე გადავიდა მაღალი შენობების სახურავებიდან. უკვე
უეჭველად ზღვას დაჰნათის, ტალღების წვერებზე მოკიაფე ანარეკ-
ლებს აციმციმებს. რადიქსი წინ ისე მიდის, რომ ირგვლივ არ იყურე-
ბა.
– კარგია, მშვენიერია.

304
ერთ-ერთი კარი ღიაა. ახალგაზრდა ბიჭი მანქანაში უხმოდ შე-
ცურდება, ხელებს სკამების ქვეშ, კუთხეებში, კარების ჯიბეებში
ყოფს, ნივთების შესანახ ყუთებს აღებს, უსინათლოსავით სწრაფად,
მოქნილად აცეცებს.
– არაფერია.
არაფერია, მართლაც არაფერია: მანქანის ინტერიერი სარდაფი-
ვით ცივი და ნესტიანია.
– არამზადები!
შეშფოთებას სიბრაზე მოჰყვება. ბიჭი გზას განაგრძობს, შენობე-
ბის გასწვრივ თითოეული მანქანის სალონს ზვერავს. უცებ ძრავე-
ბის გუგუნსა და ტოლების ხმაურზე შეხტება, მწვანე ფურგონს ეფა-
რება და ისე უყურებს, ნაგვის მანქანა როგორ ცლის ნაგავს. მანქანა
შენობებს გარს ისე უვლის, რომ პარკინგში არ შედის. დაფნის ღო-
ბეები და პალმის ხეები ნახევრად ფარავს. რადიქსი მას ყანყალით
სიარულისა და ამოზნექილი ზურგის გამო ლითონის უცნაურ მწერს,
ალბათ ხოჭოს ამსგავსებს.
როდესაც ყველაფერი წყნარდება, რადიქსი ფურგონის გადახ-
სნილ ნაწილში თავისთვის საინტერესო კონტურებს შენიშნავს.უკა-
ნა მინას მიუახლოვდება და ფორთოხლისფერი პოლიეთილენის
პარკში ჩაწყობილ უამრავ ტანსაცმელს დაინახავს. ტანსაცმელი წი-
ნაც არის. ფეხსაცმლის კოლოფებიცაა. ძირში კი, დასაჯდომთან
სულ ახლოს, გაუთვითცნობიერებელი თვალისთვის ძნელად შესამ-
ჩნევი რადიოტრანზისტორის კუთხეა. ფურგონის საკეტები ჩაკეტი-
ლია, მინა ნახევრად ჩაწეული. რადიქსი მთელი ძალით ექაჩება,
სარკის კიდეს ეკონწიალება, ბოლომდე რომ ჩამოსწიოს. მინა მი-
ლიმეტრ-მილიმეტრობით ეშვება. რადიქსს უკვე შეუძლია თავისი
მოგრძო, გამხდარი მკლავით უსაფრთხოების ღილაკს მისწვდეს და
ამოგლიჯოს. კარს აღებს და მანქანაში წინ შეცურდება.
ფურგონს მუქი მწვანე, ხელოვნურ ტყავგადაკრული დიდი, ღრმა
დასაჯდომები აქვს. რადიქსს სიამოვნებს მანქანის შიგნით ყოფნა.
ერთი წამით ცივ დასაჯდომზე ჯდება, საჭეს ხელს ადებს და დიდი
პარპრიზიდან პარკინგებსა და ხეებს გასცქერის. როცა თავს ატრია-

305
ლებს, პარპრიზის ზურმუხტისფრად შეღებილი ზედა ნაწილი უცნაუ-
რად ირეკლება ცაში. საჭის მარჯვნივ რადიოა. რადიქსი ღილაკებს
აჭერს, მაგრამ არ ირთვება. შემდეგ სხვადასხვა საგნების შესანახი
ყუთის ღილაკს აჭერს ხელს. თავსახური იღება. ყუთში საბუთები,
ბურთულიანი ფანქარი და შავი სათვალე აწყვია.
რადიქსი წინა დასაჯდომის საზურგეს აბიჯებს და გადახსნილი ნა-
წილისკენ მისრიალებს. ტანსაცმელს სწრაფად ათვალიერებს.
ახალთახალი ტანსაცმელი, კოსტიუმები, პერანგები, ქალის კოს-
ტიუმები და სვიტერები თავიანთივე პოლიეთილენის პარკებში აწ-
ყვია. რადიქსი ჯერ ტანსაცმელის შეკვრას, შემდეგ ფეხსაცმელების,
ჰალსტუხების, ყელსახვევების ყუთებს გვერდით მოიდებს. ტანსაც-
მელს შარვლებში ტენის, და რომ არ გაცვივდეს, ბოლოებს უკვან-
ძავს. უცებ რადიო-ტრანზისტორი გაახსენდება. წინა დასაჯდომის-
კენ მისრიალებს, თავი იატაკზე უდევს, ხელებს უცაცუნებს, ოდნავ
წამოსწევს. ღილაკს თითს დააჭერს. ამჯერად მუსიკა გაისმის, გიტა-
რის ბგერები ისე მირაკრაკებს და მიჰყვება ერთმანეთს, როგორც
ჩიტების გალობა განთიადისას.
სწორედ მაშინ ესმის მოახლოებული პოლიციელების ხმა. ისე
მოჰპარვიან, ვერც კი შეუშნიშნავს. ალბათ მართლაც ვერ გაიგონა
ბორბლების შეუმჩნეველი ხმაური წრიული ხეივნის გუდრონმოს-
ხმულ ხრეშზე, ვერც აწეული შტორების ჩხრიალი, საიდანღაც, შუ-
ქით გადათეთრებული შენობის წყნარი და უზარმაზარი ფასადიდან.
შესაძლოა, რაღაც სხვამ შეაშფოთა, როცა ტრანზისტორის მუსიკას
უსმენდა პირქვე დამხობილი. შიგნით, სხეულში, თვალებს უკან ან,
შესაძლოა, მის მთელ არსებაშიც კი რაღაც იკუმშებოდა, ვიწროვდე-
ბოდა. სიცარიელე ფურგონის კორპუსს სიცივესავით ავსებდა. სწო-
რედ ამ დროს წამოდგა და პოლიციელების შავი მანქანა დაინახა.
მანქანა სწრაფად მისრიალებს პარკინგის გასასვლელში. გუდ-
რონსა და წვრილხრეშზე ბორბლები წყლის მსგავს ხმაურს გამოს-
ცემს და რადიქსი მკაფიოდ ხედავს პოლიციელების სახეებს, მათ შავ
ფორმებს. იმავე წუთს ზემოდან, შენობის ერთ-ერთი აივნიდან, იქი-
დან, სადაც შტორი სულ ახლახანს აიწია, ვიღაცის მკაცრ და შიშისმ-

306
ომგვრელ გამოხედვას გრნობს.
როდემდის უნდა დარჩეს ასე, ამ დიდ მანქანაში ცხოველივით
მოკუნტული? ხვდება, რომ პოლიციელები მისკენ მოდიან, ამაში უკ-
ვე ეჭვიც აღარ ეპარება. უცებ სხეული მოუდუნდება, ფურგონის წინა
კარიდან ხტება და ტროტუარზე პარკინგის გალავნისკენ გარბის.
პოლიციელები შენიშნავენ, მანქანა სიჩქარეს უმატებს, პარკში
ხმები, მოკლე შეძახილები გაისმის. მათ დიდი, თეთრი კედლები
ირეკლავს. რადიქსს ესმის გულის გამაწვრილებელი სტვენა, თავს
მხრებში რგავს, თითქოს ტყვიები უნდა აიცილოს. გული ისე ძლი-
ერად უცემს, რომ მის გარდა სხვა თითქმის აღარაფერი ესმის. თით-
ქოს პარკინგის მთელი მოედანი, შენობები, პარკის ხეები და გუდ-
რონიანი ხეივნები მასთან ერთად ცახცახებენ, თრთიან, ტკივილს
განიცდიან.
მირბის, მირბის, მისი ფეხები ხან გუდრონიან მიწას, ხან ბორ-
დიურების ფხვიერ მიწას ედებიან. ყვავილების გაზონებს, ბუჩქოვან
ღობეებს ახტებიან. რაც შეუძლიათ სწრაფად გარბიან ფეხები. ში-
შისგან თავგზააბნეულთ და დაუოკებელთ ვერ გაუგიათ, საით მიდი-
ან, არ იციან, სად გაჩერდნენ. წინ პარკინგის გამყოფი მაღალი კე-
დელია. შეძლებენ კი ფეხები გადახტომას? კედელს მიჰყვებიან, გა-
ჩერებულ მანქანებს შორის გაძრომას ლამობენ, ბიჭს არ სჭირდება
მიტრიალება, ისედაც კარგად იცის, რომ პოლიციელების შავი ავ-
ტომობილი აქვე, სულ ახლოსაა, მთელი სისწრაფით უხვევს, ბორ-
ბლებს აჭრიალებს და ძრავას აშიშინებს. შემდეგ უკან მიჰყვება
გრძელ სწორ ხაზზე, რომლის ბოლოშიც გამზირი იშლება. რადიქ-
სის პატარა სხეული ტყიდან გამოვარდნილი კურდღელივით გარ-
ბის. პოლიციელების შავი მანქანა იზრდება, ეწევა, მისი ბორბლები
გუდრონიანი ხრეშით დაგებულ ხეივანს შთანთქავს. რადიქსი გარ-
ბის და თან შენობის ფასადზე, თითქმის ყველგან, აწეული შტორების
ხმა ესმის. ასე ჰგონია, აივნებზე ყველა მის საცქერლად არის გად-
მოყუდებული. უცებ კედელში გასასვლელს ხედავს, შესაძლოა, კა-
რიც კი იყოს და რადიქსის სხეული ამ გასასვლელში ძვრება. ახლა
უკვე კედლის იქითაა, სულმთლად მარტო ფართო გამზირზე,რომე-

307
ლიც ზღვაზე გადის. სამ-ოთხ წუთს იგებს, სანამ პოლიციელების შა-
ვი მანქანა პარკინგის გამოსასვლელამდე მიაღწევს და გამზირის-
კენ გაუხვევს. დაფიქრებაც არ სჭირდება, ყველაფერს ისე ხვდება,
თითქოს მის ნაცვლად საგულედან ამოვარდნილი გული და ფეხები
ფიქრობდნენ.
საით გაიქცეს? გამზირის ბოლოში, სულ რაღაც ას მეტრში ზღვა,
კლდეებია. ბიჭი ინსტინქტურად იქით გარბის. ისე სწრაფად, რომ
დღის თბილი ჰაერისგან თვალები ცრემლებით ევსება. ყურში უკვე
ქარის ხმაური აღარ ესმის. გზის შავი ბაფთის გარდა, რომელსაც
მზის სინათლე მთელი ძალით დაჰკაშკაშებს, ვეღარაფერს ხედავს.
სულ ბოლოში, ლავგარდნიანი კედლის ზემოთ კი ერთმანეთში გა-
დასულ რძისფერ ზღვას და ცას. სიგნალების ხმაური შენობებს შო-
რის მთელ სივრცეს ავსებს. ისე ჩქარა მირბის, რომ უკვე არც ეს სა-
შინელი ბგერები, არც პოლიცაიის შავი მანქანის ბორბლების ხმა
ესმის.
სულ რამდენიმე ნახტომი კიდევ, ფეხებო, კიდევ რამდენჯერმე
აძგერდი, გულო, კიდევ, კიდევ, ზღვა უკვე არც ისე შორსაა, ცა და
ზღვა ერთმანეთში ირევა. იქ აღარც სახლებია, არც კაცები, არც მან-
ქანები. ამ დროს ბიჭის სხეული ლავგარდნიდან გზატკეცილზე ხტება
და პირდაპირ გაერთიანებული ზღვისა და ცისკენ მირბის, იმ შველი-
ვით, რომელსაც სადაცაა ძაღლების ხროვა უნდა შეესიოს. დიდი,
ლურჯი ავტობუსი მოქრის, ჯერ კიდევ ანთებული ფარებით. გამობე-
რილ პარპრიზს ამომავალი მზე უელვარებს. სწორედ ამ დროს ტო-
ლის გულგამგმირავ ხმაურსა და მუხრუჭების ღრჭიალში რადიქსის
სხეულიკაპოტსა და ფარებს შეასკდება.
ცოტა მოშორებით, პალმების პარკის განაპირას უზომოდ დანაღ-
ვლიანებული ახალგაზრდა ქალი გაშეშებული დგას, აჩრდილივით,
და დაჟინებით შესცქერის ამ სურათს. ადგილიდან არ იძვრის, მხო-
ლოდ იყურება. ხალხი კი ყოველი მხრიდან გზას აწყდება, ავტობუ-
სის, შავი მანქანისა და იმ სადასაფარებლის ირგვლივ იყრის თავს,
რომელიც ქურდის დამტვრეულ სხეულზე გადაუფარებიათ.

308
19

ტიზნიტი, 1910 წლის 23 ოქტომბერი

იმ ადგილას, სადაც ქალაქი უდაბნოს წითელ ქვიშას ერწყმის, გა-


მომშრალი ქვის მაღალ კედლებში, თიხატკეპნილი სახლების ნან-
გრევებში, აქა-იქ შეტრუსული აკაციის ხეებს შორის, იქ, სადაც ქვი-
შის ქარი დანავარდობს, ჭებისგან, პალმის ხეების ჩრდილისგან მო-
შორებით მოხუცი შეიხი კვდება.
ის აქ, ტიზნიტ ქალაქში ხანგრძლივი, უშედეგო მოგზაურობის
შემდეგ მოვიდა. ჩრდილოეთით, დამარცხებული მეფის ქვეყანაში,
უცხოელი ჯარისკაცები ქალაქებს ერთიმეორის მიყოლებით იღებენ,
წინ მიიწევენ, ყველაფერს ანგრევენ, რაც კი გადაეღობებათ. სამ-
ხრეთით, ქრისტიანთა ჯარისკაცები საგიეტ ელ-ჰამრას წმინდა ხე-
ობაშიც შევიდნენ, იმდენად გაკადნიერდნენ, რომ ქალაქი სმარა, მა
ელ-აინინის ცარიელი სასახლეც კი დაიკავეს. უბედურების ქარმა
ვიწრო ღიობებში შეატანა, ქვის კედლებში დაუბერა, ქარმა, რომე-
ლიც გზად ყველაფერს გლეჯს, ყველაფერს აცარიელებს.
ახლა აქეთ უბერავს უსიამოვნო ქარი,ჩრდილოეთიდან წამოსუ-
ლი თბილი ქარი და თან ზღვის ნისლი მოაქვს. ტიზნიტის ირგვლივ,
გზააბნეული პირუტყვივით გაფანტულ ლურჯ კაცებს ქოხებისთვის
შეუფარებიათ თავი და ელოდებიან.
მთელ ბანაკში მხოლოდ ქარის ხმაური ისმის, აკაციის ტოტებს
ატკაცუნებს, ან დროდადრო პალვანგაყრილი პირუტყვის ბღავილი.
უად ტადლას ხეობაში ჩამოწოლილი სამარისებური სიჩუმე სენეგა-
ლელი ჯარისკაცების შეტევის შემდეგ არ დარღვეულა. მებრძოლე-
ბის ხმა შეწყდა, სიმღერებიც აღარ ისმის, იმაზედაც აღარავინ ლაპა-
რაკობს, თუ რა შეიძლება მოხდეს. ალბათ იმიტომაც, რომ აღარა-
ფერი არ უნდა მოხდეს.
სიკვდილის ქარი უბერავს გამომშრალ მიწაზე. უსიამოვნო ქარი
უცხოელების მიერ დაპყრობილი: მიწებიდან მოგადორში, რაბატში,
ფეზასა და ტანჟერში აღწევს. ამ საშინელ თბილ ქარს, ზღვის დგაფ-

309
უნი მოაქვს, კიდევ უფრო შორიდან კი იმ დიდი თეთრი ქალაქების
ღრიანცელი, სადაც ბანკირები, ვაჭრები პარპაშებენ.
ტალახით აშენებულ, ნახევრად ჭერჩამოქცეულ სახლში მოხუცი
შეიხი დატკეპნილ მიწაზე გაშლილ ლაბადაზე წევს. სულის შემხუთ-
ველი სიცხეა. ჰაერი ბუზებისა და ბზიკების ხმაურით არის გაჟღენთი-
ლი. ნეტა თუ იცის, ყველაფერი რომ დაიკარგა, ყველაფერი დას-
რულდა? გუშინ, გუშინწინ, სამხრეთელმა შიკრიკებმა ახალი ამბები
მოუტანეს, მაგრამ მან არ ისურვა მათი მოსმენა. შიკრიკებმა სამ-
ხრეთის ამბები – სმარას ჩაბარება, მა ელ-აინინის უმცროსი ვაჟების
ჰასენასა და ლარდაფის ტაგანტის ზეგნისკენ, ხოლო მულაი ჰიბას
ატლასის მთებში გაქცევა არავის გაუმხილეს. აქედან კი ახალი ამ-
ბავი მიაქვთ, მათთვის, ვინც იქ ელოდება: დიდი შეიხი მა ელ-აინინი,
სადაცაა სულს დალევს. ვეღარაფერს ხედავს, კრიჭაშეკრული
აქვს.დიდი შეიხი ტიზნიტის ყველაზე ღარიბულ სახლში მათხოვარი-
ვით კვდება, თავისი ვაჟიშვილებისგან და თავისი ხალხისგან მოშო-
რებით.
დანგრეული სახლის ირგვლივ რამდენიმე კაცი ზის. ესენი ბერიქ
ალ-ლაჰის ტომის გადარჩენილი ლურჯი მეომრები არიან. ისე გამო-
იქცნენ და გადმოიარეს მდინარე ტადლას ველი, რომ უკან არც კი
მიუხედავთ, არც კი უცდიათ, რამეში გარკვეულიყვნენ. დანარჩენები
სამხრეთისკენ მიბრუნდნენ, თავიანთსავე გაკვალულ გზებს დაად-
გნენ, რადგან იმედი გადაეწურათ, რადგან მიხვდნენ, რომ აღ-
თქმულ მიწას არავინ დაუბრუნებდა. მაგრამ ისინი მიწისთვის არ იბ-
რძოდნენ, დიდი შეიხი უყვარდათ, წმინდანის სწორად მიაჩნდათ და
თაყვანს სცემდნენ. მან მისცა ღვთაებრივი ლოცვა-კურთხევა, რამაც
მასთან ფიცის სიტყვებივით დააკავშირა.
დღეს ნურიც მათთანაა. მტვრიან მიწაზე ზის. თავიტოტების სახუ-
რავისთვის შეუფარებია. ნახევრად ჭერჩამონგრეულ, ტალახიან
სახლს მისჩერებია,რომელშიც დიდი შეიხია გამომწყვდეული. ჯერ
კიდევ არ იცის, მა ელ-აინინი რომ უნდა მოკვდეს.
უკვე რამდენიმე დღეა, გარეთ არ დაუნახავს. ადრე გაჭუჭყიანე-
ბული თეთრი ლაბადით, მსახურის მხარზე დაყრდნობილი გამოდი-

310
ოდა ხოლმე, უკან პირველი ცოლი, მულაი სებაას, ლომის დედა მე-
იმუნა ლალა მოჰყვებოდა. ტიზნიტში ჩამოსვლისთანავე მა ელ-აი-
ნინმა შიკრიკები აფრინა თავის ვაჟების მოსაყვანად. მაგრამ შიკრი-
კები უკან არ დაბრუნებულან. ყოველ საღამოს, ლოცვის დაწყებამ-
დე, მა ელ-აინინი შინიდან გამოდიოდა და ჩრდილოეთისკენ იმ გზას
გაჰყურებდა, სადაც მულაი ჰიბა უნდა გამოჩენილიყო. ახლა უკვე
გვიანაა, აშკარაა, რომ მისი ვაჟები აღარ მოვლენ.
ორი დღეა, რაც მხედველობა დაკარგა, თითქოს სიკვდილმა ჯერ
თვალები წაართვა. როცა შინიდან იმისთვის გამოდიოდა, რომ
ჩრდილოეთისკენ გაეხედა, უკვე მხოლოდ თვალებით კი აღარ ეძებ-
და თავის ვაჟს, არამედ მთელი სახით, ხელებით, სხეულით ნატრობ-
და მულაი ჰიბაას გამოჩენას. ნური მსახურებით გარშემორტყმულ
მის მსუბუქ, თითქმის ლანდისებრ სილუეტს შეჰყურებდა, რომელ-
საც უკან ლალა მეიმუნას შავი აჩრდილი მისდევდა. და ნური
გრძნობდა, სიკვდილის სიცივე პეიზაჟს როგორ ამუქებდა, თითქოს
ღრუბელს მზე დაემალა.
ნურს უსინათლო მეომარი ახსენდებოდა, ხეობაში, მდინარე
ტადლას კალაპოტში გაწოლილი. ახსენდებოდა მეგობრის ჩაფერ-
ფლილი სახე, ალბათ უკვე ყორნებისაგან დაკორტნილი და ყველა
ის, ვინც გზაში დაღუპულა, ვინც მზისა და ღამეს შეატოვეს.
ის კი ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილ ქარავანს შეუერთდა და მთე-
ლი დღეების განმავლობაში ასე, შიმშილისა და დაღლილობისგან
ქანცგაწყვეტილებმა იარეს. დევნილებივით ყველაზე ძნელად სა-
ვალ გზებზე გარბოდნენ. ქალაქებში შესვლას ერიდებოდნენ, ჭების
წყლის გასინჯვასაც ძლივს ბედავდნენ. მაშინ გახდა დიდი შეიხი
ავად და ტიზნიტის შემოსასვლელთან, ამ მტვრიან მიწაზე მოუხდათ
გაჩერება, აქ, სადაც უსიამოვნო ქარი ქროდა.
ლურჯი კაცების უმრავლესობა დრაას ზეგნებისაკენ მიმავალ
გზას, ისევ ამ უმიზნო, უსასრულო გზას დაადგა ,საკუთარ ნაფეხუ-
რებს ეძებდა.ნურის დედ-მამა უდაბნოსკენ გაბრუნდა, მაგრამ ნურს
არშეეძლო, მათ გაჰყოლოდა, შესაძლოა, ისევ სასწაულს ელოდე-
ბოდა, შეიხის მიერ აღთქმულ მიწას.

311
მიწას, სადაც მშვიდობა და ბარაქა ელოდებოდა, სადაც უცხოე-
ლი ჯარისკაცები ვერასოდეს შეაღწევდნენ. ლურჯი კაცები ერთმა-
ნეთს მიჰყვებოდნენ, თავიანთ ჯოგებს მიერეკებოდნენ. გზაზე კი იმ-
დენი გვამი ეყარა! ვეღარასოდეს დაიბრუნებდნენ უწინდელ სიმშვი-
დეს, უბედურების ქარი მათ აღარ მოასვენებდა.
ზოგჯერ გაიგონებდი: „მულაი ჰიბა მოდის, მულაი სებაა, ლომი,
ჩვენი მეფე!“ მაგრამ ეს მხოლოდ მირაჟი იყო, მირაჟი, რომელიც სა-
მარისებურ სიჩუმეში იფანტებოდა.
ახლა უკვე გვიანაა, რადგან შეიხი მა ელ-აინინი კვდება. ქარიც
ჩადგომას აპირებს, ჰაერის სიმძიმე კაცებს ფეხზე წამოაგდებს. ყვე-
ლა ფეხის წვერებზე იწევა, დასავლეთისკენ იყურება, იქით, სადაც
მზე დაბალი ჰორიზონტისკენ ეშვება. დანის პირივით ბასრქვებიანი
სილანარევი მიწა გამდნარი ლითონივით ბრწყინავს. ცა სიფრიფანა
ნისლით იფარება, მის მიღმა მზე უზომოდ გაფართოებული წითელი
დისკოსავით მოჩანს.
ვერავის გაუგია, ქარი უეცრად რატომ ჩადგა, არც ის, თუ რატომ
ადევს ჰორიზონტს ეს უცნაური და დამწვრის ფერი. ნური ისევ
გრძნობს, სიცივე სიცხესავით როგორ ატანს მასში და კანკალი
აიტანს. ძველი, დანგრეული სახლისკენ მიტრიალდება, იქით, სადაც
მა ელ-აინინია. სახლისკენ ნელა მიდის, თავისდაუნებურად რაღაც
იზიდავს, შავ კარს თვალს ვერ აშორებს,
მა ელ-აინინის მეომრები, ბერიქ ალ-ლაჰები სახლისკენ მიმა-
ვალ ბიჭს მოღუშულები ხვდებიან, მაგრამ წინ არავინ ეღობება. დაღ-
ლილი და ცარიელი გამომეტყველება აქვთ, თითქოს სიზმარში იყ-
ვნენ. ნეტა ამ უშედეგო სიარულის დროს მათაც ხომ არ და კარგეს
მხვედველობა, უდაბნოს მზემ და ქვიშამ მათაც ხომ არ დაუვსო თვა-
ლები?
ნური ნელა მიიწევს ქვაღორღიან მიწაზე, ტალახისკედლებიანი
სახლისკენ. ჩამავალი მზე ძველ კედლებს დაჰნათის, კარის
ჩრდილს ამუქებს.
ახლა ნური ამ კარით ისევე შედის, როგორც უწინ, მამამისთან
ერთად წმინდანის სამარხში შევიდა.

312
სიბნელე თვალს სჭრის, ერთი წუთით შეჩერდება, სახლის ნო-
ტიო სიგრილეს გრძნობს. თვალი რომ შეეჩვევა დიდ, ცარიელ ოთა-
ხს, დატკეპნილი მიწის იატაკს დაინახავს. ოთახის სიღრმეში მოხუცი
შეიხი ლაბადაზე წევს, თავი ქვაზე უდევს. შავ ლაბადაში გახვეული,
ჩადრჩამოფარებული ლალა მეიმუნა გვერდით უზის.
ნური გარინდებული, სუნთქვაშეკრული დგას. კარგა ხნის შემ-
დეგ, ლალა მეიმუნა მის მზერას გრძნობს და თავს მისკენ მიაბრუ-
ნებს. შავ პირბადეს აიწევს და მშვენიერ სპილენძისფერ სახეს გა-
მოაჩენს. თვალები სიბნელეში უბრწყინავს, ლოყებზე ცრემლები ჩა-
მოსდის. ნურს გულისცემა უჩქარდება, შუა სხეულში მძაფრ ტკი-
ვილს გრძნობს. კარისკენ იწევს. უკვე წასვლას აპირებს, მაგრამ ამ
დროს მოხუცი ქალი ეძახის და ნურიც შუა ოთახისკენ მიემართება.
ოდნავ მოუხრია ტკივილს. შეიხს რომ უახლოვდება, მუხლებს ვე-
ღარ იმორჩილებს და ხელებგაწვდილი მიწაზე მძიმედ ეცემა. მა ელ-
აინინის თეთრ ლაბადას ეხება, სახეს ნესტიან მიწას ადებს. არ ტი-
რის, არაფერს ამბობს, არაფერზე ფიქრობს, მაგრამ შალის ლაბა-
დას ისე ებღაუჭება და ეჭიდება, რომ ხელები სტკივა. მის გვერდით,
გვაქვავებული, შავ ლაბადაში გახვეული ლალა მეიმუნა საყვარელ
კაცს უზის, ვეღარაფერს ხედავს, აღარაფერი ესმის.
მა ელ-ანინი მძიმედ სუნთქავს, ქოშინით. უჭირს გულმკერდის
ამოწევა, ხრინწიანი ხმა მთელ სახლში ისმის. სიბნელეში მისი ჩა-
მომდნარი სახე კიდევ უფრო თეთრი, თითქმის გამჭვირვალეა.
ნური მოხუც კაცს დაჟინებით მისჩერებია, თითქოს მის მზერას
მოახლოებული სიკვდილის შეფერხება შეეძლოს. მა ელ-აინინის
ნახევრად ღია ტუჩები სიტყვებს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ცრის, მაგრამ მა-
შინვე ხროტინი ახშობს. შესაძლოა, ისევ თავისი ვაჟების მუჰამად
რებოს, მუჰამად ლარდაფის, ტალების, ჰასენას, საადბუს, აჰმედ ეშ-
შემსის – მზის სახელებს ღიღინებს. განსაკუთრებით კი იმის სა-
ხელს, ვის გამოჩენასაც ყოველ საღამოს ელოდა ჩრდილოეთის გზა-
ზე, ვისაც დღესაც ელოდება, აჰმედ დეჰიბას, ვისაც მულაი სებაას,
ლომს ეძახიან.
ლალა მეიმუნა შავი ლაბადის კიდით მა ელ აინინს სახეზე – შუბ-

313
ლსა და ლოყებზე ოფლის წვეთებს სწმენდს, მაგრამ ის ქსოვილის
შეხებასაც ვერ გრძნობს.
დროდადრო მკლავებს ჭიმავს, გულმკერდს წამოსწევს,წამოჯ-
დომას ცდილობს, ტუჩები უცახცახებს, თვალები ბუდეებში უტრი-
ალებს. ნური უახლოვდება, მეიმუნას მა ელ-აინინის წამოწევაში ეშ-
ველება. წამოსვამენ და ერთხანს ასე უჭირავთ. რამდენიმე წუთის
განმავლობაში მსუბუქი სხეული წარმოუდგენელ ენერგიას ავლენს.
ერთხანს ასე დამჯდარი ძლებს, ხელები წინ აქვს გაწვდილი, თით-
ქოს უნდა წამოდგეს. მისი ჩამომდნარი სახე ღრმა მწუხარებას გამო-
ხატავს. ამ ცარიელი გამომეტყველების, თვალის ამ მკრთალი გარ-
სის შემყურე ნურს შიში იპყრობს. უსინათლრ მეომარი ახსენდება,
რომელსაც მა ელ-აინინმა თვალებზე ხელი შეახო, ნაიარევ სახეზე
სული შეუბერა. ახლა კი მა ელ-აინინიც განიცდის სიმარტოვეს, თავს
რომ ვერ დააღწევ, ისეთ სიმარტოვეს. უკვე აღარავის ძალუძს მისი
მზერის სიცარიელე ამოავსოს.
ნური ისე იტანჯება, რომ ვეღარ ჩერდება. ამ ჩამობნელებული,
სიკვდილით მოცული სახლის დატოვება, ქვიშაში გაქცევა, ჩამავა-
ლი მზის ოქროსფერ სინათლეში გასვლა სურს.
უეცრად საკუთარი ხელების, საკუთარი სუნთქვის ძალას
გრძნობს. ნელა, თითქოს ძველ მოძრაობებს იხსენებს, მა ელ-აი-
ნინს ხელისგულს შუბლზე მდუმარედ გადაუსვამს. თითების ბოლო-
ებს ნერწყვით დაისველებს და წუხილისგან აცახცახებულ მის ქუთუ-
თოებს ეხება. მოხუც კაცს ნაზად შეუბერავს სულს სახეზე, ტუჩებსა
და თვალებზე, გულმკერდზე მკლავს შემოავლებს და მსუბუქი სხე-
ულიც დიდი ხნით მიენდობა, უკან გადაწვება.
ახლა მა ელ-აინინს სახე თითქოს უწყნარდება, ტანჯვაც გადაუვ-
ლის. თვალდახუჭული მოხუცი ძალიან მშვიდად, უხმაუროდ სუნ-
თქავს, თითქოს უნდა ჩაიძინოს. ნურიც მშვიდდება, სხეულის შიგ-
ნით ტკივილი ეხსნება. ოდნავ უკან იხევს, მაგრამ შეიხს თვალს არ
აშორებს. შემდეგ სახლიდან გამოდის. ლალა მეიმუნას შავი ჩრდი-
ლი მიწის იატაკზე წვება დასაძინებლად.
გარეთ ნელა ღამდება. ჩიტები ჭყივილით გადაუფრენენ უადის ზე-

314
დაპირს პალმების წარაფისკენ. ზღვის თბილი ქარი დროდადრო
ისევ უბერავს, ჩამონგრეული სახურავის ფილებს ამტვრევს. მეიმუნა
დგება, ზეთის ლამპას ანთებს, შეიხს წყალს ასმევს. კარის ზღურ-
ბლთან ნური ვერ იძინებს, გული ყელში ებჯინება. ღამეში რამდენ-
ჯერმე, მეიმუნა ანიშნებს თუ არა, მოხუცებულს უახლოვდება, შუბ-
ლზე ხელს უსვამს და ტუჩებსა და ქუთუთოებზე სულს უბერავს. მაგ-
რამ დაღლამ და დარდმა ძალა გამოაცალა და მა-ელ აინინს ვერაფ-
რით უქარვებს იმ წუხილს, რის გამოც მოხუცს ტუჩები უცახცახებს.
შესაძლოა, თავისივე ტკივილის გამო სულსაც ისე ვეღარ უბერავს.
სანამ განთიადის პირველი სხივი ამოიწვერება, გარეთ სიწყნა-
რეა და ჰაერიც არ იძვრის, და პატარა ხმაურს, მწერის უმნიშვნელო
ზუზუნსაც ვერ გაიგონებ, მა ელ-აინინი კვდება. მეიმუნა, რომელსაც
მისი ხელი უჭირავს, მაშინვე ხვდება და გვერდით უწვება მას, ვინც
ასე უყვარს. გულამომჯდარი ტირის. ამ დროს კართან მდგარი ნური
უკანასკნელად გახედავს თეთრ ლაბადაში ჩაწოლილ დიდი შეიხის
სუსტ სილუეტს, ისე მსუბუქს, თითქოს მიწაზე მიცურავსო და იქაუ-
რობას უკუსვლით ეცლება. სულ მარტოა ფერფლისფერ ველზე, სავ-
სე მთვარით განათებულ ღამეში. მწუხარება და დაღლა შორს არ უშ-
ვებს, იქვე, მიწაზე, ეკლიანი ბუჩქების გვერდით დაეგდება და მაშინ-
ვე ჩაეძინება. არც კი ესმის ლალა მეიმუნას ხმა, რომლის ტირილიც
სიმღერას წააგავს.

315
20

ერთ დღესაც ისე წავიდა, რომ არაფერი უთქვამს. დილით ადგა,


სანამ ირიჟრაჟებდა, როგორც იქ, თავის ქვეყანაში სჩვეოდა, როცა
უდაბნოს კარისკენ ან ზღვაზე გადიოდა. დიდ საწოლში ჩაძინებული,
ზაფხულის სიცხით გათანგული ფოტოგრაფის სუნთქვას ყური მიუგ-
დო. გარეთ უკვე გაისმოდა შავნამგალას ყურთასმენისწამღები ჭიკ-
ჭიკი, შორიდან კი ალბათ სარწყავი მანქანის წყლის ნაკადის სუსტი
ხმაური აღწევდა. ლალა ყოყმანობდა,ვერ გადაეწყვიტა,ფოტოგრა-
ფისათვის სამახსოვროდ რა დაეტოვებინა. რადგან სხვა არაფერი
ჰქონდა, საპნის ნატეხი აიღო და თავისი ტომის ის ცნობილი ნიშანი
დახატა, რომელსაც პარიზში, ქუჩაში თავის ფოტოებს ახატავდა
ხოლმე:

რადგან ამ ნახატს დიდი ხანია იცნობს, თანაც გულს მიაგავს.


შემდეგ ქალაქის ქუჩებში გავიდა. უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა,
რომ უკან აღარასოდეს დაბრუნდებოდა.
მთელი დღეებისა და ღამეების განმავლობაში მატარებლით ქა-
ლაქიდან ქალაქში, ქვეყნიდან ქვეყანაში გადადიოდა. სადგურებში
მატარებლებს იმდენ ხანს ელოდებოდა, რომ უკვე ფეხებს ვეღარ
ღუნავდა, ზურგი და დუნდულები სტკიოდა.
ხალხი მიდი-მოდიოდა, საუბრობდა, აქეთ-იქით იყურებოდა. ამ
ახალგაზრდა, დაღლილი ქალის სილუეტს კი, ასეთ სიცხეში კოჭე-
ბამდე ჩაშვებული ძველი, უცნაური პალტოთი, ყურადღებას არავინ
აქცევდა. ალბათ ვინმე მათხოვარი ან ავადმყოფი ეგონათ. ზოგჯერ,
ვაგონებში ხალხი მიმართავდა. მაგრამ მას არ ესმოდა მათი ენა და
მხოლოდ ღიმილით პასუხობდა.
შემდეგ გემი მაზუთიან ზღვაზე ნელა მისრიალებს, ალხესირასს
ტოვებს, გეზს ტანჟერისკენ იღებს. გემბანზე მზე და მარილი გიზგიზ-

316
ებს. ხალხი ჩრდილს აფარებს თავს. კაცები, ქალები, ბავშვები თავი-
ანთ მუყაოს ყუთებსა და ჩემოდნებს მისხდომიან. დროდადრო ზოგი
სევდის განსაქარვებლად, დუდღუნა და სევდიან სიმღერას მღერის.
შემდეგ სიმღერის ხმა წყდება და მხოლოდ ძრავას გუგუნი ისმის.
ბორტის ბადეებიანი საწოლიდან ლალა მუქლურჯ ,მბზინავ, მო-
ლივლივე ზღვას გადაჰყურებს. გემის თეთრ კვალში დელფინები
ხტიან, ერთმანეთს მისდევენ, აქეთ-იქით მიცურავენ. ლალას თეთ-
რი ფრინველი ახსენდება, ზღვის ნამდვილი უფლისწული, პლაჟზე
რომ დაფრინავდა მოხუცი ნამანის სიცოცხლეში. გული უფრო სწრა-
ფად უცემს, გაბრუებული იყურება, თითქოს მართლა ხედავდეს.
მკლავები ზღვისკენ აქვს გაშვერილი, კანზე მზის სიდამწვრეს, ძველ
სიდამწვრეს გრძნობს და ცის უზომოდ მწველ, მშვენიერ სინათლეს
ხედავს.
დუდღუნა სიმღერის მომღერალი კაცების ხმა უცებ აფხიზლებს
და გრძნობს, თვალებიდან ცრემლები როგორ ჩამოსდის. თუ რა-
ტომ, ვერ გაუგია. დიდი ხნის წინ მოსმენილი ეს დუდღუნა და სევდია-
ნი სიმღერა თითქოს ნახევრად წაშლილი, ძველი სიზმარიდანაა.
შავკანიანები რიგრიგობით მღერიან, უბრალოდ, რწევა-რწევით, ნა-
ხევრად მოჭუტული თვალებით. ჯიქის პერანგები და ტილოს მოკლე
შარვლები აცვიათ, სხვა არაფერი. შიშველი ფეხები იაპონურ სან-
დლებში აქვთ გაყოფილი.
როცა მათი სიმღერა ესმის, ლალა შიგნით, სულის სიღრმეში
გრძნობს, როგორ ენატრება თეთრი მიწა, მაღალი პალმები, წითე-
ლი ხეობები, ქვაღორღიანი ველები, დიდი, უკაცრიელი პლაჟები,
ტოლისა და გუდრონიანი ქაღალდის სახურავებიანი ტალახისა და
ფიცრების სოფლები. თვალს ოდნავ მოჭუტავს და ეს ყველაფერი
თვალწინ წარმოუდგება. თითქოს არც კი წასულიყოს, თითქოს მხო-
ლოდ ერთი-ორი საათით წაეძინა.
თანაც ღრმად, მასში, მისი გამობერილი მუცლის შიგნით ბავშვიც
მოძრაობს, ინძრევა, კანის შიგნით ისე ურტყამს, რომ მუცელი სტკი-
ვა. ბავშვზე ფიქრობს, გარეთ რომ იწევს, დაბადება რომ მოსწყურე-
ბია, უკვე რომ ცოცხლობს, უკვე რომ ოცნებობს. ოდნავ ცახცახი აი-

317
ტანს, ხელებს შუა გამობერილი მუცელი უჭირავს, ზურგით რკინის
მორყეულ კედელს მიყუდებულს სხეული გემის მძიმე რწევისთვის
მიუნდვია. ღიღინებს, თავისთვის, ბავშვისთვისაც, რომელიც აღარ
ურტყამს და უსმენს ამ ძველ სიმღერას, აამას დედამისისგან რომ გა-
ეგონა და მღეროდა ხოლმე:
ერთ დღესაც ყორანი გათეთრდება, ზღვა დაშრება, კაქტუსის
ყვავილიდან თაფლს ამოიღებენ, აკაციის ტოტებით საწოლს ააგე-
ბენ. ერთ დღესაც, ოჰ, ერთ დღესაც, გველს პირში გესლი დაუშრება,
თოფის ტყვიები უვნებელი გახდება, და ამ დღეს მე დავტოვებ ჩემს
სიყვარულს...
ძრავების გუგუნი მის ხმას ფარავს, მაგრამ შიგნით, მუცელში, უც-
ნობ ბავშვს მისი სიტყვები იავნანასავით ჩაესმის და აძინებს. აი მა-
შინ, მხნეობა რომ მოიკრიბოს, კიდევ უფრო ახმაურდება, უფრო ხმა-
მაღლა წაიმღერებს საყვარელ სიმღერას:
– ხმელ-თა-შუ-ა-ა-ა...
გემი ნელა მიცურავს ზღვაში, ჩამოწოლილი ცის ქვეშ. ახლა უკვე
ჰორიზონტზე ნაცრისფერი, ულამაზო ლაქა მოჩანს, ზღვას ღრუბე-
ლივით მიჰკვრია: ეს ტანჟერია, ყველას სახე ამ ლაქისკენ მიუტრია-
ლებია, ხალხი დუმს. შავკანიანებიც აღარ მღერიან. გემის ფორშტე-
ვენს აფრიკა ნელ-ნელა უახლოვდება, მოკრძალებული და უკაცრი-
ელი. ზღვის წყალი ნაცრისფერდება, ნაკლებად ღრმაა, ცაშიც ნაც-
რისფერი, გამხდარი და დამფრთხალი თოლიები გამოჩნდნენ.
ნუთუ ყველაფერი შეიცვალა? ლალას მარსელში თავისი პირვე-
ლი გამგზავრება ახსენდება, როცა ჯერ კიდევ ყველაფერი:ქუჩები,
სახლები, ადამიანები მისთვის უცნობი იყო.
აამას ბინა ახსენდება, სასტუმრო „სენტ-ბლანში“, წყალსატევე-
ბის მახლობლად მდებარე დაუსახლებელიადგილები, ყველაფერი,
რაც ამ დიდ, სახიფათო ქალაქში უკან დარჩა. რადიქსი ახსენდება,
ფოტოგრაფი, ჟურნალისტები. ყველა ისინი ლანდებს დამსგავსები-
ან. არაფერი შემორჩა ტანსაცმლისა და აამას ნაჩუქარი წაბლისფე-
რი პალტოს გარდა, და კიდევ ფული, ქინძისთავით შეკრული ახალი
ქაღალდის ფულის მთელი დასტა, რომელიც წამოსვლამდე ცოტა

318
ხნით ადრე ფოტოგრაფის ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო. მაგრამ
თითქოს მსგავსი არაფერი მომხდარა. თითქოს არც არასოდეს და-
უტოვებია ფიცრებისა და გუდრონიანი ქაღალდების სიტე, არც ის
კლდოვანი ზეგანი და გორაკები, სადაც არტანი ცხოვრობს, თითქოს
მხოლოდ ერთი-ორი საათით წაეძინა.
გემის კიჩოსკენ მოშიშვლებულ ჰორიზონტს გაჰყურებს, შემდეგ
ნაცრისფერი მიწის ნაჭერს და მთას, რომელზედაც არაბული ქალა-
ქის სახლები ერთგვარ ილაქებივით იკვეთება. ძაგძაგი აიტანს,
რადგან ბავშვი მუცელში ღონივრად უბაგუნებს.
ავტობუსი სილიან გზაზე მისრიალებს, გზადაგზა გლეხების, ქა-
ლებისა და ბავშვების ასაყვანად ჩერდება. ლალა ისევ უცნაურ
თრობას განიცდის, მთლიანად სინათლით არის გარემოცული. ავ-
ტობუსი ყოველი მხრიდან წვრილი სილის ბუღშია გახვეული, რომე-
ლიც კაბინაში აღწევს, ყელზე ეკვრის, თითებს შუა ჭრაჭუნებს. სი-
ნათლეს, ხვატსა და მტვერს ლალა მძაფრად შეიგრძნობს, როგორც
ახლად გამოსულ კანს, ახალ ამოსუნთქვას.
განა შეიძლება, კიდევ სხვა რამ არსებობდეს? არსებობს კი სხვა
სამყარო, სხვა სახეები, სხვა სინათლე? მოგონებების მირაჟი აქოში-
ნებული ავტობუსის ხმაურში, ხვატსა და მტვერში იშლება. სინათლე
ყველაფერს აკრიალებს, ყველაფერს ჩამორეცხს, როგორც უწინ,
კლდოვან ზეგანზე. ლალა ისევ გრძნობს, იდუმალი მზერა თავს რო-
გორ დასტრიალებს, არ ეშვება. კაცების ლტოლვითა და ნდომით
აღსავსე მზერა კი არა, არამედ იმ კაცის იდუმალი მზერა, რომელიც
იცნობს და ღმერთივით განაგებს.
ავტობუსი მტვრიან გზაზე მისრიალებს, მაღლა მთებზე ადის.
ყველგან გველის გამოცვლილი კანის მსგავსი გამომხმარი, გადახ-
რუკული მიწაა. ამდენი სინათლისგან ავტობუსის სახურავი გადახუ-
რებულა. კაბინაში ისე ცხელა, თონეში გეგონება თავი. ლალა
გრძნობს, როგორ ჩამოსდის ოფლი შუბლზე, კისერზე, ზურგზე. ავ-
ტობუსში სიმშვიდეა, ხალხს აღელვება არ ეტყობა. კაცები შალის
ლაბადებში გახვეულან, ქალები სკამებს შორის იატაკზე ჩაცუცქუ-
ლან, სახეზე მოლურჯო-მოშავო ჩადრები ჩამოუფარებიათ.

319
მხოლოდ მძღოლი მოძრაობს, იმანჭება, სარკეში იყურება. ზოგ-
ჯერ ლალას თვალს თვალში გაუყრის, მაგრამ ლალა სახეს არი-
დებს. მსუქანი, ბრტყელსახიანი კაცი სარკეს ისე აყენებს, უკეთ რომ
უყუროს. შემდეგ ბრაზდება და ისევ თავის ადგილს მიუჩენს, თავს
ანებებს. რადიო ბოლომდეა აწეული, უსტვენს და ხშუის, ელექტრო-
ანძასთან ჩავლისას კი დუდღუნა მუსიკას გაბმული ბღუილი ახშობს.
ავტობუსი მთელი დღე გუდრონიან და მტვრიან გზაზე მისრიალე-
ბს, დამშრალ მდინარეებზე გადადის, ტალახიანი სოფლების წინ
ჩერდება, სადაც შიშველი ბავშვები ელოდებიან. გაძვალტყავებული
ძაღლები ავტობუსს გვერდით მისდევენ, ბორბლების გამოღრღნა
სურთ. სუსტი ძრავას გამო ავტობუსს დროდადრო უკაცრიელი ვე-
ლის შუაგულში უხდება გაჩერება. სანამ ბრტყელცხვირა მძღოლი
ღია კაპოტზე ფრქვევანას გასაწმენდად არის გადახრილი, კაცები და
ქალები ჩამოდიან, ავტობუსის ჩრდილში სხდებიან ან მოსაშარდად
რძიანას ბუჩქებს ეფარებიან. ზოგი ჯიბიდან პატარა ლიმონს იღებს
და დიდხანს წუწნის ენის წკლაპუნით.
ავტობუსი ისევ გზებზე მიჯაყჯაყებს, მთებზე ადის, ასე, შეუჩერებ-
ლად, ჩამავალი მზის მიმართულებით. მალე უდაბნოს უკაცრიელ
სივრცეებს წყვდიადი ეუფლება, ქვებს შთანთქავს, მტვერს ნაცრად
აქცევს. ასეთ ღამეში უეცრად ავტობუსი ჩერდება და შორს, მდინა-
რის მეორე ნაპირზე ლალა სინათლეებს შენიშნავს. გარეთ თბილი
ღამეა, მწერების ბზუილსა და გომბეშოების ყიყინს ყურთასმენა მი-
აქვს, მაგრამ ამდენ ხანს ავტობუსით მგზავრობის შემდეგ ეს სიჩუმეს
ჰგავს.
ლალა ავტობუსიდან ჩამოდის, მდინარეს ნელა მიუყვება. აბა-
ნოების შენობა ეცნობა, მდინარის ფონიც. მდინარე შავია, მოქცევამ
წყლის სუსტი ნაკადი განდევნა. ლალა ფონზე გადადის. წყალი კან-
ჭების შუამდე სწვდება. მაგრამ მდინარის სიგრილე ეამება. სიბნე-
ლეში ქალის სილუეტს ხედავს, ქალს თავზე შეკრულა ადევს, გრძე-
ლი კაბა მუცლამდე აქვს აკეცილი.
ოდნავ მოშორებით, მეორე ნაპირზე გაკვალული ბილიკი სიტემ-
დე მიდის. შემდეგ ალიზის და ფიცრის სახლები იწყება, ერთი, მეო-

320
რე, მესამე. მაგრამ ლალა სახლებს ვეღარ ცნობს. ყველგან ახალი
სახლებია, მდინარის ნაპირზეც კი, რომელიც წყალდიდობისას იტ-
ბორება. ელექტროგანათება დატკეპნილ მიწიან ქუჩებს ცუდად ანა-
თებს. ფიცრებისა და ტოლის სახლები მიტოვებული გეგონება. ლა-
ლას ჩურჩულის ხმა, ჩვილი ბავშვების ტირილი ესმის, სადღაც ქა-
ლაქის ბოლოდან კი ძაღლის რაღაც უჩვეულო წკავწკავი. გაკვა-
ლულ გზას მიჰყვება, ჩოგბურთის სანდლებს იხდის, მიწის მარცვლე-
ბი და სიგრილე უკეთ რომ შეიგრძნოს.
აქ, სიტეს ქუჩებში, სულ ერთი და იგივე ალერსიანი მზერა მიუძ-
ღვის, ყველაფერს სწვდება, ერთდროულად ყოველი მხრიდან, ცის
სიღრმიდანაც მოდის, ქარს მოჰყვება. ლალა ნაცნობ სახლებს ჩაუვ-
ლის, მინავლებული ნაკვერჩხლის სუნი სცემს. ქარის ხმა ეცნობა,
ქარი გუდრონიანი ქაღალდის ფურცლებსა და ტოლებს ათამაშებს.
ეს ყველაფერი მეხსიერებაში ერთბაშად აღუდგება, თითქოს აქედან
არასოდეს წასულიყოს, თითქოს მხოლოდ ერთი-ორი საათით წა-
ეძინოს.
მაშინ, ნაცვლად იმისა, რომ იკიკერის სახლისკენ წავიდეს, რო-
მელიც იქით, წყაროს გვერდით დგას, სილახვავების გზას დაადგება.
დაღლილობისგან სხეული უმძიმდება, თირკმლები სტკივა, მაგრამ
უცნობი მზერა წინ მიუძღვის და ხვდება, რომ სოფელი უნდა დატო-
ვოს. ფეხშიშველი რაც შეიძლება სწრაფად მიარღვევს ეკლიან ბუჩ-
ქებსა და ჯუჯა პალმებს, სილახვავებამდე მიდის.
აქ არაფერი შეცვლილა. უწინდელივით ნაცრისფერ სილახვა-
ვებს მიჰყვება, ხანდახან ჩერდება, აქეთ-იქით იყურება, მსუქანი მცე-
ნარის ღეროს მოტეხს, თითებით ჭყლეტს, თავისთვის საყვარელი
წიწაკისმაგვარი სუნი რომ შეიგრძნოს. ყოველ ხევს, ყოველ ბილიკს
ცნობს, რომლებიც ქვა-ღორღიანი გორაკებისკენ, ბაცი ნიადაგების-
კენ მიდის, მათაც, რომლებიც არსად არ მიდის. მშვიდი, უკუნი ღა-
მეა, ლალას თავზე ვარსკვლავები დანათის. ნეტა მათთვის რა დრო
გავიდა? ისე კი თითქოს ადგილიდან არ დაძრულან, ისევ ისე კიაფო-
ბენ ჯადოსნური ლამპრებივით. შესაძლოა, სილახვავები იძრა, მაგ-
რამ ამას როგორ მიხვდები? რქიანი და ბრჭყალებიანი ძველი ჩონ-

321
ჩხი, ასე რომ აშინებდა ხოლმე, აღარსად ჩანს. აღარც გადაგდებუ-
ლი კონსერვის ყუთებია, აქა-იქ ბუჩქებიც გადამწვარა. მათი ტოტები
ცეცხლის დასანთებად დაუტეხიათ.
ლალა მაღლა, სილახვავებზე თავის ადგილს ვეღარ პოულობს.
პლაჟისკენ მიმავალი გასასვლელიც ქვიშას დაუფარავს. რის ვაი-
ვაგლახით, ქოშინით მიცოცავს ცივი ქვიშის სილახვავებზე, ქედამდე
ადის. თირკმლების მწვავე შეტევისგან უნებურად კვნესის. კვნესა
რომ არ აღმოხდეს, კბილს კბილზე აჭერს და მღერის. იმ სიმღერას
იხსენებს, რომელსაც უწინ შიშის დასაძლევად წაიმღერებდა ხოლ-
მე.
– ხმელთა-შუ-ა-ა!..
ცდილობს წაიმღეროს, მაგრამ კრიჭა ეკვრის, არ შეუძლია. ახლა
პლაჟის მაგარ ქვიშაზე მიაბიჯებს, ზღვის ქაფთან სულ ახლოს. ქარი
ისე აღარ უბერავს. ღამით ღელვის მსუბუქი ხმაური ისმის, ლალა
ისევეა გაბრუებული, როგორც გემსა და ავტობუსში იყო, თითქოს ეს
ყველაფერი მის დაბრუნებას ელოდებოდა. შესაძლოა, ეს საიდუმ-
ლოს, ეს სერის მზერის გამოცაა, რომელიც პლაჟს არ ტოვებს, ვარ-
სკვლავების შუქს, ზღვის ხმაურს, ქვის სითეთრეს შერევია. ასეთ გა-
ჭიმულ ღამეში შიში გეფანტება, წყვდიადიც არ გაშინებს, მსგავსი
ღამე ლალას ჯერ არასოდეს უნახავს.
ახლა იმ ადგილს უახლოვდება, სადაც მოხუც ნამანს უყვარდა ნა-
ვის გამოყვანა, ფისის შეთბობა და ბადეების შეკეთება. მაგრამ ეს
ადგილი ცარიელია. ღამეს შთაუნთქავს უსასრულო, უკაცრიელი
პლაჟი. მხოლოდ ლეღვის ხე ჩანს ქვიშის ბორცვებში ამოზიდული.
ფართო ტოტები ხშირი ქარისგან უკან აქვს გადაყრილი. მისი მძაფ-
რი და უსიამოვნო სუნი სცემს. უხარია, ფოთლების შრიალს შეჰყუ-
რებს, სილახვავების ძირში, ხესთან ახლოს ჯდება და მას დიდხანს
მიაჩერდება, თითქოს მოხუცი მებადური შეიძლება ყოველ წამს გა-
მოჩნდეს.
დაღლილობა სხეულს უმძიმებს, ტკივილი მკლავებსა და ფეხებს
უბუჟებს. ცივ ქვიშას მინდობილი ქვევით ჩასრიალდება, ზღვის ხმა-
ურითა და ლეღვის სურნელით დამშვიდებულს უმალვე ჩაეძინება.

322
აღმოსავლეთიდან მთვარე გამოანათებს. ღამის წყვდიადში
კლდოვანი ბორცვების თავზე იწევა. მისი მკრთალი ნათელი ზღვასა
და ქვიშის ბორცვებს ანათებს, ლალას სახეს აბანავებს. მოგვიანე-
ბით, შუაღამისას ზღვიდან თბილი ქარი ამოვარდება, ლალას სახეზე
გადაუვლის, თმას უწეწავს, ქვიშას აყრის. უზარმაზარი ცაა, დედამი-
წა კი არ ჩანს. დაბლა, თანავარსკვლავედების ქვეშ ბევრი რამ შეც-
ვლილა, გადასხვაფერებულა, სიტეების გარშემოწერილობა გაზ-
რდილა, სახლები ერთგვარი ხავსებივით მოსდებიან ხეობებს, ყუ-
რეებისა და სანაპირო ზოლებისთვის შეუფარებიათ თავი. სილისა
და სევდის ღრუბელში ხალხი ამოხოცილა, სახლები დანგრეულა. აქ
კი, პლაჟზე, ლეღვის ხის გვერდით, სადაც მოხუცი ნამანი მოდიოდა
ხოლმე, თითქოს არაფერია შეცვლილი, თითქოს ახალგაზრდა
ქალს ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ეძინა.
მთვარე ზევით მიიზლაზნება, სანამ ზენიტს არ მიაღწევს, შემდეგ
დასავლეთისკენ, შუა ზღვაში ეშვება. მოკრიალებული, უღრუბლო
ცაა. უდაბნოში, მინდვრებისა და კლდოვანი გორაკების გადაღმა,
ქვიშის ფარული სიცივე წყალივით ედება ყველაფერს. თითქოს აქ
მთელ დედამიწას, მთვარეს და ვარსკვლავებსაც კი სუნთქვა შეუწ-
ყვეტიათ, მათთვის დრო შეჩერებულა.
მზის პირველ ამობრწყინებას – ფიჟარს – ბუნება გარინდული
ხვდება.
უდაბნოში კურდღელს დადევნებულ მელას, ტურასაც ვერ დაინა-
ხავ. რქოსანი გველი, მორიელი, ყურბელა შავი ცის ქვეშ, ცივ მიწაზე
გაშეშებულან, ფიჟარი წამოსწევიათ და ქვებად, ქვის მტვრად, ოთ-
რქლად უქცევია, რადგან მისი დადგომისას ცის დრო დგება დედა-
მიწაზე, ცოცხალ არსებებს სხეულს უყინავს, ზოგჯერ სუნთქვას უჩე-
რებს, სიცოცხლესაც კი უსწრა
ფებს. ლალა სილახვავის ნაპრალში შეყუჟულა, ადგილიდან არ
იძვრის, კანი ეხორკლება, კიდურები უცახცახებს, კბილები უკაწკა-
წებს, გაღვიძებით კი არ ეღვიძება.
ამ დროს მეორე, თეთრი განთიადი დგება. სინათლე ცის სიშავეს
აპობს. უმალვე ზღვის ქაფს, კლდეების მარილიან ქერქებს, ბებერი

323
ლეღვის ხის ძირში დაყრილ ბასრ ქვებს აკაშკაშებს. ნაცრისფერი
და მკრთალი ნათელი კლდოვანი გორაკების წვერს ანათებს. ერთი-
მეორის მიყოლებით ვარსკვლავებს – თხას, ძაღლს, გველს, მორი-
ელსა და სამ დობილ ვარსკვლავს – მინტაკას, ალნილამს, ალნი-
ტაკს აქრობს. შემდეგ ცა თითქოს შეირყევა, დიდი, თეთრი სუდარა
აეფარება, რომელიც დარჩენილ ვარსკვლავებს ჩააქრობს. სილახ-
ვავთა ხევში პატარა, ეკლიანი ბალახები ოდნავ თრთის, მათ ბუსუ-
სებზე ნამის წვეთები ციმციმებს.
ლალას ლოყებზე წვეთები ჩამოსდის, ოდნავ, ცრემლებივით.
ახალგაზრდა ქალი იღვიძებს, მაგრამ თვალი ჯერ არ გაუხელია, ხმა-
დაბლა კვნესის, შემდეგ კვნესის ხმა მატულობს, ზღვის გაბმულ ხმა-
ურს ერთვის, რომელიც ყურში ხელახლა ჩაესმის. მუცელში ტკივი-
ლი უვლის, უფრო და უფრო ხშირად ახსენებს თავს, ტალღების ხმა-
ურივით, გარითმულად.
ლალა ოდნავ წამოიწევს ქვიშის საწოლში, მაგრამ ისეთ ძლიერ
ტკივილს გრძნობს, რომ სუნთქვა ეკვრის. უცებ ხვდება, რომ ბავ-
შვის დაბადების დრო დადგა, ახლა, სწორედ აქ, ამ პლაჟზე. და შიში
იპყრობს, ტალღასავით გადაუვლის, რადგან იცის, რომ მარტოა,
რომ ვერავინ მიეშველება, ვერავინ. წამოდგომას ლამობს, ბარბა-
ცით ცივ ქვიშაზე რამდენიმე ნაბიჯს გადაადგამს, მაგრამ ეცემა და
მისი კვნესა კივილში გადადის. აქ მხოლოდ ნაცრისფერი პლაჟია და
ჯერ კიდევ ჩაბნელებული სილახვავები. წინ კი მძიმე, მომწვანო-მო-
ნაცრისფრო, ჯერ კიდევ წყვდიადს შერეული მუქი ზღვა.
ნაპირზე, ქვიშაში ფეხებმოკეცილი წევს. კვნესას ზღვის დუნე
რიტმს უწყობს. ტკივილი ტალღებად, ერთმანეთთან დაშორიშორე-
ბულ გრძელ ზვირთებად ეხეთქება, რომელთა მაღალი წვერი წყლის
ჩაბნელებულ ზედაპირზე მოსრიალებს, დროდადრო უმნიშვნელო
მკრთალ სინათლეს ეჯახება და დგაფუნებს. ლალა თვალს აყოლებს
ზღვაზე მოლივლივე საკუთარ ტკივილს. უყურებს ჰორიზონტის სიღ-
რმიდან, ჩაბნელებული არედან, იქიდან, სადაც ჯერ კიდევ უკუნი ღა-
მეა, ნელ-ნელა აღმოსავლეთით, პლაჟის საზღვრებამდე როგორ
აღწევს, ოდნავ ირიბად ვრცელდება, ქაფის სუფრებს შლის. მაშინ,

324
როცა გამაგრებულ ქვიშაზე წყალი ჭრაჭუნით უახლოვდება, სხვა
აღარაფერი ესმის. ზოგჯერ ძლიერი ტკივილები მოუვლის, თითქოს
მუცელი უნდა გაეხსნას, დაუცარიელდეს და იმდენად ძლიერი კვნე-
სა აღმოხდება, რომ ტალღის ქვიშაზე მისკდომის ხმასაც კი ფარავს.
ლალა მუხლებზე დგება. ცდილობს, სილახვავებს გაჰყვეს და-
ოთხილი, გზამდე მივიდეს. თავს ძალას ატანს, იმდენად, რომ მიუხე-
დავად განთიადის სიცივისა, სულ მთლად ოფლშია გახვითქული.
მაინც ელოდება. თვალები ზღვისთვის მიუპყრია. გზისკენ შეტრიალ-
დება, სილახვავების მეორე მხარეს და იძახის „არტანი! არტა-ა-ნი!“,
როგორც უწინ, როცა კლდოვან ზეგანზე ამოდიოდა, ის კი კლდის
ხევში ემალებოდა ხოლმე. დასტვენასაც ლამობს, მწყემსივით. მაგ-
რამ არ გამოსდის, ტუჩები დახეთქილი აქვს და უცახცახებს.
მალე სიტეში ხალხი გაიღვიძებს, ზეწრებს გადაიძრობს. ქალები
წყაროზე წავლენ დილის წყლის ამოსახაპად. გოგონები შეიძლება
ეკალნარში გავიდნენ გამხმარი ტოტების შესაგროვებლად. ქალები
მაყალს დაანთებენ, რამდენიმე ნაჭერ ხორცს მაყალზე შეწვავენ,
შვრიის ფაფას შეათბობენ, ჩაისთვის წყალს აადუღებენ. მაგრამ ეს
ყველაფერი სიზმარივითაა, შორს, სხვა სამყაროშია. ისევ იქ, იმ
შლამიან დაბლობზე თამაშდება, სადაც ადამიანები დიდი მდინარის
შესართავთან ცხოვრობენ. ან კიდევ უფრო შორს, ზღვის მეორე მხა-
რეს, მათხოვრებისა და ქურდების დიდ, სახიფათო ქალაქში, თეთრი
შენობებითა და მაცდუნებელი მანქანებით. და იმ დროს, როცა მო-
ხუცები სიკვდილს სიჩუმეში შიშით ხვდებიან, ფიჟარი ყოველივეს
თავის თეთრ, ცივ ნათელს ჰფენს.
ლალა გრძნობს რომ იცლება, გული ნელა, ტკივილით უცემს.
ტანჯვის ტალღები უხშირდება, ახლა უკვე ერთ გაბმულ ტკივილად
იქცევა. ტკივილი არ ცხრება, მუცლის შიგნით ღელავს და უბრაგუ-
ნებს. მკლავებზე დაყრდნობილი სხეულს ნელა მიათრევს სილახვა-
ვების გასწვრივ. მის წინ, არც თუ ისე შორს, თეთრი ცის ფონზე, და-
ღორღილ ქვებზე, ნახშირივით შავი ხის სილუეტია აღმართული.
ლეღვის ხე ამსიმაღლედ, ასე ძლიერად არასოდეს მოსჩვენებია.
მსხვილი ღერო უკან გადაგრეხილა, ტოტები გადაუყრია, ლამაზი,

325
მოარშიებული ფოთლები გრილ ქარში შეუმჩნევლად ირხევა, დღის
სინათლეზე ბრწყინავს. განსაკუთრებით მშვენიერი და მძაფრი სურ-
ნელია. სურნელი, რომელშიაც გახვეულა, თითქოს იზიდავს, აბრუ-
ებს და გულს ურევს იმავდროულად, ტკივილის ტალღებთან ერთად
არწევს. სუნთქვა ეკვრის, ტანს ძლივს წამოსწევს, რადგან ქვემოთ
ქვიშა ექაჩება. უკან კი, ქვიშაზე, მისი გაშლილი ფეხები ნაკვალევს
ტოვებს იმ ნავივით, ხმელეთზე რომ მიათრევენ.
ნელა, გაჭირვებით, უზომოდ მძიმე ტვირთს ეზიდება. კვნესის,
როცა აუტანელი ტკივილი არ ცხრება. ხის სილუეტს კი თვალს მაინც
არ აცილებს. შავღეროიან დიდ ლეღვის ხეს ღია ფერის ფოთლები
დღის სინათლეზე უბრწყინავს. რაც უფრო უახლოვდება, მით უფრო
იზრდება, უზარმაზარ ფორმას იღებს, თითქოს მთელი ცა უკავია. მი-
სი ჩრდილი ირგვლივ იმ მუქ ტბასავითაა გაწოლილი, ღამის უკანას-
კნელი ფერები ჯერ კიდევ რომ შერჩენია. ნელა, სხეულის თრევა-
თრევით ლალა ამ ჩრდილს, გოლიათის მკლავებივით მაღალ, ძლი-
ერ ტოტებს აფარებს თავს. აი, სწორედ ეს უნდა. იცის, რომ ამჟამად
მხოლოდ მას შეუძლია დაეხმაროს. ირგვლივ ხის მძაფრი სურნელი
ტრიალებს, მასში აღწევს, ზღვისა და წყალმცენარეების სუნს ერევა.
ეს არის მის განაწამებ სხეულს რომ ამშვიდებს. დიდი ხის ძირიდან
ქვიშა გაფანტულა, ზღვის ჰაერით დაჟანგული, ქარისა და წვიმისგან
მოკრიალებული, გახეხილი კლდეები მოუშიშვლებია. კლდეებს შუა
ძლიერი ფესვები მოჩანს, ლითონის საყრდენების მსგავსი.
კვნესა რომ არ აღმოხდეს, კბილებს აკრაჭუნებს. მკლავები ლეღ-
ვის ღეროსთვის შემოუხვევია და ნელ-ნელა წამოდგომას ლამობს,
მუხლები უკანკალებს. ახლა ტკივილი მის სხეულში ჭრილობასავი-
თაა, რომელიც ნელ-ნელა იხსნება და ირღვევა. ლალა ახლა მხო-
ლოდ იმაზე ფიქრობს, რასაც ხედავს, რაც ესმის, რასაც შეიგ-
რძნობს. ნეტა ვინ არიან მოხუცი ნამანი, არტანი, აამა, თუნდაც ფო-
ტოგრაფი, ნეტა რა ბედი ეწიათ? ახალგაზრდა ქალის მუცლიდან
ამოხეთქილი ტკივილი ზღვის მთელ სივრცეს, სილახვავთა მთელ
სივრცეს ედება. მქრქალ ცამდე ადის, ყველაფერს აღემატება, ყვე-
ლაფერს შლის, ყველაფერს აცარიელებს.

326
ტკივილი მთელ მის სხეულს ძლიერი ხმაურივით ავსებს, მიწაზე
გადაწოლილ მთასავით ამაღლებს.
ტკივილმა დრო შეანელა, გულის რიტმს მისდევს, ფილტვების
სუნთქვის რიტმს, საშვილოსნოს შეკუმშვის რიტმს. ნელა,თითქოს
უზარმაზარ ტვირთს ეწეოდეს, ლალას სხეული ლეღვის ხის ტანთან
მიაქვს. იცის, რომ მხოლოდ მას შეუძლია დაეხმაროს იმ ხესავით,
რომელიც უწინ, მისი გაჩენისას, დედამისს დაეხმარა. უნებურად წი-
ნაპრების მოძრაობები ახსენდება, მოძრაობები, რომელთა მნიშ-
ვნელობასაც ვერ სწვდება, რომლებიც არავის უსწავლებია მისთვის.
მაღალი, დაბურული ხის ძირში ჩაცუცქული კაბის ქამარს იხსნის.
წაბლისფერი ლაბადა ძირს, ქვაღორღიან მიწაზე აქვს გაშლილი.
ქსოვილს გრეხს, უფრო მტკიცე რომ იყოს და ქამარს ლეღვის ხის
პირველსავე მთავარ ტოტზე აბამს. როცა ორივე ხელით ტილოს ქა-
მარს დაეკიდება, ხე ოდნავ შეირხევა, ნამის წვეთები სცვივა, ლალას
სახეზე კამკამა წყალი ეწვეთება. ენას ტუჩებზე გაისვამს, ეამება.
ცაში ახლა წითელი ფერი მძლავრობს. ღამის უკანასკნელი ლა-
ქები ქრება და აღმოსავლეთით, კლდოვან გორაკებზე რძისფერი სი-
თეთრე უკანასკნელი გარიჟრაჟის ცეცხლოვან მზეს უთმობს ად-
გილს. ზღვა მუქდება, თითქმის იისფერი ედება. ტალღების წვერზე
კი მეწამული ნაპერწკლები ელავს და ქაფიც კიდევ უფრო ქათქა-
თებს, ბზინავს. გარიჟრაჟისთვის ასეთი მიძალებით, გაფართოებუ-
ლი, ნატანჯი თვალებით, მწველი სინათლისგან დამწვარი სახით
ჯერ არასდროს უცქერია.
ამ დროს ერთბაშად ძლიერი, გაუსაძლისი კრუნჩხვები ეწყება და
ტკივილი ყოვლისმომცველ, წითელ, დამაბრმავებელ სინათლეს ემ-
სგავსება. რომ არ დაიყვიროს, მხარზე თავისი კაბის ქსოვილს
კბენს, თავზემოთ აწეული ორი მკლავით ტილოს ქამარს ისე მძლავ-
რად ებღაუჭება, რომ ხე შეირხევა და სხეულს მაღლა აიტაცებს. ყო-
ველი მწვავე შეტევისას ლალა შეწყობილად ხის ტოტს ეკიდება. სა-
ხეზე ოფლი ჩამოსდის და თვალს უბნელებს, ტკივილის სისხლისფე-
რი მის თვალწინ ყველაფერს: ზღვას, ცას, ყოველი აზვირთებული
ტალღის ქაფს ედება. კბილს კბილზე აჭერს, მაგრამ ზოგჯერ უნებლ-

327
იეთ ყვირილი მაინც აღმოხდება, რომელსაც მაშინვე ზღვის ხმაური
ახშობს. ეს ერთდროულად მთელი ამ სინათლით, მთელი ამ მარ-
ტოობით გამოწვეული სასოწარკვეთის ამოძახილიცაა და ტკივი-
ლიც. ყოველი შერხევისას ხე ოდნავ იღუნება, თავისი ფართო ფოთ-
ლებით თავს იწონებს. ლალა დროდადრო შეიგრძნობს მის სურ-
ნელს, შაქრისა და მცენარეული წვენის სურნელს. ეს ნაცნობი სურ-
ნელივითაა, ამხნევებს და ამშვიდებს კიდეც. მსხვილ ტოტს ებღაუჭე-
ბა, თირკმლებით ლეღვის ხის ტანს ეხება, ცვრის წვეთები ისევ ხე-
ლებზე, სახეზე, სხეულზე აწვიმს. შავი, პაწაწინა ჭიანჭველები ქა-
მარს ჩაბღაუჭებულ მკლავებზე დაუდიან, სხეულს ჩამოუყვებიან,
რომ შემდეგ გაიქცნენ.
ეს ძალიან დიდხანს გრძელდება, ისე დიდხანს, რომ ლალა
გრძნობს, მკლავების მყესები თოკებივით როგორ უმაგრდება. ტი-
ლოს ქამრისთვის ხელები ისე მაგრად ჩაუჭიდია, რომ ვეღარ უშ-
ვებს. უეცრად გრძნობს, რომ სხეული სასწაულებრივად უცარიელ-
დება, მკლავებით ისევ მთელი ძალით ქამარს ეწევა. ძალიან ნელა,
უსინათლოს მოძრაობით ტილოს ქამარზე უკან მისრიალებს, თირ-
კმლები და ზურგი უკვე ხის ფესვებს ედება. ბოლოს და ბოლოს მის
ფილტვებში ჰაერი შედის და მაშინვე ატირებული ჩვილის მკივანა
ხმა მოესმის.
პლაჟზე, წითელი სინათლე ჯერ ნარინჯისფერში, შემდეგ ოქროს-
ფერში გადადის. მზე სადაცაა აღმოსავლეთით, მწყემსების ქვეყანა-
ში კლდოვან გორაკებს უნდა შეეხოს.
ლალას ბავშვი ხელებში უჭირავს, ჭიპლარს კბილებით ჭრის და
ქამარივით უკვანძავს პაწაწინა მუცელზე, რომელიც ტირილისგან
განუწყვეტლივ უცახცახებს. მაგარ ქვიშაზე ზღვისკენ ტაატით მიცუ-
რავს, მსუბუქ ქაფში იჩოქებს და აჭყივლებულ ბავშვს მარილიან
წყალში ჩააყურყუმელავებს. ფაქიზად გაწმენდს და განბანს. შემდეგ
ხისკენ მიბრუნდება და ბავშვს დიდ, წაბლისფერ ლაბადაზე აწვენს.
იმავე ინსტინქტური მოძრაობით, რომლისაც ვერაფერი გაეგება,
ლეღვის ხის ძირში ქვიშას თხრის და პლაცენტას მარხავს. ბო-
ლოს და ბოლოს ხის ძირში წვება. თავს მაგარ ღეროს ადებს, ლაბა-

328
დას იხსნის, ბავშვს მკერდზე იკრავს და პირთან სავსე ძუძუს მიუტა-
ნს. როდესაც თვალებდახუჭული, ძუძუზე მიკრული პაწაწა წოვას იწ-
ყებს, ლალას უკვე აღარაფრის თავი აღარა აქვს. ერთი წამით მაინც
შეავლებს თვალს დამდეგი დღის მშვენიერ ნათელს და ულურჯეს
ზღვას, მორბენალი ცხოველების მსგავსი დამრეცი ტალღებით. თვა-
ლები ეხუჭება, ძილით კი ვერ იძინებს, თითქოს წყლის ზედაპირზე
დიდხანს მიცურავდეს. გრძნობს, როგორ ეკვრის მკერდზე პატარა,
თბილი არსება, ცხოვრება რომ მოსწყურებია, რძეს ხარბად რომ
წოვს. „ჰავა, ჰავას ქალიშვილი“ გაუელვებს ლალას და ამდენი ტან-
ჯვის შემდეგ გული ისე მოულბება, თითქოს გაუღიმესო. მოთმინე-
ბით ელოდება, იქნებ ფიცრებისა და გუდრონიანი ქაღალდების სი-
ტედან ვინმე ამოვიდეს. შეიძლება ეს ცხრაფეხაზე მოთევზავე ახალ-
გაზრდა მებადური იყოს ან ნაფოტების შესაგროვებლად გამოსული
მოხუცი ქალი, ანდა სულაც ზღვის ჩიტების საცქერლად სილახვავებ-
ზე ამოსული გოგონა. აქ ბოლოს ვიღაც აუცილებლად ამოვა, ამასო-
ბაში კი ლეღვის ხის ჩრდილქვეშ სასიამოვნო სიგრილეა.

329
21

აგადირი, 1912 წლის 30 მარტი

და აი მოვიდნენ, უკანასკნელად გამოჩნდნენ დიდ ველზე, ზღვის


მახლობლად, მდინარის შესართავთან. ყოველი მხრიდან მოდიოდ-
ნენ, ჩრდილოეთიდან იდა უ ტრუმაელები, იდა უ ტამანელები, აიტ
დაუდელები, მესკალაელები, აიტ ჰადიელები, იდა უ ზემზენელები,
სიდი ამილელები, ბიგუდინიდან, ამიზმიზიდან, იქშემრარენიდან.
აღმოსავლეთიდან, ტარუდანტის გადაღმიდან, ტაზენაქტიდან, უარ-
ზაზატიდან, აიტ კალაელები, ასსარაგელები, აიტ კედიფელები, ამ-
ტაზგინელები,აიტ ტუმერტელები, აიტ იუსსელები, აიტ ზარალელე-
ბი, აიტ უდინარელები, აიტ მუდზიტელები, საროს მთებიდან, ბანის
მთებიდან გადმოსულები; ზღვის სანაპიროებიდან, ესსაუირადან
დაწყებული გამაგრებულ აგადირამდე, ტიზნიტიდან, იფნიდან,
აორეორადან, ტან-ტანიდან, გულიმინიდან წამოსულები, აიტ მელუ-
ლელები, ლაუსინელები, აიტ ბელაელები, აიტ ბუკაელები, სიდი აჰ-
მედ უ მუსაელები, იდა გუგმარელები, აიტ ბაჰაელები; უმეტესწილად
კი დიდი სამხრეთიდან წამოსული უდაბნოს თავისუფალი ადამიანე-
ბი იმრაგენელები, არიბელები, ულად იაიაელები, ულად დელიმე-
ლები, არუსიიინელები, კალიფიიაელები, რეგიბატ საელები, სებაა-
ელები, შლეჰურად მოლაპარაკე ხალხი, იდა უ ბელალელები, იდა უ
მერიბატელები, აიტ ბა ამრანელები.
მდინარის პირას შეკრებილიყვნენ. იმდენნი იყვნენ, რომ მთელ
ხეობას ფარავდნენ. მათი უმრავლესობა მეომრები კი არა, ქალები
და ბავშვები, დაჭრილი კაცები, მოხუცები იყო, ვინც უცხოელ ჯარის-
კაცთა მიერ აყრილი, შეუსვენებლად მორბოდა მტვრიან გზებზე და
არ იცოდა, სად წასულიყო. მეთმრებიც იყვნენ აქა-იქ. ზღვამ ისინი
აქ, აგადირის დიდი ქალაქის წინ შეაჩერა. უმრავლესობამ არც კი
იცოდა, აქ, ზღვის წინ, მდინარე სუსის შესართავთან რამ მოიყვანა.
შესაძლოა, მხოლოდ შიმშილმა, დაღლილობამ, სასოწარკვეთამ.

330
აბა სხვაგან სად უნდა წასულიყვნენ? თვეების, წლების განმავ-
ლობაში დახეტიალობდნენ, ისეთი მიწის, ისეთი მდინარის, ისეთი
ჭის საძებნელად, სადაც კარვებს გაშლიდნენ და ცხვრებისთვის ბა-
კებს მოაწყობდნენ. ბევრიც დაიხოცა უდაბნოში, მარაქეშის დიდი
ქალაქის ირგვლივ ან მდინარე ტადლას ხეობაში დაიკარგა, იმ გზებ-
ზე, რომელთაც არსად არ მიჰყავხარ. ისინი კი, ვინც გაქცევა მო-
ახერხა, სამხრეთში დაბრუნდნენ, მაგრამ ძველი ჭები ამომშრალი
დაუხვდათ, თანაც ყველგან, უცხოელი ჯარისკაცები გამაგრებულიყ-
ვნენ. ქალაქ სმარაში, იქ, სადაც მა ელ-აინინის წითელი ქვის სასახ-
ლე აღმართულიყო, ახლა უდაბნოს ქარი ქროდა, ყოველივეს გლეჯ-
და, აცამტვერებდა. ქრისტიანების ჯარისკაცები უდაბნოს თავისუ-
ფალ ადამიანებს უკვე ნელ-ნელა ქალაქშიც აღარ უშვებდნენ. საგი-
ეტ ელ-ჰამრას წმინდა ხეობა მთლიანად მათ დაეკავებინათ. ნეტა რა
უნდა ნდომოდათ ამ უცხოელებს? ცხადზე უცხადესი იყო – მთელი
მიწის ხელში ჩაგდება. სანამ მთლიანად არ ჩაყლაპავდნენ, არ მო-
ისვენებდნენ.
უკვე რამდენიმე დღე იყო, რაც უდაბნოს ხალხი აქ, ამ გამაგრე-
ბული ქალაქის სამხრეთით იდგა და რაღაცას ელოდებოდა. მთიელ-
თა ტომებს მა ელ-აინინის დარჩენილი მეომრები ბერიქ ალ-ლაჰები
შეუერთდნენ. მა ელ-აინინის სიკვდილისგამო მათ სახეზე სასოწარ-
კვეთა, განწირულობა აღბეჭდოდათ. მათი მზერიდან წუხილი, შიმ-
შილი უცნაურად გამოკრთოდა. ყოველდღე უდაბნოს კაცები ციხესი-
მაგრისკენ იყურებოდნენ, იქით, საიდანაც ლომი, მულაი სებაა, თა-
ვისი ცხენოსნებით უნდა გამოჩენილიყო. მაგრამ მოშორებით, ქა-
ლაქის წითელ კედლებში ჩამიჩუმი არ ისმოდა. კარიბჭეები ჩაეკე-
ტათ და დღეების მანძილზე გაწელილი ეს სიჩუმეც რაღაც ავის მო-
მასწავებელი იყო. ლურჯ ცაში დიდი, შავი ჩიტები დაფრინავდნენ,
ღამით კი, ტურების კივილი ისმოდა.
ნურიც აქ იყო, მარტოდმარტო, ამ დამარცხებულ კაცებს შორის.
უკვე კარგა ხანი იყო, ამ სიმარტოვეს შესჩვეოდა. მამამისი, დედამი-
სი, მისი დები სამხრეთისკენ უსასრულო გზებს დასდგომოდნენ, მან
კი შეიხის სიკვდილის შემდეგაც ვერ შეძლო, მათ გაჰყოლოდა.

331
ყოველ საღამოს ცივ მიწაზე წამოწოლილი იმ გზაზე ფიქრობდა,
რომელიც მა ელ-აინინს ჩრდილოეთისკენ, ახალი მიწებისკენ გაეჭ-
რა და ახლა ნამდვილი მეფე, ლომი უნდა გასდგომოდა. ორი წელი
იყო სხეული შიმშილსა და დაღლილობას გამოებრძმედა და ამ გზის
ნახვის გარდა, სულ მალე რომ უნდა გამოჩენილიყო, სხვა სურვილი
არ გააჩნდა.
ერთ დილასაც ბანაკში ხმა გავარდა: – მულაი ჰიბა, მულაი სებაა
მოდის, ლომი! ჩვენი მეფე! ჩვენი მეფე! – სროლის ხმა გაისმა. ბავ-
შვები, ქალები გაჰყვიროდნენ, ხმებს აკვნესებდნენ. ხალხი მტვრი-
ანი ველისკენ გაბრუნდა და ნურმა წითელ ღრუბელში გახვეული შე-
იხის ცხენოსნები დაინახა.
ყვირილი და თოფების ჭექა ცხენების ფლოქვების ხმაურს ფარავ-
და. წითელი ნისლი დილის ცაში მაღლა იწევდა, მდინარის ხეობას
თავს დასტრიალებდა. მეომრები ცხენოსნებს მიეგებნენ, გრძელ-
ლულიანი კარაბინები ცაში დაცალეს, ესენი უმთავრესად მთიელე-
ბი, მქისე მატყლის ლაბადებში გახვეული შლეჰები იყვნენ, ველური,
გაუთლელი ხალხი, ცეცხლოვანი თვალებით. ნური ვეღარ ცნობდა
უდაბნოს მებრძოლებს, ლურჯ კაცებს, მა ელ-აინინს სიცოცხლის
ბოლო წუთამდე გვერდიდან რომ არ მოშორებიან. ამათ არც შიმში-
ლი და წყურვილი ეტყობოდათ და არც დღეებისა და თვეების განმავ-
ლობაში უდაბნოს გამოვლისას მიღებული დამწვრობა. თავიანთი
მინდვრებიდან, თავიანთი სოფლებიდან ისე წამოსულიყვნენ, რომ
არც იცოდნენ, რისთვის და ვის წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ.
მთელი დღის განმავლობაში მეომრები ხეობას უვლიდნენ, აგა-
დირის გალავნებამდე მიდიოდნენ. ლომის ცხენები კი დაჯირითობ-
დნენ და მაღალ, წითელ ღრუბელს აყენებდნენ. ნეტა რა უნდოდათ?
მხოლოდ და მხოლოდ დარბოდნენ და გაჰყვიროდნენ. მდინარის
ხეობიდან კი ქალებისა და ბავშვების აკანკალებული ხმა ამოდი-
ოდა. დროდადრო ნურის წინ ცხენოსნები ჩაივლიდნენ, წითელ ბუღ-
ში გახვეულ მულაი ჰიბას, ლომის შუბებაღმართულ ცხენოსნებს სი-
ნათლის სხივების ანარეკლი ეცემოდათ.
– მულაი ჰიბა! მულაი სებაა, ლომი! – გაჰყვიროდნენ ბავშვები მი-

332
სი დანახვისას. ცხენოსნები კი აგადირის გალავნებისკენ, ველის მე-
ორე ბოლოში უჩინარდებოდნენ.
მთელი დღის განმავლობაში ხეობა გაბრუებულიყო, რასაც მზის
სიმხურვალეც ამძაფრებდა. საღამოს უდაბნოს ქარმა დაუბერა, ბა-
ნაკი ოქროსფერი ნისლით დაიბურა, ქალაქის კედლები გაქრა. ნურ-
მა ხეს შეაფარა თავი, ლაბადაში გაეხვია.
შებინდებისას ნელ-ნელა გამოერკვნენ. ლოცვის დროც მოახ-
ლოვდა. ღამის სიგრილე გამომშრალ მიწას მოედო, პირუტყვიც მო-
იკეცა, სუსხისგან თავი რომ დაეცვა.
ნური ისევ მომავალ ზაფხულზე, გვალვაზე, ზოზინა ფარებზე ფიქ-
რობდა. მამამისს ისინი უდაბნოს მეორე მხარეს, მლაშობებზე –
უალატაში, უადანსა და შინშანში უნდა წაეყვანა. ფიქრობდა იმ გა-
რიყულ, თვალუწვდენელ მიწებზე, სადაც ზღვისა და მთების შესახებ
ვერაფერს შეიტყობს კაცი. იმდენი ხანია, არ მოუსვენია. თითქოს სა-
ითაც არ უნდა გაეხედა, სილისა და გადაჭიმული ქვაღორღიანი სივ-
რცეების, ხევების, დამშრალი მდინარეების, დანებივით აღმართუ-
ლი კლდეების გარდა სხვას ვერაფერს დაინახავდა. და განსაკუთრე-
ბით შიშს, რისთვისაც არ უნდა შეეხედა, ყველაფერს ჩრდილივით
რომ ადგა.
როცა ლურჯ კაცებთან მიდიოდა, რომელთაც მისთვის პური და
ფეტვის ფაფა უნდა გაენაწილებინათ, გზად ვარსკვლავებით მოჭე-
დილ ცას შეჰყურებდა. დაღლილობა და სიცხე კანს სწვავდა, მთელი
სხეული უკანკალებდა.
დროებით ბანაკში ტოტებსა და ფოთლებს შეფარებული ლურჯი
კაცები აღარ საუბრობდნენ, აღარც ლეგენდას ჰყვებოდნენ მა ელ-
აინინის შესახებ და აღარც მღეროდნენ. შემოფლეთილ ლაბადებში
გახვეულები მაყლის ცეცხლს მისჩერებოდნენ, წამწამებს ახამხამებ-
დნენ, როცა ქარი კვამლს ფანტავდა. შესაძლოა, აღარაფერს ელო-
დებოდნენ, თვალები ამღვრეოდათ, გული ნელა უცემდათ.
ცეცხლი ერთიმეორის მიყოლებით ქრებოდა. მთელი ხეობა სიბ-
ნელეს მოეცვა. მოშორებით, ზღვის შავ წყალში შეჭრილი აგადირის
ქალაქი მკრთალად ციმციმებდა. ამ დროს ყოველ საღამოს,ნური მი-

333
წაზე წვებოდა, თავს სინათლისკენ აბრუნებდა, დიდ შეიხ მა ელ-აი-
ნინზე ფიქრს მიეცემოდა, რომელიც ტიზნიტში, დანგრეული სასახ-
ლის წინ განისვენებდა. მა ელ-აინინი ორმოში ჩაასვენეს, სახით აღ-
მოსავლეთისკენ, ხელებში ერთადერთი სიმდიდრე: წმინდა წიგნი,
ლერწმის კალამი და გიშრის კრიალოსანი დააჭერინეს. ფხვიერმა
მიწამ, უდაბნოს წითელმა სილამ მიიბარა, სხეული დაუფარა, ზედ
დიდი ქვები დააწყვეს, ტურებს რომ არ ამოეთხარათ. შემდეგ კაცებ-
მა შიშველი ფეხებით იმდენი ტკეპნეს, სანამ ფილასავით არ მოპრი-
ალდა და არ გამაგრდა. საფლავის მახლობლად ახალგაზრდა, თეთ-
რეკლიანი აკაციის ხეც იდგა, სმარაში, სალოცავის წინ რომ იყო,
ისეთი. მაშინ უდაბნოს ლურჯმა კაცებმა, ბერიქ ალ-ლაჰებმა, გუდ-
ფიას გადარჩენილმა თანამებრძოლებმა მუხლი მოიყარეს მის საფ-
ლავთან და ხელები ჯერ მოპრიალებულ მიწას დაადეს მოკრძალე-
ბით, შემდეგ სახეზე მოისვეს, თითქოს დიდი შეიხისგან უკანასკნე-
ლი ლოცვა-კურთხევა უნდა მიეღოთ.
ნურს ის ცივი ღამე ახსენდებოდა, როცა ტიზნიტის ველი ყველამ
დატოვა და საფლავთან მარტო დარჩა ლალა მეიმუნასთან ერთად.
სუსხიან ღამეში სიმღერასავით ჩაესმოდა მოხუცი ქალის განუწყვე-
ტელი მოთქმა იმ დანგრეული სახლიდან, სადაც დიდმა შეიხმა სული
განუტევა. საფლავის გვერდით მიწაზე ისე ჩაეძინა, რომ სხეული არ
შესტოკებია, არც არაფერი დასიზმრებია, თითქოს ისიც მომკვდარი-
ყო. მომდევნო დღეებში საფლავი თითქმის არ დაუტოვებია, შალის
ლაბადაში გახვეული გახურებულ მიწაზე იჯდა, თვალები და ყელი
სიცხისგან უხურდა. ქარი უკვე სილას აყრიდა საფლავის მიწას, ნე-
ლა შლიდა მის კვალს. შემდეგ სიცხისგან სხეული სულმთლად გა-
ეთანგა და გონება დაკარგა. ბოდავდა, სიკვდილის პირას მისული
ტიზნიტელმა ქალებმა თავისთან წაიყვანეს და მოასულიერეს. როცა
რამდენიმე კვირის შემდეგ, გამოჯანმრთელებული ისევ იმ დან-
გრეული სახლისკენ გაემართა, სადაც მა ელ-აინინმა სული დალია,
იქ აღარავინ დახვდა. ლალა მეიმუნა თავის ტომს გაჰყოლოდა. მო-
ნაბერ ქარს კი იმდენი ქვიშა მოეყარა,რომ საფლავის ნიშანწყალიც
გამქრალიყო.

334
შესაძლოა, ყველაფერი ასეც უნდა მომხდარიყო, ფიქრობდა ნუ-
რი. შესაძლოა, დიდი შეიხი ქარმა გაიტაცა, უდაბნოს ქვიშაში ჩაკარ-
გულ თავის ჭეშმარიტ სამფლობელოს დაუბრუნა. ახლა ნური მდინა-
რე სუსის უზარმაზარ სივრცეს გაჰყურებდა, ღამით, გალაქტიკის
ნისლით, დიდი შუქით, გადმოცემის თანახმად გაბრიელ მთავარან-
გელოზის ცხვრის სისხლის ნაკვალევით ოდნავ განათებულს. ეს
ტიზნიტის მიდამოებივით მყუდრო ადგილი იყო და ნურს ზოგჯერ ეჩ-
ვენებოდა, თითქოს ისევ ჩაესმოდა ლალა მეიმუნას განუწყვეტელი
გოდება. მაგრამ ეს ალბათ ტურის კივილის ხმა უფრო იყო. აქ ჯერ
კიდევ ცოცხლობდა მა ელ-აინინის სული, იქაურობა მოეცვა, ქვიშა-
სა და სილას შერეოდა, ნაპრალებში მიმალულიყო, ან ყოველ ალე-
სილ ქვაზე მკრთალად ციმციმებდა.
ნური გრძნობდა მის მზერას იქ, ცაში, აქ, მიწაზეც, ჩრდილის ლა-
ქებშიაც. გრძნობდა, როგორ მიაჩერდებოდა ხოლმე, როგორც
უწინ, სმარას მოედანზე და ტანში ჟრუანტელი უვლიდა. ეს მზერა
მასში იჭრებოდა, თავბრუსხვევას უმძაფრებდა.
ნეტა რის თქმა სურდა? შესაძლოა, რაღაცას ითხოვდა, ასე, უჩუმ-
რად, და თან ადამიანებს ველზე თავის შუქში ახვევდა. შესაძლოა,
იქ, თავისთან იხმობდა, უკვე ნაცრისფერ მიწას შერეული, ქარს
ადევნებული, მტვრად ქცეული... ასე ჩაეძინებოდა ხოლმე, უკვდავი
მზერა გაიტაცებდა. გაუნძრევლად ეძინა, არაფერი ესიზმრებოდა.
როცა პირველად ზარბაზნების ხმაური გაიგონეს, ლურჯი კაცები
და მეომრები გორაკებისკენ გაიქცნენ, ზღვას გადახედეს. ხმაური
ცას ჭექა-ქუხილივით აზანზარებდა, აგადირის სანაპიროსთან ერთა-
დერთი, დიდი, ურჩხულისმაგვარი და ზოზინა ცხოველის მსგავსი
ჯავშნოსანი გემი ცეცხლს აფრქვევდა. ხმაური კარგა ხნის შემდეგ
აღწევდა, უფრო სწორად, გრუხუნი, რომელსაც ამჯერად ქალაქში
აფეთქებული ჭურვების გამაყრუებელი ხმა მოსდევდა. რამდენიმე
წუთში წითელი ქვის მაღალი კედლები ნანგრევების გროვად იქცა,
საიდანაც ხანძრების შავი ბოლი ამოდიოდა. დანგრეული სახლები-
დან მოსახლეობა გამოვიდა, დასისხლიანებულმა, აღრიალებულმა
კაცებმა, ქალებმა, ბავშვებმა მდინარის ხეობა გაავსეს, თავზარდა-

335
ცემულები გარბოდნენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოშორებოდ-
ნენ ზღვას.
მოკლე ცეცხლმა რამდენჯერმე გაიელვა კრეისერ „კოსმაოს“
ქვემეხებიდან და აგადირის კასბაჰში აფეთქებული ჭურვების გამაყ-
რუებელი ხმაური მდინარე სუსის მთელ ხეობას მოედო. ხანძრების
შავი ბოლი მაღლა, ლურჯ ცაში ადიოდა. მათი ჩრდილი მომთაბარე-
თა ბანაკს ფარავდა.
ამ დროს მულაი სებაას, ლომის მეომრები გამოჩნდნენ. მდინა-
რის კალაპოტი გადაჭრეს, გორაკებისკენ დაიხიეს, ქალაქის მოსახ-
ლეობას გადაეფარნენ. მოშორებით კრეისერი „კოსმაო“ ლითონის-
ფერ ზღვაში უძრავად იდგა, ლულები ნელ-ნელა ხეობისკენ მიეტ-
რიალებინათ, იქით, საითაც უდაბნოს ხალხი გარბოდა, მაგრამ ლუ-
ლებიდან ცეცხლი უკვე აღარ გამოდიოდა. ხანგრძლივი სიჩუმე ჩა-
მოწვა, რომელსაც მხოლოდ ცხოველების ბღავილი და გაქცეული
ხალხის ხმაური არღვევდა. შავი ბოლი კი ისევ ცისკენ მიიწევდა.
როცა ქრისტიანების ჯარისკაცები ქალაქის დანგრეულ გალავ-
ნებთან გამოჩნდნენ, თავდაპირველად ვერავინ მიხვდა, თუ ვინ იყ-
ვნენ. შესაძლოა, მულაი სებაას და მისიანებს ერთხანს მორწმუნეთა
მეთაურის, მულაი ჰაფიდის მიერ წმინდა ომში საბრძოლველად გა-
მოგზავნილი ჩრდილოელი მეომრებიც კი ეგონათ.
მაგრამ სინამდვილეში ეს პოლკოვნიკ მანჟენის ოთხი ბატალიო-
ნი იყო, რომელიც აგადირის აჯანყებულ ქალაქამდე აჩქარებული
მარშით მოვიდა.
ქვეითი ჯარისკაცების ფორმებში გამოწყობილი, ლებელის თო-
ფებითა და ნორდენფელდტის ათიოდე ტყვიამფრქვევით შეიარაღე-
ბული ოთხი ათასი აფრიკელი, სენეგალელი, სუდანელი, საჰარელი
ჯარისკაც კი ნახევარწრეს უვლიდა, ნელ-ნელა მდინარის ნაპირის-
კენ მოემართებოდა, მდინარის მეორე ნაპირზე კი, ქვაღორღიანი
გორაკების ძირში, მულაი სებაას ცხენოსანთა სამასათასიანი ჯარი
ერთ ადგილს ტკეპნიდა, ცაში წითელი მტვრის საშინელ კორიან-
ტელს აყენებდა.
თეთრლაბადამოსხმული მულაი სებაა განცალკევებით იდგა და

336
შეშფოთებით გაჰყურებდა. ქრისტიანი ჯარისკაცების გრძელი
მწკრივი გადახრუკულ მიწაზე მიმავალ მწერების კოლონას მიაგავ-
და. წინასწარვე იცოდა, ბრძოლა წაგებული რომ ჰქონდა, როგორც
უწინ, ბუ დენიბში, როცა შავკანიან მსროლელთა ტყვიებმა მუსრი გა-
ავლო სამხრეთიდან წამოსულ მის ათასობით ცხენოსანს.
მულაი სებაა თავის მოთმინებადაკარგულ ცხენზე გაუნძრევლად
იჯდა და გაჰყურებდა, უცნაური კაცები მდინარისაკენ ნელა როგორ
მოიწევდნენ თითქოს ვარჯიშობდნენ, ბევრჯერ გასცა უკანდახევის
ბრძანება, მაგრამ მთიელი მეომრები მის ბრძანებებს არ ემორჩი-
ლებოდნენ.მტვრითა და ტყვიის სუნით გაბრუებულები ცხენებიანად
ამ შლეგ ფერხულში ებმებოდნენ, თან თავიანთ არქაულ ენაზე რა-
ღაცას გაჰყვიროდნენ, თავიანთ წმინდანებს მოუხმობდნენ. ფერხუ-
ლის დამთავრების შემდეგ კი ყველანი მათთვის დაგებულ მახეში
გაებმებიან და ერთიანად ამოიხოცებიან.
ახლა უკვე მულაი სებაას აღარაფერი შეეძლო. თვალები მწუხა-
რების ცრემლებით ავსებოდა. კლდოვანი გორაკების თავზე, დამ-
შრალი მდინარის კალაპოტის მეორე მხარეს, ჯარის ყოველ ფრთაზე
პოლკოვნიკმა მანჟენმა ტყვიამფრქვევები დააყენა.
იმ დროს, როცა მავრიტანიელი ცხენოსნები ცენტრზე იერიშს მი-
იტანენ და მდინარის კალაპოტს გადაივლიან, მათ ზარბაზნების ჯვა-
რედინ ჯერს მიუშვებენ, ჯარს ისღა დარჩება, დაჭრილები ხიშტით გა-
მოასალმოს სიცოცხლეს.
როცა მხედრებმა ცხენები შეაყენეს, ისევ მძიმე სიჩუმე ჩამოწვა.
პოლკოვნიკი მანჟენი დურბინდით იყურებოდა, ცდილობდა, ვითა-
რებაში გარკვეულიყო, ნუთუ ახლა მაინც არ დაიხევენ უკან? ამ შემ-
თხვევაში მთელი დღეები ისევ უდაბნოს ამ უკაცრიელ მიწაზე, ჰორი-
ზონტისკენ უნდა ევლოთ, რომელიც გაგირბის და გაწბილებს. მუ-
ლაი სებაა კი ცხენზე ისევ უძრავად იჯდა, იცოდა, რომ აღსასრულის
დღე დამდგარიყო. მთიელი მეომრების და ტომთა ბელადების ვაჟე-
ბი აქ გასაქცევად კი არა, საბრძოლველად იყვნენ მოსულები და
მხოლოდ იმიტომ გაჩერებულიყვნენ, რომ შეტევაზე გადასვლამდე
ლოცვა აღევლინათ.ა

337
შემდეგ კი, შუადღის თაკარა მზეში ყველაფერი სულ მალე, ერ-
თბაშად დასრულდა. სამი ათასი ცხენოსანი, მჭიდროდ დაწყობილი,
როგორც ეს აღლუმის დროს ხდება ხოლმე, აღმართული ქვის თო-
ფებითა და გრძელი შუბებით იერიშზე გადავიდა. როცა მდინარის
კალაპოტს მიუახლოვდნენ, უნტერ-ოფიცრებმა, რომელთაც ტყვიამ-
ფრქვევები ებარათ, პოლკოვნიკ მანჟენს გახედეს. პოლკოვნიკმა
მკლავი ასწია, წინა ხაზის ცხენოსნები გაატარა, შემდეგ კი, უცბად
დაიქნია. იმწამსვე ფოლადის ტყვიამფრქვევებიდან ტყვიების წვიმა
წამოვიდა. წუთში ექვსასი ტყვია ყურთასმენისწამღები ხმაურით ჰა-
ერს აპობდა და მთელ ხეობაში გაისმოდა, მთებში აღწევდა. არსე-
ბობს დრო, როცა სულ რამდენიმე წუთში შეიძლება ათასობით ადა-
მიანის, ათასობით ცხენის გაჟლეტა? როცა ცხენოსნები მიხვდნენ,
რომ მახეში გაებნენ და ტყვიების ამ კედელს ვეღარ გაარღვევდნენ,
შემობრუნება სცადეს, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. ტყვიამ-
ფრქვევების ჯერი მდინარის კალაპოტს უშენდა, კაცები და ცხენები
პანტაპუნტით ისე ეცემოდნენ, თითქოს დიდი, უხილავი დანის პირი
ცელავდა. კენჭებზე სისხლის წყარო მოედინებოდა, წყლის ვიწრო
ნაკადებს ერეოდა. შემდეგ ყველაფერი ისევ მიჩუმდა. შიშისგან ფა-
ფარაყრილ ცხენებზე შემომჯდარმა, სისხლის შხეფებით მოთ-
ხვრილმა გადარჩენილმა ცხენოსნებმა გორაკებს შეაფარეს თავი.
შავკანიან ჯარისკაცთა ჯარი მდინარის კალაპოტს აუჩქარებლად
მიუყვებოდა, ასეული ასეულს მისდევდა, წინ ოფიცრები და პოლ-
კოვნიკი მანჟენი მიდიოდნენ. ტარუდანტისკენ, მარაქეშისკენ აღ-
მოსავლეთის გზას დასდგომოდნენ, ლომის, მულაი სებაას საძებნე-
ლად. ისე წავიდნენ, რომ უკან არც კი მოტრიალებულან, არც კი შე-
უხედავთ იქ გაჟლეტილი, ქვებზე გადაწოლილი, წელში გადატეხი-
ლი კაცებისთვის, გადაყირავებული ცხენებისთვის, ნაპირებზე უკვე
გამოჩენილი სვავებისთვის. არც აგადირის ნანგრევებისთვის და
არც შავი ბოლისთვის შეუხედავთ, ჯერ კიდევ რომ ადიოდა ცაში. მო-
შორებით, კრეისერი „კოსმაო“ ლითონისფერ ზღვაზე ნელა მისრია-
ლებდა. გეზს ჩრდილოეთისკენ იღებდა.
მაშინ კი სიჩუმე დაირღვა და ცოცხლად გადარჩენილთა – დაჭრი-

338
ლი კაცებისა და ცხოველების, ქალებისა და ბავშვების კივილი გაის-
მა. ერთ დაუსრულებელ გმინვას, სიმღერას ჰგავდა. ეს შიშის ზარი-
თა და ტანჯვით აღსავსე ხმაური ყოველი მხრიდან, ველიდან და მდი-
ნარის კალაპოტიდან ერთდროულად ამოდიოდა. ახლა ნური ფეხს
ქვებზე ადგამდა და გაწოლილ ცხედრებს შორის ასე მიიკვლევდა
გზას. შავი ღრუბლების მსგავსი მსუნაგი ბუზები და ბზიკები გვამებს
დაჰბზუოდნენ.
ნურს კრიჭა შეკვროდა, აზიდებდა. ქალები, კაცები და ბავშვები
მძიმედ, თითქოს სიზმრიდან გამოდიანო, ბუჩქებს აქეთ–იქით სწევ-
დნენ და მდინარის კალაპოტს უჩუმრად მიუყვებოდნენ. მთელი
დღის განმავლობაში დაღამებამდე, კაცების გვამები დასამარხად
მდინარის ნაპირზე გადაჰქონდათ. დაბინდებისას ტურებისა და გა-
რეული ძაღლების დასაფრთხობად ორივე ნაპირზე ცეცხლი დაან-
თეს. სოფლელი ქალები მოვიდნენ, პური და მაწონი მოუტანეს და
ნურმაც დიდი სიამოვნებით მიირთვა. შემდეგ მიწაზე ისე ჩაეძინა,
რომ სიკვდილი არც კი გახსენებია.
მეორე დღეს, გამთენიისთანავე ქალებმა და კაცებმა მებრძოლე-
ბისთვის ახალი საფლავები გათხარეს. ცხენებიც ჩააყოლეს და ზედ
რიყის ქვები შემოაწყვეს.
როცა ყველაფერი დასრულდა, უკანასკნელი ლურჯი ადამიანები
სამხრეთის გზას დაადგნენ, ისე გრძელს, რომ უსასრულო გეგონე-
ბოდა. ნურიც მათ მიჰყვებოდა, ფეხშიშველი, შალის ლაბადის ამა-
რა. თან ნოტიო ჩვარში გახვეული ცოტაოდენი პური მიჰქონდა, სხვა
არაფერი ებადა. ესენი უკანასკნელი იმაზიგენელები, უკანასკნელი
თავისუფალი ადამიანები, ტობალტელები, ტეკნაელები, ტიდრარე-
ნელები, არუსიინელები, სებააელები, რეგიბატ საელები, ცოცხლად
დარჩენილი უკანასკნელი ბერიქ ალ-ლაჰები, უფლის კურთხეულე-
ბი იყვნენ. იმის გარდა, რასაც საკუთარი თვალით ხედავდნენ, რასაც
შიშველი ფეხებით ეხებოდნენ, სხვა არაფერი გააჩნდათ. მათ თვალ-
წინ მარილისგან მბზინავი მოსწორებული მიწა ზღვასავით გადაჭი-
მულიყო, ირწეოდა, საუცხოო გალავნებით გარშემორტყმულ თეთრ
სიტეებს აგებდა, რომელთა გუმბათებიც ბუშტებივით სკდებოდა.

339
მზე სახესა და ხელებს სწვავდა, სინათლე ისე აბრუებდა, რომ
ადამიანთა ჩრდილები უძირო ჭებს მიაგავდა.
ყოველ საღამოს მათი დასისხლიანებული ტუჩები ჭების სიგრი-
ლესა და ტუტე-მდინარეების მომლაშო ლამს დაეძებდა. შემდეგ მათ
ცივი ღამე იხუტებდა, კიდურებს უმტვრევდა, სუნთქვას უკრავდა, კე-
ფას უმძიმებდა. თავისუფლებას ბოლო არ უჩანდა, სივრცესავით
უსაზღვრო იყო, სინათლესავით მშვენიერი და თვალისმომჭრელი,
წყაროს თვალივით საამო. ყოველდღე, ირიჟრაჟებდა თუ არა, თავი-
სუფალი კაცები წინ, სამხრეთისკენ თავიანთი საცხოვრებლისკენ
მიიწევდნენ, იქ, სადაც მათ გარდა ვერავინ იცხოვრებდა, ყოველ-
დღე ერთსა და იმავეს იმეორებდნენ – ცეცხლის კვალს შლიდნენ,
ექსკრემენტებს მარხავდნენ, უდაბნოსკენ მიბრუნებულები ხმის
ამოუღებლად ლოცულობდნენ. მიდიოდნენ, თითქოს სიზმარი ყო-
ფილიყო, ქრებოდნენ.

340

You might also like