You are on page 1of 131

კალმის წვერზე

მე ერთი თინეიჯერი ბიჭი ვარ. სამყაროს


ჩემებურად აღვიქვამ და სხვებსაც ვესაუბრები ჩემს
მსოფლმხედველობაზე. გადავწყვიტე, ჩემი აზრები
თქვენც გაგიზიაროთ.

მე მახსოვს ბავშვობაში დანახული სამყარო,


პატარა, უცოდინარი, გულუბრყვილო
თვალებიდან. მაშინ ცხოვრებაში ჩანდა რაღაც
ძალიან სასიამოვნო, რომლისკენაც
მივისწრაფვოდი. ფონად კი ამ მისწრაფებას
ბავშვად ყოფნის სიძულვილის ექო გასდევდა, ჩემი
წვალებით გაუმაძღარი.
შემდეგ დაგინახე შენ, დავინახე დიდად ყოფნის
მცირე ანარეკლი, ნაზად შემოჭრილი ჩემს
ყოველდღიურობაში და მაშინვე შემზიზღდა ის.
ზიზღი არ იყო გამოწვეული გამოუცდელობით,
არა, მე ყველაფერი გავიგე და ამოვხსენი. გავიგე ამ
ცხოვრების ბორბალი როგორც ტრიალებს და
მაშინვე საკუთარ თავში ჩავიკეტე. ახლოს არავის
ვუშვებდი. ხსნაში კი მხოლოდ საკუთარ თავთან
ჭიდილს ვხედავდი.
მე ეს მაგიჟებს. უფრო მაგიჟებს ის, რომ ჩემი
გაგიჟება შესაძლოა შეუძლებელიც კი იყოს,
რადგან გულში ჩემთვის სისხლის მაგივრად
ბლანტი ფოლადი ჩაუქსოვიათ, რომელიც
ძარღვებში მწველად მიედინება და აუტანელ
ტკივილს იწვევს. ტკივილს თვალებ-ახელილი
ადამიანისა, რომელსაც სამყაროზე ხელი
ჩაუქნევია.
აქ ისევ გამოჩნდი შენ, რომელსაც ჩემს
ცხოვრებაში ადგილი თურმე მუდამ გეჭირა, თუმცა
ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა მოგენიჭა და
გვიან შეგამჩნიე.
შენი სიტყვები ჩამესმა: “მე მაქვს ყველაფერი,
რაც შენ გჭირდება, მოდი და მიიღე შენი დიდება.”
და ზუსტად მაშინ სპონტანურად დამარტყი. ისე
დამარტყი, რომ წყვდიადში მომაქციე, საკუთარი
ფიქრების მსხვერპლად დამტოვე, საკუთარი თავის
საჯიჯგნად დამაგდე, ჩემი თავის მტერი გამხადე.
თავად კი სამუდამოდ ჩაჩუმდი. ჩემს კითხვებს
ისხლეტდი, რომელიც აუარებლად გამაჩნდა.
კითხვები, რომლებსაც პასუხების წყურვილით
გონების გალავანი გადაულახავთ და ხრამს
გადაჰკიდებიან, სასიკვდილოდ განწირულნი.
პასუხგაუცემელი კითხვა მისი ავტორის მსგავსად
ცარიელია, რადგან ვერც ერთს მოუნახავს
საკუთარი თავის შემავსებელი მეორე ნახევარი და
ვერც მეორეს.
ცხოვრებას ჩემთვის განკუთვნილი გამოცდის
პირობა შავი კალმით უწერია, უფერო სამყაროში.
ეს მე თავად, ჩუმად ვაჩუქე ჩემს თავს ფერები.
გაბრაზებულმა კი ალბათ ისინი დიდი ხნით
წამართვი. ცარიელ ავტორად გადამაქციე და ენა
ამომადგმევინე. ახლა ფერებისაკენ აღარ
მივილტვი, მაგრამ მაინც მიხარია, როცა ვხედავ,
რომ სხვა ცხოვრობს ფერად სამყაროში.
მე საბოლოოდ შევეგუე ბედს, თუმცა არ
გამიანალიზებია, რომ ამ ციებ-ცხელებაში
ცხოვრებას მებრძოლად გამოვუწრთობივარ და
საბრძოლველად გავუმზადებივარ. მან მე
სიძულვილით შემაყვარა თავი, ახლა კი ჩემი
განუყოფელი ნაწილია და ყველგან თან დამაქვს.
შენ მითხარი, მიმეღო ეს საჩუქარი.
და როგორც ამბობენ, არჩევანი არ არსებობს.
ჩვენ არჩევნის წინაშე დადგომისთანავე ვიცით,
რასაც გადავწყვეტთ. ჩემს წილ არჩევანს კი
საკუთარი თავი უკვე გადაუწყვიტავს.
(ნაწარმოებში მოყვანილი ყველა დიალოგი
ფანტაზიის ნაყოფია.
ბარბარიზმებისთვის და ცენზურისთვის
მომიტევეთ, ჩემი დამოკიდებულების
გადმოსაცემად არის საჭირო)

ნაწილი I
problemas devastadores
დამღუპველი პრობლემები

თავი I
სულ მწვანეზე გვევლოს?

Sheni dakali sheajanjghareo dghes eubneba.

ra cherez-cherez gkbens? Movides aba

cherez kiaraaa au xval male gatendes


Geficebi
Gamarjoba marusi kiara
Itirebstko geubnebi
Aricis jer vis etamasheba
Magas exla isunda roo mivide da chavexuto da
xelze vefero da vamshvido.

Egeti xalxis sacodaobit


siamovneba unda miigho da ikaifo.
Shen araferi dagakldeba.
კაიფობთ? მე მააგარს ვკაიფობ. ოღონდ ამ
ჩატზე არა, ვაფშე ვკაიფობ. ფანჯრის რაფაზე
საფერფლე მიდევს და საცოდავი თვალებით
მიყურებს. იცის, დღეს რომ არ ასცდება გავსება.
ასანთი ინთება, წვავს სიგარის თავს.
მადიანი ჩასუნთქვა, ნელი ამოსუნთქვა. მზად
ვართ.
დასაწყისზე ბევრი არ მიფიქრია. უბრალოდ, რაც
გულიდან მოდის, იმაზე დავწერ.
ჩემს გულის ტკივილს უკვე ყველგან ვხედავ -
სახლში, ეზოში, ბაღში. გარეთ ხე დგას ჩემი
ფანჯრის წინ და ერთი ცოტა ნერვებზე ამშლელი
თვისება აქვს: რამდენად გულნატკენიც არ უნდა
ვიყო, მაგას მაგარი ჰკიდია. არადა მე და ხე ერთად
გავიზარდეთ. თავიდან ხე არ იყო, ხის პატარა
ნაბი*ვარი გახლდათ, უტრაკო და არაფრისმაქნისი.
ქარი საითაც დაუბერავდა, იქით იცვლიდა პირს.
გაიზარდა და არც არაფერი შეცვლილა.
ამგვარი ხეებითაა სავსე ჩემი უბანი. მერე
ამგვარი უბნებითაა სავსე ჩემი ქალაქი და ამის
მერე რაც მოდის სიდიდეში, ყველაფერი სავსეა. ეს
ცხოვრება კიარა ხეობაა. მაგრამ იტოგში მეც უკვე
მაგარი მკიდია, იმიტომ, რომ მე არ ვიყავი ის ტიპი
ფუნჯით ხელში, ამ მახინჯ ცხოვრებას რომ ქმნიდა.
ვიცი, რომ ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი დროის
კარგვაა ბრბოს ეჯაჯგურებოდე
გამოსაცოცხლებლად. მაგრამ, რაღაც
ადამიანურმა გრძნობამ არ მომასვენა და, დღეს
თქვენს წინაშე მაინც წარვდგები. არა ნიღბით,
არამედ ცხადად, და ვისაუბრებ იმაზე (პირველ
ნაწილში), რაც მე იდეაში უკვე დაკიდებული მაქვს.
კაიფში ის იგულისხმება, რომ მე ამ სამყაროს
შემხედვარე სხვა ხეების დანაკიდებს და
არდანაკიდებს ვიკიდებ. თითქოს, დიდად არც
ვნერვიულობდი, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც
მჭამდა დანაშაულის გრძნობა, რომ ზედმეტად
უგრძნობი ვიყავი ჩემს ქვეყანასთან მიმართებაში.
მეც თავს ვაიძულე, გულთან ახლოს მიმეტანა
მთელი ქვეყნის სატკივარი. და სწორედ აქ დაიბადა
ჭეშმარიტება, ვინაიდან როცა ჩვენი მდგომარეობა
გავაანალიზე, მაგრად დავიგრუზე. მერე აზრზე
მოვედი და გამახსენდა, რომ თუ შენ პრობლემის
იდენტიფიცირება და გააზრება სწორად შეგიძლია,
მაშინ უკვე დგახარ მისი აღმოფხვრის გზაზე.
თურმე, ჩემი თავისთვის ნაპერწკალი მიმიცია,
რომელსაც სამყარომ დაუყოვნებლივ ერთი
მადიანი შეუბერა და ააგიზგიზა. ერთი
პროგრესული ფიქრი ჩემთვის წიგნის დაწერის
მუზად გადაქცეულა და ამით უკვე დიდ
სიამოვნებასაც ვიღებ.
არა, ვენაში არ ვკაიფობ, იმით ვკაიფობ, რომ
ხალხი, რომელიც ევროპაში შეტენვაზე ან*რევს,
ტუპა აზიელები არიან, იმაზე ვკაიფობ, რომ
რელიგიური ტიპები ‘’უფლის სახელით’’ სხვა
ტიპებს ცემენ. ახალ სამყაროზე ვკაიფობ,
ჩამონგრეულ სამყაროზე. კიდე ბევრ რამეზე
ვკაიფობ. მაგას ეტაპობრივად ავხდი ფარდას. და
თუ გამომყვებით, მიხვდებით, რომ ბევრ ისეთ
რამეზე ვფიქრობ, რაზეც თავადაც გიფიქრიათ,
მაგრამ მხოლოდ გულში. მე თქვენს გულთან მინდა
დიალოგში შესვლა, მაგრამ, მოდი, წესები
დავიცვათ.
უპირველეს ყოვლისა, ეს გულახდილი დიალოგია,
პროსტა ცალმხრივი ინფორმაციის მიწოდებით. მე
ვწერ, თქვენ კითხულობთ, მაგრამ ამავდროულად
გესაუბრებით კიდეც და, თავში განხილული მაქვს
თქვენი სავარაუდო რეაქციები აქ წაკითხული
თითოეული სიტყვიდან გამომდინარე.
მეორე, თუ მოულოდნელად ბრაზს იგრძნობთ,
კარგად ჩაუფიქრდით იმას, რაზეც გაბრაზდით.
იცოდეთ, რომ ჩემი მოვალეობა თქვენი
გაბრაზებაა.

ავტორისგან

მოგესალმები, მკითხველო. ჩემი ნააზრევის


გაცნობისას ვიცი, ბევრი აზრი გაგიელვებს თავში,
ბევრჯერ გადახედავ საკუთარ ცხოვრებას,
ბევრჯერ ჩაიხედავ ჩემი გულის წიაღებში. ალბათ
გამკიცხავ კიდეც, მაგრამ ეს ყოველივე შეგიძლია
საკუთრი თავის გასაძლიერებლად გამოიყენო. მე
ამ ნაშრომს გიანდერძებ და ეს არის საუკეთესო
რამ, რისი გაკეთებაც შემიძლია.

მე მოვკალი შესავალი

კალმით ომს ვწერ, ომით ფურცლებს


ვავსებ სისხლის წითელ მელნით;
დიდებას ვერ მოსთხოვ ბრიყვებს,
თუ თითონაც არ ბრიყვდები.

თეთრს და შავის ფერს ვეღარ ვცნობ.


ისე ბრმა ვარ სიბნელეში,
რომ თუ თეთრი არ მიჩვენე,
შავს ხელს ვერ გავუშვებ, მერჩის.

ბევრი მოყვრის გამთელავი


კაცი მაშინ გამოდგები,
თუ ათასი მტრის მომკვლელი
ათასერთჯერ შეცდუნდები.

და მეც აქ ვარ, მრავალი მტრის


მკვლელი, განსჯას ველოდები,
და თუ მსჯელი
დამინახავს სისხლის მსმელად,
გადავრჩები.

მაგრამ ვაი, რომ იმედი


ცხადად მაშინ მომევლინა,
როცა სითბო შევიგრძენი
და მაცდურად მომეძინა.

უმოწყალოდ შემიყვარა,
და უნებლივ სმენას მოჰყვა,
მან უმალვე შეიმეცნა,
ჩემში ბავშვი რატომ მოკვდა.

თქვა: “თუ დღის შუქით ნათებას


მოსთხოვ უკუნითი ღამეს,
დავრდომილს ფეხს შედგებიან
სიყვარულით მოუნათვლელს.”

გამოსძალა მის მოწამეს


რწმენა ურჯულოთ-მოთავემ;
შეცდომა რომ დღემ დაუშვა,
პასუხი მოსთხოვეს ღამეს.

რადგან ხარო შავი, მუქი,


ამ ხალხსაც შენ დაღუპავდი,
ბნელს ჩაუცვამს ჩემი ქურქი,
ენანება დარუბანდი.
და ნიკოფსი, ძველად დიდი,
უყოფელი რამ ერთისა,
ათას გვერდს რომ ერთად ევლოთ,
მოკლა ათასმეერთისამ.

შენ თქვი: მზად ხარ?


და მეც მოვედ.
ღამის ძალით ვემზადები,
ვერ მიხილავს მტერი მდორედ,
ვიბადები ხელმეორედ.

და თუ კიდევ ერთი შანსი


თუნდაც წვრილად მოიფანტა,
მაინც შევკრებ, გავამრთელებ,
შანსის შთანთქმა მომენატრა.

როცა გუბეს, მოდუნებულს,


მისცემ მიზანს, მისცემ დენას,
ნაკადული აღსდგება და
ზღვებსაც მისცემს აღმაფრენას.
გაიზრდება, გადაფარავს
უგუნურთა კიდობანებს,
და სიმართლის სიმწრით დუმილს
კვლავ გაუმხელს მთებს და ბარებს.

კვლავ აღვდგები, და რასაც დღის


მონათური დამიბნელებს,
დავადუმებ, პასუხს მოვთხოვ
თვითმარქვია მანათობლებს.

***
ჩემს აზრებში ვერ ნახავთ ზედმეტ კონკრეტიკას,
ნურც შეეცდებით რაიმეს ჩაუღრმავდეთ, მაგრამ
ამავდროულად ყურადღებით მისმინეთ. სანამ
კრიტიკას გამოუშვებდეთ, მანამდე გთხოვთ,
გულდასმით წაიკითხოთ ნაწარმოები, იქნებ,
თქვენს კითხვებზე პასუხი აქვეა!? P.S ჩემნაირ
საუბრის მანერას მიჩვეული ინდივიდები მარტივად
გამიგებენ. მე უფლებას გაძლევთ, თქვენი პირადი
შეხედულება ჩამოიყალიბოთ აქ წაკითხულიდან
გამომდინარე.
ნაწარმოებში მრავლად შეხვდებით ირონიული
სახის იუმორს.
ავტორი არ ცდილობს ვინმეს
სახელის/თავმოყვარეობის შელახვას. ნაწარმოები
ატარებს ინფორმაციულ ხასიათს.

თავი II
რატომ არის კავკასიელი
მოსახლეობა აზიურად და არა
ევროპულად
მოაზროვნე
(თავიდანვე გავაიასნოთ)
ჩვენნაირი ქვეყნისთვის ევროკავშირში შესვლა
მარტივი რამ არ არის. მაგრამ, ჩვენ ხომ შესვლა არ
გვინდა, “შეტენვა” გვინდა. არ არსებობს
კრიტერიუმი, რითაც საქართველო ევროპისათვის
სასურველი ქვეყანა შეიძლება იყოს. საზოგადოების
უმრავლესობაში არ არსებობს სურვილი, რომ
ევროპულ ყაიდაზე მოვექცეთ. ყველას უნდა, რომ
ეს ქვეყანა დამშვენდეს, მაგრამ იმაზე არავინ
ფიქრობს, რომ დასავლელები ჩვენგან
განსხვავებული ღირებულებების მატარებელნი
არიან.
წარმოგიდგენთ მთავარ კრიტერიუმებს, რაც
გვაშორებს ევროპელობისგან და გვაახლოებს
აზიელობასთან:
1. კავკასიელი, უმაღლესის *ოჯახის გავლენით*
დამთავრების შემდეგ ფულის შოვნის მთავარ გზად
განიხილავს წვალებით შრომას, ერთ გადაფსმა
კაბინეტში, მოჭრილ ხელფასზე და ტვინის ბურღ
უფროსის დაქვემდებარებაში, განვითარების
პოტენციალის გარეშე. მას დაბალი ხელფასიც
აკმაყოფილებს და ცხოვრებაში მცირე
განვითარების გარდა პროგრესს ფაქტობრივად
ვერ აღწევს.

2. კავკასიელები ძნელად თმობენ ცუდ


ტრადიციებს. ისეთი წეს-ჩვეულებების გადაგდება,
რომელიც ბევრ შემთხვევაში საზიანოა,
კავკასიელებს ძნელად გამოსდით.

3. უდიდესი რამ, რაც აზიურ მენტალიტეტთან


გვაახლოებს ისაა, რომ კავკასიელი დედიკოები და
მამიკოები შვილებს ტენიან ყველა სკოლის საგანს
და უნდათ შვილებიც აზიარონ საცოდავი
ცხოვრების “სიტკბოს”. (ევროპელებიც ტენიან
სკოლის პირველ წლებში ბავშვებს საგნებს, მაგრამ
მომდევნო წლებში მათი დაბოლება საჭირო აღარ
ხდება, რადგან ბავშვები თავად იმუშავებენ
სისტემაზე დამოკიდებულებას.
აქ კი მშობელი და ბავშვი სკოლაშიც ერთად
სწავლობენ, უნივერსიტეტშიც ერთად აბარებენ,
სამუშაოსაც ერთად შოულობენ და ოჯახსაც
ერთად ქმნიან. ერთი სიტუაციაც მაგარი *ლეობაა
და მეორეც, მაგრამ აქ ცუდსა და უარესს შორის
გვაქვს შედარება)
თუ არ ისწავლი, შვილად არ უნდიხარ. არადა
იქნებ ვიღაცას სუ *ლეზე კიდია შენი სკოლის
საგნები, დამტვრეული მანქანების ჩამოყვანა უნდა,
გაკეთება და მერე გაყიდვა. ტრაკი მაინც არ
გაუხმება კაბიინეტში. ამას პლიუს, სკოლაში ვერ
ისწავლით, თუ როგორ გადაიხადოთ
გადასახადები, როგორ ამოიცნოთ ადამიანები,
როგორ იშოვოთ ფული. ეს ყველაფერი ადამიანს
თან უნდა დაგყვეს, ამას ვერ შეიძენ.
4. ოჯახები საკუთარ გარემოცვაში აწებებენ
შვილებს და ხელს უშლიან დამოუკიდებელი
ინტერესებით და ღირებულებებით ცხოვრებას. ამ
დროს, არავის შეუქმნია რაიმე სასარგებლო
გალიაში გამოკეტილ მდგომარეობაში. ევროპაში,
ან თუნდაც ამერიკაში, ახალგაზრდები პირველი
თვრამეტი წლის განმავლობაში ცდილობენ, რომ
მარტო ცხოვრებისთვის მოემზადონ, ოჯახის მიერ
დათრგუნული ინტერესები მომავალში
დაუბრკოლებლად გამოავლინონ და ბედნიერებას
მიაღწიონ. აქ კი ყველა სტუდენტი დედ-მამაზეა
ჩამოკიდებული. ამას მრავალი უარყოფითი
თვისება აქვს ორივე მხარისთვის. მაგალითად -
პირველი: მშობლები მუდმივად წვალობენ და
სიცოცხლეს იმწარებენ.
მეორე: ახალგაზრდები ყველაფრის მარტივად
მიღებას სწავლობენ.
მესამე: გვეზრდება მენტალურად სუსტი თაობა.
მეოთხე: გადაწყვეტილების მიღების დროს
ადამიანი იძულებული ხდება ოჯახის ინტერესები
გაატაროს.
და ა.შ.
5. პოლიტიკურ არჩევანში ზოგიერთი
თანამედროვე კავკასიელი ისეთივე ჩამოსხმაა,
როგორც თუნდაც ჩინელების უმრავლესობა. ჩვენს
შემთხვევაში, მოაზროვნე ერი ერთ უსაქმურ
პოლიტიკურ მხარესაც გაა*მევინებდა და
მეორესაც. (მე ჩინელებთან არ მაქ პრობლემა,
მაგრამ ის ფაქტი, რომ მაგათში კვლავ კომუნიზმი
თარეშობს, ყველაფერს ამბობს).
ერთადერთი, რაშიც აზიელებს არ ვგავართ ისაა,
რომ იქ ერთ ნიჭიერ ადამიანს ირჩევენ და
დანარჩენი “ჩვეულებრივები” მას მიყვებიან.
საკუთარი პოლიტიკური არჩევნით კი ძირითად
შემთხვევაში კმაყოფილნი არიან. ეს მათ
მეტ-ნაკლებად სტაბილურ ერად აქცევს. აქ კი
გაუნათლებლებს სავარძლებზე მოჯდომა უნდათ
და ნიჭს გასაქანს არ აძლევენ.
დანარჩენი კავკასია სულ *ლეზე დამიკიდებია,
თუმცა ამ ოთხი და კიდევ სხვა მრავალი მიზეზიდან
გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი
ხალხი აზიურ ღირებულებებს ვერ ეთხოვება. ასევე
თავი ვერ დავაღწიეთ ვერც კომუნისტურ
ღირებულებებს. მაგაზე მოგვიანებით ვისაუბრებ.
მე ვარ ქართველიო და მაშასადამე ვარო
ევროპელიო არა *ლე. ევროპას არარსებულზე
ჰკიდიხარ. სხვათშორის, სწორედ ჩვენივე
მენტალიტეტის გამო. თან ერთ კონკრეტულ
პასუხსაც არ იძლევიან. თვალწინ საწუწნ კამფეტს
გვიტრიალებენ და მაგრად გვანანიებენ.
ჩვენში რომ ვთქვათ, ევროპის დედაც მოვტ*ან,
ამერიკის დედაც მოვტ*ან და რუსეთისა
წაღმაუკუღმა. ამ ქვეყნიდან როცა ყველა გაა*ვამს,
მაშინ გვეშველება.
თავი III
უმადურო ქართველებო

*ახალგაზრდული საგა, რომელიც არ სრულდება*

Ravaxar shechema?

Raavi ra
Uazrobaa akaurobis dedac ro movtyan
Ponti ar ichiteba
განთქმული და საზოგადოდ მიღებული ხოდია,
რომ ქართველები ჩვენსას ყოველთვის ვა*ვამთ,
ყოველთვის ვამცირებთ და ვიღაცის გუშინ მო*მულ
ნაგავზე ვან*რევთ. არადა, იქ ყველაფერი ზოგჯერ
ჩვენზე უარესადაც ყარს.
აქ ტიპები ჭაობებიდან (არავის ვამცირებ,
ცვეტში ჭაობებიდან) “სპიჩკის კაროპკებით”
ჩამოდიან და სიამაყით ამბობენ, აქედან ვართო და
ზოგიერთ ქართველს კიდევ აქ უტყდება
ქართველობა. გასატეხიც არი რაღაც პონტში.
ზოგჯერ მსოფლიოში ყველაზე დიდი
თავში*ლეგარჭობილები საქართველოს ბინადარნი
არიან. ზოგი ამჩნევს ამ ჩამონგრეულ სიტუაციას,
მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც იკიდებს, რადგან
რაც არ უნდა სტაბილური ერი გავხდეთ, მაინც
გამოხტება რომელიმე *ლის ერთი და საქმეში
ჩაა*ვამს.
დანარჩენები ან ჩემს მიერ დახასიათებული ხეები
არიან, რომლებიც მანამ არ ლაპარაკობენ
პრობლემაზე, სანამ თავად არ შეეხებათ, ან
დღევანდელი ეპოქის ვითომ “ილია ჭავჭავაძეები”,
რომლებიც ხალხის გამოსირებიდან
გამოსაღვიძებლად იბრძვიან (მე არ ვარ ილია და
ნურც მესვრით იტოგში).
გარდა მაგისა, აქ ბევრი რამე უფრო მარტივად
ხდება, ვიდრე დასავლეთში. მაგალითად,
განათლების მიღება ევროპაში ბევრად უფრო
რთულია.
ამერიკაში ბავშვები ტრაკზე იხევიან, რომ
როგორმე კოლეჯებში და ათას სულხან კვერნაძის
სასწავლებლებში ჩაირიცხონ, აქ კიდევ ყველა
ოროსანი და უტრაკო სწავლას იქამდე აგრძელებს,
სანამ “ტუპოი აზიურად” მოაზროვნე
კოლექტიურად მაცხოვრებელ ოჯახს დედისტრაკს
არ დააფარებს და მიმტანად დაიწყებს მუშაობას,
კუჭი რომ არ გაუხმეს (ბაზარი არაა, ეს უკვე
პრობლემაა, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ
უნივერსიტეტში ჩაბარება აქ ყველაზე მარტივი
რამეა, დასავლეთის ქვეყნებში - ყველაზე რთული).
ჩემი დაწყებითების ამერიკელი ინგლისურის
მასწავლებელი (სახელი და გვარი არ
გაინტერესებთ) ჰოლივუდიდან იყო ჩამოსული, იქ
სახლი გაყიდა და აქ, აი ამ “სოროში” ცხოვრობს,
თავის ბორბლებიან სახლში. რომ ვკითხე, ხალხი
აქედან დატყდომაზეა და შენ აქ რამ
ჩამოგან*რია-თქო, კავკასიონისკენ გამახედა და
ინგლისურად მითხრა, რომ ჩვენ, ქართველები,
ჩვენს ქვეყანას სათანადოდ ვერ ვაფასებთ.
გ ა მ ო ვ ს ი რ დ ი.
ამ მოხუცმა კაცმა მე მაიძულა, შემეყვარებინა
ჩემი სამშობლო, ყველა მისი ნაკლოვანებით თუ
სილამაზით. როცა სხვა ეროვნების ადამიანი შენსას
იყვარებს, შენ უფრო დიდი ვალდებულებები
გეკისრება. უცხოელის ამ სიტყვებმა ჩემს თვალში
ქართველებს უფრო დიდი მოვალეობები დააკისრა.
დღეს ჩემი საუბრის მიზეზიც ესაა. მიყვარს
ყველაფერი ქართული, თუმცა ყოველთვის გავცემ
ჯანსაღ კრიტიკას.
ქართველი ხალხი, როგორც მინიმუმ, იმისთვის
არაა მზად, რომ ცივი ევროპელები აიტანოს.
იმიტომ, რომ საქართველოს გარეთ ერთეული
შემთხვევების გარდა ვერ ნახავთ ამგვარ
სტუმართმოყვარეობას და სტუმარზე გადაყოლას.
ჩვენ კი ეს ყოველივე სისხლში გვაქვს გამჯდარი და
მარტივად ვერ დავთმობთ. არც უნდა დავთმოთ,
რადგან ეს ჩვენი მემკვიდრეობაა, ჩვენი
უნიკალურობა, რისი გამოყენებაც ჩვენივე
სასიკეთოდაც შეიძლება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ,
ვის გავუღოთ კარი და ვის არა.
განსაკუთრებით ისინი მიხვდებიან
საქართველოში ცხოვრების პლიუსებს, ვინც
საზღვარგარეთ ცხოვრობს და საკუთარ თავზე
აქვს გამოცდილი, საქართველოს გარეთ რომ პაჩტი
ყველას კიდიხარ. უცხო საკუთარ ქვეყანაში არავის
არ ევასება. როცა სამსახურში აყვანაზე
კონკურენტად ადგილობრივი კადრი გიდგას, შენ
მასთან ყოველთვის აუცაიდერი იქნები და ამას ვერ
შეცვლი, თუ სიღრმისეულად მდიდარი
პორტფოლიო არ გაქვს.
ქართველები თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ
თვითმყოფადობაში. მიუხედავად იმისა, რომ
პოლიტიკური სიტუაცია ამის უფლებას არ
გვაძლევს, მაინც მეტ-ნაკლებად კარგი დრო
გვიდგას. ევროპაში შესვლა კი დარწმუნებული ვარ,
დიდ არეულობას გამოიწვევს მოსახლეობაში,
რადგან ჩვენი არევა მოხდება აზროვნებით
რადიკალურად განსხვავებულ ხალხთან. (არ
იფიქროთ, რომ ევროპაში შესვლის წინააღმდეგი
ვარ, რაც არ უნდა ვა*ვა ევროპას,ჩვენი
ერთადერთი გადარჩენის გზა მაინც იქაა.
უბრალოდ, ეს კონკრეტული მიიღეთ, როგორც
ევროპაში შესვლის გვერდითი მოვლენა, რომელსაც
ვერ გავექცევით. იმ ნაკლებს, რაც თუნდაც
ევროპულ საზოგადოებაში გვხვდება, ფარდას
მაინც ავხდი.)
თავი IV
გამეტსნობი?

Gamarjoba

Gicnob?

Ara?

Aramgonia

XO
armicnob

Well...
Damade?

Nope

Sure? ubralod mogwere ravici

Xdebaxolme

Kaai...

Kai *wertilebi*

Ravici rogorxar rasshvebi


Mikvars zogadad saintereso saubrebi

Aai ukve nacnobi xar. Gilocav

და თქვენ გგონიათ გოგოს დაკერვა აქ რთულია?


აქ ლიჟბი ვინმეს მიწერო და ეს ზემოთ მოყვანილი
ბაზარი იხოდება. უმეტეს შემთხვევაში გადებენ
(ხელს მხარზე). ნუ ბოლოს ან ჯიბეგაყვლეფილი
ხარ და შენთითონვე ანებებ თავს, ან შეყვარებული
ეყოლება და იმის საძმაკაცო გაგხევს, ან ეს გოგო
ლესბი აღმოჩნდება. რაღაც კუთხით ეს ბაზარი
დასავლურს მაგონებს, მაგრამ მაინც ბევრია
განსხვავება.
საქართველოს მსგავსად, საზღვარგარეთ
(ძირითადად ევროპის ქვეყნებში) სკოლაში რომ
ვინმე დაგევასება და ესე სადღაც საღამოსთვის
მიწერ, 40%-ია შანსი იმის, რომ საკუთრი თავის
განვითარებაზე ზრუნავს და სერვისი დროებით
მიუწვდომელია (ამით შესაძლებელია იმასაც
გულისხმობდეს, რომ მაგარი ჰკიდიხარ და
ზრდილობიანად გა*მევინებს), 50% იმისა, რომ
შეყვარებული ყავს, 5% იმისა, რომ ბიჭები არ
აინტერესებს, 1% იმისა, რომ ვაფშე ასექსუალია და
ა.შ. აყლიოზისა და დაყლიოზისა. თან
დაამუღამეთ, რომ იქ შეყვარებულის შესანახი
მაყუთიც ეჩითება ხალხს და გოგოს დაკერვა მაინც
ურთულდებათ.
კიდევ მრავალი ფენომენი ეძრობა მაგ
ფარგლებში. მაგალითდ მოვიყვან ცნობილ
ხუმრობას:
( ამ შემთხვევაში ვისაც დაკერვა უნდა straight-ია,
ანუ ჩვეულებრივი ორიენტაციის მატარებელი
ადამიანი )
Hello.
Hi.
I just wanted to know if you want to go out with
me on a date.
Heya, Amigo, I sexually identify as MJ. My
pronouns are: Heeeee, Heeeee. Lets go.
*B L O C K E D*
თუ გაგიმართლათ და დარჩენილი ტიპის
ადამიანი ჩაგივარდათ ხელში, დიდი გამოცდისთვის
მოემზადეთ. თქვეენ ერთი ჩვეულებრივი
“average” გოგოს დასაკერადაც კი შემდეგი
კრიტერიუმებით უნდა შეესაბამებოდეთ მათ
მოთხოვნილებებს: ასაკი, თვალის ფერი, წარბები,
ცხვირი, *ლის ზომა, ფეხსაცმელები, ზედა, ქვედა,
მანქანა, სახლი, ფულით გამოტენილი ტრაკი და
კიდევ ათასი სირბანჯობა.
რაღაც პონტში უცხოა, ხო? უცხოა იმიტომ, რომ
აქ ცოლი და ქმარი ცნობილი დისნეის პერსონაჟ
ფიონას ორი საპირისპირო მხარე არიან. ცოლები
ძირითად შემთხვევაში ციდან გადმოვვარდნილი
ანგელოზები არიან, ქმრები კი არც მეტი, არც
ნაკლები - შრეკები. (თუმცა კაცობაში
ჩაუჭრელები). გარკვეულწილად ეს იმის
ბრალიცაა, რომ აქ ბიჭებს შორის რატომღაც
ნაკლები კონკურენციაა.
მე პირადად ვერც წარმომედგინა რაღაც დროის
განმავლობაში, რომ საზოგადოებასთან კონტაქტი
სადმე ესეთი რთული შეიძლებოდა ყოფილიყო.
ჩახვალ და ბევრ რამეზე თვალებს დააჭყეტ. ბევრ
ჭკვიანურსაც დაინახავ და ბევრ *ლეობასაც.
ქართველ ხალხს კი ჰგონია, რომ ევროპაში ამ
მოძველებული “ღრუზინული” მენტალიტეტით
შორს წავალთ. მაგალთად, როცა თმაშეღებილი
ინდივიდი ქუჩაში გადაადგილდება და კომუნისტურ
წყობაზე მოაზროვნე ბებოსგან ფრიად მომნუსხველ
ეპითეტებს იღებს. საკუთარი ცხოვრებით
ცხოვრების მუღამში გე*მევა ეგეთ დროს.
ბებო, თუ გინდა ევროპელი იყო, იმათნაირად
უნდა აზროვნებდე და *ლეზე იკიდებდე ბევრ
რამეს.
ჩვენ კიდევ მარტო იმის გამო ვეტენებით იქ, რომ
აქ, ჩვენი ხელის გაწვდენაზე, სიკვდილის ბუზი
ტრიალებს და მალე დაგვაჯდება.
ევროპაში სულ სხვა პროპაგანდა ბრუნავს,
ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე აქ. ჩვენ მაგისთვის
მზად არ ვართ.
P.S ამ საუბარში ხაზი კიდევ ერთხელ გაესვა
იმას, რომ აქ ბევრი რამე უფრო იოლად ხდება, ამ
შემთხვევაში - გოგოს დაკერვა. ოღონდ ეს საქმე
უფრო იოლი მაშინ არის, როცა გოგო აქეთ
გკერავს, მაგრამ თან სხვა ზრახვა ამოძრავებს და
სინამდვილეში შენ სუ ჰკიდიხარ. ამ დროს შენც კი
ვერ ხვდები ამ დედამოტ*ნული აფერისტობის უკან
რა იმალება.
თავი V
თეთრ რაშზე ბაზარი
გატრუხდა, ახლა აქ
გოგონებს
კაი ბიჭები ევასებათ
Nikusha naxe gushin gogcho?

Kii goguni

Tavidan ki shemrcxva mara mere xelebis faturi


damiwyo da metki ankeszea gamobmuli es
nabozari.

Didxans unda gaaba?

Araa

Mariamis sheyvarebuls vacemineb da mere


gavushveb xuize.
Amas gonia
chkuas vkargav magaze da dafrinavs
sizmrebshi.

Shen dzmas mostxovs mere


ese udghesaswaulod ro gaajmeineb mag shen
nikas.

Sabas veravin verafers gaubedavs.

Imena vis aghar icnobs.

Es bichebi
Chkuas ver iswavlian.
Mara frtxilad ra
Ar gabozde.

Shen shig xo ar gaq gogo

ოჰო, გაიღვიძა ძირში დალექილმა პატიოსანმა


ქალმა სიღრმეებიდან?
დღევანდელ ახალგაზრდობაში რთულია მოძებნო
ბიჭი, რომელიც მომავალში რაიმე მატერიალურ
წინსვლას განიხილავს. მაგ: ჰქონდეს კარგი სახლი,
სპორტული მანქანა, ჰყავდეს სექსუალური
მეუღლე, ქვეყანას აღუზარდოს სასარგებლო და
პროგრესულად მოაზროვნე პიროვნებები.
კაროჩე ესეთები ლუპით საძებნები გახდნენ.
დანარჩენი ყველა ქუჩაში დვიჟენიობს. მარა ეგ
არაა პრობლემა. ეგეთი სასტავი ყველგან ეძრობა.
პრობლემა ის არის, რომ დღევანდელი გოგოები
აფანატებენ ეგეთ ბიჭებზე. მერე კანეშნა ქვეყანაში
ეგეთ ტიპებზე მოთხოვნილებაც იზრდება. გარეთ
გახვალ და ერთ პროგრესულად მოაზროვნე ტიპს
ვერ იპოვი. ხოდა თქვენი იყოს ბურთი და მოედანი,
პატივცემულო გამოსულნო. ბოლოს რო კაის
მქნელი ქვეყანაში აღარავინ დარჩება, მერე
გადაატრიალეთ კრიალოსანი ჩემიკარგიმოვტ*ან.
იქურდეთ, ბრატ, იყავით შავი გაგების ხალხი,
მარა ქვეყანას ისე მოეტ*ნება გამზრდელი, ბოლოს
მოსაპარიც აღარაფერი დარჩება. აგერ ნაბო*ვარი
მტერი ტრაკზე გვაზის და დღე-დღეზე
გველოდება, ჩვენივე თავს როდის დავმარხავთ, რო
ნაყოფიერ მიწას დაეპატრონოს. აი მაგ ბო*ების
ჯინაზე მაინც უნდა გამოვცოცხლდეთ.
მეორე საკითხია, რას ჩალიჩობენ
ამასობაში მდედრები:

Kvelaze disappointed viyavi dghes

“dakalisgan” gavige ra ro
Erti sheyvarebuliani bichi gadmovida skolashio.
Da am tips es gogo mowonda ra
Oghond
SAMI WLIS WIN
Xoda ro gaigo ro gadmovida “EXADAICA AVIDE
MEOTXEZE DAVASHORO SHEYVAREBULS”
Da metki Raaaa?...

Dakals edzaxi daje?

ho modi dakals nu davudzaxebt


Is gogoa ro giyvebodi rac kna

Vici vinc ari kaco

Mara aba konkretuli saxeli moufiqre


egets ra qvia

Ar minda uzrdeloba

Aha gasagebia mivxvdit rac kvia.

დღევანდელი ახალგაზრდობა მხოლოდ და


მხოლოდ ცუდით ემსგავსება ევროპულს.

au magari lomka mak midi sikareti mikide


ტრუხა ბაზარი. მაგას ბარემ დააყოლე, რომ თუ
სიგარეტი არ მოწიე, მაგარი *ლე იჩითები
დღევანდელი ახალგაზრდების წინაშე, გოგჩოებს
ვეღარ დაკერავ და რჩები ასე, *ლეამოგდებული.
(რავი, ვისაც ცვეტში სიგარეტის დაუსრულებელი
მოთხოვნილება გაქვთ, ისინი, მოდი, ნუ მიიღებთ
ამას საკუთარ თავზე.)
სიგარეტიც გამისინჯავს, რამდენიმე ღერიც
მომიწევია, მაგრამ მაგ *ლეობას მაინც ჟუაჩკა
მირჩევნია. სიგარეტზე დამოკიდებული ვერ
გახდები, თუ შენი სურვილით არ მოწევ დღეში ორ
“პაჩკას”.

shvilo, sigarets tu gaekare, mere kide


mogindeba da tavs ver daanebeb.
ესეც ტრუხა ბაზარი. ასეთ დედიკოებს
მივმართავ, რომ გამოცდილების გარეშე ლაპარაკს,
შეუძლიათ, თავადაც სცადონ და გასინჯონ. მე
სიგარეტში დამოკიდებულების გამომწვევი
ვერაფერი ვიპოვე.
საქმე ის არაა, რამეზე “შეჯდები”, თუ - არა.
საქმე ისაა, რომ ახალგაზრდებს იმის კეთება
მოსწონთ, რაც აკრძალულია. ასე ძლიერ მამრებად
და მდედრებად ჩანან.
მე მირჩევნია, შენთვის უინტერესო ვიყო, მაგრამ
თავს არ ვიტყუებდე, ვითომ სიგარეტის მოწევა
მაგრად მისწორდება.
მე მირჩევნია, შენთვის უინტერესო ვიყო, მაგრამ
პლანით და*ლევებული არ დავდიოდე.
და როცა დედიკოები ცდილობთ, რომ ბავშვებს
რაღაც- რაღაცები თავიდან აარიდოთ, სწორედ
მაშინ უჩნდებათ ჩემს თანატოლებს რაიმეს
გაფუჭების წყურვილი, რადგან, როგორც ვთქვი,
ჩვენი ფსიქოლოგია მიმართულია იმის
საწინააღმდეგოს გაკეთებისაკენ, რასაც
გვეუბნებიან. ამას პლიუს, თქვენი შვილი სადღაც
მაინც გაძვრება და გასაფუჭებელს გააფუჭებს,
ამას ვერ შეაჩერებთ.
ამის სალაპარაკოდ სწორი აუდიტორიის შერჩევა
ძალიან გამიჭირდა, რადგან როცა არასწორ
ადგილას რამეს დააყრანტალებ, ეს ხოდი იჩითება:

Shen ver gamikontroleb ra movwio da ra


gavwio simon. Gaige?

*ლეობა.

მარტო ახალგაზრდები ამ ბაზარში დამნაშავეები


არ არიან.
დღევანდელ ახალგაზრდებს ხშირად გვეძახიან
ზარმაც თაობას. ყველა მხოლოდ იმას უყურებს,
თუ როგორ ვზივართ გამუდმებით ერთ ადგილას
და ცერა თითის მარტივი მოძრაობით სქროლვით
ვიჩლუნგებთ თავს. ზოგ შემთხევევაში ეს სიმპტომი
შესაძლოა მართლაც ეკრანზე მიჯაჭვულობით
იყოს გამოწვეული, რაც გეთანხმებით, დიდი
პრობლემაა. მაგრამ ჩემი თანატოლები
დამეთანხმებიან, რომ უმეტეს შემთხვევაში
მობილურზე მუდმივი მიჯაჭვულობა იმითაა
გამოწვეული, რომ მის გარეთ საინტერესოს
ვეღარაფერს ვხედავთ.
წარმოიდგინეთ სახლი, სადაც ცხოვრობს ოთხ
სულიანი ოჯახი. სიტყვაზე, დედ-მამა და და-ძმა.
ძმა უფროსია. მას არ აქვს მიდრეკილება ქუჩაში
“დვიჟენიობისაკენ”. არც ეწევა, არც სმა უყვარს,
არც დაბოლება. მოკლედ, დანარჩენი
სამყაროსთვის უინტერესოა. მეორეს მხრივ,
დედ-მამა ყოველთვის დაკავებულნი არიან, მას
ვერავინ ვერ უგებს და ერთადერთი, საკუთარი
თავი და ფიქრები გააჩნია. ოჯახისგან მუდამ
აგრესიას გრძნობს, სადმე გაშვებაზე ყოველთვის
პრობლემა აქვს, მის მდგომარეობაში შესვლა
არავის უნდა.
ეს ყოველივე, რითიც დაგიხასიათეთ ერთი
პირობითი ადამიანის ცხოვრება, ერთ დიდ
ლიმონკას წარმოადგენს. ლიმონკას, რომელსაც
“ბეჭედი” მაშინ მოეხსნება, როცა მამა ეტყვის:
-Ade she mamadzaghlo, gamoadzre tavi mag
telefonidan da dagvelaparake cotas.
მამი, მამი, 24 საათიდან 23 საათს რომ *ლეზე
გკიდივარ, ოცდამეოთხე საათს ბოდიში,
დაკავებული ვარ.
ასეთ მშობლებს ჰგონიათ, რომ ბავშვი მაშინ
უნდა იყოს ლაპარაკის ხასიათზე, როცა ამას თავად
მშობლები მოისურვებენ. და სევდა მაშინ
გვიორმაგდება, როცა ვერ ხვდებიან, რომ ჩვენი
სიჩუმე ამ მომენტში ყველაზე მეტად გვირტყავს,
რადგან ამ დროს ენა გვეყლაპება და გულში
მხოლოდ ცრემლების ამოსხმას ვგრძნობთ.
მშობლებო, თქვენ არ იცნობთ დღევანდელ
სიტუაციას, მეტიც, ვაფშე აზზე არ ხართ. და როცა
თქვენი მოძველებული გამოცდილებებით ჩვენი
ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობთ,
უფრო უკან გვწევთ. ამას იმ ახალგაზრდების
დასაცავად ვამბობ, ვის მშობლებსაც თავი რამე
დიდ დამრიგებლად მიაჩნიათ, თორემ მე ისედაც
*ლეზე მკიდია ჩემი დღევანდელი მდგომარეობა, მე
მაინც მოვიწყობ ჩემს მყუდრო ყოველდღიურ
სამყოფელს მომავალში. მაგრამ ამ სიტუაციით,
დაკარგული ნიჭები, ჩამქრალი ვარსკვლავები და
წარუმატებლობისთვის განწირული ვირტუოზები
მუდამ გვეყოლებიან და ამას ვერ შეცვლით.
მე ერთი სული მაქვს როდის გავა*ვამ ამ
სიტუაციიდან, ასევე უნდა იყოთ თქვენც, ჩემო
თანატოლებო. თქვენ მომავალში თავად უნდა
მოაწყოთ იდეალური გარემო თქვენთვის, თავად
უნდა შემოიკრიბოთ სწორი ადამიანები
ცხოვრებაში, ბევრ შეცდომასაც დაუშვებთ, მეც
დამიშვია, მაგრამ ყოველთვის დაისახეთ მიზნად
თქვენი იდეალური თვითმყოფადობა.
ნუ დამიძახებ “ცუდ თაობას” იმის გამო, რომ
შენს ღირებულებებში არ ვჯდები.
ნუ დამიძახებ “ზარმაცს” იმის გამო, რომ
მუდამ ტელეფონი მიჭირავს ხელში და ამას
ცხოვრებისგან თავის დასამალად ვაკეთებ.
ნუ გგონია, რომ ეკრანზე მიჯაჭვული
გართობის მიზნით ვარ. (ყველა ვარიანტში
რაღაც მიჭირს მაგრად)
თუ დახმარების ტრაკი გაქვს, დამეხმარე, თუ
არა, უარესადაც ნუ ჩამი*ვამ ხასიათში. <33
***
-Batono avtoro, ra ertferovneba sufevs, sxva tipis
mdedrebi aghar arseboben?
როგორ არა. როგორც ევროპელი გოგოს
დაკერვაზე საუბარში მოგახსენეთ, არსებობენ
გოგონები, რომლებიც ჯერ საკუთარი პიროვნების
განვითარებაზე ზრუნავენ და შეყვარებულობანას
დროებით სწავლას ამჯობინებენ. ზოგიერთ
შემთხვევაში გადამკვდარ სწავლას. ჩვენს ენაზე,
ნერდები. სექსისტის იარლიყი რომ ვინმემ არ
მომარტყას, მოდი ესეთ რამეს ვიტყვი, რომ
არსებობენ ამავე ტიპის ბიჭებიც.
მაგრამ რა ხდება, როცა ფრიადები მოსწავლეს
აბრმავებს?
თავი VI
სწავლის ძირი მწარე არის,
კენწეროში ამჟავდების

Bolos xo mainc me unda shemetenos problemebi


ra.

Ra miighe

9
Xo gitxari gadamekida tko es kali
Rashi
Dagaklo
Ki mara

Meravici.
სინამდვილეში, ბევრად უფრო მეტი დაგაკლო,
ვიდრე წარმოგიდგენია - ციფრებზე
დამოკიდებული გაგხადა.
(აქ მცირე დროით გადავუხვევ ქართულ ბაზარს
და საუბარს ცოტა გლობალურ თემებშიც
გადავიყვან)
ცხოვრება მაგარს გვეღადავება.
თქვენს წინაშეა თანამედროვე დაზომბებული
სკოლის მოსწავლე, პირობითად მოსწავლე X. მისი
ცხოვრების ერთადერთი აზრი მდგომარეობს
ათიანების არტყმაში და დედიკოს გახარებაში (ეს
კონკრეტული სახის მოგება ავღნიშნოთ, როგორც
Y) მას პოტენციური მტანჯველი ცხოვრება და
ჩაკეტილი ჩარჩოები ემუქრება, რომლის იქითაც
ვერ განვითარდება.
მისი გამომუშავებული ქონება წარმოადგენს
შემდეგს: Y+Y+Y+Y+........+Y (პენსიაზე
გასვლამდე). მისი მენტალური სიმრთელე
მცირდება გეომეტრიული პროგრესიით: X , X/2 ,
X/4 , X/8 ...... 0. მას დიდი ალბათობით მომავალში
ექნება მოჭრილი ხელფასი, ეყოლება არცისე
ლამაზი მეუღლე, სიცოცხლის ბოლო დღეს
აკადემიურად აღზრდილი შვილების,
შვილიშვილების და შვილთაშვილების წინაშე,
პალატის საწოლში სახეზე აესახება მაგარი
იმედგაცრუებულის და გაჩალიჩებულის ღიმილი,
რაზეც შთამომავლები იფიქრებენ, ტკბილმა
ცხოვრებამ თვალწინ ჩაურბინაო. ასეთები
ბავშვობაში თავს ყველაზე წარმატებულ
ადამიანებად ხედავენ, მაგრამ ბოლოს ყველაზე
მეტად გაწბილებულებიც სწორედ ესენი რჩებიან.
ადამიანები, რომლებსაც გონიათ, რომ სამუშაო
თავისით მოფრინდება, თუ უნივერსიტეტს
დაამთავრებ. ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ,
რომ რამდენ ათიანსაც და A+ საც მიიღებენ, იმდენ
წარმატებას ნახავენ ცხოვრებაში.
ეხლა ვიღაცა კლავიატურის ლომი
გამოტ*ნაურდება და დაიწყებს *ლეობებს:

Es Ra MaSTia To. ArC QuChaShi


VaBiRjAo dA ArC ViSwAvLo? AbA DavJde Da
VanDzRiO??

ირონიაა, რომ ცხოვრების პირველი ექვსი წელი


იმას გინერგავენ თავში, რომ ერთადერთი სწორი
ცხოვრების განვითარების გეგმა თორმეტი კლასის
დამთავრებაში, შემდეგ ბაკალავრის, მაგისტრის,
დოქტორის ხარისხის მიღებაში და დარჩენილი
ცხოვრების ჩარჩოებში გატარებაშია. ამასობაში,
ყველაზე დიად რამეს ტოვებ - შეგრძნებებს,
ბედნიერებას და გართობას.
უპს, სპონტანური დასასრული.

მაგრამ დასაწყისი უფრო დიადი რამის.


***
დიდხანს ვიჯექი და ვფიქრობდი, რა ფენომენის
წარმომადგენლები ვართ ქართველები. ( აქ
წარმომიდგინეთ, რომ თითქოს სავარძელში
ვზივარ, ფანჯარაში ვიხედები და ნაღვლიანი
სიგარას ვაბოლებ. თუ წარმომიდგინეთ, ახლა
დაივიწყეთ, რადგან ასე არაა ;)
არა, დიდხანს იმიტომ კი არ ვიჯექი, რომ
გამერკვია ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ, მაგის
გარკვევას რა უნდა.
იმაზე ვფიქრობდი, თქვენამდე როგორ მომეტანა
ეს ბაზარი. იმიტომ, რომ მე როცა გავაანალიზე მე
თითონ მაგარი გამიტყდა.
საბოლოო ჯამში, გადავწყვიტე, პირდაპირ და
გაუულამაზებლად მეთქვა ყველაფერი.
თავი VII
ჰეი თქვენ არა, გველებო

ქართველები ძალიან მარტივად ამოსახსნი და


პროგნოზირებადი ხალხი ვართ. ვიღაცამ რომ
შეუბლზე “ნატო”, ან “ევროპა” მიიჯღაბნოს და
ჭკუის სწავლება დაგვიწყოს, ყველა მოუსმენს. ნუ
80% კაკ მინიმუმ. მერე ამ ხალხში გამოჩნდება ორი
განდონა ღორი, რომლებიც ერთმანეთის
საწინააღმდეგოს ამბობენ სახალხოდ. დიდი აზრი
არ აქვს, რამე ჭკვიანურს იტყვიან თუ - არა. ან
ვაფშე ვინ ვის რამდენად დაა*ვავს, მაგასაც არ აქვს
აზრი. ხალხი მაინც ორ ჯგუფად იყოფა და
ერთმანეთს უშვებს. მერე თითოეულ ღორს თავისი
“ძმად დანაფიცი” ს*რები გამოეყოფიან და ამ
საცოდავ ხალხს უფრო მეტად ანაწევრებენ.
შემდეგ პოზიცია ხელოვნურად პატარ-პატარა
პრობლემებს ქმნის. მანამდე იმ პრობლემებს,
რაზეც წესით გული ყველაზე მეტად უნდა
შეგვტკიოდეს, ფარდას აფარებს. ოპოზიციაც
ჯიგრულად მიჰყვება და ამათ საპირისპიროს
ამბობს. წყვილი ნასკის პონტია რა, დილით რომ
ადგები და უჯრაში ერთმანეთში ჩატენილი
გხვდება. გამოაცალკევებ და ერთი
ამოტრიალებული გიყურებს, მეორე -
ჩატრიალებული. თან ყოველთვის ისე ხდება, რომ
თუ ერთი ამოტრიალებულია, მეორე უეჭველი
ჩატრიალებული უნდა იყოს. როგორც ჩანს,
განგებამ ასე გადაწყვიტა. შენ მაგას მაგარი *ლეზე
იკიდებ და ისე იცმევ, როგორც დაგხვდა.
ანუ რეალურად ეს ორივე ნასკი ერთ ტიპს აცვია,
მაგრამ ერთი ფერის ნასკებში ვინმემ შეიძლება
ვერც გაიგოს სწორად გაცვია თუ - არა. მთავარი
პრობლემა მაშინ იწყება, ჯერ ისევ ძილის ბურანში
რომ ხარ და ცალ-ცალ ნასკებს იცმევ. აი ეს მესამე
შემოტენილი ნასკია გარე ძალები. გარე ძალები
იმაზე მეტად აჩმახებენ ამ ქვეყანაში, ვიდრე
წარმოდგენა შეიძლება. საბოლოო ჯამში, ჩვენი
“აჯაფსანდალი სახელმწიფოს” მიღება არც ერთ
გონივრულად მოაზროვნე ქვეყანას არ უნდა.
მაშასადამე, ვრჩებით ასე *ლეამოგდებულები. უკვე
სამი ყველაზე მაგრად გამჩმახებელი მხარე
გამოიკვეთა: პოზიცია, ოპოზიცია და გარე ძალები.
ბოდიშით, მაგრამ მოსახლეობა ვერ ჩავალთ
საერთაშორისო მისიებზე, ვერც ხელშეკრულებებს
გავაფორმებთ და ვერც ქალაქებს და სოფლებს
ავაშენებთ. თქვენ ხართ, ვინც ამ ქვეყანას უნდა
უშველოს, ასე რომ, ან თქვენი საქმე გააკეთეთ, ან
დავაი იდი ნა*უი სკამებიდან ერთმაც და მეორემაც.
მესამე მხარემ კი უმჯობესია ჩხუბში წამქეზებელის
როლი მოიშოროს.
თუმცა ამ სიკვდილის წრეში ჩავარდნაში თითონ
მოსახლეობაც დამნაშვეა. ოცდათორმეტი წელია
ერთიდაიგივე დაჭმა-დახლაში ვართ და ისევ იმავე
შეცდომებს ვუშვებთ. ამას ზემოდან ერთმანეთი
დასანახად გვეზიზღება და სტუმრად მოსულს კიდე
ტრაკზე ვკოცნით.
მერე კიდევ ეს ნაბიჭ*არი ტელეარხები ( ნუ
ყველა არა ცვეტში ). ამაზე მოგვიანებით უფრო
სიღრმისეულად ვისაუბრებ. მანამდე კი იმას
გეტყვით, რაც ყველაზე მეტად ჩანს ზემოდან.
რამდენი პოლიტიკური არხიცაა საქართველოში,
იმდენ ნაწილადაა გაყოფილი ხალხი. ყველა თავის
ბელადს ულოკავს ტრაკს. თან მაყურებელიც
ყველას დოხუია ყავთ. სიმართლე რომ გაიგო
ტელევიზორიდან, რამდენიმე არხზე გასული
საინფორმაციო უნდა შეაერთო, ბო*ების მიერ
შეკვეთილი წინადადებები მოაშორო და ისე
შეხედო. ბატონო “მონარქებო”, აიღეთ და ეს
თქვენი სატელიტი ტელევიზიები ტრაკში
გაიკეთეთ. ახალგაზრდობა ტელევიზორს ისედაც
არ უყურებს და, ბებიების და ბაბუების თაობას
ურეცხეთ ტვინი რამდენიც გინდათ, ბოლოს მაინც
დაგენ*რევათ.
მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ხალხი ოდესღაც
გაერთიანებულიც გვინახავს.
საქართველოს ისტორიას თუ გადახედავთ,
მიხვდებით, რომ ოდითგანვე სანამ ვიღაცა
ბოლომდე არ დაგვაჭერს კისერზე ჩექმას, მანამდე
არ ვერთიანდებით. გაიხსენეთ საბჭოთა კავშირის
ამ ქვეყნიდან გა*მევინების პროცესები. მაშინ
ერთობლივად გავაგდეთ მტერი, მაგრამ მერე რა
მოხდა? აი იქ დაგვენძრა, საკუთარ თავთან მარტო
როცა დავრჩით.
ჩემი ფანჯრის წინ, იმ ხის ძირას, ძაღლები
დვიჟენიობენ და პასტაიანად ერთმანეთს გლეჯენ.
მერე ვიღაცის გაბლატავებული ძაღლი გაეძრობა
და ესენი გაერთიანებული ძალებით იმ ერთს დედას
უტ*ნავენ. მერე აქ ხის ძირას მორბიან და ისევ
ერთმანეთს ხრავენ. კაროჩე ხო მიხვდით რისი თქმა
მინდა თქვენთვის, რომ ძაღლების მომრავლება
სერიოზული პრობლემაა, მისახედი თემაა.

თავი VIII
ბოღმა
მიზეზები.
მიზეზები ყველასთვის თვალსაჩინოა, მაგრამ
ფარდას აფარებენ. ილუზიებში ცხოვრება
ურჩევნიათ.
და რა ხდება, როცა მილიონში ერთი ჭკვიანი
კაცი გამოვა და ქვეყანას შეაჯანჯღარებს? რა
ვუქენით თემურ ქეცბაიას, რომელიც ქართული
ფეხბურთის ყველაზე მწვავე პრობლემებზე
გვესაუბრებოდა? გავაგდეთ.
“ამ ქვეყნის საძირკველი დამპალია და ჩვენ ზედ
ცათამბჯენის დაშენებას ვცდილობთ.”
თემურ ქეცბაია
სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა
მოსახლეობის დანაშაულებრივობაზე
გესაუბრებოდით.
პოლიტიკურ კონტექსტში რომ გადავიყვანოთ
საუბარი, მანამ, სანამ ერთი მეშოკი კართოფილით
მოსყიდვადი მოსახლეობა გვეყოლება, ჩვენი
განვითრების კალაპოტი სულ ასე ჩახერგილი
იქნება.
ყველაფერ ქართულის გინებებიდან კი დღეს
ფეხბურთი ამოიღეს. იმიტომ, რომ იქ უკვე რაღაც
სინათლე ჩანს. ჯერ ბევრი რამე დასახვეწია და
საერთო დონე - ასამაღლებელი, მაგრამ
გახსენებაც არ მინდა იმ ძველი ქართული
ფეხბურთისა ( კლუბებს ისევ დარხეული აქვთ, მე
ნაკრებზე ვსაუბრობ ).
იცით, ქართულ ფეხბურთში რატომ შემცირდა
*ლეობები? იმიტომ, რომ იქ ბოღმის და
არაპროფესიონალიზმის დონემ დაიწია. ნაკრებში
დიდი ხნის შემდეგ გამოჩნდნენ ფეხბურთელები,
რომლებიც საქმეს პროფესიონალურად უდგებიან.
ასევე გამოჩნდა განვითარებული გულშემატკივარი.
ხვალ არავინ იცის, ფეხბურთში რას მივაღწევთ,
აგერ, ევროპის შესარჩევიც კარს მოგვდგომია
(2023 წელი, ივნისი). მაგრამ მე ჩემი პირადი
შეხედულებით, მჯერა, რომ ქართველი
გულშემატკივრის განვითარების დონე ამაღლდა.
მჯერა, რომ ქართველი ხალხი ამათი მცდელობის
შემხედვარე მარცხის შემთხვევაშიც კი
მოთამაშეებს ანუგეშებს, რადგან დღეს ნაკრებში მე
არ მეგულება ფეხბურთელი, ვინც ბოლომდე არ
დაიხარჯება შედეგის მისაღწევად. ამის
პარალელურად აუცილებელია ჯანსაღი კრიტიკის
გაცემა და არა ეს:
-Uxxxxx tkveni patroni movt*an rogor waaget.
დღეს ჩემთვის მათი წარუმატებლობა არ იქნება
საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ მომავალზე ხელი
ჩავიქნიო. თუ წაგებული თამაშის შემდეგ
სტადიონზე 1000 კაცი დარჩება ნაკრების
სანუგეშოდ, მეც ერთ-ერთი ვიქნები. თუ 100
დარჩება, მეც სადღაც იქ ვიქნები, თუ ერთი
დარჩება, ეს მე ვიქნები და რაც შემეძლება
ხმამაღლა დავიყვირებ: “ზღაპრის ბოლო
კეთილია!”. თუ სტადიონი დაცარიელდება, ესეიგი
მე ან მოვკვდი, ან ვიღაცა გაუნათლებელ ღორს
მაგარი ვლეწე და სტადიონიდან გამაგდეს.
ამის მიუხედავად მე ყოველთვის გავცემ საჭირო
კრიტიკას და დაუღალავად ვეცდები, ხვალინდელი
დღე უკეთესი გავხადო.
მოაზროვნე ერი ააშენებს ქვეყანას.

თავი IX
მამაშვილობა
მამ-აშლილობა
პოლიტიკურ საქმიანობში თავ-ჩარგულები არიან
უფროსი თაობის წარმომადგენლები.
სანამ “რუსულ კანონზე” ბაზარი დაიწყებოდა,
მანამდე მეგონა პოლიტიკა მარტო ბებრების საქმე
იყო, მაგრამ ეხლა იქ იმდენი ახალგაზრდა
დავინახე, მეთქი გილოცავ, საქართველო, ძლივს
შენი ორი თაობა ერთმანეთის გვერდზე დადგა.
თან ამ ტიპებმა ისეთი თსლ ბანერები გააძრეს, ვაა,
მეთქი განვვითარდით და ეგაა. ერთი ესეთი
მახსენდება:

Your gas isn’t working, because my ex was more


toxic.
თუმცა პოლიტიკის მიღმა “დიდების” და
“პატარების” თვალსაზრისები ძირითად
შემთხვევაში ერთმანეთის საწინააღმდეგოა.
ახალგაზრდებს განსაკუთრებით არ გვევასება
ბებრუცუნა მინი-კომუნისტები.

газиц бломат гвконда швило да


сачмел-сасмелиц. арц арависи гвешинода.
ხო, და უმუშევარი არავინ დადიოდა ქუჩაში.
(უმუშევარს დედა ეტ*ვნოდა)
კიდევ განათლების დონე ზენიტში იყო (რკინის
სახაზავების დახმარებით)
მოდი, ყოველი შემთხვევისთვის ერთხელ ავხსნი,
რატო იყო საბჭოთა კავშირი მაგარი *ლეობა.
ყველაზე მარტივიდან დაიწყე. არ არსებობდა
ეკონომიური განვითრების შესაძლებლობა. ხალხი
იყო მოქცეული კომფორტულ ჩარჩოებში, რომლის
იქით გახედვაც ძირითდ შემთხვევებში არავის
უნდოდა. თუ უნდოდათ - ენძრეოდათ.
მეორე, ადამიანს საკუთარი ქონება
ფაქტობრივად არ გააჩნდა. თუ გაქვს ერთი ვაშლის
ხე, სოციალისტური ხელისუფლება ამ ვაშლის ხეს
გადაირგავს საკუთარ ბაღში და ყოველ დღე ერთ
ვაშლს მოგცემს. ხალხი ამით კმაყოფილი იყო.
გამოსირებაც შეიძლება.
ამას დაუმატეთ ათასნაირი შეზღუდვები,
აკრძალვები და დიდი რეპრესიები, სიტყვის
თავისუფლების არქონა და მატრიცა, რომელშიც
ყველა ბოლდებოდა პარტიის ბელადების გარდა.
დღევანდელი სიტუაცია ისეთია, რომ
ჯერ-ჯერობით პოსტ-საბჭოთა ხალხი მაინც
შემოგვრჩა. ამასობაში თანამედროვე ცხოვრების
სტილი დაგვეწია და ორ უკიდურესობას შორის
თანაცხოვრების ტემპერატურა ავარდნილია. ნუ
იტოგში მაგას ბუნება მოუვლის. ყველამ ვიცით,
რომ ამქვეყნად სამუდამოდ არავინაა მოგზავნილი.
ნუ იმასაც ვიტყვი, რომ ყველა საბჭოელი
ქართველი წარსულში არაა ჩარჩენილი.
ზოგიერთმა ახალგაზრდობას ფეხი აუწყო, რაც
დასაფასებელია. ასეთ ხალხს ჩემგან პატივისცემა.
მაგრამ მე პირადად არც თანამედროვე
ტრენდები მეხატება გულზე და ერთადერთი არ
ვარ, ვინც ასე ფიქრობს.

თავი X
დედამიწა არც მრგვალია, არც
ბრტყელი, დედამიწა ნა*მარია

ინტერნეტში მრავალ ასეთი სახის ვიდეოს


შეხვდებით:
*სარკის თამაში*
-ეს თამაში არ არის ფსიქოლოგიურად
არამდგრადი ადამიანებისთვის. მზად ხარ?
-ოჰო, მაგრად შემაბა.
-იგი შედგება 5 წესისაგან. პირველი: შედი
აბაზანაში ღამის 3 საათზე და ჩააქრე შუქი.
მეორე: შეხედე სარკეს და აანთე სანთელი შენს
უკან, იატაკზე.
მესამე: მიაშტერდი სარკეს, სანამ თვალები არ
აგიჭრიალდება.
-დავბრმავდი შეჩემა.
-მეოთხე: როცა თვალები აგიჭრიალდება, თქვი:
მე ვარ შენ და შენ ხარ მე. გაიმეორე სამჯერ.
მეხუთე: დროთა განმავლობაში შენი
გამოსახულება შეიცვლის ფორმას. ამის შემდეგ
შეგიძლია მას დაუსვა ნებისმიერი კითხვა. (თუ
სანთელი დაუგეგმავად ჩაქრა, თქვით: მე ვარ მე და
მარტო მე და გადით ოთახიდან)
Opaaaaa
zd kai kaci
Zdarovaaa
ravaxar shechemis achrdilmotynulo
..........

ბაზარიც არაა. სანთელი ჩაქრა, მაგრამ მაგ


დროს გავაკუე კიდეც და ვერ მოვწვი, მე ჩავაქრე,
თუ მართლა დამენძრა. ყოველი შემთხვევისთვის ავ
სულს დედისტრაკი დავაფარე და დავიშალეთ.
რამდენ *ირობაზე შეიძლება წამოაგო ადამიანი?
აი ამ ვიდეოს, მაგალითდ, სამი მილიონი ნახვა აქვს.
იტოგში, ვიღაცამ თე*ლი თავფურცელით შემაბა
და მაფიქრებინა, რომ რაიმე სასარგებლოს
წავიღებდი ამ ვიდეოდან.
თანამედროვე ცხოვრება სიყალბეებითაა სავსე.
ტელეფონს ხელში იღებ და შენს წინ იშლება
პირმოტ*ნული მიმზიდველობების შარავანდედი.
ყველა ცდილობს, რამე შემოგტენოს და შენით
ფული აკეთოს. თან ასაკით რომ პატარა ხარ და
ხვდები, რომ სამყარო ძველებურად მუღამიანი
ვეღარასდროს იქნება, ეგეც ტეხავს.
უკვე ვეღარავის ენდობი.
ზაპროსტა ვინმეს რომ მიწერო გასაცნობად
შეიძლება ის ვიღაცა ხელოვნური ინტელექტის
მიერ მო*მული ფრაზებით გებაზრებოდეს.
ორი შეყვარებული თანამედროვე სამყაროში
სწორედ ასე ელაპარაკება ერთმანეთს. როცა
სათქმელად რაიმე რომანტიული გჭირდება,
ხელოვნურ ინტელექტს მიმართავ, რომელიც დღეს
უკვე ყველგან ყრია.

Write a lovely message for my girlfriend to make


her have fun with me tonight, PLS

Of course, here’s some hot phrases


you can use..
მაგარია, ხო? შენ რომ იმის დაწერის ტრაკი არ
გაქვს, რომ ამაღამ შეყვარებული საწოლში
შეიტყუო და ვიღაც ილონას გამოჩარხულ
პროგრამას აკაჩავებ რომ რამე სექსუალური
დაწეროს. მერე არც კითხულობ, აკოპირებ და
გოგოს უგზავნი, შენთვითონ რომ არ შეგრცხვეს.
გარდა მაგისა, ყველა რეკლამაზე და მაღაზიის
ფასდაკლების ბანერზე გული მერევა.
-მოდი, ბიძი, ჩემმს ტვალეტში მო*ვი და მიიღე
უფასო, პრემიუმ კლასის ტვალეტის ქაღალდი.
მიხვალ და ამ მაგრად გაპიარებულ ტვალეტში
მოისაქმებ. მერე მიხვდები, რომ მაგარი
გაგიჩალიჩეს. მარა ეგ შენ მაგარი *ლეზე გკიდია,
შენ ხომ ახლახანს ფეშენებელურ ტვალეტში
მოკუკე. წადი ეხლა და გაიბლატავე.
მერე პრობლემა ის არი, რომ თუ სამყარომ მაგ
ტიპაჟის ფეიკური აზროვნება არ გიწყალობა,
ცხოვრებაში მაგრად გენძრევა, შენს ადგილს ვერ
პოულობ, ახლო კონტაქტში ვერავისთან შედიხარ
და გაქვს ისეთი შეგრძნება, თითქოს სადღაც
უეჭველი რაღაცა შანსი გამაზე ცხოვრებაში და
თავპირი მოგეტ*ნა.
აესე მარტოვდები რა იტოგში.
მარა ყველაზე კაი ვარიანტია, ამ ორ
უკიდურესობას შორის რაღაცა ბალანსი იპოვო.
როცა ხვდები, რომ გატყუებენ და ისიც იცი,
დღევანდელი ბო*ი ცხოვრების ბორბალი როგორ
ტრიალებს, ტონა ნეხვში ნათელი წერტილების
შემჩნევას იწყებ.
ეს ის სინათლეა, სადაც რეალურად შეესაბამება
ერთმანეთს სარეკლამო ბანერი და მომსახურება.
მაგრამ ეგეთი რამე ისე გაიშვიათდა ამ
ცხოვრებაში, შანსი არაა სადღაც არ შეცდე და
ვიღცა ნაბიჭ*არმა არ გაგიჩალიჩოს.
21-ე საუკუნეში ყველაფერი დამახინჯებისაკენ
მიდის. მოაზროვნე ადამიანები იშვიათად
გხვდებიან. დანარჩენი ყველა მარტო ამიგდალას
ამუშავებს თავში (ამიგდალა ინსტინქტებზეა
პასუხისმგებელი).
მერე მოვა ვიღაცა განდონი და ჭკუას მასწავლის:
-Ganvitaldi laaa vafseeee
-Idi nnaxxui

გაიღვიძე
თავი XI
მოსიარულე მკვდრები

-Bavshvebo, eroziul da abraziul procesebze


prezentaciebs chavibareb xutshabats.
Manamde shegidzliat namushevrebi
gamomigzavnot.
-Auuuu maas
shewrozya martla magawrey tipiaaaaa
ai wafshe tesliaaaaaaa.
Rogor?
დაიკიდეთ, მასწ, ტყუილად ნუ შეეცდებით
სიტუაციის გარკვევას.
ხანდახან მგონია, რომ ისეთი ადამიანები,
როგორზეც ახლა უნდა ვისაუბრო, პირად
ცხოვრებაში დანაკლისს გრძნობენ და ამ
დანაკლისის ანაზღაურებას სხვა საშუალებებით
ცდილობენ.
თქვენს წინაშეა ამქვეყნად ყველაზე
საზიზღრულად ასახსნელი პრობლემა.
იცით, რა განასხვავებს ადამიანს ზომბისგან?
დიახ, იმ ზომბებისგან, რაც ფილმებში გინახავთ, ან
წიგნში წაგიკითხავთ.
ზომბები, თუ შეიძლება მათ ასე ვუწოდოთ,
აზროვნების უნარის არმქონე არსებები არიან. მათ
ტვინის ყველა სააზროვნო ნაწილი გათიშული აქვთ
და გრძნობენ მხოლოდ ინსტინქტური დონის
გრძნობებს. მაგალითდ: შიმშილს, სითბოს,
სინათლეს და ხმას. გარდა მაგისა, მათ არ გააჩნიათ
აარანაირი ბერკეტი რაიმე პრიმიტიული
მოთხოვნილების დასახშობად. ისინი ვერ იგებენ
ზღვარს, დაბოდიალობენ უაზროდ, ჭამენ
უმუღამოდ, სძინავთ გაუკონტროლებლად
(კვირები) და ასე შემდეგ. მარტოდმარტო ისინი
დიდ საფრთხეს არ წარმოადგენენ, თუმცა როცა
ერთიანდებიან, აი მაშინ ყველას დან*რეული აქვს.
იმიტომ, რომ მრავალი ასეთი არსება ერთად ქმნის
იმხელა მასას, რომ შესაძლებლობა აქვს,
ყველაფერს გადაუაროს.
სახლში, ტელევიზორის წინ ამ ტიპების ყურება
არც ისე საშიშად ჟღერს. ისინი ეკრანს მიღმა
არიან, იქიდან ვერ გადმოძვრებიან და ვერ
შეგჭამენ, მაგრამ როცა ისინი ყოველდღე შენს
გარშემო დაყიალობენ, შენც რაღაც პონტში
იმუნიტეტს იმუშავებ და ასეთი არსებების
არიდებას სწავლობ. ხვდები, რომ მათი
ყურადღების გაფანტვა ძალიან მარტივია.
მათზე ძალიან ეფექტურად მოქმედებს
ბრჭყვიალა რამეები, მაგალითად: დამა*ლევებელი
გადაცემები, მიკერძოებული საინფორმაციოები,
clickbait - ები (ჩამთრევი გარეკანის სურათები),
ვითომ reality-show-ები, გარყვნილი სირობები,
ამაღელვებელი ინდური სერიალები და სხვა. მე
პირადად ასეთი ზომბების წარმოდგენა შემიძლია.
საქმეს ისიც მიმარტივებს, რომ მათ უკვე
ყოველდღიურადაც ვხვდები. გავარკვიე, რომ
თურმე, ფილმები, სადაც ეს მწვანე ტიპები ჩანდნენ,
წინასწარმეტყველება ყოფილა.

აქ ვინმეს გონია, რომ ვინმეს დასაცინად ვწერ


რამეს? მე მართლა ჩემი ახალგაზრდული გულით
მტკივა დღევანდელი სამყარო. ადგილი, სადაც
აზროვნების უნარი ყველაზე დიდ ტკივილს
განიჭებს. ადგილი, რომელიც გჭამს, თუ მისნაირი
არ ხარ.
ნუ მოკლედ, ესეთი ხალხი, რაზეც ვისაუბრე,
ყველა ქვეყანაში იჩითება, მაგრამ პარალელი
საქართველოსთან რომ გავავლოთ, ჩვენს
შემთხვევაში ყველაზე დამანგრეველი რამეა ის,
რომ ამ საზოგადოებამ ყველაფერ უცხოეთში
გავარდნილის აქ გადმოტანა არასწორ დროს
გადაწყვიტა. დაახლოებით 50 წლით ვიჩქარეთ.
ვიჩქარეთ იმიტომ, რომ ასე გვაიძულეს. იმიტომ,
რომ თუ ასი წლის განსავითარებელს ოცდაათ
წელიწადში ვერ განვვითარდებით, “სანუკვარ”
ევროპაში არ შეგვასუნინებენ (კიდევ ერთხელ
მოვტ*ან საბჭოთა კავშირის დედა).
საქართველოში რა გვაქვს და რა არა, ერთი
საკითხია, მაგრამ რაღაცა მაინც ხომ გვაქვს?! აქ
უკვე მეორე თემა იწყება: საზოგადოების ქცევა
არსებულ რესურსთან მიმართებაში. ჩვენ ხელში
ვანილის თეთრი ნაყინი გვიჭირავს, მაგრამ გვინდა,
რომ შავ-თეთრი გვქონდეს. შოკოლადის ნაყინის
ჩამოსასხმელი არ გვაქვს, თუმცა შეგვიძლია
ნაყინში მძ*ნერი ჩავდოთ, გავლოკოთ და თავი
მოვიტყუოთ, რომ შავ-თეთრ ნაყინს ვჭამთ.
იმ ქვეყნებში, სადაც ჩაქნევა გადაცემები და
ათასი ყურადღების გადამტანი სირობები გადის
ტელევიზორში, ეკონომიკა და ცხოვრება
ოპტიმალურ ნიშნულზეა. იქ ხალხს იმიტომ
უჭირავს კაი ტელეფონები და ბრენდული
ტანსაცმელი იმიტომ აცვიათ, რომ მაგის
გადასახდელი ტრაკი მართლა აქვთ.
აქ კიდევ 1500 ლარიანი ხელფასის მქონე ტიპები
4500 ლარიანი ტრაკიფონ 17 პრო შმაქსებით
ეძრობიან. იმიტომ, რომ ჩვენში გავრცელებულია
“აუ ჩემზე რას იტყვიან?”, ან “ფული არ მაქ მარა
მდიდარი გამოვჩნდე” სინდრომი.
ჩვენ რომ შვეიცარია ვიყოთ, ჩემდათავად ამ
საკითხზე მოლაპარაკის პირში შევე*ი. მაგრამ,
მოდი ჯერ ქვეყანა ავაშენოთ და მერე გავხდეთ ის,
ვისაც დღეს უშედეგოდ ვბაძავთ
ქვეყანა თავზე გვენგრევა და რაღაც დადგმულ,
ჩამოსხმა პროექტის ფინალში ოთხ მილიონიანი
მოსახლეობიდან სამი მილიონი ხმა მიდის.
გული მერევა.
გამიბრაზდი?
არაუშავს, ესეიგი შენში რაღაც უკეთესობისაკენ
შევცვალე. (იმ *ლეობებს ნუ უყურებ, გთხოვ.)
თავი XII
ბრაზიანი ჩიტები

“დაბალ ღობე” სახელმწიფოებში მაცხოვრებელი


ხალხი ამერიკას განიხილავს საუკეთესო ადგილს
საცხოვრებლად. თუ ამერიკაში როგორმე შეეტენე,
საბლატაოც გიჩნდება და მაგარი ტიპიც ხარ.
მექსიკის საზღვარზე ტრაკის ხოხვით გავს
გამცვდარი ჯინსები, მარა შენ ამბობ,
“ბალენსიაგაში” ვიყიდეო.
სწორს ამბობდა ტრამპი, მექსიკის საზღვართან
კედლის წამოჭიმვაზე. თუმცა უნიკალური
შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს (პირველად
ჰქონდათ შანსი ჩინელების პროდუქტი
დაეპატენტებინათ).
ამერიკაა მთავარი “ტრენდების სამშობლო”. მის
სახელს ისეთივე გავლენა აქვს მსოფლიო
საზოგადოებაზე, როგორც იოჰან კრუიფს ჰქონდა
გავლენა თამაშზე მას შემდეგ, რაც მწვანე
მინდორზე შეაბიჯებდა (დიახ, ფეხბურთი
მევასება). ყველაფერი, რაც იქ იქმნება, უეჭველი
აქაც უნდა გაჩითო და იქონიო, თორემ მაშინვე
ბანძის ნაკლეიკა გერტყმევა და საზოგადოებისაგან
ირიყები. იმ ზომბი საზოგადოებისგან, რომელზეც
სულ ახლახანს გესაუბრეთ. მაგრამ ამ ყოველივეს
შიდა სამზარეულოში რომ ჩაიხედოთ, მიხვდებით,
რომ იქ თანამედროვე ტრენდების “შეფებმა”
ყველანაირი გზა იციან, როგორ დაგაბოლონ. ამის
გასაღები კი შენი გაუნათლებლობაა. ან
განათლებულობა, მაგრამ სიბრმავე.
***
ადრე ათიანების უარყოფით მხარეს დავარტყი
და ეხლა განათლების არქონაზე როგორ
გებაზრებით, ხო? ათიანები და განათლება
ერთმანეთისაგან განსხვავდება. შეიძლება, რაც კი
არსებობს ყველა სასწავლო დაწესებულება
დაამთავრო, მაგრამ მაინც გაუნათლებელი და
ჩამოსხმა იყო. მაგალითად, დაბოლდე მარტივად
ამოსაცნობ ფიშერებზე, გადაწყვეტილებები
გამოგქონდეს იმპულსურად, არ გაგაჩნდეს
სამოქალაქო თვალსაზრისები, კითხვებზე: კი, ხო?
- ხოს პასუხობდე, -არა, ხო? - არას. მე როცა
ფრიადები ამოვიღე მიზანში, იმ ხალხზე გავაკეთე
აქცენტი, ვინც მთელი ცხოვრების არსს კარგი
ნიშნების მიღებაში ხედავს. (ბაზარი არაა, ორი
ფურცლის წაუკითხავობაც გაუნათლებლობაა)
გავაგრძელეთ ბაზარი
“შეფები” თავადაც ბოლდებიან. ყველაზე მაგრად
ეგენი ბოლდებიან. მათ სათავეში რეალურად
დგანან ბევრად უფრო დიდი ორგანიზაციები.
არასამთავრობო, თუ სამთავრობო, ფარულად, თუ
აშკარად. მათ მოაზროვნე , მეამბოხე ადამიანები
არ სჭირდებათ. ეს მათთვის ზედმეტი თავის
ტკივილია. მათ ურჩევნიათ ყავდეთ საზოგადოება,
რომელიც სავსეა ფსევდო-განათლებული ხალხით.
ნასწავლებით, მაგრამ ბრმებით.
თანამედროვე პოლიტიკა “მდიდარი ოჯახების”
ხელშია. ჩვენ გვგონია, პოლიტიკას ხალხი
ვაკონტროლებთ, მაგრამ რეალურად, ჩვენ
მხოლოდ და მხოლოდ თავს ვიტყუებთ.
დღევანდელ პოლიტიკოსებს მანამ არ დავუჯერებ
არცერთ სიტყვას, სანამ მათ თავში არ ჩავიხედები
და არ დავინახავ, თუ რეალურად და ამოძრავებთ.
და ვინაიდან ეს შეუძლებელია, ყველა პოლიტიკოსი
*ლეზე მკიდია იქიდან გამომდინარე, რომ ყველა
ერთ უბინძურეს და უსაზიზღრეს საქმეშია
ჩაფლული: პოლიტიკაში.
თანამედროვე ცხოვრებაში თავისუფალი არჩევანი
არ არსებობს. არსებობს გარემოებები, რომლებიც
გაიძულებენ ამ არჩევნის გაკეთებისაკენ. არსებობს
ბანერები, სააგიტაციო კამპანიები, ტროლები,
ბოტები, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ
არჩევანი თავისუფალი არაა. ამიტომაც, როცა
საარჩევნო ბიულეტინზე კალმით ჩემი აზრის
დაფიქსირების უფლება მომეცემა, ყოველთვის
გავაუქმებ ბიულეტინს, რადგან ცვეტში არავის არ
ვენდობი.
პოლიტიკური მონოპოლია არც ისე საშიშია, თუ
ჩვეულებრივი, არაფრით განსაკუთრებული
ადამიანი ხარ. მაგრამ როცა იმ ზღვარს
გადააბიჯებ, საიდანაც უკვე რაღაცას წარმოადგენ,
აი იქ ჩნდებიან შენი მაკონტროლებელი
მექანიზმები, რომლებიც იმის გარანტიას იძლევა,
რომ არაფერი ისეთი არ მიქარო, რაც
პოლიტიკური ჯგუფების ავტორიტეტს შელახავს.
თუ ჩემსავით, (ჯერჯერობით) ჩვეულებრივი
ადამიანი ხართ, მაშინ თქვენთვის თქვენი პირადი
გარემოცვა ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ბინძური
პოლიტიკა.
სუპერმარკეტში შედიხარ და ათვალიერებ
სხვადასხვა შეფუთვის პროდუქტს. ამ დროს
ყველაფერი, რასაც მაღაზიაში ხედავთ, სულ
თითზე ჩამოსათვლელი კომპანიების საკუთრებაა,
რომლებიც თავის მხრივ უფრო დიდი გიგანტების
საკუთრებაში შედიან და ერთ მთლიანობაში
ერთიანდებიან, რომლის დედასაც ერთად
შევთხარეთ ყველამ. ტელევიზორში გეუბნებიან,
რომ ჭამო ბოსტნეული იმისთვის, რომ გაიზარდო
ძლიერი და ჯანმრთელი. აი პროდუქტებს რითაც
ტენიან, ეგ უკვე მაგარი *ლეზე გკიდიათ შენც და
სხვებსაც. შენ ხომ “ჯანსაღად” იკვებები! არადა
ქიმიებით გატენილი საკვები არანაკლებ მოუტ*ნავს
პატრონს შენს ორგანიზმს.
ეს ამბავი აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში
მოქმედებს. ფარულად, შეუმჩნევლად, უხმაუროდ,
ჩუმი კუილივით, მაგრამ კუილს მოყოლილი
მძ*ნერივით ა*ვამს სიტუაციში. ჩვენც ჩვენ პონტში
ვბოლდებით. ამ დროს მსოფლიოს მმართველობაში
ისეთი ტიპები დგანან, ჩვენ რომ ვერც
წარმოვიდგენთ. ყველა ომი მათი სურვილით ხდება,
ყველა მშვიდობიან რეგიონში მშვიდობა მათი
სურვილიდან გამომდინარე სუფევს.
ეკონომიკას რაც შეეხება, მსოფლიოს მთელი
სავაჭრო სისტემა მხოლოდ და მხოლოდ ორი
კომპანიის სათამაშო სივრცეა, რომლებიც ისე
ატრიალებენ ყველაფერს, როგორც
გაუსწორდებათ. ისინი ფლობენ აბსოლუტურად
ყველა ინტერნაციონალური კომპანიის წილებს. თუ
შედიხარ ინსტაგრამზე და ალაიქებ პოსტს,
შემოსავალს უქმნი ერთ კომპანიას. თუ შედიხარ
ამაზონზე და იწერ რაიმე პროდუქტს, სარგებელს
უქმნი მეორე კომპანიას. ყველაზე ღადაობა ისაა,
რომ ეს ორი კომპანია ერთმანეთის აქციებსაც
ფლობენ. და საერთოდაც, ერთი *უი არიან. ეს
ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმიტაციაა იმის,
რომ ბაზარზე ერთს მეორე კონკურენტად უდგას.
მსოფლიოს ერთი დიდი შავი ფარდა აქვს
ჩამოფარებული. მას რამდენიმე ხარისხის
კულისები გააჩნია. ჩვენი სცენის იქით პირველი
კულისებია, სადაც ჩვენზე ერთი თავით მაღლა
მდგომი ხალხი იმალება. ეს კულისებიც სცენაა. ამ
სცენის კულისებში კი ჩვენზე შვიდი თავით მაღლა
მდგომი ხალხია მიმალული.
ჩვენ, ჩვენი ცხოვრებით და ყველაფრით, რაც
გაგვაჩნია, ამ დიდი მონოპოლიის ნაწილი ვართ.
თუმცა ნათქვამია, გამოკეტე არსება, უჩვენე მას
ფსევდო-თავისუფლება და არ უთხრა, რომ
ციხეშია. ის მთელ თავის ცხოვრებას ბედნიერად
გაატარებს და კმაყოფილი მოკვდება. საკმარისია
ასე უაზროდ გაფლანგული სიცოცხლეები!
დავუბრუნდეთ “შეფებს”, რომლებიც ჩვენსა და
“იდუმალ ტიპებს” შორის შუამავალნი არიან. ისინი
ქმნიან ათასი ჯიშის იმიტაციას და შემოყრიან
ტრენდებს, რაზეც ხალხი აბოდებს. საუბარი მაქვს
დღევანდელი ციფრული სამყაროს აბსოლუტურად
ყველა კომპონენტზე. თითქმის ყველაფერი, რასაც
ასქროლვისას ნახულობთ სოციალურ ქსელში,
ფეიკია. თანამედროვე სამყაროში არ არსებობს
reality-გადაცემები, არ არსებობს სიმართლე. და
თუ ამას მიხვდი და მატრიცას როგორღაც გააღწიე,
ყველანაირად ჩაგექაჩება ციფრული სამყარო, რომ
უკან, ისევ საკუთარ მონოპოლიაში ჩაგაბრუნოს.
მეტიც, არავის უნდა ხელიდან გაგიშვას და
ბედნიერების საშუალება მოგცეს, რადგან,
როგორც ამბობენ: “ყოველი განკურნებული
პაციენტი დაკარგული მომხმარებელია”.
ამას ზემოდან ემატება ლგბტ პროპაგანდა
დასავლეთის ქვეყნებში, რომელსაც დასანახად ვერ
ვიტან. მესმის, როდესაც ადამიანი საკუთარ თავში
აღმოაჩენს, რომ განსხვავებული ორიენტაცია
გააჩნია და ამას არ ვეხები, ეგ მოსული ხოდია,
მაგრამ ბავშვებისთვის სკოლაში ტრანსგენდერი
ტიპის მოყვანა და “ტვერკაობა” , რომელსაც
ბავშვებს აყურებინებ, ყველაზე დიდი
დედამოტ*ნულობაა, რაც შეიძლება ახალ თაობას
გაუკეთო.
აი ამ პირმოტ*ნულ წრეშია ჩათრეული მთელი
მსოფლიო თავისი ყველა ასაკობრივი კატეგორიით.
ღადაობა ისაა, რომ საზოგადოება ამ წრეს
უმეტესად თავად ატრიალებს. იმიტომ, რომ ჩვენ
დაბადებიდან ვკონტროლირდებით,
ვპროგრამირდებით და ისეთებად ვყალიბდებით,
როგორებადაც “ზევით” უნდათ, რომ ვიყოთ.
ქართველებისათვის ცნობილი პრობლემები
მხოლოდ ერთი პატარა ნაპერწკალია იმ ცეცხლის,
რომელიც რეალურად მსოფლიოში გიზგიზებს.
ჩვენ ჯერ არც კი დავპირისპირებივართ ამ ცეცხლს.
და ამით ჩვენი მდგომარეობა უფრო მძიმდება,
რადგანაც როდესაც ჩვენ განვითარების იმ
ნიშნულს მივაღწევთ, რაც დღეს მიზნად გვაქვს
დასახული, ჩვენს გარშემო გარემო უფრო იდუმალი
გახდება.
ამ დროიდან დაიწყება დიდი გაურკვევლობა და
ამ თეატრალურ გამოსვლას კიდევ უფრო მეტი
კულისები შეემატება
-Au vighacam am tips dzaan bevri gadauxada
salaparakod.
ჩემთვის ამის დასაწერად ფული არავის
გადაუხდია. მე მინდა საზოგადოებამ გაიღვიძოს,
გონზე მოვიდეს. მე რომც არავინ მომისმინოს,
მაინც გავაგრძელებ ლაპარაკს, რადგან
უმოქმედოდ ყოფნა ყელში ამომივიდა. თუ არავინ
გაიგებს ჩემს ნათქვამს, მე იმ ქუჩის
ენთუზიასტების როლს მოვირგებ, მთელი დღე
კარდონზე დაწერილი სიტყვებით რომ ცდილობენ,
საზოგადოებას რაიმე შთააგონონ. დარწმუნებული
აღარ ვარ, რომ ისინიც ჯაშუშები არ არიან და
ვიღაცის დაკვეთილ აზრებს არ ავრცელებენ,
მაგრამ მე ჭეშმარიტად “ქუჩის ენთუზიასტი”
გავხდები.
თქვენ კი გთხოვთ, თქვენი ფიქრები არ შექმნათ
ტელევიზორში მოსმენილილზე, ან სოციალურ
ქსელში წაკითხულზე დაყრდნობით, რადგან სხვა
გზა არ არის - ვიღაცა უეჭველად დაგიჭერთ და
მატრიცაში მოგაქცევთ.

წერითაც უკვე ტვინი მომეტ*ნა. წავალ ყავას


დავლევ და გავაგრძელებ. <3
დაე იყოს ნათელი

საკუთარ თავზე რამის მოყოლა შეიძლება


დამიგვიანდა კიდეც. თუ ჯერ არ დაგისვამთ
კითხვა, თუ ამდენი უბედურება თავში ერთიანად
რანაირად დამიგროვდა, ესეიგი ყველაფერი ჩემი
გეგმის საწინააღმდეგოდ მიდის.
ერთი ჩვეულებრივი თინეიჯერის ცხოვრება
მაქვს. არაფერი განსაკუთრებული. “თინეიჯერი”.
ამ სიტყვის გაგება ყველას სხვადასხვანაირად
ესმის, იმის მიხედვით, თუ რომელ ეპოქაში
მოუწიათ თინეიჯერობა. მაგალითად, ბებიაჩემის
თაობას თინეიჯერობა წარმოუდგენია როგორც
თოხით და ბარით ხელში, მზის ქვეშ საათობით
მუშაობა. ჩემი მშობლების თაობას ეს პერიოდი
სიბნელეში, გაჭირვების ჟამს აქვს გამოვლილი.
შესაბამისად, მათთვის იდეაში ყველაზე შესაზიზღი
ცხოვრების მონაკვეთი ეს უნდა ყოფილიყო. ამის
მიუხედავად ჩვენი მშობლების თაობის
წარმომადგენლებს ერთმანეთის მიმართ დიდი
სიყვარული აკავშირებთ, რადგან ისინი ერთმანეთს
გაჭირვების დროს გვერდში ედგნენ. და როდის
იბადება სიყვარული, თუ არა პრობლემების ერთად
დაძლევის დროს. აი მე კი, თინეიჯერობა ყველაზე
მეტად შემზიზღდა. განსაკუთრებული მიზეზების
გარეშე. ეს არის დრო, როცა საკუთარ თავში ვერ
გარკვეულხარ. ეს არის შენი ემოციების მეფობის
ეპოქა, როდესაც შენი თავი ნაკლებად ხარ და
ძირითადად ისეთად “ნასტროიკდები”, როგორადაც
უფრო მისაღები გახდები გარშემო
საზოგადოებისთვის. საქართველოში ახალ თაობად
ყოფნა მარტივი არ არის. თანაც ასეთ ეპოქაში,
როცა ყოველდღე რაღაც ახალი იქმნება.
ყოველთვის მიკვირდა, თუ “განვითარებულ”
ქვეყნებში რატომ ჰგავდნენ ერთმანეთს ასე ძალიან
თაობები. ისინი ერთი და იგივე ღირებულებებით
იზრდებოდნენ და დაახლოებით ერთი და იგივე
ფსიქოლოგია გააჩნდათ. დედისთვის შვილის
ცხოვრება უკვე ნანახი კინო იყო. ამიტომაც,
შვილისთვის რჩევის მიცემა მანდ ყოველთვის
მარტივია. უკვე იცი, შვილის ცხოვრებაში რის
შემდეგ რა უნდა მოხდეს. მაგრამ ჩვენთან,
თაობათა შორის სიჭრელე ერთმანეთისთვის
გაგების შესაძლებლობას გვიკარგავს. ხშირად
გამიგონია სახლში სიტყვები: “მე ასეთი ბაშვების
მნახველი არა ვარ, რა ჯიშისები არიან?”. ამის
მსმენელი ჩემსა და უფროს თაობებს შორის
სიცარიელეს ვხედავდი. მათ ჩემად არასდროს
ვთვლიდი და ყოველთვის სითბოს დანაკლისი
მჭამდა.
წინა თაობებს ჰგონიათ, რომ როგორც თითონ
გაიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ, ისე უნდა
გავიზარდოთ ახალი თაობაც. და როცა ასე არ
ხდება, ჩვენით უკმაყოფილონი არიან. არადა,
თავად წარმოადგენენ დიდ “აცდენას”.
იმის გამო, რომ ჩემს ოჯახში არავინ იყო ისეთივე
ეპოქაში გაზრდილი, როგორში ყოფნაც მე მიწევდა,
სწორ რჩევასაც ვერავინ მაძლევდა. ამიტომ,
მომიწია ჩემი თავი ჩემით აღმეზარდა. ამ დროის
განმავლობაში ბევრი ისეთი პრობლემა მქონია,
რაც თავდაპირველად დაუძლეველ ბარიერად
მომჩვენებია, თუმცა წლების შემდეგ
მივმხვდარვარ, რომ ეს პრობლემები ისეთი
მარტივი ამოცანები იყვნენ, რომ თავისუფლად
შეიძლებოდა მათი მეორე კლასის მათემატიკის
წიგნში შეტანა. ასე არ მომეჩვენებოდა ყველაფერი,
ჩემი ცხოვრება უწინ ვინმეს რომ ეცხოვრა და ახლა
ჩემთვის რჩევების მოცემა შეძლებოდა. ალბათ,
მხატვრული ლიტერატურა ამაში ძალიან
დამეხმარებოდა, მაგრამ, ვინაიდან დიდი
მკითხველი მე არ ვარ და არც არასოდეს გავხდები,
ეგ თემა უკვე დაკიდებული მაქვს.
ყველაზე მწარედ ეს ცხოვრება მაშინ გირტყავს,
როცა მარტო ხარ. აი ყველაზე მაგრად პირადად მე
მაშინ მტკივა, როცა ასაკით პატარებს
“უპრობლემოებად” მიიჩნევენ. ზოგ შემთხვევაში,
ახალგაზრდებს ისეთ პრობლემებთან უწევთ
შეჭიდება, რომ შესაძლოა ზოგმა
“ჩამოყალიბებულმაც” ვერ გადალახოს გარკვეული
ბარიერები, ფსიქოლოგიურად, თუ ფიზიკურად.
ამბობენ, შენი საუკეთესო მასწავლებელი შენივე
შეცდომებიაო. მაგრამ, ეს თუ ყველა შემთხვევაში
მართალია, მაშინ ყველაზე დიდი შეცდომების
დამშვებები ახლა გავარდნილი ფილოსოფოსები
უნდა იყვნენ. მაგრამ ასე არ არის. ბევრ
თინეიჯერზე ნაკლები შეცდომა მაქვს დაშვებული,
მაგრამ რაც მთავარია, მათზე სწავლა მოვახერხე
და უარესი შეცდომები არ დამიშვია. უფრო
მართებული იქნება ასე რომ ვთქვათ: შენი
საუკეთესო მასწავლებელი შეცდომებზე
დაფიქრებაა. მაგრამ ახლა მეორე ტვინის ტ*ვნა
იჩითება: ფიქრის გადამჟავება. ნუ მოკლედ, რაც მე
შეცდომები დამიშვია, სწორი მიდგომის ხელში
შესაძლებელი იყო, რომ არ დამეშვა და ახლა
ასეთი ძირგავარდნილი სიბნელით სავსე ბოჭკა არ
ვყოფილიყავი.
ალბათ ზოგი უბრალოდ დეპრესიის კლანჭებში
მოქცეულ ღლაპს დამიძახებს, მაგრამ რეალურად
ასეთი რამეები (დეპრესიის გამომწვევი რამეები)
უკანასკნელი რამეა, რაც მანაღვლებს. შეცდომის
დაშვება უკვე მაგრადაც მიხარია, რადგან ყოველი
ჩავარდნით უფრო და უფრო ვძლიერდები.
ჩემს შესახებ ამაზე მეტის ცოდნა უბრალოდ არ
გჭირდებათ. იმიტომ, რომ რაიმე ახლის მოსმენის
შემდეგ თქვენ შეიძლება ჩემი ნაგულისხმევიდან
ყველაფერი ჩემს ხასიათს დააბრალოთ.
რეალურად, მე მხოლოდ და მხოლოდ რეალისტი
ვარ. არ მინდა ვინმემ გადაჭარბებულ პესიმისტად
აღმიქვას. ან იქნებ ვარ კიდეც პესიმისტი. ამ
ეპოქაში ურთულესი რამაა, იყო თინეიჯერი და თან
არ იყო პესიმისტი. ამიტომაც, ზედმეტ საფიქრალს
არ შეგიქმნით. საქმე საქმეზე თუ მიდგება, მერე
გამიცნობთ. <3
ნაწილი II
Confía en mí y devuélveme el
dinero
მირწმუნე, თან გადამიხადე
თავი I
ჭირი იქა
ჭირი აქა

Praids mxars ucher??


Neitralurobas varchev.
SHE GaNuViTaReBeLo aRaToLeRaNtUlO
HoMoFoBo, ChEmS MiMarT DiSkRiMiNaCiA aR
gAgiVa.
.................
(ესეთები ტრაკში არავის გაერჭოთ)

***
ზოგიერთ ბრმას მივმართავ: ჩემთვის
საუბრის მიზანს არ წარმოადგენს, თავი იესოს
მცნებებით გამოგიტენოთ. ახლა ვისაუბრებ იმაზე,
მსოფლიო ფსევდო-ლიბერალებმა როგორ იხმარეს.
რელიგია მაგრად მკიდია.
გეი ხარ? ლესბოსელი ხარ? ტრანსგენდერი ხარ?
ბი ხარ? რაც არ უნდა იყო, იყავი, მე პრობლემა არ
მაქვს, მაგრამ ნუ გადმომიხტები გზაზე და ნუ
მომიტ*ნავ ტვინს შენი ჭრელი ბანტით.
ყველაზე ღადაობა იცით, რა არის?
“პრაიდის” სასტავი “სტანდარტულ” მოსახლეობას
რომ მოუწოდებს განვითარებისკენ.
საკმარისად განვითარებულ სამყაროში ჭრელი
დროშების ფრიალს არავინ არ დაიწყებდა. არც
არავინ არ დაუწყებდა მუშტების ქნევას
განსხვავებულ ადამიანებს. მეტიც, ხალხი
ერთმანეთს უმარტივესად მიიღებდა. ყველა
სიმშვიდეში იცხოვრებდა, საკუთარი არჩევნით.
ახლა კი, როდესაც ეს “პრაიდელები” განვითარების
მოთხოვნით ტვინს მიტ*ნავენ, თავად ვერ წვავენ,
რომ ისინიც ისეთივე განუვითარებლები არიან,
როგორც დანარჩენი სამყარო. მესმის, როდესაც
ბიჭს ბიჭი მოსწონს, გოგოს - გოგო და ეს
ყველაფერი სხვას არ აწუხებს, მაგრამ დიდ
*ლეობად მივიჩნევ საზოგადოების თვალში
გაჩხირვას. მე რომ ჩველულებრივი ვარ, ხომ არ
გამოვდივარ შუა გზაზე და ვინმეს
დემონსტრაციულად ხომ არ ვტ*ნავ?
საჩაურტყა
(ბაზარი არაა, ეს ვითომ-ქრისტეს-მოციქულებიც
მაგარი ჩამოსხმები არიან)

დღევანდელი სიტუაცია ლგბტ თემებთან


დაკავშირებით მე უფრო შემოგდებული თემა
მგონია, ვიდრე ვინმეს თავისუფალი არჩევანი,
რადგან ყველგან, სადაც დღევანდელი ციფრული
სამყარო წვდება, მარტივად წააწყდებით ამგვარი
პროპაგანდის წამქეზებლურ განცხადებებს. ამის
შედეგად, ადამიანები უბრალოდ საკუთარ
ორიენტაციას ზედმეტად უფიქრდებიან და
უტრიალებთ ასეთი აზრები:
-Genderi xom ar shemecvala?
ან:
-Woow. Genderis da orientaciis shecvla axla
trendshia. modi, mec shevicvli rames da
dghevandeli sazogadoebistvis ufro saintereso
pirovneba gavxdebi.

მე იმის იმედი არ მაქვს, რომ ჩემი აზრები ყველას


მოსაწონი გახდება. კაცია და გუნება. პირიქით,
ჩემს შრომას წარმატებულად მაშინ ჩავთვლი, თუ
ჩემს აზრებს დადებითადაც შეაფასებენ და
უარყოფითადაც.
თუ ნამუშევარს ყველა დადებითად გიფასებს,
ესეიგი საკმარისად დიდ აუდიტორიაზე არ
იმყოფები.

თავი II
Main menu
Settings

Gender

Iyavi is, vinc xar. iyavi is, rac trendshia.

იტოგში მე ეს ბაზარი მაგრად მკიდია, მაგრამ


თქვენ იმას აგიხსნით, რაც უნდა იცოდეთ.
ტრენდს აყოლა ყველაზე მარტივი რამეა.
თავდაპირველად გამოჩნდნენ ტრანსგენდერები -
კაცები, რომლებიც თავს ქალად გრძნობდნენ,
ქალები, რომლებიც თავს კაცად გრძნობდნენ. მათი
განცხადებით, ისინი შეცდომით საპირისპირო
სქესის სხეულში მოხვდნენ. მათ ელახებოდათ
თავისუფლება, ვინაიდან გამომწყვდეულნი იყვნენ
არასასურველ სხეულში.
შემდეგ გამოჩნდნენ ტრანსრასულები.
თეთრკანიანი ხალხი, რომლებიც თავს
ფერადკანიანად თვლიან და ამბობენ, რომ თეთრ
ტყავში გამომწყვდეული ფერადკანიანები არიან, ან
პირიქით.
მაგრამ აქ არაფერი სრულდება. გამოჩნდნენ
“ტრანს შ.შ.მ”, ან “ტრანსშემძლე” ადამიანები (
რეალურ შ.შ.მ პირებს არ ვეხები ). აი აქ ვისი
ვისაშია ცვეტში ვერ გაიგებთ. თუ თქვენ თავს
ჯანმრთელ სხეულში არასრულფასოვნად
გრძნობთ, შეგიძლიათ თავი გამოაცხადოთ
ტრანსშესაძლებლობიანად და მოიჭრათ ფეხი ან
ხელი, გადმოინერგოთ სიმსივნე, ამოიკვეთოთ
ორგანოები, დაიმართოთ დიაბეტი და გახდეთ
სრულფასოვანი შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე ადამიანები. (აქვე ვიტყვი, რომ შეზღუდული
შესაძლებლობები *მართლა პრობლემურ*
ადამიანებში არ არსებობს ( ანუ საწყენად არ
ვლაპარაკობ ))
აბა შემდეგ “ნასტროიკას” თუ გაარტყავთ.
11 წლის მოზარდი ტრანსგენდერი ბიჭი შედის
სტრიპტიზ კლუბში და ცეკვავს, კაცები ტრუსიკში
ფულს უტენიან.
ზრდასრული ტიპი აქვეყნებს სტატიას ძიძის
აყვანის თაობაზე, რადგან ის თავს ჩვილად თვლის.
აღარ გავაგრძელებ.
თუ კაცს შეუძლია გამოაცხადოს, რომ ქალია,
რადგან თავს ქალად გრძნობს, თუ თეთრკანიან
ადამიანს შეუძლია გაშავდეს, ჯანმრთელ ტიპს
შეუძლია *ლე მოიჭრას, რადგან თავს ჯანმრთელად
არ გრძნობს, თუ ზრდასრულ კაცს შეუძლია
დაპატარავდეს, ს*რში შიბაქი გაირჭოს და სოსკებს
იფურთხოს, სად მთავრდება ეს ყველაფერი?
შეუძლია ამერიკელ ბავშვს გამოაცხადოს, რომ ის
უკვე ჩამოყალიბებულ პიროვნებად გრძნობს თავს
და ტრაკში იარაღგარჭობილმა დაიწყოს სიარული?
შეუძლია თინეიჯერს, თავი პენსიონრად
ჩათვალოს, რადგან ის თავს მოხუცებულად
გრძნობს და პენსია დაინიშნოს? შეუძლია ქალს,
საბავშვო ბაღში იდვიჟენიოს, რადგან ის თავს
ოთხი წლის გოგონად თვლის? შეუძლია სკოლის
მოსწავლეს, დღე სკოლის მაგივრად ვეტერინართან
გაატაროს, რადგან ის თავს ფისუნიად გრძნობს?
თუ კი, მაშინ ამიხსენით, როგორ მოხდება ეს
ყველაფერი ისე, რომ სახელმწიფოები არ
ჩამოინგრეს.
აა, უკაცრავად, რადიკალ ლიბერალებს ხომ
ყველაფრის მოსპობა გსურთ, რაც სახელმწიფოს
უკავშირდება.
თუ ბავშვს რისი წარმოდგენაც შეუძლია,
ყველაფრად ყოფნა შეუძლია, მაშინ რომელმა ს*რმა
უნდა მოსთხოვოს სკოლაში სიარული. ან ვინ უნდა
გასცეს პასუხი, თუ ლუდხანაში კათხა ლუდს
შეუკვეთავს?
მეორე ბაზარია *ლე დედ-მამის ყოლა. *ლე
მშობლები ხშირად ბავშვებზე თავად
მანიპულირებენ. მე მინახავს, როგორ
განსაზღვრავენ დედები ჩვილი ბავშვის
ორიენტაციას, ან შთააგონებენ გენდერის შეცვლას.
ეს კითხვები მრავლად დამისვამს.
დებატებში შესვლისას ვერ ვიღებ კონკრეტულ
პასუხს, თუ სად არის ლიმიტი გენდერების
რაოდენობისა. და როცა კითხვებს ვსვავ, ისეთ
პასუხებს ვიღებ, მხოლოდ გაუნათლებელი ტიპები
რომ გიპასუხებენ.
-Da ra moxdeba tu me avdgebi da tavs
pingvinad gamovacxadeb?
-Modi, absurdul saubars moveshvat.
tkven ar unda xumrobdet am sakitxze
es adaianebis grdznobebs exeba.
მაპატიეთ, მაგრამ აბსურდსა და სინამდვილეს
შორის ზღვარი თავად მაშინ გააქრეთ, როცა
ადამიანს შესაძლებლობა შესძინეთ, თავი
“ყველაფრად” გამოეცხადებინა.
სანამ ფსევდო-ლიბერალები თავისუფლებაზე
სირობებს დააბრახუნებენ, მანამდე ამაზე უნდა
იფიქრონ.
როგორც მინიმუმ, “ვითომ ჩამოყალიბების
ზენიტში მყოფები” განვითარების მოთხოვნით არ
უნდა დადიოდნენ, რადგან მათ საკუთარ
აუდიტორიაშიც კი ძალინ ბევრი
არაკომპეტენტური ადამიანი შედის, რომლებიც
ბიოლოგიის აზრზე არ არიან.
ეს მაგალითი მრავლად გექნებათ გაგონილი:
როცა მოკვდები და არქეოლოგები ათასი წლის
შემდეგ ამოგთხრიან, შენს გენდერს ბიოლოგიური
წესით განსაზღვრავენ - კაცი, ან ქალი. ისინი ვერ
გაიგებენ, შენ გენდერიანი იყავი, თუ - უგენდერო,
ან რად თვლიდი თავს.
მოდიან და მთხოვენ, რომ მათი გენდერით ამაყი
ვიყო. მე შეიძლება ამაყი ვიყო ჩემი თავით, მაგრამ
რატომ შენი გენდერის გამო?
იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც დავწერე, მე
მაინც ფეხებზე მკიდია ამ ასპექტის თემები, რადგან
მე ჩემი შეხედულება გამაჩნია და ჩემს
შეხედულებებს სუ რო თავ-ტრაკი მოიტ*ნან
ზოგიერთებმა, მაინც ვერ შეცვლიან. რა ჯიშისაც
გინდა, იმ ჯიშის იყავი, ჩემთან ნუ მოხვალ და
ტრაკის ქიცინით ტვინს ნუ მომიტ*ნავ.
გაგიკვირდებათ და, უფრო დიდი პრობლემა სხვა
რამეში მდგომარეობს.
ჩემი ყველაზე დიდი გულისტკივილი ისაა, რომ ეს
ყველაფერი თავისუფალი არჩევნის გავრცელება
არაა. ეს ყოველივე აბსოლუტურად იგივე როლს
ატარებს “მსოფლიო მონარქებისთვის”, როგორც
ტელევიზია, გასართობი გადაცემები,
პროპაგანდები, რაც ხალხზე ზემოქმედებს. თუ
ადამიანებს გაართობ, ერთმანეთს დაუპირისპირებ,
ტელევიზორს და სოციალურ ქსელებს მიაჯაჭვებ,
მათ ფიქრის დრო აღარ დარჩებათ. ხალხი
გადაიქცევა მარტივად სამართავ ბრბოდ,
რომელიც ნებისმიერს გადაუვლის, ვინც გზაზე
შეეჩეხება. მე არ მინდა ამ ბრმა საზოგადოების
წევრი ვიყო. FUCK THE NEW WORLD ORDER.
თავი III
სატირა

-Chveni mezobeli gela momkvdara


-Visgan gaige
-Ubanshi tkves
-Tu simartlea internetshi ewereboda

რამდენად ბრმაა თქვენი ნდობა სოციალური


ქსელებისადმი? მედია საშუალებებისადმი? ფაქტი
ერთია, რომ საინფორმაციო საშუალებებით
მოსმენილს საზოგადოებისთვის დიდი
მნიშვნელობა აქვს.
პოლიტიკური ძალები საკუთარ სიბინძურეთა
რიცხვში აღრიცხავენ მედია საშუალებებით
მანიპულირებას. ისინი თავს ან კარგად
გაგრძნობინებენ, ან ცუდად. ან სიმშვიდეს
შთაგაგონებენ, ან ბრძოლას იმის მიხედვით, თუ
რომელ პოლიტიკურ ძალას უსმენთ. საბოლოო
ჯამში ორივე მხარე მაგარი პირმოტ*ნულია.
თანაც, მხოლოდ ეს ორი მხარე არაა
საზოგადოების მტერი. ჩვენი მესამე ყველაზე დიდი
მტერი ჩვენივე თავია, გაბრუებული, მოწამლული,
დაბრმავებული.
საზოგადოებაში გასვლით თქვენ მატრიცაში
ეფლობით, რომელში შესვლაც ათასჯერ უფრო
მარტივია, ვიდრე თავის დაღწევა. და თუ
სასწაულებრივად აქედან თავს დააღწევ, მესამე
მტერი აქტიურდება და ცდილობს, ხალხში
გაჩენილი მსოფლმხედველური გადახრა
აღმოფხვრას და მხოლოდ ერთ, რაციონალურ
იდეას მისცეს გასაქანი. პირველი ორი მხარე კი ამ
პროცესების სადავეების საკმაოდ მყარი
მფლობელები არიან, რომლებიც მიკროფონთან
საკუთარი შენიღბვათა კოლექციით წარსდგებიან
და თეატრალურ წარმოდგენებს დგამენ. და რა
არის საზოგადოების ელიტისათვის იმაზე უფრო
სასიამოვნო, ვიდრე თეატრალური სცენების
ყურება, პოპკორნით ხელში!?
ის, რის თქმასაც ვცდილობ, კარგად ჩანს
ფილმში: მატრიცა. ამ ფილმს ადამიანები ერთ
უბრალო ფანტასტიკური ჟანრის ფილმად
მიიჩნევენ. ამ დროს, ეს ფილმი ასახავს
თანამედროვე საზოგადოების ყველაზე დიდ
იდუმალებას, რომელსაც რეჟისორი ფარდას ხდის
მაშინ, როცა ფილმის ერთ-ერთი მთავარი
პერსონაჟი მორფეუსი ნეოს უამბობს მატრიცის
შესახებ. ის ხსნის, თუ რას წარმოადგენენ ამ
სისტემაში შემავალი ხელოვნური ინტელექტები:
მასწავლებლები, ადვოკატები, მკერავები, და რა
საშიშროებას წარმოადგენს საზოგადოება იმ
ადამიანისთვის, ვინც სისტემის დამაბრმავებელ
რეალობას თავს დააღწევს. ვიგებთ, რომ ბრბო
მუდმივად მიმართულია გონებამახვილი
ადამიანების მიწასთან გასწორებისკენ.
სისტემებს ტილებისავით ყავთ ასხმული
მანიპულატორები. ყველა სოციუმში არსებობს
ისეთი ძალა, რომელიც რაღაც პონტში საკუთარ
ინტერესებს აჭენებს და ჩემს ტვინის ტ*ვნას
თავისუფლლებას და დემოკრატიას უწოდებს.
ამასთანავე სხვის საღ აზრს გასაქანს არ აძლევს და
ყველანაირი მეამბოხე იდეის აღმოფხვრას
ცდილობს.
თუ ქვეყნებით გავყვებით, მაშინ ყველაზე
თვალსაჩინოდ ეს ჩრდილოეთ კორეაში ჩანს,
მაგრამ აბა ჩადი და მოსახლეობას კითხე,
მანიპულირებს თუ არა სახელმწიფო მათზე.
ვეჭვობ, პასუხი იქნება ერთი შეხედვით
ერთფეროვანი და არაფრისმთქმელი, რომლის
სიღრმეშიც იმალება დიდი ტანჯვა და შიში. ეს იმას
ნიშნავს, რომ ხალხი ბოლომდე ვერ ხვდება, რომ
ციხეში არიან გამომწყვდეული.
ჩვენ კი, როცა დემოკრატიაზე და მის სიკეთეებზე
ვსაუბრობთ, გული გვწყდება იმ ადამიანებზე, ვინც
თავისუფლებას ვერ ეღირსნენ. თუმცა ამ დროს
ჩვენც ისეთივე მონები ვართ, როგორიც თუნდაც ის
საწყალი ხალხი. მათ მსგავსად, ჩვენც ვერ
ვხვდებით, რომ ჩვენით მანიპულირებენ. იმიტომ,
რომ არც ჩვენ გვესაუბრებიან ამაზე. “მიეცით
ხალხს პური და სანახაობაო”. დიახ, სწორედ ის
გონების ასარევი საშუალებები, რაზეც უწინ
გესაუბრეთ, რის გამოც ხალხს ფიქრის დრო აღარ
რჩება. და როცა ვიღაც ამაზე ლაპარაკს იწყებს,
საზოგადოებაში შიში ჩნდება და დაფიქრების
ნაცვლად ხალხი სწორის მთქმელის თელვას იწყებს.
რა მოხდებოდა, თუ რომის იმპერიაში, ერთ-ერთ
არენაზე გლადიატორების სანახაობის ყურებისას
რომელიმე მოაზროვნე ადამიანი უარს იტყოდა ამ
ძალადობრივ სცენებზე და თავისი მოსაზრების
გავრცელებას დაიწყებდა? ეს დანარჩენი ბრმა
საზოგადოებისთვის არც ეფექტს, არც
ფსიქოლოგიურ გავლენას არ იქონიებდა, რადგან
ის საზოგადოება, რომელთან კონტაქტიც
ყოველდღე გვაქვს, უმეტესად ემოციებზე და
შეგრძნებებზე დამონებული ბრბოა. ბრბო,
რომელიც ხელისუფლების გადამეტებულ
საქციელებზე თვალს ხუჭავს და სახლში
ტელევიზორის ყურებას ამჯობინებს.
“არსებობს გზა, რომ ამ ქვეყანაში ყველა კაცი,
ქალი და ბავშვი გათავისუფლდეს მონობიდან და
სანამ მონიჭებულ პრივილეგიებს გამოვეთხოვები,
მე ამ გზას აუცილებლად განვახორციელებ.”
ჯონ კენედი, მკვლელობიდან ერთი კვირით ადრე.
და ვინმეს კიდევ ჰგონია, რომ ჩრდილოეთ კორეა
და დანარჩენი სამყარო დიდად განსხვავდებიან?
***
სილამაზეს რომ უწოდებ ფერებს, გარეგნობას,
ქცევას,
და ყოველი, ვისაც სილამაზე ერგო, გისწორდება.
ვერ იაზრებ, რომ თუ ხოჭოს ფეხს დაადგავ - გმირი
ხდები,
და თუ პეპელას ხელი შეახე - ილესება ხმლები.

ამ ხმლებს ლესავს ბრმა და ტრენდებს აყოლილი,


მკვდარი ერი,
და ჩემს დასასჯელად ჯალათს უშვებს მეფე,
ვიღაც შტერი.
მეფე ტიკ ტოკს სქროლავს, თითონაც დაბოლდა,
ბევრს ეწევა,
სოციალური ქსელების მოსაწევს, ჭკვა აერევა.
ვერ აზროვნებს, ერთადერთი,
ინსტინქტები გააჩნია,
რომ თუ ვინმე “მახინჯ” ხოჭოს გასრესს, ფეხებზე
ჰკიდია.
და თუ პეპელას - “სილამაზეს” გასრეს,
ხარ კრიმინალი,
ხეები ხართ, სამყარო გაუვალი ჯუნგლები არი.

რეალობის მტკიცე ზღვვარი ბრიყვებს მაშინ


წაუშლიათ,
ილუზია რომ არჩიეს მართლის თუნდაც
ალუზიას.
არ ვიბრუებ თავს წამლებით, წამლით, რომ
გიფარებს ფარდას,
ფარდა დააფარეს მოკლულ მართალს, ტყუილად
რომ ჩანდა.

მე არ მინდა, მმართოს მეფემ, ვისაც კვერთხი


აუღია,
მეფე, მკვდართა მეფე, მწიფეს იღებს,
მკვახე გაუსვრია,
მკვახე სიტყვებს მესვრის, მკვახე აზრი ჩემთვის
საუზმეა,
სადილად კი მეფეს მისი ვაზირები დაუსვია.
ვაზირებისათვის უთქვამს: “თქვენ სიმართლის
მხარეს იბრძვით,
მონარქი ვარ, ვდგავარ ხელში
კვერთხის ნაცვლად
ქორფა ქინძით.
და თუ რამ დღეს ჩვენ სიმშვიდეს აგვირევს
ეს მწერალია,
ხელში კალმით, ჩვენი ლანძღვით, ტყუილების
მძევალია.

წადით, დაე მოკვდეს, მორჩეს ღელვა, თუ რამ


საღელვია,
აზრი, სიმართლეს რომ არქმევს,
მისი თავში სამტვრევია.”

თქვენი მეფე ვახშამია.

თქვენი მეფის მკვლელი.


თავი IV
გადავარჩინოთ ჩვენი
დედამიწა
(თან დედა მოვუტ*ნათ)

დღეს-დღეობით ძალიან ბევრი ღონისძიება


მიმდინარეობს დედამიწის დაცვით ასპექტში.
ძირითად პრობლემად კი რჩება დანაგვიანება,
ჰაერის დაბინძურება და სახეობების გადაშენება.
ამ თავის დაწყებამდე ისეთი გრძნობა მაქვს,
თითქოს საზოგადოებაში იმედი უნდა მოვკლა.
რა კარგია, როცა პასუხისმგებლობით აღსავსე
ახალგაზრდა ხარ, გაინტერესებს ბუნება, ზრუნავ
მასზე. როცა ქუჩაში ვინმე სიგარეტის ბიჩოკს
დააგდებს, აიღებ და ტრაკში გასთხრი. ამბობ, რომ
ავტომობილები სრულად უნდა გადავიდნენ
ელექტრო-ენერგიაზე. ამასთანავე ხარ ვეგანი და
ზრუნავ კრუხ-წიწილაზე.
SIKE
რათქმაუნდა, როცა ვეგანებს კითხვას ვუსვამ,
თუ რა მიზეზით ჭამენ მხოლოდ მცენარეულ
პროდუქტს, ასეთ პასუხს ვიღებ:
-Cxoveluri sakvebis mighebit chven dzalian did
zians vayenebt bunebas.
(ვინც ვეგანი რაიმე პრობლემის, ან ცხოველური
საკვების აუტანლობის გამო გახდა, იმათ არ
ვეხები)
კარგი, ვთქვათ და ყველამ გადაწყვიტა უარი
თქვას ცხოველურ საკვებზე და დაიწყო მხოლოდ
მცენარეული საკვების ჭამა. პირველ რიგში ეს
დაარტყავს ორგანიზმს, ვინაიდან ცხოველური
საკვები არის ერთადერთი საბადო რიგ
ნივთიერებებისა, რაც ადამიანის
ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია. მათ
გარეშე ორგანიზმს არსებობა უჭირს და მუდმივ
სტრესში იმყოფება.
- KvLeViS PaSuXeBi?

ამას გარდა, იქ, სადაც რიგი მცენარეები ვერ


ხარობენ, საჭირო გახდება პროდუქტის
ტრანსპორტით მიწოდება. მოიმატებს გემების
რაოდენობა ზღვაში, თვითმფრინავების
რაოდენობა ჰაერში, სატვირთოების რაოდენობა
გზაზე, გაიზრდება ჰაერის დაბინძურების და
ზღვაში ჩაღვრილი მავნე ნივთიერებების
რაოდენობა, გაიზრდება დაავადებების რისკი და
გარდცვლილთა რაოდენობა. გილოცავთ,
მწავნილის ჭამით უფრო მეტი დახოცეთ, ვიდრე
გადაარჩინეთ.
*აქ უცებ ერთს გაუნათდება და თავის ჭკუაში
მომიჯოკრავს*

-Da transportis eleqtro energiaze gadayvana xom


sheidzleba?

ელექტრო-ენერგია გარემოს არ აბინძურებს,


თუმცა მისი გამომუშავება არანაკლებ რესურსს
მოითხოვს, რასაც საწვავზე მომუშავე
ტრანსპორტი. ამ შემთხვევაში იძულებული
ვიქნებით, ავაშენოთ მეტი ელექტროსადგურები.
ელექტროსადგურები კი ბუნებას ბევრად უფრო
დიდ საფრთხეს უქმნიან, ვიდრე ჩემი ყბებში
გაგდებული ქათამი. საწყენად არ ვამბობ, მაგრამ
თქვენი ეს კამპანია შეიძლება უფრო მეტადაც
აზარალებს დედამიწას.
და მაინც, რომელი გირჩევნიათ? მანამ, სანამ
ფიქრობთ, ერთ რამეს გავაიასნებ, რომ სანამ
ზოგიერთი დედამიწის გადამრჩენელი მოხვალთ და
თითის ქნევას დამიწყებთ როცა ჩემი კორვეტით
პარკინგზე გავჩერდები, მანამდე რაღაც-რაღაცები
კარგად გადახარშეთ, თორემ მე ლაპარაკი და
დებატებში შესვლა არ მეზარება.
რაც შეეხება დასუფთავებით აქციებს. სად მიდის
დასუფთავებული ნარჩენები? გადამუშავდება.
იქმნება აბსოლუტურად იგივე ქიმიური
შემადგენლობის ახალი ნაგავი, რომელიც ისევ ძირს
იყრება. დეკადების შემდეგ კი საჭიროა ვინმემ ისევ
აწიოს ტრაკი და დაასუფთავოს დანაგვიანებული
გარემო.
და ისევ დაასუფთავოს.
და ისევ.
ისევ.
კიდევ ერთხელ.
ერთხელაც.
ჩვენი გარემო განუწყვეტლივ დანაგვიანდება და
ამას ვერავინ შეაჩერებს, რადგან იმაზე მეტი
ადამიანი იკიდებს ფეხებზე ბუნებას, ვიდრე
ზრუნავს. უპირველეს ყოვლისა, დიდი
ორგანიზაციები იკიდებენ, რომლებიც თავის მხრივ
სახელმწიფოებთან ახლო კონტაქტში არიან. რაც
იმას ნიშნავს, რომ ყველაზე დიდი
დამნაგვიანებლები საკუთარ ჯიბეებზე ზრუნვას არ
შეწყვეტენ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ რიგითი
ენთუზიაზმით აღსავსე მოქალაქეები ჩემს ფეხებს
გახდებიან. საჭიროა “ზემოთ” მოინდომონ, რისი
იმედიც არ უნდა გქონდეთ.
ამ პლანეტის საბოლოო მდგომარეობა მაინც
იქამდე მივა, რაც აპოკალიფტურ ფილმებში
გინახავთ. და ეს გარდაუვალია.
თავი V
ქალია ადამიანი ?!

არასდროს არ მიტყდება ვინმესთვის რაიმეს


ახსნა, მაგრამ სამაგიეროდ არსებობს თემები, რაზე
საუბარიც მართლა მიტყდება. მიტყდება არა
იმიტომ, რომ ვინმესთვის რაიმეს ახსნა ხდება
საჭირო, არამედ იმიტომ, რომ ეს საკითხები
საერთოდ არსებობენ. ასეთ შემთხვევაში მე
ყველაფერს ვიკიდებ და ასე უბრალოდ ლაპარაკს
ვიწყებ.
ადამიანები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით
ავლენენ. ზოგი შესახედაობით არ გამოირჩევა,
მაგრამ სიღრმისეულად სასიამოვნო მოსაუბრეა,
ზოგი ლამაზია, თუმცა აზროვნებით მდაბიო,
ზოგსაც ორივე აქვს დაბალანსებული. და აი ამ
ფენომენს, თავში ასე აზრები რანაირად
დაულაგდა, მართლა ვერ ვხვდები.
Chven dzlieri qalebi vart! kacebi saertod ar
gvchirdeba cxovrebashi.

Ratkmaunda, kacebis gareshec gavartmevt tavs

Netav sul ar arsebobdnen.

Netav

ყველაფერი, რასაც გარშემო უყურებთ -


სკვერები, შენობები, კაფეები, მანქანები, ხიდები,
ცათამბჯენები და ასე შემდეგ, კაცების შექმნილია.
იმ კაცების, რომლებიც ზოგიერთ საკითხზე
ქალებისნაირად არ ორჭოფობენ და საქმეს
აკეთებენ. კაცებს, ქალებისგან განსხვავებით, რიგ
სამუშაოების კეთება არ უტყდებათ. პირიქით,
ზოგი ამას საკუთარ მოვალეობადაც კი თვლის.
ამას გარდა ყველა ექსტრემალურ პირობებში
მომუშავე ადამიანი კაცია, მაგალითად: ხიდების
გამრემონტებლები, ცათამბჯენებზე ფანჯრების
მწმენდავები, ელექტროსადგურებზე მომუშავე
კადრები და ა.შ.
უფრო მეტი კაცი იმიტომ იღებს საკუთარ თავზე
მნიშვნელოვან საქმეებს, რომ გარკვეული
სამუშაოების შესრულება კაცებს უფრო
უმარტივდებათ. ფიზიკოსებს შორის უდიდესი
ნაწილი კაცია, მძღოლებს შორისაც იგივე, ასევე
კონსტრუქციებზე მომუშავე პირების 99% - იც
კაცია.
თუ რაიმე კუთხით ქალებს დამოუკიდებლობა
შეიძლება ჰქონდეთ, ეს ეკონომიური
დამოუკიდებლობაა, რომელსაც მართლა მხოლოდ
ძლიერი ქალები აღწევენ. ასევე ქალებს გააჩნიათ
არჩევნისა და თავისუფლების უფლებები და ყველა
დანარჩენი უფლება, რაც სახელმწიფოების
კონსტიტუციებში შედის. მაგრამ ქალები
კაცებისგან 100 პროცენტით დამოუკიდებლები
ვერასოდეს ვერ იქნებიან, რადგან ქალს ვერ ექნება
ეკონომიური დამოუკიდებლობა, თუ ეკონომიკას
კაცები არ შექმნიან. ქალები ვერ იცხოვრებენ
დამოუკიდებლად, თუ კაცებმა მათ სახლი არ
აუშენეს .ვერავინ გადაადგილდებოდა ტაქსით, თუ
ჯერ კაცები მანქანას არ ააწყობდნენ და, შემდეგ,
თავად არ დასხდებოდნენ საჭესთან. (თუ ვინმე
ქალი მშენებელია, ან ეკონომიკურ საქმიანობაშია
ჩართული, ან მანქანის მძღოლია, ბაზარი არაა,
მაგრამ მე უმრავლეს შემთხვევებზე ვსაუბრობ)
“უკაცო” სამყაროში ომები სრულიად
უსაფუძვლო საბაბით დაიწყებოდა და ბრძოლები
“შილაკებით” გაიმართებოდა. ადამიანთა მოდგმა
იქნებოდა ფიზიკურად სუსტი, რის გამოც
პრეისტორიულ ხანაში გადარჩენა მეტად
გაუჭირდებოდა და, სავარაუდოა, რომ
გადაშენდებოდა კიდეც. პასუხისმგებლობების
საკუთარ თავზე აღებას მხოლოდ ერთეული
ძლიერი ქალები შეძლებდნენ. ეს კი საკმარისი არ
იქნებოდა გამართული სტრუქტურებისა და
ინსტიტუციების შესაქმნელად.
აბსოლუტურად ყველა სოციუმი, ყველა
სტრუქტურა და ყველა ორგანო კაცების კისერზე
დგას. ერთეულ შემთხვევებს კი ერთეული
შემთხვევები იმიტომ ჰქვიათ, რომ მართლა
იშვიათად ხდებიან. დანარჩენ ყველა შემთხვევაში
კაცებს მთავარი როლი უჭირავთ საზოგადოებაში
და ამას რაც არ უნდა ეჩალიჩოთ, ვერ შეცვლით.
ამის მიუხედავად, მე არ ვამბობ, რომ ქალები
კაცებზე რაიმეთი ნაკლებები არიან, უბრალოდ,
ზოგი რამ ერთს უფრო კარგად გამოსდის, ზოგი
რამ კი - მეორეს. მაგალითად, ძლიერ კაცებსაც ხომ
დედები აძლევენ სიცოცხლეს? დედები ხომ
ძირითად შემთხვევაში ოჯახის შიდა სამზარეულოს
განაგებენ? დიახ. სიმართლის აღიარება ჩემთვის
პრობლემას არასდროს წარმოადგენდა. სიმართლე
კი ის არის, რომ ქალები და კაცები ერთმანეთის
გარეშე არსებობის აზრს კარგავენ. აქედან
გამომინარე, ის პონტი, რომ ვინმე ადგეს და
საპირისპირო სქესის უმნიშვნელობა იქადაგოს,
პირდაპირ ამზიურებს მის ჩამოყალიბებულობით
*ლეობას და ჩამოსხმულობას. ასეთი ადამიანები
ჩემთვის არაფერს წარმოადგენენ და მათ
საზოგადოების პარაზიტებად მივიჩნევ.
თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი სიმახინჯე კი
სწორედ ისაა, რომ ზოგიერთ იდიოტს ფრთების
გაშლის შესაძლებლობა ეძლევა.
მესმის, თუ ფემინისტი ხარ. მაგრამ იმ ყველა
მოთხოვნასთან ერთად, რასაც შენ აყენებ, იმასაც
უნდა ითხოვდე, რომ კაცის სამუშაოები ქალებზეც
გადანაწილდეს. სხვა შემთხვევაში ჩემი ეს
ყოველივე ნალაპარაკევი შენც გგულისხმობს. <3
ნაწილი III
Error 404
***
ვიცი, ამ ნაწილს ზოგი მაგრად გააკრიტიკებს.

(თუ არც)

კაცია და გუნება.

თავი I
ღმერთო ჩემო

ორ ადამიანს შორის უთანხმოების შესწრება არის


ის, რითიც ერთსაც კარგად გაიცნობ და მეორესაც.
რწმენის საკითხი და დებატები რწმენის შესახებ
ჩემთვის ყოველთვის ულამაზესი რამაა. მორწმუნე
ადამიანებსა და ათეისტებს შორის ხშირად იჭრება
დებატები, რომლის მოსმენაც ძალზედ
მსიამოვნებს. დიალოგში ერთ მხარეს იკვეთება
ადამიანი, რომელიც სამი ტიპაჟიდან ერთ-ერთს
უნდა მიეკუთვნებოდეს.
პირველი: ადამიანი, რომლებიც რელიგიის
მიმდევრებთან ჯიბრში ჩადგომას ლამობენ და მათი
მიწასთან გასწორების სურვილი კლავთ,
მეორე: ვისაც უბრალოდ უჭირს ისეთი რამეების
დაჯერება, რაც რელიგიას უკავშირდება და
აღიარებენ მატერიის უპირველესობას (წმინდა
მატერიალისტური ახსნით ეს საკმაოდ
საფუძვლიანიცაა), და
მესამე: ადამიანები, რომლებიც LGBTQ+
მხარდამჭერები არიან და რელიგიას
უპირისპირდებიან.
მეორე მხარეს დგანან სამღვდელოება და
მრევლი.
ეს ორი მხარე ერთმანეთს ცეცხლმოკიდებულ
არგუმენტებს ესვრის და ცდილობს, თავ-თავიანთი
გაიტანოს. ყველაზე ღადაობა რამ, რის გამოც ამ
ხასიათის დებატები მიზიდავს ის არის, რომ
თავიდან ბოლომდე ვერც ერთი ამტკიცებს თავისას
და ვერც - მეორე. ჩემთვის მათი მოსმენა
სასიამოვნო იმიტომაა, რომ ადამიანებს ასე უკეთ
შევიმეცნებ. უკეთ ვსწავლობ, თუ რას
წარმოადგენენ და როგორაა მოწყობილი ადამიანის
ფსიქიკა.
მე ვიცნობ ადამიანებს, ვინც მართლა ცდილობდა
დაეჯერებინა, რომ სამყარო ღმერთმა ექვს დღეში
შექმნა, საკუთარ ხატებად ადამიანები ჩამოაყალიბა
და როცა საჭირო გახდა, ერთადერთი შვილიც
გამოგვიგზავნა გადასარჩენად. (ყოვლისშემძლეს
ვინ გადაუწყვიტა შვილების რაოდენობა, ეგ არ
მესმის). თუმცა ისინი დანებდნენ იმიტომ, რომ
მატერიალისტური ფიქრები მათ მოსვენებას არ
აძლევდათ.
მე მომისმენია არგუმენტები. როგორც ერთი,
ისევე მეორე მხარიდან. რიგ შემთხვევებში
არგუმენტები საკმაოდ საფუძვლიანია და ამას
განვიხილავ კიდეც, მაგრამ მე არასდროს
გადავხრილვარ არც-ერთი მხარისკენ. იმიტომ, რომ
ადამიანები და მათი სიტყვები ჩემთვის უბრალოდ
საკმარისი არ არის რაიმეს დასაჯერებლად.
ადამიანები ჩემთვის რაიმეს გარანტიად დიდი ხანია
აღარ ითვლებიან, რადგან თუნდაც როცა თავს
“ადამიანად” მიიჩნევ, შენ აღიარებ, რომ ადამის
შთამომავალი ხარ. იმის, ვინც შენს მოდგმაში
პრველმა დაუშვა შენთვის დამახასიათბელი
შეცდომა. აქედან გამომდინარე, ვერც ვერაფრის
გარანტიას მივიღებ შენგან.
ამ კონკრეტულზე კი ბევრჯერ ვღადაობ,
ათეისტები რომ საკუთარ თავს “ადამიანებად”
მოიხსენიებენ და არც უფიქრდებიან.
მე ღმერთის შესახებ გავრცელებულ
შეხედულებებს ჩამოგიყალიბებთ, დანარჩენი
თქვენთვის მომინდია. აქვე, ფიზიკა ვისაც არ
გევასებათ, შეგიძლიათ უბრალოდ დაიკიდოთ.
ჩვენ გაგვაჩნია სამ განზომილებიანი სამყარო.
სიგრძე, სიგანე, სიმაღლე. ამასთანავე ჩვენ გვაქვს
ჩარჩოები, რომლებიც გვზღუდავენ. ამ
შეზღუდვებს ჩვენ ფიზიკის სახელით ვიცნობთ.
ფიზიკის კანონები ჩვენს სამყაროს ზღვრებს
უწესებს. მაგალითად: არსებისთვის, რომელიც
მოვლენებს მხოლოდ ორ განზომილებაში აღიქვამს,
შეუძლებელია დროში მოგზაურობა, რადგანაც ის
არღვევს ფიზიკის ფუნდამენტურ პრინციპებს,
მაგალითად, თერმოდინამიკის კანონებს და აჩენს
მრავალ პარადოქსს. მაგალითად, თუ X- სხეული F
- ძალის მეშვეობით სივრცეში t = 10 წამის
განმავლობაში გადაადგილდა, არ არსებობს ძალა
(როგორც მინიმუმ, ჯერ-ჯერობით), რომელიც ამ
პროცესს შემოატრიალებს. აგრეთვე, თუ
წარსულში მამაშენი მოკალი შენს ჩასახვამდე,
მამაშენის მკვლელად აღარ გაჩნდები, ბლა ბლა
ბლა და კიდე ათასი *ლეობა. ამას გავკარით.
აინშტაინის ფარდობითობის თეორიის თანახმად,
არსებობს მეოთხე განზომილება და ეს
განზომილებაა დრო. ამ თეორიის თანახმად,
მატერია სივრცე-დროის ბადეს კარნახობს, როგორ
დეფორმირდეს. თავის მხრივ, დრო კარნახობს
მატერიას, თუ რა ტრაექტორია უნდა მოხაზოს
სივრცეში და ამ ყველაფრის სიმპტომია
გრავიტაცია. ამასაც გავკარით.
ამის გარდა, თეორიულად არსებობს კიდევ
მრავალი განზომილება, რომელთან წვდომაც ჩვენ
არ გვაქვს.
-Kai nu gaaxure ee
-Ho karqi vagrdzeleb
რომ დავუბრუნდეთ ბიბლიურ
დამოკიდებულებებს, თუ ისინი მართლაც
სიმართლეა, მაშინ იმისათვის, რომ ღმერთს
შეეძლოს ბიბლიაში აღწერილი ქმედებების
გაკეთება, მაშინ ის უნდა ფლობდეს
განზომილებებთან წვდომის გასაღებს. თავის
მხრივ, განზომილებას ვერ ფლობ, თუ შენ თავად
უფრო მაღალ განზომილებაში არ არსებობ.
მაგალითად, ჩვენ ვცხოვრობთ სამ განზომილებიან
სამყაროში, თუმცა მოვლენებს აღვიქვამთ ორ
განზომილებაში (მხედველობით ჩვენ აღვიქვამთ
ორ განზომილებიან სურათს). აქედან
გამომდინარე, ღმერთი უნდა წარმოადგენდეს
არსებას, რომელიც არსებობს ყველა არსებული
განზომილების გარეთ, მუდმივობაში. ის არ უნდა
ექვემდებარებოდეს სივრცეს, უნდა არსებობდეს
წარსულშიც, აწმყოშიც და მომავალშიც
ერთდროულად.
მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი
ახალ სამყაროს დაედოს საფუძველი ერთი არსების
მიერ.
აქედან გამომდინარე, თუ მაინც და მაინც
ბიბლიურ ახსნას ემხრობით, მაშინ თქვენთვის
მეტად სავარაუდო უნდა იყოს, რომ ღმერთის
ბიბლიური განმარტება დაშიფრულია და
მოთხრობილია ისეთი ენით, რომელიც ადამიანის
ცნობიერების შესაბამისია, რადგან სხვა
შემთხვევაში ადამიანი ღმერთის არსებობის
გაგების პროცესში საბოლოოდ ვერანაირ დასკვნას
ვერ გამოიტანს და მაგარი *ლეზე დაიკიდებს
ყველაფერს. (Oh no, ეს ეკლესიის ჯიბეს არ
აწყობს)
პირადად ჩემთვის ასევე გაუგებარია ის, რომ თუ
სამყაროში ჩვენს გარდა კიდევ მილიონობით და
მილიარდობით სიცოცხლე არსებობს და ღმერთმა
თავისი ერთადერთი შვილი ჩვენ გამოგვიგზავნა
გადასარჩენად, რათა ჩვენი ცოდვები მას საკუთარ
თავზე აეღო და ჩვენ გადავერჩინეთ, მაშინ
დანარჩენი სიცოცხლეები რა, ცოდვებში უნდა
დაიწვან? იმათ ვინ დააყენებს სწორ გზაზე??
მათშიც ხომ იარსებებს ბოროტება? მათშიც ხომ
იარსებებს მზაკვრობა, ტყუილი და სხვა ცოდვები
ათი მცნებიდან?
მეორე მხარეს დგას ადამიანებში გავრცელებული
კითხვის ნიშნები, რომლებიც ბიბლიას ეჭვქვეშ
აყენებენ და სურთ მეტი გაიგონ. ნაწილი
შეპყრობილნი არიან სამი განზომილების იდეით და
აღიარებენ მხოლოდ მატერიას. ამის გარდა, თუ
ზემოთ მოყვანილ თეორიას დავუჯერებთ, მაშინ
ასევე მცდარი შეხედულებაა “სასწაულების”
ზებუნებრივ მოვლენებად ჩათვლა. თუ ზემოთ
მოყვანილი თეორიები მართალია, მაშინ ეს
“ზებუნებრივი” მოვლენები ისეთივე ჩვეულ ხასიათს
ატარებს, როგორც ჩვენი ყოველდღიური
გადაადგილება A პუნქტიდან B-ში, ან რაიმე
სხეულის აწევა გარკვეულ სიმაღლეზე. (ამ
შემთხვევაში ჩვენ სხეულების პარამეტრებს
ვცვლით სამ განზომილებაში, ხოლო ღმერთი
პარამეტრებს ცვლის უფრო მაღალ
განზომილებებში).
ამის მიუხედავად, მაინც ამოუცნობია ღმერთის
არსებობის მიზეზი. მე ერთს გეტყვით, რომ
თანამედროვეობაში რელიგიას ისეთივე ადგილი
უჭირავს, რაზეც უწინ თანამედროვე დედამიწის
“შეფებზე” გესაუბრეთ. (ანუ ეგეც რაღაც პონტში
ხალხის დასაკავებელი *ლეობაა). და თუ ორი
არჩევანი თქვენთვის საკმარისი არაა, მაშინ
ჰორიზონტს გაგიფართოვებთ:
წარმოგიდგენთ გავრცელებულ თეორიებს
სამყაროსა და სიცოცხლის შექმნის შესახებ

1. განსაკუთრებულის ქმნილების
თეორია. ამ თეორიის მიხედვით,
სიცოცხლე გაჩნდა ზებუნებრივი ძალის
მეშვეობით. ბიბლიის მიხედვით,
სამყარო ჩამოყალიბდა ექვს დღეში (ხუი
ევო ზნაეტ დედამიწის დღეებით
რანაირად დათვალეს მაშინ, როცა
ვაფშე არაფერი არ არსებობდა).
პირველ დღეს ღმერთმა შექმნა სამოთხე
და მიწიერება. მეორე დღეს ცა და მიწა
ერთმანეთისგან გამოყო. მესამე დღეს
მან შექმნა ბუნება. მეოთხე დღეს მან
შექმნა მზე, მთვარე და ვარსკვლავები.
მეხუთე დღეს შექმნა თევზები და
ჩიტები. მეექვსე დღეს მოაყომარა
ადამიანები და მეშვიდე დღეს დაისვენა
(ყოვლისშემძლე თურმე დაიღალა). ეს
ისტორია იმას მაგონებს, ჯერ რომ
სამყაროს არ იცნობდა საზოგადოება
და მარტივად რომ ბოლდებოდა ყველა
ლეგენდასა თუ მითზე. ყოველ
შემთხვევაში, თუ ეს თქვენი ბიბლია
დაშიფრული არაა და მოვლენებს
გადატანითი მინშვნელობით არ
გადმოგვცემს, მე მაგარს ვიღადავებდი
ამ უაზრობაზე.
2. სპონტანური წარმოქმნის თეორია
(აუტოგენეზი და აბიოგენეზი). ამ
იდეის კონცეპტუალური აზრები
გააჩნდათ თალესს, პლატონს,
არისტოტელეს და ა.შ. მარტივად რომ
განგიმარტოთ, ეს იდეა გულისხმობს
შემდაგ რამეს, რომ ოფლიც კი
შესაძლებელია გახდეს ახალი ორგანოს,
ან ორგანიზმის სათავე, რადგან ის
ატარებს ორგანულ ნივთიერებებს და
დეენემს. ჯერ კიდევ ძველი
ეგვიპტელები საკუთარ წარმოდგენებში
ასახავდნენ მსგავს თეორიებს. ვინაიდან
ამ იდეას მეცნიერული საფუძვლები არ
გააჩნია, ის უარყოფილად ითვლება.
3. პანსპერმიის თეორია. ეს თეორია
თავდაპირველად წარმოიშვა 1865
წელს. ამ თეორიის მიხედვით,
სიცოცხლემ დედამიწამდე მოაღწია
სპორების მეშვეობით, რომელიც
ჩვენამდე მოიტანეს კოსმოსურმა
მტვრის ნაწილაკებმა.
4. სიცოცხლის უსასრულობის თეორია.
ამ იდეის მიხედვით, სიცოცხლე მუდამ
არსებობდა და მუდამ იარსებებს,
დედამიწა კი განიხილება სიცოცხლის
სხვადასხვა ფორმის ბინად სხვადასხვა
დროის მონაკვეთში.
5. კატასტროფიზმის თეორია
განიხილავს ყველა სახის სიცოცხლეს
დროებითად. სიცოცხლე იქმნება იმ
კატასტროფის შემდეგ, რომელმაც
გადააშენა წინა სიცოცხლე და
სრულდება მომავალი კატასტროფის
მოვლინების დროს.
6. და ბოლოს, ყველაზე აქტუალური:
ევოლუციური თეორია. ევოლუციურ
თეორიას თანამედროვე სამყაროში
საკმაო პოპულარობა აქვს
დასაკუთრებული. ამ იდეის მიხედვით,
ყველა არსებული სიცოცხლე
ევოლუციურად უკავშირდება მათ
საერთო წინაპარს. ევოლუცია კი მოხდა
ბუნებრივი პროცესების მეშვეობით.
მაგ: ბუნებრივი გადარჩევა.
შეგიძლიათ ამ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერის
მიმდევარი გახდეთ. ასევე, შეგიძლიათ არცერთისა
არ გჯეროდეთ და თქვენი საკუთარი თეორია
ჩამოაყალიბოთ, ვერავინ ვერაფერში შეგედავებათ.
ეს ხომ “თავისუფალი მსოფლიოა”.
სხვა საკითხია ის, რომ ჯერ დაზუსტებით ვერც
ერთს ვერ ვიტყვით და მეტად სავარაუდოა, რომ
ვერც ვერასდროს დავაზუსტებთ, სამყაროში ჩვენს
მიწვდომადობას გააჩნია საზღვარი (ადამიანის
შესაძლებლობები უსაზღვროაო არა *ლე). სამყარო
მუდმივად ფართოვდება, ან “იწელება”. “გაწელვა”,
თუ შეიძლება ამ მოვლენას ასე ვუწოდოთ,
თანამედროვეობაში უფრო დაჩქარებულია, ვიდრე
მილიარდობით წლის წინ. საქმე ისაა, რომ ის ჯერ
კიდევ ჩქარდება უსაზღვროდ. ეს მთელ რიგ
პრობლემებს ქმნის სამყაროს შეცნობაში, რადგან
ციური სხეულები, რომლებიც ჩვენგან სინათლის
სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით გარბიან,
ამოუცნობები და შეუმჩნეველები ხდებიან, რადგან
ამ წერტილებიდან სინათლე ჩვენამდე აღარ მოდის.
ადამიანის ხილვადობამ კოსმოსში იმ ზღვარს
მიაღწია, საიდანაც სინათლე აღარ ჩანს. ჩვენი
ხილვადობის “კიდეების” იქით წყვდიადია,
რომელშიც სულ უფრო და უფრო მეტი ციური
სხეული უჩინარდება სამყაროს გაფართოების
გამო. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ,
რომ ჩვენი ხილვადი სამყარო ძალიან მცირეა მის
რეალურ მოცულობასთან შედარებით.
ამდენი იმიტომ ვიბლადუნე, რომ რწმენის მიმართ
თავისუფლება ამესახა თქვენთვის, რადგან ვერავინ
ვერ მოვა და ვერ დაგიმტკიცებთ რაიმეს არსებობა
- არ არსებობას. როგორც მინიმუმ, სანამ
მეცნიერება ყველაფერს ფარდას არ ახდის. (მე
რელიგიებს კარგ ზღაპრებად აღვიქვამ, თქვენ
თქვენით გადაწყვიტეთ). ამ ყველაფრის ცოდნის
შემთხვევაში, თქვენ გააზრებულად გადაწყვეტთ
თქვენი რწმენა-არ რწმენის საქმეს. რადგან იქ,
სადაც გარკეულ საკითხებზე გაუნათლებლობა
სუფევს, ადამიანები სხვის ტრუხა ბაზარს ზოგჯერ
კანონად მიიჩნევენ.
ამქვეყნად ყველაზე დიდი გამოუსვლელობაა, არ
იყო გათვითცნობიერებული რაიმე საკითხში და
მისი მიმდევარი ხდებოდე. დღევანდელ დროში კი
ეს მოცემულობა მრავლად გვხვდება
თავი II
მე ვინ მკითხა

თანამედროვე აღმოჩენებმა სამყაროს მიმართ


შეხედულებები გაგვიმრავალფეროვნა. მრავალ
კითხვას პასუხი გაეცა, თუმცა უფრო მეტი კითხვა
წამოიჭრა, რომელზე პასუხიც ბევრად უფრო
რთული მისაღწევია. მეცნიერებაში, თუ ერთ
კითხვას პასუხით განგმირავ, მის ადგილას ორი
კითხვა და ერთი პარადოქსი წამოიჭრება.
პარადოქსები თეორიებს ჩასაფრებიან, როცა
მიუახლოვდები, დაგიჭერენ და სიკვდილის წრეში
მოგაქცევენ. ისე კი ლამაზი რამეები არიან.
რადგან რწმენის საკითხს მივდგომივარ, ბარემ
ერთ-ორ იმ პარადოქსს წარმოვადგენ, რაც
მორწმუნეებსა და ათეისტებს შორის მომისმენია.
ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო
პარადოქსია ეპიკურეს პარადოქსი, რომელიც
ღმერთის ძლიერებას საზღვრებს უწესებს, ან მის
არსებობას ხაზს უსვამს.
ვთქვათ, ქვეყანაზე არსებობს ბოროტება.
ისმის კითხვა: იცის ღმერთმა ბოროტების
არსებობის შესახებ? თუ არა, მაშინ ღმერთი არ
არის ყოვლის მცოდნე.
თუ იცის, მაშინ ჩნდება მეორე კითხვა: შეუძლია,
თუ არა ღმერთს ბოროტების აღკვეთა? თუ არა,
მაშინ ის არ არის ყოვლის შემძლე.
თუ კი, მაშინ რატომ არ აღკვეთს ღმერთი
ბოროტებას? ისმის კითხვა: უნდა კი ღმერთს
ბოროტების აღკვეთა? თუ არა, მაშინ ღმერთი არ
არის მოსიყვარულე და კაცთმოყვარე. ( აქ ზოგს
გაუნათდება და იტყვის: იმისთვის არ აქრობს
ბოროტებას, ჩვენ რომ გამოგვცადოსო. ნუ
გეშინიათ, მანდამდეც მივალ). თუ კი, მაშინ რატომ
არსებობს ბოროტება? ჩნდება სამი შესაძლო
პასუხი. ყველა არგუმენტს შეესაბამება თავისი
კონტრარგუმენტი.

არგუმენტი ნ.1
ბოროტება ეშმაკის გამო არსებობს.

კონტრარგუმენტი ნ.1
ყოვლისშემძლე ღმერთს არ გაუჭირდებოდა
ეშმაკის დამარცხება. ( *ღმერთის ძლიერებას
საზღვრებს უწესებს.* )
არგუმენტი ნ.2
ბოროტება ჩვენს გამოსაცდელად არსებობს.

კონტრარგუმენტი ნ.2
უწინ, თუ ყურადღებით წაიკითხეთ, ავხსენი, რომ
ღმერთი, თუ არსებობს, უნდა არსებობდეს
აწმყოშიც, წარსულშიც და მომავალშიც. ასევე ის
უნდა ფლობდეს განზომილებებთან წვდომის
გასაღებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მან ნებისმიერი
მოვლენათა განვითარების გზა უნდა იცოდეს, რაც,
თუ ფიზიკური კუთხით გავყვებით, ყველა
განზომილების ფლობას არც საჭიროებს. ანუ,
ღმერთს შეუძლია მარტივად გაიგოს, თუ რას
იზამდა
გარკვეული ცოდვის ჩადენის პირას მყოფი
ადამიანი, თუ მას არჩევნის საშუალებას მისცემდა.
მისთვის იმის გაგება, თუ ბოროტების არსებობის
შემთხვევაში ადამიანები რა გადაწყვეტილებებს
მიიღებდნენ, რთული არ იქნებოდა. აქედან
გამომდინარე, ბოროტების არსებობის
გამართლება იმით, რომ ჩვენ თავისუფალი
არჩევანი გვქონდეს კარგსა და ცუდს შორის, არ
არის გამართლებული.
არგუმენტი ნ.3 (არც ვიცი ეს არგუმენტი რატომ
არსებობს, ან ვის დაებადა მსგავსი თავის
გასამართლებელი იდეა.)
ბოროტების არსებობა სამყაროს
სრულყოფილებისათვისაა საჭირო.

კონტრარგუმენტი ნ.3
ხომ შეეძლო ღმერთს სამყაროს ბოროტების
გარეშე შექმნა? თუ არა, მაშინ ის არ არის
ყოვლისშემძლე. (ის პასუხი, რომ ეშმაკიც ოდესღაც
ანგელოზი იყო და მერე გახდა ბოროტების
მაუწყებელი არ მიიღება, რადგან აქ ისევ იმას
ვუბრუნდებით, რომ ყოვლის შემძლე ღმერთი
ეშმაკს დედას უტირებდა. თუ ეს ვერ მოახერხა,
მაშინ არ ყოფილა ყოვლისშემძლე)
თუ კი, მაშინ იბადება კითხვა: რატომ არ გააკეთა
ასე?
აქაც ისმის ორი შესაძლო პასუხი, რომელთაც
ასევე გააჩნიათ გამაბათილებელი
კონტრარგუმენტები.

არგუმენტი ნ.1
ჩვენს გამოსაცდელად.

კონტრარგუმენტი ნ.1
ისევ და ისევ, ექვსი განზომილებაა საჭირო
იმისთვის, რომ გაიგო მოვლენათა განვითარების
ყველა ვარიანტი. (ეს არგუმენტი უკვე მაგრად
ვახოხიალე)

არგუმენტი ნ.2
იმისთვის, რომ თავისუფალ არჩევანს ეარსება.

კონტრარგუმენტი ნ.2
ხომ შეეძლო ღმერთს, შეექმნა სამყარო
თავისუფალი არჩევნით, თუმცა არა არჩევნით
კარგსა და ცუდს შორის?
ადამიანები თავისუფალ არჩევანში რატომღაც
ყოველთვის გულისხმობენ არჩევანს ცუდსა და
კარგს შორის. მაგალითად, როდესაც დედა შვილს
ზრდის, ის ეუბნება მას, რომ მას აქვს თავისუფალი
არჩევანი - შეუძლია დაამთავროს უნივერსიტეტი
და იყოს “დედიკოს ბიჭი”, ან წავიდეს “არასწორი”
ცხოვრების გზით და თავზე დაიმხოს ყველაფერი.
ხომ შეიძლება არჩევანი იყოს ასეთი:
დაამთავრე უნივერსიტეტი, ან გახდი კარგი
ფერმერი. თუ გინდა, სკოლაში სიარულით და
სწავლით აიწყე ცხოვრება, თუ გინდა, სულ ნუ
ივლი სკოლაში, მაგრამ სხვა გზით დაიმკვიდრე
შენი ადგილი.
კარგი და ცუდი არჩევანი ადამიანების მიერ
მოგონებული *ლეობა და შიშის ჩანერგვის
წინაპირობაა. ასევე ადამიანის ცნობიერება ვერ
ხვდება იმას, რომ ერთი ჩვეულებრივი ადამიანური
ღირებულებაა “საუკუნო ცხოვრებისკენ”
მისწრაფებაც. მორწმუნე ადამიანები უარს ამბობენ
ხორციელ სიმდიდრეზე, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ
მათში უკვდავების ელექსირის დაუფლების
წყურვილი გამეფებულა, რაც არანაირ
განსხვავებას არ იძლევა “ჩვეულებრივ”
ადამიანებთან მიმართებაში.
სწორედ ესაა ყველაზე ეფექტური გზა
ადამიანების ერთი იდეის ქვეშ გასაერთიანებლად -
ტკივილის მიყენების, ან დასჯის შიში. ამ გზით
ადამიანების მანიპულირება ყოველთვის
ამართლებს.
რატომაა აუცილებელი ბოროტების არსებობა
არჩევნის არსებობისთვის?
და ბოლოს, თუ ღმერთს არ შეეძლო სამყაროს
შექმნა თავისუფალი არჩევნით, თუმცა არა
მაინცდამაინც არჩევნით კარგსა და ცუდს შორის,
მაშინ ის არ არის ყოვლისშემძლე.
წერტილი.
ეს კონკრეტული პარადოქსი ხშირადაა დიდი
განხილვის საგანი. მორწმუნეების თავის
მართლების პროცესში მე ვხვდები, თუ რამდენადაა
ადამიანის ფსიქიკაში გამჯდარი მისწრაფება
უმნიშვნელობისაკენ. ადამიანი ფსიქოლოგიურად
კოდირებულია, რომ აღიარებდეს მასზე რაიმე
უფრო დიდს, რომლის ხელშიცაა მისი სიცოცხლე.
სიმართლე გითხრათ, კეთილი შურით მშურს
მორწმუნე ადამიანებისა. რა მარტივია ცხოვრება,
როცა თუ რაიმე ცუდი ხდება, ამბობ: ალბათ
ღმერთს ასე სურდაო. როცა რამე კარგი ხდება,
მაგაზეც ამბობ: მადლობა ღმერთსო. დიდი
მოთხოვნები ცხოვრების მიმართ არ გაგაჩნია და,
რაც გაქვს, იმასაც ღმერთს უმადლობ. ათ საათიანი
ოპერაციის შემდეგ ექიმი პალატიდან გამოდის,
დაუღალავი შრომის შედეგად გადარჩენილი
პაციენტის ოჯახს კარგ ამბავს ახარებს და, ესენი
ღმერთს შესტრფიან, დიდება შენო. მერე
ზოგიერთი იტყვის, ღმერთი ამ ოჯახს იმ ექიმის
სახით მოევლინაო. მაგაზეც ცოტა მეჭედება. თუ
ღმერთის სურვილია, გადაარჩინოს ჭირის პირას
მყოფი, მაშინ უფრო მეტი რატომ იბრიდება, ვიდრე
გადარჩება? და თუ ყველას გადასარჩენად
საკმარისად ბევრი კარგი ექიმები არ არსებობენ,
მაშინ რატომ არ ქმნის უფრო მეტ ბავშვს
სამომავლო ექიმის პოტენციალით? ჩვენ ხომ ის
გვაძლევს “ნიჭს”.
ღმერთი ამბობს: დალოცვილია ყველა შიმშილის
პირას მყოფი. მაგრამ შენ გეუბნება, ვინც შენს
კართან მშიერი მოაკაკუნებს, როგორც იმას
გაუმასპინძლდები, ისე გადმოვა შენზე მადლიო.
ანუ აქ მადლი გაცვალეთ შენ და ბომჟმა?
*ღმერთმა მზე შექმნა მეოთხე დღეს*

დაფიქრდით, დროს მოგცემთ…

ნუ იფიქრებთ, რომ მეც ათეისტების მხარეს ვარ.


მე ჩემებური შეხედულება მაქვს ღმერთთან
მიმართებაში. მე უბრალოდ არ მომწონს ღმერთის
დედამიწური ახსნები. არ მომწონს ის, რომ
ადამიანები თავს “რჩეულ რასად” მიიჩნევენ.
მე რაიმეს დაჯერება იმიტომ მიჭირს, რომ
ადამიანების მიმართ უნდობლობას
შევუპყრივარ.მგონია, რომ ადამიანის ცოდნა
სამყაროს მიმართ არ არის საკმარისი ან ერთის, ან
მეორის დასაჯერებლად. და თუ იმისთვის, რომ
რაიმე მართლად დაინახო, რწმენა გჭირდება, მაშინ
ამ საქციელით შენვე ამბობ, რომ დიდ აბსურდს
ჩასჭიდებიხარ.
*ჭეშმარიტი ღმერთი*
რომელი ჩეშმარიტი, შეჩემა, ისაა ჭეშმარიტება,
დასაჯერებლად თავის მოტყუება რომ გიწევს?
ამ ყველაფრის მიუხედავად, პატივს ვცემ ყველა
რელიგიას და მათ მრევლს, რადგან მათთვის
ცხოვრება უფრო მარტივია. მე კი მიყვარს,
როდესაც ადამიანებს ის ბედნიერება გააჩნიათ,
რაც მე არ მიზიდავს. ასეთი ხალხი ბევრ რამეზე არ
ფიქრობს, ბევრი კითხვა არ აწუხებთ და
ცხოვრებას მარტივად მისდევენ.
და რა არის ცხოვრების უფრო დიდი აზრი, თუ
არა ბედნიერად სიკვდილი.
არა, ეს ჩემი სტილი არაა.

Axla meamboxed gaichita

Nu Ganikitxav Da Ar Ganikitxebi.
YoU BaStArD….

***
შეიძლება სადღაც რამე ძალა არებობდეს, მაგრამ
ადამიანები… ადამიანები ყველგან ყველაფერს
აფუჭებენ.
“ისინი ჩვენთან ბიბლიით ხელში მოვიდნენ, მათმა
რელიგიამ ჩვენი მიწა დაიკავა და დიდი ზიანი
მოგვაყენა. ახლა ისინი გვეუბნებიან, რომ
მადლიერები ვიყოთ მათი ღმერთის მიმართ,
რადგან ჩვენ მან გადაგვარჩინა.”
ამერიკელი აბორიგენი პონტიაკი.

***
ადამიანს დახმარება სჭირდება.
სხვა ადამიანები მისთვის ლოცულობენ.
ისევ ლოცულობენ.
ისევ.
ერთი ორიც და ეშველება.

***
“რელიგია მორალის ქონისთვის საჭირო არაა.
თუ შენ არ შეგიძლია სწორის და არასწორის
გარჩევა, მაშინ შენ უბრალოდ ემპათიის ნაკლებობა
გაქვს.”
***
POV: ექიმი:
-ვაა, შენთვის ლოცულობენ? მაშინ მე საჭირო
აღარ ვყოფილვარ.
***
POV: სამოთხე.
-იმ კაცს ხედავ?
-დიახ, იესო.
-ესაა ის კაცი, რომელმაც ოჯახი დაგიხოცა და
შემდეგ შენც მიგახვრიტა. ის ეკლესიაში მივიდა და
პატიება ითხოვა. წადი, მიესალმე.

***
-“მე შემიძლია შევიდე ლაბორატორიაში და შევქმნა
მომაკვდინელები ვირუსი,რომელსაც მასობრივი
ჟლეტის შესაძლებლობა აქვს. შემდეგ ვირუსს
გადავდებ მწერებს, რათა ვირუსს ჰყავდეს
დაავადების გადამტანი. ვარ ამ
შემთხვევაშიკაცთმოყვარე და მზრუნველი?
-შენადა, შიგ ხო არ გაქ?
ამის შემდეგ ვთხოვ მათ, ამიხსნან, რა არის
მალარია.”

***
*ღმერთი, როცა უდანაშაულო, უცოდველი ბავშვი
დახმარებას არასწორ ღმერთს სთხოვს*:
***
ვიღაც: არის კეთილი და მზრუნველი პიროვნება,
მაგრამ არ სწამს ღმერთის.
ღმერთი:

***
-ჩემს წიგნში სიმართლე წერია, შენი წიგნი ცდება.
-არა,
შენი წიგნი მცდარია, ჩემია მართალი.

-ორივე *ლეობაა. - ცვეტში

You might also like