You are on page 1of 35

1 მკითხველთა ლიგა

ქართული ხალხური
შელოცვები

2 მკითხველთა ლიგა
წინასიტყვაობა

წიგნში სხვა მასალებთან ერთად გამოყენებულია „ქართულ


დიალექტურ კორპუსში“, წიგნში „ქართული დიალექტური
მასალები“ ( შ. ძიძიგური) და „ხალხური პოეზიის ანთოლოგიაში“
(შემდგენლები ზ. კიკნაძე და ტრისტან მახაური, თბილისი,
მემკვიდრეობა 2010.) გამოქვეყნებული ტექსტები.

თვალისა

სახელითა და სახელითა მამისათა და ძისათა,


ხეირი მოხდენილი, წყლით მოხდომილი ხარ,
ჰაერით მოხდომილი ხარ თუ რით ხარ,
ჯვარი გწერია
ყოველი ავი თვალისაგან და ავი სულისაგან.

სისხლისა საქონლის

სისხლი ბაბასილი,
სამი მამა-შვილი,
სამი ურია,
სამი სომეხი,
ივლიან ქალაქში,

3 მკითხველთა ლიგა
ეძებენ წამალს,
წამალი წამალსა,
სისხლი ბაბასილისა,
სისხლო, ნუ ხარ გაბერილი,
ჩადექი და ოუშვი თვალისაგან.

შიშისა

ნუ გეშინია, გულო,
ნუ გეშინია, სულო,
ნუ გეშინია, ხორცო,
ნუ გეშინია ძვალო,
სულო და გულო,
ნუ გეშინია,
დაბძანდი შენ საგულესა,
ხორცო და ძვალო,
ჩადექ შენ კალაპოტსა.

შეყოლილისა

სახელი სახელითა,
მამითა, ძითა, სულითა წმიდითა,
მოხდომილო დედიანო,
მამიანო, სულიანო, ძირიანო.

4 მკითხველთა ლიგა
ორშაფათს მოფურჩხული იყო,
სამშაფათს მოფურჩხული იყო,
ოთხშაფათს მოფურჩხული იყო,
ხუჩაფათს მოფურჩხული იყო,
პარასკებს მოფურჩხული იყო,
შაფათს მოფურჩხული იყო,
კვირეს აღდგომა არი.
გამოით, გამობძანდით, გამოით, გამოქარდით,
ძვალში იყო, მბილში გამოდი, მბილში იყო,
კარში გამოით, გამოით და გამობძანდით,
თქენ დედასთან წაით, თქვენ დედასთან წაით.
რაჭის მთა გადმევიარე,
თქვენი დედა ტიროდა, თქვენი მამა ტიროდა,
დატირიენ, დაჟივიენ:
ერთი შვილი გვყავდა, ის დაგვეკარქა,
წითელ ხარს კლავენ, სისხს სვამენ, მბილს ჭამენ,
თავ-ფეხს თქვენ გინახავენ, გვიან მიხვალ, შეგიჭამენ,
ჩქარა მიხვალ, შეგინახავენ.
თქვენ დედასთან წაით, თქვენ მამასთან წაით, აქ რა გინდაყე,
იქ არი თქვენი დედაი, იქ არი თქვენი მამაი, იქ წაით,
იქ იქექეთ, იქ იჩხრიკეთ, იქ სვით, იქ ჭამეთ, აქ რა გინდაყე.
ფარაოზი, მირაოზი, კოროსტინე, იარეთ, იარეთ და წაით.
აქ არი შავი ძაღლები, აქ არი შავი კაცები,
დაგჩეხავენ, დაგკეპენ,
ცეცხში შეგაგდებენ, კარში გაგაგდებენ.
ტიტე, მოსე, მომლაპარიკე,
საით თქვენ დადიხართ, წაით თქვენ მამასთან.
მამირთმევია ცხრა თავი, თესლი, კაკალი,
იმას გაყევით, არსით თქვენი გზა და კვალი არ არი,
საით მოსულხართ, იქ წაით.
5 მკითხველთა ლიგა
თვალისა

სახელი, სახელითა, მამითა, ძითა


გილოცავ ალვისასა, მალვირს, თვალღმისას,
პირველად ჩემი თვალისას,
მერე სხვისი თვალისას,
შინაურებისას, გარეულებისას,
დედაკაცისას, მამაკაცისას,
ქალიშვილისას, პატარძლისას,
თვალჩიჩხირას,
თვალმანჩხისას,
თვალშავისას,
გულჭრელისას,
თვალთათვალათ,
თვალთაარამ,
გულთაარამ,
წმიდე გიორგის ლახვრის ლახვარი,
ასკილის ზეკარი, ჯოხის ისარი,
ერდოს ცეცხლი, კარის მეხი, მ
უცელში სამართებელი.
გადეიარე ეზო, ამეიგდე თეძო,
შენმა ავი სულითა და გულით შემხედავმა.
წეიქცევა მწარე ბალი,
წავარდება წარე წყალი,
წამოვარდა წარე თვალი
შენსა ავი სულითა და გულით შემხედავს.
მისი თვალი ქვას,
მისი არჩივი ძაღს,
მისი სვას და მისი ჭამოს,
6 მკითხველთა ლიგა
ჩემსა ჯვარი დამიწეროს.
არული, არული კუდიანებსა, ჯვარი აქაურობასა.
დასწერე ჯვარი შენი, გადაავლე მწყალობელი თვალი შენი.
არგე და მოუხდინე ლოცვა ჩემი წამლათ.

სისხლისა

სამი სოსული,
სამი სოფელი,
სამი ურია,
სამი სომეხი,
დამა და მოკლა,
ძმამა ძმა მოკლა,
კერმა აბელი,
სისხლით, გოუშვი,
კმარა ამდენი.
სისხლო, ნუ ხარ გაბერილი,
გოუშვი და უფუ მგელსა,
გველ-ბაყაყი გამიშვია,
მუდო კბილით დამიხჩვია.

7 მკითხველთა ლიგა
ნაცოხრისა

ზეითიდამ მოდიოდა კუდმოკლე მერცხალი,


წინ დათვი შამეეყარა,
თვალში მოდივა ცინცხალი,
იპი გელსა, ვარდი ანსა,
ამეიღე ნაცოხარი.

შაკიკისა

შაკიკი შამოჩოულია
სათიბისა ბოლოსა,
ისე ჭამდა თივასაო, რავარც ხარი თივასაო.
გოუწყრა წმინდა გიორგი, გეიპაროს ამ საათსა,
დილას იქით არ გააწევ.
წადი, ბურთან მიდი, ბურდმა უთხრა:
მემარილესთან მიდი,
მემარილემ უთხრა:
გადახტენი ბოსტანში, მოგლიჯე სამყურა ბალახი,
ისვი ყბაზე, თავზე,
ის არი მაგის წამალი. გოუწყრა წმინდა გიორგი,
გეიპაროს დილას.

8 მკითხველთა ლიგა
ხოკისა

(ღორის დაავადებაა)

აბუჩანჩალ-მაჩანჩალა,
მეღორისა კარსა მარიამი გადამდგარა,
ნარგავსა და ნარგავს შუა ხობუკილმა შოუთვალა,
ხარი და ძროხა დოუკლავსო,
მე რატო არ მეწვიეო. შე მით არ გეწვიე.
შეხვალ ღორის თავყბაში,
კბილსა დოუწყებ კრიჭინსა,
ტვინსა დოუწყებ ლიწინსა.
არა, მამა-ძემ და სულმა წმინდამ
არცა დოუწყო კბილსა კრიჭინი, არცა დოუწყო ტვინსა ლიწინი.
თუმცა შევიდე ღორის თავყბაში,
შევიდე ქერის ფხასავით,
ჩამევიდე ქერის ქატოსავით ტყვიახორასა.
ამ მოლოცვას მოგილოცავ დიდსა ღვთისა კარსა.
პაპუჩელა მოტიროდა მეღორისა კარსა.
მეღორემ ჯოხი გადაკრა, წადი მეზობლისასა.
ვაი, წელებო, წელკავო, თეძოს თაო და ბარკალო!

ნაფუძვებისა

უცხო მიდორზე უცხო ხე იდგა.


უცხო ფრინველი ბუდეს იდგამდა.
შევედი უხელოთ, ჩამევედი უფეხო,

9 მკითხველთა ლიგა
დავკალი უდანოთ,
შევწვი უცეცხლოთ,
შევჭამე უპიროთ,
გადავყლაპე სვავივით,
მევინელე ყვავივით.
გორელაი ბრუნდებოდეს,
ნაღვდელები შეცდებოდეს.
ძვალმა ირეკელა,
რბილმა ირთუნა,
რა არი მისი წამალი,
თიკან-თიკან კუპრიელი...

წყლისა

ანი, იყო, ბანი იყო,


წყალთა შუა ნავი იყო,
შიდ არ იყო დედაკაცი,
დედაკაცო, მამიტანე კალამი და კალმისტარი,
ავალ, ზეცას
ვკითხავ დედას,
ჩამევიტან ჯორიტერფას.
საბარცხალო ბზისა, გაჩენილო ღვთისა,
თუ ხარ წყლისა გაპარვისა...

10 მკითხველთა ლიგა
ნათვალავის შელოცვა

მოდიოდა შავი წყალი,


შევუხვიე შავი ხელი,
ამოვიყვანე შავი გველი,
გადავარტყი შავი ჯოხი.
ვაღვრევინე შავი ჟღამი.
იმან რავა გხმეს, იმან რავა გაჟღეს
-ისე გახმეს, ისე გაჟღეს
მისი ავი გულით, ავი სულით, ავი თვალით შემხედვარე.
შენი სვი და შენი ჭამე , ჩემსას ჯვარი დამიწერე!

დამწვრის შელოცვა

ზღვა ფოფინებდა, ზღვა ტოტინებდა,


წითელ მღვდელი, წითელ ხარებს ამუშავდა,
ზღვას ხვნიდა, ქვიშას თესავდა,
ვის გაუგონია ზღვა ხნული, ქვიშა თესული,
მესამე დღეს დამწვარი გაძნელებული.

11 მკითხველთა ლიგა
წითელი ბატონის ლოცვა

შეგილოცავ სიმსივნისას, სიმტკივნისას,


ქარსაყმაწვილოსას, ქარკმენელისა, სამი ძმანი მიდიოდნენ
წინ შემოხვდათ მარიამ წმინდანი.
სად მოდიხართ?! სად მიგიხარიათ?!
ჩვენ მივდივართ ადამიანის ტანში სისხლის სასმელად,
რბილის საჭმელად და ძვალის სახრავად
ნუ მიდიხართ, ადამიანის ტანში!
თვარა მოვიტან ჩემსა დანასა,
პირსა სპონტოქისასა,
ტარსა ზალხოშისასა, ავჭრი, აგანიავებ,
მიგცემ ქარსა და დიავსა.

შაკიკის შელოცვა

შაკიკი შამომჩვევია შაკიკი შემომჩვევია


ამ სათივის ბოლოსა, სათიბისა ბოლოსა,
ისე სჭამდა რკინასა ისე ჭამდა რკინასა,
როგორც ხარი თივასა. როგორც ხარი თივასა.
გაუწყრა სამას სამოცდასამი დასწყევლოს წმინდა გიორგიმ
წმინდა გიორგი გაიპაროს დილასა.
გაიპარა დილასა.

12 მკითხველთა ლიგა
შელოცვა თვალის ტკივილისა

ვბურთაობდი, ვნადირობდი, ქრისტეს ბურთი თვალში


მომხვდა, რა არის მისი წამალი? უხმარი ნემსი აბრეშუმი ძაფი,
კვერცხის ცილი, ჭიის ფრის კაკალი და შაში.

შელოცვა კბილის ტკივილისა

,,სახელი ღვთისა მამისა


მისა სულისა წმინდისა,
წმინდა გიორგი ზღვისა
ნუ ამიტკიებ კბილსაო.
ორშაბათსა და პარასკევს
არსად მოვიჭრი ფრჩხილსაო
არც შევჭამ შავსა ბოლოკსა,
არცა ბერძნულ თხილსაო.
ღმერთო შენ დასწერე
წყალობის ჯვარი.

მუცლის ტკივილის ლოცვა

ანანია, მანანია,
ჩემი ხელი წამალია,

13 მკითხველთა ლიგა
ქრისტე, სტუმრად,
ქვა სასთუმლად,
ბეღლის თავი მოსასვენად
. ერთი ჯამი ცივი წყალი,
ნახევარი ქერი,
მუცელ-გულის წამალია.
არიული-მარიული,
ჩიტის ბუდე ცარიელი,
გორ-შევდექი, გორ მაღალისა,
წყალს უმზერ ფილაფოთსა, ღმერთო უხსენი ამას.”

ლოცვა წითელი ქარებისა

შევედი მთასა მაღალსა,


დავხედე ზღვასა დაბლისა,
დევიარებოდი, ვეძებდი წამალსა
სიმსივნისა, შავი ქარისასა
ქარსა ქარამელისას, წითელი ბატონისასა!
გამოსავალი ხარ, გამოდი,
გასაბნევი ხარ, გაბენ,
გამოხევ ჩემს ლოცვას .

14 მკითხველთა ლიგა
დაკარგული საქონლი შელოცვა

სახელო სახელისაო,
სამჯე სახელო ხთისაო!
მე ულოცამ ძროხასაო.
ღმერთო, ღმერთო,
ჩვენო ღმერთო,
ჩამაჲყარე ცხრა კლიტე და კლიტოსანი,
შაჲკარ, შაბეჭდე მგელი კბილი
და ქურდიჲ მკლავი.
ღმერთო, შენ დაჲწერე
შენი წყალობი ჯუარი.
დაო და ძმანო,
მასკლავნო,
გებარებოდენ დილამდინ.

სამჯე შაულოცებ და სამჯერვე უნდა განასკო ბაწარი, როცა


იპოვის, უნდა გახსნას.

უჟმურისა

სახელო სახელისაო,
სამჯე სახელი ხთისაო.
მე ულოცამ უჟმურისასა;
საღამოსა ბინდისასა,
უჟამურ მოდიოდა,

15 მკითხველთა ლიგა
წინ კაცი შამაეყარა,
ყავარჯენსა მაიქნემდა.
სად მიხვალ, შე უჟმურო?
სად მიხვალ, შე უკეთურო?
სისხლი სასმელათა,
ხორცი საჭმელათა?
ჩემ დიდებაჲ ამოვიღებ.
ჩემ შავტარა დანაჲ.
შაგკრამ, შაგბეჭდამ,
ზენაც აგაგდებ,
ქვენა ჩაგაგდებ,
მიგცემ, წყალ წაგაღებინებ,
არ გაგიშვებ მაროჲთან
სისხლი სასმელათა,
ხორცი საჭმელათა,
ძვალი ნამტვრევათა,
ღმერთო, შენ დაჲწერე
შენი წყალობიჲ ჯუარი.
ლოცვა ჩემი,
რგება ხვთისი.

შალოცვა თვალი ტკივილის, ლურსმანასი

სახელო სახელისაო,
სამჯერ სახელო ხვთისაო.
მე ულოცამ თვალიჲ ტკივილსა,
მოხვედრილისასა,

16 მკითხველთა ლიგა
ლურსმანისასა.
ფრჩხილისასა,
მოხვედრილისასა.
ჩვენ იქით შვიდი ველია,
შვიდი ველი, შვიდი კალოა,
შვიდი კალო, შვიდი ძნაა.
შვიდ ძნაში შვიდი ხელეურია,
შვიდ ხელეურში შვიდი მარცვალია
ჩამოვარდეჲ ხორბალი
და ჩამოჲყვეჲ თვალი ტკივილი.
ჩვენ იქით თეთრი ზღვა არი,
ზღვაზე თეთრი ტაბაკია,
ტაბაკზე სამი ძივია,
ერთი თეთრი, ერთი შავი, ერთი წითელი.
მოფრინდა სამი ტრედი,
ერთი თეთრი, ერთი შავი,
ერთი წითელი.
წითელმა წითელი აიღო,
თეთრმა - თეთრი,
შავი შვიდობით დარჩა.
ჩამოვარდა მარცვალი
და ჩამოჲყვა თვალი ტკივილი.
- ჩააგდებ მარცვალ წყალში-
ივანე და ბურთევალი
საბურთაოდ მოდიოდნენ
ივანემა ბურთი ჲკრა თვალში მაროსა,
სისხლიღვრა დაადინა.
_ნუ გეშინია დედა მარიამ.
გადადი სამოთხი ბაღშია,
მოჲწყვიტე სამოთხი ბალახი,
17 მკითხველთა ლიგა
სამყური ბალახითა
და შვიდი პურიჲ მარცვალით
შაულოცე.
ის არი იმი წამალი.
ღმერთო, შენ დაჲწერე
შენი წყალობი ჯვარი.
ლოცვა ჩემი,
რგება ხვთისი.

შელოცვა

დაგიფაროს ავისაგან,
ავი თვალისაგან,
ავი შემომხედავისაგან,
შესა დამთვალავსა სამასი ნეფსი ასვია,
სამასი გუდანაყარი აყრია,
თვალში ნაცარი,
გულში ლახვარი.
თქვენ მტერს, თქვეს ავი თვალით შემომხედავს,
დაგიფაროს ღმერთმა მავნებლობისაგან,
ალისაგან, ჭეხისაგან, ელისაგან,
შენი დამთვალყბავი მოიცინოს,
მოიხჭინის ლახვარი,
პირში ჭინჭარი,
ქვაბში დუღარე შენი ავდომელი მოიხარშოს,
თუ შაბათს გაგიჩდა კვირის ძალით საშველი,
სამგლევი შემოგჩვევია თივის ბოლოზე,

18 მკითხველთა ლიგა
სათიბის ბოლოსა, ისე სჭამდა რკინასა,
როგორც ხარი თივასა,
გაუწყრა წმინდა გიორგი, გაიპარა დილასაო.

ძროხის წყლულისა

ანი იდგა, წყალი იდგა, იმას უკან ქალი იჯდა,


ადე, ქალო, მომიტანე კალამი და კალმისტარი,
ჩავკრავ წყლისას გაპარვისას.

ჭვალისა

პეტრემ უთხრა პავლესა: რათ არა ჭამ პურსაო?


ჭვალი მასვია გულსაო, რადენს გაარყევ ფთასაო,
იმდენს გადაყრის ჭვალსაო.

ფეხის ტკივილისა

გათენდება, გამთელდება, დაღამდება, დაბალღამდება,


მამალი დეიწყებს ყივილ, მოგიმატებს ტკივილ.

19 მკითხველთა ლიგა
სურდოსი

სურდო მეწვია ხიფითათ, არაფერი მაქ სადილათ,


არიკალი, მარიკალი, თაგვი-ვირთხა დოუკალი
სიბრონია სტუმარსა.

დამწვრისა

ელი ელობდა, მელა მელობდა,


ზღვა შოშინობდა, ზღვა ფოფინობდა,
წითელ ხუცესსა ხარი გეება,
ზღვას ხნავდა, ქვიშასა თესავდა.

ნათვალავისა

გადავკარი შავსა ქვასა, შავი გველი მას ამოყვა,


დავადევი შავსა ქვაზე - დნებოდა, ჭკნებოდა.
ისე შენი ავთვალის შემომხედავი
დადნა, დაკარქდა და განიორწყალდა,
რა უნდა ი კუდიანს, ი ეშმაკს,
მისი სვას, მისი ჭამოს,
შენ ჯვარი დაგწეროს.

20 მკითხველთა ლიგა
მონადებისა

მონადებო, შვილიანო, ძირიანო,


შენი დედა ტირიანო,
სადაა ჩვენი შვილი,
სადაა ჩვენი ძირიო?
თავ-ფეხ შენთვსი შეუნახავს-ყე,
ადრე მიხვალ, შეგინახენ,
გვიან მიხვალ, შეგიჭამენ.
ფურჩხით მოზდებოდე,
ტალახით მოზდებოდე,
წყლით მოზდებოდე.
მაინც მოდებული ხარ,
მაინც მოფურჩხული ხარ,
აქჩეხავ, დაგჩეხავ ჭრელტარიანი დანით,
ღობე-ყორეს მოგჩეხავ.
გალახული საქონლისა
ანი დადგა, ბანი დადგა,
უძრავი დადგა, ნაძრავი დადგა,
კდე დადგა, ღრე დადგა,
ყოველივე დამხურიელი დადგა.
ბებრების სახის დედაო,
შვილმა დედას არშიყობა შოუთვალაო,
როგორც ეს არ იქნებაო,
ისე უდროოთ დედა-შვილის გაყრა არ შეიძლებაო.
ბზე აბია, მთვარეც აბია,
მარსკვლავები აბია,
დრომდი, ალომდი.

21 მკითხველთა ლიგა
შაკიკისა

შაკიკი შამოსჩვევია სათიბისა ბოლოსავო,


ასე ჭამდა რკინისაო, როგორც ხარი თივასაო,
გოუწყრა წმიდა გიორგი, გეიპარა დილასაო.

ორსული ქალისა

დედა-შვილი მიდიოდა ერუსალიმის ხიდზედა,


უძლურობა შეუკვეთა, ანი დადგა, ბანი დადგა,
დრომდი თქვეს მუცელში ბოში დადგა.
ჯორით მაკეა, ძეწკვით აბია.

საქონლისა

ეკელია, ბეკელია, ბეკსა ხატი სვენებია,


ღმერთო, ღმერთო, ჩამოყარე
ცხრაკლიტული ბეჭედიო,
ნადირს კბილი შეუკარი,
მეგობარსა ხერხველიო.
ჩააგდეს ზღვაში, ნუ ამოუშვებ გზაშიო;
მიეცი ნადირს კბილი სანთლის,
მუხლი ანწლის,

22 მკითხველთა ლიგა
სამოძდ სამ ძმანი მარსკვლავო,
შენ გებარებოდეს ჩვენი საქონელი ნადირის კბილისაგან,
უწვავ-უხარშავი მჭამელისაგან.

თვალისა

შეგილოცავ თვალისასა,
უწინ ჩემი თვალისასა,
შინაებისასა, გარეგნისასა,
შავისასა, თვალშავისასა,
თვალმაქცისასა, თვალმარღისასა.
გულო, მოდი საგულესა,
ბამბიანსა საგულესა,
შიგ ჩაგიდებ ამგულასა.

ბატონებისა

მხიარულო ბატონებო,
ვარდო ბატონოვო,
თქვენი გზა დეილოცება, დეილოცება, დიდი ბატონოვო,
თქვენსა გზასა ვფენდი ვარდსა,
ჩემო ბატონოვო,
აქ ბატონების ჩალდახში ლხიმი არის და თამაში,
დიდო ბატონოვო, უდგიათ ოქროს აკვანი,

23 მკითხველთა ლიგა
ვარდო ბატონოვო,
შიგ ყმაწვილი უწვენიათ ოქროს ფოჩებიანიო.

სირსვილისა

სირსვილი ხნამდა ყანასა, მოედანსა და ჭალასა.


მგელი ება ხარადა, მგველი აპაურადა.
გასკდა მგელი, გაწყდა მგველი და სირსველ ძირი ამოუწყტა.

წყლისა

ნავი იძრა, ბანი იძრა, ნავის თავზე ქალი იჯდა,


ადე, ქალო, მეიტანე კალამი და მელანიო,
დავკრამ წყლისას, გავაპარეფ დილას.
მაკე სურიელის ლოცვაი
ალი იძრა, ბანი იძრა,
დედისთვინ შვილს უჯრუმი ეკადრებიოს
(არ მეეშალოს მუცელიო), დრომდი და ალომდი არ გეიძრეს
ამის მუცელში ე სურიელი.

24 მკითხველთა ლიგა
თვალის ლოცვა

შაგილოცავ თვალისასა,
პირველ ჩემი თავისასა,
შინაურსა, გარეულსა.
ვინც ავ თვალით გიყურებდენ,
სამი მუჭა ნემსმახათი,
იმათ თვალებში სახლართი.

თოლის ლოცვა

გასქდა შავნაი კლდე,


გამაჰყვა შავნაი კაცი,
გადაჯდა შავსა ცხენზედა,
გადიხურა შავი ნაბადი,
ამოიღო შავტარიანი დანა,
გასჭრა წითელი გველი.
იჯდა დედა მარიამი,
ქსელსა ჰქსოვდა ძოძეულსა,
თმასა შლიდა ბროწეულსა.
წინ ედგა ოქროს ჭურჭელი,
შიგ ედგა ვარდისა წყალი.
გაუტეხესო დედა მარიამსა ოქროს ჭურჭელიო,
დაუღვარესო ვარდისა წყალიო.
ვინც შენაო ავის გულით,
ავის კოლით, ავის თოლით შემოგხედაო,

25 მკითხველთა ლიგა
გასქდეს იმისი თოლიცა, იმისი გულიცა,
იმისი კოლიცაო, — კაცია,
დედაკაცია, ფეჴდიდია, ფეჴბატარაია,
თოლჭრელია, თოლშავნაია, თმა
წითელია, თმაშავნაია, ახალია,
ძველია, ბებერია, თეთრფეროვანია, შავ
გვრემანია, მკვდარია, ცოცხალია, —
იმისი თოლი ეკალსა, გული — სამართებელსა,
იმისი თოლი ეკალსა, გული — სამართებელსა,
იმისი თოლი ეკალსა, გული — სამართებელსა.
დასწყიოს სამოცდასამმა წმინდამ გიორგიმ
იმისი თოლიც, იმისი გულიც,
იმისი კოლიც!

თვალნავნების ლოცვა

ვიჯე კარს სამოთხისასა, დღისასა სამოთხისასა;


ვიჯე კარს სამოთხისასა, დღისასა სამოთხისასა;
ვიჯე კარს სამოთხისასა, დღისასა სამოთხისასა.
იჯდა ქრისტეს დედა მარიამი,
ქსელსა ჰქსოვდა ბროწეულისასა.
ჩამაიარა შავმა თათარმა,
ჩამეეშალა ქსელი ბროწეულისაი.
დაჯდა, დაიწყო ტირილი.
— რადა სჩივი, რადა სტირი, ქრისტეს დედა მარიამო?
შაულოცენ ხიმიწრული, გაუბერენ და გაქრებაო.
გასქდა შავი კლდე,

26 მკითხველთა ლიგა
გამოიდა შავი კაცი,
გამაჰყვა შავი ცხენი,
შაკმაზა შავმა კაცმა შავი ცხენი შავის უნაგირითა.
შაჯდა შავი კაცი შავსა ცხენსა,
შამაჰკრა შავი მათრაჴი,
შააგდო შავსა წყალსა,
დაიჭირა შავი გველი,
დასჭრა, გადაასხა ავთვალსა, ავგულსა.
გასქდა თეთრი კლდე,
გამოიდა თეთრი კაცი,
გამაჰყვა თეთრი ცხენი.
შაკმაზა თეთრმა კაცმა თეთრი ცხენი თეთრის უნაგირითა.
შაჯდა
თეთრი კაცი თეთრსა ცხენსა,
შამაჰკრა თეთრი მათრაჴი, შააგდო
თეთრსა წყალსა, დაიჭირა თეთრი გველი,
დასჭრა, გადაასხა ავთვალსა,
ავგულსა.
გასქდა წითელი კლდე,
გამოიდა წითელი კაცი,
გამაჰყვა წითელი ცხენი.
შაკმაზა წითელმა კაცმა წითელი ცხენი წითლის უნაგირითა.
შაჯდა წითელი კაცი წითელსა ცხენსა,
შამაჰკრა მათრაჴი, შააგდო
წითელსა წყალსა, დაიჭირა წითელი გველი,
დასჭრა, გადაასხა
ავთვალსა, ავგულსა.
ლახვრადა, ლახტადა, რომენმაც გათვალა.
ხესამც, ქვასამც შეეგლება,
ცულსამც ტარად ეეგება.
27 მკითხველთა ლიგა
ნურა დარჩეს ერთი ქათმის მეტი,
ერთი ბებრის მეტი.
ერთი კატაი ჰყვანდეს
თავის თავპირის საკაწრავადა.

თვალნაცემის ლოცვა

ალისასა, მალისასა,
შაგილოცავ თვალისასა,
პირველ ავის თვალისასა,
კოჭმაღლისას, კოჭდაბლისას,
კაცისასა, გოგოსასა.
ავსა მთვალავთა თვალთა ნაცარი,
გულთა — ლახვარი.
გაიარა საბძელი —
დაშტა თვალის სამზერი,
გაიარა წისქვილში —
ქვა მოხვდა წინ ცხვირში.
ლოცვა ჩემი,
რგება — ღვთისა.
გერგოს და გეწამოს
ჩემი ნათქომი სიტყვა!

28 მკითხველთა ლიგა
შეშინებულის ლოცვა

ალისასა, მალისასა,
შაგილოცავ გულისასა.
გულო, დადეგ ალაგასა,
გულო, გულის ალაგასა.
გულო, რამ შაგაშინაო? —
ელვამ შაგაშინაო,
ჭექამ შაგაშინაო,
ნადირმა შაგაშინაო,
კაცმა შაგაშინაო,
თუ რამაც შაგაშინაო.
წყალი მიდგება-მოდგება,
თავის ნადგომზე დადგება.
გულო, დადეგ ალაგასა,
გულო, გულის ალაგასა.

შეშინებულის ლოცვა

გულო დადეგ ალაგასა.


შაგილოცავ რისასაო?
გულისტკივილისასაო.
გულო, რამ შაგაშინაო? —
დედამ შაგაშინაო,
მამამ შაგაშინაო,
კარის მეზობელმაო,

29 მკითხველთა ლიგა
რჯულიანმა, ურჯულომაო?
ცის ქუხილმა, ცის ელვამა,
წყალმა აღვარებულმაო?
ქვამა გამოგორებულმა,
ხემა მოტეხილმაო?
ქვა გაგორდება — ჭალას ჩადგება,
წყალი მიდგებამოდგება,
თავის ნადგომზე დადგება.
პირიქითელი იყოს შენი შამშინებელი,
პირაქათელი იყოს,
თმაშავი იყოს,
თვალშავი იყოს,
თვალცხვრისფერი.
თეთრი ქორი ქანდარასა,
დედალ დაჯდა ბუდესაო.
გულო, გულის ალაგსაო,
დადეგ თავის ალაგსაო.
ლოცვა ჩემი, რგება — ხვთისი.
ცულის პირით მონაჭერი
ცულსამც ტარად ეეგება.
ჩემი ლოცვა,
წამებ — ხვთისი.

30 მკითხველთა ლიგა
უჟმურის ლოცვა

ივანე, ძალისა მამცემელო, ხალისისაო,


ძალი მიე ჯუარსაო.
მოშიოდა, მოხვიოდა, მოიქნევდა ყავარჯენსა,
დახვდა დედა მარიამი:
— სად მიხვალ შენ, უკეთურო, უჟამურო?
— ყურის გასასწორებადა, ყურის დასაყენებლადა,
არც მოსასვენებადა, არც დასასვენებადა.
დაგჭრი და დაგაქუფთავებ,
შემოგდგავ ცეცხლის ალზედა.
ცხრილოდ გეეცრუნება,
ქროლელად გეექროლება,
წავა და დაიკარგება.

უჟმურის ლოცვა

ჩვენა გვყვანდა სამი ძაღლი:


ალეხმალეხნი, ჩახმახნი.
დავგზავნიდით მთაყელსაო,
ჭალასა უძისასაო.
შელოცვები
შამახვედრიყვნენ ნავალსა
ეშმაკის მამისასაო.
დეეჭირა ეშმაკის ქალიო:
თმათაც დავჭრითო და ფრჩხილებსაცაო.
31 მკითხველთა ლიგა
— ნურც ფრჩხილებს დამჭრითო,
ნურც თმებსაო.
რასაც გზაზე მოვიდოდე,
იმავ გზაზე მივიდოდე.
ბედნიერის ლოცვა
— ბედო ბედნიერო,
სახემშვენიერო,
სად იყავ, საით მაჰბრძანდებოდიო?
— ზღვის გაღმითაითაო,
ცხრა მთის იქითაითაო მოვდიოდიო,
ზღვას მოვჩქვეფდიო,
გორს მოვტეხდიო.
ვიმალებოდიო ცხენის ნატერფალშიაო,
ჴარის ნაჩლიქარშიაო.
არ მამდის კაცის კივილიო,
მამლის ყივილიო.
მოვდიოდიო.
ვაჟკაცსაო სისქის ბარკალს ვამტვრევდიო,
ბუღა კამეჩს კისერს ვამტვრევდიო.
სისხლსა ვსვამდი,
ძვალსა ვფქვავდი,
გულზე ვემბოდი შხამასავითაო.
— ბედო ბედნიერო,
სახემშვენიერო,
რა არი შენი წამალიო?
— დიკისა ფქვილიო,
დეკისა რძენიო,
ქათმისა ღვიძლიო,
ქათმისა შვილიო,
ქადაშაქარიო,
32 მკითხველთა ლიგა
თეთრი აბაზიო.
— შაქრდებოდეს, თაფლდებოდეს
დედის ძუძუსავითაო.
საიდანაც მაჲბრძანდიო,
იქავ წაბრძანდიო.

ორსულის შელოცვა

სახელითა ღვთისათა, მამისა, ძისათა,


სულისა წმინდისათა.
ანი იძრა, ბანი იძრა,
განი იძრა, დონი იძრა,
ციხე იძრა, ქალაქი იძრა.
ყოველი ნაყოფიერი იძრა,
მიწა იძრა, უძრავი იძრა, ნაძრავი დადგა.
ონოფრემ ცხენი გააჭენა,
მობრუნდა და გაჩერდა.
ონოფრე ხიდზე მიდიოდა,
მობრუნდა და გაჩერდა.
შელოცვები
ონოფრე გზაზე მიდიოდა,
მობრუნდა და გაჩერდა.
ონოფრე საყდარში შევიდა,
მობრუნდა და გაჩერდა.
სამჯერ წისქვილის ბორბალი
მობრუნდა და გაჩერდა.
სამჯერ მეხრემ წკნელი მოიქნია,

33 მკითხველთა ლიგა
მობრუნდა და გაჩერდა.
ცხენის მუცელში კვიცი იძრა და დადგა,
ძროხის მუცელში ხბო იძრა და დადგა,
თხის მუცელში თიკანი იძრა და დადგა,
ცხვრის მუცელში კრავი იძრა და დადგა,
ქალის მუცელში ბავშვი იძრა და დადგა.
ისემც დამდგარხარ,
როგორც ოქროს ლანგარზე ოქროს ცხვარი დადგეს.

ნაღრძობის შელოცვა

ამარია, თამარია,
თამარს მიდევს თამარია,
ხარი არა, მზითევია
ნაღრძობისა წამალია.
— მე მიშველე მზაკვარო.
— მე კი მაინც გიშველი.
— დაილოცოს შენი მადლი!

მორიელის შელოცვა

მორიელი, მორიელის შვილი, ცხრა დედა,


ცხრა შვილი.
არცა დედა, არცა შვილი,

34 მკითხველთა ლიგა
არც გააძნელო ტკივილი.
ფუი, ესე გააქარე!

მგლისპირის შესაკრავი ლოცვა

ქრისტე ღმერთო, ჩამოყარე კლიკიტენი რკინისანი,


გზანი შაკრენ სავალადა ტყისანი და მინდვრისანი.
ნადირს მისცენო მუჴლნი ნაბდისანი,
თვალნი მისცენ ბამბისანი,
კბილნი მისცენ სანთლისანი,
მიადგას კბილი — შეეჟღალოსო,
გახედოს — ვერა ნახოსო.
ესრემც შაიკვრის ნადირის პირიო.

ქარის ლოცვა

პირველ ვარ დედისა,


წამალი ვარ ქარისა.
ქარო, ქვის ქვეშ,
ქვა — ქოთან ქვეშ,
ჩადგა ვირი, უუუუ.

35 მკითხველთა ლიგა

You might also like