You are on page 1of 250

1

უილა ქესერი

სიკვდილი
არქიეპისკოპოსსაც
აკითხავს

მთარგმნელი
მაია ჯიჯეიშვილი

2
პროლოგი

რომში
1848 წლის ზაფხულის ერთ საღამოს, საბინ-ჰილზზე, ვი-
ლას ბაღებში, სამი კარდინალი და ამერიკიდან ჩამოსული მი-
სიონერი ეპისკოპოსი სადილობდა. მშვენიერი ხედით გან-
თქმული ვილა ზევიდან გადმოჰყურებდა რომს. თვალსმოფა-
რებული ბაღი, სადაც ეს ოთხი კაცი შემოსხდომოდა მაგიდას,
ტერასის ბოლოში, სამხრეთით, დაახლოებით ოცი ფუტით ქვე-
მოთ, კლდის შვერილზე მდებარეობდა და თაროსავით ეკიდა
ციცაბო ფერდობზე გაშენებული ვენახების თავზე. ქვის საფე-
ხურებიანი კიბე ზევით, განიერი სასეირნო ბილიკისკენ
ადიოდა. მაგიდა ქვიშით მოფენილ სკვერში იდგა, მარადმწვა-
ნე მუხებით დაჩრდილულ და ქოთნებში გაზრდილ ფორთოხ-
ლებისა და ოლეანდრეების ხეებს შორის. რიკულებიანი მო-
აჯირის მიღმა ჰაერში მხოლოდ ფერდობები ჩანდა, შორს გა-
დაჭიმული მშვიდი და მოლივლივე პეიზაჟი თვალს არაფრით
იტაცებდა მანამ, სანამ მზერა რომს არ მისწვდებოდა.
ესპანელი კარდინალი და მისი სტუმრები სუფრას ნაადრე-
ვად შემოსხდომოდნენ. მზე კიდევ მთელი ერთი საათის გან-
მავლობაში დაჰკაშკაშებდა იქაურობას; ოღრო-ჩოღროებს გა-
დაღმა, ცის ტატნობზე მკრთალად მოჩანდა ქალაქის ჩრდილ-
გადაფენილი უბნები, მხოლოდ წმინდა პეტრეს ტაძრის მო-
ლურჯო-მონაცრისფრო გუმბათი აღმართულიყო დიდი საჰაე-
რო ბუშტივით და მისი რბილი ლითონის ზედაპირი სპილენძი-
ვით ელავდა. კარდინალს ერთი ახირებული ჩვევა ჰქონდა, სა-
დილობდა გვიან ნაშუადღევს, როცა მზის ცხოველმყოფელი
მხურვალება კულმინაციას აღწევდა და აღსასრულს განსა-
კუთრებული ბრწყინვალებით უახლოვდებოდა. მზის შუქს ერ-

3
თდროულად სიმძაფრეც ახლდა და სინაზეც; ურიცხვი დანთე-
ბული სანთელივით წითლად აღაჟღაჟებდა იქაურობას. სხივე-
ბით დაცხრილული მარადმწვანე მუხების ფოთლოვანი საფა-
რი გადღაბნილ ლაქებს ემსგავსებოდა, მათი ტანი კი მეწამუ-
ლი ფერით ელავდა. მზე ფორთოხლის ხეების კაშკაშა სიმწვა-
ნეს თბილ ელფერს სძენდა, აყვავებული ოლეანდრეების ვარ-
დისფერს კი ოქროსავით აბრდღვიალებდა და დაკლაკნილ,
მოცახცახე, ხვავრიელ, აელვებულ, ბრჭყვიალა ვარაყად უგ-
ზავნიდა გარემოს. სასულიერო პირებს მართკუთხა კლერიკა-
ლური ქუდები ეხურათ და მზისგან თავის დაცვის მიზნით არ იხ-
დიდნენ. სამივე კარდინალს ჟოლოსფერი კანტებითა და ამავე
ფერის ღილებით გაწყობილი შავი ანაფორები ეცვა; რაც შე-
ეხება ეპისკოპოსს, იისფერ შესამოსელზე გრძელი შავი მო-
საცმელი მოესხა.
მღვდლები საქმის გამო შეკრებილიყვნენ. მათი განხილ-
ვის საგანს წარმოადგენდა ბალტიმორის საოლქო საბჭოს მი-
ერ რომში გასაგზავნი მოთხოვნა, უკვე ჩრდილოამერიკის ნა-
წილად ქცეულ ნიუ-მექსიკოში „სამოციქულო ვიკარიატის“ და-
ფუძნების თაობაზე. ახალ ტერიტორიას, რომელიც სულ ცოტა
ხნის წინ შეერთებულ შტატებს მიეერთებინა, არამარტო უმაღ-
ლესი სასულიერო პირები, თვით მისიონერი ეპისკოპოსიც კი
არ იცნობდა. იტალიელი და ფრანგი კარდინალები მას „ლე
მექსიკად“ მოიხსენიებდნენ, ესპანელი მასპინძელი კი „ახალ
ესპანეთს“ უწოდებდა. ჯერ მხოლოდ მონახაზის სახით არსებუ-
ლი ვიკარიატის მიმართ კარდინალებს გულგრილი დამოკი-
დებულება ჰქონდათ, მისიონერი მამა ფერანდი კი ძალისხმე-
ვას არ იშურებდა, რომ ამ საკითხისადმი მათი ინტერესი გაეღ-
ვივებინა. ირლანდიაში დაბადებულ წარმოშობით ფრანგ
ეპისკოპოსს, რომელსაც ახალი სამყაროს უამრავი ადგილი
ჰქონდა შემოვლილი და ბევრი წამოწყებული საქმის წარმატე-
ბულად დაგვირგვინებით გაეთქვა სახელი, ეკლესიის ოდი-
სევსს ეძახდნენ. ოთხივე ფრანგულად საუბრობდა. ის დრო წა-
სულიყო, როცა სასულიერო პირები მიმდინარე მოვლენებზე,
ჩვეულებისამებრ, ლათინურ ენაზე მსჯელობდნენ.

4
ფრანგი და იტალიელი კარდინალები შუა ხნის ჭარმაგი მა-
მაკაცები იყვნენ, ნორმანდიელი ტანსრული, ღაჟღაჟა კაცი
გახლდათ, გამხდარ ვენეციელს კი მიწისფერი დაჰკრავდა და
კეხიანი ცხვირი აჯდა სახეზე. მათ მასპინძელს, გულღია ადამი-
ანსა და ჯერ ისევ ახალგაზრდა კარდინალს, გარსია მარია დე
ალანდეს, მართალია, მუქკანიანი, მოგრძო ესპანური სახე გა-
ლერეაში წარმოდგენილ ტილოებზე ასახული წინაპრების
პორტრეტებს მიუგავდა, მაგრამ მაინც ინგლისელი დედის იე-
რი დაჰკრავდა, მუქი ყავისფერი თვალებისა და ბრიტანული
პირ-ტუჩის წყალობით.
გრეგორი XVI-ის ზეობის ბოლო წლებში დე ალენდე ყვე-
ლაზე დიდი გავლენით სარგებლობდა ვატიკანში. ორი წლის
წინ კი, პაპის გარდაცვალების შემდეგ, თანამდებობიდან გა-
დადგა და თავის მამულს დაუბრუნდა. მან ახალი პაპის რე-
ფორმები უვარგისად და სახიფათოდ მიიჩნია, პოლიტიკას ჩა-
მოსცილდა და თავისი საქმიანობა გრეგორის მიერ ერთობ ნა-
სათუთევ ორგანიზაციაში – „რელიგიის გამავრცელებელ სა-
ზოგადოებაში“ მოღვაწეობით შემოფარგლა. კარდინალი თა-
ვისუფალ დროს ჩოგბურთის თამაშში ატარებდა – ინგლისში
გაზრდილს ბავშვობიდანვე გაგიჟებით უყვარდა ეს სპორტი. იმ
დროს ჩოგბურთის ღია მოედნები ჯერ კიდევ არ არსებობდა,
კარდინალი დახურულ დარბაზში თამაშობდა და ერთობ შთამ-
ბეჭდავადაც. ამ ენერგიული სპორტის ახალბედა მიმდევრები
ესპანეთიდან და საფრანგეთიდან ჩამოდიოდნენ მის წინააღ-
მდეგ ძალების გამოსაცდელად.
მისიონერი ეპისკოპოსი ფერანდი მაგიდასთან მსხდომთა
შორის ყველაზე უფროსი ჩანდა. ხნიერსა და ტლანქს ნათელი,
ლურჯი თვალები ჰქონდა. მისი ეპარქია დიდი ტბების ყინულო-
ვან მკლავებზე იყო გადაწოლილი; მარტოდმარტოს ხან-
გრძლივად უწევდა ხოლმე ცხენით მგზავრობა და გზაში ულ-
მობელი ქარის დაუნდობელ შემოტევასაც ბევრჯერ გამკლავე-
ბია. ამჯერად მისიონერი გარკვეული მიზნით ჩამოსულიყო და
საწადლის მიღწევას ცდილობდა. მან დანარჩენებზე ადრე მო-
ათავა ჭამა და უამრავი დრო დარჩა თავისი შეხედულებების
გასაზიარებლად. ყველა კერძი ისე უცებ გადასანსლა, რომ

5
ფრანგმა კარდინალმა იხუმრა, – თქვენ ნაპოლეონის იდეა-
ლურ თანამეინახედ გამოდგებოდითო.
ეპისკოპოსს გაეცინა და მობოდიშების ნიშნად ყავისფერი
ხელები გაშალა:
– ეტყობა, ქცევის წესები დამავიწყდა. ათას საქმეს ვარ მო-
დებული. თქვენთვის, აქ მყოფთათვის, რთული გასაგებია, რას
ნიშნავს ის ფაქტი, რომ „ახალ სამყაროში“ სარწმუნოების გავ-
რცელების აკვნად ცნობილი უზარმაზარი მიწები შეერთებულ-
მა შტატებმა მიიერთა. ნიუ-მექსიკოს ვიკარიატი რამდენიმე წე-
ლიწადში ეპარქიად გადაიქცევა; მისი უფლებამოსილება და-
სავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნების – და უფრო დიდ
– ტერიტორიაზეც გავრცელდება, რუსეთის გამოკლებით. იმ
ეპარქიის ეპისკოპოსი დასაბამს დაუდებს დიდმნიშვნელოვან
მოვლენებს.
– დასაბამი უკვე ბევრ რამეს დაედო, მაგრამ პრობლემე-
ბის გაჩენისა და ფულის მოთხოვნის მეტი არასოდეს არაფერი
მოუტანია, – წაიბურტყუნა ვენეციელმა.
მოთმინებით აღჭურვილი მისიონერი მას მიუბრუნდა:
– თქვენო უსამღვდელოესობავ, გემუდარებით, ჩემი სათ-
ქმელის მსვლელობას მიჰყევით. ის ქვეყანა ათას ხუთასიან
წლებში გააქრისტიანეს ფრანცისკანელმა მამებმა, დაახლოე-
ბით სამასი წელია, დინებას მიჰყვება და ჯერაც არ ჩამკვდარა.
ქვეყანა თავისთავს ისევ კათოლიკურს უწოდებს და საცოდა-
ვად ცდილობს ყოველგვარი მითითებების გარეშე შეინარჩუ-
ნოს რელიგიის ნორმები. ძველი მისიონერული ეკლესიები
ნანგრევებადაა ქცეული, რამდენიმე მღვდელი ხელმძღვანე-
ლობისა და საეკლესიო განაწესის გარეშეა დარჩენილი. ისინი
სათანადოდ ვერ ატარებენ რელიგიურ რიტუალებს, ზოგი მათ-
განი კონკუბინატის1 წესებითაც კი ცხოვრობს. თუ ეს ავგეასის
თავლა ახლა არ გაიწმინდა, როცა პროგრესულმა მთავრობამ
აიღო ხელში მმართველობა, ეკლესიას მთელი ჩრდილოეთ
ამერიკის მასშტაბით მიადგება ზიანი.

1
ქორწინების გარეშე თანაცხოვრება.

6
– კი, მაგრამ ამ მისიებზე ხომ ისევ მექსიკის უფლებამოსი-
ლება ვრცელდება? – ჩაეძია ფრანგი.
– დურანგოს ეპისკოპოსს ექვემდებარება, არა? – დასძინა
დე ალანდემ.
მისიონერმა ამოიოხრა:
– თქვენო უსამღვდელოესობავ, დურანგოს ეპისკოპოსი
უკვე დაბერდა, ხოლო მისი ეპარქიიდან სანტაფემდე მანძილი
ათას ხუთასი ინგლისური მილია. ტვირთის გადასაზიდად არც
შარაგზები არსებობს, არც არხები, არც სანაოსნო მდინარე-
ები. ვაჭრობა წარმოებს საპალნეაკიდებული ჯორების მეშვეო-
ბით და თანაც არასაიმედო გზებით. იქაური უდაბნო თავისებუ-
რად საშიშია, მე არც უწყლობას ვგულისხმობ და არც ინდიელ-
თა თავდასხმებს, რაც საკმაოდ ხშირია. იქ მიწას თითქოს პირი
დაუღია, აურაცხელი კანიონისა და დამშრალი კალაპოტის სა-
ხით, მიწაში გაჩენილი ნაპრალების სიღრმე ათ ფუტს აღწევს,
ზოგჯერ კი ათასსაც. იმ ქვის უფსკრულებზე მგზავრი და მისი
ჯორი ძლივს იკვლევს გზას და ზევით-ქვევით დაღოღავს. და-
ვუშვათ, დურანგოს ეპისკოპოსმა წერილობით მოიხმო ურჩი
მღვდელი, ვინ მიჰგვრის მას პადრეს, ან ვინ შეამოწმებს, საერ-
თოდ მიიღო თუ არა მღვდელმა გამოძახება? ფოსტას დაატა-
რებენ ჩვეულებრივ და ბეწვიან ცხოველებზე მონადირენი ან
ოქროს მაძიებელნი – ყველა, ვისაც კი შემთხვევით უწევს ამ
საცალფეხო ბილიკებზე გავლა.
ნორმანდიელმა კარდინალმა ჭიქა გამოცალა და ტუჩები
შეიმშრალა.
– ადგილობრივ მკვიდრებზე რას იტყვით, მამაო ფერანდ,
ყველა თუ აქეთ-იქით დაიარება, სახლში ვინღა რჩება?
– იქ ინდიელთა ოცდაათამდე ტომი ცხოვრობს, მონსინი-
ორ, თავ-თავიანთი ტრადიციები და ენა აქვთ, უმეტესობა ერ-
თმანეთზეა გადამტერებული. ახლა მექსიკელები აიღეთ,
ღვთისმოშიშობა სისხლში აქვთ გამჯდარი. უსწავლელნი და
უმოძღვროდ დარჩენილნი მამაპაპისეულ რწმენას ებღაუჭები-
ან.

7
– მე თან მაქვს დურანგოს ეპისკოპოსის წერილი, რომე-
ლიც ამ ახალ თანამდებობაზე თავის ვიკარს წარადგენს, – აღ-
ნიშნა მარია დე ალანდემ.
– თქვენო უსამღვდელოესობავ, ადგილობრივი მღვდლის
დანიშვნა უბედურების ტოლფასი იქნება, მისნაირებს ამ სფე-
როში წესიერად არასდროს არაფერი გაუკეთებიათ. გარდა
ამისა, ეგ ვიკარი ბებერია. იქ საჭიროა ახალგაზრდა, ჯან-ღო-
ნით სავსე, თავგამოდებული და, რაც ყველაზე მთავარია, გა-
ნათლებული კაცი. მას გამკლავება მოუწევს სიველურესა და
უმეცრებასთან, თავაშვებულ მღვდლებსა და პოლიტიკურ ინ-
ტრიგებთან. ის უნდა იყოს ადამიანი, რომლისთვისაც წესრიგი
ჰაერივით აუცილებელი და ძვირფასია.
ესპანელმა ალმაცერად გახედა სტუმარს და ყავისფერი
თვალები ყვითლად დააკვესა:
– თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, ეჭვი მაქვს, რომ სა-
კუთარი კანდიდატურა გყავთ შერჩეული და ის ალბათ ფრანგი
მღვდელია.
– სწორად მიხვდით, მონსენიორ, მოხარული ვარ, რომ ერ-
თნაირი აზრი გვაქვს ფრანგ მისიონერებზე.
– დიახ, – უპასუხა კარდინალმა გულღიად, – ისინი საუკე-
თესო მისიონერები არიან. ჩვენებური ესპანელი მამები ჩინე-
ბულ მოწამეებად გვევლინებოდნენ, მაგრამ ფრანგ იეზუიტებს
უფრო დიდი ღვაწლი მიუძღვით, ისინი შესანიშნავი ორგანიზა-
ტორები არიან.
– გერმანელებზე უკეთესი? – იკითხა ვენეციელმა, რომე-
ლიც ავსტრიელებს უფრო სწყალობდა.
– ო, გერმანელები განმწესებელნი არიან, ფრანგები კი
მომგვარებელნი! ფრანგ მისიონერებს ზომიერების გრძნობა
და ვითარების გონივრული მართვა ახასიათებთ. ისინი ყო-
ველთვის ცდილობენ საგნებს შორის ლოგიკური კავშირის აღ-
მოჩენას, ეს მათი ერთგვარი გატაცებაა, – თქვა მასპინძელმა
და ეპისკოპოსს მიუბრუნდა, – კი, მაგრამ, თქვენო მოწყალე-
ბავ, ეს ბურგუნდიული ღვინო რატომ დამიწუნეთ? საგანგებოდ
ამოვატანინე ჩემი მარნიდან, კანადაში გატარებული თქვენი

8
ოცი ზამთარი რომ დამეთბო. ჰურონის დიდი ტბის ნაპირებზე
ყურძნის ასეთი მოსავალი ნამდვილად არ მოდის.
მისიონერმა გაუღიმა და ხელუხლებელი სასმისი ასწია:
– საუცხოოა, თქვენო უსამღვდელოესობავ, მაგრამ ვში-
შობ, ღვინის დაყენების ხალისი დავკარგე. ჩვენ იქ ვისკი ანდა
„ჰადსონ ბეის“ რომი უფრო გვადგება. უნდა ვაღიარო, რომ პა-
რიზში შამპანურითაც კი ჩავიკოკლოზინე ყელი. ზღვაში ორ-
მოცი დღე გავატარეთ და ახლა ერთი საცოდავი მეზღვაური-
ვით ვარ.
– თუ ასეა, თქვენთვის უთუოდ მოიძებნება რამე, – მან რა-
ღაც ანიშნა თავის მაჟორდომს2, – ჩაციებული ხომ არ გირჩევ-
ნიათ? დერთი გამაგებინა, ის თქვენი მოციქული ვიკარი რას
დალევს ხოლმე ბიზონებისა და ჩხრიალა გველების ქვეყანა-
ში, ან რას შეჭამს?
– შეჭამს კამეჩის გამომშრალ ხორცს და ცხარე წიწაკით
შეკმაზულ ლობიოს, ხოლო სასმელს რაც შეეხება, წყლის და-
ლევითაც ბედნიერად იგრძნობს თავს, სადმე თუ იშოვის. ამ
ადამიანს იოლი ცხოვრება არ ექნება, თქვენო უსამღვდელოე-
სობავ. ის ქვეყანა ისევე შეისრუტავს მის ახალგაზრდობას და
ძალ-ღონეს, როგორც წვიმას. მას ათასგვარი მსხვერპლის გა-
ღება მოუწევს, სავსებით შესაძლებელია, მოწამეობრივი სიკ-
ვდილიც კი ელოდება. სულ რაღაც ერთი წლის წინ სან ფერ-
ნანდეს დე ტაოს ინდიელებმა ჯერ მოკლეს ამერიკელი გუბერ-
ნატორი და უამრავი თეთრკანიანი, მერე კი სკალპი ახადეს.
მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მოექცნენ ასეთივე სისასტიკით
თავიანთ პადრეს, ის იყო, რომ სწორედ მათი მოძღვარი გახ-
ლდათ აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და თვითონვე
დაგეგმა სისხლისღვრა. აი, როგორია საქმის ვითარება ნიუ-
მექსიკოში!
– მამაო, სად არის თქვენი კანდიდატი ამჟამად?

2
მოურავი; 2 მისიონერთა საქმეების კონგრეგაცია – მთელ მსოფლიოში
რწმენის გამავრცელებელი ორგანიზაცია, დაარსებული კარდინალების
მიერ 1622 წელს.

9
– ის სამრევლოს მღვდელია ონტარიოს ტბის სანაპიროზე,
ჩემს ეპარქიაში. ცხრა წელია ვაკვირდები მის საქმიანობას,
დაახლოებით ოცდათხუთმეტი წლის იქნება, პირდაპირ სემი-
ნარიიდან მოვიდა ჩვენთან.
– და რა ჰქვია?
– ჟან მარი ლატური.
მარია დე ალანდე სკამის საზურგეს მიეყრდნო, გრძელი
თითები ერთმანეთს მიადო და ფიქრიანად მიმართა იქმყოფთ:
– მამაო ფერანდ, რა თქმა უნდა, „პროპაგანდა“2 მაგვიკა-
რიატში დაამტკიცებს ისეთ ადამიანს, რომელსაც ბალტიმო-
რის საბჭო გაუწევს რეკომენდაციას.
– თქვენო უსამღვდელოესობავ, თქვენი ერთი სიტყვაც საკ-
მარისი იქნება ადგილობრივი სინოდისთვის, თქვენს ერთ
მოთხოვნას, ერთ შეთავაზებას...
– წონა ექნება, ვაღიარებ, – ღიმილით უპასუხა კარდინალ-
მა, – თქვენ ამბობთ, რომ ლატური განათლებულიაო, არა? რა
ბედს უმზადებთ მას! თუმცა, არა მგონია, ჰურონთა შორის
ცხოვრებაზე უარესი იყოს. თქვენს ქვეყანას ძირითადად ვიც-
ნობ ფენიმორ კუპერის საგმირო რომანებიდან, რომლებიც ინ-
გლისურად წავიკითხე და ძალზე მომეწონა. ეგ მღვდელი მრა-
ვალმხრივი ცოდნით თუ არის აღჭურვილი?
მაგალითად, ხელოვნების საკითხებში გათვითცნობიერე-
ბულია?
– ეგ რაღაში დასჭირდება, მონსენიორ? ის ხომ ოვერნიდა-
ნაა.
კარდინალებს სიცილი აუტყდათ და ჭიქები შეივსეს. სამივე
მათგანს თანდათან მოუსვენრობა იპყრობდა მისიონერის მო-
ნოტონური შეუპოვრობის გამო. – მომისმინეთ, – თქვა მას-
პინძელმა, – ერთ პატარა ამბავს გიამბობთ, სანამ ეპისკოპოსი
პატივს დამდებს და ჩემს შამპანურს მიირთმევს. უმიზეზოდ არ
მიკითხავს ის, რაზეც ამგვარი პასუხი გამეცით. ვალენსიაში,
ჩემს მშობლიურ სახლში მაქვს ესპანელი მხატვრების ტილო-
ები, რომელთა უმეტესობაც ჩემმა პაპის პაპამ შეაგროვა. იგი
ერთობ კარგად ერკვეოდა ასეთ რამეებში და იმ დროისთვის
მდიდარ კაცად ითვლებოდა. ელ გრეკოს ნახატების მისეული

10
კოლექცია, ვგონებ, საუკეთესოა ესპანეთში. ეს ჩემი წინაპარი
უკვე კარგა მოხუცებული იყო, როცა მასთან მოწყალების სათ-
ხოვნელად მივიდა ახალი ესპანეთიდან ჩამოსული ერთი მი-
სიონერი მღვდელი. ყველა ამერიკელი მისიონერი მაშინაც
ისეთივე გამოუსწორებელი მათხოვარი იყო, როგორიც ახ-
ლაა, ეპისკოპოსო ფერანდ. ფრანცისკანელი დიდი წარმატე-
ბით სარგებლობდა თავისი მონათხრობებით ახლადგაქრის-
ტიანებულ ინდიელებსა და ამ საქმისთვის მებრძოლ მისიებზე.
მღვდელი შინ ეწვია ჩემს დიდ პაპას და წირვა ისე ჩაატარა, კა-
პელანს არც დაელოდა. მან მოხუცებულს დიდძალი ფული გა-
მოსტყუა, ასევე წაიღო შესამოსელი, თეთრეული და ბარძიმე-
ბი; მერე კი შეევედრა, ერთი ნახატი ეჩუქებინა მისი დიდებული
კოლექციიდან იმ მისიონერული ეკლესიის დასამშვენებლად,
რომელშიც ინდიელები დადიოდნენ. პაპაჩემი დათანხმდა,
თან დარწმუნებული იყო, მღვდელს ისეთი სურათის წაღება
უნდოდა, რომელზეც ხელს კარგად მოითბობდა, მაგრამ, ნუ-
რას უკაცრავად, გაბანჯგვლული ფრანცისკანელი ამ კოლექ-
ციის საუკეთესო ნიმუშს დაეძგერა. ეს იყო ელ გრეკოს ტილო
„ახალგაზრდა წმ. ფრანცისკე მედიტაციისას“. წმინდანის მო-
დელად მხატვარს გამოუყენებია ალბუკერკეთა გვარის ერთ-
ერთი ყველაზე მოხდენილი ჰერცოგი. პაპაჩემი უარზე დადგა,
ცდილობდა დაერწმუნებინა ეს ადამიანი, რომ ნახატები, რომ-
ლებშიც ჯვარცმა ან მარტვილობა იყო ასახული, უფრო დააინ-
ტერესებდა მის წითელკანიანებს – აბა, რა ხიბლი ჰქონდა
სკალპის ამძრობთათვის წმ. ფრანცისკეს თითქმის ქალურ
მშვენებას?
მაგრამ მოხუცი ამაოდ დაშვრა. მისიონერი მიუბრუნდა
მასპინძელს და ისეთი რამ უპასუხა, რაც ჩვენს ოჯახში მფრი-
ნავ ფრაზად იქცა:
– თქვენ იმიტომ მეუბნებით უარს ამ ნახატის ჩუქებაზე,
რომ ის კარგი სურათია. ეს ღვთის საკადრისი ტილოა, თქვენ
კი არ ხართ მისი ღირსი!
ნახატი მაინც წაიღო. პაპაჩემის ხელნაწერთა კატალოგში
წმინდა ფრანცისკეს ნომრისა და სათაურის ქვეშ ასეთი მინა-
წერია: „გადაეცა ბერ თეოდოსიოს სადიდებლად ღვთისა და

11
დასამშვენებლად პუებლო დე ჩიაში – ახალი ესპანეთის ვე-
ლურთა გარემოცვაში – მდებარე თავისი სამისიონერო ეკლე-
სიისა.
– მამაო ფერანდ, სწორედ ამ დაკარგული განძის გამო
მქონდა მიმოწერა დურანგოს ეპისკოპოსთან. ერთხელ დაწ-
ვრილებით მივწერე ეს ყველაფერი. მან მიპასუხა, რომ მისია
ჩიაში კარგა ხნის წინ გაუქმებულიყო და იქაური ნივთები და
ავეჯი სადღაც გაფანტულიყო. რა თქმა უნდა, ნახატიც განად-
გურდებოდა დაყაჩაღებისა თუ ხოცვა-ჟლეტისას. თუმცა, ისიც
შესაძლებელია, რომელიმე დანგრეულ საკრისტიაში3 ანდა
გაბოლილ ვიგვამში იყოს გადამალული. თუ თქვენს ფრანგ
მღვდელს ამ საკითხში რამე გაეგება და თუ იმ ვიკარიატში გა-
ნამწესებენ, იქნებ ჩემი ელ გრეკოც არ დაივიწყოს.
ეპისკოპოსმა თავი გაიქნია:
– არა, ვერაფერს დაგპირდებით, არ ვიცი. კი შევამჩნიე,
რომ სერიოზული და დახვეწილი გემოვნების პატრონია, მაგ-
რამ ძალზე უკარებაა. ინდიელები იქ ვიგვამებში არ ბინადრო-
ბენ, თქვენო უსამღვდელოესობავ, – ფრთხილად დასძინა მან.
– მნიშვნელობა არა აქვს, მამაო. მე თქვენს წითელკანია-
ნებს ფენიმორ კუპერის თვალით აღვიქვამ და ძალიანაც მომ-
წონს ისინი. მოდით, ახლა ტერასაზე გავიდეთ, ყავა დავლიოთ
და ვუცქიროთ, როგორ შემოგვეპარება საღამო.
კარდინალი ვიწრო კიბით ზემოთ აუძღვა სტუმრებს.
გრძელ, მოხრეშილ ტერასას და მის რიკულებიან მოაჯირს
ბინდით მოცული ტბის ღია ლურჯი ფერი დასდებოდა. უკვე
მზეც გადასულიყო და ჩრდილიც. მოყავისფრო კიდეებიან
არემარეს ახლა იისფერი გადაჰკროდა. ბაზილიკის გუმბათის
უკანა მხრიდან ვარდისფერი და ოქროვანი ჰაერის ტალღები
ატორტმანებდა ზეცას.
ეკლესიის მესვეურნი აღმართ-დაღმართზე ნება-ნება სე-
ირნობდნენ და ამომავალ ვარსკვლავებს უმზერდნენ, ბევრ
რამეზე საუბრობდნენ, მაგრამ პოლიტიკაზე ლაპარაკს თავს
ისე არიდებდნენ, როგორც მამაკაცებს სჩვევიათ ძნელბედო-

3
მღვდლებისთვის განკუთვნილი ოთახი საკურთხევლის უკან.

12
ბის ჟამს. სიტყვაც არავის დასცდენია ლომბარდიელებთან ომ-
ზე, რომლის მიმართაც პაპს ერთობ ანომალიური დამოკიდე-
ბულება ჰქონდა. სამაგიეროდ, ილაპარაკეს ჭაბუკი ვერდის
ახალ ოპერაზე, ვენეციაში რომ იდგმებოდა, ასევე, მოცეკვავე
ესპანელ გოგოზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ზიარებოდა რელი-
გიას და როგორც ამბობდნენ, ანდალუზიაში სასწაულებს ახ-
დენდა. მათ საუბარში მისიონერი არც ჩაბმულა და არც ინტე-
რესი გამოუხატავს გაგონილის მიმართ. საკუთარ თავს ეკით-
ხებოდა, ნუთუ იმდენ ხანს ვიყავი მოწყვეტილი ამ ყველაფერს,
რომ ჭკვიანი ადამიანების მსჯელობას გულს ვეღარ ვუდებო. იმ
ღამით, სანამ ერთმანეთს გამოემშვიდობებოდნენ, მარია დე
ალანდემ ინგლისურ ენაზე ჩასჩურჩულა ყურში:
– ძალზე დაუფიქრებლად იქცევით, მამაო ფერანდ. თქვენი
ახალი ეპისკოპოსის განადგურება ხომ არ გნებავთ? თუმცა,
უკვე ძალზე დაგვიანებულია. ჟან მარი ლატურიო... ხომ ასეა?

13
წიგნი პირველი – პაპის ვიკარი

ჯვარცმისებრი ხე

1851 წლის შემოდგომის შუადღე იდგა. ნიუ-მექსიკოს მწირ


მიწაზე, მარტოდმარტო, საპალნიანი ჯორის თანხლებით, გზას
მიიკვლევდა მხედარი. კვალარეული ცდილობდა, სამშვიდო-
ბოზე გასასვლელი მხოლოდ კომპასის მეშვეობითა და საკუ-
თარი ალღოს კარნახით ეპოვა. სირთულეს წარმოადგენდა ის,
რომ ქვეყანა, რომელშიც ეს ადამიანი აღმოჩნდა, გამოირჩეო-
და ერთობ უსახური, ან, უფრო სწორად, ერთმანეთის მსგავსი
ხედებით. მთელი მიდამო, რასაც კი მისი მზერა სწვდებოდა,
მოსაწყენ, თივის ზვინისხელა წითელი ქვიშის ბორცვებს და-
ეფარა. ძნელად თუ ვინმე დაიჯერებდა, რომ ადამიანის თვალ-
თახედვის არეში მოქცეული, რამდენიმე კვადრატული მილი
შეიძლებოდა მარტოოდენ ერთფეროვანი წითელი ბორცვე-
ბით ყოფილიყო დაფარული. მამაკაცი, დილიდან მოყოლებუ-
ლი, ამ გორაკებს შორის მგზავრობდა, მაგრამ, ისეთი შთაბეჭ-
დილება რჩებოდა, თითქოს ერთ ადგილს ტკეპნიდა, პეიზაჟი
არა და არ იცვლებოდა. ამ კონუსისებურ, წითელ გორაკებს
შორის ჩაკლაკნილ, დახეთქილ ბილიკებზე ოცდაათი მილი მა-
ინც ექნებოდა გავლილი. კაცმა უკვე იმაზე დაიწყო ფიქრი,
რომ განსხვავებულ გარემოს ვეღარასოდეს იხილავდა; იქაუ-
რობა ისე ზედმიწევნით ერთნაირი იყო, თითქოს რაღაც გე-
ომეტრიულ კოშმარში დაბორიალობდა. ბრტყელთავიანი კო-
ნუსები მექსიკურ ღუმლებს უფრო ჰგავდა, ვიდრე თივის ზვი-
ნებს – დიახ, სწორედ აგურის მტვრისფერ მექსიკურ ღუმლებს.
მცენარეული საფარისგან მთლად განძარცვულ ბორცვებზე
მხოლოდ ღვიის ხეები ხარობდა და იმათაც მექსიკური ღუმ-
ლის ფორმა მიეღოთ. ყველა კონუსისებურ გორაკზე პატარა

14
კონუსებივით ამოსულიყო ღვიის ხეები, რომლებსაც, ბორცვე-
ბის ერთფეროვანი წითელი გამისა არ იყოს, ერთნაირად მოყ-
ვითალო ფერი დასდებოდა. მიწიდან ამოჩრილები ისე მჭიდ-
როდ მიჯრილიყვნენ, გეგონებოდათ, ერთმანეთს აწვებოდნენ,
მუჯლუგუნებს ურტყამდნენ და სადაცაა გადაყირავდებოდნენ.
მგზავრს, რომელიც სიცხეში ისედაც მგრძნობიარედ აღიქ-
ვამდა საგანთა ფორმებს, საკუთარი თვალის ბაიაში უთვალავ-
ჯერ ასახულმა პირამიდებმა მთლად აუბნია თავგზა.
– Mais, c’est fantastique!4 – წაილუღლუღა და თვალები
დახუჭა, აბეზარი და ყველგან მსუფევი სამკუთხედებისგან შვე-
ბა რომ ეგრძნო.
თვალი რომ გაახილა, მზერა უმალვე მოსტაცა ღვიამ, რო-
მელიც მოყვანილობით თანამოძმეებისგან განსხვავდებოდა.
ის სქლად ამოშვერილი კონუსივით არ იდგა, გაშიშვლებული
და ტანდაგრეხილი სიმაღლით ალბათ ათიოდე ფუტს აღწევდა;
შუაზე გაყოფილი კენწერო ორ ბრტყელ ტოტად გაშვერილი-
ყო, ზედ განაყოფის თავზე, შუაგულში, მწვანედ აღაღანებული
ფოთლები თმას მიუგავდა.ა ამქვეყნად არსებულ სხვა არცერთ
მცენარეს არ განუსახიერებია ჯვარცმა ასეთი ზედმიწევნითი
სიზუსტით.
მგზავრი ცხენიდან ჩამოხდა, ჯიბიდან ძალზე გაცვეთილი
წიგნი ამოიღო, თავი მოიშიშვლა და მუხლი მოიყარა ჯვარცმი-
სებრი ხის წინაშე.
რბილი ტყავისგან შეკერილი საჯირითო ქურთუკის ქვეშ
შავი პერანგი ეცვა, ხოლო ღვთისმსახურისთვის განკუთვნილ
საყელოზე შარფი ჰქონდა შემოხვეული. ახალგაზრდა
მღვდელმა ერთი შეხედვით შეიცნო ხე და ლოცვა აღავლინა.
მისი დახრილი თავი ჩვეულებრივი ადამიანის თავი როდი იყო,
ის შესანიშნავი ინტელექტის საცავი გახლდათ. გახსნილ შუბ-
ლზე კეთილშობილება და გონიერება გამოსახვოდა, ნაკვთები
ლამაზი, მაგრამ, ცოტა არ იყოს, მკაცრი ჰქონდა. ტყავის ქურ-
თუკის არშიაშემოვლებული მანჟეტებიდან არაჩვეულებრივად
ნატიფი ხელები მოუჩანდა. ყველაფერი მის კეთილშობილურ

4
(ფრ.) ეს ფანტასტიკაა.

15
წარმოშობაზე, სიმამაცეზე, მგრძნობიარობასა და თავაზიანო-
ბაზე მეტყველებდა. ეს ადამიანი სათანადო პატივით ეპყრო-
ბოდა საკუთარ თავსაც, თავის ცხოველებსაც, იმ ღვიის ხესაც,
რომლის წინაშეც დაეჩოქა და უფალსაც, რომელსაც ვედრე-
ბით მიმართავდა.
ლოცვას დაახლოებით ნახევარი საათი მოანდომა და ფეხ-
ზე რომ წამოდგა, გამოცოცხლებული ჩანდა. მღვდელი დამ-
ტვრეული ესპანურით დაელაპარაკა თავის ფაშატს, ჰკითხა,
თანახმა იყო თუ არა, დაქანცულობის მიუხედავად, სწრაფად
ევლო, რომ როგორმე გზა გაეკვლიათ. მათარაში წვეთი წყა-
ლი არ ჰქონდა, პირუტყვებიც ორი დღის მწყურვალნი იყვნენ –
ღამე პირგამშრალებმა გაატარეს ამ გორაკებს შორის. ცხოვე-
ლები გაძლებაზე იყვნენ, უწყლობას ვეღარ აიტანდნენ, ამი-
ტომ, ჯობდა უკანასკნელი ძალები მოეკრიბათ და ჭა ან წყარო
მოეძებნაათ.
მღვდელი ტეხასში ქარავნით მგზავრობის დროსაც შეაწუ-
ხა წყურვილმა; ჯგუფი, რომელთან ერთადაც გზას დასდგომო-
და, რამდენიმე დღის განმავლობაში ძალზე მცირე რაოდენო-
ბით არიგებდა წყალს. მაგრამ მაშინ ახლანდელივით არ გაწა-
მებულა. დილიდან მოყოლებული თავს შეუძლოდ გრძნობდა,
პირი უხურდა, თავბრუს ხვევა გაუხშირდა. მიჯრით მიწყობილი
კონუსისებრი ბორცვები სულ უფრო უმძიმებდა გუნებას; კაცმა
ისიც კი იფიქრა, – ოვერნის მთებიდან დაწყებული გრძელი
მგზავრობის დასრულება ალბათ აქ მიწერიაო. მღვდელმა სა-
კუთარ თავს შეახსენა ძახილი, ჯვარცმულ მაცხოვარს რომ აღ-
მოხდა: ჟ’აი სოიფ! ამდენი ხნის ფიზიკური ტანჯვისას ჩვენი უფ-
ლის ბაგეებს მხოლოდ ეს ერთადერთი სიტყვა – „მწყურია“
დასცდა. ახალგაზრდა მგზავრმა გონებიდან ამოიგდო საკუთა-
რი თავი და უფლის ტანჯვაზე დაიწყო ფიქრი. ქრისტეს ვნებანი
მისთვის ერთადერთ რეალობად გადაიქცა; საკუთარი სხე-
ულის მოთხოვნილება კი ამ კონცეფციის მცირე ნაწილად წარ-
მოიდგინა მხოლოდ.
ფაშატი წატორტმანდა და პატრონს ფიქრის ძაფი გააწყვე-
ტინა. ახალგაზრდა კაცს პირუტყვები უფრო ებრალებოდა,
ვიდრე საკუთარი თავი. მან, ჯგუფის გონიერ მეგზურად შერაც-

16
ხულმა, ეს საცოდავი ცხოველები „ღუმლების“ დაუსრულებელ
უდაბნოში მოიყვანა. ერთი პირობა, შეშინდა, ჭუიდან ხომ არ
გადავედიო, რადგან იმის მაგიერ, რომ გზის გაკვლევაზე ეზ-
რუნა, თავის პრობლემას უკირკიტებდა, იმაზე ფიქრობდა,
ფეხზე როგორ დაეყენებინა ეპარქია, არადა, ის იყო პაპის წარ-
გზავნილი, ამ სიშორეზე გადმოხვეწილი ვიკარი, რომელსაც
შეიძლება, თავისი სამწყსო ვერც ვერასოდეს ენახა.
ეს მგზავრი გახლდათ ჟან მარი ლატური, რომელიც პაპს
ერთი წლის წინ ეკურთხებინა ვიკარად ნიუ-მექსიკოში და
ეპისკოპოსად ცინცინატის აგათონიკის უმოქმედო ეპარქიაში;
იქიდან მოყოლებული ახალი მღვდელმთავარი თავის სამრევ-
ლომდე მიღწევას ცდილობდა. ცინცინატში ვერავინ მიასწავ-
ლა ნიუ-მექსიკოსკენ მიმავალი გზა, რადგან არავინ იყო იქ
ნამყოფი. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა მამა ლატური ამერი-
კაში ჩავიდა, რკინიგზა მხოლოდ ნიუ-იორკსა და ცინცინატს
შორის გაიყვანეს. ნიუ-მექსიკო ამ პირქუში კონტინენტის შუ-
აში იყო მოქცეული. ოჰაიოს ვაჭრები მხოლოდ ორ მარშრუტს
იცნობდნენ: ერთ-ერთს წარმოადგენდა სენტ ლუისიდან სან-
ტაფემდე მიმავალი გზა, რომელიც ერთობ სახიფათო გასავ-
ლელი იყო კომანჩთა ტომის თავდასხმების გამო. მეგობრებმა
მამა ლატურს ურჩიეს, ახალ ორლეანამდე მდინარეს გაჰყო-
ლოდა, იქიდან ნავით გალვესტონისკენ გაეცურა, ტეხასის გავ-
ლით სან ანტონიომდე მიეღწია და რიო გრანდეს დაბლობის
გავლით ნიუ-მექსიკოსკენ გაეხვია. ასეც მოიქცა, მაგრამ რა
უბედურ დღეშიც ჩავარდა, კი ვნახეთ!
ის მგზავრობდა ორთქლზე მომუშავე გემით, რომელმაც
კატასტროფა განიცადა და გალვესტონის ყურეში ჩაიძირა.
მღვდელმა ყველაფერი დაკარგა, თუკი რამ ებადა, გარდა წიგ-
ნებისა, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის განსაცდელში ჩაგ-
დების ფასად გადაარჩინა. ტეხასი ვაჭრების ქარავანთან ერ-
თად გაიარა; სან ანტონიოს რომ უახლოვდებოდნენ, მღვდე-
ლი გადაბრუნებული საზიდრიდან გადმოხტომისას დაშავდა
და სამი თვის განმავლობაში, დაზიანებული ფეხის განკურნე-
ბამდე, მწოლიარეს ღარიბი ირლანდიელების მრავალრიცხო-
ვანი ოჯახი უვლიდა.

17
თითქმის ერთი წელი გასულიყო იმ დღიდან, რაც ახალგაზ-
რდა ეპისკოპოსი მისისიპიზე მცურავ გემზე პირველად ავიდა.
ზაფხული იდგა, მზის ჩასვლამდე ერთი საათიღა რჩებოდა,
როცა, როგორც იქნა, დაინახა ძველი დასახლება, რომლის-
კენ მიმავალმაც ესოდენ დიდი მანძილი გამოიარა: ჩარდახია-
ნი საზიდარი მთელი დღის განმავლობაში ბუჩქნარით დაფა-
რულ დაბლობზე მიჯაყჯაყებდა, უკვე მოსაღამოებულიყო, მეხ-
რეებმა რომ დაიძახეს, ვილა5 გამოჩნდაო. მამა ლატურმა ჰო-
რიზონტზე დალანდა დაბალი, ყავისფერი, დამუშავებული მი-
წის მსგავსი გამოსახულებები, რომლებიც შიშველმწვერვა-
ლებიანი მთების აბიბინებულ ძირში ნაკეცებივით მიწყობილი-
ყო. მთები ტალღებს ჰგავდა, თითქოს ძლიერ შტორმს ზღვი-
დან მოეყარა ზვირთები; ორნაირი სიმწვანე გადაჰკროდა
იქაურობას, ერთი, ვერხვის ტყის, მეორე კი – მარადმწვანე
მცენარეთა ფერი. ეს ფერები ერთმანეთში კი არ ირეოდა, არა-
მედ ერთიან, ღია და მუქ გამებად გადაჰფენოდა მთელ გარე-
მოს.
ჩარდახიანი საზიდრები წინ მიიწევდა, მზე კიდევ უფრო გა-
დაიხარა; მთების ძირში გამოჩნდა წითელი, სერდოლიკისფე-
რი გორაკების წყება, რომლებიც მკლავებივით შემოჭდობოდა
ჩაღრმავებულ დაბლობს; და, როგორც იქნა! იმ ჩაღრმავებულ
დაბლობზე სანტაფე გამოჩნდა! მეჩხრად დასახლებული ქა-
ლაქი იყო, ალიზით ნაგები არამდგრადი შენობებით……მწვანე
მოედნით… მის ერთ ბოლოში იდგა თიხით ნაშენი ეკლესია,
მაღლა, სივრცეში აზიდული ორი კოშკით. ეკლესიის კარიდან
იწყებოდა გრძელი, მთავარი ქუჩა, საიდანაც თითქოს წყარო-
დან გადმომსკდარი ნაკადულივით მოჩუხჩუხებდა ქალაქი. ეკ-
ლესიის კოშკებსა და დაბალი ალიზის სახლებს უფრო მუქი
ვარდისფერი დაჰკრავდა, ვიდრე მათ უკან აღმართულ წითე-
ლი გორაკების ამფითეატრს. დქარი დროდადრო არხევდა
ალვის კენწეროებს, რომლებიც მახვილის ნიშნებივით ხან იხ-
რებოდნენ, ხან ისევ წელში იმართებოდნენ.

5
სანტაფეს ძველი სახელწოდება.

18
აამ ზეაღმტაც მომენტში ახალგაზრდა ეპისკოპოსი მარტო
არ იყო, მას მხარდამხარ მიჰყვებოდა ცხენზე ამხედრებული
მამა ჯოზეფ ვაილანტი, მისი ბავშვობის მეგობარი, რომელთან
ერთადაც გამოევლო პილიგრიმობის ხანგრძლივი პერიოდი
და რომელსაც მისი ყველა განსაცდელი გაეზიარებინა. სანტა-
ფეში ორივე ერთად შევიდა ღვთის სადიდებლად.
მაშ, როგორღა მოხვდა მამა ლატური ამ ქვიშის ბორცვებ-
ში? თავისი სამკვიდრებლიდან უამრავი მილით დაშორებულს,
უმეგზუროდ დარჩენილსა და გზადაკარგულს, წარმოდგენა არ
ჰქონდა, უკან როგორ დაბრუნებულიყო.
საქმე ის გახლდათ, რომ მექსიკელმა მღვდლებმა უარი გა-
ნაცხადეს სანტაფეში ჩასული ლატურის მღვდელმთავრად
აღიარებაზე; ისინი არც სამოციქულო ვიკარიატს ცნობდნენ და
არც აგათონიკის ეპისკოპოსს. აცხადებდნენ, რომ დურანგოს
ეპისკოპოსს ექვემდებარებოდნენ და არავითარი მითითება
არ მიუღიათ სხვა ხელმძღვანელის თაობაზე. თუ მამა ლატური
მათი ეპისკოპოსი უნდა ყოფილიყო, სად ჰქონდა რწმუნებუ-
ლება? ლატურმა იცოდა, რომ დურანგოს ეპისკოპოსისთვის
უკვე გაეგზავნათ პერგამენტი და სიგელები, მაგრამ აშკარა
იყო, საქმე წინ აღარ წასულა. ამ მხარეში საფოსტო მომსახუ-
რება არ არსებობდა და დურანგოს ეპისკოპოსთან ურთიერ-
თობის ყველაზე სწრაფი და საიმედო საშუალება პირადად მას-
თან მისვლა იყო. ასე რომ, ერთწლიანი მგზავრობის შემდეგ
სანტაფეში ძლივს ჩაღწეული რამდენიმე კვირაში ისევ ცხენზე
შეჯდა და მარტოდმარტო გაეშურა ძველი მეხიკოსკენ, საიდა-
ნაც უკანვე უნდა დაბრუნებულიყო. ჩასვლა-ჩამოსვლაში მას
სრული სამი ათასი მილის გავლა მოუწევდა.
ლატური გააფრთხილეს, რომ რიო გრანდედან ბევრი ბი-
ლიკი გადიოდა და ადვილად შეიძლებოდა სწორ გზას აცდე-
ნოდა. პირველი ხუთი დღის განმავლობაში ახალგაზრდა კაცი
ფრთხილი და წინდახედული იყო, მერე, ეტყობა ყურადღება
მოადუნა და რომელიღაც ბილიკზე გადაუხვია. სწორი მიმარ-
თულებით რომ არ მიდიოდა მაშინ მიხვდა, როცა საგზალიც
გამოლეოდა და ქანცგაწყვეტილ პირუტყვსაც ფეხის გადადგმა
უჭირდა. იგი მაინც შეუპოვრად მიუყვებოდა ამ სულ უფრო გა-

19
ურკვეველ ქვიშიან გზას, რომელიც, ოდესმე სადღაც მაინც მი-
იყვანდა.
მოულოდნელად მამა ლატურმა იგრძნო, რომ მის ფაშატს
ტანი უცნაურად შეუტოკდა. ამ ხნის განმავლობაში პირუტყვმა
თავი პირველად ასწია მაღლა, როგორც ჩანს, შერჩენილი
ძალ-ღონე ფეხებში გადაინაწილა. საპალნიანი ჯორიც მასა-
ვით მოიქცა და ორივე პირუტყვმა ნაბიჯი ააჩქარა. ნუთუ წყლის
სუნი იყნოსეს?
დადაახლოებით ერთსაათიანი სიარულის შემდეგ, როცა
ასობით ბორცვის მსგავს ორ ბორცვს შორის ჩაუხვიეს, ორივე
პირუტყვმა მოულოდნელად, ერთდროულად დაიჭიხვინა.
მათგან ქვემოთ, ქვიშის ოკეანის შუაგულში, მწვანე ძაფივით
მოჩანდა აბიბინებული ბალახი და მორაკრაკე ნაკადული, რო-
მელიც ლენტივით გაშლილიყო უდაბნოში. მას განიერი არ
ეთქმოდა, რადგან აქედან ნასროლი ქვა ადვილად მიაღწევდა
მეორე ნაპირამდე. იქაურობა ისე მწვანედ ღაღანებდა, რომ
მსგავსი ფერი ლატურს არასოდეს ენახა, თვით ძველი სამყა-
როს ყველაზე აყვავებულ მხარეშიც კი. ფაშატის კისრისა და
მხრების ცახცახი რომ არა, მღვდელი ამ გარემოს ხილვად ან
წყურვილისგან გამოწვეულ ილუზიად მიიჩნევდა.
მოჩუხჩუხე წყალი, მინდვრებზე მოფენილი სამყურა ბალა-
ხი, სამგვერდა ალვის ხეები, აკაციები, არაჩვეულებრივ ბაღებ-
ში ჩადგმული პატარა, ალიზით ნაგები სახლები, ბიჭუნა და ნა-
კადულისაკენ გამორეკილი თხის ფარა – აი, რა იხილა ახალ-
გაზრდა ეპისკოპოსმა.
რამდენიმე წუთის შემდეგ, სანამ ის თავისი ცხენისა და ჯო-
რის დაოკებას ცდილობდა, ზედმეტი წყალი რომ არ დაელიათ,
მასთან შავთავსაფრიანმა გოგონამ მიირბინა. კაცმა ისიც კი
გაიფიქრა, – ასეთი კეთილი სახე არსად მინახავსო. გოგონა
ქრისტიანული წესით მიესალმა:
– Ave Maria Purisima, Senor6! საიდან მობრძანდებით?

6
(ესპ.) უწმინდესი ავე მარია, სენიორ!

20
– კურთხეულ იყავ, შვილო ჩემო, – უპასუხა ლატურმა ეს-
პანურად, – მე მღვდელი ვარ, გზა ამებნა. აქ წყურვილის მო-
საკლავად მოვედი.
– მღვდელი? – წამოიძახა გოგონამ, – შეუძლებელია! არა-
და, გიყურებთ და მართლაც ასეა. ჩვენთან აქამდე მსგავსი
არაფერი მომხდარა. ალბათ მამაჩემის ლოცვის პასუხად გა-
მოჩნდით. პედრო, გაიქეცი და მამას და სალვატორეს შეატყო-
ბინე.

დამალული წყალი

ერთი საათის შემდეგ ქვიშის გორაკებზე ღამე ჩამოწვა.


ახალგაზრდა ეპისკოპოსი ვახშმად მიიწვიეს ამ მექსიკური და-
სახლების მთავარ შენობაში, რომელსაც, როგორც შეიტყო,
Agua Secret-ს, ანუ დამალულ წყალს ეძახდნენ. მასთან ერ-
თად მაგიდას უსხდნენ: ხნიერი მასპინძელი, სახელად ბენიტო,
მისი უფროსი ვაჟი და ორი შვილიშვილი. მოხუცი ქვრივი იყო.
ქალიშვილი ხოსეფა – გოგონა, რომელიც წყაროსთან შეეგე-
ბა – დიასახლისობდა. ვახშმად ჰქონდათ ქოთანში მომზადე-
ბული ხორციანი ლობიო, პური, თხის რძე, ახლადამოყვანილი
ყველი და მწიფე ვაშლი. ალიზის თეთრკედლებიან ოთახში
შესვლისთანავე მამა ლატურს სიმშვიდე დაეუფლა.ა ამ ღარი-
ბულ და უბრალო გარემოში ერთგვარი კეთილგანწყობა სუ-
ფევდა; სუფრა გაშალა იქვე მოფუსფუსე სერიოზული გამომეტ-
ყველების გოგონამ, რომელიც ახლა კედელთან, ჩრდილში
იდგა და მღვდელს აღფრთოვანებული თვალებით უმზერდა.
სანთლის შუქით განათებულ ოთახში ლატური ოთხ შავგვრე-
მან მამაკაცთან ერთად იჯდა და თავს ისე გრძნობდა, როგორც
საკუთარ სახლში. მამაკაცებს თავაზიანი მანერები ჰქონდათ,

21
დაბალ და სასიამოვნო ხმაზე საუბრობდნენ. ჭამის დაწყებამ-
დე, სანამ მღვდელი ლოცულობდა, კაცები მუხლმოყრილნი
იდგნენ მაგიდის წინ. ოჯახის უფროსმა განაცხადა, რომ მისი
ვარაუდით, ნამდვილად კურთხეულმა ქალწულმა შეუცვალა
გზა ეპისკოპოსს და მიიყვანა მათ ნაკლებად ცნობილ დასახ-
ლებაში ბავშვების მოსანათლად და ჯვრისწერისთვის. ბენი-
ტომ ლატურს შესჩივლა, რომ თავიანთი მიწის საკუთრების სა-
ბუთები არ გააჩნდათ და შიშობდნენ, მათი ნაკვეთები ამერი-
კელებს არ წაერთმიათ. დასახლებაში არავინ იცოდა წერა-
კითხვა. მისი უფროსი ვაჟი, სალვატორე, ცოლის სათხოვნე-
ლად ალბუკერკეში ჩასულა, ასეთ შორეულ ადგილას შეურჩე-
ვია საცოლე და იქვე დაქორწინებულა. ალბუკერკელ
მღვდელს სალვატორესათვის ოცი პესო, ანუ იმ დანაზოგის ნა-
ხევარი გამოურთმევია, რომლითაც სახლისთვის ავეჯი და
ფანჯრის მინები უნდა ეყიდა. მღვდლის საქციელის გამო გუ-
ლაცრუებულ მის ძმებსა და ბიძაშვილებს ცოლები ჯვარდაუ-
წერლად მოუყვანიათ.
ეპისკოპოსმა დაწვრილებით გამოჰკითხა მასპინძლებს მა-
თი ცხოვრების შესახებ და ამ ადამიანებმაც უთხრეს, რომ ყვე-
ლაფერი ჰქონდათ, რაც ბედნიერებისათვის სჭირდებოდათ;
საკუთარი ცხვრის მატყლს ართავდნენ და მისგან სამოსს იქ-
სოვდნენ; სიმინდი, ხორბალი და თამბაქო მოჰყავდათ, ზამ-
თრისთვის ქლიავისა და გარგრის ჩირს ამზადებდნენ. წელი-
წადში ერთხელ ბიჭებს ალბუკერკეში მარცვლეული მიჰქონ-
დათ დასაფქვავად, იქიდან კი შაქრითა და ყავით ხელდამშვე-
ნებულნი ბრუნდებოდნენ. ფუტკარიც ჰყავდათ და როცა შაქ-
რის ფასი ძვირდებოდა, თაფლს იყენებდნენ სასმელის დასატ-
კბობად. ბენიტოს კარგად არც კი ახსოვდა, მისი პაპის პაპა ჩი-
ხუახუადან როდის ჩამოსახლდა აქ ხარშებმული ურმით, რო-
მელზეც მთელი თავისი ავლადიდება ელაგა.
– მაშინ ჩამოვიდა, ფრანგებმა თავიანთი მეფე რომ მოკ-
ლეს. სანამ სახლს მიატოვებდა, პაპაჩემს ყური მოეკრა ამ ამ-
ბისთვის და მერე, სიბერეში ჩვენ, ბიჭებს გვიყვებოდა ხოლმე.
– თქვენ ალბათ მიხვდით, ფრანგი რომ ვარ, – უთხრა ლა-
ტურმა.

22
ვერა, ისინი ამას ვერ მიხვდნენ, მაგრამ დარწმუნებულნი
კი იყვნენ, რომ ეს კაცი ამერიკელი არ უნდა ყოფილიყო. უფ-
როსი შვილიშვილი ხოსე სტუმარს უნდობლად უცქერდა. მომ-
ხიბლავ ყმაწვილს სამკუთხედად შეჭრილი შავი თმა კუშტად
მომზირალ თვალებზე ჩამოფხატოდა. პირველად ახლა და-
ილაპარაკა:
– ალბუკერკეში ამბობენ, რომ ჩვენ, ყველანი უკვე ამერი-
კელები ვართ, მაგრამ ეს სიმართლე არ არის, პადრე, მე არა-
სოდეს ვიქნები ამერიკელი, ისინი ურწმუნონი არიან.
– სრულიადაც არა, შვილო ჩემო, ათი წელი ვიცხოვრე
ჩრდილოეთში ამერიკელებთან და ბევრი მორწმუნე კათოლი-
კეც აღმოვაჩინე.
ახალგაზრდა კაცმა თავი გააქნია:
– როცა გვებრძოდნენ, ჩვენი ეკლესიები დაანგრიეს და
ცხენების სადგომებად გამოიყენეს. ახლა რელიგიასაც წაგ-
ვართმევენ. ჩვენ ჩვენებურად ცხოვრება და საკუთარი რელი-
გია გვინდა.
მამა ლატურმა უამბო, როგორი მეგობრული ურთიერთო-
ბები ჰქონდა ოჰაიოს პროტესტანტებთან. თუმცა, მასპინძლე-
ბის გონებაში ორი აზრის ერთად არსებობისთვის ადგილი არ
მოიძებნა; ისინი აღიარებდნენ ერთადერთ რელიგიას, დანარ-
ჩენი სამყარო კი ურწმუნოთა სამკვიდრებლად მიაჩნდათ. ერთ
რამეს ნამდვილად ხვდებოდნენ, უნაგირზე გადაკიდებულ
ხურჯინში მოძღვარს უთუოდ ექნებოდა შესამოსელი, სანაწი-
ლე და წირვისთვის საჭირო ნივთები. მათი აზრით, მეორე დი-
ლით, ღვთისმსახურების შემდეგ, ის აღსარებებს ჩაიბარებდა
და არაერთ ნათლობასა და ჯვრისწერას ჩაატარებდა.
ნავახშმევს მამა ლატურმა სანთელი აიღო და ბუხრის თავ-
ზე, თაროზე გამწკრივებული წმინდანთა გამოსახულებების
თვალიერებას შეუდგა. ხისგან გამოკვეთილი წმინდანთა ფი-
გურები ყველა მექსიკურ სახლში, თვით უღარიბეს ოჯახებშიც
კი ჰქონდათ და მღვდელი მუდამ ინტერესით ეკიდებოდა მათ,
– ორი ერთნაირი ფიგურა არასოდეს უნახავს. ბონიტოს ბუხ-
რის თავზე შემოწყობილი ქანდაკებები, დაახლოებით სამოცი
წლის წინ, ხარ-ურმით ჩამოეტანათ ჩიხუახუადან. ისინი

23
ღვთისმოსავ ადამიანს გამოეკვეთა ხისგან და ხასხასა ფერე-
ბით შეეღება, თუმცა, დროთა განმავლობაში, ფერები გაცრე-
ცილიყო და ახლა თოჯინებივით ტანსაცმლით შემოსილიყ-
ვნენ. ლატურს ეს პატარა ქანდაკებები ერჩია ქარხნული წესით
დამზადებულ თაბაშირის იმ წმინდანებს, რომლებიც ოჰაიოში,
თავისი მისიის ეკლესიებში ეგულებოდა და რომლებიც მას
ოვერნში, ტაძრების წინ განლაგებულ, ქვის უღიმღამო ფიგუ-
რებს აგონებდა. წმინდა ქალწული მწუხარე ღვთისმშობლის
სახით გამოეკვეთათ ხისგან; გრძელი, ხეშეში და პირქუში,
კისრიდან წელამდე წაგრძელებული ქანდაკება, წელიდან ფე-
ხებამდე კიდევ უფრო გაჭიმულიყო სიგრძეში და ძალზე წა-
აგავდა აღმოსავლეთის ეკლესიებში მოზაიკით შესრულებულ
გამოსახულებებს. შავით შემოსილს თეთრი წინსაფარი ეკეთა,
თავზე კი ღარიბი მექსიკელი ქალივით რებოსო7 წაეკრა. მარ-
ჯვნივ წმინდა იოსები ამოსდგომოდა, მარცხნივ კი პატარა
მრისხანე მხედარი, წმინდანი, რომელიც მექსიკელი რანჩე-
როსავით იყო გამოწყობილი, – მას ხავერდის უხვნაქარგებია-
ნი და კოჭებთან გაგანიერებული შარვალი, ხავერდისავე ქურ-
თუკი და აბრეშუმის პერანგი ეცვა, თავზე კი წოწოლა და ფარ-
თოფარფლებიანი მექსიკური სომბრერო ეხურა. მხედარი თა-
ვის ჩასუქებულ ცხენზე უნაგირში ჩამჯდარი ღერძით იყო და-
მაგრებული.
ბენიტოს უმცროსმა შვილიშვილმა შეამჩნია, რომ მღვდე-
ლი ამ ფიგურას ინტერესით აკვირდებოდა და უთხრა:
– ეს ჩემი მოსახელე წმინდანია, სანტიაგო.
– ჰო, დიახ, სანტიაგო. ისიც ჩემსავით მისიონერი იყო.
ჩვენს ქვეყანაში მას წმინდა ჟაკს ვეძახით, მას ხელთ ჯოხი და
პატარა ხელჩანთა უპყრია. აქ კი, რა თქმა უნდა, ცხენი დას-
ჭირდებოდა.
ბიჭმა გაოცებით შეხედა:
– მაგრამ ის ხომ ცხენების წმინდანია. თქვენს ქვეყანაში
ასე არ არის?
ეპისკოპოსმა თავი გააქნია:

7
მექსიკური გრძელი შარფი.

24
– არა. ამის თაობაზე არაფერი ვიცი. ცხენების წმინდანი
რანაირად არის?
– ის კურთხევას უგზავნის ფაშატებს, კარგად რომ იმაკონ.
ინდიელებსაც კი სჯერათ ამისი, იციან, თუ სანტიაგოს არ შეს-
თხოვენ, რამდენიმე წლის განმავლობაში წესიერი კვიცი არ
ეღირსებათ.
მოგვიანებით, ლოცვის დასრულების შემდეგ, ბენიტოს
რბილ, ბუმბულიან ლოგინში ჩაწოლილი ახალგაზრდა ეპის-
კოპოსი ფიქრობდა, თუ რამდენად განსხვავდებოდა ეს ღამე
იმისგან, რასაც ელოდა; ეგონა, ღამეს ღია ცის ქვეშ გაატარებ-
და და წყურვილით გატანჯული წინასწარმეტყველივით ღვიის
ხის ძირში მოუწევდა დაძინება. მაგრამ, აი, იწვა ახლა მოხერ-
ხებულად, უსაფრთხოდ და სიყვარულით იმსჭვალებოდა მის
გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ, რომლებმაც გული და-
უმშვიდეს. მამა ვაილანტი აქ რომ ყოფილიყო, ეტყოდა, – ეს
სასწაულიაო! სწორედაც, წმინდა დედამ, რომელსაც ლატურ-
მა ჯვარცმისებრი ხის წინაშე მუხლმოდრეკილმა შეჰღაღადა,
შთააგონა აქეთ წამოსვლა. ეპისკოპოსი თვითონაც ხვდებო-
და, რომ ეს მართლაც ასე იყო. მაგრამ მისი ძვირფასი ჯოზე-
ფისთვის სასწაული უფრო თვალხილული და გამომსახველო-
ბითი უნდა ყოფილიყო და არა ბუნებრივად აღვლენილი; მაგა-
ლითად, მსგავს შემთხვევაში, მას შეეძლო აღეწერა იმ მოსას-
ხამის ფერი, რომელიც ღვთისმშობელს ემოსა, როდესაც
ცხენს ლაგამში ჩასჭიდა ხელი; აი, იქ, ღვიებს შორის გამოატა-
რა და გაუკვალავი ქვიშის გორაკებიდან ისე გამოუძღვა, რო-
გორც ანგელოზი გაუძღვა მის ჯორს ეგვიპტეში გაქცევისას.
მეორე დღეს, საღამოხანს, ეპისკოპოსი სიცოცხლის მომ-
ნიჭებელი წყაროს ნაპირას დასეირნობდა და გონების თვა-
ლით ჭვრეტდა იმდილანდელ მოვლენებს. ბენიტომ და მისმა
ქალიშვილმა საკურთხეველი მწუხარე ქალწულის ხის ქანდა-
კების წინ გამართეს და ზედ სანთლები და ყვავილები დააწ-
ყვეს. სოფლის ყველა მცხოვრები, სალვატორეს ავადმყოფი
ცოლის გარდა, მესაზე დასასწრებად მივიდა. შუადღემდე
მღვდელმა ჩაატარა ჯვრისწერისა და ნათლობის რიტუალები,
მოისმინა აღსარებები და მირონცხების წესიც შეასრულა. ამას

25
მოჰყვა ტრაპეზი. მირონცხების შემდეგ ხოსეფამ ჩუმად დატო-
ვა იქაურობა – წინა ღამით ხოსეს მიერ დაკლული თიკნის შეწ-
ვაში უნდა შეშველებოდა თავის რძალს. მამა ლატურმა სთხო-
ვა, მის ულუფაში მწარე წიწაკა არ ჩაეგდოთ. გოგონა ჩაეძია, –
ასე უფრო მართებული ხომ არ არის ღვთისმსახურისთვისო?
მღვდელმა სასწრაფოდ აუხსნა, რომ ფრანგები, როგორც წე-
სი, ცხარე სანელებლებს არ ეტანებოდნენ და რომ გოგონას
შემდგომში უარი არ უნდა ეთქვა საყვარელ საკმაზზე.
ტრაპეზის შემდეგ მძინარე ბავშვები სახლებში წაიყვანეს,
მამაკაცები მოსაწევად გავიდნენ მოედანზე, ალვის ხეებქვეშ.
ეპისკოპოსს განმარტოება უნდოდა, გამყოლზე კატეგორიული
უარი განაცხადა და სასეირნოდ გაემართა. გაიარა კალო, სა-
დაც სოფლის მცხოვრებნი მარცვლეულს ისევე ლეწავდნენ და
ანიავებდნენ, ბზისგან განაცალკევებდნენ ისევე, როგორც
ოდესღაც ისრაელის შვილები. უკნიდან ყურისწამღები ბღავი-
ლი მოესმა, – პედრო წამოსწეოდა თხის ფარასთან ერთად;
მთელი დღის განმავლობაში გორაკების გაყოლებაზე გადაშ-
ლილ საძოვარზე მომწყვდეული, გაგულისებული თხები ვე-
ლურებივით მოალაჯებდნენ და გასროლილი ისრების სისწრა-
ფით ახტებოდნენ წყაროს. დამცინავი, ადამიანისათვის დამა-
ხასიათებელი აზრიანი ღიმილით ჩაუარეს ეპისკოპოსს. ვა-
ცებს თხელი და მოხდენილი ტანი, წაწვეტებული ქვედა ყბა და
პრიალა, უკან გადახრილი რქები ჰქონდათ. პირუტყვებს ერ-
თმანეთისგან განსხვავებულ სახეებზე რაღაცნაირი მედიდური
და გესლიანი გამომეტყველება აღბეჭდოდათ. თხებს თვალის-
მომჭრელად ქათქათა, გრძელი, აბრეშუმივით ბეწვი ამშვენებ-
დათ. მზის შუქზე მოკუნტრუშე ამ არსებებმა ლატურს აპოკა-
ლიფსი გაახსენა, კერძოდ კი თავი კრავის სისხლში განბანილ-
თა სითეთრის შესახებ. ახალგაზრდა ეპისკოპოსს თავის
არეულ-დარეულ თეოლოგიაზე გაეღიმა. მართალია, თხა ყო-
ველთვის წარმართული ავხორცობის სიმბოლოდ ითვლებო-
და, მაგრამ საკუთარ თავს ისიც შეახსენა, თუ რამდენი ქრის-
ტიანი გაეთბო მათ მატყლს და რამდენი სუსტი ჯანმრთელობის
ბავშვი გამოეჯანმრთელებინა მათ ნოყიერ რძეს.

26
სოფლიდან ერთი მილის მოშორებით მღვდელი მოულოდ-
ნელად წყაროს სათავეს მიადგა. ნაკადულს თავზე დასდგომო-
და წვეტიანფოთლებიანი ხე, რომელსაც წყლის ტირიფს ეძახ-
დნენ. ირგვლივ შემოჯარულიყო ღუმლის ფორმის გორაკები
და არაფერი მიანიშნებდა წყალზე, რომელიც სასწაულებრი-
ვად მოჩქებდა დამსკდარი და გამომშრალი ქვიშის ზღვიდან.
ზოგიერთ მიწისქვეშა წყალს გამოსასვლელი ამ ადგილზე
ეპოვა და წყვდიადიდან თავი დაეღწია. ამის შედეგად აღმოცე-
ნებულიყო ბალახი, ხეები, ყვავილები, მოსულიყო ადამიანი,
გაეჩაღებინა ოჯახური კერია, საიდანაც კედრის დამწვარი კუნ-
ძის კვამლი ამოდიოდა და საკმეველივით ადიოდა ზეცაში.
ეპისკოპოსი კარგა ხანს იჯდა წყაროსთან, ჩამავალი მზე
ულამაზეს სხივებს აფრქვევდა დაბალ, მოვარდისფრო სახ-
ლებსა და აღაღანებულ ბაღებს. მოხუც პაპას მისთვის ეჩვენე-
ბინა ისრის წვერები, დაჟანგული მედლები და ხმლის ტარი, აშ-
კარად ესპანური წარმოშობისა, რომელიც წყაროს სათავეს-
თან, მიწაში ეპოვა. ეს ადგილი კაცთა მოდგმის თავშესაფარი
იქნებოდა მექსიკელების ჩამოსვლამდე დიდი ხნით ადრეც. ის
ისტორიაზე ძველი იყო, ისევე, როგორც ჭების სათავეები
მღვდლის სამშობლოში, სადაც რომაელმა ახალმოსახლეებმა
მდინარის ქალღმერთის გამოსახულება დადგეს, მოგვიანე-
ბით კი ქრისტიანმა მღვდლებმა ჯვარი აღმართეს. ეს დასახ-
ლება, მისი ეპარქიის მინიატურულ მოდელს წარმოადგენდა;
იქაც ასე იყო – ასობით კვადრატული კილომეტრის გამომშრა-
ლი უდაბნო, მერე წყარო, სოფელი, მოხუცი კაცი, რომელიც
ცდილობდა არ დავიწყებოდა კატეხიზმო, რათა შემდგომ შვი-
ლიშვილებისთვის ესწავლებინა. ესპანელი ევანგელისტი ბე-
რების მიერ ჩანერგილი და მათივე სისხლით მორწყული
მრწამსი კვლავაც არ ჩამკვდარიყო, ის მხოლოდ გუთნის დე-
დის თავდაუზოგავ შრომას ელოდა. ლატურს არ აწუხებდა არც
მის წინააღმდეგ ამბოხებული სანტაფე და არც ამ ამბოხის სუ-
ლისჩამდგმელი, გავლენიანი ადგილობრივი მღვდელი მამა
მარტინეს ტაოსელი, რომელიც აშკარად იმიტომ ჩამოსულიყო
თავისი სამრევლოდან, რომ ვიკარი ჯერ მიეღო, მერე კი გაეძე-
ვებინა. მოხუცი მარტინესი ერთობ შემაძრწუნებელი გარეგ-

27
ნობისა გახლდათ. დიდი თავი, მძვინვარე ესპანური სახე და
კამეჩის მხარ-ბეჭი ჰქონდა; მისი ტირანიის დასრულების დღე
ახლოვდებოდა.

ეპისკოპოსთან

შობის დღესასწაულის გვიანი შუადღე იდგა. ეპისკოპოსი


საწერ მაგიდასთან იჯდა და წერილებს წერდა. სანტაფეში ჩა-
მოსვლის დღიდან მის ოფიციალურ კორესპონდენციებს ერ-
თობ სერიოზული შინაარსი ჰქონდა, მაგრამ ეს მჭიდროდ ნა-
წერი ფურცლები, რომლებზეც ფიქრიანი ღიმილით დახრილი-
ყო, არც მონსენიორისთვის იყო განკუთვნილი და არც მთავა-
რეპისკოპოსისა თუ რელიგიური დაწესებულებების ხელ-
მძღვანელებისათვის. ის წერდა საფრანგეთს, ოვერნს, თავის
მშობლიურ პატარა ქალაქს, რუხ, მიხვეულ-მოხვეულ, რიყის
ქვით მოპირკეთებულ, წაბლის ხეებით დაჩრდილულ ქუჩებს,
რომლებზეც, ალბათ ამ შობა დღესაც კი ეკიდა ერთი-ორი ყა-
ვისფერი ფოთოლი, ანდა, შესაძლოა, ის ფოთლები ერთმანე-
თის მიყოლებით ცვიოდა და კედლებზე აყოლებულ ცივ, მწვა-
ნე სუროში იხლართებოდა.
ეპისკოპოსი მხოლოდ ცხრა დღის წინ ჩამოსულიყო მექსი-
კიდან ცხენით. რამდენჯერმე შეფერხების შემდეგ მოხუცმა
მექსიკელმა პრელატმა ლატურს დურანგოში გადასცა მის
დაქვემდებარებაში გადასული ვიკარიატის საბუთები და ად-
რეული ზამთრის მზიან დღეს მამა ლატური ისევ ცხენზე ამხედ-
რებული გაბრუნდა ათას ხუთასი მილით დაშორებული სანტა-
ფესკენ. დიქ ჩასულს მტრულის ნაცვლად მეგობრული გარემო
დახვდა. მამა ვაილანტს თავი უკვე შეეყვარებინა ხალხისთვის.
მექსიკელ მღვდელს, რომელიც საკათედრო ტაძარს განაგებ-
და, უმტკივნეულოდ დაეტოვებინა პოსტი, თავისი ოჯახის მო-

28
სანახულებლად წასულიყო ძველ მეხიკოში და საკუთარი ქო-
ნებაც თან გაეყოლებინა. მის სახლს მამა ვაილანტი დაუფლე-
ბოდა და დურგლებისა და მექსიკელი ქალების დახმარებით
იქაურობა მოეწესრიგებინა. მღვდელმსახურს უხვად შეწეოდ-
ნენ იანკი ვაჭრებიცა და მარსის ფორტის სამხედრო კომენდან-
ტიც – ქვეშაგები, საბნები და ავეჯი გაეგზავნათ.
ეპისკოპოსის რეზიდენციას წარმოადგენდა ალიზისაგან
ნაგები ძველი სახლი, სადაც ბევრი რამ შეკეთებას საჭიროებ-
და, მაგრამ საცხოვრებლად ვარგისი იყო. მამა ლატურს კაბი-
ნეტად ფლიგელის ბოლო ოთახი აერჩია. სწორედ ამ გრძელ,
სასიამოვნო ფორმის ოთახში იჯდა იგი შობა დღეს, საღამო
ხანს. თიხის სქელი კედლები შიგნიდან ინდიელი ქალების
მარჯვე ხელისგულებს მოეშანდაკებინათ. ეს უსწორმასწორო
და მყუდრო გარემო მთლიანად ადამიანის ხელით იყო შექმნი-
ლი. დამაიმედებელი სიმტკიცე და ძალა იგრძნობოდა მის კედ-
ლებში, რომლებიც კარის ზღურბლთან, ფანჯრების რაფებსა
და ბუხრის განიერ კუთხეებთან მომრგვალებულ ფორმას
იღებდა. სანამ ეპისკოპოსი წასული იყო, ინტერიერი შეეთეთ-
რებინათ. ცეცხლის ლიცლიცი ვარდისფერ შუქს ჰფენდა კედ-
ლების ოკრობოკრო ზედაპირს, რომელსაც სიგლუვისა და
ფითქინა სითეთრისა არაფერი ეტყობოდა, რამდენადაც, თი-
ხის წითელი ფერი შიგნიდან თბილ ელფერს ანიჭებდა კირით
შეღებილ ოთახს. ჭერი კედრის კოჭებისგან იყო შეკრული. ამ
კოჭებზე გადებული ერთნაირი ზომის, მიჯრით მიწყობილი
ახალგაზრდა ვერხვის ხეები, წითელ კანში ჩალაგებულ ნეკ-
ნებს ჰგავდა. მიწის იატაკი ინდიელთა ნახელავი სქელი ფარ-
დაგებით დაეფარათ. ძალზე ძველი და ლამაზი ფერებით მოხა-
ტული ორი ფარდაგი კედლებზე გობელენებივით ეკიდა.
ბუხრის აქეთ-იქეთ, კედელში გამოეჭრათ და მოებათქაშე-
ბინათ ორი ნიში. ერთი ვიწრო და თაღოვანი იყო და შიგ ეპის-
კოპოსის ჯვარცმა იდგა, მეორეში კი, რომელსაც ოთხკუთხე-
დის ფორმა და ხისგან გამოთლილი, ცხაურის მსგავსი მოჩუ-
ქურთმებული კარი ჰქონდა, იშვიათი და ულამაზესი წიგნები
ეწყო. ეპისკოპოსის დანარჩენი ბიბლიოთეკა ღია თაროებზე
განეთავსებინათ ოთახის მეორე ბოლოში.

29
მამა ვაილანტმა ყოფილი მექსიკელი მღვდლისგან იყიდა
სახლის ავეჯი, რომელიც საკმაოდ მძიმე და უხეში კი იყო, მაგ-
რამ ცუდად არ გამოიყურებოდა. მაგიდები და საწოლები ცუ-
ლითა თუ ნაჯახით დაჩეხილი კუნძებისგან დაემზადებინათ.
თვით ის სქელი თაროებიც, რომლებზეც ეპისკოპოსის თე-
ოლოგიური წიგნები ეწყო, ცულით ნათალი ჩანდა. იმ დროის-
თვის ნიუ-მექსიკოს მთელ ჩრდილოეთ ნაწილში არც საჩარხი
დაზგა მოიპოვებოდა და არც ხის საჭრელი ქარხანა. ადგი-
ლობრივი დურგლები რანდავდნენ სკამებისა და მაგიდების
ფეხებს, მერე კი, ავეჯის ნაწილებს, რკინის ლურსმნისმაგიერ,
ხისსავე წვეტიანი და გამძლე წკირებით აერთებდნენ. ხის ზან-
დუკები უჯრებიანი კომოდის მაგივრობას სწევდა, – ზოგს ლა-
მაზად მოჩუქურთმებული ზედაპირი ჰქონდა, ზოგზე კი – დეკო-
რირებული ტყავი გადაეკრათ. საწერი მაგიდა, რომელსაც
ეპისკოპოსი მისჯდომოდა, იმპორტული იყო; კაკლის მასა-
ლისგან ნაკეთი, ამერიკული წარმოების „სეკრეტერი“ ერთ-
ერთმა ოფიცერმა გამოგზავნა ფორტიდან მამა ვაილანტის
თხოვნით. ვერცხლის შანდლები, რომლებიც ლატურს დიდი
ხნის წინ ჩამოეტანა საფრანგეთიდან, საყვარელ დეიდას ეჩუ-
ქებინა მის სასულიერო პირად კურთხევასთან დაკავშირებით.
აახალგაზრდა ეპისკოპოსი ფრანგულად წერდა, მისი კა-
ლამი ქაღალდის ფურცელზე დასრიალებდა და ზედ იისფერი
მელნით შესრულებული მშვენიერი, დახვეწილი ხელნაწერის
ნაკვალევს ტოვებდა:
„ძვირფასო ძმაო, ახლა, როცა ამ წერილს გწერ, ჩემი კაბი-
ნეტი გაჟღენთილია კედრის ხის ნაფოტების სურნელით, რო-
მელიც ბუხარში იწვის (ხის ამ ჯიშს საწვავად ვიყენებთ. დიდად
საამო და დახვეწილი არომატი აქვს. მცირე საქმიანობის
დროსაც კი საკმევლის სურნელი დაგვტრიალებს თავს). ნე-
ტავ, შენცა და ჩემს ძვირფას დასაც შემოგახედათ ამ სიმყუდ-
როვითა და სიმშვიდით სავსე გარემოში. ჩვენ, მისიონერებს,
მთელი დღის განმავლობაში ქურთუკები გვაცვია, ფართო-
ფარფლიანი ქუდები გვახურავს და ამერიკელ ვაჭრებს ვგა-
ვართ; ვერც კი წარმოიდგენ, რაოდენ დიდ შვებას მგვრის
ხოლმე ჩემი ძველი ანაფორა, რომელსაც ღამით, სახლში მოს-

30
ვლისთანავე ვიცვამ! მაშინ უფრო მეტად ვგრძნობ მღვდელი
რომ ვარ, რადგან დღისით ვალდებულება მაიძულებს, „საქმი-
ან კაცად“ ვიქცე და, გარკვეული მიზეზების გამო, ფრანგივით
ვიმოქმედო. საუბრითა და აზროვნებით ამერიკელი ვარ, გუ-
ლითაც. ამერიკელი ვაჭრებისა და განსაკუთრებით, ფორტის
სამხედრო ოფიცრების სიკეთე უფრო ფასეულია, ვიდრე ზერე-
ლე ლოიალობა. განზრახული მაქვს, სამხედროებს დავეხმა-
რო მათი მოვალეობის შესრულებაში. იმაზე მეტად გამოვად-
გები, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. ეკლესიას უფრო მეტის გა-
კეთება ძალუძს, ვიდრე ფორტს, იმისთვის, რომ აქაური საცო-
დავი მექსიკელები „კარგ ამერიკელებად“ აქციოს. ამ ხალხის-
თვის ასე აჯობებს, სხვა გზა არ არსებობს მათი პირობების გა-
საუმჯობესებლად.
მაგრამ დღეს, ჩემს მოვალეობებსა და მიზნებზე ლაპარა-
კით არ დაგღლი. ამ საღამოს ჩვენ, გადმოხვეწილები, ბედნიე-
რები ვართ და მშობლიური კერის მოგონებებით ვცხოვრობთ.
მამა ჟოზეფმა მოაყვანინა დამხმარე მექსიკელი ქალი, – დრო-
თა განმავლობაში მისგან კარგი მზარეული დადგება, – მაგ-
რამ ამაღამ თვითონ მოგვიმზადებს საშობაო სადილს. ნოვე-
ნას ლოცვისა და სადღესასწაულო მესის შემდეგ მეგონა, დღეს
დასვენება მოუნდებოდა, მაგრამ, ნურას უკაცრავად; ხომ იცი,
მისი დევიზია: „დაისვენე ქმედითადო!“ დურანგოდან ცხენით
ჩამოვუტანე ზეითუნის ზეთი („ზეითუნისას“ იმიტომ ვამბობ,
რომ აქაურები „ზეთს“ ფურგონების გასაპოხ სითხეს ეძახიან),
და ახლა რაღაც სალათს ამზადებს. ზამთრობით მწვანე ბოს-
ტნეული არ მოგვეპოვება; აქ არც კი სმენიათ ისეთი დალოც-
ვილი მცენარის შესახებ, როგორიცაა სალათის ფოთლები.
ჟოზეფს სასალათე ზეთის გარეშე ძალზე უჭირს, ოჰაიოში არა-
სოდეს მოჰკლებია იმის მიუხედავად, რომ უყაირათოდ ხარ-
ჯავდა. მთელი დღეა, სამზარეულოში ტრიალებს. სადილის
მოსამზადებლად ღია ცეცხლს ვიყენებთ, შესაწვავად კი მიწის-
გან ნაშენი ღუმელი გვაქვს შიდა ეზოში. მას ჯერჯერობით
არაფრით გავუწბილებივარ. ვგონებ, შემიძლია, პირობა მოგ-
ცე, რომ ამ საღამოს ორი ფრანგი კარგად ვისადილებთ და
შენს სადღეგრძელოსაც დავლევთ“.

31
ეპისკოპოსმა კალამი დადო, პატარა კვარით ბუხრიდან
ცეცხლი გამოიღო და სანთლები აანთო, შემდეგ კედელში
ღრმად ჩამჯდარ ფანჯარასთან მივიდა, ხელები გაიწმინდა და
გაცრიატებულ, შეღამებულ ცას გახედა. ქარვისფერ დაისში
მოკიაფე ცისკრის ვარსკვლავი თავისივე ნაზ, ულამაზეს ვერ-
ცხლისფერ შუქში ლივლივებდა. ლატურმა წაიღიღინა ავე მა-
რის შტელლა – გალობა, რომელსაც მისი ერთი მეგობარი შე-
სანიშნავად ასრულებდა ხოლმე სემინარიაში; მერე შებრუნ-
და, ნელა გაემართა საწერი მაგიდისკენ და ის-ის იყო, კალამი
მელანში ჩააწო, რომ კარი გაიღო და გაისმა:
– Monseigneur est servi! Alors, Jean, veux-tu apporter les
bougies?8
ეპისკოპოსმა შანდალი გაიტანა სასადილო ოთახში, სადაც
სუფრა უკვე გაშლილი დახვდა, მამა ვაილანტს კი მზარეულის
წინსაფარი მოეხსნა და ანაფორაში გამოწყობილიყო. ცეც-
ხლთან ტრიალისას აჭარხლებულს, უხეში სახე კიდევ უფრო
დაუშნოებოდა. უცხო ადამიანი მამა ჟოზეფთან შეხვედრისას
პირველად იმას გაიფიქრებდა, უფალს ამაზე მახინჯი ცოტა
ვინმე თუ შეუქმნიაო. ის დაბალი იყო და გამხდარი, მთელი სი-
ცოცხლე ცხენზე ჯდომისგან ფეხები გამრუდებოდა; გამომეტ-
ყველებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ სიკეთე და სიხალისე არ
აკლდა; ბებერს ჰგავდა, თუმცა ორმოცი წლისაც არ იყო. მკაც-
რი კლიმატისგან კანი გაუხეშებოდა და მოჭმუჭნოდა, ყელ-კი-
სერიც წვრილი ნაოჭებით დაფარვოდა მოხუცივით. ჰქონდა
დიდი და მსხვილი ცხვირი, გამოკვეთილი ნიკაპი, ძალზე დიდი
პირი, სქელი და ხორციანი ტუჩები, მაგრამ მოშვებულ-მოდუ-
ნებული კი არა, არამედ მუდმივად დაძაგრული, რადგან საქ-
მეს ყოველთვის ემოციურად აკეთებდა. ბუნებრივად ნამჯის-
ფერსა და ახლა მზისგან გახუნებულ თმას გამომშრალი თივის
ელფერი დაჰკრავდა. სემინარიაში მას „ბლანშეს“ ანუ „თეთ-
რას“ ეძახდნენ. ახლომხედველი, ძალზე უფერული, წყალწყა-
ლა ცისფერი და უმეტყველო თვალები ჰქონდა. მღვდლის გა-
რეგნობაში ნამდვილად არაფერი იყო სიფიცხის, სიმხნევისა

8
(ფრ.) ვახშამი მზადაა! მოიტან სანთლებს, ჟან?

32
და შინაგანი მხურვალების გამომხატველი, თუმცა მჩქეფარე
სისხლიანი მექსიკელი მეტისები უმალ აცნობიერებდნენ
ხოლმე მის ღირსებას. თუ ეპისკოპოსს სანტაფეში დაბრუნები-
სას მეგობრული გარემო დახვდა, ეს იმიტომ, რომ იქაურები
რწმენით იყვნენ განმსჭვალულნი მამა ვაილანტისადმი, მისი
უბრალოების, სიალალის, შეუპოვრობის, ერთი ჩია კაცის სხე-
ულში მოქცეული უამრავი ადამიანის მამოძრავებელი მუხტის
გამო.
სასადილო ოთახში შესულმა ლატურმა შანდლები ბუხარ-
ზე დააწყო, რადგან მაგიდაზე უკვე იდგა ექვსი ცალი სასან-
თლე და წვნიანით სავსე ყავისფერ ქოთანს ანათებდა. რამდე-
ნიმეწუთიანი ლოცვის შემდეგ მამა ჟოზეფმა ქოთანს სახურავი
ახადა და თეფშებზე ჩამჩით დგადმოიღო მუქი ფერის ხახვის
წვნიანი შიგ ჩაყრილი ხრაშუნა პურის ნაჭრებით. ეპისკოპოსმა
მრავალმნიშვნელოვნად გაუსინჯა გემო საჭმელს და ღიმი-
ლით შეხედა კომპანიონს. ლატურმა კიდევ რამდენიმე კოვზი
წვნიანი მიირთვა, შემდეგ კოვზი თეფშში ჩააბრუნა, სკამის სა-
ზურგეს მიეყრდნო და მეგობარს მიმართა:
– აბა, დაფიქრდი, ბლანშე, მისისიპსა და წყნარ ოკეანეს
შორის მოქცეულ ამ ვრცელ ქვეყანაში ვინმე შეძლებს ასეთი
წვნიანის გაკეთებას?
– ვერავინ, თუ ის ფრანგი არ არის, – უპასუხა მამა ჟოზეფ-
მა. მას ანაფორაზე ხელსახოცი აეფარებინა და ფიქრებში წა-
სასვლელად დროს ვერ პოულობდა.
– შენს განსაკუთრებულ ნიჭს არ ვაკნინებ, ჟოზეფ, – გააგ-
რძელა ეპისკოპოსმა, – მაგრამ კაცი თუ დაფიქრდება, ასეთი
წვნიანი მხოლოდ ერთი ადამიანის შრომის ნაყოფი არ არის,
ტრადიციის გამუდმებული დახვეწის შედეგია და ის ათასწლე-
ულ ისტორიას მოიცავს.
მამა ჟოზეფი წარბშეკრული მიაშტერდა მაგიდის შუაგულ-
ში მდგარ თიხის ქოთანს. თავისი უფერული, ახლომხედველი,
მოჭუტული თვალებით ყოველთვის ისე იმზირებოდა, თითქოს
სივრცეს გასცქეროდა.

33
– C’est ςa, c’est vrai,9 – წაიბურტყუნა მან, მერე ეპისკო-
პოსს ხელახლა შეუვსო თეფში და წამოიძახა, – მაგრამ, რო-
გორ უნდა მოამზადოს ადამიანმა რიგიანი წვნიანი ბოსტნეუ-
ლის მეფის – პრასის გარეშე? გამუდმებით ხახვს ხომ არ შევ-
ჭამთ!
წვნიანისთვის განკუთვნილი ღრმა ჭურჭლის გატანის შემ-
დეგ მღვდელმა შებრაწული წიწილი და შემწვარი კარტოფილი
შემოიტანა:
– ანდა, სალათი ავიღოთ, ჟან, – განაგრძო მან და თან
ხორცის დაჭრას შეუდგა, – მთელი დარჩენილი სიცოცხლე გა-
მომშრალი ლობიო და მისი ფესვები უნდა ვჭამოთ? უეჭველად
უნდა გამოვნახოთ დრო ბაღის გასაშენებლად. ეჰ, რა ბაღი
მქონდა სანდუსკიში! შენ კი იქიდან მომიტაცე! აღიარე, მთელ
საფრანგეთში ვერ შეჭამდი ისეთ სალათის ფოთლებს, მე რომ
მომყავდა. ახლა ვენახი ავიღოთ, რა გარემოა ვაზის მოსაყვა-
ნად?! გეუბნები, ერთ მშვენიერ დღესაც ერის ტბის ნაპირები
ვენახებით დაიფარება. მშურს იმ ადამიანის, ჩემს ღვინოს რომ
სვამს. ეეჰ, რას იზამ, ასეთია მისიონერის ცხოვრება, – შენს
დათესილს სხვა იმკის.
იმის გამო, რომ შობის დღესასწაული იდგა, ორივე მეგო-
ბარი მშობლიურ ენაზე საუბრობდა. წლების განმავლობაში,
გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, ინგლისურად ელა-
პარაკებოდნენ ერთმანეთს, ბოლო ხანებში კი ესპანურადაც
აიდგეს ენა, თუმცა ორივეს სჭირდებოდა მეტყველების დახვე-
წა.
– ისე, ზოგჯერ, ცოტა არ იყოს, შენს სანდუკსა და იქაურ პი-
რობებზეც ღიზიანდებოდი ხოლმე, წუწუნებდი, – ცხოვრებას
ასე, ერთ ადგილზე, სამრევლოს მღვდლობით დავასრულებო,
– გაახსენა ლატურმა.
– რა თქმა უნდა, როგორც ოჰაიოში ამბობენ, – ნამცხვარი
თუ გინდა, კიდეც უნდა მიირთვაო. ძალზე შორს წამოვედით,
ჟან. კმარა, ამაზე შორს ნუღარსად წამიყვან, – თან შავი ღვი-
ნის ბოთლიდან თითებით საცობის ამოძრობას შეუდგა, – ეს

9
(ფრ.) რაც მართალია, მართალია!

34
ღვინო შენთვის ვითხოვე იმ მამულში, სადაც ბავშვის მოსა-
ნათლად ვიყავი წასული წმინდა თომას დღესასწაულზე. ნუ
გგონია, ამ მექსიკელ მდიდრებს ფრანგულ ღვინოს ადვილად
დაათმობინებ, იციან მისი ფასი, – მამა ჟოზეფმა ცოტა ღვინო
დაისხა და გემო გაუსინჯა, – საცობის გემო დაჰკრავს, წესიე-
რად შენახვა არ იციან; ისე, რაც უნდა იყოს, მისიონერების-
თვის მაინც ზედგამოჭრილია.
– შენ მთხოვ, შორს ნუღარსად წამიყვანო, ჟოზეფ. მე მინ-
და, – ეპისკოპოსი ლატური სკამის საზურგეს მიეყრდნო და ხე-
ლები ნიკაპქვეშ გადააჭდო ერთმანეთს, – მინდა ვიცოდე, რამ-
დენად შორს ვიმყოფებით! ვინმემ თუ იცის, რა სივრცეს, რამ-
ხელა ტერიტორიას მოიცავს ეს ეპარქია? ჩემი არ იყოს, ეტყო-
ბა, ფორტის კომენდანტსაც არა აქვს წარმოდგენა ამის შესა-
ხებ. ამეუბნება, – ინფორმაციას მოგაწვდის სკაუტი კიტ კარსო-
ნი, რომელიც ტაოსში ცხოვრობსო.
– ეპარქიაზე წუხილს შეეშვი, ჟან. დღესდღეობით ეპარქიას
წარმოადგენს სანტაფე. ჯერ შინ დაამყარე წესრიგი. ხვალ ან-
გარიში უნდა გავუსწორო ეკლესიის მნათეებს, რომლებმაც
მთვრალი კოვბოების ბანდას მწუხრის მესაზე მოსვლისა და
ემბაზის წაბილწვის ნება მისცეს. საქმე აქაც საკმარისადაა.
ფესტინა ლენტე!10 გადაწყვეტილება მივიღე, მთელი წლის
განმავლობაში სანტაფედან სამ დღეზე მეტ ხანს არსად გავემ-
გზავრები.
ეპისკოპოსმა გაიღიმა და თავი გადააქნია:
– სემინარიაში რომ იყავი, მაშინაც ხომ მიიღე გადაწყვეტი-
ლება, ცხოვრება განსჯა-განჭვრეტაში გაგეტარებინა.
მამა ჟოზეფს ულამაზო სახე გაუნათდა:
– მაგის იმედი ჯერაც არ გადამწურვია. ერთ დღესაც გამიშ-
ვებ, დავბრუნდები საფრანგეთში, უფლის რომელიმე სახლში
და ღვთისმშობლის დიდებაში განვლევ დღეებს. ამჟამად ჩემი
ხვედრია, მას საქმით ვემსახურო, ჟან.
ეპოსკოპოსმა ისევ გადააქნია თავი და ჩაილაპარაკა:
– არავინ იცის, რამდენად შორია.

10
(ფრ.) იჩქარე ნელა!

35
აამ პატარა, სიცოცხლისუნარიანმა მღვდელმა, რომლის
ცხოვრება მთაგრეხილებს, გაუკვალავ უდაბნოებს, მთვლემა-
რე კანიონებსა და ადიდებულ მდინარეებს შორის უნდა გაგ-
რძელებულიყო; რომელსაც მძიმე ჯვარი უნდა ეზიდა ჯერ ისევ
უცნობ და უსახელო ტერიტორიებზე; კაცმა, რომელიც მხნე-
ობითა და დაუღლელობით დაჯაბნიდა ჯორებს, ცხენებს, სკა-
უტებსა და საქონლის გამრეკ მეხრეებს, იმ საღამოს თავის წი-
ნამძღვარს შიშჩამდგარი თვალებით შეხედა და გაიმეორა:
– საკმარისია, ჟან, უკვე საკმაოდ შორს ვართ, – მერე საჩ-
ქაროდ შეცვალა თემა და ხალისიანად წამოიძახა, – მგონი,
ყველაზე უკეთ ლობიოს შეჭამანდი გამომივიდა. ისე, რაც შე-
ეხება ხახვსა და ოდნავ დამარილებულ ღორის ხორცს, ცუდი
არც ის იყო.
ქლიავის ჩირის კომპოტზე რომ მიდგა საქმე, სიტყვა ჩამო-
აგდეს ლატურის მშობლიური სახლის ბაღსა და მის ყვითლად
აღუებული ქლიავის მსხმოიარე ხეებზე.
ერთდროულად გაიხსენეს ქვაფენილიანი დაღმართი, გო-
რაკიდან ქვემოთკენ რომ მიიკლაკნებოდა, ბაღის უსწორმას-
წორო კედლები და მათ გაყოლებაზე ჩამწკრივებული ცხენის-
წაბლას მაღალი ხეები, ღამით ეულად დარჩენილი ქუჩა თავი-
სი ლამპიონებით, რომლებიც ბნელ მოსახვევებში ფარნები-
ვით ბჟუტავდა. ქუჩის ბოლოში მდგარი ეკლესია, სადაც ეპის-
კოპოსმა პირველი ზიარება მიიღო და მის წინ, პატარა წარაფ-
ში მოშრიალე, გამოხშირული ჭადრების ქვეშ, სამშაბათობითა
და პარასკეობით გამართული ბაზრობა.
მოგონებებში ჩაფლული ორი მისიონერი, რომლებიც
თავს იშვიათად აძლევდნენ ასეთი განტვირთვის უფლებას,
თოფების ბათქაბუთქის ხმამ შეაკრთო, რომ აღარაფერი
ვთქვათ, ძარღვებში სისხლისგამყინავ ყიჟინასა და ცხენების
ფლოქვების თქარათქურზე. ეპისკოპოსმა სკამიდან წამოდგო-
მა სცადა, მაგრამ მამა ჟოზეფმა ჩამოქაჩა და გადააფიქრებინა:
– ნუ ღელავ. ასე მოხდა „ყოველ მორწმუნე მიცვალებულ-
თა სულების თანამოხსენიების“ დღესასწაულზეც. მთვრალი
კოვბოების ბანდა, აი, ისეთი, წუხელ რომ შეიჭრა ეკლესიაში,
მიდის ხოლმე ინდიელთა პუებლოში და ტესუკელ ინდიელ

36
ყმაწვილებს ათრობს, მერე ჯარისკაცებს აკითხავს ფორტში და
სერენადებს უმღერის ასეთი ღრიანცელით.

ზარი და სასწაული

დურანგოდან დაბრუნებულმა ეპისკოპოსმა, საკუთარ სა-


პატრიარქო რეზიდენციაში გატარებული პირველი ღამის შემ-
დეგ, დილით სასიამოვნო განცდით გამოიღვიძა. შებინდები-
სას შიდა ეზოში შეაჭენა ცხენი, რომელიც რანჩოში გამოეცვა-
ლა და მთელი სამოცი მილის მანძილზე დაოთხილს მიაქრო-
ლებდა სახლამდე მალე მისაღწევად. მეორე დღეს ამიტომაც
ეძინა გვიანობამდე, დილის ექვს საათამდე არ გაუღვიძია, სა-
ნამ „ანგელუსის“ ლოცვის მაუწყებელი ზარის რეკვა არ ჩაეს-
მა. ნელ-ნელა მოიკრიბა გონება, ვერ ელეოდა იმ სასიამოვნო
ილუზიას, რომ თითქოს ისევ რომში იმყოფებოდა, თითქოს
კვლავაც ლატერანის სან ჯოვანის ბაზილიკის მახლობლად
ცხოვრობდა; ყურში ედგა ზარების რეკვით გაჟღერებული ავე
მარიას მელოდია, აღტაცებული იყო სწორი შესრულებით
(ცხრა ჩამოკვრა სამ-სამი ინტერვალით) და ზარის ულამაზესი
ხმით. მდიდრული, მკაფიო, რაღაცნაირი შვების მომტანი და
რბილი ნოტები ვერცხლის ზანზალაკებივით დაფარფატებ-
დნენ ჰაერში. სანამ ზარი ცხრაჯერ ჩამოკრავდა, რომის ხატება
გაქრა და ლატურმა იგრძნო რაღაც აღმოსავლური, პალმის
ხეების სურნელით გაჟღენთილი. ეს ალბათ იერუსალიმი იყო,
სადაც ფეხი არასოდეს დაედგა. თვალდახუჭული წამიერად
აღმოსავლეთის ყოვლისმომცველმა ხიბლმა შეიპყრო. ერ-
თხელაც დაემართა ასე, შორს, ნიუ-ორლეანში ყოფნისას,

37
ერთ-ერთი ქუჩის კუთხეში მოულოდნელად დაინახა ქალი,
რომელსაც ყვითელი ყვავილებით სავსე კალათა ეჭირა. თა-
იგულები თაფლივით ტკბილ სურნელს აფრქვევდა ირგვლივ.
ეს იყო მიმოზა, მაგრამ, სანამ ყვავილის სახელს გაიხსენებდა,
ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ასე, ანაფორის ამარა მო-
ულოდნელად აღმოჩნდა საფრანგეთის სამხრეთით, იმ ბაღში,
სადაც, ერთ ზამთარს, ბავშვობისას, სამკურნალოდ გაგზავნეს.
მაგრამ ამჯერად, ზარის წკრიალმა იგი ისე სწრაფად და შორს
გააქროლა, რომ ბგერაც ვერ დაეწეოდა.
ლატური ყავის დასალევად რომ მივიდა მამა ვაილანტთან,
ამ ფიცხმა კაცმა, რომელსაც ენაზე არაფერი ადგებოდა, მო-
უთმენლად ჰკითხა, – რამე თუ გაიგონეო.
– მეგონა, „ანგელუსის“ ხმა გავიგონე, მამაო ჟოზეფ, მაგ-
რამ გონება მკარნახობს, რომ მხოლოდ ზღვით ხანგრძლივი
მგზავრობა თუ მიმიყვანს ისევ ზარის ასეთ ჟღერადობასთან.
– სრულიადაც არა, – ხალისიანად უპასუხა მამა ჟოზეფმა,
– ეს შესანიშნავი ზარი ძველი სან მიგელის ერთ სარდაფში ვი-
პოვე. როგორც მითხრეს, მთელ ას წელიწადს თუ მეტ ხანს და-
უყვია იქ. აჩვენთან არ არსებობს არც ერთი ისეთი მყარი სამ-
რეკლო, რომელიც ამ ზარის სიმძიმეს გაუძლებდა, ის ძალზე
სქელია და დაახლოებით რვაას გირვანქას მაინც იწონის. ეკ-
ლესიის ეზოში ხის კონსტრუქცია ავაგებინე, ხარ-კამეჩის მეშ-
ვეობით ავწიეთ და განივ კოჭებზე დავკიდეთ. შენს დასახვედ-
რად მექსიკელ ბიჭს ზარის სათანადოდ ჩამორეკვა შევასწავ-
ლე.
– კი, მაგრამ, აქ საიდან მოხვდა? ვგონებ, ესპანური უნდა
იყოს.
– დიახ, წარწერა ესპანურია, წმინდა ჟოზეფისთვისშეუწი-
რავთ და 1356 წლით არის დათარიღებული. მეხიკოდან ურ-
მით უნდა იყოს ჩამოტანილი, ნამდვილად გმირული საქმეა. ა-
რავინ იცის, სად ჩამოასხეს. მაგრამ, ამბობენ, რომ ზარი ამ
წმინდანისთვის ესპანელებს შეუწირავთ მავრებთან ომის
დროს; რამდენიმე ალყაშემორტყმულ ქალაქს მთელი თავისი
საუნჯე, ოქრო და ვერცხლი გამოუზიდავს და ჩამოსასხმელი
ლითონისთვის შეურევია. ნამდვილად უამრავი ვერცხლია შე-

38
რეული ამ ზარში, აბა, სხვა რა განაპირობებდა მის ასეთ ჟღე-
რადობას?
მამა ლატური დაფიქრდა:
– და ესპანელების ჩამოტანილი ეს ვერცხლი ნამდვილად
მავრიტანული თუ იყო? თუ მთლად იქაური სინჯის არა, იმ ხალ-
ხისგან მაინც იქნებოდა გადაღებული. ესპანელებს არაფერი
გაეგებოდათ ვერცხლის დამუშავებისა, მავრებისგან თუ ის-
წავლიდნენ ამ საქმეს.
– ამას რას ჩადი, ჟან? ცდილობ, რომ ჩემი ზარი რაღაც ურ-
ჯულობად წარმოაჩინო? – მოუთმენლად ჩაეკითხა მამა ჟოზე-
ფი.
ეპისკოპოსს გაეღიმა:
– მინდა ავხსნა ის ფაქტი, თუ რატომ გამიჩნდა აღმოსავ-
ლური გარემოს შეგრძნება ამ დილას, მისი ხმის გაგონებისთა-
ნავე. ერთმა განსწავლულმა შოტლანდიელმა იეზუიტმა მონ-
რეალში მითხრა, რომ ჩვენი სულ პირველი ზარები და მათი
შემოწმების წესი მთელ ევროპაში აღმოსავლეთიდან შემოვი-
და. მისი თქმით, ტამპლიერებმა ჯვაროსნული ლაშქრობები-
დან ჩამოიტანეს „ანგელუსი“ და ის უთუოდ მუსულმანური
ადათ-წესების მიხედვით არის დამუშავებული.
– შემჩნეული მაქვს, რომ ეს სწავლულები ყოველთვის გა-
მოჩხრეკენ ხოლმე რამე დამაკნინებელს, – უკმაყოფილოდ
ამოიხვნეშა მამა ვაილანტმა.
– დამაკნინებელს? მე პირიქით ვიტყოდი, მოხარულიც კი
ვარ, რომ შენს ზარს მავრიტანული ვერცხლი ურევია. აქ ჩა-
მოსვლისთანავე, პირველი კარგი ხელოსანი, რომელიც სან-
ტაფეში ვიპოვეთ, ვერცხლის მჭედელი იყო. ესპანელებმა თა-
ვიანთი ოსტატობა მემკვიდრეობად გადასცეს მექსიკელებს,
მათ კი ნავახოს ინდიელებს ასწავლეს ვერცხლის დამუშავება.
ეს ყველაფერი მავრებისგან მოდის.
– როგორც მოგეხსენება, მე სწავლული არ გახლავარ, –
წამოდგა მამა ვაილანტი, – ამ დილით ბევრი საქმე გვაქვს გა-
საკეთებელი. სანტა კლარას ინდიელთა მისიის ადგილობრივ
მღვდელს, რომელიც მეხიკოდან ბრუნდება, შევპირდი, რომ
აუდიენციაზე მიიღებ. ის სულ ახლახანს მომლოცველად იყო

39
წასული გვადალუპეს ღვთისმშობლის ტაძარში და რწმენაში
დიდად განმტკიცდა. სურს, გიამბოს ის, რაც თავს გადახდა.
როგორც ჩანს, მას შემდეგ უნდოდა ტაძრის მონახულება, რაც
მღვდლად ეკურთხა. შენს აქ არყოფნაში შევიტყე, რომ ეს ტა-
ძარი განსაკუთრებით ძვირფასი ყოფილა ნიუ-მექსიკოს კათო-
ლიკეებისთვის, რადგან თვლიან, რომ ის უტყუარი მოწმეა
ახალ სამყაროში ქალწულის გამოჩენისა და დასტურია
ღვთისმშობლის კეთილგანწყობისა ამ კონტინენტზე თავისი
ეკლესიის მიმართ.
ეპისკოპოსი თავის კაბინეტში შევიდა. მამა ვაილანტმა
ოთახში სქოლასტიკოსი ჰერერა ახლა. დაახლოებით სამოც-
დაათი წლის პადრემ ორმოცი წელი მისიონერთა ორგანიზა-
ციაში გაატარა და სულ ახლახანს აისრულა მთელი თავისი
ცხოვრების სანუკვარი ოცნება. გონება ჯერაც სავსე ჰქონდა
ცოტა ხნის წინ ტაძრის მოლოცვით მიღებული სასიამოვნო აშ-
თაბეჭდილებებით. აღტაცებულს სხვა აღარაფერი აინტერე-
სებდა. აღელვებულმა იკითხა, – იქნებ, მოგვიანებით მოვიდე,
როცა ეპისკოპოსს უფრო მეტი თავისუფალი დრო ექნებაო.
მაგრამ მამა ლატურმა სკამი შესთავაზა და მოსასმენად მოემ-
ზადა.
მოხუცმა მადლობა მოახსენა, დაჯდომის პატივი რომ არ-
გუნეს წილად, წინ გადაიხარა, ხელები მუხლებს შორის ერ-
თმანეთს გადააჭდო და სასწაულებრივი გამოცხადების ამბის
თხრობას მოჰყვა. მღვდლის ვიზიტს ორი მიზეზი ჰქონდა: მას,
ერთი მხრივ, გულზე სალბუნად ედებოდა ამაზე ლაპარაკი, მე-
ორე მხრივ კი, დარწმუნებული იყო, რომ არც ერთ „ამერი-
კელ“ ეპისკოპოსს არ სმენოდა გამოცხადების ამბავი, თუმცა
რომში დეტალურად უწყოდნენ ამ სასწაულის შესახებ და ორ
პაპს საჩუქრებიც კი გაეგზავნა გვადალუპეს ტაძარში.
1531 წლის 9 დეკემბერი იდგა, შაბათი დღე იყო, წმ. ჯეიმ-
ზის მონასტრის ერთი ღარიბი ნეოფიტი11 ტეპიაკის გორაკიდან
მეხიკოსკენ მიიჩქაროდა მესაზე დასასწრებად. ეს კაცი ორ-
მოცდათხუთმეტი წლის ხუან დიეგო გახლდათ. გორაკის ნახე-

11
ახალბედა მორწმუნე

40
ვარი რომ ჩაიარა, მის წინ ბილიკი განათდა და ლურჯსა და ოქ-
როსფერ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა, ლამაზი ქალის
სახით, ღვთისმშობელი გამოეცხადა, კაცს სახელით მიმართა
და უთხრა:
– ხუან, მოძებნე შენი ეპისკოპოსი და გადაეცი, რომ ჩემს
სახელზე ეკლესია ააშენოს აი, ამ ადგილას, სადაც მე ვდგა-
ვარ. ახლა წადი, შენს მოსვლას აქ დაველოდები.
ხუანი ქალაქში გაიქცა, პირდაპირ ეპისკოპოსს მიადგა
სახლში და დანაბარები გადასცა. ესპანელმა ეპისკოპოსმა ზუ-
მარაგამ პირქუში სახით გამოჰკითხა მომხდარის თაობაზე და
უტყუარი მტკიცებულება მოსთხოვა იმისა, რომ ნამდვილად
ღვთისმშობელს შეხვდა და არა რომელიმე ბოროტ სულს, მე-
რე უხეშად დაითხოვა საცოდავი მორჩილი და კაცი მიუჩინა
თვალყურის სადევნებლად.
გულდამძიმებული ხუანი გაეცალა იქაურობას და ბიძამის
ბერნარდინოს მიაკითხა, რომელსაც ციებ-ცხელება შეჰყრო-
და. მომდევნო ორი დღე სიკვდილის პირას მყოფი მოხუცის
მოვლაში გაატარა. ეპისკოპოსის დატუქსვის შემდეგ მასაც ეჭ-
ვი გაუჩნდა და აღარ დაბრუნდა იმ ადგილას, სადაც დედა
ღვთისა უნდა დალოდებოდა. სამშაბათი რომ დადგა, ქალაქი-
დან ისევ თავისი მონასტრისკენ გასწია, ბერნარდინოსთვის
წამლების წამოსაღებად. ამჯერად იმ ადგილს აერიდა, სადაც
ხილვა ჰქონდა და სულ სხვა გზით წავიდა. საცალფეხო ბილიკს
მიუყვებოდა, როცა გზაზე ისევ გამოჩნდა ნათელი – წმინდა
ქალწული კვლავ წინანდებური სახით გამოეცხადა და ჰკითხა:
– ამ გზით რატომ მიდიხარ?
აქვითინებულმა ბერმა უპასუხა, რომ ეპისკოპოსმა არ და-
იჯერა მისი ნათქვამი, ხოლო თვითონ სასიკვდილოდ განწირუ-
ლი ბიძის მოვლით იყო დაკავებული. ღვთისმშობელმა ანუგე-
შა და უთხრა, რომ ბიძამისი ერთ საათში გამოჯანმრთელდე-
ბოდა, ხუანი კი უნდა დაბრუნებულიყო ზუმარაგასთან და ებ-
რძანებინა ეკლესიის აგება იქ, სადაც დედა ღვთისა პირველად
გამოეცხადა. იმ ეკლესიისთვის უნდა დაერქმიათ გვადალუპეს
ღვთისმშობლის ტაძარი, წმინდა ქალწულისთვის ერთობ
ძვირფასი, ესპანეთში აღმართული იმავე სახელწოდების ტაძ-

41
რის პატივსაცემად. როცა ხუანმა აუწყა, რომ ეპისკოპოსი
მტკიცებულებას ითხოვდა, ზეციურმა დედოფალმა უპასუხა:
– მიდი აგერ იმ კლდესთან და ვარდები დაკრიფე.
მიუხედავად იმისა, რომ დეკემბერი იდგა და წელიწადის ამ
დროს ყვავილი არ ხარობს, ხუანი მაინც გაიქცა კლდეებისკენ
და იხილა ისეთი ვარდები, ცხოვრებაში რომ არასოდეს ენახა.
ბერი მანამ კრეფდა თაიგულს, სანამ თავისი ტილმა არ გაავ-
სო. ტილმა წარმოადგენდა მოსასხამს, რომელსაც მხოლოდ
ძალზე ღარიბები ატარებდნენ; ეს იყო უვარგისი, უხეში მცენა-
რეული ძაფით ნაქსოვი, შუაში გაკერილი სამოსი. როცა ხუანი
თავის ხილვას დაუბრუნდა, დედა ღვთისა ყვავილებისკენ და-
იხარა, დიდად გაისარჯა მათ მოსაწესრიგებლად, მერე კი
ტილმას ბოლოები შეუკრა და ბერს მიმართა:
– ახლა წადი და სანამ ეპისკოპოსის წინაშე არ წარსდგები,
არ გახსნა.
ხუანი ჩქარი ნაბიჯით გაემართა ქალაქისკენ და მივიდა
ეპისკოპოსთან, რომელიც ამ დროს თავის ვიკარს ეთათბირე-
ბოდა.
– თქვენო მოწყალებავ, – უთხრა მან, – ეს ყვავილები კურ-
თხეულმა ღვთისმშობელმა გამოგიგზავნათ მტკიცებულებად.
აამის თქმისთანავე ტილმას ბოლო გამოუხსნა და ვარდები
იატაკზე უხვად გადმოეფინა. ბერის გასაოცრად ზუმარაგა და
ვიკარი ყვავილებს შორის მუხლებზე დაემხნენ. მისი უბადრუკი
მოსასხამის შიდა მხარეს კურთხეული ქალწულის გამოსახუ-
ლება აღბეჭდილიყო – ზუსტად იმავე ლურჯი და ოქროსფერი
სამოსით, ხუანს პირველად რომ გამოეცხადა გორაკზე.
ტაძარი ააგეს და შიგ დააბრძანეს სასწაულთმოქმედი ხა-
ტი, რომელიც იმ დღიდან მოყოლებული ურიცხვ მომლოც-
ველს იზიდავს და უამრავ სასწაულს ახდენს.
სქოლასტიკოს პადრეს კიდევ ბევრი რამ ჰქონდა მოსაყო-
ლი. იგი აღფრთოვანებული იყო მდიდრულად მოოქრული,
ცისკრის მშვენებასავით წმინდა ხატით, მისი გასაოცარი სი-
ლამაზითა და დახვეწილი ფერებით. უამრავმა მხატვარმა მო-
ინახულა ტაძარი და გაოცებულნი იყვნენ იმ ფაქტით, რომ
ასეთმა უხეირო და უხეშმა მასალამ საღებავი მიიღო. ბუნებრი-

42
ვი შემადგენლობიდან გამომდინარე, ეს ქაღალდივით თხელი
მოსასხამი კარგა ხნის წინ უნდა დაძენძილიყო. პადრემ ეპის-
კოპოს ლატურსა და მამა ჟოზეფს მოკრძალებულად წარუდგი-
ნა ტაძრიდან წამოღებული პატარა მედლები, რომელთა ერთ
მხარეს სასწაულთმოქმედი ხატის ბარელიეფი იყო, მეორე
მხარეს კი წარწერა: Non fecit talker omni nationi12.
მამა ვაილანტი ძალზე ააღელვა მღვდლის მონათხრობმა
და მისი წასვლის შემდეგ ეპისკოპოსს გამოუცხადა, რომ პირ-
ველივე შესაძლებლობისთანავე იმ ტაძარს მოილოცებდა.
– რა ფასდაუდებელი საუნჯეა ველური ქვეყნის საცოდავი,
ახლადმოქცეული ხალხისთვის! – წამოიძახა მან და მძაფრი
ემოციებისგან დაორთქლილი სათვალის მინები გაწმინდა, –
იმ ბეჩავმა კათოლიკეებმა, რომლებიც საკმაოდ დიდი ხნის
განმავლობაში მოძღვრის გარეშე იყვნენ დარჩენილნი, ღვთი-
ური გამოცხადება ირწმუნეს. ყველა ოჯახში იციან, რომ კურ-
თხეული ღვთისმშობელი მათ ქვეყანას მოევლინა და ერთ ახ-
ლადგაქრისტიანებულ უპოვარს წარუდგინა თავი. მოძღვრე-
ბებს კეთილგონიერნი მისდევენ, ჟან, მაგრამ სასწაული ხელი-
ხელ საგოგმანები რამ არის და სიყვარულით უნდა ვასაზრდო-
ოთ.
მამა ვაილანტი საუბრისას მოუსვენრად დადიოდა აქეთ-
იქით, ეპისკოპოსი უყურებდა და ფიქრობდა, რომ სწორედ ასე-
თი უყვარდა თავისი მეგობარი.
– სასწაული ხდება იქ, სადაც დიდი სიყვარულია, – განაც-
ხადა მან ბოლოს, – ვინმემ შესაძლოა ისიც კი თქვას, გამოც-
ხადება ადამიანის ღვთიური სიყვარულით გალამაზებული
წარმოსახვააო. მე შენ ისეთად არ აღგიქვამ, როგორიც სინამ-
დვილეში ხარ, ჟოზეფ; მე გხედავ ჩემი შენდამი კეთილგანწყო-
ბიდან გამომდინარე. მიმაჩნია, რომ რელიგიური სასწაულები
განპირობებული უნდა იყოს არა იმდენად ჩვენ მახლობლად
მოულოდნელად გაჩენილი სახეების, ხმებისა თუ მკურნალი
ძალის ზემოქმედებით, არამედ, ჩვენივე აღქმის საკმარისად

12
იგი არც ერთ ერს ასე არ მოპყრობია

43
დახვეწით, რათა წამიერად თვალით დავინახოთ და ყურით გა-
ვიგონოთ ის, რაც ისედაც ყოველთვის ჩვენ ირგვლივ სუფევს.

44
წიგნი მეორე – სამისიონერო მოგზაურობა

თეთრი ჯორები

მარტის შუა რიცხვებში მამა ვაილანტი ალბუკერკეს სამი-


სიონერო მოგზაურობიდან ბრუნდებოდა. გაჩერებას აპირებ-
და მდიდარი მექსიკელის, მანუელ ლუხონის რანჩოში, სადაც
ჯვარს დასწერდა უკანონოდ შეუღლებულ მსახურებს და მო-
ნათლავდა ბავშვებს. ღამეს იქ გაატარებდა, მეორე ან მესამე
დღეს კი სანტაფესკენ გაემგზავრებოდა, გზად შეივლიდა ინდი-
ელთა პუებლო სანტო დომინგოში, სადაც ღვთისმსახურებას
აღასრულებდა. სანტო დომინგოში მშვენიერი ძველი სამისიო
ეკლესია იდგა, მაგრამ ქედმაღალ ინდიელებს ნდობას მაინც
არ აღუძრავდა. დაახლოებით ერთი კვირის წინ ალბუკერკეს-
კენ მიმავალმა ვაილანტმა იქ მესა ჩაატარა. სარწმუნოების სა-
ქადაგებლად კარდაკარ სიარულითა და ეკლესიაში მიმ-
სვლელთათვის მედლებისა თუ რელიგიური შინაარსის ფერა-
დი გრავიურების დარიგებით, მოძღვარმა მრევლი მნიშვნე-
ლოვნად გაზარდა. ინდიელთა ეს დიდი და აყვავებული დასახ-
ლება ქვიშიან გორაკებს შორის მოქცეულ დაბლობზე იყო გა-
შენებული, მისი ხვავრიელი და მორწყული სასოფლო-სამეურ-
ნეო მიწები კი ცოტა ქვევით, რიო-გრანდეს ველზე გადაშლი-
ლიყო. ამამა ვაილანტის აქაური მრევლი წყნარი, ღირსეული
და თავაზიანი ადამიანებისგან შედგებოდა. მიწის იატაკზე
მსხდარნი და თავიანთ საუკეთესო პლედებში გახვეულები
ძლიერ, უდრეკ ზურგებს ასვენებდნენ. მოძღვარი იმ დღესაც
დამტვრეული ესპანურით შეეცადა იქმყოფთა შეგონებას. ინ-
დიელებმა ზრდილობიანად მოუსმინეს, მაგრამ ბავშვების მო-
ნათვლაზე მაინც უარი განაცხადეს. დიდი ხნის წინ ესპანელები
მათ ძალიან ცუდად მოეპყრნენ; ის ძველი წყენა თაობიდან თა-

45
ობას გადაეცემოდა და ჯერაც ვერ ივიწყებდნენ. მამა ვაილან-
ტმა მაშინ ერთი ბალღიც კი ვერ მონათლა, მაგრამ უკანა გზაზე
შემდგარი, კვლავ აპირებდა ბედის ცდას. გარდა ამისა, ეპის-
კოპოსთან მიმავალი პადრე, ლა ბაჰადა ჰილზე წესიერი ცხე-
ნის შოვნასაც გეგმავდა.
თავისი ცხენი იანკი ვაჭრისგან ეყიდა და მწარედაც მოტ-
ყუებულიყო. ერთი კვირის მგზავრობამ, დღეში ოცი-ოცდაათი
მილის გავლამ აჩვენა, რომ ჭირიანი პირუტყვი შეაჩეჩეს. მამა
ვაილანტი მატერიალური საზრუნავით გადატვირთული გონე-
ბით მიადგა ბერნალილოს მახლობლად მდებარე მანუელ ლუ-
ხონის მამულს. რანჩო პატარა ქალაქს ჰგავდა თავისი თავლე-
ბით, საქონლის ბაკებითა და სარის ღობეებით. ლუხონის „კა-
სა გრანდე“ გრძელ, დაბალ შენობას წარმოადგენდა და მინე-
ბიანი ფანჯრები ჰქონდა; მთავარ შესასვლელში, მთელ სიგ-
რძეზე ცისფრად შეღებილი კარი ლურჯ ჩარჩოში იყო ჩასმუ-
ლი. პორტალის ქვეშ, კედელზე აღვირები, უნაგირები, დეზები,
თოფები, უნაგირის ქვეშ დასაფენები, წითელი წიწაკის ასხმუ-
ლები, ორი ჩხრიალა გველისა და მელიების ტყავები ეკიდა.
ჭიშკარში შესული მამა ვაილანტის დანახვისთანავე ეზოს
ყოველი კუთხე-კუნჭულიდან უამრავი ბავშვი გამოექანა. ზოგი
მათგანი ტიტველი, ზოგი კი პერანგის ამარა იყო. მათ მოჰ-
ყვნენ თავშიშველა, შავთმიანი ქალები. როცა სახლიდან ქუ-
დით ხელში, მომღიმარი და სტუმართმოყვარე მანუელ ლუხო-
ნი გამოვიდა, ყველა სადღაც გაუჩინარდა. რანჩოს მეპატრონე
ოცდათხუთმეტიოდე წლის ჩაჯირკვული ტანის, ღაბაბიანი კა-
ცი იყო. მან ღმერთი ადიდა და მღვდელს მიესალმა, ცხენიდან
ჩამოსვლაში მისახმარებლად კი ხელიც გაუწოდა სტუმარს,
მაგრამ მამა ვაილანტი მკვირცხლად ჩამოხტა მიწაზე.
– ღმერთი იყოს შენი და შენი სახლის შემწე, მანუელ. სად
არის დასაქორწინებელი ხალხი?
– კაცები მინდორში არიან გასულნი, პადრე. საჩქარო არა-
ფერია. ჯერ ცოტა ღვინო, პური და ყავა მიირთვით, დაისვენეთ,
მერე კი, რიტუალებსაც შეასრულებთ.
– ღვინოსაც სიამოვნებით დავლევ და პურსაც გეახლები,
მაგრამ მოგვიანებით. მინდოდა სადილად მომესწრო მოს-

46
ვლა, თუმცა ორი საათით დავაგვიანე ჩემი ცხენის გამო, ცუ-
დად გამიხდა. იქნებ ვინმეს მოატანინო ჩემი ხურჯინები; და კი-
დევ, სანამ შესამოსელს ჩავიცვამ, მამაკაცების მოსაყვანად
გაგზავნე ვინმე მინდორში, სინიორ ლუხონ. დაქორწინების
ხათრით კაცმა სამუშაო კი უნდა მიატოვოს მცირე ხნით.
შავტუხა მასპინძელი ამგვარმა პასუხმა გააოცა:
– ერთი წუთით, პადრე. აქ ყველა ბავშვი მოსანათლია და
თუკი მაინც ვერ შევძლებ თქვენს დარწმუნებას საიმისოდ,
რომ მტვერი ჩამოიბანოთ მაგ წმინდა შუბლიდან და დაისვე-
ნოთ, იქნებ, ჯერ მათი მონათვლით დაგვეწყო.
– იქ წამიყვანე, სადაც დავიბან და ტანსაცმელს გამოვიც-
ვლი, სანამ კაცებს მოაყვანინებ, მე უკვე მზად ვიქნები. რო-
გორც უკვე გითხარი, ლუხონ, სხვაგვარად არ შეიძლება, ჯერ
ჯვრისწერა უნდა ჩატარდეს, მერე კი ნათლობა, ქრისტიანული
წესი ასეთია. ბავშვებს ხვალ დილას მოვნათლავ, მათი მშობ-
ლები კი დაღამებამდე უნდა დაქორწინდნენ.
მამა ჟოზეფი თავის ოთახამდე მიაცილეს, მოზრდილი ბი-
ჭები კი კაცების დასაძახებლად მინდვრად აფრინეს. მისაღები
ოთახის ერთ კუთხეში ლუხონი და მისი ორი ქალიშვილი სა-
კურთხევლის მოწყობას შეუდგნენ. ორი ხანში შესული ქალიც
მოვიდა იატაკის მოსახეხად, ვიღაცებმა კი სკამები და ტაბურე-
ტები შემოიტანეს.
– ღმერთო ჩემო, ეს პადრე რა მახინჯია, – გადაუჩურჩულა
ერთმა ქალმა მეორეს, – ალბათ მეტისმეტად ღვთისმოსავია.
შეამჩნიე, რამხელა მეჭეჭი აქვს ნიკაპზე? ბებიაჩემი ცოცხალი
რომ იყოს, მაგ ხორცმეტს მოაშორებდა. საწყალი! ვინმემ უნდა
უთხრას, რომ ჩიმაიოს წმინდა ტალახი აცილებს მეჭეჭებს. ეჰ,
აღარავინ დარჩა ისეთი, მაგ საქმეს რომ მისდევდეს.
– მართალი ხარ, ცუდი დროა, – დაეთანხმა მეორე, – ვეჭ-
ვობ, ქორწინებამ რამე გამოასწოროს. რა აზრი აქვს ჯვარი
დასწერო იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე ერთად ცხოვრობენ
და შვილებიც ჰყავთ. თანაც, იქნება კაცს სხვა ქალი მოუნდეს,
პაბლოსი არ იყოს. ჩემი თვალით დავინახე, კვირას, ღამით
როგორ გამოვიდა ბუჩქებიდან ტრინიდადის უფროს გოგოს-
თან ერთად.

47
მღვდლის ხელახლა გამოჩენამ ქალებს ჭორაობა შეაწყვე-
ტინა. მოძღვარმა მუხლი მოიყარა იმპროვიზებული საკურ-
თხევლის წინ და განმარტოებით შეუდგა ლოცვას. ქალები ფე-
ხაკრეფით გავიდნენ ოთახიდან. სინიორ ლუხონი თვითონ მი-
ვიდა მსახურთა სამყოფელში და კანდიდატებს შეახსენა აჩქა-
რებულიყვნენ ქორწინების საიდუმლოზე დასასწრებად. ქალე-
ბი ახითხითდნენ და თავიანთ საუკეთესო თავსაფრებს წამოავ-
ლეს ხელი. რამდენიმე კაცს ხელები უკვე დაებანა. ოჯახის წევ-
რებმა სადარბაზო ოთახში მოიყარეს თავი და მამა ვაილან-
ტმაც სასწრაფოდ დააქორწინა წყვილები.
– ხვალ დილით ნათლობას ჩავატარებ, – გამოაცხადა
მღვდელმა, – და დედებმა იზრუნონ ბავშვების სისუფთავესა
და ნათლიების მოძიებაზე.
მას შემდეგ, რაც ისევ სამგზავრო სამოსში გამოეწყო, მამა
ვაილანტმა მასპინძელს ჰკითხა, – რომელ საათზე სადილობ-
თო? თანაც დასძინა, დილიდან მოყოლებული პირში ლუკმა
არ ჩამსვლიაო.
– ვჭამთ მაშინ, როცა კერძი მზად იქნება, მზის ჩასვლიდან
ცოტა ხანში. ბატკანი დავაკვლევინე თქვენთვის, თქვენო ღირ-
სებავ.
ამ ამბავმა დიდად დააინტერესა მამა ჟოზეფი:
– ოჰო, და როგორ უნდა მოამზადონ?
სინიორ ლუხონმა მხრები აიჩეჩა: – როგორ უნდა მოამზა-
დონ? ხორცს ცხარე წიწაკასთან ერთად ჩადებენ ქვაბში და ცო-
ტა ხახვს დაუმატებენ, მე ასე მგონია.
– საქმეც ეგაა. ძალზე ბევრჯერ მიჭამია მოშუშული ცხვრის
ხორცი. თუ ნებას დამრთავ, სამზარეულოში შევალ და ჩემ-
თვის განკუთვნილ ულუფას მე თვითონ მოვიმზადებ.
ლუხონმა ხელები გაშალა:
– ჩემი სახლი თქვენს განკარგულებაშია, პადრე. სამზა-
რეულოში არასოდეს შევდივარ, ყოველთვის ქალებითაა სავ-
სე, მაგრამ თქვენ მიბრძანდით. იქაურობას როზა განაგებს.
სამზარეულოში შესულ მღვდელს ქორწინების საკითხზე
მსჯელობაში ჩართული უამრავი ქალი დახვდა. მის დანახვაზე
დედაკაცები გაიფანტნენ და ხნიერი როზა შეატოვეს შუა-

48
ცეცხლს, რომლის თავზე დაკიდებული ქვაბიდანაც, მამა ჟოზე-
ფისთვის ეგზომ ნაცნობი, მოხარშული ცხვრის ქონის მადი-
საღმძვრელი სუნი ამოდიოდა. გარეთ, კართან ეკიდა ნახევა-
რი ცხვარი, რომელსაც ზემოდან სისხლიანი ტომარა ჰქონდა
გადაფარებული. მღვდელმა როზას ღუმლის გახურება სთხო-
ვა, რადგან უკანა ბარკლის შეწვას აპირებდა.
– კი მაგრამ, პადრე, მაგ ღუმელში ჯვრისწერამდე ვაცხობ-
დი, უკვე გაციებული იქნება, გახურებას კი დიდი დრო სჭირდე-
ბა; თანაც ვახშმამდე ორი საათიღაა დარჩენილი.
– ძალიან კარგი, ერთ საათში შევწვავ.
– ერთ საათში? – წამოიძახა ხნიერმა ქალმა, – დედაო,
ღვთისა! პადრე, სისხლი ჩაშრობასაც ვერ მოასწრებს.
– ვერ მოასწრებს, მე თუ არ წავაშველე ხელი! – მოუთმენ-
ლად შეეპასუხა მამა ჟოზეფი, – ახლა იჩქარე, ჩემო კეთილო
და ცეცხლი გააჩაღე.
როცა სავახშმოდ გაშლილ სუფრასთან მდგარი პადრე თა-
ვის შემწვარ ხორცს ჭრიდა, მომსახურე გოგონები მისი სკამის
უკან იდგნენ და შეშფოთებულნი უყურებდნენ ოხშივარადე-
ნილ ვარდისფერ წვენს, დანას რომ მოჰყვებოდა. მანუელ ლუ-
ხონმა ზრდილობის გამო გამოართვა ხორცის ერთი ნაჭერი,
მაგრამ პირი არ დაუკარებია. მამა ვაილანტმა მარტომ გემ-
რიელად მიირთვა თავისი გიგოტი.13
მასპინძელთან ერთად გრძელ მაგიდას მხოლოდ მამაკა-
ცები და ბიჭები შემოსხდომოდნენ, ქალები და ბავშვები კი
მოგვიანებით შეჭამდნენ. გვერდიგვერდ მჯდარ მამა ჟოზეფსა
და ლუხონს შუაში ჩაედგათ ერთი ბოთლი თეთრი ბორდოს
ღვინო, რომელიც, რანჩოს პატრონის თქმით, მეხიკოდან ჩა-
მოეტანა ჯორით. ისინი საუბრობდნენ ვაილანტის სანტაფეში
დაბრუნებაზე და როცა მისიონერმა აღნიშნა, რომ ღამის გატა-
რებას სანტო დომინგოში აპირებდა, მასპინძელი დაინტერეს-
და, იქ რატომ არ მოინდომა ცხენის ყიდვა: – ვშიშობ, თქვენი
პირუტყვით სანტაფემდე ვერ მიაღწევთ. ეგ პუებლო კარგი

13
ცხვრის ფეხი.

49
ცხენების მოშენებით არის ცნობილი, შეგიძლიათ შეევაჭროთ
და სარგებელიც ნახოთ.
– არა, – უპასუხა მამა ვაილანტმა, – იქაური ინდიელები
მთლად კეთილგანწყობილნი არ არიან ჩვენდამი, მათთან ვაჭ-
რობა რომ დავიწყო, მიზეზს მიმიხვდებიან. თუ მათი სულების
ხსნა გვინდა, ნათლად უნდა გავაგებინოთ, რომ სარგებელი არ
გვაინტერესებს. სწორედ ასე ვუთხარი მამა გალეგოსს ალბუ-
კერკეში.
მანუელ ლუხონს გაეცინა და თანამეინახეებს გახედა. ყუ-
რებამდე გაკრეჭილ კაცებს კბილები თეთრად უელავდათ.
– თქვენ ეს ალბუკერკელ პადრეს უთხარით? მამაცი ყო-
ფილხართ. პადრე გალეგოსი მდიდარი კაცია, მაგრამ მერე
რა, მე მაინც პატივს ვცემ. პოკერიც მითამაშია მასთან. ძალზე
აზარტულია და წაგებასაც კაცურად ეგუება. უკან არაფერზე
იხევს, ნამდვილი ამერიკელივით თამაშობს.
– მე კი, პატივს არ ვცემ ისეთ მღვდელს, რომელიც ბანქოს
თამაშობს, ან გამდიდრებას ახერხებს, – შეეპასუხა მამა ჟოზე-
ფი.
– თქვენ არ თამაშობთ? – ჰკითხა ლუხონმა, – გული დამ-
წყდა. მეგონა, ნავახშმევს ერთ ხელ პოკერზე უარს არ მეტყო-
დით. საღამოობით აქ ისეთი მოწყენილობაა. დომინოზე რას
იტყვით?
– ეგ სხვა საქმეა! – განაცხადა მამა ჟოზეფმა, – დომინოს
თამაში ბუხრის პირას, ფინჯან ყავასთან და წეღან რომ ვიგემე,
ყურძნის იმ შესანიშნავ ბრენდთან ერთად, ნამდვილად გამო-
მაცოცხლებდა. ერთი ეს მითხარი, მანუელიტო, სად იშოვე ეგ
სასმელი? ფრანგულ ლიქიორს ჰგავს.
-კარგად არის დაძველებული. ბაბუაჩემის სიცოცხლეშია
დაყენებული ბერნალილოში. ახლაც აყენებენ, მაგრამ ასეთი
მაგარი აღარ გამოდის.
მეორე დილით, ყავა რომ მიირთვეს, სანამ ბავშვებს მოსა-
ნათლად გაამზადებდნენ, მასპინძელმა მამა ვაილანტი ბაგე-
ბისა და საჯინიბოებისკენ წაიყვანა საკუთარი პირუტყვით თა-
ვის მოსაწონებლად. მან მღვდელს განსაკუთრებული სიამა-
ყით წარუდგინა ბაგაში გვერდიგვერდ დაბმული ნაღებისფერი

50
ორი ჯორი. მათი ლამაზი ბეწვის გამომზეურების მიზნით, მანუ-
ელმა თვითონ გამოიყვანა ორივე პირუტყვი გარეთ. ჯორებს
თეთრი ცხენებისთვის დამახასიათებელი მოცისფრო-მოთეთ-
რო ელფერი კი არა, უფრო მდიდრული, მუქი სპილოსძვლის-
ფერი დაჰკრავდათ, ჩრდილში კი სულაც შვლის ნუკრის ფერი
დაედებოდათ ხოლმე. კუდები ზედა ნაწილში გაეკრიჭათ, ბო-
ლოებში კი ბეწვი ისე დაეტოვებინათ, რომ ზარის ფორმა მი-
ეღო.
– მათ კონტენტო და ანგელიკა ჰქვიათ და ისეთივე კარგები
არიან, როგორი სახელებიც აქვთ, – თქვა ლუხონმა, – რო-
გორც ჩანს, ღმერთმა ამ ჯორებს გონებაც უბოძა – როცა ველა-
პარაკები, ნამდვილი ქრისტიანებივით მიცქერენ. დიდად კე-
თილგანწყობილნი არიან, ყოველთვის ერთად დადიან და ერ-
თმანეთი ძალიან უყვართ.
მამა ჟოზეფმა ერთ ჯორს აღვირში მოჰკიდა ხელი და გა-
ატარ-გამოატარა: – ესენი ხომ იშვიათი ცხოველებია! ადრე
არასოდეს მინახავს შვლისფერი ჯორი ან ცხენი.
მასპინძლის გასაოცრად ეს პატარა, ჯანმაგარი მღვდელი
კალიის სიმკვირცხლით შემოახტა კონტენტოს. თვითონ ჯო-
რიც გაოცებული დარჩა, ერთი კი შეიბერტყა ტანი, მერე ად-
გილს მოწყდა, საქონლის შესარეკი კარისკენ გავარდა და იქ
მოულოდნელად შეჩერდა. პირუტყვს მხედარი ძირს არ გად-
მოუგდია, კმაყოფილი შემობრუნდა, უკან ჩორთით წამოვიდა
და ანგელიკას გვერდში ამოუდგა.
– თქვენ კაბალიერო ყოფილხართ, მამაო ვაილანტ, – წა-
მოიძახა ლუხონმა, – ვეჭვობ, მამა გალეგოსს თავი შეემაგრე-
ბინა ასეთ შემთხვევაში, თუმცა, კარგ მონადირედ კი ითვლე-
ბა.
– თქვენს ქვეყანაში უნაგირი სახლად მექცა, ლუხონ. რა
მსუბუქად დადის და როგორი ვიწრო ზურგი აქვს, – ამას გან-
საკუთრებულად აღვნიშნავ. ჩემისთანა მოკლეფეხებიანი კა-
ცისთვის პირდაპირ სასჯელია ფართოზურგიან ცხენზე დღეში
რვა საათის გატარება. არადა, გამუდმებით ამ ვითარებაში
ვარ. აქედან სანტაფეში რომ ჩავალ, ერთი დღის შემდეგ ეპის-
კოპოსთან ერთად მორაში უნდა გავემგზავრო.

51
– მორაში? – წამოიძახა ლუხონმა, – იმ სიშორეზე? თანაც
რა ცუდი გზებია! თქვენი ფაშატით ამას ვერ შეძლებთ, გზაში
მოგიკვდებათ, – სანამ მასპინძელი ლაპარაკობდა, მოძღვარი
ჯორზე იყო შემომჯდარი და პირუტყვს ეფერებოდა.
– სხვა ცხენი მე არ მყავს, ღმერთმა ინებოს, ისეთ ადგილას
არსად დამივარდეს, სადაც არც წყალი იქნება და არც საკვები.
დთან ჩემი სამოსელისა და წმინდა ჭურჭლის გარდა, სხვას ვე-
რაფერს წავიღებ.
მექსიკელი სულ უფრო მეტად იძირებოდა ფიქრში, თით-
ქოს, რაღაც ღრმად სერიოზული, მაგრამ არცთუ სახალისო სა-
კითხს წყვეტდა. უცებ შუბლი გაეხსნა და რაღაცნაირი ბავშვუ-
რი, გასხივოსნებული ღიმილით მიუბრუნდა მღვდელს:
– მამაო ვალიანტ, – გულამომჯდარმა მაღალფარდოვნად
მიმართა მღვდელს, – თქვენ ჩემი სახლი სამოთხესავით გან-
წმინდეთ და საზღაურსაც თითქმის არაფერს ითხოვთ. მეც მინ-
და, რამე კარგი გავაკეთო თქვენთვის. მიიღეთ კონტენტო ჩემ-
გან საჩუქრად და, იმედს ვიტოვებ, რომ თქვენს ლოცვებში გან-
საკუთრებულად მომიხსენიებთ.
მიწაზე ჩამომხტარი მამა ვაილანტი თავის მასპინძელს გა-
დაეხვია:
– მანუელიტო! – წამოიძახა მან, – ამ საყვარელი ჯორის
გამო ისე ვილოცებ შენთვის, რომ პირდაპირ სამოთხეში მოხ-
ვდები.
მექსიკელს გაეცინა და თვითონაც თბილად გადაეხვია
მღვდელს, მერე ერთმანეთს ხელკავი გამოსდეს და სახლში
შევიდნენ ნათლობის ჩასატარებლად.
მეორე დილით, საუზმეზე მღვდლის მისაპატიჟებლად გა-
სულმა ლუხონმა მამა ვაილანტი ბაკში იპოვა; მღვდელი ორი-
ვე ჯორს ასეირნებდა და თან ირმისფერ ფერდებზე ხელს უს-
ვამდა. ერთი კია, მღვდელს სახეზე წინა დღით განცდილი სი-
ხარული აღარ ეტყობოდა.
– მანუელ, – მიმართა მასპინძელს დანახვისთანავე, –
შენს საჩუქარს ვერ მივიღებ. მთელ ღამეს ამაზე ვფიქრობდი
და მივხვდი, რომ ასე ვერ მოვიქცევი. ეპისკოპოსი ისევე თავ-
დაუზოგავად შრომობს, როგორც მე. მისი ცხენი ჩემსას ცოტა-

52
თი ჯობს. ალბათ გაგიგია, აქეთ მგზავრობისას, გალვესტონში
გემი ჩაიძირა; სიკვდილს კი გადაურჩა, მაგრამ ყველაფერი
დაკარგა, მათ შორის, მშვენიერი ფურგონი, რომელიც თვი-
თონვე ააგო ამ ტრამალებში მგზავრობისთვის. მაშინ, როდე-
საც ჩემი ეპისკოპოსი ნათხოვარი ცხენით დადის, მე ვერ ვივ-
ლი ასეთი ჯორით, უბრალოდ, უხერხულია. ისევ ჩემი ჯაგლა-
გით უნდა წავიდე.
– მართლა, პადრე? – შეწუხდა მანუელი და ცოტა არ იყოს,
ნაწყენმა შეხედა მღვდელს. რატომ უფუჭებდა პადრე განწყო-
ბას? წინა დღით ხომ ყველაფერი კარგად იყო, ლუხონიც თავს
გულუხვ პრინცად გრძნობდა, – ვეჭვობ, თქვენმა ცხენმა ლა
ბაჰადა ჰილამდე მიაღწიოს, – თქვა უხალისოდ და თავი გადა-
აქნია, – შეათვალიერეთ ჩემი ცხენები და რომელიც გამოგად-
გებათ, წაიყვანეთ. თქვენსას ნებისმიერი ჯობს.
– არა, არა, – დაბეჯითებით თქვა მამა ვაილანტმა, – ამ ჯო-
რების ნახვის მერე აღარაფერი მინდა. მართლაც რომ მარგა-
ლიტის ფერები არიან. მანამ გავზრდი ქორწინების გადასა-
ხადს, სანამ შენგან ამ ორივე ჯორის საყიდელ თანხას არ შე-
ვაგროვებ. საერთოდ, მისიონერს თავის მარტოსულ ცხოვრე-
ბაში საკუთარი სამგზავრო პირუტყვის მეგობრობის იმედი უნ-
და ჰქონდეს. მე მინდა ისეთი ჯორი, რომელიც, როგორც შენ
თქვი, ქრისტიანის მზერით შემომხედავს.
სინიორ ლუხონმა ამოიოხრა და თვალი ისე მოავლო სა-
ქონლის ბაკს, თითქოს ამ სიტუაციიდან თავდასაღწევი გზა იქ
ეგულებოდა.
მამა ჟოზეფი მგზნებარედ შემობრუნდა მისკენ:
– მე რომ შენსავით მდიდარი რანჩერო ვყოფილიყავი, მა-
ნუელ, არაჩვეულებრივ რამეს გავაკეთებდი: შევკაზმავდი ამ
ორ პირუტყვს, რომლებმაც ღვთის სიტყვა უნდა მიიტანონ ამ
წარმართი ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულში და ვიტყოდი, –
აჰა, წაიყვანეთ ეს ლამაზი ჯორები, ჩემო ეპისკოპოსო და ვიკა-
რიო, და მშვიდობით იარეთ-მეთქი!
– ეგრე იყოს, პადრე, – ნაღვლიანი ღიმილით უპასუხა ლუ-
ხონმა, – მაგრამ, სანაცვლოდ ბევრი ლოცვა-კურთხევა უნდა
მივიღო. მთელ ჩემს მამულში მაგათზე უკეთესი საჩუქარი არ

53
მოიძებნება. იცოდეთ, რომ ესენი ცალ-ცალკე არასოდეს ყო-
ფილან, ერთმანეთი ისე უყვართ, რომ განშორებას დიდხანს
ვერ გაუძლებენ და დაიხოცებიან! ალბათ გეცოდინებათ, რამ-
ხელა სიყვარული იციან ჯორებმა. ძალზე მიჭირს მათთან გა-
მოთხოვება.
– შენ ამის გამო ბედნიერებას ეზიარები, მანუელიტო, – წა-
მოიძახა გახალისებულმა მამა ჟოზეფმა, – ყოველთვის, როცა
ამ ჯორებზე იფიქრებ, სიამაყეს იგრძნობ კეთილი საქმისთვის.
მამა ვაილანტი საუზმის დამთავრებისთანავე გაემგზავრა.
კონტენტოზე ამხედრებულს უკან ჩორთით მორჩილად გაჰყვა
ანგელიკა. ჭიშკართან მდგარი სენიორ ლუხონი უნუგეშო მზე-
რით მანამდე გასცქეროდა მიმავალთ, სანამ თვალს არ მი-
ეფარნენ. ჯორები ნამდვილად დაენანა, მაგრამ წყენა მაინც არ
ჩაუდია გულში, დარწმუნებული იყო მამა ჟოზეფის თავდადე-
ბასა და მიზანდასახულობაში. ბოლოს და ბოლოს, ეპისკოპო-
სი და ვიკარი ხომ თავიანთი მაღალი წოდებების მიუხედავად,
სამრევლოს რიგითი მღვდლებივით შრომობდნენ. მანუელი
აუცილებლად იამაყებდა იმ ფაქტით, რომ სწორედ ეს სასუ-
ლიერო პირები ივლიდნენ კონტენტოსა და ანგელიკაზე ამ-
ხედრებულნი. მართალია, ასე მოქცევა მამა ვაილანტმა აიძუ-
ლა, მაგრამ მაინც კმაყოფილი იყო თავისი გადაწყვეტილე-
ბით.

უკაცრიელი გზა მორასკენ

ეპისკოპოსი და მისი ვიკარი ტრუჩასის მთებში ჯორებით


მიიკვლევდნენ გზას. თავზე აწვიმდათ, მთის წვეროდან წამო-
სული ყინულივით ცივი ქარი ჰაერში ალმაცერად მოაქანებდა
მძიმე, ტყვიისფერ წვეთებს, რომლებსაც მამა ლატური თავ-

54
კომბალებს ამსგავსებდა. წვეთები მგზავრებს ცხვირსა და
ლოყებზე ეხლებოდა, ჰაერით გატენილი ბუშტებივით სკდებო-
და და ორივეს წუწავდა. ჯორებზე შემსხდარი მღვდლები მიუყ-
ვებოდნენ მაღალი მთის მდელოებს, რომლებიც ჯერ ისევ ფი-
ქალისფერი იყო, თუმცა რამდენიმე კვირაში მწვანედ შეიმო-
სებოდა. ირგვლივ შემოჯარულ, მოლურჯო-მომწვანო ნაძვე-
ბით დაფარულ თხემებს რქების მოყვანილობის მთის ქედი
თავზე წამოსდგომოდა. ცა დაბლა დაწეულიყო; მეწამულ-
ტყვიისფერ ღრუბლებს ნისლის ფარდები ჩამოეფარებინათ
ფიჭვნარიან ქედებს შორის მოქცეული ხეობებისთვის. თეთრი
სხივის ნასახიც კი არ კიაფობდა ჩამოწოლილ ბნელ ბურუსში,
რომელსაც მარადმწვანე ხეების ცივი სიმწვანე შერეოდა.
თეთრ ჯორებსაც კი, რომლებსაც ბეწვი დასველებოდათ და
აბურძგნოდათ, ფიქალისფერი დასდებოდათ, ხოლო
მღვდლები უჩვეულოდ მეწამულ სივრცეში ძლივს ილანდე-
ბოდნენ.
მამა ლატური წინ მიდიოდა. უნაგირზე წელგამართულად
მჯდარს ნიკაპი მკერდზე ჰქონდა მიბჯენილი, თვალებიდან წვი-
მა რომ აერიდებინა. მამა ვაილანტი უკან მიჰყვებოდა, წინ ვე-
რაფერს ხედავდა, სათვალე არ ეკეთა, რადგან ამგვარ ამინ-
დში მაინც არაფერში გამოადგებოდა. უნაგირზე განრთხმულს
მხრები კონტენტოს კისერზე ედო. მამა ჟოზეფის დას, ფილო-
მენეს, რომელიც თავის მშობლიურ ქალაქ პუი-დე-დომში
ქალთა მონასტრის იღუმენია ბრძანდებოდა, ხშირად უცდია
სურათივით ეხილა ვაილანტისა და ეპისკოპოსი ლატურის ის
ხანგრძლივი, მისიონერული მოგზაურობები, რომლის შესახე-
ბაც ძმა სწერდა ხოლმე.ა ქალი გონების თვალით ხედავდა
ანაფორაში ჩაცმულ ორ თავშიშველა მღვდელს, სწორედ ისე-
თებს, წმინდა ფრანსის ხავიერის ხატებზე რომ იყვნენ გამოსა-
ხულნი. სინამდვილე ნაკლებად ხატოვანი იყო, მაგრამ, ამის
მიუხედავად, ეს ორი კაცი არავის აერეოდა მონადირეებსა თუ
ვაჭრებში. მათ ყელსახვევების ნაცვლად კლერიკალური საყე-
ლოები ეკეთათ, ეპისკოპოსს ტანთ ეცვა ირმის ტყავის ქურთუ-
კი, ზემოდან კი ვერცხლის ჯაჭვით ვერცხლისავე ჯვარი ეკიდა.

55
უკვე მესამე დღე იყო, რაც მისიონერები მორას გზას მიუყ-
ვებოდნენ და მაინც არ იცოდნენ, კიდევ რა მანძილი უნდა გა-
ევლოთ. დილიდან მოყოლებული არც მგზავრი შეხვედრო-
დათ სადმე და არც რამე დასახლება. დარწმუნებული იყვნენ,
რომ სწორად მიდიოდნენ, სხვა მიმართულება მაინც არსაით
ჩანდა. მგზავრობის პირველი ღამე სანტა კრუზში გაათიეს,
მათ საწოლის მაგივრობა გაუწია მინდვრებითა და ბაღებით
მდიდარმა, ადრეული გაზაფხულის სიმწვანით გადაბიბინე-
ბულმა რიო გრანდეს ფართო ხეობამ. მას შემდეგ, რაც უკან
მოიტოვეს ესპანურენოვანი მხარე, ჯერ ქარს შეეჯახნენ, მერე
ქვიშის ქარიშხალს, ბოლოს კი სიცივეს. ეპისკოპოსი მორაში
მიემგზავრებოდა იქაური პადრეს დასახმარებლად, რათა ერ-
თობლივად დაებინავებინათ მღვდლის სახლში შეკედლებუ-
ლი უამრავი ლტოლვილი. კონეხოს ხეობის ახალ დასახლებას
ცოტა ხნის წინ თავს დასხმოდნენ ინდიელები, ბევრი ადამიანი
დაეხოცათ, ხოლო გადარჩენილებს, რომლებიც წარმოშობით
მორადან იყვნენ და რომელთაც, თუკი რამ ებადათ, ყველაფე-
რი დაეკარგათ, ძლივს მოეხერხებინათ უკან დაბრუნება.
მთიან მდელოზე რომ გადადიოდნენ, წვიმა თოვლჭყაპად
იქცა. მღვდლებს ტყავის სველი ქურთუკები ტანზე შეეყინათ.
ყინულოვანი ფანტელები ჯერ ზედ ეცემოდა ტკაცატკუცით, მე-
რე კი განზე ცვიოდა. ღამის ღია ცის ქვეშ გატარება სახარბიე-
ლო ნამდვილად არ იყო. ასეთ სისველეში ვერც ცეცხლს დაან-
თებდნენ და ვერც პლედებს დააფენდნენ მიწაზე. მთიდან მო-
რას მიმართულებით დაეშვნენ; მიუხედავად იმისა, რომ ჯერ
მხოლოდ ოთხი საათი იყო, დღის შუქს ნელ-ნელა ბინდი შეეპა-
რა. მამა ლატური უნაგირზე შემობრუნდა და მხარუკუღმა და-
ელაპარაკა თანამგზავრს:
– ჯორები მართლა ძალიან დაიღალნენ, ჟოზეფ, უნდა ვა-
ჭამოთ.
– ცოტა ავუჩქაროთ, – უპასუხა მამა ვაილანტმა, – იქნებ,
დაღამებამდე რაიმე თავშესაფარი ვიპოვოთ.
სანამ მდელოს გადაივლიდნენ, ვიკარი გაუჩერებლად
ლოცულობდა და დარწმუნებული იყო, წმინდა ჟოზეფი შეის-
მენდა მის ვედრებას. მართლაც, ერთი საათიც არ იყო გასული,

56
ალიზისგან აგებულ უბადრუკ სახლს რომ მიადგნენ. ეს გასა-
ცოდავებული ნაგებობა მხოლოდ იმიტომ შეამჩნიეს, რომ ბი-
ლიკთან ძალზე ახლოს, ხევის ციცაბო კიდეზე იდგა. თავლა
უფრო გამოდგებოდა საცხოვრებლად, ვიდრე თვითონ სახლი
და მღვდლებმაც იფიქრეს, იქნებ ღამე იქ გაგვათევინონო.
კართან მისულებს თავშიშველი მამაკაცი გამოეგებათ.
მღვდლების გასაოცრად, ის მექსიკელი კი არა, ამერიკელი
იყო, თანაც ძალზე შეუხედავი. კაცი ისეთ გატყლარჭულ კი-
ლოზე ალაპარაკდა, რომ სტუმრებმა ძლივს გაიგეს მისი ნათ-
ქვამი. დამხვდურმა ჰკითხა, – ღამის გასათევად ხომ არ დარ-
ჩებითო. ამ ხანმოკლე გასაუბრებისას მამა ლატურმა იგრძნო,
რომ არათუ ღამის გათევა, რამდენიმე საათით დასვენებაც კი
არ სურდა ერთ ჭერქვეშ ამ მახინჯ, ბოროტი გამომეტყველების
არსებასთან. მასპინძელი მაღალი, ტანხმელი და უხეირო აღ-
ნაგობის მამაკაცი იყო. გველივით კისერზე გაძვალტყავებული
თავი ადგა. მოკლედ შეკრეჭილი თმის ქვეშ ისე საზიზღრად
უჩანდა მსხვილი ამობურცული ადგილები, გეგონებოდათ, ქა-
ლაზე დამატებითი ძვლების ფენა აქვს შეზრდილიო. პატარა,
განუვითარებელი ყურები ამ თავს კიდევ უფრო ავბედითად
წარმოაჩენდა. მასპინძელს ადამიანობისა ბევრი არაფერი ეც-
ხო, მაგრამ ერთადერთი მოსახლე მორასკენ მიმავალ უკაც-
რიელ გზაზე ის იყო.
მღვდლები ჩამოქვეითდნენ და ჰკითხეს, ჯორების დაბინა-
ვება და მარცვლეულით გამოკვება თუ შეეძლო.
– ქურთუკს როგორც ჩავიცვამ, მივხედამ. შამოდით შიგნი-
თა.
მღვდლები ოთახში შეყვნენ; კუთხეში დანთებულ ცეცხლში
კედრის შეშა იწვოდა. სტუმრები მაშინვე იქით გაემართნენ გა-
ყინული ხელების გასათბობად. მასპინძელმა ბრაზიანად და-
იღრინა ოთახის გადატიხრული ნაწილის მიმართულებით, სა-
იდანაც მექსიკელი ქალი გამოვიდა.
მამა ლატური და მამა ვაილანტი, როგორც მიღებული იყო,
დიასახლისს ღვთისმშობლის სახელით თავაზიანად მიესალ-
მნენ. ქალს მოკუმული პირი არც კი შეუტოკებია საპასუხოდ,
ერთი წამით უაზროდ მიაშტერდა მათ, მერე თვალები დახარა

57
და ისე მოიკუნტა, თითქოს რაღაცამ საშინლად შეაშინაო.
მღვდლებმა ერთმანეთს გადახედეს, უმალვე მიხვდნენ, რომ
ეს კაცი ცუდად ექცეოდა ქალს. უცებ მასპინძელი მიუტრიალ-
და და ისევ შეუღრინა საცოდავს:
– გაუწმინდე ეს სკამები ამ უცხო ხალხსა, ეგენი არ შეგჭა-
მენ შენა, მღვდლები თუ არიან.
ქალი ანგარიშმიუცემლად კრეფდა სკამებიდან ძონძებს,
სველ წინდებს და ბინძურ ტანსაცმელს, თან ხელები უკანკა-
ლებდა და ყველაფერი ძირს უცვიოდა. ხნიერი არ ეთქმოდა,
შესაძლოა ძალზე ახალგაზრდაც იყო ან ჭკუასუსტიც. უაზრო
სახეზე მხოლოდ შიში აღბეჭდოდა.
მისმა ქმარმა ქურთუკი და ჩექმები ჩაიცვა, კარისკენ გა-
ემართა, გაჩერდა და ისე, რომ ურდულისთვის ხელი არ მო-
უშორებია, მხარუკუღმა ვერაგი, სიძულვილით სავსე მზერა ეს-
როლა თავგზააბნეულ ქალს:
– შენა, მანდა! გამო, გამომყევი, დამჭირდები!
ქალმა ხის ლურსმნიდან შავი შალი ჩამოხსნა და კაცს გაჰ-
ყვა. მერე კართან შემობრუნდა და წააწყდა სტუმრების მზერას,
რომლებიც თანაგრძნობითა და შეშფოთებით უცქერდნენ.
ქალს სულელური სახე წამიერად დაეძაბა, გრძნეულისთვის
ნიშანდობლივი ავისმომასწავებელი გამომეტყველება მიიღო
და თითი ჰაერში ორჯერ სწრაფად გააქნია, რითაც ანიშნა, –
წადით, წადითო! შემდეგ ენით აუწერელი შეძრწუნებული გა-
მომეტყველება მიიღო, თავი უკან გადააგდო, ხელისგული შე-
სიებულ ყელზე იტაცა და, გაუჩინარდა. მღვდლები იდგნენ და
ცარიელ კარს უსიტყვოდ მისჩერებოდნენ. ამ ელვის უსწრაფე-
სი, გამაოგნებელი აფექტით ასე ნათლად და გასაგებად გამო-
ხატულმა გაფრთხილებამ დაამუნჯა ისინი.
მამა ჟოზეფმა პირველმა ამოიდგა ენა:
– მივხვდი რასაც გულისხმობდა, ამაში ეჭვის შეტანა არ შე-
იძლება. პისტოლეტი დატენილი გაქვს, ჟან?
– კი, მაგრამ დაუდევრობის გამო მშრალად ვერ შევინახე,
თუმცა არა უშავს.

58
მღვდლები აჩქარებით გავიდნენ სახლიდან. ჯერ კიდევ
საკმარისად იდგა დღის შუქი საიმისოდ, რომ წვიმის რუხი
ფარდის მიღმა თავლა დაენახათ.
ორივე იქითკენ გაემართა.
– სინიორ ამერიკელო, – დაუძახა ეპისკოპოსმა, – კარგს
იზამთ, ჩვენს ჯორებს თუ გამოგვიყვანთ.
კაცი თავლიდან გამოვიდა: – რა გინდათ?
– ჩვენი ჯორები. გადავიფიქრეთ დარჩენა, მორაში საჩქა-
როდ უნდა წავიდეთ. აიღეთ ეს დოლარი შეწუხების საზღა-
ურად.
კაცმა მუქარის გამომხატველი პოზა მიიღო. ჯერ ერთ
მღვდელს შეხედა, მერე მეორეს, თავი გველივით უყელყელა-
ვებდა:
– რა ხდება? რა, ჩემ სახლს არ კადრულობთ?
– არაფრის ახსნა არ არის საჭირო. მამაო ჟოზეფ, შედი
ფარდულში და ჯორები გამოიყვანე.
– აბა გაბედე და შედი ჩემს თავლაში, შე… მღვდელო!
ეპისკოპოსმა პისტოლეტი მოიმარჯვა:
– უხამსობას თავი დაანებე, სენიორ. ჩვენ შენგან არაფერი
გვინდა, გარდა იმისა, რომ შენი უზრდელობა აღარ გაგვაგო-
ნო. იდექი მანდ, სადაც დგახარ.
კაცი ფარ-ხმალდაყრილი გაჩერდა. მამა ჟოზეფი ჯორებ-
თან ერთად გამოვიდა თავლიდან, პირუტყვებს უნაგირები
ისევ ზურგზე ედგათ. საცოდავები იცოხნებოდნენ, ლუკმა ჯერ
კიდევ არ გადაეყლაპათ, მაგრამ წასასვლელად ძალდატანება
სულაც არ დასჭირვებიათ, როგორც ჩანს, ეს ადგილი არც მათ
მოეწონათ. როგორც კი ზურგზე პატრონები იგრძნეს, უმალვე
ჩორთით დაადგნენ გზას, რომელიც პირდაპირ ნაკადულისკენ
მიდიოდა. დაღმართზე დაშვებისას მამა ჟოზეფმა ივარაუდა,
რომ იმ კაცს, შესაძლოა, თოფი ჰქონოდა და ზურგში ტყვიის
მოხვედრაც არ იყო გამორიცხული.
– არც მე მინდა, – უთხრა ეპისკოპოსმა, – სამაგისოდ საკ-
მაოდ ბნელა, თუკი ცხენით არ გამოგვედევნა, ვერაფერს დაგ-
ვაკლებს. თავლაში ცხენები თუ იყო?

59
– მხოლოდ ერთი სახედარი, – უპასუხა წმინდა ჟოზეფის
იმედად მყოფმა მამა ვაილანტმა, რომელმაც იმ დილით მხურ-
ვალე ღვთისმსახურება აღავლინა თავისი წმინდანის სახელ-
ზე.
სწორედ ბედკრული ქალის ნაუცბათევი გაფრთხილება
იყო ნიშანი იმისა, რომ მათზე რომელიღაც მფარველი ძალა
ზრუნავდა.
ნაკადულის მეორე მხარეს რომ გადავიდნენ, უკუნი ღამე
იდგა, წვიმამ უფრო და უფრო წამოუშინა.
– დარწმუნებული არა ვარ, რომ სწორი გზით მივდივართ,
მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, არავინ მოგვდევს, – თქვა
ეპისკოპოსმა, – ამ გონიერ ცხოველებს უნდა ვენდოთ. საწყა-
ლი ქალი! ვშიშობ, კაცი ეჭვს მასზე მიიტანს და რამეს დაუშა-
ვებს.
ეპისკოპოსს სიბნელეშიც თვალიდან არ შორდებოდა ცეც-
ხლის შუქით განათებული ქალის სახე და მისი საშინელი ჟეს-
ტი.
შუაღამეს ოდნავ გადაცილებული იყო, მორას რომ მიაღწი-
ეს. პადრეს სახლი ლტოლვილებით იყო გადავსებული, ორი
მათგანი საწოლიდან ააყენეს, ეპისკოპოსი და ვიკარი რომ მო-
ესვენებინათ.
დილით საჯინიბოდან ბიჭი მოვიდა და აუწყა, რომ თავლა-
ში იპოვა თივაზე მწოლიარე შეშლილი ქალი, რომელმაც თეთ-
რი ჯორების პატრონ ორ პადრესთან მიყვანა ითხოვა. საცოდა-
ვი მღვდლებთან შეიყვანეს. მას ტანზე ძონძები ეკიდა, ფეხები,
სახე და თმაც კი ერთიანად ტალახში ჰქონდა ამოსვრილი.
მოძღვრებმა ძლივს იცნეს ქალი, რომელმაც წინა ღამით მათ
სიცოცხლე შეუნარჩუნა.
ქალმა უთხრა, – იმ სახლში აღარასოდეს დავბრუნდებიო.
მღვდლები რომ წამოსულან, მისი ქმარი სახლში შევარდნილა
თოფის ასაღებად, ქალი თავლის უკან, ნაკადულში ჩამავალ
ღარში ჩამალულა და მერე მთელი ღამე მორასკენ მიმავალ
გზაზე უვლია. ეგონა, ქმარი დაეწეოდა და მოკლავდა, მაგრამ
ასე არ მოხდა. გამთენიისას დასახლებამდე მიუღწევია, გასათ-
ბობად საჯინიბოში, პირუტყვებთან შეპარულა და სახლის პატ-

60
რონების გაღვიძებას დალოდებია. ეპისკოპოსის წინაშე მუხ-
ლმოყრილი ისეთ საშინელებებს ყვებოდა, რომ ლატურმა შე-
აჩერა და ადგილობრივ მღვდელს მიმართა:
– ეს სამოქალაქო ხელისუფლების საქმეა. მოსამართლე
თუ გყავთ აქ?
მოსამართლე არ ჰყავდათ, მაგრამ იყო ერთი კაცი, წარ-
სულში ბეწვიან ცხოველებზე მონადირე, რომელიც ნოტარიუ-
სის მოვალეობას ასრულებდა და შეეძლო მოწმე დაეკითხა.
მის მოსაყვანად კაცი გაგზავნეს, ამასობაში კი მამა ლა-
ტურმა ერთ-ერთ კონეხოელ ლტოლვილ ქალს დაავალა, ეს
საცოდავი არსება წაეყვანა, დაებანა, წესიერად შეემოსა და
ფეხებზე ჭრილობა-ნაკაწრები დაემუშავებინა.
ერთ საათში ეს ქალი, სახელად მაგდალენა, დაპურებული
და მის მიმართ გამოვლენილი სიკეთით დამშვიდებული, მზად
იყო თავისი ამბის მოსათხრობად. ნოტარიუსმა თან მოიყოლა
თავისი მეგობარი სენტ ვრეინი, ბეწვიან ცხოველებზე მონადი-
რე კანადელი, რომელსაც ესპანური მასზე უკეთ ესმოდა. სენტ
ვრეინმა იცნო ქალი, უფრო მეტიც, დაადასტურა, რომ ის იყო
მაგდალენა ვალდესი, ოცდაოთხი წლის, დაბადებული ლოს
რანჩოს დე ტაოსში. მისი ქმარი, ბაქ სქეილზი მონადირეთა
ჯგუფთან ერთად ვაიომინგიდან მოხვედრილიყო ტაოსში.
თეთრკანიანები მას ქოფაკსა და დეგენერატს ეძახდნენ, მექ-
სიკელი გოგონებისთვის კი თეთრკანიანზე დაქორწინება
„ხალხში გასვლას“ ნიშნავდა. ქალი ექვსი წლის წინ გაჰყო-
ლოდა ცოლად იმ ამერიკელს და მას შემდეგ მორასკენ მიმა-
ვალ გზაზე ჩადგმულ იმ უბადრუკ ქოხში ცხოვრობდა. ამ ხნის
განმავლობაში მის ქმარს გაძარცვული და მოკლული ჰყავდა
ოთხი მგზავრი, რომლებიც ღამის გასათევად დარჩნენ მას-
თან. ყველანი უცხოელები იყვნენ, არც ერთი ნაცნობი. ქალს
მათი სახელები აღარ ახსოვდა; მსხვერპლთა შორის ერთი
გერმანელი ბიჭი ყოფილა, რომელიც ცოტა ესპანურად და ცო-
ტაც ინგლისურად ლაპარაკობდა. ქალი სხვებზე მეტად იმ
მშვენიერ, ცისფერთვალება ყმაწვილზე წუხდა. ყველანი თავ-
ლის უკან, ქვიშიან მიწაში დამარხა მისმა ქმარმა, ამიტომაც
მაგდალენა გამუდმებით შიშობდა, რომ ქარიშხლისას მათი

61
გვამები გამოჩნდებოდა. მოკლულთა ცხენები ბაქს ღამით
სადღაც, ჩრდილოეთისაკენ მიჰყავდა და ინდიელებზე ყიდდა.
ამ ქორწინების პერიოდში მაგდალენას სამი ბავშვი გაუჩენია,
მაგრამ ქმარს სამივე დაუხოცავს გაჩენიდან რამდენიმე დღე-
ში, თანაც ისეთი სისასტიკით, რომ თქმაც კი უჭირდა. პირველი
ბავშვის მოკვლის შემდეგ ქალი ქმარს გაქცევია და თავისი
მშობლების რანჩოში შეუფარებია თავი. ქმარს მიუკითხავს და
დამუქრებია, – თუ არ წამომყვები, მოხუცებს ბოლოს მოვუღე-
ბო. შიშით შველას ვერავის სთხოვდა, ორჯერ მოუხერხებია
მგზავრების გაფრთხილება, მაგრამ ეს მაშინ მომხდარა, როცა
მისი ქმარი შინ არ ყოფილა. ამჯერად იმიტომ მოუკრებია მხნე-
ობა, რომ ორი პადრეს დანახვისთანავე მიმხვდარა, ისინი
კარგი ადამიანები იყვნენ და ეგონა, თუ მათ გაედევნებოდა,
უსათუოდ გადაარჩენდნენ. ქალს აღარ შეეძლო მკვლელობე-
ბის ატანა. თავის მოკვლაზე უკეთეს გამოსავალს ვერ ხედავ-
და. ოცნებობდა, ცოტა ხნით ეკლესიასა და მღვდელთან ახ-
ლოს დამალვაზე, რათა ღვთის წინაშე სული განეწმინდა.
სენტ ვრეინმა და მისმა მეგობარმა სახელდახელოდ შექ-
მნეს სამძებრო ჯგუფი, გაეშურნენ სქეილზის სამყოფელისკენ
და, როგორც ქალმა მიასწავლა, თავლის უკან, ბაკის ქვეშ ით-
ხი კაცის ნეშტი იპოვეს. თვითონ სქეილზი დაიჭირეს ტაოსის
გზაზე, რომელსაც ცოლის საძებრად დასდგომოდა, და მორა-
ში ჩაიყვანეს. სენტ ვრეინი კი ტაოსში გაემგზავრა მოსამარ-
თლის ჩამოსაყვანად.
მორაში არ იყო საპყრობილე, ამიტომაც სქეილზი ცარიელ
თავლაში ჩაამწყვდიეს და დარაჯი მიუჩინეს. თავლას თვალის-
დახამხამებაში შემოეხვია უამრავი ხალხი, რომელიც იდგა და
პატიმრის შემაძრწუნებელ მუქარას ისმენდა მისი ცოლის მი-
სამართით. მაგდალენა პადრეს სახლში, კუთხეში დაფენილ
ფარდაგზე მიწოლილიყო და მამა ლატურს ევედრებოდა თან
წაეყვანა სანტაფეში, რომ ქმარს სახლში არ დაებრუნებინა.
სქეილზი გამომწყვდეული კი ჰყავდათ, მაგრამ ეპისკოპოსი
მაინც ღელავდა ქალის უსაფრთხოების გამო. ის და ამერიკე-
ლი ნოტარიუსი, რომელიც რევოლვერის ახალი მოდელით

62
იყო შეიარაღებული, სასტუმრო ოთახში ისხდნენ და საცოდავს
მთელი ღამის განმავლობაში დარაჯობდნენ.
მეორე დილით მოსამართლე თავის ხალხთან ერთად ჩა-
მოვიდა ტაოსიდან. ნოტარიუსმა ოფიციალურ პირს საქმის დე-
ტალები ბაზრის მოედანზე, ყველას გასაგონად გააცნო. ეპის-
კოპოსმა ჰკითხა მათ, მოიძებნებოდა თუ არა რამე ადგილი
მაგდალენასთვის ტაოსში, რადგან ასეთი შიშის ატმოსფერო-
ში მისი გაჩერება შეუძლებლად მიაჩნდა.
უცებ ხალხს გამოეყო ირმის ტყავისგან შეკერილ შარვალ-
სა და მონადირის სამოსში გამოწყობილი მამაკაცი. მან მაგდა-
ლენასთან შეხვედრა ითხოვა. მამა ლატური ოთახში, ფარდაგ-
ზე მწოლიარე ქალთან შეუძღვა. უცნობი მიუახლოვდა, ქუდი
მოიხადა, მერე დაიხარა და მხარზე ხელი დაადო. მართალია,
ეს ადამიანი აშკარად ამერიკელი იყო, მაგრამ ესპანურად ად-
გილობრივი მცხოვრებლებივით ლაპარაკობდა:
– მაგდალენა, არ გახსოვარ?
ქალმა ისე ამოხედა, გეგონებოდათ ბნელი ჭიდან იცქირე-
ბაო. მის უძირო, შიშჩამდგარ თვალებში სიცოცხლის ნაპერ-
წკალი გაკრთა, ხელი სტაცა მამაკაცის ტყავის შარვლის მუხ-
ლებთან მიკერებულ ფოჩებს და ამოიღმუვლა:
– კრისტობალ! კრისტობალ!
– ჩემთან წაგიყვან, მაგდალენა, ჩემს ცოლთან დარჩები.
ჩემს სახლში ნურაფრის შეგეშინდება, კარგი?
– არა, არა, კრისტობალ, შენთან არაფრის შემეშინდება.
მე არ ვარ ცუდი ქალი.
კაცმა თავზე ხელი გადაუსვა:
– კარგი გოგო ხარ, მაგდალენა, ყოველთვისაც ასეთი იყა-
ვი. ყველაფერი კარგად იქნება, მე მომანდე ეგ ამბავი.
ეს უთხრა და ეპისკოპოსს მიუბრუნდა:
– სინიორ ვიკარიო, მას შეუძლია ჩემთან წამოვიდეს. მე
ტაოსთან ახლოს ვცხოვრობ, ჩემი ცოლი ადგილობრივი
მკვიდრია და თბილად მოექცევა. ეგ მხეცი ჩემს სახლს ვერ
მოუახლოვდება, ციხიდანაც რომ გაიქცეს. კარგად მიცნობს,
მე კარსონი მქვია.

63
კარგა ხანი იყო, მამა ლატურს ამ სკაუტთან შეხვედრა სურ-
და; ეს კაცი მას ბრგე, ძლიერი აღნაგობის და წარმოსადეგ მა-
მაკაცად წარმოედგინა. მის წინ მდგარი კარსონი კი ეპისკოპო-
სის სიმაღლისაც არ იყო, სუსტი აღნაგობა და თავაზიანი ქცევა
ჰქონდა, ინგლისურად ოდნავ სამხრეთული, რბილი აქცენტით
საუბრობდა. მის სახეზე ერთდროულად იკითხებოდა ფიქრია-
ნი და ცოცხალი გამომეტყველება. ამა ქვეყნის საზრუნავს მის
ცისფერ თვალებს შორის მოუშორებელი ღარი გაეჩინა, ქერა
ულვაშების ქვემოდან შესანიშნავად გამოკვეთილი პირი მო-
უჩანდა, სავსე და დახვეწილი ფორმის ტუჩების რაღაცნაირი
შეუცნობელი, გამომსახველი, ცოტათი მელანქოლიური მიმი-
კა ამ ადამიანის გონიერებასა და სათუთ ბუნებაზე მიანიშნებ-
და. კარსონმა ეპისკოპოსზე თავიდანვე სასიამოვნო შთაბეჭ-
დილება დატოვა. ამ ტყავის სამოსიან მამაკაცში დანახვისთა-
ნავე იგრძნობოდა მისი ზნეობრივი თვისებები, ერთგულება და
პრინციპები, რომელთა სიტყვებით გამოხატვა არცთუ იოლი
საქმეა, მაგრამ რომლებსაც უმალ ამოიცნობს ხოლმე ორი მო-
ნათესავე სული, ერთნაირი მრწამსით მცხოვრები და შემთხვე-
ვის წყალობით ერთმანეთს შეხვედრილი ორი ადამიანი. ლა-
ტურმა ხელი ჩამოართვა სკაუტს.
– კარგა ხანია, ჯერ კიდევ ნიუ-მექსიკოში ჩამოსვლამდე,
მინდოდა კიტ კარსონის გაცნობა. იმედი მქონდა, სანტაფეში
მეწვეოდით.
სკაუტმა გაუღიმა:
– ძალზე მორცხვი ვარ, სერ, ყოველთვის მეშინია, რომ
იმედებს ვერ გავამართლებ. მაგრამ, ვგონებ, დღეიდან ყველა-
ფერი კარგად იქნება.
ამ დღიდან დაიწყო მათი ხანგრძლივი მეგობრობა.
როცა კარსონის რანჩოსკენ მიმავალ გზას დაადგნენ, მაგ-
დალენაზე მამა ვაილანტი ზრუნავდა, ეპისკოპოსი და სკაუტი
კი მათ უკან მიჰყვებოდნენ. კარსონმა ლატურს უამბო, რომ კა-
თოლიკობა თავდაპირველად მხოლოდ ფორმალურად მი-
იღო, ანუ ისევე მოიქცა, როგორც ჩვეულებრივ ამერიკელები
იქცეოდნენ მექსიკელ გოგონებზე დასაქორწინებლად. მას
კარგი და ძალზე მორწმუნე ცოლი ჰყავდა, თუმცა მიაჩნდა,

64
რომ რელიგია მხოლოდ და მხოლოდ ქალების საქმე იყო. ასე
ფიქრობდა კალიფორნიაში ჩასვლამდე. იქ ავად გამხდარა და
ერთ-ერთი მისიის მამებს უკისრიათ მისი მოვლა-პატრონობა.
– მას შემდეგ მოვლენებს სხვაგვარად შევხედე და ვიფიქ-
რე, ოდესმე ჭეშმარიტი კათოლიკე გავხდები-მეთქი. ბავშვო-
ბიდანვე შთამაგონეს, რომ მღვდლები თაღლითები იყვნენ,
მონაზვნები კი – უზნეო ქალები. ასეთი ხმები ვრცელდებოდა
მისურიში. უამრავი ადგილობრივი მღვდლის საქციელი ამყა-
რებდა ასეთ შეხედულებას. ჩვენი ტაოსელი პადრე მარტინესი
ყველაზე დიდი და ბებერი გაიძვერაა; აქ თითქმის ყველა და-
სახლებაში ჰყავს შვილები და შვილიშვილები. ახლა, აროიო
ჰონდოს მღვდელი პადრე ლუცერო ავიღოთ, ისეთი ხარბია,
საცოდავ ხალხს წესის აგებისთვისაც კი ატყავებს.
ეპისკოპოსმა კარსონთან ერთად დაწვრილებით განიხი-
ლა ყველა ის საკითხი, რაც ხალხს აწუხებდა. ლატური
გრძნობდა, რომ სკაუტი სიმართლეს ამბობდა. ეპისკოპოსიცა
და კარსონიც ერთი ასაკისანი იყვნენ, ორივე ორმოც წელს
იყო გადაცილებული, ორივე დიდ გამოცდილებას დაებრძენე-
ბინა და გამოეწრთო. კარსონი მეგზურობას უწევდა ცნობილ
კვლევით ექსპედიციებს, თუმცა, ისეთივე ღარიბად დარჩა,
როგორიც უწინ, ჯერ კიდევ თახვებზე ნადირობისას იყო. ის
ალიზის პატარა სახლში ცხოვრობდა თავის მექსიკელ ცოლ-
თან ერთად. სანტაფესა და წყნარი ოკეანის სანაპიროს შორის
მდებარე უდაბნო და მთაგრეხილები რუკაზე ჯერ არც კი იყო
აღნიშნული. ყველაზე სანდო და სარწმუნო რუკა კიტ კარსონის
გონებაში არსებობდა. ამ კაცს, რომელიც წარმოშობით მისუ-
რიდან იყო და, რომელსაც თვალის ერთი შევლებით შეეძლო
როგორც ლანდშაფტის, ასევე ადამიანის განწყობის ამოცნო-
ბა, კითხვა უჭირდა, საკუთარ სახელსაც ძლივს წერდა.ა ამის
მიუხედავად, მას სწრაფი აღქმის უნარი და განსაკუთრებული
გონებრივი შესაძლებლობები ჰქონდა. მისი უსწავლელობა
შემთხვევითობის ბრალი იყო. კარსონმა წიგნებსაც კი გაუს-
წრო წინ და ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, რომ ბეჭდური პრესა
ვეღარ ეწეოდა. მძიმე ბავშვობაგამოვლილმა (თოთხმეტიდან
ოც წლამდე რა არ გამოიარა – ღია ცის ქვეშ ცხოვრება, მზა-

65
რეულობა, ფურგონში შებმული ჯორების მეხრეობა, ხშირად
სასტიკი და საზარელი პატრონების ხელში ყოფნა) ღირსების
შეუბღალავი გრძნობა და თანაგრძნობით სავსე გული მაინც
შეინარჩუნა. ეპისკოპოსთან საუბრისას საცოდავ მაგდალენა-
ზე წუხილით თქვა:
– მე ის ტაოსიდან მახსოვს, ისეთი მშვენიერი გოგო იყო,
ცოდო არ არის?
ნაძირალა და მკვლელი ბაქ სქეილზი ხანმოკლე გასამარ-
თლების შემდეგ ჩამოახრჩვეს. აპრილის დამდეგს ეპისკოპო-
სი ისევ გზას დაადგა, სანტაფედან სენტ ლუისში გაემგზავრა,
ბალტიმორშიც ბრძანდებოდა, სადაც საეკლესიო კონფერენ-
ციას დაესწრო. სექტემბერში უკან, სანტაფეში, დაბრუნებულმა
თან წამოიყვანა ხუთი მამაცი მონაზონი, ლორეტოს წმინდა
დები, რათა წიგნიერებას მოკლებულ დაბაში გოგონათა სკო-
ლა დაეარსებინათ. ლატურმა დაბრუნებისთანავე ჩამოაყვანი-
ნა მაგდალენა და მონაზვნების სამსახურში ჩააყენა: ის წმინდა
დების სახლსა და სამზარეულოს უვლიდა, მონაზვნებისთვის
თავს არ ზოგავდა და ისეთი ბედნიერი იყო ეკლესიის მსახურე-
ბით, რომ სკოლის დასახედად მისული ეპისკოპოსი, მისი დამ-
შვიდებული და მომხიბლავი სახის სანახავად, ბოსტნიდან შე-
დიოდა ხოლმე შიგნით. მაგდალენა ისევე გალამაზდა, როგო-
რიც, კარსონის სიტყვებით, ქალიშვილობისას იყო. მას შემ-
დეგ, რაც მისი საშინელი სიყმაწვილის ავადსახსენებელ ხანას
ბოლო მოეღო, ქალი ისევ გაიფურჩქნა ღვთის სახლში.

66
წიგნი მესამე – მესა აკომაში

ხის თუთიყუში

სანტაფეში ჩამოსვლიდან პირველ წელს ეპისკოპოსმა,


ფაქტობრივად, მხოლოდ ოთხი თვე გაატარა თავის ეპარქი-
აში, დანარჩენი ექვსი თვე კი ბალტიმორში გამართულ სინო-
დის კონფერენციებზე დასწრებასა და მისვლა-მოსვლას დას-
ჭირდა. სანტაფედან სენტ ლუისამდე დაახლოებით ათასი მი-
ლი ჯორით გაიარა, იქიდან ორთქლმავალი გემით პიტსბურ-
გში ჩავიდა, კამბერლენდამდე მისაღწევად მთები გადაიარა,
ვაშინგტონამდე კი ახლადგაყვანილი რკინიგზით ჩააღწია.
უკან დასაბრუნებლად უფრო დიდი დრო დასჭირდა, რადგან
ლატურს თან ახლდა ხუთი მონაზონი ნათლით მოსილი ქალ-
წულის სახელობის სკოლის დასაარსებლად. სანტაფეში სექ-
ტემბრის ბოლოს ჩავიდა.
ეპისკოპოსი ლატური ძირითადად სამეურნეო საქმიანო-
ბით იყო დაკავებული, რის გამოც თავისი ვიკარიატიდან შორს
ყოფნა უწევდა. ეს დიდი ეპარქია მისთვის კვლავაც წარმოუდ-
გენელი იდუმალებით მოცული რჩებოდა. მღვდელმთავარს
განზრახული ჰქონდა იქაურობისა და ხალხის კარგად გაცნო-
ბა, ამიტომ აპირებდა, ცოტა ხნით თავი დაეღწია სკოლის მშე-
ნებლობა-დაარსების საზრუნავისთვის და დასავლეთით, ინ-
დიელთა ტერიტორიებზე, ძველი და განცალკევებული მისიები
მოენახულებინა; სანტო დომინგოში ცხენების მომშენებლებს
შეხვედროდა, გზა გაეგრძელებინა თაბაშირით გადათეთრე-
ბული ისლეტასკენ, იქიდან ვრცელი საძოვრებით ცნობილ ლა-
გუნაში გადასულიყო და, ბოლოს, ღრუბლებში გახვეულ აკო-
მას სწვეოდა.

67
ოქროსფერი ოქტომბრის მშვენიერი ამინდი იდგა. ეპისკო-
პოსი, რომელსაც მეგზურად ახლდა ხასინტო, ახალგაზრდა
ინდიელი პეკოსის პუებლოდან, თავისი პლედებითა და ყავა-
დანით დასავლეთისკენ მიემგზავრებოდა მისიების მოსანახუ-
ლებლად. მღვდელმთავარმა ერთი დღე-ღამე ალბუკერკეში
გაატარა მხიარულ და ყველასთვის ცნობილ პადრე გალეგოს-
თან. სანტაფეს შემდეგ ალბუკერკე მეორე ყველაზე მნიშვნე-
ლოვანი სამრევლო იყო მის ეპარქიაში. პადრე გავლენიანი
მექსიკური ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ. იგი რანჩე-
როებთან ერთად, საკუთარი შეხედულებისამებრ მართავდა
ეკლესიას და გვარიანადაც ერთობოდა. მიუხედავად იმისა,
რომ პადრე გალეგოსი ათი წლით უფროსი იყო ეპისკოპოსზე,
ისე შეეძლო ზედიზედ ხუთი ღამის გატარება ფანდანგოს ცეკ-
ვაში, რომ არაფერი დასტყობოდა. მას ამერიკულ კოლონიაში
უამრავი მეგობარი ჰყავდა, მათთან ერთად პოკერს თამაშობ-
და და სანადიროდ დადიოდა, თუ, რა თქმა უნდა, მექსიკელებ-
თან ცეკვაში არ იყო გართული. სარდაფი გაძეძგილი ჰქონდა
ელ პასო დელ ნორტედან ჩამოტანილი ღვინით, ტაოსური ვის-
კითა და ბერნალილოდან გამოგზავნილი ყურძნის ბრენდით.
აეს მართლაც ძალზე სტუმართმოყვარე კაცი ყოველთვის სი-
ამოვნებით უმასპინძლდებოდა უიღბლო აზარტულ მოთამაშე-
სა თუ შეზარხოშებულ სამხედროს. პადრეს დიდად ეთაყვანე-
ბოდა ერთი მდიდარი მექსიკელი ქვრივი ქალი, რომელიც მას
ვახშმადაც პატიჟებდა, მსახურებსაც ახმარდა, საკურთხევ-
ლისთვის მაქმანებიან გადასაფარებლებსაც უმზადებდა და
სუფრის თეთრეულსაც. ყოველ კვირა დღეს, მესის დასრულე-
ბის შემდეგ, მღვდელი შესამოსელს იცვლიდა, გარეთ გამო-
დიოდა და მოედანზე მომლოდინე ამ ქალბატონის ეკიპაჟს,
რომელიც ერთადერთი დახურული ეტლი იყო ალბუკერკეში,
მის მამულში სასადილოდ მიჰყვებოდა.
ეპისკოპოსმა და მამა ვაილანტმა დაწვრილებით უწყოდ-
ნენ მამა გალეგოსის ქმედებები და განზრახული ჰქონდათ,
შობის დადგომამდე ბოლო მოეღოთ მღვდლის სკანდალური
ყოფისთვის, თუმცა ამ ადამიანთან სტუმრობისას მამა ლა-
ტურს არც განცვიფრება გამოუხატავს და არც უკმაყოფილება.

68
პადრე გალეგოსი კეთილგანწყობასა და გადაჭარბებულ თა-
ვაზიანობას იჩენდა. როცა ეპისკოპოსმა თავს ნება მისცა, გაკ-
ვირვება გამოეხატა იმის თაობაზე, რომ ბავშვებისთვის მი-
რონცხების საიდუმლოს ჩასატარებელ სამზადისს ვერსად ხე-
დავდა, პადრემ ტკბილად აუხსნა, – ამ რიტუალს ნათლობისას
ვატარებო.
– ყველა აქაურ ქრისტიანულ თემში ასე ხდება. ჩვენ ვიცით,
რომ პატარები რელიგიურ მოძღვრებას მაშინ ეზიარებიან,
როცა გაიზრდებიან. ასე რომ, მათ თავიდანვე კარგ კათოლი-
კეებად ვაყალიბებთ. ასეა ეს! – დასძინა მან.
პადრე ღელავდა, – ვაითუ ეპისკოპოსმა მისიების შემოვ-
ლისას თანხლება მთხოვოსო; მღვდელი ვერ იტანდა, როცა
საკვებს შეზღუდული რაოდენობით სთავაზობდნენ და სასთუმ-
ლად ქვებს უდებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენი-
მე ღამის წინ ცეკვა-თამაში გაემართა, თავის მეუფეს მაინც ინ-
დიელთა მოკასინში შეფუთული ფეხით შეხვდა და დაიჩივლა,
– ნიკრისის ქარის შეტევა მაქვსო. როცა ლატურმა ჰკითხა,
აკომაში მესა ბოლოს როდის ჩაატარეო, მან პირდაპირ პასუხს
თავი აარიდა და ეპისკოპოსს აუხსნა, რომ იქ ვნების კვირაში
მიდიოდა ხოლმე. მისივე თქმით, აკომას ინდიელები სულის
სიღრმეში გამოუსწორებელი წარმართები ყოფილან და არ
მოსწონდათ, როცა მესის გამო აწუხებდნენ. თურმე ბოლო ჩას-
ვლისას ეკლესიაში შესვლაც კი ვერ მოუხერხებია. ინდიელებს
თავი ისე მოუჩვენებიათ, ვითომ გასაღები არ ჰქონდათ; იქაუ-
რი გუბერნატორისთვის დაუბრალებიათ, – „ინდიელთა საქმე-
ებზე“ წავიდა ცებოლეტას მთებში და თან გაიყოლაო.
ეპისკოპოსს ნამდვილად არ გასჩენია პადრე გალეგოსის
თანხლების სურვილი; ძალზე მოხარულიც კი იყო, მისგან უა-
რის მიღებით იმედი რომ არ გაუცრუვდებოდა. ამგვარად, თა-
ვაზიანი დამშვიდობების შემდეგ ლატური ალბუკერკედან გა-
ემგზავრა. მისი აზრით, გალეგოსი, როგორც პიროვნება, ერ-
თობ მიმზიდველი ადამიანი იყო, მაგრამ, როგორც მღვდელი,
არაფრად ვარგოდა, – ეს ძალზე თვითკმაყოფილი და პოპუ-
ლარული კაცი თავისი ცხოვრების წესს არაფრით უღალატებ-
და, ვერც გარეგნულად შეიცვლებოდა, ეს ცხადზე უცხადესი

69
იყო. პროფესიონალ ყომარბაზს არ ჰგავდა, მაგრამ მისი გამო-
მეტყველებიდან გამოსჭვიოდა რაღაც შემპარავი, რაშიც მისი
ფარული ცხოვრების სტილი იკითხებოდა. ვითარების გამო-
სასწორებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობდა: ამ კაცისთვის
მღვდლის უფლებამოსილება შეეჩერებინათ, ადგილობრივი
დაბალი წოდების მღვდლები კი გაეფრთხილებინათ, რომ
მხედველობაში მიეღოთ ეს ამბავი და სათანადოდ მოქცეუ-
ლიყვნენ.
გამგზავრების წინ მამა ვაილანტმა ეპისკოპოსს ურჩია, ის-
ლეტაში ჩასული ღამით იქაურ მღვდელთან, პადრე იესო დე
ბოკასთან დარჩენილიყო, რომელიც აუცილებლად მოეწონე-
ბოდა. ამ თეთრთმიან, თითქმის უსინათლო მოხუცს უამრავი
წელი გაეტარებინა ისლეტაში და იქაური ინდიელების ნდობა
და სიყვარული მოეპოვებინა.
რუხი ქვიშის დაბლობზე თეთრად მოქათქათე ისლეტას და-
ნახვისთანავე მამა ლატურს ამაღლებული განწყობა დაეუფ-
ლა. ირგვლივ ყველაფერი მშვენიერი იყო; ეკლესიის თბილ
თეთრ ფერსა და მიჯრით ნაგებ შენობებს აკაციის ხეები სწო-
რედ ისეთ მოლურჯო-მომწვანო ჩრდილს ფენდა, ფანჯრებზე
ჩამოფარებულ ქაღალდის ძველ ფარდებს რომ დაჰკრავს
ხოლმე. ეს ხე ყოველთვის სასიამოვნო მოგონებებს აღუძრავ-
და ეპისკოპოსს, ახსენებდა საფრანგეთის სამხრეთს, სადაც
ყმაწვილობისას ბიძაშვილებს სტუმრობდა ხოლმე. ეკლესიას
რომ მიუახლოვდა, მოხუცი მღვდელი გამოეგება, მიესალმა,
მერე კი თვალები ხელით მოიჩრდილა და ლატურს მიაცქერ-
და:
– ნუთუ ეს არის ჩემი ეპისკოპოსი? ასეთი ახალგაზრდა? –
წამოიძახა მან.
ისინი ბაღის გავლით შევიდნენ მღვდლის სახლში, რომე-
ლიც უკანა მხრიდან ეკლესიას ემიჯნებოდა. შემოღობილში
დიდრონი კაქტუსების მრავალსახეობა ყვაოდა (ეტყობოდა,
პადრეს უყვარდა ეს მცენარე); მათ შორის ტირიფის წნელის-
გან მოწნული, თუთიყუშებით სავსე გალიები ეკიდა. თუთიყუ-
შები ქვიშიან ბილიკზეც ხტუნავდნენ. რომ არ გაფრენილიყ-
ვნენ, მათთვის ცალი ფრთა შეეკრიჭათ. როგორც მამა იესომ

70
აუხსნა სტუმარს, ამ ფრინველთა ბუმბული თურმე დიდად ფა-
სობდა ინდიელთა შორის, საზეიმო ცერემონიების დროს სა-
მოსს სწორედ მათი ფრთებით იმშვენებდნენ. მღვდელი კარგა
ხნის წინ მიმხვდარიყო, რომ ამ ჩიტების მოშენებით თავის
მრევლს სიამოვნებას მიანიჭებდა.
მამა იესოს სახლი შიგნიდანაც და გარედანაც ისევე თეთ-
რად ქათქათებდა, როგორც ისლეტას სხვა სახლები, და ისე-
თივე ცარიელი იყო, როგორც ინდიელთა სამყოფელი. ღარიბ
მოხუცს ერიდებოდა, დასახლების მცხოვრებთათვის ფული
ეთხოვა. ლობიოსა და სიმინდის ფაფას ინდიელი გოგო უხარ-
შავდა, მეტი არც არაფერი უნდოდა. როგორც თვითონ ამბობ-
და, ის გოგო ბევრი ვერაფერი მზარეული იყო, მაგრამ საჭ-
მელს სუფთად ამზადებდა. როცა ეპისკოპოსმა აღნიშნა, თუ რა
გაქათქათებული იყო მთელი დასახლება თავისი ქუჩებიანად,
პადრემ განუმარტა, რომ ისლეტას მახლობლად მდებარე გო-
რაკზე მოიპოვებოდა რაღაც თეთრი მინერალი, რომელსაც
ინდიელები ნაყავდნენ და მისგან თეთრ საღებავს ამზადებ-
დნენ. ამ მეთოდს ისინი უხსოვარი დროიდან იყენებდნენ, ამი-
ტომ მათი სოფელი ყოველთვის სითეთრით გამოირჩეოდა. მა-
მა იესოსთან მცირე საუბარმა ცხადყო, რომ ის თითქმის ბავ-
შვივით უბრალო და ძალზე ღვთისმოსავი ადამიანი იყო, ამას
გარდა, იშვიათი გულმოწყალეც. მარჯვენა თვალში კატარაქ-
ტის გამო, თავი გვერდზე ისე მოქცეოდა, კაცს ეგონებოდა, ირ-
გვლივ ყველაფრის დათვალიერებას ცდილობსო. მარცხნივ
გადახრილი დადიოდა, თითქოს ბილიკზე რაღაც დაბრკოლე-
ბას უახლოვდება და ცდილობს, გვერდი აუაროსო.
თუთიყუშებით სავსე ბაღიდან სახლში შევიდნენ. მამა ლა-
ტური ერთობ გახალისდა, როცა აღმოაჩინა, რომ პადრეს ღა-
რიბული, ცარიელი, პატარა სასტუმრო ოთახის ერთადერთი
სამშვენისიც – ჭერის ძელზე ჩამოკიდებულ რგოლზე დასკუპე-
ბული ჩიტი – ხის თუთიყუში იყო. სანამ მამა იესო სამზარეუ-
ლოში მითითებებს აძლევდა ინდიელ გოგოს, ეპისკოპოსმა
ნაკეთობა ქანდარიდან ჩამოხსნა და დაათვალიერა. ხის ერთი
ნაჭრისგან გამოკვეთილი ფრინველი ნატურალური ზომის
იყო, ტანი და კუდი მკვრივი და გაშტრინგული ჰქონდა, თავი –

71
ოდნავ შებრუნებული; ფრთები, კუდი და კისრის ბუმბული საჭ-
რისით სიმბოლურად ამოეჭრათ და ოდნავ დაეფერათ.
მღვდელმთავარი გააოცა ნაკეთობის სიმსუბუქემ. ხის თუთი-
ყუშის ზედაპირს სითეთრე და ძალიან ძველი ხის ხავერდოვა-
ნი სირბილე დაჰკრავდა. საგულდაგულო ნამუშევარს არ ჰგავ-
და, მხოლოდ ჩიტის ფორმა ჰქონდა და თითქოს ცოცხალივით
გამოიყურებოდა.
ეპისკოპოსი ფრინველით ხელში რომ დაინახა, პადრეს გა-
ეღიმა:
– როგორც ვხედავ, ჩემს განძს მიაგენით! ეგ, თქვენო მოწ-
ყალებავ, ყველაზე ძველი ნივთია ინდიელთა პუებლოში, თა-
ვად ამ პუებლოზე ძველი.
როგორც მამა იესომ უამბო ლატურს, თუთიყუშები თურმე
ყოველთვის აღაფრთოვანებდა აქაურ ინდიელებს. ძველად
მათი ბუმბული ვამპუმსა14 და ფირუზზე უფრო დიდ ფასეულო-
ბას წარმოადგენდა. ჯერ კიდევ ესპანელების ჩამოსვლამდე,
ნიუ-მექსიკოს ჩრდილოეთით მდებარე პუებლოებიდან, სახი-
ფათო და ძნელად სავალი სავაჭრო გზებით, მაძიებლებს აგ-
ზავნიდნენ ტროპიკულ მექსიკაში, თუთიყუშების ლამაზი ბუმ-
ბულის ჩამოსატანად, რომელიც ინდიელებს თავიანთი ზურ-
გით მოჰქონდათ. მათ შესაძენად ადამიანები სანტაფეს მახ-
ლობლად, სერილოს მთაზე მოპოვებული ფირუზით სავსე ჩან-
თებით მიემგზავრებოდნენ. თუ ძალზე იშვიათად, რომელიმე
მოვაჭრე მოახერხებდა და ცოცხალ თუთიყუშს ჩამოიყვანდა,
ჩიტს ღვთიურ პატივს მიაგებდნენ; ფრინველის სიკვდილი
მთელ სოფელს უდიდეს მწუხარებაში აგდებდა და ხალხი მის
ძვლებს წმინდა ნაწილებივით ინახავდა. ისლეტაში ამ ჩიტის
უძველესი თავის ქალაც კი არსებობდა. ხის თუთიყუშს რაც შე-
ეხება, პადრესთვის ის ებოძებინა სიკვდილის პირას მყოფ ერთ
უმემკვიდრეოდ დარჩენილ მოხუცს, რომელიც ერთობ დავა-
ლებული ყოფილა მღვდლისგან. მამა იესოს მრავალი წლის
წინ დაედგა თვალი ამ შესანიშნავი ნაკეთობისთვის. პადრემ
იმ ინდიელისგან იცოდა, რომ ხის ჩიტი მის წინაპარს ოდესღაც

14
ნიჟარებისგან დამზადებული სამკაული

72
დედულეთიდან ჩამოეტანა. მღვდელს გულუბრყვილოდ სჯე-
როდა, რომ ხის ქანდაკების გამოთლისას ნატურად გამოიყე-
ნეს უხსოვარ დროს შორეული ტროპიკებიდან ცოცხლად ჩა-
მოყვანილი ერთ-ერთი თუთიყუში.
მამა იესომ ლატურს ბევრი რამ უამბო ლაგუნასა და აკო-
მას ინდიელების შესახებ. ახალგაზრდობისას ის საღმრთო
მსახურების ჩასატარებლად დაიარებოდა თურმე იმ პუებლო-
ებში და იქაურებიც ყოველთვის მეგობრულად ხვდებოდნენ.
– აკომაში თქვენ იხილავთ სიწმინდეს, – უთხრა ეპისკო-
პოსს, – ეს არის წმინდა ჟოზეფის ხატი, რომელიც მრავალი
წლის წინ ესპანეთის ერთ-ერთ მეფეს გამოუგზავნია მათთვის
საჩუქრად და, რომელსაც მრავალი სასწაული მოუხდენია.
გვალვების დროს აკომას ინდიელები ამ ხატს ქვემოთ, აკომი-
ტაში, თავიანთ ფერმებში მიაბრძანებენ და ჯერ არ ყოფილა
შემთხვევა, წვიმა არ წამოსულიყო. აკომელებთან წვიმს, მა-
შინ, როცა ნამიც არ ვარდება მთელ იმ მხარეში. ეს ხალხი იღე-
ბს დიდ მოსავალს, მაშინ, როცა ლაგუნას ინდიელები სარჩოს
გარეშე რჩებიან.

ხასინტო

გამთენიისას მამა ლატური ისლეტასა და მის მღვდელს და-


ემშვიდობა. მთელი დღის განმავლობაში, ეპისკოპოსი და მისი
მეგზური ჯორებზე ამხედრებულნი მიუყვებოდნენ ალბუკერკეს
დასავლეთით გადაშლილ უდაბნოს. გარემო გამომშრალი
ფერფლით დაფარულ ქვეყანას ჰგავდა. არც ღვია იყო სადმე,
არც ქრიზოტამნუსი, მხოლოდ ხშირი, გამხმარი, უსიცოცხლო
კაქტუსები და ერთადერთი ცოცხალი მცენარე – ველური გოგ-
რა, რომელიც საკერებლებივით აჩნდა მიწას. ამ ხვიარა მცე-

73
ნარეს აქვს ერთი მშვენიერი თვისება, ქაოტურად კი არ
ვრცელდება მცოცავი მცენარეებივით, არამედ ერთ ადგილზე
იყრის თავს და ზევითკენ მიიწევს. მისი გრძელი, ძლიერი, ის-
რისებრი, მსუსხავი ვერცხლისფერით დათრთვილური საცეცე-
ბი ზემოთ მიემართება და თავს ერთად იყრის. მთელი ეს ხეშე-
ში, მაღლა აღმართული, დახლართული და ერთად შეჯგუფუ-
ლი ღერები მცენარეს ნაკლებად ჰგავს. ის უფრო ცოცვისას,
უეცარი შიშისგან შებოჭილ, მონაცრისფრო-მომწვანო ხვლი-
კებს მოგაგონებთ.
მოდღევდა. უცებ ქვიშის ქარიშხალი ამოვარდა და მზის სი-
ნათლე ჩაახშო. მგზავრები დიდი გაჭირვებით მიიკვლევდნენ
გზას. ხასინტო კარგად იცნობდა იქაურობას, ამ მიმართულე-
ბით ხშირად დადიოდა ლაგუნაში სარიტუალო ცეკვების შესას-
რულებლად. ყმაწვილი თავდახრილი მიდიოდა და პირზე მე-
წამული ცხვირსახოცი ჰქონდა აკრული. ხეებსა და წყაროებს
შორის გაზრდილს ეს ტრამალი არაფრად ეპიტნავებოდა. შუ-
ადღე იდგა, რომ შეჩერდნენ; ყმაწვილმა გამხმარი მცენარეები
მოაგროვა და ეპისკოპოსს ყავა მოუდუღა. მგზავრებმა ცეც-
ხლთან ჩაიმუხლეს. ქვიშის ისეთი კორიანტელი იდგა, რომ
პურსაც კი სილა შერეოდა.
ქვიშისგან დაბინდულ უდაბნოში მზე წითლად ჩაესვენა.
მგზავრები იქვე დაბანაკდნენ და პლედებში გაეხვივნენ. მთე-
ლი ღამე ცივი ქარი დაქროდა. მამა ლატური ისე გაითოშა,
რომ განთიადის დადგომამდე კარგა ხნით ადრე ადგა. რო-
გორც იქნა, მშვიდი და ნათელი დილა გათენდა და ისინიც მა-
ლევე დაადგნენ გზას.
დაახლოებით ნაშუადღევისთვის ხასინტომ შორს, ქვიშის
მაღალ, ტალღოვან დიუნებზე გადაშლილი ლაგუნა შენიშნა.
დიუნებს მოყავისფრო-ყვითელი დასდებოდა. მამა ლატურმა
მიახლოებისთანავე შეამჩნია ქვადქცეული ქვიშის დიუნები.
რბილი, გრძელი და ტალღოვანი კლდეები ყვითლად ანათებ-
და, სიცარიელეში მხოლოდ ალაგ-ალაგ ამოყრილიყო ღვიის
პატარა, გაშავებული, ძალიან, ძალიან ბებერი ხეები. კლდის
ძირში, გაყოლებაზე ლურჯი ტბა ლივლივებდა. სწორედ

74
წყლით სავსე ქვის ამ აუზის გამო დაერქვა აქაურ პუებლოს
ლაგუნა.
ისლეტას გულისხმიერმა პადრემ თავისი მზარეულის ძმა
ფეხით გაგზავნა ლაგუნას მოსახლეობის გასაფრთხილებლად
იმის შესახებ, რომ მღვდელმთავარი ესტუმრებოდათ, რომ ის
კარგი კაცი იყო და მათგან ფულს არ მოითხოვდა. იქაურები
შესაბამისად მოემზადნენ, ეკლესია დაასუფთავეს და კარი გა-
აღეს. პატარა, თეთრი ეკლესიის საკურთხევლის ზემოთ და
ირგვლივ კედლები ქარის, წვიმის, ჭექა-ქუხილის, მზისა და
მთვარის ღმერთების გამოსახულებებით იყო მოხატული. ნა-
ხატები მეწამული, ლურჯი და მუქი მწვანე ფერებით შექმნილ
გეომეტრიულ ფორმაში მოექციათ და ისეთი შთაბეჭდილება
რჩებოდა, თითქოს მთელ ეკლესიაში გობელენი გაეკრათ. მა-
მა ლატურს ნანახმა გაახსენა სპარსი სარდლის კარავი, რომე-
ლიც ლიონში, საფეიქრო ნაწარმის გამოფენაზე ნახა. მისთვის
გაუგებარი დარჩა, ვისი ხელით იყო შესრულებული ეს მოხა-
ტულობა – ესპანელი მისიონერების, თუ გაქრისტიანებული
ინდიელების.
გუბერნატორმა ეპისკოპოსს აუწყა, რომ ხალხი დილით მი-
ვიდოდა მესაზე დასასწრებად და საკმაოდ ბევრი ბავშვიც იქ-
ნებოდა მოსანათლი. მან ლატურს ღამის გათევა საკრისტიაში
შესთავაზა, მაგრამ რადგან იქ ნესტის სუნი იდგა, ეპისკოპოსს
უკვე გადაეწყვიტა, რომ ღამით დიუნებზე, ღვიის ხეებქვეშ და-
იძინებდა.
ხასინტომ ლაგუნადან შეშა და სუფთა წყალი მოიმარაგა.
ისინი სოფლის ჩრდილოეთით მდებარე კლდეების ერთ სა-
ამურ ადგილზე დაბანაკდნენ. ჩამავალი მზის შუქზე უფრო ნათ-
ლად გამოიკვეთა თეთრი ეკლესია და ალიზის ყვითელი, ბა-
ნიანი სახლები. მათი ბანაკის უკან, არცთუ შორს, დიდრონი,
ბრტყელთავიანი გორაკები ამოზიდულიყო. ეპისკოპოსმა ხა-
სინტოს ჰკითხა, ყველაზე ახლომდებარე გორაკს რა ჰქვიაო.
– არა, მე არ იცის მაგის სახელი, – გააქნია ბიჭმა თავი, –
მე იცის ინდიელები რას ეძახიან, – ეს ისე თქვა, თითქოს ხმა-
მაღლა ფიქრობსო.
– და ინდიელები რას ეძახიან?

75
– ლაგუნას ინდიელებმა „თოვლის ფრინველის მთა“ და-
არქვეს, – რაღაც უხალისოდ უპასუხა ყმაწვილმა.
– რა მშვენიერია, – ფიქრიანად თქვა ეპისკოპოსმა, – ძა-
ლიან ლამაზი სახელია.
– ჰოო, ინდიელებსაც აქვთ ლამაზი სახელები! – სწრაფად
უპასუხა ხასინტომ ტუჩის პრანჭვით. მერე თითქოს მიხვდა,
რომ დაუმსახურებელი საყვედური აკადრა ეპისკოპოსს და
იმავე წუთს მიაყოლა, – ლაგუნელები ფიქრობენ, ძალზე სასა-
ცილოა, რომ ეგეთი დიდი მღვდელი ეგეთი ახალგაზრდაა. გუ-
ბერნატორი ამბობს, – როგორ დავუძახო პადრე, როცა ჩემს
ვაჟებზე ჯეელიაო?
ეპისკოპოსს ერთობ ესიამოვნა, ხასინტოს ხმას სითამამე
რომ დაეტყო. დაკვირვებული იყო, როგორი თბილი ჟღერა-
დობა ეძლეოდა კეთილგანწყობილ ინდიელთა ბგერებს. ხმის
სულ მცირე მოდულაციითაც შეეძლო ეგრძნო ადამიანს, რომ
დიდი ქათინაური მიიღო.
– შინაგანად არც ისე ახალგაზრდა ვარ, ხასინტო. ჩემო ბი-
ჭო, შენ რამდენი წლის ხარ?
– ოცდაექვსის.
– შვილი თუ გყავს?
– ერთი ბავშვი, ახლახან დაიბადა.
ესპანურად საუბრისას ხასინტო, ჩვეულებრივ, ისევე არ
ხმარობდა არტიკლებს, როგორც ინგლისურად ლაპარაკისას,
თუმცა ეპისკოპოსს შემჩნეული ჰქონდა, რომ თუ გამოიყენებ-
და, არსებით სახელს ყოველთვის სწორ არტიკლს უსადაგებ-
და. არტიკლის გამოტოვება უბრალოდ ჩვევად ქცეოდა, უცო-
დინრობით კი არ მოსდიოდა. როგორც ჩანს, ინდიელთა
თვალსაზრისით, ამგვარი დამატებები ენისთვის ზედმეტ და
უსიამოვნო ატრიბუტებად ითვლებოდა.
ეპისკოპოსიცა და მისი მეგზურიც დუმილში ჩაიძირნენ, ეს
მათი ურთიერთობის ჩვეულ ფორმას წარმოადგენდა. მამა
ლატური ყავას ნება-ნება მიირთმევდა თუნუქის ფინჯნიდან, ჩა-
იდანი იქვე, ნაღვერდალთან ედგა. მზე ჩავიდა, ყვითელ კლდე-
ებს ნაცრისფერი დაედო. ქვემოთ, პუებლოს კერიებში დანთე-
ბული ცეცხლი უშუშო ფანჯრებიდან წითელი საკერებლებივით

76
მოჩანდა, კედრის შეშიდან ადენილი ბოლის სუნი გაჩერებულ
ჰაერშიც იგრძნობოდა. მთელ დასავლეთის ცას თითქოს ოქ-
როსფერი ფერფლი გადააყარესო, აქა-იქ კი წითელკიდეებია-
ნი პატარა ღრუბლები ილანდებოდა. ჰორიზონტის თავზე ცის-
კრის ვარსკვლავი ახლადდანთებული ლამპარივით ციმციმებ-
და, მის მახლობლად მოჩანდა ბევრად უფრო პატარა, უცვლე-
ლი შუქის მქონე მეორე მნათობი.
ხასინტომ შორს მოისროლა სიმინდის ფუჩეჩში შეხვეული
თამბაქოს სიგარეტი და თვითნებურად წამოიწყო საუბარი:
– ცის-კრის ვარ-სკვლა-ვი, – წარმოთქვა ინგლისურად ნე-
ლა და ცოტა არ იყოს, მაღალფარდოვნად, მერე კი ესპანურზე
გადავიდა, – მის გვერდით პატარა ვარსკვლავს ხედავთ, პად-
რე? ინდიელები მას „მეგზურს“ ეძახიან.
ისხდნენ ასე, თავ-თავიანთ ფიქრებში გართულნი. ვარ-
სკვლავებით გადაჭედილმა ლურჯმა ღამემ თავის საბურველ-
ში გახვია ორივე; მასიური, განმარტოებული, ბრტყელთავიანი
კლდეები ცის კამარაში შეჭრილიყვნენ. ეპისკოპოსი იშვიათად
ეკითხებოდა ხასინტოს, თუ რა აზრი ან შეხედულება ჰქონდა
ამა თუ იმ საკითხზე, ჯერ ერთი, ზრდილობის გამო, მეორეც,
უაზრობად ეჩვენებოდა ასეთი შეკითხვების დასმა. არ არსე-
ბობდა არანაირი საშუალება, რომლითაც ის ევროპული ცივი-
ლიზაციიდან გამოყოლილი ცოდნის ინდიელის გონებაში გა-
დატანას შეძლებდა; ეპისკოპოსს ძალიან უნდოდა ერწმუნა,
რომ ხასინტოს ზურგს უმაგრებდა თავისი უძველესი ადათ-წე-
სები, ცხოვრებისეული გამოცდილება, რომლის გადმოცემაც
ენას არ ძალუძდა. სიბნელემ სიცივე მოიტანა. მამა ლატურმა
ბეწვით გაწყობილი ლაბადა შემოიცვა, ხასინტომ კი პლედი
გაშალა, ჯერ წელზე შემოიხვია, მერე ასწია და თავსა და
მხრებზე წამოიხურა.
– ბევრი ვარსკვლავია, – თქვა ცოტა ხნის შემდეგ, – ვარ-
სკვლავებზე რა იცით, პადრე?
– ჭკვიანი ადამიანები ამბობენ, რომ ისინიც ჩვენი სამყა-
როს მსგავსნი არიან, ხასინტო.
ინდიელის სიგარეტის ბოლო ჯერ აბრდღვიალდა, მერე,
სანამ ხმას ამოიღებდა, გამქრქალდა:

77
– მე ეგრე არ ფიქრობს, – ისეთი ტონით უპასუხა, თითქოს
ეს საკითხი ზედმიწევნით კარგად ჰქონდა შესწავლილი და
ეპისკოპოსის ნათქვამს არ იზიარებდა, – ჩემი აზრით, ეგენი
ბელადები არიან – იმათი დიდებული სულები.
– ალბათ ასეა, – ამოიოხრა ეპისკოპოსმა, ვინც და რაც უნ-
და იყვნენ, მართლაც დიდებულნი არიან. მოდი, „მამაო ჩვენო“
წარმოვთქვათ და დავიძინოთ, ჩემო ბიჭო.
მბჟუტავ ღადართან მუხლმოყრილებმა ერთად ილოცეს და
მერე თავიანთ პლედებში გაეხვივნენ. ეპისკოპოსს კმაყო-
ფილს ჩაეძინა იმაზე ფიქრში, რომ რაღაც ადამიანური მეგობ-
რობის მსგავს ურთიერთობას იწყებდა ამ ბიჭთან. ინდიელ
ყმაწვილებს „ბიჭებს“ ალბათ იმიტომ ეძახდნენ, რომ ძალზე
ახალგაზრდული და მოქნილი სხეულები ჰქონდათ. იგივეს
ნამდვილად ვერავინ იტყოდა მათ ქცევაზე, რომელიც ვერც
ამერიკული და, მით უმეტეს, ვერც ევროპული თვალსაზრი-
სით, ბიჭურად ვერანაირად ვერ ჩაითვლებოდა. ხასინტოს გუ-
ლუბრყვილო ნამდვილად არ ეთქმოდა, მას ვერაფრით გააკ-
ვირვებდა ვინმე. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ გვა-
რიანად გამობრძმედილი იყო და ყოველგვარ წინააღმდეგო-
ბას გაუმკლავდებოდა. ეპისკოპოსის კაბინეტშიც ისევე
გრძნობდა თავს, როგორც საკუთარ პუებლოში, თუმცა დიდ-
ხანს არც სხვაგან უჩერდებოდა გული. მამა ლატური გრძნობ-
და, რომ თავისი მეგზურის მეგობრული განწყობა დაიმსახურა,
თუმცა ვერ ხვდებოდა, როგორ.
სიმართლე ის იყო, რომ ხასინტოს მოსწონდა ეპისკოპოსის
დამოკიდებულება ადამიანებისადმი; მიაჩნდა, რომ მან ურთი-
ერთობის სწორი ფორმა შეარჩია, როგორც მამა გალეგოს-
თან, ასევე მამა იესოსთანაც და, კიდევ ის, რომ ინდიელებს
კარგად ექცეოდა. ახალგაზრდა კაცმა გამოცდილებით იცოდა,
როგორი არაბუნებრივი გამომეტყველება აღებეჭდებოდათ
ხოლმე სახეზე თეთრკანიანებს, როცა ინდიელებს რამეზე მი-
მართავდნენ. არაბუნებრივი გამომეტყველება მრავალნაირი
იყო, მაგალითად, მამა ვაილანტს კეთილი, მაგრამ ფიცხი სახე
ჰქონდა, ეპისკოპოსი კი სულ სხვა იყო. ლატური ლაგუნას გუ-
ბერნატორის წინაშეც წელგამართული იდგა და სახეზე ჩვე-

78
ული გამომეტყველება არ ეცვლებოდა. ხასინტოსთვის ეს ბევ-
რის მთქმელი იყო.

კლდე

მეორე დილას, ცისკრის მესის შემდეგ, მამა ლატური და მი-


სი მეგზური ჯორებს შემოასხდნენ და ლაგუნასა და აკომას შო-
რის გაწოლილ ტრამალს მიაშურეს. მთელი თავისი მრავალ-
გზისი მოგზაურობის მანძილზე ეპისკოპოსს არსად ენახა ასე-
თი მხარე. წითელი ქვიშის ზღვიდან ამომართულიყო ბრტყელ-
თავიანი დიდრონი კლდეები, რომლებსაც გოტიკური სტილის
ტაძრების ფორმა მიეღოთ. ისინი ერთად და უწესრიგოდ კი არ
შეჯგუფულიყვნენ, არამედ ფართო სივრცეები ეპყრათ და ერ-
თმანეთს საკმაო მანძილით დაშორებოდნენ. ამ დაბლობზე
ოდესღაც, შესაძლოა, უზარმაზარი ქალაქიც კი არსებობდა,
რომლის პატარა უბნები დრო-ჟამს გაენადგურებინა და მხო-
ლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ნაგებობები – მთებად ქცე-
ული უამრავი არქიტექტურული ნიმუში დაეტოვებინა. ქვიშიან
დაბლობზე აქა-იქ ამოსულიყო ღვიის ხეები, ხოლო გაფურ-
ჩქნილი ქრიზოტამნუსები ღია ფერის გათხაპნილი ლაქებივით
მოჩანდა. ეს ზეთისხილისფერი მცენარე, რომელმაც აბობოქ-
რებული ზღვის ტალღებივით იცის ღელვა, იმ სეზონზე კურ-
დღლისცოცხასავით ყვითლად თუ გულყვითელასავით ფორ-
თოხლისფრად ღუოდა და ხვავრიელად ყვაოდა.
აბრტყელთავიან კლდეებს უძველესი და დაუსრულებელი
ნაგებობების სახე მიეღო, გეგონებოდათ, შემოქმედს სამყა-
როს შესაქმნელად ყველა მასალა მოეგროვებინა, გაემზადე-
ბინა და მანამ მიეტოვებნა, სანამ მთას, დაბლობსა თუ კლდეს

79
თავ-თავის ადგილს მიუჩენდა. აქაურობა კვლავაც პეიზაჟად
გარდასახვას ელოდა.
მას შემდეგ ეპისკოპოსს აკომაში თავისი პირველი მგზავ-
რობა ისე ახსენდებოდა, როგორც ბრტყელთავიანი კლდე-
ებისთვის საკუთარი თავის წარდგენა. ერთი, რამაც დანახვის-
თანავე განაცვიფრა ლატური იყო ის, რომ ყოველ ბრტყელთა-
ვიან კლდეს ანარეკლივით თავზე ადგა ღრუბლის ბორცვები,
– ზოგი პლატოს თავზე უძრავად იყო გაჩერებული, ზოგი კი ნე-
ლა მოძრაობდა კლდეების ფონზე. როგორი დიდი სიცხეც უნ-
და ყოფილიყო და რა სილურჯითაც უნდა ეკრიალა ზეცას, ეს
ღრუბლები აქაურობას მაინც არასოდეს ტოვებდა; ისინი ხან
ბრტყელ ტერასებს ემსგავსებოდა, ხან ორთქლის ლავგარ-
დანს, ზოგჯერ გუმბათის ფორმას იღებდა, ზოგჯერ კი ერთმა-
ნეთზე შემოწყობილი, ფანტასტიკური პაგოდების მოვერ-
ცხლილ თავებს ჰგავდა და ისეთ შთაბეჭდლებას ქმნიდა, თით-
ქოს ზედ კლდის უკან აღმოსავლური ქალაქი ამოზრდილყო.
უკაცრიელ ტრამალზე ჩამომსხდარიყვნენ მაგიდის ფორმის
დიდრონი გრანიტის მთები. მათი წარმოდგენა შეუძლებელი
იყო თანმხლები ღრუბლების გარეშე, რომლებიც ისეთივე გა-
ნუშორებელი ნაწილი გამხდარიყო მათთვის, როგორიც კვამ-
ლი – საცეცხლურისთვის, ანდა ქაფი – ტალღისთვის.
სანტაფეს გზით კანზასის ვრცელ ტრამალზე მიმავალ მამა
ლატურს, მიწაზე მეტად, უდაბნოდ ზეცა ეჩვენებოდა. ცა დამძი-
მებული, წყალ-წყალა სილურჯით სავსე და ძალზე მონოტონუ-
რი იყო ფრანგის თვალისთვის. მაგრამ პეკოსის დასავლეთმა
ყველაფერი შეცვალა; ზევით გამუდმებული აქტიურობა შეიმ-
ჩნეოდა, ღრუბლები მთელი დღის განმავლობაში ფორმებს
იცვლიდნენ და მოძრაობდნენ. პირქუშნი და აბობოქრებულნი
ისევე მძლავრად ზემოქმედებდნენ მათ ქვემოთ გადაშლილ
სამყაროზე, როგორც ნაზი, თეთრი და ფუმფულა ღრუბლის ქუ-
ლები. მათი ჩრდილები გამუდმებით უცვლიდა ფორმასა და
ფერს უდაბნოს, მთებსა და ბრტყელთავა კლდეებს. უწყვეტი
კონტრასტული შტრიხების ცვალებადობითა და შუქის ნიადაგ
გადანაწილების შედეგად ეს ქვეყანა თვალს თხევად მასად ეჩ-
ვენებოდა.

80
მღვდელმთავარს ხასინტოს წამოძახილმა შეაწყვეტინა
ფიქრები:
– აკომა! – ბიჭმა ჯორი შეაჩერა.
ლატურმა თვალი გააყოლა ინდიელის წინ გაშვერილ
ხელს და შორს დაინახა ორი, დიდი, ოთხკუთხა ბრტყელთავა
კლდე, რომლებიც ამ მანძილდან ერთმანეთთან ძალზე ახ-
ლოს ჩანდა, სინამდვილეში კი, ერთიდან მეორემდე მისვლას
რამდენიმე მილის გავლა დასჭირდებოდა.
– აგერ ის, შორს რომელიც არის, – მეგზური ხელს ისევ
იგივე მიმართულებით იშვერდა.
ეპისკოპოსს ისეთი მახვილი თვალი არ ჰქონდა, როგორიც
ხასინტოს, მაგრამ ამჯერად იმ მაღლობიდან, სადაც შეჩერ-
დნენ, შორეული მთის წვეროს ნაცრისფერ ზედაპირზე დაინახა
თეთრი კვადრატებისგან შექმნილი ბრტყელი მოედანი. რო-
გორც მეგზურმა უთხრა, ეს აკომას პუებლო იყო.
მგზავრებმა ჯორებს აღვირები მოქაჩეს და აღტაცების მომ-
გვრელ ერთ ბრტყელთავიან კლდესთან შეჩერდნენ. ხასინტომ
მღვდელს უთხრა, რომ ოდესღაც ამ კლდის თავზეც იყო სოფე-
ლი, მაგრამ რამდენიმე საუკუნის წინ ზევით ასასვლელი საფე-
ხურები ქარიშხალს მოეშალა და იქ მცხოვრები ხალხი შიმში-
ლისგან დახოცილიყო.
ეპისკოპოსი დაინტერესდა, რამ აიყვანა ის ხალხი საცხოვ-
რებლად ამ შიშველ კლდეზე, ასობით ფუტის სიმაღლეზე, სა-
დაც არც ნიადაგი ეგულებოდათ და არც წყალი.
ხასინტომ მხრები აიჩეჩა:
– ადამიანი ამაზე უფრო მეტი იზამს, როცა მასზე, როგორც
პირუტყვზე, დღედაღამ ნადირობენ ჩრდილოეთიდან ნავახოე-
ბი და სამხრეთიდან აპაჩები. აკომას ხალხი ზევით, კლდეზე
თავის გადასარჩენად ავიდა.
მისი ნათქვამიდან ეპისკოპოსმა ის აზრი გამოიტანა, რომ
მათ წინ გადაშლილი ტრამალი ოდესღაც ადამიანებზე ნადი-
რობის სცენად იყო ქცეული. აიქაურ ინდიელთა მთელი თა-
ობები შიშში იბადებოდა და ძალადობრივი სიკვდილის
მსხვერპლი ხდებოდა. ამის გამო იყო, რომ ეს ნატანჯი არსებე-
ბი მიწიდან კლდის თავზე აიჭრნენ და იქ უსაფრთხოდ ცხოვრე-

81
ბის იმედი გაუჩნდათ. ქვემოთ სანადიროდ და მოსავლის მო-
საყვანად ჩადიოდნენ, მაგრამ თუკი ნავახოს ბანდები გამოჩ-
ნდებოდნენ აკომასკენ მიმავალ გზაზე, მათ ყოველთვის ეგუ-
ლებოდათ და ეიმედებოდათ თავშესაფარი კლდეზე. ნეტავ,
თვითონ ლატურს თუ ოდესმე ეღირსებოდა თავისი კლდე და
თავშესაფარი, თავისი წმინდა ტაძარი! ფრიალო ფერდობზე
ამავალი დახვეული კიბე მომხდურთა ბრბოს ამ ერთი მუჭა
ხალხთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა. აკომას
კლდე არასოდეს აუღია მტერს, სანამ ერთხელ შეარაღებული
ესპანელები არ გამოჩნდნენ. ეს იყო მთის განსხვავებული ცი-
ტადელი, უფრო მარტოსული, უფრო ძლიერი, უფრო პირქუში
და უფრო მიმზიდველი წარმოსახვისთვის. კაცმა რომ თქვას,
ეს კლდე წარმოადგენდა ადამიანის გაჭირვების უკიდურეს გა-
მოხატულებას, რაც თანაგრძნობას იწვევდა; ეს იყო სიყვა-
რულსა და მეგობრობაში ერთგულების გამოცდის უმაღლესი
გამოვლინება. ძველი აღთქმის მიხედვით, ქრისტემაც სწორედ
ასეთი გამოცდის საფუძველზე ჩააბარა საკუთარი ეკლესიის
გასაღები თავის ერთ-ერთ მოციქულს. ებრაელებს უცხო მი-
წებზე დევნიდნენ; მათ კლდის მაგივრობას უწევდა ღმერთზე
ფიქრი, ერთადერთი რამ, რაც დამპყრობლებმა ვერ წაარ-
თვეს.
ეპისკოპოსის დაკვირვებით, ინდიელების ცხოვრებას უც-
ნაური სწორხაზოვნება ახასიათებდა, ხშირად გამაოგნებელი
და დამაბნეველი.ა აკომელები, – რომლებსაც წესით რაღაც
მუდმივის, ცხოველმყოფელის, უცვლელის მიმართ ჩვეულებ-
რივი ადამიანური ლტოლვა და სუბსტანციაზე საკუთარი შეხე-
დულებების ჩამოყალიბების სურვილი უნდა ჰქონოდათ, – უბ-
რალოდ ცხოვრობდნენ თავიანთ კლდეზე, იქ იბადებოდნენ და
იქვე კვდებოდნენ. იყო რაღაც გაზვიადების ელემენტი ამ სისა-
დავეში!
ააკომას ბრტყელთავა კლდეს რომ მიუახლოვდნენ, მათ
უკან მუქი ღრუბლები ისე ამოიფრქვა, თითქოს მელნის წვეთე-
ბი შეეშხეფაო მოკრიალებულ ცას.
– წვიმა წამოვა, – აღნიშნა ხასინტომ, – ეს კარგია. ამათ
კარგ ადგილას მოვათავსებ. – მან ჯორები კლდის ძირში, სა-

82
რებით შემოღობილ ბაკში დააბა, ხელი სტაცა პლედებს და მა-
მა ლატური აჩქარებით წაიყვანა კლდის ვიწრო ნაპრალისკენ,
რომლის კიდეებიც ფრიალოზე ასასვლელ ბუნებრივ საფეხუ-
რებს ქმნიდა. იქ, სადაც ფეხის დადგმა სახიფათო იყო, ქვაში
ჩაჭრილი, თათმანის მსგავსი ხელის მოსაჭიდებელი ადგილე-
ბი ეშველებოდა ამსვლელს. კლდე მთლიანად განძარცულიყო
მცენარეულობისგან, მაგრამ მის ძირში და თანაც ქვიშაში
ამოსულიყო გრძელყვავილა, შროშანის მსგავსი, დიდი, თეთ-
რკვირტებიანი მცენარე, რომლის მოლურჯო-მომწვანო ფოთ-
ლებსა და მოზრდილ, უხეშეკლებიან ნაყოფში მამა ლატურმა
ამოიცნო შხამიანი ლემა. მისმა სიდიდემ და სიუხვემ გააოგნა
კაცი. ეს ყვავილები მბზინავი აბრეშუმის ქსოვილისგან შექ-
მნილ ხელოვნურ მცენარეებს ჰგავდა.
კლდეზე რომ ადიოდნენ, მათ თავზემოთ დაიჭექა და წვიმამ
ისე წამოუშინა, თითქოს გამსკდარი ღრუბლიდან თქეში გად-
მოიღვარაო. აკლდის შვერილის ქვეშ, ამ ოკრობოკრო საფე-
ხურებზე შერჩენილნი მათ წინ, ჰაერში მოქანავე წყლის მძიმე
ფარდებს უცქერდნენ. ის ადგილი, სადაც იდგნენ, ერთ წუთში
ნაკადულის არხს დაემსგავსა. ეპისკოპოსმა ზევიდან გადახე-
და ბრტყელთავიანი კლდეებით დახუნძლულ დიდ ტრამალს,
რომელსაც წვიმის მოციაგე საბურველი ჩამოფარებოდა;
შორს თვალი მოკრა მზით განათებულ მთებს და ისევ გაიფიქ-
რა, – სამყაროს შექმნის პირველი დღეც, როცა ქაოსიდან ხმე-
ლეთი ამოიმართა, ალბათ, ამის მსგავსი იყოო.
ქარიშხალი ნახევარ საათში ჩაცხრა. სანამ ეპისკოპოსმა
და მისმა მეგზურმა ბოლო მოსახვევს მიაღწიეს, ნაპრალიდან
ავიდნენ და კლდის ბრტყელ თავზე მოექცნენ, შუადღის მზე უკ-
ვე თვალისმომჭრელი სიკაშკაშით დანათოდა აკომას. ქვიანი
სუფთა ქალაქი და ფეხით გათელილი ბილიკები თეთრად ქათ-
ქათებდა, ხოლო მიწის ზედაპირზე გაჩენილი ღრმულები,
რომლებსაც აკომელები ცისტერნებს ეძახდნენ, სავსე იყო ახ-
ლადმოსული წვიმის წყლით. რამდენიმე ქალი უკვე გამოსუ-
ლიყო სარეცხის გასარეცხად. ამ ეგრეთ წოდებული კიბით,
ქვემოდან – საიდუმლო წყაროდან – დედაკაცები თავზე შე-
მოდგმული თიხის დოქებით მხოლოდ სასმელ წყალს ეზიდე-

83
ბოდნენ, ხოლო ყველა სხვა საჭიროებისთვის დამოკიდებულ-
ნი იყვნენ ცისტერნებში დაგროვილ წვიმის წყალზე.
ეპისკოპოსის აზრით, ბრტყელთავა კლდე დაახლოებით
ათი აკრი იქნებოდა. იქ არც ხე იყო და არც სხვა მცენარე. მი-
წიანი ნიადაგი მხოლოდ ალიზის კედლით შემორაგულ სასაფ-
ლაოს ჰქონდა; დასამარხი მიწა დაბლობიდან კალათებით აე-
ტანათ. ორ-სამსართულიანი თეთრი სადგომები გაფანტულად
კი არ იდგა, ერთად მოეყარა თავი. მათ არც კლდის ჯებირი
იცავდა, არც მთის დამრეცი კალთა; ბინა ბინას უყურებდა, სი-
კაშკაშე სიკაშკაშეს ეჯახებოდა, კლდეცა და თაბაშირის სახ-
ლებიც დამაბრმავებელ შუქს ასხივებდნენ.
კლდის კიდეზე, ზედ უფსკრულის თავზე, ძველი, თითქოს
საბრძოლოდ მზად– მყოფი ქვის ორკოშკიანი აკომას ეკლესია
იდგა. მისი საყრდენი კედელიც კლდის ნაწილს ჰგავდა. წაგ-
რძელებული, პირქუში, რუხი ეკლესიის ნეფი ჩამოდღლეზილი
და ნახევრად დანგრეული სახურავისკენ სამოცდაათი ფუტის
სიმაღლემდე აზიდულიყო. შენობა ციხესიმაგრეს უფრო ჰგავ-
და, ვიდრე სალოცავს. მისმა გამოცარიელებულმა ინტერიერ-
მა ძალზე დათრგუნა ეპისკოპოსი, ასეთი ცუდი შეგრძნება არც
ერთ სხვა სამისიო ეკლესიაში არ დაუფლებია. მსახურება შუ-
ადღემდე შეასრულა, მესის ჩატარება არ გასჭირვებია. მის წინ,
ეკლესიის რუხ იატაკზე, რუხ შუქში მოჩანდა ღია ფერის თავ-
საფრები და პლედები, ორმოცდაათი-სამოციოდე მდუმარე სა-
ხე, ხოლო მათ ზურგსუკან და ზემოთ ასევე რუხი კედლები აღ-
მართულიყო. მღვდელმთავარს ისეთი განცდა დაეუფლა,
თითქოს მესას ზღვის ფსკერზე უტარებდა ადამისდროინდელ
არსებებს. ეს ხალხი ისეთი ძველისძველი ცხოვრების სტილით
ცხოვრობდა, ისეთი ჭირვარამგამოვლილი და ისე ჩაკეტილი
იყო საკუთარ ნაჭუჭში, რომ გოლგოთაზე გაღებული მსხვერ-
პლის არსი ძნელად თუ შეაღწევდა მათ გონებაში. ეპისკოპო-
სის აზრით, მის ზურგსუკან მყოფი, კუსავით საკუთარ ბაკანში
შემძვრალი, ადამიანების ხსნა, ისევე, როგორც ჩამოუყალი-
ბებელი ახალშობილებისა, ნათლობითა და ღვთიური მად-
ლით თუ იყო შესაძლებელი, თორემ საკუთარი ძალისხმევით
ისინი ვერაფერს გააწყობდნენ. ხალხი დალოცა და გაისტუმ-

84
რა, მაგრამ მღვდელს მაინც უკმარისობისა და სულიერი მარ-
ცხის გრძნობა აწვალებდა.
შესამოსლის გახდის შემდეგ ლატური ხასინტოსთან ერ-
თად ეკლესიის დათვალიერებას შეუდგა და კიდევ უფრო გა-
ოგნებული დარჩა. რა საჭირო იყო ასეთი დიდი ეკლესია აკო-
მაში? ის ათას ექვსასიანი წლების დასაწყისში აეშენებინა დიდ
მისიონერ ბერს – ხუან რამირესს, რომელიც ოც წელზე მეტ-
ხანს მოღვაწეობდა აკომას კლდეზე. სწორედ მამა რამირესი
იყო, ჯორს რომ დაატარებდა კლდის მეორე მხარეს, სახედრის
სავალ ერთადერთ ბილიკზე, რომელსაც ისევ ელ ჩამინო დელ
პადრე-ს15 ეძახდნენ.
რაც უფრო დიდხანს ათვალიერებდა მამა ლატური ტაძარს,
მით უფრო რწმუნდებოდა, რომ არც ბერი რამირესი და არც მი-
სი მომდევნო რომელიღაც ესპანელი მღვდელი იყვნენ მოკ-
ლებულნი ამქვეყნიურ ამბიციებს, – მათ უფრო თავიანთი თა-
ვის საამებლად აეგოთ ეკლესია, ვიდრე ინდიელთა საჭიროე-
ბისათვის. დარაჩვეულებრივმა ადგილმდებარეობამ, ამ დი-
დებულმა ბუნებრივმა ციტადელმა, ეტყობა, ცოტა თავბრუ და-
ახვია მათ. როგორც ჩანს, ესპანელი მამები ძალზე გავლენი-
ანნი უნდა ყოფილიყვნენ, რადგან ინდიელთა სამუშაო ძალის
მობილიზება სამხედრო მხარდაჭერის გარეშე შეძლეს. ამ ნა-
გებობის ყოველი ქვა და ათასობით ფუთი ალიზის მიწად ქვე-
ვიდან ზურგით ზიდეს აქაურმა კაცებმა, ბიჭებმა და ქალებმა.
მამა ლატური გაოცებული უცქერდა ჭერში გადებულ დამუშა-
ვებულ დირეებს – მთელი ტრამალი ისე გამოიარა, რომ რამ-
დენიმე დაგვაჯული კედრის მეტი არაფერი არ შეხვედრია, ამი-
ტომაც ხასინტოს ჰკითხა, სად იშოვეს ამოდენა მორებიო.
– ვფიქრობ, რომ სან მატეოს მთაზე.
– ჰო, მაგრამ სან მატეოს მთა ორმოცი-ორმოცდათი მილი-
თაა აქედან დაშორებული. ამხელა მორების მოტანა რანაი-
რად შეძლეს?
– აკომელები მოიტანდნენ, – აიჩეჩა მხრები ხასინტომ.
სხვაგვარი ახსნა არც არსებობდა. ეკლესიას, სამლოცველოს

15
(ესპ.) პადრეს გზა.

85
გარდა, ჰქონდა დიდი, სქელკედლებიანი თაღოვანი გალერეა,
ანუ კლუატრი, რომლის აგებასაც ტრამალიდან მასალის ამო-
საზიდად მძიმე შრომა დასჭირდებოდა. ღრმა, თაღოვან კლუ-
ატრში სიგრილე იდგა, მაშინ, როცა კლდე სიცხისგან დუღდა.
დაბალი თაღები გადიოდა შიდა ბაღში, რომელიც, იქ არსებუ-
ლი მიწის ნიადაგის სიღრმით თუ ვიმსჯელებთ, ერთ დროს ალ-
ბათ ბიბინებდა. ოთხი ფუტის სისქის მყარ, უფანჯრო ალიზის
შენობის მოჩრდილულ გალერეას მხოლოდ მწვანე ბაღისა და
ზურმუხტისფერი ცისკენ ექნა პირი. ალბათ იქ ოდესღაც მოსე-
ირნე ძველ მისიონერებს სრულიად არ ანაღვლებდათ საცო-
დავი აკომელები – კლდის „კუების“ უძველესი ტომი – და თავი
პირენეების თავზე დაკიდულ მონასტერში წარმოედგინათ.
შიდა ბაღის რუხ მტვერში ორი ნახევრად გამხმარი ატმის
ხე კვლავაც ებრძოდა გვალვას. ამ უჩვეულო მცენარეს ძველი
ფესვიდან ამოზრდა სჩვევია, მაგრამ ნაყოფი აღარ გამოაქვს.
კედელთან ამოსული ვაზის ბებერი, სქელი და მაგარი ლერ-
წისგან, რომელიც ერთ დროს მწიფე მტევნებს ისხამდა, ყვითე-
ლი ყლორტები ამოყრილიყო.
ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ამოეშენებინათ
თვალს მოფარებული და გადახურული ღია ლოჯია, რომელიც
ზემოდან გადაჰყურებდა ინდიელების თეთრ პუებლოს, მუქ
ყვითელ კლდესა და ვრცელ ტრამალს. სწორედ იქ გადაწყვიტა
ეპისკოპოსმა ღამის გათევა, იქიდან დაინახა, როგორ ჩავიდა
მზე, როგორ ჩამუქდა უდაბნო და როგორ ამოცოცდნენ ჩრდი-
ლები მაღლა. ტრამალზე გაფანტული, დაისის შუქისგან გადა-
წითლებული კლდეების ბრტყელი თავები ერთმანეთის მიყო-
ლებით სანთლებივით ქრებოდა. მღვდელი იდგა შიშველ პი-
ტალოზე, უდაბნოში, ქვის ხანაში; ის იყო ზვარაკი, შეწირული
თავისი თვისტომის მონატრებას, თავის ეპოქას, ევროპელი
ადამიანის ნატვრათა და ოცნებათა დიდებულ ისტორიას. სა-
უკუნეთა განმავლობაში, სანამ ეპისკოპოსის წილი სამყარო
განთიადის ცასავით იცვლებოდა, აკომას ხალხი ერთ ადგი-
ლას გაჩერებულიყო, არც რაოდენობრივად იზრდებოდა, არც
რამის სურვილი უჩნდებოდა, მხოლოდ კუსავით ადი-ჩადიოდა
კლდეზე. ლატურს ისეთი განცდა ჰქონდა, თითქოს იმ ქვეწარ-

86
მავალთა შორის იმყოფებოდა, რომლებმაც დღემდე მოატა-
ნეს, გაძლეს, ასე ვთქვათ, უძრავი, გონებისთვის მიუწვდომე-
ლი, ჯავშანში შემალულ კიბოსნაირთათვის დამახასიათებელი
ცხოვრების წყალობით.
შინისკენ მიმავალ გზაზე ეპისკოპოსი ღამით ისევ ისლეტას
კეთილშობილ მღვდელთან – მამა იესოსთან გაჩერდა. მო-
ხუცმა ბევრი რამ უამბო მოქის მხარესა და კლდის ძირძველ
დასახლებებზე, რომლებიც უფრო შორს, სამხრეთით მდება-
რეობდა; ერთი ამბავი ეხებოდა დიდი ხნის წინ დავიწყებულ
აკომელ ბერს. აი, რა უამბო მამა იესომ ლატურს:

ლეგენდა ბერ ბალთაზარზე

მეთვრამეტე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ინდიელთა


იმ დიდი აჯანყებიდან, რომლის წყალობითაც ნიუ-მექსიკოს
ჩრდილოეთის მკვიდრმა მოსახლეობამ ყველა მისიონერი და
ესპანელი გააძევა ან დახოცა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა ხელ-
მეორედ დაიპყრო ევროპამ და ახალი მისიონერები მოავლინა
წამებულთა ადგილების დასაკავებლად, აკომას მღვდლად
დაინიშნა ბერი ბალთაზარ მონტოია. ტირანი და ქედმაღალი
ბერის ულმობელი ხელი ბევრმა იქაურმა იწვნია. ამჟამად ნან-
გრევებად ქცეული მისიები, იმხანად აქტიურად მუშაობდა, ყო-
ველ მათგანს ჰყავდა თავისი მღვდელი, რომელიც ან ხალხის-
თვის ცხოვრობდა, ან ხალხს აჯდა კისერზე, ეს მათ ბუნებაზე
იყო დამოკიდებული. ერთობ ამბიციურსა და გამომძალველ
ბერ ბალთაზარს მტკიცედ სჯეროდა, რომ აკომას ინდიელები
სწორედ მისი მშვენიერი ეკლესიის სარჩენად არსებობდნენ
და ამით უნდა ეამაყათ კიდეც. თავისი სუფრისთვის ის ხალხს
სძალავდა ხორბლეულსა და ლობიოს, ხოლო როცა ცხვარი

87
იკვლებოდა, ხორცის ნარჩევი, დიდრონი ნაჭრებიც თავის-
თვის მიჰქონდა. მოსახლეობას საუკეთესო ტყავებსაც არ-
თმევდა და საკუთარ სახლში იატაკზე აფენდა. უფრო მეტიც,
ინდიელებს მისთვის შრომას ავალდებულებდა, არასოდეს
კმაყოფილდებოდა ტრამალიდან კალათებით ამოტანილი მი-
წით და უფრო მეტს აზიდინებდა. ბერმა გააფართოვა ეკლესი-
ის ეზო და გააშენა ბაღი, რომელსაც თავლებიდან წამოღებუ-
ლი ნაკელით ანოყიერებდა. ბალთაზარის ბაღის აყვავებაში
დიდი შრომა გაწიეს ადგილობრივმა ქალებმა, რომლებიც
ვალდებულნი იყვნენ ყოველ საღამოს მოერწყათ იქაურობა,
იმის მიუხედავად, რომ ცუდ ტონად ითვლებოდა კლუატრში
დედაკაცების შესვლა. თითოეულ ქალს ევალებოდა კვირაში
ძალზე ბევრი „ოლა“16 წყლის მიტანა ცისტერნიდან; უკმაყო-
ფილო ქალები ბუზღუნებდნენ არა იმდენად შრომის, რამდენა-
დაც წყლის მარაგის ხარჯვის გამო.
ბალთაზარი ზარმაცი კაცი არ იყო და თავისი ჩამოსვლი-
დან პირველ წლებში, სანამ გასუქდებოდა, საკუთარი მისიისა
და ბაღის ინტერესებიდან გამომდინარე, შორეულ მხარეებში
მიემგზავრებოდა ხოლმე. საუკეთესო ატმის თესლის საშოვნე-
ლად არ ერიდებოდა მრავალი მილის გავლასა და ხანგრძლივ
მგზავრობას. თვითონ ჩავიდა ორაიბიში, სადაც ატმის უძვე-
ლესი ბაღჩები იყო გაშენებული ჯერ კიდევ ესპანელების პირ-
ველი ექსპედიციების დროიდან – იმ პერიოდიდან, როცა „კო-
რონადოს“ კაპიტნები ესპანური ატმის თესლს ურიგებდნენ
მოქის ინდიელებს. ჯორის ზურგზე აკიდებული ვაზის ლერწები
კალათებით ჩამოიტანა სონორადან, ხოლო ბაღის სხვა მცენა-
რეების შესარჩევად რიო გრანდეს ველზე მიმავალ ქარავანს
გაჰყვა სანტაფეში. მცენარეთა ჯიშების მოშენებით სასულიე-
რო პირებმა დიდი საქმე გააკეთეს, თუმცა ინდიელები და მექ-
სიკელები ლობიოთი, ცხვრის ხორცითა და ჩილითაც კმაყო-
ფილნი იყვნენ და მეტს არც არაფერს ითხოვდნენ.
ბერი ბალთაზარი წარმოშობით ესპანეთიდან იყო, კეთილ-
სინდისიერებით ცნობილ, მორწმუნე ოჯახში დაბადებული და

16
(ესპ.) ქოთანი.

88
აღზრდილი. ის სატრაპეზოში მუშაობდა, შესანიშნავი მზარეუ-
ლი გახლდათ და დურგლობაც ეხერხებოდა. ძალზე დიდი ძა-
ლისხმევა დასჭირდა საკუთარი თავისთვის კომფორტის შე-
საქმნელად. ბერმა მსახურებად აიყვანა ორი ინდიელი ბიჭი, –
ერთი მათგანი მის სახედარს უვლიდა და ბაღში მუშაობდა, მე-
ორე კი სადილს უმზადებდა და სუფრასთან ემსახურებოდა.
მას შემდეგ, რაც წონაში მოიმატა, მესამე ბიჭიც აიყვანა და
შიკრიკად დაარბენინებდა შორეულ მისიებში. ბიჭი სანტაფე-
შიც კი ფეხით დადიოდა; ამხელა გზაზე ხან წითელი ქსოვილის
წამოსაღებად აგზავნიდა, ხან რკინის ნიჩბის, ხან კი ახალი და-
ნის. ყმაწვილს გზად ბერნალილოში უნდა შეევლო და იქიდან
მღვდლისთვის ტიკით ყურძნის ბრენდი წამოეღო. ბიჭი ხშირად
ხუთი დღით ადიოდა მთებში, თევზს იჭერდა, აშრობდა ან ამა-
რილებდა და სამარხვო დღეებისთვის გამზადებულს მიარ-
თმევდა ხოლმე პადრეს. ზოგჯერ ზუნიში მიდიოდა, სადაც მოძ-
ღვარს კურდღლის საშენი ჰქონდა და ერთი-ორი ბოცვერი
მოჰყავდა შამფურზე შესაწვავად. შიკრიკი იშვიათად თუ ასრუ-
ლებდა საეკლესიო შინაარსის დავალებებს.
ცხადზე უცხადესი იყო, რომ აკომას ბერი ხორცის საამებ-
ლად უფრო ცხოვრობდა, ვიდრე სულის საცხონებლად. ეტყო-
ბა, ამ პიტალო კლდეზე საინტერესო და მრავალფეროვანი
საკვების მოპოვების სირთულემ მარტო მადა კი არ გაუმძაფ-
რა, არამედ საზრიანობაც გაუმახვილა. მისი ხორციელი სურ-
ვილები ბაღსა და სუფრას არ სცილდებოდა. სექსუალური
მოთხოვნილება ნამდვილად ადვილად შეეძლო დაეკმაყოფი-
ლებინა ინდიელ ქალებთან გარიგებით, ბერი ხომ მამაკაცური
სიმწიფის იმ ასაკში გახლდათ, როდესაც ცდუნებამ განსაკუთ-
რებული სიშმაგით იცის შემოტევა. მაგრამ მისიონერები დიდი
ხნის წინ მიხვდნენ, რომ უბიწოებიდან მცირეოდენი გადაცდო-
მაც კი ასუსტებდა მათ გავლენასა და ავტორიტეტს ახლადმოქ-
ცეულ ინდიელთა შორის. თავად ინდიელებიც კი მიმართავ-
დნენ თვითშეზღუდვას ეპიტიმიით ანდა ალკოჰოლისგან თა-
ვის არიდებით და სურდათ, რომ პადრეც ასევე მოქცეულიყო.
ავხორცობის დაშვება ალბათ უფრო მძიმე შედეგებს გამოიწ-
ვევდა აქ, ვიდრე ესპანეთში და, როგორც ჩანს, ბერ ბალთა-

89
ზარსაც არასოდეს მიუცია სამწყსოსთვის ნიშნის მოგების სა-
ბაბი თავისი სისუსტის გამოვლენით.
პადრე მთელ თხუთმეტ წელიწადს წარმატებით ინარჩუნებ-
და თავის ადგილს, გამუდმებით აუმჯობესებდა ეკლესიასა და
საკუთარ საცხოვრებელ პირობებს, მოჰყავდა ბოსტნეულის
ახალი ჯიშები და სამკურნალო მცენარეები, ამზადებდა სა-
პონს იუკას ფესვებიდან. მას შემდეგაც კი, რაც გასუქდა, მკლა-
ვები მაინც ძლიერი და დაკუნთული შერჩა, თითები კი – მარ-
ჯვე. ის თავს ევლებოდა ატმის ხეებს, საკუთარ სამყოფელს პა-
ტარა სამეფოსავით უფრთხილდებოდა და არასოდეს აძლევ-
და საშუალებას ადგილობრივ ქალებს, სათავისოდ შეენახათ
წყლის მარაგი. უწინდელი მსახური ბიჭები გაათავისუფლა,
რადგან დაქორწინება უნდოდათ. ისინი ჩაანაცვლა ახლებით,
რომლებიც ზედმიწევნით სათანადოდ გაწვრთნა.
ბალთაზარი თანდათან უფრო სასტიკი ხდებოდა და აკომას
ხალხი ზოგჯერ აჯანყების მიჯნამდე მიჰყავდა, თუმცა ინდიე-
ლებს არ ძალუძდათ პადრეს გრძნეულების ძალის განჭვრეტა
და ამიტომ ეშინოდათ მისი გამოცდა. ეჭვი არ იყო, რომ
მღვდლის თხოვნით ესპანეთის მეფის მიერ ნაბოძები წმინდა
ჟოზეფის ხატი უფრო ქმედითუნარიანი აღმოჩნდა გვალვის
ასარიდებლად, ვიდრე ადგილობრივი „წვიმის მომყვანნი“. ჯე-
როვნად ვედრებააღვლენილ და პატივმიგებულ „წმინდა სუ-
რათს“ არასოდეს გაუწბილებია წვიმის მოსურნენი. მას შემ-
დეგ, რაც ბერმა ბალთაზარმა ხატი ჩამოაბრძანებინა, აკომე-
ლების მოსავალი აღარ განადგურებულა, მაშინ როცა ლაგუ-
ნასა და ზუნიში ისეთი გვალვა მძვინვარებდა, რომ იქაურები
იძულებულნი იყვნენ სახიფათო უკიდურესობისთვის მიემარ-
თათ და შავი დღისთვის გადანახული საკვების მარაგი გამოე-
ყენებინათ.
ხატის დაქირავებაზე მოლაპარაკებების საწარმოებლად
ლაგუნას ინდიელები გამუდმებით აგზავნიდნენ წარმომად-
გენლებს აკომაში, მაგრამ ბერ ბალთაზარს გაფრთხილებული
ჰყავდა მოსახლეობა, ხატი არასოდეს გაეტანებინათ ვინმეს-
თვის. ხალხიც შიშობდა, ასეთი ძლიერი მფარველობა თუ მო-
აკლდებოდათ, ანდა პადრე თავის გრძნეულებას მათ წინააღ-

90
მდეგ მიმართავდა, შესაძლოა შედეგები დამანგრეველი ყო-
ფილიყო პუებლოსთვის. ამიტომ ბალთაზარის ნება-სურვილს
აკმაყოფილებდნენ: აძლევდნენ მარცვლეულს, ცხვრებს, თი-
ხის ჭურჭელს და იმ სამ ბიჭსაც მის სამსახურში ტოვებდნენ. ასე
და ამგვარად, მისიონერიცა და მისი ახლადგაქრისტიანებუ-
ლებიც მოჩვენებით კეთილგანწყობაში აგრძელებდნენ ცხოვ-
რებას.
ერთ ზაფხულს, ბალთაზარმა, რომელიც წონაში მომატე-
ბის გამო შორს არსად მგზავრობდა, მოისურვა, თვითონ მას
სწვეოდა ვინმე, ვინც აღფრთოვანდებოდა ბერის მშვენიერი
ბაღით, ორგინალური კერძებითა და ნოხებდაფენილი, წყლი-
ანი დოქებით სავსე, ღია ლოჯიით, სადაც ის ნასადილევს ისვე-
ნებდა და ლოცულობდა ხოლმე. ამიტომაც გადაწყვიტა, წმინ-
და იოანეს ხსენების მეორე კვირაში წვეულება გაემართა.
ბერმა შიკრიკი აფრინა ზუნიში, ლაგუნასა და ისლეტაში და
იქაური პადრეები სანადიმოდ დაპატიჟა. დათქმულ დღეს ოთ-
ხი მღვდელი ეწვია, რადგანაც ზუნიში ორი სასულიერო პირი
მოღვაწეობდა. პადრემ მეჯინიბე ბიჭს დაავალა, კლდის ძირში
დალოდებოდა სტუმრებს, ჯერ მათი პირუტყვი დაებინავებინა,
მერე კი ზევითკენ გამოძღოლოდა. კლდის თავზე თვითონ
ბალთაზარი შეეგება მოძღვრებს და დაათვალიერებინა იქაუ-
რობა. გარეთ ისეთი პაპანაქება იდგა, ხელს ვერაფერს დააკა-
რებდა კაცი, თუმცა მღვდლებმა მთელი დილა სიგრილესა და
მყუდრო გარემოში სეირნობა-საუბარში გაატარეს. ვაზის
ფოთლებს სიო სასიამოვნოდ აშრიალებდა, სტაფილოსა და
ხახვის ნარგავები წინა ღამით მოერწყოთ, გამშრალი ნიადაგი
საამო სურნელს გამოსცემდა. ბალთაზარს თავისი ცაში გამო-
კიდებული სამყოფლით კიდეც რომ წაეტრაბახა, არავინ დაძ-
რახავდა, მაგრამ სტუმრებმა ნახეს, რომ მათი მასპინძელი
მართლა კარგად ცხოვრობდა და მისი ამგვარი ყოფის საიდუმ-
ლოს გაგება მოინდომეს.
რაც შეეხება სადილს, ბალთაზარმა უზომო გულმოდგინე-
ბა გამოიჩინა. მონასტერი, სადაც მზარეულობა ისწავლა, სე-
ვილიაში მთავარი გზიდან მოშორებით მდებარეობდა. ესპანე-
ლი დიდებულები და თვით მეფეც კი დროდადრო იმ მონას-

91
ტერში ჩერდებოდნენ თავშესაქცევად. იქაურ დიდებულ სამზა-
რეულოში, სადაც ისეთი მრავალფეროვანი შამფურები ჰქონ-
დათ, რომ ტოროლათი დაწყებული ტახით დამთავრებული,
ყველაფრის შეწვა შეიძლებოდა, ბერმა საწებლის შენელებაც
ისწავლა და შემდგომ, აკომაში მარტოხელა ცხოვრების წლებ-
ში, თავისი ბუნებრივი ნიჭის წყალობით, დიდად დაოსტატდა
ამ საქმეში. საკვები პროდუქტების სიმცირემ არა თუ გული
აუცრუა ამ საქმიანობაზე, არამედ კიდევ უფრო შეაგულიანა.
სტუმარი მისიონერები არასოდეს მჯდარან ისეთ სუფრას-
თან, იმ დღეს გრილ სატრაპეზოში რომ იყო გაშლილი და არც
ასე მოულხენიათ ოდესმე. დარაბები მხოლოდ იმ ზომაზე იყო
ღია, რომ შორს, ქვევით გაწოლილი უდაბნო მოელვარე
წვრილ ზოლად გამოჩენილიყო. მასპინძელმა მრავალმნიშ-
ვნელოვნად გამოუცხადა მღვდლებს, რომ მეორედ სტუმრო-
ბისას, ტაძარში შადრევანს დაახვედრებდა. ბალთაზარს სურ-
და მშიერ სტუმრებს ცოტა ხანს თავი შეეკავებინათ საკმაზიანი
და წვნიანი საჭმელისაგან და გააფრთხილა, მოთმინებით და-
ლოდებოდნენ განსაკუთრებულ კერძს. ველური ინდაური შე-
სანიშნავად იყო შემწვარი, მაგრამ, სამწუხაროდ, მღვდლებს
მისი გემოს გასინჯვა არ ეწერათ, რადგან მასპინძლის განსა-
კუთრებული ზრუნვით მომზადებული „ჟარდენიე“ (მის ბოს-
ტანში მოყვანილი ქორფა ბოსტნეულით შეზავებული კურდღე-
ლი სოუსით) უნდა გაესინჯათ. ეს მთავარი კერძი, რომლის გა-
კეთება საკუთარ მზარეულსაც ვერ ანდო და, რომლის დახვე-
წასაც მრავალი წელი მოანდომა, სამზარეულოდან შემოიტა-
ნეს თიხის ლანგრით. ლანგარი საკმარისად დიდი არ იყო და
ამ შესანიშნავ სოუსსა და მოტივტივე სტაფილოს ნაჭრებს პირ-
თამდე გაევსო. იმის გამო, რომ მზარეული შამფურებს დას-
ტრიალებდა თავს და არ ეცალა, სუფრას მეჯინიბე ბიჭი ემსახუ-
რებოდა. ის შნოიანად, ხალისითა და მარჯვედ ართმევდა თავს
საქმეს. ბერი კმაყოფილი იყო მისი მომსახურებით და ცდი-
ლობდა გაეხსენებინა, ბრინჯაოს ან მოოქრული ვერცხლის
რამე მედალი ხომ არ ჰქონდა სადმე, რომ ასეთი მონდომები-
სათვის დაეჯილდოებინა.

92
სოუსში ჩადებული კურდღლის შემოტანისას ისლეტას
მღვდელი სასაცილო ამბავს ჰყვებოდა და დანარჩენებიც ხარ-
ხარებდნენ. მომსახურე ბიჭმა ცოტა ესპანური იცოდა; ის შე-
ეცადა ჩასწვდომოდა იმ მონათხრობის არსს, რამაც აგრერი-
გად გაამხიარულა პადრეები. ასე იყო, თუ ისე, ყმაწვილს ყუ-
რადღება სწორედ იმ დროს მოუდუნდა, ზუნის სინიორ პადრეს
ზურგიდან რომ ჩაუარა; ბიჭს მოულოდნელად ლანგარი გადა-
უბრუნდა და მსუყე ყავისფერი სოუსის ნაკადი თავსა და მხრებ-
ზე გადაასხა იმ კაი კაცს. ბალთაზარი, რომელსაც ყურძნის
შუშხუნა ბრენდი ბლომად დაელია, გახელდა, მან ხელი სტაცა
მის მარჯვნივ მდგარ კალის ცარიელ ტოლჩას, მოუქნელ ყმაწ-
ვილს ესროლა და თანაც გემრიელად შეუკურთხა. ნასროლი
ბიჭს თავში მოხვდა, ლანგარი გაუვარდა, შებორძიკდა, ერთი-
ორი ნაბიჯი გადადგა და დაეცა. ყმაწვილი არც ამდგარა და
არც განძრეულა. ზუნის პადრეს საექიმო საქმეები ეხერხებო-
და, მან სოუსი თვალებიდან ჩამოიწმინდა, დაიხარა და ბიჭი
გასინჯა.
– მუერტო17, – წაიჩურჩულა, მერე სახელოში ხელი სტაცა
უმცროს მღვდელს და ორივე უსიტყვოდ გაიქცა. მათ ელვის უს-
წრაფესად გადაჭრეს ბაღი და კიბით ჩასასვლელს მიაშურეს.
ერთ წუთში ლაგუნასა და ისლეტას პადრეებმაც უცერემონი-
ოდ მიბაძეს მათ მაგალითს. ოთხივე სტუმარი თვალისდახამ-
ხამებაში დაეშვა კლდიდან და შეკაზმული ჯორები დეზის
კვრით გააჭენა უდაბნოში.
ბალთაზარი მარტო დარჩა თავისი დაუფიქრებელი სიჩქა-
რის შედეგებთან. საუბედუროდ, ხანგრძლივი სიჩუმით გაკ-
ვირვებულმა მზარეულმა სწორედ მაშინ შეიხედა ოთახში, რო-
ცა ბოლო ორი ყავისფერი ანაფორა კლუატრიდან უჩინარდე-
ბოდა. როცა იატაკზე დაგდებული თავისი ამხანაგი დაინახა,
ისიც უჩუმრად გაქრა შენობის იმ შესასვლელიდან, რომელიც
მხოლოდ მისთვის იყო ცნობილი.
სამზარეულოში შესულ ბერ ბალთაზარს იქაურობა ცარიე-
ლი დახვდა, შამფურზე წამოცმული ინდაურიდან ცხიმი ისევ

17
(ესპ.) მკვდარია.

93
წვეთავდა. ამ შემწვარი ხორცის მიმართაც კი წახდომოდა მა-
და. ნამდვილად ნანობდა ჩადენილს, უსიამოვნო შეგრძნება
დაეუფლა და თან, გაქცეულ სტუმრებზეც ბრაზობდა. ერთი წუ-
თით ისიც კი გაიფიქრა, დავედევნებიო, მაგრამ დროებით სად-
მე წასვლა პოზიციებს შეუსუსტებდა, გუდა-ნაბადის აკვრა კი
ფიქრადაც არ მოსვლია. ბაღი აყვავების ზენიტში იყო, ატმები
დამწიფებას იწყებდა, ვაზი კი მწვანე მტევნებს დაემძიმებინა.
ინდაური ცეცხლიდან ანგარიშმიუცემლად გადმოიღო, მაგრამ
არა იმიტომ, რომ მისი დაგემოვნება სურდა. ინსტინქტურად
ისე შეეცოდა ფრინველი, თითქოს, შებრაწვისას გატანჯული-
ყო. ამის შემდეგ ლოჯიაში მიბრძანდა, დაჯდა და დაიწყო „კურ-
თხევანის“ კითხვა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში
მიგდებული ჰქონდა სატრაპეზოში საქმიანობის გამო. არც მი-
სი მარცხის მიზეზი – სოუსი დანანებია.
მსუბუქ ლოჯიას, სადაც ჩვეულებრივ ნაშუადღევს ისვენებ-
და ხოლმე, ნიავი ჩიტის გალიასავით არხევდა. ბერმა ღია თა-
ღებიდან გადახედა ქვემოთ მიყუჟულ პუებლოსა და ტრამალზე
მიმოფანტულ ბრტყელთავა კლდეებს. ვერაფრით შეძლო ყუ-
რადღების მოკრება ლოცვისთვის. ინდიელთა პუებლო მეტის-
მეტად გასუსულიყო. წესით, დღის ამ მონაკვეთში ქალები რეც-
ხვით უნდა ყოფილიყვნენ დაკავებულნი, ბავშვები კი – ცის-
ტერნასთან თამაშითა და ინდაურების ჭერით. იმ დღეს კლდის
თავზე მზეს სრულ სიჩუმეში დაენთო სიცხის ხანძარი, ადამია-
ნის ჭაჭანებაც არსად ჩანდა, თუმცა ბერმა თვალი მაინც მოჰ-
კრა ერთ ინდიელს, რომელიც რამდენიმე წამში გაუჩინარდა
და მისი თმა ქვის კიბის თავთან შავ ლაქასავით პრიალებდა.
ადგილობრივებს ჩასასვლელთან დარაჯი დაეყენებინათ.
აახლა კი შეშფოთდა პადრე, ინანა, დანარჩენებთან ერ-
თად რომ არ დაეშვა ამ საფეხურებზე მანამ, სანამ ჯერ კიდევ
გვიან არ იყო. ნეტავ სადმე სხვაგან ყოფილიყო და არა ამ
კლდეზე. მართალია, მოხუცი მამა რამირესის სახედრის ბი-
ლიკიც არსებობდა, მაგრამ, თუ ინდიელებმა ერთი გზის
თვალთვალი დაიწყეს, მეორესაც არ დატოვებდნენ უყურად-
ღებოდ. შავი თმის ლაქა არ ინძრეოდა, არადა, მხოლოდ ეს
ორი გზა არსებობდა ტრამალზე ჩასასვლელად, მხოლოდ ეს

94
ორი… რომელი მათგანიც არ უნდა აერჩია ადამიანს, მაინც
მოუწევდა სამას ორმოცდაათი ფუტის ჩავლა ფრიალო კლდე-
ზე, სადაც ერთი ხე და ჩირგვიც კი არ იყო, კაცი რომ მოსჭიდე-
ბოდა.
რაც უფრო ჩადიოდა მზე, პუებლოში მით უფრო მკაფიოდ
ისმოდა მამაკაცთა ღიღინის მსგავსი ჩურჩული. ეს არ იყო სიმ-
ღერა, ეს იყო სერიოზული საკითხის განხილვისას ინდიელთა
მჭევრმეტყველებისთვის დამახასიათებელი რიტმული ინტო-
ნაცია. ბალთაზარს გონებაში გაუელვა 1680 წლის დიდი აჯან-
ყების დროს მისიონერების წამების საზარელმა ამბებმა. მაშინ
ერთ ფრანცისკანელ მოძღვარს თვალები დათხარეს, ერთი
დაწვეს; პუებლო ჰამესის ხნიერი პადრე მთლად გააშიშვლეს,
მთვრალი ინდიელები მთელი ღამის განმავლობაში რიგრი-
გობით ზედ ასხდნენ და მოედანზე დაოთხილს მანამდე აჯირი-
თებდნენ, ვიდრე ქანცგაწყვეტილს სული არ გასძვრა.
ლოჯიიდან არაჩვეულებრივად მოჩანდა ამომავალი მთვა-
რე. თვით ბალთაზარიც კი, რომელიც დიდად მგრძნობიარე
არასოდეს ყოფილა, იხიბლებოდა მისით; მაგრამ იმ ღამით ბე-
რი ნატრობდა, რომ მნათობი უდაბნოს მიწას არ ამომცდარი-
ყო და არ გაენათებინა კლდე, რადგან მთვარე იქ საათის მა-
გივრობას სწევდა და მისი გამოჩენისთანავე იწყებოდა მოვ-
ლენები პუებლოში. პადრე თავზარდაცემული უცქერდა ღამის
მუქ ლურჯ ხავერდზე წამომდგარ ოქროსფერ რკალს.
მთვარის ამოსვლისთანავე აკომელები გარეთ გამოეფინ-
ნენ. მამაკაცების ჯგუფი უსიტყვოდ მიადგა კლუატრს. კაცებმა
აიარეს მისადგმელი კიბე და ლოჯიაში ამოყვეს თავი. ბერმა
უხეშად ჰკითხა, – რა გინდათო, მაგრამ პასუხი არავინ გასცა.
ბალთაზარს ხელ-ფეხი ისე შეუკრეს, ხმა არავის ამოუღია.
ააკომელები შემდეგ ყვებოდნენ, რომ პადრეს არც ხვეწნა-
მუდარა დაუწყია და არც წინააღმდეგობა გაუწევია. ასე რომ
მოქცეულიყო, ინდიელები ალბათ უფრო სასტიკად მოეპყრო-
ბოდნენ. ბერი კარგად იცნობდა ამ ხალხს და იცოდა, რომ თუ
მთელი პუებლო ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებდა...
უფრო მეტიც, ბალთაზარი ამაყი ხნიერი ესპანელი იყო და კარ-
გად ნასაზრდოებ სხეულში მყარად ჰქონდა გამჯდარი სიმამა-

95
ცე. იგი ბრძანებების გაცემას იყო ჩვეული და არა მუდარას და,
ალბათ, ამიტომაც, ბოლომდე შეინარჩუნა თავის ინდიელ ქვე-
შევრდომთა მოწიწება.
ააკომელებმა მისადგმელ კიბეზე ჩაიყვანეს პადრე, გაი-
არეს კლუატრი და გაემართნენ კლდის ყველაზე ციცაბო ფერ-
დობისკენ, რომლის თავზეც აკომას ქალები გატეხილ ქოთნებ-
სა და ისეთ ნაგავს ყრიდნენ, ინდაურებიც რომ არ ჭამდნენ.
ხალხი სწორედ იქ იყო თავშეყრილი. პადრეს ხუნდები ახსნეს,
ხელებსა და ფეხებზე ჩასჭიდეს ხელი და რამდენჯერმე გააქან-
გამოაქანეს ზედ კლდის თავზე. ბერი ტანად მძიმე იყო, მაგრამ
ხალხმა ეტყობა გაითვალისწინა ეს ფაქტი. ბალთაზარი მხო-
ლოდ სისინისმაგვარ ქშენას სცრიდა კბილებიდან. ოთხმა ჯა-
ლათმა ისევ ასწია ბალთაზარი კლდის კიდიდან, სადაც ცოტა
ხნის წინ დააწვინეს და რამდენიმე ცრუ მოძრაობის შემდეგ ჰა-
ერში მოისროლეს.
ასე მოაცილეს კლდეს ტირანი, რომელსაც, საერთო ჯამში
ძალიანაც კარგად ეგუებოდნენ. მაგრამ ყველაფერს თავისი
დასასრული აქვს. სიკვდილით დასჯას არც ეკლესიის შებღალ-
ვა მოჰყოლია და არც წმინდა ჭურჭლის წაბილწვა, მხოლოდ
პადრეს საკვების მარაგი და საოჯახო ნივთები დაინაწილეს.
ქალებს, რა თქმა უნდა, დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ბაღის ცქე-
რა და წყურვილის მოკვლა. ისინი თამამად დაიარებოდნენ
კლუატრში, სადაც თეთრად გადაპენტილი ატმებისა და ვაზს
შერჩენილი მწვანე, ჭკნობაშეპარული მტევნების გარემოცვა-
ში ხალისითა და ჭორაობით ირთობდნენ თავს.
როცა წლების შემდეგ აკომაში სხვა მღვდელი ჩავიდა,
მტრულად არავინ დახვედრია. წარმოშობით მექსიკელი პად-
რე, სრულიად უპრეტენზიო იყო იმ ყველაფრის მიმართ, რაც
პირის გემოს უკავშირდებოდა; სავსებით კმაყოფილდებოდა
ლობიოთი თუ გამოყვანილი ხორცით და პუებლოს ინდაურებ-
საც თავისუფლად უშვებდა ოდესღაც „ბალთაზარის ბაღად“
წოდებულ ტერიტორიაზე ცხელი მტვრის საქექად. ბებერ ატმის
ხეებს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გამოჰქონდა უფე-
რული ყლორტები.

96
წიგნი მეოთხე – ლეგენდა გველზე

ღამე პეკოსში

მართალია, მამა ვაილანტი ალბუკერკეს სამრევლოს


მღვდლის მოვალეობებს ასრულებდა, მაგრამ ის კვლავაც
ინარჩუნებდა მთავარი ვიკარის თანამდებობას. თებერვალში
ეპისკოპოსმა ის გადაუდებელ საქმეზე გააგზავნა ლას-ვეგას-
ში. დასაბრუნებლად დათქმულ დღეს ვიკარი არ ჩამოვიდა, კი-
დევ კარგა ხანი გავიდა, თუმცა მისგან მაინც არაფერი ისმოდა.
მამა ლატური შეშფოთდა.
ერთ დღეს, გარიჟრაჟზე, ერთმა ძალზე ავადმყოფმა ინდი-
ელმა ბიჭმა ეპისკოპოსის ეზოში მამა ჟოზეფის თეთრი ჯორი,
კონტენტო შემოაჭენა და თან ცუდი ამბავი მიუტანა ლატურს:
პეკოსის მთებში მდებარე მის სოფელში, სადაც ავბედითი წი-
თელა მძვინვარებდა, პადრე მომაკვდავების საზიარებლად
გაჩერებულიყო და სენი მასაც შეჰყროდა. თვითონ ბიჭი სანტა-
ფეში წამოსვლისას ჯანმრთელობას არ უჩიოდა, მაგრამ გზაში
გამხდარიყო ცუდად.
ეპისკოპოსმა ბიჭი ბაღის ბოლოში, განმარტოებით მდგარ
ხის ფარდულში მოათავსა და ლორეტოს წმინდა დებს მისი
მოვლა დაავალა. მერე იღუმენიას მითითება მისცა, ჩაელაგე-
ბინა წამლები და ავადმყოფების მოსავლელად საჭირო იმდე-
ნი ნივთი, რამდენის წაღებასაც შეძლებდა; თავის მზარეულ
ფრუქტოზას კი – მგზავრობისთვის საჭირო ჩვეული საგზალი
მოამზადებინა. როცა მხლებელმა საპალნე სახედარი და მისი
ჯორი ანგელიკა მიუყვანა კართან, სამგზავრო ბრიჯებსა და
ირმის ტყავის ქურთუკში გამოწყობილმა მამა ლატურმა მშვე-
ნიერ პირუტყვს შეხედა და თავი გააქნია:

97
– არა, დატოვე კონტენტოსთან ერთად. ახალი სამხედრო
ჯორი ამაზე ძლიერია და ხანგრძლივ მგზავრობას ის უფრო
აიტანს.
ინდიელი შიკრიკის ჩამოსვლიდან ორი საათის შემდეგ
ეპისკოპოსი სანტაფედან გაემგზავრა. მან პირდაპირ პეკოსის
პუებლოსკენ აიღო გეზი, საიდანაც ხასინტო უნდა გაეყოლები-
ნა თან. ნაშუადღევი გადასული იყო, როცა პუებლოს მიაღწია.
ეს დასახლება წითელი კლდის ქვედა ფერდზე მდებარეობდა,
გარს რკალად ერტყა ნაძვნარიანი მთები, წინა მხრიდან კი
ღვიისა და კედრის ხეების ზღვა მოსჯარვოდა. ეპისკოპოსი აპი-
რებდა პეკოსში სხვა ცხენზე გადამჯდარიყო და დაუყოვნებ-
ლივ გაეგრძელებინა გზა მთებში, მაგრამ ხასინტომაც და ხნი-
ერმა ინდიელებმაც, რომლებიც მხედრის გარშემო მოგროვი-
ლიყვნენ, ურჩიეს, ღამე აქ გაეტარებინა და უთენია გამგზავრე-
ბულიყო. ლურჯ ცაზე მზე კაშკაშებდა, დასავლეთით კი, მთებს
უკან, გაწოლილიყო დიდი, უცვლელი ფორმის, შავი ღრუბე-
ლი, ისეთივე გაუმჭვირვალე და უძრავი, როგორც კლდის შვე-
რილი. მისი შემყურე ბერიკაცები თავს შეშფოთებით იქნევ-
დნენ.
– ძალიან დიდი ქარიშხალი იქნება, – პირქუშად თქვა
სოფლის გამგებელმა.
ეპისკოპოსი უხალისოდ ჩამოქვეითდა და ჯორები ხასინ-
ტოს გადააბარა; ფიქრობდა, – დროს ფუჭად ვკარგავო. დაღა-
მებამდე ერთ საათი კიდევ რჩებოდა. ლატური შეეცადა დრო
გაეყვანა და ძველი სამისიო ეკლესიის ნანგრევებსა და ამ სო-
ფელს შორის მდებარე შიშველი კლდის მყარ ზედაპირზე
აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა. მზე ჩადიოდა, წითელი ბურთი
სპილენძისფერ სიკაშკაშეს აფრქვევდა ფიჭვნარით დაფარულ
მთის კალთებს, რომლის მუქ მელნისფერ კიდეებსაც დამდნა-
რი ვერცხლივით შემოვლებოდა ავბედითი ღრუბელი. მისიის
დიდი, აგურის მტვერივით წითელი თიხის კედლები მის წინ აზ-
ლაზნილიყო. ნახევრად ჩაქცეულ სახურავს მალე მეორე ნახე-
ვარიც მიჰყვებოდა თან.
აამ დროს კი, ძალზე დაუძლურებული მამა ჟოზეფი ინდი-
ელთა ერთ სოფელში სიბინძურესა და გაუსაძლის ყოფაში

98
ლოგინად ჩავარდნილიყო. ზამთარი იდგა. ეპისკოპოსი საკუ-
თარ თავს ეკითხებოდა, – საერთოდ რატომ გაიმეტა თავისი
მეგობარი ასეთი მძიმე და ხიფათით სავსე ცხოვრებისთვის?
მამა ვაილანტი ბავშვობიდანვე სუსტი იყო, თუმცა გამძლე და
უშრეტი ენთუზიაზმით აღსავსე. მონფერანის ბერები არასო-
დეს ელოლიავებოდნენ მიბარებულ ბიჭებს, მაგრამ ჟოზეფს
ყოველ წელს დასასვენებლად გზავნიდნენ ვოლვიკის მაღალ
მთიანეთში, რადგან ბავშვს სიცოცხლისუნარიანობა უქვეით-
დებოდა კოლეჯში არსებული შეზღუდული ცხოვრების პირო-
ბებში. ოჰაიოში, მამა ლატურთან ერთად მისიონერობისას,
ჟოზეფი ორჯერ იდგა სიკვდილის პირას; პირველად ქოლერა
დაემართა და ისე ცუდად იყო, რომ გაზეთებმა მისი სახელი
გარდაცვლილთა სიაში გამოაქვეყნეს. ამ შემთხვევის გამო
ოჰაიოს ეპისკოპოსმა მას Trompela-Mort18 შეარქვა.
– დიახ, – საკუთარ თავს გაეპასუხა მამა ლატური, –
„ბლანშემ“ იმდენჯერ გააცუცურაკა სიკვდილი, რომ ყოველ-
თვის აქვს იგივეს განმეორების შანსი.
ნანგრევების შემოვლისას ეპისკოპოსს საკრისტია მშრა-
ლი და სუფთად შემონახული დახვდა, ამიტომაც გადაწყვიტა,
ღამე იქ გაეტარებინა. თავის პლედში გაეხვია და კედლის გა-
ყოლებაზე დამაგრებული თიხის გრძელ ტახტზე დაწვა. ოთახს
რომ ათვალიერებდა, ქარი ღმუილით შემოაწყდა ძველ ეკლე-
სიას და უმალ ჩამობნელდა. პუებლოს ქოხების დაბალი კარე-
ბიდან გამომავალი ცეცხლის კაშკაშა შუქი განსაკუთრებუ-
ლად ახარებდა თვალს. ლატურმა კედელთან მდგარი, თავზე
პლედწამოფარებული და წელში მოხრილი, მისი მომლოდინე
ხასინტოს თხელი ფიგურა შეამჩნია.
აახალგაზრდა ინდიელმა აცნობა, რომ ვახშამი მზად იყო,
ეპისკოპოსიც გაჰყვა იმ მომცრო, ერთნაირი და ერთდროუ-
ლად აშენებული სახლების მწკრივისკენ, სადაც მის მეგზურ-
საც ჰქონდა პატარა საბინადრო. ხასინტოს კარის წინ მიყუდე-
ბული მისადგმელი კიბით მეორე სართულზე შეიძლებოდა ას-
ვლა, მაგრამ იქ სხვა ოჯახი ცხოვრობდა. ინდიელის სახლის

18
(ფრ.) სიკვდილის შემცდენი

99
სახურავი ზედა სართულზე მცხოვრებთ ვერანდის მაგივრობას
უწევდა. სადგომში შესვლისას, ზღურბლი იმდენად დაბალი
იყო, რომ ეპისკოპოსმა თავი მოხარა და ერთი საფეხურიც ჩაი-
არა. ამგვარი შესასვლელით ინდიელები ორპირი ქარის შიგ-
ნით შეჭრას აფერხებდნენ. ოთახი, რომელშიც ლატური შევი-
და, გრძელი და ვიწრო იყო, ჯეროვნად შეღებილი და სუფთა,
ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა შიგნით გამეფებულ სიცარიე-
ლეში. კედლებზე მხოლოდ მელიის რამდენიმე ტყავი და გოგ-
რისა და წითელი წიწაკის ასხმულები ეკიდა. დაკეცილი ჭრე-
ლა-ჭრულა პლედები, რითიც ხასინტო ერთობ ამაყობდა, ზვი-
ნივით ეწყო ბუხართან ახლოს გაკეთებულ თიხის ტახტზე. სწო-
რედ იქ ეძინათ ხასინტოსა და მის ცოლს. ტახტი დღის განმავ-
ლობაში თბებოდა და მთელ ღამეს ისევე ინარჩუნებდა სით-
ბოს, როგორც რუსი გლეხების ღუმელ-საწოლი. ცეცხლზე შე-
მომდგარ ქოთანში ლობიო და გამომშრალი ხორცი თუხთუ-
ხებდა. ცეცხლში ფიჭვის შეშა იწვოდა და ოთახს საამო სურნე-
ლის ბოლით ავსებდა. ხასინტოს ცოლი, კლარა, მღვდელს ღი-
მილით შეეგება და ორივეს შეჭამანდი ჩამჩით დაუსხა. ეპისკო-
პოსი და მასპინძელი ბუხრის წინ, პირდაპირ მიწაზე დასხდნენ
თავ-თავიანთი ჯამებით. კლარამ შუაში ჩაუდო დაჩეჩქვილი
სიმინდის მარცვლისგან გამომცხვარი ცხელი მჭადი, რომე-
ლიც ინდიელებისთვის ისეთივე დელიკატესს წარმოადგენდა,
როგორსაც თეთრკანიანებისთვის – ქიშმიშიანი ფუნთუშა.
ეპისკოპოსმა ლოცვა წაიკითხა და მჭადი თავისი ხელით დატე-
ხა. სანამ ორი მამაკაცი ვახშმობდა, ქალი თან მათ შესცქერო-
და და თან არწევდა ირმის ტყავისგან დამზადებულ პაწია აკ-
ვანს, რომელიც ჭერის კოჭებზე ეკიდა თოკებით. ლატურის შე-
კითხვაზე ხასინტომ სევდიანად უპასუხა, რომ ბავშვი ავად იყო.
მამა ლატურს არ უთხოვია მისთვის პატარას ჩვენება, იცოდა,
რომ ჩვრებსა და სახვევებში იქნებოდა გახვეული, თავსა და
სახეზე კი რამე ეფარებოდა – ორპირი ქარისგან დასაცავად.
ინდიელ ბავშვებს ზამთრობით არასოდეს აბანავებდნენ, ავად-
მყოფებისთვის მკურნალობის შეთავაზებაც ყოვლად უადგი-
ლო იყო, რადგან რჩევის მოსასმენად ინდიელებს ყურთასმენა
დახშული ჰქონდათ.

100
ლატური ძალზე წუხდა, რომ ხასინტოს ბავშვს ვერაფრით
შველოდა. აპეკოსის პუებლოში აკვნების სიჭარბე არც შეიმ-
ჩნეოდა. ტომი გადაშენების პირას იდგა, ჩვილების სიკვდი-
ლიანობა მატულობდა, ხოლო ახალგაზრდა წყვილები ლაღად
ვეღარ მრავლდებოდნენ. როგორც ჩანს, სასიცოცხლო ძალა
არ ჰყოფნიდათ საამისოდ. ყვავილი და წითელა დროდადრო
მძიმე ხარკად აწვა იქაურ ბინადართ.
რა თქმა უნდა, არსებობდა ამ ხალხის ბედისწერის სხვაგ-
ვარი ახსნაც, რისიც ბევრ ადამიანს სჯეროდა სანტაფეში. პე-
კოსს ერთობ დიდი წვლილი მიუძღვოდა შავბნელი ლეგენდე-
ბის შექმნაში (ალბათ ამიტომაც იყო აგრერიგად მაცთუნებე-
ლი თეთრკანიანთათვის) და თავისი წილი ისტორიაც ჰქონდა.
ამბობდნენ, რომ აქაურები უხსოვარი დროიდან მთის რომე-
ლიღაც გამოქვაბულში ატარებდნენ ცეცხლწარმოქმნის რიტუ-
ალს. დანთებულ კოცონს არასოდეს აქრობდნენ და არც თეთ-
რკანიანებს უჩვენებდნენ. ეს ცეცხლი თურმე მისი მომსახურე
ტომის ახალგაზრდა, რჩეული ვაჟკაცებისგან გამოცლილი ძა-
ლით საზრდოობდა. მამა ლატური ნაკლებად სარწმუნოდ მი-
იჩნევდა ამ ამბავს; განა რა სირთულეს წარმოადგენდა ხე-
ტყით მდიდარ მთაში ისეთი პატარა კოცონის შენარჩუნება,
რომლის ადგილმდებარეობასაც კი საუკუნეთა განმავლობაში
მალავდნენ?
არსებობდა აგრეთვე ძველი ესპანელი და ამერიკელი
მკვლევრების მიერ მოძიებული ლეგენდა გველებზე, რისაც
აქამდე სჯეროდათ ადამიანებს: თურმე ამ ტომის ინდიელები
განსაკუთრებულად ეთაყვანებოდნენ უხსენებლებს. ისინი
ოჯახებში მალავდნენ ჩხრიალა გველებს, ხოლო, სადღაც,
მთაში მცველად ედგნენ უზარმაზარ ქვეწარმავალს, რომელიც
განსაკუთრებულ დღესასწაულებზე ჩამოჰყავდათ პუებლოში.
იმასაც ამბობდნენ, რომ მას მსხვერპლად სწირავდნენ ჩვილ
ბავშვებს, რაც მათი მოსახლეობის რაოდენობის შემცირების
მიზეზი იყო. ყველაზე დამაჯერებელი ვერსია კი ის იყო, რომ ამ
ტომის თითქმის გაჩანაგება თეთრკანიანთა მიერ ჩამოტანილ-
მა ინფექციურმა დაავადებებმა გამოიწვია. ინდიელთა შორის
წითელა, ქუნთრუშა და ყივანახველა ისეთივე მომაკვდინებელ

101
დაავადებებად იქცა, როგორიც ტიფი და ქოლერა იყო. ტომი,
მართლაც, ყოველწლიურად უკან-უკან მიდიოდა. ხასინტოს
სახლი ბოლო საცხოვრისი იყო, სადაც ჯერ კიდევ სუნთქავდა
ადამიანი. მის უკან, კლდის ფერდობებზე მოჩანდა მკვდარი
პუებლო, გამოცარიელებული სახლებით, რომლებიც ამინდის
ცვალებადობას დაენგრია და ქვიშისა და თიხის გროვებად ექ-
ცია. მოსახლეობა ასიოდე ზრდასრულ ადამიანზე ნაკლები თუ
იქნებოდა(სინამდვილეში პეკოსის მომაკვდავი პუებლო იქაუ-
რებმა ჯერ კიდევ ამერიკელების მიერ ნიუ-მექსიკოს ოკუპაცი-
ამდე რამდენიმე წლით ადრე მიატოვეს.).
სულ ეს დარჩენილიყო იმ მდიდარი და მჭიდრო დასახლე-
ბიდან, რომელიც კორონადოს ექსპედიციამ დატოვა. კორო-
ნადო თავის პატაკში აღნიშნავდა, რომ ინდიელთა დაბაში ექ-
ვსი ათასი ადამიანი ცხოვრობდა. მათ ჰქონდათ უხვმოსავ-
ლიანი მინდვრები, რომლებსაც მდინარე პეკოსიდან რწყავ-
დნენ. ნაკადულები სავსე იყო თევზით, ხოლო მთა – სანადირო
ცხოველებით. როგორც ჩანს, პუებლო ნებიერი ბავშვივით ყო-
ფილა გაწოლილი ლორთქო ბალახიანი მთის კალთებზე. ეს-
პანელები დაბანაკებულან სოფლის პირდაპირ, ღვიის ხეებიან
პლატოზე. მათ ბეწვეულისა და ბამბისგან დამზადებული სამო-
სისა და ხორბლის სახით მძიმე ხარკი დაუკისრებიათ უმწეო
მასპინძლებისთვის. სწორედ აქედან იწყება ამბავი კვივირას
შვიდი ოქროს ქალაქის ძიებისა. ექსპედიციის მონაწილენი გა-
ზაფხულზე შედგომიან ამ უიღბლო მგზავრობას და თან პეკო-
სელი კაცები მონებად, ქალები კი ხასებად წაუყვანიათ.
ამ ამბებზე ჩაფიქრებული, ცეცხლთან მჯდარი მამა ლატუ-
რი მთიდან წამოსული და პლატოზე მოთარეშე ქარის ღრიალს
უსმენდა. ძალზე ეწადა, გაეგო, მასთან ერთად ცეცხლთან
მჯდომი და გაყუჩებული ხასინტოც იმავეს ფიქრობდა თუ არა.
ლატურმა იცოდა, რომ ქარი იმ მელნისფერი ღრუბლიდან უბე-
რავდა, მზის ჩასვლისას მთის უკან რომ ჩანდა, მაგრამ, იქნებ,
სწორედაც, ბნელი წარსულიდან გადმოსული ქარიშხალი ახ-
სენებდა თავს. ადამიანის მიერ გამოცემული ერთადერთი ხმა,
რომელიც ამ დუმილში ისმოდა, აკვანში მწოლიარე ავადმყო-

102
ფი ბავშვის სუსტი ღნავილი იყო. კლარა უხმაუროდ ჭამდა კუთ-
ხეში, ხასინტო კი ცეცხლს ჩაშტერებოდა.
ეპისკოპოსი მთელი საათის განმავლობაში ცეცხლის შუქ-
ზე კითხულობდა „კურთხევანს“, შემდეგ კი, კარგად გამთბარი
და დარწმუნებული იმაში, რომ მისი პლედიც სითბოთი იყო
გაჟღენთილი, წასასვლელად წამოდგა. ხასინტომ ლატურის
პლედთან ერთად თავისი კამეჩის ტყავის მოსასხამსაც წამო-
ავლო ხელი და მღვდელმთავარს გაჰყვა. წითელი ზღურბლე-
ბის მწკრივი გაიარეს, შიშველ კლდეს ჩაუარეს და გაემართნენ
იმ ბნელი ნანგრევებისკენ, რომელთა ბიჯგებიანი განივი კედ-
ლები კვლავაც არ ეპუებოდა ქარიშხალს და ვარსკვლავების
შუქი თავის წიაღში შეჰყავდა.

ქვის ტუჩები

ეპისკოპოსს ადრე გაღვიძება არ გასჭირვებია. შუაღამის


მერე სხეული სულ უფრო და უფრო გაუცივდა და გაუხევდა. სა-
ნამ ტანზე შემოხვეული პლედიდან გამოძვრებოდა, ლოცვა
წარმოთქვა; არასდროს ავიწყდებოდა მამა ვაილანტის პრინ-
ციპი: თუ, პირველ რიგში, ილოცებ, მერე ყველაფერი დანარ-
ჩენისთვის უამრავი დრო დაგრჩებაო.
ლატურმა მდუმარე პუებლო გაიარა, ხასინტოს მიადგა
კარზე, გააღვიძა და ცეცხლის დანთება სთხოვა. სანამ ინდიე-
ლი ჯორების მოსარეკად იყო წასული, მამა ლატურმა აბგიდან
ამოიღო ყავადანი, თუნუქის ფინჯანი და ერთი მრგვალი,
მთლიანი მექსიკური პური. მას მხოლოდ პურისა და დშავი ყა-
ვის ამარა შეეძლო თავის გატანა ხანგრძლივი მგზავრობის
მანძილზე. ხასინტო საუზმის გარეშე აპირებდა მასთან ერთად
წასვლას, მაგრამ მამა ლატურმა ძალით დასვა და თავისი საგ-

103
ზალი უწილადა. ინდიელთა ოჯახებში ძვირად თუ მოიპოვებო-
და პური. კლარა ჯერ ისევ თიხის ტახტზე იწვა ბავშვთან ერ-
თად.
ოთხ საათზე ისინი უკვე გზას ადგნენ. ხასინტო პლედებაკი-
დებულ ჯორზე იჯდა. ყმაწვილი საკმაოდ კარგად იცნობდა
მშობლიური მთების ბილიკებს საიმისოდ, რომ გზა სიბნელე-
შიც გაეკვლია. შუა დღისთვის ეპისკოპოსმა ჯორების დასვენე-
ბა განიზრახა, მაგრამ მეგზურმა ცას შეხედა და უარის ნიშნად
თავი გააქნია. მზე არსად ჩანდა, ჰაერს სიბლანტე და რუხი ფე-
რი შეჰპარვოდა და თოვლის სუნიც ტრიალებდა. ძალიან მალე
გათოვდა, ჯერ მსუბუქად წამოვიდა ფიფქები, მერე კი თანდა-
თან ბარდნაც დაიწყო. ცისკენ აზიდული ფიჭვების ხეივანი სულ
უფრო და უფრო დაბლდებოდა ხვავრიელად წამოსული და
ზედ დადებული თოვლისგან. ნაშუადღევი ოდნავ თუ იქნებოდა
გადასული, ქარი რომ ამოვარდა, თოვლი ააბორიალა, ორივე
მგზავრი შიგ გახვია, მერე კი ქარიშხლად გადაიქცა. თითქოს
ზღვაზე ამოვარდნილი შტორმიაო, დამაბრმავებელი თოვის-
გან ჰაერში აღარაფერი ჩანდა. ეპისკოპოსი ძლივს ხედავდა
თავის მეგზურს, უფრო სწორად, ნაწილ-ნაწილ არჩევდა ხან
მის თავს, ხან მხარს, ხანაც მისი ჯორის გავას. ფიჭვის ხეები
ერთი წუთით გამოჩნდა და მერე ისევ გაქრა ქარბორბალაში.
ბილიკიც, ორიენტირიცა და თვითონ მთაც სრულიად გაუჩი-
ნარდა თვალთახედვიდან.
ხასინტო ჯორიდან ჩამოხტა, დაგორგლილი პლედები ჩა-
მოხსნა, ხურჯინები პადრესკენ ისროლა და დაიყვირა:
– წამოდით, მე ვიცი ერთი ადგილი. სწრაფად, პადრე.
ეპისკოპოსმა გააპროტესტა, – ჯორებს ხომ არ დავტოვებ-
თო. ხასინტომ დაამშვიდა, – თავიანთ თავს თვითონ მიხედა-
ვენო.
მომდევნო ერთი საათი მამა ლატურისთვის ერთგვარი
გამძლეობის გამოცდა იყო. ის ვერც ვერაფერს ხედავდა, ვერც
სუნთქავდა, მხოლოდ პირდაღებული ქოშინებდა, ნახევრად
გაუჩინარებულ კლდეებზე მიხოხავდა, გადატეხილ და მიწაზე
განრთხმულ ხეებზე ეცემოდა, ღრმა ორმოებში ეფლობოდა და
იქიდან გაჭირვებით ამოდიოდა. ცდილობდა, თვალთახედვი-

104
დან არ დაეკარგა ინდიელი ბიჭის მხარზე შემოდებული წითე-
ლი პლედები, რომლებიც მაშინაც კი ჩანდა, როცა თვითონ
ყმაწვილი მხედველობის არედან ქრებოდა.
მოულოდნელად თოვლი თითქოს შეთხელდა. მეგზური
უცებ გაჩერდა, ეპისკოპოსიც შედგა და დაინახა, რომ კლდის
შვერილის ქვეშ იმყოფებოდნენ, რომელიც ქარიშხალს ბარიე-
რად აღსდგომოდა წინ. ხასინტომ პლედები ჩამოიგდო მხრი-
დან და ფრიალოზე ასაცოცებლად მოემზადა. მღვდელმთა-
ვარმა ზევით აიხედა და პიტალო ფერდობზე რაღაც უცნაური
წარმონაქმნი დაინახა. ეს იყო კლდის ორი, ერთიმეორეზე გან-
ლაგებული მომრგვალებული შვერილი შუაში პირის ღრუს
მსგავსი ღიობით, რომელიც საოცრად ჰგავდა ოდნავ გახსნილ
და წინ გამობურცულ უზარმაზარ ქვის ტუჩებს. ინდიელი მის-
თვის ნაცნობი საბრჯენების მეშვეობით სწრაფად აცოცდა „პი-
რისკენ“, ქვედა „ტუჩზე“ გაწვა და ეპისკოპოსს შეეშველა ას-
ვლაში. შემდეგ მამა ლატურს უთხრა, იქვე დალოდებოდა, სა-
ნამ ბარგს მაღლა აზიდავდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ეპისკოპოსი ხასინტოსა და პლე-
დებთან ერთად ხვრელიდან გამოქვაბულში ჩასრიალდა. შიგ-
ნით ხის მისადგმელი კიბე აყუდებულიყო, ზუსტად ისეთი, კი-
ვაში19 რომ იყენებდნენ და მისი მეშვეობით მღვდელი იოლად
დაეშვა იატაკზე.
ლატურმა თავი ამოყო მაღალჭერიან, გოტიკური სამლოც-
ველოს მსგავს ბუნდოვან მღვიმეში, სადაც შუქი მხოლოდ ქვის
„ტუჩების“ ვიწრო ხვრელიდან შემოდიოდა. იმის მიუხედავად,
რომ ახლა თავშესაფარი ძალზე სჭირდებოდა, კიბეზე ჩამავა-
ლი ეპისკოპოსი გააოგნა იმ გულმიუსავლობამ და საშინელი
ზიზღის შეგრძნებამ, რაც ამ ადგილის მიმართ დაეუფლა. გა-
მოქვაბულში ყინავდა, სუსხი ძვლებამდე აღწევდა. ლატურმა
იგრძნო მყრალი სუნი, არცთუ მძაფრი, მაგრამ ძალზე უსია-
მოვნო. დაახლოებით ოცი ფუტის სიმაღლის ღიობიდან დღის

19
მრგვალი და ნახევრად მიწისქვეშ მოქცეული ინდიელთა სარიტუალო ნა-
გებობა.

105
რუხი ფერის შუქი პატარა სარკმლიდან შემოჭრილი სხივივით
აღწევდა.
სანამ მღვდელმთავარი იდგა, იქაურობას ათვალიერებდა
და თვალით ზომავდა გამოქვაბულს, მისი მეგზური აქტიურად
ამოწმებდა იატაკსა და კედლებს. კიბის ბოლოში გროვად ეყა-
რა ნახევრად დამწვარი მორები. ეტყობოდა, კოცონი ნოტიო
მიწით ჩაექროთ, ნაცეცხლარის შუაგული მტვრით იყო დაფა-
რული. მღვიმის კედელთან აკურატულად ელაგა ბლომად
მოგროვილი ფიჭვის ფიჩხის კონა. მას შემდეგ, რაც იატაკი მო-
სინჯა, მეგზური ფრთხილად გაემართა ამ ფიჩხის კონებისკენ,
სათითაოდ გადმოალაგა და სხვა ადგილას მოათავსა. ეპისკო-
პოსს ეგონა, ინდიელი მაშინვე გააჩაღებდა ცეცხლს, მაგრამ,
ეტყობოდა, სულაც არ ჩქარობდა. შეშა რომ გადმოაწყო, ია-
ტაკზე დაჯდა და ფიქრში ჩაეფლო. მამა ლატურმა დაჟინებით
სთხოვა ცეცხლის დაუყოვნებლივ ანთება.
– პადრე, – უთხრა ინდიელმა, – არ ვიცი, სწორად მოვიქე-
ცი თუ არა, აქ რომ მოგიყვანეთ. ამ ადგილს ჩემი ხალხი რი-
ტუალების ჩასატარებლად იყენებს და მარტო ჩვენ ვიცით მის
შესახებ. აქედან რომ გახვალთ, ყველაფერი უნდა დაივიწყოთ.
– რა თქმა უნდა, დავივიწყებ. მაგრამ ცეცხლს თუ არ დაან-
თებ, მირჩევნია ისევ ქარბუქში გავიდეთ, რადგან აქაურობა
ჩემზე ცუდად მოქმედებს.
ხასინტომ დახვეული პლედების შეკვრა გახსნა, მათ შორის
ყველაზე მშრალი ამოარჩია და სიცივისგან აკანკალებულ
მღვდელს გადაუგდო. ამის შემდეგ ნაცრის გროვისკენ დაიხა-
რა და შეშას ცეცხლი მოუკიდა, მერე იმ პატარა ქვების აკრე-
ფას შეუდგა, რომლებიც გაღვივებულ ნახშირს ჰქონდა გარშე-
მოწყობილი. მოგროვილი ქვები სერაპეს20 კალთაში ჩაილაგა
და მღვიმის უკანა კედლისკენ წაიღო, სადაც, მისი სიმაღლი-
დან ერთი თავით ზემოთ ხვრელი მოჩანდა. ხვრელი დიდი სა-
ზამთროს ზომის თუ იქნებოდა, მაგრამ არათანაბარი ოვალუ-
რი ფორმა ჰქონდა. ამგვარი ჩაღრმავებები დამახასიათებელი
იყო პახარიტოს პლატოს ვულკანური კლდეების უმეტესობის-

20
მექსიკური ჭრელი მოსასხამი.

106
თვის. ამ მღვიმის ხვრელი უფრო განსხვავებული და ჩაბნელე-
ბული ჩანდა და ეტყობოდა, სხვა მღვიმეში გადიოდა. იმის მი-
უხედავად, რომ ხასინტოს თავზემოთ მდებარეობდა, იქამდე
მკლავს თავისუფლად მიაწვდენდი. ეპისკოპოსის გასაოცრად
ყმაწვილმა მკვირცხლად და უხმაუროდ დაიწყო ქვების შიგ შე-
ლაგება და მანამ აწყობდა, სანამ მთლიანად არ ამოავსო ღი-
ობი. შემდეგ ფიჭვის ტოტებისგან გამოთალა რამდენიმე სოლი
და ქვებს შუა დარჩენილ ღრიჭოებში შეარჭო. ბოლოს ერთი
მუჭა ის მიწა აიღო, რითაც ცეცხლი იყო ჩამქრალი, ქვის „ტუ-
ჩებიდან“ ჩამონადენი სველი თოვლი შეურია, მიღებული სქე-
ლი ტალახით შელესა ქვებით ამოქოლილი ორმო და ხელის-
გულით მოაშანდაკა. ამ ყველაფრისთვის თხუთმეტი წუთიც არ
დასჭირვებია.
საქმე რომ მოათავა, ინდიელი ყოველგვარი ახსნა-განმარ-
ტების გარეშე შეუდგა ცეცხლის გაჩაღებას. სუნი, რომელიც
ასე აწუხებდა ეპისკოპოსს, აალებულმა შეშამ შთანთქა. რო-
გორც ჩანდა, სიცხემ დამძაღებული ჰაერიც გაწმინდა და აუტა-
ნელი სიცივეც დაამარცხა, მაგრამ მამა ლატურს მაინც თავს
უბრუებდა გამაოგნებელი ხმაური. თავდაპირველად იფიქრა,
თავბრუსხვევის ბრალიაო და იგი სიცივეს მიაწერა, რასაც შე-
ეძლო მისთვის სისხლის მიმოქცევის დარღვევა. მაგრამ უკვე
გამთბარმა და დასვენებულმა მღვიმეში უცნაური ვიბრაცია იგ-
რძნო. ისეთი გუგუნი ისმოდა, ფუტკრების სკა ან შორეული
დაფდაფები რომ გამოსცემს. ცოტა ხნის მერე ხასინტოს ჰკით-
ხა, მანაც თუ შეამჩნია ეს უცნაურობა. მას შემდეგ, რაც გამოქ-
ვაბულში შევიდნენ, კაფანდარა ინდიელმა ბიჭმა პირველად
ახლა გაიღიმა. მან ცეცხლიდან ერთი შეკეთებული ტოტი გა-
მოაძრო, ჩირაღდანივით მოიმარჯვა და პადრეს თავით ანიშნა,
მთის სიღრმეში მიმავალი გვირაბისკენ გაჰყოლოდა. გვირა-
ბის ჭერი ისეთი დაბალი იყო, რომ ხელით შეწვდებოდა კაცი.
ხასინტომ ჩაიჩოქა ქვის იატაკზე, რომელსაც ბზარი ისე აჩნდა,
როგორც გატეხილ ფაიფურს თიხით მიწებებული ნაჭდევი. ინ-
დიელმა თავისი სანადირო დანით ბზარი ამოჩიჩქნა, პატარა
ნაწიბურს ყური დაადო, რამდენიმე წამით სმენად იქცა და მე-
რე ეპისკოპოსს ანიშნა, იგივე გაეკეთებინა.

107
მამა ლატური მიწაზე გაწვა, ნაბზარს მიაყურადა და მიუხე-
დავად იქიდან ამოჭრილი სიცივისა, კარგა ხანს დაჰყო ამ
მდგომარეობაში – ფიქრობდა, დედამიწიდან ამომავალ ერთ-
ერთ უძველეს ხმას ვუსმენო. არადა, ეს იყო დიდი მიწისქვეშა
მდინარის ღრიალი, რომელიც ექოდ ისმოდა მღვიმეში. წყალი
ძალზე, ძალზე ქვევით იყო, ალბათ იმ სიღრმეზე, სადაც მთის
ძირი იწყებოდა. მისი ნაკადი სრულ სიბნელეში, წარღვნამდე-
ლი კლდის სქელი ძირის ქვეშ მიედინებოდა. ეს არ იყო მოზ-
ღვავებული წყლის დგაფუნი, მდინარე მოძრაობდა მთელი თა-
ვისი ძლევამოსილებითა და სიდიადით.
– რა საზარელია, – თქვა მღვდელმა, როცა, როგორც იქნა,
ფეხზე წამოდგა.
– სი21, პადრე, – ხასინტომ ამოჩიჩქნილ თიხაზე რამდენ-
ჯერმე დააფურთხა და ნაწიბური ისევ შელესა.
კოცონთან რომ დაბრუნდნენ, ქვის „ტუჩებიდან“ შემომავა-
ლი დღის შუქი უკვე მიმქრალიყო. როცა სინათლე მთლად მი-
ილია, ეპისკოპოსს გული დასწყდა. ლატურმა თავისი ხურჯინი-
დან ყავადანი, პური და თხის ყველი ამოიღო. ხასინტო შემო-
სასვლელის ქვედა შვერილზე აძვრა, ფიჭვის ხე შეარხია და ყა-
ვადანი და ერთი პლედი ახლადდადებული თოვლით გაავსო.
სანამ მეგზური ამ საქმით იყო დაკავებული, ეპისკოპოსმა ჯი-
ბიდან მათარა ამოიღო და ტაოსური დაძველებული ვისკი მოს-
ვა. ინდიელის თანდასწრებით ალკოჰოლის მიღება არ უყვარ-
და.
ხასინტომ განაცხადა, რომ ბედნიერი იყო, პურსა და შავ ყა-
ვას რომ მიირთმევდა. თუნუქის გამოცლილი ფინჯანი ეპისკო-
პოსს მიაწოდა, ხელები ფართო სარტყელზე გაისვ-გამოისვა
და სიამოვნებისგან ისე გაიღიმა, რომ ყველა თეთრი კბილი
გამოუჩნდა.
– იღბალი გვქონია, აქვე ახლოს რომ აღმოვჩნდით, – თქვა
მან, – ჯორები რომ მივატოვეთ, მე იფიქრა, აქ მოვაგნებ-მეთ-
ქი, მაგრამ დარწმუნებით ვერ ვიყავ. ძალიან ბევრი ხანი მე აქ
არ ყოფილა. თქვენ შიში გქონდა, პადრე?

21
(ესპ.) დიახ.

108
ეპისკოპოსმა ფიქრიანად უპასუხა;
– შენ შეშინებაც არ მაცალე, ჩემო ბიჭო, ასე არ იყო?
ინდიელმა მხრები აიჩეჩა და აღიარა:
– მე იფიქრა პუებლოში ხომ არ დავბრუნდეო.
მამა ლატური ცეცხლის შუქზე გვიანობამდე კითხულობდა
„კურთხევანს“. დილიდან მოყოლებული მისი გონება დაკავე-
ბული იყო არა სულიერი, არამედ – სულ სხვა საკითხებით. ბო-
ლოს, იგრძნო, რომ ეძინებოდა. ეპისკოპოსმა, როგორც ღამის
ერთად გატარებისას სჩვეოდა, ხასინტოს „მამაო ჩვენო“ ათ-
ქმევინა, მერე პლედებში გაეხვია და გაჭიმული ფეხები
ცეცხლს მიუშვირა. გადაწყვიტა, ღამით გაეღვიძა და ცოტა უფ-
რო მეტი გაეგო ინდიელის მიერ ასეთი რუდუნებით ამოქოლი-
ლი ხვრელის შესახებ. მას შემდეგ, რაც ტალახით მოასწორა
კედელი, ხასინტოს ერთხელაც აღარ გაუხედავს მისკენ. მამა
ლატურიც, რომელმაც კარგად უწყოდა ინდიელთა ღირსეული
თვისებების შესახებ, შეეცადა, არც თავად გაჰპარვოდა თვალი
იქითკენ.
ეპისკოპოსმა მართლაც გაიღვიძა. ცეცხლი ისევ კაშკაშებ-
და უშველებელ მღვიმეში, რომელიც გოტიკურ პალატს ჰგავ-
და. კედელთან დაინახა თავისი მეგზური, რომელიც უჩინარ
საყრდენზე იდგა და გაშლილი ხელებით კლდეს ისე აჰკვრო-
და, თითქოს ზედ იყო შეზრდილი. ყური ახლად შელესილ
ხვრელზე ედო და რაღაცას ისეთი გულისყურით უსმენდა,
თითქოს, ამ კლდისგან საკუთარი წინდახედულების წყალო-
ბით გადაერჩინა თავი. ეპისკოპოსმა ხმის ამოუღებლად დახუ-
ჭა თვალები და გაკვირვებულმა გაიფიქრა, – რატომ მეგონა,
რომ ჩემს მეგზურს გაღვიძებას დავასწრებდიო.
მეორე დილით ქვის „ტუჩებიდან“ ამობობღებული ორივე
მგზავრი თეთრად მოელვარე სამყაროში აღმოჩნდა. თოვლით
შემოსილ მთებს ამომავალი მზის შუქზე წითელი ფერი დასდე-
ბოდა. ეპისკოპოსი იდგა და უცქერდა ქედებზე მოფენილ და-
ზამთრულ ნაძვებს, რომელთაც ნაზი განთიადი წამოსდგომო-
დათ თავს და ტოტები სპეტაკი თოვლით შევსებოდათ.
როგორც ხასინტომ თქვა, ჯორების მოძებნას აზრი არ
ჰქონდა, უნაგირებსა და აღვირებს კი თოვლის დადნობის შემ-

109
დეგ მოიძიებდა. მათ ბორძიკ-ბორძიკით ფეხით გაიარეს დაახ-
ლოებით რვა მილი და მიადგნენ მწყემსის ქოხს. იქ ცხენები
იქირავეს და დანიშნულების ადგილს მაშინ მიაღწიეს, ცაზე უკ-
ვე ვარსკვლავები რომ ციმციმებდა. როგორც იქნა, შეხვდნენ
მამა ვაილანტს, რომელიც კამეჩის ტყავებიან ლოგინზე წა-
მომჯდარი დახვდათ. სიცხე აღარ ჰქონდა და გამოჯანმრთე-
ლებისკენ შემობრუნებულიყო. ეპისკოპოსის ჩამოსვლამდე
მღვდელი მეორე ერთგულ მეგობარს – კიტ კარსონს მოენახუ-
ლებინა. ორ ტაოსელ ინდიელთან ერთად მთებში ირემზე მო-
ნადირე სკაუტს გაეგო, სოფელს თავსდატეხილი ავადმყოფო-
ბისა და „ვიკარიოს“ იქყოფნის შესახებ. მას საჩქაროდ, ქარიშ-
ხლის დაწყებამდე გაუწევია საშველად და თან წაუღია ნანადი-
რევი ხორცი. როგორც კი მამა ვაილანტმა უნაგირზე დაჯდომა
შეძლო, კარსონმა და ეპისკოპოსმა მაშინვე სანტაფეში წაიყ-
ვანეს. მგზავრობას ოთხი დღე მოანდომეს დასუსტებული ნა-
ავადმყოფარის მდგომარეობის გამო.
ეპისკოპოსმა პირობა არ დაარღვია და ხასინტოს გამოქვა-
ბულის შესახებ სიტყვა არავისთან დასცდენია, თუმცა თავად
ცნობისმოყვარეობა არ ასვენებდა. ეს ამბავი გონებაში დრო-
დადრო გაუელვებდა ხოლმე და ყოვლად უმიზეზოდ აჟრჟო-
ლებდა საშინელი ზიზღის შეგრძნების გამო. ერთი კია, იქ ცუდი
არაფერი შემთხვევია, პირიქით, მღვიმე სტუმართმოყვარე
თავშესაფრად ექცა უკიდურესი გასაჭირის ჟამს. უკვე შემ-
დგომში, რაღაცნაირი სიამოვნების ჟრუანტელი დაუვლიდა
ხოლმე, როცა ქარბუქს და თავის ქანცგაწყვეტილობას იხსე-
ნებდა, მაგრამ გამოქვაბული, რომელმაც სიცოცხლე შეუნარ-
ჩუნა, მაინც ძრწოლით ავსებდა. საკუთარ თავს სიტყვა მისცა,
რომ სასწაულებზე შეთხზული ვერანაირი ამბავი ვეღარასო-
დეს შეიტყუებდა მღვიმეში.
შინ მისული კვლავ ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო; სარი-
ტუალო გამოქვაბულსა და ხასინტოს იდუმალ საქციელზე ფიქ-
რი არ ასვენებდა. პეკოსის სარწმუნოების უსიამოვნო თქმუ-
ლებებმა თითქოს დამაჯერებლობის ელფერი შეიძინა. ლატუ-
რი უკვე დარწმუნებული იყო, რომ სანტაფეში მცხოვრებ თეთ-

110
რკანიანებსა და მექსიკელებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ ინ-
დიელთა რწმენასა და მათი ტვინის მუშაობაზე.
ეპისკოპოსმა კიტ კარსონისგან იცოდა, რომ გლორიეტა
პასსა და პეკოსის პუებლოს შორის მდგარი სავაჭრო პუნქტის
მეპატრონე ამ ინდიელთა მეზობლად გაიზარდა და სხვებზე მე-
ტი უწყოდა მათ შესახებ. ეს სავაჭრო ადგილი მას მშობლების-
გან მემკვიდრეობით ერგო. დედამისი ყოფილა პირველი თეთ-
რკანიანი ქალი მათ სამეზობლოში. მოვაჭრეს ზებ ორჩარდი
ერქვა, მთებში მარტოდმარტო ცხოვრობდა და მარილს, შა-
ქარს, ვისკისა და თამბაქოს ყიდდა წითელკანიან და თეთრკა-
ნიან კლიენტებზე. კარსონის თქმით, ის პატიოსანი და კეთილ-
სინდისიერი კაცი იყო, კარგ მეგობრობას უწევდა ინდიელებს
და, ერთი პირობა, პეკოსელ გოგოზეც უნდოდა დაქორწინება,
მაგრამ მის მოხუც დედას, რომელსაც თავი მოჰქონდა თავისი
„თეთრკანიანობით“, ამის გაგონებაც არ სურდა. ასე რომ,
უცოლოდ დარჩენილა და განდეგილივით ცხოვრობდა.
მამა ლატურმა ისე მოახერხა, რომ ერთ-ერთი სამისიონე-
რო მოგზაურობის დროს ღამე ხსენებული მოვაჭრის სახლში
გაატარა, რათა პეკოსის წეს-ჩვეულებებისა და რიტუალების
შესახებ უფრო მეტი შეეტყო.
ორჩარდმა უთხრა, რომ ლეგენდა მარადიული ცეცხლის
შესახებ უეჭველად სიმართლეს ღაღადებდა, მაგრამ ინდიე-
ლები მას მთებში კი არა, თავის პუებლოში ინახავდნენ. ეს იყო
თიხის ღუმელში შემონახული ჩამქრალი ცეცხლი, რომელიც
საუკუნეების განმავლობაში, პუებლოს დაფუძნების დღიდან
მოყოლებული, კივაში ენთოთ ხოლმე. რაც შეეხება გველების
ამბებს, მაინცდამაინც არ სჯეროდა. ჩხრიალა გველები ნანახი
ჰყავდა, რადგან აქ მათ ყოველ ნაბიჯზე შეხვდებოდი. რამდე-
ნიმე წლის წინ მასთან ვისკისთვის მისულა ერთი პეკოსელი
ბიჭი, რომელიც უხსენებლებს კოჭში დაეკბინათ, ბიჭი დასიე-
ბულა და ავად გამხდარა.
ეპისკოპოსმა ჰკითხა ორჩარდს, – მართალია თუ არა გად-
მოცემა დიდი ქვეწარმავლის შესახებ, თითქოს ინდიელები მას
სადღაც მალავენო.

111
– მათ მთებში მართლაც ჰყავთ რაღაც მტაცებელი, რომე-
ლიც თავიანთი რელიგიური რიტუალებისას ჩამოჰყავთ ხოლ-
მე, – უთხრა მოვაჭრემ, – მაგრამ არ ვიცი, გველია თუ სხვა
ცხოველი. არ არსებობს თეთრკანიანი, რომელსაც რამე გა-
ეგება ინდიელთა რელიგიისა, პადრე.
ამ საუბარში ორჩარდმა აღიარა, რომ ბავშვობაში მასაც
ძალზე აინტერესებდა გველების ამბავი და ერთხელ ინდიელ-
თა დღესასწაულზე, იმის მიუხედავად, რომ ძალზე სახიფათო
იყო, მაინც ჩუმად დაუწყო თვალთვალი პეკოსელ კაცებს. მთე-
ლი ორი ღამის განმავლობაში მთაში ყოფილა ჩასაფრებული
და ბოლოს დაუნახავს, ჩირაღდნიანმა ინდიელების ჯგუფმა
როგორ მოიტანა დაახლოებით ქალის სამგზავრო ჩემოდნის
ზომის სკივრი. იგი საკმაოდ მძიმე ჩანდა, რადგან ნორჩი ვერ-
ხვისგან გამოთლილი სარები, რომლებზეც ის ეკიდა, გაღუნუ-
ლი იყო.
– ღამით რომ დამენახა თეთრკანიანი ადამიანები, რომ-
ლებსაც სკივრი მოჰქონდათ, ვიფიქრებდი, შიგ ან ფულია, ან
ვისკი, ან კიდევ ცეცხლსასროლი იარაღი-მეთქი; მაგრამ ისინი
ინდიელები იყვნენ. ასე რომ, ვერაფერს ვიტყვი იმაზე, თუ რა
იდო იმ ყუთში. შესაძლოა, სულაც, თავიანთი წინაპრებისეული
უცნაური ფორმის ქვები ეწყოთ. მათთვის დიდი ღირებულებე-
ბის მქონე ნივთები ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. აეს ადამიანე-
ბი საკუთარ ცრურწმენებს მისდევენ და თავიანთ ძველ წეს-
ჩვეულებებს არ დათმობენ განკითხვის დღემდე.
მამა ლატურმა აღნიშნა, რომ ტრადიციებისადმი მათი თაყ-
ვანისცემა იყო ის თვისება, რაც აგრერიგად მოსწონდა ინდიე-
ლებში და რომ ეს ფაქტი დიდ როლს ასრულებდა მის რელიგი-
აშიც.
მოვაჭრის თქმით, მოძღვარს შეეძლო მათგან ღირსეული
კათოლიკეები დაეყენებინა, მაგრამ საკუთარ რწმენაზე უარს
მაინც ვერ ათქმევინებდა:
– ინდიელთა მღვდლებს თავიანთი საიდუმლოებებით მო-
ცული რელიგიური ტრადიციები აქვთ. მე არ ვიცი, რომელია
მათ შორის ძირძველი და რომელი შეთხზული. მახსოვს, პატა-
რა რომ ვიყავი, ასეთი რამ მოხდა, – ერთხელ, ღამით, სამზა-

112
რეულოში ჩვილ ბავშვთან ერთად შემოვარდა გოგო, რომელ-
მაც დედაჩემს სთხოვა დაემალა ისინი დღესასწაულის დასრუ-
ლებამდე, რადგან, ტომის ბელადების ქცევებიდან გამომდინა-
რე, დარწმუნებული იყო, ისინი მის შვილს გველს საკბილოდ
მიუგდებდნენ. სიმართლე იყო ეს თუ არა, ვერაფერს ვიტყვი, იმ
საცოდავს კი სჯეროდა, რომ სწორედ ასე მოხდებოდა. დედა-
ჩემმაც ჩვენთან დარჩენის ნება მისცა. მაშინ ამ ამბავმა ჩემზე
ძლიერ იმოქმედა.

113
წიგნი მეხუთე – პადრე მარტინესი

ძველი ყაიდის კაცი

ეპისკოპოსი ლატური, ხასინტოს თანხლებით, ოფიციალუ-


რი ვიზიტით მთა-მთა მიემგზავრებოდა ტაოსში, რომელიც ალ-
ბუკერკეს შემდეგ თავისი სამრევლოს მეორე უდიდეს და უმ-
დიდრეს ეპარქიას წარმოადგენდა. იქაური მღვდელიცა და მო-
სახლეობაც მტრულად იყვნენ განწყობილნი ამერიკელების
მიმართ მათ საქმეებში ჩარევის გამო. ნებისმიერი ევროპელი,
გარდა ესპანელებისა, გრინგოდ22 ირაცხებოდა. რაღაც დრო-
ის განმავლობაში ეპისკოპოსს ნებაზე ჰყავდა მიშვებული
იქაური მრევლი, იმ მიზნით, რომ მათი შუღლი როგორმე ჩა-
ეცხრო. კარსონისაგან მან ბევრი რამ იცოდა ტაოსში არსებუ-
ლი ვითარებისა და მოხუცი მღვდლის, ანტონიო ხოსე მარტი-
ნესის შესახებ, რომელიც ყველა სამოქალაქო და სასულიერო
საქმეს თვითნებურად განაგებდა.დ მამა ლატურის ასპარეზზე
გამოჩენამდე მარტინესი ბრძანდებოდა ნიუ-მექსიკოს ჩრდი-
ლოეთით მდებარე ყველა ეპარქიის დიქტატორი და სანტაფეს
მღვდლები მუჭში ჰყავდა მომწყვდეული.
ხმა დადიოდა, თითქოს ხუთი წლის წინ სწორედ პადრე
მარტინესის პროვოცირებით მოხდა ტაოსელ ინდიელთა ამ-
ბოხება, რომლის დროსაც ამერიკელი გუბერნატორი ბენთი
და უამრავი სხვა თეთრკანიანი დახოცეს და სკალპები ახადეს.
შვიდი ტაოსელი ინდიელი სამხედრო ტრიბუნალის წინაშე გა-
ასამართლეს და ჩამოახრჩეს, მაგრამ ამბოხის სულისჩამ-

22
მექსიკაში უპატივცემულობის გამომხატველი მეტსახელი უცხოელისა
(უპირატესად ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლისა), რო-
მელიც ესპანურად არ ლაპარაკობს.

114
დგმელი მღვდლის დასაკითხად დაბარების მცდელობაც კი
არავის ჰქონია. უფრო მეტიც, პადრე მარტინესმა მშვენივრად
ისარგებლა შექმნილი ვითარებით.
სიკვდილმისჯილებმა პადრეს შეუთვალეს მათთან მისუ-
ლიყო და შეევედრნენ, როგორმე დაეხსნა იმ გასაჭირიდან,
რომელშიც მისი წყალობით გაებნენ. მარტინესი დახმარებას
დაპირდა, თუ ინდიელები პუებლოს მახლობლად მდებარე მი-
წებს მას გადაუფორმებდნენ. ტუსაღები დათანხმდნენ, მაგრამ
როგორც კი ქონების გადაცემა სათანადოდ გაფორმდა, პადრე
აღარ გარჯილა და თავის შეწუხების ნაცვლად, თავისი მშობ-
ლიური ქალაქის – აბიქიუს მოსანახულებლად გაემგზავრა.
სანამ მღვდელი წასული იყო, შვიდივე ინდიელი ჩამოახრჩეს.
მარტინესმა სინდისის ქენჯნის გარეშე დაამუშავა მათი ნაყო-
ფიერი მიწები, რისი მეშვეობითაც უმდიდრესი კაცი გახდა სამ-
რევლოში.
მამა ლატურს მარტოოდენ თავაზიანი მიმოწერა აკავში-
რებდა მარტინესთან. ისინი მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერ-
თმანეთს იმ მართლაც დაუვიწყარ ვითარებაში, როცა ტაოსი-
დან სანტაფეში საგანგებოდ ჩამოსული პადრე მღვდლებს აგუ-
ლიანებდა, ლატური ახალ ეპისკოპოსად არ ეღიარებინათ.
მღვდელმთავარს ისე ცხადად ახსოვდა ის კაცი, თითქოს წინა
დღით ჰყავდა ნანახი. მარტინესის იოლად დავიწყება შეუძლე-
ბელი იყო. გვერდით ისე ვერავინ ჩაუვლიდა, მისი ფიზიკური
ძალა და მბრძანებლური კადნიერება არ ეგრძნო. ტანად ეპის-
კოპოსზე მაღალი არ ეთქმოდა, მაგრამ უზარმაზარი კაცის
შთაბეჭდილებას კი ტოვებდა. კამეჩივით მხარ-ბეჭის პატრონს
სქელ კისერზე გამომწვევად ადგა დიდრონი თავი. ლოყასავ-
სე, აჭრელებული და კვერცხის ფორმის ესპანური სახე ჰქონ-
და. რა ცხადად ედგა თვალწინ ეს სახე ეპისკოპოსს! უცნაური
კი იყო, მაგრამ ლატური მოხარული იქნებოდა, ხელახლა ეხი-
ლა მისი მაღალი, ვიწრო შუბლი, მორკალულ ფოსოებში
ღრმად ჩამჯდარი ყვითლად მოელვარე თვალები და სავსე,
ერთობ ღაჟღაჟა ლოყები. თითქოს ანგლო-საქსონური იერიც
დაჰკრავდა მარტინესის სახის მოძრავ კუნთებს, რომლებიც
თვალისდახამხამებაში იცვლებოდნენ გრძნობათა ცვალება-

115
დობის კვალდაკვალ. ამ კაცის პირი ძალადობრივ, დაუოკე-
ბელ ვნებებსა და ტირანულ თავნებობაზე მეტყველებდა.
მსხვილი ტუჩები შეშინებული ან სურვილისგან შეპყრობილი
აფხორილი ცხოველივით ჰქონდა დაძაბული.
მამა ლატურს გადაწყვეტილი ჰქონდა ბოლო მოეღო უკა-
ნონო პიროვნული ძალაუფლებისთვის, თვით შორეულ ეპარ-
ქიებშიც კი. ეს ადამიანი ეპისკოპოსისთვის უკვე კოლორიტულ
და შთამბეჭდავ, თუმცა წარსულიდან გადმოსულ არაფრის
მაქნის ფიგურად ქცეულიყო.
ეპისკოპოსმა და ხასინტომ მთები უკან მოიტოვეს და ბილი-
კით პირდაპირ აბზინდის ბუჩქებით დაფარულ ველზე ამოყვეს
თავი. აბზინდას ადამიანის ფეხის სიმსხო ღეროები ჰქონდა.
ხასინტომ ხელი გაიშვირა მტვრის ღრუბლისკენ, რომელიც
მათკენ მთელი სისწრაფით მოიწევდა. ასზე მეტკაციანი ინდი-
ელთა და მექსიკელთა ცხენოსანი ჯგუფი ეპისკოპოსის დასახ-
ვედრად გამოსულიყო და შეძახილებითა და თოფის სროლით
ეგებებოდა მღვდელმთავარს.
მოახლოებულ ცხენოსანთა შორის აშკარად გამოირჩეო-
და პადრე მარტინესი. მას ირმის ტყავის ბრიჯები და ვერცხლის
დეზებიანი ჩექმები ეცვა, თავზე ფართოფარფლიანი მექსიკუ-
რი ქუდი ეხურა, მხრებზე კი დიდებული შავი მოსასხამი პლე-
დივით შემოეხვია. იგი ეპისკოპოსისკენ გაემართა, თავის შავ
იაბოს სადავე მოსწია, ცხენი შეაყენა, ქუდი მოიხადა და პომ-
პეზური ჟესტით მიესალმა მღვდელმთავარს. ამასობაში მისი
თანმხლებნიც მოგროვდნენ და მუშკეტების ჰაერში სროლით
გარს შემოეხვივნენ ღვთისმსახურებს.
ცხენებზე ამხედრებულმა ორმა მღვდელმა მხარდამხარ
შეაბიჯა ლოს რანჩოს დე ტაოსში, პატარა, ყვითელკედლები-
ან, მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებიან და მწვანე ბაღჩებიან ქალაქ-
ში. მთელი მოსახლეობა ეკლესიის წინ, მოედანზე შეკრები-
ლიყო. ცხენიდან ჩამოსულ ეპისკოპოსს ქალებმა თავიანთი
თავსაფრები ფიანდაზად დაუფინეს მტვრიან ბილიკზე გასავ-
ლელად. მუხლებზე დაცემულ მრევლს რომ ჩაუარა, ქალიან-
კაციანად, ყველა წაეპოტინა ხელზე, საეპისკოპოსო ბეჭედზე
სამთხვევად. მსგავსი რამ თავის სამშობლოში რომ მომხდა-

116
რიყო, ამაზრზენად მოეჩვენებოდა ჟან მარი ლატურს. მაგრამ
იმ ქვეყანაში, სადაც ახლა იმყოფებოდა, გრძნობათა ასეთი გა-
მოვლენა წარმოადგენდა იმ დვრიტის შემადგენელ ნაწილს,
რომელიც ასე გამჯდარიყო ადგილობრივ პეიზაჟში, ბაღებში,
აღუდღუდებულ კაქტუსებში, ჭრელაჭრულად მორთულ საკურ-
თხევლებში, ტანჯული ქრისტეების, მწუხარე ქალწულებისა და
ადამიანს ძალზე მიმსგავსებულ წმინდანთა გამოსახულებებ-
ში. ეპისკოპოსმა უკვე კარგად იცოდა, რომ ამ ხალხისთვის რე-
ლიგია აუცილებლად სანახაობრივი უნდა ყოფილიყო.
ლოს რანჩოსიდან მთელი ჯგუფი, რუხი ტრამალის გავ-
ლით, სწრაფად გაემართა ტაოსში, ეკლესიის პირდაპირ მდე-
ბარე მღვდლის სახლისკენ, სადაც უამრავ ხალხს მოეყარა თა-
ვი. ყველა მუხლებზე დაეცა, გარდა ერთი მოუხეშავი, ათი-
თორმეტი წლის ბიჭისა, რომელიც პირდაღებული და ქუდმო-
უხდელი იდგა. პადრე მარტინესი რამდენიმე დაჩოქილ ქალს
ხელით შეეხო თავზე, მერე ბიჭს ქუდი მოაგლიჯა და ხმაურით
შემოსცხო ყურებზე. როცა მამა ლატურმა პროტესტის ნიშნად
რაღაც წაილუღლუღა, ადგილობრივმა მღვდელმა თავხედუ-
რად უპასუხა:
– ეს ჩემი შვილია, ეპისკოპოსო! დროა, წესიერი მანერები
ვასწავლო.
ლატური მიხვდა, რომ მარტინესი განგებ მოიქცა ასე.
მღვდელმთავარს ჩვეულმა თავშეკავებამ არ უმტყუნა, მოძ-
ღვრის გამოწვევა მიიღო და პადრეს სახლში შეაბიჯა. ორივე
მარტინესის კაბინეტში შევიდა და იატაკზე მძინარე კაცი და-
ინახა. ზორბა, მსუქანი ახალგაზრდა ზურგზე იწვა და ბალიშად
წიგნი ამოედო, სუნთქვისას მთელი ტანი საოცრად აუდიოდ-
ჩაუდიოდა.…ფრანცისკანული ყავისფერი სამოსი ეცვა და თმა
მოკლედ ჰქონდა შეკრეჭილი. მის დანახვაზე პადრე მარტი-
ნესს სიცილი აუტყდა და ერთი გემრიელი წიხლიც უთავაზა
ნეკნებში. ყმაწვილი ფეხზე წამოხტა და შეცბუნებული გაიძურ-
წა შიდა ეზოში.
– ეი, შენ, – მიაძახა პადრემ, – დღისით ძილი იმ ახალგაზ-
რდა კაცებმა იციან, ვინც ღამით ბევრს მუშაობს! სანთლის

117
…შუქზე ხომ არ მეცადინეობდი? გამოცდა უნდა ჩაგიტარო თე-
ოლოგიაში!…
მის სიტყვებს ქალების ხითხითი მოჰყვა მოპირდაპირე
ფანჯრებიდან, რომლებიც ეზოს გადმოჰყურებდა. სწორედ ამ
ეზოში გასაშრობად გაფენილ სარეცხს შეაფარა თავი გაქცე-
ულმა. მაღალი, სრული ტანის ყმაწვილი მოიხარა და სველი
ზეწრების უკან გაუჩინარდა.
– ეს ჩემი მოწაფე ტრინიდადი იყო, – უთხრა მარტინესმა,
– ჩემი ძველი მეგობრის, აროიო ჰონდოს მღვდლის, მამა ლუ-
ცეროს ძმისშვილია, ჯერ ბერია, მაგრამ გვინდა, რომ წოდება
მიიღოს. დურანგოს სემინარიაში გავაგზავნეთ, მაგრამ ვერა-
ფერი ისწავლა; არ ვიცი, სახლს რომ მოშორდა იმიტომ, თუ
უტვინობის გამო. ჰოდა, ახლა მე ვასწავლი აქ. ერთ მშვენიერ
დღეს მღვდლად ვაქცევთ.
მამა ლატურს უთხრეს, თავი ისე ეგრძნო, როგორც საკუ-
თარ ოჯახში, მაგრამ ამის სურვილი ნამდვილად არ ჰქონ-
და.…ირგვლივ არსებული უწესრიგობა მოთმინების ფიალას
უვსებდა. პადრეს საწერ მაგიდაზე ბურნუთი იყო მოფრქვე-
ული, იმავე მაგიდაზე ერთმანეთზე დაწყობილი წიგნები ისე
აკოკოლავებულიყო, რომ კედელზე დაკიდებულ ჯვარცმას ფა-
რავდა. წიგნები გროვად ეწყო სკამებზეც და მაგიდებზეც; მათ,
ისევე, როგორც მთელ იატაკს, გაზაფხულზე ამოვარდნილი
ქვიშის ქარიშხლის მოტანილი ბუქი დასდებოდა. მამა მარტი-
ნესის ჩექმები და ქუდები ოთახის კუთხეებში ეყარა, ქურთუკე-
ბი და ანაფორები ზოგი საკიდებზე ეკიდა, ზოგი კი აქა-იქ, ავეჯ-
ზე იყო მიფენილი. უამრავი, ახალგაზრდა თუ ხნიერი, მსახური
ქალი და დიდრონი, ყვითელი, ფუმფულა, აშკარად განსაკუთ-
რებული ჯიშის კატა ირეოდა ირგვლივ: ზოგს ფანჯრის რაფაზე
ეძინა, ზოგი შიდა ეზოში, ჭის თავზე გაწოლილიყო. ყველაზე
გაბედულები კი პირდაპირ სუფრასთან მიდიოდნენ, სადაც
პატრონი საკუთარი თეფშიდან აჭმევდა.
სავახშმოდ რომ დასხდნენ, მასპინძელმა…ეპისკოპოსს წა-
რუდგინა ის მსუქანი, ახალგაზრდა, თვალშისაცემად ღიპიანი
კაცი, ცოტა ხნის წინ იატაკზე რომ ეძინა. მღვდელმა კვლავ გა-
იმეორა, რომ ის ტრინიდად ლუცეროს ამეცადინებდა და საკუ-

118
თარ მდივნად ამზადებდა. მერე ისიც დასძინა, რომ ყმაწვილი
დროს ძირითადად სამზარეულოში ატარებდა და გოგოებს
ხელს უშლიდა მუშაობაში.
ეს ყველაფერი ითქვა ამ ახალგაზრდის თანდასწრებით,
მაგრამ მას წარბიც არ შეუხრია. მთელი ყურადღება მოშუშუ-
ლი ცხვრის ხორცისკენ მიეპყრო, რომლის შთანთქმაც წარმო-
უდგენელი სისწრაფით დაიწყო, როგორც კი თეფში მიუტანეს.
მოგვიანებით ეპისკოპოსმა შეამჩნია, რომ ტრინიდადს ღარი-
ბი ნათესავივით თუ მსახურივით ეპყრობოდნენ, ასრულები-
ნებდნენ სხვადასხვა დავალებას – უცერემონიოდ ავალებ-
დნენ პადრესთვის ჩექმებისა თუ შეშის მიტანას, ან მისთვის
ცხენის შეკაზმვას. მამა ლატურს იმდენად არ მოეწონა ეს პი-
როვნება, რომ მისკენ გახედვაც კი არ სურდა. ახალგაზრდა
კაცს გამაღიზიანებლად გამოშტერებული მსუქანი სახე ნაც-
რისფერ, ცხიმიან რბილ ყველს მიუგავდა. სიმსუქნისგან პირის
კუთხეებში ფენებად ელაგა ჩვილი ბავშვების ფეხებზე გაჩენი-
ლი ნაკეცების მსგავსი ნაოჭები. რკინის ჩარჩოიანი სათვალის
ხიდი ცხვირის რბილ ხორცში ჩასჭედოდა. მთელი ვახშმის გან-
მავლობაში ერთი სიტყვაც არ უთქვამს. სამაგიეროდ ისე ხარ-
ბად ილუკმებოდა, თითქოს ეშინოდა, საჭმელს ვეღარასოდეს
ვნახავო. თუ ერთი წამით მოწყვეტდა თვალს თეფშს, იგივე
ხარბი გამომეტყველებით მიაჩერდებოდა ხოლმე მაგიდასთან
მომსახურე გოგოს, რომელიც, ეტყობოდა, აგდებულად ექ-
ცეოდა და აბუჩად იგდებდა. ეს „სტუდენტი“ ისეთ შთაბეჭდი-
ლებას ტოვებდა, თითქოს ამა თუ იმ ავხორცული მიდრეკილე-
ბის გამო გამოშტერდადადაო.
ანაფორა რომ არ დასვროდა, პადრე მარტინესს ყელის ირ-
გვლივ ჩაფენილი ჰქონდა ხელსახოცი და მადიანად ილუკმე-
ბოდა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მზარეული ჰყავდა, სა-
დილი მაინც ძალზე მწირი მოეჩვენა ეპისკოპოსს; სამაგი-
ეროდ, ელ პასო დელ ნორტედან ჩამოტანილი ღვინო იყო ჩი-
ნებული.
ვახშმობისას მასპინძელმა ყოველგვარი მორიდების გარე-
შე ჰკითხა ლატურს, მღვდლობისთვის აუცილებელ პირობად
მიაჩნდა თუ არა დაუქორწინებლობის აღთქმის დადება.

119
მამა ლატურმა მარტივად უპასუხა, რომ ეს საკითხი მრავა-
ლი წლის წინ გულდასმით განიხილეს და ერთხელ და სამუდა-
მოდ დაადგინეს.
– ერთხელ და სამუდამოდ არაფერი წყდება, – გაცხარებით
უპასუხა მარტინესმა, – დაუქორწინებლობა შესაძლოა ძალი-
ან კარგად მოირგონ ფრანგებმა და არა ჩვენ, ესპანელებმა.
წმინდა ავგუსტინე ამბობს, ბუნების წინააღმდეგ წასვლა არ
ეგების. მე ბევრი მტკიცებულება ვიპოვე იმისა, რომ სიბერეში
ნანობდა თვითშეზღუდვების გამო.
ეპისკოპოსი დაინტერესდა ქადაგებათა იმ ამონარიდებით,
საიდანაც ამგვარი დასკვნა გამოიტანა მარტინესმა, რადგან
მიაჩნდა, რომ ძალზე კარგად იცნობდა ნეტარია ავგუსტინეს
აღსარებებს.
– ეგ აბზაცები სადღაც მაქვს ჩაწერილი, სანამ გაემგზავრე-
ბით, ვიპოვი. ალბათ გულისყურით გაქვთ წაკითხული. და-
უქორწინებელ მღვდლებს დაკარგული აქვთ გაცნობიერების
უნარი, ვერც ერთი მათგანი ვერ ჩასწვდება ცოდვების მონა-
ნიებისა და შენდობის არსს, სანამ თვითონ არ შესცოდებს. იმ-
დენად, რამდენადაც ხორციელი ლტოლვა ცდუნების ყველაზე
გავრცელებული ფორმაა, ჯობს, წარმოდგენა იქონიონ მასზე.
სული არ უნდა დამდაბლდეს მარხვებითა და ლოცვებით, ის
უნდა დაითრგუნოს მოკვდავთა ცოდვებით, რომ შეიგრძნოს
მიტევების მადლი და ღირსი გახდეს ღვთის წყალობისა. სხვაგ-
ვარად რელიგია მხოლოდ უსიცოცხლო ლოგიკად დარჩება.
– ეს ის საკითხია, რაზეც მე და თქვენ მოგვიანებით ვიმსჯე-
ლებთ და საკმაოდ დიდხანსაც, – მშვიდად უპასუხა ეპისკო-
პოსმა, – მე შევცვლი ამგვარ მიდგომებს მთელ ჩემს ეპარქია-
ში და, რაც შეიძლება, სწრაფად.
იმედი მაქვს, ძალზე მცირე დრო დამჭირდება საიმისოდ,
რომ აქ აღარ დარჩეს თუნდაც ერთი მღვდელი, რომელიც არ
აღასრულებს იმ ფიცს, რითიც სამუდამოდაა მიჯაჭვული სა-
კურთხეველს.
შავტუხა პადრემ გაიცინა და მის მხარზე ამძვრალი დიდი
კატა ძირს მოისროლა.

120
– ძალზე ბევრი საქმე გექნებათ, ეპისკოპოსო. ბუნებამ უპი-
რატესობა თქვენ მოგანიჭათ, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენი
ადგილობრივი მღვდლები უფრო ღვთისმოსავნი არიან, ვიდ-
რე თქვენი ფრანგი იეზუიტები. ჩვენ აქ ცოცხალი ეკლესია
გვაქვს და არა ევროპული რელიგიის მსახვრალი ხელი. ჩვენი
რელიგია მიწიდან აღმოცენდა და თავისი ფესვები აქვს. ჩვენ
მშობლიურ პატივს მივაგებთ პირადად მამა ღმერთს და არა
რომს, რომელსაც აქ ავტორიტეტი არ გააჩნია. ჩვენ არ ვით-
ხოვთ სამისიონერო კონგრეგაციის დახმარებას და ვბრა-
ზობთ, როცა ჩვენს საქმეებში ერევიან. ის რელიგია, რაც
ფრანცისკანელმა მამებმა დაგვინერგეს, აღმოიფხვრა; ახლა
აქ მეორე, ადგილობრივი რწმენა ხარობს. ადგილობრივი
ხალხი ამქვეყნად ყველაზე ღვთისმოშიშია. თუკი თქვენი ევ-
როპული ფორმალობებით ძირს გამოუთხრით ამ რწმენას,
ყველა უღმერთო და მრუში გახდება.
მარტინესის ენამჭევრობის პასუხად, ეპისკოპოსმა თავა-
ზიანად განაცხადა, რომ ჩამოსული იყო არა ხალხის რელიგი-
ისგან გასარიყად, არამედ, ზოგიერთი მღვდლისთვის მათ მი-
ერ მართული სამრევლოების ჩამოსართმევად, თუ ისინი
ცხოვრების წესს არ შეიცვლიდნენ.
მშვენიერ განწყობაზე მყოფმა მამა მარტინესმა ჭიქა შეივ-
სო და უპასუხა:
– მე ვერ ჩამომართმევთ ჩემსას. აბა სცადეთ! დავრაზმავ
ჩემს ეკლესიას. თქვენ შეგიძლიათ გყავდეთ ეგ თქვენი ტაოსე-
ლი მღვდელი, მე კი მეყოლება ხალხი!
ამ სიტყვებით პადრემ სუფრა მიატოვა, ზურგით მიეფიცხა
ბუხარს, ანაფორა წელამდე აიწია და შარვალი ცეცხლს მიუშ-
ვირა:
– თქვენ ახალგაზრდა კაცი ხართ, ჩემო ეპისკოპოსო, – გა-
ნაგრძო მან, თან დიდი თავი უკან გადააგდო და ჭერის გაჭვარ-
ტლულ კოჭებს ახედა, – და არაფერი იცით ინდიელებისა და
მექსიკელების შესახებ. თუ შეეცდებით ევროპული ცივილიზა-
ციის აქ შემოტანას, ჩვენი ძველი წესების შეცვლას, ჩაერევით
ინდიელთა საიდუმლო ცეკვებში, ანდა, ვთქვათ, გააუქმებთ
თვითგვემის სისხლიან რიტუალებს, შემიძლია გიწინასწარ-

121
მეტყველოთ, რომ ნაადრევად გეწვევათ სიკვდილი. გირჩევთ,
სანამ რეფორმებს დაიწყებდეთ, ჩვენი ეროვნული ტრადიციე-
ბი შეისწავლოთ. თქვენ, ჩემო ფრანგო, ბარბაროსების, ორი
ველური რასის გარემოცვაში იმყოფებით. ის ბნელი მხარეები,
რასაც თქვენი რწმენა კრძალავს, ინდიელთა რელიგიის ნაწი-
ლია. აქ მაგ თქვენს ფრანგულ წესებს ვერ დანერგავთ.
აამ საუბარში იყვნენ, ტრინიდადი რომ ადგა, მშვიდად,
მორჩილად დახარა თავი ეპისკოპოსის წინაშე და ნელა გა-
იძურწა სამზარეულოსკენ. როგორც კი მისი ყავისფერი სამო-
სი კარს მიღმა გაუჩინარდა, მამა ლატური მკვეთრი მოძრაო-
ბით მიუტრიალდა მასპინძელს:
– მარტინეს, მე უკადრისად მიმაჩნია ასე დაუდევრად სა-
უბარი ახალგაზრდა კაცის თანდასწრებით, მით უმეტეს, რომ
ეს არის ყმაწვილი, რომელიც მღვდლობას სწავლობს. უფრო
მეტიც, არ მესმის, ამ ყაიდის ახალგაზრდა რატომ უნდა წააქე-
ზო საიმისოდ, რომ სასულიერო პირი გახდეს. მას არასოდეს
ეყოლება მრევლი ჩემს ეპარქიაში.
მარტინესმა გაიცინა და გრძელი, ყვითელი კბილები გა-
მოაჩინა. სიცილი სრულებით არ მოუხდა, ძალზე დიდი და გა-
მოკვეთილად საზიზღარი კბილები ჰქონდა:
– ტრინიდადი აროიო ჰონდოში წავა, როგორც ბიძამისის
თანაშემწე, რადგან ის უკვე მოხუცდა. ეს ყმაწვილი ძალზე
მორწმუნეა. თქვენ ის ვნების კვირაში უნდა ნახოთ, აბიქიუში
მიდის ხოლმე და სულ სხვა ადამიანი ხდება, უმძიმეს ჯვარს
ეზიდება ყველაზე მაღალი მთისკენ და სხვებზე მეტი მათრახი
ხვდება. უკან დაბრუნებულს ზურგში იმდენი კაქტუსის ეკალი
აქვს ჩარჭობილი, რომ გოგოებს ქათამივით უწევთ მისი პუტვა.
მამა ლატური დაღლილი იყო და ვახშმის დამთავრებისთა-
ნავე მისთვის განკუთვნილი ოთახისკენ გაეშურა. ლოგინი მო-
სინჯა, სუფთა და მოხერხებული ჩანდა, მაგრამ გარემო მაინც
ეხამუშებოდა, არ მოსწონდა სახლის ატმოსფერო. ჭურჭლის
რეცხვის ჩხაკაჩხუკმა და ეზოდან შემომავალმა ქალების ხით-
ხითმა კარგა ხანს არ დააძინა; ბოლოს, როგორც იქნა, დუ-
მილმა დაისადგურა, მაგრამ ახლა მამა მარტინესმა დაიწყო
ხვრინვა რომელიღაც ოთახში. როგორც ჩანს, ეზოში გამავა-

122
ლი კარი ღია დარჩა, რადგან, სხვაგვარად, ოთახების გამყო-
ფი ალიზის სქელი ტიხრებიდან ხმა არ გამოვიდოდა. პადრე
გახელებული ხარივით ხვრინავდა. ეპისკოპოსმა გადაწყვიტა
ამდგარიყო, ეპოვა კარი და მიეხურა. ლატური წამოდგა, სან-
თელი ანთო და უხალისო სიმტკიცით გამოაღო კარი. ოთახში
ღამის ნიავმა დაჰქროლა და კედლიდან იატაკისკენ რაღაც ჩა-
აფრიალა. ლატურს თაგვი ეგონა, მაგრამ ქალის თმა აღმოჩ-
ნდა, რომელიღაც ფეთხუმი დედაკაცის მიერ თავის მოწესრი-
გებისას სავარცხლიდან მოცლილი და კუთხეში დაუდევრად
მიგდებული. ნანახმა საშინლად აღაშფოთა ეპისკოპოსი.
საზეიმო მესა მეორე დღეს, დილის თერთმეტ საათზე აღავ-
ლინეს. ღვთისმსახურება მღვდელმა შეასრულა, ეპისკოპოსი
კი მღვდელმთავრის სავარძელში იჯდა. ლატური ძალზე კმა-
ყოფილი გახლდათ ტაოსის ეკლესიით; შენობა სუფთა და კარ-
გად გარემონტებული იყო, მრავალრიცხოვანი და მორწმუნე
მრევლი ჰყავდა. დახვეწილი მაქმანები, თოვლივით ქათქათა
გადასაფარებელი და ბზინვარე თითბრით მორთული საკურ-
თხეველი მნათეთა თავგამოდებასა და ერთგულებაზე მეტყვე-
ლებდა. ეკლესიის მსახურ ბიჭებს ალისფერ ანაფორებზე
მდიდრული, ხელნაკეთი მაქმანებისგან შეკერილი პერანგები
შემოეცვათ. მამა მარტინესის მიერ შესრულებულ მესაზე უფ-
რო შთამბეჭდავი ეპისკოპოსს არასოდეს არაფერი მოესმინა.
აპადრეს ლამაზი ბარიტონი ჰქონდა, ხმა მისი წიაღის ემოციუ-
რი ძალით მოსილი სიღრმეებიდან ამოდიოდა. ამ მსახურება-
ში არაფერი იყო უგულებელყოფილი, ყოველ ფრაზასა თუ
ჟესტს მთელი სიდიადით წარმოაჩენდა, ხოლო „სულიწმინდის
გარდამოსვლა“ შავგვრემანმა მღვდელმა მთელი არსებით,
ლამის საკუთარი სისხლისა და ხორცის გაღებით განასახი-
ერა. ეს მექსიკელი სწორად რომ ყოფილიყო დაკვალიანებუ-
ლი, მისგან დიდებული ადამიანი დადგებოდა. ის, ერთდრო-
ულად, მოურიდებელი, შემაშფოთებელი, იდუმალებით მოცუ-
ლი და მიმზიდველი პიროვნება გახლდათ.
მირონცხების შემდეგ მამა მარტინესმა ცხენები მოაყვანი-
ნა და ეპისკოპოსი თავისი ფერმებისა და საქონლის დასათვა-
ლიერებლად წაიყვანა – მოატარა საკუთარი რანჩოები, ტაოს-

123
სა და ინდიელთა პუებლოს შორის მდებარე უხვმოსავლიანი
მიწები, რომლებიც, როგორც მამა ლატურმა გადმოცემით
იცოდა, ზემოხსენებული ჩამოხრჩობილი შვიდი ინდიელისგან
გადაეცა მფლობელობაში მექსიკელს. გზაში მარტინესმა აგ-
დებულად ახსენა ბენთისა და ხალხის ხოცვა-ჟლეტა და წაიტ-
რაბახა, – თუ ოდესმე რამენაირი არეულობა მომხდარა ნიუ-
მექსიკოში, ყველაფერი ტაოსში იწყებოდაო. პუებლოს დასავ-
ლეთით რომ შეჩერდნენ, მზის ჩასვლას აღარაფერი უკლდა.
ინდიელთა ეს დასახლება ძალზე განსხვავდებოდა ყველა იმ
სოფლისგან, სადაც კი ეპისკოპოსს დაედგა ფეხი. პირამიდის
ფორმის ორი დიდი კომუნალური სახლი ოქროსფრად გაენა-
თებინა შუადღის მზეს, მათ უკან კი მეწამული მთა წამომართუ-
ლიყო. თეთრბურნუსებიანი23 ოქროსფერი მამაკაცები გამო-
სულიყვნენ სახლების ბანებზე, რომლებიც საფეხურებს უფრო
ჰგავდა; კაცები იდგნენ უტყვად, ქანდაკებებივით და, აშკარად,
სინათლის ცვლილებას უცქერდნენ მთაზე. ირგვლივ ღვთიური
დუმილი სუფევდა, მხოლოდ თხების კიკინი მოდიოდა ოქროს-
ფერი მტვრის ღრუბლებიდან.
როგორც პადრემ უთხრა, ამ სახლებში უკვე ათას წელზე
მეტხანს მკვიდრობდა აქაური ტომი. კორონადოს ექსპედიცი-
ის წევრები მათ აღწერდნენ, როგორც უმაღლესი კატეგორიის
ინდიელებს, ლამაზ და ღირსეული ზნის ხალხს, რომლებიც ევ-
როპელების მსგავსად ირმის ტყავის ქურთუკებსა და შარ-
ვლებს ატარებდნენ.
მეწამული მთა ტყით კი იყო შემოსილი, მაგრამ, სანდიას
შიშველი მთების მსგავსად, სალი კლდის ფორმები ჰქონდა მი-
ღებული. მასზე, ძირითადად, მარადმწვანე მცენარეები ხა-
რობდა; კანიონებსა და ღარტაფებზე ამოსული ვერხვის ხეები
და ხეობაში ჩაფენილი მათი ღია მწვანე ფერი, დაკლაკნილი,
ნამგლისებური და ნახევარწრის ფორმის სიმბოლოებივით იკ-
ვეთებოდა ნაძვნარის მუქ ფონზე. ეს მთა და მისი ხეობები ძვე-
ლი რელიგიური რიტუალების ჩასატარებელ ადგილებს წარ-
მოადგენდა, უხმაურო ინდიელთა ცხოვრებით იყო გაჯერებუ-

23
ბურნუსი – კაპიუშონიანი ლაბადა.

124
ლი და მათ საიდუმლოებებს ინახავდა საუკუნეთა განმავლო-
ბაში. ამის შესახებაც პადრესგან შეიტყო ლატურმა.
– დამერწმუნეთ, აქ, სადღაც ინახავენ პოპეს ესტუფას24,
მაგრამ თეთრკანიანებს მისი ნახვა ეკრძალებათ. მე მხედვე-
ლობაში მაქვს ის ესტუფა, რომელშიც ინდიელი ოთხი წლის
განმავლობაში ისე ჩაიკეტა, რომ დღის სინათლისთვის თვა-
ლიც არ მოუკრავს და მოამზადა 1680 წლის აჯანყება. თქვენ
ალბათ ყველაფერი იცით, ამ ამბოხების შესახებ, ეპისკოპოსო
ლატურ!
– რაღაც, რა თქმა უნდა, მახსოვს მარტიროლოგიიდან25,
მაგრამ არ ვიცოდი, ეს ყოველივე ტაოსიდან თუ იღებდა სათა-
ვეს.
– წეღან არ გითხარით, ყველა უბედურების სათავე ტა-
ოსია-მეთქი? – ნიშნის მოგებით თქვა პადრემ, – პოპე სან ხუ-
ანის ინდიელთა შორის დაიბადა, მაგრამ ნაპოლეონის კორსი-
კელობის არ იყოს, ყველაფერს ტაოსიდან მართავდა.
პადრე მარტინესმა ბევრი რამ იცოდა თავის ქვეყანაზე,
რომელსაც დაწერილი ისტორია არ გააჩნდა. ეპისკოპოსის-
თვის ცნობილი იყო ეს ამბავი, რადგან ახალი სამყაროს მარ-
ტიროლოგიაში მთელი თავი ეთმობოდა ამ მოვლენას. თუმცა
მარტინესმა ბევრად მეტი უამბო 1680 წლის ინდიელთა დიდი
აჯანყების შესახებ. მაშინ უამრავი ესპანელი მოკლეს ან გააძე-
ვეს ისე, რომ ერთი ევროპელიც კი არ დაუტოვებიათ ელ პასო
დელ ნორტეში.
ნავახშმევს, სანამ მასპინძელი ბურნუთის ყნოსვით იყო
გართული, მამა ლატურმა დაწვრილებით გამოჰკითხა მისი
ცხოვრების შესახებ.
მარტინესი აბიქიუში, ტაოსის დასავლეთით, ეულად მდგა-
რი, წვერწაკვეთილი პირამიდის ფორმის ცისფერი მთის ქვეშ
დაიბადა. ეს იყო ერთ-ერთი უძველესი მექსიკური დასახლება
იმ ტერიტორიაზე; გარშემო ერტყა ისეთი ღრმა კანიონები და
უსწორმასწორო მთაგრეხილები, რომ, ფაქტობრივად, მოწ-

24
პოპე – ინდიელი მეამბოხე; ესტუფა (ესპ.) – ღუმელი.
25
ქრისტიანობისათვის წამებულთა ცხოვრების აღწერა.

125
ყვეტილი იყო გარე სამყაროს. ასე განმარტოებით ცხოვრების
გამო იქაურებს პირქუში ხასიათი ჰქონდათ და გამძაფრებული
ფანატიზმით ეკიდებოდნენ რელიგიას, ვნების კვირას აღნიშ-
ნავდნენ ჯვრის ზიდვითა და დასისხლიანებამდე მისული
თვითგვემით.
ასწორედ იმ ადგილას გაიზარდა ანტონიო ხოსე მარტინე-
სი. წერა-კითხვის უცოდინარი ჭაბუკი ოცი წლის ასაკში და-
ქორწინებულა, ხოლო ოცდასამი წლისას ცოლიც დაუკარგავს
და შვილიც. კითხვა ქორწინების შემდეგ შეუსწავლია სამრევ-
ლოს მღვდლისგან, ხოლო დაქვრივების შემდგომ მღვდლობა
გადაუწყვეტია და სასწავლებლად წასულა. თან წაუღია ტან-
საცმელი და ცოტაოდენი ფული, რაც საკუთარი სახლის გაყიდ-
ვის წყალობით დარჩენია, და ცხენით გამგზავრებულა დურან-
გოში, ძველ მექსიკოში. იქ სემინარიაში მოწყობილა და თავ-
დაუზოგავად შესდგომია მეცადინეობას.
ეპისკოპოსს კარგად ესმოდა, რას ნიშნავდა ინტენსიური
აკადემიური კურსის გავლა ახალგაზრდა კაცისთვის, რომელ-
მაც კითხვა მხოლოდ ზრდასრულ ასაკში ისწავლა. მარტინესი
დიდად განსწავლული აღმოჩნდა. ის იცნობდა არამარტო
წმინდა მამების ნაშრომებს, არამედ, ლათინურ და ესპანურ
კლასიკასაც. სემინარიაში გატარებული ექვსი წლის შემდეგ
თავის მშობლიურ აბიქიუში მღვდლად დაბრუნდა. მას გულ-
მხურვალედ უყვარდა პირამიდის მოყვანილობის მთის ძირში
მიყუჟული თავისი ძველი სოფელი. ტაოსში დამკვიდრებიდან
მოყოლებული, სადაც უკვე ნახევარი ცხოვრება ჰქონდა გატა-
რებული, დროდადრო ცხენით მიემგზავრებოდა ხოლმე აბიქი-
უში, რადგან იქაური ყვითელნიადაგიანი მიწის სურნელი სალ-
ბუნად ედებოდა მის სულს. რა თქმა უნდა, ამერიკელები სძულ-
და, რადგან ამერიკული ოკუპაცია მისნაირი ადამიანებისთვის
დამღუპველად მიაჩნდა. მარტინესი ძველებური ყაიდის კაცი
იყო, აბიქიუს ღვიძლი შვილი, და მისი დრო უკვე წასულიყო.
ტაოსიდან გამგზავრებულმა ეპისკოპოსმა კიტ კარსონის
რანჩოში შეიარა. მან იცოდა, რომ კიტი ცხვრის საყიდლად
იყო წასული, მაგრამ მამა ლატურს სურდა სინიორა კარსონის
მონახულება, რათა კიდევ ერთხელ გადაეხადა მადლობა სა-

126
ცოდავი მაგდალენასთვის გაწეული სიკეთის გამო და ეცნობე-
ბინა, რომ ის ახლა სანტაფეს სკოლაში მონაზვნებთან ერთად
ერთგულად შრომობდა და ბედნიერად გრძნობდა თავს.
სინიორა მას იმ მშვიდი, მაგრამ გულითადი სტუმართმოყ-
ვარეობით შეხვდა, რაც, ზოგადად, მექსიკურ ოჯახებს თავისე-
ბურ ხიბლს ანიჭებს. მაღალ, ტანწერწეტა ქალს დაშვებული
მხრები, მოელვარე შავი თვალები და თმა ჰქონდა. იმის მიუხე-
დავად, რომ კითხვა არ იცოდა, მისი სახეცა და საუბარიც სი-
ნიორას გონიერებაზე მიანიშნებდა. ეპისკოპოსის აზრით, ის
ლამაზიც იყო, ხოლო მისი თავდაჭერილობა იმ მოწესრიგებუ-
ლი ცხოვრების წესზე მეტყველებდა, აგრერიგად რომ აღაფ-
რთოვანებდა ლატურს. ამ ხალისიან ქალბატონს კარგი იუმო-
რის გრძნობაც არ აკლდა. მასთან სავსებით თავისუფლად შე-
იძლებოდა კონფიდენციალური საუბარი. ქალმა ისეთი ტონით
უთხრა, – იმედი მაქვს, კარგად იგრძენით თავი პადრე მარტი-
ნესის სახლშიო, რომ აშკარად ეტყობოდა, ეჭვი ეპარებოდა
თავის სიტყვებში, ხოლო, როცა ეპისკოპოსი გამოუტყდა, რო-
გორ გააღიზიანა ტრინიდად ლუცეროს იქ ყოფნამ, სინიორას
ჩაეცინა.
– მასზე ამბობენ, მამა ლუცეროს ვაჟიაო, – უთხრა ქალმა
და მხრები აიჩეჩა, – მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. უფრო სავა-
რაუდოა, პადრე მარტინესის ერთ-ერთი შვილთაგანი იყოს.
იცით, რა დაემართა მას აბიქიუში შარშან, ვნების კვირაში? შე-
ეცადა ჩვენი უფლისთვის მიებაძა და ჯვარზე გაკრულიყო, თუმ-
ცა არა ლურსმნებით! თოკით მიაბმევინა თავი და ასე დაკიდე-
ბული აპირებდა მთელი ღამის გატარებას. აბიქიუში ასეთ რა-
მეებს სჩადიან ხოლმე, იქ ძველ ყაიდაზე იქცევიან. მაგრამ,
ხომ იცით რა მძიმე წონისაცაა, მხოლოდ რამდენიმე საათის
განმავლობაში ეკიდა ამ ყოფაში, ჯვარმა ვეღარ გაუძლო და
ჩამოვარდა. ძალზე შერცხვა. მერე ძელზე მიაბმევინა თავი და
თქვა, რომ იმდენივე როზგის დარტყმას გაუძლებდა, რამდენ-
საც ჩვენმა მხსნელმა გაუძლო, ანუ ექვსი ათასს, როგორც ეს
წმინდა ბრიჯიტის სწავლებიდან არის ცნობილი. ასი დარტყმის
შემდეგ გონება დაკარგა. კაქტუსის მათრახების ცემით ზურგი
ისეთ დღეში ჰქონდა, რომ კარგა ხანს იავადმყოფა. წელს აბი-

127
ქიუდან შეუთვალეს, – ფეხი აღარ ჩამოადგასო! ასე რომ, ეს
წმინდა კვირა აქ გაატარა. ყველას დასაცინად გაიხადა თავი.
ეპისკოპოსმა ქალბატონს სთხოვა, გულწრფელად ეთქვა
მისთვის, რას ფიქრობდა: – შეძლებს თუ არა მარტინესი, ბო-
ლო მოუღოს ამგვარ გადაჭარბებულ სასჯელს სინანულში ჩა-
ვარდნილთათვის? – ქალმა გაიღიმა და თავი გადააქნია:
– ხშირად ვეუბნები ხოლმე ჩემს ქმარს, – იმედია, არ შეეც-
დები ამის შეჩერებას, რადგან ხალხი შენ წინააღმდეგ განეწ-
ყობა-მეთქი. ხნიერი ადამიანები ძველ წეს-ჩვეულებებს არ
დათმობენ, ახალგაზრდები კი ნამდვილად დროს აუწყობენ
ფეხს.
როცა მამა ლატური წასასვლელად გაემზადა, ქალმა მშვე-
ნიერი მაქმანებიანი ქსოვილი ჩაუდო ხურჯინში მაგდალენას-
თვის გადასაცემად.
– არა მგონია, თავისთვის გამოიყენოს, მაგრამ მაინც გა-
უხარდება და მონაზვნებს აჩუქებს. იმ არაადამიანმა ცარიელ-
ზე დატოვა. მისი ჩამოხრჩობის შემდეგ გასაყიდიც არაფერი
დარჩა თოფისა და სახედრის გარდა. სწორედ სახედრების
ხელში ჩასაგდებად შეეცადა ის გარეწარი ორი პადრეს მოკ-
ვლას! ალბათ რელიგიის სიძულვილიც ამოძრავებდა, რად-
გან, როგორც მაგდალენამ გვითხრა, თურმე ხშირად ემუქრე-
ბოდა მოკვლით მორას მღვდელს.
სანტაფეში ეპისკოპოსს მამა ვაილანტი ელოდა. მათ ერ-
თმანეთი აღდგომის შემდეგ არ ენახათ და განსახილველად
ბევრი საკითხი დაგროვებოდათ. ეპარქიის მართვაში ეპისკო-
პოსის მიერ გამოვლენილი გამბედაობა და თავგამოდება უკვე
რომშიც ეღიარებინათ – ცოტა ხნის წინ „პროპაგანდის“ პრე-
ფექტ, კარდინალ ფრანზონისგან წერილი მიეღო, რომელიც
აუწყებდა, რომ სანტაფეს ვიკარიატს ოფიციალურად მინიჭე-
ბოდა ეპარქიის სტატუსი. დაგვიანებული ფოსტით მღვდელ-
მთავარმა აგრეთვე მიპატიჟებაც მიიღო კარდინალისგან. ის
დაბეჯითებით სთხოვდა მამა ლატურს, რომ მომავალ წელს
მნიშვნელოვან კონფერენციას დასწრებოდა ვატიკანში. მარ-
თალია, სწორედ ამ საკითხების განსახილველად შეხვდნენ
ერთმანეთს ეპისკოპოსი და მისი მთავარი ვიკარი, მაგრამ მა-

128
მა ჟოზეფს, როგორც ჩანს, ის უფრო აინტერესებდა, თუ რო-
გორ მიიღეს ეპისკოპოსი ტაოსში.
ძველ ანაფორებში გამოწყობილმა მეგობრებმა მთელი სა-
ღამო სანთლების შუქზე გაატარეს.
– ჯერჯერობით არ შევცვლი იმ უჩვეულო ვითარებას, რო-
მელიც ტაოსში სუფევს, – თქვა მამა ლატურმა, – ახლა ჩარევა
გონივრულად არ მეჩვენება. ეკლესია ძლიერია, ხალხი –
მორწმუნე. იმის მიუხედავად, თუ როგორ იქცევა მღვდელი,
მან მაინც მტკიცე სტრუქტურა შექმნა და მისი სამწყსო მარტი-
ნესის თავდადებული დამცველია.
– როგორ ფიქრობ, მისი გამოსწორება თუ არის შესაძლე-
ბელი?
– გამოსწორებაზე საუბარიც არ ღირს! ის საკმაოდ დიდი
ხნის განმავლობაში იყო პატარა ხელისუფალი. მარტინესს
ხალხი უთუოდ დაიცავს ფრანგი ეპისკოპოსისგან. მოცემულ
მომენტში თვალს დავიბრმავებ ყველაფერზე, რაც არ მომ-
წონს.
– მაგრამ, ჟან, – აღელდა მამა ჟოზეფი, – მთელი მისი
ცხოვრება სკანდალებითაა სავსე, ამის შესახებ ყველა ლაპა-
რაკობს. სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ მიამბეს სამწუხა-
რო ამბავი მექსიკელ გოგოზე, რომელიც ინდიელებს კოსტე-
ლას ხეობაში თარეშის დროს გაუტაციათ. გოგონა რვა წლის
ყოფილა მაშინ, ხოლო, როცა იპოვეს და გამოისყიდეს, უკვე
თხუთმეტი წელი შესრულებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობა-
ში ამ ღვთისმოსავ გოგოს სასწაულებრივად შეუნარჩუნებია
ქალწულობა. მას ყელზე ჩამოკიდებული ჰქონია გვადალუპეს
ღვთისმშობლის ტაძრიდან წამოღებული მედალიონი და თურ-
მე სულ ნასწავლ ლოცვებს კითხულობდა. გოგონას უმანკოე-
ბას ბევრჯერ დამუქრებია საფრთხე, მაგრამ ყოველთვის რა-
ღაც მოულოდნელ გარემოებას გადაურჩენია გაუბედურების-
გან. ისეთი მორწმუნე ყოფილა, რომ მისი პოვნისა და აროიო
ჰონდოში რომელიღაც ნათესავთან გაგზავნის შემდეგ სურვი-
ლი გასჩენია, რელიგიის მსახური გამხდარიყო. აი, სწორედ
მაშინ ჯერ უცდუნებია მარტინესს, შემდეგ კი თავისი ერთ-ერთი

129
მოჯამაგირისთვის მიუთხოვებია ცოლად და ახლა მის რომე-
ლიღაც ფერმაში ცხოვრობს.
– ჰო, კრისტობალმა მიამბო ეგ ამბავი, – უპასუხა ეპისკო-
პოსმა მხრების აჩეჩვით, – მაგრამ პადრე მარტინესი უკვე ბე-
ბერია საიმისოდ, რომ დონ ჟუანის როლი განაგრძოს. არ მინ-
და ტაოსის სამრევლო იქ მოღვაწე პადრეს დასჯის გამო დავ-
კარგო, ჩემო მეგობარო. თანაც, არ მყავს ისეთი ძლიერი
მღვდელი, მის მაგივრად რომ დავნიშნო. შენ ხარ ერთადერ-
თი, ვისაც ამ ვითარებასთან გამკლავება შეუძლია და შენც აქ,
ალბუკერკეში ხარ. ერთ წელიწადში რომში ვიქნები და, იმედი
მაქვს, მოვძებნი ესპანელ მისიონერს, რომელიც ტაოსის სამ-
რევლოს ჩაიბარებს. ჩემი აზრით, მხოლოდ ესპანელი ღვთის-
მსახური იქნება მათთვის მისაღები.
– უდაოდ მართალი ხარ, – უთხრა მამა ჟოზეფმა, – ზოგჯერ
ნაადრევად გამომაქვს ხოლმე დასკვნები. სანამ ევროპაში იქ-
ნები, შესაძლოა, რამე გავაფუჭო. შენი აქ არ ყოფნისას, ვგო-
ნებ, კარგს ვიზამ, თუ ჩემი ძვირფასი ალბუკერკედან სანტაფე-
ში გადმოვალ.
– რასაკვირველია. აქაურებს უფრო მეტად შეუყვარდები,
ცოტა ხნით თუ მოგისაკლისებენ. იმედი მაქვს, დაბრუნებისას
თან წამოვიყვან რამდენიმე ყოჩაღ ოვერნელს, ახალგაზ-
რდებს ჩვენი სემინარიიდან და, მინდა გითხრა, რომ რომელი-
მე მათგანს ალბუკერკეში განვამწესებ. შენ იქ საკმაოდ დიდი
ხანი დაჰყავი, რაც საჭირო იყო, ყველაფერი გააკეთე. მე აქ
მჭირდები, მამაო ჟოზეფ, თორემ მუდმივად მოგვიწევს სამოც-
დაათი მილის გავლა, როდესაც რამის განხილვა იქნება საჭი-
რო.
– ასეც ვიცოდი, რომ ალბუკერკედან ისევე გამომიტაცებ-
დი, როგორც სანდუსკიდან გამომაქცუნე, – ამოიოხრა მამა ვა-
ილანტმა, – იქ რომ ჩავედი, ყველა მე მემტერებოდა, ახლა კი
ყველა ჩემი მეგობარია. ამის მიუხედავად, დროა წამოვიდე, –
მამა ვაილანტმა სათვალე მოიხსნა, დაკეცა და თავის ბუდეში
ჩადო, ამგვარი ჟესტი ყოველთვის მოასწავებდა გადაწყვეტი-
ლების მიღებას სამსახურიდან გადადგომის თაობაზე, – მოკ-
ლედ, ერთ წელიწადში რომში იქნები. სიმართლე რომ გით-

130
ხრა, ალბუკერკეში, ჩემს ხალხთან მირჩევნია დარჩენა. ალ-
ბათ კლერმონშიც ჩახვალ. მშურს შენი. რა სიამოვნებით შე-
ვავლებდი თვალს ჩემს მშობლიურ მთებს. სხვა თუ არაფერი,
ჩემს ოჯახს მოინახულებ და მათ ამბავს ჩამომიტან. თან ის
რამდენიმე შესამოსელიც წამომიღე, რომელსაც ჩემი ძვირფა-
სი და ფილომენე და მისი მონაზვნები სამი წელია მიკერავენ.
ძალზე გამიხარდება, აქ რომ დავიგულებ, – იგი წამოდგა და
მაგიდიდან ერთი სანთელი აიღო, – ჰო, კიდევ, კლერმონიდან
რომ წამოხვალ, ჟან, ჩემთვის ცოტაოდენი წაბლიც ჩაიყარე ჯი-
ბეში!

წუწურაქი

თებერვალში ეპისკოპოსი კიდევ ერთხელ მოაჯდა ცხენს


და სანტაფედან გამავალ გზას დაადგა, ამჯერად უკვე რომში
გასამგზავრებლად. იქ თითქმის ერთი წელი დაჰყო, უკან დაბ-
რუნებულმა კი თან ჩამოიყვანა მონფერანის სემინარიის კურ-
სდამთავრებული ოთხი ახალგაზრდა მღვდელი და რომში
გაცნობილი ერთი ესპანელი მოძღვარი – ტალადრიდი. ეს უკა-
ნასკნელი მან დაუყოვნებლივ გაგზავნა ტაოსში. ეპისკოპოსის
მითითებით პადრე მარტინესი ოფიციალურად იმ შეგნებით
გადადგა სამრევლოს მმართველობიდან, რომ დღესასწაუ-
ლებზე თვითონ აღასრულებდა მესას. მაგრამ ის არ დასჯერდა
მხოლოდ ამ პრივილეგიას და კვლავაც ძველებურად განაგ-
რძო არა მარტო ჯვრისწერისა და დაკრძალვის მსახურებების
ჩატარება, არამედ, თავისი მრევლის დამოძღვრაც. არ გასუ-
ლა დიდი ხანი, რომ ის და მამა ტალადრიდი ერთმანეთის წი-
ნააღმდეგ ღია ომში ჩაებნენ.

131
როცა ეპისკოპოსმა ვერაფრით შეძლო მათ შორის არსებუ-
ლი უთანხმოების ჩაწყნარება, ახალ მღვდელს დაუჭირა მხა-
რი. ამის გამო მამა მარტინესი და მისი მეგობარი, აროიო ჰონ-
დოს მღვდელი მამა ლუცერო აუმხედრდნენ, დაუმორჩილებ-
ლობა გამოაცხადეს და საკუთარი ეკლესია მოიწყეს. როგორც
თვითონ ირწმუნებოდნენ, სწორედ ეს იყო მექსიკის ძველი,
წმინდა კათოლიკური ეკლესია, ხოლო ის, რასაც ეპისკოპოსი
განაგებდა – ამერიკული დაწესებულება. ორივე ქალაქში მო-
სახლეობის უმეტესობამ სქიზმატურ26 ეკლესიაში დაიწყო სი-
არული, თუმცა ღვთისმოშიში მექსიკელების ნაწილი ერთობ
დაბნეული იყო და ორივე ეკლესიაში ესწრებოდა მესას. მამა
მარტინესმა გამოსცა გრძელი და მჭევრმეტყველური პროკ-
ლამაცია (რომლის წაკითხვაც მისი მრევლიდან ძალზე ცოტას
თუ შეეძლო), სადაც ისტორიას იშველიებდა თავისი სქიზმის
გასამართლებლად, თანაც აუქმებდა დაუქორწინებლობის
ვალდებულებას სასულიერო პირთათვის. იმდენად, რამდენა-
დაც, მარტინესიცა და მამა ლუცეროც უკვე კარგა ხნიერები იყ-
ვნენ, ამ კონკრეტულ მუხლს ტრინიდადის გარდა ვერავინ გა-
მოიყენებდა. პირველი, რაც მათ გააკეთეს, იყო ტრინიდადის
მღვდლის ხარისხში აყვანა. აეს ახალგაზრდა მათი თანაშემწე
გახდა და ხშირად უწევდა ტაოსსა და აროიო ჰონდოს შორის
აქეთ-იქეთ წანწალი.
მეამბოხე მღვდლებმა, როგორც იქნა, დაასრულეს მათ მი-
ერ მართული სქიზმატური ეკლესიის განახლება და გამუდმე-
ბული საუბრებითა და შეგონებებით მრევლს დიდი ინტერესი
გაუღვივეს მის მიმართ. ახალგაზრდობიდან მოყოლებული,
მომიჯნავე სამრევლოების ეს ორი პადრე ამხანაგებიც იყვნენ,
გულითადი მეგობრებიც, მეტოქეებიცა და ზოგჯერ დაუძინებე-
ლი მტრებიც, ჩხუბიც კი დიდი ხნით ვერ აშორებდა ერთმა-
ნეთს.
ბებერი მარინო ლუცერო და მარტინესი, ძალაუფლების
სიყვარულის გარდა, არაფრით ჰგავდნენ ერთმანეთს. ამარი-
ნო სიყმაწვილიდანვე წუწურაქი იყო; მიუხედავად იმისა, რომ

26
განხეთქილებაში მყოფი ეკლესია.

132
შეეძლო, ძალზე მდიდრულად ეცხოვრა, მაინც ღარიბულად
ატარებდა წუთისოფელს აროიო ჰონდოში. გამუდმებით ტრა-
ბახობდა, – ჩემი სახლი ჯორის გომურზე ღარიბულიაო. მისი
ოთახის მოწყობილობას შეადგენდა საწოლი, ჯვარცმა და ლო-
ბიოს ქოთანი. ჰყავდა მხოლოდ ერთადერთი საცოდავი ჯორი,
რომლითაც ხან ტაოსში მიდიოდა მარტინესთან საჩხუბრად,
ხან კი, როცა შიმშილი ძალზე შეაწუხებდა, ვინმესთან გასწევ-
და ნოყიერი სადილით დასანაყრებლად. მის სახლში მუდამ
პარასკევის მარხვა იყო. ზოგჯერ რომელიმე მეზობლის ქალს
თუ შეეცოდებოდა და ქათმის კერძს მიაწვდიდა. ხალხს უყვარ-
და ლუცერო, ის მომხვეჭელი იყო და არა მჩაგვრელი. მღვდე-
ლი აროიო სეკოდან და კვესტადან უფრო მეტ ფულს ხაპავდა,
ვიდრე თავისი აროიოდან. მომჭირნეობა იმდენად იშვიათია
მექსიკელებში, რომ ისინი ამ თვისებას ერთგვარ თავშესაქცე-
ვად აღიქვამდნენ. ხალხს უყვარდა საუბარი იმის შესახებ, რომ
მათი მღვდელი არასოდეს არაფერს ყიდულობდა, რომ დი-
ასახლისების მიერ გადაყრილ ნახმარ ცოცხებს აგროვებდა და
რომ პადრე მარტინესის გამონაცვალ, უვარგის, რამდენიმე
ზომით დიდ სამოსს იცვამდა. მღვდლებმა ერთხელ ძალზე სე-
რიოზულადაც კი იჩხუბეს იმის გამო, რომ მარტინესმა თავისი
ძველი ტანსაცმელი მისცა ერთ მექსიკელ ბერს, რომელიც მის
სახლში ცოდნას ეუფლებოდა და კარს მომდგარ ზამთარში
თბილად შემოსვის საშუალება არ ჰქონდა.
ორივე მღვდელი უსირცხვილოდ ჭორაობდა ერთმანეთზე.
მარტინესის ყველა სახალისო ამბავი ლუცეროს უკავშირდე-
ბოდა, ლუცეროსი კი – მარტინესს.
– რომ იცოდეთ, ჩემი საქმე უკეთესად არის, ვიდრე მარტი-
ნესისა, – ეუბნებოდა მარინო ქორწილში მყოფ ახალგაზრდა
კაცებს, – ცხვირი უკვე ნიკაპამდე ჩამოუვიდა და ქალის ქვედა-
ტანიც ვერაფერს შველის; მე კი დოლარის დანახვისთანავე
წელში ვიმართები. როგორც კი ხელში ფულს ვიგრძნობ, ჩემზე
ბედნიერი არავინ მეგულება. აბა, იმას რაღაში არგია ლამაზი
გოგო, ისღა დარჩენია, სინანულით გაიხსენოს წარსული.
მღვდელი ახალგაზრდებს არწმუნებდა, – სიხარბე ადამია-
ნის გატაცებაა, ის სიბერეში უფრო მძაფრდება და საამო ხდე-

133
ბაო. ლუცეროს ფული უყვარდა, მარტინესს – ქალები, ამიტო-
მაც არასოდეს გადაკვეთილა მათი გზები სიამოვნებისკენ
დაუოკებელ სწრაფვაში. მას შემდეგ, რაც ტრინიდადი
მღვდლად ეკურთხა და ბიძამისთან გადავიდა საცხოვრებ-
ლად, ლუცერომ წუწუნი დაიწყო, – მარტინესთან ცხოვრები-
სას საძაგელი ჩვევები შეიძინა და მთელი სახლი გადამიჭა-
მაო. თავის მხრივ, მამა მარტინესი სიამოვნებით ყვებოდა,
როგორ შთანთქავდა ტრინიდადი ყველაფერს მთელ აროიო
ჰონდოში, როგორ დასუნსულებდა და ყოფდა ცხვირს ყველა
ქვაბში.
როცა ამბოხებაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელი გახდა,
ეპისკოპოსმა მამა ვაილანტი გაგზავნა ტაოსში ორივე
მღვდლის გასაფრთხილებლად. ვიკარს უნდა დაერწმუნებინა
ისინი, უარი ეთქვათ მწვალებლობაზე. ამ საქმის მოსაგვარებ-
ლად სამი კვირა ჰქონდა. მეოთხე კვირა დღეს, მამა ჟოზეფმა,
– რომელიც უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ ასეთ დავალე-
ბებზე ხშირად გზავნიდნენ, როცა a Jouetter les chats27, – ოფი-
ციალურად წაიკითხა წერილი, რომელშიც ეპისკოპოსი აუწ-
ყებდა, რომ მამა მარტინესს მღვდლის უფლებები და პრივი-
ლეგიები აყრილი ჰქონდა. იმავე ნაშუადღევს გაემგზავრა
თვრამეტი მილით დაშორებულ აროიო ჰონდოში და მამა ლუ-
ცეროსაც წაუკითხა წერილი ეკლესიიდან მისი მოკვეთის თა-
ობაზე.
მამა მარტინესი თავისას მაინც არ იშლიდა და მანამდე აგ-
რძელებდა სქიზმატური ეკლესიის მართვას, სანამ ერთხელაც,
ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, სული არ განუტევა. ის მამა
ლუცერომ დაკრძალა განდგომილ ეკლესიაში. სულ მალე ლუ-
ცეროც შეუძლოდ შეიქნა, მაგრამ ავადმყოფმა ისეთი გმირობა
ჩაიდინა, რომ მთელ იმ მხარეში ლეგენდად იქცა, – ღამით მის
სახლში შეპარული მძარცველი შეხლა-შემოხლისას მოკლა.
ერთ მეხრეს, რომელიც ქურდობის გამო გაეძევებინათ
ჩარდახიანი საზიდრების ქარავნიდან და მას შემდეგ ტაოსში

27
ფრანგული იდიომი; ნიშნავს, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლე-
მები მოსაგვარებელია.

134
მოწყალებას ითხოვდა, ვიღაცისგან შეეტყო ლუცეროს გადა-
მალული სიმდიდრის შესახებ და მოხუცის გასაძარცვად აროი-
ო ჰონდოში ჩავიდა. მამა ლუცერომ ფხიზელი ძილი იცოდა და
შუაღამისას ფაჩუნის ხმა გაიგო. მაშინვე ხელი წამოავლო ლე-
იბის ქვეშ დამალულ ხორცის საჭრელ დანას და დაუპატიჟე-
ბელ სტუმარს შეება. ჭიდილის დროს, სიბნელეში, იმის მიუხე-
დავად, რომ მძარცველი ახალგაზრდა იყო, მოხუცმა მღვდელ-
მა იმარჯვა და ის სიცოცხლეს გამოასალმა. შემდეგ სისხლში
ამოსვრილი გარეთ გავარდა და მთელი დასახლება ფეხზე და-
აყენა. როცა მის სახლში მეზობლები შევიდნენ, იქაურობა სა-
საკლაოს ჰგავდა, მსხვერპლი იმ ორმოს გვერდით ეგდო, რო-
მელიც თვითონვე ამოეთხარა. ხალხი გაოგნებული იყო მოხუ-
ცის ნამოქმედარით.
მაგრამ იმ ღამით ელდანაცემი მამა ლუცერო მდგომარეო-
ბიდან ვეღარ გამოვიდა, ისე სწრაფად ჩამოდნა, რომ გასასინ-
ჯად ტაოსიდან ცხენების ექიმი ჩამოუყვანეს. ვეტერინარი იან-
კი იყო და ისეთივე წარმატებით მკურნალობდა ადამიანებს,
როგორც ცხენებს, თუმცა ამჯერად განაცხადა, რომ ვერაფერს
უშველიდა მოძღვარს, რადგან მას სიმსივნე თუ კიბო ჰქონდა.
პადრე ლუცერომ მოინანია ცოდვები და ისე გარდაიცვა-
ლა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ მას მამა ვაილან-
ტმა აცნობა ეკლესიიდან განკვეთის შესახებ, ვიკარმა მაინც
შეიწყალა მარინო და შეარიგა ეკლესიასთან. მამა ჟოზეფი იმ
დროს ტაოსში იმყოფებოდა ეპისკოპოსის დავალებების შე-
სასრულებლად და კიტ კარსონის ოჯახში გაჩერებულიყო.
ერთ ქარიშხლიან და წვიმიან საღამოს, ვახშმობისას, ჭიშკარ-
ში მხედარმა შეაჭენა ცხენი. კარსონი გარეთ გავიდა შესაგე-
ბებლად. სტუმარი ტრინიდად ლუცერო აღმოჩნდა. მან საწვი-
მარი გაიხადა. აროიო ჰონდოში შეკერილ ანაფორაში ჩაც-
მულმა და კისერზე ჯვარცმაჩამოკიდებულმა თითქოს მთელი
ოთახი გაავსო თავისი ვეება სხეულითა და თავდაჯერებულო-
ბით. მას შემდეგ, რაც დიდი ამბით მიესალმა სინიორას, მამა
ვაილანტს მიუბრუნდა და თავისი „მშვენიერი“ ინგლისურით
დინჯად, ბუბუნა ხმით მიმართა:

135
– მე პადრე ლუცეროს ვარ ერთადერთი ძმისშვილი ვარ.
ჩემი ბიძა ძაან ავადმყოფი და მალე მოკვდომა. იმას სისხლი
აღებინა, – ეს თქვა და თვალები დახარა.
– შენს მშობლიურ ენაზე მელაპარაკე, კაცო! – დაიყვირა
მამა ჟოზეფმა, – მე უფრო კარგად ვლაპარაკობ ესპანურად,
ვიდრე შენ ინგლისურად. აბა, ახლა თქვი, რა გაქვს სათქმელი
ბიძაშენზე.
ტრინიდადმა მათ თავისი სნეული ბიძის მდგომარეობა ამ-
ცნო, თან განუწყვეტლივ იმეორებდა იმას, – სისხლი აღები-
ნაო, – ეტყობოდა, ამ ფაქტს ძალზე ემოქმედა მასზე. ავად-
მყოფს მამა ვაილანტის ნახვა მოუწადინებია, თურმე იხვეწე-
ბოდა, – მოვიდეს და მაზიაროსო.
კარსონმა დაბეჯითებით სთხოვა ვიკარს, დილამდე მოეცა-
და, რადგან ჰონდოში მიმავალ გზას წვიმა წაიღებდა და სიბნე-
ლეში გამგზავრება სახიფათო იყო. მამა ვაილანტმა უპასუხა,
– გზა გაფუჭებულიც რომ იყოს, მაინც წავალ, თუნდაც ფეხი-
თო. მერე სინიორა კარსონს მოუბოდიშა და მისთვის განკუთ-
ვნილ ოთახში შევიდა, სამგზავრო ტანსაცმლის ჩასაცმელად
და ხურჯინების წამოსაღებად. ამასობაში, სუფრასთან მიპატი-
ჟებულმა ტრინიდადმა შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და
კარგად გამოძღა. მასპინძელმა მამა ვაილანტს ჯორი შეუკაზ-
მა, ვიკარმაც წინ ტრინიდადი გაიძღოლა და გზას გაუდგა.
ჟოზეფს აროიო ჰონდოს გზაზე მეგზური სულაც არ სჭირდე-
ბოდა. ეს იყო ადგილი, რომელიც განსაკუთრებით ეძვირფასე-
ბოდა და ყოველთვის უხაროდა, თუ იქ წასვლის საბაბი მიეცე-
მოდა. რამდენჯერ გამგზავრებულა აროიოში ზაფხულის მშვე-
ნიერ დღეებში თუ ადრეულ გაზაფხულზე, როცა არემარე ჯერ
კიდევ არ იყო გადამწვანებული და მთელი გარემო ფერადი
რუკასავით ვარდისფრად, ცისფრად და ყვითლად ღვიოდა
ხოლმე.
დასახლებისკენ გზა შორეული მთების ძირიდან გადმოშ-
ლილი, აბზინდით მოფენილი მდელოთი იწყებოდა და მო-
ულოდნელად ჩადიოდა ორასი ფუტის სიღრმის უფსკრულში,
რომლის ციცაბო ფერდობები კლდოვანი არ იყო – ჩვეულებ-
რივი მიწისგან შედგებოდა. თუ ცხენს სადავეს მოქაჩავდით,

136
ქვევით, ამ უზარმაზარი თხრილის ფსკერზე, დაინახავდით სიმ-
წვანეში ჩაფლულ მინდვრებს, ბაღებსა და ვარდისფერი ალი-
ზით ნაშენ პატარა ქალაქს. იქ, დაბლა მოფუსფუსე ჯორიანი მა-
მაკაცები თუ მიწაზე მომუშავე გლეხები „ნოეს კიდობნის“ სა-
თამაშო ფიგურებს ჰგავდნენ. მაღალი მთებიდან გადმოჩქეფ-
და წყლის დიდი ნაკადი და აროიოს შუაგულში, მინდვრებსა და
საძოვრებზე ჩუხჩუხით აგრძელებდა გზას. მისი სათავე იმდე-
ნად მაღლა იყო, რომ მექსიკელებს იქ ხის დახურული ღარი გა-
ეკეთებინათ და დასახლებაში წყალი ასეული ფუტი სიმაღლის
უფსკრულის წვერიდან გადმოდიოდა. მამა ვაილანტი ხშირად
გაჩერებულა ამ დატყვევებული, სინათლეში მოლიცლიცე,
ცოცხალი არსებასავით მოხტუნავე წყლის საცქერლად. ნაკა-
დი სწორედ იმ ციცაბო ფერდობიდან გადმოდიოდა, რომლის
ძირშიც ჰონდო იწყებოდა. ამგვარად მიმართულებაშეცვლი-
ლი წყალი მხოლოდ ერთი წვრილი ძაფი იყო იმ მთავარი ნა-
კადულისა, რომელიც თეთრი კლდიდან გადმოდიოდა და
მთელ აროიოში მიედინებოდა. კლდის ძირში, მწვანედ გადა-
ბიბინებულ მდელოებსა და ყანებში, მშვენიერი მინდვრის ყვა-
ვილები ამოსულიყო. ფურისულები, თხაწართხალები და ტუ-
ბეროზები ტროპიკული ზომის მცენარეებს უტოლდებოდნენ
და ისლის რტოებს შორის ანათებდნენ.
ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მამა ვაილანტი სიბნე-
ლეში მიეშურებოდა ჰონდოსკენ. ციცაბო ფერდობს რომ მიად-
გა, გადაწყვიტა, არ გაემეტებინა კონტენტო რთული გამოც-
დისთვის.
– ის ამას შეძლებს, – უთხრა ტრინიდადს, – მაგრამ მე არ
ვაიძულებ.
მღვდელი ჯორიდან ჩამოვიდა და ფეხით დაეშვა დაკლაკ-
ნილ ფერდობზე.
მამა ლუცეროს სახლს შუაღამემდე მიაღწიეს. დქალაქის
მოსახლეობის თითქმის ნახევარს აქ მოეყარა თავი. იქაურობა
სადღესასწაულოდ გაეჩახჩახებინათ. ავადმყოფის ოთახში
მექსიკელი ქალების ტევა არ იყო, ისინი იატაკზე ისხდნენ, შავი
შალები შემოეხვიათ და სანთლების შუქზე ლოცვებს უკითხავ-

137
დნენ საცოდავს. სანთლის ასაღებად ნაბიჯის გადადგმაც შეუძ-
ლებელი იყო.
მამა ვაილანტმა თავის დაქნევით მიიხმო ნაცნობი ქალი,
სახელად კონსეფსიონ გონსალესი და ჰკითხა, – რას ნიშნავდა
ეს ყოველივე. ქალმა ჩურჩულით უპასუხა, რომ პადრეს სურ-
ვილს ასრულებდნენ, მას თანდათან თვალთ უბნელდებოდა
და სულ უფრო მეტ შუქს ითხოვდა. კონსეფსიონმა ამოიოხრა
და მამა ჟოზეფს უთხრა, – მთელი ცხოვრება სანთლებს ზოგავ-
და და საღამოობით ფიჭვის კვარს ანთებდაო.
კუთხეში მიდგმულ საწოლზე მამა ლუცერო გმინავდა და
ბორგავდა, ერთი კაცი ფეხებს უზელდა, მეორე ქსოვილის ნა-
ჭერს ცხელი წყლიდან იღებდა, წურავდა და მუცელზე ადებდა
გასაყუჩებლად. სენიორა გონსალესმა ვაილანტს ჩურჩულით
შეატყობინა, რომ ტკივილისგან გამწარებულ პადრეს ზეწრე-
ბიც კი დაეღრღნა; ქალს თავისი საუკეთესო თეთრეული მი-
ეტანა, მაგრამ ისიც ლამის მაქმანებამდე დაეღეჭა.
მამა ვაილანტი საწოლის კიდეს მიუახლოვდა.
– ქალბატონებო, ცოტათი ჩამოეცალეთ საწოლს; კედელ-
თან მოთავსდით ჩემო კარგებო, თქვენი სანთლები თვალს
მჭრის.
მაგრამ, როგორც კი ქალებმა წამოდგომა დაიწყეს და შან-
დლებს წამოავლეს ხელი, ავადმყოფმა დაიძახა:
– არა, არა, შუქი არ გაიტანოთ! ქურდი მოვა და აღარა-
ფერს დამიტოვებს.
ქალებმა მხრები აიჩეჩეს, საყვედურით შეხედეს მამა ვაი-
ლანტს და ისევ დასხდნენ.
ძვალ-ტყავად ქცეულ პადრე ლუცეროს ლოყები ჩაცვენო-
და, კეხიანი ცხვირი ცვილს მიუგავდა და მიწისფერი დასდებო-
და, მაღალი სიცხისგან ველურივით იცქირებოდა. მანა დიდი,
შავი, მოელვარე თვალები ცეცხლის კვესებით მიაპყრო მამა
ვაილანტს. იმ ღამით განწირული ბერიკაცი ესპანელს უფრო
ჰგავდა, ვიდრე მექსიკელს. ის გასაოცარი ძალით ჩაებღაუჭა
მამა ჟოზეფის ხელს, მერე კი ერთი მაგარი წიხლი ჩასცხო
მკერდში იმ კაცს, ფეხებს რომ უზელდა.

138
– თავი დაანებე ჩემს ფეხებს და მომაცილე ეს სველი ძონ-
ძები. ახლა, როცა ვიკარი მოვიდა, რაღაც უნდა ვთქვა და მინ-
და, ყველამ მომისმინოს, – მამა ლუცეროს ჩვეულებრივ წვრი-
ლი და მაღალი ხმა ჰქონდა, მისი მრევლის წევრები ამბობ-
დნენ ხოლმე, ცხენივით ჭიხვინებსო, – სინიორ ვიკარიო, ხომ
გახსოვთ პადრე მარტინესი? გემახსოვრებათ, რადგან მას ისე-
ვე ცუდად მოექეცით, როგორც მე. ახლა მომისმინეთ… – და
მამა ლუცერომ იქმყოფთ უამბო, რომ მარტინესმა სიკვდილის
წინ დაუტოვა გარკვეული თანხა, რაც მისი სულის საცხონებე-
ლი მესების ჩატარებას უნდა მოხმარებოდა და ამ მიზნით გა-
დასცემოდა მის ეკლესიას აბიქიუში. ლუცერომ არ შეუსრულა
დაპირება და ის ფული თავის ოთახში, მიწის იატაკის ქვეშ, იმ
კედლის ძირში ჩამარხა, სადაც დიდი ჯვარცმა ეკიდა.
აამის გაგონებაზე მამა ვაილანტმა ისევ ანიშნა ქალებს,
იქაურობას გასცლოდნენ, მაგრამ, როგორც კი ქალებმა ხელი
წამოავლეს სანთლებს, მამა ლუცერო ღამის პერანგის ამარა
წამოჯდა საწოლზე და დაიყვირა:
– დარჩით მანდ, სადაც ხართ! თქვენ რა, გაქცევას აპირებთ
და ამ უცხო კაცთან მტოვებთ? მე თქვენ უფრო გენდობით, ვიდ-
რე მას! ოჰ, რატომ არ აძლევს ღმერთი ადამიანს რამენაირ სა-
შუალებას სიკვდილის შემდეგაც რომ დაიცვას თავი? ცოცხა-
ლი ამას დანით შევძლებ, მერე რა, რომ მოვხუცდი. მაგრამ
სიკვდილის შემდეგ რა ვქნა?..
სინიორა გონსალესმა დააშოშმინა მამა ლუცერო, დაარ-
წმუნა, ბალიშზე მიწოლილიყო, ეთქვა, რაც სურდა და ყველა-
ფერს შეუსრულებდნენ. ავადმყოფმა მოითხოვა, მარტინესის
მიერ მისთვის მინდობილი ფული აბიქიუში გაეგზავნათ და
პადრეს ბოლო სურვილისამებრ გამოეყენებინათ. მან ასევე
გაამხილა, რომ იმავე ჯვარცმის და, აგრეთვე, იატაკის ქვეშ, იქ
სადაც საწოლი ედგა, ჩამარხული ჰქონდა საკუთარი თანხა,
რომლის ერთი მესამედი ტრინიდადს უნდა დარჩენოდა, და-
ნარჩენი კი მისი სულის მოსახსენიებელ მესებზე უნდა დახარ-
ჯულიყო და ეს მსახურება უნდა ჩატარებულიყო სანტაფეში,
სან მიგელის სახელობის ეკლესიაში.

139
მამა ვაილანტმა პირობა მისცა, რომ ყველა მისი სურვილი
ზედმიწევნით შესრულდებოდა, ასევე შეახსენა, რომ უკვე დრო
იყო, ამქვეყნიური ყველა საზრუნავი უკუეგდო და მთელი გო-
ნება ზიარების მისაღებად მიემართა.
– ყველაფერს თავისი დრო აქვს. კაცი ასე იოლად ვერ წავა
ამ წუთისოფლიდან. კონსეფსიონ გონსალესი სად არის? მოდი
აქ, შვილო ჩემო. თვალყური მიადევნე, რომ ფული მანამ
ამოთხარონ მიწიდან, სანამ ისევ აქ ვარ და ჩემი სხეული არ
გაციებულა. ყველა ქალის თანდასწრებით დაითვალეთ თანხა
და ჩაწერეთ, – ამ განკარგულებებს ბერიკაცი რაღაცნაირი
იმედიანი აღმაფრენით იძლეოდა, – და კიდევ, კრისტობალი,
ნამდვილი კაცური კაცი! კრისტობალ კარსონი აქ უნდა იყოს,
რომ დათვალოს და განკარგოს. ის სამართლიანი ადამიანია.
ტრინიდად, სულელო, რატომ არ მოიყვანე კრისტობალი?
მამა ვაილანტი აღშფოთდა:
– მამა ლუცერო, სანამ არ დამშვიდდები და გულისყურს
ზეცას არ მიაპყრობ, უარს ვაცხადებ ზიარების ჩატარებაზე,
რადგან შენი გონების ამჟამინდელი მდგომარეობის გამო ეს
მკრეხელობად ჩაგვეთვლება.
ბერიკაცმა თანხმობის ნიშნად გულხელი დაიკრიფა და
თვალები დახუჭა. მამა ვაილანტი გვერდით ოთახში გავიდა
ანაფორისა და ოლარის გადასაცმელად. სანამ უკან შემობ-
რუნდებოდა, კონსეფსიონ გონსალესმა საწოლთან მდგარ პა-
ტარა მაგიდას თავისი თეთრი ხელსახოცი გადააფარა, მერე
ზედ ორი ცვილის სანთელი და ფინჯნით წყალი დადგა
მღვდლისთვის ხელის ჩასაყოფად. ვაილანტი შემოსილი შე-
მოვიდა, ბარძიმი და ნაკურთხი წყლით სავსე თასი შემოიტანა
და მიაპკურა არა მარტო საწოლს, არამედ იქ მყოფ ადამიანებ-
საც, თან იმეორებდა ანტიფონს: Asperges me, Domine,
hyssopo, et mundabor28. ქალები ჩუმად გავიდნენ გარეთ და
სანთლები იატაკზე დატოვეს. მამა ლუცერომ აღსარება ჩააბა-
რა მამა ჟოზეფს, დაგმო თავისი ერეტიკოსობა და გულწრფე-

28
(ესპ.) მაპკურე, უფალო უსუპით და განმწმინდე მე

140
ლად მოინანია ცოდვები, რის შემდეგაც მიიღო წმინდა ზიარე-
ბა.
აამ ცერემონიამ დაამშვიდა გაწამებული კაცი, ის გულ-
ხელდაკრეფილი წყნარად იწვა. ქალები ოთახში შებრუნდნენ
და წეღანდელივით ჩურჩულით დაიწყეს ლოცვების კითხვა.
წვიმა ფანჯრის მინებს ეხლებოდა, ქარი ყმუოდა უფსკრულში
გაწოლილ აროიოში. იქმყოფნი დაღლილობისგან ფეხზე
ძლივს იდგნენ, მაგრამ წასვლის სურვილი არავის ჰქონდა.
სულთმობრძავის ყურება მათთვის სამძიმო სრულიადაც არ
იყო, ეს, გარკვეულწილად, პატივიც გახლდათ მათთვის, ხუმ-
რობა ხომ არ იყო, მომაკვდავ მღვდელს უცქერდნენ.
იმხანად, ევროპულ ქვეყნებშიც კი, სიკვდილი განსაკუთ-
რებულ საზოგადოებრივ მოვლენად განიხილებოდა, რადგან
სხეულის ორგანოების ფუნქციის შეწყვეტად კი არ აღიქმებო-
და, არამედ, მიჩნეული იყო დრამატულ კულმინაციად, როცა
სული სხვა სამყაროში გადადიოდა, სრულიად გაცნობიერებუ-
ლად გაივლიდა უბრალო კარს და მოკვდავის გონებისათვის
მიუწვდომელ გარემოში აღმოჩნდებოდა. ასეთი სცენის დამ-
სწრეებს ყოველთვის უკრთოდათ იმედის ნაპერწკალი, რომ
სიკვდილის კართან მყოფი ადამიანი მათ რაღაც ისეთს გაუმ-
ხელდა, რასაც მხოლოდ ის ხედავდა; სიტყვებით თუ არა, გა-
მომეტყველებით მაინც ამცნობდა რამეს და სახეზე ან იმქვეყ-
ნიური შუქი დაადგებოდა, ან ჩრდილი. „უკანასკნელი სიტყვე-
ბი“ დიდი ადამიანებისა, მაგალითად, ნაპოლეონის ან ლორდი
ბაირონის, სასაჩუქრე წიგნებში იყო დაბეჭდილი, ხოლო ჩვე-
ულებრივი კაცებისა და ქალების სიკვდილისწინა ლუღლუღს
ისმენდნენ და გულში სათუთად ინახავდნენ მათი მეზობლები
თუ ახლობლები. ამ უკანასკნელ ამონათქვამებს, რამდენად
უმნიშვნელოც უნდა ყოფილიყო, საკრალური მნიშვნელობა
ენიჭებოდა და ადამიანს აფიქრებდა იმაზე, რომ ერთ დღეს მა-
საც იგივე გზის გავლა მოუწევდა.
მომაკვდავის ოთახში გამეფებული დუმილი უეცრად დაირ-
ღვა, როცა ტრინიდად ლუცერო კედელზე ჩამოკიდებული
ჯვარცმის წინ ლოცვად დაემხო. ბიძამისმა, რომელიც ყველას
მძინარი ეგონა, ფართხალი დაიწყო და აყვირდა:

141
– ქურდი! მიშველეთ, მიშველეთ!
ტრინიდადმა სწრაფად მიატოვა ლოცვა. ცალთვალგახე-
ლილი მწოლიარე ბერიკაცის შემყურენი ჯვარცმასთან მიახ-
ლოებას ვეღარ ბედავდნენ.
გარიჟრაჟამდე ერთი საათით ადრე პადრეს ისე გაუჭირდა
სუნთქვა, რომ ორი კაცი უკან ამოუდგა და ბალიშები წამო-
უწია. მალე სახის გამომეტყველება შეეცვალა, ქალები აჩურ-
ჩულდნენ, სანთლები ახლოს მიუტანეს და საწოლთან დაიჩო-
ქეს. პადრეს თვალებში ეტყობოდა, რომ ყველაფერს აღიქვამ-
და, რაც მის ირგვლივ ხდებოდა. მან თავი გვერდზე გადააგო-
რა და დაჟინებით, თვალდაუხამხამებლად მიაცქერდა სან-
თლის შუქს, ამასობაში სახის ნაკვთები გაუუხეშდა, რამდენ-
ჯერმე კბილებით ლამის მოიჭამა ტუჩები. იქმყოფთ სუნთქვა
შეეკრათ, თითქმის დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მომაკვდავს
გარდაცვალებამდე რაღაც უნდა ეთქვა, და ასეც მოხდა,
მღვდელს სახე ისე დაეღმიჭა, თითქოს გესლიანი ღიმილი აღე-
ბეჭდაო და ნაწყვეტ-ნაწყვეტ უკანასკნელად ამოიჭიხვინა:
– Comete tu cola, Martinez, comete tu cola!29, – ეს თქვა,
ერთი დაიკრუნჩხა და სული განუტევა.
განთიადიდან მოყოლებული, ტრინიდადი აცხადებდა (და
მექსიკელი ქალებიც კვერს უკრავდნენ), რომ სიკვდილის მო-
მენტში მამა ლუცერომ სატანჯველში ჩავარდნილი მარტინესი
იხილაო.
იმ დღიდან მოყოლებული, ლუცეროს სიკვდილის სარე-
ცელთან ნამყოფი ადამიანები, მთელი თავიანთი სიცოცხლის
განმავლობაში, გამუდმებით ჩურჩულებდნენ ამაზე აროიო
ჰონდოში.
როცა მღვდლის იატაკი მისი უკანასკნელი სურვილისა-
მებრ აყარეს, მიწაში ჩამარხული, ოქრო-ვერცხლის მონეტე-
ბით სავსე ტყავის აბგების სანახავად ადამიანები ჩამოვიდნენ
არა მარტო ტაოსიდან, არამედ სანტა კრუზიდან და მორადა-
ნაც. მათ იხილეს ესპანური, ფრანგული, ამერიკული, ინგლი-
სური მონეტები, ზოგი ძალზე ძველიც კი. როცა, ბოლოს და ბო-

29
მოგეწვა კუდი, მარტინეს, მოგეწვა კუდი

142
ლოს, ის ფული სამთავრობო ზარაფხანას გადაეცა და შემოწ-
მდა, მთელი თანხა შეფასდა ოცი ათას ამერიკულ დოლარად,
რაც ერთობ დიდ სიმდიდრეს წარმოადგენდა. შეუძლებელი
იყო, რომ მოხუც მღვდელს მხოლოდ ამ მოზრდილი ნაპრალის
ფსკერზე გაშენებული სოფლის სამრევლოში ეშოვა ამხელა
თანხა.

143
წიგნი მეექვსე – დონა იზაბელა

დონ ანტონიო

ეპისკოპოს ლატურს ერთი ძალზე სანუკვარი მიწიერი სურ-


ვილი ჰქონდა. უნდოდა, სანტაფეში აეშენებინა ტაძარი, რომე-
ლიც იქაურ ლამაზ გარემოს კარგად შეერწყმოდა. ამ ნასათუ-
თევ სურვილზე ოცნებისას ტაძრის შენობა ესახებოდა თავისი
თავისა და საკუთარი ცხოვრებისეული მიზნის გაგრძელებად,
ფიზიკურად არსებულ სხეულად, რომელიც ლატურის სულის-
კვეთებით იქნებოდა დამუხტული მაშინაც კი, როცა ეპისკოპო-
სი იმქვეყნად წავიდოდა. ეპარქიის სათავეში ჩადგომისთანავე
მან, თავისი ისედაც მწირი შემოსავლიდან, დაიწყო გარკვეუ-
ლი თანხის დაზოგვა ტაძრის ასაშენებლად. ამ საქმეში ლა-
ტურს ზოგიერთი მდიდარი მექსიკელი რანჩეროებიც ეხმარე-
ბოდნენ, მაგრამ ყველაზე მეტ შეწევნას მაინც დონ ანტონიო
ოლივარესს უმადლოდა.
აანტონიო ოლივარესი გახლდათ ძმებისა და ბიძაშვილ-
მამიდაშვილებისგან შემდგარი დიდი ოჯახის ყველაზე უფრო
განათლებული და შეძლებული წარმომადგენელი. იმ დროისა
და ადგილის პირობაზე ერთობ მდიდარსა და დიდი ცხოვრები-
სეული გამოცდილების მქონე ადამიანს სიცოცხლის უმეტესი
ნაწილი ნიუ-ორლეანსა და ელ პასო დელ ნორტეში გაეტარე-
ბინა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, როცა ლატური ამ ქალაქში
უკვე კარგა ხნის ჩამოსული იყო და თავის მოვალეობებს ასრუ-
ლებდა, ეს ბატონი სანტაფეში დაბრუნდა. ანტონიომ თან ჩა-
მოიყვანა ამერიკელი ცოლი, ფურგონით ჩამოიტანა ავეჯი და
დასახლდა ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე ძველ, მშობ-
ლიურ რანჩოში, სადაც დარჩენილი წლების გატარებას აპი-
რებდა. ოლივარესი უკვე სამოცი წლის იყო, პირველი ცოლი

144
კარგა ხნის წინ გარდაცვლოდა; ნიუ-ორლეანში ყოფნისას მე-
ორედ დაქორწინებულიყო კენტუკელ ქალზე, რომელიც ნათე-
სავებს აღეზარდათ ლუიზიანაში. მშვენიერ, ზრდილ ქალბა-
ტონს განათლება ქალთა ფრანგულ მონასტერში მიეღო და
ბევრი გაეკეთებინა თავისი ქმრის გაევროპელებისთვის. ან-
ტონიოს დახვეწილი ჩაცმულობა, მანერები და ცხოვრების
მდიდრული სტილი მის ძმებსა და მეგობრებში შურით გაჯერე-
ბულ დამცინავ დამოკიდებულებას იწვევდა.
ოლივარესის ცოლი, დონა იზაბელა მორწმუნე კათოლიკე
იყო. მათ ოჯახში სასურველ სტუმრებს წარმოადგენდნენ
ფრანგი მღვდლები და მათ ყოველთვის გულითადად უმასპინ-
ძლდებოდნენ. სინიორა ოლივარესმა მორყეული ალიზის შე-
ნობა მშვენიერ სახლად აქცია, შიდა ეზო მოაწყო, ოთახების
ჭერი ნაძვისებური ჩუქურთმებიანი კოჭებით დაამშვენა და
მყუდრო ბუხრები ჩააშენებინა. ეს მეტად სასიამოვნო დიასახ-
ლისი, მართალია, მთლად ახალგაზრდა არ იყო, მაგრამ მაინც
მომხიბლავად გამოიყურებოდა. მოხდენილი, მარჯვე, მკვირ-
ცხლი ქალი, ღია ფერის კანს წარმატებით არიდებდა კლიმა-
ტის ცვალებადობას; ქერა თმა, აქა-იქ შეპარული ჭაღარით,
ცოტათი შელახოდა, ალბათ იმის გამო, რომ ხშირად უწევდა
აფუება ან დახვევა სახის ნაკვთების უფრო მკვეთრად წარმო-
საჩენად. ფრანგულად კარგად ლაპარაკობდა, ესპანურში მო-
იკოჭლებდა, უკრავდა არფაზე და საამოდ მღეროდა.
მამა ლატურისა და მამა ვაილანტისთვის, რომლებიც ერ-
თობ დიდხანს ცხოვრობდნენ მოჯამაგირეების, ინდიელებისა
და ტლანქი კოლონისტების გარემოცვაში, ნამდვილად დიდ
ბედნიერებას წარმოადგენდა კულტურულ ქალბატონთან თა-
ვიანთ მშობლიურ ენაზე საუბარი. ძველი სარკეებით მორთულ
ოთახებში, სადაც ფანჯრებზე სუფთა ფარდები ეკიდა, ხოლო
ბუფეტი და ჭურჭლის კარადა ვეღარ იტევდა თეფშებსა და ფუ-
ჟერებს, მღვდლები სიამოვნებით ისხდნენ ბუხართან ახლოს,
მოჩუქურთმებულ რბილ სკამებზე. მათ სიამეს ჰგვრიდა საღა-
მოს გატარება ცოლ-ქმართან, რომლებსაც აინტერესებდათ,
რა ხდებოდა ქვეყანაზე, მოსწონდათ კარგი კერძები, კარგი
ღვინო და მუსიკა. მამა ჟოზეფს, ამ წინააღმდეგობრივი ხასია-

145
თის კაცს, სასიამოვნო, რბილი ტენორი ჰქონდა. მადამ ოლი-
ვარესს უყვარდა ძველი ფრანგული სიმღერების მასთან ერ-
თად შესრულება. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ქალბატონი ერ-
თობ თავმომწონე გახლდათ – სამ ენაზე მღეროდა და სხვების-
განაც ამავეს მოითხოვდა. არასოდეს ავიწყდებოდა ქმრის საყ-
ვარელი მელოდიებიც: La Paloma, La Golondrina da My Nelly
Was A Lady30. საზღვრისპირა რაიონებში უკვე პოპულარობას
იხვეჭდა სტივენ ფოსტერის ზანგური მელოდიები, რომლებიც
თანდათან ვრცელდებოდა მდინარის აყოლებით, თანაც ბეჭ-
დური სახით კი არა, არამედ ერთი ჩვეულებრივი მომღერლი-
დან მეორეს გადაეცემოდა.
დონ ანტონიო დიდი ტანის კაცი იყო, ზონზროხი, წელზე ქა-
მარი ძლივს წვდებოდა, ცოტათი მელოტსა და დინჯად მოსაუბ-
რეს, სიცოცხლით სავსე თვალებში ნათელი სხივი უკრთოდა,
განსაკუთრებით მაშინ, როცა დუმდა. ერთობ საინტერესო სა-
ნახავი იყო ნიუ-ორლეანიდან ჩამოტანილ დიდ სკამზე მოკა-
ლათებული და მოოქროსფრო-მოყავისფრო გრძელ თითებში
სიგარაგაჩრილი ოლივარესი, როცა ნასადილევს არფასთან
მჯდარ ცოლს უცქერდა.
სანტაფეში სასაუბრო თემა, რა თქმა უნდა, ქალბატონის
მშვენივრად შენარჩუნებული მომხიბლავი გარეგნობა და
ქმრისადმი მისი თავდადებული, მრავალწლიანი მზრუნველო-
ბა იყო. ამერიკელები და ოლივარესის ძმები ლაპარაკობდნენ,
რომ ქალი ძალზე ახალგაზრდულად იცვამდა, რაც, ალბათ,
სიმართლეს შეესაბამებოდა; ამბობდნენ, რომ ნიუ-ორლეანსა
და ელ პასოში საყვარლები ჰყავდა. მისი სიძეები იმდენად გა-
კადნიერდნენ, რომ ხმა გაავრცელეს, თითქოს სინიორას შეყ-
ვარებოდა ერთი მექსიკელი, ბანჯოზე დამკვრელი ბიჭი, რომე-
ლიც ოლივარესებს სან ანტონიოდან ჰყავდათ ჩამოყვანილი.
ცოლ-ქმარს უყვარდა მუსიკა, ეს ბიჭი, პაბლო კი, ჯადოქარი-
ვით უკრავდა ამ ინსტრუმენტზე. ათასნაირი ჭორი გამოდიოდა
სამზარეულოდანაც; სწორედ იქიდან ვრცელდებოდა ხმები,

30
პოპულარული ესპანურ-ამერიკული სიმღერები, რომელთა სახელწოდე-
ბები ასე ითარგმნება: „მტრედი“, „მერცხალი“ და „ჩემი ნელი იყო ლედი“.

146
თითქოს დონა იზაბელას ერთი დარბაზი გავსებული ჰქონდა
დიდებული კაბებით, რომლებსაც აქ არასოდეს იცვამდა, თით-
ქოს ქმარს ჯიბიდან ოქროებს აცლიდა და თავისი ოთახის ია-
ტაკის ქვეშ მალავდა, თითქოს მეუღლეს სიყვარულის წამალსა
და მცენარეულ ჩაის ასმევდა მისდამი გზნების გასაძლიერებ-
ლად. მსგავსი ჭორები სრულიადაც არ მეტყველებდა მისი მსა-
ხურების ორგულობაზე, პირიქით, ხელქვეითებს ეამაყებოდათ
ასეთი ქალბატონის ყოლა.
ოლივარესი ერთი კვირის დაგვიანებით იღებდა გაზეთებს,
მაგრამ მაინც კითხულობდა. მას სიგარა ერჩივნა სიგარეტებს,
ფრანგული ღვინო უფრო უყვარდა, ვიდრე ვისკი და თითქმის
არაფერი ჰქონდა საერთო თავის უმცროს ძმებთან. მისი ძვე-
ლი მეგობრის, მანუელ ჩავესის გარდა, ეს ორი ფრანგი მღვდე-
ლი იყო, ვის საზოგადოებაში ყოფნაც სიამოვნებდა და ამას აგ-
რძნობინებდა კიდეც მათ. ოლივარესი არამარტო უფრთხილ-
დებოდა, არამედ ზრუნვასაც არ აკლებდა მეგობრებს; უყვარ-
და ეპისკოპოსის სახლში შევლა, ხან რჩევის საკითხავად იმის
თაობაზე, თუ როგორ მოევლო თავისი ახლადგაშენებული ბა-
ღისთვის, ხან კი მამა ჟოზეფისთვის შინ გაკეთებული ერთი
ბოთლი ალუბლის ბრენდის დასატოვებლად. სწორედ ოლივა-
რესმა აჩუქა მამა ლატურს ვერცხლის პირსაბანი ნიჟარა, დო-
ქი და ტუალეტის აქსესუარები, რითიც საოცრად კმაყოფილი
დარჩა მღვდელმთავარი და ამის გამო მთელი თავისი სიცოც-
ხლის განმავლობაში ემადლიერებოდა მას. სანტაფეს მექსი-
კელთა შორის ვერცხლის ბევრი კარგი ოსტატი იყო და დონ
ანტონიომ თავისი ტუალეტის ნივთების ანალოგი გამოაჭედი-
ნა მეგობრისთვის. დონა იზაბელამ ერთხელ აღნიშნა კიდეც,
რომ მისი ქმარი მამა ვაილანტს ყოველთვის ჩუქნიდა პირის
გემოსთვის რაიმე სასიამოვნოს, მამა ლატურს კი რაიმეს –
თვალის საამებლად.
ცოლ-ქმარს ერთი ქალიშვილი ჰყავდა, სინიორიტა ინესი,
უკვე კარგა მოწიფული, მაგრამ ჯერაც გაუთხოვარი, რომე-
ლიც, ეტყობოდა, არც აპირებდა დაოჯახებას. მართალია, ქა-
ლი მონაზვნად არ იყო აღკვეცილი, მაგრამ ეკლესიურად
ცხოვრობდა. ძალზე უბრალო გარეგნობა ჰქონდა, დედამისის

147
მომხიბვლელობისა არაფერი ეცხო, მისგან მხოლოდ მუსიკა-
ლური სმენა გამოჰყოლოდა – მშვენიერი კონტრალტო ჰქონ-
და. ინესი ნიუ-ორლეანის საკათედრო ტაძრის გუნდში გალობ-
და და ქალთა მონასტერში სიმღერას ასწავლიდა. მას შემდეგ,
რაც ოლივარესები სანტაფეში დასახლდნენ, მხოლოდ ერ-
თხელ ეწვია მშობლებს. ამ საზეიმო განწყობის ოჯახში ის ერ-
თობ პირქუშ ფიგურად გამოიყურებოდა. დონა იზაბელას ეტ-
ყობოდა, რომ თავდადებული დედა იყო, მაგრამ მაინც სულ
ეშინოდა, რაღაცით არ გაეჯავრებინა შვილი. სანამ ინესი მათ-
თან იმყოფებოდა, დედამისი ძალზე სადად იცვამდა, კულუ-
ლებს იკეცავდა და ყურებს უკან სარჭებით იმაგრებდა. ორივე
ქალი გამუდმებით ერთად დადიოდა ეკლესიაში.
აანტონიო ოლივარესი ძალზე დააინტერესა ეპისკოპოსის
ოცნებამ ტაძრის აგების თაობაზე. ის ხედავდა, რომ მამა ლა-
ტურს მთელი გულით სურდა მისი აშენება, ხოლო ოლივარესი
ის კაცი იყო, ვისაც სიამოვნებას ანიჭებდა მეგობრისთვის ხე-
ლის გამართვა; თანაც მას უყვარდა მშობლიური ქალაქი. მოგ-
ზაურობისას უამრავი ლამაზი ეკლესია ჰქონდა ნანახი და უნ-
დოდა, სანტაფეშიც ეხილა მათი მსგავსი. მრავალი ღამე გა-
ატარეს ბუხრის პირას მან და ლატურმა ამ თემაზე საუბარში;
განიხილავდნენ ადგილს, დიზაინს, საშენ ქვას, ფასსა და ფუ-
ლის შოვნის სირთულეებს. ეპისკოპოსს იმედი ჰქონდა, რომ
სამუშაოები დაიწყებოდა 1860 წელს, ეპარქიაში მისი დანიშ-
ვნიდან ათი წლის თავზე. ერთ საღამოს, თავის სახლში, ახალი
წლის აღსანიშნავ დაუვიწყარ წვეულებაზე ანტონიომ სტუმრე-
ბის თანდასწრებით გამოაცხადა, რომ აპირებდა ტაძრის ფონ-
დისთვის გადაეცა გარკვეული თანხა, რაც მამა ლატურს თავი-
სი მიზნის განხორციელების შესაძლებლობას მისცემდა.
ის საზეიმო ვახშამი ოლივარესის ოჯახში დასამახსოვრე-
ბელი იყო ჯერ ერთი იმიტომ, რომ ასეთი საქმის თავდებში
ჩადგა ანტონიო და მეორეც, ძველ მეგობრებთან განშორების
აღსანიშნავადაც იყო მოწყობილი. დონა იზაბელა ემუსაიფე-
ბოდა ორ ჩინოსან ოფიცერს, რომლებსაც სანტაფეს დატოვე-
ბის ბრძანება მიეღოთ. ყველასთვის ცნობილი კომენდანტი ვა-
შინგტონში გაეწვიათ, ხოლო კავალერიის ახალგაზრდა ლე-

148
იტენანტი, ირლანდიელი კათოლიკე, რომელიც სულ ცოტა
ხნის წინ დაქორწინდა და მამა ლატურისთვის ძალზე ძვირფა-
სი ადამიანი გახლდათ, დასავლეთში უნდა გამგზავრებულიყო
(სამწუხაროდ, მომდევნო ახალი წლის დადგომამდე ის არი-
ზონას ველზე, ინდიელებთან ბრძოლაში დაიღუპა).
მაგრამ იმ ღამით მომავალზე დარდი არავის აწუხებდა,
სახლში სინათლე და მუსიკა უხვად იღვრებოდა, ჰაერი გაეთ-
ბო სტუმართმოყვარე გარემოს, სადაც ნავსაყუდელს პო-
ულობდნენ მოყვასს მოწყვეტილი, სამშობლოდან გადმოხვე-
წილი, ცხოვრებით გაუხეშებული ადამიანები, რომლებიც იშ-
ვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს გასართობად. მადამ ოლივა-
რესით აღტაცებულმა კიტ კარსონმა ტაოსიდან ორი დღის სა-
ვალი გზა გამოიარა, იმ ღამის წვეულებას რომ დასწრებოდა
და თან ჩამოიყვანა თავისი მეტისი ქალიშვილი, რომელიც ის-
ის იყო დაბრუნებულიყო სენტ ლუისის ქალთა მონასტრის
სკოლიდან. საზეიმო საღამოს კარსონს ეცვა ირმის ტყავისგან
შეკერილი, ვერცხლით ნაქარგი ქურთუკი, ყავისფერი ხავერ-
დის სამაჯეებითა და საყელოთი. ოფიცრებს საპარადო ფორ-
მები ამშვენებდათ. მასპინძელს, როგორც ყოველთვის, თხე-
ლი მაუდის კოსტიუმი ემოსა. მის ცოლს ამშვენებდა ნიუ-ორ-
ლეანიდან ჩამოტანილი, ატლასის ვარდების ყვავილწნულე-
ბით მორთული ფრანგული კრინოლინი. სამხედრო მოსამსა-
ხურე ქალები არმიის ფურგონით მობრძანდნენ, ატლასის ფეხ-
საცმელები ტალახით რომ არ დასვროდათ. ეპისკოპოსს ეცვა
იისფერი შესამოსელი, რომელსაც იშვიათად ატარებდა, ხო-
ლო მამა ვაილანტი თავს იწონებდა ახალი ანაფორით, რომე-
ლიც მისმა მოსიყვარულე დამ, ფილომენემ, თავად შეუკერა
ქალაქ რიომში.
ადრე მამა ლატურს ცოტა ეხამუშებოდა, რომ ჟოზეფი თა-
ვის დას და მონაზვნებს დროს ახარჯინებდა ანაფორებისა და
შესამოსლების კერვაში, მაგრამ, საფრანგეთში ბოლო ვიზი-
ტისას, სულ სხვა თვალით დაინახა ყველაფერი. როცა დედა
ფილომენეს ესტუმრა მონასტერში, ერთ-ერთმა ახალგაზრდა
მონაზონმა ეპისკოპოსს გაანდო, თუ რაოდენ დიდ სიამოვნე-
ბას ანიჭებდათ განმარტოებით მცხოვრებ ღვთის მხევლებს

149
შორეული მისიებისთვის გარჯა და რამდენად ძვირფასი იყო
მათთვის მამა ვაილანტის გრძელი წერილები, რომელშიც ის
საკუთარ დას უამბობდა უცხო ქვეყანაზე, ინდიელებზე, მორ-
წმუნე მექსიკელ ქალებსა და ძველ ესპანელ მოწამეებზე. იმ
წერილებს დედა ფილომენე საღამოობით ხმამაღლა უკითხავ-
და ხოლმე მათ. მონაზონმა მამა ლატური მიიყვანა ფანჯარას-
თან, რომელიც ვიწრო ქუჩაზე გადიოდა. იქიდან მხოლოდ
კედლის კუთხე ჩანდა და სხვა არაფერი.
– შეხედეთ, – უთხრა მან მღვდელმთავარს, – როცა დედა
ფილომენე თავისი ძმის წერილს გვიკითხავს, მე მოვდივარ და
ვდგები ამ ნიშში, ვიხედები გარეთ და ვხედავ მხოლოდ ლამ-
პიონით განათებულ ქუჩას და კედლის კუთხეს. ნუთუ ნიუ-მექ-
სიკო მართლა ისეთია, როგორც მამა ჟოზეფი აგვიწერს, ნუთუ
იქ მართლა არის წითელი უდაბნოები და ლურჯი მთები, ვრცე-
ლი ტრამალები, ბიზონთა ჯოგები და ჩვენს ხეობებზე ბევრად
ღრმა კანიონები?! ვისმენ წაკითხულს და ისეთი გრძნობა მე-
უფლება, თითქოს იქ ვიმყოფებოდე, გული ძალუმად მიცემს და
ასე ვარ, სანამ მწუხრის ზარები არ გამომაფხიზლებს ოცნებე-
ბიდან.
მონასტრიდან წამოსული ეპისკოპოსი უკვე დარწმუნებუ-
ლი იყო, რომ მამა ვაილანტისთვის გარჯა ნამდვილად სასარ-
გებლო იყო მონაზვნებისთვის.
იმ საღამოს, როცა მადამ ოლივარესი მამა ვაილანტს უქებ-
და ბრჭყვიალა პოპლინისა და ხავერდის ქსოვილისგან შეკე-
რილ ჩაცმულობას, მამა ლატურს გაახსენდა ნიშში გამოჭრილ
ფანჯარასთან მდგარი, თეთრსახიანი და ანთებულთვალებია-
ნი მონაზონი და ამოიოხრა. ვახშამი რომ დამთავრდა, სად-
ღეგრძელოები შეისვა და ჯენტლმენებმა სიგარები გააბოლეს,
სტუმრების გასართობად იხმეს პაბლო, რომელსაც ბანჯო უნ-
და აეჟღერებინა. მამა ლატურს ბანჯო ყოველთვის უცხოურ,
ცოტა არ იყოს, უხეშ ინსტრუმენტად მიაჩნდა. ამ უცნაურმა,
მოყვითალო კანიანმა ბიჭმა თითები მავთულის სიმებს ჩამოჰ-
კრა, გაისმა რბილი, ზანტი მელოდია, რასაც თან ახლდა რა-
ღაც გიჟური, თავზეხელაღებული, ველური ქვეყნის გამოძახი-
ლის მსგავსი ხმა, რაც ყველა იქმყოფმა ამა თუ იმ ფორმით შე-

150
იგრძნო და გაითავისა. სკაუტი, სამხედროები, მექსიკელი
რანჩეროები და მღვდლები ჩუმად ისხდნენ სიგარის ბოლის-
გან წარმოქმნილ ღრუბლებში. სტუმრები უცქერდნენ ბანჯოს
დამკვრელის დახრილ თავს, მის მოხრილ მხრებსა და ინ-
სტრუმენტზე მოსრიალე ყვითელ ხელებს, რომლებიც დრო-
დადრო საერთოდ კარგავდნენ ფორმას და ქვიშის ქარბორბა-
ლას მსგავს მოძრავ მორევს ემსგავსებოდნენ.
მამა ლატური აკვირდებოდა მყუდროდ მოკალათებულ,
ოცნებებში წასულ ადამიანებს და ფიქრობდა, რომ თითოეულ
მათგანს არა მარტო საკუთარი ისტორია ჰქონდა, არამედ მისი
ცხოვრების ნაწილიც გამხდარიყვნენ. ვის ეკუთვნოდა მგზნე-
ბარე, შორსმჭვრეტელი ცისფერი თვალები, თუ არა სკაუტსა
და კვალისმაძიებელ კარსონს. ქედმაღალი დონ მანუელ ჩავე-
სი, ამ წვეულების ყველაზე სიმპათიური მამაკაცი, ხავერდისა
და მაუდის ელეგანტურ, ტანზე კოხტად მორგებულ ტანსაც-
მელში გამოწყობილი, ხან ოთახში მიდი-მოდიოდა, ხან მის
გვერდით იჯდა სასადილო მაგიდასთან. მისი გულგრილი თავ-
დაჭერილობის მიღმა იგრძნობოდა ფიცხი ხასიათი, სასტიკი
გახელების უნარი და ხიფათის მაძიებლური ბუნება.
ჩავესი თავს იწონებდა იმ ორი კასტილიელი რაინდის ჩა-
მომავლობით, რომლებმაც 1160 წელს მავრებისგან გაათავი-
სუფლეს ქალაქი ჩავესი. ის ფლობდა მამულებს პეკოსსა და
სან მატეოს მთებში, ჰქონდა სახლი სანტაფეში, სადაც მშვე-
ნიერი ხეებისა და ბაღის გარემოცვაში ხშირად თვალს მიეფა-
რებოდა ხოლმე. ამ კაცს გაგიჟებით უყვარდა თავისი ქვეყნის
ბუნება და სძულდა ამერიკელები, იმის გამო, რომ ამ მშვენიე-
რებას ვერ ამჩნევდნენ. მას შურდა ინდიელთა წინააღმდეგ
მებრძოლის სახელის მქონე კიტ კარსონისა; აცხადებდა, რომ
სკაუტზე მეტ ომში მონაწილეობდა, რადგან ოცი წლისაც არ
იყო, როცა ამ ხალხს პირველად შეერკინა. ჩავესი გაბედულად
ეპაექრებოდა კარსონს პისტოლეტის სროლაში. რაც შეეხება
მშვილდის ხმარებას, მას მეტოქეობას ვერავინ უწევდა, ინდიე-
ლებიც კი ვერ ისროდნენ ისარს დონ მანუელზე შორს. ყოველ
წელიწადს ადგილობრივ მკვიდრთა ჯგუფი ჩადიოდა ვილაში
და ნაძლევზე ეჯიბრებოდა მას სროლაში. ჩავესის სახლიცა და

151
თავლაც სავსე იყო ნადავლით. მას დიდ სიამოვნებას ანიჭებდა
ინდიელებისთვის ცხენების, ვერცხლის, პლედებისა თუ იმ
ფსონის ნაძლევში მოგება, რასაც თავიანთ მოასპარეზეებზე
დებდნენ. ეამაყებოდა, ასე კარგად რომ ფლობდა ადგილობ-
რივ საბრძოლო იარაღს – ამისთვის ხომ მძიმე სკოლა ჰქონდა
გამოვლილი.
თექვსმეტი წლის პირტიტველა ყმაწვილი მანუელ ჩავესი
მექსიკელი ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ნავახოებზე თავ-
დასასხმელად წასულა. იმ პერიოდში, ამერიკელების შემოს-
ვლამდე, „ნავახოებზე ნადირობას“ არანაირი საბაბი არ სჭირ-
დებოდა და მექსიკელებისთვის ერთგვარი თავშესაქცევი იყო.
ისინი სათარეშოდ მიემართებოდნენ დასავლეთით, თავს ეს-
ხმოდნენ ნავახოებს, აწიოკებდნენ და უკან დაბრუნებულებს
თან მოჰყავდათ ცხვრის ფარა, პონების ჯოგები და ტყვეები,
რისთვისაც უხვ ჯილდოს იღებდნენ მექსიკის მთავრობისგან.
სწორედ ამგვარმა დარბევებმა წააქეზა ახალგაზრდა ჩავესი.
ერთხელ, ინდიელები რომ ვერსად იპოვეს, ახალგაზრდა
მექსიკელთა რაზმი იმაზე უფრო შორს წავიდა მათ საძებრად,
ვიდრე განზრახული ჰქონდა. მათ არ იცოდნენ, რომ ნავახოთა
მოხეტიალე ბანდები ჩელის კანიონში შეკრებილიყვნენ რე-
ლიგიური ცერემონიის ჩასატარებლად. მექსიკელები ჯიქურ
მიიჭრნენ კანიონის პირას, მაგრამ თვალისდახამხამებაში ინ-
დიელთა გარემოცვაში აღმოჩნდნენ, უკანდასახევი გზა მოჭ-
რილი ჰქონდათ. შეტაკება მოუწიათ იდუმალი და შიშისმომ-
გვრელი უფსკრულის პიტალო კიდეზე. მექსიკელთა რაზმს მე-
თაურობდა მანუელის უფროსი ძმა, დონ ხოსე ჩავესი. ამ ბრძო-
ლაში სწორედ ის დაეცა პირველი. ორმოცდაათი კაცი მოკვდა,
მანუელი ორმოცდამეთერთმეტე იყო, მხოლოდ ის გადარჩა.
ისრით შვიდგზისდაჭრილი და სხეულში შუბგარჭობილი ინ-
დიელებმა მკვდრად მიიჩნიეს და გვამების გროვაზე მიატოვეს.
იმ ღამით, სანამ ნავახოები გამარჯვებას ზეიმობდნენ, ბიჭ-
მა თავი დააღწია იქაურობას, კლდეებზე მანამდე იხოხა, სანამ
თავის თავსა და მტერს შორის მაღალი ლოდები არ დაიგულა,
მერე კი ფეხით განაგრძო გზა აღმოსავლეთისკენ. ზაფხული
იდგა, ამ დროს კი წითელი ქვიშაქვის ქვეყანაში გაუსაძლის

152
სიცხეებს იჭერს ხოლმე. ჭრილობები უხურდა, მაგრამ მისმა
ჭარბმა, ახალგაზრდულმა სიცოცხლისუნარიანობამ გაიმარ-
ჯვა. ორი დღე-ღამე მიდიოდა, წვეთი წყალი ვერსად იპოვა, სა-
მოც მილზე მეტი გაიარა ტრამალსა თუ მთებში, სანამ არ მი-
ადგა ცნობილ წყაროს, რომლის მეორე ნაპირზეც, მოგვიანე-
ბით, ფორტი დიფაიანსი31 აშენდა. იქ მოიკლა წყურვილი, მო-
იბანა ჭრილობები და ჩაეძინა. ბრძოლის დღიდან მოყოლებუ-
ლი პირში ლუკმა არ ჩასვლოდა. ნაკადულთან ახლოს დიდი
კაქტუსი იპოვა, ეკლები თავისი სანადირო დანით გააცალა და
კუჭი მცენარის წვნიანი ნაყოფით ამოივსო.
იქიდან ისე წაბარბაცდა, კაციშვილი არსად შეხვედრია.
როგორც იქნა, მიაღწია ლაგუნას ჩრდილოეთით აღმართულ
სან მატეოს მთას, მდელოზე მექსიკელ მწყემსებს გადაეყარა
და იქვე დაკარგა გონება. მწყემსებმა ნორჩი ხეებისგან საკაცე
გააკეთეს, ზედ ცხვრის ტყავები დააფინეს, ბიჭი დააწვინეს და
ასე ჩაიყვანეს სოფელ ცებოლეტაში, სადაც სიცხით გათან-
გულმა მრავალი დღე გაატარა ბოდვაში. წლების შემდეგ, რო-
ცა ჩავესმა მემკვიდრეობა მიიღო, იყიდა მატეოს მთის სწორედ
ის მშვენიერი მდელო, სადაც ოდესღაც გონდაკარგული დაეცა
ორი დიდებული მუხის ქვეშ. იმ ხეებს შორის აიშენა სახლი და
მშვენიერი მამულიც მოიწყო. ჩავესი ამერიკულ წესებს ვერ
ეგუებოდა და სანტაფეში ყოფნისას კარჩაკეტილად ცხოვრობ-
და. როგორც კი სადმე ყურს მოკრავდა ინდიელთა ამბოხების
ამბავს, მნიშვნელობა არ ჰქონდა, შორს ხდებოდა თუ ახლოს,
უმალვე იქით გააჭენებდა ცხენს, თავისი რეკორდული რაოდე-
ნობის სკალპებისთვის კიდევ რამდენიმეს შესამატებლად.
ახალ ეპისკოპოსს უნდობლად ეკიდებოდა იმის გამო, რომ ინ-
დიელებთან და იანკებთან მეგობრობდა. ამას გარდა, ჩავესი
მარტინესის კაცი იყო. წვეულებაზეც მხოლოდ სინიორა ოლი-
ვარესის საამებლად მივიდა, თორემ საძულველი ამერიკული
სამხედრო ფორმების გარემოცვაში ერთი წამითაც არ გაჩერ-
დებოდა.

31
დაუმორჩილებლობის ფორტი.

153
ბანჯოზე დამკვრელი რომ დაიღალა, მამა ჟოზეფმა განაც-
ხადა, – სიამოვნებით მოვუსმენ კამერულ მუსიკასო და მადამ
ოლივარესს ქნარისკენ გაუძღვა. საკრავთან ერთად ქალი
ძალზე მომხიბლავად გამოიყურებოდა. მშვენიერი სანახავი
იყო, მაღლა აწეული იადონისებური თავით, პატარა ფეხებითა
და თეთრი მკლავებით.
იმ საღამოს ეპისკოპოსმა უკანასკნელად მოისმინა ქალის
მიერ თავისი სათაყვანებელი ქმრისთვის შესრულებული La
Paloma. მეუღლე მომღიმარი თვალებით უცქერდა ცოლს მა-
შინაც კი, როცა მსუქან პირისახეზე სხვა ყველანაირი გამო-
მეტყველება წაეშლებოდა ხოლმე.
ოლივარესი გარდაიცვალა აღდგომის მეცხრე კვირას –
ნავახშმევს სანთლებს ანთებდა ბუხარში აგიზგიზებული ცეც-
ხლით და უცებ დაეცა. ბანჯოზე დამკვრელი ეპისკოპოსთან აფ-
რინეს. ბრენდით შეზარხოშებულმა და აღგზნებულმა ოლივა-
რესის ორმა ძმამ თავქუდმოგლეჯით გაქუსლა სანტაფედან
ალბუკერკესკენ, ამერიკელი ადვოკატის დასაქირავებლად.

ლედი

აანტონიო ოლივარესის დაკრძალვა იყო ყველაზე უფრო


დიდებული და გასაოცარი ცერემონიალი, რაც კი ოდესმე ჩა-
ტარებულა სანტაფეში. მაგრამ მამა ვაილანტი მას არ დასწრე-
ბია, ხანგრძლივ სამისიონერო მოგზაურობაში იმყოფებოდა
სამხრეთით და შინ რომ დაბრუნდა, მადამ ოლივარესი უკვე
რამდენიმე კვირის დაქვრივებული დახვდა. სამგზავრო ჩექმე-
ბი ჯერ არც კი გაეხადა, რომ მამა ლატურის კაბინეტში იხმეს,
დონა იზაბელას ადვოკატთან შესახვედრად.

154
ოლივარესს თავისი საქმეების წარმოება მინდობილი
ჰქონდა ახალგაზრდა ირლანდიელი კათოლიკე ბოიდ ორეი-
ლისთვის, რომელიც ბოსტონიდან ჩამოსულიყო ახალ ტერი-
ტორიაზე იურისტის მოვალეობების შესასრულებლად. იმ პე-
რიოდში სანტაფეში რკინის სეიფები არ არსებობდა, ამიტომაც
ორეილის თავის სკივრში ჰქონდა შენახული ოლივარესის ან-
დერძი. საბუთის შინაარსი იყო მოკლე და კონკრეტული: ან-
ტონიოს მამულის ღირებულება შეადგენდა ორასი ათას ამე-
რიკულ დოლარს (იმ დროისთვის უზარმაზარ თანხას). შემო-
სავალი უნდა რგებოდა იზაბელა ოლივარესსა და მის ქალიშ-
ვილს ინეს ოლივარესს. მთელი მემკვიდრეობა მათ უნდა გა-
ნეკარგათ, ხოლო მათი გარდაცვალების შემდეგ ოლივარესე-
ბის ქონება ეკლესიას უნდა გადასცემოდა რწმენის გამავრცე-
ლებელი საზოგადოების დასაფინანსებლად. სამწუხაროდ, ან-
დერძს არ ერთვოდა არანაირი ჩანაწერი ტაძრის ფონდის სა-
სარგებლოდ.
აახალგაზრდა ადვოკატმა აუხსნა მამა ვაილანტს, რომ
ოლივარესის ძმებმა დაიქირავეს ალბუკერკეს წამყვანი იური-
დიული ფირმა და გააპროტესტეს ანდერძი. მათი შეტევის მო-
ტივს წარმოადგენდა ის მოსაზრება, თითქოს სინიორიტა ინესი
საკმაოდ ასაკოვანი იყო საიმისოდ, რომ სინიორა ოლივარე-
სის ქალიშვილად მიეღოთ. რადგანდ დონ ანტონიო ახალგაზ-
რდობაში ქალებში დაძვრებოდა, მისი ძმები ვარაუდობდნენ,
რომ ინესი რომელიმე ხანმოკლე სასიყვარულო ურთიერთო-
ბის ნაყოფი უნდა ყოფილიყო, ხოლო სინიორა იზაბელამ ის
იშვილა. ორეილის ნიუ-ორლეანიდან გამოეთხოვა ოლივარე-
სების ქორწინების საბუთი და სინიორიტა ინესის დაბადების
მოწმობა. მაგრამ, კენტუკში, სადაც იზაბელა დაიბადა, ამის შე-
სახებ ჩანაწერები არ აღმოჩნდა. არ არსებობდა რამენაირი სა-
ბუთი, რომელიც იზაბელა ოლივარესის ასაკს დაადასტურებ-
და, არადა, თვითონ ქალბატონს ვერავინ აიძულებდა წლოვა-
ნების გამხელას. სანტაფეში მიაჩნდათ, რომ იზაბელა ორმოცს
ცოტათი თუ იქნებოდა გადაცილებული, ასეთ შემთხვევაში კი
გამოდიოდა, რომ ინესის დაბადებისას ის ექვსი ან რვა წლის
იქნებოდა. სინამდვილეში, ეს ლედი ორმოცდაათ წელზე მე-

155
ტის გახლდათ, მაგრამ როცა ორეილი შეეცადა მის დარწმუნე-
ბას, სასამართლოს წინაშე დაედასტურებინა ეს ფაქტი, ქალმა
უარი განაცხადა და ადვოკატის მოსმენა არც კი ისურვა. იუ-
რისტმა ეპისკოპოსსა და ვიკარს მიმართა და შეევედრა, თავი-
ანთი გავლენა გამოეყენებინათ სასურველი შედეგის მისაღწე-
ვად.
მამა ლატურმა ამგვარ დელიკატურ საკითხში ჩარევას თა-
ვი არიდა, მაგრამ მამა ვაილანტმა უმალვე გააცნობიერა, რომ
მათ პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენდა, როგორც ამ ორი
ქალის დაცვა და ასევე „პროპაგანდას“ უფლებამოსილების
უზრუნველყოფა. მან ზედმეტი ფაციფუცის გარეშე შემოიცვა
პალტო ანაფორაზე და სამივე მამაკაცი წითლად ატალახებუ-
ლი გზით გაემართა ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე ოლი-
ვარესების მამულისკენ.
მამა ჟოზეფი სინიორას ოჯახში ახალი წლის წვეულების მე-
რე არ გამოჩენილა. სახლს რომ მიუახლოვდა, უყურადღებო-
ბით შეცვლილი კარ-მიდამოს დანახვაზე მწარედ ამოიოხრა.
ღიად დატოვებული დიდი ჭიშკრისთვის ბოძი შეეყენებინათ
იმის გამო, რომ რკინის კაუჭი აღარ ჰქონდა; ეზო დანაგვიანე-
ბული იყო ძონძებითა და ძვლებით, რომლებიც ძაღლებს მი-
მოეფანტათ და აღარავის მოესუფთავებინა. შესასვლელში და-
კიდებულ ბინძურ გალიაში თუთიყუშები საცოდავად ჭყიპინებ-
დნენ. როცა ორეილმა გარეთა ჭიშკარზე ზარი დარეკა, მათ შე-
საგებებლად აბურძგნულთმიანი და ჭუჭყიანპერანგიანი პაბ-
ლო გამოიქცა. ბანჯოზე დამკვრელმა სტუმრები ცარიელ, ცივ
მისაღებ ოთახში შეიყვანა. ჩაჟამებულ ბუხარს გაწმენდა ესა-
ჭიროებოდა, სკამებსა და ფანჯრების რაფებში წითელი მტვერი
ჩამჯდარიყო, მინებს ჭუჭყის ზოლები ჩამონადენი ცრემლები-
ვით ეტყობოდა. საწერ მაგიდაზე ცარიელი ბოთლები, გაწეპი-
ლი ჭიქები და სიგარის ნამწვები ეყარა. ერთ კუთხეში მწვანე
შალითაგადაფარებული არფა იდგა.
პაბლომ მღვდლებს დაჯდომა შესთავაზა და აუწყა, რომ მი-
სი ქალბატონი ჯერ ისევ ლოგინში იწვა, რომ მზარეულს ხელი
ჰქონდა დამწვარი, ხოლო მსახურები ზარმაცობდნენ. ამის
შემდეგ შეშა შემოიტანა და ბუხარი დაანთო.

156
ცოტა ხანში თალხით მოსილი დონა იზაბელა შემოვიდა.
შავი სამოსის ფონზე სახე კიდევ უფრო თეთრი მოუჩანდა, თვა-
ლები გაწითლებოდა, კისერზე ჩამოშლილ და ყურებზე გადმო-
ფენილ გაუფერულებულ კულულებს ფერფლისფერი დასდე-
ბოდა.
მამა ვაილანტის მისალმებისა და მისამძიმრების შემდეგ
ახალგაზრდა იურისტი კიდევ ერთხელ, წყნარად შეუდგა ქა-
ლისთვის იმის ახსნას, თუ რა სირთულეების წინაშე იდგნენ და
როგორ ემოქმედათ ოლივარესის ძმების დასამარცხებლად.
ქალბატონი მორჩილად იჯდა, მაქმანიან ცხვირსახოცს ხან
თვალებზე ისვამდა, ხან ცხვირთან მიჰქონდა და აშკარად ეტ-
ყობოდა, ნათქვამიდან ერთი სიტყვაც არ ესმოდა. მამა ვაი-
ლანტს მოთმინების ფიალა აევსო, ფანჯარას მიუახლოვდა და
გადაჭრით უთხრა:
– შვილო ჩემო, ხვდებით თუ არა, რომ თქვენი მაზლები
ცდილობენ უგულვებელყონ თქვენი მეუღლის სურვილები,
მოგატყუონ თქვენც და თქვენი ქალიშვილიც და, საბოლოო
ჯამში, ეკლესიაც. ახლა ბავშვური საქციელი არ შეგშვენით.
თქვენი ქმრის ხსოვნის პატივსაცემად უნდა დაარწმუნოთ სა-
სამართლო, რომ ასაკის მიხედვით სრულიად შესაძლებელია,
მადმუაზელ ინესის დედა ბრძანდებოდეთ. ამიტომაც, მტკიცედ
უნდა განაცხადოთ, რამდენი წლის ხართ. ორმოცდაცამეტის,
ხომ ასეა?
დონა იზაბელა შიშისგან გაფითრდა და დივანის ბოლოში
მოიკუნტა, მაგრამ უეცრად მზერა ერთ წერტილს მიაპყრო,
ცისფერ თვალებში შუქი ჩაუდგა და კუთხეში მიკუნჭული და,
ასე ვთქვათ, კედელს აკრული ქალი, საოცრად სწრაფად გამო-
ცოცხლდა.
– ორმოცდაცამეტის! – წამოიძახა შიშნარევი გაოცებით, –
რატომ აქამდე არ გამიგია ასეთი აღმაშფოთებელი რამ. ბო-
ლო დაბადების დღეზე ორმოცდაორის ვიყავი. ეს იყო დეკემ-
ბერში, ოთხ დეკემბერს. ანტონიო რომ აქ იყოს, თვითონ გეტ-
ყოდათ! ის არც ჩემი გალანძღვის და არც საქმიანი საუბრის
უფლებას არ მოგცემდათ, მამაო ჟოზეფ. არასოდეს დაუშვებ-

157
და, ვინმეს ჩემთან ამაზე ესაუბრა! – ქალმა სახე თავის პატარა
ცხვირსახოცში ჩარგო და ატირდა.
მამა ლატურმა შეაჩერა თავისი ფიცხი ვიკარი, შეწუხებუ-
ლი დივანზე გვერდით მიუჯდა მადამ ოლივარესს და ტკბილი
სიტყვით მიმართა:
– ორმოცდაორის თქვენი მეგობრებისა და მთელი დანარ-
ჩენი მსოფლიოსთვის ხართ, მადამ ოლივარეს, შინაგანად და
გარეგნულად უფრო ახალგაზრდად გამოიყურებით. მაგრამ
კანონისა და ეკლესიისთვის ზუსტი რიცხვის დადგენაა საჭი-
რო. სასამართლოზე თქვენი ოფიციალური განცხადება ასაკს
ვერ მოგიმატებთ მეგობრების თვალში, ვერც ზედმეტ ნაოჭს
გაგიჩენთ სახეზე. როგორც იცით, ქალი იმდენი წლისაა, რამ-
დენადაც გამოიყურება.
– სასიამოვნოა, თქვენი სიტყვები, ეპისკოპოსო, – უთხრა
ქალმა აკანკალებული ხმით და ცრემლიანი თვალებით ახედა,
– მაგრამ ამის მერე თავს გარეთ ვეღარ გამოვყოფ. დაე, დარ-
ჩეს ის ფული ჩემი ქმრის ძმებს.
მამა ვაილანტი წამოხტა და ისე დააცქერდა ქალს, თითქოს
თავისი მზერით საღი აზრის ჩადება სურდა იზაბელას ჩაქინ-
დრულ თავში:
– ოთხასი ათას პესოზეა საუბარი, სინიორა იზაბელა! – წა-
მოიძახა მან, – თქვენი და თქვენი ქალიშვილის მყუდროებასა
და კომფორტზე მთელი ცხოვრების განმავლობაში. გინდათ,
რომ საკუთარი ქალიშვილი მათხოვრად აქციოთ? ისინი ყვე-
ლაფერს წაგართმევენ.
– ინესს მაინც ვერაფერში დავეხმარები, – ქალს მუდარა
შეერია ხმაში, – ის ხომ მონასტერში აპირებს წასვლას. მე კი
ფული არ მაინტერესებს. Ah, mon pere, je voudrais mieux etre
jeune et mendiante, que n’etre que vieille et riche, certes,
oui!32
მამა ჟოზეფი მის ყინულივით ცივ ხელს დასწვდა:

32
(ფრ.) ო, მამაო, მირჩევნია, ახალგაზრდა და უპოვარი ვიყო, ვიდრე ბებე-
რი და მდიდარი; დიახ, ეს ასეა!

158
– ნუთუ იმის უფლება გაქვთ, რომ ეკლესიას წაართვათ
მისთვის განკუთვნილი და თქვენს მმართველობაში დატოვე-
ბული თანხა? ათუ გიფიქრიათ, რა გელოდებათ ასეთი მუხ-
თლობისთვის?
მამა ლატურმა მკაცრად შეხედა ვიკარს:
– Assez!33– თქვა წყნარად, მამა ჟოზეფის მიერ გათავი-
სუფლებული ქალის ხელისკენ დაიხარა და პატივისცემით ეამ-
ბორა, – ეს საკითხი მადამ ოლივარესისა და მისი სინდისის
ამარა უნდა დავტოვოთ. შვილო ჩემო, მჯერა, გააცნობიერებთ,
რომ მსხვერპლად შეწირული თქვენი პატივმოყვარეობა
თქვენსავე სულს მოუტანს შვებას. ხოლო საერო თვალსაზრი-
სით თუ შევხედავთ, იცოდეთ, რომ სიღარიბე რთული გადასა-
ტანია. თქვენ მოგიწევთ ოლივარესის ძმების კმაყოფაზე ყოფ-
ნა, ხომ გესმით? ნამდვილად არ მინდა ასე რომ მოხდეს. მე
თავკერძული ინტერესიც მამოძრავებს, – მინდა ყოველთვის
მომხიბლავი იყოთ და აქ, თქვენს სამფლობელოში შეგვიქ-
მნათ ხოლმე პატარა პოეტური გარემო, რასაც დიდად დანატ-
რულებულნი ვართ.
მადამ ოლივარესმა ტირილი შეწყვიტა, თავი ასწია და
ცრემლები შეიმშრალა. მოულოდნელად ხელი სტაცა ეპისკო-
პოსის ანაფორაზე დაკერებულ ერთ-ერთ ღილს და თითებით
ნერვიულად დაუწყო აქეთ-იქეთ ტრიალი.
– მამაო, – მორცხვად იკითხა, – ინესის დედობისთვის,
ყველაზე ახალგაზრდა რამდენი წლის შეიძლება, რომ ვიყო?
ეპისკოპოსს მსჯავრის გამოტანა გაუჭირდა, შეყოყმანდა,
აილეწა და თავისი მშვენიერი, თეთრი ხელის მოძრაობით სა-
კითხი გადასაწყვეტად ორეილის გადაულოცა.
– ორმოცდათორმეტის, სინიორა ოლივარეს, – მოკრძა-
ლებით მიუგო ახალგაზრდა კაცმა, – თუკი დაადასტურებთ
ამას და სიტყვას არ გადახვალთ, დარწმუნებით შემიძლია
გითხრათ, რომ ამ საქმეს მოვიგებთ.
– ძალიან კარგი, მისტერ ორეილი, – თქვა ქალმა და თავი
დახარა. მისი სტუმრები წასასვლელად წამოდგნენ, ის არ გან-

33
(ფრ.) საკმარისია!

159
ძრეულა, იჯდა, მტვრიან ნოხს დაჰყურებდა და თავისთვის
ლუღლუღებდა, – ყველას თანდასწრებით!..
სახლისკენ ტაატით გაუდგნენ გზას. მამა ჟოზეფმა თანამ-
გზავრებს უთხრა, – მერჩივნა, ინდიელთა მთელი პუებლოს
ცრუმორწმუნეობას შევბმოდი, ვიდრე ერთი თეთრკანიანი ქა-
ლის პატივმოყვარეობასო.
– მე კი ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ამისთანა
სცენა ავირიდო, – განაცხადა შუბლშეკრულმა ეპისკოპოსმა,
– ასეთ სატანჯველში არასოდეს მიმიღია მონაწილეობა.
ბოიდ ორეილიმ ოლივარესებს პროცესი მოუგო. ეპისკო-
პოსი საქმის მოსმენას არ დასწრებია, სასამართლოში მამა ვა-
ილანტი გამოცხადდა. აქოთებულ ბრბოში მდგარ მღვდელს
(სასამართლო დარბაზში სკამები არ იდგა), ლამის მუხლები
მოეკვეთა, როცა ახალგაზრდა ადვოკატმა ნერვიულობით გა-
მოწვეული მძვინვარებით მიუშვირა თითი თავის კლიენტს და
ჰკითხა:
– სინიორა ოლივარეს, ხართ თუ არა ორმოცდათორმეტი
წლის?
მადამ ოლივარესი სამგლოვიარო სამოსში იყო ჩაცმული,
მისი თეთრი სახე ზოლებად ჩანდა ჩამოფარებული პირბადის
ნაკეცებს შორის.
– დიახ, სერ, – გამოსცრა ქალმა კრეპის ვუალიდან.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ, იმავე დღეს, მანუელ ჩა-
ვესი ანტონიოს ძველ მეგობრებთან ერთად მისალოცად მივი-
და ქვრივთან. აეს ამბავი ქალაქს ელვის სისწრაფით მოედო.
სხვებსაც მოუნდათ სწვეოდნენ სახლს, რომელიც ასე დიდხანს
იყო დახშული სტუმრებისთვის. საღამო ხანს საკმაოდ დიდი
რაოდენობის ხალხი შეიკრიბა ქალბატონთან, მათ შორის იყო
რამდენიმე სამხედრო პირი და ძმებ ოლივარესებზე გადამტე-
რებული ადამიანი.
გრძელ დარბაზში უამრავი ხალხის ხელახლა დანახვამ
მზარეული ვახშმის სასწრაფოდ მომზადებისკენ წააქეზა. პაბ-
ლომ თეთრი პერანგი და ხავერდის ქურთუკი ჩაიცვა და შეუდ-
გა თავისი გარდაცვლილი ბატონის კუთვნილი საუკეთესო

160
ვისკის, ხერესის და კვარტიან34 ბოთლებში ჩასხმული შამპა-
ნურის სარდაფიდან ამოტანას (მექსიკელებს ძალზე უყვარ-
დათ შუშხუნა ღვინო. რამდენიმე წლის წინ ერთ ამერიკელ მო-
ვაჭრეს სერიოზული პოლიტიკური პრობლემები ჰქონდა სან-
ტაფეს მექსიკელ სამხედრო ხელმძღვანელობასთან. ჰოდა,
მათი ნდობისა და მეგობრობის ხელახლა მოპოვება მხოლოდ
მას შემდეგ შეძლო, რაც შამპანურით დატვირთული დიდი
ფურგონი გაუგზავნა – სულ სამი ათას სამას ოთხმოცდათორ-
მეტი ბოთლი!).
სტუმართმოყვრული განწყობა სახლს უმალვე დაეუფლა.
წინასწარ არაფერი ჰქონიათ მომზადებული, ღვინის ჭიქები
მტვრიანი იყო, მაგრამ პაბლომ ისინი ცოტა ხნის წინ გამონაც-
ვალი საკუთარი პერანგით გამოწმინდა. ისე, რომ არავის არა-
ფერი დაუვალებია, ბიჭმა ლანგარზე დაწყობილი სავსე ჭიქები
ოთახში ჩამოატარა. სერვანტთან მდგარი თვალს ადევნებდა,
რომ სტუმრებს დასალევი არ მოჰკლებოდათ, ამიტომ წამდაუ-
წუმ ჭიქების შევსება უწევდა. დონა იზაბელამაც კი მიირთვა
ცოტაოდენი შამპანური, ერთი ჭიქა ნელ-ნელა რომ გამოსცა-
ლა ჯორჯიელ კაპიტანთან ერთად, მეორე ჭიქაზე უკვე უარი ვე-
ღარ უთხრა უახლოეს მეზობელსა და მისი ქმრის კარგ მეგო-
ბარს, ფერდინანდ სანჩესს. ყველა მხიარულობდა, სტუმრები-
ცა და მსახურებიც; იქაურობა ნაწვიმარი ბაღივით პრიალებდა.
მამა ლატური და მამა ვაილანტი ისე, რომ არაფერი იცოდ-
ნენ ამ ნაუცბათევად გამართული წვეულების შესახებ, რვა სა-
ათზე ეწვივნენ მამაც ქვრივს. ეზოში შესულები გააოცა სახლი-
დან გამომავალმა მუსიკის ხმამ და გაჩახჩახებულმა ფანჯრებ-
მა. არც კი დაუკაკუნებიათ, ისე შევიდნენ სახლში. სადარბაზო
ოთახში უამრავი სანთელი ენთო; ბოლო ღილამდე შეკრულ,
გრძელ ფრაკებში გამოწყობილი სინიორები ფეხზე იდგნენ,
ორეილი და ოფიცერთა ერთი ჯგუფი გარს შემოხვეოდა სერ-
ვანტს, სადაც პაბლოს ხელზე შთამბეჭდავად ჰქონდა გადაკი-
დებული დიდი ხელსახოცი და შამპანურს უსხამდა მათ. ოთა-

34
1.14-ლიტრიანი.

161
ხის მეორე ბოლოდან არფის წკრიალი და დონა იზაბელას სიმ-
ღერა ისმოდა:
მოუსმინეთ ჯაფარას,
მოუსმინეთ ჯაფარას!
მღვდლები სიმღერის დამთავრებამდე შემოსასვლელთან
შეყოვნდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ მივიდნენ ქალბატონ-
თან მოსაკითხად. იზაბელას ეცვა მოკრძალებული, მისი მწუ-
ხარებისთვის შესაფერისი თეთრი კაბა; ოქროსფერი კულუ-
ლები ძველებურად დაეყენებინა – სამი ყურებს უკან ერხეოდა,
თითო-თითო საფეთქლებიდან ჩამოკიდებოდა და რამდენი-
მეც კისრიდან ზურგზე ჰქონდა დაფენილი. მისკენ მიმავალი
შავოსანი მღვდლების დანახვისთანავე ქალმა ხელი უშვა არ-
ფას, ატლასის ფეხსაცმლიანი ფეხი ინსტრუმენტის პედლიდან
ჩამოიღო, წამოდგა და ორივეს ხელი ჩაჰკიდა. თავისი სულიე-
რი მამების სიყვარულით თვალებგაბრწყინებულმა და სახეგა-
ცისკროვნებულმა, ისე, რომ ყველა მოდუდუნე თუ ჩუმად მო-
საუბრე სტუმარს გაეგონა, ხმამაღლა, ხუმრობანარევი საყვე-
დურით მიმართა ორივეს:
– მე თქვენ ვერასოდეს გაპატიებთ, მამაო ჟოზეფ, და ვერც
თქვენ, მამაო ლატურ, იმ საშინელ ტყუილს, რომელიც სასა-
მართლოზე მათქმევინეთ ჩემს ასაკთან დაკავშირებით!
საერთო სიცილისა და აპლოდისმენტების ფონზე ორივე
სასულიერო პირმა თავი დახარა იქმყოფი საზოგადოების წი-
ნაშე.

162
წიგნი მეშვიდე – დიდი ეპარქია

მარიამის თვე35

მიმდინარე მოვლენები ხან შვებად ევლინებოდა ეპისკო-


პოსს, ხან კი – ხელს უშლიდა მუშაობაში.
მამა ლატურის ჩამოსვლამდე სამი წლით ადრე, სანტაფეში
გაფორმდა „გედსდენის შენაძენის“ ხელშეკრულება, რომლი-
თაც შეერთებულმა შტატებმა მექსიკას ჩამოაჭრა ამჟამინდე-
ლი ნიუ-მექსიკოსა და არიზონას მოზრდილი ტერიტორია.
ხელმძღვანელობამ რომიდან აუწყა მამა ლატურს, რომ ეს ახა-
ლი მიწები უნდა მიეერთებინა თავისი ეპარქიისთვის, მაგრამ
ნაციონალური სასაზღვრო ზოლი ხშირად სამრევლოს ორ ნა-
წილად ყოფდა და ეკლესიის იურისდიქციაში შემავალი საზ-
ღვრები უნდა დადგენილიყო ჩიჰუაჰუასა და სონორას ეპისკო-
პოსებთან შეთანხმებით. მღვდელმთავრებთან მოსალაპარა-
კებლად ლატურს დაახლოებით ოთხი ათასი მილი უნდა გაევ-
ლო. მამა ვაილანტის თქმისა არ იყოს, რომში ვერ აცნობიე-
რებდნენ, რომ ცხენებით მოსიარულე ორი მისიონერისთვის
ადვილი არ იყო ისტორიის მწყობრი ნაბიჯისთვის ფეხის აწყო-
ბა.
წლების განმავლობაში ჰაერში გამოკიდებული ეს საკითხი
ხშირი მიმოწერის საგანი იყო. ბოლოს, 1858 წელს, სადავო
საზღვრებთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად,
მამა ვაილანტი წავიდა მექსიკელ ეპისკოპოსებთან. ის შემოდ-
გომაზე გაემგზავრა და მთელი ზამთარი გზაში გაატარა; ელ
პასო დელ ნორტედან დასავლეთით, ტუსონისკენ აიღო გეზი;

35
ღვთისმშობლობას კათოლიკური ეკლესია წელიწადში რამდენჯერმე აღ-
ნიშნავს; ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მაისის დღესასწაული.

163
იქიდან ჩავიდა სანტა მაგდალენასა და კალიფორნიის ყურეში
მდებარე ქალაქ გუაიმში; უკან დაბრუნებისას კი, ოკეანითაც
მოუწია მგზავრობა.
შინისკენ მიმავალს, მზის გამოსხივებისა და უვარგისი
წყლის დამსახურებით, მალარია შეეყარა. სერიოზულად დას-
ნეულებულ მღვდელს არიზონას კაქტუსებიან უდაბნოში მო-
უწია გაჩერება. მისი ავადმყოფობის ამბავი სანტაფეში ინდი-
ელმა შიკრიკმა ჩაიტანა და მამა ლატური ხასინტოსთან ერ-
თად დაუყოვნებლივ გაეშურა მეგობრის საძებნელად; გაიარა
მთელი ნიუ-მექსიკო, ნახევარი არიზონა, იპოვა მამა ვაილან-
ტი და ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით წამოიყვანა თავისთან.
აავადმყოფი ორ თვეს დარჩა ეპისკოპოსის სახლში. პირვე-
ლი გაზაფხული იყო, ის და მამა ლატური წელიწადის ამ დროს
ერთად რომ ატარებდნენ და ტკბებოდნენ იმ ბაღით, რომელიც
სანტაფეში ახლადჩამოსულებმა გააშენეს.
მარიამის თვე იდგა, მაისის თვე. მამა ვაილანტი ბაღში, ვა-
ზის ტალავერის ქვეშ, პლედებდაფენილ, დასაკეც სამხედრო
საწოლზე იწვა და ბოსტანში მომუშავე ეპისკოპოსსა და მის მე-
ბაღეს უცქერდა. ვაშლის ხეები გაკვირტულიყო, ალუბალს კი
უკვე დაესრულებინა ყვავილობა. ჰაერიცა და მიწაც გაჟღენ-
თილი იყო თბილი, გიჟმაჟი გაზაფხულით; ნიადაგი მზის სხივე-
ბით გაჯერებულიყო, მზის სხივები კი – წითელი მტვრის კორი-
ანტელით. ჰაერში მიწის სურნელი ტრიალებდა, ქვევით, გადა-
ბიბინებულ ბალახში ლურჯი ცა ირეკლებოდა.
ეპისკოპოსმა ხეხილი ექვსი წლის წინ სწორედ მაშინ ჩაყა-
რა, როცა სენტ ლუისიდან ფურგონიანი ოთხთვალათი ნერგე-
ბი (რაღაცნაირი გამომშრალი წნელები) ჩამოიტანა და თან
მოიყოლა ლორეტოს ნეტარი დები ჩვენი სხივშემოსილი
ღვთისმშობლის სახელობის აკადემიის დასაარსებლად. სკო-
ლამ ღირსეული სახელი დაიმკვიდრა – ის დიდად გამოადგა
როგორც პროტესტანტების, ასევე კათოლიკეების საზოგადო-
ებას. ხეხილმაც მშვენიერი ნაყოფი გამოიღო. ეპისკოპოსის
ხეებიდან ჩამონაჭერი და ბევრი მექსიკელის ბაღში დარგული
სანამყენე კალმები უკვე იძლეოდა ნაყოფს. როცა ლატური
პირველად გაემგზავრა ბალტიმორში, მამა ჟოზეფმა დრო

164
იხელთა და ოფიციალური მოვალეობების შესრულების პარა-
ლელურად, დამხმარე მექსიკელი დიასახლისი, ფრუქტოზა,
კულინარიაში დაახელოვნა. მოგვიანებით, ეპისკოპოსმა
ფრუქტოზას ქმარს, ტრანკვილინოს მცენარეების მოვლა შეას-
წავლა. საბოლოოდ, მისგან ისეთი კარგი მებაღე დადგა, რომ
მალე ორივემ ერთად დაგეგმა ბაღის მომავალი. ეკლესიას
უკან ჰქონდა მიწა, რომელიც მოქცეული იყო ეპისკოპოსის
სახლსა და აკადემიის შენობას შორის. იგი ორ ნაწილად გაყ-
ვეს, ერთზე ხეხილის წარმტაცი ბაღი გააშენეს, მეორეზე კი –
ბოსტანი. იმ დროიდან მოყოლებული ეპისკოპოსი თავს დას-
ტრიალებდა იქაურობას, რგავდა და რწყავდა მცენარეებს; ეს
იყო მისი ერთადერთი თავშესაქცევი.
ნორჩი ალვის ხეების მწკრივი საეპისკოპოსოს ეზოდან
სკოლამდე აღწევდა. სამხრეთით, თიხის კედლის გაყოლება-
ზე, ერთ რიგად იდგა დაგრეხილვარჯიანი ძველისძველი იალ-
ღუნის ხეები, რომლებიც ახლადჩამოსულ ლატურს უკვე იქ
დახვდა. უპატრონოდ მიტოვებულ ხეებს სიცოცხლისთვის
ბრძოლა მზით გავარვარებულ, ვირების ნავალ მიწაზე უწევ-
დათ, რის გამოც ტანი კვიპაროსების მსგავსად გამაგრებოდათ
და ძალზე ძველ ბოძებს დამსგავსებოდნენ. დროის წყალობით
გამობრძმედილებსა და გალოპრილებს სასწაულებრივად შე-
მორჩენოდათ იმის ძალა, რომ მშვენიერი ფოთლები და ყვავი-
ლები გამოესხათ და გრძლად გაბუჩქული ლავანდისფერი
კვირტები გამოეღოთ.
მამა ლატურს ყველა ხეზე მეტად იალღუნი უყვარდა. სა-
ითაც უნდა წასულიყო, ყველგან ეს მცენარე ეგებებოდა. სადაც
უნდა ყოფილიყო, ნიუ-მექსიკოსა თუ არიზონას უდაბნოებში,
მექსიკურ კარ-მიდამოში, მზით გადახრუკულ მიწაზე თუ გა-
ვარვარებულ ალიზის კედლებთან, იალღუნი ყველგან ნაზად
არხევდა თავის მსუბუქ, მოლურჯო-მომწვანო ფოთლებს. ამ
ხეზე აბამდნენ ვირებს, მის ძირში მიწის ქექვით ერთობოდნენ
ქათმები, ჩრდილში ეძინათ ძაღლებს, ტოტებზე კი, არცთუ იშ-
ვიათად, სარეცხსაც კიდებდნენ. მამა ლატურმა ხშირად იცოდა
თქმა, – იალღუნი, თითქოს საგანგებოდ, ალიზით ნაგები სოფ-
ლის ფორმისა და ფერის შეხამებით შეუქმნიათო. ნორჩღე-

165
როიანი ყვავილები, რომლითაც ეს ხეა მორთული, წითელი
თიხის კედლებისგან ელფერით განსხვავდება, ხოლო მის ბოჭ-
კოვან ტანს მოოქროსფრო-მოლავანდისფრო ტონი დაჰკრავს.
მამა ჟოზეფი მოწიწებით ეკიდებოდა ეპისკოპოსის ამგვარ და-
მოკიდებულებას, მაგრამ თვითონ იმის გამო მოსწონდა იალ-
ღუნი, რომ ხალხს უწევდა სამსახურს. ეს ხე ყოველ მექსიკურ
კარ-მიდამოში ოჯახის წევრივით შინაური იყო.
მამა ვაილანტისთვის წელიწადის ყველაზე ბედნიერი დრო
იდგა. წლების განმავლობაში ის ვერ ახერხებდა სათანადოდ
დაეცვა ამ წმინდა თვესთან დაკავშირებული, ჯერ კიდევ ბავ-
შვობიდან გამოყოლილი ჩვევა, რომელიც მოწყალე და მფარ-
ველი ქალწულის ღვთაებრივ არსში ჩაწვდომას ეძღვნებოდა.
დიდი ტბების რეგიონში მისიონერული მოღვაწეობისას, წელი-
წადის ამ დროს, ის ყოველთვის იცლიდა საამისოდ, მაგრამ აქ
ამას ვეღარ ახერხებდა. წინა წლის მაისში ჰოპის ინდიელების-
კენ სავალ გზას ადგა, დღეში ოცდაათ მილს გადიოდა, ხალხს
აქორწინებდა, ნათლავდა, აღსარებებს იბარებდა, ღამეებს
ქვიშიან დიუნებში ათევდა; ლოცულობდა, მაგრამ მის ლოც-
ვებში გამუდმებით იჭრებოდა პრაქტიკულ საზრუნავზე ფიქრი.
იმ წელიწადს, ავადმყოფობის გამო, მამა ჟოზეფს შესაძ-
ლებლობა მიეცა მარიამის თვე მთლიანად ღვთისმშობლის-
თვის მიეძღვნა და დღის უმეტესი ნაწილი მისთვის დაეთმო.
ღამღამობით, იმ შეგნებით იძინებდა, რომ ზეციური ქალწული
მფარველობდა. დილაობით, თვალის გახელისთანავე, ჰაერში
გამორჩეულ სურნელს გრძნობდა – ეს იყო მარიამისა და მა-
ისის თვის სურნელი. Alma Mater redemptoris!36 ახლა, პრაქ-
ტიკული თუ მისიონერული მუშაობის დამაჩლუნგებელი საზ-
რუნავისგან განტვირთულს, ისევ მიეცა შესაძლებლობა, წმინ-
და ქალწულისთვის თაყვანი ეცა ძველებური, ჭაბუკური გზნე-
ბითა და ახალგაზრდული, ღვთისმოშიში ადამიანისთვის და-
მახასიათებელი შეუბღალავი რწმენით. კიდევ ერთხელ და-
იგულა ეს თვე თავისად, ზეციურმა დედოფალმა აჩუქა წელი-
წადის ეს დრო, რომელიც მამა ვაილანტისთვის ყოველთვის

36
(ლათ.) დედაო, ჩვენი მხსნელისაო!

166
ძალზე ბევრს ნიშნავდა რელიგიური ცხოვრების თვალსაზრი-
სიდან გამომდინარე.
მამა ვაილანტს დიდი ხნის წინანდელი ამბავი გაახსენდა
და გაეღიმა; მაშინ პუი-დე-დომში, სანდრში, შიკრიკად ედგა
ერთ მოხუცებულ მღვდელს. ყმაწვილი, კურთხეული ქალწუ-
ლის სადიდებლად განსაკუთრებულ ღვთისმსახურებას გეგ-
მავდა. უნდოდა, მთელი მაისის თვე ღვთისმშობლის დიდების-
თვის მიეძღვნა. ისიც გაახსენდა, როგორ ჩაუფუშა იმედები
მღვდელმა, რომელსაც გამოვლილი ჰქონდა ტერორი, სამ-
ღვდელო პირთა დევნის სისასტიკე და ვერც იანსენიზმს გა-
დარჩენილიყო. ახალგაზრდა მამა ჟოზეფმა მოხუცის დატუქ-
სვა თვინიერად აიტანა, მოწყენილი შევიდა თავის სენაკში, შე-
იტანა კრიალოსანი და მთელი დღე ლოცვაში გაატარა: „არა
ჩემი სურვილის შესაბამისად, არამედ, შენ სადიდებლად მომა-
ნიჭე ეს მადლი, მარიამ, ჩემო სასოებავ!“ – შეჰღაღადა დედაღ-
ვთისას. იმავე საღამოს, მოხუცმა პასტორმა თავისთან იხმო
ყმაწვილი და ნება დართო, აესრულებინა ის ჩანაფიქრი, ასე
სასტიკად რომ აუკრძალა დილით. ეს ამბავი მამა ჟოზეფმა სი-
ხარულით მისწერა ქალაქ რიომში, „ვიზიტელების“ ორდენის
მონაზვნებთან მყოფ მათ მორჩილს, თავის დას, ფილომენეს
და შეევედრა, რაც შეიძლებოდა ბევრი ხელოვნური ყვავილი
დაემზადებინა სამაისო საკურთხევლის მოსართავად. რა დი-
დებულად უპასუხა დამ! მასაც არანაკლებ უხაროდა, ძმის სა-
მაისო ლოცვებს ამდენი ხალხი რომ ესწრებოდა, განსაკუთრე-
ბით სამრევლოს ახალგაზრდობა, რომელთა შორისაც მნიშ-
ვნელოვნად გაზრდილიყო ღვთისადმი რწმენა. მამა ვაილანტს
მყარი, მეგობრული ოჯახი ჰყავდა; ჯერ ისევ ბავშვები იყვნენ,
დედა რომ დაკარგეს. ამ ამბავმა და-ძმა უფრო დააახლოვა.
ფილომენე ჟოზეფის იმედების, სურვილებისა და რელიგიური
ცხოვრებით გატაცების თანამოზიარე იყო.
წარსულიდან მოყოლებული, მამა ჟოზეფის ცხოვრების
ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები ამ დალოცვილ თვეში
ხდებოდა. ეს ის დროა, როცა ცოდვებით დამძიმებული და და-
ცემული სამყარო, თითქოსდა, ხარების დღესასწაულის აღსა-
ნიშნავად თეთრად იმოსება და ერთობ ლამაზდება საიმისოდ,

167
რომ ცოტა ხნით ქრისტეს ჭეშმარიტ სასძლოდ იქცეს. უფლის
წყალობით, მამა ჟოზეფს სწორედ მაისში მიეცა შესაძლებლო-
ბა ცხოვრებაში ურთულესი ნაბიჯი გადაედგა, – მან დატოვა
მშობლიური ქვეყანა, განეშორა ძვირფას დას და მამას (თანაც
სამწუხარო გარემოებაში!) და შეუდგა მისიონერულ მოღვა-
წეობას ახალ სამყაროში. უზენაესი რწმენის გამო სხვა ქვეყა-
ნაში წასვლა განშორებას კი არა, გაქცევას, ოჯახის ღალატს
უფრო ჰგავდა. ახლა ამაზე ეღიმებოდა, მაშინ კი, ყველაფერს
საკმაოდ მწარედ განიცდიდა. ეს ყოველივე ახსოვდა იქვე, მის
მახლობლად სტაფილოს ამოღებით დაკავებულ ეპისკოპოს-
საც. მამა ჟოზეფის სანტაფეში ამჟამინდელი ყოფნა სწორედ
მამა ლატურის მაშინდელი თანადგომის დამსახურება იყო. ვა-
ილანტი არასოდეს დატოვებდა თავის ძვირფას სანდუსკის, ახ-
ლადდანიშნულ ეპისკოპოსს რომ არ ეთხოვა დახმარება და
მისი ჭირ-ვარამის გაზიარება. მაშინ ჟოზეფმა თავისთვის ჩა-
ილაპარაკა: „ის ახლა დაბრკოლებების გამოა აფორიაქებუ-
ლი! ისევე უნდა დავეხმარო, როგორც თვითონ დამეხმარა,
როცა პარიზისკენ მიმავალ გზაზე, დილიჟანსის მოლოდინში
ჩემთან ერთად მდგარმა, გეგმები ჩამიშალა და ამით გადამარ-
ჩინა“.
მამა ვაილანტს ის დრო ისე ცხადად დაუდგა თვალწინ, რომ
ცრემლის მოწმენდაც კი დასჭირდა (ავადმყოფებს ხომ გული
უფრო სწრაფად უჩუყდებათ ხოლმე), სათვალე გაიწმინდა და
ეპისკოპოსს დაუძახა:
– მამაო ლატურ, დროა, ზურგი დაასვენო, უკვე დიდი ხა-
ნია, მოხრილი ხარ.
ეპისკოპოსი მისკენ წავიდა და ტალავერთან მდგარ ურიკა-
ზე ჩამოჯდა:
– წეღან ვფიქრობდი, რომ აღარ უნდა ვილოცო შენი სწრა-
ფი გამოჯანმრთელებისთვის, ჟოზეფ. ჩემი ვიკარის შინ დარჩე-
ნის ერთადერთი საშუალება მისი ავად გახდომაა.
მამა ჟოზეფს გაეღიმა:
– თვითონ არ რჩები ხოლმე დიდხანს სანტაფეში, ჩემო
ეპისკოპოსო.

168
– ამ ზაფხულს აქ გავატარებ და, იმედი მაქვს, შენც გვერ-
დით მეყოლები. წელს მინდა ჩემი ლოტოსის ყვავილები განა-
ხო. ტრანკვილინო ნაშუადღევისკენ წყალს შემოიყვანს ჩემს
ტბაში, – ტბას ის ეძახდა ბაღის შუაგულში არსებულ პატარა
გუბეს, რომელშიც, ტრანკვილინოს რუ გამოეყვანა იქვე, ყუ-
რის ძირში მოჩუხჩუხე ნაკადულიდან. ტრანკვილინო, სხვა
მექსიკელების მსგავსად, წყალთან დაკავშირებული საქმეე-
ბის დიდი მცოდნე გახლდათ.
– გასულ ზაფხულს, წასული რომ იყავი, – განაგრძო ეპის-
კოპოსმა, – ამ პაწია ტბაზე ასზე მეტი გაფურჩქნილი ლოტოსი
ტივტივებდა და ყველა მათგანმა იმ ხუთი ბოლქვისგან იხარა,
ჩემი აბგით რომ ჩამოვიტანე რომიდან.
– როდის იწყებს ყვავილობას?
– ივნისში იწყებს და ივლისში უკვე ავ თვალს არ ენახვება.
– მაშინ, ცოტა უნდა დააჩქარებინო აყვავება, რადგანაც,
ჩემი ეპისკოპოსის ნებართვით, ივლისში აქ უკვე აღარ ვიქნე-
ბი.
– ასე მალე? კი, მაგრამ, რატომ?
მამა ვაილანტი მოუხერხებლად აწრიალდა ლოგინში:
– გზაარეული კათოლიკეების მოსაძიებლად მივდივარ,
ჟან! შენს ახალ ტერიტორიაზე, ტუსონისკენ მიმავალ გზაზე
მცხოვრები თავგზააბნეული კათოლიკეების. იქ ასობით უპო-
ვარი ოჯახია, მღვდელი თვალითაც რომ არასოდეს უნახავთ.
კარდაკარ უნდა მოვიარო იქაურობა, პატარა დასახლებასაც
არ დავტოვებ. მათ არსებაში ღრმად არის გამჯდარი ღვთისმო-
საობა და რწმენა, მაგრამ ამ თვისებებს მცდარი ცრურწმენე-
ბის გარდა ვერაფრით ასაზრდოებენ. ლოცვები წესიერად არ
ახსოვთ, კითხვა მათ არ იციან და არც ვინმე ჰყავთ ისეთი, რამე
ასწავლოს, ან სწორ გზაზე დააყენოს. ეს ადამიანები იმ მარ-
ცვლებს ჰგვანან, გაღვივება რომ სჭირდებათ, მაგრამ ნოტიო
ნიადაგი არ გააჩნიათ. სულ უბრალო ურთიერთობას შეუძლია,
ეს ხალხი ეკლესიის ცოცხალ ორგანიზმად აქციოს. რაც უფრო
მეტს ვმუშაობ მექსიკელებთან, მით მეტად ვხვდები, რომ ჩვენი
მხსნელი სწორედ ამგვარ ხალხს გულისხმობდა, როცა ამბობ-
და: „უკუეთუ არა იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი“. მას მხედველო-

169
ბაში ჰყავდა ისეთი ადამიანები, რომლებსაც ამა სოფლისა
ბევრი არაფერი გაეგებათ, რომელთა გონება მოხვეჭისა და
თავის გამოჩენისკენ არ არის მიმართული. ეს ღარიბი ქრის-
ტიანები ჩვენი მშობლიური ხალხივით ყაირათიანები როდი
არიან, ისინი ქონებრივ საკუთრებასა თუ მატერიალურ ღირე-
ბულებებს არ ეთაყვანებიან. თითოეულ სოფელში რამდენიმე
საათს ვრჩები, ვატარებ საკულტო საიდუმლოთა რიტუალებს,
ვისმენ აღსარებებს, ყველა სახლში ვტოვებ მცირეოდენ სამახ-
სოვრო საჩუქარს, კრიალოსანს ან რელიგიურ სურათს და იქი-
დან ისეთი გრძნობით მივდივარ, თითქოს ამ ხალხს განუზომე-
ლი ბედნიერება მივანიჭე და ღვთის უგულებელყოფის გამო
დახშული მათი ალალი სულები გავათავისუფლე.
– ერთხელ იქ, ტუსონში, ერთმა ახლადგაქრისტიანებულმა
პიმას ინდიელმა რაღაცის საჩვენებლად უდაბნოში მასთან ერ-
თად წასვლა მთხოვა. ისეთ უდაბურ ადგილას მიმიყვანა, რომ
მსგავს გარემოს მიუჩვეველ ადამიანს უთუოდ ეჭვი შეიპყრობ-
და და ცხოვრების ბოლომდე არ გაუნელდებოდა შიშის
გრძნობა. შავი კლდის ძრწოლის მომგვრელ კანიონში ჩავე-
დით, მან გამოქვაბულის სიღრმეში შემიყვანა და მაჩვენა ოქ-
როს თასი, შესამოსელი, ბარძიმები და ყველა ის ნივთი, რაც
მესის ჩასატარებლადაა საჭირო. მის შორეულ წინაპრებს გა-
დაუმალავთ აპაჩების მიერ გაძარცული მისიის წმინდა ქონე-
ბა. საიდუმლო მხოლოდ იმ ინდიელის ოჯახისთვის ყოფილა
ცნობილი და მე ვიყავი პირველი მღვდელი, რომელსაც უფ-
ლისთვის უნდა დაებრუნებინა მისი კუთვნილი. ჩემთვის ასეთი
ფაქტები ალეგორიულ შინაარსს იძენს. ველურ პერიფერიაში
რწმენის არსებობა დამარხულ განძს ჰგავს; ხალხი იცავს ნივ-
თებს, მაგრამ წარმოდგენა არა აქვს, როგორ გამოიყენოს ისი-
ნი სულის საცხონებლად. მხოლოდ სიტყვას, ლოცვას, ღვთის-
მსახურებას ძალუძს მათი სულების მარწუხებიდან გამოხსნა.
ვაღიარებ, რომ ძალზე ვესწრაფვი ამ მისიის შესრულებას. მინ-
და ვიყო ის კაცი, ვინც იმ გზააბნეულ ხალხს უფალს დაუბრუ-
ნებს. ეს იქნება ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ბედნიერება.
ეპისკოპოსმა მაშინვე არ უპასუხა მეგობრის მუდარას. ბო-
ლოს, როგორც იქნა, ამოღერღა სათქმელი:

170
– შენ უნდა გააცნობიერო, რომ აქ მჭირდები, მამაო ჟოზეფ.
ჩემი მოვალეობები ერთი ადამიანის ძალისხმევას აღემატება.
– მაგრამ შენზე მეტად იმ ხალხს ვჭირდები! – მამა ჟოზეფმა
საბანი გადაიძრო, ანაფორის ამარა წამოჯდა და ფეხები მიწა-
ზე გადმოაწყო, – ნებისმიერი ჩვენებური, მონფერანელი
ფრანგი მღვდელი გაგიწევს სამსახურს. აქაური საქმე განსწავ-
ლულობას მოითხოვს, იმ საცოდავ არსებებს კი გულისხმიერე-
ბა, განსაკუთრებული თანაგრძნობა სჭირდებათ. ჩემსავით
კარგად ახალი მღვდლები ვერ გაუგებენ. მე ხომ ლამის გავ-
მექსიკელდი! შევეჩვიე „ჩილი კოლორადოსა“ და ცხვრის დუ-
მის ჭამას. მათი სისულელეები აღარ მწყინს, მათი შეცდომე-
ბიც კი მეძვირფასება. მე მათიანი ვარ!
– ეჭვი არ მეპარება, ეჭვი არ მეპარება! მაგრამ დაჟინებით
მოვითხოვ, ჯერჯერობით აქ იწვე.
აწითლებული და აღელვებული მამა ვაილანტი ისევ ბალი-
შებზე გადაწვა. ეპისკოპოსი მკვეთრად შეტრიალდა ბაღისკენ,
ჯერ იალღუნის ხეების მწკრივისკენ წავიდა, მერე კი ისევ უკან
გამობრუნდა. ის ნელი, თანაბარი, მტკიცე ნაბიჯით, წელგა-
მართული მოდიოდა. თავი მოხდენილად ეჭირა, რაც ყოველ-
თვის იმაზე მეტყველებდა, რომ ვითარებას ფლობდა. ვერავინ
წარმოიდგენდა, რა მძაფრ, სულიერ ჭიდილს განიცდიდა. მამა
ჟოზეფის დაჟინებული თხოვნის გამო ეპისკოპოსს ნასათუთე-
ვი გეგმები ეფუშებოდა და გული გაუტყდა. ერთადერთი რამ
რჩებოდა გასაკეთებელი და სანამ იაღლუნის ხეებს მიუახ-
ლოვდებოდა, გააკეთა კიდეც. მან გამხმარ, იასამნისფერ ყვა-
ვილებს ღერო ისე მოატეხა, თითქოს ამ ჟესტით ხაზი გაუსვა და
ბეჭედი დაუსვა თავის გადაწყვეტილებას. მეგობრისკენ მსუბუ-
ქი, დინჯი ნაბიჯით წავიდა და ღიმილით შედგა მისი საწოლის
წინ:
– შენი მრწამსი გაგიკვლევს გზას ამ საქმის დაგვირგვინე-
ბისკენ, ჟოზეფ, მე წინააღმდეგობას არ გაგიწევ. დაჟინებით
მოვითხოვ იზრუნო შენს ჯანმრთელობაზე. მაგრამ, როგორც
კი კარგად გახდები, იმ მოვალეობის შესრულებას უნდა შეუდ-
გე, რომელიც ასეთი ძალით გიხმობს.

171
წამით ორივე დადუმდა. მამა ჟოზეფი მზისგან თვალმოჭ-
რილი იჯდა, ფეხზე მდგარი და ფიქრებში წასული მამა ლატური
კი თავისი თლილი, გვარიანად აკანკალებული თითებით იალ-
ღუნის ყვავილს ანგარიშმიუცემლად აძრობდა ფურცლებს. მის
ხელებს გასაოცარი ძალა ჰქონდა, მაგრამ აკლდა მღვდლები-
სათვის დამახასიათებელი სიდინჯე; ეს ხელები ყოველთვის
თითქოს რაღაცას იკვლევდა და მერე მყარი დასკვნები გამოჰ-
ქონდა.
ფიქრებიდან ორივე მეგობარი გამოიყვანა მათ თავზემოთ
მოფარფატე ფრთების ძლიერმა ტყლაშუნმა. უცებ თეთრი
მტრედების გუნდი გადაფრინდა ბაღის ბოლოს, სკოლისკენ
მიმავალ ჭიშკარში შემოსული ქალისკენ; ეს იყო მაგდალენა,
რომელიც ყოველდღე მოდიოდა მტრედების დასაპურებლად
და ყვავილების მოსაკრეფად. მონაზვნებს ამ თვეში მისთვის
მიენდოთ საკურთხევლის მორთვა; ქალიც სარგებლობდა
ეპისკოპოსის ბაღით და ვაშლის გაკვირტული რტოები და ნარ-
გიზები მიჰქონდა. მაგდალენა მოფრთხიალე ფრინველებს მი-
ეგება. ტრანკვილინომ ნიჩაბი დააგდო და ქალს მიაშტერდა.
მოელვარე სხივებში მტრედების გუნდი წამიერად წყალში გახ-
სნილი მარილივით გაუჩინარდა, მაგრამ მალევე შავად და
ვერცხლისფრად გამოანათა მზის ფონზე. ჩიტები მაგდალენას-
თან მოგროვდნენ, ზოგი მკლავებსა და მხრებზე დაუსკუპდა და
მისი პეშვიდან დაიწყო ჭამა. ქალმა პურის ქერქი პირით რომ
დაიჭირა, ჰაერში მოფრთხიალე ორი მტრედი მის სახესთან მი-
ფარფატდა და ნამცეცების კენკვას შეუდგა. მშვენიერი ქალი
დადგა მაგდალენა, მომხიბლავი ტან-ფეხი ჰქონდა და მოოქ-
როსფრო-მოყავისფრო ლოყები წითლად შეფაკლოდა.
– ამისი შემხედავი ვინ იფიქრებს, რომ ბოროტებისა და სი-
ბილწის საზიზღარი ბუნაგიდან დავიხსენით! – წაილუღლუღა
მამა ვაილანტმა, – ადრეული ქრისტიანობიდან მოყოლებუ-
ლი, ეკლესიის მიერ დათესილი მადლი არაფერია იმასთან შე-
დარებით, რისი დათესვის საშუალებაც ამ ქვეყანაში აქვს.
– მაგდალენა ოცდაშვიდი თუ ოცდარვა წლისაა. საინტერე-
სოა, ნეტავ, არ აპირებს ხელმეორედ გათხოვებას? – ფიქრია-
ნად იკითხა ეპისკოპოსმა, – იმის მიუხედავად, რომ კმაყოფი-

172
ლი ჩანს, ზოგჯერ მაინც ვამჩნევ ხოლმე მის თვალებში ჩამ-
დგარ მწუხარების ჩრდილს. გახსოვს, რა საშინელო მზერა
ჰქონდა, პირველად რომ ვნახეთ?
– რა დამავიწყებს! ახლა სრულიად შეცვლილია. მაშინ რა-
ღაც უფორმო, დათრგუნვილი არსება იყო, ნახევრად შეშლი-
ლიც კი მეგონა. არა, არა! მაინც რამხელა ქარტეხილი გამოი-
არა. აქ უსაფრთხოდ და ბედნიერად გრძნობს თავს, – მამა ვა-
ილანტი წამოჯდა და ქალს დაუძახა: – მაგდალენა, მაგდალე-
ნა, შვილო ჩემო, მოდი აქ, დაგველაპარაკე. ხომ იცი, ორი მა-
მაკაცი თავს მარტოსულად გრძნობს, როცა ერთმანეთის გარ-
და სხვას ვერავის ხედავს.

დეკემბრის ღამე

მამა ვაილანტი არიზონაში ზაფხულის შემდეგ აღარ ჩასუ-


ლა და, აგერ, უკვე დეკემბერი იდგა. ეპისკოპოს ლატურს ბავ-
შვობიდან დასჩემდა ერთი თვისება, – დროდადრო მის სულს
სიცივე და ჭოჭმანი ეუფლებოდა და სადაც უნდა ყოფილიყო,
თავს უცხოდ გრძნობდა. ამჯერადაც ხან თავისი წერილები გა-
დაათვალიერა, ხან სამრევლოს მღვდლებს ჩამოუარა, ხან
მსახურება ჩაატარა უპასტოროდ დარჩენილ მისიებში, ხან მო-
ნაზვნების სკოლის შენობაზე მისამატებელი ფართის მშენებ-
ლობაში ჩაერთო, მაგრამ გული მაინც ვერაფერს დაუდო.
ერთ ღამეს, შობამდე სამი კვირით ადრე, ლოგინში მწო-
ლიარეს ძილი არა და არ მიეკარა, გულს უკუმშავდა წარუმა-
ტებლობის შეგრძნება; ლოცვებშიც ვერ ჰპოვებდა შვებას, ცა-
რიელ სიტყვებად ჩაესმოდა. მღვდელმთავრის უნაყოფო სივ-
რცედ ქცეული სული შინაგანად ისე გამოფიტულიყო, რომ
აღარაფრის მიცემა შეეძლო მღვდლებისა თუ ადამიანებისათ-

173
ვის. მთელ თავის საქმიანობას ქვიშაზე ზერელედ აშენებულ
სახლს ადარებდა. მისი დიდი ეპარქია კვლავაც წარმართულ
ტერიტორიად რჩებოდა. ინდიელები ძველებურად მიუყვე-
ბოდნენ შიშისა და სიბნელის გზას, ებრძოდნენ ბოროტ ძალებ-
სა და გარდასულ აჩრდილებს, მექსიკელები კი ბავშვებივით
რელიგიურობანას თამაშობდნენ.
რაც უფრო იწელებოდა ღამე, ეპისკოპოსს მით უფრო
უჭირდა წოლა; ეგონა, ლოგინი ეკლებით იყო სავსე. ვეღარ
გაძლო და წამოდგა. ჯერ ისევ ბნელოდა, ფანჯრიდან გაიხედა
და გაუკვირდა, როცა დაინახა, რომ თოვდა, მიწა უკვე თეთ-
რად დაფარულიყო. ღრუბლის საბურველით მოსილი სავსე
მთვარე იქაურობას მკრთალ ფოსფორისფერ შუქს ჰფენდა.
ვერცხლისფრად მოელვარე თოვლის საფარზე ტაძრის კოშკუ-
რები შავად მოჩანდა. მამა ლატურს ეკლესიაში სალოცავად
წასვლის სურვილი მოეძალა, მაგრამ ამის მაგიერ ისევ ლო-
გინში ჩაწვა და საბანში გაეხვია. უცებ გააცნობიერა, რომ ეკ-
ლესიის სიცივეს არიდებდა თავს და საკუთარი არსება შეზიზ-
ღდა; ისევ წამოდგა საწოლიდან, სწრაფად ჩაიცვა, ანაფორაზე
შემოიხვია თავისი ძველი, ერთგული მანტო, მამა ვაილანტის
მანტოს ტყუპისცალი, და ეზოში გავიდა.
აამ მოსასხამებისთვის ქსოვილი მეგობრებმა დიდი ხნის
წინ ერთად იყიდეს პარიზში. მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდები
იყვნენ, რიუდუბაკზე37 უცხოური მისიების სემინარიაში სწავ-
ლობდნენ და „ახალ სამყაროში“ გასამგზავრებლად ემზადე-
ბოდნენ. ოჰაიოში ჩასულებსა იმ ქსოვილისგან სამგზავრო
მანტოები გერმანელმა თერძმა შეუკერა და მელიის ტყავით
გაუწყო. წლების შემდეგ, როცა მამა ლატური თავისი საეპის-
კოპოსოს ძებნის მიზნით გასამგზავრებლად გაემზადა, იმავე
თერძმა გადაუკეთა პალტოები და, რბილი კლიმატის შესაბა-
მისად, მელიის ბეწვი ციყვის ბეწვით შეცვალა. ეს და კიდევ
სხვა მოგონებები უტრიალებდა გონებაში ეპისკოპოსს, როცა
თავის სანდო სამოსში გახვეულმა, რკინის დიდი გასაღებით
ხელში, ეზო გადაჭრა და საკრისტიის-კენ გაემართა.

37
ქუჩა პარიზში.

174
ეზოში თოვლი იდო. კედლებისა და შენობების ჩრდილი
მკვეთრად ისახებოდა ბურუსში გახვეული მთვარის მკრთალ
შუქზე. საკრისტიის შესასვლელის სიღრმეში ლატურმა მოკუნ-
ტული ფიგურა შენიშნა, დააკვირდა და დაინახა მწარედ აქვი-
თინებული ქალი. ეპისკოპოსმა წამოაყენა საცოდავი და შიგ-
ნით შეიყვანა. სანთლის ანთებისთანავე იცნო და მიხვდა, რა-
ტომაც იქნებოდა მოსული.
ეს გახლდათ მოხუცი მექსიკელი ქალი, სახელად სედა,
რომელიც მონად ჰყავდა ერთ ამერიკულ ოჯახს. იმ ოჯახში
პროტესტანტები ცხოვრობდნენ და ერთობ მტრულად იყვნენ
განწყობილი რომაული ეკლესიის მიმართ, საცოდავ ქალს მე-
საზე დასწრებასა და მღვდელთან მისვლას უკრძალავდნენ,
გამუდმებით უთვალთვალებდნენ, ხოლო ზამთრობით, როცა
ოჯახი თბილ ოთახებში ნებივრობდა, უბედურს დასაძინებლად
შეშის ფარდულში აგდებდნენ. იმ ღამით სედამ სიცივისგან ვე-
რაფრით დაიძინა, მხნეობა მოიკრიბა, გარისკა და საჯინიბოს
კარიდან თავდაღწეულმა ხეივანი გამოირბინა, ღვთის სახლში
რომ ელოცა. ეკლესიის კარი დაკეტილი დახვდა, ამიტომ ეპის-
კოპოსის ბაღში გადავიდა და საკრისტიის მხრიდან მოუარა.
მაგრამ იქაც ჩაკეტილი დახვდა შესასვლელი.
ლატური სანთლით ხელში იდგა, ქალს უსმენდა და მის გა-
მომეტყველებას აკვირდებოდა. მას მუქი ყავისფერი, ცხოვრე-
ბისა და ჭირ-ვარამისგან გასავათებულ-გაუხეშებული მდაბიუ-
რი სახე ჰქონდა. ამღვდელს მოეჩვენა, რომ არასოდეს ენახა
ისეთი შეუბღალავი, ადამიანური თავდაჭერილობა, რასაც ეს
არსება ასხივებდა. ლატურმა შეამჩნია, რომ სედას უწინდებო,
შიშველ ფეხებზე თავისი პატრონის გადაყრილი, მოუქნელი
ტყავის ქალამნები ეცვა, ხოლო დაგლეჯილი შავი შალის ქვეშ
– დაკერებული ჩითის თხელი კაბა. საცოდავი სიცივისგან კან-
კალებდა, მაგრამ მაინც ცდილობდა თავის დაოკებას. ეპისკო-
პოსმა თავისუფალი ხელის ერთი მოძრაობით მხრებიდან მო-
იხსნა ბეწვით გაწყობილი მანტო და მას შემოახვია. ამან ქალი
შეაშინა. მობუზულმა ძლივს ამოილუღლუღა:
– ოჰ, არა, არა, პადრე!

175
– პადრეს უნდა დაემორჩილო, შვილო, ჩემო. კარგად შე-
მოიხვიე ეგ მოსასხამი და სალოცავად შევიდეთ ტაძარში.
ეკლესიაში უკუნი სიბნელე იდგა, მხოლოდ საკურთხევლის
თავზე დაკიდულ კანდელში ლიცლიცებდა წითელი შუქი.
მღვდელმა ქალს ხელი მოჰკიდა, სანთლით გზა გაინათა, კლი-
როსის გავლით ღვთისმშობლის სამლოცველოსთან მიიყვანა
და წვრილი სანთლები დაუნთო წმინდა ქალწულს. მოხუცი ქა-
ლი მუხლებზე დაეცა, ჯერ იატაკს აკოცა, მერე ფეხებზე ეამბო-
რა დედა ღვთისმშობელსა და ქანდაკების კვარცხლბეკს. მთე-
ლი ამ პროცესის თვალზე ცრემლი არ შეშრობია, სახის ნაკ-
ვთები ისე შთამბეჭდავად უთრთოდა, რომ ეპისკოპოსი მიხ-
ვდა, ეს ექსტაზით გამოწვეული ცრემლები იყო.
– ცხრამეტი წელია, მამაო, ცხრამეტი წელი, რაც საკურ-
თხევლის წმინდა ნივთები თვალით არ მინახავს!
– ყველაფერმა უკვე ჩაიარა, სედა. შენ გულში ინახავდი ამ
წმინდა ნივთებს. ახლა ერთად ვილოცოთ.
ეპისკოპოსმა მის გვერდით ჩაიჩოქა და ორივემ დაიწყო:
„წმინდაო მარიამ, ღვთისმშობელო ქალწულო…“
მამა ვაილანტს არა ერთხელ უსაუბრია ეპისკოპოსთან ამ
მოხუცი ტყვე ქალის შესახებ. სამრევლოს მორწმუნე ქალებიც
ხშირად ჩურჩულებდნენ მის საცოდავ ყოფაზე. სმიტები, ვის-
თანაც ქალი ცხოვრობდა, ჯორჯიიდან იყვნენ, ერთხანს ელ პა-
სო დელ ნორტეში დაიდეს ბინა, მერე თავის შტატში დაბრუნ-
დნენ და ქალიც თან წაიყვანეს. არცთუ დიდი ხნის წინ ამ ოჯახს
რაღაც სამარცხვინო ამბავი შეემთხვა ჯორჯიაში. ისინი იძუ-
ლებულნი გახდნენ, ზანგი მონები გაეყიდათ და იქიდან გამოქ-
ცეულიყვნენ. მექსიკელი ქალი ვერ გაყიდეს, რადგან მისი სა-
კუთრების უფლება არ გააჩნდათ, მოხუცი არალეგალურად იმ-
ყოფებოდა მათთან. მექსიკაში დაბრუნებულ სმიტებს ეშინო-
დათ, რომ მოსამსახურე გაექცეოდათ და თავის მოძმეებს შე-
აფარებდა თავს. ამის გამო მკაცრად აკონტროლებდნენ საცო-
დავს, ეზოს გარეთ არ უშვებდნენ, ბაზარშიც კი არ მიჰყავდა
თავის ქალბატონს.
ეკლესიის მსახურმა ორმა ქალმა სიმამაცე გამოიჩინა, გა-
ბედა და როგორღაც შეაღწია იმ ოჯახის ეზოში სედასთან და-

176
სალაპარაკებლად, რომელიც იქვე ტანსაცმელს რეცხავდა.
მაგრამ ქალბატონმა დაინახა და ორივე უხეშად გამოყარა თა-
ვისი სახლიდან. მისის სმიტი ნახევრად ჩაცმული გამოვარდა
გარეთ და დაუპატიჟებელ სტუმრებს მკაცრად მიმართა, – საქ-
მე თუ გქონდათ, წინკარიდან უნდა მოსულიყავით და საჯინი-
ბოდან არ უნდა შემოპარულიყავით საცოდავი, სულელი არსე-
ბის შესაშინებლადო. როცა ქალებმა აუხსნეს, – სედას წაყვანა
გვინდოდა მესაზე დასასწრებადო, ქალბატონის პასუხი ასეთი
იყო, – მე ერთხელ უკვე გამოვიხსენი ეგ უბედური მღვდლების
კლანჭებიდან და ვიზრუნებ იმაზე, რომ ისევ არ ჩავარდეს მათ
ხელშიო.
ასეთი უკმეხი დახვედრის მიუხედავად, ერთი მორწმუნე მე-
ზობელი ქალი მაინც შეეცადა, თავლიდან ხეივანში გამავალი
კარიდან ორი სიტყვა ეთქვა მონა ქალისთვის, რომელიც ვი-
რის ზურგიდან შეშას ეზიდებოდა. მაგრამ მოხუცმა ტუჩებზე
თითის მიდებით ანიშნა, წასულიყო და თან მხარუკუღმა ისეთი
შიშით გაიხედა, რომ მეზობელი მიხვდა, როგორი სისასტიკით
გაუსწორდებოდნენ უბედურს, თუ ვინმესთან დალაპარაკე-
ბულს წაასწრებდნენ. ამიტომაც იყო, რომ ეს კეთილისმსურვე-
ლი ქალი სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას, მაშინვე მამა ვა-
ილანტთან მივიდა და ყველაფერი უამბო. ვაილანტი მომხდა-
რის შესახებ ეპისკოპოსს ესაუბრა. მისი აზრით, აუცილებელი
იყო რამე ეღონათ საიმისოდ, რომ რელიგიით მაინც მიენიჭე-
ბინათ შვება საცოდავი ქალისთვის. მაგრამ ეპისკოპოსმა ჩათ-
ვალა, რომ ჯერ ამის დრო არ იყო, რადგან არსებულ ვითარე-
ბაში მიზანშეუწონლად მიაჩნდა სედას პატრონების გადამტე-
რება. სმიტები სათავეში ედგნენ დაბალი კასტის პროტესტან-
ტთა მცირერიცხოვან ჯგუფს და მომენტს არ უშვებდნენ ხელი-
დან, რომ კათოლიკეებისთვის პრობლემები შეექმნათ. ეს
ხალხი სადღესასწაულო დღეებში ტაძრის კართან შეურაც-
ხმყოფელი შეძახილებითა და ხორხოცით დაყიალობდა, თავ-
ხედურად ელაპარაკებოდა მონაზვნებს ქუჩაში, ხოლო „ქრის-
ტეს უწმინდესი სისხლისა და ხორცის დიდ დღესასწაულს“ მას-
ხრად იგდებდა და მკრეხელობდა. სმიტებს ხუთი ვაჟი ჰყავ-
დათ, ხუთივე უზნეო და ყიამყრალი. ორი უმცროსი ბიჭიც კი,

177
რომლებიც ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, ავი ზნით გამოირჩე-
ოდა. ტრანკვილინოს გამუდმებით უწევდა ამ ორი ბიჭისა და
მათი უგვანო მეგობრების გაყრა ეპისკოპოსის ბაღიდან, სა-
დაც ისინი მსხლის ნერგების მოსაპარად მიდიოდნენ და
მღვდელმთავარს ათას სიბინძურეს სწამებდნენ.
როცა დაჩოქილი მამა ლატური და სედა ფეხზე წამოდგნენ,
მღვდელმა ქალს უთხრა, – მიხარია, რომ ლოცვები ასე კარ-
გად გახსოვსო.
– ეჰ, პადრე, ყოველ ღამით, იმის მიუხედავად, თუ სად მძი-
ნავს, როზარიოს38 ვამბობ დედა ღვთისმშობლის მიმართ, –
თქვა გულაჩუყებულმა მოხუცმა, ეპისკოპოსს ქვემოდან ახედა
და მისი ერთმანეთს გადაჭდობილი ხელები გულზე მიიხუტა.
ლატურის შეკითხვაზე, – კრიალოსანი თუ ჰქონდა თან, ქა-
ლი შეცბა, რადგან ტანსაცმლის ქვეშ, წელზე შემოკრულ ბა-
წარზე ჩამოკიდებულს ატარებდა. ეს იყო ერთადერთი ადგი-
ლი, სადაც მისთვის ძვირფასი ნივთი შეეძლო დაემალა.
ეპისკოპოსმა ტკბილად მიმართა ქალს:
– სედა, დაიმახსოვრე, გაისად, შობამდე, ნოვენას პერი-
ოდში, როცა წმინდა წირვის კურთხეულ შესაწირს მივართმევ
უფალს, შენს თავსაც შევავედრებ. გული დაიმშვიდე, რადგან
საკურთხევლის წინ მდუმარე ლოცვისას ისევე მოგიხსენიებ,
როგორც ჩემს დებსა და დისშვილებს.
როგორც ლატურმა მოგვიანებით უთხრა მამა ვაილანტს,
მას არასოდეს რგებია წილად ღვთაებრივი სიხარულის ისეთი
ღრმა განცდის ბედნიერება, როგორიც დეკემბრის იმ მქრქალ
ღამეს შეიგრძნო. დაჩოქილმა ლატურმა ნათლად გააცნობი-
ერა, რამდენად ძვირფასი იყო საკურთხევლის ნივთები ამ
უპოვარი ადამიანისთვის; ტაძარში ანთებულმა სანთლებმა,
ღვთისმშობლის ხატმა, წმინდანთა ქანდაკებებმა და ჯვარმა ამ
საცოდავ არსებას ტანჯვით მიყენებული ყოველგვარი დამცი-
რება გაუცამტვერა, ხოლო ტკივილმა და სიღატაკემ ქრისტეს-
თან მიახლოების ღირსი გახადა. ჭირვარამგადატანილი მონა
ქალის გვერდით მუხლმოყრილმა ეპისკოპოსმა კვლავ ძვე-

38
იგივე სავარდი; ტრადიციული კათოლიკური ლოცვა

178
ლებური, ჭაბუკური გზნებით შეიგრძნო წმინდა საიდუმლოთა
სიდიადე. ლატურისთვის ცხადი გახდა, რომ სედას გონება ამ
ყველაფრიდან აცნობიერებდა მხოლოდ ერთს, – მან იცოდა,
რომ ზეცაში კეთილი ქალი სუფევდა, დედამიწაზე კი ბოროტე-
ბი არსებობდნენ. მოხუცები, რომლებსაც ბევრი წყენა და ქან-
ცგამწყვეტი ჯაფა აქვთ გადატანილი და ცხოვრების მსახვრა-
ლი ხელიც უგემიათ, ბავშვებზე მეტად საჭიროებენ ქალისგან
სათუთ მოპყრობას. მხოლოდ დედა ღვთისამ უწყის ყველა ის
სატანჯველი, რომლის გადატანაც ქალს უწევს.
ჟან მარი ლატურს, მართლაც იშვიათად უგრძვნია თანაგ-
რძნობის ისეთი ძალით მოზღვავება, როგორც იმ ღამით იგ-
რძნო ღვთისმშობლის სამლოცველოში. აეს იყო თანაგრძნო-
ბა, რომელსაც ვერ აირიდებდა ქალის მიერ ნაშობი ვერც ერ-
თი ადამიანი, იქნებოდა ის ეშაფოტზე ასული მკვლელი, მომაკ-
ვდავი ჯარისკაცი თუ ნაწამები წმინდანი. მარიამ ღვთისმშობ-
ლის არსის ასეთმა მშვენიერმა აღქმამ მღვდელს ხანჯალივით
გაუარა გულში.
– მიმადლებულო, გულთამხილავო მარიამ! – ჩურჩულებ-
და მის გვერდით ჩაჩოქილი სედა და მღვდელმთავარმა იგ-
რძნო, რომ ეს სახელი ქალისთვის სარჩოც იყო და საბადებე-
ლიც, მეგობარიც და მშობელიც. მლოცველის გულში დავანე-
ბულმა სასწაულმა მღვდლის გულშიც შეაღწია, ლატურმაც სე-
დას თვალებით დაინახა, გააცნობიერა, რომ მისი სიღარიბეც
ისეთივე არარაობა იყო, როგორიც ამ ქალისა. როცა ცათა სა-
სუფეველი პირველად მოევლინა ამ სასტიკ, ტანჯვით სავსე, ბა-
ტონყმურ სამყაროს; მან, ვინც მეუფება დაიმკვიდრა, თქვა:
„ბევრნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანას-
კნელნი – პირველნი“. ეს ეკლესია სედას სახლი იყო, მამა ლა-
ტური კი – მსახური.
ეპისკოპოსმა მოხუცი ქალის აღსარება მოისმინა, დალოცა
და ხელები თავზე დაადო, ხოლო როცა სამლოცველოდან ტაძ-
რის თაღოვან ნეფში გამოიყვანა და გარეთ უნდა გაეშვა, სედამ
მხრებიდან მანტოს მოხსნა დააპირა. ლატურმა შეაჩერა და
უთხრა, რომ თავისთვის დაეტოვებინა და ღამე მასში გახვე-

179
ულს დაეძინა, მაგრამ მოხუცმა სასწრაფოდ მოიცილა მოსას-
ხამი, რადგან შედეგის გაფიქრებამაც კი შეაშინა:
– არა, არა, მამაო. ეს რომ მინახონ?!..
საცოდავს თავისი მტანჯველების დასადანაშაულებლად
სიტყვაც არ დასცდენია. ქალმა მანტოს ხელი ისე თბილად გა-
დაუსვა, თითქოს იგი მისდამი კეთილგანწყობილი ცოცხალი
არსება იყო.
საბედნიეროდ, მამა ლატურს გაახსენდა, რომ ჯიბეში ედო
ვერცხლის პატარა მედალი წმინდა ქალწულის გამოსახულე-
ბით. ამოიღო და სედას აჩუქა, თან დასძინა, რომ თვით მისი
უწმინდესობის, პაპის ნაკურთხი იყო. ახლა მოხუცს უკვე ექნე-
ბოდა ძვირფასი ნივთი, რომელსაც დამალავდა, მოუფ-
რთხილდებოდა და თაყვანს სცემდა, როცა მისი მოთვალთვა-
ლეები დაიძინებდნენ.
– ეჰ, – გაიფიქრა მღვდელმთავარმა, – ის, ვისაც არც კით-
ხვა ძალუძს და არც აზროვნება, ხატების, ფიზიკური ფორმის
მიმართ გამოხატავს სიყვარულს!
მამა ლატურმა უზარმაზარი გასაღები საკეტს მოარგო. ხის
ანჯამებზე ჩამოკიდებული კარი ნელა გაიღო. გარეთ გამეფე-
ბულმა სიმშვიდემ მის სულშიც დაისადგურა. აღარ თოვდა,
თხელი ღრუბლები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ტალღებად დას-
დებოდა ცის თაღს, ახლა სქელ ბურუსად მოგროვილიყო სან-
გრე-დე-კრისტოს მთის თავზე. სავსე მთვარე ანათებდა ცის
ლურჯ კამარას, დიდებულს, უკიდეგანოსა და მოწყალეს. ფიქ-
რებში გართული ეპისკოპოსი ეკლესიის შესასვლელთან იდგა
და გაჰყურებდა შავ, დაფიფქულ ნაფეხურებს, მიმავალ სტუ-
მარს რომ დაეტოვებინა სველ თოვლზე.

180
3

გაზაფხული ნავახოს მხარეში

მამა ვაილანტი მთელი ზამთარი არიზონაში იმყოფებოდა.


ჰაერში გაზაფხულის პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე
ეპისკოპოსი და ხასინტო ნიუ-მექსიკოს გავლით ფერადი უდაბ-
ნოს გრძელ გზას დაადგნენ ჰოპის სოფლების მოსანახულებ-
ლად. ორაიბიდან უკან რომ ბრუნდებოდნენ, მღვდელმთავარ-
მა სამხრეთისკენ გაუხვია და რამდენიმე დღე იმგზავრა თავი-
სი ნავახოელი მეგობრის მოსანახულებლად, რომელსაც ერ-
თადერთი ვაჟი დაღუპვოდა და ლატურის მიერ გაგზავნილი
სამძიმრის პასუხად მადლობა შეეთვალა მისთვის სანტაფეში.
მამა ლატური ეუსაბიოს კარგა ხანია იცნობდა. ერთმანეთს
ჯერ კიდევ მაშინ შეხვდნენ, ეპისკოპოსი პირველად რომ ჩავი-
და თავის სამფლობელოში. ნავახოელი ინდიელი იმხანად
სანტაფეში იმყოფებოდა, სამხედრო ოფიცრებს ეხმარებოდა
მის ხალხსა და ჰოპის მცხოვრებლებს შორის დაუსრულებელი
მტრობის აღკვეთაში. იმ დროიდან მოყოლებული, ეპისკოპო-
სი და ინდიელი ბელადი დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ
ერთმანეთს. ეუსაბიომ მაშინ თავისი ვაჟი სანტაფეში ჩაიყვანა
და იქ მოანათლინა ლატურს. ეს სწორედ ის ყმაწვილი იყო, წი-
ნა ზამთარს რომ გარდაიცვალა.
ეპისკოპოსზე ათი წლით უმცროსი ეუსაბიო დიდი გავლე-
ნით სარგებლობდა ნავახოებს შორის. ამასთანავე, უამრავი
ცხენისა და ცხვრის პატრონი იყო. სანტაფესა და ალბუკერკეში
მას პატივს სცემდნენ გონიერებისა და ავტორიტეტის გამო და
აღფრთოვანებული იყვნენ მისი მშვენიერი გარეგნობით. ისე-
დაც ტანმაღალ ნავახოელებზე კიდევ უფრო მაღალი კაცი, სა-
ხით რომის რესპუბლიკის დროინდელ გენერალს ჰგავდა. ყო-
ველთვის ელეგანტურად ეცვა, ხავერდისა და ირმის რბილი
ტყავის სამოსი მძივებითა და ბუმბულით უხვად ჰქონდა გაწყო-
ბილი, წელზე ვერცხლის ქამარი ერტყა და დახვეწილი გემოვ-

181
ნებით მორთული შალის პლედი წამოეხურა მხრებზე. პერან-
გის ფარფარა სახელოებიდან მოუჩანდა მკლავებზე ასხმული
ვერცხლის სამაჯურები, ხოლო ყელზე ეკეთა ნიჟარის, ფირუ-
ზისა და მარჯნის სამკაული. ხმელთაშუა ზღვის მარჯანი კორო-
ნადოს სარდლებს დარჩენოდათ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჰოპის
სოფლებისა და გრანდ კანიონის აღმოსაჩენად მიმავალ გზაზე
ჩაევლოთ ამ მხარეში.
ეუსაბიო ნათესავებთან და მის კმაყოფაზე მყოფ ხალხთან
ერთად კოლორადო ჩიკიტოს ნაპირებზე განლაგებულ, ჯიხუ-
რის ტიპის ჰოგანში39 ცხოვრობდა. დასავლეთით, სამხრეთი-
თა და ჩრდილოეთით სახლიკაცები მის მრავალრიცხოვან ნა-
ხირს მწყემსავდნენ.
მამა ლატური და ხასინტო ერთად განლაგებულ ქოხებს მი-
ადგნენ. ქვიშის ძლიერი შტორმი მიწურებსაც და იქ მყოფ ჯო-
რებსაც თოვლის ქარბუქივით დასტრიალებდა თავს და ლამის
იყო, პირისაგან მიწისა აღეგავა იქაურობა. ეუსაბიო თავისი
სადგომიდან გამოვიდა და ანგელიკას აღვირი დაუჭირა. თავი-
დან პირიც კი ვერ გააღო სიტყვის სათქმელად, ერთ ადგილას
მდგარს თავის შესანიშნავ, მუქი ფერის ხელში ეპისკოპოსის
მშვენიერი თეთრი ხელი ეჭირა და სახეში შეჰყურებდა ღრმად
ჩამჯდარი, არწივისებრი თვალებით, რომლებშიც მწუხარება-
სა და ცხოვრებაზე გულაცრუებას დაესადგურა. მოზღვავე-
ბულმა გრძნობამ ტალღასავით გადაუარა ინდიელის ბრინჯა-
ოსფერ ნაკვთებს და, როგორც იქნა, ამოთქვა:
– ჩემი მეგობარი ჩამოვიდა.
ეს იყო და ეს, მაგრამ ამით ყველაფერი გამოხატა: მეგო-
ბართან შეხვედრით გამოწვეული გულწრფელი სიხარული,
ნდობა და მადლიერება.
ეპისკოპოსი დააბინავეს დასახლებიდან განცალკევებით
მდგარ ჰოგანში. ეუსაბიომ თვალისდახამხამებაში გააწყო
იქაურობა საუკეთესო ტყავეულითა და პლედებით, თანაც
სთხოვა, რამდენიმე დღით დარჩენილიყო და ცოტა მაინც და-
ესვენა თავისი დამქანცველი საქმიანობისგან. ინდიელის აზ-

39
ერთგვარი მიწური ქოხი.

182
რით, ჯორები დაღლილიყვნენ, თვითონ პადრეც გასავათებუ-
ლი ჩანდა, სანტაფემდე კი გრძელი გზა იყო.
ეპისკოპოსმა მადლობა გადაუხადა მასპინძელს და უთ-
ხრა, რომ სიამოვნებით დარჩებოდა სამი დღით; ამ დროს ფიქ-
რსა და განსჯაში გაატარებდა. რაც შინიდან გამოემგზავრა,
გონება პრაქტიკული საკითხებით ჰქონდა გადატვირთული,
მეგობრის სახლი კი სწორედ ის ადგილი იყო, სადაც საკუთარი
ფიქრების თავმოყრას შეძლებდა. წელიწადის ამ დროს ადი-
დებული მდინარის დიდი ნაკადი ბორცვებსა და დიუნებს შო-
რის მიჩქაფუნებდა, გაზაფხულის გახელებული ქარები კი ქვი-
შის კორიანტელს აყენებდა. ეპისკოპოსის სადგომ ჰოგანსაც
მიეყარა ქვიშა და წნელით გაკეთებული და თიხით გალესილი
კედლების ღრიჭოებში შეაღწია.
მდინარის გვერდით ტანშიშველი, მაღალი ალვის ხეების
წარაფი იყო. ძველსა და უზარმაზარი ზომის ხეებს უხსოვარი
დროის კუთვნილება ეტყობოდა. ერთმანეთისგან შორი-შორს
ამოზრდილი მათი ტანი მოთარეშე ქარებს უცნაურად დაეგრი-
ხა, აღმოსავლეთისკენ გადაეხარა და ქვიშით გაეწმინდა.
ნავახოელები მცირე რაოდენობის წყლით საზრდოობ-
დნენ, რადგან თითქმის მთელი წლის განმავლობაში მდინარე
დამშრალი იყო. მიწიდან ორმოცი-ორმოცდაათი ფუტის სი-
მაღლეზე ამოზრდილი, თეთრი და ტანგამომშრალი ალვის ხე-
ები ალმაცერად იდგა. ზოგის ტოტები თაღივით მოხრილიყო
და ლამის მიწას ეხებოდა, ზოგი საერთოდ არ იყო დატოტვი-
ლი, მაგრამ ტანი მშვილდივით მორკალოდა, ზოგს კი აბ-
რდღვიალებული ფოთლები სქლად ფარავდა და გამრუდე-
ბულ პალმას ჰგავდა. იმის მიუხედავად, რომ ხეები ბებერი,
მკვდარი, გამოფიტული და მეჩხერვარჯიანი ჩანდა, მაინც ყვე-
ლა ყვაოდა. განშტოებების წვეროში თუ უაზროდ გამოჩრილი,
დაგრეხილი ტოტების ბოლოებში პატარა თაიგულებივით ისე
გაკვირტულიყო ნაზი, მწვანე ფოთლები, თითქოს საერთო
არაფერი ჰქონდა ხეების გამომშრალ, როკებიან ტანთან. მთე-
ლი ეს წარაფი ჰგავდა ზამთრის ტყეს, სადაც გოლიათი ხეების
შიშველ ტოტებზე კონებად იზრდება ხოლმე ფითრი.

183
ნავახოელების სტუმართმოყვარეობა არასდროს არის მო-
მაბეზრებელი. ეუსებიომ აგრძნობინა ეპისკოპოსს, რომ მისი
მისვლა გაუხარდა და მერე მღვდელმთავარი მარტო დატოვა.
მამა ლატურმა სამი დღე დაჰყო ქვიშის გაუთავებელ ქარიშ-
ხალში. მიწურის მოყანყალებული კედლებისა და ქვიშის ფარ-
დაგების წყალობით ის სრულიად მოწყვეტილი იყო მოშორე-
ბით მდებარე ინდიელთა ამ მცირე დასახლებასაც კი.
მღვდელმთავარი ან შინ იჯდა და ქარის ღმუილს უსმენდა, ან
ინდიელთა პლედში შეფუთნილი და ცხვირპირახვეული სეირ-
ნობდა იმ ბებერი, ქარისგან დაგრეხილი ხეების ქვეშ. ჩამოს-
ვლის დღიდან მოყოლებული, იმაზე იმტვრევდა თავს, რამდე-
ნად გამართლებული იქნებოდა მამა ვაილანტის გამოძახება
ტუსონიდან. ვიკარის მიერ დროდადრო გამოგზავნილი წერი-
ლები, რომლებიც მგზავრებს მოჰქონდათ ლატურთან, ნათ-
ლად მეტყველებდა, რომ მამა ჟოზეფი დიდად კმაყოფილი იყო
იმ გარემოთი, სადაც ახლა იმყოფებოდა. ის მუშაობდა ორას
წელზე მეტი ხნის განმავლობაში უპატრონოდ მიტოვებული,
წმ. ხავიერ დელ ბაქის სახელობის ძველი სამისიონერო ტაძ-
რის აღდგენაზე, რომელიც ყველაზე ლამაზ ღვთის სახლად მი-
აჩნდა მთელ კონტინენტზე.
მამა ვაილანტის გამგზავრების შემდეგ ეპისკოპოსს საზრუ-
ნავი სულ უფრო დიდ ტვირთად დააწვა. ოვერნიდან ჩამოყვა-
ნილი ახალი მღვდლები კარგი, ერთგული ადამიანები იყვნენ
და დაუზარებლად ასრულებდნენ მის დავალებებს, მაგრამ ამ
ქვეყნისთვის მაინც უცხოებად რჩებოდნენ, უჭირდათ გადაწ-
ყვეტილებების მიღება და ყოველი დაბრკოლებისას ეპისკო-
პოსს მიმართავდნენ დასახმარებლად. მამა ლატურს სჭირდე-
ბოდა თავისი ვიკარი, რომელიც გულისხმიერად მოექცეოდა
ადგილობრივ მკვიდრთ და გაგებით მოეკიდებოდა მათ უარ-
ყოფით თვისებებს. როცა ერთად იყვნენ, ლატური მუდამ თო-
კავდა მამა ვაილანტის ოპტიმიზმით აღსავსე წინდაუხედავ
ქმედებებს, მაგრამ მარტო დარჩენილ ეპისკოპოსს ყველაზე
მეტად სწორედ მისი ეს თვისება ესაკლისებოდა და საკუთარ
თავს იმაშიც უტყდებოდა, რომ საყვარელ მეგობართან პირა-
დი ურთიერთობაც ძალზე ენატრებოდა.

184
მართალია, ჟან მარი ლატური და ჟოზეფ ვაილანტი პუი-დე-
დომის ორ, ერთმანეთის მომიჯნავე სამრევლოებში დაიბად-
ნენ, მაგრამ ბავშვობისას ერთმანეთს არ იცნობდნენ. ლატუ-
რების ოჯახი ძველთაგანვე განსწავლულობითა და ინტელექ-
ტუალური საქმიანობით იყო ცნობილი, მაშინ, როცა ვაილან-
ტები პროვინციული სამყაროს უბრალო საზოგადოების წარ-
მომადგენლები იყვნენ. ამას გარდა, პატარა ჟოზეფი ხშირად
არ იყო სახლში, პაპასთან ერთად მიდიოდა ვოლვიკის მთებ-
ში, ფერმაში, სადაც განსაკუთრებით სუფთა ჰაერი იყო და ნერ-
ვიული ბავშვისთვის ერთობ მარგებელი სიმშვიდე სუფევდა.
ბიჭები პირველად კლერმონში შეხვდნენ ერთმანეთს, მონფე-
რანის სემინარიაში სწავლის დაწყების დროს.
სემესტრის დასაწყისი იყო. ერთ დღეს სპორტულ მოედანზე
მდგარი მეორე კურსის სტუდენტის, ჟან მარის, ყურადღება მი-
იპყრო უცნაურად უპერსპექტივო გარეგნობის – ძალზე ფერ-
მკრთალმა და უღიმღამო ნაკვთებიანმა – ახალმა მოსწავლემ.
ცხრამეტიოდე წლის დაბალი ტანის ყმაწვილს ნიკაპზე მეჭეჭი
აჯდა, ხოლო ჩალისფერი თმა გერმანელის იერს სძენდა. ეტ-
ყობა, ბიჭმა ლატურის მზერა იგრძნო და, თითქოს ვიღაცამ უხ-
მოო, მაშინვე მისკენ გაეშურა. ყმაწვილი აშკარად ვერ აცნო-
ბიერებდა თავის უსახურობას, დარცხვენისაც არაფერი ეტყო-
ბოდა და ცხოველი ინტერესითაც ათვალიერებდა ახალ გარე-
მოს. მან ჟან ლატურს ჰკითხა, რა ერქვა, საიდან იყო და რა საქ-
მიანობას ეწეოდა მამამისი. მერე კი ალალად უთხრა:
– მამაჩემი რიომის საუკეთესო მცხობელია, ნამდვილად
ჩინებული მცხობელი.
ახალგაზრდა ლატურს კინაღამ გაეცინა, მაგრამ თავაზია-
ნად გამოხატა მადლიერება ასეთი გულწრფელობისათვის.
უცნაურმა ყმაწვილმა საუბარი განაგრძო თავის ძმაზე, დეიდა-
სა და ჭკვიან უმცროს დაიკო ფილომენეზე. შემდეგ ლატურს
ჰკითხა, – რამდენი ხანია, რაც სემინარიაში ხართო.
– ყოველთვის გსურდათ, სასულიერო პირი გამხდარიყა-
ვით? მეც მინდოდა, მაგრამ ამის ნაცვლად კინაღამ ჯარში წა-
ვედი.

185
თურმე წინა წელს, ალჟირის კაპიტულაციის შემდეგ,
კლერმონში კვლავაც აქტიურად განიხილებოდა ეს სამხედრო
მოვლენა, ხოლო ქალაქში უამრავი ფორმიანი ჯარისკაცი თუ
რაზმი გამოფენილიყო და ყველა ფრანგული არმიის დიდებაზე
საუბრობდა. აღფრთოვანებულმა ახალგაზრდა ჟოზეფ ვა-
ილანტმაც დაკარგა თავი და მოხალისედ ჩაეწერა არმიაში,
თან ისე, რომ მამისთვის რჩევა არც კი უკითხავს. მან ლატურს
დაწვრილებით ჩააბარა ანგარიში თავისი პატრიოტული სუ-
ლისკვეთების, მამამისის უკმაყოფილებისა და ამის გამო საკუ-
თარი სინანულის თაობაზე. დედას ნდომებია, ჟოზეფი მღვდე-
ლი გამხდარიყო. ბიჭი ცამეტი წლის ყოფილა, დედა რომ გარ-
დაცვლია. სწორედ მაშინ განუზრახავს მშობლის სურვილის
ასრულება და თავისი სიცოცხლის მიძღვნა ღვთისმშობლი-
სადმი. მაგრამ იმ ერთ კონკრეტულ დღეს, სამხედრო ფორმიან
ადამიანებს შორის მყოფს, ყველაფერი დავიწყებია და საფ-
რანგეთის სამსახურში ჩადგომის სურვილი მოძალებია.
აახალგაზრდა ვაილანტმა უცებ შეწყვიტა ლაპარაკი და
ლატურს უთხრა, რომ წერილი ჰქონდა დასაწერი და ეს ერთ
საათში უნდა მოესწრო. სამოსის კალთა აიკეცა და თავქუდ-
მოგლეჯილი გავარდა. ლატურმა თვალი გააყოლა და გადაწ-
ყვიტა, ახლადმოსული ბიჭის მფარველობა თავად ეკისრა.
მცხობელის ვაჟს ჰქონდა რაღაც ისეთი, რაც მათ გაცნობას
თავგადასავლის ელფერს სძენდა. პირველი შეხვედრისთანა-
ვე მიხვდა, რომ ამ სიცოცხლით სავსე, შეუხედავ ბიჭს დაუმე-
გობრდებოდა. ყველაფერი მყისიერად მოხდა. თვითონ ლა-
ტურს მშვიდი და მომთხოვნი ბუნება ჰქონდა, რთული იყო მისი
გულის მოგება და ხშირად საკუთარ თავში იკეტებოდა.
სემინარიაში ყოფნისას სწავლაში ადვილად სჯობნიდა მე-
გობარს, მაგრამ ყოველთვის აცნობიერებდა, რომ ჟოზეფი
მასზე ბევრად უფრო მტკიცე იყო თავის რწმენაში. მისიონერე-
ბი რომ გახდნენ, ვაილანტი უკვე საუბრობდა ინგლისურად,
მოგვიანებით კი მასზე სწრაფად შეისწავლა ესპანური. სიმარ-
თლე რომ ითქვას, თავიდან ორივე ენა ცუდად იცოდა, მაგრამ
გრამატიკის ცოდნისა, თუ დახვეწილი ფრაზებით საუბრის პრე-

186
ტენზია არც ჰქონია. მოჯამაგირეებთან ურთიერთობისას ცდი-
ლობდა, მათსავით ელაპარაკა.
ოცდახუთი წელი ხდებოდა, რაც ეპისკოპოსი მამა ჟოზეფ-
თან ერთად მოღვაწეობდა, მაგრამ მაინც ვერ ეგუებოდა მის
წინააღმდეგობრივ ხასიათს. ამის მიუხედავად, მეგობარს ისე-
თს იღებდა, როგორიც იყო და, როცა ჟოზეფი დიდი ხნით მი-
დიოდა სადმე, მაშინღა აცნობიერებდა, რამდენად ძლიერ უყ-
ვარდა მისი ყველა თვისება. ლატურს თავისი ვიკარი ერთ-ერთ
ყველაზე უფრო ჭეშმარიტ მორწმუნედ მიაჩნდა მათ შორის, ვი-
საც კი ოდესმე შეხვედროდა, თუმცა ჟოზეფი მთელი არსებით
იყო მიჯაჭვული ბევრ ამქვეყნიურ სიამოვნებას. ჭამა-სმის დი-
დი მოყვარული, მაინც მკაცრად იცავდა ყველა მარხვას და ერ-
თხელაც არ დაუჩივლია საგზლის სიმცირისა თუ ხანგრძლივი
მისიონერული მგზავრობის სირთულეების გამო. ისეთი
ლტოლვა კარგი ღვინის მიმართ, როგორიც მამა ჟოზეფს
ჰქონდა, უბრალო მოკვდავს გასაკიცხ საქციელად ჩაეთვლე-
ბოდა, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობის მქონე მღვდლის ორგა-
ნიზმს, ეტყობა, ესაჭიროებოდა რაიმე სწრაფი მასტიმულირე-
ბელი, მოულოდნელად დასახული მიზნები და ფანტაზიები
რომ განეხორციელებინა. ეპისკოპოსი ყოველ ჯერზე თვალ-
ნათლივ ხედავდა, კარგი სადილი ან ერთი ბოთლი კლარეტი
როგორ გარდაიქმნებოდა ხოლმე მისი მეგობრის სულიერ
ენერგიად. ნებისმერი წვეულება, რომელიც სხვებს დაღლიდა
და დასვენებას ანატრებინებდა, მამა ვაილანტს სიცოცხლისუ-
ნარიანობას მატებდა და განაწყობდა საიმისოდ, რომ მთელი
ათი თუ თორმეტი საათი თავგამოდებული შემართებით ემუშა-
ვა ხანგრძლივი შედეგების მისაღწევად.
ეპისკოპოსს ხშირად საგონებელში აგდებდა თავისი ვიკა-
რის დაჟინებული თხოვნა ხან სამრევლოს, ხან ტაძრის ფონ-
დის, ხანაც შორეულ მისიების ფინანსური დახმარების თაობა-
ზე. პირადი საჭიროებისთვის იშვიათად თუ დასცდებოდა სიტ-
ყვა, ისიც დიდი მოკრძალებით. ამქვეყნად არაფერი ებადა,
ერთი ჯორის, კონტენტოს, გარდა. მართალია, რიომიდან დის
გამოგზავნილი მდიდრული შესამოსელი მიიღო, მაგრამ ყო-
ველდღე უხეში და ღარიბული სამოსი ეცვა. რაც შეეხება ეპის-

187
კოპოსს, მას დიდი და მდიდრული ბიბლიოთეკა ჰქონდა და
სახლის კომფორტისთვის საჭირო ბევრი ნივთიც, მაგალითად,
მშვენიერი ტყავეული და პლედები, რომლებიც ეუსაბიომ და
სხვა მეგობრებმა აჩუქეს. ჰქონდა, ასევე, ქარგვა-კერვაში და-
ხელოვნებული მექსიკელი ქალის მიერ მირთმეული მაქმანე-
ბიანი და ნაქარგი თეთრეული, როგორც პირადი მოხმარების-
თვის, ასევე საწოლისა და მაგიდის გადასაფარებლად. ის უფ-
რთხილდებოდა ოლივარესის ნაჩუქარ ვერცხლის თეფშსა და
სამრევლოს მდიდარი წევრებისგან ნაჩუქარ სხვა ნივთებს. მა-
მა ვაილანტი კი ძველი დროის უპოვარ წმინდანებს ჰგავდა.
აახალგაზრდობისას ჟოზეფს კარჩაკეტილად ცხოვრებისა
და განმარტოებით ლოცვის სურვილი ჰქონდა, თუმცა, სიმარ-
თლე რომ ითქვას, ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე თავს
ცუდად გრძნობდა. მას თითქმის ყველა უყვარდა. ოჰაიოში დი-
ლიჟანსით მგზავრობისას მამა ლატური ხშირად ამჩნევდა, რა
ხალისითა და ინტერესით ავსებდა ვაილანტს ისედაც გადატ-
ვირთულ ტრანსპორტში დამატებით ახალი მგზავრის ამოს-
ვლა მაშინ, როცა თვითონ ეპისკოპოსი, მართალია, არ ამ-
ჟღავნებდა, მაგრამ მაინც ძალზე ღიზიანდებოდა ამგვარი ფაქ-
ტით. ოჰაიოს საძაგელი საცხოვრებელი პირობები საერთოდ
არ აწუხებდა ჟოზეფს. იქაური საზიზღარი შენობები და ეკლე-
სიები, მოუვლელი ფერმები და ბაღები, ქალაქებისა და სოფ-
ლების უბადრუკი და ბინძური გარეგნული სახე, რაც მამა ლა-
ტურის გამუდმებული საწუხარი იყო, როგორც ჩანს, ნაკლებად
აღელვებდა მის მეგობარს. შეიძლება ითქვას, რომ ვაილანტს
არ გააჩნდა სილამაზისა და სიკოხტავის აღქმის განცდა, რასაც
ვერ ვიტყოდით მის ძლიერ გატაცებაზე მუსიკის მიმართ. სან-
დუსკიში ყოფნისას, მამა ჟოზეფი სიამოვნებით ატარებდა სა-
ღამოებს გერმანელ ლოტბართან ერთად, რომელიც ახალგაზ-
რდებს ბახის ორატორიების შესრულებას ასწავლიდა.
მამა ვაილანტის ფენომენის სიტყვებით ახსნა შეუძლებე-
ლი იყო. ეს კაცი თავისი დიდბუნოვნებით ბევრად აღემატებო-
და თავისივე ღირსებებს. მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორ
საზოგადოებაში მოხვდებოდა, თავის შინაგან ნათელს ყველ-
გან ასხივებდა, ნავახოს ჰოგანშიც, ღატაკი და დაბეჩავებული

188
მექსიკელების ქოხშიც და რომშიც, მონსენიორებისა თუ კარ-
დინალების წრეში.
რომში ეპისკოპოსის ბოლო მოგზაურობისას მონსენიორ
მაზუჩიმ მას ერთი სახალისო ისტორია უამბო მამა ჟოზეფის
შესახებ. მაზუჩი პაპ გრეგორი XVI-ის მდივნად სწორედ იმ პე-
რიოდში მსახურობდა, როცა მამა ვაილანტი ოჰაიოს მისიიდან
პირველად ეწვია წმინდა ქალაქს.
ჟოზეფი სამ თვეს დარჩენილა რომში, საარსებოდ მხო-
ლოდ ორმოციოდე ცენტი ჰქონდა დღეში, მაგრამ მოსანახუ-
ლებელი არაფერი დაუტოვებია. მან მაზუჩის რამდენჯერმე
სთხოვა პაპთან აუდიენცია. მდივანს მოეწონა ოჰაიოდან ჩა-
მოსული მისიონერი, მისი მეტისმეტი პირდაპირობა, სიცოც-
ხლისუნარიანობა და მიამიტობა, რასაც ძნელად იპოვიდით იმ
მღვდლებს შორის, ურიცხვი რაოდენობით რომ ირეოდნენ
რომში და ამიტომაც დაეხმარა. წმინდა პაპთან შეხვედრას მა-
ზუჩიც ესწრებოდა.
მისიონერი გამოცხადდა კამერგერის თანხლებით, რო-
მელსაც დადგენილი წესის საპირისპიროდ, ერთი ჩანთის ნაც-
ვლად საკურთხებელი ნივთებით სავსე ორი დიდი შავი საკ-
ვოიაჟი ეჭირა. მის უწმინდესობასთან შესულმა მამა ჟოზეფმა
პირი მოაღო და ისეთი ხატოვანი ანგარიში ჩააბარა წმინდა მა-
მას საკუთარი და სხვა მისიონერთა მოღვაწეობის შესახებ,
რომ პაპმაც და მისმა მდივანმაც დროის შეგრძნება დაკარგეს
და აუდიენცია, დაგეგმილი ერთი საათის ნაცვლად, სამჯერ
მეტ ხანს გაგრძელდა. არისტოკრატული წარმოშობის გრეგო-
რი XVI-მ, ამ შეუზღუდავი უფლებებით აღჭურვილმა პრელატ-
მა, რომელიც თანამიმდევრულად ადგა ევროპული პოლიტი-
კის მცდარ გზას და მტრულად ეკიდებოდა იტალიის თავისუფ-
ლებას, მაინც ყველა თავის წინამორბედზე მეტი ღვაწლი დას-
დო ქრისტიანობის გავრცელებას მსოფლიოს შორეულ ქვეყ-
ნებში. და, აი, ასეთი პიროვნების წინაშე იდგა მისიონერი, რო-
მელიც მის გულისხმას პასუხობდა. მამა ვაილანტმა პაპს
სთხოვა დაელოცა პირადად ის, მისი თანამოღვაწე მღვდლები,
მისიები და მისი ეპისკოპოსი. მერე გახსნა მეწვრილმანის ფუ-
თებივით გატენილი, ჯვრებით, კრიალოსნებით, ლოცვანით,

189
მედლებით, ლიტურგიკული კრებულებით სავსე დიდი ჩანთები
და წმინდა მამას შეევედრა, განსაკუთრებულად ეკურთხებინა
ეს ყოველივე. გაოგნებულ კამერგერს რამდენჯერმე მოუწია
მოსვლა და ისევ უკან გაბრუნება. ბოლოს მაზუჩიმ წმინდა მა-
მას შეახსენა, რომ სხვა შეხვედრებიც ჰქონდა დანიშნული.
როგორც კი პაპი წამოდგა, ვაილანტმა ისე, რომ კამერგერის
დაბრუნებას არც კი დალოდებია, ხელი სტაცა თავის ორივე
ჩანთას და მდაბლად თავის დაკვრით უკან-უკან დაიხია კარის-
კენ. წმინდა მამამ ხელი ასწია, მაგრამ არა კურთხევისთვის,
არამედ გამოსამშვიდობებლად და უკვე მიმავალ მისიონერს
ჩვეულებრივი კაცივით მიმართა: Coraggio, Americano!40
ეპისკოპოსს ნავახოს სახლი ერთობ გამოადგა დასაფიქ-
რებლად, წარსულის გასახსენებლად და მომავლის დასაგეგ-
მად. მან გრძელი წერილები მისწერა საფრანგეთში მყოფ თა-
ვის ძმასა და მეგობრებს. ეს განცალკევებული ჰოგანი ჰგავდა
შუა ოკეანეში მდგარ ცხვრის ბაგას, რომელსაც ქარიშხალი
დაჰღმუოდა. ერთადერთი ღიობი კარი იყო, გარეთ კი მღვრიე
ყვითელი ქვიშის ბუქი ტრიალებდა. კედლების ნაპრალებიდან
მთელი დღის განმავლობაში იმდენი ქვიშა შემოდიოდა, რომ
იატაკზე პატარა ბორცვებს ქმნიდა; ხის ტოტებისგან შეკრული
სახურავის გამხმარ ფოთლებზე ქარი ისეთ ხმას გამოსცემდა,
კაცს ეგონებოდა, სეტყვა მოდისო. ამ ფარღალალა სადგომში
მყოფ ადამიანს თავი მტვრიანი მიწისა და მოძრავი ჰაერისგან
შექმნილი სამყაროს შუაგულში წარმოედგინა.

40
(იტ.) ყოჩაღად, ამერიკელო!

190
4

ეუსაბიო

ეუსაბიოსთან სტუმრობის მესამე დღეს ეპისკოპოსმა მეტ-


ნაკლებად ოფიციალური წერილი მისწერა ვიკარს და თავის-
თან იხმო. ამის შემდეგ კი სასეირნოდ წავიდა უდაბნოში. იქ
დარჩა, სანამ მზე ჩავიდოდა, ქარი ჩადგებოდა და ჰაერი ბრო-
ლივით გამჭვირვალე გახდებოდა. უკან მობრუნებული მთელი
ორი მილის მანძილზე ფეხით მიუყვებოდა მდინარის ნაპირს.
მოულოდნელად, სამკუთხა ალვის ხისგან დამზადებული დო-
ლის ყრუ, რბილი გუგუნი მოესმა. უმალ იაზრა, რომ ხმა ეუსა-
ბიოს სახლიდან მოდიოდა – მისი მეგობარი შინ იყო.
დმამა ლატურმა დასახლებისკენ გადაუხვია და დაინახა
საკუთარი სადგომის შესასვლელთან მჯდარი ეუსაბიო, რომე-
ლიც ნავახოს ენაზე მღეროდა და გრძელი დოლის ცალ
გვერდს რბილად ურტყამდა ხელს. მის წინ, მაგარ, დატკეპნილ
მიწაზე, ოთხი-ხუთი წლის ორი ინდიელი ბიჭუნა მუსიკას აყო-
ლებდა ფეხს. ქოხში ჩამდგარი ბინდ-ბუნდიდან ორი ქალი –
ეუსაბიოს ცოლი და და იყურებოდნენ.
ბიჭებმა უცხო კაცის მოსვლა ვერც კი შეამჩნიეს, რადგან,
სერიოზული გამომეტყველებითა და მილულული შოკოლა-
დისფერი თვალებით, მთლიანად გართულნი იყვნენ ცეკვით.
ეპისკოპოსი შედგა და მიაცქერდა ბავშვების მკლავებისა და
მხრების მოქნილსა და მოლივლივე მოძრაობებს, მათ მოკასი-
ნებიან, ალვის ფოთლების ზომის, რიტმს ზედმიწევნით აყო-
ლილ ტერფებს, რომლებიც ყოველგვარი მითითების გარეშე
მიჰყვებოდნენ მუსიკალური წესებიდან ერთობ დაშორებულ,
უცნაურ მელოდიას. თვითონ ეუსაბიოს რელიგიური სიდინჯე
გადაჰფენოდა სახეზე. იჯდა, მუხლებით დოლი ეჭირა, ფართო
მხრები წინ გადმოეხარა, შუბლზე კი ბენდენა წაეკრა, გრუზა
თმა სახეზე რომ არ გადმოჰყროდა. დოლს ხან ჯოხს ურაკუნებ-
და, ხან თითებს და ამ რაკუნისას მუქ მაჯებზე ასხმული ვერ-

191
ცხლი უელავდა. სიმღერა რომ დაასრულა, წამოდგა და პატა-
რა ბიჭები, თავისი ძმისშვილები, მღვდელმთავარს წარუდგი-
ნა. ბიჭებს ინდიელთათვის დამახასიათებელი სახელები ერ-
ქვათ: „არწივის ფრთა“ და „მკურნალი მთა“. აბოლოს ბავშვებს
თავით ანიშნა, წასულიყვნენ და ისინიც დაუყოვნებლივ გა-
ეცალნენ იქაურობას. ეუსაბიომ დოლი ცოლს მიაწოდა და
სტუმარს გამოჰყვა.
– ეუსაბიო, – მიმართა ეპისკოპოსმა, – წერილის გაგზავნა
მინდა ტუსონში, მამა ვაილანტთან. ბარათს ხასინტოს გავა-
ტან, მე კი, იქნებ შენი რომელიმე კაცი გამაყოლო სანტაფემ-
დე.
– ვილაში მე თვითონ გამოგყვებით, – უთხრა ეუსაბიომ.
ნავახოები ჯერ ისევ ძველი სახელით მოიხსენიებდნენ დედა-
ქალაქს.
ამოკლედ, მეორე დილით ხასინტო სამხრეთის გზას დაად-
გა, მამა ლატურმა და ეუსაბიომ კი საპალნე ჯორები წინ გაირე-
კეს და აღმოსავლეთს მიაშურეს.
უკან, სანტაფესკენ, დაახლოებით ოთხასი მილი იყო გასავ-
ლელი. ამინდი ხან დამაბრმავებელი ქვიშის ქარიშხლით იც-
ვლებოდა, ხან – კაშკაშა მზით. მონოტონურსა და გაყურსულ
უდაბნოს მოძრავი და ცვალებადი ცა წამოსდგომოდა თავს,
რომელიც იმდენად უკიდეგანოდ გადაჭიმულიყო, რომ
მსგავსს ვერც ზღვაზე ნახავდით და ვერც მსოფლიოს რომელი-
მე კუთხეში. მართალია, ფეხქვეშ მიწა იგრძნობოდა, მაგრამ
ადამიანის თვალი ირგვლივ მშვენიერ, ცისფერ, მსუსხავი ჰა-
ერით გაჯერებულ სამყაროსა და დაუდგრომელ ღრუბლებს ხე-
დავდა. ბუნებას ცა ყველგან სახურავივით ადგას თავზე, მაგ-
რამ აქ ცის კაბადონს დედამიწა ეგებოდა ფეხქვეშ იატაკად. ეს
ადგილი მისგან შორს მყოფ ადამიანს უკან დაბრუნების დაუ-
ოკებელ სურვილს აღუძრავდა, ხოლო აქ მცხოვრები ყოველი
სულდგმული ცის, დიახ, ცის სამყაროს მკვიდრი გახლდათ!
ეუსაბიოსთან ერთად მგზავრობა ადამიანად გადაქცეულ
პეიზაჟთან ერთად მგზავრობას ჰგავდა. ის, ისეთივე დინჯი
თავშეკავებით ხვდებოდა და ეგუებოდა მოულოდნელობასაც
და ამინდსაც, როგორც მისი ქვეყანა. ინდიელი ცოტას ლაპა-

192
რაკობდა, ცოტას ჭამდა, ნებისმიერ ადგილას შეეძლო დაეძი-
ნა; თავდაჭერილი, გულღია და თბილი პიროვნება ხასინტოსა-
ვით უზადო მანერებით გამოირჩეოდა. ეპისკოპოსს ძალზე აო-
ცებდა ის, რომ ეუსაბიო ხშირად ჩერდებოდა ყვავილების მო-
საკრეფად. ერთ დილას ინდიელი ჯორებზე გადაკიდებული ჟო-
ლოსფერი ყვავილების თაიგულით გამოეცხადა. მცენარის
შიშველი ღეროების ბოლოში ამოსული მოგრძო, ზარის ფორ-
მის გვირგვინის ფურცლები ქარში თრთოდა.
– ინდიელები ცისარტყელას ყვავილს ეძახიან, – თქვა მან,
თაიგული მაღლა ასწია და წითელი „ზარები“ შეარხია, – ჯერ
ადრეა ამათი ამოსვლა.
ღამის თავშესაფრის დატოვებისას, კლდე იქნებოდა ეს, ხე
თუ ქვიშის დიუნი, ნავახო ყოველთვის გულმოდგინედ შლიდა
თავისი ადგილსამყოფლის ნაკვალევს. ღადარსა და საჭმლის
ნარჩენებს მიწაში მარხავდა, თავისი ხელით მოგროვილ ქვებს
აქეთ-იქეთ მიმოაბნევდა და ქვიშაში ამოთხრილ ორმოებს ავ-
სებდა. მამა ლატური ჯერ კიდევ მაშინ დააფიქრა ამან, როცა
ხასინტო რამდენჯერმე ზუსტად ასევე მოიქცა. მაშინ, როცა
თეთრკანიანები ნებისმიერ ტერიტორიას იჩემებდნენ, იქაური
გარემოს შეცვლას ან ცოტათი მაინც გადაკეთებას ცდილობ-
დნენ (თავიანთ უკვდავსაყოფად რაიმე ნიშანი მაინც რომ და-
ეტოვებინათ), ინდიელები უჩუმრად დადიოდნენ საკუთარ ქვე-
ყანაში, არავის და არაფერს აწუხებდნენ, კვალს არ ტოვებ-
დნენ და ისე გადაადგილდებოდნენ ერთი ადგილიდან მეორე-
ზე, როგორც თევზები წყალში და ჩიტები ჰაერში.
ინდიელებს გარემოში გაუჩინარება ახასიათებდათ, თავის
წარმოჩენა არ უყვარდათ. ბრტყელთავიან კლდეებზე მდებარე
ჰოპის სოფლები შორიდან არც კი ჩანდა. ქვიშასა და ტირი-
ფებს შორის მიმოფანტული ნავახოს ჰოგანები სწორედ ქვიში-
სა და ტირიფისგან იყო ნაგები. იმხანად პუებლოების სადგო-
მებში შუშის ფანჯრებს არავინ სვამდა. მათ მზის ბრჭყვიალა
ანარეკლი სიმახინჯედ, არაბუნებრივად და სახიფათოდაც კი
მიაჩნდათ. უფრო მეტიც, ეს ხალხი უფრთხოდა სიახლეებსა და
ცვლილებებს. პლატოზე გაშენებულ დასახლებაში ასაღწევად
მამაპაპისეულ ბილიკებსა და ძველისძველ, ბუნებრივად წარ-

193
მოქმნილ ქვის საფეხურებს იყენებდნენ; მას შემდეგაც კი, რაც
თეთრკანიანებმა ჭები ამოუთხარეს, წყალს მაინც ძველი წყა-
როებიდან ეზიდებოდნენ.
ვერცხლისა თუ ფირუზის დამუშავებისას ინდიელები დაუშ-
რეტელ მოთმინებას იჩენდნენ. პლედებზე, ქამრებსა თუ სარი-
ტუალო სამოსზე უშურველად ასახავდნენ თავიანთ ოსტატობა-
საც და ტკივილსაც. ერთი კია, კაზმულობის მათეული კონცეფ-
ცია პეიზაჟზე არ ვრცელდებოდა. როგორც ჩანდა, მათ არ გა-
აჩნდათ ევროპელებისთვის დამახასიათებელი, ბუნების „დახ-
ვეწის“, მოწესრიგების ან ხელახლა შექმნის სურვილი. საკუ-
თარ ოსტატობასა და გამჭრიახობას სხვა მიმართულებით წარ-
მართავდნენ, – იმ გარემოსთან შეგუებას ახერხებდნენ, რო-
მელშიც აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. ეპისკოპოსის აზრით, ეს
მათ უგერგილობით არ მოსდიოდათ, უბრალოდ, ბუნების გაფ-
რთხილება და პატივისცემა მემკვიდრეობით მოსდგამდათ.
ისეთი განცდა ჩნდებოდა, თითქოს დიდი ქვეყანა ძილს მისცე-
მოდა, მათ კი სურდათ, ისე გაეტარებინათ ცხოვრება, რომ
მშობლიური მიწა-წყლისთვის ძილი არ დაეფრთხოთ, თითქოს
მიწის, ჰაერისა და წყლის სულებთან დაპირისპირებასა თუ
მათ გამოწვევას ერიდებოდნენ. ნადირობის დროსაც კი კე-
თილგონიერებას იჩენდნენ და ერთიანად არ ჟლეტდნენ ცხო-
ველებს. მდინარესა თუ ტყეს არ ანადგურებდნენ, მიწის მორ-
წყვის დროსაც მხოლოდ საჭიროებისამებრ ხარჯავდნენ
წყალს. დედამიწას და მის მონაგარს საზრიანად ეკიდებოდ-
ნენ, არც არაფრის გამოსწორება უცდიათ ოდესმე, არც არაფ-
რით შეუბღალავთ. მამა ლატური და ეუსაბიო ალბუკერკეს
უახლოვდებოდნენ, როცა შემთხვევით ინდიელთა ჯგუფს გა-
დაეყარნენ; მათგან ზოგი ტრამალის გრძელ, დაკლაკნილ ბი-
ლიკებზე მიმოდიოდა, ზოგი სანდიას მთაზე ადიოდა. მოჩქა-
რეებიცა და ნელა მოსიარულეებიც დინჯად, დარბაისლურად
მოძრაობდნენ. მშვენიერ პლედებში გახვეულნი, ჯორზე ამ-
ხედრებულნი, თუ ჯორს წინ მიმავალნი, ახლადგაკვირტული
აბზინდის ბუჩქებსა და ქვიშის დაკლაკნილ ტალღებს შორის
ისე დადიოდნენ, თითქოს მათ უპირველეს დანიშნულებას უხი-

194
ლავად და უხმაუროდ გადაადგილება წარმოადგენდა გაზაფ-
ხულთან ერთად გამოღვიძებულ ქვეყანაში.
ლაგუნას ჩრდილოეთით მათ წამოეწია ორი ზუნი მალემ-
სრბოლი, რომლებიც რაღაც „ინდიელთა საქმის“ გამო აღმო-
სავლეთისკენ მიიჩქაროდნენ. ისინი არ შეჩერებულან, მხო-
ლოდ ხელის გულის მაღლა აწევით მიესალმნენ ეუსაბიოს და
ახალგაზრდა ანტილოპას სისწრაფით გასხლტნენ ქვიშაში. მა-
თი სხეულები ნება-ნება მფრინავი ძლიერი არწივის ჩრდილი-
ვით ჩნდებოდა და უჩინარდებოდა ქვიშის დიუნებს შორის.

195
წიგნი მერვე – პაიკს პიკის ოქრო

ტაძარი

უკვე დაახლოებით სამი კვირა სრულდებოდა, რაც მამა ვა-


ილანტი სანტაფეში იმყოფებოდა, თუმცა ვერაფერი შეიტყო
საიმისო, რასაც შეეძლო ეპისკოპოსისთვის მიეცა ტუსონიდან
მისი გამოწვევის საფუძველი. ერთ დილას ბაღში მყოფ მამა
ჟოზეფთან ფრუქტოზა მივიდა და ჩვეულებრივზე ადრე მიიპა-
ტიჟა ლანჩზე, რადგან მამა ლატური შუადღისთვის სადღაც მი-
ემგზავრებოდა. ნახევარი საათის შემდეგ ვაილანტი თავის წი-
ნამძღვართან ერთად მიუჯდა მაგიდას სასადილო ოთახში.
ეპისკოპოსი ლანჩს იშვიათად მიირთმევდა მარტო, ამ
დროს უმეტესად სტუმრებს მასპინძლობდა ხოლმე. მის სუფ-
რასთან ხან შორეული სამრევლოს მღვდელი იჯდა, ხან არმიის
ოფიცერი, ხან ამერიკელი ვაჭარი, ხანაც ძველი მეხიკოდან თუ
კალიფორნიიდან ჩამოსული ნაცნობ-მეგობარი. სასტუმრო
დარბაზი არ ჰქონდა, მომსვლელებს იღებდა მოგრძო ფორ-
მის, ბაღში გამავალ გრილ სასადილო ოთახში, რომელსაც
ფანჯრები მხოლოდ დასავლეთით ჰქონდა. მწვანე ჟალუზები-
დან ზომიერად შემოდიოდა დღის სინათლე. მზის სხივები
თეთრ, მომრგვალებულ კედლებს დასთამაშებდა და ჭურჭლის
კარადაში შელაგებულ ჭიქებსა და ვერცხლზე ლიცლიცებდა.
როცა მადამ ოლივარესი სანტაფედან ნიუ-ორლეანში გადა-
დიოდა საცხოვრებლად და აუქციონზე გაიტანა თავისი ნივთე-
ბი, მამა ლატურმა შეიძინა ჭურჭლის კარადა და მაგიდა, რომ-
ლის ირგვლივაც ხშირად იკრიბებოდნენ მისი მეგობრები. დო-
ნა იზაბელამ მას ვერცხლის ყავის სერვიზი და მრავალსან-
თლიანი შანდალი აჩუქა. მღვდელმთავრის პირქუშსა და და-
ბინდულ ოთახს მხოლოდ ეს ნივთები ამშვენებდა.

196
მამა ჟოზეფი რომ შემოვიდა, ეპისკოპოსი უკვე თავის ად-
გილას იჯდა მაგიდასთან.
– ფრუქტოზამ თუ გითხრა, რატომ გავამზადებინე ლანჩი
ასე ადრე? შუადღისთვის უნდა გავემგზავროთ, რაღაც მინდა
გაჩვენო.
– ძალიან კარგი, ალბათ შემამჩნევდი, რომ ცოტა არ იყოს,
მოუსვენრად ვგრძნობ თავს. აღარც კი მახსოვს, უნაგირზე და-
უჯდომლად ორი კვირა ბოლოს როდის გავატარე. თავლაში
რომ შევდივარ კონტენტოს დასახედად, საყვედურით შემო-
მაცქერდება ხოლმე. აუსაქმოდ ძალიან გასუქდება.
ეპისკოპოსს ზედა ტუჩზე ირონიულმა ღიმილმა გადაურბი-
ნა, კარგად იცნობდა თავის ჟოზეფს.
– კარგი, ერთი, – დაუდევრად გაეპასუხა მეგობარს, – პა-
ტარა დასვენება არ აწყენს ტუსონიდან ექვსასი მილის გამოვ-
ლის შემდეგ. აშუადღისას შეგიძლია გამოიყვანო, მე ანგელი-
კათი წამოვალ.
ნაშუადღევი ახალი გადასული იყო, ორმა მღვდელმა სან-
ტაფე რომ დატოვა და დასავლეთისკენ გაემართა. ეპისკოპოსს
არ გაუმხელია თავისი მიზანი და არც ვიკარს უკითხავს რამე.
შარაგზიდან მალე გადაუხვიეს და დაადგნენ სამხრეთისკენ მი-
მავალ ბილიკს, რომელიც გამეჩხერებულ შამბნარში გადიო-
და და თანდათან სანდიას მოშიშვლებული მთების მიმართუ-
ლებით ეშვებოდა.
დაახლოებით ოთხი საათისთვის რიო-გრანდეს ხეობის
თავზე გამავალ თხემს მიაღწიეს. ბილიკი მკვეთრად ეშვებოდა
ქვემოთ, სანდიას ძირში უხვევდა და სამოცი მილის მანძილით
დაშორებული ალბუკერკესკენ ჩადიოდა. ეს თხემი დაფარული
იყო კონუსის ფორმის კლდოვანი ბორცვებით, რომლებზეც
თხელი ფიჭვნარი შეფენილიყო. კლდეს რაღაცნაირი ზღვის
სიმწვანისა თუ ზეთისხილის შეფერილობის უცნაური მწვანე
ფერი დასდებოდა. იგივე სიმწვანე დაჰკრავდა ამინდის ზემოქ-
მედებით ღორღად ჩამოშლილ კლდის ნაწილს, რომელიც მი-
წაზე თხლად მიმობნეულიყო. მამა ლატურმა თხემის დასავ-
ლეთ ფერდობზე აზიდული განცალკევებული გორაკისკენ აი-
ღო გეზი, იქიდან ბილიკი ქვევით ეშვებოდა. იგი მაღალი გო-

197
რაკისგან განმარტოებით იდგა და გაბედულად გასცქეროდა
ჩამავალ მზესა და ლურჯ სანდიას. მიახლოებისას მამა ვა-
ილანტმა შეამჩნია, რომ დასავლეთით მიწა გადათხრილი იყო
და მოჩანდა კლდის უსწორმასწორო კალთა, რომელსაც ირ-
გვლივ გამეფებული სიმწვანისგან სრულიად განსხვავებული,
ხასხასა ყვითელი ოქროსფერი დასდებოდა – ზუსტად იმ ოქ-
როსფერი სხივების ფერი, რომლებიც იმ წუთებში ეცემოდა
მთელ ფერდობს. იქვე მახლობლად ეყარა წერაქვი, ძალაყინი
და ახლად დამსხვრეული ქვის ნატეხები.
– რა უცნაურია, ამ სიმწვანეში ერთადერთი ყვითელი გო-
რაკის არსებობა, არა? – შენიშნა ეპისკოპოსმა, მოიხარა და
ქვის ჩამონატეხს დასწვდა, – მთელი მიდამო შემოვლილი
მაქვს, მაგრამ ასეთი კლდე ერთადერთია. – ლატური იდგა და
ხელისგულზე ყურადღებით დაჰყურებდა ყვითელი ქვის ჩამო-
ნათალს. მღვდელმთავარი განსაკუთრებული სასოებით ეხე-
ბოდა არა მარტო წმინდა ნივთებს, არამედ ყველა საგანს, რო-
მელიც ლამაზად მიაჩნდა. მცირე ხნის დუმილის შემდეგ
კლდის უსწორმასწორო, ოქროსფრად მოელვარე ფერდობს
ახედა და ჟოზეფს უთხრა:
– ბლანშე, ეს გორაკი ჩემი ტაძარია!
ჟოზეფმა ჯერ ეპისკოპოსს შეხედა, მერე კლდის ფერდს და
თვალები ახამხამა:
– Vraiment?41 ქვა საკმარისად გამძლეა? ფერი მართლაც
კარგი აქვს, რაღაცით წმინდა პეტრეს ტაძრის კოლონოდას მა-
გონებს.
ეპისკოპოსმა ცერა თითი ფრთხილად გაუსვა ქვის ნატეხს:
– მე ეს სახლს უფრო მაგონებს, იმის თქმა მინდა, რომ
კლერმონის სიახლოვეს მგონია თავი. ამ კლდეს რომ ავყუ-
რებ, ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ჩემს ზურგს უკან რო-
ნა მოსჩქეფს.
– შენ, ვგონებ, ავინიონის პაპის რეზიდენციას გულისხმობ!
მართალი ხარ, ამწუთას ნამდვილად ძალზე ჰგავს იმ სასახ-
ლეს.

41
(ფრ.) მართლა?

198
ეპისკოპოსი იქვე, ლოდზე ისე ჩამოჯდა, რომ ფრიალო
ფერდობისათვის თვალი არ მოუშორებია.
– სწორედ ასეთი ქვა მინდოდა და შემთხვევით აი, სად გა-
დავეყარე. ამას წინათ მომაკვდავი პადრე იესოს სანახავად ვი-
ყავი წასული ისლეტაში. იქიდან რომ წამოვედი,ა სანტო დო-
მინგოსთან მოსულმა აღმოვაჩინე, რომ გზა წვიმას წაეღო.
უკან მოვტრიალდი და შინ დაბრუნება გადავწყვიტე ამ ბილი-
კით, რომელზეც ადრე არასოდეს გამევლო. ნაშუადღევი კარ-
გა ხნის გადასული იყო, მოვდიოდი და უცებ წინ ეს კლდე ამეს-
ვეტა. მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი ტაძარი.
– ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება, ჟან. მაგრამ დიდი დრო
გავა, სანამ აქ შენობას აგებ.
– იმედი მაქვს, არც ისე დიდი დრო დასჭირდება ამას. თუ
ღმერთი ინებებს, მანამდე დავასრულებ მშენებლობას, სანამ
მოვკვდები.ა არ მსურს, ხელსაყრელი ვითარების ან ამერიკე-
ლი მშენებლების მოწყალებას დაველოდო. ძველებური, ალი-
ზით ნაგები ეკლესია მირჩევნია იმ საშინელ ნაგებობებს, ოჰაი-
ოს ქალაქებში რომ აშენებენ. უბრალო, მაგრამ კარგი ეკლე-
სია მინდა. თითსაც არ გავანძრევ ისეთი ტლანქი შენობის წა-
მოსაჭიმად, წითელი აგურით ნაგებ, ინგლისური ეტლის ფა-
რეხს რომ ჰგავს. ჩვენებური, სამხრეთ საფრანგეთისთვის და-
მახასიათებელი რომანული სტილი სავსებით მისაღებია ჩემ-
თვის.
მამა ვაილანტმა დაიქშუტუნა და სათვალის მინები გაწმინ-
და:
– კარგი, ვთქვათ, თვითონ შეარჩიე არქიტექტორი და სტი-
ლი, ჟან, მაგრამ ამერიკელ მშენებლებს თუ არ მოიხმობ, მაშ
ვის გააკეთებინებ ამას, გეთაყვა?
– ტულუზაში ერთი მეგობარი მყავს, მშვენიერი არქიტექ-
ტორია. რომში ბოლოს რომ ვიყავი, ამ საკითხზე ველაპარაკე.
თვითონ აქ ვერ ჩამოვა, ზღვით მგზავრობის ეშინია და არც
ცხენზე ჯდომას არის ნაჩვევი, მაგრამ მას ჰყავს ახალგაზრდა
ვაჟი, რომელიც, მართალია, ჯერ ისევ სწავლობს, მაგრამ მზად
არის, საქმეს ხელი მოჰკიდოს. მამამისი მწერს, რომ ამ ახალ-
გაზრდის სანუკვარი ოცნებაა რომანული ეკლესიის აგება

199
ახალ სამყაროში. მან უნდა შეისწავლოს შესაბამისი ნიმუშები,
თუმცა ფიქრობს, რომ ძველი სამხრეთული ეკლესიები ყველა-
ზე ლამაზი შენობებია საფრანგეთში. როცა მზად ვიქნებით, ჩა-
მოვა და თან ჩამოიყვანს რამდენიმე კარგ ქვისმთლელს, რომ-
ლებიც ისეთი მეძვირეები არ იქნებიან, როგორც სენტ ლუისე-
ლი ხელოსნები. რადგანაც სასურველი ქვა უკვე ნაპოვნი
მაქვს, ვთვლი, რომ ტაძრის შენება დაწყებულია. ეს კლდე
მხოლოდ ორმოცდაათი მილითაა დაშორებული სანტაფედან;
აღმართი კია, მაგრამ ძნელი ასასვლელი არ არის. ქვის გადა-
ზიდვა იმაზე მარტივია, ვიდრე მეგონა.
– წინასწარ გეგმავ ყველაფერს, – მამა ვაილანტი გაოცე-
ბით შესცქეროდა მეგობარს, – ეს არის ის, რისი გაკეთებაც
ეპისკოპოსს ხელეწიფება. მე რაც შემეხება, მხოლოდ იმას ვხე-
დავ, რაც ჩემ ცხვირწინაა. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასეთი
მშვენიერი შენობის აგებას აპირებდი, მაშინ, როცა ჩვენ ირ-
გვლივ სიღარიბე სუფევს და ჩვენ თვითონაც არაფერი გვაბა-
დია.
– მაგრამ, ტაძარი ჩვენთვის ხომ არ გვინდა, მამაო ჟოზეფ,
მომავლისთვის ვაშენებ. თუკი ამის გაკეთებას ვერ შევძლებთ,
ჯობს, ერთი ქვაც არ ჩაიდოს საძირკველში. ნამდვილად სირ-
ცხვილი იქნება, თუ საფრანგეთის ერთ-ერთი არქიტექტურუ-
ლი საგანძურიდან – სასულიერო სემინარიიდან – აქ ჩამოსუ-
ლი ადამიანი ისეთივე მახინჯ ეკლესიას აგებს, როგორიც ამ
ქვეყანაში ისედაც მრავლადაა.
– ალბათ მართალი ხარ. ამაზე არასოდეს მიფიქრია. ვერც
კი წარმოვიდგენდი, რომ ოჰაიოს ეკლესიის გარდა შეიძლებო-
და სხვა ტაძარიც გვქონოდა აქ. როგორც მახსოვს, ჯერ კიდევ
მეცამეტე საუკუნეში, კლერმონის საკათედრო ტაძრის მშენებ-
ლობაში, შენმა ორმა წინაპარმა ეპისკოპოსმა დე ლა ტურმაც
შეიტანა წვლილი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ ყოველივეს
გულთან ასე ახლოს მიიტანდი.
მამა ლატურს გაეცინა:
– განა, ტაძრის საკითხი ზერელედ განსახილველია?

200
– ოჰ, არა, ნამდვილად არა! – მამა ვაილანტმა უხერხუ-
ლად აიჩეჩა მხრები. თვითონაც ვერ გაეგო, ასე რატომ შეაც-
ბუნა ამ ამბავმა.
მათ წინ აღმართულ კლდის ძირს უკვე ჩრდილი გადაფენო-
და და ყვითელი თიხის მდიდრული შეფერილობა მიეღო,
მწვერვალი კი ისევ დამდნარი ოქროსავით ბრჭყვიალებდა ჩა-
მავალი მზის უკანასკნელ სხივებში. ეპისკოპოსმა, როგორც
იქნა, გული იჯერა იქ ყოფნით, კმაყოფილებით ამოისუნთქა და
მეგობარს მიუბრუნდა:
– დიახ, – თქვა წყნარად, – ეს კლდე ძალზე გამომადგება.
ახლა კი, შინ უნდა დავბრუნდეთ. ყოველ მოსვლაზე სულ უფ-
რო მეტად მომწონს ეს ქვა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ უფა-
ლი ოდესმე ამგვარად მომიმართავდა ხელს პირადი სურვი-
ლის, თუ გნებავს, პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებაში. მინ-
და გითხრა, ბლანშე, რომ ამ ყვითელი კლდის პოვნა მირჩევ-
ნია ქველმოქმედებაზე დასახარჯი თანხის მოძიებას. ტაძარი
გულში მიზის მრავალ მიზეზთა გამო. იმედია, ამქვეყნიურ სი-
ამეთა მოტრფიალე კაცად არ ჩამთვლი.
შინ მთვარის შუქზე ვერცხლისფრად მოელვარე აბზინდის
ბუჩქების გავლით მიდიოდნენ. მამა ვაილანტი მთელი გზა
ფიქრობდა და მაინც ვერ გაეგო, რატომ გამოიძახეს ის არიზო-
ნადან, სადაც სულების დასახსნელად იმყოფებოდა და ასე
ძლიერ რატომ ანაღვლებდა შენობის იერსახე ღარიბ მისიო-
ნერ ეპისკოპოსს. ტაძრის მშენებლობის დაწყებას გულმხურ-
ვალედ დაუჭირა მხარი, მაგრამ ეკლესია სამხრეთ საფრანგე-
თისთვის დამახასიათებელი, რომანული სტილის იქნებოდა
თუ ოჰაიოში აგებული გერმანული ყაიდის, მისთვის მნიშვნე-
ლობა არ ჰქონდა.

201
2

წერილი ლევენვორთიდან

ეპისკოპოსისა და ვიკარის მიერ ყვითელი კლდის მონახუ-


ლებიდან მეორე დღეს, სანტაფეში ყოველკვირეული ფოსტა
ჩამოვიდა. ეპისკოპოსს უამრავი წერილი მოუვიდა, რის გამოც
მთელი დილა ჩაკეტილი იყო თავის კაბინეტში. ლანჩის დროს
ლატურმა ამამა ვაილანტს განუცხადა, რომ საღამოსთვის
დასჭირდებოდა იგი, რადგან ლევენვორთის ეპისკოპოსის
ძალზე მნიშვნელოვანი წერილი უნდა განეხილათ ერთად.
მღვდელმთავრის მრავალფურცლიანი წერილი ეხებოდა
კოლორადოს კლდოვანი მთების ერთ ნაკლებად ცნობილ მხა-
რეში მიმდინარე მოვლენებს. მართალია, ეს ტერიტორია სულ
რაღაც ასიოდე მილის მანძილზე მდებარეობდა სანტაფედან,
მაგრამ იმდენად იშვიათობა იყო იმ რეგიონთან დაკავშირება,
რომ ევროპიდან უფრო მალე მოდიოდა ახალი ამბები სანტა-
ფეში, ვიდრე პაიკს პიკიდან. წინა წელს პაიკს პიკის სიღრმეში
ოქროს საბადო აღმოეჩინათ, მაგრამ მამა ვაილანტმა ამის შე-
სახებ პირველად საფრანგეთიდან მიღებული წერილით შეიტ-
ყო. აეს ამბავი ატლანტიკის სანაპირომდე ჩასულიყო, ევრო-
პამდე მიეღწია და იქიდან ისევ უკან დაბრუნებულიყო – იმაზე
ადრე, ვიდრე სამხრეთ-დასავლეთით, სულ რაღაც ასეული მი-
ლით დაშორებულ ჩერი ქრიკსა და სანტაფეს შორის მდებარე
ველური მთებიდან და ხეობებიდან გამოაღწევდა. მამა ვა-
ილანტმა ჯერ კიდევ ტუსონში ყოფნისას მიიღო ოვერნიდან თა-
ვისი ძმის, მარიუსის ბარათი და გაჯავრდა იმის გამო, რომ
მთელ წერილში კოლორადოს ოქროს ციებ-ცხელებაზე უფრო
მეტს სწერდა, ვიდრე იტალიის ომზე. არადა, საფრანგეთთან
ახლომდებარე ქვეყნის ამბები ხომ უფრო მეტად მნიშვნელო-
ვანი იყო?!
იმ პერიოდში კლდოვანი მთებით სავსე პაიკს პიკი ჯერ კი-
დევ კონტინენტის გაუვალ სივრცედ ითვლებოდა. თვით ბეწვი-

202
ან ცხოველებზე მონადირეებიც, რომლებიც თავიანთი ნადავ-
ლით ვაიომინგიდან ტაოსისკენ მიემართებოდნენ, თავს არი-
დებდნენ გრანიტის მთაგორიან გზას. სულ რამდენიმე წლის
წინ ფრიმონტი შეეცადა კოლორადოს კლდეებში შეღწევას,
მაგრამ ისიც და მისი ნახევრად დამშეული ხალხიც, რომელ-
საც საკუთარი ჯორების უმეტესობა შეეჭამა, ხელმოცარული
დაბრუნდა ტაოსში. სულ რაღაც თორმეტიოდე თვეში კი ყვე-
ლაფერი შეიცვალა. მოხეტიალე ოქროსმაძიებლებმა ჩერი
ქრიკის ძირში ოქრო აღმოაჩინეს და ერთი წლის წინ მიტოვე-
ბული მთა ახლა ხალხით იყო სავსე. ჩარდახიანი საზიდრები
მდინარე მისურის პრერიის გავლით წყებად მიედინებოდა და-
სავლეთისკენ.
ლევენვორთის ეპისკოპოსი მამა ლატურს ატყობინებდა,
რომ კოლორადოდან ახალდაბრუნებულს პაიკს პიკის კალთე-
ბი კარვებით დახუნძლული, ხოლო მთელი ხეობა მაღაროე-
ლებით გადაშავებული დახვედროდა; ათასობით ადამიანი
თურმე კარვებსა და ფიცრულებში ცხოვრობდა. ქალაქ დენ-
ვერში მრავლად ყოფილა სამიკიტნოები და აზარტული თამა-
შებისთვის მოწყობილი ადგილები.ა ამ ათასი ჯურის მოხეტია-
ლესა თუ მაწანწალას შორის უამრავი პატიოსანი ადამიანი და
მორწმუნე კათოლიკე შეუნიშნავს, მაგრამ ამ მრევლის
მღვდლობა არავის სურდა. სულიერი მოძღვრის გარეშე დარ-
ჩენილი ახალგაზრდები ცუდ წრეში ტრიალებდნენ, ხოლო მო-
ხუცები დაუცველობის ან მთაში გავრცელებული პნევმონიის
მსხვერპლნი ხდებოდნენ და მათთვის ეკლესიურად წესის ამ-
გები არავინ იყო.
როგორც კანზასის ეპისკოპოსი წერდა, იმჟამინდელი ვი-
თარებიდან გამომდინარე, ეს ახალი და მრავალრიცხოვანი
დასახლებები უნდა გადასულიყო მამა ლატურის იურისდიქცი-
აში. მისი, უკვე ათასობით კვადრატულ კილომეტრზე სამხრე-
თითა და დასავლეთით გადაჭიმული, ეპარქია ახლა ჩრდი-
ლოეთითაც უნდა გაზრდილიყო და მიეერთებინა იმხანად ჯე-
რაც უცნობი, თუმცა დიდი მნიშვნელობის ტერიტორია. ლევენ-
ვორთის ეპისკოპოსი ემუდარებოდა ლატურს, შეძლებისდაგ-
ვარად მალე გაეგზავნა იქ მღვდელი, უეჭველად მარჯვე, საქ-

203
მისთვის თავდადებული, საზრიანი და განათლებული მოძღვა-
რი, რომელიც თავისი უშუალობით ყველა ჯურის ადამიანს კე-
თილად განაწყობდა მისი პიროვნების მიმართ. მას თან უნდა
წაეღო საწოლი, კარავი მთელი აღჭურვილობით, წამლები,
საკვები და თბილი ტანსაცმელი, რომ მკაცრ ზამთარში თავი
გაეტანა. დენვერის ბანაკში თამბაქოსა და ვისკის გარდა ვერა-
ფერს იყიდდა ადამიანი. იქ არც ქალები იყვნენ და არც საჭ-
მლის მოსამზადებელი ღუმლები ჰქონდათ. მაღაროელები ნა-
ხევრად გამომცხვარ ცომსა და ალკოჰოლზე გადადიოდნენ.
ისინი მთის წყაროს სისუფთავის დაცვასაც კი ვერ ახერხებ-
დნენ და ციებ-ცხელებით იღუპებოდნენ. საშინელ პირობებში
უწევდათ ცხოვრება.
საღამოხანს, სადილის შემდეგ, მამა ლატურმა თავის კაბი-
ნეტში წაუკითხა წერილი მამა ვაილანტს. კითხვა რომ დაასრუ-
ლა, მჭიდროდ ნაწერი ფურცლები მაგიდაზე დააწყო:
– უკმაყოფილებას გამოთქვამდი უმოქმედობის გამო, მა-
მაო ჟოზეფ, და აი, ხელსაყრელი შემთხვევაც გამოგიჩნდა საქ-
მის გასაკეთებლად.
მამა ჟოზეფმა, რომელსაც წერილის კითხვისას სულ უფრო
და უფრო ეტყობოდა მოუსვენრობა, ძალზე ბუნებრივად წარ-
მოთქვა:
– მაშასადამე, ისევ ინგლისურად უნდა დავიწყო ლაპარა-
კი! თუ გსურს, ხვალვე შევუდგები საქმეს.
ეპისკოპოსმა თავი გააქნია:
– ასე სწრაფად არა. ნუ გგონია, რომ იქ ჩასულს სტუმარ-
თმოყვარე მექსიკელები შეგეგებებიან. შენ თან უნდა წაიღო
მთელი სანოვაგე. ფურგონს მოგიმზადებთ, საჭირო ნივთები
ყურადღებით შეარჩიე. მეგზურობას ტრანკვილინოს ძმა, საბი-
ნო, გაგიწევს. ვშიშობ, ეს შენი ყველაზე რთული მისია იქნება
მათ შორის, რაც კი ოდესმე დაგკისრებია.
ორი მღვდელი გვიანობამდე საუბრობდა. არიზონას სა-
კითხიც მოსაგვარებელი იყო, ვინმე უნდა მოეძებნათ, რომ იქ
მამა ვაილანტის საქმიანობა გაეგრძელებინა. ამ ქვეყნის არა
ერთ მხარეში ნამყოფი მღვდლისთვის ყველაზე ძვირფასი მა-
ინც ეს უდაბნო და მასში მცხოვრები ყვითელკანიანი ადამია-

204
ნები იყვნენ. რას იზამდა, ასეთი ცხოვრება ჰქონდა, წესად ექცა
კავშირების გაწყვეტა, გამომშვიდობება და უცნობ გარემოში
გადაბარგება.
სანამ დასაძინებლად წავიდოდა, მამა ჟოზეფმა ჩექმები გა-
იპოხა და ფეხებიდან ძველი სამართებლით ჩამოიფხიკა დაღუ-
დუდებული ბებერები. ტრუშეს მთების გადაღმა, მექსიკურ სო-
ფელ ჩიმაიოში ცხოვრობდა კარგი ხალხი, რომელიც განსა-
კუთრებით ეთაყვანებოდა მათ ეკლესიაში დაბრძანებულ,
ცხენზე ამხედრებულ სანტიაგოს ქანდაკებას. ისინი რამდენიმე
თვეში ერთხელ ჩექმებს უკერავდნენ ვაილანტს და, თანაც, და-
ჟინებით სთხოვდნენ, რაც შეიძლება მეტი ევლო, თუნდაც ღამ-
ღამობით, ოღონდ მალ-მალე გაეცვითა ფეხსაცმელი. როცა
მამა ჟოზეფი მათთან რჩებოდა, ხშირად იცოდა ხოლმე თქმა,
– ნეტავ, ღმერთს მისიონერის ფეხები ისეთივე მადლით ეკურ-
თხებინა, როგორითაც მათი ხელები დააჯილდოვაო.
ამ ფიქრებში მყოფ ვაილანტს მოაგონდა ჩიმაიოელ სან-
ტიაგოსთან დაკავშირებული ერთი გულისამაჩუყებელი შემ-
თხვევა. რამდენიმე წლის წინ მამა ჟოზეფს თხოვეს წასულიყო
სანტაფეს კალაბოზოში42 და მკვლელობისთვის მსჯავრდებუ-
ლი მოენახულებინა. ტუსაღი აღმოჩნდა ოცი წლის ბიჭი, სასია-
მოვნო სახითა და მანერებით, სახელად რამონ არმაჯილო.
ყმაწვილი გაგიჟებით ყოფილა გატაცებული მამლების ბრძო-
ლით და სწორედ ამან დაღუპა. ჰყოლია გაწვრთნილი მამალი,
რომელიც არასოდეს მარცხდებოდა და ყელს უღადრავდა მე-
ტოქეებს ყველა პატარა ქალაქში, სადაც კი საბრძოლველად
გაჰყავდა. ბოლოს რამონმა ის სანტაფეში წაიყვანა, იქაურ
ცნობილ მამალთან შესარკინებლად. ჩიმაიოდან ჩასულმა
უამრავმა ახალგაზრდამ რამონის მამალზე დადო ფსონი.
ორივე მხრიდან ნაძლევზე ჩამოსული საკმაოდ დიდი თანხის
ნაწილიც და ბილეთების ფულიც გამარჯვებულს უნდა რგებო-
და წილად. თავიდან, რამონის მამალმა, ცოტა არ იყოს, წარუ-
მატებლად დაიწყო ბრძოლა, მაგრამ მალევე მეტოქეს მარ-
ჯვედ გამოაგლიჯა იარემული ვენა; მოულოდნელად, დამარ-

42
საპყრობილე.

205
ცხებული ფრინველის პატრონი სწვდა გამარჯვებულ მამალს
და, სანამ ვინმე მის შეჩერებას მოასწრებდა, კისერი მოუგრი-
ხა. კაცმა ვერც კი მოასწრო ხელიდან რბილი ბუმბულის ჩამო-
ბერტყვა, რომ რამონის დანამ გული გაუპო. ეს ყოველივე ისე
სწრაფად მოხდა, რომ ზოგიერთი თვითმხილველი დაბეჯითე-
ბით ამტკიცებდა, კაციც და მამალიც ერთდროულად დაიხოც-
ნენო. ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ კისრის მოგრეხვაცა
და დანის გაელვებაც ერთ ამოსუნთქვაში მოხდა. სამწუხა-
როდ, ამერიკელი მოსამართლე აღმოჩნდა უგუნური კაცი, რო-
მელიც ვერ იტანდა მექსიკელებს და იმედი ჰქონდა, რომ მამ-
ლების ბრძოლას ბოლოს მოუღებდა. მან მტკიცებულებად მი-
იღო მოკლულის მეგობრების ნათქვამი, თითქოს რამონი მას
გამუდმებით მოკვლით ემუქრებოდა.
მამა ვაილანტი დასჯამდე რამდენიმე დღით ადრე საკანში
ეწვია პატიმარს და ნახა, როგორ კერავდა ბიჭი პაწაწინა, თო-
ჯინის სარგო ტყავის ჩექმებს. რამონმა უთხრა, რომ ჩექმები
უნდა გაეგზავნა იმ პატარა სანტიაგოსთვის, მის ეკლესიაში
რომ იყო დაბრძანებული. ჩამოხრჩობის დღეს ბიჭის ოჯახის
წევრები სანტაფეში ჩავიდოდნენ, ხოლო როცა უკან, ჩიმაიოში
დაბრუნდებოდნენ, იმ ჩექმებს თან წაიღებდნენ, სანტიაგოს მი-
ართმევდნენ და, პატარა წმინდანი ალბათ რაიმე გზით შე-
ეწეოდა.
მამა ვაილანტი სანთლის შუქზე ჩექმებს აპრიალებდა. უცებ
ამოიოხრა და თავისთვის გაიფიქრა, რომ დამნაშავეები, რომ-
ლებთანაც კოლორადოში მოუწევდა ურთიერთობა, ძნელად
თუ იქნებოდნენ იმ ბიჭის მსგავსნი.

206
3

Auspice Maria!43

მამა ვაილანტის ფურგონის აგებას ერთი თვე დასჭირდა.


მას უნდა ჰქონოდა განსხვავებული აგებულება, რომელიც გა-
უძლებდა დიდ ტვირთს, თუმცა, ამავდროულად, უნდა ყოფი-
ლიყო მსუბუქი და ვიწრო, რომ პუებლოს გადაღმა, მთიან ხე-
ობებში და უვალ, წყლის ნაკადისგან წარმოქმნილ, გაზაფ-
ხულზე წყალუხვსა და შემოდგომაზე დამშრალ კლდოვან ღარ-
ტაფებში, ადვილად ემოძრავა. სანამ ფურგონს აკეთებდნენ,
მამა ჟოზეფი გულმოდგინედ არჩევდა საჭირო ნივთებსა და
მოწყობილობას პატარა სამლოცველოსთვის, რომლის აგება-
საც დენვერში ჩასვლისთანავე აპირებდა ნორჩი ხეების ან
ბრეზენტისგან.ა ამას გარდა, სამგზავრო ჩანთები სავსე ჰქონ-
და მედალიონებით, ჯვრებით, კრიალოსნებით, ფერადი სურა-
თებითა და რელიგიური ბროშურებით. თავისთვის ლოცვანის
გარდა, სხვა წიგნი არ დასჭირდებოდა.
მამა ჟოზეფი ეპისკოპოსის ეზოში უკვე მერამდენედ არჩევ-
და და ალაგებდა ბარგს; ყოველ ჯერზე პოულობდა ნივთებს,
რომლებსაც წასაღებად უფრო საჭიროდ თვლიდა, ხოლო ნაკ-
ლებად აუცილებელს ყრიდა. ფრუქტოზასა და მაგდალენას
ხშირად ეძახდნენ მის დასახმარებლად, და როდესაც სკივრი
საბოლოოდ დაიხურა, ფრუქტოზამ ის შეშის ფარდულში წა-
იღო. ქალს შემჩნეული ჰქონდა, როგორ იღუშებოდა ეპისკო-
პოსი, როცა შესასვლელსა თუ სასადილო ოთახში, ამ ჩემოდ-
ნებსა და სკივრებს წააწყდებოდა ხოლმე. ლოგინი და ტანსაც-
მელი ჩააწყვეს ხბოს ტყავისგან შეკერილ უზარმაზარ ტომრებ-
ში, რომლებიც საბინომ ხანში შესული მექსიკელებისგან შე-
იძინა. ასეთ ტომრებს უკვე აღარავინ ხმარობდა, უწინ კი ღარი-
ბები იყენებდნენ მგზავრობისას.

43
(ლათ.) ღვთისმშობლის შეწევნით!

207
მთელი ამ ხნის განმავლობაში მღვდელმთავარიც თავისი
საქმეებით იყო დაკავებული. ის პრაქტიკულ სწავლებას უტა-
რებდა კლერმონიდან გამოგზავნილ ახალ მღვდელს, რომე-
ლიც მასთან ერთად დადიოდა შორეულ სამრევლოებში და
იქაურ ხალხთან ურთიერთობაში გაწაფვას ცდილობდა. რო-
გორც ეპისკოპოსი, ლატური დიდად აფასებდა მამა ვაილან-
ტის გასამგზავრებლად თავგამოდებას და იმ ენთუზიაზმს, რი-
თიც ეს ადამიანი ახალ სიძნელეებს უნდა გამკლავებოდა; მაგ-
რამ როგორც ადამიანი, ცოტათი გულნატკენი იყო, რომ ძველ
მეგობარს სინანულის ნატამალსაც კი ვერ ამჩნევდა მასთან
განშორების გამო. მღვდელმთავარი გრძნობდა, თითქოს ცხა-
დად ხედავდა, რომ ეს ორი მეგობრის ურთიერთობის უკანას-
კნელი დღეები იყო, რომ მათი ცხოვრების გზები აქ იყოფოდა
და, რომ ვეღარასოდეს ეღირსებოდათ ერთად მუშაობა. თავის
სახლში გამეფებულ გამგზავრების სამზადისის გაწამაწიას
მტკივნეულად აღიქვამდა და მოხარული იყო, რომ შორეულ
სამრევლოებში უწევდა ყოფნა.
ერთ დღეს, ალბუკერკედან ახლადდაბრუნებული ეპისკო-
პოსი ის-ის იყო ლანჩს მიუჯდა, რომ ოთახში ძალზე გახალისე-
ბული მამა ვაილანტი შემოვიდა და მეგობარს განუცხადა, თუ
რამდენად კმაყოფილი იყო ახალი ფურგონის გამოცდით, სა-
ბინოც მზად იყო და ორ დღეში უკვე გზას გაუდგებოდნენ. ჟო-
ზეფმა მაგიდაზე გადაფარებულ სუფრაზე ჯერ თავისი მარშრუ-
ტის სქემა მოხაზა, მერე კი წასაღები ნივთების ჩამოთვლას შე-
უდგა. ეპისკოპოსი დაღლილი იყო და საჭმლისთვის პირი
თითქმის არ დაუკარებია, სამაგიეროდ, მამა ჟოზეფი ილუკმე-
ბოდა გემრიელად. ასე იცოდა ჭამა, როცა ახალი პროექტით
იყო აღტყინებული.
ფრუქტოზამ ყავა რომ შემოიტანა, მამა ვაილანტი სკამზე
ნებივრად გადაწვა და გაბრწყინებული სახით მიმართა მეგო-
ბარს:
– ხშირად ვფიქრობ ხოლმე, ჟან, როგორი უნებური შუამა-
ვალი აღმოჩნდი განგების ხელში, როცა ტუსონიდან აქ გამო-
მიხმე. მეგონა, ჩემი ცხოვრების მთავარ დანიშნულებას იქ მსა-
ხურება წარმოადგენდა; ამ დროს, აშკარად, ყოვლად უმიზე-

208
ზოდ მიხმე, არც შენ იცოდი და არც მე, რატომ გამომიძახე.
ორივენი უმეცრად ვმოქმედებდით, მაგრამ უფალმა იცოდა,
რაც ხდებოდა ჩერი ქრიკში და ჭადრაკის დაფაზე ფიგურები-
ვით გადაგვაადგილა. მოწვევა რომ მოვიდა, სასწაულებრი-
ვად, მეც აქ აღმოვჩნდი მის მისაღებად.
მამა ლატურმა ვერცხლის ფინჯანი მაგიდაზე დადგა:
– სასწაულები ძალზე კარგია, ჟოზეფ, მაგრამ აქ სამაგისოს
ვერაფერს ვხედავ. იმიტომ გამოგიძახე, რომ მეგობრის გვერ-
დით ყოფნა მინდოდა. ჩემი, როგორც ეპისკოპოსის უფლება-
მოსილება გამოვიყენე საკუთარი სურვილის დასაკმაყოფი-
ლებლად. თუ გნებავს, თავკერძობაში ჩამითვალე, მაგრამ ეს
საკმაოდ ბუნებრივი რამაა. ჩვენ თანამემამულეები ვართ და
ერთმანეთთან მოგონებები გვაკავშირებს. ისიც ბუნებრივია,
რომ ახლა ორი მეგობარი ერთმანეთს უნდა დასცილდეს და
თავ-თავისი გზით წავიდეს. არა მგონია, რამე სასწაული
გვჭირდებოდეს ამის ასახსნელად.
მამა ვაილანტი იმდენად იყო ჩაფლული ოქროს მომპოვე-
ბელთა ბანაკში გასამგზავრებელ სამზადისში, რომ ირგვლივ
ვეღარაფერს ამჩნევდა. ახლაღა გაუელვა გონებაში, რომ მთე-
ლი ამ ხნის განმავლობაში ეპისკოპოსს მისგან შორს ეჭირა
თავი. მამა ლატურს ძალზე ეძნელებოდა მისი გაშვება; მარ-
ტოობის სიმძიმე სულ უფრო დიდ ტვირთად აწვებოდა მხრებ-
ზე.
თავისი ოთახისკენ ნელა მიმავალი ვაილანტი იმაზე ფიქ-
რობდა, თუ რამდენად განსხვავდებოდნენ მეგობრები ერთმა-
ნეთისგან ბუნებით. თვითონ, სადაც კი ფეხი დაედგა, ყველგან
უმალვე უმეგობრდებოდა ადამიანებს, რომლებიც მშობლიუ-
რი მხარისა და ოჯახის მაგივრობას უწევდნენ. ჟანი კი, ნების-
მიერ საზოგადოებაში მიღებული პიროვნება და თავაზიანობის
განსახიერება, იოლად ვერ ამყარებდა გულღია ურთიერთო-
ბებს. ყოველთვის ასე ხდებოდა; ის ისეთივე დარჩა, როგორიც
ბიჭობაში იყო, – ყველას მიმართ კეთილგანწყობილი, მაგრამ
ცოტა ვინმესთვის ახლობელი. ჭკუადამჯდარი ადამიანის
თვალსაზრისით, მამა ლატურისთანა გამორჩეული თვისებე-
ბის მქონე მღვდლის ადგილი ისეთ გარემოში უნდა ყოფილი-

209
ყო, სადაც განსწავლულობას, პიროვნულ ხიბლსა და ფაქიზ
აღქმას სათანადოდ დააფასებდნენ, ხოლო ნიუ-მექსიკოს პირ-
ველ ეპისკოპოსად, ღვთის სამსახურში მდგარი, უფრო ხისტი
პიროვნების დანიშვნაც საკმარისი იქნებოდა. რაღა თქმა უნ-
და, ეპისკოპოსი ლატურის შემდგომ მოღვაწე მღვდელმთავ-
რები სხვა ყაიდისანი იქნებოდნენ, მაგრამ უფალი რომ უსა-
ფუძვლოდ არ მოქმედებდა, ამის მამა ჟოზეფს ღრმად სწამდა.
იქნებ, ღმერთს სიამოვნებას ანიჭებდა ახალი ეპოქისა და ახა-
ლი ვრცელი ეპარქიებისთვის მადლი მოეფინა სწორედაც შე-
სანიშნავი პიროვნების მოვლინებით. ბოლოს და ბოლოს,
წლებს ხომ უნდა შემოენახა იდეალი, ხსოვნა ან ლეგენდა.
მეორე დღეს, ნაშუადღევს, ფურგონი უკვე დატვირთული
იდგა ეზოში, მამა ვაილანტი კი ეპისკოპოსის საწერ მაგიდას
მისჯდომოდა და წერილს წერდა საფრანგეთში. მოკლე ბარა-
თი მარიუსს ეკუთვნოდა, გრძელი კი – ფილომენეს ატყობი-
ნებდა უცნობ გარემოში წასვლის ამბავს და ევედრებოდა,
ელოცა მისთვის, რომ ოქროზე გაგიჟებულ ხალხს წარმატებით
გამკლავებოდა. ის სწრაფად და გაკრული ხელით წერდა; თი-
თების მოძრაობას ტუჩების მოძრაობასაც აყოლებდა. როცა
ოთახში მამა ლატური შევიდა, ვიკარი ფეხზე წამოდგა ფურ-
ცლებით ხელში.
– არ მინდოდა ხელი შემეშალა შენთვის, ჟოზეფ, მაგრამ,
რას აპირებ, კონტენტო თან მიგყავს კოლორადოში?
მამა ჟოზეფმა თვალები აახამხამა:
– ჰო, რა თქმა უნდა, მის წაყვანას ვაპირებდი, თუმცა, თუ
ის აქ გჭირდება…
– არა, არა! სრულებითაც არა! მაგრამ თუ კონტენტოს წა-
იყვან, ანგელიკაც უნდა გაიყოლო, ძალიან უყვართ ერთმანე-
თი, რატომ უნდა დავაცილოთ სამუდამოდ? ამას მათ ხომ ვერ
ავუხსნით? ამდენი წელია, ერთად ეწევიან ჭაპანს.
მამა ვაილანტს ხმა არ ამოუღია, იდგა და თავის წერილებს
ჩაშტერებოდა. ეპისკოპოსმა დაინახა, როგორ დაეცა ცრემლი
მელნით ნაწერ წერილს და გაიდღაბნა. ის სწრაფად შებრუნდა
და თაღიანი კარიდან გავიდა.

210
მამა ვაილანტი მეორე დილით, მზის ამოსვლისთანავე გა-
ემგზავრა. საბინო საზიდრის კოფოზე მოკალათდა, მისი უფ-
როსი ვაჟი ანგელიკას შეაჯდა ზურგზე, თვითონ მამა ჟოზეფი კი
– კონტენტოს. ისინი ჩრდილო-აღმოსავლეთით, ღვიის ხეებით
აქა-იქ შემოსილ, მეწამული ქვიშის გორაკებს შორის გამავალ
ძველ გზას დაადგნენ. ეპისკოპოსმა მხოლოდ კონუსისებრი
გორაკის გადასახვევამდე გააცილა. მიმავალ მგზავრებს სწო-
რედ ამ გორაკის წვერიდან შეეძლოთ უკანასკნელად შეევ-
ლოთ თვალი სანტაფესთვის. იქ მამა ჟოზეფმა სადავე მოქაჩა
ჯორს, შეჩერდა და გადახედა დილის მზის შუქზე ვარდისფრად
გადაშლილ ქალაქს, რომლისთვისაც თითქოს მკლავები შე-
მოეხვია მის უკან აზიდულ მთებს.
– Auspice, Maria! – წაიჩურჩულა და პირი იბრუნა ნაცნობი
გარემოსგან.
ეპისკოპოსი შინისკენ გაეშურა თავის მარტოობასთან და-
საბრუნებლად. ორმოცდაშვიდი წლის მღვდელმთავარს ოცი
წელი ახალ სამყაროში მისიონერულ მოღვაწეობაში გაეტარე-
ბინა, მათ შორის, ათი – ნიუ-მექსიკოში. წარმოიდგინა, თავის
სამშობლოში სამრევლოს მღვდლად რომ დარჩენილიყო, ნამ-
დვილად არ მოაკლდებოდა ნათესავებთან ურთიერთობა; მას-
თან ივლიდნენ ძმისშვილები, – ვაჟები ან ლათინურის სწავ-
ლაში დახმარებას სთხოვდნენ ან ჯიბის ფულს, გოგონები კი
ბაღში შეურბენდნენ, თავიანთი ხელსაქმით და სახლის საქმე-
შიც ხელს წააშველებდნენ. მთელი გზა ისეთ ფიქრებში იყო
გართული, ორმოცდაათ წელს მიღწეულ მარტოხელა მამაკა-
ცებს რომ სჩვევიათ ხოლმე.
კაბინეტში შესვლისთანავე კვლავ რეალობას დაუბრუნდა
და მის წინაშე არსებული აწმყო გააცნობიერა. მარტოობის
სევდამ გაუარა და დანაკარგის სიმძიმე განახლების შეგრძნე-
ბამ შეუცვალა. ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს თაღიან
კარზე ჩამოფარებული ფარდა მოსცილებოდა იქაურობას. სა-
წერ მაგიდას ფიქრებში ღრმად ჩაფლული მიუჯდა. ის ახლა
განმარტოებულიყო იმ სიყვარულში, რომელშიც შესაძლებე-
ლი იყო, მღვდლის ცხოვრება უფლის ცხოვრებას დამსგავსე-
ბოდა. ამ განმარტოებას არაფერი ჰქონდა საერთო უმოქმე-

211
დობასთან თუ ყველაფრის უარყოფასთან, პირიქით, ეს იყო გა-
მუდმებული განვითარების პროცესი. ცხოვრება არ უნდა და-
ეჯაბნა გულცივობას, სიცოცხლეს არ უნდა მოჰკლებოდა ამ-
ქვეყნიური მადლი, თუკი ის აღვსილი იყო ღვთისმშობლის
მოწყალებით, იმ ღვთისმშობლისა, რომელიც თავის თავში
აერთიანებდა „ქალწულ-შვილს, ქალწულ-დედას, უბრალო
გოგონასა და ზეციურ დედოფალს“, ანუ, Le reve supreme de
la chair44. მას ხომ სიმარტივეში საბავშვო ზღაპრებიც ვერ
უწევდნენ მეტოქეობას, მის სიბრძნესთან ზიარება ხომ უჭკვია-
ნეს თეოლოგებსაც კი უჭირდათ!
ეპისკოპოსს სანტაფეში, თავის ეკლესიაში დაბრძანებული
ჰყავდა ღვთისმშობლის მცირე ზომის ხის ქანდაკება, რომე-
ლიც ძალზე ძველი იყო და ძალზე უყვარდა ხალხს. ორასი
წლის წინ, როცა დე ვარგასმა ესპანეთს დაუბრუნა ეს ქალაქი,
პირობა დადო, რომ წმინდა ქალწულის პატივსაცემად ყოველ
წელს გამართავდა საზეიმო მსვლელობას. მართლაც, მთელი
ამ ხნის განმავლობაში, ეს ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე
ქრისტიანული დღესასწაული კვლავაც ზარ-ზეიმით აღინიშნე-
ბოდა სანტაფეში. სამიოდე ფუტის სიმაღლის ხის მცირე ზომის
ქანდაკებას დიდებული გარეგნობა და ლამაზი, თუმცა, მკაცრი
ესპანური სახე ჰქონდა, და – სკივრიც, რომელიც სავსე იყო
მისთვის განკუთვნილი მდიდრული გარდერობით: კაბებით,
მაქმანებით, ოქროსა და ვერცხლის დიადემებით. ქალები სი-
ამოვნებით უკერავდნენ კაბებს, ოქრომჭედლები კი ძეწკვებსა
და გულსაბნევებს უმზადებდნენ. მამა ლატურმა დიდად ასია-
მოვნა ამ გარდერობის მცველებს, როცა უთხრა, – არა მგო-
ნია, ინგლისის დედოფალს ან საფრანგეთის იმპერატორის
ცოლს უფრო მეტი სამოსი ჰქონდეთო. ღვთისმშობლის ქანდა-
კება ხალხისთვის თოჯინასაც წარმოადგენდა და დედოფალ-
საც, მას ისევე ეფერებოდნენ და აღმერთებდნენ, როგორც მა-
რიამი თავის ძეს.
ლატურის აზრით, ეს ღარიბი მექსიკელები პირველნი არ
იყვნენ მათ შორის, ვინც ღვთაებისადმი სიყვარულს ამგვარი

44
(ფრ.) უზენაესი განსხეულებული ოცნება.

212
მარტივი ხერხით გამოხატავდნენ. თავის დროზე რაფაელმა
და ტიციანმაც ხომ ლამაზად შემოსეს ზეციური დედოფალი,
დიდმა მუსიკოსებმა მიუძღვნეს მელოდიები და შესანიშნავმა
არქიტექტორებმა აუგეს ტაძრები! მრავალი წლის წინ, ჯერ კი-
დევ წმინდა ქალწულის დაბადებამდე, „ცოდვით დაცემიდან
ცოდვების გამოსყიდვამდე“ განვლილი მიმწუხრის ხანაში,
წარმართი მოქანდაკეებიც კი არ იშურებდნენ მცდელობას
ქალღმერთის ხატების შესაქმნელად.
ეპისკოპოსი ლატურისთვის გუმანს არ უღალატია: მამა ვა-
ილანტი მასთან, ნიუ-მექსიკოში აღარ დაბრუნებულა. ჩამოს-
ვლით, ათასში ერთხელ ჩამოდიოდა და თუ თავისი მძიმე სამ-
სახური მისცემდა ამის საშუალებას, ძველ მეგობრებს მოინა-
ხულებდა ხოლმე. ბედისწერად გადაქცეოდა კოლორადოს
მთიანეთის ცივი, სალი კლდეები, რომლებიც სამხრეთის ცის-
ფერი მთებივით ვერა და ვერ შეიყვარა. მუშაობაში პერიოდუ-
ლად ხელს უშლიდა ხან ავადმყოფობა, ხან უბედური შემთხვე-
ვა, რის შემდეგაც, ძალების მოსაკრებად სანტაფეს მიაშურებ-
და ხოლმე. ერთხელ პაპის ემისართან ერთადაც ჩამოვიდა. ეს
იყო მაშინ, როცა ლატური არქიეპისკოპოსად აკურთხეს. ძი-
რითადად კი შრომით საქმიანობაში ჩაბმული მამა ვაილანტის
ცხოვრება გადიოდა პირქუშ მთებსა და უღიმღამო სამთო ბა-
ნაკებში, სადაც ის გზააბნეული კრავების სულებზე ზრუნავდა.
კრიიდში, გურანგოში, სილვერსიტიში, ცენტრალ სითიში,
იუტას კონტინენტური წყალგამყოფის გაღმა და გრანიტის
მთელ ამ უსწორმასწორო კლდოვან სამყაროში ყველა სცნობ-
და მის უცნაურ, ეპისკოპოსისეულ ფურგონს.
ეს იყო გადახურული, ზამბარებიანი ოთხთვალა, საკმარი-
სად გრძელი საიმისოდ, რომ მამა ჟოზეფს ღამით იქ დაეძინა
(ის ხომ საკმაოდ დაბალი კაცი იყო!). საზიდარს უკან დამაგრე-
ბული ჰქონდა საბარგული, რომელიც საკურთხევლად გადა-
კეთდებოდა ხოლმე, როცა გარეთ, ფიჭვების ქვეშ უწევდა მე-
სის ჩატარება. მამა ჟოზეფმა ხშირად იცოდა თქმა, – მთის ნი-
აღვრები პირველი მეგზურები არიან და სადაც ისინი პოულო-
ბენ გზას, მეც იქით მივდივარო. მეგზურებს ერთმანეთის მიყო-
ლებით იცვლიდა, ოთხთვალა იმდენჯერ და ისე მრავალნაი-

213
რად შეკეთდა და გადაკეთდა, რომ ჯერ კიდევ მისი თავიდან
მოშორებამდე, ფურგონის თავდაპირველი აგებულებიდან
აღარაფერი დარჩენილიყო.
გატეხილი ძგიდეები და საბმურები, ნამსხვრევებად ქცე-
ული ბორბლები და შუაზე გაპობილი ღერძები უმნიშვნელო
ამბად მიაჩნდა. ფურგონი ორჯერ დაცურდა მთიდან და ხეობა-
ში ჩაგორდა მასთან ერთად. პირველი შემთხვევისას დიდად
არ დაშავებულა, მხოლოდ მყესები დაეჭიმა. მაშინ ეპისკოპოს
ლატურს მისწერა, რომ ცოცხლად გადარჩენას უმადლოდა
მთავარანგელოზ რაფაელს, რომლის მიმართაც სწორედ იმ
დილით გულმხურვალედ აღევლინა წირვა-ლოცვა. მეორედ
ცენტრალ სითისთან ახლომდებარე ხევში გადაიჩეხა და ბარ-
ძაყის ძვალი გაუტყდა სახსრის ოდნავ ქვემოთ. მალე კი შე-
უხორცდა, მაგრამ სამუდამოდ დაკოჭლდა და ცხენზე ვეღარ
ჯდებოდა.
იმ უბედურ შემთხვევამდე მამა ჟოზეფმა კარგა ხანი დაჰყო
სანტაფესა და ალბუკერკეში, ძველი მეგობრები მოინახულა
და გაწყვეტილი კავშირები განაახლა. ეს პერიოდი „ბებრის
ყვავილობასავით“ იყო მის ცხოვრებაში.დ დენვერიდან წამოს-
ვლისას თავის მრევლს უთხრა, რომ მექსიკელებთან მიემ-
გზავრებოდა ფულის სათხოვნელად. დენვერის ეკლესია გადა-
ხურული კი იყო, მაგრამ ფანჯრები აფიცრული ჰქონდა, რად-
გან ვერავინ ყიდულობდა შუშებს. იქაურ მრევლში იყვნენ მა-
ღაროების მეპატრონეებიცა და წისქვილების მფლობელებიც,
რომელთა ბიზნესიც ყვაოდა, მაგრამ მონაგები ფული ისევ თა-
ვიანთი საქმის გასავითარებლად სჭირდებოდათ. მექსიკელე-
ბი კი, რომელთაც თიხის ქოხისა და სახედრის გარდა, სულს
იქით არაფერი გააჩნდათ, მაინც აგროვებდნენ ფულს და თუ
რამ ებადათ, კარგი საქმისთვის გასაცემად ყოველთვის ემეტე-
ბოდათ.
ამამა ვაილანტმა ამ მგზავრობას გულახდილად უწოდა
„სამათხოვრო ექსპედიცია“. ფურგონითაც იმიტომ წავიდა,
რომ რასაც იშოვიდა და შეაგროვებდა, შიგ ჩაელაგებინა და
თან წამოეღო უკან დაბრუნებისას. ტაოსში ჩასულს, ირლან-
დიელი მეგზური აუმხედრდა, – ამ გზებზე ერთ მილსაც აღარ

214
გავივლიო. ის თავის ტერიტორიას იცნობდა, მაგრამ უცხო ად-
გილებში როგორც თავისი, ისე პადრეს სიცოცხლის სასწორზე
შეგდება არ უნდოდა. იმხანად ტაოსსა და სანტაფეს შორის
სატრანსპორტო გზა არ არსებობდა. მამა ვაილანტს დაახ-
ლოებით ორი კვირა დასჭირდა ისეთი კაცის მოსაძებნად, რო-
მელიც მღვდლის მეგზურობას იკისრებდა მთებში. ბოლოს,
როგორც იქნა, იპოვა ერთი მოხალისე, ჯორების მწყემსი, ასა-
კოვანი კაცი, რომელიც საზიდრებისთვის გზის გაკვალვაში
დახელოვნებული იყო. ჰოდა, მან ნაჯახის, წერაქვისა და ნიჩ-
ბის დახმარებით სამშვიდობოზე გაიყვანა ეპისკოპოსის ოთ-
ხთვალა და სანტაფეში, მღვდელმთავრის ეზოში შეაგორა.
თავისიანებში (როგორც თვითონ ეძახდა იქაურ ხალხს)
მყოფმა მამა ჟოზეფმა გახსნილად გამოაცხადა დენვერის ეკ-
ლესიის ფანჯრებისთვის შუშების შესაძენად გამართული კამ-
პანია და მექსიკელებმაც დაიწყეს ფულის გაღება პერანგები-
დან თუ ჩექმებიდან (თანხის შესანახი მათი საყვარელი ადგი-
ლებიდან). ვაილანტის სათხოვარი ფანჯრებით არ დასრულე-
ბულა, პირიქით, სწორედ აქედან დაიწყო. ის სანტაფელ და
ალბუკერკელ გულჩვილ ქალებს უამბობდა ყველა იმ წვრილ-
მანი თუ უმნიშვნელო დისკომფორტის შესახებ, რასაც დენ-
ვერში ცხოვრებისას განიცდიდა, იმ ცუდ პირობებზე, თქმაც
რომ ეუხერხულებოდა და კიდევ, იმაზე, რომ ველურ დასავ-
ლეთს აგდებული დამოკიდებულება ჰქონდა წესიერი ცხოვრე-
ბისადმი. ის ასევე აღნიშნავდა, თუ რაოდენ ბედნიერი იყო,
კარგ მექსიკურ ლოგინში კიდევ ერთხელ რომ ეღირსა წოლა,
რადგან დენვერში თივის ლეიბზე ეძინა. ამასთან დაკავშირე-
ბით იხსენებდა მასთან სტუმრად მყოფი ერთი ფრანგი
მღვდლის დაცინვას, რომელმაც თხელი ტიკის ქსოვილიდან
გამოჩრილ თივას „ამერიკული ბუმბული“ უწოდა. ქალებს
თავს აცოდებდა იმით, რომ უბრალო ფიცრებისგან შეკრული
და მუშამბაგადაფარებული სასადილო მაგიდა ედგა, რომ არც
თეთრეული ჰქონდა, არც ზეწრები, არც ხელსახოცები და პირს
მისივე გაცვეთილი პერანგებით იწმენდდა. ამგვარი რამეების
მოსმენა მექსიკელი ქალებისთვის ძნელი ასატანი იყო. მამა
ვაილანტი ჰყვებოდა იმაზეც, რომ კოლორადოში არავინ აშე-

215
ნებდა ბაღებს და თუ ვინმეს ოდესმე დაუკრავს ბარი მიწის-
თვის, ისიც მხოლოდ ოქროს მოსაპოვებლად; რომ იქ არ იყო
არც კარაქი, არც რძე, არც კვერცხი და არც ხილი; რომ მარ-
ტოოდენ ცომითა და დამარილებული ტახის ხორცით იკვებე-
ბოდა.
ჟოზეფის ჩამოსვლიდან რამდენიმე კვირაში ეპისკოპოსის
სახლში მამა ვაილანტისთვის მიიტანეს: ბუმბულის ექვსი ხე-
ლი ლოგინი, ერთი დუჟინი თეთრეული, ზეწრები, მოქარგული
ბალიშისპირები, სუფრები და ხელსაწმენდები, წითელი წიწა-
კის ასხმულები, ლობიოთი და ჩირით სავსე ყუთები; პატარა
დაბა ჩიმაიოდან კი გორგალივით დახვეული ულამაზესი პლე-
დები გამოუგზავნეს.
მამა ჟოზეფმა საჩუქრები ჩამოტანისთანავე მოათავსა შე-
შის ფარდულში, რადგან იცოდა, როგორ ღიზიანდებოდა ეპის-
კოპოსი მის მზაობაზე ძღვენის მისაღებად. მაგრამ ერთ დილას
მამა ლატურმა შემთხვევით შეიხედა ფარდულში და თავისი
თვალით იხილა ყველაფერი.
– მამაო ჟოზეფ, – გააპროტესტა ლატურმა, – ამ ყველაფ-
რის წაღებას ვერ შეძლებ დენვერში, საამისოდ კამეჩშებმული
ურემი დაგჭირდება!
– ძალიან კარგი, – უპასუხა ვაილანტმა, – ესე იგი, ღმერთი
გამომიგზავნის კამეჩშებმულ ურემს.
და მან იშოვა ურემიცა და მეგზურიც, რომელმაც პუებლომ-
დე გააცილა.
გამგზავრების დღეს, დილით, როცა ურემი წყალგაუმტარი
ბრეზენტით გადახურეს და კამეჩები უღელში შეაბეს, მამა ვა-
ილანტი, რომელიც გათენებიდან მოყოლებული ჩქარობდა და
ყველას ციბრუტივით ატრიალებდა, უეცრად დადინჯდა, ეპის-
კოპოსის კაბინეტში შევიდა, იქ დაუჯდა და ათას უმნიშვნელო
საკითხზე დაუწყო საუბარი. დროს ისე აჭიანურებდა, თითქოს
რაღაც კიდევ დარჩენოდა გასაკეთებელი.
– ჩვენ ვბერდებით, ჟან, – თქვა მან უცებ, მცირეოდენი დუ-
მილის შემდეგ.
ეპისკოპოსს გაეღიმა:

216
– მართალია, ახალგაზრდები აღარა ვართ. ერთ-ერთი ასე-
თი განშორება უკანასკნელი აღმოჩნდება.
მამა ვაილანტმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია:
– როცა უფალი ინებებს, მზად დავხვდები, – ის წამოდგა,
ოთახში გაიარ-გამოიარა და ისე, რომ მეგობრისთვის არ შე-
უხედავს, მიმართა, – ყველაფერი არც ისე ცუდად წარიმართა,
არა, ჟან? ჩვენ შევასრულეთ ის, რაც დიდი ხნის წინ, სემინა-
რიაში ყოფნის დროს დავგეგმეთ. ყოველ შემთხვევაში, რაღაც
ხომ მაინც გავაკეთეთ. ახალგაზრდობის ოცნებების განხორ-
ციელებაზე უკეთესი რა შეიძლება მოხდეს ადამიანის ცხოვრე-
ბაში. ვერც ერთი ამქვეყნიური წარმატება ვერ შეედრება ამას.
– ბლანშე, – თქვა ეპისკოპოსმა და წამოდგა, – შენ ჩემზე
კარგი ადამიანი ხარ. ხალხის სულებზე ამპარტავნებისა და სა-
ხელის მოხვეჭის გამო არ ზრუნავ. მე კი ყოველთვის ცოტათი
ცივი ვარ, ანუ un pedant45, როგორც შენ მეძახდი ხოლმე. თუ
მომავალში ჩვენს შარავანდედს ვარსკვლავები შეემატება,
შენსაში ალბათ მთელი თანავარსკვლავედი იბრწყინებს. მო-
მეცი შენი ლოცვა-კურთხევა.
ლატურმა დაიჩოქა და მამა ვაილანტმა დალოცა მეგობა-
რი, მერე მამა ჟოზეფმაც მოიყარა მუხლი და ეპისკოპოსის
კურთხევა მიიღო. ამის შემდეგ ორივე ერთმანეთს გადაეხვია
საერთო წარსულისა და უცნობი მომავლის სამადლობლად.

45
(ესპ.) პედანტი

217
წიგნი მეცხრე – სიკვდილი არქიეპისკოპოსსაც
აკითხავს

1
როცა ღრმად მოხუცებული ღვთისმოშიში მონაზონი, იღუ-
მენია დედა ფილომენე თავის მშობლიურ რიომში გარდაიცვა-
ლა, მის უჯრაში იპოვეს არქიეპისკოპოს ლატურის მიერ მის-
თვის მიწერილი რამდენიმე ბარათი. ერთ-ერთი დათარიღებუ-
ლი იყო 1888 წლის დეკემბრით, ლატურის გარდაცვალებამდე
რამდენიმე თვით ადრე. ის წერდა: „მას შემდეგ, რაც თქვენს
ძმას მიეგო მისაგებელი, მე მასთან ადრინდელზე უფრო მეტ
სიახლოვეს ვგრძნობ. მრავალი წლის განმავლობაში მოვა-
ლეობამ დაგვაშორა ერთმანეთს, სიკვდილმა კი დაგვაახლო-
ვა. შორს არ არის დრო, როცა მას შევუერთდები. ამანამდე
მთელი არსებით ვტკბები იმ განსჯა-ფიქრის დღეებით, რაც ამ-
ქვეყნიური ცხოვრების ბედნიერ დასასრულამდე მიმიყვანს“.
განსჯა-ფიქრის დღეები არქიეპისკოპოსმა სანტაფედან
რამდენიმე მილით დაშორებულ პატარა მამულში გაატარა.
თავისი ეპარქიის უამრავი საზრუნავიდან გათავისუფლებამდე
კარგა ხნით ადრე, მღვდელმთავარმა ტესუკის პუებლოს მახ-
ლობლად, წითელი ქვიშის გორაკზე რამდენიმე აკრი მიწა იყი-
და და გააშენა ბაღი, რომელიც ნაყოფს მაშინ გამოიღებდა,
როცა ლატურს დასვენების დრო დაუდგებოდა. სამოსახლო,
რომელიც მან მეგობრების აზრის უკითხავად აირჩია, ღვიით
იყო დაფარული. ლატური დარწმუნებული იყო, იქ საუცხოოდ
გაიხარებდა ხილი. ამ ადგილს მაშინ მიაგნო, როცა ტესუკის
მრევლის მოსანახულებლად მიემგზავრებოდა. ნაკადულის
პირას მიმავალი, პატარა მექსიკურ სახლს მიადგა. ეზოში იდ-
გა გარგრის უზარმაზარი ხე, რომლის მსგავსიც ლატურს არა-
სოდეს ენახა. ხეს ორი ტანი ჰქონდა, თითოეული მათგანი ადა-
მიანის სხეულზე დიდი ზომის გახლდათ. აშკარად ძალზე ბებე-

218
რი იყო, მაგრამ საოცრად მსხმოიარე. მოგრძო ფორმის გარ-
გარს არაჩვეულებრივი ფერი და არომატი ჰქონდა. კლდის
ფერდობის პირას ამ ხის არსებობამ არქიეპისკოპოსი დაარ-
წმუნა, რომ აქ შესანიშნავი ნიადაგი იქნებოდა ხეხილის გასა-
შენებლად. მისი ვარაუდით, სალი კლდიდან წამოსული მზის
მხურვალება ორი მხრიდან ზომიერ სითბოს მიაწოდებდა ხე-
ხილს და ფრანგული ატმებივით დაამწიფებდა.
იქ მცხოვრებმა მოხუცმა მექსიკელმა ეპისკოპოსს უთხრა,
რომ ხე ორასი წლის მაინც იქნებოდა; ასეთივე ყოფილა პაპა-
მისის ბავშვობაშიც და თურმე მაშინაც არომატულ გარგარს
ისხამდა. ბერიკაცისაგან ისიც შეიტყო, რომ სიამოვნებით გა-
ყიდდა ამ ადგილს და სანტაფეში გადავიდოდა საცხოვრებ-
ლად. ლატურმაც არ დააყოვნა და ორიოდე კვირის შემდეგ ეს
ნაკვეთი შეიძინა. გაზაფხულის დადგომისთანავე გააშენა ბაღი
და აკაციებით შემოსაზღვრა. რამდენიმე წლის შემდეგ შიგ
ალიზის პატარა სახლი ჩადგა, გორაკის თავზე კი აგო სამ-
ლოცველო, რომელიც ზემოდან გადაჰყურებდა ბარს. არქიე-
პისკოპოსი იქ ხშირად დასასვენებლად ან განსაკუთრებული
ლოცვების აღსავლენ დღეებში მოდიოდა. ბოლოს, თანამდე-
ბობის დატოვების შემდეგ კი, იქ მუდმივად დასახლდა. რაც შე-
ეხება მის კაბინეტს, ახალმა არქიეპისკოპოსმა იგი ხელშეუ-
ხებლად დატოვა.
გადადგომის შემდეგ მამა ლატურის ძირითად საქმიანო-
ბას საფრანგეთიდან ჩამოსული ახალბედა მისიონერი
მღვდლების სათანადოდ მომზადება წარმოადგენდა. მისი შემ-
ცვლელი არქიეპისკოპოსიც ოვერნიდან იყო და იგივე კოლეჯი
ჰქონდა დამთავრებული, რაც მის წინამორბედს; მოკლედ,
ნიუ-მექსიკოს სამღვდელოებაში დომინირებდნენ ფრანგები.
როცა მღვდლების ჯგუფი ჩამოდიოდა (მღვდლებს ცალკ-ცალ-
კე უკვე აღარ აგზავნიდნენ), არქიეპისკოპოსი ს. მათ რამდენი-
მე თვით მამა ლატურთან გზავნიდა ესპანურსა და ეპარქიის
ტოპოგრაფიაში დასაოსტატებლად და პუებლოების თავისებუ-
რებებისა და ტრადიციების გასაცნობად.
მამა ლატურისთვის სულიერი და ფიზიკური ძალების აღ-
დგენის წყაროს წარმოადგენდა მისი ბაღი, სადაც ისეთი ხილი

219
მოდიოდა, კალიფორნიის ძველ ბაღებშიც რომ ძნელად მო-
იპოვებოდა. თვალს ახარებდა ალუბალი, გარგარი, ვაშლი,
კომში, უბადლო ფრანგული მსხლის ყველაზე განსაკუთრებუ-
ლი ჯიშები. მღვდელმთავარი ახალბედა სასულიერო პირების-
გან დაჟინებით მოითხოვდა, სადაც წავიდოდნენ, ყველგან ხე-
ხილი დაერგოთ და მექსიკელებიც შეეგულიანებინათ საამი-
სოდ, რადგან, სახამებლის შემცველი საკვების გარდა, მათ
ორგანიზმს ხილიც სჭირდებოდა. მიაჩნდა, რომ ყველა მხარე-
ში, სადაც ფრანგი მღვდელი იმოღვაწებდა, უნდა ყოფილიყო
ხეხილით, ბოსტნეულითა და ყვავილებით გადაბიბინებული
ბაღები. იგი ხშირად ციტირებდა თანამემამულე პასკალის
სიტყვებს: „ადამიანმა ბაღში დაიღუპა თავი და ხსნაც ბაღშივე
იპოვაო“.
ლატურმა გაახარა და ააყვავა ადგილობრივი ველური ყვა-
ვილები. მისი გორაკის ცალ ფერდზე შეფენილი მეწამული ფე-
რის ცოცხანა, რომელიც ასე მოდებულია ნიუ-მექსიკოს მთა-
გორებს, დიდებული ხავერდის გამზეურებული იისფერი მო-
სასხამივით მოჩანდა.ა აქ იყო ყველა იმ ფერთა გამა, რომლე-
ბიც საუკუნეთა განმავლობაში შეექმნათ ფრანგ თუ იტალიელ
მღებავებსა და ფეიქრებს; იისფერი გაჟღენთილიყო ვარდის-
ფრით, თუმცა ლავანდისფერში არ გადადიოდა. ლურჯი ჯერ
მოვარდისფრო ხდებოდა, მერე კი ნელ-ნელა მუქ, მეწამულ
ზღვის ფერს უთმობდა ადგილს. ეს იყო ჭეშმარიტად საეპისკო-
პოსო ფერი ათასგვარი ნაირსახეობით.
1885 წელს ნიუ-მექსიკოში ჩავიდა ახალგაზრდა სემინა-
რიელი ბერნარ დუკრო, რომელიც მამა ლატურმა თითქმის
შვილად მიიღო. მონფერანის კლუატრებსა თუ საკლასო ოთა-
ხებში ხშირად მოსმენილი ამბები ხანში შესული არქიეპისკო-
პოსის ცხოვრების შესახებ ერთობ ატყვევებდა პატარა ბიჭის
წარმოსახვას და დიდხანს ესწრაფოდა და ელოდა მის ნახვას.
პიროვნულად მომხიბლავი ბერნარი უჩვეულოდ გონიერიც
იყო. შინაგანად დახვეწილი ყმაწვილი დიდ მოწიწებას განიც-
დიდა თავისი სათაყვანებელი იღუმენის მიმართ. ის წინასწარ
ხვდებოდა მამა ლატურის თითოეულ სურვილს, იზიარებდა

220
მის ფიქრებს და სათუთად ინახავდა მღვდელმთავრის მოგო-
ნებებს.
ეპისკოპოსი ხშირად ეუბნებოდა ხოლმე მღვდლებს, – ეს
ახალგაზრდა ცხოვრების ბოლო წლებში ნამდვილად ღმერ-
თმა გამომიგზავნა შემწედო.

2
1888 წელი იდგა. მთელი შემოდგომის განმავლობაში
ეპისკოპოსი თავს მშვენივრად გრძნობდა. სახლში ჰყავდა ხუ-
თი ფრანგი მღვდელი და მათთან ერთად დადიოდა მახლობ-
ლად მდებარე მისიებში. შობის დამდეგს შუაღამის მესაც კი ჩა-
ატარა სანტაფეს ტაძარში. იანვარში ბერნართან ერთად გაემ-
გზავრა სანტა კრუზში ავადმყოფი მღვდლის მოსანახულებ-
ლად. უკანა გზაზე ამინდი მოულოდნელად შეიცვალა და სა-
შინლად გაწვიმდა. ლატური და ბერნარი პატარა ღია ეტლში
ისხდნენ და სანამ თავის შესაფარებლად რომელიმე მექსიკე-
ლის სახლს მიაღწევდნენ, ორივე თავით ფეხებამდე გაილუმ-
პა.
არქიეპისკოპოსი შინ მისვლისთანავე ჩაწვა ლოგინში. ღა-
მე ცუდად ეძინა, ხან აციებდა, ხან აცხელებდა. არავინ გაუღვი-
ძებია დასახმარებლად. უჩვეულოდ ადრე ადგა და სამლოცვე-
ლოში წავიდა. ლოცვის დროს გააცია. სამზარეულოსკენ გა-
ემართა. ბებერმა მზარეულმა ფრუქტოზამ ეპისკოპოსს რომ
შეხედა, შეშფოთდა, სასწრაფოდ ლოგინში ჩააწვინა და ბრენ-
დი დაალევინა. ლატურს ციებ-ცხელებამ არ გაუარა და საში-
ნელი ხველაც დაეწყო.
მღვდელმთავარი რამდენიმე დღის განმავლობაში ლო-
გინში წყნარად იწვა, ერთ დილას კი თავისთან მიიხმო ბერნა-
რი და უთხრა:
– ბერნარ, თუ შეიძლება, სამსახური გამიწიე, წადი დღეს
სანტაფეში და არქიეპისკოპოსს ჰკითხე, ხომ არ შევაწუხებ, თუ

221
ცოტა ხნით ჩემს კაბინეტს დავიკავებ. Je voudrais mourir a
Santa Fe 46.
– ახლავე გავემგზავრები, მამაო. მაგრამ, თქვენ ყოჩაღად
უნდა იყოთ, გაციებით არავინ კვდება.
მოხუცმა გაიღიმა:
– მე გაციებისგან არ მოვკვდები, შვილო ჩემო. საქმე ისაა,
რომ უკვე განვლიე ჩემი სიცოცხლის დღენი.
იმ წუთიდან მოყოლებული, ლატური მხოლოდ ფრანგუ-
ლად ელაპარაკებოდა მის ირგვლივ მყოფთ. საკუთარი წესე-
ბიდან ასე უეცრად გადახვევამ უფრო შეაშფოთა შინაურები,
ვიდრე მისმა იმჟამინდელმა მდგომარეობამ. როცა რომელი-
მე მღვდელი შინიდან ცუდ ამბავს გაიგებდა, ან ავად ხდებოდა,
მამა ლატური მათ ყოველთვის მშობლიურ ენაზე ელაპარაკე-
ბოდა ხოლმე; სხვა შემთხვევაში მოითხოვდა, ან ესპანურად
ესაუბრათ, ან ინგლისურად.
იმავე ნაშუადღევს უკან დაბრუნებულმა ბერნარმა შეატყო-
ბინა ლატურს, რომ არქიეპისკოპოსი დიდად მოხარული იქნე-
ბოდა, თუ ის მთელ ზამთარს მასთან გაატარებდა. მაგდალენა
უკვე შედგომოდა კაბინეტის განიავებასა და მოწესრიგებას;
ქალს გადაეწყვიტა გვერდიდან არ მოსცილებოდა და განსა-
კუთრებით ეზრუნა მასზე. არქიეპისკოპოსი თავის ახალ ეტ-
ლსაც უგზავნიდა წამოსაყვანად, რადგან მამა ლატურის ოთ-
ხთვალა დახურული არ იყო.
– დღეს არა, mon fils47, – უთხრა ეპისკოპოსმა, – შევარჩი-
ოთ ისეთი დღე, როცა კარგი ამინდი იქნება და თავსაც უკეთ
ვიგრძნობ. ჩემს ოთხთვალას შენ გაუძღვები. მირჩევნია, გვიან
ნაშუადღევს გავემგზავროთ, მზის ჩასვლისას.
ბერნარი მიუხვდა სათქმელს. მან იცოდა, რომ ოდესღაც,
დიდი ხნის წინ, დღის სწორედ ამ მონაკვეთში გამოიარა ალბუ-
კერკეს გზა ახალგაზრდა ეპისკოპოსმა და პირველად იხილა
სანტაფე. ქალაქისაკენ მიმავალი მამა ლატური ბერნართან
ერთად ყოველთვის ჩერდებოდა ხოლმე გორაკის თავზე, იმ

46
(ფრ.) სიკვდილი თუ მიწერია, მინდა სანტაფეში მოვკვდე.
47
(ფრ.) შვილო ჩემო!

222
ადგილას, საიდანაც მამა ვაილანტმა კოლორადოში გამგზავ-
რების წინ, კიდევ ერთხელ შეავლო თვალი სანტაფეს. სწორედ
კოლორადოში დაწყებულმა ახალმა საქმემ მოიცვა მამა ჟოზე-
ფის მთელი დანარჩენი ცხოვრება და, საბოლოოდ, ეპისკოპო-
სად აქცია.
ძველად რომ ქალაქი უკეთესი სანახავი იყო, ამას ხშირად
ეუბნებოდა ბერნარს ლატური და თან ოხრავდა. წინათ სანტა-
ფეს თვითმყოფადი სახე და საკუთარი სტილი ჰქონდა; ქალა-
ქის ტიპის დასახლებაში ალიზისგან აგებულ სახლებსა და აქა-
იქ ამოსულ რამდენიმე ხეს, ნახევარწრედ შემოჯაროდა მოწი-
თალო-მოყავისფრო მთები, 1880 წელი კი დაიწყო სრულიად
შეუფერებელი ამერიკული შენობების აგებით. ქალაქის მოედ-
ნის ნახევარზე ისევ ალიზის სახლები იდგა, მეორე ნახევარზე
კი ფარატინა ხის ნაგებობები წამოჭიმულიყო, ორ-ორი კარიბ-
ჭით, ორნამენტებით, ათასი ნაჩხირკედელავებითა და თეთ-
რად შეღებილი მოაჯირებით. მამა ლატურმა ხშირად იცოდა
თქმა, – ხის სახლები, რომლებიც ასე მაღიზიანებდა ოჰაიოში,
აქაც თან გამომყვაო. ეს ხედი საკმაოდ უშლიდა ხელს ტაძარს,
რომლის მშენებლობასაც ეპისკოპოსმა მრავალი წელი შე-
ალია და რომელმაც მის გულში მამა ვაილანტის ადგილი და-
იკავა მას შემდეგ, რაც ეს შესანიშნავი კაცი შორს გაემგზავრა.
თებერვლის ერთ მშვენიერ ნაშუადღევს მამა ლატური უკა-
ნასკნელად გაემგზავრა სანტაფეში. ბერნარმა ცხენები შეაყე-
ნა გრძელი გზის დასაწყისში და მზის ჩასვლას დაელოდა.
ინდიელთა მიერ ნაჩუქარ პლედებში გახვეული მოხუცი
არქიეპისკოპოსი კარგა ხანს იჯდა და თავის ოქროსფერ ტა-
ძარს შეჰყურებდა. რა ზუსტად შექმნა ახალგაზრდა მოლნიმ,
ფრანგმა არქიტექტორმა, ის, რაც მას სურდა! ატაძარს გასა-
ოგნებელი არაფერი ჰქონდა. ის, უბრალოდ, პატიოსნად ნაგე-
ბი შენობა იყო, ლამაზი ქვისწყობით, უბრალო რომანულ-სამ-
ხრეთფრანგული სტილით. მართალია, ზამთარი იდგა, აკაცი-
ის ხეებიც გაშიშვლებულიყვნენ, მაგრამ ამ ეკლესიას მაინც
სამხრეთული იერი ედო, მასში მაინც ძალუმად იგრძნობოდა
სამხრეთული სუნთქვა.

223
როგორც ჩანდა, მოლნისა და ეპისკოპოსის გარდა, ვერა-
ვინ აღიქვამდა ამ შენობის სილამაზეს და ალბათ არც არავის
მოეწონებოდა. ლატური და მისი არქიტექტორი კი საათობით
ტკბებოდნენ მისი ცქერით. ციცაბო, მოწითალო-მოყავისფრო
გორები უკანა მხრიდან ისე ახლოს ედგნენ ეკლესიას, რომ
გარკვევით მოჩანდა მათ ფერდობებზე მეჩხერად ამოსული
ფიჭვის ხეები. გზის იმ ბოლოდან, სადაც ეპისკოპოსის ღია ეტ-
ლი იდგა, მიხაკისფერი ეკლესია პირდაპირ ვარდისფრად შე-
ფერილი გორაკიდან წამოფრენილს ჰგავდა. ჩანაფიქრი იმდე-
ნად ეფექტური იყო, რომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს
მოქმედება მათ თვალწინ ხდებოდა. შორი მანძილიდან, ფიჭ-
ვებით გადაპენტილი ფერდობის ფონზე დავანებული ტაძარი
ისე ჩანდა, კაცს ეგონებოდა, უკან ფარდა ჩამოუფარებიათო.
ბერნარი ნელა დაიძრა, მთის ქედი თანდათან ხეობაში ჩაიძი-
რა, ეკლესიის კოშკები ზემოთ, ლურჯი ცისკენ მკვეთრად აიჭ-
რა, თვითონ შენობა კი ისევ გორაკის ფონზე დარჩა.
ახალგაზრდა არქიტექტორმა იცოდა ხოლმე თქმა, – მხო-
ლოდ იტალიაში ანდა ოპერაში ჩანს ასე თვალშისაცემად მთე-
ბისა და შავი ფიჭვნარის ფონზე წამომართული ეკლესიებიო.
მოლნის არაერთხელ გამოუხმია ეპისკოპოსი მისი კაბინეტი-
დან, რომ ქარიშხლის დაწყების წინ თვალი ედევნებინათ და-
უმთავრებელი შენობისთვის; ამ დროს მთის თავზე ცა შავდე-
ბოდა, მოყავისფრო კლდეებს ღუდღუდა ლავანდისფერი ედე-
ბოდა, ფიჭვებს კი – მუქი მეწამული ფერი. გორები უფრო ახ-
ლოს ჩანდა და მთელი ეს ფონი ავბედითად გამოიყურებოდა.
– მთავარია მდებარეობა, – ამბობდა ხოლმე მოლნი, – შე-
ნობა ტერიტორიის ნაწილი ან ხდება, ან არა, ხოლო თუ კი სის-
ხლხორცეულად შეერწყმება გარემოს, დრო მას უფრო მეტ
სიმტკიცეს შესძენსო.
სწორედ მოლნის ამ ნათქვამს იხსენებდა ეპისკოპოსი, რო-
ცა ყურში აწმყოდან შემოჭრილი ხმა ჩაესმა. ბერნარი იყო:
– რა ლამაზად ჩადის მზე, მამაო. შეხედეთ, როგორ წით-
ლდება სანგრე დე კრისტოს მთები!
დიახ, სანგრე დე კრისტოს მთები! მაგრამ რა მნიშვნელობა
ჰქონდა, რამდენად ალისფრად ჩადიოდა მზე. მთებს კაშკაშა

224
სიწითლე მაინც არ ეფინებოდა, უფრო მოვარდისფრო-მოყა-
ვისფრო ხდებოდა; ეპისკოპოსი ხშირად დაფიქრებულა იმაზე,
რომ ეს ფერი ცოცხალ სისხლს არ ჰგავდა, უფრო გამხმარი
სისხლისფერი იყო, იმ წმინდანთა და მოწამეთა სისხლის ფე-
რი, რომელიც რომში ინახებოდა და განსაკუთრებული შემ-
თხვევებისთვის ათხიერებდნენ.

3
მეორე დილით მამა ლატურს მადლიერების გრძნობით აღ-
ვსილს გამოეღვიძა, რადგან ასე ახლოს იმყოფებოდა თავის
ტაძართან, სადაც სამუდამო განსასვენებელი უნდა დაემკვიდ-
რებინა. მის ჩრდილქვეშ ისევე უსაფრთხოდ გრძნობდა თავს,
როგორც ნავსაყუდელში მდგარი და ტალღისმჭრელ კედელ-
თან გაჩერებული გემი. ეპისკოპოსი თავის ძველ კაბინეტში იჯ-
და; მონაზვნებს სკოლიდან რკინის პატარა საწოლი გაეგზავ-
ნათ მისთვის მშვენიერ თეთრეულსა და საბნებთან ერთად.
კმაყოფილი იყო იმ ადგილას ყოფნით, სადაც სრულიად ახალ-
გაზრდა მივიდა და თავისი გასაკეთებელი საქმე გააკეთა.
ოთახი სულ ოდნავ თუ იყო შეცვლილი, მიწის იატაკზე იგივე
ნოხები და ცხოველთა ტყავები ეფინა, საწერ მაგიდაზე ისევ მი-
სეული შანდლები ეწყო, უსწორმასწორო, თეთრად შეღებილი
კედლები კვლავაც ახშობდა გარე სამყაროს ხმაურს და სულს
სიმყუდროვეს უქმნიდა.
როცა სიბნელე ზამთრისეულ რუხ განთიადში უჩინარდე-
ბოდა, მღვდელმთავარი ყურს მიუგდებდა ხოლმე ეკლესიის
ზარებსა და კიდევ ერთ ხმას, აგრერიგად რომ ესალბუნებოდა
მის სმენას, – ეს იყო ორთქლმავლის გუგუნი. დიახ, ის აქ კა-
მეჩზე ამხედრებული ჩამოვიდა და იმდენ ხანს იცოცხლა, რომ
სანტაფეში რკინიგზის გაყვანასაც მოესწრო და ერთი ისტო-
რიული ხანაც ბოლომდე გაასრულა.
სამშობლოში დარჩენილი ყველა ნათესავი და ნიუ-მექსი-
კოელი მეგობრები ელოდნენ, რომ მოხუცი არქიეპისკოპოსი

225
სიცოცხლის ბოლო წლებს საფრანგეთში, სავარაუდოდ,
კლერმონში გაატარებდა და მაღალ თანამდებობას დაიკავებ-
და თავის ძველ კოლეჯში. ლატურს თავისუფლად შეეძლო ასე
მოქცეულიყო და ამაზე ბევრიც ჰქონდა ნაფიქრი. არქიეპისკო-
პოსის თანამდებობის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე ოვერნს
ეწვია და თითქოს აპირებდა კიდეც რაღაც ამდაგვარს, მაგრამ
ძველმა სამყარომ ახალი სამყაროს მონატრება ვერ ჩაუხშო.
ახსნას ვერ უძებნიდა იმ განცდას, თუ რატომ არ აწვა მხრებზე
სიბერის ტვირთი ისე მძიმედ ნიუ-მექსიკოში, როგორც პუი-დე-
დომში.
მას უყვარდა მშობლიური მთების მწვერვალები, კოპწია
სოფლების სისუფთავე, თავისი მშვენიერი კოლეჯი და მისი
კლუატრები. კლერმონი შესანიშნავი იყო, მაგრამ იქ ლატურს
სევდა მაინც არ ტოვებდა, მკერდში გული გაქვავებოდა. ეს,
ალბათ, წარსულის მოზღვავების ბრალი იყო… როცა ზაფხუ-
ლის ქარი ძველ ბაღში იასამანს შეარხევდა და ცხენისწაბლას
ყვავილებს მიწაზე ჩამოყრიდა, ლატური ზოგჯერ თვალებს ხუ-
ჭავდა და ნავახოს ტყეებში, ფიჭვებს შორის მოთარეშე ქარის
ომახიან ნამღერზე ფიქრობდა.
დღის განმავლობაში ნოსტალგია უნელდებოდა და სადი-
ლობამდე მთლად უქრებოდა. სიამოვნებით მიირთმევდა საჭ-
მელსაც და ღვინოსაც რჩეულ ადამიანებთან ერთად და, ჩვე-
ულებისამებრ, კარგ ხასიათზე ამთავრებდა ტრაპეზს. მკერდში
ტკივილი განთიადისას იგრძნო; ამას რაღაც საერთო უნდა
ჰქონოდა რიჟრაჟზე გაღვიძებასთან. ეჩვენებოდა, რომ რუხი
განთიადი ძალზე დიდხანს გრძელდებოდა ამ ქვეყანაში, რო-
მელსაც საკმაო დრო სჭირდებოდა გონის მოსაკრებად. ბაღე-
ბი და მინდვრები ნესტით გაჟღენთილიყო, მძიმე ნისლი ჩამო-
წოლილიყო მდელოებზე და მთები ბუნდოვნად მოჩანდა. მზე
საათობით უნდებოდა ბურუსის გაფანტვას და მისგან სოფლე-
ბის გაწმენდა-გათბობას.
ნიუ-მექსიკოში ის მუდად ახალგაზრდულად იღვიძებდა;
სანამ არ ადგებოდა და გაპარსვას არ დაიწყებდა, ვერ გრძნობ-
და, რომ ბერდებოდა. პირველი, რაც თვალის გახელისთანავე
ეგებებოდა, ფანჯრიდან მონაბერი მშრალი ნიავი და მწარე აბ-

226
ზინდისა და ყვითელი ძიძოს სურნელი იყო. სწორედ ის ქარი
უმსუბუქებდა სხეულს და გულს ბავშვივით ამოაძახებინებდა:
„დღევანდელო დღეო, დღევანდელო დღეო!“
მშვენიერმა გარემომ, განსწავლულ ადამიანთა საზოგა-
დოებამ, მაღალი წრის ქალთა მომხიბლაობამ, თუ დახვეწილ-
მა ხელოვნებამ ვერაფრით აუნაზღაურა უდაბნოს გულღია
ცისკრებისა და იმ ნიავის დანაკლისი, კაცს ბიჭად რომ აგ-
რძნობინებდა თავს. ეპისკოპოსი ამჩნევდა, რომ ახალი ქვეყ-
ნებისთვის დამახასიათებელი ჰაერის განსაკუთრებული თვი-
სებები გაქრა მას შემდეგ, რაც ადამიანმა მოათვინიერა ეს გა-
რემო და ტეხასის ნაწილი და კანზასი, რომლებიც ლატურს ია-
ლაღებად ახსოვდა, მდიდარი ფერმერული მოსავლის რაი-
ონებად აქცია; ჰაერს გამჭვირვალობაც დააკლდა და მშრალი
არომატული სურნელიც. მოხნული მიწის ნესტსა და მოსავლის
მოსაყვანად გაწეულ მძიმე შრომას იგი მთლად გაენადგურე-
ბინა. სუფთა ჰაერის სუნთქვა მხოლოდ ქვეყნის განაპირა მხა-
რეებში, ვრცელ ბალახოვან მდელოებსა და მწარე აბზინდით
სავსე უდაბნოში იყო შესაძლებელი.
წლების შემდეგ ამ ადგილებსაც იგივე ბედი ელოდა, თუმ-
ცა, იმ დროს ლატური ცოცხალი აღარ იქნებოდა. ეპისკოპოსმა
თავადაც არ უწყოდა, როდის გახდა აქაური ჰაერი მისთვის აგ-
რერიგად საჭირო, მაგრამ სწორედ მისთვის დაბრუნდა უკან,
სწორედ მისთვის გადმოიხვეწა ასე შორს ცხოვრების დასას-
რულს. რაღაც ნაზი, ველური და თავისუფალი ჩასჩურჩულებ-
და ყურში ბალიშზე თავმიდებულს, უნათებდა გულს, ნაზად, ნა-
ზად ხსნიდა ბოქლომს, წევდა ურდულს, ათავისუფლებდა დატ-
ყვევებულ სულს და გზას უკვალავდა ქარისკენ, ცისფერი და
ოქროცურვილი სამყაროსკენ, დილისაკენ, დილისაკენ!

227
4
მამა ლატურმა თავისი უკანასკნელი დღეებისთვის განრი-
გი შეადგინა. ჯანმრთელი და საღსალამათი ჟანი მუდამ იცავ-
და რეჟიმს და ავადმყოფობისას, მით უმეტეს, აუცილებელიც
კი იყო ამის გაკეთება. ბერნარი დილით ადრე მოდიოდა, მოჰ-
ქონდა ცხელი წყალი, ლატურს ჯერ პირს პარსავდა და შემდეგ
აბანავებდა. ნაკვეთიდან თან არაფერი წამოეღოთ, გარდა
ტანსაცმლის, თეთრეულის და დიდი ხნის წინ ოლივარესების
მიერ ნაჩუქარი, ტუალეტისთვის საჭირო ვერცხლის ნივთები-
სა. ეპისკოპოსი მთელი ოცდაათი წლის განმავლობაში იბანდა
ხელებს ვერცხლის ნიჟარაში. დილის ლოცვების შემდეგ მაგ-
დალენას საუზმე მოჰქონდა. სანამ ქალი საწოლს ალაგებდა
და ოთახს აწესრიგებდა, ლატური თავის რბილ სავარძელში
იჯდა. ამ ყველაფრის შემდეგ კი მზად იყო სტუმრების მისაღე-
ბად. არქიეპისკოპოსი სულ რამდენიმე წუთით შეუვლიდა
ხოლმე, ისიც, თუ შინ იმყოფებოდა. ასევე მცირე ხნით სტუმ-
რობდნენ დედა იღუმენია და ამერიკელი ექიმი. დანარჩენ
დროს ბერნარი ხმამაღლა უკითხავდა წმინდა ავგუსტინესა და
მადამ დე სევინიეს წერილებს ან მის საყვარელ პასკალს.
ზოგჯერ, დილაობით რომელიმე მოწაფეს კარნახობდა და
აწერინებდა თავისი ეპარქიის ძველ მისიებთან დაკავშირე-
ბულ ფაქტებს, რომელთა მომსწრეც თავად იყო; არ უნდოდა,
რომ მნიშვნელოვანი მოვლენები დავიწყებას მისცემოდა. ლა-
ტურს სურდა, ამ საქმეს სისტემატური ხასიათი მიეღო, მაგრამ
ძალა არ მოსდევდა ჩანაფიქრის განსახორციელებლად. ძვე-
ლი ლეგენდები, წეს-ჩვეულებანი და ცრურწმენები უკვე თან-
დათან ქრებოდა. ახლა ნანობდა, რომ თავისუფალი დრო ვერა
და ვერ გამონახა მათ ჩასაწერად; ეეჰ, ნეტავ მაშინ შეძლებო-
და იმ მოვლენათა სრბოლის მომწყვდევა შუქმფენი კალმისა
და ფრანგული ენის მოქნილ ბადეში…
წლების განმავლობაში, ეპისკოპოსი თავის დამოძღვრილ
ახალგაზრდა მღვდლებს გამუდმებით შთააგონებდა პირველი
მისიონერების, ესპანელი ბერების სიმამაცესა და ღვთისმოსა-
ობას; საკუთარ თავზე კი ეუბნებოდა, რომ ნიუ-მექსიკოში ჩა-
228
მოსვლის დღიდან მოყოლებული, იმ ბერებზე უფრო ადვილი
და კომფორტული ცხოვრება ჰქონდა. მერე რა, თუ რამდენიმე
კვირით უწევდა ხოლმე მგზავრობა, საგზლის ნაკლებობას გა-
ნიცდიდა, ღამით ღია ცის ქვეშ ეძინა, ვერ იბანდა, სამაგი-
ეროდ, ცხოვრობდა მეგობრულ სამყაროში, სადაც თითოე-
ული ადამიანის კერაზე გულთბილი დახვედრა ელოდა.
ზუნიში ჩასული ესპანელი მამები გზას აგრძელებდნენ
ჩრდილოეთით ნავახოსკენ, დასავლეთით ჰოპისკენ, აღმო-
სავლეთით კი ალბუკერკესა და ტაოსს შორის მიმოფანტული
პუებლოებისკენ. მტრულად განწყობილ ქვეყანაში მათ თან ჩა-
მოიტანეს მხოლოდ მცირე საგზალი, ლოცვანი და ჯვარცმა.
როცა ინდიელები ჯორებს ჰპარავდნენ, რაც ხშირად ხდებოდა,
მამები ფეხით აგრძელებდნენ გზას; უწყლოდ და ულუკმაპუ-
როდ დარჩენილთ ტანისამოსი ზედ აცვდებოდათ. ევროპელე-
ბისთვის რთული წარმოსადგენი იყო ასეთი გაჭირვება. ძველი
ქვეყნები ადამიანთა ცხოვრებას მორგებოდნენ და გარდაქ-
მნილიყვნენ ერთგვარ შესამოსლად, მეორე სხეულად კაცთა
მოდგმისთვის. იქ ველური მცენარეები, ველური ხილი და ტყის
სოკო საჭმელად ვარგოდა, იქ გემრიელი წყაროები მოჩუხჩუ-
ხებდა და ხეები ჩრდილიანი თავშესაფრების მაგივრობას
სწევდა. ახალი სამყაროს ტუტეთი გაჯერებული უდაბნოები კი,
სადაც მომწამვლელი წყლები მიედინებოდა, საზრდოდ ვერა-
ფერს სთავაზობდა მშიერ ადამიანს. აქ ყველაფერი მშრალი,
მჩხვლეტავი და მწარე იყო, იქნებოდა ეს ესპანური იუკა, ღვია,
ბუჩქნარი თუ კაქტუსი; მიწაზე დაძვრებოდნენ ხვლიკები და
დასრიალებდნენ ჩხრიალა გველები. ბოროტებით სავსე ცხოვ-
რებამ ადამიანებიც გააბოროტა. პირველი მისიონერები შიშ-
ველ-ტიტველნი ერკინებოდნენ გულქვა ქვეყანას, რომელიც
გოლიათთა გამძლეობის გამოსაცდელად იყო შექმნილი. ისი-
ნი მწყურვალნი დადიოდნენ უდაბნოში, მშიერნი დააბიჯებ-
დნენ კლდე-ღრეებში, ქვებზე სიარულით ჩალურჯებული ფეხე-
ბით ადი-ჩადიოდნენ შიშისმომგვრელ კანიონებზე, ხან-
გრძლივი მარხვის ხსნილად ბინძური და საზიზღარი საკვებით
ითქვამდნენ სულს. მათ ნამდვილად გაუძლეს შიმშილს, წყურ-
ვილს, სიცივეს, სიშიშვლეს, თითქმის ისევე, როგორც წმინდა

229
პავლემ და მისმა საძმომ. პატარა, უსაფრთხო, ძველებური ყა-
იდისა და ძველი ღირსშესანიშნაობებით სავსე ხმელთაშუა
სამყაროში პირველმა ქრისტიანებმა დიდი ტანჯვა გადაიტა-
ნეს, მაგრამ მოწამეობრივი სიკვდილით გარდაცვლილნი, თა-
ვისიანებს შორის მაინც ჰპოვებდნენ განსასვენებელს, მათ
ცხედრებს წმინდა ნაწილებად ინახავდნენ, მათ სახელებს კი
წმინდა მამების ბაგეები უკვდავყოფდნენ.
როცა ეპისკოპოსი ფრანგ მღვდლებთან ერთად ცხენით მი-
ემგზავრებოდა მარტვილობის უამრავი სცენის მომსწრე ძველ
მისიებში, იგი ყოველთვის შეახსენებდა მათ, თუ რწმენის რო-
გორი ზეობა ისადგურებდა იქ, სადაც ერთი თეთრკანიანი მარ-
ტოდმარტო ეგებებოდა წამებასა და სიკვდილს ურიცხვ ურწმუ-
ნოთა გარემოცვაში, ანდა როგორი ხილვებითა თუ გამოცხა-
დებებით აჯილდოებდა მათ ღმერთი, ასეთი მხეცური აღსასრუ-
ლის გასაიოლებლად.
ახალგაზრდა მამა ლატური პირველად რომ ჩავიდა მექსი-
კაში დურანგოს ეპისკოპოსისგან თავისი ეპარქიის მისაღე-
ბად, გზად შეხვდა სონორასა და ქვემო კალიფორნიაში არსე-
ბული მისიების მღვდლებს, რომლებმაც უამრავი რამ უამბეს
პირველი ფრანცისკანელი მისიონერების მადლმოსილ საქ-
მიანობაზე. როგორც ჩანს, უდაბურ გარემოში მათ პატარ-პა-
ტარა სასწაულები უნათებდათ გზას. ერთხელ, სახიფათო მდი-
ნარეზე გადასვლისას, ცნობილი მამა ჯუნიფერო სერასა და მი-
სი ორი კომპანიონის სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებია. სად
იყო და სად არა, მეორე ნაპირზე აღმართულ კლდეთა შორის
გამოცხადებიათ იდუმალი უცნობი, რომელსაც ესპანურად და-
უძახია, – მე გამომყევით და დინების საწინააღმდეგოდ, მდი-
ნარის ზედა წელისკენ იარეთო. ჰოდა, სამშვიდობოს გაუღწე-
ვიათ კიდეც. მღვდლები შევედრებიან უცნობს, თავისი ვინაობა
გაემხილა, მაგრამ მას პასუხისთვის თავი აურიდებია და სად-
ღაც გამქრალა. მეორედ, ტრამალის გავლით მგზავრობისას,
იმავე მღვდლებს საჭმელ-სასმელი გამოლევიათ და მთლად
გამოფიტულან; მათ წამოსწევია მხედარი, მიუცია სამი მწიფე
ბროწეული და გაუქუსლავს. ამ ხილს არამარტო დაუცხრია
წყურვილი, არამედ ისე გამოუცოცხლებია და მოუძლიერებია

230
მღვდლები, ნოყიერმა საჭმელმა რომ იცის ხოლმე და მგზავ-
რობაც მხნედ დაუსრულებიათ.
რამდენიმე წლის წინ დურანგოში მგზავრობისას ლატურმა
ღამე გაათია დიდ მამულში, რომლის კაპელანიც ერთ-ერთი
დასავლური მისიის მღვდელი აღმოჩნდა. მან ეპისკოპოსს
ისევ იმ მამა ჯუნიფეროს თავგადასავალი და თავისი მონას-
ტრის ძველი ამბავი უამბო.
ერთ მშვენიერ დღეს მამა ჯუნიფერო ახლობელ ბერთან
ერთად ფეხით მისდგომია მის მონასტერს, თან არანაირი საგ-
ზალი არ ჰქონიათ. ბერები მათ გაოცებულნი შეგებებიან, რად-
გან წარმოუდგენლად მიუჩნევიათ, ასე ცარიელ-ტარიელი
ხალხის მიერ ამ თვალუწვდენელი უდაბნოს გადალახვა. წი-
ნამძღვარს გამოუკითხავს, რანაირად მიაღწიეს მონასტრამდე
და ისიც უთქვამს, რომ მისიას არ უნდა გამოეშვა ისინი მეგზუ-
რისა და საკვების გარეშე, რადგან მღვდლების სამშვიდობოზე
გამოღწევა სასწაულის ტოლფასი იყო. მამა ჯუნიფეროს კი უპა-
სუხია, რომ გზად მათ მშვენივრად გამასპინძლებია ღარიბი
მექსიკური ოჯახი, სადაც კარგად დანაყრებულან. ამის გაგო-
ნებაზე ჯორების მეხრეს, რომელიც ბერებს შეშით ამარაგებდა,
გასცინებია და უთქვამს, რომ მთელი თორმეტი ლიეს მანძილ-
ზე, იქ სახლის მსგავსი არაფერი ყოფილა და იმ უდაბურ, ქვი-
შიან ტერიტორიაზე, საიდანაც ისინი მოსულან, არც ვინმეს უც-
ხოვრია ოდესმე. მისი ნათქვამი მონასტრის ბერებსაც დაუდას-
ტურებიათ.
მამა ჯუნიფეროს და მის თანამგზავრს დაწვრილებით უამ-
ბიათ თავიანთი თავგადასავალი: მგზავრობის პირველ დღეს
თურმე პურითა და წყლით გაუტანიათ თავი, მეორე დღეს გამ-
თენიიდან მზის ჩასვლამდე უვლიათ კაქტუსებით მოფენილ
უდაბნოში და როცა უკვე გადარჩენის იმედი დაჰკარგვიათ,
სწორედ მაშინ შეუნიშნავთ შორს სამი დიდრონი ალვის ხე,
რომლებიც ძალზე მაღლები ჩანდნენ ჩამავალი მზის შუქზე. ნა-
ბიჯი აუჩქარებიათ და როცა უზარმაზარ, მწვანე ხეებს და ჰაერ-
ში ნიავისგან გაფანტულ მათ ბამბისებურ ყვავილებს მიახლო-
ებიან, დაუნახავთ ქვიშიდან ამოჩრილ, გამხმარ ჯირკზე მიბმუ-
ლი სახედარი. დაუწყიათ პირუტყვის პატრონის ძებნა და გა-

231
დაყრიან პატარა მექსიკურ სახლს – კართან მიდგმული ღუმ-
ლითა და კედელზე ჩამოკიდებული წითელი წიწაკის ასხმულა-
თი. დაუძახიათ მასპინძლისთვის. გამოსულა დარბაისელი
მექსიკელი, რომელსაც ცხვრის ტყაპუჭი სცმია, თავაზიანად
მისალმებია მღვდლებს და ღამის გათევა შეუთავაზებია. შიგ-
ნით შესულებს სისუფთავე და სიმყუდროვე დახვედრიათ. იქვე
მასპინძლის ახალგაზრდა, ლამაზი ცოლი კერაზე შვრიის ფა-
ფას ამზადებდა. იატაკზე იჯდა და პაწია კრავს ეთამაშებოდა
პერანგის ამარა პატარა ბავშვი. ისინი თავაზიანი, მორწმუნე
და ენაწყლიანი ადამიანები აღმოჩნდნენ. ქმარს უთქვამს, –
მწყემსები ვართო. მღვდლებს მათთან ერთად უვახშმიათ და
შემდეგ საღამოს ლოცვები წაუკითხავთ. მოძღვრებს სურვილი
გასჩენიათ, მასპინძლებისთვის ეკითხათ მათი ქვეყნისა და
ყოფის შესახებ, კიდევ ის, თუ სად პოულობდნენ პირუტყვის-
თვის საძოვარს, მაგრამ ისე მოსძალებიათ მოთენთილობა,
რომ ცხვრის ტყავები გამოურთმევიათ, იატაკზე დაწოლილან
და ტკბილ ძილში ჩაძირულან. დილით რომ გამოუღვიძიათ,
ყველაფერი ისევ ისე დახვედრიათ, მაგიდაც კი გაწყობილი
ყოფილა, მაგრამ ოჯახის წევრები იქ აღარ უნახავთ, აღარც –
პაწია კრავი. მღვდლებს უფიქრიათ, ალბათ ცხვრის ფარას თუ
გაჰყვნენო და წამოსულან.
აამის გაგონებაზე ბერები გაოგნებულან, უთქვამთ, რომ
სამი ერთად ამოსული, სამგვერდა ალვის ხე ნამდვილად არ-
სებობდა უდაბნოში და ცნობილი ორიენტირიც ყოფილა, მაგ-
რამ იქ მცხოვრებთ რაც შეეხებოდა, უვარაუდიათ, – ახალი და-
სახლებულნი თუ იქნებიანო. ჰოდა, მამა ჯუნიფერო, მისი კომ-
პანიონი მამა ანდრია, კიდევ რამდენიმე ბერი და ჯორების ხუ-
მარა მეხრე ერთად გასდგომიან გზას იმ ოჯახის სანახავად. სა-
მი ალვის ხეც უპოვიათ და სახედრის დასაბმელი გამხმარი
ჯირკიც, მაგრამ ამჯერად სახედრის კვალიც გამქრალიყო, სახ-
ლისაც და კართან მიდგმული ღუმლისაც. ორივე მღვდელი
მუხლებზე დაცემულა იმ დალოცვილ ადგილას და მიწას
მთხვევია, რადგან მიმხვდარან, რომელ ოჯახს გაუწევია მათ-
თვის მასპინძლობა უსასოობის ჟამს.

232
მამა ჯუნიფერომ ისიც თქვა, რომ როგორც კი იმ სახლში
ფეხი შეუდგამს, მაშინვე უცნაურად გაუწევია გულს ბავშვის-
კენ, ყრმის ხელში აყვანა მოუწადინებია, მაგრამ პატარა დე-
დას არ მოშორებია. საღამოს ლოცვების კითხვისას მღვდელს
თურმე წამდაუწუმ გაურბოდა თვალი დედის ახლოს, იატაკზე
წამოსკუპებული ბავშვისკენ, რომელსაც კალთაში პაწია კრა-
ვი ეჯდა. ლოცვის შემდეგ, როცა მასპინძლებისთვის ღამე
მშვიდობისა უსურვებია და დასაძინებლად დაუპირებია წას-
ვლა, ბავშვისკენ დახრილა და დაულოცავს პატარა. ყრმას პა-
სუხად ხელი აუწევია და პაწია თითებით მის შუბლზე ჯვარი გა-
მოუსახავს.
ჰასიენდაში48, ცეცხლის პირას მონათხრობმა ამბავმა მამა
ჯუნიფეროსა და წმინდა ოჯახის შესახებ, დიდი შთაბეჭდილება
იქონია ღამით იქ სტუმრად მყოფ ეპისკოპოსზე. ის იმდენად
იყო შთაგონებული მოსმენილით, რომ თავს ნება მისცა ორ-
ჯერ მოეყოლა ეს ამბავი, – ერთხელ რიომში, ფილომენეს დე-
დათა მონასტრის მონაზვნებთან, მეორედ კი რომში, კარდინა-
ლი მაზუჩის მიერ გამართულ სადილზე. ყოველთვის ერთგვა-
რი ხიბლი ახლავს სიდიადის კვლავ უბრალოებასთან დაბრუ-
ნების იდეას, მაგალითად, თუ წარმოიდგენ სოფლელ გოგოებ-
თან ერთად ძნის შეკვრაში გართულ დედოფალს. მაგრამ რამ-
დენად უფრო მომაჯადოებელი იქნებოდა იმის დაჯერება, რომ
მრავალსაუკუნოვანი დიდებული მეუფების შემდეგ, ერთი უდა-
ბური ქვეყნის დასალიერში, იქ, სადაც ანგელოზებსაც კი გა-
უჭირდებოდათ „მათი“ პოვნა, „ისინი“ ადამიანებს ერთ მოკ-
რძალებულ მექსიკურ ოჯახად მოევლინებოდნენ, – მდაბალ-
თა შორის უმდაბლეს, ღარიბთა შორის უღარიბეს ოჯახად.

48
დიდი მამული, რანჩო.

233
5
ნასაუზმევს არქიეპისკოპოსმა ძილი მოიმიზეზა და ითხო-
ვა, სადილამდე არავის შეეწუხებინა. განმარტოების ეს გრძე-
ლი საათები ერთობ ეძვირფასებოდა მოხუცს. საწოლი ოთახის
ბნელ კუთხეში ედგა, რადგან ჩრდილი თვალის დასვენების სა-
შუალებას აძლევდა. ნათელ დღეებში ოთახის მეორე ბოლო
მზის სხივებით ივსებოდა, მოღრუბლულ დღეებში კი ცეცხლის
შუქი ლიცლიცებდა თეთრ, ოღროჩოღრო კედლებზე. ლოგინ-
ში ისე წყნარად იწვა, რომ თეთრეული არც კი ირხეოდა. ხელე-
ბი კოხტად ესვენა ხან ზეწარზე, ხანაც მკერდზე. ეპისკოპოსი
კვლავაც თავისი განვლილი ცხოვრებით ცხოვრობდა. დრო-
დადრო მარჯვენა ხელის ცერა თითით ფრთხილად ეხებოდა
საჩვენებელ თითზე წამოცმულ, მამა ვაილანტისეულ, ამეთ-
ვისტოს თვლიან დიდ ბეჭედს, რომელზეც ამოტვიფრული იყო
Auspice Maria, და ფიქრით ჟოზეფს სწვდებოდა. თვალწინ ედ-
გა მასთან ერთად გატარებული ცხოვრება აქ, ამ ოთახშიც…
ოჰაიოშიც, დიდი ტბების მხარეში… ახალგაზრდობის წლები
პარიზში… მონფერანში განვლილი ბავშვობა. ერთობლივი მი-
სიონერული ცხოვრებიდან ბევრი ეპიზოდის გახსენება უყვარ-
და… და რა სიყვარულით იხსენებდა ამ მოღვაწეობის დასაწ-
ყისს!
მაშინ ორივე ახალგაზრდა იყო. ოციოდე წლის ყმაწვილკა-
ცები სამრევლოს მღვდლის თანაშემწეებად მსახურობდნენ,
როცა კლერმონში ოჰაიოს ეპისკოპოსი ჩავიდა. წარმოშობით
ოვერნელი მღვდელმთავარი მოხალისეებს ეძებდა დასავლე-
თის მისიებში წარსაგზავნად. მამა ჟანი და მამა ჟოზეფი სემი-
ნარიაში მის ლექციას დაესწრნენ და შემდეგ პირადად გაესა-
უბრნენ. სანამ ეპისკოპოსი ჩრდილოეთისკენ გაემგზავრებო-
და, ახალგაზრდებმა აღთქმა დადეს, რომ დათქმულ დროს
შეხვდებოდნენ მას პარიზში, იქ რამდენიმეკვირიან მოსამზა-
დებელ კურსს გაივლიდნენ რუ დე ბაქის ქუჩაზე მდებარე უც-
ხოური მისიების კოლეჯში და მერე მასთან ერთად გაცურავ-
დნენ შერბურისაკენ.

234
აახალგაზრდა მღვდლებმა იცოდნენ, რომ ორივეს ოჯახი
შეეწინააღმდეგებოდა მათ განზრახვას, ამიტომაც გადაწყვი-
ტეს, ყველასთვის დაემალათ ეს ამბავი, არავის გამომშვიდო-
ბებოდნენ და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილნი გა-
პარულიყვნენ. ერთმანეთს იმით ანუგეშებდნენ, რომ წმინდა
ფრანსის ხავიერიც მალულად გაემგზავრა ინდოეთში სამი-
სიონერო მოღვაწეობისათვის: „მან ისე დატოვა მშობლიური
კერა, რომ პატივიც არ მიაგო დედ-მამას“, – ასე ისწავლეს
სკოლაში. ფრანგი ბიჭისთვის ამაზე უფრო საშინელი სიტყვები
არ არსებობდა.
მამა ვაილანტისთვის ეს განსაკუთრებულად მტკივნეული
იყო; მკაცრ, უთქმელ, დიდი ხნის წინ დაქვრივებულ მამამისს
ეჭვნეული მგზნებარებით უყვარდა თავისი შვილები და მათი
ცხოვრებით სულდგმულობდა. ჟოზეფი ყველაზე უფროსი იყო.
გადაწყვეტილების მიღების დღიდან მის აღსრულებამდე გა-
მოუთქმელი ტანჯვა გამოიარა ყმაწვილმა. რაც უფრო ახლოვ-
დებოდა გამგზავრების თარიღი, მით უფრო იკლებდა წონაში
და ფერს კარგავდა.
იმ დიდმნიშვნელოვან დღეს, ორი მეგობარი ერთმანეთს
შეთანხმებისამებრ უნდა შეხვედროდა რიომის შემოგარენში
და დათქმულ ადგილას დალოდებოდა პარიზისკენ მიმავალ
დილიჟანსს. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მიიღო და სა-
კუთარ თავს აღთქმა მისცა, ჟან ლატური ერთი წუთითაც არ
დაეჭვებულა საკუთარი განზრახვის სისწორეში. დათქმულ
დღეს ის გამოიპარა თავისი დის სახლიდან და მძინარე ქალა-
ქის გავლით, გაემართა მწვერვალებიანი ციცაბო მთის ძირში
გადაშლილი მინდვრისკენ, რომელსაც ღრუბლიანი განთია-
დის დაბინდულ შუქში ცივი მწვანე ფერი დასდებოდა. საცოდავ
მდგომარეობაში მყოფი მეგობარი უკვე იქ ელოდებოდა. ჟო-
ზეფმა მთელი ღამე იმ მინდორზე ბოლთის ცემასა და ყოყმანში
გაატარა, იმდენი იქვითინა, რომ სახეც დაუსივდა და სიცივის-
გან აკანკალებული ხმას ვეღარ იმორჩილებდა:
– როგორ მოვიქცე, ჟან? დამეხმარე! – გაჰყვიროდა ის, –
მამაჩემს გულს ვერ ვატკენ, არც ღვთის წინაშე დადებული აღ-
თქმის დარღვევა შემიძლია, უმალ მოვკვდები, ვიდრე რომე-

235
ლიმეს ვუღალატებ. ნეტავ აქვე მომღებოდა ბოლო და გავთა-
ვისუფლებულიყავი ამ გასაჭირისგან!
რა სიცხადით წარმოუდგა ეს სცენა არქიეპისკოპოსს: იმ
ღრუბლიან დილას, სამოქალაქო სამოსში გადაცმული, ორი
ახალგაზრდა კაცი, დამნაშავეებივით მალულად ცდილობდა
საკუთარი ოჯახებიდან გაპარვას. ლატურმა არ იცოდა, რო-
გორ ენუგეშებინა მეგობარი, როგორც ჩანდა, ჟოზეფი სულით
ხორცამდე იტანჯებოდა, რადგან, ფაქტობრივად, ორად იგლი-
ჯებოდა ურთიერთსაწინააღმდეგო სურვილების გამო. დაქ-
ვრივებულ მამამისს ეჭვნეული მგზნებარებით უყვარდა თავი-
სი შვილები და მათი ცხოვრებით სულდგმულობდა. ჟოზეფი
ყველაზე უფროსი იყო. გადაწყვეტილების მიღების დღიდან
მის აღსრულებამდე გამოუთქმელი ტანჯვა გამოიარა ყმაწ-
ვილმა. რაც უფრო ახლოვდებოდა გამგზავრების თარიღი, მით
უფრო იკლებდა წონაში და ფერს კარგავდა.
იმ დიდმნიშვნელოვან დღეს, ორი მეგობარი ერთმანეთს
შეთანხმებისამებრ უნდა შეხვედროდა რიომის შემოგარენში
და დათქმულ ადგილას დალოდებოდა პარიზისკენ მიმავალ
დილიჟანსს. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მიიღო და სა-
კუთარ თავს აღთქმა მისცა, ჟან ლატური ერთი წუთითაც არ
დაეჭვებულა საკუთარი განზრახვის სისწორეში. დათქმულ
დღეს ის გამოიპარა თავისი დის სახლიდან და მძინარე ქალა-
ქის გავლით, გაემართა მწვერვალებიანი ციცაბო მთის ძირში
გადაშლილი მინდვრისკენ, რომელსაც ღრუბლიანი განთია-
დის დაბინდულ შუქში ცივი მწვანე ფერი დასდებოდა. საცოდავ
მდგომარეობაში მყოფი მეგობარი უკვე იქ ელოდებოდა. ჟო-
ზეფმა მთელი ღამე იმ მინდორზე ბოლთის ცემასა და ყოყმანში
გაატარა, იმდენი იქვითინა, რომ სახეც დაუსივდა და სიცივის-
გან აკანკალებული ხმას ვეღარ იმორჩილებდა:
– როგორ მოვიქცე, ჟან? დამეხმარე! – გაჰყვიროდა ის, –
მამაჩემს გულს ვერ ვატკენ, არც ღვთის წინაშე დადებული აღ-
თქმის დარღვევა შემიძლია, უმალ მოვკვდები, ვიდრე რომე-
ლიმეს ვუღალატებ. ნეტავ აქვე მომღებოდა ბოლო და გავთა-
ვისუფლებულიყავი ამ გასაჭირისგან!

236
რა სიცხადით წარმოუდგა ეს სცენა არქიეპისკოპოსს: იმ
ღრუბლიან დილას, სამოქალაქო სამოსში გადაცმული, ორი
ახალგაზრდა კაცი, დამნაშავეებივით მალულად ცდილობდა
საკუთარი ოჯახებიდან გაპარვას. ლატურმა არ იცოდა, რო-
გორ ენუგეშებინა მეგობარი, როგორც ჩანდა, ჟოზეფი სულით
ხორცამდე იტანჯებოდა, რადგან, ფაქტობრივად, ორად იგლი-
ჯებოდა ურთიერთსაწინააღმდეგო სურვილების გამო. ხელი-
ხელგაყრილნი ბოლთას სცემდნენ, როცა უეცრად ყრუ ხმა შე-
მოესმათ; მთიან ხეობაში დილიჟანსი მოხრიგინებდა. ხელებ-
ში სახეჩარგული ჟოზეფი ჩუმად იდგა. მეეტლემ ზარი დააწკა-
რუნა.
– Allons!49– ვითომც არაფერიაო, ისე თქვა ჟანმა, –
L’invitation du voyage!50 შენ პარიზამდე გამომყვები, იქ რომ
ჩავალთ, თუ მამაშენი არ შეგირიგდება, მივალთ ეპისკოპოს
ფ.-სთან და ის გაგათავისუფლებს დადებული აღთქმისგან.
ამის შემდეგ შეგეძლება რიომში დაბრუნება. ყველაფერი მარ-
ტივადაა.
ლატური გზისკენ გაიქცა და მეეტლეს ხელი დაუქნია. ეკი-
პაჟი გაჩერდა. ერთ წუთში დაიძრნენ და გადაქანცულ ჟოზეფს
ცოტა ხანში მჯდომარეს ჩაეძინა. შემდგომში ვაილანტი ყო-
ველთვის აღნიშნავდა ხოლმე, – ჟან ლატურს მაშინ, იმ ძნელ-
ბედობის დღეებში რომ არ გავემხნევებინე, მთელი დარჩენი-
ლი ცხოვრება პიუი დე დომში, სამრევლოს მღვდლად დავრჩე-
ბოდიო.
აადრეული გაზაფხულის სისხამ დილას რიომიდან გამ-
გზავრებულ იმ ორ ახალგაზრდა მღვდელს შორის, სავარა-
უდოდ, ჟან ლატური უფრო მიაღწევდა წარმატებას მისიონე-
რულ ცხოვრებაში. მას ნამდვილად ჰქონდა ჯანსაღი სული ჯან-
საღ სხეულში. ახალგაზრდების მიერ რუ დე ბაქზე, უცხოური
მისიების კოლეჯში გატარებული იმ რამდენიმე კვირის განმავ-
ლობაში, სასწავლებლის ხელმძღვანელობა სულ ეჭვობდა,
რომ ჟოზეფის ჯანმრთელობა ვერ გაუძლებდა რთულ მისიონე-

49
(ფრ.) წავედით!
50
(ფრ.) გასამგზავრებლად გვიხმობენ!

237
რულ საქმეს. არადა, მისმა სუსტმა სხეულმა წლების გამოცდა-
საც გაუძლო, ბევრიც გადაიტანა და ბევრიც განახორციელა.
მამა ლატური ხშირად ამბობდა, რომ მის ეპარქიაში ბევრი
არაფერი იცვლებოდა, გარდა საზღვრებისა. მექსიკელები ყო-
ველთვის მექსიკელებად რჩებოდნენ, ინდიელები კი – ინდიე-
ლებად. სანტაფე წყნარი ყურე იყო, მას არც ბუნებრივი სიმ-
დიდრე გააჩნდა, არც კომერციული თვალსაზრისით ყოფილა
დიდმნიშვნელოვანი. ამის მიუხედავად, მამა ვაილანტი მაინც
ჩაეფლო დიდ ინდუსტრიულ ექსპანსიაში, იქ, სადაც დაუნდობ-
ლობა, თაღლითობა და პატიოსანი ამბიციები ებრძოდა ერ-
თმანეთს. ეს იყო სწრაფად და დიდი ნახტომებით შექმნილი
ტერიტორია, რომელმაც შემდგომში გამანადგურებელი უკუს-
ვლა განიცადა. ყოველ წელიწადს, თვით ხეიბრობის შემდეგაც
კი, ვაილანტი თავისი ეკიპაჟით ნელ-ნელა მგზავრობდა ათა-
სობით კილომეტრზე ახლად აღმოცენებულ მთის ქალაქებში,
რომლებიც ხან მდიდრდებოდა, ხან კი ღატაკდებოდა და უდა-
ბურდებოდა; შემოივლიდა ოულდერს, გოულდ ჰილს, ქარი-
ბუს, ქაჩ-ლე-პუდარს, სფენიშ ბარს, საუთ პარკს, მერე არკან-
ზასიდან ქაჩ ქრიქისკენ და კალიფორნია გალჩისკენ გასწევ-
და.
მამა ვაილანტი არა მხოლოდ მღვდელი, არამედ კარგი
ორგანიზატორიც იყო. ის კოლორადოს ეკლესიას დიდებულ
მომავალს უწინასწარმეტყველებდა. ჯერ კიდევ ისეთმა ღატაკ-
მა, რომელსაც არა თუ სახლი, უბრალო კომფორტიც კი არ
ჰქონდა, დაიწყო მიწის დიდი ნაკვეთების შეძენა ეკლესიის-
თვის. მამა ჟოზეფმა საკმაო მიწის ყიდვა შეძლო მცირე თან-
ხით, რომელიც გამანადგურებელი საპროცენტო განაკვეთით
გამოიტანა ბანკებიდან. ვაილანტი ნასესხები ფულით, რომ-
ლის პროცენტიც ბოლოს უღებდა, აშენებდა სკოლებსა და მო-
ნასტრებს. ის მრავალჯერ ჩავიდა ოჰაიოში, პენსილვანიასა თუ
კანადაში, ზვირთივით აგორებული პროცენტის დასაფარი
თანხის მოსაგროვებლად. მან მიწების კომპანიაც შექმნა, ფუ-
ლის საშოვნელად საზღვარგარეთაც გაემგზავრა და საფრან-
გეთშიც უამრავი საქმიანი კავშირი გააბა. ამით უკმაყოფილო
უსინდისო ბროკერებმა კი მისი სახელის შებღალვა დაიწყეს.

238
სამოცდაათი წლის ასაკში, ოთხი დიუმით ფეხდამოკლებუ-
ლი და უკვე კოლორადოს პირველ ეპისკოპოსად წოდებული
მამა ვაილანტი გამოიძახეს რომში, – მას პაპის სამსჯავროს-
თვის უნდა აეხსნა თავისი ერთობ ჩახლართული ფინანსური
მდგომარეობის მიზეზები. კარდინალებისთვის დამაკმაყოფი-
ლებელი პასუხის გასაცემად მამა ჟოზეფს დიდი ძალისხმევა
დასჭირდა.
როგორც კი სანტაფეში ეპისკოპოსი ვაილანტის გარდაცვა-
ლების შესახებ შეიტყვეს, მამა ლატური მაშინვე რკინიგზით
გაემგზავრა დენვერისკენ, თუმცა გულის სიღრმეში დეპეშის
ტექსტს ვერ იჯერებდა. არქიეპისკოპოსს გონებაში წამოუტივ-
ტივდა ჟოზეფის ძველი მეტსახელი – თრომპე-ლა-მორტ და
გაახსენდა, რამდენჯერ გაქცეულიყო მის დასახმარებლად
მთებსა თუ უდაბნოში, თანაც ისე, რომ არც კი იცოდა, მიუს-
წრებდა თუ არა მეგობარს ცოცხალს.
უცნაური იყო, მაგრამ მამა ლატურს არ დაუფლებია მამა
ვაილანტის დაკრძალვაზე ყოფნის განცდა, უფრო სწორად, არ
სჯეროდა, რომ საცხედრეში ჩასვენებულ, მოკუნტულ, ჩია ბე-
რიკაცს, რომელიც მაიმუნზე ცოტათი დიდი ზომის თუ იქნებო-
და, რამე საერთო ჰქონდა მის ამხანაგთან. ჟოზეფი თვალწინ
ისევე ცხადად ედგა, როგორც მასთან მყოფი ბერნარი, თუმცა
მეგობარი ყოველთვის იმ სახით წარმოუდგებოდა, ნიუ-მექსი-
კოში პირველად ჩამოსვლისას რომ ახსოვდა. ასე სენტიმენტა-
ლობის გამო არ მოსდიოდა, მისმა გონებამ ერთხელ და სამუ-
დამოდ ჩაიბეჭდა მამა ჟოზეფის ასეთი ხატება. შემდგომში,
ეპისკოპოსი სათუთად იხსენებდა ხოლმე ვაილანტის დაკ-
რძალვას. ცერემონია ღია ცის ქვეშ, ბრეზენტით გადახურულ
სეფაში ჩატარდა, რადგან არც დენვერში და არც მთელ შორე-
ულ დასავლეთში ამგვარი ღონისძიებისთვის საჭირო და შესა-
ფერისი დიდი შენობა არ არსებობდა. მთიანი სოფლებიდან და
მაღაროელთა ბანაკებიდან მოსახლეობამ ორი დღით ადრე
დაიწყო ჩამოსვლა. ურიცხვ ხალხს ღამით ურმებზე, კარვებსა
და ფარდულებში ეძინა. მათ შემხედავ კაცს ეგონებოდა, დიდ
მოედანზე ეროვნული ფორუმი იმართებაო. დაკრძალვაზე ერ-
თი საოცარი ამბავიც მოხდა:

239
ფრანგი მღვდელი, მამა რივარდი, რომელიც ოც წელზე მე-
ტი ხნის წინ სანტაფედან კოლორადოში გაჰყვა მამა ვაილანტს
და იმ დროიდან მოყოლებული მისი თანაშემწისა და ვიკარის
თანამდებობაზე მსახურობდა, თავისი ეპისკოპოსის საქმეების
მოსაგვარებლად საფრანგეთში იმყოფებოდა. იქ ექიმმა უკურ-
ნებელი სენის დიაგნოზი დაუსვა. მღვდელი დაუყოვნებლივ
ჩაჯდა გემში და შინისკენ გასწია, რომ ეპისკოპოსი ვაილან-
ტისთვის ემცნო ეს ამბავი და მის გვერდით მომკვდარიყო. ჩი-
კაგოს რომ მიუახლოვდა, მწვავე შეტევა დაემართა, უმალ კა-
თოლიკური ეკლესიის საავადმყოფოში გადაიყვანეს და იქ და-
აწვინეს ძალზე დაუძლურებული. ერთ დილას ექთანს შემ-
თხვევით გაზეთი დარჩა მის საწოლთან და მამა რივარდმა
სწორედ იქ მოჰკრა თვალი განცხადებას კოლორადოს ეპის-
კოპოსის გარდაცვალების შესახებ. პალატაში დაბრუნებულ
ექთანს პაციენტი ლოგინიდან წამომდგარი და ჩაცმული დახ-
ვდა. მღვდელმა დაარწმუნა ქალი, რომ სასწრაფოდ გაეცილე-
ბინა რკინიგზის სადგურამდე. რივარდი დენვერში ჩასვლის-
თანავე ეკიპაჟში ჩაჯდა და ეპისკოპოსის დაკრძალვაზე წაყვა-
ნა ითხოვა. პანაშვიდი თითქმის მთავრდებოდა, იქამდე რომ
მიაღწია. ცერემონიაზე დამსწრეებს ალბათ მთელი ცხოვრება
ემახსოვრებოდათ მეეტლისა და ორი მღვდლის დახმარებით
მიმავალი მომაკვდავი კაცი, რომელმაც ხალხის ბრბო გაარ-
ღვია და კუბოს წინ მუხლებზე დაეცა. სკამი შეაშველეს და ცე-
რემონიის დასასრულამდე კუბოს კიდეზე შუბლმიდებული იჯ-
და. ეპისკოპოსი ვაილანტის გასვენებისთანავე მამა რივარდი
საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში გარდა-
იცვალა. ეს კიდევ ერთი მაგალითი იყო იმ დიდი სიყვარული-
სა, რასაც მამა ჟოზეფი პიროვნულად აღძრავდა და ინარჩუ-
ნებდა წითელკანიან, ყვითელკანიან და თეთრკანიან ადამიან-
თა გულებში.

240
6
ბოლო კვირების განმავლობაში არქიეპისკოპოსი ლატუ-
რი სიკვდილზე თითქმის არ ფიქრობდა, მხოლოდ წარსულს
ემშვიდობებოდა, მომავალი კი თავისთავს თვითონ მიხედავ-
და. მღვდელმთავარს წმინდა ინტელექტუალური თვალსაზრი-
სით აინტერესებდა კვდომის არსისა და იმ ცვლილებების შეც-
ნობა, რაც ამ დროს ემართებოდა ადამიანის რწმენასა და ღი-
რებულებებს. სულ უფრო მეტად ეჩვენებოდა, რომ სიცოცხლე
წარმოადგენდა „ეგოს“ მიერ განცდილის შეცნობას და არავი-
თარ შემთხვევაში უბრალოდ „ეგოს“. იცოდა, რომ მსგავსი შე-
ხედულება შორს იდგა მისი რელიგიური მრწამსისგან, მაგრამ
ამ აზრმა გონება გაუნათა მას, როგორც კაცს, როგორც ადამი-
ანს. იგი ხვდებოდა, რომ უკვე სხვაგვარად განსჯიდა თავის თუ
სხვის საქციელს. საკუთარ ცხოვრებისეულ შეცდომებს მნიშ-
ვნელობას აღარ ანიჭებდა, ასევე არად მიაჩნდა მგზავრობისას
გადატანილი უბედური შემთხვევები, მაგალითად, გალვესტო-
ნის პორტთან იმ გემის ჩაძირვა, რომლის ბორტზეც თვითონ
იმყოფებოდა, ან კიდევ, ის დაზიანებები, საზიდრიდან გადმო-
ვარდნისას რომ მიადგა ეპისკოპოსის წოდების მისაღებად
ნიუ-მექსიკოსკენ მიმავალს.
ლატური გრძნობდა, რომ მოგონებების არეალი აღარ გა-
ფართოვდებოდა. ახსოვდა ხმელთაშუა ზღვისპირეთში თავის
ბიძაშვილებთან ერთად ზამთრობით გატარებული ბავშვობა.
წმინდა ქალაქში სტუდენტობა ისევე ნათლად წარმოუდგებო-
და ხოლმე თვალწინ, როგორც მ. მოლნის ჩამოსვლა და ტაძ-
რის მშენებლობა. კალენდარული დრო აღარაფერს ნიშნავდა
მისთვის და მალე აღარც დასჭირდებოდა. ლატური საკუთარი
ცნობიერების გარემოცვაში იმყოფებოდა, გონება ადრინდე-
ლივით უჭრიდა, აზროვნება არ ღალატობდა, ზედმიწევნით
აწონილ-დაწონილი ყოველი ნააზრევი იქვე, ხელის ერთ გაწ-
ვდენაზე ეგულებოდა.
ზოგჯერ მასთან შესული მაგდალენა ან ბერნარი თუ რამეს
ჰკითხავდნენ, პასუხის გაცემამდე მამა ლატური რამდენიმე წა-
მით ყოვნდებოდა, რადგან დრო სჭირდებოდა წარსულზე ფიქ-
241
რებისთვის თავის დასაღწევად და აწმყოში დასაბრუნებლად.
ხვდებოდა მათ წარმოდგენებს – ისინი თვლიდნენ, რომ ბერი-
კაცს აზროვნება ღალატობდა, არადა, მისი გონება უჩვეულო
გამალებით აცოცხლებდა განვლილი ცხოვრების დიდებულ
სურათებს, იმ ცხოვრებისა, რომლის შესახებაც ირგვლივ მყო-
ფებმა არაფერი იცოდნენ.
როცა ვითარება მოითხოვდა, აწმყოს უბრუნდებოდა, თუმ-
ცა აწმყოშიც ბევრი არაფერი დარჩენილიყო! მამა ჟოზეფი
ცოცხალი აღარ იყო, ორივე ოლივარესი და კიტ კარსონიც
გარდაცვლილიყვნენ, რეალობაში მხოლოდ მეორეხარისხო-
ვანი პერსონაჟები მოქმედებდნენ. ერთ დილას, სანტაფეში ჩა-
მოსვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ეპისკოპოსს არა მო-
გონებებში, არამედ ცხადად ეწვია მისი წარსული ცხოვრები-
დან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პიროვნება, აწმყოს შე-
მორჩენილი ერთი სხივი, ნავახოელი ეუსაბიო. კოლორადო
ჩიკიტოს სავაჭრო პუნქტებიდან გავრცელებული ხმები არქიე-
პისკოპოსის შეუძლოდ ყოფნის შესახებ ინდიელის ყურამდეც
მისულიყო და მამა ლატურის სანახავად ჩამოსულიყო სანტა-
ფეში. ეუსაბიოც დაბერებულიყო. კიდევ ერთხელ ჩამოართვეს
ხელი მეგობრებმა ერთმანეთს. ეპისკოპოსმა თვალზე მომ-
დგარი ცრემლი მოიწმინდა:
– როგორ ველოდი ამ შეხვედრას, მეგობარო. მინდოდა
მეთხოვა, რომ ჩამოსულიყავი, მაგრამ აქამდე ძალზე შორი
გზაა გამოსავლელი.
ბებერმა ნავახოელმა გაუღიმა:
– ახლა უკვე აღარ არის შორი. მანქანით ჩამოვედი, პადრე.
გელუპში ჩავჯექი მანქანაში და დღესვე აქ გავჩნდი. გახსოვთ,
ერთხელ ჩემი სოფლიდან მე და თქვენ რომ წამოვედით სანტა-
ფეში, რამდენ ხანს ვიარეთ? ლამის ორი კვირა მოვანდომეთ
გზას. ახლა ადამიანები სწრაფად მგზავრობენ, მაგრამ არ ვი-
ცი, უკეთესი მიმართულებით თუ წავლენ.
– ნუ შევეცდებით მომავლის გამოცნობას, ეუსაბიო. ასე
აჯობებს. მანუელიტოზე რას მეტყვი?
– მანუელიტო კარგად არის, კვლავაც წინამძღოლობს თა-
ვის ხალხს.

242
ეუსაბიო დიდხანს არ დაყოვნებულა, მამა ლატურს უთხრა,
– საქმეების გამო რამდენიმე დღით სანტაფეში მიწევს ყოფნა
და ხვალაც გინახულებთო. სინამდვილეში, არანაირი საქმე არ
ჰქონდა, უბრალოდ, მიხვდა, რომ არქიეპისკოპოსს დიდი დღე
აღარ ეწერა და ამიტომ დარჩენა გადაწყვიტა.
მისი წასვლის შემდეგ არქიეპისკოპოსი ბერნარს მიუბრუნ-
და და უთხრა:
– შვილო ჩემო, ამდენ ხანს იმისთვის ვიცოცხლე, რომ ორ-
გვარი სიავის გამოსწორებას მოვსწრებოდი: ერთი შავკანიან-
თა მონობის დასასრული იყო, მეორე კი – ნავახოების დაბრუ-
ნება თავიანთ მიწა-წყალზე.
მამა ლატური წლების განმავლობაში წუხდა ინდიელთა
ომების გამო და უნდოდა, ამ ბრძოლებს მანამდე მოღებოდა
ბოლო, სანამ თუნდაც ერთი ნავახო ან ერთი აპაჩი ჯერ კიდევ
ცოცხლობდა. ბევრმა ვაჭარმა და მეწარმემ გვარიანად მოით-
ბო ხელი ამ საბრძოლო შეტაკებების დროს. პოლიტიკური მან-
ქანა და ურიცხვი კაპიტალი მუშაობდა საიმისოდ, რომ ომი
კვლავაც გაგრძელებულიყო.

7
მოწიფულ ასაკში მყოფი ეპისკოპოსის ნიუ-მექსიკოში გა-
ტარებულ წლებს ნავახოების დევნა და მათი მშობლიური მხა-
რიდან აყრა ჩრდილავდა.ა ახალ ეპარქიაში პირველად ჩამო-
სული მალევე დაუახლოვდა ეუსაბიოს. სწორედ მასთან მე-
გობრობამ განაპირობა ლატურის დაინტერესება ნავახოებით;
ეს მომთაბარე ხალხი აღაფრთოვანებდა და წარმოსახვას უმ-
ძაფრებდა მღვდელმთავარს; იმის მიუხედავად, რომ ნავახო-
ებს პუებლოს მკვიდრ ინდიელებზე მეტად უჭირდათ თეთრკა-
ნიანთა ცხოვრების წესებთან შეგუება და უფრო გულგრილად
ეკიდებოდნენ მისიონერებსა და თეთრკანიანთა რელიგიას,
მამა ლატური მაინც არაჩვეულებრივ ძალას გრძნობდა მათში.
ამ ინდიელთა ამოუცნობი თავდაჭერილობის მიღმა იგრძნო-

243
ბოდა მიზანდასახულობა და თვითრწმენა, რაღაც ქმედითი,
სწრაფად განხორციელებადი და ზღვარდაუდებელი. ნავახოე-
ბის განდევნა მათი მშობლიური კუთხიდან, რომელიც კაცმა
არ იცის, რამდენად უხსოვარი დროიდან ეკუთვნოდა ამ
ხალხს, უსამართლობად და ზეცადაღვლენილ მწუხარების ღა-
ღადისად მიაჩნდა ეპისკოპოსს. ვერც იმ საშინელ ზამთარს
ივიწყებდა, ნადირივით მახე რომ დაუგეს ათასობით ადამიანს,
საკუთარი რეზერვაციიდან აყარეს და მდინარე პეკოსის გაყო-
ლებით, სამასი მილით დაშორებული ბოსკ რედონდოსკენ წა-
ასხეს. გზაში ასობით კაცი, ქალი და ბავშვი დაიხოცა შიმშილი-
სა და სიცივისგან; მთა-მთა სიარულით ქანცგაწყვეტილი
ცხვრები და ცხენებიც ამოწყდა. თავისი ნებით გზას არავინ
გასდგომია, შიმშილმა და ხიშტმა აიძულა წასვლა; საცოდა-
ვებს ჯგუფ-ჯგუფად იჭერდნენ და მხეცურად ერეკებოდნენ გა-
დასახლებაში.
სწორედ შეცდომაში შეყვანილი მისი მეგობარი კიტ კარ-
სონი იყო, ვინც დაიმორჩილა ცოცხლად დარჩენილი ნავახო-
ები, ვინც კვალში ჩაუდგა მათ და შეიჭრა კანიონ დე შეიში, რო-
მელსაც საძოვრებიდან და ფიჭვნარიდან გამოქცეულმა ინ-
დიელებმა უკანასკნელი თავშესაფრის იმედად მიაშურეს. ესე-
ნი იყვნენ მწყემსები. მათ პირუტყვის გარდა სხვა არაფერი ება-
დათ; ქალები და ბავშვები საპატრონებელი ჰყავდათ, მაგრამ
ცუდად შეიარაღებულებს საბრძოლო მასალა არ ჰყოფნიდათ.
თეთრკანიანთა რაზმებისთვის უწინ შეუღწეველი ეს კანიონი
ნავახოებს თავიანთი ძველისძველი ღმერთების სამკვიდრებ-
ლად მიაჩნდათ, შიფროკის მთასავით მიუწვდომელ ადგილად
ეგულებოდათ და თავიანთი ცხოვრების გულისგულად სახავ-
დნენ.
კარსონი ფეხდაფეხ მიჰყვა მათ, კოშკისებრი კლდეების
შიგნით მოქცეული და თვალსმოფარებული წითელი ქვიშაქ-
ვის სამყაროში, გაუნადგურა საკვების მარაგი და თვალსმო-
ფარებული პურის ყანები, აუჩეხა მათთვის ესოდენ ძვირფასი,
ტერასებზე აყვავებული ატმის ბაღები. როცა ნავახოებმა შებ-
ღალული და იავარქმნილი იხილეს ყველაფერი, რაც წმინდად
და ღირებულად მიაჩნდათ, გული ჩაწყდათ. ისინი არ დანებე-

244
ბულან, უბრალოდ ბრძოლა შეწყვიტეს და დამპყრობლის გან-
კარგულებაში მოექცნენ. კარსონი ჯარისკაცი იყო და ბრძანე-
ბებს ემორჩილებოდა, სამხედროსთვის დამახასიათებელ სას-
ტიკ სამუშაოს ასრულებდა. მაგრამ ყველაზე მამაცი ნავახო ბე-
ლადი მაინც არ შეუპყრია. კანიონ დე შეიში თავისი ხალხის
ასეთი გამანადგურებელი მარცხის შემდეგაც კი, მანუელიტო
ისევ თავისუფალი იყო. სწორედ იმხანად ჩავიდა სანტაფეში
ეუსაბიო და ეპისკოპოსს სთხოვა, მანუელიტოს შეხვედროდა
ზუნიში. როგორც მღვდელს, ლატურს არაგონივრულად მიაჩ-
ნდა დამნაშავედ გამოცხადებულ ლიდერთან შეხვედრა, მაგ-
რამ ის ხომ ადამიანიც იყო და სამართლიანობას ითხოვდა.
გარდა ამისა, ისეთი ფორმით სთხოვეს, რომ უარი ვერ უთხრა
და ეუსაბიოს გაჰყვა.
იმის მიუხედავად, რომ მთავრობას დიდი ჯილდო ჰქონდა
დაწესებული ცოცხალი ან მკვდარი მანუელიტოს ხელში ჩა-
საგდებად, ეს კაცი და მისი მიმდევრები მაინც თამამად დააჭე-
ნებდნენ დაჯაგლაგებულ, ნახევრად მშიერ ცხენებს ინდიელთა
რეზერვაციაში. ნავახოს ლიდერი ეუსაბიოს სამშობლოში, კო-
ლორადო ჩიკიტოში იმალებოდა.
მანუელიტოს იმედი ჰქონდა, რომ ეპისკოპოსი ვაშინგტონ-
ში ჩავიდოდა და ხელისუფლების წარმომადგენლებს მანამდე
შეავედრებდა მის თანამოძმეებს, სანამ ისინი ჯერ კიდევ არ
აღგვილიყვნენ პირისაგან მიწისა. ეს ხალხი მთავრობას არა-
ფერს სთხოვდა, თავისი რელიგიის შენარჩუნებისა და უხსოვა-
რი დროიდან მათი კუთვნილი მიწების დაბრუნების გარდა.
ლიდერმა ეპისკოპოსს აუხსნა, რომ მათი მიწა-წყალი და რე-
ლიგია ერთ განუყოფელ მთლიანობას წარმოადგენდა, ხოლო
პადრესთვის ცნობილ კანიონ დე შეიში მათი ხალხი იმ დრო-
იდან ცხოვრობდა, როცა ჯერ კიდევ პატარა, სუსტ ტომს წარ-
მოადგენდა. ამ კანიონმა ასაზრდოვა, დაიცვა და დედობა გა-
უწია ნავახოებს. უფრო მეტიც, მათი ღმერთებიც იქ ბინადრობ-
დნენ, კლდეში გამოკვეთილი მღვიმეების მიუდგომელ თეთრ
სადგომში, რომლებიც თეთრკანიანთა სამყაროზე ბევრად უფ-
რო ძველი იყო და სადაც ჯერ არც ერთ ადამიანს არ დაედგა

245
ფეხი. მათი ღმერთები სწორედ ისევე მკვიდრობდნენ იქ, რო-
გორც პადრეს ღმერთი სუფევდა ეკლესიაში.
კანიონ დე შეის ჩრდილოეთით, უდაბურ ტრამალზე წამო-
მართული, თავბრუდამხვევი სიმაღლის, ტანაშოლტილი სალი
კლდე შიფროკი შორიდან, ასე ორმოცდაათი მილის მანძილი-
დან, ძალზე ჰგავდა ერთანძიან, იალქანგაშლილ თევზსაჭერ
ნავს და, ამიტომაც დაარქვა მას თეთრკანიანმა ადამიანმა შე-
საბამისი სახელი – შიფროკი, ანუ „კლდე ხომალდი“. თუმცა
ინდიელები მას სხვა სახელს ეძახდნენ, რადგან სჯეროდათ,
რომ ის ოდესღაც მფრინავი ხომალდი იყო. როგორც მანუე-
ლიტომ უთხრა ეპისკოპოსს, თურმე მრავალი წლის წინ ეს
კლდე ჰაერიდან დაშვებულიყო და თან, შორეული ჩრდილოე-
თიდან – იქიდან, სადაც ყველანაირი ადამიანი შეიქმნა – წა-
მოეყვანა თავის მწვერვალზე მოკალათებული პირველი მშობ-
ლები, რომლებმაც დასაბამი მისცეს ნავახოს ჯიშს. მიწა, რო-
მელზეც ეს კლდე დაეშვებოდა ამ ხალხის სამშობლო უნდა
გამხდარიყო. ჰოდა, ისიც დაეშვა და ჩაეფლო ადამიანისთვის
ძნელად შესაგუებელი უდაბნოს ტრამალზე, თუმცა ნავახოებ-
მა მიაგნეს კანიონ დე შეის, სადაც თავშესაფარი და მუდმივად
მოჩუხჩუხე წყალი იპოვეს. კანიონი და შიფროკი მოსიყვარუ-
ლე მშობლებივით ზრუნავდნენ ამ ხალხზე. ნავახოებისთვის
მთელი მიდამო იმაზე უფრო წმინდა ტერიტორიას წარმოად-
გენდა, ვიდრე თეთრკანიანთათვის ეკლესია ან სხვა რომელი-
მე თაყვანსაცემი ადგილი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გა-
ნა შეეძლოთ მათ სამასი მილის გავლა და უცხო მხარეში ცხოვ-
რება?
გარდა ამისა, ბოსკ რედონდო რიო გრანდეს შორეული აღ-
მოსავლეთით, მდინარე პეკოსზე მდებარეობდა. მანუელიტომ
რუკა პირდაპირ ქვიშაზე გაშალა და ეპისკოპოსს აუხსნა, რომ
მისი ხალხი თავიდანვე განწირული იყო, რადგან ვერ შეძლებ-
და გადაელახა აღმოსავლეთით რიო გრანდე, ჩრდილოეთით
რიო სან ხუანი და დასავლეთით რიო კოლორადო; ასე რომ
მოქცეულიყო, მთელი ტომი დაიღუპებოდა. მისი თქმით, თუ
ისეთი დიდებული მოძღვარი, როგორიც მამა ლატური იყო, წა-

246
ვიდოდა ვაშინგტონში და ამ ყველაფერს შეატყობინებდა
მთავრობას, იქნებ ყურადაც ეღოთ მისი ნათქვამი.
მამა ლატური შეეცადა ინდიელისთვის გაეგებინებინა,
რომ პროტესტანტულ ქვეყანაში ერთადერთი რამ, რისი მოგ-
ვარებაც კათოლიკე მღვდლის ძალებს აღემატებოდა, მთავ-
რობის საქმეებში ჩარევა იყო. მანუელიტო მოკრძალებით უს-
მენდა, მაგრამ ეპისკოპოსმა შეატყო, რომ ლიდერს არ სჯერო-
და მისი. როგორც კი ლატურმა ლაპარაკი დაამთავრა, ნავახო
წამოდგა და უთხრა:
– თქვენ კრისტობალის მეგობარი ხართ. ის დევნის ჩემს
ხალხს და მთების გადაღმა მიერეკება, ბოსკ რედონდოსკენ.
უთხარით იმ თქვენს მეგობარს, რომ ცოცხლად ვერასოდეს ჩა-
მიგდებს ხელში, შეუძლია მოვიდეს, როცა ინებებს და მომ-
კლას. ორი წლის წინ იმდენი ცხვარი მყავდა, თვლა მიჭირდა,
ახლა ოცდაათიღა დამრჩა. კიდევ რამდენიმე გაძვალტყავებუ-
ლი ცხენი დამიდის. ჩემი შვილები მცენარეთა ფესვებით იკვე-
ბებიან, საკუთარ თავსა და სიცოცხლეს აღარ ვჩივი. დედაჩემი
და ჩემი ღმერთები დასავლეთში არიან და მე არასოდეს გა-
დავლახავ რიო გრანდეს.
დმანუელიტოს მართლაც არასოდეს გადაულახავს მდინა-
რე! ის მანამ იმალებოდა, სანამ მისი ხალხი არ დაბრუნდა გა-
დასახლებიდან. წარმოუდგენლად გაუთვალისწინებელი რამ
მოხდა:
ბოსკ რედონდო სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდა ნა-
ვახოებისთვის. იქაური მიწის დამუშავება და მორწყვა შესაძ-
ლებელი იყო, მაგრამ ეს ხალხი მომთაბარე მწყემსების ცხოვ-
რებას ეწეოდა და მიწათმოქმედების ბევრი არაფერი გაეგებო-
და. იქ არც საძოვარი იყო და არც შეშა, ამიტომაც ნავახოელე-
ბი საწვავად იყენებდნენ პროზოპისის ფესვებს, რომლებსაც
მიწიდან თხრიდნენ და აშრობდნენ. ამ ტუტემიწიან გარემოში
ასობით ინდიელი დაიხოცა, უვარგისი წყლით მოიწამლა. ბო-
ლოს, როგორც იქნა, მთავრობამ აღიარა დაშვებული შეცდო-
მა, – ასეთი რამ კი იშვიათად თუ ხდებოდა. ხუთი წლის დევნი-
ლობაში ყოფნის შემდეგ ნავახოს ხალხს ნება დართეს თავი-
ანთ წმიდათაწმიდა მიწა-წყალს დაბრუნებოდა.

247
1875 წელს ეპისკოპოსი და მისი ფრანგი არქიტექტორი,
რომელიც მალე ისევ საფრანგეთში უნდა დაბრუნებულიყო,
მიდამოს დასათვალიერებლად არიზონაში ცხენებით გაემ-
გზავრნენ. ლატურს წილად ხვდა ბედნიერება, იქ მშობლიურ
ტრამალებზე თავისუფლად მონავარდე ნავახოელი მხედრები
ენახა. ორი ფრანგი კანიონ დე შეიმდე ჩავიდა უცნაური ფრი-
ალო კლდის ნანგრევების დასათვალიერებლად. ქვიშაქვის
კედლებში მოქცეულ სამყაროში ყანა ისევ აბიბინებულიყო,
მშვენიერი სამგვერდა ალვის ხეების ჩრდილში ცხვარი ბალა-
ხობდა და მახლობლად მოჩუხჩუხე ნაკადულის წყლით იკლავ-
და წყურვილს; იქაურობა ინდიელთა ედემის ბაღს ჰგავდა.
უკვე მოხუცებულ და დაუძლურებულ არქიეპისკოპოსს
თვალიდან არ შორდებოდა გარდასულ დღეთა პირქუში თუ ნა-
თელი სურათები; გადასასახლებლად და რიო გრანდეზე გადა-
სარეკად გამზადებული ნავახოელების სახეებზე აღბეჭდილი
საშინელება; გრძელი ნაკადი უკან, მშობლიურ მხარეში დაბ-
რუნებული გადარჩენილი ინდიელებისა, რომლებსაც თან
მოჰყავდათ ცხვრის შეთხელებული ფარა; მოხუცები და ბავ-
შვები. ახსენდებოდა მცირე კოლორადოში ეუსაბიოსთან ერ-
თად გატარებული ადრეული გაზაფხული, ჯერ კიდევ არ დას-
რულებული დოლის პერიოდი, შავტუხა მხედრები, ხელში ატა-
ტებული დაობლებული ბატკნებით და ახალგაზრდა ნავახო ქა-
ლი, რომელიც ნერბის მოძებნამდე საკუთარი ძუძუთი კვებავ-
და კრავს.
– ბერნარ, – ჩაილაპარაკებდა ხოლმე მოხუცი, – ღმერთმა
მადლი მოიღო ჩემზე, იმდენ ხანს მაცოცხლა, რომ ძველ სიავე-
თა გამოსწორება საკუთარი თვალით მენახა. წინათ მეგონა,
რომ ინდიელები გადაშენდებოდნენ, ახლა კი მჯერა, ღმერთი
მათ თავის მფარველ კალთას გადააფარებს.

248
8
ამერიკელმა ექიმმა ავადმყოფის მდგომარეობა გააცნო
არქიეპისკოპოს ს.-ს და დედა იღუმენიას:
– ახლა პრობლემას მისი გული წარმოადგენს. სტიმული-
რებისთვის წამალს მცირე რაოდენობით ვაძლევდი, ის უკვე
აღარ მოქმედებს, მაგრამ დოზის გაზრდას ვერ გავბედავ, რად-
გან შესაძლოა ფატალური შედეგი გამოიღოს. ამიტომაც ხე-
დავთ მასში ასეთ ცვლილებას.
ცვლილება კი ის იყო, რომ მოხუცმა უარი თქვა ჭამაზე და
თითქმის სულ ეძინა ან თავს იმძინარებდა. მისი სიცოცხლის
უკანასკნელ დღეს უკვე ყველამ ყველაფერი იცოდა. მთელი
დღის განმავლობაში ტაძარი სავსე იყო ლატურის სულისთვის
მლოცველი ადამიანებით, მოდიოდნენ და მიდიოდნენ მონაზ-
ვნები, მოხუცი ქალები, ახალგაზრდა კაცები და ქალიშვილე-
ბი. ავადმყოფი დილით ადრე აზიარეს. სანტაფეში ჩამოვიდნენ
მეზობლად მცხოვრები ტესუკი ინდიელებიც, ისხდნენ არქიე-
პისკოპოსის ეზოში და ისმენდნენ ამბებს მომაკვდავის მდგო-
მარეობის შესახებ. მათთან იყო ნავახო ეუსაბიოც. ლატურის
ძველი მსახურები, ფრუქტოზა და ტრანკვილინო მლოცველებ-
თან ერთად ტაძარში იმყოფებოდნენ.
მაგდალენა, დედა იღუმენია და ბერნარი თავს დასტრია-
ლებდნენ მომაკვდავს. გასაკეთებელი ბევრი არაფერი იყო,
მხოლოდ გულისყური და ლოცვა ესაჭიროებოდა მშვიდად და
უდრტვინველად მწოლიარე მღვდელმთავარს. ზოგჯერ ძილს
ეძლეოდა და ეს ადვილი შესამჩნევი ხდებოდა მისი მოდუნებუ-
ლი ნაკვთების მეშვეობით; მერე სახეს ისევ უბრუნდებოდა
მეტყველი იერი და თვალდახუჭულსაც ეტყობოდა, რომ გონზე
იყო.
დღის მიწურულს, დაბინდებისას, სანთლების ანთების შემ-
დეგ ეპისკოპოსს მოუსვენრობა დაეტყო, შეიშმუშნა და ალუღ-
ლუღდა. ფრანგულად ჩურჩულებდა რაღაცას. ბერნარმა რამ-
დენიმე სიტყვა გაარჩია, მაგრამ აზრი ვერ გამოიტანა, მერე სა-
წოლთან ჩაიჩოქა და ჰკითხა:
– რა ხდება, მამაო? მე აქა ვარ.
249
მამა ლატური ლუღლუღს განაგრძობდა და ხელებს უღო-
ნოდ ამოძრავებდა. მაგდალენამ ჩათვალა, რომ ეპისკოპოსს
მათთვის რაღაცის კითხვა ან თქმა უნდოდა. მაგრამ, სინამ-
დვილეში, მას საამქვეყნო პირი უკვე აღარ უჩანდა; ის ახლა
იდგა მშობლიურ მთებს შორის მოქცეულ, ოდნავ დაქანებულ
მწვანე მდელოზე და ცდილობდა ენუგეშებინა ახალგაზრდა კა-
ცი, რომელიც მის თვალწინ ორ ცეცხლშუა იდგა – წასვლის
სურვილისა და დარჩენის აუცილებლობის გამო. ის ცდილობ-
და, ახალი სული შთაებერა ამ ღვთისნიერი და ძალაგამოცლი-
ლი მღვდლისთვის. დრო კი ცოტა იყო საამისოდ, პარიზისკენ
მიმავალი დილიჟანსი უკვე მოხრიგინებდა მთიან ხეობაში.
როცა ტაძარში მწუხრის ზარებმა დარეკა, სანტაფეს მექსი-
კელი მოსახლეობაცა და ამერიკელი კათოლიკეებიც მუხლებ-
ზე დაემხნენ. ისინიც, ვინც არ დაჩოქილა, გულში ლოცულობ-
დნენ. ეუსაბიო და ტესუკელი ბიჭები უხმაუროდ გავიდნენ ხალ-
ხთან ამბის საუწყებლად. მეორე დილით მოხუცი არქიეპისკო-
პოსი უკვე თავის მიერ აშენებული ეკლესიის მთავარი საკურ-
თხევლის წინ ესვენა.

250

You might also like