You are on page 1of 838

წინათქმა:

სამყარო, ანუ ჩვენი ხორცის წუთიერი, ხოლო სულის მარადიული სამყოფელი, ერთი
შეუქმნია შემოქმედს, მაგრამ ეს კია, რომ თითოეული ადამიანისთვის სხვადასხვა ზომის,
ფერისა თუ ფორმის, უხილავი, სათვალე მიუჩეჩებია და უთქვამს: აჰა და შენ გადაწყვიტე,
როგორ გინდა აღიქვა ჩემ მიერ ბოძებული სიცოცხლეო. მე შემიქმნია და მომიცია, აწი შენ იცი
და შენმა ავ-კარგობამო.

მას შემდეგ ოკეანეებს ჩაუვლია. ადამიანი კი ბეჯითად არ იცილებს უკვე


შესისხლხორცებულ, შეზრდილ სათვალეს. შედეგად კი - ზოგი ვარდისფრად ხედავს
ყოველივეს, ზოგი შავ-თეთრად, ზოგი ფერადად. ერთნი სიყვარულით, მეორენი ბოღმითა და
ბოროტებით, მესამენი ბედნიერებითა და სილაღით, მეასენი მეამიტობით, მეათასენი
შურითა და ამპარტავნობით, მემილიარდენი გულმოსულობით და ასე გრძელდება
დასაბამიდან, დასაბამამდე...

და მაინც რატომ? - რატომ სიძულვილით, ბოღმით, შურითა და ამპარტავნობით? - რატომ?!


ღმერთს ისე მოუწყვია ეს ქვეყანა, ვისაც მხოლოდ ბნელეთის დანახვა უნდა გაშლილ
მდელოზე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე აღმოაჩენს ავსაც და ბოროტსაც, იმდენად დიდსა და
ძლიერს, სიცოცხლის მოსწრაფების სურვილსაც კი გაუჩენს უსუსურობის შეგრძნება.

მაგრამ ღირს კი? - ღირს სიძულვილზე დროის ხარჯვა, როცა ამხელა მადლი ტრიალებს ამ
ქვეყნიერებაზე?! ღირს კი ბოღმის სათვალეების მორგება, როცა სიკეთე და ბედნიერებაა იქვე?!
ღირს წუთის სოფელში, წამის ფუჭად გაცდენა?!

- ღირს?!

ასი ათასი წელი გაივლის, მაგრამ მაინც არაფერი ეშველება ადამიანის შავ-ბნელ ჭრილს.
ალბათ, ამიტომაც, ვისაც გვირაბის ბოლოს სინათლის გამობრწყინების არ სჯერა, ვერც
ვერასდროს აღიქვამს მას და ისე ჩაუვლის გვერდს, როგორც ავტობუსი დაგვიანებულ
მგზავრს.

დასანანია უბრალოდ. განა რა არის, ამ უკიდეგანო სამყაროში, ადამიანის გაბნეულ სულზე


უფრო დასანანი?!

და მაინც, რატომ, როდემდე?!

და მაინც, რისთვის ან ვისთვის?!

და მაინც - რატომ?!
თბილისი ხომ ძალიან პატარა ქალაქია?! ხანდახან, ზედმეტად პატარაც კი, რომ მის
მაცხოვრებლებს ერთმანეთი ეჯავრებოდეთ. პატარა საიმისოდ, რომ მეზობლებს ერთმანეთის
შურდეთ, ერთმანეთის ბოროტი უხაროდეთ და კეთილი სწყინდეთ. აივნებზე სარეცხის
გასაფენად გასულებს, ცალი თვალი ეზოში ეპარებოდეთ იმის ფიქრით, იქნებ რამე საკბილო
დავინახოთ და დღის სამყოფი ღვარძლი გადმოვანთხიოთო. თუმცა მაინც, როგორც ჩანს,
ადამიანის ვერაგობა გულში იბადება, ტვინში იღვენთება, წვეთ-წვეთად და ენაზე პოულობს
ბინას. ამ უკანასკნელს სულაც არ აინტერესებს პატარა ქალაქში ჰპოვებს თავისუფლებას, თუ
დიდში. თუ კაცს სიავე ერჩის, საკუთარ თანაქალაქელს კი არა, ოჯახის წევრსაც არ
დაინდობს, უთუოდ. ასე სჯეროდა ოდითგანვე ხალხს. ახლაც ასე სჯერათ და ალბათ,
მომავალშიც ამას დაიჯერებენ.

ხომ ყველა ქალაქს ყავს გამორჩეული საზოგადოება?! ეგრედწოდებული ელიტა. ხოდა,


მოდაზე ჩამოკონწიალებული თბილისი როდის იყო, რომ გამონაკლისად რჩებოდა ასეთ
შემთხვევებში?! აქაც, როგორც სხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებში, არსებობდნენ ოჯახები და
ცალკეული ადამიანები, რომელთა ცხოვრებას გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა მთელი
ქალაქი. ზოგი ბევრი ფულით იყო ცნობილი, წარმატებული ბიზნესითა თუ საქმიანობით.
ზოგი უბრალოდ საინტერესო პიროვნებად ირაცხებოდა და ამიტომაც მიეწერებოდა ელიტას.
იყვნენ ისეთებიც, სამაგალითო და ღირსეული საქმით რომ წარმოაჩენდნენ თავებს, თუმცა,
საუბედუროდ, ასეთ ადამიანებს ყოველთვის ყველაზე ნაკლები „მაყურებელი“ ჰყავს.

აი, დემეტრე ჯაყელი და ირაკლი ახვლედიანი კი სულ ზედა „ეშელონი“ გახლდათ. ქალაქში
ამბობდნენ, ერთდროს უახლოესი მეგობრები და ძმადნაფიცები იყვნენო. არ არსებობდა
ირაკლი დემეტრეს გარეშეო და პირიქით. მათი ძმაკაცობის შესახებ ყველამ იცოდა და ყველა
უფრთხოდაო მათ. მაგრამ შემდეგ, უეცრად, ეს ორი ადამიანი სამკვდროდ გადაემტერა
ერთმანეთს. სრულიად მოულოდნელად გაჩაღდა მათ შორის ბრძოლა, რომელიც თანდათან
ყველას და ყველაფერს მოედო. მიზეზი არავინ იცოდა, თუმცა დადიოდა ჭორები, რომ ეს ორი
ადამიანი ერთმანეთს ქალის სიყვარულმა გადაკიდა. ვინ იყო ის ქალი, საიდან მოვიდა და
სად წავიდა, არავინ იცოდა. სწორედ ამიტომაც, ბევრს არ სჯეროდა ამ ვერსიის. ფაქტი ერთი
იყო, ეს ორი საგვარეულო დასანახად ვეღარ იტანდა ერთმანეთს და მიზეზს სულაც არ
ჰქონდა მნიშვნელობა. მხოლოდ ერთი რამ იყო ცხადზე ცხადი - მათი მტრობა მათივე
თავების უბადლო „რეკლამა“ გამოდგა. ყველა მათზე ლაპარაკობდა; მათ დაუნდობელ
შუღლზე და სისხლით მოთხვრილ კავშირზე.

მტრობის მიზეზი კი, ალბათ, ქვეყნად მხოლოდ ორმა ადამიანმა იცოდა; მხოლოდ ორმა და
სხვამ არავინ - ირაკლი ახვლედიანმა და დემეტრე ჯაყელმა.
აგვისტო იწურებოდა და ნელ-ნელა მობრძანდებოდა სექტემბერი. თბილისის ქუჩებში
საკმაოდ ცხელოდა, რაც ხელს უწყობდა ხალხს, საღამოობით გამწვანებულ ბაღებში
ესეირნათ.

მზიურში, იმ საღამოს, უჩვეულოდ ბევრი ხალხი ირეოდა. ახალგაზრდა გოგონა ღიმილით


მიიკვლევდა გზას უცხო ადამიანებს შორის და თვალებით ნაცნობ სილუეტს ეძებდა.

-კატერინა! - მოესმა ზურგსუკან ნაცნობი ხმა და ბედნიერების მეტასტაზებმაც მაშინვე


დაიწყეს მის ორგანიზმში გავრცელება.

სწრაფად შებრუნდა და საყვარელი პიროვნებაც დაინახა. მოშორებით იდგა, ხალხში


შერეული და იმ ღიმილით უღიმოდა, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნოდა და ასე ძალიან
უყვარდა.

-დათუნა... - სიყვარულით ჩაილაპარაკა მამაკაცის სახელი და ღიმილით გაექანა მისკენ.


მთელი ძალით მოეხვივნენ ერთმანეთს და ერთხანს ასე იდგნენ.

-დააგვიანე. - წარბებშეკრულმა შეხედა ბიჭმა ცოტა ხნის შემდეგ.

-როგორც ყოველთვის. - მხრები აიჩეჩა გოგონამ და გაიცინა.

-ოხ, კატერინა, არ იცვლები! - თავი გააქნია მამაკაცმა და ჩაიცინა.

-შენ ხომ ისეთი გიყვარვარ, როგორიც ვარ? - კეკლუცურად ახედა თავისზე ერთი თავით
მაღალ შეყვარებულს და გაუღიმა.

-კი არ მიყვარხარ, ვგიჟდები! - ხელში აიტაცა ბიჭმა სიფრიფანა სხეული და დააბზრიალა.

-დათუნა, დამსვი, ნუ ხარ საზიზღარი. გვიყურებენ, დათუნა, სირცხვილია! - კისკისებდა


კატო.

დათუნამ მაშინვე ჩამოსვა გოგონა და მოწყვეტით აკოცა.

-ცივა. წამოდი, ჩაი დავლიოთ, ჩვენს კაფეში! - ხელი გადახვია საყვარელს.

-წამოდი. - მხრები აიჩეჩა ეკატერინემ და შეყვარებულს უფრო მჭიდროდ მიეხუტა.

-ანდრეა ახლვედიანი დაბრუნებულა თბილისში, გაიგე? - ხელები ჩაის ცხელ ჭიქას შემოაჭდო
დათუნამ და ეკატერინეს გახედა. ამ უკანასკნელმაც უხმოდ დაუქნია თავი. მამაკაცის
სახელის ხსენებამ უმალ გამოიწვია მის თვალებში სევდანარევი შიშის ჩადგომა.
-გუშინ, ჩემს სახლში, ერთი ამბავი იყო. ლუკამ, გინდა თუ არა დაცვა უნდა აგიყვანოთ შენ და
მაშოსო. - ამოიოხრა გოგონამ და ჯერ კიდევ გაყინული შუბლი დაიზილა.

-ვეთანხმები შენს ძმას. არც მე მგონია,რომ თქვენი ასე თავისუფლად სიარული უსაფრთხოა.

-კარგი რა, დათუნ, მამაჩემი და ჩემი ძმა არ მეყოფა, ახლა შენც დაიწყე? - გაბრაზდა
ეკატერინე. - ახვლედიანებს რომ ჩემთვის და ჩემი დისთვის რამის დაშავება უნდოდეთ,
აქამდე იზამდნენ ამას!

-კატერინა, შენ არ გესმის! ანდრეა ახვლედიანი სულ სხვაა. მამამისზე და მის ძმაზე ბევრად
უარესი! დარწმუნებული ვარ, სამშობლოს მონატრების გამო არ დაბრუნებულა თბილისში -
რაღაც ძალიან ცუდი აქვს ჩაფიქრებული!

-მე არავისი და არაფრის მეშინია! - მტკიცედ განაცხადა კატომ და ცხელი ჩაი მოსვა.

-ჯაყელის ქალს, ვისი უნდა გეშინოდეს, კატერინა? - ჩაეცინა დათუნას და სიყვარულით სავსე
მზერა მოავლო გოგონას.

-მე უბრალოდ მინდა, რომ სიმშვიდე დამყარდეს ჩვენს ოჯახებს შორის. ნუთუ ეს ასე
რთულია?

-შენც ხომ იცი, რომ ეს შეუძლებელია? - სიბრალულით აევსო თვალები მამაკაცს. შენები
მარტო ნიკუშას სიკვდილს არ აპატიებენ ახვლედიანებს.

ეკატერინემ თავი დახარა ბიჭის სახელის ხსენებაზე. ცრემლებს ვერასდროს იკავებდა,როცა


ვინმე თავის ოცი წლის ბიძაშვილს ახსენებდა.

-ჩვენ ხომ არ ვიცით, ვინ მოკლა ნიკუშა. - გატეხილი ხმით თქვა და ცრემლით დანამული
წამწამები შეიმშრალა.

-ერთი მარტივი ჭეშმარიტება მართავს ამ ქვეყანას,კატერინა; უმრავლესობის აზრს ისე


ვიტაცებთ ხელში და მივაბრძანებთ კვარცხლბეკისკენ,არც კი გვადარდებს, ვის ვთელავთ
გზად. იმ ღამით ბევრმა დაინახა კლუბიდან სისხლიანი პერანგით გამოსული ანდრეა,ეს კი
საკმარისია არათუ შენი ოჯახისთვის,მთელი ქალაქისთვის.

-რატომ მღრღნის რაღაც შიგნიდან ყოველთვის,როცა ახვლედიანს მკვლელად წარმოვიდგენ?

-მეამიტი ხარ, ძვირფასო; ჯერ კიდევ ზედმეტად მიმნდობი და მეამიტი. - გაეღიმა დათუნას
და საყვარელ ქალს მოეხვია.

-შენი აზრით კიდევ დაიღვრება სისხლი? - მხარზე დაადო თავი კატომ და ისე უბრალოდ
ჰკითხა,თითქოს ამინდის პროგნოზს ეკითხებოდა.

-იმედი მაქვს, არა! შენი ძმა ხომ შეგვპირდა,რომ ქორწილს მშვიდად ჩაგვამთავრებინებდა? -
გაეცინა დათუნას.

-მეშინია, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდება, დათუნა! ნიკუშას მერე... მის მერე ვეღარავის
დაკარგვას გადავიტან.
-მე შენთან ვარ, სულ გახსოვდეს! შენ ხომ ჩემი ძლიერი კატერინა ხარ? - გაეღიმა მამაკაცს და
ცხვირზე აკოცა გოგონას.

-მიყვარხარ. შენ გარეშე არც კი ვიცი რა მეშველებოდა.

-მეც მიყვარხარ და ერთი სული მაქვს, როდის გავა ეს საშინელი ორი კვირა,რომ მთლიანად
მიგისაკუთრო!

-არ მჯერა, რომ ორი კვირა დარჩა! - ამოიოხრა ეკატერინემ აღტაცებით.

-ორად ორი კვირა... - გაეღიმა დათუნას და ბაგეებზე დააცხრა საყვარელ ქალს.

ახვლედიანების უზარმაზარი სასახლე წვეულებას მასპინძლობდა. ყველა ერთად აღნიშნავდა


ირაკლის უფროსი ვაჟიშვილის,ანდრეას, სახლში დაბრუნებას. რამდენიმე წლის წინ
გაეგზავნა მამას ანდრეა ამერიკაში,რათა ამ უკანასკნელს მაშინდელი სიტუაციისთვის
დაეღწია თავი.

ახვლედიანი ნიკოლოზ ჯაყელის მკვლელობაში მთავარ ეჭვმიტანილად განიხილებოდა და


ამიტომაც გაარიდეს იგი ქალაქს. მაშინდელი ხმაური დღემდე ვერ დაევიწყებინა ქალაქს.
გამძვინვარებული ჯაყელები,რომლებიც ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭულში დაეძებდნენ
ანდრეა ახვლედიანს.

ამბობდნენ, ირაკლის მთელი თავისი ძალისხმევა დასჭირდა,რათა შვილი ამ ამბიდან


გამოეძვრინაო. ამბობდნენ კი არა, ასეც იყო. გისოსების მაგივრად, ახვლედიანს, პირველი
კლასის ბილეთი და ოკეანის მიღმა ქვეყნის მონახულება ერგო.

საქმე შეალამაზეს,შეფუთეს, უბედური შემთხვევის სტატუსი მიანიჭეს და ჩაფარცხეს. თუმცა


მხოლოდ ფურცლები და კანონი მოატყუეს,რადგან ყველამ იცოდა, ვინ იყო მკვლელი.

ანდრეა ახვლედიანს ჯაყელები დაელოდებიანო - ამბობდნენ. წლები გავა და დაბრუნდებაო.


ეშინოდათ და ელოდნენ დღეს, როცა მკვლელი იმავე მიწაზე დადგამდა ფეხს,რომელზეც
მოკლულის ოჯახი დააბიჯებდა.

წლები გავიდა. საფრთხემ გადაიარა და როცა დრო დადგა, მონატრებული შვილიც


დაუბრუნდა სამშობლოს.

ბეჭები განზე გასვლოდა. წაბლისფერი თმა უფრო გამუქებოდა და კუპრივით შავ თვალებში
ჩაბუდებული სხივი, ჩაბნელებოდა. წვერი ოდნავ ჰქონდა მოშვებული,რაც უფრო
მამაკაცურ,კუშტ იერს სძენდა. აღნაგობით მამის გენს მიყვებოდა. მასსავით ბერძნული
მოყვანილობის ცხვირი,მოსქო ტუჩები და თხელი, გრძელი წარბები უმშვენებდა პირ-სახეს.
ერთადერთი,რაც დედისგან გამოჰყოლოდა, პიანისტისთვის შესაშური ნატიფი თითები იყო.
რა თქმა უნდა, ანდრეა ქალების მუდმივი სამიზნე იყო; ისევე,როგორც მისი უმცროსი ძმა,
ალექსანდრე,რომელმაც ადრეულ ასაკშივე გააწბილა მანდილოსნები და თავისი ერთგული
მეგობრის,ადვოკატ ვატო ვაჩნაძის, უმცროს დაზე დაინიშნა.

თვალწარმტაცი გარეგნობა ჰქონდათ ძმებს. თვალწარმტაცი და ერთმანეთისგან


განსხვავებული. ერთი შეხედვით, ვერც ვერავინ განაცხადებდა გადაჭრით, ძმები არიანო.
მამის ერთგული იყო ალექსანდრე,მაგრამ დედას ჰგავდა. გულით დედისკენ იხრებოდა
ანდრეა,თუმცა, წლებთან ერთად, მეტად ემსგავსებოდა მამას.

ვერასდროს იტანდა „ბურჟუაზიულ“ წვეულებებს, სადაც ერთ ბოკალ შავ ღვინოს უნდა
დასჯერებოდა, მთელი საღამო და დაუსრულებლად ელაპარაკა იმ თემებზე, რომელიც არც
კი ადარდებდა. ასე რომ, როგორც კი შესაფერისი დრო იხელთა, კაბინეტში შეიყუჟა.

ბავშვობიდან უყვარდა იქ ყოფნა. ბუხრის წინ ჯდომა და კითხვა სიწყნარეში. იმ საღამოსაც,


ბუხრის წინ მოკალათდა. ოღონდ ამჯერად წიგნი წითელ ღვინოს ჩაენაცვლებინა.

ცეცხლის ალებს გაუშტერა თვალი და ფიქრებს მისცა გონება. ვერც იგრძნო, კარის გაღება და
უცხო სხეულის ოთახში შეჭრა.

-აი, თურმე სად ყოფილხარ. მამა გეძებს! - გაისმა ოთახში ბოხი, მაგრამ სასიამოვნო ხმა.

-სტუმრებმა დამღალეს... - თავი გადააქნია ანდრეამ და ღვინო მოსვა.

-რას იზამ?! ყველას უხარია უფროსი ახვლედიანის სახლში დაბრუნება! - ჩაეცინა


ალექსანდრეს და მანაც დაიკავა ადგილი სავარძელში.

-სანდრო, მითხარი, დედა რატომ არ დამხვდა აეროპორტში? ან საერთოდ, ახლა აქ რატომ


არაა? - დაჟინებული მზერა მიაპყრო ძმას.

-დედა... შეუძლოდ იყო. - წარბებს შორის მკრთალი ნაოჭი გაუკრთა უმცროს ახვლედიანს.

-სად არის?! - მტკიცედ გაიმეორა კითხვა მამაკაცმა.

-წყნეთის აგარაკზე წააყვანინა მამამ.

-ვითომ რატომ? - გაღიზიანდა ანდრეა.

-ასე თქვა, მისთვისაც უკეთესი იქნება, თუ სიმშვიდეში იცხოვრებსო.

-და შენ რას მიკეთებდი? რატომ არ შეეწინააღმდეგე და დაატოვებინე დედა ჩვენს სახლში?! -
ფეხზე წამოდგა ანდრეა და გააფთრებული თვალებით მიაჩერდა ძმას.
-მინდოდა, მაგრამ დედამაც დაიჟინა, იქ მირჩევნიაო. რა მექნა?! - გაბრაზდა ალექსანდრეც.

-მამას ამ თემაზე აუცილებლად დაველაპარაკები! მე არ ვიცი, როგორ იყო, სანამ მე წასული


ვიყავი, მაგრამ ახლა ყველაფერი ჩემებურად იქნება!

-რას აპირებ, ანდრეა? ზოგადად, მითხარი, რას აპირებ?

-რას მეკითხები?!

-ხომ იცი, რასაც ვგულისხმობ. უფრო სწორად, ვისაც?!

-რა გინდა, რომ ვქნა? ჯაყელებს დავერიო? - გაეცინა უფროს ახვლედიანს.

-ისინი ასე უბრალოდ არ მოისვენებენ. - დინჯად აღნიშნა სანდრომ და ამოიოხრა. -ახლა,


როცა გაიგეს, დაბრუნდი, აუცილებლად ეცდებიან ნიკა ჯაყელისთვის შურისძიებას.

-მე არავისი არ მეშინია ამ ქვეყნად, გაიგე?! მითუმეტეს, ლუკა ჯაყელის და მისი ვითომდა
საძმაკაცოსი. ეგენი უკანასკნელ ვირთხასაც ვერ შეაშინებენ ამ ქვეყანაზე! - ანდრეას ძარღვები
დაებერა ყელზე, გაბრაზებისგან და თვალები ისე აენთო, ალექსანდრესაც შეეშინდა მისი.

-მე არ მითქვამს, რომ უნდა გეშინოდეს, მითუმეტეს მაგათი! უბრალოდ გაფრთხილებ, რომ
გულხელდაკრეფილები არ ისხდებიან.

-ხოდა ძალიანაც კარგი. მემგონი დროა, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს უაზრო


„ომი“!

-ორი კვირა არაფერს ელოდო მათგან.

-ორი კვირა, რატომ? - გაუკვირდა ანდრეას.

-ორ კვირაში ახვლედიანების შუათანა გოგო თხოვდება. - გაეღიმა სანდროს.

-შუათანა, მარიამი?

-არა, ეკატერინე. ხომ გახსოვს? სულ მოგწონდა. ამბობდი, ლამაზი თვალები აქვსო.

-ეკატერინე...- ჩაფიქრდა ახვლედიანი. - აჰ, გამახსენდა. ვის მიყვება ცოლად, ისევ ის


დაფეხვილი დათუნა გასვიანი უყვარს? - ცინიკურად ჩაეცინა მამაკაცს და ჭიქა ღვინის ბოლო
წვეთამდე გამოცალა.

-ხო, ორ კვირაში აქვთ ქორწილი და იქამდე ნაკლებად უნდა ველოდოთ მათგან საფრთხეს.

-ძალიან კარგი. - ჩაილაპარაკა ანდრეამ კმაყოფილებით. - მაშ, ორ კვირაში განვაახლებთ


ბრძოლას! - ჩაეცინა და გასასვლელისკენ გაემართა.

-ანდრეა! - შეაჩერა მიმავალი ძმის ხმამ. ზანტად შებრუნდა და ხელები გაშალა, რა გინდაო.

-არასოდეს მოყვები, რა მოხდა იმ ღამით?! - ინტერესითა და მოლოდინით აღსავსე მზერა


ჰქონდა სანდროს.
-მაინც რისი გაგება გინდა, სანდრიკო? - გაეღიმა ანდრეას, ძმისკენ შებრუნდა და ისე მიმართა,
როგორც ბავშვობისას მიმართავდა ხოლმე.

-მითხარი, იმ ღამეს შენ მოკალი ნიკა ჯაყელი? - ალექსანდრეს უნებურად გაეღიმა. ეს კითხვა
წლების განმავლობაში არ აძლევდა მოსვენებას და როგორც იქნა, ეძლეოდა შანსი ძმისთვის
ეკითხა მომხდარის შესახებ.

ანდრეა გაჩუმდა. თითქოს რაღაცას იხსენებდაო, ისე შეჭმუხნა წარბები.

-რა მნიშვნელობა აქვს, იმ ღამეს რა მოხდა? მთავარია, რომ ჯაყელი ჩაძაღლდა! - ზიზღით
წარმოთქვა მამაკაცმა და სწრაფად გაეცალა ოთახს.

მარტო დარჩენილ სანდროს ჩაეცინა. ძმის ხასიათი მასზე უკეთ არავინ იცოდა და
შესაბამისად ასე მარტივად, არც თავის კითხვაზე მოელოდა პასუხს. თუმცა, უნდა ეცადა,
რადგან საკუთარი თვალებით ენახა სიძულვილი, რომელიც ანდრეას თვალებში მოკლულის
ხსენებისას იღვრებოდა.

-ოდნავადაც არ შეცვლილა! - ცარიელ ოთახს მიმართა ალექსანდრემ, თავი გადააქნია და


სავარძელში მოკალათდა. უნდოდა, მოესვენა და სხეულიდან ძმის მზერისგან გაჩენილი
უსიამო შეგრძნება გაედევნა.

დათუნამ უზარმაზარი სახლის ჭიშკართან გააჩერა მანქანა. საცოლეს გაუღო კარი და


მხოლოდ ამის შემდეგ გაემართა ეზოში შესასვლელი კარისკენ. დაცვას მსუბუქი თავის
დაკვრით მიესალმნენ და ზღურბლი გადალახეს.

-აუზთან იქნებიან ჩემები, წამოდი. - ხელი ჩაკიდა ჯაყელმა მამაკაცს და სახლის უკანა
ბაღისკენ გაუძღვა ისე, თითქოს პირველად იმყოფებოდა გასვიანი მასთან, სახლში.

სახლს გარშემორტყმული ვიწრო ბილიკის ერთი ფრთა აუზზე იშლებოდა; მეორე -


დიასახლისის ხელით ნაგოგმანებ ბაღზე. მბჟუტავი ლამპიონები მიაცილებდნენ მიმავალთ,
თუმცა თვალისმომჭრელი სინათლე, მხოლოდ ღია აუზზე გასვლისას შეეჩეხა მათ თვალებს.

ეკატერინე არ შემცდარა; „შეზლონგებზე“ ერთმანეთის პირისპირ იჯდა ორი ახალგაზრდა და


მშვიდად საუბრობდა. წყვილის მიახლოვებისთანავე, ორივეს გაეღიმა და მომავალი სიძის
შესახვედრად წამოდგნენ.

-სიძე ბატონს გაუმარჯოს! - ომახიანი ხმით შესძახა დედმამიშვილებში ყველაზე უფროსმა,


ლუკა ჯაყელმა და გასვიანს გადაეხვია.

-საღამომშვიდობისა. - ღიმილით მიესალმა აუზთან მსხდომებს დათუნა.


-როგორ ხარ, დათუნ? დიდი ხანია, არ ყოფილხარ ჩვენთან, სახლში. - გაეცინა ეკატერინეს
უმცროს დას, მარიამს, რომელიც გარეგნობით ყველაზე მეტად გამოირჩეოდა და-ძმას შორის.
მათზე უფრო შავი, კუპრივით თმა და თვალები ჰქონდა. იმდენად შავი, იდუმალების მძაფრ
შეგრძნებას რომ გაუჩენდა მის ახლო მნახველს.

-ეჰ, მაშიკო, საქმეს ვერ ვართმევ თავს. რაც მეტს ვმუშაობ, მით მეტს მოითხოვს ჩემგან. -
ამოიოხრა მამაკაცმა და კატოსთან ერთად ჩამოჯდა რძისფერ „შეზლონგზე“

-საწუწუნო არაფერი გაქვს, წარმატებული არქიტექტორი ხარ! - სიამაყით აღნიშნა მარიამმა;


ყოველთვის უჭირდა სიძისადმი გამსჭვალული სიმპათიების დამალვა. ბედნიერი იყო დის
გამო და მიაჩნდა, რომ იდეალური მეორე ნახევარი ეპოვნა გოგონას.

-მოკლედ, მშურს შენი, დათუნ! - გაეცინა ლუკას და ოდნავ მოზრდილ თმაზე გადაისვა ხელი.
- წარმატებული კარიერა, მშვენიერი საცოლე, კიდევ უკეთესი ცოლისძმა...

-ცოლისდაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! - ღიმილით გააგრძელა ძმის სიტყვა მაშომ.

-ჰო, ცოლისდასაც არაუშავს, ოდნავ კაპასი რომ არ იყოს.

-და ცოლისძმა ცოტა უნაირო!

-მე ვარ უნაირო?!

-აბა მე და კატოს მეტი ძმა არ გვყავს და. - გაეცინა მარიამს და ეკატერინეს თვალი ჩაუკრა.

-რატომ ვარ ვითომ უნაირო?!

-არვიცი, არვიცი, ნეტავ რატომ?

-მაშო, ინტრიგნობას მორჩი! - გაეცინა ეკატერინესაც, რომელიც ყოველთვის ხალისობდა და-


ძმის შელაპარაკებებზე.

-აი, მართლაც რომ ინტრიგანი ხარ, რა! თუ რამის თქმა გინდა ჩემთვის, პირდაპირ მითხარი.

-მე ვარ ინტრიგანი?!

-ინტრიგანიც, კაპასიც და მოუხეშავიც!

-უნაირო მაინც არ ვარ.

-მოეშვი მაგ სიტყვას. საერთოდ რანაირი სიტყვაა, უნაირო! - სახე დამანჭა ლუკამ.

-მშვენიერი სიტყვაა, შენთვის ზედგამოჭრილი.

-ჰო, ისევე, როგორც კაპასი შენთვის!

-ეკატერინე, გააჩერე, თორემ ხომ იცი, მთელი ღამე ასე ყოფნა არ გაუჭირდებათ. - დათუნამ
ღიმილით გადაუჩურჩულა გვერდით მჯდომს და ხელი მოხვია.

-კარგი, გეყოფათ შაირი, არ გაუტიოთ! - სიცილით „გააშველა“ კატომ მოკინკლავეები.


-არ ვკინკლაობთ! - ერთხმად წამოიძახა ორივემ.

-ერთობით, ვიცი. გატყობთ, მხიარულ ნოტაზე ხართ. მიზეზი შეიძლება გავიგო? - თემის
გადატანა ცადა ჯაყელმა.

-დედა და მამა გაემგზავრნენ ორი დღით საქმეზე და რომ იცოდე, ხვალ ელენე აპირებს
ჩვენთან დარჩენას. - მაშინვე გადაერთო მაშო ახალზე.

-ელენე? ელენე დარჩება ჩვენთან? მე რატომ არ მითხარი?! - უცებ გაუფართოვდა თვალები


ლუკას.

დათუნამ და ეკატერინემ ერთმანეთს მიადეს თავები და ჩუმად ჩაიცინეს.

-რა ვიცი, ახლა ხომ გეუბნები?! რა, საწინააღმდეგო გაქვს რამე? - გაუკვირდა მარიამს ძმის
რეაქცია და ძლივს მოუყარა ყურებისკენ გაქცეულ ტუჩებს თავი.

-არა; არა, რა თქმა უნდა; მე რა უნდა მქონდეს საწინააღმდეგო? საერთოდაც, კარგია თუ მოვა,
მასთანაც მაქვს სალაპარაკო. - უცებ დასერიოზულდა ჯაყელი.

-მოიცა, რა საქმე გაქვს ელენესთან? - წარბები აზიდა კატომ.

-მინდა, რომ დაცვა მასაც ავუყვანო. - მშვიდად გასვა პასუხი დას.

-კარგი რა, ლუკა! რა საჭიროა ასეთი სიფრთხილე და სისულელეები?! - უცებ წამოენთო მაშო
და მართლაც გახდა ისეთი, როგორადაც მას ძმა ახასიათებდა.

-რას ნიშნავს, რა საჭიროა?! რომ ვამბობ, დაცვა გჭირდებათ, ესეიგი გჭირდებათ და


დავამთავროთ ამაზე საუბარი! - მკაცრად თქვა უფროსმა ჯაყელმა და ჭიქიდან წვენი მოსვა.

-აუ, დათუნ, შენ მაინც უთხარი, რა, რამე! ვერ გავიგე, ჯაყელებს როდიდან გვეშინია
ახვლედიანების?! - არ ცხრებოდა მარიამი.

-მაშო, ფრთხილად! - ტუჩებთან მიტანილ ჭიქას თითები მოუჭირა ლუკამ და მრისხანედ


აენთო თვალები, როგორც კი ახვლედიანების გვარი გაჟღერდა.

-რა?! შიში არ ჰქვია შენს საქციელს?!

-შიში რა შუშია?! ახლა, სანამ გადავრეულვარ და ამიშვია აფრები, დამიწყნარდი! ურჩობით


ვერაფერს გააწყობთ! ვერცერთი! - დებს გადახედა გამაფრთხილებელი მზერით და იმ
შეუვალობით, მათ სისხლში რომ ყიოდა.

-მაპატიეთ, გოგონებო, მაგრამ თქვენს ძმას ვეთანხმები. - მხრები აიჩეჩა დათუნამ და


მორიდებით დაამატა, რადგან აღარ სურდა მეტად განხეთქილების გაღვივება.

დებმა უკმაყოფილო მზერით გადახედეს ერთმანეთს და ღრმად ამოიოხრეს. როგორც


ყოველთვის, ახლაც ვერაფერს გააწყობდნენ უფროსი ძმის წინააღმდეგ, რომელიც ყველაზე
ჯიუტი და ხისტი ხასიათით გამოირჩეოდა ოჯახში.
-კარგი, გვიანია, კატერინა, მე წავალ! - წამოდგა გასვიანი, როგორც კი მშვიდი წამი დაიგულა
და საცოლეს გაუღიმა. ეკატერინეც უმალ წამოიჭრა ფეხზე და მამაკაცს მოეხვია.

-ხვალ კაბის გამოსატანად მივდივართ მე და ელენე. საღამოს შეგეხმიანები, კარგი?

მამაკაცმაც უხმოდ დაუქნია თავი და ლოყაზე აკოცა.

-დათუნ, ცოტა ხნით წამოდი, რა, სალაპარაკო მაქვს შენთან. - ლუკამ სასხვათაშორისოდ
სთხოვა სასიძოს და უპასუხოდ წამოდგა სახლში შესასვლელად.

-კარგი გოგონებო, აბა ხვალამდე! - დაემშვიდობა დათუნა დებს და ჯაყელს მიჰყვა.

კაბინეტში, როგორც ყოველთვის, სასაუბროდ განწყობილი აურა ტრიალებდა. მამაკაცი


ჯაყელებისთვის ყველაზე საყვარელ ოთახში, უჩვეულოდ ცივი განწყობა იდგა.
შესვლისთანავე, ლუკამ კარი გადაკეტა და დათუნას სკამისკენ მიუთითა.

-იმედია, ხვდები, რაზეც მინდა შენთან ლაპარაკი. - თავადაც დაიკავა კუთვნილი ადგილი და
მომავალ სიძეს გაუსწორა მზერა. ეზოდან - სახლამდე, გზაში, უკვე მოესწრო დებთან
მორგებული მხიარული ბიჭის ამპლუის დავიწყება და გოროზი გამომეტყველების მიღება.

-რამდენად სერიოზულადაა საქმე? - წარბები შეკრა დასერიოზულებულმა გასვიანმა.

-ანდრეა ახვლედიანზე ვსაუბრობთ... - მყესები დაეჭიმა მამაკაცს. ზიზღმა ძლივს


წარმოათქმევინა მამაკაცის სახელი. - ნიკუშას მკვლელზე. - მაგიდის ზედაპირზე დაწყობილი
ხელისგულები უცებ დაეჭიმა,მერე კი მოემუშტა. - არავის და არაფერს დაერიდება,მათ
შორის, არც მამამისს. - თავს მოუხმო,უცებ გამოაცოცხლა სხეული და საზურგეს მიაწვა. - ასე
რომ, იმედია შენც ხვდები, რატომ უნდა გავფრთხილდეთ ძალიან. მინდა,რომ კატოსაც
აუხსნა სიტუაცია. ჩემი დები ძალიან ჯიუტები არიან,ვიცი დაცვის მოშორებას
ეცდებიან,ამიტომაც მინდა გთხოვო,რომ ჩემი და არც ერთი წამით დატოვო უყურადღებოდ.
ახლა მითუმეტეს. ახვლედიანებმა კარგად იციან, მოახლოებული ქორწილის შესახებ და
აუცილებლად ეცდებიან, რამის გაფუჭებას.

-გგონია, ქორწილში რამე საფრთხეს უნდა ველოდოთ? - ნირი წაუხდა დათუნას. შიშის
მკრთალი ლაქები დააჩნდა სახეზე და ერთიანად გააფერმკრთალა.

-რა თქმა უნდა. - დარწმუნებით თქვა ლუკამ. - ამაზე კარგ მომენტს ვერც შეარჩევენ.
ამიტომაც, თქვენს ქორწილს გაორმაგებულად დაიცავენ ჩემი ბიჭები. იმედი მაქვს, - კატოსაც
აუხსნი ამის აუცილებლობას.
-ლუკა, თუ ასე დგას სიტუაცია, იქნებ ქორწილი გადაგვედო? - ძრწოლვა გაკრთა გასვიანის
თვალებში.

-არავითარ შემთხვევაში! - გაბრაზდა ჯაყელი. - ახვლედიანებს არასდროს დავანებებ, ამ


თამაშის მათი სცენარით წარმართვას!

-კარგი, გასაგებია. - მორჩილი ბავშვივით ჩაქინდრა თავი დათუნამ.

-უბრალოდ იზრუნე იმაზე, რომ ეკატერინემ ყველაფერი გაიაზროს და პრობლემა არ შექმნას


თავისი ურჩობით.

-აუცილებლად. შენ მაგაზე არ ინერვიულო,მთავარი ახლა ყველას უსაფრთხოებაა. მე და


ეკატერინე ხშირად ვსაუბრობთ ამ თემაზე და მერწმუნე, ისე მოიქცევა,როგორც ოჯახის
უსაფრთხოებისთვის იქნება უკეთესი.

-ანუ მქონდეს შენი იმედი? - კმაყოფილებამ მხრებში გაასწორა მამაკაცი და თავდაჯერებული


იერი შესძინა.

დათუნამ უხმოდ დააქნია თავი.

-თქვენი ქორწილი გადამაგორებინა და მერე მე ვიცი, რასაც ვუზამ იმ ძაღლიშვილების


მოდგმას, ანდრეა ახვლედიანის თამადობით! - ჯაყელის თვალებში იმხელა ზიზღი დაინახა
გასვიანმა, წამით თვითონაც შეცბა.

-იცოდე, ფრთხილად იყავი. ანდრეა ახვლედიანზე ნაძირალა კაცი მეორე არ დაიარება


თბილისში. გაფრთხილდი, ლუკა. არ დაგავიწყდეს, რომ ოჯახი გყავს.

-შენ ჩემზე არ ინერვიულო, სიძე. მთავარია, რომ ჩემს დას მოუფრთხილდე!

-ხომ იცი, რომ თავს მოვიკლავ, მაგრამ შენი დის ზედმეტად შეხების უფლებას არავის მივცემ?
გაეღიმა დათუნას.

-ვიცი და სწორედ ამიტომაც განდობ ჩემთვის ყველაზე ძვირფასს. შენი იმედი რომ არ
მქონდეს, ეკატერინეს ახლოსაც არ გაგაკარებდი. - ჩაეცინა ლუკას. მისმა გულწრფელობამ
გააღიმა გასვიანიც.

ლუკასთან საუბრის შემდეგ სახლში წავიდა. ნელა აუყვა სადარბაზოს კიბეებს და ვერც
გაიაზრა ისე უცებ აღმოჩნდა საკუთარი ბინის კართან. გასაღები ამოიღო და საკეტი
გადაატრიალა. სახლში ისე შევიდა, შუქი არც აუნთია. ძალიან იყო დაქანცული და მხოლოდ
ძილი უნდოდა. მისაღები ოთახის გავლას და საძინებელში შესვლას აპირებდა, როცა უეცრად
აინთო კუთხის ტუმბოზე დადგმული სანათი და თბილი ფერებით შეიღება ოთახის
მეოთხედი.
დათუნა შეცბა. მაშინვე მიტრიალდა და ენა კინაღამ მუცელში ჩაუვარდა, როცა ტახტზე
მჯმოდი, მომღიმარი ანდრეა ახვლედიანი აღმოაჩინა.

-შენ?! აქ რა ჯანდაბას აკეთებ?! - მაქსიმალურად მტკიცედ თქვა გასვიანმა, მაგრამ მაინც


დაეტყო ხმაში მღელვარება.

-არ ჩა*ფსა ახლა, შიშისგან, დათუნია. - ცინიკურად ჩაეცინა ახვლედიანს. - ნუ ღელავ, შენ
მოსაკლავად არ მოვსულვარ!

-რატომ მოხვედი? ან სახლში როგორ შემოხვედი საერთოდ?!

ანდრეამ გულიანად გადაიხარხარა.

-ზედმეტად მეამიტი ხომ არ ხარ, დემეტრე ჯაყელის სიძის ბარობაზე, ჰა?!

-აქ ჩემს დასაცინად მოხვედი?! - წამოენთო დათუნა, რომელსაც აგიჟებდა ახვლედიანის


ცინიკური ტონი და დამცინავი მზერა.

-არა, დათუნია, გეკადრება? მოსალოცად მოვედი; გავიგე ცოლი მოგყავს, თან არც მეტი, არც
ნაკლები, ჯაყელების ქალბატონი. სიმართლე გითხრა, არ მოველოდი ბატონი დემეტრე თუ
შენნაირ ქალაჩუნას მიათხოვებდა გოგოს.

-წესიერად ილაპარაკე, ახვლედიანო, თორემ... - მუჭა შეკრა გასვიანმა.

-თორემ რა, დათუჩა? თორემ რა?! - ჩაეცინა ანდრეას და წამოდგა. - მოკლედ, მინდა რაღაც
დაგაბარო შენს მომავალ ცოლისძმასთან. - ახვლედიანმა მამაკაცისკენ დაიწყო სვლა. - ასე
გადაეცი, ანდრეა ახვლედიანი ქალაქში დაბრუნდა და სანამ დროა, დაახვიე აქედან, თორემ
ცოტახანში ჯაყელების ხსენებაც აღარ იქნება-თქო! ხომ ეტყვი?

-შენ თვითონ რატომ არ ეტყვი, ახვლედიანო, გეშინია? - ჩაეღიმა დათუნას.

ანდრეას გაეცინა.

-ბევრს მაშინ ლაპარაკობენ, როცა რამის თავი აქვთ. ეს კარგად დაიმახსოვრე. - თითი დაუქნია
ახვლედიანმა წინ მდგომს. - ტკბილი სიზმრები, დათუნია - გაუღიმა ბოლოს ისე, თითქოს
დათუნა პატარა ბავშვი ყოფილიყო და ისე სწრაფად აორთქლდა ოთახიდან, როგორც
გამოჩნდა.

მზის სხივების ოთახში შეჭრამ გამოაღვიძა ეკატერინე. საწოლში შეიშმუშნა და


თვალგაუხელლად გაიზმორა. წამში გაიაზრა, რომ სადედოფლო კაბის სახლში წამოსაღებად
იყო წასასვლელი და სიამოვნებისგან გაეღიმა. იმდენად ბედნიერი იყო, ხანდახან, ფიქრობდა,
სიზმარში იყო ყველაფერი და მალე გამოეღვიძებოდა. დათუნა მისი ცხოვრების საოცნებო
მამაკაცი იყო, რომელსაც უბრალოდ აღმერთებდა. ორ კვირაში კი ამ ადამიანის კანონიერი
მეუღლე უნდა გამხდარიყო და ამის გააზრება იმდენად დიდ ბედნიერებას ანიჭებდა,
სამყარო თავისი ეგონა.

სხარტად წამოხტა ლოგინიდან და აბაზანაში შევიდა, მოსაწესრიგებლად. ღიღინ-ღიღინით


მოემზადა, ჩაიცვა და სასაუზმოდ ჩასვლა გადაწყვიტა. მხიარულად ჩაიარა კიბეები და უკვე
სასადილო ოთახში შესვლას აპირებდა, როცა მისაღები ოთახიდან მოესმა ხმამაღალი
საუბარი:

-საერთოდ არ გეტყოდი თუ ასე გაგიჟდებოდი!

-უნდა, რომ შეგვაშინოს! გონია, მაგარი ბიჭია!

-შენთან რატომ მოვიდა, საერთოდ ვერ ვხვდები.

-მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ბექა?!

-ხმას დაუწიე!

-ორივემ დაუწიეთ ხმას და საერთოდ, უნდა დავმშვიდდეთ ყველანი...

დათუნას და ლუკას ხმები მაშინვე იცნო. გაუკვირდა. ამ დროს გასვიანი ყოველთვის


სამსახურში იყო. მხრები აიჩეჩა და იმ ოთახისკენ გაემართა, საიდანაც ხმა ესმოდა.

-არ მოისვენებს! არაფრით მოისვენებს, სანამ თავს არ მოგვაკლევინებს...

-ლუკა, ჩუმად! - უცებ წამოიძახა ვიღაცამ ეკატერინეს ოთახში შესვლამდე და ყველა გაჩუმდა.

ღიმილით შევიდა ოთახში, სადაც მისი ძმისა და საქმროს გარდა კიდევ ოთხი, მისთვის
ძალიან საყვარელი მამაკაცი იყო.

-ბიჭებო?! ამ დილაადრიან რა შეკრება გაქვთ? - გაკვირვებით გადახედა ერთმანეთის


გვერდით მსხდრებს და გაიცინა.

ბიჭებმა რაღაც ანიშნეს ერთმანეთს, თვალებით. სახეზე ერთიანად წითელი ლუკა მაშინვე
ფანჯრისკენ შებრუნდა და სუნთქვის დაწყნარებას მოჰყვა. ერთ-ერთმა მათგანმა ხელები
გაშალა და მხიარულად შესძახა:

-ჩემი კაწიაც მოსულა! როგორ გიკითხოთ, ჯაყელის ქალბატონო, ხომ არ გაბრაზებს ჩემი
პრინცი? - გაეცინა თავისივე ნათქვამზე და დათუნას გადახედა.

-რავიცი, გეგა, ვარ რა. არა, არ მაბრაზებს შენი პრინცი, ნუ ნერვიულობ! - მაშინვე
გამხიარულდა გოგონაც. - შენ როგორ ხარ, რომ დაიკარგე და აღარ ჩანხარ?! - გვერდით
დაუსკუპდა ეკატერინა დათუნას და გაიცინა.

-ეჰ, ჩემო კაწიუშა, სად მცალია მე ამათთან ერთად სახეტიალოდ? მეღვინე კაცი ვარ, თელავში
გახლდით!

-შენ რას აკეთებ აქ, ამ დილაადრიან? მოხდა რამე? - ღიმილით გადახედა გოგონამ საქმროს.

დათუნას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გეგას მარჯვნიც მჯდომმა ბიჭმა დაასწრო:
-ქორწილის საქმეებზე ვლაპარაკობდით.

-აჰა. - ზარბები აზიდა გოგონამ. - და ამ დილაადრიან მაგიტომ მოიწვია კრება ჩემმა ძმამ?
ეჭვნარევი მზერით გადახედა შეთქმულივით დადუმებულ ბიჭებს.

-ხო, რა. - მესამე, წაბლისფერთმიანმა ახალგაზრდამაც ამოიღო ხმა.

-რატი, როგორ ფიქრობ, სულელს ვგავარ? ან შენ რას ფიქრობ, თორნიკე?! - ბრაზი მოერია
ეკატერინეს.

-არა, კატო...ეგ რა შუაშია?! - ერთმანეთს გადახედეს ბიჭებმა.

-აბა რატომ გინდათ, დავიჯერო, რომ ამხელა კრება ჩვენი ქორწილის გამო გამართეთ და არა
თქვენს „ საქმეებზე“ სასაუბროდ. - ჩაეცინა კატოს.

-ეკატერინე, მე ხომ იცი, არ მოგატყუებ? - თავი წამოყო მეოთხე მამაკაცმა, რომელიც იქამდე
უხმოდ იჯდა სავარძელში.

-აბა გისმენ, ბიძაშვილო. გელოდები, რას მეტყვი - ინტერესიანი მზერა მიაპყრო გოგონამ
ბიძაშვილს.

-მართლა ქორწილის დეტალებზე სალაპარაკოდ შეგვკრიბა შენმა ძმამ. ძალიან ცოტა დრო
დაგვრჩა, ჩვენ კი გვინდა,რომ უმაღლეს დონეზე ჩაიაროს ყველაფერმა.

-და დილიდან მოტივირებულები ხართ, არა?

-აუ, რატო გაუჭირე ამ დილას საქმე, ქალბატონო?! თორმეტი ხდება უკვე,რაღა დილაა?! ჩვენ
ბოდიში, თქვენ თუ დიდხანს გიყვართ ძილი! - სასაცილოდ დაიღრიჯა გეგა.

-დაგიჯეროთ? - ეჭვისთვალით გადახედა გოგონამ ძმას, მის ძმაკაცებსა და დათუნას.

-ბავშვები ხომ არ ვართ?! მართლა არ გატყუებთ, კატერინა,დამშვიდდი. - ჩუმად უთხრა


გასვიანმა საცოლეს და ლოყაზე აკოცა.

-ბექა, მე და შენ წავიდეთ ფირმაში,თორემ დღეს ბევრი საქმე გვაქვს და ვერ მოვასწრებთ. -
როგორც კი თავის დამშვიდება მოახერხა,მაშინვე მიუბრუნდა ლუკა ბიძაშვილს და საქმიანად
უთხრა.

ჯაყელებთან ერთად წამოიშალნენ დანარჩენებიც. ლუკას სიტყვები თითქოს სიგნალი იყო


მათთვის.

-აბა შენ იცი, კატუშ,ჭკვიანად, იცოდე. - ლოყაზე აკოცა გეგამ გოგონას და გაუცინა.

-ეგ რომ არ დამიბარო ხოლმე, ისე როგორ იქნება?! - თვალები აატრიალა ეკატერინემ.

-გასვინ, შენ არ მოდიხარ? - კართან მდგარი თორნიკე მიუბრუნდა დათუნას.

-მე დავრჩები ცოტა ხნით, საცოლესთან, თუ მადროვებთ, რა თქმა უნდა და წახვალთ! -


წარბები შეკრა გასვიანმა და ისეთი გამომეტყველება მიიღო,თითქოს უკვე მობეზრებული
ყავდა ბიჭები.
-აიი, აიი, დათუჩი, ჯერ ცოლად არ მოგიყვანია ეს გოგო და უკვე გირჩევნია ძმაკაცებს. ტფუი,
შენს კაცობას! - თავი გააქნია უკმაყოფილოდ გეგამ და ჩაიცინა.

-არ უნდა გაგეცნო ეს ორი ერთმანეთისთვის, გეგუშ!

-ვაიმე, მიქაბერიძე, დამეკარგე ახლა აქედან დროზე, თორემ ვბრაზდები, იცოდე! - ხმა
გაიმკაცრა გასვიანმა.

-წამოდი, ბიჭო,წამოდი. რას გადმოაგდე ენა?! აცალე გვრიტებს მარტო ყოფნა. ნუ ხარ
მურმანის ეკალივით! - სიცილით გაათრია რატიმ ძმაკაცები ოთახიდან.

კატო და დათუნა დიდხანს იცინოდნენ. როგორც ყოველთვის,წასვლის შემდეგ მხიარული


განწყობა დატოვეს ბიჭებმა სახლში.

-მაშო ალბათ საუზმობს და წამოდი, რა, ჩვენც შევუერთდეთ! - ხელი გაუწოდა ჯაყელმა
საქმროს,როგორც კი სახლში სიმშვიდემ დაისადგურა.

-არა, მე უნდა გავიქცე,თორემ დამაგვიანდა სამსახურში,არადა სახლის პროექტი მაქვს


დასამთავრებელი. - გაუღიმა დათუნამ გოგონას.

-ამთავრებ უკვე? - თვალები გაუბრწყინდა კატოს. მამაკაცმა კმაყოფილი ღიმილით დაუქნია


თავი.

-ღმერთო, რა მაგარია! ესე იგი, მალე მშენებლობასაც დაიწყებთ! სულ მალე შენ მიერ
აშენებულ სახლში ვიცხოვრებთ! - აღფრთოვანების ბგერები აღმოხდა ჯაყელს.

-დიახ, ჩემო ქალბატონო, მომავალ კვირაში დაიწყება მშენებლობა და სულ რამდენიმე თვეში
ჩვენი საკუთარი კერა გვექნება. - გაუღიმა დათუნამ საცოლეს და მოეხვია.

-არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ცხადში ხდება. იმდენად ბედნიერი ვარ,ხანდახან, მგონია
გული ვეღარ დაიტევს ამდენს და გასკდება. - ღიმილით უთხრა ეკატერინემ მამაკაცს და
ლოყაზე აკოცა.

დათუნას გაეცინა, ხელი მოხვია ქალბატონს და გულში ჩაიკრა.

-ხვალ ბატონი ნოდარის დაბადებისდღეზე ვართ დაპატიჟებულები,ხომ გახსოვს?

-მახსოვს და დღეს კაბის წამოსაღებად რომ წავალ, საჩუქარსაც შევურჩევ ბატონ ნოდარიკოს. -
სახელის წარმოთქმისას ცინიკურად ჩაეცინა გოგონას.

-მაინც ვერ გავიგე, რატომ არ მოგწონს ეგ კაცი.

-იმიტომ, რომ უბრალოდ ფულის ტომარაა და მეტი არაფერი. არც ძმაკაცობა იცის, არც
თანადგომა. თანაც, ახვლედიანებიც იქნებიან მის დაბადებისდღეზე,მე კი დაძაბულობა აღარ
მინდა.

-შენ არ ინერვიულო, კატერინა,ყველაფერი კარგად იქნება. იმდენი ხალხის წინაშე ვერავინ


ვერაფერს გაბედავს. - დაამშვიდა დათუნამ საცოლე და საფეთქელზე მიაკრა ტუჩები.
მთავარ კართან გაჩერდნენ და უცებ გადაიქცნენ თინეიჯერ შეყვარებულებად,რომელთაც
ერთმანეთთად დაშორება ეძნელებათ.

-კარგი,წავედი მე და საღამოს დაგირეკავ. მითხარი, კაბა თუ მოგეწონება. - მოწყვეტით აკოცა


გასვიანმა გოგონას და მოშორდა. სხარტად ჩაირბინა კიბეები და ეზოში გავიდა.

-მიყვარხარ! - გასძახა ღიმილით ეკატერინემ. ამ ჩვეულებას არასდროს ღალატობდა.

დათუნას გაეცინა და უკან მობრუნდა.

-მეც, მაგრამ დამაგვიანდა. - უცებ უთხრა, აკოცა და სწრაფად გავარდა.

ეკატერინემ ღიმილით გააყოლა თვალი მიმავალს. შემდეგ ღიღინ-ღიღინით შეფრინდა


სასადილო ოთახში. ჭამის პროცესში გართულ დას ლოყაზე აკოცა, ხმაურით და სუფრის
თავში მოკალათდა.

-ოჰ. დათუნას ყოველ დილით უნდა ვთხოვო მოსვლა, რომ სულ ასე კარგ ხასიათზე იყო! -
გაეცინა მაშოს. მაშინვე მიხვდა, დის ამაღლებულ განწყობაზე ყოფნის მიზეზს.

-მოიცა, ისე ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე? – დაეჯღანა კატო უმცროს დას და მაგიდას მოავლო
მზერა. - აუ, სუზანა, ყავა გამიკეთე, რა! - ხმამაღლა გასძახა სამზარეულოში მოფუსფუსე
ქალს.

-უკვე მომაქვს! - გამოსძახა იქიდან ქალმა და სულ ცოტახანში მართლაც შემოვიდა


მომღიმარი ყავის ფინჯნით ხელში.

-აუ, სიუზი,ოქრო ხარ და ბრილიანტი! - გაეცინა ეკატერინეს და ლოყაზე აკოცა ძიძას.

-რაო ბიჭებმა,დილაადრიან რა კრება გავმართეთო? - სასხვათაშორისოდ ჰკითხა მაშომ დას.

-თავად რატომ არ მობრძანდით და გაარკვიეთ? - ეშმაკურად შეუბრუნა კითხვა კატომ.

-შენც ხომ იცი, რატომაც?! თორნიკეს თავი არ მქონდა! - მკვახედ თქვა მარიამმა და ცხვირი
აიბზუა.

-როდის მოასწარით ჩხუბი? - ჩაიცინა ეკატერინემ.

-რა ვიცი კატო,უკვე იმდენად მიშლის ნერვებს, საერთოდ აღარ მინდა მისი დანახვა. ვერ
გავიგე, რა მაგისი საქმეა, მე ვინ მომეწონება,ვისთან მექნება ურთიერთობა და ვისთან
ვიმეგობრებ?! ჩემი ძმა არ მიკონტროლებს მაგას.

-შენი ძმა იმიტომ არ გიკონტროლებს,რომ იცის, თორნიკე აკეთებს მაგას! - გაეცინა უფროს
ჯაყელს.
-ხოდა, ვერ გავიგე, რატომ; ჩემი ძმის მეგობარია, მეტი ხომ არაფერი?! არ უნდა აძლევდეს
თავს ამდენის უფლებას!

-მაინც რა გააკეთა?

-რა გააკეთა და ჯგუფელებთან ერთად ვიყავი კაფეში. ერთი ბიჭი გვყავს, გიორგი
ქვია,მემგონი მოვწონვარ. უბრალოდ, იცი რა ბიჭია? აი, უსიმპატიურესი! მერე როგორ
სწავლობს?! მომავალი ტრავმატოლოგია. გიტარაზე უკრავს და მღერის სასწაულად. ხოდა,
მოკლედ, მაგასთან ერთად გამოვდიოდი ამ კაფიდან იმ გიჟმა რომ დაგვინახა. ჯერ ხო
მოვარდა ტყიდან გამოვარდნილი ნადირივით და თვალები უბრიალა ამ ბიჭს. მერე მე
მითხრა, შენ ტაქსი გააჩერე და სახლში წადი, მე და გიორგის სალაპარაკო გვაქვსო. რაღას
ვიზამდი? - წამოვედი. მეორე დღეს დამირეკა გიორგიმ, მაპატიე თუ გაწუხებდი,საერთოდ
აღარ გაგეკარებიო. გეკითხები ახლა,არის თორნიკე ჩემი სიტყვის ღირსი?! - მაშო იმდენად
გაბრაზებული იყო, მოყოლისასაც კი ერთიანად ახურდა სახეზე.

ეკატერინე უბრალოდ იჯდა და სერიოზული სახით ისმენდა დის მონაყოლს. იცოდა,ერთი


ზედმეტი მიმიკაც კი ზედმეტად გააბრაზებდა ისედაც გაცოფებულს.

-კარგი,მაშო, გასაგებია ყველაფერი,დამშვიდდი.

-გეხვეწები, ახლა მისი გამართლება არ დაიწყო!

-მე არავის ვამართლებ. უბრალოდ, ყოველთვის ვცდილობ, სწორად დაგანახო სიტუაცია. ხომ
იცი,რატომაც ფრთხილობს თორნიკე ასე ძალიან? - როგორც ყოველთვის,ჩვეული ტონითა და
მზერით დაიწყო ეკატერინემ დის დარიგება.

-ყელშია უკვე ეს სიტუაცია,იცი? - ამოიოხრა მარიამმა. - არავის ენდო,არავის


გაეკარო,არავისთან დაიჭირო ურთიერთობა!

-მაგას ვინ გთხოვს,მაშო?! - შეწინააღმდეგება ცადა ეკატერინემ.

-ყველა და ყველაფერი! - წამოიძახა აღელვებულმა. - დამღალა ყველას მიმართ უნდობლობის


გამოჩენის ვალდებულებამ. თუ მე არ ვიჭერ ადამიანისგან თავს შორს, თორნიკე მიკეთებს
ამას.

-ყველაფერი ასე მარტივად არ არის. შენც ხომ იცი?

-აი,წარმოიდგინე,ეკატერინე, დათუნა გეგას ბავშვობის მეგობარი რომ არ ყოფილიყო და


უბრალოდ ნდომოდა შენთან ურთიერთობა,რა შანსი იქნებოდა, დღეს შენ მისი საცოლე
გრქმეოდა?

-არ ვიცი. - შეყოყმანდა ჯაყელი.

-იცი. კარგად იცი. - გაეღიმა ნაღვლიანად მარიამს. - არავინ მოგაკარებდა!

-მაშო, ლუკას,ბექას და დანარჩენებს უბრალოდ ჩვენი დაცვა სურთ.

-დაცვა ვისგან?! რისგან?!


-შენ ამ კითხვაზე პასუხი ძალიან კარგად იცი.

-შენ კი იცი,რომ ტყუილად ცდილობ მათ დაცვას. მეტიც,არც კი ფიქრობ ასე. შენც გგონია,რომ
მათი ყურადღება გადამეტებულია.

-მე და შენ რას ვფიქრობთ,არ აქვს მნიშვნელობა. ახლა ისეთი სიტუაციაა,სჯობს მათ
დავემორჩილოთ.

-მთხოვ იმას,რისიც თავად არ გჯერა!

-შეიძლება,მაგრამ ასეა საჭირო. - ფინჯანი ხელებსშორის მოიქცია ეკატერინემ და ზევიდან


დახედა. ღელვის დასაფარად თითები მაგრად შემოაჭდო და ტუჩებთან მიიტანა.

-მოგესალმებით, დებო ჯაყელებო! - სწორედ ამ დროს შემოიჭრა სასადილო ოთახში


მაღალი,ქერათმიანი გოგონა,რომელმაც თითქოს იმ წამსვე გაფანტა ოთახში ერთგვარად
ჩამოწოლილი დაძაბულობა.

-დილამშვიდობისა, ელ. - მხიარული ნოტა დაიბრუნა ხმაში კატომ და დაქალს მიესალმა. -


ყავას დალევ? - ტრადიციული კითხვა დაუსვა შემდეგ.

-რატომაც არა. - მხრები აიჩეჩა ელენემ და მხრებზე ჩამოყრილი მზისფერი კულულები უკან
გადაიყარა.

-სიუზი, კიდევ ერთი ყავა, რა! - წამოიძახა მარიამმა,რომელსაც ჯერ კიდევ არ გადაცლოდა
დასთან საუბრისას გაჩენილი უკმაყოფილება სახიდან.

-აბა ქალბატონო,მზად ხართ კაბის სანახავად? - მიუბრუნდა ახალმოსული ეკატერინეს.

-ერთი სული მაქვს! საშკამ კი მითხრა, იმაზე უკეთესი გამოვიდა, ვიდრე გვეგონაო,მაგრამ
მაინც ძალიან ვღელავ. - ამოიოხრა ჯაყელმა აღრფრთოვანებით და თვალები მინაბა
მომავალი საქორწილო კაბის წარმოდგენისას.

-აუ, მაშო, შენც წამოდი და ბარემ მოვისინჯოთ ჩვენი კაბები, რა. - ახლა უმცროს ჯაყელს
გადახედა ელენემ.

-მე ვერ წამოვალ. ლექციები მაქვს და მერე პრაქტიკებზე მივდივარ საავადმყოფოში.


საერთოდაც, ვაგვიანებ, ასე რომ გემშვიდობებით! - უცებ წამოდგა ფეხზე მარიამი და ჩანთას
დასტაცა ხელი. - იცოდე, დამირეკე ატელიედან რომ გამოხვალთ. - თითი დაუქნია უფროს
დას და წავიდა.

-თორნიკეს ეჩხუბა! - დაასკვნა ელენემ.

-როგორ მიხვდი? - გაეცინა კატოს და გაკვირვებით გადახედა გვერდით მჯდომს.

-კაი რა, მარიამ ჯაყელის ქცევებს მასწავლის ახლა მე ვინმე?! - ჩაეცინა გოგონას და
მოსამსახურე ქალს მადლობა გადაუხადა ყავისთვის.

-იქიდან საჩუქრის საყიდლად გამომყევი, რა. - შეეხვეწა ეკატერინე მეგობარს.


-გამოგყვები; დღეს მაინც არ მაქვს საქმე. - მხრები აიჩეჩა გოგონამ.

-აი, რაღაცნაირად არ მინდა წასვლა ამ დაბადებისდღეზე,მაგრამ დათუნამ დაიჟინა,


სირცხვილიაო. - დაიწუწუნა ჯაყელმა.

-ახვლედიანების გამო ამბობ მაგას? რა იცი, იქნებ არ იყვნენ?!

-ყოველ წელს არიან და რაღა წელს არ იქნებიან? თან ამ ანდრეას დაბრუნება მაშინებს. ბიჭები
როგორც ამბობენ, ყველაზე საშიში ეგ არის ოჯახში და ხვალ პირველად შეხვდებიან ბიჭები
იმ ამბების მერე...

-გეშინია,რომ ნიკუშას გამო თავს ვერ შეიკავებს შენი ძმა?

- რა თქმა უნდა, მეშინია. რაც ანდრეა წავიდა,მას მერე იმუქრება მისი მოკვლით და არვიცი... -
ხმა გაუწყდა ჯაყელს. - მეშინია, ელენე. მეშინია,რომ ლუკას ან ბექას რაიმე შეიძლება
დაემართოთ... - დუმილით დაიღალა და გამოტყდა.

-კარგი, რა, კატო. შენი ძმა შეგპირდა, ქორწილამდე არაფერს ვიზამო. ხომ იცი, რომ ლუკა
სიტყვის კაცია?

-ვიცი.

-ხოდა აბა მაშინ ნუ ნერვიულობ! ახლა შენ უნდა იყო ყველაზე ბედნიერი ქალი. ორ კვირაში
საყვარელ მამაკაცს მიყვები ცოლად და გეხვეწები, დაივიწყე სხვა ყველაფერი!

-მართალი ხარ. სისულელეა ეს ნერვიულობა! მოდი ვისაუზმოთ მალე და გავიდეთ საშკა


გველოდება უკვე. - უცებ გამოცოცხლდა ეკატერინე და უკვე გაციებულ საუზმეს შეექცა.

ახვლედიანების სახლი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, შემოტევას იგერიებდა.


დილიდან დააცხრენ ანდრეას მონატრებული ძმაკაცები და საძინებლიდან დაიწყეს მისი
დარბევა.

-გაიღვიძე, ანდრიუშა, რა დროს ძილია, ბიჭო, დუღს ქვეყნიერება! - შეყვირა ერთ-ერთმა


კარის შეხსნისთანავე, ფარდებს მივარდა და გადაწია.

ანდრეამ ერთი დაიზმუვლა და გვერდი იცვალა საწოლში.

-ანდრეა, ადექი, რა! - ახლა მეორე ბიჭმა ამოიღო ხმა,მაგრამ პირველისაგან განსხვავებით
დინჯი მოძრაობით ჩამოუჯდა მეგობარს საწოლზე.

-შემეშვით. - თვალებგაუხელლად დაილაპარაკა ძილ-ღვიძილში მყოფმა და ხელი აიქნია.


-ადგომის დროა, ანდრიკო! - ფარდებს მოსცილდა შედარებით ხმაურიანი, საწოლს მივარდა
და ყურში ჩაყვირა ძმაკაცს. ახვლედიანი მაშინვე წამოვარდა დაფეთებული, მამაკაცს
მუჯლუგუნი უთავაზა და წამოიყვირა:

-რა ჩემი ფე*ები გინდათ, რატო გამი*რაკეთ საქმე?! - ერთი ხელით ფანჯრებიდან შემოსული
სინათლე მოიჩრდილა. - გამასწარით ახლა ორივემ აქედან და მაცადეთ ძილი,სანამ
გავბრაზებულვარ!

-აუ, კარგი რა, ანდრო! მიდი, ჩაიცვი და მოწესრიგდი, პირველი საათია უკვე.

-მათე, ჩაიგდე ეგ ენა, ისედაც მისკდება თავი! - შეუღრინა ანდრეამ მისი მყუდროების მთავარ
დამრღვევს. - შენ კიდევ, გადაწიე ეგ ფარდები! - მერე მეორეს შეუღრინა.

-მიდი, მიდი, ადექი. ჩვენ ქვევით დაგელოდებით,სასადილო ოთახში ვიქნებით, ტასოს


წავეჭორავებით ცოტას. - ახვლედიანის სიტყვებისთვის ყურადღება არც მიუქცევიათ ბიჭებს,
ისე დაარიგეს საწოლში მწოლიარე და დატოვეს ოთახი.

ანდრეა მძიმედ წამოიზლაზნა საწოლიდან; ცივი შხაპი მიიღო,ჩაიცვა და ქვემო სართულს


მიაშურა. სასადილო ოთახიდან გოგონას მსუბუქი კისკისის ხმა გაიგონა. გაეღიმა და მაშინვე
ოთახისკენ გაემართა.

-დილამშვიდობისა, ტასუნა. - გაუღიმა ბიჭების წინ,მაგიდასთან მჯდარ გოგონას და ლოყაზე


აკოცა. გაღიზიანება მაშინვე გაუქრა,როგორც კი მისი მოცინარი სახე შეეგება.

-რაღა დილა, ანდრი,შუადღეა უკვე! - გაეცინა ანასტასიას და წვრილი მკლავები მოხვია


მამაკაცს. ჯერ კიდევ ვერ ეჯერებინა გული მისი ნახვით და ასე ცდილობდა მონატრების
გაქარვებას.

-შენი ბიძაშვილისთვის არც დღე არსებობს,არც შუადღე და არც შუაღამე, ტასიკო! - თავი
გააქნია მზრუნველი მშობელივით მათემ და გოგონაც გააცინა.

-შენ რატომ არ ჩუმდები დილიდან?! ისედაც სკდება თავი. - წარბები შეკრა უკმაყოფილოდ
ანდრეამ,თვალი ალმაცერად მოატარა დილის საუზმეს და სკამი გამოსწია დასაჯდომად.

-არ დაგელია, ვაჟბატონო, იმდენი და იქნებოდი სანდროსავით! დღეს დილას პატიოსნად


ადგა და ირაკლისთან ერთად წავიდა სამსახურში. - ნიშნისმოგებით აღნიშნა ანასტასიამ და
ბიძაშვილს თვალი ჩაუკრა ღიმილით.

-შენ ისევ ისეთი ბავშვი ხარ, როგორიც დაგტოვე? - ტუჩის კუთხეში გაეღიმა ანდრეას და
მზრუნველი მზერა მოავლო გოგონას.

-ვინმე ხომ მაინც უნდა იყოს ახვლედიანების გვარში ბავშვური?! - მხრების ჩეჩვით გაეცინა
ტასოს.

-აბა, დღეს რა გეგმები გვაქვს, ახვლედიანო? ხომ ვაგებინებთ მთელ თბილისს, რომ
დაბრუნდი? - ხელები მოიფვშნიტა მათემ.

-არა,არ მცალია. - მშვიდად თქვა ახვლედიანმა და წვენი მოსვა.


-მოიცა, რას ნიშნავს, არ გცალია? - გეგმების გაქარწყლება არ ესიამოვნა მამაკაცს.

-იმას ნიშნავს, რომ არ მცალია. შუადღეს საქმე მაქვს და საღამოს ნოდარის დაბადებისდღეზე
მივდივარ.

-აბა ნოდარი?

-მამაჩემის მეგობარი,თუ პარტნიორი, გამყრელიძე...

-უი, ხო, გამახსენდა. მანდ მიდიხარ? - გაკვირვებით გადახედეს ბიჭებმა ერთმანეთს.

-მამაჩემმა მთხოვა გუშინ და ვეღარ ვუთხარი უარი,თორემ მაგრად მეზარება. არ მიყვარს ეგ


კაცი! - სასხვათაშორისოდ,უფრო კი,მობეზრებით ლაპარაკობდა ანდრეა და სუფრას
გულმოდგინედ ათვალიერებდა. - მინერალური რატომ არ დევს მაგიდაზე?

-მინერალურიო? - გაეცინა ანასტასიას. - შენ და მინერალური? ანდრი,დამიბერდი?! -


გაკვირვებით ჰკითხა მამაკაცს.

-უბრალოდ მომინდა,თორემ არც იფიქრო,რომ ნაბახუსევი მაწუხებს. - გაეღიმა ანდრეას.

-საღამო გასაგებია,მაგრამ შუადღეს რა საქმე გაქვს? - ძველ თემას აგრძელებდა მათე.

-წამოდით და ნახავთ! - მოკლედ მოუჭრა ანდრეამ და ფეხზე წამოდგა.

-მოიცა, მიდიხარ უკვე? - გაიოცა ანასტასიამ.

-ხო,არ მშიოდა დიდად. საღამოს შენც ხომ წამოხვალ?

-არვიცი, ალბათ. - მხრები აიჩეჩა გოგონამ.

-კარგი, მაშინ საღამომდე, ტას. ისე, უნივერსიტეტში მძღოლს დაყავხარ, თუ წაგიყვანო?

-არა,არ მინდა, პაატა წამიყვანს. - გაუღიმა გოგონამ ბიძაშვილს

-კარგი, გკოცნი, ჭკვიანად! - კიდევ ერთი ყლუპი მოსვა წვენის ნახევრად სავსე ჭიქიდან
ახვლედიანმა,თვალი ჩაუკრა უმცროს ახვლედიანს და კარისკენ გაემართა.

ბიჭები სწრაფად დაედევნენ უკვე გასასვლელში მყოფ ანდრეას.

-მაინც სად მივდივართ?

-წყნეთში! - ისევ ერთი სიტყვით შემოიფარგლა ახვლედიანი. მანქანა გამოაყვანინა


ფარეხიდან,სწრაფად ჩაჯდა და ადგილს მოსწყდა.
ალექსანდრე კაბინეტში იჯდა და მნიშვნელოვან დოკუმენტებს აწერდა ხელს. ასეთ დროს
იმდენად საქმიანი გამომეტყველება ჰქონდა,ხელქვეითებს აშინებდა. ანდრეა სულ
დასცინოდა. არასდროს ესმოდა,როგორ შეეძლო უმცროს ძმას გართობაზე უარის თქმა და
მთელი დღეების კაბინეტში გატარება.

კარი გაიღო. ოთახში რამდენიმე წამით შემოიჭრა ხმაური და მალევე მიწყდა. სანდრომ
უკმაყოფილოდ წამოსწია თავი. ეგონა, მდივანი ისევ არ ითვალისწინებდა მის თხოვნას და
დაუკაკუნებლად შემოდიოდა მაშინ,როცა მისი უფროსი ყელამდე საქმეში იყო ჩაფლული.

გაკვირვებული დარჩა,როცა კართან ატუზული მამა შერჩა ხელთ. ირაკლის სახელურზე


ეკიდა ცალი ხელი და დასჯილი ბავშვივით,კედელთან იყო მიტუზული.

-მამა, მოხდა რამე? - ორჭოფობა მაშინვე შეატყო უმცროსმა ახვლედიანმა - უფროსს.

-შენთან მინდოდა ლაპარაკი. - ფიქრებიდან გამოერკვია ირაკლი. პიჯაკი შეისწორა, კარს


მოცილდა და სავარძელში მოთავსდა.

-რასთან დაკავშირებით? - საქაღალდე დახურა სანდრომ და ინტერესით სავსე მზერა მიაპყრო


მამამისს.

-შენს ძმასთან დაკავშირებით. - დარწმუნებით ჩაილაპარაკა მამაკაცმა. - შენ გეცოდინება, რას


აპირებს და რა გეგმები აქვს.

-ვერ გავიგე, რას მეუბნები. რომელი გეგმების შესახებ? - დაიბნა ალექსანდრე.

-ვიცი, რომ გუშინ კაბინეტში ლაპარაკობდით. მაინტერესებს, რა გითხრა? რას აპირებს?


რისთვის დაბრუნდა?

-ამაზე ჯერ არ გვილაპარაკია,მაგრამ არამგონია, რაიმე კონკრეტული გეგმა ჰქონდეს. - მხრები


აიჩეჩა უმცროსმა ახვლედიანმა. ვერაფრით ხვდებოდა, მამის ასე დაინტერესების მიზეზს.

-დედაშენზე უთხარი, არა? - ჩაეცინა ირაკლის. საზურგეს მიეყრდნო და ხელები მუცელთან


დაიკრიფა.

-მკითხა და იმიტომ ვუთხარი. ძალიან გაბრაზდა.

-ასეც ვიცოდი - ჩაილაპარაკა უფროსმა ახვლედიანმა.

-თუ გაინტერესებს, გეტყვი,რომ ვეთანხმები ანდრეას და მისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებ.


მე არც თავის დროზე მომწონდა დედას აგარაკზე გადასახლების იდეა.

-კომპანიაში აპირებს მუშაობის დაწყებას? - უცებ შეცვალა სალაპარაკო თემა ირაკლიმ.

-არ ვიცი, არაფერი უთქვამს. მასთან წესიერად არც მილაპარაკია, მამა. დღეს დილას ჯერ
კიდევ ეძინა,როცა მე გამოვედი სახლიდან.

-ალექსანდრე, მინდა რომ რაღაც გთხოვო! - ფეხზე წამოიჭრა უფროსი ახვლედიანი. - შენს
ძმას მინდა მიაქციო ყურადღება. ყველამ კარგად ვიცით,რომ თავზეხელაღებული ქმედებები
უყვარს და ისე შეუძლია სისულელის ჩადენა,არც დაფიქრდება.
-ანდრეას ძიძობას მთხოვ? - ჩაეცინა სანდროს.

-არა,გთხოვ რომ შენი ძმა დაიცვა. ახლა როცა ის დაბრუნდა,ჯაყელები აუცილებლად


ეცდებიან შურისძიებას. ეს მხოლოდ დროის ამბავია,დემეტრეს ქალიშვილის ქორწილი
ჩაივლის და თავდასხმას უნდა ველოდოთ.

-და მერე, ანდრეა რა შუაშია?

-მეშინია,რომ შენი ძმა უფრო ადრე დაიწყებს მოქმედებას და რაღაც სისულელეს ჩაიდენს.
გუშინ სტუმრები რომ წავიდნენ, მასთან დალაპარაკება მინდოდა,მაგრამ არ დამხვდა
ოთახში. სადღაც იყო წასული,ვიცი რაღაცას გეგმავს და მინდა, გამირკვიო, რას! -
კატეგორიული ჩანდა ირაკლი.

-ვერ გავიგე, მამა,ჯაყელების გეშინია თუ რა ხდება? - წარბები შეკრა ალექსანდრემ.

-ჯაყელების კი არა, ანდრეას დაუფიქრებელი საქციელის მეშინია! კიდევ რამე სისულელე


რომ გააკეთოს, ნამდვილად ვეღარ დავიხსნი ციხიდან. დემეტრეს ერთ-ერთი უახლოესი
მეგობარი პროკურორი გახდა და გული მიგრძნობს, შენი ძმა მაშინდელივით ვეღარ
გამოძვრება.

-ჩვენ არც კი ვიცით, მოკლა თუ არა ჩემმა ძმამ ნიკა ახვლედიანი! - წამოენთო სანდრო.

-შვილო, ნუ მაოცებ, ძალიან გთხოვ! მე არ დამიკვეთავს მისი მოკვლა,შენ არ დაგიკვეთავს და


ჯაყელებს ჩვენს მეტი სხვა მტერი არ ჰყავთ! - ჩაეცინა ირაკლის.

-კარგი, მამა, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს. გპირდები, ანდრეას სისულელის ჩადენის უფლებას
არ მივცემ. მეც და ბიჭებიც სულ მასთან ვიქნებით.

-ძალიან კარგსაც იზამთ. იცოდე, დაიმახსოვრე, ალექსანდრე, სისხლი აღარ უნდა


დაიღვაროს! - თითი დაუქნია უფროსმა ახვლედიანმა ვაჟიშვილს.

-ირაკლი ახვლედიანი შერიგების მომხრე გახდა? - ჩაეცინა სანდროს.

-სანამ პირში სული მიდგას, ეგ არ მოხდება,მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი,


რომელიმეს გისოსებს მიღმა ნახვა მინდა!

-კარგი, მამა, გასაგებია ყველაფერი და შემიძლია გითხრა, რომ ღელვის მიზეზი არ გაქვს!

-ძალიან კარგი. მაშინ, მე წავალ,შეხვედრა მაქვს. საღამოს შევხვდებით, ნოდართან!

ალექსანდრემ უბრალოდ თავი დაუქნია მამას და თავისი საქმე განაგრძო.

-სიტყვები არ მყოფნის, იმდენად გიხდება ეს კაბა! - ვინ იცის, უკვე მერამდენე


აღფრთოვანების შეძახილი იყო ელენეს მხრიდან. ხელები პირზე ჰქონდა აფარებული და
აციმცილებული თვალებით შეჰყურებდა თეთრ სადედოფლო კაბაში გამოწყობილ
ეკატერინეს,რომელიც მართლაც უზადოდ გამოიყურებოდა.

კატერინა უბრალოდ იღიმოდა,თავის ანარეკლს უყურებდა დიდ სარკეში და სახე


ებადრებოდა. ის მომენტი წარმოიდგინა, როცა საკურთხეველთან იდგებოდა, დათუნას
გვერდით და თანხმობას გამოაცხადებდა მის ცოლობაზე. უნებურად გადაეკრო თვალებს
მლაშე სითხე.

-კრასავიცა ხარ, კაწია, არც კი ვიცი რა გითხრა, მართლაც შენთვის შემიქმნია ეს კაბა!
გადაიკისკისა საშკამ და კმაყოფილებით აღსავსე მზერა მოავლო გოგონას.

-მეც ძალიან მომწონს... - ჩუმად თქვა ჯაყელმა და კიდევ ერთხელ გაუღიმა გამოსახულებას.

-დათუნა ამ კაბაში რომ გნახავს უბრალოდ შოკი დაემართება! - ტაში შემოჰკრა ელენემ და
გაიცინა.

-კაი, გაჩერდი გოგო, ახლა იქ სიძის ცუდად გახდომა და ნერვიულობა გვინდა ჩვენ?! -
შეიცხადა საშკამ და ხელი აიქნია.

კატომ ჩაიცინა. უცებ მისი ტელეფონი ამღერდა და ელენემაც მაშინვე მიაწოდა. გაეღიმა, როცა
ეკრანზე საქმროს სახელი წაიკითხა.

-ხო, დათუნ?

-რა ქენით აბა, როგორია კაბა?

-ძალიან კარგია, მართლა ძალიან მომწონს... - აღრფრთოვანებით ამოიოხრა კატომ.

-მართლა? ძალიან მიხარია... საჩუქარი იყიდეთ უკვე?

-არა, ახლა გავალთ, საღამოს გამომივლი?

-რა თქმა უნდა. კარგი, კატერინა, ახლა მეჩქარება და საღამომდე...

-გკოცნი.

-მეც გკოცნი...

ტელეფონი გათიშა და დაქალს მიუბრუნდა:

-დამეხმარე, რა გახდაში, საჩუქარზეც წავიდეთ ბარემ.

-როგორც იტყვი, ჩემო პატარძალო! - გაეცინა ელენეს და კაბის ერთ-ერთი შესაკრავი გახსნა.
ანდრეამ ისე სწრაფად დაამუხრუჭა მანქანა, მთელმა ქუჩამ გაიგო მისი მისვლა. მის მანქანას,
ერთგული ძაღლივით, უკან მიჰყვა ბიჭების მანქანაც.

ჭიშკართან მდგარმა დაცვის ბიჭებმა მაშინვე ამოიცნეს მანქანები და დაუყოვნებლივ გახსნეს


დიდი რკინის კარი. ახვლედიანიც დინჯად შევიდა ეზოში და თავისი სპორტული მანქანა
ავტოფარეხთან გააჩერა.

-ისევ ისე გიჟურად ატარებ, ძმაო! ან რატომ მეგონა, რომ მშვიდი მძღოლი გახდებოდი?! -
სიცილით გადავიდა მანქანიდან მათე.

ანდრეას არაფერი უპასუხია; პირქუში მზერა რამდენიმე წამით გაუსწორა მეგობარს, მერე კი
უზარმაზარ, მაგრამ უსიცოცხლოდ მომზირალ სახლზე გადაიტანა ყურადღება. ტყავის
ქურთუკის ჯიბეებში ჩაიწყო ხელები, ამოიოხრა და შესვლელისკენ გაემართა.

-დედა, სად ხარ? მე ვარ, ანდრეა! - დაიძახა ზღურბლის გადალახვისთანავე და


სამზარეულოსკენ გაემართა, სადაც გუმანით ეგულებოდა დედა.

-ანდრეა, შვილო, შენ ხარ? - შეეგება მამაკაცს სამზარეულოში მოფუსფუსე შუახნის ქალი. -
როდის დაბრუნდი საქართველოში? რამხელა კაცი გამხდარხარ! - ღიმილით გადაეხვია, მერე
კი ლოყაზე მიეფერა დიდიხნისუნახავს.

-როგორ ხარ, ნანა? - მკრთალმა ღიმილმა ანდრეასაც შეუტოკა ტუჩები.

-რა ვიცი, შვილო, მე რა მიჭირს?!

-გავიგე, დედაჩემი აქ გადმოცხოვრებულა. სად არის? მისი ნახვა მინდა! - სამზარეულოს


ინტერესით მოავლო თვალი ახვლედიანმა.

-დედაშენი ბაღშია, შვილო. დღის ამ დროს იქ უყვარს ხოლმე ჯდომა. - წყლიან თვალებზე
სევდის ფენა გადაეკრო ქალს და ხმაშიც თითქოს მაშინვე გაუქრა ხალისი.

-იოანე, მათე, თქვენ აქ დამელოდეთ, რა. - ძმაკაცებს მიუბრუნდა ანდრეა, შემდეგ კი


მორჩილად მიჰყვა მსახურ ქალს.

ბაღში გასასვლელ კართან შედგა. თვალი მოჰრკა დედამისს, რომელიც იქვე გრძელ სკამზე
იჯდა და ჰორიზონტს გასცქეროდა. მაშინვე დაეუფლა შეგრძნება, რომ გაციებულ მკერდში
გავარვარებული მასა ჩაეღვარა. მაგრამ ეს სულაც არ იყო უსიამო ან მტკივნეული შეგრძნება.

ღიმილი შეეპარა მოღრუბლულ მზერაში, მაგრამ თავი მოთოკა და ნანას მოუბრუნდა,


წარბშეკრული.

-როგორ არის?!
-რა გითხრა, შვილო? მთელი დღეები მაგ სკამზე ზის თავისთვის, მშვიდად... საერთოდ
გადაეჩვია ლაპარაკს ბოლო ხანებში. - ქალს ნაღველი დაეტყო ტონზე.

-შენ უვლი?

-მამაშენმა ასე გადაწყვიტა. რამდენჯერმე ვცადეთ ექთნის აყვანა, მაგრამ არავინ გაიკარა.
ალექსანდრე და ანასტასია ხშირად ამოდიან მის სანახავად, ესაუბრებიან, მაგრამ თვითონ
არაფერს ამბობს. რაც შენ წახვედი, მას შემდეგ გადაეჩვია ყველაფერს დედაშენი...

ანდრეამ თავი ჩახარა, თვალთ მომდგარი ცრემლის დაფარვა უნდოდა.

-კარგი, ნანა, მადლობა. წავალ, დაველაპარაკები დედაჩემს.

-მე სამზარეულოში ვიქნები, ბიჭებთან, თუ რამე დაგჭირდეს დამიძახე. - მკლავზე დაუსვა


ხელი მოსამსახურებ მამაკაცს, მერე კი სევდიანი ღიმილით გასცილდა.

ახვლედიანი დინჯი ნაბიჯებით დაიძრა მისგან ზურგით მჯდარი დედისკენ. მშვიდად


მიუახლოვდა და გვერდით დაუჯდა ისე, თითქოს რამდენიმე წამით გასული ბრუნდებოდა
მასთან.

ცოტახნით ჩუმად უყურა მონატრებულ, ერთი-ორად დაბერებულსა და ცარცივით


გათეთრებულ სახეს. ცდილობდა, ძველი, მისეული და სითბოთი გაჟღენთილი სხივი ეპოვნა,
მაგრამ ვერაფერი დაინახა ნატანჯი და ავადმყოფი ქალის თვალების გარდა.

-დედა... მე ვარ, ანდრეა, ვერ მცნობ? - მზრუნველი და ფრთხილი ტონით დაიწყო საუბარი
მამაკაცმა და დედას გაუღიმა.

ნინომ მაშინვე მიატრიალა თავი მისკენ. სახეზე დააკვირდა, მისი მზერა არანაირ ემოციას
გამოხატავდა. ერთხანს უყურა საყვარელი შვილის სახეს, თითქოს რაღაცას იხსენებდაო,
შიგადაშიგ წარბებს ჭმუხნიდა.

მაინც ვერ იცნო უფროსი ვაჟიშვილი, მაგრამ ანდრეამ დედის თვალებში გამკრთალი სხივი
შენიშნა.

ნინოს გაეღიმა. იმდენად გაუაზრებელი და უშინაარსო ღიმილით, მამაკაცს უსიამოვნო


განცდამ გაუარა ტანში.

-მოვედი, დედა... შენთან მოვედი, დავბრუნდი. - მოეხვია ახვლედიანი დედას, მაგრამ მისგან
საპასუხოდ ვერაფერი იგრძნო. - ვერ მცნობ, დედა? აღარ გახსოვარ? ანდრეა ვარ, შენი ანდრო,
მართლა ვერ მცნობ? - თვალები აუწყლიანდა მამაკაცს.

-ანდრეა... - ამოიოხრა ქალმა უსიცოცხლოდ და ისევ ჰორიზონტს გაუშტერა თვალი.

-ხო, დედა, ხო, ანდრეა! მე ვარ, შენი ანდრო. ვიცი, რომ მცნობ, დედი.

ქალი არაფერს პასუხობდა. სკამზე აქეთ-იქეთ ქანაობა დაიწყო და ხელები აუკანკალდა.


-ანდრეა... ანდრეა... ანდრეა... - ნერვიულად იმეორებდა და ერთ ადგილზე რხევას არ
წყვეტდა.

-დამშვიდდი, დედა. მე აქ ვარ, მოვედი, შენთან მოვედი. აქედან უნდა წაგიყვანო, ისევ
სახლში უნდა დაგაბრუნო, ჩემთან და სანდროსთან ერთად იცხოვრებ. - მამაკაცის ხმაში
აშკარად იმატებდა მღელვარება,ქალი კი შეურაცხადი ხდებოდა.

-წადი! წადი! წადი! - ყვირილი დაიწყო ნინომ და აკანკალებული ხელები მომუშტა.

-დედა, მე შენ წასაყვანად მოვედი, სახლში უნდა წაგიყვანო...

-წადი! წადი! წაადი! არ მინდა... არ მინდა...წადი!!! - ტონს უმატა ქალმა და ხელი ჰკრა
მამაკაცს. ანდრეა ელდანაცემივით წამოხტა სკამიდან.

-ნუთუ მართლა ვერ მცნობ? დედა...

-არ მინდა... არ მინდა...

-კარგი, დედა, კარგი, როგორც შენ იტყვი. ოღონდ გთხოვ, აღარ ინერვიულო... მივდივარ,
მივდივარ, მორჩა მივდივარ. - ხელები აღმართა ახვლედიანმა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა
უკან.

-წადი... წადი... - ხმა დაიმშვიდა ქალმა, შემდეგ კი აქვითინდა.

ანდრეას გული მოუკვდა, როცა დედა ასეთ უმწეო მდგომარეობაში დაინახა. უნდოდა,
მისულიყო და მოხვეოდა სანუგეშებლად, მაგრამ ვეღარ ბედავდა.

-ნანა! - გასძახა სამზარეულოში ქალს და ეს უკანასკნელიც წამებში გაჩნდა მასთან. - გთხოვ,


დაამშვიდე, რა. არ ვიცი, რა დაემართა, მაგრამ ძალიან განერვიულდა... - ჩამწყდარი ხმით
თქვა და წასასვლელად შებრუნდა.

ნანა მაშინვე მოეხვია აქვითინებულ ნინოს და გულში ჩაიკრა. ქალს წინააღმდეგობა არ


გაუწევია; ისე ჩაკიდა ხელები მოსამსახურის მკლავებს, თითქოს ეშინოდა, რომ
დააშორებდნენ. იმ წამს პატარა და დაუცველ არსებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ახვლედიანების
ოჯახის მთავარ ქალბატონს.

-ჩემს შვილს არავინ მოუკლავს... არავინ მოუკლავს... ჩემი ანდრო არავის მოკლავდა... არ
მოკლავდა ჩემი შვილი... - ჩუმი, შეშინებული ხმით აქვითინდა მერე.

ანდრეა შედგა; ადგილს მიეყინა და განძრევის უნარი დაკარგა. ძარღვებში სისხლი გაეყინა,
თვალები ჩაუწითლდა. მუშტები, სიმწრისგან, უცებ შეკრა. მის ყურებს მხოლოდ დედის
უმწეო ხმა ესმოდათ, რომელიც ნელ-ნელა წყდებოდა. ღმრად ჩაისუნთქა ჰაერი და იმდენად
სწრაფად მოსწყდა ადგილს, სამზარეულოს კართან მდგომი იოანე კინაღამ გაიტანა.

გიჟივით გავარდა გარეთ და მანქანას მივარდა. ბიჭებმა გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს


და სწრაფად მიჰყვნენ ძმაკაცს. ანდრეა მანქანაში ჩაჯდა და იმდენად სწრაფად მოსწყდა
ადგილს, საბურავებმა ბუღი დააყენეს.
როგორც ყოველთვის, სწრაფად მიჰყავდა მანქანა. საჭეს იყო ჩაფრენილი და ვერაფერზე
ფიქრობდა. ისიც კი არ ჰქონდა გააზრებული, სად მიდიოდა. ბრაზისგან მთელ სახეზე
ჭარხლისფერი ედო. რაღაც ახრჩობდა, ყელში ბურთი ჰქონდა გაჩხერილი და ამ სიმწარეს
ვერაფრით ერეოდა. ყურებში ისევ ჩაესმოდა დედის ხმა.

უცებ შეანელა სვლა და მალე სულაც გადააყენა მანქანა გზიდან. სწრაფად გადმოვიდა და
აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა. ბიჭებიც მალევე წამოეწივნენ და დაფეთებულები გადმოხტნენ
მანქანიდან. არაფერს ეკითხებოდნენ, არცერთისთვის იყო პირველი შემთხვევა, როცა ძმაკაცს
ასეთ დღეში ხედავდნენ და კარგად იცოდნენ, რომ არაფრის კითხვას ჰქონდა აზრი.

ახვლედიანი მანქანასთან მივიდა და საბურავს ფეხი მიარტყა რამდენჯერმე. ისე გამეტებით,


თითქოს ჯავრის ამოყრა მასზე სურდა. შემდეგ მუშტები შეკრა და კაპოტს დაუშინა. ბოლოს
მათემ იოანეს ანიშნა რომ ჩარევის დრო იყო და ორივე უცებ მიცვივდნენ მამაკაცს.

-ჩემი ბრალია! - სიმწრით იღრიალა ანდრეამ. ძარღვები ისე დაებერა, ლამის დასკდომას
ჰქონდა. - ჩემი ბრალია... - კიდევ ერთხელ დაიყვირა, ოღონდ ამჯერად უფრო ჩამწყდარი
ხმით.

მათეს და იოანეს არაფერი უთქვამთ, უბრალოდ მაგრად აკავებდნენ მათ მკლავებში მოქცეულ
ახვლედიანს და თვალებით უცხადებდნენ თანადგომას.

მარიამი წვეულებაზე წასასვლელად ემზადებოდა უხალისოდ. თავის საძინებელში, სარკის


წინ იდგა და კაბას ისინჯავდა. უინტერესოდ ათვალიერებდა საკუთარ ანარეკლს. თავისი
თავის უკვირდა, მაგრამ რატომღაც ოდნავადაც არ აინტერესებდა მომავალი საღამო.

-მშვენიერია! - მოესმა უცებ ნაცნობი ხმა და მოულოდნელობისგან შეხტა. კარის ჩარჩოზე


თორნიკე იყო მიყრდნობილი და გოგონას უღიმოდა.

-აქ რას აკეთებ?!

-დაბადებისდღეზე უნდა წაგიყვანო. - გასწორდა მამაკაცი და პიჯაკიც შეისწორა.

-არ მინდა, ჩემებთან ერთად წავალ. - უკმეხად მიუგო მაშომ და ცხვირი აიბზუა.

თორნიკეს ჩაეცინა.

-დათუნა და კატო უკვე წავიდნენ, ლუკას საქმე ჰქონდა და ამიტომ მე მთხოვა შენი წაყვანა.

-მარტოც შემიძლია წასვლა! - გაღიზიანდა გოგონა.


-შენც კარგად იცი, რომ ახლა უბრალოდ ჯიუტობ. თანაც ღამე მარტო სიარული არ არის
მიზანშეწონილი. - მშვიდად თქვა თორნიკემ.

-როგორმე მე თვითონ გადავწყვეტ, რა არის მიზანშეწონილი და რა არა, არველაძე! - გვარს


ირონიულად გაუსვა ხაზი.

-როგორმე ვერ გადაწყვეტ შენ თვითონ მსგავს რამეებს, ჯაყელო! - არც თორნიკე ჩამორჩა
ირონიაში.

-მძღოლი წამიყვანს!

-მძღოლი შენს ძმას ჰყავს...

-ჯანდაბა! არაუშავს, ლუკას დაველოდები...

-პირდაპირ იქ მოვა! - ჩაეცინა მამაკაცს.

-კარგი,ჯანდაბას, - ამოიოხრა კამათით დაღლილმა. - წამოვალ შენთან ერთად, რაღა იქნება!


მხრები აიჩეჩა მობეზრებით.

-ნუთუ?! - გაკვირვებით გაეცინა თორნიკეს.

-ჩადი, ქვემოთ დამელოდე, ბოლო შტრიხები დამრჩა და მზად ვარ. - ხელი აუქნია მაშომ
მამაკაცს. - ისე, თორნიკე, შემდეგში სანამ ჩემს საძინებელში შემოხვალ, დამიკაკუნე... -
ცინიკური ღიმილი გამოესახა სახეზე.

-შემდეგში, როცა კაბებს მოისინჯავ, კარი დახურე! - ღიმილი უკან დაუბრუნა მამაკაცმა. -
დიდხანს არ მალოდინო! - ოთახიდან გასულმა მიაძახა მერე.

ნოდარ გამყრელიძის დაბადებისდღე ერთადერთი შემთხვევა იყო წელიწადში, როცა


ახვლედიანები და ჯაყელები ერთ ჭერქვეშ ატარებდნენ საღამოს, ყოველგვარი ჩხუბისა და
დავიდარაბის გარეშე. გამყრელიძე ის ადამიანი იყო, რომელიც ჯერაც ახერხებდა როგორც
ერთ, ასევე მეორე მხარესთან მეგობრობის შენარჩუნებას და მისი ხათრით, ჯაყელებ-
ახვლედიანებს ერთი ღამით უწევდათ ერთმანეთის ატანა.

უზარმაზარ დარბაზში ზღვა ხალხს მოეყარა თავი. რა თქმა უნდა, ყველა ნაღებ
საზოგადოებას წარმოადგენდა, თუმცა, მიუხედავას იმისა, რომ თავი ამაყად ეჭირათ, მაინც
მხოლოდ იმიტომ იყვნენ შეკრებილნი,რომ ახვლედიანებისა და ჯაყელების სეირისთვის
მიედევნებინათ თვალი.
ეკატერინემ პირველი ნაბიჯი შედგა თუ არა სახლში, მომენტალურად, ყველა მზერა მისკენ
მიიმართა. ჯაყელის ასული ნამდვილად ღვთაებრივად გამოიყურებოდა თეთრ, გრძელ
კაბაში. გვერდს საყვარელი საქმრო უმშვენებდა და ბედნიერებისგან იმდენად ბრწყინავდა,
ყველას ჭრიდა თვალს. საღამოს მთავარი გმირი ხელგაშლილი შეეგება წყვილს და ღიმილით
მიესალმა ორივეს.

-ბატონო ნოდარ, გილოცავთ დაბადებისდღეს! - გაუღიმა დათუნამ მამაკაცს და ხელი


ჩამოართვა.

-გილოცავთ. - მხოლოდ ერთი სიტყვითა და მკრთალი ღიმილით შემოიფარგლა კატო.

-ნება მომეცით, მანდილოსანს ხელზე გეამბოროთ. იმედი მაქვს, თქვენი კავალერი არ მიწყენს.
- გალანტურობა არ დაიშურა ეკატერინესთვის იუბილარმა.

-არა, რას ბრძანებთ. - გაეღიმა გასვიანს.

ნოდარი მოწყვეტით ეამბორა ეკატერინეს ხელზე და თავი დაუკრა.

-მამამ მოგიბოდიშათ, რადგან ის და დედა ვერ დაესწრებიან დღევანდელ წვეულებას.


სამწუხაროდ, არ იმყოფებიან საქართველოში. - ზრდილობიანად აგრძელებდა საუბარს
ჯაყელი.

-კი, დამირეკა დემეტრემ. ძალიან დამწყდა გული, მაგრამ რას ვიზამთ?! - მხრები აიჩეჩა
გამყრელიძემ და გაიცინა. - კარგი, ახლა დაგტოვებთ, სტუმრებს უნდა მივხედო. გთხოვთ,
თავი ისე იგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში.

-დიდი მადლობა. - თავი დაუკრა დათუნამ ნოდარს, ეს უკანასკნელი კი მათ შემდეგ


მომავალი სტუმრებისკენ გაემართა.

-თუ გინდა, დაგენაძლავები, რომ გულში ამოისუნთქა, როცა ვუთხარი, მამა არ მოვა-თქო. -
ღიმილით გააყოლა კატომ თვალი მიმავალს და საქმროს გადაულაპარაკა.

გასვიანს გაეცინა.

-მოდი, ნუ გავამტყუნებთ ამ კაცს.

-არ ვამტყუნებ, უბრალოდ მამაჩემის ყოფნა - არ ყოფნა ბევრს არაფერს შეცვლის. მთავარია,
ლუკამ და ბექამ დაიჭირონ თავი მშვიდად.

-მთავარია, ანდრეამ არ გააკეთოს რაიმე გამაღიზიანებელი, თორემ ესენი წყნარად იქნებიან. -


გაუღიმა დათუნამ საცოლეს.

-სადმე ხედავ ახვლედიანებს? - დიდ დარბაზს თვალი მოავლო ეკატერინემ.

-არა, როგორც ჩანს, ჯერ არ მოსულან.


-როგორც ყოველთვის, პომპეზურად უნდათ ყველაფრის გაკეთება. სულ ბოლოს მოვლენ,
დარწმუნებული იყავი.

-ჩვენ მაგაზე ნუ ვინერვიულებთ და იმათ თუ უნდათ, სულ არ მოვიდნენ! - ჩაეცინა გასვიანს


და სასმლით სავსე ბოკალი გაუწოდა გოგონას.

ნელ-ნელა იმატა სტუმრების რიცხვმა. თორნიკეს და მაშოს მალევე მოჰყვნენ ლუკა, ბექა,
რატი და გეგა. მათმა შემოსვლამაც საკმაოდ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია
საზოგადოებაში, თუმცა ყველაზე დიდი ფურორი ალექსანდრე ახვლედიანის შემოსვლამ
მოახდინა. შავ, კლასიკურ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილს, გვერდს ულამაზესი ანასტასია
უმშვენებდა. მათ უკან კი თავად ბატონი ირაკლი ახვლედიანი მობრძანდებოდა.

-ის რატომ არ მოვიდა, საინტერესოა... - გადაუჩურჩულა ბექამ ბიძაშვილს და ვისკი მოსვა.

-არ გამიკვირდება, საერთოდ რომ არ მოვიდეს. ეგ ისეთი კურდღელია, შეეშინდება და ვერ


გაბედავს ჩვენთან ერთჭერქვეშ ყოფნას. - კბილებში გამოცრა მრისხანებით აღსავსე ლუკამ.

-დაბადებისდღეს გილოცავთ, ბატონო ნოდარ, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ! -


ღიმილით შეეგება ალექსანდრე იუბილარს და თან თვალი ერთ ჯგუფად შეკრებილი
ჯაყელებისკენ გააპარა.

-დიდი მადლობა, შვილო, მიხარია, რომ მოხვედით. ანდრეა სად არის, არ მოვა?

-მოვა, ნოდარ, მოვა, უბრალოდ ცოტას აგვიანებს. ხომ იცი, როგორ უყვარს ჩემს შვილს
ყველაფრის საწინააღმდეგოდ კეთება? - გაეცინა ირაკლის.

-უკაცრავად, მე და ანასტასია დაგტოვებთ და თქვენ ისაუბრეთ. - თავი დაუკრა ალექსანდრემ


უფროსებს.

-სად მიდიხარ? - ხელი დაუჭირა ირაკლიმ შვილს.

-ვატო და ლიზი დავინახე და მათთან წავალთ. - ხელი ფრთხილად მოაშორებინა სანდრომ


მამას. - დამშვიდდი, მე ანდრეა არ ვარ, რომ რამე სისულელე ჩავიდინო.

ირაკლი, თითქოს მოეშვაო, უბრალოდ თავი დაუქნია ვაჟიშვილს და ნოდარს მიუბრუნდა.

-ჯაყელები თვალებით გვბურღავენ. - ღიმილით გადაულაპარაკა მეგობრებისკენ მიმავალმა


ანასტასიამ ბიძაშვილს.
-ძალიან ლამაზად გამოიყურები და იმიტომ! - თვალი ჩაუკრა ალექსანდრემ გოგონას, რაზეც
ორივეს გაეცინა.

-ოჰ, ბატონო ალექსანდრე, რახან ჩემი თვალები თქვენ გხედავენ! - ხელები აღმართა
გოგონასთან ერთად მდგარმა ბიჭმა და მოსულებს გაუცინა.

-რა ხუმარა ხარ, ვატუკი. - დაეღრიჯა სანდრო ძმაკაცს.

-რა ცუდი ბიჭი ხარ, ეს ბოლო დღეები სულ გადაყევი შენს ძმას და აღარც გახსოვარ! - ყელზე
ჩამოეკიდა ახვლედიანს ვატოს გვერდით მდგარი გოგონა.

-როგორ ხარ, ლიზა? - გაუღიმა მამაკაცმა გოგონას.

-როგორ ვიქნები, საქმროსგან დავიწყებული?! - ტუჩები დაბრიცა ლიზამ.

-არ დაიწყო ახლა შენც!

-როგორ გიკითხო, ანასტასია? - მიუბრუნდა ვატო ახვლედიანს.

-კარგად, ვატო, შენ როგორ ხარ? რამდენი ხანია არ მინახიხარ. ანდრეას ჩამოსვლის
აღსანიშნავ წვეულებაზე რატომ არცერთი იყავით?

-შენმა ბიძაშვილმა არ დაგვპატიჟა და იმიტომ! - ჩაეცინა მამაკაცს.

-როგორ არ გრცხვენია მაგას რომ იძახი, ვაჩნაძე? - წარბები შეკრა სანდრომ.

-კარგი, კარგი, ხო, არ ვიყავით საქართველოში მე და ჩემი და. - გაეცინა ვატოს.

-სანდო, სად არის შენი ძმა? - ხელკავი გამოსდო ლიზამ საქმროს.

-არ ვიცი ჯერ, მოვა ალბათ... ბიჭები მოიყვანენ... - გაუღიმა ალექსანდრემ გოგონას და
ლოყაზე აკოცა.

-დილიდან გასულია ბიჭებთან ერთად და იმათი რომ ვიცი, არ გამიკვირდება, გათიშული


მთვრალი მოიყვანონ ანდრეა. - გაეცინა ანასტასიას.

ალექსანდრეს არაფერი უთქვამს, გუნებაში ხვდებოდა, სად შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ძმა
და ეს ანერვიულებდა.

-ანასტასია, მე მგონი, ჩვენი ნაცნობი დავინახე და წამოდი მივესალმოთ. - გადაულაპარაკა


ლიზამ მეგობარს და ბარისკენ გაემართა; მას მიჰყვა ტასოც.

-ნერვიულობ რამეზე? ცოტა არ იყოს, დაძაბული მეჩვენები. - გამომცდელად დააკვირდა


ვატო ძმაკაცს.

-ჩემგან ათ ნაბიჯში მტრულად მომზირალი ადამიანების გარკვეული ნაწილი დგას,


რომელეთაც ჩემი ერთი მცდარი მოძრაობა სჭირდებათ, რომ ეს ადგილი ბრძოლის ველად
აქციონ, არ მაქვს მიზეზი, რომ დაძაბული ვიყო? - ტუჩის კუთხე ჩატეხა სანდრომ.
-გეშინია? - ჩაეცინა ვაჩნაძეს.

-შენ წარმოიდგინე და კი, ჩემი ძმის მეშინია, რომელიც მალე ალბათ აქ იქნება...

-კარგი რა, ანდრეა ბავშვი ხომ არ არის? არაფერს მოიმოქმედებს, ნუ ღელავ! - ხელი აიქნია
ვატომ და ჩაიცინა.

-ვერ ვარ შენსავით დარწმუნებული. როცა საქმე ანდრეას ეხება დარწმუნებული ვერაფერში
იქნები. - თავი ნელა გააქნია ახვლედიანმა და სასმელი მოსვა.

-ძალიან მშვიდად გამოიყურება, რას იტყვი? - ჩაეღიმა სანდროს მაცქერალ ბექას და


ბიძაშვილს გადახედა.

-რა თქმა უნდა, ბატონი ალექსანდრე ხომ ზედმეტად დიპლომატია ასეთ ადგილებში ცუდად
მოქცევისთვის?! - ცინიკურად ჩაიცინა ლუკამ. -ანდრეა არ ჩანს... როგორ ფიქრობ ჩვენ
გვიმალავენ? - წარბები შეკრა მერე.

-არა მგონია... ანდრეა ახვლედიანი ის კაცი არ არის, რომ ვინმეს დაემალოს. თანაც ყველამ
კარგად იცის, რომ ამდენი ხალხის წინაშე არაფერს მოვიმოქმედებთ.

-ანდრეა ახვლედიანი კურდღელია, რომელმაც გაქცევის მეტი არაფერი იცის! - კბილებში


გამოცრა ჯაყელმა, რომელსაც სიძულვილისგან უცებ აენთო თვალები და ჭიქას მაგრად
მოუჭირა თითები.

-მეც კარგად ვიცი, რას წარმოადგენს ახვლედიანთა მოდგმა, მაგრამ შენ დამშვიდდი, არ
დაგავიწყდეს, რომ დაბადებისდღეზე ვართ.

-ამ პიტ*ლო ნოდარისი გვეშინია თუ რატომ იკავებ თავს? - ჩაეცინა ბიძაშვილის სიმშვიდით
გაოცებულ ლუკას.

-ნოდარი არაფერ შუაშია. უბრალოდ, ეკატერინეს მივეცით პირობა, რომელსაც ქორწილამდე


არ დავარღვევთ... არც ერთი! - ბოლო სიტყვები მცირე პაუზის შემდეგ დაამატა ბექამ და
თითი გამაფრთხილებლად აუწია ბიძაშვილს.

ლუკას აღარაფერი უპასუხია; სასმელი მოსვა და ახვლედიანს გაუშტერა მზერა.

ეკატერინემ, დროებით, მარიამთან და თორნიკესთან დატოვა საქმრო და ბარისკენ გაემართა,


რათა ორი მარტინი შეეკვეთა, თავისთვის და გასვიანისთვის. სასმლის მოლოდინში, დახლს
ეყრდნობოდა და გარემოს ათვალიერებდა, როცა უეცრად ძალიან ახლოს გაიგონა ნაცნობი და
ძალიან დამცინავი ხმა:
-მარტინი ქალების სასმელია...

მაშინვე მისკენ შეაბრუნა თავი და შეცბა, როცა ალექსანდრე ახვლედიანი იცნო.

-დავიჯერო, ასე ვგავარ კაცს?! - არც მან დააკლო ირონია ნათქვამს და მოურიდებლად
გაუსწორა მზერა მამაკაცს.

-შენ არა, მაგრამ შენი საქმრო?! - მრავალმნიშვნელოვნად აიჩეჩა მხრები ახვლედიანმა.

-უკაცრავად?! - წარბები აზიდა შეურაცხყოფილმა ეკატერინემ.

-ძალიან ლამაზად გამოიყურებით, ქალბატონო ეკატერინე... დასანანია, რომ გვერდს


ნამდვილი მამაკაცი არ გიმშვენებთ! - თავი გააქნია სანდრომ და ვისკი მოსვა.

-იცი, რომ თავხედი ხარ?! - ბრაზს ვეღარ მალავდა გოგონა.

-მე ხომ ახვლედიანი ვარ, რა გაგიკვირდათ? - ჩაეცინა მამაკაცს.

-მართალი ხარ, სხვას არც უნდა მოელოდეს კაცი თქვენისგან. თუ შეიძლება, მეტად აღარ
გამეკაროთ და თქვენს საცოლეს მიხედეთ! - უკმეხად მიახალა კატომ ახვლედიანს, ჭიქებს
ხელი დასტაცა და სწრაფად გაეცალა იქაურობას.

ალექსანდრემ თვალი გააყოლა მიმავალს, კიდევ ერთხელ გააქნია თავი, ჩაიცინა და მორიგი
ჭიქა შეუკვეთა ბარმენს.

ეკატერინე სახეზეალმურმოდებული დაუბრუნდა თავის ადგილს. თავადაც არ იცოდა, ასე რა


ანერვიულებდა, მაგრამ ძალიან ბრაზობდა ახვლედიანის თავხედური სიტყვების გამო.

-მოხდა რამე? - კითხვით შეეგება დათუნა და სასმელი გამოართვა.

-არა, არაფერი, უბრალოდ დავიღალე. - იცრუა გოგონამ და საქმროს გაუღიმა.

-რამ დაგღალა, კი მაგრამ, ჯერ ახლა არ მოვედით? - ჩაეცინა გაკვირვებით მარიამს.

-შენმა სმენამ დაღალო, მაშიკო. - ირონიულად ჩაილაპარაკა თორნიკემ და გოგონას გაუღიმა.

-ვისაც ჩემი მოსმენა არ სიამოვნებს, შეუძლია მიბრძანდეს, არავის ვაკავებ!

-რატომ არ იღლებიან?! - გადაულაპარაკა დათუნამ კატოს ოხვრით; ეკატერინეს გაეცინა და


მამაკაცს მიეხუტა.

თორნიკე და მაშო კინკლაობას აგრძელებდნენ, ლუკა და ბექა ალექსანდრეს თვალიერებას,


უმცროსი ახვლედიანი მეგობრებთან და საცოლესთან ლაპარაკს, ხოლო წვეულება ჩვეულ
რიტმში სვლას, სანამ უეცრად გაჩერდა ყველა და ყველაფერი.
დარბაზის კარი დემონსტრაციულად, ხმაურით გაიღო და ოთახში სამი მამაკაცი გამოჩნდა.

ანდრეა ახლვედიანს, როგორც ყოველთვის, განუყრელი მეგობრები ახლდნენ, თან მათე


არაბულის და იოანე დანელიას სახით. ოთახში შემოაბიჯეს თუ არა, რამდენიმე ათეული
წყვილი თვალი მათკენ მიემართა. დარბაზს ოხვრად გადაუარა დაძაბულმა მუხტმა. აქა-იქ
გაისმა მინავლებული ჩურჩულის ხმები.

ბექას და ლუკას სისხლი გაეყინათ ძარღვებში; სასმლის ჭიქებს უფრო მაგრად მოუჭირეს
ხელი, რადგან ეს ერთადერთი იყო, რითაც მათი მრისხანების გამოვლენა შეეძლოთ.
ეკატერინემ კი საოცარი შიში იგრძნო, როცა ანდრეა ახვლედიანი ასე ახლოდან დაინახა
ამდენი წლის შემდეგ.

ანდრეამ დარბაზში შეკრებილებს მოავლო მზერა და ჩაეღიმა. თითქოს გახელება იგრძნო,


როცა უამრავ წყვილ თვალში ამოიკითხა შიში. ალკოჰოლი სისხლში აუდუღდა და თავში
აუვარდა; ჟინმა მოიცვა მისი სხეული.

ერთ ადგილას გახევებულ მასპინძელს მოკრა თვალი და მაშინვე მისკენ გაემართა ბარბაცით.

-ჯანდაბა, მთვრალია! - ჩაილაპარაკა ალექსანდრემ, ჭიქა ლიზას მიაჩეჩა, სწრაფი ნაბიჯებით


გაეშურა ძმისკენ და წინ გადაეღობა. -რას აკეთებ, ანდრეა, მთვრალი ხარ?! - სხვების
დასანახად ღიმილით, მაგრამ გაბრაზებით კითხა.

-შემეშვი, სანდრო... მე დღეს ყველას უნდა გავაგებინო, რომ ანდრეა ახვლედიანი ქალაქში
დაბრუნდა და იცოდე, ვერავითარი ძალა შემაჩერებს ამისგან! - ენას პირში ძლივს აბრუნებდა
ახვლედიანი. ერთი ხელით ჩამოიცილა ძმა გზიდან და ისევ ნოდარისკენ გააგრძელა გზა.

-ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება... - თავის ქნევით ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და


თვალებით მამას დაუწყო ძებნა.

-ბატონო ნოდარ, გილოცავთ დაბადებისდღეს, ღმერთმა დიდხანს და ბედნიერად


გაცოცხლოთ, რომ არ მოაკლოთ თბილისს თქვენი კეთილი საქმეები. თქვენისთანა
ადამიანები დიდხანს უნდა ცხოვრობდნენ ამ ქვეყანაზე! - შორიდანვე გაშალა ხელები
ანდრეამ და ომახიანი სიტყვებით შეეგება მასპინძელს.

ნოდარი უხერხულად შეიშმუშნა და სტუმრებს გადახედა. ყველა მიხვდა, რომ ახვლედიანი


გვარიანად ნასვამი იყო.
-მადლობთ, შვილო, კეთილი იყოს შენი დაბრუნება... - ნაძალადევად გაუღიმა იუბილარმა
ანდრეას და გადაეხვია.

-მადლობა მინდა მოგახსენოთ, გულითადი მოპატიჟებისთვის! - აგრძელებდა ახვლედიანი.

-არა, როგორ გეკადრება, შენ და შენი ოჯახი ყოველთვის სასურველი სტუმრები ხართ ჩემს
ოჯახში. - ფრთხილად ლაპარაკობდა ნოდარი, რადგან კარგად იცოდა, რომ ერთი ზედმეტი
სიტყვით ახვლედიანს გააღიზიანებდა.

-აჰ, ანდრე, მოხვედი?! - მიუახლოვდა მოსაუბრეებს ირაკლი და მაშინვე თვალები დაუქაჩა


შვილს.

-ძვირფასო მამიკო, შენც აქ ხარ?! პრინციპში, აბა სად უნდა იყო, არა?! - ცინიკურად ჩაეცინა
ანდრეას და თვალი თვალში გაუყარა მამას.

-მაპატიე ნოდარ, ჩემმა შვილმა მეგობრებთან ერთად აღნიშნა დაბრუნება და ცოტა ნასვამია.
შენი ნებართვით, ცოტას დაველაპარაკები. - თავაზიანად მიმართა ირაკლიმ მეგობარს, ეს
უკანასკნელიც უმალ აორთქლდა იქიდან. - როგორ გაბედე ასეთ მდგომარეობაში აქ მოსვლა?!
კბილებს შორის გამოსცრა მამაკაცმა.

-მტუქსავ, მამაჩემო? - ჩაეცინა ანდრეას და ხელი აუწია ვიღაც ნაცნობს.

-გტუქსავ? გტუქსავ კი არა, ცემა არ დამენანებოდა ახლა შენი! - გაცეცხლდა უფროსი


ახვლედიანი.

-და მერე რა გიშლის ხელს მაგაში? ეს ხალხი?! ხოო... რა თქმა უნდა, ეს ხალხი გიშლის ხელს!
მერე და რას იფიქრებენ? – „ირაკლი ახვლედიანმა შვილი საქვეყნოდ შეარცხვინა!“ ან - „დიდი
განხეთქილება ახვლედიანების ოჯახში!“ - სტატიის სათაურების თვალწინ დაუდგა ანდრეას.

-შენ სულ ხომ არ გამოშტერდი, ბიჭო?! ახლავე უთხარი შენს ძმაკაცებს, წაგიყვანონ აქედან!

-რატომ ბატონო ირაკლი, ნუთუ ჩემი გამოჩენისაც ისევე გრცხვენიათ, როგორც თქვენი
მეუღლის?! - უცებ შეყარა წარბები უმცროსმა ახვლედიანმა.

-რა?! - სახე წაეშალა ირაკლის. - რას ლაპარაკობ?!

ამასობაში ალექსანდრეც მიუახლოვდა ძმას და მამას.

-იცით ახლა საიდან მოვდივარ?! - ორივეს შეხედა ანდრეამ.

-რომელიმე ბარიდან ალბათ... - აგდებულად თქვა ირაკლიმ და ჩაიცინა.

-მართალი ხარ, მამაჩემო, ბარიდან მოვდივარ... იქ დავლიე, მაგრამ ჩემი ჩამოსვლა კი არ


აღმინიშნავს?!

-აბა რატომ დალიე, ანდრეა? - დაინტერესდა სანდრო.

-იმიტომ, რომ წყნეთში ვიყავი! - სიმწრით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და მამას გაუსწორა თვალი.
-ეს აქ გასარჩევი თემა არაა. ხალხის ყურადღებას იქცევთ, სახლში ვილაპარაკებთ ამაზე! -
ჩაილაპარაკა ირაკლიმ.

-სახლში?! - ჩაეცინა ანდრეას.

-გეყოს იმდენი ჭკუა, რომ მიხვდე, შენი მტრების წინ არ უნდა გამოფინო ჭუჭყიანი
თეთრეული! გინდა, რომ ჯაყელებს მსუყე ლუკმა მისცე?! მე არ მოგცემ მაგის უფლებას! -
მუშტი შეკრა ირაკლიმ.

-მიმიფურთხებია ყველასთვის და ყველაფრისთვის! ფეხებზე მკიდია ჯაყელებიც,


გამყრელიძეებიც და საერთოდ, ყველა იცოდე! - იღრიალა ახვლედიანმა.

ყველამ მისკენ მიაპყრო მზერა. ნოდარმა ცხვირსახოცი ამოიღო ჯიბიდან და დაცვარული


შუბლი შეიმშრალა. ბექამ და ლუკამ ერთმანეთს გადახედეს. ეკატერინე დათუნას აეკრო,
შეშინებული.

-გაჩუმდი, ანდრეა... - შეევედრა ალექსანდრე ძმას.

-ძვირფასო საზოგადოებავ! - დარბაზის ცენტრისკენ დაიძრა ანდრეა. - თბილისის დიდად


პატივცემული ხალხო! - გამოთქმით ლაპარაკს აგრძელებდა მამაკაცი და თვალებით
ჯაყელებს ეძებდა. გზად მათე და იოანე გადაეღობნენ, რომელთაც მისი შეჩერება უნდოდათ,
მაგრამ ორივე ხელის ერთი მოძრაობით ჩამოიშორა. - მინდა გითხრათ, რომ სასაცილოები
ხართ, ყოველი და თითოეული თქვენგანი. - აღშფოთებულმა ხალხმა ერთმანეთს გადახედა.
ირაკლიმ კბილები ააღრჭიალა სიმწრისგან. - იცით, რას მაგონებთ?! - აგრძელებდა ეშხში
შესული ანდრეა. - ცირკის არენაზე გამოყვანილ მაიმუნებს, რომლებიც ყველა დავალებას
ასრულებენ, რათა დღის ბოლოს ერთი ცალი ბანანი მიიღონ. სასაცილოები ხართ და მე თქვენ
მძულხართ, მძულხართ თქვენი ფასადური ბედნიერებითა და შინაგანი უბედურებით...
თითოეული თქვენგანი იმხელა სიბინძურეს მალავს, გული მერევა თქვენზე. თქვენ არ ხართ
ადამიანები, ხაპავთ ერთმანეთის ფულებს და ყოველდღე არწმუნებთ საკუთარ თავებს, რომ
ბედნიერება ამაშია! ყოველდღე თამაშობთ თქვენივე სცენარით დადგმულ ტრაგიკომედიაში,
მაგრამ იმასაც ვერ ხვდებით, რა სასაცილოდ გამოიყურებით შორიდან. მითხარით, რამდენს
გყავთ ავადმყოფი დედა, შვილი და ან ძმა?! რამდენი მალავთ პატიმარ ბიძას, დეიდას,
მამიდას ანდაც მეგობარს?! რამდენს გრცხვენიათ უფულო და უგვარო მშობლების? რამდენი
იტყუებთ თავს? რამდენს გაგწყვეტიათ შუბლის ძარღვი?! რამდენს?! - მთვრალი და
თვალებჩაწითლებული ანდრეა ახვლედიანი დარბაზის ცენტრში იდგა და შემზარავად
ღრიალებდა. მისი დანახვა იმდენად დიდ შიშს ბადებდა, რომ რამდენიმეს ცრემლიც კი
მოადგა თვალზე. შოკმა მოიცვა ოთახი, ვერავინ გაბედა გამძვინვარებულთან მიახლოება და
მისი ოთახიდან გაყვანა. - და აი, ისინიც დავინახე, ვინც მინდოდა! - ჯაყელების წინ გაჩერდა
ახლვედიანი და ცინიკურად ჩაიცინა.

ლუკამ მაშინვე გაიწია მისკენ, მაგრამ თორნიკემ მაჯაში წაავლო ხელი.


-როგორ ხართ, ჩემო დიდიხნის უნახავო მეგობრებო? დარწმუნებული ვარ მოგენატრეთ, არ
არის თქმა საჭირო. - ხელი აიქნია ანდრეამ და ჩაიცინა.

ჯაყელებს ძარღვები დაებერათ კისერზე და სისხლი ჩაექცათ თვალებში.

-ანდრეა, გეყოფა წარმოდგენა, წამოდი, სახლში წავიდეთ! - მკლავში ხელი სტაცა ძმას
ალექსანდრემ.

-ხელი გამიშვი. მე ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ! - შეყვირა ახვლედიანმა და უცმროსი ძმა
მოიშორა თავიდან. - ხომ ხედავთ, ჯაყელებო, თქვენ წინ ვდგავარ, ახლა და ამ წუთას. არსად
ვიმალები, არ გავრბივარ... თქვენ წინ ვდგავარ, საკმაოდ მთვრალი. თუ რამის თქმა გინდათ,
და ალბათ გინდათ, მითხარით... მე აქ ვარ! დავბრუნდი, ანდრეა ახვლედიანი დაბრუნდა და
მას არცერთი თქვენგანის არ ეშინია! მე დავბრუნდი, დაე ყველამ იცოდეთ ეს! - იღრიალა
ახვლედიანმა და დამსწრე საზოგადოებას მოავლო მზერა. შემდეგ ისევ ჯაყელებს
მიუბრუნდა, პიჯაკი გაისწორა და მზერა პირდაპირ ეკატერინეს დაასო. გოგონამ იმხელა
აგრესია ამოიკითხა მის თვალებში, წამით შიშის ტალღამ დაუარა სხეულში, მაშინვე მიეხუტა
დათუნას. ანდრეას გაეღიმა მის საქციელზე, შემდეგ კი ისევ ლუკას და ბექას გაუსწორა
თვალი. - ნუთუ არაფრის თქმა არ გინდათ?! - ცინიკურად ჩაეცინა მამაკაცს.

ბექამ თავი ვეღარ შეიკავა, ქამარში ჩამალული იარაღი ამოიღო, იღრიალა და პირდაპირ
ახვლედიანის წინ დადგა. ეკატერინემ და მარიამმა აქედან შეჰყვირეს, ანასტასიამ და ლიზიმ -
იქედან.

-მოგკლავ, შე ნაბ**არო! არ გაცოცხლებ! - დაჭრილი ცხოველივით იღრიალა ჯაყელმა და


იარაღი შუბლზე მიაბჯინა ანდრეას.

-მერე რაღას უცდი, ჯაყელო, ვინ გაჩერებს, მითხარი?! მიდი, გამოკარი სასხლეტს ხელი და
მოუსწრაფე შენი ძმის მკვლელს სიცოცხლე! მიდი, რაღას უცდი, ვისი გეშინია?! - იყვირა
ანდრეამ.

-ბექა... ბექა დაუშვი ეგ იარაღი სისულელე არ ჩაიდინო! - ვედრება იგრძნობოდა


ალექსანდრეს ხმაში.

-არ გინდა, ბექა... ახლა არა... აქ არა... - დაძაბულობისგან სიმივით გაჭიმულმა, ძლივს უთხრა
ლუკამ ბიძაშვილს.

-ამათ არ უსმინო, ჯაყელო, ძმა შენ მოგიკლეს და არა ამათ! მიდი, იძიე შური, ხომ ხედავ, შენ
წინ ვდგავარ, რაღას უცდი?! - ისევ აგრძელებდა ჯაყელის პროვოცირებას ახვლედიანი.

მთელი დარბაზი სულგანაბული შესცქეროდა ამ სანახაობას,ვინმეს ხმის ამოღება მეხის


გავარდნასავით იქნებოდა იმ მომენტში. ნოდარი უკვე ცოცხლებში აღარ ეწერა, მთლიანად
ოფლად იყო დაღვრილი. ირაკლი მის გვერდით იდგა და სიმწრით აბჯენდა კბილებს
ერთმანეთს. ანასტასია და ლიზი მათეზე და ვატოზე იყვნენ აკრულები და ცრემლად
იღვრებოდნენ, აქეთ მხარეს კი კატო დათუნას, ხოლო მარიამი თორნიკეს ჰყავდათ
ჩახუტებული.
სიჩუმეს მხოლოდ ბექა ჯაყელის გახშირებული და ხმამაღალი სუნთქვა არღვევდა, რომელსაც
შიგადაშიგ გმინვაც ამოყვებოდა. მამაკაცი ვერაფერზე ფიქრობდა, თვალწინ მხოლოდ ძმის
სახე ედგა. ერთი თითის დაჭერა, სულ ერთი წამი და მარტივი მოძრაობა და სამუდამოდ
გამოასალმებდა ძმისმკვლელს სიცოცხლეს. თვალებში სისხლი ჰქონდა ჩაქცეული, შუბლი
ოფლით დანამული, ცხვირის ნესტოები დაბერილი. ყურში გულის წამღები წუილი ესმოდა,
რომელიც მთლიანად აკარგვინებდა წონასწორობას. მთელი სხეული უთრთოდა, მაგრამ
მთელი არსებით იმაგრებდა თავს. მისთვის ახლა მხოლოდ ანდრეა ახვლედიანი არსებობდა,
მისი ძმის მკვლელი, რომელიც ახლა სწორედ მის განაჩენს ელოდა. პისტოლეტზე მაგრად
ჰქონდა ხელი ჩაბღუჯული და მთელი ძალით აწვებოდა ახვლედიანის შუბლს. გონებაში
მხოლოდ ერთი ფრაზა უტრიალებდა - „ძმის მკვლელი, ძმის მკვლელი“

-რაღას უცდი, ჯაყელო, გამოკარი მაგ სასხლეტს თითი და დაამთავრე ჩემი უბადრუკი
ცხოვრება, მიდი! - მთელ ხმაზე იღრიალა ანდრეამ და მეტოქის გამოფხიზლებაც შეძლო.

ბექა მიხვდა, რომ ყველა მის სვლას ელოდა. უნდა ემოქმედა, ან ახლა ან არასოდეს.
ყველაფერი ბურუსმა მოიცვა, წამით წუილიც კი შეწყდა, ამ ქვეყნად მისთვის მხოლოდ ის და
ახვლედიანი დარჩნენ. დაბნელდა... ნელ-ნელა დაბნელდა...

სულისშემძრავი სიჩუმე რევოლვერის ჩამკეტის გადაწევამ დაარღვია, რასაც აქა იქ


შეყვირებაც მოჰყვა.

ანდრეა გაჩუმდა, იმ წუთას ბექას თვალებში იმხელა სიძულვილი წაიკითხა, რომ,


დარწმუნდა რამდენიმე წამში გამოესალმებოდა სიცოცხლეს.

-არ გინდა გთხოვ, ნუ იზამ ამას! - ანასტასიას ტირილნარევმა შეყვირებამ ანგელოზის


ცქრიალა ხმასავით გაიჟღერა. ეს სიტყვები იმდენად წმინდა, მაგრამ ამასთანავე
სასოწარკვეთილი იყო, ჯაყელის ყურთასმენადმეც მიაღწია და თუმცა მის თვალში ბურუსმა
იკლო, ბექას მაინც არ ჩამოუღია ახვლედიანის შუბლზე მიბჯენილი პისტოლეტი.

ანასტასია ფრთხილად გამოეცალა მათეს და ბიძაშვილისკენ დაიწყო სვლა.

-ანასტასია... - მძიმედ ამოიჩურჩულა ალექსანდრემ და გოგონას თვალებით შეევედრა


გაჩერება, მაგრამ ახვლედიანების ქალბატონი არ შემდგარა.

-გემუდარები, თუ კი რამ შენში ადამიანური და წმინდა არსებობს, ნუ მომიკლავ ბიძაშვილს,


ისევე, როგორც შენი ძმა მოკლეს წლების წინ...

ბექა მაინც უდრეკად იდგა და მაგრად აბჯენდა ახვლედიანს იარაღს.

-ისევე ნუ მოუსწრაფებ ანდრეას სიცოცხლეს, როგორც შენს ძმას მოუსწრაფა ვიღაცამ. -


ქვითინებდა ტასო.

ჯაყელმა ნელ-ნელა გააპარა მზერა მისკენ და ბოლოს თვალი თვალშიც გაუყარა. გოგონას
ჭაობისფერ თვალებში ისეთი ამოუცნობი ძალა დაინახა, რომ გული შეუტოკდა წამით.
როგორც კი ლუკამ ბიძაშვილის ოდნავი მოდუნება იგრძნო, მაშინვე ფრთხილად დაადო
ხელი იარაღს. ბექამ ისე გამოხედა მამაკაცს, როგორც მტაცებელი ცხოველი უყურებს
ნანადირევში მოზიარე უცხო ცხოველს.

-დაუშვი იარაღი, ბექა... ახლა ამის დრო არ არის... - მშვიდად უთხრა ჯაყელმა ბიძაშვილს და
თავი დაუქნია.

ბექამ ისევ ანდრეას შეხედა, რომელიც მორჩილად იდგა, მის გვერდით კი აქვითინებული
ანასტასია იყო.

ძლიერად დააჭირა კბილები ერთმანეთს, თვალები გადმოცვენას ჰქონდა, ხელი აუკანკალდა


და მაინც დაუშვა იარაღი.

ყველამ ამოისუნთქა, თითქოს გაჩერებულმა დრომ ისევ დაიწყო ათვლა.

-სახლში წავიდეთ... - ჩუმად უთხრა ლუკამ ბექას და მხარზე ხელი შეახო. ჯაყელს სიტყვაც არ
დაუძრავს, კიდევ ერთხელ შეხედა უემოციოდ მდგარ ანდრეას და უკანმოუხედავად დატოვა
ოთახი. მას მიჰყვნენ დანარჩენებიც.

ანასტასია წინ დაუდგა ანდრეას, წამით უყურა უემოციო გამომეტყველებიან მამაკაცს, ხოლო
შემდეგ რაც ძალი და ღონე ჰქონდა, სილა გააწნა სახეში. აღარაფერი უთქვამს, სირბილით
დატოვა ოთახი. ვატო მაშინვე მას გაეკიდა. მათე და იოანე ნელა მიუახლოვდნენ ძმაკაცს.

-წამოდი სახლში... - ფრთხილად უთხრეს და კარისკენ უბიძგეს.

-არავის არაფერი დაგინახავთ და გაგიგონიათ, ამ საღამოს არაფერი მომხდარა, შეგიძლიათ


განაგრძოთ თქვენი მასკარადი! - შესძახა ანდრეამ, ხალხს მოავლო თვალი და სწრაფად
გაეცალა იქაურობას. რა თქმა უნდა, ახვლედიანების მთელი ამალაც მას გაყვა უკან.

-ანასტასია, გაჩერდი! დაუყვირა ვატომ მანქანისკენ გაქცეულ გოგონას. ეს უკანასკნელი


რამდენიმე შეძახილის შემდეგ მაინც დაჰყვა მის ნებას. უკვე მანქანასთან იდგა, მთელ
სხეულში აკანკალებდა, იმდენად იყო ანერვიულებული. ვატომ სწრაფად მიირბინა მასთან
და ხელები მოხვია. - ასეთ მდგომარეობაში მანქანას ვერ მართავ, მომეცი გასაღები. - მშვიდად
უთხრა და გაუღიმა.

ტასოს ხმა არ ამოუღია, არც ჰქონდა ამის თავი. უბრალოდ გასაღები ამოიღო ჩანთიდან და
მამაკაცს გაუწოდა. ვაჩნაძემ მაშინვე გააღო მანქანის კარი და ფრთხილად ჩასვა გოგონა
შიგნით. შემდეგ მობილური ამოიღო, სანდროს მიწერა, რომ ანასტასიას თვითონ მიიყვანდა
სახლში, ავტომობილს მეორე მხრიდან მოუარა, მძღოლის ადგილი დაიკავა და სწრაფად
მოსწყდა ადგილს.
-ალექს, მგონი ჯობია, ანდრეა მე და მათემ მოვნახოთ და თქვენ სახლში წახვიდეთ. უფრო
მეტად ნუღარ გავაღიზიანებთ შენს ძმას. - გარეთ გამოსვლისთანავე მიუბრუნდა იოანე
ახვლედიანს.

-სახლში მოიყვანთ? - წარბები შეკრე სანდრომ.

-თუ მოინდომებს, მოვიყვანთ, მაგრამ ხომ იცი, რომ ვერაფერს ვაიძულებთ. - მშვიდად თქვა
მათემ.

-რატომ დალია ამდენი, იმ სულელმა ბიჭმა? - საუბარში ჩაერთო გაცეცხლებული ირაკლი.

-აუ, ირაკლი ბიძია ჩვენი ბრალი მართლა არ არის. ვეუბნებოდით, არ დაელია ამდენი, მაგრამ
მაგას ვინ რას დაუშლის? დღეს წყნეთში გვთხოვა აყოლა, ნინო დეიდასთან ლაპარაკი
უნდოდა, იქიდან კიდევ ისეთი გაცეცხლებული გამოვარდა, სიტყვის თქმა ვერ მოვახერხეთ.
ველურივით, მარტო იმას ღრიალებდა, ჩემი ბრალია,ჩემი ბრალიაო. - ხელებს ნერვიულად
იქნევდა იოანე.

ალექსანდრემ მამას გადახედა შეწუხებული სახით.

-კარგი, არ აქვს ამას მნიშვნელობა. გთხოვთ, რა ბიჭებო, იპოვეთ ჩემი სულელი შვილი და
დააბრუნეთ სახლში. თქვენ მოსვლას დაველოდებით... - მხარზე ხელი დაკრა ირაკლიმ
ბიჭებს. მათაც თავი დაუქნიეს და მანქანისკენ გასწიეს.

-მამა, მე ლიზას მივიყვან სახლში და მოვალ. - გადაულაპარაკა ალექსანდრემ ირაკლის და


საცოლეს მოხვია ხელი.

ბექამ ისე მაგრად დაამუხრუჭა მანქანა საკუთარი სახლის წინ, საბურავებს დამწვრის სუნი
აუვიდათ. კარი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაანგრია და ისე გავარდა სახლისაკენ,
რომ არც დალოდებია მის უკან მიმავალ ლუკას და თორნიკეს.

სწრაფად შეიჭრა მისაღებ ოთახში, ვისკი დაისხა, ცოტა მოსვა და შემდეგ მთელი ძალით
დაანარცხა ჭიქა იატაკზე.

-დამშვიდდი, რა, თავი ხელში აიყვანე! - შეყვირა ლუკამ, მაგრამ ჯაყელი სულაც არ უსმენდა
ბიძაშვილს. გიჟივით, აქეთ-იქეთ დადიოდა, ოთახში და გახშირებულად სუნთქავდა. შემდეგ
იქვე, პატარა მაგიდაზე მდგარ ლარნაკს დასწვდა და ისიც ჭიქის გზას გაუყენა.

ხმაურზე ოთახში ბექას მოსამსახურე ქალი შემოვარდა შეშფოთებული სახით.


-არაფერია, ნაზიკო, წადი დაიძინე, ჩვენ მივხედავთ აქ ყველაფერს. - მშვიდად უთხრა
თორნიკემ ქალს და უკან გაისტუმრა.

-დაჯექი და ეს დალიე. - სასმლით სავსე ჭიქა გაუწოდა ლუკამ ბიძაშვილს, ამ უკანასკნელმაც


მაშინვე გამოგლიჯა ხელიდან და ბოლო წვეთამდე დაცალა.

-გაიგე?! გაიგე?! არ უარყოფს... მოვიდა და პირდაპირ მითხრა, მომკალი შენი ძმის მკვლელიო!
იმდენი ხალხის წინ აღიარა, რომ მაგ ნაბი*ვარმა მოკლა ჩემი ძმა! - იღრიალა მთელს ხმაზე
ბექამ და ჭიქა მოისროლა.

-მორჩი მსხვრევას და დაწყდარდი! - იყვირა თორნიკემ. - ყვირილით და გიჟური


საქციელებით ვერ მოვაგვარებთ ამ საქმეს!

-ისე ახლოს მყავდა... ისე ახლოს... სასხლეტზე თითის ერთი დაჭერა და... ოოხ, ამისი... -
გემრიელად შეიკურთხა ბექა.

-და მერე რას იზამდი მაგით, ბექა?! ყველას წინ რომ მოგეკლა ის ძაღლიშვილი, მაგით რას
მოვიგებდით?! დაუფიქრებელი საქციელი იქნებოდა ეგ ჩვენგან და მეტი არაფერი. - მშვიდად
ალაპარაკდა ლუკა.

ჯაყელმა განრისხებული თვალებით შეხედა ბიძაშვილს.

-ფეხებზე მკიდია, რა როგორ იქნებოდა! უნდა მომეკლა, უნდა გამესროლა!

-შენ ბიჭო, სულ ხომ არ გამოშტერდი?! მარიამის და ეკატერინეს თვალწინ გინდოდა


ადამიანის მოკვლა? ისე როგორ წამოეგე იმ ნაბი*ვრის პროვოკაციას, რომ ამდენად
დაბრმავდი?! - აყვირდა თორნიკე.

გოგონების ხსენებაზე ბექას ისეთი რეაქცია ჰქონდა, თითქოს ვინმემ სახეში გააწნა.
აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ გაჩუმდა, ერთ წერტილს გაუშტერა თვალი და კბილების
კაწკაწს მოჰყვა.

-იცოდე... როგორც კი ეს ქორწილი ჩაივლის, წავალ და ტყვიას შუბლში დავახლი


ახვლედიანების გაგდებულს და ვერავითარი ძალა ვერ შემაჩერებს ამისგან! -
გამაფრთხილებლად გადახედა ლუკას მცირე ხნიანი დუმილი შემდეგ.

-როცა დრო მოვა, ყველა შენ გვერდით ვიქნებით და ეს შენც კარგად იცი! მაგრამ იცოდე, ამის
მერე ასეთი სულელური საქციელი აღარ დამანახო. ახვლედიანებსაც სწორედ ეს უნდათ... იმ
ძაღლსაც სწორედ ეგ გეგმა აქვს. მოვიდა, მინი სპექტაკლი დადგა, გამოგვიწვია, მწყობრიდან
გამოგვიყვანა - ჩვენი გაგიჟება უნდა, მაგრამ იცოდე, ვერ უნდა შეძლოს ეს! ჯაყელებს
მისნაირი ნაბო*ვრები ვერასდროს გამოიყვანენ მწყობრიდან და დავამთავროთ ამაზე
ლაპარაკი! - მტკიცედ თქვა ლუკამ და დოინჯი შემოირტყა.

ხმა აღარავის ამოუღია, ყველა მდუმარედ ფიქრობდა განვლილ საღამოზე.


დათუნამ ეკატერინე და მარიამი მიიყვანა სახლში. გოგონები ძალიან იყვნენ
განერვიულებულები, ამიტომ დასაწყნარებლად ცოტახნით აუზთან დაჯდომა და ჩაის
დალევა გადაწყვიტეს.

-ძალიან გიჟური საღამო გამოვიდა - ამოიხვნეშა მარიამმა.

-ხომ ვამბობდი, მეშინია, რაღაც მოხდებათქო? - თვალები მოისრისა გადაღლილმა კატომ.

-ბექას ხელში იარაღი რომ დავინახე, ვიფიქრე ახლა რაღაც სისულელეს ჩაიდენსთქო.
გეფიციები, ნამდვილად გავაფრენდი რამე რომ მომხდარიყო!

-კარგი გოგონებო, დამშვიდდით. რაც მთავარია, თავს მოუხმო ბექამ და იმდენი ხალხის
წინაშე გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვა. - დინჯად ალაპარაკდა დათუნა.

-ის გოგო რომ არ ყოფილიყო, ნამდვილად გამოკრავდა ბექა სასხლეტს თითს! -


სასოწარკვეთილებით აღმოხდა ეკატერინეს.

-რა რა და მართალი ხარ, ანასტასია ახვლედიანმა გვიხსნა დიდი უბედურებისგან. - ჩაეცინა


მაშოს.

-დარწმუნებული ვარ, ახლა არც ახვლედიანები არიან კარგ დღეში. ანდრეამ მათაც კარგი
კონცერტი მოუწყო. - დარწმუნებით თქვა გასვიანმა.

-ისე საინტერესოა, ასეთი რა მოხდა, რომ ასეთი გალეშილი გამოჩნდა ამდენ ხალხში. თან
იმდენი საშინელება ილაპარაკა. - თვალები აატრიალა უმცროსმა ჯაყელმა.

-ანდრეა ახვლედიანს მიზეზი არ სჭირდება, რომ ასე მოიქცეს. ჩვეულებრივი შოუმენია;


პატარა წარმოდგენა დადგა და ყველას აცნობა, რომ ქალაქში დაბრუნდა! - ჩაი მოსვა
დათუნამ.

-არ მესმის, ასეთი თავზეხელაღებული როგორ შეუძლია რომ იყოს. რა გარანტია ჰქონდა, რომ
ბექა არ ესვროდა ან საკუთარი ოჯახი როგორ არ შეებრალა. - აღშფოთებას და გაკვირვებას
ვერ მალავდა კატო.

-ძალიან საშიში ადამიანი რომ არის, ეს ფაქტია, მაგრამ ყველაზე მეტად მე ის მადარდებს, რომ
ჩვენი ბიჭები ახლა უარესად გაბრაზებულები არიან. ანდრეას დღევანდელი საქციელი
ფაქტობრივად ღია ომის გამოცხადებას ნიშნავს და ერთადერთი, რაც ახლა ჩვენს ძმას
აჩერებს, შენი ქორწილია, კატო. მაგის მერე აქ ალბათ ისეთი ამბები დატრიალდება, დედა
შვილს არ აიყვანს ხელში...

-რაღა დაგიმალო, მომავალო ცოლის დავ და მეც ძალიან მეშინია მაგის. ამიტომაც გვინდა
ყველას,რომ დაცვასთან ერთად იაროთ, ყველგან! - გამაფრთხილებლად გადახედა დათუნამ
საცოლეს.

-რაღაც ძალიან ცუდი გვიახლოვდება, ვგრძნობ... - შიში გაურია ხმაში ეკატერინემ.

-ელენე მირეკავს... წავალ დაველაპარაკები, დღევანდელის შესახებ ვუთხრა? - ფეხზე წამოდგა


მარიამი.
-მაინც გაიგებს და ბარემ ჩვენგან იცოდეს, ნაკლებს ინერვიულებს.

-კარგი, მაშინ პირველ რიგში ვეტყვი, რომ ლუკას არაფერი დაშავებია, თორემ გააფრენს. -
გაეცინა მაშოს და წყვილი მარტო დატოვა.

-მგონი, ჩემი წასვლის დროც მოვიდა. მარტო დარჩენის ხომ არ შეგეშინდებათ? - ხელი მოხვია
გასვიანმა ჯაყელს.

-კარგი რა, დათუნა, რა შეგვეშინდება, რას გვაკადრებ ჯაყელების ქალებს?! - ჩაეცინა


ეკატერინეს. - წამოდი, გაგაცილებ... - წამოდგა გოგონა და საქმროს წელზე მოეხვია.

-ხომ არ ინერვიულებ? - მზრუნველად ჰკითხა დათუნამ საცოლეს და საფეთქელზე მიაკრო


ტუჩები.

-არა... არ ვინერვიულებ. უბრალოდ ძალიან მტკივა გული, რომ დღე, რომელიც ჩემთვის
უბედნიერესი უნდა იყოს, ასევე იქნება დღე, რომელიც დაუნდობელ ბრძოლას განაახლებს
ჩვენსა და ახვლედიანებს შორის. დღევანდელის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ანდრეა მართლაც
ძალიან სახიფათო ადამიანია და ჩვენები აუცილებლად წამოეგებიან მის პროვოკაციაზე...

-არ მინდა, რომ გეშინოდეს, კატერინა... ხომ იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება? - თვალებში
ჩახედა მამაკაცმა ეკატერინეს.

-არ ვარ დარწმუნებული... მგონია, რომ ჩემთვის საყვარელი ადამიანები დაზარალდებიან. მე


კი, ნიკუშას მერე, ვეღარავის დაკარგვას გადავიტან. - ცრემლის თხელი ფენა გადაეკრო
გოგონას თვალებზე.

-ჩემო ლამაზო... ჩემო კატერინა... იცოდე, მე გპირდები, რომ ყოველთვის შენ გვერდით
ვიქნები და რაც არ უნდა მოხდეს, არ დაგტოვებ! - მაგრად ჩაიკრა გულში დათუნამ საცოლე.

-ეგ დანაპირები კარგად დაიმახსოვრე, იცოდე, შეგახსნებ ხოლმე! - თითი დაუქნია კატომ
მამაკაცს და მოწყვეტით აკოცა.

-სანამ ერთმანეთი გვყავს, ყველაფერი კარგად იქნება! - ღიმილით თქვა გასვიანმა და ხელი
ისევ მოხვია გოგონას.

-მინდა, რომ დედა და მამა მალე დაბრუნდნენ. უფრო წყნარად ვარ ხოლმე, დემეტრე როცა
სახლშია...

-როდის ბრუნდებიან?

-არ ვიცი, მგონი ზეგ, მაგრამ ამ ამბის შესახებ თუ გაიგეს, ეჭვი მაქვს, ამაღამვე ჩამოვლენ. -
ჩაეცინა კატოს. - აუ, იცი რა მინდა? - უცებ წამოიძახა ჯაყელმა.

-რა? - გაეღიმა დათუნას.

-მინდა, რომ უბრალოდ მშვიდ ვითარებაში ვიცხოვრო შენთან ერთად, ჩვენს ახალ სახლში,
რომელსაც შენ ამიშენებ. გვერდით გვეყოლებიან მარიამი და თორნიკე, რომლებიც
მიხვდებიან, რომ უყვართ ერთმანეთი და შეწყვეტენ უაზრო კინკლაობას, ლუკა და ელენე,
რომლებიც ალბათ დაგვაყენებენ საშველს, გეგა, ბექა და რატი, რომელთაც არასდროს
ეშველებათ, დედაჩმი და მამაჩემი, ამდენს ვითხოვ?

-არა, ეკატერინე... სულაც არ ითხოვ ბევრს და პირადად მე გპირდები, რომ ასეც იქნება!

-აღარ მინდა, ეს უაზრო და გაუთავებელი ბრძოლა. რა იქნება, რომ უბრალოდ დასრულდეს


ყველაფერი?! ორივე მხარემ დაივიწყოს წყენა, უაზრო პრინციპები და დაზავდნენ...

-სამწუხაროდ, ცხოვრებაში ბედნიერი დასასრულები არც ისე ხშირია, კატერინა. - დანანებით


ჩაეცინა დათუნას და ჭიშკართან შედგა. - წავედი მე და ხვალ გნახავ...

-ისე წახვალ რომ არ მაკოცებ? - იწყინა გოგონამ.

გასვიანს გაეცინა და მაშინვე აკოცა ჯაყელს.

-და ამის შემდეგ გინდა, რომ წავიდე? სულ არ გებრალები? - საწყალი ბავშვივით თქვა
დათუნამ და ეკატერინეს სიცილიც დაიმსახურა.

-სულ ცოტაც, ჩემო დათუჩა და მალე სულ შენი ვიქნები!

-შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს, როგორ ველოდები მაგ დღეს. ყოველ დილას რომ გავიღვიძებ
და პირველად შენს სახეს დავინახავ, შენ მოდუღებულ ყავას დავლევ და მომზადებულ
სადილს შევჭამ. შენ შემიკრავ დილაობით ჰალსტუხს და ყოველთვის დამცინებ, რომ ამხელა
არქიტექტორმა კაცმა ვერაფრით ვისწავლე უბრალო კვანძის გაკეთება...შენ დამხვდები
სახლში, როცა სამსახურიდან დაღლილი დავბრუნდები, შენ შემომაგებებ ღიმილს და
მომეხვევი... მხოლოდ ჩემი იქნები და მხოლოდ მე მექნება შენი შეხების, მოფერების და
ალერსის უფლება... მხოლოდ მე ჩავიკარგები ძილისწინ შენს ზურმუხტისფერ თვალებში...
მხოლოდ მე გეტყვი, რომ შენზე უბრალოდ მაბოდებს და საპასუხოდ შენც იმავეს
გამიმიმეორებ. შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს, ეს რამხელა ბედნიერებაა, კატერინა - იმის
გააზრება, რომ შენი საყვარელი ქალი მხოლოდ შენ გეკუთვნის მსოფლიოს ბატონ-პატრონად
აგრძნობინებს ნებისმიერ მამაკაცს თავს...

-იცი, როგორ მიყვარხარ? - აწყლიანებული თვალებით ამოიჩურჩულა ეკატერინემ. - არ იცი!


უბრალოდ შეუძლებელია სიტყვებით იმ გრძნობის გადმოცემა, რომელიც მე შენთან
მაკავშირებს. ძალიან მიყვარხარ, დათუნა გასვიანო... შენ გარეშე არაფერს აქვს ფასი ჩემთვის.
შენ თუ არ მეყოლები, მოვკვდები!

ორი შეყვარებული ახალგაზრდა ჯერ მაგრად მოეხვია ერთმანეთს, შემდეგ მათმა ბაგეებმა
ისევ იპოვეს ერთმანეთი.

-ხვალამდე, კატერინა... ტკბილი ძილი! - გაუღიმა დათუნამ საცოლეს და ჩამოშორდა.

-ხვალამდე... - ღიმილით გაიმეორა იგივე გოგონამ და სახლისკენ შებრუნდა.


დილით პირველი სართულიდან მომავალმა ხმაურმა გააღვიძა ჯაყელების უფროსი
ქალბატონი. სმენა დაძაბა და როგორც კი მშობლების ხმები ამოიცნო, მაშინვე წამოხტა
საწოლიდან. სწრაფად ჩაიცვა და მისაღებ ოთახში ჩავიდა. აქ უკვე ყველას მოეყარა თავი.

-დე, მა, როდის ჩამოხვედით? - ღიმილით გადაკოცნა გოგონამ დედ-მამა და დის გვერდით
დაჯდა.

-დღეს დილას ჩამოვფრინდით. როგორც კი გავიგეთ, გუშინდელი ამბის შესახებ, მაშინვე


გამოვფრინდით. - ნერვიულობა ეტყობოდა ქალბატონ ჯაყელს ხმაზე.

-რა საჭირო იყო ჩამოსვლა, მაინც ვერ ვხვდები. სადაც ის გაიგეთ, რა მოხდა, იმასაც
გაიგებდით, რომ ბექას არაფერი ჩაუდენია და რაღას გამორბოდით?! - უყმაყოფილო იყო
ლუკა.

-რას ნიშნავს, რაღას გამოვრბოდით, ბიჭო?! რას ნიშნავს, რაღას გამოვრბოდით?! ორი დღე
დაგტოვეთ შენ და შენი რეგვენი ბიძაშვილი და ასეთი ამბავი დაატრიალეთ და იქ
გამჩერებლები ვიყავით ჩვენ?! - გაცეცხლებული იყო დემეტრე.

-არა, ლუკა შენ მაინც როგორ დაუშვი, რომ იქ, იმდენი ხალხის წინაშე გამოეყენებინა იარაღი,
ვერ ვხვდები, რა. მე შენ ჭკვიანი ბიჭი მგონიხარ, გოგონები დაგიტოვე და შენ თურმე რა
დღეში ყოფილხარ! - ვერ ცხრებოდა ოჯახის დიასახლისი.

-კარგი რა, ქეთინო. არაფერი მომხდარა და რატომ ჩხუბობთ, ვერ გავიგე? - თვალები
აატრიალა ლუკამ.

-ის სად არის ახლა?

-ბექა? - სახლშია... გუშინ ბევრი დალია და ალბათ ჯერ კიდევ ძინავს. ბიჭები არიან მასთან,
არ ინერვიულო, მამა!

-ისე თქვენ საიდან გაიგეთ ასე უცებ მომხდარის შესახებ? - ინტერესით იკითხა მარიამმა.

-რაებს მეკითხები, მაშო? - გაკვირვებით მიუბრუნდა დემეტრე უმცროს ქალიშვილს.

-მე მაპატიეთ... დამავიწყდა, რომ დემეტრე ჯაყელს ყველგან ყავს თავისი ხალხი. - ხელები
აწია გოგონამ და ჩაიცინა.

-დაურეკე ბექას, მოვიდეს ჩვენთან. - უცებ თქვა უფროსმა ჯაყელმა და წამოდგა.

-ხომ გითხარი, ალბათ ჯერ კიდევ ძინავსთქო...

-გაიღვიძოს, არაუშავს! - ესღა თქვა კაცმა და ოთახი დატოვა, მას მიჰყვა უკან მეუღლეც.

-ლუკა... ახლა რას აპირებთ? - ფრთხილად შეაპარა კითხვა კატომ ძმას.

-აუ, ეკატერინე, შენ ნუ ნერვიულობ, რა ძალიან გთხოვ! დაგპირდი, შენს ქორწილამდე


არაფერი იქნებათქო და შევასრულებთ პირობას. შენი ქორწილის მერეც არაფერი
განსაკუთრებული მოხდება თქვენთვის. დამიჯერეთ, თქვენ არაფერი შეგეხებათ. ასე რომ,
ტყუილად ღელავთ...

-ტყუილად ღელავთ ადვილი სათქმელია და კარგად კი შეგვაშინეთ გუშინ. - ირონიულად


ჩაილაპარაკა მაშომ.

-მსგავსი რამ აღარ განმეორდება, არასდროს! - მტკიცედ განაცხადა მამაკაცმა და წამოდგა. -


წავალ ბიჭებს დავურეკავ, გამოაფხიზლონ ის...

-დღეს რა გეგმები გაქვს შენ? - მიუბრუნდა კატო დას.

-უნივერსიტეტი და მერე ისევ პრაქტიკები. საღამოს კურსელთან ვიკრიბებით, ასე რომ, გვიან
მოვალ, რატომ მეკითხები?

-არა.. არაფერი, უბრალოდ დღეს ქორწილის ორგანიზატორს ვხვდები და ვიფიქრე, თუ


გეცალა გამომყვებოდი, მაგრამ ელენეს ვეტყვი. - მხრები აიჩეჩა ეკატერინემ.

-ისე შენი ძვირფასი მეჯვარე აღარ აპირებს ჩამოსვლას? მოგვადგა კარს ქორწილი
ფაქტობრივად. - ჩაეცინა მარიამს.

-გუშინ ველაპარაკე, ასე მითხრა, კვირის ბოლოს მანდ ვარ და მოემზადეთო. - გაეცინა
გოგონას დაქალის გახსენებისას.

-მარტო მოდის თუ ოთოც მოყვება?

-არა, ოთოც მოყვება. ასე მითხრა, ჩემი მეუღლე აქ რომ დავტოვო, მომტაცებენ ეს ისეთი
ბაჯაღლო ოქრო მყავსო!

-ვაიმე, ანანო რა გიჟიც იყო, ის გიჟი დარჩა! - გადაიკისკისა მაშომ.

-ამერიკა რო სიგიჟეს შველოდეს, რაღა გაგვიჭირდებოდა... - ჩაეცინა ეკატერინეს.

-კარგი, წავედი ახლა მე, უნდა მოვემზადო, თორემ დამაგვიანდება ლექციებზე. - წამოდგა
უმცროსი ჯაყელი და ოთახი დატოვა.

ეკატერინეც წამოდგა და სამზარეულოში გავიდა სასაუზმოდ, შემდეგ ელენეს დაურეკა და


ორგანიზატორთან წაყოლა სთხოვა, გოგონაც უყოყმანოდ დათანხმდა, რა თქმა უნდა. ასე
რომ, შუადღისთვის გაემზადა და სახლი დატოვა.

დილით საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა. მძიმედ წამოსწია თავი და


ცალთვალგახელილმა მოავლო ოთახს თვალი. მათეს საძინებელი ოთახი იცნო და მაშინვე
ამოუტივდივდა გონებაში განვლილი საღამოს დასასრული. თვალები მოიფშვნიტა და
მაშინვე დასწვდა მისთვის წინასწარ გამზადებულ მინერალურ წყალს, რომელიც იქვე
ტუმბოზე იდგა ბოთლით. ცოტა გამოცოცხლდა, სამზარეოლოდან მომავალი საჭმლის
სურნელი იყნოსა და კუჭმაც მაშინვე შეახსენა თავი. მძიმედ წამოდგა და ნელი სვლით
გაემართა სამზარეულოსკენ.

იოანე და მათე გაზქურასთან იდგნენ და როგორც ანდრეამ დაასკვნა, საუზმეს ამზადებდნენ.

-ვახ, გაიღვიძა! დიდება შენ გამოჩენას! - შეეგება ძმაკაცს იოანე.

-ცოტა ჩუმად ილაპარაკე, თავი მისკდება. - ძილისგან დაბოხებული ხმით თქვა ახვლედიანმა,
სკამი გამოწია და დაჯდა.

-გაგისკდება, აბა რა იქნება, ისედაც მთვრალი კიდევ უფრო გადათვერი გუშინ დაბრუნების
შემდეგ. - ჩაეცინა მათეს და საჭმლის თეფშებზე განაწილებას შეუდგა.

-გუშინ რა კოცნერტები მოაწყვე, გახსოვს? - გაეღიმა დანელიას.

-კი... - თავი დაუქნია ანდრეამ ძმაკაცს მთქნარებით.

-ალექსანდრე და ირაკლი აპირებენ მოსვლას, რომ იცოდე. ცოტახნის წინ დარეკეს...

-გუშინ აღარ გეძებეს, მაინც არ ექნებოდა აზრი შენთან ლაპარაკს, მაგრამ დღეს უეჭველი
მაგრად გადაგივლიან!

-აუ, აუ, აუ, ისედაც ცუდად ვარ და ახლა ირაკლის რა მოუსმენს?! - შეწუხდა ახვლედიანი.

-მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა, წარმოდგენას რომ მართავდი. - ნიშნისმოგებით თქვა


არაბულმა.

-არა, ისე მაინც რა იყო შენი გუშინდელი საქციელი, ჰა? ჯერ ბარში დალიე უაზროდ, შემდეგ
იმდენი ხალხი ლანძღე, ერის განმანათლებელივით. ნუ ჯაყელთან დაკავშირებით ხმასაც არ
ვიღებ, შენს შესაძლებლობებსაც კი გადააჭარბე...

-მაგარი სულელი, ავარდნილი ტიპივით მოიქეცი. რა გარანტია გქონდა, რომ ის ძაღლიშვილი


არ გესვროდა?!

-არც მქონდა... - ჩუმად თქვა ანდრეამ და თავი ჩახარა.

-ვერ გავიგე, გინდოდა, რომ მოეკალი? - წარბები შეკრა იოანემ.

-მღლით ამდენი ლაპარაკით! რაც გავაკეთე, არც პირველი ყოფილა და არც უკანასკნელი.
უბრალოდ ხალხს გავაგებინე, რომ დავბრუნდი და ნუღარ გამი*რაკებთ ახლა საქმეს! -
წამოენთო ახვლედიანი.

-სულელია ეს ჩე*ისა?! - ჩაეცინა აღშფოთებით მათეს და დანელიას გადახედა.

-მაგარი გადარჩი, შენ ძმობას ვფიცავარ. ანასტასია რომ არა, კიდევ არ ვიცით, რა მოხდებოდა!

-აუ, ანასტასია! - მხოლოდ იოანეს ნათქვამმა გაახსენა მასზე გაბრაზებული ბიძაშვილი.


-ხოო, ხოო, ანასტასია! როგორ გითავაზა გუშინ, გახსოვს? ანერვიულე საწყალი ბავშვი, შე
ვირო! კაი ხანი აღარ დაგელაპარაკება, ასე მგონია... - ჩაეცინა არაბულს.

ანდრეამ მაგიდას დაარტყა ხელი და ხმამაღლა შეიკურთხა.

-გინებით საქმეს ვერ უშველი და მგონი ჯობია, ჭამო დანელიას ნაცოდვილარი, მოწესრიგდე
და მამაშენისთვის მოემზადო! - დაარიგა მათემ ძმაკაცი.

-ჩემს ძმას დაურეკეთ და უთხარით, აქ მოსვლით არ შეწუხდნენ. მე თვითონ მივალ სახლში! -


პირველი ლუკმა ჩაიდო პირში ახვლედიანმა.

მათემ და იოანემ ერთმანეთს გადახედეს, დანელიამ მხრები აიჩეჩა და მობილური


მოიმარჯვა.

ტრიალ მინდორზე იდგა, სრულიად მარტო. გარშემო საოცარი სიწყნარე სუფევდა, მაგრამ ის
მაინც ნერვიულობდა, რადგან ვერაფრით გაეგო, სად იყო. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ და
მდინარეც დაინახა. მისკენ გაიქცა, მაგრამ უეცრად შეჩერდა, როცა მის წინ ულამაზეს რაშზე
ამხედრებული ქალი დაინახა. ერთი ხელით მზე მოიჩრდილა, რათა უკეთ დაენახა თეთრებში
ჩაცმული ქალბატონი, რომელიც ქალღმერთივით გამოიყურებოდა ცხენზე ამხედრებული.
დაატყვევა ქალის სილამაზემ, მაგრამ უფრო მეტად მისმა მეამბოხე სულისკვეთებამ,
რომელიც ჯდომაზევე ეტყობოდა. უნებურად გაეპარა ღიმილი და მისკენ ნელი სვლა იწყო.

უცებ შედგა. ადგილს მიეყინა. თვალები რამდენჯერმე დაახამხამა, რათა დარწმუნებულიყო,


არ ეჩვენებოდა. მის წინ არც მეტი, არც ნაკლები, ანასტასია ახვლედიანი იდგა. ცხენის
აღვირზე მაგრად ჰქონდა ჩაჭიდებული ხელები და კუშტად უმზერდა მამაკაცს. გაუკვირდა,
საოცრად გაუკვირდა და დაიბნა. სად იყო? იქ რა უნდოდა? ან გოგონა რატომ იყო მასთან
ერთად?! - კითხვები მისდაუნებურად გადაავიწყდა, რადგან ახვლედიანის მზერა მთლიანად
ატყვევებდა და მასთან მიახლოებას სთხოვდა. სვლას აუჩქარა, უნდოდა სწრაფად
მიახლოებოდა გოგონას, მაგრამ რაც უფრო მეტს გადიოდა, მით უფრო შორდებოდა რაშზე
ამხედრებულ ახვლედიანს.

ანერვიულდა, ვერაფერი გაიგო. მხოლოდ ხმა ჩაესმოდა ყურებში: „ნუ ესვრი, ნუ ესვრი, ნუ
ესვრი“. ვერაფრით გაიგო, საიდან მოდიოდა ეს ხმა. დატრიალდა და გარემოს მოავლო
თვალი. აღარც ანასტასია იყო სადმე, აღარც მისი ცხენი. ხელებზე დაიხედა და ელდა ეცა,
როცა სისხლი დაინახა.

მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი, მაგრამ ვერაფრით გაეგო, როგორ. შემდეგ ისევ ზემოთ
აიხედა, მის წინ ყელგამოჭრილი ცხენი ეგდო, რომელთანაც ახვლედიანი ჩაცუცქულიყო.
გოგონა ფაფარზე ეფერებოდა თავის რაშს და მწარედ ქვითინებდა. მერე თავი აწია და თვალი
თვალში გაუყარა მამაკაცს.
-შენი ბრალია... შენი ბრალია... შენ მომიკალი! - სიძულვილით გაჟღენთილ სიტყვებს კბილებ
შორის ცრიდა ანასტასია და აწყლიანებულ თვალებში ზიზღის კოცონს აგიზგიზებდა.

ხმა წაერთვა, ვერაფერი უთხრა, რადგან არაფერი ესმოდა. უნდოდა, გოგონას მიახლოებოდა
და რაიმე ეთქვა, სანუგეშოდ, მაგრამ უეცრად ჩაესმა კაცის ბოხი ხმა:

-ბექა გაიღვიძე... ბექა, ადექი. - ფრთხილად ანჯღრევდა მძინარე მამაკაცს რატი.

ჯაყელმა უცებ გაახილა თვალები და წამოხტა.

-რა იყო, ბიჭო, რას წამოხტი, გამიხეთქე გული! - გაეცინა გეგას და გულზე მიიდო ხელი.

-რა მოხდა? სად ვარ, კი არადა, რა ხდება? - ახალგაღვიძებული და სიზმრისგან დაბნეული,


აქეთ-იქეთ აცეცებდა თვალებს.

-ხომ კარგად ხარ, ეეე , სად უნდა იყო, შენს ოთახს ვეღარ ცნობ?

-თქვენ რა გინდათ აქ? რატომ გამაღვიძეთ საერთოდ?! - უცებ მოვიდა გონს მამაკაცი.

-ლუკამ დარეკა, დემეტრე დაბრუნდა და შენი ნახვა უნდა. გვთხოვა, გააღვიძეთ და


მოიყვანეთო.

-დემეტრე დაბრუნდა? რატომ დაბრუნდა, არ აპირებდნენ ჯერ...

-გუშინდელზე გაიგეს, მგონი.

-და ჩემთან დალაპარაკება რატომ უნდა?

-ჩვენც არ ვიცით. უბრალოდ ლუკას დანაბარებს ვასრულებთ. მიდი, ჩაიცვი და გამოდი, ჩვენ
ქვევით დაგელოდებით. - მხარზე ხელი დაკრა რატიმ ძმაკაცს და გეგასთან ერთად დატოვა
ოთახი.

ბექამ თავი მოიქექა და კიდევ ერთხელ გაიხსენა ნანახი სიზმარი. კითხვები არ ასვენებდა:
რატომ ნახა ანასტასია ახვლედიანი სიზმარში? ან საერთოდაც, რა შინაარსი ჰქონდა ნანახს?

ვერაფერი გაიგო. თავი გააქნია და ყველაფერი სასმელს დააბრალა. შხაპი მიიღო, მოემზადა
და ბიჭებთან ერთად დატოვა სახლი.

ეკატერინე და ელენე ქორწილის ორგანიზატორს ემშვიდობებოდნენ, როცა საქმრომ დაურეკა


ჯაყელს და შეხვედრა სთოვა. მაშინვე დათანხმდა, რაღა თქმა უნდა. კმაყოფილმა დათუნამაც
შეხვედრის ადგილი ჩააწერინა გოგონას და თხოვა, არ დაეგვიანა.
მანქანით მოცემულ მისამართზე მალევე მივიდა. გასვიანს მართლაც არ მოუწია ლოდინი.
ლამაზი გალავნის წინ გააჩერდა და ფანჯრიდან შეათვალიერა გარემო. დათუნას მანქანა
იცნო, მაშინვე გადავიდა და დიდი ჭიშკრის წინ დადგა.

გაკვირვებული, ვერ ხვდებოდა, სად იყო ან რა უნდოდა იქ. მაშინვე ამოიღო ტელეფონი და
საქმროს დაურეკა.

-მოხვედი? - სწრაფად უპასუახა მამაკაცმა.

-დიდი ჭიშკრის წინ ვდგავარ. ვერ მეტყვი რა ხდება?

-გააღე კარი და ბილიკს გამოყევი.

ეკატერინე მითითებებს მიჰყვა და უზარმაზარ ეზოში ამოყო თავი.

-კარგი, ახლა საით წავიდე?

-ცოტა კიდევ იარე, არ გაჩერდე...

გოგონა ბილიკს მიუყვებოდა. სიმეტრიულად ჩამწკრივებულ ხეებს გასცდა და უცებ დაინახა


დათუნა, რომელიც გაღიმებული უყურებდა.

-ყოჩაღ, ქალბატონო კატერინა, მოაგენით ჩვენს სახლს! - ისევ მობილურში უთხრა დათუნამ
და გაუთიშა.

-ჩვენს სახლს?! ცოტა დამაბნიე... - გაკვირვებული ღიმილით მიუახლოვდა მამაკაცს ჯაყელი.

-მომეცი ხელი! - გაეღიმა გასვიანს და ხელი ჩაკიდა ეკატერინეს.

რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს, შემდეგ დათუნამ საცოლეს შეხედა თვალებში და გაუღიმა.

-იცი ახლა სად ვდგავართ?

-სად? - გაეცინა კატოს.

-ჩვენს მისაღებ ოთახში!

ისევ გადადგეს რამდენიმე ნაბიჯი.

-ახლა კი ჩვენს საძინებელში ვართ. - გაეღიმა დათუნას.

-ანუ ეს... აქ ჩვენი მომავალი სახლი აშენდება?! - ჩაეცინა გოგონას.

დათუნამ თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად.

-ხვალ დაიწყებენ საძირკვლის გათხრას. პროექტი გუშინ გადავეცი.

-რა მაგარია! ღმერთო, ძალიან ლამაზი ადგილია! რამხელა ეზოა... ულამაზეს ბაღს გავაშენებ...
ძალიან მომწონს! - კისერზე ჩამოეკიდა საქმროს გახარებული ეკატერინე და მოწყვეტით
აკოცა.
-მიხარია, თუ მოგწონს. მინდოდა, შენთვის სიურპრიზი გამეკეთებინა და იქამდე არ
განახებდი ამ ადგილს, სანამ დაპროექტება არ დავასრულე.

-ულამაზესი ადგილია, მართლა ძალიან მომწონს. ზუსტად ისეთია, როგორიც წარმომედგინა.


ერთი სული მაქვს, როდის ვიცხოვრებთ ამ სახლში მე და შენ, ერთად!

-სულ რამდენიმე თვეში, ჩემო ლამაზო... სულ რამდენიმე თვეში!

-მერე ვიტყვი, რომ ჩემმა ქმარმა ჩემთვის სახლი ააშენა! - გაეცინა ეკატერინეს.

დათუნას გაეღიმა და რამდენიმე ნაბიჯით ჩამოშორდა გოგონას.

-აი, ამ ადგილას ბუხარი იქნება. ყოველ საღამოს დავსხდებით ხოლმე სარწეველა სკამებში და
ერთი ჭიქა წითელი ღვინით ხელში, სასიამოვნო მუსიკის ფონზე მოვუყვებით ერთმანეთს
განვლილი დღის შესახებ. შენ იმდროისთვის უკვე მსოფლიოში ცნობილი მხატვარი იქნები,
მე კი გრანდიოზული შენობების დაპროექტებას დამავალებენ. ორივენი წარმატებულები
ვიქნებით ჩვენს საქმეში და სამსახურით დაღლილებს, საღამოობით ერთმანეთის ყურებაში
ჩაგვეძინება. მერე ბავშვის ტირილი გაგვაღვიძებს. ორივენი წამოვდგებით და ჩვენს შვილს,
ბიჭს ან გოგოს, რომელსაც ჩემი ფერის თვალები და შენი ფერის თმა ექნება, ხელში ავიყვანთ.
დავაწყნარებთ და ვეტყვით, რომ დედიკო და მამიკო მასთან არიან. შემდეგ ისევ დავაწვენთ
თავის საწოლში და ჩვენც დავბრუნდებით საძინებელში. ერთმანეთის ალერსით დაღლილები
საწოლს მივესვენებით და მშვიდად დავიძინებთ, იმის იმედით, რომ დილას არა მზის
სხივები ან ბავშვის ტირილი, არამედ საყვარელი ადამიანის კოცნა გაგვაღვიძებს. ეს იქნება
სამოთხე დედამიწაზე, არა?! - შენ რას იტყვი კატერინა, რატომ ჩაფიქრდი? - გაეღიმა გასვიანს.

-უბრალოდ წარმოვიდგინე შენი სიტყვები და ბედნიერებისგან სიტყვები წამერთვა! - მხრები


აიჩეჩა კატომ ღიმილით და საყვარელ მამაკაცს ჩაეხუტა. - მიყვარხარ, დათუნა. ყველაზე და
ყველაფერზე მეტად!

-მეც მიყვარხარ... ძალიან, ძალიან...და მინდა, რომ ჩვენი თანაცხოვრების თითოეული დღე
ამის დასტური იყოს შენთვის!

-თუ დაკავებული არ ხარ, წამოდი ჩვენს კაფეში წავიდეთ. მინდა, კიდევ ბევრი ვილაპარაკოთ
ჩვენს მომავალზე!

-წავიდეთ... - ღიმილით დაეთანხმა დათუნა გოგონას და ხელი ჩაკიდა.

მარიამი უნივერსიტეტიდან გამოდიოდა, როცა თანაკურსელმა დაუძახა და გაჩერება სთხოვა.

-მოხდა რამე, ბაჩო? - ღიმილით შებრუნდა გოგონა მეგობრისკენ.


-არაფერი, უბრალოდ შენთვის მინდოდა მეთქვა, რომ დღეს საღამოს გეგმები შეგვეცვალა.
ჩემთან კი არა, უტასთან ავდივართ.

-უტა ვინ არის? - სახელი ეუცხოვა მაშოს.

-უტა დანელია, ჩვენი ჯგუფელია. წელს დაბრუნდა გერმანიიდან, იქ სწავლობდა.

-მოიცა, ჩვენი ჯგუფელია და მე არ ვიცნობ? აჰ, ეს ის ცნობილი დანელიაა, მთელი წელი რომ
არ უნახავთ უნივერსიტეტში? - გაეცინა ჯაყელს გახსენებაზე.

-ეგ გახლავთ! - გაეცინა ბაჩოსაც. - ხოდა, რომ არავინ არ იცნობთ ჩვენს კურსზე, გვთხოვა
ჩემთან შევიკრიბოთო და უარი ვეღარ ვუთხარით. რამე საწინააღმდეგო ხომ არ გაქვს?

-არა, საწინააღმდეგო არა, მაგრამ უხერხული არ არის, ასე უცხო ადმიანთან სახლში მისვლა?

-კაი რა, მარუს. რა უხერხული, უტა ჩვენი ძმაკაცია. სანამ წავიდოდა, იქამდეც
ვმეგობრობდით. მაგის ძმას შეიძლება იცნობ კიდეც, იოანე დანელია...

მარიამს სახელი ეცნო, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა საიდან.

-არა... არ ვიცნობ. კარგი, მოკლედ, მისამართს ხომ მომწერ?

-კი, კი აუცილებლად! - გაეცინა ბიჭს.

უეცრად მათ წინ შავი ფერის, დაბურულმინებიანი მანქანა გაჩერდა და იქიდან, მაღალი და
ახოვანი მამაკაცი გადმოვიდა. პიჯაკი შეიხსნა და პირდაპირ მარიამთან გაჩერდა.

-ქალბატონო მარიამ, - თავი დაუკრა გოგონას და მზის სათვალეები მოიხსნა.

-დიახ, გისმენთ. - გაკვირვებით ახედა გოგონამ სრულიად უცხო მამაკაცს.

-რა გნებავთ?! - ჩაერია საუბარში ბაჩო, რომელიც ეჭვისთვალით ათვალიერებდა უცნობს.

-მე თქვენმა ძმამ გამომგზავნა. ამიერიდან მე ვიქნები თქვენი მძღოლი და პირადი მცველი! -
ბოხი, დაყენებული ხმა ჰქონდა მამაკაცს.

-რა?! ჩემს ძმას არაფერი უთქვამს ჩემთვის. მე გარკვევით ვუთხარი, რომ ძიძას არ ვსაჭიროებ!
-გაბრაზდა მაშო და ტელეფონი მოიმარჯვა.

-დამშვიდდი, მარიამ. - ხელი მოხვია ბაჩომ გოგონას. - უკაცრავად, მაგრამ რატომ უნდა
გენდოთ ჩემი მეგობარი და გამოგყვეთ სრულიად უცხო ადამიანს?

-შეგიძლიათ დაურეკოთ ბატონ ლუკას და ის თავად გეტყვით ყველაფერს. - აუღელვებლად


ლაპარაკობდა უცნობი.

-დარეკვა არ არის საჭირო. მაშო, შეგიძლია წამოხვიდე ჩვენთან ერთად გამარჯობა, ბაჩანა!
უეცრად არსაიდან გამოჩნდა თორნიკე, რომელმაც ჯერ მაშოს მოახსენა ყველაფერი, ხოლო
შემდეგ ბაჩოს მიესალმა აგდებულად.

-თორნიკე? შენ რაღა გინდა აქ? - გაუვკვირდა მარიამს ბიჭის იქ დანახვა.


-დავითს წამოვყევი, იმიტომ რომ ვიცოდი, თავს გაიგიჟებდი. მადლობა, დავით, შეგიძლია
მანქანაში დაბრუნდე. ჩვენც ახლავე მოვალთ! - მხარზე ხელი დაკრა თორნიკემ მამაკაცს და
ისიც დაუყონებლივ გაემართა მანქანისკენ.

-თორნიკე, შეგიძლია ამიხსნა, რა ხდება?!

-დამშვიდდი, მაშო. არაფერიც არ ხდება. უბრალოდ, შენს უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ და არ


არის საჭირო, სცენების მოწყობა უცხოებიც წინ. - ბოლო სიტყვებზე თორნიკემ ბაჩოს
გადახედა და ჩაეცინა.

-ჯერესერთიც, ბაჩო უცხო არ არის და მეორეც, ახლა წამოგყვებით, რადგან უკვე მაგვიანდება,
მაგრამ ამაზე ლუკას კიდევ დაველაპარაკები! - გაბრაზდა მაშო, მეგობარი გადაკოცნა და
მხოლოდ ამის შემდეგ ჩაჯდა მანქანაში.

-აბა კარგად იყავი, ბაჩანა! - ღიმილით დაემშვიდობა თორნიკე ბიჭს და ისიც გოგონას მიჰყვა.

-სად წავიდე, ქალბატონო? - სარკიდან გახედა დავითმა გოგონას და ღვედი შეიკრა.

-კლინიკაში. მისამართს ეგ ვაჟბატონი გეტყვის, ჩემზე კარგად იცის ყველაფერი! - თორნიკეზე


ანიშნა ჯაყელმა და თავად ფანჯარას მიაყრდნო თავი. თორნიკეს გაეცინა და მისამართი
უკარნახა მძღოლს.

ანდრეამ რამდენჯერმე გაბმულად დაუსიგნალა სახლის ჭიშკარზე მიმაგრებულ დაცვის


წევრებს და როგორც კი ჭიშკარი გაუღეს, სწრაფად შეიყვანა მანქანა ეზოში. დინჯად
გადმოვიდა მანქანიდან, კარზე დააბრახუნა და დაელოდა, სანამ გაუღებდნენ.

კარი მოსამსახურემ გაუღო და სახლში შეატარა. ირაკლი და ალექსანდრე კიბესთან იდგნენ


და მის გამოჩენას ელოდნენ.

-დილამშვიდობისა! - ცივად მიესალმა ახვლედიანი ოჯახისწევრებს, გვერდი აუარა და


კიბეებზე აირბინა.

-მე მგონი, სალაპარაკო გვაქვს! - შვილის საქციელით გაოცებულმა, საკმაოდ მკაცრად


დაუძახა ანდრეას.

-არამგონია. - უდარდელად უპასუხა ბიჭმა და დერეფანში დაიკარგა.

მამა-შვილმა ერთმანეთს გადახედა, შემდეგ კი ორივე უკან გაჰყვა ახვლედიანს.

-ვერ გავიგე, რანაირად იქცევი, ანდრეა?! გუშინ იმხელა კონცერტები ჩაატარე და დღეს
დალაპარაკებაც არ გინდა ამაზე?! - საძინებელ ოთახში შესვლისთანავე დაუყვირა ირაკლიმ
ვაჟიშვილს.
-მამა, ისედაც მისკდება თავი და გეხვეწები, ნუ ყვირი, რა. - სახე დამანჭა ახვლედიანმა.
გარდერობის ოთახში შევიდა და იქიდან ორი დიდი ჩანთა გამოიტანა.

-ეს რა არის? - მშვიდად ჰკითხა სანდრომ ძმას და ჩანთებზე მიუთითა.

-ჩემი ბარგია, რომელიც, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არ მქონდა ამოლაგებული.

-და რად გინდა ჩემოდნები?!

-წყნეთში გადავდივარ, დედასთან! - მტკიცედ განაცხადა ანდრეამ და მამას გაუსწორა მზერა;


ირაკლის ცინიკურად ჩაეცინა.

-ახლა არ მითხრა, რომ დედაშენის ნახვის გამო მოიქეცი გუშინ ასე ბავშვურად.

-ბავშურ საქციელს რას ეძახი შენ, იმას, რომ ჩემი აზრი გამოვთქვი „ნაღებ საზოგადოებასთან“
დაკავშირებით, თუ იმას, რომ ბექა ჯაყელს კინაღამ თავი მოვაკვლევინე?!

-საერთოდ, ყველა შენს ქმედებას, ჩამოსვლის დღიდან, ბავშვობად მივიჩნევ, ანდრეა!

-თუ ერთმანეთის საქციელებისთვის სახელის დარქმევას ვაპირებთ, მაშინ მეც გეტყვით,


ბატონო ირაკლი, რომ ავადმყოფი ცოლის დამალვას და ჯანდაბაში გადასახლებას
არაკაცობად მივიჩნევ! - წამოენთო ანდრეა და ჯიქურ მიაშტერდა მამას.

-იმაზე ნუ ლაპარაკობ, რაზეც წარმოდგენაც არ გაქვს! - გაბრაზდა უფროსი ახვლედიანი.

-მე არ ვლაპარაკობ, მამა, მხოლოდ ვმოქმედებ! როგორც გითხარით, წყნეთში გადავდივარ


დედასთან და ვერცერთი თქვენგანი ვერ შემაჩერებს!

-მამა გთხოვ, ცოტახნით მარტო დაგვტოვე! - მიმართა ალექსანდრემ მამას და ისეთი სახით
შეხედა, ირაკლიმ მაშინვე დატოვა ოთახი. - რატომ იქცევი ასე, ანდრეა?! - მიუბრუნდა
სანდრო ძმას.

-როგორ, ასე?!

-შენ რა გგონია, ჩემზე მეტად განიცდი დედას ამბავს? ან ჩემზე მეტად გიყვარს?! თუ გგონია,
რომ ჩვენ ფეხებზე გვკიდია დედა, ძალიან ცდები. ექიმმაც გვირჩია და თვითონაც მოინდომა
ცალკე ცხოვრება. მეგონა, გუშინწინ გარკვევით გითხარი ეს.

-გარკვევით მითხარი?! - ჩაეცინა ანდრეას. - რა მითხარი გარკვევით, რომ დედა შეურაცხადია


და ვერავის ვერ სცნობს გარშემო?! გამაფრთხილე, რომ ჩემ დანახვაზე გაგიჟდებოდა?! -
იღრიალა ახვლედიანმა.

-დედა ავად არის! იმ ამბის შემდეგ ასეთ მდგომარეობაშია! სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ
მისი წყნეთში აყვანა. იქ მშვიდად არის და თან ნანაც კარგად უვლის. მეც ხშირად ავდივარ
მის მოსანახულებლად, ხანდახან, ანასტასიაც მომყვება. ეს საუკეთესო გამოსავალი იყო
დედასთვის, რატომ არ გესმის?!

-როგორც ყოველთვის, მამას ნამუსების წმენდით ხარ დაკავებული, სანდრო. შენთან


სალაპარაკო არაფერი მაქვს, მე ვთქვი ჩემი სიტყვა და არ გადავალ, შენც კარგად იცი!
-იცოდე, ახლა რომ წახვიდე, ჯაყელები იფიქრებენ, რომ ჩვენს ოჯახში განხეთქილება მოხდა
და გუშინდელი ამბის შემდეგ მეტიც არ უნდათ!

-იცით, რას გეტყვით?! - ფეხებზე მკიდია თქვენი ჯაყელებიც და მათთან დაპირისპირებაც!

-ახლა მარტივია, არა ლაპარაკი?! გუშინ ბექას რომ იწვევდი და სთხოვდი, მომკალიო, მაშინ
არ გეკიდა ფეხებზე?! - გაბრაზდა ალექსანდრე. - შენ სულ ასე იქცევი, ანდრეა! ფეხებზე
იკიდებ ყველას აზრს და მხოლოდ შენსას აწვები! რამდენიმე წლის წინ ისე წახვედი, რომ შენი
ჩასვრილი საქმე ჩვენ დაგვიტოვე გამოსასწორებლად. ახლა კი ბრუნდები და იმის მაგივრად,
გვეხმარებოდე, უარესად აფუჭებ ყველაფერს! ვითომ არ იცი, დედა ვის გამო გახდა ცუდად,
აქეთ ჩვენ გვდებ ბრალს შენს გაფუჭებულ საქმეში! საკმარისია, არავინ აპირებს შენი
საქციელების ატანას, საკმარისად გითმინეთ! - მთელ ხმაზე ყვიროდა ალექსანდრე და
გაცეცხლებული თვალებით უყურებდა ძმას.

ანდრეა გახევებული იდგა და ხმასაც არ იღებდა. უბრალოდ უყურებდა ძმას და მისი


თითოეული სიტყვა წიწკნიდა გულს.

-ვახ... როგორც იქნა, შენც მითხარი შენი სათქმელი. კარგია, რომ გამიმხილე შენი ზიზღი ჩემ
მიმართ, თორემ ერთხელაც შეიძლებოდა, ღამე მოგეკალი. - ჩამხრჩვალი ხმით ალაპარაკდა
ანდრეა და თავი ჩახარა. - მართალი ხარ ყველაფერში. დედას რაც დაემართა, ჩემი ბრალია. და
ზოგადად, ერთი იმპულსური, თავზეხელაღებული კაცი ვარ, რომელსაც ყველა და
ყველაფერი ფეხებზე კიდია, ოღონდ თავისი „გაისწოროს“. უბრალოდ... არ მეგონა, ამ
სიტყვებს შენგან თუ მოვისმენდი. - დანანებით ჩაეცინა ახვლედიანს და ჩაწითლებული
თვალებით ახედა უმცროს ძმას, რომელიც გახშირებულად სუნთქავდა.

ანდრეამ ხელი დაავლო ჩემოდნებს და სწრაფად დატოვა ოთახი.

-ანდრეა, მოიცადე, ნუ სულელობ.! - უკან დაედევნა უფროს ძმას ალექსანდრე.

ანდრეამ უცებ ჩაირბინა კიბეები და კართან შედგა

-კარგად იყავი, სანდრო! - გაუღიმა ანდრეამ ძმას, ზუსტად ისე, როგორც რამდენიმე წლის
წინ, როცა ქვეყნიდან მიდიოდა, უფრო სწორად კი, გარბოდა მამამისის ბრძანებით, რადგან
ნიკოლოზ ჯაყელის მკვლელობისთვის იძებნებოდა. მაშინაც ზუსტად ამ სიტყვებით
დაემშვიდობა უმცროს ძმას, რომლის თვალებშიც შიშს ხედავდა ახვლედიანი. მაშინაც კიბის
თავში იდგა ალექსანდრე და უყურებდა უფროს ძმას, რომელიც მორიგი გაფუჭებული საქმის
გამო მიდიოდა სახლიდან.

ანდრეამ აუღელვებლად დატოვა სახლი, ჩანთები მანქანაში ჩააწყო და სწრაფად მოსწყდა


ადგილს. ალექსანდრე კი უბრალოდ იდგა კიბის თავში და ერთ ადგილას ჰქონდა თვალი
გაშტერებული. უნდოდა, ძმას დაწეოდა და ეთქვა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ძმებს
ერთმანეთის იმედი უნდა ჰქონოდათ,მაგრამ ფეხები დაება და რაღაც ძალამ ნაბიჯიც კი ვერ
გადაადგმევინა. ირაკლი უყურებდა უმცროს შვილს და სიტყვასაც ვერ ძრავდა, რადგან
იცოდა, ახლა სანდროს ყველაზე მეტად სტკიოდა. სტკიოდა ისე, როგორც რამდენიმე წლის
წინ, როცა ძმა დაკარგა. უბრალოდ მივიდა შვილთან, მხარზე ხელი დაარტყა, ხოლო შემდეგ
გულში ჩაიკრა.

მაშო საღამოს გამოვიდა კლინიკიდან. მეგობრები უკვე ურეკავდნენ და კითხულობდნენ,


რადგან გოგონა იგვიანებდა. აღარც ახსოვდა, გარეთ თუ დაცვა ელოდებოდა და როცა
მანქანასთან დინჯად მდგარი დავითი დაინახა, კიდევ ერთხელ ამოიხრა.

-სად წაგიყვანოთ, ქალბატონო მარიამ? - მანქანასთან მისვლისთანავე ჰკითხა კაცმა მაშოს და


ავტომობილის კარი გაუღო.

-აი, ამ მისამართზე მიმიყვანე, თუ შეიძლება. - ბაჩოს მიწერილი მესიჯი ანახა ჯაყელმა.

-გასაგებია! - თავი დაუკრა დავითმა გოგონას და თვითონაც დაიკავა მძღოლის ადგილი.

უტა დანელია შეძლებული ოჯახის შვილი უნდა ყოფილიყო. მის ორსართულიან, ულამაზეს
სახლს უზარმაზარი ეზო ერტყა გარშემო, რომელსაც მოვლა ეტყობოდა. ალბათ ოჯახის
დიასახლისს ძალიან უყვარდა მცენარეები, რადგან ბაღში უხვად შეხვდებოდით სხვადასხვა
ჯიშისა თუ ფერის ყვავილებსა და ხეებს.

მაშომ ხარბი მზერით შეათვალიერა სახლი, გულში მოუწონა პატრონს გემოვნება და


სახლიდან გამოსული მეგობრებისკენ გაემართა.

-როგორც იქნა, მოაღწიე! რა იყო, მთავარ ექიმად დაგნიშნეს?! - სიცილით შეეგება გოგონას
კურსელი, სალომე, რომელთანაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

-ოო, არ დაიწყოთ ახლა. როგორც კი გავთავისუფლდი გამოვიქეცი! - თვალები გადაატრიალა


ჯაყელმა და მეგობრებს ჩამოუარა გადასაკოცნად.

-მარიამ, გაიცანი, ეს არის ჩვენი ჯგუფელი, უტა, ამ სახლის მფლობელი და ჩვენი


დღევანდელი მასპინძელი! - წარუდგინა ბაჩომ გოგონას დანელია, რომელიც საკმაოდ
სიმპატიურად გამოიყურებოდა ქერა თმითა და ოდნავ მოზრდილი წვერით.

-სასიამოვნოა, მარიამ ჯაყელი. - გაუღიმა მაშომ ბიჭს.

-ჯაყელი?! - თვალები გაუფართოვდა უტას. - ლუკა ჯაყელის ვინმე ხარ?


-ლუკა ჩემი ძმაა, იცნობ?

-ლუკა და ბექა ჯაყელებს ვინ არ იცნობს, მაგრამ მე პირადად მხოლოდ შორიდან მქონია
შეხება. - დაბნეულად ჩაეცინა ბიჭს. - კარგი, წამოდით, შევიდეთ სახლში. მე მგონი, ბოლო
მომსვლელიც მოვიდა! - ტაში შემოკრა უტამ და ჯგუფელებს შინისკენ წაუძღვა.

-კარგი ბიჭია, არა? - გადაუჩურჩულა სალომემ მარიამს.

-რა ვიცი, კი. - მხრები აიჩეჩა მაშომ და ჩაიცინა.

-ამბობენ, ძმა უკეთესიაო. საერთოდაც, მისია ეს სახლი. - გადაუჩურჩულა გოგონებს მათმა


კურსელმა ნინიმ.

-ახლა არ დაიწყოთ თქვენებურად ჭორაობა! - გაეცინა მარიამს და გოგონებიც გააცინა.

სახლი შიგნიდან ერთი-ორად უფრო მდიდრულად და ელეგანტურად გამოიყურებოდა.


დანელიების ოჯახს მართლაც კარგი გემოვნება და ფინანსური შესაძლებლობები უნდა
ჰქონოდა, რომ ასე ძვირფასად მოეწყოთ ყველაფერი.

უტამ მეგობრები დიდ სასტუმრო ოთახში შეიყვანა, სადაც სუფრა იყო მათთვის გაშლილი.

-მობრძანდით, მეგობრებო. აი, ეს არის ჩემი მოკრძალებული სამყოფელი! - შეუძღვა ოთახში


დანელია ახალგაზრდებს.

-„მოკრძალებულის“ რა მოგახსენოთ. - გადაულაპარაკა სალომემ ნინის და ორივემ


ჩაიფხუკუნა.

-ძალიან ლამაზი სახლი გაქვს, უტა... - აღნიშნა მარიამმა და გარემოს კიდევ ერთხელ შეავლო
თვალი.

-მადლობა, მარიამ! - გაუღიმა ბიჭმა ჯაყელს, ხოლო შემდეგ მზერა მოცინარი სალომესკენ
გააპარა. - გოგონებო, რატომ დგახართ, დასხედით! - ნამდვილი მასპინძლის როლი მოირგო
და სალომეს სკამი გამოუწია დასაჯდომად.

სადილის შემდეგ საუბარს შეყვნენ. ახალგაზრდები უნივერსიტეტის ამბებს იხსენებდნენ და


ხალისობდნენ. ძირითადად უტას უყვებოდნენ ამბებს და ურჩევდნენ, მასაც ევლო
ლექციებზე.

-ისე ყველას გადაწყვეტილი გაქვთ, რა განხრით გინდათ სწავლის გაგრძელება? - ჯგუფელებს


მიმართა კითხვით დანელიამ.

-მე გინეკოლოგობა მინდა! - წამოიძახა სალომემ ამაყად. და უტამაც მაშინვე გაუღიმა


გოგონას.

-მე პედიატრობა მინდა, ვგიჟდები ბავშვებზე. - ჩაეცინა ნინის.

-მომავალი ტრავმატოლოგი ვარ მე! - ხელით საკუთარ თავზე ანიშნა ბაჩომ.


-მეც ტრავმატოლოგიურში მოვდივარ შენთან ერთად! - გაეცინა მათ ერთ-ერთ ჯგუფელ,
გიორგის და მხარზე ხელი დაკრა ბაჩოს.

-შენ ჯერ არ გაქვს გადაწყვეტილი, მარიამ?

-კი, ქირურგობა მინდა, მაგრამ ჯერ უცხოეთში მივდივარ სწავლის გასაგრძელებლად.


საერთოდაც, არ მინდოდა საქართველოში ჩაბარება, მაგრამ ოჯახური პრობლემა მქონდა და
საბუთების ვეღარ მოვახერხე. - ბოლო სიტყვებზე მოიღუშა გოგონა, რაც დანელიას არ
გამორჩენია მხედველობიდან. - შენზე რას გვეტყვი, რომელი სპეციალობის არჩევა გინდა? -
უცებ გამოცოცხლდა მარიამი და უტას გაუღიმა.

-მეც, შენი არ იყოს, ქირურგობა მინდა და არც მე ვიტყოდი უცხოეთში სასწავლებლად


დაბრუნებაზე უარს.

-დაბრუნებაზე? იქ სწავლობდი? - ჩაერთო საუბარში ნინი.

-კი, სამი წელი.

-და საერთოდ რატომ დაბრუნდი? - დაინტერესდა სალომე.

-გარკვეული მიზეზების გამო. - მოკლედ მოჭრა უტამ და თვალი აარიდა გოგონას; ამჯერად
მაშოს არ გამორჩენია დანელიას ქმედება.

-უცნაურია შენნაირი ბიჭი საერთოდ რომ სწავლობს სამედიცინოზე! - გულწრფელად აღნიშნა


ნინიმ; უტას გაეცინა.

-რატომ არის უცნაური?

-რა ვიცი, ცუდად არ გამიგო, მაგრამ შენისთანა ბიჭები უფრო ბიზნესს ირჩევენ ან რამე
მსგავსს. - გაეცინა გოგონას.

-გეთანხმები, მაგრამ მე ბავშვობიდან ეს სფერო მიზიდავდა, თანაც ჩემი საახლობლოს


გადამკიდე, საჭიროც არის, რომ ქირურგი გავხდე! - გაეცინა ბიჭს.

-ასეთი ხიფათიანი სამეგობრო გყავს? - გაეღიმა მაშოს.

უტამ ბიჭებს გადახედა.

-ხო, რა ვიცი... - მხრები აიჩეჩა და ჯაყელს გაუცინა.

საუბარი და მხიარულება გაგრძელდა, ბაჩომ გიტარაც ითხოვა და მარიამის „შეკვეთების“


შესრულება დაიწყო. ერთ-ერთი სიმღერის დროს გოგონას ტელეფონი ამღერდა და ისიც
იძულებული გახდა, აივანზე გასულიყო.

-გისმენ, თორნიკე! - სიწყნარეში გასვლისთანავე უპასუხა ტელეფონს.

-სად ხარ? რომ გირეკავ, რატომ არ მპასუხობ?! - მაშინვე ჩაესმა მამაკაცის მკაცრი ხმა.

-არ მესმოდა ხმაურში, ბოდიში...


-სად ხარ?! - შეაწყვეტინა საუბარი თორნიკემ გოგონას.

-მეგობართან ვართ ჯგუფელები, ხომ გითხარი?!

-რომელ მეგობართან?

-არველაძე ზედმეტები ხომ არ მოგდის, შემთხვევით?! ჩემი ძმა არ მაკონტროლებს ამდენს და


შენ რა გინდა, ვერ გავიგე...

-შენი ძმა იმიტომ არ გაკონტროლებს, რომ იცის, სანდო ხელში ხარ! მეტყვი ვისთან ხარ, თუ
დავურეკო დათოს?!

-შემეშვი, რა! არ ვარ ვალდებული, ანგარიში გაბარო! - გაბრაზდა მაშო და ტელეფონი


გაუთიშა მამაკაცს. ღრმად ამოისუნთქა და მოაჯირს დაეყრდნო ორივე ხელით. მის წინ
ულამაზესი ხედი იშლებოდა.

-ეჭვიანი შეყვარებული? - ღიმილით ამოუდგა გოგონას გვერდით უტა.

-უიმე არა, ღმერთმა დამიფაროს! - გულწრფელად შეიცხადა მარიამმა და დანელიაც გააცინა.

-თვალები რომ სხვა რამეს მეუბნება? - ეშმაკურად ჩაეღიმა ბიჭს.

-ნუთუ? - გაეცინა გოგონას.

-შენ რა გგონია გერმანიაში მარტო ზოგადი ქირურგიის შესახებ მასწავლიდნენ? - გაეცინა


უტას და მარიამიც გააცინა. - არა, მართლა გეუბნები, შენი საუბრის მოსმენა არც მიცდია,
მაგრამ ყური მოვკარი და ვერ დავიჯერებ, რომ იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც ასეთი
ტონით ელაპარაკები, არაფერს გრძნობ!

-ზედმეტად ჩახლართულია ეგ ამბავი. - ამოიხვნეშა გოგონამ.

-ხო, მაგას ვხვდები, მაგრამ არ მითხრა, რომ ცალმხრივად გიყვარს, ვერ დავიჯერებ!

-ჩემი ძმის ძმაკაცია და ისე მეპყრობა, როგორც პატარა დას. ვერ იტანს როცა ბიჭებს
მოვწონვარ, სულ მაკონტროლებს და მეჩხუბება, ჩემს ძმაზე მეტად მაბეზრებს თავს!

-აჰ, გასაგებია. და შენ გგონია, რომ მაგას შენი ძმის გამო აკეთებს? - გაეცინა უტას.

-კი არ მგონია, დარწმუნებული ვარ, რომ ეგრეა. თანაც რომც ვცდებოდე და მასაც ჰქონდეს ჩემ
მიმართ რაიმე გრძნობა, ჩემს ძმას მაინც არ „გადაახტება“. ხომ იცი „ძმაკაცის და წმინდაა!“
ირონიულად ჩაეცინა მარიამს. - ნახე, რა უცებ გადაგიშალე გული? ასეთ თემებზე მხოლოდ
ჩემს დას და დაქალს ველაპარაკები. - გაეცინა გოგონას.

-ორი მონათესავე სული უცებ პოულობს ერთმანეთს! - თვალი ჩაუკრა დანელიამ ჯაყელს და
გაუცინა.

ერთხანს ორივე დადუმდა. მთვარით განათებულ ბაღს გადაჰყურებდნენ და თავიანთ


საფიქრალზე ფიქრობდნენ, არც ერთი ჩქარობდა შინ შესვლას.

-ულამაზესი ეზო გაქვს! - აღნიშნა მაშომ.


-მადლობა... - გაეღიმა დანელიას და ბაღს გადახედა. - დედაჩემს უყვარდა ყვავილები
ძალიან, გერმანიიდან რომ ჩამოვდიოდი მაგის მეტს არაფერს მაბარებდა! - ნაღვლიანად
ჩაეცინა გახსენებაზე.

-ვიზიარებ... - ჩაილაპარაკა გოგონამ.

-მეც ვიზიარებ. არვიცი რას, მაგრამ შენც რომ იმავე მიზეზით ვერ წახვედი უცხოეთში, რის
გამოც მე აქ დავბრუნდი, ფაქტია...

-ხო... მე... ბიძაშვილი დამეღუპა, თუ მომიკლეს, არავინ იცის ზუსტად.

-ვწუხვარ... - გულწრფელად შეწუხდა უტა.

-რას ვიზამთ, ცხოვრება ასეთია. - ამოიხვნეშა ჯაყელმა. - ამხელა სახლში მარტო ცხოვრობ?
გამოცოცხლდა მალევე.

-არა, ჩემს ძმასთან ერთად, რომელიც ფაქტობრივად არასდროსაა შინ. - გაეცინა დანელიას. -
დღეს შეიძლება ადრე დაბრუნდეს და გაგაცნობთ აუცილებლად!

-გინდა რაღაცაში გამოგიტყდე? ყოველთვის როცა შენზე მესმოდა, რომ უნივერსიტეტში არ


დადიოდი ერთი უვიცი, გათამამებული და მამიკოს ფულებით მოწყობილი ბიჭი მეგონე! -
გაეცინა მაშოს.

-მართლა? მერე, ახლა რას ფიქრობ? - გაეცინა ბიჭს.

-ახლა ვფიქრობ, რომ ვცდებოდი და რომ შენგან შესანიშნავი ქირურგი დადგება!

-დიდად გმადლობთ! - გაეღიმა უტას. - ისე ის შავი მანქანა, ჩემს ჭიშკართან რომ დგას, შენ
გელოდება?

-სამწუხაროდ კი, ჩემი დაცვაა!

-დაცვა? ეშინიათ, არ მოგიტაცონ? - გაეცინა დანელიას.

-დაახლოებით! - გაეცინა მაშოსაც.

-კარგი, წამოდი ახლა შევიდეთ, თორემ სირცხვილია, ამ მასპინძელმა კაცმა უყურადღებოდ


დავტოვე სტუმრები! - გაუღიმა უტამ გოგონას და მარიამიც დაჰყვა მის ნებას.

-რაზე ლაპარაკობდით ამდენ ხანს თქვენ ორნი მარტო, როგორ მაინტერესებს! -


დაჯდომისთანავე გადაუჩურჩულეს გოგონას სალომემ და ნინიმ.

-არაფერზე, უბრალოდ! - მხრები აიჩეჩა ჯაყელმა და უყურადღებოდ დატოვა დაქალების


ინტერესით აღსავსე მზერები.

მასპინძელმა ბაჩოს გიტარა გამოართვა და თავად დაუკრა რამდენიმე სიმღერა. მარიამს ნელ-
ნელა უფრო მოსწონდა დანელია. ეს ის შემთხვევა იყო, როცა თავისი შეხედულება ადამიანზე
და რეალობა სრულიად სხვადასხვა იყო. ღიმილით უყურებდა მომღერალ ბიჭებს და
ბედნიერი იყო, რომ ასეთ საოცარ ადამიანებთან ერთად სწავლობდა.

მაგიდაზე დადებული ტელეფონი ამღერდა. მარიამი გარეთ აღარ გასულა, ამჯერად იქვე
უპასუხა.

-ჩამოდი ქვევით, გელოდებით მე და დავითი!

თორნიკეს საკმაოდ მკაცრი ხმა ჰქონდა. მარიამს უნდოდა, რამე ეთქვა, მაგრამ არველაძემ
ტელეფონი გაუთიშა.

-ბავშვებო, უკაცრავად, მაგრამ მე უნდა დაგტოვოთ. ჩემ გარეშე მოგიწევთ გაგრძელება. -


ღიმილით წამოდგა გოგონა ფეხზე, ცდილობდა გაბრაზება არ შეემჩნია.

-სად მიდიხარ, კი მაგრამ?! მე მეგონა, ყველა ერთად დავიშლებოდით. - მაშინვე წამოდგა


ფეხზე ბაჩო.

-უეჭველად უნდა წახვიდე? - მოიღუშა უტა.

-მაპატიეთ,მაგრამ დამირეკეს და... - მაშომ ისეთი თვალებით შეხედა დანელიას, რომ ბიჭიც
მიხვდა, ვინ იქნებოდა ზარის ავტორი.

-კარგი, რა გაეწყობა, წამოდი გაგაცილებ. ბავშვებო, თქვენ აქ დარჩით, მალე დავბრუნდები! -


ქურთუკი აიღო უტამ და მარიამთან ერთად დატოვა სახლი.

თორნიკე მანქანაზე იყო აყუდებული. ცალი ხელი ჯიბეში ედო და მეორეთი სიგარეტს
ეწეოდა. სახეზე აღბეჭვდოდა საშინელი გაბრაზება.

-რა ჯანდაბა გინდოდა, ვერ გავიგე, რატომ გამომაქცუნე?! - მივარდა მამაკაცს გაცეცხლებული
მარიამი.

-ჩაჯექი მანქანაში, სასწრაფოდ. - წყნარად უთხრა არველაძემ და სიგარეტი მოისროლა.

-ბატონო?! მეჩვენება, თუ ბრძანებლობ? -აღშფოთდა ჯაყელი.

-მაშო... რომ გეუბნები, ჩაჯექი მანქანაში, უნდა მიხვდე, რომ აქ შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ. -
განრისხდა მამაკაცი.

-თორნიკე... ან ეხლავე ამიხსნი, რატომ ბრაზდები, ან არა და მე უკან შევბრუნდები და შენ


კისერიც გიტეხია!

-საერთოდ, იცი ვის სახლში იყავი მთელი საღამო?! - წამოიყვირა მოთმინებადაკარგულმა


თორნიკემ.

-კი... დანელიების სახლში, კერძოდ უტა დანელია იყო ჩემი მასპინძელი, ჩვენი ჯგუფელია
სამედიცინოზე. - მშვიდად გასცა პასუხი მაშომ.
-და მერე ეგ შენი უტა, თუ ჩემი ფეხები, ვისი ძმაა ის თუ იცი? და ეგ მაგის გამო*ირებული ძმა,
ვისი ძმაკაცია თუ იცი?! - იღრიალა არველაძემ და მარიამიც შეაშინა.

-ტონს დაუწიე და ამიხსენი, რას ლაპარაკობ...

-მაშო, შენ გინდა გამაგიჟო, ხო?! რას ვერ ხვდები, გოგო?! იოანე დანელია არის ამ სახლის
მფლობელი და მაგის ძმაკაცია ის ადამიანი, ვინც შენი ერთი ბიძაშვილი მოკლა, მეორეს კი
კინაღამ თავი მოაკვლევინა, გუშინ საღამოს! კიდეც ვერ გაიგე, ვის სახლში იყავი რამდენიმე
წუთის წინ?!

„იოანე დანელია“ - ამ სახელმა ელვასავით გაიბრწყინა მარიამის გონებაში და მაშინვე


წარმოუდგა თვალწინ წინა დღეს ნანახი მამაკაცი, რომელიც ანდრეა ახვლედიანს გვერდს
უმშვენებდა. მხოლოდ ახლაღა გაახსენდა ეს ადამიანი და ელდა ეცა იმის წარმოდგენაზე, რომ
უტა მისი ძმა იყო.

-რაა?! - შიშნარევი ხმით ამოილაპარაკა გოგონამ.

-ახლა ხომ გაიგე, რატომ არის შენი კონტროლი საჭირო თითოეულ ნაბიჯზე?! - შეუღრინა
თორნიკემ მარიამს.

-და მერე რა, რომ ჩემი ჯგუფელი თქვენი მტრის ძმაკაცის ძმაა?! - უცებ მოეგო გონს ჯაყელი
და შეტევაზე გადავიდა.

-ჩვენი მტრის?! მაშო, ჩვენი მტრის?! - გაოცებით ჩაეცინა არველაძეს. - შენ რა, მართლა პატარა
ბავშვი ხარ, თუ თავს ისულელებ?! გუშინდელი ამბის მერე მაინც როგორ ვერ ხვდები, რომ
ახვლედიანები ჩემი, მამაშენის ან შენი ძმის კი არა, ყველა იმ ადამიანის მტრები არიან, ვინც
ჩვენ სიახლოვეს ტრიალებს!

-უტა მათნაირი არ არის და ის ისევე არ ერევა ამ ბინძურ საქმეში, როგორც მე!

-სანამ ჯერ კიდევ ვინარჩუნებ სიმშვიდეს, ჩაჯექი მანქანაში და წამოდი სახლში! - თვალები
აემღვრა მამაკაცს.

მაშომ უმხმოდ აუარა გვერდი თორნიკეს და მანქანაში ჩაჯდა, დანებებული.

მთელი გზა ხმა არცერთს ამოუღია. მხოლოდ შიგადაშიგ გახედავდა არველაძე გვერდით
მჯომს, რომელიც დაჟინებით იყურებოდა ფანჯრიდან და რატომღაც, იოანე დანელიაზე
ფიქრობდა.

დავითმა მანქანა ეზოში შეიყვანა და ავტოფარეხთან გააჩერა. მაშო გადასვლას აპირებდა,


როცა მამაკაცის ხელმა გააჩერა.

-მაშო... წამოდი ცოტა ხნით ბაღში დავსხდეთ... გთხოვ. - მშვიდად უთხრა და მუდარით
სავსე თვალები მიაპყრო გოგონას.
მარიამს ძალიანაც უნდოდა შეწინააღმდეგება, რადგან ჯერ კიდევ საშინლად ბრაზობდა
თორნიკეზე, მაგრამ მისი ასეთი მზერის წინააღმდეგ უბრალოდ უძლური ხდებოდა.

ორივე უხმოდ გაუყვა ბილიკს, რომელიც ლამაზ ორანჟერეასთან წყდებოდა. გრძელ სკამზე
ჩამოსხდნენ და საფიქრალს მიეცნენ. თორნიკე საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა, თავის მხრივ
არც მაშო იჩენდა ინტერესს.

-იმ ბიჭთან ურთიერთობას თუ გაწყვეტ შენებს არაფერს ვეტყვი... - ბოლოს მაინც არველაძემ
დაარღვია სიჩუმე.

-ულტიმატუმს მიყენებ? - ჩაეცინა მარიამს.

-მაშო, რატომ არ გესმის, რომ ეგ ხალხი საშიშია..

-ისინი საშიშები არიან და თქვენ არა? - ისევ ცინიკურად ჩაეცინა გოგონას.

-შენთვის საშიში ვარ?! - ჯიქურ ჩააშტერდა თვალებში მამაკაცი ჯაყელს.

-ხანდახან ხარ! - ხმა აუთრთოლდა მაშოს; თორნიკეს მწარედ ჩაეცინა.

-უბრალოდ არ მინდა, რომ რამე დაგიშავდეს. ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ თუ
ყურადღებას წამით მაინც მოვადუნებ, შენი ოჯახის მტრები ამით ისარგებლებენ.

-ზრუნვის უცნაური მეთოდები გქონია, არველაძე! - გაბრაზდა გოგონა.

-იმიტომ, რომ პატარა ჯიუტი ბავშვი ხარ, ჯაყელო!

-იცი, შენი პრობლემა რა არის? შენთვის ისევ ბავშვი ვარ და ვერც კი ხვდები, რომ უკვე
გავიზარდე და შემიძლია ჩემს თავს თვითონ მივხედო.

-მაშო, შენ რა გგონია, მე შენ არ გენდობი?! უბრალოდ სიტუაციაში ვარ კარგად


გათვითცნობიერებული და ვიცი, რა საშიშროების წინაშე დგახარ. შენ რომ რამე
დაგემართოს... შენ რომ რამე დაგიშავდეს... - ხმა ჩაუწყდა თორნიკეს და სათქმელი ვერ
დაასრულა.

-დაასრულე, მე რომ რამე დამემართოს, რა?!

-მაშო...

-მიპასუხე, თორნიკე, მე რომ რამე დამიშავდეს, შენ რა?!

თორნიკეს არაფერი უპასუხია, უბრალოდ ამოიხვნეშა და ფეხზე წამოდგა.

-თორნიკე, ვინ ვარ მე შენთვის? - ფეხზე წამოდგა მარიამიც.

მამაკაცმა თავი ჩახარა, ეტყობოდა, რომ ძალიან უმძიმდა პასუხის გაცემა.

-შენ ჩემი ბავშვობის მეგობრის და ხარ, რომელიც ჩემ თვალწინ გაიზარდა და რომელზეც
დიდი ამაგი მაქვს! - გამტყდარი, მაგრამ მაქსიმალურად მტკიცე ხმა ჰქონდა არველაძეს.
მარიამს ირონიულად ჩაეცინა და ამ ჩაცინებას გააყოლა მთელი ტკივილი. თვალები
ცრემლით აევსო და ყელში ბურთი გაეჩხირა. თავი დაუქნია მამაკაცს და წასასვლელად
მოემზადა.

-პატარა აღარ ვარ, თორნიკე. მადლობელი ვარ შენი ზრუნვისთვის, მაგრამ ჩემს თავს
როგორმე თვითონ მივხედავ. რაც შეეხება უტას, ის ჩემი ჯგუფელია და დარმწუნებული ვარ.
რომ არაფერს დამიშავებს. ასე რომ სანერვიულო არაფერი გაქვთ, ბატონო არველაძე! - ეს თქვა
და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა მამაკაცი. ამ უკანასკნელმა კი რამდენჯერმე მიარტყა ფეხი
სკამს და ხმამაღლა შეიკურთხა, გამწარებულმა.

ეკატერინე და დათუნა ჭიშკართან დაცილდნენ ერთმანეთს. სახლში არავინ იყო, ამიტომ


სიუზის ჩაის გაკეთება სთხოვა და მისაღებ ოთახში მოკალათდა, ტელევიზორის წინ.
გემრიელად შეექცეოდა ცხელ სასმელს, როცა კარის მაგრად მიჯახუნება და კიბეებზე
ვიღაცის სწრაფი არბენა გაიგო. მაშინვე დადგა ჭიქა მაგიდაზე და თავადაც აუყვა კიბეებს
მეორე სართულისკენ.

მარიამს ოთახის კარი ნახევრად ღია ჰქონდა დატოვებული. კატოს შორიდანვე მოესმა
უმცროსი დის ტირილის ხმა და დაუკაკუნებლად შევიდა ოთახში. გული ეტკინა, როცა
საწოლზე ემბრიონის ფორმაში მწოლი მაშო აღმოაჩინა. ფრთხილად დაიხარა და კიდეზე
ჩამოუჯდა გოგონას.

-მაშ, რა მოხდა? - ჩუმად ჰკითხა და ნაზად დაადო ხელი მკლავზე.

-სულელი და რომ გყავს, ის მოხდა და მეტი არაფერი! - ზიზღით ამოილაპარაკა მაშომ და


ტირილს უმატა.

-კარგი რა, მაშო. მითხარი, ვინ გაგაბრაზა? - მიეხუტა კატო დას. - ისევ თორნიკეს ეჩხუბე? -
დაურთო ცოტახნის შემდეგ, როცა მიხვდა, რომ მარიამი ხმის ამოღებას არ აპირებდა.

-ყველაზე იდიოტი და საზიზღარი ბიჭია და უბრალოდ ჩემს თავზე ვბრაზდები, ასეთი


სულელი რომ ვარ! - ქვითინებდა უმცროსი ჯაყელი.

-რაო, რა გითხრა? ისევ ვინმეზე იეჭვიანა?

-რატომ უნდა იეჭვიანოს ვინმეზე, ჩემნაირი დებილი კი არ არის?! პირდაპირ მითხრა,


ჩემთვის პატარა და ხარო! მე სულელმა კი წამით დავაჯერე ჩემს თავს რაღაც აბსურდი!

-კარგი რა, ჩემო სიცოცხლე, გეხვეწები, ნუ ტირი. არც ერთი ბიჭი არ ღირს ჩვენს ცრემლებად!
- თმაზე ეფერებოდა ეკატერინა უმცროს დას და ამშვიდებდა.
-არ მინდა, რომ მიყვარდეს კატო. ერთი სურვილი რომ მქონდეს, ვისურვებდი, მისი
გადაყვარება შემეძლოს. ის არასდროს შემომხედავს მე, როგორც ქალს. მისთვის ყოველთვის
ძმაკაცის პატარა დად დავრჩები, რომელიც კაცებისგან დაცვას საჭიროებს!

-ჩემო ლამაზო გოგო... როგორ იტანჯები იმ სულელი ბიჭის გამო. - ჩაილაპარაკა კატომ და
ცრემლები შეუმშრალა გოგონას. - ხომ იცი, რომ თუ თორნიკე შენს სიყვარულს ვერ აფასებს,
ეს მხოლოდ მისი პრობლემაა?

-ვიცი... მაგრამ მე ერთადერთი ვარ, ვისაც სტკივა!

-ვიცი, ჩემო პატარა, ვიცი... მაგრამ დამიჯერე, მასაც ძალიან უჭირს. შენგან შორს მხოლოდ
იმიტომ არის, რომ ფაქტობრივად მისი ძმის და ხარ. გაუგე, გთხოვ, მისთვისაც არაა მარტივი.

-არა, კატო, გთხოვ თორნიკეს გამართლებას ნუ ეცდები! საერთოდ აღარ მინდა მასზე
საუბარი, მოვა დრო და მეც შევიყვარებ სხვას და გეფიცები, მწარედ ვანანებ თორნიკე
არველაძეს, რომ ხელი მკრა! - მტკიცედ თქვა მარიამმა და ბოლოჯერ შეიმშრალა ცრემლი.

იმ ღამეს დებმა კიდევ ბევრი ილაპარაკეს. მაშომ ჯგუფელებთან ერთად გატარებული


საღამოს შესახებ უამბო, ხოლო ეკატერინემ მისი და დათუნას ახალი სახლის შესახებ.
საუბარში ისე ჩაეძინათ, ვერაფერი გაიგეს. შუაღამეს ლუკა შევიდა მათთან და როცა ერთად
მძინარე დები დაინახა, გაეღიმა. რიგ-რიგობით აკოცა ორივეს შუბლზე და ფეხაკრეფით
დატოვა საძინებელი.

უნივერსიტეტის ეზოს ტოვებდა ანასტასია. ჯგუფელებს ემშვიდობებოდა ღიმილით, როცა


შეამჩნია, როგორ გაურბოდა ყველას შიშნარევი მზერა გზისკენ. კიბეებს დაუყვა და მაშინვე
მიხვდა, სტუდენტების ეიფორიის მიზეზს, როგორც კი მანქანასთან მდგარი ანდრეა დაინახა.
ახვლედიანს ხელები ტყავის ქურთუკში ჩაეწყო და თავი დაბლა დაეხარა. აშკარა იყო, რომ
მის გამოჩენას ელოდა.

გოგონას დანახვისთანავე გაუღიმა, ჯიბეებიდან ხელები ამოიღო და მისკენ გასწია, თუმცა


საპასუხოდ მხოლოდ ცივი გვერდის ავლა მიიღო.

-კარგი რა, ტასი... - გაეღიმა ახვლედიანს მის ქცევაზე.

-რისთვის მოხვედი?! - სწრაფად შეუბრუნდა ბიძაშვილს ტასო და მკაცრი მზერა გაუსწორა.

-შენთან ლაპარაკი მინდა და გეხვეწები, არ დაიწყო ახლა შენებურები. უბრალოდ მომისმინე...


- მშვიდად უთხრა მამაკაცმა და მანქანის კარი გაუღო გოგონას. ეს უკანასკნელიც
უკმაყოფილო ბურტყუნით დაჰყვა მის ნებას.
-სახლიდან რატომ წახვედი? - ცივად ჰკითხა ანასტასიამ ბიძაშვილს, მას შემდეგ, რაც ერთ-
ერთ კაფეში დასხდნენ და მიმტანს შეკვეთა მისცეს.

-ასე იყო საჭირო. - ამოიოხრა ანდრეამ და ფანჯარაში გაიხედა. ნოემბერს სულმთლად მოეცვა
გარემო რუხი ფერით, თითქოს ბუნება ტიროდა შემოდგომასთან გამოსალმებას და მკაცრი
ზამთრისთვის ემზადებოდა.

-„ასე იყო საჭირო... ისე იყო საჭირო...“ შენ არასდროს არავის არაფერს უხსნი, მხოლოდ აშავებ
და იმასაც ვერ ხვდები, რამდენად სტკენ გარშემომყოფებს! - გაცოფდა ტასო.

-მაპატიე იმ საღამოთვის. არ მინდოდა, გენერვიულა. მართლა არ მიფიქრია, რომ ასე


გაბრაზდებოდი...

-არ გიფიქრია?! ბიძაშვილს რომ შენ თვალწინ იარაღს მიადებენ შუბლზე, თანაც ვინ? - ის ვინც
დღე და ღამე მის სიკვდილზე ოცნებობს, არ გიფიქრია, რომ ვინერვიულებდი?! - ცინიკურად
და თან აღშფოთებით ჩაეცინა გოგონას.

-ჩემ გამო ნერვიულობას უნდა მოეშვა, ტასი. დიდი ბიჭი ვარ უკვე და როგორმე მივხედავ
ჩემს თავს. - გაეღიმა ახვლედიანს.

-სულ ცოტათი მაინც არ განაღვლებს იმ ადამიანების ბედი, ვინც შენ გარემოცვაში ტრიალებს
და ვისთვისაც სულერთი არ ხარ?!

-ანასტასია, უბრალოდ გთხოვ, ჩემ გამო ნუ ინერვიულებ...

-მაშინ ის მაინც მითხარი, ახლა სად ცხოვრობ!

-წყნეთში, დედაჩემთან ერთად. მეტს არაფერს გეტყვი.

-ანუ არის რაღაც სათქმელი.მითხარი, ანდრეა, რამეს გეგმავ? - შეცბა ანასტასია.

-ხომ გითხარი, ტასი, მეტს ვერაფერს გეტყვი, არაა საჭირო. რომ იცოდე. შენი მოვალეობაა
რომ ისწავლო და კარგი იურისტი დადგე, რომ მერე ციხიდან გამომიყვანო. - გაეცინა
მამაკაცს.

-ასე ნუ ხუმრობ, ანდრი! ვერ ვიტან, როცა ასე იქცევი!

-ჩემო პატარა, ჩემი ხომ გჯერა? ხოდა გპირდები, რომ არაფერი მოხდება ცუდი...

-მართლა მპირდები, რომ სისულელეს არ ჩაიდენ?

-ჯიგრულ სიტყვას გაძლევ! - გაეცინა ანდრეას.

-სახლში დაბრუნებას არ აპირებ? - შეაპარა კითხვა ტასომ ბიძაშვილს.

-არა! - ცივად მოჭრა პასუხი მამაკაცმა. - ნინოსთან მინდა ცხოვრება. მას ახლა უფრო მეტად
ვჭირდები, ვიდრე ჩემს ძვირფას მამიკოს...
-ანდრეა, ეგრე ნუ ლაპარაკობ, რა. შენ ხომ წარმოდგენაც არ გაქვს, როგორ უჭირდა ირაკლის
ცოლის ცალკე გაშვება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა...

-ახლა ამის გამო უნდა ვიჩხუბოთ?!

-ჩხუბს არც ვაპირებ. უბრალოდ გიხსნი, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც შენ გგონია. ვიცი,
ფიქრობ ყველამ დავივიწყეთ ბიცოლა ნინო, მაგრამ ასე არაა. უბრალოდ, ჩვენთან ერთად
ცხოვრება უკვე არაადეკვატურს ხდიდა, ამიტომაც ექიმმა გვირჩია სადმე წყნარ ადგილას
გადაგვეყვანა საცხოვრებლად.

-ანასტასია, შენ გგონია ეგ არ მესმის?! ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ შენ და სანდრო ყოველ
კვირას დადიხართ მის მოსანახულებლად. აქ საქმე მამაჩემს ეხება, რომელმაც დაივიწყა
საკუთარი ცოლი და შვილების დედა და მარტოდ-მარტო დააგდო აგარაკზე, ყველასგან
შორს!

-ანდრეა - ამოიხვნეშა ანასტასიამ. - ახლა რაღაცას მოგიყვები, მაგრამ იცოდე, არავინ უნდა
გაიგოს რომ ეს ამბავი ჩემგან გეცოდინება! შენი წასვლის შემდეგ ნინოს მდგომარეობა
საგრძნობლად გაუარესდა. ოთახში იკეტებოდა და აღარავის აძლევდა მასთან შესვლის
უფლებას. აღარ ჭამდა, წამლებს აღარ იღებდა, აღარავის უსმენდა, უბრალოდ მთელი დღეები
იჯდა საძინებელ ოთახში და ქსოვდა. დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაუმძიმდა
მდგომარეობა და უკვე ჩვენი დანახვაც აღიზიანებდა. ექიმები გვეუბნებოდნენ, უბრალოდ
მწვავე ნერვული სტრესია და გაივლისო, მაგრამ მდგომარეობა უმართავი გახდა, როცა
დედაშენმა მამაშენი საქსოვი ჩხირით დაჭრა. ვერავინ დავაკავეთ, ბოლო ხმაზე ყვიროდა და
ირაკლის ეუბნებოდა, მძულხარო. ყველაფერი შენი და წლების წინ წამოწყებული უაზრო
ომის ბრალიაო, შვილი დამიღუპეო და ასე შემდეგ. მოკლედ, ბიძიას დანახვა ცუდად ხდიდა
დედაშენს, ამიტომაც მოგვიწია მისი ცალკე გადაყვანა.

-კლინიკაში რატომ არ დააწვინეთ? რა საჭირო იყო მისი დამალვა? - გატეხილი ხმით იკითხა
ანდრეამ.

-ეგ უკვე აღარ ვიცი, ანდრი... უბრალოდ ეს ამბავი მინდოდა გცოდნოდა, რადგან
უსაფუძვლოდ არ გამოიტანო დასკვნები.

-კარგი, რაც არის, არის. მადლობა, რომ მითხარი ყველაფერი. - გაუღიმა ანდრეამ ბიძაშვილს.
-მოდი, ყავა დავლიოთ და მერე პაატა წაგიყვანს სახლში.

-შენ რას აპირებ?

-ჩემზე ნუ ნერვიულობთქო, ხომ გითხარი. - გაეცინა ახვლედიანს და თავის ყავას


მიუბრუნდა.
მარიამი ლექციის შემდეგ ტოვებდა უნივერსიტეტს, როცა ეზოში გაიგონა თავისი სახელი;
ვიღაც ეძახდა. შეტრიალდა და ძალიან გაუკვირდა, როცა უტა დაინახა, მისკენ მიმავალი.

-უტა, აქ რას აკეთებ? - გაკვირვებით შეეგება გოგონა დანელიას.

-აქ ვსწავლობ, მარიამ, დაგავიწყდა? - გაეცინა ბიჭს.

-ლექციაზე რომ არ დამინახიხარ?

-ხო... დამაგვიანდა და აღარ შემოვედი, თანაც უფრო მეტად შენი ნახვა მინდოდა.

მარიამს უცებ გაახსენდა, ვინ იყო უტა დანელია და უნდობლობა იგრძნო მის მიმართ.

-ჩემი ნახვა რატომ გინდოდა?! - ხმა გაუცივდა ჯაყელს.

-რაღაცაზე მინდოდა შენთან დალაპარაკება და შეიძლება, რომ ყავაზე დაგპატიჟო?

-სიმართლე გითხრა, მეჩქარება, “დაცვა“ მელოდება..

-ქუჩის გადაღმა კაფეში დავსხდეთ, დიდ დროს არ წაგართმევ, გპირდები! - გაუღიმა


დანელიამ გოგონას.

-უტა... რატომ არ მითხარი, რომ იოანე დანელია შენი ძმა იყო? - უცებ დასერიოზულდა მაშო.

-როგორ... არ იცოდი? - გაუკვირდა ბიჭს.

-ვიცოდი, მაგრამ მე სხვა რამეს ვგულისხმობ, ხომ ხვდები, არა?!

-იმას გულისხმობ, რომ ჩემი ძმა ანდრეა ახვლედიანის ძმაკაცია? - ჩაეცინა უტას.

-ხო მაგას... მოდი პირდაპირ გეტყვი, არ მომწონს, როცა რამეს მიმალავენ. ყველამ კარგად
იცის, როგორი ურთიერთობა აქვთ ჩემს და ახვლედიანის ოჯახებს და ზედმეტი პრობლემები
ნამდვილად არ მჭირდება.

-მოიცა, მარიამ, შენ ფიქრობ, რომ მე მაგ ამბავთან რაიმე კავშირში ვარ?!

-არა?!

-არა, რა თქმა უნდა, გუშინ გავიგე, ვინც იყავი და არც მიფიქრია შენთვის იმის თქმა, რომ ჩემი
ოჯახი ახვლედიანებთან მეგობრობს. ან რა უნდა მეთქვა? საერთოდაც, არ ვერევი მე ჩემი ძმის
და მისი ძმაკაცების საქმეებში და მეგონა, არც შენ გაინტერესებდა მსგავსი თემები. შევცდი?

-არა, არ შეცდი...

-აბა მაშინ რა პრობლემაა? არ შეიძლება, რომ ვიმეგობროთ? - გაეცინა უტას.


-როგორ არ შეიძლება, უბრალოდ...

-უბრალოდ რა, მარიამ? მისმინე, ანდრეა ახვლედიანი ჩემთვის მეორე ძმასავით არის და მის
ოჯახსაც ძალიან კარგად ვიცნობ, მაგრამ რაც შეეხება ამ „დაძაბულობას“, მე მასთან საერთო
არაფერი მაქვს და შესაბამისად, არც შენთან ვურთიერთობ ანდრეას დავალებით! - გაეცინა
დანელიას.

-არა, ეგ არც მიფიქრია, უტა...

-ძალიან კარგი, თუ არ გიფიქრია. ახლა შეიძლება, ყავა დავლიოთ?

-კარგი... წამოდი, დავლიოთ ყავა! - დიდი ორჭოფობის შემდეგ დასთანხმდა მაშო ბიჭს და
ერთად აიღეს გეზი იქვე მდებარე კაფისკენ.

-მაშო, სიმართლე რომ გითხრა, რაღაცაზე მინდოდა შენთან ლაპარაკი. - წამოიწყო საუბარი
დანელიამ, მას შემდეგ რაც მაგიდასთან დაიკავეს ადგილი.

-გისმენ...

-მოკლედ, პირველ რიგში მინდა იცოდე, რომ შენ ერთ-ერთ იმ უიშვიათეს შემთხვევათაგანი
ხარ, როცა გაცნობისთანავე ვუახლოვდები ადამიანს. მართლა ძალიან მომეწონე და
ახლობლად მიგიჩნიე.

-უტა, ნუ უვლი შორიდან, მითხარი, რა ხდება. - გაეცინა მარიამს.

-მოკლედ! - ამოიხვნეშა ბიჭმა. - დახმარება მინდა, რომ გთხოვო. ნუ დახმარება რა, რაღაც
მსგავსი.

-ვერ გავიგე, ამიხსენი წესიერად. - ჩაეცინა გოგონას.

-აუ, ჯანდაბას, პირდაპირ გეტყვი! სალომე მომწონს უკვე ძალიან დიდი ხანია და შენი
დახმარება მჭირდება! - უცებ მიაყარა სათქმელი უტამ და ყავა მოსვა.

-სალომე? ვინ სალომე, ჩვენი?!

-ხო. დიდი ხნის წინ შევამჩნიე, მაგრამ იმის გამო, რომ უნივერსიტეტში არ დავდიოდი, ვერა
და ვერ დავიახლოვე...

-ვაიმე, რა მაგარია! - სიხარულისგან პირზე ხელები აიფარა მაშომ.

-რატომაა მაგარი? - გაეცინა უტას გოგონას რეაქციაზე.

-იმიტომ, რომ გუშინ სუფრასთან ერთად რომ დაგინახეთ ვიფიქრე, კარგი წყვილი
იქნებოდათქო და აჰა!

-ეგრე მარტივად რომ იყოს საქმე...


-სალომეზე ნერვიულობ? არ იდარდო, მოვთაფლავთ სალომეს, მოვთაფლავთ! - ჩაეცინა
მაშოს.

-ხოდა მაგიტომ მინდოდა შენთან დალაპარაკება. ხომ დამეხმარები? მე ძალიან უნიჭო ვარ ამ
რომანტიკულ ამბებში და ფლირტში. ერთი უგრძნობი და უემოციო მომავალი ქირურგი ვარ!
- ორივეს გაეცინა დანელიას ნათქვამზე.

-ჩემი იმედი გქონდეს. სალომეს კარგად ვიცნობ და ზუსტად ვიცი, როგორ უნდა მოვიგოთ
მისი გული.

-მართლა? - შეგულიანდა უტა.

-მართლა, მართლა. - გაეცინა მაშოს.

-აუ, მარიამ, ძალიან დიდი მადლობა. შენ არ იცი, რა მაგარი გოგო ხარ!

-მაგარი გოგო ვარ კი არა, ვალში ხარ იცოდე ჩემთან და ერთი კარგი ბიჭი შენც უნდა გამაცნო!
- თითი აუწია ჯაყელმა დანელიას და გაუცინა.

-დაიცადე, „იმას“ რას უპირებ?

მარიამს უცებ შეეცვალა გამომეტყველება, თორნიკეს გახსენებისას.

-მაგაზე აღარ გვინდა, რა ძალიან გთხოვ, ნუ გავიფუჭებთ ხასიათს. - მშვიდად თქვა და


ფინჯანი მიიტანა პირთან.

-კარგი, ბოდიში... - გაეცინა უტას და სასაუბრო თემა უმალ შეცვალა.

ცოტახანს დარჩნენ კაფეში, ისაუბრეს, ტელეფონის ნომრები გაცვალეს, შემდეგ კი


დაემშვიდობნენ ერთმანეთს და დაშორდნენ.

ეკატერინე სახლში ახალი დაბრუნებული იყო, როცა ტელეფონზე დათუნამ დაურეკა.

-გისმენ, დათუნა! - როგორც ყოველთვის, ღიმილით უპასუხა ზარს.

-კატერინა, სახლში ხარ?

-კი, ახლა დავბრუნდი, რატომ მეკითხები? - ჩაეცინა კატოს.

-არა... არაფერი,უბრალოდ დამაინტერესა... - გაეცინა გასვიანსაც.

-მოხვალ დღეს?

-ვნახოთ... ჩვენი სახლის მშენებლებს უნდა შევხვდე დღეს და ყველაფერი ავუხსნა. შეიძლება
ვერც მოვიცალო...
-აჰ, გასაგებია. - დანანებით ჩაილაპარაკა ჯაყელმა.

-კარგი, წავედი ახლა მე და საღამოს დაგირეკავ, გკოცნი!

-დათუნა... ნამდვილად არაფერი გინდოდა?

-არა, არა, ხომ გითხარი? - უბრალოდ მოგიკითხე. - გაეცინა გასვიანს და ტელეფონი გათიშა.

ეკატერინემ მხრები აიჩეჩა, გაეღიმა და მისაღებ ოთახში შეაბიჯა.

-დე, მოვედი მე... - ხმამაღლა დაიძახა, რომ ქალს გაეგო.

-აქ ვარ, ეკატერინე. - მისაღებიდან გამავალი აივნიდან მოესმა გოგონას დედის ხმა.

მალევე შეუერთდა ქალს და მის წინ, სარწეველა სკამზე დაიკავა ადგილი.

-სად იყავი, დე? - ინტერესიანი მზერით შეხედა ქეთევანმა ქალიშვილს.

-ტურისტულ სააგენტოში, ბილეთები ავიღე. - მხიარულად უპასუხა გოგონამ.

-უი, რა კარგია! სად აპირებთ გამგზავრებას?

-იტალიაში, რომი-ვერონა-ვენეცია.

-ვერონა რა კარგად მოგიფიქრებიათ!

-ჩემი ოცნება იყო ქმართან ერთად იტალიაში წასვლა და აი, ახლა ამიხდება! - გაეცინა კატოს.

-იცოდე, დიდი ხნით არ წახვიდეთ და არ მოგვანატროთ თავი!

-არა, დე, დიდი ხნით ვერც წავალთ, დათუნა რამდენიმე პროექტზე მუშაობს ერთდროულად.

-თქვენი სახლის საქმე როგორ მიდის?

-კარგად, დღეს უნდა შეხვდეს დათუნა მშენებლებს და ხვალიდან შენებასაც დაიწყებენ. -


კატოს სახე გაებადრა, როცა მისი და გასვიანის მომავალი სახლი წარმოუდგა თვალწინ.

უეცრად ზურგიდან თვალებზე ვიღაცამ ხელი ააფარა.

-აბა თუ გამოიცნობ, ვინ ვარ! - ნაცნობი ფრაზა ჩაილაპარაკა ვიღაცამ ჩუმი სიცილით.

-არ არსებობს! - წამოიყვირა კატომ, როგორც კი ხმის პატრონი ამოიცნო. უცებ წამოხტა და ისე
სწრაფად ეცა მონატრებულ მეგობარს, გოგონას ძვლები ეტკინა.

-ნანო! არ მჯერა, რომ ჩამოხვედი! - ემოციებს ვერ აკავებდა ჯაყელი.

-კაწია, თუ არ გამიშვებ შემოგეფშვნები ხელებში და მეჯვარე აღარ გეყოლება, იცოდე! -


სიცილით უთხრა ანანომ დაქალს.

ეკატერინემ მაშინვე უშვა ხელები მეგობარს და ჯერ კარში მდგარ მომღიმარ დათუნას, ხოლო
შემდეგ ისევ ანანოს შეხედა.
-არა, რა უნამუსო ხარ! როგორ არ მითხარი, რომ ჩამოდიოდი! ეს არის, კვირის ბოლოსო?! -
უცებ გაბრაზდა გოგონა.

-ოო, სიურპრიზი მოგიწყვე, რა იყო შენ კიდე? - გაეცინა ნანოს და დაქალი გვერდით გაწია,
რათა უკეთ დაენახა ქალბატონი ჯაყელი, რომელიც სიცილით შესცქეროდა ქალიშვილს და
მის ბავშვობის მეგობარს. - ქალბატონო ქეთევან, თქვენ არ ბერდებით? - აღტაცებით ჰკითხა
ქალს და გადაეხვია.

-არ იცვლები, ანანო. - სიცილით უთხრა ქალმა გოგონას და გულში ჩაიკრა.

-წეღან მაგიტო დამირეკე, ხო? შემამოწმე სახლში ვიყავი, თუ არა. - მიუბრუნდა კატო
დათუნას.

-რა ვქნა, დამირეკა ამ გიჟმა გუშინ, მოვფრინავ და დამხვდი ოღონდ შენს საცოლეს არაფერი
უთხრაო და სიურპრიზს ხომ არ გავაფუჭებდი? - გაეცინა გასვიანს.

-გააფუჭებდი და კარგი დღეც დაგადგებოდა. - ჩაილაპარაკა ანანომ და დაქალს მიუბრუნდა.

-აუ, ნანო, შენი ქმარი და ჩემი ნათლული სად არიან. ვერ გავიგე?

-მანქანაში. საბუნას ეძინა და ოთო აღვიძებდა, აჰა, მოდიან! - თვალებით ანიშნა გოგონამ
მისაღებიდან მიმავალი მამაკაცისკენ, რომელსაც წინ ოთხი-ხუთი წლის პატარა ბიჭუნა
მიუძღოდა.

-ნათლიაა! - შეყვირა ბავშვმა და კატოსკენ გამიქცა.

-საბუნაა! ჩემი ყველაზე მაგარი ბიჭი! - გულში ჩაიკრა ჯაყელმა ნათლული და მაგრად მოხვია
ხელები.

-ქალბატონო ეკატერინე, იქნებ მეც შემიმჩნიოთ როგორმე. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა


ოთომ და კარის ჩარჩოს მიეყრდნო.

-ოხ, ბატონო ოთარ, როგორ გიკითხოთ? - ჩაეცინა კატოს და დაქალის მეუღლეს


მიუახლოვდა.

-აი, ჩემი საყვარელი ცოლის დაქალი მენატრებოდა, თორემ ისე მშვენივრად. - ჩაეცინა
მამაკაცს და მაგრად ჩაეხუტა ჯაყელს.

-აუ, რა კარგი ბავშვები ხართ, რომ ჩამოხვედით! - ბედნიერებას ვერ მალავდა ეკატერინე.

-აბა გენაცვალე, ისეთი უნამუსოც კი არ ვარ, მეჯვარის მოვალეობები სულ არ შევასრულო და


პირდაპირ ქორწილის დღეს გამოგეცხადოთ! - გაეცინა ნანოს და იმ სარწეველა სკამზე
დაიკავა ადგილი, სადაც რამდენიმე წუთის წინ კატო იჯდა.

-მე წავალ ბავშვებო სუზანას სადილის გაკეთებას ვთხოვ და იქამდე თქვენ იჭუკჭუკეთ. -
სიცილით წამოდგა ფეხზე ქეთევანი და სახლში შევიდა.
მაშოც მალევე დაბრუნდა სახლში და როცა მისაღებ ოთახში ანანო დაინახა, ქმარ-შვილთან
ერთად, ნახევარი საათი გიჟივით იცინოდა ბედნიერებისგან. შემდეგ კი ისიც გაუბრაზდა
ცოლ-ქმარს, მე მაინც რატომ არ მითხარით, რომ ჩამოდიოდითო.

ოთო და ანანო ვახშამზეც დარჩნენ ჯაყელებთან. ბექას და ლუკას ბიჭებიც მოყვნენ,


გოგონებმა კი ელენეს დაურეკეს და ისევ შეიკრიბა მთელი სამეგობრო.

ბიჭები სვამდნენ, გოგონები კი ვერანდაზე ისხდნენ და ქორწილის დეტალებს


განიხილავდნენ.

-ბიჭო, შენ კიდევ არ გითქვამს ელენესთვის, რომ გიყვარს? - ხმამაღლა ჰკითხა ოთომ ლუკას
და ჩაიცინა.

გეგას ღვინო გადაცდა და დაახველა, რატის კი ფხუკუნი აუტყდა და თორნიკეს მხარზე


მიადო თავი.

ლუკამ მკვლელი სახით გადახედა მეგობრებს და უსიტყვოთ გააჩუმა ისინი.

-არა... - დინჯად გასცა პასუხი გვერდით მჯდომს და ჭიქა დაცალა.

-აპოკალიფს ელოდება, ჯერ ადრეა! - წამოიყვირა გეგამ და გაიცინა.

-მოკეტე შენ მანდ! - შეუღრინა ჯაყელმა მამაკაცს.

-ბიჭო, მოკეტე კი არა, საერთოდ ხვდებით, რომ ბერდებით უკვე და ცოლი ჯერ არც ერთს არ
გყავთ? - ჩაეცინა ოთოს.

-აუ, ოთარ, რა ჩვენი ბრალია, მე ბექას და გეგას არავინ არ გვიყვარს და ვისაც უყვართ, კი
არიან გამოლენჩებულები! - ამ სიტყვებზე რატიმ თორნიკეს გადახედა, რომელსაც მიტკლის
ფერი დაედო სახეზე და თვალებით ანიშნა ძმაკაცს მოგკლავო.

-დოყლაპიები ხართ სუყველა! - გაეცინა ოთოს და დათუნას მხარზე დაკრა ხელი.

ოთახში ანანო შემოვიდა და მეუღლეს დაადგა თავზე.

-აუ, წავიდეთ, რა ოთი, ეძინება საბას.

-აუ, კაი რა ნანული, ნუ გიყვარს გამოხტომები, აქ დააძინე ბავშვი და გვაცადე მონატრებულ


ადამიანთან ლაპარაკი! - გაეცინა გეგას.

-აუ, მიქაბერიძე, გამასწარი ახლა აქედან, თორემ განახებ მე შენ ნანულის! - აწიწმატდა
გოგონა და ყველა გააცინა.
-ჩვიდმეტი წლის ასაკში როგორც ბრაზდებოდი ჩემს ხუმრობებზე, ისე ბრაზდები ახლაც,
ქალბატონო ანანო. ქმარ-შვილმა ვერ შეგცვალა, როგორც ჩანს! - იცინოდა მიქაბერიძე.

-ნანო, ხუმრობა იქით იყოს და ამ შუაღამისას სადღა უნდა წახვიდეთ, თანაც ბავშვიც ცოდოა,
დარჩით რა დღეს, სუზანას ოთახს გავამზადებინებ. - ჩაერია საუბარში მომღიმარი ლუკა.

-დავრჩეთ? - ცოლს ახედა ოთომ.

-რა ვიცი...კარგი ხო, დავრჩეთ. შენ მაინც შენი ძმაკაცები მოგენატრა, მე ჩემი დაქალები და
ბარემ მოვიოხოთ გული! - ბოლო სიტყვებზე გაეცინა გოგონას, მეუღლეს მხარზე ხელი დაკრა
სუფრის თავში მოექცა, ლუკას ლოყაზე აკოცა და ისევ ვერანდაზე დაბრუნდა.

ის საღამო მხიარულად გაატარეს მეგობრებმა. ალბათ დილის ექვსი საათი ძლივს იქნებოდა,
როცა დაიშალნენ და ოთახებში შეიკეტნენ მოსასვენებლად. დილით კი ყველა ცხოვრების
ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, სამსახურებსა თუ უნივერსიტეტებში.

ელენე ჯაყელების მძღოლის მანქანაში ჯდებოდა, როცა სახლიდან ლუკა გამოვიდა და


ხელქვეითი იხმო. ცოტა ხანში უკან მხოლოდ ჯაყელი დაბრუნდა, რომელმაც მშვიდად
დაიკავა მძღოლის ადგილი.

-შენ წამიყვან? - გაკვირვებით გადახედა გოგონამ ლუკას და იგრძნო გულის აჩქარებული


ცემა. მამაკაცმა უხმოდ დაუკრა თავი თანხმობის ნიშნად და ავტომობილი დაძრა.

გზაში ხმას არც-ერთი იღებდა. ელენე ხანდახან აპარებდა მზერას ჯაყელისკენ და


გამოკვეთილ, მამაკაცურ ნაკვთებზე აკვირდებოდა. ისე შეუყვარდა ამ ადამიანის სახე წლების
განმავლობაში, თავადაც ვერ გაიზრა.

ლუკა და ბექა ჯაყელების სახელი მეხივით ჟღერდა მთელ ქალაქში და როდესაც


ცხრამეტიოდე წლის გოგონამ პირველად გაუსწორა მზერა დაქალის ძმას, იმდენად შეეშინდა,
რომ წამით ჯაყელების სახლიდან გაქცევაც კი ისურვა. მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე
შეხვდა მამაკაცს, თუმცა მისი მზერა იმდენად უემოციო და არაფრისმთქმელი ეჩვენებოდა
ელენეს, ზედმეტად არც ფიქრობდა ჯაყელზე. ელენე დებ ჯაყელებს სულ უფრო
უახლოვდებოდა და შესაბამისად მისი და ლუკას გზებიც უფრო ხშირად იკვეთებოდა.
გოგონამ ვერც კი გაიაზრა, როგორ შეეპარა სრულიად განსხვავებული და ამაღლებული
გრძნობა ლუკასადმი გულში და როგორ გამოაძევა იქიდან მისდამი შიში.
ჯაყელმა ელენეს სახლისკენ მიმავალ გზას გადაუხვია და კუს ტბისკენ აიღო გეზი. გოგონა
იმდენად იყო ფიქრებში გართული, მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე, როცა მათ წინ ბუნების
ულამაზესი ხედი გადაიშალა.

-აქ რა გვინდა, ლუკა? - გაკვირვებით აღმოხდა ელენეს სიტყვები.

-წამოდი, რა, გავისეირნოთ. გუშინდელი ღამის შემდეგ არცერთს გვაწყენდა. - მკრთალად


გაუღიმა მამაკაცმა და მანქანიდან გადავიდა.

ერთხანს ჩუმად მისეირნობდნენ. ლუკა ჯიუტად დუმდა. ბოლოს ისევ ელენეს მობეზრდა
სიტუაცია და თავად დაარღვია სიმშვიდე.

-ნაბახუსევიდან გამოსვლა თუ გინდოდა, მე რაღას მოგყავდი?!

-დალაპარაკება მინდა შენთან... - ჩუმად, თითქმის გაურკვევლად ჩაილაპარაკა ჯაყელმა


ჩამხჩვალი ხმით, თუმცა ელენეს ყურთასმენას საოცრად გარკვევით და ხავერდოვნად ჩაესმა
მისი ხმა.

-ჩემთან? რასთან დაკავშირებით? - გაკვირვებული სახე მიიღო გოგონამ, თუმცა იგრძნო,


გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა ზედიზედ.

მამაკაცმა ღრმად ამოისუნთქა და თვალი თვალში გაუყარა წინ მდგომს. ხელები სახეზე
შემოაჭდო და ერთხანს მიაშტერდა.

-ელენე... დამპირდი, რომ ამის თქმის შემდეგ არ შემიძულებ. - სასოწარქვეთა იგრძნობოდა


მის ხმაში.

-ლუკა...

-დამპირდი, გთხოვ! - მუდარა გაურია ხმაში ჯაყელმა.

ელენე ბრინჯივით დაიბნა. მამაკაცი მასთან ისე ახლოს იდგა, მისი სუნთქვა ეფრქვეოდა
სახეზე. თანაც ვინ? - თავად ლუკა ჯაყელი. კაცი, რომლისაც ყველას ეშინოდა; კაცი, რომელიც
ახლა მის წინ იდგა და პატარა ბავშვის უმწეო თვალებით უყურებდა გოგონას.

-კარგი... გპირდები... - გაპარული ხმით დაიჩურჩულა ელენემ.

ლუკამ კიდევ ერთხელ ამოიოხრა და ხელები შეუშვა გოგონას. გარშემო მიმოიხედა, თითქოს
შეამოწმა, რომ ნამდვილად მარტო იყვნენ. შემდეგ ისევ ელენეს გაუსწორა მზერა და იმდენად
ჩამხჩვალი ხმით დაიწყო ლაპარაკი, გოგონას გააჟრჟოლა:

-პირველად რომ დაგინახე... პირველად რომ გამაცნო კატომ შენი თავი, ვიფიქრე, ბედნიერი
ის კაცი, ვისაც ბედი მის ქმრობას შეახვედრებს წილად-თქო. შენ ყველაზე გამორჩეული და
განსაკუთრებული გოგონა იყავი იმათ შორის, ვისაც კი ვიცნობდი და პირველივე დანახვისას
მივხვდი, რომ ვერასდროს შემოხედავდი ისე, როგორც ანანოს, როგორც დის დაქალს,
როგორც დას... დამიჯერე ვებრძოდი ჩემს თავს. ძალიან დიდხანს ვებრძოდი, მაგრამ ეს
ალბათ ერთადერთი ბრძოლაა, რომელშიც დამარცხებული აღვმოჩნდი.

-ლუკა, მე...

-გთხოვ დამამთავრებინე! - ტუჩებზე ცერა თითი ააფარა მამაკაცმა გოგონას. - გეხვეწები,


უბრალოდ მათქმევინე, რისი თქმაც ამდენი ხანია მინდა და ვერ ვახერხებ. წარმოგიდგენია? -
ყველას თვალში ხომ საოცრად სერიოზული, ხშირად უემოციო და ჯმუხი ადამიანის
შთაბეჭდილებას ვტოვებ, რომელსაც ბევრი აწონ-დაწონვა არ სჭირდება და უბრალოდ იცის
ვინ არის და რა უნდა ამ ცხოვრებაში. ასეც არის. ასეთი ვარ, მაგრამ შენთან... შენ წინააღმდეგ
ვერაფერი გავაწყე, ელენე. უბრალოდ ყოველთვის, როცა შენზე ვფიქრობ, თავს უმწეოდ
ვგრძნობ, რადგან ვიცი, თუ ჩემი გრძნობების შესახებ გაგიმხელ შეიძლება საპასუხოდ
მხოლოდ ცივი უარი მივიღო. მე კი...ზედმეტად ლაჩარი აღვმოჩნდი საიმისოდ, რომ შენგან
უარი ავიტანო. ახლა კი...ახლა ვდგავარ შენ წინ და აღარაფერი მაინტერესებს, იმიტომ, რომ
ვეღარც ჩემ თავს მოვატყუებ და ვეღარც შენ. უბრალოდ უნდა იცოდე, რომ... მიყვარხარ,
ელენე. მიყვარხარ იმ მომენტიდან, რაც ეკატერინემ შენი თავი წარმიდგინა. ეს გრძნობა
იმდენად გაურკვევლად შემოიპარა ჩემში... იმდენად ჩუმად და უცერემონიოდ, როცა აზრზე
მოვედი, უკვე უგონოდ ვიყავი შენზე შეყვარებული. დიდხანს ვებრძოდი ჩემს თავს, დიდხანს
ვცდილობდი ისევე შემომეხედა შენთვის, როგორც ანანოსთვის, მაგრამ არაფერი გამომივიდა,
იმიტომ რომ ყოველთვის, როცა შენს მწვანე თვალებს ვხედავ, მინდა მათში ჩავიკარგო.
ყოველთვის, როცა შენს მარწყვისფერ ბაგეებს ღიმილი აპობს, მინდა რომ მიგისაკუთრო,რათა
მხოლოდ მე გამიღიმო, მხოლოდ მე მიყურო და მხოლოდ მე შემომანათო შენი საოცრად
სპეტაკი, მშვიდი და ლამაზი სახე.

ელენემ გრძნობდა, როგორ ეცლებოდა ძალა მუხლებში. თვალები დაებინდა, ყურები დაეხშო,
აღარაფერი ესმოდა და ვეღარაფერს აღიქვამდა. მის გონებაში მხოლოდ ერთი ფრაზა
ტრიალებდა - „მიყვარხარ, ელენე“

მიყვარხარ... - რა საოცარი ყოფილა თურმე, როცა საყვარელი მამაკაცისგან ამ სიტყვას ისმენ?!


- ფირობდა ელენე.

-ელენე... არაფერს მეტყვი? - ფიქრებიდან ლუკას გატეხილმა, ტკივილითა და


იმედგაცრუებით სავსე ხმამ გამოიყვანა.

-მე... მე არც კი ვიცი, რა გითხრა... - ალუღლუღდა გოგონა.

ჯაყელს თვალები აემღვრა. მისი შავი სფეროები ტკივილმა კიდევ უფრო დააბნელა. თავი
ჩახარა და ერთხანს გაჩუმდა.

-გასაგებია. მე... მაპატიე. მესმის შენი, წავიდეთ გთხოვ, სახლში წაგიყვან. გეხვეწები,
დაივიწყე საერთოდ რაც მოხდა...

-ლუკა, მოიცადე! - მამაკაცის მკლავს ორივე ხელით დაეჯაჯგურა ელენე. - შენ ხვდები მაინც,
ახლა რა გააკეთე?

-რა? - დაიბნა ჯაყელი.


-შენ... მართლა მითხარი, რაც მითხარი? ლუკა, გიყვარვარ? შენ მე გიყვარვარ...

-ელენე, მოდი უბრალოდ წავიდეთ აქედან. კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს მომხდარისთვის...
- წასასვლელად შებრუნდა მამაკაცი.

-მეც მიყვარხარ... - დაიჩურჩულა ელენემ და ბიჭის რეაქციას დაელოდა.

ლუკა წამით შედგა, შემდეგ კი უცებ შემოტრიალდა გოგონასკენ.

-გაიმეორე...

-მეც მიყვარხარ, ლუკა. უკვე ძალიან დიდი ხანია, მაგრამ ამ გრძნობის იმდენად მეშინოდა და
მრცხვენოდა, რომ ჩემს თავში ვკლავდი. მეგონა, შენ არასდროს შემომხედავდი სხვა თვალით.
შენთვის ყოველთვის პატარა დად დავჩებოდი და ვერასდროს შეძლებდი ჩემში ქალის
დანახვას, მაგრამ... თურმე ვცდებოდი... ყველაზე საოცარ ზღაპარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი,
რომ ვცდებოდი. - ჩაეცინა ბედნიერებისაგან ატირებულ ელენეს და მამაკაცს გაუღიმა.

ლუკა ერთხანს აკვირდებოდა მის წინ მდგარ, თვალცრემლიან ქალს; საყვარელ ქალს. ხოლო
შემდეგ იმდენად ნაზად შეეხო მის ბაგეებს, ელენე მაშინვე ღრუბლებში აფრინდა. ძლიერად
მოხვია ხელები ელენეს. ეს არ იყო მათი პირველი ჩახუტება, მაგრამ გოგონამ მაინც რაღაც
სრულიად განსხვავებული იგრძნო, რადგან ახლა მას საყვარელი მამაკაცის ძლიერი მკლავები
ფარავდნენ და არა უბრალოდ მზრუნველი მეგობრის.

მანქანაში ხმას არცერთი იღებდა. უბრალოდ შიგადაშიგ უღიმოდნენ ერთმანეთს. ისე კი


იმდენად იყვნენ აჟიტირებულები, ორივე ხვდებოდა, სიტყვები ყველაფერს გააუბრალოებდა.
ისე მივიდნენ ელენეს სახლამდე, ვერცერთი მოვიდა გონს. გადასვლამდე ჯაყელმა გოგონას
ხელი დაუკავა და უკან დააბრუნა მანქანაში.

-დღეს საღამოს გამოგივლი და ჩემთან წავიდეთ, ყველას ვამცნოთ ახალი ამბავი. - გაუღიმა
ლუკამ ელენეს.

-უკვე? - გაკვირვებით, უფრო კი შიშით აღმოხდა გოგონას.

-რას ნიშნავს, უკვე? არ გინდა? - ჩაეცინა ჯაყელს.

-არა, როგორ არ მინდა... უბრალოდ, იქნებ ცოტა დაგვეცადა? გოგონებს მე თვითონ


დაველაპარაკებოდი.

-და რა საჭიროა, როცა შეგვიძლია ყველას ერთად ვუთხრათ ყველაფერი?

-არ მინდა, რომ გოგოებმა რაღაცეები არასწორად გაიგონ.

-რა უნდა გაიგონ ჩემმა დებმა არასწორად? - გაეცინა ლუკას.


-ის, რომ მათი ძმა მიყვარს და მათ არაფერი ვუთხარი, ზურგს უკან მოქმედება გამოდის.
შეიძლება იფიქრონ, მათთან მხოლოდ შენ გამო ვმეგობრობდი...

-კარგი რა, ელე, რას ლაპარაკობ? ასე მგონია, შენს დაქალებს არ იცნობ. როგორ გგონია, ჩვენს
გარშემო არის ვინმე, ვინც არ იცოდა, რომ ერთმანეთი გვიყვარს? უბრალოდ ჩვენ
გვაცდიდნენ, მიმვხდარიყავით. რაც შეეხება ჩემს დებს, არაფერსაც არ იფიქრებენ! მხოლოდ
გაეხარდებათ, რომ მათი დაქალი, მათი რძალიც გახდება!

-რძალი?

-აუცილებლად! - გაეცინა ლუკას და ლოყაზე აკოცა შეყვარებულს. - მიდი, ახლა გადადი და


საღამოს გამოგივლი. არ ინერვიულო, კარგი?

ელენემ ღიმილით დაუკრა თავი მამაკაცს, მოწყვეტით აკოცა და მანქანიდან გადავიდა.


ლუკამ ღიმილით ამოიხვნეშა და თვალი გააყოლა შეყვარებულს. ცხოვრებაში პირველად
გრძნობდა, რომ რაღაც ძალიან სათუთი იღვიძებდა მის შიგნით.

უტა, როგორც იქნა, დაესწრო უნივერსიტეტში პირველ ლექციას და, რა თქმა უნდა,
განსაკუთრებული ყურადღებაც მიიქცია. მაგრამ დანელიას არაფერი აინტერესებდა,
სალომეს ერთ ღიმილზე დნებოდა მხოლოდ, რაზეც მაშო განუწყვეტლივ საყვედურობდა.

-ეგრე დოყლაპიასავით თუ უყურე გოგოს, ვის მოეწონები?! - უსაყვედურა


დამარტოხელებულ უტას გოგონამ, უნივერსიტეტიდან გამოსვლის შემდეგ.

-აუ, რა გავაკეთო, თუ მეკეტება მაგის ღიმილზე? - იცინოდა დანელია.

-გეკეტება კი არა, ცოტა სერიოზულად დაიჭირე თავი, იცოდე სალომეს ასეთი ბიჭები
მოსწონს!

-აუ, მარიამ, საქმე თუ არაფერი გაქვს, წამოდი, რა ჩემთან სახლში. პროექტზეც დავიწყოთ
მუშაობა და თან სალომეზეც მომიყვები რაღაცებს!

-კარგი წამოვალ, ეს პროექტი მაინც ჩვენი გასაკეთებელია. ოღონდ ხომ იცი, მე ჩემს „რაინდს“
დავყავარ ყველგან! - მანქანასთან აყუდებულ დავითზე ანიშნა მაშომ დანელიას და გაიცინა.

-ვიცოდი, რომ მაგას მეტყოდი, ამიტომაც ფეხით ვარ მე. უფლებას გაძლევ წამიყვანო შენი
„რაშით“. - გაეცინა უტასაც.

ახალგაზრდები მანქანაში ჩასხდნენ და დანელიების სახლისკენ აიღეს გეზი. მისულებს


სახლი ცარიელი დახვდათ, როგორც ყოველთვის, რადგან იოანე ძალიან დაკავებული იყო
დღის იმ მონაკვეთში. წახემსება გადაწყვიტეს და სამზარეულოში გადაინაცვლეს. ბარის
მაგიდასთან ისხდნენ, გემრიელად შეექცეოდნენ სადილს, როცა კარზე ვიღაცამ დააზარუნა.
მოსამსახურე გოგონა მაშინვე გაემართა კარის გასაღებად, უტამ კი გაკვირვებული სახით
გადახედა ჯაყელს, რადგან არავის ელოდა.

ცოტა ხანში ოთახში თავად იოანე დანელია შევიდა და როგორც კი მარიამს მოჰკრა თვალი,
გაშეშდა. მის სახეზე ერთდროულად გამოისახა დაბნეულობაც და გაკვირვებაც.

-იოანე? ამ დროს სახლში რა გინდა? - წამოდგა უტა და ძმას შეეგება.

-რაღაც საბუთების წასაღებად დავბრუნდი და ნანიკომ მითხრა შენზე, სახლშიაო. - ისე გასცა
უფროსმა დანელიამ ძმას პასუხი, მაშოსთვის თვალი არ მოუცილებია.

ჯაყელი შეიშმუშნა. არ იცოდა, რა უნდა ეფიქრა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ისე კუშტად
უმზერდა, თუმცა დანამდვილებით იცოდა, მის მიმართ შიშს არ გრძნობდა. ალბათ იმიტომ,
რომ ისეთ კარგ ბიჭს, როგორიც უტა იყო, ცუდი ძმა ვერ ეყოლებოდა.

-იოანე, გაიცანი ეს მარიამ ჯაყელია, ჩემი ჯგუფელი და მეგობარი. მარიამ, გაიცანი ეს ჩემი
უფროსი ძმაა, იოანე! - ღიმილით წარუდგინა ერთმანეთი უტამ ორივეს.

-სასიამოვნოა, მსმენია თქვენზე... - დაბნეულმა გაუწოდა მაშომ ხელი მამაკაცს.

-გსმენიათ? ვისგან?! - ჩაეცინა იოანეს და მანაც ჩამოართვა გოგონას ხელი.

-უტასგან, რა თქმა უნდა. - გაეცინა მარიამს.

-ა, დიახ, რა თქმა უნდა, მეც მიყვებოდა ჩემი ძმა თქვენზე. ჩემთვისაც სასიამოვნოა, მარიამ... -
მკრთალად გაეღიმა უფროს დანელიას. - მგონი, სადღაც შევხვედრილვართ, არა?

-მართლა? არა მგონია...უკაცრავად, მაგრამ მე არ მახსოვხართ. - იუარა მაშომ იმის


მიუხედავად, რომ თავადაც მშვენივრად ახსოვდა მამაკაცი, ნოდარ გამყრელიძის
დაბადებისდღიდან.

-ხო, რა ვიცი, შეიძლება მეშლება. დემეტრე ჯაყელის ვინმე ხარ?

-დემეტრე ჯაყელი მამაჩემია! - როგორც ყოველთვის, სიამაყით წარმოთქვა მარიამმა და ძმებს


გაუღიმა.

-იოანე, ხომ გითხარი, აღარ გახსოვს? მარიამი ლუკას დაა... - გადაულაპარაკა უტამ ძმას.

-მართლა მითხარი? ამომივარდა ალბათ თავიდან, ამ საქმის გადამკიდე აღარაფერი მახსოვს. -


გაეცინა მამაკაცს, თუმცა მაშო მშვენივრად მიხვდა, რომ იოანემ ზედმიწევნით კარგად იცოდა
ყველაფერი მასზე.

-უტა, თუ დანაყრდი, დავიწყოთ უკვე პროექტზე მუშაობა, თორემ საღამოს სახლში უნდა
ვიყო და თან დავითიც მეცოდება გარეთ.

-აუ, გეხვეწები, დაურეკე მაგ შენს მძღოლს, თუ ვინცაა და თხოვე წავიდეს, თორემ რა ვიცით,
რამდენი ხანი დაგვჭირდება პროექტზე?!

-მე კი დავურეკავ, მაგრამ წავა? - გაეცინა მაშოს.


-მიდი, მიდი, დაურეკე და უთხარი, რომ მე წაგიყვან სახლში.

მარიამი ასეც მოიქცა. საკმაოდ მკაცრად ესაუბრა თავის „დაცვას“ და სახლში წასვლა
მოთხოვა, ოღონდ ისე, რომ მის ძმას არაფერი გაეგო.

-რა მკაცრი ყოფილხართ, ქალბატონო მარიამ... - ღიმილი დასთამაშებდა სახეზე იოანეს.

-შენ ისევ აქ ხარ? მეგონა, წახვედი... - გაუკვირდა უტას.

-ჯაყელები საშიში ხალხი ვართ, ბატონო იოანე, არავინ იცის, როდის ავფეთქდებით. -
გაუღიმა მაშომ მამაკაცს და უტასთან ერთად დატოვა სამზარეულო.

დიდხანს იმუშავეს პროექტზე. შიგადაშიგ, საუბრობდნენ კიდეც. გოგონა სალომეზე და


მასთან ერთად ჩადენილ სიგიჟეებზე უყვებოდა დანელიას და გულიანად აცინებდა. ბოლოს,
როგორც იქნა, გააკეთეს მთავარი მონახაზები და დანარჩენი საქმის გადადება ამჯობინეს.

-მორჩით საქმეს? - ღიმილით შევიდა ოთახში იოანე და ყავა მიუტანა სტუდენტებს.

-როგორც იქნა! - თვალები აატრიალა უტამ. - წარმოიდგინე, პირველი დღე მქონდა


უნივერსიტეტში და მაშინვე პროექტი „მომარჭვეს“! - გაეცინა უმცროს დანელიას.

-ეგ პირველი დღე შენთვის იყო, ჩემო ძმაო, თორემ ჩვეულებრივი, მოკვდავი ხალხი
გადაღლილიც კია უკვე სწავლისგან. - ჩაეცინა იოანეს და სავარძელში მოკალათდა.

-გემრიელი ყავაა. - გულწრფელად აღნიშნა მაშომ და ხარბად შეისუნთქა ცხელი სითხის


სურნელი.

-ოოო, ეს ყავა პირადად ბატონი იოანეს ნახელავია და მთელ თბილისშია ცნობილი! - გაეღიმა
უტას.

-მართლა? - გაკვირვებული მზერით გადახედა მაშომ უფროს დანელიას.

-დიახ, ქალბატონო მარიამ, მართლა! - ღიმილით დაუდასტურა მამაკაცმა.

-შენ რა ქენი, იყავი იმ შენს შეხვედრაზე?

-ვიყავი. არაფერი სერიოზული, ის საბუთები სულ რომ არ მქონოდა, არაფერი


დაშავდებოდა...

-სამაგიეროდ მოხვედი და მაშო გაგაცანი! - გაეცინა უტას.

იოანემ და მარიამმა ერთმანეთს შეხედეს, ორივეს ჩაეღიმა.

-კარგი, წავედი ახლა მე, უტა, გვიანია უკვე... - წამოდგა მაშო.

-მოიცადე, გასაღებს ავიღებ და გაგიყვან...

-მიდიხარ უკვე? მეც გავდივარ და ბარემ გაგიყვანდი. - ქვევიდან ახედა იოანემ გოგონას.
-არ არის საჭირო... ტაქსის გავაჩერებ...

-როგორ არ არის საჭირო, მარიამ, ასეთმა გოგომ ამ დროს ქუჩაში მარტო არ უნდა იაროს. -
გაეღიმა უფროს დანელიას და წამოდგა. - მე წავიყვან მარიამს, უტა, მაინც მათესთან უნდა
გავიდე...

-მარიამ, რამე პრობლემა ხომ არ არის? - მეგობარს მიუბრუნდა უტა.

-რა ვიცი... არა.. არანაირი... - დაიბნა მაშო, რადგან არ იცოდა, რა ეპასუხა.

-ძალიან კარგი, მაშინ წავიდეთ! - კმაყოფილი ჩანდა იოანე.

-ხვალამდე, უტა!

-ხვალამდე, მარიამ!

გზაში ხმას არცერთი იღებდა, უხერხულობა ჩამოწოლილიყო მათ შორის. მაშომ


დანამდვილებით იცოდა, რომ ლუკას, ბექას ან თორნიკეს რომ გაეგოთ, სახლში ვინ მიიყვანა,
აუცილებლად გაცეცხლდებოდნენ. ცოტა ეშინოდა კიდეც, ბოლოსდაბოლოს ის ადამიანი,
რომელიც ახლა გვერდით ეჯდა, მისი ოჯახის ყველაზე დიდი მტრის ძმაკაცი იყო. თუმცა
თავადაც არ იცოდა, რატომ, მაგრამ მაინც ენდობოდა მამაკაცს. შეხვედრის წამიდან სიმპათია
დაიმსახურა იოანემ და ამ გრძნობას მაშოც ვერ უძებნიდა სახელს.

დანელიამ მანქანა ჯაყელების უზარმაზარი რეზიდენციის წინ გააჩერა.

-მადლობა, რომ მომიყვანე და ბოდიში შეწუხებისთვის...

-არაფრის და არ შეგიწუხებივარ. - გაეღიმა იოანეს.

-ნახვამდის. - მანქანის კარი გააღო მაშომ და გადასვლას აპირებდა, როცა დანელიას ხელმა
შეაჩერა.

-მარიამ! არაა აუცილებელი შენებმა გაიგონ, ვინ მოგიყვანა...

-ჩემი ძმის გეშინიათ, ბატონო იოანე? - ჩაეცინა მარიამს და მზერა გაუსწორა მამაკაცს. იოანეს
აშკარად ესიამოვნა მისი სითამამე.

-მე არავისი მეშინია, ქალბატონო მარიამ, ისევ თქვენთვის ვამბობ. - ტუჩის კუთხე ჩატეხა
მამაკაცმა.

-არ ინერვიულოთ, არავის საქმე არ არის, ვინ მომიყვანს სახლში და ვინ წამიყვანს აქედან.
საკმაოდ დიდი ვარ, რომ თავად გადავწყვიტო. - გაუღიმა მაშომ მამაკაცს და მანქანა დატოვა.

იოანემ თვალი გააყოლა გოგონას, ჩაეცინა, თავი გააქნია, მანქანა დაძრა და სწრაფად
აორთქლდა ჯაყელების ტერიტორიიდან.
ანდრეა სახლში იყო, გემრიელად მოკალათებულიყო, განიერ სავარძელში და ინტერნეტში
„დაძვრებოდა.“ ზოგადად, არ იტაცებდა სოციალური ქსელი და მისი მეშვეობით
ურთიერთობები, თუმცა თბილისში დაბრუნებულს, ახალი ამბები აინტერესებდა, თანაც
საქმის უკმარისობასაც განიცდიდა. ახალი ამბების გვერდებს ათვალიერებდა, როდესაც
სათაურს წააწყდა შემდეგი სათაურით: „ეკატერინე ჯაყელის და დათუნა გასვიანის
შთამბეჭდავი სიყვარულის ისტორია ჯვრისწერით დაგვირგვინდება“. სტატიას თან წყვილის
სურათი ჰქონდა დართული. დათუნა და ეკატერინე ერთმანეთზე მოხვეულები იყვნენ,
რომელიღაც წვეულებაზე

-დათუნა...დათუნა... არის კი დათუნა ასეთი ქალის სიყვარულის ღირსი?! - კითხვამ ისე


სწრაფად გაუელვა მამაკაცს გონებაში, ეს უკანასკნელი აზრზეც ვერ მოვიდა. ერთხანს
ჩაფიქრდა, აზრებმა გაართეს. ვერც კი გაიგო, როგორ გაემართა მოსამსახურე გოგონა კარის
გასაღებად და როგორ შევიდა სახლში ალექსანდრე.

სანდრომ გეზი, როგორც ყოველთვის, სამზარეულოსკენ აიღო, სადაც მოფუსფუსე ნანა


ეგულებოდა.

-საღამო მშვიდობისა, ნანა. - თბილად მიესალმა ქალს და სკამზე ჩამოჯდა.

-უ, ალექსანდრე, შენ ხარ? მე კი ვიფიქრე, ბიჭები იქნებოდნენ. - გაუღიმა ნანამ მამაკაცს.

-სახლშია ანდრეა?

-კი, შვილო, სახლშია... დღეს მთელი დღე არსად გასულა, ნინო ვერ იყო კარგად და მთელი
დღე მასთან გაატარა.

-დედას რამე მოუვიდა?! - მაშინვე დაიძაბა სანდრო.

-რა ვიცი, შვილო, რა გითხრა? წნევა ჰქონდა მაღალი და ჩვეულზე მეტად გაღიზიანებული
იყო...

-ახლა სად არის, ბაღშია?

-არა, ძლივს დაატოვებინა შენმა ძმამ იქაურობა, ახლა სძინავს. ექიმიც გვყავდა და გვირჩია, ეს
ორი დღე წოლითი რეჟიმი დაგვენიშნა.

ალექსანდრემ მძიმედ ამოიოხრა და თავი ხელებში ჩარგო.

-ანდრეას დანახვაზე ძალიან ნერვიულდება? - იკითხა თავის აწევის შემდეგ.

-თავიდან არც იკარებდა, მაგრამ ნელ-ნელა, მემგონი, შეეჩვია..

-ცნობს?
-არა მგონია, შვილო... საერთოდ, ამ ბოლო დროს, ჩემი ცნობაც უჭირს. - სახე დაუსევდიანდა
ქალს ნინოს წარმოდგენაზე.

ალექსანდრემ კიდევ ერთხელ ამოიოხრა და წამოდგა.

-მე ცოტა ხნით ბაღში დავჯდები, მერე კი წავალ. - დაუბარა ნანას და ისე დატოვა
სამზარეულო, ვერც გაიგო, როგორ ჰკითხა ქალმა, რამე ხომ არ გინდაო.

იმ ადგილას იჯდა, სადაც მთელ დღეებს ატარებდა დედამისი. იჯდა, ყველაფერზე


ფიქრობდა და თან ვერაფერზე. თავი ჩაექინდრა და მძიმედ სუნთქავდა. ხუთი, ათი ან სულაც
თხუთმეტი წუთი გავიდა. მერე კი იგრძნო, რომ გვერდით ვიღაც მიუჯდა და თავაუღებლად
მიხვდა მის ვინაობას.

ერთხანს ასე ისხდნენ, ჯიუტ მდუმარებაში, შემდეგ ისევ სანდრომ დაარღვია გამეფებული
სიჩუმე.

-ეს ბაღი... შენ და დედამ გააშენეთ, გახსოვს? - თავი აიღო ალექსანდრემ, მაგრამ არა ძმას,
არამედ სივრცეს გახედა.

ანდრეამ თავი ჩაქინდრა.

-მახსოვს... - ამოიბურდღუნა ახვლედიანმა, ისე, რომ თავი არც აუწევია.

ისევ გაჩუმდნენ. სათქმელი იმდენი იყო, მაგრამ მთქმელი - არცერთი.

-სახლში არ დაბრუნდები? - ისევ უმცროსმა ახვლედიანმა ითავა სიმყუდროვის დარღვევა.

-ეს არის ჩემთვის სახლი...

სანდრომ უსიტყვოთ დაუქნია თავი და ოდნავშესამჩნევად ჩაეცინა.

-მასთან მინდა, ალექსანდრე... ვგრძნობ, რომ ვჭირდები. ვიცი, რომ მარტო მე შემიძლია მისი
დახმარება... - დიდი ტკივილი და სასოწარკვეთა იგრძნობოდა მამაკაცის ხმაში.

-როგორ აპირებ მის დახმარებას?

-არ ვიცი... მაგრამ უნდა დავეხმარო. ჩემს შეცდომას მხოლოდ მე თუ გამოვასწორებ...

-ანდრეა...

-მართალი იყავი. ყველაფერი, რაც დედას დაემართა, ჩემი ბრალია. ყველა უბედურება, რაც
ჩვენს ოჯახში ტრიალებს, ჩემს ნამუსზე წერია. კარგად ვიცი ეს და შენი სიტყვები სულაც არ
იყო ჩემთვის აღმოჩენა.

ალექსანდრეს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ანდრეა ისე სწრაფად წამოდგა და შევიდა
სახლში, ბიჭმა სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო.
კიდევ ცოტა ხანს იჯდა ბაღში, თავის ძმაზე, ოჯახზე და ჯაყელებზე ფიქრობდა. ისე
ჩამოაღამდა, ვერაფერი გაიგო. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როცა ტელეფონის ზუზუნი
იგრძნო. ანასტასია ურეკავდა.

-გისმენ, ტასო.

-სან, მეგობართან ვარ და შეგიძლია მომაკითხო? პაატას შვებულება აქვს...

-მოგაკითხავ, აბა რას ვიზამ, მისამართი გამომიგზავნე...

-რა გჭირს შენ ხმაზე? არ მომწონხარ..

-არაფერი, დავიღალე უბრალოდ...

-ნამდვილად?

-ნამდვილად, ნამდვილად. - ჩაეღიმა სანდროს.

-კარგი მაშინ, გამოგიგზავნი მისამართს.

-კარგი. - გათიშა ახვლედიანმა ტელეფონი და წამოდგა. ნანას დაემშვიდობა და სწრაფად


დატოვა წყნეთის სახლი.

მარიამი საოცრად გაკვირვებული დარჩა, როცა სახლში შესულს ყველა მისაღებ ოთახში
შეკრებილი დაუხვდა, ოჯახიან-მეგობრებიანად.

-ვინმეს დაბადებისდღეა დღეს და დამავიწყდა? - გაეცინა გოგონას და დამსწრე


საზოგადოებას გადახედა.

-არც ჩვენ ვიცით, რატომ შეგვკრიბეს, მაშიკო, მაგრამ შენმა ძმამ დაგვირეკა და შეგვყარა
ყველა. - გამოეხმაურა ჯაყელის მოსვლას გეგა.

-და თვითონ სად არის? - კატოს და თორნიკეს შორის ჩაჯდა მაშო.

-რა ვიცი, ველოდებით ჩვენც... - მხრები აიჩეჩა ეკატერინემ.

-შენ ვინ მოგიყვანა სახლში? - გადაუჩურჩულა თორნიკემ მარიამს. - ოღონდ არ მითხრა, რომ
დავითმა, ვიცი რომმ გაათავისუფლე...

-მეგობარმა! - მკვახედ მიუგო მამაკაცს და ზურგი აქცია.

თორნიკემ ღრმად ამოიხვნეშა და უკმაყოფილოდ გააქნია თავი, თუმცა მაშოს მისთვის


ყურადღება აღარ მიუქცევია, უფროს დას დაადო მხარზე თავი და გაიტრუნა.
სულ ცოტახანში ოთახში ლუკა და ელენე შევიდნენ. ჯაყელი ამაყად მიაბიჯებდა, რასაც
ელენეზე ვერ ვიტყოდით. ამ უკანასკნელს უხერხულად ეჭირა თავი და თვალებს აქეთ-იქეთ
დააცეცებდა.

-ეს თუ ის არის, რასაც მე ვფიქრობ... - გადაუჩურჩულა მარიამმა მასზე არანაკლებ


გაკვირვებულ დას.

-დააყენა მგონი ამ ბიჭმა საშველი! - ჩაიქირქილა ანანომ, ქმარს მიეხუტა და დებ ჯაყელებს
თვალი ჩაუკრა.

-ე, ბიჭო, გვეშველა მე მგონი! - გადაულაპარაკა რატიმ გვერდით მჯდომ გეგას და მხარზე
ხელი დაკრა.

-ლუკა, რას ნიშნავს ეს ყოველივე, ვერ აგვიხსნი?! რა საჭირო იყო ჩვენი შეკრება? - საერთო
კითხვა დასვა ქალბატონმა ქეთევანმა და შვილს მიაჩერდა.

ელენე უარესად აილეწა სახეზე და თითების წვალებას მოჰყვა.

-დედა, მამა, ოჯახისწევრებო და მეგობრებო! - ომახიანად დაიწყო ლაპარაკი ლუკამ და


ოთახს თვალი მოავლო. - მინდა თქვენი აქ შეყრის მიზეზი ყველას ერთად გაცნობოთ.
დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი არავისთვის იქნება ახალი და იმედი მაქვს, ყველა
გაიზიარებთ ჩემს ბედნიერებას. მოკლედ, მინდა გითხრათ, რომ მე და ელენე როგორც იქნა
გამოვუტყდით ერთმანეთს სიყვარულში და ახლა ერთად ვართ! - უკანასკნელ სიტყვებზე
მამაკაცმა ელენეს გადახედა, ხელები ერთმანეთს დააშორებინა და ერთ-ერთი თავის მტევანში
მოიქცია.

წამით ყველა გაირინდა, გეგა და რატიც კი არ იღებდნენ ხმას. მარიამი წამოდგა, რამდენიმე
ნაბიჯი გადადგა, დოინჯი შემოირტყა და წყვილს წინ დაუდგა, წარბშეყრილი.

-მაშო... - გაპარული ხმით დაიწყო საუბარი ელენემ, მაგრამ სიტყვა გაუწყდა, იმდენად
ნერვიულობდა. ძლივს გაუსწორა მზერა დაქალს და როგორც კი მის სახეზე აღბეჭდილი
გაბრაზება წაიკითხა, თვალები აუწყლიანდა.

-ნუ მიყურებ ეგრე! - მკაცრად თქვა უმცროსმა ჯაყელმა და ამრეზით შეაჩერა მზერა წყვილის
ჩაკიდებულ ხელზე.

ელენემ მაშინვე დააფიქსირა ეს და გველნაკბენივით მოშორდა ლუკას. გოგონას ამ საქციელზე


თავი ვეღარ შეიკავა მარიამმა და ჯერ აფხუკუნდა, ხოლო შემდეგ სიცილი მორთო.

-ვაიმე, ელენე დევდარიანო, რა სულელი ხარ, არ შემიძლია! - ხარხარებდა უცმროსი ჯაყელი


და ცალი ხელით ცრემლებს იწმენდდა.

ყველა მას მისჩერებოდა, არ იცოდნენ, გაეცინათ, თუ ეჩხუბათ მის საქციელზე. ბოლოს რატის
აუტყდა სიცილი, რომელიც მთელ ოთახს მოედო ლუკას და ელენეს გარდა.

-მარიამ! - დაიქუხა ლუკას ხმამ და მაშომაც მაშინვე შეწყვიტა სიცილი.


-კარგი რა, რა მოგივიდათ? ვიხუმრე უბრალოდ, აბა მართლა ხომ არ მეწყინებოდა, როგორც
იქნა დაგვაყენეთ საშველი!

-ძალიან ცუდი გოგო ხარ შენ! მე ერთი სიცოცხლე გავათავე, რა არ ვიფიქრე და შენ კიდევ
ხუმრობის ხასიათზე დადექი! - ბრაზობდა ელენე.

-გილოცავთ, მრავალს დაესწარით, კიარა და ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს, თუ


როგორცაა, მოკლედ გილოცავთ, რა! - ფეხზე წამოიჭრა რატი და წყვილს გადაეხვია. მის
მაგალითს მიჰყვნენ სხვებიც.

ბოლოს დემეტრე და ქეთინო მოეხვივნენ შვილებს და გულში ჩაიკრეს ორივე.

-გილოცავთ, ბავშვებო, ნამდვილად ძალიან გამახარეთ. შენზე ანგელოზივით გოგოს სად


ვიპოვიდი რძლად? - სახეზე მიეფერა ქალბატონი ქეთევანი ელენეს, რომელიც საკუთარი
ქალიშვილებივით უყვარდა.

-მადლობა, ქეთი, ვერც მე ვინატრებდი თქვენზე უკეთეს დედამთილ-მამამთილს! - გაეღიმა


ელენეს.

-ბიჭო, რომ მცოდნოდა, ასე ჩაგივარდებოდა ჩემი გუშინდელი ნათქვამი გულში, დიდი ხნით
ადრე გეტყოდი და ახლა საბას ხელა ბიჭი მაინც არ გეყოლებოდა? - გაეცინა ოთოს და მხარზე
ხელი დაკრა ჯაყელს.

-შენი ჭირიმე, მთავარია მოიფიქრა და აწი იმუშაონ მაგ საკითხზე, სად ეჩქარებათ! - ჩაეცინა
ნანოს.

-აუ, ელენე მინდა ახლავე იცოდე, ამიერიდან ვინმეს ჩემი ან მაშოს თავი „მულად“ რომ
გააცნო, ჩათვალე ჩვენ შორის ყველაფერი მორჩება! - სრული სერიოზულობით თქვა
ეკატერინემ და დაქალს თითი დაუქნია.

ყველას გაეცინა.

-მოიცა, ვერ გავიგე, ჩემს საცოლეს ვინმე ემუქრება, თუ მომესმა?! - წარბები შეკრა ლუკამ.

-კაი კაცო, მოგვარდებიან თავისით დაქალები, ჩვენ ნუ ჩავერევით! - გაეცინა დათუნას და


საცოლეს მოეხვია.

-აუ, ეს ნახე რა, ჯერ არ დაქორწინებულან, უკვე შეთქმულებებს აწყობენ! - ხმამაღლა


გადაულაპარაკა გეგამ რატის და თორნიკეს, რაზეც ყველას გაეცინა. კატომ კი ენა გამოუყო
ბიჭებს.

-დათუნ, მალევე რომ მოგყვეთ, ხომ არ გეწყინება? - სერიოზულად მიმართა ლუკამ გასვიანს.

-რა?! - წამოიყვირა ელენემ.

-რა, რა? აბა პატარა ბიჭივით გინდა პაემნებზე მატარო? საკმარისად გვეყო ის დრო რაც
დავკარგეთ!

-აი, ეს მომწოონს. - ჩაილაპარაკა გეგამ და ჩაიცინა.


-არა, გვეწყინება კი არა, პირიქით, ჩვენს შვილს თანატოლი ბიძაშვილი ეყოლება და მაგას რა
ჯობია? - გაეცინა დათუნას და კატოს ლოყაზე აკოცა.

-მართალია ჩემი სიძე! შვილიშვილებს რა ჯობია, თანაც ორს ერთად? - გაეცინა დემეტრეს.

-დავბერდით, ჩემო დემეტრე, დავბერდით. - ჩაილაპარაკა ღიმილით ქეთევანმა.

-აუ, ქეთო, გაჩერდი ახლა. შენ თუ ბებერი ხარ, სხვებმა რა თქვან? - მოეხვია დედას მაშო და
ლოყაზე აკოცა.

-მართალია ჩვენი გოგო, ქეთევან, ჩვენ კი არ დავბერდით, პირიქით ვახალგაზრდავდებით


შვილების ბედნიერებით! - ცოლს მოეხვია უფროსი ჯაყელი და აკოცა.

-ჰე, ახლა, არ აღვნიშნავთ ამ შესანიშნავ ახალ ამბავს?! - წამოიძახა რატიმ.

-აუცილებლად! - შეეხმიანა დემეტრე და გაიცინა.

ბედნიერი იყო უკლებლივ ყველა, რადგან სამ დღეში დათუნას და ეკატერინეს ქორწილი
ელოდათ, რამდენიმე თვეში კი ლუკა და ელენეც მათ გზას მიყვებოდნენ. თუმცა საერთო
მხიარულების მიუხედავად, ლუკას არ გამორჩენია უხასიათოდ მყოფი ბიძაშვილი,
რომელმაც მალევე დატოვა სუფრა და ღვინის ბოთლით ხელში ბუხართან გადაინაცვლა. ბექა
იმდენად იყო ფიქრებში გართული, ვერც შეამჩნია მისი გვერდით მიჯდომა.

-ხომ კარგად ხარ? - მუხლზე ხელი დაკრა ჯაყელმა ბიძაშვილს და გამოაფხიზლა.

-კი, კი, კარგად ვარ, უბრალოდ ამ ბოლო დროს ძილის პრობლემები მაქვს და სწრაფად
ვიღლები. - გაუღიმა ბექამ მამაკაცს.

-ნამდვილად? რამეს ხომ არ მიმალავ, კიდევ რამე ხომ არ მომხდარა? - დაეჭვდა ლუკა.

-არა-მეთქი, რა უნდა მომხდარიყო? არ დაგიმალავდი, ხომ იცი...

-ბექა, ჩემზე ხომ არ ბრაზობ? ელენეს ამბავში და ხომ ხვდები...

-რა სისულელეებს ლაპარაკობ, ბიჭო?! რატომ უნდა ვბრაზობდე, პირიქით, მიხარია! რა, ჩვენ
არ გვაქვს პირადი ბედნიერების უფლება, თუ რა? - ჩაეცინა ჯაყელს.

-ხო, რა ვიცი. - ჩაეცინა ლუკასაც.

-თიკამ დამირეკა გუშინ... - ჩუმად წამოიწყო საუბარი ბექამ და თვალი ცეცხლის ალს
გაუშტერა.

-რატომ? ვინმე ხომ არ აწუხებს, იმ ახ*არმა ხომ არ მიაგნო?! - წამოენთო მამაკაცი.

-არა, ანდრეას რა ხელი აქვს თიკასთან... სხვა რამის გამო დამირეკა..

-მოხდა რამე?
-თხოვდება... - ტკივილით გაჟღენთილი ხმით ჩაილაპარაკა ჯაყელმა და ლუკას მზერა
გაუშტერა.

-თხოვდება? - თავისთვის ჩაილაპარაკა ლუკამ და თავი ჩაქინდრა.

-ნიკუშას საფლავზე ვიყავი და პატიება ვთხოვეო. შენ ხომ იცი, რომ შენი ძმა სულ მეყვარება
და მისი სიკვდილის შემდეგ ცხოვრება აღარ მინდოდაო, მაგრამ გიორგი მართლა ძალიან
კარგი ბიჭია და მან გადამატანინა შენი ძმის სიკვდილიო...

-ვერ გავამტყუნებთ, ხომ იცი? - ჩახლეჩილი ხმით თქვა ლუკამ, ისე, რომ თავი არც აუწევია.

-ვიცი... ჩემი ძმის სული იგლოვე მთელი ცხოვრება და სხვას აღარ შეხედოთქო, არც
არასდროს მომითხოვია მისგან. - ჩაეცინა ბექას, ხოლო შემდეგ ღრმად ამოიხვნეშა, თითქოს
ამას ამოატანდა სულში ჩაბუდებულ ტკივილს.

-ანდრეა ახლვედიანი ინანებს ამ ყველაფერს... მთელი მისი ოჯახი ინანებს ნიკუშას! ხომ იცი,
არა?!

-ახვლედიანები კი ინანებენ, მაგრამ ჩემს ძმას ვინ დააბრუნებს? - ჩაილაპარაკა ჯაყელმა და


ბოთლში დარჩენილი სასმელი ერთიანად გამოცალა.

ახვლედიანების მუდამ და საგულდაგულოდ განათებული სახლში ერთადერთი ოთახი


მოიძებნებოდა, სადაც მთვარის შუქიც კი არ აღწევდა. სწორედ ამ ოთახში იკეტებოდა
საღამოობით ირაკლი ახვლედიანი და თავის განუყრელ მეგობართან, ალკოჰოლურ
სასმელთან, ერთად ეცემოდა ფიქრებს.

ის საღამო არაფრით იყო სხვებისგან გამორჩეული. ოჯახის უფროსი ბნელ ოთახში იჯდა,
მაგიდასთან და სვამდა. ერთ-ერთი ჭიქის გამოცლის შემდეგ კარზე მსუბუქად დააკაკუნეს და
მანაც მოკლე წამოძახილით დარტო სტუმარს ოთახში შესვლის უფლება.

-ბატონო ირაკლი, გუშინ რომ თქვენი მძღოლის ნახვა გინდოდათ, ახლახანს დაბრუნდა
შვებულებიდან და შემოვუშვა? - წკრიალა ხმამ გაიჟღერა მარტოობისგან ობმოკიდებულ
კედლებში - ღია კარში მოსამსახურე გოგონა იდგა.

-შემოუშვი! - ხელი აუქნია ახვლედიანმა და სასმელი ჩამოასხა ჭიქაში.

სულ ცოტახანში ოთახის კარი ხელახლა გააღეს და ჰოლიდან შემოსულ სინათლეში მამაკაცის
სილუეტი გამოიკვეთა.

-შუქი აანთე და შემოდი.

-თქვენ თუ გნებავთ, არ ავანთებ...


-აანთე, აანთე! - გაეღიმა ირაკლის.

-გისმენთ, ბატონო ირაკლი, რატომ დამიბარეთ?

-კარგი იყო სოფელში, პაატა? დედა როგორ გყავს?

-კარგად, ბატონო ირაკლი. თქვენი წყალობით წარმატებით გადის მკურნალობის კურსს.


მოკითხვა დამაბარეს თქვენთან. - გაეღიმა პაატას, თუმცა გულში მაინც ვერ ხვდებოდა მისი
იქ ყოფნის მიზეზს.

-გაიგე, ანდრეა რომ წავიდა სახლიდან? - უცებ შეცვალა სალაპარაკო თემა ახვლედიანმა და
სასმლით სავსე ჭიქას ჩააშტერდა.

-დიახ, გავიგე... რატომ მეკითხებით, ბატონო ირაკლი? - დაიბნა მამაკაცი.

-პაატა, მე და შენ ხომ მეგობრები ვართ? ბოლოს და ბოლოს, ამდენი წელია ჩემთან მუშაობ.

-დიახ, ბატონო ირაკლი, თქვენ ნამდვილად იმაზე მეტი ხართ ჩემთვის, ვიდრე უფროსი...

-ჩემი შვილები შენს თვალწინ გაიზარდნენ. შეიძლება ჩემზე კარგადაც იცნობ მათ.
განსაკუთრებით ანდრეას, არა?!

-რავიცი, ბატონო ირაკლი, მშობელზე უკეთ ვინ იცნობს შვილს? - უხერხულად ჩაეცინა
პაატას.

-პაატა, იმ ღამით... როცა ნიკოლოზ ჯაყელი მოკლეს, ანდრეა თავისი მანქანით არ ყოფილა
სახლიდან გასული, ხომ ასეა? - უცნაურ დაკითხვას აგრძელებდა ახვლედიანი.

-ამდენი წლის შემდეგ რატომ მეკითხებით ამას? დიახ, ასეა, ანდრეა იმ დღეს წვეულებაზე მე
წავიყვანე. - მღელვარებას მაქსიმალურად ფარავდა პაატა.

-მაშ მთელი ღამე მასთან ერთად იყავი, არა? - გამომცდელი მზერა მიაპყრო ირაკლიმ კაცს.

პაატას ერთიანად გააცია სხეულში. შუბლი ოფლით დაეცვარა და ორივე ხელით ჩააფრინდა
სავარძლის სახელურებს.

-დიახ, მასთან ერთად ვიყავი... - ამოიგმინასავით პაატამ და თავი დახარა.

-ვიცი ამდენი წლის შემდეგ ამას არ უნდა გეკითხებოდე, მაგრამ მხოლოდ ახლაღა
დავფიქრდი ამაზე და მინდა ვიცოდე, ნიკოლოზ ახვლედიანი ჩემმა შვილმა მოკლა, თუ არა?!

-ბატონო ირაკლი, იცით...

-უბრალოდ მიპასუხე, კი თუ არა?!

-არვიცი, ბატონო ირაკლი... - ჩუმი ხმით დაილაპარაკა პაატამ და თვალების აქეთ-იქით


ცეცება დაიწყო.

-რას ნიშნავს, არ იცი?!


-მე მთელი ღამე კლუბთან ველოდებოდი ანდრეას. თავად მთხოვა დალოდება. მითხრა,
დიდხანს არ გავჩერდები და მალე გამოვალო. მეც, რა თქმა უნდა, დავემორჩილე, მაგრამ
რამდენიმე საათის გასვლის შემდეგაც რომ არ გამოჩნდა თქვენი შვილი, მანქანაში ჩამეძინა.
ანდრეამ გარიჟრაჟზე გამაღვიძა, ბოდიში მომიხადა ლოდინისთვის და სახლში წაყვანა
მთხოვა. მეც შევასრულე მისი ბრძანება...

-ასე უბრალოდ? ნუთუ არაფერი ეტყობოდა ქცევაში ან იქნებ პერანგი ჰქონდა სისხლით
დასვრილი, არაფერი შეგიმჩნევია მისთვის?!

-ღამენათევს და გართობისაგან გადაღლილს ჰგავდა, როგორც ყოველთვის. პერანგის


ზემოდან კი ქურთუკი ეცვა, ამიტომაც ლაქა არ შემიმჩნევია.

-ანუ შენც არაფერი იცი? - სასოწარკვეთით ამოილაპარაკა ირაკლიმ და საზურგეს მიეყრდნო.

-მაპატიეთ, ბატონო ირაკლი, მაგრამ რამე რომ მცოდნოდა, დიდი ხნის წინ გეტყოდით
ყველაფერს.

-რა თქმა უნდა... რა თქმა უნდა, მეტყოდი... - თავისთვის ბუტბუტებდა ახვლედიანი.

-კიდევ გნებავთ რამე? - მორიდებით იკითხა პაატამ, რომელსაც ერთი სული ჰქონდა,
გასცლოდა იქაურობას.

-არა, პაატა, შეგიძლია წახვიდე... მადლობა ინფორმაციისთვის.

-ღამე მშვიდობისა, ბატონო ირაკლი. - ფეხზე წამოიჭრა პაატა.

-პაატა! - კარში გააჩერა კაცი ახვლედიანის ხმამ.

პაატას ისევ გააცია.

-დიახ!

-გასვლამდე შუქი ჩააქრე, გთხოვ!

-დიახ, რა თქმა უნდა! - მოეშვა, ამოისუნთქა და ისე უპასუხა, უფროსის თხოვნა შეასრულა და
სწრაფად გასცილდა ოთახს.

ალექსანდრემ ლიზასთან ერთად ივახშმა, შემდეგ კი ღამის თბილისში გადაწყვიტეს


გასეირნება. ლიზა მთელი საღამოს განმავლობაში აღფრთოვანებით უყვებოდა საყვარელ
მამაკაცს თავისი ახალი სამსახურის შესახებ, მაგრამ სანდრო მხოლოდ თავს უქნევდა,
შიგადაშიგ უღიმოდა და მოკლე პასუხებით იფარგლებოდა.

-სან, გაწუხებს რამე? - უეცრად ჰკითხა გოგონამ შეყვარებულს, როცა გაიაზრა, რომ მთელი
საღამო თავის თავს უფრო ელაპარაკებოდა, ვიდრე მას.
-მე? - არა, საიდან მოიტანე? - გაცინება ცადა ახვლედიანმა.

-მთელი საღამოა ღრუბლებში დაფრინავ. ანდრეაზე ნერვიულობ?

-რა ვიცი აბა...

-სანდრო, ხომ იცი რომ შეგიძლია ყველაფერი მომიყვე? მე თუ არა, სხვას ვის?

-ხო, მართალი ხარ, მაპატიე, უბრალოდ... მგონია, თუ არ ვილაპარაკებ ამ თემაზე, აღარც


ვინერვიულებ.

-რატომ ნერვიულობ, სანდრო? შენი ძმა ზრდასრული მამაკაცია და თავად შეუძლია


გადაწყვეტილების მიღება.

-როგორ არ ვინერვიულო, ლიზა? შენ არ იცნობ ანდრეას ისე კარგად, როგორც მე. ვიცი, ახლა
ძალიან ღელავს დედას მდგომარეობის გამო, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჯაყელებს აბრალებს
და მეშინია, რამე სისულელე არ გააკეთოს.

-ალექსანდრე, ხანდახან, მე მგონი ზედმეტად აჭარბებ და ღელავ შენი ძმის გამო. შეიძლება
ანდრეას მართლა არ ვიცნობ ისე კარგად, როგორც შენ, მაგრამ მაინც მგონია, რომ შენი ძმა
არც ისეთი სულელია. კი, შეიძლება იმპულსურია და ხშირად ჩადის ისეთ რამეს. რასაც
შემდეგ ნანობს, მაგრამ ნიკოლოზ ჯაყელის მაგალითი, მგონი, საკმარისი გაკვეთილი იყო
მისთვის, რომ მსგავსი სისულელე აღარ ჩაიდინოს.

-რა ვიცი... შეიძლება მართალიც ხარ, მაგრამ გული მაინც მეთანაღრება. შინაგანად ვგრძნობ,
რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს და ეს უმოქმედობა მაგიჟებს! - თავში ხელები წაიშინა
ალექსანდრემ.

-მესმის შენი, მაგრამ ხომ ორივემ კარგად ვიცით? - არსებობს ცხოვრებაში მომენტები,
რომლის მოახლოვებასაც ვგრძნობთ, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებთ. გარდაუვალი
მოვლენების წინააღმდეგ ნებისმიერი ადამიანი უძლურია...

-ახლა მგონია რომ ჩემი შეყვარებული კი არა, ფსიქოლოგი მელაპარაკება. - უნებურად


გაეღიმა ახვლედიანს.

-ხომ იცი, ხანდახან, მიყვარს ხოლმე პროფესიის პირად ცხოვრებაში გამოყენება. მავიწყდება,
რომ სამუშაო დღე დასრულდა და სახლშიც ვაგრძელებ სეანსებს. - გაეცინა ლიზას.

-მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ საწყალი ვატო. - ჩაეცინა შესაშური სისწრაფით
ხასიათგამოკეთებულ მამაკაცს.

-რატომ არის საწყალი, ვერ გავიგე, იცი ჩემთან ერთ საათიანი სეანსი რა ღირს? თქვენ კიდევ
უფასოდ გემსახურებით, მადლობის მაგიერია?! - გაიბუტა გოგონა და ხელები მკერდთან
გადაიჯვარედინა.

სანდრო ერთხანს უყურებდა პატარა ბავშვივით გაბრაზებულ შეყვარებულს, შემდეგ თავი


ვერ შეიკავა და გაიცინა.
-მე მგონი, ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელსაც ასე უცებ შეუძლია ჩემი ხასიათის
გამოკეთება. - მიიხუტა გოგონა და თავზე აკოცა.

-ესეიგი, კარგი ფსიქოლოგი ვარ? - ქვევიდან ახედა ლიზამ, ეშმაკური მზერით.

-საუკეთესო მთელ ქალაქში! - გაეცინა სანდროს.

-ძალიან მიყვარხარ, სანდრო! - გულწრფელად აღმოხდა სიტყვები ლიზას და უფრო მაგრად


შემოაჭდო ყელზე ხელები მამაკაცს.

ალექსანდრემ მხოლოდ გაუღიმა და მოწყვეტით აკოცა.

-კარგი, წამოდი ახლა დავბრუნდეთ მანქანასთან და წაგიყვან სახლში, თორემ გამიგია, რომ
გიჟი ძმა გყავს და ნამდვილად არ მინდა შარი! - გაეცინა ალექსანდრეს.

-კარგი, წავიდეთ! - გაეცინა ლიზასაც და მასთან ერთად გაუყვა, უკან, უკვე გავლილ გზას.

ორმა დღემ ქორწილისათვის გიჟურ მზადებაში ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი
უკვე სრულ მზადყოფნაში იყო, ქალბატონი ქეთევანი მაინც ვერ ისვენებდა. ხან
ორგანიზატორებს აწუხებდა, ხან ოპერატორებს, ხანაც თავად ეკატერინეს. თავის მხრივ,
ეკატერინეც ძალიან ღელავდა, მაგრამ ეს არ იყო იმ პატარძლისთვის ჩვეული ღელვა,
რომელიც საყვარელ მამაკაცს მიჰყვება ცოლად, არამედ უფრო ყრუ და ამოუცნობი. კატოს
ვერაფრით გაეგო, რატომ ნერვიულობდა ასე, მაგრამ ნანოს, ელენესა და მაშოს გამხნევებით
მაინც საქორწილო მღელვარებას აწერდა ყველაფერს.

ქორწილის წინა ღამეს, როცა ყველა საძინებელ ოთახში შეკეტილიყო და მშვიდ ძილს
მისცემოდა, იყო მხოლოდ ორი ადამიანი, რომელთაც არ ეძინათ - დათუნა და ეკატერინე.

კატო თავის საწოლზე იჯდა და სულელივით უღიმოდა საქორწილო კაბას. ყოველ შეხედვაზე
გული სიხარულით ევსებოდა. ალბათ ფრთები რომ ჰქონოდა, აუცილებლად გაფრინდებოდა.

როცა მისი მობილური აზუზუნდა, უკვე იცოდა, რომ ის ერთადერთი ურეკავდა, რომელსაც
რამდენიმე საათში ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად იქცევდა. ეკრანზე გასვიანის სურათს
ღიმილით დახედა და დაუყონებლივ უპასუხა:

-გისმენ, დათუნა.

-კატერინა... ხომ არ გაგაღვიძე?

-არა, არ მეძინა.

-ვერც შენ იძინებ? - ჩაეღიმა მამაკაცს.

-როგორ დავიძინო, ნერვიულობისგან აღარ ვარ! - გაეცინა გოგონას.


-გამოდი, რა გარეთ, შენი ნახვა მინდა!

-მოიცა, შენ აქ ხარ? - წამოიყვირა ეკატერინემ აღტაცებისგან.

-შენს ჭიშკართან ვდგავარ! - გაეცინა დათუნას. - გამოხვალ?

-გამოვიპარები. - ჩაეცინა კატოს.

-გელოდები!

ჯაყელმა ტელეფონი გათიშა. სწრაფად ჩაიცვა ის, რაც ხელში მოხვდა, სარკის წინ
შეათვალიერა საკუთარი თავი და სწრაფად დაეშვა კიბეებზე. ფეხაკრეფით გაიარა
ჩაბნელებული ჰოლი და ფრთხილად გააღო კარი. სწრაფად გაირბინა ჭიშკრამდე მანძილი და
როგორც კი გარეთ მდგომი დათუნა დაინახა, მთელი ძალით გაიქცა და მოეხვია.

-სადღაც უნდა წაგიყვანო!

-ახლა? - თვალები გაუფართოვდა გოგონას.

-ხო, ახლა. მიდი, მანქანაში ჩაჯექი.

-სად მივდივართ? - ღიმილით ჰკითხა ეკატერინემ მამაკაცს, მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ.

-ნახავ. - მოკლედ მოუჭრა დათუნამ და მანქანა დაქოქა.

გასვიანმა საცოლე მთაწმინდაზე აიყვანა და იმ ადგილას გააჩერა, საიდანაც ხელისგულზე


მოჩანდა თბილისი. იქვე ჩამოსხდნენ, მშვიდად რომ ესაუბრათ და თან ღამის ხედით
დამტკბარიყვნენ.

-გახსოვს, სად გავიცანით ერთმანეთი? - ღიმილით მიმართა დათუნამ ეკატერინეს.

-რა თქმა უნდა, მახსოვს. ამ ადგილას, რესტორანში, გეგას დაბადებისდღეზე. - ღიმილითვე


უპასუხა კატომ.

-ღვინო რომ გადაგასხი, ისიც გახსოვს? - გაეცინა გასვიანს.

-მაგას რა დამავიწყებს, იმდენ ხანს გლანძღე გოგონებთან! - ჩაეცინა გოგონას გახსენებაზე.

-საიდუმლო გინდა გაგიმხილო? ეგ ღვინო შემთხვევით არ გადამისხამს, ძალით ვქენი! -


ჩაიცინა დათუნამ.

-რა?! რატომ კი მაგრამ, რა დაგიშავე, არც კი ვიცნობდით ერთმანეთს.


-რომ არ ვიცნობდით, ზუსტად მაგიტომ. გეგა მიყვებოდა შენზე, ისეთია ასეთიაო, მე და
ბიჭები სულ მაგის თაყვანისმცემლების მოცილებაში ვართ და თვითონ ჯერ ერთი არ
მოსწონებიაო. როგორც კი დაგინახე იმ დღეს, მაშინვე ჩამივარდი გულში. ისე უღმერთოდ
ლამაზი იყავი... ვიფიქრე, მე უბრალო კაცმა, რა ვუთხრა ისეთი, თავი რომ მოვაწონო-მეთქი?!
- ხოდა ვიფიქრე გაგაბრაზებდი და წარუშლელ შთაბეჭდილებას მოვახდენდი შენზე...

-მოიცა, მოიცა, ანუ იმის თქმა გინდა, რომ საფრანგეთში, სპეციალურად ჩემთვის შეკერილი
კაბა მხოლოდ იმიტომ გამიფუჭე, რომ ჩემთვის თავი მოგეწონებინა?! - ყურებს ვერ უჯერებდა
ეკატერინე.

-ეგრე გამოდის! - გაეღიმა მამაკაცს.

-კარგი რა! იცი, როგორ მიყვარდა ის კაბა? არ შეგეძლო, უბრალოდ მოსულიყავი და გაგეცნო
შენი თავი?! ვინ აკეთებს ეგეთ რაღაცას?!

-რომ მოვსულიყავი და უბრალოდ გაგცნობოდი, დაგამახსოვრდებოდი იმ საღამოს შემდეგ?

-არა.

-აჰა, ხომ ხედავ, არა?! - გაეცინა გასვიანს.

-და ახლა რატომ მითხარი ეგ?

-იმიტომ, რომ ერთადერთი რამე იყო ჩვენს ურთიერთობაში, რასაც არ გეუბნებოდი და


რადგან ხვალ ქორწილი გვაქვს, ყოველგვარი საიდუმლოების გარეშე უნდა დავიწყოთ
ერთობლივი ცხოვრება. - გაეცინა დათუნას. - კარგი, ახლა შენ მითხარი რამე.

-არ მაქვს არაფერი სათქმელი...

-დავიჯერო, ოთხი წლის განმავლობაში ჩემთვის არაფერი დაგიმალავს?!

-კარგი ხო, ოღონდ არ მეჩხუბო.

-კარგი.

-დამპირდი!

-გპირდები! - მარჯვენა ხელი გულზე მიიდო დათუნამ და გაიცინა.

-ძაღლი რომ გყავდა, ხომ გახსოვს? - ბუბუ. მე არ დამიკარგავს, თავშესაფარში ჩავაბარე... -


თვალები რაღაც ცუდის მოლოდინში დახუჭა გოგონამ.

-ეკატერინე! - წამოხტა დათუნა. - მითხარი, რომ იხუმრე!

-აუ, საზიზღარი ძაღლი იყო! მარტო შენ არ გიღრენდა. ერთხელ კინაღამ მიკბინა და თან
ჩემზე ეჭვიანობდა, დავიფიცებ!

-მეხუმრები? კარგი რა!

-აუ, დათუნა მართლა ძალიან ცუდი ძაღლი იყო და შენ კიდევ არ გინდოდა მისი გაშვება!
-არ მინდოდა, იმიტომ რომ ჩემი ძაღლი იყო. ჩემი ბუბუ, რა კარგი ძაღლი იყო...

-არ იყო კარგი!

-რატომ მითხარი, კარგი რა!

-ჩემი ბრალია? შენ წამოიწყე ეს სულელური თამაში! - გაბრაზდა ეკატერინე.

-ძალიან ბევრი იწკმუტუნა რომ ტოვებდი? - საწყალი სახე მიიღო დათუნამ.

-არა, მოეწონა ახალი გარემო..

-კარგი, რა!

-მართლა გეუბნები. როგორც კი ჩამოვსვი, სხვა ძაღლებისკენ გაიქცა.

-აუ, ეკატერინე, ჩემი ბუბუ როგორ გაიმეტე, სულ არ შეგეცოდა?!

-ვაიმე, დათუნა, საშიში იყო ეგ შენი ბუბუ! - ეჭვიანობდა ჩემზე.

-არაფერსაც არ ეჭვიანობდა, უბრალოდ გეთამაშებოდა ხანდახან.

-ხო, როგორ არა, მეთამაშებოდა...

-ჩემი ბუბუ... რამდენ ხანს ვეძებდი... თავშესაფარში თუ ჩააბარე, რატომ ვერ ვიპოვე?

-ფული გადავიხადე, რომ არ დაერეგისტრირებინათ ერთი-ორი თვე...

-ძალიან საშიში ქალი ხარ! ღმერთო, ვინ მომყავს ცოლად ახლა უნდა ვიგებდე?! - ცაში
აღაპყრო მზერა დათუნამ.

კატოს გაეცინა.

-ხო, იცინე, იცინე, მეტის ღირსი ვარ! მაშინვე უნდა მივხვდარიყავი, რომ ყველაფერი შენი
მოწყობილი იყო! სიყვარულმა დამაბრმავა!

-შენ რომ კაბა განგებ გამიფუჭე, გაგიბრაზდი?! დაივიწყე რა!

-ჩემი ბუბუ და რაღაც კაბა ერთია?! - მთლად განცვიფრდა დათუნა.

-ვერ გავიგე, ბუბუზე სალაპარაკოდ ამოვედით აქ, ამ შუაღამისას?! - წამოენთო კატო.

-არა...

-აბა მაშინ მორჩი მოთქმას!

დათუნა გაჩუმდა.

ორივე გაჩუმდა.

-კარგი, რაც იყო, იყო, გაპატიე. - შესარიგებლად მოსული პატარა ბავშვივით იყო გასვიანი.

კატოს გაეცინა.
-გპირდები, ჩვენს სახლში რომ გადავალთ, ძაღლს ავიყვანთ, ოღონდ წესიერს!

-კარგი! - გაეცინა დათუნას.

-მოდი, ახლა მაკოცე, თორემ არ მჯერა, რომ მაპატიე.

დათუნა ნაზად დაეკონა გოგონას ბაგეებზე.

-ორ საათში დედაჩემის რეისი ჩამოდის... - თქვა მერე.

-უი, მართლა ეგ სულ დამავიწყდა! ისე აქამდე რატომ არ ჩამოვიდა?

-დიდთოვლობა იყო მოსკოვში, ფრენები გადაიდო...

-აჰ, გასაგებია. ისე მომენატრა ქალბატონი ლუდმილა ვასილევნა. - გაეღიმა ეკატერინეს და


საქმროს მხარზე დაადო თავი.

-მე მგონი, იმასაც ჩემზე მეტად შენ მოენატრე! - გაეცინა დათუნას. - საერთოდ, რა წესია
რძალ-დედამთილს ასე რომ გიყვართ ერთმანეთი?! ხანდახან მგონია, რომ მე ზედმეტი ვარ...

-ვაიმე, ეჭვიანობს ჩემი ბიჭი?! - ლოყაზე მიეფერა ეკატერინე მამაკაცს.

-ხო, აი ვვეჭვიანობ, მეც ხომ არ წამიყვან და ჩამაბარებ თავშესაფარში?!

-აუ, დათუნა... ძალიან ცუდი ბიჭი ხარ შენ! - გაბრაზდა კატო.

-კარგი ხო, ვიხუმრე. - გაეცინა გასვიანს.

-აუ, წავიდეთ რა... შემცივდა, თან ძილიც მომერია.

-წავიდეთ, მაგრამ ამ ღამეს მაინც ვეღარ დაიძინებ.

-რატომ ვითომ?

-ნამუსი არ მოგასვენებს!

-ჰა, ჰა, ჰა... - ენა გამოუყო ეკატერინემ საქმროს. დათუნას გაეცინა, სწრაფად აეკრო უკნიდან
გოგონას და ყელში აკოცა.

-არ მჯერა, რომ ხვალ ჩემი ცოლი ხდები! - იყვირა და ჰაერში დააბზრიალა მოკისკისე
ეკატერინე. - მიყვარხარ, კატერინა...

-მეც ძალიან მიყვარხარ... ძალიან, ძალიან, ძალიან! - მოწყვეტით აკოცა საქმროს და


მანქანისკენ გაიქცა. დათუნას გაეცინა და დინჯად მიჰყვა უკან ჯაყელს.
ეკატერინემ ისევ გაიარა ჩაბნელბული ჰოლი, რომელსაც გარიჟრაჟის მკრთალი სხივები ვერ
აღწევდა. ისევ ფეხაკრეფით აიარა კიბეები და ისე დაბრუნდა ოთახში, თითქოს იქიდან არც
გასულიყო.

საძინებელში შესვლისთანავე უცნაური გრძნობა შეეგება. გრძნობა, რომელიც სულ მასთან


იყო მთელი ამ დროის განმავლობაში და მხოლოდ მაშინ შორდებოდა, როცა დათუნასთან
ერთად იყო. რა ერქვა ამ შეგრძნებას? - შიში? ღელვა? ფორიაქი? - არ იცოდა. ვერ გაეგო, რა
სჭამდა გულის სიღრმეებიდან.

საწოლზე ჩამოჯდა, ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა.

„ყველაფერი კარგად იქნება, ეკატერინე, ყველაფერი კარგად იქნება“. - ამშვიდებდა ჯაყელი


საკუთარ თავს, თუმცა ამაოდ.

დაწოლა გადაწყვიტა, ცოტა ხნით მაინც უნდა დაეძინა, თორემ საკუთარ ქორწილში
უეჭველად ჩაეძინებოდა. ემბრიონის ფორმა მიიღო, თავი კომფორტულად მოათავსა
ბალიშზე და თვალები დახუჭა. დაღლამ და ღელვამ თავისი გაიტანა და რამდენიმე წამში
გოგონამ მშვიდი ფშვინვა ამოუშვა.

-გაიღვიძე, კაწია, გაიღვიძე! - მაშო შეუვარდა დას ოთახში და ენერგიულად შეუდგა მის
გაღვიძებას.

-აუ, მაშო, გადი რა... დამაძინე! - ამოიზმუვლა გოგონამ და უფრო ღრმად ჩარგო თავი
ბალიშში.

-კარგი ბატონო, მე დაგაცდი, მაგრამ დათუნა მოვიდა უკვე და ქვემოთ გელოდება. - მშვიდად
თქვა უმცროსმა ჯაყელმა და მხრები აიჩეჩა.

-რა?! - მაშინვე წამოხტა დაფეთებული ეკატერინე. - სად არის? აქ არის უკვე? ჩამეძინა?

მარიამმა თავი ვეღარ შეიკავა და სიცილი აუტყდა.

-გეხუმრე... ადრეა ჯერ, დამშვიდდი.

-აუ, მაშო, გამიხეთქე გული! მარტო ორი საათი მეძინა და მეთქი მართლა ჩამეძინათქო...

-სიუზი, პატარძალს ყავა! - იყვირა მაშომ და გაიცინა.

-მაშ...

-გისმენ!

-დღეს ჩემი ქორწილია... - ამოილაპარაკა ეკატერინემ აღფრთოვანებით და დას გაუღიმა.

-დღეს შენი ქორწილია... - ღიმილით გაიმეორა მაშომ.

-ვთხოვდები! - წამოიყვირა ეკატერინემ და უმცროს დას შეახტა.


ორივემ ერთად დაიწყო ხტუნვა, თან ყვიროდნენ: „დღეს ქორწილია,დღეს ქორწილია,დღეს
ქორწილია!“

ყვირილზე ოთახში ქეთევანი შემოვიდა ღიმილით.

-აბა როგორ გრძნობს თავს ჩვენი დედოფალი?

-აუ, დედი, ისეთი ბედნიერი ვარ, ვერც ვიაზრებ ჯერ ვერაფერს! - დაბზრიალდა ეიფორიაში
მყოფი კატო. ქეთინოს გაეცინა.

-მიდი, დე, ჩადი ქვემოთ და ისაუზმე, თორემ მერე ვეღარ მოასწრებ, ათზე მოვლენ
სტილისტები.

-ხო, ხო, მივდივარ! - კუნტრუშით აედევნა ეკატერინე დედას, თან ღიღინებდა: „დღეს ჩემი
ქორწილია, დღეს ვთხოვდები, დღეს დათუნას ცოლი გავხვდები.“

სასადილო ოთახში უკვე მოეყარათ თავი დემეტრეს, ლუკას და ბექას, რომელიც წინა ღამით
მათთან დარჩა. ეკატერინეს შესვლაზე სამივე ფეხზე წამოდგა და რიგ-რიგობით გადაეხვია
პატარძალს.

-აბა, როგორ გრძნობს თავს ჩემი გოგო? - ღიმილით მიმართა დემეტრემ ქალიშვილს.

-ყველაზე კარგად, მა! ისეთი ბედნიერი ვარ, მგონია მთებს გადავდგამ. - გადაიკისკისა კატომ
და თავისი ადგილი დაიკავა.

სიუზიმ ყავა მოუტანა გოგონას და ლოყაზე მიეფერა.

-მადლობა, სიუზ! - ლოყაზე აკოცა ქალს ჯაყელმა და ჭიქას შემოაწყო ხელები.

-დედი, გოგონები როდის მოვლენ? - ქალიშვილს მიმართა ქეთევანმა.

-ელენეს ველაპარაკე და გზაში ვართ მე და ნანოო, ასე მითხრა. - კატოს მაგივრად ლუკამ
გასცა პასუხი დედას.

მართლაც, სულ ცოტა ხანაში ოთახში ელენე და ანანო შემოვარდნენ და მთელი ძალით
ჩაეხუტნენ დაქალს.

-დღეს შენი ქორწილია! - იყვირა ნანომ.

-ჩემი ქორწილია! - გაეცინა ეკატერინეს.

-დღეს შენი დღეა, მარტო შენი და დათუნასი!

-ნანო, ნუ ყვირი, რა შენი ჭირიმე. - გაეცინა ლუკას და ელენეს ჩაეხუტა.

-კარგი, კარგი, ბოდიში, მართალი ხარ, უნდა დავმშვიდდე. ბოლოსდაბოლოს მეჯვარე ვარ და
სიმშვიდე მომეთხოვება, თორემ მე თუ ეიფორიაში ვიყავი, შენ ვიღა დაგაწყნარებს? არადა
შენი ნერვიულობა არ შეიძლება, იმიტომ, რომ დღეს შენი ქორწილია, ყველაზე ბედნიერი
დღე დედამიწის ზურგზე...

-ანანო, დამშვიდდი და დაჯექი, რა! - ხელით დაჯდომისკენ უბიძგა მაშომ გოგონას და


გაიცინა.

-აჰა, წვენი დალიე. - ჭიქა გაუწოდა მომღიმარმა ბექამ ნანოს.

-ჰა, ახლა, კატო, ისაუზმე და მარშ, საძინებელში. სტილისტები და ვიჟაზისტები აქ იქნებიან


წუთი-წუთზე! - განკარგულება გასცა ელენემ.

ეკატერინემ, დამჯერი ბავშვივით, შეასრულა ბრძანება და ნახევარ საათში უკვე ვიჟაზისტი


მუშაობდა მასთან.

-დათუნას არ უნდა დავურეკო? - ჰკითხა დაქალებს.

-არა, რა უნდა დაურეკო? ნახავ რამდენიმე საათში. რატი გეგა და ოთო არიან მასთან.

-გეგა იფერებს მეჯვარეობას? - გაეცინა ელენეს.

-ისე ბედის ირონიაა, ეგ რომ აირჩია დათუნამ მეჯვარედ. ტიპს ქორწილი სალანძღავ სიტყვად
მიაჩნია! - იცინოდა მაშო.

-დათუნას ბავშვობის მეგობარი ეგ არის, მაგის წყალობით გავიცანით ჩვენ ერთმანეთი და აბა
სხვა ვინ უნდა ყოფილიყო მეჯვარე?

-არა, გეგა ნამდვილად ზედგამოჭრილია კანდიდატია, უდავოდ!

გოგონებმა საუბარში და სიცილში გალიეს „შავი სამუშაოები“. შემდეგ პატარძალი საშკას


გადაულოცეს, რომელმაც სადედოფლო კაბა მოარგო ჯაყელს.

დიდი სარკის წინ იდგა ეკატერინე და ღიმილით შეჰყურებდა საკუთარ თავს. ხმას არავინ
იღებდა, ყველა კმაყოფილი მზერით უმზერდა პატარძალს.

-Ты самая прекрасная невеста из всех кого я веделья, моя дорогоя! - ეკატერინემ სარკიდან
დაინახა კარის ჩარჩოში მდგარი დედამთილი, რომელსაც ორივე ხელი პირზე ჰქონდა
აფარებული და თვალცრემლიანი უყურებდა რძალს.

-ლიუდმილა ვასილევნა, როგორ მიხარია თქვენი დანახვა! - გულწრფელად გაეხარდა


ეკატერინეს მომავალი დედამთილის დანახვა. კაბის შლეიფი ხელში მოიქცია და ნელი
ნაბიჯებით გაემართა სადედამთილოსკენ.

რძალ-დედამთილი ერთმანეთს გადაეხვია. ქალი იმდენად ბედნიერი იყო, ცრემლებს ვერ


იკავებდა.
-გთხოვ, ნუ ტირით, თორემ მეც ამეტირება და მაკიაჟს გავიფუჭებ. - გაეცინა კატოს და ისევ
მოეხვია ქალს.

-ეს ბედნიერების ცრემლებია, ხომ ასეა, ლიუდმილა ვასილევნა? - მხარზე ხელი მოუთათუნა
ქეთევანმა ქალს და გაუღიმა.

-რატკმაუნდა, რატკმაუნდა! - გატეხილი ქართულით თქვა ლიუდმილა ვასილევნამ და


გაიცინა.

-ეკატერინე, სანამ შენ აქ ემზადები ჩვენ ყავას დავლევთ, არა, ლიუდმილა ვასილევნა? -
ღიმილით მიმართა ქალბატონმა ქეთევანმა ჯერ ქალიშვილს, ხოლო შემდეგ მის
სადედამთილოს.

-უარს არ ვიტყოდი, ჩემო საყვარელო. - გაეცინა ქალს და ქალბატონ ჯაყელთან ერთად


დატოვა პატარძლის ოთახი.

-აი, დედამთილშიც როგორ გაუმართლა ამ გოგოს, ვგიჟდები! - სიცილით თქვა ელენემ,


როგორც კი უფროსებმა ოთახი დატოვეს.

-მოიცა, მოიცა, მაგით რისი თქმა გინდა, რომ შენ არ გაგიმართლა და ცუდი სადედამთილო
გყავს?! - დოინჯი შემოირტყა მაშომ და წარბები აზიდა.

-ოო, ნუ ხარ შენ ინტრიგანი, რა! - გაეცინა ელენეს. - მეც გამიმართლა დედამთილში, მაგრამ
აი, ეს ქალი რაღაცნაირად ძალიან საყვარელია!

-ვგიჟდები მე ლიუდმილაზე. თან ისე, რომ დათუნა ეჭვიანობს! - გაეცინა ეკატერინეს.

-კატუშ, ქორწილის მერე ისევ მოსკოვში დაბრუნდება ლიუდმილა ვასილევნა?

-მე მგონი, კი. დიდად არ უყვარს თბილისი, ვერ შეეჩვია აქაურ ცხოვრებას.

-რა თქმა უნდა, სადაც დაიბადები და გაიზრდები, იქ გინდა ადამიანს მთელი ცხოვრების
გატარება. - ჩაილაპარაკა ნანომ.

-მერე ჩამოდი შენც საბოლოოდ, რას მიზიხარ იმ ამერიკაში! - გაეცინა მარიამს.

-ჩამოდი კარგია, როგორ დავბრუნდეთ, ოთოც მუშაობს იქ და მეც. ასე მარტივი ხომ არაა
მთელი ცხოვრების შეცვლა?!

-გოგონებო, გეგამ დამირეკა და... - ოთახში ლაპარაკით შემოვიდა ლუკა, მაგრამ როგორც კი
საპატარძლო კაბაში გამოწყობილ დას შეავლო თვალი, მაშინვე გაჩუმდა. - რა ლამაზი ხარ,
კატუშ, მენანება შენი თავი დათუნასთვის! - გაიცინა ჯაყელმა და უმცროსი და გულში ჩაიკრა.
-საერთოდ ყველა ძალიან ლამაზები ხართ, მაგრამ, ელენე, შენ ვისთვის ცდილობ ასე
გამოპრანჭვას? - შეყვარებულს მიუბრუნდა ლუკა ეშმაკური ღიმილით.

-საქმროსთვის! - ისე მოკლედ მოუჭრა გოგონამ, აგრძნობინა, დაკავებული ვარო.

-ვა, იღბლიანი ის ბიჭი. - დანანებით ჩაილაპარაკა მამაკაცმა.


-ბიჭი, გაანებე, რა მაგ გოგოს თავი. იცი, რა გიჟი შეყვარებული ყავს? - დაგხოცავთ ორივეს! -
ხელით მოაშორა ნანომ ლუკა ელენეს.

ყველას გაეცინა.

-აუ, ლუკა, რომ შემოდიოდი, რას ამბობდი? - მიუბრუნდა კატო ძმას.

-ხო, რას ვამბობდი და გეგამ დამირეკა, გამოვედითო. ასე რომ, თუ ყველამ დაამთავრეთ
გალამაზება, ჩავიდეთ ქვევით, დავხვდეთ შენს რომეოს! - ხელი ჩაკიდა ლუკამ ეკატერინეს,
რათა კიბეზე ჩასვლაში დახმარებოდა. ელენემ და ნანომ კი კაბის უზარმაზარ შლეიფს
ჩაკიდეს ხელი.

კიბის თავთან დემეტრე ელოდა. ქალიშვილის დანახვისას სახე სიამაყითა და სიხარულით


გაებადრა უფროს ჯაყელს.

-მოდიან ბიჭები უკვე, მისაღებში გავიდეთ! - მიმართა ლუკამ ოჯახისწევრებს და ელენესთან


ერთად გაემართა მთავარი ოთახისკენ.

-ვაიმე, ისე ვნერვიულობ, მგონია, რომ დათუნას მკლავებში დავლევ სულს! - გადაუჩურჩულა
კატომ ანანოს და ნერვიულად ჩაიცინა.

-ნუ ნერვიულობ! თქვენ ორში თუ რომელიმე დალევს სულს, ეს დათუნა იქნება, ისეთი
ლამაზი ხარ. - გაუღიმა ნანომ დაქალს და მისი ხელი თავისაში მოიქცია.

რამდენიმე საათში ყველამ გაიგონა მანქანების სიგნალის ხმა.

-Ну вот и пришли! - ტაში შემოჰკრა ლიუდმლილა ვასილევნამ და ფეხზე წამოიჭრა.

ეკატერინემ იგრძნო, რომ გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა. თვალები დახუჭა, ღრმად
ჩაისუნთქა და ამოისუნთქა.

-ნუ ნერვიულობ, კატუშ! - ყრუდ ჩაესმა ყურში მარიამის ხმა და გაიღიმა.

ყველაფერი გაქრა, ყველა და ყველაფერი; ყოველგვარი ღელვა და ნერვიულობა გადაიკარგა,


როგორც კი დათუნა გასვიანის და ეკატერინე ჯაყელის თვალები ერთმანეთს შეხვდა.
ეკატერინემ იგრძნო, რომ გული ბედნიერების ზენიტში მოექცა. იგრძნო, რომ ყველაზე
იღბლიანი ქალი იყო მთელ დედამიწაზე. ეგონა, ფრთები გამოესხა, როცა მამაკაცმა გაუღიმა
და მისკენ დაიძრა.
-საოცრად, არაამქვეყნიურად, უღმერთოდ ლამაზი ხარ, კატერინა! - გოგონას ხელები
თავისაში მოიქცია დათუნამ და წრფელი გრძნობით დაიჩურჩულა სიტყვები.

-მადლობა! - დაპროგრამებულივით გაეღიმა ეკატერინეს.

ტრადიციულმა რიტუალმა ჩვეულად ჩაიარა. წყვილი დიდად არც აქცევდა ყურადღებას


გარშემომყოფებს, ერთმანეთის თვალიერებით იყვნენ გართულები.

-აბა, დროა წავიდეთ! შესძახა დემეტრემ და ყველას შეახსენა, რომ ტაძარში წასვლის დრო
იყო.

დიდი ოვაციებითა და შეძახილებით დატოვეს სახლი. გეგა და რატი წინ მიუძღვოდნენ ნეფე-
დედოფალს. ხელში ვიდეოკამერები ეჭირათ და სიცილით იღებდნენ ყველაფერს. ჭიშკარი
გააღეს და დიდი ცერემონიებით დაატოვებინეს ჯაყელების სახლი ეკატერინეს.

დათუნასთან და ეკატერინესთან ერთად გეგა და ანანო ჩასხდნენ მანქანაში. დანარჩენებიც


გადანაწილდნენ და ყველა ერთად დაიძრა ტაძრისკენ. მთელი გზა გეგა საოცარ ხმებს
გამოსცემდა, ფანრჯიდან არამარტო თავი, ტანიც გაყოფილი ჰქონდა და აგიჟებდა
გამვლელებს. ნანო, კატო და დათუნა მხოლოდ იცინოდნენ მის სიგიჟეებზე და დაჯდომას
სთხოვდნენ.

გეგას მისი ძმაკაცი ტოლს როგორ დაუდებდა? - თორნიკეს მანქანიდან რატი აქტიურობდა და
მიქაბერიძეზე არანაკლებ ანცვიფრებდა უბრალო გამვლელებს.

ასე სიგნალებით, სიცილი-ხარხარით და შეძახილებით აიკლო მაყრიონმა გზა ტაძრამდე,


სადაც უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. რა თქმა უნდა, არც ჟუნალისტებს დავიწყებიათ
მოსვლა, რადგან არავინ აპირებდა დემეტრე ჯაყელის ქალიშვილის ქორწილის გამოტოვებას.

რომელი ჟურნალისტი იფიქრებდა, რომ ისეთ მნიშვნელოვან კადრებს მოიპოვებდნენ იმ


დღეს? ვინ იფიქრებდა, რომ მათი კამერა ამას დააფიქსირებდა? - ცხოვრება, ხანდახან,
ზედმეტად დაუნდობელი სიურპრიზებითაა სავსე.

ნეფე-პატარძლის მანქანა გაჩერდა. გეგა მაშინვე გადმოხტა მანქანიდან და კარი გაუღო


წყვილს. ჯერ ეკატერინე გადმოვიდა მანქანიდან, შემდეგ დათუნა და ბოლოს ანანო. ყველა
ოვაციებით შეეგება მათ გამოჩენას.
ანანო მაშინვე ქმრისკენ დაიძრა, გეგაც წინ გაიქცა, რადგან გადამღებ ჯგუფს ფოკუსში
ეჩხირებოდა.

ნეფე-დედოფალი ცოტახნით შეჩერდა დაქირავებული ფოტოგრაფისთვის საპოზიოროდ.

ყველა მათ უყურებდა - ბედნიერად მომღიმარ დათუნასა და ეკატერინეს.

მაგრამ წამში შეიცვალა ყველაფერი. რაც შემდეგ მოხდა, არცერთი თვითმხილველი


დაივიწყებდა ცხოვრების ბოლომდე.

დაბურულმინებიანი მანქანა გამოჩნდა გზაზე, უკანა სავარძლის ფანჯარა ჩაიწია, მხოლოდ


იარაღი გამოჩნდა. ავტომობილი იმდენად სწრაფად მოქროდა მათკენ, რომ რეაგირება
ვერავინ მოასწრო.

რამდენჯერმე გაისროლეს ნეფე-დედოფლის მიმართულებით და ისევე გაქრნენ, როგორც


გამოჩნდენ - სინათლის სიჩქარის სისწრაფით.

ყველამ მორთო ყვირილი, ყველამ თავი ჩახარა.

ბიჭებმა დაიღრიალეს. მაშინვე ყველა ეკატერინეს ეცა, მაგრამ ეკატერინეს არაფერი უჭირდა.
არაფერი, გარდა იმისა, რომ დათუნა გასვიანი მის მკლავებში იყო ჩასვენებული.

-დათუნა... დათუნა... დათუნაა! - ტირილთან ერთად ღრიალებდა ეკატერინე.

-გაეკიდეთ! - იღრიალა ვიღაცამ.

-სწრაფად დარეკეთ სასწრაფოში! - იღრიალა მეორემ.

-დათუნა, გამაგრდი, იცოდე! - დაიყვირა მესამემ.

ეკატერინე ვერაფერს გრძნობდა და აღიქვამდა, დათუნას ძლივს გახელილი თვალების


გარდა.

-გემუდარები, ჩემთან დარჩი, დათო... გემუდარები, არ დამტოვო!

გასვიანი ძლივსღა ახელდა თვალებს.

-კატერინა... კატერინა... - დაიხრიალა ორჯერ და საცოლეს უკანასკნელად გაუღიმა.

საყვარელი ქალის მკლავებში დალია სული, საკუთარი ქორწილის დღეს.

ტაძრის ეზო გამაყრუებელმა კივილმა მოიცვა;

ეკატერინეს დაჭრილი ცხოველის ღმული აღმოხდა. ისეთი, რომელიც ქალს კი არა, ადამიანს
არ ექნებოდა.
გათავდა, მორჩა, დამთავრდა - დათუნა აღარ იყო. დათუნა გასვიანი მოკლეს.

ხალხმა ვერაფერი გაიაზრა. პანიკა და ქაოსი ერთმანეთს შეერწყა და აუტანელ სანახაობად


გარდაიქმნა. ჯაყელმა ბოლოჯერ ამოიხავლა, „დათუნაო“ და ძმის მკლავებში ჩაესვენა.

ლიუდმილა ვასილევნა ვერაფრით მოაშორეს შვილის სხეულს. მანამ კიოდა, სანამ მასაც არ
წაუვიდა გული.

მაშოს თორნიკე იჭერდა, ნანოს - ოთო, ელენეს - ლუკა და ქეთევანს - დემეტრე. გეგა და რატი
გასვიანის სხეულთან იყვნენ ჩამუხლულები. ბექა რამდენიმე ბიჭთან ერთად მანქანას
დაედევნა, თუმცა ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ დათუნას მკვლელები, ვერავინ გაიგო.

ხალხი ვერ ცხრებოდა, ერთმანეთში ირეოდნენ. ზოგი გაიქცა, ზოგს გასვიანის სხეულთან
ახლოს მისვლა უნდოდა, მაგრამ ჯაყელების დაცვა არავის აკარებდა ტერიტორიას.

რა მოხდა? როგორ მოხდა? რანაირად მოხდა? - ვერავინ გაიგო. არავინ იცოდა. წამის
მეათედში გადაიქცა წლის ქორწილი გლოვის დღედ. წამში გათავდა დათუნა გასვიანის
ცხოვრება, საცოლის მკავებში დალია სული. მის კაბას დაანთხია თავისი სისხლი. ტაძრის
ეზოში, მისი ქორწილი დღეს....

სიბნელემ, არა შავი, არამედ მუქი წითელი ფერის ამაზრზენმა სიბნელემ მოიცვა ყველაფერი.
ყველას დაუშრა ცრემლი, თუმცა კანკალს და სლუკუნს არავინ წყვეტდა.

სასწრაფო მოვიდა; რამდენიმე ერთდროულად. დათუნას ცხედარი წაიღეს, ეკატერინე და


ლიუდმილა ვასილევნაც გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ბიჭები დაპროგრამებულივით იქცეოდნენ. უბრალოდ იცოდნენ, რომ მათ უნდა ემართათ


სიტუაცია და სისუსტე არ უნდა გამოეჩინათ. უბრალოდ იცოდნენ, რომ გოგონებს ახლა
ყველაზე მეტად მათი სიძლიერე სჭირდებოდათ. ვერც კი იაზრებდნენ, რომ ცოტა ხნის წინ
მათ თვალწინ ძმაკაცი მოკლეს. ყველაფერი დაუჯერებლი იყო. ისე უცებ დასრულდა
ყველაფერი, მათ გააზრება და რეაგირებაც კი ვერ მოასწრეს. უბრალოდ იდგა დათუნა,
საყვარელ ქალთან ერთად, უღიმოდა კამერას და მეორე წამს უკვე აღარ იყო.

სად ხდება ასე? - მხოლოდ სიზმარში! მაშ რატომ არ ეღვიძებოდა ამ საზარელი სიზმრის
მნახველს?! - იმიტომ, რომ ეს ყველაფერი აუტანლად მტკივნეული რეალობა იყო...

სიშავე ნელ-ნელა ქრებოდა, შეგრძნებები უბრუნდებოდა. რამედნჯერმე გაახილა თვალები,


მაგრამ საავადმყოფოს განათებამ თვალი მოჭრა. გონზე ოდნავ მოსვლის შემდეგ უმალ
იგრძნო მძაფრი სუნი, რომელიც სხვადასხვა წამალს დაეყენებინა ოთახში.
თვალები გაახილა და ერთ წერტილს გაუშტერა. ჯერ კიდევ წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო,
ამიტომ ვერაფერს გრძნობდა. აზრსაც ვერ უყრიდა თავს. მაგრამ მერე, უცებ, თითქოს თავში
ჩაარტყეს და გამოაფხიზლესო, ფეხზე წამოხტა დაფეთებული.

-კატო, დამშვიდდი, აქ ვარ, არ ინერვიულო, აქ ვარ! - გოგონა საკუთარ მკლავებში მოიქცია


ოთომ.

-ოთო... რა მინდა აქ? რა ხდება? დათუნა სად არის?! - გიჟივით, თვალების ცეცებას მოჰყვა
ეკატერინე.

-საწოლში დაბრუნდი, რა, გევედრები... დამამშვიდებელი გაგიკეთეს, ჯერ კიდევ არ ხარ


კარგად.

-არ მინდა საწოლში! საერთოდ, რა მოხდა... რა ... აქ რა მინდა... დათუნა სად არის? რატომ არ
მეუბნები?!

ოთოს ერჩივნა, ფეხქვეშ მიწა გასკდომოდა და ჩაეტანა, ოღონდ ახლა იმ პალატაში არ


ყოფილიყო კატოსთან ერთად.

-ეკატერინე...

-სად არის ჩემი დათუნა?! მითხარი, რომ სიზმარი იყო... გევედრები, მითხარი, რომ
ნერვიულობისგან გონება დავკარგე და ყველაფერი საშინელი სიზმარი იყო!

-კატო, გეხვეწები...

-საბას თავს გაფიცებ, ოთარ! მითხარი... მითხარი, რომ დათუნა ახლა კარს გააღებს და
შემოვა... გემუდარები მითხარი, რომ ცუდი სიზმარი ვნახე! - ხმას ნელ-ნელა უწევდა ჯაყელი
და მავედრებელი მზერით უყურებდა დაქალის მეუღლეს.

-ეკატერინე... ძალიან ვწუხვარ... - ხმა გადაეკარგა მამაკაცს და არაამქვეყნიური, ცხოველური


ტემბრით ამოიხრიალა სიტყვები.

-არა... არა... რა?! არა... არა... სიზმარი იყო... სიზმარი იყო! არ შეიძლებოდა, რომ ცხადში
მომხდარიყო ყველაფერი. დათუნა არ არის მკვდარი. დათუნა არ მომკვდარა! არ შეიძლება...
არ შეიძლება! ასე არ ხდება, ასე არ ხდება ცხოვრებაში... ასე სასტიკად, ასე დაუნდობლად...
ასე ბოროტად... არა... არა! - ბოლო ხმაზე იკივლა გოგონამ და თავში წაიშინა ხელები.

ხმაურზე ოთახში თვალებდასიებული ქეთევანი, მაშო და დემეტრე შემოვიდნენ, რომლებიც


ექიმს ელაპარაკებოდნენ დერეფანში.

-ეკატერინე, დამშვიდდი, გთხოვ. ეკატერინე, მამი, შემომხედე! გემუდარები, თავი ხელში


აიყვანე! - ქალიშვილის სახე ხელებში მოიქცია დემეტრემ და რამდენჯერმე შეანჯღრია.
ორმოცდაათწლიანი არსებობის განმავლობაში ალბათ არასდროს, არც ერთ სულიერს ჰყავდა
დემეტრე ჯაყელი ასეთ განადგურებულ, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ნანახი. შვილის
ტკივლი ასმაგად ან ათასმაგად უფრო მეტად ტკიოდა.

-მამა... დათუნა აღარ არის, მაა... დათუნა მომიკლეს, მამა... ჩემი დათუნა აღარ არის, მაა... -
ბავშვივით ასლუკუნდა ეკატერინე და მამას ჩაეკრა. - მომიკლეს, მამა... აღარ არის, მამა...

მაშომ ვეღარ გაუძლო დის ამ მდომარეობაში ყურებას და სლუკუნით გამოვარდა პალატიდან,


მასთან ერთად გავიდნენ ოთო და ქეთინოც.

-ვიცი, მამი, ვიცი, მა... დამიჯერე, ვგრძნობ, რომ გტკივა... ვიცი, რომ არაადამიანურად
გტკივა. ვიცი, რომ ვერ ერევი მაგ ტკვილს... ვიცი, მა... მეც შენთან ერთად მტკივა... მეც შენთან
ერთად ვგრძნობ, მა... ვიცი, ყველაფერი ვიცი! - მონოტონურად ჩურჩულებდა დემეტრე და
შვილს ეფერებოდა.

-არ მინდა, მამა... არ მინდა, რომ მტკიოდეს... არ მინდა, გთხოვ... გთხოვ, წაიღე. პატარაობაში
რომ მტკიოდა, ხომ მიყუჩებდი? გევედრები, მამა, ეს ტკივლიც გამიქრე... აღარ მინდა! მის
გარეშე არაფერი არ მინდა... გევედრები, შეაჩერე ეს ტკივილი. შიგნიდან მჭამს, მხრავს და
მანადგურებს! - უკვე სლუკუნზე გადავიდა გოგონა, რომელიც პატარა, უმწეო ბავშვივით
ეკვროდა მამას.

-ჩემო პატარა, ჩემო ერთადერთო...გთხოვ, დამშვიდდი... ჩემო ლამაზო, გეხვეწები შეწყვიტე


ტირილი. მე შენთან ვარ, ეკატერინე, მე აქ ვარ... აქ ვარ და ვიცი, რომ აუტანლად გტკივა. ვიცი,
მაგრამ გემუდარები, შეწყვიტე ტირილი. გემუდარები, გამაგრდი... ყველა შენთან ვართ და
ყველას გვტკივა... უნდა გამაგრდე, მამი.... უნდა აიტანო!

-არ მინდა, მამა... არ მინდა ატანა, მინდა, რომ შეწყდეს... მომიკლეს... ჩემი დათო მომიკლეს...
ხელებში ჩამაკლეს... ჩემს მკლავებში დაალევინეს სული...

ეკატერინემ უცებ შეწყვიტა ტირილი, რადგან ისევ წაუვიდა გული. დემეტრე სწრაფად
წამოხტა და ექიმებს დაუძახა. ოჯახი გარეთ ელოდებოდა ექიმის გამოსვლას. ერთმანეთის
თვალებში იმდენად ამაზრზენ ტკივილს ჩაებუდებინა, ერთმანეთს თვალსაც ვერ
უსწორებდნენ. ყველა საავადმყოფოს საგულდაგულოდ გახეხილ იატაკს ჩასჩერებოდა,
რომელიც უცებ გაესვარა დილიდან მნახველების ურიცხვ რაოდენობას.

-ექიმო, როგორ არის ჩემი გოგო?! - უცებ მივარდა დემეტრე კატოს პალატიდან გამოსულ
ექიმს.
-ძლიერი დამამშვიდებელი გავუკეთეთ და ახლა სძინავს. ზედმეტად დიდი დარტყმა აქვს
მიღებული, ეს ყველაფერი მძიმე ნერვული აშლილობის ფონია. ასე თუ გაგრძელდა,
შეიძლება სავალალო შედეგებით დავასრულოთ.

-ექიმო... ჩემმა ქალიშვილმა ახლახანს საქმრო დაკარგა. - ტირილისაგან დაბოხებული ხმით


ამოილაპარაკა ქეთევანმა.

ექიმმა თავი ჩახარა.

-ძალიან ვწუხვარ...

-რამდენ ხანში გაიღვიძებს ეკატერინე? - ისევ დემეტრემ ჰკითხა ექიმს.

-საკმაოდ დიდი დოზა გავუკეთეთ. სამწუხაროდ, სხვა გზა არ გვქონდა, ვერ დავუშვებთ, რომ
პაციენტს ისევ დაემართოს ნერვული შეტევა. საღამომდე არ გაიღვიძებს.

-დიდი მადლობა, ექიმო!

-როგორ გეკადრებათ, ეს ჩემი სამუშაოა... კიდევ მინდოდა მეთქვა თქვენთვის ერთი რამ;
ურიგო არ იქნება, თუ თქვენს ქალიშვილს ფსიქოლოგთან მიიყვანთ, ახლა მას
პროფესიონალის დახმარება სჭირდება...

-დიახ, დიახ აუცილებლად...

-დაგტოვებთ მე, პაციენტები მელოდებიან. - სანდომიანად გაუღიმა ექიმმა წყვილს და


წავიდა.

ქეთევანმა ღრმად ამოიხვნეშა, თვალები დახუჭა და მომდგარ ცრემლს გადმოსვლის


საშუალება არ მისცა. სავარძელში ჩაესვენა, ქალიშვილის გვერდით და თავი საზურგეს
მიაყრდნო.

დერეფანში ელენე და ანანო გამოჩნდნენ, მაშინვე დაინახეს თავისიანები და მათკენ


გაემართნენ.

-ლიუდმილა ვასილევნა როგორ არის? - შეაგება მეუღლეს კითხვა ოთომ.

-მძიმედ. ინფარქტი ჰქონდა, ძლივს გადაარჩინეს ექიმებმა. რეანიმაციაშია ახლა. კატო


როგორაა? - დაღლილი ხმა ჰქონდა ანანოს.

-დამამშვიდებელი გაუკეთეს, ახლა მასაც სძინავს...

გოგონები დივანზე ჩამოსხდნენ და თავები ხელებში ჩარგეს. სიჩუმე ჩამოწვა. ტკივილით


გაჟღენთილი სიჩუმე. ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა. ან რა უნდა ეთქვათ? ყველა ჯერ
კიდევ შოკში იყო.

-ოთო ცოტახნით წამომყევი, რა! - მიუბრუნდა დემეტრე ცოლთან მჯდარ მამაკაცს.


-დიახ, რა თქმა უნდა! - მაშინვე წამოხტა ოთო და ჯაყელს გაჰყვა.

-ღმერთო, არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ცხადში ხდება! - ამოიტირა მაშომ და ხელებით


თვალები მოისრისა.

-მგონია, რომ სასტიკი სიზმარია და წამი-წამზე გამეღვიძება... - ამოილაპარაკა ელენემ და


სწრაფად მოიწმინდა ცრემლი.

-დათუნა აღარ არის.... - დაიჩურჩულა მარიამმა.

-დათუნა აღარ არის... - ჩურჩულითვე გაიმეორა ნანომ.

-დათუნა აღარ არის.... - დაქალების მაგალითს მიჰყვა ელენეც.

-ვაიმე, უბედურო ჩემო შვილო! - წამოიყვირა უცებ ქეთევანმა და სახე ხელებში ჩარგო,
ბღავილის ხმის დასახშობად.

მაშოს გული შეეკუმშა. დედისკენ გადაიხარა და მთელი ძალით მოეხვია.

-სახლში მინდა წასვლა, ტანსაცმელი უნდა გამოვიცვალო, თორემ სული მეხუთება! -


წამოიყვირა უცებ ანანომ და ფეხზე წამოხტა.

-მართლა... ყველა უნდა წავიდეთ და გამოვიცვალოთ! - უცებ წამოწია თავი ქეთევანმა.

-ეკატერინესთან ვინ დარჩება?

-ჯერ თქვენ წადით, მე და მამაშენი დავრჩებით და საღამოს გამოვიცვლით...

-კარგი, მაშინ წავალ ოთოს ვთხოვ, რომ წაგვიყვანოს. - წამოდგა ნანო და ქმრის მოსაძებნად
გაემართა.

დემეტრე და ოთო დერეფნის ბოლოში იდგნენ. ჯაყელს თავი ჰქონდა ჩაქინდრული და


მძიმედ სუნთქავდა.

-ბიჭები სად არიან? - თავაუღებლად იკითხა მამაკაცმა.

-დათუნას ცხედართან დაკავშირებული პრობლემები იყო მოსაგვარებელი... პოლიციასაც


რამდენიმე კითხვა ჰქონდა...

-ბექა მათთან ერთადაა?

-ბექა მაშინვე იმ მანქანას დაედევნა... ახლაც ალბათ იმის გარკვევას ცდილობს, ვინ ესროლა
დათუნას.
-კარგი... გასაგებია... - ამოიხვნეშა დემეტრემ.

-თუ გეშინიათ, რომ ბექამ და ლუკამ შეიძლება რამე სისულელე ჩაიდინონ ცხელ გულზე,
შემიძლია დავურეკო და ვკითხო, რას აკეთებენ...

-არ მეშინია! - თავი ასწია უფროსმა ჯაყელმა და ოთოს თვალი გაუსწორა. - ამჯერად არ
ვაპირებ, ჩემი შვილები გავაჩერო. ახვლედიანებმა... ახვლედიანებმა ძალიან ღრმად შეტოპეს,
ყველაზე წმინდას შეეხნენ ჩემთვის და ამას არავის ვაპატიებ! იმას მიიღებენ, რაც ასე ძალიან
სურდათ... ამის პირობას ამიერიდან თავად ვაძლევ!

ოთო უყურებდა მის წინ მდგარ მამაკაცს და იმ დემეტრე ჯაყელს ხედავდა, რომელმაც
ოდესღაც თავად წამოიწყო ეს ომი. იმ დემეტრეს ხედავდა, რომელიც ახლა არამხოლოდ
შეურაცყოფილი კაცი, არამედ მებრძოლი მამა იყო, დატანჯული ქალიშვილისათვის
მებრძოლი მამა...

მოსაუბრეებს ნანო მიუახლოვდა მორიდებით და ოთოს მხარზე შეახო ხელი.

-გოგონებს სახლში წასვლა და გამოცვლა გვინდა, გეხვეწები წაგვიყვანე, რა...

ოთომ დემეტრეს შეხედა.

-აქ რამეში ხომ არ გჭირდებით?

-არა, შვილო, წადით, წადით და მოიშორეთ ეს საზეიმო ტანსაცმელი!

-კარგი, მაშინ წავიყვან გოგოენბს! - თავი დაუკრა ოთომ მამაკაცს და ცოლთან ერთად გაეცალა
ადგილს.

ყველა წავიდა. დარჩნენ მხოლოდ ერთმანეთის პირისპირ მსხდარი დემეტრე და ქეთევანი.

-შენც გაყოლოდი და გამოგეცვალა ეგ ტანსაცმელი... - სიჩუმე დაარღვია დემეტრემ.

-ეკატერინეს ვერ დავტოვებ მარტო... გული არ მომასვენებს, ვიცი...

-ჩვენს გოგოს საუკეთესო ფსიქოლოგს მოვუნახავ... დრო გავა და ყველაფერი გაივლის.


ეკატერინეც დამშვიდდება და დაივიწყებს მომხდარს...

-შენ დაივიწყე ოცდაათი წლის წინ მომხდარი?! - უეცრად ჰკითხა ქეთევანმა მეუღლეს და
თვალი თვალში გაუყარა.

დემეტრემ თავი გაატრიალა.


-როცა საყვარელ ადამიანს კარგავ, რთულია დავიწყება, დემეტრე... - ისევ ქეთინომ
გააგრძელა საუბარი.

-ჩვენი გოგო ძლიერია!

-ჯაყელის ქალი სუსტი როგორ იქნება? - მკრთალად გაეღიმა ქალს და სახეზე ხელები აიფარა.
- ამ გვარის წარმომადგენელი სუსტი როგორ შეიძლება იყოს, როცა მუდმივად სისხლშია
გასვრილი?! - ყრუდ ამოილაპარაკა ქეთევანმა,მაგრამ დემეტრემ მაინც გაიგო ცოლის
ნათქვამი.

-ყველა ინანებს ეკასთვის ტკივილის მიყენებას! მის თითოეულ ცრემლს ინანებენ... - მუშტი
შეკრა დემეტრემ.

ქეთევანს ჩაეცინა.

-შეიძლება ინანონ, მაგრამ გამოისყიდიან კი?

-გამოსყიდვით არაფრის გამოსყიდვა არ არის შესაძლებელი... რაც მოხდა, მოხდა! ადამიანი


ვეღარაფერს გააკეთებს შეცდომის გამოსასწორებლად.

-აი, მიადექით იმ ნაპირს, საიდანაც გადაჩეხვა შეიძლება, ბატონო დემეტრე. მაგ


უფსკრულთან მიგვაყენე ყველა და ახლა ნელ-ნელა გვიპირებ გადაჩეხვას. პირველად შენს
უფროს ქალიშვილს ჰკარი ხელი... არ მოველოდი, მაგრამ პირველად სწორედ შენს საყვარელ
ეკას ჰკარი ხელი...

-ქეთევან, მე რაში მადანაშაულებ?!

-მე არ გადანაშაულებ, დემეტრე... მე არასდროს არაფერში დამიდანაშაულებიხარ მთელი ამ


დროის განმავლობაში, მაგრამ იქნებ... იქნებ უკეთესი ყოფილიყო სხვაგვარად რომ
მოვქცეულიყავი?! იქნებ ახლა აქ არ ვმსხდარიყავით... - დანანებით ამოილაპარაკა ბოლო
სიტყვები ქეთინომ და ქმარი მარტო დატოვა. დემეტრემ ორივე ხელი მომუშტა და თავში
დაიშინა სიმწრისგან.

პოლიციის შენობის წინ მოწყვეტით გაჩერდა მანქანა. მძღოლი სწრაფად გადმოხტა იქიდან
და შენობის გარეთ მდგარი ბიჭებისკენ გასწია.

-გაარკვიე რამე? - შეაგება მოსულს კითხვა თორნიკემ, რომელიც ვინ იცის უკვე მერამდენე
ღერს ეწეოდა.

-არ არსებულია ის დედა*****ული მანქანა!!! აღარ არსებობს, აორთქლდა! - იღრიალა ბექა


ჯაყელმა და მანქანის საბურავს დაუშინა წიხლი.

თორნიკემ და რატიმ სიგარეტები მოისროლეს და უმისამართოდ შეიკურთხეს.


შენობის კარი გაიღო, კიბეებზე გეგა და ლუკა გამოჩნდნენ, წაშლილი სახეებით.

-რა ქენით? - რატი შეეგება ბიჭებს.

-საღამოს გადმოგვცემენ ცხედარს... შენ რა ქენი, ბექა?

-ვერაფერი. ვერც მანქანას მივაკვლიე და მითუმეტეს, ვერც შიგნით მყოფებს!

-არაფერში გვჭირდება არც ერთი და არც მეორე! კარგად ვიცით ვინც გააკეთა ეს! - იყვირა
ლუკამ.

-ხოდა, თუ ვიცით მაშინ რაღას ვუცდით?! რატომ არ მივდივართ?!

-წყნეთისკენ, ყველა! - იღრიალა ჯაყელმა და თავისი მანქანისკენ წავიდა სრაფი ნაბიჯით.

ანდრეა დედასთან ერთად იყო სახლის ბაღში. რაღაც ისტორიას უყვებოდა ქალს და თან
აჭმევდა. ბოლო ხანებში მხოლოდ ის აჭმევდა დედას. თან სხვადასხვა ისტორიებს უყვებოდა,
რომელიც ნინოს აშკარად აწყნარებდა. უეცრად ანდრეას ტელეფონი აზუზუნდა. ბიჭმა
მაგიდაზე დადო თეფში, დედას გაუღიმა და ცოტა მოშორდა, რათა ზარისთვის ეპასუხა.

-გისმენ, სანდრო!

-სად ჯანდაბაში ხარ და რას აკეთებ?!

-რა გაყვირებს?! სახლში ვარ, სად უნდა ვიყო?!

-რა მაყვირებს?! შენ რა, არაფერი გაგიგია?!

-ნუ ყვირი-თქო! რა მოხდა?!

-დათუნა გასვიანი მოკლეს დღეს დილით, საკუთარ ქორწილში!

-რა დათუნა გასვიანი მოკლეს, რაებს ლაპარაკობ?!

-ანდრეა! ყველა საინფორმაციო გამოშვება ამ ამბავზე ლაპარაკობს... მართლა არაფერი


გაგიგია?!

-არ ვიცი-მეთქი! მთელი დღეა სახლში ვარ... ვინ მოკლა? როგორ?

-ამბობენ ჩაცხრილესო... თავდასხმა მოხდა ნეფე-დედოფალზე...

-ეკატერინე ჯაყელი გადარჩა?

-როგორც ჩანს! ანდრეა... გაქვს რამე ჩემთვის სათქმელი?!


-ნუ ლაპარაკობ სისულეებს! დათუნიას სიცოცხლე ასი წელი ფეხებზე მეკიდა!

-მე ყველაფერს გავარკვევ, შენი ჩარევა არაა საჭირო იცოდე!

-ალექსანდრე, შემეშვი, რა! ფეხებზე მკიდია ეგ თქვენი საქმეები! - გაბრაზდა ანდრეა და ძმას
ტელეფონი გაუთიშა.

ისევე მშვიდად გააგრძელებდა დედისთვის საჭმლის ჭმევას, რომ არა რამდენიმე მანქანის
დამუხრუჭების და ყვირილის ხმა. ანდრეა მაშინვე მიხვდა სტუმრების ვინაობას და სწრაფად
წამოხტა.

-ანდრეა ახლვედიანო, გამოდი გარეთ და დაგვენახე, თუ კაცი ხარ! - ბოლო ხმაზე


ღრიალებდა ლუკა და გამხეცებულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.

ჭიშკარი გაიღო და ანდრეაც გამოჩნდა. ძალიან გაწონასწორებული და მშვიდი სახე ჰქონდა,


რამაც უფრო მეტად გაახელა ჯაყელები. ლუკამ მაშინვე იარაღი ამოიღო და მამაკაცს
დაუმიზნა.

-მითხარი... მითხარი, შე ძაღლიშვილო. მითხარი, რატომ არ უნდა გავისროლო და


დავამთავრო შენი დამპალი სიცოცხლე?! - იღრიალა ჯაყელმა.

-ეგ იარაღი დაუშვი და ისევე წადით აქედან, როგორც მოხვედით. - მშვიდად თქვა ანდრეამ
და თვალი თვალში გაუყარა მამაკაცს.

ბექამ ვეღარ მოითმინა და საყელოში სწვდა მამაკაცს. ჭიშკართან მდგარი დაცვა მაშინვე
მათკენ გამოიქცა, თუმცა ანდრეამ ხელის ერთი მოძრაობით მოუწოდა ორივეს
დამშვიდებისკენ.

-როგორ ბედავ?! როგორ ბედავ ხმის ამოღებას, მე შენი დედამ****ან! - დაჭრილი მხეცივით
დაიღრიალა ბექამ და მუცელში ჩაარტყა მამაკაცს.

-იცოდეთ, სანამ ჯერ კიდევ მშვიდად ვარ, წადით აქედან და სხვაგან ეძებეთ თქვენი
დათუნიას მკვლელი, აქ ვერაფერს იპოვნით! - დაიყვირა ანდრეამ და ფეხზე წამოდგა.

-შენ გგონია, დაგიჯერებთ?! შენ გგონია, რომელიმე ჩვენგანი დაიჯერებს, რომ დათუნას
მკვლელობა შენი და შენი ოჯახის შეკვეთილი არ იყო?! მითხარი სულელებს ვგავართ
რომელიმე?!
-სულელებს?! სულელებს კი არა, იდიოტებს ჰგავხართ! თქვენს დას საქმრო მოუკლეს, თქვენ
კი იმის მაგივრად, მკვლელს ეძებდეთ, მე მსტუმრობთ!

ბექამ მთელი ძალით მოიქნია მუშტი და ერთი დარტყმით ისევ მიწაზე დასცა ახვლედიანი.

-იცი, ჩემი შეცდომა რა იყო?! იცი, რას ვნანობ ყველაზე მეტად?! - იმ საღამოს რომ არ
ჩაგაძაღლე მთელი ოჯახის წინაშე!! შენი დამპალი სიცოცხლე რომ შემებრალა და დაგინდე,
მაგას არ ვაპატიებ ჩემს თავს ცხოვრების ბოლომდე!

ანდრეა ისევ წამოდგა.

-მთელი დღეა სახლში ვარ, ფეხებზე მკიდია, გჯერათ თუ არა თქვენ ჩემი. მე არ მომიკლავს ეგ
თქვენი კაცობის პროვოკაცია, წადით და იპოვნეთ ნამდვილი მკვლელი! საქმის გამარტივებას
ნუ ცდილობთ, თუ ტრ*კი გაქვთ, ნამდვილი მკვლელი დასაჯეთ, აქ ტყუილად კარგავთ
დროს!

-არ მჯერა შენი! - იქუხა ლუკა ჯაყელმა.

-შეიძლება ვმტრობთ ერთმანეთს, შეიძლება ერთმანეთის სისხლი გვწყურია, მაგრამ იმ


დონემდე არასდროს დაეცემა ჩემი ოჯახი, რომ ქალს საქმრო მოუკლას თვალწინ ქორწილის
დღეს! არაკაცობას ნუ მაბრალებთ, თორემ ჩემი კაცობის დამტკიცება მომიწევს იცოდეთ!
წადით ჩემი სახლიდან და აღარ გადამეყაროთ, თორემ ჩემი სახლის აკლებას და დედაჩემის
შეწუხებას, არც ერთს ვაპატიებ!!! - იღრიალა მოთმინებადაკარგულმა ანდრეამ.

უეცრად მოსახვევში მანქანა გამოჩნდა, რომელმაც რამდენიმე წამში დაატორმუზა


ახვლედიანების სახლის წინ. მათე და იოანე სწრაფად გადმოვიდნენ მანქანიდან და როგორც
კი დანელიამ ლუკას იარაღი დაუნახა, მაშინვე თავადაც აღმართა თავისი.

-რა ხდება, ბატონებო, გზა აგებნათ?! - დამცინავად გადახედა მათემ ბიძაშვილ ჯაყელებს.

-შენი ლაქიებიც მოვიდნენ, ახვლედიანო, ახლა მშვიდად იქნები?! - მიუბრუნდა ლუკა


ანდრეას.

-სისხლი დაიღვრება აქედან თუ არ წახვალთ, ჯაყელებო. მე კი არამგონია, რომელიმეს


დათუნა გასვიანის გვერდით მიწოლა ამაღამვე გინდოდეთ!

-ჩემი დის ცრემლებს არ გაპატიებ, ახვლედიანო! არც ჩემი სიძის სისხლს შევარჩენ ვინმეს!
იცოდე, ახლა უკვე ორი ადამიანის სიცოცხლე გმართებს და აუცილებლად გადაუხდის შენი
ოჯახი ჩემსას მაგისთვის!

-მუქარის გარდა საქმის გაკეთებაც რომ იცოდეთ, იქნებ რამდენიმე დღეში ძმაკაცის დამარხვა
აღარ მოგხდენოდათ... - ჩაეცინა ანდრეას და ტუჩიდან წამოსული სისხლი მოიწმინდა.
-ახლა არ მოგკლავ... შენი მოკვლა ახლა ჩვენი მხრიდან სისულელე იქნება... ამ კონცერტიდან
არასდიდებით გაგათავისუფლებთ. პირიქით, ბოლომდე დარჩები... უკანასკნელ
ამოსუნთქვამდე! ერთიც იცოდე, როცა შენს უბადრუკ ცხოვრებაში ყველა შემოგეცლება, როცა
სრულიად მარტო დარჩები გაუბედურებული, ჩემთან მოფოფხდები და შემეხვეწები, მეც არ
გამიმეტო სასიკდვილოდო, ზუსტად მაშინ მოგიძღვნი ტყვიას შიგ შუბლში და შენს ლეშს
ძაღლებს მივუგდებ დასაგლეჯად! - ლუკამ თვალით ანიშნა ბიძაშვილს წასვლა და
მანქანისკენ დაიძრა.

-ნათქვამია, ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო! - ცინიზმით სავსე ფრაზა დაადევნა
ანდრეამ მამაკაცს.

-მე დიდი ხნის წინ გადავხტი, ახვლედიანო და იცოდე „ჰოპლას“ როცა დავიძახებ, შენ
გვირაბში სინათლესაც დაინახავ! - მიუბრუნდა ლუკა ანდრეას, ბოლოჯერ შეავლო
ზიზღნარევი მზერა, მანქანაში ჩაჯდა და ისე სწრაფად გასცილდა იქაურობას, გზაზე ბუღი
დააყენა.

ეკატერინემ საღამოს ისევ გაიღვიძა. ამჯერად მის პალატაში მხოლოდ მაშო იყო.

-ახლა ასე იქნება? გავიღვიძებ, გამახსენდება, რომ დათუნა გარდაიცვალა, გავგიჟდები, მერე
ექიმები მოვლენ და დამაძინებენ?

მაშო მაშინვე წამოხტა და დას მიუახლოვდა. თავთან დაუჯდა, ორივე ხელისგულით სახეზე
მიეფერა და თავზე აკოცა.

-როგორ გრძნობ თავს? რამე ხომ არ გტკივა?

ეკატერინეს ჩაეცინა დის ნაცთქვამზე. თვალები აუცრემლიანდა და მზერა ჭერს გაუშტერა.

-მტკივა... რა თქმა უნდა, მტკივა... გული მტკივა... ფილტვები მტკივა... სულიც - მთელი
არსება მტკივა, მაგრამ გთხოვ ექიმის დაძახებით არ შეიწუხო თავი, მაინც ვერ მიშველიან...
ვერავინ მიშველის... ამ ტკივილს ვერავინ მოერევა...

კატოს ცრემლები დაეფინა გაფითრებულ ღაწვებზე.

მაშომ თავი დახარა. იგრძნო, რომ ყელში დიდი ბურთი გაეჩხირა და ბღავილი მოუნდა.

-შეგიძლია მომიყვე, რა მოხდა? მე უბრალოდ არაფერი მახსოვს...

-ეკატერინე, რათ გინდა ამის მოსმენა?! არ გახსოვს, არ გახსოვს, რა საჭიროა გახსენება?!


-მაშო, გთხოვ... მინდა ვიცოდე... უნდა ვიცოდე, როგორ მოხდა, რომ წამის მეასედში
გადაიქცია ჩემი საოცნებო დღე ჯოჯოხეთად... გთხოვ, მითხარი!

-მაშინ დამპირდი, რომ ცუდად აღარ გახდები!

-გული აღარ წამივა, თუ ამას გულისხმობ.

-მანქანიდან გადმოხვედით, ფოტოგრაფის რამდენიმე სურათი უნდა გადაეღო და რამდენიმე


წამით გაჩერდით; ყველა ჩამოგცილდით... უცებ გამოჩნდა მანქანა, დიდი სისწრაფით
მოქროდა, ვერავინ ვერაფრის გააზრება მოვასწარით... ფანჯარა ჩასწიეს... მხოლოდ იარაღი
გამოჩნდა... შემდეგ გასროლის ხმა იყო და...

გოგონამ თხრობა ვეღარ გააგრძელა, რადგან ტირილი აუვარდა. ეკატერინემ თავი ბალიშში
ჩარგო და ორივე ხელი მაგრად მოუჭირა მატერიას.

-ახლა უნდა ვიყოთ ძლიერები, კატო... ახლა ვერ დაეცემი.. ახლა უნდა გამაგრდე! - ტირილით
ჩურჩულებდა მაშო და დას მკლავზე უსვამდა ხელს.

-გემუდარები... ცოტახნით... მარტო... დამტოვე... - ძლივს ამოიხავლა ეკატერინემ, ისე რომ


ბალიშიდან თავი არ აუწევია. მარიამი მაშინვე წამოვარდა ფეხზე და სწრაფად დატოვა
ოთახი.

-დათუნა გასვიანი მოუკლავთ დღეს დილას საკუთარი ქორწილში! - მისაღებ ოთახში


შევარდა გაგიჟებული სახით ირაკალი.

-ყველა საინფორმაციო მაგაზე ლაპარაკობს... დაუცხრილავთ, საწყალი. - მწუხარებით


ჩაილაპარაკა ანასტასიამ.

-ესღა გვაკლდა, რა! ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის! - ხელებს აქეთ-იქით იქნევდა
უფროსი ახვლედიანი.

-რა განერვიულებს, ვერ გავიგე. - მშვიდად იკითხა ალექსანდრემ.

-რა მანერვიულებს?! მე რა მანერვიულებს?! სადაა შენი ძმა?!

-სახლში ყოფილა მთელი დღე. დავურეკე უკვე. - ისევ მშვიდად უპასუხა სანდრომ.

-სახლში ყოფილა, აბა რა. - ცინიკურად ჩაეცინა ირაკლის და ჰალსტუხი შეიხსნა.

-შენ ანდრეაზე არ ინერვიულო, როგორმე თავადაც მივხედავ ჩემს თავს! იმაზე იფიქრე,
ჯაყელები როგორ დაარწმუნო, რომ დათუნა გასვიანის მკვლელობაში არ ხარ გარეული! -
ლაპარაკით შევიდა ოთახში ანდრეა და კარის ჩარჩოს მიეყრდნო.

-თუ ჯაყელები ვინმეზე იფიქრებენ, პირველ რიგში, შენზე!


-არ ინერვიულოთ მაგაზე, მესტუმრნენ უკვე ბიჭები. - მშვიდად თქვა ანდრეამ და ანასტასიას
გვერდით დაჯდა.

-მოიცა, შენთან იყვნენ უკვე?! და ცოცხალი გადაურჩი?! - შეშფოთებით ჰკითხა ტასომ


ბიძაშვილს.

-რატომ უნდა მოვეკალი? მე არავინ მომიკლავს. სიკვდილი რომ მდომოდა ვინმესი, ლუკა ან
ბექა ჯაყელს მოვკლავდი. დათუნია პიდ***სტი რა ჩემ ფეხებად მინდოდა?!

-ანუ შენ არ ხარ ამ საქმეში გარეული?! - შვილს შეხედა ირაკლიმ.

-არა-მეთქი! - გაბრაზდა ანდრეა.

-მამა?! - უფროს ახვლედიანს მიუბრუნდა ალექსანდრე.

-რა მამა?! მე არაფერი გამიკეთებია...

-მაშინ თუ არც მე, არც ანდრეას და არც შენ არაფერი დაგვიგეგმავს, თუ ახვლედიანები არ
არიან დამნაშავეები გასვიანის სიკვდილში, მაშინ... ვინ მოკლა ის საცოდავი?! - ლოგიკური
კითხვა გააჟღერა ალექსანდრემ და ოჯახისწევრებს გადახედა.

-ხოდა, ძვირფასებო, ახლა სწორედ ის დროა, სახლის თავზე თეთრი დროშა ააფრიალოთ.
როგორც ჩანს, ვიღაც გეცილებათ ადგილს ჯაყელებთან ბრძოლაში! - ჩაეცინა ანდრეას და
ტასოს თვალი ჩაუკრა.

ეკატერინეს ჯიუტი მოთხოვნით, გოგონა იმ საღამოსვე გამოწერეს სახლში. დამამშვიდებელი


აბები გამოუწერეს და მაქსიმალურად აუკრძალეს ნერვიულობა. კატომ თავის სახლში
დაბრუნება არ ისურვა, ამიტომაც ელენემ საკუთარ ბინაში წაიყვანა დაქალი. ბიჭებიც მალე
დაბრუნდნენ და მომხდარი ამბების შესახებ ამცნეს მეგობრებს. კატოს არაფრის მოსმენა
სურდა, საძინებელში იყო ჩაკეტილი და ცრემლდამშრალს, ერთ წერტილზე ჰქონდა მზერა
მიყინული.

რა უსაშველოდ რთულია, როცა მარადისობის გზაზე შემდგარს მეორე ნახევარი გეცლება


ხელიდან. როცა ჩაკიდებულ ხელს უშვებენ, სულის სიცივე გიპყრობს და გრძნობ, სულ რომ
გავარვარებული მზის ზედაპირზე დაწვე, ეს სიცივე მაინც არ დატოვებს შენს ძვლებს.

რა უსაშველოდ მწარეა მის გარეშე დარჩენილი რეალობა. რა უღმერთობაა მისი თვალების


გარეშე დარჩენილი სამყარო. როგორ? - როგორ ვიცხოვროთ იმ ერთადერთის გარეშე?! -
ასწავლეთ, აჩვენეთ, წიგნებში დაწერეთ, სკოლაში უქადაგეთ, მეცნიერულად იკვლიეთ -
როგორ ვიცხოვროთ საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ?!

ბექა სხვებთან ერთად იჯდა, მდუმარედ, როცა სიჩუმე მისმა ტელეფონმა დაარღვია. მაშინვე
წამოდგა და გვერდით ოთახში გავიდა.

-ნაზი, არც ისე კარგ დროს მირეკავ და მე თვითონ გადმოგირეკავ, რა.

-ბატონო ბექა, ვიცი, ახლა არ არის ამის დრო, მაგრამ სახლში უნდა მოხვიდეთ! - შეწუხებული
ხმა ჰქონდა ქალს.

-ახლა ვერ მოვალ, ნაზიკო. მოხდა რამე?

-ბატონი ერეკლე ჩამოვიდა. მთვრალია და ჩხუბობს...

-ჯანდაბა! კარგი წამოვალ მალე, არსად გაუშვათ და სასმელს არ გააკაროთ! - სწრაფად გათიშა
ტელეფონი, ოთახში დაბრუნდა და ლუკას რაღაც უჩურჩულა ყურში. ბიჭმა მაშინვე დაუქნია
თავი და მანაც სწრაფად დატოვა სახლი.

სახლში შესვლისთანავე გაიგონა მსხვრევის, გინების და ყვირილის ხმა, რომელიც სასტუმრო


ოთახიდან მოდიოდა. ბექა სწრაფად შევიდა ოთახში და როგორც კი ნაზიკოზე ჩაჭიდებული
კაცი დაინახა, მაშინვე დაიყვირა:

-გაანებე ნაზიკოს თავი, მამა!

ერეკლემ მაშინვე შეუშვა ხელი მოსამსახურე ქალს და შვილს შეხედა ჩაწითლებული


თვალებით.

-ოჰ, ჩემი ვაჟკაცი მოსულა! როგორ ხარ, მამას ბიჭო? - სასმლისგან გამოთაყვანებული მზერა
გაუსწორა ერეკლემ ვაჟიშვილს და გაუღიმა.

-ნაზიკო, ეგ ბოთლები წაიღე და გადაყარე. - ქალს მიუბრუნდა წარბშეყრილი ბექა, თავად კი


მამას მოჰკიდა ხელი და სავარძელზე მიაწვინა. - რატომ დაბრუნდი, მამა?!

-რას ნიშნავს, რატომ დავბრუნდი?! ჩემი ულამაზესი ძმიშვილის ქორწილს როგორ


გამოვტოვებდი?! - ამოიბლუყუნა კაცმა და გაიცინა.
-ცოტა ხომ არ შეგაგვიანდა საქორწილოდ?! - ჩაეცინა ბექას.

-მ...მართლა?! ვაიჰ! სულ დამავიწყდა... შევყევი მონატრებულ მეგობრებთან ლაპარაკს. -


თავში ხელი წამოირტყა შეწუხებულმა ერეკლემ.

-გეტყობა, როგორც შეყევი. - გაბრაზებით ჩაილაპარაკა ბექამ.

-კარგი, კარგი, ახლა წავიდეთ, ქორწილი ხომ ჯერ არ დამთავრდებოდა?! ჩემს გოგონას
ბოდიშს მოვუხდი, ჩემს სიძეს ჩავიხუტებ გულში. - აფართხალდა უფროსი ჯაყელი, ადგომის
მცდელობაში.

-არსადაც არ წახვალ! ასეთ მდგომარეობაში სად უნდა გამოჩნდე?! ვერ ხვდები, რომ ფეხზეც
ძლივს დგახარ?! - იყვირა უმცროსმა ჯაყელმა.

-არაფერიც არ მჭირს! ერთი-ორი ჭიქა მაქვს დალეული, დიდი ამბავი! - ლუღლუღებდა


ერეკლე.

-როდის ჩამოხვედი?

-დღეს დილით... სიურპრიზი უნდა მომეწყო! სიურპრიზიი! - უცებ იყვირა უფროსმა ჯაყელმა
და ხელები გაშალა.

-ნაზი, ბიჭებს დაუძახე, მომეხმარონ მამაჩემის ზემოთ აყვანაში! - დაუძახა ბექამ ქალს და
თვითონ დაეჯაჯგურა მამას.

-არ... არ მინდა... სად მიგყავარ?! გამიშვი ხელი!

-გაჩერდი, მამა! სად მიმყავხარ და უნდა დაგაწვინო, ვერ ხედავ რა დღეში ხარ?!

დაცვის ბიჭები მალე შევიდნენ ოთახში და ბექას დაეხმარნენ ერეკლეს ზემოთ აყვანაში.
ჯაყელმა მამამისი საწოლში დააწვინა, ფეხზე გახადა და მარტო დატოვა, იმ იმედით, რომ
მეორე დღეს დაელაპარაკებოდა, როცა კაცი საღ გონებაზე იქნებოდა.

ის ღამე ყველამ ერთად გაათენა ელენეს ბინაში. წრეზე ისხდნენ, ჩუმად. ხმის ამოღებას აზრი
არ ჰქონდა, სათქმელი არც ერთს ჰქონდა. მარიამს რამდენჯერმე დაურეკა უტამ, მაგრამ
გოგონამ ყველა ჯერზე გაუთიშა. ყველაზე ნაკლებად ახლა იმ ადამიანებთან საუბარი
უნდოდა, ვისაც რაიმე სახის კავშირი მაინც ჰქონდა ახვლედიანებთან.

-ახლა ასე უნდა ისხდეთ?! - უეცრად წამოიყვირა მაშომ და ძმას გაუსწორა მზერა.
-მაშო... - ჩუმად დაიწყო თორნიკემ, მაგრამ გოგონამ არ აცადა.

-არა, მაცადე ერთი წუთით! მართლა მაინტერესებს... ახლა ასე უნდა ისხდეთ?! იქნებ
ტირილიც დაიწყოთ?!

-გაჩუმდი, მაშო...

-არა, შენ გაჩუმდი, თორნიკე! - წამოდგა მარიამი. - თქვენ ხომ ყოველთვის დიდი გულები
გაქვთ?! მთელი შეგნებული ცხოვრება ხომ ახვლედიანების მტრობაში გაქვთ გატარებული?! -
მაშინ ახლა რატომ არც ერთი აკეთებთ რამეს?! - მიპასუხეთ! ნუთუ რაიმე მტკიცებულება
გჭირდებათ იმის მისახვედრად, რომ დათუნა იმათ მოკლეს?! ხომ ყველამ კარგად ვიცით ეს?!
მაშინ მთხარით, ახლა აქ რატომ სხედხართ?! ახლა, როცა თქვენმა მტრობამ საბოლოოდ
მიგვიყვანა შედეგებამდე, აქ რას აკეთებთ?! კიდევ რა უნდა მოხდეს? კიდევ ვინ უნდა
მოკვდეს ამ ბრძოლაში, რომ როგორც იქნა იღონოთ რამე?! ჯერ ნიკუშა... ახლა დათუნა,
შემდეგი ვინ იქნება? - მე? კატო? ელენე? იქნებ შენ, ლუკა, ან ბექა! რა მნიშვნელობა აქვს, ვინ
იქნება შემდეგი, თუ არაფერს იღონებთ?! რა... მეტი რაღა გინდათ... ხომ მიიღეთ შედეგი?! ხომ
ვიწვნიეთ თქვენი ომის შედეგები?! თქვენც ხომ ეს გინდოდათ?! თქვენც ხომ მიზეზსს
ეძებდით, რომ ერთიანად დარეოდით და ამოგეწყვიტათ ახვლედიანების საგვარეულო?!
მაშინ მიპასუხეთ, ახლა აქ რატომ ხართ?!

-რა გინდა, ამის დედაშ***ცი, წავიდე და ამოვხოცო ყველა?! - იღრიალა ლუკამ და ფეხზე
წამოხტა.

-ლუკა... - ხელზე ფრთხილად შეეხო ელენე შეყვარებულს, მაგრამ ბიჭმა მაშინვე აუქნია
მკლავი.

-მე მინდა?! ახლა მე მინდა, მათი დახოცვა?! მე იცი, რა მინდოდა?! მე მინდოდა, რომ დღეს
ჩემს დასთან და სიძესთან ერთად გამეზიარებინა ეს დღე. ბედნიერად, ყოველგვარი
სისხლისა და მკვლელობის გარეშე! მაგრამ ასე არ მოხდა, იცი რატომ არ მოხდა?! - იმიტომ,
რომ შენ... ჩვენი ძვირფასი ბიძაშვილი, ჩვენი მამიკო, შენი ძმაკაცები, სულელური
პრინციპების გამო ხართ გადაკიდებული ახვლედიანებზე! მე არაფერი მინდა, ლუკა! ეს
თქვენ გინდოდათ, ეს სულელური „ომი“ და აჰა, დღეს კიდევ ერთხელ მოვიმკეთ მაგის
შედეგი. დათუნას ნიკუშას მივუწვენთ გვერდით, მერე წამოვალთ და ისევ გავაგრძელებთ ამ
სულელურ, იდიოტურ, ამაზრზენ თამაშს! გინდათ ეს ომი ორ გვარს შორის?! - ხოდა მიიღეთ!
ახლა მიდით და ისე მიაყარეთ თქვენს ძმაკაცს მიწა, როგორც ორი წლის წინ ნიკუშას! თქვენ
ხომ ძალიან მაგარი ბიჭები ხართ და არასდროს აპატიებთ ვინმეს თქვენს შეურაცყოფას?!
ხოდა გეკითხები მე შენ, ლუკა, ამაზე დიდი დაცინვა რაღა გინდა, სიძე მოგიკლეს თვალწინ
ქორწილში! ამაზე დიდი შეურაცყოფა რაღა გინდათ მთელ საგვარეულოს?!

ოთახში ორი გამძვინვარებული მხეცი იდგა, ორი ჯაყელი...

ლუკამ ერთი იღრიალა და მაგიდაზე მდგარი ლარნაკი გადააყირავა. მსხვრევის ხმაზე ყველა
შეცბა. მამაკაცმა უმისამართოთ დაიწყო გინება და სწრაფად გავარდა ოთახიდან. ბიჭები
მაშინვე მას მიყვნენ, თორნიკეს გარდა, რომელიც მარიამის გვერდით იდგა.
-რა გააკეთე, მარიამ?! - ძლივს ამოისლუკუნა მომტირალმა ელენემ.

მაშომ თავი დახარა და უცებ ისევ გასწორდა. ისიც სწრაფად გაიქცა ოთახიდან და თორნიკეც
მას მიჰყვა.

ოთახში მხოლოდ მომტირალი ელენე და მასზე ჩახუტებული ნანო დარჩნენ.

„ყველაფრის დაწვა შეიძლება. ყველაფრის განადგურება და წაშლა, დავიწყება და ცხოვრების


გაგრძელება. ყველაფერი შეიძლება გაანადგურო, გარდა მოგონებებისა... ტვინის
ჭუჭრუტანებში ჩაჩურთული მოგონებებისა...“

მაშო სკვერში იჯდა გრძელ სკამზე, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და გულმხურვალედ
ტიროდა. ვერც გააცნობიერა, როგორ მიუჯდა გვერდით თორნიკე. მამაკაცმა ძლიერი
მკლავები მოხვია გოგონას და მაშომაც მაშინვე უმატა ტირილს.

-ხომ იცი, რომ ვერ ვიტან, როცა ტირი? - მტუქსავი, მაგრამ მზრუნველი ტონით დაიჩურჩულა
თორნიკემ.

-მე ამ სიტუაციას ვერ ვიტან, თორნიკე. გული მერევა უკვე ყველაფერზე! აღარ შემიძლია,
მინდა, რომ დასრულდეს. მეზიზღებიან ახვლედიანებიც და ჩემიანებიც ამ სიბინძურის
წამოწყებისთვის. - გულამომჯდარი ტიროდა მარიამი.

-ვიცი... ვიცი, მაშო, ვიცი! ვიცი, რომ გტკივა, ვიცი, რომ განიცდი. ყველას და ყველაფრის გამო,
მაგრამ, მაშო, გთხოვ, არ იტირო. შენ ვერ მისცემ ახლა თავს ტირილის უფლებას. შენ ვერ
დაეცემი! ეკატერინეს სჭირდები, მან უნდა იტიროს, შენ უნდა დააწყნარო. ძლიერი უნდა იყო,
მაშო! ახლა არ გაქვს ტირილის უფლება!

-ვიცი, რომ ძლიერი უნდა ვიყო. ვიცი, რომ ჩემს დას გვერდში უნდა დავუდგე, უნდა
გავამხნევო და ვანუგეშო, მაგრამ როგორ, თორნიკე? მითხარი, როგორ გავაკეთო ეს, როცა მე
თვითონაც კოშმარულ სიზმარში მგონია თავი. ეკატერინეს როგორ ვუთხრა, რომ ყველაფერი
კარგად იქნება, როცა საყვარელი მამაკაცი ხელებში ჩააკლეს ქორწილის დღეს? როგორ
ვუთხრა, რომ ეს ტკივილიც გაივლის, როცა მე თავად არ მჯერა ამის. რა ვუთხრა? თვალებში
როგორ შევხედო?
-ვერავინ... მას ახლა ვერავინ ეტყვის, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაშო! ვერავინ
დაპირდება, რომ ის ტკივილი გაივლის, რომელსაც ახლა გრძნობს, მაგრამ შენ მასთან უნდა
იყო. მასთან უნდა იყო და ცრემლი არ დაანახო!

-არ შემიძლია, თორნიკე... ძალიან რთულია. - ამოიტირა გოგონამ და ისევ აეკრო არველაძის
სხეულს.

-ვიცი, რომ ძალიან რთულია. ეს ხომ ყოველთვის ასეა? - ტირილი მარტივია... მარტივია, როცა
ტირილის უფლება გაქვს და შენგან არავინ არაფერს ითხოვს, მაგრამ როცა იმ მოტირალს
უდგახარ გვერდში, როცა ჭირისუფალს ამხნევებ, ძალიან რთულია! ძალიან რთულია
კლდესავით შეუვლად დგომა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, მაშო... ჩვენ უნდა გავმაგრდეთ. ჩვენ
ახლა საყრდენები ვართ და თუ წავიქცევით, ყველა და ყველაფერი ზედ დაგვემხობა.

-არ ვარ მაგდენად ძლიერი. - ამოიტირა მარიამმა.

-ხარ, ჩემო ლამაზო, ხარ... შენ ხომ მარიამ ჯაყელი ხარ?! - სიძლიერე არ გაკლია. - მამაკაცმა
თავი ააწევინა გოგონას და თვალებში ჩახედა. - ჩემი ხომ გჯერა? - მაშომ თავი დაუქნია. -
ხოდა მაშინ დამიჯერე, იმაზე უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე შენ გგონია! - გაუღიმა არველაძემ
გოგონას და ცხვირზე აკოცა.

მაშოსაც გაეღიმა უნებურად. მის მკლავებში... თორნიკეს მკლავებში მოქცეულს სამყაროს


აღსასრულის დაჯერებაც კი შეეძლო, ისე რომ არაფრის შეშინებოდა.

რა არის ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი? - ღალატი? ოცნებების დამსხვრევა? სიკვდილი? - არა,


-დრო! მუდმივად მავალი დრო.

ხომ არსებობს ცხოვრებაში მომენტები, როცა იმდენად ცუდად ხარ, იმდენად გტკივა, რომ
გინდა დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტოს?! როცა უბრალოდ გინდა, რომ ყველაფერი გაიყინოს
შენ გარშემო და წამით საკუთარ თავთან სრულიად მარტო დარჩე. მაგრამ არა, დრო არ
იცდის, დრო არ იყინება, დრო არ ჩერდება და ქედს არ იხრის ადამიანის ტკივილის წინაშე.
ის უბრალოდ აგრძელებს თავის გზას დაუღალავად, შეუსვენებლად აგრძელებს წამი წამთან
შერწყმას. მეტიც, იმდენად თავხედია, რომ გაიძულებს, თავისი მარწუხებით გაიძულებს
რეალობასთან შეგუებას. იმდენად არ სცემს შენს ტკივილს პატივს, დროთა განმავლობაში
გაჩვევს ყველაფერს. გაჩვევს ტკივილთან ერთად ცხოვრებას და ერთ დღეს, როცა იღვიძებ და
მზის დასანახად ფანჯრიდან ფარდებს წევ, იაზრებ, რომ აღარ გტკივა. ხვდები, რომ ის
ადგილი, რომელიც გუშინ გეწვოდა, დღეს უბრალოდ დიდი სიცარიელეა შენთვის.

ვისი ბრალია?! - დროის!

სასტიკო! დაუნდობელო! უღმერთოვ - დრო...


გათენდა პირველი დღე დათუნას გარეშე; სამყარომ პირველად გაახილა თვალი მის გარეშე.

ეკატერინე წამოდგა, ფრთხილად, რადგან მის გვერდით ტანსაცმელებითვე ჩაძინებული


ნანოს გაღვიძება არ უნდოდა. ფანჯარასთან მივიდა და ტკივილისფერი თვალები მოავლო
გადაშლილ პეიზაჟს. შემდეგ შემობრუნდა და რაფას მიეყუდა. ანანოს დააკვირდა. ძალიან
დაღლილი სახე ჰქონდა, ალბათ მთელი ღამე მას ყარაულობდა და ვერც გაიგო, როგორ
ჩაეძინა. არადა ის ხომ დედა იყო? ვინ იცის, მის შვილს როგორ სჭირდებოდა გასულ ღამეს
დედის გვერდით ყოფნა, მაგრამ ნანო შვილთან არ იყო, ნანო მასთან იყო. მას ამხნევებდა,
შეიძლება უსიტყვოდ, მაგრამ ხომ მთელი არსებით გრძნობდა მის გვერდში დგომას?!

იცოდა, რომ ასე ვერ გააგრძელებდა. ელენეს საძინებელს ვერ შეეკედლებოდა ცხოვრების
ბოლომდე. საწოლში მთელი დღით წოლა და ერთი წერტილისთვის თვალის გაშტერება
მარტივი იყო, მაგრამ ასე ხომ ვერ მოიქცეოდა? - დათუნას სჭირდებოდა მისი გვერდში
დგომა. ბოლოჯერ სჭირდებოდა მისი დახმარება. ის ახლა ჭირისუფალი იყო, დათუნას
ჭირისუფალი. ვალდებული იყო სასახლის თავთან დამჯდარიყო და სამძიმარი მიეღო
ასობით ადამიანისგან. იმიტომ, რომ დათუნა მისი საქმრო იყო, იმიტომ რომ ის დათუნას
სიცოცხლე იყო, იმიტომ რომ ის დათუნას სულის ნაწილი იყო...

ძლიერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორ? - საიდან მოეტანა ის, რაც არ ჰქონდა?! როგორ
დამდგარიყო დათუნას სასახლის გვერდით ისე, რომ ფეხებში ძალა არ წართმეოდა და
თვალებში სინათლე? საიდან მოეტანა ეს სიძლიერე?!

რატომ არ არსებობს მაღაზიები, რომლებშიც მსგავს რამეებს ყიდიან?! როცა პური აღარ გაქვს
სასურსათო მაღაზიაში მიდიხარ, როცა ხორცი შემოგაკლდება, ყასაბს სტუმრობ, როცა მანქანა
გიფუჭდება, ხელოსანთან მიდიხარ, როცა მობილური აღარ მუშაობს - ტექნიკის მაღაზიაში
გიწევს მისვლა. მაშ რატომ არ არსებობს ადგილი, სადაც სულიერ დანაკლისს გაიმრთელებ?!
მაღაზია, სადაც უბრალოდ შეხვალ და იტყვი: „უკაცრავად, ცოტა გამბედაობა შემომაკლდა და
თუ შეიძლება მომეცით“ ან იკითხავ: „იმედი აღარ მაქვს და ხომ ვერ დამეხმარებით?“
სანდომიანი სახის გამყიდველი კი ხელებს გაშლის და ფეხზე წამოხტება, „იმედი როგორ არ
გვაქვს, ბატონო, დღეს დილას მივიღეთ, ახალთახალია“. „უკაცრავად, რა ღირს სითამამე? -
სითამამე? დღეს ფასდაკლება მაქვს და იაფად მოგყიდით, ქალბატონო!“ „უკაცრავად, ეს
„ცოდნა“ კარგად მუშაობს, თუ იცით? - რა თქმა უნდა, ახალგაზრდავ, მოიხმართ ცხოვრების
ბოლომდე, დამიჯერეთ კარგი რამეა, იყიდეთ!“ „უკაცრავად, ვინმე ხომ ვერ მეტყვის, სად
ვიყიდო სიყვარული? - სიყვარული? არა... აქ მსგავს რამეს ვერ იშოვით, ბატონო. - მაშ რომელ
მაღაზიაში ვიყიდი? - ვერცერთში, ბატონო, სიყვარული არ იყიდება.“
მსგავსი მაღაზია, რომ მართლა გამოეგონებინა ადამიანს, ეკატერინე აუცილებლად
ესტუმრებოდა მას ძალის საყიდლად, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი იყო. თავად
უნდა დაპირისპირებოდა ცხოვრებას, ყოველგვარი დახმარების გარეშე და თუმცა იცოდა,
ყველა მის გვერდით იდგა, მაინც ეს მისი საზიდი ჯვარი იყო. მხოლოდ ის იყო ჭირისუფალი
და მას უნდა გაეცილებინა დათუნა ბოლო გზაზე.

თვალები აუწყლიანდა, ყელში დიდი ბურთი გაეჩხირა. იგრძნო მკერდქვეშ გულის ყრუ
ტკვილი და უცებ მთელ ხმაზე მოუნდა ბღავილი.

რატომ შეიძლება, რომ ადამიანი ასეთი უბედური იყოს? - არა „როგორ“, არამედ „რატომ“...
რატომ უნდა უთენდებოდეს ერთ რიგით სულიერს, მილიარდობით სულიერისგან არაფრით
გამორჩეულს, ასეთი ბნელი დილა?! ნუთუ ასეთი ცოდვილი იყო ეკატერინე, რომ განგებამ
ამხელა ტანჯვისთვის გაიმეტა?! წუთის წინ საბრძოლო ხასიათზე იყო, მაგრამ უეცრად
საოცრად უმწეოდ იგრძნო თავი, სამყაროში მარტოდ დარჩენილმა. დათუნას გარეშე თითქოს
უსაფრთხოდ ვეღარ იცხოვრებდა დედამიწაზე.

„თავის მოკვლა“ - გველივით გაისრიალა ჯაყელის გონებაში ამ აზრმა და მას მოყოლილმა,


ავმა სიცივემ მთელ ტანში დაუარა კატოს.

თვითმკვლელობა და ყველაფრის დასრულება? - შეეძლო, რა თქმა უნდა შეეძლო. ანანოს


ეძინა. ახლავე შეეძლო მაგიდაზე დადებული საძილე წამლების დალევა და სიცოცხლის
მოსწრაფება, მაგრამ... იქნებოდა კი ეს შვება ეკატერინესთვის?!

„სიკვდილი შვება არასდროს არის“ - არ შეიძლება, რომ სიკვდილი პრობლემების


მომგვარებლად ევლინებოდეს ადამიანს. ის ხომ დასასრულია? - მაშ როგორ შეიძლება, რომ
რაიმეს დასასრული ადამიანის ცხოვრებაში გაჩენილ პრობლემებს აგვარებდეს?!

არა, არა და არა, თავს ვერ მოიკლავდა! იმიტომ კი არა, რომ მშობლები, და-ძმა ან მეგობრები
ეცოდებოდა? - არა, ყველას თავისი გზა აქვს ამ ცხოვრებაში. ეკატერინეს ტკივილი ხომ არავის
ესმოდა? მას კი თავის მოკვლა და ტკივილისგან გაქცევა რომ გადაეწყვიტა, არავის ექნებოდა
განსჯის უფლება. როცა მეორე ნახევარს კარგავ, მას ერთი მთელი მიაქვს შენგან. მიაქვს და
სინათლის სხივსაც არ გიტოვებს, რომ იმას მოეჭიდო და ცხოვრება გააგრძელო. ხოდა
ამიტომაც, ეკატერინეს რომ თავის მოკვლა გადაეწყვიტა, კაცი ვერ გაამტყუნებდა მას. რატომ?
- იმიტომ, რომ მას ამის უფლება ჰქონდა! იმ ტრაგედიის შემდეგ, რაც ჯაყელის თავს
დატრიალდა, მას მართლაც ჰქონდა ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება.

თუმცა არა, გოგონამ ეს აზრები უკუაგდო. საკუთარ თავზე იმარჯვა, იმიტომ რომ ეკატერინე
ჯაყელი იყო. სისხლს ვერ უღალატებდა - ჯაყელების ძლიერ სისხლს. დაეცა, ზედმეტად
მწარედ და ზედმეტად მტკივნეულად, მაგრამ უნდა ამდგარიყო. იმიტომ, რომ ძლიერი ქალი
იყო ბუნებით, იმიტომ რომ დათუნა გასვიანს სწორედ მისი სიძლიერე შეუყვარდა მასში.
„ძლიერი ქალი ხარ, კატერინა, ჩემზე ძლიერი!“ - ხშირად ეუბნებოდა მამაკაცი. სწორედ მის
გამო ვერ გასცემდა ამ ცხოვრებას; სწორედ მის გამო უნდა ეცხოვრა, რათა დაემტკიცებინა
მისი სიტყვები, რათა იმ ერთადერთისთვის არ გაეცრუებინა იმედები...

ბექას მთელი ღამე არ ეძინა. მამას დარაჯობდა და თან ნებისმიერ წამს ელოდებოდა ზარს
ბიჭებისგან. რამე რომ დასჭირვებოდათ, მაშინვე გაიქცეოდა ელენესთან, სახლში.
გამთენიისას მიეძინა სავარძელში და იქამდე ეძინა, სანამ ნაზიმ არ შეაფხიზლა და უთხრა,
რომ ლუკა ურეკავდა. ბექა მაშინვე გამოფხიზლდა და ბიძაშვილს დაურეკა. როგორც კი
გაიგო, რომ პოლიციის შენობაში მიდიოდნენ ცხედრის გადასასვენებლად, მაშინვე წამოდგა.

-ნაზიკო, ძალიან გთხოვ, ერეკლე გააღვიძე და უთხარი, ჩამოვიდეს, თორემ მეჩქარება მე! -
დამხმარე ქალს მიუბრუნდა ჯაყელი და თვალებზე მუშტები მოისვა მოსაფხიზლებლად.

ქალმა სწრაფად დატოვა ოთახი და მეორე სართულისკენ გასწია.

ბექა თავჩახრილი იჯდა, რაღაცაზე ჩაფიქრებული, როცა მამის შემოსვლა იგრძნო ოთახში.

-დილამშვიდობისა, ბექა... - მორიდებით მიესალმა ერეკლე შვილს. ეტყობოდა, რომ წინა


ღამის გამო სრცხვენოდა შვილის.

-სად დალიე გუშინ?! - მკაცრად საქმეზე გადავიდა ჯაყელი.

-ჩემს ბიჭებს ვუთხარი, რომ ჩამოსვლას ვაპირებდი და აეროპორტში დამხვდნენ. არ


ვაპირებდი დალევას, მაგრამ გამაქცუნეს მაშინვე რესტორანში, ვეღარ ვუთხარი უარი. -
პატარა ბავშვივით თავის მართლებას მოჰყვა კაცი.

ბექას ჩაეცინა.

-მე რატომ არ მითხარი, ჩამოსვლას თუ აპირებდი ან საერთოდ რატომ დაბრუნდი?

-არ მინდოდა, ეკატერინეს ქორწილის გამოტოვება. - თავი დახარა ერეკლემ. - თუმცა მაინც
გამოვტოვე...

-არ გამოგიტოვებია!

-როგორ? გუშინ არ იყო ქორწილი?! - გაუკვირდა უფროს ჯაყელს.

-იყო... მაგრამ ახვლედიანებმა ჩაშალეს ყველაფერი.

-რას ნიშნავს, ჩაშალეს? რა გააკეთეს?!

-საქმრო მოუკლეს ეკატერინეს. - ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა ბექამ.


-რას ლაპარაკობ?! ის ბიჭი... დათუნა, მოკლეს?! გუშინ, ქორწილის დღეს მოკლეს?! -
განცვიფრებას ვერ მალავდა ერეკლე.

-ხო... ტაძრის ეზოში...

-ღმერთო ჩემო, სადამდე შეტოპა იმ ბებერმა მელამ! - თავისთვის ჩაილაპარაკა შოკში მყოფმა
მამაკაცმა და თავში ხელები დაიშინა.

-მე მეჩქარება, უნდა წავიდე, დაკრძალვის ამბებია მოსაგვარებელი და შენ რას იზამ?!

-მე... რავიცი, მე დემეტრესთან წავალ, იქნებ რამეში დასჭირდეთ ჩემი დახმარება. -


დაბნეულად უპასუხა ჯერ კიდევ შოკში მყოფმა ჯაყელმა.

-მამა, სასმელთან გაკარება აღარ გაბედო, იცოდე, თორემ გუშინდელს თუ ისევ გაიმეორებ,
გეფიცები, გაგიშვებ იმ შენს რუსეთში და უკან დაბრუნების უფლებას აღარ მოგცემ! - საკმაოდ
მკაცრად და დამაჯერებლად ჟღერდა ბექას ნათქვამი.

-გასაგებია... - მორჩილად დაუქნია თავი ერეკლემ შვილს და თავი დახარა.

ბექა უკვე კართან იყო მისული, როცა მამის ხმამ გააჩერა.

-ბექა! ვიცი, რომ შენს თვალში ახლა მე უბრალოდ გალოთებული, უთავმოყვარეო კაცი ვარ,
რომელმაც შვილის დაკარგვის შემდეგ ყველა და ყველაფერი ფეხებზე დაიკიდა და გაიქცა,
მაგრამ გპირდები, შვილო... გპირდები, რომ გამოვსწორდები!

-მამა, მე ჩემი თავისთვის არ გთხოვ გამოსწორებას. თუ ტკივილს მაგ სასმლით იკლავ,


დალიე, მაგრამ ძალიან ეჭვი მეპარება, რომ სასმელი ტკვილის დავიწყებაში ეხმარებოდეს
ვინმეს.

-ვიცი, ვიცი, შვილო. ვიცი, რომ სუსტი ვარ. არ ვარ დემეტრესავით ძლიერი, არც არასდროს
ვიყავი და არც ვიქნები, მაგრამ გპირდები, ვეცდები ისეთი ადამიანი გავხდე, რომლისაც არ
შეგრცხვება.

ბექა უკან შემობრუნდა ოთახში და მამის წინ დაიკავა ადგილი.

-ნიკუშას ყოველთვის სჯეროდა შენი. ყოველთვის ჰქონდა იმის იმედი, რომ დედას წასვლის
შემდეგ ისევ გამოფხიზლდებოდი და გაგახსენდებოდა, რომ ორი შვილი გყავდა. მე არ
მესმოდა მისი, ვერ ვიყავი ისეთი ძლიერი, როგორიც ის.. არ შემეძლო, იმხელა რწმენის ქონა,
რამხელაც მას ჰქონდა. მას სჯეროდა შენი, მამა, ყოველთვის ეიმედებოდი და უყვარდი. ასე
რომ, თუ ვინმეს გამო უნდა შეიცვალო, ეს ნიკაა. მის გამო უნდა გახდე უკეთესი ადამიანი...

ერეკლე თავდახრილი იჯდა და უსმენდა უფროს ვაჟიშვილს, რომელიც ვერც კი გაიგო,


როდის გაიზარდა.

-ასე დაკაცება როდის მოასწარი, შვილო? - თვალებში შეხედა ბიჭს და გაუღიმა.

ბექას ჩაეცინა.
-ხანდახან, როცა მშობელი არ გასწავლის, თავად ცხოვრება ხდება შენი მასწავლებელი.
ალბათ ნიკუშას სიკვდილი ყველაზე მწარე გაკვეთილი იყო ჩემთვის...

-მე უნდა ვყოფილიყავი აქ, შენ გვერდით. იქ, სადაც დემეტრე იდგა, მე უნდა ვყოფილიყავი. -
სინანულით ჩაილაპარაკა ერეკლემ.

-მერე ვინ დალევდა ძმაკაცებთან ერთად?!

უფროსმა ჯაყელმა ისევ ჩახარა თავი. ბექა მიხვდა, რომ უნდა წასულიყო, თორემ
აუცილებლად იტყოდა რამე ისეთს, რაც უფრო გააღრმავებდა მამა-შვილს შორის არსებულ
უფსკრულს.

-მოკლედ, მე წავედი, მძღოლს შენ გიტოვებ და თუ გადაწყვეტ დემეტრესთან წასვლას,


უთხარი წაგიყვანოს. - უცებ თქვა ბიჭმა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა თავჩახრილი ერეკლე.

იოანე, მათე და ანდრეა ერთად ისხდნენ ოთახში ჩაფიქრებულები. სამივე ერთ რამეზე
ფიქრობდა, მაგრამ რატომღაც ხმას არცერთი იღებდა.

-აი, ბიჭო, ვფიქრობ, ვფიქრობ და მაინც ვერ ვხვდები, ვინ შეიძლება გმტრობდეთ ან თქვენ ან
ჯაყელებს, ერთმანეთის გარდა! - უცებ წამოიძახა მარტო ფიქრით დაღლილმა მათემ და
ძმაკაცებს გადახედა.

-მტრებს რა დაულევს ან ერთს ან მეორეს, მაგრამ ისეთი მეც არავინ მეგულება, რომ ასეთი რამ
გაებედათ ჯაყელებისთვის. - თავი გააქნია იოანემ.

-მე კი ვფიქრობ, ვიღაცას ამ ორ გვარს შორის წყლის ამღვრევა უნდა! - დარმწუნებით თქვა
მათემ და ანდრეას გადახედა იმ იმედით, რომ მასაც მოეწონებოდა ნააზრევი.

ანდრეა ჩუმად იჯდა და არც უსმენდა ძმაკაცებს.

-შენ რას იტყვი, ანდრო? - დაეკითხა დანელია მამაკაცს - მაინტერესებს, რას აპირებ?!

-რას უნდა ვაპირებდე?! ახლა არ მითხრა, დაცვა აიყვანეო! - ჩაეცინა ანდრეას.

-დაცვა არა, მაგრამ რამე უსაფრთხოების ზომების მიღებას არ აპირებ? - გაეცინა მათეს
გაკვირვებით.

-ამ სახლს ისედაც საკმარისად იცავენ, დანარჩენზე ჩემი ძმა იზრუნებს, ალბათ. - მხრები
აიჩეჩა ახვლედიანმა.

-მისტერ ამჩემფეხება ხარ, შეჩ*მა?! - ჩაიცინა არაბულმა.


-არ ვთვლი, რომ დამნაშავე ვარ და რატომ მეშინოდეს?! - გაბრაზდა ანდრეა. - არც კი
მიფიქრია ამ დათუნას მოკვლა და მაბრალონ რამდენიც უნდათ, ფეხებზე მკიდია! ვისი
სიცოცხლეც ჩემს კისერზეა, ისიც მეყოფა, ქალაჩუნა გასვიანიც არ ავიკიდო კიდევ!

მათემ და იოანემ ერთმანეთს გადახედეს. ეს პირველი შემთხვევა იყო მთელი ამ დროის


განმავლობაში, როცა ანდრეა ნიკუშა ახვლედიანის მოკვლას აღიარებდა.

-გაბრალონ კაია, შეჩ*ემა, კაი, შენი თავი გკიდი, დედაშენზე არ ფიქრობ?! ანასტასიაზე არ
ფიქრობ?! ჯაყელებს რომ რამის დაშავება უნდოდეთ თქვენთვის, შენ და ალექსანდრეს კი არა,
ანასტასიას და დედათქვენს ამოიღებენ მიზანში!

-სანამ მე ცოცხალი ვარ და კაცობაზე პრეტენზია მაქვს, მაგ ორ ადამიანს ღერი თმა არ
ჩამოუვარდება თმიდან. ეს ერთი! მერე მეორეც, ყველა ბრძოლას აქვს თავისი კანონები, ჩვენ
მათ ქალებს არასდროს შევხებივართ, ვერც ისინი შეეხებიან ჩვენსას!

-ბიჭო, აბა კაცი ბიძაშვილები თქვენ არ გყავთ და გამოდის მე, იოანეს და ვატოს გვაქ
დარხეული! - ხელები გაშალა მათემ და გაიცინა.

-ვარდები თუ გევასება, მოგიტან ხოლმე საფლავზე, შაბათ-კვირას! - სიცილით თქვა ანდრეამ.

-არასერიოზული ხალხი ხართ. მაგრად ეთამაშებით ჯაყელებს და იცოდეთ, არ მომწონს მე ეს


ამბავი! - თავი გააქნია იოანემ.

-შენ და ალექსანდრემ ერთად იმოძრავეთ! - თვალი ჩაუკრა მათემ ძმაკაცს და ბალიშიც მიიღო
თავში.

-უი, ისე, დამავიწყდა თქმა, იმდენი რამ მოხდა, იცი ვინ დაბრუნდა ქალაქში? - ანდრეას
მიუბრუნდა ღიმილით იოანე.

-ვინ?

-დუდა მაჩაბელი. - გუშინ შემხვდა ბარში, ცოტა ხნით ვარ ჩამოსულიო.

-მოიცა დუდიკა დაბრუნდა ქალაქში და მე არ ვიცი? შანსი არაა, დამირეკავდა!

-აჰა, მაშ მაჩაბელი დაუბრუნდა თბილის ქალაქს? - ჩაილაპარაკა მათემ თავისთვის. - კიდევ
ერთი გიჟი და თავზეხელაღებული ადამიანიღა აკლდა აქაურობას!

-სიგიჟეები შენ ახლა ნახე, ორი წელი „იჯდა“ თურქეთში და რახან გამოაღწია იქიდან და აქ
ჩამოვიდა, ესეიგი სამშობლოს მონატრებას არ მიეწერება ეს ვიზიტი! - დარწმუნებით
ჩაილაპარაკა ანდრეამ.

-ისე ამბობდნენ, ჩაუშვაო ვიღაცამ და თუ თბილისში მოიყვანა კვალმა, ვიღაცას მაგარი


დანძ**ული აქვს! - ჩაეცინა იოანეს.

-დიდი ხანია აქ არის? - იკითხა ანდრეამ.

-ორ კვირაზე ცოტა მეტიო, ასე მითხრა...


-ანუ ჩემამდე დაბრუნდა. ამდენი ხანია აქ არის და ვერავინ გაიგო. ახლა გამოჩნდა,
დაგვენახა... სავარაუდოა, რომ მაგის ჩამშვები უკვე მიესალმა სამარეს!

-უჰ, დუდიკა მაჩაბელი... ძაან „ფსიხია“, არა?! - გაეცინა მათეს.

-დუდა? დუდა მაჩებლი ყველაზე საშიში ადამიანია იმათ შორის, ვისაც ვიცნობ! -
დარწმუნებით ჩაილაპარაკა ანდრეამ და წამოდგა, რათა სასმელი დაესხა.

-წავიდეთ დღეს კლუბში, იქ იქნება ეგეც! თან შენ რაც ჩამოხვედი არ ყოფილხარ ჩვენთან
ერთად და რა პონტია, დაავიწყდა ხალხს ანდრეა ახვლედიანი!

-კაი, ჰა, წავიდეთ! მაინც მოწყენილობაა და თან დუდიკასაც ვნახავ. - მხრები აიჩეჩა
ახვლედიანმა.

-მოწყნებილობაო, ტიპმა. რა გიჟია, აზრზე ხარ? - სიცილით გადახედა მათემ იოანეს, ამ


უკანასკნელმაც მძიმედ ამოიოხრა და თავი გააქნია.

ანდრეას გაეცინა, ვისკით სავსე ჭიქა აუწია ძმაკაცებს და თვალი ჩაუკრა.

დათუნა მის ბინაში დაასვენეს და ადგილი გაათავისუფლეს, რათა სამძიმარზე მოსული


ხალხი დაეტია ოთახს. განსაკუთრებით გეგა აქტიურობდა. ყველაფერს აკეთებდა, რათა
ბავშვობის მეგობრისთვის უკანასკნელად მიეგო პატივი. ჯერ კიდევ წინა დღეს მისი
ქორწილისთვის აგვარებდა საქმეებს, დღეს კი მისი დასაფლავების ცერემონიას უწევდა
ორგანიზებას. ბედი ალბათ რა მწარედ ხარხარებდა. ასეთი გეგა მიქაბერიძე ხომ არავის ენახა?
მუდამ მოცინარი, მხიარული ახალგაზრდა მამაკაცი ახლა ხმასაც იშვიათად იღებდა და
მთლიანად დაკრძალვის საქმეებით იყო დაკავებული.

დათუნას სიკვდილმა დიდი ხვრელები გააჩინა ურთიერთობებში. თითქოს ერთმანეთთან


საუბარიც კი ტკივილს აყენებდათ. თავს ისე გრძნობდნენ, როგორც სპექტაკლში მონაწილე
პერსონაჟები. ყველას გაწერილი ტექსტები და მოქმედებები ჰქონდა. ყველამ ზედმიწევნით
კარგად იცოდა, რა უნდა ეკეთებინა და როგორ უნდა დახმარებოდა დათუნას სულს. თითქოს
დაპროგრამებულებივით აკეთებდნენ ყველაფერს და წამსაც არ უტოვებდნენ საკუთარ თავს,
თორემ მათი გონება მაშინვე იხელთებდა დროს და იმ საზარელ მომენტებს ამოატივტივებდა
გონებაში, რომელიც ეკლესიის ეზოში მოხდა. ყველა ერთად იყო, მაგრამ გაურბოდნენ
ერთმანეთს. საკუთარ თავსაც კი არ აძლევდნენ ამოსუნთქვის საშუალებას, თორემ ტკივილი
იმდენად შემოუტევდათ, მთლიანად გადაყლაპავდა მათ არსებას.
დემეტრემ და ქეთევანმა მთელი ღამე საავადმყოფოში გაატარეს ლიუდმილა ვასილევნას
გვერდით. საბედნიეროდ, დილით ექიმმა აცნობა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ
ემუქრებოდა და რომ შუადღისთვის ქალბატონი აუცილებლად გაიღვიძებდა. როგორც კი
ახალი ამბავი გაიგეს, მაშინვე მიესვენნენ სავარძლებს და მხოლოდ მაშინღა იგრძნეს დაღლა.
ჯაყელს თვალები დახუჭული ჰქონდა და თითებით შუბლს იზელდა, როცა მეუღლემ
ჩამოქაჩა პერანგზე.

-დემეტრე, ეს ერეკლეა, თუ მეჩვენება? - უჩურჩულა და მათკენ მიმავალი კაცისკენ ანიშნა


ქმარს.

დემეტრემ მაშინვე ფართოდ გაახილა უძილობისგან მოღალული თვალები და კარგად


დააკვირდა მამაკაცს.

-არ გეჩვენება, ნამდვილად ჩემი ძმაა, მაგრამ აქ რა უნდა, ეგაა საინტერესო. - ჩაილაპარაკა
ინტერესით და ძმის შესახვედრად წამოდგა.

-დემეტრე, ქეთევან, როგორ ხართ? ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. - გადაეხვია ერეკლე ჯერ
რძალს, ხოლო შემდეგ ძმას.

-აქ რას აკეთებ? - გაკვირვებით ჰკითხა ჯაყელმა ძმას.

-ბექამ მითხრა ყველაფერი. საშინელი ამბავია, ვერ დავიჯერე. ახლაც მგონია, რომ საოცარი
გაუგებრობა მოხდა. ვიფიქრე, იქნებ ჩემი დახმარება დასჭირდეთქო და მძღოლს მოვაყვანინე
თავი.

-აქ, საავადმყოფოში კი არა, აქ - საქართველოში! - ხმა გაიმკაცრა დემეტრემ. ქეთინომ მაშინვე


მკლავზე მოხვია ხელი ქმარს, იმის ნიშნად, რომ დაწყნარებულიყო.

ერეკლეს შერცხვა და დაიბნა. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო უფროსი ძმა, მაინც ყოველთვის
დატუქსული უმცროსის როლში უწევდა ყოფნა, თავისი უნებისყოფო ხასიათის გამო.

-გუშინ ჩამოვედი, ეკატერინეს ქორწილისთვის...

-არსად დამინახიხარ!

-დამაგვიანდა...

-დაგაგვიანდა, თუ დაგაგვიანეს? - აგდებულად ჩაეცინა დემეტრეს.

-დემეტრე... - დაიჩურჩულა ქეთევანმა ქმრის გასაგონად და თვალებით ანიშნა, აქ ამის


ადგილი არააო.

ერეკლემ თავი დახარა, როგორც ყოველთვის, ისევ სრცხვენოდა უფროსი ძმისთვის


თვალებში შეხედვის.

-კარგია, რომ ჩამოხვედი, ერეკლე. ამ მძიმე მომენტში ერთად უნდა ვიყოთ მთელი ოჯახი! -
მხარზე ხელი დაადო ქეთევანმა მაზლს და გაუღიმა, რათა სიტუაცია განემუხტა ძმებს შორის.
ერეკლემაც მკრთალად გაუღიმა ძმისცოლს.

-ჩემი დახმარება თუ დაგჭირდეთ, თქვენ გვერდით მიგულეთ...

-ბექამ რა გითხრა? - დაინტერესდა დემეტრე.

-ბექამ? ბექას გაუკვირდა ჩემი დანახვა, არ მოელოდა, მაგრამ გაუხარდა. რა თქმა უნდა. მე მას
შევპირდი, რომ გამოვსწორდები და მინდა ეს თქვენც იცოდეთ! -ხმაში სიმტკიცე შეერია
უფროს ჯაყელს და როგორც იქნა გაუსწორა მზერა დემეტრეს.

-მართლა?! - ოდნავი ირონიით ჰკითხა დემეტრემ უფროს ძმას და უნდობლად აათვალიერა.

-მართლა! დღეიდან მხოლოდ მისთვის ვეცდები. მეყო, რაც ვცოდე!

-მიხარია, ასე თუ ფიქრობ...

-როგორც ამბობენ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო, ჩემო ერეკლე. იმედი მაქვს, ყველაფერი
კარგად გექნება ცხოვრებაში. მე მჯერა, რომ შვილისთვის ყველაფრის გამკეთებელია
მშობელი! - შეაგულიანა ქეთევანმა მამაკაცი და გაუღიმა.

-უკაცრავად, ქალბატონ ლიუდმილასთან თქვენ ხართ? - მიუახლოვდა მოსაუბრეებს


სანდომიანი გარეგნობის ახალგაზრდა გოგონა, რომელიც სავარაუდოდ ექთანი უნდა
ყოფილიყო.

-დიახ, მოხდა რამე?

-იცით, ქალბატონმა გაიღვიძა და ვინმე დათუნას ნახვას ითხოვს, იქნებ ინახულოთ?

დემეტრემ და ქეთევანმა ერთმანეთს გადახედეს.

-მე შევალ... - ამოიხვნეშა ქეთინომ და ექთანს გაჰყვა.

როცა დემეტრე და ერეკლე პალატისკენ გაიქცნენ, აქვითინებული ქეთევანი უკვე მარტო


იდგა, რადგან ექიმებს ლიუდმილა საოპერაციოში გადაჰყავდათ. ჯაყელი მაშინვე მოეხვია
მეუღლეს და ჰკითხა:

-რა მოხდა, უთხარი?!

მომტირალმა თავი დაუქნია.

-არ ახსოვდა და მკითხა, რა მოხდაო. როგორც კი ვუთხარი, გულის შეტევა დაემართა...

-კარგი, დაწყნარდი... ნუ ტირი, კარგად იქნება ლიუდმილა, ძლიერი ქალბატონია, გადაიტანს


ოპერაციას.
-დემეტრე, წავალ წყალს მოვუტან, იქნებ ცოტა დამშვიდდეს. - გადაუჩურჩლა ერეკლემ ძმას,
ამ უკანასკნელმაც უხმოდ დაუქნია თავი.

უფროსი ჯაყელი სწრაფად გამოვარდა პალატიდან და მაშინვე მობილური მოიხელთა.


რამდენიმე ზარის შემდეგ,როგორც იქნა უპასუხეს.

-გისმენ! - უპასუხა კაცის შეწუხებულმა ხმამ, რომელსაც აშკარად ძილში შეუშალეს ხელი.

-ილია... მე ვარ, ერეკლე! სად ჯანდაბაში გაქვს ტელეფონი, რომ არ მპასუხობ?!

-რა გინდა?! რატომ გამაღვიძე?! - ისევ შეუღრინა მამაკაცმა.

-დათუნა გასვიანი რომ ლიუდმილა მიხალკოვას შვილი იყო, რატომ არ მითხარი?! -


დაცვარული შუბლი მოიწმინდა ჯაყელმა და თვალების აქეთ-იქით ცეცებას მოჰყვა, ვაიდა
ვინმე მისმენდესო.

-რა მნიშვნელობა ჰქონდა მაგას?! საერთოდ, როგორ გაიგე?!

-რას ნიშნავს რა მნიშვნელობა ჰქონდა?! წარმოდგენაც კი არ გაქვს, რამხელა შარში გაგვხვიე


ორივე! - მუჭი კედელს მიარტყა ერეკლემ.

-ახლა კარგად მომისმინე. არ ვიცი, რას მიედ-მოედები, ალბათ ისევ ნასვამი ხარ, მაგრამ
ახლავე ჩაჯდები მანქანაში და ჩემთან მოხვალ, გაიგე?!

-მოვალ... ხო, მოვალ და ყველაფერს აგიხსნი.

-გელოდები!

ერეკლემ მობილური გათიშა და წყლის ჭიქა შეუშვირა აპარატს.

ეკატერინე სამზარეულოში იჯდა ელენესთან ერთად. ორი დღის განმავლობაში, ეს პირველი


შემთხვევა იყო, რომ საძინებელი დაეტოვებინა. ორივე ყავის ფინჯანს დასჩერებოდა, მძიმე
დუმილი იდგა მათ შორის, რომელიც რამდენიმე ხანში კარის გაღების ხმამ დაარღვია.

ოთახში ლუკა შემოვიდა. როგორც კი ეკატერინე დაინახა, დაიბნა. ალბათ არ ელოდა დის
დახვედრას.

-ხვალისთვის ყველაფერი მოვამზადეთ... - სასხვათაშორისოდ უთხრა დას, დაბალი ხმით.


კატომ უბრალოდ თავი დაუქნია. ლუკამ სკამი გამოსწია, მის წინ დაიკავა ადგილი და
სიგარეტს მოუკიდა.

-ეკატერინე, მე და ნანო წუხელ მთელი ღამე ვლაპარაკობდით. რაღაც მოვიფიქრეთ და მინდა,


შემოგთავაზო. - კვამლი ამოუშვა ფილტვებიდან მამაკაცმა.

-გისმენ...

-ვიფიქრეთ, იქნებ უკეთესი იყოს დაკრძალვის შემდეგ თუ წახვალ აქედან...

-სად უნდა წავიდე?!

-ამერიკაში, ნანოსთან და ოთოსთან ერთად. გარემოს გამოიცვლიდი, აქაურობას


გაეცლებოდი.

-ამერიკაში? - თავისთვის თქვა ეკატერინემ და დაფიქრდა.

-ახლა უმძიმესი პერიოდი გაქვს... ყველა შენზე ილაპარაკებს, ყველა შენ განგიხილავს...
ყველაფერი მის თავს გაგახენებს. იქნებ გარემოს გამოცვლა დაგეხმაროს ამ ამბის გადატანაში?

-თანახმა ვარ! წავალ... ანანოს გავყვები... აქაურობას მოვშორდები, მართლა მჭირდება ახლა...
უნდა წავიდე... აქედან ნამდვილად უნდა წავიდე, აქაურობას უნდა გავეცალო! წავალ... არ
ვიცი რამდენი ხნით, მაგრამ მინდა.

ლუკა უყურებდა განადგურებულ, თვალისუპეებჩაშავებულ დას და გული სტკიოდა.

-თუ ასეა, ყველას ვეტყვი შენი გადაწყვეტილების შესახებ...

-ხო... უთხარი... რომ მივდივარ. - თავი დაუქნია ეკატერინემ ძმას და წამოდგა საძინებელში
გასასვლელად.

-ეკატერინე! - კართან შეაჩერა გოგონა მამაკაცის ხმამ. - მაპატიე, გემუდარები... მაპატიე, რომ
დანაპირები ვერ შეგისრულე, რომ ვერ დაგიცავით... - ტკივილი, სასოწარკვეთილება და
აგონია იგრძნობოდა ჯაყელის ხმაში.

ეკატერინემ თავი კარის ჩარჩოს მიადო. ჩაეცინა, ტკივილიანად და სიმწრით.

-შენ არ უნდა მთხოვდე პატიებას, ლუკა... შენ არა... - ამოიჩურჩულა სიტყვები ისე, რომ
ძმისკენ არც მიბრუნებულა და სწრაფად შეიკეტა ოთახში.

ლუკამ თავი დახარა და მაგრად დახუჭა თვალები. იგრძნო როგორ დაიკავა ელენემ ის
ადგილი, სადაც წამის კატო იჯდა.

-კარგად ხარ? - მზრუნველად ჰკითხა ელენემ საქმროს და მის ხელს თავისი გადაუსვა.

ლუკამ უხმოდ დაუქნია თავი.


-ლუკა, გუშინ რაც მაშომ თქვა...

-სიმართლეა! თავიდან ბოლომდე, თითოეული სიტყვა!

-შენი ბრალი არაფერი არ არის, ლუკა!

-ბრალი? ბრალის ძებნა უკვე ძალიან გვიანია. ფაქტია, რომ ჩემმა დამ საყვარელი ადამიანი
დაკარგა; ფაქტია, რომ ახლა მას გასაქცევად აქვს საქმე, რადგან აქ აღარ დაედგომება... ფაქტია,
რომ მე მისი დაცვა ვერ მოვახერხე...

-შეუძლებელია ადამიანი ყოველთვის დაიცვა საფრთხისგან, ლუკა! შენ ღმერთი არ ხარ...

-უნდა ვყოფილიყავი... კარგი ძმა ყოველთვის უნდა იყოს დისთვის ღმერთი... მფარველი
ანგელოზი... საყრდენი ძალა... დამცავი კედელი - რაც გინდა, ის დაარქვი. მაგრამ მე ვერ
ვივარგე. ვერ გამოვადექი ჩემს დას, რომელმაც ერთადერთი რამ მთხოვა, მშვიდად
მიმებარებინა მისი თავი დათუნასთვის. ვერ შევუსრულე ეს თხოვნა... ახლა მხოლოდ ის
შემიძლია, დათუნას დაკრძალვის საქმეები მოვაგვარო და ჩემს დას ქვეყნიდან გაქცევის იდეა
მივაწოდო. მხოლოდ ეს შევძელი... მხოლოდ ამით ვეხმარები ჩემს დას, მხოლოდ ამით... -
დაიჩურჩულა ბოლო სიტყვები ლუკამ და ტაატით წამოდგა.

ელენე თვალცრემლიანი უყურებდა მიმავალს და სიტყვის თქმასაც ვერ ახერხებდა. მთელი


გულით უნდოდა საყვარელი მამაკაცისთვის გამამხნევებელი სიტყვების თქმა, მაგრამ
თითქოს ჯადო დაადესო, სიტყვაც ვერ ამოთქვა.

დაღამდა. ცის კიდეზე მთვარემ ამოყო თავი და მკრთალად გაანათა გარემო.

ანდრეა, მათე და იოანე ნაცნობ კლუბში, მოცეკვავე ადამიანებს შორის მიიკვლევდენენ გზას
და თვალებით ნაცნობს ეძებდნენ. ანდრეა მიდიოდა და თან ბოლო შემთხვევას იხსენებდა,
როცა ამ კლუბში იყო. ის ღამე საბედისწერო აღმოჩნდა მის ცხოვრებაში. იმ ღამეს ნიკუშა
ახვლედიანის სიცოცხლე შეეწირა და მისი სტატუსი „თავზეხელაღებული, განებივრებული
ბიჭუნადან“ „მკვლელში“ გადაიზარდა.

როგორც იქნა მიაგნეს თავიანთ ნაცნობს, კლუბის ერთ-ერთ ჩაბნელებულ კუთხეში. მამაკაცი
სრულიად მარტო იჯდა და ვისკის ეძალებოდა.

-დუდა მაჩაბელი თბილისში! - შესძახა ანდრეამ და ხელები გაშალა, რათა ძველ მეგობარს
მოხვეოდა.

მაჩაბელმა პირთან მიტანილი ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა და ღიმილით წამოდგა.


ორი მონატრებული ადამიანი ერთმანეთს გადაეხვია. ანდრეას შემდეგ, დუდამ ხელი მათეს
და იოანეს ჩამოართვა და თავის მაგიდასთან მიიწვია ბიჭები.

-რატომ ასე ეულად, ბატონო დუდა? - გაეცინა ანდრეას.

-დამღალეს ურთიერთობებმა. - ხელი აიქნია დუდამ და სასმელი დაცალა ჭიქაში.

-„აძინოკ ვოლკობას“ დიდი ხანია აწვები? - გაეღიმა ახვლედიანს.

-თუ გვერდით სანდო ადამიანი არ გყავს, ჯობია მარტო იყო! - ჩაეცინა მაჩაბელს.

-დიდი ხნით ხარ თბილისში? - მათემ ჰკითხა მამაკაცს და სკამის საზურგეს მიეყრდნო.

-ვნახოთ, ვნახოთ... ჯერ-ჯერობით საქმე მოითხოვს ჩემ აქ დარჩენას!

-მათე, ეს ნინა არ არის? - ბართან მდგარ, ახალგაზრდა გოგონაზე ანიშნა თვალით იოანემ
ძმაკაცს.

-კი, ეგ არის... საინტერესოა, აქ რას აკეთებს და მე რატომ არ ვიცი! - მაშინვე


დაუსერიოზულდა სახე არაბულს და წამოდგა. - თქვენი ნებართვით, დაგტოვებთ ცოტა ხნით
თავნება შეყვარებული მყავს მისახედი!

-გავყვები მეც, თორემ დამართებს იმ გოგოს რაღაცას. - გაეცინა იოანეს და ისიც მიჰყვა
მამაკაცს.

ანდრეა და დუდა მარტო დარჩნენ, ერთმანეთის პირისპირ. ახვლედიანმა ტუჩის კუთხე


ჩატეხა.

-მაშ ორი კვირაა ჩამოხვედი?! რაო, ვინ გამოიწვია შენი ასე საიდუმლოდ დაბრუნება?

-მიზეზს რა დალევს, ჩემო ანდრეა?! „კრისების“ მეტი რა ამშვენებს ამ ქვეყანას?! - ჩაეცინა


მაჩაბელს და მორიგი ჭიქა დაცალა.

-იმედი მაქვს, მიაღწიე მაინც უკვე საწადელს. - გაეცინა ანდრეას.

-რა თქმა უნდა! - ხელები გაშალა დუდამ და გაიღიმა. - დაიმახსოვრე, ანდიუშ, ყველას
გამართლება შეიძლება: ქურდის, მოღალატის, მკვლელისაც კი, მაგრამ „ჩამშვების“ -
არასდროს! - თითი გააქნია მამაკაცმა და ავისმომასწავლებელი, პირქუში სახე მიიღო.

-ახლობელი იყო ვინმე?

-საკმაოდ... თუმცა სულ ვიცოდი, რა ქათამიც იყო! ჩემი ბრალია, ზედმეტად მივენდე,
ჩემნაირი და შენნაირი ადამიანები კი საკუთარ ჩრდილსაც არ უნდა ენდონ ზედმეტად!

-ზედმეტად საშიში კაცი ხარ, მაჩაბელო! - თავი სიცილით გააქნია ანდრეამ და თავადაც
ჩამოისხა სასმელი.
-არც შენ გაქვს წამი-წამზე გასაფრენად გამობმული ფრთები, ახვლედიანო! - გაეცინა
დუდასაც და თავისი ჭიქა მიუჯახუნა ანდრეასას. -ჩვენნაირ ხალხს ფრთები რომ მისცე და
უთხრა, აჰა, გაფრინდიო, ისე გაყიდის იმ ფრთებს ერთ ბოთლ სუფთა ვისკიზე, არც
დაფიქრდება. - ორივეს გაეცინა. - შენ რომ წლები ვერაფერს გაკლებს, ეგ სულ ვიცოდი, მაგრამ
მომიყევი, სხვა რა ხდება შენს ცხოვრებაში, დიდად არც შენ მგონია, რომ სამშობლოს ძახილს
ჩამოეყვანე თბილისში.

-ჩემი ცხოვრების შემყურე, ნამდვილად არ მოიწყენს კაცი! - ამოიხვნეშა ანდრეამ და ჩაიცინა.

-რაო, არ წყდება თქვენი „ცივი ომი“ ჯაყელებთან? - პათეტიკურად წარმოთქვა დუდამ.

-რაღა ცივი, ორი კაცი „გვმართებს“ უკვე!

-კაი კაცო, მართლა?! უმცროსი ჯაყელის ამბავი გასაგებია, რა დამავიწყებს მაგას, მაგრამ
მეორე ვინ არის?

-დათუნა გასვიანი... ერთ-ერთი ჯაყელის საქმრო იყო.

-დათუნა გასვიანი თქვენ მოკალით? - ეჭვისთვალით და ოდნავი გაკვირვებით ჰკითხა


მაჩაბელმა მამაკაცს.

-არ ვიცი... შეიძლება მამაჩემმა დაუკვეთა მისი მკვლელობა. თვითონ უარობს, მაგრამ რას
გაიგებ?! სიმართლე გითხრა, ფეხებზე მკიდია! ჯაყელებს მაინც ვერ დაარწმუნებ ჩვენს
უბრალოებაში.

-ანუ ახლა მათ სვლას ელოდებით? - გაეცინა დუდას.

-თუ რამის ტრ*აკი აქვთ, შეიძლება. - გაეცინა ანდრეასაც.

-საინტერესო სანახაობაა თქვენი დაპირისპირება. ცუდია, რომ დიდი ხნით ვერ ვრჩები
თბილისში. - დანანებით გააქნია თავი მაჩაბელმა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.

-ჩვენთან ერთად ადამიანი ნამდვილად არ მოიწყენს! - ცინიკურად ჩაეცინა ახვლედიანს და


დალია.

-მეც მოვედი! მათეს წასვლა მოუხდა, შეყვარებული წაიყვანა სახლში. - მაგიდას დაუბრუნდა
იოანე და მაშინვე დაისხა ჭიქაში სასმელი.

-რამე გამოვტოვე? როდის შერიგდნენ ეგ და ნინა? - ინტერესით იკითხა ანდრეამ.

-არც შერიგებულან! ქალბატონი უარზეა. - ჩაეცინა იოანეს.

-უარზეა? ჰეჰ, რა ცბიერი რამეა ქალი. - ჩაიცინა დუდამ.

-საყვარელი ქალი მითუმეტეს... - თავისთვის ჩაილაპარაკა ანდრეამ.

-საყვარელი ქალი, ჩემო ანდრეა, ცბიერი კი არა, საშიშია. ნებისმიერმა კაცმა იცის, რომ როცა
ქალი უყვარდება, ერთით მეტ სუსტ წერტილს იჩენს ცხოვრებაში, თან ისეთ წერტილს, მტერს
რომ ყველაზე მეტად უყვარს დარტყმა. შენ ეგ ჩემგან ნამდვილად არ გესწავლება,
ახვლედიანო...

მაჩაბელის სიტყვები მაშინვე მოხვდა ახვლედიანს გულზე და თავი დახარა. იოანემ ვერაფერი
გაიგო და ცოტა ეუცნაურა კიდეც მისი სიტყვები.

-ანდრეა, ტელეფონი გირეკავს! - ფიქრებიდან დანელიას ხმამ გამოიყვანა მამაკაცი.

ალექსანდრე ურეკავდა. მაშინვე წამოდგა და შედარებით წყნარი ადგილი მონახა ძმასთან


სასაუბროდ.

-გისმენ, ალექსანდრე. რამ შეგაწუხა ასე გვიან?!

-მამას ჩვენთან დალაპარაკება უნდა, შენთან პაატა გამოუშვა და იცოდე, გამოყევი.

-სად ჩემთან? არ ვარ სახლში.

-ვიცი, სადაც ხარ! მოვა ათ წუთში.

-მითვალთვალებ, ძამიკო?! - ირონიულად ჩაეცინა ახვლედიანს.

-გაკონტროლებ უფრო. თუ გავითვალისწინებთ, რით დამთავრდა შენი ბოლო ვიზიტი მაგ


კლუბში, მოდი, ნუ გამამტყუნებ! - არც ალექსანდრემ დააკლო ნათქვამს ირონია და მანამ
გაუთიშა ტელეფონი ძმას, სანამ ეს უკანასკნელი რამეს იტყოდა.

-მე უნდა დაგტოვოთ, ბატონი მელოდება და ვერ განვარისხებ! - მობეზრებული სახით


მიუახლოვდა ანდრეა მეგობრებს და თავისი ქურთუკი აიღო.

-გინდა წამოგყვე? - ჰკითხა იოანემ ძმაკაცს.

-არა, ოჯახური კრებაა სავარაუდოდ! შენ და დუდიკა გაერთეთ ჩემ მაგივრად! - მხარზე ხელი
დაკრა ორივეს ანდრეამ და ბოლოჯერ გადაკრა სასმელი. - დუდიკ, იმედი მაქვს, არ
დაიკარგები და შემეხმიანები წასვლამდე, გამიხარდა შენი ნახვა! - გადაეხვია მაჩაბელს.

-აუცილებლად, ახვლედიანო. არ ხარ შენ დასავიწყებელი კაცი! - გაეღიმა დუდას.

-წარმატებები მისურვეთ ირაკლი ახვლედიანის „მოძღვრების“ მოსასმენად! - გაეცინა


ახვლედიანს და ძმაკაცებს დაცილდა.

სუფთა ჰაერზე გამოსვლისთანავე იგრძნო, სასმელი მოკიდებოდა. დეკემბერი უკვე ფეხს


იკიდება, ასე რომ საკმაოდ ციოდა. ქურთუკი მჭიდროდ შემოიხვია და ნაცნობ მანქანას
დაუწყო თვალებით ძებნა. დიდხანს არ უძებნია, ნაცნობი მანქანა და მასთან მდგარი მძღოლი
მალევე შეამჩნია და იქითკენ გაემართა.

-გამარჯობა, ბატონო ანდრეა. - უცნაურად მიესალმა პაატა მამაკაცს და თავი დახარა.

ანდრეამ მცირე პაუზა გააკეთა. შეათვალიერა კაცი და მრავალმნიშვნელოვნად ჩაეღიმა.

-გაგიმარჯოს, პაატა! წავიდეთ, თორემ გავიყინები!

უკანა სავარძელში დაიკავა ადგილი და თავი საზურგეს მიაყრდო. თვალები მილულა და


მოისვენა.

მძღოლი აშკარად მთელი გზა მოუსვენრად იყო. რამდენჯერმე გახედა სარკიდან ანდრეას,
რომელსაც თვალები ჰქონდა დახუჭული და მისი აზრით, ეძინა.

-რამის თქმა გინდა ჩემთვის, პაატა? - ისე ჰკითხა, კაცის მოუსვენრობით დაღლილმა ანდრეამ,
რომ თვალები არც გაუხელია.

პაატამ ერთი ამოიხვნეშა და მანქანა გზიდან გადაიყვანა. ძრავა გამორთო და მაშინვევ


ახვლედიანს მიუბრუნდა.

-ანდრეა... იმ დღეს ბატონმა ირაკლიმ თავის კაბინეტში დამიბარა. ამდენი ხნის შემდეგ
პირველად მკითხა იმ ღამით მომხდარის შესახებ. როგორც ჩანს, მხოლოდ ახლა დაფიქრდა,
რომ იმ ღამით მეც შენთან ერთად ვიყავი.

ანდრეამ თვალები გაახილა და წამოიწია.

-მერე?

-არაფერი... ყველაფერი ისე მოვუყევი, როგორც შევთანხმდით.

-დაგიჯერა?!

-მგონი კი, მაგრამ დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი. ძალიან ავნერვიულდი... ამდენ ხანს არ
გაასჩენია ეს კითხვები და ახლა რაში სჭირდება ამის ცოდნა?!

-არ ვიცი, პაატა, ვერ გეტყვი. რაც მთავარია, შენ ის უთხარი, რაც უნდა გეთქვა.

-ანდრეა, იქნებ მამაშენისთვის ჯობდეს სიმართლის თქმა.

-არავითარ შემთხვევაში! იმ ღამით რაც მოხდა, ეს მხოლოდ ჩემი საქმეა და მამაჩემს არაფერი
ეკითხება! - ხმა გაიმკაცრა ახვლედიანმა.
-შენს სისხლიან პერანგს ახლაც ვინახავ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვინახავ! - თავი დახარა
პაატამ.

-იმ ღამით მომხდარს ვერავინ ვერასდროს გაიგებს, პაატა...

-ბარბარეს გამო მალავ ამ ყველაფერს, ხომ ასეა? - სარკეში გაუყარა თვალი თვალში პაატამ
ანდრეას და ოდნავ ჩაეღიმა. ანდრეამ თავი დახარა.

-არ აქვს მნიშვნელობა. რაც მოხდა, მოხდა. იმ ამბის ცოდნა არავის არგებს!

-არ ვიცი გაინტერესებს თუ არა, მაგრამ გეტყვი, რომ ჩემი ქალიშვილი კარგადაა. იქ
სწავლობს, სადაც ოცნებობდა და ძალიან ბედნიერია. შენი წყალობით ყველაფერი კარგად
აქვს!

ახვლედიანს თვალები აემღვრა და ფანჯარაში გაიხედა.

-ბარბარე ყოველთვის იმსახურებდა საუკეთესოს. მიხარია, თუ ბედნიერია...

-ყველაფერი სხვაგვარად რომ მომხდარიყო, იქნებ თქვენ ორნი...

-ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, პაატა! მომხდარს ვერ შევცვლით. ახლა კი გთხოვ, დაძარი
მანქანა და წამიყვანე სახლში, ზედმეტს ნუღარ ვალაპარაკებთ მამაჩემს!

პაატამ უხმოდ დაძრა მანქანა და გზატკეცილს დაუბრუნდა; ანდრეამ ისევ დახუჭა თვალები.
სახლამდე ხმა აღარცერთს ამოუღია.

-ღამე მშვიდობისა, ოჯახო! რა საჩქარო იყო ჩემი ასეთ დროს დაბარება?! - ენერგიულად
შეიჭრა ოთახში ანდრეა და ოჯახისწევრებს გაუღიმა.

-მთვრალი ხარ? - დაღლილი სახით გახედა სანდრომ უფროს ძმას.

-დათრობის პერსპექტივებით ვიყავი, სანამ შენ არ დამირეკე და დამირღვიე იდილეა! -


სავარძელში გაირთხა მამაკაცი.

-შენსას არ ეშვები, არა?! - შეუღრინა ირაკლიმ.

-ხომ იცით, რომ „ოჯახური კრებები“ არაა ჩემი სტიქია?! თქვით, რატომ მომიყვანეთ აქ და
წავალ. - გაღიზიანდა ანდრეა.

-მოკლედ, მე მინდა, რომ სახლში დაბრუნდე! - მტკიცედ განაცხადა უფროსმა ახვლედიანმა


და შვილს მზერა გაუსწორა.

-რატომ ვითომ? ჩემს გარეშე ოჯახურ სადილებს ვერ შეექცევით გემრიელად?! - ჩვეული
ირონია თან ახლდა ახვლედიანის სიტყვებს.
-იმიტომ, რომ ახლა მთელი ოჯახი ერთად უნდა ვიყოთ, ანდრეა! დარტყმას ნებისმიერ
მომენტში უნდა ველოდოთ ჯაყელებისგან.

-და მერე ერთად ცხოვრება რა შუაშია ამასთან?! თქვენ რა, გგონიათ ჯაყელები შტურმით
აიღებენ ახვლედიანების „ციხესიმაგრეს“ და მე დაგიცავთ?! - ცინიკურად ჩაეცინა ანდრეას.

-ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეგიძლია სერიოზულად მიუდგე საქმეს?! - იყვირა წყობრიდან


გამოსულმა ირაკლიმ.

-კარგი, კი ბატონო, ვილაპარაკოთ სერიოზულად! - ფეხზე წამოიჭრა ანდრეა. - გაამზადეთ


ოთახები ჩემთვის და დედაჩემისთვის და ხვალვე დავბრუნდებით!

-მე ნინოზე არ მაქვს საუბარი. მხოლოდ შენ უნდა დაბრუნდე!

-მარტო მე?! რატომ, დედას არ შეიძლება დაემუქროს საფრთხე?! თუ ის ჩვენი ოჯახის წევრი
არაა?! - ამჯერად ანდრეამ დაკარგა სიმშვიდე.

-რატომ არ გესმის, ანდრეა, ეგ ქალი ვერ მიტანს! ვერ ვიცხოვრებთ ერთ სახლში! - იყვირა
უფროსმა ახვლედიანმა.

-„ეგ ქალი?!“ - ზიზღით გაიმეორა მამის სიტყვები ანდრეამ. - ფეხებზე მკიდია შენ რა გინდა!
ან „მაგ ქალთან“ ერთად დავბრუნდები ან სულ არა!

-ანუ ჩემი თხოვნა შენთვის არაფერს ნიშნავს?!

-უკვე გითხარი, ფეხებზე მკიდია!

-რატომ... რისთვის ვერ მიტან ასე ძალიან, შვილო?! - ხმა მოულბა ირაკლის და ამღვრეული
თვალებით შეხედა შვილს.

-ვერ გიტან?! - ჩაეცინა ანდრეას. - რას ამბობ, მამა, როგორ არ უნდა მიყვარდე?! შენ ხომ
იმდენჯერ გადამარჩინე ციხეში ჩაჯდომას?! ორი წლის წინაც ხომ ისე მომაშორე აქაურობას,
არც დაინტერესებულხარ, ვიყავი თუ არა დამნაშავე?! ხომ არც ერთხელ გიკითხავს, მართლა
მე მოვკალი თუ არა ის დაწყევლილი ნიკოლოზ ჯაყელი?! დედაჩემიც ხომ ჩემსავით
მოიშორე, მხოლოდ იმიტომ, რომ ორივე შენს რეპუტაციას ვაფუჭებდით?! მითხარი, მამიკო,
რატომ უნდა მძულდე?!

-ანდრეა... დღე არ გასულა, რომ შენზე არ მეფიქრა. დღე არ გასულა, რომ ჩემი თავისთვის არ
მეკითხა, მართლა შენ მოკალი თუ არა ის ბიჭი. - ხმა აუკანკალდა ირაკლის.

-მერე?! რაო, რას გეუბნებოდა შენი თავი?! მკვლელი გაგიზრდიაო?! - ჩაეცინა ანდრეას.

-ახლაც არ ვიცი ამაზე პასუხი. ახლა გეკითხები, იმ ღამით შენ მოკალი დემეტრეს ძმიშვილი,
თუ არა?!

ალექსანდრეც და ირაკლიც მოუთმენლად მისჩერებოდნენ ანდრეას. ორივე დაძაბულიყო,


რადგან წუთი-წუთზე გაიგებდნენ იმ კითხვაზე პასუხს, რომელიც ორი წლის განმავლობაში
გულს უღრღნიდა ორივეს.
ანდრეამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მამის მიმართულებით და წინ აესვეტა კაცს. ცოტახანს
უყურა თვალებში, ხმას არ იღებდა.

-არ გეტყვი! - ზიზღით წარმოთქვა ანდრეამ და სწრაფად მოშორდა მამას. - ის იფიქრე, რაც
გსურს. - დაამატა მერე საშინლად ირონიული, ბოროტი ღიმილით და ზურგი აქცია ოთახს. -
ამ სახლში ჩემი ფეხი არ იქნება დედაჩემის გარეშე! - ბოლო სიტყვა თქვა ახვლედიანმა და
სწრაფად დატოვა ოთახი.

ირაკლი ერთხანს ასე იდგა, გაშეშებული. შემდეგ კი იქვე ჩაიკეცა და სახე ხელებში ჩამალა.

ალექსანდრე მაშინვე ძმას დაედევდა და უკვე ეზოში გასული გააჩერა.

-ანდრეა, რა საჭიროა ამხელა ზიზღი?!

ახვლედიანი შეჩერდა და ძმისკენ მიბრუნდა.

-ჩემნაირ ადამიანებს ზიზღი ცხოვრებაში ეხმარებათ. - იყო უბრალო, მარტივი პასუხი.

-რატომ არ მაძლევ უფლებას, რომ დაგეხმარო?! - ძმას მიუახლოვდა სანდრო.

-შენი თავისგან ანგელოზი ნუ გამოგყავს, ალექსანდრე! ჩვენ ახვლედიანები ვართ, დამპალი


გენები არასდროს მოგვცემს ამის უფლებას! - ზიზღით წარმოთქვა სიტყვები ანდრეამ და ძმას
ისევ ზურგი აქცია.

-მისთვის ხომ იქნებოდი ანგელოზი?! - ისევ სანდროს ხმამ შეაჩერა მიმავალი.

ანდრეა შედგა.

-ბარბარესთვის ხომ შეეცდებოდი?! - ფრთხილად დაამატა ალექსანდრემ.

ახვლედიანი ისევ შებრუნდა.

-შენ... რა იცი?!

ალექსანდრეს ჩაეღიმა.

-ძმა ვარ შენი, ანდრო... ყველას გამოაპარე, ყველას დაუმალე და შენთვის, გულის უღრმეს
ნაწილებში შეინახე მისი სახელი, მაგრამ მე რას მომატყუებ?!

ანდრეამ თავი დახარა და მალევე ასწია ისევ.

-სისულელეა... უბრალო ლტოლვა მოსამსახურის ქალიშვილის მიმართ! - იცრუა


ახვლედიანმა და ამით საოცარი ტკივილი მიაყენა საკუთარ თავს.

სანდროს გაეცინა.

-ტყუილის თქმა გონებას შეუძლია, გულს არ ეხება ეგ ამბავი! - თვალი ჩაუკრა უფროს ძმას და
გაუღიმა.
-ეს არაფერს ცვლის. საერთოდ, საერთოდ არაფერს... ის შორსაა და ასეც უნდა იყოს! მე არ
დავუშვებ მის დაბრუნებას. ევროპაში ცხოვრობს და ბედნიერია საყვარელი საქმით, მხოლოდ
ეს მადარდებს!

-ხედავ?! თურმე შენს გულშიც მოიპოვება ადგილი სიყვარულისთვის. მაშ რაღად გინდა ეგ
სიძულვილი და ბოღმა, როცა მასზე ბევრად უკეთესი გაქვს ცხოვრებისთვის?

-ასე უფრო მარტივია, სანდრო... შენ ვერ გაიგებ, არ უნდა გესმოდეს. - ჩაილაპარაკა ანდრეამ
და ამჯერად საბოლოოდ აქცია ზურგი უმცროს ძმას. სწრაფად ჩაუჯდა პაატას მანქანაში და
იქაურობას გასცილდა.

მთელი გზა ხმას არ იღებდა. ორი წლის წინ საგულდაგულოდ მიძინებული კადრები მის
მეხსიერებაში ამოტივტივებულიყვნენ ერთიანად შეეპყრათ მისი არსება.

თავში ავარდნილი ალკოჰოლი... სისხლში მოცურავე ნიკოლოზ ჯაყელი... აგონია... დუდას


ხმა, რომელიც წასვლას სთხოვდა...

„მკვდარია!“ - ახლაც ისე მეხივით გაისმა მის გონებაში მაჩაბელის ხმა, როგორც მაშინ. ისევ
გააცია... თითქოს ისევ იმ კლუბის საპირფარეშოში იდგა, თითქოს ისევ ხელში ეჭირა
ჯაყელის დანა, რომელმაც თავისივე პატრონი იმსხვერპლა. ყველა გრძნობა თავიდან
დაეუფლა, ისევ ოფლით დაეცვარა შუბლი, სუნთქვა ისევ გაუხშირდა.

-მოვედით, ანდრეა! - საშინელი ფიქრების კორიანტელიდან პაატას ხმამ გამოიყვანა.

-მადლობა, შეგიძლია წახვიდე. - უცებ მიაყარა მძღოლს და სწრაფად გადავიდა მანქანიდან.

სახლში შევარდა და მაშინვე სასტუმრო ოთახისკენ აიღო გეზი. მაგიდაზე მდგარ სასმლის
ბოთლს ეცა, ჭიქაში ჩამოასხა და ისე ხარბად დაეწაფა, როგორც მხეცი მსხვერპლის სისხლს.

სასმელი გამოცალა და კიდევ დაისხა. ისევ და ისევ... რამდენჯერმე გაიმეორა ერთი და იგივე,
სანამ შვება არ იგრძნო. შემდეგ ჭიქა მთელი ძალით მოიქნია და იატაკზე დაამსხვრია. იქვე
სავარძელში დაჯდა, თავი საზურგეს მიაყრდნო და თვალები დახუჭა. ერთხანს ღრმად და
გახშირებულად სუნთქავდა, შემდეგ ცოტა დაწყნარდა, მოეშვა. ალკოჰოლი შეერწყა
ორგანიზმში მოჩქრიალე სისხლს. წამოდგა, ქურთუკი გაიხადა და იქვე მიაგდო. ვისკით სავსე
ბოთლს ხელი დაავლო და ნელა აუყვა საძინებლისკენ მიმავალ კიბეს.
სიბნელე წამში შთანთქა რაღაცის მძაფრმა სუნმა. დამძიმებული ქუთუთუები ძლივს
დააშორა ერთმანეთს და მაშინვე წააწყდა მარიამის ფერდაკარგულ სახეს.

-ეკატერინე... როგორ ხარ? - შიშით ხმა უთროთოდა მაშოს. ეტყობოდა, რომ მის გაღვიძებამდე
ტირილი მოესწრო.

-კატო... გესმის ჩვენი? - ხელი აუქნია ნანომ დაქალს.

ეკატერინემ უბრალოდ თავი დაუქნია გოგონებს და წამოიწია. ახლაღა გაიაზრა, რომ


საწოლზე იწვა.

-გული წამივიდა? - მძიმე ხმით იკითხა და ოთახს თვალი მოავლო.

-ხო... ლუკას რომ არ დაეჭირე, წაიქცეოდი. არ გიჭამია მთელი დღე, ეკატერინე, ასე არ
შეიძლება!

-წყალი მინდა...

-ახლავე. - სამზარეულოში გაიქცა მაშო.

-თავბრუ მეხვევა. - თავზე ხელი მიიბჯინა გოგონამ.

-წამალს დაგალევინებ, მაგრამ კატო... არაფერი გიჭამია! - დაიწუწუნა ანანომ და წამლის


ასაღებად წამოდგა.

-არ მინდა ჭამა. არ შემიძლია, გულის რევის შეგრძნება მეუფლება მერე.

მაშო დაბრუნდა და დას წყალი მიაწოდა. ეკატერინემ წამალი დალია და წამოდგა.

-რას აკეთებ?! - ოთახში შემოვიდა გაკვირვებული ქეთევანი.

-ჩემს ადგილს უნდა დავუბრუნდე...

-ეკატერინე...

-კარგად ვარ, არაფერია! - არ დააცადა დედას გაპროტესტება, ისე დატოვა ოთახი და თავის
სკამს დაუბრუნდა, სასახლის თავთან.

-ანდრეა, შენმა გადარეულმა ძმაკაცმა წუხელ ცოლი მოიყვანა! - გიჟივით შეუვარდა იოანე
ძმაკაცს საძინებელში დილაადრიან.

ახვლედიანი ზანტად შეირხა, თვალები მოისრისა და სახე დამანჭა.


-ცოტა ჩუმად ილაპარაკე, რა. - ძილისგან დაბოხებული ხმით ამოილაპარაკა და ლოგინში
წამოჯდა. - სკდება თავი!

-შენ რა, დალიე გუშინ?! როდის დალიე ან სად?! ჩვენი წასვლის შემდეგ დაბრუნდი კლუბში?

-არა, სახლში დავლიე. რა მნიშვნელობა აქვს?! რაო რას ამბობდი შენ? ცოლი მოიყვანე?!

-მე არა, მათემ! გუშინ ნინა სახლში არ წაუყვანია!

ანდრეა უცებ გამოფხიზლდა და თვალები ჭყიტა.

-დღეს დილას დამირეკა და მახარა ახალი ამბავი! - ჩაეცინა დანელიას.

-ეგ ბიჭი სულ გამოშტერდა, ხო?! რა ცოლი, კაი რა, შე*ემა!

-ბიჭო... ერთი-ორჯერ თქვა უნდა მოვიყვანოო,მაგრამ მეთქი, დებილობს რაღაცას და აჰა!


აეროპორტში წაუყვანია გუშინ და გაფრენილან „სვაძებნიში.“

-სად წავიდნენ? - მთქნარებით იკითხა ანდრეამ.

-„პარიჟ“ - ტუჩები მოპრუწა იოანემ და თვალების ფახუნით წამოიძახა.

-რა გრაციოზული ხარ?! - ახარხარდა ახვლედიანი და ძმაკაციც აიყოლია. - დაუგეგმავს ბიჭს


ყველაფერი, რას ერჩი? პროსტა, რა პონტში არ გვითხრა, ეს საიდუმლოდ, რა ქაჯობაა?!

-რა საიდუმლოდ, ბიჭო, გგონია, თვითონ იცოდა? დაინახა გუშინ კლუბში, როგორ
ერთობოდა მაგის გარეშე და გაბრაზდა, რა!

-აუ, არაბული, რა მოცლილი ხარ! - თვალები აატრიალა ანდრეამ და ლოგინიდან წამოდგა.

-კაროჩე, ჩვენგან ერთს მაინც ეშველა, რა! - ჩაეცინა იოანეს.

-თავი მომაჭერით და ვერ ვიფიქრებდი, თუ პირვლელი ჩვენი მათე იქნებოდა! - გაეცინა


ახვლედიანს.

-გვაჯობა, ძმაო, გვაჯობა! - ღიმილით თქვა დანელიამ. მერე კი ამოიოხრა და თავი გააქნია.

დათუნა გასვიანის პანაშვიდები ორ დღეს გაგრძელდა. ბიჭებმა გადაწყვიტეს, რომ აღარ


ღირდა დაკრძალვის გადადება, რადგან ვერც ლიუდმილა ვასილევნა ასწრებდა
მომჯობინებას და კატოზეც ძალიან ცუდად მოქმედებდა შექმნილი ვითარება.

ორი დღის შემდეგ გაასვენეს დათუნა. სასახლე გეგას, რატის, თორნიკეს და ბექას მიჰქონდათ.
მათი სახეებისთვის რომ შეგეხედათ, დაჭრილი ლომი მოგაგონდებოდათ. ლუკას ეკატერინე
ჰყავდა გულში ჩაკრული და ფაქტობრივად, ის უბიძგებდა ძალაგამოცლილ გოგონას
სიარულისკენ.
ძალიან ბევრ ადამიანს მოეყარა თავი სასაფლაოზე. ნამდვილად სულისშემძვრელი სანახაობა
იყო ახალგაზრდა ბიჭის მიწაში ჩადების ყურება. ტიროდა ყველა, გარდა ეკატერინესი,
რომელსაც ცრემლით დატირების ძალაც კი აღარ შესწევდა.

როცა ბიჭებმა სასახლე მიწაში ჩაუშვეს, კატომ ერთადერთხელ შესძახა მისი სახელი და ძმის
მკლავებს მიეფინა. ორჯერ დასჭირდათ მისი სააქაოს მობრუნება. ქეთევანი და დემეტრე
ადამიანებს აღარ ჰგავდნენ, იმდენად განიცდიდნენ შვილის მდგომარეობას.

დამთავრდა.

ყველაფერი დამთავრდა.

დაასაფლავეს დათუნა; მიაბარეს მისი სიცოცხლითა და ენერგიით სავსე სხეული მიწას.

იტალიაში სურდა გასვიანს თაფლობის თვის გატარება, ის კი ვინ იცის, რა სიშორეზე


გაისტუმრა ცხოვრებამ?!

როცა აწმყოსა და მომავლის იმედს კარგავ, ცხოვრებაში დაკარგული სული ხდები, მაგრამ
თუ აღარც წარსულის გჯერა და მისი გახსენებაც სულის კუნჭულებში მიმალულ ჭრილობებს
გიღვიძებს, ეს სიკვდილის ტოლფასია...

ორ დღეში დატოვეს ქვეყანა ანანომ და ოთომ, მათ ახლდა ეკატერინეც. გულმხურვალედ


გააცილა ჯაყელი ოჯახმა და სამეგობრომ. ყველას ესიკვდილებოდა მისი გაშვება, მაგრამ ასე
იყო იმ დროისთვის საჭირო და ყველამ კარგად იცოდა ეს.

ჩასხდომის დაწყება რომ გამოაცხადეს, ყველას მოადგა ცრემლები. დემეტრე გადაეხვია


ქალიშვილს და ძლიერ მკლავებში მოიქცია გოგონას დასუსტებული სხეული.

-სადაც არ უნდა იყო და როგორ ცუდადაც არ უნდა გრძნობდე თავს, დაიმახსოვრე ეკა - შენ
ეკატერინე ხარ, ჯაყელი, ჩემი ქალიშვილი და მე შენით ვამაყობ! აქ არსებული ძალა - გულზე
საჩვენებელი თითი მიადო დემეტრემ ქალიშვილს - ტყუილად არ გააბნიო, იცოდე. გამაგრდი!
- უფროსმა ჯაყელმა ყველაზე მზრუნველი ღიმილით გაუღიმა ეკატერინეს და კიდევ
ერთხელ ჩაიკრა გულში.

ერთხანს ასე იდგნენ, ვერავინ გაბედა მათი დაცილება. შემდეგ ისევ დემეტრე მოშორდა
ქალიშვილს და ხელით წასვლისკენ უბიძგა.

კატომ კიდევ ერთხელ მოავლო თვალი საყვარელ ადამიანებს, შემდეგ ნანოს ჩასჭიდა ხელი
და აეროპორტის ესკალატორზე გაუჩინარდა.
_*

-ეკატერინე ჯაყელი წასულა ამერიკაში... - სასხვათაშორისოდ თქვა ლიზამ და მაგიდასთან


შეკრებილთ მოავლო მზერა.

-წავიდოდა საწყალი, აბა აქ რა გააჩერებდა?! - გულწრფელი დანანებით ჩაილაპარაკა ვატომ.

ალექსანდრემ ჭამა შეწყვიტა და ღვინით სავსე ბოკალს დასწვდა.

-ამერიკაში, თუ არ ვცდები, მეგობრის ოჯახი ცხოვრობს.

-მოკლედ, ეს ამერიკა თქვენს „ბრძოლაში დაჭრილთა“ თავშესაფარია! - ირონიულად ჩაეცინა


ვატოს.

-მოდი, რამე უფრო სასიამოვნოზე ვისაუბროთ, რას იტყვით? - დაძაბულ სახეზე, ყალბი
ღიმილი მიიცხო სანდრომ.

-მართალი ხარ. არ გვინდა ჯაყელებზე ფიქრი, რა ჩვენი საქმეა?! - მხარი აუბა ბიძაშვილს
ანასტასიამ.

-თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე დესერტს შევჭამდი! - გამხიარულდა ვაჩნაძე.

-აუ, მეც. - ძმას დაეთანხმა ლიზა და ტუჩები გაილოკა მადისაღმძვრელად.

-ხოდა, შევუკვეთოთ! - გაეღიმა ახვლედიანს და ოფიციანტი იხმო.

ორმა კვირამ გაიარა. ავად თუ კარგად ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ეკატერინე
ამერიკაში იყო, ბიჭები საქმეს დაუბრუნდნენ, გეგა კახეთში გადაცხოვრდა ლამის, მთელ
დროს თავის ვენახებში ატარებდა. ლუკა ელენეს „შეეკედლა“, მის გარეშე წამითაც ვეღარ
ძლებდა. ის უნაზღაურებდა დიდ დანაკლისს, რომელიც სულში ჰქონდა მამაკაცს. დემეტრე
უფროსი ძმის კონტროლით იყო დაკავებული, ბოლომდე მაინც არ სჯეროდა და ენდობოდა
მას. ბექაც აკვირდებოდა მამას, თუმცა უჩვეულოს ვერავინ ვერაფერს ამჩნევდა ერეკლეს.

მარიამი უნივერსიტეტს დაუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ ჰქონდა სწავლის


განწყობა, მაინც დააძალა თავის თავს წასვლა, რადგან მომავალ პროფესიას დიდ ყურადღებას
უთმობდა.

აუდიტორიაში შესვლისთანავე მოკრა თვალი უკანა რიგებში მჯდარ უტას. ბიჭმაც მაშინვე
შეამჩნია ჯაყელი და შესახვედრად წამოიმართა, სახეზე თბილი ღიმილით, თუმცა უკანვე
მოუწია დაბრუნება, რადგან ლექტორი შევიდა ოთახში. მაშოს არც შეუმჩნევია დანელიას
სალამი, უბრალოდ ბაჩოს და სალომეს მიუჯდა გვერდით, უსიტყვოდ.
ლექციის დასრულებისთანავე დაემშვიდობა მეგობრებს და ჩქარი ნაბიჯით დატოვა
აუდიტორია. ესმოდა, როგორ ეძახდა უტა და უკან მოჰყვებოდა, თუმცა გოგონა არ
გაჩერებულა.

-მარიამ, მოიცადე ორი წუთით! - როგორც იქნა წამოეწია დანელია მეგობარს და გვერდით
ამოუდგა.

-უტა? გინდოდა რამე? - აუღელვებელი ტონით ჰკითხა ჯაყელმა ბიჭს. ისე, თითქოს რიგითი
ნაცნობი ყოფილიყო.

-რა თქმა უნდა, მინდოდა. მინდოდა, სამძიმარი მეთქვა შენთვის და მომებოდიშებინა, რომ
სხვებთან ერთად ვერ მოვედი პანაშვიდზე. უბრალოდ, ხომ გესმის? ჩემმა ძმამაც მითხრა,
ჯობია არ მიხვიდეო...

-სწორად უთქვამს შენს ძმას!

-მარიამ, ორი კვირაა თავს მარიდებ. გირეკავ, არ იღებ, გწერ და არ მპასუხობ. ახლაც
გამირბიხარ და ცივად მელაპარაკები. მესმის, ახლა უმძიმესი პერიოდი გაქვს ცხოვრებაში,
მაგრამ მე მიბრაზდები რამეზე?

-უტა... მომისმინე, ახლა ჩემს ოჯახს და პირადად მე ყველაზე საშინელი დრო გვიდგას
ცხოვრებაში. უხეშად სულაც არ მინდა, გამომივიდეს, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი
ურთიერთობის ქონა არ მინდა იმ ადამიანთან, რომელსაც უბრალო „გამარჯობაც“ კი უთქვამს
ამ ტკივილის გამომწვევი ადამიანებისთვის. არათუ შენთან, რომელიც ასე ახლობლობ
ახვლედიანებთან. გასაგებად აგიხსენი?

-კი, მაგრამ, მარიამ...

-გთხოვ, გამიგე. მე შენი საწინააღმდეგო მართლა არაფერი მაქვს, მაგრამ ახლა უბრალოდ არ
შემიძლია...

მარიამი სწრაფად გავარდა უნივერსიტეტის გასასვლელი კარიდან და სიტყვის თქმაც არ


აცადა მამაკაცს.

დღე მე-20.

„ცოლობა რომ მთხოვე, მაშინ ვიფიქრე პირველად, ნუთუ ასეთი ბედნიერება ცხოვრებაში
შესაძლებელიათქო. ცრემლებს სიცილი შევურიე და მთელ ხმაზე ვიყვირე, რომ თანახმა
ვიყავი. ხშირად მიფიქრია ჩვენს თანაცხოვრებაზე, რომელშიც ყოველი დილა უფრო თბილი
და ნათელი უნდა ყოფილიყო, ვიდრე წინა. ვფიქრობდი, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება
შენთან არ დაშორება უნდა ყოფილიყო...

შენ წახვედი. არ მოგერიდა და უბრალოდ წახვედი. მეც წამოვედი, მეც გამოვექეცი იმ


ადგილებს, სადაც ერთ დროს შენ იყავი და მერე უბრალოდ გაქრი. წარმოგიდგენია, ახლა რა
შორს ვართ ერთმანეთისგან?! ჩვენს შორის უკიდეგანოდ იჭიმება მტკივნეული სიცარიელე.
მინდა, რომ მოვიდე, მინდა რომ შეგეხო და კვლავ ვიგრძნო შენიანობა ჩემში, მაგრამ როცა
მთელი სამყარო შენი გრძნობების წინააღმდეგაა ამხედრებული, ეს შეუძლებელია.

ყოველ საღამოს ვსეირნობ. არ ვიცი, რატომ. მე ხომ იმის იმედიც არ მაქვს, რომ ჩვენი
შეხვედრის ადგილებს გადავაწყდები?! მე ხომ ამის უფლებაც წავართვი ჩემს თავს და
ათასობით კილომეტრის დაშორებით გამოვიქეცი?!

აქ ყველაფერი სხვანაირადაა, დათო. აქ არავინ იცის ჩვენი სიყვარულის ამბავი. აქაურ ბუნებას
წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ შენ ოდესღაც არსებობდი. თითქოს ეს კარგიცაა. მეც ხომ ეს
მინდოდა?! მაგრამ ხანდახან იმდენად მტკივა, რომ მინდა, გამოვიქცე, შენს საფლავზე
დავემხო და ცრემლების დაშრობამდე ვიტირო. ხანდახან, უბრალოდ მინდება, რომ
სეირნობისას სრულიად უცხო ადამიანმა გამაჩეროს და მომისამძიმროს, მინდა, რომ ყველამ
გაიგოს ჩემი ტკივილის შესახებ...

ოცი დღე გავიდა, დათუნა. უშენოდ ნაცხოვრები ოცი დღე... ახლა წესით თაფლობის თვეში
უნდა ვიყოთ. ახლა წესით რომეოსა და ჯულიეტას ლეგენდარული სიყვარულის ისტორიას
უნდა ვისმენდეთ, იტალიელი გიდისგან, მაგრამ მე აქ ვარ, ამერიკაში, შენ კი ძალიან შორს.
ყველაზე მტკივნეული კი იცი, რა არის? - ის რომ ასე შორს ხარ, მაგრამ მაინც ასე ახლოს. ჩემს
გონებაში, გულში, სულსა და არსებაში მხოლოდ შენ ხარ. მხოლოდ შენ ხარ, დათო... მხოლოდ
შენ.

მენატრები, დათო. ჩემს სულს ენატრები. მიყვარხარ, ჩემს არსებას უყვარხარ. შენს კატერინას
უყვარხარ, შენს კატერინას ენატრები...

მუდამ და ერთგულად,

-შენი კატერინა...

მარიამი მძღოლს მანქანაში უჯდებოდა, როცა გოგონას სალომე წამოეწია და გააჩერა.

-მარიამ, მიდიხარ უკვე?

-ხო, აღარ მაქვს მეტი ლექცია, რატომ მეკითხები?

-შენთან მინდოდა დალაპარაკება და... - ტუჩი მოიკვნიტა სალომემ.


-ჩაჯექი, სახლამდე მიგიყვან! - მანქანაზე მიუთითა მაშომ მეგობარს.

გოგონები ავტომობილში ჩასხდნენ. ჯაყელმა დავითს სალომეს მისამართი უკარნახა და ამ


უკანასკნელმაც მაშინვე დაქოქა მანქანა.

-რაზე გინდოდა ჩემთან ლაპარაკი?

-იცი... დიდი ხანია შევამჩნიე, რომ შენ და უტა დანელიას ახლობლური ურთიერთობა
ჩამოგიყალიბდათ. ახლა კი მგონი დაშორდით, არა? - ფრთხილად და უხერხულად წამოიწყო
საუბარი სალომემ.

-დავშორდით? - ჩაეცინა მარიამს. - მე და უტა მხოლოდ მეგობრები ვიყავით და სხვა არაფერი.


რამ გაფიქრებინა ეგ?

-მეგობრები? - თვალები გაუბრწყინდა გოგონას. - რა ვიცი, მთელი უნივერსიტეტი ასე


ფიქრობდა... თქვენ ხომ ასე სწრაფად დაახლოვდით. პროექტიც ერთად გააკეთეთ. ვიფიქრე,
რომ მოგწონდათ ერთმანეთი. - უხერხულად აიწურა სალომე.

-არა, სალომე, არასწორად იფიქრეთ შენც და მთელმა უნივერსიტეტმაც. მსგავსი რამ არც კი
გაგვივლია გონებაში რომელიმეს.

-მართლა? იქნებ იმას მოსწონხარ და შენ ვერ ხვდები?

მაშოს გაეღიმა.

-არა, სალომე, ჩვენ მართლა უბრალოდ მეგობრები ვართ, თუ ვიყავით...

-ხო მართლა, ამის კითხვაც მინდოდა... თქვენ რა, იჩხუბეთ რამეზე? დღეს შევამჩნიე, რომ
ცივად ესაუბრებოდი დერეფანში.

-არ გვიჩხუბია... უბრალოდ, არ ვიცი... ბოლო დროინდელი მოვლენების შემდეგ... არ ვიცი,


სალი, არაფერი არ ვიცი! - თმა აიჩეჩა მაშომ და ფანჯარაში გაიხედა.

-ხო, მესმის, რაც გაბრკოლებს, მაგრამ მაპატიე და არ გეთანხმები. არ მინდა, ცუდად


გამომივიდეს, არც კი ვცდილობ იმ დიდი ტკივილის გააზრებას, რასაც ახლა შენ და შენი
ოჯახი განიცდით, უბრალოდ, მარიამ...უდანაშაულო ადამიანებს ნუ დაადანაშაულებ
მომხდარში. ვიცი, რომ უტას ძმა ანდრეა ახვლედიანის ძმაკაცია, მაგრამ ამას უტასთან რა
კავშირი აქვს?!

-არ ვიცი, სალომე. უბრალოდ ყველა ადამიანი, ვინც ახვლედიანების გარემოცვაში ტრიალებს,
მათი თანამზრახველი და დათუნას სიკვდილში დამნაშავე მგონია. გიჟურად ჟღერს, ვიცი,
მაგრამ რა გავაკეთო, ვერ ვერევი ამ განწყობას.

-მარიამ, შენ ჩემი უახლოესი მეგობარი ხარ და ძალიან მიყვარხარ, ხომ კარგად იცი? ყველაზე
მეტად იმიტომ მიყვარხარ და გაფასებ, რომ ყოველთვის ობიექტური იყავი. გთხოვ, ნუ
მოექცევი უტას უსამართლოდ. შენ თვითონ თქვი, რომ თქვენ კარგი მეგობრები იყავით...
წარმოიდგინე, რა მოკლე დროში მოახერხეთ დაახლოება, ეს რაღაცის ნიშანი უნდა იყოს,
არა?! უტა კარგი ადამიანი ჩანს. ნუ გაუბრაზდები. გთხოვ. სხვისი შეცდომების გამო მას ნუ
მოსთხოვ პასუხს.

-ალბათ მართალი ხარ და ცუდად ვიქცევი. - ამოიხვნეშა მარიამმა.

-ალბათ არა, მართალი ვარ! - გაეცინა სალომეს.

-კარგი, დაველაპარაკები უტას, როგორც კი შესაფერის დროს გამოვნახავ. - დანებდა ჯაყელი


და მეგობარს გაუღიმა.

-კიდევ ერთი რაღაცის თქმა მინდოდა შენთვის და გეხვეწები, თუ გიყვარვართ მე და ბაჩო,


უარი არ გვითხრა!

-რა მოხდა?

-დღეს კლუბში ვაპირებთ წასვლას ჯგუფელები და გვინდა, რომ შენც წამოხვიდე!

-სალომე... არ ვიცი. - თავი გააქნია მაშომ.

-აუ გეხვეწები, რა! ახლა ყველაზე მეტად გართობა და დასვენება გჭირდება შენ!

-არ ვიცი. ვნახოთ...

-გთხოვ, რა! ჩემი და ბაჩოს ხათრით წამოდი. გეფიცები, თავს თუ ცუდად იგრძნობ,
დაგაბრუნებთ სახლში!

-არ მაქვს საკლუბო განწყობა. - ორჭოფობდა ჯაყელი.

-ვიცი, რომ არ გაქვს, მაგრამ ასე სახლში თუ დაელოდე, არც არასდროს დაგიბრუნდება.
წამოდი, რა.

სალომე იმდენად საყვარლად სთხოვდა მარიამს წაყოლას, რომ ამ უკანასკნელმაც აღარ


აწვალა და დათანხმდა.

-საღამოს გამოგივლით! - ლოყაზე აკოცა გახარებულმა გოგონამ ჯაყელს.

-არც იოცნებო! ჯერ ისე არ დავდიოდი არსად ჩემი „რაინდის“ გარეშე და ბოლო დროინდელი
ამბების შემდეგ როგორ წარმოგიდგენია, ჩემი დაცვის გარეშე წამოსვლა? იქ მოვალ
პირდაპირ, შესასვლელთან დამხვდით..

-კარგი, როგორც იტყვი! გაეცინა სალომეს.

საღამოს გაეღვიძა. შხაპი მიიღო და წასასვლელად მოემზადა. სახლში არავინ იყო ან მხოლოდ
ქეთევანი იქნებოდა თავის საძინებელში.
-დავით, მანქანა გაამზადე ათ წუთში გავდივართ! - სამზარეულოში ლაპარაკით შევიდა
მარიამი.

-ახლავე, ქალბატონო! - მაშინვე წამოდგა მამაკაცი და გარეთ გავიდა.

-სადმე მიდიხარ ,ჩემო გოგო? - ღიმილით მიმართა სუზანამ ჯაყელს.

-მეგობრებს უნდა შევხვდე...

-კარგია, შვილო, კარგია... წადი, გაერთე, შენ მაინც... - ნაღვლიანი გაუხდა სახე ქალს.

-დედაჩემი სახლშია? - მაშინვე შეცვალა თემა მაშომ.

-კი, შვილო, სახლშია... - თავი სტკიოდა და საძინებელში ავიდა წამოსაწოლად.

-კარგი, თუ მიკითხავს, უთხარი, რომ სალომესთან ერთდ ვარ.

-როგორც მეტყვი, ჩემო ლამაზო! - გაეღიმა სუზანას.

საპასუხოდ მაშომაც გაუღიმა და უკანა გასასვლელიდან გავიდა გარეთ. დავითს მანქანაში


ჩაუჯდა და კლუბისკენ აიღო გეზი.

როგორც ყოველთვის უამრავი ადამიანი ირეოდა კლუბის წინ. მძღოლს მანქანის გაჩერება
სთხოვა და გადავიდა, დავითიც გადჰყვა.

-შენ სად მოდიხარ? - გაკვირვებით შეხედა მაშომ.

-ბატონი დემეტრეს დავალებაა, რომ ამიერიდან გარეთ კი არ დაგელოდოთ, თქვენ გახლდეთ


თან!

-ჯანდაბას, წამოდი! - თვალები აატრიალა ჯაყელმა და ხალხის ტალღას შეერია.

კლუბის შესასვლელთან დააფიქსირა სალომე, ბაჩო და მათთან ერთად მდგარი უტაც,


რომელიც თვალებს უჟუჟუნებდა სალომეს და თან რაღაცაზე ელაპარაკებოდა.

-მეც მოვედი! - ღიმილით მიუახლოვდა მეგობრებს.

-ძალიან კარგი, შეგვიძლია შევიდეთ! - ტაში შემოკრა კმაყოფილმა ბაჩომ და უტასთან ერთად
დაიძრა კარისკენ.

-არ გითქვამს, უტაც რომ მოდიოდა. -. გადაუჩურჩულა მაშომ დაქალს.

-აუ, მეც არ ვიცოდი, ბაჩოს უთქვამს. წინააღმდეგი ხარ?

-არა, რა თქმა უნდა!

-შენი „აყლაყუდა“ უკვე კავალერად გაიხადე? - სიცილით მიუთითა სალომემ მათ უკან
მიმავალ დავითზე.
-არ მკითხო! - თვალები აატრიალა ჯაყელმა.

კლუბში უპრობლემოდ შეაღწიეს, რადგან ხშირი სტუმრები იყვნენ და „ვიაიპი“ ბარათებით


სარგებლობდნენ. შესვლისთანავე მაშოს თვალწინ სრულიად ახალი სამყარო გადაიშალა.
ალბათ ეს მართლაც ის ადგილი იყო, სადაც პრობლემების დავიწყებას და გართობის მორევში
გადაშვებას შეძლებდა.

-რას დალევთ? - უყვირა ბაჩომ გოგონებს, რათა მუსიკის ხმა გადაეფარა.

-იმავეს, რასაც თქვენ! - ყურში ჩაყვირა სალომემ მეგობარს და იმანაც თავი დაუქნია.

-მე მარტინის, არ მინდა დათრობა! - გაუღიმა მარიამმა მეგობრებს.

სალომე ცეკვა-ცეკვით მიიკვლევდა გზას ხალხს შორის, მაშო კი უბრალოდ უკან მიყვებოდა.
რამდენჯერმე გადაეღობა წინ მოცეკვავე ბიჭი, მაგრამ მისმა „რაინდმა“ ყველა მოაშორა.

ძლივს იპოვეს დასაჯდომად ადგილები და რა თქმა უნდა, მაშინვე დაიკავეს. ბიჭებიც მალე
დაბრუნდნენ სასმლით ხელში.

-მოკლედ, ეს ბიჭი ისეთი სიმპატიური გვყავს, ბარმენი გოგოები დააშტერა! - სიცილით


გაუწოდა ჭიქა ბაჩომ სალომეს. ამ უკანასკნელს სულაც არ ესიამოვნა ნათქვამი, მაგრამ არ
შეიმჩნია. თუმცა მისი რეაქცია მარიამს გამორჩებოდა?! ჩაეცინა და სასმელი მოსვა.

ცოტა ხანს საუბრობდნენ, იცინოდნენ და ერთობოდნენ. შემდეგ საცეკვაო მოედნისკენ


გადაინაცვლეს. მაშომ უარი განაცხადა ცეკვაზე, მაგრამ სალომემ სულ ძალის-ძალით ააყენა.

მარიამი იდგა და უყურებდა თავგამოდებით მოცეკვავე ადამიანებს, რომელთათვისაც


ცხოვრება მშვენიერი იყო, თუნდაც მხოლოდ იმ მომენტისთვის. ის კი შინაგანად გრძნობდა,
რომ ცეკვა არ უნდოდა და ვერავის ხათრით აიძულებდა თავს ამის გაკეთებას. წამით
შეხუთულობა იგრძნო და უკანა გასასვლელიდან ბაღში ისე გავიდა, რომ დავითს ეს არც
შეუმჩნევია.

გრძელ სკამზე ჩამოჯდა და ამოიოხრა. ესიამოვნა სუფთა ჰაერი და სიწყნარე. ერთხანს ასე
იჯდა, სანამ უტა არ მიუჯდა გვერდით.

-ჩემი აქ ყოფნა თუ გაღიზიანებს, შემიძლია წავიდე...

-რა სისულელეა! რა უფლება მაქვს გითხრა, სად იყო და სად არა...

-არ გაქვს საცეკვაო განწყობა? - გაეღიმა დანელიას.

-არა. ძალიანაც კი მინდა, სალომესავით მთელი ენერგიის დახარჯვა და განტვირთვა, მაგრამ


ახლა ვგრძნობ, რომ არ შემიძლია...

-მესმის... - თავი დახარა მამაკაცმა.


-უტა... ბოდიშს გიხდი დღევანდელისთვის. ძალიან უხეშად გამომივიდა ნათქვამი. შენ
მართლა უმოკლეს დროში მოახერხე ჩემთან დამეგობრება და მართლა ძვირფასი ადამიანი
ხარ ჩემთვის. ბოდიში იმისთვის, რაც გითხარი.

-არაუშავს, მარიამ. მესმის შენი, მართლა მესმის. უბრალოდ ერთი რამ მინდა იცოდე, ანდრეა
ახვლედიანი ჩემთვის მამასავით არის. მისი გაზრდილი ვარ, ფაქტობრივად. ბევრ რამეში
დამხმარებია მეც და ჩემს ოჯახსაც, როცა ყველაზე რთული პერიოდი გვქონდა. მაპატიე,
მაგრამ მე ვერასდროს დავიჯერებ, რომ მას ადამიანის მოკვლა შეუძლია. მითუმეტეს ასე
დაუნდობლად.

-გეხვეწები, მაგაზე არ გვინდა, რა!

-კარგი, მართალი ხარ. შენ ახლა გაბრაზებული ხარ და ვერავინ გადაგარწმუნებს შენს
სიმართლეში. ჯობს სხვა დროს ვილაპარაკოთ ამაზე.

გაჩუმდნენ. თითქოს ორივე რაღაცაზე ჩაფიქრდა.

-იცი, მგონი, შენი გრძნობები არ არის ცალმხრივი! - გაეღიმა მარიამს.

-რატომ მეუბნები მაგას? - მაშინვე გამოცოცხლდა უტა.

-თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სალომესაც მოსწონხარ! - გაეცინა მაშოს.

-მართლა?! მოიცა, რატომ გგონია ეგრე? თვითონ გითხრა რამე?

-დაახლოებით! მგონი ჩემზე ეჭვიანობდა, შეყვარებულები ვეგონეთ. რომ ვუთხარი


სიმართლე, შვებით ამოისუნთქა!

-სერიოზულად?! - თვალები გაუბრწყინდა დანელიას.

მაშომ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და გაიცინა.

-ე, ბიჭო. მეშველა, მგონი! - შეყვირა უტამ სიხარულისგან და მარიამს მოეხვია.

-იცოდე, ახლა შენ იცი!

-მალობა, მარიამ, საუკეთესო ხარ, საუკეთესოთა შორის! - გაეცინა ბედნიერ უტას.

-მხოლოდ მეგობრებისთვის! - დაამატა ჯაყელმა.

-ანუ შევრიგდით, ხო? გაეღიმა დანელიას.

-არც გვიჩხუბია. - გაეცინა მარიამს და ფეხზე წამოდგა. - იმედია არ მიწყენთ, მაგრამ მე წავალ,
რა... არ შემიძლია ახლა აქ ყოფნა.

-გინდა, ჩვენც წამოგყვეთ?

-არა, არა, რას ამბობ, პირიქით. ბაჩო მოიშორე და სალომე დაიმარტოხელე! - გაეცინა მაშოს
და უტაც გააცინა.

უკან დაბრუნდნენ. სალომე და ბაჩო მაგიდასთან დაუხვდათ.


-სად გაგვეპარეთ, ვერ გავიგე. ეს მარტო გასვლები რა უბედურებაა?! - გაბრაზებული ჩანდა
სალომე.

უტამ და მარიამმა ერთმანეთს შეხედეს და ჩაიღიმეს.

-ნუ გვეჩხუბები, სალი. თავი მტკიოდა და სუფთა ჰაერზე გავედით. მაპატიეთ, მაგრამ მე
უნდა დაგტოვოთ.

-მიდიხარ? - ეწყინა ბაჩოს.

-არ შემიძლია ამ ხმაურში გაჩერება. წამოდი გამაცილე, რა!

-კარგი! - წამოდგა ბაჩო.

-გკოცნით, ბავშვებო, აბა ხვალამდე! - დაემშვიდობა მაშო სალომეს და უტას და ბაჩოსთან


ერთად გაემართა გასასვლელისკენ.

-იმიტომ წამომიყვანე, რომ ის ორი მარტო დაგეტოვებინა, არა? - გაეცინა ბაჩოს.

-შენც იცი? - გაეცინა ჯაყელსაც.

-გამოთაყვანებული ღიმილით უყურებს ოცდაოთხი საათი და ვერ შევამჩნევდი?! - იცინოდა


ბაჩო.

-ხოდა ახლა ნახე შენთვის ვინმე გოგო და მაგათ შეეშვი. დავით, წავედით!

-აბა ჰე, ხვალამდე! - ხელი აუწია ბაჩომ მეგობარს და უკან დაბრუნდა.

თითქმის სახლამდე იყო მისული, როცა ტელეფონზე სალომემ დაურეკა.

-გისმენ, სალ!

-აუ, მარიამ, სახლში ხარ უკვე? - შეწუხებული ხმა ჰქონდა გოგონას.

-არა, გზაში ვარ, რა იყო? მოხდა რამე?

-უტამ და ბაჩომ იჩხუბეს, უტას თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოში გადაჰყავთ, მოდი,
რა.

-რა?! მოიცა, ვის ეჩხუბნენ ? რატო იჩხუბეს?

-მოდი, გეხვეწები და მოგიყვები ყველაფერს.

-ჩვენს კლინიკაში ხართ?

-ხო, ხო, მოხვალ?


-მოვალ, აბა რას ვიზამ?! შენ არ ინერვიულო, გთხოვ. მოვალ მალე.

-გელოდები!

მაშომ მძღოლს მანქანა შეატრიალებინა და გეზი იმ საავადმყოფოსკენ ააღებინა, სადაც ის და


სალომე პრაქტიკებს გადიოდნენ. მალე მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე.

-შენ აქ დამელოდე, დავით!

-კი მაგრამ, ქალბატონო მარიამ, მამათქვენმა...

-ვაიმე, დავით, საავადმყოფოში რა უნდა დამემართოს, კარგი, რა!

-კარგი, გარეთ დაგელოდებით...

სწრაფად გადავიდა მანქანიდან და კლინიკის კიბეები აირბინა. ლიფტისკენ მირბოდა, მაგრამ


აშკარად ვერ ასწრებდა მისვლას, კარი იკეტებოდა.

-უკაცრავად, შეაკავეთ კარი, თუ შეიძლება! - შორიდანვე დაიძახა და სიჩქარეს უმატა.

კარი ვიღაცის ხელმა მართლაც შეაჩერა. მაშომ, როგორც იქნა, მიაღწია ლიფტამდე და ძალიან
გაუკვირდა, როცა „ლიფტის დამჭერში“ იოანე დანელია იცნო, რომელსაც გვერდით მისივე
ასაკის სიმპთიური მამაკაცი ედგა გვერდით.

-შენ? აქ რას აკეთებ? - გაკვირვებისგან სულელური შეკითხვა დასვა მარიამმა.

იოანეს ჩაეცინა.

-ჩემი ძმა მოიყვანეს აქ და მისმა მეგობარმა დამირეკა. უტა რომ ჩემი ძმაა, ხომ გახსოვთ,
ქალბატონო მარიამ?

-ხო, მართალია... - თავისთვის ჩაილაპარაკა მაშომ და მოურიდებლად შეავლო თვალი


მისთვის უცხო მამაკაცს.

-ეს ჩემი ძმაკაცია, მათე. მათე გაიცანი, ეს უტას მეგობარია, მარიამი, მარიამ ჯაყელი!

-აჰ, მაშ ეს შენ ხარ მარიამ ჯაყელი? სასიამოვნოა, ბევრი მსმენია შენზე... უტასგან! - გაუღიმა
არაბულმა გოგონას.

-მეც მსმენია თქვენზე, ოღონდ გამოგიტყდებით და არა უტასგან! - უკმეხად მიუგო ჯაყელმა
და ზურგი აქცია ბიჭებს.

მათემ და იოანემ ერთმანეთს გადახედეს და ჩაიღიმეს.


ლიფტის კარის გაღებისთანავე სამივემ დაინახა დერეფანში აქეთ-იქით მავალი სალომე,
რომელიც ნერვიულობისგან თითებს აწვალებდა. დაინახა თუ არა მისულები, მაშინვე შვებით
ამოისუნთქა და მათკენ გაემართა.

-სალი, სად არიან ბიჭები? როგორ არიან, სერიოზული ხომ არაფერია?

-არა, ბაჩოს უბრალო ნაკაწრები აქვს და უმუშავებენ ახლა. უტას თავი აქვს გატეხილი და
მგონი, ხელიც იღრძო. აკაკი ექიმი სინჯავს და გამოვა ცოტა ხანში. - ერთიანად მიაყარა
გოგონამ და შემდეგ ამოისუნთქა. - გამარჯობა, მე სალომე ვარ, უტას მეგობარი. მე
დაგირეკეთ, არ ვიცოდი, რა უნდა მექნა და... - უხერხულად მიმართა სალომემ მაშოს უკან
მდგომ ბიჭებს.

-მე იოანე ვარ, ეს მათეა. არა, პირიქით, კარგი ქენით, რომ დამირეკეთ. თქვენ ამ კლინიკაში
მუშაობთ?

-არა, მე და მარიამი აქ პრაქტიკებს გავდივართ. ექიმს ვიცნობთ, თავისი საქმის


პროფესიონალია, არ გაქვთ სანერვიულო.

-სალომე, ხომ? - ჩაერთო საუბარში მათე.

-დიახ.

-სალომე, შეგიძლია გვითხრა, რა მოხდა? უბრალოდ დაუჯერებელია ჩვენთვის, რომ უტამ


იჩხუბა, ისეთი დიპლომატი ტიპია ეგ. - გაეცინა არაბულს.

-ხო, მართლა, რა მოხდა, სალო, რატომ იჩხუბეს? - მაშო ჩაერთო ლაპარაკში.

-შენ რომ წახვედი და ბაჩომ გამოგაცილა, უტამ ცეკვა შემომთავაზა. უბრალოდ ვცეკვავდით,
ვიღაც ტიპი მოვიდა, გალეშილი მთვრალი იყო, ხედავდა, რომ უტასთან ერთად ვცეკვავდი,
მაგრამ მაინც „ნაგლად“ მოვიდა და ცეკვა შემომთავაზა. უარი ვუთხარი, არ მომეშვა, მერე
უტამ სთხოვა მოგვშორდიო და ის კაცი უფრო გაბრაზდა. ხელი მკრა და ეს რომ დაინახა
უტამ ვეღარ მოითმინა და დაარტყა. ეს კაცი ისეც „მოსული“ ტიპი იყო და თან მარტოც არ
ყოფილა, კიდევ სამი მისნაირი ყავდა. მოკლედ, დაიწყეს ჩხუბი, ბაჩო კი შეეშველა, მაგრამ
ორი ოთხის წინააღმდეგ რას გააწყობდა?

-ვა, გაიგე შენ?! მოგესწრო ბიჭი, იოანე, მოგესწრო! - მხარზე ხელი დაკრა კმაყოფილმა მათემ
ძმაკაცს.

პალატის კარი გაიღო და ექიმიც გამოჩნდა.

-აკაკი ექიმო, როგორ არის უტა? - მაშინვე მივარდა ექიმს სალომე.

-უი, გოგონებო, თქვენი მეგობარია ის ყმაწვილი? კარგად არის კარგად, ჭრილობა


დავუმუშავეთ და შევუხვიეთ. ხელიც თაბაშირში ჩავუსვით, როგორც ჩანს თქვენი კურსელია,
მეც არ გამიკვირდა, საიდან იცოდა ეს სამედიცინო ტერმინები.
-დიახ, ჩვენთან ერთად სწავლობს. შეგვიძლია მისი ნახვა?

-მიბრძანდით. - გაუღიმა ექიმმა გოგონებს.

-დიდი მადლობა ყველაფრისთვის, აკაკი ექიმო.

-როგორ გეკადრებათ, არაფრის!

უტა საწოლზე იჯდა. თავი შეეხვიათ და მარჯვენა ხელი თაბაშირში ჩაესვათ. ცალი თვალი
ჩალურჯებული ჰქონდა, მაგრამ მთლიანობაში არც ისე ცუდათ გამოიყურებოდა.

-სალომე, რას შემიყარე ქვეყანა, კარგი რა! - უკმაყოფილოდ დამანჭა სახე დანელიამ, როცა
მაშო, იოანე და მათე დაინახა.

-უტიკო, ბიჭო, რა არის ეს? რამდენჯერ მიჩხუბია, მაგრამ კი არავის გაუგია! - გაეცინა მათეს.

-ე, არაბული, როდის ჩამოხვედი შენ?! - გაუხარდა უტას მისი დანახვა.

-დღეს დილით და ხომ ხედავ, ისე განვიცდი შენ ამბავს, მაშინვე მოვედი!

-გილოცავ გაბედნიერებას. რას არ ვიფიქრებდი, მაგრამ მაგას?

-რას იზამ, უტიკო, სიყვარულმა ეგრე იცის.

-არაბული, ნუ სარგებლობ იმით, რომ დამტვრეული ვარ და ვერ გცემ, მოკალი ეგ სახელი! -
შეუღრინა დანელიამ მათეს.

-ოჰო, დანელია უმცროსს, როგორც ყოველთვის დიდი გული აქვს! - გაეცინა მათეს და ყველა
გააცინა. მარიამსაც კი შეეპარა ღიმილი, რომელიც იოანეს არ გამორჩენია.

-როგორ ხარ უტა? რამე ხომ არ გტკივა? - დაშაქრული ტონით მიმართა სალომემ
დაზარალებულს და მის ხელს თავისი შეახო.

-არა, არაფერი, ნუ ნერვიულობ! - გაუღიმა დანელიამ გოგონას.

მათემ და იოანემ ერთმანეთს გადახედეს ღიმილით.

-ჩემი ბრალია, რომ ასეთ დღეში ჩავარდი, ბოდიში რა. - შეწუხდა სალომე.

-ეგ სისულელე მეორედ აღარ გამაგონო! არაკაცებს ყოველთვის უნდა მიუჩინო თავისი
ადგილი!

-მართლა კარგად ხარ, ბიჭო? ამაღამ აქ ხომ არ დარჩები? - მზრუნველად მიმართა იოანემ
უმცროს ძმას.

მაშოს ძალიან გაუკვირდა იოანეს ასეთი ტონი.

-კარგად ვარ, კარგად! არ მინდა, აქ დარჩენა. ბაჩო როგორაა?


-უი, მართლა ბაჩო! წავალ და გავიგებ მისი მდგომარეობის შესახებ! - პალატა დატოვა
სალომემ.

-ყოჩაღ, დანელია უმცროსო, მომწონს სარძლო! - გოგო „შეუქო“ მათემ ბიჭს.

-გაიარე, რა. ახლა უეჭველი მაგრად მოვეწონები, მაგის თვალწინ მცემეს. ბედი რო არ გექნება
კაცს!

-რა აღარ მოეწონები, გაგიჟდი? მის გამო იჩხუბე და დაიცავი, ეგ ვის არ მოსწონს? - გაეცინა
მაშოს.

-შენ მოგწონს ბიჭები რომ შენ გამო ჩხუბობენ? - გაეღიმა იოანეს.

-მე ზოგადად ვერ ვიტან ველურ გარჩევებს, მაგრამ უტასი არ იყოს, არაკაცებს თავისი
ადგილი უნდა მიუჩინო. - ცივად უპასუხა ჯაყელმა მამაკაცს.

-მოიცა, მართლა გგონია, რომ ახლა უფრო მოვეწონები სალომეს? - პატარა ბავშვივით იკითხა
უტამ.

-ოე, რომეო, დამშვიდდი ცოტა, გული არ გაგისკდეს ბედნიერებისგან.

-აუ, მათე, კარგად ვარ მე და წადი, რა სახლში. ახალი მოყვანილი გყავს ცოლი, საერთოდ
რატომ ტოვებ მარტო?

-მართლა მათე, წადი, კარგადაა უტა ხომ ხედავ? - დაეთანხმა უმცროს ძმას იოანე.

-აუ, თუ არაფერია სერიოზული მართლა წავალ, რა. თორემ მთელი დღეა ჩემი ნინაჩკა არ
მინახავს და ასე მგონია, მოვკვდები. რა მაგარი რამე ყოფილა ეს ცოლ-ქმრობა, ტო, ვეღარ
ვძლებ მის გარეშე! - გაეცინა მათეს, იოანეს მხარზე ხელი დაკრა და პალატა დატოვა.

-რა გიჟია ეს ბიჭი. რას ვიფიქრებდი ვინმე თუ დააჭკვიანებდა?! - თავი გააქნია უტამ და
გაიცინა. - ორი კვირის წინ ყოფილი ყოფილი შეყვარებული მოიყვანა ცოლად, ხო მოგწონს? -
მიუბრუნდა დანელია მარიამს.

ჯაყელს გაეღიმა. პალატაში სალომე და ბაჩო შევიდნენ, ამ უკანასკნელს შუბლზე ნაკერი ედო.

-შენც კარგად მოგხვედრია! - გაეცინა უტას ბაჩოს შემხედვარე.

-შენთან მაინც ვერ მოვალ. როგორ ხარ, იოანე?

-კარგად, ბაჩო, შენ რას შვები, ჩემი გიჟი ძმის ხელში? - ხელი ჩამოართვეს ბიჭებმა ერთმანეთს.

-რა ვიცი, როგორც ხედავ ფორმას არ ვკარგავთ მომავალი ექიმები! - გაეცინა ბაჩოს.

-თუ ყველაფერი კარგადაა, წავიდეთ სახლში, თორემ დავიღალე უკვე. - დაიწუწუნა უტამ.

-მართლა წავიდეთ, მიდი, ჩაიცვი, გარეთ დაგელოდებით...

-აუ, ბავშვებო, მე წავალ, რა. თორემ დავაგვიანე ისედაც სახლში და არ მინდა პრობლემები,
ხვალ გნახავთ! - დაემშვიდობა მაშო მეგობრებს და კიბეებისკენ გაემართა.
-მარიამ, ერთი წუთით მომიცადე! - საფეხურებზე შეაჩერა გოგონა იოანეს ხმამ.

-გინდოდა რამე? - ცივად ჰკითხა მაშომ მამაკაცს და გზა გააგრძელა.

-მადლობა მინდოდა მეთქვა, მოსვლისთვის.

-უტა ჩემი მეგობარია, რატომ არ უნდა მოვსულიყავი?!

-მარიამ, ერთი წამით გაჩერდი, რა!

ჯაყელი შეჩერდა და იოანესკენ შებრუნდა.

-გისმენ...

-უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ვიცი, რასაც ფიქრობ ჩემზე და ჩემს ძმაკაცებზე, ნუ
ძმაკაცზე, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ცდები. და კიდევ, ვიზიარებ შენს მწუხარებას, ვიცი,
რომ არ დამიჯერებ, მაგრამ მაინც მინდა, იცოდე.

-კარგად დაფიქრდი, ნუთუ მართლა იზიარებ ლუკა ჯაყელის მზუხარებას?! - ირონიულად


ჩაეცინა მარიამს.

-მე არ მითქვამს, რომ მის მწუხარებას ვიზიარებ, მხოლოდ შენ გახსენე.

-და მე რით დავიმსახურე ეგ პატივი? - ცინიკას არ იშორებდა გოგონა.

-უბრალოდ დაიმსახურე. თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი ძმისთვის ასეთი ახლობელი ხარ.
ჩემთვის კი ჩემი ძმა იმაზე ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ვინმეს შეიძლება ეგონოს!

მაშო ერთხანს დააკვირდა მის წინ მდგარ მამაკაცს. გულწრფელი ჩანდა დანელია. ისე ენდო
და დაიჯერა მისი ნათქვამი, ვერც გააცნობიერა.

-მადლობა. - ამოიჩურჩულა უნებლიედ ჯაყელმა და თავი დახარა.

იოანეს გაეღიმა. მის თვალში ახლა მარიამი ისეთი ლამაზი იყო, უნდოდა ხელები მოეხვია და
გულში ჩაეკრა.

-ასე ჯობია, ქალბატონო მარიამ. სიმკაცრე ყოველთვის კარგი არ არის...

მაშომ უცებ აწია თავი და სახე დაალაგა.

-კარგად იყავი, იოანე. უტას უთხარი, რომ ხვალ შევეხმიანები. - ესღა თქვა და სწრაფად
ჩაირბინა კიბეები.

დანელიას გაეღიმა და მოაჯირს დაეყრდნო.

-ღმერთო, რა ჯანდაბა მჭირს?! რაღა მაინცდამაინც ის?! რაღა მარიამ ჯაყელი?! - ხმამაღლა
ჰკითხა საკუთარ თავს და თავი დახარა.
მთელი გზა აფორიაქებული იყო მარიამი, მაგრამ ვერ ხვდებოდა - რატომ. იოანეზე ფიქრები
აეკვიატნენ, უფრო სწორად კი, მთლიანად უტას საახლობლოზე ფიქრები. მისთვის და
ეკატერინესთვის ახვლედიანებიც და მათი საახლობლოც ერთი დიდი აკრძალული ნაწილი
იყო, რომელზეც არც ლაპარაკი შეიძლებოდა და არც კითხვის დასმა. ბავშვობიდან მათდამი
სიძულვილით იზრდებოდნენ, ბავშვობიდან აგონებდნენ, რომ ახვლედიანები არ იყვნენ
კარგი ადამიანები. შეიძლება სასაცილოცაა, მაგრამ მაშო ვერც წარმოიდგენდა, რომ ისინიც
უბრალო ადამიანები იყვნენ. ისევე ხუმრობდნენ, იცინოდნენ, ტკიოდათ, ტიროდნენ და
ზრუნავდნენ ერთმანეთზე, როგორც მის ოჯახში. ისევე უყვარდებოდათ, ოჯახდებოდნენ,
ბრაზობდნენ, ეჭვიანობდნენ და განიცდიდნენ, როგორც რიგითი ადამიანები. მათეს, იოანესა
და უტას დამოკიდებულებამ, ერთმანეთისადმი, რაღაც ახალი და განსხვავებული შეიტანა
მის ცხოვრებაში და თითქოს ყველაფერი თავდაყირა დააყენა. არა თუ ჩვეულებრივ,
სასიამოვნო ადამიანებადაც კი მოეჩვენა ანდრეას მეგობრები. როგორ დაეჯერებინა, რომ მათ
შეიძლებოდა ქონოდათ რაიმე ბრალი დათუნას სიკვდილში? როგორ დაეჯერებინა?!

სახლის კართან თორნიკე შეეჩეხა. იმდენად გაეხარდა მისი დანახვა, სიხარულის დამალვა
არც უცდია. არც მამაკაცი ჩანდა გულგრილი. „თავისი მაშოს“ დანახვისთანავე გაუბრწყინდა
თვალები და მაგრად მოეხვია გოგონას.

-როგორ ხარ, მაშო? დიდი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი...

-კარგად ვარ, შენ?

-რა მე? მე რა ვიცი, ვარ რა, ნორმალურად. ამ შუაღამისას რატომ ბრუნდები სახლში?! - უცებ
გამკაცრდა არველაძე, როცა გააცნობიერა, რომელი საათი იყო.

-ოჰ, დაბრუნდა ძველი თორნიკე! - გაეცინა მაშოს. - მეგობართან ვიყავი და ცოტა


შემაგვიანდა.

-დავითი ხომ გახლდა თან?!

-რა თქმა უნდა, მის გარეშე აბა როგორ?! - ცინიკურად ჩაეცინა ჯაყელს.

-ამ ბოლო დროს ვეღარ გაქცევ ყურადღებას, ბევრი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი და
ვეღარ ვიცლი, მაგრამ არ გეგონოს, რომ არ გაკონტროლებ!

-ნუ ღელავთ, ბატონო თორნიკე, ცუდს არაფერს ვაკეთებ...

-ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ და ცუდს რატომ გააკეთებ? - გაეცინა თორნიკეს და თავზე აკოცა
მაშოს.

-შენი არ ვარ. - წყენით და პროტესტით ჩაილაპარაკა მარიამმა.

არველაძე გოგონას მოშორდა და თვალებში ჩახედა.

-ჩემი ხარ, მაშო... მარტო ჩემი ხარ! - ლოყაზე აკოცა ჯაყელს და ხელით წასვლისკენ უბიძგა. -
სახლში შედი და დაიძინე, გვიანია უკვე! - ესღა უთხრა და სწრაფად აორთქლდა იქიდან.
მაშო ერთხანს იდგა და მის სიტყვებზე ფიქრობდა. რა უნდოდა თორნიკეს მისგან?! რას
მოითხოვდა?! რას მოელოდა?! ან ეს უეცარი დათბობები რა იცოდა ან მერე ისევ უფროს ძმად
გადაქცევები?! აწვალებდა მარიამს, ძალიან აწვალებდა მისი საქციელებით, რომლებზეც
პასუხი გოგონას არასდროს ჰქონდა და ძიებითაც დაღლილიყო.

ლოყაზე მოისვა ხელი. იმ ადგილას, სადაც მისი მწველი ტუჩები შეეხნენ. თვალები მინაბა და
წამით თავი მის გვერდით წარმოიდგინა. უეცრად, ყოველგვარი დაგეგმვისა და გააზრების
გარეშე, თორნიკეს სილუეტი იოანემ ჩაანაცვლა. მისმა გონებამ დაუკითხავად მიიღო ეს
გადაწყვეტილება.

მარიამმა მაშინვე ჭყიტა თვალები - შეცბა. ასე არასდროს დამართნია, თორნიკეზე ფიქრები
მისთვის ხელშეუხებელი იყო, არასდროს შეჭრილა მასში სხვა ვინმე.

რას ნიშნავდა ეს?

თან ვინ? - იოანე დანელია...

განგაშის ზარი ატყდა მის გონებაში, გულმაც გამალებით დაიწყო ძგერა. თავს ყოველგვარი
ფიქრის გაფანტვა უბრძანა და სწრაფად აირბინა საძინებლამდე მიმავალი კიბეები. საწოლზე
დაემხო და ჭერს გაუშტერა თვალი. ღრმად ამოიხვნეშა და თვალები დახუჭა. ფიქრებში
ჩაეძინა. დაღლილობამ, კლუბის გამაყრუებელმა მუსიკამ, ალკოჰოლმა და უტას გამო
ნერვიულობამ თავისი გაიტანა და მკვდარივით ჩაეძინა. ტანსაცმლით წამოწოლილს.

ჩაბნელებული ოთახი ტელეფონის ეკრანის მკრთალმა სინათლემ გაანათა. საწოლში მწოლი


მამაკაცის მშვიდ ფშვინვას კი მისი გულისწამღები წრიპინი შეერწყა.

ამოიზმუვლა და გვერდი იცვალა. მობილური არ გაჩერებულა. ყველაზე მეტად ვერ იტანდა,


როცა ძილში ხელს უშლიდნენ. ამ დროს მზად იყო წამომხტარიყო და დაუფიქრებლად
გამოესალმებინა სიცოცხლეს მისი „სიზმრების დამფრთხობი“.

ზანტი მოძრაობით დაწვდა ტუმბოზე დადებულ ტელეფონს და ისე მიიდო ყურზე,


ეკრანისთვის არც დაუხედავს.

-გისმენთ! - ძილისგან დაბოხებულმა ხმამ გაიჟღერა ოთახში.

-ანდრეა, დუდა ვარ გაგაღვიძე, ვიცი, მაგრამ საქმე მაქვს!

-დუდა?! მოხდა რამე?

-დღეს მივფრინავ. ახლა აეროპორტში ვარ, მაგრამ ჩემი რეისი ორი საათით გადაიდო,
ლაპარაკი მინდა შენთან და მინდა, რომ მოხვიდე.
-ახლა მოვიდე?! რა საქმე გაქვს ამისთანა, ახლა რომ მიბარებ? რამე სერიოზულია? - თვალები
მოიზილა ახვლედიანმა.

-დათუნა გასვიანის მკვლელს ეხება საქმე, დაგაინტერესა?!

-გასვიანის?! შენ რა საქმე გქონდა მაგასთან? ან მაგის მკვლელთან?

-მოდი და მოგიყვები ყველაფერს. ოღონდ მალე, თორემ მხოლოდ ორი საათი გაქვს.

-ჯანდაბას! ჩავიცვამ და მოვალ. - საწოლიდან წამოიწია ანდრეა და ძლივს წამოდგა.

-რომ მოხვალ, დამირეკე და შეგხვდები. ხო და კიდევ იცოდე, არავის უთხრა ამის შესახებ!

-მათე და იოანეც არ შეიძლება?

-არა, არც მათ, მხოლოდ შენ!

-კარგი, დამელოდე და მოვალ მალე.

ვერაფერი გაიგო დუდას ნალაპარაკევიდან, მაგრამ რადგან მაჩაბელი ამბობდა, რომ


სერიოზული იყო, ესეიგი, ასეც იყო!

ჩაიცვა, მანქანის გასაღები აიღო და სწრაფად დატოვა წყნეთის სახლი.

ანასტასიას მშვიდად ეძინა. არაფერი ადარდებდა ამ ქვეყნად, რადგან დილით ლექცია არ


ჰქონდა, ამიტომაც შეეძლო დიდხანს ენებივრა საწოლში. მზის სხივები წაეთამაშნენ ლამაზ
ნაკვთებზე და მანაც უმალ დაახამხამა თვალები. გაეღიმა, როგორც კი გაიაზრა, რომ არსად
ეჩქარებოდა. უფრო კომფორტულად მოთავსდა საწოლში და გემრიელად დაამთქნარა.

სრული იდელეა მისი საძნებელი კარის „შეგლეჯვამ“ დაარღვია.

-ანასტასია, გაიღვიძე! - საწოლზე წამოჯდა აჟიტირებული ალექსანდრე.

შეშინებულმა ტასომ მაშინვე ჭყიტა თვალები.

-გადაირიე? რა მოხდა არ დილაადრიან, მშვიდობა გაქვს?

-მშიდობა? რა ვიცი, მგონი! - მხრები აიჩეჩა სანდრომ და გაიცინა.

-რას ნიშნავს, მგონი? რა ხდება, მითხარი!

-მოკლედ, პირდაპირ გეტყვი, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ცოლი უნდა მოვიყვანო!


ანასტასია გაჩუმდა. გამომცდელი მზერით დააკვირდა ბიძაშვილს, რომელიც სრულიად
სერიოზული სახით უყურებდა გოგონას.

-რა უნდა ქნა? - სიცილი ვერ შეიკავა ტასომ.

-ცოლი უნდა მოვიყვანო. რა არის აქ სასაცილო?! - იწყინა ალექსანდრემ გოგონას რეაქცია.

-მოიცადე, მოიცადე. დღეს დილით გაიღვიძე და ასე უბრალოდ გადაწყვიტე, რომ ცოლი
გინდა შეირთო?!

-დღეს დილით, არა! დიდი ხანია უკვე მაგ საკითხზე ვფიქრობ. რა, აღარ არის დრო?

ანასტასიამ სიცილი შეწყვიტა. საწოლში გასწორდა და ამჯერად სერიოზული სახით შეხედა


ბიძაშვილს.

-სანდრო, ასე უცებ რატომ გადაწყვიტე ასეთი სერიოზული საკითხი?

-ვერ გავიგე, უცებ რატომ გადავწყვიტე. ორი წელია მე და ლიზა ერთად ვართ, რომ
დავინიშნოთ, რა მოხდება?! რა არის ამაში ასეთი გასაოცარი?

-სან, შენ ხომ იცი, რომ ლიზა ძალიან მიყვარს? ლიზაც და ვატოც. დიდი ხანია ვიცნობთ
ორივეს და ოჯახივით ვართ, მაგრამ სანდრო... დარწმუნებული ხარ, რომ გიყვარს ეს გოგო?

ალექსანდრე გაჩუმდა. აღტაცებამ მაშინვე გადაუარა, როგორც კი ტასომ სიყვარული ახსენა.

-მითხარი, რატომ გაჩუმდი? საერთოდ ლიზასთვის სიყვარული ახსნილი გაქვს? - ისევ


შეახსენა ანასტასიამ თავი მამაკაცს.

-არა... ასე სიტყვებით არ მითქვამს, მაგრამ მერე რა? - იხტიბარი არ გაიტეხა ახვლედიანმა.

-სან, ხომ კარგად ხარ?! სად წავიდა ჩემი მუდამ სერიოზული ალექსანდრე? ასეთ რამეს
ანდრეაც არ იტყოდა. - გაეცინა ანასტასიას.

-ვერ გავიგე, არასერიოზულია ის ფაქტი, რომ იმ ადამიანთან ერთად ოჯახის შექმნა მინდა,
რომელსაც ორი წელია ვხვდები?

-არა, სანდრო, არასერიოზული უსიყვარულოდ ცოლის მოყვანაა. მითუმეტეს, თუ საქმე


მეგობრის დას ეხება! მე რატომ მახსნევინებ ასეთ რაღაცებს?!

-და საიდან მოიტანე, რომ ლიზა არ მიყვარს? რომ არ მიყვარდეს, მასთან ხომ არ ვიქნებოდი?
მართალია, სიტყვიერად არასდროს მითქვამს მისთვის, მაგრამ ხომ ვაგრძნობინებდი? რა ვქნა,
არ ვარ ეს რომანტიკოსი ტიპი, არ შემიძლია მსგავსი რაღაცები!

-ანუ იმის თქმა გინდა, რომ გიყვარს ლიზა?

-რა თქმა უნდა, მიყვარს, ანასტასია. აბა სულელი ხომ არ ვარ, ტყუილად ვიყო ძმაკაცის
დასთან, ყოველგვარი გრძნობის გარეშე?!

-გრძნობა ერთია, სანდრო და ოჯახის შესაქმნელად საჭირო ძალა, მეორე.


-ვიცი, ანასტასია, რაებს მიხსნი, ანდრეა ხომ არ ვარ?! - გაეცინა მამაკაცს.

-ანუ მართლა სერიოზულად მიიღე ეს გადაწყვეტილება? - საბოლოოდ შეეკითხა ანასტასია


დასარწმუნებლად.

-ხომ მიცნობ? ჰაერზე სიტყვებს არასდროს ვისვრი. - დამაჯერებლად გაეღიმა ალექსანდრეს.

-ირაკლიმ იცის ამის შესახებ? ან ანდრომ?

-მამამ რა თქმა უნდა, იცის, გუშინ საღამოს ვუთხარი. ანდრეასთვის ჯერ არ მითქვამს.
ტელეფონით არ მინდა და ვეღარ მოვიცალე, რომ წყნეთში ავიდე.

-ბიძიას რა რეაქცია ჰქონდა?

-გაეხარდა, რა თქმა უნდა! ხომ იცი, ლიზი ყოველთვის მოსწონდა სარძლოდ! - გაეცინა
სანდროს.

-ხელის თხოვნას როდის აპირებ?

-მომავალ კვირას დაბადებისდღე აქვს და საზეიმოდ ვთხოვ ხელს!

-რომ არ დაგთანხმდეს, რას იზამ?! - ხუმრობაზე გადავიდა ანასტასია.

-ქალბატონო ანასტასია, აბა ერთი კარგად შეათვალიერეთ თქვენი ბიძაშვილი. ვინ უნდა
მითხრას მე, ალექსანდრე ახვლედიანს უარი?! კარგი რა. - გაიჯგიმა მამაკაცი და ჩაიცინა.

ორივეს გაეცინათ.

-მიდი ახლა ჩაიცვი და ჩამოდი სასაუზმოდ, თორემ მარტო მეზარება!

-შენ დღეს არსად არ მიდიხარ?

-კომპანიაში არა, ხოდა წყნეთში ვგეგმავ ასვლას, წამომყვები?

-დიდი სიამოვნებით, მაგრამ დღეს დანელიებთან მივდივარ, უტას უჩხუბია და


შეულამაზებიათ, ნახვა მინდა.

-უჩხუბია? შენ ვინ გითხრა?

-ნაცნობია ჩემი ერთი, ბაჩო, არ იცნობ შენ.

-სერიოზულია რამე?

-არა, ხელი აქვს უბრალოდ თაბაშირში და მცირე ნაკაწრები.

-ვაჰ, ხედავ შენ, მოესწრო იოანეს ბიჭი! - გაეცინა ალექსანდრეს.

-მათეს, იოანესა და ანდრეას ხელში კიდევ ნორმალური რომაა, არ გიკვირს? - გაეცინა


ტასოსაც.

-ეგეც მართალია! კარგი, წავედი მე და ჩამოდი, იცოდე, არ მალოდინო და არ დამტოვო


მშიერი.
-თხუთმეტ წუთში ქვევით ვარ! - გასძახა გოგონამ ოთახიდან გასულ სანდროს და
ლოგინიდან წამოდგა.

მარიამის დილა უღიმღამოდ დაიწყო. ოჯახმა ერთად ისაუზმა, მაგრამ არა ისე, როგორც
ადრე, სიცილითა და ჟრიამულით, არამედ ჩუმად და მდორედ. ყველა გულმოდგინედ
ჩასცქეროდა თავის თეფშს და მხოლოდ აქა-იქ თუ აკეთებდნენ კომენტარებს.

ლუკა სწრაფად ჭამდა, ჩქარობდა. დემეტრე, შიგადაშიგ, გახედავდა ვაჟიშვილს და


მცირეხნიანი დაკვირვების შემდეგ, ისევ თავის თეფშზე გადაჰქონდა მზერა.

მარიამს ძალიან არ მოსწონდა ძმის ბოლოდროინდელი „დაკავებულობა.“ სახლში


ძირითადად არ იყო. როცა იყო, მაშინაც კაბინეტში ბიჭებთან ერთად ჩაკეტილი. ფაქტი იყო,
რომ რაღაცას გეგმავდნენ და ეს ძალიან აშინებდა გოგონას. კარგად იცოდა, დათუნას
სიკვდილს ასე უკვალოდ არ ჩაატარებდნენ, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რას გეგმავდნენ ისინი.

ლუკამ ბოლო ლუკმაც გადაუშვა ყელში და წამოხტა.

-დღეს არ მოვალ სახლში და იცოდეთ. არ მელოდოთ! - დაუბარა ოჯახისწევრებს და კარისკენ


გაემართა.

-ლუკა! - შეაჩერა მიმავალი დემეტრეს ხმამ.

ჯაყელი მაშინვე გაჩერდა და შებრუნდა.

-ფრთხილად იყავი! - მხოლოდ ეს თქვა უფროსმა ჯაყელმა და თვალი-თვალში გაუყარა


შვილს. თითქოს აგრძნობინაო დანარჩენი სათქმელი.

მარიამს ტანში გასცრა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ქეთევანი კი, როგორც ბოლო დროს, ახლაც
თავისთვის იჯდა.

ლუკამ თავი დაუკრა მამას და ნელი ნაბიჯით დატოვა სასადილო ოთახი. საუზმე ჩვეულ
რეჟიმში გაგრძელდა. ხმა მეტად არავის გაუღია.

შუადღემდე გასტანა მისმა ღელვამ. ჯერ იფიქრა, ელენეს დავურეკავო, მაგრამ უსაფუძვლოდ
მიიჩნია მისი ანერვიულება. შემდეგ მაინც თორნიკეს ნომერი აკრიფა.

-გისმენ მაშო, მოხდა რამე? - უმალ უპასუხა არველაძემ.

-თორნიკე, სად ხარ? - ნერვიულად დაიწყო საუბარი გოგონამ.


-სამსახურში ვარ, მაშო. რა იყო, რატომ მეკითხები? - ჩაეცინა მამაკაცს.

-არა...უბრალოდ... მინდოდა მეკითხა, ხომ არ იცი ჩემი ძმა სად არის?

-ლუკა? - თორნიკე წამით გაჩუმდა. არ მოეწონა მარიამს ეს პაუზა. - რაღაც მნიშვნელოვანი


შეხვედრა ჰქონდა დღეს, კონტრაქტს აფორმებს, თუ რაღაც. საღამოს ლოპოტაზე მიდის
აღსანიშნავად, რამდენადაც მე ვიცი. - დინჯად გასცა პასუხი თორნიკემ.

-თორნიკე... არ მატყუებ?

-რატომ უნდა გატყუებდე, მაშო? ხომ კარგად ხარ? - ჩაეცინა მამაკაცს.

-კი... არა, უბრალოდ არ უთქვამს სად მიდიოდა და... რა ვიცი, ავნერვიულდი..

-მაშო, შენს ძმას ხომ იცნობ? არასდროს იბარებს, სად მიდის და რას აკეთებს. არ ინერვიულო,
ყველაფერი რიგზეა!

თორნიკეს ხმა იმდენად დამაჯერებელი ეჩვენა მარიამს, მეტად აღარ ჩაკირკიტებია ამ თემას.

-კარგი მაშინ, აღარ შეგიშლი ხელს.

-ხელს არ მიშლი!

მაშოს უნებურად გაეღიმა. ესიამოვნა მისი მხრიდან ეს მცირე ჟესტი.

-კარგი, კარგი, წავედი, საქმიანი კაცი ხარ მაინც, აღარ მოგაცდენ! - გაეცინა ჯაყელს და
ტელეფონი გათიშა.

დამშვიდდა. როგორც ყოველთვის, დაამშვიდა და დაარწმუნა თორნიკეს სიტყვებმა. მშვიდად


ჩაიცვა, მოემზადა და უნივერსიტეტისკენ აიღო გეზი.

ალექსანდრემ ეზოში შეიყვანა მანქანა. გადასვლისას ერთ-ერთ მსახურს მიაჩეჩა გასაღები და


სახლში შევიდა. სამზარეულოდან ნანას და ანდრეას ხმები ისმოდა, მანაც სწორედ იქით აიღო
გეზი.

-უი, სანდრო, შვილო, რა კარგია, რომ მოხვედი! - სამზარეულოში შესვლისთანავე შეეგება


მამაკაცს ნანა.

სანდრომ თბილად გაუღიმა მოსამსახურე ქალს.

-ბატონო ალექსანდრე, დიდი პატივია, გვითხარით, რით დავიმსახურეთ?! - ირონიული


ღიმილით გადაეხვია ანდრეა ძმას.

-დედას ნახვა მინდოდა. თან შენთანაც დალაპარაკება მინდა.


-თუ ისევ იმ სახლში დაბრუნება უნდა მთხოვო, ტყუილად ცდილობ, მე ჩემი პასუხი ვთქვი
უკვე! - ხმა გაუმკაცრდა უფროს ახვლედიანს.

-არა, სხვა თემაზე მინდოდა დალაპარაკება, მაგრამ ჯერ დედას ვნახავ.

-ბაღშია, მიბრძანდი და ნახე! - გაეცინა ანდრეას და ძმას გზა დაუთმო.

სასტუმრო ოთახში იჯდა, როცა სანდრო შევიდა ოთახში და მის წინ დაიკავა ადგილი.

-უკეთესად გამოიყურება. - სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა და ანდრეას შეხედა.

-აღარ მერჩის და აღარ ბრაზდება. შეტევებიც უფრო იშვიათად აქვს. - მშვიდად თქვა ანდრეამ
და საზურგეს მიეყრნო. - გისმენ, რა საქმე გქონდა?!

-ცოლი მომყავს, ანდრეა! - არც აცია არც აცხელა, პირდაპირ თქვა სათქმელი ალექსანდრემ.

უფროს ახვლედიანს გაეცინა.

-სერიოზულად ამბობ?!

-ხუმრობის რა მეტყობა? ან ეგ რა სახუმარო თემაა?! - გაბრაზდა სანდრო.

-ლიზიკოს ირთავ ცოლად?

-არა ჩვენს მეზობელ, ცირას! ლიზას აბა, სხვა ვის?!

-კარგი, ნუ ბრაზდები, ვიკითხე უბრალოდ.

-მორჩი სიცილს!

-კარგი ხო. პირველი რეაქცია ხომ იცოდი, რომ ესეთი მექნებოდა? როდის გადაწყვიტე?

-დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობ და გადავწყვიტე. მომავალ კვირას დაბადებისდღე აქვს და


ხელსაც მაშინ ვთხოვ.

-ვახ, გამაკვირვე, ჩემო ძმაო! დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ცოლი?

-რა ბავშვივით მელაპარაკები? მინდა აბა, რომ არ მინდოდეს, კი არავინ მაძალებს?!

-რატომ ბრაზდები, ვერ ვხვდები, გეკითხები უბრალოდ...

-ერთადერთი ძმა გეუბნება, რომ ცოლი მოყავს, უფრო სერიოზულად ვერ მოიქცევი?!

-რა გავაკეთო, სანდრო, ჩამოვრეკო სანათესაოში და ყველას მოვდო ეს ამბავი?! - გაეცინა


ანდრეას.

-კაცი ვერ დაგელაპარაკება შენი ღლაბუცის გარეშე, რა!

-მამამ იცის?
-გუშინ ვუთხარი, გაეხარდა.

-აბა რა! მოესწრო ბიჭი, როგორ არ გაეხარდებოდა, სასახელო ვაჟკაცი ხარ!

-ანდრეა, არ არის საჭირო ამდენი ცინიზმი, მის მიმართ. ჩემი ხათრით მაინც.

-კარგი, არ ინერვიულო, არაფერს გავაფუჭებ! სცენებს არ მოვაწყობ, პატიოსან სიტყვას


გაძლევ! - გაეცინა ახვლედიანს.

-რაღაც დაღლილი სახე გაქვს. გამოუძინებელი ხარ, თუ ნაბახუსევი გაქვს?! - ძმას დააკვირდა
სანდრო.

-ცუდად მეძინა უბრალოდ წუხელ! - სწრაფად მოჭრა პასუხი ანდრეამ და წამოდგა.

-საით გაგიწევია?

-დანელიებში მივდივარ. უტა ბიჭმა ივაჟკაცა გუშინ! - გაეცინა ახვლედიანს.

-ხო, ტასო მეუბნებოდა დღეს. მგონი, ახლა მათთანაა.

-მართლა? ძალიან კარგი, ჩემს გოგოსაც ვნახავ!

-მოდი, მე წაგიყვან და ბარემ მეც ვნახავ ამ უტას, რომ შეუყარეთ ერთი ამბავი! - გაეცინა
ალექსანდრეს და წამოდგა.

-იმედი მაქვს, ტარება ისწავლე, სიკვდილი ნამდვილად არ მინდა! - შეიცხადა ანდრეამ და


იქამდე გავარდა კარში, სანამ ნასროლი ბალიში მოხვდებოდა.

ლექციები დასრულდა. ბაჩო, სალომე და მარიამი ამ უკანასკნელის მანქანაში ჩასხდნენ და


უტას სახლისკენ აიღეს გეზი. უნდოდათ, მოენახულებინათ წინა დღით დაშავებული.

კარი იოანემ გააღო და ღიმილით შეეგება ძმის მეგობრებს. თუმცა როგორც კი მარიამს
გაუსწორა მზერა, სულ სხვანაირად აუციმციმდა თვალები.

-სად არის შენი ჩხუბისთავი ძმა? - სიცილით გაემართა მისაღებისკენ ბაჩო.

-ყვავმა ყვავს უთხრაო! - სიცილით გამოსძახა სასტუმრო ოთახიდან უტამ.

-უტა, როგორ ხარ? ხომ არაფერი გაწუხებს? - ოთახში პირველი სალომე შევიდა და მაშინვე
დანელიას მივარდა.

უტას, მარიამს და იოანეს გაეღიმათ გოგონას ქმედებაზე, მაგრამ არაფერი შეუმჩნევიათ.


-კარგად ვარ, სალი, ნუ ნერვიულობ! საერთოდ, ძალიან მიბუქებთ ამ ერთ თაბაშირს და
ნაკერს თავზე.

-კი არ გიბუქებენ, ღელავენ შენზე, ბიჭო! - უმცროს ძმას შეუბღვირა იოანემ.

-ნუ კარგი ხო, ვაფასებ თქვენს „თავდადებას,“ მეგობრებო! - გაეცინა უტას. - იოანე, მიდი რა
შენი საფირმო ყავა მოამზადე! - თვალი ჩაუკრა ბიჭმა უფროს ძმას.

-საფირმო ყავა გაქვს? - გაეცინა სალომეს.

-მთელ ქალაქშია ცნობილი. აგერ მარიამი დამეთანხმება, რომ გემრიელია. - მაშოზე ანიშნა
ღიმილით უმცროსმა დანელიამ.

-ხო... მართალია, მართლა გემრიელ ყავას აკეთებს იოანე. - დაბნეულად ამოილაპარაკა


ფიქრებში წასულმა გოგონამ და გაიღიმა. - უტა, წყალი დამალევინე, რა.

-გაყევი ჩემს ძმას და დაგალევინებს.

მარიამი წამოდგა და იოანესთან ერთად დატოვა ოთახი. თავს უცნაურად გრძნობდა. თითქოს
თავი ტკიოდა და თან არ ტკიოდა. ფორიაქობდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რატომ. გული ცუდს
უგრძნობდა, მაგრამ თორნიკემ ხომ უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო?! მაშ რაღა
ანერვიულებდა?!

-მარიამ, კარგად ხარ? - ფიქრებიდან იოანეს ხმამ გამოიყვანა.

-რა?!

-კარგად ხარ-მეთქი? თითქოს წამით გაითიშე. გამომართვი ჭიქა.

-მადლობა... არაფერია, კარგად ვარ. ვიცი ხოლმე ასე, ფიქრებში გაფრენა. - მკრთალად
გაუღიმა მაშომ მამაკაცს.

-მეოცნებე ხარ? - გაეცინა დანელიას.

-ყველა ადამიანი მეოცნებე, მეტნაკლებად.

-მე არ ვარ! არასდროს მქონია ცხოვრებაში მაგის ფუფუნება.

-დავიჯერო არასდროს გდომებია ცხოვრებაში ისეთი რამ, რაც მიუღწეველი იყო შენთვის? -
ჩაეცინა მარიამს და იდაყვებით სამზარეულოს ბარს დაეყრდნო.

-როდესაც მშობლების გარეშე, სრულიად მარტო გიწევს საკუთარი თავის და უმცროსი ძმის
ფეხზე დაყენება, მიუღწეველი არაფერი უნდა არსებობდეს შენთვის. - ზედმეტად
გულწრფელი გამოუვიდა პასუხი იოანეს.

მარიამის თვალები წამით მისას შეხვდა. რაღაც დაინახა ჯაყელმა, რაღაც სრულიად
განსხვავებული. სულამდე ჩააღწია და მისი გულის შეტოკებაც შეძლო.
დანელია სწრაფად გამოცოცხლდა და გოგონას ზურგი აქცია. კარადიდან ყავის პაკეტი
გამოიღო და საქმეს შეუდგა.

-კარგი, მე ხელს აღარ შეგიშლი შენი ყავის მომზადებაში, ბავშვებთან დავბრუნდები. -


გაუღიმა მარიამმა მამაკაცს და სამზარეულო დატოვა.

თვითონაც არ იცოდა, რატომ ექცეოდა იოანეს ასე მეგობრულად. ალბათ იმიტომ, რომ
მისგანაც ვერ გრძნობდა, რაიმე ვერაგულს. მერე რა, თუ ანდრეა ახვლედიანის ძმაკაცი იყო?
ვერასდროს დაიჯერებდა, რომ დანელიას რაიმე საერთო შეიძლებოდა ქონოდა რომელიმე
მკვლელობასთან. უბრალოდ ენდობოდა მამაკაცს. არ შეიძლებოდა, რომ უტას უფროსი ძმა,
რომელსაც მის აღზრდაში უდიდესი როლი ჰქონდა, ბოროტი ან ცუდი ადამიანი ყოფილიყო.
ამის წარმოდგენაც კი უჭირდა.

მისაღებ ოთახში დაბრუნდა და მეგობრებს შეუერთდა. უტა რაღაცას ყვებოდა და სალომეც


გულიანად იცინოდა. ბაჩომ თვალებით ანიშნა მაშოს მათზე და ორივემ ჩაიცინა.

-რაზე იცინით ასე გულიანად? - ღიმილით იკითხა ჯაყელმა და ბაჩოს გვერდით დაიკავა
ადგილი.

-ჩემს გერმანელ პროფესორზე ვუყვებოდი, იოჰანზე. ხომ გახსოვს? მოყოლილი მაქვს


შენთვის. - სიცილით გასცა პასუხი უტამ.

-ორი ლექცია კაცი რომ გეგონა და ქალი აღმოჩნდა? - ჩაეცინა მარიამს.

-ხო, ხო, მაგაზე!

-აუ, წარმოიდგინეთ ბატონ თამაზზე რომ გავიგოთ, ქალია! - წამოიძახა ბაჩომ სიცილით.

-ქალბატონო თამაზ, ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის! - ხმა დაიწვრილა დანელიამ.

ყველას გაეცინა.

-თამაზი ქალზე უფრო ლამაზად ჟღერს რაღაც. ჩემს შვილს უნდა დავარქვა, გოგოს... -
სერიოზულად ჩაილაპარაკა სალომემ.

-მოდი, შენ თამაზი დაარქვი, მე გურამს დავარქმევ! - „მოუწონა“ დაქალს იდეა მარიამმა.

ოთხივემ გულიანად გადაიხარხარა.

-რა გვეშველება ამხელა ექიმ ხალხს. - თავი გააქნია ბაჩომ.

-ჩვენს პროფესიაში ყველაზე მთავარი იუმორია, ჩემო ბაჩანა! - გაეცინა უტას.


ცოტა ხანში იოანეც დაბრუნდა და ყავა მოიტანა. გემრიელად შეექცეოდნენ და ათას რამეზე
საუბრობდნენ, სანამ კარზე ზარი დარეკეს. იოანე მაშინვე წამოდგა და სტუმრის შესახვედრად
გაემართა. ცოტახანში ყველამ გაიგო დერეფნიდან მომავალი ნაბიჯებისა და საუბრის ხმა.
კარში იოანე გამოჩნდა, რომელსაც თან ახალგაზრდა, უტას ასაკის ლამაზი გოგონა ახლდა.

-უტა, კიდევ ერთი მნახველი გყავს. ნახე, როგორ განებივრებენ? - სიცილით მიმართა
უფროსმა დანელიამ უმცროსს და ტასო შეატარა ოთახში.

მარიამმა იქით გაიხედა, სადაც ანასტასია იდგა. მათი მზერები ერთმანეთს შეხვდა. რა თქმა
უნდა, ორივემ გადასარევად იცოდა ერთმანეთის ვინაობა. რა თქმა უნდა, ორივე დაიბნა.
ერთად მოხვდნენ, ერთ ოთახში, მარიამი და ანასტასია, ჯაყელი და ახვლედიანი...

-ეს ვინ მოსულა, ჩემ სანახავად, ყველაზე უნამუსო ადამიანი, უნამუსოთა შორის! - ფეხზე
წამოიჭრა გახარებული უტა და მეგობარს გადაეხვია. - რა იყო, აუცილებლად თავი უნდა
მომეკლა, რომ გაგხსენებოდი?!

ანასტასიამ მზერა მოწყვიტა მაშოს და დანელიას გაუღიმა.

-ვერ გავიგე, მარტო მე ვიყავი ვალდებული?!

-ოხ, რა ცუდი გოგო ხარ! მომენატრე, ტასიკო, ძალიან მაგრად!

-მეც მომენატრე, უტიკ, მეც! - გაეცინა ახვლედიანს.

-ეგ სახელი მოაშორე! - გაბრაზდა უტა. ტასოს და იოანეს გაეცინათ.

-არ მეგონა, მნახველები თუ გყავდა, სხვა დროს მოვიდოდი...

-რატო ვითომ, ძლივს მოხვედი და მოდი, გაგაცნო ჩემი ჯგუფელები და მეგობრები. მოკლედ,
გაიცანი, ეს სალომეა, ეს ბაჩო, გაქვს მისი ცნობის პატივი უკვე, ეს კი... - მარიამთან უტა შედგა.
ახლაღა გაიაზრა, რომ ჯაყელი და ახვლედიანი ყავდა ერთ ოთახში. - ეს მარიამია... ჩემი
უახლოესი მეგობარი! - „უახლოესს“ ხაზი გაუსვა ბიჭმა, თითქოს ტასოს აგრძნობინა, რომ
მაშო ახლობელი იყო.

-სასიამოვნოა, მე ანასტასია ვარ... ახვლედიანი... - დაამატა ცოტა ხნის შემდეგ და


უხერხულად გაუღიმა დამხვდურებს. მათკენ დაიძრა და რიგ-რიგობით ჩამოართვა ხელი
ჯერ სალომეს, ხოლო შემდეგ ბაჩოს.

მარიამთან მისვლისას შედგა. რა უნდა ექნა? - რა თქმა უნდა, მასაც გაუწოდა ხელი.
ახვლედიანების მტკიცე ხასიათი არ დაკარგა და თვალი გაუსწორა მტრის შვილს.

ჯაყელმა გამოწვდილ ხელს დახედა. წამით ყველა გაჩუმდა და დაიძაბა ოთახში. ახვლედიანი
და ჯაყელი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. ერთ სახლში, ერთ ოთახში, ყოველგვარი დაცვისა
და იარაღის გარეშე, გამოწვდილი ხელით...

მარიამმა აღარ დააყოვნა და მანაც გაუწოდა თავისი ხელი გოგონას.


ჯაყელებისა და ახვლედიანების წარმომადგენლებმა იმ წუთას ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.
საოცარი სანახავი იყო. მერე რა, რომ ისინი არ ერეოდნენ ამ ომში? მერე რა, თუ ახლა მათ
ადგილას ლუკა და ანდრეა ან ბექა და ალექსანდრე არ იყვნენ? ისინიც ხომ ამ ორი გვარის
წარმომადგენლები იყვნენ? ისინიც ხომ ერთმანეთზე გადამტერებულ ოჯახებს
ეკუთვნოდნენ?!

დენდარტყმულივით მოშორდნენ ერთმანეთს და პირისპირ დაიკავეს ადგილები. უტამ და


ბაჩომ მაშინვე საუბარი წამოიწყეს, რათა დაძაბულობა განემუხტათ.

იოანე კარის ჩარჩოს იყო მხრით მიყრდნობილიდა იდუმალი ღიმილით უმზერდა მარიამს.
მერე, თითქოს რაღაცაში დარწმუნდაო, კმაყოფილმა დააქნია თავი და ჩაიცინა.

საღამო გაგრძელდა. უტა და ტასო მხიარულად ლაპარაკობდნენ და ძველ დროს იხსენებდნენ.


შიგადაშიგ ჩაერთვებოდა მათ საუბარში ბაჩოც. სალომე წარბშეკრული იჯდა და ისე
ადევნებდა თვალს ახვლედიანი-დანელიას მოცინარ დუეტს. იმდენად თბილად და დიდი
სიყვარულით ეპყრობოდა ეს ორი ადამიანი ერთმანეთს, გაუაზრებლად ეჭვიანობდა ტასოზე.

მარიამი უბრალოდ იჯდა და მდუმარედ აკვირდებოდა ანასტასიას. თავით ცალ ხელს


ეყრდნობოდა, ხელით - სავარძლის სახელურს. აკვირდებოდა დიდხანს, ზედმიწევნით
სწავლობდა ახვლედიანის თითოეულ ნაკვთს, გამოხედვას, მიმოხვრას და ქცევას. გოგონა
ლაღად იქცეოდა უტას გვერდით და თავისუფლად. არადა ანასტასია ხომ სწორედ ის გოგო
იყო, ბექას იარაღს რომ აღუდგა? ანასტასია ხომ ის გოგო იყო იმ ღამით, ნოდარ გამყრელიძის
დაბადებისდღეზე საკუთარი ბიძაშვილი სიკვდილს, ხოლო მისი მკვლელის სტატუსს რომ
გადაარჩინა?! განადგურებული, სასოწარკვეთილი და მოღვარღვარე ცრემლებით რომ
შეევედრა ჯაყელს, არ გაისროლოო?! - სწორედ ის გოგო იჯდა ახლა მის წინ და გულიანად
იცინოდა უტას მონათხრობზე.

მაშოს უეცრად დასცხა, თითქოს სული შეეხუთა. იგრძნო, რომ ოთახიდან გასვლას
საჭიროებდა.

-იოანე, წყალს კიდევ დამალევინებ? - უეცრად წამოიყვირა და მუდარით სავსე თვალებით


გახედა უფროს დანელიას.

იოანემ წამით შეხედა გოგონას, თითქოს მიხვდა, რომ შველას საჭიროებდა და მაშინვე
წამოდგა.

-რა თქმა უნდა, წამომყევი. - გაუღიმა და დინჯად გაუძღვა სამზარეულოსკენ.

შესვლისთანავე ამოიოხრა. არ უნდოდა, დანელიასთან ემოციების შემჩნევა, მაგრამ


მისდაუნებურად მოხდა ასე.

-მართლა გინდა წყალი? - ჩაეღიმა იოანეს და სამზარეულოს დახლს მიეყრდნო.


-არა... არა... უბრალოდ...

-იმ სიტუაციიდან თავის დაღწევა გინდოდა, ვიცი. - ეშმაკურად გაეღიმა დანელიას.

რანაირად მოქმედებდა ეს ბიჭი მარიამზე?! თითქოს სულ იცოდა, რა უნდა ეთქვა და


გაეკეთებინა. მაშოს სულაც არ ეშინოდა მის გვერდით ყოფნის. ნდობა გაუჩნდა მისდამი,
გაცნობის პირველივე წუთებიდან.

არაფერი უთქვამს, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ეზოში გამავალი დიდფანჯრებიანი კარის


წინ გაჩერდა.

-შეიძლება, ცოტა ხნით გარეთ გავიდე? უბრალოდ, სუფთა ჰაერი მჭირდება.

-რასაკვირველია, შეიძლება, ახლავე გავაღებ კარს! - ერთ-ერთ უჯრას დაწვდა იოანე და


გასაღები ამოიღო იქიდან. კარი გაუღო ჯაყელს და გზა გაუთავისუფლა ბაღისკენ.

მარიამი გარეთ გავიდა. ფილტვები სუფთა ჰაერითა და მასთან შერწმული ყვავილების


სუნით აივსო და იქვე, სკამზე ჩამოჯდა. იოანე კარიდან უყურებდა გოგონას. საღამოს,
ჩამავალი მზის ფონზე, საოცრად მოჩანდა მარიამის სახე პროფილში.

რაღაც იგრძნო დანელიამ, რაღაც უსიამოვნო და თან საოცრად სასიამოვნო. რაღაც ისეთი, რაც
იქამდე არასდროს, არცერთ ქალს გაუღვიძებია მასში.

ბედის ირონია იყო, არა? - უამრავ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა: ქართველთან, რუსთან,
უკრაინელთან, გერმანელთან. მოდელთან, მომღერალთან, მოცეკვავესთან, ბიზნესლედისთან
თუ სხვა, მაგრამ არცერთს, არასდროს აუჩქროლებია მისთვის გული ისე, როგორც ამას
მილიარდობით ქალში ის ერთი, აკრძალული აკეთებდა. მაინცდამაინც ის, მარიამ ჯაყელი,
მტრის ბანაკის წარმომადგენელი ახერხებდა მის ჭკუიდან გადაყვანას. მაინცდამაინც მან,
მარიამ ჯაყელმა, დაიდო მის გულში დაუკითხავად ბინა. მას ეკუთვნოდა მისი ფიქრები და
გრძნობები. უამრავში იმ ერთს, აკრძალულ ხილს, ჯაყელს.

ანდრეა და ალექსანდრე ამ უკანასკნელის მანქანაში ისხდნენ და იოანესთან მიდიოდნენ.


სანდრო ჩუმად იყო, დინჯად მართავდა მანქანას და საღამოს გზას გასცქეროდა. ანდრეა,
შიგადაშიგ, აპარებდა მისკენ თვალს, ჩაიცინებდა და ისევ გააბრუნებდა თავს.

-ნერვებს მიშლი უკვე, რას ფხუკუნებ შენთვის მანდ, რა გინდა?! - დაიღალა ალექსანდრე.

-შენს შვილს ჩემს სახელს დაარქმევ? - უცებ კითხა ანდრეამ და გაიცინა.

-იოცნებე! - ჩაეცინა სანდროს. - მეტი საქმე არ მაქვს, ეგღა მინდა, ჩემი შვილიც შენნაირი გიჟი
გამოვიდეს!
-მოიცა, ვერ გავიგე?! შენს შვილზე მაგარი ბიძა არ ეყოლება დედამიწის ზურგზე არავის, რა
ლაპარაკია?! - წარბები შეკრა უფროსმა ახვლედიანმა.

-ტყუილად ლაპარაკობ, არ ვაპირებ ჩემი შვილისთვის ანდრეას დარქმევას.

-შენ დაელაპარაკე ვატოს ხელის თხოვნის თაობაზე?

-ჯერ არა, მაგრამ დაველაპარაკები ამ დღეებში. ვატოსაც და მათ მშობლებსაც...

-ოხ, ჩემი ძამიკო წესების დაცვით აკეთებს ყველაფერს! ნამდვილი ახვლედიანი! -


ირონიულად ჩაეცინა ანდრეას.

-ანდრეა... - უცებ დაიძაბა სანდროს.

-რა?

-მანქანა მოგყვება უკან, მას შემდეგ, რაც გამოვედით.

ანდრეამ სარკეში გაიხედა და მართლაც დაინახა მათ უკან მავალი შავი ფერის ავტომობილი,
დაბურული მინებით.

-ფუ, ამის დედაშ***ცი! აუჩქარე, სანდრიკ, არამგონია პაპარაცების მანქანა მოგყვებოდეს!

ახვლედიანმა მაშინვე მიადგა გაზს ფეხი და რამდენიმე მანქანას აუარა გვერდი, რათა გზა
აებნია მდევარისთვის. თუმცა ამაოდ, მათ მანქანას წინ დიდი ჯიპი დაუხვდა, რომელიც
მთლიანად ხერგავდა გზას. სანდროს სხვა გზა აღარ ჰქონდა და პირველივე შესახვევში
შეუხვია, ჩიხში აღმოჩნდნენ.

-შეგვიტყუეს! გაგვაბეს, მე ამის... - რამდენჯერმე შეიკურთხეს ძმებმა და მანქანიდან


გადავიდნენ.

მათი გადასვლა და ჩიხში მეორე მანქანის შესვლა ერთი იყო. მანქანიდან ბექა და ლუკა
ჯაყელები გადმოვიდნენ.

-სხვას არც ველოდი. - ჩაიფრუტუნა ანდრეამ და ჩაიცინა. - საღამომშვიდობისა, ბატონებო,


რამ შეგაწუხათ? რატომ გვიხერგავთ გზას? - მშვიდად ცადა საუბრის წამოწყება ახვლედიანმა,
მაგრამ ჯაყელები სულაც არ იყვნენ სასაუბროდ მოსულები.

ბიძაშვილმა ჯაყელებმა მაშინვე ამოიღეს იარაღი. ერთმა ერთს, ხოლო მეორემ მეორე ძმას
მიუშვირა.

-სისულელეები არ გვინდა, ბიჭებო. ყველამ კარგად ვიცით, რომ ყველაფრის თავი და თავი მე
ვარ. ალექსანდრე თავის გზაზე წავიდეს და ჩვენ მოვგვარდეთ. - ხელები აღმართა ანდრეამ.

-ანდრეა! - მაშინვე წამოიძახა ალექსანდრემ და ძმას შეუბღვირა.

-აქ სალაპარაკოდ არ მოვსულვართ, ახვლედიანო ნაბი*ვრებო! გვეყო, რაც ვილაპარაკეთ! -


გიჟივით დაიღრიალა ლუკამ და საკეტი გადასწია. - ეს დათუნასთვის! - დაიყვირა და
რამდენჯერმე გაისროლა.
ალექსანდრე მოწყვეტით დაეცა, ანდრეამ რეაგირებაც ვერ მოასწრო.

-ეს ნიკუშასთვის, ნაბიჭვარო! - ამჯერად ბექამ იქუხა და მისმა იარაღმაც არ დააყოვნა.


ლუკასავით, მანაც რამდენჯერმე გაისროლა და ანდრეაც დასცა მიწაზე.

-წავედით! - დაიყვირა კმაყოფილმა ლუკამ და ოლიმპიური სიმშვიდით დაიძრა მანქანისკენ.


ბექა ცოტახანს გაჩერდა, კარგად დააკვირდა სისხლში მოცურავე ძმებს და იგრძნო, როგორ
აღსრულდა მისი ძმის ნება. გადააფურთხა და ისიც მშვიდად მიჰყვა ბიძაშვილს.

მარიამი სკამზე იჯდა, თვალებდახუჭული და ცდილობდა, არაფერზე ეფიქრა. როცა


დარწმუნდა,რომ სიმშვიდეს მიაღწია თვალები გაახილა და ბაღს მოავლო თვალი. წამოდგა
და ყვავილებს მიუახლოვდა. ჩაიმუხლა და ხელით, ძალიან ნაზად და სათუთად შეეხო
ვარდის ფურცლებს.

-მოგწონს?

მარიამი შეკრთა, მაშინვე წამოდგა და შეტრიალდა. იოანე იდგა და ღიმილით უცქერდა


გოგონას.

რაღაც იყო მის ღიმილში, რაღაც საოცარი და ამავდროულად იდუმალი. თვითონაც არ


იცოდა, რატომ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს ეს ღიმილი მხოლოდ მას
ეკუთვნოდა; მხოლოდ მისთვის იღიმოდა იოანე დანელია ასე საოცრად.

-ძალიან ლამაზი და იშვიათი ფერის ვარდია. არასდროს შემხვედრია ასეთი...

-ჩემი საყვარელი ყვავილია. - ოდნავ ჩაეცინა მამაკაცს და სკამზე ჩამოჯდა.

-დეკემბერში როგორ ხარობს, სათბურის გარეშე? - გვერდით მიუჯდა მარიამი ბიჭს.

იოანეს გაეცინა, ალბათ ელოდა ამ კითხვას.

-შეიძლება, რომ მაგ კითხვაზე არ გიპასუხო? - ეშმაკური ღიმილით გახედა იოანემ გვერდით
მჯდომს.

-საიდუმლოა? - გაეცინა მარიამს.

-შეიძლება, ასეც ითქვას!

-კარგი, რადგან ასეა, არ მითხრა. - მხრები აიჩეჩა მაშომ და გაჩუმდა.

-მარიამ... - ძალიან ჩუმად, თითქმის გაუგებრად ამოიჩურჩულა დანელიამ. - მასთან ერთად


ოთახში ყოფნა ცუდად გხდის?
ჯაყელი დაიბნა. არ მოელოდა ასეთ კითხვას. უფრო სწორად, მოელოდა, მაგრამ არა
იოანესგან.

-არვიცი. - ამოიოხრა გოგონამ და თავი დახარა.

-ჩემთან ურთიერთობა გიჭირს იმის გამო, რომ ანდრეა ახვლედიანი ჩემი ძმაკაცია?

-თავიდან მიჭირდა. ვცდილობდი, შენთან ცივად საუბარს და დისტანციის დაჭერას, მაგრამ


არვიცი... რაღაც არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ უხეშად გელაპარაკო ან ცუდი
წარმოდგენა მქონდეს შენზე. ვიცი, რომ გაუგებრად ჟღერს. მეც არ ვიცი, ამას რა ქვია,
უბრალოდ ვგრძნობ, რომ ცუდი ადამიანი არ ხარ...

იოანეს ჩაეცინა.

-ზედმეტად მიმნდობი ხარ, მგონი.

-არ ვარ! ყველაზე და ყველაფერზე მეტად ადამიანის ნდობა მიჭირს. მგონი, არცაა გასაკვირი,
არა?

-ყოველშემთხვევაში, მე ვერ გაგამტყუნებ. - გაეცინა იოანეს.

-იცი, უტა იმდენად კარგია, იმდენად გულწრფელი ადამიანი და კარგი მეგობარია, რომ არ
შეიძლება, შენ ცუდი იყო!

-რადგან მისი ძმა ვარ?

-არა, რადგან მისი აღმზრდელი, მრჩეველი, მეგობარი და გზაზე დამყენებელი ხარ! - გაეღიმა
მარიამს.

-და ანდრეა ახვლედიანის ძმაკაცი რომ ვარ? - მაინც იკითხა იოანემ და ჩაიცინა.

-არ იყო მაგის შეხსენება საჭირო, ისედაც მახსოვდა! - გაეცინა მაშოს.

-ვიცი, რომ რთულია, მარიამ. დამიჯერე, მარტო შენ არ ხარ ამ მდგომარეობაში.

-იოანე... ანდრეა ახვლედიანი... ის მართლა ისეთი საშიშია, როგორსაც ამბობენ?

-შეგიძლო, უბრალოდ გეკითხა, მართლა მან მოკლა, თუ არა შენი ბიძაშვილი და სიძე. -
გაიღიმა დანელიამ. - სიმართლე გითხრა, არ ვიცი. არც მე ვიცი დანამდვილებით რამე, არც
მათემ და არც ვინმე სხვამ. არ ვიცით, რა მოხდა იმ ღამით. არ ვიცით, მოკლა თუ არა ჩემმა
ძმაკაცმა შენი ბიძაშვილი. არავინ იცის და ვერც ვერავინ გაიგებს, იმიტომ რომ ანდრეა
არასდროს იტყვის ამას. არც ის ვიცი, გასვიანი ვინ მოკლა, მაგრამ მთავარი ისაა, მარიამ, რომ
არც მე და არც მათეს ეს არ გვაინტერესებს.

-როგორ? არ გაინტერესებთ თქვენი ძმაკაცი მკვლელია, თუ არა?! - გაოცდა მარიამი.

-არა, რადგან ჩვენთვის ეს არაფერს შეცვლის. მე არ მჯერა და ვერც ვერასდროს დავიჯერებ,


რომ ანდრეას ვინმეს მოკვლა შეეძლო, მაგრამ სიმართლეც რომ აღმოჩნდეს, ჩემთვის ამით
არაფერი შეიცვლება. ანდრეა ჩემი ძმაა, მარიამ. ოჯახისწევრები კი, რაც არ უნდა მოხდეს,
მაინც გვიყვარს.

-რაც უფრო მეტი დრო გადის, ვრწმუნდები, რომ დამღუპველია, მედალს მხოლოდ ერთი
მხრიდან უყურო. უტასთან მეგობრობამ, ამ სახლში ფეხის შემოდგმამ, შენმა გაცნობამ, დიდი
მეტამორფოზა გამოიწვია ჩემში. ბევრი რამის გადაფასება მომიწია და რაც მთავარია, მთავარს
მივხვდი, ყველასთვის ცუდი და ყველასთვის კარგი ადამიანები არ არსებობენ, ამ ქვეყნად...

-მარიამ, შენ გჯერა, რომ ანდრეა მკვლელია?

-მე არ ვიცნობ ანდრეას!

-მაგრამ მე მიცნობ, უტას იცნობ, ასე თუ ისე, მათე და ტასოც იცი, ვინ არიან...

-„მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ“-ის პრინციპით ვერ იმსჯელებ,
იოანე. - ჩაეცინა მაშოს.

-უბრალოდ შემომხედე და მითხარი - შეიძლება თუ არა, რომ ჩემნაირი ადამიანი ისეთ


ადამიანთან ერთად იყოს გაზრდილი, ვინც ქორწილში სიძის ჩაცხრილვას დაუკვეთავს?

მარიამი გაშეშდა. არ იცოდა, რა ეთქვა. უძიროდ ლურჯ თვალებში უყურებდა დანელიას და


მეტყველების უნარს კარგავდა.

-არა... - გაპარული, გადაკარგული, არარსებული ხმით ამოიხავლა ჯაყელმა და ობოლი


ცრემლი მოიშორა თვალიდან.

იოანეს გაეღიმა; გამარჯვებულის კმაყოფილი ღიმილით.

-შენ სხვებს არ გავხარ, მარიამ. შენ უბრალოდ მორიგი ჯაყელი არ ხარ, ვისთვისაც ყველა
ახვლედიანი მტერია.

-ასე რომ იყოს, ახლა აქ კი არა, სასტუმრო ოთახში ვიჯდებოდი, ანასტასიასთან ერთად.

-ყველაფრის თავის დრო აქვს. - გაუღიმა იოანემ გოგონას და საპასუხოდაც იგივე მიიღო.

ისხდნენ და უღიმოდნენ ერთმანეთს. სად იყო მარიამის ფიქრებში თორნიკე, როცა იოანეს
უღიმოდა?! სად იყო საერთოდ სამყარო, როცა იოანეს უძიროდ ლურჯ თვალებში
იკარგებოდა? - ღმერთმა უწყის...

საოცარი იდილეა იოანეს ტელეფონის ხმამ დაარღვია. სწრაფად მოძებნა ჯიბეში მობილური
და უპასუხა.

-გისმენ, მათე! ცოტა ნელა ილაპარაკე ბიჭო, ვერაფერი გავიგე, რა მოხდა? რა?! - ფეხზე
წამოხტა ანერვიულებული იოანე. - ვინ? სად? როდის? რანაირად? - უკვე ყვიროდა დანელია. -
რომელ საავადმყოფოში მიდიხართ მითხარი, მოვალ ახლავე! მანდ ვარ თხუთმეტ წუთში! -
დანელიამ სწრაფად გათიშა ტელეფონი და მარიამს მიუბრუნდა. თვალები ჩაწითლებული
ჰქონდა და ნამდვილ გიჟს გავდა. - შენ ეს იცოდი?! - ამრეზით შეხედა მაშოს.
-რა ვიცოდი? რა მოხდა? - სიცივემ დაუარა გოგონას ტანში.

-შენმა ძვირფასმა ძმამ და ბიძაშვილმა ანდრეა და ალექსანდრე დაჭრეს, გესმის?! სანამ ჩვენ აქ
ვლაპარაკობდით, ისინი სასიკვდილოდ დაჭრეს! იცოდი, მათი გეგმის შესახებ?! შენც ხომ
ჯაყელი ხარ... როგორ არ გეცნოდინებოდა. - თავისთვის ჩაილაპარაკა გამწარებულმა იოანემ
და სწრაფად გავარდა.

მარიამი გონზე ვერ მოვიდა. ვინ დაჭრესო? ვინ დაჭრაო? რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? -
თორნიკემ ხომ უთხრა, ყველაფერი რიგზეაო? მოატყუა?!

სასტუმრო ოთახიდან ტირილისა და ყვირილის ხმა გამოდიოდა. იოანე სწრაფად შევარდა


ოთახში და ატირებული ანასტასია დაინახა, რომელსაც გარშემო გაკვირვებული უტა, სალომე
და ბაჩო ედგნენ.

-გაიგე უკვე?

-ლიზამ დამირეკა. - ამოიტირა ტასომ.

-ჩაიცვი, მივდივართ ახლავე!

-რა ხდება, ხალხო, ჩვენც გაგვაგებინეთ. - იკითხა მომხდარით დაბნეულმა უტამ.

-სანდრო და ანდრეა დაჭრეს, ჩვენთან მოდიოდნენ და მაშინ. - სწრაფად მიაყარა პასუხი


უფროსმა დანელიამ ძმას და ანასტასიასთან ერთად გავარდა კარში.

მარიამი მძიმე ნაბიჯებით შევიდა ოთახში და თავისი ჩანთა აიღო.

-რა ხდება, მარიამ, შენ მაინც აგვიხსენი წესიერად, ვინ დაურეკა ჩემს ძმას?

-ჩემმა ძმამ და ბიძაშვილმა ალექსანდრე და ანდრეა ახვლედიანების მოკვლა ცადეს. -


დაპროგრამებულივით გასცა პასუხი გოგონამ და კარისკენ შეტრიალდა.

-შენ სადღა მიდიხარ, მარიამ, მოიცადე!

-უნდა წავიდე, უტა. უნდა წავიდე. - ამოილუღლუღა და სრაფად გაეცალა იქაურობას.

მთელი გზა დიდ ფორიაქში გალია. ვერაფრით იჯერებდა, რომ მისმა ოჯახის წევრებმა ვინმეს
ესროლეს. მათი გვარი და ოჯახი ხომ ყოველთვის ბრძოლასთან და იარაღის ტრიალთან
ასოცირდებოდა? - მაგრამ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი ძმები ადამიანს
სასიკვდილოდ გაიმეტებდნენ.
„შენც ხომ ჯაყელი ხარ, როგორ არ გეცნოდინებოდა.“ - ამ სიტყვებმა იმდენად ატკინეს გული,
აზრზეც ვერ მოდიოდა. იოანეს თვალში მაშოც ამ გეგმის ნაწილი იყო. და მაინც რატომ
ადარდებდა დანელიას აზრი? - უბრალოდ, საშინლად ადარდებდა და საშინლად ტკიოდა
მისი სიტყვები.

ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და თორნიკეს ნომერი აკრიფა.

-გისმენ, მაშო! - ცოტა ხანში უპასუხა არველაძემ, რომელსაც აშკარად არ ჰქონდა მშვიდი
ტონი.

-სად ხარ?! - ცივად ჰკითხა გოგონამ.

-სახლში ვარ, მოხდა რამე?

-მოვდივარ, დამელოდე! - სწრაფად უთხრა და ტელეფონი გაუთიშა. - დავით, შეაბრუნე


მანქანა და თორნიკესთან წამიყვანე!

ცოტა ხნის შემდეგ უკვე თორნიკეს სადარბაზოს კიბეებზე არბოდა. იმ წუთებში ნამდვილი
ჯაყელი იყო, გაცეცხლებული და მოტყუებული.

კარზე სამჯერ დააბრახუნა და ფეხის ბაკუნით დაელოდა კარის გაღებას.

-რა მოხდა, მაშო? - გაკვირვებით გაუღო კარი არველაძემ.

მარიამმა არ დააყოვნა და გემრიელად უთავაზა მარჯვენა ხელი მამაკაცს.

-მატყუარა ადამიანი ხარ და ის მოხდა! - დაიყვირა ჯაყელმა და კიდევ ერთხელ გააქანა ხელი
გასარტყმელად, თუმცა ამჯერად დაუჭირა თორნიკემ.

-ნუ ყვირი და სახლში შემოდი, სირცხვილია. - ძალით შეათრია სახლში გოგონა და კარი
მიაჯახუნა.

-როგორ მომატყუე ასე უტიფრად?! ხომ დაგირეკე, ხომ გთხოვე, სიმართლე გეთქვა?! ხომ
დამპირდი, არაფერი მოხდებაო? ესაა შენი დაპირება?! - აქეთ-იქით იქნევდა ხელებს
ანერვიულებული მაშო.

-რა მეთქვა, მაშო?! რაც არ არის საჭირო, რომ იცოდე, არც უნდა იცოდე!

-არაა საჭირო, რომ ვიცოდე?! - აღშფოთებით ჩაეცინა მარიამს. - სად არიან ჩემი ძმა და ბექა?!

-შენ საიდან გაიგე ასე უცებ, საერთოდ?!

-გავიგე და მორჩა. რა მნიშნველობა აქვს?! სად არიან?!

-კახეთში წავიდნენ, გეგასთან! მორჩა, სხვა არაფერს გეტყვი! - გაბრაზდა თორნიკე.

-წავიდნენ? რატომ წავიდნენ? გაიქცნენ, თუ ძალიან დაეღალათ ნაღრძობი ტვინები და


დასვენება გადაწვიტეს?! - ცინიკით იყო გაჟღენთილი მაშოს ნათქვამი.
-მაშო, რანაირად ლაპარაკობ?! ვერ გავიგე, რა გაბრაზებს. გული ხომ არ შეგტკივა იმ ორ
ახ*არზე?!

-რა მაბრაზებს?! მაბრაზებს კი არა გაცოფებული ვარ, თორნიკე! ჩემი ძმები უმოწყალოდ
ესვრიან ადამიანებს და სასიკვდილოდ იმეტებენ, ვითომაც აქ არაფერიო. როგორ არ უნდა
ვიყო გაბრაზებული, მითხარი?!

-ვერ გავიგე რას ელოდებოდი, მაშო?! მართლა მითხარი, რას ელოდებოდი სხვას?! რა გეგონა,
დათუნას ამბავს ასე შევარჩენდით ვინმეს?! ნიკუშასთვის არ ვიძიებდით შურს?!
იმსახურებდნენ ახვლედიანები სიკვდილს და მიიღეს კიდეც!

-ასე ლაპარაკი როგორ შეგიძლია, თორნიკე? გული საერთოდ არ გაქვს?! ისინიც ხომ
ადამიანები არიან, მათაც ხომ ყავთ ოჯახისწევრები და მეგობრები, რომლებიც მათზე
ღელავენ?! რატომ უნდა გაიმეტოს ადამიანმა ადამიანი ასეთი ტანჯვისთვის?!

-არ გამაცინო, მაშო. რა ადამიანობაზე მელაპარაკები?! თქვენ არ იყავით ადამიანები?! თქვენ


არ იტირეთ ნიკუშას და დათუნას სიკვდილი?! თქვენ არ იტანჯეთ?! მათ იფიქრეს ამაზე?! მათ
დაიხიეს უკან?! - არა! - იღრიალა გამწარებულმა თორნიკემ.

-არავინ! არავინ იცის, რა მოხდა იმ ღამით, როცა ნიკუშა მოკლეს და არც ის იცის ვინმემ, ვინ
მოკლა დათუნა! ასე ბრმად, ასე ცივსისხლიანად რანაირად შეგიძლიათ?! - დაიყვირა
სასოწარკვეთილმა მარიამმა და სავარძელში ჩაეშვა.

-რა დაგემართა, მაშო? რანაირად ლაპარაკობ? სად გაქრა ნამდვილი მარიამ ჯაყელი. შენ ჩემი
მაშო არ ხარ... - შედარებით მშვიდად თქვა თორნიკემ და მის წინ, მაგიდაზე ჩამოჯდა.

-შენი არც არასდროს ვყოფილვარ და ამ ღამის შემდეგ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც
არასდროს ვიქნები! - კბილებში გამოცრა გოგონამ და ანთებული თვალებით შეეჩეხა
თორნიკეს ჩაწითლებულ თვალებს.

-მე მადანაშაულებ რამეში?! მე ვარ დამნაშავე, რომ ნაბი*ვარმა ახვლედიანებმა ის მოიმკეს,


რაც დათესეს?!

-იქ იყავი, არა? შენც ხომ იქ იყავი... ჩემი ძმის უკან იდგებოდი, როცა ისროდა. ახვლედიანები
უგონოდ ჩაიკეცნენ მიწაზე და შენ კმაყოფილების ღიმილმა გაგირბინა სახეზე, ხომ ასეა?

-მაშო, მტრის დანდობა არასდროს არის კარგის მომტანი. რატომ არ გესმის?!

-იცი, რას გეტყვი, თორნიკე? - გული მერევა! შენზეც, ჩემს ძმაზეც, ბექაზეც, მამაჩემზეც, ჩემს
გვარზეც, ახვლედიანების გვარზეც და ზოგადად, ამ სიტუაციაზეც. არცერთი ხართ
ადამიანები! არც ერთი!

ეს თქვა ჯაყელმა და სწრაფად წამოდგა.

-მაშო, გაჩერდი ორი წუთით, სად მიდიხარ?!


-შემეშვი, საერთოდ! - უკანმოუხედავად უყვირა და სწრაფად გავარდა სახლიდან. კიბეებზე
ჩარბოდა და თან ცრემლებს იწმენდდა. თითქოს ოდნავ სიმსუბუქეს გრძნობდა, ის თქვა რაც
უნდოდა.

მანქანის კარი გამოგლიჯა და სწრაფად ჩაჯდა შიგნით. დავითს ერთი ხელი აუქნია და
ანიშნა, წასულიყვნენ.

გახშირებულად სუნთქავდა და ვერაფრით ირეგურილებდა გულის გამალებულ ბაგა-ბუგს.


ფანჯარაში იყურებოდა და მაქსიმალურად ცდილობდა, ცრემლების შეკავებას. ტელეფონი
ურეკავდა, ელენე იყო. ღრმად ამოიხვნეშა და უპასუხა:

-გისმენ, ელენე...

-მაშო, კიდევ კარგი შენ მაინც რომ მიპასუხე, ლუკას ვურეკავ და არ იღებს, ლამისაა მოვკვდე!
გაიგე რაც მოხდა? - ძალიან ანერვიულებული ჩანდა დევდარიანი.

-კი, გავიგე. - უემოციო ტონით ლაპარაკობდა მაშო.

-სად არიან ლუკა და ბექა, მითხარი, გთხოვ!

-არ ინერვიულო, ელენე, შენი ძვირფასი საქმრო ძალიან კარგადაა. კახეთში წავიდნენ
მოსალხენად! - ცინიკურად და ზიზღით ჩაეცინა გოგონას.

-ძალიან გთხოვ, მაშო... ახლა შენებურები არ დაიწყო.

-ჩემებურები არ დავიწყო? - ჩაეცინა აღშფოთებულ მარიამს. - შენმა საქმრომ სულ მცირე


კაცის მოკვლა ცადა, ელენე. ვილოცოთ, რომ გადარჩნენ ახვლედიანები, თორემ მკვლელებად
იქცევიან ლუკაც და ბექაც!

-მარიამ, ახლა შენს ძმას ვჭირდებით... გთხოვ! - მუდარა გაურია ხმაში ელენემ.

-მაპატიე, ელენე, მაგრამ ჩემს ძმას ამ ქვეყნად არავინ სჭირდება, თავისი იარაღის გარდა.

-ასე ნუ ლაპარაკობ, ეს ყველაფერი ეკატერინესთვის და თქვენი ოჯახისთვის გააკეთა!

-იცავ?! ელენე, ამართლებ მათ საქციელს?!

-მაშო... ლუკამ და ბექამ ის გააკეთეს, რაც უნდა გაეკეთებინათ. სხვანაირად არ შეიძლებოდა...

-ღმერთო ჩემო, საკუთარ ყურებს ვერ ვუჯერებ. - ჩაეცინა მარიამს და თავი ზემოთ აღმართა. -
იცი რას გეტყვი, ელენე? - შენი საქმისა შენ იცი, თუ გინდა დაუდექი გვერდით შენს ძვირფას
საქმროს, მე უბრალოდ შემეშვით! - ესღა თქვა და ტელეფონი გაუთიშა მეგობარს.
სახლის კარი შეგლიჯა და მაშინვე კიბეებს აუყვა, სირბილით. ხმაურზე დემეტრე და
ქეთევანი გამოვარდნენ ოთახებიდან.

-რა მოხდა, მაშო? რატომ ხმაურობ?

მარიამს არაფერი უპასუხია. თავის ოთახში შევარდა და ჩემოდანი გადმოიღო.

-მაშო, არ იტყვი, რა მოხდა? რათ გინდა ეგ ჩემოდანი?

-ცოტახნით მივდივარ, მანგლისში მინდა მარტო ყოფნა. - ჩალაგება დაიწყო გოგონამ.

-რა გიჟივით იქცევიმ მაშო! გვითხარი, რა მოხდა! რას ნიშნავს, მიდიხარ?! - გაბრაზდა
დემეტრე.

-შენც ხომ მშვენივრად იცი, რაც მოხდა, მამა? რატომ მეკითხები?!

დემეტრე გაჩუმდა. ქეთევანმა ახლა მას შეხედა.

-რა მოხდა, დემეტრე? რაზე ლაპარაკობს?

-უთხარი, მამა, დედამაც იცოდეს, რაც გააკეთა მისმა სანაქებო შვილმა!

-მაშო! - წარბები შეკრა დემეტრემ.

-რაზე ლაპარაკობთ, ამიხსენით ვინმემ, რა მოხდა?!

-შენმა ძვირფასმა შვილმა და მაზლიშვილმა, ძმებ ახვლედიანებს ესროლეს, დედა! და მეტად


სავარაუდოა, რომ ახლა ორივე მკვდარია!

-რას ამბობ?! - პირზე ხელები იტაცა ქალმა და თვალები დაჭყიტა.

-ქეთევან... გადი შენს ოთახში და მოვალ ცოტა ხანში. - მშვიდად უთხრა დემეტრემ მეუღლეს,
თუმცა ქალი ადგილიდან არ დაძრულა.

-ახლა სად არიან ბიჭები? - მძიმე ხმით იკითხა და აცრემლებული თვალებით მიაჩერდა
ქალიშვილს.

-არ ინერვიულოთ! კარგად არიან, კახეთში გაიქცნენ გეგასთან. ცოტას დაისვენებენ და


დაბრუნდებიან. - ჩაეცინა ცინიკურად მაშოს და ჩანთაში ბოლო ნივთებიც ჩატენა.

-არსად არ წახვალ, მაშო! იყვირა დემეტრემ.

-მამა, ახლა შენ კი არა, მამაზეციერი ვერ გამაჩერებს. იმიტომ, რომ ამ ადგილას აღარ
შემიძლია გაჩერება. სული მეხუთება და თუ არ წავედი, ნამდვილად გავგიჟდები!

-მაშო...

-გაუშვი, დემეტრე... წავიდეს. - სავარძელს მიესვენა ქეთევანი.


დემეტრე გაიწია და შვილს გზა დაუთმო, მარიამმაც არ დააყოვნა და მაშინვე გავარდა
ოთახიდან.

-რამდენი ხნით წახვალ?

-არ ვიცი. რამდენი ხნითაც დამჭირდება.

-მაშო, ფრთხილად იყავი, იცოდე!

-კარგად იყავით! - ესღა თქვა გოგონამ და კიბეები ჩაირბინა.

გარეთ გავიდა. მძღოლს საკუთარი მანქანის გასაღები გამოართვა და სრულიად მარტო


დაადგა მანგლისისკენ მიმავალ გზას.

იოანემ და ანასტასიამ სწრაფად შეგლიჯეს საავადმყოფოს კარი და დაფეთებულებმა აქეთ-


იქით დაიწყეს თვალების ცეცება. მიმღებს მივარდნენ და ახალგაზრდა გოგონას სწრაფად
მოახსენეს მათი მეგობრების მდგომარეობა.

გოგონამ გულმოდგინედ დაიწყო კომპიუტერში ქექვა; ატირებულმა ანასტასიამ მასზეც


იმოქმედა. როგორც კი იპოვა მათთვის სასურველი ინფორმაცია, მესამე სართულზე
გადაამისამართა ისინი.

დერეფანში კი არ მიდიოდნენ, მირბოდნენ. მანამ არ გაჩერებულან, სანამ ნაცნობ სახეებს არ


წააწყდნენ.

მათე და ვატო აქეთ-იქით დადიოდნენ, ეტყობოდათ, რომ ნერვიულობდნენ. ლიზა


სავარძელში იჯდა, თავი დახრილი ჰქონდა და ჩუმად სრუტუნებდა.

-რა ხდება? სად არიან? როგორ არიან? - მიაყარა კითხვები იოანემ ბიჭებს.

-საოპერაციოში ყავთ ორივე. ექიმებს ველოდებით, ჯერ ჩვენც არაფერი ვიცით.

-როგორ მოხდა? სად მოხდა?

-არვიცით, არაფერი ვიცით. პატრულის თანამშრომელმა დამირეკა მე, ანდრეას


ტელეფონიდან. ვატოს სანდროს ტელეფონიდან დაურეკეს. ვიღაცას უნახავს ორივე
გონდაკარგულები და დაურეკავს სასწრაფოში.

-ოხ, ამის დედაშ***ცი! - იღრიალა იოანემ და კედელს მუჭი დაარტყა.

-ბიძიამ იცის? - ამოიტირა ანასტასიამ.

-დავურეკეთ, გზაშია უკვე. - ღრმად ამოიხვნეშა ვატომ და თვალები მოიზილა. - ესეც მათი
„პასუხი.“ - გადახედა ბიჭებს და თავი გააქნია.
იოანემ და მათემ ერთმანეთს შეხედეს.

-უნდა გავარკვიოთ, სად წავიდნენ ის ნაბი*ვრები, ირაკლის ენდომება ცოდნა!

-გავარკვევინებ! - ტელეფონი მოიმარჯვა იოანემ და გვერდით გავიდა დასარეკად.

ცოტა ხანში ირაკლი ახვლედიანიც შეუერთდა დერეფანში მომლოდინეთა რიცხვს.

-ალექსანდე და ანდრეა... - სასოწარკვეთილებით წარმოთქვა და ბიჭებს მიაჩერდა. კითხვის


დამთავრებაც კი ვერ შეძლო.

-ცოცხლები არიან, ბატონო ირაკლი! ოპერაციას უკეთებენ ახლა. - მაშინვე გასცა პასუხი
ვატომ.

ირაკლიმ მძიმედ ამოიხვნეშა, მარჯვენა ხელი გულზე მიიდო და დივანს მიესვენა.

-რა მოხდა?

-ჯაყელების ხალხი დაესხათ თავს.შეიძლება სულაც თვითონ იყვნენ.

-ჯანდაბა! ხომ ვუთხარი, მაგ სულელ ბიჭებს, დაცვის გარეშე არ იაროთთქო?! ხომ
გავაფრთხილე?! ოხ! - ისევ ამოიოხრა უფროსმა ახვლედიანმა და თვალები დახუჭა.

-ბატონო ირაკლი, წყალი ხომ არ გინდათ? - ზრდილობიანად მიმართა მათემ კაცს.

-არა... არ მინდა... არ მინდა... არაფერია, კარგად ვარ. დიდი ხნის წინ შეიყვანეს?

-ასე, ერთი საათის წინ.

-მთავარ ექიმს უნდა დაველაპარაკო. დერეფანი უნდა ჩავაკეტინო, მხოლოდ სანდრო და


ანდრეა უნდა იყვნენ სართულზე. - უცებ წამოდგა ირაკლი.

-მე ბიჭებს დავურეკე, ჯაყელების ადგილსამყოფელსაც გაარკვევენ და საავადმყოფოსთანაც


დადგებიან. მაინც, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. - ახვლედიანს მიმართა იოანემ.

კაცმა უხმოდ დაუქნია თავი და მთავარი ექიმის კაბინეტისკენ აიღო გეზი.

მთელი ღამე გაათენეს. ლოდინი უკვე აუტანელი ხდებოდა. ბიჭების მდგომარეობაზე არავინ
არაფერი იცოდა. მხოლოდ ის, რომ ოპერაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. გამთენიისას ექიმი
გამოვიდა, საკმაოდ დაღლილი სახე ჰქონდა.

-თქვენ ხართ ანდრეა ახვლედიანის ახლობლები?


ყველა ერთიანად წამოიშალა და ექიმს მივარდა.

-დიახ, ექიმო, მე ირაკლი ახვლედიანი ვარ, მამამისი. როგორაა ჩემი შვილი?

-საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა თქვენს შვილს. სამი ტყვია ამოვიღეთ მისი
ორგანიზმიდან. შინაგანი სისხლდენის შეჩერება მოგვიხდა და რამდენიმეჯერ გართულებას
წავაწყდით, თუმცა ახლა ყველაფერი კარგადაა. გადავრჩით, რომ ტყვიამ რომელიმე ორგანო
არ დააზიანა. თქვენი შვილი ახლა ძლიერი ნარკოზის ზემოქმედების ქვეშაა, თუ ყველაფერი
წესისამებრ მოხდა, საღამოსთვის გაიღვიძებს. გილოცავთ, პაციენტი გადარჩა! - გაუღიმა
ექიმმა თავზე მოხვეულ საზოგადოებას.

-ალექსანდრე... ალექსანდრე როგორაა? - სასოწარკვეთილებით სავსე თვალები მიაგება


ლიზამ თეთრხალათიანს.

-მას ჩემი კოლეგა უტარებს ოპერაციას. როგორც კი ყველაფერი დასრულდება, თავად


მოგახსენებთ ყველაფერს.

-ექიმო, ანდრეას ნახვა როდის შეგვეძლება?

-ჯერ-ჯერობით რეანიმაციაშია და ვერ შეძლებთ მის ნახვას, მაგრამ როგორც კი მდგომარეობა


დასტაბულურდება და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ დაემუქრება, პალატაში გადავიყვანთ.
მაშინ მისი მონახულებაც შესაძლებელი იქნება თქვენთვის.

-ყველაფრისთვის დიდი მადლობა, ექიმო!

-რას ბრძანებთ, ეს ჩემი სამსახურია. ძალიან ძლიერი ბიჭი გყავთ და იმედი მაქვს, რომ
გამოძვრება ამ მდგომარეობიდან! - მანუგეშებლად გაუღიმა ექიმმა უფროს ახვლედიანს და
წავიდა.

ანასტასიამ და ლიზამ ღრმად ამოიოხრეს და თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ.

-ყველაფერი კარგად იქნება, გოგონებო, ცუდზე არ გაბედოთ ფიქრი! ალექსანდრეს ექიმიც


მალე გამოვა და გვეტყვის, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა! - შეუძახა გოგონებს მათემ.

-ბატონო ირაკლი, პოლიციას რამდენიმე კითხვა აქვს და ვინ მოაგვარებს მათთან პრობლემას?
- ყურში უჩურჩულა ვატომ ახვლედიანს.

-ჩემს თანაშემწეს დავურეკავ, ის აგვარებს ასეთ საკითხებს. ახლა პოლიციის ჩარევა


ნამდვილად არაფერში გვჭირდება!

-ბატონო ირაკლი, იქნებ გამოიძიონ ყველაფერი და დამნაშავე კანონის ძალით


გაასამართლონ?

-რას ამბობ, ვახტანგ?! ჩვენს საქმეში პოლიცია არ ერევა! თავად მივხედავთ ჯაყელებს, მას
შემდეგ, რაც ჩემი შვილები გამოფხიზლდებიან!

-კარგი, როგორც იტყვით. - თავი დაუქნია ვატომ კაცს, თუმცა კი არ ეთანხმებოდა მის
გადაწყვეტილებას.
-მოიცა ბიძია, რას ნიშნავს თვითონ მოაგვარებთ ამ საქმეს?! - წამოიჭრა ანასტასია, რომელიც
მათ დიალოგს ყურს უგდებდა.

-ანასტასია გთხოვ, რაც შენი საქმე არაა, იმაში ნუ ერევი. - გაბრაზდა ირაკლი.

-ჩემი საქმე არაა?! რატომ, მე რა ახვლედიანი არ ვარ?!

-ანასტასია, გაიგე რომ გეუბნები!

-ბიძია, მიეცი პოლიციას უფლება, რომ ყველაფერი გამოიძიონ და კანონის ძალით დასაჯონ
დამნაშავეები! - გაჯიუტდა ტასო.

-რა კანონზე მელაპარაკები, ანასტასია?! ნუ ლაპარაკობ იმაზე, რაც არ გესმის! არავითარი


პოლიცია არ გვჭირდება, თვითონ გადავჭრით ამ პრობლემას და მორჩა!

-როგორ გადაჭრით?! უნდა მოკლათ?! მითხარი ბიძია, რას ეძახით თქვენ პრობლემის
გადაჭრას,პისტოლეტისთვის თითის გამოკვრას?! - საშინლად გაცხარებული იყო ანასტასია.

-ტასო... მოდი დამშვიდდი, რა. ახლა ყველა აღელვებულები ვართ და არ ღირს ამაზე
საუბარი. წამოდი, კაფეტერიაში ჩავიდეთ და ყავა დავლიოთ, წამოდი. - მიუახლოვდა
გოგონას მათე.

-არ მინდა!

-წაყევი, ტასო. შენც ცოდო ხარ, მთელი ღამე გაათიე, მოგიხდება ყავა. - ახლა იოანემ მიმართა
გოგონას.

ანასტასიამ ქურთუკი აიღო და მშვიდად გაჰყვა მათეს. კაფეტერიაში ჩავიდნენ და ყავა


შეუკვეთეს. ცოტახანში უტაც შეუერთდა მათ. არაბულმა გოგონა დანელიას გადააბარა და
თვითონ ისევ ზემოთ ავიდა, ახალი ამბის გასაგებად.

რამდენიმე საათში ალექსანდრეს ექიმიც გამოვიდა. ანდრეას ექიმისგან განსხვავებით, მას


უფრო შეწუხებული სახე ჰქონდა.

-ექიმო, რა მოხდა? როგორაა ჩემი შვილი?! - მაშინვე მივარდა ექიმს ირაკლი.

-იცით, თქვენი შვილის ჭრილობები იმაზე უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით
ჩანდა. ერთ-ერთმა ტყვიამ აორტა დააზიანა, რამაც სერიოზული გართულებები გამოიწვია.
იღბლიანი ყოფილა თქვენი შვილი, გულს რამდენიმე მილიმეტრით აცდა ტყვია. ოპერაცია
წარმატებით დასრულდა, მაგრამ პაციენტმა ბევრი სისხლი დაკარგა, სამწუხაროდ ახლა ის
კომატოზურ მდგომარეობაშია.

-კომაში?! - შეყვირა ლიზამ და ძმის მკერდზე აქვითინდა.

-ყველაფერი მის ორგანიზმზეა დამოკიდებული. ჩვენ რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ. ახლა მან
უნდა იბრძოლოს გადასარჩენად.
-მაინც... მაინც რამდენი ხანი გასტანს ეს მდგომარეობა?!

-იცით, ამის თქმა გადაჭრით შეუძლებელია. თავად პაციენტზეა დამოკიდებული. ზოგი


რამდენიმე დღეში იღვიძებს, ზოგი რამდენიმე კვირაში ან თვეში. წლობითაც კი შეიძლება ამ
მდგომარეობამ გასტანოს.

-წლობით? - ყრუდ ამოიჩურჩულა ანასტასიამ და ყელში მობჯენილი ბურთი სასულეში


გადააგორა.

-კარგზე უნდა ვიფიქროთ. თქვენი მხარდაჭერა ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მას.
ვიმედოვნოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება.

-რა თქმა უნდა... რა თქმა უნდა... ალექსანდრე ძლიერი ბიჭია, გადაიტანს, გადაიტანს...
აუცილებლად გამოიღვიძებს, აუცილებლად გამოფხიზლდება. აბა რას იზამს?! - სხვა გზა არ
აქვს! გადარჩება... აუცილებლად გადარჩება. - ლუღლუღებდა უფროსი ახვლედიანი
თავისთვის.

წამი წუთს ემსგავსებოდა, წუთი - საათს, საათი კი - საუკუნეს. საავადმყოფოს თეთრ,


ამაზრზენ კედლებში სული ეხუთებოდა ყველას. ალექსანდრეზე და ანდრეზე ფიქრებით
იჭამდნენ ტვინებს და მაქსიმალურად ცდილობდნენ, არ მოდუნებულიყვნენ.

უზარმაზარი სახლის გალავანთან წითელი ფერის მანქანა გაჩერდა. მისი გაჩერება და მკაცრი
სახის მამაკაცის მასთან მიახლოება ერთი იყო.

-რა გნებავთ, ქალბატონო?

-ბატონ გეგას უთხარით, რომ ელენე დევდარიანია მოსული! - ცივად უთხრა და მანქანიდან
გადავიდა.

მამაკაცმა ერთი შეათვალიერა მოსული და მაშინვე ტელეფონი მოიმარჯვა. ცოტა ხანში უკან
დაბრუნდა და დიდი მოწიწებით შეიპატიჟა დევდარიანი შიგნით.

-ელენე, აქ რას აკეთებ გოგო, გაგიჟდი? - ეზოშივე შეეგება ელენეს გეგა.

-სად არიან, გეგა? ლუკა სად არის? - მაშინვე მისცა გოგონამ თავს ანერვიულების უფლება,
როგორც კი მამაკაცს გადაეხვია.

-აქ არიან, ელენე, დამშვიდდი. კარგად არიან!

-ლუკას ნახვა მინდა, აქ მასთან ჩამოვედი!


-არ უნდა ჩამოსულიყავი, ახლა მათ გვერდით ძალიან სახიფათოა.

-არ მაინტერესებს! გთხოვ, უთხარი, რომ აქ ვარ. - შეევედრა ელენე მეგობარს.

-ჯანდაბას თქვენი თავი, დავუძახებ! - თავი გადააქნია გეგამ. - სახლში არ შემოხვალ?

-არა, ბაღში დაველოდები, რა...

-კარგი, როგორც გინდა. წავალ, ლუკას დავუძახებ. - სახლისკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯით
მიქაბერიძე.

ელენე იქვე, ეზოში, მრგვალ მაგიდას მიუჯდა და ნერვულად მოჰყვა ფრჩხილების


ზედაპირზე კაკუნს.

-ელენე... - გაიგონა ცოტახანში ნაცნობი ხმა და მაშინვე წამოხტა.

-ლუკა! - ბაგეებს მოსწყდა საყვარელი მამაკაცის სახელი და მის მკლავებშიც მალე იპოვნა
შვება.

-აქ რას აკეთებ, სულელო, შენთან ყოფნა რომ უსაფრთხო ყოფილიყო, აქ კი არ წამოვიდოდი?!
- გაბრაზება უნდოდა ჯაყელს, მაგრამ მის თვალებში იმხელა სიყვარული და კმაყოფილება
იკითხებოდა, არადამაჯერებლად გამოსდიოდა ყოველივე.

-არ დაგტოვებ, ლუკა! არაფრის დიდებით არ დაგტოვებ! - მაგრად მოეხვია ელენე მამაკაცს.

-ღმერთო, რა ჯიუტი გოგო ხარ! ვიცი, რომც გაგაგდო, არ წახვალ. არადა, რომ არ შეიძლება
შენი აქ დარჩენა, რა ვქნათ? - გაეღიმა ლუკას.

-რატომ არ შეიძლება, ლუკა? მემგონი, აქ საკმაოდ უსაფრთხოდ ხართ.

-უსაფრთხოება არაფერ შუაშია, ელენე. არც მე და არც ბექას არაფრის გვეშინია! უბრალოდ
მერჩივნა, შენგან შორს ვყოფილიყავით ეს დღეები...

-ლუკა, რატომ გააკეთეთ ეს ყველაფერი? რა საჭირო იყო? ახლა რომ დაგიჭირონ?

-არავინ დამიჭერს, ელენე, ნუ დარდობ! იმიტომ გავაკეთე, რომ ასე იყო საჭირო. იმიტომ, რომ
ახვლედიანები იმსახურებდნენ ამას. არ ვნანობ, თუ გაინტერესებს!

-ლუკა, მაშო ძალიან გაბრაზდა. დედაშენმა მითხრა, რომ სახლიდანაც წავიდა.

-გაბრაზდა? რატომ? თვითონ არ იყო ახვლედიანების დასჯისკენ რომ მიმითითებდა?! -


ჩაეცინა ლუკას.

-ლუკა... ხომ იცი მაშო რანაირია?

-რანაირია?! ჯაყელი უნდა იყოს და მორჩა! მე ის გავაკეთე, რაც ნებისმიერს უნდა გაეკეთებინა
ჩემ ადგილას. ჩემი ოჯახი დავიცავი! ჩემი ბიძაშვილის და სიძის მკვლელი დავსაჯე!
ყველაფერი მწარედ ვანანე. კიდევ რომ მქონდეს შანსი, იმავეს ვიზამდი! - გაცეცხლდა
ჯაყელი.

-შვებას გრძნობ? - მშვიდად ჰკითხა ელენემ და თვალებში ჩახედა საყვარელ მამაკაცს.

ლუკა შეკრთა. არ შეიმჩნია, მაგრამ ძალიან დააბნია ამ შეკითხვამ.

-რა მნიშვნელობა აქვს მაგას. ეს შვების მოსაპოვებლად არ გამიკეთებია! ასე იყო საჭირო და
მორჩა!

-ახვლედიანები რომ გადარჩნენ? - ისე ჩუმად იკითხა ელენემ, თითქოს ეშინოდაო ამის თქმა.

-ვერ გადარჩებიან, წესით არ უნდა გადარჩნენ! მე და ბექა კარგი მსროლელები ვართ. მაგრამ
რომ გადარჩნენ, თავიდან ვიზრუნებთ მათ ლიკვიდაციაზე, ოღონდ უფრო აქტიურად!

-ასე რომ ლაპარაკობ მაშინებ, ლუკა...

-მაპატიე, ჩემო სიცოცხლე. ხომ იცი, რომ ისეთს არასდროს არაფერს გავაკეთებ, რომ
შეგაშინო? მაგრამ ახვლედიანების საქმე ჩემი მოუშორებელი ვალია. სანამ ისინი ცოცხლობენ
და მშვიდად სუნთქავენ, მე ვერ ვიცხოვრებ მშვიდად, შენთან ერთად.

-მეშინია, ლუკა... ძალიან მეშინია, რომ რამე შეიძლება დაგემართოს. - ამოისრუტუნა ელენემ,
ჯაყელისკენ მიჩოჩდა და ჩაეხუტა. ამ უკანასკნელმაც მაგრამ მოხვია ხელები და თავზე აკოცა.

-ჩემი დაკარგვის არასდროს შეგეშინდეს, ელენე. შენ გაშვებას არ ვაპირებ! - თვალებში ჩახედა
და ისე გაუღიმა, როგორც მხოლოდ მას უღიმოდა.

ელენესაც გაეღიმა.

-მთელი სამყაროს სიცოცხლე რომ ვალად დაიდო, მაინც ისე ძლიერ მეყვარები, როგორც ახლა
მიყვარხარ! - ნაზად შეეხო ელენე მამაკაცის ბაგეებს და ისევ ჩაეხუტა.

მარიამი ბუხრის წინ იჯდა, წითელი ღვინით ხელში. სიმშვიდის მოპოვებას ცდილობდა,
მაგრამ ვერაფრით ისვენებდა. იოანეს სიტყვები ისე უღრღნიდნენ ტვინს, როგორც იატაკზე
დაგდებულ შაქრის კუბიკს ღრღნიან ჭიანჭველები.

რატომ ფიქრობდა დანელიას სიტყვებზე ამდენს? - რაც უნდოდა ის ეფიქრა, მთავარი იყო,
რომ უტა არასდროს გაიზიარებდა ძმის აზრს. მაგრამ... მაგრამ რა?! - რა აწუხებდა? რა
ადარდებდა? თორნიკესთან ჩხუბი? - არა! ფიქრობდა, რომ გული ეტკინებოდა, მისი
გალანძღვით, მაგრამ პირიქით, შვება იგრძნო. თითქოს ერთიანად ამოანთხია მის მიმართ
დაგროვილი ბოღმა, რომელიც უპასუხო გრძნობამ და გაწამებულმა ახალგაზრდობამ
გამოიწვია. ერთიანად ამოძირკვა თორნიკე არველაძის არსებობა მისი გონებიდან და
გულიდან. გულიდან? - ხო... აი ასე, გულიდანაც გამოაგდო და ცხვირწინ მიუჯახუნა კარი.
ასე მარტივად, ერთ ღამეში... ერთი უბრალო მოქმედებით, ერთი ტყუილით, ერთი მცდარი
არჩევნით. ვერ აპატია, უბრალოდ ვერ აიტანა მისი დამოკიდებულება.

განა არ იცოდა, რომ თორნიკე არველაძე ძმაკაცს არასდროს გასცემდა? ან საერთოდ, რა


საჭირო იყო, მაშოს სცოდნობდა ლუკას გეგმის შესახებ?! უბრალოდ იმან ატკინა, რომ კიდევ
ერთხელ იგრძნო, ლუკა ყოველთვის მასზე წინ იდგებოდა არველაძისთვის. მაინც
ყოველთვის ძმაკაცის დად დარჩებოდა და არა საყვარელ ქალად. თორნიკე მისთვის იმდენად
იდეალური იყო... იმდენად საოცარი, რომ ვერ აპატია ტყუილი. ბავშვობაში დედა ზღაპრებს
რომ უყვებოდა პატარა მაშოს, მის თვალში წარმოდგენილი გმირი ყოველთვის თორნიკე იყო.
არველაძე მისთვის რაღაც სანდოს და უსაფრთხოს უკავშირდებოდა. მის მკლავებს დამცავი
ფარის ფუნქცია ჰქონდა, მის სიტყვას სასწაულმოქმედი გამაყუჩებლის. მან კი მოატყუა... იმან
უმტყუნა, ვისგანაც ვერასდროს წარმოიდგენდა. იმან გატეხა ფიცი, ვისი სიტყვაც
მარიამისთვის კლდეზე უფრო მაგარი იყო. არ აინტერესებდა, საერთოდ არ ანაღვლებდა
ლუკას და თორნიკეს ძმაკაცობა და მათი უაზრო პრინციპები, არ უნდა მოქცეულიყო
არველაძე ასე. არ უნდა მოეტყუებინა გოგონა. ძალადობის, ტყუილის და ბოროტის მხარეზე
არ უნდა დამდგარიყო.

ამას ვერ პატიობდა. იოანეს სიტყვებს, თორნიკეს ვერ პატიობდა...

მისი გული ბრძოლის ველად გადაიქცა. რა ერქვა ამას? რა შუაში იყო საერთოდ იოანე? - სამი
კვირის გაცნობილი იოანე, ანდრეა ახვლედიანის ძმაკაცი იოანე. მისი ოჯახის მტერი იოანე,
მთელი ცხოვრების სიყვარულს, თორნიკეს, როგორ ებრძოდა? - რა იყო ეს?!

ფიქრისგან თავი თუ არ აეხდებოდა, არ ეგონა. სახელები ბეჯითად ტრიალებდნენ მის


გონებააში და მოსვენებას უკარგავდნენ მარიამს.

რატომ მოვიდნენ აქამდე? - ცნობილმა, პატივსაცემმა, ძლევამოსილმა დემეტრე ჯაყელმა,


როგორ მიიყვანა საქმე იქამდე, რომ მისი შვილი და ძმიშვილი მკვლელები გამხდარიყვნენ?
არ ჰქონდა მნიშვნელობა, გადარჩებოდნენ თუ არა ახვლედიანები. ბექამ და ლუკამ
გააზრებული ქმედება ჩაიდინეს, რაც უკვე აქცევდა მათ მკვლელებად, ყოველ შემთხვევაში
მარიამის თვალში.

ოთახში თითქოს შიშის ზარმა ჩამოკრა, მაშოს ერთიანად აეჯაგრა სხეული. მის გონებაში
მახვილივით გაიელვა კითხვამ, რომელიც ოცდაათწლიანი ომის განმავლობაში პირველად
დაებადა ერთ-ერთ მონაწილე მხარეს. - როგორ დაიწყო ეს ბრძოლა?! რატომ გადაემტერნენ
ერთმანეთს ირაკლი და დემეტრე?! განა ვინ იცოდა პასუხი ამაზე? - არც არავინ! მხოლოდ
დემეტრემ და ირაკლიმ, მხოლოდ მათ და არავინ სხვამ.

მარიამი შეძრწუნდა. შეაძრწუნა იმ ფაქტმა, რომ მისი ძმაც, ბექაც, ნიკუშაც, თორნიკეც, გეგაც,
რატიც, ანდრეაც, ალექსანდრეც, იოანეც და მათეც უბრალოდ ბრმა ჯარისკაცები იყვნენ
„საიდუმლო ბრძოლაში“.
ერთმანეთს ხოცავდნენ. დაუნდობლად კლავდნენ, ცემდნენ, აფურთხებდნენ სულში,
ლანძღავდნენ, სძულდათ, ეზიზღებოდათ, ადამიანობას კარგავდნენ, ცხოველებს
ემსგავსებოდნენ, სრულიად, სრულიად უცნობი მიზეზით.

გულის რევის შეგრძნება იმდენად მძაფრად იგრძნო, მაშინვე ბოთლი მოიყუდა და


ნახევრამდე ჩაცალა. უნდა გაბრუებულიყო, უნდა დაევიწყებინა ეს ამაზრზენი შეგრძნება.
წამით ისე მოუნდა ეკატერინეს ადგილას ყოფნა, იმდენად, რომ შერცხვა. როგორ
შეიძლებოდა უფროსი დის ადგილას ყოფნა ენატრა? - მას ხომ წარმოდგენაც ვერ შეეძლო,
რამხელა ტკივილს გრძნობდა ის? - მაგრამ მაინც, მას გაქცევის და გლოვის უფლება ჰქონდა.
ეკატერინეს გაბრაზების, ყველაფრის დავიწყების, ჯანდაბაში მოსროლის და უბრალოდ
გაქცევის უფლება ჰქონდა, მარიამს - არა! ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ თავადაც ვერ
ხვდებოდა, რა სტკიოდა ყველაზე მეტად...

ოჯახისწევრების სასტიკი საქციელი? თორნიკეს ღალატი? იოანეს სიტყვები? - არა, ყველაზე


მეტად ანდრეა ახვლედიანის მდგომარეობა სტკიოდა. რა უაზრობა იყო ეს?! რა გაუგებრობა?!
ის და ანდრეა?! - სადაური წესი იყო, რომ ჯაყელს ახვლედიანზე შეტკიებოდა გული?! ვის
გაეგონა ან ვის ეთქვა?!

ფეხზე წამოხტა და ბოლთის ცემას მოჰყვა. უნდა დაერეკა! უტასთან აუცილებლად უნდა
დაერეკა და ახვლედიანების მდგომარეობის შესახებ გაეგო რამე. აინტერესებდა არამხოლოდ
თავისი თავის და ბიჭების გამო, არამედ ანდრეას და ალექსანდრეს გამოც. ადამიანურად
აინტერესებდა, თუნდაც უტას და იოანეს საყვარელი ადამიანების მდგომარეობის შესახებ
გაეგო ახალი ამბავი.

მობილურს ხელის კანკალით დაწვდა და გაუაზრებლად აკრიფა უტას ნომერი.

გავიდა...

ერთი, ორი, სამი წამი დასაკიდებლად, მაგრამ არა! უნდა გაერკვია, უნდა სცოდნოდა!

ოთხი, ხუთი, ექვსი...

გული აუფანცქალდა. მიუხედავად იმისა, რომ უტას ურეკავდა, რომელიც სულაც არაფერს
შეიმჩნევდა მასთან საუბარში და ჩვეული, მეგობრული ტონით დაელაპარაკებოდა, მაინც
ნერვიულობდა. დამნაშავედ გრძნობდა თავს. დამნაშევედ იმიტომ, რომ ისიც ჯაყელი იყო.

-გისმენ, მარიამ! - როგორც იქნა გააგონეს მობილურში ხმა. ერთიანად გააცია სხეულში. ეს
უტას ხმა არ იყო, ეს ნამდვილად იოანე იყო.

-ი... იოანე შენ ხარ? - ძლივს ამოილუღლუღა სახელი და სავარძელს მიესვენა.

-ხო, მე ვარ. უტა გასულია და ტელეფონი აქ დარჩა. გინდოდა რამე?! - იმხელა სიცივე და
ოფიციალობა იგრძნობოდა მამაკაცის ხმაში, მარიამს ერთიანად დაუარა ტანში.

-მე... მინდოდა... უტასთან ლაპარაკი მინდოდა.... - ძლივს მოიფიქრა მაშომ პასუხისთვის


თავის მოყრა.
-კარგი, რომ დაბრუნდება გადავცემ, რომ დაგირეკოს!

-იოანე, მოიცადე! - წამოიყვირა გოგონამ, როცა მიხვდა, რომ დანელია ტელეფონის გათიშვას
აპირებდა. - როგორ არიან შენი მეგობრები?

იოანემ პაუზა აიღო. ხმა არ ამოუღია ერთხანს.

-მძიმედ... - გაისმა ცოტახანში მამაკაცის ჩამწყდარი ხმა.

-იოანე, მე ვიცი, რასაც ფიქრობ და ისიც ვიცი, რომ სრული უფლება გაქვს ასე იფიქრო, მაგრამ
უბრალოდ მინდა იცოდე, მე წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ჩემი ოჯახი ასეთ რამეს გეგმავდა.
თუ ოდნავ მაინც გამიცანი ამ დროის განმავლობაში, გეცოდინება, რომ ძალადობის მომხრე
არ ვარ და არც არასდროს ვიქნები. შენს ძმაკაცებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მთელი
გულით, შენი ნებაა, დამიჯერებ თუ არა. მე უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა.

ისევ დუმილი მეორე მხრიდან და ისევ მცირე პაუზა.

-გასაგებია... ყველაფერი გასაგებია... უნდა წავიდე, ექიმი მოდის, ჩემს ძმას გადავცემ, რომ
დარეკე! - მშრალი იყო იოანეს პასუხი, რასაც ტელეფონის გამაყრუბელი წუილიც მოჰყვა.

მაშომ იქვე დააგდო ტელეფონი და თვალებიდან უნებურად წამოსული ცრემლები


შეიმშრალა. - რა ატირებდა? რატომ ტიროდა გაუაზრებლად იოანე დანელიას გამო? რატომ
სტკიოდა გაუაზრებლად, იოანე დანელიას გამო? რატომ განიცდიდა გაუაზრებლად, იოანე
დანელიას გამო? - რატომ?!

კიდევ ერთხელ ჩამოისხა მეწამური სითხე ჭიქაში და სულმოუთქმელად მოუღო ბოლო.


რამდენჯერმე გაიმეორა ერთი და იგივე, სანამ არ იგრძნო, რომ ალკოჰოლი მოერია და ძილი
მოუნდა. ადგომა და საძინებელში გადანაცვლება არც უცდია, იქვე, ბუხრის წინ მიიფარა
პლედი და მშვიდად მინაბა თვალები. ახლა ყველაზე მეტად სიმშვიდე და ყველაფრის
დავიწყება სჭირდებოდა.

-კახეთში არიან. - გადაუჩურჩულა მათემ ჯერ კიდევ ჩაფიქრებულ იოანეს და გვერდით


მიუჯდა.

დანელია გამოფხიზლდა, საგულდაგულოდ ჩაბღუჯული მობილური მაგიდაზე დააბრუნა


და ძმაკაცს მიუბრუნდა.

-გეგა მიქაბერიძესთან, არა?!

მათემ უხმოდ დაუქნია თავი, თანხმობის ნიშნად.

-რა ვქნათ?! გავაგზავნო ბიჭები?


-ირაკლის უთხარი?

-არა, ჯერ შენ გითხარი, რავიცი, მაინც. - მხრები აიჩეჩა არაბულმა.

-არაფერი უთხრა! - კატეგორიულად წამოიძახა იოანემ.

-რატომ? რამე სხვა გეგმა გვაქვს? - გაიკვირვა მათემ.

-სანამ ანდრეა არ გაიღვიძებს, არავითარი გეგმა არ გვექნება. მან უნდა გადაწყვიტოს


ყველაფერი, ვიცი, მის გარეშე მოქმედება არ გაუხარდება!

-იოანე, ანდრეამ შეიძლება კარგა ხანს ვერ შეძლოს ლაპარაკი, როდემდე დაველოდებით? ის
ნაბი*ვრები შეიძლება გაიქცნენ კიდეც!

-არსად გამქცევები ეგენი არ არიან! დამალვა რომ სდომოდათ კახეთში კი არა, საზღვარგარეთ
წავიდოდნენ. - დარწმუნებით ჩაილაპარაკა დანელიამ და ნიკაპზე მოისვა ხელი.

-კარგი, მაგრამ ირაკლი რომ მკითხავს, რა ვუთხრა?

-უთხარი, რომ კარგად არიან დამალულები და ჯერ ვერ პოულობენ ბიჭები.

მათეს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ანასტასია და უტა მიუსხდნენ გვერდით. უტამ
თვალებით ჰკითხა ბიჭებს, რა ხდებაო, მათაც თავი გაუქნიეს, არაფერიო.

მეორე დღის საღამომდე არაფერი შეცვლილა ბიჭების მდგომარეობაში. ალექსანდრე ისევ


კომაში იყო,ა ნდრეა კი არ იღვიძებდა.

-ექიმო, თქვენ თქვით, რომ ჯერ კიდევ გუშინ საღამოსთვის გაიღვიძებდა ჩემი შვილი! -
გაცხარებით ესაუბრებოდა ირაკლი თეთრხალათიანს.

-დიახ, ბატონო... უმრავლეს შემთხვევაში ეს დრო საკმარისია პაციენტის გონზე


მოსასვლელად, მაგრამ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. უნდა გესმოდეთ. როგორც ჩანს,
მისი ორგანიზმი ჯერ არ არის მზად გაღვიძებისათვის!

-მაშ როდის იქნება?!

-არვიცით, ბატონო ირაკლი, ამის თქმა ძალიან რთულია. გარწმუნებთ, ჩვენი გუნდი
ყველაფერს აკეთებს...

-როგორც ჩანს, საკმარისს არა! - დაიყვირა ირაკლიმ და ექიმი შეაკრთო.

-შეგიძლიათ, სხვა საავადმყოფოში მოითხოვოთ მათი გადაყვანა... - სიმშვიდეს ძლივს


ინარჩუნებდა თეთრხალათიანი და დაცვარულ შუბლს იწმენდდა. იცოდა, ზედმეტი სიტყვა
ახვლედიანისთვის და სამსახურს გამოესალმებოდა.
-დამცინით?! ეს კლინიკა საუკეთესოს სახელით სარგებლობს მთელ ქვეყანაში, ასეთ
მდგომარეობაში სად წავიყვანო ჩემი შვილები?! - კბილები სიმწრით ააკაწკაწა უფროსმა
ახვლედიანმა.

ექიმმა ღრმად ამოიხვნეშა და სათვალე შეისწორა.

-ბატონო ირაკლი, როგორც უკვე გითხარით, ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს თქვენი
შვილების გადასარჩენად. დანარჩენი მხოლოდ მათზეა დამოკიდებული. ვწუხვარ, მაგრამ
ვერაფრით დაგეხმარებით.

-თავიდან მომწყდი, ახლავე! - დაიღრიალა ირაკლიმ და გაფითრებულ ექიმს ხელი აუქნია.

თეთრხალათიანი სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა კაცს იმის შიშით, რომ რამე ცუდს
დამართებდა.

იმ ღამეს საშინლად გაწვიმდა. წვიმდა თბილისში და წვიმდა მანგლისშიც. მარიამს მშვიდი


ძილი წვეთების ფანჯარაზე წკაპუნის ხმამ დაურღვია. ზანტად გაახილა თვალები და
როგორც კი მიხვდა, რომ სამზარეულოში ფანჯარა ჰქონდა დარჩენილი ღია, მის დასახურად
წამოდგა. დახურვისას თითქოს რაღაც ხმა მოესმაო, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, წვიმას
დააბრალა ყველაფერი.

ბუხართან დაბრუნდა და პლედი მოიხურა.დაძინებამდე ბუხართან ჯდომა ამჯობინა.

უცებ შეცბა. შიშის ტალღამ დაუარა სხეულში. კარზე ვიღაცამ დააბრახუნა.

წამოდგა. კაკუნი ისევ განმეორდა. გაუკვირდა და შეეშინდა. არავის ელოდა, ვინ იცოდა მისი
მანგლისში ყოფნის შესახებ?! კართან ფრთხილად მივიდა და ხელის ცახცახით გააღო.

ვის არ წარმოიდგენდა, მის კარის ზღურბლზე მდგარს, მაგრამ იოანე დანელიას, ნამდვილად
არა.

იდგა იოანე, წვიმისგან გალუმპული, სახეზე პატარა ნაკაწრით და მისჩერებოდა საოცრად


გაკვირვებულ მარიამს.

-იოანე? შენ აქ? - ძლივს ამოილუღლუღა გოგონამ და გაწუწულ დანელიას თვალი მოავლო.

-ჰო... - ჩაილაპარაკა უემოციოდ დანელიამ.

-აქ რა გინდა, ამ შუაღამისას? როგორ მომაგენი? - გაიოცა ჯაყელმა.

-მართლა მეკითხები მაგას? - ჩაეცინა მამაკაცს.


-ხო, რა ვიცი... - მხრები აიჩეჩა მაშომ და მიხვდა, რომ სისულელე იკითხა. ის ხომ იოანე იყო,
ის კი ჯაყელების სახლში იმყოფებოდა, რომლის ადგილმდებარეობაც, რა თქმა უნდა,
ცნობილი იქნებოდა ბიჭისთვის. - როგორ შემოხვედი ეზოში? - ამის კითხვაღა მოიფიქრა
ბოლოს.

-ღობეზე გადმოვძვერი! - მხრები აიჩეჩა იოანემ, ვითომაც აქ არაფერიო.

-ღობეზე?

-ჰო.

-როგორ?

-ჩვეულებრივად, ავდექი და გადმოვძვერი. - გაეღიმა დანელიას.

-სულ დასველებულხარ... ეს ნაკაწრი რატომ გაქვს სახეზე?

-ვერც ისე კარგად გადმოვძვერი! - ოდნავ ჩაეცინა დანელიას. - სახლში არ შემომიშვებ?

-ხო, რა თქმა უნდა, მაპატიე, დავიბენი, შემოდი! - გაიწია მარიამი და სტუმარი სახლში
შეატარა. - მიდი, ბუხართან დაჯექი, მე პირსახოცს მოგიტან. - კიბეებზე აირბინა მაშომ.

ოთახში დაბრუნებულს იოანე ბუხართან ახლოს მდებარე სავარძელში დაუხვდა.

-გამომართვი... - პირსახოცი გაუწოდა სტუმარს.

-მადლობა! - გაუღიმა დანელიამ გოგონას.

-იოანე, რატომ მოხვედი?! - უცებ ჰკითხა მარიამმა მამაკაცს და თვალი თვალში გაუყარა.

-ჩაის არ დამალევინებ? ძალიან ცივა გარეთ და უარს არ გეტყოდი! - ჩაეცინა იოანეს ისე, რომ
მაშოს ნათქვამისთვის ყურადღება არც მიუქცევია.

ჯაყელმა ამოიოხრა.

-რა თქმა უნდა, დაგალევინებ. დამელოდე, მალე მოვალ... - სამზარეულოში გავიდა გოგონა
ჩაის გასაკეთებლად.

-მომწონს თქვენი სახლი. რა, რა და გემოვნება გქონიათ ჯაყელებს! - სამზარეულოს


თვალიერებით შემოვიდა ოთახში დანელია.

მარიამს ჩაეცინა და მდუღარე სითხით სავსე ჭიქა გაუწოდა მამაკაცს.

-თუ იმის გასაგებად მოხვედი, ლუკა და ბექა აქ ხომ არ იმალებიან, გეტყვი, რომ ტყუილად
მოცდი.
-ძალიან კარგად ვიცი, სადაც არიან შენი ძმები, აქ მაგის გამო არ მოვსულვარ! - გაღიზიანდა
იოანე.

-აბა რატომ მოხვედი?!

-ამ კარიდან ბაღში გადიხარ? - დიდი ინტერესით იკითხა დანელიამ და ისევ უყურადღებოდ
დატოვა კითხვა.

-იოანე, გეყოფა! გეკითხები და მიპასუხე, რატომ მოხვედი ჯაყელთან, როცა ამავე გვარის
წარმომადგენლებმა შენი ძმაკაცები დაჭრეს სასიკვდილოდ?! - მოთმინება ამოეწურა გოგონას.

-ალექსანდრე კომაშია, ანდრეას გუშინ უნდა გაეღვიძა, მაგრამ ჯერაც უგონოდაა...

-ძალიან ვწუხვარ. ვიცი, არ გჯერა, მაგრამ ჩემთვის იმაზე მეტად ამაზრზენია მომხდარი,
ვიდრე შენ წარმოგიდგენია.

-მარიამ, იცოდე, ამას ხშირად არ ვიძახი, მაგრამ მაპატიე ის, რაც გითხარი! - წარბები შეჭმუხნა
დანელიამ და კუშტი მზერა დაასო ჯაყელს.

მარიამს ცხელმა ტალღამ დაუარა სხეულში. მისი ნათქვამი უცნაურად მოედო გულს, მისმა
მზერამ გაურკვევლად ააფორიაქა.

-სრული უფლება გქონდა, ასე გეფიქრა. - ამოიოხრა მაშომ და თავი დახარა.

-არა, არ მქონდა. არასდროს მოგიცია ჩემთვის იმის საბაბი, რომ ასე მეფიქრა. მარიამ, როცა
გითხარი, შენ სხვებს არ გავხარ და განსხვავებული ხართქო, მართლა გულწრფელი ვიყავი. ის
სიტყვები კი უბრალოდ ცხელ გულზე ვთქვი და ძალიან ვნანობ.

-აზრი რამ შეგაცვლევინა, ჩემმა ზარმა?

-რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ იცოდე, იმას არ ვფიქრობ, რაც გითხარი!

-და რატომ არ ფიქრობ ასე? მეც ხომ ჯაყელი ვარ? რა გარანტია გაქვს, რომ ჩემი ოჯახისგან
რამით განვსხვავდები?! მხოლოდ სამი კვირაა მიცნობ...

-დროს რა მნიშვნელობა აქვს? ადამიანის შეცნობა ერთ საათშიც შეიძლება. უბრალოდ მჯერა,
რომ სხვანაირი ხარ და მორჩა!

-საიდან იცოდი, რომ აქ ვიქნებოდი? - იკითხა მარიამმა და ბუხრის ოთახისკენ დაიძრა.

-საღამო ხანს სხვაგან სად წახვიდოდი? - ჩაეცინა იოანეს.

-სახლში. - მხრები აიჩეჩა გოგონამ.

-არა, სახლში ნამდვილად არ წახვიდოდი, მომხდარის შემდეგ. ზედმეტად მეამბოხე ხარ


მაგისთვის! - დარწმუნებით თქვა დანელიამ და სავარძელში დაიკავა ადგილი.

-ჰმ... მემგონი ზედმეტად კარგად მოგივიდა ჩემი გაცნობა. - ჩაეცინა მაშოს.

-ადამიანების ცნობა მეხერხება, ზოგადად. - გაეღიმა მამაკაცს.


-იოანე, ჩემთან მხოლოდ ბოდიშის მოსახდელად მოხვედი? - დასერიოზულდა ჯაყელი.

-არ ვიცი, მარიამ... ალბათ. - თავი ცეცხლისკენ შეაბრუნა იოანემ.

-ალბათ რას ნიშნავს?!

-არ ვიცი. მეც არ ვიცი, აქ რატომ ვარ. ახლა წესით საავადმყოფოში უნდა ვიყო, ჩემი ძმაკაცის
გვერდით, მაგრამ...

-მაგრამ?!

-მაგრამ, ასე უბრალოდ, დავავლე მანქანის გასაღებს ხელი და გონს რომ მოვედი, შენი სახლის
კარზე ვაკაკუნებდი უკვე - იოანეს მკრთალად გაეღიმა. მარიამმა ვერაფერი თქვა.

ისხდნენ ასე, მდუმარედ და მხოლოდ შეშის ტკაცა-ტკუცი ურღვევდათ სიჩუმეს. ორივეს


თვალები ცეცხლის ალებზე იყო მიშტერებული.

-პარადოქსია, არა?! - უცებ წამოიწყო საუბარი იოანემ, ისე, რომ მზერა ცეცხლისთვის არ
მოუშორებია და ჩაიცინა. - ახლა იმ ადამიანის სახლში ვზივარ, რომელმაც სულ ცოტა ხნის
წინ ძმაკაცი დამიჭრა სასიკვდილოდ. იმის მაგივრად, რომ ახლა საავადმყოფოში ვიყო და მის
პატარა ბიძაშვილს ვამხნევებდე, აქ ვარ, მარიამ ჯაყელთან ერთად და ისიც არ ვიცი, რატომ...

-იოანე... - რაღაცის თქმა დააპირა მაშომ, მაგრამ დანელია ლაპარაკს აგრძელებდა.

-ანდრეა ახვლედიანი ბევრისთვის რომ საძულველი და საშიში პიროვნებაა, ჩემთვის


ძმაკაცზე ბევრად მეტია, მარიამ. ამ ადამიანის ფენომენს ვერასდროს ავხსნი ჩემს ცხოვრებაში.
ვძმაკაცობდით ბავშვობიდან, მე ის და მათე. მამა რომ გარდამეცვალა, დედაჩემს
ჯანმრთელობა შეერყა და მუშაობა ვეღარ შეძლო, უპატრონოდ ვრჩებოდით მე და უტა. მე
თოთხმეტის ვიყავი, უტა რვის. მაშინ რომ ანდრეას და მის ოჯახს დახმარების ხელი არ
გამოეწვდინა, დღეს სად ვიქნებოდით, ღმერთმა იცის. იმ დღეს, მამა რომ დავკრძალე,
გვერდში ამომიდგა და მითხრა, ამიერიდან სულ ასე იქნებაო. ყველაფერში მეხმარებოდა ის
მე, მე - უტას. ერთად გავზარდეთ ჩემი ძმა. როგორც ანდრეას სწავლის ფულს იხდიდა
ირაკლი, ისე მიხდიდა მეც. როგორც ანდრეას ამუშავებდა, ისე მეც! ფეხზე ანდრეას
წყალობით დავდექი. რაც მაქვს მხოლოდ მისი დამსახურებაა. ანდრეა ახვლედიანი რომ
წმინდანი არ არის, ეს ჩემზე უკეთ არავინ იცის, დღე არ მიცხოვრია მის გარეშე, მაგრამ
წმინდანი რომ არ იყო და ჩემთვის მფარველ ანგელოზად იქცა, ამიტომ მიყვარს ასე ძალიან!
მაგიტომაა, რომ თუ ვერ გაიღვიძებს, შენც კი გადაგახტები და ისე მოგიკლავ ძმას, წარბიც არ
შემიტოკდება. გეფიცები, არ მინდა, მაგრამ გეფიცები, ვიზამ!

მარიამი უყურებდა დანელიას, რომელიც ჯიუტად არ აბრუნებდა თავს მისკენ და გრძნობდა,


რომ ყელში დიდი ბურთი ეჩხირებოდა. ცეცხლის შუქზე უფრო კარგად მოსჩანდა მისი
ავარვარებული თვალები, დიდ ტკივილს რომ გამოხატავდა და ცრემლის თხელ ფენას
მალავდა. უყურებდა და ხვდებოდა, რომ თავადაც ტკიოდა გულის ნაწილი; თავისი,
„მარიამის“ ნაწილი კი არა, თავისი „იოანეს“ ნაწილი. იმ წამს გაიაზრა, რომ მის გულში იოანეს
უკვე თავისი ადგილი ჰქონდა და ამის გააზრებამ იმხელა ტკივილი მიჰგვარა, ცრემლი ვერ
შეიკავა.

-თუ შენი ძმაკაცი მართლა ისეთი ძლიერია, როგორც ამბობ, მაშინ არაფრის დიდებით არ
დაგტოვებთ, იოანე. გაიღვიძებს აუცილებლად, სხვა გამოსავალიც არ აქვს. - საიდანღაც
მოკრებილი ძალით ამოიჩურჩულა ჯაყელმა და სწრაფად მოიწმინდა ცრემლი.

იოანემ თვალები დახუჭა და გაიღიმა.

-ცოდვა იყო შენი მაგ გვარზე დაწერა, მარიამ ჯაყელო. ცოდვა იყო და ღმერთს რა ვუთხარი,
ასეთი საქმის გაკეთებისთვის! - როგორც იქნა მიაბრუნა თავი დანელიამ და მზერა გაუსწორა
მარიამს. ცეცხლის შუქი იმდენად ლამაზად ეფინებოდა გოგონას ღაწვებზე, მისთვის მარიამი
ღვთაებრივ არსებას ემსგავსებოდა.

-ამ სივრცეს ალბათ ვერასდროს გადავლახავთ, არა?! - მწარედ ჩაეცინა მარიამს და საზურგეს
მიეყრდნო. იოანემ ამოიხვნეშა.

-„ვერასდროს“ და „არასდროს“ პირობითია ცნებებია; არსებოობს მხოლოდ „მინდა“ და „არ


მინდა.“ - გაეღიმა მამაკაცს. - შენ გინდა, მარიამ?! - გამომცდელი მზერა მიაპყრო დანელიამ
გოგონას და პასუხის მოლოდინში გაირინდა.

მარიამი გაჩუმდა, ვერაფერი უპასუხა. იოანეს ჩაეცინა.

-გამიგია, პირველი სიყვარულის გულიდან განდევნა არც ისე ადვილიაო. - თავისთვის


ჩაილაპარაკა მამაკაცმა.

მარიამს გააცია. თითქოს დენი დაარტყესო, მაშინვე გამოფხიზლდა.

-პირველი სიყვარული რა შუაშია?! - თვალები გაუფართოვდა ჯაყელს. იოანესგან არ


მოელოდა ამ თემის წამოწევას. დანელიამ ნიკაპზე მოისვა ხელი და ისევ ჩაიცინა.

-თორნიკე არველაძე, არა?! - ცინიკა შეერია ხმაში.

მარიამი ერთიანად აილეწა სახეზე. თორნიკეზე არავისთან ლაპარაკობდა, მაგრამ იოანესთან


ამის განხილვა მისთვისაც კი ზედმეტი იყო.

-თორნიკე საერთოდ რა შუაშია, ვერ ვხვდები. მითუმეტეს ახლა მისი სახელის გაგონებაც არ
მინდა, თუ ძალიან გაინტერესებს. - მტკიცედ თქვა მაშომ და ყელი მოიღერა.

-შენს „სიყვარულს“ ეჩხუბე? - გაეცინა იოანეს.

-ჩემი ნამდვილად არ არის. იცი რა არის ჩემი? - აი ეს ტელეფონი! შემიძლია შევეხო, ხელში
ავიღო და ის გავუკეთო, რაც გამიხარდება. ეს სავარძელია ჩემი, სადაც მომინდება იქ
გადავდგამ, მაგრამ თორნიკე არც არასდროს ყოფილა ჩემი და ეჭვი მაქვს, ამ საღამოს შემდეგ,
არც არასდროს იქნება!
განსხვავებული სხივი შეეპარა დანელიას თვალებში. თითქოს მარიამის სიტყვებმა მასში
რაღაც ნაპერწკალი გააღვივესო.

-ასე კატეგორიულად?! - გაეღიმა მამაკაცს და აღტაცებით შეხედა წინ მწდომ ჯაყელს.

-კატეგორიულად რატომ? - რეალისტურად! საერთოდ, ჩემი აზრით, ყველაზე მწარედ მიწაზე


ის ენარცხება, ვისაც ჰგონია, რომ სამუდამოდ დარჩება ღრუბლებში. ბავშვურ ოცნებებთან
თამაში მეყო, საკმარისად გავიზარდე საიმისოდ, რომ ვარდისფერი სათვალე აღარ ვატარო.

-აჰა... ყველაფერი გასაგებია, ქალბატონო მარიამ! - სასიამოვნოდ ჩაეღიმა იოანეს და


საზურგეს მიეყრდნო.

მარიამმა თვალები დახუჭა და ამოიოხრა.

-საერთოდ, ასეთი გულწრფელი არ ვარ ხოლმე; არც ასე ადვილად ვუშლი ვინმეს გულს. -
თითქოს თავი გაიმართლაო ჯაყელმა.

-მგონი, გულახდილობის საღამო გვაქვს, ხომ არ დაგველია? - გაეცინა დანელიას.

-შენ რა, გცალია ამ ყველაფრისთვის? ახლა წესით საავადმყოფოში უნდა იყო ან ჩემს ძმას
ედგე კვალში, ვცდები?

-არა, არ ცდები, მაგრამ, როგორც ხედავ, მე აქ ვარ, შენთან ერთად და რატომღაც სულაც არ
ვღელავ, რომ შენი ძმა ახლა თავის ძმაკაცთან ერთად კახურ ღვინოს უსინჯავს გემოს!

მარიამი გაოცდა. არ ეგონა, თუ იოანეს ლუკასა და ბექას ადგილსამყოფელი ეცოდინებოდა.

-რა, გეგონა არ ვიცოდი, სად იყვნენ შენი ძვირფასი ძმები? - ჩაეცინა დანელიას გოგონას
რეაქციაზე.

-ასე უცებ როგორ გაიგე? ან თუ გაიგე, მართლა რა გინდა აქ?! - დაიბნა ჯაყელი.

-ხანდახან, მგონია, რომ ჯაყელი არ ხარ და ვერ ერკვევი ასეთ რაღაცეებში! - გაეცინა იოანეს.

-„მასეთ“ რაღაცეებში მართლა ვერ ვერკვევი. არ მაინტერესებს თქვენი გარჩევები და იმიტომ!


- გაღიზიანდა მაშო.

-გარჩევები არც უნდა გაინტერესებდეს, მაგრამ კი უნდა იცოდე, რა ვითარეებაა შენ გარშემო.

-რაც წამოვიზარდე და ჭკუაში ჩავვარდი, მას შემდეგ ვცდილობ დავივიწყო ჩემი გვართან
დაკავშირებული პრობლემები და უბრალო ადამიანივით ვიცხოვრო. მეზიზღება იმის
გააზრება, რომ ჩემს ძმას ძილისას თავთან იარაღი უდევს; მეზიზღება, რომ ჩვენს სახლს
ოცამდე კაცი იცავს; ვერ ვიტან, რომ იარაღიანი მძღოლი დამყვება კუდში. მძულს, საყვარელი
ადამიანების დაკარგვის შიში, რომელიც ტკივილად განვიცადე უკვე ორჯერ. ხანდახან,
უბრალოდ მინდა, რომ დავივიწყო ყველაფერი და რეალობას გამოვექცე. ახლაც ამას
ვცდილობ, მაგრამ შენ არ მაცდი! - ერთი ამოსუნთქვით მიაყარა მარიამმა სათქმელი მამაკაცს
და უცებ გაჩუმდა.
იოანემ თავი დახარა.

-ხანდახან... ცხოვრებაში, გიწევს აუტანელ რეალობასთან შეგუება, უბრალოდ იმიტომ, რომ


შენ არავინ არაფერს გეკითხება; არავინ გითანხმებს შენს ვენებში შესაყვანი ტკივილის დოზას,
არავის ადარდებს შენი აზრი. ცხოვრება ყოველთვის თავისი რიტმით მიქრის, ყოველგვარი
შეჩერებების გარეშე. - მკაფიოდ გამოთქვამდა სიტყვებს დანელია და ცეცხლს მიშტერებულ
თვალებს შიგადაშიგ ახამხამებდა.

მარიამს არაფერი უთქვამს, უბრალოდ ამოიხვნეშა და ხელით თმა გადაიწია.

უეცრად დარეკა იოანეს ტელეფონმა, ამ უკანასკნელმაც სწრაფად აიღო და მაშინვე უპასუხა,


როგორც კი მათეს ნომერი ამოიკითხა.

-გისმენ მათე! რა მნიშვნელობა აქვს, საქმე მქონდა და გავედი. მოხდა რამე?! მართლა?!
როდის?! ვახ, რა მაგარია, მოვალ მალე! - სახე გაუბრწყინდა დანელიას. კარგი! - იოანემ
ტელეფონი გათიშა, თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა.

-რაო, რა გითხრეს?! - მოუთმენლად იკითხა მაშომ.

-ანდრეა გამოფხიზლდა, პალატაში გადაიყვანენ მალე, უნდა წავიდე! - წამოდა მამაკაცი.

-რა კარგია, გილოცავ! - გულწრფელად გაეხარდა მარიამს, რაზეც დანელიას გაეღიმა.

-მადლობა ყველაფრისთვის, მარიამ!

-რისთვის მიხდი მადლობას? - საოცრად გაიკვირვა ჯაყელმა.

-ყველაფრისთვის! - თავდაჯერებული ღიმილით გაიმეორა იოანემ იგივე და ღია კარში


გაუჩინარდა.

მაშო უბრალოდ იდგა, კარის ჩარჩოს მიყრდნობილი და გაჰყურებდა წვიმაში მიმავალ იოანე
დანელიას, რომელსაც სიარულზეც კი ეტყობოდა, როგორ უხაროდა ძმაკაცის გადარჩენა.

უნებურად გაეღიმა. საერთოდ, ამ ბოლო დროს, უნებურად ემართებოდა ყველაფერი, რაც


დანელიას შეეხებოდა. შემდეგ გამოფხიზლდა, კარი მიხურა და ამჯერად საძინებელში
გადაინაცვლა, ბედნიერი ღიმილით.

საწოლზე ჩამოჯდა. ძილი გაუკრთო იოანეს შეჭრამ და ახლა სულაც აღარ სურდა დაწოლა.
მობილური მოიმარჯვა და უფროსი დის ნომერი აკრიფა.

ზარი გადიოდა, მაგრამ ეკატერინე არ პასუხობდა. თავიდან იფიქრა, ხომ არ ძინავსო და


გათიშა, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ ამერიკაში ახლა დღე უნდა ყოფილიყო, ამიტომაც ზარი
გაამეორა.

-გისმენ, მაშო! - როგორც იქნა უპასუხა ტელეფონს კატომ.

უცნაური ხმა ჰქონდა, დაღლილი და მძიმე. იმ სხივზე, სულ თან რომ ახლდა გოგონას ტონს,
აღარაფერი ითქმოდა. იმ დღეს გამკრთალიყო, როცა დათუნა გასვიანი მოუკლეს ქორწილში.
-ეკატერინე... ხომ არ გაგაღვიძე? - სხვა ვერაფრის თქმა მოიფიქრა უცროსმა ჯაყელმა.

-არა, უბრალოდ ვმუშაობდი და პირველ ჯერზე ვერ გავიგე ზარი. - ამოიხვნეშა ეკატერინემ.

-მუშაობდი? ხატვა გააგრძელე?

-ხო, რა ვიცი. არ ვგეგმავდი, უბრალოდ ასე გამოვიდა. რამდენიმე გალერეისგან მივიღე


შეკვეთა და ნანომ დამაძალა, თორემ არ მინდოდა... - თითქოს თავს იმართლებდაო გოგონა.

-კატო, რატომ მიხსნი? პირიქით, გადასარევი ამბავია, რომ გააგრძელე შენი საქმე!

-შენ რატომ გღვიძავს ამ დროს, მაშო? ახლა წესით თქვენთან დილის ოთხი საათი მაინც
იქნება.

-მე?! - რა ვიცი, არ მეძინება.

-მომიყევი რამე. როგორ ხართ სახლში, რა არის ახალი?

-ახალი?! - ირონიულად ჩაეცინა მარიამს. - არავისთან გილაპარაკია?

-არა, გუშინ ველაპარაკე დედას, მოხდა რამე? - აფორიაქდა ეკატერინე.

-არ ვიცი, მე არ ვარ ქალაქში, მეგობართან ვარ, აგარაკზე. დედას დაურეკე, იქნებ მან გითხრას
რამე. - სიმწრით გაეღიმა მარიამს და ფანჯარასთან დადგა.

ორივე გაჩუმდა. ის ტკივილი, საოცარი და უთქმელი ტკივილი, თავისუფლად ცურავდა


ატლანტის ოკეანეს და ორ დას აკავშირებდა ერთმანეთთან.

-მომენატრე, ეკატერინე... ძალიან. - საწყლად ამოიჩურჩულა უმცროსმა ჯაყელმა და ძლივს


შეაკავა თვალთმომდგარი ცრემლი.

ეკატერინემ მძიმედ ამოიხვნეშა.

-ვერ დავბრუნდები, მაშო... ჯერ არ შემიძლია... - მხოლოდ ეს თქვა უფროსმა ჯაყელმა და


გაჩუმდა.

-უნივერსიტეტის დატოვება რომ შემეძლოს, მეც ჩამოვიდოდი მანდ, თქვენთან და


დავტოვებდი ყველაფერს, მაგრამ არ შემიძლია...

-მაშო, შენ ნამდვილად კარგად ხარ? ისევ თორნიკეს ხომ არ ეჩხუბე? - ეჭვით ჰკითხა კატომ
დას.

მარიამს გაეღიმა. ყოველთვის ხვდებოდა ეკატერინე, როცა მის უმცროს დას უჭირდა. ახლაც
მიხვდა, რა თქმა უნდა, მიხვდა. ამხელა მანძილის დაშორების მიუხედავად, იგრძნო.

-არაფერია. უბრალოდ არ მეძინება და თან მონატრება მომაწვა. კარგი, წავალ, ხელს არ


შეგიშლი მუშაობაში, მომიკითხე ყველა! მიყვარხარ, კატო.

-მეც, აბა შენ იცი, თავს გაუფრთხილდი, იცოდე და ნუღარ ეჩხუბები იმ ბიჭს! - დაარიგა
ეკატერინემ გოგონა და გათიშა.
ტელეფონი საწოლზე მოისროლა და შუბლი ცივ მინას მიაბჯინა. წვიმის წვეთები
მხიარულად ეცემოდნენ ფანჯარას და მერე ქვემოთ მისრიალებდნენ.

საავადმყოფოში შეკრებილები ძალიან გაახარა ანდრეას გამოფხიზლების ამბავმა. ანასტასიამ


ერთი ამოისუნთქა და ბედნიერების ცრემლების ნაკადს დაუწყო გამკლავება. ახვლედიანს
პალატაში გადასაყვანად ამზადებდნენ, მაგრამ დილამდე მაინც ვერავინ შეძლებდა მასთან
შესვლას. დიდი კამათის მიუხედავად ვატომ გოგონები სახლში წაიყვანა მოსასვენებლად.
უტა, მათე, ირაკლი და ახლად მოსული იოანე კი ისევ დერეფანში იცდიდნენ.

-სად იყავი, არ მეტყვი? - გადაულაპარაკა უტამ ძმას, ისე, რომ მისთვის არც შეუხედავს.

-რაღაც საქმე მქონდა მოსაგვარებელი... - ჩვეული სიმშვიდით უპასუხა იოანემ.

-მარიამი მირეკავდა თურმე გუშინ, შენ ელაპარაკე? - ეშმაკურად ჩაეღიმა უმცროს დანელიას,
რაც მხოლოდ ძმის მახვილ თვალს არ გამორჩენია.

მიხვდა იოანე. ღიმილით და გამოხედვით მიხვდა, რომ უტამ ყველაფერი იცოდა. რა იყო
საცოდინარი? მაგრამ რაც იყო და არ იყო, არ გამოპარვია უმცროსი ძმის დაკვირვებულ
თვალს.

გაეღიმა იოანესაც, მაგრამ მაინც არ მოიცილა კუშტი მზერა და არ გატყდა.

-ანდრეას მდგომარეობის გაგება უნდოდა, შენ გასული იყავი და მე ველაპარაკე.

-მხოლოდ მარიამს შეუძლია მსგავსი რამის გაკეთება! - აღტაცებით ჩაეცინა უტას.

უფროსი დანელია გაჩუმდა, არაფერი უთქვამს. დუმილით დაეთანხმა ძმას.

-საერთოდ, მარიამი ყველაზე საოცარი გოგოა, მათ შორის ვისაც ვიცნობ! მეორე მისნაირი არ
მეგულება დედამიწაზე. - აგრძელებდა ჯაყელის ხოტბას უტა.

იოანემ თავი დახარა.

-ჰო, საოცარი ნამვილად არის... - თავისთვის ჩაილაპარაკა მამაკაცმა და უნებურად გაეპო


ბაგეები ღიმილით, როგორც კი ცეცხლის ალებით განათებული გოგონას მოვარვარე თვალები
წარმოესახა გონებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ირაკლის დამხმარეები თავდაუზოგავად მუშაობდნენ, რათა ძმების
დაჭრის ამბავი ხალხში არ გაჟონილიყო, მეორე დღეს ჟურნალისტების ზღვა რაოდენობა
მაინც მოაწვა საავადმყოფოს. რა თქმა უნდა, ყველა ამ ამბავზე ლაპარაკობდა და ისიც
უეჭველი იყო, რომ ყველა ხვდებოდა, ძმები ახვლედიანების ამ მდგომარეობაში ჩამგდების
ვინაობას. ამას ისიც ერთვოდა, რომ ლუკა და ბექა ჯაყელები ქალაქში არ იყვნენ, რაც
საზოგადოების ეჭვს უფრო ამძაფრებდა.

დილიდან ისმოდა კლინიკის დერეფანში ირაკლი ახვლედიანის მკაცრი ხმა, რომელიც


ტელეფონით ესაუბრებოდა ქვეშევრდომს.

-არ გამაგიჟო, ვაჟა! გითხარი, ვინმე ჩვენებური გამოუშვითქო და ვინ ოხერია ეს თოიძე?! ვინ
არის, საიდან გამოჩნდა? ვისი შვილია, კი მაგრამ?! იმ თოიძესი? მაგას გოგო არ ჰყავდა? -
ჯანდაბა! - კბილები გაახრჭიალა სიმწრისგან ახვლედიანმა. - რამდენი წლისაა? რატომ ანდეს
ჩემი შვილების საქმე მაგას?! ასეთი ახალგაზრდა?! ვინ არის, კი მაგრამ, რა დამსახურება აქვს
ასეთი?! - აღშფოთებას ვერ მალავდა ირაკლი. - მისმინე, ვაჟა, დარწმუნებული ხარ, რომ მაგ
ლაწირაკთან ჩემებური ხერხები არ გაჭრის? იქნებ არც ეგეთი მკაცრია, როგორც შენ ამბობ?! -
ტონს დაუკლო უფროსმა ახვლედიანმა და თითქმის აჩურჩულდა. - ოხ, მე ამის დედა ვატირე,
საიდან გამოერჭო ახლა ეგ კაცი! დღეს მოვა? - მაშინ ხვალ გამოუშვი. დღეს შეიძლება ჩვენც არ
შეგვიშვან სანახავად, ჯერ სუსტად არის. კარგი, ვაჟა, კარგი! დაგირეკავ ხვალ. - ბატონმა
ირაკლიმ ტელეფონი გათიშა და ხმამაღლა შეიკურთხა.

-რა მოხდა, ირაკლი, მოაგვარეთ ყველაფერი? - მიუახლოვდა ახვლედიანს მათე.

-ვერაფერიც ვერ მოვაგვარეთ! ზემოდან დაუნიშნიათ გამომძიებელი ამ საქმისთვის, ვაჟამ


მითხრა, მე ვერაფერს გავაწყობო. იმ თოიძის შვილი ყოფილა, ვინმე გიორგი! - ბრაზისგან
კბილებს აღრჭიალებდა ირაკლი.

-გიორგი თოიძე? მე და იოანემ ვიცით ეგ კაცი, ჩვენზე რამდენიმე წლით დიდია, გვქონია
მასთან შეხვედრის პატივი.

-ვერაფერს გავაწყობთ მასთან? იქნებ რამით მოვუქონოთ თავი...

-მეეჭვება! ნამდვილი ძაღლია, დაგეშილია ასეთ საქმეებზე, თანაც ფულით ვერ გავაკვირვებთ,
თქვენც კარგად იცით, ვისი შვილია.

-ჯანდაბა! ანდრეას მოუწევს მისთვის ჩვენების მიცემა, სხვა გზა არ არის.

-ნუ ვინერვიულებთ. მოიფიქრებს რამეს ანდრო, არც პირველი შემთხვევა იქნება მისთვის და
არც ბოლო! - გაეღიმა არაბულს და უფროს ახვლედიანს მხარზე დაკრა ხელი სანუგეშოდ.
მეორე დღეს მართლაც მოვიდა გამომძიებელი თოიძე, თავის მხლებლებთან ერთად.
წარმოსადეგი გარეგნობის ახალგაზრდა კაცი იყო. გამხდარი და ახოვანი. ოდნაც მოშვებული
წვერით და მუდამ მოჭუტული, თითოეული დეტალის შესასწავლად მომართული
თვალებით.

-გამარჯობა, ბატონო ირაკლი, მე გამომძიებელი გიორგი თოიძე გახლავართ, თქვენი


შვილების საქმე მე ჩამაბარეს და პირობას გაძლევთ, საქმეს გაუხსნელს არ დავტოვებთ! -
მოხდენილად გაუწოდა გამომძიებელმა ხელი ახვლედიანს.

ირაკლიმ ამრეზით აათვალიერა ახალგაზრდა მამაკაცი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოართვა


ხელი.

-ბატონო... უკაცრავად, შემახსენეთ თქვენი სახელი...

-გიორგი!

-დიახ, ბატონო გიორგი, ბოდიში მინდა მოგიხადოთ მოცდენისთვის. მერწმუნეთ, არაფრის


გამო მოგაცდინეს, ჩემი შვილები პირველად არ ვარდებიან მსგავს მდგომარეობაში. ხომ
გესმით? ხიფათის მოყვარულები არიან, თუ შეიძლება ასე ითქვას...

გამომძიებელს ოდნავ ჩაეღიმა, მაგრამ მაინც შეიმჩნეოდა მის სახეზე აღბეჭდილი


უნდობლობა.

-ასეა თუ ისე, მაინც მოგვიწევს ყველაფრის გამოძიება, ბატონო ირაკლი. ხომ ხვდებით? თუ
გნებავთ, ამას უბრალო პროტოკოლი დავარქვათ.

-დიახ, რა თქმა უნდა, გასაგებია. თქვენ თქვენი საქმე უნდა შეასრულოთ.

-ახლა კი ბოდიშს გიხდით, მაგრამ თავად დაზარალებულს უნდა გავესაუბრო.


გამოძიებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მის ჩვენებას.

-იცით, ჩემს შვილთან ჯერ ჩვენც არ გვიშვებენ. მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის
სტაბილური.

-ნუ ღელავთ, ბატონო ირაკლი, ექიმს უკვე გავესაუბრე და მასთან შესვლის ნება დამრთო.
გპირდებით, არ გადავღლი. მხოლოდ რამდენიმე კითხვით შემოვიფარგლები, ყოველ
შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით. მერწმუნეთ, საჩქარო რომ არ იყოს, ნამდვილად არ
შევაწუხებდი, მაგრამ, მემგონი, ყველას ინტერესებში შედის ამ საქმის წრაფად გახსნა და
დამნაშავის დაკავება.

-კარგი, რა გაეწყობა, მიბრძანდით! - ხელები დაუშვა ახვლედიანმა დანებების ნიშნად.

თოიძემ ზრდილობიანად დაუკრა თავი კაცს, მხლებლებს ანიშნა, გაყოლოდნენ და


პალატისკენ აიღო გეზი.
ანდრეას პალატაში შესულს, პაციენტთან ერთად ვატოც დახვდა.

-გამარჯობა, ბატონო გამომძიებელო. ვატო ვაჩნაძე, დაზარალებულის ადვოკატი. იმედი


მაქვს, წინააღმდეგი არ იქნებით, თუ დაკითხვას დავესწრები! - თავი წარუდგინა ვაჩნაძემ
გამომძიებელს.

-არა, რა თქმა უნდა! - გაეღიმა თოიძეს. - გამარჯობა, ბატონო ანდრეა, როგორ გიკითხოთ?
გადარჩენას გილოცავთ, პირველ რიგში! - სკამზე დაიკავა ადგილი მამაკაცმა.

-მადლობთ... - სუსტი ხმით ამოილაპარაკა ჯერ კიდევ მძიმედ მყოფმა ახვლედიანმა.

-მესმის, რომ ლაპარაკი გიჭირთ, მაგრამ, სამწუხაროდ, გამოძიება ვერ დაიცდის. მხოლოდ
რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, გპირდებით!

-გისმენთ... - გამშრალ ტუჩებზე ენის წვერი გადაისვა ანდრეამ.

-შეგიძლიათ მოგვიყვეთ, როგორ მოხდა ყველაფერი? - საქმიანი სახე მიიღო თოიძემ.

-მოსაყოლი არაფერია... ბა..ტონო... გამომძიებელო. მე და ჩემს ძმას... თა..ვს დაგვესხნენ,


გაძარცვის...მიზნით... - ძლივს ლაპარაკობდა ახვლედიანი.

-გაძარცვის მიზნით? - გაკვირვება ვერ დამალა დეტექტივმა. - გინდათ მითხრათ, რომ თქვენ
და თქვენს ძმას სამ-სამი ტყვია გესროლეს გაძარცვის მიზნით?!

-დიახ, სწორედ... ამ..ის... თქმა მინდა! - ბეჯითად დაეთანხმა ანდრეა გამომძიებელს.

-კარგი, დავუშვათ, რომ მართლაც ყაჩაღები დაგესხნენ თავს, შეგიძლიათ გაიხსენოთ,


რამდენი იყვნენ ან როგორ გამოიყურებოდნენ?

-არა... სამწუხაროდ... არა. ბნელოდა...

-თქვენი მანქანა მივარდნილ ჩიხში იპოვნეს, ნუთუ მძარცველებმა წინასწარ გათვალეს


თქვენი იმ ადგილას შეტყუება, უბრალო დაყაჩაღების მიზნით?! - აშკარად არ სჯეროდა
ახვლედიანის მონათხრობის თოიძეს.

-სანდრო თავს ცუდად გრძნობდა... საჭესთან დაჯდომა მთხო..ვა. სხვა ვერ..აფერი მოიფიქრა..
და ჩიხში შე..აყენა მანქანა. - ანდრეამ სახე დამანჭა და ჭრილობა აიტკივა.

-ბატონო გამომძიებელო, როგორც ხედავთ ჩემი კლიენტი ძალიან სუსტადაა და ჯერ არ


შეუძლია ამხელა დატვირთვის მიღება. თუ მეტი კითხვა აღარ გაქვთ, იქნებ მივცეთ მას
მოსვენების უფლება. - ჩაერთო საუბარში ვატო.

-დიახ, დიახ, რა თქმა უნდა! ბოლო კითხვაც და დავამთავროთ - ბატონო ანდრეა, ლუკა და
ბექა ჯაყელების შესახებ თუ გსმენიათ რამე? - გამჭოლი მზერა ესროლა დეტექტივმა
დაზარალებულს.

-ჯაყე..ლები? - დიახ... საკმაოდ... წარჩინებული ოჯახია...

-ანუ მათთან პირადი შეხება არასდროს გქონიათ?!


-შეიძლება საქმიანი, მაგ..რამ... სამწუხაროდ კომპანიის საქმეებში არ ვარ გარკვეული.

-იცით, რომ თქვენი ინციდენტი და მათი ქალაქიდან გასვლა დაემთხვა? გამოძიება სწორედ
მათ განიხილავს მთავარ ეჭვმიტანილებად.

-ჯა..ყელებს? - ოსტატურად გაიკვირვა ახვლედიანმა.

-დიახ, რას ფიქრობთ ამის შესახებ?!

-აბს..ურდია. ჩემს ოჯახს მათთან გას..აყოფი არაფერი აქვს...

გამომძიებელს შეფარვით გაეღიმა და თავი დააქნია.

-კარგი, ბატონო ანდრეა, რა გაეწყობა?! თუ გამოძიებას ისევ ექნება კითხვები, მოგვიწევს


თქვენი შეწუხება. იქამდე კი, კარგად ბრძანდებოდეთ! გამოჯანმრთელებას გისურვებთ
თქვენც და თქვენს ძმასაც, ნახვამდის!

-კარგ..ად ბრძა..ნდებოდეთ, ბატონო გამომ..ძიებელო! - ენის წვერი კიდევ ერთხელ გადაუსვა


ანდრეამ ტუჩებს და ოდნავ დააქნია თავი.

ვატო თოიძეს გაყვა. ცოტა ხანში კი იოანე და მათე შევიდნენ პალატაში.

-აბა, რა ქენი? რაო, რა გითხრა? - გამომძიებლის ადგილი დაიკავა მათემ.

-არაფერი განსაკუთრებული, რაღაც სისულელე ვუთხარი და მორჩა, რა! - არხეინად გასცა


პასუხი ანდრეამ და ლოგინში წამოჯდა.

-დაიჯერა მერე?

-არ გვკიდია?! მოუწევს დაჯერება, მაინც ვერაფერს იპოვის, რომ რამე დაამტკიცოს! - გაეღიმა
ახვლედიანს.

-დააჯერე, რომ ისევ ცუდად ხარ? - ჩაეცინა დანელიას.

-მგო...ნი არც ის...ე ცუდი... მსახი...იობი ვარ! - ავადმყოფის იმიტაცია გააკეთა ანდრეამ და
გაიცინა.

-რაკი შენ გაცინებულს გხედავ ისევ, ესეიგი არ გვატყუებს ექიმი და ყველაფერი რიგზე გაქვს!
- გაეცინა იოანეს.

-ჩემი მოკვლა რომ ასე ადვილი იყოს... - ჩაეცინა ახვლედიანს. - მე მხოლოდ ალექსანდრე
მადარდებს, როგორაა?

-ანდრეა, მორჩი ყოველ წამს მის მდგომარეობაზე კითხვების დასმას! უკვე გითხარით,
როგორც კი რაიმე ახალი იქნება, გეტყვით!

-მამაჩემი სადაა?

-ალბათ გამომძიებელს აცილებს. ხომ ხვდები, მისი მოთაფვლა უნდა, რომ ბევრი არ აქიცინოს
იმ თოიძემ ერთი ადგილი და მალე მოისვენოს! - ჩაეცინა მათეს.
-ვერაფერს იპოვის, დაიღლება და დაიჯერებს ჩემს ვერსიას, აბა რას იზამს?! - ტუჩის კუთხე
ჩატეხა ანდრეამ.

-რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ ვერაფერს იპოვის?

-მეხუმრები?! - ჯაყელები ჩემი დაბრუნების დღიდან ადგენენ ალბათ, ჩემი მოკვლის გეგმას
,უსუფთავესი ნამუშევარი ექნებათ, მე მჯერა მათი პროფესიონალიზმის! - გაეცინა
ახვლედიანს.

-ანდრეა, შენ რაღაც ზედმეტი იუმორით უდგები ამ ამბავს და მემგონი, დროა დაივიწყო ეს
მშვიდობის მტრედობა და გონს მოეგო! ჯაყელებმა შენი და შენი ძმის მოკვლა სცადეს,
ალექსანდრე ახლაც კომაშია და კაცმა არ იცის, გადარჩება თუ არა!

-აუცილებლად გადარჩება! წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯაყელების მთელი საგვარეულოს


ჰაერში აწევა მომიწევს, რაც ძალიან მეზარება!

-კახეთში არიან გაქცეულები, მამაშენს არ ვეუბნებოდით, შენ დაგელოდეთ. რა ვქნათ?

-რა უნდა ვქნათ? - არც არაფერი!

-რას ნიშნავს, არაფერი?! - გაოცებისგან წამოიყვირა მათემ. - ღადაობ?!

-ჯერ-ჯერობით არაფერი, მათე! და თუ ალექსანდრე გამოძვრა, არც არაფერს ვიზამთ!

-გამოშტერდი, ბიჭო? ასე უნდა შევარჩინოთ ყველაფერი ჯაყელებს?!

-დათუნა გასვიანი და ნიკუშა ახვლედიანი არ არიან საკმარისი? აღარ გვინდა, რა!

-ანდრეა, რაებს ლაპარაკობ?! ჯაყელებმა პირადად შენი და შენი ძმის მოკვლა სცადეს, რა
შუაშია გასვიანი? საერთოდ, შენ მოკალი ეგ ბიჭი?

-არა!

-შენმა ოჯახმა?!

-არა!

-აბა რაღა გინდა?

-ჯაყელებმა ხომ არ იციან ეგ?

-შენ რა, ამართლებ ჯაყელებს, თუ რა ხდება, ვერ გავიგე!

-არ ვამართლებ, იოანე, უბრალოდ ვამბობ, თუ ალექსანდრე გადარჩება ზედმეტად


სიტუაციას აღარ გავამწვავებთ, მოკვდა თემა!

-ისევ შეეცდებიან თქვენს მოკვლას, არ იცი?!

-მაგას ვეღარ მოახერხებენ! მე აღარ დავუშვებ და იმიტომ!

-სულელურად იქცევი, ანდრეა. გული მიგრძნობს, ინანებ!


-აღარ არის დრო, რომ ერთ-ერთმა მხარემ დასვას წერტილი? დღეს ჩვენ მოვკლავთ, ხვალ
ისინი და ასე გაუთავებლად! მომბეზრდა, რა...

-ამას მგონი ოპერაციისას ტვინი გადაუბრუნეს! - აღშფოთებით მიმართა მათემ იოანეს და


ჩაიცინა.

-ამ აზრზე ვიყავი მე ყოველთვის, თქვენ მაინც იცით!

-სულელური თამაში წამოიწყე, ანდრეა,ისევ შენ ინანებ!

-მაგას ვნახავთ, მათე!

-კარგი, აღარ გვინდა ამაზე, როგორც შენ იტყვი, ისე იქნება. ჩვენ გავალთ ახლა და შენ
დაისვენე! - წამოდგა სკამიდან იოანე და ძმაკაცს ანიშნა, გავიდეთო.

-აბა შენ იცი, ანდრო, დაისვენე. ხვალ კიდე გნახავთ! - თვალი ჩაუკრა მათემ ძმაკაცს და
იოანესთან ერთად დატოვა პალატა.

რამდენიმე კვირა ისე გავიდა, არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა. ალექსანდრე ისევ


კომაში იყო, ანდრეა კი ნელ-ნელა უკეთესად ხდებოდა.

მარიამი ისევ მანგლისში ცხოვრობდა და უტას ელაპარაკებოდა ხშირად, რათა


ახვლედიანების მდგომარეობის შესახებ გაეგო. მთელი ამ დროის განმავლობაში, ანუ მას
მერე, რაც იოანემ იმ ღამით დატოვა გოგონა, მისგან სიტყვაც აღარ სმენოდა ჯაყელს.
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა და არ აძლევდა დანელიაზე
ფიქრის უფლებას, მამაკაცის არ ყოფნა მის ცხოვრებაში საოცარ სიცარიელეს უქმნიდა სულში.

გამომძიებელი თოიძე იმ დღის შემდეგ აღარ გამოჩენილა საავადმყოფოში, თუმცა ეს სულაც


არ მოასწავებდა კარგს. სავარაუდო იყო, რომ ალექსანდრეს გამოღვიძებას და მისი ვერსიის
მოსმენას აპირებდა.

ანდრეა აბსოლიტურად ჩვეულებრივად იქცეოდა და გარშემომყოფებს აგიჟებდა თავისი


სიმშვიდით. ნანას ყოველდღე ელაპარაკებოდა და დედის მდგომარეობის შესახებ
კითხულობდა, თუმცა ალექსანდრეს მდგომარეობა მისთვის მთავარ გულისტკივილად
რჩებოდა.

გარკვეული დროის შემდეგ ახვლედიანს, როგორც იქნა, დართეს ნება და ეტლით


გადაადგილების საშუალება მისცეს. ანდრეამაც მაშინვე ძმის ნახვა ითხოვა.

სპეციალური სამოსი ჩააცვეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუშვეს პალატაში. ალექსანდრე ვერც
ისე ხეირიანად გამოიყურებოდა, უამრავ წრიპინა აპარატზე შეერთებული, რამდენიმე
სახეობის მილით სხეულზე და პირში. ფერი დაკარგული ჰქონდა, სხეული მილეული. იმ
ალექსანდრესგან აღარაფერი იყო დარჩენილი, რომელიც არცერთ გოგოს ტოვებდა
გულგრილს.

ანდრეა ეტლით მიგორდა საწოლამდე და ძმას მკლავზე დაკრა ხელი.

-ეს რა არის, ბიჭო, არ გრცხვენია, ასეთ მდგომარეობაში რომ ჩავარდნილხარ?! - გაუღიმა ძმას
და მილებს გააყოლა თვალი, უსასრულოდ რომ გრძელდებოდნენ და წრიპინა აპარატებს
უერთდებოდნენ. - არ გეკადრება, სანდრო, ასეთი სისუსტე და დანებება არ გეკადრება
ახვლედიანს! გარეთ ხალხი გიცდის, ჩვენები სულ აქ არიან, ყველანი! ლიზიკოც აქ არის, შენი
ლიზიკოც აქ არის, კართან გელოდება და შენ გამო ტირის. აკი ცოლობა უნდა გეთხოვა მის
დაბადებისდღეზე? შენ კი მთელი დაბადებისდღე საავადმყოფოში გაატარებინე საყვარელ
ქალს, რა საქციელია? მაგას გასწავლიდი? საყვარელ ქალს ვინ იმეტებს ასეთი ტანჯვისთვის?!
უნდა გამოფხიზლდე იცოდე და დააღწიო თავი ამ აურაცხელი რაოდენობის მილებს! ჩემს
ძმას არ გეკადრება ამდენი ხნით საავადმყოფოში წოლა, ნამდვილი ახვლედიანის სახელს
არცხვენ! - გაეცინა ანდრეას. - ნუ ამაწიოკებინებ ჯაყელების მოდგმას, გეხვეწები. ცხოვრებაში
საკმარისად მაქვს ცოდვები, კიდევ რომ არ მივუმატო. წამოდექი ფეხზე, იცოდე, თორემ არ
მოგეწონება, რასაც ვიზამ და მერე ისევ შენ უნდა გამკიცხო მაგისთვის! მეც ხომ სამი ტყვია
მივიღე და ვერ მხედავ როგორ ყოჩაღად გამოვიყურები? შენც უნდა მომბაძო, სანდრიკ,
დაუჯერე უფროს ძმას, არ მოგატყუებს, არასდროს! დედა გელოდება თავის ბაღში, სკამზე...
ხომ იცი, რომ გელოდება? ხომ გრძნობ? ვიცი, რომ გრძნობ. ახალი კი არაფერი გამოგიგონია,
მეც ვყოფილვარ შენს დღეში! გახსოვს, ჩვიდმეტი წლის ასაკში, რომ მომივიდა ჩხუბი და
გამწირეს საიქიოდ გასამგზავრებლად? მაშინ ხომ გამოვძვერი შენი ხათრით? - ხოდა დროა
ახლა, გადამიხადე! შენ მაგარი ბიჭი ხარ, ალექსანდრე, ჩემზე მაგარი! ერთია, რომ სულ ჩემი
შეცდომების გამო გიწევს პასუხის გება, მაგრამ არაუშავს. ხომ იცი? ძმის გამო გადარტყმული
წკეპლა, ტკბილია! გამოფხიზლდი, ლომო, გეყოფა დასვენება. საყვარელი ხალხი გიცდი,
ცოლი გყავს მოსაყვანი, ასე მარტივად თავის დაძვრენა არ გამოგივა, იცოდე! ახვლედიანი ხარ
და ღმერთს არ უქნია ჩვენი სიმარტივე! - გაეღიმა ანდრეას. - მაცეკვე, რა, შენს ქორწილში,რა
იქნება? - ნუ წამართმევ შენი დაცინვის საბაბს, როცა „სმოკინგში“ გამოწკეპილს დაგინახავ,
პატარა ბიჭივით აღელვებულს. ოღონდ ეგ დამანახა და მერე მომკალი თუ გინდა, შენი
საკუთარი ხელით, აღარ დავეძებ. შენთან ვარ, იცოდე, სამი ტყვია რის მაქნისია ძმებ
ახვლედიანებთან?! მოვერევით, ამასაც მოვერევით! გელოდები და არ დამაღალატო,
ალექსანდრე ახვლედიანო, თორემ ხომ მიცნობ? - არ გამიჭირდება მანდ გამომგზავრება, შენი
პოვნა და კარგად დაჟეჟვა სიმხდალისთვის! შენთან ვარ, იცოდე, გვერდით გიდგავარ და
გამაგრებ! ნუ დამაღალატებ, სანდრიკა, მაქვს მე შენი იმედი ცხოვრებაში! - უფროსი
ახვლედიანი ოდნავ წამოიწია და ძმას გაყინულ შუბლზე აკოცა. კიდევ ერთხელ დაკრა ხელი
მკლავზე და პალატა დატოვა.
-მათე, შეგიძლია წყნეთში ახვიდე და დედაჩემი ჩამოიყვანო? - ძმაკაცს მიუახლოვდა ანდრეა.

-დედაშენი? - გაიკვირვა მათემ. - მისი ნახვა გინდა?

-მე არა. მინდა, რომ ალექსანდრე ნახოს და ელაპარაკოს.

-ალექსანდრე? დარწმუნებული ხარ, რომ კარგი იდეაა? ცუდად რომ გახდეს? - ორჭოფობდა
არაბული.

-არ გახდება, ვიცი! ჩამოიყვანე, რა, მინდა, რომ ნახოს თავისი შვილი.

-ირაკლი რას იტყვის?

-ეგ არ მადარდებს. ჩემი გადაწყვეტილებაა და ყველას მე გავცემ პასუხს! - მტკიცედ თქვა


ანდრეამ.

-კარგი, მაშინ, ახლავე წავალ და ჩამოვიყვან ნინო დეიდას. - გასაღები ამოიღო ჯიბიდან მათემ
და ლიფტისკენ გაემართა.

ქალბატონი ნინოს საავადმყოფოში გამოჩენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იქ მყოფებში.


ირაკლიმ ერთადერთხელ გახედა ცოლს, უცნაურად მოექუფრა სახე და იქაურობას გაეცალა.
ანდრეასთვის არაფერი უთქვამს, იცოდა, აზრი არ ჰქონდა.

ქალი ძალიან დაბნეული და შეშინებული იყო. ორივე ხელი მათეს მკლავზე ჰქონდა
ჩაბღუჯული და გვერდით მიმავალ ნანას თვალებში შესციცინებდა. ანდრეამ მაშინვე მისკენ
გააგორა ეტლი და თბილად გაუღიმა.

-არ შეგეშინდეს, დე. მე ვარ, ანდრეა!

-არ მომწონს აქ! - პატარა ბავშვივით თქვა ქალბატონმა ახვლედიანმა და შეშინებული


თვალები მოავლო გარემოს.

-სულ ცოტა ხანი, დედი. ალექსანდრე ნახე და წადი.

-ალექსანდრე? - შვილის სახელს გამოემცნაურა ქალი.

-ხო, ალექსანდრე. შენი სანდრო, დე. ახლა ძალიან სჭირდება შენი ხმის გაგონება.

-სად არის ჩემი სანდრო?

-წამომყევით, ქალბატონო, მასთან შეგიყვანთ. - მორიდებით მიმართა იქვე მდგარმა ექიმმა


ნინოს.
ქალბატონ ახვლედიანს შეეშინდა და მაშინვე ანდრეას გახედა.

-მეც წამოგყვები, დედა, არ ინერვიულო! - გაუღიმა მამაკაცმა დედას და მასთან ერთად გაყვა
ექიმს.

ნინოს სპეციალური ხალათი ჩააცვეს და ისე შეუშვეს შვილთან. ანდრეა და ანასტასია


ფანჯრიდან აკვირდებოდნენ მის ქმედებებს.

-შენი აზრით, რამეს ეტყვის? - ჰკითხვა ტასომ ბიძაშვილს.

-ვიცი, რომ გულის სიღრმეში ხვდება, ვინცაა ალექსანდრე. აუცილებლად იგრძნობს და


დაეხმარება... - გაეღიმა ანდრეას.

-მართლა გჯერა მაგის?

-თუ იმის არ უნდა მწამდეს, რომ დედის გული შვილის გასაჭირს ყოველთვის გრძნობს, აბა
რაღა დავიჯერო ამ ქვეყანაზე?!

-ჰო, ალბათ მართალი ხარ... - თავისთვის ჩაილაპარაკა ანასტასიამ და ნინოზე დაკვირვება


განაგრძო.

ერთხანს გაჩერდა ქალბატონი ახვლედიანი შვილის პალატაში. არავის ესმოდა, რას


ელაპარაკებოდა კომაში მყოფ ალექსანდრეს, მაგრამ ფაქტი იყო, აუღელვებლად ესაუბრებოდა
ვაჟიშვილს. შემდეგ წამოდგა და თავისივე ნებით დატოვა პალატა. გარეთ გასულს არაფერი
უთქვამს. ნანას უთხრა, სახლში წავიდეთო და მეტჯერ ხმა აღარ ამოუღია. ანდრეამ ისევ
მათეს თხოვა დედის წყნეთში აყვანა, ბიჭმაც უხმოდ დაუქნია თავი.

-მისი აქ მოყვანა ცოტა სარისკო ხომ არ იყო? - ფრთხილად მიმართა ირაკლიმ შვილს და
მიმავალ მეუღლეს თვალი გააყოლა.

-რატომ?! ჟურნალისტებმა რომ არ დაგიფიქსირონ შეუძლოდ მყოფი მეუღლე?! - წარბები


შეკრა უმცროსმა ახვლედიანმა გაბრაზების ნიშნად.

-არა, უბრალოდ...

-მას შვილთან ყოფნის სრული უფლება ჰქონდა! - მოკლედ მოუჭრა ანდრეამ და ეტლი თავისი
პალატისკენ გააგორა.

რამდენიმე დღეში ის მოხდა, რასაც მთელი ოჯახი გაფაციცებით ელოდა. ალექსანდრემ


გაიღვიძა. ექიმები აღფრთოვანებულები იყვნენ და მხოლოდ ერთ რამეს იმეორებდნენ,
„საოცრად ძლიერი ვაჟკაცი გყოლიათ ბატონო ირაკლი!“. ყველა ბედნიერი იყო, ახვლედიანის
გაღვიძება მათთვის საახალწლო საჩუქარი იყო. ბედნიერებით ატირებული ლიზა და
ანასტასია ერთმანეთს ეხუტებოდნენ. ტიროდა ირაკალიც, რომელსაც ახლა უკვე ორივე
შვილი კარგად ეგულებოდა.

ალექსანდრე პალატაში გადაიყვანეს, მაგრამ მასთან შესვლა ჯერ კიდევ არ შეიძლებოდა. მისი
ნახვა ყველას ეჩქარებოდა,მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ ახვლედიანების ოჯახში
ოცდაცხრა დეკემბერი ბედნიერად გათენდებოდა.

მეორე დღეს სანდრო უფრო კარგად გრძნობდა თავს, მაგრამ ჯერ მაინც ვერ იყო ბოლომდე
მომჯობინებული. პირველად მასთან ირაკლი შევიდა. მოსიყვარულების შემდეგ
გამოძიებისთვის მისაცემი ჩვენების შესახებაც უამბო. ანასტასია და ლიზა ერთად შევიდნენ
პალატაში. სანდრო იღიმოდა, გოგონები ტიროდნენ. მათი შეხვედრა ძალიან ემოციური
გამოდგა. დიდხანს ვერც ისინი დარჩნენ, რადგან ექიმები მკაცრად აკონტროლებდნენ
პაციენტის ვიზიტების ხანგრძლივობას.

სულ ბოლოს, საღამოს, ანდრეამაც მოინახულა უმცროსი ძმა. არაფერი უთქვამს. უბრალოდ
საწოლთან მივიდა, სანდროს მკლავზე ხელი დაკრა და გაუღიმა. საპასუხოდ ალექსანდრემაც
გახსნა ფერმკრთალი ბაგეები.

-მაინც ვერ მოგვერივნენ ჯაყელები... - სვენებ-სვენებით ამოილაპარაკა ალექსანდრემ და ძმას


უფრო ფართოდ გაუღიმა.

-ვერასოდეს! - მტკიცედ თქვა ანდრეამ და უმცროს ძმას შუბლზე აკოცა. - მობრუნებას


გილოცავ, ძამიკო! - ყურთან დასჩურჩულა და სწორედ ამ დროს შემოვიდა ექიმიც. ანდრეამ
პალატა დატოვა და ალექსანდრეს მოსვენების საშუალება მისცა.

ოცდათერთმეტი დეკემბერი უღიმღამოდ გათენდა. საახალწლო განწყობას მთელი ქალაქი


მოეცვა, ორი ოჯახის გარდა.

ახვლედიანები ახალ წელს საავადმყოფოში ხვდებოდნენ. ჯაყელები კი აქეთ-იქით იყვნენ


მიმოფანტული. ეკატერინე ამერიკაში, ლუკა და ბექა კახეთში, მარიამი მანგლისში და
მხოლოდ დემეტრე რჩებოდა მეუღლითურთ. ბოლო თვეების განმავლობაში მომხდარმა
ორივე ოჯახს გაუქრო სადღესასწაულო განწყობა და ხალისი. აღარავის ახსოვდა ახალი წელი.

მარიამი ისევ მარტო იყო და საერთოდ არ ჩქარობდა სახლში დაბრუნებას. უტასგან უკვე
იცოდა, რომ ძმები ახვლედიანების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მაგრამ რაღაც
მაინც არ აძლევდა თბილისში დაბრუნების უფლებას. მარტოობაში გატარებულმა დღეებმა
ფიქრი შეაყვარა გოგონას. მთელი დროის განმავლობაში იჯდა ვერანდაზე და თოვლის
ფანტელებს უზიარებდა ფიქრებს.

ლამაზი იყო იმ დილით მანგლისი. ნამდვილად საახალწლოდ გაფორმებული. თეთრად


გადაპენტილიყო ქუჩები, თოვდა შეუჩერებლად. გარემო საოცრად ამშვიდებდა მარიამს,
მთლიანად მოწყვეტილი იყო რეალობას.

ფანჯარაში იხედებოდა და უნებურად ეღიმებოდა. თოვლი ყოველთვის ძალიან უყვარდა,


მაგრამ, სამწუხაროდ, თბილისში არც თუ ისე ხშირად ეძლეოდა მისით ტკბობის საშუალება.
ამიტომაც ბაკურიანში მიდიოდნენ ყველანი. ყოველ ახალწელს იქ ხვდებოდნენ და შობას
უბრუნდებოდნენ ქალაქს.

მოგონებებმა დაუკითხავად დაიწყეს მის გონებაში ფუსფუსი. ნელნელა მიიწევდნენ


ფსკერისკენ და მარიამს მათში ჩაძირვას აიძულებდნენ.

იმ წელს ბაკურიანში ძალიან დიდი თოვლი იდო. მაშო მანქანიდან გასცქეროდა გარემოს და
მოუსვენრად ცქმუტავდა. ერთი სული ჰქონდა, მანქანიდან გადასულიყო და თოვლში
ეგუნდავა.

-აუ, დათუნ, მიადგი, რა გაზს ფეხი, დავიღალე მანქანაში ჯდომით! - შესჩივლა საჭესთან
მჯდარ სასიძოს გოგონამ.

-ხომ არ გაგიჟდი, მაშო?! გინდა ყველა ავილეწოთ?! - სარკიდან გახედა ეკატერინემ დას.

დათუნას და მის უკან მჯდარ თორნიკეს გაეცინათ.

-მოითმინეთ, მოუსვენარო ქალბატონო, ცოტაც და მივალთ! - თვალი ჩაუკრა გასვიანმა


ჯაყელს და ისევ გზას გახედა.

-აუ, რამდენ თოვლს გაჭმევ, მაშიკო, შენ ხომ აზრზეც არ ხარ! - ეშმაკურად გაეცინა თორნიკეს
და ხელის გულები ერთმანეთს გაუხახუნა.

-ვინ ვის, მაგას კიდევ ვნახავთ! - ცალი წარბი გამომწვევად ასწია მარიამმა.

-ვგიჟდები, საიდან ამ პატარა გოგოს ამხელა ამბიცია?! - გაეცინა არველაძეს.

-პატარა არ ვარ! - გააპროტესტა გოგონამ.

-სტუდენტი გახდები მალე, პრინციპში, რაღა პატარა! - ისევ გაეცინა თორნიკეს და მაშოს
ცხივრზე თითი დაკრა.

დათუნას მანქანას უკნიდან დაუსიგნალეს, ცოტა ხანში კი „აბგონზეც“ გაასწრეს.


-ვაიმე, ეს თუ ახლა გიჟი არ არის, რა დროს „გონკაობაა“ ამ მოყინულ გზაზე?! - აღშფოთდა
ეკატერინე.

-ვინ ზის საჭესთან?

-შენი აზრით? ნიკუშა, რა თქმა უნდა!

-აუ, თან ნანოც მაგას უზის მანქანაში, უარესად აგიჟებს დარწმუნებული ვარ! - გაეცინა
დათუნას.

-მივიდეთ მალე, უნდა ვეჩხუბო! - დაიმუქრა ეკატერინემ და გზას გახედა.

ცოტა ხანში რამდენიმე მანქანა ერთდროულად შევიდა დიდი სასტუმროს ეზოში. იქაურობა
მალე მოიცვა ახალგაზრდების ჟრიამულმა.

-გიჟი ხარ, ბიჭო, შენ?! სად გადამასწარი, რომ მოგცურებოდა მანქანა, სად მიდიოდი?! -
ჩხუბით გადავიდა მანქანიდან დათუნა.

-კაი, სიძე, რა იყო, დამშვიდდი, მძღოლი ვარ უძლიერესი, რა უნდა მომხდარიყო?! - იცინოდა
ჯაყელი.

-ოხ, ნიკოლოზ ჯაყელო, რა საცემი ხარ! - თავს აქნევდა უკმაყოფილოდ ეკატერინე.

ნიკუშა, ნანო, ელენე და ლუკა ერთხმად იცინოდნენ.

-მაშინკა, გაიქეცი ახლა, თორემ გაჭამე თოვლი! - უეცრად დაიყვირა ნიკუშამ და მაშოს
გაეკიდა. ეს უკანასკნელიც კივილით გაიქცა თოვლისკენ.

ნიკუშას და მაშოს უმალ შეუერთდნენ ნანო, ელენე და თორნიკე. ეკატერინემაც დასტაცა


ხელი დათუნას და ისინიც სიცილით შეუერთდნენ მეგობრებს.

-ე, მაგარი ხალხი, რომ დაყარეთ ეს თქვენი ნივთები გარეთ, მე და ლუკამ ვზიდოთ მარტო?! -
დაუყვირა უკმაყოფილო ბექამ მეგობრებს და ლუკას მორიგი ჩემოდანი მიაჩეჩა.

-აუ, თუ ჩემი ძმა ხარ, რა დროს ჩემოდნებია, მოდი, ნახე, რამხელა თოვლია, სად გაგვექცევა
ეგ საქმე?! - სიცილით უყვიროდა ბიჭებს თორნიკე, რომელსაც მაშო ჰყავდა საწვალებლად
დაჭერილი.

-თორნიკე, გამიშვი, ნუ ხარ საზიზღარი! - უძალიანდებოდა მამაკაცს მაშო.

-არსადაც არ გაგიშვებ, ჩემო პატარა! - ეღიმებოდა არველაძეს.

-არ ვარ-მეთქი პატარა! - ბრაზობდა მარიამი.

-ჩემი პატარაც არ იქნები? - ხმა დაეშაქრა მამაკაცს.

ჯაყელი სახეზე წამოწითლდა.

-პატარა არა!
თორნიკეს გულიანად გაეცინა გოგონას ბავშვურობაზე. ქუდი შეუსწორა ჯაყელს და ლოყაზე
აკოცა. უეცრად თავში მთელი ძალით ნასროლი გუნდა მოხვდა, რასაც ბიჭის არანორმალური
ხარხარი მოჰყვა.

-ვაიმე, ნიკო, შენ ხომ არ იცი, რა მაგრად დაგერხა! - ავისმომასწავლებად ჩაილაპარაკა


არველაძემ და ფეხზე წამოხტა, რათა ნიკუშას გაკიდებოდა.

დარბოდა ორი ზრდასრული კაცი თოვლში და პატარა ბავშვებივით წიოდა, გუნდების აქეთ-
იქით სროლით. მაშო ელენეს ესვროდა, ელენე ნანოს, ნანო ეკატერინეს, ეკატერინე -
დათუნას და ასე.

ბექა და ლუკა შორიდან აკვირდებოდნენ „ბავშვებს“ და სიცილით აქნევდნენ თავს. მერე ერთი
გუნდა ბექასაც მოხვდა, გასვიანისგან და ისიც გაბრაზებული ჩაერთო „ორთაბრძოლაში“.
ლუკაც მაშინვე ელენეს ეცა და ბევრი თოვლი ჩაუყარა მაისურში. ყველა იცინოდა და ყველა
ბედნიერი იყო.

მაშინ, ოცდათერთმეტ დეკემბერს. ბაკურიანში, ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე...

მარიამს უნებურად მოსდგომოდა თვალზე ცრემლი. უყურებდა გადათეთრებულ გარემოს და


ხვდებოდა, აღარაფერი იქნებოდა ძველებურად. ახლა აღარც ნიკუშა იყო, აღარც დათუნა.
ეკატერინეც წასული იყო, ლუკა და ბექა მართლმსაჯულებას ემალებოდნენ, თორნიკე კი უკვე
ძალიან შორეულ სიზმარში ნანახ პერსონაჟს ჰგავდა მისთვის.

აი ასეთი იყო მისი ოცდათერთმეტი დეკემბერი. მანგლისში, ახალ წლამდე რამდენიმე


საათით ადრე...

ნაღვლიანად ჩაეღიმა. ცრემლები შეიმშრალა და თავისთვის ჩაის მომზადებას შეუდგა.

საღამოს დედამ დაურეკა. თავიდან არ უნდოდა ეპასუხა, მაგრამ შემდეგ შეებრალა ქალი.
ბოლოსდაბოლოს, ის ყველაზე მეტად განიცდიდა შვილების მდგომარეობას.

-გისმენ, დედა!

-მაშო, დედი, დამდეგს გილოცავ, ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს! - მოესმა დედის თბილი ხმა,
რომელიც ოსტატურად მალავდა დარდს და ტკივილს.

-მადლობა, დედა, შენც გილოცავ! - აუღელვებელი ტონით უპასუხა გოგონამ.

-რას შვები მანდ, როგორ ხარ? - სასხვათაშორისოდ ჰკითხა ქეთევანმა ქალიშვილს.

-კარგია აქ, წელს დიდი თოვლია მოსული... - ასევე სასხვათაშორისოდ უპასუხა მარიამმა.
-მარიამ, დედი... - ფრთხილად წამოიწყო საუბარი ქალმა. მისი ტონის შეცვლა უკვე
მრავლისმეტყველი იყო გოგონასთვის. - მამაშენი ნერვიულობს, როდის აპირებ თბილისში
დაბრუნებას?

მარიამმა ღრმად ამოიხვნეშა.

-ლუკა და ბექა დაბრუნდნენ? - ცივად იკითხა გოგონამ.

ქეთევანი გაჩუმდა, ჯაყელისთვის ესეც საკმარისი იყო პასუხის მისახვედრად.

-მე და მამაშენმა რა დავაშავეთ, შვილო? ეკატერინე არ გვეყოფოდა, თქვენც რომ არ


დაგვმატებოდით?! - წაუტირა ქალმა.

-არ გინდა, რა, დედა! - გაღიზიანდა მაშო.

-რა არ მინდა, მაშო?! დღეს ახალი წელია, თქვენ კი სხვადასხვა მხარეში ხართ გადაკარგული.
რას გავს ეს? როდის ხდებოდა ასე ჩვენს ოჯახში?!

-უმიზეზოდ არაფერი ხდება, დედა. ტყუილად ღელვას რა აზრი აქვს?!

-შვილო, ვნერვიულობთ მე და დემეტრე. როგორ ხარ მანდ. ან რას ჭამ ან რას სვამ? დავითს
მაინც გამოვაგზავნით შენთან, მოგეხმარება...

-არავინ მინდა, დედა, მარტოც მშვენივრად ვარ! - მტკიცედ იუარა მარიამმა.

ქალბატონმა ჯაყელმა უკმაყოფილოდ ამოიხვენშა. იცოდა, თავისი შვილის სიჯიუტის ამბავი,


მაგრამ მაინც ცადა მისი დაყოლიება.

-რამდენიმე დღეში სწავლა განახლდება, მაშო. რას აპირებ, სწავლა აღარ გინდა? - მცირე
ხნიანი დუმილი დაარღვია ქეთევანმა.

მაშოს ახლაღა გაახსენდა სწავლა და უნივერსიტეტი. შუბლი მოიზილა პასუხის უქონლობის


გამო.

-დედა, ჩემზე ნუ ინერვიულებ, ძალიან გთხოვ. შენი შვილები ნამდვილად განებივრებენ


საიმისოდ, რომ ჩემზე აღარ იდარდო...

ქეთევანს ჩაეცინა, უფრო ტკივილით, ვიდრე ირონიით.

-ბედნიერი ახალი წელი გაგთენებოდეს, მაშო. იმედი მაქვს, მალე დაგვიბრუნდები! - ესღა
უთხრა უფროსმა ჯაყელმა - უმცროსს და მობილური გათიშა.
ალექსანდრე საწოლში იყო ჯამომჯდარი და საღამოს თბილისს გასცქეროდა, ფანჯრიდან.
თოვდა თბილისში; იმ ახალწელს თბილისშიც კი თოვდა. ფანტელები საოცრად მოსჩანდა
ლამპიონების შუქზე და ღიმილს იწვევდა ახვლედიანის სახეზე.

-ალექსანდრე, შენთვის ჯერ წამოჯდომის უფლება არავის მოუცია! - დამრიგებლური ტონით


შევიდა ოთახში წარბშეკრული ლიზა.

სანდროს გაეცინა. ჯერ კიდევ აწუხებდა ჭრილობები და სიცილის დროსაც შეახსენა


ტკივილმა თავი.

-აი, ხომ ხედავ! - უარესად გაბრაზდა გოგონა, როცა ახვლედიანმა ერთ-ერთ ჭრილობაზე
მიიდო ხელი.

-კარგად ვარ. დიდი ამბავი, ცოტა ხნით თუ წამოვჯექი! - დაიწუწუნა პატარა ბავშვივით
სანდრომ.

-კარგად როგორ ხარ, სამი დღეა, რაც გონზე მოხვედი. კარგად გახდომამდე ჯერ კიდევ ბევრი
გიკლია და კიდევ უფრო ბევრი დაგაკლდება, თუ ექიმს არ დაუჯერებ! - აღმზრდელობით
ტონს არ იშორებდა ვაჩნაძე.

-ექიმს, თუ შენ? - გაეღიმა ახვლედიანს.

-ორივეს! შენთვის კარგი გვინდა და იმიტომ...

-კარგი, ხო, ოღონდ არ გამიბრაზდე და ყველაფერს დაგიჯერებთ! - გაეცინა მამაკაცს.

ლიზას კმაყოფილმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. სკამი საწოლთან ახლოს მიწია და


სანდროს შუბლზე დაყრილი თმა გადაუწია. შემდეგ თვალებში ჩააჩერდა და ერთხანს ასე
უყურა, დიდი სიყვარულითა და აღტაცებით.

-იცი მაინც, როგორ მანერვიულე? - დაიჩურჩულა ცოტა ხნის შემდეგ და ტუჩები სატირლად
დაბრიცა. ალექსანდრეს გაეღიმა. გოგონს ხელი თავისაში მოიქცია და გაცრეცილი ბაგეები
მიაწება.

-მაპატიე, რა. გეფიცები, ასე აღარასდროს განერვიულებ! - სითბო იგრძნობოდა ახვლედიანის


ხმაში. აქამდე არარსებული, სულ სხვანაირი სითბო. გოგონამ თავი ვეღარ შეიკავა და
მამაკაცის გულმკერდი რამდენიმე კურცხალით დანამა.

-ძალიან მიყვარხარ, სანდრო. შენ რომ რამე მოგივიდეს, ვერ გადავიტან!

-აღარაფერი მომივა, გპირდები. ამიერიდან სანერვიულო მიზეზი აღარ გექნება! ყველაფერი


კარგად იქნება, ჩემო ლამაზო! - ახვლედიანმა შეყვარებულს გაუღიმა და მიიხუტა.

ცოტა ხანს ასე იყვნენ, შემდეგ კი ისევ სანდრომ დაარღვია სიჩუმე.

-ლიზა...

-გისმენ, სან!
-ცოლად გამომყვები? - მშვიდად ჰკითხა მამაკაცმა ვაჩნაძეს და პასუხის მოლოდინში
გაირინდა. ლიზამ მაშინვე წამოსწია თავი და გაკვირვებული თვალებით შეხედა სანდროს.

-რა? - ათრთოლებული ხმით იკითხა გოგონამ.

-ჯერ კიდევ შენს დაბადებისდღეზე მინდოდა ხელის თხოვნა, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი
მოხდა. უკვე ყველამ ყველაფერი იცის, მხოლოდ შენი პასუხიღა მჭირდება... - გაეღიმა
ალექსანდრეს.

-მართლა მეუბნები? - თვალები აუცრემლიანდა ვაჩნაძეს.

-რა თქმა უნდა! - გაეცინა ახვლედიანს.

-თანახმა ვარ, სანდრო. რა თქმა უნდა, თანახმა ვარ! - წამოიყვირა ლიზამ და მთელი ძალით
ჩაეხუტა საყვარელ მამაკაცს.

-ფრთხილად, ლიზიკო, ფრთხილად! - სახე დამანჭა სანდრომ, ჭრილობის ატკიების გამო.

-ვაიმე, მაპატიე, სან, სულ დამავიწყდა, რა სულელი ვარ! - მაშინვე მოცილდა გოგონა
ავადმყოფს. ახვლედიანს გაეცინა.

-არ მჯერა, რომ სერიოზულად ხდება ეს ყველაფერი! მართლა არ მეხუმრები? - პატარა ბავშვს
ჰგავდა ვაჩნაძე.

-ლიზა! არ გეხუმრები, რა თქმა უნდა! - ისევ იცინოდა სანდრო.

-ღმერთო, რა ბედნიერი ვარ ამ წამს! მინდა, რომ ყველას გავაგებინო! - აღტაცებით


ლაპარაკობდა გოგონა. - მიყვარხარ, ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ძალიან!

ალექსანდრეს გაეღიმა და ისევ მიიხუტა საცოლე.

-ახლა მართლა მჯერა, რომ მტანჯველი დღეები უკან მოვიტოვეთ და ყველაფერი კარგად
იქნება! - ჩუმად ამოილაპარაკა ვაჩნაძემ და უფრო მჭიდროდ აეკრო მამაკაცს. ამ
უკანასკნელმაც ძლიერი მკლავები შემოაჭდო გოგონას და თავზე აკოცა.

ანდრეა თავის პალატაში იყო. საწოლზე იჯდა და მაისურს იცვამდა.

-რას აკეთებ, ანდრეა? - გაკვირვებული სახით შევიდა ოთახში ანასტასია.

-მივდივარ! - მოკლედ უპასუხა მამაკაცმა და ფეხსაცმელების ასაღებად დაიხარა.

-სად მიდიხარ, გაგიჟდი?! ჯერ არავის გაუწერიხარ საავადმყოფოდან, თანაც უკვე ათი საათია!
-მერე რა?

-რაღა, მერე რა, ანდრი? დღეს ხომ ახალი წელია? მესმის, არა იდეალური, მაგრამ მთავარია,
რომ შენ და სანდრო კარგად ხართ და რა მნიშვნელობა აქვს სად აღვნიშნავთ?

-ჩემი იმედი არ გქონდეთ. მივდივარ, იოანე წამიყვანს! - მშვიდად თქვა მამაკაცმა და


ქურთუკს დაუწყო ძებნა.

-სად მიდიხარ, არ იტყვი?

-წყნეთში. არ მინდა, დედა მარტო იყოს.

ანასტასიამ პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ ვერაფერი მოახერხა.

-ნინო ბიცოლასთან მიდიხარ? - გული გაუთბა ტასოს.

-დღეს ხომ ახალი წელია? დედამ ისედაცც ბევრი დრო გაატარა უჩვენოდ, დღეს მარტო ვერ
დავტოვებ. - სასხვათაშორისოდ თქვა ანდრეამ, ქურთუკი შეიკრა, ანასტასიას გვერდი აუარა
და პალატა დატოვა.

მანქანაში ჩასაჯდომად იოანე მიეშველა. შემდეგ თავადაც დაიკაცა მძღოლის ადგილი და ისე
დატოვა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია, არავის არაფერი გაუგია.

-შენ არ დარჩები ჩვენთან? ნანა მოამზადება ჯიგრულ საჭმელებს! - დანელიას ჰკითხა


ანდრეამ და გაიცინა.

-არა, ვერ დავრჩები, მეც მაქვს რაღაც საქმე! - იუარა იოანემ.

-აჰა, გასაგებია... მათე და ნინა?

-კლუბში არიან რაღაც წვეულებაზე, ხომ იცი მაგათი ამბავი? - გაეცინა დანელიას.

-ანუ მარტო მტოვებთ? სიკვდილს გამოგლიჯეთ ძმაკაცი და მარტო ტოვებთ? -


უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა ახვლედიანმა.

-არ გეწყინოს, ძმაო, შენს გამოჯანმრთელებას აუცილებლად აღვნიშნავთ, ოღონდ დღეს არა!

-იმედია, შენს გოგოს მაინც გამაცნობ... - სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა ანდრეამ და


ეშმაკურად გაეღიმა.

-და საიდან დაასკვენი, რომ გოგო მყავს? - გაკვირვებით ჩაეცინა დანელიას.

-იოანე დანელია, შენს თავს რომ მასწავლის ვინმე, იმ დღეს მოვიკლავ თავს! - გაეცინა
ანდრეას და ბეჭზე ხელი დაკრა ძმაკაცს.

იოანეს აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ გაუღიმა ახვლედიანს და ისევ გზას გახედა.

მეტად ხმა აღარცერთს ამოუღია.


დემეტრე, ქეთევანი და ერეკლე ჯაყელების უზარმაზარი, მაგრამ დაცარიელებული სახლის
მისაღებში ისხდნენ და საათს მისჩერებოდნენ, მდუმარედ. მყუდროება ერეკლეს ტელეფონის
ხმამ დაარღვია. ჯაყელი ბოდიშის მოხდით წამოდგა და გვერდით ოთახში გავიდა
სასაუბროდ.

-რატომ მირეკავ, როცა იცი, რომ ჩემს ძმასთან ვარ, სახლში?! - ცივად უპასუხა მობილურს და
ფანჯარასთან დადგა.

-დამდეგი მინდა მოგილოცო... - გაისმა მობილურში მამაკაცის ცინიკური ხმა.

-მორჩი სისულელეებს და მითხარი, რაც გინდა! - გაღიზიანდა ერეკლე.

-რამდენჯერ უნდა გითხრა, ტონი მიკონტროლე-მეთქი?! - გაბრაზდა მოსაუბრე.

-ილია, ჩემს მოთმინებას ნუ გამოცდი. მითხარი, გაარკვიე რამე, თუ არა?!

-გავარკვიე, რა თქმა უნდა!

-რა გაიგე?

-დათუნა გასვიანის მკვლელის ვინაობა ვიცი. დამიჯერე, შენც არ დაიჯერებ, როცა გეტყვი! -
ჩაეცინა ერეკლეს მოსაუბრეს.

-მართლა? ხვალვე მოვალ და მომიყევი ყველაფერი! სხვა არის რამე?

-ჩვენი გეგმის განსახორციელებლად ყველაფერი მზად არის! რამდენიმე დღის ამბავია და


ეგაა!

-ძალიან კარგი... ძალიან კარგი... - ავისმომაასწავლებლად ჩაიქირქილა ერეკლემ და კბილები


ააღრჭიალა.

-ახვლედიანები რომ გადარჩნენ, გაიგე? ორივე მშრალად ამოვიდა წყლიდან...

-დღეს გავიგე, ჩემი სულელი შვილი ალბათ გიჟს გავს.

-აბა რა ეგონა? ახვლედიანების დამპალ სიცოცხლეს, კატასავით, ცხრა საწყისი აქვს!

-არაუშავს, ყველაფერს მოევლება. ინას ელაპარაკე?

-დღეს დილით. საოცრად გახარებულია სამშობლოში დაბრუნებით. კი არ იცის, რომ


საყვარელ დაქალსაც დავუბრუნებთ ქალაქში! - ბოროტულად გაეცინა მოსაუბრეს.

ერეკლეს გაეღიმა.
-კარგი, კარგი, ახლა წავალ, დანარჩენზე ხვალ ვილაპარაკოთ! - სწრაფად დაემშვიდობა
ერეკლე მეგობარს და მისაღებ ოთახში დაბრუნდა.

-ვის ელაპარაკებოდი ამდენ ხანს? - მკაცრი მზერა შეაგება დემეტრემ უფროს ძმას.

-არავის, ძველი ნაცნობი იყო... - ჩაეცინა ჯაყელს.

-რა უნდოდა?

-თავისთან დამპატიჟა, დღეს საღამოს, მაგრამ უარი ვუთხარი!

უმცროსმა ჯაყელმა ეჭვისთვალით შეათვალიერა უფროსი და ცოტა ხნის შემდეგ თქვა:

-კარგადაც მოქცეულხარ! მგონი, ცოტა მართლა ისწავლე ჭკუა!

ერეკლეს გაეღიმა.

-ვცდილობ, დემეტრე, ვცდილობ...

თორმეტი საათი სრულდებოდა. მარიამმა კიდევ ერთხელ ახედა ბუხრის თავზე დაკიდებულ,
ძველისძველ გუგულებიან საათს და სუფრის ცენტრში დადგმულ სანთელს ცეცხლი
წაუკიდა. თვალები დახუჭა, სურვილი ჩაიფიქრა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოსწია სკამი
დასაჯდომად.

ის-ის იყო კერძს უნდა შექცეოდა, კარზე რომ დააკაკუნეს. რა თქმა უნდა, გაუკვირდა, რადგან
არავის ელოდა. ერთი პირობა ისიც იფიქრა, დედა ან დავითი ჩამოვიდაო, მაგრამ ორივე
ეეჭვებოდა. სწრაფად მივიდა კარამდე და გააღო. გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა,
როცა აღმოაჩინა, რომ იოანე დანელია იდგა მის წინ. მანტო მთლიანად თოვლით ჰქონდა
დაპენტილი, ხელში კი შამპანიურის ბოთლი და ბონბონერის ყუთი ეჭირა.

ენა ჩაუვარდა, ვერაფერი თქვა. უბრალოდ, უყურებდა გაკვირვებით დანელიას, რომელიც,


სავარაუდოდ, ისევ გადმომძვრალიყო ღობეზე.

-არ შემომიშვებ? - ბოლოს ისევ მამაკაცმა დაარღვია უხერხული დუმილი.

მარიამი თითქოს გამოფხიზლდაო, მაშინვე გაიწია კარის ჩარჩოდან და სახლში შეატარა


მამაკაცი.

-აღარც კი გეკითხები, აქ რა გინდა ან ეზოში როგორ შემოაღწიე. ან საერთოდ, რატომ... -


დაბნეულად ალაპარაკდა გოგონა.

იოანეს ჩაეცინა.

-ახვლედიანები კარგად არიან, ვიცი, რომ მოგინდებოდა ცოდნა.


-უკვე ვიცი. უტამ ყველაფერი მითხრა.

-ჰო, ეგ ვეღარ გავითვალისწინე... - გაეღიმა დანელიას.

-მაგის სათქმელად მოხვედი? - ანერვიულდა მაშო.

-არა! - დაუფარავად თქვა მამაკაცმა და მთელი ტანით ჯაყელისკენ შებრუნდა.

საოცარი იყო მისი თვალები. რაღაც საოცრად ღრმა და მეტყველი. იმ საღამოს კი გოგონამ
პირველად შენიშნა მის თვალებში აკიაფებული სულ სხვანაირი სხივი.

უცნაურად დაუარა სხეულში ცხელმა ტალღამ. ასეთი რამ იქამდე არასდროს ეგრძნო. იოანემ
ტუჩის კუთხე ჩატეხა.

-რატომ მოხვედი, იოანე? - ხმა აუთრთოლდა გოგონას.

-ჰო, მოვედი... - ღიმილით გაიმეორა სიტყვები დანელიამ და მაშოსკენ გადადგა რამდენიმე


ნაბიჯი.

გოგონა უფრო მეტად ანერვიულდა.

-იო..ანე... რას აკეთებ აქ, ამ დროს?

-რას ვაკეთებ? - მომნუსხველ ღიმილს და მარიამისკენ სვლას არ წყვეტდა მამაკაცი.

ჯაყელმა ინსტიქტურად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი უკან.

-ამბობენ, ახალი წლის ღამეს სასწაულები ხდებაო... - ყრუდ დაილაპარაკა მამაკაცმა და


მარიამისგან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით გაჩერდა.

გოგონას მისგან მოშორება უნდოდა, მაგრამ ფეხებს თითქოს ჯადო დაადესო, ვერც კი
გაატოკდა.

-მემგონი, მეც ვიპოვე ჩემი სასწაული... - უფრო ფართედ გაეღიმა დანელიას და მათ შორის
მანძილი მილიმეტრებამდე შეამცირა.

-რას აპირებ? - წართმეული ხმით ამოიჩურჩულა მაშომ და პირველად გაბედა მამაკაცისთვის


თვალებში ჩახედვა.

-მხოლოდ ახლა, მხოლოდ ამ დღეს, მხოლოდ ამ წამს... ახლა ეს რომ არ გავაკეთო, უბრალოდ
მოვკვდები! - ბოლო სიტყვები სწრაფად თქვა იოანემ და მოწყვეტით დააცხრა ჯაყელის
ბაგეებს.

მარიამი ვერც კი გაინძრა; წინააღმდეგობა ვერ გაუწია, ხელი ვერ კრა, ვერ შეაწყვეტინა. მისმა
გონებამ გათიშვის ღილაკს დააჭირა თითი და უბრალოდ ასტრალში გაფრინდა.

ნეტარების წამები, საოცარი წამები, დაუვიწყარი მომენტი...

საათმა თორმეტს ჩამოკრა; მისმა ხმამ შეარხია ჯაყელების სააგარაკო სახლის მისაღები
ოთახი.
იოანე წამში მოსწყდა გოგონას და უძირო თვალებში შთაინთქა. სულ რამდენიმე წამს უყურეს
ერთმანეთს ასე. რაღა თქმა უნდა, მდაბიო სიტყვებით არავინ აფუჭებდა ამაღლებულ
მომენტს.

-ახალ წელს გილოცავ, მარიამ ჯაყელო! - ხავერდოვანი ხმით დაიჩურჩულა იოანემ გოგონას
ყურებთან და ისევე სწრაფად აორთქლდა იქიდან, როგორც გამოჩნდა.

მარიამი ერთხანს ასე იდგა, გახშირებულად სუნთქვდა და ღია კარს გასცქეროდა. კარს,
რომელშიც ის გამოჩნდა...

დადგა ახალი წელი და მის სიახლეში ჯაყელი პირველივე წამებიდან დარწმუნდა.

იწყებოდა რაღაც ახალი. ახალი და ამაღელვებელი, სიურპრიზებით სავსე, საოცარი, მაგრამ


საშიშიც. იწყებოდა რაღაც განსაკუთრებული. ის, რისთვისაც ცხოვრება ღირს; ის, რისთვისაც
სიკვდილიც არაფერია; ის, რაც არის თავად სიცოცხლე და ალბათ თავად უკვდავებაც...

მოწყვეტით დაეცა სკამზე და ბროწეულისფერ ტუჩებზე უნებურად გადაისვა თითები.

-ახლა რა იქნება შენს თავს, მარიამ? - საკუთარ თავს დაუსვა კითხვა ჯაყელმა. მისმა ხმამ
ექოდ გაიჟღერა მთელს ოთახში.

და მართლაც რა იქნებოდა ახლა? - ვინ იცოდა? ვინ ეტყოდა? ვინ გასცემდა კითხვაზე პასუხს?

-ახალ წელს გილოცავ!

დღე მე-80.

„ისარმა თორმეტს ჩამოკრა, ახალი წელი მოვიდა. არ მიხარია, ვერ მიხარია - ჩემი საყვარელი
დღესასწაული ვეღარ მიხარია...

იცი, ხანდახან, ვფიქრობ, რომ ყველაფრის ასე დეტალებში განცდა ერთ დღეს გამაგიჟებს და
ბოლოს მომიღებს. ერთ დღესაც დავმარცხდები და წყეულ ბედისწერას ბოროტად
ახარხარების ნებას დავრთავ. ყოველი დილა იმ ფიქრით იწყება, რომ ის შენ გარეშე გათენდა,
ყოველი ღამე იმით სრულდება, რომ შენ გარეშე დაღამდა. სეზონები ერთმანეთს უშენოდ
შეცვლიან, ხეები უშენოდ გაიცვენენ ფოთოლს, უშენოდ მოთოვს და იწვიმებს, უშენოდ
გაგრძელდება სიცოცხლე...

ახალი წელი მოვიდა. წელი, რომელშიც შენ აღარ იქნები. ძველ წელში მოგიწევს დარჩენა.
შენი გზა იქ შეწყდა, მაგრამ მე?! - შენ გარეშე რატომ მაიძულებ ამ გზის გაგრძელებას, დათო?!
უშენოდ როგორ მიხაროდეს ახალი წელი?!

ახლა ბუხართან ვზივარ, როგორც მაშინ, გახსოვს? ბაკურიანი, წითელი ღვინო და საოცრად
აგიზგიზებული ცეცხლი. შენი არაამქვეყნიურად ხავერდოვანი ხმით ნათქვამი სიტყვები,
„მიყვარხარ, კატერინა...“. შენ მაშინ პირველად მომმართე ასე, მაშინ პირველად ამიხსენი
სიყვარული, მე კი პირველად ვიგრძენი ჭეშმარიტი ბედნიერება. მენატრება ეს ყველაფერი...
ჩვენი ყველაფრობა მაკლია ცხოვრებაში. იმდენად მაკლია, ვგრძნობ, ერთ დღესაც ნანო
ოთახის კარს შემომიღებს და საწოლზე უსულოდ მიფენილს მიპოვის. არა, ალბათ მკვდარი
არ ვიქნები, ამ ბედნიერებას ვინ მაღირსებს?! მაგრამ, ცხოვრებასთან ჭიდილით დაღლილს,
სამყაროს ფერები დაკარგული მექნება, გამოვიფიტები, გამოვცარიელდები, ერთიანად
დავიცლები და სულიერი არ იქნება შორეულ ამერიკაში, ჩემი გადარჩენა რომ შეეძლება.

იცი, ახლა ტკივილიანად მეღიმება. პატარა საბას ვუყურებ, „სანტა კლაუსის“ საჩუქრით ასე
რომაა გახარებული და მთელი ძალით ეხუტება თავის დედიკოს. როგორ გგონია, ათ ბალიანი
სისტემით თუ გავზომავთ, რამდენად დიდი ტრაგედიაა ის ფაქტი, რომ მე ჩემი ხუთი წლის
ნათლულის მთელი არსებით მშურს?! - ჰო, ჰო ნამდვილად ათიანი მეკუთვნის! სასაცილოა,
არასდროს ვყოფილვარ „ათოსანი“ და მაინცდამაინც ამაში გამოვდექი ბეჯითი მოსწავლე...

თორმეტი რომ შესრულდა, საბა ჩემთან მოვარდა და მითხრა: „სურვილი ჩაუთქვი ნათლია,
ახალი წლის ღამეს აუცილებლად აგისრულდება!“ - მე გამეღიმა. მის თვალებში იმხელა
სიალალე დავინახე, იმხელა სიხარული და ნდობა ცხოვრებისადმი, წამით მეც დავიჯერე
სასწაულების და მთელი გულით ჩავუთქვი სურვილი. ღმერთს შევთხოვე, ჩემი ნათლულის
თვალებიდან არასდროს გაექრო ეს სილაღე. დაე, არასდროს მოეშალოს ამ ცხოვრების მიმართ
ნდობა, ამაზე საშინელს კაცი ვერაფერს გამოცდის, ვერასდროს!

რომ შემეძლოს დაუსრულებლად მოგწერდი, სრულიად უაზროდ და საკუთარი თავის


დასაწყნარებლად, თუმცა არ შემიძლია. ზემდეტად რთულია ჩემთვის შენი სახელის ხსენებაც
კი... თითქმის სამი თვე გავიდა, მაგრამ იარა ჯერ ისევ ახალია; ჯერ ისევ სისხლი სდის...

ახალ წელს გილოცავ, დათუნა. წელს, რომელშიც შენ არ იქნები. მიყვარხარ...

ერთგულად და სამუდამოდ,

-შენი კატერინა!“
პირველ იანვარს გოროზი იყო ქალაქი; საოცრად მშვიდი და უჩვეულოდ წყნარი. თეთრად
გადაპენტილი გარემო ადამიანშიც კი კლავდა რაღაცის მოსპობის, გაფუჭებისა და
დაზიანების სურვილს. ქალაქი ფანტელების ბურუსში იყო გახვეული; თითქოს მონუსხულს,
დინჯად ეძინა.

ერეკლე ჯაყელმა ადრიანად დატოვა ძმის სახლი და წინა საღამოს დაგეგმილ შეხვედრაზე
გასწია. მას ილია ჯაფარიძე ელოდა მუხათწყაროს სააგარაკო სახლში, რომელიც მისთვის
ერთადერთ და ერთგულ საცხოვრებელს წარმოადგენდა. სოფელში ვისთვისაც არ უნდა
გეკითხათ, ყველა გიპასუხებდათ, რომ უცნაური გუნების ადამიანი იყო ილია. თითქმის
არასდროს ტოვებდა სახლს, არ გამოირჩეოდა სთუმართმოყვარეობითა და მეგობრული
ხასიათებით. მასზე ბევრ ჭორს მოისმენდით, მაგრამ თავად მამაკაცს, რა თქმა უნდა, არცერთი
მათგანი აინტერესებდა. მშვიდად „გამაგრებულიყო“ თავის სახლში და ყველა მნახველს, მათ
შორის ჯაყელსაც, თავისთან იღებდა.

იმ სუსხიან დილას სწორედ ჯაფარიძის სააგარაკო სახლის სახლის წინ გაჩერდა ერეკლე
ჯაყელის მანქანა, საიდანაც სიცივისგან შეწუხებული სახითა და თვალების აქეთ-იქით
ცეცებით გადმოვიდა უფროსი ჯაყელი. სქელი შარფი უკეთ მოიხვია ყელზე, პალტო მკერდზე
მიიკრა და კართან მდგარ დაცვას მიუახლოვდა.

-დილამშვიდობისა, ბატონო ერეკლე, ბატონი ილია მზადაა თქვენ მისაღებად! - შეეგებნენ


ახალმოსულს და გზა დაუთმეს.

ერეკლემ უბრალოდ თავი დააქნია, მძღოლს მანქანაში დაბრუნება უბრძანა, თავად კი დაცვის
ბიჭს სახლისკენ მიმავალ ბილიკზე გაჰყვა.

სახლის შესასვლელში სტუმარი სანდომიანი გარეგნობის გოგონამ გადაიბარა, რომელიც


ღიმილით მიესალმა მოსულს და ხელით ანიშნა, გაჰყოლოდა.

-ბატონი ილია ბიბლიოთეკაში გელოდებათ! - ცქრიალა ხმით მიუგო გოგონამ მის თანხმლებს
და ჰოლისკენ აიღო გეზი.

ერეკლე ხმას არ იღებდა. დამჯერი ბავშვივით მიჰყვებოდა მოსამსახურე გოგონას და


შიგადაშიგ, კედლებზე დაკიდულ ფოტოებს ათვალიერებდა. თითქმის ყველა სურათი
ერთმანეთს ჰგავდა, მამა-შვილი ჯაფარიძეები ხან მამის, ხანაც შვილის დაბადებისდღეებზე.
ბოლოს როგორც იქნა, მიაღწიეს ბიბლიოთეკამდე. გოგონამ მსუბუქად დააკაკუნა კარზე და
მხოლოდ ამის შემდეგ გააღო.

-ბატონო ილია, თქვენი სტუმარი მობრძანდა...

-შემოუშვით! - გაისმა ოთახიდან მამაკაცის ჩახრეწილი ხმა.

-გთხოვთ... - მოწიწებით გადგა კარის ჩარჩოდან ჯაფარიძეების მოსამსახურე გოგონა და


სტუმარს ბიბლიოთეკაში შესასვლელად გზა დაუთმო.
ერეკლემ ისევ თავის დაქნევა არჩია. ქუდი მოიხადა და ისე შეაბიჯა ოთახში.

-ლანა, ყავა მოგვართვი მე და ჩემს სტუმარს! - გოგონას მიმართა სახლის უფროსმა და


სტუმარს დაჯდომა ანიშნა.

-უფრო მაგარი არაფერი მოგეპოვებათ ამხელა სახლში?! ახალი წელია, ბოლოსდაბოლოს... -


გაეცინა ერეკლეს.

-შენთვის როდის არ არის ახალი წელი, ჯაყელო? - ირონიულად ჩაეცინა მასპინძელს.

-ოჯახის დალოცვა თუ არ გინდა, მასე მითხარი, რა საჭიროა მიკიბვ-მოკიბვა?! - იწყინა


სტუმარმა მასპინძლის რეპლიკა.

ილიას ჩაეცინა.

-ლანა, ბატონს ორმაგი ვისკი მოართვი!

-გაუზავებელი... - მითითებას დაუმატა ერეკლემ და კომფორტულად მოთავსდა სავარძელში,


თავისი სასმლის მოლოდინში.

გოგონამ უხმოდ დაუკრა თავი ბატონებს და სწრაფად დატოვა ოთახი.

-აბა, რას მეტყვი, რა ამბები გაქვს ჩემთვის? - ილიას მიუბრუნდა ერეკლე, როგორც კი
მოსამსახურე გოგონა ოთახიდან მოშორებით დაიგულა.

-შენ რომ არც დაგესიზმრება, ისეთი ამბავი მაქვს! - თავმომწონედ ჩაილაპარაკა ილიამ და
ჩაიცინა.

-რაღას უცდი მერე, მომიყევი! რისთვის ამომიყვანე ამ ყინვაში, ახალი წლის დილას?!

-მოთმინება იქონიე, ერეკლე, რამდენჯერ შეიძლება გითხრა?! ჯერ ჩვენს გეგმაზე


ვილაპარაკოთ...

-რაღაა სალაპარაკო? განა ყველაფერი მზად არ გვაქვს?! - ხელი აიქნია ჯაყელმა მობეზრებით.

-თითქმის! რამდენიმე დეტალი და გავამგზავრებთ ბატონ პაატას მიუსვლელში! -


ჩაიქირქილა ჯაფარიძემ.

-ეჰ ,საწყალი კაცი, სხვის ომში იღუპება...- დანანებით გააქნია თავი ერეკლემ.

-სხვის ომში? - ოდნავ ჩაეღიმა ილიას. - ვერ ვიტყოდი...

-რატომ ვერ იტყოდი? ჟღენტების ოჯახს რა ბრალი აქვს ჩვენს საქმეში?

-ეგ ჟღენტები კინაღამ ახვლედიანებს დაუმოყვრდნენ, ასე რომ, ძალიანაც ნუ შეგეცოდება


ირაკლის ერთგული ძაღლი. მითუმეტეს, რომ მის ქალიშვილს მე გავუწევ მფარველობას და
სადარდებელიც არაფერი ექნება!

-ისე, რატომ ხარ დარწმუნებული, რომ ბარბარე შენს დახმარებას მიიღებს?


-ის და ინა დებივით არიან, თანაც ობლად დარჩენილს, არამგონია იმ ოჯახის მფარველობა
მოუნდეს, რომელსაც მამის სიკვდილში დაადანაშაულებს. გოგონა მე უფრო მენდობა, ვიდრე
ირაკლის, ეჭვიც არ მეპარება ამაში!

-ზედმეტად თავდაჯერებული ხარ, ილია. ანდრეა ახვლედიანი არ დაგავიწყდეს, იცოდე!

-ანდრეა ახვლედიანს თავად მოუნდება საყვარელი ქალის უბედურების მომტანი ოჯახისგან


შორს ყოფნა. ამაში წამითაც არ შეიტანო ეჭვი!

-არვიცი... არვიცი... - წამოდგა ჯაყელი, ხელები ზურგსუკან გადაიჯვარედინა და ისე


მიუახლოვდა ილიას საწერ მაგიდას.

-ზედმეტად ბევრს ორჭოფობ, ჩვენს საქმეს ეგ არ წაადგება. რამეში თუ გეპარება ეჭვი, ახლავე
თქვი და წადი! - გაღიზიანდა ჯაფარიძე.

ერეკლეს არაფერი უპასუხია.

-ყველამ ის უნდა მიიღოს, რასაც დაიმსახურებს. მე ამას სამართლიანობის აღდგენას ვეძახი


და არა შურისძიებას!

-რაც გინდა ის დავარქვათ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ყველაფერი
ისე მოხდეს, როგორც ჩვენ გვინდა!

-ყველა მოიმკის შეცდომებისთვის. შენი ძმაც და მისი ძვირფასი ძმაკაციც. ყველა გამწარდება
ჩემი მასხრად აგდებისთვის, ღალატისთვის და დაცინვისთვის!

-ჩემი ძმა აუცილებლად დაისჯება მრავალი წლის წინ გამოვლენილი სისასტიკისთვის...


ძალიან ინანებს ჩადენილ შეცდომებს.

ილიას გაეცინა.

-ზედმეტად სასტიკი ხარ, ერეკლე. ჯაყელებშიც კი გამორჩეულად დაუნდობელი! არ


მენდომებოდა შენნაირი უფროსი ძმის ყოლა... - თავი გააქნია ჯაფარიძემ.

-ერთდროს მე ვეხვეწებოდი ჩემს ძმას, თამარას დანდობას, მაგრამ არ შეისმინა. ახლა მე


ვიქნები შეუვალი!

ჯაფარიძე შეცბა; ქალის სახელის ხსენება მოულოდნელი იყო მისთვის. რაღაცის თქმა
დააპირა, მაგრამ სწორედ ამ დროს გაიღო ოთახის კარი და მოსამსახურე გოგონა გამოჩნდა.

ერეკლემ თავისი ვისკი აიღო, ილიამ ყავა. ჯაყელი არც დალოდებია მასპინძელს, ერთი
გადაკვრით დაცალა სასმელი; ილიას ჩაეცინა.

-აკი დავილოცებიო?

-შენს ოჯახს ისედაც არ აკლია დალოცვა, მე რაღა დაგიმატო? - მხრები აიჩეჩა ერეკლემ და
სავარძელში ჩაეშვა.

ჯაფარიძემ თავი გააქნია ირონიული ღიმილით.


-კარგი, ახლა მთავარ საქმეზე გადავიდეთ. ბოლოსდაბოლოს მითხარი, ვინ დაგვასწრო და
მოკლა დათუნა გასვიანი. მაგ საწყალ ბიჭს მტერი ვინ უნდა ჰყოლოდა, ვერც წარმომიდგენია!

-მტერი არც ჰყავდა! - ჩაეცინა ილიას.

-ვერ გავიგე... - დაიბნა ერეკლე. - აბა ვინ მოკლა, მოყვარემ?

-ჰო, მანდ ცოტა რთულადაა საქმე, მაგრამ, ზოგადად, დედის ნათლული მოყვარე უნდა იყოს,
არა?! - ცინიკურად გაეღიმა მასპინძელს.

-გასვიანი ლიუდმილას ნათლულმა მოკლა?! - წამოიყვირა ჯაყელმა.

-მოაკვლევინა, უფრო სწორად თუ ვიტყვით! - თავი დააქნია ილიამ.

-რამდენადაც მე ვიცი, ლიუდას მარტო ერთი ნათლული ჰყავდა, ნუთუ ვცდები? - წარბები
შეჭმუხნა სტუმარმა.

-არა, არ ცდები! - კიდევ უფრო ფართოდ გაეღიმა ჯაფარიძეს.

-რა სისულელეა! - წამოხტა ერეკლე. - გამოდის, რომ დათუნა გასვიანის მკვლელი...

-ჰო, ჰო, გასვიანის მკვლელი სწორედ ისაა, ვინც ამ წამს გაიფიქრე! - ჯაყელის რეაქციამ
გააცინა ჯაფარიძე.

გაოგნებული ერეკლე მოწყვეტით დაეცა სავარძელში და დაცვარული შუბლი მოიწმინდა.

-გაგიკვირდა, არა?! - დაეკითხა ილია.

-გამიკვირდა? გამიკვირდა კი არა, არც ვიცი რა ვთქვა... ყველაფერს წარმოვიდგენდი მსგავსი


რამის გარდა!

-ხო, ჯაყელებს ხათაბალა ხალხის მიზიდვის უნარი რომ შეგწევთ, უდავოა! - გაეცინა
ჯაფარიძეს.

-კი მაგრამ, რატომ? რა დაუშავა ასეთი?

-ვინ იცის? ვცდილობ გავარკვიო, მაგრამ როგორც ჩანს, დიდი ხნის ამბავია, თანაც
სავარაუდოდ საქართველოში არაა მომხდარი.

-რამდენი წლის წინ ჩამოვიდა გასვიანი საქართველოში?

-4-5 წლის წინ. მგონია, რომ მაგ ამბავს გამოექცა თბილისში, მაგრამ დეტალურად მინდა
ყველაფრის გარკვევა.

-ამას ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს? - გაიკვირვა ერეკლემ.

-როგორ, თუ რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, შენი ძმის ოჯახის
გარშემო დატრიალებულ ამბებზე. სხვანაირად არაფერი გამოგვივა!

-კარგი, იყოს ისე, როგორც შენ გინდა, არ ვერევი! - ამოიხვნეშა ჯაყელმა.


-ყველაფერი „აჟურში“ გვაქვს. ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით მიდის, სანერვიულო
არაფერია! - გაეღიმა ილიას.

ერეკლემ ხელები მოიფშვნიტა და ბოროტად ჩაიქირქილა:

-როგორ ფიქრობ, ოდესმე მიხვდებიან ირაკლი და დემეტრე, რომ ამ ყველაფრის უკან შენ
დგახარ?

-ოდესმე? - აუცილებლად! მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იქნება... - გაეცინა ჯაფარიძეს და


ბოროტების ალებით ანთებული თვალები მინაბა.

ირაკლი, ვატო და ალექსანდრე ამ უკანასკნელის პალატაში იყვნენ და გამომძიებლის


მოსვლამდე, კიდევ ერთხელ იმეორებდნენ ჩვენებას.

-იცოდე, რამე თუ შეგეშალა, მაშინვე მიხვდება გამომძიებელი, რომ შენც იტყუები და


ანდრეაც! - არიგებდა ვატო ძმაკაცს.

-ნუ დამღალე, ვატო. ტექსტი თავიდან ბოლომდე დამაზეპირებინეთ, რა უნდა შემეშალოს? -


ეცინებოდა სანდროს.

-ეჭვი ვერ უნდა აიღონ. პოლიცია ამ საქმეში არაფერში გვჭირდება! - შიგადაშიგ ერთვებოდა
საუბარში ირაკლი.

-ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც საჭიროა. გამომძიებელი მოვა, საეჭვოს ვერაფერს


აღმოაჩენს და წავა... - მშვიდად იყო უმცროსი ახვლედიანი.

კარზე დააკაკუნეს. ოთახში ალექსანდრეს ექიმი და გამომძიებელი თოიძე შემოვიდნენ.

-მოგესალმებით და გილოცავთ ახალ წელს! - ღიმილით მიმართა თოიძემ დამხვდურებს.

-მადლობთ, თქვენც გილოცავთ... - ასევე ღიმილით უპასუხა ირაკლიმ.

-ბატონო ალექსანდრე, გილოცავთ გადარჩენას. იმედი მაქვს, მალე დადგებით ფეხზე.. -


ავადმყოფს მიუბრუნდა გამომძიებელი.

-მადლობა... - მოკლე პასუხით შემოიფარგლა ახვლედიანი,

-ძალიან კი ვწუხვარ და მერიდება, რომ ახალი წლის დილას, კომიდან ახალგამოსულთან


მიწევს მოსვლა, მაგრამ რას ვიზამთ?! ჩემს საქმეს ცდა არ უყვარს. - მხრები აიჩეჩა თოიძემ და
გაიცინა.

-არაუშავს, მზად ვარ შეკითხვებზე გიპასუხოთ.


-ძალიან კარგი! მაშინ, ბატონო ირაკლი, დიდი ბოდიშის მოხდით, იქნებ დაგვტოვოთ...

-დიახ, დიახ, რა თქმა უნდა. - წამოდგა ირაკლი, ბოლოჯერ შეხედა შვილს და პალატა
დატოვა.

დაკითხვა დიდხანს არ გაგრძელებულა. თოიძემ იგივე კითხვები დაუსვა ალექსანდრეს, რაც


მის ძმას. უმცროსმა ახვლედიანმაც უფროსის ჩვენება გადაამღერა.

-მაშ, მძარცველების სახეები ვერც თქვენ დაინახეთ, არა? - ჩაფიქრებული იყო გამომძიებელი.

-სამწუხაროდ, ვერა. უკვე საკმაოდ ბნელოდა... - ბეჯითად გაიმეორა ანდრეას ტექსტი


სანდრომ.

-არც თავდამსხმელების ვინაობის შესახებ გაქვთ ეჭვი?

-ეჭვი ვისზე უნდა მქონდეს? - გაიკვირვა ალექსანდრემ. - უბრალო მძარცველები იყვნენ,


სავარაუდოდ იცოდნენ, რომ მდიდარი ოჯახის შვილები ვართ და ჩაგვისაფრდნენ...

-გასაგებია... გასაგებია... - ნიკაპის ზელვით ჩაილაპარაკა თოიძემ.

ვატომ და ალექსანდრემ წამის მეათასედებში გაცვალეს მრავალმნიშვნელოვანი მზერები და


ისევ გამომძიებელს მიაჩერდნენ.

-კარგი, ბატონო ალექსანდრე, რა გაეწყობა, არ დაგინახავთ, არ დაგინახავთ! - წამოდგა


ღიმილით დეტექტივი. - ახლა დაგტოვებთ, კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს
შეწუხებისთვის. თუ გამოძიებას კიდევ გაუჩნდება კითხვები, აუცილებლად
დაგიკავშირდებით!

-ნახვამდის, ბატონო გიორგი! - გაუღიმა სანდრომ მამაკაცს.

-გაგაცილებთ! - წამოდგა ვატოც და თოიძეს კარისკენ გაუძღვა.

ცოტა ხანში პალატაში ერთდროულად დაბრუნდნენ ირაკლი და ვატო.

-აბა რაო, დაიჯერა?

-მგონი, კი. საეჭვო ვერაფერი შევატყვე. - ამოიხვნეშა ვაჩნაძემ.

-სულელს არ გავს. რატომღაც მგონია, რომ ასე ადვილად არ დაგვანებებს თავს. -


შეფიქრიანდა სანდრო.

-ვერაფერსაც ვერ იპოვის! ეძებოს, დაიღლება და შეგვეშვება! - გაცხარდა ირაკლი.

-ასეა თუ ისე, ჩვენ ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც საჭირო იყო.

-ჰო, მთავარია, რომ პოლიცია მოვიცილეთ! - თავი გააქნია ალექსანდრემ და ზედმეტი


დატვირთვით დაღლილმა, თვალები მინაბა.
ანდრეა უკვე სახლში იყო. პირველ იანვარს დედასთან ერთად აღნიშნავდა და საერთოდ არ
ფიქრობდა სადმე წასვლაზე. სიცივის გამო, ნინო თავის ბაღში ვეღარ ჩერდებოდა, ამიტომაც
მთელ დღეებს მისაღებ ოთახში ატარებდა, ფანჯარასთან, სარწეველა სკამში.

-ნანა, დედას წამლის დალევის დრო აქვს და სად ვნახო?

-თავის ოთახში, ტუმბოზე უდევს, შვილო. მოგიტანდი, მაგრამ ხელები ფქვილიანი მაქვს...

-არაუშავს, მე თვითონ ავიღებ! - გაუღიმა ახვლედიანმა მოსამსახურე ქალს და


სამზარეულოდან გავიდა.

წამალი იქ არ დახვდა, სადაც ნანამ მიასწავლა. ტუმბოს უჯრა გააღო, თუმცა ვერც იქ ნახა
ვერაფერი. საწოლს მოუარა და ახლა მეორე ტუმბოს უჯრა შეამოწმა.

-ვიპოვე! - წამოიძახა წამლის დანახვით გახარებულმა ანდრეამ და ყუთს დაწვდა. უცბად მისი
მზერა უჯრაში, ყუთის გვერდით მიმალულმა სურათმა მიიპყრო. უჯრა უფრო კარგად
გამოსწია და სურათი აიღო.

ძველისძველი და გაცრეცილი იყო ფოტო. გამოსახულება გაფერმკრთალებოდა. სურათზე


ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი იდგა. სამივე კამერას უღიმოდა ბედნიერად. მშობლები
ანდრეამ მაშინვე იცნო. ბავშვბოაშიც ბევრჯერ ენახა მათი ახალგაზრდობის ფოტო. აი, მესამე
მამაკაცი კი მისთვის სრულიად უცხო იყო. სურათი ამოაბრუნა და წარწერაც ამოიკითხა: „ მე,
ირაკლი და ილია, ბორჯომი 1984წ.“

სურათი ოცდათორმეტი წლის წინ იყო გადაღებული, როცა ანდრეა დაბადებულიც კი არ იყო.
უცნობი კაცი, ანუ ილია მისთვის ზედმეტად უცხო აღმოჩნდა. ოჯახში არასდროს ხსენებულა
მისი სახელი, რაც ანდრეასთვის საეჭვო იყო. სურათი ჯიბეში ჩაიდო და დედასთან
დაბრუნდა, მისაღებ ოთახში. წამალი დაალევინა ნინოს და სამზარეულოში გავიდა.

-ნანა, შემთხვევით ხომ არ იცი ეს კაცი ვინაა ამ ფოტოზე? - სურათი აჩვენა ქალს ანდრეამ.

ნანამ სათვალეები გაიკეთა და კარგად დააკვირდა სურათს.

-თუ არ ვცდები ეს კაცი ილიაა, მამაშენის ძველი მეგობარი. რა გვარი იყო... ღმერთო,
გამახსენე! ჯ-ზე იწყებოდა. ჯჯ... ჯჯ... ჯაფარიძე! ხო, ხო, ჯაფარიძე, ილია ჯაფარიძე!

-ილია ჯაფარიძე? არასდროს მსმენია მასზე... ვინაა? - გაიკვირვა ანდრეამ.


-ეგ დიდი ხნის ამბავია, შვილო. რამდენადაც მე ვიცი, მამაშენს ოცდაათ წელზე მეტია მასთან
არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. ადრე კი მეგობრობდნენ, მაგრამ შემდეგ რაღაც მოხდა და
გაიყარა მათი გზებიც.

-რა მოხდა ამისთანა?

-აბა მე რა ვიცი, შვილო?! უბრალო მოსამსახურეს ვინ მეტყოდა ასეთ რამეს? ერთი ვიცი,
ბატონი ილია ხშირად მოდიოდა ხოლმე თქვენთან, სახლში, ახალგაზრდა ქალთან ერთად.
მერე კი უეცრად შეწყვიტეს ვიზიტები. აღარც შენს მშობლებს უხსენებიათ მისი სახელი და
აღარც არავის გაგვხსენებია, მას შემდეგ.

-ქალთან? ვინ ქალთან, ცოლი იყო? - დაინტერესდა ანდრეა.

-არა, ცოლი ნამდვილად არ იყო, მაგრამ საცოლე კი იყო. ისეთი ლამაზი გოგონა იყო... კარგად
მახსოვს მისი დახვეწილი ნაკვთები, ახლაც კი თვალწინ მიდგას მისი სახე... - ღიმილით
გაუნათდა სახე ნანას.

-იმ ქალის სახელი არ გახსოვს? - ჩაეძია ახვლედიანი.

ნანა თითქოს უცებ გამოფხიზლდაო, სწრაფად დაისერიოზულა სახე და თავის საქმეს


მიუბრუნდა.

-არა, არ მახსოვს! - უმალ იუარა ქალმა.

ანდრეას ენიშნა მისი ასეთი სახეცვლილება და უფრო მეტად ჩააცივდა ქალს.

-დარწმუნებული ხარ, რომ არ გახსოვს? მისი სახის ნაკვთებიც კი გახსოვს და სახელს ვერ
იხსენებ?!

ნანა ანერვიულდა, თავი დახარა და უფრო ბეჯითად მოჰყვა საქმის კეთებას.

-დავბერდი, შვილო, ყველაფერი ხომ ვეღარ მემახსოვრება?!

-ნანა, მატყუებ რაღაცას! - გაბრაზდა ანდრეა. - შენი გაზრდილი ვარ და როგორ კარგადაც შენ
მიცნობ, ისევე გიცნობ მეც. რას მიმალავ?

ქალი უარესად დაიბნა. ახვლედიანის კუშტ მზერას ვეღარ გაუძლო და გატყდა.

-მემგონი თამარა ერქვა. ჰო, თამარა ერქვა ილიას საცოლეს. სხვას ნურაფერს მკითხავ, ანდრეა,
გეხვეწები, თუ რამე გაინტერესებს მამაშენს დაელაპარაკე, მე მეტი არაფერი ვიცი! - მუდარა
იგრძნობოდა მის ხმაში.

ახვლედიანმა ერთხანს უყურა შეწუხებულ გამზრდელს. ვერაფრით იფიქრებდა, თუ მისი


კითხვა ასე ააღელვებდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ვინმე ილია და მისი საცოლე რაღაც
საიდუმლოს მალავდნენ, რაც ახვლედიანების ოჯახთან იყო დაკავშირებული.

-კარგი, აღარაფერს გკითხავ, მამაჩემთან გავარკვევ ყველაფერს. - სურათი ისევ ჯიბეში


დააბრუნა ანდრეამ და სამზარეულო დატოვა.
-ორივე გადარჩა, წარმოგიდგენიათ?! გადარჩნენ ის ნაბიჭვრები! - სიმწრისგან მთელი ძალით
დაახეთქა მაგიდაზე ხელი ლუკამ და დანარჩენებს გახედა.

ბექა სავარძელში იჯდა, როგორც ყოველთვის, ჩაფიქრებული. გეგა კი ბუხართან იდგა,


ცეცხლის ალებს აკვირდებოდა და სასმლით სავსე ჭიქას მაგრად უჭერდა ხელს.

-კატასავით, ცხრა სიცოცხლე ჰქონიათ, მაგ ძაღლიშვილებს! - კბილებშორის გამოსცრა


მიქაბერიძემ და ბექას წინ, მეორე სავარძელში დაიკავა ადგილი.

-სამ-სამი ტყვია ვესროლეთ; სამ-სამი და გამოკეთდნენ! - იფურთხებოდა და ილანძღებოდა


გაცეცხლებული ჯაყელი.

-თორნიკეს სხვა არაფერი უთქვამს? უკვე გამოეწერნენ საავადმყოფოდან, თუ არა?

-არა, ჯერ ისევ იქ არიან. ალექსანდრე დიდხანს ყოფილა კომაში, მაგრამ ის მეორე უცებ
მომჯობინებულა! ფუ ამის... - გემრიელად შეიკურთხა ლუკამ. - ახლავე ვბრუნდებით
თბილისში, მთელი კლინიკის გადაბუგვაც რომ დამჭირდეს, მაინც არ ვაცოცხლებ, იმ ძაღლის
გაგდებულებს. მე არ ვიყო ლუკა ჯაყელი, თუ ორივეს სანატრელი არ გავუხადო სიკვდილი!

-კარგი, გეყოფა, საკმარისია! - იჭექა ოთახში ბექა ჯაყელის მძვინვარე ხმამ.

ლუკა უცებ გაჩუმდა და გამგელებული თვალებით მიაჩერდა ბიძაშვილს.

-ხელების პარჭყვით და სიტყვების რახა-რუხით ვერაფერს გავაწყობთ. გეგმა ჩაგვიფლავდა.


ახვლედიანები ისევ ცოცხლები არიან, ესეიგი, ახალი გეგმა გვჭირდება, მაგრამ კარგად უნდა
დავფიქრდეთ და დავგეგმოთ ყველაფერი. ახლა უკვე ისინიც ძალიან საშიშები არიან.
მათგანაც უნდა ველოდოთ თავდასხმას... - დინჯად ლაპარაკობდა ბექა.

-დინჯი სტრატეგივით ნუ მელაპარაკები! ვიცი, რომ შენც გაცოფებული ხარ! - შეუღრინა


ლუკამ ბიძაშვილს.

-მერე და ვინ თქვა, რომ არ ვარ?! - იღრიალა უფროსმა ჯაყელმა. - მაგრამ შენგან
განსხვავებით, მეტი შეგნება მაქვს! ამ ბრძოლას ტყვიით ვერ მოვიგებთ, რაღაც უფრო მეტია
საჭირო!

-ორივე დაწყნარდით, რა! - ამჯერად გეგა წამოენთო. - მესმის, რომ გაბრაზებულები ხართ,
მაგრამ ერთმანეთს ნუ წაეკიდებით. ლუკა, ბექა მართალს ამბობს, ცივი გონებით მსჯელობაა
საჭირო. ქალაქში რომ უნდა დაბრუნდეთ, ფაქტია. ისედაც დიდხანს გაგიგრძელდათ აქ
დარჩენა, მაგრამ პირდაპირ თავდასხმას აზრი არ აქვს, კარგი მომზადებაა საჭირო. თქვენთან
ერთად მეც დავბრუნდები, გლოვის დრო აღარ არის, აქტიური მოქმედებაა საჭირო!

-თუ ვინმეს უნდა უნდოდეს თავზეხელაღებული მოქმედება, ეს მე ვარ, ლუკა. მე არავინ


მყავს, შენ კი გვერდით ოთახში ელენე გიცდის, თბილისში - ოჯახი. სისულელის გაკეთების
უფლება არ მისცე შენს თავს, თორემ შენც დაზარალდები და გარშემომყოფებსაც აზარალებ!
ლუკამ მაგრად დააჭირა ერთმანეთს კბილები და სიმწრით ამოიგმინა. მუშტი შეკრა და
რამდენჯერმა მსუბუქად დაარტყა მაგიდას. შემდეგ ხმაამოუღებლად გავარდა ოთახიდან და
აივანს მიაშურა.

მზე ჩადიოდა, ცას საოცარი ფერი ეკრა. ჯაყელი ვინ იყო იმისთანა, ასეთი საოცარი პეიზაჟის
შემყურე რომ ვერ დაწყნარებულიყო?! - თვალები დახუჭა და ღრმად შეისუნთქა სუფთა
ჰაერი. უეცრად იგრძნო ზურგიდან ვიღაცის აკვრა და მთელ სხეულში ჩაეღვარა სითბო.
გაეღიმა, თვალები არ გაუხელია ისე მოკიდა მის ხელებს თავისი და წელზე შემოიწყო.

-შენ რომ არ მყავდე... საერთოდ, რა მეშველებოდა ნეტავ?

ელენესაც გაეღიმა და თავი საყვარელი მამაკაცის კისერში ჩარგო.

-არ მინდა, აქედან წასვლა! - ნაღვლიანი ხმით ჩაილაპარაკა ცოტა ხნის შემდეგ და საღამოს
ბუნებას გახედა.

-ჰო, ძალიან ლამაზი ადგილია. - დაეთანხმა ლუკა.

-გული ცუდს მიგრძნობს. თითქოს თბილისში თუ დავბრუნდებით, რაღაც ცუდი მოხდება...

ჯაყელმა ისევ ამოიხვნეშა და ელენესკენ შებრუნდა.

-ქვეყნად ვერასდროს, ვერანაირი ცუდი ვერ მოხდება, სანამ მე და შენ „ჩვენ“ ვართ, გასაგებია?
- ორივე ხელით ნაკვთებზე მიეფერა საყვარელ ქალს და თვალებში ჩახედა.

დევდარიანს არაფერი უთქვამს. უბრალოდ, აწყლიანებული თვალები დახუჭა და თავი


დაუქნია მამაკაცს. ამ უკანასკნელმაც თავზე აკოცა გოგონას და მიიხუტა.

-თბილისში რომ დავბრუნდებით, საცხოვრებლად ჩემთან გადმოხვალ!

-რა? არა, ვერ გადმოვალ, რა წესია? - უცებ დაფრთხა ელენე.

-რა, რა წესია, შეყვარებული წყვილის ერთად ცხოვრება? - გაეცინა ჯაყელს.

-უსტატუსოდ ცხოვრება, კი!

-ელენე, არ გამაგიჟო ახლა, კარგი, რა! ერთადერთი უნორმობა ეგ ნახე ჩვენს ოჯახში, რომ არ
მოგწონს? - ისევ გაეცინა მამაკაცს.

-მე ეგრე არ შემიძლია. მარტო რომ ცხოვრობდე, კიდევ ჯანდაბას, მაგრამ იმხელა სახლში,
დედაშენთან და მამაშენთან ერთად, ყოველგვარი ქორწინების გარეშე - არა, არ შემიძლია! -
გაჯიუტდა დევდარიანი.

-ხომ იცი, რომ ახლა ქორწილს ვერ გადავიხდით? დათუნას წლისთავამდე...

-ვიცი, ამიტომაც უნდა დავიცადოთ.


-ელენე, არ გესმის? საერთოდ არ გესმის?! არ შემიძლია, აღარცერთი დღით არ შემიძლია
მარტო. თავის კონტროლი მიჭირს, შენ გარეშე შეურაცხადს ვემსგავსები. მხოლოდ იმაზე
ვფიქრობ, როგორ გავასწორო ახვლედიანები მიწასთან. ერთადერთი ადამიანი ხარ, ვისაც
ჩემი კონტროლი შეუძლია. ერთადერთი, ვისაც ვერასდროს ვატკენ. გამიგე გთხოვ, მჭირდები.
ძალიან მჭირდები. შენი მხარში დგომა მჭირდება ყოველი წუთის, ყოველ წამს!

ელენე ერთხანს უყურებდა მამაკაცს დამფრთხალი, შეშინებული თვალებით. შემდეგ კი


ერთიანად მოეშვა და მოდუნდა. ორივე ხელი მაგრად შემოაჭდო შეყვარებულს და
ცრემლებით დაუსველა ძლიერი მხრები.

-კარგი, იყოს ისე, როგორც შენ გინდა, ოღონდ ერთ რამეს დამპირდი, ლუკა - სისულელეს
აღარასდროს ჩაიდენ და ჩემგან საიდუმლოებები არ გექნება, კარგი?

-გპირდები! - გაეღიმა ლუკას.

-ძალიან მიყვარხარ! - ამოიტირა ელენემ და თავი მის გულ-მკერდში ჩამალა.

-მეც მიყვარხარ, ელენე. ძალიან მიყვარხარ!

ღამე უკვე გადასულიყო, ათენდებოდა თბილისს. მის მკვიდრებს კი მშვიდი ძილით ეძინათ
თბილ საწოლებში. ქუჩებს მხოლოდ გარე განათება ანათებდა, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო
ჩამქვრალი. შენობებს კუშტად შეეკრათ პირი, დადუმებული ელოდნენ მზის ამოსვლას.

ბუნების ჰარმონიას გამომძიებელი თოიძის კაბინეტიდან გამომავალი სინათლე არღვევდა.


როგორც ჩანს, ვიღაცას არ ეძინა.

გიორგი თოიძე თავის მაგიდასთან იჯდა, ორივე იდაყვი მასზე ჰქონდა დაყრდნობილი და
ფიქრობდა. მის წინ, მაგიდაზე, მრავალ დოკუმენტსა თუ სურათს მოეყარათ თავი. თოიძეც
ხან ერთს აიღებდა ხელში, დააკვირდებოდა და უკან დააბრუნებდა, ხანაც მეორეს.

ოთახში გამეფებული სიჩუმე კარის გაღებამ დაარღვია. კარში ახალგაზრდა მამაკაცი


გამოჩნდა, ყავის ორი ჭიქით ხელში. უხმოდ დაიძრა მაგიდისკენ, ყავის ჭიქები დააწყო და
იქვე, სავარძელში მოკალათდა.

-უკვე მეხუთე ჭიქაა, უფროსო. სახლში წასვლა აღარ გვიწერია? - ჩაიცინა ახალმოსულმა და
ფანჯრიდან ცას გახედა.

თოიძე მაშინვე გამოერკვა, ყავის ჭიქა ხელებში მოიქცია და თანაშემწეს გაუღიმა.

-შენ თუ გინდა, წადი, რენე. მე ჯერ კიდევ ბევრი საქმე მაქვს.

-არა, როგორ გეკადრებათ, უფროსო?! მარტო არ დაგტოვებთ! - იუარა ახალგაზრდამ და ძმები


ახვლედიანების ფოტოს დახედა. - გჯერათ, მათი მოყოლილის?
გიორგიმ მძიმედ ამოიხვნეშა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.

-არა, რა თქმა უნდა. ბავშვიც არ დაიჯერებდა მათ მონაჩმახს, მაგრამ მტკიცებულებაც რომ
არაფერი მაქვს?!

-სერიოზულად არიან მომზადებულები. თავიანთ სიტყვას არ გადავლენ. ჯაყელების და


ახვლედიანების დაპირისპირებაში გარეშე პირს არ ჩარევენ!

-ჰო, ეგ მართალია, არავის ჩარევენ, მითუმეტეს ჩვენ. - ჩაეცინა თოიძეს.

-რას აპირებთ, უფროსო, შეეშვებით ამ საქმეს?

-საქმე მანამ ვერ დაიხურება, სანამ იმ ყაჩაღებს არ ვიპოვნით, მაგრამ მე კი სავარაუდოდ, აღარ
მექნება მასთან წვდომა. თუმცა, გამოძიებას არ შევეშვები.

-უფროსო, რატომ არ შეეშვებით ამ საქმეს? მათნაირი ხალხის საქმეში პოლიცია ყოველთვის


უძლურია. გავლენიანი ნაცნობებით ახერხებენ ყველაფრის მიჩქმალვას და მოგვარებას.
არამგონია, თქვენ გააწყოთ რამე მათ წინააღმდეგ.

-მე გამომძიებელი ვარ, რენე! არ შემიძლია, გამოძიებას მაშინ შევეშვა, როცა ვიცი, რომ რაღაც
საიდუმლოს ამოხსნის წინაშე ვარ. ახვლედიანები და ჯაყელები უკვე ოცდაათი წელია
მტრობენ ერთმანეთს, ღმერთმა იცის. რატომ. არქივში არანაირი დოკუმენტაცია არ მოიძიება,
რაც ამის გარკვევაში დამეხმარება. ამ მტრობას უკვე შეეწირა ორი ადამიანის სიცოცხლე,
ძმები ახვლედიანებიც კინაღამ დაიღუპნენ. ვინ იცის, სადამდე გასტანს მათი მტრობა?!
შეიძლება უდანაშაულო ხალხი დაზარალდეს მათ გამო. ჩემი, როგორც სამართალდამცავის
ვალია მათი შეჩერება. თუ ვინმე დასასჯელი იქნება, კანონის ძალით მე დავსჯი. მხოლოდ
კანონს და არავის სხვას აქვს უფლება, დამნაშავე გაასამართლოს!

-გეტყობათ, რომ მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი მოქმედება, უფროსო. მე მხოლოდ


დახმარებაღა შემიძლია შემოგთავაზოთ! მაგრამ მაინც, არანაირი მტკიცებულება არ გაქვთ.
ახვლედიანები არასდროს იტყვიან სიმართლეს, საქმის დახურვა მოგვიწევს, ადრე თუ გვიან,
როგორ აპირებთ მოქმედებას?

თოიძემ ცხელი სითხე ჭიქიდან მოსვა და ერთხანს ჩაფიქრდა.

-ჯერ კიდევ ნიკუშა ჯაყელის მკვლელობის შემდეგ ვადევნებ თვალყურს ამ საქმეს. ანუ უკვე
მესამე წელია, არანაირი მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ამ ორ გვარს
შორის ვიღაც მესამე ამღვრევს წყალს...

-ვიღაც მესამე? - გაიკვირვა რენემ.

-ჰო, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ახვლედიანებს და ჯაყელებს საერთო მტერი ჰყავთ.
ვიღაც მათი წარსულიდან, ძალიან გავლენიანი და საშიში.

-უფროსო, მსგავსი რამ გაფიქრებინათ?

-შენ თვითონ დაფიქრდი, რაში დასჭირდებოდათ ახვლედიანებს დათუნა გასვიანის მოკვლა?


-არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ ჯაყელები გაემწარებინათ, არა?!

-აი, მე კი ეგრე არ მგონია. ჯაყელების გამწარება რომ ნდომოდათ, ლუკა ან ბექა ჯაყელი უნდა
მოეკლათ, რატომ მათი არქიტექტორი სიძე?

-ანუ რა გამოდის? - სულმთლად აიბნა რენე.

-გამოდის, რომ დათუნა გასვიანის წარსული გვაქვს შესასწავლი. შეიძლება, პირადი მტერი
ჰყავდა ან რაიმე შარში იყო გახვეული...

-გასაგებია, უფროსო, ხვალვე დავიწყებ მისი ცხოვრების საინტერესო დეტალების შესწავლას.


თუ რამე საინტერესოს გავარკვევ, მაშინვე შეგატყობინებთ!

თანაშემწის მონდომებამ თოიძე გააღიმა.

-კარგი, რენე. მგონი, ჩვენც მოგვიწია სახლში წასვლის დრომ. ცოტა მაინც გამოვიძინოთ,
ხვალ დილიდან „პატაკი“ მაქვს ჩასაბარებელი...

-როგორც იტყვით, უფროსო, ღამემშვიდობის! - ფეხზე წამოდგა რენე და გამომძიებელს ხელი


ჩამოართვა.

-ღამემშვიდობისა, რენე! - გიორგიც წამოდგა სავარძლიდან,სანათი ჩააქრო და კარისკენ


გასწია.

მარიამი ვერანდაზე იჯდა სარწეველა სკამში და თოვლით გადაპენტილ გარემოს


გასცქეროდა. შეეძლო, უამრავ რამეზე ეფიქრა, მაგრამ მის გონებაში მხოლოდ კოცნის სცენა
ტივტივებდა. იოანე დანელიამ, ახალი წლის ღამეს, მისი პირველი კოცნა მიითვისა. იოანემ
და არა თორნიკემ, როგორც ეს მის გონებაში ხდებოდა წლების განმავლობაში. თავს ძალიან
უცნაურად გრძნობდა. თითქოს ძველი მარიამის ადგილას სრულიად ახალი ადამიანი
გაჩნდა. უფრო დამოუკიდებელი,ზრდასრული და ძლიერი. საერთოდ, ამას აგრძნობინებდა
იოანესთან ყოფნა, ძალას.

-ღმერთო, რა ხდება შენს თავს, მარიამ? - საკუთარ თავს ხმამაღლა დაუსვა კითხვა გოგონამ
და ამოიხვნეშა.

მართლაც, რა ხდებოდა?! სად იყო ან სად მიდიოდა. რა უნდოდა ან ვისთან ერთად?!

-ამდენი ფიქრი ნამდვილად გამაგიჟებს! - ტანზე მჭიდროდ მოხვეული პლედი უხეშად


მოიშორა მაშომ და წამოდგა. - ჯანდაბა შენს თავს, იოანე დანელია, ამომიტრიალე ცხოვრება!
- შედარებით წყნარად დაიჩურჩულა გოგონამ და იგრძნო, როგორ აგორგოლავდა მის შიგნით
მძიმე ბურთი, რომელიც რამდენიმე წამში ყელში გაეჩხირა. - ჯანდაბა შენს თავს... -
ცრემლები მოადგა ჯაყელს. - ჯანდაბა... - ბოლოჯერ დაიჩურჩულა და მოწყვეტით დაეცა
სავარძელზე.

ყინავდა მანგლისში, სიცივე ძვლებში ატანდა, მაგრამ მარიამი მთელი სხეულით ხურდა.
იდაყვები მუხლებს დააყრდნო, თავი იდაყვებს. ერთხანს იჯდა ასე თავჩაქინდრული,
სრულიად გამოთიშული სამყაროს. შემდეგ ვეღარ მოითმინა და ატირდა. ჯერ ჩუმად
ტიროდა, თითქოს ღამეს უმალავდა ცრემლებს, მერე ერთიანად ამოუჯდა გული და ხმით
ტირილს მოჰყვა.

რა ატირებდა?! - ალბათ თვითონაც არ იცოდა, მაგრამ მთელი თავისი არსების მოთხოვნას


ასრულებდა.

თენდებოდა ორი იანვარი, ბედობა დღე. თოვდა მანგლისში, თბილისში კი ცის კიდეზე სავსე
მთვარე იწონებდა თავს.

ჯაყელების სახლის ეზოში დილიდან შეინიშნებოდა მანქანების მომრავლება. ჯერ თორნიკე


და რატი ეწვივნენ უფროს ჯაყელებს, რამდენიმე ხანში კი თელავში გახიზნულებიც
დაუბრუნდნენ მშობლიურ კერას.

ლუკა ნელა მიუყვებოდა კარისკენ მიმავალ ბილიკს და გოროზ გამომეტყველებას არ


იშორებდა სახიდან. მის უკან ელენე და ბექა მიდიოდნენ. დემეტრე და ქეთევანი
შესასვლელშივე ელოდნენ ვაჟიშვილს, ორთავეს გაყინული მზერა ჰქონდა. მხოლოდ
დაკვირვებული ადამიანი თუ შეამჩნევდა, მათი თვალების კუნჭულებში, მონატრებული
შვილის ნახვის ბედნიერებით აკიაფებულ სხივებს.

ჯაყელი მშობლების წინ შედგა. ჯერ მამას შეხედა, შემდეგ დედას. ხმას არავინ იღებდა.

-მიხარია, რომ დაგვიბრუნდი, შვილო! - გამჭოლი მზერა სტყორცნა დემეტრემ ვაჟიშვილს და


მკრთალად გაიღიმა.

ლუკასაც მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. მამას ხელი ჩამოართვა, დედას ლოყაზე
აკოცა და სახლში შევიდა. თორნიკე და რატი მისაღებში ელოდნენ ძმაკაცებს, ჯაყელებმაც
იქით გასწიეს.

-როგორც იქნა, დაბრუნდით! გაგიტკბათ თელავში ყოფნა, ხომ იცით?! - ღიმილით შეეგება
რატი ბიჭებს და რიგ-რიგობით გადაეხვია ორივეს.

ლუკამ ოთახს მოავლო თვალი, შემდეგ ფანჯრიდან ვერანდას გახედა და როცა იქაც ვერავინ
დაინახა, ოთახში ახლადშემოსულ მშობლებს მიუბრუნდა:

-მაშო სადაა?!
დემეტრემ და ქეთევანმა ერთმანეთს გადახედეს, თორნიკემ ამოიხვნეშა და თავად გასცა
პასუხი:

-მაშო მანგლისშია...

-მანგლისში? - გაიკვირვა ლუკამ. - მარტო წავიდა?!

არველაძემ უხმოდ დააქნია თავი.

-რამდენი ხნის წინ წავიდა?! - უცებ გაეყინა ხმა ჯაყელს.

თორნიკემ ქეთევანს გახედა და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხა შეკითხვას:

-იმ დღესვე, როგორც კი შენ და ბექა კახეთში წახვედით...

ლუკამ ღრმად ამოიხვნეშა და ავისმომასწავლებლად აათამაშა ყბის კუნთი.

-დედა, ვინმეს დაავალე ჩემი და ელენეს ბარგის ჩემს ოთახში შეტანა. მე წავალ და დღესვე
დავბრუნდები! - ელენეს გახედა ჯაყელმა და გასასვლელისკენ დაიძრა.

გოგონა მორცხვად აიწურა, ქეთევანს გაკვირვებამ გადაურბინა სახეზე.

-ორივესი? - დასაზუსტებლად ჩაეკითხა ქალი შვილს და უხერხულად ჩაიცინა.

-ჰო, ორივესი! ელენე დღეიდან ჩემთან იცხოვრებს. ამიერიდან ჩემი ცოლია და მინდა, რომ
ისე აღიქვათ, როგორც რძალი! - მოკლედ გასცა პასუხი დედას ლუკამ.

დემეტრემ და ქეთევანმა ჯერ ერთმანეთს, ხოლო შემდეგ ელენეს შეხედეს. თორნიკეს და


რატის გაეღიმათ. ელენემ თავი დახარა, სახეზე სიწითლე უნდოდა დაეფარა. უფროსი
ჯაყელი ერთხანს დუმდა, შემდეგ ამოიხვნეშა და შვილს მიუბრუნდა.

-კარგი, შვილო, იყოს ისე, როგორც შენ გინდა! ფეხბედნიერი იყოს შენი ჩვენს ოჯახში
შემოსვლა, ელენე! - ახალგაზრდებს გაუღიმა დემეტრემ და ცოლს გადახედა.

-წავალ, სიუზანას ვეტყვი, თქვენი ოთახი მოამზადოს! - სწრაფად თქვა ქეთინომ და ოთახი
დატოვა.

ლუკამ ელენეს გაუღიმა, შემდეგ ისევ დაისერიოზულა სახე და ბიჭებს მიუბრუნდა.

-მე წავალ, ჩემს დას ჩამოვიყვან. თქვენ აქ დამელოდეთ, სალაპარაკო გვაქვს! - საქმიანი
ნაბიჯებით დაიძრა კარისკენ ჯაყელი.

-ლუკა! - მამის ხმამ შეაჩერა გარეთგასული.

ჯაყელმა ქურთუკი შეიკრა და მამას მიუბრუნდა.

-იცოდე, თუ წამოსვლა არ მოუნდება, არ დააძალო! - გამაფრთხილებელი ტონი ჰქონდა


დემეტრეს.
-მოუნდება, აუცილებლად! - მტკიცედ დასძინა ლუკამ და წასასვლელად შეტრიალდა.

-ხომ იცი, როგორი ხასიათი აქვს?! გიმეორებ, არ დააძალო წამოსვლა!

-არ დავაძალებ, მამა, არ დავაძალებ! - მიმავალმა მიაძახა და მოუხედავად განაგრძო გზა.

-დიდი ქორწილი მინდა. გრანდიოზული და დაუვიწყარი! მთელმა თბილისმა ჩვენზე უნდა


ილაპარაკოს, ყველა გაზეთი ჩვენზე უნდა წერდეს. გრძელი კაბა მეცმევა, რამდენიმე
მეტრიანი შლეიფით. ხვალვე დავურეკავ ნაცნობ დიზაინერებს, ორგანიზატორებს,
მუსიკოსებს - ყველას!კიდევ... კიდევ...კიდევ რა?! ალექსანდრე, შენც თქვი რამე, რას
გაჩუმებულხარ და მიღიმი ტყუილად?! - ლიზა, საქმროს პალატაში, კომფორტულად იყო
მოკალათებული, სავარძელში და დილიდან ასმენინებდა სანდროს სამომავლო ქორწილის
გეგმებს. ახვლედიანი უბრალო ღიმილით უსმენდა საცოლეს და შიგადაშიგ, თავს აქნევდა,
თანხმობის ნიშნად.

-რაღა უნდა დავამატო?! ყველაფერი დაგიგეგმავს უკვე. - გაეცინა ალექსანდრეს.

-მეც გკითხე, რა! - გაბრაზდა ლიზა.

უეცრად ხმაურით გააღეს პალატის კარი.

-აბა, როგორ არის ჩემი ლომი ძამიკო, მობეზრდა უკვე საწოლში კოტრიალი?! - ომახიანად
შეიჭრა ოთახში ანდრეა.

-შენც დილა მშვიდობისა, ანდრეა, გილოცავ ბედობას! - გაეცინა ლიზას.

-მეც გილოცავ, თითქმის რძალო. სულ ჩემი უმცროსი ძამიკო დაგბედებოდეს!

-აუ, ბედობა კი არა, მართლა მომბეზრდა აქ ყოფნა, როდის გამწერენ?! - დაიწუწუნა


ალექსანდრემ.

-რამდენიმე დღეც მოითმინე, სან. ექიმმა თქვა, ბოლო ანალიზებს გავუკეთებთ,


დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი რიგზე აქვს და გავწერთო! - სიყვარულით სავსე ტონით
მიმართა ლიზამ საქმროს და გაუღიმა.

-ე, ჩემო ძმაო, მეც კი ეგრე მეუბნებოდნენ ექიმები, მაგრამ ვინ მოუსმინა? - ავდექი და
გავიპარე. მართალია, ახლა ვემალები ექიმებს, მაგრამ სამაგიეროდ საშინელი საჭმლის ჭამა
აღარ მიწევს! - ლიზას გვერდით კომფორტულად მოკალათდა ანდრეა.

-თვით ანდრეა ახვლედიანს როგორ შეგედრები ახლა მე?! - ჩაეცინა ირონიულად უმცროს
ახვლედიანს.
-გისწავლია, სანდრიკა! - გაეცინა უფროს ახვლედიანს. - ჩვენი ძვირფასი მამიკო სად არის,
დერეფანშიც ვერ ვნახე.

-ანასტასიასთან ერთად სახლში წავიდა, მოწესრიგდებიან და დაბრუნდებიან.

-ვატო სად არის?

-ვატო განყოფილებაში წავიდა, უნდა განაცხადოს, რომ „მძარცველებს“ არ ვუჩივით და საქმეს


დახურავენ.

-აჰა, ძალიანაც კარგი, მოვგვარებულვართ! - გაეღიმა ანდრეას.

-იმედი მაქვს. რაღაც დიდად არ მომეწონა ის თოიძე, არამკითხე მეამბეს გავდა! -


უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა სანდრომ.

-ყველა „ძაღლი“ ეგეთი არაა?! - ჩაეცინა ახვლედიანს. - ქექოს რამდენიც უნდა, ჯაყელებს
ისეთი სუფთა ნამუშევარი აქვთ, ვერაფერს იპოვის!

-იმედია! - ამოიხვნეშა უმცროსმა ახვლედიანმა.

-კარგი, ახლა თქვენს ქორწილზე მომიყევით. მომიყვანეთ ცოტა სადღესასწაულო განწყობაზე!


- გამხიარულდა ანდრეა.

-მოკლედ... - ჩაირთო ლიზა და დიდი ემოციებით დაუფქვა მომავალ მაზლს ყველაფერი.

როდესაც ლიზამ ანდრეას სტუმრების სიაც გააცნო და ლაპარაკით დაღლილმა, მაგიდაზე


დადგმული წყლიანი ჭიქა სულმოუთქმელად ჩაცალა, პალატის კარი გაიღო და ოთახში
ანასტასია გამოჩნდა, ბიძასთან ერთად.

-ოჰ, ანდრი, შენც აქ ხარ? - გაეღიმა ტასოს, ბიძაშვილის დანახვისას და მისკენ წავიდა.
გვერდით მიუჯდა მამაკაცს და ჩაეხუტა. - ირაკლი გაბრაზებულია შენზე, მოერიდე მაინც. -
ყურში უჩურჩულა გოგონამ და ჩუმად გაუცინა.

ანდრეასაც გაეღიმა, თავზე აკოცა ანასტასიას და მამის განრისხებული მზერა უყურადღებოდ


დატოვა. ირაკლიმ ერთი ამოიხვნეშა და უმცროს ვაჟიშვილს მიუბრუნდა.

-როგორ ხარ? რამე ხომ არ გაწუხებს?

-არა, მამა, აღარაფერი მაწუხებს. არ შეიძლება, რომ უფრო ადრე გამწერონ სახლში? ახალი
წელია, მე კიდევ ამ მოჟამული კედლების ყურება მიწევს! - აწუწუნდა ალექსანდრე.

-ვაიმე, ისევ იმავეს იმეორებს! - თვალები აატრიალა ლიზამ.

ანდრეას და ანასტასიას გაეცინათ.

-შენ რაღა დაგემართა, ალექსანდრე?! სერიოზული კაცი მგონიხარ და ბავშვივით ურჩად ნუ


მოიქცევი ახლა. როგორც ექიმები იტყვიან, ისე ვიზამთ! - მკაცრი ხმა ჰქონდა უფროს
ახვლედიანს, მაგრამ ეს სიმკაცრე ანდრეასთვის უფრო იყო განკუთვნილი, ვიდრე
სანდროსთვის.
ანდრეას მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე, წამოიწია და წამოდგა.

-მნახველების რაოდენობას ისედაც არ უჩივი, ალექს. მე წავალ, ბევრი საქმე მაქვს, ხვალ
კიდევ გინახულებ!

-ანდრეა, შენთან ლაპარაკი მინდა, ცოტა ხანი გარეთ მომიცადე, გამოვალ მეც! - ცივად
მიმართა ირაკლიმ შვილს.

-მნიშვნელოვანია რამე? - მობეზრებულად იკითხა ახვლედიანმა.

-გადი და გამოვალ! - იმავე ტონით გაუმეორა ირაკლიმ.

უმცროსი ახვლედიანი დაემორჩილა უფროსის თხოვნას და დერეფანში, ფანჯარასთან


შეჩერდა. ცოტა ხანში ირაკლიც გამოვიდა შვილის პალატიდან.

-რაზე გინდოდა ჩემთან ლაპარაკი?

-საერთოდაც, ძალიან ბევრ რამეზე, ანდრეა! - მშობლის დამტუქსველი ტონი ჰქონდა


ახვლედიანს.

-მაგალითად? - ჩაეცინა ანდრეას.

-მაგალითად, შენ არასერიოზულ საქციელზე. რატომ გაიქეცი საავადმყოფოდან ექიმების


თანხმობის გარეშე?!

-უკვე კარგად ვიყავი და იმიტომ. თანაც, ნამდვილად არ ვაპირებდი ახალიწლის ღამის ამ


საშინელ ადგილას გატარებას, როცა დედაჩემი სრულიად მარტო იყო წყნეთში. შენგან
განსხვავებით, ძვირფასო მამიკო, მე არ მავიწყდება, რომ ის ქალი დედაჩემია. შენი მეუღლე,
სხვათაშორის!

-ყველაფრის ჯიბრით კეთება დაგღუპავს, შვილო. დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა! - ტონი მაშინვე
მოულბა უფროს ახვლედიანს, როგორც კი შვილის ბრაზით აკიაფებული თვალები დაინახა.

-რჩევები ჩემთვის მაშინ არ მოგიცია, როცა მჭირდებოდა, როგორმე ახლაც შევძლებ მათ
გარეშე ცხოვრებას! - ირონიით გაეჟღინთა ხმა ანდრეას.

ირაკლიმ ამოიხვნეშა და მზერა აარიდა ვაჟიშვილს.

-კარგი, მოდი ახლა სამომავლო გეგმებზე ვილაპარაკოთ. მითხარი, რას აპირებ, ანდრეა?

-რას უნდა ვაპირებდე? - გაიკვირვა მამაკაცმა. -აჰ, ვხვდები, რასაც მეკითხები. გაინტერესებს
ჯაყელებზე შურს ვიძიებ, თუ არა? - ჩაეცინა ახვლედიანს. - სანდროს და ჩემი დაჭრისთვის
სამაგიეროს თუ გადავუხდი...

-პირდაპირ მითხარი, რას აპირებ? - დაიძაბა ირაკლი.

-მამა, მემგონი, ჩემი შენ უფრო გეშინია, ვიდრე ჯაყელებს! - გაეცინა ანდრეას. - მესმის შენი,
რთულია ჩემნაირი შვილის ყოლა. თავზეხელაღებული მკვლელის, რომელიც მხოლოდ
პრობლემებს ქმნის. შემიძლია დაგამშვიდო, არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ, ჩემი
გადამალვის გეგმებზე ფიქრი არაა საჭირო.

-ანდრეა...

-ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავი გაქვს. ალექსანდრეს და ლიზას ქორწილი


უნდა გადაიხადო მშვიდ ვითარებაში. თუ გავითვალისწინებთ, როგორ დასრულდა ჩვენი
„მეტოქე“ გვარის წარმომადგენლის ქორწილი, ადვილი საქმე ნამდვილად არ იქნება!

-მათ ქორწილს გაასმაგებული ყურადღებით დაიცავენ, ასე რომ, მაგაზე შეგიძლია არ


იღელვო...

-არა, ვღელავ მაინც, ხომ ხვდები? ნამდვილად არ მინდა, ტორტის ჭამისას დამასვას ვინმემ
ტყვია შუბლში, არ იქნება სასიამოვნო... - ჩაეცინა ანდრეას. - კარგი, რადგან მეტი სათქმელი
არაფერი გაქვს, დავასრულოთ ჩვენი „მამა-შვილური“ საუბარი, მეჩქარება, ბიჭები
მელოდებიან.

-რა საქმეზე მიდიხარ ან სად? - წარბები შეყარა ირაკლიმ.

-არ ინერვიულო, არავის მოვკლავ. დღეს რაღაც ხასიათზე არ ვარ! - გაეღიმა ახვლედიანს,
მამას ზურგი აქცია და ლიფტისკენ გაემართა. უცებ შეჩერდა, რაღაც გაახსენდა და უკან
მიიხედა. - მამა, ილია ჯაფარიძე ვინ არის?

ირაკლის ერთიანად გაუფითრდა სახე. მიტკლისფერი დაედო და შუბლის ძარღვი


შეუტოკდა. შვილის კითხვა ზედმეტად მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის.

-შენ საიდან გაიგე მისი სახელი? - მაქსიმალურად შეიმაგრა თავი და ღელვა დამალა.

-დედას რაღაც ძველი სურათი ვუპოვნე, თქვენ და ვიღაც ილია ხართ ერთად, ბორჯომში... -
მამის რეაქციით გაკვირებული, მთელი ტანით შებრუნდა ანდრეა და უფრო დაკვირვებით
დაუწყო ყურება მამას.

-ჰო, ილია ჩემი ძველი მეგობარია. შენ დაბადებამდე ხშირი ურთიერთობა გვქონდა მასთან...

-მერე რა მოხდა?

-მერე? რა ვიცი, გაიყარა ჩვენი გზები. ის უკრაინაში წავიდა. მგონი, ახლაც იქ არის, ჩვენ აქ
დავრჩით და ასე, აღარ გვქონია მას შემდეგ კონტაქტი. შენ რატომ დაინტერესდი, ვინმემ რამე
გითხრა?

-ვის რა უნდა ეთქვა? - მამის უეცარმა აღელვებამ გააკვირვა ანდრეა. - უბრალოდ, სურათი
ვნახე და ნანას ვკითხე მაგ კაცზე, რომ მითხრა, ახლო მეგობარი იყო და ხშირად მოდიოდა
თქვენთანო, გამიკვირდა. არასდროს გიხსენებიათ მისი სახელი, არც შენ და არც დედას.

-ხო, რა ვიცი...ნანას სხვა არაფერი უთქვამს?

-მითხრა, რომ მაგ ილიას საცოლე ჰყავდა, ვინმე თამარა, საოცრად ლამაზი გოგონა. მეტი
არაფერი. თუ რამე გაინტერესებს მამაშენს ჰკითხეო, ხოდა მეც გკითხე.
ქალის სახელის ხსენებამ ირაკლი ახვლედიანის ყორნისებრი შავი თვალები წამით გაანათა
და შემდეგ ისევ დააბნელა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ხელი ფანჯრის რაფას შეაშველა.
შემდეგ თავს ძალა დაატანა და ისევ გახედა შვილს.

-ყველაფერი უთქვამს, მეტი მეც აღარაფერი ვიცი მასზე...

ანდრეა ერთხანს აკვირდებოდა გაფითრებულ მამას, რომელიც მთელი ძალებით ცდილობდა


ღელვის დაფარვას. უყურებდა და ვერაფრით ხსნიდა, რატომ გამოიწვია მისმა უბრალო
კითხვამ ასეთი შფოთი ჯერ ნანაში, ხოლო შემდეგ მამამისში.

-კარგი, გასაგებია. წავედი მე, ხვალ ისევ მოვალ. - ქურთუკი შეიკრა ანდრეამ, ისევ შებრუნდა
და წავიდა.

ირაკლი წამოდგა, წყლის აპარატთან მძიმე ნაბიჯებით მივიდა, ხელის კანკალით ჩამოისხა
სითხე ჭიქაში და სულმოუთქმელად დაცალა. შემდეგ ჭიქაში დარჩენილი წვეთები
ხელისგულზე გადმოიპირქვავა და თვალებზე გადაისვა.

-თამარა... თამარა... - აღმოხდა ახვლედიანს ქალის სახელი და იქვე, რაფასთან ჩაიკეცა.


ერთხანს ასე იყო, გახშირებულად სუნთქავდა და თვალებს მარჯვენა ხელით ისრესდა.
შემდეგ წამოდგა, მარცხენა ხელის გულში საგულდაგულოდ შენახული ერთჯერადი ჭიქა
მაგრად გასრისა, მოისროლა და შვილის პალატას დაუბრუნდა.

ანდრეამ მკვირცხლად ჩაირბინა კიბეები და პირდაპირ იოანეს ჩაუხტა მანქანაში.

-სად ხარ ამდენ ხანს, ბიჭო?! რას გვალოდინებ? - საყვადურით შეეგება მათე ძმაკაცს.

-მამაჩემს ველაპარაკებოდი და შემაყოვნა, წავედით!

-როგორაა ალექსანდრე? ხვალ ჩვენც ვინახულებთ.

-გამოწერაზე წუწუნებს უკვე. - ჩაეცინა ანდრეას.

-მერე გამოიპაროს შენსავით, ექიმებს რას ელოდება? - გაეცინა იოანეს და მანქანა დაძრა.

-არა, ბიჭო, ალექსა წესს როგორ დაარღვევს?! მერე ირაკლი რომ ეჩუბება? - ირონიულად თქვა
მათემ.

სამივეს გაეცინათ.

-ილია ჯაფარიძეზე რომელიმეს გსმენიათ რამე? - უცებ დასერიოზულდა ახვლედიანი, როცა


მამის ფერმკრთალი სახე გაახსენდა.
-ილია ჯაფარიძეზე? - დააკონკრეტა იოანემ. - ნაცნობი სახელი და გვარია...

-აუ, ძალიან მეცნობა, მაგრამ საიდან, ვერ ვიხსენებ! - სახე შეჭმუხნა მათემ.

-რატომ დაგაინტერესა? ახალი მტერი გყავთ? - გაეცინა დანელიას.

-არა, უბრალოდ, გუშინ დედაჩემს ვუნახე რაღაც ძველი სურათი, ეგ კაცი იყო დედაჩემთან და
მამაჩემთან ერთად. რომ ვიკითხე, ვინარისთქო, სერიოზულად ანერვიულდნენ ჯერ ნანა და
მერე მამაჩემი. ხოდა, დამაინტერესა ვინაა ამისთანა.

-მერე რაო, რა გიპახუსა ირაკლიმ?

-ძველი მეგობარიაო. მერე უკრაინაში წავიდა და აღარ გვქონია კონტაქტიო.

-ბიჭო, გვარი გამიმეორე ერთი, რა თქვი? - ჩაეძია მათე.

-ჯაფარიძე, ილია ჯაფარიძე!

-ვახ, საიდან მეცნობა...

-და რამ დაგაეჭვა შენ? - დაინტერესდა იოანე.

-რაღაც ცუდი სუნი უდის მაგ ამბავს. ჯერ ნანა გაჩუმდა საეჭვოდ, მამაშენს კითხე თუ რამე
გაინტერესებსო, მერე ირაკლის სახე უნდა გენახათ ეგ სახელი რო ვუხსენე. შევაშინე, მემგონი.
ხოდა დავეჭვდი, რა. უნდა გავარკვიო, ვინაა ეგ კაცი და რა კავშირი აქვს ჩემს ოჯახთან.

-ანდრეა ახვლედიანი შარს ეძებს! - გაეცინა დანელიას.

-გამახსენდა! - უცებ წამოიყვირა არაბულმა. - ეგ ჯაფარიძე, თუ ვიღაც, მუხათწყაროში


ცხოვრობს!

-მუხათწყაროში? ირაკლიმ უკრაინაშიაო... ზუსტად იცი?

-ბიჭო, ნინას მშობლებს აგარაკი ხომ მუხათწყაროში აქვთ? ხოდა, რამდენიმე თვის წინ
ვიყავით ასულები, ეზოში გვქონდა გაშლილი სუფრა და ამათი ეზოდან კარგად მოჩანდა
უზარმაზარი სახლი შემაღლებულ ადგილას. რომ ვიკითხე, ვისი სახლიათქო, ილია
ჯაფარიძესიო...

-იქნებ სხვა ილია ჯაფარიძეა?

-რამდენი მდიდარი ილია ჯაფარიძე უნდა იყოს თბილისში?

-უეჭველად ეგ იქნება! - დაასკვნა ანდრეამ. - სხვა არაფერი უთქვამთ?

-რა ვიცი, აღარ დავინტერესებულვარ, მაგრამ ერთი კი მითხრეს, ძალიან უჟმური კაციაო. არ
გამოდის თურმე სახლიდან საერთოდ.

-ეტყობა ცოლთან ერთად ცხოვრობს მშვიდად... - თავისთვის ჩაილაპარაკა ანდრეამ.

-ო, ნეტა ერთი, რაში გაინტერესებს მამაშენის ყოფილი ძმაკაცები, დაიკიდე, რა, თუ ძმა ხარ! -
გაეცინა იოანეს.
ანდრეას არაფერი უპასუხია. უხმოდ გაჰყურებდა დათოვლილ გარემოს და ფიქრებით ისევ
მამამისის ძველ მეგობართან, ვინმე ილიასთან იყო, რომელიც თვითონაც არ იცოდა, რატომ,
მაგრამ საოცარ ინტერესს იწვევდა მასში.

მარიამი სამზარეულოში იყო და თავისთვის სადილს იმზადებდა, როცა ჭიშკრის გაღების ხმა
მოესმა. გულმა რამდენჯერმე გაკენწლა; იფიქრა, ისევ იოანე დაბრუნდაო, მაგრამ ეს აზრი
მაშინვე უკუაგდო, რადგან იოანე ყოველთვის ღობიდან ძვრებოდა მალულად. დანა
მაგიდაზე დადო და შემოსასვლელი ოთახისკენ გასწია. უკვე კარებთან იყო მისული, როცა
დააბრახუნეს კიდეც. მაშინვე საკეტს დასწვდა და ისე გააღო, ჭუჭრუტანაში არც გაუხედავს.

-მაშკას ვახლავარ! - ღიმილით შეეგება ზღურბლზე მდგარი ლუკა დას.

-ლუკა? - ძმის დანახვით გამოწვეული გაკვირვება ვერ დამალა გოგონამ.

-ჰო, რა იყო, არ მელოდი? - ჩაეცინა ჯაყელს და სახლში შევიდა.

-როდის დაბრუნდით? - ცივი გაუხდა ტონი მარიამს.

-დღეს დილით... - მისაღებ ოთახში შევიდა მამაკაცი და ბუხართან დადგა. - ჰე, მიდი ახლა,
ჩაალაგე შენი რაღაცები და წავიდეთ! - მხიარულად მიუბრუნდა უმცროს დას.

-სად უნდა წავიდეთ? - წარბები აზიდა მაშომ.

-სახლში, მაშო, სხვაგან სად? ორივემ დავისვენეთ, გვეყო!

-მე არსად არ წამოვალ! - მტკიცედ განაცხადა მარიამმა და ხელები მკერდთან


გადაიჯვარედინა. - საერთოდ, რისთვის ჩამოხვედი? დავიჯერო, ჩემ მეტი საქმე არ გაქვს?!

ლუკას ოდნავ შეეცვალა გამომეტყველება, მაგრამ ღიმილი მაინც არ მოუშორებია სახიდან.

-მაშკი, არ გამაბრაზო ახლა. გააკეთე, რასაც გეუბნები!

-ნუ მეძახი მაგ საშინელ სახელს! - წამოიყვირა გოგონამ. - ისე მექცევი, თითქოს პატარა ბავშვი
ვიყო. როგორმე, მე თვითონ გადავწყვეტ, სად წავიდე და როდის!

-რა გინდა, მაშო?! მაინცდამაინც, უნდა ვიჩხუბოთ ამ ბედობა დღეს?! ოჯახი ავირიეთ -
გვეყოს! დავუბრუნდეთ ახლა მშობლიურ კერას და ყოველდღიურობას!

-რა მარტივია მაგის თქმა, არა?! - ირონიულად ჩაეცინა მარიამს. - ადამიანის მოკვლის
მცდელობა მქონდა, არ გამომივიდა, გავიქეცი და მოდი. ახლა დავუბრუნდეთ
ყოველდღიურობას, ვითომ არაფერი მომხდარა?! - ბრაზისგან ალმური მოეკიდა გოგონას.

-გიმეორებ კიდევ ერთხელ, ადექი, ჩაალაგე შენი ნივთები და წამოდი ჩემთან ერთად!
-თორემ რა, მეც მესვრი?! - თავხედურად გაუსწორა მარიამმა ამაყი მზერა ძმას.

ლუკას სიბრაზისგან ყბის კუნთი აუთამაშდა.

-რაც შენი საქმე არ არის, იმაში გიკრძალავ ჩარევას, მარიამ! - კბილებშორის, სიმწრით
გამოთქვა ჯაყელმა და კუშტი მზერა ესროლა დას.

-აჰა, ანუ ჩემი საქმე არ არის? ჩემი საქმე არ არის, ჩემი ძმები დღისით-მზისით კაცს ესვრიან,
თუ არა?! ჩემი საქმე არ არის, ახალიწლის ღამეს ლოცვაში რომ გავატარებ, ღმერთო,
ახვლედიანები აცოცხლე, რომ ჩემი ძმები მკვლელები არ გახდნენთქო?! ჩემი საქმე არ არის?! -
ცრემლები წასკდა მარიამს.

-გამაგებინე, ადამიანო, რა გინდა ჩემგან?! რას მოითხოვ?! შენ არ იყავი, დათუნას სიკვდილის
ღამეს, რომ ამომთხარე მიწიდან, რატომ შურს არ იძიებ შენი დის გამოო?! შენ არ იყავი?! -
იღრიალა ლუკამ. - ახლა ცუდი ვარ? ახლა მკვლელი ვარ?

-შენ საერთოდ, საერთოდ, ვერასდროს გაიგებ მე რა მინდა, ლუკა!

-ჰო, ვერ გავიგებ იმიტომ, რომ მე პასუხისმგებლობა მაკისრია, რომელსაც ვერ გავექცევი. ჩემი
ვალია, ჩვენი ოჯახის დაცვა!

-რის ფასად?!

-ნებისმიერ! ოჯახს ნებისმიერ ფასად იცავენ, მაშო! „ეს არ შემიძლია“, „ამას ვერ გავაკეთებ“,
„იმას ვერ ვიკადრებ“, „ამას როგორ გავბედავ“ - მსგავსი რამეები ოჯახს ვერ დაიცავს,
ვერასდროს!

-პრობლემაც ეგაა, რომ მე ეგრე არ ვფიქრობ... - მშვიდად თქვა მარიამმა და ცრემლები


შეიმშრალა.

ლუკამ სავარძელი ბუხართან მიაჩოჩა, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, წაუკიდა და გააბოლა.


მაშოს არც უყურებდა, ცეცხლის ალებით ირთობდა თავს.

-ნიკუშა იმსახურებდა სიკვდილს? ნიკუშა ხომ გახსოვს?! - ჩვენი ბიძაშვილი, შენხელა რომ
იყო ზუსტად. თოვლს რომ გაჭმევდა ხოლმე ბაკურიანში - ის ნიკუშა. ახლა უკვე ცოლი რომ
უნდა ყოლოდა, იმ ნიკუშაზე გეუბნები; ის ცოლი აგერ რამდენიმე დღეში რომ გაუთხოვდება;
ღამეები რომ არ ეძინა მასზე ბოდვით, გახსოვს? პირველად სწორედ შენ გაგაცნო. საერთოდ,
შენ ყველაზე მეტად უყვარდი. სულ ორი თვით რომ იყო შენზე დიდი, ალბათ მაგიტომ.
მითხარი, მაშო, იმსახურებდა სიკვდილს ჩვენი ნიკუშა? - ლუკა თან ლაპარაკობდა და თან
ეწეოდა. ბოლოს პასუხის მოლოდინში ერთ ადგილას მიყინულ მარიამსაც გახედა.

მაშომ სიტყვა ვერ დაძრა, ცრემლებად იღვრებოდა. ყელში გაჩხერილი დიდი ბურთი სიტყვის
დაცდენის უფლებასაც კი არ აძლევდა.

-ეკატერინე იმსახურებდა დათუნას სიკვდილს? მიპასუხე, მარიამ, ნიკუშას და დათოს


მკვლელები გებრალება და შენი და, არა?! არ გებრალება და, რომელიც საქმროს ორმოცზეც კი
ვერ ჩამოვიდა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ზედმეტად ცოცხალი იარები აქვს; იმიტომ, რომ
საყვარელი მამაკაცი ქორწილის დღეს, მხეცურად, ხელებში ჩააკლეს; იმიტომ რომ მე ვერ
შევასრულე დანაპირები; მე ვუმტყუნე საკუთარ დას; ჯაყელები აღმოვჩნდით ლაჩრები!
მითხარი, ამის მერე ვინღა უნდა მებრალებოდეს? მიპასუხე, ამის შემდეგ ვინ დავინდო?! -
ნიკუშას მკვლელი? დათუნას მკვლელი? ჩემი დის მკვლელი? - ვინ დავინდო, ვინ?! -
აღრიალდა დაჭრილი ვეფხვივით ლუკა ჯაყელი.

მარიამმა ხმამაღლა გააგრძელა ტირილი. იქვე, სავარძელთან, ჩაიკეცა და მწარედ ამოიგდო


გული.

ლუკა ფეხზე იდგა, ერთ ადგილას გახევებული. მძიმედ სუნთქვდა და ჩასისხლიანებულ


თვალებს არ აშორებდა უმცროს დას.

-შენ თუ გგონია, მე მსიამოვნებს ყველგან იარაღით სიარული ან კაცის მოკვლის გეგმებზე


ფიქრი, ძალიან ცდები! მაგრამ ჩემს ოჯახს ნებისმიერ ფასად დავიცავ. ჩემს მტერს არასდროს
გავახარებ, მაშო. დაიმახსოვრე იცოდე - ისინი ვერასდროს გახდებიან ჩემთვის ადამიანები.
ვერცერთი მათგანი, ვერასდროს!

ერთხანს ასე იდგნენ, სიჩუმეს მეტად აღარავინ არღვევდა. შემდეგ ისევ ლუკა მიუბრუნდა
დას, ყელი ჩაიწმინდა და მიმართა:

-ჩაალაგე შენი ნივთები, მე გარეთ დაგელოდები, არ მალოდინო... - მშვიდად უთხრა და


სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი.

ხანდახან, საერთოდ არ გჯერა იმის, რასაც აკეთებ, მაგრამ მაინც აკეთებ, რადგან „რაღაც“ ან
„ვიღაც“ გავალდებულებს. ხანდახან, საერთოდ არ გინდა, რაღაცის გაკეთება, მაგრამ
პრინციპებს ეწინააღმდეგები. ალბათ მაინც, ყველაზე ხშირად ჩვენი სურვილების და
პრინციპების მტერი ჩვენივე ოჯახია. სხვანაირად უბრალოდ არ გამოდის. მსხვერპლს არავინ
მოითხოვს შენგან, მაგრამ ყველა ელის. სულელია ყველა, ვინც ამბობს, რომ არავის აზრი და
სურვილი არ უნდა გაითვალისწინო ცხოვრებაში. „მთავარია შენ იყო ბედნიერი“ -
სისულელეა! ოჯახი ერთმანეთისადმი დათმობაზე აგებული ურთიერთობაა და მეტი
არაფერი.

და ალბათ სწორედ ამიტომ, ზუსტად ნახევარ საათში ლუკა ჯაყელის მანქანა უკან
ბრუნდებოდა თბილისში. მძღოლს კი გვერდს უმცროსი და, მარიამ ჯაყელი უმშვენებდა,
რომელიც არც ძმას უყურებდა, არც გზას. თავი ფანჯრის მინაზე ჰქონდა მიდებული და
ერთადერთ რამეზე, უფრო სწორად კი, ვინმეზე ფიქრობდა.

„იოანე დანელია“ - ამ სახელში და გვარში ხედავდა გოგონა შვებას. ახლა უკვე მხოლოდ იქ
ეგულებოდა ხსნა. არსად სხვაგან, მხოლოდ იოანესთან...
ბექა, გეგა, რატი და თორნიკე ჯაყელების სახლის კაბინეტში ისხდნენ და ლუკას დაბრუნებას
ელოდებოდნენ. გასულ კვირებს განიხილავდნენ და სამომავლო გეგმებს სახავდნენ, როცა
კარზე დააკაკუნეს.

-მობრძანდით! - თავი წამოყო ბექამ.

ოთახში ჯაყელების მოსამსახურე გოგონა შევიდა მორიდებით.

-ბატონო ბექა, თქვენი ნახვა უნდათ. ბატონმა დემეტრემ ნება დამრთო და თქვენთან
გამომაგზავნა...

-შემოვიდეს მერე, ვინ არის? - გაიკვირვა ჯაყელმა და ფეხზე წამოდგა.

მსახური გვერდით გადგა და ოთახში დაახლოებით მარიამის ასაკის, მაღალი და ქერათმიანი


გოგონა შემოატარა.

-თიკა?! - ერთხმად წამოიძახეს ბიჭებმა და წამოხტნენ.

-გამარჯობა, ბიჭებო! - სანდომიანი ღიმილით მიესალმა გოგონა ყველას და უხერხულად


გადაკოცნა თითოეული მათგანი.

ბექა ერთ ადგილზე იდგა, ძალიან გაკვირვებული და იმის კითხვასაც ვერ ახერხებდა, რას
აკეთებდა მისი ძმის ყოფილი შეყვარებული მათთან სახლში.

-როგორ გალამაზებულხარ, თინათინ, ნამდვილ ქალს დამსგავსებიხარ! - ღიმილით


შეათვალიერა გოგონა რატიმ.

-ყველას ძალიან მოგვენატრე! - ასევე ღიმილით დაურთო გეგამ.

-მადლობა, ბიჭებო, მეც ძალიან მომენატრეთ, ყველა... - თავი დახარა თიკამ და თითების
წვალებას მოჰყვა. ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა.

თორნიკემ თვალით ანიშნა ბექას, რამე თქვიო და ეს უკანასკნელიც მაშინვე გამოფხიზლდა.

-ამ ბედობა დღეს ჩვენთან რამ მოგიყვანა, თიკა? რამე პრობლემა ხომ არ გაქვს? - თბილად
გაუღიმა ბექამ გოგონას და სკამი გამოუწია დასაჯდომად.

-სიმართლე რომ გითხრათ, დიდი ხანია თქვენთან ლაპარაკი მინდა რაღაც მნიშვნელოვანზე...

-რასთან დაკავშირებით? - დაიძაბა თორნიკე.

თიკამ თავი წამოსწია და ოთახს თვალი მოავლო.

-ლუკა არ არის? მასთანაც მინდოდა საუბარი...

-ლუკა მანგლისშია, მარიამის ჩამოსაყვანად. მალე მოვა, თუ გინდა დაველოდოთ. - თბილად


მიმართა ბექამ ძმის შეყვარებულს, რადგან ატყობდა, გოგონა ნერვიულობდა.

ამის თქმა იყო და ოთახის კარი გაიღო და ლუკა გამოჩნდა.

-აი, ლუკაც მოვიდა! - გაეცინა გეგას.


-თიკა? როგორ ხარ? დიდი ხანია არ მინახიხარ, მიხარია შენი ნახვა! - ღიმილით შეეგება
ჯაყელი გოგონას და თბილად გადაეხვია.

-მეც მიხარია შენი ნახვა, ლუკა! - ღიმილითვე შეეგება თიკა მამაკაცს.

-აბა, ახლა უკვე ყველა აქ ვართ! გვითხარი რისი თქმაც გინდოდა... - მოსასმენად გაემზადა
რატი.

-ჰო, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა მოგიყვეთ... დიდი ხანი ვმალავდი ამ ამბავს, მაგრამ
აღარ შემიძლია უკვე. ახალ ცხოვრებას ვიწყებ, ვთხოვდები. ნიკუშას შემდეგ ნორმალურ
ცხოვრებასთან დაბრუნება არ იყო ჩემთვის მარტივი, თქვენც კარგად იცით, როგორ
ვიტანჯებოდი, როგორ მიმძიმდა, მაგრამ ახლა უკეთ ვარ. გვერდით ადამიანი მყავს,
რომელთანაც დარჩენილი სიცოცხლის გატარება მინდა. ვიცი, ნიკუშაც არ იქნებოდა ამის
წინააღმდეგი. ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან ვიწყებ, ამიტომაც ყველა საიდუმლო
წარსულში მინდა დავტოვო... - გოგონას ძალიან უჭირდა საუბარი, მხოლოდ თავის ხელებს
დასჩერებოდა, შიგადაშიგ ჩერდებოდა, ღრმად სუნთქვდა და ისევ აგრძელებდა ლაპარაკს.
ნელ-ნელა მის ხმას ცრემლიც შეერია.

-გვითხარი, თიკა, რა არის ამისთანა, რისი თქმა გინდა ჩვენთვის? - დაიძაბა ლუკა.

-ბიჭებო, მე... თქვენ შეიძლება ძალიან გაბრაზდეთ ჩემზე, როცა სიმართლეს გაიგებთ...
გაბრაზდეთ, რადგან ამდენ ხანს არ ვამბობდი ამას, მაგრამ მე უბრალოდ ნიკუშას სულის
პატივისცემა მინდოდა და მეტი არაფერი. არ მინდოდა, რომ ცუდად გეფიქრათ მასზე, მაგრამ
მეტი აღარ შემიძლია, თქვენ უფლება გაქვთ, იცოდეთ...

-ვიცოდეთ რა?!

-ნიკუშას წამალთან ჰქონდა პრობლემები, ბექა... - ამოიტირა გოგონამ. - თითქმის ორი წელი
ებრძვოდა საკუთარ თავს. თქვენ გიმალავდათ, არავის გეუბნებოდათ. იცოდა, რა შედეგსაც
მიიღებდა, თუ რომელიმე თქენგანი ამ ამბავს გაიგებდა... მეც შემთხვევით გავიგე, ფაქტზე
წავასწარი საპირფარეშოში, კარი არ ჰქონდა ჩაკეტილი... თავისი თავი დამაფიცა, რომ არ
გეტყოდით. მინდოდა თქმა, მაგრამ ვერცერთხელ გავბედე. მეშინოდა მისი დაკარგვის. მე
თვითონ ვცდილობდი მის დახმარებას, ყველაფერს ვაკეთებდი...

-რაებს ლაპარაკობ თიკა?! - გველნაკბენივით წამოიყვირა ბექამ.

-ერთად ვებრძოდით მის პრობლემას, მაგრამ უშედეგოდ, არაფერი გამოგვდიოდა.


მატყუებდა, რომ გამოსწორდა, რომ აღარაფერს იკეთებდა, მაგრამ ვატყობდი, რომ
დღითიდღე უმძიმდებოდა მდგომარეობა. თანდათან, ხასიათი შეეცვალა, გაუხეშდა,
რამდენჯერმე კონტროლიც დაკარგა. ვევედრებოდი, რომ თქვენთვის რამე ეთქვა, მაგრამ
თავს იგიჟებდა, არაფრით უნდოდა თქვენთვის რამის თქმა.

-გაჩერდი, თიკა...

-იმ ღამეს... იმ დაწყევლილ ღამეს საშინლად ვიჩხუბეთ. ვუთხარი, ასე ვეღარ


გავაგრძელებთთქო. ბეჭედი დავუბრუნე და დავშორდი. აღარ დამირეკოთქო, მივახალე.
მევედრებოდა, არ დამტოვოო, მაგრამ აღარ ვუსმენდი. მთელი საღამო მირეკავდა, არ
მომასვენა. მერე შევწუხდი და ვუპასუხე. ტელეფონში ხმამაღალი მუსიკის ხმა მესმოდა.
მივხვდი,რომ კლუბში იყო. „ლომკა“ მაქვს და მიშველეო, მიყვიროდა; ვკვდები და
გადამარჩინეო... ვკითხე, რომელ კლუბში ხართქო, მაგრამ ტელეფონი გამითიშა. მისი მოძებნა
მინდოდა, მაგრამ მერე თქვენ დამირეკეთ და მითხარით, რომ... მითხარით... რომ ნიკუშა
აღარ იყო...

-საკმარისია!

-გეფიცებით, რომ მცოდნოდა, იმ ღამით რაც მოხდებოდა, არ დავტოვებდი. თქვენ


დაგირეკავდით და სახლში წაგაყვანინებდით მის თავს... საშინლად ვნანობ ჩემს შეცდომას,
ჩემი ბრალია ყველაფერი. ეს ცოდვა ცხოვრების ბოლომდე არ მომასვენებს...

-საკმარისია, თიკა, გაჩერდი! - დაიღრიალა უეცრად ბექამ.

გოგონა შეხტა და ჯაყელს გახედა. მისი სახე იმხელა ტკივილს გადმოსცემდა, თიკამ ვეღარ
გაუძლო და აქვითინდა.

-შეუძლებელია... აბსურდია... ტყუილია... - კისერს იზელდა ორივე ხელით ბექა და


თავისთვის ბუტბუტებდა. - ჩემი ძმა და ნარკომანი? ჩემი ნიკუშა და წამალი? - არა...
სისულელეა, სისულელეა! - იღრიალა ისევ და გაავებული თვალები მოატარა
გარშემომყოფებს.

-ჩვენი ნიკუშა და წამალი, ტო? - გაოცებისგან ხმა ძლივს ამოიღო რატიმ.

-რაღაც დაუჯერებელი სიზმარი მგონია... - შოკირებული იყო გეგა.

ლუკას თავი ჰქონდა ჩაქინდრული და გახშირებულად სუნთქვდა.

-სიმართლეს ამბობს... - მშვიდი და გაწონასწორებული ხმით დაილაპარაკა თორნიკემ და


შეკრული მუშტი რამდენჯერმე მიირტყა კბილებზე.

ყველა მას მიაშტერდა გაკვირებული სახეებით.

-რა თქვი? - ყრუდ გაისმა ოთახში ბექას ხმა.

-თიკა მართალს ამბობს, ნიკუშას პრობლემის შესახებ მეც ვიცოდი. უფრო სწორად, მარტო მე
ვიცოდი... - ისევ მშვიდად აგრძელებდა საუბარს არველაძე.

თიკას გაკვირვებამ გადაურბინა სახეზე, ცრემლები შეიმშრალა და დაწყნარდა, რათა


უკეთესად მოესმინა თორნიკესთვის. ბექა ფეხზე წამოხტა, ლუკამაც წამოყო თავი. თორნიკეს
რეაქცია არ ჰქონია.

-იცოდი?! იცოდი და ჩვენ არ გვითხარი?! - სიბრაზეშეპარული სიმშვიდით მიმართა ბექამ


ძმაკაცს.

-მეგონა, მეც შევძლებდი მის დახმარებას და თქვენი ჩარევა არ იქნებოდა საჭირო...


-იცოდი და არ მითხარი, რომ ჩემი ძმა ნარკომანი იყო?! იცოდი და მიმალავდი?! - დაიღრიალა
ჯაყელმა და არველაძეს პერანგის საყელოში სწვდა, წამოაყენა და კედელს მიანარცხა.

ბიჭები წამოხტნენ. ბიძაშვილის საქციელმა ლუკაც მაშინვე გამოაფხიზლა. თიკა შეშინებული


გახტა გვერდით და ისევ ატირდა.

-ბექა, შეეშვი, ბიჭო, რას აკეთებ, მოდი მშვიდად დავილაპარაკოთ... - წყნარად მიმართა გეგამ
მამაკაცს.

-რატომ დამიმალე, რატომ?! - ღრიალებდა ბექა და თორნიკეს მაგრად ანჯღრევდა.

-არ უნდოდა, რომ თქვენ გცოდნოდათ! თქვენს თვალში შერცხვენას, სიკვდილი ერჩივნა! -
დაიყვირა თორნიკემაც და ჯაყელს ხელები შეაშვებინა. განზე გადგა და საყელო შეისწორა.

-სიკვდილი უნდოდა?! - აღშფოთებით, სიმწრითა და მრისხანებით აღსავსე ტონით


დაილაპარაკა გაცხოველებულმა ჯაყელმა.

თორნიკემ ვერაფერი უპასუხა. მისი მზერა იმდენად უნიათო და უსუსური იყო იმ წამს, ბექას
მოკვლა მოუნდა მისი.

-ბექა...

-მე შემეძლო, დავხმარებოდი! - ხელები მკერდზე მიირტყა მამაკაცმა. - შემეძლო კი არა,


თვალს არ მოვხუჭავდი, მის აჩრდილად ვიქცეოდი, რომ მცოდნოდა, ასე უჭირდა...

-მინდოდა, თქვენთვის თქმა, მაგრამ ფეხებში ჩამივარდა, ყველაზე წმინდა დამაფიცა, რომ არ
გეტყოდით! - თავს იმართლებდა თორნიკე.

-მიმიფურთხებია შენი ფიცისთვისაც და კაცობისთვისაც! - დაიღრიალა ბექამ, თორნიკეს


სწვდა და გარეთ გააგდო.

ბიჭები მაშინვე დაესივნენ მოჩხუბართ გასაშველებლად. შეიქმნა დიდი ყვირილი და ჩხუბი.


ხმაურზე სასტუმრო ოთახიდან დემეტრე და ქეთევანი გამოცვივდნენ, მეორე სართულიდან
მარიამმა და ელენემ ჩამოირბინეს.

-რა ამბავია აქ? რა ხდება? - თვალები გაუფართოვდა დემეტრეს, როცა კარში ატუზულ,
მოტირალ თიკას და მოჩხუბარ ბიჭებს შეხედა.

-ამას არ გაპატიებ, არველაძე! ჩემი ძმის დაღუპვა შენს კისერზეა, იცოდე! - ღრიალებდა ბექა
და გამეტებით ცდილობდა თორნიკესთვის დარტყმას, თუმცა ლუკას კარგად ჰყავდა
გაკავებული.

-აქ რა ხდება-მეთქი, გაჩერდით ახლავე ორივე! ეს რა პირუტყვობას ვხედავ, ჩემს სახლში,


როგორ ბედავთ ასეთ შეურაცხყოფას?! - იჭექა უფროსი ჯაყელის ხმამ.

ბექას მოქნეული მუშტი ჰაერში გაუშეშდა, თორნიკეც მაშინვე გაჩერდა. მარიამი და ელენე
გაკვრივებით უყურებდნენ ხან ერთმანეთს, ხან დასისხლიანებულ ბიჭებს, ხანაც მოტირალ
თიკას.
-ა...ამან... ამან იცოდა, რომ ჩემი ძმა ნარკომანი იყო და არ თქვა! - ბავშვივით დააბეზღა ბექამ
არველაძე უფროსთან. მამაკაცისკენ გაშვერილი ხელი უკანკალებდა, ერთიანად წითელი იყო
სახეზე. შემზარავად საბრალო და უმწეო იყო იმ წამს.

დემეტრეს, ქეთევანს, ელენესა და მარიამს გაკვირვების ბგერები აღმოხდათ.

თორნიკემ მაშინვე მარიამს გახედა, სხვას არავის, მხოლოდ მარიამს.

-რა თქვი? - ხმა გაეყინა დემეტრეს.

-გაეთრიე აქედან, არველაძე. გაეთრიე, ამ სახლიდან! - ზიზღით მიმართა ბექა ჯაყელმა


ძმაკაცს და ხელი გასასვლელისკენ გაიშვირა.

-წამოდი... - გადაულაპარაკა გეგამ თორნიკეს და წასასვლელად მიეშველა.

რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს. თორნიკემ მიქაბერიძის ხელებისგან თავი გაითავისუფლა და


გასწორდა.

-რომ დავაშავე, ვიცი, მაგრამ მე რომ მაშინ თქვენთვის ეს ამბავი მეთქვა, თავს მოიკლავდა
ნიკუშა. თქვენს თვალში შერცხვენას ვერ აიტანდა... - თავდახრილმა თქვა ეს სიტყვები და
შემდეგ სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას.

ბექამ მუშტი მოუქნია კედელს და დაიღრიალა.

მარიამი ჯერ კიდევ გაურკვევლობაში იყო. ვერ გაეგო, რა მოხდა მის თვალწინ. ჯერ
სახეაშლილ ძმას შეხედა, შემდეგ ატირებულ თიკას, სულ ბოლოს კი ერთ ადგილას
გახევებულ მამას. შემდეგ გამოფხიზლდა და თორნიკეს დაედევნა.

არველაძე ეზოში იჯდა, ორივე ხელი გულზე ჰქონდა მიბჯენილი და მძიმედ სუნთქვდა.

-თორნიკე... - მიუახლოვდა მამაკაცს მაშო და წინიდან დაუდგა. - ცუდად ხარ?

-არაფერია, მაშო... - დაიჩურჩულა არველაძემ და იმხელა ტკივილი აგრძნობინა გოგონას,


გული მოუკლა.

-რა მხეცობაა, ღმერთო ჩემო, ძმაკაცი ასე გაიმეტა და სხვას რას უზამს! - შეიცხადა გოგონამ და
დაშავებულის წინ ჩაიმუხლა. - მაჩვენე, სად გტკივა!

არველაძეს ჩაეცინა.

-კარგი ახლა, ჩემზე ნუ გაგახსენდება, რომ ექიმი ხარ...

-არ მეხუმრება, საერთოდ! - შეუბღვირა ჯაყელმა მამაკაცს.

თორნიკემ თავი დახარა.


-მიხარია, რომ დაბრუნდი... ძალიან მიხარია... ჩემზე ისევ გაბრაზებული ხარ?

-გაბრაზებული არც ვარ და არც ვყოფილვარ. - საქმიანად უპასუხა მაშომ.

-აბა ნაწყენი იყავი? მაშო, გაიგე, რომ ვერაფერს გეტყოდი...

-იმედგაცრუებული ვარ, თორნიკე... არც გაბრაზებული, არც ნაწყენი - იმედგაცრუებული. -


ხმა გაებზარა ჯაყელს.

-ამ ბოლო დროს ხშირად გიცრუებ იმედებს, არა?! - ნაღვლიანად გაეღიმა მამაკაცს და სახე
დამანჭა, რადგან მარიამის შეხება ტკენდა.

მარიამმა ქვევიდან ახედა თორნიკეს და იმ თვალებში, რომლებიც ასე ძალიან უყვარდა


ბავშვობიდან, საოცარი სევდა დაინახა.

-ბექამ რაც თქვა, სიმართლეა?

მამაკაცს სახე მოერყა. მხოლოდ თავი დააქნია თანხმობის ნიშნად. მარიამს თითქოს კიდევ
ერთი სიმი ჩაწყდა შიგნით, ღრმად ამოიხვნეშა და გვერდით მიუჯდა მამაკაცს.

-რატომ ადრე არ თქვი? რატომ არავის გვითხარი? - ყელში იმხელა ბურთი გაეჩხირა, დაახრჩო
კინაღამ.

-არ შემეძლო, მაშო... - თვალები აემღვრა არველაძეს.

-„ამის თქმა არ შემიძლია“, „იმის თქმა არ შემიძლია“, „ამას ვერ გეტყოდი“ , „ იმას ვერ
გეტყოდი“, ხვდები მაინც, რომ სულ ერთსა და იმავეს გაიძახი?! - გაბრაზდა ჯაყელი.

-შენი თავი დამაფიცა, მარიამ... - ყრუდ, თითქმის ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა მამაკაცმა.

მარიამს წამით სუნთქვა შეეკვრა, ვერ მიხვდა, რა უნდა ეპასუხა.

-მაინც უნდა გეთქვა... ჩვენ მისი დახმარება შეგვეძლო... - ბოლოს რამდენიმე სიტყვას ძლივს
მოუყარა თავი.

-ეჰ, ჩემო პატარა მაშიკო... რომ იცოდე, ხანდახან, ადამიანს რამდენი რამის თქმა უნდა, მაგრამ
არ შეუძლია... რამდენია სათქმელი, მაგრამ არ გამოდის... არ გამოდის, არა!

-რატომ? თორნიკე... რატომ? - მთელი ტანით მიუბრუნდა ჯაყელი მამაკაცს და გადაყვლეფილ


ხელზე გადაატარა თითები.

-არ გამოდის, მაშო, არ გამოდის... - ისევ იგივე გაიმეორა თორნიკემ. მერე გოგონას თითებს
დახედა, ხელისგულში მოიქცია და ტუჩებთან მიიტანა. - მომენატრე... - უთხრა და
მხურვალედ მიაწება ტუჩები კანზე.

-თორნიკე... - დაიჩურჩულა მამაკაცის ქმედებით გაყინულმა.

-უსაშველო იყო ეს კვირეები ჩემთვის, მაშო. - თვალები აუცრემლიანდა თორნიკეს.


-და მაინც არ ჩამოხვედი? არცერთხელ? - ჰკითხა ჯაყელმა და უნებურად, მანგლისის სახლის
ზღურბლზე მის წინ, სახეზე ნაკაწრითა და მხრებზე თოვლით მდგარი იოანე წარმოიდგინა.

-შენ ხომ გაბრაზებული იყავი? - თვალები ჩაუქვრა არველაძეს.

მარიამს ჩაეცინა. გულის სიღრმეში რაღაც ძალიან, ძალიან ყრუდ ეტკინა.

-ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც ჩვენ გვინდა და ვარგავს ყველაფერს, რაც გაგვაჩნია?! -
ძველს მიუბრუნდა გოგონა.

-ჰო, ალბათ... - საოცრად არადამაჯერებელი იყო პასუხი.

-და სიყვარული არასდროს იქნება საკმარისად ძლიერი, რომ ყველას და ყველაფერს


შეეჭიდოს?! - თვალებზე ცრემლის თხელი ფენა გადაეკრო მარიამს.

-სიყვარული იმაზე ბევრად ძლიერია, ვიდრე ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს, მაშო.


ყველაფრის მიზეზი და თავიდათავიც ესაა... - უცნაურად ჩაეცინა თორნიკეს, მტკივან
ადგილზე ხელი მიიდო, წამოდგა და ბილიკს გაუყვა.

მარიამი ერთხანს უყურებდა მიმავალს. უყურებდა და გრძნობდა, რომ მის მიმართ


სიბრალულს გრძნობდა იმ წამს. და ეს განცდა თითქოს ყველაფერს უჭამდა გულში.
ყველაფერ იმას, რასაც უწინ გრძნობდა მის მიმართ.

ბექა კედელთან ჩაიკეცა და მოიკუნტა. ისე ჩაცხრა, როგორც ექმერიმენტებისთვის


განწირული მხეცები ცხრებიან, დამამშვიდებელი ინექციის შემდეგ.

ქეთევანმა და ელენემ დრო იხელთეს და ატირებული თიკა გაარიდეს იქაურობას.


ადგილიდან სხვა არავინ დაძრულა, ერთმანეთს და უფრო მეტად ბექას უყურებდნენ. იმის
მოლოდინში, რომ ვულკანი კიდევ ერთხელ ამოიფრქვეოდა.

-მეტი თავშეკავებულობა გმართებდა, ბექა. არ უნდა დაგევიწყებინა, ვის სახლში ხარ! -


მშობლის მკაცრი ტონით დაიწყო ლაპარაკი დემეტრემ.

ჯაყელი ხმას არ იღებდა, მხოლოდ თავისი სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა.

-რატი, შენ იმას გაყევი, რა. მარტო არ გავუშვათ მაინც... - გადაუჩურჩულა გეგამ გვერდით
მდგომს, ამ უკანასკნელმაც მკვირცხლად დაუქნია თავი და თორნიკეს დაედევნა.

-ანდრეა ახვლედიანს უნდა დაველაპარაკო! - წამოიყვირა უეცრად ბექამ და წამოხტა.

-ბექა, სად გარბიხარ, გაჩერდი! - დაედევნა მამაკაცს გეგა.


-ლუკა, დაეწიე და გააჩერე, იცოდე. ძალიანაა განერვიულებული, მაშინდელივით რამე
სისულელე არ გააკეთოს! - მკლავში ხელი სტაცა დემეტრემ შვილს და გააჩერა.

-არაფერი მოხდება, არ ინერვიულოთ თქვენ!

-ამ ამბავზე მერე ვილაპარაკებთ! - სიტყვა დააწია უკვე კართან მისულს მამამ.

ბექა სწრაფად გავარდა სახლიდან და თავის მანქანას ეცა. ფეხდაფებ მიჰყვნენ მას ჯერ გეგა,
ხოლო შემდეგ ლუკა.

-გაჩერდი, ბექა! სად მიდიხარ, კი მაგრამ?!

-ანდრეა ახვლედიანი უნდა ვნახო! - ჯიუტად იმეორებდა იმავეს ჯაყელი.

-შენ ხომ არ გაგიჟებულხარ? - წამოიყვირა ლუკამ. - სულ ნუ აუშვი აფრები, ცოტა აზრზე
მოდი და დამშვიდდი!

-ახვლედიანი უნდა ვნახო და ვკითხო, რა მოხდა იმ ღამით! - წითელი ფერი დაედო სახეზე
ბექას.

-რა უნდა კითხო, როგორ მოგიკლა იმ ღამით ძმა?! რა უნდა მოგიყვეს, ხომ არ გაგიფრენია?!

-უნდა მომიყვეს! - დაიღრიალა ბექამ.

-კარგი, წამოდი, ერთად მოვძებნოთ და კითხე, თუ ასე ძალიან გინდა! - გაბრაზდა ლუკაც.

-რა სისულელეს ეუბნები, კიდევ ეგ უნდა?! დავხოცავთ კიდეც ერთმანეთს... -


გადაუჩურჩულა გეგამ ჯაყელს.

-მაინც არ მოისვენებს. ჯობია, ჩვენც თან ვახლდეთ, რომ სისულელე არ ჩაიდინოს! -


გადმოულაპარაკა ლუკამაც ჩუმად. - მომეცი გასაღები, მე დავჯდები! - გასაღები გამოგლიჯა
ხელიდან ბიძაშვილს და კარი გააღო.

-არ მომწონს ეს ამბავი! - ამოიგმინა გეგამ და უკანა კარი გააღო.

-ის მაინც ვიცოდეთ, სად არის. უნდა ვეძებოთ?

-საღამო ხანია, ბიჭებთან ერთად იქნება მაგათ ბარში, თუ არა და მერე წყნეთში ავიდეთ!

-დაქოქე მანქანა, წავედით!

ლუკამ მალევე დაძრა მანქანა და ადგილს მოსწყდა.


მარიამი ისევ ბაღში იდგა და იმ ადგილს გაჰყურებდა, სადაც ცოტა ხნის წინ თორნიკე
მიაბიჯებდა. ძალიან იყო აფორიაქებული, ადგილს ვერ პოულობდა. ეტირებოდა, მაგრამ
ვერც კი ტიროდა. სახლში უნდოდა შესულიყო, რომ ბექა ენახა, მაგრამ იმ წამს არავის
დანახვა შეეძლო. საოცრად მოუნდა ისევ მანგლისში, თავისთვის, სიმშვიდეში ყოფნა.

უეცრად, ისე, რომ გააზრებაც ვერ მოასწრო, მობილური ამოიღო ჯიბიდან და იოანეს ნომერი
აკრიფა. თვითონაც არ იცოდა, რატომ აკეთებდა ამას, მაგრამ ყველაზე მეტად მასთან საუბარი
სჭირდებოდა.

იოანე, მათე და ანდრეა მართლაც მათ საყვარელ ბარში ისხდნენ. ლუდს სვამდნენ და
უბრალო საუბრით ირთობდნენ თავს.

დანელიას მაშინვე გაუფითრდა სახე, როგორც კი მოზუზუნე მობილურის ეკრანს დახედა და


ნაცნობი ნომერი ამოიკითხა.

-რას წაგეშალა სახე, რომელიმე თაყვანისმცემელი გირეკავს და გაწუხებს? - გაეხუმრა ძმაკაცს


ანდრეა.

-არა, არა, არა... გავალ ორი წამით და დავბრუნდები მალე! - წამოდგა იოანე და სწრაფად
გაეცალა მაგიდას.

-ეს რა გულმოდგინედ გვიმალავს ამ თავის შეყვარებულს, ვინაა ამისთანა? - ჩაეცინა


ახვლედიანს და მათეს მიუბრუნდა.

-არვიცი, არვიცი... - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა არაბულმა და ეშმაკურად ჩაიღიმა.

იოანე საპირფარეშოში გავიდა, კარი საგულდაგულოდ გადაკეტა და მხოლოდ ამის შემდეგ


უპასუხა ტელეფონს.

-მარიამ? არ ველოდი შენს ზარს...

-ხო, მაპატიე... ცუდ დროს ხომ არ გირეკავ? - შეწუხდა გოგონა.

-არა, არა. უბრალოდ, არ მეგონა, რომ დამირეკავდი. მოხდა რამე? შენი ხმა არ მომწონს...

მარიამმა ამოიხვნეშა. რა უნდა ეთქვა? ან საერთოდ, რატომ დაურეკა?

-ყველაფერი რიგზე გაქვს, მარიამ? გინდა ამოვიდე მანგლისში? - ჯაყელის სიჩუმე ენიშნა
მამაკაცს.

-თბილისში ვარ, დღეს დავბრუნდი...

-დაბრუნდი? - გაიკვირვა დანელიამ. - კარგი, მოდი, შევხვდეთ!

-არაა საჭირო, იოანე. არ უნდა დამერეკა შენთვის...


-მარიამ, მე მინდა შენთან ლაპარაკი, შევხვდეთ! - გაჯიუტდა იოანე.

-მართლა არ მინდა საქმეს მოგაცდინო. არც კი ვიცი, შენ რატომ დაგირეკე, ალბათ უტას
ვურეკავდი და ნომერი ამერია...

იოანეს გაეღიმა.

-ნუ, თუ აგერია, ესეიგი ასე იყო საჭირო. მე ბევრად უკეთესი მოსაუბრე ვარ, ვიდრე ჩემი ძმა.
მეგონა, უკვე მიხვდი მაგას. - გაეცინა მამაკაცს. - ნახევარ საათში თქვენი უნივერსიტეტის წინ
რომ სკვერია, იქ დაგელოდები!

-იოანე..

-შეხვედრამდე, მარიამ! - ჯაყელს თქმა არ დააცადა, ისე გაუთიშა ტელეფონი. სარკეში


საკუთარი თავი შეათვალიერა, გამოსახულებას გაუღიმა და დარბაზსში დაბრუნდა.

-ჰე, აბა, რაო შენმა გოგომ? - ღიმილით შეეგება მაგიდასთან დაბრუნებულს ანდრეა.

-უნდა წავიდე მე, გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა! - ქურთუკს დაავლო ხელი დანელიამ.

-კაი, რა გადაუდებელი საქმე, რას გვაბოლებ, ბიჭო?! გვითხარი კაცურად, რომ იმ გოგოსთან
მიდიხარ! - გაეცინა ახვლედიანს.

-ოო, ანგარიში გაბარო?! - გაბრაზდა იოანე.

-ე, ე, ე, ეს ნახე რამდენს მიბედავს?! წესიერად მელაპარაკე, ბიჭო, ჩემს ხელში ხარ გაზრდილი!
- ჩაეცინა ანდრეას.

-წავედი, რა მე!

-გულთამპყრობელო დანელია, მეტი არ მინდა, მალე არ გამაცნო შენი ჭკუიდან გადამყვანი


ქალი, დაგინაყავ თავს! - დაემუქრა ახვლედიანი ძმაკაცს.

იოანეს აღარაფერი უთქვამს. უბრალოდ ჩაეცინა, დამშვიდობების ნიშნად ხელი აუწია ბიჭებს
და ბარი დატოვა.

-შეყვარებულია ჩვენი ბიჭი, მათე, შეყვარებული! ისე გატყობთ, მარტო გინდათ ჩემი
დატოვება ამ სიბერეში! - გაეცინა ანდრეას.

-მერე რას მიდგეხარ? ნახე ერთი კარგი გოგო, შენზე კარგავს ნახევარი თბილისი გონს!

ანდრეას ჩაეცინა და ოფიციანტს უხმო, რათა კიდევ ერთი ბოთლი სასმელი მიეტანა მის
მაგიდასთან.
ახვლედიანების უზარმაზარი სახლი ახალიწლის დღეებში ისე ცივად და გოროზად
გამოიყურებოდა, როგორც არასდროს. ალექსანდრე საავადმყოფოში იწვა, ანასტასია უმეტეს
დროს გარეთ ატარებდა, მოსამსახურეები კი ერთ ოთახში იყვნენ შეყუჟულნი და მხოლოდ
მაშინ ჩნდებოდნენ, როცა ვინმე იხმობდა.

ამის ფონზე ირაკლი ახვლედიანის ბნელი და იდუმალებით მოცული კაბინეტი, კიდევ უფრო
ბნელ და საშიშ ადგილად იყო გადაქცეული.

ბნელოდა და ცის კიდეზეც უკვე გვარიანად მოეკიდებინა მთვარეს ფეხი, როცა კაბინეტის
კარი მისმა ერთადერთმა და განუყრელმა სტუმარმა შეაღო. ირაკლიმ ნელა გააღო კარი და
ასევე ნელა მიხურა. სიბნელე უკვე აღარ აწუხებდა, ბუსავით შეეძლო ღამეში ყველაფრის
დანახვა.

პიჯაკი გაიხადა და იქვე, სავარძელზე მიაგდო. მაგიდისკენ დაიძრა, გზადაგზა პერანგის


ღილების ხსნით.

მაგიდას ორივე ხელით დაეყრდნო და თავი ჩაქინდრა.

-ამდენი წლის შემდეგ... წარმოგიდგენია? ამდენი წლის შემდეგ... - ხმამაღლა დაიწყო


ლაპარაკი ირაკლიმ. - ყველაფერს ვიფიქრებდი, ჩემო თამარა, ყველაფერს, მაგრამ დღეს თუ
შენს სახელს ხმამაღლა გავიგონებდი, თანაც ჩემი შვილის პირიდან წარმოთქმულს - ვერა!
ხედავ, თამარა? მაინც ისე მოხდა ყველაფერი, როგორც მე გეუბნებოდი; ჩემი ცხოვრების
აჩრდილად იქეცი, ვერ გიცილებ თავიდან! რამდენი წელი გავიდა? - ათი? ოცი? ოცდაათი? მე
კი მაინც შენ გირტყამ წრეს. განა მარტო მე? ეს ყველაფერიც ხომ შენ გამო ხდება, არა?!
ყველაფრის თავიდათავი ხომ თქვენ ხართ, ქალბატონო თამარა? ჩემო თამარა... მაპატიე ერთ
დღეს, რა იქნება? დაასრულე, რა ეს გაუთავებელი ბრძოლა და სისხლისღვრა. მაპატიე!
მაპატიე, თამარა, მაპატიე. ერთხელდასამუდამოდ, მაპატიე! მომთხარე, თუ გინდა, მიწიდან,
ფერფლად მაქციე, თუ მოგესურვოს, მაგრამ შემინდე სილაჩრე. შემინდე ბრიყვობა და
მაპატიე! - დაიღრიალა ირაკლიმ მთელ ხმაზე და სკამს ფეხი ჰკრა. - ვინანებ იცოდე, ამ
ცხოვრებაშიც და მერეც, ჯოჯოხეთის ქვაბში რომ დავიწყვები, მხოლოდ შენ შეგევედრები
პატიებას. მთელ ხმაზე ვიღრიალებ შენს სახელს. მხოლოდ შენსას, ჩემო თამარა... ღმერთო, რა
ლაჩარი ვარ?! შენ ამ სიცოცხლეში გინდოდა, რომ ერთადერთი ყოფილიყავი ჩემთვის, მეკი
ჯოჯოხეთის ქვაბში ფერფლად ქცევისას გაგიერთადერთებ მხოლოდ. მეტი ვერ მოგეცი, ჩემო
თამარა... მეტი ვეღარ გავბედე. გემუდარები,რა იქნება, ეს დაწყევლილი, რომ მაპატიო ყველა
შეცდომა, ყველა უარი, ყველა ცრემლი და ყველა ტკივილი?! რა იქნება, რომ დაასრულო ეს
ჩემი ტანჯვა?! - მთელ ხმაზე იყვირა ახვლედიანმა და მეორე სკამიც ჯანდაბაში მოისროლა.
შემდეგ იქვე, მაგიდასთან ჩაიკეცა, ორივე ხელი სახეზე აიფარა და ისე აქვითინდა, როგორც
მხოლოდ ობლად დარჩენილი ბავშვები ტირიან.
ლუკამ მანქანა ზუსტად იმ ბარის წინ გააჩერა, რომელშიც ანდრეა ეგულებოდათ, საღამო ხანს.

-იცოდე, მშვიდად, წყნარად და თავდაჭერით მოიქეცი. გახსოვდეს, რომ მიტოვებულ ჩიხში კი


არა, ხალხით სავსე ბარში ვართ! - მკლავზე დაქაჩა ლუკამ ბიძაშვილი და გამაფრთხილებლად
მიმართა.

-მახსოვს! - მოკლედ მოუჭრა ჯაყელმა და ბარში შესასვლელი კარი გააღო.

-ჯანდაბა! - წამოიყვირა მათემ, როგორც კი შემოსასვლელს გახედა. - იცი, ვინ შემოვიდნენ ამ


წამს?

-ვინ? - ჩაეცინა ანდრეას, ძმაკაცის რეაქციაზე და თავი შეაბრუნა. ღიმილი მაშინვე გაუქრა
სახიდან, როგორც კი კარში მდგარი ჯაყელები დაინახა. ლუკამ იმ წამს გაიხედა მისი
მიმართლებით და როგორც კი ახვლედიანი დაინახა, ბექას ანიშნა, წამოდიო.

ბარში შეკრებილი პუბლიკა ერთიანად გაისუსა. ყველა ხვდებოდა, რომ რაღაც ძალიან ცუდის
მომსწრენი გახდებოდნენ. ახვლედიანის მაგიდისკენ მიმავალი ბიჭების მშვიდი
გამომეტყველება და ნაბიჯები კიდეც უფრო ამძაფრებდა ამ ეჭვს.

ანდრეას წამში გაუქრა გაკვირვებული გამომეტყველება და ისევ თავისი დამაჯერებელი,


ოდნავ ცინიკური ღიმილი დაიბრუნა.

-ეს ვინ მოსულან! ბიჭებო, აი, სიურპრიზიც ამას ქვია! ცუდია, რომ წინასწარ არ დარეკეთ,
ალექსანდრესაც დაგახვედრებდით, ძველ დროს გავიხსენებდით...

მათეს ჩაეცინა და ოფიციანტს ხელით ანიშნა, კიდევ სამი ლუდიო.

-დაბრძანდით, ცივილურად ვიბაასოთ! - ირონიის ნაკლებობას არ უჩივოდა ახვლედიანი.

-გარეთ გამოდი! - კბილებშორის გამოსცრა ბექამ და მკვლელი თვალები მიანათა მამაკაცს.

-გარეთ ცივა, რატომღაც აქ მირჩევნია! - გაურჩდა ანდრეა.

-თუ ფიქრობ, შენი მოკვლა რომ მინდოდეს, ეს ხალხი შემიშლიდა ხელს,ძალიან ცდები!

-როგორ გეკადრებათ, თქვენს შესაძლებლობებში ძალიან კარგად დავრწმუნდი, ამ ცოტა ხნის


წინ. შემიძლია ნატყვიარები გაჩვენოთ, გინდათ?

-მორჩი! - შეუღრინა ლუკამ ახვლედიანს.

-რა მოხდა იმ ღამით?! - მოთმინებამ უმტყუნა ბექას და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.

-რა გინდა? - კითხვა ვერ გაიგო ანდრეამ.


-გეკითხები და მიპასუხე, რა მოხდა იმ ღამით?! მაინტერესებს როგორ მოხდა ყველაფერი,
როგორ მოკალი ჩემი ძმა?! - თვალის გარსი ჩაუწითლდა ჯაყელს.

ანდრეას ღიმილი წაეშალა სახიდან, ვერაფრით გაიგო კითხვის არსი.

-რა, დეტალები გინდა მოგიყვე? - გულწრფელი გაკვირვებით აღმოხდა მამაკაცს.

-უბრალოდ მომიყევი! - მაგიდაზე ხელი დაახეთქა ბექამ.

ყველა შეხტა, შეეშინდათ და მათი მაგიდისკენ მიაპყრეს თვალები.

-თქვენს საქმეს მიხედეთ! - ირგვლივ შეკრებილებს დაუყვირა ლუკამ.

-პირველად ის მოვიდა შენთან, თუ შენ მიხვედი? ილაპარაკეთ? იჩხუბეთ? საკადრისი


წინააღმდეგობა გაგიწია? მთვრალი იყო ან... წამლის ზემოქმედების ქვეშ? - მიპასუხე!

ანდრეა ხმას ვერ იღებდა, უბრალოდ თვალებში შეჰყურებდა გაავებულ ბექა ჯაყელს.

-ამოიღე ხმა! - იღრიალა ბექამ.

-მე ვიყავი მთვრალი. შეიძლება რამე ტაბლეტიც მქონდა დალეული. ეგ ღამე ასე
დაწვრილებით არ მახსოვს. მამაჩემთან ვიყავი ნაჩხუბარი, ნერვები მქონდა მოშლილი. რომ
დავინახე, ბართან მდგარი, მაშინვე ვიცანი.

-იჩხუბეთ? ბრძოლაში მოკალი?

-რა მნიშვნელობა აქვს? - გაკვირვებით ჩაეცინა ანდრეას.

-აქვს, ესეიგი! - ისევ იღრიალა ჯაყელმა და ახვლედიანს საყელოში სწვდა.

მათე მაშინვე წამოიწია, მაგრამ ანდრეამ ხელით ანიშნა, დამშვიდდიო.

-მიპასუხე, ახვლედიანო, ჩემმა ძმამ კაცური წინააღმდეგობა გაგიწია, თუ წამლისგან


გათიშული ეგდო სადმე?! არაკაცურად, ზურგიდან მიეპარე, თუ ღირსეულ ბრძოლაში
დაჯაბნე?! გემუდარები, ახვლედიანო, გამეცი ამ კითხვაზე პასუხი!

„გემუდარებიმ“ ახვლედიანს თვალები შესამჩნევად გაუფართოვა. ყველაფერს მოელოდა


მეტოქისგან, ამ სიტყვის მოსმენის გარდა.

თვალებში უყურებდა ანდრეა ბექა ჯაყელს. ზუსტად ისე, როგორც იმ ღამით, ნოდარ
გამყრელიძის დაბადებისდღეზე, მაგრამ მის თვალებში ახლა სიძულვილს და განრისხებას კი
არა, სასოწარკვეთილებას ხედავდა.

-წამოდი, გარეთ გავიდეთ! - ხელები შეაშვებინა ანდრეამ ბექას და უკანა კარისკენ გაემართა.

ყველე მას მიჰყვა სწრაფი ნაბიჯებით.

-არ ისვენებთ და ძალიან გინდათ, იმ ღამით მომხდარის შესახებ გაიგოთ?! - კიბატონო, ამაზე
არასდროს გაწყენინებთ! - გარეთ გასვლისთანავე დაიწყო ლაპარაკი ანდრეამ. - შენი ძმა...შენი
ძმა... - სიტყვებს თავს ვერ აბამდა ახვლედიანი. თითქოს, რაღაც საშინელს იხსენებდაო. - იმ
ღამეს თავს ვერ აკონტროლებდა. შორიდანვე შევნიშნე მისი კლუბში ყოფნა. ყურადღება არ
მიმიქცევია, რა თქმა უნდა. მე ვსვამდი და ვერთობოდი. მერე საპირფარეშოში წავედი.
როგორც კი მუსიკის ხმა ოდნავ მიჩუმდა, ქალის კივილის ხმა გავიგონე. თქვენი ძვირფასი
ძმა, თქვენი ნაბიჭვარი ნიკუშა ქალზე ძალას ხმარობდა, მხეცივით! - იღრიალა ანდრაემ
სიმწრით.

-ტყუი! - ვეღარ მოითმინე ლუკამ და დაიყვირა.

-ქალი იატაკზე ეწვინა, თვითონ ზევიდან იყო მოქცეული და ეჯაჯგურებოდა. მივვარდი და


გოგო მოვაშორე. რამდენჯერმე გავარტყი, რომ აზრზე მომეყვანა. არ შემეპუა, მხეცივით იყო
გაშმაგებული. დანა დამიძრო, ზედმეტად გაგიჟებული რომ არ ყოფილიყო, მომკლავდა
კიდეც, მაგრამ თავს ვერ აკონტროლებდა. დანა წავართვი და ისე გავუყარე მუცელში
რამდენჯერმე, წარბიც არ შემიხრია. ბავშვობიდან ვერ ვიტან მოძალადეებს, თანაც ცუდი დღე
მქონდა, როგორც უკვე გითხარით!

-მოგკლავ, მოგკლავ! - დაიღრიალა ლუკამ და ახვლედიანისკენ გაიქცა.

-გაჩერდი! - არანაკლები ხმით დაიყვირა ბექამ და ადგილზე გააშეშა ბიძაშვილი. - წავედით


აქედან!

-რა თქვი? - საკუთარ ყურებს ვერ დაუჯერა ლუკამ.

-რაც გაიგე! - ზიზღით თქვა ჯაყელმა და მანქანისკენ გაემართა.

ანდრეა ერთ ადგილზე გაქვავებული იდგა და გულდასმით აკვირდებოდა ბექა ჯაყელის


მოძრაობებს.

-მე არაკაცი ნაბიჭვრების მკვლელებს არასოდეს ვებრძვი! - უკანმოუხედავად დაიყვირა


ბოლო სიტყვები ბექამ და მანქანის კარი გააღო.

ლუკას, გეგას, მათეს და ანდრეას გაკვირვების ფერებმა გადაურბინეს სახეზე. ჯაყელის


სიტყვებმა ახვლედიანიც კი გააოცა.

ლუკა და გეგა მაშინვე ბექას მივარდნენ.

-სულ გამოშტერდი? ამ ძაღლიშვილის როგორ გჯერა?!

-ჩაჯექი მანქანაში, ლუკა! - შეუღრინა ბექამ ბიძაშვილს.

-რამე გეგმა გაქვს? რამე სხვას აპირებ? - სულმთლად დაიბნა გეგა.

-ჩასხედით მანქანაში, თორემ მე წავალ და ორი-ორზე დარჩებით იმათთან! - იმავე ტონში


გაიმეორა ჯაყელმა.

ლუკამ ერთხანს გაკვირვებით უყურა ბიძაშვილს. ნელ-ნელა დარწმუნდა, რომ ბექა არ


ხუმრობდ. მანქანას მუჭი მიარტყა და კარი გააღო. - წავედით!
ბექამ მძღოლის ადგილი დაიკავა, გეგა გვერდით მიუჯდა. ჯაყელმა მაშინვე დაქოქა მანქანა
და სინათლის სიჩქარით მოსწყდა ადგილს.

-ანდრეა, ეს ახლა მარტო მე ვნახე, თუ... - აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს დაბნეული მათე.

ანდრეა ხმას არ იღებდა. დამუნჯებულივით იყო და წარბებშეკრული იყურებოდა იმ მხარეს,


საითაც ჯაყელები წავიდნენ.

-შენც გამოშტერდი? - თვალწინ ხელი აუქნია არაბულმა მამაკაცს.

-ჩვენც წავიდეთ, მათე... - წართმეული ხმით მიმართა ახვლედიანმა გვერდით მდგომს და


მანქანისკენ გასწია.

იოანე მალე მივიდა შეხვედრის ადგილას, თუმცა მარიამს მაინც ვერ მიასწრო. ერთ-ერთი
ლამპიონის ქვეშ იჯდა, გრძელ სკამზე, თავი ხელებში ჩაერგო და ისე ელოდა მამაკაცს.
დანელიამ მაშინვე დაინახა ჯაყელი, გაეღიმა და მისკენ გაემართა.

-ქალბატონო მარიამ, მგონი ზედმეტად საშიშია ასეთ დროს თქვენნაირი გოგონა მარტო რომ
იჯდეს სკვერში, არა? - ღიმილით წამოადგა თავზე.

ჯაყელმა მაშინვე ასწია თავი და პირველად, დანელიას დანახვამ გულწრფელი ღიმილი


მოჰფინა სახეზე.

-და თუ მამაკაცს ველოდები, მაინც? - მაცდურად აუთამაშდნენ თვალები გოგონას.

-მამაკაცს? ასეთ დროს? მაშინ გეტყვით, რომ იმ ბიჭს საერთოდ არ აქვს თავში ტვინი! - გაეცინა
იოანეს; მარიამსაც გაეცინა.

უცნაური სილაღე წარმოიშვა მათ შორის. თითქოს ის ყინული,რომელიც მათ შორის


მუდმივად იჩხირებოდა, ახალი წლის მოსვლასთან ერთად გალღვა, პირველი კოცნის შემდეგ.

დანელია გვერდით მიუჯდა გოგონას და თვალებში ჩახედა. იქ გამეფებული სევდის და


ტკივილის დანახვა არ გასჭირვებია.

-რა მოხდა?

ეს ზუსტად ის „რა მოხდა“ იყო, გულს რომ უმიზნებს პირდაპირ და არტყავს კიდეც
ცხრიანში.
-ხანდახან, გაღვიძებისას, გიფიქრია, რომ შენთვის სრულიად უცხო გარემოში ხარ? -
უცნაურად უთრთოდა ხმა ჯაყელს.

-უცხო გარემოში? ანუ ის ადამიანები თუ გამუცხოვებიან, რომლებიც უახლოესები იყვნენ


ჩემთვის?

-ადამიანები, გარემო, სიტუაცია - არ აქვს მნიშვნელობა!

-ხომ... რა რთული კითხვა დამისვი?! - ჩაეცინა იოანეს. - კი, მარიამ, მიგვრძვნია ასეთი რამ,
ქუჩაში რომ დავრჩი, სრულიად პატარა, უმცროს ძმასთან ერთად, მაშინ! - გულწრფელი იყო
დანელიას ნათქვამი.

მარიამს უცებ შეეცვალა გამომეტყველება. იოანესგან ასეთ გულწრფელ პასუხს ალბათ არ


ელოდა.

-შენ? შენ გქონია ასეთი შეგრძნება?

გოგონას თვალები აუწყლიანდა.

-მე? მე ეგ შეგრძნება სულ მაქვს, ამ ბოლო დროს. არცერთი წამით აღარ მტოვებს, აღარცერთი
ამოსუნთქვით. ყველაზე ცუდი იცი, რა არის? - ამას მხოლოდ გარემოს ან სიტუაციის მიმართ
კი არ ვგრძნობ, საკუთარ ოჯახშიც ვეღარ ვარ ძველებურად...

-შენ ვეღარ ხარ, თუ ისინი?

-არ ვიცი. ალბათ ორივე ერთ მთლიანობას ვქმნით; ტყუილის და იმედგაცრუების


მთლიანობას.

-რამე მოხდა? რატომ დაბრუნდი ასე უცებ? მეგონა, კიდევ დარჩებოდი.

-ჰო, მეც მასე მეგონა, მაგრამ ჩემი ძმა დამადგა თავზე და დაბრუნება მაიძულა. ჩემი ძმა ხომ
გახსოვს? შენი ძმაკაცები რომ გაიმეტა სასიკვდილოდ - ის! - ცინიკურად ჩაეცინა მარიამს და
თვალებში ხელები ამოისვა.

-რამე გაწყენინა? ცუდათ ხომ არ მოგექცა? - ჩაეკითხა იოანე.

-ცუდად მოქცევა რას ნიშნავს ჩემს ოჯახში, უკვე ცოტა გაურკვეველია ჩემთვის. როგორ
მოვედით აქამდე? როდის ან რატომ? - არ ვიცი! მთელი ცხოვრება ვამაყობდი ჩემი ოჯახით.
მამაჩემით, ჩემი ძმით და მისი მეგობრებით. დემეტრე ჯაყელი ჩემთვის ყველაფერი იყო,
ყველაზე უფრო მტკიცე კლდე და შეუვალი კედელი. ახლა კი, რაც უფრო ვიზრდები და
ჭკუაში ვვარდები, იმდენ რამეს ვხვდები, იმდენ სისასტიკეს და უსამართლობას ვხედავ,
იმდენ ტყუილს... ჩემი ნიკუშა ნარკომანი ყოფილა, წარმოგიდგენია? ჩემზე ორი თვით დიდი
ნიკუშა, ჩემი ძმა - ნარკომანი ყოფილა! ამის შესახებ იცი, ვინ იცოდა? - თორნიკემ. ისევ მან
იცოდა და ისევ არაფერი თქვა. ყველაფერი დამალა და ისევ საშინლად მატკინა გული.
ბანქოთი აშენებულ სახლს რომ ქვედა კარტს გამოაძრობ და ჩამოგეშლება მთელი ნაგებობა,
ისე მოუვიდა ჩემს მისდამი რწმენასაც - ჩამოიშალა, თავიდან ბოლომდე! ნიკუშა ნარკომანი
აღმოჩნდა, თორნიკე მატყუარა, ბექა და ლუკა ცივსისხლიანი მხეცები და დავრჩი მე... მარიამ
ჯაყელი, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი! - ბოლო სიტყვებზე გაეცინა მარიამს და
მუჭებით მოიწმინდა ღვარღვარად ჩამოდენილი ცრემლები.

-მარტო არ ხარ, მარიამ. მე აქ ვარ, შენ გვერდით! - აქამდე დადუმებულმა იოანემ ძლივს
ამოიღო ხმა და ჯაყელისკენ მიჩოჩდა. ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა.

-დღეს ბექამ რომ გაიგო, ნიკუშას ამბავი თორნიკემ იცოდა და არ გვეუბნებოდა, პირდაპირ
სახლში დაუწყო ველურივით ცემა. წარმოგიდგენია, რა დონემდე დაეშვნენ? საკუთარ
ძმაკაცზე ასწია ხელი დაუფიქრებლად, თანაც დემეტრე ჯაყელის სახლში, რაც ძველი
ბექასთვის წარმოუდგენელი იყო. ვეღარ ვცნობ, ვერცერთ მათგანს, მამაჩემის ჩათვლით! ერთ
შვილს საქმრო მოუკლეს, მეორე კინაღამ აქეთ გახდა მკვლელი, ის კი ზის მთელი დღეები
სახლში და არაფერს აკეთებს. ჩვეული, გოროზი გამომეტყველებით ცდილობს თავისი
აზრები გადმოსცეს. რას ფიქრობს? რა სტკივა? რას განიცდის? - არავინ იცის... არც დედაჩემმა.
აბსოლიტურად არავის გვიკარებს ასე ახლოს.

იოანემ ისევ ვერ მოიფიქრა, რა უნდა ეთქვა. უბრალოდ მაგრად იხუტებდა გოგონას და
აგრძნობინებდა, რომ მის გვერდით იყო. ცოტახანში გოგონაც დამშვიდდა, ლაპარაკი
შეწყვიტა და გაირინდა. იმ წამს მათი გულები ერთ მთელად ცემდა. მათ ერთი ჰქონდათ
ოცნება - დამალვოდნენ ყველას და იმ ლამპიონის ქვეშ გაეტარებინათ მთელი დარჩენილი
სიცოცხლე.

მერე მარიამმა, თითქოს გამოფხიზლდაო, უცებ შეიმშრალა ცრემლები და დანელიას


მოშორდა.

-ალბათ ახლა ყველაზე უხერხულ მდგომარეობაში ხარ, არა? - გაუცინა მამაკაცს.

-არა, რატომ ამბობ მაგას? - იწყინა იოანემ.

-დავიჯერო, ყველა ქალი, ვისაც კი ცხოვრებაში შეხვედრიხარ, ასე გიშლიდა გულს?

-აი, დაბალი თვითშეფასება მესმის! - თვალები გაუფართოვდა დანელიას. - ქალბატონო


მარიამ, როგორ ფიქრობთ, თქვენ რიგითი ქალი ხართ ჩემთვის?!

მარიამი დაიბნა და სახეზე წამოწითლდა.

-ყველას ისეთ საოცარ პირველ კოცნას რომ ვჩუქნიდე... - დაუსტვინა დანელიამ და ჯაყელს
გაუღიმა.

კოცნის ხსენებამ კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო მაშო. თვალების აქეთ-
იქით ცეცებას მოჰყვა, უმიზეზოდ.

-არაფერს მეტყვი? - გაეცინა იოანეს.

-რა გითხრა?

-რა ვიცი, მეჩხუბე მაინც, დაუკითხავად რატომ მაკოცეო...


-მაგის გამო გეჩხუბო? - გაეცინა მარიამს.

-არა?! კარგი, მაშინ იმის გამო მეჩხუბე, რატომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში ასე უეცრად და
რატომ ამირიე გზა-კვალიო. ან ღამე რატომ არ მასვენებს შენზე ფიქრებიო. ან იმაზე
გამიბრაზდი, სრულიად ახალი მარიამი რატომ გააჩინე ჩემშიო. ან რა ვიცი, ბავშვობის
ოცნებები და ილუზიები რომ დაგიმსხვრიე, იმაზე მეჩხუბე; თავიდან რომ ვეღარ მიგდებ,
ჩემთან რომ ეძებ შვებას, ჩემი შეხება რომ გაშფოთებს და მეორე კოცნის მოპარვის იმედიც
რომ გაქვს, მაგის გამო მეჩხუბე! - დამაჯერებელი ღიმილი მიეფინა იოანეს მონოლოგის
დასასრულს.

მარიამი დამუნჯებული უსმენდა მამაკაცს,მისი თითოეული სიტყვა ლახვარივით ესობოდა


გულს.

-აი, მესმის მაღალი თვითშეფასება! - რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ამოილაპარაკა


გაოცებულმა მაშომ.

იოანე ერთხანს გაკვირვებული უყურებდა გოგონას. ყველანაირ პასუხს წარმოიდგენდა,


მაგრამ „ხურდის დაბრუნებას“ - არა.

-ღმერთო, ეს ჯაყელები მაინც როგორი ენამოსწრებულები ხართ, ჰა? - სიცილი დაიწყო


დანელიამ.

-თქვენგან მსგავსი შენიშვნა დიდი პატივია! - გაეცინა მარიამსაც.

-ხედავ? ტირილით დავიწყეთ, მაგრამ ახლა იცინი. ხომ გეუბნებოდი, უტაზე კარგი მოსაუბრე
ვართქო? - გულწრფელად გაეღიმა მამაკაცს.

მაშომაც შეწყვიტა სიცილი და გაეღიმა. მართლაც, იოანეს გვერდით ყველანაირი სიმძიმე


უბრალო დაბრკოლებად ჩანდა.

-მადლობა, რომ მოხვედი და მომისმინე!

-ოჰო, თქვენგან ასეთი შენიშვნა დიდი პატივია! - გაეცინა იოანეს.

-არა, მართლა, დიდი მადლობა. ვინ იცის, რა საქმე გქონდა, მაგრამ მოხვედი, რათა შენი
მტრების ოჯახის შესახებ მოგესმინა ამბები და გენუგეშებინე. ვიცი, რომ არაა შენთვის
მარტივი, ამიტომაც დიდი მადლობა!

-შენ გვერდით, მარიამ, მე ანდრეა ახვლედიანის ძმაკაცი იოანე დანელია არ ვარ. შენ
გვერდით მე ჯაყელების ქალბატონზე უგონოდ შეყვარებული უბრალო იოანე ვარ! - მთელი
გრძნობით აღმოხდა მამაკაცს და აბრჭყვიალებული თვალები გაუსწორა მარიამს.

ჯაყელი ჯერ ერთიანად გაიყინა, შემდეგ ახურდა. მისმა გულმა მომაკვდინებელი სიჩქარით
დაიწყოს ცემა. თითქოს მკერდში ვეღარ ეტეოდა. გულისცემა ყურებთან ესმოდა, სუნთქვა
შეეკვრა და ცხოვრებაში პირველად იგრძნო, მუცლის არეში ღიტინი.

-კარგი, გვიანია, დროა წავიდე! - ჩანთას დაავლო ხელი ჯაყელმა და სწრაფად წამოხტა.
-მიყვარხარ, მარიამ! - ლაღად წარმოთქვა სიტყვები იოანემ და „გაქცეული“ მარიამი ადგილს
მიაყინა.

დანელიაც წამოდგა. გოგონა ნელა ბრუნდებოდა მისკენ, თითქოს მისი სახის დანახვის
ეშინოდა.

-მე - შენ - მიყვარხარ! - დამარცვლით გაიმეორა იოანემ და საოცარი ღიმილი აჩუქა მაშოს.

მარიამისთვის ამ სიტყვებს ელექტროშოკის ეფექტი ჰქონდათ. ვერაფერი გაიაზრა და


ვერაფერი გაიგო. მხოლოდ ყვრიმალების დასველება იგრძნო და მიხვდა, მის მაგივრად
ცრემლები გამოხატავდნენ გულში ჩაბუდებულ გრძნობას.

-იოანე, მე... - ძლივს ამოთქვა ორიოდ სიტყვა გოგონამ და ისევ გაჩუმდა.

-არაფერი მითხრა! პასუხი რა საჭიროა? - მე ვხვდები ყველაფერს. ეგ სიტყვები მხოლოდ შენ


გჭირდება, მე ისედაც ყველაფერი ვიცი! - ძალზედ მშვიდი იყო დანელია.

-რ...როგორ? - ვერ გაიგო მისი ნათქვამი ზღვასავით აღელვებულმა და ფეირვერკივით


გრძნობებაშლილმა მარიამმა.

-ახლა წადი, მარიამ, გვიანია უკვე; სახლში წადი, ცხელი აბაზანა მიიღე და მთელი ღამე
მხოლოდ ჩემზე იფიქრე. ჩემს ნათქვამზე პასუხს აუცილებლად იპოვი შენს თავში. ვიცი,რომ
გეშინია, მაგრამ იპოვი!

-რას მეუბნები?

-ღამემშვიდობისა, მარიამ. იმედი მაქვს, მალე შევხვდებით ერთმანთს! - თითქოს სადღაც


შორიდან ჩაესმა ეს სიტყვები გოგონას. როცა აზრზე მოვიდა, სულ მარტო იდგა ლამპიონის
ქვეშ. ერთადერთი კი, რისი გახსენებაც შეეძლო, ღამის ლანდებს შერეული, მისი საოცარი
ღიმილი იყო...

ბექა,ლუკა,გეგა და რატი ამ უკანასკნელის სახლის ეზოში ისხდნენ და მდუმარედ


ფიქრობდნენ განვლილ დღეზე. რომელიმეს რომ ხმა ამოეღო, რა უნდა ეთქვა?! - საკმარისად
იჩხუბეს და უყვირეს ბიძაშვილმა ჯაყელებმა ერთმანეთს, ახვლედიანის ნაბოდვარი როგორ
დაიჯერეო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა და იმ წამებში ყველას უწევდა რეალობასთან
შეგუება.

ნიკუშა ჯაყელი, მათი ძმა და მეგობარი, ყველაზე სუფთა, წესიერი და ლაღი ახალგაზრდა
სინამდვილეში წამალთან მებრძოლი ლაჩარი აღმოჩნდა, რომელიც ქალის გაუპატიურების
მცდელობის გამო მოკლეს. თანაც ვინ? - ანდრეა ახვლედიანმა! მათი ოჯახის უპირველესმა
მტერმა.
-რა მნიშვნელობა აქვს, როგორ მოხდა ყველაფერი?! ნიკუშას მკვლელი მაინც ახვლედიანია! -
როგორც იქნა დაარღვია სიჩუმე ლუკამ და ჯიუტად დააფიქსირა თავისი პოზიცია.

ბექამ თავი წამოსწია და ისეთი სახით გახედა ბიძაშვილს,ზედ ეწერა, ყველაფრის შემდეგ
მაგის თქმას როგორ ბედავო.

-რას გაშტერებულხართ?! არ ვარ მართალი? ნიკუშა ჩვენი ოჯახის წევრი იყო და მოგვიკლეს,
სხვას რა მნიშვნელობა აქვს?! - გაბრაზდა ლუკა და წარბები შეყარა.

-შენ რას იზამდი, მის ადგილას, ლუკა ჯაყელო?! - ამოიღო ხმა ბექამ და კუშტი მზერა დაასო
წინ მჯდომს.

ლუკა წამით შეცბა; არ მოელოდა ამ კითხვას.

-რომ გენახა დაუცველ გოგონას ვიღაც პირუტყვი, თუნდაც სრულიად უცხო, ნამუსის ახდას
უპირებდა, არ მივარდებოდი?

-მივვარდებოდი, აბა რას ვიზამდი...

-რომ გენახა, ის პირუტყვი გაგლეჯილ კაიფში იყო და თანაც აქეთ დიდგულზე, დანა დაეძრო
შენთვის, არ გაუყრიდი იმ დანას წარბშეუხრელად?! - ტონს აუწია ბექამ. - რატომ გაჩუმდი?!
იმავე სიტუაციაში, შენ რომ ანდრეა ყოფილიყავი, ნიკუშა კი რომელიმე ახვლედიანი, რას
იზამდი?! ჰო, რას იზამდი თქვი!

-მოვკლავდი და წამითაც არ ვინანებდი! - დაიყვირა ლუკამ და მაგიდაზე ხელი დაარტყა.

-იმიტომ, რომ პირუტყვები შებრალებას არ იმსახურებენ! - ბიძაშვილის პასუხით


კმაყოფილმა, ესღა დაურთო მის ნათქვამს და წამოდგა.

-ახლა ანდრეა ახვლედიანის დამცველი და მეგობარი იქნები, ბექა? - ცინიკურად ჩაეცინა


ლუკას.

ბექა ხესთან შედგა და ისე უპასუხა, არც შებრუნებულა.

-ჩვენი და ახვლედიანების მტრობა არც ნიკას სიკვდილით დაწყებულა და არც მანდ


დამთავრდება, შესაბამისად! პირუტყვი რომ აღმოჩნდა ჩემი ძმა და რომ ვერ აღმიზრდია
წესიერად - ერთია, მაგრამ ეგ პირუტყვი მაინც ჩემი ძმა რომ იყო - მეორე! ახვლედიანს
იმიტომ არ მოვკლავ, რომ მის ადგილას მეც მისნაირად მოვიქცეოდი, მაგრამ მის მიმართ
სიძულვის ვერავინ დამიშლის ამ ქვეყნად! ძმის და სიძის მკვლელს ხელს ვერასდროს
ჩამოვართმევ, მაგრამ სიცოცხლეს კი შევუნარჩუნებ. დღეიდან გიკრძალავთ მისი სახელის
ხსენებას. ჩემი ძმა კი სამარცხვინო ლაქად დარჩება ჩვენს გვარში! - ბოლო სიტყვები
წამოიყვირა ჯაყელმა, ხეს მსუბუქად მიარტყა მუშტი და წავიდა.
რამდენიმე დღემ თოვლის ფანტელებივით მსუბუქად ჩაიფრინა და მოვიდა ექვსი
იანვარი,დათუნა გასვიანის დაბადების დღე. ჯაყელები დილიდან ემზადებოდნენ
სასასფლაოზე გასასვლელად; ეკატერინეს არყოფნაში მათ უნდა გაეკეთებინათ ყველაფერი,
როგორც წესი და რიგი იყო.

საქართველოში ბრუნდებოდა ლიუდმილა ვასილევნაც, რომლის დასახვედრად დემეტრემ


მძღოლი გაგზავნა აეროპორტში.

ადრიან დილით გავიდნენ ჯაყელები სასაფლაოზე. მალევე მივიდა ლიუდმილა ვასილევნაც.


დავითმა მანქანა მოშორებით გააჩერა და ქალბატონს შვილის სასაფლაომდე მისვლაში
დაეხმარა.

სადღა იყო ის ქალი, რომელიც ეკატერინეს სიამაყის მიზეზს აძლევდა? სადღა იყო ის
დახვეწილი რუსი ქალბატონი, ულამაზესი ნაკვთებითა და ახალგაზრდული მიხვრა-
მოხვრით? ჯაყელებმა შორიდან შეამჩნიეს დავითს დაყრდნობილი, წელში მოკაკვული და
სახედამჭკნარი ლიუდმილა ვასილევნა. მისმა დანახვამ გული მოუკლა თითოეულ ჯაყელს.
ქეთევანმა ოდნავშესამჩნევად ამოიგმინა და ცალი ხელით ქმარს დაეყრდნო. დემეტრემაც
მაშინვე იგრძნო მეუღლის გულისტკივილი და ხელი მხარზე მოუთათუნა ქალს.

ლიუდმილა ორიოდ სიტყვით მიესალმა ყველას. შემდეგ შვილის საფლავს მოავლო თვალი
და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, რათა უკეთ დაენახა მარმარილოს ქვაზე გამოსახული,
სიცოცხლით სავსე დათუნას ღიმილიანი სახე. ისედაც დამჭკნარი სახე კიდევ უფრო დაუჭკნა,
თვალები აუწყლიანდა და ტუჩები გადაეცრიცა. ალბათ წაიქცეოდა კიდეც, რომ არა
დემეტრეს სხარტი მოძრაობა. ორივე ხელით მიეშველა ქალს და დასაყრდენ ძალად იქცა
მისთვის.

ლუკა და ბექა ოდნავ მოშორებით იდგნენ, ხის ძირში. თითქმის არ საუბრობდნენ, ოჯახის
წევრებს გაჰყურებდნენ, რომლებიც მამაოსთან ერთად იდგნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ.
ლუკა აქეთ-იქით იყურებოდა და გარემოს ათვალიერებდა, როცა უნებურად მოკრა თვალი
მიფარებულ ადგილას მდგარ თორნიკეს.

-ბექა... - ჩუმად დაუძახა ბიძაშვილს, მანაც უხმოდ დაუქნია თავი. ლუკამ თვალებით ანიშნა
იმ ადგილისკენ, სადაც არველაძე იდგა.

-მოვიდეს, თუ უნდა, მე არ მაინტერესებს! - ღრმად ამოიხვნეშა ჯაყელმა და სხვებისკენ


გასწია.

ერეკლე მელასავით დაიძურწებოდა აქეთ-იქით, ცდილობდა დიდად არ მომხვდარიყო


ლიუმდილა ვასილევნას ობიექტივში. ბოლოს, როცა შვილის საფლავს დამხობილი ქალი
ძლივს წამოაყენა დემეტრემ და მოშორებით გაიყვანა, ერეკლეც მიუახლოვდა მათ და ძველ
ნაცნობს გამოელაპარაკა:
-ლიუდმილა, ჩემო საყვარელო, როგორ ხარ? - ღიმილით გადაეხვია უფროსი ჯაყელი ქალს.

-ერეკლე? შენ აქ რას აკეთებ? - გაფითრებულ სახეზეც კი დაეტყო გაკვირვება ვასილევნას.

-თქვენ რა, იცნობთ ერთმანეთს?- ფრიად გაკვირვებული დარჩა დემეტრე.

-რა თქმა უნდა, ვიცნობთ. ერეკლე და ჩემი თემური მეგობრები იყვნენ. - გაეღიმა ლიუდმილა
ვასილევნას.

- რას ამბობთ, მართლა?- გაკვირვებით გადახედა დემეტრემ ძმას.

-კი, ასეა. - ღიმილით დაეთანხმა ქალს ერეკლე.

-და შენ რას აკეთებ აქ, ერეკლე? - უფროს ჯაყელს მიუბრუნდა ქალი.

-ჩემი უფროსი ძმაა. არ იცოდით? - ეჭვნარევმა ღიმილმა გაუპო ბაგეები დემეტრეს.

-ძმები? თქვენ ძმები ხართ? რატომ არ ვიცოდი?

-კარგი კითხვაა. - ღიმილით მიუბრუნდა უმცროსი ჯაყელი უფროსს.

ერეკლე უხერხულად აიწურა და ჩაიცინა.

-ნუ... ხომ მიცნობთ? არასდროს მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი. - თავი იმართლა ერეკლემ.

-კი, ეგ მართალია. - ჩაილაპარაკა ლიუდმილამ და დემეტრეს გაუღიმა.

ძველმა ნაცნობებმა საუბარი გააბეს, დემეტრე კი მათ გაეცალა და მეუღლესთან მივიდა.

-ერეკლე რომ ლიუდმილა ვასილევნას და მის მეუღლეს იცნობდა, იცოდი?

-ერეკლე? ჩვენი ერეკლე? - გაიკვირვა ქეთევანმაც. - არა... საიდან?

-მეგობრები ყოფილან ეგ და ბატონი თემური.

-ერეკლემ რატომ არ გვითხრა?

-მეც ეგ მაინტერესებს. წლების განმავლობაში ცხოვრობდა მოსკოვში და ერთხელ არ


დაცდენია თემურ გასვიანის სახელი... - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა ჯაყელმა და ძმას
გახედა, რომელიც თბილად ესაუბრებოდა ვასილევნას.

თორნიკე ისე იქცეოდა, როგორც დასჯილი ბავშვი. ცდილობდა, ხმა თითქმის არ ამოეღო და
ბექა ზედმეტად არ გაეღიზიანებინა. არც სხვები უწონებდნენ საქციელს, მაგრამ მასთან
ურთიერთობას მაინც ახერხებდნენ. თავის მხრივ, არც ბექა იღებდა ხმას, მზერა სასმლით
სავსე ჭიქაზე ჰქონდა გაშტერებული და რაღაცაზე ფიქრობდა. ყველა მშვენივრად ხვდებოდა
მისი უგუნებობის მიზეზს, რადგან ნიკუშას ამბავი უკვე ყველამ იცოდა, მაგრამ ამ თემაზე
საუბარს ვერავინ ბედავდა.
მარიამი უყურებდა ოჯახისწევრებს; ყველას ნირი ჰქონდა წამხდარი. დაბეჩავებული
თორნიკეს დანახვა ყველაზე მეტად სტკენდა გულს, მაგრამ გრძნობდა, რომ უკვე აღარაფრის
გაკეთება შეეძლო. არველაძე ზედმეტად შორს იყო მისგან, „მისი“ თორნიკესგან აღარაფერი
დარჩენილიყო.

ალექსანდრე ახვლედიანის პალატაში დილიდან შეინიშნებოდა ხალხმრავლობა. მამაკაცს,


როგორც იქნა, წერდნენ კლინიკიდან და სწორედ ამიტომ ექიმები ბოლოჯერ სტუმრობდნენ
პაციენტს, რათა დანიშნულებები მიეცათ.

-მამა, დაურეკე, რა, პაატას, მოვიდეს უკვე! - ექიმების მითითებებით თავმობეზრებულმა


მიმართა სანდრომ ირაკლის.

-შეგვიძლია უკვე წასვლა? მე მეგონა, ალეკო ექიმს ველოდებოდით... - მობილური ამოიღო


პიჯაკის ჯიბიდან ახვლედიანმა და პალატიდან გავიდა, რათა მძღოლისთვის დაერეკა.

-სადაა ეს ალეკო კიდევ ამდენხანს, აღარ შემიძლია უკვე! - ამოიხვნეშა ალექსანდრემ და


საწოლზე წამოჯდა.

-მოითმინე, სან, ამდენი ხანი იწექი მაგ საწოლში და რამდენიმე წუთი რა გაგიხდა? - იცინოდა
ლიზა.

-შენთვის მარტივია ლაპარაკი, მე კიდევ სული მეხუთება უკვე!

-ეს ვისი წუწუნის ხმა მესმის? ჩემს სანდრიკოს გადაეწურა მოთმინება? - ღიმილით შევიდა
ოთახში ანდრეა, რომელსაც უკან ანასტასია მიჰყვებოდა.

-შენგან განსხვავებით, ადამიანურად მაინც მივდივარ ამ საშინელი ადგილიდან! - ნიშნი


მოუგო უმცროსმა ძმამ უფროსს.

-აბა ახლა მე სად შეგედრები თვით ალექსანდრე ახვლედიანს მოთმინებაში? - ჩაეცინა


ანდრეას.

-სან, რაღაც შენი ფერი არ მომწონს სახეზე, კიდევ ცოტახნით ხომ არ დავრჩენილიყავით აქ? -
უცებ დაუსერიოზულდა სახე ლიზას.

-ვაიმე, ლიზა, არ გამაგიჟო ახლა, იცოდე! კიდევ ერთი დღე აქ და ქმარი ვეღარ გეყოლება! -
კინაღამ გაგიჟდა ახვლედიანი.

ანასტასიას და ანდრეას გაეცინათ.

-პაატა მოდის უკვე, მზად ხართ თქვენ? - პალატაში დაბრუნდა ირაკლი.

-აი, მოვიდეს ეს ალეკო და წავალთ!


ცოტახანში მართლაც ინახულა გასაწერად გამზადებული პაციენტი კლინიკის მთავარმა
ექიმმა.

-ყველაფერი რიგზე გაქვთ, ექთანს უკვე მზად ექნება საბუთები, ხელი მოაწერეთ და
თავისუფალი ხართ! - უკანასკნელი გასინჯვის შემდეგ გაუღიმა პაციენტს.

-თქვენ გაიხარეთ, ალეკო ექიმო! - ამოიხვნეშა ალექსანდრემ და გაიცინა.

ანდრეამ იმ ჩანთას დაავლო ხელი,რომელშიც ძმის ნივთები ეწყო. ლიზამ ქურთუკი ჩააცვა
საქმროს. ანასტასია და ირაკლი უკვე დერეფანში იყვნენ გასულები.

-სად არის აქამდე პაატა? ნახევარი საათის წინ გამოვიდა... - დაიწუწუნა სანდრომ.

-პაატა არ იცი რა ნელია, როცა გზებია მოყინული? - გაეცინა ანდრეას. - მოვა მალე...

ამ დროს დარეკა ირაკლის ტელეფონმაც.

-აი, მირეკავს! მოვიდა, როგორც ჩანს! - გისმენ პაატა, მოხვედი უკვე?!

-ალიო, ბატონი ირალი თქვენ ბრძანდებით? - ახვლედიანისთვის უცნობმა ხმამ გააგონა


მობილურში.

-დიახ, მე ვარ. თქვენ ვინ ბრძანდებით? პაატა სად არის? - გაიკვირვა ირაკლიმ.

-ბატონო, მე პატრულის თანამშრომელი გახლავართ. სამწუხაროდ, თქვენს მეგობარს


ავტოავარია მოუვიდა. მისი მობილური ვიპოვნეთ, ბოლოს თქვენთვის ჰქონდა დარეკილი...

-რა?! - შეჰყვირა ირაკლიმ. - რას ლაპარაკობთ? სად მოხდა? როდის მოხდა? - ანერვიულდა
ახვლედიანი.

პოლიციელმა შემთხვევის ადგილი მიასწავლა ირაკლის, ამ უკანასკნელმაც მაშინვე გათიშა


ტელეფონი და ბიჭებს მიუბრუნდა.

-რა მოხდა, კი მაგრამ? რიგზეა ყველაფერი? - დაძაბული ჩანდა ალექსანდრე.

-პაატა მოყოლილა ავარიაში, უნდა წავიდეთ...

-რა? როგორ, კი მაგრამ? - წამოიყვირა ანასტასიამ.

-არ ვიცი არაფერი. მივალ და გავარკვევ!

-მოიცა, მეც წამოვალ! - სურვილი გამოთქვა ანდრეამ.

-კარგი, წამოდი. სანდრო, თქვენ ტაქსით დაბრუნდით სახლში და იქ დაგველოდეთ.

-მამა, ირინას არაფერი გავაგებინოთ?

-ჯერ გავარკვიოთ, რა ამბავია. თუ რამე სერიოზულია, მე თვითონ დავურეკავ! - სწრაფად


გასცა შვილს პასუხი ირაკლიმ და ლიფტში შევიდა ანდრეასთან ერთად.
შემთხვევის ადგილზე მისულებს იქაურობა პოლიციის და სასწრაფოს მანქანებით დახვდათ
გავსებული. ცნობისმოყვარე ხალხი აქეთ-იქით დაფუსფუსებდა და ცდილობდა გაერკვია, რა
ხდებოდა ყვითელი ლენტის იქით.

ანდრეა აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს; ცდილობდა, რამე დაანახა. გულის გამალებულ ბაგა-
ბუგს ყურადღებას არ აქცევდა, სიმშვიდეს ინარჩუნებდა გარეგნულად. პაატას ბევრად უფრო
დიდი ამაგი ჰქონდა მასზე, ვიდრე მამამისს. რამდენჯერ გახვეულა შარში და რამდენჯერ
დაუფარებია თავის მძღოლს მისთვის ხელი, ვინ მოთვლის? თანაც პაატა ხომ ბარბარეს მამა
იყო...

-ჩვენ ახლობლები ვართ, პოლიიციდან თავად დაგვირეკეს! - ფიქრებიდან ირაკლის ხმამ


გამოაფხიზლა ახვლედიანი.

ყვითელ ლენტასთან მდგარმა ახალგაზრდა მამაკაცმა ლენტა ასწია და შიგნით შეატარა მამა-
შვილი.

ანდრეა წამით მიეყინა ადგილს, როცა საკაცეზე ადამიანის დასისხლიანებულ სახეს მოკრა
თვალი. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თავში რაღაც მძიმე ჩაარტყეს, როცა პაატა
ამოიცნო დასახიჩრებულ კაცში. მასთან უნდოდა მირბენა და მისი მდგომარეობის გარკვევა,
თუმცა რამდენიმე პოლიციელმა ერთდროულად გადაუღობა გზა. ანდრეამ და ირაკლიმ
მხოლოდ იმის დანახვა შეძლეს, როგორ გადააფარეს მათი ოჯახის ერთგულ მსახურს თეთრი
ზეწარი.

-ძალიან ვწუხვარ, ბატონებო... - შეწუხებლი სახე მიიღო ერთ-ერთმა პოლიციელმა.

ანდრეა ვერ გამოერკვა სიტუაციაში. მისი თვალები მხოლოდ თეთრზეწარგადაფარებულ


პაატას აღიქვამდნენ.

-რროგორ? - სასოწარკვეთილი ჩანდა ირაკლიც.

-ბატონი ირაკლი, ანდრეა! - უცებ მოესმა მამა-შვილს ზურგიდან მამაკაცის ნაცნობი ხმა.

ორივე უმალ შეტრიალდა; მათკენ გიორგი თოიძე მიემართებოდა, თავის თანაშემწესთან


ერთად.

-სამწუხაროდ, ისევ შევხვდით ერთმანეთს. ამჯერად, ბევრად უფრო მძიმე სიტუაციაში... -


სახე შეჭმუხნა გამომძიებელმა და თვალები იმ მხარეს გაექცა, საითაც აწგარდაცვლილის
სხეული ეგულებოდა.

-დეტექტივო? თქვენ აქ რას აკეთებთ? - სულმთლად დაიბნა უფროსი ახვლედიანი.

-უბედური შემთხვევის შესახებ მაცნობეს და მეც დაუყონებლიც გამოვცხადდი. ვინ


იფიქრებდა, რომ ისევ თქვენ შეგეყრებოდით აქ...
-რა მოხდა? პაატას რა მოუვიდა? - ემოციებს ვერ თოკავდა ანდრეა.

თოიძემ ამოიხვნეშა და თანაშემწეს გადახედა.

-როგორც ჩანს, საჭე ვერ დაიმორჩილა და ყინულზე მოუსრიალდა მანქანა. აი, იმ ბოძს
შეეჯახა მთელი ძალით. ძალიან ვწუხვარ, ექიმების თქმით, თავის არეში მძიმე დაზიანებამ
წამებში გაათავა მისი სიცოცხლე. - საქმიანად ჩამოაყალიბა ყველაფერი უმცროსმა
გამომძიებელმა.

-რენე, წადი და პატრულის თანამშრომლებს ოქმი გამოართვი, თუ რამე საინტერესოს ნახავ,


დამიძახე! - განკარგულება მისცა თოიძემ თანაშემწეს, მანაც სხარტად დაუქნია თავი უფროსს
და წავიდა.

ანდრეა და ირაკლი ისევ ვერ მოდიოდნენ აზრზე. ვერ იაზრებდნენ მათ გარშემო
დატრიალებულ ამბავს.

-პაატას... როდის გადმოგვცემენ? ოჯახს როდის შეეძლება მისი დასვენების უფლება? -


სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს უფროსი ახვლედიანი.

-გარკვეული პროცედურებია ჩასატარებელი. გვამს ახლა პროზექტურაში გადაასვენებენ,


საღამოს შეეძლება ოჯახს მისი სახლში დასვენება...

-ყველაზე ფრთხილი მძღოლი იყო; ყველაზე ფრთხილი ასეთ სიტუაციებში. ასეთი რამ
როგორ უნდა მოსვლოდა?! - ძლივს ამოიღო ხმა ანდრეამ.

-სამწუხაროდ, ასეთი რამ ყველას შეიძლება დაგვემართოს, დაზღვეული არავინაა. უბედური


შემთხვევის წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობ...

ანდრეამ ღრმად ამოიხვნეშა და მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს. „ის“ დაობლდა...


ცოტახანში ცხარე ცრემლებით დაიტირებდა გარდაცვლილ მამას.

-უფროსო, ორი წუთით! - დაუძახა თოიძეს პატრულის მანქანასთან მდგარმა რენემ.

-ახლავე! უნდა წავიდე, ბატონებო. კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ ამ საშინელ დანაკლისს. თუ


გამოძიებას რაიმე კითხვა გაუჩნდება, აუცილებლად დაგიკავშირდებით, დროებით! - კვერი
დაუკრა გამომძიებელმა ახვლედიანებს და თანაშემწისკენ გაემართა.

-ღმერთო, ეს რა ხდება ჩვენს თავს?! პაატას სიკვდილს რა მაფიქრებინებდა? - შესძახა


ირაკლიმ და თავში წაიტაცა ხელები.

-ყველაზე ფრთხილი მძღოლი იყო... ყველაზე ფრთხილი... - თავისთვის ბუტბუტებდა


ანდრეა.

-წამოდი, ანდრეა, სახლში წავიდეთ. აუჰ, ახლა ირინას საცოდაობას მტერმა უყურა! - ახლაღა
გაახსენდა უფროს ახვლედიანს პაატას მეუღლე.
მანქანაში ჩასხდნენ და სახლისკენ აიღეს გეზი. გზაში მხოლოდ ირაკლი ლაპარაკობდა, უფრო
სწორად კი, ოხრავდა; ვერაფრით დაეჯერებინა, რომ ადამიანი, რომელიც ოცდაათ წელზე
მეტი მუშაობდა მათ ოჯახში ასე უბრალოდ, დღისით-მზისით დაიღუპა. ანდრეას თავი
საზურგეზე ჰქონდა მიყრდნობილი და მდუმარედ გასცქეროდა სწრაფად ცვალებად
პეიზაჟებს. გონებაში მხოლოდ ერთი სურათი უტივტივებდა - მამის სასახლეს დამხობილი,
აქვითინებული ბარბარე.

-ჰე, თქვით აბა, რა ამბავია. გავთავდით ლოდინით, როგორაა პაატა? - სახლში მისულებს,
კარშივე შეეგებათ ალექსანდრე.

-ირინას დაუძახე... - ამოიოხრა ირაკლიმ, შარფი შემოსასვლელშივე მიაგდო და მისაღებისკენ


დაიძრა.

ანასტასია და ლიზა მაშინვე წამოიჭრნენ ფეხზე და მომლოდინე მზერებით მიაჩერდნენ მამა-


შვილს.

-გისმენთ, ბატონო ირაკლი, გნებავთ რამე? - ოთახში ფუსფუსით შევიდა მათი მოსამსახურე,
რომელსაც უკან სანდრო მიჰყვებოდა გოროზი სახით.

-ირინა, დაჯექით ორი წუთით. მინდა, რაღაც გითხრა... - მაქსიმალურად თბილად მიმართა
ირაკლიმ ქალს.

ირინას მაშინვე ეცვალა ფერი. ჯერ ბიჭებს გახედა, ხოლო შემდეგ შეწუხებული სახით მდგარ
გოგონებს. ბავშვივით დაჰყვა უფროსის თხოვნას და ხელები მუხლებზე დაიფინა.

-რა მოხდა, ბატონო ირაკლი, ხომ ყველაფერი რიგზეა? - ხმა გაებზარა ქალს.

-ირინა, ვერ არის კარგი ამბავი, მაგრამ უნდა გამაგრდე, იცოდე, ძლიერი ქალი ხარ, ორი
შვილის დედა...

-გავთავდი ნერვიულობით, ბატონო ირაკლი, რა მოხდა, პაატას ხომ არ მოუვიდა რამე? -


გველნაკბენივით წამოიყვირა ირინამ.

ლიზას და ანასტასიას თვალები აუწყლიანდათ, ანდრეამ თავი დახარა.

-ყინულზე მოცურებია მანქანა, მთელი ძალით დაჯახებია ბოძს და...- სიტყვა გაუწყდა
ირაკლის.

-ვაიმე, ღმერთო! - წამოიყვირა ირინამ და თავში იტაცა ხელები.

-ძალიან ვწუხვარ, ირინა... დიდი უბედურება დაგვატყდა თავს...


მოთქმას მოჰყვა დაქვრივებული და მანამ ვერ გააჩერეს, სანამ ანასტასიამ აცახცახებული
ხელით არ მიაწოდა წყალი და დამამშვიდებელი. ცოტა ხანში უკლო ირინამ გოდებას,
მხოლოდ დაბალ ხმაზეღა ბუტბუტებდა. გოგონები ცრემლებს ვერ იკავებდნენ; თვალები
აწითლებული ჰქონდა ალექსანდრესაც. ანდრეა კი ფანჯარასთან იდგა და თავი ჰქონდა
ჩაქინდრული.

-ბარბარეს... ჩემს გოგოს დაურეკეთ და გააგებინეთ ვინმემ... - ძლივს გასაგონად


დაიჩურჩულა ირინამ და ისევ აქვითინდა.

ბარბარეს ხსენებაზე თავი მაშინვე წამოჰყო ანდრეამ. ანასტასიაც შეიშმუშნა და ბიძაშვილს


მიუახლოვდა.

-ვინ დაურეკავს? ასეთ ამბავს ვინ ეტყვის?

ანდრეას უნდოდა ეთქვა, მე დავრეკავო, მაგრამ უცებ იგრძნო, რომ ვერც იმდენად ძლიერი
იყო, მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ საყვარელი ქალისთვის დაერეკა და ეთქვა, მამა
გარდაგეცვალაო.

-არვიცი... რომელიმემ დაურეკეთ. მე არვიცი... - მხრები აიჩეჩა ახვლედიანმა ტასოს გაეცალა


და ოთახიდან გავიდა.

გარეთ გასულმა მაშინვე მოიმარჯვა ტელეფონი და იოანეს ნომერი აკრიფა.

-გისმენ!

-დასალევი გაქვს? - არც აცია არც აცხელა, პირდაპირ საქმეზე გადავიდა ანდრეა.

-ოჰო, რა მოხდა, იჩხუბე ვინმესთან? სამსახურში ვარ...

-ანუ დასალევი არ გაქვს?

-მაქვს, მაქვს - გაეცინა დანელიას. - სერიოზულია რამე?

-გამოხვალ, თუ ბევრი საქმე გაქვს? - ისევ საქმიანად აგრძელებდა ახვლედიანი.

-შენ ხომ კაცი ვერაფერს დაგაცდევინებს! გამოვალ ხო, ჩემთან წადი, მათეს მე დავურეკავ!

-კარგი! - მოკლედ მოუჭრა ანდრეამ, ტელეფონი გათიშა და მანქანაში ჩაჯდა.

ახლა მხოლოდ დალევა თუ უშველიდა იმიტომ, რომ კარგად ხვდებოდა, ცოტა ხანში ისევ
მოუწევდა თავისი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულთან, ბარბარე ჟღენტთან შეხვედრა.
მარიამი ელენეს გვერდით იჯდა სასადილო ოთახში, მაგიდასთან. ძალიან ახარებდა ის
ფაქტი, რომ მისი საყვარელი მეგობარი უკვე მათი არაფორმალური რძალი და ოჯახისწევრი
იყო. ეკატერინეს წასვლის შემდეგ თითქოს ის შეუვსებდა მზრუნველი დის ადგილს.

უეცრად მისი ტელეფონი აზუზუნდა. მარიამმა დინჯად მოიხადა ბოდიში და სალაპარაკოდ


ვერანდაზე გავიდა. გაეღიმა, როგორც კი ეკრანზე უტას ნომერი ამოიკითხა.

-ქალბატონმა უნამუსომ როგორც იქნა დამდო პატივი და მიპასუხა! - მობილურის


აღებისთანავე მოუწია გოგონას უკმაყოფილო უტას ტექსტის მოსმენა.

გაეღიმა. დანელია ალბათ ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ნებისმიერ სიტუაციაში


მოახერხებდა მის კარგ ხასიათზე დაყენებას.

-არაფერს გეუბნები. ვიცი, რომ დამნაშავე ვარ! - გაეცინა მარიამს.

-აჰა, კიდევ კარგი, იცი მაინც, მთლად შუბლის ძარღვი არ გქონია გაწყვეტილი! - გაეცინა
უტასაც. - სად დაიკარგე? გაგიტკბა არდადეგები?

-არა, რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი. უბრალოდ ოჯახური საქმეების გამო ვეღარ
დავდივარ უნივერსიტეტში...

-მგონი, ცოტა ჩამორჩი პროგრამას, მაგრამ არ ინერვიულო, მე და სალომე გამეცადინებთ! -


ამაყად ჩაეცინა ბიჭს.

-შენ და სალომე? როდის აქეთიდან გახდით შენ და სალომე კრებითი? - გაკვირვებით გაეცინა
ჯაყელს.

-ჰო, ჰო, აბა რა გეგონა, ქალბატონო რომ დაადე თავი და წახვედი ამდენი ხნით?! შეიცვალა
ქალაქში რაღაც-რაღაცები...

-ერთად ხართ? - წამოიყვირა ბედნიერმა გოგონამ.

-ნუ, ჯერ მთლად ეგრეც არ არის, მაგრამ კარგად ვართ. ბედობას ერთად ვიყავით,
წარმოგიდგენია? უეჭველად ერთმანეთი დაგვებედება! - ბავშვივით ბედნიერი იყო უტა.

მარიამს ტანში გაცრა, როცა ბედობა დღეს იოანესთან შეხვედრა და მისი სიტყვები გაახსენდა.

-მიხარია ძალიან! ხომ ხედავ? გაჭრა ჩემმა რჩევებმა! - თავი მოიწონა მაშომ.

-შენ რომ არ მყავდე, მოკლედ! - გაეცინა დანელიასაც. - კარგი, ახლა მითხარი, რას შვები,
როგორ ხარ და რაც მთავარია, როდის დაუბრუნდები უნივერსიტეტს?

-ვაიჰ, რას ვშვები და როგორ ვარ, არ მკითხო. უნივერსიტეტს რაც შეეხება, ამ ორშაბათიდან
დავჭკვიანდები ისევ.

-ყველაფერი რიგზე გაქვს, მარიამ? ჩემმა ძამიკომ ხომ არ გაწყენინა რამე? - ეშმაკური ტონი
შეეპარა უტას.
მარიამს თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, სწრაფად დაკარკვლა თვალები.

-უტა!

-რა? - გაეცინა დანელიას. - შენ რა გეგონა, მე ვერაფერს ვხვდებოდი და არაფერი ვიცოდი? მე


ჩემს საქმეში ვარ დოყლაპია, თორემ სხვისას ძალიან კარგად ვხვდები!

-კარგი რა, ახლა უხერხულად უნდა ვიყო? რა იცი და რამდენი ხანია?

-რა უხერხულად გოგო, გააფრინე? გრცხვენოდეს, მარიამ! იოანე სად იყო, მე რომ ვიყავი და
ასე ექცევი ჩვენს მეგობრობას? - მაწყენინე!

-უტა, მართლა გეკითხები, საიდან გაიგე და რა გაიგე?

-ვაიმე, შენთან პირველი შეხვედრის შემდეგ რომ რეტიანივით დადიოდა, შენი სახელის
ხსენებაზე რომ სახე ეცვლებოდა, შენს დანახვაზე რომ „ვარდებოდა“ პატარა ბიჭივით, მე, უტა
დანელია, მაგას ვერ შევამჩნევდი უფროს ძმას? საერთოდ ვეღარ ვცნობ მარიამ, გამომიშტერე
ბიჭი! - იცინოდა უტა.

მარიამს უნებურად გაეღიმა. იგრძნო, გულმა უცნაურად დაუწყო ცემა.

-ო, აბუქებ ახლა! - გაეცინა ჯაყელს.

-მართლა გეუბნები. გამიჯნურებულ ტარიელს დამიმსგავსე ძმა. მგონი, ღამე შენს სახელს
ბოდავს! - ჩაიხითხითა დანელიამ. - ოღონდ, ეს ბოლო დღეები ძალიან
დასერიოზულებულია. ღამ-ღამობით ბაღში ზის და მგონი, თავის თავს ელაპარაკება, რა
მოხდა თქვენ შორის?

გოგონას ისევ დაუსერიოზულდა სახე; დამნაშავედ იგრძნო თავი.

-არაფერი...

-ო, მითხარი, მარიამ! რას მიმალავ?

-აუ, უტა, გამანებე, რა თავი! - უხერხულად გაეცინა მაშოს.

-უკვე მაძლევ ეჭვიანობის საბაბს? ასე მალე გამცვალე, არა, ჩემს ძმაზე? იცოდე, აღარც მე
მოგიყვები ჩემი და სალომეს ამბებს!

-ნუ მომიყვები. სალომე რომ ჩემი დაქალია, აღარ გახსოვს? მისგან გავიგებ ყველაფერს...

-ღმერთო, რა გაქნილი აფერისტი ხარ. მეგრელი მე ვარ, თუ შენ, ვერ გავიგე! - აღშფოთებით
გაეცინა უტას და მარიამიც გააცინა.

-ეჰ, უტა, შენთან ლაპარაკი კი კარგია, მაგრამ უნდა წავიდე, ოჯახი მიხმობს...

-იცოდე, ორშაბათს თუ ვერ გნახე უნივერსიტეტში, ჩემს ტარიელთან ერთად ავიღებ


ჯაყელების სასახლეს და დაგიხსნი ტყვეობიდან. გაფრთხილებ, ბაჩოსაც წამოვიყვან
ფრიდონის „პონტში“! - ხმა დაიბოხა დანელიამ.
მარიამი მთელი ძალით ცდილობდა ხმამაღლა არ გასცინებოდა, ამიტომაც ხელს იფარებდა
პირზე.

-არა, გპირდები, მოვალ ორშაბათს!

-კარგი, გკოცნი და აბა ორშაბათამდე.

-მეც გკოცნი, შეხვედრამდე! - ტელეფონი გათიშა მარიამმა და გაბადრული სახით დაეყრდნო


მოაჯირს.

-მაშ, ახლა უკვე განუყრელი მეგობრები ხართ შენ და ის დანელია, არა?! - მოესმა ზურგსუკან
თორნიკეს ხმა.

უმალ შებრუნდა მისკენ. ღიმილი კუშტ მზერაში გადაეზარდა და ისე უყურებდა კარის
ჩარჩოზე აყუდებულ, ხელებგადაჯვარედინებულ მამაკაცს.

-ძველი თორნიკე დაბრუნდა? - ჩაეცინა მარიამს და დოინჯი შემოირტყა.

-შენზე მზრუნველი თორნიკე არც არასდროს წასულა სადმე.

-შენ ყველას ატყუებ, ვისზეც ზრუნავ? აჰ, პრინციპში კი, ეგრეა! - ცინიკურად გაეღიმა მაშოს
და თავადაც იგრძნო, როგორ ატკინა არველაძეს. გამომეტყველება მაშინვე შეეცვალა;
წამოიწია, ხელები დაუშვა და მარიამს მიუახლოვდა.

-როდემდე უნდა მემართლებოდე იმის გამო, რომ, ხანდახან, საყვარელი ადამიანების


დასაცავად ვდუმვარ?!

-მე არ გემართლები, თორნიკე. საერთოდ არაფერს გთხოვ. შენი ცხოვრებაა და შენვე უნდა
აგო პასუხი შეცდომებზე.

-როგორ არ მემართლები, როცა საერთოდ აღარ ხარ ძველი მაშო, რომელიც თბილად
მიმზერდა?! სად გააქრე ჩემი გოგო?

-შენი გოგო? - ჩაეცინა მარიამს. - მაინც როგორ გიმზერდა, რას ამჩნევდი მის მზერაში? მე
მგონია, რომ საერთოდ ვერაფერს...

-ნუ ამბობ ეგრე, მაშო! ყოველთვის ვამჩნევდი. იმიტომ, რომ შენ ჩემი მაშო ხარ, მხოლოდ ჩემი!
სხვას ვერასდროს შეხედავ ისე, როგორც მე მიყურებ; ვერც სხვა შემოგხედავს ისე ოდესმე,
როგორც მე გიყურებ. ვერასდროს, გაიგე? - ვერასდროს!

-რა გინდა ჩემგან, თორნიკე? მართლა, ყოველგვარი ბრაზისა და წყენის გარეშე გეკითხები,
მთელი ცხოვრებაა მაინტერესებს და ახლა საკმარისად დიდი ვარ, რომ გკითხო - რა გინდა
ჩემგან?!

თორნიკემ პირი გააღო, რათა ეპასუხა, მაგრამ სიტყვაც ვერ მოსწყდა მის ბაგეებს. ვერ შეძლო,
ისევ ვერ შეძლო ხმის ამოღება და გაჩუმდა.
მარიამს თვალები აუწყლიანდა. პროფილი მიუშვირა მამაკაცს და სიმწრით ჩაიცინა.

-ნუ ნერვიულობთ, ბატონო თორნიკე. უკვე საკმარისად დიდი ვარ, რომ თქვენი
მზრუნველობა აღარ დამჭირდეს.

-მაშო...

-ვიცი, რომ შენთვის ყოველთვის პატარა დად დავრჩები, რომელზეც, რატომღაც, შენ
დაგევალა ზრუნვა, მაგრამ პატარა აღარ ვარ, გავიზარდე...

-შენმა ძმამ იცის, რომ დანელიასთან მეგობრობ?!

-ჩემი ძმა ჩემი უნივერსიტეტის არცერთ მეგობარს არ იცნობს, შენ გევალება ყველაფრის
ცოდნა! - ირონიულად ჩაეცინა ჯაყელს.

-მაშო, რატომ არ გესმის, რომ მაგ შენს დანელიასთან მეგობრობა კარგს არაფერს მოგიტანს?
საშიშია, გაიგე! ის ბიჭი იოანე დანელიასთან ერთად ცხოვრობს, ანდრეა ახვლედიანის
ძმაკაცთან ერთად, გესმის?! უკვე შეხვდი მის ძმას? გაიცანი უკვე იოანე?

მარიამს იოანეს ხსენებაზე ერთიანად გაუფერმკრთალდა სახე. იგრძნო, გულზე ვიღაც მაგრად
უჭერდა ხელებს.

-ჯერ თუ არ შეხვედრიხარ, ხომ შეხვდები? ოდესმე ხომ მაინც მოგიწევს დანელიასთან


შეხვედრა? მას რომ შეხვდები, მერე ანდრეა ახვლედიანსაც გაიცნობ, დათუნას და ნიკუშას
მკვლელ ანდრეას, გესმის?!

ჯაყელმა იგრძნო, რომ სუნთქვა ეკვროდა და აუცილებლად გახდებოდა ცუდად, თუ


თორნიკე ლაპარაკს არ შეწყვეტდა.

-მე არავისი არ მეშინია! - ბოლოს მაინც მოიკრიბა ძალა გოგონამ და მედგრად დაუდგა
არველაძეს.

-მაშო... - ამოიხვნეშა თორნიკემ.

-ჩემმა ძმამ არაფერი იცის. რას იზამ, ეტყვი? რატომ უნდა უთხრა, მეც ხომ შენი ახლობელი
ადამიანი ვარ, შენი პრინციპების მიხედვით კი ხელი უნდა დამაფარო! - წაისისინა მარიამმა.

-რატომ ხარ ასეთი ჯიუტი, გამაგებინე, რატომ?!

-ჯაყელების უკუღმართი სისხლი მაქვს მეც და იმიტომ! - ნიშნისმოგებით თქვა მაშომ და


გაიღიმა. - დავამთავრეთ ლაპარაკი, სათქმელი აღარაფერია!

-იცოდე, სანანებლად გაგიხდება ეგ ყველაფერი! - კართან მდგარი ჯაყელი გააჩერა თორნიკეს


ხმამ.

-იმის შიშით ვერასდროს ვიცხოვრებ, ჩემს ოჯახს რაიმე არ მოეწონოს ჩემს არჩევანშითქო. ეს
ცხოვრებაა, თორნიკე. - გაუღიმა მარიამმა მამაკაცს და სახლში დაბრუნდა.
გამომძიებელი სწრაფად არბოდა ბიუროს კიბეებს, რათა მალე მიეღწია თავის კაბინეტამდე.
მას უკან ბეჯითად მიჰყვებოდა თანაშემწე, რომელსაც მართალია, ბავშობიდან აწუხებდა
მარცხენა ფეხი, რის გამოც სწრაფად სიარული არ შეეძლო, მაგრამ კარგად იცოდა - როცა მისი
უფროსი საქმის ეშხში იყო, მის ტემპს არ აყოლა სამსახურს მიღმა დატოვებდა ნებისმიერს.

თოიძემ სხარტად შეხსნა კაბინეტის კარი და მაშინვე დაიწყო რენესთან ლაპარაკი:

-წარმოგიდგენია, რენე? წარმოგიდგენია? ორი დღის წინ გავეცი ბრძანება, რაც კი


ახვლედიანებისა და ჯაყელების ოჯახებს შეეხება, ყველა საქმე ჩემს მაგიდაზე მოხვდესთქო
და აჰა, დაიღუპა კიდეც ახვლედიანების მძღოლი!

-უფროსო, უბედური შემთხვევისგან ვინაა დაზღვეული? - თავი მოიქექა უმცროსმა


გამომძიებელმა, რომელსაც ვერაფრით გაეგო თავისი უფროსის აღელვების მიზეზი.

-იცი, რას გეტყვი? როცა საქმე მაგ ორ ოჯახს ეხება, უბედური შემთხვევების კი არა, უბრალო
წვიმის არ მჯერა!

-თქვენ ფიქრობთ, რომ პაატა ჟღენტის ავარია მოწყობილი იყო? - დაიბნა რენე.

-წინასწარ დასკვნების გაკეთება არაა ჩემი სტილი, შენც კარგად იცი, მაგრამ იმ ფაქტორსაც
ვერ დავტოვებ უყურადღებოდ, რომ ჟღენტი ახვლედიანების კლინიკიდან გამოსაყვანად
მიდიოდა. ანუ თავისუფლად შეიძლებოდა, ავარიის მომენტში რომელიმე ახვლედიანიც
მჯდარიყო მის მანქანაში...

-მანქანა ექსპერტიზაზე გავგზავნეთ, უფროსო. მალე გვეცოდინება თქვენი ეჭვის


მართებულობა!

-ჰო, დაველოდოთ ექსპერტიზას, სხვა აღარაფერი დაგვრჩენია... - თავი გააქნია თოიძემ და


უფრო კომფორტულად მოთავსდა თავის სავარძელში.

უკვე საღამოვდებოდა, როცა მისი კაბინეტის კარი რენემ შეგლიჯა, სრული ამ სიტყვის
მნიშვნელობით. მამაკაცს შავი საქაღალდე ეჭირა ხელში და აღტაცებული სახით იყურებოდა,

-უფროსო, თქვენ მართალი იყავით! - შესძახა რენემ და საქაღალდე დაუდო თოიძეს


მაგიდაზე.

-რა მოხდა, რენე? ექსპერტიზის პასუხები მოვიდა? - თავი წამოჰყო გამომძიებელმა.

-პაატა ჟღენტის მანქანას სამუხრუჭე მილები ჰქონია გადაჭრილი. მძღოლმა ამიტომაც ვერ
შეძლო სიჩქარის მართვა და შეჯახებაც ამან გამოიწვია!
-ასეც ვიცოდი! - შეჰყვირა თოიძემ და ფეხზე წამოხტა. - ვიცოდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო
ამ საქმები. ანდრეა ახვლედიანმაც თქვა, რომ მათი მძღოლი მოყინულ გზებზე ძალიან
ფრთხილობდა, რაღა ამ დილას გაუწყრებოდა ღმერთი?!

-ახლა რა უნდა ვქნათ, უფროსო?

-ახლა ავარიის ამსახველ ვიდეომასალაც ამოვიღებთ და დეტალურად შევისწავლით


ყველაფერს. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა, როდის, სად და როგორ მოხდა! - ქურთუკი მოიცვა
გიორგიმ.

-მხოლოდ თქვენ შემდეგ, უფროსო! - კაბინეტის კარი გააღო რენემ და უფროს გამომძიებელს
დაუთმო გზა.

ახვლედიანების უზარმაზარ სახლს სამჯერ უფრო დიდი ეზო ერტყა გარშემო. თავის დროზე,
როცა სახლი შენდებოდა, ეზოს ჩრდილოეთ, უკიდურეს ნაწილში, რომელიც სახლიდან ორას
მეტრზე მაინც იქნებოდა დაშორებული, დიდი ფაცხა იყო აშენებული, რომელსაც ერთგვარი
საწყობის ფუნქცია ჰქონდა. შემდეგ წლებში ქალბატონი ნინოს დაჟინებული მოთხოვნით ის
ფაცხა საცხოვრებელ ბინად გადაკეთდა და ჟღენტების ოჯახს გადაეცა საჩუქრად. ამ ჟესტით
ნინომ ახალდაქორწინებული, არც თუ ისე შეძლებული, ერთგული მსახურებისამდი
მადლიერება გამოხატა. იმ დროში პაატა ვერასდროს იოცნებებდა, რომ საკუთარი ჭერი
შეიძლებოდა ჰქონოდა. მისი მეუღლე, ირინა, კალთაში ჩაუვარდა თავის ქალბატონს და
დიდხანს აღარ მოსცილდა, ბედნიერებისა და უსაზღვრო მადლიერების ცრემლებით დაუნამა
ქალს ტანისამოსი. ამ სახლში შეეძინათ პაატას და ირინას მეორე ქალიშვილი - თეკლე.
უფროსი, ბარბარე კი ძალიან მეგობრობდა ანასტასიასთან.

სწორედ ამ სახლისკენ მიმავალ ბილიკს მიიკვლევდა ანდრეა საღამო ხანს. ცდილობდა,


ყოჩაღად გაევლო, რადგან ოდნავი წაბანცალება და ალექსანდრე მზად იყო „მხურვალედ
დაეტუქსა“ უფროსი ძმა „ასეთ სერიოზულ სიტუაციაში, შეუფერებლად მოქცევისთვის!“

-სად ხარ აქამდე? პაატას მოასვენებენ ცოტა ხანში... - შესასვლელ კართან ატუზულმა
ანასტასიამ შეაგება სიტყვა ბიძაშვილს.

-ვინ და ვინ წავიდნენ?

-ირაკლი და ალექსანდრე, ბიჭები წაიყვანეს თან.

-აქ რა ამბავია? - თავის მოძრაობით მიანიშნა ანდრეამ სახლისკენ.


-ვაიჰ, არც იკითხო...უბედურება ტრიალებს. თეკლემ იმდენი იტირა, იმდენი, ბოლოს
ისტერიკაში ჩავარდა, ძლივს დავაწყნარეთ... - თვალები აუწყლიანდა გოგონას.

ანდრეამაც დანანებით გააქნია თავი.

-ბარბარეს დაურეკეთ? - სასხვათაშორისოდ იკითხა ცოტახანში და ნერვიულად აათამაშა


მარჯვენა ფეხი.

-კი, რამდენიმე საათის წინ. პაატას და მოვიდა და მან დაურეკა. უთხრეს, რომ ცუდათაა,
საავადმყოფოში წევს და მისი ნახვა უნდა. პირველივე რეისით გამოფრინდა, გამთენიისას აქ
იქნება, ალბათ.

მანქანის გაჩერების ხმა მოესმა ორივეს.

-მოვიდნენ! - დაასკვნა ანდრეამ და ნელი ნაბიჯით გაემართ ჭიშკრისკენ.

სახლში დაღლილი მივიდა. ქურთუკი საკიდზე ჩამოკიდა და განათებული სასტუმრო


ოთახისკენ გაემართა. გაეღიმა, როცა ფაჯარასთან მჯდარი დედა აღმოაჩინა ოთახში. ნინო
სარწეველა სკამს რიტმულად აქანავებდა და თავის ბაღს გაჰყურებდა, ფანჯრიდან.

ანდრეა ფრთხილი ნაბიჯით მიუახლოვდა დედას და მის წინ ჩაიმუხლა. ქალმა მაშინვე მას
შეხედა, კარგად დააკვირდა და ცოტა ხნის შემდეგ გაუღიმა.

-მე ვარ დედა, ანდრეა! - გაეღიმა ახვლედიანსაც. გრძნობდა, რომ დედის ძველებური სითბო
და მოფერება ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა მის ობოლ გულს.

ნინოს, შვილის სახელის ხსენებაზე, ღიმილი გაუკრთა. შეცბა და ოდნავ მოშორდა ანდრეას.

-პაატა გახსოვს, დე? ჩვენი ერთგული მსახური, პაატა...

-პაატა... - ღიმილით გაიმეორა კაცის სახელი ნინომ და ისევ ფანჯარას გაუსწორა მზერა. -
ილიას მოყვანილი პაატა... - თავისთვის ჩაილაპარაკა ცოტახნის შემდეგ.

ანდრეამ მაშინვე ცქვიტა ყურები, როგორც კი მისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახელი მოესმა.

-ილიას მოყვანილი? - გაიკვირვა ახვლედიანმა.

-ჩემთან მოვიდეს პაატა! - შვილს მიუბრუნდა ნინო.

-ვერ მოვა, დე; ვეღარ მოვა... - ხმა გაებზარა ანდრეას და თავი დედის კალთაში ჩარგო. - შენ
რომ ასე ენდობოდი და მეგობრად თვლიდი, ის პაატა აღარ არის, დე... ბარბარეს მამა
მოუკვდა... - სიმწრით წარმოთქვა ახვლედიანმა და ერთი ობოლი ცრემლით დაუნამა კალთა
დედას. ცრემლით, რომელიც იმ საღამოს დაღვრილ ყველა ცრემლზე უფრო წმინდა იყო.
დილით დაეშვა თბილისის აეროპორტში ის თვითმფრინავი, რომელსაც დაობლებული
გოგონა უნდა დაებრუნებინა მონატრებული სამშობლოსთვის. ბარბარეს აეროპოტშივე
დახვდა თავისი ბიძაშვილი. მაგრად გადაეხვივნენ მონატრებულები ერთმანეთს; გოგონას
ენიშნა, ასეთი მხურვალე ჩახუტება, რომელიც მხოლოდ მონატრებას ვერ მიაწერა.

-როგორ არის? - იკითხა სასოწარკვეთით, თუმცაღა უკვე თავადაც ხვდებოდა ყველაფერს.


ბიჭმა ვერაფერი უპასუხა, ამღვრეული თვალებით მომზირალს და უბრალოდ თავი გააქნია,
დიდი მწუხარებით.

ბარბარემ ერთი შეჰკივლა და ბიძაშვილს დაეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო.

ანდრეა და ალექსანდრე ჟღენტების სახლის მომცრო ზომის აივანზე იდგნენ და ბარბარეს


მოსვლას ელოდებოდნენ. ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო, ამიტომაც სახლში მხოლოდ
ჭირისუფალი და ირაკლი იყვნენ.

ანდრეა ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა. ცქმუტავდა და ბოლთას სცემდა. შიგადაშიგ, შავი
პერანგის ღილებს დახედავდა, აწვალებდა და ისევ აქეთ-იქით დაიწყებდა სიარულს. სანდრო
პირველად უყურებდა ასე პატარა ბიჭივით აღელვებულ ძმას და ვერ სცნობდა. დიდხანს
ადევნა თვალი და ბოლოს დაიღალა.

-მოისვენე, რა, ერთ ადგილზე! - შეწუხებულმა აუქნია ხელი და მოაჯირს დაეყრდნო.

-მოსვენებული ვარ, რა გინდა? - გაიკვირვა ანდრეამ.

-აქეთ-იქით დადიხარ და ოხრავ, ვერ გრძნობ?

-არაფერსაც არ ვოხრავ! დავიღალე უბრალოდ... - მხრები აიჩეჩა უფროსმა ახვლედიანმა; ძმას


არ გაუტყდა.

-სადაცაა მოვლენ. ერთი საათის წინ ჩამოფრინდებოდა მისი რეისი... - სასხვათაშორისოდ


აღნიშნა ალექსანდრემ, ისე, რომ ძმისთვის არც შეუხედავს.

-ჰო, ალბათ მალე მოვლენ... - დაეთახნმა ანდრეა ძმას და კედელთან აისვეტა, როგორც
დასჯილი ბავშვი.

ყველანი ოთახში იყვნენ. ანდრეა ბარბარეს უმცროს დას ელაპარაკებოდა რაღაცაზე და მის
გამხიარულებას ცდილობდა, როცა სახლის კარის გაღების ხმა გაიგო ყველამ.
ირინა მაშინვე წამოხტა; თეკლეც დედას შეუერთდა. ანდრეა ადგილიდან არც განძრეულა.

ბარბარე სწრაფად შეიჭრა ოთახში და კართანვე შედგა, როგორც კი შუაგულში დასვენებულ


მამის სასახლეს მოკრა თვალი. ორივე ხელი პირზე იტაცა და ატირდა. ნელი ნაბიჯით
მიუახლოვდა სასახლეს და ზედ დაემხო ტირილით. ქალიშვილს ტირილით მოეხვია ირინა,
მათ შეუერთდა თეკლეც.

ანდრეა არც კი ტოკდებოდა. გახევებული იჯდა სავარძელში და თვალს არ აცილებდა


მოტირალ გოგონას. იმ წამებში ვინმეს რომ ჩაეხედა მის თვალებში, უსაზღვროდ დიდ და
უძირო ტკივილს აღმოაჩენდა; მისთვის საყვარელი ადამიანის ტანჯვით გამოწვეულ
ტკივილს.

ბარბარე წამოიწია და დედას მოეხვია ტირილით. სწორედ იმ წამს შეხვდა მათი მზერები
ერთმანეთს. გოგონას თვალებში სხივი გაუკრთა, როცა სავარძელში მჯდარი ანდრეა
ახვლედიანი დააფიქსირა. ახვლედიანი დაუყონებლივ წამოდგა და გარეთ გავიდა. ბარბარეს
ნამდვილად არ ჰქონდა მისი გაყოლის დრო ან სურვილი; ახლა ის მხოლოდ ერთ რამეზე
ფიქრობდა - გარდაცვლილ მამაზე.

ანდრეა სწრაფი ნაბიჯით გასცილდა სახლს და მის უკან, ბაღში შეიმალა. ერთ-ერთ ხესთან
გაჩერდა და ღრმად შეისუნთქა ჰაერი. შემდეგ ისეთივე ძალით ამოისუნთქა და ხეს მუშტი
უთავაზა.

ორი წლის შემდეგ მისი დანახვა, თანაც ასეთ სიტუაციაში, ანდრეა ახვლედიანისთვისაც კი
ძალიან რთული რამ იყო. ალბათ ხანდახან, თავის თავს იმის უფლებასაც აძლევდა, რომ
მასზე ეოცნება და მისი სამშობლოში დაბრუნება ენატრა, მაგრამ ამ გზით არასოდეს.

იმავე ხეს მიეყრდნო, რომელსაც წამის წინ უსამართლოდ აგემებინა მუშტი და ბაღს მოავლო
მზერა. უნებლიედ გაეღიმა, როცა მოგონებებმა იჩინეს მის გონებაში თავი.

ზაფხული იყო, უჩვეულოდ ცხელი და გამთანგველი. გოგონა ალუბლის ხის ძირას იჯდა და
მთელი ინტერესით კითხულობდა კლასგარეშე ლიტერატურას. სულაც არ ანაღვლებდა, რომ
მისი თეთრი, შიგადაშიგ, წითელი კოპლებიანი კაბა მიწას ედებოდა და ისვრებოდა. თუმცა კი
იცოდა, რომ დედა უსათუოდ გაუბრაზდებოდა ქალბატონი ნინოს ნაჩუქარი სარაფნის
უდიერად ხმარებისთვის.

-ბარბარე! - შორიდან დაუძახეს გოგონას, თუმცა წიგნს იმდენად წაერთმია თავი მისთვის,
რომ ვერაფერი გაიგო. - ბარბარე! - უფრო ახლოდან გაისმა ხმა. - ამჯერადაც უპასუხოდ...
-არ გესმის, რომ გეძახი? - თავზე დაადგა წიგნის ჭიას წარბშეყრილი ანდრეა.

გოგონამ ქვევიდან ახედა ახვლედიანს და შეცბა, როცა მისი გოროზი გამომეტყველება


დააფიქსირა. ანდრეაც მიხვდა მის რეაქციას და მაშინვე გახსნა შუბლი. წიგნს დააკვირდა და
გაეღიმა.

-„დიდოსტატის მარჯვენას“ კითხულობ? - მეგობრულად წამოიწყო საუბარი და გოგონას


გვერდით მიუჯდა, მიწაზე.

-შენ წაკითხული გაქვს? - თვალები გაუფართოვდა ჟღენტს; გაკვირვება ვერ დამალა.

-კი, მაქვს, რატომ გაგიკვირდა? - გაეცინა ახვლედიანს.

-არა, არ გამიკვირდა... - შერცხვა ბარბარეს.

-გეგონა, ისეთი თავზეხელაღებული და პრობლემური ბიჭი, როგორიც მე ვარ, არ


კითხულობდა, არა? - ტუჩის კუთხით გაეღმა ანდრეას.

ბარბარემ არაფერი უპასუხა, უბრალოდ გაჩუმება არჩია.

-მეც მიყვარს კითხვა. ბიბლიოთეკაში ვიკეტები ხოლმე და ბუხრის წინ ვკითხულობ... -


სასხვათაშორისოდ დაამატა ახვლედიანმა და ბალახიდან ღერების გლეჯვას მოჰყვა.

-ჰო, კითხვას არაფერი შეედრება! გამსახურდია ჩემი საყვარელი მწერალია... - აღტაცებით


აღნიშნა გოგონამ.

ანდრეას გაეღიმა,მთელი სხეულით შეტრიალდა მისკენ, თვალი თვალში გაუყარა და დაიწყო:

-„ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას...

თუ არ შეგებრალები და მისთხოვდები სხვას,

მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,

გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს...“

ახვლედიანმა თბილად გაუღიმა გოგონას, რომელიც მონუსხული შესცქეროდა მისთვის


სრულიად უცხო ანდრეას. ანდრეა ფეხზე წამოდგა, შარვალი დაიბერტყა და ბარბარეს
მიუბრუნდა:

-ჰო, მართლა, დედაშენი გეძებდა და ამიტომ დაგიძახე. აბა დროებით! - თვალი ჩაუკრა
ჟღენტს და ასე მოჯადოებული დატოვა მარტო.

ანდრეას თბილ მოგონებებში უნებურად შეიჭრა ბარბარეს შეშინებული და ცრემლიანი სახე.


გონებამ მაინც იმ ღამისკენ წაიყვანა; მაინც ამოუტივტივდა ერთიანად მოცახცახე გოგონას
სურათი. თითქოს ყველაფერს თავიდან განიცდიდა, ისეთი შეგრძნება უჩნდებოდა
ყოველჯერზე, თითქოს ვიღაც გულს უშანთავდა.

კბილები მაგრად დაასო ერთმანეთს და ორივე ხელი მომუშტა. სუნთქვა გაუხშირდა და


პულსი აუჩქარდა. თვალწინ ისევ განადგურებული ბარბარე წარმოესახა; თითქოს ისევ
ეხვეოდა, ეჩურჩულებოდა და აწყნარებდა აგონიაში მყოფს.

-ანდრეა! სად წახვედი? - საყვადურნარევი კილოთი დაუძახა ბაღის კიდეში მდგარმა


ალექსანდრემ ძმას.

ახვლედიანი მაშინვე გამოფხიზლდა, ჩაახველა და მისკენ წავიდა.

-ხალხი ნელ-ნელა დაიწყებს მოსვლას. რას იმალები, წამოდი, რა!

-ჩემი იქ ყოფნა აუცილებელია? ჭირისუფალი ხომ არ ვარ... - შეიშმუშნა ანდრეა.

-კარგი რა! სირცხვილია, ხომ იცი პაატას როგორ ვუყვარდით? თანაც, ასეა თუ ისე, ჩვენი
სახლის ეზოში ვართ, მასპინძლები გამოვდივართ...

-ჰო, კარგი, წამოვალ... - დაიბუზღუნა ახვლედიანმა და სახლისკენ გაუყვა გზას.

-ბიჭები მოვლენ?

-შუადღეს. დილაადრიან რა საჭირო იყვნენ?!

-ახლა ასე გარე-გარე უნდა იმალო? - ჩაეცინა სანდროს.

-თუ ჩემი ძმა ხარ, დააყენე ენა პირში! - შეუღრინა ახვლედიანმა ძმას.

-მიდი მასთან, ანუგეშე. დარწმუნებული ვარ, სჭირდები...

-ნუ პროფესორობ და შენს საქმეს მიხედე! - გაბრაზდა ანდრეა და ფეხს აუჩქარა, რათა ძმის
რჩევა-დარიგებებისთვის დაეღწია თავი.

ალექსანდრემ თვალი გააყოლა. ჩაეცინა, თავი გააქნია და მას მიჰყვა.

ანდრეა ცოცხალი თავით აღარ გაკარებია იმ ოთახს, სადაც პაატა იყო დასვენებული. თავი
გამოიდო და ყველა საქმეზე თვითონ დადიოდა. ირაკლის უკვირდა კიდეც მისი ასეთი
სერიოზულობა და თავდადება, თუმცა ყველაფერს პაატასადმი სიყვარულს აწერდა. მთელი
დღე გასული იყო ანდრეა და საფლავის საქმეს აგვარებდა. უკან დაბრუნებულს, იოანე და
მათე დახვვდნენ. მათთან ერთად იდგა და რაღაცაზე საუბრობდა, როცა ეზოში
გამომძიებელი თოიძე გამოჩნდა, განუყრელი თანაშემწითურთ.
-საღამო მშვიდობისა, ბატონებო! - თავი დაუკრა თოიძემ ბიჭებს. - ცუდ დროს შემოგეჭერით,
მაგრამ უმნიშვნელოვანესი საქმე გვაქვს თქვენთან.

-რა საქმე? - გაიკვირვა ანდრეამ.

-მესმის, რომ ახლა ყველაზე საშინელი დროა, მაგრამ ოჯახისწევრები აუცილებლად უნდა
დაესწრნონ ჩვენს საუბარს. - სერიოზული ჩანდა თოიძე.

-ოჯახისწევრების დასწრება აუცილებელია? ხომ ხვდებით, ახლა რა ამბავიც ტრიალებს


შიგნით... - წარბები შეჭმუხნა ახვლედიანმა.

-საქმე ბატონი პაატას გარდაცვალებას ეხება. მერწმუნეთ, მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, აქ არ


მოვიდოდი! - ისეთი ტონით თქვა გამომძიებელმა, ანდრეა მაშინვე მიხვდა, საქმე
სერიოზულად იყო.

-მათე, გთხოვ შედი და მამაჩემს უთხარი, რომ დეტექტივი მოვიდა. უთხარი, რომ ჩვენთან და
ირინასთან უნდა საუბარი... - გადაულაპარაკა ახვლედიანმა არაბულს; ეს უკანასკნელიც
უმალ დაჰყვა მის ნებას.

ცოტა ხანში დაბრუნდა მათე. უკან ირაკლი, ალექსანდრე და ბარბარე მიჰყვებოდნენ.

-თქვენ? - ბარბარეს ვინაობა ვერ გამოარკვია თოიძემ.

-ბარბარე ჟღენტი, გარდაცვლილის ქალიშვილი. ირინა ცუდად გრძნობს თავს, ვერაფრით


დაგელაპარაკებათ. - გოგონას მაგივრად უპასუხა ირაკლიმ.

-ბარბარე, მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას... - მდაბლად


დაუკრა თავი გიორგიმ გოგონას.

-მადლობთ... - ამოისრუტუნა გოგონამ და ცრემლები მოიცილა ყვრიმალებიდან.

-იქნებ სწრაფად მოგვახსენოთ რაშია საქმე, ხომ ხვდებით? - მოუსვენრად იყო ირაკლი.

-დიახ, დიახ, რა თქმა უნდა. მითხარით, სად შეგვიძლია ვისაუბროთ...

-წამობრძანდით, ჩემთან დავილაპარაკოთ, სახლში... - შინისკენ გაუძღვა უფროსი


ახვლედიანი დეტექტივებს.

-აბა გისმენთ, რა არის ასეთი გადაუდებელი? - კითხვით მიმართა ირაკლიმ თოიძეს, როცა
ყველა ახვლედიანების მისაღებ ოთახში დასხდა.
-როგორც მოგეხსენებათ, ბატონი ჟღენტის ავარიის დეტალების გამოძიება ჩემს ბიუროს და
პირადად მე მევალებოდა. გუშინ თქვენი მანქანა ექსპერტიზაზე იყო გაგზავნილი,რათა
დავრწმუნებულიყავით, რომ ყველაფერი მართლაც უბედური შემთხვევა იყო.

-მერე? - დაიძაბა ალექსანდრე.

-ქალბატონო ბარბარე, თუ შეგიძლიათ გვითხარით, მამათქვენს ვინმე ავისმსურველი ჰყავდა?


- კითხვით მიუბრუნდა თოიძე გოგონას.

-არა... რა, რატომ მეკითხებით? - დაიბნა ჟღენტი.

-პაატა ყველაზე წესიერი და მშვიდობისმოყვარე ადამიანი იყო მათ შორის, ვისაც კი


ვიცნობდი. გარწმუნებთ, მას მტერი არ შეიძლებოდა ჰყოლოდა... - დაამატა ირაკლიმ.

-ქალბატონო ბარბარე, ძალიან ვწუხვარ ამას რომ გეუბნებით, მაგრამ მამათქვენის სიკვდილი
უბედურ შემთხვევას არ მიეწერება...

-რა? - ერთხმად შეყვირა ყველამ. - რას ამბობთ?!

-ჩვენ შევისწავლეთ ბატონი პაატას გუშინველი მარშრუტის თითოეული ვიდეოამსახველი


მასალა. გაირკვა, რომ გუშინ, საავადმყოფოსკენ გზაზე, მანქანამ, რომელიც თქვენ გეკუთვნით
და რომელსაც ჟღენტი მართავდა, სამჯერ გაიარა წითელზე და რამდენჯერმა გადაკვეთა
ღერძულა ხაზი. ვიდეოებიდან ნათლად ჩანს, რომ მძღოლი საჭეს ვერ იმორჩილებდა და
შემთხვევის ადგილამდე მისვლა უბრალო გამართლება იყო. ამ ყველაფერს კი მარტივად
ხსნის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, მანქანას, რომელსაც ბატონი პაატა
მართავდა, სამუხრუჭე მილები ჰქონდა გადაჭრილი. ამიტომაც ვერ იმორჩილებდა მანქანას
გარდაცვლილი. ადრე თუ გვიან, აუცილებლად შეეჯახებოდა რამეს, მის შემთხვევაში კი,
მოყინულ გზაზე ვერ დააგდო სიჩქარე და მთელი ძალით მოქნეული მანქანა ბოძს შეეჯახა.

გამომძიებლის სიტყვები მეხივით გაისმა ოთახში. ყურებს ვერავინ უჯერებდა; ყველა


გაკვირვებით უყურებდა თოიძეს.

-რას ამბობთ, ბატონო გიორგი?! პაატას მოკვლა ვის უნდა სდომოდა? აბსურდია ეგ
ყველაფერი! - გაცხარდა ირაკლი.

ბარბარე გახევებული იდგა და ცრემლებს აღვარღვარებდა.

-მამაჩემს მტრები არ ჰყოლია! სისულელეა, მას არავინ მოკლავდა! - დაიყვირა ბოლოს და


სასოწარკვეთილი მიესვენა სავარძელს.

-მესმის თქვენი ემოციის. ნამდვილად მოულოდნელი ამბავია, თუმცა სამწუხაროდ, შეცდომა


არ შეიძლება იყოს. მილები ბასრი საგნითაა გადაჭრილი. განზრახ, რაღა თქმა უნდა...

-ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! - ერთიანად აცახცახდა ბარბარე.

ანდრეას გულმა ვეღარ გაუძლო და სწრაფად მიუახლოვდა გოგონას. მაგრად მოხვია ხელები
და გულში ჩაიკრა.
ბარბარე შეცბა მის შეხებაზე, თუმცა იმდენად სასოწარკვეთილი იყო, ახვლედიანს მიკარების
უფლება მისცა.

-ახლა რა იქნება, ბატონო გიორგი? - გამომძიებელს დაუსვა კითხვა ერთიანად შეძრულმა


ალექსანდრემ.

-საქმე სისხლის სამართლის დანაშაულს ეხება. განზრახ მკვლელობასთან ან მკვლელობის


მცდელობასთან გვაქვს საქმე.

-მცდელობასთან? რას გულისხმობთ? - ვერ გაიგო ირაკლიმ.

-ბატონო ირაკლი, თუ ბატონი ჟღენტი მართლაც ისეთი წესიერი ადამიანი იყო, როგორც
თქვენ ამბობთ, მაშ არავის დასჭირდებოდა მისი მოკვლა. მაგრამ ნუ გვავიწყდება, რომ
თავისუფლად შეიძლებოდა იმ მანქანაში რომელიმე თქვენგანი მჯდარიყო...

ბარბარემ უცებ შეწყვიტა ტირილი და თავი ასწია. ალექსანდრეს, ანდრეას და ირაკლის


ერთიანად გაუფერმკრთალდათ სახეები.

-რა თქვით? - ტირილისგან დაბოხებული ხმით იკითხა გოგონამ.

-სავსებით შესაძლებელია, რომ მკვლელს არა ბატონი პაატას, არამედ თქვენი რომელიმეს
მოკვლა სდომოდა. - მტკიცედ გაიმეორა თავისი სიტყვები თოიძემ და ახვლედინებს
გადახედა.

ალექსანდრემ, ანდრეამ და ირაკლიმ ერთმანეთს შეშლილი მზერები გაუცვალეს; ვერცერთი


ხვდებოდა, რა უნდა ეთქვა.

ბარბარემ უნებურად მოიშორა ანდრეას ხელები და წამოდგა.

-თქვენ გინდათ თქვათ, რომ მამა შეცდომით მოკლეს? - სვენებ-სვენებით ამოისრუტუნა


გოგონამ.

-ეს მხოლოდ ვარაუდია, ქალბატონო. ყველაფერს გამოძიება გაარკვევს... - საუბარში ჩაერთო


რენე.

-ბარბარე, შვილო... - ჟღენტისკენ გაიწია ირაკლიმ.

-ნუ შემეხებით! - ელდანაცემივით შეყვირა ბარბარემ და განზე გადგა. - თქვენ... თქვენ


უამრავი მტერი გყავთ... თქვენ... ჯაყელები გმტრობენ... მამაჩემი ჯაყელებმა მოკლეს! -
შეყვირა გოგონამ და თავში იტაცა ხელები.

ანდრეა მაშინვე ეცა გოგონას. ორივე ხელით მხრებში ჩააფრინდა და მის გონზე მოყვანას
შეეცადა.

-ბარბარე, თავი ხელში აიყვანე. ყველაფერი გაირკვევა, გპირდები. დამშვიდდი, თეკლეზე და


დედაშენზე იფიქრე, მათ სჭირდები!
-ხედავ, ანდრეა? ყველაფერი უაზრო აღმოჩნდა, შენი მსხვერპლიც უაზრო აღმოჩნდა! მაინც
იძიეს შური ჯაყელებმა, მაინც მოახერხეს ჩემი დასჯა! - გაჰყვიროდა სასოწარკვეთილი
ჟღენტი.

-ბარბარე! - დაუყვირა ანდრეამ გოგონას, ეს უკანასკნელიც მაშინვე შეცბა, აზრზე მოვიდა,


შეშინებული თვალებით გადახედა ყველას და ოთახიდან გაიქცა.

ირაკლი, სანდრო და გამომძიებლები (განსაკუთრებით კი, გიორგი თოიძე) გაკვირვებით


ადევნებდნენ მის ქმედებებს თვალს და მისი სიტყვებიდან აზრი ვერ გამოჰქონდათ.

-უკაცრავად! - ამის თქმაღა მოიფიქრა ახვლედიანმა და გაქცეულ ბარბარეს გაეკიდა.

ანდრეამ მთელი ეზოს შემოგარენი მოიარა, რათა ბარბარე ეპოვნა და დაეწყნარებინა. ბოლოს,
როცა გოგონა ვერსად იპოვნა, გაახსენდა, რომ ჯღენტს ერთი ადგილი ჰქონდა ამოჩემებული,
ბაღში. მიუხედავად იმისა, რომ ირინა ხშირად ეჩხუბებოდა, ქალბატონი ნინოს ბაღში ნუ
ზიხარ, არაფერი გააფუჭოო, გოგონა ჯიუტად არ თმობდა თავის საყვარელ ადგილს.

ახვლედიანი არ შემცდარა. იქ იყო ბარბარე, სადაც ეგულებოდა. ხის გრძელ და ლამაზად


დაწნულ სკამზე იჯდა, სახე ხელებში ჰქონდა ჩარგული და გულმხურვალედ ტიროდა.

ანდრეას მკერდის მარცხენა მხარეს დიდი ნაპრალი გაუჩნდა, როცა საყვარელი ქალი ასეთ
დღეში დაინახა. ფრთხილად მიუახლოვდა და გვერდით ჩამოუჯდა.

-ბარბარე... - იმდენად ნაზად ამოთქვა მისი სახელი, რამდენადაც შეეძლო და მარჯვენა ხელი
მისი მხრისკენ წაიღო.

დაძახებაზე და შეხებაზე შეცბა გოგონა,ხელები მოიშორა სახიდან და განადგურებული მზერა


შეაგება მამაკაცს.

-ხომ ხედავ? მაინც გაიგეს ყველაფერი... შური იძიეს ჩემზე, ყველაფერი ჩემი ბრალია! -
ტირილისაგან დაღლილი ხმა ჰქონდა ჟღენტს.

-სისულელეა, ბარბარე! შენ არაფერ შუაში ხარ...

-აბა? აბა ვის რაში უნდოდა მამაჩემის მოკვლა? მითხარი, ვისი მტერი უნდა ყოფილიყო
უბრალო მძღოლი? ყველაფერი ჩემ გასამწარებლად გააკეთეს! არ ვიცი როგორ ან რანაირად,
მაგრამ გაიგეს და...

-ბარბარე, გაჩუმდი, სიტყვა აღარ თქვა! - დაიყვირა ახვლედიანმა; გოგონა შეცბა და გაჩუმდა.

-რასაც შენ ამბობ, შეუძლებელია. ჯაყელებმა არაფერი იციან და ვერც ვერასდროს გაიგებენ
სიმართლეს, გაიგე? - ვერასდროს გაიგებენ! მამაშენი... შენ გამო არ მოუკლავთ. ამოიგდე ეგ
აზრი თავიდან და არ გაბედო, შენი თავის დადანაშაულება! დამნაშავეები ჩვენ ვართ, მე და
ჩემი ოჯახი. ყველაფერი ჩვენ გამოა, მხოლოდ ჩვენ გამო! პაატა უბრალოდ მსხვერპლი
აღმოჩნდა, ორ პირსისხლიან ოჯახს შორის მოქცეული. ის არ უნდა მომკვდარიყო, იმ
მანქანაში ან მე ან მამაჩემი და ჩემი ძმა უნდა ვმსხდარიყავით, არა პაატა! მამაშენი ჩვენს
გაუთავებელ ომს შეეწირა ჯაყელებთან. შენ და შენი ოჯახი არაფერ შუაში ხართ. ჩვენი
ბრალია ყველაფერი - ახვლედიანების.

ბარბარე შეშლილი სახით უყურებდა მის გვერდით მჯდარ ანდრეას, რომელიც მშვიდად
ლაპარაკობდა, თუმცა კი საოცარ ტკივილს ანთხევდა გარშემო. მისმა სიტყვებმა შვება
მიჰგვარა. ტირილი შეწყვიტა; მხოლოდ შიგადაშიგ თუ ამოისრუტუნებდა. ვერ ხვდებოდა, რა
ხდებოდა მის თავს. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ბედნიერად ცხოვრობდა და სწავლობდა
გერმანიაში; ახლა კი იმ ქარცეცხლში იყო გახვეული, რომელსაც ჯაყელებ-ახვლედიანების
გაუთავებელი ომი ერქვა.

-შეგიძლია გძულდეთ, ბარბარე... ჩვენ შენ მამა წაგართვით. - ტკივილით ამოთქვა სიტყვები
ანდრეამ და წასასვლელად წამოდგა.

-შენ როგორ უნდა შეგიძულო, როცა...

-არ გინდა, გთხოვ! - თქმა არ დააცადა ანდრეამ. შებრუნდა, თავიდან-ფეხებამდე


შეათვალიერა მოტირალი ქალი და გაიღიმა.

შეეძლო, მის წინ დაეჩოქა, მზისფერი ღაწვებიდან ცრემლები მოეშორებინა და


აბობოქრებული ზღვისფერი თვალები ჩაეცხრო კოცნით. შეეძლო, მისი მშვილდივით
გრძელი თითები თავის მტევნებში მოექცია და კოცნით დაეხუნძლა. შეეძლო, მისი
აკანკალებული სხეული გულში ჩაეკრა და მანამ არ გაეშვა, სანამ მთლიანად არ შეიწოვდა იმ
დარდს, ნაღველს და ტკივილს, რომელიც მასში ბუდობდა. შეეძლო, მაგრამ არ გააკეთა; არ
გააკეთა იმიტომ, რომ ახვლედიანი იყო. რომელიმე, რიგითი ახვლედიანი კი არა, ის, მისი
მამის სიკვდილში რომ მონაწილეობდა, ნებით თუ უნებლიედ.

სახლის შესასვლელთან მათე და იოანე უცდიდნენ მამაკაცს. მისი სახის გამომეტყველება


საკმარისი იყო ორივესთვის, რათა ყველაფერს მიმხვდარიყვნენ.

-რა მოხდა? - მათემ შეაგება კითხვა ცოცხალ-მკვდარივით მოსიარულეს.

ანდრეამ მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს და ტუჩები მოკუმშა; ძალიან იყო


გამწარებული.

-ადუღდება მალე ეს ტვინი! - თავზე ცერა დიდი მაგრად მიიჭირა ანდრეამ. - ვეღარ გაუძლებს
და აფეთქდება, ერთხელაც იქნება! რა გავაკეთო? რა გავაკეთო, მითხარით, რა?! რა ჯანდაბა
ვქნა? აღარ შეუძლია ამ თავს ამდენი! - არც დაუღრიალია, არც ტონი შეუცვლია, თითქმის
ჩურჩულით ლაპარაკობდა ახვლედიანი და მაგრად მუშტავდა ხელებს.
იოანემ და მათემ ერთმანეთს გადახედეს. მათთვის ყველაფერი ნათელი ხდებოდა, როგორც
კი ანდრეას კუპრივით შავ, აუღელვებელ და ბნელზე უფრო ბნელ თვალებში სინათლის
სხივი კრთებოდა.

იოანეს სიტყვაც არ დასცდენია; სწრაფად დაფარა მასსა და ანდრეას შორის მანძილი და


მაგრად მოეხვია ძმაკაცს. ახვლედიანი ჯერ გახევებული იდგა, შემდეგ კი მანაც მაგრად
მოხვია ხელები ძმას და ტკივილს გაზიარების უფლება მისცა.

ალექსანდრემ და ირაკლიმ დეტექტივები გააცილეს და ჟღენტების სახლს დაუბრუნდნენ.


მალე ბარბარეც დაბრუნდა. სახე ბევრი ტირილისგან შეშუპებოდა, თუმცა ეტყობოდა, მთელი
ძალით ცდილობდა თავის დაჭერას.

-რა უნდოდათ იმ კაცებს, შვილო? - გადაღლილი და წართმეული ხმით ჰკითხა ირინამ


ქალიშვილს. გოგონამ იქვე მდგარ ირაკლის და სანდროს გადახედა და მათ გასაგონად
უპასუხა დედას:

-არაფერი, დედა, უბრალოდ დაადასტურეს, რომ მამას სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო...
- ცდილობდა, მაგრამ ხმა მაინც უთრთოდა ჟღენტს.

მამა-შვილმა ერთმანეთს გადახედა, შემდეგ კი ბარბარეს დაუქნიეს თავი, იმის ნიშნად, რომ
ისინიც დაჰყვებოდნენ მის ნებას და არაფერს იტყოდნენ.

მალევე ოთახში ანდრეა, მათე და იოანე გამოჩნდნენ. ბიჭებმა იქით გასწიეს, სადაც ვატო,
ლიზა და ტასო იდგნენ, ანდრეა კი ირინას მიუახლოვდა და მის გვერდით დაიკავა ადგილი.

-ანდრეა, იცი როგორ უყვარდი პაატას? რაღაც განსაკუთრებულად, სულ სხვანაირად! - უცებ
წამოიწყო ლაპარაკი ქალმა და კიდევ უფრო ფართედ გაეღიმა.

იქვე მდგარმა ბარბარემ დედის სიტყვებს მოკრა ყური. უნებურად გაუშტერა მზერა ანდრეას
და თვალები აემღვრა. ანდრეამაც მაშინვე დააფიქსირა ბარბარეს მზერა, თუმცა კი არაფერი
შეიმჩნია.

-რას ამბობ, ირინა? - პაატა ჩემი უფროსი მეგობარი იყო! იცი მაინც, რამდენჯერ დაუფარებია
ჩემთვის ხელი და ვუხსნივარ ხათაბალისგან? თავისტკივილი ვიყავი მისი! - ფართედ გაეღიმა
ახვლედიანს.

-სულ უნდოდა ბიჭი და ალბათ შენ უვსებდი მის დანაკლისს. შვილივით ჰყავდი, ძალიან
ხშირად ლაპარაკობდა შენზე.

-მე პაატა ისე მიყვარდა, როგორც მშობელი მამა. იმიტომ რომ ძალიან დიდი ამაგი ჰქონდა
ჩემზე. მის ამაგს ვერასდროს გადავიხდი, მთელი ცხოვრება რომ ვეცადო, მაინც! - თვალები
აემღვრა მამაკაცს და მაგრად მოუჭირა თავისი ხელები ქალისას.
ბარბარემ სწრაფად მოიშორა რამდენიმე კურცხალი და ოთახიდან გასასვლელად შებრუნდა,
როცა ღია კარში მისთვის ნაცნობი და ყველაზე საყვარელი ადამიანი დაინახა.

-ინა? - გაკვირვებით ამოთქვა გოგონამ მისი სახელი და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.

-ბარბი! - ათრთოლებული ხმა და აწყლიანებული თვალები ჰქონდა ყველასთვის უცხო


გოგონას, რომელიც სწრაფად გაექანა და მთელი ძალით ჩაეხუტა ჟღენტს. - დღეს გავიგე ეს
ამბავი,რატომ არ დამირეკე? ძალიან მეტკინა გული, ვიზიარებ მთელი გულით! -
ბუტბუტებდა გოგონა და მაგრად ეხუტებოდა ბარბარეს.

-როგორ გაიგე?

-მამაჩემმა მითხრა, ბარბი, ისიც აქ არის! - უცებ მოშორდა გოგონა ჟღენტს და შემოსასვლელი
კარისკენ გაიხედა, სადაც ირაკლის ხნის მაღალი და ჭაღარაშეპარული კაცი იდგა, ფრიად
დამწუხრებული სახით.

უცნობი კაცის დანახვაზე ირაკლის ერთიანად წაერთვა სახეზე ფერი და შებარბაცდა.


წაიქცეოდა კიდეც იქვე მდგომი ალექსანდრესთვის რომ არ შეეშველებინა ხელი.

ანდრეამ დაბნეულმა გაიხედა კარისკენ. იქ მდგომი მამაკაცი საოცრად აგონებდა ვიღაცას;


თითქოს უკვე ჰყავდა სადღაც ნანახი.

-ილია? - წამოდგა ირინა, ცრემლები ცხვირსახოცით შეიმშრალა და უკეთ დააკვირდა


მოსულს.

-მე ვარ ირინა, მე ვარ! - როგორც იქნა ამოიღო ხმა კაცმა და თავისი ხრინწიანი ხმა გააჟღერა
ოთახში

ანდრეას უნებურად გაცრა ტანში. მაშინვე მამას გახედა, რომელიც ისეთი სახით იყურებოდა,
თითქოს ცხადად ნახაო მოჩვენება.

-დედა, შენ ინას მამას იცნობ? - გაუკვირდა ბარბარეს.

ილია თბილად გადაეხვია ჯღენტის ქვრივს და ლოყაზე აკოცა.

-ვერც წარმოიდგენ, როგორ მეწყინა ეს ამბავი. პაატას სიკვდილს როგორ ვიფიქრებდი? -


დაუჯერებელია ჩემთვის... - სახე შეჭმუხნა ილიამ.

-ბარბი, წარმოგიდგენია? თურმე მამაჩემი და მამაშენი ბავშვობის მეგობრები ყოფილან. -


აღტაცებით უთხრა ბარბარეზე „აკრულმა“ გოგონამ ბარბარეს.

-მართლა? - გაიოცა ჯღენტმა.

-მე და პაატა ერთ უბანში გავიზარდეთ, ძმებივით ვიყავით, ფაქტობრივად. რას არ


ვიფიქრებდი, მაგრამ ამას როგორ? - სასახლეს ორივე ხელით დაეყრდნო ილია და
გარდაცვლილის სახეს დააკვირდა.

-ბატონ ირაკლისთან სწორედ ილიამ დააწყებინა მამაშენს მუშაობა, ბარბარე... - ირინამ


მიმართა ქალიშვილს.
ანდრეას მაშინვე ენიშნა ქალის ნათქვამი და დედის სიტყვები გაახსენდა. წამოდგა და მამას,
რომელიც ისევ ერთ ადგილს მიჰყინვოდა, კიდევ ერთხელ გახედა.

-მაშ თქვენ ხართ ილია ჯაფარიძე? - მოურიდებლად მიმართა ანდრეამ მამაკაცს, ეს


უკანასკნელიც მაშინვე შებრუნდა, ირონიული ღიმილი შეფარა და ისე აათვალიერა
ახვლედიანი.

-შენ ალბათ ირაკლის და ნინოს უფროში ბიჭი ხარ. ანდრეა, არა?! - მკრთალად გაეღიმა
ჯაფარიძეს და უცნაური სხივი გაუკრთა თვალებში.

-მართალია, ილია, ჩემი ბიჭია! - როგორც იქნა ამოიღო ხმა კუთხეში მდგარმა ირაკლიმ და
დანარჩენებს მიუახლოვდა.

ილიამ ამჯერად ვერაფრით დაფარა ცინიკური ღიმილი. ანდრეას არც მის თვალებში
ჩაგუბებული სიძულვილი გამორჩენია, როცა ირაკლის ხმა გაიგონა.

-ამას ვის ვხედავ, თავად ირაკლი ახვლედიანი?

-რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ, ილია? მეგონა უკრაინაში იყავი ისევ... - მაგრად დადგა უფროსი
ახვლედიანი.

არავითარი ხელის ჩამორთმევა, გადახვევა ან მსგავსი. მათ შორის საოცარი სიცივე იწვა.
ყველა უნებურად გაისუსა და მხოლოდ ამ ორ ადამიანს დაუწყო ყურება. ანდრეას ვერაფრით
გაეგო, რატომ შეხვდა მამამისი ასე ცივად სიყრმის მეგობარს.

-დიდი ხანია ჩამოვედი. მუხათწყაროში ვცხოვრობ უკვე წლებია... - აუღელვებლად გასცა


პასუხი ილიამ მეგობარს.

-გამოდის, ყველა გცოდნია აქ, მამა! - ჩაეცინა ინას და ბარბარეს ცრემლები მოსწმინდა
თვალებიდან.

-რას ამბობ? მე და ირაკლი ძალიან დიდიხნის მეგობრები ვართ, არა, ირინა? - უცნაურად
გაეღიმა ჯაფარიძეს.

ორპირი ეჩვენა ანდრეას ილია; ორპირი და უსიამოვნო პიროვნება. მის მოსაზრებას


გამყარებაში მამის რეაქციაც ეხმარებოდა.

-ძალიან, ძალიან დიდი ხნის...- გაეღიმა ახვლედიანსაც, თუმცა ვერც ისე დამაჯერებლად.

-საინტერესოა, რა პატარაა ეს ქვეყანა, არა? უნებურად შეხვედრიან შენი და პაატას


ქალიშვილები ერთმანეთს... - უცნაურად შეჭმუხნა წარბები ირაკლიმ.

-მე და ინა კლასელები ვიყავით. შემდეგ გერმანიაშიც ერთად წავედით. - დაქალს მოეხვია
ბარბარე.

-წარმოგიდგენიათ? თურმე ამდენი წელი მეგობრობდნენ ჩვენი ბავშვები, ჩვენ კი არაფერი


ვიცოდით! - გულდაწყვეტით თქვა ილიამ და გოგონებს გაუღიმა.
ანდრეას უკვე აღიზიანებდა ეს კაცი. მის თითოეულ სიტყვასა და ქცევაში სიყალბეს ხედავდა.
სანდროს გახედა, დიდად არც ის ჩანდა ჯაფარიძით მოხიბლული.

-კარგია, რომ მოხვედი ილია. პაატას გაეხარდებოდა... - თვალები აემღვრა ირინას. ილია
მაშინვე დასერიოზულდა, ჩაახველა და ქალს მიუბრუნდა.

-ჩემი იმედი გქონდეს ყველაფერში, ირინა. ხომ იცი, როგორც მიყვარდა თქვენი ოჯახი? ამ
ამბავმა ისე მატკინა გული, დანა რომ დამარჭო, წვეთი სისხლი არ წამსკდება. შენ გვერდით
მიგულე, ყოველთვის და ყველაფერში! - მანუგეშებლად გაუღიმა ჯაფარიძემ ჟღენტის ქვრივს
და ხელზე ხელი მოუთათუნა.

-მადლობა, ბატონო ილია. ინა რომ მომიყვანეთ ამისთვისაც დიდ მადლობას გიხდით! -
გაუღიმა ბარბარემ ჯერ მეგობარს, ხოლო შემდეგ კაცს.

ინასაც გაეღიმა, კიდევ ერთხელ მოსწმინდა ცრემლები დაქალს და გადაეხვია. მართალია,


ბარბარეს მხარი კარგად ფარავდა, თუმცა ანდრეამ მაინც შეამჩნია, როგორ აკვირდებოდა
ჯაფარიძის ქალიშვილი მას თვალებით და მის შესწავლას ცდილობდა. ისე, თითქოს
ახვლედიანი სამუზეუმო ექსპონატი ყოფილიყო. ანდრეამ წამით გაიფიქრა, რომ
შესაძლებელი იყო, ინას ყველაფერი სცოდნოდა, მაგრამ ეს აზრი მაშინვე უკუაგდო, რადგან
რაც უნდა ახლობელი მეგობრები ყოფილიყვნენ გოგონები, ბარბარე მაინც ვერ გაბედავდა იმ
ღამეზე ლაპარაკს ვინმესთან.

გიორგი თოიძე, როგორც ყოველთვის, თავის კაბინეტში იჯდა და მუშაობდა, თანაშემწესთან


ერთად. არქივიდან საბუთები ჰქონდათ ამოღებული და მათთვის საინტერესო დეტალებს
ეძებდნენ.

-რენე! - უცებ შეწყვიტა მუშაობა თოიძემ, თავი აიღო და თანაშემწეს მიმართა. - მითხარი
ერთი, ბარბარე ჟღენტზე რა შთაბეჭდილება დაგრჩა?

-შემეცოდა ძალიან, უფროსო. ასეთი ახალგაზრდაა და უმამოდ დარჩა, ოჯახის ტვირთი მას
დააწვა მხრებზე. - თავი გააქნია რენემ, სინანულის ნიშნად.

-ჰო, ეგ კია, მაგრამ მე სხვა რამეს გეკითხები...

-ვერ გავიგე, უფროსო. - დაიბნა რენე.

-მასსა და ანდრეას შორის ვერაფერი შეამჩნიე? როგორ გითხრა, რაღაც განსხვავებული...

-ვერა, უფროსო...

-აი, მე კი მგონია, რომ ახვლედიანს ეგ გოგო უყვარს! - დაასკვნა თოიძემ.

-რატომ გგონიათ ეგრე? - გაკვირვებით ჩაეცინა რენეს.


-ისე უყურებდა, აწყნარებდა, ეხუტებოდა... თავზეხელაღებულად ცნობილი
ახვლედიანისთვის ზედმეტად თბილი იყო ანდრეა...

-იქნებ ბავშობის მეგობრები არიან? ერთად იზრდებოდნენ, ბოლოსდაბოლოს.

-მეეჭვება რაღატომღაც... - ჩაილაპარაკა გამომძიებელმა, ნიკაპზე ხელის მოსმით. - იცი რა,


რენე? - მინდა რომ მაგ გოგოზე ყველაფერი გამირკვიო: სად სწავლობდა აქ და გერმანიაში,
რას საქმიანობს, რა უყვარს, ვინ არიან მისი მეგობრები და ასე შემდეგ, გასაგებია?!

-არის, უფროსო, მაგრამ რაში გვჭირდება?

-ოხ, რენე, რენე, ნუთუ საერთოდ არაფერს აქცევ ყურადღებას? - ჩაეცინა თოიძეს.

-რატომ მეუბნებით მაგას? - იწყინა უმცროსმა დეტექტივმა. - ძალიანაც ვაქცევ!

-აი, შენ რომ დღეს ბარბარე ჟღენტისთვის სათანადო ყურადღება მიგექცია, აუცილებლად
გაიგონებდი სიტყვებს - „მაინც დამსაჯეს ჯაყელებმა“... რას იტყვი? - მაცდურად
აუთამაშდნენ თვალები თოიძეს.

-მე... ისა... დიახ, მეც გავიგე. დიახ, დიახ, როგორ არა... - დაიბნა რენე. - და რას უნდა
ნიშნავდეს ეგ სიტყვები, უფროსო?

-არ ვიცი, რენე, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ეგ გოგონა ჩვენი ინტერესების სფეროში შედის,
როგორც ანდრეას გულისსწორი და ჯაყელებთან დაპირისპირებული პიროვნება. რადგან
ბარბარე თვლის, რომ ჯაყელებს აქვთ მიზეზი, პირადად მასზე შური იძიონ. ესეიგი,
რაღაცაშია საქმე და ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რაში!

-არის, გავარკვიოთ ყველაფერი, უფროსო! - პიონერულად შესძახა რენემ; თოიძეს გაეღიმა.

-კარგი, ახლა გასვიანის საქმეზე ჩამაბარე „პატაკი!“

-ოო, უფროსო, აი, გასვიანის საქმეზე კი ცოტა რთულადაა საქმე! - ცალი თვალი მოჭუტა
უმცროსმა დეტექტივმა.

-რატომ? მიაგენი რამეს მის წარსულში?

-ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქონდა. მამა - თემურ გასვიანი, რუსეთში


მოღვაზე ცნობილი არქიტექტორი, დედა - ლიუდმილა მიხალკოვა, დიასახლისი. და ან ძმა არ
ჰყოლია. დაიბადა და იზრდებოდა მოსკოვში, იქვე დაამთავრა სკოლა და ჩააბარა
უნივერსიტეტში. მამის გზას გაჰყვა და მანაც არქიტექტურული აირჩია. წარმატებითაც
ჩაირიცხა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, მაგრამ უეცრად ცხრამეტი წლის დათუნამ
სწავლა შეწყვიტა და საქართველოში გადმოიტანა საბუთები. აქ ჩამოსვლის შემდეგ თავის
ბავშვობის მეგობარ, გეგა მიქაბერიძესთან ცხოვრობდა ერთხანს. მიქაბერიძე ბავშვობაში
მოსკოვში ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ დაუბრუნდა თბილისს. სავარაუდოა, რომ მისივე
მეშვეობით გაიცნეს გასვიანმა და ეკატერინე ჯაყელმა ერთმანეთი, შეუყვარდათ და
დაინიშნენ. აწ უკვე გასული წლის შემოდგომაზე დანიშნული იყო მათი ქორწილიც,
რომელშიც, რაც მოხდა თქვენც კარგად მოგეხსენებათ და მეც! - ერთი ამოსუნთქვით თქვა
ყველაფერი რენემ და გამომძიებელს მიაჩერდა. თოიძემ ზანტად მოიქექა თავი და ჩაფიქრდა.

-საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა გასვიანმა საქართველოში გადმოსვლა. დავიჯერო,


ქართული სწავლება ერჩივნა მოსკოვის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლას? -
ჩაეცინა გიორგის.

-ახლა კი სწორედ ამაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება! - კმაყოფილებით გაეღიმა


რენეს. - ერთი შეხედვით, მის ცხოვრებაში ყველაფერი ნორმალურად უნდა ყოფილიყო.
კანონთან პრობლემა არასდროს შექმნია, არავითარ შარში არ გახვეულა. ერთი სიტყვით,
უწესიერეს ბიჭთან გვაქვს საქმე, თუმცა ფიქსირდება ერთი შემთხვევა - საქართველოში
გადმოსვლამდე გასვიანი თურქეთის პოლიციაშია დაფიქსირებული. როგორც ჩანს, გასვიანმა
ჩვენება მისცა ვიღაცის წინააღმდეგ, საქმეში მას მოწმის სტატუსი აქვს მინიჭებული.

-ვის წინააღმდეგ მისცა ჩვენება? - დაინტერესდა თოიძე.

-ვინმე ლევან ნაკაშიძის წინააღმდეგ, რომელიც გაგიკვირდებათ და არც მეტი არც ნაკლები,
მისი დედის ნათლული იყო!

-დედის ნათლული დააბეზღა? - თვალები გაუფართოვდა გამომძიებელს.

-ასე გამოდის!

-ამ ნაკაშიძეზე რა ვიცით? ის ჩვენი საქმის მთავარი ეჭვმიტანილი გამოდის.

-ოო, აი, ნაკაშიძე კი ფრიად საინტერესო ადამიანი გამოდგა, ნათლიის შვილისგან


განსხვავებით. კანონთან უამრავჯერ შექმნია პრობლემა, რამდენჯერმე მჯდარა კიდეც
რუსეთში, ერთხელ საქართველოშიც. როგორც ჩანს, შავ სამყაროსთან ახლობლური
ურთიერთობა ჰქონდა, რის გამოც იჯდა კიდეც ბოლოს ციხეში, როცა გასვიანმა დაასმინა
პოლიციაში.

-მასზე წარსულ დროში რატომ ლაპარაკობ?

-როგორც ჩემთვის ცნობილია, ლევან ნაკაშიძე უკანასკნელ პატიმრობაში, ანუ თურქეთში,


პატიმრების ჩხუბში მოყვა, სადაც სასიკვდილოდ დაჭრეს. რამდენიმე წელია, რაც ნაკაშიძე
მკვდარია, უფროსო; დათუნა გასვიანს ვერ მოკლავდა.

-აი, ეს მესმის! - შესძახა თოიძემ. - მაშ, მამა აბრამის ბატკან გასვიანსაც კი ჰქონია ცოდვები
წარსულში. ახლა გასაგებია, რატომ გამოიქცა მოსკოვიდან თბილისში. იქ ნამდვილად აღარ
დაედგომებოდა. საინტერესოა, ჯაყელებმა თუ იციან მისი წარსულის შესახებ ეს დეტალები.

-არამგონია, უფროსო. ჯაყელებისნაირი ხალხი „ჩამშვებ“ გასვიანს არასდროს გააკარებდა


თავიანთ ოჯახის წევრს.

-ჰო, მაგაში კი მეც დაგეთანხმები. - ჩაეცინა თოიძეს. - მაშ, ლევან ნაკაშიძე, არა?
დარწმუნებული ხარ, რომ მკვდარია?

-სავსებით! ოჯახმა გადაასვენა კიდეც მოსკოვში.


-მაგრამ ხომ შეიძლება, ვინმე სხვას ეძია შური ნაკაშიძის სიკვდილის გამო? თუ, როგორც შენ
ამბობ, შავ სამყაროსთან მეგობრობდა ნაკაშიძე, მაშინ გასვიანს არავინ შეარჩენდა მის
დაბეზღებას, არა?

-გეთანხმებით, უფროსო!

-მაგრამ ასე ზოგადად ვერ ვიმსჯელებთ. კონკრეტული დეტალები და სახელები მჭირდება...

-ახლა რას დამავალებთ, უფროსო?

-ჯერ-ჯერობით არაფერს, რენე. ბარბარე ჟღენტს მიხედე. ახლა პაატა ჟღენტის საქმის
გამოძიება უფრო პრიორიტეტულია ჩვენთვის.

-მოკლედ, უფროსო, დიდი თავისტკივილია ეს ორი ოჯახი და მათი შავ-ბნელი საქმეები


ჩვენთვის! - გაეცინა რენეს.

-რას იზამ, უფროსი გამომძიებელი რომ გახდები, თავისტკივილი შენ მერე ნახე! - გაეცინა
თოიძესაც და თვალებით გააცილა ოთახიდან გამავალი თანაშემწე.

პაატა ჟღენტი კვირას დაკრძალა ოჯახმა. ყველანაირი ხარჯი ახვლედიანების ოჯახმა გაიღო,
ირაკლის დაჟინებული თხოვნით. პროცესია, საფლავამდე, საკმაოდ გრძელი გამოდგა.
უბრალო მძღოლს უამრავი ადამიანი აცილებდა ბოლო გზაზე. ირინა, ბარბარე და თეკლე
გულმხურვალედ ტიროდნენ და აცილებდნენ მათი ცხოვრების მთავარ კაცს უკანასკნელ
გზაზე. მათი შემხედვარე, ქვაც კი წყლად გადაიქცეოდა და შეეცდებოდა, თან წაეღო ამ
ოჯახის უბედურება.

ანდრეა ოდნავ მოშორებით მიდიოდა, ძმასთან და ბიძაშვილთან ერთად. გზას სულაც არ


გაჰყურებდა, ბარბარეზე იყო მიშტერებული. მთელი გულით უნდოდა, რომ მისულიყო და
გულში ჩაეკრა აქვითინებული და საოცრად უმწეო, ვერც ვერაფერი დაუშლიდა, რომ არა ის
საშინელი დანაშაულის შეგრძნება, რომელსაც, როგორც ახვლედიანი გრძნობდა. გული
ტკიოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ყველაზე ნაკლებად ახლა ბარბარეს რომელიმე
ახვლედიანის ახლოს ყოფნა მოუნდებოდა.

ილია გვერდიდან არ სცილდებოდა ირინას. ისე ედგა ქვრივს გვერდით, თითქოს მთელი
ოცდაათი წლის განმავლობაში განუყრელნი ყოფილიყვნენ ის და პაატა.

-საშინლად მაღიზიანებს ეს კაცი. საიდან გამოძვრა ასე უეცრად? - გადაულაპარაკა


ალექსანდრემ ძმას და თვალებით ილიაზე ანიშნა.
-ისე იქცევა, თითქოს მასზე ახლობელი არავინ ჰყოლია ჟღენტების ოჯახს. - დაეთანხმა
ანდრეაც.

-ვინ არის საერთოდ? ან მამას საიდან იცნობს?

-უბრალოდ კაცია წარსულიდან... - ჩაილაპარაკა ანდრეამ და მზერა ჯაფარიძედან ისევ


ინასთან ერთად მიმავალ ბარბარეზე გადაიტანა. - ალექს, შენი აზრით, მართლა ჯაყელების
მოწყობილია ეს ამბავი? - უეცრად ჰკითხვა მოუსვენრობისგან დატანჯუმლმა ანდრეამ ძმას.

სანდრომ აქეთ-იქით გაიხედა, ხომ არავინ გვისმენსო და ისევ ძმას მოუბრუნდა.

-სიმართლე გითხრა? - არა! სისულელეა, მათზე დაბრალება. ჯაყელებს როგორი ხერხებიც


აქვთ, ამაში ორივე კარგად დავრწმუნდით. აი, ის კია, რომ წარმოდგენაც არ მაქვს, სხვას ვის
შეეძლო ასეთი რამის გაკეთება.

-ჰო, აშკარად ვიღაც გვემტერება... - ჩაილაპარაკა ახვლედიანმა და ბარბარესთან ერთად


მიმავალ ილიას გააყოლა თვალი.

იმავე საღამოს, როცა ყველაფერი უკვე კარგახნის ჩამთავრებული იყო და ახვლედიანები


თავიანთ მისაღებ ოთახში ისხდნენ, მოსამსახურე გოგონამ ირაკლის აცნობა, რომ ბარბარეს
მისი ნახვა სურდა.

-შემოვიდეს! - ხელები გაშალა ირაკლიმ და სავარძელში გასწორდა. ანდრეა წამოდგა და ისე


შეეგება გოგონას.

-საღამო მშვიდობისა... - მოკრძალებით დაუკრა თავი დამხვდურთ ჯღენტმა და კარში


აიწურა.

-შემოდი და დაჯექი, ბარბარე, მოხდა რამე? - ღიმილით შეეგება გოგონას ალექსანდრე.

-იცით, მე თქვენთან მინდოდა ლაპარაკი.

-რასთან დაკავშირებით, ბარბარე? დედაშენი ხომ არაა ცუდად?

-არა. ბატონო ირაკლი. დედაჩემს არაფერი დამართნია, მე სხვა რამის გამო მოვედი... -
ორჭოფობდა გოგონა.

-გისმენთ...

-დღეს ბატონი ილია მელაპარაკა. იცით ალბათ, რომ მე და მისი ქალიშვილი ვმეგობრობთ.
ამასთან ის და მამაც მეგობრები ყოფილიან ბავშვობაში. დახმარება შემომთავაზა. ბატონო
ირაკლი, მე რა თქმა უნდა, მადლიერი ვარ, რომ ასე დაგვეხმარეთ და გადაგვატანინეთ ეს
საშინელი ამბავი, მაგრამ გთხოვთ გამიგოთ... - ბოლო სიტყვები წარმოთქმისას თავი დახარა
ჟღენტმა.

-წასვლა გინდა, ბარბარე? - ხმა გაებზარა ანდრეას.

-არ შემიძლია... თუნდაც ერთი პროცენტი რომ არსებობდეს იმისა, რომ მამაჩემი თქვენ გამო...
- აქ გაჩერდა ბარბარე და ამღვრეული თვალები დახუჭა, რათა ცრემლისთვის გამოჩენის
უფლება არ მიეცა. - მაპატიეთ, მაგრამ ასე აჯობებს ჩემი ოჯახისთვის! - მტკიცედ თქვა
გოგონამ და წამოდგა.

ირაკლის ნირი წაუხდა. წარბები შეჭმუხნა და ისევ გახსნა. თითქოს უნდოდაო, რაღაცის თქმა,
მაგრამ სიტყვაც არ დაცდენია. ალექსანდრემ ძმას და მამას გადახედა, ხმას ვერცერთი
იღებდა.

-დარწმუნებული ხარ, რომ ასე აჯობებს, ბარბარე? იმ კაცს არც კი იცნობთ... - ბოლოს თავად
ამოიღო ხმა უმცროსმა ახვლედიანმა.

-დარწმუნებული ვარ... -თავი დაუკრა ჟღენტმა.

-მაშ, რა გაეწყობა, შვილო. ისღა დამრჩენია, გაგიშვათ... - მხრები აიჩეჩა ირაკლიმ და


ნაძალადევად გაიღიმა.

-ნახვამდის, ბატონო ირაკლი... მადლობთ ყველაფრისთვის! - სწრაფად თქვა ბარბარემ და


ოთახი დატოვა.

-წარმოუდგენელია პირდაპირ! მაინც როგორი თავხედია ის კაცი?! ჯერ არსაიდან გამოჩნდა,


ახლა კი ისე მიჰყვას პაატას ოჯახი ჩვენგან, თითქოს ჩვენ არ შეგვეძლოს მათი შეფარება და
დახმარება! - ძალიან ცხარობდა ალექსანდრე და ოთახში ბოლთას ცემდა. - თქვენ რატომ
არაფერი უთხარით? რატომ მიეცით წასვლის უფლება? ადამიანს არც კი იცნობს. მერე რა, რომ
მის შვილთან დაქალობს? ამდენი წლის განმავლობაში გვემსახურებოდა ირინა, ერთად
ვცხოვრობდით ფაქტობრივად, ვინ ჯანდაბაა ილია ჯაფარიძე?! - არ ცხრებოდა მამაკაცი.

-კარგი, სანდრო, დამშვიდდი და დაჯექი. - მშვიდი ჩანდა ირაკლი.

-ვერ გავიგე, მამა, რატომ არ მიხვალ იმ კაცთან და ეტყვი, თავზე რატომ მახტებიო?! სად
გაგონილა ასეთი რამ? უტიფარი და თავხედი კაცია! - ახლა მამას შეუტია სანდრომ.

-ალექს, ნუ ყვირი და დაჯექი... - მშვიდად მიმართა ანდრეამ ძმას.

-ან შენ რას გაჩუმებულხარ ? ყოველთვის რომ დიდი გული გაქვს, ახლა რა დაგემართა?
სულერთია შენთვის, სად წავა ბარბარე?
-გეყოფა-მეთქი! - დაიყვირა ანდრეამ და წამოდგა. - შეიგნე, რომ მათთვის არაფრის
მოთხოვნის უფლება არ გვაქვს! პაატა ჩვენს გამო დაიღუპა. იმიტომ, რომ ჩვენი მძღოლი იყო
და იმ მანქანით ჩვენ გვატარებდა! როგორ მოვთხოვო ბარბარეს ჩვენთან დარჩენა ამის
შემდეგ? - მითხარი!

ალექსანდრე შედგა, რაღაცის სათქმელად დააღო პირი, მაგრამ ვერაფერი თქვა. გულის
სიღრმეში თავადაც კარგად ხვდებოდა, რომ ირაკლი და ანდრეა მართლები იყვნენ,
უბრალოდ ილიას თავხედური საქციელი აბრაზებდა ძალიან.

-წავიდნენ... ჩვენგან შორს უნდა წავიდნენ. იქ, სადაც უსაფრთხოდ იქნებიან და იქ, სადაც
დაიცავენ. ჩვენ უბედურების მეტი არაფერი მოგვაქვს ადამიანებისთვის. ჩვენი წყევლა
იმდენად საძაგელია, რომ მარტო ჩვენზე კი არა, გარშემომყოფებზეც ვრცელდება! ასე რომ,
წავიდნენ... ასე აჯობებს, დამიჯერე! - ანდრეამ ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო, კიდევ
ერთხელ შეხედა ძმას და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა სახლი.

იანვარი მთელი მონდომებით ყინავდა ქალაქს. ციოდა თითოეული ადგილის თითოეულ


კუნჭულში, მაგრამ ახვლედიანი მაინც არ იკრავდა ქურთუკს და ისე მისეირნობდა იმ
სიცივეში. მიუხედავად იმისა, რომ წვეთი სასმელიც არ ჰქონდა დალეული, მთელი სხეულით
დუღდა; სისხლი უდუღდა და აწვებოდა ტვინს.

სად წასულიყო? სად შეეფარებინა თავი? - სახლში არ უნდოდა მისვლა, არც ძმაკაცებისკენ
მიუწევდა გული, არც რომანტიკოსი იყო ბუნებით,მთელი ღამე თბილისის ქუჩებში
სეირნობით რომ გაელია. ბოლოს მაინც ძველმა ჩვეულებებმა შეახსენეს თავი და ასე
აღმოჩნდა მისი მანქანა საყვარელი ბარის წინ.

-ვა, ანდრეაც მოსულა. ამ ბოლო დროს ხშირად აღარ გვწყალობ, ხომ რიგზე გაქვს ყველაფერი?
- ღიმილით შეეგება ახვლედიანს ნაცნობი ბარმენი.

-დაასხი, რეზი, დაასხი... - ჩაეცინა ახვლედიანს და ბარის მაღალ სკამზე დაიკავა ადგილი.

-როგორც ყოველთვის?

-არა, რამე უფრო მაგარი. - ამოიხვნეშა ანდრეამ და მისგან მოშორებით მჯდარ ლამაზმანს
შეავლო თვალი.

ღრმა დეკოლტე, მოღერებული ყელი, ვითომ მედიდური მიხვრა-მოხვრა და წითელი,


თვალისმომჭრელი ტუჩსაცხი საკმარისი იყო ახვლედიანისთვის, რათა მარტო მჯდარი
ქალბატონის „ვინაობა“ დაედგინა.

ერთი ჭიქა დალია, შემდეგ მეორე, მესამე და მეოთხე. ქალმაც შეამჩნია ანდრეა, ტუჩის
კუთხეში გაეპარა ღიმილი. ტაატით წამოდგა და ელეგანტური მოძრაობით გადაჯდა მასთან.
-რეზი, კიდევ ერთი გაიმეორე და ქალბატონსაც მიართვი თავისი სასმელი. - ისე მიმართა
ანდრეამ ბარმენს, მაცდური ღიმილი არ მოუშორებია სახიდან.

ქალმა ამჯერად ბროწეულისფრად შეღებილ ტუჩებს გახსნის უფლება მისცა და


მოურიდებლად გამოაჩინა თავისი კბილები. მის წინ დადგმულ სასმელს ფრთხილად
მოჰკიდა ხელი და მსუბუქად აუწია ახვლედიანს, მადლობის ნიშნად. ანდრეამაც იგივე
გაიმეორა.

ვინ დათვლის რამდენჯერ ყოფილა ასეთ სიტუაციაში?! ბოლოსდაბოლოს, ის ხომ ანდრეა


ახვლედიანი იყო? - ქალების გულთამპყრობელი. ამჯერადაც ყველაფერი ძალიან მარტივად
მოხდა; თანაც ინიციატორი არა ანდრეა, არამედ ქალი აღმოჩნდა.

როცა იმავე ბარის ზემოთ მდებარე სასტუმროს ნომრის კარი შეგლიჯა, იგრძნო, რომ
ალკოჰოლი და ვნება ერთად აწვებოდა ტვინს. ამან უფრო გაახელა; ქალს წითელი ფერის
ზედატანი მთლიანად შემოახია და უფრო უხეშად დაუწყო კოცნა. თავის მხრივ ქალს
არაფერზე გამოუთქვამს პროტესტი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე იატაკზე აღმოჩენილ და
ნაფლეთებად ნაქცევ ზედატანში რამდენიმე ასეული ლარიც კი ექნებოდა გადახდილი.
ანდრეა სულაც არ ცდილობდა, ყოფილიყო გალანტური ან ნაზი; თავში ადუღებული სისხლი
სულ უფრო მეტ სიველურეს ითხოვდა მისგან. ბოლოს ხელი კრა ქალს, საწოლზე დააგდო და
შარვლის ქამარს დაწვდა გასახსნელად, როცა, უცაბედად, მოტირალი ბარბარეს სურათი
წარმოუდგა თვალწინ.

გაშეშდა. თვალები რამდენჯერმე დაახამხამა, რათა აზრზე მოსულიყო და გაეგრძელებინა


დაწყებული საქმე, მაგრამ ბარბარეს გამოსახულება სულ უფრო მკაფიო ხდებოდა მის
გონებაში. წამით, ჩაბნელებული ოთახის საწოლზე მიგდებული უცხო ქალის მაგივრად
ბარბარე წარმოიდგინა და გულის რევის შეგრძნება დაეუფლა. მიხვდა, რომ ჟღენტი
არასდროს აღმოჩნდებოდა ასეთ ადგილას, სრულიად უცხო მამაკაცთან ერთად. საწოლზე
მიწვენილი აქოშინებული ქალი იმდენად იაფასიანად ეჩვენა, მის მიმართ ზიზღიც კი
იგრძნო.

რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია; ქალმა უკმაყოფილოდ წამოსწია თავი. ანდრეა ძირს
დაგდებულ ქურთუკს დასწვდა, ჯიბიდან საფულე ამოიღო, გახსნა და დაუთვლელად დაყარა
ფული ძირს. შემდეგ კარისკენ შებრუნდა და ისე დატოვა ოთახი, ქალისთვის სიტყვაც არ
უთქვამს.

ლიფტში სწრაფად შევიდა და პერანგის ღილების შეკვრა დაიწყო; ორი ღილი აწყვეტილი
ჰქონდა. ხმამაღლა შეიკურთხა და უკმაყოფილოდ ჩაიცვა შავი მანტო. ლიფტის სარკეში
საკუთარ ანარეკლს შეავლო თვალი. თმა აბურძგვნოდა, სახეზე კი მოზღვავებული
ალკოჰოლისგან წითელი ფერი დასდებოდა. კბილები სიმწრით დააჭირა ერთმანეთს და
ანარეკლს მთელი ძალით დაარტყა მუშტი.

სწრაფად გავიდა შენობიდან და ასეთივე სისწრაფით მიაკვლია თავის მანქანას.


ჩაჯდომისთანავე დაქოქა ავტომობილი და ადგილს მოწყდა.
გათენდა ორშაბათიც და მარიამსაც მოუწია დილით ადრე ადგომა. სწრაფად გაემზადა,
ისაუზმა და დავითს უნივერსიტეტში თხოვა წაყვანა.

უნივერსიტეტის ეზოში შედგა თუ არა ფეხი, მაშინვე გაიაზრა, რომ ძალიან მონატრებოდა
საყვარელი პროფესია და მეგობრები, რაღა თქმა უნდა. აუდიტორიაში შესვლისთანავე
დაინახა ჯგუფელი მეგობრები და მათკენ გასწია.

ყველა სიყვარულით გადაეხვია ჯაყელს, განსაკუთრებულად კი სალომე, რომელთანაც


ყველაზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა. შემდეგ გამოჩნდა ბაჩოც, რომელმაც ხელში აიტაცა
გოგონა და ისე ჩაეხუტა.

-აი, ჩვენი დღევანდელი მასპინძელიც მოსულა! - შესძახა ერთ-ერთმა ჯგუფელმა, როცა ღია
კარში უტა გამოჩნდა.

მარიამი ღიმილით გაემართა მისკენ; მეგობრები თბილად გადაეხვივნენ ერთმანეთს.

-მასპინძელი რატომ ხარ? - სიცილით ჰკითხა, როცა მოშორდა.

-რატომ და განვლილი შობის და მომავალი ძველით ახალი წლის აღნიშვნა მოინდომეს


ბავშვებმა და სახლი მე შემაწერეს! - გაეცინა დანელიას.

-ანუ დღეს შენთან უნდა მოვიდეთ? - შეშინებულმა შეყვირა ჯაყელმა; უტას ეშმაკურად
ჩაეცინა.

-დიახ, ქალბატონო მარიამ, ჩემთან უნდა მოხვიდეთ და არც იფიქროთ ჩემი „გადაგდება!“

-რაღა შენთან... - ტუჩები დაბრიცა გოგონამ.

-მარიამ ჯაყელო, არ გამაგიჟო ახლა და არ მითხრა, რომ რამის გეშინია? - გაეცინა უტას.

-ნუ ხარ საზიზღარი ბიჭი! - მაგრად უჩქმიტა მარიამმა მეგობარს. - კი არ მეშინია, უბრალოდ...
ო, გამანებე, რა თავი, მოვალ! - ხელები აიქნია ჯაყელმა.

-რომ მიჩქმიტე, მაგას დავიმახსოვრებ! ოღონდ შენც იცოდე, მომავალი მაზლის გადამტერება
არაფერში გაწყობს. - საჩვენებელი თითი აუთამაშა დანელიამ გოგონას და ჩაიქირქილა.

-უსაშინლესი არსება ხარ! - ენა გამოუყო, ბავშვივით, მაშომ და გაიცინა.

ლექცია დაიწყო. მარიამს ორი სიტყვაც არ შესვლია თავში, მხოლოდ მოახლოებულ საღამოზე
ფიქრობდა.

რა უნდა ეთქვა მისთვის? რა პასუხი გაეცა? გულისთვის უნდა მოესმინა და ეს ძალიან კარგად
იცოდა, მაგრამ რა ექნა, რომ გონება არაფრით ჩუმდებოდა? გამალებით იმეორებდა
ჩაციკლულ წინადადებას - „იოანე დანელია, ანდრეა ახვლედიანის ძმაკაცი“. როგორ
დაევიწყებინა, ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც კიდევ ათასობით სხვა ერთვოდა?!
როგორ მიეცა გრძნობებისთვის გასაქანი? ან იყო კი მისი გრძნობა ნამდვილი? მას ხომ მთელი
გააზრებული ცხოვრება თორნიკე უყვარდა? გრძნობდა კი იოანეს მიმართ რამეს? თუ ეს
უბრალოდ პროტესტის გამოხატულება იყო, მისი მხრიდან, ბოლო დროინდელი ამბების
წინააღმდეგ?! განა აღარ უყვარდა თორნიკე? განა შესაძლებელი იყო, ცხოვრების სიყვარულის
ორ თვეში დავიწყება? თანაც ვისი მეშვეობით?

ბავშვობიდან ასეთი იყო - დამოუკიდებელი, ხისტი და დინჯი. ნაბიჯს არ გადადგამდა ისე,


რომ დარწმუნებული არ ყოფილიყო მის სისწორეში. არასდროს ყოფილა „ავარდნილი“
თინეიჯერი გოგონა, გრძნობებს რომ ჰყვებიან და არც კი ფიქრობენ შედეგებზე. ახლაც არ
შეეძლო უბრალოდ გრძნობებზე აყოლა, რომელიც არც იცოდა წამიერი იყო, წუთიერი თუ
საუკუნო. იოანესთვის გულის გახსნა ძირფესვიანად ამოუტრიალებდა ცხოვრებას. მაშინვე
ზურგს შეაქცევდნენ ოჯახი და ახლობლები; სრულიად მარტო დარჩებოდა ყველაფრის
წინაშე. ღირდა კი იოანე ამად?!

ფიქრებმა გატანჯა, უფრო სწორად კი ფიქრების სახით მოსულმა კითხვებმა, რომლებზე


პასუხები მარიამს არც ჰქონდა და ვერც იპოვიდა. ერთი რამ კი დანამდვილებით იცოდა:
იოანე დანელიას მისი პირველი კოცნა ჰქონდა მითვისებული. კოცნა, რომელიც ვერაფრით
ამოსდიოდა გონებიდან. ღამე თვალებს ხუჭავდა და ისევ მანგლისის სააგარაკო სახლში
ბრუნდებოდა; ბუხრის წინ, იოანესთან ერთად.

სახლში შუადღეს დაბრუნდა. არც უსადილია, პირდაპირ თავის ოთახში ავიდა და


ვარსკვლავის ფორმაში გაწვა საწოლზე. ჭერს გაუშტერა თვალი და ისევ ჩაფიქრდა.

თორნიკე არველაძე - როდის შეუყვარდა? - არც ახსოვდა. ბავშვობიდან განსაკუთრებით


გიჟდებოდა მასზე და ყველა დანარჩენისგან გამოარჩევდა. ყველამ იცოდა ამის შესახებ. ყველა
ხვდებოდა, მაგრამ ხმას არავინ იღებდა. წამოიზარდა და დარწმუნდა თავისი გრძნობის
სიძლიერეში. მისი ერთი შეხედვა ან ღიმილი საკმარისი იყო, რომ ის დღე ნაცხოვრებად
ჩაეთვალა. მაგრამ, საუბედუროდ, არველაძისთვის „თავისი მაშო“ მხოლოდ პატარა და
საყვარელ დად რჩებოდა, რომელზეც უნდა ეზრუნა და რომელიც უნდა დაეცვა ყველა
გარეწრისგან.

მის გვერდით მარიამი პატარა მაშო იყო. თავზე კოცნითა და გულუბრყვილო ღიმილით
მოჯადოვებული მაშო.

იოანესთან?

იოანე ქარიშხალი იყო ოკეანეში. მისი ჯაყელური თვისებების გამოვლინების


კატალიზატორი. მისი მედიდური და ამაყი ხასიათის წარმომჩინებელი. მისი ამორძალობის
დამნახველი და შემყვარებელი.

იოანეს ქალი უყვარდა მასში - მარიამ ჯაყელი, თორნიკეს კი თავისი პატარა მაშო.
იოანესთან შეეძლო, ყოფილიყო დამოუკიდებელი, შესანიშნავი ექიმი და ბედნიერი ქალი;
თორნიკესთან ლუკა ჯაყელის უმცროსი და იქნებოდა, მუდმივ ახსნა-განმარტებებსა და
ნებართვების აღებაში დახარჯავდა დროს.

როგორ უნდოდა, ეკატერინე ჰყოლოდა გვერდით. უფროსი და, რომელმაც ყოველთვის


იცოდა, რა უჭირდა მარიამს. კატო ყოველთვის გრძნობდა მის გასაჭირს და მანამ ანუგეშებდა,
სანამ მთლიანად არ წაიღება მის ტკივილს.

ო, როგორ ძლიერად და მედიდურად აჩვენებდა ყველას თავს; მეამბოხედ და შეუვალად,


მაგრამ სინამდვილეში, ხანდახან, მასაც სჭირდებოდა გვერდით ადამიანი, რომელიც თავის
მხარს შესთავაზებდა, მისი ცრემლების თავშესაფრად.

დიდი ბურთი გაეჩხირა ყელში და იგრძნო, როგორ მოაწვნენ ცრემლები. თვალები დახუჭა და
ღრმად ამოისუნთქა, რამდენჯერმე. წასვლამდე რამდენიმე საათი ჰქონდა, რამდენიმე საათი,
რომელიც ორჭოფობის ქაოსში გახვეულს უნდა გაეტარებინა.

ბარბარემ ითავა ოჯახისწევრების ბარგის ჩალაგება; დედა აღარ შეაწუხა. თეკლე თავის ბარგს
ალაგებდა, მისი ისედაც ამოულაგებელი იყო და რჩებოდა მხოლოდ მშობლების ნივთები.
მათ ოთახში შევიდა და მომცრო ზომის კარადა გამოაღო. მამის პერანგები თადარიგიანად
იყო დაკეცილი და შენახული, ერთმანეთის მიყოლებით. თვალი შეავლო მათ და ცრემლიც
მოადგა; კარადას შერჩენოდა მამის ტკბილი სუნი.

ყველაფერი გადმოალაგა და ლამაზად ჩააწყო ჩემოდნებში. მამის ნივთებს დედისები დააწყო,


ზემოდან და ძლივსძლივობით შეკრა ჩანთა. კარადას ხურავდა, როცა სულ ქვედა ნაწილში
უჯრას მოკრა თვალი. დაიხარა და გააღო. ნაცრისფერი, მოძველებული ყუთი იდო შიგნით.
ინტერესმა ძლია და გახსნა. გამჭირვალე პარკი და თეთრი პერანგი შერჩა ხელში.

ტანში უსიამოდ გასცრა; მაშინვე ამოიღო პარკი და გახია. პერანგი გაშალა და ელდა ეცა, როცა
მისი ეჭვი გამართლდა - ბარბარეს ხელში სისხლიანი პერანგი ეჭირა...

ხელები აუკანკალდა და პერანგი გაუვარდა. იმ ღამის კადრები ტალღებივით წამოიშალა


გონებაში; ისევ დაბრუნდა იმ საშინელ კლუბში, იმ საზარელ ღამეს...

ხმამაღალი მუსიკა;

ბნელი განათება;

ქაოსი და გაურკვევლობა;
-ინა, მე სახეზე წყალს შევისხამ და მოვალ! - გასძახა მეგობარს. მანაც ისე დაუქნია თავი, არც
გაუგია ჟღენტის სიტყვები.

მოცეკვავე წყვილები;

გალეშილი ახალგაზრდები;

ბევრი, ძალიან ბევრი ალკოჰოლი და ამაზრზენი სუნი სასმლისა.

როგორც იქნა, დააღწია თავი დარბაზს და მუსიკის ხმაც ცოტა მიწყდა. ამოისუნთქა და
გარემოს მოავლო თვალი.

არ უნდა დაეჯერებინა კლასელებისთვის; არც მშობლები უნდა მოეტყუებინა, თითქოსდა


მეგობართან რჩებოდა იმ ღამით. სკოლა ვის არ დაუმთავრებია? - კლუბში წასვლა რა საჭირო
იყო?! მითუმეტეს, რომ არასდროს იყო ასეთი გართობის მოყვარული.

შეშინებული აიბუზა ერთ ადგილას და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა დაბნეულმა. დერეფანიც


ძალიან ბნელი იყო, ვერაფრით მიაგნო საპირფარეშოს. კუთხეში შავებში ჩაცმული ბიჭი
დაინახა; დაახლოებით მისი ხნის ან ერთი წლით უფროსი. ბიჭს ტელეფონი ჰქონდა ყურზე
მიდებული და ნერვულად ეხეთქებოდა ზურგით კედელს. შუბლით ოფლით ჰქონდა
დაცვარული, აშკარად ძალიან ღელავდა.

ბარბარეს შეეშინდა. რამდენიმე ნაბიჯი გაუბედავად გადადგა წინ.

-მიპასუხე, რა, თიკა, მიპასუხე! - დაიღრიალა კუთხეში აწურულმა ბიჭმა.

ჟღენტი შეცბა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და თავისი გზა განაგრძო. გულში უკვე ლანძღავდა
საკუთარ თავს, რომ მარტომ გადაწყვიტა საპირფარეშოში გასვლა. უკვე უკანაც ვეღარ
დაბრუნდებოდა, რადგან შავებში ჩაცმული ბიჭი ჯერ კიდევ იქ იდგა.

როგორც იქნა, დაინახა საპირფარეშო და კმაყოფილს გაეღიმა; უკვე კართან იყო მისული,
როცა ზურგიდან მთელი ძალით ეცა ვიღაც. დაკივლება უნდოდა, მაგრამ ხელი ააფარეს;
ველურივით იქცეოდა მისი დამჭერი და თავის მარწუხებში აქცევდა გოგონას.

კარი შეგლიჯა და შიგნით შეაგდო; წამით მოშორდა და ჟღენტმაც მაშინ მოასწრო მობრუნება.

ის თვალები და ის სახე... - მის წინ მხეცი იდგა; ნამდვილი მხეცი, რომელიც მანამ არ
დაწყნარდებოდა, სანამ თავისას არ მიიღებდა.

მაშინვე დაიკივლა, როგორც კი თავდამსხმელში დერეფანში მდგარი შავსამოსიანი ბიჭი


ამოიცნო. კიოდა მთელი ხმით და ფართხალებდა, მაგრამ ამაოდ.

-ჩუ, ჩუ, ჩუ! - პირზე ხელს აფარებდა მამაკაცი, ბარბარე მაინც არ ეპუებოდა. - გაჩუმდი, შენი
დედა შ***ცი! გაჩუმდიი! - დაიღრიალა ბიჭმა; ყელზე დაბერილი ძარღვები კიდევ უფრო
დაებერა.
მძიმედ და გახშირებულად სუნთქვდა. თმა აბურდული ჰქონდა და ნამდილ გიჟს ჰგავდა.
თვალები მთლიანად ჩაწითლებოდა, ოფლად იღვრებოდა. ბარბარე იატაკზე დააგდო და
თავად მოექცა ზემოდან. ფართხალებდა გოგონა და ბღაოდა, მაგრამ უშედეგოდ. კიოდა,
ხელებს უშენდა მოძალადეს, მაგრამ ვერაფერი ჭრიდა.

მერე...

-ბარბი, დავამთავრე მე ჩალაგება და გინდა დაგეხმარო? - გვერდითა ოთახიდან გაიგონა


უმცროსი დის ხმა და წამებში გამოფხიზლდა.

ღამის კოშმარი ისევ გაქრა. აზრზე მოვიდა, მაშინვე დაკუჭა სისხლიანი პერანგი, პარკში
დააბრუნა და თავის ჩანთაში ჩაჩურთა. თეკლემ კარი გააღო და ოთახში შემოყო თავი.

-მოგეხმარო?

-დავამთავრე ყველაფერი და გეხვეწები, გაიტანე მისაღებში! - უცებ მიაყარა ბარბარემ დას და


ოთახიდან გავარდა.

სააბაზანოში ჩაიკეტა, ცივი წყალი შეისხა სახეზე და ანარეკლს გაუსწორა თვალი.

ის კადრები არცერთი წამით ტოვებდნენ მარტო. ყოველ ღამე სტუმრობდნენ გოგონას და


რწმუნდებოდნენ, რომ ბარბარე ვერასდროს დაივიწყებდა იმ დაწყევლილ ღამეს.

-შენ აქ ამ ღამით არ ყოფილხარ, გაიგე?! არ ყოფილხარ! წადი აქედან. ბარბარე, მამაშენს


ჩაუჯექი მანქანაში და წადი! - ახლაც ჩაესმოდა ანდრეას ხმა, რომელიც აჯერებდა, რომ
ყველაფერი სიზმარი იყო.

ერთი ცრემლი გადმოუგორდა ყვრიმალზე, შემდეგ მეორე და მესამე.

ატირდა, ცხარე ცრემლით ატირდა. ისევ ისე, როგორც იმ ღამით, როცა პაატამ ძლივს შეძლო
მისი დამშვიდება. ტიროდა, მაგრამ ცრემლები ვერაფერს შველიდნენ. მის გონებას ძალიან
მკაფიოდ აჩნდა იმ საზარელი ღამის ნაკვალევი. ზუსტად იცოდა, ამ წყევლას თავს
ვერასდროს დააღწევდა. მოსვენებადაკარგულისთვის ხსნა უკვე ორ წელზე მეტი იყო, არ
არსებობდა...

მარიამს სალომემ დაურეკა და შეახსენა, არ დაეგვიანა. ისიც დაუყონებლივ წამოდგა და


მომზადება დაიწყო.
განსაკუთრებულად ლამაზდებოდა. უკვირდა კიდეც საკუთარი თავის, მაგრამ შინაგანად
ხვდებოდა, ვისთვისაც იპრანჭებოდა ასე გულმოდგინედ.

-ვაუ, მაშო, რა ლამაზი ხარ?! - ღია კარში იდგა გაბადრული ელენე. - როდის იყო, ასე
იკლავდი თავს გალამაზებით? - გაეცინა გოგონას და ოთახში შევიდა.

-ძალიან ხომ არ გადავამეტე? ზედმეტი მაკიაჟი ხომ არ მაქვს? - ანერვიულდა მარიამი.

ელენეს გაეცინა. - იდეალურად ხარ, ადამიანო, რა გჭირს? რატომ ღელავ ასე?

-არ ვღელავ! - მაშინვე იუარა ჯაყელმა.

-მარიამ ჯაყელო, შენ აპირებ, რომ რამე მომატყუო მე, ელენე დევდარიანს? არ გიცნობდე
მაინც, ხუთი თითივით!

-ოო, ელენე, საიდან მოიტანე, რომ ვღელავ? - გაბრაზდა მარიამი.

-იქიდან, რომ პირველად ცდილობ ასე ძალიან გაპრანჭვას. ასე თორნიკესთვისაც კი არ


ლამაზდები... - ჩაილაპარაკა ელენემ. - მოიცა, მაშო, მიმალავ რამეს? - გაუფართოვდა
თვალები დევდარიანს.

-აჰამ, არ მომწონს, რომ ჩემი რძალი გახდი. კმაყოფილი ხარ? - მობეზრებულად უპასუხა
გოგონამ.

-ნუ ხარ საშინელი გოგო! - გაეცინა ელენეს. - შენ შემთხვევით ის უტა ხომ არ მოგწონს? -
თვალები დაუწვრილდა დევდარიანს და გამომცდელი მზერა მიაპყრო ჯაყელს.

მაშომ იმდენი იცინა, ბოლოს ხველება აუტყდა.

-რა გაცინებს, ვერ გავიგე?! - გაბრაზდა ელენე.

-ვაიჰ, ელენე, ნამვილად კარგად გამამხიარულე. - ისევ გაეცინა ჯაყელს.

-შენ ხომ კაცი ვერაფერს გაგიგებს! - ხელი აიქნია უკმაყოფილოდ დევდარიანმა.

-დამშვიდდი, ელენე. არავინაც არ მომწონს, უბრალოდ სალომეს გადამკიდე, მეც დავიწყე


ზედმეტი გალამაზებები. - ისევ იცინოდა ჯაყელი.

-ასე გამოწყობილი თორნიკეს რომ ენახე, გააფრენდა! - თვალები გაუფართოვდა ელენეს და


გაიცინა.

თორნიკეს სახელის ხსენებამ წამში გაუფერმკრთალა სახე მარიამს და ღიმილიც გაუქრო.

-კარგი, რა...

-რა კარგი რა? არა?!

-ელენე, არ მინდა ახლა თორნიკეზე ლაპარაკი.

-რატომ? შენც ბექასავით გაბრაზებული ხარ?


-რაშუაშია გაბრაზება? უბრალოდ დავიღალე, რა. ძალიან დამღალა მაგ თემაზე ლაპარაკმა. -
ამოიოხრა მაშომ და იგრძნო, ისევ გაეჩხირა ყელში ბურთი.

-მესმის შენი, მაშო, გგონია, არ მესმის? რამდენი წელი მიყვარდა შენი ძმა, ის კი
ყურადღებასაც არ მაქცევდა. ბოლოს რომ დავნებდი და ჩავიქნიე ხელი, მაშინ მოხდა
ყველაფერი. ხანდახან, მგონია, ამ ბიჭებს სულ არ აქვთ თავში ტვინი. აი, საერთოდ,
ნატამალიც კი! - გაეცინა ელენეს ბოლო სიტყვებზე.

-არ ვიცი. უკვე აღარაფერი ვიცი...- თავი დახარა ჯაყელმა. - ელენე, შენ გქონდა პერიოდები,
როცა გეგონა, რომ ლუკა აღარ გიყვარდა?

-ისეთი პერიოდებიც მქონდა, როცა მძულდა. - გაეცინა დევდარიანს. - მაგრამ მაშინაც კი


მიყვარდა. არა, სიყვარულზე არაა. ძალიანაც ვარწმუნებდი ჩემს თავს, რომ აღარ მიყვარდა,
შენც ხომ კარგად იცი, მაგრამ როგორ აგიხსნა, დავინახავდი თუ არა, გული მჩხვლეტდა და
მუცელშიც ვგრძნობდი ღიტინს, ხვდები?

მარიამს სახე გაებადრა; ელენეს სიტყვები ზუსტად ერგებოდა ერთი სულიერის დანახვისას
განცდილ ემოციას.

-და თუ მაგასაც აღარ გრძნობ? თუ საერთოდ ვეღარაფერ განსხვავებულს გრძნობ მის მიმართ,
მაშინ?

-მაშინ არ ვიცი, მაშო, აღარ გყვარებია ეგ ადამიანი და ეგ არის! - გაეცინა ელენეს. - მოიცა, შენ
რა, თორნიკეზე მელაპარაკები ახლა? მაშო... აღარ გიყვარს? - უცებ გაუფართოვდა თვალები
გოგონას.

მარიამს იქნებ პასუხიც კი უნდა გაეცა ამ კითხვისთვის, მაგრამ უცებ აზუზუნდა მისი
ტელეფონი და ხელი შეუშალა. სალომე თავისით ვერ ახერხებდა დანელიებთან მისვლას,
ამიტომ გავლას თხოვდა. მაშოც დასთანხმდა და ოც წუთში მის სახლთან ყოფნას შეპირდა.

-მორჩა, წავედი მე, თორემ მომკლავს ეს ბავშვი! - გაეცინა მარიამს და წამოდგა.

-აბა შენ იცი, იცოდე, ამ თემაზე ლაპარაკი არ დაგვიმთავრებია!

-კარგად! - არ შეიმჩნია ელენეს ნათქვამი მაშომ, გაიღიმა და ოთახიდან გაიქცა.

ანდრეა, იოანე და მათე, ამ უკანასკნელის სახლში ვახშმობდნენ, როცა ანდრეას ტელეფონმა


დაურეკა. ეკრანს დახედა და უცხო ნომერი რომ ამოიკითხა, გაუკვირდა. თავი გააქნია და
უპასუხა:

-გისმენთ!

-ანდრეა, ბარბარე ვარ, ცუდ დროს ხომ არ გირეკავ?


-ბარბარე? - ტანში უსიამოვნოდ გაცრა ახვლედიანს. - მოხდა რამე? დახმარება ხომ არ
გჭირდებათ რამეში?

-არა, არა, ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ... ლაპარაკი მინდოდა შენთან, რაღაც საქმე მაქვს.

-ახლა? - გაუკვირდა ანდრეას და საათს დახედა.

-ხო, თუ შეგიძლია და თუ გვიანი არ არის შენთვის.

-არა, არა, რა თქმა უნდა, მითხარი სად მოვიდე და მოვალ!

-მე მინდა, რომ... ანდრეა, იმ კლუბთან მოდი...

-სად? - გაუკვირდა ანდრეას და იფიქრა, მომესმაო.

-ჰო, იმ კლუბთან მოდი...იქ მოდი!

-კარგი, მოვალ... ნახევარ საათში?

-ჰო, ნახევარ საათში! - ესღა უთხრა ჟღენტმა და ტელეფონი გათიშა.

-ბარბარე იყო? რა უნდოდა? - დაინტერესდა მათე.

-ლაპარაკი უნდა ჩემთან. წავედი, რა მე...

-მოიცა, მარტო მიდიხარ?

-ბარბარესთან მივდივარ სალაპარაკოდ, რად მინდა ექსკორტი? - გაეცინა ახვლედიანს. -


ნინაჩკა, უგემრიელესი იყო ყველაფერი! - გაუღიმა ანდრეამ გოგონას, მაგიდიდან წამოდგა და
წავიდა.

მარიამი და სალომე ერთად მივიდნენ წვეულებაზე. კარი უტამ გააღო და ადგილს მიეყინა,
როცა სალომე დაინახა.

-მარიამ... სალომე... რა ლამაზები ხართ! - გაეღიმა დანელიას.

-მადლობა, უტა! - შეიფერა სალომემ და კეკლუცურად გაიცინა. - არ შემოგვიშვებ? - ჰკითხა


ცოტა ხნის შემდეგ, როცა კარში გახევებული უტა არაფრით გაიწია.

-ხო, რა თქმა უნდა, შემობრძანდით! - გაეცინა დანელიას და კარს მოსცილდა.

სალომემ ღიმილით და თავდაჯერებით შეაბიჯა სახლში.


-დაბოლილივით ნუ იღიმი, არავის მოეწონები! - უჩურჩულა ჯაყელმა ღიმილით უტას და
ღვინის ბოთლი მიაჩეჩა სიცილით.

-ჩემი მოკვლა უნდა და მაგიტომ გამოეწყო ასე ლამაზად, ხო? - სიმწრით გადაულაპარაკა
დანელიამ გოგონას; მარიამს გაეცინა.

-არა, ერთ-ერთი ჩვენი ჯგუფელი მოსწონს და იმას ეპრანჭება. - უდარდელად უპასუხა


ჯაყელმა და გარემოს მოავლო თვალი; მას ეძებდა.

-ვაი, რა სასაცილოაა! - დაეჭყანა უტა მეგობარს.

-ხოდა, თუ არაა სასაცილო ცოტა სერიოზულად მოიქეცი. გახსოვდეს, რომ შენს მოედანზე
ვართ! - შავი ჯემპრიდან ამოწვერილი პერანგის საყელოები შეუსწორა გოგონამ დანელიას და
გაუღიმა.

-კარგი ჰო, წამოდი, შევიდეთ ოთახში... - ამოიხვნეშა უტამ.

-მომეცი ეგ ბოთლი, სამზარეულოში გავიტან. - უკან გამოართვა მარიამმა ბიჭს ბოთლი.

-მარიამ! - დანელიას ხმამ შეაჩერა სამზარეულოსკენ მიმავალი. - მარტო ვარ სახლში... -


უთხრა და ეშმაკურად გაუღიმა. მარიამს გული შეეკუმშა, იმედი გაუცრუვდა. თვითნაც არ
იცოდა, რას ელოდა, მაგრამ იოანეს ნახვა ნამდვილად უნდოდა.

-ღვინოს შევიტან სამზარეულოში და მოვალ... - არაფერი შეიმჩნია გოგონამ და გზა


განაგრძნო. უტას გაეცინა და ოთახისკენ გაემართა.

წვეულება ძალიან მყუდრო და სასიამოვნო ვითარებაში წარიმართა. ახალგაზრდები ბევრს


ხუმრობდნენ, მღეროდნენ, საუბრობდნენ და ერთობოდნენ. სალომე ბიჭებს ელაპარაკებოდა
მხიარულად, უტა კი მარიამის გვერდით იჯდა და ყურში ეწუწუნებოდა ჯაყელს. თავად
მარიამი ყველანაირად ცდილობდა მოშვებას და გართობას, მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა,
თითქოს ეკლებზე იჯდა. ვერაფერს დაუდო გული. ვერაფრით გაართო გონება. თვალებს
აქეთ-იქით აცეცებდა, მხოლოდ მას ეძებდა. საერთოდ, ოდნავი წარმოდგენაც კი არ ჰქონდა,
რა უნდა ეთქვა მისთვის, მათ ბოლო შეხვედრის შემდეგ, მაგრამ ის კი იცოდა, რომ ისე ვერ
წავიდოდა, იოანე რომ არ ენახა.

-სპეციალურად მიკეთებს, ხო? უნდა, რომ გამაგიჟოს... - უცებ ჩაესმა მარჯვენა ყურში უტას
გამწარებული ხმა.

სალომეს გახედა, რომელიც მათ ჯგუფელ, გიორგის ელაპარაკებოდა და გულიანად


კისკისებდა.

-მაგ ბიჭს ადრე მე მოვწონდი... - აღნიშნა სასხვათაშორისოდ და ამოიხვნეშა. გაახსენდა, მისი


და თორნიკეს ჩხუბი და არველაძის ეჭვიანობა.

-მართლა? - თავი წამოსწია უტამ. - მერე?


-თორნიკე „დაელაპარაკა!“ - ჩაეცინა ჯაყელს და უცებ იგრძნო გულის სიღრმეში ყრუ
ტკივილი. მხოლოდ რამდენიმე თვის წინ იყო, როცა ჯერ კიდევ არ იცნობდა დანელიებს და
თორნიკეს ეჩხუბებოდა, უაზრო ეჭვიანობის გამო.

უკვე საკმაოდ გვიანი იყო. მიუხედავად ამისა, არავინ ჩქარობდა წასვლას. მარიამი ბევრს
სვამდა; უკვე საკმაოდ შემთვრალი იყო, როცა უტა ამოუდგა გვერდით და ისე
გადაულაპარაკა, მისთვის არც შეუხედავს:

-ახლახანს მოვიდა, ბაღში ზის...

მარიამს ერთიანად მოერია ალკოჰოლი და თავში აუვარდა. გააცია და გააცხელა. ჯერ


მიტკლისფერი, ხოლო შემდეგ ბროწეულისფერი დაედო სახეზე. მუხლებში სისუსტე და
თავბრუსხვევა იგრძნო.

ძალა მოიკრიბა, ჩაახველა და წელში გასწორდა.

-მე გავალ, წყალს დავლევ... - გაუღიმა დანელიას და ნელი ნაბიჯით გაემართა კარისკენ.

დიდ, გამჭვირვალეშუშებიან კართან შედგა. იქიდანაც მშვენივრად ხედავდა ბაღში მჯდარ


იოანეს, რომელიც ცას აჰყურებდა. გული გაუთბა და უნებურად გაეპარა ღიმილი. სხეულზე
ტაომ დააყარა, როცა ახალიწლის ღამეს მათი კოცნა გაახსენდა. მართალია, ეს მისი სულ
პირველი კოცნა იყო და აუცილებლად იქნებოდა ემოციური, მაგრამ იოანესთან
განსხვავებული იყო. საერთოდ, ყველაფერი განსხვავებული იყო მასთან.

იოანესთან და არა თორნიკესთან;

დანელიასთან და არა არველაძესთან;

ოჯახის მტერთან და არა მოყვარესთან...

და უეცრად, ისე, რომ არც დაფიქრებულა, კარის სახელური ჩამოსწია, გააღო და გარეთ
გავიდა.

ციოდა მაგრამ მას სული ეხუთებოდა.

მიდიოდა და გრძნობდა, გული სულ უფრო მეტად უცემდა. მალე ალბათ ამოხტებოდა და
პირდაპირ ხელებში ჩაუხტებოდა მამაკაცს.

-მთვარიან ღამეს გარეთ ჯდომა გიყვართ, ბატონო იოანე? - ღიმილით მიუახლოვდა


დანელიას და წინ დაუდგა.

-მარიამ? - ელდა ეცა იოანეს და წამოდგა.


-რა გაგიკვირდა? მეც რომ უტას ჯგუფელი ვარ, არ გახსოვს? - გაეცინა ჯაყელს. საიდან
ჰქონდა ამდენი გამბედაობა, თავადაც არ იცოდა. ალბათ მაინც გენები ეხმარებოდა.

-ჰო... არა, არ გამიკვირდა, უბრალოდ... აქ რა გინდა? - ბავშვივით დაიბნა დანელია და


მარიამი მიხვდა, რომ მამაკაცი მასზე ბევრად მეტად ნერვიულობდა.

-გარეთ გამოვედი სუფთა ჰაერზე, არ შეიძლება? - მაცდურად ჟღერდა მარიამის ხმა, იოანეს
გაუღიმა და გრძელ სკამზე ჩამოჯდა.

-მთვრალი ხარ? - გაკვირვებით ჩაეცინა დანელიას.

-რა უხეში ნათქვამია! - შეიცხადა მაშომ. - რამდენიმე ჭიქა არ შეიძლებოდა?!

იოანეს გაეღიმა. მარიამი იმ წამს ეშმაკ ბავშვს ჰგავდა.

-დაჯექი, იოანე, რატომ დგახარ ერთ ადგილზე გახევებული? - გაეცინა მარიამს. დანელია
მაშინვე მოვიდა აზრზე და გვერდით მიუჯდა გოგონას.

ორივე იჯდა ასე ჩუმად, ხმას არცერთი იღებდა. იოანე ეკლებზე იჯდა, პატარა ბიჭივით
ნერვიულობდა; სამაგიეროდ მაშო აღარ ნერვიულობდა არაფერზე. აზარტში იყო შესული და
უკან დახევას არ აპირებდა.

-რაზე ფიქრობდი, აქ რომ იჯექი? ხელი ხომ არ შეგიშალე? - უცებ დაარღვია დუმილი
გოგონამ.

-არაფერზეც არ ვფიქრობდი. უბრალოდ, შიგნით არ მინდოდა შემოსვლა! - ვითომ


უდარდელად გასცა პასუხი იოანემ.

-როგორ?! ჩემი ნახვა არ გინდოდა? - იწყინა ჯაყელმა.

-რა? - ჩაეცინა დაბნეულ იოანეს.

-რა, რა? ჩემი ნახვა არ გინდოდა, ესეიგი!

-მარიამ, რაღაცას მეთამაშები, ხო? - ჩაეცინა დანელიას.

-არა, საიდან მოიტანე? - შეიცხადა გოგონამ.

-რამდენიმე ჭიქა კი არა, საკმაოზე მეტი დაგილევია! - წარბები შეკრა იოანემ.

-ჰო, გამბედაობა მჭირდებოდა. - დაეთანხმა მაშოც.

-გამბედაობა რისთვის? - მაშინვე გაებადრა სახე მამაკაცს.

-ერთი ჩვენი ჯგუფელი მომწონს და მასთან ვაპირებდი დალაპარაკებას, მაგრამ ბედი არ


გინდა? - თურმე იმას სხვა უყვარს! - დანანებით გაეცინა ჯაყელს. იოანეს ჯერ
მიტკლისფერი,ხოლო შემდეგ პომიდვრისფერი დაედო სახეზე.

-რა თქვი?
-არაფერი, დაივიწყე! - ხელი ჩაიქნია მაშომ.

-ქალბატონო მარიამ, მემგონი, ზედმეტად მთვრალი ხართ. წამოდი სამზარეულოში, ყავას


გაგიკეთებ. - წამოდგა გაცეცხლებული დანელია, რომელიც ცდილობდა არაფერი შემჩნეოდა,
მაგრამ ამაოდ.

-აბა სიმართლე მარტო შენ გჭირდება, თორემ მე ისედაც ყველაფერი ვიციო? - უცებ შეეცვალა
ტონი და გამომეტყველება მარიამს და უკვე მიმავალი იოანე გააშეშა.

-რა?! - შებრუნდა და დაბნეულმა ჰკითხა გოგონას.

-სულ ეს არის შენი თავდაჯერებულობა, დანელია? - ჩაეცინა მაშოს და ისიც წამოდგა.

-ისევ მეთამაშები, ხო? - ჩაეცინა პატარა ბიჭივით დაბნეულ იოანეს.

-მგონი ძალიან დაგაბნიე... - სულ უფრო უახლოვდებოდა ჯაყელი დანელიას; ეს


უკანასკნელიც ერთ ადგილს იყო მიყინული.

-არაფერიც არ... რა?! - შეწუხდა იოანე.

მარიამმა ვეღარ მოითმინა და გაიცინა.

-წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, რა შარში ყოფ თავს, დანელია? - უცებ დასერიოზულდა


მარიამი.

-მაგით რისი თქმა გინდა? - აღელდა მამაკაცი და გამომეტყველება შეეცვალა.

-მარტივი აღარაფერი იქნება!

-მარტივი შენთან? ხუმრობ?! - ჩაეცინა იოანეს.

მარიამსაც გაეცინა; თვალებში უყურებდა დანელიას.

იმ წამს მათ გარდა აღარავინ შეიძლებოდა არსებულიყო.

იმ წამს მარიამი სხვა ვერავიზე და ვერაფერზე ფიქრობდა.

ის უნდა გაეკეთებიანა, რაც უნდოდა!

მარტო გონებას კი არა, გულსაც უნდოდა...

კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, ხელები ყელზე მოხვია მამაკაცს და აკოცა.

მათი ბაგეები ისევ შეერწყა ერთმანეთს, მაგრამ ამჯერად ეს ბევრად უფრო გააზრებული და
ნამდვილი კოცნა იყო.

ეს იყო სინათლე მარიამისთვის. ბევრი იარა წყვდიადში, ძალიან ბევრი და ბოლოს მაინც
იპოვნა გასასვლელი; მაინც დააღწია თავი სიბნელეს.

მაგრად ეხუტებოდა იოანეს და გრძნობდა, უკვე აღარ იყო პატარა მაშო, რომელსაც თავზე
კოცნით დაამშიდებდნენ. ის უკვე ქალი იყო; არა იმიტომ, რომ კოცნის სენი უკვე განცდილი
ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ მას ნამდვილი მამაკაცი ედგა გვერდით. კაცი, რომელიც
არასდროს დაუფრთხებოდა მის ძლიერებას; არასდროს შეაშინებდა მისი ხისტი, მეამბოხე
ხასიათი.

-ეს რას ნიშნავს? - რამდენიმე წამის შემდეგ ჰკითხა იოანემ მარიამს; მის თვალებში
უზარმაზარი ბედნიერება იკითხებოდა. მარიამს არაფერი უპასუხია. უბრალოდ გაიღიმა და
მთელი ძალით მოეხვია მამაკაცს.

რა საჭირო იყო სიტყვები?

იმ ბნელ ღამეში ყველაფერი ისედაც ძალიან ნათელი იყო.

ბარბარე კლუბის წინ იდგა და აცრემლებული თვალებით უყურებდა თავისი ღამისკოშმარის


მოქმედების ადგილს. თითოეული კადრი, თითოეული წამი მის გონებაში მეორდებოდა ისევ
და ისევ, ისევ და ისევ, დაუღალავად...

-რა საჭირო იყო აქ შეხვედრა, ბარბარე? - ზურგსუკან მოესმა ნაცნობი ხმა და ისევ ის
შეგრძნება დაეუფლა, რაც ორი წლის წინ, იმ საშინელ ღამეს; ისევ იგრძნო, რომ უსაფრთხოდ
იყო.

მისკენ შებრუნდა. ანდრეაც იმავე თვალებით აკვირდებოდა შენობას, როგორც ის.

-ასე იყო საჭირო, ორივესთვის! - მაქსიმალური სიმტკიცე შეურია ტონში ჯღენტმა.

-ბარბარე, რატომ იტანჯავ თავს? - თვალები აემღვრა ახვლედიანს.

-აბა მარტო შენ უნდა იტანჯებოდე? - ცრემლები მოიშორა თვალებიდან გოგონამ და


ტკივილით სავსე ღიმილი აჩუქა მამაკაცს.

-მე არცერთი დღით, არცერთი წამით არ მინანია...

-არ გინდა, ანდრეა! - ხმა გაებზარა ბარბარეს.

ანდრეამ ღრმად შეისუნთქა ჰაერი და წამით დახუჭა თვალები, დასამშვიდებლად.

-რატომ დამირეკე, რა საქმე გაქვს? - ჰკითხა რამდენიმე ხნის შემდეგ გამოკეთებული ხმით.

-მინდოდა, შენთვის მომეცა რაღაც... - ჩანთა გახსნა გოგონამ და იქიდან გამჭირვალე პარკში
გახვეული თეთრი პერანგი ამოიღო.

-ეს... - დაიბნა ახვლედიანი.

-ჰო, შენია. მამას ვუპოვნე კარადაში ამ დილით... - მამაკაცს გაუწოდა პარკი ჯღენტმა.

-ბარბარე... რატომ მაძლევ? მე რად მინდა? - გაოცდა ანდრეა.


-მინდა, რომ შენ გქონდეს! არ გადააგდო გთხოვ, შეინახე!

-რაში მჭირდება? - ვერაფრით გაეგო ახვლედიანს.

-სულ რომ გახსოვდეს, რაც გააკეთე! არასდროს რომ არ დაგავიწყდეს ჩემ გამო, რომ...

-ბარბარე! რა საჭიროა ყოველ წამს ამის გახსენება? დაივიწყე, გთხოვ! დაივიწყე და


თავისუფლად იცხოვრე...

-მე თავისუფლად ვიცხოვრო და შენ დაიტანჯო? მე ყველაფერი დავივიწყო და შენ მარტო


დაგტოვო ამ კოშმართან?!

-მეც ხომ ყველაფერი მაგიტომ გავაკეთე? - გაეღიმა ანდრეას.

-ანდრეა, მე ვიცი რატომაც გააკეთე შენ ეს ყველაფერი ჩემთვის... - თავი წამოსწია ბარბარემ
და თავისი ზღვისფერი თვალები მიანათა მამაკაცის კუპრივით შავ თვალებს.

რას არ გაიღებდა ანდრეა, ის ზღვა თავის თვალებში რომ გადმოქცეულიყო და მთელი მისი
არსი დაეტბორა, რას არ გასცემდა...

-იმას, რაც შენ ჩემთვის გააკეთე... ვერასდროს დავივიწყებ და ვერც შენს ვალს გადავიხდი
ოდესმე, მაგრამ შენ...

-არ გინდა, რა, ბარბარე... - შეაწყვეტინა ლაპარაკი ახვლედიანმა გოგონას და ქვემოდან ახედა.
- გგონია არ მესმის? - მესმის! სულ ვიცოდი და სულ მეცოდინება, რომ ჩემნაირი შენ
ვერასდროს...

-არა, ანდრეა, მაგას არ ვამბობ! - წამოიტირა ჯღენტმა.

-ვიცი...ვიცი... მესმის! შენ, ბარბარე, შენ ანგელოზი ხარ, გესმის? - ანგელოზი! და მე


არასდროს, არავის მივცემ შენი შერყვნის უფლებას. მაგრამ მე არასდროს მექნება რამის
იმედი, არასდროს!

-ანდრეა...

-იმიტომ, რომ ვიცი ვინ ხარ შენ და ვინ ვარ მე! - წამობდა ახვლედიანი და თითოეულ სიტყვას
კბილებს შორის ცრიდა.

-გეფიცები, რომ შემეძლოს, მთელი გულით...

-მაგრამ არ შეგიძლია... და მე არ გამტყუნებ. - ჩაეცინა ანდრეას და ჩაწითლებული თვალები


დამალა.

-გემუდარები, მაპატიე! - ტირილი წასკდა ბარბარეს.

-საპატიებელი არაფერია, ბარბარე. ბოდიშს არც სიყვარულისთვის იხდიან, არც


უსიყვარულობისთვის!
-მე შენ ყოველთვის მემახსოვრები, როგორც ადამიანი, რომელმაც წარმოუდგენელი რამ
გააკეთა ჩემთვის; ადამიანი, რომელმაც თავის თავზე იგემა ჩემი მიმართულებით ნასროლი
ტალახი...

-ტალახი არასდროს მაკლდა ცხოვრებაში; ერთით მეტი იქნებოდა, თუ ნაკლები, რა


მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ შენნაირი წმინდა არსება ვერ გაჭუჭყეს და გარყვნეს! ჩემზე
არ იდარდო, ბარბარე. არასდროს იგრძნო თავი დამნაშავედ! წადი და იცხოვრე...

-ვერასდროს გადაგიხდი ამისთვის; ვერასდროს!

-ბედნიერი იყავი, ბარბარე; უსაზღვროდ და უზომოდ ბედნიერი. მე სხვა არაფერი მინდა! -


გაეღიმა ანდრეას და გოგონას შეფუთული პარკი გამოართვა.

-ანდრეა... - სულ სხვანაირი ემოციით დაიჩურჩულა მამაკაცის სახელი ბარბარემ, მაგრამ მეტი
ვერაფერი თქვა, უბრალოდ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მთელი ძალით მოეხვია
ახვლედიანს.

ანდრეამაც ვეღარ გაუძლო და თავადაც მოხვია ძლიერი მკლავები გოგონას. ასე იდგნენ
ცოტახნით, იმ კლუბის წინ, რომელმაც სამუდამოდ გადახვია ეს ორი ადამიანი ერთმანეთს.
შემდეგ ბარბარე მოშორდა ახვლედიანს, ცრემლები მოიწმინდა, გაუღიმა და სწრაფად
გასცილდა იქაურობას.

ახვლედიანი ერთ ადგილზე გახევებული იდგა. აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს და ვერც


ხვდებოდა, რომ უნდა წასულიყო. მანქანების სადგომი ჯერ კიდევ მოშიშვლებული იყო,
ხალხი ნელ-ნელა დაიწყებდა მოზღვავებას.

ანდრეამ პარკში შეფუთული პერანგი ძირს დააგდო, ჯიბიდან სანთებელა ამოიღო და


ცეცხლი წაუკიდა. იდგა და უყურებდა, როგორ იწვოდა თავისი სისხლიანი პერანგი;
გრძნობდა, როგორ ივსებოდა სიძულვილით, როცა იმ ღამის კადრებს იხსენებდა.

„-გიჟი ხარ, ახვლედიანო! რაში გჭირდება ზედმეტი თავსატეხი ჯაყელებთან?!“ - ახლაც ჩაესმა
ყურში გაგიჟებული დუდას ხმა და კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს.

თითქმის ჩაიწვა პერანგი; ცოტაღა იყო დარჩენილი, ცეცხლი აქა-იქ ბჟუტავდა. ანდრეამ ვეღარ
მოითმინა და მთელი ძალით ჩასცხო ფეხი ცეცხმოკიდებულ პერანგს. ერთხელ, ორჯერ,
სამჯერ... გამეტებით ურტყამდა, ცხოვრების ჯავრს მასზე იყრიდა.

სახეზე ალმური მოედო და ძარღვები დაებერა; ცდილობდა, გამეტებით ურტყამდა, მაგრამ


ტკივილს ვერ აქრობდა; ვერაფრით ერეოდა მისი სხეულის თითოეულ უჯრედს მოდებულ,
აუტანელ ტკივილს.
სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და ადგილს მოწყდა. არ იცოდა, სად მიდიოდა, რატომ მიდიოდა
და რა სიჩქარით. მხოლოდ ის იცოდა, რომ ახლა ვინმეს რომ გაეჩერებინა, ისე მოკლავდა
წარბსაც არ შეიხრიდა.

დიდხანს იარა და ბოლოს იქ აღმოჩნდა, საიდანაც ღამის თბილისი ხელისგულივით


მოსჩანდა. გაჩერებისთანავე, გიჟივით გადმოფრინდა მანქანიდან და ქალაქს გადახედა.
როგორი მშივიდი ჩანდა, მაგრამ რამდენ სიბინძურეს მალავდა...

თვალები დახუჭა, ცოტა მოდუნდა და შემდეგ მთელი ხმით იღრიალა. რამდენჯერმე გააკეთა
ასე; მთელ ქალაქს მიაწვდინი თავისი ტკივილი. უფრო სწორად კი, მთელს ქალაქს გასწვდა
და ეყო.

ცოტა ხნის შემდეგ ძალაგამოცლილი მიესვენა მანქანას, ხელები სახეზე აიფარა და


გახშირებული სუნთქვის დარეგულირება ცადა.

იქნებ რამდენიმე საათი იყო ასე; ტვინი გათიშული ჰქონდა და აღარაფერზე ფიქრობდა.
შემდეგ ცოტა დამშიდდა. სახლში, მისაღები ოთახის ფანჯარასთან მჯდარი, მომლოდინე
დედა გაახსენდა. წამოდგა, მანქანაში ჩაჯდა და ამჯერად ძალიან ნელა გასწია სახლისკენ.

ამ დღის შემდეგ ერთმა თვემ გაიფრინა; ყველასთვის განსხვავებულმა ოცდაათმა დღემ.

მარიამი და იოანე ბედნიერები იყვნენ და ერთმანეთთან ყოფნას სწავლობდნენ. თუმცაღა ჯერ


არავის უმხელდნენ თავიანთი ურთიერთობის შესახებ, გარდა უტასი და სალომესი. მარიამი
ყოველდღე რწმუნდებოდა, რომ იოანე სწორი არჩევანი იყო და არცერთი წამით ნანობდა
მასთან ყოფნას.

ჯაყელების ოჯახში დროებით მშვიდობას დაესადგურებინა. თუმცა არავინ ენდობოდა ამ


მდგომარეობას, რადგან არავინ იცოდა, როდის რა სიურპრიზი ელოდათ. სხვა მხრივ, ლუკა
და ელენე ძალიან ბედნიერები იყვნენ. ფორმალურად ხელიც მოაწერეს და ვიწრო წრეში
აღნიშნეს „ქორწილი“. ბექას ვერავინ ცნობდა, ისედაც სიტყვაძუნწი, სულმთლად დაამუნჯა
ძმის ამბავმა.

ანდრეასთვის ეს ერთი თვე ერთი საათივით იყო. არეული ჰქონდა დღე და ღამე, ბარებში
სტუმრობას ისევ მოუხშირა, თანაც, ძირითადად, მარტო უწევდა ყოფნა, რადგან მათე და
იოანე უკვე დაკავებული კაცები იყვნენ. ვერცერთს გაეგო, რა სჭირდა ახვლედიანს. უფრო
სწორად, კი ხვდებოდნენ, რომ საქმე ბარბარეს ეხებოდა, მაგრამ ანდრეას ასე შეცვლას მაინც
ვერ იფიქრებდნენ. დეპრესია ჰქონდა, როგორც მათე ამბობდა და ამით ხსნიდა ძმაკაცის
გაუცხოებასა და გაუხეშებას.
ალექსანდრე და ლიზი საქორწილო სამზადისში იყვნენ და თებერვლის ბოლოს აპირებდნენ
კიდეც გრანდიოზული ცერემონიის ჩატარებას. ლიზა იმდენად ბედნიერი იყო,
ალექსანდრესაც ეღიმებოდა მის შემხედვარე.

გიორგი თოიძე მთელი თვე მუშაობდა პაატას მკვლელობის საქმეზე და მთავარი


ეჭვმიტანილიც ჰყავდა. რადგან მანქანას სამუხრუჭე მილები ჰქონდა გადაჭრილი, ეჭვგარეშე
იყო, რომ მკვლელი ახვლედიანების სახლში უნდა შეპარულიყო. ეჭვი კი თოიძემ პირველ
რიგში შიდა მოსამსახურეებზე და დაცვის ბიჭებზე მიიტანა, რომლებიც ასე მრავლად იყვნენ
ახვლედიანების სახლში. გიორგიმ ყველა დაკითხა; ყველა ერთის გარდა.

ვახტანგ გიორგობიანი ირაკლი ახვლედიანის დაცვის ერთ-ერთი წევრი იყო. რამდენიმე წლის
განმავლობაში მუშაობდა ახვლედიანების სახლში და სწორედ პაატას სიკვდილის დღეს
გაქრა უგზო-უკვლოდ. მის შესახებ არც ოჯახისწევრებმა, არც მეგობრებმა და ნათესავებმა
არაფერი იცოდნენ, რაც თავისთავად აძლევდა თოიძეს საბაბს, რომ ეჭვმიტანილად სწორედ
გიორგობიანი მიეჩნია.

ირაკლი საშინლად იყო გაცოფებული. საკუთარ სახლში მოღალატე ჰყოლია, რამაც მისი
მარჯვენა ხელის სიკვდილი განაპირობა. გიორგობიანის მოსაძებნად კაცი დაიქირავა,რა თქმა
უნდა. ის სულაც არ აპირებდა გამოძიებას დალოდებოდა და ამ გზით გაეგო, ვინ ემტერებოდა
მის ოჯახს ჯაყელების გარდა. აღარავის ენდობოდა ახვლედიანი. აბსოლიტურად ყველა
ხელქვეითი გაათავისუფლა და ორჯერ მეტი რაოდენობის დაიქირავა. ანდრეას და
ალექსანდრეს არ ესმოდათ მამის, მაგრამ ირაკლი საკმაოზე მეტად შეაშინა იმ ფაქტმა, რომ
მის მტერს მარტივად შეეძლო მის სახლში შეღწევა და მისი მოკვლა.

მრგვალ ბაღთან სოლიდური, დაბურულმინებიანი მანქანა გაჩერდა, მაგრამ არავინ


გადმოსულა იქიდან. ცოტა ხანში, ჯერ კიდევ თბილად ჩაცმული, შუახნის მამაკაცი
მიუახლოვდა მანქანას. ჯერ მარჯვნივ გაიხედა და თავისი მელიის თვალები მოავლო
გარემოს, შემდეგ მარცხნივ. საეჭვო რომ ვერაფერი შეამჩნია, უკანა კარი გააღო და
ავტომობილში ჩაჯდა.

-რას მალოდინებ ამდენ ხანს, მოცლილი გგონივარ?! - შეეგება მამაკაცს ხრინწიანი და


უკმაყოფილო ხმა.

-როგორც ყოველთვის, კარგ ხასიათზე ხარ! - ჩაეცინა მოსულს. - შენთან სახლში რომ
ვხვდებოდით, ბევრად უკეთესი იყო! - დაიწუწუნა სტუმარმა და მანქანის მდიდრული
სალონი უკმეხად შეათვალიერა.

-ჩემთან ჟღენტების ოჯახია დაბინავებული და ძალიან გინდოდა თვალში მოხვედროდი


რომელიმეს?!
-უცებ არ ვეცნე, რა!

-სიფრთხილე ყოველთვის საჭიროა, ერეკლე! ჩვენს საქმეში განსაკუთრებით...

-ჩვენს საქმეზე გამახსენდა! ერთი თვე გავიდა უკვე, რას ვაპირებთ? როგორ გამოვიყენებთ
ახვლედიანის „მიჯნურს“ ჩვენ სასარგებლოდ?

-მოთმინება იქონიე, ჯაყელო!

-რაღა მოთმინება, ილია? რამდენ ხანს უნდა ვიცადოთ კიდევ? ერთი თვე გავიდა! - გაბრაზდა
ერეკლე.

-ერთი თვე? ერთი თვე კი არა, ოცდაათი წელია ვიცდი! - განრისხდა ჯაფარიძე და ისე
იღრიალა, წინ მჯდომი მძღოლი შეცბა. - საუკეთესო გეგმა გვჭირდება... - დაამატა ცოტა ხნის
შემდეგ, წყნარად.

-ჯანდაბა შენს თავს, ილია, დავიცადოთ! - ამოიხვნეშა ჯაყელმა. - ახლა მითხარი, იმ ტიპზე
რა ისმის? პრობლემას ხომ არ შეგვიქმნის? გავიგე, პოლიცია დაადგა მის კვალსო...

-არა, ეგ სანერვიულო არ არის! - ხელი აიქნია ილიამ და გაიცინა. - მოვაგვარე ეგ პრობლემა


უკვე. ზღვის ტალღებში ნებივრობს ალბათ ახლა ბიჭი... - ბოროტულად ჩაიქირქილა
მამაკაცმა.

-არ მომწონს, პოლიცია რომ ერევა ჩვენს საქმეში! ხომ იცი? მაგათ ბევრ რამეზე მიუწვდებათ
ხელი და რამე არ გამოჩხრიკონ.

-ოხ, კარგი ერთი, რა უნდა გამოჩხრიკონ? ჩვენი პოლიციის ამბავი არ იცი? ცოტა ხანს
გაიქექებიან, აქაოდა ვმუშაობთო, შემდეგ მობეზრდებათ და მიატოვებენ საქმეს. ასე
გრძელდებოდა ოცდაათი წელი და რაღა ახლა გაუწყრებათ ღმერთი?! - უდარდელად
ლაპარაკობდა ილია.

-მაინც ვინ ოხერია ეს თოიძე? რატომ ვერ მოაგვარა მასთან ირაკლიმ, როგორც სჩვევია?

-პროკურორი თოიძის შვილია.

-იმ თოიძესი? - გაუკვირდა ჯაყელს.

-ჰო, ახლა ხომ გესმის, რატომ ვერავინ ვერაფერს უბედავს? სრული ძალაუფლება აქვს.

-ილია, თუ ასეა, იქნებ მაინც მიგვეღო ზომები? - შეშინდა ერეკლე.

-ზედმეტი გვამები არ მჭირდება, ერეკლე! თანაც ჯერ არაფერი გამოურკვევია მაგ კაცს და
წინასწარ რატომ ავიტკიო თავი? მაცადე რა, კურდღელივით ნუ ფრთხებითქო, რამდენჯერ
შეიძლება გითხრა?! - გაღიზიანდა ჯაფარიძე და ჯაყელს შეუღრინა.

-კარგი ხო... იყოს შენებურად. კაცი მაინც ვერაფერს შეგასმენს! - ჩაიბურტყუნა ერეკლემ.
-რომ იცოდე, ყველაფერი რა კარგად მიდის! - სახე გაენაბა ილიას. - ბარბარე ისე მყავს
მოქცეული გალიაში, ვერც კი ხვდება. ყოველდღე მემადლიერება და ისე ვუყვარვარ, როგორც
მამა! - გადაიხარხარა მამაკაცმა.

-უხ, რა გაიძვერა ხარ, ჯაფარიძე! - გაეცინა ჯაყელსაც. - ეს ყველაფერი რომ მორჩება, შენს
შვილს ერთი კარგი საჩუქარი უნდა ვუსახსოვრო. ის რომ არა, ასი წელი ვერ გავიგებდით, რომ
ახვლედიანს პაატას შვილზე ჰქონდა გული შევარდნილი!

-კარგი, გვეყოფა სიცილი! ახლა წადი, დიდხანს დაკარგვა სახლიდან არ გარგებს. შეიძლება,
შეგნიშნოს შენმა შვილმა და კითხვები დაგაყაროს. ხვალ შევხმიანდეთ!

-აბა დროებით, პარტნიორო! - გაეცინა ერეკლეს და მანქანიდან გადავიდა. ისევ მარჯვნივ


გაიხედა, შემდეგ მარცხნივ, თავი უსაფრთხოდ დაიგულა და გზა განაგრძნო.

გიორგი თოიძე, როგორც ყოველთვის, თავის კაბინეტში იჯდა და მუშაობდა, როცა კარზე
დააკაკუნეს და ოთახში რენემ შემოყო თავი.

-შეიძლება, უფროსო?

-მოდი, რენე, რას მეკითხები?! - გაეღიმა თოიძეს.

-თქვენთვის ორი ამბავი მაქვს. ერთი კარგი, ერთი ცუდი; რომლით დავიწყო?

-კარგით დაიწყე! - გაეცინა გიორგის და სავარძელში გადაწვა, რათა უკეთ მოესმინა


თანაშემწისთვის.

-ინტერპოლმა შეგვატყობინა, რომ ვახტანგ გიორგობიანი იპოვნეს ანტალიაში, გუშინ ღამით.

-ანტალიაში? მაშ იქ იყო გაქცეული, არა? - წამოიწია გამომძიებელი. - ცუდი რა არის,


მკვდარია ხომ? - უცნაურად გაეღიმა თოიძეს; რენემ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.

-ზღვაში იპოვნეს დამხრჩვალი.

-კიდევ რა გითხრეს? გვამს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება?

-როგორც ექსპერტიზამ აჩვენა, არა. სავარაუდოა, რომ დიდ ტალღებში მოყვა ან სულაც არ
იცოდა ცურვა.

-არა, ჩემო რენე, სავარაუდო ისაა, რომ პროფესიონალმა იმუშავა. - თავი გადააქნია გიორგიმ.

-კიდევ არის რაღაც, უფროსო!

-რა?
-გარდაცვლილის სასტუმროს ნომერში მისი ნივთები იპოვნეს. ფული, პირადობის მოწმობა
და კიდევ წერილი.

-წერილი? რა წერილი?

-ნივთები უკვე გზაშია. საღამოს აქ უნდა იყოს, წესით. ყველაფერს თავად გავარკვევთ!

-იქნებ რაიმე ხელჩასაჭიდი დატოვა გიორგობიანმა... - ნიკაპზე ხელი მოისვა თოიძემ და


ჩაფიქრდა.

-იმედია უფროსო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ ჩიხში აღვმოჩნდებით!

-კარგი რენე, თუ სულ ეს იყო,თავისუფალი ხარ!

-კარგი, უფროსო! - თავი დაუქნია თანაშემწემ უფროსს და ისევ მარტო დატოვა


გამომძიებელი ოთახში.

მარიამს მშვიდად ეძინა თავის საწოლში და სულაც არ ადარდება, რომ უკვე შუადღე იყო.
ვინაიდან იმ დღეს ლექცია არ ჰქონდა, თავს უფლება მისცა და ძილი გააგრძელა.
კომფორტულად იყო მოთავსებული საწოლში და მშვიდად ფშვინავდა, როცა ტელეფონმა
დაურეკა და ერთიანად დაარღვია მისი მყუდროება.

წუწუნით მოაფათურა ხელი, ტუმბოზე და როგორც კი მობილური იპოვნა, მაშინვე უპასუხა,


ისე რომ არც დაუხედავს.

-მმმ.. - ამოიზმუვლა და გაუგებარი ბგერები გამოსცა.

-მარიამ, გძინავს? გაგაღვიძე? - მოესმა მობილურის მეორე მხრიდან იოანეს სიცილი.

თვალები მაშინვე გაახილა და უნებურად გაეღიმა.

-რომელი საათია? - ძილისგან დაბოხებული ხმით იკითხა და წამოიწია.

-პირველია უკვე, მარიამ, ადგომის დროა! - სიცილს არ წყვეტდა დანელია.

-აუ, კარგი რა, დღეს უნივერსიტეტში არ ვიყავი წასასვლელი და ვიფიქრე, დავიძინებთქო.


რატომ გამაღვიძე?! - მაშინვე აწუწუნდა ჯაყელი.

-მე რა ვიცოდი, რომ პირველ საათზე გეძინებოდა?! დიდი ბოდიში, აღარ დაგირეკავ ხოლმე! -
იწყინა იოანემ; მარიამს გაეცინა.

-კარგი ხო, არაუშავს, გაპატიებ ამ ერთხელ!

-დიდი პატივია... - დაიბუზღუნა მამაკაცმა.


-კარგი, ახლა მართლა მითხარი, რატომ მირეკავდი?

-მინდოდა მეკითხა, ჩვენთან როდის მოხვალ; სალაპარაკო მაქვს შენთან... - მაშინვე


დასერიოზულდა დანელია.

-მოხდა რამე? - დასერიოზულდა ჯაყელიც.

-არა, არაფერი ისეთი, რაღაც მაქვს უბრალოდ შესათანხმებელი...

-იოანე, მანერვიულებ...

-კარგი რა, არაფერი სერიოზულითქო, მოდი და გაიგებ! - გაეცინა იოანეს.

-კარგი, ჩავიცვამ, მოვწესრიგდები, ვისადილებ და მოვალ.

-კარგი, გელოდები მაშინ!

-მეც გკოცნი... - გაეღიმა მარიამს და ტელეფონი ასე გაღიმებულმა გათიშა.

ღიღინით ჩამორბოდა კიბეებზე, როცა კიბის თავთან უეცრად თორნიკეს შეეჩეხა.

-რა ბედნიერი ხარ, მაშო? - ღიმილით შეეგება გოგონას არველაძე; მარიამს მაშინვე წაერთვა
ღიმილი სახიდან და დასერიოზულდა.

-დილამშვიდობისა, თორნიკე...

-რა დილა, ქალბატონო, შუადღეა უკვე! - გაეცინა არველაძეს.

-გამატარე რა, უნდა ვისადილო.

-რა მკაცრი ხარ, მაშიკო? - ჩაეცინა თორნიკეს და გოგონას გზა დაუთმო. - ისეთი ბედნიერი
ჩანდი და ჩემი დანახვა გეწყინა?

-რა სისულელეა, უბრალოდ მეჩქარება, უნდა წავიდე...

-საით გაგიწევია?

-ანგარიში უნდა ჩაგაბარო?! - გაბრაზდა ჯაყელი.

-გეკითხები უბრალოდ, მაშო. რა გჭირს შენ ამ ბოლო დროს?! - წარბები შეკრა არველაძემ.

-არაფერი, რა მჭირს? - მხრები აიჩეჩა გოგონამ.

-განსაკუთრებით ცივი გახდი ჩემ მიმართ. სახლში თითქმის აღარ ხარ, ვისთან დადიხარ და
რას აკეთებ კაცმა არ იცის!

-საყვარელი მყავს, თორნიკე და ვმალავ, დაკმაყოფილდი? - ცინიკურად ჩაეცინა მარიამს და


სამზარეულოსკენ გასწია.

-საერთოდ არაა სასაცილო! - წამოეწინა არველაძე.


-სტუდენტი რომ ვარ, გახსოვს საერთოდ? თუ ისევ თერთმეტი წლის გგონივარ?! ჩემი
ცხოვრება მაქვს, ხან ერთ მეგობართან ვარ, ხან მეორესთან. აბა რა გინდა, ჩემს ძმას და თქვენ
ჩამოგიჯდეთ და შეგაწუხოთ, როგორც ბავშვობაში?

-მოიცა, ვინ გითხრა, რომ გვაწუხებდი?

-ვაიმე, საერთოდ არ მისმენ! - გაცოფდა ჯაყელი.

-აუ, მაშო ძალიან შეიცვალე, შენ თავს ვფიცავარ. არ იყავი ადრე ესეთი!

-ხო, გავიზარდე, თორნიკე, ხდება ხოლმე ასე! - გაეცინა მარიამს და სამზარეულოში შევიდა. -
სიუზ, მაჭამე რამე, გეხვეწები რა! - ლოყაზე აკოცა მოსამსახურე ქალს და მაგიდასთან დაიკავა
ადგილი. თორნიკეც მაშინვე გვერდით მიუჯდა.

-რამდენიმე თვეში გაიზარდე, მაშკი?

-ერთ ღამეში შეიძლება შეიცვალოს ადამიანი, რატომ გიკვირს?

-თუ რაღაც შეემთხვევა კი, შენ რა შეგემთხვა? - სახე შეჭმუხნა თორნიკემ.

-როგორ ფიქრობ, ბოლო დროის განმავლობაში ცოტა რამ მოხდა?

თორნიკე გაჩუმდა. ვეღარ მოიფიქრა, რა უნდა ეთქვა.

-ვა, მაშო, გაიღვიძე? როგორც იქნა! - სამზარეულოში შევიდა ელენე და მარიამს გაუცინა. -
თორნიკე, ლუკა გეძებს, სად დაიკარგა ამდენხანს, რით ვერ დალია წყალიო!

-უი, წყალი სულ დამავიწყდა! - გაეცინა არველაძეს. - სუზანა, წყალი დამალევინა, რა! -
წამოდგა ფეხზე და სამზარეულოს ბართან მივიდა.

-გუშინ გვიან დაბრუნდი სახლში? - ელენემ ჰკითხა მარიამს და ახლა ის მიუჯდა გვერდით.

-არა, არც ისე, მაგრამ თქვენ უკვე გეძინათ. სალომესთან ვიყავით გოგოები,
ვმეცადინეობდით.

-ე, ბიჭო, სად დაიკარგე ამდენ ხანს, რით ვერ დალიე ეს წყალი! - ომახიანად შემოიჭრა
ოთახში გეგა. - ვა, მაშინკა, როგორ ხარ გოგო? - მაშინვე გაუღიმა ჯაყელს და მისკენ წავიდა
გადასაკოცნად.

-გეგა, შენ თბილისში ხარ? როდის ჩამოხვედი? - თბილად გადაეხვია მაშო ძმის ძმაკაცს.

-აღარ გვკადრულობ, გენაცვალე და არ იცი, თორემ ერთი კვირაა ჩამოვედი. - გაეცინა


მიქაბერიძეს.

-მეც მაგას ვეუბნები და მეჩხუბება! - ბარს აეყუდა არველაძე და გოგონას გაუღიმა.

-აუ, არ მცალია და რა გავაკეთო? იცით რამდენს ვმეცადინეობ? - თავი მოისაწყლა მარიამმა.


-კაი ბიჭო, შენ კიდე, რას ეწუწუნები ბავშვს, სტუდენტია და ერთობა თავის თანატოლებთან
ერთად; არა შენ ჩამოგიჯდება, ბებერს! - გაეცინა გეგას და მხარზე ხელი დაკრა თორნიკეს. -
წამოდი,წამოდი, გველოდებიან ბიჭები! - ხელი კრა და კარისკენ უბიძგა ძმაკაცს.

-ვაიმე, რა გიჟია ეს ბიჭი, რამ უნდა დააჭკვიანოს ვერ ვხვდები! - გაეცინა ელენეს და თვალი
გააყოლა სამზარეულოდან გამავალ ბიჭებს.

-გეტყოდი ცოლმათქო, მაგრამ ეგ რომ ცოლის მომყვანი არაა, ყველამ ვიცით! - გაეცინა
მარიამსაც და გემრიელად შეექცა სადილს.

დღე 160-ე.

„დღეს მომენატრე, იცი? - გიკვირს? - არა, ნუ გაგიკვირდება. მე სულ მენატრები, იმ წამიდან,


რაც დამტოვე, უბრალოდ დღეს მომენატრე, აქამდე კი მაკლდი. აქამდე შენი აღარ ყოფნა
მტკიოდა, შენი წასვლა, დღეს კი პირველად მომენატრა შენი არსებობა ჩემს ცხოვრებაში. შენი
შემოხედვა, ღიმილი, კოცნა, ჩახუტება, უბრალო შეხება და ლაპარაკი.

ყოველდღიურობაში მომენატრე. მგონი, შენი წასვლის პირველმა შოკმა გადაიარა და ახლა


უბრალოდ მტკივნეულად მაკლიხარ. არ გესმის, რას გეუბნები, არა?! არ იდარდო, აღარც მე
მესმის. შენი წასვლით მოყენებულმა იარებმა იმდენად დაასახიჩრა ჩემი სული, მისი
სხეულიდან ამოგლეჯა და სადმე, წყვდიადში, მოსროლა მინდება...

არ მიყვარდა ზამთარი. შენ ხომ კარგად იცი, რომ არ მიყვარდა? გაზაფხულს


გულისფანცქალით ველოდი ყოველთვის, რათა ბუნებასთან ერთად მეც მეზეიმა ხელახლა
დაბადება და გამოცოცხლება. ახლა... უკვე სულერთია. აღარც გაზაფხულს ველი და აღარც
გამოფხიზლებას. სეზონები ცვლას განაგრძობენ, ეს ხომ ბუნების კანონია და ამას ვერაფერი
შეცვლის?! მაგრამ იმ ზამთარს, ჩემს გულში გამეფებულ ზამთარს, ვერანაირი დრო ვერ
შეცვლის. ჩემს გულში მარადიულად ითოვებს შენი წასვლით გამოწვეული ტკივილის
გაყინული ცრემლები...

გემუდარები, მოდი ჩემთან, დათუნა. გევედრები, მოდი. თუ გიყვარვარ, თუ გიყვარდი,


ღამით მესტუმრე. ბევრს არაფერს გთხოვ, უბრალოდ ჩემს სასთუმალთან ჩამოჯექი, თმაზე
მომეფერე, მერე კი დაიხარე და ყურში ჩამჩურჩულე - „ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს კ ა
ტ ე რ ი ნ ა!“ კატერინა...კატერინა...კატერინა... მომენატრა ეს სახელი...ხანდახან. ფანჯარასთან
ვდგები და ჩუმად წარმოვთქვამ ისე, თითქოს ისევ ჩემ გვერდით იდგე და ყურში
მეჩურჩულებოდე...

იცი? - ნანო ორსულადაა! გუშინ გვახარა ეს ამბავი ყველას. ოთოს და პატარა საბას ისე
გაეხარდათ ეს ამბავი, ცრემლი ვერ შევიკავე. აღარ მეგონა, ჩემს დაობებულ და მკვდარ გულს
კიდევ თუ გაახარებდა რამე ასე ძალიან. ანანო და ოთო იმდენად ბედნიერები არიან,ჩვენც
ხომ შეგვეძლო? ჩვენც ხომ...

ხვალ გამოფენა მაქვს. პირველი სერიოზული გამოფენა. ჩემს აქაურ კოლეგას და მაესტროს
თუ დავუჯერებთ, სერიოზული ხალხი მოვა ჩემი ნამუშევრების დასათვალიერებლად. იცი,
როცა ვხატავ ყველაფერს ვივიწყებ. ყველანაირი ემოცია მოლბერტზე გადამაქვს და არაფერს
ვიტოვებ ჩემთვის. მაგრამ ისე, ყოველდღიურობაში, აღარაფერი იწვევს ჩემში ემოციას.
აღარაფერი მახარებს ან აღმაფრთოვანებს (თუ რა თქმა უნდა, ნანოს ორსულობას არ
ჩავთლით)

იქნებ დავბრუნდე? გამოფენის ამბები ჩავამთავრო და სახლში დავბრუნდე. მომენატრა


ოჯახი, გგონია არ მომენატრა? მთლად ასეც ვერ გამიყინე გული, გასვიანო. ჯერ კიდევ შემრჩა
ადამიანობა. არვიცი, ნანოს არ უნდა ჩემი გაშვება, მეც არ მეთმობა ეს ხალხი, მაგრამ
როდემდე დაგემალები? როდემდე არ ვივლი შენს საფლავზე და მოგიტან წითელ ტიტებს?
გახსოვს როგორ გიყვარდა ტიტები? - პირველ პაემანზეც ტიტები მაჩუქე. მითხარი, მხოლოდ
ყველაზე ძვირფასისთვის თუ გავიმეტებდიო. მაშინ ვერ გაგიგე, ახლა მესმის შენი.

ისე შევეჩვიე შენი წასვლით გამოწვეულ სიცარიელეს, ვინმემ მისი შევსება რომ გადაწყვიტოს,
არ დავანებებ! ეს სიცარიელეც ხომ შენეულია? ესღა შემომრჩა შენგან, ვის დავუთმო? ვის
მივუძღვნა? - არ შემიძლია!

კიდევ მოგწერ, დათუნა. ახალი დღე გათენდებდა და ისევ მოგწერ. ისევ ჩავაქსოვ კალამში
ტკივილს და შემდეგ ფურცელს გავჟონავ მისით. მაგრამ იმდენად გულუხვი აღმოჩნდი,
შენგან ბოძებულ ტკივილს ვერაფრით ვნაშთავ...

დროებით, ჩემო აუხდენელო სიყვარულო;

მუდამ და ერთგულად,

-შენი კატერინა!“

მარიამმა გულისფანცქალით გასწია დანელიების სახლისკენ. გული ცუდს უგრძნობდა.


მართალია, იოანემ დაამშვიდა და უთხრა, სერიოზული არაფერიაო, მაგრამ ხმაზე მაინც
შეატყო მამაკაცს ღელვა.

ზარი დარეკა და კარს ხელისგულით მიეყრდნო. ცოტახანში გაიგონა ნაბიჯების ხმა; კარში
უტა გამოჩნდა.

-მოგესალმებით, ქალბატონო, ბატონი უკვე გელით! - გაეკრიჭა დანელია გოგონას. მარიამი


ცოტა მოეშვა; იფიქრა, რომ სერიოზული ალბათ მართლაც არაფერი იყო.

სახლში შედგა ფეხი და მიმოიხედა. - სადაა?


-მისაღებში გელის!

რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მისაღები ოთახისკენ; უტამ მხარში სტაცა ხელი:

-მარიამ!

-რა მოხდა? - შეეშინდა ჯაყელს და მისკენ შებრუნდა; დანელიას ძალიან სერიოზული სახე
ჰქონდა.

-შენთან დაშორებას აპირებს და იცოდე, მაგრად დაუდექი! - სერიოზული სახით


ჩაილაპარაკა, მაგრამ ტუჩის კუთხეებში მაინც გაეპარა ღიმილი.

-უტა, ნუ ხარ საშინელი ბიჭი! - გაბრაზდა მარიამი და ამოისუნთქა.

-კარგი ხო, ბოდიში, მიდი, მიდი, შედი! - გაეცინა უტას და ოთახისკენ გაუძღვა ჯაყელს.

ღიმილით გაემართა მისაღები ოთახისკენ; უტას ხუმრობამ მაინც შეძლო და გაამხიარულა.


ოთახში ფეხი შედგა და ღიმილი მაშინვე მიეყინა სახეზე, მეტად ფეხის გადადგმა ვეღარ
შეძლო. მისაღებ ოთახში მარიამს მომღიმარი იოანე ელოდა. მის გვერდით კი, სავარძლებში,
მათე და ანდრეა ახვლედიანი ისხდნენ.

-მარიამ... - დაიჩურჩულა ზურგსუკან უტამ და ხელით მხარზე შეეხო, იმის ნიშნად, რომ
ჯაყელი კარში იყო გახევებული და უნდა განძრეულიყო.

ანდრეამ და მათემ კარისკენ გაიხედეს. მათეს გაეღიმა, ანდრეას გაკვირვებამ გადაურბინა


სახეზე, მაგრამ მაინც, ტუჩის კუთხეში გაეპარა მისთვის დამახასიათებელი, ცინიკური
ღიმილი.

-მოდი, მარიამ, ჩემი ძმაკაცები უნდა გაგაცნო! - ღიმილით მიმართა უფროსმა დანელიამ
გოგონას და მისკენ წავიდა. ანდრეა მაშინვე წამოდგა ფეხზე, მარიამი ოსტატურად
შეათვალიერა და გაიცინა.

-იოანე,ამდენი ხანი ჯაყელების ქალს მიმალავდი? - ძმაკაცს გახედა და პასუხის მოლოდინში


წარბები აწკიპა. იოანე მარიამს მიუახლოვდა, მისი გაყინული ხელი თავისაში მოიქცია და
თვალებით ანიშნა დაწყნარება.

მარიამი ერთიანად გაყინულიყო. მისი ტვინი მხოლოდ ერთადერთ ადამიანს აღიქვამდა -


ანდრეა ახვლედიანს, მისი ძმის მკვლელს.

-ანდრეა, მათე უკვე იცნობს მარიამს, ამიტომ მხოლოდ შენ გაგაცნობ - ეს მარიამია, მარიამ
ჯაყელი! - მის გვარს ხაზი გაუსვა იოანემ და თავი ამაყად აღმართა.

ანდრეას გაეცინა; მარიამს ძარღვი არ შეტოკებია სახეზე.


-მარიამ ჯაყელი რომ არის, მეც ვხვდები, იოანე. შენ უფრო საინტერესო ნაწილი მითხარი! -
ირონიულ ღიმილს არ იშორებდა სახიდან ახვლედიანი.

იოანეს გაეღიმა. მიხვდა, რომ ანდრეასთვის ყველაფერი უკვე ნათელი იყო. მარიამს უფრო
მაგრად მოუჭირა ხელზე ხელი და ძმაკაცებს გახედა.

-ეს ის ქალია, რომელიც მიყვარს და მინდა რომ თქვენ, როგორც ჩემმა ძმებმა, პირველებმა
იცოდეთ ამის შესახებ!

საოცარი სანახავი იყო იმ წამს იოანე დანელიას თვალები, სიამაყეს, ბედნიერებას და


სიყვარულს რომ ასხივებდნენ დიდი დოზით. არც ახვლედიანს გასჭირვებია სულ სხვანაირი
იოანეს სულ სხვაფერი თვალების დანახვა; დაინახა და გაეღიმა, ოღონდ არა ცინიკურად,
როგორც ჩვეოდა, ძმაკაცის ბედნიერების ღიმილით გაეღიმა.

-აჰ, აი, თურმე რა ხდება აქ! - ჩაეცინა ბოლოს და მათეს მიუბრუნდა. - შენ იცოდი ამის
შესახებ?

-მაპატიე, ანდრიუშ, სულ ცოტათი დაგასწარი იოანეს გულის ფიქრების ამოცნობა! - გაეცინა
მათეს და წამოდგა. - იმედი მაქვს, გახსოვარ მარიამ, მე შენი ბიჭის განუყრელი ძმა და
მეგობარი, თვით არაბული მათე ვარ! - თავი მდაბლად დაუკრა ჯაყელს და გაიღიმა; იგრძნო,
სიტუაციას განმუხტვა ესაჭიროებოდა.

მარიამმა მზერა ძლივს მოაშორა მასთან ასე ახლოს მდგარ ახვლედიანს და განწირული
თვალები მიაპყრო იოანეს.

-მარიამ... - ისე მიმართა დანელიამ გოგონას, აგრძნობინა, რომ ხმა უნდა ამოეღო.

მაგრამ ჯაყელი დუმდა. ხმის ამოღება არ შეეძლო, მთელი არსება მხოლოდ ანდრეა
ახვლედიანს დასტრიალებდა.

„ნიკუშა მოკლეს,ანდრეა ახვლედიანმა ნიკუშა მოგვიკლა“

„ნიკუშა მკვდარია,ახვლედიანმა მოკლა ჩვენი ძმა“

„ნიკუშა აღარ გვყავს, მოგვიკლეს ნიკუშა“

-მარიამ, რატომ ხარ ჩუმად? - უკვე ტონი უღელავდა დანელიას.

მარიამმა, როგორც იქნა, გახსნა შეკრული შუბლი. ამჯერად უფრო აღტაცებით აკვირდებოდა
ძმის მკვლელ ახვლედიანს.

-ნუ გიკვირს, ბიჭო, ხომ იცი როგორ ვაშინებ ხალხს? შენი გოგოც შევაშინე, როგორც ჩანს... -
ჩაეცინა ანდრეას, როცა გადაფითრებულ მარიამს დააკვირდა.

მარიამს თითქოს წამში გაეხსნა გონება,მაშინვე შეუშვა იოანეს ხელი და სწრაფად გავარდა
ოთახიდან.
-მარიამ! - შეჰყვირა დანელიამ და უკან დაედევნა გოგონას.

ანდრეას ჩაეცინა და ხელები გაშალა:

-აი, ასე ვაფრთხობ ხალხს, ჩემო უტიკო! - კარში მდგარ დაბნეულ უტას მიმართა
ახვლედიანმა და ამოიხვნეშა.

მარიამი სამზარეულოდან სწრაფად გავარდა ეზოში და იქ შეჩერდა; ვეღარ მოიფიქრა, რა


უნდა ექნა. ცრემლებმა დაუკითხავად გაიკვლიეს მის ღაწვებზე გზა. თავს ვერაფერს
უხერხებდა, მოზღვავებულ ემოციებს ვერაფრით უმკლავდებოდა.

შეეშინდა, დაიბნა, გაუკვირდა, გაბრაზდა, ეწყინა - ყველაფერი, ყველაფერი ერთად!

-მარიამ, რას აკეთებ? - ხელში წვდა იოანე გოგონას და თავისკენ შეაბრუნა.

-არ შემეხო! - დაიყვირა ჯაყელმა და სწრაფად გასცილდა მამაკაცს. - არ გაბედო... არ... არ


გაბედო! - სიმწრით ცრიდა კბილებშორის სიტყვებს.

-მარიამ, თავი მოთოკე და მომისმინე! - გაბრაზდა დანელიაც. - რატომ მიბრაზდები?!

-გიბრაზდები?! - თვალები გაუფართოვდა მარიამს. - რატომ გიბრაზდები?! ეს... ეს რა გააკეთე,


იოანე, ეს კაცი... ეს კაცი აქ როგორ მოიყვანე?

-ეს კაცი? „ეგ კაცი“ ჩემი ძმაა, მარიამ და მე არასდროს დავუმალავდი მას შენს არებობას ჩემს
ცხოვრებაში. რა, არ იცოდი?

-იოანე, შენ არ გესმის? არ გესმის, ვინაა ანდრეა ახვლედიანი ჩემთვის?!

-ვინაა? - გაგულისდა დანელია.

-მან ჩემი ძმა მოკლა! ნიკუშას მკვლელია! - დაიყვირა ჯაყელმა და ორივე ხელი კრა მამაკაცს. -
მან ჩემი ნიკუშა მომიკლა, მისმა ოჯახმა ჩემს დას საქმრო წაართვა!

-ახლა შენ კი არა ლუკა ჯაყელი მელაპარაკება, მარიამ!

-რა? რა შუაშია საერთოდ ლუკა? - გაოცდა მაშო. - რა შუაშია ჩემი ძმა?!

-შუაში კი არა, თავშია! იმიტომ, რომ მის სიტყვებს იმეორებ ახლა; იმიტომ, რომ თავადაც არ
გჯერა შენი სიტყვების! მე შენ იმიტომ შემიყვარდი, რომ განსხვავებული ჯაყელი იყავი,
გონიერი ადამიანი! შენ კი ახლა ისე მელაპარაკები, როგორც დაპროგრამებული რობოტი! -
ყვირილზე გადავიდა იოანეც.

-შენ ხვდები მაინც რაებს მელაპარაკები, იოანე? ხვდები?!

-შენ თუ ხვდები, რას მეუბნები?! ჩემს ძმაზე ლაპარაკობ, მარიამ! ვინც ვარ და რაც ვარ
მხოლოდ მისი დამსახურებაა ან მასთან ერთად მიმიღებ ან მის გარეშე!

-რას მეუბნები იოანე, ხვდები?! - ამოიტირა მარიამმა და ორივე ხელი პირზე აიფარა.
-ძალიან კარგად! მეგონა, შენც ხვდებოდი, რომ რა წამს ჩემთან ყოფნას დათანხმდი, იმ წამს
მიიღე ანდრეაც. ერთი თვე მოგეცი, რომ მომზადებულიყავი, თუ ახლა არ ხარ მზად, ვერც
ვერასდროს იქნები!

-და ამას ასე მშვიდად მეუბნები? სულ ეს არის შენი სიყვარული?!

-ჩემი სიყვარული, მარიამ, იმაზე უფრო ღრმა, ვრცელი და უსაზღვროა, ვიდრე ვინმეს ან მე
თავად შემეძლო წარმომედგინა; საქმე შენს სიყვარულშია, შენ თუ შეგიძლია ჩემ გამო ამ
ადამიანის მიღება?!

-იოანე...

-გიყვარვარ, მარიამ? - უცებ ჰკითხა დანელიამ და თვალი თვალში გაუყარა გოგონას.

მარიამი შეცბა; არ ელოდა ამ კითხვას.

-მე...

-მითხარი, გიყვარვარ?! - მტკიცედ იდგა მამაკაცი.

ჯაყელი ხმას ვერ იღებდა.

-ჯანდაბა, ასე რთულია პასუხი?! კი ან არა. ან გიყვარვარ და ჩემთან ერთად ხარ, ან არა და
ვამთავრებთ ყველაფერს.

-ასე მარტივად? კი ან არა და მორჩა? - ჩაეცინა გაკვირვებით მარიამს.

-მარიამ, შენ ოდნავი წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, რამხელა სირთულეების გადალახვა


მოგვიწევს ერთად?! თუ არ ხარ დარწმუნებული შენს გრძნობებში, მაშინ... მაშინ არვიცი, რა
გითხრა. ამ ყველაფერს აზრი არ აქვს. მაშინ ანდრეა ახვლედიანი მართლა შენი ბიძაშვილის
მკვლელია და მაშინ მეც შენი მტერი ვარ! - თვალები აუცრემლიანდა დანელიას.

-რატომ არ გესმის...

-შენ არ გესმის ჩემი. არ გესმის და ვერც გამიგებ, თუ შენს თავთან არ იქნები გულწრფელი.

-ეს რას ნიშნავს?

-არვიცი, შენ მითხარი! - ხელები გაშალა იოანემ.

-იოანე, მე... - რაღაცის თქმა დააპირა მარიამმა, მაგრამ გაჩერდა.

იოანეს ჩაეცინა.

-წადი სახლში, მარიამ და როცა მზად იქნები, დამირეკე... - მშვიდად უთხრა დანელიამ და
წასასვლელად შებრუნდა.

-და თუ ვერასდროს ვიქნები მზად მის მისაღებად, მაშინ? - უცებ ჰკითხა გოგონამ და პასუხის
მოლოდინში სუნთქვა შეეკვრა.
-მაშინ ჩვენი ერთად ყოფნის მიზეზს ვერ ვხედავ. იმიტომ, რომ ანდრეა ახვლედიანი ჩემი
პიროვნების უდიდესი ნაწილია; მისი უარყოფით ჩემზეც იტყვი უარს. - შემოუბრუნებლად
გასცა პასუხი მამაკაცმა და მშვიდად დაბრუნდა სახლში.

სახლის კიბეები ისე აირბინა, საბედნიეროდ, არავის შეუმჩნევია. სწრაფად შევარდა თავის
ოთახში და კარი მიაჯახუნა. ჯერ საწოლს ეცა, შემდეგ კარადას, სარკიან მაგიდას და ტუმბოს.
აქეთ-იქით დადიოდა, შეურაცხადივით და ქოშინებდა. მთელი ძალისხმევით ცდილობდა,
გონებიდან ამოეგდო მისი არსებობა, მაგრამ თვალწინ ჯერ კიდევ დანელიების სახლის
მისაღებ ოთახში მდგარი, სახეზე ირონიულღიმილაკრული ანდრეა ახვლედიანი ედგა.

„აჰ, მაშ შენ ხარ მარიამ ჯაყელი? შენ მოგიკალი ბიძაშვილი და გაგიმწარე სიცოცხლე?
სასიამოვნოა შენი გაცნობა, მოკითხა დათუნას და ნიკუშას, საიქიოში!“ - მისი დამპალი,
ცინიკური ღიმილი მხოლოდ ამ სიტყვებს მალავდა მარიამისთვის.

ხელებში ჰქონდა სახე ჩარგული და ქვითინებდა. რაც უფრო მეტ ცრემლს ღვრიდა, მით უფრო
მეტად იპყრობდა სისუსტე. ეზიზღებოდა ტირილი, უმწეო მდგომარეობაც ეზიზღებოდა,
მაგრამ იმ მომენტში საკუთარ თავს ვერაფრით ერეოდა.

განა კი ძალიან დიდი იყო, რომ ასე გახეულიყო შუაზე? განა იყო მზად ამხელა
დილემისთვის?! ხომ შეიძლებოდა, უბრალო გოგონა ყოფილიყო? - კარგი პროფესიით,
თბილი ოჯახით და მოსიყვარულე მეორე ნახევრით? მაგრამ არა, მის ცხოვრებაში არაფერი
იყო მარტივი; მარტივი კი არა, რთულიც სანატრელი ჰქონდა. ყველაფერი შავ, საშინელ
ფერებში იხატებოდა. მის თვალწინ დას სიძე მოუკლეს; სადღესასწაულო კაბაში
გამოწყობილი იდგა ეკლესიის ეზოში, უყურებდა მოსიყვარულე წყვილს და მეორე წამს
სისხლის გუბეში იყო.

დიდხანს იტირა; მანამ, სანამ ძალა არ გამოეცალა და ცრემლი არ დაუშრა. შემდეგ ძლივს
წამოიწია, საწოლზე აბობღდა და ვარსკვლავის ფორმაში გაწვა ლოგინზე. თავი ბალიშში
ჩარგო და გაჩუმდა; თავს დაწყნარების საშუალება მისცა. ემოციებისგან დაცლილს და
გამოფიტულს ისე ჩაეძინა, ვერც გაიაზრა.

იოანე სახეაშლილი დაბრუნდა ოთახში. ანდრეა ფანჯარასთან იდგა და ღიმილით უცდიდა


მეგობარს. ოთახში მისი შესვლის სისწრაფე სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ბიჭებისთვის,
რომ მისი და მარიამის საუბრის შინაარსი გაეგოთ. დანელიამ ჯერ ძმას გახედა, შემდეგ მათეს.
სახე დაალაგა და ისე გაემართა დასაჯდომად, ვითომაც არაფერიო.

-რა მარიამ ჯაყელი, ბიჭო, მეღადავები? - ვეღარ მოითმინა ახვლედიანმა, იოანეს გახედა და
გაიცინა. იოანემ ამოიხვნეშა და თავი ჩაქინდრა.

-ანდრეა, შენ ხომ იცი, ერთი პროცენტი შანსი მაინც რომ მქონოდა, მისი არ შეყვარების,
ახლოსაც არ გავეკარებოდი ჯაყელს? - სიმწრით გამოცრა სიტყვები დანელიამ და ორივე მუჭი
შეკრა. ახვლედიანს გაეცინა, ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და გვერდით მიუჯდა ძმაკაცს.

-არ იქნება ეგ ამბავი მარტივი, ჩემო ძმაო! - მხარზე დაკრა ხელი.

-ანდრეა, ჩვენს ძმობას გაფიცებ, რა, დაივიწყე რომ ჯაყელია მარიამი და ისე მიიღე, როგორც
ჩემი ცოლი! - გაწამებული ხმა ჰქონდა იოანეს; გაწამებული და მუდარით სავსე.

ანდრეას ღიმილი წაუხდა.

-არ გამაგიჟო ახლა, დანელია! რომელი სწორხაზოვანი, „ყველაჯაყელიმტერია“ ადამიანი მე


მნახე?! მართალია, გამო***ებული ძმები ყავს მაგ შენს სიყვარულს და მაგათ მე მაგიდასთან
არასდროს დავუჯდები, მაგრამ ადრე თუ საქვეყნოდ ვლანძღავდი, ახლა მხოლოდ გულში
გიგინებ ხოლმე ცოლისძმას! - გაეცინა ბოლო სიტყვებზე ახვლედიანს.

-აუ აზრზე ხარ, ბიჭო? ლუკა ჯაყელის სიძედ გაიჩითები! - გაეცინა მათესაც.

-არა მგონია... - სევდიანი ღიმილით ჩაილაპარაკა იოანემ.

-რატომ? - დაინტერესდა უტა. - რა გითხრა მარიამმა?

იოანეს ხმა არ ამოუღია. ანდრეამ თავი დააქნია იმის ნიშნად, რომ მისთვის ყველაფერი
ნათელი იყო და კიდევ ერთხელ დაკრა მხარზე ხელი გვერდით მჯდომს.

-გოგოსთან საქმე შენც გაგიფუჭა ახვლედიანების ავადსახსენებელმა გვარმა? - გაეღიმა


ანდრეას.

-შენ არაფერ შუაში ხარ! - გაღიზიანდა იოანე.

-არა ბიჭო, მათესი შეეშინდა. - გაეცინა ახვლედიანს.

-ანდრეა, შენ არაფერ შუაში ხარ! - დამარცვლით გაიმეორა სიტყვები დანელიამ. - მართლა
რომ ვუყვარდე, ასე არ მოიქცეოდა...

-კარგი ახლა, მანდ გაჩერდი! - გაბრაზდა უტა. - ჩემთვის რომ დაგეჯერებინა არაფერიც არ
მოხდებოდა! ნუ აბრალებ მარიამს...

-რა დამეჯერებინა, უტა?! დამემალა ანდრეასთვის მარიამი და ასე თინეიჯერებივით


მალულად ვყოფილიყავით ერთად?!

-მე ეგ გითხარი? მე გითხარი, დრო მიეცი მარიამს და ჯერ მხოლოდ ანდრეას უთხარი
ყველაფერითქო!
-რაღამდენი დრო მიმეცა?

-მთელი ცხოვრება თქვენს სიძულვილში აქვს გატარებული!

-ჩემ მისაღებად ხომ აღმოჩნდა სამი თვე საკმარისი?!

-შენ სხვა ხარ, იოანე! - წამოიყვირა უტამ. - ანდრუშ, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ და პატივს
გცემ, მაგრამ ისიც ხომ იცი, რას ვგულისხმობ, არა? - ანდრეას მიუბრუნდა ახვლედიანი, ამ
უკანასკნნელს გაეღიმა.

-თქვენ მაინც ნუ იჩხუბებთ ახლა. ვერაფერს უშველით მაგით! იოანე, ანასტასიას თავს
ვფიცავარ, არ ვიცი რა უნდა გითხრა ასეთ სიტუაციაში. მაინც ჯაყელია ეგ გოგო, ხომ ხვდები?
მეუხერხულება, რა, არ ვარ შეჩვეული, მაგრამ შენ გიყვარს და დამთავრებულია მანდ მაგის
ჯაყელობა!

-აი, შენ თუ შეგიძლია ჩემ გამო მარიამის მიღება, იმას რატომ არ შეუძლია?

-ნუ ადარებ ძმაო, რა პონტია?! - როგორც იქნა ხმა ამოიღო მათემ. - ჯერესერთიც, ანდრეას
ვაფშე კიდია ეს ჯაყელებ-ახვლედიანების დედააფეთქებული ბაზარი, მეორეც, -
მარიამისთვის ანდრეაა მკვლელი და არა პირიქით! - ჩამოაყალიბა სათქმელი მათემ და უტას
თვალი ჩაუკრა.

-არაა ეგრე! - მაინც არ ეპუებოდა იოანე. - მე მარიამი იმიტომ შემიყვარდა...

-რომ ის სხვა ჯაყელებს არ ჰგავდა! - მობეზრებული ტონით დაასრულა უფროსი ძმის


წინადადება უტამ. - ეგ რას ცვლის ამ შემთხვევაში?!

-იმას ცვლის, რომ ასეთი რეაქცია არ უნდა ჰქონოდა!

-ოო, შენ კიდე, ეშინია ხალხს ჩემი, ახლა გაიგე? - გახუმრება ცადა ანდრეამ. - დრო მიეცი, რომ
დაფიქრდეს. ზედმეტად მკაცრი ხარ, დანელ, “დაჟე“ მე გეუბნები ამას!

-მეც ვეთანხმები ანდრეას! - გაეღიმა მათეს.

-მეც! - ხელები გადაიჯვარედინა უტამ.

იოანემ სამივეს გადახედა, წარბები შეკრა და სწრაფად წამოდგა.

-სად მიდიხარ?

-ეზოში! თქვენ აქ ალიანსი გაქვთ შეკრული და მე აშკარად ხელს გიშლით!

ბიჭებს გაეცინათ; იოანე ოთახიდან გავიდა.

მორიგი თათბირის დამთავრებისთანავე ლუკამ საბუთების მოწესრიგება ბექას მიანდო და


თავად რესტორნისკენ აიღო გეზი. ელენეს სურვილი იყო, რომ მარტოებს ევახშმათ და ისიც
უყოყმანოდ დათანხმდა. დაძაბული ვითარების გამო ისევ ვერაფერს უკეთებდა მეუღლეს და
ამ წვრილმანზე ნამდვილად აღარ წყვეტდა გულს.

რესტორნის შესასვლელში იდგა და ელენეს ელოდებოდა. მალევე დაინახა დავითის მანქანა,


რომელიც მისი მანქანის გვერდით გააჩერდა და დევდარიანს გაუღო კარი.

ჯაყელს ყურთამდე გაეპო ღიმილი; მხოლოდ საყვარელი ქალის დანახვისას თუ


უნათდებოდა მუდამ ჩამობნელებული სახე. მართლაც, ღვთაებრივად გამოიყურებოდა
ელენე შინდისფერ, მუხლამდე კაბაში, რომელსაც საკმაოდ ამოღებული ზურგი ამშვენებდა.
დევდარიანსაც გაეღიმა ქმრის დანახვისას და ელეგანტური ნაბიჯებით გაემართა მისკენ.

-ძალიან ლამაზი ხარ! - ლოყაზე აკოცა ლუკამ ცოლს და რესტორნისკენ გაუძღვა.

წინასწარ დაჯავშნულ მაგიდასთან დასხდნენ და ოფიციანტს შეკვეთა მისცეს. ელენეს


განსაკუთრებულად უბრწყინავდა თვალები, ლუკაც ბედნიერდებოდა მისი ყურებისას.

-რაღაც უცნაურად გიციმციმებს თვალები, თუ მეჩვენება? - გაუღიმა ჯაყელმა მეუღლეს და


წითელი ღვინო ჩამოასხა ბოკლებში.

-არ გეჩვენება! - უფრო ფართედ გაეღიმა ელენეს და ჭიქა ხელში მოიქცია. - სადღეგრძელო
მინდა ვთქვა!

-ხოო? აბა გისმენ, რას გაუმარჯოს? - ჩაეცინა მამაკაცს.

-რას გაუმარჯოს და მე და შენ. ჩვენ გაგვიმარჯოს და ჩვენ მიერ შექმნილ პაწაწინა არსებას,
რომელიც ცხრა თვეში მოევლინება სამყაროს! - ბოლო სიტყვებზე საოცრად აუბრჭყვიალდა
თვალები დევდარიანს.

-რა თქვი? - გათეთრდა ლუკა.

-ორსულად ვარ, ლუკა, მამიკო გახდები ცხრა თვეში!

იმ წამს ლუკა ჯაყელმა სულ დაკარგა გვარისთვის დამახასიათებელი სერიოზულობა,


თავდაჭერილობა და გაწონასწორებულობა. სახეზე ცისარტყელა გამოესახა; ჯერ ჩაეცინა,
შემდეგ გაეცინა, სწრაფად წამოდგა და ელენეს ჩაეხუტა, მთელი ძალით.

-როგორ გამახარე! შენ ხომ წარმოდგენაც არ გაქვს, როგორ გამახარე, ჩემო სიცოცლე!
მიყვარხარ, ორივე მიყვარხართ! მამა გავხდები, ოჯახში პირველი შვილი, პატარა ჯაყელი! -
ბუტბუტებდა გახარებული ლუკა და მთელი ძალით ეკვროდა ცოლს.

ელენეს თვალები აუცრემლიანდა, იმდენად გააბედნიერა საყვარელი მამაკაცის რეაქციამ.


სუსტი ხელები მოხვია ქმარს და სახე მის ყელში ჩარგო.

-აუ, ელენე, როგორ გამახარე,უბრალოდ, წარმოდგენაც არ გაქვს! - პატარა ბავშვს გავდა იმ


წამს ჯაყელი.
-ძალიან მიყვარხარ, ლუკა, ეს ბავშვი ჩვენი ბედნიერი მომავლის დასაწყისი იქნება! - სახეზე
ეფერებოდა თვალებცრემლიანი დევდარიანი მამაკაცს.

-გპირდები, რომ ეს ბავშვი უბედნიერეს გარემოში გაიზრდება. გეფიცები და გპირდები!

ელენემ მსუბუქად შეახო თავისი ტუჩები ლუკასას,შემდეგ თავი მიადო და გაიტრუნა.

-ბიჭები გააფრენენ, დედაჩემი და მამაჩემი ცას ეწევიან ბედნიერებისგან, ჩემს დებზე


აღარაფერს ვამბობ!

-შენი აზრით, ეკატერინეს გაეხარდება? - თავი წამოსწია ელენემ.

-ხუმრობ? არიცი, როგორ უნდოდა ძმიშვილი. დარწმუნებული ვარ გააფრენს. ფეხით ჩამოვა
უკან! - გაეცინა ლუკას.

-მინდა, რომ ჩვენი შვილი ახალი დასაბამი იყოს ჯაყელების გვარისთვის!

-გპირდები, ასეც იქნება! - შუბლზე აკოცა ჯაყელმა მეუღლეს და შემდეგ ისევ გულში ჩაიკრა.

ჯაყელები შუაღამეს დააფეთა გვარიანად მთვრალმა ლუკამ და ყველანი მისაღებ ოთახში


შეკრიბა. საზეიმოდ გამოუცხადა ყველას, რომ მალე პატარა ჯაყელი მოევლინებოდა ქვეყანას
და მშობლები გახდებოდნენ ის და ელენე.

ეკატერინეს წასვლით გაფერმკრთალებული, დადუმებული და მოქუფრული სახლი თითქოს


იმ ღამით განათდა ისევ. ბედნიერებამ ფართედ გააღო კარი და გატანჯულ ჯაყელებს შორის
ისევ გაიდგა ფესვები.

ორმა კვირამ ისე გაიარა, მარიამს და იოანეს ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის. იტანჯებოდა
ორივე, მაგრად არცერთი ტყდებოდა და დგამდა პირველ ნაბიჯს. იოანე ცდილობდა,
არაფერი შეემჩნია ბიჭებთან, მაგრამ მაინც აშკარა იყო, რომ ძალიან განიცდიდა და გული
ტკიოდა მამაკაცს საყვარელ ქალთან განშორება. საღამოობით ეზოში ჯდებოდა, სიგარეტს
ეწეოდა და ჩუმად გლოვობდა თავის უბედობას. მარიამიც არ იყო უკეთეს დღეში,
ენატრებოდა დანელია, მასთან საუბარი, ჩახუტება და უბრალო ურთიერთობა. ბევრჯერ
წაუცდა ხელი მობილურზე, მაგრამ მაშინვე ანდრეა ახსენდებოდა და ხვდებოდა, რომ მზად
არ იყო. რაც არ უნდა ძლიერ ნდომოდა იოანესთან ყოფნა, იმ ფაქტს ვერ ივიწყებდა, რომ
ახვლედიანი მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო.

ჯაყელების ოჯახში დიდიხნის დავიწყებული მხიარულება ნელ-ნელა ისევ იკიდებდა ფეხს.


ყველა ელენეს დასტრიალებად თავს და ცივ ნიავს არ აკარებდა. ლუკა შეიცვალა. აღარაფერი
აინტერესებდა, ცოლის და შვილის კეთილდღეობის გარდა. ქეთევანი, ელენე და მარიამი
ბედნიერდებოდნენ, მის შემხედვარე და ღმერთს მადლობას უხდიდნენ.

ჯაყელებ-ახვლედიანებს შორის ბრძოლა ერთგვარად განელდა; არცერთ მხარეს ეცალა


ამისთვის. ახვლედიანები ქორწილით და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფით იყვნენ
დაკავებულები, ჯაყელები ელენეს ორსულობით. ეს სიტუაცია მარიამზეც მოქმედებდა.
ყოველღამე ტვინს იხვრეტდა ფიქრით და ნამცეც იმედს ეჭიდებოდა. იმედს, რომ ორი ოჯახი
ნელ-ნელა დაივიწყებდა ბოღმას და სიძულვილს და ცივილურად შეძლებდა ურთიერთობას.

უნივერსიტეტის ეზოდან გამოდიოდა. იმ დღეს მხოლოდ ერთი ლექცია ჰქონდა, თანაც მისი
მეგობრებიდან არცერთი იყო ეზოში, ამიტომაც სწრაფად ტოვებდა შენობას. ბედნიერი იყო,
რადგან დემეტრე, როგორც იქნა, დაითანხმა დავითის მოშორებაზე და საკუთარი მანქანის
მართვაზე. ღიმილით მისეირნობდა მანქანისკენ, როცა ეზოდან გამოსულმა, ანდრეა
ახვლედიანი დაინახა. მამაკაცს ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და მანქანაზე
აყუდებული ელოდებოდა გოგონას.

სიცივემ ერთიანად დაურა სხეულში. შეეშინდა და ფეხის გადადგმაც ვეღარ გაბედა. თავიდან
ეგონა რომ ეჩვენებოდა, მაგრამ თვალების რამდენჯერმე დახამხამების შემდეგ მიხვდა,
მართლაც ანდრეა იდგა მის წინ. ახვლედიანმაც დაინახა გოგონა, წამოიწია და მისკენ
გაემართა.

-გამარჯობა, მარიამ! - ღიმილით მიესალმა მამაკაცი ჯაყელს და წინ დაუდა.

მარიამი ვერც კი ხვდებოდა, რა უნდა ექნა. მუხლებში სისუსტე იგრძნო, მაგრამ


მაქსიმალურად მოიკრიბა ძალა და გამაგრდა.

-აქ რა გინდა?! - გაყინული ტონით ჰკითხა და მის თვალებს თავისი მოაცილა, რათა
მღელვარება დაეფარა.

-ნუ გეშინია, მოტაცებას არ გიპირებ! - ხელები აღმართა ანდრეამ და გაიცინა.

-ვერც გაბედავ! - უკმეხად მიუგო და თავადაც გაუკვირდა თავისი სიმამაცის.

-ოჰ, ნამდვილად გცოდნია, როგორ უნდა ისარგებლო იოანეს შეყვარებულის სტატუსით. -


ტუჩის კუთხე ჩატეხა ახვლედიანმა. - ლაპარაკი მინდა შენთან.

-შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. ახლავე წადი აქედან, თუ არ გინდა,რომ ჩემს დაცვას
დავუძახო!
-კარგი ახლა, არ გინდა ეს ბავშვობა. ორივემ ვიცით, დაცვა რომ გყავდეს ახლა გვერდით უნდა
გედგეს.

-რა გინდა ჩემგან? იოანემ იცის რომ აქ ხარ?! - გაბრაზდა მარიამი.

-არა, არ იცის და არც უნდა გაიგოს. ეს საუბარი მხოლოდ ჩვენ ორს შორის წარიმართება... -
დასერიოზულდა ანდრეა.

-არ მინდა, შენთან ლაპარაკი!

-რატომ? გეშინია ჩემი? - ჩაეცინა მამაკაცს.

-ჩემი ძმის მკვლელთან სალაპარაკო არაფერი მაქვს!

-კარგი, თუ არ წამომყვები, აქ დავდგეთ და ვილაპარაკოთ. წარმოიდგინე, რა მაგარი იქნება,


ვინმემ რომ დაგვინახოს?! მაშინვე ყველა იფიქრებს, რომ ახვლედიანები და ჯაყელები
შერიგდნენ! - ირონიულად იღიმოდა ანდრეა.

-საშინელი ხარ, უნამუსო და ცინიკოსი! - გააფრთდა ჯაყელი.

-მაგრამ თუ იოანე ოდნავ მაინც გაღელვებს, უნდა ვილაპარაკოთ. - მშვიდი იყო ახვლედიანი.

მარიამმა პირი მოაღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ გაჩუმდა. ანდრეას გაეღიმა. მიხვდა, რომ
დაითანხმა გოგონა.

-წამოდი, გზის გადაღმა კაფეში დავსხდეთ.

-იცოდე, სერიოზული რომ არაფერი იყოს...

-წამოდი! - არ დაამთავრებინა ანდრეამ წინადადება და წინ გაუძღვა გოგონას.

-არაფერს შეუკვეთავ? - ღიმილით ჰკითხა ახვლედიანმა მარიამს ერთ-ერთ მაგიდასთან


დაჯდომის შემდეგ.

-კი, შევუკვეთავ და მერე ახალ ამბებზე ვიჭორაოთ, გინდა? - ცინიკურად ჩაეცინა ჯაყელს.

ანდრეას გაეცინა.

-კარგი, მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ! - სახე დაისერიოზულა და წამოიწია. - ალბათ


რთული გამოსაცნობი არაა, რომ შენზე და იოანეზე მინდა გელაპარაკო...

-რა შენი საქმეა, ჩვენი ურთიერთობა? რატომ ერევი საერთოდ, რა გადარდებს?!

-ნამდვილად არ ვაპირებ შენთვის ჩემი და იოანეს ურთიერთობის ახსნას. უბრალოდ გეტყვი,


რომ მადარდებს ჩემი ძმაკაცის კეთილდღეობა და მორჩა.

-როგორი გულმაწვავი და კეთილი ყოფილხარ, ახლა ვიტირებ. - ტუჩები დაბრიცა სატირლად


ჯაყელმა, შემდეგ კი აგდებულად ჩაიცინა.
-ასე რომ მეთამაშები, არ გეშინია, რომ გავბრაზდები და რაღაცას დაგიშავებ? ხომ არ
გავიწყდება, ვინ ვარ? - თვალებში ეშმაკები აუთამაშდნენ ანდრეას.

მარიამი შეცბა. ღიმილი სახეზე შეეყინა და ხმა აუთრთოლდა - ვერ გაბედავ, ამდენი ხალხის
წინაშე... მე იოანეს...

-შენ იოანეს რა? ხომ დაშორდით? - ჩაეცინა ანდრეას.

-ჩვენ არ დავშორებულვართ, უბრალოდ...

-უბრალოდ რა? ისვენებთ ერთმანეთისგან? იოანეს დასვენების ვერაფერი შევატყვე და


რავიცი...

-რა გინდა ჩემგან, შეგიძლია მითხრა და გამიშვა? - გაღიზიანდა მარიამი.

-მარიამ, თუ გგონია, მე შენი ოჯახი გულზე მეხატება და მომწონს, რომ ჯაყელი ხარ ძალიან
ცდები. მაგრამ იოანეს გამო შემიძლია შენი ატანა!

-აჰა, მაშ შენ შეგიძლია ჩემი ატანა? შენთვის რა დამიშავებია, რომ ასატანიც გავხდი?!

-შენ არაფერი, მაგრამ შენმა ძმება მე და ჩემს ძმას საავადმყოფოში ამოგვაყოფინეს თავები ამ
ცოტა ხნის წინ, შეხსენება გჭირდება?

-შენი ჩვენი ძმა მოკალი და ამის გამო არც კი დასჯილხარ. მამაშენის დახმარებით გაექეცი
მართლმსაჯულებას და დაიმალე! როგორ ბედავ და საერთოდ როგორ მიყურებ თვალებში?! -
ზიზღით აუკიაფდა თვალები მაშოს.

-ეგ ამბავი მე და შენმა ძმებმა უკვე მოვაგვარეთ. არვიცი იცი თუ არა, მაგრამ რაც არ გეხება
იმაში ცხვირს ნუ ჩაყოფ, მარიამ, არ გარგებს ეგ ამბავი!

-სიკვდილს არავინ იმსახურებს, რაც არ უნდა მოხდეს, მაინც!

-ეგ შენი ბიძაშვილისთვის გეთქვა, ჯობდა!

-როგორ ბედავ?! - წამოხტა მარიამი. - როგორ ახსენებ საერთოდ ნიკუშას?!

-დაჯექი და დამშვიდდი. ისტერიკები არაა საჭირო!

-არ მესმის, საერთოდ რანაირად აქვს იოანეს და უტასნაირ ადამიანებს შენთან ურთიერთობა!

-მაგის გაგებას არც გთხოვ. მხოლოდ ის მინდა, რომ გონებას მოუხმო და იოანესნაირი
ადამიანი არ დაკარგო. ისედაც გამოშტერებულ საზოგადოებაში გიხდება ტრიალი,
დანელიებისნაირი ხალხი ნამდვილად არ გაწყენდა ცხოვრებაში.

-ჩემზე ზრუნავ? არ გამაგიჟო ახლა... - ცინიკა დაუბრუნდა მარიამის ღიმილს.

-შენზე კი არა, ჩემს ძმაკაცზე ვზრუნავ. ცოდვები ისეც არ მაკლია ცხოვრებაში, მის
საცოდაობას ვეღარ დავიმატებ! - ხელი აიქნია ანდრეამ და ჩაიცინა.
-რას ითხოვ ჩემგან? დავივიწყო, რომ შენ და იოანე განუყრელი მეგობრები ხართ, თუ ის
ამოვიგდო გონებიდან, რომ შენ ნიკუშა მოკალი?

-საერთოდ, ახსნა-განმარტებებს არასდროს ვიძლევი. რაღაცას ვაკეთებ იმიტომ, რომ ასე


ვთვლი საჭიროდ და მორჩა, მაგრამ მაინც გეტყვი, რომ მე შენს ცხოველ ბიძაშვილს
ახალგაზრდა გოგონა გამოვტაცე ხელიდან და მისი სულის დამახინჯების უფლება არ მივეცი
„ლომკაში“ მყოფს! რომ მოკვდა ეს მხოლოდ მისი ბრალია, არ გამძალიანებოდა და მხოლოდ
ცემას გამომრჩებოდა!

იმ წამს მარიამმა უდიდესი ზიზღი დაინახა ახვლედიანის თვალებში. ზიზღის ეშმაკები


ნაპერწკლებივით ცვიოდნენ და გამძვინვარებულ ხმასთან ერთად საშინელი შიშის გრძნობას
უჩენდნენ გოგონას.

შეცბა და შეშინდა. იქნებ მიტკლისფერიც დაედო სახეზე, მაგრამ მაინც არ ტყდებოდა,


ბიძაშვილის სიყვარული მძლავრობდა მასში.

-ეს არაფერს ცვლის... შენ მაინც მტერი ხარ... - გამტყდარი ხმით დაიჩურჩულა მაშომ და
აცრემლებული თვალები დამალა.

-ღმერთმანი! - ხელები გაშალა ახვლედიანმა და შეყვირა - მითხარი, ჩემი საუბრის რომელ


მონაკვეთში მოისმინე, რომ შენთან დამეგობრება მინდა. მტერი კი არა, თუ გინდა ღამის
კოშმარი ვიყო შენი, ერთი წამითაც არ მადარდებს. უბრალოდ იოანეს ნუ დასჯი იმის გამო,
რომ ის საწყალი ბიჭი ბავშვობაში გადამეყარა, დამიძმაკაცდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა,
რომ ოდესმე შენ შეუყვარდებოდი!

-ასე მარტივად როგორ შეგიძლია ლაპარაკი? - გულწრფელად გაიკვირვა ჯაყელმა.

-იცი რას ვერ ვხვდები? შენ რატომ ართულებ ასე ძალიან ყველაფერს! იოანე არ გიყვარს?

მარიამს სახე აელეწა; მოულოდნელობისგან ტუჩები აუთამაშდნენ.

-რა შუაშია ეგ?!

-შუაში როგორ არ არის! იოანე რომ გიყვარდეს, ასე ადვილად დანებდებოდი? კარგი, გავიგე,
მე მტერი ვარ, მაგრამ ეგ უფრო არ უნდა გიმძაფრებდეს იოანესთან ყოფნის სურვილს? ასე
ადვილად დაანებებდი საყვარელ მამაკაცს შენს მტერს? - პირიქით, იბრძოლებდი და ჩემს
თავს ჩამოაშორებდი. შენს თავს და თქვენს სიყვარულს აარჩევინებდი. გგონია,
წარმოუდგენელ რამეს გეუბნები? - ქალისადმი სიყვარული ყველაფერს გააკეთებინებს კაცს!
შენ კიდევ გარბიხარ და იმალები. ბავშვივით იბუტები და ასე უთქმელად ასრულებ
ყველაფერს, ვიღაც ანდრეა ახვლედიანის გამო! რატომ მანიჭებ ამხელა მნიშვნელობას
საერთოდ? - ბოლო სიტყვებზე პირდაპირ თვალი თვალში გაუყარა ანდრეამ მარიამს.

-შენს თავს უსმენ მაინც? რაებს ლაპარაკობ ხვდები? საბავშვო ბაღში ხომ არ ვართ?!

-რატომ, ბავშვურს რას გეუბნები? რომ დაფიქრდე და მომისმინო, მიხვდები, რომ სიმართლეს
ვამბობ!
-გინდა, რომ იოანე ჩამოგაშორო? - ჩაეცინა მარიამს.

-თუნდაც! ცადე, იქნებ გამოგდის და შენი არჩევა უნდა? - ეშმაკურად გაეღიმა ანდრეას.

-რა სისულელეა! საერთოდ არ გცნობია შენი ძმაკაცი. იოანე არასდროს იტყვის შენზე უარს,
არც ჩემი და არც სხვისი თავის გამო! შენ ოდნავი წარმოდგენაც არ გაქვს, რამხელა
მნიშვნელობა გაქვს იოანეს ცხოვრებაში.

-და შენ მზად ხარ ჩვენი ძმაკაცობა უფრო წინ დააყენო, ვიდრე შენი თავი? არ გყვარებია
იოანე!

-და შენ საერთოდ რა იცი, რა არის სიყვარული, ანდრეა ახვლედიანო?! - აგდებულად


მიმართა მარიამმა მამაკაცს.

ანდრეას სხივი გაუკრთა თვალებში, ერთგვარად შეცბა კიდეც, მაგრამ არაფერი შეიმჩნია.

-რასაც შენ აკეთებ, ეგ რომ ნამდვილად არაა, ვიცი! - ჩაეცინა ბოლოს.

-რაში გჭირდება ეს ყველაფერი? შენთვისაც უკეთესი არ იქნება, თუ იოანესთან სხვა იქნება და


არა შენი ოჯახის მტერი?

-ვიცი, რომ ახლა რასაც ვიტყვი, არ დაიჯერებ, მაგრამ არ მადარდებს. ჩემთვის მთავარია ის
იყოს ჩემს ძმაკაცთან, ვინც მას უყვარს, მე არავინ მეკითხება მაგას!

-და შენთვის ჩემი იოანეს ცხოვრებაში არსებობა სულ არ იქნება პრობლემა?

-ქალი ჯაყელები ნაკლებად შედიან ჩემი გაღიზიანების ობიექტივში! - თვითდაჯერებულმა


ღიმილმა გაუპო ტუჩები ანდრეას.

-იცი, გისმენ და ვრწმუნდები, რა ახელებთ ლუკას და ბექას ასე ძალიან შენში. ამაზრზენია
შენი ცინიკური ლაპარაკის მანერა და ღიმილი! ამ წამს მეც ამაზრზენი ვარ ჩემი ოჯახის
უბედურების მთავარ მიზეზთან ერთად რომ ვზივარ და ეშმაკმა უწყის რას ვლაპარაკობ! -
ჩანთას დასტაცა ხელი და წამოდგა მარიამი.

-ჯაყელების „გენიალური გონება“ მუშაობს. ამდენი ვილაპარაკეთ და შენ ეს დასკვნა


გამოიტანე! - ჩაილაპარაკა გაკვირვებულმა ანდრეამ.

-შენი დახმარება არ მჭირდება, ახვლედიანო. მე და იოანე როგორმე თავად მივხედავთ ჩვენს


ურთიერთობას, შენი ბინძური ხელები მოაშორე! - სახეში მიახალა ზიზღით გაჟღენთილმა
მარიამმა ანდრეას ყველაფერი და წასასვლელად შებრუნდა.

-მე მითქვამს და იცოდე, ჯობია დამიჯერო!

მარიამს აღარაფერი უთქვამს, აღარც შებრუნებულა; სწრაფად გააღო კარი და გარეთ გავარდა.

ანდრეამ ამოიხვნეშა და საზურგეს მიეყრდნო. ოფიციანტს ხელი აუქნია და მასთან მისვლა


ანიშნა.
-ოხ, იოანე, იოანე, შენ რა გითხარი, ასეთ შარში რომ გაყავი თავი! - თავისთვის ჩაიბუტბუტა
და ოფიციანტს შეკვეთა მისცა.

გიორგი თოიძე თავისი სახლის აივანზე იჯდა, ჩაის მიირთმევდა და ისევ საქმეზე მუშაობდა.
მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე ყოველთვის საყვედურობდა, სახლის და სამსახურის
საქმეების ერთმანეთში არევას, თოიძე მაინც ვერ ისვენებდა და სახლშიც განაგრძობდა
საქმიანობას.

პაატა ჯღენტის მკვლელობა უკვე გახსნილი ჰქონდა. მისი მკვლელი გარკვევით წერდა თავის
ბოლო წერილში, რომელიც თურქეთის პოლიციამ გამოუგზავნა გამომძიებლებს, რომ
ჯღენტი პირადი დაპირისპირების გამო მოკლა. კონკრეტულ მიზეზებს გიორგობიანი არ
წერდა. გიორგის, რა თქმა უნდა, აბსურდულად ეჩვენებოდა ეს მიზეზი, მითუმეტეს, რომ ამ
ყველაფერს გიორგობიანის უცაბედი სიკვდილიც ერთვოდა. ცხადზე ცხადი იყო, რომ
ახვლედიანის დაცვის წევრი ვიღაცის დაკვეთას ასრულებდა, თუმცა კერძოდ ვისას, ამის
გარკვევას უკვე თვე-ნახევრის განმავლობაში ცდილობდა ამაოდ.

ლევან ნაკაშიძისა და დათუნა გასვიანის საიდუმლოებებით მოცული კავშირი, ბარბარე


ჟღენტის და ანდრეა ახვლედიანის კავშირი, დემეტრე ჯაყელისა და ირაკლი ახვლედიანის
მტრობის მიზეზი, ნიკუშა ჯაყელის სიკვდილი - ყველაფერი ბურუსით იყო მოცული, ის კი
უკვე თვეების განმავლობაში ცდილობდა კვანძის პოვნას.

ჩაის სვამდა და ვინ იცის, უკვე მერამდენედ სწავლობდა ბარბარე ჟღენტის დოსიეს - არაფერი
საინტერესო. ისევდაისევ, ათვალიერებდა მის სურათებს. ზოგან მარტო იყო, ზოგან ოჯახთან
ან მეგობრებთან ერთად. ერთ ფოტოზე კლასელებთან ერთად უნდა ყოფილიყო რომელიღაც
კლუბში, ინა ჯაფარიძეც მის გვერდით იყო სურათში.

ფოტო ხელში აიღო და უკეთ დააკვირდა ჯღენტის სახეს. აქამდე შემჩნეული არ ჰქონდა -
ყველა იღიმოდა ან იცინოდა, მის გარდა. ეტყობოდა, რომ კლუბური გართობის მოყვარული
არ უნდა ყოფილიყო და ხმამაღალ მუსიკასაც შეეწუხებინა.

-გიორგი, უთხარი შენს შვილს რამე! - წუწუნით გამოვიდა სახლიდან თოიძის მეუღლე და
ქმარს შეუბღვირა. გამომძიებელი სურათს მოწყდა და ცოლს ახედა.

-ამჯერად რა მოხდა? - ამოიხვნეშა და ჩაეცინა.

-მეგობრებთან ერთად კლუბში ნებავს წასვლა, მე არ ვუშვებ!

-აუ, მამა, შენ მაინც უთხარი რამე. რა უნდა დაშავდეს კლუბში წასვლით?! სკოლას ვამთავრებ
წელს, ბოლოსდაბოლოს, მთელი კლასი იქ იქნება!! - წუწუნით მოჰყვა დედას ქალიშვილი.
თოიძემ შეჭმუხნული წარბები გახსნა და ქალიშვილისკენ სწრაფად შებრუნდა:

-რაო, რა თქვი სად მივდივართო?

-კლუბში, მა, მთელი კლასი!

გიორგი ისევ სწრაფად შებრუნდა და მაგიდაზე დაგდებულ ფოტოს დასტაცა ხელი,


ააფრიალა და წამოხტა. იქვე მიგდებული ქურთუკი სწრაფად ჩაიცვა, ქალიშვილს ლოყაზე
აკოცა და სახლიდან გავარდა.

რენეს გზიდან დაურეკა და სასწრაფოდ ბიუროში მისვლა თხოვა. თავადაც სწრაფად მართა
მანქანა და სულ მალე უკვე საკუთარ კაბინეტში იჯდა, რენეს მოლოდინში.

თანაშემწემ დაუკაკუნებლად შეაღო კარი და ოთახში შევარდა:

-რა მოხდა, უფროსო? ასეთი საჩქარო რა იყო? - ქოშინებდა რენე, რომელსაც შეუსვენებლივ
ამოერბინა ბიუროს კიბეები.

-დაჯექი და ეს ნახე, რენე! - სკამზე მიუთითა თოიძემ თანაშემწეს და მაგიდაზე


დემონსტრაციულად დააგდო ფოტო.

-ეს რა არის, უფროსო? - ფოტოს დახედა რენემ და გაკვირვებისგან უფროსს მიაჩერდა.

-კარგად ნახე რენე, კარგად დააკვირდი! - წარბები უთამაშებდნენ გიორგის.

უმცროსი გამომძიებელი გულდასმით დააკვირდა ბარბარე ჯღენტის სურათს, სადაც ის და


მისი რამდენიმე მეგობარი კლუბში იყვნენ.

-ვაკვირდები, უფროსო და ვერაფერ საეჭვოს ვერ ვხედავ. ჯღენტი და მისი მეგობრები არიან
რომელიღაც კლუბში, რა არის აქ უცნაური?

-შენ, როგორც კლუბური გართობის მოყვარულს, შეგიძლია მითხრა, რომელ კლუბში არიან?

-რა თქმა უნდა, შემიძლია, უფროსო. უკანა პლანზე „დიჯეი იქსი“ დგას, ხედავთ? - სურათზე,
გოგონების უკან, მწვანეთმიან ბიჭს დაადო თითი რენემ. - ეგ ბიჭი მარტო „ფენიქსში“
მუშაობს, სხვაგან არსად.

-ასეც ვიცოდი! - მაგიდას ხელი დაკრა და წამოიყვირა აღტაცებით თოიძემ.

-რა გაგიხარდათ, უფროსო? - ჩაეცინა გაკვირვებულ რენეს.

-დაძაბე გონება და მითხარი, რა გახსენდება პირველად, კლუბ „ფენიქსის“ გაგონებაზე!

-რა მახსენდება... - ჩაფიქრდა უმცროსი გამომძიებელი. - ნიკუშა ჯაყელი! ანდრეა


ახვლედიანმა ნიკუშა ჯაყელი მაგ კლუბში მოკლა, არა?!

-სწორედაც, ჩემო რენე, სწორედაც! - ჩაეცინა თოიძეს.


-კი, მაგრამ, უფროსო... მერე ამით რა მტკიცდება? - მაინც ვერ გაიგო უფროსის ეიფორიის
მიზეზი თანაშემწემ.

-სურათი გადმოაბრუნე, რენე! - გაეღიმა გიორგის და საზურგეს მიეყრდნო.

უმცროსმა თანაშემწემ მართლაც გადმოაბრუნა ფოტო. სურათს წარწერა ჰქონდა


გაკეთებული, რომელიც მისი გადაღების დროს იუწყებოდა.

-სურათი თითქმის სამი წლის წინაა გადაღებული, ათ ივნისს, დღეს, როცა ახვლედიანმა
ნიკოლოზ ჯაყელი მოკლა! - თანაშემწეს დასკვნის გასაკეთებლად დრო აღარ მისცა თოიძემ
და თავად თქვა ყველაფერი.

-ანუ, რა გამოდის უფროსო? - თვალები გაუფართოვდა უმცროს გამომძიებელს.

-რა გამოდის, ჩემო რენე და ის, რომ იმ დღეს, როცა ახვლედიანმა ჯაყელი მოკლა, ბარბარე
ჯღენტიც იმავე კლუბში იმყოფებოდა, მათთან ძალიან ახლოს!

-ოჰოო! - პატარა განცვიფრებული ბავშვივით შესძახა რენემ. - ეს უკვე ძალიან საინტერესოა!

-თავს დავდებ, რენე, ანდრეას და ბარბარეს საიდუმლო კავშირი, რომელიც მათი პირველი
დანახვისთანავე ვიგრძენი, სწორედ ამ ღამეს უკავშირდება!

-უფროსო, თქვენ ფიქრობთ, რომ...

-არა, ჯერ არაფერსაც არ ვფიქრობ! დასკვნების გაკეთება ნაადრევია, ეს კია, რომ ანდრეა
ახვლედიანთან ისევ მომიწევს გასაუბრება...

-რა აზრი აქვს, უფროსო? ხომ იცით, რომ არაფერს გეტყვით?!

-უნდა შევეცადო და ავალაპარაკო, რაღაც უნდა მოვიფიქრო და თანამშრომლობაზე


დავითანხმო!

-გაგიჭირდებათ, უფროსო! - გაეცინა რენეს.

-და საერთოდ რა არის ჩვენს საქმეში იოლი, რენე? - გაეცინა თოიძესაც, თავი გააქნია და
სავარძელში ქანაობა დაიწყო.

ანდრეას სიტყვები კანქვეშ შეუძვრა და მოსვენება დააკარგვინა. მთელი გზა, სახლისკენ, მისი
სიტყვები უტრიალებდნენ გონებაში.

ნუთუ მართლა დაუთმობდა ანდრეა ახვლედიანს მის თავს?!

მანქანა სწრაფად დაამუხრუჭა და მობილური ამოიღო ჩანთიდან. ნაცნობი ნომერი აკრიფა და


გულისფანცქალით დაელოდა პასუხს.
-მარიამ? - გაისმა ცოტახანში მამაკაცის გაკვირვებული და სადღაც, მასში შეპარული
ბედნიერების ტემბრი.

-ნახვა მინდა შენი. ახლავე, თუ შესაძლებელია!

-ვმუშაობ, ვერაფრით მივანებებ თავს. აქ მოდი, თუ შეგიძლია...

-არავინ უნდა დაგვინახოს. მოვალ და ჩემს მანქანაში ვილაპარაკოთ, კარგი?

-როგორც გინდა, გელოდები! - მშვიდი იყო მამაკაცის ხმა.

მარიამი სწრაფად მივიდა დანიშნულების ადგილზე და ზარი გაუშვა მასთან, იმის ნიშნად
რომ უნდა ჩამოსულიყო.

სულ მალე გაიღო მანქანის მარჯვენა კარი და სალონი მარიამისთვის ასე ნაცნობი და
საყვარელი სუნამოს სურნელით გაიჟღინთა.

-ოც წუთში თათბირი მაქვს, მანამდე გისმენ... - გოგონასკენ არც გაუხედავს, ისე ჩაჯდა
მანქანაში.

მარიამმა შეათვალიერა კლასიკურ სამოსში გამოწყობილი; გულმა გაკრა და მაშინვე იგრძნო,


რა აკლდა ორი კვირის განმავლობაში.

-არაფერს მეტყვი? - თვალები აემღვრა ჯაყელს.

-შენ დამირეკე და ჩემგან ელი რამის თქმას?

-იოანე... - ტემბრი აუთამაშდა გოგონას და ცრემლებიც გამოჩნდნენ ქუთუთოებზე.

დანელიამ მხოლოდ მაშინ გახედა გვერდითმჯდომს, ცივი, არაფრისმეტყველი მზერით.

-რატომ დამირეკე?

-შენ დამირეკავდი? ორი კვირა გავიდა, ასე ბავშვებივით როდემდე უნდა გავაგრძელოთ?! ასე
უთქმელად დავასრულეთ? საერთოდ, წარმოდგენაც არ მაქვს, ახლა რა ვართ
ერთმანეთისთვის.

-რა გინდა, რომ ვიყოთ? - თვალებში მიაჩერდა იოანე მარიამს; მარიამი შეცბა.

-მეგონა, თავის დროზე გარკვევით გადმოვეცი ეგ...

-ხო, მეც ბევრი რამე მეგონა, მარიამ, მაგრამ ვცდებოდი თურმე! - ირონიულად ჩაეცინა
დანელიას.

-მაგის მეტი არაფერი გაქვს სათქმელი? საერთოდ არაფერი გემეტება ჩემთვის? - როგორც იქნა
გათავისუფლდნენ მარწუხებიდან ცრემლები და ყვრიმალები დაუნამეს ჯაყელს.

იოანემ ამოიხვნეშა და ფანჯარაში გაიხედა.


-მომენატრე... - გამტყდარი ხმით დაიჩურჩულა მაშომ და ცრემლები შეიმშრალა.

ამ სიტყვის მერე მაინც ელოდა დათბობას, რადგან თავად არასდროს იყო თბილი სიტყვებისა
და ემოციების ინიციატორი, მაგრამ არაფერი, საერთოდ არაფერი - სრული სიცივე და
უმოქმედობა.

-რა გინდა ჩემგან, მარიამ, შეგიძლია მითხრა? - თვალების გარსი ოდნავ ჩასწითლებოდა
დანელიას.

-ასეთი მკაცრი ნუ იქნები, გთხოვ! ნუთუ ასე მარტივად მისვამ ხაზს? რატომ არ გინდა, ჩემიც
გაიგო?

-პირდაპირ გეტყვი, მარიამ; მე არ მგონია, რომ საქმე ანდრეაში და ჩვენს ძმაკაცობაშია.


მგონია, რომ შენ მე არ გიყვარვარ!

-რა? - შეცბა მარიამი.

-არასდროს ვყოფილვარ რომანტიული ადამიანი ბუნებით. არ მიყვარს დროის ფუჭად


გაცდენა. მეგონა, შევძლებდი და ავაშენებდი ოცნების კოშკებს - შევცდი! იცი რა არის
პრობლემა? შენ კი ვერ მოერიე ანდრეა ახვლედიანს ჩემში, მე ვერ მოვერიე თორნიკე
არველაძეს შენში! სისულელეა ცდა, უკვე ვხვდები, რომ დავმარცხდი. კარგად იყავი,
ბედნიერებას გისურვებ ცხოვრებაში! - სწრაფად თქვა ბოლო სიტყვები იოანემ და ისე
გადავიდა მანქანიდან, ჯაყელისკენ ერთხელაც არ გაუხედავს.

მარიამი დარჩა ერთ ადგილზე გახევებული. სუნთქვაც კი აღარ ახსოვდა, მგონი. ჯერ მისმა
სიცივემ მოკლა, თორნიკეს სახელის ხსენებამ კი სულმთლად მოუღო ბოლო. ვეღარც
ტიროდა, ვეღარც ფიქრობდა, ვეღარც მოძრაობდა - სრული შოკი! პირველი შემთხვევა იყო,
როცა თავად ცადა სიტყვებით ემოციის გადმოცემა, როცა ასეთი სენტიმენტალური და
თბილი იყო მასთან ურთიერთობაში, საპასუხოდ რა მიიღო?! - ყველა ეუბნებოდა, რომ მას არ
უყვარდა საკმარისად იოანე, მაგრად იოანემ რა გააკეთა სიყვარულის დასამტკიცებლად? ასე
უცებ როგორ გადაუსვა ხაზი? თანაც რა მიზეზით? უსიყვარულობაში დასწამა ცილი ჯაყელს!

გული გამალებით უცემდა და მთელ არსებას ატყობინებდა, რომ სტკიოდა. გონებას


გამეტებით ურტყამდა და ევედრებოდა, რამე ეშველა მისთვის.

საჭეს ორივე ხელით ჩააფრინდა და მთელი სიმწარე მას აზღვევინა. შემდეგ სარკეში ჩაიხედა,
სახე დაალაგა და მანქანა დაქოქა.

სახლისკენ მიმავალ ბილიკს ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა. ეზოში ელენე და ლუკა დაინახა, ამ
უკანასკნელს მეუღლის მუცელთან ჰქონდა სახე მიტანილი და გაბადრული ღიმილით
ელაპარაკებოდა რაღაცას. ელენე შიგადაშიგ იცინოდა და წვენს სვამდა.

მარიამსაც გაეღიმა, მათ შემხედვარე. მისი ძმა ისეთი ბედნიერი იყო, ვეღარც ცნობდა.
უჩვეულო სიმშვიდე გამეფდა მათ სახლში მას შემდეგ, რაც ელენეს ორსულობის შესახებ
შეიტყო ოჯახმა. თითქოს ავისმომასწავლებელიც კი. ხანდახან ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა,
თითქოს იოანესთან რომც ყოფილიყო, აღარავინ გაბრაზდებოდა უკვე მის ოჯახში. შემდეგ
თავს აქნევდა და საკუთარ თავს არწმუნებოდა, რომ სისულელე იყო მისი ნააზრევი.
დანელიების ოჯახთან დანათესავებას ვერაფრით გადაიტანდნენ ჯაყელები; რაც არ უნდა
მომხდარიყო, მაინც!

-ძალიან ბედნიერები არიან, არა? - ფიქრი თორნიკეს ხმამ შეაწყვეტინა მარიამს. არველაძე
გვერდით ედგა გოგონას და უღიმოდა.

-რა? - შეცბა ჯაყელი.

-ლუკაზე და ელენეზე გეუმბნები, ბედნიერები არიანთქო!

-აქ რა გინდა შენ? - ცივად ჰკითხა მარიამმა მამაკაცს და ალმაცერად ახედა.

-რას ქვია, რა მინდა? - გაკვირვებით ჩაეცინა თორნიკეს. - რა მინდა ხოლმე აქ, საერთოდ?

-შეიძლება, ოცდაოთხი საათი ჩვენს სახლში იყო?! პირადი ცხოვრება არ გაგაჩნია?! -


წამოიყვირა იოანეს სიტყვებით გაბრაზებულმა მარიამმა და სწრაფად გაეცალა არველაძეს.

თორნიკე იდგა და გაოცებული აყოლებდა თვალს „თავის მაშოს“, რომელიც არასდროს


დალაპარაკებია მას ასე ცივად.

-ხვალ ალექსანდრეა ახვლედიანის ქორწილია...- სასხვათაშორისოდ თქვა ბუხართან მჯდარმა


ბექამ და ბიჭებს გადახედა.

-რამეს ვაპირებთ? - არ ესიამოვნა ბექას ნათქვამი გეგას.

ლუკამ და ბექამ ერთმანეთს გადახედეს; არცერთი იღებდა ხმას და ორივე ერთმანეთის


თვალებში ეძებდა პასუხს.

-არა... - ტუჩის კუთხეში გაეპარა ღიმილი უფროს ჯაყელს, როცა მიხვდა, ლუკას უკვე სულაც
აღარ ადარდებდა ეს საკითხი; უბრალოდ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა.

-მაინც სისულელე გამოვა ხვალ მოქმედება. გავიგე, ირაკლი ახვლედიანს გასამმაგებული


დაცვა ჰყავს დაქირავებული, ქორწილის უსაფრთხოებისთვისო. ჩვენი შემთხვევის შემდეგ
ყველა ელოდება ჩვენ მოქმედებას, ამიტომაც არაფერს აქვს აზრი! - მარიამის სიტყვებით
გულნატკენს, თავი დახრილი ჰქონდა თორნიკეს და ისე ლაპარაკობდა.

-ჰო, მართალია. იმავეს ხომ არ გავიმეორებთ! - თავი დაუკრა რატიმ ძმაკაცს.


-ახვლედიანები რომ ცხოველები არიან, ამას ლაპარაკი არც სჭირდება, მაგრამ მაინც, ყველაზე
დაუნდობელი პირუტყვიც კი არ იმსახურებს ქორწილის ლხინის ჭირად გადაქცევას! -
ცეცხლის ალებზე ჰქონდა თვალი გაშტერებული და ისე ლაპარაკობდა ლუკა.

-მაშ, გადაიხდიან ახვლედიანები ქორწილს! - ამოიხვნეშა ბექამ და წამოდგა.

-სად მიდიხარ?

-სახლში. სალაპარაკო თუ აღარაფერია, წავალ. მამაჩემიც მარტო იქნება და კომპანიას


გავუწევ! - გაეღიმა ჯაყელს.

-მოიცა ბექა, მეც მოვდივარ! - წამოდგა თორნიკე და გვერდში ამოუდგა ძმაკაცს.

-თუ თქვენ მიდიხართ, ჩვენც წამოვალთ მაშინ, დავტოვოთ მომავალი მამიკო მეუღლესთან! -
გაეცინა რატის, გეგაც წამოაგდო და ყველა ერთად გავიდა ოთახიდან.

ლუკაც წამოდგა ღიმილით, კიბეები აიარა და საძინებელში შევიდა. ელენე უკვე იწვა, ჯერ
ორი თვისაც არ იყო, მაგრამ მაინც იღლებოდა უკვე. ტანთ არც გაუხდია, ისე მიუწვა ცოლს,
მუცელზე აკოცა და ხელები მოხვია.

-რას მმართებთ შენ და ეს პატარა, ელენე? საერთოდ ვეღარაფერ ცუდზე ფიქრობს ჩემი
გონება. მხოლოდ თქვენზე!

ელენეს გაეღიმა. მისკენ გადაბრუნდა და ლოყაზე ჩამოუსვა ხელი მამაკაცს.

-ამას სიყვარულის ძალა ქვია ლუკა და ის აი, აქედან იღებს სათავეს! - ჯაყელის ხელი თავის
მუცელთან მიიტანა გოგონამ.

ლუკას სახე გაებადრა; ცოლს აკოცა, კარგად ჩაეხუტა და მასთან ერთად დაიძინა.

მართალია, უკვე საკმაოდ გვიანი იყო, მაგრამ ახვლედიანების სახლში ჯერ კიდევ
შეიმჩნეოდა ხალხმრავლობა. ყველა უკანასკნელ მითითებას იღებდა, თუ როგორ უნდა
მოქცეულიყვნენ და რა ევალებოდათ ქორწილში.

ანდრეა ანასტასიასთან ერთად იჯდა, სავარძელში და ღიმილით ადევნებდა თვალს


სერიოზული სახით მჯდარ ალექსანდრეს, რომელსაც ვატო უხსნიდა რაღაცას.

-შენ პატარძალთან ერთად რატომ არ ხარ? მისი დამშვიდება აღარ გევალება? - გადაულაპარა
ცოტა ხნის შემდეგ ტასოს და გაუცინა.

-შევთავაზე, დავრჩებითქო და უარი მითხრა, დედაჩემი მომივლისო. ახლა წესით უნდა


ეძინოს. - გაეღიმა ანასტასიას.
-რა იღბლიანი ბიჭი გამოგვადგა ჩვენი სანდრიკა ნახე? მშვენიერი გოგო ჩაიგდო ხელში!

-ნუ ხარ შენ საზიზღარი! ჩვენსას რას უწუნებ? - გაეცინა უმცროს ახვლედიანს.

-ბიჭებო, ერთი წამით წამოდით, რა, ბატონ ირაკლის თქვენთან საქმე აქვს! - ოთახში თავი
შემოყო ირაკლის მარჯვენა ხელმა.

ანდრეამ თვალები აატრიალა. ვატომ და სანდრომ ერთმანეთს გადახედეს გაკვირვებული


სახეებით და წამოდგნენ.

-გისმენ, მამა, მოხდა რამე? - კაბინეტში შესვლისთანავე იკითხა ალექსანდრემ.

-დასხედით! - დინჯად მოუწოდა ირაკლიმ ბიჭებს.

ვატო და ალექსანდრე დასხდნენ; ანდრეა ფანჯარასთან დადგა და ხელები მკერდთან


გადაიჯვარედინა. - აბა გისმენთ! - მობეზრებული სახით გახედა მამას.

ირაკლიმ მაგიდაზე დადებული გასაღები აიღო, უჯრა გახსნა და იქიდან მიყოლებით ამოიღო
სამი რევოლვერი.

-ეს რა არის, მამა? რად გვინდა? - შეცბა სანდრო და მაგიდაზე დაწყობილ იარაღებს დახედა.

-„ქაუნთერი“ უნდა ვითამაშოთ შენს ქორწილში, სან, არ გიხარია? - ეშმაკი ბავშვივით გაეცინა
ანდრეას. - რისთვის უნდა გვინდოდეს, შენი აზრით?!

-სანდრო, შვილო, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ხომ იცი?

-მერე და ხომ დაიქირავე დაცვის ბიჭები, მე რად მინდა იარაღი?!

-რამე რომ მოხდეს, ალექსანდრე, მაინც ჯობია, რომ გქონდეთ!

-კარგი ახლა, მამა, სიძე კაცი გვყავს, იარაღით ხომ არ მიაკითხავს გოგოს სახლში?
ოთხმოცდაათიანებში ვართ?! - გაეცინა ანდრეას.

-დათუნა გასვიანი რომ ჩაცხრილეს ქორწილში, მაშინ ხომ ვიყავით ოთხმოცდაათიანებში? -


გაბრაზდა ირაკლი.

-მე მექნება იარაღი და ვატოს, ალექსანდრესთვის არაა საჭირო.

-და სამივეს რომ გქონდეთ?

-არ მინდა მე იარაღი, მამა! - ბავშვივით აწუწუნდა ალექსანდრე.

-ბატონო ირაკლი, მგონი მართლა ჯობია იარაღი მე და ანდრეამ ვატაროთ. გვერდით


ვეჯდები ალექსანდრეს და არ მოვცილდები. რამე რომ მოხდეს, მე შემეძლება მისი დაცვა! -
მშვიდად ჩაერია საუბარში ვატო.

ირაკლიმ ჯერ შვილებს შეხედა, შემდეგ ვატოს; ამოიხვნეშა და ერთი რევოლვერი უჯრაში
დააბრუნა.
-კიდევ არის ერთი საკითხი! - წამომდგარი ალექსანდრე უკან დააბრუნა ირაკლიმ და ანდრეას
გახედა.

-კიდევ რა?

-დედათქვენის მოსვლა-არ მოსვლის საკითხი...

-რას ნიშნავს, მოსვლა-არ მოსვლის?! - წამოენთო ანდრეა. - დედა არ უნდა იყოს შვილის
ქორწილში?!

-ანდრეა, დედათქვენი ავადაა, თავის კონტროლი უჭირს...

-არაფერიც არ უჭირს!

-ალექსანდრე, შენ თვითონ თქვი, გინდა, რომ ნინო იყოს შენს ქორწილში, თუ არა?! - შვილს
მიუბრუნდა ირაკლი.

-ანდრეა... რა თქმა უნდა, მინდა, რომ დედა ჩემ გვერდით იყოს, მაგრამ... დედა ავად არის და
არამგონია, ხმაურიანი და დამღლელი წვეულება მისთვის მიზანშეწონილი იყოს...

-ანუ დედას არ „ეპატიჟები?“ - ჩაეცინა აღშფოთებულ ანდრეას.

-ძალიან დაიღლება და ცუდად გახდება... - თავის მართლებას აგრძელებდა ახვლედიანი.

-აჰა, გასაგებია, დედაზე „ზრუნავ!“ კიდევ რამე გინდოდათ, თუ შემიძლია წავიდე?

-შეგიძლია წახვიდე, ხვალ არ დააგვიანო!

-არა, ბატონო ალექსანდრე, როგორ გალოდინებთ?! - სიმწრით გაეცინა ანდრეას, კარი უხეშად
გააღო და გავიდა.

დიდხანს აღარ დარჩენილა სახლში. იმდენად იყო გაბრაზებული, მალევე წავიდა დედასთან.
შორიდანვე შენიშნა უცხო მანქანა, რომელიც მათი სააგარაკო სახლის წინ იყო გაჩერებული,
ჭიშკართან. მეზობლის სტუმრად ჩათვალა და იქვე გააჩერა თავისი ავტომობილიც. დაცვის
წევრს გასაღები მიაჩეჩა და მისი ფარეხში შეყვანა თხოვა, თავად კი სახლში აპირებდა
შესვლას, როცა მისთვის უკვე კარგად ნაცნობი ხმა მოესმა ზურგიდან.

-საღამო მშვიდობისა, ანდრეა!

სწრაფად შებრუნდა უკან და ლამპიონის მკრთალ შუქზე ძლივს გაარჩია სტუმრის სახე. მის
წინ გიორგი თოიძე იდგა.

-ბატონო გიორგი, თქვენ? - გაიკვირვა ახვლედიანმა გვიანი სტუმრობა.


-დიდი ხანია უკვე აქ გიცდით. ბოლოს იმედიც გადამეწურა, რომ გამოჩნდებოდით და
თქვენც სწორედ მაშინ გამოჩნდით! - გაეღიმა თოიძეს. - იცით, სალაპარაკო მაქვს თქვენთან!

-რა სალაპარაკო?

-თუ შესაძლებელია, იქნებ შიგნით შევსულიყავით!

-იცით, ხვალ ჩემს ძმას ქორწილი აქვს, მთლიანად ამაზე ვართ გადართულები, სხვა დროს არ
შეიძლება დალაპარაკება? ახლა არც ისე შესაფერისი დროა! - გამომძიებლის მოშორება ცადა
ანდრეამ.

-და თუ გეტყვით, რომ საქმე ბარბარე ჟღენტს ეხება, მაინც მომიცილებთ თავიდან? -
ეშმაკურად გაეღიმა თოიძეს.

ანდრეას მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება.

-რა ბარბარე? რა შუაშია ბარბარე?!

-დავილაპარაკოთ, ანდრეა. მერწმუნეთ, არც თუ ისე უაზრო თემებით შეგაწყენთ თავს.

ახვლედიანმა ამრეზით აათვალიერა გამომძიებელი და სახლისკენ გაუძღვა. მისაღებ ოთახში


მისთვის შუქი იყო დატოვებული, მაგრამ არც ნანა და არც დედამისი არსად ჩანდნენ.

-დაბრძანდით! - ხელით ანიშნა ანდრეამ სტუმარს სავარძლისკენ.

-მადლობთ! - თავაზიანად დაუკრა თავი გამომძიებელმა მასპინძელს და კომფორტულად


მოთავსდა სავარძელში. ოსტატურად შეავლო ოთახს თვალი, გაეღიმა და ტუჩები ააცმაცუნა. -
იცით, ჩაიზე არ ვიტყოდი უარს, ჯერ კიდევ საკმაოდ ცივა გარეთ და... - უხერხულად ჩაეღიმა
დეტექტივს.

ანდრეას საერთოდ არ მოსწონდა გამომძიებლის სტუმრობა, თანაც მისი ასე გაშინაურება,


მაგრამ რადგან საქმე ბარბარეს ეხებოდა, მისი ატანაც მოუწევდა დროებით.

-დიახ, რა თქმა უნდა! - მოჩვენებითი თავაზიანობით გაუღიმა ახვლედიანმა სტუმარს და


სამზარულოში გავიდა. ცოტა ხანში უკან დაბრუნდა ერთი ფინჯანი ჩაით და საშაქრით,
ლანგარზე.

-დიდი მადლობა, შეგაწუხეთ!

-იქნებ საქმეზე გადავსულიყავით?! - თოიძეს წინ დაიკავა ადგილი ანდრეამ.

-დიახ, დიახ, რა თქმა უნდა! - ორი კოვზი შაქარი ჩაიყარა ჩაიში გიორგიმ და ისევ
ახვლედიანს მიუბრუნდა. - ბატონო ანდრეა, ბარბარე ჯღენტთან რა ურთიერთობა გაქვთ? -
ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ჰკითხა ახვლედიანს.

ანდრეა დაიბნა.

-რას ნიშნავს, რა ურთიერთობა მაქვს?! ბავშვობიდან ვიცნობ და...


-არა, არა, ეგ ვიცი! - მშვიდად შეაწყვეტინა ლაპარაკი თოიძემ მამაკაცს. - მე უფრო პირად
ურთიერთობაზე გეუბნებით. ხომ ხვდებით, არა?!

-ვერა, ვერ ვხვდები! - გაბრაზდა ანდრეა.

-კარგი, ანდრეა, პირდაპირ გკითხავ - პაატა ჟღენტის ქალიშვილის მიმართ სიმპათიები


გაქვთ, ხომ ასეა?

-ასეც რომ იყოს, მერე თქვენ რა?!

-ნუ გაბრაზდები, უბრალოდ კითხვებს გისვამ.

-ვერ ვხვდები, რა შუაშია ჩემი და ბარბარეს ურთიერთობა გამოძიებასთან და უფრო მეტად


იმას ვერ ვხვდები, რომელ გამოძიებასთან. რამდენადაც მე ვიცი, პაატას მკვლელობა
გახსნილია, მისი მკვლელი კი დასჯილი!

-თქვენ გჯერათ, რომ პაატა ჟღენტი თქვენი დაცვის წევრმა მოკლა?

-ჩემს აზრს რაიმე მნიშვნელობა აქვს?!

-შეიძლება ჰქონდეს კიდეც! მაშ, გჯერათ ამის?

-რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია. რა დაადგინა გამოძიებამ!

-და თქვენთვის სულაც არ არის უცნაური ის ფაქტი, რომ მკვლელობიდან რამდენიმე ხანში
თავად მკვლელი დამხრჩვალი იპოვნეს ზღვაში? - ჩაეცინა თოიძეს.

-უბედური შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული! - მეამიტი ბავშვივით გასცა პასუხი


ანდრეამ.

თოიძეს ჩაეცინა, ცხელი ფინჯანი ლამბაქზე დააბრუნა, ხელები მოისრისა და ისევ ანდრეას
მიუბრუნდა:

-იცით, მე რას ვფიქრობ? - ვფიქრობ, რომ თქვენც იგივე დასკვნები გამოგაქვთ


დატრიალებული მოვლენებიდან, რაც მე!

-ანუ?

-ანუ თქვენც კარგად ხვდებით, რომ პაატა ჯღენტის მკვლელობა დაგეგმილი იყო, ხოლო
ვახტანგ გიორგობიანი უბრალო იარაღი, რომელმაც თავისი საქმე გააკეთა და შემდეგ
მოიშორეს.

-რა გაძლევთ ასე ფიქრის საბაბს? - გაკვირვებით ჩაეცინა ანდრეას.

-თუნდაც გადაჭრილი სამუხრუჭე მილები. გიორგობიანს ჟღენტის სიკვდილი რომ სდომოდა,


უშუალოდ მას გაუსწორდებოდა, ბატონების მანქანის გაფუჭებას როგორ გაბედავდა? ან
რატომ?

-ყველაზე მარტივი და უხმაურო ხერხი მოიფიქრა, რა არის აქ გასაკვირი?


-ანუ თქვენ გჯერათ გამოძიების ვერსიის, არა? - ეშმაკურად ჩაეღიმა თოიძეს.

-გამოძიება, ეს თქვენ ხართ ბატონო გიორგი, მე რას მეკითხებით?

-კარგი პასუხია! - გაეცინა დეტექტივს და ხმაურით მოსვა ფინჯნიდან ჩაი.

-კარგი, ახლა პირვანდელ თემას დავუბრუნდეთ, რა უნდა მითხრათ ბარბარეზე? - დაიძაბა


თოიძის უცნაური ქცევებითა და ლაპარაკით ანდრეა.

-იცით, პაატა ჟღენტის მკვლელობის გამოძიებისას უამრავი მასალის ამოქექვა მოგვიხდა


წარსულიდან, რაც სხვათაშორის არც თუ უსარგებლო აღმოჩნდა, რადგან უამრავი ისეთი
ფაქტი აღმოვაჩინეთ, რომელიც თავის დროზე ვიღაცამ ან რაღაცამ მიჩქმალა!

-საინტერესოა... შემდეგ?

-შემდეგ ის, რომ ერთი ასეთი შემთხვევის დროს, როცა მე და ჩემი თანაშემწე წარსულში
„ვიქექებოდით“ ძალზედ საინტერესო ფოტოს წავაწყდით!

-რა ფოტოს? - სასხვათაშორისოდ დაინტერესდა ახვლედიანი.

-ბარბარე ჟღენტი, აწ გარდაცვლილის ქალიშვილი, თავის კლასთან ერთად რომელიღაც


კლუბშია დაფიქსირებული.

-მერე და რა არის ამაში საინტერესო? - ჩაეცინა ანდრეას, რომელშიც ნელ-ნელა იმატებდა


ღელვა.

-წარმოგიდგენიათ? იმავე საღამოს, იმავე კლუბში თქვენც ბრძანდებოდით! და ამის შესახებ


ჩვენ სულაც არ გვეცოდინებოდა რომ არა ერთი პატარა ინციდენტი, ნიკოლოზ ჯაყელის
სიკვდილის სახით. - ბოლო სიტყვების შემდეგ თოიძე გაჩუმდა და ეშმაკური ღიმილით
დააკვირდა ანდრეას რეაქციებს.

-ამ ყველაფრით რისი თქმა გინდათ, ბატონო გამომძიებელო? - ხმა გაეყინა ანდრეას.

-მხოლოდ ფაქტის კონსტატირებას ვახდენ, ანდრეა. ფაქტი კი ისაა, რომ იმ ღამეს, როცა
თქვენ, როგორც ამბობენ, ნიკა ჯაყელი მოკალით, იმავე კლუბში და იმავე დარბაზში ბარბარე
ჟღენტიც იმყოფებოდა!

ანდრეა ერთხანს გაჩუმდა. კბილი კბილზე ჰქონდა დაჭერილი და წარმოდგენაც არ ჰქონდა,


რა უნდა ეთქვა მის წინ მჯდარი დეტექტივისთვის, რომელიც ასე მშვიდად შეექცეოდა ჩაის.

-კლუბი „ფენიქსი“ ერთ-ერთი უცნობილესი კლუბია თბილისში, ამით რა მტკიცდება? -


ბოლოს როგორც იქნა მოთოკა ღელვა მამაკაცმა.

-არვიცი, ეგ თქვენ მითხარით!

-ბატონო გამომძიებელო, სახლში მესტუმრეთ ასეთ დროს, ჩემს მისაღებში ზიხართ, ჩაის
მიირთმევთ და კიდევ ჩემგან ელით პასუხებს?! - აღშფოთებით ჩაეცინა ახვლედიანს.
-კარგი, მაშინ მე ჩემს აზრს მოგახსენებთ მომხდართან დაკავშირებით. ჩემი მოკრძალებული
აზრით, ბატონო ანდრეა, თქვენ და პაატა ჟღენტის ქალიშვილი რაღაც საიდუმლოს მალავთ,
რომელიც, დიდი ალბათობით, სწორედ იმ ღამეს უკავშირდება, როცა თქვენ, როგორც
ამბობენ, ჯაყელი მოკალით. თუმცა ფაქტია, ისიც კი არავინ იცის, რომ იმ ღამით ბარბარე იმ
კლუბში იყო, რაც ჩემს ეჭვს კიდევ უფრო აღრმავებს. ამას დამატებული ისიც, რომ ღრმად ვარ
დარწმუნებული, თქვენ არ უნდა იყოთ გულგრილი ბარბარეს მიმართ და ისიც, რომ
ქალბატონი ბარბარე რატომღაც თვლის, ჯაყელებს მასზე შური აქვთ საძიებელი,
მთლიანობაში არც თუ ისე სასიამოვნო სურათს ხატავს, თქვენ რას იტყვით?

-ბევრი გიფიქრიათ, ბატონო გიორგი! - სიმშვიდეს ინარჩუნებდა ეკლებზე მჯდარი ანდრეა. -


და მაინც, ეგ ყველაფერი რომელი საქმის ფარგლებში მოიფიქრეთ?

-არა, ეს ისე, ჩემთვის ვერთობი ხოლმე. მიყვარს სხვისი გადაგდებული საქმეების შესწავლა
და ლოგიკურ ფინალამდე მიყვანა; თუნდაც ჩემთვის. იცით მაინც, რამდენი „გადაგდებული“
საქმეა ჩვენ ქვეყანაში?

-ალბათ არ მოიწყენთ! - ჩაეცინა ანდრეას.

-და მაინც, თქვენ არ გითქვამთ, რას ფიქრობთ ჩემი თეორიის შესახებ!

-კარგი დეტექტივი გამოგივიდოდათ! - გაეცინა ახვლედიანს.

-ჰო, მაგაში უნდა დაგეთანხმოთ, მაგრამ ისიც კია, რომ უფრო დაძაბული ფინალისთვის ქალი
რომ აღმოჩნდეს მკვლელი უკეთესი იქნებოდა! - ორაზროვნად ჩაილაპარაკა თოიძემ და
გამომცდელი მზერა დაასო წინ მჯდომს.

ანდრეას წარბები და თვალები ერთდროულად აუთამაშდნენ; არ მოეწონა გამომძიებლის


რეპლიკა, მაგრამ მაინც მოთოკა თავი და უბრალოდ ჩაეცინა.

-ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტია! კარგი, სულ ეს იყო, რისი თქმაც გინდოდათ? მხოლოდ
თქვენი „თეორიის“ გასაზიარებლად მოხვედით ჩემთან?

-ხომ ხვდები, რომ უნდა ვითანამშრომლოთ, ანდრეა? - უცებ დასერიოზულდა გიორგი.

-ვერა, ვერ ვხვდებ. მაპატიეთ, მაგრამ „ძაღლებთან“ არასდროს გამომდიოდა მეგობრობა!

-მოდით სიმართლე ვთქვათ; თქვენც, ისევე როგორც მე, კარგად ხვდებით, რომ თქვენს ოჯახს
ჯაყელების გარდა კიდევ ჰყავს მტერი. ის, ვინც პაატა მოაკვლევინა და ბარბარე ჟღენტს
დაბრუნება აიძულა საქართველოში!

-მე ასე არ ვფიქრობ, ბატონო გიორგი! - ფეხზე წამოდგა ანდრეა.

-არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდა იმ ღამით. თქვენ ბარბარე გიყვართ, რაც მხოლოდ თქვენს
მტრებს აძლევს ხელს. მას დაცვა სჭირდება, თქვენ თუ მე დამეხმარებით, მასაც დაიცავთ! -
წამოდგა თოიძეც.

-ჩემგან დეტექტივი ვერ დადგება, ბატონო გამომძიებელო!


-იფიქრე ამაზე, ანდრეა. შეგიძლია, შენი ოჯახი და საყვარელი ქალი დაიცვა!

-ბარბარეს დაცვა არ სჭირდება. ის ისედაც სანდო ხელშია და არანაირ ურთიერთობაში არაა


ჩემს ოჯახთან!

-თქვენს მტერსაც სწორედ ეს უნდა! მაქსიმალურად ჩამოგაცილოთ ჟღენტი!

-მე ასე არ ვფიქრობ, ბატონო გიორგი, კარგად იყავით! - უკვე გასასვლელ კართან იყვნენ
თოიძე და ახვლედიანი.

-ეს ჩემი ტელეფონის ნომერია, თუ აზრს შეიცვლი, დამირეკე! - ფურცელი მიაჩეჩა ხელებში
გამომძიებელმა ანდრეას.

-მაპატიეთ, მაგრამ აზრს არ შევიცვლი, თუ ჩემს ახლობელს დაცვა დასჭირდება, თავად


დავიცავ, პოლიცია არაა საჭირო!

-იცოდე, ანდრეა, სახიფათო ხალხი ემტერება შენს ოჯახს; ბევრად საშიში, ვიდრე ჯაყელები
არიან! - გასვლამდე გამაფრთხილებლად დაუქნია თითი თოიძემ მამაკაცს.

-ღამე მშვიდობისა, ბატონო გიორგი, წარმატებულ გამოძიებას გისურვებთ მომავალში! -


ყალბად გაუღიმა ახვლედიანმა სტუმარს და ცხვირწინ მიუჯახუნა კარი.

ლიზა დილიდან ბოლთას ცემდა ოთახში და ნერვიულობდა, ალექსანდრე კი უძრავად იჯდა


და უემოციოდ ადევნებდა თვალს აფუსფუსებულ მოსამსახურეებს. ვატო უყურებდა ძმაკაცს
და მომავალ სიძეს, უკვირდა მისი უემოციობა და შიგადაშიგ, მხარზე ხელს კრავდა
გამოსაფხიზლებლად; სანდროც მკრთალად უღიმოდა მეგობარს და უემოციობას
გადამეტებულ ღელვას აბრალებდა.

უსაფრთხოების გამო ქორწილი ახვლედიანების ბაღში იმართებოდა. ორი დღის


განმავლობაში ეზოს მონდომებით რთავდნენ ლიზას მიერ დაქირავებული
ორგანიზატორები. ყველაფერი მართლაც უზადოდ გამოიყურებოდა. ერთადერთი რაც
საჭირო იყო, უბედნიერესი და ულამაზესი ნეფე-დედოფალი იყო.

ლიზა მართლაც ლამაზი პატარძალი იყო. თეთრი, გრძელშლეიფიანი კაბა,რომელიც


იდეალურად იყო მის ტანზე გამოყვანილი, ნებისმიერ მამაკაცს დაატყვევებდა.

მთელი გზა, ტაძრამდე, ალექსანდრე ფანჯარაში გასცქეროდა სწრაფად ცვალებად ხედებს და


საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას აღტაცებულ ლიზას, რომელიც სიცილით ელაპარაკებოდა
მეჯვარე გოგონას რაღაცაზე. შიგადაშიგ, უბრალოდ იღიმოდა და ლოყაზე კოცნიდა
პატარძალს.
ჯვრისწერისა და ხელისმოწერის ცერემონიებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით
ჟურნალისტებისა ურიცხვ რაოდენობას,რომლებიც რაიმე კადრის დაჭერას ცდილობდნენ.
ეკატერინე ჯაყელის ქორწილში დატრიალებული მოვლენების გამო, თითქმის
გაორმაგებული რაოდენობა ჟურნალისტებისა უკან დაჰყვებოდა ნეფე-დედოფალს და
ცდილობდა არცერთი დეტალი გამორჩენოდა.

ყველა ლაპარაკობდა ულამაზეს წყვილზე და ახლად შექმნილ ოჯახზე. ლიზას მშობლები


ახლა უკვე ამაყად იწონებდნენ თავს, რადგან ირაკლი ახვლედიანის მოყვრები იყვნენ. თავად
ირაკლისაც მოსწონდა რძალი, შიგადაშიგ გახედავდა ხოლმე, კმაყოფილს ეღიმებოდა და ისევ
თავის ნაცნობებთან აგრძელებდა საუბარს. ანდრეა უყურებდა მამას და ცნობდა მის
გამოხედვას. ირაკლი ასე მხოლოდ მაშინ იღიმოდა, როცა ყველაფერი მისი სურვილისამებრ
წარიმართებოდა. თავად ახვლედიანს თავს აბეზრებდნენ პარფიუმერიითა და კოსმეტიკით
გადადღაბნილი ქალბატონები, რომლის ერთი ნაწილიც მონდომებით ცდილობდა ქმრის
მიერ ნაყიდი ძვირადღირებული „ქურქის“ აფიშირებას, ხოლო მეორე ნაწილი, ისეთი
მამაკაცის პოვნას, რომელიც შემდგომში „ქურქით“ ტკბობის საშუალებას მისცემდა.
ეცინებოდა ასეთ ხალხზე. ბევრ შამპანურს სვამდა და თავის ბიჭებთან ერთად
დაბორიალობდა სტუმრებს შორის. რომ არა მათე, ნინა, იოანე და უტა, გააფრენდა კიდეც,
მაგრამ, საბედნიეროდ, ალექსანდრემ ყველა მათგანი დაპატიჟა თავის ქორწილში.

უკვე დრო იყო, ქორწილს ახვლედიანების ეზოში გადაენაცვლა. ლიზა გაბადრული სახით
მიუყვებოდა კიბეებს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გრძელი შლეიფი მის მოძრაობას
აუტანელს ხდიდა. ალექსანდრე კი მშვიდი, აუღელვებელი გამომეტყველებით მიუყვებოდა
ცოლს და კაბის ტარებაში ეხმარებოდა.

ორგანიზატორების შრომამ შედეგი გამოიღო. სტუმრები აღტაცებით ათვალიერებდნენ


უზარმაზარ ბაღს, რომელიც საქორწილოდ ძალიან გემოვნებით და ლამაზად იყო მორთული.
თავად ანდრეაც კი კმაყოფილი ღიმილით მიიკვლევდა გზას თავისი მაგიდისკენ, მანამ სანამ
ღიმილი სახეზე არ მიეყინა, როცა თავის მაგიდასთან მისულს ბარბარე და ინა დაუხვდნენ
ადგილზე.

-აი, ჩვენი მაგიდაც ვიპოვნეთ! - წამოეწია სიცილით ახვლედიანს მათე, მაგრამ ისიც მის
გვერდით შეჩერდა, როცა გოგონები დაინახა.

-სანდრომ ქორწილში ბარბარე დაპატიჟა? - საერთო გაკვირვება გამოხატა იოანემ.

-და ერთ მაგიდასთან ვსხედვართ! - საცოდავად ამოთქვა მათემ.

იმ წამს ბარბარემ ბიჭებისკენ გაიხედა და როცა ანდრეა დააფიქსირა, გაშრა.

-არ უნდოდათ მოსვლა. ბოლოსდაბოლოს, პაატას ორმოცი ახლა გავიდა, მაგრამ


ალექსანდრემ ძალიან თხოვა, დაქალიც კი დაუპატიჟა! - გადაუჩურჩულა ანასტასიამ
გაშეშებულ ბიჭებს და თავად ღიმილით წავიდა მაგიდისკენ.
-წამოდი, მივიდეთ, სირცხვილია! - ხელი კრა იოანემ ანდრეას და ისინიც მიუახლოვდნენ
მაგიდას.

-გამარჯობა, ბარბარე. - მაქსიმალურად შორეულად მიესალმა ანდრეა გოგონას. ბარბარე


ფეხზე წამოდგა, ნერვულად შეისწორა კაბა და ხელი ჩამოართვა ახვლედიანს. ხელის
ჩამორთმევისას ანდრეამ იგრძნო, მთელი სხეულით თრთოდა გოგონა. - გაიცანი, ესენი ჩემი
ძმაკაცები არიან, იოანე და მათე!

-სასიამოვნოა... - ძლივს ამოთქვა ჟღენტმა და შეშინებული თვალებით მიაჩერდა ბიჭებს.

-ჩვენთვისაც, ბარბარე! - რიგრიგობით თქვეს ბიჭებს და დასხდნენ.

-ეს ინაა... ჩემი მეგობარი, იმედია გახსოვთ! - ძლივს გააცნო ბარბარემ დაქალი
გარშემომყოფებს.

ანდრეამ უბრალოდ ღიმილით დაუკრა თავი და პირველი ჭიქა გადაუშვა ყელში.

-არ გაუბერო ახლა! - მშვიდად გადაულაპარაკა მათემ.

-შემეშვი! - მაშინვე მოიცილა ძმაკაცი ახვლედიანმა და ძმას გახედა, რომელიც შემაღლებულ


ადგილას იკავებდა თავის ადგილს ცოლთან და მეჯვარეებთან ერთად.

მათ მაგიდას ნინა და უტაც შეუერთდნენ. საღამო ძალიან დაძაბულ ვითარებაში წარიმართა.
ანდრეა და ბარბარე მხოლოდ ერთმანეთს უყურებდნენ, შეშინებული თვალებით და თან
ვერაფრის თქმას ბედავდნენ. იოანეს სულაც არ ჰქონდა საზეიმო განწყობა, მისი ფიქრები
მხოლოდ მარიამს დასტრიალებდნენ. მათე და ნინა უფრო თავისთვის ჟღურტულებდნენ და
რჩებოდნენ მხოლოდ უტა და ინა, რომლებიც საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს. ბოლოს
უტა დაიღალა და საუბარი გააბა თითქმის მისი ასაკის გოგონასთან, რომელიც კარგი
მოსაუბრე აღმოჩნდა და მალევე გაუგო დანელიას. მათი საუბარი საერთო სიტუაციასაც
წაადგა და ნელ-ნელა დაძაბულობამაც იკლო.

-დიდი ხანი ცხოვრობდი გერმანიაში, ინა? - უტამ ჰკითხა გოგონას, როცა გაიგო, რომ ორივეს
გერმანიაში ჰქონდათ უნივერსიტეტის პირველი წლები გატარებული.

-სკოლა რომ დავამთავრეთ, მე და ბარბარე მაშინ წავედით, იქამდე აქ ვცხოვრობდი...

-აქ ცხოვრობდი? - ყურები ცქვიტა ანდრეამ, რომელიც იქამდე საერთოდ არ უსმენდა მათ
საუბარს. - უკრაინაში არ ცხოვრობდი, მამაშენთან ერთად?

-არა, მამა მარტო ცხოვრობდა უკრაინაში, მე დედასთან ვიზრდებოდი, დაშორებულები


არიან...

-გასაგებია... - სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა ანდრეამ და სმა განაგრძო.

-ინა, იცი, მგონი მე და შენ მეზობლები ვართ, მუხათწყაროში. - გაუღიმა ნინამ გოგონას.

-მართლა? არც კი ვიცოდი! - გაეცინა ინას.


-ჰო, მეზობლებს არც ისე ხშირი კონტაქტი აქვთ მამაშენთან.

-მამაჩემის რომ ვიცი, არც მიკვირს! - გაეცინა ჯაფარიძეს. - ბუნებით ასეთია, ხალხთან
კონტაქტი არ უყვარს. დედაჩემმა ალბათ მაგიტომაც ვერ გაუგო, ხომ იცი როგორი აქტიურია
სოფო? - ბოლო სიტყვებზე ბარბარეს მიუბრუნდა გოგონა და გაუცინა.

-ჰო... ჰოო... - დაბნეულად დაეთანხმა ბარბარეც და გამოფხიზლდა.

-დედაშენს სოფო ჰქვია? - ისევ დაინტერესდა ანდრეა.

-რატომ გაგიკვირდა? - ჩაეცინა ინას.

-არა, არაფერი, უბრალოდ... არ ვიცი, რატომღაც გაგონილი მქონდა, რომ ბატონი ილიას
ცოლს თამარა ერქვა. - გაეცინა უხერხულად ახვლედიანს.

-თამარა? - არც კი მსმენია მსგავსი ჭორი! - გაეცინა ჯაფარიძეს.

-სისულელეა, ალბათ, მე ავურიე რაღაც, დაივიწყე! - ხელი აიქნია ანდრეამ.

უტამ და ინამ ისევ განაგრძეს საუბარი, შიგადაშიგ მათე და ნინაც ერთვებოდნენ. ანდრეა და
ბარბარე ისევ დაძაბულები ისხდნენ, იოანე ისევ თავისთვის, ჩუმად.

ცოტა ხნის შემდეგ შემოიძარცვა მაგიდები, წყვილებმა საცეკვაო მოედანი შეავსეს. პირველი
და საზეიმო ცეკვა ნეფე-დედოფალმა შეასრულა, პატარძლის დაჟინებული თხოვნით. ანდრეა
უყურებდა ძმას და ვერაფრით ხვდებოდა, მისი ყალბი ღიმილის მიზეზს. ყველაფერს
უბრალოდ მის სერიოზულ ხასიათს აწერდა და თავს აქნევდა უკმაყოფილოდ. ბარბარესთან
ერთ მაგიდასთან ჯდომა აღარ შეეძლო, ამიტომაც დრო იხელთა და ანასტასიასთან ერთად
ისიც საცეკვაოდ გაემართა. სასმელმა თავისი გაიტანა და მხიარული ანდრეა ახვლედიანიც
გამოჩნდა.

-მოგწონს ქორწილი? - გადაულაპარაკა ანასტასიამ ბიძაშვილს ღიმილით.

-შენსავით ლამაზია! - გაუცინა ანდრეამ გოგონას და თავზე აკოცა.

-იოანე რატომ ზის ასეთი სერიოზული სახით, მოხდა რამე?

-ოო, ეგ არ იკითხო, ძალიან რთული შემთხვევაა!

-ქალის ამბავია? - გაეცინა ტასოს.

-ქალი კი არა, უფრო ქარბორბალაა! - გაეცინა ანდრეასაც და ბიძაშვილი დააბზრიალა.

ტორტის გაჭრის შემდეგ მქუხარე ტაში გაისმა; მას შემდეგ კი წყნარი ჰანგები გაჯღერდა.
ანდრეა შორიდან უყურებდა მომღიმარ ბარბარეს და ხვდებოდა, ახლა ამ ღვთაებასთან რომ
არ მისულიყო და ცეკვა ეთხოვა, თავს კაცად აღარასდროს ჩათვლიდა.

-შეიძლება ერთადერთი ცეკვა მაჩუქო? ერთი ცეკვა, მეტი არაფერი! - მის წინ ჩაიმუხლა და
საოცრად აბრჭყვიალებული თვალები მიანათა გოგონას.
ბარბარე შეცბა, დაიბნა და ერთ ადგილზე აწრიალდა; ვერაფრით მოიფიქრა, რა უნდა ექნა.

-გთხოვ! - დაამატა ანდრეამ ხავერდოვანი ხმით და ხელი გაუწოდა ჟღენტს. ბარბარემ უარი
ვეღარ თქვა და თავისი ხელი შეაგება ანდრეასას.

მსუბუქ მელოდიანს ნელა აყოლებდნენ სხეულებს. ანდრეასთვის ეს წამი საუკუნეს უდრიდა.


მისთვის ეს ცეკვა ქალთან განცდილ ნებისმიერ სიამოვნებას ჯაბნიდა. მისთვის ეს ცეკვა
სიცოცხლის ელექსირი და სიყვარულის წყარო იყო, რომელსაც ასე ხარბად დაეწაფებოდა,
მოწყურებული. როგორ უნდოდა ცეკვის დასრულების შემდეგაც შეეგრძნო მისი არსებობა,
მელოდიის დაძინების შემდეგაც ემღერათ მათ გულებს ერთმანეთის სიყვარული, მაგრამ
გოგონას ათრთოლებული ხელები ყველაფერს თავის ადგილზე ტოვებდა და განძრევის
საშუალებასაც კი არ აძლევდა მას.

-მადლობა... - დაიჩურჩულა მის ყურთან ცეკვის დასრულების შემდეგ და სწრაფად


გასცილდა.

სცენაზე ირაკლი ავიდა და ყურადღება ითხოვა:

-უკაცრავად, მეგობრებო, მხოლოდ ერთ წუთს წაგართმევთ, მინდა რაღაც ვთქვა! - იღიმოდა
ახვლედიანი. ყველამ მაშინვე მას მიაქცია ყურადღება. - ალექსანდრე, ჩემო ბიჭო, რომ იცოდე
ახლა შენით როგორ ვამაყობთ მეც და დედაშენიც, რომელსაც მთელი გულით უნდა აქ ყოფნა,
მაგრამ ჯანმრთელობის გამო ვერ ახერხებს ჩვენთან ერთად ზეიმს. რომ იცოდე როგორი
ბედნიერი გამხადე, როცა გამომიცხადე, ცოლი მომყავსო. გიყურებთ შენ და ჩემს ულამაზეს
რძალს და ვრწმუნდები, სიყვარულის ძალაში. ძალიან ლამაზები ხართ, შვილებო და ძალიან
მეიმედებით! ახლა კი, მინდა ერთი ახალი ამბავი გითხრა შენც და აქ დამსწრე
საზოგადოებასაც! - გამოცოცხლდა ირაკლი და ჩაიცინა. - შენ უკვე დამიმტკიცე, რომ
სერიოზული კაცი ხარ, რომელსაც შეიძლება თვალდახუჭული ენდო. დღეიდან იმ ურთულეს
უღელში ებმევი, რომელსაც ქორწინება ჰქვია. სწორედ ამიტომ, მე უკვე შემიძლია თამამად და
ყოველგვარი ეჭვის გარეშე გადმოქცე შენ ჩვენი კომპანია და მის ერთპიროვნულ
მმართველად, ანუ აღმასრულებელ დირექტორად დაგასახელო! ამიერიდან, ჩემო ბიჭო, შენ
ჩემს პოსტს დაიკავებ და ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩემს ნაშენს ორჯერ უფრო მეტს დააშენებ!

ირაკლის სიტყვებს დიდი აჟიოტაჟი და ტაში მოჰყვა. ლიზა მაშინვე ქმარს ჩაეხუტა და
გაპრეზიდენტება მიულოცა. ვატოც გადაეხვია ძმაკაცს. ყველას უხაროდა ალექსანდრეს
ბედნიერება, თავად სანდრო კი სცენაზე ავიდა და მამას გადაეხვია.

ანდრეა უყურებდა მამა-შვილს. ღიმილი მამის სიტყვამ გაუქრო. ახლა კი ყველაფერი


გასაგები იყო მისთვის; ახლა ეს უეცარი ქორწილიც და სანდროს უემოციო ღიმილიც
მრავლისმეტყველად ეჩვენებოდა ანდრეას.

თვალებში მძვინვარება ჩაუდგა. კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და აახრჭიალა.


სცენიდან ჩამოსულ ძმას ხელი დაავლო და სახლისკენ წაათრია.
-რა გეტაკა, ხომ არ გაგიჟდი?! - გაუძალიანდა ალექსანდრე.

-ეს რას ნიშნავდა? ეს ყველაფერი რას ნიშნავდა, ალექს?! - გამძვინვარებულ მხეცს გავდა
ანდრეა.

-რა იყო შენთვის მოულოდნელი? კომპანია ხომ არასდროს გაინტერესებდა?

-კომპანიაზე არ გეკითხები! - დაიღრიალა ანდრეამ. - მან გაიძულა? მამამ გაიძულა, არა?!


კომპანიის გამო დადგი ეს ფარსი?!

-რას ლაპარაკობ, ანდრეა? - შეცბა და შეშინდა უმცროსი ახვლედიანი.

-გეყოს კაცობა და ჩემთან მაინც აღიარე! რა გითხრა მამამ? მხოლოდ იმ შემთხვევაში


გადმოგილოცავ კომპანიას, თუ ცოლს მოიყვანო?!

-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ...

-თქვი! - ისევ იღრიალა ანდრეამ.

-მთვრალი ხარ, ანდრეა, შენ თვითონაც არ იცი, რას სულელობ!

-ალექსანდრე, ლიზა გიყვარს? მითხარი, გიყვარს ეგ გოგო?! - მხრებში ხელები წაავლო


ახვლედიანმა ძმას და შეანჯღრია.

-რა სისულელეებს მეკითხები, ბიჭო? მომცილდი!

-არ გიყვარს, არა? კომპანიის გამო მოიყვანე ცოლად! ირაკლის ბრძანება რომ აგესრულებინა
და მისთვის გესიამოვნებინა, მაგიტომ! ძმაკაცის დას ასეთ რამეს როგორ უკეთებ, ბიჭო?
ვატოს როგორღა შეხედავ თვალებში? არ გიყვარს შენ ეგ გოგო!

-რა ხდება აქ? ანდრეა, რა გაყვირებს?! - უცებ მივარდა ბიჭებთან ირაკლი.

-შენი ბრალია ყველაფერი! შენი ბრალია! გააკეთებინე, არა, რაც გინდოდა? აისრულე
წადილი? შექმენი მეორე შენნაირი?! - ახლა მამას მიუბრუნდა გამწარებული ანდრეა.

-რას ბჟუტურებ, მთვრალი ხარ?!

-ფხიზელმა ჩემმა მტერმა გიყურათ თქვენ! არ შეგებრალა შვილი, ირაკლი? უსიყვარულოდ


ქორწინებისთვის არ შეგებრალა „შენი ვაჟკაცი“?!

-ანდრეა, მოეშვი სისულელეების ლაპარაკს და მოკეტე! - გაბრაზდა ალექსანდრე.

-მამას დაემსგავსე? იგივე გინდა ლიზას გაუკეთო, რაც ამან გაუკეთა დედაჩვენს?! ეგ გინდა?!

-შემეშვი, რა... ჩემი საქმის მე თვითონ ვიცი, ნუ ერევი, არავის უთხოვია!

-გული სად დაკარგე? ვატოს დაა ეგ გოგო! ვის აუბედურებ, ხვდები? რატომ აკეთებ ასეთ
რაღაცას? რად გინდოდა? ეგ კომპანია ხომ მაინც შენი იყო? ასი წელი რა ჩემ ფეხებად
მინდოდა მე?!
-ანდრეა, წადი, სახლში შედი, წყალი შეისხი სახეზე და ისე დაბრუნდი! - განკარგულება გასცა
ირაკლიმ და ხელი აუქნია შვილს.

-საერთოდ წავალ აქედან. გული მერევა თქვენზე, ორივეზე! გილოცავთ, ბატონო ირაკლი,
თქვენნაირი უგულო მონსტრი შექმენით! - სიმწრით ჩაეცინა და ისევ ქორწილს დაუბრუნდა.
სწრაფად მიირბინა ლიზასთან და გადაეხვია. ალექსანდრე იქვე იდგა და მათ დაშორებას
ცდილობდა. - მე მაპატიე, რა... გემუდარები! - თვალები აუცრემლიანდა ანდრეას და ისე
მიმართა გოგონას. ლიზამ სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო, ისე სწრაფად გაეცალა ახვლედიანი
მასაც და მთლიანად, ქორწილსაც.

-რა დაემართა, სან, ხომ კარგადაა? - გაკვირვებულმა გადახედა ლიზამ ქმარს.

-არ იცნობ? ბევრი დალია და აურია, როგორც ყოველთვის! - უცებ მოიფიქრა მიზეზი
სანდრომ და ცოლს გაუღიმა.

ალექსანდრე და ლიზა ღამით გაააცილეს აეროპორტში; წყვილი ევროპაში მიემგზავრებოდა


თაფლობისთვეში. სანდრო მთელი გზა ანდრეას სიტყვებზე ფიქრობდა. არ უნდოდა, მაგრამ
მაინც ეფირებოდა. ვერაფრით აქცევდა ყურადღებას გვერდით მჯდარ ლიზას, რომელიც
ბედნიერებისგან ბრწყინავდა.

ირაკლი საშინლად გაცეცხლებული დაბრუნდა სახლში. ანდრეას იმპულსური ქმედებები


უკვე ყელში ჰქონდა ამოსული და ერთხელ და სამუდამოდ უნდოდა მათი აღმოფხვრა.

უკვე თენდებოდა. ჰალსტუხი შეიხსნა და ეზოში დაჯდა. ანდრეას სიტყვები მასაც შეჩენილი
ჰყავდა, ზაფხულის ბუზებივით.

ნუთუ ალექსანდრეს მართლა არ უყვარდა ცოლი? ნუთუ მართლა მან აიძულა დაქორწინება?
ნუთუ შვილს იმავეს გაკეთება აიძულა, რაც ოდესღაც თვითონ გააკეთა? ნუთუ იმავე
ტანჯვისთვის გაიმეტა შვილი? - თავს ამაზე ფიქრიც კი აუკრძალა. წამოდგა, დაღლილი და
ნელა გასწია თავისი ოთახისკენ. ანასტასიას უკვე ეძინა, უზარმაზარი სახლი საოცრად
ცარიელად გამოიყურებოდა იმ წამს.

ალბათ, ასეა, არ აქვს მნიშვნელობა, სასახლეში ცხოვრობ თუ უბრალო ქოხში, ყველა სახლი
ცარიელია, თუ მასში უსიყვარულოდ შექმნილი ოჯახი ცხოვრობს.
-ანდრეა, მამაშენია მოსული, შენი ნახვა უნდა... - ახვლედიანის ოთახში მორიდებით შემოყო
თავი ნანამ.

-ირაკლი აქ მოვიდა? - მაშინვე შეკრა წარბები ახვლედიანმა. - დედაჩემი სად არის?!

-თავის ოთახშია შვილო, ხომ იცი როგორ თენთავს ანტიბიოტიკები? - ჩაეძინა.

-ძალიან კარგი. ნანა, ყურადღება მიაქციე, რომ მამაჩემის წაბრძანებამდე არ გამოვიდეს


თავისი ოთახიდან! - ვნახოთ ერთი რა ნებავს ვაჟბატონს... - თავისთვის ჩაილაპარაკა ბოლო
სიტყვები ანდრეამ და კიბეები სწრაფად ჩაირბინა.

ირაკლი მისაღებ ოთახში, ფანჯარასთან იდგა და ღიმილით გაჰყურებდა ბაღს.

-რამ შეაწუხა, თვით ირაკლი ახვლედიანი, რომ წყნეთში ამოვიდა?! - ირონია არ აკლდა
ანდრეას ტონს.

ირაკლი მაშინვე შებრუნდა, შვილი აათვალიერა და სახე მოექუფრა.

-ტელეფონს რატომ არ პასუხობ?!

-ვისვენებ!

-იქნებ რა მაქვს სათქმელი, ასე უნდა გაქრე? - ბრაზობდა ირაკლი.

-გავქრე? არ იცოდი, სად ვიყავი? თუ ეს ადგილი ზედმეტად მოუსვლელია შენთვის?

-ალექსანდრემ დამირეკა, ჩემს ზარებსაც არ პასუხობსო. რა გინდა იმ ბიჭთან? რას


ემართლები, თაფლობისთვე გინდა ჩააშხამო?!

-რისთვის მოხვედი, ირაკლი? - მობეზრებულად აატრიალა თვალები ანდრეამ და ამოიხვნეშა.

-თავხედი ხარ, შვილო!

უმცროს ახვლედიანს ჩაეცინა, - მორალი გინდა წამიკითხო? - დაგაგვიანდა ზედმეტად!

-რას გავდა შენი საქციელი ქორწილში? ასე გაამხნევე შენი ძმა?!

-რაში უნდა გამემხნევებინა ჩემი ძმა? არაკაცული საქციელის ჩადენაში?!

-რას აიჩემე რაღაც სისულელე, ბიჭო? რადგან კომპანია გადავეცი შენ ძმას, ამიტომ ანგერებაში
უნდა დასწამო ცილი?!

-აჰა, როგორღაც დაემთხვა მისი დაქორწინება და გაპრეზიდენტება ერთმანეთს, არა? - ჩაეცინა


ანდრეას.

-და შენთვის საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს, ალექსანდრე სიყვარულით მოიყვანს ცოლს, თუ


უსიყვარულოდ?!
-ის მნიშვნელობა აქვს, რომ მისგანაც იგივე ნაძირალა გამოძერწე, რაც შენ თვითონ ხარ,
ირაკლი! აი, ეგ მადარდებს, რომ ჩემს ძმასაც დაუმახინჯე სული!

-არ გამაცინო, ანდრეა. როგორმე შენ არ შეწუხდე სულის დამახინჯებაზე! - ცინიკურად


დამანჭა სახე უფროსმა ახვლედიანმა.

ანდრეამ კბილები ერთმანეთს დაასო და ყბის კუნთი აათამაშა.

-იცი, მე რას ვფიქრობ? შენ გშურს შენი ძმის! ყოველთვის გშურდა, იმიტომ, რომ მას
ყოველთვის ყველაფერი ჰქონდა! არასდროს ყოფილა შენნაირი თავზეხელაღებული და
პრობლემური. წესიერი და დინჯი ბავშვი იყო, რომელმაც ეტაპობრივად განვლო ცხოვრება
და ახლა ყველაფერი აქვს!

-რას ლაპარაკობ, საერთოდ? მე მშურს სანდროსი? - აღშფოთებით ჩაეცინა ანდრეას.

-შენ არასდროს არაფერი შეგიქმნია ცხოვრებაში, პრობლემების მეტი! ერთი დღითაც კი არ


გიმუშავია. მუქთახორა და განებივრებული იყავი, დედაშენის მიერ! ჩემი ერთადერთი
შეცდომაც, შენთან მიმართებაში, ეგ არის, რომ შენც ისევე ვერ მოგიქციე ჩემს ხელში, როგორც
სანდრო. დედაშენს მივანდე შენი თავი და აჰა, შედეგიც სახეზეა!

-გაჩუმდი, მამა, თორემ იცოდე, უკადრებელს ვიკადრებ!

-ჩემი შრომით მოპოვებული ქონებით ტკბები, ჩემს აშენებულ სახლში ცხოვრობ და ჩემი
ანგარიშიდან ფლანგავ ფულს. სულ ასე იყო და ცხოვრების ბოლომდე ასე იქნება! გრძელი ენა
და დიდი გული გაქვს შენს ძმასთან, იმას კი ვერ ხვდები, რომ მან უნდა შეგინახოს მთელი
ცხოვრება! ის იმუშავებს, შენ შეჭამ და დალევ!

-მაშ მუქთახორა და არაფრისმაქნისი ვარ, არა? - ძარღვები დაებერა ანდრეას.

-დიახაც! ასე რომ, კარგად დაფიქრდი, სანამ მე ან შენს ძმას გაგვაკრიტიკებ და გაგვლანძღავ,
არ დაგავიწყდეს, რომ საკენკს ჩვენი ხელიდან კენკავ!

-არაკაცი ხარ, ირაკლი ახვლედიანო, არაკაცი და უგულო არსება! - ზიზღით კბილებშორის


გამოცრა სიტყვები ანდრეამ, ჯიბიდან საფულე ამოიღო და ფეხეფთან დაუგდო მამას. - შენი
არაფერი მჭირდება, არცერთი თეთრი!

-არ გამაცინო ახლა. არ მითხრა, რომ მუშაობას დაიწყებ და ისე შეინახავ „ოჯახს“! - გაეცინა
ირაკლის.

-ნანა, დედაჩემს და მე ბარგი ჩაგვილაგე, გთხოვ, ამ სახლში ერთი წამითაც აღარ გავჩერდები!
- მოსამსახურე ქალს გასძახა ახვლედიანმა.

-ოჰ, მიდიხართ, ბატონო? სად, როგორ მაინტერესებს...

-შენგან განსხვავებით, ირაკლი, მე მყავს ისეთი ადამიანები, ასეთ მუქთახორას გაიძვერას და


მკვლელს რომ შემიფარებენ!
-მიბრძანდი, ბატონო, მაინტერესებს ერთი, რამდენხანს გაძლებ ახვლედიანების ფულის
გარეშე!

-აქამდეც უნდა მომეშორებინა თქვენი წყეული ფული! თქვენ გქონდეთ და თქვენ მოიხმარეთ,
მე არაფერში მჭირდება!

-დედაშენიც მიგყავს, კაცო? - გაეცინა ირაკლის.

-აბა ვის დავუტოვო? შენ, რომელსაც ფეხებზე გკიდია ცოლი, თუ შენს საამაყო შვილს, დედის
რომ შერცხვა და საკუთარ ქორწილშიც არ დაპატიჟა?!

-წაიყვანე, წაიყვანე. ვნახავ, რამდენ ხანს „გაქაჩავთ“ უჩემოდ!

-გაეთრიე აქედან! - იღრიალა მოთმინებადაკარგულმა ანდრეამ.

-სახლის გასაღები დაცვას დაუტოვე, თან არ წაგყვეს! - მართლაც გასასვლელისკენ დაიძრა


ირაკლი.

-დაიმახსოვრე, იცოდე, შენ მამაჩემი აღარ ხარ, ამიერიდან მხოლოდ ერთი შვილი გყავს! -
ოთახიდან გასულს მიაძახა ანდრეამ მამას.

-ჩემთვის ვინ იცის უკვე, რამდენი წელია მასეა! - არ ჩამორჩა უფროსი ახვლედიანიც.

ცოტა ხანში გაიგო კარის გაჯახუნების ხმაც და მიხვდა, რომ ირაკლი წავიდა. მთელი
სიმწრით შეიკურთხა,იქვე მაგიდაზე მდგარი ლარნაკი კედელს მიაფშვნა და დაიღრიალა.

უტას თვალები გაუფართოვდა, გაკვირვებისგან, როცა კარის გაღების შემდეგ ზღურბლზე


ანდრეა, დედამისი და მათი მოსამსახურე ქალი აღმოაჩინა, ბარგითურთ.

-სალამი, უტიკ, როგორ გიკითხო? შენი ძმა არაა სახლში? - ღიმილით შეეგება ანდრეა ბიჭს.

-კი, სახლშია, შემოდით,შემოდით! - კარის ჩარჩოდან გადგა დანელია და სახლში შეატარა


სტუმრები.

-იოანე, უნდა მიშველო, ჩემო ძმაო! - დედასთან ერთად შევიდა მისაღებ ოთახში ანდრეა.

-ანდრეა? რა მოხდა კი მაგრამ? - უტაზე არანაკლებ გაკვირვებული დარჩა იოანე.

-ღამე გაგვათევინე, რა. სასტუმროში ვერ წავიდოდი, მათეს და ნინას პატარა ბინა აქვთ, შენს
იქით გზა არ მაქვს!

-ე, ბიჭო, გაგათევინებ, მაგრამ მითხარი, რა მოხდა!


-სად მომიყვანე? რა გვინდა აქ? - ხმა ამოიღო შეშინებულმა ნინომ და გარემოს თვალი
მოავლო.

-ეს ჩემი მეგობრის სახლია, დედა, იოანე აღარ გახსოვს? მასთან მოვედით ახლა, წყნეთში
ვეღარ დავბრუნდებით... - თბილად მიმართა ანდრეამ დედას.

-ანდრეა, ახლა წამლის დალევის დრო აქვს... - გადაულაპარაკა ნანამ მამაკაცს.

-უტა, ქალბატონ ნანას სტუმრების ოთახი აჩვენე და დაბინავებაში დაეხმარე, გთხოვ. ჩვენც
მალე მოვალთ! - ძმას მიმართა უფროსმა დანელიამ.

-აქეთ წამობრძანდით, ნანა დეიდა! - ჩემოდნებს ხელი დაავლო უტამ და ქალებს წინ გაუძღვა.

-აღარ მეტყვი, რა მოხდა? - მარტო დარჩენის შემდეგ ჰკითხა იოანემ ძმაკაცს.

-ირაკლი იყო მოსული დღეს. სისულელეები მელაპარაკა, როგორც ყოველთვის, მუქთახორა


ხარ და ცხოვრებაში არაფერი გაგიკეთებია, შემდეგში, სანამ შენს ძმას გააკრიტიკებ
გახსოვდეს, რომ საკენკს ჩვენი ხელიდან კენკავო! - ისევ ჩაუდგა თვალებში ბრაზი
ახვლედიანს და გაშლილ სილაში მუჭი ჩაირტყა.

-ეგრე გითხრა? - თვალები გაუფართოვდა იოანეს.

-მისნაირი ნაძირალასგან სხვას რას ელოდი? მამაჩემი რომ არ ყოფილიყო, გეფიცები, იქვე
მოვკლავდი!

-შენც აბარგდი და წამოხვედი, არა? - სწორადაც მოქცეულხარ!

-დანელ, ჩვენს ძმობას გაფიცებ, ცოტახანი ამიტანე, რა. ხომ იცი, დედაჩემი რომ არა, მე სადმე
წავიდოდი, მაგრამ ნინოს ვერ დავტოვებდი მარტო...

-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, ბიჭო! ჩემი სახლი შენი სახლიცაა და იცხოვრებ რამდენხანსაც


საჭირო იქნება! - გაბრაზდა იოანე.

-დედაჩემს დაგიტოვებ, ნანა სახლის საქმეებში დაგეხმარება, კი იცი, როგორი ჯიგარი


ქალიცაა, დაავალე რაც გინდა. მე სასტუმროში ვიცხოვრებ და...

-მანდ გაჩერდი! შენ რატომ იცხოვრებ სასტუმროში?! ამხელა სახლში ადგილი არ მექნება
შენთვის, თუ რა ჯანდაბაა?

-კარგი ახლა, შენი გოგო ისედაც გავაღიზიანეთ და ზედმეტი აღარაა საჭირო... - გაეღიმა
ანდრეას.

-მარიამი დაივიწყე! ეგ აღარაა პრობლემა! - ცივად თქვა დანელიამ.

-რამე მოხდა?

-აღარ აქვს მნიშვნელობა, მოკლედ, ამიერიდან ჩემთან იცხოვრებთ შენც და


დედაშენიც,მორჩა!

-ძმა ხარ ნამდვილი! - გადაეხვია ანდრეა ძმაკაცს.


-წამოდი, ზევით ავიდეთ, დაბინავდი და მერე შენს მომავალზე ვილაპარაკოთ, მე მათეს
დავურეკავ!

-მათე რათ გვინდა? კრება უნდა მოვიწვიოთ? - გაეცინა ახვლედიანს.

-ჰო, დაახლოებით! - გაეცინა იოანესაც და ანდრეასთან ერთად აუყვა კიბეებს.

ბიჭები აივანზე დასხდნენ, სიგარეტი გააბოლეს და ირაკლი ახვლედიანის ლანძღვას


მოჰყვნენ. უფრო სწორად, მათე ილანძღებოდა, იფურთხებოდა და უშვერი სიტყვებით
ამკობდა უფროს ახვლედიანს, ბიჭები კი მხოლოდ უსმენდნენ და შიგადაშიგ, იცინოდნენ
აღშფოთებული მათეს სახეზე.

-ბიჭო, აი, ვფიქრობ, ვფიქრობ და ვერ ვხვდები, რანაირად გამოუვიდა მამაშენისნაირს


შენნაირი შვილი! - ბოლოს სავარძლის სახელურს დაკრა ხელი მათემ და ხმამაღლა შეყვირა.

-დედაჩემის გენმა იმძლავრა, ალბათ! - გაეცინა ანდრეას.

-კიდევ კარგი იმძლავრა, თორემ შენი ძმისავით „პიჟონს“ რა აგიტანდა! - შეიცხადა არაბულმა.

-ანდრეა, ჩემთან რომ დაგაწყებინო მუშაობა გინდა? - დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ამოიღო ხმა
იოანემ და ახვლედიანს გაუღიმა.

-შენთან? - ჩაეცინა ანდრეას. - რა უნდა ვაკეთო?

-საქმის გაძღოლაში დამეხმარე რა,დიპლომი ხომ გაქვს?

-ბიჭო, დიპლომი როგორ არ მაქვს, მამაჩემმა „მაჩუქა“, მაგრამ უნივერსიტეტში მარტო შენი
ხათრით დავდიოდი და აბა მე რა გამეგება შენი საქმის? - გაეცინა ახვლედიანს.

-ლექციებს ხომ ესწრებოდი ხოლმე ჩემთან ერთად, დავიჯერო, საერთოდ ტყემალზე ზიხარ?

-არა, რაღაცეების გაგებაში ვარ, მაინც ხომ იცი როგორი ნიჭიერი ბიჭი ვარ, თანაც შენნაირი
ძმაკაცის ხელში კი მიწევდა რაღაც-რაღაცეების სწავლა, მაგრამ იმის მერე იმდენმა წყალმა
ჩაიარა, რაღა მემახსოვრება?

-ე, ბიჭო, პრაქტიკის გარეშე სულ რომ წითელ დიპლომზე დაგემთავრებინა, მაინც
დაგავიწყდებოდა ყველაფერი, დაიწყე მუშაობა და ნელ-ნელა გაგახსენდება ნასწავლიც და
ახალსაც ისწავლი თან! - დაარიგა მათემ მეგობარი.

-ჩემთან იქნები ოცდაოთხი საათი, ყველაფერს გასწავლი და მალე აუღებ, რა ალღოს.

-მკაცრი ხომ არ იქნები? - გაეცინა ანდრეას.

-ო, მიდი რა! - ხელი აიქნია იოანემ. - ჰა, თანახმა ხარ?


-რას ქვია, თანახმა ვარ? აბა რა ვქნა, დაგიჯდე ასე სახლში და შენს კმაყოფაზე ვიცხოვრო?
წამოვალ და ვიმუშავებ!

-მე მაგიტომ კი არ გეუბნები... - გაბრაზდა იოანე და გაპროტესტება დააპირა.

-ვიცი, ვიც, რატომაც მეუბნები! - გაეღიმა ანდრეას. - როდიდან მაწყებინებ ანუ მუშაობას? -
ხელები მოიფშვნიტა ახვლედიანმა და წელში გასწორდა.

-შენ როცა გაგეხარდება! - გაეცინა იოანეს.

-ვაა, რა პატივში ვარ!

-ნახე რა მაგარ „პონტში“ „გაგჩითე,“ ანდრიკ? - გაეცინა მათესაც.

-აი, თქვენ რომ არ მყავდეთ, რა!

-შენ რომ არ ყოფილიყავი, ვერც უნივერსიტეტს დავამთავრებდი და ვერც ჩემი საქმის


დასაწყებად საჭირო კაპიტალს ვიშოვნიდი, ასე რომ, ვალებს გიბრუნებ, ძმაო! - მხარზე ხელი
დაკრა იოანემ ანდრეას.

-ხოო, ირაკლი ახვლედიანის ფულებს ერთი-ორი კარგი საქმეც აქვთ გაკეთებული... -


ამოიხვნეშა ახვლედიანმა და ჩაიცინა.

მარიამი საწოლში წრიალებდა, ვერაფრით ახერხებდა მოსვენებას და დაძინებას. მისი ოთახის


ფანჯრიდან კარგად მოჩანდა სავსე მთვარე. ვერასდროს ახერხებდა სავსე მთვარეობისას
ადვილად დაძინებას.

წამოდგა, ხალათი მოიცვა და ფანჯრის რაფაზე შემოსკუპდა. დიდრონი მთვარე გულუხვად


ანათებდა არე-მარეს.

გაეღიმა. მას და ეკატერინეს უყვარდათ სავსე მთვარის ქვეშ ღამეების თენება და ლაპარაკი.

ეტკინა. უფროსი დის მონატრება ეტკინა იმ წამს.

ნეტავ ეკატერინე რომ მის გვერდით ყოფილიყო ახლა, რას ურჩევდა? რომ არ სცოდნოდა,
საქმე ახვლედიანის ძმაკაც დანელიას ეხებოდა რას ეტყოდა? რას ურჩევდა? როგორ
დაამშვიდებდა ასე აფორიაქებულ დას?

როგორ ჭირდებოდა ახლა მასთან საუბარი, მისი რჩევების მოსმენა, მის კალთაში თავის
ჩადება და თუნდაც ტირილი... როგორ ენატრებოდა თავისი უფროსი და.

იმ წამს ისე მძლავრად შემოუტია მონატრების ტალღამ, გაუაზრებლად აიღო ტელეფონი და


მისი ნომერი აკრიფა. გავიდა, ცოტა ხანში აიღებდა აუცილებლად.
-მაშო? ასეთ დროს რატომ მირეკავ, ახლა წესით თქვენთან ღამეა, არა? - ცოტახანში გაიგონა
დის გაკვირვებული და ოდნავ გამოცოცხლებული ხმა.

გაეღიმა. მისი ხმის გაგონებისას სითბო ჩაეღვარა სხეულში.

-კატო, ჩვენთან სავსე მთვარეა...

-მართლა? - ჩაეცინა უფროს ჯაყელს. - ვერ იძინებ, არა?

-აქ რომ იყო თმაზე ხელს დამისვამდი და ლაპარაკით დამღლიდი, ხო? - გაეცინა მარიამს.

-შენი ხმა არ მომწონს, მაშო, მოხდა რამე? - მაშინვე მიუხვდა უფროსი და უმცროსს
გულისნადებს. გოგონამ უბრალოდ ამოიხვნეშა; ეს, როგორც ყოველთვის, საკმარისი იყო
ეკატერინესთვის. -მერე რა, რომ შენთან არ ვარ ახლა, მომიყევი.

-არვიცი, რა არის მოსაყოლი... ვიცი, რომ არ მასვენებს, მაგრამ პირთან მოტანილი სიტყვები
სადღაც ქრება, არ შემიძლია, ვერ ამოვთქვამ! - თვალები აუწყლიანდა მარიამს.

-გულიდან მოდის ეგ ამბავი? – „ცხრიანში“ გაარტყა კატომ.

-ჯანდაბიდან მოდის და სულს მიფორიაქებს!

-ჰო, ესეიგი ეგაა! - ჩაეცინა ნაღვლიანად უფროს ჯაყელს. - ძალიან რთულადაა საქმე?

-ეკატერინე, ოდესმე, ცხოვრებაში, გქონია მომენტი, როცა გიგრძვნია, რომ ძალიან საყვარელ
ადამიანს ატკინე, თან ძალიან ატკინე და იცი, ახლა შენ გამო იტანჯება, მაგრამ შენ, თითქოს
ჯადო დაგადესო, ვერაფერს აკეთებ? - თითქოს ვეღარ მოითმინაო, ისე ჰკითხა მაშომ დას და
პასუხის მოლოდინში გაისუსა.

ეკატერინემ მცირე პაუზა აიღო; აშკარად გაუკვირდა დის უეცარი შეკითხვა.

-მქონია, მაშო, როგორ არ მქონია...

-მერე? როგორ მოიქეცი? რა გააკეთე? - აფორიაქდა მარიამი.

-გრძნობ, რომ ვერ მიდიხარ? ვერ ეუბნები და პატიებას ვერ თხოვ?

-ჰო, თითქოს მინდა, მთელი სხეულით ვდუღვარ, მაგრამ... არ შემიძლია, მაკავებს რაღაც!

-„მაკავებს რაღაც“... როგორ მიყვარდა მეც ეგ ფრაზა ადრე... - სევდიანად ჩაილაპარაკა


ეკატერინემ. - როგორი კარგი ფრაზაა, არა? - მაკავებს რაღაც და მინდა, მაგრამ ვერ ვაკეთებ!
შესანიშნავად გამართლებინებს თავს... მეც „მაკავებდა რაღაც“, როცა დათუნას მოცდას
ვთხოვდი, „მაკავებდა რაღაც“, როცა ქორწილის თარიღს ვწევდი ისევდაისევ, დაუღალავად!
მაშო, შენი აზრით სიყვარულს აკავებს რამე?

-რა? - დაიბნა მარიამი.


-სიყვარულს-მეთქი, აკავებს რამე?

-ალბათ არა...

-ჰო, არ უნდა აკავებდეს და ჩვენ მაინც ვაკავებთ. მანამ, სანამ შეგვიძლია, სანამ არ ვიღლებით
და არ გვბეზრდება, სანამ ცხოვრება გვანებებს ამას. მერე აღარაფრის შეცვლა შეგვიძლია, მერე
აღარ „გვაკავებენ,“ უბრალოდ გვიანია უკვე...

-გვიანი?

-იცოდე, მაშო, როცა იგრძნობ, რომ აღარაფერი გაკავებს, უკვე ძალიან გვიან იქნება. მე ახლა
ვგრძნობ მაგას...

-რა უნდა ვქნა, კატო? როგორ შევებრძოლო? - ამოიტირა მაშომ.

-არ გაგიჭირდება გზის პოვნა. ხომ იცი, ჩემზე „რქიანი“ იყავი ყოველთვის! - ბოლო სიტყვებზე
აშკარად გაეღიმა ეკატერინეს.

-ვიტომ საკმარისად ძლიერი ვარ?

-სიყვარულისთვის? - აუცილებლად!

-როგორ მენატრები რომ იცოდე... - თვალები მაგრად დახუჭა უმცროსმა ჯაყელმა და


ტელეფონს ისე მოუჭირა ხელი, თითქოს დას ეხვეოდა.

-მეც ძალიან, მაშ, მეც საოცრად...

-მადლობა, რომ მაქედანაც მეხმარები!

-აბა მე რისთვის ვარ? - ჩაეცინა კატოს. - დაიძინებ ახლა?

-ჰო, ახლა ნამდვილად დამეძინება! - გაეცინა მარიამს.

-ძილინებისა, ჩემო გოგო და გახსოვდეს, ხვალ ახალი დღეა!

-ძილინებისა, ეკატერინე... - გაეღიმა მაშოსაც და ასე ღიმილით გათიშა ტელეფონი.

ახლა იცოდა; ნამდვილად იცოდა, რაც უნდა ექნა! მისი ფიქრების გასაქეზებლად,
დაბარებულივით, გამთენიისას, მესიჯიც მიიღო უტასგან - „მთელი ღამე ეზოში იჯდა, ერთ
არსებაზე შეჩენილმა ფიქრებმა არ მოასვენა, ალბათ...“ - ეს უცნაური შინაარსის შეტყობინება
იქნებ სხვას ვერც გაეგო, მაგრამ მარიამი მაშინვე მიუხვდა მეგობარს სათქმელს. სახე გაებადრა
და ბედნიერებისგან ჩაეცინა. მობილური ხელში შეათამაშა, თავისი გეგმით კმაყოფილმა,
თავი დააქნია და ისევ განაგრძო ძილი დილამდე.
ანდრეამ ყველაზე ადრე გაიღვიძა ოჯახში. ძილის შებრუნება ვეღარ შეძლო, ამიტომაც
მოწესრიგდა და ქვევით ჩავიდა. სულ სხვანაირად ეჩვენებოდა ახლა დანელიების სახლი.
უკვე სტუმრად კი არა, მასპინძლად გრძნობდა თავს, რაც ერთგვარ უხერხულობაში აყენებდა.
თავისთვის ყავა მოიზმადა, ეზოში გავიდა და სიგარეტის მოწევა გადაწყვიტა. ჯიბიდან
სანთებელას იღებდა, როცა შემთხვევით ხელი რაღაც ფურცელზე მოუხვდა. გაუკვირდა და
ფურცელი მაშინვე ამოიღო ჯიბიდან. ხელში გამომძიებელი თოიძის ნომერი შერჩა. ქაღალდი
ხელში შეათამაშა; არ იცოდა, მისთვის რა უნდა ექნა.

იქნებ დაერეკა თოიძესთვის? იქნებ მართლაც დახმარებოდა გამოძიებაში და ერთხელ და


სამუდამოდ დაემთავრებინა გაუთავებელი ბრძოლა, რომელიც უკვე ასე მოქმედებდა მის
ნერვებზე. მასაც ხომ, გამომძიებელივით, ყველაფრის გარკვევა და გამოძიება სურდა? ისიც
ფიქრობდა, რომ მასსა და ჯაყელებს შორის ვიღაც მესამე ამღვრევდა წყალს. მასაც ყელში
ჰქონდა ეს მდგომარეობა ამოსული. იქნებ თოიძესთან თანამშრომლობა კარგი იდეაც იყო? -
მაგრამ ის და პოლიცია?! ერთად როგორ გამოვიდოდა?! თუმცა, რა პრინციპებზე
ლაპარაკობდა?! - ოჯახს განუდგა, მამამ სახლიდან გააგდო, საყვარელ ქალს მისი შეყვარება არ
შეეძლო, რადგან ახვლედიანი იყო - რა დროს მისი უაზრო პრინციპები იყო?!

ამოიხვნეშა და თავი გააქნია.

-რაც არის, არის! - თავის თავს შეუძახა, მობილური ამოიღო ჯიბიდან და გამომძიებლის
ნომერი აკრიფა.

თოიძეს ადრიან დილით უკვე მოესწრო გაღვიძება, საუზმობა და თავის ბიუროში


გამოცხადება. კაბინეტში იჯდა და მუშაობდა, როცა ტელეფონზე ანდრეამ დაურეკა.

-უფროსი გამომძიებელი გიორგი თოიძე გისმენთ, რით შემიძლია გემსახუროთ? -


დაუყონებლივ უპასუხა ზარს.

-გამარჯობა, ბატონო გიორგი, ანდრეა ახვლედიანი ვარ. ცოტა ადრე ხომ არ ვრეკავ?

-ანდრეა? - კმაყოფილებით ჩაეღიმა თოიძეს. - არა, არა. უკვე სამსახურში ვარ, გისმენთ!

-მე თქვენს შემოთავაზებაზე ვიფიქრე... - ორჭოფულად დაიწყო საუბარი ახვლედიანმა.

-მერე?

-ვიღებ თქვენს წინადადებას. მზად ვარ, ვითანამშრმლო თქვენთან!

გიორგიმ მცირე პაუზა გააკეთა; არაფერი თქვა, უბრალოდ ყურთამდე გაეპო ღიმილი.

-ძალიან კარგი, ბატონო ანდრეა, სწორი გადაწყვეტილებაა! - ბოლოს ამოიღო ხმა.

-იმედი მაქვს, სანანებლად არ გამიხდით ამ გადაწყვეტილებას, ბატონო გიორგი!

-მერწმუნეთ, ერთად ბევრი რამის გარკვევას შევძლებთ. ძალიან ბევრ საიდუმლოს ავხდით
ფარდას! მაშ, როდის შეგეძლებათ ჩემთან შეხვედრა?

-როცა თქვენ გენებოთ, თუნდაც დღესვე!


-ძალიან კარგი! ოღონდ აქ ვერ შევხვდებით, არავინ უნდა დაგინახოთ. მე მოგწერთ
მისამართს, სადაც შეხვედრა შეგვეძლება.

-გელოდებით, მაშინ!

-შეხვედრამდე, ანდრეა!

-ნახვამდის! - ანდრეამ ტელეფონი გათიშა და გვერდით დაიდო. წამოდგა და ბოლთის ცემას


მოჰყვა.

მარიამი დილიდან აღტკინებული იყო. იმდენად იყო თავისი გადააწყვეტილების სისწორეში


დარწმუნებული, ღმერთი რომ ჩამოსულიყო, დედამიწაზე და საპირისპირო ეთხოვა, მაინც არ
გადავიდოდა თავისას.

რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში წასვლა არც უფიქრია; გზიდან გადაუხვია და სულ სხვა
მიმართულებით გააგრძელა სვლა. მისმა ეიფორიამ და შემართებამ მაშინ მოიკოჭლეს, როცა
მანქანა იოანე დანელიას ფირმის წინ გააჩერა.

გადავიდა, შენობა შეათვალიერა და ამოიხვნეშა. შიში ნელ-ნელა ეპარებოდა გულს და უკან


დახევას აიძულებდა, მაგრამ მარიამ ჯაყელი, რის მარიამ ჯაყელი იყო?! - თავს შეუძახა,
გაიმართა და ამაყად შეაბიჯა შენობაში.

-უკაცრავად, ბატონი იოანე უკვე მოსულია? - თავაზიანად ჰკითხა მიმღებში მჯდომ


ახალგაზრდა გოგონას და გაუღიმა.

-თქვენ ვინ ბრძანდებით, უკაცრავად?

-მე მისი საცოლე ვარ და მისი ნახვა მინდა... - გედივით მოიღერა ყელი ჯაყელმა.

-ა, ერთი წუთით, მაშინ! - დაიბნა გოგონა და მაშინვე ტელეფონი მოიმარჯვა. - ბატონო იოანე,
თქვენთან თქვენი საცოლეა მოსული, შემოვუშვა? - დიახ, საცოლე... დიახ... კარგი, გასაგებია,
ახლავე! - ტელეფონი დაკიდა დანელიას მდივანმა და მარიამს მოუბრუნდა. - შეგიძლიათ
შებრძანდეთ; მარცხენა კარი, დერეფნის ბოლოს! - თავაზიანად გაუღიმა და ხელით
დერეფნისკენ ანიშნა.

-გმადლობ! - გაეღიმა საოცრად კმაყოფილ მარიამს და ელეგანტური ნაბიჯებით გასწია


იოანეს კაბინეტისკენ.

მიდიოდა და გრძნობდა, რამდენიმე წყვილ თვალს, რომელიც მონდომებით აკვირდებოდა.


გულში იღიმოდა; თავდაჯერებულობა ემატებოდა.

ბოლოს კართან შედგა, ღრმად ჩაისუნთქა და დააკაკუნა.


-მობრძანდით! - შიგნიდან მოესმა დანელიას ხმა და დაუყონებლივ შეაღო კაბინეტის კარი.

ოთახში ფეხი შედგა თუ არა, იგრძნო, როგორ გაკრა გულმა რამდენჯერმე, მაგრამ მაინც არ
შეშინდა. იოანე ფანჯარასთან იდგა, ხელები მკერდთან ჰქონდა გადაჯვარედინებული და
აშკარად ღელავდა.

-გამარჯობა, იოანე, შეიძლება შემოვიდე? - გაუღიმა მამაკაცს.

-შემოდი! - უემოციო ხმა ჰქონდა დანელიას.

მარიამმა კარი მიხურა და წინ აესვეტა მამაკაცს; იოანე ცდილობდა ემოცია არ დატყობოდა
სახეზე, ისე კი გაფაციცებით აკვირდებოდა ჯაყელის თითოეულ ქმედებას.

-საცოლე რას ნიშნავდა? რისთვის მოხვედი? - თავად გადაწყვიტა შეტევაზე გადასვლა.

-ლაპარაკი მინდა შენთან. იმედი მაქვს, ამჯერად მაინც არ გაიქცევი, ბავშვივით! - სიმტკიცეს
ავლენდა მარიამი.

-ვიცი, რატომაც მოხვედი, ახსნა-განმარტებები არაა საჭირო!

-ანუ არ უნდა გითხრა, რასაც ვფიქრობ შენს სიტყვებზე?

-მემგონი, ყველაფერი ისედაც დღესავით ნათელია. რაღაა სალაპარაკო?! - ბრაზი ეპარებოდა


იოანეს ხმაში.

-შენთვის გააკეთე დასკვნები და გაიქეცი! - ჩაეცინა ჯაყელს. - აი, რა გააკეთე იმდღეს.

-რატომღაც არ შემიმჩნევია, რომ გამომკიდებოდი...

-გამოგკიდებოდი?! - გაბრაზდა მარიამი.

-მარიამ, პირდაპირ მითხარი, რისთვის მოხვედი? ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს! - დაიღალა
დანელია.

-იოანე, ბავშვივით იქცევი!

-მაგის სათქმელად მოხვედი?

-რატომ მექცევი ასე, რა დაგიშავე?

-არაფერი დაგიშავებია, მარიამ! - წამოიყვირა იოანემ. - უბრალოდ გავიგე, რომ შენთან


ყოფნის იმედი არ უნდა მქონდეს და შეგეშვი. ახლა შენ არ მანებებ თავს და როგორ გინდა
რომ მოგექცე?!

-მინდა იცოდე, რომ ის დასკვნა, რაც შენ ჩემი და თორნიკეს ურთიერთობიდან გამოიტანე,
მცდარია! იმეორე რამდენიც გინდა, რომ მე ისევ თორნიკე მიყვარს; იმეორე თუთიყუშივით,
სანამ არ დაიღლები; დაარწმუნე შენი თავი, ჯიუტი ბავშვივით, რომელსაც მხოლოდ თავისი
ვერსიის სჯერა და სხვისი მოსმენაც არ უნდა, მაგრამ მე ნამდვილად ვერ დაგეხმარები და ვერ
გეტყვი, რომ რასაც ფიქრობ სწორია; იმიტომ, რომ არ ვიქნები მართალი არც შენთან, არც
თორნიკესთან და არც საკუთარ თავთან; გაიგე?! - წონასწორობა დაკარგა ჯაყელმაც და ისე
გაცეცხლდა, როგორც ახასიათებდა.

იოანე წყნარად, მშვიდად და ტუჩის კუთხეში გაპარული ღიმილით ადევნებდა თვალს


გააფთრებულ მარიამს, რომელიც ხელებს ჰაერში.

-აჰა, ანუ უარყოფ, რომ ის ბიჭი გიყვარს? - ბოლოს ამოიღო ხმა მამაკაცმა.

-იცი, რას გეტყვი? - არაფერსაც არ უარვყოფ! ხო, მიყვარს თორნიკე, ბავშვობიდან მიყვარს.
სულ მიყვარდა და ალბათ სულ მეყვარება, იმიტომ, რომ დაბადებიდან ვიცნობ და ალბათ
გადაბმულად ორი კვირა არ მახსენდება მის გარეშე. მაგრამ შენ ახლა ისე ურევ, როგორც მე
ვურევდი მთელი ცხოვრება; ორ გრძნობას ვურევდი ერთმანეთში. მე თორნიკე კი არ
მიყვარდა, აღტაცებული ვიყავი „უფროსი ბიჭით,“ რომელიც მკაცრად ზრუნავდა ჩემზე და
სულ მაკონტროლებდა. ყველა გოგოს უყვარდა თორნიკე და მეც რაღაცნაირად მინდოდა
მასთან. თორნიკე ჩემი ოცნება იყო და მეტი არაფერი! მიყვარს და სულ მეყვარება, როგორც
ახლობელი მეგობარი, რომელსაც სულ ესმოდა ჩემი. შენ ვერასდროს დაიკავებ მის ადგილს
ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ეგ ადგილი არც გჭირდება! შენ, იოანე, სხვა რაღაც ხარ ჩემთვის! არ
გესმის? ვერ ხვდები? შენ მთლიანად შემცვალე! საერთოდ სხვა მარიამი დაბადე - ქალი
მარიამი, რომელსაც თავისი ძლიერი ხასიათისა და უდრეკი ბუნების გამოვლენის საშუალება
აქვს. შენთან მე აღარ ვარ პატარა მაშო, რომელსაც დაცვა სჭირდება; შენ გვერდით მე ძლიერი
ქალი ვარ და... ძალიან, ძალიან მინდა, რომ სულ ვიყო!

-თუ ასეა, რატომ ვერ მეუბნები ამ სიტყვებს? თუ მართლა ისეა, როგორც შენ ამბობ, რატომ
გიჭირს უბრალოდ სამი სიტყვის წარმოთქმა? - თვალები აემღვრა იოანეს, მარიამს
მიუახლოვდა და მისი ხელები თავისაში მოიქცია.

-უსიყვარულობაში რატომ დამწამე ცილი? მარტო იმიტომ, რომ ეგ სამი სიტყვა არ მითქვამს
შენთვის? პირველივე დაბრკოლებისას რატომ მაქციე ზურგი და ღალატში რატომ
დამადანაშაულე? იმიტომ დამსაჯე, რომ შენი ძმაკაცის მიღება ვერ შევძელი პირველივე
შეხვედრისას? იმიტომ დამცილდი, რომ პირველივე პრობლემაზე საკმარისად ძლიერი ვერ
ვიყავი? თუ ასეა, იცოდე, რომ მე ბევრი ვიფიქრე და მზად ვარ ანდრეა ახვლედიანი...

-მარიამ! - ლაპარაკი შეაწყვეტინა დანელიამ გოგონას და თავისი შუბლი მისას მიაბჯინა.

-არა, იოანე დამაცადე, ვთქვა...

-მარიამ! - ისევ არ დააცადა ლაპარაკი მამაკაცმა ჯაყელს. - სანამ რამეს მეტყვი, უნდა
იცოდე,რომ ანდრეა ახლა ჩემთან ცხოვრობს; ჩემს სახლში; ერთად ვცხოვრობთ, გაიგე?
ანდრეა ახვლედიანი ჩემთან ცხოვრობს!

მარიამი შეცბა; სითეთრემ გადაურბინა სახეზე და დანელიას მაშინვე ჩამოსცილდა.

-შენთან ცხოვრობს? შენთან რატომ ცხოვრობს? - ცრემლები მოიწმინდა სახიდან გოგონამ.

-იმიტომ, რომ წასასვლელი არსად ჰქონდა და მე შევიფარე ის და მისი ავადმყოფი დედა!


-ერთ სახლში იცხოვრებთ ამიერიდან? - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა მარიამმა და ერთ
წერტილს გაუშტერა მზერა.

-ვიცი, რომ არ შეგიძლია ამის ატანა, მაგრამ არც მე შემიძლია მისთვის ზურგის შექცევა;
ამიტომაც უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, გიყვარს თუ არა თორნიკე, გიშვებ და შეგიძლია
წახვიდე... აღარასდროს შეგაწუხებ და შენ დავიწყებას შევეცდები! - ბოლო სიტყვებზე ხმა
აუთრთოლდა იოანეს და ქუთუთოები დაუმძიმდა მლაშე სითხით.

-წავიდე? ასე უბრალოდ... ასე მარტივად გამიშვებ? - ცხარე ცრემლით ატირდა მაშო.

-არ შემიძლია, მარიამ, ჩემ გამო ამხელა მსხვერპლის გაღებას ვერ მოგთხოვ! მეგონა, მქონდა
ამის უფლება; მეგონა, მე თუ გიყვარდი ჩემი ძმის მიღებაც უნდა შეგძლებოდა, მაგრამ ახლა
ვხვდები, რომ ვცდებოდი. შენ თუ ფიქრობ, რომ ანდრეა მკვლელია ვერანაირი ძალა ვერ
შეგაცვლევინებს აზრს და მეც უძლური ვარ! ერთადერთი, რისი გაკეთებას შემიძლია, შენი
გაშვებაა... ამიტომ...

-იოანე...

-გთხოვ, ნუ მეტყვი! - ტუჩებზე თითი ააფარა იოანემ გოგონას. - არ მინდა, ჩვენი ბოლო
სიტყვები ის იყოს, რაც სიცოცხლედ მიღირს!

-იოანე დანელია, შენ მზის სხივი ხარ ჩემს ცხოვრებაში. შენ ჭეშმარიტი გზა ხარ ჩემთვის და
მე მთელი არსებით მინდა, რომ შენ მოგყვე, რომ შენთან ერთად გავაღო ყველა დახურული
კარი. იოანე, მე შენთან მინდა, იმიტომ, რომ მხოლოდ შენთან ვგრძნობ თავს თავისუფლად,
სრულყოფილად და ბედნიერად. მჭირდები მე შენ; ჩემს ყველაფრობას შენი ყველაფრობა
სჭირდება და შენს ყველაფრობაში თვით ეშმაკიც რომ შედიოდეს, მე მასაც მივიღებ, იმიტომ
რომ მე შენ მიყვარხარ და აღარასდროს, აღარასდროს ვაპირებ, რომ უკან დავიხიო.
აღარასდროს მინდა, რომ შემეშინდეს იმის აღიარებდა, რომ მიყვარხარ, რომ მჭირდები და
რომ ერთადერთი, პირველი და უკანასკნელი ხარ ჩემთვის! - ცრემლემი ღვარღვარად სდიოდა
მარიამს, მაგრამ მაინც არ ჩუმდებოდა, უმატებდა ტონს და უმატებდა ემოციას. ბოლო
სიტყვებზე თვალი თვალში გაუყარა მამაკაცს და ისე უთხრა მისთვის ასე ნანატრი სიტყვები.

იოანე უბრალოდ უსმენდა მარიამს და ხვდებოდა, რომ მისი ნათქვამი თითოეული სიტყვა
ძლიერი ქარივით იყო, რომელიც სადღაც, სიზმრების ქვეყანაში მიაქროლებდა მამაკაცს.
მარიამის მონოლოგისას ათასი ფერი გადაუვიდა და გადმოუვიდა სახეზე; გულმა მილიარდი
დარტყმა გამოტოვა წამის მეათასედში. ტვინმაც მიანება საქმის კეთებას თავი და მთლიანად
იმ ქალზე კონცენტრირდა, რომელიც ახლა დანელიას წინ იდგა და რომელიც სიყვარულში
უტყდებოდა მამაკაცს.

-მე... ხომ მხოლოდ სამი სიტყვა გთხოვე? - ბოლოს ძლივს ამოიღო ხმა იოანემ.

მარიამი დაიბნა. მისი მონოლოგის შემდეგ ამ სიტყვებს ნამდვილად არ ელოდებოდა


დანელიასგან. იოანემ რამდენიმე წამს უყურა გოგონას და ბოლოს სიცილი დაიწყო. მარიამი
უარესად გადაირია. დანელია არ ჩერდებოდა. ბოლოს ისიც აჰყვა სიცილში და აზრზეც არ
იყო, რატომ, მაგრამ ორივე იცონოდა გიჟურად. ბოლოს იოანე გაჩუმდა, მარიამს გაუღიმა და
მერე მთელი ძალით მოეხვია.

-შენ საუკეთესო ხარ, ყველაზე საოცარი ქალი და ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ამდენად


შეძლებდი ჩემ გაკვირვებას! - ეხვეოდა და ეჩურჩულებოდა. - ძალიან მიყვარხარ, უფრო
მიყვარხარ ვიდრე, გუშინ, გუშინწინ და იმის წინ. ყოველდღე ახერხებ ჩემში უფრო ღრმად
ფესვების გადგმას და ვეჭვობ, ერთ დღეს საერთოდ აღარ დარჩება „ჩემი“ რამე ჩემში!

მარიამს გაეცინა; იმ წამს საოცრად განხსხვავებული ბედნიერება იგრძნო, რომელმაც თმის


ღერებიც კი მოიცვა თავისი სიმძაფრით.

-მეც მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ! - კისერზე მოხვია ხელები იოანეს და თავისი სახე მისას
გაუსწორა.

იოანე აღტაცებით დააკვირდა ჯაყელს და წამით მის თვალებშიც მოასწრო ჩაძირვა. მერე
გამოფხიზლდა და იმდენად ნაზად წაეტანა მარიამს ბაგეებზე, გოგონას ეგონა ღრუბლის
ქულაზე იწვა და ცაში დაფრინავდა.

როცა ისევ მოშორდნენ ერთმანეთს, მარიამმა ბედნიერებისგან აბრჭყვიალებული თვალები


გაუსწორა და გაუცინა.

-ვგიჟდები შენს სიცილზე. საერთოდ სხვანაირი ხარ, როცა იცინი! - გაეღიმა დანელიას და
შუბლზე ჩამოყრილი თმა შეუსწორა გოგონას.

-სხვანაირი როგორი? - გაეღიმა ჯაყელს.

-ოკეანეში ჩამდგარ ქარიშხალს ემსგავსები... - გაეცინა იოანეს.

-ეგ როგორ, ანუ?

-როგორ აგიხსნა... მუდამ ბობოქარი, სიცილისას ცხრები და წყნარდები.

-მუდამ ბობოქარი ვარ? - გაიკვირვა მარიამმა და ჩაიცინა.

-ჰო, დაუღალავად ბობოქარი და მეამბოხე!

-და შენ ეგ მოგწონს? - გაეღიმა მაშოს და ხელები კისერზე მოხვია მამაკაცს.

-ყველაზე მეტად შენში! - გაეღიმა იოანესაც, წელზე მოხვია ჯაყელს ხელები, ახლოს მიიზიდა
და ისევ დააცხრა ტუჩებზე.

ანდრეა თოიძის მიცემულ მისამართზე მივიდა; გარემოს მოავლო თვალი, ერთი შეხედვით
წყნარი უბანი ჩანდა,ზედგამოჭრილი მათი „საიდუმლო“ შეხვედრებისთვის.
ქუჩა გადაჭრა და იმ სახლს მიადგა, რომელიც მისამართში ეწერა. მომცრო ზომის,
ერთსართულიანი სახლი იყო, პატარა ეზოთი. ზარი დარეკა და მასპინძელს დაელოდა. ერთ
ადგილას ცქმუტავდა და ცალი ფეხით გაქცევაზე ფიქრობდა. ჯერ კიდევ არ იყო თავისი
გადაწყვეტილების მართებულობაში დარწმუნებული; თოიძე მაინც გამომძიებელი იყო და
მისი ნდობა არ შეიძლებოდა.

გამომძიებელმა კარი მალე გაუღო; მისი დანახვისას გაეღიმა და კარიდან გადგა. ანდრეამ
უბრალოდ თავი დაუკრა მასპინძელს და ეზოში ფეხი შედგა. მართლაც სასიამოვნო და
კომფორტული სახლი ჰქონდა თოიძეს, პატარა მაგრამ მყუდრო.

-მობრძანდით, აქეთ მობრძანდით! - სახლში შეუძღვა გიორგი სტუმარს.

-მშვენიერი სახლი გქონიათ, ბატონო გამომძიებელო, აქ საყვარლები მოგყავთ? - ჩაეცინა


ახვლედიანს და მისაღები ოთახი შეათვლიერა.

-რატომ, გარყვნილი კაცის შთაბეჭდილებას ვტოვებ? - გაეცინა თოიძეს.

-ვისაც საყვარელი ჰყავს, გარყვნილია?

-არა? რავიცი, მე ჩემი გაკეთებული არჩევნის ერთგულება მახასიათებს, ბატონო ანდრეა!

-ეგ კარგია, ანუ რაღაც საერთო გვაქვს; თანამშრომლობაში წაგვადგება! - გაეცინა ანდრეას და
სავარძელში დაიკავა ადგილი.

-სიმართლე გითხრათ, ველოდი თქვენს ზარს. გამიხარდა, რომ მართალი აღვმოჩნდი და არ


გამაწბილეთ! - სასმელების დახლთან მივიდა გიორგი. - დალევთ რამეს?

-ვისკის, თუ შეიძლება!

-რა თქმა უნდა - გაეღიმა თოიძეს და ჭიქა ვისკით შეუვსო სტუმარს.

-თქვენ არ სვამთ? - გაიკვირვა ანდრეამ, როცა თოიძემ მხოლოდ ერთ ჭიქაში ჩამოასხა
სასმელი.

-სამუშაო საათების დროს არა, სამწუხაროდ... - დანანებით ჩაეცინა გამომძიებელს და ჭიქა


გაუწოდა მამაკაცს.

-მადლობა!

-კარგი, მოდი, ახლა საქმეზე ვილაპარაკოთ. - მეორე სავარძელში დაჯდა თოიძე.

-ყურადღებით გისმენთ...

-როგორც იმ დღეს გითხარით, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ თქვენსა და ჯაყელებს შორის
ვიღაც მესამე დგას, რომელიც ფარულად მოქმედებს თქვენ წინააღმდეგ.

-საფუძვლიანი რატომ?

-ჩემს ეჭვს პაატა ჟღენტის მკვლელობა აღრმავებს. ფაქტია და ამას ორი წლის ბავშვიც
მიხვდებოდა, რომ პაატა ვახტანგ გიორგობიანს არ მოუკლავს. ისიც ცხადზე ცხადია, რომ
ჯაყელები თქვენი დაცვის წევრს არ დაიქირავებდნენ და მანქანის სამუხრუჭე მილების
გადაჭრას არ დაავალებდნენ. ჯაყელებს უფრო პირდაპირი ხერხებით ხიბლავთ ბრძოლა.
მგონი, ამაში თქვენ და თქვენი ძმა თავადაც დარწმუნდით რამდენიმე თვის წინ.

-ბატონო გიორგი, მე უკვე გითხარით, რომ მაშინ...

-თვალთმაქცობა აღარ გვინდა, ანდრეა! თანამშრომლობას ვერ შევძლებთ, თუ გულწრფელები


არ ვიქნებით ერთმანეთთან. ორივემ კარგად ვიცით, რომ თქვენი მაშინდელი ინციდენტი
ლუკა და ბექა ჯაყელებს მიეწერებათ! - ეშმაკურად ჩაეღიმა თოიძეს.

ანდრეამ ამოიხვნეშა და თავი დააქნია.

-ხო, სად შევჩერდი? დიახ, იმას ვამბობდი, რომ პაატა ჟღენტი ჯაყელების მცდელობას თქვენ
მოეკალით, ნამდვილად არ უკავშირდება. გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ ჟღენტს მტრები
არ ჰყოლია. ამიტომაც, სრულიად საფუძვლიანად ვეჭვობ, რომ საქმე საკმაოდ ცბიერ და
გამოცდილ პიროვნებასთან გვაქვს, რომელსაც ორივე გვარი სძლულს, რომელმაც
გიორგობიანს თქვენი მანქანის სამუხრუჭე მილები გადააჭრევინა და რომელმაც შემდეგ
საკმაოდ ოსტატურად მოიშორა თავად გიორგობიანი; თანაც რაღაც აბსურდული წერილიც
დაატოვებინა!

-ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მე წარმოდგენაც კი არ მაქვს, ვინ უნდა მტრობდეს ამ ორ


ოჯახს ისეთი, რომ ამდენი რამე გაბედოს! წვრილ-წვრილ მტერს რა დალევს, მაგრამ თუ
თქვენი მონაყოლიდან ვიმსჯელებთ, ის ადამიანი ძალიან მდიდარი, გავლენიანი და ეშმაკი
უნდა იყოს, ასეთი საქმის ასე პროფესიონალურად შესრულებისთვის!

-ეჭვი მაინც არავიზე გაქვს? ვინ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ორივე ოჯახს იცნობს და
მტრობს?

-ერთადერთი ვინც მახსენდება, ნოდარ გამყრელიძეა. ყველამ იცის, რომ ის ერთადერთი


ადამიანია, რომელიც მეგობრობს, როგორც ირაკლისთან, ასევე დემეტრე ჯაყელთან, მაგრამ
გამყრელიძე ზედმეტად ლაჩარი და მშიშარაა ასეთი საქმისთვის!

-ასე დარწმუნებითაც ნუ იტყვი, ანდრეა. ზოგჯერ ადამიანები კარგად ახერხებენ თავიანთი


ნამდვილი სახის დამალვას.

-ჰო, შესაძლებელია, მაგრამ ნოდარი ზედმეტად მშიშარაა, თანაც არანაირი მიზეზი არ აქვს,
რომ ჩვენს ოჯახებს უმტროს.

-კარგი, ნოდარ გამყრელიძის წარსულს ჩვენ მაინც შევისწავლით, მაგრამ სხვა არავინ
გახსენდებათ?

-სიმართლე გითხრათ, არასდროს ვინტერესდებოდი მამაჩემის მტრებით. სრულიად


შესაძლებელია, რომ რომელიმე მისი ნაცნობი ან ახლო მეგობარი იყოს მისი დაუძინებელი
მტერი, მაგრამ ამის გარკვევა ძალიან რთული იქნება!

-გატყობთ, მამასთან არ უნდა გქონდეთ კარგი ურთიერთობა. ამის მიზეზი თქვენი


მშობლების განქორწინებაა?
-ჩემი მშობლები არ დაცილებულან. კანონიერად ისევ ცოლ-ქმარნი არიან. უბრალოდ,
მამაჩემისთვის ავადმყოფი ცოლი ზედმეტი თავსატეხია, ამიტომაც აგარაკზე გაისტუმრა
დედაჩემი!

-იცოდით, რომ ახვლედიანების კომპანია, ანუ კომპანია, რომელსაც ახლა მამათქვენი მართავს
ბაბუათქვენის, ქალბატონი ნინოს მამის დაარსებული იყო?

-მამაჩემმა დედაჩემი სწორედ მაგ კომპანიის გამო მოიყვანა ცოლად! - სიმწრით ჩაეცინა
ახვლედიანს. - ირაკლის წამითაც არ ყვარებია დედა. მხოლოდ მისი ქონება აინტერესებდა,
რომელიც ქორწინების შემდეგ თავის სახელზე გააფორმა და რომელსაც ახლა ასე არხეინად
მართავს.

-მამათქვენ დედათქვენი არ უყვარდა? - წარბები აზიდა გაკვირვებულმა და


დაინტერესებულმა თოიძემ.

-არა, არასდროს! მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?

-ყველა დეტალს, წარსულიდან, შეიძლება ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა.

-ბატონო გამომძიებელო, გინდათ დავიჯერო, ჩემთან თანამშრომლობა მხოლოდ იმისთვის


გჭირდებოდათ, რომ გეკითხათ ვიცნობ თუ არა მამაჩემის მტრებს?

-რა თქმა უნდა, არა! - გაეღიმა გიორგის. - ამ საქმეში უამრავი საიდუმლოა, ანდრეა. შენ კი, ნუ
მიწყენ და კარგად გათვითცნობიერებული ხარ შავ-ბნელ საქმეებში. თუნდაც ნიკა ჯაყელის
მკვლელობა ავიღოთ...

-მანდ რა არის უცნაური? - მაშინვე შეაწყვეტინა ანდრეამ საუბარი გამომძიებელს.

-ის, რომ მისი საქმე ჯერაც გაუხსნელია; მისი მკვლელი კი თავისუფლად დადის ქუჩებში...

-მისი მკვლელი? - გაიკვირვა ანდრეამ. - თქვენ რა, საყოველთაო აზრს არ ეთანხმებით?

-თითქოსდა თქვენ მოკალით ჯაყელი? რავიცი, მაქვს კი რაიმე საბაბი, ასე ვიფიქრო? -
გამომწვევი და ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა თოიძეს სახეზე.

-მგონია, რომ დაკითხვაზე ვართ, არადა ამ სიტუაციაში უკვე ვიყავი ერთხელ და ვერაფერი
დამიმტკიცეს!

-ვერაფერი დაგიმტკიცეს იმიტომ, რომ შენ არ მოგიკლავს?

-ბატონო გიორგი, არ მიწყინოთ, მაგრამ მაინც გამომძიებელი ხართ. პარტნიორი თუ


არაპარტნიორი, პოლიციელი, პოლიციელია და მისთვის არანაირი სახის ჩვენების მიცემას არ
ვაპირებ!

-სრულებით მართალი ხარ. ახლა რამე რომ თქვა, შენი დაპატიმრება და საქმის გახსნაც
შემეძლება! - გაეცინა თოიძეს.

-მე რომ დამაპატიმროთ უფრო „დიადი“ საქმე დაგრჩებათ გაუხსნელი, ასე რომ, ჯობს
გავჩუმდეთ და თემა შევცვალოთ! - გაეცინა ანდრეასაც.
-დიახ! მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ თქვენი ერთგვარი კავშირები „ბნელ“ საზოგადოებასთან
ნამდვილად წაგვეხმარებოდა ამ საქმეში...

-საიდან მოიტანეთ, რომ კავშირები მაქვს? - ჩაეცინა ახვლედიანს.

-მერწმუნეთ ანდრეა, მე სიტყვებს ჰაერზე არასდროს ვისრვი. მარტო წინასწარი დაკავების


იზოლატორში იმდენი დრო გაქვთ გატარებული, იმდენ საინტერესო ადამიანს
შეხვდებოდით...

-კარგი, გასაგებია. დავუშვათ, ვიცნობ ერთი-ორს, მერე და როგორ დაგვეხმარება ეგ ჩვენ?

-დავით გასვიანის მკვლელობის გახსნაში, თუნდაც!

-გასვიანის? - შეიშმუშნა ანდრეა და საზურგეს მოსცილდა. - მანდ რა არის გასარკვევი?

-ახლა არ მითხრათ, რომ ჯაყელებს სიძე თქვენ მოუკალით ქორწილში! - გაეცინა თოიძეს.

-რატომ იცინით? არ შეიძლება ასე ყოფილიყო?

-მეეჭვება ცოტა არ იყოს... - ცალი თვალი მოჭუტა გამომძიებელმა და თავი ოდნავ გააქნია.

-დარწმუნებული ვარ, მაგ საქმესთან დაკავშირებითაც გექნებათ თქვენი მოსაზრებები, ისღა


დამრჩენია, ყურადღებით გისმინოთ... - ხელები გაშალა ახვლედიანმა, ფეხი ფეხზე გადაიდო
და გაიღიმა, თუმცა კი გამომძიებლის მახვილ თვალს არ გამორჩენია მისი უცნაურად
აციმციმებული თვალები და ღელვის დაფარვის მცდელობა.

თოიძემ უცნაურად ჩატეხა ტუჩის კუთხე,აპირებდა კიდეც გასვიანის საქმის დეტალების


„პარტნიორისთვის“ გაზიარებას, მაგრამ იმ წამს გადაიფიქრა, მოღებული პირი დამუწა, თავი
გააქნია და გაიღიმა. - არა, გაგიკვირდებათ და მისი საქმის დეტალური შესწავლით არ
დავკავებულვარ ჯერაც!

ანდრეა კარგად დააკვირდა მის წინ მჯდარ,უდანაშაულოღიმილაკრულ


გამომძიებელს,რომლის თვალები რაღაც ამოუცნობს მალავდა. შეეცადა მისი
გამომეტყველებით გაერკვია სიმართლეს ამბობდა თუ არა თოიძე, მაგრამ ანდრეასგან
განსხვავებით გამოცდილ დეტექტივს კარგად შეეძლო ემოციის დაფარვა.

-მაშ საიდან იცით, რომ ჩემი კავშირები დაგვჭირდება მისი მკვლელის საპოვნელად? - ბოლოს
ჩამჭრელი კითხვა მაინც მოიფიქრა ახვლედიანმა და გაფაციცებით დააკვირდა გიორგის.

-დეტალებს არ ჩავღრმავებივარ, მაგრამ ზედაპირული გადახედვით გავარკვიეთ, რომ


გასვიანი მოსკოვში ცხოვრობდა დაბადებიდან თვრამეტ წლამდე, შემდეგ უეცრად იქაურ
უნივერსიტეტს მიანება თავი და საბუთები თბილისში გადმოიტანა, ყველასთან შეწყვიტა
ურთიერთობა და აქ სრულიად ახალ ცხოვრებას მოკიდა ხელი.

-მერე და რა არის ამაში უცნაური? თუნდაც რაიმე პრობლემა რომ ჰქონოდა გასვიანს და ამის
გამო დაბრუნებულიყო თბილისში, მე მაინც ვერ ვხედავ ამ საქმეში ჩემი კავშირების ჩართვის
აუცილებლობას.
თოიძე მიხვდა,რომ ცოტა ინფორმაცია უნდა გაეცა ანდრეასთვის,წინააღმდეგ შემთხვევაში
ვერაფრით დაითანხმებდა მას დახმარებაზე.

-ეჭვი მაქვს, რომ გასვიანს რაღაც პრობლემა შეექმნა შავი სამყაროს წარმომადგენლებთან. -
პირდაპირ თქვა სათქმელი გიორგიმ.

-ვის? დათუნა გასვიანს? შავ სამყაროსთან? ხუმრობთ? - გადაიხარხარა ანდრეამ. - დათუნა


გასვიანი ალბათ ყველაზე ჩვარი ადამიანია, ვისაც კი ცხოვრებაში შევხვედრივარ, რა
დაპირისპირებაზე მელაპარაკებით?

-საქმეც მაგაშია. მგონია,რომ მისი სისუსტით ისარგებლეს და რაღაც ცუდ საქმეში გახვიეს
გასვიანი...

-ცუდ საქმეში? მაინც ვინ გახვია ან როგორ? - არ წყვეტდა სიცილს ახვლედიანი.

-მაგის გარკვევას ვცდილობთ ჩვენც. ფაქტია, რუსეთში გასვიანს რაღაც ისეთი შეემთხვა,რამაც
მას ყველაფრის დატოვება და თბილისში გადმობარგება აიძულა. ჩემი ეჭვით კი ეს „რაღაც“
სწორედ შავ სამყაროს უკავშირდება...

-რა თქმა უნდა, პატივს ვცემ თქვენს მოსაზრებას, ბატონო გიორგი, მაგრამ სამწუხაროდ
ვერაფრით ვხვდები რით შემიძლია თქვენი დახმარება...

-ამას მე შეგატყობინებთ ანდრეა. თქვენ არ იდარდოთ,იქნებ სულაც არ დაგვჭირდეს თქვენი


კავშირები,უბრალოდ წინასწარ შეგამზადეთ,ყოველი შემთხვევისთვის! - გაეღიმა თოიძეს.

კიდევ ბევრი ილაპარაკეს, ორივე მხარე ფრთხილობდა და ზედმეტ სიტყვასაც კი არ აცდენდა,


მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ბევრი ინფორმაცია გაცვალეს. ბოლოს, როცა საქმეს
მორჩნენ,ანდრეა წამოდგა,გამომძიებელს დაემშვიდობა და წასასვლელად მოემზადა,როცა
კართან მისული გიორგის ხმამ შეჩერა:

-სულ ბოლოს ერთი კითხვაც მინდა დაგისვა, ანდრეა!

-ყურადღებით გისმენთ! - ხელები გაშალა ახვლედიანმა.

-ლევან ნაკაშიძეზე თუ გსმენიათ რამე? ან იქმენ იცნობდით კიდეც? - ინტერესით სავსე მზერა
ჰქონდა თოიძეს,რომელიც გაფაციცებით ელოდა ახვლედიანის პასუხს.

ანდრეას წარბები შეუთამაშდნენ, გამომეტყველებაც შეეცვალა წამით, მაგრამ მაინც დაძაბა


გონება, წარბები შეჭმუხნა და ცოტა ხნის შემდეგ მიუბრუნდა თოიძეს:

-არა, სამწუხაროდ ასეთი არავინ მახსენდება... ვინ არის?

-გასვიანის საქმეში ფიგურირებდა. ვერაფრით დავადგინეთ მისი ვინ იყო, მაგრამ დიდი
მნიშვნელობაც აღარ მიგვინიჭებია. თურქეთის ციხეში მოუკლავთ რამდენიმე წლის წინ...

-გასაგებია...შემიძლია წავიდე? - არხეინად დაიჭირა თავი ანდრეამ.

-დიახ,დიახ,რა თქმა უნდა! - გაეღიმა გიორგის და სტუმრის გასაცილებლად ფეხზე წამოდგა.


ანდრეა გააცილა თუ არა ოთახში დაბრუნდა,მობილური მოიმარჯვა და თანაშემწის ნომერი
აკრიფა სასწრაფოდ:

-რენე, სასწრაფოდ გამირკვიე იკვეთება თუ არა ანდრეა ახვლედიანის და ლევან ნაკაშიძის


გზები ოდესმე, სადმე! დეტალურად შეისწავლე იცოდე ყველაფერი, არაფერი გამოგრჩეს, მე
ნახევარ საათში ვიქნები ბიუროში და იცოდე, მომზადებული დამხვდი! - სწრაფად დაასაქმა
რენე თოიძემ და მაშინვე გაუთიშა ტელეფონი.

დღე 210-ე

„ყველაფერი რომ ჩავამთავრე, ჩემს მაესტროსაც რომ გადავუხადე მადლობები და


დავემშვიდობე, სახლში წავედი. ნანო და ოთო ძალიან გახარებულები იყვნენ ჩემი
წარმატებით; ალბათ მეც მიხაროდა გულის რომელიღაც კუთხეში, მაგრამ უფრო სხვა
საკითხზე ფიქრები მქონდა შემოჩენილი. სულაც არ ვფიქრობდი წარმატებულ გამოფენაზე.

ჯერ ელენეს ორსულობის შესახებ გავიგე, შემდეგ კი მარიამმა დამირეკა და მივხვდი, უკვე
დრო იყო...

ნანომ ბევრი იტირა, ოთოსაც წყდებოდა გული, მაგრამ საბოლოო ჯამში ორივეს ესმოდა ჩემი.
რომ იცოდე, ახლა საიდან გწერ, გაგიხარდებოდა, ალბათ. სულ რამდენიმე საათი და...

მეშინია.

არა, კი არ მეშინია, არ ვიცი რას უნდა ველოდო ახლა, როცა შენი აღარ ყოფნით გამოწვეული
ტკივილის ახალ საფეხურზე გადავდივარ. ახლა თვალი უნდა გავუსწორო შენს წასვლას,ახლა
ვეღარ დავიმალები.

მზად ვარ? მზად ვარ რომ ქუჩაში გასვლისას უამრავი წყვილი თვალი და ჩურჩული ავიტანო
-„ეს ის გოგონაა, ქორწილში რომ ხელში ჩააკლეს საქმრო.“ განა კი მზად ვარ?

არავისთვის არაფერი მითქვამს; არავისთვის დამირეკავს. ასე ჯობია ჩემთვის. იცი? ასე
დაგეგმილად ამ გადაწყვეტილებას ალბათ ვერასდროს მივიღებდი. ვერასდროს ვიქნებოდი
ამისთვის ზედმეტად მამაცი; ასე სპონტანურად ჯობია ყველაფერი.

ფეხები უკან მრჩებოდა. ვინ იცის, რამდენჯერ გავიქეცი უკან და გადავიფიქრე დაბრუნება,
მაგრამ მაინც მძლავრობდა ჩემი შინაგანი ხმა, რომელიც დაუღალავად მიმეორებდა -
„როდემდე დაემალები ტკივილს?“ მართლაც, როდემდე? როდემდე დავმალულიყავი?
ცხოვრება გრძელდება და ახლა ჩემი თავი ყველაზე მეტად მძულს, რომ ამას გეუბნები, მაგრამ
რა ვქნა? - ესაა ცხოვრების დამპალი სიმართლე.

როცა ჩემ წინ დიდი კარი გაიხსნა და სინათლე აღიქვა თვალებმა, სუნთქვა შემეკვრა წამით.
გულმა ძლიერი დარტყმა მომაყენა და მაცნობა - მე დავბრუნდი. ისევ აქ ვარ, ჩემს მიწაზე; იქ,
სადაც ერთად დავდიოდით, იქ სადაც ერთად გვიხაროდა, გვწყინდა, გვიყვარდა...

შვიდი თვის შემდეგ გიბრუნდები, დათუნა. მელოდე ტიტებით ხელში...

მუდამ და ერთგულად,

-შენი კატერინა!“

დილის ექვსი საათი იყო. ყველას ეძინა სახლში და წარმოდგენაც არავის ჰქონდა, რომ
ქურდივით შემოპარული ეკატერინე იმ წამს მისაღებ ოთახში იდგა და გაბადრული
ათვალიერებდა გარემოს.

ყველა კუთხე-კუნჭული მოიარა, ყველაფერს შეეხო ხელებით და შეიგრძნო. თითქოს ისევ


ხუთი წლის იყო, მოუსვენრად დადიოდა აქეთ-იქით და ახლიდან შეიგრძნობდა იმ სახლს,
რომელშიც მთელი სიცოცხლე ჰქონდა გატარებული.

„თითქოს ყველაფერი ისევ ისეა, თითქოს არც წავსულვარ აქედან, მაგრამ მაინც, ჩემს
მშობლიურ სახლს რაღაც საოცარი სიმძიმე დასწოლია. ახლა ყველას სძინავს, სულ მარტო
ვარ, უზარმაზარ სახლში და როგორც არასდროს, ვგრძნობ, რა წაიღე, როცა აქედან წახვედი...“

მთელი საათი და იქნებ მეტიც გაატარა მონატრებული სახლის თვალიერებაში. ფეხაკრეფით


დადიოდა, რათა ჩამი-ჩუმიც არავის გაეგო. შემდეგ თავის ოთახში შეიყუჟა და დაელოდა
ოჯახისწევრების გაღვიძებას.

დილით ჯაყელების ოჯახი სასადილო ოთახში შეიკრიბა. დემეტრეს და ლუკას კომპანიაში


ეჩქარებოდათ, მაშოს უნივერსიტეტში, ქეთევანი და ელენე კი მეუღლეებს აცილებდნენ.
სიუზი, როგორც ყოველთვის, დაფუსფუსებდა და მაქსიმალურად ცდილობდა ყველასთვის
ესიამოვნებინა.
-სიუზი, ყავა გამიკეთე, რა! - ჩვეული ტექსტით და ღიმილით შეაბიჯა ოთახში ეკატერინემ.
დოინჯი შემოირტყა და ოჯახისწევრების რეაქციას დაელოდა.

მარიამს წვენი გადაცდა და დაახველა; ლუკა და ელენე წამოხტნენ და კარისკენ გაიხედეს.


ქეთევანმა კი შვილის სახელი წამოიყვირა და სიხარულით ტაში შემოკრა.

ყველა ერთად ეცა მონატრებულს და კინაღამ გაგუდეს გოგონა ჩახუტებით. ეკატერინეს


ხელები ჰქონდა გაშვერილი და ყველას ერთად ეხუტებოდა. ვინ რას ეუბნებოდა, არ ესმოდა,
მისმა გამოჩენამ დიდი ეიფორია გამოიწვია ოჯახში. განსაკუთრებით მაშო აქტიურობდა,
რომელიც მთელი ძალით ეხვეოდა უფროს დას და ცრემლებს ძლივს იკავებდა. სულ ბოლოს
ქალიშვილთან დემეტრეც მივიდა, საოცარი სითბოთი გაჟღენთილი ღიმილით გაუღიმა,
რომელიც ყველა გრძნობას ერთიანად გამოხატავდა. შემდეგ გულში ჩაიკრა შვილი და
ეკატერინეც მიხვდა, რა აკლდა ყველაზე მეტად მთელი ამ დროის განმავლობაში.

-როგორ ჩამოხვედი ისე, რომ არც გაგვაგებინე? - უსაყვედურა ქეთინომ ქალიშვილს, როცა
ეიფორიის ჩაცხრობის შემდეგ მაგიდას შემოუსხდნენ ისევ.

-არ მინდოდა აეროპორტში დახვედრები და ცერემონიები, ასე მერჩივნა... - მშვიდად უპასუხა


კატომ და ელენეს მუცელზე მიეფერა.

-რომ გიყურებ, არ მჯერა... - ამოიხვნეშა მარიამმა და გაიღიმა; ეკატერინესაც გაეღიმა.

-იქ როგორღა დავრჩებოდი, როცა აქ ასეთი ამბები გქონდათ... - ხმა ამოიღო ეკატერინემ,
როგორც კი სიუზის მოტანილი ყავის პირველი ყლუპით გამოწვეული სიხარული ჩააცხრო
და გვერდით მჯდომ ელენეს გაუღიმა.

-რა კარგი ქენი, რომ დაბრუნდი, დედი... - გაეღიმა ქეთევანს და თვალებით მიეფერა
ქალიშვილს.

ეკატერინე საოცარ სითბოსა და სიყვარულს გრძნობდა იმ წამს. ისეთს, დათუნასგანაც რომ არ


უგრძვნია არასდროს. გულში ეღიმებოდა და ბედნიერდებოდა. ისეთი შეგრძნება
ეუფლებოდა, თითქოს ამ კედლებს მისი ყველანაირი ტკივილისგან დაცვა შეეძლოთ; ამ
ხალხს კი უკვე მიყენებული ჭრილობების დაამება.

ამბობენ, სულიერ ტკივილს ვერავინ და ვერაფერი კურნავსო. მე კი მგონია, არსებობს ისეთი


კლინიკა, რომელიც ყველანაირ ტკივილს დააამებს - სულიერსაც და ფიზიკურსაც; ამ
კლინიკას ოჯახი ჰქვია,შენი,საკუთარი ოჯახი...
-ჩვენი ორსული ამერიკელი რას შვება? - სიცილით ჰკითხა მაშომ დას, როცა კაცები
გაისტუმრეს, ხოლო გოგონები, ძველებურად, ვერანდაზე დასხდნენ.

-მუშაობს, დეკრეტულზე უარი თქვა. იმდენი იტირა ჩემი გაცილებისას... - გაეღიმა კატოს.

-დაბრუნებას არ აპირებენ?

-იცი, როგორ უნდათ? მაგრამ არ გამოდის. აქ რომ ჩამოდიან ოთოს ბიძასთან რჩებიან. არა
სახლი, არა სამსახური, როგორ უნდა იყვნენ ორი ბავშვით? იქ ორივე მუშაობს, საბა ბაღში
დადის, არ არიან ცუდათ. ყოველშემთხვევაში, იმაზე უკეთ არიან, ვიდრე აქ იქნებოდნენ.

-აუ, ჩამოსულიყვნენ და ჩვენც დავეხმარებოდით რამეში. ბოლოსდაბოლოს, ჩვენთან


იცხოვრებდნენ... - აწუწუნდა მარიამი.

-ოთოს არ იცნობ? რამდენჯერ შეუთავაზებია ლუკას დახმარება, მამასაც, მაგრამ უარს ამბობს.
ეგეთია ზოგადად, თვითონ გულს ამოიღებს და მოგცემს, მაგრამ დახმარებას არასდროს
მიიღებს.

-ორივენი ეგეთები არიან. - გაეღიმა ელენეს.

-რომ მახსენდება, ამ თვეების განმავლობაში რამდენი რამ გააკეთეს ჩემთვის, როგორ


მეხმარებოდნენ... ფაქტობრივად ცხოვრებას მაიძულებდა ნანო. იქამდე მეჯაჯგურებოდა,
სანამ იმას არ გავაკეთებდი, რაც სურდა. ხატვაც ძალით დამაწყებინა. იმდენი ვინმე შეაწუხა
ჩემ გამო. მერე გამოფენის ამბებზე იწვალა... არვიცი, ალბათ, ცხრა სიცოცხლე არ მეყოფა მათი
სიკეთის გადასახდელად... - თვალებზე ცრემლის თხელი ფენა გადაეკრო ჯაყელს და
გაიღიმა.

-გადაუხდი, კატო, ოდესმე აუცილებლად გადაუხდი. - დარწმუნებით ჩაილაპარაკა მაშომ და


გაიღიმა.

-უბრალოდ, იცით როგორ ვიყავი ამ თვეების განმავლობაში? გვირაბს ვხედავდი. ვხედავდი


კი არა, იქ ვიდექი, სიბნელეში და ხანდახან სინათლესაც ვერ ვხედავდი ბოლოში. იქიდან
აღვიქვამდი ცხოვრების ნებისმიერ მოვლენას; ნანო და ოთო ერთგვარი მაკავშირებლები
იყვნენ ჩემი და სააქაო ცხოვრების. ხოდა, ამ ბოლო დროს ფიქრს მივეჩვიე ზედმეტად.
ყველაფერს სულ სხვა თვალით დავუწყე ყურება. ვფიქრობ, რატომ არის სამყარო იმდენად
უსამართლო, რომ ანანოს და ოთოსნაირ ხალხს საკუთარ ქვეყანაში არ დაედგომებოდეთ
უსახსრობის გამო, როცა ამდენი ნაძირალა ფულში ბანაობს?! - ეკატერინეს ემოციურმა
ლაპარაკმა და საოცრად სევდიანმა მზერამ მარიამიც დაამუნჯა, ელენეც და ქეთევანიც.
ვერცერთმა ამოიღო ხმა. რა უნდა ეთქვათ იმ ქალისთვის, რომელმაც საყვარელი მამაკაცი
დაკარგა ქორწილის დღეს?! - იცით, ყველაზე დიდი უბედურება რა იყო? ეს რომ გავიაზრე
სიმწარემ ცხვირში მომიჭირა და სანამ ღია ფანჯარასთან არ დავდექი, სუნთქვა არ შემეძლო. -
ვუყურებდი ცოლ-ქმარს და იმდენად დიდ ბედნიერებასა და სიყვარულს ვხედავდი,
რაღაცნაირ სიხალისეს, რომელსაც სამშობლოდან ათასობით კილომეტრებით დაშორებული
გარემო კი არა, თვითონ ის ორი ადამიანი ქმნიდა, საბასთან ერთად. წელებზე ფეხს იდგამენ,
რომ ბავშვების მომავალი უზრუნველყონ, როცა ჩვენ - მე, შენ, მაშო და ლუკას ყველაფერი
ლანგარზე გვქონდა მორთმეული, ყოველთვის. და ჩვენ ვერასდროს ვერ გავიგებთ, რა
განცდაა, როცა შენ ქვეყანაში ცხოვრება გინდა, მაგრამ არ შეგიძლია იმიტომ, რომ ვერ
შეგიძლია. თუმცა მაინც, ნანო და ოთო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი წყვილია მათ შორის,
ვინც კი ვიცი, მიუხედავად ყველაფრისა. მიუხედავად უამრავი სირთულისა, მიუხედავად
იმისა, რომ მე საქართველოში დაბრუნების შემდეგ ასეთ სახლში დავბრუნდი, ისინი კი ბიძის
სახლს შეეკედლებიან, რამდენიმე დღით და ისიც სამოწყალოდ. ისინი მაინც ბედნიერები
არიან და ლაღები და საოცრად მადლიერები, როცა მე... - სიტყვა გაუწყდა ეკატერინეს, თავი
დახარა და ყვრიმალებზე ჩამოწოლილი ცრემლები შეიმშრალა. - რავიცი... უაზრობაა ეს
ყველაფერი... აი, ეს ყველაფერი... - ხელები გაშალა ჯაყელმა და გარემოს მოატარა. - თუ
რაღაც ადამიანური არ ყრია შენში, შენი საკუთარიც და სხვისი შემოტანილიც, ორის
შექმნილი და ერთ მთლიანობად ნაქცევი... ისე არაფერს აქვს აზრი, დავრწმუნდი უკვე.
ზუსტად ვიცი, რომ ეგრეა! - ბოლო სიტყვები თითქმის ჩურჩულით თქვა, ცრემლები
შეიშრალა და ისევ წამოსწია თავი.

ქეთევანიც, მაშოც და ელენეც ტიროდნენ. მთელი არსებით გრძნობდნენ ეკატერინეს სიტყვებს


და მათი მეშვეობით გადმოცემულ ტკივილს ისიგრძეგანებდნენ. კატოს გაეღიმა, მათ
ცრემლებზე გაეღიმა და წამით შვებაც კი იგრძნო. მერე მარიამის ტელეფონი აზუზუნდა და
გოგონაც დენდარტყმულივით წამოხტა. იოანე ურეკავდა და შეეშინდა, ვინმე რამეს არ
მიმხვდარიყო. ტელეფონი აიღო და სწრაფად შევარდა სახლში, გოგონებმა გაკვირვებით
გადახედეს ერთმანეთს.

-ვინ ურეკავდა ასეთი?

-რავიცი, ეკრანზე სალომეს სახელი ამოვიკითხე და ასე თუ უხარია მისი ზარები, რა გითხრა!
- გაეცინა ელენეს და მხრები აიჩეჩა.

-ამ ბოლო დროს უცნაურად ხო არ იქცევა მაშო? - ჩაფიქრდა ეკატერინე.

-არა, რავიცი, არ შეგვიმჩნევია ჩვენ. რატომ კითხულობ?

-იმ დღეს დამირეკა თბილისის დროით შუაღამეს, რაღაც ვერ იყო კარგად,“აჭრილი“ მეჩვენა.
ვიფიქრე, თორნიკესთან იყო ისევ ნაჩხუბარი და ველაპარაკე.

-თორნიკესთან? რავიცი, შვილო, შენი დისას რას გაიგებ, არ იცი, როგორი გიჟია? დღეში
ოცჯერ ეჩხუბება საწყალ ბიჭს და აწვალებს! - ჩაეცინა ქეთევანს.

-ისევ ისე არიან? - გაეღიმა კატოს.

-სიმართლე რომ გითხრა, ამ ბოლო დროს ვეღარ გამოვიჭირე მაშო, რომ წესიერად
ველაპარაკო. არასდროს არის სახლში, იცი? ან უნივერსიტეტშია ან კლინიკაში პრაქტიკებზე
ან სალომესთან და სხვა ჯგუფელებთან. - გაეცინა ელენეს.

-ძალიან აკლდი მაშოს, შვილო. ხომ იცი, როგორი ხისტია? არასდროს გატყდება, მაგრამ შენს
არყოფნას განიცდიდა ძალიან...
ეკატერინეს არაფერი უთქვამს. უბრალოდ გაიღიმა და ვერანდიდან ლამაზად მომზირალ
ეზოს გახედა.

მარიამი სწრაფად შევარდა აბაზანაში, კარი გადაკეტა, წყალი მოუშვა და მხოლოდ ამის
შემდეგ გადაურეკა „სალომეს“.

-რატომ არ მპასუხობდი, მარიამ,სად გაქვს ტელეფონი? - მალევე გაიგონა მობილურში იოანეს


საყვედურნარევი ხმა.

-ჩემებთან ერთად ვიყავი და ვერ გიპასუხე ასე უცებ, რატომ მირეკავდი?

-მიზეზი მჭირდება დასარეკად? - გაეცინა დანელიას.

-არა, უბრალოდ, რავიცი... იქნებ რამე მოხდათქო...

-რა გჭირს შენ ხმაზე, იტირე?

-არა, არ მიტირია, არაფერია. ახალგაღვიძებული ვარ და მაგის ბრალია! - იუარა ჯაყელმა.

-დღეს უნივერსიტეტში არ მიდიოდი? უტამ თქვა, საერთო ლექციები გვაქვს და საღამოს


მოგიყვან მარიამსო, სახლში ხარ შენ?

-ჰო, არ წავედი დღეს.

-რატომ? მოხდა რამე? - აშკარად არ მოეწონა იოანეს მარიამის ნათქვამი.

-ეკატერინე ჩამოვიდა, იოანე, დღეს დილით...

-შენი და ჩამოვიდა? - გაკვირვებისგან ტონი აიმაღლა დანელიამ. - ვა, მართლა? მერე?

-მერე არაფერი, რა მეუნივერსიტეტებოდა, დავრჩი სახლში! - გაეღიმა მაშოს.

-მიხარია...

-რა გიხარია, ჩემი და რომ ჩამოვიდა?

-არა, შენ რომ ბედნიერი ხარ და მონატრებული და რომ გვერდით გეყოლება, ის მიხარია,
თორემ დღეს რომ ვერ გნახავ, ეგ საერთოდ არ მახარებს! - გაეცინა ბოლო სიტყვებზე
დანელიას.

მარიამს გაეღიმა. კიდევ ერთხელ იგრძნო, რომ ეს ადამიანი ძალიან, ძალიან ძლიერად
უყვარდა და ეს გრძნობა დღითიდღე ფეხს იკიდებდა მასში.

-უნდა წავიდე, საღამოს დაგირეკავ, კარგი?

-მეც ბევრი საქმე მაქვს. გკოცნი და მიყვარხარ, მარიამ!

-მეც მიყვარხარ! - სახე გაებადრა გოგონას.

-მაგრამ არ მკოცნი? - იწყინა დანელიამ.


-და გკოცნი! - გაეცინა ჯაყელს.

-მმმ, სად მკოცნი? - ეშმაკურმა ნოტებმა გაიელვეს მამაკაცის ხმაში.

-ოო, ლოყაზე! მორჩა, იკმარე, ვთიშავ! - სიცილით უთხრა და მანამ გაუთიშა, სანამ იოანე
კიდევ რამეს იტყოდა.

მარიამი სახეგაბადრული დაუბრუნდა ვერანდას და ასე კმაყოფილი ჩაეშვა სავარძელში.

-რაო სალომემ, რა გითხრა ასეთი კარგი? - გაეცინა ელენეს.

-ვინ? სალომემ? - ვერ მიხვდა მაშო.

-ხო, სალომე არ გირეკავდა? - გაიკვირვა დევდარიანმა.

-აა, ხოო, ჩემი სალომე იყო, კი! - გაეცინა უმცროს ჯაყელს როგორც კი გაახსენდა, რომ იოანეს
ნომერზე სალომეს სახელი ჰქონდა მიწერილი. - არაფერი ისეთი, ლექტორი შეგვცვლია და ის
მითხრა! - უცებ მოიფიქრა მიზეზი გოგონამ.

საღამოს ბიჭებიც მოვიდნენ. გეგას, თორნიკეს, რატის და განსაკუთრებით ბექას ძალიან


გაეხარდათ ეკატერინეს დაბრუნება. გეგა ყველაზე დიდხანს ეხვეოდა გოგონას, თითქოს იმ
ჩახუტებით უზიარებდნენ ერთმანეთს დათუნას სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს.
ეკატერინეს ყველაზე მეტად სწორედ მასთან შეხვედრა უმძიმდა; გეგა ხომ ყველაზე
ახლობელი ადამიანი იყო გასვიანისთვის?! ყველაზე მეტად, ალბათ, სწორედ მისი დანახვა
გაახსენებდა ხოლმე გოგონას დათუნას თავს.

ისევ ერთად იყო ყველა, ისევ მისაღებ ოთახში ისხდნენ და ისევ უხაროდათ ერთად ყოფნა,
მაგრამ ძველებურად აღარაფერი იყო.

-ეკატერინე ჯაყელი დაბრუნებულა თბილისში, გაიგე? - უთხრა იოანემ ანდრეას იმავე


საღამოს, როცა ორივენი აივანზე ისხდნენ.

ანდრეა სიცარიელეს გაჰყურებდა დაჟინებით და რაღაცაზე ჩაფიქრებეული ხმას არ იღებდა.

-ჩაგეძინა მანდ? - გაეცინა დანელიას, როცა ძმაკაცისგან სიტყვაც ვერ დაიმსახურა.

-ქალბატონი ეკატერინა თუ დაბრუნდა, მალვაში ხომ არ წავსულიყავი მე?! - ცოტა ხნის


შემდეგ ამოილაპარაკა სერიოზული სახით ანდრეამ და ბოლოში გაიცინა.

-არასერიოზული კაცი ხარ, რა! - თავი გააქნია იოანემ.


-იმედი მაქვს, არ იცის შენთან რომ ვცხოვრობ. არ დაგვადგეს და ჩაგვცხრილოს ყველა! -
ხუმრობას აგრძელებდა ახვლედიანი.

-ე, ანდრეა არ მეცინება, რა! საერთოდ არ არის სასაცილო, მორჩი უაზრო ღადაობას! -
გაბრაზდა დანელია.

-კაი, კაი, ბოდიში. სულ დამავიწყდა, რომ შენს ცოლის დაზე ვლაპარაკობთ! - გადაიხარხარა
ანდრეამ. - ვახ, ბიჭო, რომ მახსენდება, ჯაყელების მომავალი სიძე ხარ, სიცილით ვიხრჩობი!

-მორჩი, რა! - ხელი აუქნია იოანემ გვერდით მჯდომს.

-რა გამოშტერებულ ხალხში მოგიწევს ტრიალი, აზრზე ხარ?

-ვინ გითხრა, რომ ვაპირებ მაგ ხალხთან ტრიალს მერე?

-მოიცა, აბა ცოლის ოჯახთან არ გექნება ურთიერთობა? - გაეცინა ანდრეას.

-ხომ არ გაგიჟდი, ბიჭო? ლუკა და ბექა ჯაყელებს დავუჯდები მე სუფრაზე?!

-აბა რანაირად წარმოგიდგენია შენი და მარიამის თანაცხოვრება? ან ქორწილი არ გინდა


საერთოდ?

-მინდა...

-მერე? მარტო შენიანები უნდა იყვნენ და მარიამი ეულად? - ჩაეცინა გაკვირვებით ანდრეას.

-აუ, ანდრეა, ადრეა ჯერ ქორწილზე ლაპარაკი და გეხვეწები არ გვინდა, რა! - პასუხის
უქონლობამ გააღიზიანა იოანე და თემის გადატანა ცადა.

-რაღა ადრეა, ბიჭო, რამდენხანს აპირებ მასთან საიდუმლო შეხვედრებს? ვერ გაიგე, რომ
თქვენ უბრალოდ შეყვარებული წყვილი არ ხართ? მგონი, მართლა ვერ იაზრებ ბოლომდე
მარიამის ოჯახი ვინ არის!

-რომ ვიაზრებ იმიტომაც ვამბობ, რომ ქორწილი ჯერ ადრეა! - შეეკამათა დანელია მეგობარს.

-ნელ-ნელა რომ უფრო გაჭირდება თქვენი შეხვედრა, იცი? ეკატერინე ჩამოვიდაო, ანუ
ერთით მეტი საქმე გამოუჩნდება მარიამს, ერთით მეტი ზედამხედველი ეყოლება,
გაგიჭირდებათ შეხვედრა...

-მოვახერხებთ რამეს. - არ იტეხინებდა დანელია.

ანდრეას გაეცინა. მიხვდა, რომ იოანესთან ლაპარაკს ახლა აზრი არ ჰქონდა.

-კარგი, როგორც შენ იტყვი. იმედი მაქვს, როგორც ყოველთვის, ისე მოხდება და შენ
აღმოჩნდები მართალი! - მხარზე დაკრა ხელი ძმაკაცს და წამოდგა, რათა შიგნით შესულიყო
და დედა ენახა.
სამწუხაროდ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ანდრეამ იწინასწარმეტყველა: ორი კვირა ისე
გავიდა, მარიამს და იოანეს თვალით არ უნახავთ ერთმანეთი და მხოლოდ ღამით თუ
ახერხებდნენ ლაპარაკს. დემეტრეს თხოვნით, მაშო თითქმის მიეწება დას, მთელ დროს
მასთან ატარებდა. უნივერსიტეტიდან პირდაპირ სახლში ბრუნდებოდა, მეგობრებთან აღარ
დადიოდა და ძირითადად სახლში იყო. ეკატერინეს დაჰყვებოდა ყველგან, სავაჭრო
ცენტრებში, კაფეებში, წიგნების მაღაზიებში და რაც მთავარია - დათუნას საფლავზე. მარტო
აღარ ტოვებდა დას, თითქმის ერთად ეძინათ კიდეც. მარიამი ძალისხმევას არ იშურებდა,
რათა ამ ცხოვრებისკენ მოებრუნებინა კატო და ოდნავი ხალისი შეემატებინა მისი
მზერისთვის. ეკატერინე ხვდებოდა ყველაფერს და უზომოდ მადლიერი იყო დის,
მიუხედავად იმისა, რომ გადაჩვეულ სიცილს მაინც ვერაფრით აჩვევდა მაშო.

„ხვალ უსიკვდილოდ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს“ - მიიღო იოანესგან შეტყობინება მარიამმა


იმავე საღამოს.

-„მოხდა რამე?“ - მიწერა და პასუხს დაელოდა.

-„ორი კვირაა არ მინახიხარ, არ არის საკმარისი?“ - მალევე მიიღო პასუხი.

-„გგონია, მე არ მინდა შენი ნახვა? მაგრამ ხომ გესმის, არა?“

-„ბევრ დროს არ წაგართმევ, რაღაცას გეტყვი და გაგიშვებ“

-„რა უნდა მითხრა?“

-„მოდი და გაიგებ“

-სიურპრიზები არ მიყვარს, იოანე“

-„სიურპრიზები ყველა ქალს უყვარს, მარიამ“

-„რით ვერ გაიგე, რომ ყველა ქალი არ ვარ მე?“ - გაეღიმა მარიამს ტექსტის წერისას.

-„ნუღარ მეშაირები, აზრი არ აქვს, წადი დაიძინე <3“

-„მოკლედ რა, კაცი ვერაფერს დაგაცდევინებს შენ!“

-„გკოცნი“ - მიიღო მოკლე პასუხი და გაეცინა.

-„მიყვარხარ, ძილინებისა“ - სახეგაბადრულმა მიწერა და საბანი გადასწია დასაწოლად.

ცოტახანი ელოდა პასუხს და რომ ვერ მიიღო გაბრაზებულმა მისწერა:

-„მეც“ სად წაიღე?!“

-„მეც მიყვარხარ <3“

-„დამადლებული არ მინდა!“

-„უხ,როგორ მიყვარს ჩემი ჯაყელების იტრიგანი ქალბატონი! ტკბილი სიზმრები <3“


მარიამს გული კი არა,მთლიანად სხეული გაუთბა,მობილური ჩაიხუტა და ისე დაიძინა.

ორი კვირის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ალექსანდრეს
და ლიზას დაბრუნება და ანდრეას იოანესთან მუშაობის დაწყება იყო. ეს უკანასკნელი
შეიძლება ანდრეა ახვლედიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაც კი იყო.
მისი პირველი სამსახური და შრომით მოპოვებული გასამრსჯელო თვის ბოლოს.
გადაბმულად სამი დღე არ უმუშავია ცხოვრებაში; ირაკლის მიჰყავდა ხოლმე კომპანიაში და
ცდილობდა, მათი საქმის არსი აეხსნა, მაგრამ ანდრეას არაფერი აინტერესებდა, სწრაფად
უსხლტებოდა მამას და სადმე ბარში ან კლუბში მირბოდა გასართობად. ახლა ყველაფერი
სხვანაირად იყო. ახვლედიანი გრძნობდა, რომ დრო იყო, თავად ეზრუნა საკუთარ თავზე და
მართლაც შეეწყვიტა იმ მამის ხელიდან ჭამა, რომელიც ასე სძულდა.

უჭირდა ახალ გარემოსთან და ცხოვრების სტილთან შეგუება. ვერაფრით იტანდა დილით


ადრე ადგომას, კლასიკურ სამოსში გამოწყობას და იოანესთან ერთად ფირმაში სიარულს.
მისთვის უცხო ტერმინების მოსმენა საერთოდ ახელებდა, რადგან მათი უმეტესობა
ლექციებზე ჰქონდა მოსმენილი, თუმცაღა აღარ ახსოვდა, რადგან გულისყურით არასდროს
უსმენდა ლექტორებს. ერთი სიტყვით, ანდრეა ახვლედიანის საქმიან კაცად ჩამოყალიბების
პროცესი მძიმე-მძიმედ მიიწევდა წინ. ორი კვირა სულაც არ იყო საკმარისი ამისთვის. იოანე
კი არ ნებდებოდა. ყველაზე მეტად ის ახარებდა, რომ თავად ანდრეას ამჩნევდა მონდომებას,
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად წუწუნებდა და იოანეს ბარში ეპატიჟებოდა, დასალევად.

-ტვინის ჭამა ყოფილა ეს შენი საქმე, ძმაო, როგორ უძლებ მთელი დღეები ერთი და იმავეს?! -
მორიგი წუწუნის საათი დაუდგა ანდრეას, საქაღალდე დახურა, იქვე მიაგდო და სავარძელში
მჯდარ იოანეს მიმართა.

-აბა რა გეგონა, ანდრუშ, ფული ციდან ცვივა?! - გაეცინა დანელიას ისე, რომ თვალიც არ
მოუშორებია კომპიუტერისთვის, რომელშიც რაღაც მონაცემებს ამოწმებდა.

-უხ, რა კარგი იქნებოდა, რომ ცვიოდეს! - სახე მინაბა კმაყოფილებისგან ახვლედიანმა და


სავარძელში გადაწვა. - ოღონდ მარტო იმათთვის, ვინც იმსახურებს! - დაამატა ცოტა ხნის
შემდეგ.

იოანეს გაეცინა. მაგიდაზე არეულად დაყრილი ფურცლები ერთ დასტად დააწყო და ანდრეას
გაუწოდა.

-ჰა, ნახე და შეამოწმე, რამე შეცდომა ხომ არ არის გაპარული ხარჯთაღრიცხვაში!

-არის უფროსო! - სხარტად წამოიწია ახვლედიანი, ფურცლები გამოსტაცა დანელიას და


მაგიდაზე დაიწყო.
-ასე რომ იქცევი, ბეჯითი პიონერი მგონიხარ! - გადაიხარხარა იოანემ.

-რატომ დამცინით, უფროსო?! მე ვდილობ პატიოსანი მუშაკი ვიყო და თქვენ ასე მპასუხობთ?
- წაუმსახიობა ახვლედიანმა.

-ოო, ნუ მაიმუნობ, მიხედე საქმეს!

-უქ, ლოგოლ მკაცლად მითქლა, გაცედი ბიწო! - ენა მოიჩლიქა ანდრეამ.

-ანდრეა, შემოვა ახლა რომელიმე თანამშრომელი და გაიგონებს. ნუ მაიმუნობ, რა! -


გაბრაზდა დანელია.

-კარგი ხო, ხმას არ ამოვიღებ, ვმუშაობ! - გაეცინა ახვლედიანსაც და მართლაც გაჩუმდა.

მშვიდად მუშაობდნენ და არცერთი იღებდა ხმას. სრული იდელეა ჰქონდათ შექმნილი, სანამ
იოანეს მდივანმა არ დაურეკა და აცნობა, რომ მასთან ალექსანდრე ახვლედიანი იყო მისული.

-რა ჯანდაბა უნდა?! - მაშინვე აენთო ანდრეა.

-მერავიცი, შენთან ექნება საქმე. იცოდი, რომ დაბრუნდა?

-კი, ანასტასიამ მითხრა გუშინ. შემომთავაზა, დასახვედრად წამოდიო, მაგრამ არ გავყევი.


როგორ მომაგნო ახლა აქ?

-გაიგებდა, რაც მოხდა და ჩემთან იქნებოდა სახლში, ნანა გადმოამისამართებდა ჩვენთან!


შემოვიდეს?

-გარეთ ხომ არ ჯობია, რომ დაველაპარაკო?

-ჩხუბს აპირებ?

-არა, მეტი საქმე არ მაქვს, ვეჩხუბო. მე ჩემი სათქმელი ვუთხარი უკვე!

-კარგი, მაშინ შემოვუშვებ და მარტო დაგტოვებთ, წყნარად ილაპარაკეთ.

-კარგი, ჰო! - უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა ანდრეამ და ხელები გადაიჯვარედინა.

ანდრეა სავარძელში იჯდა მშვიდად და ძმის გამოჩენას ელოდა. რამდენიმე წამში მართლაც
გაიღო კარი და სანდროც გამოჩნდა. სახეზე მსუბუქი რუჯი ჰქონდა, ეტყობოდა, რომ კარგად
დაისვენა,თუმცა არა იმდენად, რომ რუჯს გვარიანად მოესწრო მოკიდება.

უფროს ახვლედიანს ძარღვი არ შეტოკებია სახეზე. უემოციოდ უყურებდა ძმას,რომელიც


კარში იდგა გახევებული.

-ასე ხვდები თაფლობისთვიდან დაბრუნებულ ძმას? - ბოლოს საყვადურნარევი ტონით


მიმართა სანდრომ უფროს ძმას და კარი მიხურა.

-უკვე დაბრუნდით? რა გეჩქარებოდათ, დარჩენილიყავით კიდევ... - უემოციოდ


ლაპარაკობდა ანდრეა და სავარძელში ქანაობდა.
-კომპანიას ვერ დავტოვებდი დიდი ხნით!

-ხო, დამავიწყდა, რომ ახლა შენ ახვლედიანების დიადი კომპანიის აღმასრულებელი


დირექტორი ხარ! - ცინიკურად ჩაეცინა უფროს ახვლედიანს.

-სახლიდან რატომ წახვედი?! - ძმის ცინიკას ყურადღება არ მიქცია ალექსანდრემ და თემა


გადაიტანა. - ორი კვირით ვიყავი წასული და მოგისწრია კონცერტების დადგმა!

-დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყება კონცერტების დადგმაა? - ჩაეცინა ანდრეას.

-ამ ასაკში მოგინდა დამოუკიდებლად ცხოვრება?! თან დედაც წაიყვანე...

-და თქვენ რა გადარდებთ? ზედმეტი ბარგი მოგცილდით!

-ნეტა როდის უნდა მოეშვა ამ სისულელეების ლაპარაკს, არ დაიღალე მაინც?! - გაბრაზდა


ალექსანდრე.

-რა გინდა, ალექს? პირდაპირ მითხარი და წადი, რა. ამხელა კომპანიის მმართველი კაცი ხარ,
ჩემთვის გააქვს დრო?!

-არ მომწონს შენი ახალი თამაში, ანდრეა. აი, ამის სათქმელად მოვედი აქ! დააბრუნე დედა
წყნეთში და შენც დაბრუნდი!

-ჯერ ეს ერთიც, მე არ ვთამაშობ, ვმუშაობ. მერე მეორეც, მამაშენი დიდად არ წუხს, რომ
წამოვედით და გავათავისუფლეთ აგარაკი და შენ რა გაწუხებს, როდის იყო მამასთან
შეუთანხმებლად მოქმედებდი?!

-ღმერთო, როგორ დამღალა შენმა ბავშვობამ! - ამოიხვნეშა უმცროსმა ახვლედიანმა და


თვალები აატრიალა. - როდის აქეთიდან მოგწონს საქმიანი კაცის იმიჯი? ერთი კვირა არ
გიმუშავია ცხოვრებაში გადაბმულად!

-ჰო, მართალია, მაგრამ ახლა რატომღაც მომინდა მუშაობის დაწყება და ვმუშაობ! შენგან
განსხვავებით, ძვირფასო ძმაო, მე ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მინდა და მაშინ, როცა
მინდა! - ირონიულად გაუღიმა ანდრეამ ძმას.

-რას აიკვიატე ის აზრი, რომ მე მამაჩემის ჭკუაზე დავდივარ და საკუთარი აზრი არ გამაჩნია,
ვერგავიგე. როდემდე შეიძლება ვითმინო შენი უაზრო გამოხტომები?! - გაცეცხლდა
ალექსანდრე.

-მე არაფერი არ ამიკვიატებია, სანდრო. იმას ვამბობ, რასაც ვხედავ! - ტონს აუწია ანდრეამაც.

-და რას ხედავ მაინც, რას?!

-შენ არ გიყვარს შენი ცოლი! მარტო იმიტომ მოიყვანე ცოლად, რომ ირაკლისთვის
გესიამოვნებინა; რომ დაგენახებინა, როგორი სერიოზული და მეოჯახე კაცი ხარ და რომ
იმსახურებ იმ წყეული კომპანიის დირექტორობას! სულ ასე იქცევი. მთელი ცხოვრება მამა
აბრამის ბატკნის როლში ხარ და ელოდები, როდის გადმოგიგდებს ირაკლი სადამლობელ
ლუკმას!
-არა ბიჭო, მაგას ჯობდა მთელი ცხოვრება მეხეტიალა უაზროდ და უმისამართოდ. ცხოვრება
კლუბებში და ბარებში გამელია, სასმლის სმაში და ღრიანცელში. ღამეები ციხის საკნებში
გამეთია და კაცის მკვლელობა მამაჩემს გამოეძრო ჩემთვის, ტ**კიდან! - იღრიალა
მოთმინებადაკარგულმა ალექსანდრემ, რომელსაც მთელ სახეზე მოდებოდა ალმური.

ალექსანდრეს სიტყვები იყო და ანდრეა მაშინვე წამოხტა სავარძლიდან, საყელოში წვდა ძმას
და კედელზე მიანარცხა.

-სანამ ჯერ კიდევ მახსოვს, რომ ჩემი ძმა ხარ, გაეთრიე აქედან! - კბილებშორის გამოცრა
ანდრეამ და ხელი შეუშვა სანდროს.

-რაო, არ გსიამოვნებს, როცა მამას გაკეთებულ საქმეს გახსენებ?! უმადური ხარ და მეტი
არაფერი! მხოლოდ ის გინდა დაინახო, რაც გაწყობს! ის კი საერთოდ აღარ გახსოვს, რომ დღეს
რომ ციხეში არ ლპები, მამას დამსახურებაა!

-მაშინ რომ მისროლა ამერიკაში, იმ ღამის შემდეგ რომ მიკრა თავი და გამაქცუნა
ხმისამოუღელბლად, მაგის მერე მძულს ეგ კაცი ასე!

-ჰო, ყოჩაღ, მაგარი ბიჭი ხარ! - ტაში დაუკრა სანდრომ ძმას.

-წადი აქედან, აღარ მინდა შენთან ლაპარაკი, აღარასდროს! - მაგიდას ორივე ხელით
დაეყრდნო ანდრეა, ჰალსტუხი შეიხსნა და თვალები დახუჭა, რათა სიმშვიდე დაებრუნებინა.

-მე კი წავალ, მაგრამ იცოდე, შენ ვერ გაძლებ დიდხანს უჩვენოდ! მალე მოგბეზრდება ეს
ყველაფერი, ანდრეა. უშრომელად ნაშოვნი ფული და უზრუნველი ცხოვრება მოგენატრება!
შენ შრომისთვის არ ხარ გაჩენილი; არ ხარ მიჩვეული ფულის პატიოსანი შრომით შოვნას. შენ
მხოლოდ ფლანგვა იცოდი და შეგეძლო; მოგენატრება, მამის ტკბილი საკრედიტო ბარათი და
გაგახსენდება მშობლიური სახლიც!

-გაეთრიე-მეთქი აქედან! - იღრიალა ანდრეამ და მაგიდაზე დაწყობილი ფურცლები ხელის


ერთი მოსმით გადაყარა იატაკზე.

-მივდივარ ბატონო, ყელშია უკვე შენი გამოხტომები! - კარი გამოგლიჯა ალექსანდრემ და


ბოლოჯერ მიმართა ძმას.

-წადი, შენს მამიკოსთან გაიქეცი და მოუყევი ყველაფერი; თავზე ხელს გადაგისვამს და


შუბლზეც გაკოცებს!

-ეგრე ვიზამ ზუსტადაც!

-ჰო, ჰო და კიდევ, არ დაგავიწყდეს, შვილს ირაკლი დაარქვა; არ აქვს მნიშვნელობა გოგო


იქნება, თუ ბიჭი, ირაკლი რჩეულების სახელია! - ირონიულად გაეცინა ანდრეას, კარს
მივარდა და ცხვირწინ მიუჯახუნა უკვე გასულ ალექსანდრეს.
მარიამი უკვე იოანეს მანქანაში იჯდა და გულისფანცქალით ელოდა საყვარელ მამაკაცთან
შეხვედრას. უცნაური ღელვა შესჩენოდა; ძალიან აინტერესებდა, რისი თქმა სურდა დანელიას
მისთვის. დიდხანს ლოდინი არ მოუწია, მალევე გაიღო მარცხენა კარი და იოანეც სწრაფად
ჩაჯდა მანქანაში.

-სხვის მანქანაში უნებართვოდ ჩაჯდომა რომ დანაშაულია, არ იცით ეგ თქვენ, ექიმო? -


გაუღიმა გოგონას და კარი დაკეტა.

-იოანე, ღმერთო, როგორ მომენატრე! - მაშინვე გაუბრწყინდა თვალები და მთელი ძალით


მოეხვია მამაკაცს.

-მეც, ძალიან! - მოწყვეტით აკოცა დანელიამ შეყვარებულს და გაუღიმა. - ორი კვირა ძალიან
ბევრი იყო, მარიამ. ბოლოს აღარც მეგონა, რომ ოდესმე ისევ გნახავდი!

-ვიცი, ვიცი და რა გგონია, მე არ მენატრებოდი? მაგრამ ხომ გესმის, ეკატერინეს ვერაფრით


ვტოვებდი. პრინციპში, ვერაფრით ვტოვებ; ახლაც მხოლოდ იმიტომ ვარ აქ, რომ პრაქტიკებს
ვაცდენ. რა უნდა მითხრა ამისთანა?

-სალაპარაკო მაქვს შენთან. ოღონდ აქ არა, რა, სადმე ისეთ ადგილას წავიდეთ, სადაც
მშვიდად ვილაპარაკებთ.

-რაზე უნდა ვილაპარაკოთ, იოანე? არ მომწონხარ... - ეჭვი შეეპარა ხმაში ჯაყელს.

-ნუ ხარ სულსწრაფი, ექიმო, წავიდეთ და გაიგებ! - გაეცინა იოანეს.

-კარგი ჰო, წავიდეთ! - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მარიამმა, ღვედი შეიკრა და გზას გახედა.

იოანე სწრაფად ატარებდა მანქანას; აშკარად ღელავდა და ერთი სული ჰქონდა, მარიამს
დალაპარაკებოდა. მარიამი ნერვიულობდა. ბოლოს, როცა იოანემ ასე სალაპარაკოდ დაიბარა
გოგონა, ანდრეა ახვლედიანი შერჩა სიურპრიზად.

-მალე მივალთ? - ესღა ჰკითხა გვერდით მჯდომს, რადგან იცოდა, სხვა რამის კითხვას აზრი
არ ჰქონდა.

-მალე მივალთ, მარიამ, ნუ ნერვიულობ! - გოგონას ნერვიულობა იგრძნო დანელიამ, გაუღიმა


და მისი მარცხენა ხელი თავის ხელში მოიქცია.

მარიამი კიდევ უფრო მეტად ანერვიულდა, როცა იოანე თბილისს გასცდა. თავი დაიწყნარა
და იფიქრა, რომ მათივე უსაფრთხოებისთვის ჯობდა, თუ თბილისში არ ილაპარაკებდნენ,
რადგან ნებისმიერ ადგილას შეიძლებოდა წყვილი ვინმეს შეემჩნია.

დანელიამ მანქანა მდინარის პირას გააჩერა, საკმაოდ ლამაზ ადგილას. ღვედი შეიხსნა და
მარიამს თვალებით ანიშნა, მანქანიდან გადასულიყო.
-მცხეთაში რომ ჩამომიყვანე სალაპარაკოდ, ასეთი სერიოზული რა გაქვს სათქმელი? -
გახუმრება ცადა გოგონამ და მანქანის „კაპოტს“ დაეყრდნო.

იოანემ ზურგი შეაქცია გოგონას, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, თავი შეაგულიანა და უცებ
მოუბრუნდა ჯაყელს.

-მარიამ, გიყვარვარ?

მარიამი დაიბნა. ვერ ხვდებოდა, რატომ ეკითხებოდა იოანე ისეთ რამეს, რაზეც მშვენივრად
იცოდა პასუხი.

-მეგონა, ეგ ეტაპი გავიარეთ უკვე... - იწყინა გოგონამ.

-არა, მე გეკითხები გიყვარვარ გიყვარვარ, თუ არა?!

-მიყვარხარ მიყვარხარ, რას ნიშნავს? - გაეცინა მამაკაცის უცნაური ქცევით დაბნეულ მარიამს.

-ერთი თვე ჩემ უნახავად გაძლებ? აი, მე მაგალითად ვერ გავძლებ!

-ერთი თვე რატომ ვერ უნდა გნახო, სადმე მიდიხარ? - ანერვიულდა მაშო.

-დღეს რომ კატეგორიულად არ მეთხოვა შენთან შეხვედრა, ვინ იცის, იქნებ თვეზე მეტხანსაც
ვერ გვენახა ერთმანეთი...

-იოანე, ეგ სულ სხვა რამ არის, ხომ აგიხსენი უკვე, არა? ეს პერიოდი მალე გაივლის,
გეფიცები. ეკატერინე მომჯობინდება და ისევ ისწავლის დამოუკიდებელ ცხოვრებას,
უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება, გთხოვ...

-და მერე? მერე რას მპირდები? საიდუმლო შეხვედრებს ჩემთან სახლში? თუ ისევ ლექციის ან
პრაქტიკის გაცდენას, რომ მნახო?

-ვერ გავიგე, მაგით რისი თქმა გინდა... - გული აუჩქარდა მარიამს.

-კითხვაზე მინდა მიპასუხი; მაინტერესებს, რამდენად გიყვარვარ?

-ძალიან მიყვარხარ, არ იცი?

-იმდენად, რომ ჩემთან ერთად ყოფნა გინდა? კვირაში ერთხელ და მალულად შეხვედრა კი
არა, ნამდვილი ურთიერთობა. კინოებში, რესტორნებში, კაფე-ბარებში და მეგობრის
სახლებში ჩემთან ერთად სიარული გინდა? - ტემბრი უთამაშებდა იოანეს; ეტყობოდა, რომ
ძალიან ღელავდა.

-მინდა, რა თქმა უნდა, მაგრამ...

-ჰო, მეც მაგას გეუბნები, მარიამ; იმდენად გიყვარვარ, რომ ეგ „მაგრამ“ გააქრო?!

-რას ნიშნავს გავაქრო? ნუ დამტანჯე, იოანე, პირდაპირ მითხარი, რისი თქმაც გინდა! - გული
გახეთქვას ჰქონდა ჯაყელს.
იოანე სწრაფად მიუახლოვდა მარიამს,მისი ცალი ხელი თავისაში მოიქცია და გულზე
დაიდო.

-გესმის? ეს ჩემი გულია, რომელიც, გეფიცები, მხოლოდ შენთვის ძგერს იმ წამიდან,რაც ჩემს
სამზარეულოში შეგხვდი, რამდენიმე თვის წინ. ერთი წლის წინ რომ ეთქვათ, ჯაყელის ქალი
შეგიყვარდება უგონოდო, მუცლის გასკდომამდე ვიცინებდი. ვიტყოდი, თავი მომაჭერით,
თუ რომელიმე ჯაყელის ქალს ზედმეტად შევხედოთქო, მაგრამ ხედავ? - სიურპრიზებითაა ეს
ცხოვრება სავსე და სიურპრიზი ხარ შენც ჩემთვის! ხანდახან, რომ ვიაზრებ, ვინ ხარ და
რომელი ოჯახიდან, ვერ ვიჯერებ, რომ მართლა შენ ხარ ის ქალი, ვინც ასე უღმერთოდ
ამომგლიჯა გული და მიისაკუთრა, მაგრამ რა ვქნა? - ნამდვილად შენ ხარ ის ერთადერთი,
ვისთანაც საერთოდ რამე წარმომიდგენია, მომავალში. შენც ხომ კარგად იცი, ვინ ვარ? ვისი
მტერი და ვისი ძმაკაცი?! ისიც კარგად იცი, რომ ანდრეა ახვლედიანი ახლა ჩემს სახლში
ცხოვრობს. ვიცი, იმასაც ხვდები, რომ შენს ოჯახთან ვერასდროს მექნება წესიერი
ურთიერთობა; მე ვერასდროს მივიღებ შენს ძმებს და პირიქით. იცი, რომ არაამქვეყნიურად
მიყვარხარ, მაგრამ მაინც ვერასდროს შევძლებ ლუკა ჯაყელისთვის ხელის ჩამორთმევას,
იმიტომ, რომ მან იმ ხელით ჩემს ძმას ესროლა. ისიც ვიცი, რომ შენც ხვდები, მთელი
ცხოვრება ასე ვერ გავაგრძელებთ, იმიტომ, რომ იმდენად მიყვარხარ, იმდენად ჩემში ხარ და
იმდენად ჩემი ხარ, მალულად და ათასში ერთხელ შენ ნახვას ვერ დავჯერდები! მინდა, სულ
ჩემთან იყო; მინდა, მთელმა ქვეყანამ იცოდეს, რომ მსოფლიოში ყველაზე საოცარი ქალის
გული მე მეკუთვნის; მხოლოდ მე და სხვას არავის! შენგან შვილები მინდა; მინდა შენთვის
ყველაზე ძვირფასი ჩემგან იყოს და ჩემით იყოს. შენთან ყველაფერი მინდა, მარიამ, ყოველი
დღის, ყოველი წამი! ხანდახან კინკლაობაც მინდა, თუნდაც სერიოზული ჩხუბი და
ორკვირიანი გაბუტვა, ამაზეც კი თანახმა ვარ, ოღონდ ვიცოდე, რომ გაბუტული ჩემთვის ასე
შორეულ სახლში კი არა, ჩემ გვერდით, ჩვენსავე საძინებელში იქნები. ჰო, მე ჩვენი სახლი
მინდა - ჩვენი დაუცხრომელი სიყვარულისა და ვნებების თავშესაფარი. მე მინდა, არა, კი არ
მინდა, ვოცნებობ, რომ შენ, ყველაზე ძლიერს, ყველაზე მეამბოხეს, შეუპოვარს,
განსხვავებულსა და საოცარს ჩემი ცოლი გერქვას; ჩემი შვილების დედა, ჩემი ქალი! ჰოდა,
ამიტომაც, აი, ახლა, აქ, ასეთ წმინდა ადგილას, გეკითხები, გიყვარვარ იმდენად, რომ ყველასა
და ყველაფრის წინააღმდეგ წახვიდე ერთი უბრალო დანელიას გამო, რომელიც მხოლოდ
თავის გულს გპირდება სანაცვლოდ?!

მარიამს ცრემლები ნაკადად მოსდიოდა თვალებიდან, მაგრამ მაინც ძალიან ნათლად და


გარკვევით არჩევდა იოანეს საოცარი სხივებით აკაშკაშებულ თვალებს, რომლებსაც თხლად
გადაკვროდა ცრემლის ფენა. მთელი მონოლოგის განმავლობაში თვალებში უყურებდა
მამაკაცს, წამითაც კი ვერ წყვეტდა მის მრგვალ სფეროებს, რომელშიც ყველაფერს ხედავდა
გოგონა: სიყვარულსაც, სიხარულსაც, ბედნიერებასაც, იმ ოდნავ კინლაობასა და ჩხუბსაც,
შერიგებასაც, ერთად გალეულ წლებსა და საოცარ მომავალს. ბედნიერ და ძლიერ ქალს,
რომელსაც გვერდით ნამდვილი მამაკაცი ედგა, შვილების მამა და ქმარი!
-შენ... მართლა ასეთი ძლიერი გგონივარ, იოანე? - რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ
ძლივს ამოიღო ხმა მარიამმა და ცრემლები შეიმშრალა.

-რა? - ყურებს ვერ დაუჯერა დანელიამ, რადგან სულ სხვა პასუხის მოსმენას ელოდა.

-გეკითხები, შენ მართლა იმდენად ძლიერი გგონივარ, რომ შენი მონოლოგის შემდეგ
შევძლებ და უარს გეტყვი? - ნელ-ნელა ლაპარაკობდა მარიამი და უარესად აგიჟებდა იოანეს.
ბოლო სიტყვებზე თავი ასწია და მამაკაცს გაუღიმა.

-ეგ რას ნიშნავს, მარიამ? - სახეზე ხელები ჩამოისვა იოანემ, რომ ცოტა აზრზე მოსულიყო.

-მინდა, შენი ცოლი ვიყო, იოანე. ჯანდაბას ყველა და ყველაფერი, მინდა, შენი ცოლი მერქვას!
- ისე მტკიცედ განაცხადა მარიამმა, როგორც ჩვეოდა და მთელი ძალით მოეხვია მამაკაცს.

იოანე რამდენიმე წამით აზრზე ვერ მოვიდა; ვერ გაიაზრა, რომ მარიამი ყველა
დაბრკოლებისა და წინააღმდეგობის მიუხედავად დასთანხმდა ცოლობაზე. შემდეგ თითქოს
დენი დაარტყესო, ერთიანად მოეგო გონს და თავისი ძლიერი მკლავები მოხვია საყვარელ
ქალს.

-მიყვარხარ! როგორ ძლიერ მიყვარხარ! - თავზე კოცნიდა ჯაყელს და თან ლუღლუღებდა


თავისთვის.

-შენ ერთადერთი ხარ, იოანე. ერთადერთი, ვინც ვიცი, რომ მე, მუდამ ქარიშხალში გახვეულს,
თავის ნავსაყუდელში შემიფარებს, დამიტევს, ამიტანს და გამწვდება!

-ყოველთვის, ყოველთვის შენთან ვიქნები და არასოდეს დაგტოვებ მარტო, გპირდები. არ


ინანებ შენს გადაწყვეტილებას!

-მიყვარხარ, შენი მწამს და მხოლოდ შენ მეიმედები! - მთელი გრძნობით ამოილაპარაკა


ჯაყელმა და კიდევ ერთხელ მოეხვია იოანეს. - წავიდეთ, ახლავე წავიდეთ და დავიწეროთ
ჯვარი; ღვთის წინაშე შევფიცოთ ერთმანეთს ერთგულება!

-წავიდეთ! - გაეღიმა იოანეს,გოგონას მოსცილდა და მანქანისკენ გაემართა.

ალბათ ათასნაირად მაინც შეიძლებოდა შემდგარიყო მათი ქორწილი; შეიძლებოდა, არ


ყოფილიყვნენ ჯაყელები ან ახვლედიანები; შეიძლებოდა ისიც, რომ არცერთი დასწრებოდა
ქორწილს. შეიძლებოდა, ექორწინათ თბილისში ან მცხეთაში; გადაეხადათ ქორწილი, ან არ
გადაეხადათ. ბევრი რამ შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა, მაგრამ ყველაზე სწორი და
ყველაზე მართალი არჩევანი ალბათ ის იყო, რომელიც მარიამმა და იოანემ მიიღეს.

სხვანაირად არც შეიძლებოდა; მათნაირი წყვილისთვის სხვანაირად ვერ მოხდებოდა.

თებერვალი იძინებდა; გაზაფხული ეზმადებოდა ფრთების გასაშლელად; თებერვლის


ოცდარვა ბოლო საათებს მისტიროდა, ეძნელებოდა ბუნებასთან ერთი წლით განშორება.
ღამდებოდა. ყაზბეგის ერთ-ერთ მივარდნილ ეკლესიაში კი, ორი სრულიად უცხო პირის
თანასწრებით, მღვდელი ჯვარს სწერდა თბილისიდან გაპარულ წყვილს, რომელსაც ოჯახის
შექმნა და სიყვარული წყუროდა.

სულ ცოტა ხანში ორივემ რიგ-რიგობით განაცხადა თანხმობა, რომ მათი სულები, გულები და
სხეულები ერთ მრთელად გადაექციათ და ასე ერთად ეტარებინათ სამარის კარამდე.

თებერვლის უკანასკნელი და მარტის პირველი იყვნენ ამ საიდუმლო ქორწილის მოწმენი;


ღმერთმა აკურთხა საიდუმლო კავშირი, ღამით...

დილის ოთხი საათი იქნებოდა; ჯერ კიდევ გვარიანად ბნელოდა გარეთ. ჯაყელების სახლის
ფანჯრები ჩაბნელებულიყო. მხოლოდ ერთ ოთახში ენთო სინათლე. მისაღებ ოთახში
შეკრებილიყო ყველა და ერთად ელოდნენ მარიამის სახლში დაბრუნებას.

-დარწმუნებულები ხართ, რომ არაფერი დაუბარებია? - მეასედ იკითხა


მოსვენებადაკარგულმა ლუკამ და გოგონებს გადახედა.

-არა-მეთქი, არაფერი უთქვამს. კლინიკაში იყო დღეს, რამდენიმე საათის საქმე ჰქონდა
მხოლოდ; საღამოს უკვე სახლში უნდა ყოფილიყო! - მეასედ გასცა პასუხი ელენემ.

ლუკამ ამოიხნეშა, ხელები ერთმანეთს მიარტყა და წამოდგა.

-გაგიჟება შეიძლება! - შეყვირა და მობილური ამოიღო ჯიბიდან.

-ვის ურეკავ? - შეშინდა ეკატერინე, რადგან ხვდებოდა, მისი ძმა მალე დაკარგავდა
კონტროლს.

-თორნიკეს! - მოკლედ უპასუხა ჯაყელმა და ნომერი აკრიფა.

-თორნიკესთან რომ იყოს, გავაფრენ... - გადაულაპარაკა ელენემ კატოს, სანამ არველაძე


მობილურს უპასუხებდა.

-ალიო, თორნიკე, მაშო შენთან ხომ არ არის?! - ძმაკაცის ნამძინარევი ხმის გაგონებისთანავე
მიახალა ლუკამ კითხვა. -არც გილაპარაკიათ? - მისი მოქუფრული სახის დანახვისთანავე
მიხვდა ყველა, რომ პასუხი უარყოფითი იყო. -არ არის საჭირო აქ მოსვლა, ბიჭებს დაურეკე
და კლუბებში დაიწყეთ ძებნა. მე ბექას დავურეკავ და ჩვენც დავყვებით კლუბებს! - უცებ
უთხრა და ტელეფონიც გათიშა.

-ღმერთო შენ გვიშველე! - წამოიყვირა ქეთევანმა, როგორც კი მიხვდა, რომ მარიამის


ადგილსამყოფელი არც თორნიკემ იცოდა.

-რომ ვიპოვი, ჩემი ხელით მოვკლავ მაგ ბავშვს! - დაიღრიალა წყობრიდან გამოსულმა ლუკამ
და სწრაფად დაავლო თავის ქურთუკს ხელი.
-მეც წამოვალ, ლუკა... - წამოდგა დემეტრე.

-არ გინდა, მამა. შენ აქ იყავი, რამე თუ მოხდება, დაგირეკავთ! - სწრაფად მიაძახა ჯაყელმა
მამას და ოთახიდან გავარდა.

მთელი ღამე ეძებდნენ მარიამს ბიჭები. ყველა კლუბი, ბარი, რესტორანი თუ სკვერი
შემოიარეს - არაფერი, აბსოლუტურად არაფერი! თორნიკე და ლუკა გიჟებს გავდნენ, აღარ
იცოდნენ, სად და ვისთან ეძებნათ გოგონა. ასე უგზო-უკვლოდ არასდროს გაუჩინარებულა
მარიამი, ოჯახმა ყოველთვის იცოდა, დაგვიანების შემთხვევაში, სად უნდა მოეკითხა შვილი.
ყველაფერს ისიც ერთვოდა, რომ ქეთევანი ყოველ ორ წუთში ერთხელ ურეკავდა ხან ბექას
ხანაც ლუკას და უარესად ანერვიულებდა ჯაყელებს.

თორნიკე აფთარივით აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით, აღარ იცოდა, სად წასულიყო მარიამის
საპოვნელად. ბოლოს გონებაში ერთი სახელი და გვარიღა შერჩა, ვარიანტად; მაშო მხოლოდ
უტა დანელიასთან შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს გაიაზრა თუ არა, ლუკას მიუახლოვდა
ფრთხილად და დაღლილი ხმით უთხრა.

-მე ვიცი სადაც შეიძლება იყოს. ოღონდ არ გაგიჟდე შენებურად!

-თუ იცი, რას გაჩუმებულხარ, ბიჭო?! ამოღერღე! - თვალები უბრიალა ლუკამ ძმაკაცს.

-უტა დანელიასთან შეიძლება იყოს...

-ვისთან?! უტა დანელია ვინ ოხერია?!

- ჯგუფელი და მეგობარია მაშოსი, რამდენიმე თვეა რაც მეგობრობენ.

-რამდენიმე თვის გაცნობილთან რა ესაქმება ჩემს დას ამდროს?! - აბობოქრდა ჯაყელი,


თვალები ისე გაუფართოვდა,გადმოვარდნას ჰქონდა.

-რა ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან? - არანაკლებ განრისხებულმა, მაგრამ როგორც


ყოველთვის, დინჯმა ბექამ ჰკითხა თორნიკეს.

-მხოლოდ მეგობრები არიან, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლო.

-როგორც ჩანს?! თორნიკე, ჩემი და რისთვის ჩაგაბარე „როგორც ჩანს“ დასკვნები რომ
გაგეკეთებინა?! - განრისხდა ლუკა.

-კარგი, ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა! - ხელი აუქნია ბექამ ბიძაშვილს და ანიშნა,
დამშვიდებულიყო. - სად ცხოვრობს ის უტაა, თუ ვიღაც?

-ჰო, ჩაჯექი მანქანაში და წაგვიყვანე, გეგას და რატის დავურეკავ და იქ შევხვდეთ!


-არა, არ დაურეკო, მცხეთაში წავიდნენ ეგენი, ზუსტად ხომ არ ვიცით, იმ დანელიასთან არის
მაშო თუ არა?!

-მართალია ბექა, უბრალოდ ჩემი ვარაუდია, რომ მასთან შეიძლება იყოს, დაზუსტებით
არაფერი ვიცი. -დაეთანხმა ჯაყელს თორნიკე.

-ოხ, თორნიკე, ამ უტაზე მერე ვილაპარაკებთ მე და შენ! ახლა მთავარია, ჩემი და ვიპოვნოთ,
ჩაჯექი მანქანაში, წავიდეთ! - მანქანის მარჯვენა კარი გახსნა ლუკამ.

-ბიჭებო! - თორნიკემ შეაჩერა ჯაყელები; ორივემ ერთად გახედა არველაძეს. - უტა დანელია
იოანე დანელიას ძმაა, ახლა მასთან მივდივართ, სახლში... - ძალიან ფრთხილად შეაპარა
სათქმელი თორნიკემ ბიჭებს, რადგან იცოდა, რა რეაქციაც მოყვებოდა მის ნათქვამს.

-რა თქვი?! - მაშინვე წამოიყვირა ლუკამ. - ახლა დროზე თქვი, რომ სხვა იოანე დანელია
იგულისხმე და არა ახვლედიანის ძმაკაცი, თორემ არ ვიცი რას გიზამ, იცოდე!

-არა, ზუსტად ეგ დანელია ვიგულისხმე, უტა მისი უმცროსი ძმაა! - სიმშვიდეს ინარჩუნებდა
არველაძე და თვალებში უყურებდა მამაკაცს.

-რა ჯანდაბა უნდა მაშოს იოანე დანელიას სახლში?! - იღრიალა ძარღვებდაბერილმა და


თვალებჩაწითლებულმა ჯაყელმა, რომელიც იმ წამს მხეცს უფრო ჰგავდა, ვიდრე ნორმალურ
ადამიანს.

-ლუკა, ნუ აუშვი აფრები! - დაუყვირა ბექამ ბიძაშვილს და კიდევ ერთხელ გააჩერა. - ჯერ
ადრეა... - დაამატა ცოტა ხნის შემდეგ მშვიდად და მანქანის კარი გააღო. - ახლა ჩაჯექი და
წაგვიყვანე დანელიებთან, დანარჩენი მერე... - თორნიკეს მიმართა იმ ტონით, მშვიდად რომ
ჟღერდა, მაგრამ უზარმაზარ მრისხანებას მალავდა.

არველაძე უხმოდ დაჰყვა ბრძანებას; ასევე უხმოდ დაქოქა მანქანა და დანელიების სახლისკენ
აიღო გეზი.

მათე, უტა და ანდრეა სახლში შესასვლელი კარის წინ, კიბეზე ისხდნენ და მშვიდად
ელოდებოდნენ ჯაყელების გამოჩენას. რაღა თქმა უნდა, სამივე ხვდებოდა, რომ ჯაყელები
ადრე თუ გვიან სწორედ ამ სახლში მიაკითხავდნენ მარიამს. იოანეს გეგმაში ესეც იყო
გათვალისწინებული, წინა დღით ბიჭებმა ყველაფერი დეტალურად დაგეგმეს და ჯერ-
ჯერობით ყველაფერი მათი სურვილისამებრ მიმდინარეობდა.

-დარწმუნებულები ხართ, რომ ჯაყელები ვერასდროს მიაგნებენ ჩემს ძმას და მარიამს? -


მოუსვენრად იყო უტა და ვინ იცის, მერამდენედ სვამდა ერთი და იმავე კითხვას.
-მოისვენე, დანელია უმცროსო! - გაეცინა ანდრეას, რომელიც, უტასგან განხსვავებით, საოცარ
სიმსუბუქეს გრძნობდა. - მაგ ადგილას ორჯერ ვიმალებოდი და ირაკლი ახვლედიანმა ვერ
მომაგნო, ეგენი რის მპოვნელები არიან?!

-რა ადგილია ამისთანა... - ჩაიფრუტუნა გაკვირვებულმა უტამ.

-სამოთხეა, უტა ბიჭო, სამოთხე! ხოდა, აბა სად გინახავს ადამიანს სამოთხე ეპოვნოს
დედამიწაზე?!

-მაგიჟებს შენი სიმშვიდე, ახვლედიანო! - გაეცინა მათეს. - სადაცაა გამძვინვარებული


ჯაყელები მოგვივარდებიან, შენ კიდევ ლაზღანდარაობ აქ!

-რა იყო, მათუშკი, ხომ არ შეშინდი, ბიჭო?! - ჩაეცინა ანდრეას. - რომ წარმოვიდგენ,
ჯაყელების „სიფათს“, როცა გაიგებენ, მარიამი იოანესთან ერთად გაიპარა, სიამოვნების
ზენიტში ვექცევი და რას ქვია, რატომ ვლაზღანდარაობ?! - გადაიხარხარა ახვლედიანმა
ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს, ჩაიცინეს და თავი გააქნიეს.

გამთენიისას ბრახუნი რომ გაისმა ჭიშკარზე, ანდრეას ჩაეცინა, ბიჭებს გადახედა და წამოდგა.

-არ გინდა, პირდაპირ ჩხუბს ნუ დავიწყებთ! - ხელით შეაჩერა მათემ ძმაკაცი და უტას
მიუბრუნდა. - შენ გააღე, უტა, ჯობია!

დანელია მაშინვე წამოდგა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა ჭიშკრისკენ; ჯაყელებს თითქმის


ჩამოღებული ჰქონდათ უკვე კარი. სწრაფად გადასწია საკეტი და მაშინვე წააწყდა
ერთმანეთის გვერდით მდგარ მამაკაცებს, რომლებიც მტრულად უმზერდნენ დანელიას.

-უტა დანელია შენ ხარ? - მშვიდი ტონით ჰკითხა ბექამ ბიჭს.

-კი, მე ვარ, შემობრძანდით! - განზე გადგა უტა და ბიჭები ეზოში შეატარა.

ანდრეა ახვლედიანის და მათე არაბულის დანახვა და ქამრიდან იარაღის ამოღება, ერთი იყო
ლუკასთვის.

-გული მიგრძნობს, კარგად გავერთობით... - გადაულაპარაკა ანდრეამ მათეს და ღიმილით


დაიძრა ჯეყელებისკენ. - ბიჭებო, როგორც მიხარია თქვენი ნახვა. ამ შუაღამისას რამ
შეგაწუხათ? - ძველი ნაცნობებივით მოიკითხა ახვლედიანმა ბიჭები.

-ნაბიჯი აღარ გადმოდგა, თორემ ამჯერად გეფიცები, შიგ შუბლში დაგაჭედებ ტყვიას,
ახვლედიანო! - იქუხა ლუკას ხმამ და იარაღიც აღიმართა ჰაერში. - სად არის ჩემი და?
-შენი და? მაინც რომელი? - იარაღისთვის არც მიუქცევია ყურადღება ანდრეას, იმავე
ტონალობაში აგრძელებდა საუბარს.

-თავს ნუ იშტერებ, შე ნაბი**არო, ვიცი, რომ თქვენ გყავთ მაშო! - ისევ დაიღრიალა ლუკამ.

-ა, მარიამი? ეგრე დაგეწყო პირდაპირ, შე კაცო! - გაეცინა ანდრეას. - არა, მარიამი აქ არაა,
ტყუილად ნუ მოიკლავთ თავს შემოწმებით...

-ნუ გვეთამაშები, გვითხარი, სად არის მარიამი? - ვერ მოითმინა ბექამ და მაინც შეუძახა
ანდრეას.

-ძალიან საინტერესო კითხვა დასვით, სხვათაშორის. დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ! -


ჩაეცინა ახვლედიანს და ხელები მოიფშვნიტა; ემზადებოდა ლაპარაკის დასაწყებად. - თქვენი
და, ანუ მარიამ ჯაყელი, დიდი ხანია უკვე ჩემს ძმაკაცს და თქვენთვის კარგად ნაცნობ, იოანე
დანელიას ჰყვარობს...

-რა სისულელეა! - მაშინვე წამოიყვირა თორნიკემ, რომლისთვისაც ანდრეას სიტყვები


მეხივით გავარდა, ყურებში.

-ნუ მაწყვეტინებ, თორნიკე. მესმის, შენთვის რთულია იმის გააზრება, რომ მარიამმა
გადაგიყვარა და სხვა შეიყვარა, მაგრამ რას ვიზამთ?! - ასე ხდება, როცა ძვირფასს ვერ იფერებ
და აფასებ!

-სისულელეების ლაპარაკს მორჩი და გვითხარი, სად არის ჩემი და! - დაიღრიალა


ახვლედიანის სიტყვებით გაგიჟებულმა ლუკამ. ხელები უკანკალებდა, თვალები
უთამაშებდნენ, ძარღვები დასკდომას ჰქონდა, სახეზე ბროწეულისფერი ედო.

-მარიამი იოანესთან ერთად გაიპარა. მათ უყვართ ერთმანეთი და თქვენ ვეღარ დაუშლით
ერთად ყოფნას! - მშვიდად მოახსენა უტამ ბიჭებს ახალი ამბავი.

თორნიკეს, ბექას და ლუკას ერთნაირად გაუფერმკრთალდათ სახეები. არ შეიმჩნიეს და ისევ


მაგრად იდგნენ ორ ფეხზე, მაგრამ მაინც ვერ დამალეს უტას სიტყვებით მიღებული შოკი.

-რა იდიოტიზმია... ახლავე გვითხარით, სად გყავთ მაშო! - სამში მხოლოდ ბექამ მოახერხა
ხმის ამოღება.

-ძალიანაც მართალი თქვა ამ ბიჭმა, რა გინდათ, ვერ გავიგე?! - ჩაეცინა ანდრეას. - ახლა
შეგიძლიათ იგიჟოთ, იყვიროთ, იწივლოთ და დაიხოცოთ თავები - მაინც ვეღარაფერს
შეცვლით. ალბათ, მღვდელი ახლახანს დაასრულდებდა ჯვრისწერის ცერემონიას!

ანდრეას სიტყვები მეხის გავარდნაზე უფრო საშინლად ჟღერდა ჯაყელებისთვის. თორნიკეს


საერთოდ თვალთ დაუბნელდა, მხოლოდ ახვლედიანის სახეზე მოთამაშე ცინიკურ
ღიმილსღა ამჩნევდა.

ლუკას შოკისგან მისუსტებული თვალები ფართოდ გაეხილა და მრისხანებით აენთო; იარაღი


ძირს დააგდო და შიშველი ხელებით ეცა ანდრეას, საყელოში. ისე უცებ დასცა მიწაზე, მათემ
გატოკებაც ვერ მოასწრო.
-იცი, ახლა რას გიზაამ?! იცი, ახლა რას გიზამ, თუ ახლავე, ამ წამსვე არ გამიჩენ ჩემს დას აქ?! -
ღრიალდებდა ჯაყელი და მოღერებული მუშტით ემუქრებოდა ახვლედიანს.

მათე მაშინვე მივარდა ლუკას და ძლივს აადღლიზა ანდრეას. ჯაყელმა ძლიერად მოიქნია
მუშტი და ყბაში მოსდო არაბულს. ანდრეა მაშინვე წამოხტა და ახლა მან დაარტყა ლუკას
მუცელში. ბექა მაშინვე მივარდა ბიძაშვილს და ხელით მოაცილა ახვლედიანს.

-თუ ჩხუბი გინდათ, არ მაქვს პრობლემა, ხომ იცით, არა?! - ორივე მტევანი მომუშტა ანდრეამ
და საჩხუბარ პოზაში დადგა.

-მოგკლაავ, გეფიცები, მოგკლავ! - ღრიალებდა, დაჭრილი ცხოველივით, ლუკა და ბექას


ზურგსუკნიდან იქნევდა ხელ-ფეხს.

თორნიკე ვერ ინძრეოდა. ხვდებოდა, რომ ბიჭები ჩხუბობდნენ, მაგრამ ბურუსს ვერაფრით
ართმევდა თავს. სულ რომ ანდრეა ახვლედიანის მიერ მოგონილი ტყუილი ყოფილიყო,
მაშოს და იოანეს სიყვარული და მათი გაპარვა, მაინც ცოცხლად უფუთკნიდა მამაკაცს გულ-
მკერდს. მთელ სხეულს უნგრევდა, შიგნეულობას უბილწავდა. მაშო და იოანე - არ
შეიძლებოდა, ვერ იქნებოდა მართალი! მართალი კი არა, ტუილიც ვერ იქნებოდა. ის ორი
ერთად საერთოდ ვერ იარსებებდა, ვერანაირად. დაუშვებელზე კიდევ უფრო დაუშვებელი,
ამაზრზენი და აუტანელი იყო ასეთი რამ თორნიკესთვის!

-ჩვენ იმას ვაკეთებთ, რაც გვევალება: გაცნობებთ, რომ მარიამი იოანეს გაყვა ცოლად და უკვე
ვეღარაფერს შეცვლით. მარიამი ამიერიდან ჩემი რძალია, ეს მისი სახლი, ჩემი ძმა კი თქვენი
სიძე! - მშვიდი წამით ისარგებლა უტამ და მაშინვე ჩააკვეხა სათქმელი.

-სიტყვებს დაუკვირდი, პატარა ბიჭო! - მძვინვარე თვალებით გახედა ბექამ დანელიას და


გარდამავალი მრისხანებით აგრძნობინა, რომ გაჩუმებულიყო.

-არ გეგონოთ, რომ მარიამი ვინმემ მოიტაცა. არაკაცები და ქალებზე მოძალადეები თქვენს
გვარში მოიკითხეთ, ჯაყელებო! - ისევ ანდრეა ალაპარაკდა. ბექას ერთი-ორად გაუფართოვდა
თვალები, როცა ყველაზე სუსტ ადგილზე მიაჭირა წიხლი ახვლედიანმა. - თქვენს დას
უყვარს იოანე, ისევე, როგორც იოანეს უყვარს თქვენი და. ჰოდა ახლა, რაც გინდათ ის ქენით,
უკვე ძალიან გვიანია. ცოლ-ქმარი არიან და თქვენ ვეღარ გააცალცალკევებთ მათ კავშირს!

- ენა ჩაიგდე, შე ძაღლიშვილო და მეტი აღარ გაიმეორო ეგ, თორემ მოგკლავ-მეთქი,


გეფიცები! - ისევ დაიყვირა ლუკამ, რომელიც უკვე აღარ ხვანცალებდა, რადგან იცოდა, ბექას
მაინც ვერ გადააბიჯებდა.

-ხელ-ფეხის ქნევა და მუქარა ცოტა გვიან ხომ არ არის? თვალები მაშინ უნდა გაგეხილა, შენს
დას შენივე მტერი რომ უყვარდებოდა! მაშინ სად იყავი? გგონია, ორ დღეში მოხდა
ყველაფერი? გგონია, იოანემ დაინახა შენი და, კაცური ჟინი გაუჩნდა და მოგტაცა? თქვენ
ვერაფერს ამჩნევდით, ვერც კი იაზრებდით, როგორ გეცლებოდათ გოგო ხელიდან! ახლა
უკვე გვიანია. მარიამი ჩვენია, ამ სახლში იცხოვრებს და ჩემი რძალი ერქმევა! - ნელ-ნელა
უმატებდა ხმას ახვლედიანი და სწორედ ის ანდრეა ხდებოდა, რომლისაც ასე ეშინოდა
ყველას.

სამივე გაშეშდა - ლუკაც, ბექაც და თორნიკეც. თითქოს ხმა გადაყლაპესო; ენა კი არა, ხმა.
გულში დაგროვილი ემოცია სიტყვებად ვეღარ იღვენთებოდა ენაზე, ვეღარ ახერხებდნენ
ჰაერში ბგერებად გაფრენას.

თითქოს ერთიანად გამუქდა ყველაფერი. არა, კი არ გამუქდა, გაბაცდა. რუხისფერიც იყო,


შავიც და ალაგ-ალაგ, ავისმომასწავლებელი წითელიც, წვეთებად მისხმული. ყურები
დაუგუბდათ, მუხლებიც მოეკვეთათ და ხელებშიც იგრძნეს სისუსტე.

-ს..ს..ს... - რაღაცის თქმა უნდოდა ლუკას და ძალისხმევას არ იშურებდა ამისთვის, მაგრამ


თითქოს ბორკილები დაადესო ან სულაც ამდენმა ღრიალმა დააჩლუნგაო იოგები, შიშინა და
სისინა ჰაერის მეტი არაფერი ამოდიოდა მისი პირიდან. - სად არიან? - ბოლოს ერთ
ამოსუნთქვას ამოაპარა ორიოდ სიტყვა ჯაყელმა და ჩაწითლებული სფეროები გაუსწორა
მტრებს.

-აქედან შორს! - მოკლედ და მშვიდად უთხრა მათემ. - ძალიანაც რომ ეცადოთ, ვერ იპოვით,
აზრი არ აქვს!

-დაბრუნდებიან ორ დღეში, მერე დაილაპარაკებთ და მარიამიც თავისი პირით მოგახსენებთ


სათქმელს! - უტამ დაამატა ასევე ძალიან მშვიდად, რადგან ყვირილი აღარც იყო საჭირო.

ლუკამ ბექას გახედა და მაგრად დაარტყა ხელი მხარზე; უფრო სწორად, კი არ დაარტყა,
დაეკიდა.

-წავიდეთ აქედან... ახლავე წავიდეთ...

-ეს ამბავი ასე არ მორჩება, არასდიდებით! - დაუბარა ბექამ მათეს, ანდრეასა და უტას და
ბიჭებთან ერთად დატოვა ეზო.

ლიუდმილა ვასილევნას უყვარდა ხოლმე ეკატერინესთვის ცნობილი რუსული ფრაზის თქმა


- „любовь, ето егоизм в дваем“ - მართლაც, ეს ფრაზა ახლა საუკეთესოდ ესადაგებოდა
მარიამისა და იოანეს წყვილს. ხომ იცოდა, ახლა თბილისში მისი მშობლები, და-ძმა და
მეგობრები ნერვიულობით აღარ იყვნენ? ისიც ხომ იცოდა, ბექა და ლუკა მთელ ქვეყანას
გადააბრუნებდნენ მის მოსაძებნად?! - მაგრამ მაინც, გოგონას ერთი წამითაც არ ადარდებდა
არაფერი და ყველაზე ბედნიერ ადამიანად გრძნობდა თავს.

ყაზბეგის საოცარი ბუნება მის თვალებში იღვრებოდა უხვად. დამუნჯებული გასცქეროდა


თოვლიან მყინვარს და ხარბად ისუნთქავდა ჰაერს. იმისიც გულით სჯეროდა, რომ იმ სუფთა
ჰაერს შეეძლო მისი სულის განწმენდა; იმ სიმძიმისა და სიბინძურის წაღება, ჯაყელურ
გვარსა და მის ოჯახს რომ ახლდა თან, ასე ერთგულად.

იოანეს თბილ ქურთუკს მჭიდროდ იკრავდა სხეულზე, თუმცა მაინც მანამ ვერ გათბა, სანამ
ზურგიდან არ იგრძნო მეუღლის ჩახუტება.

-აბა, ჩემო მეუღლევ, მოგწონს ყაზბეგური ბუნება? - ყელზე გაუხახუნა სიცივისგან


აწითლებული ცხვირი იოანემ ჯაყელს და იქვე დაუტოვა კოცნის კვალი.

-საოცრებაა... - მხოლოდ ეს თქვა მარიამმა და გაბადრულმა ამოიხვნეშა.

-საოცრება შენ ხარ, ცოლი ჩემი... - გაეღიმა დანელიას.

-იოანე... - დაიჩურჩულა ჯაყელმა, მამაკაცისკენ შებრუნდა და ხელები კისერზე მოხვია. -


მართლა შენი ცოლი ვარ? მართლა მოხდა ეს ყველაფერი, თუ მესიზმრება? - თვალები
აუღელდა მარიამს და გაეღიმა.

-ცხადზე უცხადესია, გეფიცები! - გაეცინა იოანეს შემდეგ კი მაგრად მოეხვია ცოლს. -


წავიდეთ ახლა, ჩვენი „მეჯვარეები“ მოგვიწესრიგებდნენ უკვე სახლს! - ხელი ჩაკიდა მარიამს
ჩახუტების შემდეგ.

-ვერასდროს წარმოვიდგენდი,რომ ჩემი მეჯვარე სრულიად უცხო ადამიანი იქნებოდა! -


გაეცინა მარიამს.

-ძალიან უცხოებიც არ არიან. ჩემმა მეჯვარემ, ბათუმ, ანდრეა შეიფარა რამდენჯერმე, როცა
სჭირდებოდა. იმ დღესაც რომ დავურეკე, სიამოვნებით დამთანხმდა და შემომთავაზა თავისი
სახლი.

-მოიცა, აქ წამოსვლა ანდრეამ შემოგთავაზა? - გაიკვირვა მარიამმა, იოანეს ჩაეცინა.

-ჰო, მარიამ, ანდრეას იდეა იყო ეს ყველაფერი, თავიდან ბოლომდე! შენ რომ გგონია არც
ისეთი ცუდია ანდრეა, აი, ნახავ თუ ვტყუი, მალე შენ თვითონ დარწმუნდები!

-კარგი, არ გვინდა ახლა მაგაზე,წამოდი წავიდეთ,ჩვენი „მეჯვარეების“ სახლი ვნახოთ! -


მანქანისკენ გასწია მარიამმა, იოანეც უმალ მიჰყვა მეუღლეს.

იოანეს მეჯვარე, ბათუ და მისი მეუღლე, თეონა გამოეგებნენ ცოლ-ქმარს და სახლში


შეიპატიჟეს. მასპინძელმა მაგიდასთან მიიწვია სტუმრები.

-მადლობა, ჩემო ძმაო, ძალიან კი შეგაწუხეთ, მაგრამ... - ღიმილით ალაპარაკდა იოანე, მაგრამ
ბათუმ მაშინვე ხელი აუწია.
-ეგეთები არ იყოს! - წარბები შეკრა მასპინძელმა. - ანდრეა ახვლედიანის ძმა, ჩემი ძმაა იგივე.
ასეთ კარგ საქმეში უცხოსაც მოვუკიდებდი ხელს და თქვენ რატომ ზედ არ გადაგყვებით?!

-ძალიან მადლიერები ვართ, ბათუ, შენი. ვერასოდეს გადაგიხდით ამისთვის! -


გულწრფელად გაუღიმა მარიამმა მეჯვარეს.

ბათუს გაეცინა; ღვინო ჩამოასხა ჭიქებში და ირიბად გახედა ახალდაქორწინებულებს. -


გიშლიდნენ ერთად ყოფნას, არა? - ჩაეღიმა მაპინძელს.

-რომ სცოდნოდათ, დაგვიშლიდნენ კიდეც, მაგრამ მარიამის ოჯახმა საერთოდ არაფერი იცის!

-როგორ, საერთოდ არაფერი?

-მარიამი ჯაყელია გვარად, ბათუ! - გაეღიმა იოანეს, რადგან იცოდა, ბათუ მიხვდებოდა
ყველაფერს.

-როგორ კაცო? - წამოიყვირა გაკვირვებულმა ბათუმ. – „ის“ ჯაყელია? ანდრეასი? - ცოტა


დაბალ ხმაზე იკითხა შემდეგ.

იოანეს გაეცინა; მარიამსაც გაეღიმა მასპინძლის რეაქციაზე.

-ეგ ჯაყელი ვარ, ბათუ, ეგ ჯაყელი! - თავის ქნევით ჩაილაპარაკა გოგონამ და ამოიხვნეშა.

-ძალიანაც კარგი ამბავი მოგვსლიათ მერე! - ხელები გაშალა მასპინძელმა მცირე ხნიანი
დუმილის შემდეგ და გაიღიმა.

-ვითომ? - ჩაეცინა მარიამს.

-ვითომო?! - შეიცხადა ბათუმ - ქალაქელებო, თქვენთან არ იციან, ბარში? – „წუთისოფელი


ასეა, ღამე დღეს უთენებია, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!“ - ომახიანად
ჩაილაპარაკა მასპინძელმა, თავისი ჭიქა იოანესას მიუჭახუნა და ერთი ამოსუნთქვით
დაცალა. - გაგიმარჯოთ, კეთილო ხალხო. ისეთი სიყვარული გქონოდეთ, მართლა რომ
ძირიდან ამოთხრის სიძულვილითა და ბოღმით გარქოვანებულ ნაყოფებს!

იოანემ და მარიამმა ერთმანეთს გადახედეს, სიყვარულით სავსე მზერები გაცვალეს და მათაც


გამოცალეს ჭიქები.

მარიამი საძინებელში იყო უკვე; საწოლზე წამომჯდარიყო და თავის ნივთებს


ათვალიერებდა. იოანე კარის ჩარჩოს აეყუდა და ღიმილით დააკვირდა ცოლს.

-იცი, რა მაინტერესებს? - მიმართა მარიამმა მეუღლეს, როგორც კი მისი იქ ყოფნა იგრძნო. -


ასე მომზადებული როგორ წამოხვედი, ეს ტანსაცმელი საიდან მოიტანე, საერთოდ? - გაეცინა
გოგონას და მაისური დაიჭირა ხელში.

-უტა და სალომე დამეხმარნენ. ნუ უფრო სალომე, უტა მარტო სალომეს გამო დაგვყვებოდა. -
გაეცინა დანელიას და კარს მოწყდა.
-როგორ, მათაც იციან ჩვენი გამოპარვის შესახებ? მთელი გეგმები დაგიწყვია შენ! -
გაკვირვებით გაეღიმა მარიამს.

-აბა, რა გეგონა, ექიმო?! ორი კვირა რომ მამყოფე უშენოდ, გამაწამე და დამტანჯე. რამდენი
ხნით ავიტანდი „სალომედ“ ყოფნას და ისიც მხოლოდ მობილურში?! - მეუღლეს
მიუახლოვდა ღიმილით იოანე და წელზე შემოაჭდო ხელები. მარიამს ერთიანად დააყარა
ტაომ. მხოლოდ მაშინ იგრძნო მოზღვავებული მღელვარება და მომატებული ტემპერატურა.

-იოანე... - დაიჩურჩულა ქმრის სახელი ძლივსგასაგონად. - თბილისში როდის


დავბრუნდებით?

-გინდა, რომ დავბრუნდეთ?

-ხომ იცი, რომ არ მინდა, მაგრამ...

-ჰო, ჰო, ვიცი, ქორწინება ასე უცებ ვერ გააქრობს მაგ „მაგრამებს“ - ამოიხვნეშა დანელიამ. - აქ
ვერ მოგვაგნებენ, მარიამ, დარწმუნებული იყავი ამაში და არ გეშინოდეს.

-ვიცი, მჯერა, რომ ვერ მოგვაგნებენ, მაგრამ გამიგე, რა, არ მინდა ნერვიულობით გავაგიჟო
ჩემები... - ისეთი მორიდებით ლაპარაკობდა მარიამი, თითქოს რაიმე ცუდს ამბობდა და
დამნაშავედ გრძნობდა თავს.

-ნუ მიხსნი, მარიამ, მესმის. რაც არ უნდა იყოს, შენი ოჯახია და იმსახურებენ იმის ცოდნას,
რომ კარგად ხარ და ბედნიერი ხარ. ხვალვე წავიდეთ.

-მართლა? - თვალები გაუბრწყინდა მარიამს.

-მართლა! - გაეცინა იოანეს და ტუჩებზე წაეტანა ცოლს.

გიორგი თოიძე ფანჯარასთან იდგა და მშვიდად ელოდა საიდუმლო პარტნიორის გამოჩენას.


ანდრეა იგვიანებდა, რაც პირველად ხდებოდა მათი სამკვირიანი თანამშრომლობის
განმავლობაში.

თავისთვის ჩაის იმზადებდა, როცა მობილურზე რენემ დაურეკა და მანაც მიანება საქმეს
თავი.

- გისმენ, რენე! - საქმიანი ტონით უპასუხა თანაშემწეს.

-უფროსო, სასწრაფოდ მოდით ბიუროში, რამდენიმე წუთის წინ ფოსტა მივიღეთ ჩვენს
საქმესთან დაკავშირებით!

-რა ფოსტა? რომელ საქმესთან დაკავშირებით? - ვერ გაერკვია თოიძე.


-პაატა ჟღენტის მკვლელობასთან დაკავშირებით, უფროსო, ფოსტის გამომგზავნი ვახტანგ
გიორგობიანია...

-რა? გიორგობიანი?

-ყუთს გარკვევით აწერია მისი სახელი და გვარი, ამიტომაც არის ეს საქმე საჩქარო!

-როგორც ჩანს, სიკვდილამდე გამოგვიგზავნა ეგ ფოსტა... საინტერესოა... - ნიკაპზე მოისვა


ხელი გამომძიებელმა და თვალები დააწვრილა. - ჩემს მოსვლამდე არ შეეხო ყუთს, სულ მალე
ვიქნები მანდ!

-არის უფროსო, გელოდებით!

თოიძემ მობილური გათიშა. სწრაფად მიწერა ანდრეას, რომ შეხვედრა უნდა გადაეტანათ და
ბიუროსკენ გასწია.

მალე გამოცხადდა სამსახურში. სწრაფად აირბინა კიბეები და თავისი კაბინეტის კარი შეხსნა.
რენე ფანჯარასთან იდგა, ერთ ადგილზე ცქმუტავდა, ეტყობოდა, რომ მოუთმენლად
ელოდებოდა უფროსი გამომძიებლის გამოჩენას.

-აბა რა მოხდა რენე, სად არის ის ყუთი? - ლაპარაკით შევიდა ოთახში გიორგი და სწრაფად
მიხურა ზურგსუკან კარი.

-მაგიდაზე გიდევთ უფროსო. როგორც შევთანხმდით, ხელი არ მიხლია! - თვალებით ანიშნა


რენემ უფროსს მაგიდაზე დადებულ მომცრო ზომის ყუთზე.

-აბა ვნახოთ! - ამოიხვნეშა მოუსვენრობით გამომძიებელმა და თავის სავარძელში


მოკალათდა. რენეც სწრაფად მოსცილდა ფანჯარას და მაგიდას მიუჯდა.

თოიძემ მარტივად გახია შეფუთული ფოსტა, ყუთი ხელებში მოიქცია, ერთხელ გახედა
თანაშეწმეს, ჩაიცინა და ყუთი გახსნა.

-რა არის, უფროსო? - ვერ ისვენებდა რენე.

-დისკია... - ჩაილაპარაკა გიორგიმ.

-ალბათ რაღაც ჩაწერა დისკზე, ვნახოთ!

დეტექტივმა დისკი „პროცესორში“ მოათავსა, მასზე ჩაწერილი ინფორმაცია რამდენიმე წამში


გამოჩნდა კომპიუტერის ეკრანზე.

-ვიდეოა! - გაეღიმა კმაყოფილ თოიძეს და სწრაფად ჩართო.


ეკრანზე რამდენიმე წამში გამოჩნდა „ფანჯარა“, რომლის მუქი გამოსახულება მალევე
ჩაანაცვლა ნათელი ოთახისამ. კამერის ფოკუსი აქეთ-იქით მოძრაობდა, ვიღაც მის
დამონტაჟებას ცდილობდა. შემდეგ ფოკუსი გასწორდა და კადრშიც მაშინვე გამოჩნდა
ახალგაზრდა მამაკაცი.

-ესეც გიორგობიანი... - ჩაილაპარაკა თოიძემ და კომპიუტერის ხმას ბოლომდე აუწია.

გიორგობიანი რამდენიმე წამით კამერას აკვირდებოდა; რწმუნდებოდა, რომ კადრში კარგად


ჩანდა. შემდეგ შეჭმუხნილი წარბები გახსნა, უკან დაიწია, ხმა ჩაიწმინდა და დაიწყო:

-ვახტანგ გიორგობიანი, ოცდათექვსმეტი წლის, საქართველოს მოქალაქე. დავიბადე და


გავიზარდე თბილისში, შვიდი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ირაკლი ახვლედიანის
დაცვაში. მანამ, სანამ... - მამაკაცს სიტყვა გაუწყდა, ცდილობდა ღელვის დაფარვას, მაგრამ
მაინც ვერაფერს ხდებოდა. კიდევ ერთხელ ჩაახველა, წამოიწია, მაგიდაზე დააწყო ხელები და
განაგრძო. - ამ ვიდეოს მხოლოდ ერთ შემთხვევაში იხილავს საქართველოს პოლიცია და თუ
კი ახლა თქვენ ამას უყურებთ, ესეიგი ის მოხდა, რისიც მეშინოდა.

თუ გამიმართლა და ჩემმა მკვლელებმა ამ ვიდეოს ჩემზე ადრე არ მიაგნეს, მაშინ თქვენ


მოგმართავთ, პოლიციელებო - თქვენ კვალი აგირიეს, შეცდომაში შეგიყვანეს და გაგაცურეს!
დიახ, მართალია, რომ პაატას მანქანას მე გადავუჭერი „ტორმუზები“, მაგრამ ეს პირადი
მიზნით არ გამიკეთებია... მე თანხა გადამიხადეს, დიდძალი თანხა.

რამდენიმე თვის წინ შემეხმიანენ. იქნებოდა ასე, ღამის სამი საათი, როცა დამირეკეს და
შეხვედრა დამითქვეს. ყველაფერი იცოდნენ ჩემზე: სად ვცხოვრობდი, სად ვმუშაობდი, რა
მეცვა და რას ვჭამდი! შემეშინდა და დავთანხმდი შეხვედრაზე. დათქმულ ადგილზე
მისულმა თავი ბნელ და მივარდნილ შენობაში ამოვყავი; მკვდარი კატის სუნით იყო
აყროლებული იქაურობა. მგონი მივარდნილი ქარხანა იყო ან რაღაც მსგავსი. მაშინვე
მივხვდი, რომ შარში მქონდა თავი გაყოფილი, მაგრამ უკან ვერ დავიხევდი.

დამავალეს პირადად იმ მანქანის დაზიანება, რომელსაც პაატა ჟღენტი მართავდა. ასევე


მკაცრად ვიყავი გაფრთხილებული, რომ ყველაფერი იმ დროს გამეკეთებინა, როცა მანქანაში
არავინ ჩაჯდებოდა, გარდა პაატასი. პირადად პაატას მოშორება უნდოდათ, თანაც ზუსტად
იმ ხერხით, რა ხერხითაც მე ეს გავაკეთე.

ილია ჯაფარიძე... ასე ქვია მათ უფროსს. მე მას პირადად არ შევხვედრივარ, მაგრამ გავიგონე,
როგორ ლაპარაკობდნენ მასზე მისი ხელქვეითები. ილია ჯაფარიძე ის კაცია, ვინც მე პაატა
ჟღენტის მკვლელობისთვის ფული გადამიხადა და პოლონეთში წასასვლელი ბილეთი
„ჩამახუტა“. კარგად იცოდნენ, რომ დედის მხრიდან ნათესავები ვარშავაში ცხოვრობდნენ.

პოლონეთში არ წავსულვარ. იმავე ღამით ვიყიდე თურქეთის მიმართულებით ბილეთი და


ახლა სწორედ აქედან გიგზავნით ამ ვიდეოს. ვიცი, რომ მომაგნებენ, ეს უბრალოდ დროის
საკითხია. ისიც ვიცი, რომ მომკლავენ, მაგრამ სანამ ისინი მომაგნებენ, ამ ვიდეოს თქვენ
გამოგიგზავნით. იმედი მაქვს, რომ ის თქვენამდე მოაღწევს და სიმართლის გარკვევაში
დაგეხმარებათ. - გიორგობიანი წამოიწია, კამერას მიუახლოვდა და გამორთო - ეკრანი ისევ
გაშავდა.

თოიძემ ერთი ამოიხვნეშა, წამოდგა, ფანჯრის რაფასთან მივიდა, გარეთ გაიხედა და


მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ მiუბრუნდა განცვიფრებულ თანაშემწეს.

-რას იტყვი, რენე? - ჰკითხა თავისი ფიქრებით დაბურული ტონით.

-მე? მე რას ვიტყვი, უფროსო? - გაკვირვებით ჩაეცინა რენეს.

-ილია ჯაფარიძე... - ჩაილაპარაკა თოიძემ და ისევ შებრუნა. - ილია ჯაფარიძე...

-ეს ვიდეო თაბაგარს უნდა ვაჩვენოთ, უფროსო, ეს სამხილია! ჩვენ ჯაფარიძის დაკავების
უფლება გვაქვს! - აღტკინებული იყო უმცროსი გამომძიებელი.

-მოთმინება, რენე, მოთმინება... - მშვიდი იყო გიორგი. - ამ ვიდეოს ვინმესთვის ჩვენება ამ


ეტაპზე არ ივარგებს!

-როგორ? უფროსო, ეს სერიოზული სამხილია ჟღენტის საქმეში!

-არა, არც იმდენად სერიოზული, რამდენადაც შენ გგონია, ჩემო რენე! - ჩაეღიმა თოიძეს და
თანაშემწეს მიუბრუნდა ისევ. - გარდაცვლილი მკვლელის სიტყვები, არანაირი
დამამტკიცებელი საბუთი და თანაც ილია ჯაფარიძის წინააღმდეგ? - შანსი პროცენტზე
უფრო დაბალია!

-კი, მაგრამ...

-არა, რენე, არა... უნდა მოვიცადოთ.

-ანუ? - ვერ გაიგო რენემ უფროსის სიტყვები.

-ანუ ვეძიოთ „ძაღლის თავი“ წარსულში... - გაეღიმა თოიძეს.

-უფროსო, ბოდიშის მოხდით, რამე რომ ყოფილიყო, მათ წარსულში, სერიოზული, ანდრეას
არ ეცოდინებოდა ამის შესახებ?

-ანდრეამ არაფერი იცის, რენე! - ამოიხვნეშა თოიძემ. - ან იცის, მაგრამ ამასაც ისევე მიმალავს,
როგორც მის ნაცნობობას ლევან ნაკაშიძესთან...

-ხო მართლა, რა გითხრათ? ისევ უარყო მასთან ნაცნობობა?

-არ მითქვამს ასე პირდაპირ, მაგრამ აშკარაა, რომ განზრახ მატყუებს. არ უნდა, მითხრას, რომ
ლევან ნაკაშიძეს იცნობს.

-იქნებ არ გატყუებთ და აღარ ახსოვს ნაკაშიძე?

-სამჯერ აქვთ ღამე ერთად გატარებული წინასწარი დაკავების იზოლატორში, როგორ


შეიძლება, რომ არ ახსოვდეს?
-ჰო... მართალი ხართ, უნდა ახსოვდეს! - დანებდა რენე.

-არ უნდა, რომ მითხრას. მიმალავს და ამას კარგად ვატყობ! ჯერ კიდევ არ მენდობა. იცის,
რომ მეც არ ვეუბნები ყველაფერს... ძალიან ეშმაკია, ასე მარტივად ვერ მოატყუებ! - ჩაეცინა
თოიძეს ბოლო სიტყვებზე.

-ანუ გამოდის, რომ ანდრეას არ ვენდობით?

-არა, ჯერ-ჯერობით ვერ ვენდობით!

-კარგი, თქვენ უკეთ იცით უფროსო, ახლა რას დამავალებთ?

-როგორც ყოველთვის, წარსულის ქექვას, რენე... - გაეღიმა თოიძეს, თვალი ჩაუკრა


თანაშემწეს და ეს უკანასკნელიც მაშინვე წამოიმართა.

-გასაგებია ყველაფერი. ვეცდები, ხუთიანზე შევასრულო დავალება! - გაეცინა რენეს და


მოწადინებული მოწაფესავით წელში გამართული გავიდა ოთახიდან.

გიორგიმ ნიკაპზე მოისვა ხელი. ამოიხვნეშა და თავის სავარძელს მიაშურა. თავიდან ჩართო
ვიდეო და იმდენჯერ უყურა,სანამ მისი თითოეული სიტყვა არ დაიზეპირა.

ბათუსთან და თეონასთან ისე გამომშვიდობების შემდეგ, თითქოს წლების ნაცნობები


ყოფილიყვნენ, მარიამი და იოანე თბილისისკენ მიმავალ გზას დაადგნენ.

ჯაყელი ძალიან კი ცდილობდა არ ენერვიულა, მშვიდად ემგზავრა და არაფერზე ეფიქრა,


საყვარელი ადამიანის გარდა, მაგრამ მაინც, ხან მშობლებზე ფიქრი აწუხებდა, ხან და-ძმაზე,
ხანაც თორნიკეზე.

და მაინც, ალბათ, თორნიკეზე ყველაზე მეტად, იმიტომ, რომ მასზე სულ სხვანაირად
ნერვიულობდა. მის რეაქციაზე, გამოხედვაზე და სიტყვებზე.

რა უნდა ეთქვა? ან ის რას ეტყოდა. რაღა იყო სალაპარაკო?! - ის უკვე სხვა იყო და მარიამი
სხვა. ეს თავისთავად მოხდა; როგორც ხდება ხოლმე, საერთოდ, ურთიერთობებში. გზა გაიყო
და ისინი სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. თორნიკემ მარიამის გულიდან რაღაც ნაწილი
წაიღო, იმ გზაზე, მაგრამ სამაგიეროდ, იოანემ მოიტანა ძალიან ბევრი და საჭირო.

იყო მათში რაღაც, გულისდამწყვეტად საინტერესო, მაგრამ მაინც, აბსურდული და


არარსებული. თუმცა რომ იყო და თანაც დიდი ხნის განმავლობაში, ეს მაინც ბადებდა
მწუხარების მიზეზს. შეჩვეული, აბსურდიც კი რთულად დასათმობია ადამიანისთვის.
ზღვა აღელდა მარიამის გონებაში და ემოციის ტალღებად დაიღვარა, როგორც კი მანქანამ
მცხეთაც უკან მოიტოვა და თბილისს მიადგა. მარიამმა ერთი ამოიხვნეშა და ქმარს გაუღიმა;
ამ უკანასკნელმაც მაშინვე იგრძნო მისი ღელვა, მისი ხელი თავისაში მოიქცია და აკოცა.

ვერანდაზე ისხდნენ დემეტრე, ქეთევანი, ეკატერინე და ელენე. ძილდავიწყებულებს


იატაკისთვის მიეშვირათ ლოდინით დაღალული სახეები. ხმას არავინ იღებდა; უბრალოდ
ელოდნენ ბიჭების გამოჩენას ან ზარს; სულაც ორიოდ სიტყვას, ოღონდ კი ახალი გაეგოთ
რამე.

დიდი ჭიშკრის გაღების ხმა რომ მოესმათ, ანაზდად ყველამ მაშინვე წამოსწია თავი.
ეკატერინე წამოხდა და მოაჯირს მიუახლოვდა, რათა კარგად გაერჩია მოსულის ვინაობა.

პირველი ბექა მოდიოდა. მას უკან მიყვებოდნენ რატი, გეგა და ლუკა, სულ ბოლოს კი
თორნიკე. ბიჭებს ისეთი შეხედულება ჰქონდათ, თითქოს სასახლე ეჭირათ ხელში და მას
მოასვენებდნენ; სამგლოვიარო მარშს უფრო ჰგავდა მათი სიარული. ეკატერინეს შორი
მანძილიდანაც არ გასჭირვებია მათი უძილობისგან, უჭმელობისგან და მგზავრობისგან
დაღლილი, ამოღამებული თვალები.

-მარტოები არიან... - განაჩენივით გაიჟღერა ეკატერინეს ხმამ, რომელიც სინამდვილეში


არაფერი იყო, თუ არა ჩურჩული.

ქეთევანმა ერთხელ დაიკვნესა, დემეტრემ ამოიხვნეშა და ორივე წამოდგა.

მისაღებში შეეგებნენ ბიჭებს; სიტყვაც არავის დასცდენია. არც არავის უკითხავს რამ,
ყველაფერი ისედაც დღესავით ნათელი იყო და მისი ამოკითხვა ჯაყელების დაღამებულ
სახეებზე შეიძლებოდა.

-არსად არ არიან, ყველა შესაძლო ადგილი ვნახეთ... - ბოლოს ბექამ მაინც მოიხადა
მოვალეობა და ბიძის წინაშე თავი იმართლა.

-უბრალოდ გამოვიცვლით და ისევ წავალთ. - ხმა ამოიღო ლუკამაც, რომელიც თვალებს


აქეთ-იქით აცეცებდა, ოღონდ კი მშობლებისთვის არ შეეხედა.

-არსად აღარ წახვიდეთ, აზრი არ აქვს! - შვილს მიუახლოვდა დემეტრე და მხარზე ხელი
დაკრა. - თვითონ გამოჩნდებიან...

ლუკამ ბაგეები ოდნავ შეხსნა, რათა რაღაც ეთქვა, მაგრამ უმალ მოკუმა და გაჩუმება არჩია.
უბრალოდ იდგა მამა-შვილი და თვალებში უყურებდა ერთმანეთს; ამღვრეული თვალები
ყველაზე ცხადად გადმოსცემდა იმ წამს ყველანაირ განცდას.
იქნებ ერთი საათიც გავიდა ასე, დუმილში, ან ორი. დროს არავინ აქცევდა ყურადღებას,
მაგრამ მაინც, ყველა წამებს ითვლიდა. თითქოს გული უგრძნობდათ, რომ წუთი-წუთზე
მარიამი ისევ შემოაღებდა მშობლიური სახლის კარს.

როცა ჭიშკარი ისევ გაიღო და მისაღებ ოთახშიც ისევ გაიჟღერა მისმა ხმამ, ჯაყელებს
მოსამსახურის სიტყვები აღარაფერში დასჭირვებიათ საიმისოდ, რომ მიმხვდარიყვნენ, ვინ
იქნებოდა მათი სტუმარი.

ლუკა პირველი წამოხტა და შემოსასვლელისკენ გაიქცა; იმავე სისწრაფით მიჰყვნენ მას


დანარჩენებიც.

კარის ზღურბლზე შეხვდა ერთმანეთს და-ძმა. მარიამი და იოანე ამოსასვლელი კიბის


თავთან იდგნენ, ლუკა კართან იყო ატუზული. ყველამ წამიერი შოკი მიიღო, როცა მარიამი
იოანე დანელიასთან ერთად დაინახა. სუნთქვა შეეკვრათ და ერთ ადგილს მიეყინნენ.
რამდენიმე წამი უბრალოდ იდგნენ და ერთმანეთს უყურებდნენ თვალებში.

ბოლოს დემეტრე გამოეყო ოჯახს, ლუკაც გვერდით გასწია და ქალიშვილს მიუახლოვდა.

-მარიამ, შვილო... - ისეთი სიყვარულით მიმართა დემეტრემ შვილს, როგორც არასდროს. - არ


აგვიხსნი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

მარიამმა თავი ჩაქინდრა. ცრემლი მოერია და წამიერმა სისუსტემ მოიცვა. შემდეგ უცებ
შეგულიანდა; მიხვდა, რომ იმ წამს სიმტკიცე უნდა გამოეჩინა და ისევ ოჯახს გაუსწორა
მზერა.

-გავთხოვდი, მამა! - ამაყად განაცხადა და მოურიდებლად შეხედა დემეტრეს თვალებში. - ეს


იოანე დანელიაა, ჩემი ქმარი!

მეორე შოკმა უმალ მიმოირბინა ჯაყელები და ისევ მის ავტორს დაუბრუნდა.

-რა თქვი? - ყრუდ ამოილაპარაკა დემეტრემ და ისედაც დაწვრილებული თვალები, უფრო


დააწვრილა.

-ბატონო დემეტრე, მე და თქვენმა ქალიშვილმა ჯვარი დავიწერეთ ყაზბეგში! - ხმა ამოიღო


იოანემაც და მარიამს ხელი ჩასჭიდა.

თორნიკე ყველაზე უკან იდგა, მაგრამ მაინც ნათლად დაინახა ჯაყელისა და დანელიას
გადაჯაჭვული ხელები. თვალები აუჭრელდა, შემდეგ კი დაუბნელდა. ფეხქვეშ მიწის
ზანზარი იგრძნო. დაცვარულ შუბლზე ხელი მიიდო, მეორეთი კი კედელს მიეყრდნო, რათა
არ დაცემულიყო.
-გეფიცები, დანელია, ახლავე სულს გაგაფრთხობინებ, თუ ჩემს დას არ მოსცილდები! - იქუხა
ლუკა ჯაყელის ხმამ და მისი იარაღის ჰაერში აღმართვამაც არ დააყოვნა.

ქეთევანს, ეკატერინეს და ელენეს მსუბუქი შეკივლება აღმოხდათ, მარიამს წარბიც არ


შეუხრია.

-დაუშვი იარაღი, ლუკა. ორივემ ვიცით, რომ არ გაისვრი... - მშვიდად მიმართა ძმას,
მიუხედავად იმისა, რომ მთელ სხეულში იგრძნო დაჭიმულობა.

-შენ გაჩუმდი, მაშო! - ისევ დაიღრიალა ჯაყელმა. - ახლავე მოსცილდი მაგ კაცს, თუ კიდევ
გინდა, რომ ოდესმე და გიწოდო!

-შენი არ მეშინია, ლუკა. არც არასდროს მეშინოდა და ახლა მითუმეტეს. მე მიყვარს შენი და,
მოგწონს ეს შენ თუ არა! - მარიამზე ბევრად უფრო მშვიდი და მტკიცე ჩანდა დანელია.

-არ გამაცინო ახლა, იცოდე! რა სიყვარულზე მელაპარაკები, შე ნაძირალა არსებავ, ჩემს


დასთან მიკარებაც კი როგორ გაბედე?! - შეურაცხადს ემსგავსებოდა ნელ-ნელა ლუკა.

-მაშო, თუ ხვდები მაინც ახლა რას ლაპარაკობ? - ხმა ამოიღო იქამდე დადუმებულმა ბექამ და
ბიძაშვილს მიმართა.

-ვხვდები, ბექა; ძალიან კარგად. მაგრამ უკან დახევას არ ვაპირებ. მე და იოანე


დავქორწინდით, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და...

-გაჩუმდი, შე სულელო გოგო, გაჩუმდი! - ისევ დაიღრიალა ლუკამ. - რა სიყვარულზე


მელაპარაკები?! რომელ სიყვარულზე?! ამ კაცთან? ამასთან?! ანდრეა ახვლედიანის ლეკვთან?!
გამაგებინე, მაშო, რაებს ლაპარაკობ საერთოდ, რა... რა... რამ გაგასულელა ასე?! - ძარღვები
დასკდომას ჰქონდა ჯაყელს.

-არ მაინტერესებს მე ეგ თქვენი უაზრო ომი-მეთქი, არა! რამდენჯერ უნდა ვთქვა? არ


მაინტერესებს! - ყვირილზე გადავიდა მარიამიც.

-ჩვენი ომი?! ჩვენი? - ხმა ჩაეხლიჩა უფროს ჯაყელს.

-მე ეს ადამიანი მიყვარს. მასთან ვარ ბედნიერი და სულ არ მადარდებს, ვისი ძმა, ძმაკაცი,
შვილი თუ შვილიშვილია! ბედნიერი ვარ მე ამ კაცთან, არ არის ეს თქვენთვის საკმარისი?! -
თვალები აემღვრა მაშოს.

-ბედნიერი ხარ? ბიძაშვილის მკვლელს რძლობას უპირებ და ბედნიერი ხარ?! ნიკუშა აღარ
გახსოვს, მარიამ?! ჩვენი მოკლული ბიძაშვილი დაგავიწყდა?! იქნებ ესეც იმასთან ერთად იყო
იმ ღამით, რა იცი? იქნებ იმ ს*რის გვერდით იყო ნიკუშას მკვლელობისას,ჰა?! მითხარი,
მიპასუხე ერთი, რატომ ხარ დარწმუნებული, რომ ამასაც გასვრილი არ აქვს ხელები ჩვენს
სისხლში?!

-ნიკუშას სახელით მანიპულირების უფლებას არ მოგცემ, ლუკა! - ისევ აბობოქრდა მარიამი.

-მანიპულირებას? ახლა ეგრე ქვია მაგას?! ეგრე გაწყობს, რომ დაიჯერო ეს რომ გაამართლო?! -
ამრეზით აათვალიერა ლუკამ იოანე.
-მე არავის სისხლში არ მაქვს ხელები გასვრილი. შენგან განსხვავებით, სუფთა მაქვს სინდისი
და გასამართლებელიც არაფერი მჭირს! - ვეღარ აიტანა დუმილი დანელიამ.

-რა სინდისზე მელაპარაკები, შე ნაბი**არო?! და მომტაცე, ჯვარი დაიწერეთ და ახლა ასე


ურცხვად დგახარ ჩვენ წინაშე, ჩვენსავე სახლში!

-მე რომ სხვა გზა მქონოდა, სხვა გამოსავალი რომ ყოფილიყო, ასე მალულად ნამდვილად არ
წავიყვანდი შენს დას და ჩუმადაც არ დავიწერდით ჯვარს. მაგრამ ჩვენს სიტუაციაში სხვა გზა
არ მქონდა და ეს შენც კარგად იცი!

-მაშო, ბევრჯერ არ გავიმეორებ, იცოდე, მოსცილდი მაგ კაცს და აზრზე მოდი თუ გინდა, რომ
ამ სახლში ფეხის შემოდგმის და შენი ოჯახის ნახვის უფლება გქონდეს ოდესმე! კაცობას
გეფიცები, მარიამ, საერთოდ დაგივიწყებ თუ ახლა წახვალ. - ყბის კუნთს ათამაშებდა
უფროსი ჯაყელი და ისე მიმართავდა უმცროს დას.

-დამივიწყებ, არა? მეც ისეთივე მტერი გავხდები შენი, როგორც ახვლედიანები. მარტო
იმიტომ, რომ საყვარელ კაცს გავყევი ცოლად? - მსუბუქად ჩაეცინა მარიამს და ტკივილიც ამ
უწყინარ მოქმედებას ამოაყოლა. წამწამთა ჯებირებმა ვეღარ დააკავეს ცრემლები და მათაც
უმალ ჰპოვეს სარბიელი.

-ნუ იმეორებ მაგ სიტყვებს... ამ კაცს შენს საყვარელს ნუ უწოდებ, აღარ გაიმეორო ეგ სიტყვა
საერთოდ, აღარ გამაგონო! - ნელ-ნელა მოუმატა ტონს ლუკამ და ბოლოს დაიყვირა.

-მაშო, დედი... - ძლივს ამოიღო ხმა ქეთევანმა და ცრემლით დაპენტილი თვალები მიანათა
ქალიშვილს. სხვა ვეღარაფერი თქვა, სიტყვა ყელში გაეჩხირა, თუმცაღა იმ ორ სიტყვასაც
ამოატანა თან მუდარა.

მარიამმა ანაზდად მოავლო თვალი ოჯახისწევრებს. ქეთევანი ტიროდა, ელენეც ვერაფრით


იკავებდა ცრემლებს, დემეტრე მძიმედ სუნთქავდა და და-ძმას შორის იდგა. ლუკას უკან
რატი და გეგა იდგნენ, წაშლილი სახეებით, მათ გვერდით კი ბექა და ეკატერინე, რომელთაც
სრულიად უემოციო და გაყინული მზერები ჰქონდათ.

თორნიკე არ ჩანდა. სულ უკან იდგა და ალბათ ამიტომაც ვერ ხედავდა მას გოგონა. იქნებ ასე
უკეთესიც კი იყო? ცოცხალ-მკვდარი თორნიკეს დანახვა მხოლოდ სიტუაციას დაუმძიმებდა
ჯაყელს.

-მე არ ვაპირებ, სიყვარულზე უარის თქმას მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ გინდათ ასე... არც
დათმობაზე წამოვალ და არც... - სიტყვა გაუწყდა ჯაყელს, რადგან ტკივილი ჯაბნიდა მის
სიმტკიცეს. - არც ანგარიშს გაგიწევთ, იმიტომ, რომ თქვენ არ გესმით ჩემი და პატივს არ
მცემთ.

-მარიამ, ნუ გაგვაკეთებინებ იმას, რისი გაკეთებაც არ გვინდა. სანამ დრო გაქვს... - ისევ
ძველებური სიმშვიდით და სითბოთი მიმართა დემეტრემ ქალიშვილს.

-რისი გაკეთებაც არ გინდათ? - ისევ ჩაეცინა უკვე მთლიანად მორღვეულ გოგონას. - ეგ


როგორ ხდება, მამა? არ გინდა, მაგრამ დაივიწყებ, რომ ქალიშვილი ვარ შენი?! რომ მეც
ჯაყელი ვარ, შვილი, და, მამიდა, დეიდა და უბრალოდ, ამ ოჯახის წევრი? თითქოს რაიმე
ღილაკი იყოს, დააჭერ ხელს და მორჩა! აღარავინ ვარ თქვენთვის, ვიღაც უცხო, საძულველი
და მოსარიდებელი ქალი.

-მარიამ... - პირი მოაღო ბექამ რაღაცის სათქმელად.

-ნუთუ არაფრად ვღირვარ?! - ისევ აგრძელებდა მაშო. - ნუთუ ასე ცოტას ვნიშნავ თქვენთვის,
რომ ჩემი საყვარელი მამაკაცის მიღებაც არ შეგიძლიათ ჩემ გამო?! ნუთუ ჩემზე ძვირად
ფასობს თქვენი უაზრო იდეალები?! გირჩევნიათ, მე მკრათ ხელი და მათ არ უღალატოთ! რა,
რა მოგიტანათ თქვენმა პრინციპებმა? სისხლის და უბედურების მეტი, რა ერგო ჩვენს ოჯახს?!

-ხმა აღარ ამოიღო, თორემ გეფიცები, უკადრებელს ვიკადრებ, მაშო! - დაიღრიალა ლუკამ და
დის ხმა გადაფარა.

-რას იზამ, მომკლავ?

-წადი აქედან... - თითქმის ჩურჩულით თქვა უფროსმა ჯაყელმა. - ეს სახლი შენი აღარაა და
არც ჩვენ ვართ შენი ოჯახი! - დაიყვირა ლუკამ და ელვის სისწრაფით შევარდა სახლში.

ყველა მას მიჰყვა უკან. ჯაყელი მეორე სართულზე ავარდა და რამდენიმე წამში დის
ტანსაცმლით ხელში გამოჩნდა ისევ. სწრაფად ჩამოირბინა კიბეები, გასასვლელ კართან
მიირბინა და ტანისამოსი ხელის ერთი მოქნევით გადაყარა გარეთ.

-წადი, არავინ გაკავებს! თუ შენ ეს კაცი და მისი ოჯახი გირჩევნია ჩვენს თავს, ჩვენც
აღარაფერში გვჭირდები! შენ აღარ ხარ ჩემი და, ამიერიდან მკვდარი ხარ ჩემთვის და იცოდე,
ჩემს კაცობას ვფიცავარ, რომ ჩემს სიტყვას არასდროს გადავალ! წადი და აღარასდროს
დამენახო! - ყვიროდა გაშმაგებული ჯაყელი და ცალ ხელს კარისკენ იშვერდა.

მარიამმა ისევ ოჯახისწევრებს გადახედა, რომელთაც მის გარშემო მოეყარათ თავი და


ერთგვარ წრეში მოექციათ.

ცივი მზერები და შუშის თვალები; გამქრალი მშობლიური სითბო და სიყვარული. სულ


აინტერესებდა, რა წამს შეიძლებოდა შვილს მშობლის უემოციობა დაენახა მის თვალებში. რა
უნდა მომხდარიყო, რომ დედ-მამას შვილი აღარ ჰყვარებოდა, დას - ძმა. და აი იმ წამს, იმ
მომენტში, ჯაყელი ყველას თვალებში ხედავდა აღმართულ კედელს. კედელს, რომელსაც
არავინ გადააბიჯა და ამოუდგა გვერდში. იმ მომენტში ზურგსუკან მდგარი იოანეც კი
უძლური იყო; მარიამი სრულიად მარტო იყო საკუთარი ოჯახის წინაშე.

ადგილიდან არავინ შეძრულა. მხოლოდ ქეთევანს ჰქონდა მცდელობა, მაგრამ ქმრის ხელმა
ისიც დააკავა. უბრალოდ იდგა დედა და ჩუმი ქვითინით შეყურებდა შვილების ბრძოლას.
განა რა არის დედისთვის იმაზე უფრო საშინელი, ვიდრე შვილების ჩხუბის მოწმედ ყოფნა?
როცა გულით გინდა, რომ ადამიანურად, კამათის ერთი მხარე დაიჭირო და მეორე
გაამტყუნო, მაგრამ არ შეგიძლია იმიტომ, რომ ორივე მათგანი შენია და შენითაა. ორივე შენ
ატარე ცხრა თვე მუცლით და შემდეგ მოავლინე ქვეყანას. ქვეყანას, რომელშიც ისინი
ერთმანეთს ჭამენ...

წრეში მოქცეულმა მარიამმა სისუსტე იგრძნო მუხლებში და მიხვდა, „შესაშური“ ძლიერება


ლაჩრულად იძურწებოდა მისი სხეულიდან. ეგონა, მზად იყო; ეგონა, შეძლებდა ოჯახისთვის
თვალის გასწორებას და წარბშეუხრელად ბრძოლას, მაგრამ საკმარისი სიმტკიცე მაინც ვერ
იპოვნა ამისთვის. მაინც შეირყა, რადგან ბუნებაში არ არსებობს ძალა, ოჯახის წინააღმდეგ
წასვლას უცრემლოდ რომ შეგაძლებინებს.

ყველაზე მეტად ეკატერინეს მზერა ეტკინა, რომელშიც არაფერი იკითხებოდა. თითქოს მას
უყურებდა, მაგრამ ცარიელ ადგილს ხედავდა. საყვარელ დას თუ არა, სხვას ვის უნდა
დაეჭირა მისთვის მხარი? ის თუ პირველი კრავდა ხელს, სხვა?

ყველას რომ სათითაოდ შეხედა და საბოლოოდ მიხვდა, „ვერდიქტი“ ერთპიროვნული იყო,


მისი მზერა თორნიკესაც მისწვდა. მამაკაცს არანორმალურად გაცრეცილი სახე იატაკისკენ
მიემართა და ცოცხალი თავით არ უყურებდა მარიამს თვალებში.

ყველაზე მეტად სწორედ მაშინ ეტკინა, როცა იგრძნო, იმაზე მეტს ამთავრებდა, ვიდრე
უნდოდა. მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთი ურთიერთობა ან ყველაფერს ითხოვს ან
არაფერს. თავისი ცხოვრების უზარმაზარი ნაწილი ეტკინა და მიხვდა, უკან დასაბრუნებელი
გზები გამქრალიყო. ახლა უკვე ვეღარაფერი აღადგენდა განადგურებულ ხიდებს.

ყელში რაღაც სფეროსებრის გაჩხერა იგრძნო. მაგრად დააჭირა კბილი კბილს, ღრმად
შეისუნთქა მშობლიური სახლის ჰაერი და თავის თავს მკაცრად აიძულა ხმის ამოღება.

-სიყვარულისთვის ბოდიშს არ იხდიან და... არც მე მოვიხდი ბოდიშს... - მინავლებული ხმა


გააჟღერა ოთახში და აწყლიანებული თვალები დაუფარავად მიანათა ძმას. - არასდროს! -
დაამატა ბოლოს ოდნავი სიმტკიცით და გაიმართა.

-ყოჩაღ, მაშო. მაგარი გოგო ხარ, მაგარ რამეს აკეთებ. მტერთან მიდიხარ და ჩვენ გვტოვებ, აბა
რა, მიდი, მაგარი ხარ! - ცინიზმი ზეიმობდა ლუკას სიძულვილით აკიაფებულ თვალებსა და
ხმაში.

-ჰო, ძალიან მაგარი გოგო ვარ... - სიმწრით ჩაეცინა გოგონას.

-ის კი არ იცი, რომ ეგ შენი „სიყვარული“ კარგად გამოგიყენებს, ჩვენ დაგვაზარალებს და მერე
ისე მოგისვრის, როგორც უსარგებლო ნივთს!

-საკმარისია, ლუკა, მეტად ნუღარ დაიმცირებ თავს. უკვე საკმარისად გამოავლინე შენი
არაკაცური ბუნება! - შეყვირა იოანემ, რომელიც ვეღარ იტანდა ცოცხლადმკვდარი მარიამის
ყურებას. იმ წამს ხელში იარაღი რომ სჭეროდა, ისე დახოცავდა იქ მყოფებს, წარბსაც არ
შეიხრიდა.

-შენ გაჩუმდი, იცოდე! ხომ მიიღე, რაც გინდოდა? ხომ გამისულელე და?! ბიძაშვილის და
სიძის მოკვლა არ იკმარეთ, ასეთი მდაბიო ხერხით შემოაღწიეთ ჩვენს ოჯახში და ყველაფერი
მოწამლეთ! ახლა გაეთრიეთ აქედან და აღარ გადამეყაროთ ცხოვრებაში! შენ, დანელია,
ტყვიის ღირსი ხარ, მაგრამ ხელსაც არ გავანძრევ, არ ღირხართ ამად, არცერთი! - ზიზღით
გადახედა ლუკამ ჯერ იოანეს, შემდეგ დას.

-როგორ არ გრცხვენია, ასეთ რამეს რომ ამბობ! - ჯაყელისკენ გაიწია დანელიამ, მაგრამ
მარიამის ხელმა მაშინვე გააჩერა მამაკაცი.

-არ გინდა, იოანე, გთხოვ, არ ღირს... - დაიჩურჩულა ჩახრეწილი ხმით გოგონამ და მუდარის
ნიშნად მაგრად მოუჭირა ხელი ქმარს. იმ წამს ჩახედა იოანემ მარიამს თვალებში და მიხვდა,
მალე თუ არ გასცილდებოდნენ იქაურობას, ჯაყელი მთლიანად დაინგრეოდა, რასაც
ცხოვრების ბოლომდე ვერ აპატიებდა თავს.

ბექა კიბესთან იდგა და შეკრული წარბებით აკვირდებოდა წყვილს. შემდეგ შუბლი გახსნა,
ნელი სვლით მიუახლოვდა ღია კართან მდგარ ლუკას, მხარზე ხელი დაადო და მშვიდად
უთხრა:

-გეყოფა, საკმარისია უკვე, აზრი აღარ აქვს...

ლუკამ ჩაწითლებული, გაცხოველებული თვალებით შეხედა ბიძაშვილს. მას იმდენად


მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა, თავადაც ჩაცხრა.

-თქვენ კი ჯობია, მართლა წახვიდეთ. - წყვილს მიუბრუნდა ბექა. - სალაპარაკო აღარაფერია.


მაშო, შენი პოზიცია გასაგებია, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელი. შენ თუ გინდა, რომ ამ კაცის
გჯეროდეს, ჩვენ ვერ გადაგარწმუნებთ, მაგრამ მას ამ სახლში და ჩვენს ოჯახში არავინ
მიიღებს, არასდროს! სამწუხაროა, რომ განგვიდექი და უცხო ადამიანების სიტყვა არჩივნე
ჩვენსას, მაგრამ დიდი გოგო ხარ და ვერავინ დაგაკავებს. ახლა შენი ოჯახი ეს კაცია.
საუბედუროდ, ყველას მოგვიწევს ამ ფაქტთან შეგუება... - ბოლო სიტყვები წყენით
ჩაილაპარაკა ჯაყელმა.

მარიამს თითოეული სიტყვა მახათივით ესობოდა გულზე. იფიქრა, რომ ვეღარაფრის თქმას
შეძლებდა, უბრალოდ ადგებოდა და კარს გაიხურავდა, მაგრამ იმ წამს, უნებლიედ, მოკრა
თვალი დემეტრეს და დაუოკებელი ზიზღი იგრძნო გულში.

-შენ რატომ დგახარ ასე, მამა?! როდის იყო, რომ ბიჭები ლაპარაკობდნენ შენ მაგივრად? -
ცინიზმი მძვინვარებდა მის ხმაში.

დემეტრეს სახე აეშალა, არაფერი უთქვამს; მისი მზერა მეტყველებდა ყველაფერს.

-იმედები გამიცრუე, მარიამ... - ბოლოს მაინც ჩაილაპარაკა უფროსმა ჯაყელმა და თავი სხვა
მხარეს გაატრიალა.

ეს ყველაფერი იყო. ყველანაირ ლანძღვაზე და შეურაცყოფაზე უფრო მაღლა მდგომი.


ყველაზე მშვიდი და ყველაზე აუტანელი ტონით ნათქვამი. მამის სიტყვები ქარიშხალივით
ეცა მარიამს სახეში და ძირეულად მოთხარა.

მარიამს კი არა, იოანესაც გულისშემაღონებლად ეტკინა უფროსი ჯაყელის სიტყვები.


მხეცური დაუნდობლობა გამოიჩინა დემეტრე ჯაყელმა.
და მაინც საიდანღა რჩებოდა მარიამს იმდენი სიმტკიცე, რომ ხმა ამოეღო ისევ?! წამით ჩახარა
თავი, ჩაიცინა და ისევ მამას გაუსწორა მზერა.

-იმედის გაცრუებისთვის ბოდიშს გიხდი... - ჩურჩულით წამოიწყო საუბარი გოგონამ. - მაინც


რა გამზარდეთ ასეთი თავხედი, თავად დემეტრე ჯაყელს რომ ვუბედავ მსგავს რამეს?!
ყველასთვის საპატივცემულო დემეტრე ჯაყელს... ავტორიტეტს, ანგარიშგასაწევს... - ნელ-
ნელა ემატებოდა ხმას სიმტკიცე. - მე ვინ ვარ, რომ თქვენს პრინციპებს წინ აღვუდგე, ბატონო
დემეტრე?! ვინ ოხერი ვარ, რომ თეთრის სიშავეში ეჭვი შევიტანო... თქვენს კანონებს წინ
როგორ აღვუდექი, მე საძაგელი, მე მოღალატე, მე სულელი?! როგორ ვბედავ და ვფიქრობ,
რომ ეს ომი უაზროა და რომ ის ცუდის მეტს არაფერს მოუტანს ჩვენს ოჯახს?! მაპატიეთ,
ჩვენს არა, თქვენს ოჯახს! - კიდევ ერთხელ ჩაეცინა მარიამს ბოლო სიტყვებზე. - ამ კაცის
შეყვარება როგორ გავბედე, არა? ის ხომ ჩვენი მტერია, ანდრეა ახვლედიანის უახლოესი
მეგობარი! და მითხარით ერთი, ახვლედიანები რატომ არიან მტრები?! აი, შენ, ლუკა, შენ
მიპასუხე! - მკვირცხლად მიუბრუნდა უკანასკნელი ამოსუნთქვით მებრძოლი მარიამი ძმას. -
რატომ მტრობენ ჩვენი და ახვლედიანების ოჯახები ერთმანეთს? და იცოდე, ნიკუშას სახელის
ხსენებაც არ გაბედო!

ლუკამ კრიჭა შეკრა სიმწრისგან, მაგრამ ხმა კი ვერ ამოიღო. ერთ ადგილზე აცქმუტდა და
ჩაწითლებული თვალები დააკვესა.

-ლუკა... - პასუხი არ არის! - ჩუმად ჩაიღიღინა მარიამმა. - ლუკა... - პასუხი არ არის! -


მიუბრუნდა კმაყოფილი გოგონა მამას. - არავინ იცის და ვერც ვერავინ გაიგებს, რა ტრიალებს
თქვენს შავ-ბნელ სულში! - სიბრაზისგან თვალები აუკიაფდა ჯაყელს. - არავინ იცის და ვერც
ვერასდროს, ვერავინ გაიგებს, რატომ გვაქვს ამხელა სიძულვილი ჩანერგილი გულში! არავინ
იცის და ვერც ვერასდროს გავიგებთ, რატომ მეკრძალება მე ამ კაცის სიყვარული; რატომ ვარ
ცუდი და მოღალატე, თუ ამ ადამიანს ცოლად გავყევი; რატომ უნდა მომთხარონ ოჯახიდან;
რატომ ვეღარ უნდა ვიყო თქვენი შვილი და და; რატომ ვერ უნდა შევძლო ჩემი ძმიშვილის
ხელში აყვანა, მოფერება და გულში ჩაკვრა, რატომ?! - ცრემლები ნიაღვრად ეფინებოდა
გოგონას სახეს, მაგრამ მარიამი არ ჩერდებოდა, თითოეული ცრემლი უფრო ახელებდა და
აძლიერებდა. - მე ეს კაცი მიყვარს იმიტომ, რომ ის თქვენ, ყველას, გჯობიათ! მისთვის
სულერთია, მე ჯაყელი ვარ, ახვლედიანი, თუ ვიღაც გადამთიელი! მას მე ვუყვარვარ,
მარიამი, უბრალოდ მარიამი... თქვენთვის, ძვირფასო მშობლებო? რატომ აღარ ვარ ის ბავშვი,
ძილის წინ თქვენს ლოგინზე რომ დახტოდა?! რატომ აღარ ვარ ის გოგონა, მამას რომ საქმიან
საბუთებში უძვრებოდა და უქექავდა ყველაფერს?! რატომ აღარ ვარ ის შვილი, საამაყოდ რომ
დაამთავრა სკოლა და ჩააბარა უნივერსიტეტში?! რატომ აღარ ვარ თქვენი ძლიერი, მეამბოხე
და შეუვალი გოგო?! ხმას ვერცერთი ამოიღებთ, არც მინდა და არც არის საჭირო... ჩემთვის
ყველაფერი გასაგებია უკვე... - მარიამი გაჩუმდა, ემოციებს დაცხრომის საშუალება მისცა და
ღრმად შეისუნთქა რამდენჯერმე ჰაერი. შემდეგ ჩაახველა, წელში გასწორდა და ისეთი სახე
მიიღო, თითქოს სულაც არაფერი უთქვამს. ეკატერინეზე შეაჩერა მზერა; ფეხებმა
დაუკითხავად იწყეს მისკენ სვლა. -არაფერს მეტყვი, კატო? - დაიჩურჩულა ახლოს მისულმა
და ოდნავშესამჩნევი ღიმილი გააპარა ტუჩის კუთხეში.
ეკატერინე დიდხანს უყურებდა დას თვალებში. თუმცა ორივეს წამწამები ცრემლით იყო
დანამული, მაინც ორივე არჩევდა თვალებიდან მომავალ მზერას. უფროსი ჯაყელის
თვალებში დიდი ტკივილი, იმედგაცრუება და გაბრაზება იკითხებოდა; ჯაყელური ცეცხლი -
ორივესაში.

-დათუნას მკვლელებთან?! - ბოლოს ძლივს ამოიღო ხმა ეკატერინემ. მარიამს მსუბუქად


ჩაეცინა; მიხვდა, რომ ეს უკანასკნელი დარტყმა იყო და რომ უკვე მართლა აღარაფერს ჰქონდა
აზრი. ტკივილს ძარღვის გატოკების უფლებაც კი არ მისცა, უბრალოდ ზურგი აქცია დას და
შეშლილსახიან იოანეს მიუბრუნდა:

-წავიდეთ, აქ აღარაფერი დაგვრჩენია...

-მარიამ! - გაბრძოლება სცადა დანელიამ.

-იოანე, გეხვეწები, წავიდეთ... - საბრალო თვალებით ახედა გოგონამ ქმარს და იოანეც მაშინვე
მიხვდა, რომ ეს მოთხოვნა კი არა, მუდარა იყო. უხმოდ დაუქნია თავი და კარისკენ უბიძგა
ცოლს. - რავიცი, რაღა უნდა გითხრათ, მგონი ყველაფერი ვთქვით უკვე, საკადრებელიც და
უკადრებელიც. - უკანასკნელად მიუტრიალდა ჯაყელი ოჯახს. - რა უნდა ვთქვა,
ბედნიერებას გისურვებთ; იმედი მაქვს, ოდესმე იპოვნით ამ სიტყვის ჭეშმარით
მნიშვნელობას. უბრალოდ მინდა, იცოდეთ, რომ მე ის უკვე ვიპოვნე და თქვენც იმავეს
გისურვებთ, მთელი ჩემი მოღალატე გულით! მშვიდობით მეყოლეთ, ოჯახისწევრებო...
თუმცა, მშვიდობას თქვენთან რა ხელი აქვს... - ბოლო სიტყვები თავისთვის ჩაილაპარაკა
მარიამმა და ჩაიცინა.

შებრუნდა, და ისე წავიდა, ერთხელაც აღარ მიუხედავს უკან. მშობლიურ სახლს ტოვებდა;
დევნიდნენ, მაგრამ ის არას დიდებით ატრიალებდა თავს. წინ მიდიოდა, რადგან უკან
აღარაფერი ჰქონდა დარჩენილი; არავინ და არაფერი!

იოანემ ნაბიჯი გადადგა და ზღურბლს გადააბიჯა. მერე უცებ მიტრიალდა და ზიზღით


შეხედა ჯერ კიდევ ერთ ადგილზე გაქვავებულ ჯაყელებს.

-ორი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ... - ზიზღნარევი ტონით ალაპარაკდა


დანელია. - თქვენ რა სისასტიკეც დღეს გამოიჩინეთ, თქვენი ოჯახის წევრის მიმართ, ასეთს
ალბათ არასდროს გამოიჩენდით ახვლედიანებისადმი და კიდევ ერთი - ახვლედიანები ასეთ
რამეს არასდროს გაუკეთებდნენ თავისიანს! - ბოლო სიტყვებზე დემეტრეს გახედა იოანემ. -
ინანებთ ამ საქციელს! მარიამი ჩემთან უბედნიერესი ქალი იქნება, ამის პირობას მე გაძლევთ,
მაგრამ აი, თქვენ, აუცილებლად ინანებთ; ინანებთ ძალიან გვიან და ძალიან მწარედ, ამის
პირობასაც მე გაძლევთ, ჯაყელებო! - ბოლო სიტყვა ყველაზე დიდი ზიზღით წარმოთქვა
დანელიამ და სწრაფად მოწყდა ადგილს.
ხანდახან, ცხოვრებაში, ხომ არის მომენტები, როცა ყველა და ყველაფერი გტკენს? თითქოს
სამყაროს თითოეული წერტილი ეკალივით ესობა გულს და გაღონებს. ხოდა, სწორედ ამ
მომენტში, როცა მთელი არსება გაქნილი ჯიბის ქურდივით მოუსვენრად აცეცებს თვალებს,
ოღონდ კი შვება ჰპოვოს სადმე, ერთ წერტილს უშეშდება მზერა; მილიარდობით წერტილს
შორის ერთს, რომელიც თითქოს არ გტკენს და რომელიც თითქოს შვებასაც კი განიჭებს,
წამით.

სწორედ ასე იდგნენ თავიანთი სახლის მისაღებ ოთახში ჯაყელები. თითოეულ მათგანს ერთი
კონკრეტული წერტილისთვის მიეჩერებინა მზერა და ჯიუტად დუმდა. მარიამის და იოანეს
სიტყვები თითქოს ჰაერში დაფრინავდნენ ჯერაც. კედლებს ერწყმოდნენ, ფარდებს
ეკიდებოდნენ და იატაკს ეფინებოდნენ - სამუდამოდ რჩებოდნენ სახლში. ამიერიდან
თითქოს ყოველთვის, როცა კი სტუმარი ან მასპინძელი სახლის კარს შეაღებდა, ჯაყელისა და
დანელიას სიტყვები სახეში ეცემოდა და სულს აუშლიდა.

ყველაფერი ერთ წყვდიად ღამეში მომხდარ ამბავს ემსგავსებოდა. დღის შუქი მოეფინა
ყველაფერს და მათაც უკვე სრცხვენოდათ ბნელ ღამეში ჩადენილი სიმხეცის. თვალებში
ვეღარ უყურებდნენ ერთმანეთს, რადგან წყვდიადგადაკრული აფექტი და იმპულსები მზის
სხივებში დიფუზირდა.

ვინ იცის, რამდენ ხანს იდგნენ ასე და კიდევ რამდენს იდგებოდნენ, რომ არა ქეთევანის
ადგილიდან მორყევა და შეკივლება. ვაიმე, მაშო-ო, დაიკივლა ქალმა და თითქოს ეს
აღმოჩნდა ყველასთვის გამოსაფხიზლებელი სირენა.

დემეტრემ ყველაზე სწრაფი რეაქცია გამოავლინა და მანამ დაიჭირა ცოლი, სანამ დაეცემოდა,
წონასწორობადაკარგული.

-კატო, წყალი მოუტანე! - იყვირა შეშინებულმა ჯაყელმა და სახეზე ხელები დაუსვა ქალს,
რათა შეეფხიზლებინა.

-არ მინდა... წყალი არ მინდა... გამიშვით, მაშო უნდა მოვაბრუნო, დემეტრე... - მოგუდული
ხმით გაიძახოდა ქეთევანი.

-დაწყნარდი, ქეთევან. წამოდი, დაჯექი და წყალი დალიე!

-არ მინდა დაჯდომა! - გაჯიუტდა ქალი და უხეშად მოიცილა ქმრის ხელები. - რა გააკეთე,
ადამიანო? ღმერთო, ისევ იმავეს გაკეთების უფლება როგორ მოგეცი?!

-დამშვიდდი-მეთქი ქეთევან, დაუკვირდი შენს სიტყვებს! - დაუყვირა ცოლს ჯაყელმა, როცა


მიხვდა, ქეთევანი იმაზე მეტის თქმას აპირებდა, ვიდრე საჭირო იყო.

-მარიამსაც იგივე გინდა გაუკეთო, რაც თამარას გაუკეთე, არა? - წამოიყვირა ქეთევანმა და
გაავებულმა შეხედა ქმარს.

დემეტრეს სახეზე ფერი ეცვალა ქალის სახელის ხსენებისას. იმდენად გაფერმკრთალდა,


ყველას გაკვირვება გამოესახა სახეზე. დემეტრე ხომ არასდროს გამოირჩეოდა
ემოციურობით?!
-საკმარისია, ქეთევან, თავი ხელში აიყვანე! - მშვიდი ტონით მიმართა ჯაყელმა მეუღლეს,
თუმცა კი დიდი მძვინვარება იგრძნობოდა მის ხმაში.

-როდემდე გავჩუმდე, დემეტრე?! მითხარი, როდემდე?! - არ ცხრებოდა ქეთევანი.

ლუკა, ბექა, ეკატერინე და დანარჩენები გაკვირვებით ადევნებდნენ თვალს წყვილის ჩხუბს


და ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდნენ.

-თუ რამის თქმა გინდოდა, რატომ მაშინ არ ამოიღე ხმა, როცა მარიამიც აქ იყო, ჰა? ასე თუ
შეგტკიოდა გული შენს შვილზე, მაშინ გეთქვა რამე! - მწყობრიდან გამოვიდა დემეტრეც და
გვარიანად ამოიდგა ხმა.

ეკატერინეს თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან. პირველად იყო, რომ ასე


წონასწორობადაკარგულ მშობლებს უყურებდა. უცხო ქალის სახელის ხსენებამ აშკარა
მღელვარება გამოიწვია მამამისში.

-ღმერთო, რა გულქვა ხარ, დემეტრე! - თავში იტაცა ხელები ქეთევანმა.

-ეკატერინე, დედაშენი ოთახში აიყვანე და დამამშვიდებელი მიეცი! - მკაცრად მიმართა


დემეტრემ ქალიშვილს.

-წამოდი, დედა... - ფრთხილად მიუახლოვდა კატო ქალს.

-ღმერთო, რა გულქვა ხარ... ღმერთო ჩემო... - ბუტბუტებდა ქეთევანი.

-დაგეხმარები, კატო! - დედამთილს მეორე მხრიდან ამოუდგა ელენე და კიბეებზე ასვლაში


მიეხმარა ქალს.

-ეს თემა დაიხუროს და საერთოდ შეწყდეს ამაზე ლაპარაკი! - ბრძანება გასცა ჯერ კიდევ
განრისხებულმა დემეტრემ, გაკვირვებულ ბიჭებს გადახედა და მხოლოდ ამის შემდეგ
დატოვა ოთახი.

იოანემ ძალიან ფრთხილად შეხსნა საძინებლის კარი და ფეხაკრეფით შევიდა ოთახში.


მარიამი გულაღმა იწვა, ჭერს მიშტერებოდა თვალებით. თვალებით, რომლებიც ცრემლებით
იკვლევდნენ გზას, მისი თმისკენ და მასში იკარგებოდნენ.

გული შეეკუმშა მოტირალი ცოლის დანახვისას; მათი ქორწინება უკვე იყო ცრემლების
მომტანი, მიუხედავად დიდი სიყვარულისა.

ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა საწოლს და კიდეზე ჩამოჯდა. თავი დახარა და იატაკს


გაუშტერა მზერა - მდუმარედ უცხადებდა ცოლს თანადგომას.
-იცი, რას ვერ ვხვდები? - ისევ ჯაყელმა დაარღვია სიჩუმე და ისე მიმართა მეუღლეს,
ჭერისთვის მზერა არ მოუცილებია. - მკვლელი შვილები უყვართ, ყაჩაღები, მოძალადეები,
დამნაშევეები და არაკაცები, ნუთუ ასე რთულია, შეყვარებული შვილის მიღება? - ძლივს
ლაპარაკობდა მარიამი, რადგან ყელში წაჭერილი რგოლი ლაპარაკის უფლებას არ აძლევდა.

იოანემ მთელი არსებით გაისიგრძეგანა ცოლის ტკივილი; თავადაც ეტკინა გული და


დამნაშავედ იგრძნო თავი.

-მაპატიე, რა. ბოდიში, რომ ჩვენი სიყვარულის გამო ამხელა ტკივილის ატანა გიწევს. -
გატეხილი ხმით ამოილაპარაკა და ცალი ხელი დაუსვა მწოლიარეს.

-სიყვარულისთვის ბოდიშს არ იხდიან, იოანე; დღეს ერთხელ უკვე ვთქვი და გავიმეორებ. -


ისევ იმავე ტონალობაში თქვა მარიამმა.

-როგორ მინდა იცი, აი, ეგ ტკივილი დაგიამო? საერთოდ რომ გავაქრო და მის ადგილას
კვირტებივით ბევრი-ბევრი სიყვარული ამოვზარდო!

-ამ ტკივილის დაამება მხოლოდ შენ შეგიძლია, იოანე; მარტო შენ. - მკრთალად გაეღიმა
ჯაყელს.

-იცი, როგორი ამაყი ვიყავი დღეს? შენ, ასე შეუპოვრად მებრძოლი, ჩემ გამო და ჩვენი
სიყვარულის გამო... სასწაული სანახავი იყო! ახლა გეტყვი და არ გაბრაზდე: გულის
სიღრმეში ვფიქრობდი, რომ დღეს შეიძლებოდა მარტო დავბრუნებულიყავი სახლში. მაინც
მეშინოდა, რომ შენი ოჯახის დანახვისას აღარ მოგინდებოდა ჩემთან წამოსვლა. მაგრამ დღეს
დავრწმუნდი, რომ ჯერ კიდევ არ გიცნობ კარგად; ყოველდღე ახერხებ ჩემ გაოცებას, მარიამ!

-ეგ შიში რომ გქონდა, ვხვდებოდი. - გაეღიმა გოგონას. - უკვე იმაზე კარგად გიცნობ, ვიდრე
შენ გგონია...

-ჰო, მე არ ვარ რთული ამოსაცნობი. შენსავით გასაოცარი და ცვალებადი ხასიათებიც არ


მაქვს. რაც ვარ, ის ვარ; არაფრით გამორჩეული, შენგან განსხვავებით. ალბათ მთელი
ცხოვრება არ მეყოფა შენ შესასწავლად. - სახე გაებადრა დანელიას და ხელზე აკოცა გოგონას.

-ვნახოთ... მთელი ცხოვრება წინ გვაქვს. სიბერეში მითხარი, მოახერხე თუ არა ჩემი შეცნობა. -
კიდევ უფრო ფართოდ გაეღიმა მარიამს.

-ჰო, სიბერემდე მოგიწევს დაცდა...

-მანამდე კი, შეგიძლია, ცოტა ხნით მარტო დამტოვო? უბრალოდ მინდა მარტომ
გამოვიგლოვო რაღაც-რაღაცები.

-რა თქმა უნდა, გავალ ახლავე. თუ რამე დაგჭირდეს, დამიძახე, კარგი? აქ ვარ, იცოდე.

-კარგი. - ქმარს გაუღიმა ჯაყელმა, თვალებით მიაცილა კარამდე და მხოლოდ მარტო


დარჩენის შემდეგ მიეცა ისევ ცრემლებს.
ლუკა გაშმაგებული მხეცივით მიმოდიოდა კაბინეტში და ხმაურიანად ქშენდა. მუჭს ხან
კრავდა, ხანაც ხსნიდა. უნდოდა, ვინმესთვის დაერტყა, რამე დაელეწა და გაეფუჭებინა.
იმდენად იყო გამწარებული, საკბილოს ეძებდა.

-კარგი, დაჯექი ერთ ადგილას, გააფრენ ეგრე! - ბოლოს გეგამ ვეღარ მოითმინა დაუყვირა
მეგობარს.

-რა დამამშვიდებს, ბიჭო?! რა დამამშვიდებს?! - იღრიალა ჯაყელმა და ერთიანად აწითლდა


სახეზე.

-ღრიალით საქმეს ვეღარ უშველი!

-როგორ მინდა ახლა ვიღაცა ვცემო ან რაღაც დავლეწო! - სიმწრით ძლივს გამოთქვამდა
სიტყვებს ლუკა და ხელებს ჰაერში ასავსავებდა. - ფუი, ამის დედა****ცი, რა გააკეთა ამ გოგომ?
რა გაააკეთა?! - განწირული ხმით გაყვიროდა ოთახში.

თორნიკე იქვე იდგა, კარსაყუდებული. საერთოდ ვერ იაზრებდა იმ წამს მომხდარს; სადღაც
ბურუსში იყო მისი გონება. ტვინი მთელი ძალით ბლოკავდა ინფორმაციას. ვერაფრით
დაიჯერებდა, რომ „თავისი მაშო“ სულაც აღარ იყო მისი; რომ მას ახლა მტრის ცოლი ერქვა.

-რატომ ხარ ჩუმად, ბიჭო?! - ბოლოს, როგორც იქნა, იპოვნა საკბილო ლუკამ, როცა სააქაოს
მოწყვეტილი არველაძე შეამჩნია. - რატომ არ იღებ ხმას?! - ღრიალებდა ჯაყელი.

-კარგი, ლუკა, შეეშვი ამას... - მკლავზე ფრთხილად შეეხო რატი მამაკაცს.

-რას ქვია, შევეშვა?! - ხელი აუქნია ლუკამ ძმაკაცს და ახლა მას შეხედა გაავებული
თვალებით. - ჩემი დის სიცოცხლე ვანდე მე ამას, ასეთი რაღაც რანაირად მოხდა?!

-ლუკა... - ენა ძლივს ამოითქვა გაწბილებულმა თორნიკემ. გრძნობდა, რომ ყველა უჯრედი
დაშლას და გაქცევას ლამობდა.

-თვალდახუჭული განდობდი ჩემი დის სიცოცხლეს. არაფრის მეშინოდა იმიტომ, რომ


ვიცოდი, შენ იყავი მის გვერდით და აკონტროლებდი. რანაირად მოხდა-მეთქი ასეთი რამ?!

არველაძე ხმას ვერ იღებდა; დასჯილი ბავშვივით, კარში იყო ატუზული და თავი ჰქონდა
დახრილი.

-მიპასუხე, ბიჭო, რატომ ხარ ჩუმად?! - უარესად ახელებდა ჯაყელს თორნიკეს დუმილი. -
იცოდი, რომ მაშოს დანელიებთან ჰქონდა კონტაქტი?!

-ვიცოდი... - ძლივსგასაგონად ამოთქვა მამაკაცმა.

-მერე?! - ბოლო ხმაზე იღრიალა ძარღვებდაბერილმა. - მერე, რომ იცოდი, რას მიკეთებდი?!
რანაირად მიეცი ჩემს დას აქამდე მისვლის უფლება?! მიპასუხე, ჩვენ რატომ არ გვითხარი, იმ
ს*რებთან რომ დადიოდა მაშო?!
-ბევრჯერ ვცადე ახსნა...

-რისი ახსნა ცადე, ბიჭო?! ჩვენ რატომ არ გვითხარი-მეთქი, ჩვენ?! აქამდე როგორ მოიტანე
საქმე? თავს ლაფი როგორ დაასხი ჩვენს ოჯახს?! მე მეგონა, გიყვარდა ჩემი და!

-ლუკა...

-ცხვირწინ აგწაპნეს ქალი, თან ვინ?! მაინცდამაინც ახვლედიანის ძმაკაცმა! ამის მერე, რა
უნდა გელაპარაკო შენ, საერთოდ?

-ლუკა, წადი წყალი დალიე და დამშვიდდი! - ბოხი ხმა გააჟღერა ოთახში ბექამ.

-რა ჩემ ფეხებად მინდა წყალი?! წყალი რას მიშველის!

-წადი-მეთქი! - თვალები უბრიალა ჯაყელმა ბიძაშვილს.

-თვალით აღარ დამენახო, იცოდე. აღარასდროს, ცხოვრებაში! სადმე რომ გადამეყარო,


მოგკლავ, გეფიცები! შენ არ ყოფილხარ კაცი, თორნიკე. მე შენ ყველაზე ძვირფასი განდე, შენ
კი იგივე გააკეთე, რაც ნიკუშასთან! მეტჯერ აღარ გაპატიებთ, მორჩა. გაეთრიე ამ სახლიდან,
აღარ დაგინახოს ჩემმა თვალებმა! - ამრეზით უყურებდა ლუკა არველაძეს. ბოლო სიტყვებზე
მხარი გაკრა, გვერდი აუარა და ოთახიდან გავიდა.

-ხვდები მაინც, რამდენჯერ შეგეშალა უკვე ჩვენთან? - დინჯად წამოდგა სავარძლიდან ბექა,
თორნიკეს წინ დაუდგა და პირდაპირ თვალი თვალში გაუყარა.

თორნიკე ხმას ვერ იღებდა; ან რა უნდა ეთქვა?! - ჯიუტად მიშტერებოდა იატაკს.

-წადი აქედან. - განაჩენივით ჟღერდა ბექა ჯაყელის ბოლო სიტყვები, რომელიც ჩვეულ,
ნაცნობ სიმშვიდესა და მასში ჩაბუდებულ მრისხანებას გამოხატავდა.

ბექამ ჯიბეში ჩაიწყო ხელები, უკანასკნელად შეხედა თორნიკეს არაფრისმთქმელი მზერით,


გვერდი აუარა და მანაც დატოვა კაბინეტი.

დიდხანს იტირეს, ბევრი ცრემლი ღვარეს და ბოლოს მხოლოდ იმიტომ დაწყნარდნენ, რომ
დაღლამ შეახსენათ თავი.

ელენემ საძინებლამდე მიაცილა ეკატერინე. დარწმუნდა, რომ ყველაფერი რიგზე ჰქონდა და


მხოლოდ ამის შემდეგ გასწია თავისი ოთახისკენ.

ლუკა საწოლის კიდეზე იჯდა, თავდახრილი. მთელ ოთახს ეტყობოდა მისი ემოცია; ჰაერი
აუტანელი ტკივილით გაჟღენთილიყო.

ფრთხილად მიუახლოვდა ქმარს, თმაზე ხელი დაუსვა და გვერდით მიუჯდა; მამაკაცმა


მაშინვე ჭყვიტა ჩაწითლებული თვალები.
-ჯობია დაწვე და მოისვენო, ლუკა, შენც დაიღლებოდი...

-არ მინდა! - იუარა და ისევ დახარა თავი.

-ლუკა, არ დაიტანჯო, რა, თავი... გახსოვდეს, რომ ჩვენს შვილს მამა სჭირდება გვერდით!

-ვის რად უნდა ჩემნაირი მამა ან ქმარი?! კაცისთვის ყველაზე დიდი ღირსების შემნახველი,
დაა. მე ორი და მყავდა და ვერც ერთს მოვუფრთხილდი! რაში ვვარგივარ საერთოდ?! -
სიმწრით ლაპარაკობდა ჯაყელი.

-ნუ იტყვი მაგას!

-არ ვაპატიებ, ელენე! გეფიცები, ყველაზე წმინდას, არ ვაპატიებ! - უცებ მიუბრუნდა ცოლს
მამაკაცი და ბავშვივით მიანათა ნამტირალევი თვალები.

ელენეს გული ეტკინა. ქმრის წითელ თვალებში საოცარი სიშავე იკითხებოდა.


დაუფიქრებლად მოხვია ხელი მამაკაცს და გულში ჩაიკრა, დასაწყნარებლად.

-არ ვაპატიებ, არასდროს ვაპატიებ, არასდროს! - ბუტბუტებდა სიმწრით ჯაყელი და მუშტს


საწოლზე უტყამდა.

ქეთევანი თავის საწოლზე იყო დამხობილი. სრულ აგონიაში მყოფს, ცრემლის გადმოგდების
უნარიც აღარ შესწევდა.

მძიმედ გაიღო კარი. დემეტრემ გოროზი ნაბიჯით შეაბიჯა ოთახში. გული დაეწვა
განადგურებულ მდგომარეობაში მყოფ ცოლს რომ შეხედა, მაგრამ ვერაფერი თქვა.
რამდენჯერმე ცადა მასთან მიახლოება, მაგრამ ვერ გაბედა. სარკის წინ, სკამზე იყო
ჩამომჯდარი და მძიმედ სუნთქავდა.

-ამას არასდროს გაპატიებ, დემეტრე... - დუმილი ბალიშში თავჩარგული ქალის ყრუ ხმამ
დაარღვია.

-ქეთევან... - ანაზდად აღმოხდა მამაკაცს ცოლის სახელი. ქეთევანი წამოიწია და


ზურგშექცევით დაჯდა საწოლზე.

-ჩემი შვილები ახლა ტირიან. გული სტკივათ,რადგან სულის ნაწილი დაკარგეს. მე უძლური
ვარ, შვილებს ვერ ვეხმარები, მათი დაცვაც კი ვერ შევძელი...

-ქეთო...

-შენი ბრალია! - წამოიყვირა უცებ ქალმა. - მათაც იგივე გაუკეთე, რაც შენს თავს წლების წინ!
ისინიც ისე გაწირე; ისევე დაუნდობლად და მხეცურად!

-მორჩი, ქეთევან, გევედრები! - ამოიღმუვლა, დაჭრილი ცხოველივით, დემეტრემ.


-შენც ყელამდე ტალახში გაისვარე და მეც იგივე დამმართე. ეს ტალახი მახრჩობს, დემეტრე;
მახრჩობს და ერთ დღეს აუცილებლად დამახრჩობს!

-ჩემი მიტოვება ახლა უკვე ძალიან გვიანია, ქეთო. უკვე საკმაოდ ღრმად შემომყევი მაგ
ჭაობში... - თვალები პატარა ბიჭივით აემღვრა ჯაყელს.

-მიტოვება? - ჩაეცინა უღიმღამოდ ქალს. - არა, დემეტრე. მე რომ შენი მიტოვება შემძლებოდა,
დიდი ხნის წინ გავაკეთებდი მაგას. მაგრამ ზედმეტად მხდალი აღმოვჩნდი. მე მაშინაც შენ
გვერდით ვიყავი, დღესაც შენ გვერდით ვარ და მომავალშიც ასე იქნება. ამაღამაც მოგიწვები
გვერდით, ხვალაც და ზეგაც, მაგრამ იცოდე, დღევანდელს არასდროს გაპატიებ! -
სიწითლითა და ცრემლებით აჭრილი თვალები მიანათა უემოციოდ ქეთევანმა ქმარს,
ერთხანს უყურა და მერე უჩუმრად გააბრუნა თავი.

დემეტრემ დიდხანს უყურა ცოლს. დაჟინებით აკვირდებოდა მის უკვე ჩამობერებულ


ნაკვთებს. ხომ კარგად იცოდა, მისი თითოეული ნაოჭი წლებს კი არა, მას თავად რომ
მიეწერებოდა?!

„სასურველი სასიძო - დემეტრე ჯაყელი“ - ცოლის სახეზე დაბუდებული ნაოჭები.

„საუკეთესო ქმარი - დემეტრე ჯაყელი“ - ცოლის გულს ობმოკიდებული ტკივილი.

„მისაბაძი მამა - დემეტრე ჯაყელი“ - შვილების თვალებს შეუმშრალი ცრემლები.

„ავტორიტეტი მამაკაცი - დემეტრე ჯაყელი“ - ნანგრევებად ქცეული ოჯახი.

ანდრეას საღამოს გამოეღვიძა. მთელი ღამის ნათევს, მკვდარივით ეძინა დღის განმავლობაში.
ოთახიდან ჯერ კიდევ დახუჭული თვალებით და ბანცალით გამოდიოდა, ერთიანად
აერული ჰქონდა დრო და საათი.

ჩაბნელებულ დერეფანს მიიკვლევდა, როცა უეცრად შენიშნა ადამიანის სილუეტი ჰოლიდან


გამავალ აივანზე. იფიქრა, დედა ხომ არ ზის სიცივეშიო და თავადაც გადაწყვიტა გარეთ
გასვლა.

კართან მისულს მისგან ზურგით მდგარი მარიამი შერჩა. გოგონა მოაჯირს იყო აწეპებული და
აშკარად ტიროდა, რასაც მისი შიგადაშიგ ამოსრუტუნება ადასტურებდა.

ანდრეა მაშინვე მიხვდა, რომ ჯაყელებთან სტუმრობას კარგად არ ჩაევლო. უცნაურად გულის
კენწვლა იგრძნო. მისთვის ვინ იყო მარიამი, რომ შესცოდებოდა? მაგრამ გოგონა იმდენად
უმწეოდ გამოიყურებოდა, ახვლედიანიც ვერ დარჩა ინდიფერენტული.

უკან გაბრუნება და იოანესთან ლაპარაკი უნდოდა. რა თქმა უნდა, ხვდებოდა, რომ მარიამს
ახლა საერთოდ არ მოუნდებოდა მასთან საუბარი. მასთან კი არა, არავისთან. ნაბიჯი უკან
გადადგა და უეცრად, თითქოს უხილავმა ძალამ დაიჭირაო, იქვე გაშეშდა. ფეხის გატოკებაც
ვერ შეძლო. მიხვდა, მარიამის პირად სივრცეში შემოჭრილი, ასე ჩუმად ვეღარ გავიდოდა
იქიდან. ისევ გასწორდა, ჩაახველა და მორიდებით მიმართა მისგან ზურგით მდგარს:

-არ გაცივდე, მარიამ... - იქნებ სხვა რამის თქმაც შეეძლო, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა. ის ხომ
ჯაყელი იყო, თავად კი ახვლედიანი.

მარიამი შეცბა და მთელი კორპუსით მიუბრუნდა მამაკაცს. ცრემლები სწრაფად შეიშრო და


უცნაური, ემოციაამოუცნობი მზერით მიაშტერდა ზღურბლზე მდგარს.

-არ გავცივდები, მალე შემოვალ შიგნით. - იმდენად გადაღლილი იყო ჯაყელი, რომ მასთან
უხეშობის თავიც კი არ ჰქონდა.

-ტიროდი? - არც იცოდა, რატომ დაუსვა ეს შეკითხვა, უბრალოდ რაღაციდან ცდილობდა


თემის აგებას.

-მადლობელი ვიქნები, თუ მარტო დამტოვებ. - ისევ აქცია მამაკაცს ზურგი მარიამმა.

-ტირილი ვერ გიშველის. - მტკიცედ განაცხადა ახვლედიანმა და დაუკითხავად ამოუდგა


ჯაყელს გვერდში.

-კარგი, მე წავალ... - ამოიხვნეშა გოგონამ და ხელები შეუშვა მოაჯირს.

-რაღაცით ვგავართ ერთმანეთს, იცი? - გამხიარულდა ანდრეა და ჩვეული,


ირონიაგაჯერებული ღიმილი მიიფინა სახეზე.

-ბატონო?! - აღშფოთებით ჩაეცინა მარიამს.

-შენმა ოჯახისწევრებმა ვერ გაგიგეს, ხომ ასეა?

-არ მინდა, ამაზე ლაპარაკი და საერთოდაც, ნაკლებად გეხება ეგ ამბავი! - გაბრაზდა ჯაყელი.

-ტირი იმიტომ, რომ ოჯახს გამოერიყე. ჰოდა იცოდე, რომ რაღაცით ვგავართ მე და შენ
ერთმანეთს.

-მაინც რით?

-მათ ჩვენი არ ესმით... - ღიმილს შერეული სერიოზულობით დასძინა ახვლედიანმა. - ვერ


ხვდებიან, რას მოვითხოვთ და რატომ.

-და შენ გესმის ჩემი? - უნდობლობა და ეჭვი იგრძნობოდა მარიამის ტონსა და მზერაში.

-აბა, შენი აზრით, აქ რატომ ვცხოვრობ? - ჩაეცინა მამაკაცს. - ოჯახთან კომფლიქტზე


შემიძლია „რეფერატი“ დავწერო. დამიჯერე, არავინაა ამ საქმეში ჩემზე მცოდნე.

-ჩემი და შენი შემთხვევები ერთმანეთს არ გავს!

-ორივე მეამბოხე ვართ, არ გვესმის უაზროდ გამეფებული დოგმებისა და ეჭვქვეშ ვაყენებთ


მიღებულ ნორმებს.
-მე არ ვარ მეამბოხე. - გააპროტესტა გოგონამ.

-როგორ არ ხარ? - ჩაეცინა ახვლედიანს. - ხარ და სწორედ ეს მოსწონს იოანეს შენში. სწორედ
ამიტომ შეუყვარდი ასე ძალიან; შენი ძლიერი ხასიათების გამო.

მარიამმა დიდი დისკომფორტი იგრძნო, როგორც კი გაიაზრა, ვისთან ერთად იდგა აივანზე.
მზერა მოაცილა მამაკაცს და უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.

-ჯობია შევიდე მე, ცივა.

-მარიამ! - ანდრეას შეძახილი მისწვდა უკვე კართან მყოფს. - არ ღირს ტირილი. ტირიან
მაშინ, როცა ნანობენ. შენ კი სანანებელი არაფერი ჩაგიდენია. შენი სიძლიერის არ უნდა
გეშინოდეს. მოვა დრო და შენი ოჯახიც მიხვდება ყველაფერს, მოვლენ შენთან, საბოდიშოდ,
და შენ მათ ყელმოღერებული უნდა დახვდე, ძალიან ამაყი და ძლიერი. ვხედავ შენში
პოტენციალს, იოანეს გვერდით ნამდვილად ყველაფერს შეძლებ!

მარიამი არც შებრუნებულა, არც რამე უთქვამს. უბრალოდ მოისმინა ანდრეას სიტყვები და
გზა განაგრძო.

საძინებელში შესულს, იოანე დაუხვდა, საწოლზე მჯდარი.

-მეგონა, გეძინა უკვე. - ღიმილი შეაგება ცოლს.

-აღარ დამეძინა... - დაღლილი ხმა ჰქონდა მარიამს. ზურგსუკან მიხურა კარი და ნელი
ნაბიჯით გაემართა მამაკაცისკენ.

-კარგად ხარ? თავი ხომ არ გტკივა? დღეს მთელი დღეა არაფერი გიჭამია.

-არაფერი მინდა. - მკრთალად გაეღიმა ჯაყელს და ქმარს გვერდით მიუჯდა.

-არ მინდა, რომ ასე იყო... - დაიწუწუნა იოანემ.

-აღარ ვიქნები, გეფიცები!

-მესმის შენი მდგომარეობის, მაგრამ...

-არა, მართლა, გეფიცები! ეს დღე მაპატიე და ხვალიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება. -


სიმტკიცე შეერია ხმაში მარიამს. - მე ეს ნაბიჯი გადავდგი, შენი ცოლი მქვია ახლა და
სინანულს არ ვაპირებ.

-ჩემთან ნუ ითამაშებ, მარიამ...

-არ ვთამაშობ. არ ვამბობ, რომ გული არ მტკივა; მტკივა და სულ მეტკინება. მათ სიტყვებს და
ქცევებს ვერასდროს დავივიწყებ, მაგრამ მე ეს ყველაფერი ვიცოდი, როცა შენ ცოლობას
ვთანხმდებოდი. უბრალოდ... რავიცი... ალბათ, სადღაც გულის სიღრმეში მაინც მქონდა
სულელური იმედი. - თვალები აუწყლიანდა ჯაყელს და თავი დანელიას მკერდს მიაბჯინა.

-ინანებენ, მარიამ. დამიჯერე, ცხელგულზე ნათქვამ ყოველ სიტყვას ინანებენ! - თმაზე ნაზად
დაუსვა ხელი იოანემ ცოლს.
-ჰო, ინანებენ, თუ არა, ჩემთვის უკვე სულერთია... - ისევ წამოსწია თავი გოგონამ. - მთავარია,
რომ მე არ ვინანო არასდროს შენთან ყოფნა.

-არ ინანებ, გეფიცები!

-მჯერა...

-ვიცი, ახლა ყველაფერი ძალიან ქაოსურად ჩანს, ჯერ წესიერად ერთმანეთთან ყოფნაც კი ვერ
მოვასწარით, თაფლობისთვეზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მაგრამ გპირდები...

-მჯერა იოანე, მჯერა! - გაეღიმა ჯაყელს ქმრის ახსნა-განმარტებებზე.

-ყველაზე ბედნიერ ქალად გაქცევ! - მაგრად მოეხვია დანელია ცოლს.

-ვიცი... ვიცი... - ღიმილით ჩურჩულებდა მარიამი.

-ხვალ სადღაც უნდა წაგიყვანო. - უცებ მოშორდა იოანე გოგონას და გაუღიმა.

-სად? - ჩაეცინა ჯაყელს.

-სიურპრიზია.

-არ მეტყვი?

-სიურპრიზიათქო, მოგეწონება, მენდე!

-კარგი, გენდობი. - გაეღიმა მარიამს. იოანესაც გაეღიმა,მოწყვეტით აკოცა მეუღლეს და მერე


ისევ მოეხვია.

მხოლოდ იოანეს მკლავებში გრძნობდა მარიამი, რომ ყველაზე დიდი ტკივილიც კი უღირდა
მის გამო; იმ სითბოსა და სიყვარულის გამო, რომელსაც მამაკაცისგან გრძნობდა ასე უხვად.

მეორე დღეს ილიასა და ერეკლეს მეშვეობით ყოველ მეორეს თბილისში ჯაყელებისა და


დანელიების გვარები ეკერა პირზე. ზოგი იცნობდა მარიამსა და იოანეს, ზოგიც არა, მაგრამ ამ
ამბავმა ყველა ერთნაირად შოკირებული დატოვა. მიზეზი ალბათ მაინც ის იყო, რომ
გახურებულ ბრძოლაში ვერავინ იფიქრებდა, თუ ჯაყელებიდან ერთ-ერთი მტრის „ბანაკში“
გადაბარგდებოდა.

-იოანე, მოდი ნახე რას წერენ ჟურნალებში! - სამზარეულოში სასაუზმოდ გამზადებულმა


უტამ გასძახა ბაღში მდგარ ძმას.

-რა მოხდა, რა გაყვირებს? - მაშინვე შევიდა შიგნით უფროსი დანელია.


-ახალი ჟურნალ-გაზეთები მოიტანეს, ნახე, რა ამბებია! - რამდენიმე ჟურნალი გაუწოდა უტამ
მამაკაცს.

-ეს მარიამია?! - მაშინვე აეშალა სახე დანელიას.

-მარიამი კი არა, გადაშალე მითითებულ გვერდზე, შენც ხარ!

-ჯანდაბა! გასკდა უკვე ამბავი, არა? - წარბები შეკრა იოანემ.

-როგორც ჩანს. - მხრები აიჩეჩა უტამ.

-დილა მშვიდობისა, ბიჭებო. - დაღლილი სახით, მაგრამ მაინც ღიმილით შეაბიჯა


სამზარეულოში მარიამმა.

ძმებმა ერთმანეთს გადახედეს; იოანემ თვალებით ანიშნა უტას, ჟურნალები დამალეო.

-დილა მშვიდობისა, მარუს, როგორ გეძინა? - ღიმილით შეეგება რძალს უტა და მაგიდა
დაფარა კორპუსით.

-რა სახეები გაქვთ? - მაშინვე იეჭვა გოგონამ რაღაც.

-რა? - ჩაეცინა იოანეს.

-მოხდა რამე?

-არა, არაფერი! - გაეცინა უტას.

-უტა!

-გეფიცები!

-იოანე?!

-აუ, შენ ვინ ხარ რა. აჩვენე, უტა, მაინც გაიგებს და ჯობია, ახლავე იცოდეს. - ძმას მიმართა
იოანემ და ცოლს სკამი გამოუწია, დასაჯდომად. - ნახე, ყველა ჟურნალი ჩვენზე წერს.
როგორც ჩანს, გასკდა უკვე ამბავი.

-„დემეტრე ჯაყელის სიძე იოანე დანელია გახდა; ლუკა ჯაყელმა და ანდრეა ახვლედიანის
უახლოეს მეგობარს მიათხოვა“ - ჩუმი ხმით წაიკითხა მარიამმა სტატიის სათაური.

-ასეთი რაღაც მოსალოდნელიც იყო... ყველასთვის უჩვეულო ამბავია და რა თქმა უნდა, არ


გაუშვეს შანსი ხელიდან. - რძლის გამხნევება ცადა უტამ.

-ილაპარაკებენ და დაივიწყებენ, არც პირველები ვართ და არც უკანასკნელები. - დაამატა


იოანემ.

-რაც არის, არის! - უემოციოდ ამოილაპარაკა ჯაყელმა და გულგრილად მიაგდო ჟურნალი


მაგიდას. - არც მეგონა, რომ საიდუმლოდ დარჩებოდა ეს ამბავი. - მხრები აიჩეჩა და წამოდგა.
- თქვენ უკვე ისაუზმეთ, ბიჭებო? - მხიარულად მიმართა ძმებს ბოლოს.

უტამ და იოანემ ერთმანეთს გადახედეს გაკვირვებით.


-არა, ჩვენ ნანას ველოდებოდით. ნინო დეიდა ჰყავს სუფთა ჰაერზე გაყვანილი. დაბრუნდება
და მოამზადებს საუზმეს. - მშვიდად მიმართა უტამ გოგონას და მაგიდაზე დაყრილი
ჟურნალები მოკრიფა.

-მე გასაუზმებთ, დანელიებო. დაეტყოს დიასახლისის ხელი ამ ოჯახს! - შესძახა გოგონამ და


გაიცინა.

-ვა, ვა ,ვა, ეს უკვე მომწონს... - ჩაეცინა იოანეს და კომფორტულად მოკალათდა მაგიდასთან.

-და მარტო თქვენ ორნი იქნებით? - სასხვათაშორისოდ ჰკითხა მარიამმა ბიჭებს; არ უნდოდა
ანდრეას სახელი ეხსენებინა.

-ანდრეა ცოტა ხნის წინ წავიდა სამსახურში. იქიდან კი პირდაპირ თავის ახალ ბინაში წავა, არ
იდარდო. - გაუღიმა უფროსმა დანელიამ ცოლს.

-თავის ბინაში? - გაიკვირვა ჯაყელმა.

-ჰო, ჩვენთან არ იცხოვრებს, მაგრამ დედამისის დატოვება გვთხოვა რაღაც დროით. შენ ხომ
არაფერი გაქვს საწინააღმდეგო?

-არა, რა თქმა უნდა, არა. შენი სახლია და მე რა უფლება მაქვს, შეგეწინააღმდეგო?! - მხრები
აიჩეჩა გოგონამ და საუზმის მომზადებას შეუდგა.

-აბა, ეგეთები არ იყოს! - წარბები შეკრა იოანემ. - ჩემი კი არა, ჩვენი სახლია, ძვირფასო
მეუღლევ, ხომ არ დაგავიწყდა?

-შეუჩვეველი ვარ ჯერ, ცოტახანი უნდა დამაცადოთ და მაპატიოთ ხოლმე მსგავსი


რეპლიკები. - გაეცინა მარიამს.

სიცილ-სიცილში გაატარებინეს მარიამ ჯაყელს პირველი დილა ახალ ოჯახში ძმებმა


დანელიებმა. მარიამი მხოლოდ ამ ორ ადამიანთან ყოფნის დროს გრძნობდა, რომ ყოველი
დღე იმაზე უკეთესი უნდა ყოფილიყო, ვიდრე წინა; მომავალი ბევრად უფრო ნათელი, ვიდრე
წარსული.

-ალექსანდრე, დღევანდელი ჟურნალები ნახე? - კისრისტეხით შევარდა ახვლედიანების


სასადილო ოთახში ლიზა და ქმარს ცხირწინ აუფრიალა ახალგამოსული ჟურნალი,
რომელსაც მარიამ ჯაყელის ფოტო ამშვენებდა.

-არა, რა თქმა უნდა, მოხდა რამე? რა სახე გაქვს? - დინჯად ჰკითხა ახვლედიანმა გოგონას.

-ნახე რას წერენ, გადაირევი!


-რა მოხდა, ლიზ, ძალიან აჟიტირებული მეჩვენები... - გაეცინა ანასტასიას და ერთი ჟურნალი
თავისთვისაც აიღო. - რაო?! - თვალები გაუფართოვდა და წამოიყვირა, როგორც კი სტატიის
სათაური წაიკითხა.

-ეს რა, ხუმრობაა რამე, თუ ასეთი სერიოზული ჭორი მოიგონეს? - არანაკლებ გაკვირვებული
დარჩა სანდრო.

-რა მოხდა ასეთი? - შვილს და ძმიშვილს მიმართა კითხვით სუფრის მეორე ბოლოში
მჯდარმა ირაკლიმ.

-იოანეს და მარიამ ჯაყელს უქორწინიათ, მამა!

-ვინ იოანეს? ვინ მარიამ ჯაყელს? - გაიოცა უფროსმა ახვლედიანმა.

-ანდრეას იოანეს, მამა; იოანე დანელიას და დემეტრეს უმცროს ქალიშვილს. გაპარულანო, ასე
წერენ.

-აქ წერია ლუკა ჯაყელმა მიათხოვაო... - სტატიის სათაური გადაიკითხა ანასტასიამ.

-მოიცა, რას ლაპარაკობთ, კაცო? ხომ არ გაგიჟებულხართ?! ლიზა, შვილო, ერთი მეც
მომაწოდე ეგ ჟურნალი! - ხელი გაუწოდა ირაკლიმ რძალს და ამ უკანასკნელმაც მაშინვე
აასრულა მისი თხოვნა.

-ვაიმე, დანელიებთან ერთხელ კი ვნახე ეგ გოგო, მაგრამ რა ქორწილი, რა სისულელეა


საერთოდ? - გაკვირვებით ჩაეცინა ტასოს.

-მოიცა, დანელიებთან ნახე მარიამ ჯაყელი? სახლში მაგათთან?

-ჰო, უტას კურსელია მარიამი; რომ იჩხუბა და სანახავად წავედი, მაშინ შემხვდა მაგათთან
სახლში.

-ანუ მთელი ეს დრო უყვარდათ ერთმანეთი? ლუკა ჯაყელის დას და ჩვენს იოანეს? -
სასწაული რა! - აზრზე ვერ მოდიოდა ალექსანდრე.

-რომ ვნახე თვალები შუბლზე ამივიდა. ყველა ჟურნალში ეგენი არიან, ყველა მაგათზე
ლაპარაკობს, ალბათ...

-მამა, რა გაფითრებული უყურებ მაგ ჟურნალს, რამე განსხვავებულად ხომ არ წერია? -


სანდრო მიუბრუნდა ჟურნალს გულმოდგინედ მიშტერებულ მამას.

-არა, არაფერი...უბრალოდ, გაკვირვებული ვარ და გაოცებული... - უცებ გამოერკვია ირაკლი


და ჟურნალი გადადო.

-გაკვირვებული არ ქვია ამას! - გაეცინა სანდროს. - იქნებ არ არის მართალი? ძალიან მეეჭვება,
ჭორი არ იყოს. ტასო, დაურეკე რა ანდრეას, გადაამოწმე!

-ვაიმე, დავურეკავ ახლავე! - სხარტად დასწვდა ტელეფონს ტასო და ბიძაშვილის ნომერი


აკრიფა.
-სამსახურში ვარ, ანასტასია. გინდოდა რამე? - მალევე გააგონა ანდრეამ ხმა გოგონას.

-ანდრეა, გაზეთები ნახე?

-რა გაზეთები, სამსახურშივართქო, რა მოხდა?

-ბიჭო, იოანემ მართლა მარიამ ჯაყელი მოიყვანა ცოლად?

ანდრეამ პაუზა გააკეთა, ამოიხვნეშა და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღო ხმა:

-გაიგო უკვე ყველამ?

-ანუ მართალია? - წამოიყვირა გოგონამ.

-კი, მართალია.

-მერე?

-რა მერე? - ჩაეცინა ახვლედიანს.

-რაღა რა მერე, ანდრი, რა მოხდა? როგორ მოხდა? ოჯახმა რაო?

-აუ, ტასო, დავსხდეთ ახლა ასე და ვიჭორაოთ? - გაეცინა ანდრეას. - როგორ წარმოგიდგენია,
რას ეტყოდნენ?

-გადაირევა კაცი! კი მაგრამ, როდის რა მოასწრეს, რამდენი ხანია ერთმანეთს იცნობენ?

-რა მნიშნელობა აქვს, შეუყვარდათ ერთმანეთი და სხვანაირად არ გამოდიოდა!

-მოიცა, შენ რას აპირებ ახლა, ერთად უნდა იცხოვროთ?

-მოვძებნე მე ჩემთვის უკვე ბინა, გადავდივარ დღეს!

-ვაიმე, თუ მჯეროდეს, რომ ჩვენმა იოანემ მარიამ ჯაყელი მოიყვანა ცოლად! - ამოიხვნეშა
ანასტასიამ და ამ ქმედებას ამოაყოლა მსუბუქი სიცილიც.

-უყვართ ერთმანეთი, ძალიან.

-წარმომიდგენია... ისე ამ დღეებში შენი და ნინო ბიცოლას მონახულება მინდოდა და ახლა რა


გამოდის? ვეღარ მოვალ ხოლმე მანდ?

-რატომ ვეღარ მოხვალ? მარიამი კარგი გოგოა, ტასო, კარგად გაიცნობ და როგორღაც
დაუმეგობრდები, ნახავ!

-მეხუმრები?

-მართლა ვამბობ. მეც კი უსიტყვოდ მიტანს, შენზე არ ექნება გართულება, დამიჯერე.

-არ ვიცი, შოკში ვარ ჯერ კიდევ! - გაეცინა ანასტასიას.

-კაი, წავედი ახლა მე, საქმე მაქვს ბევრი და აბა შენ იცი, გაკოცე. ახალი ბინის მისამართს
მოგწერ მერე.
-კარგი, აბა შენ იცი, ანდრი, ჭკვიანად.

გოგონამ ტელეფონი გათიშა და თავის ადგილზე დააბრუნა.

-რაო? რა გითხრა?

-სიმართლეაო! - მხრები აიჩეჩა ტასომ და ჩაიცინა.

-ვახ, ხედავ შენ?! - ტაში შემოკრა გაოცებულმა ალექსანდრემ.

-ძალიან უყვართო ერთმანეთი...

-რანაირად, კი მაგრამ? - ჩაეცინა სანდროს. - აი, ასე, უბრალოდ, არაფერს არ აქცევენ


ყურადღებას და უყვართ?

-ხო რა, ეგრე გამოდის. - მხრები აიჩეჩა ლიზამ.

-რას არ ვიფიქრებდი, მაგრამ იოანეს და ჯაყელების წარმომადგენელს? - ვერასოდეს! შენ რას


იტყვი მამა?

-ძალიან მამაცი ბიჭი ყოფილა იოანე! - მტკიცედ განაცხადა ფოქრებიდან გამორკვეულმა


ირაკლიმ და წამოდგა. - ისეთი რაღაც გააკეთა, ძალიან ბევრი რომ ვერ ბედავს! - დაამატა
ცოტა ხნის შემდეგ ისევ იმავე ტონალობით და შემართული ნაბიჯით დატოვა ოთახი.

-ვაიჰ, თვით ირაკლი ახვლედიანიც კი შთაბეჭდილების ქვეშაა? - გაკვირვებით ჩაეცინა


ანასტასიას.

-როგორც ჩანს. - მხრები აიჩეჩა ალექსანდრემ და ბიძაშვილის ქმედება გაიმეორა.

-აუ, ისე გამომაშტერა ამ ამბავმა, სულ გამეპარა დრო, დამაგვიანდა მე! - უცებ წამოხტა
ანასტასია.

-თუ გინდა, დამელოდე და მე გაგიყვან უნივერსიტეტში. - შესთავაზა გოგონას სანდრომ.

-არა, მეჩქარება მე, მძღოლს ვთხოვ და ის წამიყვანს, აბა ჰე, საღამომდე! - ჰაეროვანი კოცნა
გაუგზავნა ჯაყელმა ცოლ-ქმარს და სწრაფად გავარდა ოთახიდან.

-შენ კომპანიაში მიდიხარ, სან? - ქმარს ჰკითხა თბილად ლიზამ და ლოყაზე მიეფერა.

-ხო, ძალიან ბევრი საქმე მაქვს, რთული ყოფილა პრეზიდენტობა! - თვალები აატრიალა
მამაკაცმა.

-ძალიან ბევრს მუშაობ, სანდრო. ჯერ ახლა დავბრუნდით საქორწილო მოგზაურობიდან და


შენ უკვე თავით ხარ ჩაფლული საქმეში, სულ ვერ იცლი ჩემთვის! - აწუწუნდა გოგონა.

-კარგი, რა, ლიზა. ხომ იცი, როგორი დატვირთული გრაფიკიც მაქვს? ვმუშაობ, ხომ არ
ვთამაშობ?!

-ნუ მიბრაზდები... ხომ იცი, რომ უბრალოდ შენთან ყოფნა მინდა და მეტი არაფერი?
ახალდაქორწინებულები ვართ და ჯერ კიდევ ვეგოისტობ.
-ნუ ეგოისტობ. სახლი სახლია, სამსახური - სამსახური. მამაჩემმა მთელი თავისი ცხოვრების
ნამუშევარი და ნაწვალევი მანდო, იმედებს ვერ გავუცრუებ!

-ვიცი, ხო... - თავი დახარა ლიზამ.

-თათბირზე დამაგვიანდება, უნდა წავიდე. - წამოდგა ალექსანდრე.

-ამ შაბათ-კვირას მაინც წავსულიყავით სადმე. წყნეთის სახლი ხომ თავისუფალია უკვე, იქ
შეგვიძლია განმარტოება. - თავისი იდეით გახარებულმა, თავი სწრაფად წამოსწია გოგონამ.

-ამ შაბათ-კვირას? არ ვიცი... ბევრი საქმეა, მაგრამ ყველანაირად შევეცდები, გპირდები.

-ალექსანდრე! შაბათ-კვირას მაინც დამითმე დრო, კარგი რა! სად გაგექცევა ეგ შენი საქმე? -
თვალები აუწყლიანდა ლიზას.

-გამიგე, ლიზა, პრეზიდენტი ვარ, ბევრი რამ მევალება. მამაჩემის გზა ღირსეულად უნდა
განვაგრძო... არ გამიბრაზდე, რა. - ბოლო სიტყვებზე ხმა დაუთბა მამაკაცს, ცოლს
მიუახლოვდა და ნაზად აკოცა შუბლზე.

-კარგი, მესმის, სხვა დროს იყოს... - ნაძალადევი ღიმილით ჩაილაპარაკა გოგონამ და


ოსტატურად დამალა წყენა.

-ჩემი ჭკვიანი ცოლი! - მაშინვე გამხიარულდა სანდრო, მოწყვეტით აკოცა ცოლს შუბლზე და
მოსცილდა. - ვახშამზე არ მელოდოთ, დამაგვიანდება! - უკვე კართან მისულმა,
მიუბრუნებლად უთხრა გოგონას და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას.

ლიზამ დანანებით გააყოლა თვალი მიმავალ ქმარს და მოწყვეტით დაეცა სკამზე.


ცდილობდა, გაეგო მისთვის და გულგრილად მიეღო ის ფაქტი, რომ ახალდაქორწინებული
წყვილი ყველაფერს უთმობდა დროს, გარდა ერთმანეთისა. თავს არწმუნებდა, რომ ეგოისტი
იყო; რომ საერთოდ არ ფიქრობდა, ოჯახის ბიზნესზე; რომ ალექსანდრე აუცილებლად
იქნებოდა მასთან, გადაუდებელი საქმე რომ არ ჰქონოდა. უმეორებდა საკუთარ თავს, რომ
სანდრო ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც საჭირო იყო, მაგრამ მის ყვრიმალზე მაინც
მოგორავდა ერთი თავხედი ცრემლი, რომელიც გოგონას გულის სიღრმიდან მოდიოდა და
რომელსაც დიდი იმედგაცრუება მოჰქონდა თან.

ანდრეას ადრიანი დილიდან საქმიანი კაცის იმიჯი ჰქონდა მორგებული და


თანამშრომლებთან ერთად პატიოსნად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას. იმდენად
ოსტატურად მოქმედებდა, თითქოს წლების მუშაობის გამოცდილება და სტაჟი ჰქონდა.
თუმცა, როგორც თვითონ იფერებდა და ამბობდა, ყველაფერი მის უსაზღვრო ნიჭსა და
ალღოს აღების საოცარ უნარს მიეწერებოდა.
თანამშრომლებთან რომ დაამთავრა თათბირი და მარტო დარჩა, იოანეს კაბინეტში,
ჰალსტუხი ჯანდაბაში მოისროლა და გემრიელად გაიშოტა სავარძელში. თვალები მინაბა და
ნაკლული ძილის ანაზღაურება ცადა, თუმცა ტელეფონის გულისწამღებმა ზუზუნმა
არაფრით მოასვენა.

-გისმენთ! - უკმაყოფილოდ უპასუხა ზარს, ისე, რომ არც დაუხედავს ეკრანისთვის.

-ანდრეა, ხომ არ გაგაღვიძე? - გაისმა მობილურში გიორგი თოიძის მშვიდი ხმა.

-არა, ბატონო გამომძიებელო, სამსახურში ვარ უკვე. მოხდა რამე?

-შენთან ლაპარაკი მინდოდა. ჩვენს საქმეში მნიშვნელოვანი დეტალები გამოვარკვიეთ და


თქვენც მინდა ჩაგაყენოთ საქმის კურსში!

-რა დეტალები გაარკვიეთ? რამე მნიშვნელოვანია? - მაშინვე დაინტერესდა ახვლედიანი.

-დღეს საღამოს მოდით ჩვეულ ადგილზე, მოგიყვებით ყველაფერს.

-კარგი, მოვალ, სულ ეს იყო?

-დიახ, სულ ეს იყო. მაშ, საღამომდე!

-შეხვედრამდე, ბატონო გამომძიებელო... - ჩაიბურდღუნა ანდრეამ და ტელეფონი გათიშა.

რამდენიმე წუთი არ იყო გასული, რომ მობილურის ზუზუნმა ისევ დაურღვია სიმშვიდე.
თავი მობეზრებულად წამოსწია, მობილური ამოიღო ჯიბიდან და მაშინვე უპასუხა.

-გისმენთ!

-გამარჯობა, ანდრეა! - გაისმა მობილურში მამაკაცის ოდნავ ხრინწიანი და ირონიაშეპარული


ტონი.

-გამარჯობა?! ვინ ბრძანდებით? - დაიბნა ახვლედიანი.

-ამას არ აქვს მნიშვნელობა. მოდი, ასე ვთქვათ, მე ბარბარე ჟღენტის ნაცნობი ვარ. ბარბარე
ჟღენტს ხომ იცნობ, ანდრეა? - ირონიამ იმატა უცნობის ხმაში.

ანდრეას მაშინვე დაეჭიმა კუნთები, გულმა რამდენჯერმე გაკენწლა, მაგრამ სიმშვიდე არ


დაუკარგავს. - საიდან იცნობთ ბარბარეს და ვინ ხართ?!

-ეზოში შავი ფერის, დაბურულმინებიანი მანქანა გელოდება, მოდი და დავილაპარაკოთ...

-ვინ ხარ-მეთქი და რა გესაქმება ბარბარესთან?! - დაიყვირა ანდრეამ და წამოვარდა.

-დიდხანს ნუ მალოდინებ, შემოსასვლელთან ვდგავარ... - უდარდელი სიმშვიდით გასცა


პასუხი უცნობმა მამაკაცმა და ტელეფონიც გაითიშა.

ანდრეამ სწრაფად აიღო ქურთუკი და მოუსვენრად გავარდა ჰოლში.


-მე ცოტახნით უნდა გავიდე, თუ რამე მოხდა, ჩემ აქ არ ყოფნაში, დამირეკეთ. იოანეს
შეწუხება არაფრისდიდებით არ გაბედოთ. დავბრუნდები მალე! - მდივანს დაუბარა და
თავშეკავებული, ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ.

უცნობის მიერ აღწერილი მანქანა მართლაც იდგა ეზოში, შენობის შესასვლელის პირდაპირ.
ანდრეა დინჯი ნაბიჯებით მიიწევდა დანიშნულების ადგილისკენ, თუმცა კი უკვე გრძნობდა
სისხლის დუღილს მთელ სხეულში. მანქანას რომ მიუახლოვდა და იქიდან მაინც არავინ
გადმოვიდა, მიხვდა, თავად უნდა ჩამჯდარიყო. გარშემო მიმოიხედა, ღრმად ჩაისუნთქა
ჰაერი და ავტომობილის უკანა კარი გააღო.

მანქანაში შუახნის მამაკაცი იჯდა. როგორც ანდრეამ დაასკვნა, სწორედ მას ელაპარაკებოდა
მობილურით, რამდენიმე წუთის წინ. უცნობმა ნელა მოატრიალა თავი ახვლედიანისკენ,
გაუღიმა და მარცხენა ხელი მის გვერდით ადგილს დაარტყა.

-დაჯექი, ანდრეა, ვილაპარაკოთ! - ანდრეა უხმოდ დაჰყვა მის ნებას.

-ვინ ხართ? საიდან იცნობთ ბარბარეს და რა გინდათ? - სიმშვიდეს ინარჩუნებდა


ახვლედიანი, თუმცა კი ღელავდა უკვე.

-წავედით! - მხარზე ხელი დაკრა უცნობმა მძღოლს, ეს უკანასკნელიც უსიტყვოდ


დაემორჩილა მის ნებას და მანქანა დაქოქა.

-მოიცა, რას ნიშნავს, წავედით?! - გაცეცხლა ანდრეა. - ვინ ხართ-მეთქი და რა გნებავთ!


დაყრუვდით თუ არ გესმით ქართული?!

-ნუ ბრაზობ, ყველაფერს თავისი დრო აქვს... - სიმშვიდეს არ კარგავდა უცნობი.

-ჩემი სახელი საიდან იცით?

-მაგას სერიოზულად მეკითხები? - ცინიკურად ჩაეცინა მამაკაცს.

-რა გინდათ ჩემგან და რა შუაშია ამ ყველაფერთან ბარბარე?!

-გაიგებთ, ყველაფერს გაიგებთ, მოთმინება იქონიეთ...

-სად მივდივართ?

-ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას. ნუ ღელავ, შენი მოკვლა აზრადაც არ მაქვს!

-არ მეშინია თქვენი! - შეუღრინა ანდრეამ უცნობს.

-ვიცი. - ჩაეცინა მამაკაცს. - დამიჯერეთ, ცუდს არაფერს გიპირებთ; უბრალოდ


დავილაპარაკებთ და გაგიშვებთ.

ახვლედიანს ხმა აღარ ამოუღია. მიხვდა, რომ არაფერს ჰქონდა აზრი. უბრალოდ უნდა
დაეცადა და გაეგო, რას უპირებდა უცნობი.
ერთხანს იარეს. ქალაქის ცენტრს აშკარად ჩამოშორდნენ და რომელიღაც გარეუბანში
გადაუხვიეს. სულ ცოტახანში მანქანა ხრიოკ გზას მიყვებოდა, ანდრეას ადრე წარმოდგენაც კი
არ ჰქონდა, რომ თბილისში მსგავსი ადგილი არსებობდა.

მძღოლმა მანქანა მივარდნილი ქარხნის წინ გააჩერა. გადმოსვლისთანავე ცხვირის ნესტოები


აუწვა მკვდარი კატის მყრალმა სუნმა ახვლედიანს.

-ეს რა ადგილია საერთოდ? ვინ ოხრები ხართ?! - წარბშეკრულმა მოათვალიერა გარემო.

-აქ საუბარში არავინ შეგვიშლის ხელს... - ისევ გაუღიმა უცნობმა მამაკაცს და შენობისკენ
გაუძღვა.

-რა გინდათ ჩემგან? ჯაყელების მოგზავნილები ხართ?! - შენობაში შესვლისთანავე ჰკითხა


ანდრეამ კაცს.

-ჯაყელების? - ჩაეცინა უცნობ მამაკაცს. - არა, ჯაყელების არა...

-აბა?! ვინ მოგაგზავნათ ჩემთან და რა მოტივით?!

-დაჯექი, დავილაპარაკოთ. - თვალით ხის ძველისძველი სკამისკენ ანიშნა „მასპინძელმა“


ახვლედიანს.

-არვიცი საიდან მიცნობთ, მაგრამ თუ მიცნობთ, ისიც უნდა იცოდეთ, რომ დიდი მოთმინების
უნარით არ გამოვირჩევი. ასე რომ, მითხარით, რა გინდათ და გამიშვით, სანამ ჯერ კიდევ
ვინარჩუნებ სიმშვიდეს! - შეუღრინა ანდრეამ უცნობს.

-ოჰო, როგორც ჩანს მართლაც არ ხუმრობენ შენზე! - თვალები გაუფართოვდა უცნობს და


დინჯად დაიკავა ადგილი ახვლედიანის წინ, სკამზე.

-ვინ ხართ?

-სახელს რა მნიშვნელობა აქვს?

-თქვენ ხომ იცით ჩემი?! ვინ ხართ და რა გინდათ?

-მოდი ასე ვთქვათ, მე შენი მტრის მტერი ვარ. მოყვარე გამოვდივარ, არა? - გამომწვევად
გაეღიმა ჩახრეწილხმიანს.

-ვერ მიგიხვდით!

-არადა მეგონა, მიხვედრილი ბიჭი იყავი, ანდრეა. რა ვთქვი გაუგებრად? ჯაყელებს არ


ვწყალობ, თქვენსავით!

-მერე და მე რა შუაში ვარ ამ ყველაფერთან? - გაკვირვებით ჩაეცინა ანდრეას.

-თქვენ მე მათზე შურისძიებაში დამეხმარებით! - გადაჭრით განაცხადა უცნობმა.

-შურისძიებაში? მე? რატომ უნდა დაგეხმაროთ?

-იმიტომ, რომ ჯაყელები თქვენი მტრებიც არიან, არა?


-მისამართი შეგეშალათ. მამაჩემს მიაკითხეთ დახმარებისთვის, მე ძალიან არ მაინტერესებს
მსგავსი საუბრები, ნახვამდის! - სწრაფად წამოდგა ანდრეა და წასასვლელად შებრუნდა.

-მეგონა ბარბარე ჟღენტის სახელი ძალიან გარკვევით ვახსენე... ნუთუ სულერთია ეგ გოგო
თქვენთვის? - ირონიულად წაისისინა ჩახრეწილხმიანმა.

-რა თქვი? - მაშინვე მიბრუნდა ახვლედიანი, რომელსაც წამებში დასდებოდა ალისფერი


სახეზე.

-დაჯექი და კარგად მომისმინე, თუ არ გინდა, რა თქმა უნდა, რომ შენს მეგობარს საფრთხე
დაემუქროს.

-ისე მოგკლავ და აგაორთქლებ აქედან, კაციშვილი ვერ მიაგნებს შენს ლეშს! - კბილებშორის
გამოცრა ახვლედიანმა და მძვინვარე თვალები დაასო წინ მდგომს.

-შეიძლება, მაგრამ ნამდვილად არ მგონია, სულელი იყო ან ეგოისტი და გოგონას სიცოცხლე


ფეხებზე გე,კიდოს. - ჩაეცინა უცნობს, რომელიც წამითაც არ ღელავდა.

-ვინ ჯანდაბა ხარ და რა გინდა, თქვი! - ორივე ხელით მაგიდას დაეყრდნო ანდრეა, სახე
ახლოს მიუტანა უცნობს და უღრიალა.

-ეკატერინე ჯაყელი... - მშვიდად ჩაილაპარაკა ჩახრეწილხმიანმა.

-რა? რა შუაშია აქ ეგ გოგო?!

-მინდა, რომ მასთან გააბა ურთიერთობა და ოჯახს ჩამოაშორო!

-რა სისულელეებს ლაპარაკობ! სრულ ჭკუაზე არ ხარ, როგორც ჩანს! - უკან დაიხია ანდრეამ,
რომელიც უფრო მეტად გაოცებული იყო, ვიდრე გაბრაზებული.

-მე კიდევ მგონია, რომ ძალიან ნათლად გადმოვეცი სათქმელი. უფრო მოკლედ რომ ვთქვათ,
მინდა იგივე გაუკეთო ეკატერინეს, რაც შენმა ძმაკაცმა გაუკეთა მის დას.

-რა? - წამოიყვირა ახვლედიანმა. - რა სისულელეა! ეს რომელმა იდიოტმა მოიფიქრა?! -


გაცეცხლდა მამაკაცი.

-მაქსიმალურად მიიჩვევთ, გააბრუებთ და თავს შეაყვარებთ! იმ ზომამდე უნდა მიიყვანოთ,


რომ საერთოდ დაივიწყოს გარდაცვლილი საქმროც და ოჯახიც. შენ გამო ყველაფრის
გამკეთებელი უნდა იყოს; გონის დაკარგვამდე უნდა შეაყვარო თავი და შემდეგ, როცა
ოჯახსაც განუდგება, მიატოვო!

-ამას არ გავაკეთებ! თქვენც ხომ კარგად იცით, რომ ასეთ აფსურდს არასდროს
დავთანხმდები? რომც მინდოდეს, ვერასდროს დავუკავშირდები ეკატერინე ჯაყელს და
მითუმეტეს, თავს ვერ შევაყვარებ!

-ო, აი, აქ კი ძალიან ცდები, ანდრეა. როგორც ჩანს, ძალიან დაბალი თვითშეფასება გაქვს!

-მორჩი ამ უაზრო ლაპარაკს და გამიშვი. სისულელეა-მეთქი ეს ყველაფერი და არ


დაგთანხმდები ასეთ რამეზე, არასდროს!
-კარგი, იყოს ასე... - მხრები აიჩეჩა უცნობმა, დაიხარა, სკამთან მიგდებული ჩანთა გახსნა და
იქიდან მოყვითალო ფერის კონვერტი ამოაძვრინა. - დაათვალიერე, არ მოგერიდოს! -
თავაზიანად მიმართა სტუმარს და მაგიდაზე კონვერტიდან ამოღებული სურათები გაშალა.

ფოტოებზე ბარბარე ჟღენტი იყო აღბეჭდილი. უნივერსიტეტში, კაფეში, მარტო, მეგობრებთან


ერთად, მომღიმარი, მოწყენილი - ყველგან და ყველანაირი ბარბარე!

-ეს რა ჯანდაბაა? - ცოტა ხნის შემდეგ ამოიღო ხმა უკვე წკიპზე მყოფმა.

-ძალიან ახალგაზრდა და წარმატებული გოგონაა. კარგად სწავლობს და აქტიურ ცხოვრებას


ეწევა. ნამდვილად დასანანი იქნება, თუ...

-არც კი გაბედო, ნაბი*ვარო! - იქუხა ახვლედიანის ხმამ. - როგორ ბედავ და მემუქრები


საერთოდ?! წარმოდგენაც არ გაქვს, ვინ ვარ და რა შემიძლია? შენი არ მეშინიათქო ხომ
გითხარი! ვერ მაიძულებ შენს ბინძურ თამაშში მონაწილეობას! არ ვიცი, ეს სურათები საიდან
გაქვს, მაგრამ ბარბარეს სათოფეზეც კი ვერ მიუახლოვდები; არც მე მოგცემ ამის უფლებას და
არც მისი ამჟამინდელი მეურვე. ასე რომ, სისულელეების ლაპარაკს მორჩი და ვინმე სხვა
მოძებნე შენი იდიოტური გეგმებისთვის!

-შენ ადგილას ასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი, რომ ეგ გოგო უსაფრთხოდაა!

-ვინ ჯანდაბა ხარ? ვინ დგას შენს უკან? ვის ბრძანებებს ასრულებ?! - ღრიალებდა
წონასწორობადაკარგული.

-ისეთი ადამიანი, ვისაც ყველაფერი შეუძლია. დამიჯერე, ჩემი ერთი ზარი და ორ წამში აღარ
გეყოლება ეგ შენი ბარბარე... - თავდაჯერებული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე უფროსს.

-მოგკლავ და ვეღარსად დარეკავ! - დაიყვირა ახვლედიანმა და უცნობის ყელს ჩააფრინდა. -


ვინ ჯანდაბა ხარ, რომ მემუქრები?! ვინ ოხერი ხარ, რომ ამდენს ბედავ?! - ანჯღრევდა
ხელებში მოქცეულს ანდრეა და უყვიროდა.

-ჩემი მოკვლა არაფერს შეცვლის, ხომ ხვდები? - ძლივს ამოთქვა თვალებჩასისხლიანებულმა.

-ვინ დგას შენ უკან, ვინ?! - ხელები შეუშვა ანდრეამ უცნობს და ეს უკანასკნელიც მოწყვეტით
დაეცა ბეტონის იატაკს.

ჩახრეწილხმიანი დიდხანს ახველებდა. მერე სული მოითქვა და ქვემოდან ახედა


გამძვინვარებულს.

-იმაზე ბევრად ძლიერი ყოფილხარ, ვიდრე მეგონა! - გაეცინა და წამოდგომა ცადა, მაგრამ
ცხვირში მიიღო ანდრეას წიხლი.

-ვის ბრძანებებს ასრულებმეთქი, მითხარი!

-რა საჭიროა ეს სიველურე? ხომ ხედავ, რომ მარტო ვარ და მხოლოდ ლაპარაკი მინდა?! ჩხუბი
რომ მდომოდა, მარტო არ დაგხვდებოდი და ეს შენც კარგად იცი! - დასისხლიანებულ ცხვირს
უჭერდა ხელებს ჩახრეწილხმიანი.
-ხოდა ძალიანაც ცუდი, რომ მარტო ხარ. მოკვდები და შენი მძღოლიც კი ვერაფერს გაიგებს!
არ უნდა ყოფილიყავი ასე თავდაჯერებული!

-და მაინც რომ არ ვკარგავ იმედს? - ძლივს წამოდგა უცნობი და ირონიულად გაუღიმა
ახვლედიანს. - ვიცი, რომ მაინც დამთანხმდები. მცემე, რამდენიც გინდა!

-გიჟი ხარ, არა? - ჩაეცინა ანდრეას. - შენს სიტყვებს თავად თუ იაზრებ, საერთოდ?! ჯაყელების
ბიძაშვილის მკვლელი ვარ, რა სიყვარულზე მელაპარაკები?

-შენმა ძმაკაცმა თუ მოახერხა, შენ რითი ხარ მასზე ნაკლები? - ჩაეცინა უცნობს. - ქალის
მოხიბვლაზე უკეთ არაფერი გამოგდის და არ გინდა ეს თავმდაბლობა!

-რომც შემეძლოს, ამას არ გავაკეთებ!

-ბარბარეზე არ ფიქრობ? ნუთუ აუცილებელია მუქარა?!

-ბარბარეს თითსაც ვერ დააკარებთ-მეთქი, გითხარი უკვე!

-და რა მოხდება, თუ ჯაყელები მისი ვინაობის შესახებ გაიგებენ, ანდრეა? - სახე ახლოს

მიუტანა ჩახრეწილხმიანმა ახვლედიანს და ძალიან დაბალ ხმაზე დაიჩურჩულა.

-რა? - ერთიანად შეეშალა სახე ანდრეას. - ჯაყელები რა შუაში არიან ბარბარესთან?!

-ნუ გგონია, რომ მარტო შენ იცი, რა მოხდა იმ ღამით, როცა ნიკუშა ჯაყელი მოკალი. - ტუჩის
კუთხე ჩატეხა ჩახრეწილხმიანმა.

-გეფიცები, ახლა მართლა მოგკლავ... - მძინვარებამ იმატა მამაკაცის ხმაში.

-თუ გინდა, კიბატონო. უბრალოდ ეს არსებითს არაფერს შეცვლის და ეს შენც კარგად იცი! -
გაეცინა უცნობს.

-რა ჯანდაბა გინდა ჩემგან?! - იღრიალა სასოწარკვეთილების ზღვარზე მყოფმა ანდრეამ.

-გითხარი უკვე: მინდა, რომ ეკატერინე ჯაყელი ჩამოაშორო ოჯახს, გამოიყენო და მიატოვო.

-სისულელეა ეგ ყველაფერი! მე რომც ვეცადო, არაფერი გამოვა...

-ძალიან თუ მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია. მითუმეტეს შენნაირი ბიჭისთვის. -


გაუღიმა უცნობმა ანდრეას.

-ძალიან დიდი დრო დამჭირდება...

-ერთ წელს გაძლევ, მეტს არა!

-ერთ წელიწადში მის გაცნობასაც ვერ მოვასწრებ!

-ერთ წელიწადს, ანდრეა, მეტს არა!

-არ გავაკეთებ ამას, ფეხებზე მკ,იდია, არ გავაკეთებ!


-წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, თუ ჯაყელები გაიგებენ, ვინ არის ბარბარე ჟღენტი?
ჯაყელებს კი არა, მთელ ქვეყანას გავაგებინებთ სიმართლეს და შევარცხვენთ თქვენს
სიყვარულს. იცი, ამ ამბავს რა მოყვება? - საბოლოო ჯამში ბარბარე ისევ შენ
დაგადანაშაულებს და შეგიძულებს! - ბოლო სიტყვები ხაზგასმით თქვა უცნობმა და გაიღიმა.

ანდრეამ კბილები დაასო ერთმანეთს სიმწრისგან და ყბის კუნთი აათამაშა. ჩიხში იყო
მიმწყვდეული და ამას კარგად ხვდებოდა.

-ვინ ჯანდაბა ხარ ამისთანა? საერთოდ, რა იცი, იმ ღამის შესახებ?! - ბოლოს ძლივს ამოიღო
ხმა ახვლედიანმა.

-ყველაფერი ვიცი, ანდრეა. ამიტომ უბრალოდ ჯობია, ჩემთან იმეგობრო. მტრობას არ გირჩევ,
არავისთვის მოუტანია ამას კარგი!

-შენ ხარ, არა? შენ ხარ ის მესამე, ჩვენსა და ჯაყელებს შორის რომ ამღვრევს წყალს! პაატა შენ
მოკალი?! - თვალების გარსი ჩაუწითლდა ანდრეას, უცნობს გაეღიმა.

-თანახმა ხარ, თუ დაღუპავ ახალგაზრდა და უმანკო გოგონას ცხოვრებას?

-შე ნაბი*ვარო, ოდესმე აუცილებლად გადაგიხდი ყველაფრისთვის, იცოდე! - იღრიალა


ახვლედიანმა.

-აუცილებლად. ეგ სურვილი ცხოვრების მიზნად დაისახე და არ დაივიწყო, მაგრამ იქამდე


ეკატერინე ჯაყელი მოაჯადოვე შენი შარმით! - ცინიკურად ჩაეცინა ჩახრეწილხმიანს.

-გეფიცები გაზღვევინებ, თვალებში გიყურებ და ისე მოგკლავ!

-შენც გაერთობი ამ საქმით, დამიჯერე. ბოლოსდაბოლოს, ეკატერინე ჯაყელს გთავაზობ,


ბევრისთვის ასე საოცნებო ქალს!

-მოკეტე! - მოთმინება გადაეწურა ახვლედიანს და ხელის ერთი მოსმით ააყირავა მაგიდა.

-შენი გაცეცხლება თანხმობად უნდა მივიღო? - ჩაეცინა უცნობს და დინჯად წამოდგა.

-თუ უარს ვიტყვი, რა მოხდება?

-უკვე გითხარი, შენი საყვარელი ქალი დაზარალდება. თან ძალიან, ძალიან მძიმედ. იმაზე
მძიმედ, ვიდრე ცხონებული მამამისი!

-მოგკლავ, ხომ იცი, რომ ჩემთან თამაში არ ღირს? ოდესმე აუცილებლად მოგწვდები და
მოგკლავ! - სიმწრით გამოთქვამდა სიტყვებს ანდრეა.

-ეჰ, ოდესმე ყველაფერი შეიძლება მოხდეს... მთავარია, რა არის ახლა და რა იქნება ერთი
წლის შემდეგ... - კმაყოფილებით გაეღიმა ბოლო სიტყვებზე ჩახრეწილხმიანს.

-რა დაგიშავა ასეთ იმ ოჯახმა?! ასეთი სისასტიკე რით დაიმსახურა?! - ამრეზით აათვალიერა
ანდრეამ მამაკაცი.

-ეგ უკვე შენი საქმე აღარ არის. რაც შენ გევალება, იმას მიხედე, ანდრიკო!
-მაინც გავიგებ ყველაფერს და გაზღვევინებ, გპირდები!

უცნობმა გადაიხარხარა, ხელსახოცით კარგად მოიწმინდა დასისხლიანებული ცხვირი და


ისევ ახვლედიანს მიუბრუნდა.

-თუ ყველაფერი გავარკვიეთ და კითხვები არ გაქვს, წავიდეთ. საქმიანი კაცები ვართ და


დასაკარგი დრო არ გვაქვს!

-მალე მომაცილეთ ამ წყეულ ადგილს, ყარს აქაურობა! - იფურთხებოდა ანდრეა.

გზაში ხმას არცერთი იღებდა. ახვლედიანი მძიმედ სუნთქავდა და მაგრად აჭერდა კბილებს
ერთმანეთს. უნდოდა, შებრუნებულიყო და დაეხრჩო გვერდით მჯდომი, მაგრამ ხვდებოდა,
რომ ეს არაფერს შეცვლიდა.

-შეხვედრამდე, ანდრეა. გახსოვდეს, რომ გაკონტროლებთ! - ღიმილით დაემშვიდობა


ჩახრეწილხმიანი, როცა მანქანა მისი სამსახურის წინ გაჩერდა.

-ჯანდაბამდეც გზა გქონიათ! - წაისისინა ახვლედიანმა და სწრაფად გადავიდა.

მანქანა სწრაფად მოწყდა ადგილს. სულ მალე გამწარებული ანდრეა ახვლედიანი მარტოდ-
მარტო იდგა ეზოში.

უტამ სიურპრიზი გაუკეთა იოანესა და მარიამს და ილიას ტბაზე, ერთ-ერთ სასტუმროში


დაუჯავშნა ადგილი.

შებინდებულზე ჩააღწიეს დანიშნულების ადგილამდე. ირგვლივ ყველაფერი იმდენად


ლამაზი იყო, მარიამს მართლაც ავიწყდებოდა ყველა დანარჩენი. გაბადრული სახით
მიიწევდა სასტუმროსკენ, უკან კი ჩემოდნებით დატვირთული იოანე მიყვებოდა.

-დავისვენოთ და ვივახშმოთ, კარგი? ერთი მშვენიერი ადგილი ვიცი, ხედით პირდაპირ


ტბაზე. - ღიმილით ელაპარაკებოდა ნომერში მყოფი დანელია ვერანდაზე მდგარ მეუღლეს.

-როგორც შენ გინდა! - გაუღიმა მარიამმა მამაკაცს და ისევ საოცარ ბუნებას გახედა.

-ხომ ლამაზია? - ზურგიდან აეკრო იოანე ცოლს.

-საოცრებაა! - აღმოხდა გოგონას. - ბავშვობაში ვიყავი აქ, მაგრამ ასეთი ლამაზი არ მახსოვდა
აქაურობა...
-იმიტომ, რომ მე არ ვიყავი მაშინ შენ გვერდით, ვერ ხვდები?! - შეიფერა დანელიამ.

-ჰო, მართლა მაგიტომ მეჩვენება ყველაფერი ასეთი საოცარი; შენ გვერდით რომ ვარ
ყველაფერი საოცარისფერი ხდება. - იღიმოდა მარიამი და სახეზე ეფერებოდა ქმარს.

-საოცარისფერი? - გაეღიმა ჯაყელის სიტყვებით გაბედნიერებულ იოანეს.

-მაგ ფერი თვალები გაქვს შენც ჩემთვის...

სახეგაბრწყინებული დანელია მაშინვე წაეტანა ცოლს ტუჩებზე. მერე კი მაგრად მოეხვია და


გულში ჩაიკრა საყვარელი ქალი.

გიორგი თოიძე სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, როცა შეხვედრის ადგილზე ნახევარი


საათით ადრე მისულს, ანდრეა ახვლედიანი ჭიშკართან მომლოდინე დაუხვდა. მამაკაცს
ცალი ფეხი გალავანზე ჰქონდა მიყუდებული და თავჩაქინდრული, თავის ფიქრებში იყო
გართული.

თოიძის მახვილ თვალს შორიდანაც კი საეჭვოდ სერიოზული ეჩვენა ახვლედიანი. მისი


გულმკერდი მძიმედ ადი-ჩადიოდა. ეტყობოდა, რომ რაღაცაზე ღელავდა.

-საღამო მშვიდობისა, ანდრეა! ასე ადრე რამ მოგიყვანა? - ღიმილით მიუახლოვდა დეტექტივი
ჭიშკარს და მეგობრულად გაუღიმა დამხვდურს.

ანდრეა უმალ გამოფხიზლდა, წელში გასწორდა, დაფეთებული თვალები შეანათა თოიძეს და


მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ, როცა სიტუაციაში გამოერკვა, მკრთალად გაუღიმა
გამომძიებელს.

-რამე ხომ არ მომხდარა? ფერი არ მომწონს შენი. - ეჭვისთვალით შეათვალიერა გიორგიმ


მამაკაცი და ჭიშკრის კარი გააღო.

-რატომ მეკითხებით? - არ ესიამოვნა ანდრეას გამომძიებლის მზერა.

-არა, უბრალოდ, უჩვეულოდ მეუცნაურებით. - მხრები აიჩეჩა თოიძემ.

-უჩვეულოდ გეუცნაურებით რას ნიშნავს, ბატონო გიორგი? - ჩაეცინა ახვლედიანს.

-მე ზოგადად ყველა მეუცნაურება, ერთი შეხედვით ნორმალურიც და არანორმალურიც,


მაგრამ უჩვეულოდ მხოლოდ ისინი, ვინც მართლაც ეჭვს აღძრავენ ჩემში.

-უცნაური კაცი ხართ! - გაეცინა ანდრეას და ამით ცადა მოწოლილი დაძაბულობის


მოშორება. - ანუ მე ეჭვს აღვძრავ თქვენში?
-არვიცი, თქვენ მიპასუხეთ! - მსუბუქად ჩაიცინა თოიძემ და მისაღები ოთახისკენ გაუძღვა
სტუმარს.

-ოხ, ეს თქვენი ლაბირინთული ლაპარაკები! - ამოიხვნეშა ახვლედიანმა და ამ მოქმედებას


ამოაყოლა სიცილიც. - მძიმე დღე მქონდა სამსახურში, სულ ეს არის!

-თავის მობეზრება არც მიფიქრია, უბრალოდ მეგობრულად გკითხეთ, - ბავშივით


დაიმორცხვა გამოძიებელმა.

-იქნებ საქმეზე გადავსულიყავით? როგორც ვხვდები, რაღაც სერიოზული გაქვთ ჩემთვის


სათქმელი. - აშკარად ფორიაქობდა ანდრეა.

-დიახ, დიახ, რა თქმა უნდა. რამეს ხომ არ დალევთ?

-რაიმე ძლიერს! - გადაჭრით განაცხადა ახვლედიანმა და ხელები მოიფშვნიტა.

-დარწმუნებული ხარ, რომ არაფერი მომხდარა? მაინც აფორიქებული მეჩვენები! - ჩაეცინა


თოიძეს და ბარს მიადგა. - ორმაგი?

-სამმაგი! - აღმოხდასავით ანდრეას და ხელები დახრილ თავზე შემოიჭდო.

-ოჰო, ანდრეა ახვლედიანი თავს იკლავს... - თავისთვის ჩაილაპარაკა გიორგიმ და თხოვნა


შეუსრულა სტუმარს.

-უბრალოდ სტრესის დაძლევაში მეხმარება. მიჩვეული ვარ, ნუ ღელავთ. - თავის


მართლებასავით ჟღერდა ახვლედიანის სიტყვები.

-თქვენ უკეთ იცით. - მხრები აიჩეჩა თოიძემ და ჭიქა გაუწოდა მამაკაცს.

-აბა, გისმენთ! - სასმლის განახევრებისთანავე მიუბრუნდა ანდრეა გამომძიებელს.

-ჰო, გადავიდეთ საქმეზე. - გამოცოცხლდა დეტექტივი, ქურთუკის ჯიბე გახსნა და


გამჭირვალე ყუთში მოთავსებული დისკი ამოიღო იქიდან.

-ეს რა არის?

-ძალიან მნიშნელოვანი სამხილია ჩვენს საქმეში. ლეპტოპს მოვიტან და უყურეთ. - წამოდგა


თოიძე და გვერდით ოთახში გავიდა. მალევე დაბრუნდა ხელში, ვერცხლისფერი ლეპტოპით
ხელში.

-ვიდეოა? - დაინტერესდა ანდრეა.

-ვახტანგ გიორგობიანის. სავარაუდოდ, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრეა აქვს


ჩაწერილი, ანტალიაში ყოფნისას.

-საინტერესოა... - ჩაილაპარაკა ახვლედიანმა და ეკრანი თავისკენ მიატრიალა.

ძალიან ცდილობდა ანდრეა, რომ გიორგობიანის მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვისთვის


გულისყურით ესმინა, მაგრამ გონება მაინც უცნობთან დიალოგისკენ ექაჩებოდა. მისი სახე,
ხმა, დამცინავი ღიმილი და სიტყვები თავიდან არ ამოსდიოდა. გრძნობდა, რომ ძალიან დიდ
შარში გაყო თავი. არც ის იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა და არც ის, ღირდა თუ არა ყველაფრის
თოიძისთვის მოყოლა.

ალბათ ვერც გადაწყვეტდა ვერაფერს და ასე გაურვევლობაში იქნებოდა, რომ არა მის
ყურთასმენას მიწვდენილი რამდენიმე სიტყვა ვიდეოდან: „დათქმულ ადგილზე მისულმა
თავი ბნელ და მივარდნილ შენობაში ამოვყავი, მკვდარი კატის სუნით იყო აყროლებული
იქაურობა. მგონი მივარდნილი ქარხანა იყო ან რაღაც მსგავსი.“ - გიორგობიანის სიტყვებმა
მაშინვე განგაშის სიგნალები ჩაურთო. მიტოვებული ქარხანა და საშინელი სუნი?! - ეჭვგარეშე
იყო, რომ გიორგობიანი სწორედ იმ ადგილზე ლაპარაკობდა, სადაც თავად ანდრეა
იმყოფებოდა.

ამის გააზრებას გონების წამიერი განათების ეფექტი ჰქონდა ახვლედიანისთვის. უნებურად


წაიღო ხელი კლავიატურისკენ და შეცბუნებულმა, „დაპაუზების“ ღილაკს დაკრა თითი.

-რამე მოხდა, ანდრეა? - გაკვირვებით შეხედა თოიძემ წინ მჯდომს.

-არა, არაფერი, უბრალოდ... - პატარა ბიჭივით დაიბნა.

-გააგრძელეთ ყურება, ყველაზე საინტერესო ახლა იწყება.

ანდრეამ ისევ მოიკრიბა გონება და ვიდეოს ყურება განაგრძო. მთელი სხეული აუდუღდა.
იგრძნო, როგორ აუვარდა სისხლი თავში. გრძნობდა, რომ ყველა კუნთი ეჭიმებოდა. სიმწრით
კბილები ერთმანეთს დაასო, როგორც კი მისმა ტვინმა გიორგობიანის ნათქვამი გაიაზრა.

-ილია ჯაფარიძე! - წამოიყვირა და წამოხტა, როგორც კი ვიდეო დასრულდა და ეკრანი


გამუქდა. - ის არის ყველაფრის თავი და თავი, არა?!

-თუ გიორგობიანს დავუჯერებთ, დიახ... - მშვიდი იყო, როგორც ყოველთვის, გიორგი.

-არ ტყუის, ვახო არ ტყუის! - გაშმაგდა ანდრეა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.

-რატომ ასე დარწმუნებით? - ჩაეცინა გაკვირვებულ თოიძეს.

-არის რაღაც, რაც უნდა მოგიყვე, გიორგი! - უცებ შეჩერდა ერთ ადგილზე ახვლედიანი,
მტკიცე ტონით მიმართა გამომძიებელს და ღრმად ამოიხვნეშა.

-ყურადღებით გისმენ! - ხელები გაშალა ღიმილით გიორგიმ და თვალებით ისევ


სავარძლიკენ ანიშნა მამაკაცს.

ანდრეამ ყველაფერი სიტყვა-სიტყვით მოუყვა გამომძიებელს. ეს უკანასკნელი დიდი


ყურადღებით უსმენდა, თვალებმოჭუტული. ნიკაპზე ისვამდა ხელს, როგორც ახასიათებდა
ფიქრისას და შიგადაშიგ, გაურკვეველი ბგერების წამოძახილით ეხმიანებოდა ახვლედიანის
ლაპარაკს.

-ეგ კაცი თავიდანვე არ მომეწონა. არსაიდან გამოჩნდა და მელასავით შემოიძურწა ჩვენს


ცხოვრებაში. თურმე რა ფარისეველი ყოფილა, ღმერთო. რა იდიოტივით გამაცურა, მაგ
ბებერმა მელამ! - თავში იტაცა ხელები ანდრეამ. - ახლა ბარბარეს საფრთხე ემუქრება, არა? მე
თავად ჩამიგდია ლომის ხახაში!
-დამშვიდდით, ანდრეა. ახლა ღელვას აზრი არ აქვს, ცივი გონებით მსჯელობაა საჭირო.

-რა ცივი გონებით, მეხუმრებით? ილია ჯაფარიძე სახიფათო ადამიანია, მასთან თამაში
ზიანის მეტს არაფერს მოგვიტანს! - ნერვებს ვერაფრით თოკავდა ანდრეა.

-სწორედ ამიტომაც გვმართებს ფრთხილად მოქმედება! - ტონს აუწია თოიძემაც. - ბავშურად


ვერ მოვიქცევით. მე ახლავე შემიძლია ეს ვიდეო წავიღო და ჩემს უფროსს ვაჩვენო. მაშინვე
გამოსცემენ ჯაფარიძის დაკავების ორდენს, მაგრამ ეს არაფერს გვარგებს. საქმე მაქსიმუმ
სასამართლომდე მივიდეს. ბევრად უფრო ვალიდური სამხილები გვჭირდება მის
წინააღმდეგ. გარდა ამისა, უნდა გავარკვიოთ, რატომ მტრობს ეგ კაცი თქვენ და ჯაყელების
ოჯახს.

-მაგის გარკვევას როგორ ვაპირებთ? ამ ადამიანის სახელიც კი არ ხსენებულა ჩვენს ოჯახში


არასდროს, პაატას სიკვდილამდე.

-ხოდა, საქმეც მაგაშია! სავარაუდოა, რომ წარსულში რაღაც მოხდა დემეტრე ჯაყელს, ირაკლი
ახვლედიანსა და ილია ჯაფარიძის შორის.

-მე რამდენადაც ვიცი, მამაჩემი და ჯაფარიძე მეგობრობდნენ ადრე, მაგრამ პაატას


სამძიმარზე მათი შეხვედრა ნამდვილად არ ჰგავდა ძველი მეგობრებისას.

-ჩემი თანაშემწე სწორედ ახლა მუშაობს გიორგობიანის უკანასკნელ დავალებაზე - წარსულს


იკვლევს და პასუხს მამათქვენისა და დემეტრე ჯაყელის უწინდელ ცხოვრებაში ეძებს.

-რატომ გგონიათ, რომ ეს შედეგს მოიტანს?

-გიორგობიანი ტყუილად არ აგვირევდა კვალს. იცოდა, რომ სიკვდილი ელოდა და სწორედ


ამიტომ ჩაწერა თავისი აღსარება ჩვენთვის. რატომ უნდა მოვეტყუებინეთ?

-ჯანდაბა! როგორ შეიძლებოდა, ისეთი ბრმა ვყოფილიყავი, რომ აქამდე ვერაფერი შემემჩნია
ან მამაჩემისთვის ან ჯაფარიძესთვის! - ბრაზობდა ახვლედიანი.

-სიმართლე გითხრათ, მეც ძალიან მიკვირს, რომ არასდროს გაგჩენიათ კითხვები


მამათქვენთან. ნუთუ არასდროს დაინტერესებულხართ, რატომ მტრობთ ასე დაჟინებით
ჯაყელებს?

-ბატონო გამომძიებელო, შეგიძლიათ მითხრათ, რატომაა ამ ოთახის კედლების ფერი


კრემისფერი? იმიტომ, რომ სახლი ასე ჩაგაბარეს, არა? და თქვენ არც გაგჩენიათ ეგ კითხვა.
სწორედ ასე ვიყავით მე და ჩემი ძმაც,ბავშვობიდან უბრალოდ ვიცოდით,რომ ჯაყელები
მტრები იყვნენ და მორჩა! მამაჩემი მიზეზებზე არასდროს საუბრობდა.

-ნუთუ ჭორის სახითაც არასდროს არაფერი გაგიგიათ? ბოლოსდაბოლოს, თბილისში


ვცხოვრობთ, აქ რა დაიმალება?

-ჭორების სახით? - ჩაფიქრდა ახვლედიანი. - რავიცი, თქვენც გეცოდინებათ, რომ ამბობენ,


ირაკლი და დემეტრე ადრე მეგობრები ყოფილან და ქალის გამო გადამტერებიან
ერთმანეთსო.
-მერე? თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

-არ გამოვრიცხავ, სიმართლე რომ გითხრათ. მამაჩემმა დედაჩემი მხოლოდ ფულის გამო
მოიყვანა ცოლად. სხვა რომ ჰყვარებოდა, არ გამიკვირდებოდა მისგან.

-ხო, მაგრამ სად არის ის სხვა? სად წავიდა ის ქალი, აი, ეს არის საინტერესო! იქნებ დემეტრეს
მეუღლეზეა საუბარი?

-ქეთევან ჯაყელზე? - არამგონია! - თავი გააქნია ანდრეამ. - გამყრელიძის დაბადებისდღეზე


ხშირად შეხვედრილან ერთმანეთს, მამაჩემს ძარღვიც არასდროს შეტოკებია მისი დანახვისას.

-თქვენ რა იცით, იქნებ ემოციებს მალავს კარგად? - გაეცინა თოიძეს.

-არა, მამაჩემი გადაშლილი წიგნივითაა ჩემთვის. ჯაფარიძეც იმიტომ მომეჩვენა საეჭვოდ,


რომ ირაკლი შეხვდა მას გადაფითრებული სახით.

-მაშ იქნებ დაფიქრებულიყავით და გაგეხსენებინათ, ოდესმე, რომელიმე ქალის დანახვისას


ხომ არ ჰქონია მამათქვენს უცნაური რეაქცია?

-დანახვისას? - ისევ ჩაფიქრდა ანდრეა. - დანახვისას არა... მაგრამ ...

-მაგრამ? - დაიძაბა თოიძე.

-არის ერთი ქალი, რომელიც დიდი ხანია უკვე ეჭვს აღძრავს ჩემში და გაგიკვირდებათ,
მაგრამ ჯაფარიძეს უკავშირდება ის ქალიც!

-ასეთი ქალის არსებობის შესახებ იცით და აქამდე დუმდით? - გაოცდა გიორგი. - მითხარით
სახელი და გვარი!

-გვარი არ ვიცი, მხოლოდ სახელი. თამარა - ასე ერქვა იმ ქალს.

-ერქვა?

-ან შეიძლება ქვია, ეგ უკვე არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა ანდრეამ.

-ვინ იყო? იცნობდით?

-მე არა, მისი სახელიც კი არ მქონდა გაგონილი, ამ რამდენიმე კვირის წინ რაღაც ფოტო რომ
არ მეპოვნა დედაჩემის ოთახში.

-რა ფოტო?

-ბორჯომში იყო გადაღებული ოცდაათ წელზე მეტი ხნის წინ. ჩემი მშობლები და ილია
ჯაფარიძე არიან. მაშინ ილია ვინ იყო, ისიც კი არ ვიცოდი. მოსამსახურე ქალს ვკითხე და მან
ამიხსნა, რომ მეგობრობდა ადრე მამაჩემი მაგ კაცთან. მერე შემთხვევით წამოცდა, ილია
ჯაფარიძის საცოლის სახელიც. კარგად ახსოვდა, ასე მითხრა, ძალიან ლამაზი გოგონა იყოო.
სახელის თქმა არ უნდოდა, მე ვაიძულე, მაგრამ მეტი აღარაფერი უთქვამს, მამაჩემთან
გადამამისამართა მაშინვე.

-მამათქვენმა რა გითხრათ? - აშკარად დაინტრიგებული ჩანდა თოიძე.


-კარგად მახსოვს, როგორ აეშალა სახე, როცა ქალის სახელი ვუხსენე. აი, ზუსტად ისე,
როგორც ილია ჯაფარიძესთან შეხვედრისას. საინტერესო არაფერი უთქვამს. თავიდან
მომიცილა უაზრო პასუხებით, მაგრამ ეჭვი ვერ გამიქრო. მერე ჩემი ძმის ქორწილი იყო,
სადაც ჯაფარიძის ქალიშვილი და ბარბარეც იყვნენ დაპატიჟებულები. იქ გავიგე, რომ ინას
დედას თამარა არ ჰქვია და რომ საერთოდ არც კი სმენია მას ამ ქალის შესახებ.

-ანუ ვინმე თამარა ილია ჯაფარიძეს ცოლად არ მოუყვანია?

-ასე გამოდის.

-ყველაფერი ზედმეტად საეჭვოდ გამოიყურება, ანდრეა... - წვერზე მოისვა ხელები გიორგიმ.


- აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, ვინ იყო ის ქალი და რა მოხდა.

-ისიც უნდა გავიგოთ, ჯაყელები როგორ უკავშირდებიან ამ ამბავს.

-და თქვენც უნდა დაგეხმაროთ დავალების შესრულებაში.

-მე როგორ უნდა დამეხმაროთ? - გაიკვირვა ახვლედიანმა.

-ეკატერინე ჯაყელი გვჭირდება! - გადაჭრით განაცხადა თოიძემ.

-რას ქვია, გვჭირდება? რაში გვჭირდება?

-უხეშად რომ ვთქვათ, როგორც ჯაშუში ჯაყელების სახლში. - ჩაეცინა თოიძეს.

-გინდათ, რომ აქ მოიყვანოთ? მასთანაც ისევე ითანამშრომლოთ, როგორც ჩემთან? - არ


დაგთანხმდებათ!

-ეგ მე მომანდეთ, მეხერხება ადამიანების დარწმუნება. - ეშმაკურად გაეღიმა გამომძიებელს.

-ჩემთან ერთად მაინც არ გაჩერდება... ხომ გესმით?

-მოვახერხებთ რაღაცას. ბოლოსდაბოლოს, თქვენი „დავალებაც“ ხომ მაგაში მდგომარეობს?


ეკატერინე ჯაყელი უნდა მოხიბლოთ.

-ამას ვერ გავაკეთებ! - შეიშმუშნა ანდრეა.

-ანდრეა, მესმის თქვენი, მაგრამ ახლა სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ალბათ ხვდებით,
რამდენად საშიში ადამიანია ილია ჯაფარიძე. მას კი ახლა ბარბარე ჰყავს, მისი კონტროლი
შეუძლია, მისით მანიპულირება.

-ჯანდაბა! - წამოიყვირა გამწარებულმა ახვლედიანმა და წამოხტა. - ბარბარე უნდა დავიხსნა


მაგ კაცისგან, ყველაფერს ვეტყვი და...

-სისულელეების ლაპარაკს მოეშვით! უკვე გითხარით, ბავშვურ შეცდომებს ვერ დავუშვებთ.

-როგორ დავტოვო იმ კაცის ხელში?


-სანამ მათ ჭკუაზე ივლით, გოგონასაც არ დაემუქრება საფრთხე, ნუ ნერვიულობთ! ჯობია
იმაზე იფიქროთ, როგორ დაუახლოვდებით ეკატერინე ჯაყელს და როგორ ამოვხსნით ამ
საიდუმლოებებით მოცულ საქმეს.

-მამაჩემს უნდა დაველაპარაკო...

-რისთვის?

-რაღაცას მაინც დავძალავ ან შევატყობ სახეზე,ან არ ვიცი, რაღაც ხომ უნდა გავაკეთო? ასე ვერ
ვიქნები!

-პირველ რიგში თავს მოუხმეთ, დაუფიქრებლად ვერ მოვიქცევით.

-კარგი, მოვიქცეთ დაფიქრებულად, რას მთავაზობთ?!

-უკვე გითხარით, ეკატერინე ჯაყელთან თანამშრომლობას.

-სისულელეა! მე და ეკატერინე ჯაყელი ერთ ოთახში? მითუმეტეს მას შემდეგ, რაც მისი და
ჩემს მეგობარს გაჰყვა ცოლად? - წარმოუდგენელია!

-აბა თქვენ რას აპირებთ, ანდრეა? დავალებას არ შეასრულებთ და ბარბარეს სიცოცხლეს


საფრთხეში ჩააგდებთ?! - ტონს აუწია თოიძემაც.

-არა, რა თქმა უნდა!

-აბა?! როგორ აპირებთ ილია ჯაფარიძესთან ბრძოლას? ამ ვიდეოთი? უკვე გითხარით, უფრო
ვალიდური საბუთები გვჭირდება!

-რა არის თქვენთვის „უფრო ვალიდური“?! - გაბრაზდა ანდრეა.

-დრო სჭირდება ყველაფრის გარკვევას. ასე უცებ არაფერი მოხდება. არ დაგავიწყდეთ, რომ
ოცდაათწლიან დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ.

-მხოლოდ ერთი წელი მომცეს. მხოლოდ ერთი წელი, ჯაყელის შეცდენისთვის.

-თუ ჭკვიანად მოვიქცევით, ყველაფერს დამიჯერებთ და არაფერს დამიმალავთ, ყველაფერს


მოვასწრებთ.

-მე თქვენ არაფერს გიმალავთ. - ბავშვივით გააპროტესტა გამომძიებლის სიტყვები


ახვლედიანმა.

-ეს ვიდეო რომ არ მენახებინა თქვენთვის, რამეს მეტყოდით? - გაეღიმა თოიძეს.

-მეგონა...

-თქვენ მე მიყურებთ, როგორც პოლიციელს, ანდრეა. გგონიათ, ყველაფერს, რასაც მეტყვით,


თქვენ წინააღმდეგ გამოვიყენებ. მაგრამ დროა უკვე გაიგოთ, რომ მე თქვენ მხარეს ვარ. არ
მენდობით და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ მერწმუნეთ, ჩემგან რაღაცების დამალვა მხოლოდ
ცუდს მოუტანს საერთო საქმეს. ხომ ხედავთ, რომ მე არაფერს გიმალავთ? ამას პარტნიორობა
ჰქვია!
-კარგი, შევთანხმდით, რომ აღარაფერს დაგიმალავთ და გენდობით. ოღონდ ერთი პირობით,
ჩემ გარეშე არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებთ.

-შევთანხმდით! - გაეღიმა გიორგის.

-ეკატერინე ჯაყელს რას უპირებთ? თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რამხელა აგრესიას


გამოიწვევთ მასში ჩემი გამოჩენით. ახლა მითუმეტეს.

-ჰო, ეს მესმის... კარგი, მოდი ასე მოვიქცეთ, ეკატერინეს ჯერ მხოლოდ მე დაველაპარაკები,
მის ნდობას მოვიპოვებ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოგაჩენთ თქვენ.

-ასე ჯობს! - დაეთანხმა ანდრეა დეტექტივს.

ლუკა ჯაყელი მთვარის შუქით განათებულ აივანზე იჯდა, მარტოდ-მარტო. ალბათ, ყველას
ეძინა სახლში, შუაღამე უკვე კარგახნის გადასული იყო, მაგრამ თავად ვერაფრით ახერხებდა
მოსვენებას. თვალწინ სულ მარიამი და იოანე ედგნენ; დის წარბშეუხრელი მზერა და
ანთებული თვალები, მისი და დანელიას უკანასკნელი სიტყვები და ყველას თვალებში
ჩაბუდებული ტკივილი.

მორიგი ღერი ამოიღო შეკვრიდან, თვალები მოისრისა და მხოლოდ ამის შემდეგ მოუკიდა
თამბაქოს.

ღამის მყუდროება და მარტოობის სიჩუმე უეცრად დაარღვია სახლიდან მომავალმა


ნაბიჯების ხმამ. ლუკამ თავი წამოსწია და ისე დაელოდა დაუპატიჟებელ სტუმარს. ხალათში
გამოწყობილი სილუეტი მალევე გამოჩნდა აივანზე და ერთიანად მოშალა მამაკაცის
მარტოობის ვაკუუმი.

-რატომ არ გძინავს, ეკატერინე? - მიუბრუნებლად მიხვდა ლუკა სტუმრის ვინაობას.

-არ მეძინება... - დამძიმებული ტონი ჰქონდა გოგონას. კარის ჩარჩოს მოშორდა და


უნებართვოდ მიუჯდა ძმას გვერდით. - დიდი ხანია, აქ ზიხარ?

-არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა ჯაყელმა და ფილტვები თამბაქოთი გაიჯერა.

-მეგონა, შეეშვი მოწევას. - სასხვათაშორისოდ აღნიშნა კატომ.

-ისევ შევეჩვიე. - სიმწრით ჩაეცინა ლუკას.

ეკატერინემ იმ მხარეს გაიხედა, საითაც მისი ძმა იხედებოდა ასე დაჟინებით. სრულ
სიცარიელეს უმზერდა ორივე.

-ბავშვობაში რატომღაც მეგონა, ეს ოთხი კედელი გვიცავდა ყველაფერი ცუდისგან. -


უცერემონიოდ წამოიწყო საუბარი ეკატერინემ. - თითქოს ყველაფერი საშინელი ჭიშკართან
რჩებოდა და ვერაფრით ახერხებდა ჩვენს სახლამდე მოღწევას. ხანდახან, მინდება, ისევ
ბავშვები ვიყოთ. რა სხვანაირად გვეჩვენებოდა ყველაფერი მაშინ, არა? - მტკივნეულად
ჩაიცინა გოგონამ.

-ეს ოთხი კედელი კი არა, მამაჩვენი გვიცავდა მაშინ. ახლა კი მე უნდა დამეცავით, მაგრამ
როგორც ხედავ, ჩავფლავდი.

-ნუ ლაპარაკობ ისე, თითქოს რამის გაკეთება შეგეძლო და არ გააკეთე.

-იოანე დანელია შეიყვარა, ეკატერინე! იოანე დანელია, გესმის? დღისით და მზისით, ჩვენს
თვალწინ. მე კი ამდროს ღრუბლებში დავფრინავდი.

-ოცდაოთხი საათი დარაჯად ვერ დაუდგებოდი.

-როგორ ვენდობოდი, ღმერთო ჩემო, რა იდიოტურად ვენდობოდი! - თვალები მოისრისა


ლუკამ. - იმ იდიოტ ბიჭს როგორ ვენდობოდი და რა გააკეთა!

-შენ გინდა, რომ თორნიკე დაადანაშაულო ყველაფერში. უსამართლო ნუ იქნები, რა.

-უსამართლო? რომ მოსულიყო და ეთქვა, მაშო ხრამში მიმყავს და გამატანეო, გავატანდი!


იცი, როგორ ვენდობოდი? - თვალდახუჭულზე მეტად! მეგონა, უყვარდა თორნიკეს ჩემი და.
მეგონა, ჩემი ერიდებოდა და მეც ვაცლიდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან
უყვარდა! ვცდებოდი? ეკატერინე, ვცებოდი? მარტო მე მეგონა ასე? მარტო მე მეგონა, რომ
მათი დაუსრულებელი კინკლაობა და კატა-თაგვობანა დიდი სიყვარულის გამო იყო?!

-არა, ლუკა, მარტო შენ არ გეგონა მასე... - დაიჩურჩულა კატომ.

-რა იოანე დანელია, საერთოდ? რა სხვა კაცი?! როდის? როდის? მასაც ხომ უყვარდა თორნიკე,
როდის მოასწრო გადაყვარება? როდის გაიზარდა ასე ძალიან? რატომ ვერ შევამჩნიე, რატომ
ვერ მივუხვდი, რატომ არ მოვიდა და მითხრა?! - ჯანდაბა! როგორ შეიძლება გამოგეპაროს?
ასე რამ გამომაშტერა? რამ დამაბრმავა ასე უღმერთოდ?! - პატარა ბიჭივით ტიროდა იმ წამს
ლუკა ჯაყელი და თან სიმწრით მუხლებზე იბრახუნებდა მუშტებს.

-ვერ წარმოიდგენდი, ვერავინ წარმოვიდგენდით. ყველას გვეგონა, მაშოს თორნიკე უყვარდა.


- ეხუტებოდა გოგონა ძმას და ამშვიდებდა.

-როგორ შეიძლება, ძმაკაცის ნდობა ინანო? განა რა დავაშავე ისეთი, რომ ასე მწარედ
დავისაჯე? უბრალოდ ვენდობოდი ბავშოვბის მეგობარს, ძმას! ხომ უყვარდა მაშო? მაშოსაც
ხომ უყვარდა? მაშინ რა მოხდა?! რა მოხდა და რატომ მოხდა?!

-ყველას გამოგვეპარა. ვეღარავინ ვიცლიდით ერთმანეთისთვის. საკუთარ ნაჭუჭში


ჩაკეტილებს, ინტერესი გაგვიქრა ერთმანეთისადმი.

-და მან შვება იოანე დანელიაში ჰპოვა? სხვა ვერავინ ნახა, მაინცდამაინც მას მიადგა?
თორნიკე რას მიკეთებდა? მერე მეტყვი უსამართლო ხარო, მაგრამ ელენე რომ ყოფილიყო
მსგავს დღეში, მე წამით მაინც მოვცილდებოდი?! როცა საყვარელი ქალი იტანჯება, გაქვს
უფლება თუ არა, მის გვერდით არ ხარ?! მისგან შორს როგორ უნდა გაძლო საერთოდ? რა
გული გაგიძლებს?

-არ ვიცი... ძალიან მინდა თორნიკესი მესმოდეს, მაგრამ არ შემიძლია. არასდროს მესმოდა,
რატომ აწვალებდა ასე მაშოს და ვერც ვერასდროს გავიგებ, ალბათ.

-ჩემი ბრალია! მე ვარ იდიოტი. ხომ ვხედავდი, რომ ასე აწვალებდნენ ერთმანეთს? მაგრამ
მაინც არაფერს ვეუბნებოდი თორნიკეს. ველოდებოდი, რომ თვითონ მოსულიყო და ეთქვა;
ველოდებოდი და აჰა! მაშოს რომ თვალცრემლიანს ვხედავდი, უნდა მივსულიყავი იმ
იდიოტთან და მეთქვა „იმოქმედე, რას მიდგახარ?! ჩემი მხარდაჭერა გაქვს!“ რატომ არ
ვუთხარი? რატომ არ ვუთხარი, ღმერთო! ან ის რატომ ვერ მიხვდა? ვისთვის იყო საიდუმლო,
რომ ჩემთვის ყოფილიყო? რატომ ვერ მიხვდა, რომ ყველაფერს ვხვდებოდი და არ ვიყავი
წინააღმდეგი? რატომ არ მიცნობდა ბავშვობის ძმაკაცი ასე კარგად?!

-ძალიან რთულია, ლუკა; ადამიანებისთვის სიტყვების წარმოთქმაზე რთული არაფერია, ამ


ქვეყნად.

-რატომ მერე, რატომ?! ხომ გაქვს ეს დალოცვილი ენა პირში? ხომ მოგცა ღმერთმა
სალაპარაკოდ? რა ბნედა დაგვეცა სუყველას? რა უბედურება დაგვემართა, რომ ყველა
გავჩუმდით და აქამდე მოვედით?! ახლა ვის რა ვუთხრა, კატო? როგორღა გავიდე ქუჩაში ან
თქვენ როგორ გიყუროთ? შვილი რომ მკითხავს მამიდაზე, რა ვუთხრა? ქუჩაში რომ შემხვდეს
შემთხვევით, რა ვქნა? მეორე მხარეს გადავიდე?! რა ჯანდაბა ვქნა, რომ არ შემიძლია?! არ
შემიძლია ეს ოხერი, ვერ ვაპატიებ! ნიკუშა რომ მოკვდა, იცინოდა ის ნაბიჭ*არი. რატომ
მოკვდა და როგორ, რა მნიშვნელობა აქვს? იმსახურებდა, თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს?
ჩვენი ძმა ხომ იყო? ის კი იცინოდა მაშინ, როცა ჩვენ ნიკუშას ვტიროდით. დათუნა რომ
მოგიკლეს? მაგ ნაბიჭ*რებმა დათუნა რომ ჩაგაკლეს ხელებში, სად იყო ეგ ახ*არი? იქნებ იმავე
მანქანაში იჯდა, ვინ იცის? და მაშო ახლა მაგ კაცის ცოლია?! - დაწყევლოს ღმერთმა ასეთი
სამართალი! რატომ უნდა იბადებოდეს ჩემი შვილი ასეთ ქვეყანაში? რატომ უნდა
მომხდარიყო ასეთი რამ? რა მოხდება, ეს ოხერი „არ შეიძლება,“ არ შეიძლება რომ იყოს
ყველასთვის?

-მაშინ ადამიანები აღარ გვერქმეოდა... - დანანებით და დიდი ტკივილით გაჟღინთა


სიტყვები ეკატერინემ.

-მიმიფურთხებია ასეთი ადამიანობისთვის! - ყველანაირემოციაგამოცლილი ხმაღა


შერჩენოდა მამაკაცს.

-როგორ არ მინდოდა, რომ თქვენც ისევე ჩაგექნიათ ამ ცხოვრებაზე ხელი, როგორც მე...
როგორ არ მინდოდა და მაინც, რა გარდაუვალი აღმოჩნდა ყველაფერი... - თვალები დახუჭა
ეკატერინემ და ცრემლებიც მაშინვე დაეშვნენ ყვრიმალებზე.

ლუკა სკამიდან ქვევით ჩაცოცდა, უსიცოცხლო სხეულივით. იატაკზე დაეშვა, კედელს


მიაყრდნო თავი და სახე ხელებში ჩარგო. ეკატერინე კი ჯიუტად არ ახელდა თვალებს და
ცრემლით ისველებდა ღაწვებს.
რამდენად სტკიოდა ორივეს და რამდენად იტანჯებოდნენ, ამას მხოლოდ ეს ორი ადამიანი
თავად და კიდევ ერთი, მათი უკვე მოკვეთილი ნაწილი თუ გაიაზრებდა. ხმას კი აღარცერთი
იღებდა, სიბნელეში უჩუმრად იფანტებოდა მათი ტკივილი.

დიდხანს იყვნენ ასე,ლუკა კედელთან ჩამუხლული,ეკატერინე სკამზე თვალებმინაბული.

მერე გაიარეს ტკივილითა და მარტოობით გაჟღენთილმა საათებმაც;

მერე დაათენდათ თავზეც.

იოანე და მარიამი სასტუმროს ვერანდაზე ვახშმობდნენ, სასიამოვნო მუსიკისა და ულამაზესი


ბუნების ფონზე. ირგვლივ ყველაფერი იმდენად ლამაზი და მშვიდი ჩანდა, ჯაყელიც
ძალაუნებურად მშვიდდებოდა. იოანე იმ ღამით განსაკუთრებულ სიყვარულს ასხივებდა
თვალებიდან. აღტაცებით აკვირდებოდა ბროწეულისფერ კაბაში გამოწყობილ მეუღლეს.

-სადღეგრძელო მინდა ვთქვა! - უცებ შესძახა დანელიამ და ჭიქები ღვინით შეავსო.

-თქვი. - ყურთამდე გაეპო ღიმილი მარიამს.

-იცი რას გაუმარჯოს? - სიყვარულის გარდაუვალ განგებას! - გაეღიმა იოანეს. -


წარმოგედგინა, სულ რამდენიმე თვის წინ, რომ ახლა აქ ვიქნებოდით მე და შენ? საერთოდ, რა
მნიშვნელობა აქვს ვინ ვართ, უცხოები ხომ ვიყავით? ახლა კი ცოლ-ქმარი ვართ! ასე მგონია,
ჩვენ შეხვედრამდე გადაწყდა ჩვენი ამბავი. არვიცი ვინ გადაწყვიტა, როდის ან რატომ, მაგრამ
ასე ჯიუტად გადაწყვიტა და გაგვაბედნიერა ორივე. ამას ჩემთვის სიყვარულის გარდაუვალი
განგება ჰქვია და არ აქვს მნიშნელობა, რას იტყვიან სხვები, ადრე თუ გვიან ყველა დაივიწყებს
ამ ამბავს. ჩვენ კი სულ გვემახსოვრება, სულ გვეცოდინება და სულ გვეყოლება ერთმანეთი!

-გაუმარჯოს! - ჭიქა ჰაერში აღმართა ჯაყელმა და მსუბუქად მიუჭახუნა მამაკაცისას.

-ბედნიერი ხარ, მარიამ? ახლა და ამ წამს.

-ახლა და ამწამს არ მგონია, რომ სადღაც ჩემზე ბედნიერი ადამიანი შეიძლება დაიარებოდეს!
- გულწრფელმა ღიმილმა გაუნათა სახე გოგონას.

-იცი, როგორ გიხდება ღიმილი? - თავადაც გაეღიმა ცოლის შემყურე იოანეს.

-სულ გავიღიმო ხოლმე? - გაეცინა მარიამს.

-არა, სულ რომ გაიღიმო ფასს დაკარგავს და გაუფერულდება. იმიტომ მიყვარს ასე ძალიან,
რომ ერთი შეხედვით ზედმეტად მკაცრ შთაბეჭდილებას ტოვებ; თითქოს საერთოდ არ იცი,
ღიმილის მნიშვნელობა, მერე უცებ იღიმი და ყველაფერი ქრება, გარშემო! - ჩაიცინა ბოლო
სიტყვებზე დანელიამ.
-შენზეც მკაცრი შთაბეჭდილება დავტოვე? - გამხიარულდა გოგონა.

-მკაცრი? მკაცრი არ ერქვა მაგას! მეგონა, ჩემი სამზარეულოს იატაკს დამაკლავდი! -


გადაიხარხარა მამაკაცმა. - იცი, რა დამემართა ჩემ სამზარეულოში რომ დაგინახე პირველად,
უტასთან ერთად? ვიფიქრე, შანსი არ არის ეს მარიამ ჯაყელი იყოს, ალბათ მეშლებათქო. რას
წარმოვიდგენდი?!

-აბა მე მკითხე? - გაეცინა მარიამს. - როდის მოგეწონე?

-არ მომწონებიხარ, არც მაშინ და არც მერე. პირველი დანახვისთანავე შემიყვარდი. - გაეღიმა
იოანეს.

-კარგი ახლა, მატყუებ! - გაეცინა ჯაყელს. - რომეოობა ნუ მომინდომე.

-გეფიცები! - იცინოდა იოანეც.

-პირველი დანახვისთანავე რანაირად? საერთოდაც, პირველად ბევრად ადრე მნახე შენ მე,
გამყრელიძის დაბადებისდღეზე.

-ხო, მაგრამ მაშინ არ შემიმჩნევიხარ. შენი აღქმა, გონებაში, ჩემს სამზარეულოში


შეხვედრიდან დაიწყო.

-ანუ რა გამოდის? როგორც კი აღმიქვა შენმა გონებამ, შემიყვარა? - გაეცინა მარიამს.

-ნუ იცინი, სიმართლეა. იცი, მე რა მგონია? - უცებ გამხიარულდა იოანე და წამოიწია. -


ნებისმიერი ადამიანის გონებაში ერთი კონკრეტული სახელი და გვარია ჩაბეჭდილი,
დაბადებიდანვე. ამ ადამიანის სიცოცხლეში ან შეხვდები ან ვერა, მაგრამ თუ შეხვდი,
ერთგვარი სენსორული კონტაქტის ეფექტი ექნება ყველაფერს.

-სენსორული კონტაქტის?

-ჰო, ფილმებში როგორცაა, სეიფის კარი ერთი კონკრეტული ადამიანის შეხებით რომ
იხსნება. ასე ხდება აქაც, დაინახავ იმ ერთ კონკრეტულ ადამიანს და გონებაში ჩაბეჭდილი
სახელი და გვარიც მაშინვე აციმციმდება. იცნობს თავის ნამდვილ ნახევარს. ეს ყველაფერი
ერთ წამში მოხდება, მაგარმ ადამიანმა შეიძლება მაშინვე გაიაზროს ეს ან რამდენიმე ხანში.

-ან სულ ვერ გაიაზროს?

-ჰო, ეგრეც შეიძლება მოხდეს. წარმოიდგინე, ქუჩაში რომ ჩაუაროთ ერთმანეთს, ორივეს
გონებაში ჩაბეჭდილი „სენსორი“ აციმციმდეს, მაგრამ შენ ყურადღებაც არ მიაქციო, შენი გზა
განაგრძო, ჯიუტად და არც მან მოიხედოს უკან. მე რატომღაც მგონია, ყველა ადამიანს
ეძლევა შანსი თავის მეორე ნახევართან შეხვედრის. რომ ამბობენ, ყველას მეორე ნახევარი
იბადება, მაგრამ ზოგის იმდენად შორს, რომ შეხვედრასაც ვერ ასწრებენო, არ მჯერა. არ
არსებობს, რომ ერთხელ მაინც ვერ შეხვდე შენი ცხოვრების მეგზურს. უბრალოდ, მომენტის
დაჭერა უნდა შეგეძლოს; შენი გულის და გონების უნდა გესმოდეს და როცა ტვინი ნიშანს
მოგცემს, მზად იყო წამის გასაშეშებლად. ბედნიერება, ყველასთან მიდის, ზოგს საბავშვო
ბაღში ხვდება, ზოგს სკოლასა თუ უნივერსიტეტში, ზოგს საკუთარი სახლის სამზარეულოში
და ზოგსაც ქუჩაში. უბრალოდ, უნდა გრძნობდე, უნდა ელოდო შენს გონებაში ჩაბეჭდილი
სახელის წითლად ანთებას. მთავარია ეგ ერთი „შექანება“ გაიგო და თვითონ სიყვარულს
რამდენ ხანში ჩამოაყალიბებ სიტყვებად, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს.

-ფრიად საინტერესო თეორია გქონიათ, ძვირფასო მეუღლევ! - ტაში დაუკრა მარიამმა


მამაკაცს და გაუცინა.

-ხედავ რა მიყავი, ექიმო? რაებზე ვფიქრობ და რა დასკვნები გამომაქვს! - გაეცინა იოანესაც.

-მე თუ მკითხავ, საოცარი მიგნებაა. ვფიქრობ და მეც მგონია, რომ შენთან პირველი
შეხვედრისას „შემაქანა“ განგებამ. უბრალოდ რაღაც დრო დამჭირდა ამის გასააზრებლად.

-რა საოცარი რამეა, წარმოიდგინე: ორი სრულიად უცხო ადამიანის შეხვედრა და ის წამიერი
„ციმციმი,“ გონებაში.

-სიყვარული არის ყველაზე საოცარი რამ. ორისგან შემდგარი ერთი დიდი საოცრება! -
გაეღიმა მარიამს და ჭიქა აღმართა ჰაერში. - გაუმარჯოს ჩვენს საკუთარ საოცრებას!

-გაუმარჯოს! - ღიმილით მიუჭახუნა ჭიქას ჭიქა იოანემ.

დალიეს ზომიერად, ილაპარაკეს ბევრი და დუმდნენ ცოტა ხნით. ორის შორის გაბმული
უხილავი ძაფები ნელ-ნელა იჭიმებოდა ვნების საჭიმის მიერ და იმავე ღამით, თავიანთ
საწოლთან მისულებს, საერთოდ აღარ შერჩენოდათ ერთმანეთს შორის მანძილი.

ცხელი ტალღა თითების ბალიშებიდან აღწევდა სხეულში და მთელი სხეულის გავლით თმის
ღერებამდე მოიცავდა ორივეს. ალკოჰოლს შერწყმული ვნება და სიყვარული ზღვასავით
ღელავდა და ჯებირების გადანგრევას ლამობდა. იოანემ ფრთხილად შეუცურა ცალი ხელი
წელზე გოგონას, მეორეთი კი ლავიწს დაუყვა - მარიამი მის ტყვეობაში იყო თხემით-
ტერფამდე.

იმ სამაღოს განმავლობაში პირველად, მათი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა და ორივემ შეძლო


იქ ჩაბუდებული გრძნობების ამოკითხვა.

პირველი კოცნა იყო საოცრად ნაზი და ჰაეროვანი, ვნებათა ზემოთ მდგომი, სრულიად
უამბიციო;

მეორემ მოიტანა მეტი ეშხი და უფრო დიდი სიმძაფრე;

მესამე და მეოთხე ქურდებივით იძურწებოდნენ ჯაყელის ლავიწისკენ;

მეხუთემ და მეექვსემ ერთიანად მოიტანეს ის ქარიშხალი, რომელიც “პირველის მორევში”


ჩაყრიდა ორივეს.

შემდეგ იყო იოანეს თლილი თითების შეხება და მარიამის ტანსაცმლისგან განძარცვა.


ერთდროულად უხერხული და სიამოვნებანარევი სიგრილის შეგრძნება კანზე.

მერე იყო „პირველის მორევი,“ საოცარი წამი და ორი სხეულის ერთ მრთელად გარდაქმნა.
ორის მიერ შექმნილი, ერთი მთლიანობა - საოცრება იყო ღამის სტუმარი.

გიორგი თოიძე ადრიანი დილიდან ჩაფლული იყო საქმეში. მაგიდაზე თანაშემწის მიერ
გადარჩეული ძველი ჟურნალ-გაზეთები ეწყო და მისთვის საინტერესო გვარებსა თუ
სახელებს ეძებდა. შუადღეს თავად თანაშემწეც შეუერთდა უფროს გამომძიებელს და მასთან
ერთად დაიწყო „წარსულის ქექვა“.

-რენე, ერთი მითხარი, შენი ბავშვობის მეგობრებს ყველაფერს უყვები? - უეცრად ჰკითხა
საქმეში გართულმა თოიძემ თანაშემწეს, ისე რომ თავი არც აუწევია მაგიდიდან.

-გააჩნია, უფროსო,რატომ მეკითხებით? - როგორც ყოველთვის, დააბნია რენე უფროსის


უცერემონიო შეკითხვამ.

-ანუ, რაიმე უსიამოვნება რომ შეგემთხვას, ბავშვობის მეგობარს, რომელსაც ძალიან ენდობი,
ეტყვი? - უფრო გასაგებად დასვა კითხვა გამომძიებელმა.

-რავიცი, ვეტყვი, ალბა; თუ ძალიან მნიშვნელოვანია, ვეტყვი. დარდის გამზიარებელი ხომ


დამჭირდება?!

-ჰო, მეც ვფიქრობ, რომ ეტყვი. - მოეწონა თანაშემწის პასუხი გიორგის და გაიღიმა.

-რატომ მკითხეთ, უფროსო? სტატიებში იპოვეთ რამე?

-არა, ამასთან არაფერ შუაშია, უბრალოდ.

-უბრალოდ ახლა გაგახსენდათ და მკითხეთ? - ჩაეცინა გაკვირვებულ რენეს.

-არა, იცი რამ დამაფიქრა? ჩემი და ანდრეას იმდღევანდელ დიალოგს ვიხსენებდი და უცებ
მივხვდი, რომ ანდრეას საერთოდ არ გაკვირვებია ის ფაქტი, რომ ილია ჯაფარიძემ პირადად
პაატა ჟღენტის მკვლელობა შეუკვეთა.

-ანუ?

-ანუ ეს ფაქტი სრულიად ნორმალურ მოვლენად მიიჩნია.

-ვერ მიგიხვდით, უფროსო... - თავი მოიქექა დამწუხრებულმა რენემ.

-ანდრეამ ჩათვალა, რომ ილია ჯაფარიძის მიერ პირადად პაატა ჟღენტის სიკვდილის შეკვეთა
საერთოდ არ იყო არალოგიკური. ანუ ჯაფარიძეს რაღაცაში აწყობდა მისი მოშორება.

-და ეგ თქვენს პირვანდელ კითხვასთან რა კავშირშია?

-ოო, აი ეგ კი კარგი კითხვაა, ჩემო რენე! - გაეღიმა თოიძეს, გაზეთებს შეეშვა და


კომფორტულად მოთავსდა სავარძელში. - ილია ჯაფარიძის ქალიშვილი და ჩვენი ბარბარე
ჟღენტი რომ კლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ, ხომ ყველასთვის ნათელია ეგ
ამბავი?

-დიახ, მერე?

-მერე ის, რომ ნიკუშა ჯაყელის მკვლელობის ღამეს ინა ჯაფარიძეც კლუბში იმყოფებოდა
ბარბარე ჟღენტთან ერთად. ხვდები, რენე?

-მივხვდი, უფროსო! - წამოიყვირა გახარებულმა რენემ. - თქვენ ფიქრობთ, რომ... არა,


ვერაფერსაც ვერ მივხვდი. თქვენ ხომ მხოლოდ ეჭვები გქონდათ ბარბარესთან
დაკავშირებით?

-ეჭვები გამიღრმავდა, რენე. ახლა უკვე თითქმის ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ
ბარბარე ჟღენტი ნიკუშა ჯაყელის მკვლელობაში უშუალოდაა გარეული. სავარაუდოდ,
ანდრეა სწორედ ამიტომ აფარებს ხელს.

-ხო, მაგრამ ბარბარეს რა შეხება უნდა ჰქონოდა ნიკუშა ჯაყელთან?

-მთვრალი ხალხით გადატენილ კლუბში ყველას ყველასთან აქვს შეხება, რენე.

-ანუ თქვენ გჯერათ, რომ ანდრეამ ნიკუშა ბარბარეს გამო მოკლა?

თოიძე ჩაფიქრდა. ნიკაპზე მოისვა ხელი და რამდენჯერმე ამოიხვნეშა.

-ჰო, ასე მჯერა.

-და ინა ჯაფარიძემაც იცის ამ ყველაფერის შესახებ, არა?

-თუ იმ ღამეს ერთად იყვნენ გოგონები, ინას აუცილებლად გაუჩნდებოდა შეკითხები და


არამგონია, ბარბარეს რამე დაემალა უახლოესი მეგობრისთვის.

-ანუ გამოდის, რომ ბარბარემ გული გადაუშალა ინას, ინამ მამამისს უთხრა ყველაფერი,
ილიამ კი ეს ყველაფერი პაატას წინააღმდეგ გამოიყენა? - თავისივე სიტყვებში აიბნა
უმცროსი გამომძიებელი.

-ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ჯაფარიძეს ანდრეას ხელში ჩაგდება და მისი იარაღად


გამოყენება სურდა. ანდრეას კი არაფერი თოკავს ისე, როგორც ბარბარეს ხსენება. ბარბარეზე
მუქარით ანდრეასაც დაითანხმებდნენ ნებისმიერი საქმის გაკეთებაზე; რაც მოხდა კიდეც.
პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ ჟღენტი ქვეყანაში არ იმყოფებოდა და არც აპირებდა
დაბრუნებას, რომ არა...

-მამის სიკვდილი. - ღიმილით დაასრულა გამომძიებლის სიტყვები რენემ.

-ჰო, ერთი შეხედვით, ყველაფერი ლოგიკურად ჯდება.

-გამოდის, რომ ჯაფარიძემ პაატა ჟღენტი მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ ბარბარე
დაებრუნებინა ქალაქში და ხელში ჩაეგდო? - რა სისასტიკეა!
-სისასტიკე და ძალიან დიდი გამჭრიახობა ერთდროულად... - ღიმილით დაეთანხა
თანაშემწეს თოიძე.

-ნუთუ სხვა მიზეზს ვერ იპოვნიდა? აუცილებლად კაცი უნდა მოეკლა?

-ეს გზა ყველაზე მარტივად ჩააგდებინებდა ხელში ბარბარეს ოჯახს და მისით


მანიპულირების უფლებას მისცემდა. გეგმა ხუთიანზე შეასრულა, ვერაფერს იტყვი!

-პრაქტიკაში არ მყოლია ჯაფარიძისნაირი სასტიკი კაცი! - თავს აქნევდა რენე.

-შენ კი არა, რენე, მეც კი არასდროს მყოლია მისნაირი დამნაშავე პრაქტიკაში. - გაეღიმა
გამომძიებელს.

-საიდუმლო რომ ამოხსენით, ამას ეტყვით ანდრეას?

-არა, რა საჭიროა ? ანდრეა კბილებით იცავს იმ გოგოს, დაე იყოს ყველაფერი ისე, როგორც
არის. ჩათვალონ, რომ ამის შესახებ ვერასდროს ვერავინ გაიგებს.

-ჰო, ნუ დავაფრთხობთ ბატონ ახვლედიანს, ისედაც ძლივს ვაკავებთ ჩვენთან. - გაეცინა


რენეს.

-ჯერ სად ხარ, ჩემო რენე, ეკატერინე ჯაყელი არც შემოგვიყვანია თამაშში! - გაეღიმა
თოიძესაც.

-ხო მართლა, უფროსო, არ დაგაგვიანდეთ მასთან შეხვედრა. თხუთმეტი წუთის წინ


დამირეკეს და მითხრეს, რომ გამოვიდა სახლიდან. სულ მალე მივა დანიშნულების
ადგილამდე.

-კარგი, წავალ მაშინ მე. - წამოდგა თოიძე თავისი სავარძლიდან და წასასვლელად მოემზადა.

-აბა წარმატებები, უფროსო. გული მიგრძნობს, ახვლედიანზე მეტად მისი დათანხმება


გაგიჭირდებათ! - გაეცინა რენეს.

-მე კი გული მიგრძნობს, რომ გეთანხმები, რენე! - გაეღიმა გამომძიებელსაც, თანაშემწეს


დროებით დაემშვიდობა და კაბინეტიდან გასული, დინჯად დაუყვა ბიუროს კიბეებს.

იოანე და მარიამი უკვე ქალაქში შედიოდნენ, როცა დანელიას მობილურზე შეწუხებულმა


ანდრეამ დაურეკა და ფირმაში მისვლა თხოვა. ახვლედიანს რაღაც გაეფუჭებინა საქმეში და
ახლა მხოლოდ იოანეს, როგორც უფროსს, მისი გამოსწორება.

მარიამმა თავის ფირმასთან დატოვა ქმარი, თავად კი, მგზავრობისგან დაქანცული, პირდაპირ
სახლში წავიდა.
საწოლზე იწვა, გულაღმა და თვალებმინაბული. გონებას ასვენებდა და ფიქრს უკრძალავდა.
რამდენიმე ხნის შემდეგ კარზე დაუკაკუნეს და მყუდროებაც დაურღვიეს.

-მარიამ, შვილო, ხომ არ გეძინა? - ნახევარი ტანით შევიდა ოთახში ნანა.

-არა, ნანა, მოხდა რამე?

-სტუმარია შენთან.

-ვინ სტუმარი? - გაიკვირვა მარიამმა, რადგან არავის ელოდა, მითუმეტეს იმ სახლში.

-ასე თქვა, თორნიკე მქვიაო.

-რა მქვიაო? - წამოიყვირა მარიამმა და დაფეთებული წამოხტა. ეგონა, მოესმა სახელი.

-თორნიკეო, ასე მითხრა... მიიღებ?

-სახლში მარტო ჩვენ ვართ? - უცებ შეშინდა ჯაყელი.

-კი, შვილო, იოანემ დარეკა წეღან, შემაგვიანდება და არ ინერვიულოსო. აღარ შეგაწუხე,


მეგონა გეძინა.

-კარგი, კარგი, კარგი... სტუმარს უთხარი კაბინეტში დამელოდოს, მოვალ ორ წუთში!

-როგორც მეტყვი. - გაუღიმა ნანამ გოგონას და ოთახი დატოვა.

მარიამი სწრაფად მივარდა სარკეს, საკუთარ ანარეკლს თვალებში ჩახედა და რამდენჯერმე


ამოისუნთქა, ღრმად. გული საგულეს ვეღარ ეტეოდა. თვალების წვას უკვე გრძნობდა.
კიბეებს მიუყვებოდა და ფეხები უკან რჩებოდა.

რა უნდა ეთქვა? განა ყველაფერი ისედაც ცხადი არ იყო? ან როგორ გაბედა მოსვლა? მარტო
რომ არ ყოფილიყო? უტა ან იოანე რომ დახვედროდა სახლში? ან თუნდაც, ანდრეა?

კაბინეტის კართან მისვლამდე ცხრა სიცოცხლე გალია მარიამმა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა,
თითქოს ეშაფოტზე მიდიოდა. ზღურბლთან მისული კიდევ ერთხელ შეჩერდა, ამოისუნთქა,
თავს შეუძახა და კარი შეაღო.

ეკატერინე, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, ყოველდღე სტუმრობდა დათუნას საფლავს.


ბოლო ხანებში თავს მშვიდად მხოლოდ ორ ადგილას გრძნობდა - თავის სახელოსნოში და
მისი საყვარელი ადამიანის საფლავზე. როგორც ყოველთვის, ახლაც ყველაფერს უყვებოდა
დათუნას; თავის დარდს უყოფდა მეორე ნახევარს. წამით მშვიდდებოდა კიდეც. ეგონა, მისი
სიტყვები მართლაც აღწევდნენ გასვიანამდე.

ორშაბათ დილასაც ჩვეულ დროს გამოცხადდა გოგონა სასაფლაოზე. საყვარელს ახალი


ყვავილები მიუტანა, ძველი და უკვე დამჭკნარი კი დაცვის ბიჭს გაატანა გადასაყრელად.
თავად ისევ გაყინულ ლოდზე ჩამოჯდა, ისევ ისე დაიკრიფა ხელები და დახარა თავი.
დიდხანს ლაპარაკობდა. ყველაფერს, რაც შიგნით ჰქონდა და რასაც განიცდიდა,
დაუზოგავად უზიარებდა გაყინული მარმარილოს ქვას. იქვე დაცვის ბიჭები ელოდებოდნენ
და მის უსაფრთხოებას იცავდნენ. ახლოს მისვლას, რა თქმა უნდა, ვერცერთი ბედავდა.

რაღაც დროის შემდეგ დაუბრუნდა ჯაყელი სააქაოს. წამოიწია, მთელი გრძნობით აკოცა
გასვიანის სურათს და წამოდგა. ცრემლით ამოვსებული უპეები შეიმშრალა, თვალები
დახუჭა, რამდენჯერმე ამოისუნთქა ღრმად და წასასვლელად მოემზადა.

ჩანთის ასაღებად დახრილმა დიდი სილუეტის წამოდგომა იგრძნო თავზე; მაშინვე


შეცბუნებულმა აიხედა და ხელთ შუახნის მომღიმარი მამაკაცი შერჩა.

-შუადღემშვიდობისა, ქალბატონო ეკატერინე. - სანდომიანი ხმა ჰქონდა უცნობს.

-უკაცრავად, ვიცნობთ ერთმანეთს? - ვერ გამოერკვია გოგონა.

-ვიცნობდეთ, გამომძიებელი გიორგი თოიძე, ყოველთვის თქვენს სამსახურში მიგულეთ! -


ელეგანტურად დაუკრა თოიძემ თავი ჯაყელს.

-გამომძიებელი? - თვალებზე შერჩენილი ცრემლები მოიწმინდა კატომ და უკეთ დააკვირდა


უცნობ მამაკაცს. - რა გნებავთ?

-ქალბატონო ეკატერინე, ყველაფერი რიგზეა? - დაცვის ბიჭი მიუახლოვდა გოგონას.

-კი, ლექსო, დაბრუნდი მანქანასთან და მეც მალე მოვალ. - მშვიდად გასცა პასუხი ჯაყელმა
ბიჭს და ისევ თოიძეს მიუბრუნდა.

-ქალბატონო ეკატერინე, მესმის, დაგაბნიეთ, სრულიად შეუფერებელ ადგილას


გამოგეცხადეთ, სრულიად შეუფერებელ დროს, მაგრამ იცით, თქვენთან გასაუბრება
მინდოდა, რაღაც თემებზე... - მშვიდი ღიმილით წამოიწყო საუბარი გამომძიებელმა.

-ჩემთან გასაუბრება? ახლა? რასთან დაკავშირებით?

-იცით, ეს აქ განსახილველი საკითხი ნამდვილად არაა. თუ დრო გაქვთ, იქნებ სადმე


დავმსხდარიყავით და გველაპარაკა, აქვე ძალიან კარგი საჩაიე ვიცი.

-ბატონო... თქვენი სახელი შემახსენეთ უკაცრავად?

-გიორგი.

-დიახ, ბატონო გიორგი, სიმართლე გითხრათ, წარმოდგენაც არ შემიძლია, რა უნდა


გვქონდეს მე და თქვენ სალაპარაკო.
-მერწმუნეთ ქალბატონო, ყველაფერს აგიხსნით, თუ დამთანხმდებით და წამომყვებით.

-არც კი ვიცი, რა გითხრათ... - შეიშმუშნა ეკატერინე.

-მენდეთ, გთხოვთ. - დაამატა თოიძემ, როცა გოგონას უნდობლობა შენიშნა.

-ცუდად ნუ გამიგებთ, მაგრამ შეგიძლიათ თქვენი მოწმობა წარმომიდგინოთ?

-რა თქმა უნდა! - გაეღიმა გიორგის და ჯიბიდან საფულე ამოიღო. - მე მაპატიეთ, თავიდანვე
უნდა მეჩვენებინა თქვენთვის, უბრალოდ ეს ოფიციალობები არაფრით არ შემიძლია. -
ჩაეცინა და მოწმობა გაუწოდა გოგონას.

ეკატერინე დიდხანს აკვირდებოდა თოიძის ფოტოს და როგორც კი დარწმუნდა, რომ ის


მართლაც სანდო ადამიანი იყო, უკან დაუბრუნა პატრონს საბუთი.

-კარგი, თანახმა ვარ, ვისაუბროთ.

-ძალიან კარგი! - გაეღიმა კმაყოფილ თოიძეს.

-წინააღმდეგი ხომ არ ხართ, ჩემი მანქანით რომ წამოვიდე, დაცვის ბიჭებთან ერთად?

-როგორ გეკადრებათ, არა, რა თქმა უნდა!

-კარგი, მაშინ წავიდეთ.

-მე წინ წავალ, თქვენი მანქანა უკან გამომყვეს. - დაუბარა გიორგიმ ჯაყელს და თავისი
მანქანისკენ წავიდა.

თოიძეს მართლაც არ უვლია მანქანით დიდხანს. მალევე გააჩერდა მომცრო ზომის კაფის წინ,
სადაც თითოოროლა მაგიდა თუ იქნებოდა დაკავებული.

-აი, აქ დავსხდეთ! - კუთხის მაგიდაზე ანიშნა თოიძემ გოგონას, როგორც კი კაფეში შევიდნენ.

-რა საქმე გქონდათ ჩემთან? რაზე უნდა ვისაუბროთ? - მაგიდასთან დაჯდომისთანავე


მიუბრუნდა ჯაყელი გამომძიებელს.

-ჩაის დალევთ? - ღიმილით ჰკითხა გიორგიმ გოგონას.

-სიმართლე გითხრათ, აქ ჩაის დასალევად არ მოვსულვარ.

-დალიეთ ჩაი, კარგია, დაგაწყნარებთ. - ისევ ღიმილით გააგრძელა ლაპარაკი თოიძემ და


ეკატერინეს აგრძნობინა, რომ ძალიან ღელავდა.

-კარგი, დავლიოთ ჩაი. - დანებდა ჯაყელი, რომელიც ზედმიწევნითი დაკვირვებით


სწავლობდა გამომძიებელს.

-ახლავე! - ცალი ხელი ასწია გიორგიმ და იქვე, მაგიდასთან მოფუსფუსე ოფიციანტს უხმო.
-აბა, ყურადღებით გისმენთ, ბატონო გიორგი, რაზე გინდოდათ ჩემთან ლაპარაკი? - ჰკითხა
ეკატერინემ თოიძეს, როგორც კი სიფრიფანა გოგონამ ორი ფინჯანი ჩაი დადო მათ მაგიდაზე.

-ჰო, სიმართლე გითხრათ ეგ ძალიან რთული ამბავია და არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. -
ჩაეცინა დეტექტივს და შაქრის ორი ნატეხი ჩააგდო ფინჯანში.

-სულ თავიდან დაიწყეთ.

-საქმეც ეგაა, რომ ამ ამბავს არც თავი აქვს და არც ბოლო.

-მაბნევთ, ბატონო გიორგი. უფრო კონკრეტულად ვერ მეტყვით? არ მაქვს ამდენი დრო.

-მე გამომძიებელი ვარ, ქალბატონო ეკატერინე. გამომძიებელი, რომელიც ინტერესდება


ქვეყანაში მომხდარი ყოველგვარი კრიმინალის შესახებ.

-და მე რა შუაში ვარ?

-ეკატერინე ჯაყელი ძალიან ცნობილი ოჯახიდან? - ჩაეცინა თოიძეს.

-მისმინეთ, ჩემს ოჯახზე რასაც ლაპარაკობენ, ეს მეც კარგად ვიცი და ალბათ თქვენც. მაგრამ
ეს არავის საქმე არაა, თუ გამოძიებას რაიმე შეკითხვა აქვს ჩემი ოჯახის საქმიანობასთან
დაკავშირებით, ჩემს ბიძაშვილს ან ძმას უნდა მიმართოთ და არა მე. - გაცხარდა ჯაყელი,
რადგან მიხვდა, საითაც მიჰყავდა საუბარი გამომძიებელს.

-არასწორად მიმიხვდით, ეკატერინე. მე თქვენი ძმები არ მაინტერესებს,პირადად თქვენ


მაინტერესებთ. - სიმშვიდე წამითაც არ შეტოკებია გიორგის.

-მე? მე საერთოდ არაფერი ვიცი. ახლახან დავბრუნდი ქალაქში,ალბათ ძალიან კარგად


იცით,რატომაც წავედი აქედან...

-ეკატერინე,მოდი პირდაპირ გეტყვით,ბავშური მიკიბვ-მოკიბვები არ მხიბლავდა არასდროს.


თქვენი და ახვლედიანების მტრობის შესახებ უკვე ძალიან დიდი ხანია ყველამ იცის. ეს
ამბავი მოიცავს ორი ადამიანის სიკვდილს და ორის მოკვლის მცდელობას. წლებია უკვე ასე
გრძელდება და არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ყველაფერი, ხომ ასეა?

-მერე?

-მე, როგორც კანონდამცველი და მისი აღმსრულებელი, დაინტერესებული ვარ,რომ ბოლო


მოვუღო ამ მრავალწლიან დაპირისპირებას და ერთხელ და სამუდამოდ გამოვარკვიო
სიმართლე. გესმით?

-ბატონო გიორგი, მერწმუნეთ, ქვეყნად არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამ


დაპირისპირების კანონიერი გზებით შეწყვეტა ჩემზე მეტად სურს. საქმეს გაგიმარტივებთ,
დაიჭირეთ ჩემი ბიძაშვილის და საქმროს მკველი, ანდრეა ახვლედიანი და დამთავრდება
ყველაფერი კანონის ფარგლებში!
-სამწუხაროდ, ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება. კანონს რომ არავინ და არაფერი
უშლიდეს ხელს, დღეს ანდრეა ახვლედიანიც ციხეში იჯდებოდა და მინდა გითხრათ, რომ
თქვენი ძმებიც. რამდენიმე თვის წინ თავად დავხურე საქმე, რომლის დასკვნაშიც ეწერა, რომ
ძმები ახვლედიანები სასიკვდილოდ უბრალო ყაჩაღებმა დაჭრეს. ხომ ორივემ ვიცით, რომ ეს
აბსურდია? - ტუჩის კუთხეში გაეპარა ღიმილი თოიძეს.

-თუ საჭირო იქნება, ჩემი ოჯახის წევრებიც უნდა დაისაჯონ. ყველამ საკადრისი უნდა
მიიღოს! - გადაჭრით თქვა ეკატერინემ.

-მიხარია, რომ ასე ფიქრობთ მიუხედავად იმ დიდი ტრაგედიისა, რაც პირადად თქვენ
დაგატყდათ თავს, ამ რამდენიმე თვის წინ. კანონის ნდობა უმთავრესია, მაგრამ მაინც, მინდა
გითხრათ, რომ აქ ამაზე სალაპარაკოდ არ მომიყვანიხართ.

-რა უნდა მითხრათ, ბატონო გიორგი, პირდაპირ მითხარით!

-პირდაპირ და ხმამაღლა სათქმელი ეს აქ ნამდვილად არ არის. სიფრთხილეს თავი არ


სტკივაო და არც მე მინდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ვისაუბროთ ამაზე.

-მაშინ აქ რატომ მომიყვანეთ?

-პირველი შეხვედრისთანავე სახლში რომ მეთხოვა წამოყოლა, წამომყვებოდით? - ჩაეცინა


გიორგის. ეკატერინემ ვერაფერი თქვა. - ხოდა სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე ჯერ თქვენი აქ
მოყვანა. თანაც მინდა, რომ შემდეგში მარტო მოხვიდეთ და არა კავალერებთან ერთად. -
თავით გარეთ მდგარ დაცვაზე ანიშნა თოიძემ.

-ასეთი რა არის, რომ აქ ვერ მეუბნებით? გამოძიებამ რაღაც გაარკვია, არა? რაღაც იცით და არ
მეუბნებით! - ანერვიულდა ჯაყელი.

-ქალბატონო ეკატერინე, ვიცი, რომ პირველად მხედავთ და ახლახანს გამიცანით. ამიტომ


საერთოდ არ ხართ ვალდებული მენდოთ, მაგრამ მერწმუნეთ, თუ შეხვედრაზე
დამთანხმდებით, თქვენთვის საინტერესო ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით.

-რა ინფორმაციას? რას შეეხება ეს ყველაფერი?

-ყველაფერს: თქვენი და ახვლედიანების მტრობას, თქვენი ბიძაშვილის მკვლელობას,


დათუნას მკვლელობას...

-მაგას ცოდნა რად უნდა? ყველამ იცის, ვინც არის დამნაშავე!

-ვშიშობ, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. - გაეღიმა გამომძიებელს.

-ანუ? - დაიბნა ჯაყელი.

-ილია ჯაფარიძის შესახებ გსმენიათ ოდესმე რამე? - ხმას დაუწია თოიძემ.

-ილია ჯაფარიძის? - ჩაფიქრდა გოგონა. - არა, არასდროს. რატომ მეკითხებით?

-აქ ვერ გეტყვით, ეკატერინე, აქ არა.


-აბა სად? - მოსვენება დაკარგა კატომ.

-ახლა მე თქვენ მისამართს დაგიწერთ, იქ შეგვეძლება შეხვედრა ამავე საღამოს.

-თანახმა ვარ, მომეცით!

-ამის შესახებ არავინ უნდა გაიგოს, ეკატერინე. ხვდებით ალბათ, რომ საქმე ძალიან
სერიოზულადაა.

-ვხვდები და არავის ვეტყვი.

-საერთოდ არავის!

-საერთოდ არავის. - თავი დაუკრა გოგონამ.

-კარგი, მაშინ ეს ფურცელი აიღეთ, ჩემი ბინის მისამართი და ტელეფონის ნომერი წერია.
დღეს საღამოს შევხვდეთ, შვიდ საათზე, გაწყობთ?

-დიახ, მარტო მოვალ.

-მენდეთ, ეკატერინე, დამიჯერეთ, არ გაგაწბილებთ და ბევრ საინტერესო ინფორმაციას


მოგაწვდით.

-დიდი ხანია ამ საქმეზე მუშაობთ?

-რამდენიმე თვეა. მას შემდეგ, რაც ძმები ახვლედიანები დაჭრეს თქვენმა ძმებმა და ამ საქმის
გამოძიება მე მომანდეს.

-უცნაურია, ჩვენს საქმეში გამოძიება არასდროს ჩარეულა. ორივე მხარე ვახერხებდით თქვენ
მოცილებას. - ჩაეცინა ირონიულად ეკატერინეს.

-ჩემი მოცილება ვერ მოახერხეთ. ძალიან ჯიუტი ვარ და საქმეს არასდროს ვანებებ თავს! -
გაეცინა თოიძეს.

-იმედი მაქვს, ბოლოში გახვალთ.

-თუ დამეხმარებით, აუცილებლად!

-მე როგორ უნდა დაგეხმაროთ?

-მოდით დღეს და ყველაფერზე დავილაპარაკოთ. - გაეღიმა გიორგის.

-კარგი, მაშინ ახლა წავალ, დიდი ხანია სახლიდან გამოსული ვარ და არ მინდა, ინერვიულონ.
- წამოდგა ეკატერინე და ჩანთა აიღო.

-საღამომდე.

-საღამომდე, ბატონო გიორგი, რამე თუ შეიცვლება, დაგირეკავთ.

-ჩემი ნომერი გაქვთ. - გაუღიმა მიმავალს თოიძემ და ხელი აუწია დამშვიდობების ნიშნად.
მარიამმა კარის შეხსნისთანავე ინანა კაბინეტში შესვლა და გაქცევა ინატრა, როგორც კი
ფანჯარასთან მდგარ თორნიკეს შეავლო თვალი. არველაძე წელში მოხრილი იდგა,
წვერგაუპარსავი და დაბეჩავებული. კარის გაღების ხმაზე გასწორდა, თმაზე უცერემონიოდ
გადაისვა ხელი და ნაღვლიანი თვალები მიანათა ოთახში შესულს.

-საღამო მშვიდობისა, მაშო. - უცნაურად ტკივილიანი ტონი ჰქონდა მამაკაცს.

-რისთვის მოხვედი, თორნიკე? - მარიამის ცივი და უემოციო ხმის უკან მაინც იგრძნობოდა
ღელვა და ტკივილი.

-დალაპარაკება მინდა შენთან... გეფიცები, მხოლოდ დალაპარაკება. - ჰაერში უსიცოცხლოდ


აღმართა ორივე ხელი არველაძემ და ასეთივე თვალებით მიაშტერდა ჯაყელს.

-რაღა არის სალაპარაკო? - თვალები დახარა ჯაყელმა, რადგან ვერაფრით აიტანა თორნიკეს
განადგურებული მზერა.

-ნუთუ სალაპარაკოც აღარაფერი გვაქვს? - გაკვირვებით და დიდი ტკივილით ჩაეცინა


მამაკაცს.

-რაღა უნდა გითხრა სიტყვებით? მგონი, საკმარისად მატკინე და გატკინე უკვე.

-სამაგიერო გადამიხადე, არა? - ისევ ჩაეცინა არველაძეს, ამჯერად მხოლოდ დიდი


ტკივილით.

-ცდები! - გაბრაზდა მარიამი.

-გეფიცები, მაშო, ეს რამდენიმე დღეა ტვინს ვიდუღებ იმაზე ფიქრით, რატომ მოიქეცი ასე.
რატომ... რა... რა ჯანდაბა მოხდა, როგორ მოხდა და სად მოხდა! იცი, როგორ მინდა პასუხი
ვიპოვნო? რომ არ მითხრა, მოვკვდები იცოდე და შენ იქნები დამნაშავე! გული მიკვდება,
მაშო, ადამიანს აღარ ვგავარ, მარტო ერთ რამეს დასტრიალებს ჩემი ფიქრები - რატომ
მოიქეცი ასე?

-რა გინდა, რომ გითხრა, თორნიკე? - წამოიყვირა აღელვებულმა გოგონამ და წამოდგა. -


აუცილებელია სიტყვებით მოისმინო მიზეზი?

-აუცილებელია, ჰო! - დაიყვირა არველაძემ. - აუცილებელი კი არა, სასიცოცხლოდ


მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ შენგან მოვისმინო ეგ სიტყვები, რომ დავიჯერო, რომ
დავრწმუნდე, ეს ყველაფერი რეალობაში ხდება!

-თორნიკე...

-უბრალოდ მითხარი, რა; მითხარი მიზეზი და მე ვიყო არაკაცი, ოდესმე თუ კიდევ დაგენახო
ცხოვრებაში! უბრალოდ მითხარი, რომ შენგან მოვისმინო, შენი პირიდან წარმოთქმული.
მინდა, თვალებში მიყურო და ისე მითხრა, ძალიან ნელა და გასაგებად.
-თორნიკე, თავს ნუ იტანჯავ... - ცრემლები ეწვივნენ ჯაყელის ყვრიმალებს.

-თავს ნუ ვიტანჯავ? - ვიტანჯავ კი არა, მოვკვდი უკვე! იმ დღიდან აღარ ვარსებობ, რაც
დანელიასთან ერთად გამოგვეცხადე და შენი დაქორწინების ამბავი გვამცნე. იმ დღიდან
ცოცხლებში აღარ ვწერივარ, მაშო, ვერ ხვდები? არ იცი, რამდენად რთულია ახლა ეს
ყველაფერი ჩემთვის? - საოცრად სასოწარკვეთილი იყო იმ წამს არველაძე.

-და შენ გგონია, ჩემთვის არის მარტივი? - გული ამოუჯდა მარიამს.

-მაშინ რატომ გააკეთე ასეთი რაღაც, მაშო? რატომ?! გაიძულა? დაგაშინა? ვინმეს მოკვლით
დაგემუქრა? მითხარი და გეფიცები, მე მოვთხოვ პასუხს ყველაფრისთვის, ოღონდ მითხარი!

-მსგავსი არაფერი ყოფილა, თორნიკე. შენც ხომ კარგად იცი, არა?

-მე არ მჯერა, რომ ამ კაცთან შენი ნებით ხარ! - უცებ გაგულისდა მამაკაცი. - შენ ხომ ჩემი
მაშო ხარ? ჩემი მაშიკო... ჩემი...

-შენი რა? - უცებ შეაწყვეტინა ლაპარაკი მარიამმა არველაძეს და ცრემლები მოიცილა


თვალებიდან. - შენ რა? პატარა და?!

-მაშო...

-შენი ვინ? საყვარელი პატარა მაშიკო?!

-გეყოფა, რა მაგ სისულელის ძახილი გაუთავებლად! გეყოფა თავის მოკატუნება, ვითომ არ


იცი და ვერ ხვდები, ვინ ხარ ჩემთვის!

-ვინ ვარ? ვინ ვიყავი, უფრო სწორად? ვინ, მითხარი! როდის მაგრძნობინე? რომელი დღის,
რომელ მომენტში? მითხარი და გეტყვი, რომ მართლა მე ვიყავი სულელი და თავს
ვიკატუნებდი! - ერთიანად გაცხარდა ჯაყელი.

-შენ ძალიან კარგად იცოდი, რომ გადმოცემა არ შემეძლო არასდროს!

-რატომ? ჩემი ძმის გამო? სისულელეა ეგ და ეს შენც კარგად იცი! ლუკას შენზე ვყავდი
მობარებული. თავს მშვიდად მხოლოდ იმიტომ გრძნობდა, რომ იცოდა, შენ არ მტოვებდი
მარტო არასდროს. ეგონა, მომავალი სიძე იყავი მისი... - ბოლო სიტყვები ძალიან ჩუმად და
დიდი ტკივილით ამოილაპარაკა მარიამმა და კიდევ ერთხელ მოიწმინდა ნაკადად
დადენილი ცრემლი.

-ნუ მკლავ შენი სიტყვებით, გევედრები... - თვალები მინაბა თორნიკემ და ცრემლებს


სააშკარაოზე გამოსვლის უფლება წაართვა.

-შენ რომ მკლავდი მთელი ცხოვრება? შენ რომ არასდროს მაძლევდი შანსს? შენთვის რომ
ყოველთვის „პატარა მაშიკო“ ვიყავი?! შენ ხომ ვერასდროს ხედავდი ჩემში ქალს? შენზე
უგონოდ შეყვარებულ ქალს! - ბოლო სიტყვები სიმწრით გამოცრა ჯაყელმა.

-გეყოფა! აღარ მინდა, მაგის მოსმენა!


-რატომ აღარ გინდა? იმიტომ, რომ შენც კარგად იცი ეს ყველაფერი, თუ იმიტომ, რომ ხვდები,
ყველაფერი წარსულს ჩაბარდა? მე რა მგონია, იცი? - ორივე!

-ასე გსიამოვნებს ჩემი წამება? ამდენად გძულვარ?

-მართლა გგონია, რომ მძულხარ? მართლა გგონია, ოდესმე შენს შეძულებას შევძლებ? -
აღშფოთებით ჩაეცინა მარიამს.

-ჩემი გადაყვარება შეძელი?

-არ გვინდა, რა...

-მაშო! მიპასუხე, ჩემი გადაყვარება შეძელი? - მტკიცედ გაიმეორა კითხვა თორნიკემ და


თვალი-თვალში გაუყარა გოგონას.

-ხანდახან მგონია, არც არასადროს მიყვარდი, თორნიკე... - მცირეხნიანი პაუზის შემდეგ


ძალიან ნელა და ძალიან ჩუმად ამოილაპარაკა ჯაყელმა და ცრემლები გადაყარა სახიდან.

თორნიკეს წარბიც არ შეხრია. ორ ფეხზე მყარად იდგა და ვაჟკაცურად იტანდა თავის წილ
ხანჯალს გულში. მხოლოდ მისი თვალები, შეცბუნებული და გადარეცხილი თვალები
გამოხატავდნენ იმ უზარმაზარ ტკივილს, რომელსაც მარიამის სიტყვები იწვევდა მასში.

-გასაგებია... - ჩაიხრიალა არველაძემ ცოტა ხნის შემდეგ და თავი დახარა, რადგან ამჯერად
ვეღარაფრით შეაკავა ცრემლები.

-აუცილებელი იყო ამის თქმა? აუცილებლად უნდა მეტკინა შენთვისაც და საკუთარი


თავისთვისაც? აუცილებელი იყო აქ მოსვლა და კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება, თუ
რამდენად საშინელი ადამიანი ვარ?! - თავში ავარდნილი ტკივილი ძლივსღა ალაპარაკებდა
ჯაყელს.

-ჰო, აუცილებელი იყო, ორივესთვის... - უემოციოდ დაილაპარაკა თორნიკემ და სავარძელში


ჩაეშვა. - ყველაზე ბასრი დანით უნდა გადაგვეჭრა ეს კავშირები, რომ მათი კიდევ ერთხელ
გახარების ყველანაირი შანსი მოგვესპო!

-მე არ მინდოდა ასე ყოფილიყო, თორნიკე და არავინ იცის ეს შენზე კარგად!

-ჰო, ვიცი,რომ ყველაფერი ჩემი ბრალია... მერწმუნე, ყველაზე მწარედ ვიწვნიე ჩემი
შეცდომის შედეგი. ახლა აღარავინ მყავს: აღარც მეგობრები, აღარც მიზნები და ოცნებები,
აღარც შენ...

-თორნიკე...

-ჩემი ბრალია და ვიცი! - უცებ ისევ წამოდგა თორნიკე და მარიამს ძალიან ახლოს დაუდგა
წინ. - ჩემო პატარათქო, მაშინ არ უნდა მეთქვა, როცა ვფიქრობდი, რომ ძალიან ქალურად
გამოიყურებოდი; ძალიან საყვარელი ხართქო, არ უნდა მეთქვა, როცა გამომწვევი და
სექსუალური იყავი; შუბლზე კოცნით არ უნდა შემოვფარგლულიყავი, როცა ასე მინდოდა
შენი დიდრონი ტუჩების შეხება - მონუსხულივით ლაპარაკობდა არველაძე და სულ უფრო
ამცირებდა მანძილს მასსა და ჯაყელს შორის.
-თორნიკე, გაჩერდი... - სუნთქვა შეეკვრა მარიამს.

-როგორ მინდოდა... როგორ მინდოდა ეს ბაგეები ჩემად მეგულა... - თავისას აგრძელებდა


მამაკაცი. მარჯვენა ხელი ტაატით ასწია და საჩვენებელი თითი ძალიან ნელა შეახო ქალის
ზედა ტუჩს. - ახლაც ისე ძლიერ მინდა... - თვალები წამიერად მინაბა თორნიკემ და სულ
სხვა, ანთებული თვალები გაახილა მაშინვე.

-ახლა გინდა? - გაკვირვება უფრო აღმოხდა გოგონას ვიდრე წყენა და გაბრაზება. - ახლა
გინდა, როცა უკვე გათხოვილი ქალი ვარ?! - ბრაზიც შეურია ტონში და უხეშად მოიცილა
მისი ხელი სახიდან. - ახლა, როცა სხვისი ცოლი მქვია და სამუდამოდ დამკარგე, მიხვდი,
რომ ქალი ვიყავი მთელი ამ დროის განმავლობაში, არა? - ტონს აუწია გოგონამ. - მიხვდი,
რომ „პატარა მაშიკო“ უკვე დიდი ხანია აღარ ვარ, რომ „პატარა მაშიკოს“ სიყვარული
უნდოდა! ქალად ყოფნა და სიყვარული უნდოდა, საყვარელ მამაკაცთან! ახლა მიხვდი ამას?
ასე გვიან?!

-ვიცი, რომ არ მაქვს უფლება. ვიცი, რომ გაგაწამე...

-არა, არ იცი! - წამოიყვირა ჯაყელმა. - არ იცი, რას ნიშნავს, როცა საყვარელი ადამიანისგან
ძმური მზრუნველობის მეტს არაფერს ელი! არ იცი, რა საშინელებაა, როცა საყვარელი
ადამიანი ორმაგ თამაშს გეთამაშება! თან ეჭვიანია, თაყვანისმცემლებს გაშორებს და
ეგოისტურად გისაკუთრებს, როცა საქმე საქმეზე მიდგება კი თავზე გკოცნის და გეუბნება,
რომ დიდი ამაგი აქვს შენზე! რომ ისე უყვარხარ, როგორც პატარა და! იცი მაინც, რამდენჯერ
გაგიმწარებივარ? რამდენჯერ გიტირებივარ ცხარე ცრემლით? - არ იცი! ვერც ვერასდროს
გაიგებ მაგას და აღარც მინდა, რომ გაიგო!

-ამდენი ემოცია და ამდენი გრძნობა როგორ ალაგმე შენი გულიდან ასე ბეჯითად, მაშო? -
გულწრფელი გაკვირვება მძლავრობდა თორნიკეს ტონში.

-ძალიან შევეცადე და ძალიან დამეხმარნენ! - ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა მარიამმა და


ჩაიცინა.

-არ მჯერა შენი!

-რატომ? გგონია შეუძლებელია ადამიანი გადაიყვარო?

-შეუძლებელია! რამდენიმე თვეში ამდენ წელს ვერ დაიტევდი; რამდენიმე თვე არ გეყოფოდა
ყველაფრის ერთიანად წაშლისთვის.

-მეყოფოდა, თუკი ამ წლების ნახევარი უბრალო ილუზიით აშენებული ურთიერთობები და


მოგონებები იქნებოდა, თორნიკე.

-მე არცერთ წამს, არცერთ დღეს შენთან ილუზიით არ ვყოფილვარ! - გაბრაზებით გამოცრა
სიტყვები თორნიკემ.

-არ არის საჭირო აღიარება, მესმის, რომ რთულია შენთვისაც...

-შენგან ასეთი სისასტიკე არ დამიმსახურებია!


-მე სისასტიკე არც შემიქმნია, თორნიკე. არც მიფიქრია და არც მდომებია...

-თავისით შეიქმნა, არა? იფიქრა, იფიქრა დედაბუნებამ, რით გავამწარო ჯაყელები და მათი
გარეშე ხალხიო, ამოგირჩია შენ მსხვერპლად და თავისით მოხდა ყველაფერი, არა? - ჩაეცინა
თორნიკეს, ფანჯრის რაფაზე შემოჯდა, სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და გააბოლა.

-შენი ირონია ცოტა უადგილოა! - გაღიზიანდა მარიამი.

-ეგ არაფერი! მეც უადგილო ვარ ამ ცხოვრებაში, მაგრამ ვვარსებობ ჯერ კიდევ. უადგილო
ვარ, იმიტომ,რომ ჩემი ადგილი სხვამ დაიკავა. - ჩაეცინა არველაძეს და სიგარეტის დიდი
კვამლი გამოუშვა პირიდან.

-აუცილებელი არაა ჩემ გამო სასოწარკვეთილებას მიეცე. უბრალოდ შეგიძლია ჩემსავით


იპოვნო ბედნიერება.

-შენ ბედნიერი ხარ? - გაეღიმა თორნიკეს.

-ვარ!

-რანაირად, მითხარი, რა?! მეც მასწავლე, როგორ უნდა იყო ბედნიერი ოჯახისა და საყვარელი
ადამიანების გარეშე. მასწავლე და გეფიცები, მეც ვიპოვნი ჩემს გზას! რატომ ატყუებ შენს
თავს, მაშო? ამიხსენი, რანაირად ხარ ბედნიერი იმ კაცის გვერდით, ვინც ოჯახს დაგაშორა?
მითხარი მიზეზი, რის გამოც ეს ყველაფერი გიღირს!

-შენც ხომ კარგად იცი მიზეზი.

-არა-მეთქი! მინდა შენგან მოვისმინო. მინდა თვალებში შემომხედო და ის მითხრა, რის გამოც
აქ მოვედი. მინდა, ჩემი ყურით გავიგონო და ჩემი თვალით ვნახო, რომ დავიჯერო და
გონებაში ჩავიბეჭდო.

-რაში გჭირდება თავის დატანჯვა? უბრალოდ დაიჯერე და წადი...

-არა, მაშო, საქმეს არ გაგიმარტივებ! მინდა, რომ მითხრა, ასე რთულია?

-შენ მეკითხები მაგას? - ჩაეცინა მარიამს.

-შენ ხომ, ჩემგან განსხვავებით, არასდროს ყოფილხარ მხდალი და მშიშარა? - ჰოდა მითხარი!
მითხარი ის მიზეზი, რის გამოც ოჯახიდან მოკვეთილიც კი ბედნიერი ხარ!

- მიყვარს, თორნიკე... - თქვა ჯაყელმა ძალიან მშვიდად, აუღელვებლად და ჩუმად. თქვა და


მართლაც, პირდაპირ თვალებში შეხედა მამაკაცს.

თორნიკეს სუნთქვა შეეკვრა. ხომ დაჟინებით ითხოვდა? მაგრამ მაინც, დენის დარტყმის
ეფექტი ჰქონდა მარიამის სიტყვებს მისთვის. წამით გაირინდა და თვალებში მიაჩერდა
გოგონას. - არაფერი, არაფერი გულწრფელობის გარდა.

-ძალიან? - ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა მამაკაცმა და თავი დახარა.


-არასდროს, არავინ მყვარებია ასე... - სვენებ-სვენებით, ძალიან ჩუმად თქვა მარიამმა და
ფანჯრისკენ შეტრიალდა, რათა თავისივე სიტყვებით გამოწვეული ტკივილის ცრემლები არ
დაენახებინა სხვისთვის.

თორნიკეს თვალები ისე აუწყლიანდა და ჩაუწითლდა, ვერც გაიაზრა. ყველა კუნთი დაეჭიმა
და იგრძნო, ვიღაცამ როგორ დასცა დიდი ლოდი მის შიგნეულობას. მუხლებშიც იგრძნო
სისუსტე, ხელებშიც და ზოგადად - მთელ სხეულშიც. ერთიანად მოიშალა. მარიამის ოთხად
ოთხმა სიტყვამ მიწაში ძალიან ღრმად გაუთხარა სამუდამო სამარე.

სიტყვის თქმა რომ ვერ მოახერხა, თავი დააქნია რამდენჯერმე, ხელები უძლურების ნიშნად
დაუშვა და წასასვლელად შებრუნდა.

მარიამი უბრალოდ იდგა ხელებგადაჯვარედინებული, მისგან ზურგით და ცრემლებით


აცილებდა ბავშვობის სიყვარულს.

კართან მაინც შედგა არველაძე, ჩარჩოს ცალი ხელით დაეყრდნო და ნელა მიბრუნდა
ჯაყელისკენ.

-და მაინც, რამდენად სასაცილოა, არა? - სევდიანად ჩაეცინა თორნიკეს. მის ხმაში უკვე
ბატონობდა დამარცხებულის იმედგადაწურული ტონი. - ფიქრობ, რომ ცხოვრებაში
არსებობს რიგი საკითხები, რომელთაც ქვეყნად ვერაფერი შეცვლის, რაც არ უნდა ბევრი
წელი გავიდეს - ოჯახი, მეგობრობა, სიყვარული... და მერე, უეცრად, აღმოაჩენ,რომ თურმე ამ
ქვეყნად ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, საკუთარი თავის ჩათვლით. მე აღარ ვარ ისეთი,
როგორიც ვიყავი, შენ აღარ ხარ ისეთი, როგორიც იყავი, ჩვენც ვეღარ ვართ ისეთები,
როგორიც ვიყავით. ჩვენი სიყვარულის ამბავი კი დიდი ხნის წინანდელ ზღაპარს ემსგავსება,
ზოგისთვის ლამაზს, ზოგისთვის სულელურს,ზოგისთვის ფუჭს, მაგრამ ყველასთვის,
ჩვენივე თავების ჩათვლით - გარდასულს, გახუნებულს და აღარარსებულს. ჰო, ასეც ხდება
ცხოვრებაში, ზოგიერთი ურთიერთობა იმ რკინასავით მაგარი გგონია, რომელსაც ვერაფერი
მოალბობს, სინამდვილეში კი ყინულია, მზის სხივების ხილვისთანავე რომ გეცლებიან
ხელიდან, ქრებიან სადღაც უსასრულობაში და იკარგებიან სამუდამოდ...

-მშვიდობით, თორნიკე... - ამოიჩურჩულა ძლივსგასაგონად მარიამმა და რამდენიმე


კურცხალი მოიშორა თვალებიდან. ამ სიტყვას, ალბათ, ცხოვრების ნახევარი და ძველი
მარიამი გააყოლა ჯაყელმა.

თორნიკემ თავი დახარა და კარის ჩარჩოს მიაბჯინა.

-მშვიდობით, მაშო. ბედნიერებას გისურვებ, მარიამ! - ძალიან ყრუდ და ძლივსგასაგონად


დაილაპარაკა, ბოლოჯერ შეხედა ცხოვრების სიყვარულს თვალებში და სწრაფად გასცილდა
იქაურობას.

მარიამი იქამდე არ შებრუნებულა, სანამ არველაძე ძალიან შორს არ დაიგულა ოთახიდან.


უბრალოდ იდგა, ფანჯარას მიშტერებული, ხელებგადაჯვარედინებული და
„ცრემლდიდობას“ ებრძოდა. არა, უფრო სწორად, არც ებრძოდა.
არსებობენ ადამიანები, რომელთა მიზეზით გამოწვეულ ცრემლებსაც არ უნდა ებრძოლო.
ზოგი იმსახურებს „ცრემლდიდობას“, ზოგის კარის გახურვა მართლაც უნდა გამოიტირო.

თორნიკე ამას იმსახურებდა.

ავად თუ კარგად, ხომ იყო? „ავიც“ მოიტანა მან მარიამის ცხოვრებაში და შეიძლება იმაზე
მეტიც, ვიდრე „კარგი,“ მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მას მხოლოდ „კარგის“ მოტანა სურდა.
უბრალოდ არ გამოვიდა. ვერ გამოვიდა... ხდება ხოლმე ასე, უბრალოდ გეტყვის ბუნება
„არას“ და უნდა მიიღო ის, როგორც განაჩენი. განაჩენი, რომელიც გასაჩივრებას არ
ექვემდებარება!

მერე კარის გახურვის ხმა გაიგო ჯაყელმა და მაშინვე მიუტრიალდა ოთახს. ხელები
ჩამოუშვა, სიცარიელეს თვალი მოავლო და ადგილზე წაბარბაცდა.

იქვე ჩაიკეცა ან წაიქცა. კედელს თავი მიაყრდნო, მუხლები მოკეცა და თავი მათში ჩარგო.
ცოტა ხანს ცრემლიც არ გადმოვარდნია. უბრალოდ აანალიზებდა, რომ ეს სულ ბოლო ძაფი
იყო. ეს ძაფიც გადაიჭრა, ყველაზე მტკივნეულად და ყველაზე დიდი სისხლდენით, მაგრამ
გადაიჭრა და ახლა უკვე ახლა აღარაფერი დარჩენილიყო.

-ბატონო ირაკლი, თქვენთან თქვენი ვაჟიშვილია მოსული. - ახვლედიანის მდივანმა


დაკაკუნების შემდეგ მორიდებით შეაღო უფროსის კარი.

-მერე როდის იყო, რომ ნებართვა სჭირდებოდა? - შემოვიდეს! - საბუთებში გართულს, თავი
არც აუწევია მამაკაცს.

-ალექსანდრე არა, ბატონო ირაკლი, ანდრეა მოვიდა.

-ანდრეა? - მაშინვე წამოსწია თავი გაკვირვებულმა ირაკლიმ.

-დიახ, ასე მითხრა, მნიშვნელოვანი საქმე მაქვსო.

-მაშ მობრძანდა? - ირონიულად ჩაეცინა ახვლედიანს. - შემოვიდეს უთხარი, დიდხანს როგორ


ვალოდინებ?!

-კარგი, ახლავე. - თავი დაუკრა მდივანმა მამაკაცს და კარი მიიხურა.

ანდრეამ რამდენიმე წამში შეაღო კაბინეტის კარი, უხეიროდ და უცერემონიოდ დაეშვა ერთ-
ერთ სავარძელში, ფეხი-ფეხზე შემოიდო და პირდაპირ აჯახა მამას:

-უნდა ვილაპარაკოთ მე და შენ!


-გამარჯობა, ანდრეა, როგორ ხარ? მე კარგად, მადლობთ. სასიამოვნოა, რომ არასდროს
გავიწყდება მშობელი მამის მოკითხვა. - ირონიულად ეღიმებოდა შვილის შემყურე ირაკლის.

-არ გვინდა, ეს ფარსი! გითხარი, უნდა ვილაპარაკოთ. - გაღიზიანდა უმცროსი ახვლედიანი.

-რაო, რამ შეგაწუხა? ნიავმა დაუბერა შენი ცარიელი ჯიბიდან?

-შენ წარმოიდგინე და არა, ირაკლი! ძალიანაც მშვენივრად ვარ. ნუთუ არ გითხრა შენმა
საამაყო ვაჟკაცმა? - მამის ირონია გაიზიარა შვილმაც.

-ჰო, გავიგე მუშაობა დაიწყოო, მაგრამ მას მერე კი გავიდა ორი კვირა და მეგონა,
დაიღლებოდი უკვე.

-შენ ჩემზე ნერვიულობით არ შეიწუხო თავი. ძალიან ცდები თუ გგონია, რომ ფულის
სათხოვნელად მოვედი აქ!

-აბა რამ შეგაწუხა? - ინტერესით აზიდა წარბები უფროსმა ახვლედიანმა.

-რაღაც კითხვები მაქვს, რაზეც პასუხები მხოლოდ შენ გაქვს და მოვითხოვ მიპასუხო! -
მტკიცე იყო ანდრეა.

-რა კითხვები?

-ილია ჯაფარიძესთან რა ურთიერთობა გქონდა წარსულში? - უცერემონიოდ, ყოველგვარი


მიკიბვ-მოკიბვის გარეშე აჯახა ანდრეამ კითხვა მამას.

ირაკლის წამში გაუქრა ირონიანარევი ღიმილი სახიდან და შეცბა. ვერც ამჯერად მოახერხა
ემოციების დამალვა და ახვლედიანმაც მაშინვე შენიშნა მამის უცაბედი ფერიცვალება.

-რატომ ჩაეციკლე ამ ილიას? ხომ გითხარი უკვე, ადრე ვმეგობრობდით... - მაქსიმალურად


ცდილობდა თავის დაჭერას უფროსი ახვლედიანი.

-ადრე მეგობრობდით და მორჩა? ასე მარტივად არაფერი ხდება შენს ცხოვრებაში!

-რა გინდა, ანდრეა? რას იქექები ჩემს საქმეში?! აკი უარი თქვი ჩემზე და ოჯახზე? რატომ არ
ეშვები მაშინ მაგ ამბავს?! - ანერვიულდა ირაკლი.

-ვაი, რომ ეგ ამბავი მარტო შენი საქმე არ არის, მამა!

-რა მოხდა? სადმე შეხვდით ერთმანეთს? რამე გითხრა? რამე პრობლემა შეგექმნა მასთან?

-უნდა შემქმნოდა? - გაკვირვებით ჩაეცინა ანდრეას. - ირაკლი, შენ რა, გეშინია მაგ კაცის?

-რა სისულელეა! საიდან მოიტანე? რატომ უნდა მეშინოდეს მისი?

-მაშინ მითხარი, რატომ აღარ მეგობრობთ?

-ხომ გითხარი ერთხელ? ის უკრაინაში წავიდა, მე აქ დავრჩი და დაგვეკარგა ურთიერთობა.


რა არის ამაში ასეთი უცნაური?
-ეგ მიზეზი არ არის! პაატას გასვენებაზე მითუმეტეს უფრო კარგად უნდა შეხვედროდით
ერთმანეთს.

-რა გინდა, ანდრეა? რატომ ეძებ პრობლემას იქ, სადაც არაფერია? შენი ჩვეული გასართობი
დაგელია?

-ეგ კაცი ასე უცაბედად გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში და ყველაზე ერთგული მსახურის ოჯახი
წაგართვა, თავხედურად. შენთვის არც კი უკითხავს, არც კი მოსულა და გაუფრთხილებიხარ.
შენ კი რეაქციაც არ გქონია, არ არის ეს უცნაური?

-თუ გონება არ მატყუებს, არც შენ გაგიგიჟებია თავი, არა?

-მე ჩემი მიზეზები მქონდა!

-ჰოდა, მეც მქონდა ჩემი! - გაბრაზდა ირაკლი.

-რა მიზეზები? - მითხარი! - გაჯიუტდა ანდრეა.

-რატომ ჩამაცივდი, რა გინდა? ასე უეცრად გამომეცხადე სამსახურში და უცერემონიოდ


ითხოვ რაღაც სულელურ პასუხებს, სულ გააფრინე?!

-მაგ კაცს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანები ჰყავს, მამა! პაატას ოჯახი, გესმის? ჩვენი
ოჯახის ყველაზე ერთგული მსახურის ოჯახი! დარწმუნებული ხარ, რომ ეგ კაცი სანდოა?
მითხარი, რომ დარწმუნებული ხარ და წავალ!

-რატომ ვერ ისვენებ, შვილო? - ამოიხვნეშა ირაკლიმ.

-ილია ჯაფარიძე შენთვის სანდო ადამიანია?

-რატომ გადარდებს ეს ასე ძალიან? - გამაგებინე!

-იმიტომ, რომ იმ კაცს ბარბარე ჰყავს! - წამოიყვირა მოთმინებადაკარგულმა ანდრეამ და


მერეღა გაიაზრა ნათქვამი.

ირაკლი შეცბა და გაფითრდა. თვალებში მიაჩერდა შვილს და როგორც კი მათში მისთვის ასე
ნაცნობი სხივი შენიშნა, თავი დახარა.

-პაატას მთელი ოჯახი... - დაამატა რამდენიმე წამის შემდეგ ახვლედიანმა და ნათქვამის


შელამაზება ცადა.

-რატომ ხარ ასეთი ხათაბალა და შარისმაძიებელი, ჰა? - ჩუმად ალაპარადა ირაკლი და


ქვევიდან ახედა შვილს.

-შენ დაგემსგავსე ალბათ. - მხრები აიჩეჩა ანდრეამ და მკრთალად, თუმცა გულწრფელად


გაიღიმა.

-დიდი ხანია ილიასთან ურთიერთობა არ მქონია... აღარც კი ვიცი როგორია ახლა.

-ადრე როგორი იყო?


-ამბიციური, ქედმაღალი და პატივმოყვარე.

-სად გაიცანით ერთანეთი?

-ნოდარ გამყრელიძესთან, სახლში. - რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ უპასუხა უფროსმა


ახვლედიანმა.

-გამყრელიძესთან? ისიც იცნობდა ილიას?

-ჰო, მან გაგვაცნო ერთმანეთი.

-თქვენ სამნი მეგობრობდით?

-მე და ილია უფრო. ნოდარი ყოველთვის სხვანაირი იყო. ერიდებოდა რისკს, არც
სჭირდებოდა ცხოვრებაში არასდროს.

-რისკს? რა რისკს?

-მე და ილიას საერთო საქმის წამოწყება გვინდოდა. წმინდა ვისკის შემოტანა ირლანდიიდან
და აქაურ ბაზარზე გასაღება.

-მერე? - ინტერესი ემატებოდა ანდრეას.

-ილიას ჰქონდა ფული, მე იმ დროისთვის ჯერ არა...

-და დედაჩემზე იქორწინე, ხო? - ჩაეცინა ზიზღით ახვლედიანს.

-ნინოს მამას ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა. ისეთ სასიძოს ეძებდა, მის ბიზნესს რომ
გაუძღვებოდა.

-და, რაღა თქმა უნდა, შენ საუკეთესო კანდიდატი აღმოჩნდი! - გაეცინა ანდრეას.

-ნინო ილიამ გამაცნო, მასთან სახლში, ერთ საღამოს.

-მოდი, პირდაპირ მითხარი, შენ და ილიას კონკრეტული გეგმა გქონდათ, როგორ „შეგებათ“
დედაჩემი და მისი ფულები, არა?

-დედაშენი ძალიან ლამაზი ქალი იყო...

-ირაკლი!

-მაშინვე შევუყვარდი, მე კიდევ ფული მჭირდებოდა საქმისთვის. ყველა ბედნიერი დარჩა! -


თავის მართლებასავით გამოუვიდა ირაკლის.

-მერე რა მოხდა? - სიმწრით გამოცრა სიტყვები ანდრეამ.

-მერე მე და ნინომ ვიქორწინეთ, მე და ილიამ კი ბიზნესი წამოვიწყეთ. ყველაფერი


იდეალურად მიდიოდა.

-რამ აგრიათ?
-მგონი საკმარისზე მეტი მოგიყევი, ანდრეა, მოცლილი ხომ არ ვარ? თათბირი მაქვს. - მაშინვე
დაფაცურდა ირაკლი.

-მამა! რამ აგრიათ-მეთქი?

-რავიცი, დრომ და ვითარებამ! სხვანაირი კაცი იყო ილია, ახირებული! ვეღარ შევეწყვეთ
ერთმანეთს და დავცილდით, სულ ეს იყო! - შვილის თავიდან მოშორებას ცდილობდა
უფროსი ახვლედიანი.

-თამარას რა როლი ჰქონდა მაგ საქმეში? - უცებ ჰკითხა ანდრეამ მამას, ირაკლი მაშინვე
გახევდა.

-თამარას?

-ჰო, ილიას საცოლე თამარას, ასე ერქვა მგონი, არა?!

-ჰო... რავიცი, მგონი ასე ერქვა, ეგრე მახსოვს, ჰო... - ბორძიკობდა ირაკლი ლაპარაკისას.

-ერთმანეთს რატომ დაშორდნენ, არ იცი?

-დაშორდნენ? - სასხვათაშორისოდ იკითხა ახვლედიანმა.

-არ იცოდი? ილიამ მერე სხვა ქალზე იქორწინა, ვისგანაც ინა ეყოლა.

-ჰო... მართლა? არ ვიცოდი... არა, ნამდვილად არ მახსენდება მათი დაშორება.

-მაშ არ გახსენდება? - ეჭვისთვალით შეათვალიერა ანდრეამ მამა.

-ხომ გითხარი? - არა!

-ანუ შენ და ილია ცუდად არ დაშორებიხართ ერთმანეთს, არა?

-არა.

-იყავით მეგობრები, დაშორდით, როგორც ბიზნესპარტნიორები და დარჩით უცხოები...


საინტერესოა. - ჩაილაპარაკა თავისთვის ანდრეამ.

-ხომ გითხარი, შვილო? უცნაური კაცი იყო ილია, ახირებული და პატივმოყვარე. ჩემი თხოვნა
იქნება, რომ არ გაეკარო, არასდროს!

-ეგ თხოვნაა თუ მოთხოვნა? - ჩაეცინა ახვლედიანს.

-თხოვნა, თხოვნა...

-მაგრამ იმდენად სანდო არის, რომ პაატას ოჯახმა მასთან იცხოვროს?

-ის და პაატა დიდი ხნით ადრე მეგობრობდნენ. მის ოჯახს დიდ პატივს სცემს და რა უნდა
იყოს სახიფათო?

-ირაკლი, ხომ ხვდები რასაც გეკითხები, რატომ იკატუნებ თავს?! - გაბრაზდა ანდრეა.

-რა გინდა, ანდრეა?! - მოთმინება დაკარგა უფროსმა ახვლედიანმა.


-პირდაპირ მითხარი, მიქარე თუ არა რამე ჯაფარიძესთან ურთიერთობაში და შესაძლოა თუ
არა, რომ ის კაცი პაატას ოჯახით ცდილობდეს შენზე შურისძიებას!

-პაატას ოჯახით? - წამიერად შეცბა ირაკლი და თითქოს მხოლოდ იმ მომენტში გაიაზრა


შვილის სიტყვები. - საით მიგყავს ლაპარაკი, ანდრეა? პაატა მკვდარია, ილიამ კი კეთილი
ნება გამოიჩინა და მისი ოჯახი შეიფარა. შენ სხვანაირად ფიქრობ?

-არვიცი, სხვანაირად ფიქრის მიზეზი უნდა მქონდეს?

-პაატა და ილია ბავშვობის მეგობრები იყვნენ, ერთად გაიზარდნენ!

-მე პაატაზე და ილიაზე არ გეკითხები. შენზე და ილიაზე გეკითხები, რატომ არ მპასუხობ?

-არაფერი... ჩემსა და ილიას შორის არაფერი მომხდარა... - ძლივს დაატანა სიტყვებს ძალა
უფროსმა ახვლედიანმა და მზერა აარიდა შვილს. - პაატა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა,
მისი ოჯახი კი ილიამ უბრალოდ ძველი მეგობრობის ხათრით შეიფარა, მორჩა!

-დარწმუნებული ხარ? - სახე ახლოს მიუტანა ანდრეამ მამას და უკეთ დააკვირდა მის
ფერმკრთალ ნაკვთებს.

-კი, ვარ!

ანდრეამ კბილები მაგრად დაასო ერთმანეთს და თავის ქნევით წამოდგა სკამიდან.


რამდენიმე წამით უყურა თავის სავარძელში მჯდარ უფროს ახვლედიანს და როცა
დარმწუნდა, კერკეტი კაკალი არ გატყდებოდა, წასასვლელად შებრუნდა.

-ანდრეა! - შვილის სახელი მოწყდა ირაკლის ბაგეებს და მიმავალი მაშინვე შეაბრუნა. - ის


გოგო... პაატას ქალიშვილი, ბარბარე... - ჩუმად დაიწყო ლაპარაკი ახვლედიანმა და მზერა
გაუსწორა ანდრეას. - რამდენად ძვირფასია შენთვის?

-რატომ გადარდებს? - ხელები გაშალა უმცროსმა ახვლედიანმა.

-თუ ეგ გოგო შენთვის რამეს ნიშნავს და თუ გეძვირფასება, წამოიყვანე ილიასგან! - თითქოს


ვერ მოითმინაო, სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს ირაკლიმ და მაშინვე მოაშორა მზერა
წინ მდგარს.

-და თუ მეუბნები, რომ მაგ შენს ჯაფარიძეს მხოლოდ კარგი მოტივები ამოძრავებს და რომ არ
უნდა გვეშინოდეს მისი?! - გააბრაზა ანდრეა მამის ნათქვამმა.

-მაინც! - არ დანებდა ახვლედიანი.

-რატომ?! მითხარი რატომ და დაგიჯერებ! - მეტად გახელდა ანდრეა.

-ახირებული კაციათქო ილია, ხომ გითხარი? ჯობს თუ არ იცხოვრებს ბარბარე მასთან!

-ახირებული კაცია? ირაკლი, რამდენი წლის ვარ, სამის? - ჩაეცინა უმცროს ახვლედიანს. - არ
მეუბნები მიზეზს, არ მიყვები არაფერს და გინდა დაგიჯერო? თუ არაფერი ყოფილა შენსა და
ილიას შორის, რამ შეგაშინა? და თუ იყო, რატომ არ მეუბნები?! - ტონს თანდათან უმატებდა
ანდრეა.

-არაფერი ყოფილათქო! - ნერვიულობისგან წამოიყვირა ირაკლიმ.

-მაშინ გამანებე თავი! - დაიყვირა ახვლედიანმაც. - თუ არაფრის თქმა არ შეგიძლია,


ბოლომდე გაჩუმდი! არ მჭირდება შენი მამა-შვილური დარიგებები!

-რა გინდა ჩემგან, შვილო, რაზე ითხოვ პასუხებს?! გამაგებინე, რა! - უძლურების ნიშნად
ხელები დაუშვა ირაკლიმ.

-იცი, შენ მე რაც მინდა და რაზეც გთხოვ პასუხებს. ძალიან კარგად იცი! არ მეუბნები არაფერს
და კარგი, გაჩუმებას არჩევ და იყოს, როგორც შენ გინდა. მაგრამ იცოდე - მე შენ დღეს, აქ
მოსვლით, ბოლო შანსი მოგეცი! უკანასკნელად მოგეცი შესაძლებლობა ყველაფრის
გამოსასწორებლად. - მკაფიოდ გამოთქვამდა სიტყვებს ახვლედიანი და დამფრთხალ
თვალებში უყურებდა მამას. - ერთ დღეს შეიძლება ყველაფრის თქმა მოგინდეს: რა მოხდა
სინამდვილეში შენსა და ჯაფარიძეს შორის, ან დემეტრე ჯაყელი როგორ გადაიმტერე, მაგრამ
იცოდე, მე აღარ მოგისმენ! მე აღარ ვიქნები შენ გვერდით და აღარც შენი სიმართლე
დამაინტერესებს. ეს ბოლო იმედი იყო, მამა, მე მეტ შანსს აღარ გავიღებ!

ანდრეა ისე შებრუნდა და წავიდა, აღარც მიუხედავს უკან. კარი გაიჯახუნა და დატოვა
ირაკლი ახვლედიანი თავის კაბინეტში მარტოდ-მარტო თავის აჩრდილებთან
საბრძოლველად. არავინ, ისე არავინ და არაფერი უშლიდა ახვლედიანს წარსულის
ზვირთებს, როგორც უფროსი შვილის თვალებში არეკლილი სევდა.

-როგორ მძულს! - თავისქნევით და სიმწრით ჩაილაპარაკა ირაკლიმ და წამოდგა. - როგორ


მძულს! - ხელის ცეცებით მიჰყვა სამუშაო მაგიდას და მდივანზე დაეცა, მოწყვეტით. - როგორ
მძულს! - ვისკის ბოთლს და ჭიქას დასწვდა, წამის უსწრაფესად ჩამოასხა და
მოწყურებულივით დაეწაფა. - ჩემი თავი! - ტირილნარევი, გადაღლილი ხმით ამოთქვა და
თავი ჩაქინდრა. - ჩემი საცოდავი თავი... - ჭიქა მაგიდაზე დადგა, ორივე ხელი თვალებზე
აიფარა და იქნებ ატირდა კიდეც.

ირაკლი ახვლედიანი, თავის კაბინეტში მარტოდ-მარტო დარჩენილი, წარსულის ლანდებთან


მებრძოლი...

გამომძიებელთან შეხვედრის შემდეგ ეკატერინეს მოსვენება ჰქონდა დაკარგული. გულს


ვერავის და ვერაფერს უდებდა. თავის სახელოსნოში იყო ჩაკეტილი და ცდილობდა
ყველანაირი ემოცია მოლბერტზე გადაეტანა. ფუნჯს ხელში იღებდა, დიდხანს ატრიალებდა
და ისევ უკად აბრუნებდა, ყოყმანით. მუშაობას ვერაფრით ახერხებდა, მხოლოდ
მოახლოებულ შეხვედრაზე აკვიატებული ფიქრები ეხვეოდა თავს.
შვიდი საათი რომ მოახლოვდა, კატომ ჩანთა აიღო და მისაღები ოთახისკენ გასწია, რათა
ოჯახისწევრებისთვის მისი წასვლა ეცნობებინა.

-მიდიხარ? სად მიდიხარ? - გაკვირვება ვერ დამალა ელენემ.

-ნინი გახსოვს? ორჯონიკიძე.

-როგორ არ მახსოვს, სამხატვროში სწავლობდით ერთად, მერე?

-გამოფენა აქვს ერთ კვირაში და იქამდე უნდა, რომ მე მანახოს მისი ნამუშევრები.

-და შენც დათანხმდი? - ოდნავი ეჭვიანობა იგრძნობოდა ლუკას ხმაში.

-გულის გადაყოლება და ოდნავი განტვირთვა მჭირდება. - თავი იმართლა ეკატერინემ.

-მართალს ამბობს, ლუკა, მოეშვი... - ქმარს გადაულაპარაკა ელენემ და მხარზე დაადო ხელი.

-არ დააგვიანო! - უემოციოდ მიმართა ჯაყელმა დას.

გოგონამ თავი დაუკრა ძმას და რძალს და აუღელვებელი ნაბიჯით გასწია კარისკენ.


გასასვლელში წამოეწია ეკატერინეს ლუკა, მკლავში წაავლო ხელი და თავისკენ მიაბრუნა.

-ნამდვილად იმ შენს კურსელთან მიდიხარ, კატო? - მკაცრი და შეუვალი ტონი ჰქონდა


ჯაყელს.

-აბა სხვაგან სად უნდა მივდიოდე? - აფორიაქდა გოგონა მაშინვე.

-იცი შენ, სადაც, უფრო სწორად, ვისთანაც!

-ჩემს კურსელთან მივდივარ-მეთქი, ლუკა, რა გინდა? - თავი მხნედ დაიჭირა ეკატერინემ.

-კატო, იცოდე, რომ გავიგო, შენც მომატყუე და იმასთან წახვედი...

-ვინ იმასთან? გგონია მარიამთან წავალ? - დის სახელის ხსენებამ მაშინვე გაუყინა ტონი
უმცროს ჯაყელს.

-ვცდები?

-რა თქმა უნდა, ცდები! როგორ იფიქრე მსგავსი სისულელე? მე მასთან აღარაფერი მესაქმება.
მეგონა, დავხურეთ ეს თემა. თუ გგონია, რომ ქალურ სისუსტეს გამოვიჩენ და გული
მომილბება უმცროს დაზე, ცდები! ყველაზე მეტი მიზეზი მე მაქვს, რომ არასდროს ვაპატიო
მაშოს! - ძმის ეჭვმა იმდენად გააცხარა ეკატერინე, გაბრაზება ვეღარ დამალა და ერთიანად
მიაყარა ყველაფერი ლუკას.

-კარგი, მჯერა, რომ იმასთან არ მიდიხარ. წადი და ფრთხილად იყავი, იცოდე... - დის პასუხი
დამაკმაყოფილებელი ეჩვენა უფროს ჯაყელს, შუბლი გახსნა და კატოს წასვლის ნება დართო.

-შევეცდები, არ დავიგვიანო. - გასვლისას ისევ თავისი ჩვეული, მშვიდი ტონით დაიბარა


გოგონამ და აუღელვებელი ნაბიჯით გაუყვა ეზოს.
შვიდი საათი სრულდებოდა, როცა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე წყნარი და მყუდრო
ქუჩის კუთხეში ტაქსი გაჩერდა, რომლიდანაც ეკატერინე ჯაყელი გადმოვიდა და
მითითებული მისამართისკენ გასწია.

კართან დიდხანს დგომა არ დასჭირვებია, პირველი დაკაკუნებისთანავე გააღო მასპინძელმა


და სტუმარს შინისკენ შეუძღვა.

-ძალიან გამახარეთ, თქვენი მოსვლით, ეკატერინე!

-იმედი მაქვს, მე არ მანანებთ იმავეს. - ჩაეცინა ჯაყელს და ქურთუკი გამომძიებელს


გადაულოცა.

-აქეთ მობრძანდით, სახლში მარტო ვარ, ნუ ღელავთ, არაფრის მოგერიდოთ. - მისაღებისკენ


წაუძღვა თოიძე გოგონას.

-საყვარელი სახლია, ძალიან მყუდრო ქუჩაზე, მარტო ცხოვრობთ? - ხელოვანის


ცნობისმოყვარეობამ სძლია ეკატერინეს.

-არა, დაოჯახებული ვარ. - გაეღიმა გიორგის. - ამ სახლში არც ვცხოვრობ უკვე დიდი ხანია.

-აბა საყვარლებს ხვდებით აქ? - გაეცინა ჯაყელს და თავადვე გაუკვირდა საკუთარი


გამბედაობა.

თოიძეს გულიანად გაეცინა, რადგან მაშინვე ანდრეას ნათქვამი გაახსენდა, როცა ახვლედიანი
ესტუმრა მას სახლში პირველად.

-თქვენ წარმოიდგინეთ და პირველი არ ხართ, ვინც ამას მეკითხება. ნუთუ ასეთი მოღალატის
შთაბეჭდილებას ვტოვებ? - ფართედ ეღიმებოდა მამაკაცს.

-დეტექტივებს ადამიანი ვერაფერს გაგიგებთ, მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში. - მხრები აიჩეჩა


გოგონამ. - კარგი, მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. მემგონი, ამისთვის არ მოვსულვარ
აქ, არა? - დასერიოზულდა კატო.

-საქმეზე აუცილებლად, მაგრამ მანამდე, ჩაის ან ყავას ხომ არ მიირთმევთ?

-არა, მადლობთ, გადავიდეთ საქმეზე. რა გაქვთ ჩემთვის მოსაყოლი?

-ჰო, აი, ეს კი ძალიან რთული შეკითხვაა და არც კი ვიცი, საიდან დავიწყო მოყოლა...

-რატომღაც მგონია, რომ თქვენ იმაზე მეტს ხედავთ ამ ორი გვარის მტრობაში, ვიდრე ეს ჩანს
და ვიდრე ჩვენ, ყველას, გვგონია... რა იცით, ბატონო გიორგი? - წარბები შეჭმუხნა
დაძაბულმა ჯაყელმა.
-მგონია და დღითიდღე უფრო ვრწმუნდები, რომ ყველაფერი ისე არ არის თქვენს
ცხოვრებაში, როგორც თქვენ გეუბნებიან და გჯერათ... - ფრთხილად წამოიწყო საუბარი
თოიძემ.

-უფრო კონკრეტულად?

-ჯაყელებ-ახვლედიანები, ყველასთვის ცნობილი ორი გვარია, რომელიც უკვე ამდენი წელია


მტრობს ერთმანეთს, მაგრამ მგონია, რომ მარტო არ ხართ ამ ბრძოლაში.

-ანუ? - ვერ გაიგო ეკატერინემ.

-ანუ არის კიდევ ვიღაც, მესამე, ვინც თქვენ ორს შორის წყალს ამღვრევს.

-ვინ მესამე? ვინ არის ასეთი? - მეტად დაიძაბა გოგონა.

-როგორც უკვე გითხარით, მისი სახელი და გვარია ილია ჯაფარიძე, ცნობილი ბიზნესმენი.
გამოძიებამ სწორედ მასზე მიიტანა ეჭვი.

-ვინ არის ჯაფარიძე? რატომ არასდროს უხსენებიათ მისი სახელი ჩემს ოჯახში?

-ეგ მეც ძალიან მაინტერესებს, ეკატერინე და დიდი იმედი მაქვს, დამეხმარებით ამის
გარკვევაში.

-კარგი, მაგრამ რატომ ის? რატომ ხართ დარწმუნებული, რომ სწორედ ის არის ორივე გვარის
მტერი?

-ამის დამადასტურებელი ფაქტები გვაქვს, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით...

-მაშინ მითხარით, რაში გამოიხატება მისი მტრობა? გინდათ მითხრათ, რომ ჩემი ბიძაშვილი
და საქმრო მან მოკლა? - ცინიკურად ჩაეცინა ეკატერინეს.

-თქვენი ბიძაშვილის ამბავი მგონი უკვე სრულიად გარკვეულია...

-და სწორედ ამიტომაც ზის დამნაშავე ციხეში, არა? - სიმწრით გაეღიმა გოგონას.

-ეს უკვე სხვა თემაა. ძალიან სამწუხარო და საშინელი, მაგრამ მაინც, ჩვენთვის ამჟამად
უინტერესო.

-კარგი, ნიკუშა გასაგებია, მაგრამ დათუნა? ჩემი დათუნა? გინდათ მითხრათ, რომ
ახვლედიანებმა არ ჩამაცხრილეს საყვარელი ადამიანი ხელებში? - ცრემლის თხელი ფენა
გადაეკრო ჯაყელის თვალებს.

-თქვენი საქმროს შემთხვევაში ყველაფერი ბევრად რთულადაა... - ხელები მოიფშვნიტა


თოიძემ.

-რთულად? რას გულისხმობთ? - მაშინვე წამოიწია კატო და გასწორდა, რათა უკეთ მოესმინა
გამომძიებლისთვის.

-ქალბატონო ეკატერინე, ლევან ნაკაშიძეზე გსმენიათ ოდესმე რამე თქვენი საქმროსგან?


-ლევან ნაკაშიძეზე? - გაკვირვებით გაიმეორა სახელი და გვარი გოგონამ. - არა, არ
მახსენდება, ვინ არის?

-არის არა, იყო. ლევან ნაკაშიძე თქვენი საქმროს დედის, ქალბატონი ლიუდმილას,
ნათლული იყო.

-ლიუდმილა ვასილევნას ნათლული? დათუნას არასდროს უხსენებია მისი სახელი ჩემთან...


რა დაემართა?

-თურქეთში მოკლეს, ციხეში, პატიმრების ბუნტის მსხვერპლი გახდა.

-ციხეში? პატიმარი იყო?

-დიდი ალბათობით, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რის გამოც გასვიანი არასდროს ახსენებდა
თქვენთან მის სახელს. ნაკაშიძის დოსიე ბევრ გაუგებრობას, აყალ-მაყალს, ჩხუბს,ციხესა და
მსგავს ათასგვარ შავ-ბნელ საქმეს ითვლის.

-ლიუდმილა ვასილევნას ნათლულის? - თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან ჯაყელს.

-დიახ, ნათლულის, რომელიც თქვენს საქმროსთან ერთად იზრდებოდა მოსკოვში.

-და დათუნას ერთხელაც არ უხსენებია მისი სახელი ჩემთან?

-სავარაუდოა, რომ გასვიანსა და ნაკაშიძეს არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, რაც
ალბათ, ნაკაშიძის ცხოვრების წესით იყო განპირობებული.

-და ამიტომაც ჩამოვიდა დათუნა საქართველოში... - თავისთვის ჩაილაპარაკა ეკატერინემ,


რომლისთვისაც ყველაფერი ნელ-ნელა ხდებოდა ნათელი. - ახლა გასაგებია მისი სიტყვები...

-რომელი სიტყვები? - მაშინვე ცქვიტა ყურები თოიძემ.

-ჩვენი ურთიერთობის პირველ ხანებში დათუნასთვის არაერთხელ მიკითხავს, რატომ


გადაწყვიტა დედის, უნივერსიტეტისა და იმ ადგილის დატოვება, სადაც გაიზარდა, ის კი
ყოველთვის იშმუშნებოდა და მპასუხობდა, რომ უბანი, რომელშიც ის იზრდებოდა
არასდროს ყოფილა უსაფრთხო მისნაირი ბიჭებისთვის. კანონიერი ქურდების გვერდით
უწევდა ცხოვრება, რასაც არაერთი უსიამოვნება მოუტანია მისთვის...

-მაგრამ კონკრეტულად სახელი არასდროს უხსენებია, არა?

-ისიც კი არ უთქვამს, რომ რომელიმე მათგანთან მეგობრობდა. არც მას და არც ქალბატონ
ლიუდმილას...

-ნუ გიკვირთ, ეკატერინე, საკუთარი ოჯახის ბნელ ლაქებს ხშირად ყველაზე ახლო
ადამიანებსაც კი უმალავენ. - ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე გამომძიებელმა.

-კარგი, რაც არის, არის! ახლა მითხარით, რა შუაშია ეგ ადამიანი დათუნას სიკვდილთან?

-სიმართლე გითხრათ, ამის გარკვევას ჯერ კიდევ ვცდილობ და ნაკაშიძეც მხოლოდ ერთ-
ერთი ვარიანტია.
-მაგრამ თქვენ თქვით, რომ ის მოკვდა.

-ქურდულ სამყაროში ერთი ადამიანის მტერი, მთელი ჯგუფის მტერია. ამ შემთხვევაში


ნაკაშიძის სიკვდილს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

-მაგრამ ვინ იყო მტერი? ჩემი დათუნა? - გაოცდა ეკატერინე.

თოიძემ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გაჩუმდა. აწყლიანებული თვალებით მომზირალ


ჯაყელს დააკვირდა და მიხვდა, რომ ეკატერინე ჯერ კიდევ არ იყო მზად საყვარელ
ადამიანზე სიმართლის მოსასმენად.

-მათთვის მტრად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი, ვინც მათ იდეოლოგიას არ გაიზიარებს.

-ანუ რა გამოდის? ჩემი დათუნა მხოლოდ იმიტომ მომიკლეს ასე მხეცურად, რომ მან ნათელი
მომავალი და მშვიდი ცხოვრება არჩია? - ცრემლები წასკდა ჯაყელს და მწარედ აქვითინდა.

-ეს მხოლოდ ვარაუდია... - ტონი მოულბა თოიძეს, რადგან შეებრალა მოტირალი ქალი.

-გინდათ დამარწმუნოთ, რომ ახვლედიანების ხელი არ ურევია ამ საქმეში?

-გამოძიება ვალდებულია ყველა ვარიანტი განიხილოს, ეკატერინე...

-რომელმა გამოძიებამ?! - დაიყვირა უკვე სასოწარკვეთილებაში მყოფმა გოგონამ. - რომელმაც


თვალისდაუხამხამებლად დახურა თბილისის ცენტრში, დღისით-მზისით მომხდარი
მკვლელობა?!

-ამასაც ახვლედიანებს ნუ დავაბრალებთ... - ოდნავ ჩაეღიმა გამომძიებელს.

-არავის, არცერთ გვარს და ოჯახს უნდა ჰქონდეს ამხელა გავლენა ქვეყანაში! - სიმწრით
გამოცრა სიტყვები ჯაყელმა და ბღუჯით მოიწმინდა ცრემლები.

-ამაში კი ნამდვილად დაგეთანხმებით.

-ანუ რა გამოდის? გამოძიებას რომ დაცლოდა, შესაძლოა, რომ დათუნას მკვლელისთვისაც


მიეგნო უპრობლემოდ?

-უპრობლემოდზე რა მოგახსენოთ, საქმე ძალიან ძნელად თუ მიიწევს წინ. ფაქტია, რომ


ძალიან სერიოზულ და გავლენიან დაჯგუფებას ვუპირისპირდებით.

-და თითქმის დარწმუნებული ხართ, რომ ისინი არ არიან ახვლედიანები, ხომ ასეა?

-დარწმუნებული ვერაფერში ვიქნები, ჯერ-ჯერობით, მაგრამ, დიახ, უფრო მეტად მჯერა,


რომ ისინი თქვენი საქმროს მკვლელობაში არ უნდა იყვნენ გარეულნი.

-კარგი, მაშინ ილია ჯაფარიძეზე რას იტყვით? ლაპარაკი ხომ სწორედ მისგან დავიწყეთ?!

-ჰო, ილია ჯაფარიძეზეც საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს და რომ არა გასვიანის ქურდულ
სამყაროსთან კავშირი, ალბათ სწორედ მას განვიხილავდი პირველ ეჭვმიტანილად.
-ღმერთო ჩემო, არც კი მჯერა ახლახანს მოსმენილი ამბების... დაჯერებაც კი არ მინდა! -
თმაზე ხელი გადაისვა აგონიაში მყოფმა ჯაყელმა და ამოიხვნეშა.

-არის კიდევ ერთი პიროვნება, რომელზეც უნდა გკითხოთ, ეკატერინე. ვინმე თამარას
შესახებ ხომ არ გსმენიათ ოდესმე რამე?

-თამარას? გვარი არ იცით?

-სამწუხაროდ არა, მხოლოდ სახელი... ვინმე თამარა, გსმენიათ?

-თამარა... თამარა... თამარა... - ჩაფიქრდა ეკატერინე, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ


ოჯახში გაეგონა ეს სახელი.

-არაფერი გახსენდებათ?

-გამახსნედა! კი, კი, ნამდვილად ეგ სახელი ახსენა დედაჩემმა!

-როდის? რა ვითარებაში? - მაშინვე გამოცოცხლდა თოიძე.

-მამაჩემთან ჩხუბის დროს წამოცდა. მაშინ ისე ვიყავით განერვიულებულები ჩემი დის
საქციელის გამო, რომ ამისთვის ყურადღებაც არავის მიგვიქცევია, მაგრამ... კარგად მახსოვს,
დედამ ასე უთხრა, იგივე გაუკეთე მარიამს, რაც თამარასო.

-იგივე გაუკეთე მარიამს, რაც თამარასო? - ინტერესით გაიმეორე სიტყვები გიორგიმ.

-ჰო, დაახლოებით ასე, ზუსტად არ მახსოვს.

-და მამათქვენმა რა უპასუხა?

-არაფერი. ლაპარაკი შეაწყვეტინა და ოთახში აგვაყვანინა მისი თავი.

-და არცერთს გაგჩენიათ კითხვა, ვინ იყო ეს თამარა?

-არა. ამისთვის არავის გვეცალა, ხომ გესმით? გაიგებდით, რაც მოხდა ჩვენს ოჯახში...

-დიახ, დიახ, რა თქმა უნდა, მესმის.

-რა კავშირი აქვს მაგ ქალს ჩემს ოჯახთან? ვინ არის საერთოდ?

-მასზე არაფერი ვიცით. მხოლოდ ის, რომ ილია ჯაფარიძის საცოლე იყო.

-ილია ჯაფარიძის საცოლეს მამაჩემმა რაღაც დაუშავა წარსულში?

-ამასთანავე მინდა იცოდეთ, რომ ჯაფარიძე ირაკლი ახვლედიანის ახლო მეგობარი იყო
წარსულში. ხვდებით სად იკვეთება ყველაფერი?

-ყველაფერი ერთმანეთშია აბურდული და გადახლართული...

-გეთანხმებით, მაგრამ სულ მცირე ახლა ის მაინც იცით, რომ ეს ბრძოლა სამკუთხედია და არა
დაუსრულებელი წრფე.

-დაუჯერებელია... მაინც რამდენ საიდუმლოს უნდა ინახავდეს ერთი ოჯახი?


-მესმის, რომ ძალიან რთულია ოჯახის წარსულის საიდუმლოებებში ქექვა, მაგრამ რას
ვიზამთ, თუ ეს წარსული ასე მნიშვნელოვანია აწმყოსთვის?! - სტუმრის სანუგეშებლად
გაიღიმა მასპინძელმა.

-ჩემგან რას მოითხოვთ, რით შემიძლია თქვენი დახმარება?

-ანუ დასახმარებლად მზად ხართ? - უფრო ფართედ გაეღიმა თოიძეს.

-დიახ, მზად ვარ! მინდა, ყველაფერს აეხადოს ფარდა, ერთხელ და სამუდამოდ! ყელში
ამომივიდა ამდენი სისხლის ღვრა და გაურკვევლობა. ზემდეტად ბევრი ახლობელი ადამიანი
დავკარგე ამის გამო.

-მაშ, ძალიან კარგი. ჯერ-ჯერობით თქვენგან მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვ, გაარკვიეთ ვინ
არის თამარა და რა კავშირი აქვს თქვენ ოჯახთან.

-ეს რაში დაგვეხმარება?

-კავშირს ვიპოვით ილია ჯაფარიძესა და მამათქვენს შორის და თუ მათ შორის ვიპოვნით


კავშირს...

-ირაკლი ახვლედიანსა და მამაჩემს შორისაც მოვახერხებთ იმავეს. - გამომძიებლის


წინადადება დაასრულა ეკატერინემ და შეკრული შუბლი გახსნა.

-არვიცი, ვინ არის ეგ ქალი ან საიდან მოვიდა და სად წავიდა, მაგრამ რატომღაც
დარწმუნებული ვარ, რომ გადამწყვეტი როლი სწორედ მან ითამაშა ჩვენს საქმეში.

-როგორც ყოველთვის ხდება, არა? - ქალის დანთებულ კოცონს უამრავი კაცი ემსხვერპლა. -
ჩაეცინა ჯაყელს.

-შეიძლება ასეც ითქვას. - გაეცინა დეტექტივს.

-კარგი, კიდევ არის რამე, რისი თქმაც ჩემთვის გსურთ? კიდევ რით შეგიძლიათ ჩემი გაოცება?

-ჯერ-ჯერობით სულ ეს იყო, ეკატერინე. ჩემი მიზანი ამ დროისთვის ამოვწურე, სხვა


მხრიდან დაგანახეთ თქვენი გაუთავებელი მტრობა და იმედი მაქვს, რომ თქვენი ნდობაც
მოვივე, არა?

ეკატერინეს არაფერი უპასუხია; უბრალოდ შეიშმუშნა და მკრთალად გაუღიმა წინ მდგომს.


გიორგისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა.

-მაშინ წავალ და როგორც კი რამეს გავარკვევ, დაგირეკავთ.

-ხო, დამირეკეთ აუცილებლად. გაგაცილებთ. - კარისკენ გაუძღვა თოიძე გოგონას.

-დროებით, ბატონო გიორგი. - დამშვიდობებისას საქმიანად ჩამოართვა დეტექტივს ხელი


ჯაყელმა.

-დროებით. - თვალი გააყოლა მიმავალს გიორგიმ და მხოლოდ მაშინ დახურა კარი, როცა
კატო ქუჩის კუთხეს მიეფარა.
მეორე დილას ყველა ერთად აცილებდა ცოლ-ქმარ ჯაყელებს. ქეთევანს სულაც არ სურდა
სახლის დატოვება და ნაღვლიანი თვალებით შეჰყურებდა შვილებს, თუმცა დემეტრეს
დაჟინებულ მოთხოვნას ვერ აღუდგებოდა წინ. ექიმის რჩევით, ქალს დასვენება და სუფთა
ჰაერი სჭირდებოდა, რადგან ბოლო დროს გული აწუხებდა. ამიტომაც, დემეტრეს მანგლისში
მიყავდა მეუღლე. მანქანაში ჩაჯდომამდე კიდევ ერთხელ მიუახლოვდა ქალი შვილებს და
ორივეს ერთდროულად გადაეხვია.

-არ მანერვიულოთ, გთხოვთ. მშვიდად იყავით და ჭკვიანად. - ვედრებით სავსე თვალებით


მიაჩერდა ქეთევანი ლუკას და ეკატერინეს.

-არ ინერვიულო შენ ჩვენზე, დედა, წადი და დაისვენე. - მკრთალად გაუღიმა ლუკამ ქალს და
ზურგზე დაუსვა ხელი.

მშობლები გააცილეს თუარა, ლუკამაც სამსახურისკენ აიღო გეზი და დარჩნენ სახლში


მხოლოდ გოგონები.

უჩვეულოდ დაცარიელებულიყო სახლი. მისი ყველაზე ერთგული წევრების გარეშე


უიმედოდ გამოიყურებოდა კედლები. ვერანდაზე ყავა დავლიოთო - შესთავაზა ელენემ
ეკატერინეს, მაგრამ დედის გარეშე გოგონას ამის ხალისიც არ ჰქონდა. თავაზიანი უარი
განუცხადა რძალს და თავისი სახელოსნოკენ აიღო გეზი. დილიდან ისევ ცუდად გრძნობდა
თავს, დაღლილი იყო და სხეულში გამჯდარ სიმძიმეს გრძნობდა.

გუაში უკვე ხელში ეჭირა და სახატავად ემზადებოდა, როცა მობილურმა დაურეკა და


მუშაობის დაწყებაშიც შეუშალა ხელი.

-გისმენთ! - უკვე ჩვეული და უხალისო ტონით უპასუხა ზარს და ცალი იდაყვით მაგიდას
დაეყრდნო.

-ეკატერინე, მე ვარ, გიორგი თოიძე, მიცანით? - მაშინვე გაიგონა მობილურში მისთვის უკვე
ნაცნობი ხმა.

-ა, ბატონო გიორგი, დიახ. უკაცრავად, თქვენი ნომრის ჩაწერა დამვიწყებია. გისმენთ, მოხდა
რამე?

-დღეს საღამოს თუ გეცლებათ, თქვენთან შეხვედრა მინდოდა.

-ამ ორ დღეში რამე მოხდა? რამე ხომ არ გაგირკვევიათ? - დაიძაბა ჯაყელი.

-არა, არა, სამწუხაროდ არა, მაგრამ არის რაღაც, რაც პირველ შეხვედრაზე ვერ გითხარით და
უნდა იცოდეთ.
-კარგი, მოვალ, რა თქმა უნდა. ისევ იქ და ისევ იმავე დროს?

-დიახ, თუ თქვენთვის არ იქნება პრობლემა.

-არა, მოვალ!

-ძალიან კარგი,მაშინ საღამომდე.

-საღამომდე. - მოკლედ დაუბრუნა გოგონამ პასუხი გამომძიებელს და ტელეფონიც გათიშა.

უცებ იგრძნო გულის აჩქარება და მომატებული ღელვა. თითქოს დეტექტივს არანაირი


მიზეზი არ მიუცია სანერვიულოდ, მაგრამ ჯაყელს მაინც არ მოსწონდა რაღაც. ხელისგულები
გაუცივდა და გაუოფლიანდა, წინათგრძნობა რაღაცას კარნახობდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა,
რას.

წინასწარ შეუთანხმდა თავის თავს, რომ საღამომდე ცხვირს არ გაყოფდა სახელოსნოდან და


მოახლოებულ შეხვედრამდე ამ გზით გაიყვანდა დროს. ერთხანს მაინც აწუხებდა რაღაც,
გულის სიღრმეში, მაგრამ შემდეგ მოდუნდა, კონცენტრირება ნახატზე გადაიტანა და სულ
მალე თხემით-ტერფამდე გადაეშვა თავის საყვარელ საქმეში.

ხატვაში საღამო მალე მოახლოვდა. სწრაფად ემზადებოდა; ერთი სული ჰქონდა, თოიძესთან
მისულიყო და ის ამბავი მოესმინა, რომელიც გამომძიებელმა მათი პირველი შეხვედრისას
ვერ გაანდო გოგონას. უსაფუძვლო ღელვა მაშინვე დაუბრუნდა, როგორც კი გასაღები
გადაატრიალა და მანქანა დაქოქა.

იყო კი მისი ღელვა საერთოდ უსაფუძვლო?! რატომ უნდა ყოფილიყო ჯაყელი წყნარად? რა
იცოდა გიორგი თოიძის შესახებ? ან რატომ ეხმარებოდა ან რატომ ენდო?!

-ჯანდაბა! - ხმამაღლა წამოიყვირა ეჭვებით შეწუხებულმა ეკატერინემ და საჭეს დაარტყა


ორივე ხელი. - მორჩა ფიქრი! - შეუძახა თავის თავს, კატეგორიულად და მხოლოდ გზაზე
კონცენტრირდა.

რამდენჯერმე დარეკა ზარი კარზე და ხელების ფშვნეტით დაელოდა მასპინძლის გამოჩენას.


თოიძეს არც ამჯერად დაუღალატებია გოგონა, სულ რამდენიმე წამში უკვე შინისკენ
მიუძღვებოდა სტუმარს.

-მეგონა, ჩემს ზარს უნდა დალოდებოდით, მე კი ჯერ არაფერი გამირკვევია. - ლაპარაკით


შევიდა სახლში კატო.
-ჰო, ვხვდები, რომ ორ დღეში ვერაფერს გაარკვევდით. უბრალოდ, როგორც უკვე გითხარით,
მე თვითონ მაქვს დაუმთავრებელი საქმე თქვენთან. - მისაღებ ოთახში შეუძღვა
გამომძიებელი გოგონას.

-რა საქმეა ამისთანა? რამე სერიოზულია? - დაიძაბა ჯაყელი, რომელსაც წამითაც არ


ტოვებდნენ ეჭვები.

-საკმაოდ! - უჩვეულოდ სერიოზული იყო თოიძე. ეკატერინეს, კარგად რომ ცნობოდა,


ფარულ ღელვასაც აუცილებლად შეამჩნევდა მამაკაცს.

-რა ხდება? - განაჩენის მოსასმენად შეემზადა ჯაყელი და დივანზე დაეშვა.

-უპირველეს ყოვლისა, ეკატერინე, მინდა გითხრათ, რომ თქვენგან მხოლოდ ერთ რამეს
მოვითხოვ - ნდობას!

-ნდობას დამსახურება უნდა, ბატონო გიორგი...

-ვიცი. ვიცი, მაგრამ ამ შემთხვევაში მცირე ავანსის იმედი მაქვს თქვენგან. - მსუბუქად ჩაეცინა
მამაკაცს.

-თქვენ მიმართ ნდობის ნასახიც რომ არ გამაჩნდეს, ახლა აქ არ ვიჯდებოდი. - ცდილობდა


თავდაჯერებული ყოფილიყო ეკატერინე.

-ხოდა სწორედ თქვენი მახვილგონიერების იმედი მაქვს ახლაც!

-მეტყვით, რა ხდება? - მოთმინება ეწურებოდა ჯაყელს.

-გეტყვით, გეტყვით. - ამოიხვნეშა თოიძემ და სტუმრის წინ დაიკავა ადგილი. - ეკატერინე,


თქვენ ხომ ხვდებით, რომ მე, უბრალო დეტექტივი, მარტო ვერ გავართმევ თავს ორი ძალიან
გავლენიანი გვარის საქმეების გამოძიებას?

-ვხვდები, მაგრამ, ალბათ, თქვენც უნდა გქონდეთ თქვენი კავშირები, არა?

-როგორც წესი - კი, მაგრამ, როცა საიდუმლოდ იძიებ საქმეს, თანაც ასეთ საქმეს, კანონიერი
გავლენების იმედი ნაკლებად უნდა გქონდეს ადამიანს. - გაეღიმა თოიძეს.

-რისი თქმა გინდათ, ბატონო გიორგი?

-პირდაპირ უნდა გითხრათ, მეტაფორებით საუბარსა და თქვენს ნერვებზე თამაშს აზრი არ


აქვს.

-გეთანხმებით!

-ოჯახის საიდუმლოებების გარკვევაში, ისე ვერავინ დაგეხმარება, როგორც თავად ამ ოჯახის


წევრი...

-ანუ?

-როგორც ამბობენ: ციხე შიგნიდან ტყდება. - გაეღიმა გამომძიებელს. - მე თქვენ აგირჩიეთ


ჯაყელების მხრიდან, მაგრამ ასევე ავარჩიე ადამიანი ახვლედიანების მხრიდანაც. უხეშად
რომ ვთქვათ, მე ავარჩიე ჯაშუშები, რომლებიც ინფორმაციას საუკეთესოდ მოიპოვებდნენ
თავიანთი ოჯახებიდან.

-რას მეუბნებით, ბატონო გიორგი, ანუ თქვენ ახვლედიანებთანაც თანამშრომლობთ? -


ხელისგულები გაუოფლიანდა ეკატერინეს და ხმა აუთამაშდა.

-დიახ. და მე მჭირდება, რომ ეს ადამიანი თქვენც მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი


გამოგვივა.

-ვინ არის?! - კატეგორიული გაუხდა ტონი ჯაყელს.

-უნდა დამპირდეთ, რომ არ გაიქცევით და არავის ეტყვით ამ ამბავს.

-ვინ არის-მეთქი?!

-მისი დანახვისას სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ და ემოციებს არ აყვეთ.

-ბატონო გამომძიებელო, ვინ არის თქვენი მეკავშირე?! - მოთმინება გადაეწურა ეკატერინეს


და სწორედ იმ დროს, როცა ბოლო სიტყვები წამოიყვირა, ზურგსუკან გაიგონა ბოხი, მაგრამ
ჩვეული ცინიზმით გაჟღენთილი ხმა:

-ჯაყელების ქალბატონს, თავმდაბალი სალამი, ნაძირალა ახვლედიანისგან!

ეკატერინეს მთელ სხეულში დაურა სიცივემ, რომელიც საბოლოოდ გულთან გაჩერდა და


სუნთქვა შეუკვრა გოგონას. თვალის გუგები ერთი ორად გაუდიდდა და მაშინვე წამოხტა,
დენდარტყმულივით. შებრუნდა იმის იმედით, რომ კარში სულ სხვა ადამიანს დაინახავდა.
ოღონდ მას არა...

მაგრამ კარში, ეკატერინსედა საუბედუროდ, ჯიბეებშიხელებჩაწყობილი და


ცინიკურღიმილაკრული ანდრეა ახვლედიანი იდგა.

-ახვლედიანების მხრიდან ჩვენი მოკავშირე ანდრეა ახვლედიანია, ეკატერინე... - ოთახში


გაყინულ ბგერებს შორის მოხდენილად გაისრიალა თოიძის მუდამ მშვიდმა ხმამ.

ჯაყელი უბრალოდ იდგა და რამდენიმე წამის განმავლობაში დაჟინებით უყურებდა


კედელზე მიყრდნობილ ახვლედიანს, რომელიც ჯიუტად არ იცილებდა სახიდან ღიმილს.
თითქოს იწვევდაო, მისგან მოქმედებას ელოდა. ეკეტერინეს გონებაში კი სინათლის
სისწრაფით ცვლიდნენ კადრები ერთმანეთს: ნიკუშას სიკვდილი, მისი დაკრძალვა; დათუნას
სიტყვები, დასისხლიანებული საქორწილო კაბა, საავადმყოფოს საშინელი სუნი, ბურუსში
გატარებული თვეები და ტკივილი - სულის წამღები ტკივილი. მის წინ კი იმ წამს, მისთვის,
ამ ყველაფრის შემოქმედი და ყველაზე საძულველი ადამიანი იდგა.
-მოგკლავ, მოგკლაავ!!! - უცებ დაიყვირა კატომ და სწრაფად მივარდა ახვლედიანს. გიორგიმ
და ანდრეამ რეაგირებაც ვერ მოასწრეს, ისე გაშმაგებით ეცა გოგონა ანდრეას და მუშტების
რტყმა გამეტებით დაუწყო, გულ-მკერდზე.

-ეკატერინე, გაჩერდით! - წამოიყვირა თოიძემ და სწრაფად მივარდა გოგონას, რათა


ახვლედიანისგან მოეშორებინა.

-ხელი გამიშვით! ნუ მეხებით! ამ ნაძირალას ახლავე მოვკლავ! მოვკლავ! - შეურაცხადივით


ყვიროდა ჯაყელი და ფრჩხილებით ახლა უკვე სახეს უკაწრავდა ანდრეას.

-გეყოფათ! - ტონს უმატა დეტექტივმა და ძლივს დააცილა ორი სხეული ერთმანეთს. -


გაჩერდით, ეკატერინე!

-ხელი გამიშვით-მეთქი! - ყვირილს არ წყვეტდა ჯაყელი.

-გიჟივით ყვირილს თუ არ შეწყვეტ, ხელს არავინ გაგიშვებს! - როგორც იქნა ამოიღო ხმა
ანდრეამ, რომელსაც მთელი სახე და ყელი დაკაწრული ჰქონდა.

-ხმას ნუ იღებ, ხმას ნუ იღებ! - ოდნავ მოდუნდა კატო.

-ჯანდაბა, ესღა მაკლდა, რა!

-ეკატერინე, ანდრეა ჩვენი მოკავშირეათქო. ასე მოქცევით ვერაფერს მივაღწევთ!

-ასე მოქცევით? როგორ მოქცევით?! აბა რა გინდათ, რომ ვქნა? წინ ჩემთვის ყველაზე
საყვარელი ადამიანების მკვლელი დგას! გინდათ ჩავეხუტო? თუ ხელი ჩამოვართვა?!

-უბრალოდ გაჩუმდით და დამშვიდდით, ანდრეა აქ ჩვენს დასახმარებლადაა!

-რა დასახმარებლად?! ღმერთო, რა დასახმარებლად?! ისაა ყველაფრის თავიდათავი!

-უკვე მომბეზრდა! - თვალები აატრიალა ანდრეამ.

-მკვლელი ხარ და უნამუსო ნაძირალა! - დაუყვირა ჯაყელმა ახვლედიანს.

-ბატონო გამომძიებელო, იქნებ დააწყნაროთ როგორმე... - თოიძეს მიუბრუნდა ანდრეა.

-რატომ არის ეს აქ?! რა უნდა ამას აქ?! ეს არის თქვენი გეგმა, ბატონო გიორგი?! იმ საქმეების
გამოძიებაში უნდა დაიხმაროთ, რომელშიც თვითონაა დამნაშავე?! - ახლა გამომძიებელზე
მიიტანა იერიში ეკატერინემ.

-ეკატერინე, თუ დამშვიდდებით, ყველაფერს აგიხსნით. ისე არაფერი გამოვა...

-რა უნდა ამიხსნათ, რა?!

-ის, რომ შენი საქმროს მკვლელი მე არ ვარ! - მოთმინება გადაეწურა ანდრეას და წამოიყვირა.

-არ გაბედო! არც კი გაბედო თავის მართლება! - უარესად გაგიჟდა კატო.

-ეკატერინე, გინდათ, რომ თქვენი საქმროს მკვლელი დაისაჯოს? გინდათ, თუ არა?! - ჩვეულ
ტონს ნელ-ნელა ღალატობდა თოიძე.
-ის ჩემს წინ დგას, მიდით და დააკავეთ!

-არა, არ დგას და გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ - ანდრეა ახვლედიანს თქვენი საქმრო არ


მოუკლავს! - დაიყვირა სახეზე პომიდორივით წითელმა გიორგიმ.

გამომძიებლის ყვირილი იმდენად მოულოდნელი იყო, ანდრეამ და ეკატერინემ თვალები


დააჭყიტეს. წამით ყველა გაჩუმდა და ოთახში ისევ დაისადგურა სიჩუმემ.

-როგორ ფიქრობთ, ანდრეა რომ მკვლელი იყოს, მასთან ვითანამშრომლებდი? გამოძიება არ


დააცალა თქვენმა ოჯახმა ჩემს სამსახურს, თორემ ყველაფერს ვიპოვნიდით და თავადაც
დარწმუნებოდით, რომ ახვლედიანებს თქვენი საქმროს სიკვდილში ბრალი არ აქვთ.

-ისევ იმავე სისულელის თქმას აპირებთ? ვიღაც ნაკაშიძის შესახებ, რომელიც თითქოსდა
ჩემი დათუნას ნათესავი იყო.

-ეს არც სისულელეა და არც ტყუილი, ეკატერინე! თქვენ უბრალოდ იმიტომ ბრაზობთ, რომ
თქვენი გარდაცლილი საქმროს შესახებ ისეთ დეტალებს იგებთ, რომლებზეც წარმოდგენაც
არ გქონდათ მაშინ, როცა გეგონათ, თქვენ შორის საიდუმლოებები არ არსებობდა. - ოდნავი
ბრაზით თქვა თოიძემ და ზუსტად იქ მოარტყა, სადაც უმიზნებდა - ეკატერინე მაშინვე შეცბა
და დადუმდა.

-მღლის ამდენი თავის მართლება. გასვიანის სიკვდილის დღესაც ვუთხარი შენს ძმებს და
ახლა შენც გაგიმეორებ - მაგ შენი საყვარელი ბიჭის მოკვლა მე არაფერში მჭირდებოდა!
ცოდვები ჩემიც საკმარისი მაქვს, კიდევ სხვისი რომ არ წამოვიკიდო ზურგზე! - მშვიდი იყო
ახვლედიანი და პირდაპირ თვალებში უყურებდა გოგონას.

-თქვენ გარდა ჩემს ოჯახს... მტერი არ ყავს... - თითქოს შეეგუაო სინამდვილეს, ბოლოჯერ
გაიბრძოლა ჯაყელმა და ცრემლები გადმოყარა.

-ძალიან ვწუხვარ, ეკატერინე, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, მკვლელი თქვენი ოჯახის
მტრებში კი არა, თქვენი საქმროს წარსულში უნდა ვეძებოთ. - ტონი მოულბა დეტექტივს.

-შეუძლებელია, ჩემს დათუნას მტერი ვერ ეყოლებოდა! არა, შეუძლებელია, მატყუებთ!


თქვენც ამათ მხარეს ხართ! ახვლედიანების კაცი ხართ და გინდათ თავგზა ამირიოთ! - მეორე
სუნთქვა გაეხსნა ჯაყელს.

-არა, ეს ასე არ არის და მეგონა, შევთანხმდით უკვე იმაზე, რომ მენდობით. - ამოიხვნეშა
თოიძემ.

-შენი დათუჩა არ იყო წმინდანი, მხოლოდ თავს ასაღებდა იაფასიანი გზებით! სინამდვილეში
შენი საყვარელი ბიჭუნა მხოლოდ ჩამშვები არაკაცი და ლაჩარი იყო! - ზიზღით ცრიდა
კბილებშორის სიტყვებს ახვლედიანი.

-გაჩუმდი! - დაიყვირა ეკატერინემ და მთელი ძალით მოქნეული ხელი გაარტყა მამაკაცს.

-ჰოო, უმცროს ჯაყელთან პირველმა შეხვედრამ ბევრად უფრო უმტკივნეულოდ ჩაიარა... -


ჩაეცინა ახვლედიანს.
-არც კი გაბედო და შენი ბინძური ენით ჩირქი არ მოსცხო დათუნას ხსოვნას, გაიგე?! არც
გაბედო-მეთქი, შე ნაძირალა!

-ანდრეა, გეყოფა. შენი ცინიზმი დაივიწყე ცოტახნით და დასერიოზულდი! მესმის, რომ


ორივესთვის რთულია, მაგრამ თუ სიმართლის გარკვევა გვინდა, ერთად უნდა ვიმუშაოთ.
ერთად კი ვერ ვიმუშავებთ, თუ თქვენ ერთმანეთს დაჭამთ! - უჩვეულოდ მკაცრი იყო თოიძე.

-რომ გითხრათ, ბედნირებისგან შინაგანად ვკივი და ღამეები არ მძინავს


აღფრთოვანებისგანთქო, მოგატყუებთ, მაგრამ შეგნებული ადამიანი ვარ და მზად ვარ
ქალბატონ ეკატერინესთან სათანამშრომლოდ. - თავდაჯერებულად იღიმოდა ანდრეა.

-არავითარ შემთხვევაში! ჩემი ბიძაშვილის მკვლელს მაგიდასთან არასდროს დავუჯდები! -


კატეგორიული იყო ეკატერინე.

-აჰა, ერთი არაკაციდან მეორეზე გადავიდა, შესანიშნავია... - ჩაილაპარაკა ანდრეამ და


ჩაიცინა.

-ანდრეა! - გაბრაზდა თოიძე.

-რა თქვი? - თვალები დაიწვრილა ჯაყელმა. - როგორ ბედავ, საერთოდ?! როგორ გყოფნის
თავხედობა და როგორ აყენებ ნიკუშას სულს შეურაცყოფას?!

-ეგ თქვენი ნიკუშა რომ ცხოველი იყო და არაკაცი, შენს ძმებსაც ძალიან კარგად მოეხსენებათ,
ქალბატონო ეკატერინე! მე ნამდვილად არ ვიცი, შენ რა იცი, მაგრამ შენს ადგილას
სირცხვილით არც ვახსენებდი მის სახელს. ნიკუშა თქვენი ლაქაა და არა ჩემი! - გამძვინვარდა
ახვლედიანი და იმდენად ბობოქარი გახდა, ეკატერინესაც კი შეეშინდა მისი.

-შეცდომა ყველას მოსდის ამ ცხოვრებაში! შენ ღმერთი არ ხარ, რომ სხვას სიცოცხლის
უფლება წაართვა!

-თუნდაც ეშმაკი ვიყო, ფეხებზე მკიდია! მთავარია, რომ შენს ცხოველ ბიძაშვილს
ახალგაზრდა გოგონას ცხოვრების დამახინჯების უფლება არ მივეცი!

-და შენ რამდენი ადამიანის სიცოცხლე გაქვს დამახინჯებული, ახვლედიანო?! - ცინიკურად


და სიმწრით ჩაეცინა ჯაყელს.

-გეყოფათ, ბავშვებივით იქცევით! - კამათის ყურებით დაღლილმა თოიძემ ძლივს ამოიღო


ხმა.

-მე მივდივარ აქედან, ჩემი იმედი არაფერში გქონდეთ! - ჩანთას დაავლო ხელი კატომ.

-ეკატერინე, ნუ მაფიქრებინებთ, რომ თქვენში შევცდი!

-რას ელოდით მისგან, ბატონო გამომძიებელო, ისიც რიგითი ჯაყელია! - მოესმა ზურგსუკან
გოგონას ანდრეას დამცინავი ხმა.

-იცით, რას გეტყვით? - უცებ გაჩერდა ჯაყელი და მობრუნდა. - ეს ნაძირალა მართალს


ამბობს, მე რიგითი ჯაყელი ვარ, რომელიც ფიქრობს, რომ ბიძაშვილის მკვლელთან
თანაარსებობა შეუძლებელია. მაგრამ თუ მაინცდამაინც ჩვენი სისხლის წარმომადგენელი
გჭირდებათ, ჩემს დას მიაკითხეთ. ის აუცილებლად დაგეხმარებათ ამ საქმეში და ამასთანაც
სიამოვნებით ითანამშრომლებს! - ზიზღით აათვალიერა ეკატერინემ ახვლედიანი და ისევ
შებრუნდა წასასვლელად.

-თქვენს დას თქვენს ოჯახთან ურთიერთობა აღარ აქვს, ეკატერინე. ის ვერ შეძლებს ჩვენს
დახმარებას!

-ეგ უკვე თქვენი პრობლემაა!

-ჰო, რა თქმა უნდა, გაიქეცი იმის შიშით, რომ რაიმე სამარცხვინო არ გაიგო შენს საყვარელ
ბიჭზე და ერთიანად არ დაგემსხვრეს მისი ხელშეუხბელი ხატი! - ისევ სარკასტულად
ეცინებოდა ანდრეას.

-რა თქვი?! - მაშინვე გაჩერდა ეკატერინე და შებრუნდა. - გგონია, დათუნას რამე ისეთი
ექნებოდა ცხოვრებაში გაკეთებული, რაც ჩემს თვალში მას დააკნინებს?!

-ვერასდროს გაიგებ, თუ გაიქცევი და ეს ეჭვი ცხოვრების ბოლომდე არ მოგასვენებს. - მხრები


აიჩეჩა ანდრეამ და გაიღიმა.

-თუ ჩვენთან დარჩებით, გპირდებით, რომ ჯერ თქვენი საქმროს მკვლელობას გამოვიძიებთ,
დაგარწმუნებთ ჩვენი მოტივების სისწორეში და შემდეგ შევუდგებით მთავარი საქმის
გამოძიებას. - დაურთო თოიძემ ახვლედიანის ნათქვამს, რადგან ხედავდა - ეკატერინე
ყოყმანობდა.

-და თქვენ გინდათ, რომ მე ეს საქმე იმ ადამიანთან ერთად გამოვიძიო, რომელსაც მკვლელად
მივიჩნევ?! - მცირე ხნიანი დუმილის და ყოყმანის შემდეგ თქვა ეკატერინემ.

-ნუ ღელავ, ყველაფერი რომ მორჩება, ბოდიშის მოხდას არ გთხოვ! - დივანზე


კომფორტულად მოთავსდა ანდრეა; იგრძნო - ჯაყელი რჩებოდა.

ეკატერინე ისევ გაჩუმდა. ერთ ადგილას ქანაობდა, გამწარებული და ჩაწითლებულ


თვალებით რიგ-რიგობით აკვირდებოდა ახვლედიან-თოიძის დუეტს.

-ამ ადამიანთან ზედმეტი კონტაქტი არ მექნება, მხოლოდ საქმიანი. მისი ზედმეტი რეპლიკა,
შემოხედვა ანდაც შეხება და წავალ! - ბოლოს მაინც შებრუნდა ოთახში ეკატერინე და ჩანთა
მაგიდაზე დადო.

-გულს მტკენ! მეგონა საუკეთესო მეგობრები გავხდებოდით და საღამოობით


შეყვარებულებზე ვიჭორავებდით ფინჯან ყავასთან ერთად.

-ანდრეა, გეყოფა! - ბავშივით დატუქსა თოიძემ ახვლედიანი და ეკატერინეს მიუბრუნდა. -


თანახმა ვარ!

-კარგი, ჯანდაბას, ხმას არ ამოვიღებ ხოლმე! - გაეცინა ახვლედიანს და ხელები მკერდთან


გადაიჯვარედინა.

-თუ შევატყობ, რომ საქმე გაჯანჯლდა და ბოლო არ უჩანს, დაგტოვებთ.


-ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქმე რაც შეიძლება მალე გავხსნათ. გარწმუნებთ!

-ჩემი თავი მძულს ამას რომ ვამბობ, მაგრამ მზად ვარ ჩემი საქმროს მკვლელობის
გამოსაძიებლად თქვენთან ვითანამშრომლო.

-არ ინანებთ, ეკატერინე, მერწმუნეთ! - გაეღიმა თოიძეს.

-შესანიშნავი სამეული შეიკრა! თბილისის კრიმინალებს უნდა ეშინოდეს ჩვენი


ტრიუმვირატის! - ჩაეცინა ანდრეას და ჯერ თოიძეს, ხოლო შემდეგ ჯაყელს გადახედა,
რომელიც მტრულად უმზერდა.

დაძაბული სიჩუმე, რომელიც ანდრეას სიტყვების შემდეგ ჩამოწვა ოთახში, თოიძის


მობილურზე შემოსულმა ზარმა გაფანტა.

-ჩემი თანაშემწე მირეკავს და აუცილებლად უნდა ვუპასუხო. ახალ საქმესთან


დაკავშირებული დეტალები აქვს სათქმელი. სამზარეულოში გავალ და იმედი მაქვს, უკან
დაბრუნებულს, დაჭმულები არ დამხვდებით. - ბოლო სიტყვებზე ორივეს გადახედა
გამომძიებელმა და ოთახი დატოვა.

დარჩნენ ოთახში ორნი - ეკატერინე ჯაყელი და ანდრეა ახვლედიანი. ისხდნენ ერთმანეთის


პირისპირ. ჯაყელი მტრულად უმზერდა წინ მჯდომს, სამაგიეროდ ახვლედიანი იღიმოდა
ბედნიერი ბავშივით.

-ისე, წარმოიდგინე ახლა, შენს ძმებს რომ წარმოდგენა ჰქონდეთ, სად ხარ და ვისთან ერთად,
რა დაემართებოდათ! შენი დის ამბავმა თუ არ გაუხეთქათ გულები, შენ ნამდვილად
დამართებდი ინფარქტს! - გამხიარულდა ახვლედიანი და ფეხი ფეხზე გადაიდო.

-შენთვის სასაცილოა, არა, ეს ყველაფერი?! მარტო თამაში გინდა და გართობა. - ზიზღით


უყურებდა ეკატერინე მამაკაცს.

-არ მესმის, რა არის მაგაში ცუდი. - ჩაეცინა ახვლედიანს.

-როგორ შეგიძლია, ერთდროულად იყო ასეთი ცივსისხლიანი მკვლელი და ამჩემფეხება


ცინიკოსი?!

-რა არის მაგაში რთული?

-ადამიანი მოკალი! რა მნიშვნელობა აქვს, იმსახურებდა თუ არა? ახალგაზრდა ბიჭი მოკალი,


რომელსაც ოჯახი ჰყავდა: მამა, ძმა, საცოლე, ბიძაშვილები და შენ ის ყველას წაგვართვი.
რამდენიც არ უნდა იმეორო, რომ ნიკუშა სიკვდილს იმსახურებდა, გულის სიღრმეში მაინც
არ გაწუხებს ხოლმე სინდისის ქენჯნა?

-დედ-მამა, და-ძმა, ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მეგობრები იმ გოგოსაც ჰყავდა,


რომელზეც შენი ბიძაშვილი ცდილობდა ძალის ხმარებას. - იყო ძალიან მშვიდი და უემოციო
პასუხი ანდრეას მხრიდან. - ნუ ცდილობ სინდისზე ამაგდო და შენი არაკაცი ბიძაშვილი
შემაცოდო, ეკატერინე, არ გამოგივა! - თავი წამოსწია ანდრეამ და თვალი-თვალში გაუყარა
ჯაყელს.

-იცი, რა არის განსხვავება შენსა და ჩემს „არაკაც ბიძაშვილს“ შორის? - ნიკუშა მკვდარია, შენ
კი - მკვლელი. - არც ეკატერინეს აურიდებია მზერა ახვლედიანისთვის.

-როცა ეგ ფაქტი შემაწუხებს, აუცილებლად დაგიკავშირდები და კარგი ფსიქოლოგი მირჩიე. -


ჩაეცინა ანდრეას და წამოდგა, რათა ოთახში გაეარ-გამოეარა.

-როგორ შეგიძლია იყო ასეთი გულქვა?! შენც ხომ გყავს ოჯახი და მეგობრები? არ შეიძლება
ასე უბრალოდ ყველაფერი ფეხებზე გეკიდოს! არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ყველაფერი
ფეხებზე კიდია.

-ორი წუთის წინ მოკვლას მიპირებდი, ახლა კი მორალს მიკითხავ და ჩემს ფსიქოანალიზს
ცდილობ? - ისევ გაეცინა მამაკაცს.

-შეშინებული ბიჭუნა ხარ! - დასკვნასავით ჟღერდა ჯაყელის სიტყვები. ანდრეას თვალები


გაუფართოვდა მოულოდნელობისგან. - ჰო, მაგ შენი ცინიზმის უკან შეშინებულ პატარა ბიჭს
მალავ! - ახვლედიანის რეაქციით გაგულისებულმა, ცეცხლს ნავთი დაასხა ეკატერინემ.

-პირად ფსიქოლოგად როცა დაგნიშნავ, მაშინ დაკავდი ჩემი შესწავლით. ისე კი, არამგონია
ბიძაშვილის მკვლელზე ამდენი დროის ხარჯვა ღირდეს! - ბრაზი და გაკვირვება არ შეიმჩნია
ახვლედიანმა და ჩვეული ცინიზმით მიმართა გოგონას.

-მაპატიეთ, მაგრამ მე უნდა წავიდე, მნიშვნელოვანი საქმეა და ვერ გადავდებ. - ლაპარაკით


შევიდა ოთახში თოიძე და ჯერ ანდრეას, ხოლო შემდეგ ეკატერინეს დააკვირდა. - ყვირილის
და დავი-დარაბის ხმა რომ არ მესმოდა, ეს უკვე კარგია. - ჩაეცინა თავისივე სიტყვებზე
ბოლოს.

-შემდეგი შეხვედრა როდის გვექნება? ან ახლა რას დამავალებთ? - წამოდგა ეკატერინე.

-მინდა, რომ ლევან ნაკაშიძეზე გაარკვიოთ რაც შეიძლება ბევრი რამ. დათუნას ბავშობის
მეგობრებს გამოკითხეთ ან ოჯახისწევრებს, ეს ხომ შეგიძლიათ?

-მისი ყველა მეგობარი მოსკოვში ცხოვრობს. ოჯახიდან კი მხოლოდ დედა ყავს, რომელიც
ასევე მოსკოვში ცხოვრობს. ერთადერთი მეგობარი, რომელიც აქ ჰყავს, გეგაა.

-გეგა მიქაბერიძე?

-დიახ, ჩვენი ოჯახის მეგობარი.

-ძალიან კარგი, მაშინ სწორედ მას გაესაუბრეთ. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია
დასტყუოთ.

-გასაგებია...

-ბატონო გამომძიებელო, რას გადაეკიდეთ ამ ნაკაშიძეს? ხომ თქვით, რომ მკვდარია, იქნებ
არც ღირს მასზე ასე ჩაციკვლა?! - სასხვათაშორისოდ ჩაერია საუბარში ანდრეა.
-და იქნებ ღირს?! - ღიმილით მიუბრუნდა თოიძე ახვლედიანს და მოჭუტული თვალებით
დააკვირდა.

-ჰო, რავიცი, როგორც თქვენ იტყვით. - მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.

-შეიძლება წავიდე? უკვე სული მეხუთება ამ ადამიანთან ერთ ოთახში ყოფნით! - ეკატერინემ
მიმართა თოიძეს, ანდრეას გაეღიმა.

-დიახ, დიახ, მიბრძანდით. თუ რამეს გაარკვევთ, რა თქმა უნდა, მირეკავთ.

-კარგად იყავით, ბატონო გიორგი. - დაემშვიდობა გოგონა დეტექტივს და წასასვლელად


შებრუნდა.

-კარგად იყავი, ეკატერინე, მეც ძალიან გამიხარდა შენი ნახვა! - მიაძახა ანდრეამ ღიმილით,
თუმცა გოგონა მის პროვოკაციას აღარ აჰყოლია და მშვიდად დატოვა სახლი. - მეც წავალ,
ძალიან დამღალა ამ დღემ, თანაც სახე მეწვის და უნდა მივხედო. - დაიმანჭა ანდრეა, როცა
დაპორჭყნილი სახე გაახსენდა.

-ხომ ხვდებით, რომ თქვენი ირონია უადგილოა? გავიწყდებათ, რა არის თქვენი მიზანი?
ყველას უნდა ეგონოს, რომ ეკატერინეს თავი შეაყვარეთ! როგორ მოხდება ეს, თუ უფრო
შეაძულებთ ჯაყელს თავს?! ცოტა გონებას მოუხმეთ, ანდრეა. ცინიზმი გვერდზე გადადეთ და
თავი დაუხარეთ; სხვანაირად არაფერი გამოგივათ, ზედმეტად ამაყია!

-ანგელოზად ვერ მოვაჩვენებ თავს. მისი ბიძაშვილის მკვლელი ვარ!

-იყავით ის, ვინც ხართ, მორჩა და გათავდა!

-დღეს რატომღაც ყველა ჩემს ფსიქოლოგობას ცდილობს... - გაეცინ ანდრეას.

-დამიჯერეთ, გამოცდილი კაცი ვარ და ვიცი. - გაეღიმა თოიძესაც. - ახლა კი წავიდეთ, თორემ
მართლა დამაგვიანდება.

-წავიდეთ, წავიდეთ. - ამოიხვნეშა ახვლედიანმა და დეტექტივს კუდში მიჰყვა.

ეკატერინე რამდენიმე საათის განმავლობაში გაუნძრევლად იწვა ქაფიანი წყლით სავსე


აბაზანაში და ერთწერტილმიშტერებული, ტვინის გათიშვას ცდილობდა. გონება მხოლოდ
ერთ კადრს ატრიალებდა - ირონიულღიმილაკრულ ანდრეა ახვლედიანს. ცდილობდა
ყურადღება გადაეტანა; დაევიწყებინა, მაგრამ საკუთარი თავი ეზიზღებოდა, რადგან
ბიძაშვილის მკვლელთან უნდა ეთანამშრომლა. საშინელ სისუსტეს გრძნობდა, უსუსურობასა
და უნიათობას. იმავეს აკეთებდა, რის გამოც მარიამი მოიძულა მთელმა ოჯახმა.
-სხვა გზა არ გაქვს, ეკატერინე, გაიგე! - ისევ ნაცად ხერხს მიმართა ბოლოს და საკუთარი თავი
დატუქსა. წყლისგან დანაოჭებული და გადათეთრებული ხელები თვალებზე ჩამოისვა,
ამოიხვნეშა და თავი უკან გადასწია.

„ნეტავ აქ იყო დათუნა. ნეტავ შეგეძლოს ჩემი დახმარება. მინდა, რომ წინ მეჯდე და ყველა
კითხვაზე მცემდე პასუხს. მაშინ ხომ არ მომიწევდა იმ მკვლელთან თანამშრომლობა? მაშინ
ხომ არ შემაწუხებდა გულისრევის შეგრძნება?!

ვინ არის ლევან ნაკაშიძე? რას მიმალავდი მთელი ამ დროის განმავლობაში? არ მინდა... არ
მინდა... არ მინდა ფიქრი! ჩვენ ხომ არასდროს გვქონია საიდუმლოებები? ჩვენ ხომ
ყოველთვის ამით ვიყავით გამორჩეულები?! მაშინ მოდი და მიპასუხე - ვინ არის ლევან
ნაკაშიძე და რა კავშირი აქვს მას შენს სიკვდილთან?!“

ანდრეა მთვარის შუქით განათებული ოთახის რაფაზე იჯდა, თავი კედელზე ჰქონდა
მიყრდნობილი და ჩაის სვამდა. ძალაუნებურად ეკატერინეს სიტყვებზე ეფიქრებოდა და
შინაგანი ბრაზი ჭამდა. უცებ წამოდგა, ჭიქა რაფაზე დადგა და სააბაზანოში შევიდა. შუქი
აანთო და საკუთარ ანარეკლს სარკეში დააკვირდა. თვალებიდან ნიკაპამდე დიდი წითელი
ზოლები აჩნდა - ჯაყელის ნახელავი. სახე უფრო ახლოს მიუტანა სარკეს და უკეთ დააკვირდა
თავის თავს.

-არანორმალური ქალი! - ჩაეცინა ცოტა ხნის შემდეგ და ნაკაწრებს თითები გადაუსვა. - მე თუ


შეშინებული პატარა ბიჭუნა ვარ, შენც ძალიან მალე გახდები შეშინებული პატარა გოგონა.
ამის პირობას გაძლევ, ჯაყელების ალქაჯო ქალბატონო! ისე შეგიყვარდები, გასვიანის სახელს
საერთოდ დაივიწყებ... - თავისი სიტყვებით კმაყოფილმა, საკუთარ თავს გაუღიმა სარკეში,
შუქი ჩააქრო და საძინებელში გადაინაცვლა.

ეკატერინეს ალბათ სულ ორი საათი არ ეძინა გადაბმულად. მის ტვინში იმდენი რამ
იხარშებოდა, ძილისთვის ვერაფრით იცლიდა გონება. მთელი ღამის განმავლობაში ალბათ
ათასმა გვარმა მაინც გაიელვა მის თავში, მაგრამ ყველაზე საშიში მაინც ნაკაშიძე იყო
მისთვის. ლევან ნაკაშიძე... სრულიად ბუნდოვანი და უცხო. მისთვის ყველაზე საყვარელი
ადამიანის სიკვდილთან ასე მჭიდროდ დაკავშირებული. რა მოხდა დათუნას წარსულში და
რამ გამოაქცია თბილისში? - ამაზე ზუსტი პასუხი მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა,
თბილისში და ეს ადამიანი გეგა მიქაბერიძე იყო.
როგორც კი გათენდა და მზეც ამოიწვერა ცის კიდეზე, ჯაყელი წამოდგა ლოგინიდან და
მობილური მოიმარჯვა. გეგას თავის ბინაში შეუთანხმდა შეხვედრაზე და აღტკინებულმა
დაიწყო მზადება.

ძმასთან და რძალთან ერთად ისაუზმა, დაიბარა, რომ სახელოსნოში იქნებოდა,


სინამდვილეში კი მიქაბერიძის სახლისკენ აიღო გეზი.

კართან დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია, გეგამ მალევე გაუღო კარი და ღიმილით


შეიპატიჟა შინ.

-მოდი, დაჯექი, რამეს დალევ?

-არა, არაფერს მადლობა. დიდი ხნით არ მოგაცდენ, ვიცი, რომ თელავში გეჩქარება.

-ნუ სულელობ, კატო. მითხარი, რისი თქმაც გინდა. არ მომწონს შენი სახის გამომეტყველება.

-გეგა, დათუნაზე უნდა გელაპარაკო... - დასერიოზულდა ეკატერინე, დივანზე დაჯდა და


ხელების ფშვნეტას მოჰყვა.

-რა უნდა მითხრა? - არ მოეწონა გოგონას ტონი მიქაბერიძეს.

-მინდა, რომ გულწრფელი იყო ჩემთან...

-როდის მომიტყუებიხარ, კატო?

-გეგა, მე დათუნას ცხოვრების შესახებ ყველაფერი ვიცი? - ყოველგვარი შესასვლის გარეშე


ჰკითხა ჯაყელმა მამაკაცს და მის რეაქციას დაელოდა. გეგა აშკარად გაოცდა, არ ელოდებოდა
ასეთ კითხვას.

-რას ქვია, ყველაფერი იცი? რა არ უნდა იცოდე? - არ ესიამოვნა მიქაბერიძეს კითხვა.

-მისი მოსკოვური ცხოვრების შესახებ ყველაფერი ვიცი?

-დათუნას რა უნდა დაემალა შენთვის, კატო? რა თქმა უნდა, ყველაფერი იცი!

-მაშინ მითხარი, ვინ არის ლევან ნაკაშიძე? - მტკიცე ტონი ჰქონდა ეკატერინეს.

გეგა აშკარად შეცბა და შეშინდა - მამაკაცის სახელის ხსენებას ნამდვილად არ ელოდებოდა


ეკატერინესგან.

-ეგ კაცი შენ საიდან იცი? - საგრძნობლად დაუბოხდა ხმა მამაკაცს.

-დათუნას ნათესასვი იყო, ხომ ასეა?

-ლიუდმილა ვასილევნას ნათლული იყო. ორი წლის წინ მოკლეს ციხეში, როგორც ვიცი.

-მე რატომ არ ვიცოდი მის შესახებ?


-არ იყო საჭირო და იმიტომ! დათუნა მას გამოექცა თბილისში. უკეთესი ცხოვრება უნდოდა,
უკეთესი ადამიანების გარემოცვაში. საერთოდ ცდილობდა მაგ კაცთან კავშირის დავიწყებას.

-ვინ იყო ასეთი ის ნაკაშიძე?

-ყოვლად ბინძური და გახრწნილი ადამიანი, რომელიც ჭაობისკენ მიათრევდა დათუნასაც! -


ზიზღით ალაპარაკდა გეგა.

-დათუნა კი აქ ჩამოვიდა მისგან თავის დასაღწევად?

-ჰო, ყველაფერი მიატოვა და აქ გადმოვიდა, ჩემთან.

-ჭაობისკენ თრევაში რას გულისხმობ? დათუნა რამე ცუდს აკეთებდა მოსკოვში? - თვალები
დააწვრილა ეკატერინემ, რადგან თავის ტკივილი უტევდა ნელ-ნელა. გასვიანზე საუბარს
ვერაფრით ახერხებდა შინაგანი ემოციების გარეშე.

ჯაყელის კითხვამ ნირი წაუხდინა მიქაბერიძეს. კატოს მზერა მოაშორა და სავარძელში


გასწორდა - არ იცოდა რა ეპასუხა კითხვაზე.

-არ მომწონს შენი დუმილი, გეგა. - უფრო მეტად დაიძაბა გოგონა.

-კატო, ჩვენ დათუნაზე არ ვლაპარაკობთ ახლა? დათუნა გასვიანზე - ჩემს ძმაკაცზე და შენს
საყვარელ მამაკაცზე. რა უნდა გაეკეთებინა დათუნას ცუდი?

-არვიცი, შენ მითხარი. - თვალები აემღვრა ჯაყელს.

-ლევან ნაკაშიძე იყო ჩხუბისთავი, აყალ-მაყალის მოყვარული და თავზეხელაღებული


ადამიანი. ციხის საკანში ბევრად უფრო მეტი დრო ჰქონდა გატარებული, ვიდრე საკლასო
ოთახში. ასეთ ადამიანთან ერთად იზრდებოდა დათუნა და ასეთ ადამიანთან ბრძოლა
უხდებოდა ყოველდღიურად, რომ მას არ დამსგავსებოდა და მისნაირი ნაძირალა არ
გამხდარიყო. აქ რომ ჩამოვიდა, ჩემთან, ისე უჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება და ისე
ენატრებოდა მოსკოვი, დაბრუნებასაც ფიქრობდა. იცოდე, კატო, იქ რომ დაბრუნებულიყო,
ნამდვილად ჩავარდებოდა ნაკაშიძის ხელში და მისი ბოლოც ისეთივე იქნებოდა, როგორიც
იმ ნაძირალასი იყო.

-რატომ დარჩა? - თვალებზე გადაფენილი სითხის თხელი ფენიდან ნელ-ნელა იძერწებოდა


ცრემლები.

-ვითომ ვერ ხვდები, არა? - ნაღვლიანად გაეღიმა გეგას. - შენ შეგხვდა.

-და... ჩემ გამო დარჩა? - ტირილი წასკდა ჯაყელს და თავი ხელებში ჩარგო.

-შენთან უბედნიერესი კაცი იყო დათუნა, ეკატერინე. - გოგონას მიუახლოვდა მიქაბერიძე და


მოეხვია. - ვიცი, რომ არასდროს უნანია აქ დარჩენა.

-რომ წასულიყო იქნებ უკეთესიც ყოფილიყო?! იქნებ ახლა ცოცხალი ყოფილიყო?!

-არ გინდა ამაზე ფიქრი, კატო. საერთოდ, რატომ არ ეშვები წარსულს? საიდან გაიგე ლევან
ნაკაშიძის სახელი?
-დათუნას ნივთებში სურათი ვნახე, ის და ლევანი იყვნენ ბავშვობაში. - უცებ მოიგონა
ტყუილი ეკატერინემ.

-და ასე დაგაინტერესა მისმა ვინაობამ?

-მე ყველაფერი მაინტერესებს, გეგა; დათუნას ძველი ცხოვრების ყველა დეტალი. მის
წარსულს მაინც შევისწავლი, თუ მომავლის შესწავლა შეუძლებელია!

-არ გინდა, კატო, დამიჯერე, რა - არ გინდა!

-აბა რა ვქნა? როგორ მოვერიო მისი აღარყოფნით გამოწვეულ უზარმაზარ ნაპრალს?

-მის გარეშე ცხოვრება ისწავლე. - თვალები აემღვრა მიქაბერიძესაც.

-შენ გამოგდის?

-არა, მაგრამ ვცდილობ.

-ძალიან რთულია... ძალიან რთულია... - თავი დახარა ეკატერინემ და აქვითინდა.


გულმოკლული გეგა კი მაშინვე მოეხვია გოგონას და მანამ აწყნარებდა, სანამ საბოლოოდ არ
ჩააცხრო ჯაყელის შიგნით არსებული ტკივილი.

რამდენიმე წუთი ერთმანეთზე ჩახუტებულები ისხდნენ და მათთვის ყველაზე საყვარელ


ადამიანს მისტიროდნენ. შემდეგ ნელ-ნელა უკლო გოგონამ ტირილს და სულ მალე
დაუბრუნდა ნორმალურ მდგომარეობას.

-წყალი ხომ არ გინდა? - თბილად ჰკითხა მიქაბერიძემ მეგობარს და გაუღიმა.

-არა, არ მინდა. წავალ მე, აღარ მოგაცდენ, შენც წასასვლელი ხარ. - თვალები შეიმშრალა
ჯაყელმა და წამოდგა.

-შენთვის სულ მცალია, კატო, ხომ იცი? ნებისმიერ დროს მოდი და დამელაპარაკე, სულ მზად
ვარ ამისთვის.

-მადლობა. აბა კარგად იყავი, ნაყოფიერ მუშაობას გისურვებ კახეთში. - რკინის კარი გააღო
ეკატერინემ.

-კატო. - თითქმის გასული მოაბრუნა გეგამ. - დათუნას წარსულს შეეშვი, რა. დამიჯერე,
კარგს ვერაფერს მოიგებ მაგით. - თხოვნაზე მეტად, მოთხოვნა ჟღერდა მამაკაცის ხმაში.

-ნუ ღელავ, გეგა, მეც ვხვდები უკვე მაგას. - ეჭვნარევად გაუღიმა ჯაყელმა მეგობარს და
კიბეებზე დაეშვა.

გარეთ გამოსული ეკატერინე მარტის დილის სუსხმა შეაწუხა და ქურთუკის სხეულზე უფრო
მჭიდროდ მიკვრა აიძულა. იმდენად იყო ემოციებისგან დაცლილი და უძილობისგან
დაღლილი, მხოლოდ სახლში მისვლა და თავის ოთახში ჩაკეტვა უნდოდა. გონებით უკვე
ასეც იქცეოდა; წარმოიდგენდა, როგორ მიიღებდა ცხელ შხაპს, გათავისუფლდებოდა
ფიქრებისგან და განიტვირთებოდა, მაგრამ მისი წარმოსახვითი აზრები მანქანის მსუბუქმა
სიგნალმა დაარღვია.

ეკატერინე მაშინვე გამოფხიზლდა და ირგვლივ მიმოიხედა. მისგან ათიოდე მეტრის


მოშორებით, ქუჩის კუთხეში, შავი და დაბურულმინებიანი მანქანა იდგა. გაკვირვებული
ჯაყელი მაშინვე მიუახლოვდა მანქანას და კინაღამ გაგიჟდა, როცა ძლივს-ძლივობით, მაგრამ
მაინც გაარჩია მძღოლის სახე, რომელშიც ანდრეა ახვლედიანი ამოიცნო.

რამდენიმე წამის განმავლობაში შოკში მყოფი ეკატერინე გაშტერებული მისჩერებოდა


ფანჯრის მინას, რომელზეც ბუნდოვნად ირეკლებოდა ახვლედიანის ღიმილი. ბოლოს ისევ
მან ჩამოსწია ფანჯარა და ირონიულად მიმართა გოგონას:

-ჰო, უფრო დიდხანს იდექი მანდ ასე გაშტერებული, იქნებ ბოლო-ბოლო შეგვამჩნიოს ვინმემ.
- თქვა და ცალყბად გაიღიმა.

-როგორ ბედავ?! - ძლივს ამოიღო ხმა ჯაყელმა.

-რა? ახლა მაინც რა ვთქვი?!

-როგორ ბედავ აქ მოსვლას?! გეგამ რომ დაგინახოს იცი, რა მოხდება საერთოდ?! - ნელ-ნელა
ბრაზდებოდა გოგონა.

-თუ დროზე არ ჩაჯდები მანქანაში, ალბათ დაგვინახავს კიდეც! - გაეცინა მამაკაცს.


ეკატერინემ სწრაფად გამოგლიჯა მანქანის კარი და გვერდით მიუჯდა ანდრეას, ამ
უკანასკნელმაც მაშინვე ასწია შუშა.

-რა ჯანდაბას აკეთებ აქ?! დღისით და მზისით გინდა ვინმემ დაგვინახოს, არა?! - მაშინვე
ჩხუბზე გადავიდა ეკატერინე.

-ამ მანქანას დაბურული მინები ზუსტად იმიტომ აქვს, ქალბატონო ეკატერინე, რომ ვერავინ
შეგვამჩნიოს. - თავდაჯერებულ და ცინიკურ ღიმილს არ იშორებდა სახიდან ახვლედიანი.

-შენი სულივით ბნელი მანქანა გყავს, ხო? - ზიზღით ჩაეცინა ჯაყელს.

-თუ დაგამშვიდებს, გეტყვი, რომ ეს მანქანა მე კი არა, შენს სიძეს ეკუთვნის.

-ვის?!

-შენს სიძეს, სიძეს; იოანეს, რა. - უდარდელად წამოიძახა ანდრეამ და გამომწვევად გაუღიმა
გვერდით მჯდომს.

ეკატერინეს ბრაზისგან ჭარხლისფერი დაედო სახეზე. იარაღი რომ ჰქონოდა, ალბათ


დაუფიქრებლად დაახლიდა ტყვიას შუბლში ახვლედიანს.

-ახლა კარგად მომისმინე, შე ნაძირალავ, ეგ შენი მეგობარია, ძმა თუ ძმაკაცი, მეორედ ჩემი
თანდასწრებით აღარ ახსენო და გირჩევ, საერთოდ მოეშვა ჩემს ნერვებზე თამაშს, თორემ
დამიჯერე, ჩემისთანა გამწარებული ქალისგან კარგს არაფერს უნდა ელოდოს კაცი!
-ღმერთო, ვიღაც საშინელ ხასიათზეა! - თვალები გაუფართოვდა ანდრეას და ჩაიცინა. - რაო,
რა გითხრა ამისთანა შენმა გეგამ? მოგიყვა ზღაპრები?

-მოკეტე! ვერ ვხვდები, შენ რატომ უნდა გაბარო ანგარიში.

-შეგახსენო? - მე და შენ ამ საქმეს ერთად ვიძიებთ.

-შენი დახმარება არ მჭირდება! როგორმე თავადაც გავართმევ საქმეს თავს.

-ხო, რა თქმა უნდა, შენ ხომ ბავშვობიდან მკვლელობების გამოძიებით იყავი დაკავებული,
სკოლის მერე! - ირონიულად ჩაეცინა ანდრეას.

-შენ ძალიან გამოცდილი ხარ მაგ საკითხში, ხომ? ა, არა, გამახსენდა - შენ მკვლელობის
გამოძიებაში კი არა, მკვლელობაში ხარ ძალიან გამოცდილი! - არც ეკატერინემ დააკლო
ირონია და ზიზღი ნათქვამს.

-მე ცუდ ბიჭებთან ურთიერთობის გამოცდილება მაქვს, ძვირფასო. - ტუჩის კუთხე ჩატეხა
ახვლედიანმა.

-გული მერევა შენზე, იცი? - თვალები დაუწვრილდა ჯაყელს.

-შემიძლია პაკეტი მოგცე, ახალთახალ სალონს ნუ დამისვრი, ძალიან გთხოვ.

-ღმერთო, რა საშინელი ხარ!

-კარგი, რამე ახალი მითხარი ახლა. კითხვას გაგიმეორებ - რა გითხრა გეგამ?

-არაფერი...

-ეკატერინე, მოვრჩეთ ბავშვობას, მართლა მიპასუხე!

-მართლა არაფერი უთქვამს! მხოლოდ ის, რაც ვიცოდი.

-ანუ?

-რა ანუ? ანუ ის, რომ დათუნა აქ ნაკაშიძეს გამოექცა და რომ ის ვიღაც ნაკაშიძე საშინელი
ადამიანი იყო.

-სხვა არაფერი უთქვამს? - უჩვეულოდ დაინტერესებული იყო ანდრეა.

-შენ რა იყო, რა ძალიან გაინტერესებს ყველაფერი?! თოიძე აქ არ არის და თამაში არ


გჭირდება!

-თოიძე რა შუაშია? - უკან დაიხია ახვლედიანმა. - მაინტერესებს უბრალოდ.

-სხვა არაფერი უთქვამს, მასთან მოსვლას აზრი არ ჰქონდა.

-რატომ მგონია, რომ რაღაცას ეჭვობ და არ მეუბნები? - სახეზე უკეთ დააკვირდა ანდრეა
ეკატერინეს.
-კი, ვვეჭვობ, რომ ეს გამოძიება სისულელეა და რომ შენმა ოჯახმა მოკლა დათუნა. კიდევ
რამის ცოდნა გინდა? - ცინიკურად გაუღიმა ეკატერინემ მამაკაცს.

-არა, ეგ თავისთავად, მაგაზე არ გეკითხები. ისედაც ვიცი, სულ, რომ მართლა ვიპოვნოთ
დათუჩას მკვლელი, შენთვის მაინც მე დავრჩები დამნაშავედ. ახლა მითხარი, მართლა რა
ეჭვი გაწუხებს და არ ამბობ?

ეკატერინე რამდენიმე წამით გაჩუმდა და უკეთ დააკვირდა უდანაშაულო ღიმილით


მომზირალ ანდრეას. - მგონია, რომ გეგამ რაღაც იცის და არ მეუბნება. - ბოლოს მაინც
გადაწყვიტა თქმა და მზერა მოარიდა მამაკაცს.

-რა უნდა იცოდეს და არ ამბობდეს? - დაინტერესდა ანდრეა.

-არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ნაკაშიძის სახელის ხსენება არ მოეწონა. წამოსვლისას გარკვევით
გამაფრთხილა, დათუნას წარსულში ქექვას შეეშვიო. არ უნდა, რომ რაღაც ვიპნოვო.

-ასეთს რას უნდა მალავდეს ეგ შენი დათუნია? - ჰა, ჰა, გრანდიოზული ცათამბრჯენის
საიდუმლო ნახაზები ჰქონოდა. - ირონიულად ჩაეცინა ახვლედიანს და ფანჯრიდან გაიხედა
გარემოს შესამოწმებლად.

-შენთვის არაფერი წმინდა არ არსებობს ამ ქვეყანაზე, არა? - თავი გააქნია ეკატერინემ.

-როგორ არა! დედა, ვისკი და ვაშლის ჯემი! - გაუღიმა ანდრეამ გოგონას, მაგრამ როცა
საპასუხოდ მხოლოდ ზიზღნარევი მზერა მიიღო, დაამატა: - კარგი, ხანდახან, ქლიავის
ჯემსაც ვეტანები!

-ამაზრზენი ხარ! - წამოიყვირა ჯაყელმა და კარი გააღო, რათა მანქანიდან გადასულიყო.

-თოიძეს მე დავურეკავ და ვეტყვი, რაც მოხდა. შენ აღარ შეწუხდე. დღეს ან ხვალ შეიძლება
შეხვედრა მოგვიწიოს და იცოდე, არაფერი დაგეგმო. - ძრავა ჩართო ანდრეამ, ხელი დაუქნია
მანქანიდან გადასულ კატოს და სწრაფად მოსცილდა ადგილს.

ეკატერინესთან დამშვიდობების შემდეგ, ანდრეამ ჯერ თოიძეს დაურეკა და ყველაფერი


უამბო, შემდეგ კი იოანეს და ამცნო, რომ სამსახურში არ მივიდოდა. ორი დღე იყო, რაც დედა
არ ენახა და შინაგან დისკომფორტს გრძნობდა.

სახლისკენ მიმავალი ბილიკი ღიღინით გაიარა და, როგორც ჩვეოდა, ხმაურიანად დააკაკუნა
სახლის კარზე. უჩვეულოდ კარგ ხასიათზე იყო. ერთ ადგილზე ცეკვავდა და მღეროდა, სანამ
კარი გაიღო და მარიამი დაინახა ზღურბლზე.
-უი. - მაშინვე გაჩერდა ახვლედიანი და სასაცილოდ შეიცხადა ჯაყელის დანახვა. - აღარც კი
მახსოვდა, რომ ამ სახლის დიასახლისი უკვე შენ ხარ. - გულწრფელად გაეცინა ანდრეას,
საპასუხოდ კი ვერაფერი მიიღო უემოციო მზერის გარდა.

-იოანე სახლში არ არის. - კარს მოსცილდა მარიამი და შიგნით შეუშვა მამაკაცი.

-ვიცი. ჩემი უფროსი ახლა სამსახურშია. წესით, მეც მასთან ერთად უნდა ვიყო, მაგრამ
ვზარმაცობ. - მხრები აიჩეჩა ახვლედიანმა და გაიღიმა.

მარიამს ძალიან უცნაურად ეჩვენებოდა ანდრეას ასეთი უშუალო ქცევა და მხიარული ტონი.
მისთვის წარმოუდგენელიც კი იყო, ასეთი ანდრეა, მაგრამ მაინც არაფერს იმჩნევდა. არ
ტყდებოდა და ხასიათის სიმტკიცეს ავლენდა მასთან.

-დედაჩემი თავის ოთახშია?

-ბაღში ჰყავს ნანას გაყვანილი, აჭმევს. - სასხვათაშორისოდ უპასუხა გოგონამ და მისაღები


ოთახისკენ გაემართა.

-ისე, მარიამ. - უცებ დაუძახა ანდრეამ ჯაყელს და მოაბრუნა. - არვიცი, გითხრა თუ არა
იოანემ, მაგრამ მე მაინც გეტყვი - დედაჩემი თქვენთან ცოტახნით ცხოვრობს. უბრალოდ,
ახლა ისეთი პერიოდი მაქვს...

-რატომ მიხსნი? - გაკვირვებით ჩაეცინა მარიამს. - ჯერესერთიც, ეგ შენი და იოანეს საქმეა და


მე არ ვერევი; მერე მეორეც, ქალბატონი ნინო საერთოდ არ მიშლის მე ხელს. მე მაინც
იშვიათად ვარ სახლში; ან უნივერსიტეტში მიწევს ყოფნა ან კლინიკაში. დედაშენი სულაც არ
მიშლის ხელს. - უემოციო ტონით აუხსნა ყველაფერი მარიამმა მამაკაცს და გასცილდა.
ანდრეამ თვალი გააყოლა მიმავალს და ჩაეცინა: - დილიდან ჯერ ერთი ჯაყელი, ახლა მეორე.
ღმერთო, ჩემი გვარის წარმომადგენელი მომენატრა! - ამოიხვნეშა და ბაღისკენ აიღო გეზი.

ქალბატონი ნინო და მისი განუყრელი მსახური მართლაც ეზოში იხდნენ. ნანას თეფში
მოემარჯვებინა ხელში და , თუ მისი ქალბატონის სახის გამომეტყველებით ვიმსჯელებდით,
უშედეგოდ ცდილობდა მისთვის ეჭმია.

-შუადღე მშვიდობისა, ლამაზო ქალბატონებო! - ღიმილით მიუახლოვდა ანდრეა ეზოში


მყოფთ და დედის წინ ჩაიმუხლა. - როგორ ხარ, დე? - ფართოდ გაუღიმა დედას და
მუხლებზე დაუსვა ხელები. ქალს შესამჩნევად შეეცვალა სახე; შვილის ხმაზე აშკარად
რეაგირებდა.

-ეს ორი დღე აშკარად მოაკლდა შენი ყურადღება, ანდრეა. აღარც ჭამს, წამლებზეც მეურჩება,
გუშინ ცოტა წნევებმაც შეაწუხეს.

-ექიმს ხომ არ დავურეკო? - არ მოეწონა ნანას ნათქვამი ახვლედიანს.

-რავიცი, შვილო, რას გეტყვის ის ექიმი ახალს? - ამოიხვნეშა ნანამ.


-დედა, მე ვარ, ანდრეა, ხომ მიცანი? - ნინოს მიუბრუნდა ანდრეა და ისე გაუცინა, როგორც
ბავშობაში უცინოდა ხოლმე, როცა შოკოლადს თხოვდა. ნინომ თავი დახარა და უკეთ
დააკვირდა ვაჟიშვილს. დიდხანს უყურა თვალებში და ბოლოს, როგორც იქნა, გაუღიმა.
ორივე ხელი წამოსწია და სახეზე მოხვია მამაკაცს.

-ანდრეა... ჩემი ანდრეა... მალე მოვა? - ჰკითხა აწყლიანებული თვალებით მის წინ ჩამუხლულ
შვილს.

-მე ვარ, დე, ისევ ვერ მცნობ? - გული ეტკინა ახვლედიანს.

-ჩემი შვილი... ჩემი ანდრეა ძალიან კარგი ბიჭია. მას არავინ მოუკლავს, არავინ! - ტყუპი
ცრემლი ჩამოუგორდა ქალს ლოყებზე და გაყინული ხელები მოაშორა მამაკაცს.

ანდრეამ ჩხვლეტა იგრძნო გულის არეში და თავი დედას ჩაუდო კალთაში. სიმწრისგან
კბილები ერთმანეთს დააჭირა და ყბის კუნთი აათამაშა.

-ანდრეა, შვილო, მე წავალ და წამალს მოვუტან დედაშენს, მანამდე იქნებ რამდენიმე ლუკმა
აჭამო. - ფრთხილად დაადო ზურგზე ხელი ნანამ ახვლედიანს და როგორც კი მისგან თავის
ქნევა მიიღო, პასუხად, დედა-შვილს ჩამოსცილდა.

-რა იქნებოდა, შენი ანდრეა მართლაც ისეთი კარგი ბიჭი რომ იყოს, როგორიც შენ გწამს, ჰა,
დედი? - ქვევიდან ახედა ახვლედიანმა დედას და ოდნავ გაუღიმა. - მოდი, შევჭამოთ ცოტა,
წამალი გვაქვს დასალევი. - წამოიწია და წვნიანით სავსე თეფშს მოკიდა ხელი.

-არ მინდა! - გაურჩდა ნინო და თავი სხვა მხარეს გაატრიალა.

-ანდრეას ხათრით? შენი ბიჭის ხათრით ჭამე. - კოვზი პირთან მიუტანა ანდრეამ ქალს. ნინომ
ისევ დიდხანს უყურა შვილს თვალებში და ბოლოს ოდნავ გააღო პირი. - კარგი გოგო ხარ! -
გაეღიმა გახარებულ ახვლედიანს.

რამდენიმე ლუკმის შემდეგ ნინო ისევ გაურჩდა და არარას დიდებით ჩაიდო ლუკმა პირში.
ანდრეაც დანებდა და აღარ დააძალა დედას ჭამა. წამოდგა, რათა თეფში იქვე, მაგიდაზე
დაედო, როცა შემთხვევით შენიშნა მეორე სართულის საძინებელი ოთახის ფანჯრიდან
ქურდულად მომზირალი მარიამი. ანდრეას ტუჩის კუთხეში გაეპარა ღიმილი, მაგრამ
არაფერი შეიმჩნია. თეფში დადო და დედას მიუჯდა გვერდით.

-მოდი, დაველოდოთ ნანას და წამალი დავლიოთ, ხო? - ხელი მოხვია ქალს და ფეხი ფეხზე
გადაიდო. ნინომ დამფრთხალი თვალებით შეხედა გვერდით მჯდომს, მაგრამ როგორც კი
მისი ღიმილი დაინახა, დამშვიდდა. ქვეცნობიერად ენდობოდა ქალი შვილს და სწორედ ამას
ებღაუჭებოდა ანდრეა მთელი ძალით. - სად დაიკარგა ეს ქალი აქამდე, რა ვერ მოიტანა ეს
წამალი?! - მცირე ხნიანი ლოდინის შემდეგ წამოდგა ანდრეა და სამზარეულოსკენ გაიხედა,
როცა მისდა გასაოცრად ბაღისკენ მომავალი ალექსანდრე შენიშნა. ნელი ნაბიჯით
მიუახლოვდა დედას და ძმას და წამალი გაუწოდა ანდრეას.
-დიდი სიურპრიზია შენი აქ ხილვა. რამ შეგაწუხათ? - ირონიულად ჩაეცინა ანდრეას და
წამალი გამოართვა ძმას.

-შენ წარმოიდგინე და, დედის სანახავად მოვედი. - არც ალექსანდრეს დავიწყებია ირონია. -
როგორ ხარ, დე? - დედასთან ჩაიმუხლა სანდრო და ხელზე ხელი დაადო. ნინო მაშინვე
შეხტა, შეშინებული და უმცროსი შვილი თავიდან მოიცილა.

-ბოლო ორი დღეა, უარესადაა; უფრო მწვავედ რეაგირებს კონტაქტზე. - აუხსნა დედის
მდგომარეობა უფროსმა ახვლედიანმა უმცროსს.

-მერე ექიმს დაურეკეთ? - წამოდგა ალექსანდრე.

-რისთვის?

-რას ქვია, რისთვის? იქნებ წამალი აღარ შველის ან კლინიკაში დაწოლა სჭირდება.

-კლინიკაში დაწოლა არ სჭირდება!

-შენ რა იცი? სხვათაშორის იწვა უკვე კლინიკაში.

-ჰო, ვიცი. ნანამ მითხრა, რომ კლინიკაში უარესად გახდა იმიტომ, რომ სათანადო
ყურადღებას ვერ იღებდა. დედაჩემს კი ერთადერთი რაც სჭირდება, მუდმივი ყურადღება და
სითბოა.

-ყოვლისმცოდნე ანდრეა! - ირონიულად გაეღიმა ძმის შემყურე სანდროს.

-ცოდნა არ სჭირდება მაგას. ნანასთან თავს კარგად გრძნობს და ენდობა იმიტომ, რომ
ყოველდღე ურთიერთობს მასთან. მე შენზე მეტად მენდობა, რადგან უფრო ხშირად მხედავს.
აი, ირაკლი რომ მოუყვანო, ალბათ შეტევა დაემართება! - მშვიდი ღიმილით აუხსნა უმცროს
ძმას მდგომარეობა ანდრეამ და დედას წამალი დაალევინა.

-კარგი, რადგან ყველაფერზე გაქვს პასუხი, ახლა ის მითხარი, როდის დაბრუნდებით


წყნეთის სახლში?!

-წყნეთის სახლში არ დავბრუნდებით.

-აბა აქ აპირებ დედაჩემის დატოვებას? სახლში, რომლის დიასახლისიც ჯაყელია? სულ


გამოშტერდი, არა?!

-ვერ გავიგე, შენ რა გაწუხებს? - ჩაეცინა ანდრეას. - როგორმე თავად მოვაგვარებ მაგ
პრობლემას. შენ შენს ცოლს მიხედე. მართლა, როგორ გყავს? იმედია, ბედნიერია შენთან
ერთად...

-ძალიან ბედნიერია! - ნიშნისმოგებით თქვა სანდრომ და დოინჯი შემოირტყა.

-ძალიან კარგი, მაგას რა ჯობია?!

-შენი სულელური ბრალდებები მხოლოდ ბრალდებებად დარჩა, თუ გაინტერესებს!


-ჰო, ვხედავ. იმდენად შეიცვალე, რომ დღის საათებში, კომპანიის მაგივრად, დედასთან ხარ.
ღმერთო! ირაკლიმ იცის? - შეიცხადა ახვლედიანმა და ცალი ხელი პირზე აიფარა.

-რა ცინიკოსი ხარ, ანდრეა, რა გეშველება?! - თავის ქნევით ჩაეცინა უმცროს ახვლედიანს.

-არვიცი, არვიცი... მეც დღე და ღამე მაგაზე ვღელავ!

-ნეტავ როდის მოგბეზრდება ეს მეამბოხე ბიჭის როლი?

-რავიცი, ჯერ-ჯერობით ვხალისობ! რომ მომბეზრდება, შენ დაგირეკო თუ ჩვენს მამიკოს? -


თამაშს აგრძელებდა ანდრეა.

-ძალიან სასაცილოა! გინდა ჯაყელის თვალწინ ვიკამათოთ, არა? - ხმა დაიდაბლა


ალექსანდრემ და ძმას ორი ნაბიჯით მიუახლოვდა.

-ნუ ღელავ, ოჯახმა ზურგი აქცია და ვერ იჯაშუშებს. - გაუღიმა ახვლედიანმა ძმას.

-იოანესთან, სამსახურში, რას აკეთებ? ცინიკოსის კურსებს გადიხარ? - გაეცინა უმცროს


ახვლედიანს.

-არა, მე თავად ვარ მასწავლებელი. გინდა, შენც მოდი? უკეთესად გასწავლი ცოლთან
მოსიყვარულე ქმრის როლის თამაშს!

ალექსანდრეს გამომეტყველება შეეცვალა და ხელი კრა ძმას. - რამდენჯერ უნდა გითხრა, ჩემს
ქორწინებას შეეშვითქო?! - კბილებში გამოცრა გაბრაზებულმა და კუშტი მზერა დაასო წინ
მდგომს.

-დედასთვის არც ისე კარგია ასეთი სცენების ყურება. თუ რამის გარკვევა გინდა, წამოდი,
სახლში შევიდეთ! - პერანგზე ხელები ჩამოისვა ანდრეამ და ძმას გაუღიმა.

-ვიცი, რომ მარიამ ჯაყელი ახლა სახლშია და გვიყურებს. გგონია, რამეს მოვიმოქმედებ?!

-ხო, დამავიწყდა, რომ ჩემი უმცროსი ძამიკო ძალიან დიპლომატია მზის შუქზე. - ხელი
ჩაიქნია უფროსმა ახვლედიანმა და გაიცინა.

-ანასტასიას მაინც კითხულობ? მისი ცხოვრებით მაინც ინტერესდები? - უცებ შეცვალა


სალაპარაკო თემა გაცეცხლებულმა სანდრომ.

-შენ ნუ ღელავ, მე და ანასტასიას ყველაფერი კარგად გვაქვს. ხშირად მოდის ჩემთან და


ერთად დავცინით შენს საოცრად შეკრულ ჰალსტუხებს.

-შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს! - ორივე ხელი თავზე გადაისვა ალექსანდრემ.

-მშვენიერია, ძლივს მივაღწიეთ კონსესუსს. იცი, ჯობია წახვიდე. ხომ ხვდები? ახლა ამ
სახლის დიასახლისი ჯაყელია და მას შენი კი არა, ჩემი დანახვაც არ სიამოვნებს დიდად.

-რატომ? ჯერ ვერ მოხიბლე შენი საოცარი შარმით?! თუ ბიძაშვილის მკვლელს ვერანაირი
შარმი მოგაწონებს?! - ცინიკურად ჩაილაპარაკა უმცროსმა ახვლედიანმა და სარკასტული
ღიმილით დააჯილდოვა უფროსი ძმა.
ანდრეას გამომეტყველება შეეცვალა და წარბები შეკრა. ნაძალადევად გაიცინა ძმის
„ხუმრობაზე“ და შემდეგ ღიმილით უთხრა:

-ახლა გაეთრიე აქედან!

-რა იყო? ახლა აღარ ხარ ცინიკოსობის ხასიათზე?!

-არა, ახლა ხელების ქავილის ხასიათზე ვარ და დამიჯერე - ეს კარგს არაფერს მოასწავებს!

-კარგი, წავალ, დამშვიდდი. ისედაც თათბირი მაქვს სამზე და შენ გამო ვერ დავაგვიანებ. -
გაეცინა ალექსანდრეს და წასასვლელად შებრუნდა.

-ფეხს აუჩქარე, გაგაცილებ! - უკან მიჰყვა ძმას ანდრეა.

-ნანა, თუ დედაჩემს რამე გაუჭირდეს ან დასჭირდეს, დამირეკე ნებისმიერ დროს, კარგი? -


სამზარეულოში ლაპარაკით შევიდა სანდრო.

-კარგი, შვილო. დაგირეკავ აუცილებლად. - თავი მორჩილად დაუქნია ნანამ მამაკაცს.

-კარგი. მაშინ წავალ ახლა მე და დაგირეკავ ხოლმე. გაცილება არ მჭირდება, აბა კარგად. -
ქალს გაუღიმა უმცროსმა ახვლედიანმა, ძმასაც ბოლოჯერ შეავლო თვალი და
გასასვლელისკენ გაემართა.

-სანდროს სულ ირაკლის სიარული გაუხდა, არა, შვილო? - ღიმილით გადაულაპარაკა ნანამ
ანდრეას, ალექსანდრეს სამზარეულოდან გასვლის შემდეგ.

-ჰო, ნანა, დღითი-დღე უფრო მეტად ემსგავსება ჩემი ძმა ირაკლის... დღითი-დღე... -
ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა ახვლედიანმა და უკან გაბრუნდა, ეზოში.

ეკატერინე სახლში ძალიან განერვიულებული დაბრუნდა. ანდრეა ახვლედიანთან


ურთიერთობა და დათუნას წარსულის ძიება იმდენად დიდ ტკივილს აყენებდა, კანკალს და
გაყინულ ხელისგულებს ვერაფრით ერეოდა.

სახლში სამარისებური სიჩუმე მეფობდა. ლუკა სამსახურში იყო, ელენეს ეძინა,


მოსამსახურეები კი სამზარეულოში იყვნენ შეყუჟულები. ჯაყელმა სწრაფად აირბინა კიბეები
და მანაც თავის ოთახს შეაფარა თავი.

გრძნობდა, რომ გული ეფილითებოდა; რომ რაღაც შიგნიდან ჭამდა და ამდენს ვეღარ
გაუძლებდა. ყველაზე უსუსურად და მარტოსულად გრძნობდა თავს. როგორ სჭირდებოდა
ადამიანი, რომელიც გვერდით დაუდგებოდა და საათობით მოუსმენდა მის ქვითინს, მაგრამ
ნანო ამერიკაში იყო, ელენესთან კი გრძნობდა, რომ ვერ ილაპარაკებდა. რაც არ უნდა ბევრი
ეუარა, დევდარიანი ახლა უკვე მისი რძალი იყო და არა დაქალი. არსებობდა თემები,
რომლებზეც ძმის ცოლთან ვეღარ ილაპარაკებდა.

ახლა მისი მშველელი მხოლოდ მარიამი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ეს უკანასკნელი


ახლა ყველაზე შორეულად ეჩვენებოდა ეკატერინეს. ყველაზე მეტად უნდოდა, რომ
ამდგარიყო, დაერეკა საყვარელი დისთვის და თუნდაც მობილურში გადაეშალა გული,
მაგრამ ვერ შეძლებდა. მათ შორის უზარმაზარი უფსკრული იყო გაჩენილი და ამ უფსკრულს
იოანე დანელია ერქვა.

როგორ ენატრებოდა, როგორ ძლიერ ენატრებოდა თავისი მაშო, თავისი პატარა მაშიკო,
რომლისთვისაც ყველაფრის მოყოლა და გაზიარება შეეძლო. მაშო, რომელიც მოუსმენდა,
გაუგებდა და ანუგეშებდა. უმცროსი და, რომელიც მისი სულის დაკარგული ნაწილი იყო.
ნაწილი, რომელიც ახლა ასე ეწვოდა და სტკიოდა.

მონატრების ქარიშხალმა ისე ძლიერ შემოუტია, მისი თითოეული უჯრედი მოიცვა. იმ წამს
მარიამი გვერდით რომ ჰყოლოდა, ალბათ ყველაფერს ჯანდაბაში მოისვრიდა და მაგრად
მოეხვეოდა, რათა შემდეგ მის მხარზე ტირილი შეძლებოდა.

ეკატერინე უცებ წამოხტა საწოლიდან, კარი გააღო და კიბეებისკენ გაიქცა. სწრაფად აირბინა
საფეხურები და სხვენის კართან შეჩერდა. გრძნობდა, მოკვდებოდა ახლავე რომ არ შეხებოდა
მის ნივთებს და მათი ერთობლივი ფოტოები არ დაეთვალიერებინა. ყველაფერი კი სხვენში
იყო ჩაკეტილი. ლუკას მაშოს ნივთების დაწვა უნდოდა, მაგრამ ვერ გაიმეტა - სხვენში ჩაკეტა
ყველაფერი.

ჯაყელმა სწრაფად გააღო კარი და ნელა შეაბიჯა ოთახში. ირგვლივ უამრავი ანტიკვარი,
ბავშობის ნივთი და სურათი იდო. ოთახი გაჟღენთილი იყო მტვრის ნოსტალგიური
სურნელით. ეკატერინე ნელა დაუყვა დაბალ კარადას და ორი თითით თან გაიყოლა მტვრის
თხელი ფენა. ბავშვობაში მას, ლუკას, ბექას, ნიკუშას და მაშოს ყველაზე მეტად სწორედ
სხვენში ამოსვლა და ძველ ნივთებთან ერთად თამაში უყვარდათ. დემეტრე ყოველთვის
ბრაზობდა ამაზე, მაგრამ ბავშვები ყოველ ჯერზე უფრო მეტი ხალისით მიიპარებოდნენ
ყველაზე ზემო სართულზე მდებარე ოთახისკენ.

კატო ღიმილით მიუახლოვდა ხის მაღალ და ძველისძველ კარადას, ფრთხილად გამოხსნა და


სურათების დათვალიერება დაიწყო. შემდეგ რამდენიმე სკივრშიც ჩაიხედა და ყველა იმ
ნივთს შეეხო, რომელიც მაშოს თავს და ბედნიერ ბავშვობას ახსენებდა.

ბოლოს ყველაზე პატარა და ყველაზე დამტვერილ კარადას მიადგა, რომელსაც იქამდე


არასდროს აქცევდა ყურადღებას. ორივე კარი ერთდროულად გამოხსნა და გაკვირვებული
დარჩა, როცა შიგნით მხოლოდ პატარა სკივრი დახვდა.

სკივრი იმდენად იყო დამტვერილი, მთლიანად თეთრი ფერო ედო. ეკატერინემ ხელში აიღო,
კარადიდან გამოიღო და იქვე, მაგიდაზე დადო. ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და
სახელდახელოდ გაწმინდა ხის მასალა. უკვე გასუფთავებულ სკივრს თავიდან დააკვირდა და
გაკვირვებისგან კინაღამ თვალები გადმოსცვივდა, როცა ხეზე გარკვევით ამოტვიფრული
სახელი წაიკითხა.
„თამარა“ - ეწერა სკივრს, რომელიც იმ წამს ეკატერინეს წინ, ჯაყელების სახლის სხვენის
მაგიდაზე იდო.

გული აუფანცქალდა. მიხვდა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს მიაგნო. ბევრი აღარც
უფიქრია, მაშინვე დასწვდა ხის ნაკეთობას და მისი გახსნა ცადა. ბევრი ეწვალა, ძალაც
გამოიყენა, თუმცა საგულდაგულოდ დალუქულს ვერაფრით ახსნა თავი. შემდეგ დაფაცურდა
და მთელ ოთახში დაუწყო გასაღებს ძებნა, თუმცა მაინც ვერაფერს გახდა - გასაღები არსად
ჩანდა.

აფორიაქებულმა მაშინვე დაავლო სკივრს ხელი და სწრაფად დაბრუნდა უკან, თავის ოთახში.
გიორგი თოიძეს დაურეკა და ამცნო, რომ საღამოს აუცილებლად უნდა შეხვედროდენ
ერთმანეთს. გამომძიებელსაც არ უთქვამს უარი და საღამოს დაუთქვა შეხვედრა ბინაში.

საღამოს მოლოდინში ეკატერინემ სული დალია. ოთახში მიდი-მოდიოდა და ათას ახსნას


უძებნიდა მის მიერ ნაპოვნ სკივრზე ამოტვიფრფულ სახელს. ბოლოს კინაღამ გააფრინა -
ფიქრისგან ტვინი უკვე ადუღებას იწყებდა.

ექვს საათზე ჯაყელი უკვე მანქანაში იჯდა და თოიძის სახლისკენ მიემართებოდა. გზადაგზა
გვერდით სავარძელზე იყურებოდა და ამოწმებდა, რომ სკივრი ნამდვილად მასთან ერთად
იყო. ისე ნერვიულობდა, თითქოს ხის პატარა ყუთი კი არა, მოპარული მილიონი ედო
ჩანთაში. თუმცა გრძნობდა, მის ხელთ არსებულ ნივთს ახლა მილიონზე უფრო დიდი ფასი
ჰქონდა.

მანქანა, როგორ ყოველთვის, ქუჩის კუთხეში გააჩერა და ფეხით მიირბინა ჭიშკრამდე.


მოუსვენრად დარეკა ზარი და ერთ ადგილზე ცქმუტვით დაელოდა მასპინძლის გამოჩენას.

თოიძე უჩვეულოდ აგვიანებდა. ბოლოს იმედიც გადაეწურა და იფიქრა, რომ მასზე ადრე
მივიდა დანიშნულების ადგილამდე. უკვე უკან გაბრუნებას და მანქანაში ჩაჯდომას
აპირებდა, როცა რკინის კარი გაიღო და ზღურბლზე არც მეტი, არც ნაკლები, ანდრეა
ახვლედიანი გამოჩნდა, საფირმო ღიმილით.

-შენ რა გინდა აქ?! - მოუსვენრობა სულ გადაავიწყდა ეკატერინეს და ერთიანად გაიყინა.

-თოიძემ მომცა გასაღები წინა შეხვედრისას. თავად აგვიანებს და მე მთხოვა შენი დახვედრა. -
კარს მოცილდა ახვლედიანი და შიგნით შეატარა გოგონა. ეკატერინემ ცივად ჩაუარა გვერდი
მამაკაცს და სახლისკენ გაემართა.

-შენ რატომ მოგცა გასაღები?!

-მე და გიორგი საყვარლები ვართ, არ უთქვამს? - ეს სახლი ჩემთვის იქირავა! - მაშინვე


წაუმსახიობა ანდრეამ.
-მორჩი! - გაღიზიანდა ჯაყელი და უხეშად შეხსნა სახლის კარი. - არ უთქვამს, რამდენ ხანში
მოვა?

-ძალიან გეჩქარება?

-შენი საქმე არ არის! - ქურთუკი საკიდზე დაკიდა გოგონამ და მისაღები ოთახისკენ


გაემართა.

-მწყინს, რომ არ მენდობი. – მოიღუშა ანდრეა.

-მე კიდევ გული მერევა შენზე და მინდა მოშორდე, მაგრამ გიტან, ხომ ხედავ?! - დაიღალა
ახვლედიანთან საუბრით ჯაყელი და სავარძელში ჩაეშვა.

-ჰო, რომ მიტან ამას მეც კარგად ვხედავ, სარკეში ჩემს სახეს როცა ვუყურებ! - ირონიულად
ჩაილაპარაკა მამაკაცმა, გოგონას მიუახლოვდა და სავარძლის კიდეზე ჩამოუჯდა, კარგი
დაქალივით.

-ახლავე მომშორდი! - მაშინვე აფეთქდა ჯაყელი.

-ვზივარ, რას ვაშავებ? - გაეცინა ანდრეას და ისე ახლოს მიუჯდა კატოს, მათი ფერდები
ერთმანეთს ეხებოდა.

-არ შემეხოთქო, რომ გეუბნები, არ გესმის?! - მაშინვე წამოფრინდა სავარძლიდან ეკატერინე


და ზევიდან დახედა მამაკაცს.

-რომ შეგეხო, რას იზამ? - წამოდგა ახვლედიანიც, სახე ახლოს მიუტანა ეკატერინეს და
გაუღიმა.

-მომშორდი და არ გამეკაროთქო! - ხელები მამაკაცის გულ-მკერდს მიაბჯინა ჯაყელმა და


ზიზღით გამოცრა სიტყვები.

-შეგაშინეთ, ჯაყელების ქალბატონო?! - ცინიკურად ჩაეცინა ანდრეას.

-ჰო, ლამისაა ხელებში დაგეფერფლო, ვერ გრძნობ? - ცინიკური გაუხდა მზერა ეკატერინესაც.

-ვგრძნობ... ვგრძნობ... - ღიმილს ვერ იშორებდა მამაკაცი.

-მომშორდი-მეთქი! - ისევ გაიმკაცრა ხმა ჯაყელმა.

-თითქმის შემეშინდა. - გაეცინა ანდრეას.

-რა თავხედი ხარ!

-მხოლოდ თავხედი? - კარგი რა, რამე სხვა მითხარი - გამაკვირვე, გამაოცე! - მომართული
პათოსს სარკაზმით ჟღინთავდა ახვლედიანი.

-მოდი, აქ ჩამოჯექი და ოცნებას მოჰყევი, როგორც ამბობენ - ოცნებას ჯერ კაცი არ მოუკლავს!
- გამომწვევად და ოდნავ დამცინავად გაუღიმა ეკატერინემ მამაკაცს და გაეცალა.
-ნამდვილი მამაკაცის სიახლოვისას ასე ფრთხები? - ზურგსუკან გაიგო ჯაყელმა
ახვლედიანის ირონიული სიცილი.

-მოიცა, მაგით რისი თქმა გინდა?! - მაშინვე წამოეგო ანკესს კატო და მიბრუნდა.

-ქარიზმატული და ნამდვილი მამაკაცი შენთვის ხომ უცხოა? - უფრო გასაგებად ახსნა


ნათქვამი ანდრეამ და გამომწვევად გაუღიმა წინ მდგომს. ეკატერინეს მაშინვე აუთამაშდნენ
ბრაზისგან წარბები. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, არც აცია, არც აცხელა და მოქნეული ხელი
სახეში გაარტყა მამაკაცს.

-რამდენჯერ უნდა აგიკრძალო შენი ბინძური ენით დათუნას მოხსენიება?! - დაუყვირა


სახეზე ერთიანად წითელმა კატომ ახვლედიანს.

-დათუნა მე არც მიხსენებია... - აწითლებულ ლოყაზე ხელი მიიდო ღიმილით ანდრეამ.

-გაჩუმდი-მეთქი! - მეორეჯერაც მოიქნია ხელი ჯაყელმა და მეორე ლოყაც აუწითლა მამაკაცს.

-ვიცოდი, რომ სიმართლე მწარე იყო, მაგრამ ასეთ მწარესაც ვერ წარმოვიდგენდი... - თავი
ჩაქინდრა მამაკაცმა და ჩაიცინა.

-გინდა, წყობრიდან გამომიყვანო, არა?! მაგ შენი ბინძური პირით გინდა მომშხამო და
გამანადგურო, რომ დავნებდე და ამ საქმეს შევეშვა. ვიცი, რომ ამას ცდილობ! გინდა
დამიმტკიცო, რომ მაგარი ბიჭი ხარ და საერთოდ არ გადარდებს ჩემი ბიძაშვილის მკვლელის
სტატუსი. თითოეული შენი გამოხედვით და მაგ შენი დამპალი ღიმილით, ჩემ დამარცხებას
ცდილობ, მაგრამ იცოდე, - სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს შენი ატანა და სულ რომ
ერთიანად დამანგრიოს შენმა ყურებამ, მაინც არ შევეშვები ამ საქმეს! კარგად გაიგე? -
არასდროს დაგნებდები და არ მოგცემ შენი შხამით ჩემი მოწამვლის უფლებას! - ეკატერინე
მკაფიოდ გამოთქვამდა სიტყვებს და აღმართული საჩვენებელი თითით ცდილობდა
ყოფილიყო მეტად მტკიცე. ბოლო სიტყვები წამოიყვირა, ხელი დაუშვა და
გაწონასწორებული ადამიანის სახე მიიღო ისევ. მერე შებრუნდა, ისე რომ სიტყვის თქმაც არ
დააცადა ანდრეას და ოთახიდან გასვლა დააპირა. - ბატონო გიორგი რომ მოვა, დამიძახე.
უკან ვიქნები, ეზოში! - უკანმოუხედავად დაუბარა ანდრეას და მოხდენილი ნაბიჯებით
გავიდა მისაღები ოთახიდან.

ორიველოყაამწვარი ანდრეა კი უბრალოდ იდგა გახევებული და სახეზემიყინული ღიმილით


აყოლებდა თვალს გოგონას.

თოიძეს დიდი ხნით არ დაუგვიანია; ათ წუთში საკუთარი გასაღებით გააღო კარი და


საქმიანად შეაბიჯა მისაღებ ოთახში.
-ეკატერინე სად არის? - მისალმების მაგივრად კითხვით მიმართა გაკვირვებულმა
გამომძიებელმა სავარძელში მჯდარ ანდრეას და ოთახი მოათვალიერა.

-ჩემს შარმს ვერ გაუძლო და უკანა ეზოში გაიპარა. - ღიმილით უპასუხა ახვლედიანმა
დეტექტივს.

-კიდევ რამე უთხარით? ანდრეა, ბავშვობთ! - წარბები შეკრა გიორგიმ.

-არაფერი მითქვამს. - თავი იმართლა სიცილით ანდრეამ.

-ვიცი მე თქვენი არაფერი. ხომ გთხოვეთ თავშეკავება?

-უბრალოდ ვიხუმრე რამდენჯერმე! რა ჩემი ბრალია, მას თუ იუმორის გრძნობა არ აქვს?!

-მართლა არასერიოზულად იქცევით! გავიწყდებათ, რომ ეკატერინეს გული გაქვთ მოსაგები.

-არ მავიწყდება! მე ჩემი ხერხები მაქვს...

-თქვენი ხერხები? ეკატერინეს ბიძაშვილის მკვლელობაში გედებათ ბრალი, კაცმა არ იცის,


სჯერა თუ არა, რომ დათუნა თქვენ არ მოგიკლავთ, მისი ოჯახის უპირველესი მტერი ხართ
და იმის მაგივრად, გულისხმიერად ექცეოდეთ, უარესად აქეზებთ! ეს არის თქვენი გეგმა?!

-უნდა ვიცოდე, რამდენად შორს შეუძლია წასვლა და რამდენად ძლიერია! - დასერიოზულდა


ანდრეა და წამოდგა. - ბოლომდე უნდა გამოვიყვანო წყობრიდან, რომ მისი ყველაზე სუსტი
წერტილები კარგად დავინახო!

-გგონიათ, ასე ადვილად გატეხავთ? ვერც კი ხვდებით, რამდენად ძლიერ ქალთან გვაქვს
საქმე, არა? - ჩაეცინა თოიძეს.

-არა, ამას მე კი არა, თქვენ ვერ ხვდებით!

-არ მომწონს თქვენი მიდგომა... იმდენს იზამთ, ჩემს თავსაც შეაძულებთ ეკატერინეს და
აქედან გააქცევთ.

-ქალებთან ურთიერთობის გამოცდილება მაქვს, ბატონო გამომძიებელო. იქნებ უბრალოდ


მენდოთ? - გაეღიმა ახვლედიანს.

-თქვენს საქმეში არ ვერევი. უბრალოდ გეუბნებით, რომ ცეცხლს ეთამაშებით.

-არ დავიწვები, ნუ ღელავთ. ჯობია, ეკატერინეს დაუძახოთ. მგონი, რაღაც მნიშვნელოვანი


აქვს თქვენთვის სათქმელი.

-კარგი, წავალ, დავუძახებ. თქვენთან ლაპარაკს მაინც არ აქვს აზრი. - თავი გააქნია თოიძემ
და უკანა გასასვლელისკენ გაემართა.

გამომძიებელი მალე დაბრუნდა ოთახში ჯაყელთან ერთად. ორივეს სახეზე იკითხებოდა


ფორიაქი და მოუსვენრობა.
-მანახეთ, მანახეთ, ახლავე მანახეთ! - აღტკინებული იყო თოიძე.

ეკატერინემ სწრაფად მოიმარჯვა ჩანთა, გახსნა და იქიდან ფრთხილად ამოაძვრინა ხის


საშუალო ზომის სკივრი.

-დარწმუნებული ხართ, რომ სხვა არაფერი იდო იმ კარადაში? - მოწიწებით გამოართვა


დეტექტივმა ხის ნაკეთობა გოგონას, დააკვირდა და შემდეგ მაგიდაზე დადგა.

-ეს რა არის? რა ხდება, მე არ მეტყვით? - ვერაფერი გაეგო ანდრეას.

-სკივრს დააკვირდით, ანდრეა. - გაუღიმა აღტაცებულმა გიორგიმ ახვლედიანს. ანდრეა


მაშინვე დაიწია მაგიდისკენ და სინათლეზე კარგად გაარჩია ხეზე ამოტვიფრული სახელი
„თამარა“.

-თამარა? ეს... ჩვენი თამარაა? - გაკვირვება ვერ დამალა მამაკაცმა.

-ეს სკივრი ეკატერინემ საკუთარი სახლის სხვენში იპოვნა. თქვენ როგორ ფიქრობთ? - უფრო
ფართედ გაეღიმა თოიძეს.

-ნამდვილად ისაა! მერე რაღას ვუცდით? - გავხსნათ!

-გენიოსია! - ჩაისისინა ეკატერინემ. - გგონია, მარტო შენ მოიფიქრე ეგ? - უბრალოდ ვერ
ვხსნი, გასაღები უნდა!

-რა გასაღები? გავტეხოთ რამენაირად.

-ამ სკივრში ჩვენი საქმისთვის უმნიშვნელოვანესი დეტალები შეიძლება ინახებოდეს. ამიტომ


ამას ჩემთვის დავიტოვებ და მე მივხედავ. - ნიკაპზე ისვამდა ხელს ჩაფიქრებული
გამომძიებელი და ისე ლაპარაკობდა. - ახლა მთავარი ის არის, რომ ბოლო რგოლიც
შეკავშირდა ჯაჭვთან.

-რა რგოლი? - ჩაეცინა ანდრეას.

-ახლა უკვე დაზუსტებით ვიცით, რომ თამარა არის ადამიანი, რომელიც ერთმანეთთან
აკავშირებს ირაკლი ახვლედიანს, დემეტრე ჯაყელსა და ილია ჯაფარიძეს.

-რა კავშირი უნდა ყოფილიყო მათ შორის? - დაიძაბა ეკატერინე. - ნუთუ სამივეს ერთი ქალი
უყვარდა? ბოლოსდაბოლოს, ჭორებს თუ დავუჯერებთ, სწორედ ქალმა გადაკიდა ჯაყელებ-
ახვლედიანები ერთმანეთს.

-და ეს ქალი თამარა იყო?

-დიახ, რატომაც არა?

-არ გამოვრიცხავ მაგ შესაძლებლობას, მაგრამ ერთ რამ არ მესმის - ჩვენ ვიცით, რომ თამარა
ილია ჯაფარიძის საცოლე იყო, ილია ჯაფარიძე კი საერთოდ არ არის ცნობილი ამ
დაპირისპირებისთვის. რატომ გადაეკიდებოდნენ ასე სამკვდრო-სასიცოცხლოდ ერთმანეთს
მამათქვენები სხვა კაცის საცოლის გამო? - ფიქრისგან შიგადაშიგ წარბებს ათამაშებდა თოიძე.
-სიყვარულს რას გაუგებთ?! - ეტყობა ძალიან ლამაზი იყო ეს თამარა და დაახვია სამივეს
თავბრუ. - მხრები აიჩეჩა ანდრეამ.

-და თუ სამივეს ასე ძალიან უყვარდა ეს ქალი, სად არის ის ახლა?! რატომ არსად ჩანს?

-მიხვდა, რომ გიჟებთან ჰქონდა საქმე და გადაიკარგა! - ისევ მარტივი ახსნა იპოვნა
ახვლედიანმა და ჩაიცინა.

-გადაიკარგა და ეს გვარები ასე უბრალოდ გადაემტერა ერთმანეთს? - არა, აქ რაღაც სხვაა... -


დაჟინებით აკვირდებოდა გამომძიებელი ხის სკივრზე ამოტვიფრულ სახელს.

-დედაჩემმა ჩხუბისას მამაჩემს ასე უთხრა - მარიამსაც იგივე გაუკეთე, რაც თავის დროზე
თამარასო. ეს რას უნდა ნიშნავდეს? - წამოდგა ანერვიულებული ეკატერინე და ოთახში
ბოლთის ცემას მოჰყვა.

-რა გაუკეთე მამათქვენმა მარიამს?

-ზურგი აქცია და სახლიდან გააგდო, რადგან მარიამი თავის საყვარელ ადამიანს გაჰყვა
ცოლად. - ირონიულად ჩაეცინა ანდრეას და ჯაყელს გახედა.

-შესაძლოა, რომ თამარა მამაჩემის საცოლე ყოფილიყო ილიამდე? - ანდრეას ნათქვამს


ყურადღება არ მიაქცია საქმეში ჩართულმა გოგონამ და გამომძიებელს მიუბრუნდა.

-და ამის შესახებ დედათქვენი საუბრობდეს ასე წყნარად? - დაეჭვდა გიორგი.

-წყნარად არც უსაუბრია, ჩხუბში წამოაძახა.

-გაბრაზებულმა - სავარაუდოდ ორივე ფაქტით გაბრაზებულმა. რატომ შეაწუხებდა


დედათქვენს მის გამოჩენამდე არსებული ქალების ამბები, მამათქვენის ცხოვრებაში? ან
საცოლეს როგორ გააგდებდა სახლიდან?

-იქნებ ცოლი იყო? - ვარაუდი გამოთქვა ახვლედიანმა.

-ცოლი? - შეუძლებელია! მამაჩემს დედაჩემამდე რომ ჰყოლოდა ცოლი, გვეცოდინებოდა. -


მაშინვე იუარა ეკატერინემ.

-არასდროს იცი, რას მალავენ უფროსები. - გაეღიმა ანდრეას.

-კარგი, დავუშვათ ცოლი იყო, რატომ დაშორდებოდა? რატომ შეაქცევდა ზურგს?

-იმიტომ, რომ ცოლი ილია ჯაფარიძესთან უღალატებდა.

-და თამარა შემდეგ ილიას საცოლე გახდებოდა? ასე მარტივად? - არამგონია.

-აბა თქვენ რა გგონიათ, ბატონო გამომძიებელო?! - დაიღალა ვარაუდების გამოთქმით ანდრეა


და დივანს მიაშურა.

-თუ ეს თამარა არც ცოლი იყო მამაჩემის, არც საცოლე და არც საყვარელი, მაშინ ვინ იყო და
რატომ მოექცა მას მამაჩემი სასტიკად? ან მისი სახელობის სკივრს რატომღა ინახავს ამდენი
წელი? - სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა ნელ-ნელა ჯაყელი.
-ეკატერინე, თქვენს დას რომ სახლიდან აგდებდნენ, ვისი მხარე დაიჭირეთ? - უცებ წამოდგა
თოიძე,ფანჯარასთან მივიდა და ზურგით დადგა.

-ეს საერთოდ რა შუაშია ახლა?! - მაშინვე აეშალა სახე გოგონას.

-თქვენს დას გამოესარჩლეთ? - შებრუნდა გიორგი და ჯაყელს გაუღიმა.

-დარწმუნებული ვარ, პირველ ქვას ეს ესვროდა. - რა თქმა უნდა, არ დაუგვიანია ანდრეას


ცინიკურ რეპლიკას.

-ამას საქმესთან რა კავშირი აქვს?! - გაბრაზდა ეკატერინე. - ჩემს დას იმიტომ არ


გამოვესარჩლე, რომ პირველ რიგში მე მივიჩნევდი მას დამნაშავედ!

-იმიტომ, რომ ოჯახისთვის მიუღებელი საქციელი ჩაიდინა, არა? - უფრო ფართოდ გაეღიმა
თოიძეს.

-იმიტომ, რომ იმ პრინციპებს უღალატა, რომლითაც ვიზრდებოდით და ამ ნაძირალას


ოჯახის წევრი გახდა! - ზიზღით გადახედა გოგონამ ანდრეას.

-და სხვენში რას აკეთებდით?

-ბატონო? - დაიბნა ჯაყელი.

-სხვენში რატომ ახვედითთქო? - მშვიდად გაიმეორა კითხვა დეტექტივმა.

-იმიტომ, რომ... - სახე შეეცვალა კატოს. - რაღაც ნივთის პოვნა მინდოდა.

-ნივთის, რომელიც წარსულს გაგახსენებდათ, არა? - გაეღიმა თოიძეს.

-ამას საერთოდ რა მნიშნელობა აქვს, ბატონო გიორგი, მეტყვით?! - გაბრაზდა ეკატერინე.

-თქვენი და სახლიდან გააგდეთ, უარყავით და ზურგი აქციეთ, იმიტომ, რომ თქვენთვის


მიუღებელი საქციელი ჩაიდინა, მაგრამ ოჯახი მაინც ინახავს მის ნივთებს სხვენში, ხომ ასეა?

-დიახ, ასეა... - თვალები აუწყლიანდა გოგონას და ხმა აუთამაშდა.

-იმიტომ, რომ რაც არ უნდა გაბრაზებული იყოთ ოჯახისწევრზე, მისი გულიდან და


გონებიდან ამოშლა და სრულიად დავიწყება შეუძლებელია. მითუმეტეს დედმამიშვილის. -
ისევ იღიმოდა გამომძიებელი.

-ამ ყველაფრით რისი თქმა გინდათ, ბატონო დეტექტივო?! - წარბები შეჭმუხნა ანდრეამ.

-ეკატერინე, მესმის, რომ ახლა რასაც ვიტყვი, თქვენთვის შოკისმომგვრელი და


დაუჯერებელი იქნება, მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენთვის ასე საინტერესო და იდუმალებით
მოცული თამარა გვარად ჯაყელი უნდა იყოს.

-ჯაყელი?! - წამოიყვირა გაოცებულმა ეკატერინემ.

-დიახ, ჯაყელი. დემეტრე ჯაყელის უმცროსი ან უფროსი და - თამარა ჯაყელი. - სერიოზული


სახე მიიღო თოიძემ და ჯერ ანდრეას, ხოლო შემდეგ ეკატერინეს გადახედა თავის ქნევით.
-მამიდა რომ მყოლოდა, მეცოდინებოდა! - წამიერი შოკის შემდეგ აღშფოთებით ჩაეცინა
ჯაყელს.

-მოიცათ, მოიცათ, ბატონო გამომძიებელო, რამ გაფიქრებინათ, რომ თამარა მაინც და მაინც
დემეტრე ჯაყელის დაა? - გოგონაზე არანაკლებ გაურკვევლობაში იყო ანდრეა.

-სინამდვილეში ეს არც ისე რთული მისახვედირა. უბრალოდ წარმოუდგენელია, უბრალო


ადამიანისთვის იმის გააზრება, რომ ოჯახმა ასე კარგად დამალა ერთ-ერთი წევრის არსებობა.
ფაქტია, რომ ილიას, დემეტრესა და ირაკლის ეს ერთი ქალი აკავშირებთ. წარმოუდგენელი
იქნებოდა თამარა ჯერ დემეტრეს საცოლე ან თუნდაც ცოლი და შემდეგ ილია ჯაფარიძის
საცოლე გამხდარიყო. ცუდად არ მიიღოთ, ეკატერინე, მაგრამ მამათქვენი ძალიან
პატივმოყვარეა და ასე მშვიდად არ დაუშვებდა ამას. თანაც აქ გასათვალისწინებელია
დედათქვენის ფაქტორიც, რომელიც ვერ პატიობს მამათქვენს თავის დროზე თამარას მიმართ
გამოჩენილ სისასტიკეს. რატომ დააინტერესებდა ქალბატონ ქეთევანს ქმრის ყოფილი
ქალები?

-ეს საკმარისი მიზეზი არ არის, გიორგი! - ჩაეცინა ახვლედიანს.

-კაცისთვის ოთხი ყველაზე ძვირფასი ქალი შეიძლება არსებობდეს, ცხოვრებაში: დედა, და,
ცოლი და ქალიშვილი. პირველი და ბოლო ასაკობრივად არ ემთხვევა, გვრჩება მხოლოდ
ცოლი და და. ვინაიდან ცოლის „პოსტი“ ქალბატონ ქეთევანს აქვს დაკავებული, რჩება
მხოლოდ ერთი ვარიანტი - და.

-მამიდა რომ მყოლოდა, მეცოდინებოდა-მეთქი! - სიმწრით გამოცრა სიტყვები კბილებსშორის


ეკატერინემ და სავარძელში დაეშვა, მძიმედ.

-არ გეცოდინებოდათ, თუ ამაზე მამათქვენი იზრუნებდა სათანადოდ!

-ბატონო გამომძიებელო, მემგონი, ცოტას ამლაშებთ. მარიამსაც აქვს უთანხმოება ოჯახთან


და ისიც გამოაგდეს სახლიდან, მაგრამ გგონიათ, ლუკა ჯაყელის შვილებს არ ეცოდინებათ
მამიდის არსებობის შესახებ?

-კი, ანდრეა, ეცოდინებათ იმიტომ, რომ მარიამი იმავე ქალაქში ცხოვრობს, რომელშიც მისი
ოჯახისწევრები.

-მაგით რისი თქმა გინდათ? - უცებ წამოსწია თავი ეკატერინემ.

-თუ ჩემი ვარაუდი მართებულია, მაშინ თამარა ჯაყელზე რაღაც ინფორმაციის მოძიება მაინც
უნდა შევძლოთ მე და ჩემმა თანაშემწემ.

-და თუ ვერაფერი იპოვნეთ?

-თუ ვერაფერი ვიპოვნეთ... - წამიერი პაუზა გააკეთა თოიძემ. - მაშინ გამოდის, რომ ან
ძალიან დიდი ხნის წინ გადაიხვეწა ქვეყნიდან, თქვენმა ოჯახებმა კი პროფესიონალურად
იზრუნეს მისი კვალის გაქრობაზე, ან... - ისევ გაჩერდა გამომძიებელი. - ან თამარა აღარ უნდა
იყოს ცოცხალი.
-აბსურდია ეს ყველაფერი! - ანერვიულებული გოგონა მონოტონურად იზელდა მუხლებს.

-მესმის, რომ ყოველთვის რთულია ოჯახის საიდუმლოებებთან ჭიდილი, მაგრამ ამ


დროისთვის ეს ვარაუდი ყველაზე რეალურად მეჩვენება, ეკატერინე.

-მკვდარი რატომ უნდა იყოს? მოკლეს? რამე დაავადება სჭირდა? უბედურ შემთხვევას
ემსხვერპლა? - ვარაუდებს გამოთქვამდა ანდრეა.

-მაგას ასე მარტივად ვერ გავარკვევთ, ანდრეა. - გაეღიმა გიორგის.

-ცოცხალი რომ იყოს, რანაირად არ მეცოდინებოდა? კარგი, მე ვთქვათ არა, მაგრამ ვინმეს!
ლუკას ან ბექას... ან.. ან არ ვიცი - რომელიმეს! უცხოეთში რომ ცხოვრობდეს, ერთხელ მაინც
როგორ არ შეეცდებოდა ძმებთან დაკავშირებას? ან ჩემს მშობლებს როგორ არ წამოცდებოდათ
მის შესახებ?!

-ჰო, სწორედ ეგ მაფიქრებინებს მეც, რომ თამარა აღარ უნდა იყოს ცოცხალი.

-მისი საფლავი ხომ უნდა არსებობდეს?

-ალბათ არსებობს კიდეც, ვინ იცის?! - მხრები აიჩეჩა გამომძიებელმა.

-და მამაჩემი არასდროს სტუმრობს ხოლმე დის საფლავს?

-ეკატერინე, მოეშვი ისე ლაპარაკს, თითქოს მამაშენის ყოველი ნაბიჯის შესახებ იცოდე! -
ჯაყელის ლაპარაკმა დაღალა ანდრეა. - ჩვენს მამებს უამრავი საიდუმლო აქვთ, ახალი ამბავია
ეს შენთვის?

-მამაჩემის შესახებ შესაძლოა ბევრი რამ არ ვიცოდე, მაგრამ და რომ ყოლოდა, მეცოდინებოდა!
- კბილებსშორის გამოცრა სიტყვები გოგონამ და მტრული მზერა ესროლა ახვლედიანს.

-დარწმუნებული ხართ, რომ თამარას სახელი ბავშობაში ან მოზარდობაში არ გაგიგიათ


ოჯახში?

-დარწმუნებული ვარ! ეს სახელი პირველად დედაჩემისგან გავიგე და არც მიმიქცევია


ყურადღება, რომ არა თქვენ!

-თუმცა მისი სახელობის სკივრი მთელი ამ დროის განმავლობაში ინახებოდა თქვენს სხვენში...

-სხვენში არავინ ავდივართ. მხოლოდ მოსამსახურეები, რომელთაც ძველი ნივთები ააქვთ იქ.

-კარგი, მოკლედ, რაც არის, არის! - ამოიხვნეშა დეტექტივმა და ფანჯარას მოსცილდა. - საქმე
მნიშვნელოვნად წაიწია წინ, რაც ძალიან მახარებს. ამ სკივრის გახსნით და თამარა ჯაყელზე
ინფორმაციის მოძიებით მე და ჩემი თანაშემწე დავკავდებით.

-მე რა უნდა გავაკეთო? - დაინტერესდა ეკატერინე.

-თქვენ ისევ თქვენი საქმროს მკვლელობას უნდა მიხედოთ.

-ხო, მაგრამ როგორ?!


-ქალბატონო ეკატერინე, მგონი დროა, მოსკოვს ესტუმროთ... - გაეღიმა თოიძეს.

-მოსკოვს?

-გასვიანის მშობლიური მხარე მოინახულეთ, მის ძველ მეგობრებს, ნაცნობებსა და მეზობლებს


გაესაუბრეთ და რაც მთავარია - დედამისს, რაღა თქმა უნდა.

-მოსკოვში წავიდე?

-ვერ შეძლებთ? მე წამოგყვებოდით ან მარტო წავიდოდი, მაგრამ, სამწუხაროდ, არ შემიძლია.


ამ საქმეს არაოფიციალურად ვიძიებ და თანაც უამრავი საქმე მაქვს აქ.

-არა, მე შემიძლია წასვლა. წავალ, დიახ! - დარწმუნებით დააქნია თავი გოგონამ.

-ანდრეა, თქვენ? - ახვლედიანს მიუბრუნდა თოიძე, მაგრამ სანამ ანდრეა რამეს იტყოდა
ეკატერინე აფეთქდა:

-მისი წამოსვლა რა საჭიროა?! მარტოც მშვენივრად წავალ.

-ოჰო, აყვირდა. - თვალები აატრიალა ახვლედიანმა.

-ეკატერინე, მაპატიეთ, მაგრამ მარტო ვერ გაგიშვებთ.

-რატომ ვერ გამიშვებთ, პატარა ვარ?! ეს დამიცავს, თუ რას გამიკეთებს?!

-არა, არ დაგიცავ, თარჯიმანი ვიქნები შენი! იცი რა შესანიშნავი აქცენტი მაქვს რუსული?
ცოდვა იქნება, რომ არ მოისმინო.

-ამასთან ერთად არ წავალ! - გაჯიუტდა გოგონა.

-ეკატერინე, მესმის, რთულია თქვენთვის, მაგრამ გაიგეთ, თქვენი საქმრო ერთ-ერთ ყველაზე
საშიშ უბანში ცხოვრობდა მოსკოვში. მარტო ვერ გაგიშვებთ,საშიშია.

-ახლა თქვენ მომისმინეთ, ბატონო გიორგი! ამ ადამიანს თითქმის ყოველდღე ვიტან; ვიტან მის
უაზრო გამოხტომებსა და კომენტარებს; თქვენთან ერთად ვმუშაობ და გემორჩილებით,
როგორც შემიძლია, მაგრამ ამ ადამიანთან ერთად არსად არ წავალ, არც ერთი წამით!

-ერთად მაინც არ იმგზავრებთ, თქვენ თვითმფრინავით გაემგზავრებით, ანდრეა კი -


ავტომობილით.

-ხო, ეგ თავისთავად, ეჭვი რომ არავინ აიღოს. - დაეთანხმა ანდრეა დეტექტივს.

-არ მინდა-მეთქი ეს კაცი იქ!

-არც ამ კაცს უნდიხარ, დამშვიდდი! - ჩაეცინა ახვლედიანს.

-ანდრეა! - გაბრაზდა თოიძე.

-ხედავთ? ხედავთ? გინდათ, ამ კაცთან ერთად წავიდე უცხო ქვეყანაში?! - გაცეცხლდა


ეკატერინე.
-ეკატერინე, პირადად მე გპირდებით და სიტყვას გაძლევთ, რომ ანდრეა იქ მხოლოდ თქვენი
უსაფრთხოების მიზნით წამოვა. არ შეგაწუხებთ, ზედმეტად ხმას არ ამოიღებს და მხოლოდ
დაგეხმარებათ. მერწმუნეთ, თუ ჩემს პირობას დაარღვევს, მასთან აღარასდროს გექნებათ
შეხება!

-არ ვენდობი!

-თუ არ მენდობი, შენი პრობლემაა,მაგრამ მინდა იცოდე,რომ ამ საქმის გარკვევა მეც ისევე
მინდა,როგორც შენ. აქ არ ვიქნებოდი, სხვა ზრახვები რომ მამოძრავებდეს. ასე რომ, თუ
ზრდასრულობაზე გაქვს პრეტენზია, ამიტანე და გამიძელი. - უცებ დასერიოზულდა ანდრეა
და წარბები შეკრა.

-ვინმემ რომ გაიგოს? რა გარანტია მაქვს, რომ ჩემი ოჯახი არ გაიგებს ამის შესახებ? იცით, რა
მოხდება, თუ ისინი გაიგებენ, ამ კაცთან კონტაქტი მაქვს?

-ამაზე მე ვიზრუნებ, ნუ ღელავთ! ვერავინ გაიგებს, რომ ანდრეა მოსკოვში თქვენთან ერთად
წამოვა.

ეკატერინემ ჯერ თოიძეს შეხედა, შემდეგ წარბშეკრულ ანდრეას. ხვდებოდა, რომ სხვა
გამოსავალი არ ჰქონდა და უნდა დათანხმებოდა. - წამოვიდეს... - თქვა ბოლოს ძალიან ჩუმად
და ძლივსგასაგონად. ანდრეას გაეღიმა, გიორგიმ ამოიხვნეშა.

-რაც მალე გაემგზავრებით, მით უკეთესი.

-თუ შესაძლებელი იქნება, ხვალვე. - მხრები აიჩეჩა კატომ.

-არა, ხვალვე ვერ წახვალთ. ანდრეას ყალბი დოკუმენტები დასჭირდება და ამას დრო უნდა...

-მაქვს ყალბი მოწმობა! - ჩაეცინა ახვლედიანს.

-გაქვთ? - გაიოცა თოიძემ.

-რა თქმა უნდა. ახალგაზრდობაში ხშირად მჭირდებოდა!

-თავისი ბინძური საქმეების განსახორციელებლად. - ზიზღით ჩაეცინა ეკატერინეს.

-კი, მაგრამ, ვადა არ აქვს გასული?

-ამერიკაში წასვლის წინ, ახალი გავაკეთე. კიდევ ორი წელი აქვს ვადა.

-ანუ შეიძლება ხვალვე წავიდეთ?

-თუ საბუთები წესრიგში გაქვთ, შეგიძლიათ, რა თქმა უნდა. - მხრები აიჩეჩა გამომძიებელმა.

-ძალიან კარგი! - წამოდგა ეკატერინე. - ახლა შეიძლება წავიდე? - მოუსვენრად იყო გოგონა.

-დიახ, შეგიძლიათ. ხვალ დაგირეკავთ და ყველაფერი განვიხილოთ დეტალურად.

-კარგი, თქვენს ზარს დაველოდები.


-აბა კარგად იყავი, ეკატერინე, მოსკოვში შევხვდებით! - ღიმილით დაემშვიდობა ანდრეა
გოგონას და მის შეღრენაზე ჩაეცინა. - შეიძლება მეც წავიდე?

-თქვენ ორი წუთით დარჩით.

-რა მოხდა? ისევ უნდა დამარიგოთ? - გაეცინა ანდრეას.

-ყალბი საბუთები რაში გჭირდებოდათ? - ეჭვისთვალით შეათვალიერა დეტექტივმა


ახვლედიანი.

-ასეთ მომენტებში მახსენდება, რომ პოლიციელი ხართ! - თავი გადააქნია ღიმილით მამაკაცმა.
-სერიოზული არაფერი დამიშავებია, ნუ ღელავთ.

-მაინც?

-ყალბი დოკუმენტები მამაჩემის გამო გავაკეთე. ხომ ხვდებით? - ანდრეა ახვლედიანი


ყოველთვის უფრო „ყვიროდა,“ ვიდრე ვთქვათ, პავლე კოჭლამაზაშვილი.

-საბუთებში ასე დაირქვით? - გაკვირვება ვერ დამალა თოიძემ.

-არა, ეს სიტყვაზე გითხარით. - გაეცინა ახვლედიანს. - აღარ მახსოვს რა, მგონი ზურა ან ზაზა
მქვია. დიდი ხანია, ყალბი მოწმობა არ გამომიყენებია.

-ანუ მაგ მოწმობას მამათქვენის იმიჯის მოსაფრთხილებლად იყენებდით.

-უბრალოდ ბევრ გაუგებრობას მაცილებდა თავიდან, სხვა სახელი და გვარი. თუმცა ჩემს
სახელსაც არასდროს აკლდა დავი-დარაბა და სკანდალები.

-საინტერესო მიდგომაა. - გაეცინა თოიძეს.

-პირველად გაიგეთ? იცით ამას რამდენი აკეთებს? ჩემი მეგობრებიდან თითქმის ყველას აქვს
ერთი ან რამდენიმე ყალბი მოწმობა. - გაეცინა ანდრეას.

-ჰო, წარმომიდგენია... - ჩაეცინა ჩაფიქრებულ გამომძიებელს.

-ახლა შეიძლება წავიდე? დავაკმაყოფილე თქვენი ცნობისმოყვარეობა?

-არა, კიდევ ერთი რამის თქმა მინდა. - ფიქრებიდან გამოერკვა გიორგი. - ძალიან გთხოვთ, ეს
ერთი კვირა, თუ რამდენიც იქნებით მოსკოვში, ნაყოფიერად გამოიყენეთ და ეკატერინესთან
საერთო ენა გამონახეთ.

-ნუ ღელავთ, ბატონო გამომძიებელო...

-არა, მართლა გეუბნებით, ანდრეა, ეს გოგო ძალიან ბევრს გითმენთ. ერთხელაც იქნება,
აფეთქდება და მერე საერთოდ ვეღარ იპოვნით მასთან დამაკავშირებელ გზას. ეკატერინე
ახლა გარდაცვლილი საქმროს მშობლიურ მხარეში მიდის, მისთვის ყველაფერი ძალიან
ემოციური იქნება და იცოდეთ, თქვენ მის გვერდში უნდა იდგეთ.

-ჩემს მხარზე ტირილის უფლება მივცე? - ჩაეცინა ანდრეას.


-დაანახეთ, თქვენი მზრუნველი და გულისხმიერი მხარე. აგრძნობინეთ,რომ ცინიკოსი
ადამიანის უკან სულ სხვანაირი ანდრეა იმალება.

-იმედს არ გაგიცრუებთ, ბატონო გამომძიებელო,გპირდებით! - ორი თითი შეატყუპა


ახვლედიანმა და საფეთქლთან მიიდო.

-თქვენი იმედი მაქვს, იცოდეთ. ეკატერინეს თქვენ გაბარებთ.

-ახლა შეიძლება წავიდე?

-თუ კითხვები არ გაქვთ, მიბრძანდით. ხვალ თქვენც დაგირეკავთ და აგიხსნით ყველაფერს.

-კარგი. აბა კარგად მეყოლეთ, ბატონო გამომძიებელო, რუსულ შოკოლადებს აუცილებლად


ჩამოგიტანთ, როცა დავბრუნდებით. - გაეცინა ანდრეას,გამომძიებელს დაემშვიდობა და
ხალისიან ნოტაზე დატოვა სახლი.

-ხვალ საღამოს მოსკოვში მივფრინავ, ლიუდმილა ვასილევნას ნახვა მინდა. - იმავე საღამოს
ძალიან მშიდად ამცნო ეკატერინემ ოჯახს ახალი ამბავი.

ლუკამ, ელენემ და ბექამ,რომელიც მათთან ერთად ვახშმობდა, გაკვირვებით გადახედეს


ერთმანეთს.

-რატომ გაგიკვირდათ ასე ძალიან? - უემოციოდ ჩაეცინა გოგონას.

-არა, არ გაგვიკვირდა, უბრალოდ მოულოდნელი იყო. - თავი იმართლა ელენემ.

-დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობ და გუშინ გადავწყვიტე. - მხრები აიჩეჩა ჯაყელმა და ბიჭებს
გადახედა.
-რა საჩქაროა კი მაგრამ? იქნებ დემეტრესა და ქეთევანის დაბრუნებას დალოდებოდი?! -
როგორც ყოველთვის, აუღელვებელი იყო ბექა.

-არა, დალოდება არ მინდა, ახლავე მინდა წასვლა.

-ლიუდმილა ვასილევნა გააფრთხილე უკვე?

-მინდა გავახარო. სახლში იქნება, სად წავიდოდა?! - ირონიას ნარევი სიმწრით ჩაეცინა
ეკატერინეს.

-კარგი, რადგან ასე გინდა, არ გიშლი, წადი. ახლავე წავალ და ბიჭებს გავაფრთხილებ. - დანა-
ჩანგალი მაგიდაზე დააწყო ლუკამ.

-ვინ ბიჭებს გააფრთხილებ?

-დაცვას, რომ წამოგყვნენ...

-არ მჭირდება ძიძები! - გაბრაზდა კატო.

-ძიძები რა შუაშია, ეკატერინე? უბრალოდ შენს უსაფრთხოებაზე იზრუნებენ. - ბიძაშვილს


მიეემხრო ბექაც.

-ამერიკაში ვერ ვიყავი მათ გარეშე? რა უნდა მომივიდეს, ორი წლის ვარ? თუ გგონიათ, თავს
ვერ ვაკონტროლებ?!

-ნუ გვეჩხუბები. არაფერიც არ გვგონია. ამერიკაში ოთოსთან და ნანოსთან იყავი, იქ სულ


მარტო მიდიხარ.

-მერე რა? პირველი შემთხვევა იქნება, თუ ბოლო? გამოფენებზე სულ მარტო არ დავდიოდი?!
- ბრაზს ვერ აკონტროლებდა ჯაყელი.

-და რა მოხდება, ორი კაცი რომ წამოგყვეს? შენც მშვიდად იქნები და ჩვენც.

-არ მინდა არავინ! ასე მგონია, ავადმყოფი ბავშვი ვარ და მოვლა მჭირდება! ნუ ღელავთ,
ემოციებს იმდენად გავაკონტროლებ, რომ საკუთარ თავს რამე არ დავმართო!

-ჩვენ ეგ არ გვითქვამს, ეკატერინე... - ტონს არ უწევდა ბექა.

-ხოდა თუ არ გითქვამთ, მაშინ მარტო წავალ, როგორც ყოველთვის დავდიოდი! - წამოდგა


გოგონა და ძმებს გადახედა.

-კარგი, წადი მარტო. ოღონდ ნუ ბრაზობ და ნუ ნერვიულდები. - უკან დაიხია ლუკამ.

-მადლობთ. - თავი დაუკრა ჯაყელმა ოჯახისწევრებს. - წავალ ბარგს ჩავალაგებ. - თქვა და


ოთახიდან გავიდა.
-იოანე, ერთიდან ორ კვირამდე შვებულება მჭირდება! - ზარ-ზეიმით განუცხადა
მობილურში ანდრეამ ძმაკაცს.

-ოჰ, რას მეუბნები ერთი! - არ დააყოვნა დანელიას ირონიულმა ჩაცინებამაც.

-მართლა მჭირდება. მოსკოვში მივდივარ!

-სადა, ბიჭო? რა გინდა მოსკოვში?!

-ძველი დრო უნდა გავიხსენო ნატაშასთან ერთად! რატომ მივდივარ და საქმე მაქვს. - გაეცინა
ახვლედიანს, მობილური „სპიკერზე“ ჩართო და ბარგის ჩალაგებას შეუდგა.

-რა საქმე გაქვს, ანდრეა?! - მაშინვე დასერიოზულდა იოანე.

-არაფერს ვაფუჭებ, ნუ ღელავ. დუდა უნდა ვნახო, მაჩაბელი.

-დუდა? მოსკოვშია?

-ჰო, ამჯერად მოსკოვშია. - გაეღიმა ანდრეას.

-და რატომ უნდა ნახო? რაღაცას არ მეუბნები, იცოდე!

-ნუ გამიხურე, რა! შენ და მათე ცოლიანი ბიჭები ხართ, თორემ წაგიყვანდით თქვენც.

-მოიცა, რა? მართლა მაგისთვის მიდიხარ, ბიჭო? - გაეცინა დანელიას.

-კი, დე, მიშვებ?

-ანდრეა ახვლედიანო, არ იცვლები!

-სამაგიეროდ შენ შეიცვალე და მათე, მეც რომ შევიცვალო ხიბლს დავკარგავთ.

-ხელფასიან შვებულებაში არ გაგიშვებ!

-იოანე, ფული არ მაქვს!

-თუ ფული არ გაქვს, რა გეგულავება? - გაეცინა დანელიას.

-დუდამ მთხოვა, თორემ მე სულ არ მინდა.

-ჯანდაბა, ახვლედიანო, ჩვეულებრივი ჭირი ხარ! - ამოიხვნეშა იოანემ.

-მასესხე და როგორც კი უფროსი ხელფასს ჩამირიცხავს, ჩაგასესხებ! - გაეცინა ახვლედიანს.

-ხვალ მობრძანდი და მოგცემ! - დანებდა დანელია.

-ხვალ მაინც უნდა მოვიდე, დედა უნდა ვნახო. ეს რამდენიმე დღე ხომ მიმიხედავ?

-მიგიხედავ, მიგიხედავ.

-ძმა ხარ უძმესი! რუსულ შოკოლადებს ჩამოგიტანთ შენ და მარიამს! - გაეღიმა ანდრეას და
კოხტად დაკეცილი ჯემპრი ჩადო ჩემოდანში.
-ისე, რაღა მოსკოვში მოგინდათ გართობა, სხვა ადგილი ვერ ნახეთ? ყინავს ახლა იქ!

-ჩემი დუდიკა სადაც არის, იქ ვარ მეც! - გაეცინა ახვლედიანს.

-კარგი, წავედი ახლა მე და ხვალ შემომიარე.

-აბა ჰე, კარგად იყავი, ჩემო მარჩენალო! - მობილურს დაწვდა მამაკაცი და გათიშვის ღილაკს
დააჭირა თითი.

ჯაყელებმა ერთად გააცილეს ეკატერინე მოსკოვში, ანდრეა კი მარტო მიდიოდა ავტობუსით.


შუაღამეს უკვე მოსკოვში იყო ეკატერინე და ერთ-ერთ სასტუმროში ბინავდებოდა. ავტობუსი
კი ვლადიკავკასში იყო გაჩერებული.

ახვლედიანმა დრო იხელთა, ავტობუსს მოცილდა, ოდნავ მოშორებით დადგა და მობილური


ამოიღო ჯიბიდან. სწრაფად აკრიფა ნაცნობი ნომერი და ხმოვანი სიგნალის შემდეგ
შეტყობინება დაუტოვა ნომრის პატრონს.

„დუდა, მე ვარ, ანდრეა. უკვე ვლადიკავკასში ვარ, რამდენიმე საათში ალბათ მოსკოვში
ვიქნები. ეკატერინე ჯაყელი რომელიმე სასტუმროში დაბინავდებოდა უკვე. რომ არ
მეხმიანები, არ მომწონს, იცოდე. წინა შეტყობინებას მოუსმინე, იმედი მაქვს. პრობლემა
გვაქვს და ამ პრობლემას შენ გარეშე ვერ გადავჭრი. დამირეკე, რა. თუ მოსკოვში ხარ უნდა
შევხვდეთ.“

ირგვლივ მიმოიხედა და შეამოწმა, რომ მარტო იყო, შემდეგ ჯიბეში ჩაიდო ტელეფონი და
ისევ ავტობუსისკენ გაემართა.

ეკატერინე სააბაზანოდან ახალი გამოსული იყო, თმას პირსახოცით იმშრალებდა და ნომერში


აქეთ-იქით დადიოდა. ოჯახისწევრებთან და თოიძესთან უკვე დარეკილი ჰქონდა, არც
ეძინებოდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა მთელი ღამე. ტელევიზორს
უაზროდ აყვირებდა. უბრალოდ არ უნდოდა, რომ ოთახში სიჩუმეს დაესადგურებინა. სიჩუმე
აუცილებლად მოიტანდა ფიქრებს; ფიქრები აუცილებლად მოიტანდა დათუნას...

იქ იყო, იმ ადგილას, სადაც მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი დაიბადა და გაიზარდა.


ქალაქში, რომელსაც უამრავი რამ აკავშირებდა გასვიანთან. ისეთი შეგრძნება ჰქონდა,
თითქოს ქალაქში ყველა იცნობდა დათუნას. მისი სიტყვები დაუკითხავად დაფრინავდნენ
ოთახში და გონებას ურევდნენ გოგონას. მის წინ მკაფიოდ იხატებოდა გასვიანის ღიმილიანი
სურათი, როცა დიდი აღტაცებით უყვებოდა ჯაყელს თავისი ბავშვობის შესახებ.

უეცრად მოუნდა, რომ შეხებოდა გარდაცვლილი საქმროს გამოსახულებას ან შეეგრძნო;


შეესრუტა და სამუდამოდ დაეტოვებინა მასში. ის ღიმილი... ის ყველაზე ბავშვური და
უმანკო ღიმილი...

ღრმად ამოისუნთქა, გულის ტკივილი იგრძნო. შუბლი ფანჯარას მიაბჯინა და რამდენიმე


კურცხალს მის ღაწვებზე ჩამოსრიალების ნება დართო. ცალი ხელით კედელს აწვებოდა,
მეორე კი მუჭად შეეკვრა და რაფაზე დაედო. რაც უფრო ცხადად ხედავდა მის ღიმილს, მით
უფრო უმწვავდებოდა ტკივილი გულის არეში. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ნომრის კარზე
ვიღაცამ არ დააკაკუნა რამდენჯერმე.

გოგონამ სწრაფად წამოსწია თავი, ცრემლები შეიმშრალა და ფანჯარას მოსცილდა. ხალათი


კარგად შეიკრა და კარის გასაღებად გაემართა.

-„უბორკა ნომერა!“ - კარი გაღებულიც არ ჰქონდა, მამაკაცის რუსული რომ მოესმა და


გაღიმებული ანდრეა შერჩა ზღურბლზე.

-აქ რა გინდა?! - მაშინვე შეტევაზე გადავიდა ეკატერინე.

-ღმერთო! - თვალები დაჭყიტა ახვლედიანმა. - ამხელა მოსკოვში ორი ქართველი შევხვდით


ერთმანეთს, სასტუმროში, უნდა აღვნიშნოთ! შემთხვევით „ვოდკა“ ხომ არ გაქვს? - ჩვეულ
ფორმას არც მოსკოვში კარგავდა მამაკაცი.

-ამ სასტუმროში რას აკეთებ-მეთქი?!

-სასტუმროს წინასწარ დაჯავშნა დამავიწყდა, ადგილი კი მხოლოდ ამ სასტუმროში


აღმოაჩნდათ! - მეამიტ ღიმილს არ იშორებდა სახიდან ანდრეა.

-ხო, არა?! მთელ მოსკოვში მხოლოდ აქ იშოვე ადგილი! - ცინიკურად ჩაეცინა ეკატერინეს.

-შენთან ახლოსაც ხომ უნდა ვიყო? არ დაგავიწყდეს, რა ფუნქციით ვარ მე აქ.

-როგორ გაიგე რომელ ნომერში ვიყავი?!

-მიმღებში მჯდარ გოგონა ლენას შესანიშნავი თვალები აღმოაჩნდა. - მხრები აიჩეჩა


ახვლედიანმა და გაიცინა.

-ამაზრზენი ხარ. - სახე დამანჭა ჯაყელმა. - ახლა შეგიძლია მოშორდე. გავიგე, რომ
ჩამოხვედი. - კარის მიხურვა სცადა გოგონამ, მაგრამ ანდრეამ მაშინვე გაუწია წინააღმდეგობა.

-მაცადე, სად გეჩქარება?!

-რაღა გინდა?

-არ უნდა ვიცოდე, ხვალ რას ვაპირებთ? შემომიშვი ნომერში და დავილაპარაკოთ.


-ხვალ მივდივართ ლიუდმილა ვასილევნას სახლში. უფრო სწორად, მე მივდივარ და შენ
სადმე ახლო-მახლოს მელოდები.

-და იცი სადაც ცხოვრობს ეგ ქალი?

-რა თქმა უნდა, ვიცი! ნამყოფიც ვარ მათ სახლში, შარშან ზაფხულს.

-აჰა, ძალიან კარგი! იმედი მაქვს, თოიძემ უკვე დაგარიგა, რა უნდა უთხრა და რა არა.

-ნუ ღელავ შენ, როგორმე გავართმევ თავს ამოცანას! - გაბრაზდა ეკატერინე.

-რა ბრაზიანი ხარ, ღმერთო ჩემო. წავალ, კარგი. ხვალ შეგხვდები დილით, ვესტიბიულში.

-ჯანდაბამდეც გზა გქონია! - უხეშად მიუგდო სიტყვა ჯაყელმა ახვლედიანს და ცხვირწინ


მიუჯახუნა კარი.

ანდრეა საშინლად გააბრაზა ეკატერინეს საქციელმა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია. გულში


შეიკურთხა, უმისამართოდ და კარს მოსცილდა.

უკვე მესამე ჭიქას უკვეთავდა ბარმენს, როცა მისგან ორი ადგილის დაშორებით შავებში
ჩაცმულმა, წვერმოშებულმა, სათვალითა და ქუდით შენიღბულმა ადამიანმა დაიკავა
ადგილი.

-ორმაგი ვისკი! - უაქცენტო რუსულით მიმართა ბარმენს და იდაყვები ხის ზედაპირზე


დააწყო.

-ცოტა დაიგვიანე. - ახალმოსულს გახედა ახვლედიანმა და ჭიქა პირთან მიიტანა, რათა


ღიმილი დაეფარა.

-მეგონა, იქ გაჩერდებოდი, სადაც ყოველთვის. - სასხვათაშორისოდ აღნიშნა ანდრეას


გვერდით მჯდომმაც და მხრები აიჩეჩა.

-ეს სასტუმრო მე არ ამირჩევია.

-სად არის ქალი?

-თავის ნომერშია... შეტყობინებებზე რომ არ მპასუხობდი, რა წესიაო ვითომ?! - ჩაეცინა


ახვლედიანს.

-არ მეცალა!

-ახლა ჩამოხვედი შენც?

-ორი დღეა. იქამდე პოლონეთში ვიყავი...


-დაძრწიხარ აქეთ-იქით, მაჩაბელო! - გაეღიმა ანდრეას და ორივესთვის შეუკვეთა სასმელი.

-თქვენ და ჯაყელები როდიდან ძოვთ ბალახს ერთად?

-არ ვძოვთ. მე და ეკატერინე ჯაყელი „ვთანამშრომლობთ.“

-რაო, ეხმარები საქმროს მკვლელის პოვნაში? - ჩაეცინა მაჩაბელს.

-რაც უფრო ახლოს ვიქნები, მით უკეთესი. - გაეღიმა ახვლედიანს.

-რა უნდა? რას ეძებს?

-ლევან ნაკაშიძეზე გამავალ ნებისმიერ ხაზს.

-ლევან ნაკაშიძე მკვდარია!

-ეგ იცის, მაგრამ ჰგონია, რომ ნაკაშიძის წრიდან ვიღაც მოიკითხავდა დათუნას.

-და მისმა დათუნამ რა გააკეთა, იცის? - ჩაეცინა დუდას.

-არა, არ იცის.

-ანდრეა, შენ ხომ იცი, რომ მე სულ ფეხებზე მკიდია ეს ამბები? იმ ღამესაც გითხარი და ახლაც
გაგიმეორებ - თუ გინდა, თქვი სიმართლე!

-ჩემი სათქმელი რაც არ არის, იმას არ ვიტყვი, დუდა!

-გინდა, მე ვუთხრა? - მომიყვანე და ვეტყვი! - უდარდელად აიჩეჩა მხრები მაჩაბელმა.

-ყველაფერს მოუყვები? თავიდან ბოლომდე?

-რატომაც არა? რა უნდა ქნას?

-არა, ასე არ ივარგებს. რომ გაიგოს, მეც ვიცოდი ყველაფრის შესახებ...

-თქვენ რა, დაქალები ხართ? - ანდრეას საუბარი გააწყვეტინა დუდამ და ჩაიცინა.

-მისი ნდობა მჭირდება!

-მაშინ შენც არ მიცნობდე. თუ გინდა გაგიტაცებთ ან ნომერში დაგადგებით, რა მნიშვნელობა


აქვს?!

-მართლა არ აქვს ამ ყველაფერს მნიშვნელობა შენთვის, მაჩაბელო? - გაკვირვებით ჩაეცინა


ანდრეას.

-შენ გაგიკვირდა? - ჩაეცინა დუდასაც. - დამალვა რომ მდომოდა, არც შენ მოგიყვებოდი
სიმართლეს.

-მოსკოვის ცენტრში, ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში რომ ხარ, საშიში არ არის? ვინმემ
რომ შეგამჩნიოს?

-ვინ უნდა შემამჩნიოს? - პოლიციასთან პრობლემა არ მაქვს!


-პოლიცია არც მიგულისხმია, დუდა. - უცნაურად გაეღიმა ახვლედიანს.

-იმათ ასეთ ადგილებში არაფერი ესაქმებათ, თანაც არც ისე ცუდად ვარ შენიღბული. -
თვალებით ქუდზე ანიშნა მაჩაბელმა ანდრეას და ჩაიცინა. - აბა რას იტყვი? გინდა, რომ შენმა
გოგომ სიმართლე იცოდეს?

-ძალიან სარისკოა... ასე უცებ როგორ გამოჩნდები და გაქრები?

-გამოჩენას მასწავლი თუ გაქრობას, ახვლედიანო? - გაეცინა დუდას.

-შეიძლება მოგკლას!

-ღმერთო, როგორ დაუშინებიხარ ჯაყელის ქალს! - თვალები გაუფართოვდა მაჩაბელს და


გადაიხარხარა. - რაო? გაგაბა მახეში?

-რა მახეში?! ნუ სულელობ!

-რატომ? მშვენიერი ქალია...

-დუდა! შენ მაინც იცი ყველაფერი და არ გინდა...

-ჰო, მე რომ ყველაზე კარგად ვიცი, იმიტომაც გეუბნები. მართლა როგორ არის? გავიგე მამა
დაღუპვია.

-შენ საიდან გაიგე? - გაუკვირდა ანდრეას.

-მე ყველაფერს ვიგებ, რაც თბილისში ხდება, საინტერესო და მითუმეტეს, შენს გვართან
დაკავშირებული. - სრულიად აუღელვებლად უპასუხა მაჩაბელმა.

-სულ ვაკონტროლებ და ვადევნებ თვალს, მაგრამ ისეთ ადამიანთან ცხოვრობს, რომელიც არ


მომწონს.

-ვინ არის ასეთი? - დაინტერესდა დუდა.

-ილია ჯაფარიძე. გსმენია მასზე რამე?

-მხოლოდ შორიდან. მასთან რამე პრობლემა გაქვს?

-არა, მე არა, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ მამაჩემს ჰქონდა.

-გამომძიებლად დაიწყე მუშაობა, ახვლედიანო? - გაეცინა გაკვირვებულ მაჩაბელს.

-როგორც ამბობენ - ცხოვრებამ მოიტანა. - გაეცინა ანდრეასაც.

-ძალიან ნუ გადავარდები პატიოსან ცხოვრებაში. ხომ იცი, წარსულის დავიწყება ვერაფერი


სიკეთის მომტანია.

-არაფერს ვივიწყებ, დუდა. ვიცი, ვინ ვარ და რა მინდა.

-ჰო, ეგ ყველაზე მთავარია. - გაეღიმა დუდას და მორიგი ჭიქა დაცალა. - ჰე, გადაწყვიტე,
უნდა გინახულოთ შენ და შენი „მეგობარი“ თუ არა?
-ალბათ, არ ღირს, დუდა. მოდი, ნუ გავამწვავებთ სიტუაციას. ეკატერინე გამოიძიებს,
გამოიძიებს, ვერაფერს იპოვნის და დაიღლება.

-გგონია დაიღლება? - ჩაეცინა დუდას.

-დაიღლება, ადრე თუ გვიან დაიღლება.

-კარგი. - ამოიხვნეშა მაჩაბელმა და წამოდგა. - რადგან ასეა, წავალ.

-სად მიდიხარ?

-არვიცი, შეიძლება პოლონეთში მომიწიოს დაბრუნება ან უკრაინაში წავიდე. საითკენაც ქარი


დაუბერავს... - მხრები აიჩეჩა დუდამ ღიმილით და ქურთუკი ჩაიცვა.

-დაგირეკავ ხოლმე, შეგატყობინებ ახალ ამბებს.

-ჰო, თუ მომიახლოვდებით „ცხელია,ცხელიაო,“ მომწერე! - ჩაეცინა მაჩაბელს მხარზე ხელი


დაკრა ახვლედიანს და გაქრა.

ანდრეა კიდევ ცოტახნით დარჩა ბარში, რამდენიმე ჭიქაც დალია და შემდეგ მანაც
გადაინაცვლა თავის ნომერში, მოსასვენებლად.

ეკატერინეს საშინლად ეძინა მთელი ღამის განმავლობაში. ერთ ადგილას ვერ ისვენებდა,
ბორგავდა და ძილშიც კი გრძნობდა გულის უცნაურ ფორიაქს. სიზმარში თითქოს დათუნას
ხედავდა, მაგრამ თან ვერ ხვდებოდა, რომ ის იყო. გამოსახულება თეთრდებოდა და ნათლად
ხედავდა მამაკაცის სილუეტს, მაგრამ როგორც კი საქმე მისი სახის ამოცნობაზე მიდგებოდა,
მაშინვე ბნელდებოდა ყველაფერი და გოგონაც წამობდა.

გამთენიისას გამოეღვიძა. ჯერ კიდევ ბნელოდა, მაგრამ საწოლში გაჩერება აღარაფრით


შეეძლო. წამოდგა, ხალათი მოიცვა და აბაზანაში გადაწყვიტა შესვლა. გულის არეში მწვავე
ტკივილებს გრძნობდა, ამიტომ ჩანთიდან ტკივილგამაყუჩებელი ამოიღო და ისიც თან
შეიტანა.

თერთმეტი საათი ხდებოდა, როცა ჯაყელმა ჩათვალა, რომ ანდრეასაც ეღვიძებოდა და


ვესტიბიულში ჩასვლა გადაწყვიტა. მთელი დარბაზი მოიარა, მაგრამ ახვლედიანი ვერსად
იპოვნა. ბოლოს სასტუმროს რესტორანი დაინახა და მიხვდა, ანდრეაც სწორედ იქ იქნებოდა.
არც შემცდარა, ახვლედიანი ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან იჯდა, ბედნიერი სახით
მიირთმევდა საუზმეს და მიმტან გოგონას თვალებს უჟუჟუნებდა.

ეკატერინე მაშინვე გაცოფებული მივარდა მის მაგიდას და ისეთი სახით დადგა, მიმტანი
გოგონა შეშინდა.
-„სპასიბა, დარაგაია, მოჟეშ იძწი“ - მშვიდი ღიმილით მიმართა ანდრეამ მიმტანს და
ეკატერინეს თვალებით სკამზე დაჯდომა მიუთითა.

-მეტი საქმე არ გაქვს?! რუს მიმტანებს ელაქუცები და მშვიდად საუზმობ! - დოინჯი


შემოირტყა გაბრაზებულმა ჯაყელმა.

-უხეში შეცდომა! - წამოიყვირა ახვლედიანმა. - მიმტანი ტანიუშა რუსი კი არა, ლიტველია.

-აჰა, იმდენი ხანი ელაპარაკე, წარმომავლობაც გაგიმხილა, არა?! - ზიზღით ჩაეცინა გოგონას.

-არა, კითხვით მარტო ის დავადგინე, რომ ლიტველი იყო. თორემ ბალტიისპირელი რომ
არის, ამას ნებისმიერი დაკვირვებული ადამიანი შეამჩნევდა, მათთვის დამახასიათებელი
ცივი გამოხედვის წყალობით.

-რა სისულელეა!

-არა, მე ის კი არ მითქვამს, რომ შენ დაკვირვებული არ ხარ. უბრალოდ, შენც მათსავით


ყინულოვანი გამოხედვა გაქვს, თუმცა ქართველი ხარ. ამიტომაც არ გეუცხოვა ტანიუშას
მზერა. - გაეღიმა კმაყოფილ ანდრეას და საუზმეს მიუბრუნდა.

-იცი, რომ აქ მიმტანი ტანიუშების გასაცნობად არ ჩამოვსულვართ?! რა დროს საუზმეა, როცა


ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის წინ?!

-ჯერ ეს ერთიც, მე არავითარი შეხვედრა არ მელის. მერე მეორეც, გიჟი ვარ მოსკოვში ვიყო და
ამათი ძეხვეულობით არ ვისიამოვნო? - ჭამა-ჭამით ლაპარაკობდა მამაკაცი.

-კარგი, შეგიძლია დარჩე! ბოლოსდაბოლოს, მეც იმას ვამბობდი, რომ შენი აქ ყოფნა არაფერში
მჭირდება. მე წავალ, აბა კარგად. - გაბრაზებას მოეშვა ეკატერინე, ზურგი აქცია ანდრეას და
გასასვლელისკენ გაეშურა.

-ღმერთო, ვის გაუგია დილის თერთმეტ საათზე ოჯახში სტუმრობა?! - უკმაყოფილოდ


მოისროლა ხელსახოცი ახვლედიანმა და ჯაყელს მიჰყვა.

-სხვადასხვა ტაქსებით წავალთ.

-ამის აღნიშვნა არ იყო საჭირო.

-მათი სახლის წინ კაფე იყო, იქ დამელოდე გამოსვლამდე.

-მშვენიერია, საუზმის დასრულებას შევძლებ. - ჩაეცინა კმაყოფილ ანდრეას.

-შეგიძლია, ოდნავ მაინც დასერიოზულდე და დღეს მაინც შეეშვა შენს იდიოტურ


რეპლიკებს?! - უცებ მოუტრიალდა გაცეცხლებული ეკატერინე მამაკაცს.

-რა? ისეთი რა ვთქვი? უარესებსაც იტან ხოლმე... - გაეღიმა ახვლედიანს.

-უბრალოდ გაჩუმდი და ხმა არ ამოიღო, ძალიან რთულია?!

-მგონი, ძალიან დაძაბული ხარ და ცოტა უნდა მოეშვა...


-დაძაბული?! - თვალები გაუფართოვდა გოგონას. - ქორწილის დღეს გარდაცვლილი საქმროს
დედასთან მივდივარ, რომელიც მას მერე არ მინახავს და რომელიც მეორე დედასავით იყო
ჩემთვის. ქალი სულ მარტოა და მცირე დროში ორი ინფაქრტის გადატანა მოუწია. თანაც
ძალიან სავარაუდოა, რომ მისი ერთადერთი შვილის სიკვდილში მე და ჩემს ოჯახს
გვადანაშაულებდეს და ჩემი ნახვა სულ არ მოინდომოს. ასე რომ, კი დაძაბული ვარ, თანაც
ძალიან და საერთოდ არ მინდა, იმ დაწყევლილ სახლში მისვლა, სადაც ჩემი ცხოვრების
მამაკაცი გაიზარდა, მაგრამ მიწევს იმიტომ, რომ შესაძლოა, მისი მკვლელის შესახებ რაიმე
ახალი გავიგო! ამ ყველაფრის ატანას ძლივს ვახერხებ და წკიპზე ვარ, რომ ერთიანად არ
დავიმსხვრე. ჯერ-ჯერობით თავს ვიკავებ, მაგრამ აი, შენს ცინიკურ კომენტარებს და
რეპლიკებს ნამდვილად ვეღარ გავუძლებ. ასე რომ, ძალიან გთხოვ, როგორმე შეიკავე თავი
ლაპარაკისგან და ცოტახნით გაჩუმდი! - ეკატერინე თვალებში უყურებდა მასთან ძალიან
ახლოს მდგარ ანდრეას და ისე უყვიროდა, ყველა გამვლელი მათ აშტერდებოდა,
გაკვირვებული. ახვლედიანი კი უბრალოდ თვალებში უყურებდა გოგონას და ღიმილი
თანდათან უქრებოდა სახიდან. პირველად იფიქრა, რომ ცოტა ზედმეტი მოუვიდა; ძალიან
პატივმოყვარე რომ არ ყოფილიყო, იქნებ ბოდიშიც მოეხადა.

-წამოდი, ტაქსები გავაჩეროთ. - ძალიან მშვიდი ხმით უთხრა ჯაყელს, ნირწამხდარმა და


უხმოდ გაემართა გასასვლელისკენ.

ლიუდმილა ვასილევნას სახლი, როგორც ჩანს, საკმაოდ შორს იყო მოსკოვის ცენტრიდან.
გადატვირთული მოძრაობის და დიდი მანძილის გამო ეკატერინესა და ანდრეას თითქმის
საათნახევარი მოუწიათ გზაში ყოფნა. ბოლოს, როგორც იქნა, მიაღწიეს დანიშნულების
ადგილამდე. ტაქსები ერთი მეორის მიყოლებით გაჩერდნენ იმ ქუჩის კუთხეში, რომელზეც
მიხალკოვას სახლი იყო.

ტაქსიდან გადმოსვლის შემდეგ ეკატერინე ერთ ადგილს იყო მიყინული და ღრმად


სუნთქვდა. ანდრეა შორიდანვე მიხვდა, რომ გოგონა ძალიან ღელავდა.

-აბა სად არის ის კაფე? - ნელა მიუახლოვდა ახვლედიანი ჯაყელს იმ ფიქრით, რომ მისი
კითხვა ოდნავ გაუქარწყლებდა ღელვას გოგონას.

კატოს თავიც არ აუწევია, ხელით ანიშნა ქუჩის გადაღმა მდებარე კაფეზე.

-არ მიდიხარ? - ახვლედიანისთვის არადამახასიათებელი სიფრთხილე იგრძნობოდა მის


კითხვაში.

-წადი შენ. - მოკლე იყო შარფშიცხვირჩამალული ჯაყელის პასუხი.

-თუ გინდა დაგიცდი, სანამ დაკაკუნებას გადაწყვეტ.

-შენს მხარზე გულიც ხომ არ მოვიოხო? - წადი! - გაბრაზდა ეკატერინე.


-კარგი, კარგი, მივდივარ. - ხელები ასწია ანდრეამ და გოგონას გაეცალა.

ახვლედიანმა კაფეში ისეთი ადგილი შეარჩია, რომ პირდაპირ ეყურებინა ლიუდმილა


მიხალკოვას სახლისთვის. თავისთვის ჩაი შეუკვეთა და მშვიდად დაელოდა ეკატერინეს
მოქმედებას. ჯაყელი დიდხანს იდგა ქუჩაში. ორჭოფობდა და აშკარად უჭირდა სახლთან
მიახლოება. ანდრეა უკვე მეორე ჭიქა ჩაის სვამდა, როცა გოგონა ადგილს მოწყდა და სწრაფად
მიუახლოვდა მიხალკოვას სახლს. ახვლედიანს ტუჩის კუთხეში გაეპარა ღიმილი. უფრო
კომფორტულად მოეწყო და დაელოდა მოვლენების განვითარებას.

ეკატერინემ ღრმად ამოიოხრა, თავის თავს შეუძახა და კარზე მსუბუქად დააკაკუნა. თვალები
აუჭრელდა და მუხლებში სისუსტე იგრძნო. კადრები სწრაფად ცვლიდნენ ერთმანეთს მის
გონებაში. ახსენდებოდა, მისი პირველი და უკანასკნელი ვიზიტი ამ სახლში. დათუნას და
ლიდმილა ვასილევნას ღიმილიანი სახეები, თბილი დახვედრა და სასიამოვნო დღეები.
ტვინი იმდენად სწრაფად იხსენებდა ყველაფერს, გოგონას თავბრუ დაეხვა. გრძნობდა, რომ
სისუსტე ჯაბნიდა, რომ გაიქცეოდა და აღარასდროს დაბრუნდებოდა, მიხალკოვას სახლში.
არ შეეძლო, შვილმკვდარი დედისთვის აწყლიანებულ თვალებში ჩახედვა და მასზე საუბრის
მოთხოვნა. ალბათ, გაიქცეოდა, მოსამსახურე გოგონას კარის გაღება ოდნავ მაინც რომ
დაეგვიანა. აუცილებლად გაიქცეოდა, უკანმოუხედავად, ტირილითა და დიდი
გულლისტკივილით. სისუსტე დაჯაბნიდა, შიში იმძლავრებდა მასში და ვერ გაბედავდა,
საყვარელი ადამიანის მშობლიურ ბინაში ფეხის შედგმას. მაგრამ ლიუდმილა ვასილევნას
მომვლელ გოგონას არ დაუგვიანია. მანამ გააღო კარი, სანამ ეკატერინეს ტვინი გაქცევის
იმპულსებით გაჟღინთავდა ორგანიზმს.

კარი ნელა გაიღო და ზღურბლზე ახალგაზრდა გოგონა გამოჩნდა, ქერა თმითა და დიდი
ცისფერი თვალებით. ჯაყელის დანახვაზე თვალები ისე გაუფართოვდა და შეიცხადა,
თითქოს მიხვდაო, მის ვინაობას.

-გამარჯობა. - მიესალმა გაკვირვებული გოგონა ეკატერინეს. მისი რუსული იმდენად


მშვიდად ჟღერდა, ჯაყელიც ერთგვარად მოეშვა და დაწყნარდა.

-გამარჯობა. მე ლიუდმილა ვასილევნას ნახვა მინდოდა. - მაქსიმალურად აკონტროლებდა


ტონს ეკატერინე, მაგრამ ფეხების კანკალს ვერაფრით მალავდა.

-ლიუდმილა ვასილევნასი? დიახ, რა თქმა უნდა, მობრძანდით. - წამიერად დაიბნა


მოსამსახურე გოგონა, თუმცა შემდეგ გონს მოეგო და სტუმარი სახლში შეიწვია. - თავს
შეუძლოდ გრძნობდა და დაწოლა გადაწყვიტა. ახლავე ვეტყვი, რომ კითხულობთ...

-არა, ძალიან გთხოვთ, არ არის მისი შეწუხება საჭირო. მე თვითონ შევალ.


-„ჟენიუშკა, კტო ტამ?!“ - უცებ გაისმა დერეფანში ლიუდმილა ვასილევნას ოდნავ
გადაღლილი და ჩახრეწილი ხმა.

-„შას პრიძომ, ლიუდმილა ვასილევნა“ - გასძახა გოგონამ თავის ქალბატონს.

-შეგიძლიათ მითხრათ, როგორ არის? - გული აუჩქარდა ეკატერინეს საყვარელი


სადედამთილოს ხმის გაგონებაზე, თუმცა თავს ძალა დაატანა და მაინც შეეკითხა მომვლელ
გოგონას.

-ძალიან სუსტადაა. მე მასთან მხოლოდ ახლახანს დავიწყე მუშაობა, ექთნობასაც ვუწევ და


სახლის საქმეებშიც ვეხმარები. მარტოს ძალიან უჭირს. - სახე შეუწუხდა ჟენიუშკას. - იცით,
მე ვიცი, რომ თქვენ...რომ მისი გარდაცვლილი შვილის საცოლე იყავით... მე თქვენი
რამდენიმე სურათი მაქვს ნანახი. სულ შემთხვევით! კარადის ლაგებისას აღმოვაჩინე...

-დიახ, მისი გარდაცვლილი შვილის საცოლე ვარ... - თავი დახარა ეკატერინემ, რათა
მომენტალურად მომდგარი ცრემლი დაემალა.

-ძალიან გაუხარდება თქვენი ნახვა... - მხოლოდ ამის თქმა მოიფიქრა, უხერხულობის


გასაფანტად, მომვლელმა გოგონამ და ფართედ გაუღიმა ჯაყელს. - აქეთ მობრძანდით. -
სასტუმრო ოთახისკენ გაუძღვა შემდეგ სტუმარს.

-ჟენია, რატომ არ მეუბნები, ვინ მოვიდა?! თუ ისევ ნასწიაა, შემოვიდეს, რად უნდა ამას
ამდენი დრო... - ლაპარაკით გამოდიოდა საძინებლიდან სასტუმრო ოთახში მიხალკოვა, როცა
მეორე მხრიდან ეკატერინე და ჟენიუშკა შევიდნენ ოთახში და მათი მზერებიც
მომენტალურად შეეჩეხა ერთმანეთს.

ლიუდმილა ვასილევნა გაშრა. თავიდან ეგონა, რომ ეჩვენებოდა. რამდენიმე წამის


განმავლობაში გაფართოებული თვალებით აკვირდებოდა კარის ზღურბლზე ატუზულ
ეკატერინეს, რომელიც სადაც იყო ატირდებოდა.

-კაწ...კაწირინა... - ძლივს ამოღერღა სარძლოს სახელი გაოცებულმა და ხელით იქვე მდგარ


სავარძელს დაეყრდნო.

-გამარჯობა, ლიუდმილა ვასილევნა... - ძლივს გაუსწორა ცრემლით აბრჭყვიალებული


თვალები ეკატერინემ ვასილევნას და სულ ოდნავ გაუღიმა.

-კაწირინა... - გაფართოებულ თვალებს ზანტად ახამხამებდა მიხალკოვა და ჯერ კიდევ


ცდილობდა სიტუაციაში გარკვევას. – „დოჩკა...“ - წამოიძახა ტირილით მცირე ხნის შემდეგ
და ხელები გაშალა ჯაყელის შესაგეგებლად.

ეკატერინემ წამიერი შვება იგრძნო. სწრაფად გაემართა ქალისკენ და მაგრად გადაეხვია. ისე
მჭიდროდ ეხვეოდნენ ერთმანეთს, ისე უჭერდნენ მკლავებზე ხელებს, თითქოს ერთმანეთის
ტკივილის შეგრძნება და მისი სხეულიდან განდევნა სურდათ. თითქოს სხეულები
ეუბნებოდნენ ერთმანეთს - აჰა, იგრძენი, მეც არანაკლებ მტკივაო. ისე ტიროდნენ, ისე
მოთქმით, როგორც გასვიანის დასაფლავებაზე უნდა ეტირათ, ერთად. ხომ ძლიერად
ეხუტებოდნენ? - მაგრამ მაინც, ორივე გრძნობდა ბარიერს, რომელსაც ტკივილი წარმოშობდა;
უზარმაზარი ტკივილი, სახელად - დათუნა გასვიანი.

მომვლელ გოგონას ორივე ხელი შეეტყუპებინა და პირზე მიედო. საოცრად ამაღელვებელი


სცენის შემყურე, ვერაფრით იკავებდა ცრემლებს. ლუდმილა და ეკატერინე კი ერთმანეთს არ
შორდებოდნენ. მიხალკოვა, შიგადაშიგ, რაღაცას ეჩურჩულებოდა გოგონას, მაგრამ ჟენიას
არაფერი ესმოდა.

გარკვეული დროის შემდეგ პირველმა ტალღამ გადაიარა და გასვიანის ჭირისუფლებიც


ჩააცხრო. ორივემ შეწყვიტა ტირილი და ერთმანეთს დასცილდა. ვასილევნამ უხმოდ ჩაკიდა
ხელი ჯაყელს და იქვე, სავარძლებისკენ, წაიყვანა.

ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ - ხმას ისევ არცერთი იღებდა. უბრალოდ ისხდნენ და


აკვირდებოდნენ ერთმანეთს. ორივე ამჩნევდა ნაცნობ ტკივილს ერთმანეთის სახეზე, მაგრამ
სიტყვას მაინც არცერთი ძრავდა. ბოლოს ლიუდმილამ მზერა მოაცილა გოგონას და თავის
მომვლელს გახედა.

-ჩაი გაგვიკეთე, ჟენიუშკა, ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო... - ისევ ეკატერინეზე გადაიტანა
მზერა მიხალკოვამ და მკრთალად გაუღიმა გოგონას.

ეკატერინე ხმას მაინც არ იღებდა. ცრემლები შეიმშრალა და უკეთ განაგრძნო საყვარელ


სადედამთილოზე დაკვირვება. ვერ იჯერებდა, რომ მის წინ ნამდვილად ლიუდმილა
ვასილევნა იჯდა. რამდენიმე თვეში ისე დაბერებულიყო, მოტეხილიყო, მთლიანად დაეკარგა
ეშხი და ხიბლი, რასაც ასაკშიც კი ინარჩუნებდა. ნაოჭები საგრძნობლად დამჩნეოდა, თმები
გაჭაღარავებოდა, წონაში ალბათ თხუთმეტიოდე კილო მაინც ექნებოდა მოკლებული. მის წინ
სრულიად ახალი ლიუდმილა მიხალკოვა იჯდა - უბედური გამოხედვით, ღიმილითა და
საუბრის მანერით. ნათელი სხივი, მის მზერაში, აღარ არსებობდა; აღარ არსებობდა ქალური
სიკეკლუცე მის ღიმილში. ეტყობოდა, რომ ცდილობდა ნორმალურად ცხოვრებას და ძველი
ლიუდმილას როლის თამაშს, მაგრამ სახლში მაინც გამეფებულიყო მარტოობის მძაღე სუნი.

-დავბერდი, არა? - თითქოს ეკატერინეს ფიქრები ამოიცნოო, ნაღვლიანი ღიმილით ჰკითხა


ლიუდმილამ გოგონას.

-ცუდად არ გამოიყურებით, ლიუდმილა ვასილევნა. - რაც შეეძლო დამაჯერებლად იცრუა


ჯაყელმა.

-ჩემო კაწიუშა, ტყუილები ვერაფრით ისწავლე, არა? - ჩაეცინა ქალს და ამ ჩაცინებასაც კი


გააყოლა ტკივილი.

-ყველაზე მეტად თქვენ გიჭირთ... - ტონი მაშინვე აუთამაშდა ეკატერინეს და ცრემლებმაც


მაშინვე დანამეს მათთვის უკვე კარგად ნაცნობი ყვრიმალები.

-აღარც მიჭირს უკვე, ჩემო გოგო. აღარც კი მიჭირს... - ამოიხვნეშა ვასილევნამ.

-დრო ვერ გვიშველის, არა? - გულუბრყვილო ბავშვივით იკითხა ეკატერინემ.

-არ ვიცი, არ ვიცი... იქნებ შენ გიშელოს კიდეც, მაგრამ მე... - ხელები ჩაიქნია ლიუდმილამ.
-მის გარეშე ძალიან მიჭირს, ლიუდმილა ვასილევნა... - ამოიტირა ჯაყელმა.

-ვიცი, ვიცი, ჩემო გოგო, ვიცი... - გული დაეწვა მიხალკოვასაც და მანაც გადმოყარა
ცრემლები.

-მითხარით, რა, როგორ ხართ? ხომ არაფერი გჭირდებათ? ვიცი, რომ ადრეც უნდა
მოვსულიყავი, მაგრამ...

-ნუ მიხსნი, კაწიუშა, არ გინდა. - ხელზე ნაზად შეახო ხელი ლიუდმილამ სარძლოს. - მესმის,
შენი ტკივილი.

-თქვენ კი გესმით ჩემი, ეს მე ვერ გავიგებ ვერასდროს, რამდენად ძლიერი ქალი ხართ, რომ
ორი ყველაზე საყვარელი ადამიანის სიკვდილს ასე იტანთ.

-ვიტან კი?! - ტკივილიანად ჩაეცინა ქალს და ოთახში შესულ ჟენუშკას ფინჯანი ჩაი
გამოართვა. - ასე მგონია, ლანდი დავრჩი.

-თქვენ ყველაზე ძლიერი ქალი ხართ, ვინც კი ოდესმე შემხვედრია ცხოვრებაში, ლიუდმილა
ვასილევნა! - საოცრად გულწრფელი იყო იმ წამს ეკატერინე.

-ძლიერი... - ჩაილაპარაკა მიხალკოვამ თავისთვის. - ჩემი თემურის შემდეგ სხვა გზა არც
მქონდა. მყარად უნდა ვმდგარიყავი ფეხზე, რომ დათუნას არაფერი მოკლებოდა, რომ მას არ
შეემჩნია ჩემი სისუსტე. მინდოდა, სიმტკიცე და პრინციპულობა ჩამენერგა მასში, რომ
არასდროს ეგრძნო უმამობა...

-ყველაფერი გააკეთეთ, რომ მისგან ნამდვილი კაცი დამდგარიყო!

-იცი, რა რთული იყო, კაწირინა? ყოველ ნაბიჯზე იყო ხიფათი...

-ძალიან ხშირად მიყვებოდა იმ საშინელი ხალხის შესახებ, რომელშიც ტრიალი უწევდა. -


უცებ იცრუა ჯაყელმა და ხელსაწმენდით შეიმშრალა ცრემლები.

-გიყვებოდა? - თვალები გაუფართოვდა ვასილევნას, რომელმაც ვერაფრით დამალა


გაკვირვება.

-დიახ, ძალიან ხშირად მიყვებოდა. იმ მიზეზზეც, რის გამოც თბილისში გადაწყვიტა


ჩამოსვლა...

-როგორ... რას გიყვებოდა? - ისედაც ფერმკრთალი სახე კიდევ უფრო გაეცრიცა ქალს.

-ყველაფერს. იმ სირთულეებზე, რისი გადატანაც უწევდა, რომ ცუდ წრეში არ მომხვდარიყო


და... თქვენს ნათლულზეც. - დიდი სიფრთხილით დაამატა ბოლო სიტყვები ჯაყელმა და წინ
მჯდომს შეხედა თვალებში.

-ლევანზეც გიყვებოდა?

-მასზე არ უყვარდა ლაპარაკი, მაგრამ გაკვრით ახსენებდა. ვიცი, რომ თქვენი ნათლული
არაკანონიერი საქმეებისკენ უბიძგებდა დათუნას.
-დათუნამ გითხრა ასე?

-დიახ, რატომ გიკვირთ? რამეს არასწორად ვამბობ? რამე შეცდომით ვიცი? - ვასილევნას
რეაქციით იმედი მიეცა ეკატერინეს და წამით თავი შეიძულა კიდეც, რომ რაიმე ცუდი
იფიქრა დათუნაზე.

-არა... არა, კაწირინა, ყველაფერი სწორად გცოდნია... - თვალები ცრემლებით აევსო


მიხალკოვას და თავი დახარა. - უბრალოდ, მე არ მეგონა, რომ შენც იცოდი... - დაამატა
შემდეგ ჩურჩულით.

ეკატერინემ ძლიერი ჩხვლეტა იგრძნო გულის არეში - ენიშნა ლიუდმილა ვასილევნას


რეაქცია და მიხვდა, რომ რაღაც საშინელებას იყო მიმდგარი.

-დათუნა არასდროს ეპუებოდა, არა? - ძლივს იკითხა ჯაყელმა.

მიხალკოვამ ამოიხვნეშა და სავარძელში გასწორდა. ფინჯნის სახელურს ნერვულად


აწვალებდა და არაფრისდიდებით უსწორებდა თვალს გოგონას.

-ლიუდმილა ვასილევნა... - მღელვარება პიკს აღწევდვა კატოსთვის.

-ჩემი შვილი არასდროს ყოფილა რკინასავით მაგარი, პრინციპული და დაუნდობელი... -


ჩახრეწილი ხმა გააჟღერა ლიუდმილამ.

-მაგრამ?!

-მაგრამ ლევანმა მაინც ვერაფრით მოახერხა მისი ბნელ მხარეზე გადაყვანა. დათუნამ
ყოველთვის იცოდა, რაც მოყვებოდა ჩემი ნათლულის არჩეულ გზას. მართალიც აღმოჩნდა,
საბოლოო ჯამში...

-ის მოკლეს, არა?!

-ორი წლის წინ, თურქეთის ციხეში. - ოხვრას ამოაყოლა სიტყვები ქალმა.

-ჰო, ეს კი არასდროს უთქვამს დათუნას... მეც შემთხვევით გავიგე.

-ნუ გაბრაზდები მასზე, კაწირინა, გთხოვ. უბრალოდ, ლევანი ის ლაქა იყო, ჩვენს
ცხოვრებაში, რომლისაც ყოველთვის გვრცხვენოდა.

-არ ვბრაზდები, ლიუდმილა ვასილევნა. მასზე როგორ გავბრაზდები?!

-ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან... როგორც წყალი და ცეცხლი, ისე


იყვნენ. - ჩურჩულებდა ლიუდმილა და თავს აქნევდა.

-მოდი, აღარ გვინდა ამაზე, უბრალოდ ჩაი დავლიოთ. - სიტუაციის განმუხტვა გადაწყვიტა
ეკატერინემ, რადგან გრძნობდა - მისი გული მეტს ვეღარ გაუძლებდა.

მიხალკოვამ ცრემლები მოიწმინდა და სარძლოს გაუღიმა. შემდეგ აკანკალებული ხელები


მოხვია ფინჯანს და ნელა მიიტანა პირთან.
ჩაის სვამდნენ ტაატით, აუღელვებლად და აუჩქარებლად. შიგადაშიგ, გამოელაპარაკებოდნენ
ხოლმე ერთმანეთს, დროებით და შემდეგ ისევ ბეჯითად აშტერდებოდნენ თავიანთ
ფინჯნებს. ჟენიუშკა შემოდიოდა, წამალს ასმევდა თავის ქალბატონს და მაშინვე
იძურწებოდა ტკივილისა და დუმილის არეალიდან.

-მოსკოვში ჩემ გამო ჩამოხვედი, შვილო? - ჩაის ერთსაათიანი სმის შემდეგ ჰკითხა
ლიუდმილამ გოგონას.

-სხვა რა მიზეზი მექნებოდა? - ნაღვლიანად გაეღიმა ჯაყელს. - რომ არ მენახეთ,


მოვკვდებოდი...

-დიდი ხანია ამერიკიდან დაბრუნდი?

-რამდენიმე კვირა.

-მიხარია, რომ შეძელი, კაწირინა... ძალიან ძლიერი გოგო ხარ!

-არც იმდენად, რამდენადაც თქვენ.

-ოჰ, როგორ ცდები... - ჩაეცინა ნაღვლიანად მიხალკოვას. - მე ვერ ვიყავი იმდენად ძლიერი,
კაწირინა, დამიჯერე...

-თქვენ შესანიშნავი ვაჟი აღზარდეთ!

-იცი, რატომ უყვარდი ასე გაგიჟებით? - უცებ შეუბრუნდა ვასილევნა სარძლოს. - იმიტომ,
რომ ყველაზე მტკიცე, შეუვალი და ძლიერი ქალი იყავი, რომელიც საოცრად ახერხებდა
ყველაფრის გულის სიღრმეში დაფვლას და ლოიალურობის შენარჩუნებას. იცი, რამდენს
მელაპარაკებოდა შენზე? – „დედა, კაწირინა ასეთია, კაწირინა ისეთია... ჩემი კაწერინა
საოცარია, ერთდროულად ძლიერიც და სათუთიც, დამთმობიც და შეუვალიც - ცეცხლი და
წყალი!“ შენ მისთვის ყველაზე დიდი სხივი იყავი, ჩემო გოგო. სხივი, რომელმაც მე შვილი
გადამირჩინა...

-გადაგირჩინათ? განა ჩემმა ოჯახმა არ წაგართვათ მისი თავი?! - ცრემლები ღაპა-ღუპით


ცვიოდა გოგონას.

-არა, არა, კაწირინა, ნუ ფიქრობ მაგაზე...

-არ გძლუვართ, ლიუდმილა ვასილევნა? - ხმამაღლა წასკდა ტირილი ეკატერინეს.

-ერთადერთი ხარ, რაც დამრჩა ცხოვრებაში. კაწირინა, ჩემო კაწიუშა, ჩემო უდაბნოს
ვარსკვლავო, როგორ უნდა მძულდე?! შენ არ წაგირთმევია დათუნა ჩემთვის, შენ მე ის
შემინარჩუნე. მისი თავი ადამიანების მცდარმა გადაწყვეტილებებმა წამართვა... ადამიანის
დაუნდობლობამ და სიმხეცემ! შენ არა... შენ არა... სიყვარული, ნამდვილი და წრფელი
სიყვარული ვერასდროს წარმოშობს ზიზღსა და ბოროტებას. არც გაბედო შენი თავის
დადანაშაულება!

-მაპატიეთ, ლიუდმილა ვასილევნა! - წამოიყვირა ტირილით ეკატერინემ და სადედამთილოს


ჩაუვარდა ფეხებში.
-ჩემო კაწირინა... ჩემო კაწიუშა... ჩემო უდაბნის ვარსკვლავო... - ტირილით ჩურჩულებდა
ქალი და თავზე კოცნიდა გოგონას. - როგორ დაგტანჯა ამ ცხოვრებამ... როგორ გაგაწამა...
როგორ გატკინა... - მონოტონურად ჩურჩულებდა მიხალკოვა და ცრემლებს ფართო არეალს
აძლევდა. მის მკლავებში ეკატერინეს კიდევ უფრო ამოუჯდა გული და ისე ატირდა, როგორც
არასდროს, დათუნას გამო.

აქამდე ის იყო დიდი ტრაგედიის მთავარი გმირი. ყველა მას ევლებოდა თავს და არავინ
აცხადებდა პრეტენზიას, რომ მასზე მეტად სტკიოდა დათუნას სიკვდილი. მაგრამ ახლა იმ
ადამიანის კალთაში ჰქონდა თავი ჩარგული, რომელსაც მასზე მეტად ანადგურებდა
გასვიანის სიკვდილი. ახლა ის შვილმკვდარი დედის კალთას იყო მიფარებული და ზუსტად
იცოდა, მისი ტკივილი თავისას ჭარბობდა.

-ლიუდმილა ვასილევნა, გაივლის? - დიდი ხნის შემდეგ წამოყო თავი ტირილით დაღლილმა
ეკატერინემ და საწყალი თვალებით შეხედა ქალს.

-არა, კაწიუშა, ეს არ გაივლის... - ცრემლები მოწმინდა ლიუდმილამ გოგონას და მშვიდად


უთხრა. - ეს სულ დარჩება...

-შევეჩვევი?

-აუცილებლად! - ნაღვლიანად გაეღიმა ვასილევნას.

-თქვენ შეძელით, ბატონი თემურის სიკვდილთან შეგუება?

-შეჩვევა და შეგუება სხვადასხვა რამეა, მაგრამ მაინც - ალბათ შევძელი. იცი? - თემური რომ
გარდაიცვალა ყველაფრის და ყველას დანახვა მიჭირდა, ჩემი დათუნას ჩათვლით.
ყველაფერი ბნელ ფერებში მეჩვენებოდა; აბსტრაქტულად კი არა, ფიზიკურად აღვიქვამდი
ყველაფერს უფრო შავად, გაცრეცილად და უსახურად. აღარაფერი მახარებდა და არავინ
მინდოდა. მერე, თვეების და წლების შემდეგ, ნელ-ნელა დამეწმინდა გამოსახულებაც და
ნათელი ფერების მიმართაც დამიბრუნდა აღქმის უნარი. ახლა ყველაფერს ისევ ბნელად
ვხედავ, ორჯერ უფრო ბნელად, ვიდრე მაშინ, მაგრამ უკვე აღარც კი მადარდებს, კაწირინა. იმ
დონემდე ვარ, როცა ტვინი ტკივილს ვეღარ აღიქვამს...

-რატომ არ შეიძლებოდა, რომ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო?

-იმიტომ, რომ მე ღმერთს არ ვყვარებივარ, ჩემო კაწიუშა... - ტკივილით გაჟღენთილი


ღიმილით გაეღიმა მიხალკოვას და თვალები მინაბა. - უბედური, ქვრივი და შვილმკვდარი
ქალის როლი შეურჩევია ჩემთვის. - ეულმა კურცხალმა ჩამოისრიალა მის გადაღლილ
ნაკვთებზე.

ეკატერინეს არაფერი უთქვამს; ლიუდმილა ვასილევნას კალთას ნელა მოსცილდა და ისევ


სავარძელში დაიკავა ადგილი. მანაც საზურგეს მიაყრდნო თავი და გაიტრუნა. ისევ სიჩუმე
ჩამოწვა. ისევ დაიკარგა სიტყვები.

-იცი, რას მივხვდი, კაწირინა? - დიდხნიანი დუმილი დაარღვია ლიუდმილამ, რომელსაც


ბეჯითად გაეშტერებინა მზერა მაგიდაზე მდგარი ფინჯნისთვის. - სიძლიერე არ არის ის, რაც
ქალმა უნდა ინატროს ცხოვრებაში. იცი, რამდენხანს ვცდილობდი ჩემში სისუსტის
დაჩაგვრას? ძლიერი ქალის როლის თამაშს, მტკიცე ხასიათის გამოვლენას, ჩემი ქალური
სიამაყის აფიშირებას. სინამდვილეში კი, იცი, ვინ არიან ყველაზე ბედნიერები? - ქარაფშუტა
ქალები. ქმრის ხელისგულზე წამოწოლილები, მზეზე შეფიცხულები, საუკეთესო
სუნამოებით,კ ოსმეტიკით, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით განებივრებულები. მსუბუქი
სიცილისა და ჰაეროვანი ტვინის პატრონნი. ყოველდღიური პრობლემებისგან
გადაუღლელნი. უბრალოდ ლამაზები და უბრალოდ მარტივები. ვის ჭირდება ძლიერი ქალი?
- სიძლიერე ხომ ქალს მხოლოდ ტკივილისა და ტანჯვის ფასად უჯდება?! ვის რაში ჭირდება
ტკივილმიკედლებული, ტირილისაგან გამოფხეკილი ქალი?! ბედნიერია ქალი, რომელიც
მწერის დანახვისას კივის და ხელის გასერვისას ცრემლად იღვრება. ჰო, ეს არის ნამდვილი,
ჭეშმარიტი ბედნიერება! არავინ მოგატყუოს, ჩემო გოგო, არავინ გითხრას, რომ ბედნიერება
სიძლიერეშია. ბედნიერება სიმარტივეშია; გადაუღლელ ღიმილში, ტკივილაურეკლავ
თვალებში, ცრემლუცოდინარ ყვრიმალებში, თხელ, სიფრიფანა, თითქმის გამჭირვალე,
მაგრამ ცხოვრების საზრუნავებისგან დაუმძიმებელ სხეულში. რაც უფრო ცარიელია ქალი,
რაც უფრო პრაგმატული და რაც უფრო მატერიალური, მით უფრო ადვილია მისთვის
ცხოვრება. არავის ჭირდება ფოლადი ხასიათში, ყველაზე კარგია ფაიფური. დაიტანჯები...
რაც უფრო ძლიერი ხარ, გონიერი, პრინციპული, ღირსეული, ამაყი, ნიჭიერი, პირდაპირი,
გულწრფელი - მით უფრო მეტად დაიტანჯები! უფრო მეტად გადაგთელავს ცხოვრება! ჩემი
მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, მხოლოდ ერთი რამის გაზიარება შემიძლია შენთვის,
შვილო, ჩემთვის უკვე გათავდა გზა, მაგრამ შენ ჯერ წინ გაქვს ყველაფერი. დაიმახსოვრე,
კაწირინა - ცხოვრების გზაზე ისე უნდა იარო, რომ არასდროს დაგავიწყდეს ქარაფშუტა
ღიმილი, მსუბუქი კისკისი და უდარდელი მზერა. რაც უფრო ჭკუამხიარული იქნები, მით
მეტად გაგაღმერთებს ყველა და მით მეტად გაბედნიერდები შენც. საკუთარ ხორცში
გამომწყვდეული ტკივილი ყველას იმდენი აქვს, სხვაში მხოლოდ თავისუფლება თუ
სწყურიათ. ქალის ცრემლები? - მხოლოდ ფილმში თუ ელამაზება ვინმეს. რეალურ
ცხოვრებაში ძლიერი ქალი ვერ ხარობს ბედნიერების ნიადაგზე. კარგად დაიმახსოვრე და
არასდროს დაივიწყო ჩემი სიტყვები. მენდე, ყველაფერი, საცდელი ვირთხასავით, ჩემს თავზე
მაქვს გამოცდილი. - მთელი მონოლოგის განმავლობაში ლიუდმილა ვასილევნა წამითაც არ
აცილებდა მზერას მაგიდას. თითქოს მას ელაპარაკებოდა და არა ჯაყელს. თავის მხრივ,
ეკატერინე მიხალკოვას იყო მიშტერებული და ცრემლიანი თვალებით შეჰყურებდა
იმედგაცრუებულ, ნატანჯ ქალს, რომელიც ასე ეძვირფასებოდა. ფიქრობდა, რომ მისი
გაჩუმების შემდეგ თავადაც იტყოდა რამეს; რაიმე სანუგეშოს და ოდნავ მაინც
შეუმსუბუქებდა ქალს ტკივილს, მაგრამ ლიუდმილა გაჩუმდა თუ არა ოთახში ისეთმა
სიჩუმემ დაისადგურა, გოგონამ ხმის ამოღება ვერ გაბედა.

რამდენიმე წუთის ან საათის შემდეგ ჟენიუშკა მორიდებით შევიდა ოთახში და მაგიდასთან


აიტუზა.

-ქალბატონო ლიუდმილა ვასილევნა, სადილი მზად არის... - ჩურჩულით მიმართა თავის


ქალბატონს. ისე, თითქოს რაიმე სამარცხვინოს ეუბნებოდა.
-გმადლობთ, ჟენიუშკა, მალე მოვალთ. - ხელსახოცით უპეები შეიშრო მიხალკოვამ და
ეკატერინეს მიუბრუნდა. - შენი ბარგი სად არის? ჟენია ოთახში შეიტანდა...

-ბარგი თან არ მაქვს, ლიუდმილა ვასილევნა, მე სასტუმროში გავჩერდი და იქვე დავრჩები,


გთხოვთ.

-რატომ კი მაგრამ? რა საჭიროა სასტუმრო...

-ასე მირჩევნია, ლიუდმილა ვასილევნა. - მუდარა გაურია ხმაში ჯაყელმა და ისეთი სახით
შეხედა ქალს, მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა.

-კარგი, კაწიუშა, როგორც გინდა... - თავი დაუქნია დანანებით ლიუდმილამ გოგონას და


წამოდგა. - წამოდი, ვისადილოთ მაინც.

პროცესს მაგიდასთან ჯდომა უფრო ერქვა, ვიდრე სადილობა. არც ეკატერინეს და არც
ლიუდმილა ვასილევნას პირი არაფრისთვის დაუკარებიათ. ერთმანეთს მისჩერებოდნენ
თვალებში და აკვირდებოდნენ ყველაფერს გარშემო, მაგრამ ლუკმას ვერაფრით იდებდნენ
პირში. რამდენიმე ხნის შემდეგ ორივე დაიღალა და წამოდგა სკამიდან. ეკატერინე
ხვდებოდა, რომ ამ სიტუაციას მეტად ვეღარ აიტანდა და წასვლა გადაწყვიტა. დიდად არც
მიხალკოვა შეწინააღმდეგებია, რადგან მასაც ძალიან უჭირდა ჯაყელთან საუბარი.

-მოსკოვში რამდენი ხნით დარჩები, კაწირინა? - გაცილებისას ჰკითხა ვასილევნამ გოგონას.

-არვიცი,ლიუდმილა ვასილევნა, ალბათ, კიდევ რამდენიმე დღე. მერე უნდა დავბრუნდე...

-ჰო, უნდა დაბრუნდე, რა თქმა უნდა. ხვალაც ხომ მოხვალ?

-აუცილებლად. - მკრთალად გაეღიმა ეკატერინეს და რაც შეეძლო მაგრად გადაეხვია ქალს.


მიხალკოვამ ისე ჩაიკრა გოგონა გულში, როგორც საკუთარ ქალიშვილს ჩაიკრავდა.

გრძელი ცერემონიის შემდეგ ჯაყელი, როგორც იქნა, გამოაცილეს მიხალკოვების სახლიდან.


კარი მიიხურა თუ არა ეკატერინე იქვე, კედელთან ჩასრიალდა, თავი ხელებში ჩარგო და
ერთხანს ასე გაუნძრევლად იჯდა. ღრმად სუნთქავდა და დაცლილი ენერგიების შეკოწიწებას
ცდილობდა. დაახლოებით ათ წუთში წამოდგა, სადარბაზოს კიბეები სწრაფად ჩაირბინა და
გარეთ გავარდა. ისე იყო შეშლილი, ემოციებისგან გადაღლილი და გადატვირთული, კაფეში
მჯდარი ანდრეა აღარც გახსენებია. ტაქსს სწრაფად დაუქნია ხელი და ჩაჯდა. ერთი სული
ჰქონდა, იმ ადგილს გაცლოდა, ნომრმამდე მიეღწია და გამოსაცლელი ემოციაც ამოეგლიჯა
ტანიდან. მანქანა ადგილს მოცილდა თუ არა, კატომ ფანჯარას ჩაუწია, თვალები მინაბა და
წამით გონების გათიშვა გადაწყვიტა.

სასტუმრომდე ისე მივიდა, ვერც გაიგო. სწრაფად გადაუხადა მძღოლს ფული და შენობაში
შევარდა. ნომრამდე ძლივს მოითმინა, რომ სადმე არ ეღრიალა ან ეტირა ან ფეხები
მოკვეთოდა და უსულოდ დაცემულიყო მიწაზე. კარი გააღო თუ არა, იქვე ჩაიკეცა, თავი
კედელს მიაყრდნო და ატირდა.

მისი მარტოობის ნეტარებამ და გრძნობების მოოხების წამმა მხოლოდ მცირე ხნით გასტანა,
რადგან ეკატერინეს მალევე დაუკაკუნეს კარზე. ჯაყელი არც კი განძრეულა; იმდენად იყო
გასავათებული, წამოდგომასაც ვერ ახერხებდა.

-ეკატერინე, გამიღე კარი, ანდრეა ვარ! - მოესმა ცოტახანში გოგონას ნაცნობი ხმა და თითქოს
მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს. გაახსენდა სად იყო, რატომ იყო და ვისთან ერთად. თავი
წამოსწია, ცრემლები მოიშორა სახიდან და წამოდგა.

-რატომ არ მიღებ კარს, ანდრეა ვარ-მეთქი! რას გამოვარდი იქიდან... - ჩხუბობდა ანდრეა,
როცა უეცრად გაიღო კარი და ზღურბლზე ჯაყელი გამოჩნდა.

-რა გინდა?! - გადაღლილი და ჩახრეწილი ხმა ჰქონდა გოგონას.

-რა გჭირს, იტირე? - დანაოჭებული ფოსოები მაშინვე მოხვდა თვალში მამაკაცს.

-საღამოს ვილაპარაკოთ, დავიღალე. - ახვლედიანის თავიდან მოცილებას ცდილობდა კატო.

-საღამოს რატომ? კიდევ ბევრი რომ იტირო და გონების დაკარგვამდე მიიყვანო თავი? - არა,
მადლობა, მერე ჩემი მოსავლელი უნდა გახდე! - ჩაეცინა ანდრეას და დაუკითხავად შეიჭრა
ნომერში. - კარი მიხურე და მომიყევი ყველაფერი. - ჯიბეებიდან ამოიღო ხელები და
კომფორტულად მოკალათდა სავარძელში.

-არაფერი მაქვს სათქმელი. - უემოციო ტონი ჰქონდა ჯაყელს.

-როგორ, არაფერი? სულ არაფერი?

-საერთოდ არაფერი!

-რა კითხე და რა გიპასუხა? ასე უბრალოდ „არაფერი“ არ არის პასუხი!

-რა უნდა მეკითხა, ანდრეა?! - წამოიყვირა ახვლედიანის სიტყვებით გაღიზიანებულმა


გოგონამ. - რა უნდა მეკითხა მკვდარ შვილზე მისთვის?! რამეს ხომ არ მიმალავდათქო? რამე
ხომ არ მიუქარავს წარსულშითქო? შვილს, რომელსაც აღმერთებდით და რომელიც
მოგიკლეს, რამე საშინელი ხომ არ ჰქონდა ჩადენილი ახალგაზრდობაშითქო?! რა მეკითხა,
შვილმკდარი დედისთვის?! რა მეკითხა და რა უნდა ეპასუხა?!

ანდრეას გამომეტყველება შეეცვალა და გაფითრდა. ეკატერინეს უეცარ გაცხარებას ვერ


წარმოიდგენდა და უკვე მეორედ იმ დღეს, საკუთარი თავი მიუხვედრელობის გამო დატუქსა,
გულში.

-ყვირილი არ არის საჭირო... - მშვიდი ტონით ეკატერინეს დამშვიდებასაც ცდილობდა


მამაკაცი.
-მაშინ გითხარი, საღამოს ვილაპარაკოთ-მეთქი! - დაიყვირა ჯაყელმა და პატარა მაგიდაზე
მდგარი ლარნაკი მოისროლა იატაკზე.

-ძალიან ხარ გაბრაზებული და ასე უბრალოდ „არაფრის“ გამო არ ბრაზდებიან. რა მოხდა?

-ღმერთო, შენ მომეცი გამძლეობა! - თმაზე ნერვულად ისვამდა ხელებს ეკატერინე.

-რა კითხე და რა გითხრა?

-რა უნდა მეკითხა? - მითხარი! რა უნდა მეკითხა დედისთვის გარდაცვლილ შვილზე? რა


უნდა ეთქვა? რა უნდა ეთქვა, ერთადერთ შვილზე, რა?!

-და თუ არაფერი უთქვამს, რა გაგიჟებს ასე ძალიან?! - ტონს აუწია ახვლედიანმაც.

-შენ მაგიჟებ, შენ! შენი აქ ყოფნა მაგიჟებს! შენი გამოჩენა მაგიჟებს ჩემს ცხოვრებაში! შენი ამ
საქმისადმი ინტერესი მაგიჟებს! გეყო, რა! უბრალოდ გეყოს თამაში და აღიარე, რომ შენ
მომიკალი დათუნა! აღიარე, რომ შენმა ოჯახმა მოკლა ჩემი დათუნა! თქვი, რომ დათუნას
წარსულში არაფერია! აღიარე! აღიარე და მომასვენე! - მთელ ხმაზე ყვიროდა ეკატერინე,
რომელსაც ძარღვები დასკდომას ჰქონდა.

-კარგი, გეყოფა, დამშვიდდი. - გოგონასთან მიახლოვება ცადა ანდრეამ.

-შენ მომიკალი და შენმა ოჯახმა. სხვა გზა უბრალოდ არ შეიძლება, რომ არსებობდეს! არ
შეიძლება, რომ ჩემს დათუნას ჰყოლოდა მტრები! არ შეიძლება, რომ ლიუდმილა ვასილევნას
გაზრდილ შვილს რამე შეშლოდა! - გაყვიროდა ისტერიკაში მყოფი ჯაყელი.

-კარგი-მეთქი, გეყოფა! - წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც დაუკავა ხელები მამაკაცმა


ეკატერინეს და გააჩერა.

-არ მომეკარო! ნუ მეხები! მკვლელი ხარ! ჩემი დათუნაც შენ მოკალი და ეს სულელური
თამაშიც ჩემ გასამწარებლად წამოიწყე! აღარ მინდა აქ, უნდა წავიდე... უნდა გავეცალო
აქაურობას, გამიშვი! - მკერდზე ურტყამდა ხელებს კატო ანდრეას.

-კარგი, კარგი, კარგი... - ჩურჩულებდა ანდრეა და აცახცახებული სხეულის გულში ჩაკვრას


ცდილობდა.

-გემუდარები, ახვლედიანო, მითხარი, რომ შენი მოკლულია დათუნა... გეხვეწები, თქვი... -


ყვირილისგან ხმაჩამწყდარი ეკატერინე ძლივსღა ეჩურჩულებოდა მამაკაცს და ტიროდა.

-დამშვიდდი შენ; დამშვიდდი და მერე ვილაპარაკოთ... - ხელი ნელა წამოსწია ანდრეამ და


ფრთხილად შეახო ჯაყელის თმას, რადგან მაინც ეშინოდა მისი აფეთქების.

-არ შეიძლება, რომ დათუნას მტერი ჰყავდეს... არ შეიძლება... არ შეიძლება... - ლუღლუღებდა


ახვლედიანის მკლავებს მისვენებული ჯაყელი.

ამდენი ლანძღვის, ცემის, ცინიკური ჩაცინებისა თუ კომენტარის, ყვირილისა და


შეურაცხყოფის შემდეგ, ანდრეა ახვლედიანი და ეკატერინე ჯაყელი სასტუმროში, ნომერში
იდგნენ ერთმანეთზე მჭიდროდ აკრულები. ეკატერინე მის მხარზე მოთქვამდა, ანდრეა კი
მონოტონურად უსვამდა ხელს თმაზე. ვინმე რომ შემოსულიყო და ეკითხა, აქ რა ხდებაო,
ხმას ვერცერთი ამოიღებდა, რადგან პასუხი არცერთს ექნებოდა. იმ წამს უბრალოდ ხდებოდა
ის, რაც უნდა მომხდარიყო. იმ წამს ახვლედიანსა და ჯაყელს შორის ადამიანობა ხდებოდა და
იქნებ ამის შემდეგ ისევ გაგრძელებულიყო უსასრულო ლანძღვა ან ცინიკური რეპლიკები,
მაგრამ იმ წამს, იმ გაყინულ წამს, ორი სხეული ერთმანეთს ეხუტებოდა და ამით ცდილობდა
დამშვიდებას.

გარკვეული დროის შემდეგ გოგონა აშკარად მოეშვა და ტირილი შეწყვიტა. ანდრეამ


ფრთხილად წაიყვანა დივნისკენ და დასვა. ეკატერინე ერთიანად გაყინულიყო და ამიტომაც
ახვლედიანმა პლედი მოაფარა. ანდრეა ისე იქცეოდა, როგორც მზრუნველი მშობელი ან
მეუღლე. ისე ეპყრობოდა კატოს, როგორც ანასტასიას მოეპყრობოდა, დედამისს ან ბარბარეს.
როცა დარწმუნდა, ჯაყელი ნამდვილად კარგად იყო, დივანს მოსცილდა და მის
საპირისპიროდ მდგარ სავარძელში დაიკავა ადგილი.

ოთახში დაძაბული დუმილი ჩამოწვა. ეკატერინე მხოლოდ თვალებს ახამხამებდა და


შიგადაშიგ სლუკუნებდა. ანდრეას იატაკისთვის ჰქონდა მზერა გაშტერებული და ხელებს
იფშვნეტდა. პირველად იყო, რომ ეს ორი ადამიანი ერთ ოთახში დუმილს ქმნიდა. პირველად
აღარ უჩნდებოდათ სურვილი, ერთმანეთისთვის რამე ცუდი ეთქვათ და გაემწარებინათ.

-მე არ მომიკლავს, ეკატერინე. - ბოლოს ძლივს ამოიღო ხმა ანდრეამ, მაგრამ მაინც არ შეხედა
წინ მჯდომს თვალებში.

ეკატერინე მაშინვე გამოფხიზლდა და გასწორდა - ცრემლით ამოვსებული თვალები მიანათა


თავდახრილ მამაკაცს.

-არც მე მომიკლავს და არც ჩემს ოჯახს. წმინდანები არ ვართ და არც მათ დაცვას ვცდილობ,
უბრალოდ ვიცი, რომ ჩვენ არაფერი დაგვიშავებია მაგ საქმეში. ქალაქში რომ დავბრუნდი,
მამაჩემი და ჩემი ძმა ეკლებზე ისხდნენ; ეშინოდათ, რამე სისულელე არ ჩამედინა და შენი
ბიძაშვილის მერე უარესად არ გამემწვავებინა სიტუაცია. ისინი არაფერს იზამდნენ. შენს
საქმროს არ მოკლავდნენ, ვიცი! - ანდრეამ თავი წამოსწია და მიწისფერი თვალები შეაგება
გოგონას.

-მაშინ... ვინ... ან რატომ... - რამდენიმე კურცხალი გადმოსცვივდა გულდაფლეთილს.

-მართლა გინდა ცოდნა?

-მოვკვდები, თუ ვერ გავიგებ! - მტკიცე იყო ჯაყელი.

-რომ გეტკინოს? იმაზე ათასჯერ უფრო მეტად რომ გეტკინოს, ვიდრე ახლა?

-არ მადარდებს! იმაზე უარესი არაფერია, როცა შენთვის ხატად ქცეულ ადამიანს ბზარები
ეპარება. დათუნას კულტი ან მრთელი მირჩევნია ან დამსხვრეული!

-რაში გჭირდება ამდენი ტანჯვა? მას ვეღარაფერი გააცოცხლებს...


-შენ ვერ გამიგებ, ანდრეა. - სახელით მიმართა გოგონამ. - ვერასდროს გამიგებს ადამიანი,
რომელსაც არასდროს ჰყვარებია. - პლედი უფრო მჭიდროდ მოიხვია ეკატერინემ და
წამოდგა. - უნდა დავიძინო.

-საღამომდე. - ერთადგილსმიშტერებული მზერა ძლივს აამოძრავა ანდრეამ და წამოდგა.


ფრთხილად გაიხურა ჯაყელის ნომრის კარი და თავისისკენ გასწია, ნელა. გონებაში მხოლოდ
ერთი ფრაზა უტრიალებდა. „ვერასდროს გამიგებს ადამიანი, რომელსაც არასდროს ყვარებია“
- უყვარდა კი? უყვარდა კი საკმარისად ძლიერად?! თუ უყვარდა, რატომ ვერ გაიგო
ეკატერინეს შემართება და თუ უცხო იყო ეს გრძნობა მისთვის, რატომ მოხვდა ჯაყელის
სიტყვები გულს?!

გონებამ დაუკითხავად მოიწვია ბარბარე ჟღენტის გამოსახულება მის გონებაში და


საღამომდე აღარ მისცა გასაქანი.

მარიამი სამზარეულოში იჯდა და მეცადინეობდა, როცა ნანა შეფუსფუსდა ეზოდან სახლში


ღიღინით.

-მარიამ, შვილო, უტა არ არის სახლში? - მორიდებით ჰკითხა გოგონას და მომცრო ზომის
ჯამი გამოიღო კარადიდან.

-არა, ნანა, არ არის. რატომ მეკითხები? - წიგნებიდან თავი წამოსწია ჯაყელმა.

-არა... უბრალოდ... ქალბატონ ნინოს სასჭმელი უნდა გავუკეთო და ასეთ დროს უტა რჩება
ხოლმე მასთან. - ტუჩი მოიკვნიტა ქალმა.

-და აქ რომ შემოიყვანო, არ შეიძლება? ისედაც მთელი დღე ბაღშია, არ გაცივდეს...

-ვთხოვე, შვილო, მაგრამ ეს ბოლო დღეებია რაღაც ჭირს, წუხს და ძალიან ჯიუტდება
ყველაფერზე. ბაღში ჯდომა ამშვიდებს...

-კარგი, რახან ასეა, მე გავალ მასთან და შენ გაუმზადე სადილი. - მცირედი ყოყმანის შემდეგ
წამოდგა მარიამი.

-მართლა, შვილო? - სახე გაუნათდა ნანას.

-რა პრობლემაა? - მხრები აიჩეჩა ჯაყელმა, ქალს გაუღიმა და ბაღში გავიდა.

ნინო, როგორც ყოველთვის, გრძელ სკამზე იჯდა და სიცარიელეს გასცქეროდა, გაოცებული


თვალებით. მარიამი ფრთხილად მიუახლოვდა ავადმყოფს - არ უნდოდა მისი დაფრთხობა.
-ქალბატონო ნინო, ნანა სადილს გიმზადებთ და მანამდე მე ვიქნები თქვენთან. - ღიმილით
მიმართა გოგონამ და სკამის კიდეზე ჩამოჯდა. ნინომ მაშინვე მას მიანათა დამფრთხალი
თვალები.

-ნუ შეშინდებით, მე არაფერს გავნებთ. - რბილი ტონი ჰქონდა მარიამს, რომელიც


სიბრალულით სავსე თვალებით უცქერდა ავადმყოფს.

-ანდრეა მოვიდეს! - უცებ თქვა ქალმა ძალიან ჩუმად და დიდი ტკივილით. მარიამს ისე
შეხედა, თითქოს მას ევედრებოდაო დახმარებას.

-ანდრეა ახლა ვერ...

-სად არის? - წამოიტირა ნინომ და სახე დამანჭა.

მარიამი ძალიან დაიბნა, რადგან წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ეპასუხა კითხვაზე. ისიც კი არ


იცოდა, რომ ქალბატონი ნინო ამდენად ავად იყო.

-ჩემს ანდრეას არავინ მოუკლავს... - დაიჩურჩულა ქალმა ძალიან ჩუმად, თითქმის ძლივს
გასაგონად, თავი დახარა და ცრემლები გადმოყარა.

ჯაყელს გული მოეწურა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ვიღაც გამალებით


აფათურებდა ხელებს მის შიგნეულობაში და გულზე უჭერდა, რათა სუნთქვა გაჭირვებოდა.
მის გვერდით წლებისგან და ტკივილისგან შეჭმული და გაუბედურებული ქალი იჯდა -
ბიძაშვილის მკვლელის დედა.

ნინო იყო ადამიანი, რომელმაც ნიკუშას მკვლელი გააჩინა და გაზარდა, მაგრამ მისი
აწყლიანებული, ნაღველითა და ტანჯვით სავსე თვალები, საერთოდ არ იწვევდნენ
სიძულვილს მარიამში.

-ჩემი ანდრეა მკვლელი არ არის. არაფერი დაუშავებია. - თითქოს გუმანი უგრძნობდა, რომ
ჯაყელი იჯდა მის გვერდით, ლაპარაკს აგრძელებდა ქალი.

მარიამი აფორიაქდა და მოსვენება დაკარგა. ახვლედიანის სიტყვები დაუკითხავად


შეუჩნდნენ გონებაში და ყველაფერი აურიეს გოგონას. საშინლად არ უნდოდა, მისი სიტყვები
გულთან მიეტანა. ავადმყოფი ქალის სიტყვებად სურდა შეერაცხა და ყურადღება არ მიექცია
მათთვის, მაგრამ მაინც გრძნობდა გულის უცნაურად ჩქროლვას. მაინც გრძნობდა ძალიან
ყრუ და დაუპატიჟებელ ტკივილს.

ჯაყელი სწრაფად წამოხტა სკამიდან და ავადმყოფს მოსცილდა. სწრაფი ნაბიჯით შევარდა


სახლში და ისე გაიარა სამზარეულო, ნანასთვის ყურადღება არც მიუქცევია. უბრალოდ
უნდოდა, მოშორებოდა ნინოს. მის გვერდით თავს საშინლად გრძნობდა და დანაშაულის
გრძნობა აწუხებდა. ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, თითქოს ის და მისი ოჯახი იყვნენ
ანდრეას წინაშე დამნაშავე და არა პირიქით. არ უნდოდა მისი შეცოდება. არც ახვლედიანის
და არც დედამისის.
არავინ განსჯიდა მათ მიმართ გამოჩენილი გულგრილობისთვის: არც იოანე, არც უტა და არც
თავად ანდრეა, მაგრამ გულის სიღრმეში, გულის ძალიან ღრმა და პაწაწინა წერტილში მაინც
არსებობდა ის მარიამი, რომელმაც ნინოს პირით წარმოთქმული სიტყვები დაიჯერა...

გოგონამ საძინებლის კარი შიგნიდან ჩაკეტა და, როგორც უკვე ჩვევად ჰქონდა ქცეული,
საწოლზე დაემხო.

დანელიების სახლი მისთვის ნამდვილად იყო ემოციების თავშესაფარი. ამ სახლში ცხოვრება


მისთვის ოსცდასამწლიანი ცხოვრების განმავლობაში ნაშენი კედლის დანგრევას ჰგავდა -
ყოველდღე თითო აგური, თითო საათით განმარტოვება, ოთახში და ბევრი ცრემლი.
იოანესთან ერთად ყოფნა მის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების მეორე მხრიდან
დაკვირვების შესაძლებლობა იყო. პროცესი, რომელსაც დიდი ტკივილი მოჰქონდა
განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჯაყელიც კარგად ხვდებოდა მის აუცილებლობას.

„ნიკუშას სიკვდილმა, ჩემი ოჯახის გარდა, სხვაც დააზინა. ნიკუშას სიკვდილს მარტო
ჩვენთვის არ მოუტანია დიდი უბედურება და ტკივილი“ - მარიამის გონებაში გავლებული ეს
აზრი უზარმაზარი კედლის ყველაზე დიდი და მძიმე აგური იყო; ყველაზე მტკივნეულად
მონგრეული...

მაინც ვინ არის უფრო საცოდავი? - მოკლულის ოჯახი თუ მკვლელის?!

შუაღამემ ისე მოაწია, ეკატერინეს თავიც არ აუღია საწოლიდან, თუმცა წამითაც ვერ მოხუჭა
თვალი. გონებაში იმდენი აზრი ებადებოდა, იმდენი ეჭვი ჭამდა ტვინს, ბოლოს სუნთქვა
გაუძნელდა გოგონას და წამოდგა. ნომრის ვერანდაზე გავიდა, ხელები მოაჯირზე დააწყო და
მძინარე მოსკოვს გადახედა.

ღამე საუკეთესო ალეგორიაა ცხოვრებისა. ერთი შეხედვით, ყველაფერი წყნარად მოჩანს:


სიმშვიდე სუფევს, არავინ ყვირის, არავინ ყეფს, არავინ ჩხუბობს, არავის სძულს, არავის შურს,
არავის ეშინია - ყველას სძინავს; ყველას მშვიდი და უცოდველი ძილით სძინავს. არავინ
აწუხებს ქვეყნიერებას თავისი არსებობით. სიზმარში ვერავინ წარმოიდგენს, რომ ქვეყანაზე
სიბოროტე ტრიალებს. მხოლოდ დღის შუქზე, მზის ავი სხივები ააშკარავებენ ჩვენი სულის
სიღრმეებში ჩაფლულ ოფოფებს. ერთი შეხედვით, ღამე ისეთივე უწყინარია, როგორც
ცხოვრება ადამიანისა.

ქუჩის კუთხეში კაცს კლავენ - ქალაქს მაინც მშვიდად სძინავს.

ჩიხის ბოლოს ქალს აუპატიურებენ, მხეცი ლოთები - ქალაქი მაინც ბეჯითად ფშვენს.

სკვერში ყაჩაღები საკბილოს ძარცვავენ - ქალაქს მაინც არ ეჩქარება გაღვიძება.


ქვეყანას რომ დაქცევა მოუნდეს? - დილამდე დაიცდის! განა ვინ ურღვევს ქვეყნიერებას ღამის
მშვიდ ძილს?!

ერთი შეხედვით, დღეა ისეთივე საძულველი, როგორც სიკვდილი, მაგრამ, ფარდაახდილ


სცენაზე, მხოლოდ ღამე თუ იღვიძებს ადამიანის ხორცში გამომწყვდეული სატანა და ისევე
აწამებს სულს, როგორც სიცოცხლე ადამიანს.

ეკატერინეს მელანქოლიურ ფიქრებს მოსკოვის სიცივემ დაუარა და ოთახში დაბრუნება


აიძულა. მთელი სასტუმრო დუმდა, მაგრამ მას რა დააძინებდა?! - სასტუმროში ღამის
ვოიაჟის მოსაწყობად შეემზადა.

ლიფტიდან პირდაპირ მიმღებში დაეშვა. უნდოდა, ბაღში გაპარულიყო და მცირე ხნით იქ


მაინც ეპოვნა შვება. რესტორნის ოთახს ჩუმად ჩაუარა, რადგან აქა-იქ მაინც ირეოდა ხალხი.
არც ბარი უჩივოდა სტუმრის ნაკლებობას. გოგონა სწრაფად გაერიდა ხმაურს და ჰოლს
მიჰყვა. ბარ-რესტორნიდან მომავალი ხმაური დერეფნის ბოლოს მიწყდა. იქიდან გზა ორად
იყოფოდა, ერთი ჩაბნელებულ ჰოლს, ხოლო მეორე სასტუმროს ეზოს მოასწავებდა.
ეკატერინემ ეზოს გზა აირჩია და ნაბიჯიც გადადგა, როცა უეცრად მოესმა, მეორე მხრიდან,
მომავალი მუსიკის ჰანგები.

ეს არ იყო რესტორნიდან მომავალი მუსიკის ხმა, არც ჩანაწერი უნდა ყოფილიყო. ვიღაც
ფორტეპიანოზე უკრავდა. კლასიკური მუსიკის ნოტები ნელ-ნელა უფრო თამამად აღწევდნენ
ჯაყელამდე და გოგონას გაყოლას თხოვდნენ.

ეკატერინე მონუსხულივით მიჰყვა ჰანგებს და სულ გადაავიწყდა ეზოს დათვალიერების


სურვილი. რაც უფრო უახლოვდებოდა მუსიკალური ინსტრუმენტების ოთახს, მით მეტად
იპყრობდა პიანისტის ახლოს ნახვის სურვილი. ფორტეპიანოს ნამდვილად ვირტუოზი ეჯდა,
რომელიც მთელი გრძნობით აჟერებდა ინსტრუმენტს.

სასურველ ოთახს ნელა მიუახლოვდა, ჯერ კართან შედგა, შესვლაზე დაფიქრდა, თუმდა
სურვილმა შეიპყრო და ფეხი შედგა შიგნით.

მთვარის შუქი მკრთალად და ალაგ-ალაგ ანათებდა ოთახს. როიალში დაბადებული ნოტები


ანცად დახტოდნენ, აქეთ-იქით, ფარდებს ეკიდებოდნენ, სინათლის ლაქებს ეთამაშებოდნენ,
იატაკზე დასრიალებდნენ და ჰაერში იჟღინთებოდნენ.
პიანისტის ზურგიდან მთელი ემოცია მოდიოდა. რა იქნებოდა, რომ შებრუნებულიყო და სხვა
დახვედროდა? ვინმე თურქი, რუსი, უკრაინელი, ინგლისელი, ფრანგი ან ამერიკელი, ოღონდ
არა ქართველი და არა ახვლედიანი; როიალთან მჯდარი ანდრეა ახვლედიანი...

როგორ სათუთად ახებდა თლილ თითებს კლავიშებს... თითქოს მის წინ გასაშიშვლებლად
იდგა ქალი და არა როიალი. ისე ელეგანტურად ამოძრავებდა თითებს, მოქნილად და
ამავდროულად ნაზად, ინსტრუმენტი რომ ქალი ყოფილიყო, აუცილებლად დააყრიდა ტაო
სხეულზე.

მიიწევდა მისკენ და ყოველ ნაბიჯზე უფრო ცხადად გრძნობდა, მის სამყაროში იჭრებოდა. იმ
სამყაროში, რომელიც მხოლოდ მისთვის იყო განკუთვნილი და არცერთ სულიერს მასში
შეღწევის უფლება არ ჰქონდა.

მაგრამ ის მაინც მიიწევდა; მიიწევდა აკრძალულისკენ და დღისით ასე საძულველისკენ;


მიიწევდა ღამით...

რამდენიმე ნაბიჯიღა ჰქონდა დარჩენილი და მის გვერდით აღმოჩნდებოდა. არც შეშინებია,


არც შეყოვნებულა, მონუსხულივით მიიწევდა მისკენ და როცა უკვე ასე ახლოს იყო მასთან,
ყველაფერი გაიყინა.

მუსიკა შეწყდა;

მისი თითები უეცრად მოსწყდნენ კლავიშებს და ჰაერში გაშეშდნენ.

ორივეს სუნთქვა შეეკვრა, ეკატერინე ადგილზე გახევდა.

-რატომ არ გძინავს, ეკატერინე? საკმაოდ გვიანია... - არც შებრუნებულა, ისე მიმართა ანდრეამ
გოგონას და ხელები დაუშვა.

ეკატერინემ თავი ისე იგრძნო, თითქოს დანაშაულზე გამოიჭირეს. მოეშვა, ამოისუნთქა და


სახე გაასწორა.

-შფოთიანი ღამეა, ვერ დავიძინე... - სასხვათაშორისოდ აღნიშნა, თითქოს სულაც არ


ადარდებდა მისი აზრი.

-გეშინია? - ჩაეცინასავით ახვლედიანს და ანაზდად მიუტრიალდა ჯაყელს. ეკატერინემ თავი


სხვა მხარეს გაატრიალა.

-ღამე სიმშვიდისაა, ისე ვერ ვიძინებ.

ანდრეას ოდნავშესამჩნევად გაეღიმა, წამოდგა, გოგონას გვერდი აუარა და ფანჯარას მიადგა.


- ღამე მთვარისააო, დედაჩემმა იცოდა ხოლმე თქმა...

-მთვარეც სიმშვიდეა, ერთგვარი; დიდი სიმშვიდის ბურთი!

-სულ რომ ბურთის ფორმა არ აქვს? - გაეცინა ანდრეას.


-აქვს, როგორ არ აქვს? - ბავშვივით გაიკვირვა კატომ. - უბრალოდ, ჩვენ არ გვენახება
ყოველთვის ეგრე. ხანდახან, გაბრაზებაც საჭიროა.

-აჰა, ახალი თეორია შევძინეთ მოსკოვის ღამეს! - ჩაეცინა ახვლედიანს და ხელები ჯიბეებში
ჩაიწყო.

-კარგად უკრავ. თურმე რაღაც კეთილი შენც შეგძლებია. - როიალის სკამზე ჩამოჯდა
ეკატერინე და იმ კლავიშებს ნაზად დაუსვა ხელი, რომელთაც ახვლედიანი ეფერებოდა ცოტა
ხნის წინ.

-დიდ კომპლიმენტად მივიღებ შენგან! - გაეცინა ანდრეას. - რაღაც კეთილი მეც შემძლებია,
არა?

-რაღაც კეთილი ყველაშია, ძალიანაც ნუ შეიფერებ. - ცხვირი აიბზუა კატომ.

-კეთილი ყველაში არ არის, მერწმუნე! - ტონი ეცვალა ახვლედიანს.

-შენ რა იცი, ღმერთი ხარ?! - გაბრაზდა ჯაყელი.

-ღმერთობა რად უნდა მაგის ცოდნას? თვალები მაქვს და ყურები.

-სიკეთეს თვალები და ყურები არ ზომავს, ახვლედიანო, არასწორად გცოდნია.

-ვინ მეუბნება... - ჩაეცინა ანდრეას.

-რა?

-ანუ შენ და შენი ოჯახი თვალებით და ყურებით არ მზომავთ? - დაუფიქრებლად


წამოისროლა სიტყვა მამაკაცმა. ეკატერინეს გამომეტყველება შეეცვალა, თითქოს დაიბნა.

-საკმარისად დიდი საზომი გვაქვს შენს „გასაზომად,“ არ გვინდა უტიფრობა!

-მე, ახვლედიანს, უტიფრობის გარეშე ნუ მომთხოვ ცხოვრებას, გთხოვ! - ჩაეღიმა ანდრეას.

-და ისევ შენი ნაცნობი ცინიზმი... - ამოიოხრა ეკატერინემ. - რომ უკრავდი სულ სხვანაირი
იყავი.

ანდრეას გაეცინა. გაეცინა და გულის მივარდნილ კუთხეში ესიამოვნა კიდეც რეპლიკა.

-ჰო, როცა ვუკრავ ნამდვილად სხვანაირი ვხდები... იმ წუთებში მეც კი მჯერა, რომ უფრო
კარგი ვარ.

-სამწუხაროა, რომ მხოლოდ რამდენიმე წუთით გრძელდება ეგ შენი ფიქრი. ისედაც რომ
გჯეროდეს მაგის, იქნებ მართლაც გახდე უკეთესი...

-მიკვირს, ასეთ რამეს რომ მეუბნები. - გაკვირვებისგან გაუფართოვდა თვალები ახვლედიანს.

-გასაკვირი არაფერია! - გაღიზიანდა ჯაყელი. - უბრალოდ ვამბობ. სრულიად უცხოსაც კი


ვურჩევდი მსგავს რამეს.
-ხო, ძალიან გულკეთილი ხარ, ვიცი, მაგრამ ჩემზე დროის კარგვას არ გირჩევ, „ხელჩასაქნევი“
ამბავი ვარ.

-„ხელჩასაქნევი“ ამბავი არ არსებობს, ყველას თავისებური მიდგომა სჭირდება, უბრალოდ. -


გააპროტესტა მამაკაცის სიტყვები კატომ.

-მეამიტიზმი ჭარბობს შენში, ჯაყელის ქალბატონო. გეტყოდი, მარიამს ჰგავხარ-მეთქი,


მაგრამ შენი და ბევრად უფრო მკაცრი და პრინციპულია.

-მაშოს ჯერ კიდევ შემორჩა ახალგაზრდისთვის დამახასიათებელი დაუნდობლობა, თუმცა


უკვე მგონია, ეს მისი ხასიათის თვისებაა და არასდროს გაუნელდება. მე მასთან შედარებით
ძალიან ლოიალური ვარ.

-რატომ მერე? ნუთუ ცხოვრებამ საკმარისად არ გატკინა, რომ ფოლადი შეგერია შენი
პიროვნებისთვის? - გულწრფელად ჰკითხა ანდრეამ გოგონას.

-როგორ არ მატკინა... მატკინა და თანაც ძალიან ბევრჯერ, მაგრამ ჯიუტი ვარ ბუნებით,
რისიც მწამს, იმის მწამს ბოლომდე! - მკრთალად გაეღიმა ჯაყელს.

-არ მჯერა შენი! - ცოტა ხნის დუმილის შემდეგ აღნიშნა ახვლედიანმა.

-რაში მჭირდება შენთან თამაში? - ჩაეცინა კატოს.

-მაშინ მიპასუხე, დათუნას მკვლელი რომ ვიპოვნოთ ხვალ ან ზეგ, აქ ან თბილისში, რას იზამ?
მასაც „თავისებურად მიუდგები?!“ მასთანაც ლოიალური იქნები? - ანდრეამ ანაზდად დაასო
მზერა მის წინ, როიალთან, მოკალათებულ ეკატერინეს და პასუხის მოლოდინში ისე
გაირინდა, თითქოს მას რაიმე ძირეულად უნდა შეეცვალა თავის ცხოვრებაში.

-ყველა ადამიანი შეიძლება იხსნა... ყველაზე ბნელი სულის პატრონიც კი... -


ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა ჯაყელმა და თავი დახარა.

-ტყუი, ასე არ ფიქრობ! - გაბრაზდა ანდრეა და გოგონას მიუახლოვდა. - შენისთანა არ


შეიძლება ფიქრობდეს, რომ ჩემში რაღაც კარგი ყრია და რომ ჩემი გაკეთილშობილებისთვის
ბრძოლა ღირს.

-ასე ვფიქრობ, ანდრეა. მართლა ასე მგონია და სულ არ მაინტერესებს, შენ დამიჯერებ, თუ
არა! - გაბრაზდა ეკატერინეც.

-ანუ რა გამოდის? შენ ფიქრობ, რომ ჩემი შეცვლა შეგიძლია? - ცინიკურად ჩაეცინა
ახვლედიანს.

-მერე და ვინ თქვა, რომ ჩემს თავზე ვლაპარაკობდი? არა, მე მსგავს დიდსულოვნებას
ვერასდროს გამოვიჩენ, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობენ ადამიანები, რომელთაც
ყველაზე ბნელი სულის გაფერადება შეუძლიათ.

-არ შეიძლება გჯეროდეს იმის, რასაც თავად ვერ აკეთებ.


-ძალიან ცდები. მე ვეღარასდროს შევიყვარებ, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ სიყვარულის
აღარ მწამს.

-რატომ გწამს? შენი სიყვარული ხომ აორთქლდა? ხომ გაქრა?! მაშ, რაღატომ გწამს მისი
არსებობის?!

-მწამს და მორჩა!

-ეგრე არ გამოვა! ყველაფერს თავისი ახსნა აქვს, უმიზეზოდ არაფერი ხდება.

-როგორ არ ხდება?! - სიყვარული ხდება უმიზეზოდ.

-სისულელეა! - ხელი აიქნია ანდრეამ.

-დაწვრილმანების დონეზე, ყველაფერი სისულელე გამოდის, ამიტომ მოდი, ნუ


დავწვრილმანდებით! - ჩაეცინა ეკატერინეს.

-ანუ შენ მართლა გგონია, რომ დედამიწაზე არსებობს ადამიანი, რომელიც ჩემ შველას
შეძლებს? - ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა ახვლედიანმა და გამომცდელი მზერა
მიაპყრო ჯაყელს.

-შენ რატომ არ გინდა, ამის გჯეროდეს? - გაეღიმა კატოს.

-იმიტომ, რომ ზღაპარია ეგ რაღაც. ზღაპრებს კი რეალურ ცხოვრებაში არაფერი ესაქმებათ!

-ზღაპრებს ყველგან ესაქმებათ, სადაც იმედია...

-შენთან არის იმედი, ეკატერინე?

-ჩემთან? - საჩვენებელი თითი გულზე მიიბჯინა გოგონამ და ნაღვლიანად ჩაიცინა. - ჩემთან...


- დაიჩურჩულა თავისთვის, როიალისკენ შეტრიალდა და კლავიშებს მიაშტერდა. მისი
დუმილი საკმარისი პასუხი აღმოჩნდა ანდრეასთვის.

-ორი უიმედო შევხვდით ერთმანეთს მოსკოვის ღამეს და ვსაუბრობთ იმ თეორიაზე,


რომელსაც არაფერი ესაქმება ჩვენს ცხოვრებაში. - თავისთვის ჩაილაპარაკა ახვლედიანმა და
უცნაური ჩაცინება დაურთო სიტყვებს.

-იცი, მე რა მგონია? - ოდნავ წამოსწია თავი ეკატერინემ. - ადამიანის სული ყველაზე,


ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში თუ გასცილდება სხეულს. არა, გარდაცვალებას არ
ვგულისხმობ, განა ყველა ადამიანი სულიანად კვდება? ბევრი სიცოცხლეშივე კარგავს მას!
ხოდა, მე მგონია, რომ ეგ პროცესი მხოლოდ ძალიან უკიდურეს შემთხვევაში თუ
წარიმართება. ერთი ადამიანი მაინც ვერ უნდა აღმოჩნდეს ასეთი „სულდასაკარგავის“
გვერდით, რომ ხელი შეუშალოს ამ პროცესს?! შვიდ მილიარდ ადამიანში, როგორ ერთი ვერ
მოხვდება იმ წამს საჭირო ადგილას? ჰოდა მაგიტომაც ვამბობ, რომ ხსნა ყველასთვის
არსებობს. ყველაზე ბოროტის გვერდითაც კი შეიძლება აღმოჩნდეს იმ შვიდი მილიარდიდან
ერთი ისეთი, სააქაოს რომ მოაბრუნებს გზააბნეულ, შეშინენულ და საკუთარ სხეულში
დაჩაგრულ სულს. ამიტომაც გავხდი ასეთი ლოიალური... ერთი დღის ერთ ჩვეულებრივ,
არაფრით გამორჩეულ მონაკვეთში გავიაზრე, რომ ყველაზე ბოროტი, ნაძირალა და
დაუნდობელი ადამიანებიც კი იმსახურებენ შეცოდებას, იმიტომ, რომ მათ სული აღარ აქვთ.
წარმოგიდგენია, რამდენად მარტოსულები არიან? - შვიდ მილიარდ ადამიანში ერთი ვერ
გამოიძებნა, რომ მათი სული ეხსნა... სწორედ ეგ არის ყველაზე გულდასაწყვეტი - ადამიანის
გაბნეული სული... განა რა არის, ამ უკიდეგანო სამყაროში, ადამიანის გაბნეულ სულზე
უფრო დასანანი?! ეს ხომ არც სიკვდილია, არც სიცოცხლე და მითუმეტეს,არც გარდაცვალება?
ეს რაღაც საშინელია, ჯოჯოხეთისკენ მიმავალ რეისზე ნაყიდ ბილეთს ჰგავს. უსულოდ
ნაცხოვრები თითოეული დღე, ამ რიგში ერთი ადგილით წინ წაწევას უდრის. და სწორედ იმ
დღეს, რომელსაც ჩვენ „გარდაცვალებას“ ვუწოდებთ, ისინი უბრალოდ გაემგაზვრებიან დიდი
ხნით ადრე დაჯავშნილ ადგილზე. ისინი ვერ „გარდაიცვლებიან,“ რადგან გარდასაცვლელი
დიდი ხნის წინ ექნებათ განდევნილი სხეულიდან. ზუსტად ეს „განდევნაა“ მთელი
ადამიანური ცხოვრების ტრაგედია. წარმოიდგინე, დედამიწა ერთი დიდი მბრუნავი
ტრაგედიაა, „განდევნა“ კი ის ღერძი, რომელზეც ბრუნავს ასე ბეჯითად.

ანდრეა უყურებდა და უსმენდა ეკატერინეს, ფანჯრის რაფაზე იყო აყუდებული, მთელი


სხეული დაჭიმვოდა და მხოლოდ იმასღა ახერხებდა, რომ შიგადაშიგ ნერწყვი მძიმედ
გადაეგორებინა გამომშრალ ყელში. ბნელოდა, თორემ გოგონა აუცილებლად დაინახავდა
ახვლედიანის თვალებში აკიაფებულ ცეცლს. ეს ცეცხლი იყო აღტაცებისა, რომელიც ჯაყელის
მიერ ასე მშვიდად წარმოთქმულმა სიტყვებმა გამოიწვია.

წამით მთელი განვლილი ცხოვრება თვალწინ დაუდგა. იქნებ არც იმდენად ცუდი იყო,
როგორც ეგონა? იქნებ მისთვისაც არსებობდა ცხოვრების რომელიღაც კუნჭულში ხსნა?! იქნებ
უბრალოდ მოქმედება იყო საჭირო? მოქმედება და იმედი...

პირი რამდენჯერმე მოაღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ იმდენჯერვე ჩაფლავდა. მის ბგერებს
ბორკილი დაედოთ, ვერაფრით ახერხებდა ხმის ამოღებას.

ეკატერინეს სიტყვები შეეძლო, დაეჯერებინა ან არ დაეჯერებინა, მიეღო ან უარეყო, მაგრამ


ერთს კი დანამდვილებით გრძნობდა - მისი გული საოცრად ფეთქავდა იმ წამს. ისე, თითქოს
რაღაცას ელისო, თითქოს ბავში იყო, საჩუქრის მოლოდინში. ამდენი წლის შემდეგ ძალიან
ეუცხოვა გულის ასეთი გამალებული ბაგა-ბუგი; ასეთი ბავშვური ღელვა. ჯაყელის სიტყვები
გველევიბით მიიკლაკნებოდნენ მისკენ, ყელზე ეხვეოდნენ, აბრუებდნენ და ახრჩობდნენ.

უნდოდა კი? უნდოდა ამდენი წლის შემდეგ რაღაც ამდაგვარის მიღება და დაჯერება?

ან იყო კი ეს მასზე დამოკიდებული?!

-თენდება უკვე... - ვინ იცის, რამდენხნიანი დუმილი დაარღვია ეკატერინემ და ფანჯარაში


გაიხედა.

-ჰო... - ყრუდ ამოთქვა ანდრეამ.


-ალბათ, ჩვენც უნდა დავიძინოთ, გრძელი დღე გველის... - სასხვათაშორისოდ აღნიშნა
ეკატერინემ და წამოდგა.

-ჰო, უნდა მოვისვენოთ... - დარეტიანებულივით ლაპარაკობდა ახვლედიანი.

-დილას შეგხვდები, ვესტიბიულში. - ანდრეას უცნაურობა არ შეიმჩნია გოგონამ და


წასასვლელად შებრუნდა.

-ეკატერინე! - კართან შეაჩერა ანდრეამ მიმავალი.

-გისმენ. - უმალ მიბრუნდა გოგონა.

-შენ... მართლა გჯერა იმის, რაც თქვი? - ყოველგვარი ცინიკისა და სარკაზმის გარეშე ჟღერდა
ახვლედიანის კითხვა.

ეკატერინეს გაეღიმა, რადგან მანაც უმალ შენიშნა ანდრეას გულწრფელი ინტერესი და


ბავშვური დაბნეულობა.

-მჯერა, ანდრეა, მართლა გულით მჯერა!

-მაშინ მარიამს რატომ არ აძლევ კიდევ ერთ შანსს? - მაშინვე ჰკითხა ანდრეამ; ჯაყელი შეცბა.

-იმიტომ, რომ რაც უფრო ახლოა შენთვის ადამიანი, მით უფრო ღორულად მოქცევა გიყვარს
მასთან! - მცირე ხნიანი ფიქრის შემდეგ უპასუხა კატომ და სიმწრით აცრემლებული თვალები
მოარიდა.

ანდრეამაც სწრაფად მოაშორა თვალები გოგონას და იატაკს გაუშტერა მზერა - ისევ


ჩაფიქრდა.

-ძილინებისა, ეკატერინე! - ცოტა ხნის შემდეგ ჩაილაპარაკა მამაკაცმა.

-ძილინებისა, ანდრეა! - უცნაურად კმაყოფილს ჩაეღიმა ჯაყელს, შებრუნდა და


აუღელვებელი ნაბიჯით დატოვა ოთახი.

დილა უჩვეულოდ ცივი და უჩვეულოდ მოღუშული გათენდა. თითქოს ბუნებას არ სურდა,


რომ ადამიანს მისი სიმშვიდე დაერღვია და სახლიდან ცხვირი გაეყო. ცას ისეთი კუშტი პირი
უჩანდა, ნებისმიერ წამს წვიმით იმუქრებოდა.

ეკატერინეს უჩვეულოდ მშვიდად ეძინა. მართალია, მხოლოდ რამდენიმე საათით, მაგრამ


მაინც ისე მოსვენებით, როგორც ბავშვობაში, დედის ზღაპრის შემდეგ, იძინებდა ხოლმე. არც
სიზმარი დასიზმრებია და არც შფოთს შეუწუხებია. ისე ეძინა, თითქოს ქვეყანას მისთვის
აღარ ეცალა და სადარდებლის გარეშე დაეტოვებინა გოგონა.
შუადღე იწურებოდა, როცა თვალები მძიმედ გაახილა და გაიაზრა, რომ ისევ მოსკოვში იყო.
ტანი ნელა წამოსწია და ზანტად წამოჯდა. ფანჯარაში გახედვისთანავე გაიფანტა დროებით
შეფარებული სიმშვიდე - ამინდი სასიამოვნოს არაფერს იუწყებოდა.

მაქსიმალურად აჭიანურებდა სასადილოში ჩასვლის დროს, რადგან არ უნდოდა, ანდრეას


გადაყროდა. ღამის სცენები კადრებად მეორდებოდა მის გონებაში. ყველაფერი ისე მოჩანდა,
თითქოს რეალობა კი არა, ჯაყელის გონების ნაყოფი ყოფილიყო. ჩაბნელებული ოთახი,
როიალთან მჯდარი ანდრეა, მათი გულახდილი დიალოგი და ადამიანური ურთიერთობა -
ერთი შეხედვით სიზმარს ჰგავდა.

სასტუმროს რესტორანში ისეთი შეშინებული შევიდა, თითქოს ვიღაც ეძებდა და არ უნდოდა,


რომ ეპოვნა. აქეთ-იქით მიმოიხედა და მას შემდეგ რაც ანდრეა ვერსად შენიშნა,
აუღელვებლად გასწია თავისუფალი მაგიდისკენ. მიმტანს შეკვეთა მისცა და მშვიდად
დაელოდა თავის საუზმეს. ცალ თვალს ფანჯრისკენ აპარებდა - ბუნება გაღიმებას არც კი
ფიქრობდა.

-საოცარი დილაა, არა? - უცებ მოესმა ახვლედიანის ოდნავი ცინიზმით გაჯერებული ხმა და
დამფრთხალიც მაშინვე შებრუნდა.

-აქ რას აკეთებ? - ჩვეული სიმტკიცის გამოჩენას ცდილობდა ჯაყელი.

-არ მოგბეზრდა ეგ შეკითხვა? - ჩაეცინა ანდრეას. - რით ვერ დაიმახსოვრე, რომ ერთ
სასტუმროში ვცხოვრობთ? - თავისუფალი სკამი გამოსწია მამაკაცმა და არხეინად
მოკალათდა.

-აქ ჯდები? - თვალები გაუფართოვდა კატოს.

-არ მიყვარს მარტო ჭამა. - მხრები აიჩეჩა ახვლედიანმა.

-ერთად დაჯდომა სახიფათოა...

-ვინ უნდა დაგვინახოს აქ? მოსკოვში?! - ჩაეცინა ანდრეას.

-მე არ მინდა, რომ ერთად ვისხდეთ! - გამკაცრდა ეკატერინე.

-კარგი, რა!

-გგონია, რადგან ერთი დღე გავატარეთ ადამიანურად და ერთამენთისთვის ნერვები არ


მოგვიშლია, მეგობრები გავხდით?!

-ერთ მაგიდასთან საუზმე მეგობრობას ნიშნავს? რესტორანში ორმა სრულიად უცხო


ადამიანმაც კი შეიძლება ისაუზმოს ერთ მაგიდასთან ხალხმრავლობის და თავისუფალი
ადგილის უქონლობის გამო. - ბავშურ ღიმილს არ იცილებდა სახიდან ანდრეა. ისე იქცეოდა,
თითქოს ჯაყელს ეპრანჭებოდა.

-ჰო, ჩვენც ორი სრულიად უცხო ადამიანი ვართ! - ჩაეცინა ეკატერინეს ირონიით.

-თუ გინდა, ფრანგი ვიქნები ან ბრიტანელი!


-გეყოფა მასხრობა, არ გიხდება.

-as you say, beautiful lady. - გაეღიმა ანდრეას.

-შენს უაქცენტო ინგლისურს გაუსვი ხაზი?

-ხო. რუსულით ხომ მოგხიბლე, ვიფიქრე, ინგლისურითაც დავახვევ თავბრუსთქო.

-ჰო, აი, სადაცაა წავიქცევი!

-არ გაგამტყუნებ! არც პირველი იქნები, ჩემი შარმისგან წაქცეული და არც უკანასკნელი.

-რა თავმომწონე ხარ, ღმერთო. - თავი ვეღარ შეიკავა ეკატერინემ და მსუბუქად გადაიკისკისა.
ანდრეას გამომეტყველება შეეცვალა და ღიმილი სახეზე შეეყინა. - რა? - ახვლედიანის
რეაქცია არ გამორჩენია გოგონას.

-ახლა რა ქენი? - გაოცებული იყო ანდრეა.

-რა ვქენი? - ვერ მიხვდა კატო.

-ახლა, აი, ამ წამს, გაიცინე?

-ჰა?!

-გაიცინე, ხო?! - გაიცინე! - მაგიდას მსუბუქად დაკრა ხელი მამაკაცმა და გაიცინა.

-გავიცინე, ხო, მერე? - გულწრფელად უკვირდა გოგონას ახვლედიანის ბავშვური გაოცება.

-რაღა რა?! პირველად გაიცინე ასე გულწრფელად ჩემთან ყოფნის განმავლობაში. საერთოდ
იცინი ხოლმე?

ანდრეას კითხვამ წამში აუშალა სახე ეკატერინეს. მისმა სიტყვებმა გააანალიზებინეს, რომ
დათუნას სიკვდილის შემდეგ, მართლაც პირველად გადაიკისკისა ასე ლაღად.

-არა, დიდი ხანია აღარ ვიცინი. - მშვიდი ხმით უთხრა და მაგიდაზე კოხტად გადაფარებულ
სუფრას მიაშტერდა.

-არადა გიხდება ღიმილი. - დანანებით გააქნია თავი ანდრეამ და მიხვდა, რომ ის კარი შეაღო,
რომელიც არ უნდა შეეღო. - შენ უკვე შეუკვეთე საუზმე? - თემის გადატანა ცადა მამაკაცმა.

-კი, შევუკვეთე და ალბათ, მალე მომიტანენ კიდეც. - ხელი თავქვეშ ამოიდო გოგონამ.

-ძალიან კარგი, მეც შევუკვეთავ მაშინ, თორემ მშია. - გაეღიმა ახვლედიანს და მიმტანის
დასაძახებლად ტანი შეაბრუნა, როცა უეცრად გაიგონა მისი სახელი.

-ანდრეა?! - ახალგაზრდა მამაკაცი ედგა თავს ახვლედიანს. ანდრეა მაშინვე შებრუნდა და


მამაკაცს ახედა.

-რეზი?! - გაკვირვებულ ტონალობაში წარმოთქვა მისი სახელი ახვლედიანმა და წამოდგა. -


შენ ხარ, ბიჭო?!
-მე ვარ, მე! - გაეცინა ახალმოსულს.

-ვახ, რამდენი ხანია არ მინახიხარ?! - გაეცინა ანდრეასაც და მაგრად გადაეხვია დიდი ხნის
უნახავ მეგობარს.

-აბა, ათ წელზე მეტი იქნება! - ეცინებოდა რეზისაც.

-როგორა ხარ? აქ რა ქარმა გადმოგაგდო?! - ჩახუტების შემდეგ ჰკითხა გაღიმებულმა


ახვლედიანმა მეგობარს.

-უჰ, არ მკითხო, ანდრო, არ მკითხო. - დაიჩივლა მამაკაცმა.

-რა მოხდა, კაცო? ხომ კარგად გაქვს ყველაფერი? დედა ხომ კარგადაა?

-კი, კი, დედას არაფერი უჭირს. - ამოიხვნეშა მამაკაცმა და ოდნავ შეყოვნდა, თვალი ცერად
გააპარა გაკვირვებული სახით მომზირალი ეკატერინესკენ.

-ნუ ნერვიულობ, რუსია და არ ესმის ჩვენი! - მაშინვე იცრუა ანდრეამ, რადგან არ უნდოდა,
მის ძველ მეგობარს ეკატერინე ჯაყელი ეცნო.

-ოჰ, ახვლედიანო, არ ეშვები შენსას, არა?! - გაეცინა რეზის.

-კუზიანს მხოლოდ სამარეო, ხომ გაგიგია? - გაეცინა ანდრეასაც და თვალი ჩაუკრა


ღიმილშეკავებულ ეკატერინეს. - ჰა, იტყვი რა გაგჭირვებია?

-ეჰ, ანდრო, ვერ მაქვს კარგი ამბავი... - ისევ მოიღუშა რეზი. - ექიმთან ვიყავით ჩამოსულები.

-რა პრობლემა გაქვს ამისთანა, მითხარი, იქნებ შემიძლია დახმარება?!

-ბიჭო, მეუღლეს აქვს ქალური პრობლემა და... შვილი არ გვიჩნდება შვიდი წელია... - თავი
დახარა მამაკაცმა.

-რას მეუბნები?! ცოლი თუ გყავდა, ისიც არ ვიცოდი მე...

-სკოლა დამთავრდა თუ არა, ვიქორწინეთ და კიევში გადავედით, ბიჭო. არც ქორწილი


გვქონია და არც არაფერი. კი უნდა გახსოვდეს ისე შენ, სოფო, ჩვენი პარალელური კლასელი.
მთელი ბავშვობა რომ მაყლაპინა ნერწყვები. - მსუბუქად ჩაეცინა რეზის და გასასვლელისკენ
გაიხედა.

ეკატერინემ მაშინვე შეამჩნია, რომ ქალის სახელის ხსენებამ ერთიანად აუშალა სახე ანდრეას.
ღიმილი სახეზე შეახმა და წარბები შეკრა. თვალებში ამოუხსნელი სევდა ჩაუდგა და ცალი
ხელით მაგიდას დაეყრდნო.

-უი, აგერ, მოდის კიდეც! - ხალისიანად შესძახა ახვლედიანის ბავშვობის მეგობარმა და ხელი
დაუქნია რესტორანში ახალ შესულ გოგონას. - სოფ, მოდი, ვინ განახო. - მაგიდასთან
მიახლოვებულ ცოლს მიმართა რეზიმ და ანდრეას გაუღიმა. - ანდრეა ახვლედიანი ხომ
გახსოვს? - ჩემი კლასელი. - ხელი მოხვია უკვე გვერდით მდგარ მეუღლეს და
მკვდრისფერდადებული ანდრეასკენ მიანიშნა, ხელით.
ჯაყელის მახვილ თვალს არც გოგონას რეაქცია გამორჩენია. დაინახა თუ არა ახვლედიანი,
შეცბა და თვალები აემღვრა. ისე უყურებდა ანდრეას, თითქოს თავად კურდღელი,
ახვლედიანი კი მტაცებელი ცხოველი ყოფილიყო.

-ანდრეა... - ერთადერთი სიტყვა მოწყდა გოგონას ბაგეებს და დამფრთხალი თვალები ქმარს


მიანათა. თითქოს უსიტყვოდ ევედრებოდა, აქედან წავიდეთო.

-ჰო, ჰო, ანდრეა - ჩვენი სკოლის მთავარი ჩხუბისთავი და დირექტორის თავისტკივილი! -


იცინოდა რეზი.

ანდრეა და სოფო ისე უყურებდნენ ერთმანეთს, თითქოს ტყეში უმწეოდ დარჩენილი ბავშვები
ყოფილიყვნენ. მათ შორის ნამდვილად იბმებოდა ის უხილავი ძაფი, რომელსაც მხოლოდ
ეკატერინე ამჩნევდა იმ მომენტში.

-რა გჭირს, კაცო, რას დაიგუბეთ პირები, აღარცერთს გახსოვთ ერთმანეთი?! - ეუცნაურა
ცოლის და მეგობრის უჩვეულო დუმილი რეზის.

-ვიხსენებდი უბრალოდ, რეზი... - ისე მძიმედ ამოიღო ხმა ანდრეამ, თითქოს გულზე დიდი
ლოდი ედო, რომელიც ლაპარაკს უშლიდა. - ჰო, სოფო როგორ არ მახსოვს... ჩვენი
სკოლელი... - საოცარი ტკივილითა და დარდით გაჟღენთილი მზერა გაუსწორა მამაკაცმა
გოგონას ცრემლჩამდგარ თვალებს.

-შენ, სოფ? როგორ არ გახსოვს ანდრეა?! - სიყვარულით მიმართა რეზიმ ცოლს და ზურგზე
დაუსვა ხელი.

-გამახსენდა, გამახსენდა... ანდრეა... - ძლივს ამოიღო ჩამწყდარი ხმა სოფომ და შემდეგ


ჩაახველა, რათა უჩვეულოდ ჩახლეჩილი ხმა გამოეკეთებინა.

ანდრეა იძულებით წაიწია წინ და უსიცოცხლო მოძრაობით გადაკოცნა გოგონა. ეკატერინე


მის თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა და უკვე ხვდებოდა, რომ ამ გოგონასა და ანდრეას
შორის რაღაც რიგზე ვერ იყო.

-შენ რას აკეთებ ანდრო მოსკოვში? - მხიარულად წამოიწყო ლაპარაკი რეზიმ.

-მე... რავიცი... არც არაფერს... რავიცი, რას უნდა ვაკეთებდე?! ისე, უბრალოდ... -
გაურკვევლად დაიწყო ლაპარაკი ანდრეამ და დაცვარულ შუბლზე მოისვა მკლავი.

-კარგი, გასაგებია, გასაგებია! - გაეცინა რეზის და ისევ გააპარა მზერა ეკატერინესკენ. - ბიჭო,
ეს გოგო მეცნობა საიდანღაც, ქართველი ნამდვილად არ არის? - ჩუმად გადაულაპარაკა
ანდრეას.

-არა, რუსია ნამდვილად! - უფრო აირია ახვლედიანი და პატარა ბავშვივით დაიბნა. რეზის
ელაპარაკებოდა, მაგრამ ვერაფრით აცილებდა მზერას მის გვერდით მდგარ და ტირილის
ზღვარზე მყოფ გოგონას.

-რეზი, წავიდეთ, რა, წამალი არ დამილევია... - მკლავზე დაქაჩა სოფომ მეუღლეს და ისეთი
მუდარით მიმართა, ანდრეას გული შეეკუმშა.
-ცუდად ხომ არ ხარ, სოფ? ფერი არ გადევს სახეზე... - შეწუხდა რეზიც და ცოლს მიუბრუნდა.

-წამალი არ დამილევია, წავიდეთ, რა ნომერში. - იმავე ტონალობაში გაიმეორა გოგონამ.

-წაყევი, რეზი, არ მეწყინება, სხვა დროს ვილაპარაკოთ... - სუნთქვა შეეკვრა ანდრეას.

-საღამოს ჩვენი ფრენაა, ანდრო. არამგონია, კიდევ შევხდეთ.

-მე ავალ ნომერში მაშინ, ვერ ვარ კარგად... - წამითაც ვეღარ ჩერდებოდა ადგილზე სოფო.

-ასე ცუდად ხარ? რა მოგივიდა, ხომ არ მოგწამლა რამემ? - ისევ ცოლს შეხედა რეზიმ.

-გაყევი, რეზი, გაყევი! - თითქოს ახვლედიანიც ეხვეწებოდა მეგობარს. ასეთი ანდრეა იქამდე
არასდროს ენახა ეკატერინეს.

-კარგი, რა გაეწყობა, წავალთ ჩვენ მაშინ! - ამოიხვნეშა მამაკაცმა. - გამიხარდა შენი ნახვა,
ანდრო. იცოდე, თუ კიევში მოხვდი, შემოგვიარე უსიკვდილოდ! - გადაეხვია შემდეგ
მეგობარს.

-შენც, შენც, თუ დაბრუნდი თბილისში... - დაპროგრამებულივით ლაპარაკობდა


მიტკლისფერი ანდრეა.

-იოანე და მათე მომიკითხე, თქვენი უცვლელი ტრიო არ დაიშლებოდა, ვიცი! - გაეცინა რეზის
და ისევ ცოლს მოხვია ხელი.

-მოგიკითხავ. - გაეღიმა მკრთალად ახვლედიანს. - აბა კარგად იყავი, სოფო, გამიხარდა შენი
ნახვა.

-კარგად. - ძლივს ამოთქვა გოგონამ და თითქმის ძალით წაათრია ქმარი გასასვლელისკენ.

-აბა ჰე, ანდრო, ბედნიერად! - ხელი აუწია დამშვიდობების ნიშნად რეზიმ მეგობარს.

-ბედნიერად! - გაუღიმა ანდრემაც წყვილს და გასასვლელამდე მიაცილა მზერით.

კართან მაინც შედგა სოფო და ცრემლჩამდგარი თვალებით გახედა ანდრეას. მზერები


გაცვალეს და თითქოს გამოელაპარაკნენ ერთმანეთს. შემდეგ გოგონამ სწრაფად შეიმშრალა
თვალები და რესტორნიდან გავარდა. ახვლედიანი დარჩა ერთ ადგილზე გახევებული. კატო
ქვევიდან უყურებდა მამაკაცს და არც იცოდა, რა უნდა ეთქვა. მის მზერაში ვერანაირ ემოციას
კითხულობდა, ერთიანად გაყინვოდა ნაკვთები ახვლედიანს. ასეთი შეძრწუნებული ანდრეა
პირველად იდგა ჯაყელის წინ. სულ ცოტახნის ურთიერთობა აკავშირებდათ, მაგრამ მაინც,
არასდროს ეგონა ეკატერინეს, თუ ამხელა ტკივილის ამოკითხვას შეძლებდა ახვლედიანის
სახეზე.

-ეს რა იყო? - გაოცება აღმოხდა ჯაყელს და წინ მდგომს, უფრო სწორად კი, გაქვავებულს
მიაშტერდა.

-რა?! - ხმა ჩახრეწვოდა ანდრეას.


-აი ეს... რაც ახლა მოხდა. - დააკონკრეტა გოგონამ.

ახვლედიანმა სკამის საზურგეს ჩაფრენილი ხელები მოაცილა და ამღვრეული თვალებით


შეხედა კატოს.

-შენი საუზმე მოაქვთ. ისაუზმე, მე წავალ.

-სად მიდიხარ? აღარ გშია? - დაიბნა ჯაყელი.

-არ დამელოდო მე. ლიუდმილა ვასილევნასთან წასვლას თუ გადაწყვეტ, წადი. რამე თუ


მოხდება, დამირეკე. - სწრაფად მიაყარა ყველაფერი გოგონას და სწრაფად გაეცალა მაგიდას.

გაკვირვებულმა კატომ კითხვის დასმაც ვერ მოასწრო. წამში ანდრეა ახვლედიანი საერთოდ
აღარ იყო რესტორანში. რაღას იზამდა? - მიმტანის მოტანილ საუზმეს შეექცა და გადაწყვიტა,
რომ საერთოდ არ ეფიქრა მასზე.

ისაუზმა და თავის ნომერში დაბრუნდა. ოთახის კარი გააღო თუ არა, წვიმამაც დასცხო.
ლიუდმილა ვასილევნასთან უნდოდა წასვლა, მაგრამ ასეთ ამინდში ცხვირსაც ვერ გაყოფდა
სასტუმროდან. უნებურად ისევ ანდრეა მოაგონდა. სად უნდა წასულიყო ასე უცებ და თან
ასეთ ამინდში ახვლედიანი?! მისი მზერა და ქცევები ვინმე სოფოსთან შეხვედრისას
ნამდვილად არ ჰგავდა იმ ანდრეას, რომელიც დაუღალავად თამაშობდა ჯაყელის ნერვებზე.

-ახვლედიანზე ფიქრიღა გაკლდა, კატო! - თავის თავს ხმამაღლა უსაყვედურა გოგონამ და


სავარძელში მოკალათდა. ჯერ ელენეს დაურეკა და ცოტახნით ესაუბრა, შემდეგ აგარაკზე
მყოფ მშობლებს. ბოლოს გადაწყვიტა, რომ თოიძესთვისაც უნდა დაერეკა და რჩევა ეთხოვა.

ფიქრებში ისე მოაწია შუადღემ, ვერც გაიაზრა. წვიმა შესუსტებულიყო და ახლა მხოლოდ
ცრიდა. ეკატერინემ მაშინვე იხელთა დრო, გაემზადა და ლიუდმილა ვასილევნას სახლისკენ
აიღო გეზი. გზაში რამდენჯერმე დაურეკა ანდრეას, მაგრამ ახვლედიანი ჯიუტად არ
პასუხობდა მობილურს. გულში გემრიელად გამოლანძღა მამაკაცი და აფორიაქებულმა
იმგზავრა მიხალკოვას სახლამდე.

მარიამი თავისი საძინებლის ფანჯარასთან იდგა და, როგორც ყოველთვის, ჩუმად


აკვირდებოდა ბაღში მჯდარ ნინოს. ისე ფრთხილად აკვირდებოდა, თითქოს დანაშაულს
ჩადიოდა და ვინმეს რომ გაეგო, აუცილებლად დაიმსახურებდა გაკიცხვას.
აბაზანიდან გამოსულმა იოანემ ცოლს გაუღიმა და კარადა გამოაღო, რათა სასურველი
ტანსაცმელი აერჩია. ჯაყელი იმდენად იყო ქალბატონი ახვლედიანის თვალიერებით
გართული, არც შეუმჩნევია დანელიას ოთახში შესვლა.

-რას აკვირდებით ასეთი დიდი ცნობისმოყვარეობით, ექიმო? - ჩაეცინა იოანეს და საყვარელ


წითელ ჯემპრს დაავლო ხელი.

-იოანე, ანდრეას დედა დიდი ხანია ავად არის? - შეუბრუნებლად ჰკითხა გოგონამ.

-რატომ დაგაინტერესა? - უჩვეულოდ დასერიოზულდა მამაკაცი და ცოლს მიუახლოვდა.

-დამაინტერესა უბრალოდ, არ შეიძლება?

-სამი წელი იქნება. - თვალები მოჭუტა იოანემ და იმ მიმართულებით გაიხედა, საითაც


მარიამი იხედებოდა.

-რა დაემართა? ასე უიმედო მდგომარეობაში როგორ ჩავარდა?

-რა ცნობისმოყვარეობამ შეგიპყრო ამ დილაადრიან, ექიმო? - გაეცინა დანელიას და კითხვაზე


თავის არიდება ცადა.

-არ მეტყვი?

-მგონია, რომ არ დამიჯერებ. მე კი არ მინდა, შენთან კამათი. - ისევ დასერიოზულდა


მამაკაცი, ჯემპრი ჩაიცვა, ცოლს აკოცა და ფანჯარას მოშორდა.

-ვიცი, რომ თუ არ გინდა, არ მეტყვი, ამიტომ არ დაგაძალებ, მაგრამ უკვე ისედაც ვხვდები,
რომ ეს ქალი ასეთ დღეში ანდრეას გამოა.

-წამოდი, რა, ვისაუზმოთ. - აშკარად არ აპირებდა ამ თემის განხილვას დანელია.

-ვისაუზმე მე უკვე, შენ წადი. - გაეღიმა მარიამს. - ჯიუტი ხარ. - ჩაილაპარაკა შემდეგ, მაგრამ
უკვე ზღურბლზე მყოფმა იოანემ მაინც გაიგო მისი სიტყვები. გაჩერდა, ცალი ხელით კარის
ჩარჩოს მიეყრდნო და წამით შეყოყმანდა.

-ნინო ამ დღეში მას შემდეგაა, რაც გაიგო, რომ ანდრეამ შენი ბიძაშვილი მოკლა. - თქვა
ძალიან ჩუმად, ისე რომ არც შებრუნებულა ოთახში. - დღემდე არ სჯერა, რომ ანდრეაა
მკვლელი. ვერავის ვერ ცნობს, მათ შორის ვერც ანდროს. მხოლოდ იმას გაიძახის, ჩემს
ანდრეას არავინ მოუკლავსო.

-ნიკუშას სიკვდილის მერეა ასე? - ხმა გაეპარა ჯაყელს. იცოდა, რომ მსგავს რამეს მოისმენდა
მიზეზად, მაგრამ მაინც ეტკინა გულის სიღრმეში რაღაც ნაწილი.

-ანდრეამ რომ ნახა პირველად, დაბრუნების შემდეგ - გაგიჟდა. ნოდარ გამყრელიძის


დაბადებისდღე გახსოვს? - მიუბრუნდა იოანე მარიამს.

-იმ ღამეს რა დამავიწყებს?! - ჩაეცინა გოგონას.


-ჰო, ეგ კონცერტი იმიტომ მოაწყო, რომ თავის დასჯა უნდოდა. მე და მათემ ძლივს
დავამშვიდეთ მაშინ. დღემდე თავს იდანაშაულებს, დედამისის ავადმყოფობის გამო. ნინოს
რომ რამე დაემართოს, ალბათ ანდრეა საერთოდ დაკარგავს კონტროლს თავის თავზე.

-ჰო, წარმომიდგენია... - საერთოდ წაერთვა ხმა მარიამს.

-შენი ბიძაშვილის სიკვდილს მარტო შენი ოჯახი არ დაუზარალებია, მარიამ. -


სევდაჩამდგარი თვალები გაუსწორა ცოლს იოანემ. - საერთოდ, ხანდახან მგონია, მკვლელის
ოჯახი უფრო საბრალოა, ვიდრე მოკლულის. - უცნაურად და ცალყბად გაეღიმა დანელიას,
შებრუნდა და ამჯერად მართლა წავიდა.

მარიამი დარჩა ფანჯარასთან აწურული ისე, როგორც სხვა დღეებში. იმ განსხვავებით, რომ
ახლა მას წინა დღით გაჩენილ შეკითხვაზე პასუხი ჰქონდა.

ანდრეა სასტუმროსთან ახლოს, ერთ-ერთ ბარში იჯდა და ადრიანი საათის მიუხედავად,


მაინც სვამდა. ჭიქებს ისე გამწარებით ცლიდა მიყოლებით, ბარმენი შიშით შეყურებდა და
ყოველ ჭიქას დიდი სიფრთხილით აწვდიდა. ახვლედიანი არაფერზე ფიქრობდა. უნდოდა
მალე გაეთიშა გონება, რათა წარსულის აჩრდილებს მისი გონება გაეთავისუფლებინათ.
თითოეული ჭიქის შემდეგ მეტად გრძნობდა თრობას, მაგრამ მაინც ვერ ისვენებდა.
შეხსენებული ცოდვები ანჩხლი მეზობელივით გაკიოდნენ მის თავში. მარჯვენა მტევანი
მომუშტული ჰქონდა და შიგადაშიგ ისე ურტყამდა ბარის ზედაპირს, თითქოს რაღაც
სტკიოდა და ამით ცდილობდა სიმწრის გადაფარვას.

მორიგ ჭიქას ცლიდა, როცა ჯიბეში მობილურის ზუზუნი იგრძნო - დაფარული ნომერი
ურეკავდა. მაშინვე მიხვდა, ვინც იქნებოდა ზარის ავტორი.

-გისმენ. - უპასუხა მობილურს და ბარმენს ანიშნა, რომ ცოტახნით აღარ დაესხა.

-დუდა ვარ. გირეკავ რომ გითხრა, მივდივარ.

-ამჯერად საით? - ოდნავ ჩაეცინა ანდრეას.

-უკრაინაში. ერთი-ორი კარგი მეგობარი მყავს იქ, შემიფარებენ დროებით. ვნახოთ, შეიძლება
რაღაც-რაღაც საქმეებსაც მოვკიდო ხელი. - მშვიდად ლაპარაკობდა მაჩაბელი.

-დიდი ხნით დარჩები?

-უსაფრთხოდ ვიქნები. მგონი, ცოტახნით შევწყვეტ აქეთ-იქით წანწალს და ერთ ადგილას


გავჩერდები. - გაეცინა დუდას.

-წარმატებებს გისურვებ მაშინ. იცოდე, არ დაიკარგო და თუ რამე დაგჭირდეს, დარეკე.


-იმიტომ არ დამირეკავს, რომ ჩემი მარშრუტის შესახებ მეცნობებინა შენთვის. - ჩაეცინა
მაჩაბელს. - კიდევ ერთხელ მინდა გკითხო, გინდა თუ არა, რომ იმ შენს გოგოს
დაველაპარაკო?

-არ არის საჭირო, წადი შენს გზაზე.

-კბილებით იცავ ახვლედიანი ჯაყელს! - გადაიხარხარა მაჩაბელმა. - უცნაური კაცი ხარ,


ანდრეა, ჯერ ის გოგო და ახლა ჯაყელი?

-უბრალოდ ჩემი საქმისთვის მჭირდება, რომ საღ გონებაზე იყოს! - გააბრაზა ანდრეა დუდას
სიტყვებმა.

-კარგი, როგორც შენ იტყვი! - სიცილს არ წყვეტდა დუდა.

-კეთილი მგზავრობა, დუდა!

-შეხვედრამდე, ახვლედიანო!

ანდრეამ მობილური გათიშა და ხის ზედაპირზე დააგდო. მაჩაბელის სიტყვებმა უნებურად


გააღიზიანა და ისედაც ცუდ ხასიათზე მყოფი, კიდევ უფრო მოშხამა. ბარმენს ხელი აუქნია
და ჭიქის შევსება ანიშნა - ჩვეულებას ისევ არ ღალატობდა, ყველანაირ ემოციას სასმელში
ახრჩობდა.

ლიუდმილა ვასილევნასთან მეორე სტუმრობამ იმაზე უფრო მძიმედ ჩაიარა, ვიდრე


თავდაპირველმა. ეკატერინე გრძნობდა, რომ დათუნას სურათებით სავსე სახლში ყოფნას
გული ვერ უძლებდა. მიხალკოვა საინტერესოს ისევ არაფერს ამბობდა. ჯიუტად დუმდა და
ყოველთვის, როცა ჯაყელი ლევან ნაკაშიძეზე ცდილობდა სიტყვის ჩამოგდებას, თემას
ცვლიდა.

ამჯერად სადილზე აღარ დარჩენილა. მიხვდა, რომ საყვარელ სადედამთილოსთან ვიზიტები


ტკივილის მეტს არაფერს მოუტანდა, ამიტომაც რაც შეეძლო მალე დაიძვრინა თავი იმ
მიზეზით, რომ საღამოს მისი რეისი მიფრინავდა.

ლიუდმილა ვასილევნამ დაუნანებელი ცრემლებით გამოაცილა ეკატერინე ზღურბლამდე.


ჯაყელი ბოლოჯერ გადაეხვია ქალს და მიხვდა, მისი ნახვა აღარასდროს სურდა ცხოვრებაში.
კიბეები სწრაფად ჩაირბინა - სირცხვილის გრძნობით ალმურმოდებულმა. საშინლად
სტკიოდა იმ ერთადერთ ადამიანთან განშორება, რომელიც მას დათუნას თავს ახსენებდა,
მაგრამ სწორედ ამავე მიზეზით შორდებოდა ქალს. უკვე კიბეებზე დაშვებულმა გაიგონა
მიხალკოვას იმედგასხივოსნებული კითხვა, ხომ კიდევ ჩამოხვალო, მაშინვე შედგა,
შებრუნდა და ურცხვად გაუღიმა ქალს. ისე დამაჯერებლად უპასუხა, კიო, თავადაც
დაიჯერა, ოდესმე კიდევ შეძლებდა მის კარზე დაკაკუნებას და ტკივილის მორევში
შეცურვას. ან იქნებ შეძლებოდა კიდეც? როცა დათუნას მკვლელს დაიჭერდა და
გულდამშვიდებული შვილმკვდარი დედისთვის სათანადო სიტყვებს გამოძებნიდა.

შენობიდან გამოსულმა ისევ აღმოაჩინა, რომ საშინლად წვიმდა. უკვე მოსაღამოვებულზე ცა


უფრო მრისხანედ და ავისმომასწავლებლად გამოიყურებოდა. გოგონამ სწრაფად გააჩერა
ტაქსი და სასტუმროს მისამართი უკარნახა. სამუდამოდ ემშვიდობებოდა ლიუდმილა
მიხალკოვას სახლს. სახლს, რომელიც დათუნა გასვიანის უამრავ მოგონებას იტევდა.

სანამ სასტუმროს კარამდე მიირბინა, ისე დასველდა, სასტუმროს ნომერში ასვლისთანავე


საშხაპეს მიაშურა. რამდენიმე საათიანი ნებივრობის შემდეგ გარეთ გასულმა აღმოაჩინა, რომ
უკვე საკმაოდ დაღამებულიყო. ანდრეა მთელი დღის განმავლობაში არ ჩანდა. არადა საქმეზე
უნდოდა მასთან დალაპარაკება.

გაბრაზებულმა სწრაფად ჩაიცვა და მიმღებში ჩავიდა, რათა ანდრეა ეპოვნა. რესტორანში არ


იყო, არც ინსტრუმენტების ოთახში. მისი ნომერი არ იცოდა ამიტომ ერთადერთ გზად
სასტუმროს ბარი რჩებოდა.

შესვლისთანავე დაინახა ბართან მჯდარი ანდრეა, ვისკის ჭიქით ხელში და გაბრაზებულმა


მაშინვე მისკენ გასწია. თავზე წამოადგა დოინჯშემორტყმული და ახვლედიანს რამდენიმე
წამი მისცა საუბრის დასაწყებად.

-ამჯერად რა დავაშავე? - ამოიხვნეშა ღიმილით ანდრეამ და ქვევიდან ახედა ჯაყელს.

-შენ ნორმალური ხარ?! - მაშინვე შეტევაზე გადავიდა კატო.

-ძალიან მთვრალი არ ვარ, ნუ ღელავ. - ტანით შეუბრუნდა ახვლედიანი გოგონას და მის


გვერდით სკამზე ანიშნა. - დაჯექი. - დაამატა სიტყვიერად, როცა მიხვდა, რომ ეკატერინე
განძრევასაც არ აპირებდა.

-მთელი დღე დაიკარგე, არც დაგირეკავს, არც გამოჩენილხარ. დასალევად მოდიოდი


მოსკოვში?! - უფრო შეუვალი ხდებოდა ჯაყელი.

-ნუ ყვირი და დაჯექი ან წადი საერთოდ! რისთვის მეძებდი? ლექცია რომ წაგეკითხა
ჩემთვის? მაპატიე, ცოტა დიდი ვარ უკვე მსგავსი მოძღვრებისთვის! - უჩვეულოდ უხეშად და
ყოველგვარი ცინიკის გარეშე ჟღერდა მამაკაცის ხმა.

-რას გამოიქეცი დღეს დილით რესტორნიდან? მეც, როცა მომეპრიანება, წავიდე და


გადავიკარგო მთელი დღით?

-რაო, შენი დათუნას მკვლელი იპოვნე და ამაღელვებელ სცენებს დავაკლდი? -


მობეზრებულად აატრიალა თვალები ახვლედიანმა და ისევ თავის სასმელს მიუბრუნდა.

-საერთოდ არ გადარდებს, არა, რას გელაპარაკები? - ცინიკურად ჩაეცინა გულმოსულ კატოს.


-მე საერთოდ ასეთი ადამიანი ვარ, ეკატერინე. არავინ და არაფერი მადარდებს ამ ქვეყნად!
არც გრძნობები, არც ფასეულობები, არც ღირსება. აი, ასეთი ღორი გამაჩინა დედაჩემმა! -
ჭიქას მაგრად მოუჭირა ხელი ანდრეამ და კბილები ერთმანეთს დააჭირა. გაკვირვებული
ეკატერინე მხოლოდ მაშინ დააკვირდა მამაკაცს და შეამჩნია, რომ არც ისე კარგად
გამოიყურებოდა. დილანდელი გაქცევაც ენიშნა და მიხვდა, ახვლედიანს რაღაც უჭირდა.

-რა ბზიკმა გიკბინა, არ იტყვი? - სკამზე ჩამოჯდა ჯაყელი და ცალი ხელი თავქვეშ ამოიდო.

-არაფერმაც არ მიკბინა. ხვალ გამეღვიძება და აღარც მემახსოვრება ეს ყველაფერი. - ჭიქა


გამოცალა ანდრეამ და ბარმენს ანიშნა სასმლის გამეორება.

-მთვრალი ხარ. ეჭვი მაქვს, დღეს მთელი დღე სვამდი. რა მოხდა-მეთქი, რამდენჯერ უნდა
გკითხო?

-ჰო... ალბათ ზოგადად ბევრს სვამენ იმ დღეს, როცა საკუთარ თავში ბინძურ ღორს
აღმოაჩენენ. - გაეღიმა ცალყბად მამაკაცს.

-ძველი ნაცნობების ნახვის შემდეგ ხარ ასე. - აღნიშნა ეკატერინემ. - ასეთი რა გაგახსენა მათმა
ნახვამ? - გაოცებული იყო გოგონა.

-ძველი ნაცნობები... - ჩაეცინა ანდრეას. - ძველმა ნაცნობებმა ძველი ცოდვები მოიტანეს...

-ძველი ცოდვები? რისი თქმა გინდა, ვერ ვხვდები.

-რაში გადარდებს, ვერ მეტყვი?! - უცებ წამოსწია თავი ახვლედიანმა და ეკატერინეს


მიაშტერდა.

-ადამიანურად მაინტერესებს. რა იყო, არ შეიძლება?

-უკეთესად რომ გაიგო, რა ცხოველიც ვარ, არა? მერე უფრო კარგად რომ შეძლო ჩემი
შეძულება... - ეკატერინეს შესაძლოა მოეჩვენა, მაგრამ მაინც ცხადად იგრძნო ანდრეას ხმაში
ტკივილი.

-ის რეზი შენი კლასელი იყო, როგორც მივხვდი. მისი ნახვა გაგიხარდა კიდეც, მისი ცოლის
ნახვის შემდეგ იყო, რომ გაფითრდი და დაემსგავსე ცოცხალ-მკვდარს.

-შეგიმჩნევია ყველაფერი, ჩემგან რაღა გინდა?

-ეგ გოგო ბავშვობაში გიყვარდა? ან ერთმანეთი გიყვარდათ? - უცებ დასვა ჯაყელმა მისთვის
ყველაზე საინტერესო კითხვა.

-შენი აზრით, ჩემნაირ ღორს საერთოდ შეუძლია მაგ სიტყვის არსის ცოდნა? - ჩაიქირქილა
ანდრეამ და ცალი თვალი მოჭუტა.

-იმას უყვარდი?

-იმას ვუყვარდი... იმას ვუყვარდი... - სიმწრით ჩაილაპარაკა კრიჭაშეკრულმა მამაკაცმა. -


ღმერთო, იმას ვუყვარდი! - ორივე ხელი სახეში შემოირტყა ცოტა ხნის შემდეგ და თვალებზე
ჩამოისვა. - იმას მართლა ვუყვარდი! - მარჯვენა მუშტი გამეტებით ჩაირტყა მუხლში.
-შენს მეგობარს ის უყვარდა, მას კი შენ, არა? - მკრთალად გაეღიმა ჯაყელს.

-ვიცოდი, რომ უყვარდა! ჩვენს სკოლაში ყველამ იცოდა, რომ რეზის სოფო უყვარდა, მაგრამ
არავინ, რომ სოფო ჩემზე გიჟდებოდა. მხოლოდ მე გამიმხილა... მხოლოდ მე ღორს გამიმხილა
ერთ ღამეს, ექსკურსიაზე. და მე? - საერთოდ არ მიფიქრია რეზიზე! ტვინში მარტო სოფოსთან
გართობის გეგმებს ვატრიალებდი! იმ გოგოს ისეთი წმინდა გრძნობა ჰქონდა ჩემ მიმართ,
მაგრამ მე ბინძური რას გავიგებდი?! როგორ გამოვიყენე... როგორი ცხოველივით მოვექეცი,
ღმერთო! - თვალები აემღვრა ახვლედიანს და ეკატერინემ პირველად მოახერხა მათში
ჩაძირული ტკივილის ფსკერზე დანახვა; ანდრეას წამწამებს ცრემლები მოსდგომოდნენ.

-ამის გამო იტანჯავ თავს? მისნაირი გოგოსთვის ალბათ ბაირამობაც იქნებოდა შენ გვერდით
გავლა, რა არის ამაში ლოყებდასახოკი? - უნებურად ამართლებდა მამაკაცს ეკატერინე.

-შენ არ გესმის, ეკატერინე! არ გესმის! - წამოიყვირა ანდრეამ და მის ღაწვებზე აკაშკაშებული


კურცხალიც მაშინვე შენიშნა გოგონამ. - შვილი ჩემ გამო არ უჩნდებათ! ჩვიდმეტი წლისები
ვიყავით, ის კი დაორსულდა! მამაჩემმა ისე მოაშორა ბავშვი, არც მკითხა! არც ვიცოდი!
მამაჩემმა ჩემი შვილი მოკლა და მე არც ვიცოდი... მერე გავიგე... სოფო შემხვდა, საერთოდ
სხვანაირი, დაბერებული, მოუვლელი, გაუბედურებული. იმის თვალებს, ეკატერინე,
დედამიწის ზურგზე ვერაფერი დამავიწყებს. შემომხედა და ცრემლიანი თვალებით მკითხა,
სიყვარულისთვის ასე მწარედ რატომ დამსაჯეო. მე კიდევ ვიდექი იდიოტივით,
გაშტერებული და ხმასაც ვერ ვიღებდი. რა უნდა მეთქვა? - შენთან მხოლოდ ცხოველურ ჟინს
ვიკმაყოფილებდი და მაპატიე, თუ შენი ცხოვრება შემომენგრათქო?! რა მეთქვა? - მხოლოდ
ჩვიდმეტი წლისები ვიყავით! არაფერი ვიცოდი! არ ვიცოდი, რომ ორსულად დარჩა! მამაჩემმა
ისე მოაშორა ბავშვი, მე ნაბიჭვარს, მე დოყლაპიას არაფერი გამიგია! ჩემი გართობის შედეგი
არც გამიგია! სოფოს ცხოვრება დავუნგრიე და არც კი ვიცოდი. რომ არ შემხვედროდა და რომ
არ ეთქვა, არც მეცოდინებოდა... არც მეცოდინებოდა, რომ მამაჩემმა მუცელი მოაშლევინა,
რომ ჩემ გამო ცხოვრება დაენგრა. ჩემ გამო! ჩემ გამო! ჩემ გამო! - მუშტს მაგრად ურტყამდა
ხის ზედაპირზე ანდრეა და ცხარე ცრემლით ტიროდა. - როგორ მძულს ჩემი თავი! და როგორ
მძულს მამაჩემი ასეთ კაცად რომ მაქცია! როგორ მძულს, როგორ ძალიან, ძალიან ძლიერად! -
ღმუოდა წელში მოკაკვული და ერთ წამში დაჩიავებული ახვლედიანი.

ეკატერინე გაოცებული შეყურება მოტირალს და ენაგადაყლაპულს წარმოდგენაც არ ჰქონდა,


რა უნდა ეთქვა. მის წინ დამსხვრეული ანდრეა ახვლედიანი იჯდა და ტიროდა. ყვებოდა
თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ცოდვას და კიდევ ერთ მიზეზს აძლევდა
შესაძულებლად, მაგრამ რატომღაც ჯაყელს საერთოდ არ უჩნდებოდა ზიზღის გრძნობა.
საერთოდ არ უნდოდა, რომ ამრეზით შეეხედა ახვლედიანისთვის. იმ წამს ეკატერინე თავის
თავს ხედავდა განადგურებულ ანდრეაში. თანაგრძნობა ჭარბობდა მასში.

-კარგი, გასაგებია... ანდრეა, კარგი. - ძლივს ამოიღო ხმა გოგონამ და აკანკალებული ხელები
ფრთხილად შეახო მამაკაცს.

-რომ მცოდნოდა... რომ მცოდნოდა... - ზლუქუნებდა პატარა ბავშვივით ახვლედიანი. - შენი


აზრით რას ვიზამდი, რომ მცოდნოდა? - ბარზე იყო გადამხობილი მამაკაცი და
გულმხურვალედ ტიროდა. ბარმენი გაფართოებული თვალებით შეყურებდა ანდრეას.
-თქვენს საქმეს მიხედეთ! - შეუღრინა ეკატერინემ რუსს და ისევ ახვლედიანს მიუბრუნდა. -
კარგი, ანდრეა, კარგი.

-მაინც მოიყვანა, გესმის? რეზიმ მაინც მოიყვანა ცოლად! იმდენად უყვარდა, იმდენად
უნდოდა, რომ ჩემმა სიბინძურემაც ვერ შეუშალა ხელი! ჩემგამო შვილი არ უჩნდებათ! ჩემ
გამო! - მუშტებს უშენდა ბარს მამაკაცი.

-ქალბატონო, მგონი თქვენმა მეგობარმა ბევრი დალია. ნომრამდე მივაცილებთ. - დაცვის


წევრი მიუახლოვდა ჯაყელს.

-არ არის საჭირო, მეთვითონ წავიყვან. - უმალ გასცა პასუხი გოგონამ და ანდრეას ხელი
დაავლო. - წამოდი, ანდრეა, გეხვეწები, ნომრამდე მიგიყვან.

-ღმერთო... რა დღეში ვარ. - ღრმად ხვნეშოდა ახვლედიანი. - არ მანებებენ, წარსული


ცოდვების აჩრდილები არ მანებებენ თავს!

-წამოდი. - სკამიდან წამოაყენა კატომ და ბანცალით გაუყენა გასასვლელის გზას.

რის ვაი-ვაგლახით შეათრია თავის ნომერში და დივანზე დასვა. დამამშვიდებელი ამოიღო


ჩანთიდან და წყალთან ერთად გაუწოდა მამაკაცს, ამ უკანასკნელმაც უხმოდ დალია წამალი
და თავი საზურგეს მიაყრდნო. შიგადაშიგ ისევ ზლუქუნებდა, ორივე ხელს მუცელს, ხოლო
კბილებს ერთმანეთს აჭერდა. უცხო თვალს ეგონებოდა, რომ რაღაც გაუსაძლისად სტკიოდა
ფიზიკურად და ოფლშიც ამიტომ ცურავდა. ჯაყელი თავზე ედგა, შეცბუნებული, გაოცებული
და აფექტის მდგომარეობაში ჩავარდნილი. არადა ხომ შეეძლო იმ ბარში დაეტოვებინა?! - ვინ
იცის რამდენჯერ ჩავარდნილა მამაკაცი ასეთ მდგომარეობაში და მაინც მიუღწევია
სახლამდე. მაგრამ ვერ დატოვა. ვერ და არ დატოვა ტკივილის მარწუხებთან მარტო ანდრეა.

-გგონია, ერთადერთი იყო? - ცოტა ხნის შემდეგ ჩახლეჩილი ხმით ამეტყველდა დივანს
მისავათებული ანდრეა. - არა...

-არ მინდა, ნუ მომიყვები. - დაიხარა ეკატერინე და იქვე, მაგიდასთან ჩასრიალდა, იატაკზე.

-ვერთობოდი. გოგოებს მოვწონდი, გიჟდებოდნენ ჩემზე. რას არ აკეთებდნენ, რომ მათთვის


ყურადღება მიმექცია. ზოგი მაწუხებდა კიდეც. მე კი სწორედ ეს მომწონდა. უყურადღებოდ
რომ ვტოვებდი, ზოგიერთს ან სიგიჟეებს ვაკეთებინებდი. ხანდახან, თავმოყვარეობასაც
ვავიწყებდი და სამარცხვინო საქციელებისკენ მოვუწოდებდი. მერე ერთი კვირით
ვერთობოდი მათთან. ყოველგვარი ემოციის გარეშე, მხოლოდ ცხოველური ვნების
დასაოკებლად. მათი სახელებიც კი აღარ მახსოვდა. ზოგიერთს ვეღარც ვცნობდი სახეზე.
უბრალოდ ვიღებდი მათგან იმას, რაც მე თავად მინდოდა და შემდეგ ვიშორებდი,
დაუფიქრებლად.
-ანდრეა, გეყოფა... - შეწუხდა გოგონა.

-მაგრამ სოფო სულ სხვანაირი იყო. სხვანაირად ვუყვარდი - გულწრფელად. რეზისთან


ისეთი ამაყი იყო... შეუვალი და მტკიცე. ჩემთან... ჩემთან ემსგავსებოდა პატარა და დაუცველ
კნუტს. ჩემი სიყვარული სჭირდებოდა. სხვა გოგოებივით ფეხებში არ მიხტებოდა და არ
გაჰყვიროდა უსასრულოდ, რომ ვუყვარდი. დიდხანს მიმალავდა, დიდხანს ინახავდა
თავისთვის გულში და ერთ ღამეს ძალიან ჩუმად, თითქმის ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა.
მე, შინაგანად დამპალმა, კი ვერაფერი გავიგე. მასაც ისევე მოვექეცი, როგორც სხვებს. არადა
ის არ ჰგავდა სხვას... არც მისი სიყვარული იყო ერთკვირიანი. ვერ გავიგე... ვერ გავუგე...
წრფელ სიყვარულს ვერაფერი გავუგე. ისევე გავჭუჭყე და გავანადგურე, როგორც იაფასიანსა
და ერთჯერად სიყვარულს ვჭუჭყავდი და ვანადგურებდი. - გულაღმა იწვა ანდრეა
ახვლედიანი. მზერა ჭერისთვის ჰქონდა მიშტერებული. ოთახში ბნელოდა, მხოლოდ
მთვარის შუქი ირეკლავდა მისი თვალებიდან ნაკადად დადინებულ ცოდვილ ცრემლებს.

-შეცდომას ყველა უშვებს, ანდრეა. - ძლივს ამოიღო ხმა ცრემლებით დამხრჩვალმა


ეკატერინემ და ხელები მაგრად შემოაჭდო მოკეცილ ფეხებს. პირველად იყო, რომ საკუთარი
კი არა, სხვისი ცრემლებით ტიროდა.

-რეზისნაირი ღირსეული კაცი იმსახურებს გვარის გამგრძელებელს, რომელიც მხოლოდ


ჩემნაირი ღორის გამო ვერ ეყოლება.

-ღორებს სინანულის გრძონობა არ გააჩნიათ. არც ყელამდე ლაფი ურევთ გულს და არც
რაიმეს გამოსწორება უნდათ. ღორებს არასდროს ახრჩობთ წარსული ცოდვები. შენ ღორი არ
ხარ, ანდრეა. - პირველად იყო ახვლედიანთან ასეთი გულწრფელი ჯაყელი.

-რომ ვნანობ, ეგ ცვლის რამეს? სოფოს თვალებში გაქრება ოდესმე ჩემი დანახვისას
ამოტივტივებული ტკივილი, თუ შვილის ყოლას შეძლებენ?! ჩემი მდაბიო სინანული რას
ცვლის?!

-შენი „მდაბიო სინანული,“ შენში არსებულ ღმერთს ცვლის. შენში არსებული ღმერთი კი
რეზის და სოფოს ცხოვრების გზაზე შენს სინანულს წამოაშველებს.

-შენ გჯერა მაგის, ეკატერინე?! - ტანით ოდნავ შეირხა ახვლედიანი.

-რაღაცის თუ არ იწამე და რაღაცას თუ არ ჩაეჭიდე, ამ ქვეყნის ჭაობში ჩაეფლობი. მე კიდევ არ


მინდა იმის მჯეროდეს, რომ ამ ქვეყანაზე ჭაობში ჩასაფლობად მოვედი. ეჭვი მაქვს, არც შენ
მოგინდება მაგის დაჯერება.

ანდრეას არაფერი უთქვამს. მზერას ჯიუტად არ აცილებდა ჭერს. არც ინძრეოდა, არც
თვალებს ახამხამებდა, სუნთქვაც კი შეკრული ჰქონდა და მხოლოდ ეკატერინეს სიტყვებზე
ფიქრობდა. ჯაყელიც დუმდა. ხვდებოდა, თავისი სიტყვებისთვის გრამიც რომ დაემატებინა,
ყველაფერი დაკარგავდა აზრს. დომინოს მიჯრით მიწყობილი ქვებივით - ერთის
გაუფერულება, ყველა დანარჩენი სიტყვის გაუფერულებასაც გამოიწვევდა. ამიტომ დუმდა
ორივე; ღამის სიბნელეს უზიარაბდნენ თავიანთ აზრებსაც და ტკივილსაც.
იქნებ რამდენიმე წუთიც ისხდნენ ასე ან თუნდაც საათი. არცერთი ირხეოდა. ახვლედიანს
მოსვენებადაკარგული სუნთქვა ნელ-ნელა უმშვიდდებოდა. ამოვარდნილი ქარიშხალი
ჩადგომის პირას იყო. ღამის მარწუხები ძალიან ნელა და ფრთხილად ეპარებოდნენ მამაკაცს.
ამშვიდებდნენ, თენთავდნენ და ქუთუთოებს უმძიმებდნენ.

როცა ანდრეას საბოლოოდ დაუმშვიდდა სუნთქვა და ისევ თანაბარი გაუხდა, კატომ ნელა
წამოსწია თავი და აღმოაჩინა, რომ ჩაძინებოდა. ფრთხილად წამოდგა, საძინებელში გავიდა
და პლედით ხელში დაბრუნდა უკან. მხოლოდ მისი გადაფარებისას დააკვირდა ჯაყელი
მამაკაცის სახეს. ანდრეას თავი უკან გადაეგდო. მთვარის შუქზე ნათლად მოსჩანდა მისი
გაუხეშებული ნაკვთები, რომლებიც ძილისას პატარა ბავშვისას დამსგავსებოდნენ.
ახვლედიანს ისე ეძინა, თითქოს ამ ქვეყნის ცოდო არათუ მხრებზე ედო, ყურმოკრულიც არ
ჰქონდა ცხოვრებაში. ეკატერინე სუნთქვაშეკრული სწავლობდა მისი სახის თითოეულ
წერტილს. არ უნდოდა, განძრეულიყო და ძლივს მიტყუებული ძილი დაეფრთხო
ანდრეასთვის.

მისი სახე იყო მშვიდი. მუდამ შეჭმუხნული წარბები ძილისას გაეხსნა და ნათელი სახე
დაენახებინა მთვარის შუქისთვის. ყოველთვის ფიქრობდა ეკატერინე, რომ მკვლელებს
თავიანთი გულღრძო ბუნება ლაპარაკზეც ეტყობოდათ, სიარულზეც, ჭამაზეც და ძილზეც.
შეიძლებოდა კი, რომ ასე მშვიდად მფშვინავი ადამიანი მკვლელი ყოფილიყო?! ტკივილისგან
დაღლილს, ცოდვის აჩრდილებისგან გასავათებულს ისე ეძინა, თითქოს საუკუნო ღვიძილის
შემდეგ დაეხუჭა თვალები. მისი ბობოქარი ბუნება ჩამდგარიყო, დაკარგულიყო, ღამის
სიზმარში გაფანტულიყო...

ეკატერინე დივანს მოსცილდა და ფანჯარას მიუახლოვდა. ორივე ხელით დაეყრდნო რაფას


და თავი ჩახარა. - ეს მეტისმეტი იყო! მის ოთახში მშვიდად მძინარე ანდრეა ახვლედიანი? -
მეტისმეტი იყო! - მომტირალი ანდრეა ახვლედიანი? - მეტისმეტი იყო! - გულწრფელი და
ცოდვებისაგან დატანჯული ანდრეა ახვლედიანი? - მეტისმეტი იყო! - ადამიანი ანდრეა
ახვლედიანი? - მეტისმეტი იყო! ადამიანი ანდრეა ახვლედიანი იყო ზედმეტი... ბიძაშვილის
მკვლელი ახვლედიანი...

-ნეტავ... ნიკუშას მოკვლასაც ასე ნანობ, ანდრეა? - დაიჩურჩულა ყელშიცრემლებგაჩხერილმა


ჯაყელმა და უმწეოდ ჩაცურდა ძირს. თავი კედელს მიაყრდო, ფეხები უწინდებურად მოკეცა,
ხელები მათ შემოაწყო და თავი დაადო.

ცრემლებს არც იმ ღამით გასჭირვებიათ ეკატერინე ჯაყელის პოვნა. და ისევ ატირდა ოთახში
მარტო დარჩენილი გოგონა. ოღონდ ამჯერად უკვე არა სხვისი, არამედ თავისი ცრემლებით,
რომლებიც ასე უხვად გაემეტებინა ღმერთს მისთვის.
ღამემ უსაშველოდ გაწელა გათეთრება, მაგრამ გოგონას წამითაც არ მოუხუჭავს თვალი.
დაღლილი და უძილო თვალები დივნისთვის მიეშტერებინა და დროში არეული ელოდა
ახვლედიანის გაღვიძებას. ანდრეა არ ჩქარობდა თვალის გახელას. იმაზე მშვიდად ეძინა,
ვიდრე საკუთარ სახლში და საკუთარ საწოლში.

საათი დილის ათს ასრულებდა, როცა ჯაყელმა მამაკაცის თანაბარი სუნთქვის დარღვევა
იგრძნო და მიხვდა, ანდრეას გაღვიძებოდა. ხმა არ ამოუღია, არც კი განძრეულა, მისგან
ელოდა პირველ ნაბიჯს.

ანდრეა ერთხანს ისევ ისე იწვა, როგორც ჩაძინებამდე. წინა ღამის კადრებს დეტალურად
იხსენებდა და ყველაფერს აანალიზებდა. შემდეგ მძიმედ წამოსწია თავი და იქვე, იატაკზე
მოკუნტულ ეკატერინეს გახედა. პლედი მოიშორა, წამოდგა და ფანჯარას მიუახლოვდა. ხმას
არ იღებდა, უბრალოდ მოძრაობდა. არც ეკატერინე ამბობდა რამეს. დაქანცული თვალებს
ადევნებდა მის თითოეულ ქმედებას.

ახალგაღვიძებულმა ჯერ დილის, უკვე გაღვიძებულ მოსკოვს გადახედა და ერთხანს


დააკვირდა. მერე თავადაც ჩაცურდა ძირს, ჯაყელს გვერდით მიუჯდა და მასსავით მოკეცა
ფეხები.

ორივე დუმდა. მაგიდაზე დადგმულ ლარნაკს ისე აკვირდებოდნენ, თითქოს მასზე უნდა
შეემჩნიათ რაიმე ცხოვრებისეული საიდუმლო და მერე გულდამშვიდებულებს გაელიათ
გათენებული დღე. ორივე ხვდებოდა, რომ მათ ბაგეებს მოწყვეტილი პირველი სიტყვა
უბრალოებისთვის და უფერულობისთვის იქნებოდა განწირული. ამიტომ დუმდნენ
შეთქმულებივით და დილას წამების ტაატით მიწყობის უფლებას აძლევდნენ.

-ახლა... - დაიჩურჩულა უცებ ახვლედიანმა და გაჩერდა. - ახლა ვართ მეგობრები? -


ახალგაღვიძებულის ბოხი ხმა ჰქონდა მამაკაცს.

-რა? - ვერ გაიგო სამარისებურ სიჩუმეში შემოჭრილი უეცარი კითხვის არსი ეკატერინემ.

-ეს უკვე მეორე ღამე იყო. - თავი ჯაყელისკენ შეაბრუნა მამაკაცმა. - დღეს შეგვიძლია ერთ
მაგიდასთან საუზმე? - ტუჩის ათამაშებულ კუთხეში მკრთალი ღიმილი გაექცა ანდრეას და
ეკატერინემაც წამში ამოიცნო ძველი, ნაცნობი და ღიმილიანი „კომპანიონი“.

-ღმერთო ჩემო! - უხეიროდ ჩაეცინა გადაღლილ და გაოცებულ ეკატერინეს. - შენ მართლა


არანორმალური ხარ, ხომ? - გაეცინა უფრო ხმამაღლა და თამამად. თითქოს წამში გაქრა
გათენებული ღამის მძიმე კვალი. ანდრეასაც გაეცინა, უფრო გულწრფელად და უფრო
ლაღად. მერე იცინოდა ორივე. ისტერიულ და ტკივილისგან ფარადგადადებულ სიცილს
უფრო ჰგავდა მათი ხარხარი, მაგრამ გულწრფელობაც დიდი დოზით ერია მასში.

-გიჟი ხარ! არაპროგნოზირებადი და არანორმალური! - ოდნავი დამშვიდების შემდეგ შეამკო


გოგონამ ახვლედიანი. ანდრეას მხოლოდ გაეღიმა, რის შემდეგაც ისევ დუმილი ჩამოწვა მათ
შორის.

-მადლობა, ეკატერინე. - ისევ უეცრად ამოიღო ხმა ამჯერად სერიოზულმა ანდრეამ.


-არ არის საჭირო.

-დამიჯერე, არის. მადლობას ხშირად არ ვუხდი ადამიანს, მაგრამ შენ გულწრფელად


დაიმსახურე, არასავალდებულოს სავალდებულოდ ქცევისთვის.

-მოდი ვთქვათ, რომ გუშიწინდელი დღისთვის გადაგიხადე სამაგიერო. გუშინწინ შენ აიტანე
ჩემი კრიზი, გუშინ მე. - გაეღიმა ჯაყელს.

-ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან და მაინც ძალიან ვგავართ. - აღნიშნა ანდრეამ.

-ალბათ ტყუილად არ შევუყრივართ ერთად ბატონ გიორგის. - ჩაეცინა კატოს.

-ტყუილად არაფერი ხდება, შენგან ვისწავლე! - გაეღიმა უცნაური სიმშვიდით შეპყრობილ


ახვლედიანს და წამოდგა.

ერთხანს თვალებში უყურებდა მომღიმარ ეკატერინეს. ისეთი ლამაზი იყო ჯაყელი...


ნამტირალევი და ამოღამებული თვალები საოცრად უელავდა ღიმილისას. იმ წამს უნდოდა,
ქვეყანა გაეჩერებინა და სამუდამოდ გაეშეშებინა ის წამი. წამი, რომელშიც ეკატერინე ჯაყელი
გულწრფელად უღიმოდა ანდრეა ახვლედიანს. იცოდა, რომ კარს გააღებდა და იმ სამყაროში
შეაბიჯებდა, რომელშიც ეს ორი გვარი ერთმანეთს მტრობდა და რომელშიც ის მისი
ბიძაშვილის მკვლელი იყო. უნდოდა, სამუდამოდ ჩაებეჭდა გონებაში მომენტი, როცა ისინი
არ ჩხუბობდნენ, არ შხამავდნენ ერთმანეთს და არ ლანძღავდნენ. უბრალოდ უღიმოდნენ...
ძალიან გულწრფელად და მთელი გულით. ყველაზე ლამაზი იყო მზისშუქმიფენილი
ეკატერინე ჯაყელი, რომელიც ცრემლიანი და დაღლილი, მაგრამ მაინც ბრჭყვიალა
თვალებით, აწითლებული ცხვირითა და გულღია ღიმილით უმზერდა ანდრეა ახვლედიანს.
მსოფლიოს პირველი ქალი იყო ეკატერინე ანდრეასთვის იმ წამს! იმ ყველაზე ლამაზ და
ყველაზე მშვიდ წამს, რომელსაც მოსკოვის ღამე სამუდამოდ შეინახავდა და
გაუფრთხილდებოდა თავისი გაყინული ფრთების ქვეშ.

-დღეისთვის რა გეგმები გვაქვს? - ჩუმად დაილაპარაკა ანდრეამ და წელში გასწორდა.

- თერთმეტზე შევხვდეთ ვესტიბიულში და საქმეს მივხედოთ. - უცებ მოეგო გონს


ეკატერინეც და რეალობაში დაბრუნდა.

-as you say, beautiful lady! - გაეღიმა მამაკაცს და ჯაყელიც გააღიმა.

-ორი სრულიად სხვადასხვა პიროვნება ცხოვრობს შენში. - უცებ მოუნდა გულწრფელობა


გოგონას. - დღის და ღამის ანდრეა ახვლედიანი.

-ღამე ვტირით და დილით საქმეს ვაკეთებთ. - გაეღიმა ანდრეას და კედელს მიეყრდნო.


ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და ისევ ფანჯრიდან გადაშლილ დილის პეიზაჟს
დააკვირდა. - სოფელი ასე შენდება.

-ეგ რომელი ფილოსოფოსის ნააზრევია? მემგონი, მეც მისი მიმდევარი ვარ. - ჩაიცინა კატომ.
-თუ ორივე მისი მიმდევრები ვართ, ფილოსოფოსი გიორგი თოიძე გამოდის. - მხრები აიჩეჩა
ყურთამდეღიმილგაპობილმა ახვლედიანმა და კედელს მოსცილდა. - შეიძლება შენი
აბაზანით ვისარგებლო? - ეკატერინეს სიცილი არც შეიმჩნია ისე ჰკითხა გოგონას.

-თუ ერთ მაგიდასთან საუზმობა უკვე შეგვიძლია, ალბათ ეგეც ნებადართულია. რავიცი, აქ
წესებს შენ ადგენ, მგონი. - გახალისდა ჯაყელი.

-ეს უკვე მომწონს. - გაეცინა ანდრეას და საპირფარეშოს კარი შეხსნა. - ეკატერინე. - უცებ
მიუბრუნდა ახვლედიანი რაფაზე აყუდებულ ჯაყელს. - დარწმუნებული ხარ, რომ ახლავე
გინდა საქმეს შევუდგეთ? თუ გინდა, წავალ მე ჩემს ნომერში. შენ მოისვენე, დაიძინე და ცოტა
აზრზე მოდი... - უჩვეულოდ სერიოზული იყო მამაკაცი.

-არ მინდა, ნუ ღელავ ჩემზე. კარგად მაშინ ვიქნები, როცა ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.
ერთი და ორი ღამის გათევა ვერ შემიშლის ამაში ხელს. - მკრთალად გაეღიმა გოგონას.

-კარგი, როგორც გინდა. - გაუღიმა ანდრეამ, კარი ბოლომდე შეაღო და შემდეგ ზურგსუკან
მიხურა.

ეკატერინეც მოსცილდა ფანჯარას, ჩანთიდან თავისტკივილის წამალი ამოიღო და წყალთან


ერთად დალია. შემდეგ დივანზე გადაინაცვლა და საფეთქლების ზელვას მოჰყვა.
საძინებელში გასვლა და ტანსაცმლის გამოცვლა უნდოდა, როცა უეცრად დააკაკუნეს ნომრის
კარზე. ჯაყელმა იფიქრა, რომ ნომრის დასუფთავება იქნებოდა. კარისკენ გაემართა, რათა
დამლაგებელი უარით გაესტუმრებინა. ჭუჭრუტანაში არც გაუხედავს ისე გააღო კარი და
გაოცებულს, ზღურბლზე ჩვეულებრივ ტანისამოსში გამოწყობილი, სრულიად უცხო
მამაკაცი შერჩა.

უცნობი დაახლოებით ანდრეას სიმაღლის იყო, მასსავით უძიროდ შავი, იდუმალებით


მოცული თვალებითა და გრძელი სწორი ცხვირით. ახვლედიანის წაბლისფერი თმისაგან
განსხვავებით, მამაკაცს ჯაყელური გენისთვის ნაცნობი მიწისფერი ოდნავ გრძელი თმა
ამშვენებდა. ეკატერინეს წინ ახოვანი და წარმოსადეგი მამაკაცი იდგა, ოდნავ მოშვებული
წვერითა და მასში ჩაკარგული მრავლისმეტყველი ღიმილით.

-ვინ გნებავთ, უკაცრავად?! - წარმტაც გარეგნობას სწრაფად დაეხსნა გოგონა და ზღურბლზე


მდგარ მამაკაცს რუსულად მიმართა.

-რუსულად ლაპარაკი არ არის საჭირო, მეც ქართველი ვარ და გადასარევად მესმის


ყველაფერი. - სუფთა, უაქცენტო ქართულით ალაპარაკდა მამაკაცი და უნებართვოდ შეიჭრა
ოთახში.

-ვინ ბრძანდებით და რა გნებავთ?! - ხმა გაიმკაცრა დაუპატიჟებელი სტუმრის თავხედი


ქმედებით გაოცებულმა ჯაყელმა, მაგრამ მაინც ვერ დამალა უმალ გაჩენილი შიშის ნოტები.

-ნამდვილად შესანიშნავი კითხვაა! - მსუბუქად ჩაეცინა უცნობს. დივანზე დაგდებული


ბალიში გაასწორა და კომფორტულად მოკალათდა. - მაგრამ მგონი არ დამჭირდება თავის
წარდგენა. ისედაც მშვენივრად უნდა მიცნობდე. - ხელები მუხლებზე დაიკრიფა მამაკაცმა და
იდუმალი ღიმილით დაასაჩუქრა მასპინძელი.
-პირველად გხედავ ცხოვრებაში. ვინ ჯანდაბა ხარ?! - შიში ნელ-ნელა ბატონდებოდა
ეკატერინეს ხმაში.

-გამარჯობა, ეკატერინე, მე ლევან ნაკაშიძე ვარ, ჩემი ნათლიის შვილის და შენი საყვარელი
საქმროს მკვლელი. - უდარდელი ღიმილით მიახალა ყველაფერი დივანზემჯდომმა
ღიაკარში მდგარ კატოს და ადგილზე გაახევა. - დახურე ეგ კარი, ბევრი გვაქვს სალაპარაკო. -
იმავე ტონალობაში და იმავე ღიმილით დაამატა ცოტა ხნის შემდეგ, როცა მიხვდა, მისმა
სიტყვებმა გოგონა გააქვავა.

წამიერი სიჩუმე უცებ დაარღვია საპირფარეშოს კარის გაჩხაკუნების ხმამ და ანდრეაც მალევე
გამოჩნდა ოთახში. ნაკაშიძემაც და ჯაყელმაც მაშინვე მას გახედეს. ანდრეა წამით გაჩერდა,
ჯერ სახეზე მიტკლისფერდადებულ ეკატერინეს შეხედა, შემდეგ კომფორტულად მჯდარ და
მომღიმარ „სტუმარს“. კინაღამ ენა გადაყლაპა გაკვირვებისგან, როცა წამებში გაიაზრა - მის
წინ, ეკატერინეს ნომერში, დუდა მაჩაბელი იჯდა.

-ვაიჰ, მეგონა მარტო იყავი ნომერში! - ანდრეას სწრაფად მოაცილა მზერა ნაკაშიძემ და
ირონიული ღიმილით შეხედა გოგონას.

-ეკატერინე, რა ხდება აქ? - გულწრფელად დაბნეული ანდრეა ხან დუდას, ხანაც ჯაყელს
უყურებდა.

-ეს... ეს... ეს ვიღაც გიჟია! ანდრეა, გიჟია ეს კაცი, მოაშორე აქედან, გთხოვ! - გონს მოეგო
ეკატერინე და პანიკის შეტევამაც მაშინვე იჩინა თავი.

-აგრესია არ არის საჭირო! მე თვითონ წავალ, როცა ყველაფერს მოგიყვები ან მოგიყვებით.


რავიცი, ეგ უკვე შენ გადაწყვიტე. - კატოს მიმართა მამაკაცმა და ცინიკური მზერით
აათვალიერა ახვლედიანი.

-ვინ ჯანდაბა ხარ და აქ რა გინდა?! - გამოსავლის გარეშე დარჩენილ ანდრეას ისღა


დარჩენოდა, დუდას თამაშს აჰყოლოდა.

-ამბობს, რომ ლევან ნაკაშიძეა! - წამოიყვირა თვალებამღვრეულმა და სახეაშლილმა


ეკატერინემ. - ლევან ნაკაშიძე მკვდარია!

-კი, გეთანხმები, ლევან ნაკაშიძე მკვდარია ყველასთვის. ყველა ნაცნობისთვის, თუ


უცნობისთვის. ორი წლის წინ ციხეში მოკლეს, ბუნტისას. მაგრამ მე ვარ ცოცხალი. მე -
ადამიანი, რომელიც თურქეთის ციხეს გამოექცა და მას შემდეგ წყვდიადში ცხოვრობს.

-გაეთრიე აქედან, სანამ ძალით გამიგდიხარ! - დაუყვირა ანდრეამ მაჩაბელს და იმ წამს


მართლა მოუნდოდა, რომ დუდა წასულიყო.

-რატომ? ბევრი რომ იწვალოთ და ბოლოს მაინც ჩემს კვალზე გამოხვიდეთ? - არ არის საჭირო.
იმდენად კეთილი ვიქნები, რომ საქმე შეგიმსუბუქოთ. თავად მოვედი თქვენს კარამდე.

-ვინ ხარ?! - ცრემლები ჩამოუგორდა ერთიანად შეშინებულ ჯაყელს, მაგრამ მაინც გაუსწორა
თვალები „სტუმარს“
-ლევან ნაკაშიძე - დათუნა გასვიანის მკვლელი. - მშვიდად, აუღელვებლად და ძალიან ნელა
წარმოთქვა სიტყვები ნაკაშიძემ. ჯერ ანდრეას გადახედა, ხოლო შემდეგ მუხლებში
ძალაწართმეულ ეკატერინეს.

-იტყუები! - ენა ძლივს მოიტრიალა პირში შოკირებულმა ჯაყელმა. შეუძლებელი იყო, რომ იმ
წამს მის წინ დათუნას მკვლელი მდგარიყო და მიწა არ გამსკდარიყო, რომ ყველა და
ყველაფერი თან ჩაეტანა.

-გიჟი ვარ, რომ ასეთი რამ მოვიგონო? - ჩაეცინა დუდას და ქურთუკის შიდა ჯიბიდან
ფოტოები ამოიღო. - იმ მანქანის ნომრებია, რომლიდანაც თქვენი ქორწილის დღეს
გაისროლეს. - მაგიდაზე დაყარა სურათები მაჩაბელმა.

ეკატერინე სწრაფად ეცა მაგიდას და ხელისკანკალით აიღო ფოტოები. მანქანის ნომერი


ნამდვილად არ ახსოვდა, მაგრამ მის მარკასა და ფერს რა დაავიწყებდა?! უეცრად ისეთი
სისუსტე იგრძნო მთელ სხეულში, რომ ფოტოები ხელიდან დაუცვივდა და იატაკზე დაიყარა.

-მე მოვკალი შენი საქმრო. იმ მანქანაში მე ვიჯექი და მე გავისროლე. საუკეთესო მსროლელი


ვარ და მარტო მას მოვარტყი, სხვისი დაჭრა აზრადაც არ მქონია. - ოლიმპიური სიმშვიდით
და საოცარი სისასტიკით იყო გაჟღენთილი ნაკაშიძის პირიდან წარმოთქმული თითოეული
სიტყვა. - ლიუდმილა ნათლიაჩემია! ქალი, რომელთანაც ბოლო ორი დღე გაატარე, შენი
უსაყვარლესი დათუნიას მკვლელის ნათლიაა! ერთად ვიზრდებოდით მე და დათო,
ძმებივით ვიყავით!

-გაჩუმდი! - წამოიკივლა უცებ ეკატერინემ და ხელები ყურებზე აიფარა. ანდრეას გული


შეეკუმშა. მომენტით ისარგებლა და დუდას თვალებით ანიშნა, წადიო. საპასუხოდ, მტკიცე
უარის ნიშნად, თავის გაქნევა და ღიმილი მიიღო.

-უნდა მოისმინო შენი საყვარელი ბიჭის ამბავი. აბა როგორ გინდა? - ბოლომდე უნდა იცოდე,
ვინ გიყვარდა და რა გიყვარდა. - კბილებშორის ცრიდა სიტყვებს ზიზღით აღსავსე ნაკაშიძე. -
გგონია, ანგელოზი იყო, არა, ეგ შენი დათუნა?! ცხოვრებაში ჭიანჭველისთვისაც კი არ
ექნებოდა ფეხი დადგმული. ხოდა იცოდე, რომ შენმა საყვარელმა დათუნამ მაქცია იმ კაცად,
რაც ახლა ვარ! - ბოლო სიტყვები წამოიყვირა მამაკაცმა და ხელში მოხვედრილი ბალიში
იატაკზე ისროლა.

-მკვლელი ხარ! შენ ჩემი დათუნა მომიკალი! ხელებში ჩამაკალი ქორწილის დღეს! არამზადა
მკვლელო! - განწირული ხმით ყვიროდა ეკატერინე, რომელსაც ნაკადად სდიოდა ცრემლები.

-ჰო, მკვლელი ვარ. ჰო, მე მოვკალი შენი ბიჭი, მე! - სიძულვილით აენთო თვალები ნაკაშიძეს.
- მაგრამ არ ვნანობ! წამითაც არ ვნანობ მაგ ვირთხის მოკვლას! ამ დილით საუზმეზე
კვერცხის მაგივრად ლორის ჭამას უფრო ვინანებ, ვიდრე მაგის დამპალი სიცოცხლის
მოსწრაფებას! - ტონს თანდათან უწევდა ლევანი.

ანდრეა სწრაფად ეცა კარს და დაკეტა, რათა ყვირილის ხმა გარეთ არ გასულიყო. შემდეგ
ეკატერინეს მივარდა და ზურგიდან მოხვია ხელები მხრებზე.
-დაჯექი, თორემ ცუდად გახდები. - მშვიდად უთხრა მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც
იცოდა, მისი სიმშვიდე მეტად გაახელებდა გოგონას.

-მოკალი! - დაუყვირა ეკატერინემ მამაკაცს და ხელით ფეხზე წამომდგარ ნაკაშიძეზე ანიშნა.

-ჩემი მოკვლა ასე მარტივი რომ იყოს, დიდი ხნის წინ მიმსხვერპლიდა რომელიმე ვირთხა.
მაგრამ ასე ადვილად მოსაცილებელი კაცი არ ვარ მე. ბევრჯერ ცადეს ჩემი მოკვლა, მაგრამ
მაინც მოვახერხე ფერფლიდან აღდგომა! მე შურისძიების იარაღი ვარ და მანამ არ მოვკვდები,
სანამ ყველას არ მივუზღვავ სამაგიეროს!

-რა დაგიშავა?! დათუნამ რა დაგიშავა, შე ნაძირალა მკვლელო?! - კიოდა ეკატერინე,


რომელიც, რომ არა ანდრეას ხელები, აუცილებლად წაიქცეოდა.

-მაგან ყველაზე მეტი დამიშავა! მაგ ვირთხამ მაქცია ამ კაცად! თვითონ ანგელოზი იყო, არა?!
წესიერი და ღირსეული შვილი და მოქალაქე! მე ვიყავი ცუდი?! მე ვიყავი ცუდი?!

-რა დაგიშავა ამისთანა?! - წამოიყვირა მოთმინებადაკარგულმა ანდრეამ. ისე იკითხა, თითქოს


უკვე მოსმენილი არ ჰქონდა ეს ისტორია დუდასგან.

-გამყიდა მაგ ნაბ*ზარმა ვირთხამ, გამყიდა! - დაიღრიალა ნაკაშიძემ.

-შენნაირების ადგილი ციხეშია! - ისევ წამოიკივლა აგონიაში მყოფმა ეკატერინემ და


მაჩაბელისკენ გაიწია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ანდრეას ძლიერმა მკლავებმა მისი დაკავება
შეძლეს.

-აჰა, ჩემნაირების ადგილი ციხეშია და მისნაირების, არა?! - საჩვენებელი თითი მკერდზე


მიიბჯინა დუდამ და ჩაიცინა. - ეგ ვირთხა წესიერი კაცი იყო, არა?! - კაცის
მნიშვნელობასთანაც კი არ ყოფილა ახლოს არასდროს! - დაიყვირა ისევ და შუბლზე
ჩამოშლილი თმა შეისწორა. - გგონია, მე მივათრევდი შენს უსაყვარლეს დათოს მორევში? მე
ვუბიძგებდი, არა ცუდისკენ?! - თვითონ ჩამითრია! - წამოიყვირა მამაკაცმა. - თვითონ
მიმიყვანა იმ ხალხთან, თვითონ!

-გაჩუმდი! - ისე დაიყვირა ეკატერინემ, რომ ხმა ჩაუწყდა.

-ძმებივით გვზრდიდნენ! მე და მაგ ნაბ*ზარს ძმებივით გვზრდიდნენ! მაგრამ არა, მე სად


შევედრებოდი დათო გასვიანს?! ნიჭიერ დათოს, მონდომებულ დათოს, წესიერ დათოს,
დამჯერ დათოს. სად შევედრებოდი მე, ურჩი და დაუმორჩილებელი ლევანი?! ოროსანი
ლევანი როგორ დადგებოდა ოქროსმედლიან დათუნასთან?! რა გვესაქმებოდა ჩვენ ერთად?!
ეგ ვირთხა თავს ყველას ისე აჩვენებდა, თითქოს ფრთებიღა აკლდა რომ ანგელოზი
ყოფილიყო! არადა იცი ვინ იყო სინამდვილეში? - მშიშარა, უსუსური და ლაჩარი!

-გაჩუმდი-მეთქი, გაჩუმდი! - ხრიალებდა ჯაყელი და ახვლედიანის მკლავებში ბორგავდა.

-იცი, რა ქნა? იცი, რა ქნა შენთვის და ყველასთვის სანაქებო დათუნამ?! თხუთმეტი წლისები
რომ ვიყავით, მამამისს მანქანა მოპარა და კლასელის წვეულებაზე იმით წავიდა. იცი, რატომ
მოპარა? - ყველასთვის რომ დაენახებინა, მარტო წიგნის ჭია კი არა, „მაგარი ტიპიც“ იყო! მერე
რა მოხდა, იცი? - მთვრალი დაჯდა საჭესთან და მანქანა დაამტვრია. როგორ დაამტვრია? -
გადასაგდები იყო მანქანა! ლიუდმილა და თემური მაგ დროს თბილისში იყვნენ, მანქანა
ფარეხში ეყენათ და იქიდან მოიპარა. ერთი კვირა ჰქონდა თავისი დასვრილის ასალოკად,
თორემ ყველა გაიგებდა, რომ „წმინდანი“ დათუნა სვამდა კიდეც და სცოდავდა კიდეც! ხოდა
იცი რა ქნა?! იცი, რა მოიმოქმედა შენმა უდიდებულესობამ?! - ჩვენი უბნის ყველაზე ცნობილ
კანონიერ ქურდს მიადგა! თან ვინ გაიყოლა? - რა თქმა უნდა, მე, მისი ძმა და პირველი
ძმაკაცი! აბა როგორ? - გასაჭირში ხომ არ დავაგდებდი საყვარელი ნათლიის შვილს?! ხოდა იმ
ქურდმა, რომელიც ახლა საფლავში განისვენებს ძალიან მშვიდად, საქმე შესთავაზა დათოს იმ
ფულის სანაცვლოდ, რომლითაც ძვირფას მამიკოს ზუსტად ისეთივე მანქანას უყიდდა.
რამხელა ფულზე იყო საუბარი?! თანაც თხუთმეტი წლის ღლაპისთვის. რა ექნა, ჩვენს საწყალ
დათიკოს?! - დათანხმდა და, რა თქმა უნდა, მეც დამითანხმა. ერთ კვირაში ახალთახალი,
ზუსტად იმავე მარკისა და ფერის მანქანა იდგა თემურის ფარეხში და დათუნას სინდისიც
დარჩა შეუბღალავი. მაგრამ იცი, რა იყო პრობლემა?! - ბევრი ფულის შოვნამ ძალიან მოხიბლა
ჩვენი ბიჭიკო - მეტი მოუნდა! კიდევ წავიდა „ჩორნასთან“ და მეც თან წამიყოლა. მე არ
მინდოდა! სულ მემახსოვრება და არასდროს დამავიწყდება ის სიტყვები, რომლითაც მე,
აყალმაყალის მოყვარული, უგვანი შვილი მას, ანგელოზ დათუნას, ვთხოვდი, რომ კანონიერ
ქურდებთან საქმე არ დაგვეჭირა. მაგრამ არ მომისმინა მაგ ვირთხამ! არ მომისმინა და მერე
დაიწყო ყველაფერი. უბანში ხმა რომ გავარდა, დათუნა და ლევანი „ჩორნასთვის“ მუშაობენო,
ლიუდმილა ფეხებში ჩაუვარდა დედაჩემს და თხოვა, გეხვეწები, შენი შვილი მოაშორე ჩემსას,
თორემ ცუდ წრეში ატრიალებსო. გაიგე?! - თურმე მე ვატრიალებდი დათუნას ცუდ წრეში!
ხოდა დედაჩემი და მამაჩემი როგორ აღუდგებოდნენ წინ დიდი თემურისა და ლიუდმილას
თხოვნას? ჩვენ ხომ საკენკს მათი ხელებიდან ვკენკავდით?! - მომისროლეს თბილისში! მაგრამ
უკვე ძალიან გვიან იყო... მე უკვე „ჩორნას“ ძალიან ახლო კაცი ვიყავი. მონათვლას
მიპირებდნენ მალე. ჩემს ასაკში და უკვე მონათვლას, წარმოგიდგენიათ? დათუნას მაგისიც
ეშინოდა. სკოლაში „წარჩინებულ მოსწავლედ“ ყოფნას არ ანებებდა თავს. დღე ნამდვილი
უფრთო ანგელოზი იყო, მაგრამ ღამე?! ძალიან ჭკვიანი იყო და ჩვენს საქმეში ყველაზე კარგად
იყენებდა მაგას. მე რომ არც დამესიზმრებოდა, ისეთებიც დაუტრიალებია ხშირად, მაგრამ
მონათვლაზე მაინც არ იყო თანახმა. „წითელი დიპლომი“ და „ასოცირებული პროფესორობა“
მაინც უნდოდა. მე რომ გამომაგდეს საქართველოში, ჩვენი მშობლებისთვის ისევ წმინდანად
იქცა დათუნა და დედაჩემიც ისევ მის ხატს ფიცულობდა. ვინ იცოდა, სინამდვილეში რა
საქმეებს ატრიალებდა მათი „მომავლის იმედი?“ ვინ იცოდა, რომ ჩვენს სამყაროში ოქროს
ფასი ედო მაგის ჭკუას. საქმეც ეგ იყო. არასდროს ისვრებოდა და არასდროს „იწვებოდა“,
იმიტომ, რომ თვითონ არასდროს მუშაობდა. ეგ საქმე ჩემნაირი „მდაბიოებისთვის“ იყო.
თვითონ მხოლოდ ტვინი იყო. ფულს მარტო მაგაში იღებდა. შეეძლო თან სკოლის
დავალებები ეკეთებინა და თან ახალი საქმეები დაეგეგმა. იცით მაინც, რამდენი წელი იყო
თქვენი დათუნა ჩვენი მთავარი ტვინი?! რამდენი საქმე დაუგეგმავს?! ფულიც ბევრი
აუღია,მაგრამ ფულისთვის არ მოსწონდა დათიკოს ეს საქმე, დათიკოს „კაი ტიპობა“
მოსწონდა. დათიკოს „მაგარი ზურგი“ მოსწონდა. „წიგნის ჭია“ რომ აღარ იყო თანატოლ
ბიჭებში და ჰარიჰარალეზე რომ ახარჯავდა „მეგობრებს“ ფულს, ის მოსწონდა. თავისი
უსუსურობის დასაფარად აკეთებდა ყველაფერს. თავისი ლაჩრული ხასიათის დასამალად...
მე რომ თბილისში ვიყავი შეხება აღარც გვქონია. მე უკვე მონათლული ვიყავი და
„ჩორნასთან“ აღარც ვმუშაობდი. ერთ ზაფულს თურქეთში დამითქვა შეხვედრა. უკვე
სტუდენტი იყო, მე - კანონიერი ქურდი და ჩემს სახელს წონა ჰქონდა. სტამბულში შევხვდით
ერთმანეთს. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ გაეხარდა და გადამეხვია. მითხრა, რომ ბოლო
საქმეს აკეთებდა. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ აღარ სურდა ბიჭს შავი სამყაროს
ზურგი. „ჩორნასთვის“ რომ თავი დაგეღწია იცით, რამხელა ამბავი იყო ეგ?! - რამდენი კაცი
გაგორებულა მისგან თავის დაღწევის მცდელობით?! მაგრამ ეს ხომ გაიძვერა იყო? ასე
მითხრა,“ჩორნა“ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამიშვებს, თუ ძალიან ბობოლა საქმეს გავუკეთებ
პირადად მეო. და, რა თქმა უნდა, ვინ დაეხმარებოდა ამაში?! - მისი განუყრელი ძმა და
პირველი ძმაკაცი, ლევან ნაკაშიძე! უარი არ მითქვამს, მაგ ვირთხისთვის. უარი რომ მეთქვა,
იქნებ დღემდე დავრჩენილიყავი ლევან ნაკაშიძედ, მაგრამ არ ვუთხარი! არც ამჯერად
ვუთხარი უარი. წინასწარ დაგეგმილი რომ არ ჰქონოდა ყველაფერი, საქმის ჩავარდნის
შემდეგ ისე ვერ გამოვიდოდა, რომ მე გისოსებს მიღმა აღვმოჩნდი და ეგ მხოლოდ მოწმე.
წინასწარ რომ არ გაეთვალა საქმის ჩავარდნის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა, მეც
ჩავჯდებოდი ციხეში და ისიც, მაგრამ მაგ ნაბო*ზარს გათვლილი ჰქონდა ყველაფერი,
თითოეული დეტალი! მერე რაც მოხდა, თქვენც კარგად იცით და მეც. ჩემმა ძვირფასმა
ნათლიის შვილმა ჩემ წინააღმდეგ მისცა ჩვენება, მოსკოვში ყველაფერი მიატოვა და
თბილისში გაიქცა. მაგ სულელს ეგონა „ჩორნას“ დაემალებოდა სადმე. ვერც იცოცხლებდა
იმდენი წელი, მე რომ ჩორნასთან ჩემი კაცი არ გამეგზავნა და მეთქვა, მე გადავუხდიდი
ყველაფრისთვის. აი, მაგ დღის შემდეგ, რაც „ჩორნამ“ მე გადმობარა დათუნიას თავი, ძალიან,
ძალიან დეტალურად ვგეგმავდი მაგისი ძაღლური სიცოცლის დამთავრების დღეს. ლევან
ნაკაშიძეც იმიტომ მოკვდა ციხეში, რომ თავისუფლად ქმედების საშუალება მქონოდა.
გგონია, ვინმეს ვადარდებდი? ჩემს მშობლებსაც და დათოს მშობლებსაც მხოლოდ მაგისი
სახელი ეკერათ პირზე. ჩემებს რცხვენოდათ ჩემი. თბილისში ისე მისროლეს, არც
დაფიქრებულან. დათო უფრო იყო მაგათთვის შვილი, ვიდრე მე. მე ფეხებზე დავიკიდე
ყველა და ყველაფერი! მოვკალი ლევან ნაკაშიძე, ნაკაშიძეების ერთადერთი მემკვიდრე.
წამითაც არ მიფიქრია ჩემს მშობლებზე. იმათ მთელი ცხოვრება არ უფიქრიათ ჩემზე და
ერთხელ მე ვაჯობე. იცით, რაზე მწყდება გული? დედაჩემი და მამაჩემი რომ ვერ მოესწრნენ
თქვენს ქორწილს. მათაც დიდი სიამოვნებით დავანახებდი მათი სანაქებო დათუნას
სიკვდილის სცენას. მაგრამ სამწუხაროდ ორივემ ნაადრევად დაგტვტოვა. ეტყობა შვილზე
დარდს გადაყვნენ, საწყლები...

მოკლედ, ასეა თუ ისე, დავაღწიე ციხეს თავი და მერე ცოტა გამიჭირდა. „ჩორნასთან“
დიდხანს მომიწია მუშაობა გაფუჭებულის გასაკეთებლად. რამდენად ირონიულადაც არ
უნდა ჟღერდეს, ისევ მე ვასწორებდი დათუნას გაფუჭებულს. ლანდად ვიქეცი. ერთ დღეს
მოსკოვში ვიყავი, მერე თბილისში, კიევში, სტამბულში… მერე ამერიკაშიც და არგენტინაშიც.
დიდიხნით მომიწია მოგზაურობა. თითოეული დღე კი საჩუქარი იყო შენი დათუნასთვის.
მერე დავბრუნდი საქართველოში და გავიგე, რომ ცოლი მოყავდა ძვირფას დათიკოს. მე მის
დაფურთხებულს ვწმენდდი, ის ოჯახდებოდა - ჩვეულ სტილში იყო დათუნია. რომ გავიგე,
ჯაყელის ქალი მოყავდა ცოლად, მაშინვე მივხვდი, რომ უკეთეს მომენტს ვერც შევარჩევდი.
დათოს სიკვდილი ახვლედიანებს დაბრალდებოდათ და მე მშრალი გამოვიდოდი საქმიდან.
ლევან ნაკაშიძე ხომ მკვდარი იყო? - როგორ მოკლავდა ვინმეს?! ხოდა როგორც კი ქორწილის
თარიღი გავიგე, საჭირო ხალხიც შევაწუხე და საქმეც გავჩარხე. ყველაფერი ძალიან მარტივად
გამოვიდა. იმაზე მარტივად, ვიდრე ვიფიქრებდი.
როგორ გგონია,ეკატერინე, მისი ქორწილის დღეს გავუშვებდი ხელიდან? ერთი დღით მაინც
მივცემდი მაგ ძაღლს ცოლთან ერთად ცხოვრებით ტკბობის უფლებას?! - ისე მოვკალი,
როგორც იმსახურებდა! ყველას თვალწინ, ძაღლურად! ადამიანი ადამიანურად უნდა
მოკვდეს, ლომი - ლომურად, მგელი - მგლურად, ძაღლი - ძაღლურად! თავს იმ წამს
მოვიკლავ, როცა მაგის სიკვდილის მოსწრაფებას ვინანებ! მირჩევნია, ცოცხლად დამაყარონ
მიწა, ვიდრე მაგის დამპალი სული შევიბრალო ოდესმე! რასაც იმსახურებდა, ის მიიღო,
ყველას თვალწინ. მადლობა მითხრას, რომ საყვარელი ადამიანის მკლავებში დავალევინე
სული - მაგასაც არ იმსახურებდა! მთელი ცხოვრება გმირის მოსასხამი ისე ატარა, თითქოს
მის ტანზე ყოფილიყო შეკერილი. მე არც მეამიტი ვყოფილვარ ოდესმე, არც ანგელოზი და
არც კანონმორჩილი, მაგრამ რაც ვარ და ვინც ვარ, მხოლოდ მისი შექმნილია. ათასჯერ რომ
მქონოდა შანსი, ათას ეთხელ მოვკლავდი! ერთადერთი, რასაც ვნანობ ისაა, რომ ყოველდღე
მის საფლავზე დაფურთხება არ შემიძლია. სხვას ეგ ვირთხა არც ოდესმე იმსახურებდა რამეს.
რაც მივეცი, ისიც ზედმეტი იყო. - მთელი მონოლოგის განმავლობაში მორგებული ზიზღითა
და სიძულვილით აღსავსე მზერა ლევან ნაკაშიძემ ბოლო სიტყვის თქმისას მოიშორა და
თავდაპირველი ღიმილი მოირგო ისევ. - აი, სულ ეს იყო თქვენი დათუნა გასვიანი, მთელი
თავისი დიდებულებით! - ტაში შემოკრა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს არც ადარდებდა.
თითქოს თავის კი არა, სხვის ცხოვრების ისტორიას ყვებოდა და როლში იყო შეჭრილი. კარგი
მსახიობისთვისაც კი უფრო რთული იქნებოდა როლიდან გამოსვლა, ვიდრე დუდასთვის იმ
წამს თავდაპირველი ხალისის დაბრუნება იყო.

-შენი თითოეული სიტყვა ტუილია! - როგორც კი ნაკაშიძე გაჩუმდა, მაშინვე წამოიყვირა


სასოწარკვეთილების ზენიტში მყოფმა ეკატერინემ და ორივე ხელი მაგრად მოუჭირა
ანდრეას, რათა თავი შეემაგრებინა.

-ჰო, არა? ვერ იჯერებ შენი პრინცის ურჩხულობას?! გგონია, შენი მტერი ვარ და აქ ამ
ტყუილების სალაპარაკოდ მოვედი?

-ლევან ნაკაშიძე ციხეში მოკლეს! - ჯიუტად იმეორებდა თავისას გოგონა.

-იცოდი? იცოდი ჩემი არსებობის შესახებ? იცოდი, რომ ციხეში ვიჯექი? ის თუ იცოდი, ვისი
დამსახურებით?! იცოდი, რომ შენი დათოს გაყიდული ვიყავი?!

-ტყუილია! - ისევ წამოიყვირა ჯაყელმა და ხელახლა წასკდა ტირილი.

-ჰოო?! რაღაც არამგონია... აი, შენს „მეგობარს“ ისეთი სახე აქვს, მგონი, მან ნამდვილად
იცოდა, შენი ბიჭის გრძელი ენის შესახებ! - ირონიული ღიმილი მოიშველია ლევანმა და
თავით ანდრეაზე ანიშნა გოგონას.

შემცბარი კატო მაშინვე მიუბრუნდა ახვლედიანს და თვალი თვალში გაუყარა. ანდრეას ხმა
არ ამოუღია.

-იცოდი? - ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა და ყელში გაჩხერილი ბურთულა გადაყლაპა.

-ეკატერინე...

-იცოდი?!
-თოიძემ მითხრა... - თავი დახარა დასჯილი ბავშვივით ახვლედიანმა.

-საოცრება! ადამიანებს სცოდნიათ შენი ბიჭის მუხანათობის შესახებ! - თვალებში ეშმაკები


აუთამაშდნენ მაჩაბელს.

ეკატერინემ ცივად შეუშვა ხელები მამაკაცს და ორი ნაბიჯით უკან დაიხია. ცრემლები უკვე
დაუკითხავად უსველებდნენ ღაწვებს.

-რომ გვეთქვა, დაფრთხებოდი. - თავი იმართლა ანდრეამ. - მხოლოდ ის ვიცოდით, რომ


ლევან ნაკაშიძის წინააღმდეგ მთავარი ჩვენება დათუნა გასვიანს ჰქონდა მიცემული - სხვა
არაფერი.

-ესეიგი... სიმართლეა?! - ხელები უმწეოდ დაუშვა ჯაყელმა, ანდრეას ზურგი აქცია და


ტირილით დაღლილი თვალები გაუსწორა ნაკაშიძეს.

-ინტელიგენტი, მიზანდასახული, წესიერი, ზრდილობიანი და საამაყო შვილი დათუნა


სინამდვილეში ჩვეულებრივი კრიმინალი, დამპალი მატყუარა, მშიშარა ვირთხა და
გამყიდველი ნაძირალა იყო! - განაჩენივით ჟღერდა დუდას დაუნდობელი სიტყვები.

თითქოს ნაკაშიძის ბოლო სიტყვამ ოთახში დარჩენილი ჟანგბადი მთლიანად შეისრუტა,


ეკატერინემ უეცრად დააღო პირი და ღრმად შეისუნთქა ჰაერი. ისეთი ხმა გამოსცა, თითქოს
მუცელში მაგრად ჩაარტყესო და სუნთქვა უჭირდა. წელში მოიხარა და ორივე ხელი
მუცელზე იტაცა. ანდრეა ვერც ხვდებოდა, რა სჭირდა გოგონას.

ჯაყელი იატაკზე დაეცა. ახვლედიანს ეგონა, გული წაუვიდაო, მაგრამ გოგონას თვალები
გახელილი ჰქონდა. მერე გაურკვეველი ბგერების გამოცემა დაიწყო. პანიკური შეტევა ჰქონდა
ჯაყელს. სუნთქვა უჭირდა, სახეზე წითელი ფერი ედო.

-ეკატერინე, რა დაგემართა?! - წამოიყვირა პატარა ბიჭივით შეშინებულმა ახვლედიანმა.


დუდას გაკვირვებით ჩაეცინა.

ეკატერინე სწრაფად ამოტრიალდა, ხელები იატაკს დააყრდნო და მუხლებზე დაჯდა.


ჟანგბადმა ისევ მიაღწია მის ფილტვებამდე და მანაც ამოისუნთქა. ამჯერად სწრაფად
სუნთქავდა, პანიკა მძლავრობდა მასში. თან ტიროდა, თან ხმამაღლა და სწრაფად სუნთქვდა.
ანდრეა შეშინებული იდგა ერთ ადგილას და არც იცოდა, რა ექნა.

-მგონი ჯობია, მე წავიდე. - ცუდად გამხდარ ჯაყელს გვერდი აუქცია ნაკაშიძემ და სწრაფად
გაიჭრა გარეთ. დაბნეული ანდრეა მაშინვე ძირს დაცემულ ეკატერინეს მივარდა და
ამოაბრუნა.

-შემომხედე, კატო, შემომხედე, რა გავაკეთო მითხარი? წამალი დაგალევინო? ექიმს


დავუძახო? რა გავაკეთო, გეხვეწები, მითხარი?!

-გა...გა...გა... - სიტყვას თავს ვერ აბამდა გალურჯებული ჯაყელი. - გაეკიდე! - დიდი


ძალისხმევის შედეგად ამოთქვა ერთადერთი სიტყვა და ანდრეას ხელები გააშვებინა.

-რა დროს ისაა, კატო, ვერ ხედავ, ცუდად რომ ხარ?! - წამოიყვირა ახვლედიანმა.
-გა...გაეკიდე! - ხელი კრა მამაკაცს ეკატერინემ, წამოიწია და მაგიდას მიეყრდნო ზურგით.
სუნთქვას მაინც ვერაფრით იწყნარებდა. ხმაურით ქოშინებდა და ვერაფრით ახერხებდა
ამოსუნთქვას.

ანდრეა სწრაფად წამოხტა. ანერვიულებულმა თავზე ხელი გადაისვა და ღია კარში გავარდა.
ლიფტის ცდა არ უფიქრია, მაშინვე კიბეებზე დაეშვა. ისე სწრაფად ჩარბოდა, თითქოს
მართლა უნდა დაეჭირა დუდა და პოლიციისთვის გადაეცა. ვესტიბიულში ჩავიდა თუ არა,
სასტუმროს გასასვლელში დაინახა მაჩაბელი.

-მაჩაბელო! - ბოლო ხმაზე უღრიალა დარბაზის ერთი ბოლოდან მეორეში მამაკაცს. ყველამ
მაშინვე მას გახედა, გაოცებულმა. დუდამაც გაიგო მისი ყვირილი. გაჩერდა, შებრუნდა,
ანდრეას გაუღიმა და გარეთ გავიდა.

ახვლედიანი სწრაფად მოწყდა ადგილს და თავქუდმოგლეჯილი დაედევნა დუდას. გარეთ,


ყინვაში უქურთუკოდ გავარდა, მაგრამ წამითაც არ შეუწუხებია სიცივეს. დაინახა მანქანისკენ
მიმავალი მაჩაბელი და მაშინვე გაეკიდა.

-გაჩერდი! - დაუღრიალა და უმატა სირბილს.

დუდა მართლაც გაჩერდა. ხელები ქურთუკის ჯიბეში ჩაიწყო და ანდრეასკენ მიბრუნდა.


ახვლედიანმაც მალევე მიირბინა მასთან. გაშმაგებული, პირდაპირ დაეტაკა და ხელები
მკერდზე კრა.

-ხომ გითხარი, არ მოხვიდეთქო?! ხომ გითხარი, წადი იმ შენს უკრაინაშითქო?! რატომ


მოხვედი?! რატომ მოუყევი ყველაფერი ეკატერინეს?! - იფურთხებოდა გამწარებული ანდრეა
და გაშლილ ხელისგულებს მკერდზე ურტყამდა მამაკაცს.

მაჩაბელი ყოველ ხელის კვრაზე ერთი ნაბიჯით უკან იხევდა და იღიმოდა.

-მშვიდად, მშვიდად. შენ რაღა დაგემართა? - ჩაეცინა ბოლოს, ცალი ხელი კისერზე მოკიდა
ახვლედიანს, თავისკენ მიიზიდა და მეორე ხელი ზურგზე დაკრა მეგობრულად.

-ხელებში რომ ჩამაკვდეს, რა ვქნა?! - ისევ ყვიროდა ახვლედიანი.

-მაგისგან მკვდარი მე ჯერ არავინ მინახავს! ცოტას იტირებს, გამოიგლოვებს და მორჩა! -


მაშინვე გაბრაზდა დუდა. - სიმართლე უნდა სცოდნოდა, ასე ჩავთვალე საჭიროდ!

-მაშინ მე რაღას დამირეკე გუშინ?! თუ არ უნდა დაგეჯერებინა, რაღას დამეკითხე?!

-შენი აზრი მაინტერესებდა, უბრალოდ. - მხრები აიჩეჩა უდარდელად მამაკაცმა. - შევცდი,


იმაზე ძვირფასი ყოფილა ეგ გოგო შენთვის, ვიდრე მეგონა. - ღიმილი გაეპარა მოშვებულ
წვერში დუდას.

-ჯანდაბა, მაჩაბელო, ნამდვილი ეშმაკის მოციქული ხარ! - წარბები შეჭმუხნა შეწუხებულმა


ანდრეამ.

-გეყოფა ამერიკის აღმოჩენა. წადი და შენს გოგოს მიხედე, ძალიან დიდი ტრავმა მივაყენე,
მგონი. - გაიცინა მაჩაბელმა.
-ასეთი ცივსისხლიანი როგორ ხარ? ეკატერინემ რა დაგიშავა?!

-არაფერიც არ დამიშავა! შემდეგში ეცოდინება, ვინ შეიყვაროს. როცა ვირთხა გიყვარდება,


უნდა იყო კიდეც მზად დიდი ტკივილისა და იმედგაცრუების ასატანად. - უემოციო და
ცივსისხლიანი იყო იმწამს დუდა.

-მაშინ, აეროპორტში, ამდენი არ მოგიყოლია ჩემთვის. დღეს ძალიან გაილექსე, აუცილებელი


იყო?!

-რაც უფრო დეტალურად ეცოდინებოდა სიმართე, შენს ჯაყელს, მით უფრო კარგად
შეიგნებდა, ვინც იყო მაგისი „უფრთო ანგელოზი“. დუდა მაჩაბელი ხომ მაინც არ მიხსენებია?

-კარგია, რომ მაგას მიხვდი. შეიძლება მიმხვდარიყო, რომ მთელი ეს დრო გიცნობდი და
სიმართლე ვიცოდი.

-ოჰ, როგორ ეშინია ჩვენს ბიჭს ჯაყელის ქალის ახლადგამოჩეკილი ნდობის დაკარგვა. -
ჩაეცინა მაჩაბელს.

-გეყოფა, რა! - გაბრაზდა ანდრეა. - შენი გულცივობა მეც კი მაოცებს.

-ეგ იმიტომ, რომ ეკატერინეს ტკივილს ეხება საქმე. აბა წადი და მაგისი ბიძაშვილის
მკვლელობის ამბავი მოუყევი? - ისე მოყვები ყველაფერს, ძარღვიც არ შეგიტოკდება. ვინც
იმსახურებს სიკვდილს, უნდა მოკვდეს! - ბოლო სიტყვები განსაკუთრებული ზიზღით თქვა
დუდამ, შემდეგ მშვიდად დაიხურა ქუდი და მანქანის უკანა კარი გაააღო. - ახლა წადი შენს
გოგოსთან და მლანძღე, თუ გინდა.

-გგონია, შენი ლანძღვა დამჭირდება?

-აბა მხარს არ აუბამ შენს ლამაზმანს? - გაეცინა მაჩაბელს.

-შენ ეკატერინეს არ იცნობ, დუდა. არც ის გაგლანძღავს, დამიჯერე. იმიტომაც არ მინდოდა,


რომ აქ მოსულიყავი და ყველაფერი გეთქვა მისთვის. დათუნას კი არა, ეკატერინეს
ვზოგავდი. გგონია, შენ შეგიძულებს უფრო მეტად? - ის შეძულდება - მისთვის ყველაზე
საყვარელი ადამიანი! ეს გრძნობა გაანადგურებს შინაგანად. მე ამისგან ვიცავდი უნებლიედ,
თორემ დათუნა რა ლაჩარი კაციც იყო, მეც კარგად მომეხსენება.

დუდა რამდენიმე წამით გაკვირვებული შეყურებდა ანდრეას, შემდეგ ჩაიცინა, მხარზე ხელი
დაარტყა ახვლედიანს და თმაზე გადაუსვა ხელი.

-ჭკვიანად იყავი, ახვლედიანო, იცოდე, თავი არ დააჩაგვრინო ჯაყელის ქალს! - ბოლოჯერ


გაუღიმა ძმაკაცს და მანქანაში ჩაჯდა.

ავტომობილი ისე სწრაფად მოწყდა ადგილს, თითქოს წამის წინ ერთ ადგილზე გაჩერებული
არც მდგარა. სწორედ მაშინ მიხვდა ანდრეა, როგორ აორთქლდა მკვლელობის დღეს დუდას
მანქანა ისე უცებ ქორწილიდან.
რამდენიმე წამით გაშტერებული გაჰყურებდა ჰორიზონტს, შემდეგ სწრაფად მოეგო გონს და
ოთახში ცუდად მყოფი ეკატერინე გაახსენდა. ისევ იმავე სიჩქარით გაიქცა ნომრისკენ; არ
უნდოდა, დაეგვიანა და რაიმე საშინელის მომსწრე გამხდარიყო.

სასტუმროს კიბეები სწრაფად აირბინა და ნომრამდე მიირბინა. კარი ღია დახვდა, როგორც
დატოვა. ეკატერინე იატაკზე იწყვა მუცლით, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და მოთქმით
ტიროდა. უკვე მერამდენედ, ანდრეას ისევ შეეკუმშა გული მოტირალი ეკატერინეს
დანახვისას და საოცარი სურვილი გაუჩნდა, მისი დახმარების.

სწრაფად მიუახლოვდა, მასთან ჩაიმუხლა და ზურგზე ფრთხილად შეახო ხელი.

-ადექი, ეკატერინე. - მაქსიმალურად მზრუნველად უჟღერდა ტონი ახვლედიანს. ეკატერინე


გაშმაგებულივით წამოხტა და ისე დააკვირდა ანდრეას, თითქოს პირველად ხედავდა.

-მარტო დამტოვე! - ხმის ტემბრი საერთოდ აღარ შერჩენოდა გოგონას. ჩაწითლებული,


გაფართოებული თვალებით უმზერდა მამაკაცს.

-მარტო არ დაგტოვებ! - მტკიცე იყო ანდრეას პასუხი. - მოდი, ადგომაში დაგეხმარები. - ხელი
შეაშველა გოგონას.

-შემეშვი და მარტო დამტოვე, ჩემს უბედურ თავთან! - უეცრად წამოიკივლა კატომ.

-ისევ ცუდად რომ გახდე?! ისევ რომ გაგიჭირდეს სუნთქვა?! - არ დაგტოვებ-მეთქი მარტო! -
ტონს აუწია მამაკაცმაც.

-ისევ?! - ტირილი შეწყვიტა გოგონამ და ავადმყოფურად ჩაიქირქილა. - ისევ ცუდად არ


გავხდე?! ახლა კარგად ვარ?! - მთვრალივით, ძლივს-ძლივობით მოერია დამძიმებულ
სხეულს ჯაყელი და წამოდა.

-ეკატერინე... - წამოდგა ანდრეაც. - ახლა შენ უნდა იყო ძლიერი... - ჩვეული, უფერული და
არაფრისმთქმელი ტექსტის წარმოთქმა დაიწყო მამაკაცმა.

-გაჩუმდი! - თვალები მაგრად მოჭუტა ჯაყელმა.

-დაახლოებით ასეთ სიმართლეს ელოდი და იმიტომაც გეშინოდა მთელი ამ დროის


განმავლობაში, ხომ ასეა?! - შეგულიანდა ახვლედიანი და შეტევაზე გადავიდა. ფიქრობდა,
რომ ასე უფრო დააწყნარებდა გოგონას.

-გაჩუმდი-მეთქი! - წამოიყვირა ეკატერინემ.

-სიმართლის დაჯერება მოგიწევს!

-რა დავიჯერო?! რა დავიჯერო, რომ დათუნა ჩვეულებრივი კრიმინალი იყო?! - დაიყვირა


უკვე ისტერიკაში მყოფმა ეკატერინემ.

-ეკატერინე...

-არა, შემეშვი ანდრეა და წადი-მეთქი აქედან!


-მარტო მეშინია შენი დატოვება. - ისევ უკან დაიხია ახვლედიანმა, რადგან მიხვდა, უარესად
აღიზიანებდა გოგონას.

-გგონია, რამეს დავმართებ საკუთარ თავს? - ჰო, ასე უნდა გეგონოს კიდეც! რა ფასი აქვს ჩემს
ცხოვრებას? - მითხარი! როგორღა ვიცხოვრო, როცა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი შეიბღალა?!
რა... რა... გავაკეთო... - ბოლო ხმაზე ბღაოდა ჯაყელი და ყველაფერს ამსხვრევდა, რაც კი
ხელში ხვდებოდა. - სიკვდილი მინდა! სიკვდილი მინდა! სიკვდილი მინდა, ღმერთო,
გემუდარები! აღარ მინდა... აღარცერთი წამით აღარ მინდა ამ საშინელი ტკივილის ატანა!

-თავი ხელში აიყვანე, ეკატერინე! - წამოიყვირა ახვლედიანმა და გოგონასთან მიახლოვება


ცადა.

-წადი აქედან! - მაშინვე დაუყვირა კატომ მამაკაცს. - არც შენი დანახვა მინდა, დამტოვე
მარტო!

-ასეთ მდგომარეობაში მარტო არ დაგტოვებ! - გაურჩდა ანდრეა.

-წადი... წადი-მეთქი, წადი! - ტიროდა ჯაყელი და საჩვენებელ თითს კარისკენ იშვერდა. -


დამტოვე, გემუდარები. მარტო მინდა ჩემს უბედურებასთან დარჩენა! არაფერს ვიზამ.
არაფერს ვუზამ ამ ჩემს საზარლად უბედურ სხეულს! - ლაპარაკობდა და თან საძინებლისკენ
მიიწევდა.

ანდრეამ დიდხანს უყურა მოქვითინე ჯაყელს და ბოლოს მიხვდა, რომ მართლაც ჯობდა მისი
ცოტა ხნით მარტო დატოვება. სიბრალულით სავსე თვალები სწრაფად მოაცილა გოგონას და
ჩუმი ნაბიჯებით დატოვა ნომერი. კარი გამოიხურა და იქვე ჩაიკეცა. თავი სახელურს ქვემოთ
მიაბჯინა და ფეხები გაშალა.

ეკატერინე საწოლზე დამხობილი ტიროდა, ანდრეა კი კართან იჯდა, აბსოლიტურად


უემოციო, განცდებისგან დაღლილი.

რამდენიმე წამში, წუთში ან საათში ოთახიდან მომავალი ტირილის ხმა მიჩუმდა და ალბათ,
შეწყდა კიდეც. ანდრეამ მძიმედ წამოსწია დაღალული სხეული და ისევე ფრთხილად შეაღო
კარი, როგორც გამოიხურა.

საბოლოოდ ბრძოლაში მაინც სიჩუმეს გაემარჯვებინა და იმ წამსაც, სწორედ ის მეფობდა


ოთახში. აქა-იქ მხოლოდ სრუტუნის ხმა თუ არღვევდა მის მყუდროებას.

ეკატერინე საწოლზე იყო მიფენილი. ემოციებგამოცლილს, თვალებდასიებულსა და


ცრემლდამშრალს ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა მზერა. მომაკვდავივით ეგდო; ალბათ,
ელოდებოდა კიდეც სიკვდილს.

ანდრეამ მთელ გულ-მკერდში იგრძნო რაღაცის ფართხალი, რაც მალევე გადაიზარდა წვაში.
გაუცნობიერებლად დამანჭა სახე - ტკივილი იგრძნო. რაც უფრო მეტად აკვირდებოდა
საწოლზე უსულოდ მწოლიარე ეკატერინეს, მით უფრო მეტად გრძნობდა წვას და მით უფრო
უმძაფრდებოდა ტკივილიც. ასეთ რამეს ცხოვრებაში პირველად გრძნობდა. თითქოს მისი
გული კაკლისოდენა გამხდარიყო, ჭმუნვისგან. ასე ცუდად თავს პირველად გრძნობდა.
ყურები უკიოდა, თვალები უწითლდებოდა და კბილები უკაწკაწებდა.

მას ეკატერინე ჯაყელის მდგომარეობა სტკიოდა; სტკიოდა ისე, როგორც ახლობელი


ადამიანის ტკივილი; სტკიოდა აუტანლად და სურვილი ახრჩობდა, ახლავე შეეწყვიტა
ჯაყელის ტანჯვა.

რამდენიმე ნაბიჯი მთვარეულივით გადადგა და საწოლს მიუახლოვდა - ეკატერინეს


რეაქციაც კი არ ჰქონია. თვალებსაც აღარ ახამხამებდა, მხოლოდ, შიგადაშიგ, სრუტუნებდა.

ანდრეა იქვე ჩაიმუხლა და ახლა საწოლს მიეყრდნო ისე, როგორც კარს ეყრდნობოდა
საათების განმავლობაში.

-ახლა რომ შემეძლოს და რომ მთხოვო, ისე აგაძრობდი კანს სხეულიდან, არც
დავფიქრდებოდი და ვიცი, ის ტკივილიც კი არაფრად მოგეჩვენებოდა, ამასთან შედარებით. -
უძილობისგან დაბოხებული ხმა ძლივს შეურია ოთახში გაბატონებულ და დაღლილ
სიწყნარეს. - არ შეგიყვარდებოდა. რომ გცოდნოდა, სიყვარულს ამხელა ტანჯვის მოტანა
შეუძლია, არასდროს შეგიყვარდებოდა! გამოცდილი რომ გქონოდა ის სულის კივილი,
ხორცის ტკივილი და კანის წვა - საკუთარ თავს სიყვარულზე დაფიქრების უფლებასაც კი არ
მისცემდი! სიყვარული არის ტკივილის უმაღლესი სტადია. უბრალოდ, როცა ჩვენც
ვუყვარვართ მორფს გვაძლევენ, ვერაფერი რომ ვერ ვიგრძნოთ. მაგის შეწყვეტა? - მაგის
შეწყვეტა ცოცხლად სიკვდილის ტოლფასია. სიყვარულის შეწყვეტაა სიკვდილის ტოლფასი
და როგორ გინდა, რომ მე, ჩვეულებრივმა ადამიანმა, სიყვარულის სახელით მოყენებული
ჭრილობის ტკივილი გავითავისო?! როგორ გინდა, რომ განუგეშო, როცა მე თავად ვიყავი მაგ
ტკივილის მიმყენებელი ბევრისთვის. - აზრზე არ ვარ! წარმოდგენაც არ მაქვს, ახლა რა
ტკივილს გრძნობ! საყვარელი ადამიანისგან მოყენებული ტკივილი ყველაზე დიდი
ღორობაა! რატომ უნდა შეიყვაროს კარგმა ადამიანმა ყოველთვის უნამუსო და ნაძირალა?! -
რომელმა წყეულმა კანონმა განსაზღვრა ეგ?! რატომ შეუყვარდა შენნაირ ადამიანს მისნაირი
ვირთხა?! ან სოფოსნაირს რატომ უნდა შევყვარებოდი მე, თავის დროზე. რატომ სეტყვა არ
წამოვიდა იმ დღეს და რატომ მთელი კაცობრიობა არ წალეკა, როცა შენ იმ წყეულ კაცს
შეხვდი და გულში მისთვის ადგილი გამონახე?! ღმერთო, რა დამპალია ეს ცხოვრება... - სუნს
გრძნობ, ეკატერინე? - ეს ჩემი და შენი დამპალი ცხოვრების აყროლებული სუნია! იცი,
ყველაზე მეტად რა მძულს? - რომ არ იმსახურებს ის ნაძირალა შენს ცრემლებს და შენ მაინც
ყველაფერი გამოიფხიკე, რაც გქონდა. რომ ზოგჯერ არ იმსახურებენ სიყვარულს და მაინც,
სწორედ ისინი იღებენ ყველაზე ხშირად და ყველაზე მეტს! იცი, რაზე მერევა გული? -
ბარბარეს რომ მისნაირი კაცი შეხვედროდა, მასაც შეუყვარდებოდა. ალბათ მისნაირს
შეიყვარებს კიდეც! დღეს, თუ არა, ხვალ... მერე მოვა ჩემთან თავისმართლებით და მეტყვის -
„შენ არ იცი, ის რა კარგია.“ იცი რას მივხვდი, ეკატერინე? - ანგელოზები არ არასებობენ
დედამიწაზე და ყველა, ვისაც ანგელოზად მოაქვს თავი, ეშმაკია!

ამას ვერ დაივიწყებ! ამას ვერასდროს ამოშლი შენი ცხოვრებიდან! მაგ ტკივილს ვერ
აიდღლიზავ სხეულიდან - სულ შენთან ერთად იქნება და გეტკინება ყოველთვის, როცა
გაიხსენებ. ხვალაც გეტკინება, ზეგაც, მაზეგაც, კვირის შემდეგაც, თვისაც და წლისაც! - სულ
გეტკინება, როცა შეეხები! სულ გაბრაზდები საკუთარ თავზე და გულის რევის შეგრძნება
დაგეუფლება, სარკეში ჩახედვისას! თავის მოკვლა სულ გენდომება - დღესაც, ხვალაც,
მერეც... დანაშაულის გრძნობა სულ შეგაწუხებს - დღესაც, ხვალაც, მერეც... ყოველთვის
გაგახსენდება - დღესაც, ხვალაც, მერეც... - ანდრეამ ბოლო სიტყვები თითქმის ჩურჩულით
თქვა და წამოდგა. ეკატერინეს შეხედა - სიცოცხლის ნიშანწყალი ისევ არ ეტყობოდა,
უბრალოდ, ახლა თვალებსაც ახამხამებდა. სახეზე კარგად დააკვირდა და იგრძნო, რომ მისმა
თითოეულმა სიტყვამ მიაღწია გოგონას დალუქულ გულამდე. შებრუნდა და რამდენიმე
ნაბიჯი გადადგა. შემდეგ ისევ გაჩერდა და ოდნავ მიუტრიალდა ჯაყელს. - არაკაცი იყო ეგ
შენი დათუნა, მაგრამ შენ მაინც სულ გეყვარება - დღესაც, ხვალაც, მერეც... - ესღა თქვა, თავი
ჩაქინდრა და მორჩილი ბავშვის ნაბიჯებით დატოვა ნომერი.

ანდრეას კარის გახურვის შემდეგ იყო ბინდი და ბურუსი - უკუნითი სიბნელე, რომელიც
გრძელდებოდა რამდენიმე დღით. უჰაერობა, უსიტყოვა, უმოძრაობა, უმადობა -
უსიცოცხლობა. ანდრეა ისე ზრუნავდა ჯაყელზე, როგორც ყველაზე ძვირფას და საყვარელ
ადამიანზე იზრუნებდა. რამდენიმე დღის განმავლობაში მისი ექიმიც იყო, მომვლელიც და
მეგობარიც. ეკატერინე თითქოს კომაში ატარებდა დღეებს - მისი სიცოცხლის ყოველგვარი
ნიშანწყალი დუდა მაჩაბელმა და ლევან ნაკაშიძემ წაიღეს თან.

-ეკატერინე, ხვალ საღამოს თბილისში ვბრუნდებით. - გამოუცხადა ანდრეამ კატოს მათი


მოსკოვში ყოფნის ერთი კვირის თავზე. საპასუხოდ მხოლოდ უსიცოცხლო თავისდაქნევა
მიიღო.

-იმედი მაქვს, უკეთესად ხარ და გადაიტან თბილისამდე მარტო მგზავრობას. აეროპორტამდე


მიგაცილებ და მერე წავალ. - გამგზავრების დღეს მზრუნველი მშობელივით უხსნიდა ანდრეა
გოგონას.

-კარგი. - ძლივს გაიმეტა ეული სიტყვა ახვლედიანისთვის ჯაყელმა და რესტორნის


ფანჯრებიდან გახედა მოსკოვის გადატვირთულ მოძრაობას.
-თბილისში რომ ჩავალთ, ალბათ, თოიძე დაგვირეკავს და შეხვედრას გვთხოვს. უნდა
მოვიფიქროთ, რას ვეტყვით. შენ თუ გინდა, რა თქმა უნდა, სიმართლეც შეგვიძლია ვთქვათ,
მაგრამ ეგ ნაკაშიძე ისეთი ტიპია, არამგონია, მისი დაჭერა მოახერხონ. წამებით ადრე გასულს
მეც კი ვერ დავეწიე, ამხელა ქვეყანაში სად იპოვიან?!

-ფეხებზე მ’კიდია! - ძალიან უემოციო პასუხი ჰქონდა კატოს.

-ანუ ვუთხრათ სიმართლე?

-ფეხებზე მ’კიდია, დაიჭერენ თუ არა მკვლელს. - ისევ იმავე ტონალობაში ჟღერდა პასუხი.

-ეგ რას ნიშნავს? - დაიბნა ანდრეა.

-მე მივდივარ.

-სად მიდიხარ? რას ქვია მიდიხარ?

-სულ მივდივარ. თბილისში ცხოვრება აღარ მინდა.

-სად მიდიხარ?!

-არვიცი. - მხრები აიჩეჩა უემოციოდ გოგონამ. - სადაც მარტო ვიქნები.

-თოიძესთან აღარ ითანამშრომლებ?

-მე უკვე ყველაფერი ფეხებზე მ’კიდია. - ნელა წარმოთქვა სიტყვები ჯაყელმა და წამოდგა. -
მალე წავიდეთ აქედან, სულს მიხუთავს აქაურობა.

-მოსკოვში აღარასდროს ჩამოვიდეთ. - მკრთალად გაეღიმა ეკატერინეს სიტყვებით


უკმაყოფილო ანდრეას.

-მძულს მოსკოვი. - ორი უფერული სიტყვაც თქვა ჯაყელმა და გასასვლელს მიაშურა.

-რომ ჩაფრინდები, დამირეკავ? - დამშვიდობებისას ჰკითხა ანდრეამ.

-რა საჭიროა?! - მხრები აიჩეჩა ჯაყელმა.

-ჰო, კარგი, მართალი ხარ. - გულის სიღრმეში გაჩენილ წყენას ფსკერზე ამოსვლის უფლება არ
მისცა მამაკაცმა.

-კარგად იყავი, ანდრეა.

-შეხვედრამდე, ეკატერინე. - გაუღიმა ახვლედიანმა ჯაყელს. საპასუხოდ არაფერი მიუღია -


ეკატერინეს ნაბიჯებიც კი უემოციო გახდომოდა.
ტკივილით, ტირილით, ყვირილით, ჩხუბით, სიძულვილით, ზიზღით, ცინიზმით,
ირონიითა და სხვა, უამრავი, განცდით სავსე ერთი კვირის შემდეგ მოსკოვიდან თბილისში
ბრუნდებოდნენ ანდრეა და ეკატერინე. ეკატერინე ისევ თვითმფრინავით, ანდრეა ისევ
ავტობუსით. ისევ ცალცალკე მგზავრობდნენ, ისევ ყველასგან მალულად. ისევ იგივე
მოსკოვიდან, ისევ იმავე თბილისში ბრუნდებოდნენ. ისევ იგივე რუსი ხალხიდან, ისევ იმავე
ქართველებს უბრუნდებოდნენ. ერთი კვირა ვერაფერს ცვლიდა. მათ გარშემო ნაშენი
რეალობა ისეთივედ რჩებოდა, როგორც მოსკოვში გამგზავრებამდე იყო. ერთი კვირა ცვლიდა
მხოლოდ ორ ადამიანს - ანდრეასა და ეკატერინეს. ერთი კვირის შემდეგ სრულიად სხვა
ახვლედიანი და სრულიად სხვა ჯაყელი უბრუნდებოდნენ თბილისს. ეკატერინე ისევ
თვითმფრინავით, ანდრეა ისევ ავტობუსით. ისევ ცალცალკე მგზავრობდნენ - სრულიად სხვა
ანდრეა ახვლედიანი და სრულიად სხვა ეკატერინე ჯაყელი. მოსკოვურმა კვირამ ერთმანეთის
ტკივილი გაასიგრძეგანებინა ორ დაკარგულ სულს. მოსკოვურმა ღამეებმა ორი დაკარგული
ნაწილი გაამრთელა. ისევ ცალცალკე მგაზვრობდნენ, მაგრამ ერთად უნდოდათ. ერთად
უნდოდათ... სრულიად სხვა ანდრეასა და ეკატერინეს.

-ანდრეა, იმედი მაქვს, კარგად იმგზავრეთ. აუცილებლად უნდა შევხვდეთ და რაც შეიძლება
მალე. ინფორმაციები გვაქვს გასაცვლელი. არ მომწონს, რომ არ მირეკავთ არცერთი და არ
მიყვებით, რა მოხდა მოსკოვში.

-როდის შევხვდეთ, ბატონო გამომძიებელო?

-დღეს საღამოს, ისევ ჩემთან.

-ეკატერინეს მე დავურეკავ, შეხვედრამდე.

-შეხვედრამდე!

-ეკატერინე, მე ვარ, ანდრეა. გირეკავ, რომ გითხრა, თოიძეს დღეს საღამოსვე სურს ჩვენი
ნახვა. შენი წამოსვლა არ არის საჭირო, მე ავუხსნი ყველაფერს. როგორც შევთანხმდით -
ლევან ნაკაშიძეზე არაფერს ვიტყვი. შეგიძლია მშვიდად იყო და ქალაქიდანაც გახვიდე.
-მე უკვე გითხარი, ჩემთვის სულერთია ყველაფერი. როგორც საჭიროდ ჩათვლი, ისე
მოიქეცი. კარგად იყავი, ანდრეა.

-რას ნიშნავს მიდიხარ, ეკა? სად მიდიხარ? მე და დედაშენი ახლახანს დავბრუნდით, შენც
გუშინ ჩამოხვედი. ისევ ერთად ვართ ოჯახი და შენ ისევ მიდიხარ?

-მარტო ყოფნა მინდა, მამა.

-ეკა, შვილო, რატომ არ მიყურებ თვალებში, როცა გელაპარაკები? როდის აქეთიდან მარიდებ
თვალებს?

-აქ გაჩერება აღარ შემიძლია, მამა!

-მოსკოვში რამე მოხდა? იქ წასვლამდე არ იყავი ასე ცუდად. ეკატერინე, ხომ არაფერს
მიმალავ?

-მოსკოვში წასვლა ცუდი იდეა იყო...

-სად მიდიხარ? რამდენი ხნით? ისევ ამერიკაში ბრუნდები?

-არა, ამერიკაში არა, სადმე აქვე, ახლოს.

-მანგლისში ადი მაშინ. მეც მშვიდად მექნება გული და დედაშენსაც. თუ გინდა, სიუზიც
გაიყოლე.

-არ მინდა მანგლისი, არც სიუზი მინდა.

-ეკატერინე, ასე მაშინაც არ ყოფილხარ, როცა...

-როცა დათუნა დავასაფლავე?! ჰო, მამა, მაშინ მხოლოდ მისი სხეული დავასაფლავე, ახლა
სულიც.

-რას ამბობ, ვერ გავიგე. რას არ გვეუბნები?!

-კახეთში წავალ, ყვარლის სახლში. გაზაფხულისას ლამაზია იქაურობა.

-როგორც შენ გინდა, შვილო.

-ჰო, ასე მინდა.


-მარტო რატომ ხართ, ანდრეა? ეკატერინე არ მოვა?

-არა, ბატონო გამომძიებელო, ეკატერინე არ მოვა. მე აგიხსნით ყველაფერს.

-არ მომწონს ეს ამბავი. აბა გისმენთ, მომიყევით ყველაფერი.

-დათუნა გასვიანის მკვლელი ვიპოვნეთ. უფრო სწორად, არ გვიპოვნია,თვითონ მოვიდა


ჩვენთან.

-მერე?! გაგექცათ? იქაურ პოლიციას არ შეატყობინეთ?

-ლევან ნაკაშიძის მარჯვენა ხელი ყოფილა თავის დროზე. მკვლელობაც მას დაუგეგმავს,
შურისძიებისთვის.

-ვინ არის? სახელი და გვარი არ უთქვამს?!

-არაფერი უთქვამს. მხოლოდ იმ მანქანის ფოტოები გვაჩვენა, რომლიდანაც გაისროლეს.

-შური იმიტომ იძია, რომ გასვიანმა მისი ნაკაშიძე დაასმინა?

-არა მარტო. როგორც აღმოჩნდა, დათუნა არც ისე სუფთა ადამიანი ყოფილა. ნაკაშიძე მას
დაუყენებია ცუდ გზაზე და არა პირიქით. ბოლოს კი, როცა საქმე საქმეზე მიდგა, დათუნამ
დედის ნათლულს შეახოცა ხელები და თვითონ აქ გამოიქცა.

-ის ადამიანი როგორ გამოიყურებოდა? შეგიძლიათ, მისი გარეგნობა აღმიწეროთ, რომ


ფოტორობოტის შედგენა შევძლო? ინტერპოლს გადავცემ მის სურათს!

-ჩემზე ერთი თავით დაბალი იქნებოდა, სუსტი აღნაგობის, წვერი საერთოდ არ ჰქონდა, თმა
გადახოტრილი.

-კიდევ? რაიმე სახასიათოს ვერ იხსენებთ?!

-მწვანე თვალები ჰქონდა, კურნოსა ცხვირი და ოდნავ შეფაკლული ლოყები - ტიპური რუსი.

-რუსი იყო?!

-ან უკრაინელი. შეიძლება ბალტიისპირელიც, არ ვიცი.

-რა ენაზე საუბრობდა?

-აქცენტიანი რუსულით.

-მაშინ რუსი რატომ იქნებოდა?

-არ ვიცი, ბატონო გიორგი, ზედმეტად ბევრ კითხვას მაყრით! მხოლოდ ის ვიცი, რომ
სრულიად უცხო ადამიანი დაგვადგა თავს ერთ მშვენიერ დღეს, თავი ლევან ნაკაშიძის
მარჯვენა ხელად გაგვაცნო და გვიამბო გასვიანის წარსულის ყოველი დეტალი.

-ეკატერინე სად არის? რატომ არ მოვიდა?


-ეკატერინე ამ ამბის შემდეგ ძალიან ცუდადაა. ჩვენთან თანამშრომლობა აღარ აინტერესებს,
მიდის.

-სად მიდის?

-არ ვიცი და არც დავინტერესებულვარ! მხოლოდ ის ვიცი, რომ აქ გაჩერება აღარ სურს და
აღარც ამ გამოძიების შესახებ აინტერესებს რამე.

-გასაგებია... ძალიან ცუდია, რომ ეკატერინე ჩვენთან ერთად აღარ იქნება, მაგრამ მესმის მისი.
მეშინოდა კიდეც, რომ ეს მოხდებოდა. რას ვიზამთ?! - მან მაინც გააკეთა თავისი მაქსიმუმი
და მნიშვნელოვნად დაგვეხმარა საქმეში.

-საქმეზე გამახსენდა, ახლა თქვენ მოყევით. რა უქენით ზარდახშას და გაარკვიეთ თუ არა


რამე ამ ერთი კვირის განმავლობაში?

-ამ ერთი კვირის განმავლობაში იმაზე მეტი გავიგე, ვიდრე შეიძლებოდა. ცუდია, რომ
ეკატერინე არ მოვიდა. კარგი იქნებოდა, მასაც მოესმინა ყველაფერი.

-რა ხდება, გიორგი? რა იდო ზარდახშაში?!

-თქვენ თვითონ ნახეთ, ანდრეა, ზარდახშა თან მაქვს.

-არ მომწონს, რომ ისევ მიდიხარ, კატო!

-არც მე მომწონს.

-საოცრად შეცვლილი ხარ, ვერც კი გცნობ! რა მოხდა მოსკოვში?

-შეცვლილი არ ვარ, ელენე, უბრალოდ რეალობას მხოლოდ ახლა გავუსწორე თვალი.

-რომელ რეალობას, ეკატერინე?!

-უნდა წავიდე...

-რატომ არ გინდა, დამელაპარაკო?! მე - შენს დაქალს.

-სათქმელი არაფერი მაქვს.

-ეს ყველაფერი ეკატერინემაც უნდა ნახოს და იცოდეს!


-არ გინდათ, ანდრეა. თუ წასვლა უნდა, წავიდეს. ახლა მისთვისაც ასე აჯობებს და
ჩვენთვისაც.

-დახმარება შეეძლება!

-არა, მეტად აღარამგონია ჩვენი დახმარება შეძლოს.

-ახლა რა უნდა გავაკეთოთ? ამ ინფორმაციას როგორ გამოვიყენებთ?!

-ანდრეა, იცი რას გეტყვით? - ახლა ის დროა, ორივე დავუმეგობრდეთ მამებს!

-ორივე? ეგ რას ნიშნავს, ვერ მივხვდი...

-გგონიათ, ერთადერთი ხართ, ვისაც მამასთან უთანხმოება აქვს?

-თქვენც?

-მრავალჯერ მოსყიდულ, ბნელ საქმეებში გახვეულ და ბინძური ფულის პატრონ


პროკურორთან ვერ მაქვს კარგი ურთიერთობა. დიახ, მეც!

-ახლა რატომ უნდა „დაუმეგობრდეთ?“

-იმიტომ, რომ მამაჩვენების დროს საქმის მიჩქმალვა მამაჩემის გარეშე ვერ მოხდებოდა.
თამარა ჯაყელზე ინფორმაცია იმიტომ არ არსებობს, რომ ის ვიღაცამ ყველა საბუთიდან
ამოშალა, საგულდაგულოდ.

-და თქვენ ფიქრობთ, რომ ამაზე მამათქვენმა რამე იცის?

-დარწმუნებული ვარ!

-და მამაჩემი რა შუაშია? გგონიათ, რამეს მეტყვის? მან ისიც კი უარყო, რომ თამარას წესიერად
იცნობდა!

-არა, მამათქვენთან დამეგობრება მეტაფორა იყო. სინამდვილეში მის სამუშაო ოთახს უნდა
დაუმეგობრდეთ, სახლში.

-გგონიათ, რამეს ვიპოვნი?

-ეკატერინემ ხომ იპოვნა?!

-ერთი ოთახი აქვს, სადაც ატარებს მთელ დროს. წესიერად დამლაგებლებსაც კი არ აძლევს იქ
ყოფნის უფლებას...

-ხოდა სწორედ მაგ ადგილის შესწავლა მოგიწევთ! დროა, ცოტა წავუჯაშუშოდ.

-თუ ეს საქმეს წაადგება...

-წაადგება, წაადგება.

-იყოს ისე, როგორც თქვენ გსურთ.


-თავს გაუფრთხილდი, რა, დედი. რომ ჩახვალ, დარეკე.

-დავრეკავ, დედა.

-შოთას დავურეკე უკვე, დაალაგებინებდა სახლს ვინმეს.

-კარგი, მამა.

-არ მომწონს რომ მიდიხარ. თუ რამეა, ერთი ზარი და შენთან გავჩნდებით მე და ბექა, ხომ
იცი?

-ვიცი, ლუკა.

-უსაშინლესი მამიდა და კიდევ უფრო საშინელი დაქალი ხარ!

-მაპატიე, ელენე.

-ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ და ვიცი, თუ ამბობ, რომ უნდა წახვიდე, ესეიგი ასეცაა საჭირო. თავს
გაუფრთხილდი, ეკატერინე.

-გავუფრთხილდები, ბექა.

-აბა კარგად იყავი ეკატერინე, შვილო.

-კარგად, ერეკლე ბიძია.

-ხომ დაგვირეკავ ხოლმე, დედი?

-დაგირეკავთ ხოლმე დედა, აუცილებლად დაგირეკავთ.

-მანქანა მზადაა!

-წავედი...

„ეკატერინე, ისევ მე ვარ, ანდრეა. ახლა, ალბათ, გზაში ხარ და მობილური ამიტომაც გაქვს
გამორთული. უბრალოდ იმიტომ გირეკავ, რომ გითხრა, ყველაფერი მოვაგვარე. თოიძეს შენი
წასვლა არ გაუპროტესტებია. ესმის შენი და იმედოვნებს, რომ ყველაფერი კარგად გექნება.
შენთან დარეკვაც უნდოდა, მაგრამ მე ვუთხარი, რომ არ ღირდა. მოკლედ, შეგიძლია
მშვიდად იყო. ვიცი, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გადაიტანე, ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი
გეუცხოვება, მაგრამ დამიჯერე, ყველაფერი გაივლის. შეიძლება მეგობრები არ ვართ და ვერც
ვერასდროს გავხდეთ, მაგრამ ერთ რამეს გეტყვი - მე და შენ მტრები არ გვეთქმის!
მშვიდობიან ცხოვრებას გისურვებ. იმედი მაქვს, ოდესმე ორივე ვიპოვნით სიმშვიდეს. თუ
ჩვენი საქმის წინსვლა დაგაინტერესებს, ყოველთვის მზად ვიქნები შენს ზარზე საპასუხოდ.
ამ შეტყობინებას რომ მოუსმენ, იმედია, არ გაიცინებ და არც გაგიკვირდება რამე. უბრალოდ...
ხანდახან, ანდრეა ახვლედიანსაც უნდება ადამიანობა. კარგად იყავი, ეკატერინე, ბევრი
კრიზისის მიუხედავად, მაინც სასიამოვნო იყო შენთან თანამშრომლობა“.

ყვარლის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ყველაზე წყნარ და მშვიდ


ადგილას, ერთადერთი სახლი იდგა. სამსართულიანი სახლი ნამდვილად დაიკვეხნიდა
მდიდარი პატრონითა და საუკეთესო ადგილმდებარეობით. მისი ხედი პირდაპირ იშლებოდა
ტბაზე, რომელთანაც უკანა ეზოს ბილიკი რამდენიმე წუთში მიიყვანდა მსურველს. ქალაქის
ეს ერთობ სახარბიელო ადგილი რამდენიმე წლის წინ დემეტრე ჯაყელს შეესყიდა და იქ
აეშენებინა სააგარაკო სახლი, რომელსაც ზაფხულობით სიამოვნებით სტუმრობდა ოჯახთან
ერთად.

შემოდგომისას განსაკუთრებით ლამაზი იყო გადაყვითლებული გარემო, რომელიც ასე


ხარბად იშლებოდა ტბას გადამყურე ვერანდიდან. ეკატერინეს და მარიამს ალბათ ბავშვობის
და მოზრდილობის ნახევარი მაინც ექნებოდათ გატარებული ამ ვერანდაზე. საღამოობით,
ტბა გრილ ნიავს გაიმეტებდა მათთვის. მთელი ოჯახი ერთად იკრიბებოდა, ჩაის სმის
ერთგვარ რიტუალს ასრულებდა და მხოლოდ ამის შემდეგ იძინებდა. ტკბილი იყო ყვარელში
გატარებული თითოეული დღე და მოგონება. ბავშვობის სევდანარევი ნოსტალგია ეკრო
სახლს გარშემო.

გაზაფხულის მიწურულს პირველად სტუმრობდა გოგონა ყვარლის სახლს. რატომღაც


გრძნობდა, რომ მისი სული სიმშვიდეს მხოლოდ იმ ადგილას იპოვნიდა, სადაც უდარდელი
ბავშვობის ნახევარი ჰქონდა გატარებული.

შუაღამე იწურებოდა, როცა უზარმაზარ ჭიშკართან შეაჩერა ჯაყელმა მანქანა. სახლის


ერთადერთი მეთვალყურე და დემეტრეს იქაური მეგობარი შოთა გარეთ უცდიდა გოგონას.

-გამარჯობა, შოთა ძია. - მანქანიდან გადასვლისთანავე მიესალმა ეკატერინე კაცს და


მკრთალად გაუღიმა.

-მშვიდობა მოგცეს უფალმა, შვილო. როგორ დამშვენებულხარ, გენაცვალოს შოთა ძია. -


მთელი გულით გაეკრიჭა დამხვდური ჯაყელს. ეკატერინეს არაფერი უპასუხია. კიდევ
ერთხელ გაუღიმა შოთას და საბარგულს თავი ახადა.

-დემეტრე და ქეთინო როგორ არიან? ლუკა და მარიამი? - მოკითხვას აგრძელებდა კაცი.

-კარგად არიან ყველანი.


-კარგად უნდა იყვნენ, მა რა?! ცუდად რათ უნდა იყვნენ?! - გულიანად გაეცინა შოთას და
ჩემოდნებს ხელი დაავლო. - ნამეტანი ბევრი წამოგიღია, შვილო, დიდხანს აპირებ დარჩენას
აქა? - ჭიშკრის ღია კარში შევიდა ბარგით დატვირთული და სახლისკენ მიმავალ ბილიკს
გაუყვა.

-არვიცი, შოთა ძია, ვნახოთ.

-დარჩი, შვილო, დარჩი. გაზაფხულზე იცი, რა ლამაზია ჩვენი ყვარელი?!

-მეც სწორედ ეს მჭირდება ახლა. - მონატრებულ ეზოს თვალი მოავლო გოგონამ, ღრმად
შეისუნთქა ჰაერი და იგრძნო, რომ სახლში იყო.

-გაზაფხულზე ბევრი ტურისტი არ იცის აქა. ტბაზე ხალხმრავლობა არ შეგაწუხებს.


მდელოები რო აბიბინდება მწვანედ, შენი გულიც კოკორივით გაიშლება და რაც კი დარდი
გაწევს, იცოდე, რომ გადაგეყრება გულიდან. - გულიანად იკრიჭებოდა კაცი.

-იმედი მაქვს, შოთა ძია. - კაცის სიალალემ უნებურად გააცინა ჯაყელი.

-ლამაზი სიცილი გაქვს, გენაცვალოს შოთა ძია. სულ უნდა იცინოდე! - სახლის კართან
დააწყო ჩემოდნები შოთამ და გასაღები ამოიღო ჯიბიდან. - სახლი დავალაგებინე,
ყველაფერი მოვაწესრიგებინე.

-დიდი მადლობა ყველაფრისთვის.

-თუ დამხმარე ქალი დაგჭირდეს, არ მოგერიდოს, იცოდე და დამირეკე. მამაშენმა ასე მითხრა,
არა სჭირდებაო, თორემ აქამდეც გიშოვნიდი ვინმეს.

-არა, არ მჭირდება არავინ, მადლობა.

-როგორც შენ მეტყვი, შვილო. - ჩემოდნებს ისევ დაავლო ხელი კაცმა და სახლში შეიტანა.

ეკატერინემ შედგა თუ არა ფეხი სახლში, სითბომაც მაშინვე დაუარა მთელ სხეულში.
ნაცნობმა გარემომ ერთიანად მოადუნა და დაამშვიდა გოგონა.

-მოიტა ეხლა მანქანის გასაღები მომეცი, შემოვიყვანო შიგნით და მერე შენი ნებართვით
დაგტოვებ. - გაუღიმა შოთამ მონატრებული სახლის თვალიერებაში გართულ ეკატერინეს.

-აი, გამომართვით. - მაშინვე გაუწოდა გასაღები კაცს და თავად მოგიზგიზე ბუხარს


მიუახლოვდა.

დარჩა ჯაყელი სრულიად მარტო ძველ სახლთან და ბავშვობის მოგონებებთან ერთად.


ტბიდან მომავალი სუსხიანი სიგრილე იგრძნო, პლედი მოიფარა მხრებზე და ვერანდაზე
გავიდა. მთვარის შუქს ლამაზად ირეკლავდა მდელოებს შორის ჩაფლული მთვარე. ირგვლივ
ყველაფერი სიმშვიდის მშობელი იყო. ეკატერინე მოაჯირს მიუახლოვდა და იდაყვებით
დაეყრდნო. წამიერად სუნთქვაც კი დაავიწყდა, იმდენად შთანთქა სიწყნარემ. შემდეგ
ამოისუნთქა და თითქოს ამ უწყინარმა ქმედებამ დააბრუნა კიდეც რეალობაში. მისი
ტკივილი დიდი ჭრილობის ქონას ჰგავდა. მთელი დღის განმავლობაში უვლიდა გარშემო,
რათა არ შეხებოდა და ტკივილს თავი არ შეეხსენებინა მისთვის. მერე უცებ მოუხვდებოდა
ხელი და იმდენად აუტანელ ტკივილს გრძნობდა, მთელ სხეულში, სიმწრით კბილებს
ერთმანეთს აჭერდა.

მისმა პიროვნებამ და მისი ცხოვრების სინამდვილემ მალევე შეახსენეს თავი - წუთითაც არ


დააცალეს გოგონას მშვიდად ყოფნა. ორივე ხელით ჩააფრინდა ხის მოპირკეთებულ
მოაჯირს. ისე მაგრად უჭერდა ხელებს, თითქოს ტკივილის სხეულიდან განდევნა და
მისთვის გადაცემა უნდოდა. მერე უეცრად შეუშვა, დანებებულმა, ხელები და ამოიხვნეშა.
თავი დახარა, თმა წინ გადმოყარა და მთვარეს თავისი ერთგული სტუმრები - ყვრიმალებზე
მოთამაშე ცრემლები დაუმალა.

ლუკა თავის საძინებელში, საწოლზე იწვა გულაღმა. მძიმედ სუნთქავდა და თვალებს ორივე
მკლავით იფარავდა. ელენემ ფრთხილად შეხსნა საძინებლის კარი და როგორც კი ასე
მწოლიარე ქმარი დაინახა, გული ეტკინა. იქვე, კიდეზე ჩამოუჯდა მამაკაცს და ფრთხილად
დაიჩურჩულა:

-ვიცი, რომ კატოს წასვლას განიცდი...

-მეძინება, ელენე. - უხეშად ჟღერდა ჯაყელის პასუხი.

-დამელაპარაკე, რა. - მუდარა გაურია ხმაში გოგონამ.

-რაზე დაგელაპარაკო? - თვალებიდან ხელები მოიშორა და ცოლს შეხედა.

-რაც გაწუხებს, იმაზე.

-არ მაწუხებს არაფერი, დაღლილი ვარ და მეძინება! - გაღიზიანდა მამაკაცი.

-გთხოვ, რა, ლუკა, ნუ იკლავ ყველაფერს გულში. - თვალებზე ცრემლის თხელი ფენა
გადაეკრო ელენეს.

-ვახ! - წამოიყვირა გაბრაზებულმა ჯაყელმა და საწოლიდან სწრაფად წამოხტა.

-ნუ ბრაზდები...

-არ ვბრაზდები! - ისე უეცრად დაიყვირა ლუკამ, ელენე ადგილზე შეხტა, შემცბარი. - როცა
გეუბნები, რომ მეძინება და ლაპარაკი არ მინდა, უნდა შემეშვა და ძილის საშუალება მომცე!

-კარგი, რა გაყვირებს, რა ვთქვი ასეთი? მე გავალ და დაიძინე... - ხმა აუკანკალდა


დევდარიანს.
-აღარ მინდა! გავალ და სტუმრების ოთახში დავიძინებ! - წამოიყვირა ჯაყელმა, უხეშად
გააღო კარი და ხმაურით გაიჯახუნა.

ელენე გაოცებული, აცრემლებული და შეშინებული დარჩა ოთახში. ასეთი უხეში და


თვალებშიბრაზჩამდგარი ლუკა არც ქორწინებამდე ენახა გოგონას და არც მის შემდეგ.
ინსტიქტურად, ცალი ხელი მუცელზე, ხოლო მეორე პირზე აიფარა და ჩუმად აქვითინდა.

ახვლედიანების სახლში ოჯახური ვახშამი იყო გამართული, რომელსაც, რა თქმა უნდა,


ყველა ესწრებოდა, ანდრეასა და დედამისის გარდა. ოჯახთან ერთად ვახშმობდა ვატოც,
რომელიც ძმაკაცის და აწ უკვე სიძის სახლში აპირებდა ღამის გათევას. ანასტასია უჩვეულოდ
უგუნებოდ იყო და საჭმელსაც უღიმღამოდ დაჰყურებდა, ჩანგლით ხელში. ყველა ამჩნევდა
მის უხასიათობას, მაგრამ არავინ არაფერს ეკითხებოდა, რადგან ყველამ იცოდა,რომ გოგონა
დედამისის წერილებს კითხულობდა და უგუნებოდ ყოფნასაც ყველა ამ მიზეზს აწერდა.
ჯიუტად დუმდა სუფრის თავში მჯდარი ირაკლიც, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ
ფიქრებით სულ სხვაგან დაფრინავდა. მხოლოდ ლიზა თუ ეტყოდა რამეს სანდროს და
სიყვარულით გაუღიმებდა. საპასუხოდ კი მხოლოდ ახვლედიანის მოვალეობის მოსახდელ
ღიმილს იღებდა. ვატო მათ წინ იჯდა და გაფაციცებით აკვირდებოდა წყვილს. მიუხედავად
იმისა, რომ ძალიან არ უნდოდა, ალექსანდრეს მაინც ვეღარ უყურებდა ისე, როგორც ძმაკაცს.
ახვლედიანი ახლა მისი სიძე იყო და უნდოდა თუ არა, მაინც აკვირდებოდა მის
დამოკიდებულებას თავისი დის მიმართ.

ნამდვილად დაიკვეხნიდა იმით, რომ ალექსანდრე ახვლედიანს მასზე კარგად არავინ


იცნობდა. ერთი შეხედვაც საკმარისი იყო ვაჩნაძესთვის, რომ მიმხვდარიყო, რას ფიქრობდა
და გრძნობდა ახვლედიანი. ახლაც გულდასმით აკვირდებოდა თავისი დის გვერდით მჯდარ
სანდროს და გრძნობდა მის ხელოვნურობას. მართალია, თავს ყოველთვის უკრძალავდა ამ
თემაზე ფიქრს, მაგრამ ის ეჭვი არასდროს ასვენებდა, რომ ალექსანდრეს გულწრფელი
სიყვარულით არასდროს უყვარდა ლიზა. ქორწილმა დროებით გაუქრო ეს ეჭვები და
მოასვენა, მაგრამ ახლა, როცა ასე ყურადღებით აკვირდებოდა ცოლ-ქმრის ურთიერთობას,
ეჭვები თავიდან იბადებოდნენ მის გონებაში და პარაზიტებივით, სწრაფად მრავლდებოდნენ.

-თუ არ მიწყენთ, მე დაგტოვებთ, ძილი მომერია და ჯობს, საძინებელში გადავინაცვლო. -


წამოდგა ირაკლი, ყველას დაემშვიდობა და სასადილოდან გავიდა.

-მეც ბიძიას მივბაძავ და დაგტოვებთ, სამეცადინო მაქვს. - მიჰყვა ანასტასიაც.

-იმედი მაქვს, ჯერ თქვენ არ გეძინებათ. - გაეცინა ლიზას. - ფილმისთვის ხომ არ


გვეყურებინა, სან?
-როგორც შენ გინდა. - მხრები აიჩეჩა სანდრომ.

-ვატო, ხომ გინდა ფილმი?

-რა ვიცი, ვუყუროთ, კარგი. - გაეღიმა ვატოს და წამოდგა.

-სანდრო, რატომ ხარ ჩუმად, ბიჭო? რა გაგჭირვებია?! - მეგობრულად დაკრა ვაჩნაძემ მხარზე
ხელი ახვლედიანს.

-დამღლელი დღე მქონდა, უბრალოდ. - მსუბუქად ჩაეცინა სანდროს.

-რთულია დირექტორობა, არა?! - გაეცინა ვატოს. ალექსანდრეს არაფერი უპასუხია, მასაც


უბრალოდ გაეცინა.

-მეც სულ მაგას ვეუბნები, ვატო, ამდენს ნუ მუშაობთქო. დილით ადრე გადის და შუაღამეს
ბრუნდება. ახლაც, ალბათ, შენ გამოა ამ დროს სახლში. - წყენით აღნიშა ლიზამ, მაგრამ
ბოლოს მაინც გაიცინა და ქმარს მიეხუტა.

-ვახ, მართლა? - ჩაიცინა ვატომ.

-ჩემთვის სულ აღარ აქვს დრო! - აგრძელებდა გოგონა.

-ლიზა, კარგი, ნუ აზვიადებ. - უღიმღამოდ გაეღიმა ალექსანდრეს, მიხუტებული ცოლი


ფრთხილად მოიშორა და სასტუმრო ოთახისკენ გასწია.

ტელევიზორს უყურებდნენ. ვატო და ლიზა ერთად ისხდნენ, ალექსანდრე ცალკე,


სავარძელში. შუა ფილმისას ახვლედიანს მობილურზე დაურეკეს, საქმის თაობაზე, ისიც
დაუყონებლივ წამოდგა და მარტო დატოვა და-ძმა.

-სახლშიც არ ასვენებენ, ხომ ხედავ? - სიცილით თქვა ლიზამ.

-სულ ასე ხართ თქვენ?

-სანდრო ძალიან სერიოზულად ეკიდება თავის საქმეს და არ უნდა, მამამისს იმედები


გაუცრუოს. მესმის, რომ პირველ ეტაპზე ასეთი დაკავებული იქნება, მერე რა?!

-ეგოიზმის ნასახიც არ არის შენში, არა, ლიზიკო? - გაეღიმა ვატოს.

-ჩემი დროც მოვა. სანდროს ვუყვარვარ და ჩემთვის ეს არის მთავარი. შეიძლება ისე კარგად
ვერ მაგრძნობინებს ამას, მაგრამ მე ხომ ვიცი?!

-ლიზა, ამ ქორწინებით ბედნიერი ხარ? - ძალიან მოულოდნელად და სრული


სერიოზულობით ჰკითხა ვაჩნაძემ დას. ლიზა შეცბა, სახე შეეშალა და თვალები მოარიდა
ძმას.

-რატომ მეკითხები მაგას?

-არ უნდა მაინტერესებდეს?!


-ვატო, ჩემი ოცნების მამაკაცს გავყევი ცოლად...

-მაგას არ გეკითხები, ლიზა. გეკითხები, ბედნიერი ხარ, თუ არა?

ლიზა წამით გაჩუმდა და თვალების აქეთ-იქით ცეცებას მოჰყვა. ძმის კითხვამ იმდენად არია,
რომ დაუფიქრებელზე სწორედ იმ წამებში უწევდა დაფიქრება.

-კი... ვარ. - ჭოჭმანით თქვა გოგონამ ბოლოს.

-ხომ იცი, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ?! - ერთგავრი უკმაყოფილება იგრძნო ვატომ.

-რატომ მეუბნები ამ ყველაფერს?! - გაბრაზდა გოგონა.

-იმიტომ, რომ მინდა, ბედნიერი იყო.

-ხოდა ვართქო, გეუბნები!

-ძალიან კარგი თუ ასეა, ლიზიკო. მეც ხომ ეს მინდა, არა? - გაუღიმა ვაჩნაძემ დას და თავზე
აკოცა. - უბრალოდ მინდა, ერთი რამ იცოდე და გახსოვდეს ყოველთვის - მე ჯერ შენი ძმა ვარ
და მერე სანდროს ძმაკაცი.

-ვიცი ეგ, ვატო, არ არის თქმა საჭირო.

-ძალიან კარგია, თუ იცი. - გაეცინა ვატოს და სწორედ ამ დროს დაბრუნდა ოთახში


ალექსანდრეც.

-გამოვტოვე რამე? - და-ძმას გადახედა ახვლედიანმა.

-არაფერი, ალექს, ლიზიკოს ვეუბნებოდი, რომ მეძინება და უნდა დაგტოვოთ. - წამოდგა


ვატო, სანდროს მხარზე დაკრა ხელი, დას აკოცა და სტუმრების ოთახისკენ აიღო გეზი.

-სან, მე და შენ ვუყუროთ, ხო ამ ფილმს ბოლომდე? - გაუღიმა ლიზამ ქმარს.

-აუ, ლიზა, დავიძინოთ რა ჩვენც. იცი, როგორი დაღლილი ვარ?!

-დავიძინოთ? - ღიმილი გაუქრა სახიდან გოგონას.

-მაინც არ იყო საინტერესო ფილმი. ამ შაბათ-კვირას ავარჩიოთ რამე კარგი და იმას ვუყუროთ.

-კარგი, როგორც გინდა, დავიძინოთ. - წყენა არ შეიმჩნია ვაჩნაძემ.

-მე წავალ და დავიძინებ. შენ თუ გინდა, იყავი. არ გეძინება, მგონი.

-ხო, რავიცი, ვიქნები მე... - მხრები აიჩეჩა ლიზამ.

-კარგი, აბა ძილინებისა. - ცოლს მიუახლოვდა ალექსანდრე, ლოყაზე კოცნით დაემშვიდობა


და წავიდა.

მარტო დარჩენილმა გოგონამ ყელის ფხაჭვნა და თვალების წვა მაშინვე იგრძნო. ძალიან არ
უნდოდა, რომ ეღიარებინა, მაგრამ მისი სურვილის მიუხედავად, ყრუ ტკივილი იგრძნო
გულ-მკერდის არეში. ტელევიზორი სწრაფად გამორთო და ოთახი მთლიანად ჩააბნელა.
უბრალოდ იჯდა სავარძელში და სიჩუმეში ცდილობდა იმ ძალის პოვნას, რომლითაც
საძინებლის კარს შეუღებდა მეუღლეს და მის გვერდით დაიძინებდა.

დიდხნიანი ჯდომის შემდეგ უბრალოდ წამოდგა და ნელი ნაბიჯით გასწია თავისი


ოთახისკენ. კარი ფრთხილად შეაღო და მძინარე ალექსანდრეც მაშინვე დაინახა. ტანსაცმელი
ჩუმად გამოიცვალა, ფეხისწვერებით მიუახლოვდა საწოლს და საყვარელი მეუღლის
გვერდით დაწვა.

რული არაფრით ეკარებოდა. თავში სულ ძმის სიტყვები უტრიალებდა. ქორწინების შემდეგ
თავის ცხოვრებას მხოლოდ ახლაღა დააკვირდა და აღმოაჩინა, რომ თაფლობის თვის შემდეგ
ცოლ-ქმარს ერთი საღამოც კი არ ჰქონდათ მარტოებს გატარებული. მოსიყვარულე
ალექსანდრეც კომპანიის მმართველ ალექსანდრედ გადაქცეულიყო, რომელსაც სრულიად
აღარ რჩებოდა დრო ცოლისთვის. მაგრამ მთავარი პრობლემა ის კი არ იყო, რომ სანდროს
დრო არ რჩებოდა, პრობლემა ის იყო, რომ ახვლედიანს არც კი ჰქონდა ცოლთან დროის
გატარების სურვილი.

ლიზამ თავს ძალა დაატანა და ფიქრები ამოიგდო თავიდან. გადატრიალდა, მუცლით დაწვა
და თავი ბალიშში ჩარგო. ეულმა ცრემლმაც მაშინვე ჰპოვა თავშესაფარი.

ოთახში მხოლოდ ალექსანდრეს მშვიდი და უცოდველი ფშვინვა ისმოდა...

ღამე ვერაფრით დაიძინა ანდრეამ. რამდენჯერაც თვალს მოხუჭავდა, იმდენჯ ეკატერინეს


განადგურებული და ცრემლებისაგან დაცლილი სახე წარმოუდგებოდა. საწოლში ბორგავდა
და ჯაყელის თავიდან ამოგდებას ცდილობდა, თუმცა მისი სილუეტი არაფრის დიდებით
ტოვებდა ახვლედიანის გონებას.

გამთენიისას ჩაეძინა, თუმცა ორიოდ საათში მაღვიძარამ წამოაგდო ფეხზე. სამსახური


ელოდა, რომელსაც ვერაფრით უღალატებდა, რადგან ისედავ ხვდებოდა, ზედმეტად
ბოროტად სარგებლობდა იოანეს კეთილგანწყობით.

თითქმის ფირმასთან იყო მისული, როცა მობილურზე დაურეკეს დაფარული ნომრიდან.

-გისმენთ?! - გაკვირვებული ტონით უპასუხა ზარს.

-გამარჯობა, ანდრეა. - მაშინვე მოესმა მამაკაცის ხრინწიანი და არასასიამოვნო ხმა.

-რა ჯანდაბა გინდა?! - გაცეცხლა მაშინვე, როგორც კი ხმის პატრონი ამოიცნო.

-მიცანი, არა? კარგია, რომ არ გავიწყდები! - ჩაეცინა ჩახრეწილხმიანს.

-რატომ მირეკავ-მეთქი?! - საჭეს მოუჭირა ცალი ხელი მამაკაცმა.


-თხუთმეტ წუთში ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს გეყენოს მანქანა. რომ მიხვალ,
დაგირეკავ.

-რა?!

-არ დააგვიანო, იცოდე. მე პუნქტუალური ხალხი მიყვარს. - მხოლოდ ესღა თქვა


ჩახრეწილხმიანმა და ტელეფონი გათიშა.

ანდრეამ რამდენჯერმე შეიკურთხა უმისამართოდ და გამწარებულმა, მუშტი დაარტყა საჭეს.


შემდეგ მანქანა მოიბრუნა და ჭავჭავაძის გამზირისკენ აიღო გეზი.

ათ წუთში ზუსტად ვაკის პარკის კიბეების მოპირდაპირე მხარეს იჯდა მანქანაში. მობილური
ხელში ეჭირა და კბილების ღრჭიალით ელოდა ზარს. ზარმაც არ დააყოვნა და მალევე
ააზუზუნა მობილური.

-გადმოდი მანქანიდან. - ირონიას არ ფარავდა ჩახრეწილხმიანი. ანდრეამ მორჩილად გააღო


კარი და მანქანიდან გადავიდა. - თხუთმეტი მეტრი გაიარე აღმოსავლეთით და
დიდვიტრინებიან კაფესთან შეჩერდი. - ისევ უხმოდ შეასრულა ბრძანება. - კარგია, მანდ
გაჩერდი.

-მარიონეტივით მათამაშებ, შე ნაბი*ვარო?! - კბილებს შორის გამოცრა სიმწრით


ჭარხლისფერმა ახვლედიანმა.

-მგონი, ჩვენ პირველი შეხვედრისას ვერ გავუგეთ ერთმანეთს, ანდრეა. - სიმშვიდეს და


ირონიას არ კარგავდა ჩახრეწილხმიანი. - ერთი წლის ვადა იმისთვის არ მომიცია, რომ
ეკატერინე ჯაყელი ყვარელში გაგეშვა.

-რა?! - ეკატერინეს სახელის ხსენებისას ხმამაღლა წამოიყვირა ანდრეამ.

-ძალიან პასიურობ და ზარმაცობ, რაც საქმეს არ წაადგება.

-რა ჯანდაბა გინდა?!

-რატომღაც მეგონა, რომ გარკვევით აგიხსენი ყველაფერი, მაგრამ თურმე შევცდი.

-აქ იმიტომ მომიყვანე და შუა ქუჩაში, იდიოტივით, იმიტომ დამაყენე, რომ ეს მომესმინა?!
დამენახე მაინც, შე ახ*არო!

-ჩემმა ნახვამ, როგორც ჩანს, დიდად ვერ შეგმატა მოტივაცია, ამიტომაც სხვა ვინმეს
დაგანახებ ამჯერად.

-ვის დამანახებ?! - მობილურს მაგრად მოუჭირა ხელი მამაკაცმა.

-იმ კაფის ვიტრინები შეათვალიერე, რომლის წინაც დგახარ. იქნებ ვინ დაინახო?! - ცინიზმის
ზეიმი იგრძნობოდა ჩახრეწილხმიანის ტონში.
ანდრეა სწრაფად შებრუნდა ზურგით მდგარი კაფისკენ და თვალების ცეცებას მოჰყვა.
კინაღამ მობილური გაუვარდა ხელიდან, როცა ფანჯარასთან მჯდარი და მომღიმარი
ბარბარე დაინახა, ინასთან ერთად.

-იცი მაინც, რას გიზამ, შე ახ*არო ნაბი*ვარო?! - სიმწრით და ბრაზით გამწვანებულმა, ძლივს
ამოიღო ხმა.

-მგონი, მოგემატა მოტივაცია. - გამხიარულდა ჩახრეწილხმიანი. - ამიტომაც იცოდე, ახლა


უკვე ერთი წელი კი არა, ერთი თვე გაქვს. აბა შენ იცი, იმედი მაქვს, ამჯერად მაინც არ
გამიცრუებ იმედებს.

-რა?! რა ერთი თვე?! - ისეთ ხმაზე წამოიყვირა ახვლედიანმა, გამვლელები დააფრთხო.

-თავისუფალი ხარ. როცა დამჭირდება, შეგეხმიანები. - ესღა უთხრა ჩახრეწილხმიანმა და


ტელეფონი გაუთიშა.

გაცეცხლებულმა ანდრეამ მობილური ჩაიდო ჯიბეში და სწრაფად გაეცალა კაფეს, რადგან არ


უნდოდა, ბარბარეს დაენახა. მანქანის კარი გამოგლიჯა და საჭესთან მოთავსდა. სწრაფად
დაქოქა ძრავა და ისე მოწყვეტით მოსცილდა ადგილს, საბურავების კვალი კიდევ დიდხანს
ეტყობოდა ასფალტს.

-ბატონო რეზო, თქვენთან ბატონი გიორგია მოსული. - ძველისძველი ბიბლიოთეკის


ძველისძველი კარი ვიწროდ შეაღო სუსტი აღნაგობისა და ცქრიალა ხმის მქონე გოგონამ და
ფანჯარასთან მდგარ სავარძელში, წიგნმომარჯვებულ მოხუცს მიმართა. მოხუცმა მაშინვე
წამოსწია თავი და სათვალეებს ქვემოდან გახედა მოსამსახურე გოგონას.

-ვინ გიორგი? - გაოცებით იკითხა და წიგნი ისე დახურა, ორი თითი, სანიშნად, შიგ ჩატოვა.

-თქვენი ვაჟიშვილი. - გაკვირვება არ შეიტყო გოგონამ და უმალ გასცა პასუხი.

-აქ არის? ახლა? - წიგნს ხელი შეუშვა მოხუცმა და სავარძელში გასწორდა.

-დიახ, თქვენი ნახვა უნდა.

-შემოუშვი... - ღელვა შეეპარა ხმაში უფროს თოიძეს, მაგრამ მაინც მედგრად დაიჭირა თავი.

გოგონამ მორჩილად დაუკრა თავი უფროსს და ოთახი დატოვა. სულ მალე ისევ დააკაკუნეს
კარზე და მოხუცმაც ომახიანად შესძახა:

-შემოდი!
კარი ნელა გაიღო. ოთახში გიორგი თოიძე გამოჩნდა. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი შედგა იქვე
და მამას დააკვირდა, ანდრეასაგან ნასწავლი, ირონიაშეპარული ღიმილით.

რამდენიმე წამით ხმას არცერთი იღებდა. თვალებში უყურებდა მამა-შვილი ერთმანეთს და


იმ განსხვავებების აღმოჩენას ცდილობდა, რაც ეუერთმანეთოდ განვლილ წლებს შეემატებინა
ერთმანეთის გაგრეგნობისთვის.

-სალამი, მამაჩემო. - ბოლოს მაინც უმცროსმა თოიძემ დაარღვია სიჩუმე, თუმცა კი


ადგილიდან არ დაძრულა.

-რას უნდა მივაწერო შენი უცაბედი გამოჩენა? - მკაცრი ხმა ჰქონდა მოხუცს.

-კარგად გამოიყურები, საერთოდ არ შეცვლილხარ. - გამხიარულდა გიორგი, რადგან მიხვდა,


რომ მამამისი არც წლების შემდეგ აპირებდა მასთან მორგებული როლის დათმობას.

-აი, შენ კი დაბერებულხარ. - გულწრფელობა არ დაიშურა რეზომ შვილისთვის. - დაჯექი,


რას დამდგარხარ?

-ბევრმა მუშაობამ და გადაღლამ ასე იცის - სწრაფად აბერებს. - მამის წინ, მეორე სავარძელში
მოთავსდა თოიძე და ფეხი ფეხზე გადაიდო.

-რადგან ამდენი წლის შემდეგ მოხვედი მივიწყებული მამის სანახავად, თავადაც ვხვდები,
რომ რაღაც საქმე გაქვს. რადგან არც მე ვკვდები და ეჭვი მაქვს, არც შენ უნდა ავადმყოფობდე.
- ცივი და საყვედურნარევი ხმა ჰქონდა უფროს თოიძეს.

-რევაზ თოიძის მახვილი გონება... - ჩაილაპარაკა ირონიულად გიორგიმ და ჩაიცინა. -


მართალი ხარ, საქმე მაქვს შენთან!

-რას ეხება ეგ შენი საქმე? ჩემამდეც კი რომ მოგაღწევინა ცნობილ და თავგამოდებულ


გამომძიებელს? - არც რევაზს დაუკლია ირონია ნათქვამისთვის.

-შენ წარმოიდგინე და, დახმარება მჭირდება შენი.

-ნუთუ? - გაკვირვება არ დაუმალავს მოხუცს.

-პირველად ცხოვრებაში, მინდა, რომ შენი წარსული კავშირები და ყოფილი პოსტი


დავიხმარო საქმის გამოძიებაში.

-გამაკვირვე, გიორგი. მაინც ვის გინდა, რომ დავურეკო?

-დარეკვა არ გჭირდება, ჩემი დახმარება შენ შეგიძლია.

-ვახ, ნუთუ ასეა საქმე? აბა მითხარი, რა საქმეს იძიებ ამისთანას?

-დემეტრე ჯაყელისა და ირაკლი ახვლედიანის ერთმანეთზე გადამტერების. - პირდაპირ


თქვა პასუხი უმცროსმა თოიძემ და მკრთალღიმილაფარებული დაელოდა მამის რეაქციას.
რეზოს ღიმილი წაეშალა და სახე მოეღრიცა. მაშინვე მოიხსნა სათვალეები და სავარძელში
კიდევ ერთხელ გასწორდა.
-რას სულელობ?!

-არ ვსულელობ, მამაჩემო, მათი საქმის გამოძიებით ვარ დაკავებული, უკვე რამდენიმე თვეა.

-ჯაყელებისა და ახვლედიანების მრავალწლიან დაპირისპირებაში არც არასდროს უცდია


ვინმეს ჩარევა და არც არავინ ეცდება, ოდესმე, მითუმეტეს ჩვენი სისტემა. რომც გეცადა,
რამის გამოკვლევა, მაშინვე შეგაჩერებდა რომელიმე მხარე!

-საქმეს ჩუმად ვიძიებ, თანაც ხომ იცი? - შენი სახელი მუდამ ფარად დამყვება ყველგან! -
ბოლო სიტყვებზე ცინიკურად ჩაეცინა მამაკაცს.

-ნუ სულელობ-მეთქი, გიორგი! - გაბრაზდა უფროსი თოიძე.

-არ მესმის, რა არის ამაში ასეთი რთული დასაჯერებელი? მე გამომძიებელი ვარ და ვიძიებ
ისეთ საქმეს, რომელშიც ძალიან ბევრი მკვდარი და იდუმალი ფაქტებია. ნებისმიერი
გამომძიებელი ასე უნდა იქცეოდეს. - მხრები აიჩეჩა გიორგიმ და მამას გაუღიმა.

-თავს ნუ იშტერებ! - წამოიყვირა რეზომ და წინ წამოიწია. - შეეშვი მაგ საქმეს, სანამ საღ-
სალამათი ხარ!

-ეს რა, ბრძანებაა? - გაეცინა გაოცებულ გამომძიებელს. - საერთოდ არ მიცნობ, არა?

-გიორგი, მოეშვი სისულელეებს და გააკეთე, რასაც გეუბნები! შენ მე იდიოტი ხომ არ


გგონივარ? არსებობენ ქვეყანაში ადამიანები, ვისთან დაჯახებაც არ ღირს!

-მე კი მგონია, მასეთებს ერთხელ თუ დაეჯახება ვინმე და მოსვამს თავის ადგილზე, ამდენი
ადამიანიც აღარ იცხოვრებს შიშში!

-გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხარ, შვილო. მეამბოხე მოზარდივით რატომ მელაპარაკები?

-აქ არც მეამბოხეობაზეა ლაპარაკი და არც რომანტიკოსობაზე. ჩემი ვალია, რომ დამნაშავე
ციხეში იჯდეს, პატიოსანი მოქალაქე კი მშვიდად ცხოვრობდეს.

-ღმერთო, რა ჯიუტი ხარ! სულ დედაშენს როგორ დაემსგავსე, როცა ჩემი პროფესია გინდოდა
შენც?!

-მე შენი პროფესია არ მდომებია არასდროს!

-ოჰ, ჰო, როგორ დამავიწყდა. სად გეკადრება შენ მთავარი პროკურორის პოსტი, არა? შენ
უფრო რიგითი გამომძიებლობა გხიბლავს, ნებისმიერ გამვლელთან რომ გიწევდეს ანგარიშის
ბარება. - ცინიკურ ღიმილს არ იშორებდა სახიდან რეზო.

-როგორი სამარცხვინო შვილი ვარ, არა? - თავი გააქნია გიორგიმაც. - როგორ არ


დავთანმხმდი, თავის დროზე, შენს პოსტს და როგორ დავრჩი ჩემი ბიუროს ერთგული.
როგორ შემეძლო, უარი მეთქვა ქრთამითა და ბინძური საქმეებით ნასუქ თანამდებობაზე?!
ამისთანა იდიოტი რამ გამაჩინა, არა, მამა?!

-არა, შენმა მზემ, ცუდი ცხოვრება მაქვს მე და შენ უკეთესად ხარ, ადამიანისას რომ აღარ
გიგავს სახე!
-შენთან ლაპარაკს აზრიც არ აქვს. გაფუჭებული მაგნიტოფონის სმენას ემსგავსება ჩვენი
ყოველი დიალოგი. - ამოიხვნეშა თოიძემ. - მოდი შევთანხმდეთ, შენ ერთხელ მაინც,
ცხოვრებაში, გააკეთებ იმას, რასაც მე გთხოვ, მერე მე მადლობას გადაგიხდი და წავალ.
დავცილდებით ასე ცივილიზებულად. ერთხელ მაინც, არ შეიძლება?!

-ტყვია დამახალე შუბლშიო - რომ მითხრა, იგივეა.

-რას აიჩემე ახლა ეს სისულელე?! - გაბრაზდა უმცროსი თოიძე.

-რას ქვია, რას ავიჩემე?! გიორგი, კიდევ ერთხელ გიმეორებ, შენ მე იდიოტი ხომ არ გგონივარ,
ამდენი წელი არავის საქმეში რომ არ ჩამიყვია ცხვირი და ახლა მშვიდად ვტკბები
დამსახურებული პენსიით?! დემეტრე ჯაყელი და ირაკლი ახვლედიანი ისეთი ადამიანები
არიან, რომელთა დაპირისპირებაშიც არასდროს უნდა ჩაერიოს სახელმწიფო, გაიგე?!

-არა, ვერ გავიგე იმიტომ, რომ ჩემთვის არ არსებობს საქმე ან ადამიანი, რომლის ცხოვრებაშიც
კანონის უზენაესობა ვერ ჩაერევა.

-შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ მე არაფერს გეტყვი. ჩემი შვილი ხარ და მგლის ხახაში
ჩასაგდებად ნამდვილად ვერ გაგიმეტებ! - მტკიცე და უტეხი ჩანდა უფროსი თოიძის ტონიც
და გამომეტყველებაც.

-გგონია, რამეს დამიშავებენ? გგონია, შემაშინებენ და ამ საქმეზე ხელს ამაღებინებენ?

-შენ რატომ გგონია, რომ დედამიწაზე ერთადერთი და განუმეორებელი გულადი არსება ხარ,
რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა ახადოს ფარდა ამდენწლიან ომს?! გგონია, შენამდე
არავის უცდია?

-იცი, ჩვენი ურთიერთობის მთავარი პრობლემა ყოველთვის რა იყო? - ვერასდროს


ხვდებოდი, რომ მე სხვა არ ვარ! არ მაინტერესებს, ვინ რას მიაღწია წარსულში. მე ამ საქმეს
ვიძიებ და არ შევეშვები მანამ, სანამ პასუხს არ ვიპოვნი კითხვებზე და დამნაშავეებს ციხეში
ჩავსვამ!

-ბავშვობიდან ასეთი იყავი, გრამითაც არ შეცვლილხარ...

-შეცვლა არც მიცდია. - მხრები აიჩეჩა გიორგიმ. რეზომ ამოიხვნეშა და ამ მოქმედებას


ამოაყოლა მსუბუქი სიცილიც.

-მითხარი, რა გაინტერესებს? - დანებებულივით მოეშვა და სავარძელში გადაწვა უფროსი


თოიძე.

-დემეტრე ჯაყელის და, თამარა ჯაყელი, სად არის და რატომ არ არსებობს მასზე რაიმე სახის
საბუთი?! - გახარებული გამომძიებელი მაშინვე გადავიდა საქმეზე.

-შენ საიდან გაიგე...

-რა? რომ ვინმე თამარა არსებობს, თუ ის, რომ დემეტრე ჯაყელის დაა? - გაეღიმა მამაკაცს.
-ოხ, გიორგი, რა შეუძლებელი ადამიანი ხარ! - თავი გააქნია რევაზმა და ისევ ამოიხვნეშა. - ამ
საქმეს, ალბათ, ვერასდროს ვერაფერი დამავიწყებს. მაშინ მთელი ქალაქის პოლიცია
მთავრობის დონეზე მუშაობდა მის მიჩქმალვაზე.

-რის მიჩქმალვაზე? რა მოხდა ასეთი? - სმენად იქცა თოიძე.

-სწორად მიმხვდარხარ, თამარა ნამდვილად ჯაყელი იყო გვარად და ნამდვილად ძმები


ჯაყელების და იყო. კიდევ რა იცი მასზე?

-ცნობილი ბიზნესმენის და დღემდე ძალიან გავლენიანი ილია ჯაფარიძის საცოლე იყო, არა?

-ჰო, მგონი ერთი წელი იყვნენ დანიშნულები...

-და კიდევ... - შეყოვნდა გიორგი. - დემეტრე ჯაყელი და ირაკლი ახვლედიანი ბავშობის


მეგობრები არიან, ხომ ასეა?

-მგონი, მაგის გაგება ყველაზე მარტივი ნაწილი იყო. - გაეღიმა მოხუცს. - თბილისში დღემდე
დაიძურწება ეგ ჭორი.

-მაგრამ დღის სინათლეს არასდროს ენახება, ამიტომაც ჭორი ჭორად რჩება.

-ჰო, ხალხი დღემდე შიშით მოიხსენიებს მათ გვარებს და შესაბამისად, ლაპარაკსაც ყველა
ერიდება.

-ამისთანა რა მოხდა მათ შორის, მთავრობის დონეზე რომ იყო საჭირო ყველაფრის
მიჩქმალვა?

-მახსოვს, მაშინ აბსოლიტურად ყველა ძალოვანი სტრუქტურა იქნა გაფრთხილებული, რომ


ის რაც მოხდა, ჭორის სახითაც კი არ უნდა გავრცელებულიყო ხალხში და რაც მთავარია,
თამარა ჯაყელის არსებობის შესახებ ყოველგვარი დოკუმენტი უნდა განადგურებულიყო.
იცი, ვინ იყო მაშინ პოლიციის უფროსი? მისგან ვიცი მე ასე დაწვრილებით ეს ამბავი, თორემ
მე დიდად არც მქონია შეხება ამ ამბავთან.

-ვინ იყო?

-გივი.

-ნათლიაჩემი გივი?

-ჰო, ნათლიაშენი გივი, აცხონე მისი სული უფალო. ის თანამშრომლობდა ჯაყელების


მხარესთან, აქედან ახვლედიანები უტევდნენ, იქიდან ჯაფარიძე და იყო ასე გაწამაწიაში.

-მაინც რა მოხდა?

-თამარა ჯაყელმა თავი მოიკლა. ხიდიდან გადახტა მტკვარში.

-რა?! რატომ?!

-ზუსტი მიზეზი არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ ქალი მტკვარში არ დამხრჩვალა,
საავადმყოფოში გარდაიცვალა.
-ვერ გადაარჩინეს?

-იქნებ გადაერჩინათ კიდეც, მაგრამ თამარას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და გადაყვა


კიდეც მაგას.

-ორსულად იყო? ბავშვი გააჩინა? - თვალები აენთო თოიძეს.

-ნუ გაგიჟდები. ბავში მკვდარი დაიბადა, რაც მოსალოდნელიც იყო - თამარას ძალიან დიდი
დრო ჰქონდა გატარებული წყალქვეშ.

-ასე დეტალურად საიდან იცი ყველაფერი? საავადმყოფოს ამბები ვინ მოგიყვა?

-მთავარი გინეკოლოგი მაშინ რუსიკო იყო, გახსოვს რუსიკო?

-შენი დეიდაშვილი? მეხუმრები?!

-არ გეხუმრები, გიორგი, სიმართლე გინდოდა და მიიღე.

-საქმე, რომელსაც ამდენი ხანია ვიძიებ, მთლიანად ჩემი ოჯახისა და ახლობელი ადამიანების
მიფარჩხულია. მაგარია, არა?! - ჩაეცინა გაოცებულ თოიძეს და ორივე ხელი თავზე გადაისვა.

-ვითომ ახლა არკვევდე შენი წარმომავლობის გავლენიანობას. მეგონა, ეს იყო მიზეზი, რის
გამოც ხუთი წლით დამივიწყე.

-ეს უკვე მეტისმეტია, მამა! ბედის ირონიაა, პირდაპირ!

-რას იზამ, შვილო? როგორც ჩანს, განგებას სურდა, რომ შენი ოჯახის გაფუჭებული შენ
გამოგესწორებინა, წლების მერე. - გაეღიმა რევაზს.

-თითქოს ყველაფერი უნდა დალაგდეს, მაგრამ ამ დროს ყველაფერი უარესად ირევა ახლა.
რატომ მოიკლა თამარამ თავი? ან ირაკლისა და დემეტრეს შორის გაუთავებელი
დაპირისპირების წარმომქმნელი როგორ გახდა ეს? - წამოდგა ფიქრებით შეპყრობილი
გიორგი და ფანჯარასთან დადგა, ზურგით.

-ზუსტი მიზეზი არავინ იცის, მათ შორის არც მე, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - ომი მათ შორის
თამარას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ისიც უეჭველია, რომ ჭორის თანახმად, მათი
ერთმანეთზე გადამკიდებელი ქალი დემეტრეს და უნდა იყოს.

-ხო, მაგრამ რატომ? რატომ? - ჩაფიქრდა თოიძე და ორივე ხელით რაფას დაეყრდნო. - მესმის,
დემეტრე და ილია რატომ შეიძლებოდა გადამტერებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ირაკლი და
დემეტრე?

-ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ მაგ ორ ადამიანს თუ შეიძლება ჰქონდეს.

-დემეტრე და ირაკლი ბავშობის მეგობრები იყვნენ, თამარა დემეტრეს და, ილია თამარას
საქმრო... რას ვტოვებ? რას ვერ ვხვდები? რატომ მტრობს ილია ორივე გვარს და რატომ
ცდილობს მათ შორის წყლის უარესად ამღვრევას? - თითებს ფანჯრის რაფაზე აკაკუნებდა
გამომძიებელი და თვალდახუჭული ფიქრობდა. - თამარა მშობიარობას გადაყვა, ბავშვი
მკვდარი დაიბადა... ბავშვი მკვდარი დაიბადა... ბავშვი... ბავშვი... - ერთი და იმავეს
იმეორებდა და სულ უფრო უმატებდა თითებით კაკუნს. - ჯანდაბა! - წამოიყვირა ბოლოს
გონებაგახსნილმა და თვალებიც გაახილა. - ნუთუ?!

-რა? რა ნუთუ?! - მოუსვენრობა დაეტყო უფროს თოიძესაც.

-მამა, რუსიკო მძარცველების თავდასხმას ემსხერპლა, ხომ სწორად მახსოვს?

-წელიწად ნახევრის წინ, კი, სწორად გახსოვს. მაგრამ ეს აქ რა შუაშია? ის საქმე გამოიძიეს,
გახსოვს? ნამდვილად უბედურ შემთხვევას და თაღლითებს ემსხვერპლა.

-ჯანდაბა! - ისევ შეყვირა გიორგიმ.

-რა ხდება არ მეტყვი?

-უნდა წავიდე.

-სად მიდიხარ? სულ ეს იყო, რაც გაინტერესებდა ჩემგან? ასე უცებ მოვარდი და ახლა უნდა
გავარდე?

-მადლობა დახმარებისთვის, არასდროს დავივიწყებ ამას. ახლა უნდა წავიდე!

-სად მიდიხარ, გიორგი, ამიხსენი რას მიხვდი!

-ჯერ ვერაფერსაც ვერ მივხვდი, მაგრამ ძალიან, ძალიან ცუდი ეჭვები მაქვს. - ბიბლიოთეკის
კარი გააღო თოიძემ. - აბა კარგად იყავი! - მამას დაემშვიდობა და იქამდე აორთქლდა
ოთახიდან, სანამ რეზო კიდევ რამეს კითხავდა შვილს.

გავარდა თუ არა მამის სახლიდან, მაშინვე ანდრეას ნომერი აკრიფა და მოუთმენლად


დაელოდა პასუხს.

-გისმენთ, ბატონო გამომძიებელო, რამე მოხდა? - მალევე უპასუხა ახვლედიანმა.

-ანდრეა სად ხარ?!

-ახლა გავდივარ შესვენებაზე და შესაბამისად, მივდივარ სახლში. მოხდა რამე?

-ახლა კარგად მომისმინე, როგორც კი მამაშენის კაბინეტში შეხვალ, ყველა უჯრას და კუთხე-
კუნჭულს დაძებნი ძალიან, ძალიან დიდი დაკვირვებით, გაიგე? მარტო კაბინეტს კი არა,
სახლის თითოეულ ადგილს, სადაც კი შეიძლება, რამეს ინახავდეს.

-ეს ხომ ისედაც ცხადზე ცხადი იყო, ბატონო გამომძიებელო, რატომ ღელავთ?! - გაიკვირვა
ანდრეამ თოიძისთვის უჩვეულო ნერვიულობა.

-როგორც კი სახლს დატოვებთ, მაშინვე ჩემთან მოხვალთ, გასაგებია? საღამომდე ვერ


დავიცდით!

-ასეთი რა მოხდა? მამათქვენი ნახეთ? რამე მნიშნელოვანი გითხრათ?!


-მაშინვე ჩემთან მოდით, აბა თქვენ იცით! - კითხვა უპასუხოდ დატოვა გიორგიმ და
მობილური გათიშა. შემდეგ სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და ადგილს მოწყდა.

თოიძის უცერემონიო ზარის შემდეგ გაკვირვებულ ანდრეას სამსახურში გულმა აღარ


მოუთმინა, ყველაფერი მიატოვა და ახვლედიანების სახლისკენ აიღო გეზი. სახლში მისულს,
როგორც ფიქრობდა, არავინ დაუხვდა შინ. მანაც მაშინვე დრო იხელთა, კიბეები სწრაფად
აირბინა და დერეფნის ბოლოს, იმ ყველაზე იდუმალსა და ყველასთვის უცნობ ოთახს
მიადგა, რომელშიც არასდროს ენთო შუქი და რომლის სტუმარიც ასე ერთგულად იყო
ირაკლი ახვლედიანი.

კარი ჩაკეტილი დაუხვდა, თუმცა მაშინვე მიხვდა, რომ გასაღები ირაკლის სეიფში უნდა
ეძებნა. ისევ უჩუმრად ჩაიარა კიბეები და ირაკლის კაბინეტში ისე შეაღწია, არცერთ
მოსამსახურეს დაუნახავს. პატარა ტუმბოს სწრაფად მივარდა, გამოხსნა და სეიფიც, რა თქმა
უნდა, თავის ადგილზე დაუხვდა. ყველაფერი ცადა: ირაკლის კომპანიის სახელი, მისი
დაარსების თარიღი, ალექსანდრეს დაბადების თარიღი, ანასტასიას დაბადების თარიღი,
თავად ირაკლის დაბადების თარიღი, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ბოლოს გამწარებულმა
ამოიხნეშა და საკუთარი დაბადების თარიღიც აკრიფა. მისთვის მოულოდნელად და
გასაოცრად, კარი მაშინვე გაიღო.

ანდრეას გაკვირვებისთვის ნამდვილად არ ჰქონდა დრო. გასაღები სწრაფად იპოვნა, სეიფი


ისევ ჩაკეტა და მეორე სართულზე დაბრუნდა.

ოთახში შესვლისთანავე ეცა სიძველისა და ჩახუთულობის სუნი. ოთახი ათასში ერთხელ


ლაგდებოდა და იმაზე უფრო იშვიათად ნიავდებოდა, ამიტომაც ახვლედიანს საერთოდ არ
გაჰკირვებია შმორის სუნი.

არც იცოდა, ძებნა საიდან დაეწყო. ოთახი საკმაოდ დიდი ზომის იყო და რამდენიმე კარადას
იტევდა, დიდ საწერ მაგიდასთან ერთად.

პირველად ყველაზე დიდსა და შორს მდგარ კარადას მიადგა. მთლიანად გადაქექა,


რამდენჯერმე დაათვალიერა თითოეული უჯრა, მაგრამ უსარგებლო საბუთებისა და
ნივთების გარდა, ვერაფერი იპოვნა. კარადის გვერდით პატარა ტუმბო იდგა. ისიც
გულმოდგინედ გადაქექა, მაგრამ ვერც ამჯერად იპოვნა რაიმე. საწერ მაგიდასთან ყველაზე
ახლოს საშუალო ზომის დაბალი და განიერი კარადა იდგა. ამჯერად მისი დათვალიერება
გადაწყვიტა ანდრეამ და პირველი უჯრა გამოხსნა. საინტერესო ისევ ვერაფერი იპოვნა და
იფიქრა, რომ ეს კარადაც წინა ორის ბედს გაიზიარებდა, თუმცა მაშინ მიხვდა, რომ შეცდა,
როცა ბოლო უჯრა გააღო.
პირველი, რაც დაინახა, მუქიმეწამულისფერი მოსასხამი იყო, რომელსაც ერთი შეხედვითაც
ეტყობოდა, რომ ქალის უნდა ყოფილიყო. ნაჭერი მაშინვე ამოიღო უჯრიდან და მის ქვეშ ისიც
აღმოაჩინა, რასაც ასე გამალებით ეძებდა. ორ დასტად შეკრული წერილები იდო მოსასხამის
ქვეშ - გადაყვითლებული პერგამენტებისგან შემდგარი ორი დასტა. ანდრეა მაშინვე დაწვდა
ორივეს და უჯრიდან ამოიღო. წამოდგა და მაგიდაზე დააწყო წერილები. ორივე შეკვრას
ეწერა სახელი, რომელთა ამოკითხვამაც ახვლედიანს პირი დააფჩენინა გაკვირვებისგან.
„წერილები კატერინას“ , „წერილები კეისარს“ - ეწერა ორივე დასტას, რომელიც ათობით
წერილს აერთიანებდა.

ანდრეა კარგად ხვდებოდა, რომ მათი წაკითხვის დრო ახლა არ იყო, თანაც ირაკლის ისინი
ადგილზე უნდა დახვედროდა. ამიტომაც ათასჯერ გაშლილი პერგამენტები ათასმეერთედ
გაშალა, წაუკითხავად გადაუღო ყველას სურათი და ორივე თავის ადგილს დაუბრუნა.
მოსასხამიც ისევე დაადო ზემოდან, როგორც ედო და ის უჯრაც მიხურა. დარჩენილი ორი
კარადაც გულისყურით გაჩხრიკა, ამის შემდეგ კი საწერ მაგიდაზე მიდგა ჯერი, თუმცა
ვეღარაფერი იპოვნა და წასვლა გადაწყვიტა. ისედაც საკმარისი ინფორმაცია ჰქონდა და ახლა
მისი წაკითხვა მოუწევდა თოიძესთან ერთად.

ოთახის გასაღები ისევ სეიფში დააბრუნა და ჩუმად გამოიხურა კაბინეტის კარი.


სამზარეულოში ჩაკეტილ მოსამსახურეებს არც კი შეუმჩნევიათ ანდრეას მისვლა. ვერც
წასვლას შეამჩნევდნენ, მაგრამ ახვლედიანს კინაღამ გული შეუქანდა, როცა კარის
ზღურბლზე სახლში დაბრუნებულ მამას შეეფეთა.

-ოჰ, ამას ვის ვხედავ ამ სახლში?! - თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან ირაკლის. - რა


ქარმა გადმოგაგდო აქეთ, შვილო? - გაუღიმა ვაჟიშვილს ირონიულად.

-ანასტასიას ნახვა მინდოდა, მაგრამ სახლში არ არის. - ცივად დაუბრუნა პასუხი და გვერდი
აუარა.

-ჰო, წესით ახლა სახლში არავინ უნდა იყოს. მეც გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო
დავბრუნდი.

-მაინც რამ შეაწუხა თვით ირაკლი ახვლედიანი? - ზიზღნარევმა ღიმილმა გაუპო ბაგეები
ანდრეას.

-თავი მტკიოდა და ალექსანდრემ სახლში გამომიშვა. - ისევ გაეღიმა ირაკლის.

-ოჰ, როგორ ზრუნავს ჩემი ძამიკო შენზე! - თავი გააქნია ახვლედიანმა.

-შენგან განსხვავებით!

-კარგი რა, ხომ იცი? - ჩემგან კარგს არაფერს უნდა ელოდოს კაცი! მე მხოლოდ სხვისი
ხელიდან სამადლოდ გამოწვდილი საკენკის კენკვა მეხერხება.

-კარგად დაგიმახსოვრებია. - ჩაეცინა უფროს ახვლედიანს.

-მეხსიერებას არ ვუჩივი, შენგან განსხვავებით.


-და მე რა დამავიწყდა? - ხელები გაშალა ირაკლიმ და გაიცინა.

-არვიცი, იქნებ დაგავიწყდა რამე? ან ვინმე? - მხრები აიჩეჩა ანდრეამ და


მრავალმნიშნელოვანი ღიმილით გადახედა მამას. ამ უკანასკნელს მაშინვე აეშალა სახე და
ნირი წაუხდა.

-ვის გულისხმობ? - შესამჩნევად დაიდაბლა ხმა.

-ვინმე კონკრეტული უნდა მეგულისხმა? – გაიკვირვა უმცროსმა ახვლედიანმა.

-როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზეა შენი ირონია, არა?!

-ხომ იცი? - რამდენიც არ უნდა უარვყო, ძალიან ვგავართ ერთმანეთს! - გაუღიმა ანდრეამ
მამას და მოსცილდა. - აბა კარგად იყავი, ირაკლი, მე სამსახურში მეჩქარება! - ზურგი აქცია
და ხელი დაუქნია.

-გაიქეცი, გაიქეცი, საქმე არ დაგრჩეს გაუკეთებელი! - ჩაეცინა ირაკლის და მანაც აქცია ზურგი
შვილს.

ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ. გიორგი დივანზე, ანდრეა სავარძელში. თვალებში


უყურებდნენ ერთმანეთს და მიუხედავად იმისა, რომ სათქმელი ბევრი ჰქონდათ, ჯიუტად,
არცერთი არღვევდა დუმილს.

-ეს საქმე ერთ დღეს შეგვიწირავს ორივეს, გრძნობთ? - ბოლოს ძლივს დაეხსნა სიჩუმეს
ანდრეა და გამომძიებელს მიმართა.

-დღეს რატომღაც ყველა მაგას მეუბნება. - ჩაეცინა თოიძეს და ახვლედიანიც გააცინა. -


სურათებს არ მაჩვენებთ?

-გაჩვენებთ, თუმცა კი არ მინდა. - ამოიხვნეშა ანდრეამ და მობილური ამოიღო ჯიბიდან. -


ვგრძნობ, რომ ამ წერილებით რაღაც საშინებელას აღმოვაჩენთ.

-ბოლომდე უნდა გავიდეთ, ანდრეა, სხვა გზა არ გვაქვს. - უცნაური სევდა ედგა თვალებში
დეტექტივს.

-მამათქვენთან საუბრის შემდეგ რომ დამირეკეთ საშინლად აღტკინებული ხმა გქონდათ. აქ


მოსვლის შემდეგ კი შეთქმულივით დუმხართ. თქვენი აღმოჩენის ჭეშმარიტება გაიაზრეთ?

-ამის თქმა არ შემიძლია. სანამ არ დავრწმუნდები, რომ მართალი ვარ, ვერაფერს გეტყვით. -
თავი ოდნავ ჩახარა გიორგიმ.

-ამდენად მძიმედაა საქმე? - მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე ანდრეას.


-დროა, წერილები ვნახოთ! - გადაჭრით განაცხადა გამომძიებელმა და თავი წამოსწია. -
ხმამაღლა წაიკითხეთ.

ანდრეამ პირველი წერილის ფოტო გაადიდა, კარგად დააკვირდა და რამდენიმეწამიანი


პაუზის შემდეგ დაიწყო:

„ჩემო კეისარო,

ახლა ღამეა, ჩემს ოთახში ცივა. შუქი არ არის, თუმცა ლამპის შუქზე მაინც ვახერხებ შენთვის
მოწერას. ხელები ხშირად მიოფლიანდება, გული ისე გამალებით მიცემს, თითქოს
საგულედან ამოხტომა და ფურცელზე გაწოლა სურდეს. ჩემს გულს ამ სიტყვებთან ერთად
სურს შენამდე მოღწევა, კეისარო.

დამპირდი, გნახავო და ისევ მომატყუე. არაუშავს, უკვე შევეჩვიე. მესმის, რომ შენი ცხოვრება
მე არ მეკუთვნის და იმ დროს უნდა ვჯერდებოდე, რომელსაც შენ ჩემთვის იმეტებ. იცი? -
გუშინ ჩვენი კაკლის ხე ვნახე, აყვავებულა. მომავლ ზაფხულს, ალბათ, დიდ ჩრდილსაც
გაიკეთებს უკვე. იქნებ ღამ-ღამობით ჩვენს ეზოში შემოპარვა შეძლო, ერთად დავსხდებოდით
ჩვენი ხის ქვეშ და ვისაუბრებდით დაუსრულებდლად.

შენი ხმა მომენატრა, კეისარო. ხანდახან მგონია, რომ საუკუნეებით ვცილდებით ერთმანეთს.
ყოველი შეხვედრა უკანასნკელი მგონია, ყოველი დამშვიდობება - სამარადისო. მენატრები
მაშინაც კი, როცა ჩემი ოთახის ფანჯარასთან ვდგავარ და ხარბად ვისუნთქავ ნიავის
მოტანილ შენ სურნელს.

ჩვენი ცხოვრების ტრაგედიაა - როცა ახლოს ხარ, შენგან ათასეული კილომეტრებით შორს
ვგრძნობ თავს და როცა შორს ხარ, იმდენად მეახლოები, ხელის გაწვდენა და შენი ჩახუტება
შემიძლია.

ოდესმე, ამ ქვეყნად ან იმ ქვეყნად, ერთად ვიქნებით, ჩემო კეისარო.

უყვარხარ შენს დედოფალს.

-შენს კატერინას.“

ანდრეამ პირველი წერილის კითხვა ჩაამთავრა და მაშინვე თოიძეს გახედა თვალებში


გაკვირვებაჩაბუდებული მზერით.

-კატერინა... - მხოლოდ ერთი სიტყვა ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა გიორგიმ და ნიკაპზე


მოისვა ხელი.

-როგორც დათუნა ეძახდა ეკატერინეს. - ორივეს ფიქრი გააჟღერა ანდრეამ და ისევ


დააცქერდა ფოტოს.
-კეისარი და კატერინა... ნამდვილად საინტერესო ზედმეტსახელებია...

-მაგრამ ვისი?

-შემდეგი წერილი წაიკითხეთ, ანდრეა. - კითხვა უპასუხოდ დატოვა თოიძემ და სმენად იქცა.
ახვლედიანი შემდეგ ფოტოზე გადავიდა. წერილის ავტორი ამჯერად „კეისარი“ იყო.

„ძვირფასო კატერინა,

მივიღე შენი უკანასკნელი წერილი და უნდა გითხრა, რომ ცოტა ნაწყენი დავრჩი. ჩემო
დედოფალო, ნუთუ არ იცი, რომ ჩემი ცხოვრების თითოეული წამი მხოლოდ შენ გეძღვნება
და სხვას არავის?! ჩემი ცხოვრება შენ გეკუთვნის, ძვირფასო. მე მონა ვარ შენი, სამარადჟამოდ!

მაპატიე, რომ ვერ მოვედი და გნახე. ვიცი, რა საშინელი კაციც ვარ! ვიცი, რომ ხშირად
გპირდები და მხოლოდ ხანდახან ვასრულებ, მაგრამ, კატერინა, შენ ხომ ასეთი საშინელი
გიყვარს ჩემი სული?!

წუხელ სიზმარში გნახე, იცი? ჩვენს სახლში მელოდი. ფანჯრის რაფაზე იყავი
შემოსკუპებული. შენი გრძელი და ნატიფი ფეხები მზისთვის მიგეშვირა და უხვად
აფრქვევდი გარშემო შენს ბრწყინვალებას. დედოფალო, შემდეგში, როცა ჩვენს სახლში
შევხვდებით, მინდა, რომ ასე დახვდე შენს კეისარს. კეისარს, რომელსაც სულ სჭირდები, სულ
ენატრები, სულ ელანდები...

კატერინა, შენ არც კი იცი, რა ძლიერია ჩემი გრძნობა შენდამი! მინდა, რომ მთელ სამყაროს
დაგპირდე; მთელი ქვეყანა იმ ნატიფ ფეხქვეშ გაგიფინო, რომელსაც ასე გამომწვევად
უფიცხებდი მწველ მზეს, ჩემს სიზმარში.

„ვერ ვიპოვნი, გეფიცებით, ქვეყანაზე,

ქალს რომ ჰქონდეს თქვენზე დიდი ფასი,

გისახსოვრეთ, დაგიტოვეთ, მოგიძღვენით,

დედოფლურად - შავი ვარდი ასი“

ამ ქვეყნადაც და იმ ქვეყნადაც... ოდესმე? - არა, სამარადისოდ - ერთად ვიქნებით, ჩემო


დედოფალო.

მთელ ქვეყანას შენი თავი ურჩევნია კეისარს“

ანდრეამ ისევ დაამთავრა წერილის კითხვა და გაორმაგებული გაოცებით შეხედა


ჩაფიქრებულ გამომძიებელს.
-აქამდე მეგონა, რომ „კეისარი“ მამაჩემი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ
ეს შეუძლებელია. მამაჩემმა სიყვარულის მნიშვნელობაც კი არ იცის, არათუ ასეთი
რომანტიკა ესმოდეს. თოიძეს უბრალოდ გაეღიმა და გაგრძელება სთხოვა ახვლედიანს.

„ჩემო კეისარო,

შენმა ბოლო წერილმა საოცრად გამახარა. ვარდები იყო ულამაზესი, თუმცა არტურმა
ჩათვალა, რომ ის მის ცოლს მიართვი და პომპეზურად დაადგმევინა მისაღებ ოთახში. ყოველ
დილით მახარებს მათი დანახვა. მათი შეხებისას თითქოს შენგან წამოსულ მუხტს ვგრძნობ
კანქვეშ. მაგრამ მეშინია... ვიცი, რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და დამჭკნარი ყვავილები
სანაგვე ურნაში დამხვდება მოსროლილი.

იცი, რას გეტყვი?! - ეგ ვარდები სულაც არ იყო ჩვენი სიყვარულის სიმბოლო! ჩვენი
სიყვარული არასდროს დაჭკნება და ამოყოფს თავს ნაგავში. ჩვენი სიმბოლო ჩემი სახლის
ეზოში დარგული ის კაკლის ხეა, რომელიც ყოველ დღე იმაგრებს ფესვებს მიწაში და
მედიდურად იწონებს თავს, სხვებთა შორის.

ერთი სული მაქვს, ეს კვირაც მიილიოს და შაბათს შენი ნახვა შევძლო ჩვენს სახლში. შენი
სიზმრის ქალი ისე დაგხვდება, როგორც ეს შენ ისურვე, კეისარო.

შენი დედოფალი გელის... შენი კატერინა სულ შენთანაა, ფიქრებით და ცდილობს, შენი
ცხოვრების ყველაზე მიუწვდენელი და შავ-ბნელი წერტილები გააფერადოს. ვიცი, რომ
ოდესმე მთლიანად შევისრუტავ შენს არსებობას და ბოლომდე გაფერადებული, მზად იქნები
ჩემთვის ხელის ჩასაჭიდად და აქედან წასაყვანად.

„გეხვეწები, სიყვარულით ჩამეხუტე,

მაგრძნობინე ორი წმინდა წამი.

გეაჯები, მონატრებით მეამბორე,

არ დამტოვო, გევედრები, მთვრალი.“

მალე შევხვდებით, ჩემო კეისარო. ჩვენს სახლში მუდამ დაგელოდები, ფანჯრის რაფაზე
შესკუპებული.

უყვარხარ შენს დედოფალს,

-შენს კატერინას.“

-ეს არტური ვინღაა? - ისე ჰკითხა ანდრეამ გამომძიებელს, თითქოს მას უნდა სცოდნოდა
პასუხი. - ძალიან პათეტიკური წერილებია, უცნაური სახელებით.

-სასიყვარულო წერილებია, ანდრეა. - გაეღიმა ახვლედიანის დამანჭული სახის დანახვისას


თოიძეს.
-ხო, მაგრამ ზედმეტად მომართული პათოსითაა დაწერილი.

-აშკარაა, რომ ორივე ავტორის მიზანიც სწორედ ეს იყო. სასიყვარულო წერილებია, თანაც
საიდუმლო.

-შეუძლებელია, რომ ამ წერილების ავტორი მამაჩემი იყოს.

-მაშინ მას რატომ ექნებოდა ეს წერილები?

-მამაჩემის ოთახი ორასი წელი მაინც იქნებოდა დაულაგაბელი. ეშმაკმა უწყის, ვის
სასიყვარულო წერილებს ვკითხულობთ ახლა!

-კითხვა განაგრძეთ, იქნებ რამე საინტერესო აღმოვაჩინოთ. - თვალებით მობილურისკენ


ანიშნა გიორგიმ ახვლედიანს და ისევ მოემზადა მოსასმენად.

წერილები იყო ძალიან ბევრი. თითოეული მათგანი თავბრუდამხვევი სასიყვარულო


სიტყვებით, ფრაზებითა და ლექსებით იყო გაჯერებული. „კეისარი“ და „დედოფალი
კატერინა“ ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. მათი საიდუმლო კავშირისა და იდუმალების
ამოხსნა ძალიან უძნელდებოდათ თოიძესა და ახვლედიანს.

-ორი წერილიღა დაგვრჩა! - ამოიხვნეშა გადაღლილმა ანდრეამ და ფანჯრისკენ გააპარა


თვალი - უკვე ბინდდებოდა.

-ძალიან კარგი, აბა გისმენთ. - ჩაის ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა გიორგიმ.

„ჩემო კეისარო,

ვგრძნობ, რომ ვგიჟდები! ყოველი მზის ამოსვლისას და ჩემს ოთახში სხივების


შემოპარებისას, მგონია, რომ ის დღეა, როცა ერთმანეთს შევხვდებით. ამდენს ვეღარ
მოვითმენ. ვიცი, რომ არ შეგიძლია. ვიცი, რომ შენს ცოლს... ღმერთო, ვიცი, რომ შენს შვილს
სჭირდები, მაგრამ... კეისარო... შენთვის რაღაც მაქვს სათქმელი. გთხოვ, გამონახე დრო და
ჩვენს სახლში მოდი.

ქორწილი ახლოვდება. დაწყევლილი დღის სულისწამღები ხმა სულ უფრო ცხადად ჩამესმის
ყურებში.

ქორწილი ახლოვდება! კეისარო, დედოფალი გითხოვდება.

უნდა მოხვიდე! უსიკვდილოდ და უმიზეზოდ, კვირა დღეს ჩვენს სახლში დაგელოდები.


არაფერი მინდა: არც შენი შეხება, არც ჩახუტება, არც კოცნა და არც ალერსი - ლაპარაკი მინდა
შენთან.

გემუდარები, მოსცილდი შენს ცოლს და ძველებურად დამითმე დრო. მჭირდები, კეისარო,


შენს დედოფალს მცირეოდენი დრო სჭირდება შენი ცხოვრებიდან, რომლის ყველა წამიც მე
მეკუთვნოდა, ერთ დროს.
შენ შვილი გეყოლება და მე გავთხოვდები, მაგრამ ეს მერე... მანამდე უნდა გნახო!

იქნებ საბოლოოდ, იქნებ უკანასკნელად, იქნებ სამუდამოდ...

უნდა გნახო, თვალებში ჩაგხედო და გითხრა!

ჩემი მეწამულისფერი მოსასხამი შენთან დამრჩა. სამახსოვროდ შეინახე და მოუფრთხილდი.


მე ჩემს კეისარს, კეისრისა მოგართვი...

მჯეროდა, რომ ამ ქვეყნის მიწიერება იმდენად ფართო იქნებოდა, ჩვენს ბრალიან სიყვარულს
დაიტევდა. იმისიც მწამდა, რომ ის, რაც ნამდვილი და წრფელია, ვერასდროს იქნება
ცოდვათაგან შებღალული.

კეისარო, მინდა ბოლომდე მწამდეს ამის. კვირას მინდა, რომ ვიწამო ამქვეყნიური
სიყვარულის ჭეშმარიტება.

მოდი! მე გელოდები...

ისევ იქ და ისევ ისე... ამჯერად დიდი სათქმელით, პირზე.

უყვარხარ...

შენს კატერინას კი არა,

ჩემს არსებას უყვარხარ.“

გამომძიებელი ნათლად ხედავდა, რომ კითხვისას ანდრეას ნელ-ნელა უხშირდებოდა


სუნთქვა და ყბის კუნთები ეჭიმებოდა. კითხვა დაასრულა თუ არა, უკანასკნელ წერილზე ისე
სწრაფად გადავიდა, თოიძესთვის არაფერი უკითხავს.

„უადრესატოდ. (ისე კი ჩემს კატერინას)

შენი ოცნებები, შენი სილამაზე, შენი არსებობა - უცებ დავამსხვრიე!

აღარარსებულო და ყველაზე მტკივნეულო - მე შენ გაგაწბილე...

შებღალულო და ნაღალატევო - მე ხომ გაგაფრთხილე?!

საშინელი ვართქო, ხომ გითხარი - რატომ არ მისმინე?!

ისევ ვიღაც მპოულობს და სახლში მიმათრევს. მეუბნებიან - სასმლის სუნად ყარხარო. არადა,
მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით, რომ ეს სასმლის კი არა, ჩემი აქოთებული სულის სუნია!

ცოლი ჩემთან მოკარებას ცდილობს, მე კი ისე ვიშორებ თავიდან, თითქოს არც მახსოვდეს,
რომ იმ დამპალ მუცელში ჩემი ნაშიერი უზის.
მეზიზღებიან!

შენ გარეშე გატარებული დღეები...

შენ გარეშე დანახული ადამიანები...

შენ გარეშე უაზროდ მოხეტიალე წამები...

როგორ ვიცხოვრო?! შენ გარეშე როგორ ვიცხოვრო?! რისთვის ვიცხოვრო? - ქალისთვის,


რომელიც არაფრად მიმაჩნია?! მე შენ მჭირდები!

კატერინა, მე ისევ მინდა შენთან ერთად კაკლის ხის ქვეშ დგომა და დაუსრულებლად იმაზე
ჩურჩული, რომ არ არსებობს შენზე დიდი ქალი ამ უაზროდ განიერ ქვეყნიერებაზე. მე შენთან
ერთად მინდა, ყოველი დილის შეხვედრა და ყოველი ღამის გაცილება.

არ მჭირდებიან!

ეს უაზრო და ჩამორეცხილი სახეები არ მჭირდებიან. არცერთი არ ხარ; არცერთში არ ხარ!

ნეტავ რა უნდა გეთქვა?! ნეტავ რა უნდა გეთქვა, იმ დღეს?! ნეტავ რა უნდა გეთქვა?!

მძულს ხელის კანკალით დაწერილი და უაზრო ცრემლებით გადღაბნილი სიტყვა - მაპატიე.

მაპატიე... მაპატიე... მაპატიე...

გევედრები! მაპატიე...

მჭირდებოდი,

გჭირდებოდი,

ვერ შეგინარჩუნე, ვერ დაგიცავი, ვერ მოგიფრთხილდი.

ჩემო დედოფალო, ჩემო კატერინა, ჩემო ერთადერთო, ჩემო სანუკვარო - შენი არაკაცი, შენი
უღირსი, შენი საშინელი და ლაჩარი კეისარი - ვერ მოგიფრთხილდა...

ნეტავ რა უნდა გეთქვა?! ნეტავ რა უნდა გეთქვა?! წყეული სიტყვები, რომლებიც შენს ბაგეებს
არ მოწყდა და მე ვერ გავიგონე!

- ნეტავ რა უნდა გეთქვა?!“

-რა უნდა ეთქვა, გიორგი?! - უცებ წამოხტა თვალებშისისხლჩაქცეული და ყბადაჭიმული


ანდრეა ფეხზე და ისეთი სახით შეხედა გამომძიებელს, თითქოს ამ უკანასკნელს პასუხი რომ
არ ჰქონოდა, თავს წააჭრიდა.

-ორსულად იყო... - თავი დახარა გიორგიმ და ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა.

ანდრეა მოწყვეტით დაეცა დივანზე და ხელში ჩაბღაუჭებულ მობილურს ხელი შეუშვა.


-თ...თამარა? - ხმა წაერთვა ახვლედიანს. გამომძიებელმა უბრალოდ თავი დაუქნია,
თანხმობის ნიშნად. - მამაჩემისგან? - ხელი უსიცოცხლოდ მიირტყა გულ-მკერდზე მამაკაცმა.
თოიძემ ისევ დააქნია თავი.

-ღმერთო ჩემო... - ამოიგმინასავით ანდრეამ და ორივე ხელი სახეზე აიფარა.

-დედოფალი კატერინა და კეისარი... თამარა ჯაყელი და მისი ძმის ბავშობის მეგობარი,


ირაკლი ახვლედიანი... - განაჩენივით ჟღერდა გამომძიებლის სიტყვები.

-ღმერთო ჩემო... - ენას ძლივს იბრუნებდა პირში ახვლედიანი.

-ეს არის მიზეზი, ანდრეა. ეს არის ამდენწლიანი მტრობის მიზეზი.

-რა მოუვიდათ?! თამარას და ბავშს რა ბედი ეწიათ?! მამაჩემის ბოლო წერილი რას ნიშნავდა?!
მოკლეს?

-თავი მოიკლა...

-ღმერთო, დიდებულო! - ისევ შეყვირა გაგიჟებულმა ანდრეამ და ორივე ხელი თავზე


გადაისვა.

-და როგორც ჩანს, ბავშვიც მოკლა. - დაამატა გიორგიმ ოდნავ უფრო მოგუდული ხმით.

-არ მჯერა! არ მჯერა ამ ყველაფრის. ამ... ამ წერილების და იმ სიტყვების... ღმერთო, მამაჩემი


და თამარა? ის თამარა... ილია ჯაფარიძის საცოლე თამარა... - წამოდგა ახვლედიანი და
ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.

-რაღაც დეტალები ისევ გასარვევი რჩება, მაგრამ...

-ვის ადარდებს დეტალები?! - წამოიყვირა ანდრეამ. - ვის ადარდებს დეტალები, როცა ახლა
ყველაფერი ცხადია. მისი დამოკიდებულება დედასთან, მისი დამოკიდებულება ჩემთან - მას
ვძულვართ, ორივე... ჩვენ... ღმერთო, მე შევუშალე მას ხელი, რომ თამარასთან ბედნიერი
ყოფილიყო. მე ვიყავი, ბატონო გამომძიებელო, წარმოგიდგენიათ?! - ამ ყველაფრის მიზეზი მე
ვარ! - ნერვულად იცინოდა მამაკაცი და ოთახში მიმოდიოდა.

-ილია არასდროს დათმობდა თამარას და მამათქვენი ვერასდროს გაშორდებოდა


დედათქვენს. ანდრეა, თქვენ არაფერ შუაში ხართ!

-იქნებოდნენ! ერთად იქნებოდნენ დედა ჩემზე რომ არ დარჩენილიყო ორსულად!

-ამას უკვე ვეღარავინ გაიგებს...

-მამაჩემს უყვარდა... თამარა უყვარდა... ვიღაც უყვარდა... გესმით? - მამაჩემს უყვარდა! აი, აი,
ისე ძლიერ უყვარდა. - მობილურისკენ გაიშვირა უსიცოცხლოდ აღმართული ხელი ანდრეამ.
- იმ თითოეული სიტყვით უყვარდა... ჩემამდე... ჩემამდე.

-მამათქვენს მართლა ისე ძლიერ რომ ყვარებოდა თამარა, როგორც ამას წერილებში წერდა,
აუცილებლად იქნებოდა მის გვერდით, ყველაფრისდა მიუხედავად! - ტონს აუწია
გამომძიებელმაც და წამოდგა.
-მე ვერ დამტოვა, ვერ ხვდებით?! ჩემ გამო ვერ მიატოვა დედა! - უნებლიედ ამართლებდა
ანდრეა მამამისს.

-დიახ, დედათქვენი, რომელიც თქვენი მიზეზით ნამდვილად არ მოუყვანია ცოლად. თამარას


და მას ბავშობიდან უყვარდათ ერთმანეთი, ისინი ერთად იზრდებოდნენ! მამათქვენს რომ
ნდომოდა იქამდე მოიყვანდა ცოლად თამარას, სანამ ნინო ან ილია გამოჩნდებოდა, მათ
ცხოვრებაში. მაგრამ მამათქვენმა ფული არჩია და გარიგებით ქორწინება. ეს მამათქვენის
არჩევანი იყო, მამათქვენის შეცდომა! ამ ფურცელზე დაწერილი თითოეული სიტყვა ფუჭია,
გესმით?! იმიტომ, რომ მამათქვენი არასდროს აპირებდა დედათქვენის მიტოვებას.

-თქვენ რა იცით?! - წამოიყვირა ანდრეამ.

-განა ყველა ფაქტი ამაზე არ მიუთითებს, ანდრეა? - ჩაეცინა თოიძეს და ხელები გაშალა. -
ცოლად ერთი ჰყავდა და იმას საყვარლობდა, რომელიც მისი მეგობრის და და პარტნიორის
საცოლე იყო. ხედავთ, სად იმალება ყველაფრის თავიდათავი?! ხედავთ, სად იწყება
ამდენწლიანი მტრობა?!

-ჯანდაბა... ჯანდაბა... - ხმა ჩაეხლიჩა ახვლედიანს. თვალებს უმწეო ბავშივით აქეთ-იქით


აცეცებდა და გამოსავალს ეძებდა.

-ძალიან ვწუხვარ, ანდრეა, მაგრამ ესაა სიმართლე. სხვა სიმართლე არ არსებობს...

-უნდა წავიდე! - უცებ წამოიძახა ანდრეამ და დივანზე მიგდებულ ქურთუკს დასწვდა.

-რა?! ასე ვერსად გაგიშვებთ. რაღაც სისულელეს ჩაიდენთ!

-არაფერს არ გავაკეთებ, უბრალოდ უნდა წავიდე, გამატარეთ!

-არ გაგატარებთ, სანამ არ დამშვიდდებით და არ მეტყვით, სად მიდიხართ!

-გამატარეთ-მეთქი! არსად მივდივარ: არც ჯაყელებთან, არც ჯაფარიძეებთან და მითუმეტეს,


არც ახვლედიანებთან!

-აბა სად მიდიხართ?!

-გამატარე, გიორგი! - წამოიყვირა ანდრეამ და ხელით გაწია მამაკაცი. - ჩემზე არ


ინერვიულოთ და არ დამირეკოთ. არაფერს დავაშავებ! - ქურთუკი ჩაიცვა ახვლედიანმა და
კარი გააღო.

-ანდრეა, გაჩერდი!

-აქ ვეღარ გავჩერდები, აღარ შემიძლია! - თავისთვის ბუტბუტებდა მამაკაცი და ჭიშკრისკენ


მიიწევდა.

მანქანა სწრაფად დაქოქა და იქამდე აორთქლდა ადგილიდან, სანამ გიორგი გარეთ


გავიდოდა. საჭეს არეული გონებით მართავდა და შიგადაშიგ, ხელს ურტყამდა,
გამწარებული. სწრაფად ატარებდა და არაფერზე ფიქრობდა. საერთოდ არაფერზე: არც
თამარაზე, არც ირაკლიზე, არც დედამისზე. მხოლოდ გზას გაჰყურებდა და გაზს ადგამდა
ფეხს.

თბილისს რომ გაცდა, ადრენალინმაც იმატა მასში. არც კი იცოდა, სად მიდიოდა, უბრალოდ
მიაქროლებდა მანქანას.

რაღაც დროის შემდეგ მოეშვა და გაზსაც აუშვა ფეხი. მანქანა გზატკეცილიდან გადაიყვანა და
მობილური ამოიღო ჯიბიდან. გაუაზრებლად აკრიფა იმ ადამიანის ნომერი, რომელიც ახლა
ყველაზე მეტად სჭირებოდა და რომელიც ახლა ყველაზე კარგად გაუგებდა.

-გისმენ, ანდრეა. - მალევე გაიგო ტელეფონში მისი მოგუდული ხმა.

-აქ უამრავი რამ მოხდა და ყველაფერი თავზე მემხობა. ვინმეს რომ არ მოვუყვე, გავგიჟდები.
ამ ყველაფერს ჩემში ვერ დავიტოვებ, უნდა გნახო!

-გინდა, ისედაც განადგურებულს, კიდევ დამიმატო?!

-ახლა მხოლოდ შენ გამიგებ...

-ანდრეა, არ შემიძლია...

-გევედრები, მიმიღე! - უმწეო ხმა ჰქონდა ახვლედიანს.

დიდხნიანი პაუზა იყო, მერე ჩუმი ოხვრა და პასუხი:

-ჩემი სახლი ყვარლის ტბას გადაჰყურებს, სამხრეთის მხრიდან. ქალაქში როგორც კი


შემოხვალ, სულ პირდაპირ იარე, გზას არ გადაუხვიო. მერე ქალაქიდან გამოხვალ და
ერთადერთ გზას დაადგები. არ გადაუხვიო, ჩემამდე მოგიყვანს.

-რამდენიმე საათში შენთან ვიქნები, ეკატერინე. - შეწუხებული და შეჭმუხნული სახე წამში


მოიცვა მკრთალმა ღიმილმა. ტელეფონი გათიშა, გვერდით გადადო, ისევ დაქოქა მანქანა და
ყვარლის გზას დაადგა.

შუაღამე უკვე გადასულიყო. სავსე მთვარეს ხარბად ირეკლავდა ყვარლის ტბა. ირგვლივ
გამეფებული სიწყნარით ტკბებოდა ვერანდაზე მდგარი და თვალებმინაბული ეკატერინე.
გრძნობდა, რომ მისი სულიერი სიმშვიდე დიდხანს აღარ გასტანდა და მაშინვე დაირღვეოდა,
როგორც კი ანდრეა ახვლედიანი მისი სახლის ზღურბლს გადალახავდა.

რა ვალდებული იყო, მასპინძლობა გაეწია ახვლედიანისთვის და მისთვის თავშესაფარი


მიეცა?! რომელი მისი ახლობელი მეგობარი ის იყო?! ოჯახისწევრებს და მეგობრებს აუკრძალა
მასთან კონტაქტი და მას იღებდა, შუაღამით, სტუმრად?! - ვალდებული სულაც არ იყო,
მაგრამ ანდრეასაც თავისუფლად შეეძლო, თავი მიენებებინა ჯაყელისთვის მოსკოვში და
ღამეები არ ეთენებინა მისთვის. არც ანდრეა იყო ვალდებული. ეს კარგად იცოდა ეკატერინემ,
ამიტომაც, მასსავით განადგურებულ მამაკაცს გასაქცევი გზა ვერ მოუჭრა.

მანქანის ხმა მალევე გაიგო და მიხვდა, რომ ანდრეას მისი სახლისთვის მიეგნო. თბილი
ჟაკეტი უფრო მჭიდროდ მოიხვია სხეულზე და გარეთ გავიდა, რათა მამაკაცს შეგებებოდა.

ანდრეამ ფარები ჩააქრო და ძრავა გათიშა. რამდენიმე წამით მანქანაში იჯდა და არ


გადადიოდა, სანამ ჭიშკარი არ გაიღო და ჯაყელი გამოჩნდა. ნელი მოძრაობით გააღო კარი
და გადავიდა. ხელები თხელი ქურთუკის ჯიბეებში ჩაიწყო და მანქანას მიეყრდნო ტანით.
გარემო შეათვალიერა, დარწმუნდა, რომ უახლოეს რადიუსზე, ჯაყელების სახლის გარდა,
შენობა არ ჭაჭანებდა. შემდეგ ისევ რკინის კართან აწურულ ეკატერინეს მიუბრუნდა და
მკრთალად გაუღიმა.

ჯაყელისთვის ასე ნაცნობი ტკივილ და სევდაჩამდგარი თვალები მაინც ვერ დაფარა ანდრეას
ბაგეების ოდნავ შეხსნამ. იმ წამსვე დარწმუნდა კატო თავისი გადაწყვეტილების სისწორეში
და ჭიშკარს მოსცილდა.

-ადვილად მომაგენი? - უცნაურად ჩუმი და ოდნავ ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა გოგონას.

-ვეცადე. - მხრები აიჩეჩა ანდრეამ და უფრო ფართედ გაეღიმა. მანქანას მოსცილდა და


ჯიბეებშიხელებჩაწყობილი დაუდგა ჯაყელს წინ. - მადლობა, რომ ჩემს ატანას დათანხმდი.

-სახლში შევიდეთ, ცივა. - ისეთივე უემოციო ხმა ჰქონდა კატოს, როგორიც მათი ბოლო
შეხვედრისას. ზურგი აქცია მამაკაცს და სახლისკენ გაბრუნდა.

ახვლედიანი გარემოს ათვალიერებდა, ეკატერინე წინ მიუძღვოდა. სიჩუმეში ნაბიჯების ხმაც


კი უხეშად ხმამაღლა ჟღერდა.

სახლში შესვლისთანავე, ანდრეას სხეულში სითბომ დაუარა, ხოლო ცხვირში საღებავის


მძაფრი სუნი ეცა. პატარა ჰოლი გაიარეს და დიდ სასტუმრო ოთახში მოხვდნენ, რომელსაც
ვერანდიდან მომავალი მთვარის შუქი ანათებდა, ბუხრის მბჟუტავ სინათლესთან ერთად.
ქვით ნაშენი ბუხარი ხის მართკუთხა კიბის ქვეშ იწონებდა თავს. ანდრეამ მაშინვე შენიშნა
ბუხრის თავზე გამწესებული საოჯახო სურათები და მიხვდა, რომ ყვარლის სახლს დიდი
ხნის განმავლობაში არ წყალობდა ოჯახი. სურათებზე ეკატერინეც იყო, ლუკაც, ბექაც,
ნიკოლოზიც და მარიამიც - ერთი დიდი და ბედნიერი ოჯახი იღიმებოდა ჩარჩოებიდან.

-ლამაზი სახლია. - სხეულში სითბო და მყუდროებაგამჯდარმა ანდრეამ გულწრფელად


აღნიშნა. ეკატერინეს არაფერი უთქვამს, უბრალოდ მიუბრუნდა მამაკაცს და რამდენიმე
წამით მიაშტერდა. - მართლა ვამბობ. - დაამატა ღიმილით, როცა გოგონას ამოუხსნელი
მზერა ეხამუშა.
-რატომ მოხვედი ჩემთან?! - ზედმეტი მიკიბვ-მოკიბვის თავი არ ჰქონდა ეკატერინეს.
ანდრეას ღიმილი გაუქრა სახიდან და წარბები შეკრა.

-არ ვიცი. - თვალები აარიდა გოგონას.

-გამოიქეცი?

-შენსავით. - უმალ გადაიტანა საოჯახო სურათებიდან კატოზე მზერა.

-მეგონა, ლაპარაკი გინდოდა. - სასხვათაშორისოდ აღნიშნა ეკატერინემ. ისე, თითქოს არც


სალაპარაკო თემა აინტერესებდა და არც ანდრეას ყოფნა არ ყოფნა მის სახლში.

-არ ვიცი, საიდან უნდა დავიწყო ან რით. - მთელი ძალისხმევით შებოჭილმა


სასოწარკვეთილებამ გამოჟონა ახვლედიანის ხმაში. თვალებს ისევ აქეთ-იქით აცეცებდა და
ნებისმიერ თემას ეძებდა, სალაპარაკოდ. უცებ კიბის მარცხენა მხარეს, ფანჯარასთან
დადგმულ მოლბერტს მოკრა თვალი და მისკენ შებრუნდა მთელი ტანით.

-ხატავ? - სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა ანდრეა, როცა მისი დასკნით ჯერ კიდევ
დამუშავების პროცესში მყოფ სურათს წააწყდა. ახლა აღარ უკვირდა მთელ ოთახში
გაჟღენთილი საღებავების სუნი, რომელიც შემოსვლისთანავე იყნოსა.

-მხატვარი ვარ. - მშრალი იყო ჯაყელის პასუხი.

-ხო, რა თქმა უნდა, ვიცოდი და დამავიწყდა. - ჩაიცინა მამაკაცმა და მოლბერტს


მიუახლოვდა. სურათზე რამდენიმე ფერით შექმნილი ქაოსი იყო დატანილი; გამოუცდელი
ანდრეასთვის არანაირი აზრის მატარებელი. თუმცა ხელოვნებაში ყოველთვის
მოიკოჭლებდა, ამიტომაც ავტორს დაეკითხა:

-აქ რა ხატია, შეგიძლია მითხრა? - დაბნეული ღიმილით მიუბრუნდა გოგონას, ეს


უკანასკნელიც მაშინვე მიუახლოვდა ახვლედიანს და სურათს დააცქერდა.

-ცხოვრება. - მოკლე იყო მისი პასუხი.

-ეს ფერთა ქაოსი ცხოვრებაა? - გაიოცა ანდრეამ და თითი სურათისკენ გაიშვირა.

-ჰო. - მხრები აიჩეჩა კატომ.

-შეგიძლია ამიხსნა, რატომ? აი, მაგალითად, წითელი ფერი რას ნიშნავს?

-წითელი ფერი ტკივილია.

-ტკივილი წითელი ფერია შენთვის?

-რატომ გაგიკვირდა?

-არ ვიცი, მეგონა შავი ასოცირდებოდა ტკივილთან.

-შავი ფერი ჩემთვის სიმშვიდესთან ასოცირდება.


-კარგი, გასაგებია. და ეს წითელი თეთრიდან გამოდის, თუ თეთრად გარდაიქმნება? -
თვალები დააწვრილა ანდრეამ და უკეთ დააკვირდა ნახატს.

-თეთრიდან გამოდის და თეთრად გარდაიქმნება. თეთრი ფერი სიკვდილისფერია.

-და ცისფერს ერწყმის? საინტერესოა, ცისფერი რას აღნიშნავს?

-მარადისობას.

-წითელი ფერი ალაგ-ალაგ ყვითლით რომ გაქვს დასერილი?

-ყვითელი ჩემთვის იმედისფერია. მწვანე - ახალი საწყისის, ლურჯი - შეცდომების.

-მაინცდამაინც ლურჯი რატომ არის შეცდომების ფერი? - დაინტერესდა ანდრეა.

-იმიტომ, რომ ჩემი ხედვით, ყველა ფერის გადაფარვა ან სხვა ფერთან გაზავება შეგიძლია.
ლურჯის გარდა. ნამდვილი მუქი ლურჯი არასდროს იფარება სხვა ფერით და არც რაიმეს
ერწყმის იმდენად კარგად, რომ თავისი ფერი დაკარგოს.

-რანაირად?! საღებავებით ხომ ყველა ფერი შემიძლია გადავღებო? ერთი გაშრება და მერე
მეორეს გადავატარებ ზემოდან. ასე ხომ გადაიფარება პირველი ფერი?

-საღებავებზე არ მაქვს ლაპარაკი. იმდენად ძლიერი ქიმიაა, ხშირად ფერებს თავის


პიროვნულ სიძლიერესაც კი უკარგავს. შავი უფრო ძლიერი ფერია, ვიდრე მწვანე, მაგრამ აბა
საღებავებით ცადე? - მაშინ აღარ იარსებებს ძლიერი და სუსტი ფერები. ყველა ფერის
გადაღებვაა შესაძლებელი.

-უცნაური ხალხი ხართ ეს ხელოვანები! - შეწუხდა ანდრეა. - თუ საღებავებზე არ გაქვს


ლაპარაკი, აბა რას გულისხმობ?!

-ლურჯი ფანქარი რომ აიღო და მთელი ფურცელი გააფერადო, შემდეგ, შავის გარდა,
რომელიმე ფერით მის სრულად გადაფარვას შეძლებ?

-ვერა?

-მხოლოდ ფერს შეუცვლის, მაგრამ არც იმდენად, რომ თავდაპირველი, ფერის გარჩევა ვერ
შეძლოს თვალმა.

-შავიც ხომ ასეა? კიდევ უფრო მეტად ჯიუტი ფერია, ვიდრე მუქი ლურჯი.

-შავი პირველსაწყისია. უბრალოდ შავია და მორჩა, ბუნებაში გაჩნდა ასეთი. შეცდომები ასე
ხომ არ არის? დაბადებისას ხომ არ დაგვყვება? ჩვენ ვქმნით მას მერე, ცხოვრების გზაზე და
რაც არ უნდა დიდი ძალისხმევა დავხარჯოთ, ვეღარ ვშლით.

-წითელი ფერი რომ გადაუსვა, არ გადაიფარება?

-უნდა გადაიფაროს კიდეც. რაც უფრო კაშკაშა წითელ ფერს ავიღებთ, მით უკეთესად
გადავფარავთ ლურჯს, მაგრამ ასეც უნდა იყოს. შეცდომები ხომ ტკივილის მშობელია?!
-საინტერესო თეორიაა. ხელოვნების ცოდნით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი, მაგრამ
მომხიბლე. - ჩაიცინა ანდრეამ და კიდევ ერთხელ დააკვირდა ნახატის ერთიანობას. - ეს
გუაშებით შეასრულე ასე ოსტატურად?

-არა, ხელებით.

-რადგან ჩვენ ცხოვრებას საკუთარი ხელებით ვქმნით, არა?! სწორად მივხვდი? - გაეცინა
ახვლედიანს.

-არა, უბრალოდ ხელით მუშაობაც მიყვარს. - მხრები აიჩეჩა ეკატერინემ უემოციოდ; ანდრეას
ისევ ჩაეცინა.

-ქაოტური სურათია...

-ისევე, როგორც ჩემი ცხოვრება.

-და ჩემიც.

-ყველასი. ყოველი ახალი ფერი, ახალი ქაოსია ამ ცხოვრებაში.

-ხანდახან, კარგი იქნებოდა, ეს ცხოვრება შავ-თეთრი რომ იყოს, არა? უფრო მარტივი
იქნებოდა - ან სწორია ან არასწორია. ან ასეა ან ისე.

-ისეთია, როგორიც არის. მისი შეცვლა აღარ შეგვიძლია.

-მაგრამ სამაგიეროდ დახატვა შეგვიძლია და ამით გულის მოოხება. - გაეღიმა ახვლედიანს. -


ამ სურათს დიდი სიამოვნებით ვიხილავდი პარიზის რომელიმე ცნობილ გალერეაში. -
დაამატა შემდეგ და კიდევ ერთხელ დააკვირდა „ცხოვრებას“.

-აქ ჩემს ნახატებზე სალაპარაკოდ ჩამოხვედი? - ისევ მშიდი და გაწონასწორებული ხმა


ჰქონდა ეკატერინეს.

-უბრალოდ დრო გამყავს, რომ დავმშვიდდე და თავში აზრები დავალაგო. - გულწრფელად


გამოტყდა მამაკაცი.

-აფორიაქებულის არაფერი გეტყობა.

-ჰო, შენ უარეს მდგომარეობაშიც გინახივარ. - გაეღიმა ანდრეას. - აქ დავსხდეთ?

-ვერანდაზე გავიდეთ. - დაიჩურჩულა ეკატერინემ და ისევ წინ გაუძღვა ღამის სტუმარს.

მრგვალ მაგიდას ერთმანეთის პირისპირ ესხდნენ და თვალებში უყურებდნენ ერთიმეორეს.


ანდრეა პირველ პაემანზე მყოფი შეყვარებული ქალივით იფშვნეტდა თითებს, თუმცა მზერას
არასდიდებით აშორებდა ქალს.
-უკეთესად გამოიყურებითქო, გეტყვი, მაგრამ ვიცი, რომ არ დამიჯერებ. - შორიდან მოვლა
გადაწყვიტა ანდრეამ.

-ჰო, ხელებში აღარ გაკვდები. - სიმწრის ირონიით გაეჟღინთა თვალები ეკატერინეს - ტუჩები
არც შერხევია.

-ვიცი, ახლა რასაც გრძნობ.

-იცი?!

-გგონია, რომ უფსკრულის პირას დგახარ და შეიძლება ნებისმიერ წამს გადაიჩეხო, მაგრამ არ
გადარდებს. საერთოდ არაფერი გადარდებს, იმიტომ, რომ უკვე განიცადე ტკივილის
ორგაზმი. მეტად შორს ვეღარ წახვალ.

-ტკივილს იქამდეც ვგრძნობდი. იმაზე ბევრად დიდს და გამანადგურებელს, ვიდრე ახლა. -


ტონი არ უტოკავდა ჯაყელს.

-მართალი ხარ. ტკივილი არა, იმედგაცრუება გახრჩობს. ყელს გიფხაჭნის, არა? - ვიცი.

-აღარ აქვს მნიშვნელობა. არამგონია, აქ ჩემი ანამნეზის შესასწავლად მოსულიყავი. - მოკლედ


ჭრიდა გზას ეკატერინე.

-აქ მოსვლის უფლება არ მქონდა. - თავი ოდნავ დახარა ანდრეამ და წარბებსქვევიდან გახედა
გოგონას.

-გეთანხმები.

-მეტ დათრგუნვასა და ტკივილს აღარ იმსახურებ.

-შენ თვითონ არ თქვი, ტკივილის ორგაზმს განიცდიო?! - ტუჩის კუთხე ოდნავ აწია კატომ. -
მეტად აღარ მეტკინება.

-არც იმდენად მინდა გტკიოდეს, რამდენადაც ახლა გტკივა. - ტონი ოდნავ აიმაღლა
ახვლედიანმა და წამოიძახა.

-მაშინ აქ არ მოხვიდოდი. - ხელები მკერდზე დაიკრიფა გოგონამ.

-ხომ იცი, რა ეგოისტიც ვარ?! - ტკივილი გაუკრთა თვალებში ანდრეას.

-უბრალოდ, საქმეზე გადადი. - შორიდან მოვლით დაღლილმა ეკატერინემ ამოიოხრა და


მამაკაცს გაუღიმა.

-თოიძემ ზარდახშა გახსნა. - უცებ მოწყდა ანდრეას ბაგეებს სიტყვები.

-მერე? - უემოციო სახე წამითაც არ შეცვლია ჯაყელს.

-თამარას ფოტოები ვიპოვნეთ, რაღაც წერილები და კულონი. სურათებზე მამაშენთან და


ბიაძაშენთან ერთადაა. კულონიც, როგორც ჩანს, მამაშენმა აჩუქა.

-საყვარლები იყვნენ, თუ და-ძმა?


-და-ძმა. ეკატერინე, თოიძე მართალი აღმოჩნდა, თამარა მამიდაშენი ყოფილა.

-ეგ სურათებით დაასკვენით, თუ იმით, რომ კულონი აჩუქა?

-წერილებით. როგორც ჩანს, იმ დროს წერდნენ ერთმანეთს, როცა მამაშენი ჯარში


მსახურობდა.

-რატომ გაქვს ისეთი სახე, თითქოს ჯერ ყველაზე მთავარი არ გითქვამს და უბრალოდ
მამზადებ? - გამომეტყველება და ტონი საერთოდ არ ეცვლებოდა ეკატერინეს.

-წერილებით და სურათებით კიდევ ერთი რაღაც გავიგეთ და იმიტომ. მამაჩემი და მამაშენი


ბავშვობის მეგობრები ყოფილან და ჯარიც ერთად მოუხდიათ. თითქმის ყველა სურათში
ერთად არიან - მამაშენი, ბიძაშენი, მამიდაშენი, მამაჩემი და ზოგჯერ, ბიძაჩემიც.

-ვახ, ერთი დიდი და თბილი ოჯახი, არა? - ცინიკურად ჩაეცინა გოგონას. - ჭორები თურმე არ
ტყუოდნენ. როგორ ამბობენ? – „კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს.“

-ჰო, გამოდის ჭორები არ ტყუოდნენ.

-და ის ქალი ვინ არის, „ლეგენდის“ თანახმად?!

-ის ქალი თამარაა...

-თამარა?! თამარაა ყველაფრის თავიდათავი?! - ოდნავმა გაკვირვებამ გაიელვა ჯაყელის


თვალებში.

-ჰო, იდუმალი თამარა ყოფილა ჩვენი თავსატეხის გასაღები.

-რა მოხდა ასეთი? - ინტერესი ეპარებოდა კატოს.

-მამიდაშენს და მამაჩემს ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი და საყვარლები იყვნენ.


მაშინაც კი, როცა თამარა ილიაზე იყო დანიშნული და ირაკლის ცოლი ჰყავდა. - თავი დახარა
ანდრეამ და ამოიხრიალა.

-საყვარლები იყვნენ?! - გაოცება გაუღვივდა გოგონას.

-მამაჩემის დაკეტილ ოთახში შევიპარე და მათი წერილები ვიპოვნე.

-რა ეწერა იმ წერილებში ასეთი?!

-შენთვითონ ნახე. - ჯიბიდან მობილური ამოაცურა მამაკაცმა და წინ მჯდომს გაუწოდა.


თავად კი წამოდგა, ყოველი შემთხვევისთვის ნაყიდი სიგარეტიდან ერთი ღერი ამოაცურა,
მოუკიდა და მოაჯირს დაეყრდნო, იდაყვებით.

ეკატერინე წერილებს კითხულობდა ჩუმად. ანდრეა კი სიგარეტს აბოლებდა და რამდენიმე


ასეული მეტრით დაცილებულ ტბას გაჰყურებდა.

არ არსებობდა ამაზე უფრო მღელვარე და ამავდროულად მშვიდი წამი მათ თანაარსებობაში.


ჯაყელის უემოციო გამომეტყველება წვეთ-წვეთად იღვრებოდა კითხვისას. ყოველი ახალი
წერილი უფრო მეტად უღვივებდა საგულდაგულოდ დალუქულ ემოციებსა და შეგრძნებებს.
სწრაფად კითხულობდა, ზოგ წერილს ახტებოდა და დასრულებას ჩქარობდა. უნდოდა,
ანდრეასთვის ეკითხა ყველაფერი: რას ნიშნავდა კეისარი? ვინ იყო კატერინა? ვინ წერდა ამ
წერილებს და ვის უგზავნიდა?!

ბოლო წერილის კითხვა რომ დაამთავრა, მობილური აკანკალებული ხელით დადო


მაგიდაზე და ზურგით მდგარ ანდრეას მიუბრუნდა, რომელსაც იქნებ მთელი კოლოფიც კი
მოეწია ამ ხნის განმავლობაში.

-თამარა მკვდარია? - ახლა უკვე ყველა ემოცია ერთიანად აწვებოდა გოგონას ხმაში.

ანდრეა შებრუნდა და უხმოდ დააქნია თავი, თანხმობის ნიშნად.

-ილია ჯაფარიძემ მოკლა თუ... თუ მამაჩემმა? - შიშით იკითხა კატომ.

-თავი მოიკლა. - მოგუდული ხმით თქვა ახვლედიანმა, ზურგით მიეყრდნო მოაჯირს და


ხელები გაშალა.

-თავი მოიკლა... - ჩუმად გაიმეორა ანდრეას ნათქვამი ეკატერინემ და ისევ მობილურს


დააცქერდა. – „მარიამსაც იგივე გინდა გაუკეთო, რაც თამარას გაუკეთე...“ - მაშინვე გაახსენდა
გოგონას დედამისის სიტყვები.

-რა? - ვერ გაიგო ანდრეამ.

-გამწარებულმა დედაჩემმა მამაჩემს უთხრა ეს სიტყვები, როცა მაშო სახლიდან გავაგდეთ. -


თვალები აემღვრა ჯაყელს. - ღმერთო, ახლა ყველაფერი გასაგებია. - ორივე ხელი თმაზე
გადაისვა გოგონამ, ამოიხვნეშა და წამოდგა. - მთელი ეს დრო პასუხი ჩვენს ცხვრწინ იყო...
ჩვენსავე სახლებში, ჩვენ კი ერთმანეთის ჭამაში ვფლანგავდით დროს. - ანდრეას
მიუახლოვდა გოგონა და გვერდით ამოუდგა.

-წარმოდგენაც არ შეიძლებოდა გვქონოდა, რომ მამაჩვენები რაიმე დეტალს დაიტოვებდნენ


წარსულიდან. მითუმეტეს, ჩვენთან ასე ახლოს. - გამამართლებელი საბუთების ძებნას
შეუდგა ახვლედიანი.

-ჰო, რა თქმა უნდა, ჩვენსავე სახლებში შეინახავდნენ, ჩვენთან ასე ახლოს, იცი რატომ? -
იმიტომ, რომ ისინი დარწმუნებულები იყვნენ, პასუხების პოვნას არასდროს შევეცდებოდით.
დღემდე ისე მოვიტანეთ თავი, ამ ბრმა სიძულვილით გაჟღენთილებმა, ერთხელაც არ
გაგვჩენია კითხვა - რა მოხდა? რატომ მოხდა? და როგორ მოხდა?

-ჩვენ ასე გვზრდიდნენ, ეკატერინე...

-წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, რახელა ზიზღი და ცოდვა ტრიალებს ჩვენ ორ გვარს შორის?! -
უცებ მიუბრუნდა ჯაყელი ახვლედიანს და ცრემლიანი თვალები მიანათა.

-მარტო ეს არ არის... - თვალები აემღვრა ანდრეას.

-კიდევ რა?!
-თამარა არ დამხრჩვალა. წყლიდან მისი ამოყვანა შეძლეს, მაგრამ ნაადრევი მშობიარობა
დაეწყო და საავადმყოფოში, მშობიარობას გადაყვა. მე ძმა, შენ კი მამიდაშვილი უნდა
გყვყოლოდა. - ხმა აუთამაშდა ახვლედიანს.

-ღმერთო... - ორივე ხელი მოღებულ პირზე აიფარა ჯაყელმა. - და კატერინა?! - უცებ


წამოიყვირა ერთიანად აფორიაქებულმა. - კატერინა და კეისარი რაღა ჯანდაბაა?!

-ეგ ზედმეტსახელები რატომ, ეგ ჩვენც არ ვიცით.

-კატერინა... ღმერთო ჩემო, დავიჯერო დამთხვევაა, რომ მამაჩემმა ეკატერინე დამარქვა?! მისი
სახელი მქვია!

-დემეტრეს საიდან უნდა სცოდნოდა, როგორ მიმართავდნენ მამაჩემი და თამარა


ერთმანეთს?! ესეც რომ არ იყოს, ის ნამდვილად დამთხვევაა, რომ მამაჩემიც იმავე მიმართვის
ფორმას იყენებედა, რომელსაც...

-რომელსაც დათუნა, არა?! ისევ ამ წყეულ წერტილს დავუბრუნდით! - კბილებშორის


გამოცრა გამწარებულმა.

-ეს მხოლოდ დამთხვევაა, ეკატერინე. - თავისკენ შეაბრუნა ანდრეამ გოგონა და თვალებში


ჩახედა. - უბრალოდ ზედმეტსახელებია, რომელთაც აუცილებლად მივანიჭებთ
მნიშნელობას, როცა ამის დრო მოვა.

-საშინელებაა ეს ყველაფერი, ანდრეა. მეგონა, მართლა ვეღარ ვიგრძნობდი მეტს. მეგონა,


ჩემმა ემოციებმა მართლა ამოწურეს შესაძლებლობები, მაგრამ არა. ყოველ ჯერზე, როცა
მგონია, ცხოვრება მეტად ვეღარ მატკენს, რომელიღაც ჭუჭრუტანიდან რაღაც საშინელება
მოძვრება და თავიდან მანგრევს. დამღალა უკვე საკუთარი თავის შეკოწიწებამ! რამდენს
უნდა გავუძლო?! მამიდა მყავდა, რომელმაც თავი მამაჩემის და მამაშენის გამო მოიკლა. მის
არსებობას ჩემი სახლი და ჩემი მშობლები წლების განმავლობაში მალავდენენ ისე
ოსტატურად, ეჭვიც არასდროს გამჩენია რამეზე. მამიდაჩემი და მამაშენი საყვარლები
ყოფილან, წერილებში „კატერინათი“ იხსენიებს. იმ დაწყევლილი სახელით, რომელიც ახლა
უკვე ყველაფერ საშინელთან ასოცირდება ჩემთვის. რანაირად შეიძლება ასეთი სასტიკი
დამთხვევა დაუშვას ბუნებამ?! რამდენხანს უნდა მებრძოლოს განგება?! საერთო ნათესავი
უნდა გვყოლოდა, წარმოგიდგენია? - ჩემი მამიდაშვილი და შენი ძმა! წარმოდგენა მაინც თუ
გაქვს, კიდევ რამდენი რამ არ ვიცით?! კიდევ რამდენს გავიგებთ საყვარელი მშობლების
შესახებ და რამდენჯერ ვიგრძნობთ თავს უტვინო იდიოტებად?! ეს... ეს... უკვე აღარაფერს
ჰგავს. ყოველგვარ ზღვარს სცდება ეს სიტუაცია. მითხარი, ჯაფარიძეს ამტყუნებ?! რა
გასაკვირია, რომ ჩვენი ოჯახების განადგურება უნდა? - მეც მენდომებოდა და შენც! ღმერთო,
შვილებმა რატომ უნდა ვაგოთ პასუხი მშობლების სასტიკ საქციელებზე? მე რატომ უნდა
ვიტანჯებოდე, თუ მამაჩემი დაუნდობლად მოექცა თავის დას?! მე რატომ უნდა ვზღო
შედეგი?! რატომ... რატომ მე და... რატომ ჩვენ?! - ხელებს აქეთ-იქით იქნევდა ეკატერინე,
განწირული ხმით ყვიროდა და თვალები გადმოცვენას ჰქონდა, თუმცა არ ტიროდა.
ამღვრეული თვალებით შეჰყურებდა ანდრეას, მაგრამ ცრემლსაც არ იმეტებდა მისთვის.
ისევდაისევ - ანდრეა უყურებდა მის წინ ნაწილებად შლად ეკატერინეს და გრძნობდა,
როგორ უჯანყდებოდა მთელი არსი. გული ყელში ებჯინებოდა სიმწრისგან, ხელები
ექავებოდა. ამჯერად გრძნობდა, მთელი არსებით გრძნობდა, რომ ჯაყელს იმავე
მდგომარეობაში ჩავარდნის უფლებას აღარ მისცემდა. ხელები მაგრად მომუშტა, ორი ნაბიჯი
გადადგა და მჭიდროდ მოხვია აცახცახებულ გოგონას ხელები.

ეკატერინეს სუნთქვა შეეკვრა, როცა მოულოდნელად აღმოაჩინა, ხელებს ჰაერში ვეღარ


ასავსავებდა და ახვლედიანს ძლიერად ჰყავდა გულში ჩაკრული.

ისე მაგრად უჭერდა ხელებს, ისე ძლიერად, თითქოს მისი დაშლილი ნაწილების ისევ ერთად
შეკვრა და სამუდამოდ ასე შენახვა სურდა.

აღარ გაუშვებდა ხელს - არასდროს! სულ ასე ეყოლებოდა ჩახუტებული და შეინარჩუნებდა


მისი არსების ერთიანობას. მის უჯრედებს გაქცევისა და ჯაყელის მიტოვების უფლებას აღარ
მისცემდა.

ისე ძლიერ ხვევდა ხელებს, თითქოს ძვლებამდე უნდოდა თავისი ემოციის მიტანა და მათში
გაჯდომა. რათა ერთხელ და სამუდამოდ დაემახსოვრებინა ეკატერინეს არსს და გონებას -
ანდრეა ახვლედიანი აღარასდროს მისცემდა ჯაყელს განადგურების უფლებას.

-ამ ყველაფერზე მაღლა დადექი, ეკატერინე! - ერთმანეთზე მაგრად დაჭერილ კბილებს


შორის გამოცრა ანდრეამ და ცალი ხელი ზურგიდან თმამდე აასრიალა მის სხეულზე.

ანდრეას გულიდან წამოსული გრძნობა თმის ღერიდან აღწევდა მის ორგანიზმში, მთელ
არსებას ედებოდა და მის გულთან გროვდებოდა. ტირილი უნდოდა. იმ წამს უფრო მეტად
უნდოდა ცრემლების გადმოღვრა, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ვერც არმჯერად ახერხებდა რამეს.
კურცხალიც კი არ უტოკდებოდა თვალზე.

-შენ როგორ იკავებ თავს?! მეგონა, ფეთქებადი იყავი და თავზეხელაღებული, გაბრაზებისას.


ახლა როგორ იკავებ თავს? - არც მოსცილებია, ისე ჰკითხა კატომ მამაკაცს.

-ეგოისტი ვარ და ისე. ვიცოდი, რომ აქ ჩამოსვლით, ისედაც განადგურებულს, მეტად


გაგანადგურებდი, მაგრამ მაინც ვერ გავძელი და მოგაკითხე...

-რატომ გამიმეტე? - საყვადურნარევი ტონი ჰქონდა გოგონას, თუმცა ისევ არ სურდა მისი
ძლიერი მკლავების დატოვება. ანდრეამ ფრთხილად გასწია ჯაყელი, მის ნისლიან ირისებს
თავისი ამღვრეული თვალები გაუსწორა და დაიჩურჩულა:

-იმიტომ, რომ ყოველთვის, როცა ვხედავ როგორ იშლები, შენი გადარჩენისა და დაცვის
ინსტიქტი მიპყრობს და მაშინვე ვპოულობ ჩემს თავში ძალას. ეკატერინე, უშენოდ... არ
გამომდის ამ ყველაფერთან ბრძოლა.

-ასე მოგწონს ჩემნაირი ტანჯული ქალის გვერდით ყოფნა? - ტკივილიანად ჩაეცინა ჯაყელს.
-შენ ტანჯული ქალი არ ხარ. შენ ძლიერი ქალი ხარ! ყველაზე ძლიერი, ვინც კი მინახავს.
შენზე ვსწორდები, ვერ ხვდები? შენი ამტანობაა ჩემთვის მისაბაძი. როცა გავიგე, მამაჩემი ჩემ
გამო ვერ დარჩა თამარასთან და რომ ალბათ დღემდე მე მადანაშაულებს მის უბედურებაში,
თავი ყველაზე არარაობა ადამიანად ვიგრძენი. ჩემ გამოა, ხვდები? ჩემ გამოა დედაჩემი
ყველაზე უბედური ცოლი და ქალი. ჩემგამოა მამაჩემი ისეთი, როგორიც არის. და წამით მეც
ვიფიქრე, რომ ტკივილის განცდის უფლება მქონდა, მაგრამ არა. ყოველთვის, როცა ჩემს
სხეულს შიგნით სისუსტე იჩენს თავს, შენ მახსენდები. ადამიანი, რომელმაც ყველაფერს
გაუძლო, ყველაფერი გადაიტანა და მაინც ფეხზე დგას. შენ ჩემთვის ძლიერი ადამიანის
მნიშვნელობა ხარ, ეკატერინე! ხომ ხედავ? - როგორც კი გამიჭირდა შენთან გამოვიქეცი. უნდა
დავრწმუნებულიყავი, რომ ჩემი ტკივილი შენსასთან შედარებით არაფერია. მაშინაც ასე
გამიკეთე, მოსკოვში. მე უმწეო ბავშვივით ვბღაოდი წარსული ცოდვების გამო, შენ კი მეორე
დღესვე დამანახე ნამდვილი სიძლიერე.

-როგორ? სიკვდილამდე რომ ვიტირე, იმით? - ირონიულად გაეღიმა ეკატერინეს.

-მერე რა, რომ იტირე? - ყველა ტირის! აბა რისთვის მოვდივართ ამქვეყნად? ცხოვრება
დაბადების პირველივე წამებიდან გვიხსნის, რომ მაგისთვის ვართ ყველანი მოსულები.
იმიტომაცაა, რომ ცრემლებით ვეგებებით ამ ქვეყნად მოსვლას და ცრემლებითვე ვაცილებთ.
ტირილი სისუსტეს არ ნიშნავს. სისუსტე შენი არ წამოდგომა იქნებოდა. ხომ წამოდექი?
როგორც კი ყველაფერი გამოიფხიკე, ხომ დადექი ისევ ფეხზე?

-და მერე აქ გამოვიქეცი...

-ცხოვრების ოცდაექვსი წელი დაგენგრა და რამდენიმე დღით გაქცევაც არ გეპატიება?! მე ხომ


გიპოვე? და ისევ გამოგცადე. ისევ მოგეცი მიზეზი, რომ კიდევ გტკენოდა. მაინც ორ ფეხზე
დგახარ…

-იმიტომ, რომ შენ მიჭერ.

-მერე რა? გაგიშვებ ხელს და ვიცი, რომ არ წაიქცევი. რომც წაიქცე, ეგ სულაც არ იქნება
საინტერესო. საინტერესო დამოუკიდებლად წამოდოგომა იქნება.

-დარწმუნებული ხარ, რომ შევძლებ? გგონია, დაცემის უფლება რომ მომცე, ისევ
წამოვდგები?!

-გითხარი, შენზე ვსწორდები-თქო, ეკატერინე. შენი აზრით, ასე მარტივად ვაკერპებ მე


ვინმეს? ასე იოლად მწამს ვინმეს სიძლიერე? - ოდნავი ღიმილი და ერთგული ირონია შეეპარა
ხმაში ახვლედიანს.

-მადლობა... - გულამომჯდარმა ამოილაპარაკა ეკატერინემ და თავი დახარა.

-თუ ოდესმე დაგავიწყდება შენი თავის შესაძლებლობები, გახსოვდეს, რომ სადღაც ახლო-
მახლო მე ვარ და შენი მჯერა. - ეკატერინემ წინ ჩამოყრილი თმა ყურსუკან გადაიწია და
ქვევიდან ახედა მამაკაცს. მთვარის შუქი იმდენად საოცარ თვალებს უჩენდა ჯაყელს, ანდრეამ
თავი ვეღარ შეიკავა:
-თურმე ქალის თვალები ყველაზე ლამაზად სავსე მთვარის ქვეშ მოსჩანან. - გულწრფელად
თქვა და ამოიოხრა. კატოს უნდოდა, ხმა ამოეღო და რაღაც ეთქვა, მაგრამ უნებურად
დამუნჯდა. უბრალოდ უყურებდა მომღიმარ ანდრეას და იმის თქმასაც ვერ ბედავდა, რომ
მისი შავი ირისებიც არანაკლებ ბრჭყვიალებდნენ მთვარის შუქზე. - ხედავ, რა უცებ
დამშვიდდი? ეს გარემო ნამდვილად კარგად მოქმედებს შენზე. - ირგვლივ მიმოიხედა
ახვლედიანმა.

-ახლა ვხვდები, რომ მაშინ ამერიკაში არ უნდა გავქცეულიყავი, აქ უნდა ჩამოვსულიყავი.


უბრალოდ მაშინ თბილისიდან და იმ გარემოდან რაც შეიძლება შორს მინდოდა ყოფნა.

-თითქოს მანძილი სულიერ ტკივილს აქრობდეს, არა? - ჩაეცინა ანდრეას და სხეული მოუშვა.
ისევ იმ ფორმას დაუბრუნდა, რომელშიც სიგარეტს აბოლებდა.

-მაგრამ თავის მოტყუება ასე თუ ისე, მაინც გვეხმარება. - აღნიშნა ეკატერინემ და იმ მხარეს
გაიხედა, საითაც მომღიმარი ახვლედიანი იყურებოდა. - ძალიან ლამაზი ხედია, არა? -
გაეღიმა, როცა მიხვდა, ანდრეა მდელოების თავზე დასკუპებულ ბურთს შეჰყურებდა.

-მიყვარს სავსემთვარეობა. ახალი ენერგიების მომტანია. გახსოვს, მოსკოვში რა მითხარი? -


მთვარე დიდი სიმშვიდის ბურთიაო. ახლა მივხვდი, რომ მართალი ხარ. - გაეღიმა ანდრეას. -
ახლა მთვარეს სრული ფორმა აქვს, ანუ არ გვიბრაზდება, არა? - გაეცინა და ჯაყელს
მიუტრიალდა.

-არა, ახლა არ გვიბრაზდება. ალბათ, უბრალოდ ვეცოდებით... - სევდიანად ჩაეცინა


ეკატერინეს.

-ჰო, საცოდავები, ალბათ, ვართ. ჩვენი მამების ხელში...

-მარტო მამების?

-ზოგადად, ამ გარემოებების ხელში ვართ ცოდოები. მაგრამ არაუშავს, ოდესმე ჩვენც


გვეშველება. - გაიცინა პატარა ბიჭივით ანდრეამ და მოაჯირს მოწყდა.

-გჯერა მაგის? რომ ჩვენც შევძლებთ ოდესმე ბედნიერად ცხოვრებას. შენ არ თქვი, ადამიანი
სატირლად მოდის ამქვეყნადო?!

-კი, მე ვთქვი და ასე ვფიქრობ კიდეც, მაგრამ ბედნიერების ცრემლებიც ხომ არსებობს?! - ისევ
გაეცინა ახვლედიანს და შავი თვალები აუბრჭყვიალდა. ეკატერინესაც გაეღიმა და ისიც
მოშორდა მოაჯირს.

ისევ ისე დასხდნენ, მრგვალი მაგიდის გარშემო - ერთმანეთის პირისპირ.

-იცი, როცა აბსოლიტურად გაუაზრებლად გირეკავდი, არ მეგონა, რომ მიპასუხებდი და


მითუმეტეს, შენს ადგილსამყოფელს გამანდობდი. - ღიმილით წამოიწყო საუბარი ანდრეამ
და ფეხი ფეხზე გადაიდო.

-ჩვენ ხომ ერთმანეთს კრიზების დაძლევაში ვეხმარებით? - საღამოს განმავლობაში


პირველად გაეღიმა ეკატერინეს გულწრფელად.
-ჰო, ძალიან ირონიულია, მაგრამ ფაქტია - ყველაზე საჭირო მომენტებში რატომღაც
ყოველთვის ჩვენ ორნი ვართ ერთმანეთის გვერდით.

-ნამდვილად ირონიულია... - ჩაილაპარაკა ჯაყელმა. - თითქოს არ შეიძლება, რომ შენ


ახვლედიანი იყო, მე კი ჯაყელი და ერთმანეთისთვის ყველაზე ახლო ადამიანები გვერქვას.

-მერე და არ გვერქვას. - ღიმილით აიჩეჩა მხრები ანდრეამ. - მხოლოდ ორმა ვიცოდეთ - შენ,
ჯაყელმა და მე, ახვლედიანმა.

-უკვე მერამდენე ღამეს ვათენებთ ერთად... - სასხვათაშორისოდ აღნიშნა გოგონამ და


ამოიოხრა.

-და გამოვიდა, რომ საბოლოოდ მაინც დავმეგობრდით. - გაეცინა კმაყოფილ მამაკაცს.

-რატომ არის ცხოვრება ასეთი, ანდრეა? - სევდანარევი ტონი გაუხდა ჯაყელს უეცრად.

-ასეთი როგორი? სასტიკი?

-სიურპრიზებით სავსე. რატომაა, რომ ცხოვრებაში ერთი კეთილი გგონია, მეორე ბოროტი,
ერთს ენდობი, მეორე გძულს და საბოლოო ჯამში, ყველაფერი პირიქით აღმოჩნდება?!

-დათუნას გულისხმობ და...

-შენ. - ტკივილმა გაიჟღერა ჯაყელის ხმაში. - ერთი წლის წინ ვინ წარმოიდგენდა ამას? იცი,
რა ბედნიერი ვიყავი? - მეგონა, ჩემი ცხოვრების მამაკაცს მივყვებოდი ცოლად. მეგონა, მასზე
კარგი არავინ არსებობდა და რომ ჩემზე იღბლიანი ქალი არ მოიძებნებოდა ამ ქვეყნად.
როგორ მოხდა, რომ ასე დატრიალდა ყველაფერი და დამრჩა მხოლოდ იმედგაცრუება?

-ხანდახან, სიყვარული გვაბრმავებს და ისეთ ადამიანებს გვანდობს, ვინც ამას არ იმსახურებს.


- მარტივი იყო ანდრეას პასუხი.

-დალევა მინდა! - უეცრად განაცხადა ეკატერინემ და წამოდგა. - დალევ ჩემთან ერთად?

-მართლა ამბობ? - გაიკვირვა ახვლედიანმა.

-დამღალა ამ ყველაფერმა. ალკოჰოლი არც მე მაწყენდა და არც შენ. - გაეღიმა გოგონას. - მამა
აქ თავის საუკეთესო ვისკებს ინახავს.

-თან ვისკი გინდა დავლიოთ?! - თვალები გაუფართოვდა ანდრეას და გაიცინა.

-შეგეშინდა? - თვალები აუციმციმდა გოგონას.

-მე მეუბნები მაგას? ცხოვრებაში მაგის სმის მეტი არაფერი მიკეთებია!

-მშვენიერია, წავალ სასმელს და ჭიქებს მოვიტან! - კმაყოფილებით აღსავსეს ჩაეცინა კატოს


და სახლში შებრუნდა.

უკან მალევე დაბრუნდა. ყველაფერი მაგიდაზე დააწყო და ღიმილით დაიკავა თავისი


ადგილი. ანდრეას თვალში ჯაყელი იმ წამს პატარა და ეშმაკ ბავშვს ჰგავდა, რომელიც საცაა
გააფუჭებდა რაიმეს და თვალებში ეშმაკუნები დაუხტოდნენ.
-ამდენი უნდა დავლიოთ? - სავსე ბოთლს შეავლო თვალი მამაკაცმა.

-ვნახოთ. - გაეცინა ეკატერინეს. - დაასხი! - ხელი დაკრა მაგიდაზე და შესძახა.

-as you say, beautiful lady. - გაეცინა ანდრეას. ბოთლს საცობი მოხსნა და მათრობელა სითხე
ჭიქებში ჩამოასხა. - რას გაუმარჯოს? - კითხა ღიმილით გოგონას და ჭიქა გაუწოდა.

-იმ ქაოსს, ჩემს ნახატზე რომ დავიტანე და რომელსაც ჩვენი ცხოვრება ჰქვია! -
კმაყოფილებით მიუგო გოგონამ და ჭიქა მიუჭახუნა.

ეკატერინეს მაშინვე გააკანკალა, ანდრეას უბრალოდ გაეღიმა და ტუჩები გაილოკა.

-კარგი ვისკია.

-ნეტავ რას არჩევ. - დაიჭყანა კატო. - ჩემთვის ყველას ერთი გემო აქვს.

-ხელოვნებას ნუ აყენებ შეურაცხყოფას. - თითი დაუქნია ანდრეამ ჯაყელს.

-ანუ ეს ხელოვნებაა და გესმის, მხატვრობის კი არაფერი გაგეგება, ხო? - გაეცინა პირველი


ჭიქით შეზარხოშებულ გოგონას.

-ყველა თავის საქმეში უნდა იყოს ძლიერი! - ბრძენი კაცივით დასძინა ანდრეამ და ჭიქები
შეავსო. - ახლა მე ვიტყვი - იმ მშვიდ ცხოვრებას გაუმარჯოს, რომელიც არასდროს გვქონია!

-გაუმარჯოს! - მოეწონა ეკატერინეს სადღეგრძელო და ჭიქა მიუჭახუნა მამაკაცს.

მეორე ჭიქასაც იგივე რეაქცია მოჰყვა, მაგრამ გაჩერებას არცერთი აპირებდა.

-ბატონ გიორგი თოიძეს გაუმარჯოს! - მესამე ჭიქის აწევისთანავე წამოიყვირა ჯაყელმა.

-ჰო, ნამდვილად, გაუმარჯოს. ეგ კაცი რომ არა, ვინ იცის, კიდევ რამდენხანს ვიქნებოდით
იდიოტები. - გაეცინა ანდრეას.

-ბრმა იდიოტები! - შეუსწორა გოგონამ და მესამე ჭიქაც დანარჩენი ორის გზას გაუყენა. -
ცოტა შევისვენოთ, თორემ მე დავთვერი უკვე.

-კარგი რა, შესვენებისას ეშხი იკარგება! მეათე ჭიქის მერე შეიძლება. - გაეცინა ანდრეას და
მეოთხედაც შეავსო ჭიქები. - ჩვენს ყველა გათენებულ ღამეს გაუმარჯოს, ამ ღამის ჩათვლით!

-ნამდვილად! - გაეცინა ეკატერინეს. - ამ ღამესაც კი ძალიან უნდოდა, რომ ცრემლებით


დაგვესველებინა ერთმანეთის მხრები და ვენები გადაგვეჭრა, მაგრამ ვერ მივართვით. -
ხელები გაშალა გოგონამ და მხრები აიჩეჩა.

-უკვე მოვძლიერდით და ასე ყველაფრის გამო აღარ ვტირით. - გაეღიმა ახვლედიანს.

-შენც ისეთივე მთვრალი ხარ, როგორც მე? - ცალი თვალი მოჭუტა, ხოლო მეორეთი
ალმაცერად შეათვალიერა ჯაყელმა წინ მჯდომი. - დაასხი, რას მიყურებ!

-არა, შენ ოთხი ჭიქა გეყო, მე ასე უცებ არ ვთვრები, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ძალიან
ძლიერი ვისკია.
-ასე უსამართლობაა. მერე მე დავთვრები და შენ უნდა მიყურო?

-საინტერესოა შენი სიმთვრალე. - ჩაეცინა მამაკაცს. - ოდესმე დამთვრალხარ?

-მხოლოდ ერთხელ. ისე საშინლად, რომ მის შემდეგ სასმლისკენ გახედვაც აღარ მინდოდა. -
გახსენებაზე სახე შეეჭმუხნა გოგონას.

-ასეთი რა დალიე?

-ორი ბოთლი არაყი! მე და მაშომ მისი მეთვრამეტე დაბადებისდღის ღამეს. სრულწლოვანი


ვარ სიმთვრალეს გემო უნდა გავუსინჯოო, აიჩემა. - გადაიკისკისა კატომ. - მე და მაშო ძალიან
ბევრს ვგიჟობდით... - დაამატა შემდეგ სევდანარევი ღიმილით.

-გენატრება? - სასმლით სავსე ჭიქა ღიმილით გაუწოდა ანდრეამ. ეკატერინემ უბრალოდ


ამოიხვნეშა და არაფერი უპასუხა. - ხვდები მაინც, რატომ არ ელაპარაკები?

-არ მაქვს მიზეზი?

-ეკატერინე! - გაეცინა გაკვირვებულ ანდრეას. - დაგავიწყდა იოანე რატომ არის მიუღებელი


სიძე? - ჩემ გამო! შენ კი რას აკეთებ ამ წამს? - ჩემთან ერთად სვამ! ხვდები, რომ მის
გასაკიცხად მიზეზი აღარ გაქვს?

-ბევრს ნუ ლაპარაკობ, ახვლედიანო, უბრალოდ დალიე! - ხელი აუქნია კატომ მამაკაცს და


მეხუთე ჭიქაც გამოცალა. - შემდეგ ორ ჭიქას ჩემ გარეშე სვამ!

-ოჰ, რატომ ვითომ?

-რომ დამეწიო!

-მაშინ ჩვენ გაგვიმარჯოს, „კრიზის მეგობრებს“ - გაეცინა ახვლედიანს და ახალშევსებული


ჭიქა გამოცალა.

-ბრავო,ნამდვილად სტაჟიანი ლოთი ხარ! - უკვე გვარიანად მთვრალმა ეკატერინემ


გადაიკისკისა და ტაში დაუკრა მამაკაცს.

-დიდად გმადლობთ! - შეიფერა ანდრეამ და მეშვიდე ჭიქაც შეივსო. - შენ გაგიმარჯოს,


ეკატერინე. - უცებ წამოიძახა ახვლედიანმა და ჭიქა აუწია გოგონას. - ყველაზე საოცარ ქალს,
ვისაც კი ჩემს უბადრუკ ცხოვრებაში შევხვედრივარ. - ჭიქა ძირს დაუშვა და ეკატერინეს
თვალებში შეხედა. მიუხედავად იმისა, რომ ჯაყელი უკვე საკმაოდ მთვრალი იყო, მაინც
იგრძნო, ანდრეას სიტყვებიც და მზერაც სრულიად გულწრფელი იყო.

-და ბევრ ქალს შეხვედრიხარ? - ღიმილს და სიმთვრალეს ამოფარებული ინტერესით ჰკითხა


გოგონამ.

-საკმაოზე მეტს, შენც ხომ იცი? - სასმელი გადაკრა მამაკაცმა.

-და ერთ-ერთზე რაღაც რომ გკითხო, მიპასუხებ? - თითები მოიფშვნიტა სასმლით


გათამამებულმა კატომ.
-თუ რამის გაგება გინდა, ამაზე კარგ დროს ვერ შეარჩევ. შვიდ ჭიქა ვისკის ეხუმრები?! -
გაეცინა ანდრეას. - გისმენ.

-გახსოვს მაშინ, მოსკოვში, იმ საშინელი ტიპის წასვლის შემდეგ ცუდად რომ გავხდი და შენ
მაწყნარებდი?

-მაგას რა დამავიწყებს?! - დუდას ხსენება არ ესიამოვნა ახვლედიანს და დაიძაბა.

-მაშინ... ლაპარაკისას... ერთი გოგო ახსენე და... იმაზე მინდოდა მეკითხა.

-ვინ გოგო ვახსენე? - ჩაეცინა გაკვირვებულ მამაკაცს.

-ბარბარე, მისი სახელი ბარბარე იყო. შენი ლაპარაკიდან მაშინ ბევრი არაფერი მესმოდა,
მაგრამ ეს გარკვევით გავარჩიე.

-ბარბარე ვახსენე?! - ცივმა ტალღამ დაუარა ანდრეას სხეულში. შვიდივე ჭიქა ვისკი მაშინვე
გაიკრიფა მისი ორგანიზმიდან.

-ვინ არის, შეიძლება ვიკითხო? - თითებს აწვალებდა ეკატერინე.

-რატომ დაგაინტერესა? რატომ მიანიჭე მაგ სახელს ამხელა მნიშვნელობა? - პატარა ბიჭივით
ანერვიულდა და დაიბნა ახვლედიანი.

-არვიცი, უბრალოდ მაშინ, იმ გათიშულ მდგომარეობაში მყოფს, განსაკუთრებულად


მომხვდა ყურში შენ მიერ წარმოთქმული მისი სახელი. სულ სხვა გრძნობით იხსენიებ, იცი?

-სასმელს აღარ ვსვამთ? - ბოთლს წაეტანა ანდრეა და გახუმრება ცადა.

-დაასხი. - გაეღიმა ჯაყელს, როცა მიხვდა, რომ ანდრეას ამ თემაზე საუბარი არ სურდა. -
ვერაფრით დაგათვრე, არა? - თავადვე ცადა უხერხულობის გაფანტვა და გაცინება.

-არა, ცოტა შემაქანა. - გაეცინა ანდრეასაც და შვება იგრძნო, რადგან ეკატერინე ბარბარეს
თემას აღარ ეხებოდა. - რას გაუმარჯოს?

-ცხოვრების ირონიას. - გაეღიმა კატოს. - იმას, რომ შენ ახვლედიანი ხარ და მე ჯაყელი,
მაგრამ ახლა ერთად ვსხედვართ და ვსვამთ. იმას, რომ რამდენიმე კვირის წინ ვერ გიტანდი
და ცივსისხლიან მკვლელად მიმაჩნდი, სინამდვილეში კი ის აღმოჩნდა ცივსისხლიანი, ვისაც
ვაღმერთებდი. კიდევ იცი, რას გაუმარჯოს? - ჩვენი მამები რომ ნამდვილი არაკაცები არიან
და თამარას თამადობით ყველა გააუბედურეს, იმას! ნაგვით რომაა ჩვენი ცხოვრება სავსე,
მაგრამ მაინც აქ ვსხედვართ ახლა მე, ჯაყელი და შენ, ახვლედიანი და ვთვრებით - იმას
გაუმარჯოს!

-მაგ ყველაფერს გაუმარჯოს? - გაკვირვებით გაეცინა ანდრეას.

-გავუღიმოთ მტრულად განწყობილ ცხოვრებას, ანდრეა. არ მივცეთ მაგ გაიძვერას ჩვენი


დაჩოქების უფლება! - გაუღიმა კატომ მამაკაცს და ჭიქას დაავლო ხელი.

-გავუღიმოთ! - მხრები აიჩეჩა ღიმილით ახვლედიანმაც და დალია.


-სიმღერა მინდა! - უცებ წამოიძახა ეკატერინემ და წამოდგა. - ნახე, რა საოცარი ღამეა,
სიმღერა მოუხდებოდა, არა?! - ხელები გაშალა და თავი ცისკენ აღაპყრო.

-შენ სიმღერაც იცი? - გაეღიმა ანდრეას და ისიც წამოდგა.

-არა, მხოლოდ ხატვა.

-ვერც მე ვმღერი.

-მაშინ მოდი, ორივე გავჩუმდეთ და უბრალოდ ვარსკვლავებს ვუყუროთ. აიხედე ცაში, ნახე
რა საოცრებაა! - ორივე ხელი სახეზე მოხვია გოგონამ ახვლედიანს და თავი ზევით ააწევინა.
ანდრეას გაეღიმა და სახეზე მოხვეული ხელები თავისებით დაფარა.

-მალე გათენებას დაიწყებს, ალბათ. - ღიმილით აღნიშნა ზეცაშიმზერააპყრობილმა ანდრეამ


და ისევ დაბლა დასწია თავი.

-არადა ნახე, რა ლამაზია ღამის ცა.

-შენ ხარ ლამაზი. - იმ საღამოს უკვე მეორედ მოწყდა ახვლედიანის ბაგეებს გულწრფელი
ფრაზა. ეკატერინემ მაშინვე დასწია თავი და სათნო ღიმილით მომზირალ ანდრეას გაუსწორა
თვალები. ახვლედიანი მაგრად უჭერდა კატოს წვრილ მაჯებს ხელს და თითქოს მთელი
სამყაროს ენერგიას გრძნობდა, მისგან მომავალს.

-იცი, ქალს კომპლიმენტი როგორ უნდა უთხრა, რომ მისი გული მოიგო, არა? - ჩაეცინა
ჯაყელს.

-იცი, რატომ შემიყვარდა ასე საოცრად შენი თვალები? - ხავერდოვანი ხმით ლაპარაკს
აგრძელებდა ანდრეა. - იმიტომ, რომ ჩემთვის მათში ირეკლება მთელი სამყარო, მისი
განუყრელი ტკივილითურთ. არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში გაჩენილი თავსატეხი, რომლის
ამოხსნასაც შენს თვალებში ვერ ამოვიკითხავ. - გოგონას ხელები თავისი ყელიდან
ტუჩებამდე აასრიალა და ძალიან ნაზად შეეხო ბაგეებით. ეკატერინეს გააკანკალა. მის
ორგანიზმში მოლივლივე ალკოჰოლი მაშინვე გადაფარა ანდრეას ცხელი ბაგეებიდან მის
კანქვეშ შემოსულმა მუხტმა.

-ჩვენ ხომ მხოლოდ სამი კვირის წინ გავიცანით ერთმანეთი ნორმალურად, ანდრეა. - ღელვის
მკრთალმა ღიმილმა გადაირბინა ჯაყელის სახეზე.

-გაუაზრებლად მიყვარდა შენი ინტერნეტში გავრცელებული თითოეული ფოტო. შეიძლება,


ყურადღება არც მიმექცია ზოგჯერ, მაგრამ მაინც მიყვარდა, ყველა მათგანი!

-მგონი, სასმელმა გაგაბრუა შენც და მე თავისთავად. - ღაწვებზე სიფერადე ეპარებოდა


ეკატერინეს.

-იცი, პირველად როდის მომაჯადოვა შენმა თვალებმა? - ნოდარ გამყრელიძის


დაბადებისდღეზე.

-წელს?
-არა, წელს არა, ადრე. მაშინ ძალიან პატარები ვიყავით. - გაეღიმა ახვლედიანს და ჯაყელს
ხელები ფრთხილად ააღებინა თავისი მხრებიდან. შემდეგ თავად წაიღო მარჯვენა ხელი მისი
სახისკენ და თითები ნაზად ჩამოუსვა ახურებულ ყვრიმალებზე. ტრადიციულად, წინ
ჩამოყრილი დალალები ყურს უკან გადაუწია და მეორე ხელი ყელზე მოხვია. - არც
მომწონებიხარ, არც რაიმე ბილწი გამიფიქრია, უბრალოდ შენმა თვალებმა დამატყვევა. -
ოდნავ ჩახრეწვოდა ხმა მამაკაცს. - ვერასდროს ვიგებდი, რა საერთო ჰქონდა შენნაირ ქალს
დათუნასნაირ უბრალო ბიჭთან. შენ ხომ... შენ ხომ იმხელა ქარიშხალს ატრიალებდი შენი
თვალებით, მისნაირი სუსტი როგორ გიძლებდა? ან შენ როგორ იტანდი?!

-ანდრეა... - დაიჩურჩულა ერთიანად აკანკალებულმა ეკატერინემ და ახლა მან დაუჭირა


ორივე ხელი მამაკაცს, ოღონდ ამჯერად მისი მოშორების მცდელობით.

-ვიცი, რომ ამას არ უნდა გეუბნებოდე, მითუმეტეს ახლა. მაგრამ, ეკატერინე... შენ დათუნაზე
ბევრად მეტს იმსახურებდი, ყოველთვის. შენი თვალები და შინაგანი ქარიშხალი
იმსახურებდა ბევრად ძლიერ ნავსაყუდელს. შენ გვერდით ძლიერი მამაკაცი გჭირდება.
ისეთი, რომელიც დაგიცავს და მოგიფრთხილდება. ისეთი, შენს სამყაროსფერ თვალებს რომ
დააფასებს და დაიტევს...

-და ვინ არის ასეთი მამაკაცი? - ოდნავ წამოსწია თავი ჯაყელმა და ახვლედიანს არიდებული
თვალები გაუსწორა.

ანდრეას ორივე ხელი დაეჭიმა და წამიერად შეცბა. მის თვალებში გამკრთალი სხივი მაშინვე
შენიშნა კატომ.

-ის, ვის თვალებშიც შენც დაინახავ არეკლილ სამყაროს. - მარტივად გასცა პასუხი შეკითხვას
და ჯაყელს ოდნავ ათრთოლებული ტუჩებით გაუღიმა.

-და თუ ვერასდროს დავინახავ? - ხმა აუთრთოლდა ეკატერინეს და თვალები აემღვრა. - იქნებ


ჩემთვის უკვე გვიანია და ერთხელ მცდარი ადამიანის შეყვარების გამო უნდა დავისაჯო
სამუდამოდ?

ანდრეამ ხელები ეკატერინეს წელს შემოაჭდო და ახლოს მისწია გოგონა. გაუღიმა და მთელი
ძალით ჩაეხუტა.

-ისეთივე საოცარ მეორე ნახევარს იმსახურებ, როგორიც თავად ხარ. დამიჯერე, ოდესმე
აუცილებლად გამოჩნდება ის ღირსეული ადამიანი, ვინც შეგავსებს და სრულფასოვნების
გრძნობას გაგიჩენს. - თან ეხუტებოდა და თან თვალებმინაბული ლაპარაკობდა ახვლედიანი.
ეკატერინე მთელი სხეულით გრძნობდა მის გულწრფელობას. მთელი არსება უცხრებოდა,
როცა ანდრეას ძლიერი მკლავები მჭიდროდ ეხვეოდნენ. ახვლედიანის სიტყვები იმდენად
საოცრად ჟღერდნენ და იმდენად ახლოს მიდიოდნენ მის გულთან, იმ წამს ყველაფრის
დაჯერება შეეძლო. ოღონდ მისი მკლავები ეგრძნო მასთან ძალიან ახლოს და მზად იყო
ერწმუნა, რომ მისთვის აქამდე უცხო იყო ნებისმიერი გრძნობა -სიყვარულის, ვნების,
აღელვების, თრთოლვის, კანკალის და თავისდაკარგვის ჩათვლით.
მჭიდროდ ჩახუტებულებს ერთმანეთის ოდნავ აფორიაქებული სუნთქვაც ესმოდათ და
ყელშიმობჯენილი გულისცემაც. არცერთი ინძრეოდა, არცერთი იღლებოდა, აღარცერთს
უჩნდებოდა დალევის სურვილი. მიღებული ალკოჰოლიც უმალ აორთქლებულიყო მათი
ორგანიზმებიდან. მხოლოდ ის წამი ათრობდა ორივეს; მხოლოდ ის წამი ახვევდა თავბრუს.
იმიტომ კი არ ეხუტებოდნენ ერთმანეთს, რომ რომელიმეს დაწყნარება ჭირდებოდა,
უბრალოდ, იმიტომ...

ვერცერთი ბედავდა დაცილებას და ერთმანეთის თვალებში ხელახლა ჩაძირვას. რაც იყო და


როგორც იყო, უნდა ყოფილიყო. იქამდე უნდა ყოფილიყო, სანამ ვარსკვლავები რიგ-რიგობით
დახუჭავდნენ თვალებს და სიმშვიდის ბურთი მდელოებს შორის გაიძურწებოდა.

-სანამ მთვარე შეგვინახავს საიდუმლოს... - დაიჩურჩულა ეკატერინეს თმაში ცხვირჩარგულმა


ანდრეამ - ჯაყელი მაშინვე მიხვდა მის სიტყვებს.

საუკუნე გავიდა, ალბათ, ან იქნებ ორიც;

სითეთრე შეეპარა ვარსკვლავებისგან ნაღალატევ ცას;

მთვარემ ერთიანად გაკრიბა გრძნობები და გაუჩინარდა.

ფერმკრთალდებოდა ირგვლივ ყველაფერი;

თენდებოდა.

-ძილინებისა, ანდრეა. - დაიჩურჩულა ძლივსგასაგონი ხმით ეკატერინემ, უცებ მოშორდა


მამაკაცს და გასცილდა.

ანდრეამ ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა. დაღლილ თვალები დახუჭა, ორივე ხელი


ჩამოისვა და ისევ გაახილა. რეტდასხმულივით შევიდა სახლში და ნელა აიარა კიბეები -
ეკატერინეს კვალიც არსად იყო.

ერთ-ერთი საძინებლის კარი გააღო, ქურთუკი და ფეხსაცმელები გაიხადა და მუცლით


დაემხო საწოლზე.

უნდოდა ეფიქრა. ეფიქრა განვლილ ღამეზე, ეკატერინეზე და იმ ყველაფერზე, რაც მათ შორის
მოხდა, მაგრამ როგორც კი თვალები მილულა, ძილმა წაართვა თავი.

ილია ჯაფარიძე დილიდან თავის მარტოობით გაყინულ კაბინეტში იჯდა, სამუშაო


მაგიდასთან და ჩაფიქრებული გასცქეროდა ფანჯრიდან ძუნწად შემოპარულ მზის სხივებს.
საუზმის შემდეგ სიწყნარეში ყოფნა და ახალი გეგმების დაწყობა უყვარდა. ვერ იტანდა, როცა
ამ დროს ვინმე ურღვევდა თავის ვერაგულ სიმშვიდეს.
კარზე რამდენჯერმე რომ დააკაკუნეს, ავისმომასწავებლად დაიზმუვლა და წამოიძახა:

-ვინ არის?!

ოთახში მოსამსახურე ქალი გამოჩნდა, შეშინებული სახით. იცოდა, თავის ბატონს


გააბრაზებდა მისი შეჭრა.

-ბატონო ილია, თქვენთან სტუმარია მოსული.

-ვინ არის?! - არ ესიამოვნა ილიას ნათქვამი.

-არ ვიცი, ბატონო. ასე მითხრა, ძველი მეგობარი ვარ და მიმიღოსო.

-ვინ ოხერია, სახელი არ ჰკითხე?!

-მე ზურად გამეცნო, ბატონო.

-ვინ ზურა, ქალო, შემოუშვი ერთი ვნახო, ვინ არის! - გაბრაზდა ჯაფარიძე და ფეხზე
წამოიჭრა.

-ახლავე. - ოთახიდან გაიძურწა მოსამსახურე ქალი.

კარი მალევე გაიღო და ის-ის იყო გააფთრებული ილია საყელოში უნდა სწვდომოდა
სტუმარს, რომ ხელში ერეკლე შერჩა.

-შენ იდიოტი ხარ?! - დაიგრგვინა და სწრაფად მოსცილდა ჯაყელს. - რას მეთამაშები ამხელა
კაცი?!

-შენ არ მითხარი, სახლში არ მომაკითხოო? - გაეცინა ერეკლეს. - მეც ვიფიქრე, ნამდვილ


სახელს არ ვიტყვითქო.

-სახეზე რომ ეცნე რომელიმეს?!

-ვის უნდა ვეცნე? მოსამსახურეებს ყოველ თვე ცვლი! - ჩაიცინა მამაკაცმა.

-რა ჯანდაბამ მოგიყვანა აქ?! გოგონები სახლში რომ დაგხვედროდენ, სად მიდიოდი?!

-იდიოტი ნუ გგონივარ, ილია. გარეთ ვიცდიდი, მანქანაში, სანამ არ დავინახე, რომ ორივე
წავიდა.

-მაინც არ უნდა მოსულიყავი აქ. - ამოიხვნეშა ჯაფარიძემ და საყვარელ ადგილს დაუბრუნდა.

-შენ არ მირეკავ, არ მეხმიანები და აბა რა მექნა? - საყვედურნარევი ხმა ჰქონდა ერეკლეს.

-შეყვარებული შტერი ქალივით ნუ მელაპარაკები! რა გინდა რომ გითხრა? - ახალი არაფერია!

-რას ქვია არაფერი? ანდრეას შეეხმიანე? გააფრთხილე, რომ უფრო აქტიურად უნდა
იმოქმედოს?

-გავაფრთხილე!

-მერე?
-რა მერე, ერეკლე?! ორი დღის წინ დავურეკე, რა ჯანდაბა გინდა?! - წამოიყვირა
გაბრაზებულმა ილიამ.

-არ მომწონს-მეთქი ჩვენი მოქმედების დინამიკა, ათასჯერ მითქვამს! - გაბრაზდა ერეკლეც და


ტონს აუწია.

-შენ მე ნუ მასწავლი, როდის რა უნდა გავაკეთო და როგორ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც
ჩვენ ვგეგმავდით.

-ესეიგი წვეულებასაც მალე მოაწყობ, არა? - ოდნავ დამშვიდდა ჯაყელი.

-ჯერ ვნახოთ, ჩვენი ბიჭი როგორ ივაჟკაცებს. უნდა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი მზად
მაქვს.

-სახლში საშინელი სიტუაციაა. ჩემი ძმა და მისი ნაშიერები თვალებით ჭამენ ერთმანეთს. არ
აღიარებენ, მაგრამ ყველას ერთმანეთი სძულს. ქეთევანი საერთოდ ვეღარ იტანს თავის ქმარს.
ამაზე კარგი სიტუაცია რაღა გინდა?

-ძალიან კარგი, თუ ასეა. ეკატერინეც ჩამოვაშოროთ ტკბილ ოჯახს და მერე მივაყენოთ


უკანასკნელი დარტყმა. - ეშმაკები აუთამაშდნენ თვალებში ილიას.

-მაინც მგონია, რომ ერთი წელი ცოტა ზედმეტი მოგივიდა. ამ დროში რა უნდა მოახერხოს
ახვლედიანმა?

-ცოტაა, მაგრამ ჩვენ ხომ ეგ არ გვადარდებს? - გაეღიმა ჯაფარიძეს. - თავს ვერ შეაყვარებს,
მაგრამ ყველანაირად ეცდება, მის მორჯულებას. ყველაზე საშინელი ხერხების გამოყენებაც
რომ მოუწიოს. ამ პატარა გოგოს და მის ოჯახს ასე მარტივად არ გასწირავს, ვიცი.

-ძალიან მიკვირს, შენთან რომ არ მოვიდა დახმარების სათხოვნელად. ხომ შეეძლო?

-ძალიან ამაყია, თანაც თავიდანვე არ მოვეწონე. - ჩაიცინა ბოროტად ილიამ.

-რამეს არ ეჭვობდეს, იცოდე...

-არავინ არაფერს ეჭვობს, ერეკლე. მორჩი, უსაფუძვლო ნერვიულობას!

-ის გამომძიებელი რომ ფაფხურობს რაღაცებს, არ დაგავიწყდეს.

-ვინ გამომძიებელი? თოიძე? - ჩაეცინა ჯაფარიძეს. - ერთი რიგითი პაიკია, დაიღლება და


შეგვეშვება.

-არ დაგავიწყდეს, ვისი შვილია!

-რა გინდა ახლა? მაგაზე ცალკე ვხარჯო ფული და დრო?!

-ამბობენ, ქრთამით მასთან ვერაფერს გახდებიო. მთელ ქალაქშია მისი კატეგორიულობა


ცნობილი. სერიოზულად არ ეკიდები საფრთხეებს, ილია. პაატას საქმე ასე უცებ არ
მიიფარცხებოდა ჭკვიანი დეტექტივისთვის.

-ჯანდაბა შენს თავს! მე მოვაგვარებ მასთან ყველაფერს.


-ხომ იცი? - ეშმაკს არ სძინავს. - გაეღიმა ერეკლეს.

-რა თქმა უნდა, არ მძინავს. ვერ ხედავ, რა მხნედ გამოვიყურები?! - გადაიხარხარა


კმაყოფილმა ილიამ.

-რადგან ყველაფერი კარგად არის, უნდა დავლიო! - წამოიძახა ღიმილით ჯაყელმა და


წამოდგა, რათა სასმელების დახლთან მისულიყო. - ეს სპეციალურად ჩემთვის შემოატანინე,
არა, ოთახში? - გაეცინა კმაყოფილს. - ოჰო, ირლანდიური ვისკი. ტკბილი მოგონებების
აღსაძვრელად?!

-ბოლო პარტიის ერთ-ერთი უკანასკნელი ბოთლია. - გაეღიმა ჯაფარიძეს.

-მაშ ოცდაათწლიანი დაძველებით ყოფილა. შესანიშნავია! კიდევ რამდენი ბოთლი გაქვს?

-მაქვს რამდენიმე, მაგრამ იმას საქმისთვის ვინახავ.

-უკვე ვხვდები, რა საქმესაც გულისხმობ. - გადაიხარხარა ერეკლემ. - ნამდვილი გაიძვერა


ხარ, ჯაფარიძე! გაგიმარჯოს! - ჭიქა აუწია ღიმილით.

-გამოუსწორებელი ლოთი ხარ, ერეკლე...გამოუსწორებელი ლოთი. - ღიმილით აქნევდა თავს


სავარძელში მოკალათებული ილია და თავისთვის ჩურჩულებდა. თუმცა ერეკლე სულაც არ
აქცევდა მამაკაცს ყურადღებას, რადგან მთლიანად ვისკის შესრუტვით და ორგანიზმის
ალკოჰოლით გაჟღინთვის სურვილით იყო შეპყრობილი.

ლუკა დილიდან გაუნძრევლად იწვა საწოლში და ჭერისთვის მიეშტერებინა მზერა. ისე


მშვიდად იყო, თითქოს არც სამსახურში ჰქონოდა უამრავი საქმე და არც შუადღე
სრულდებოდა უკვე.

ერთი წერტილზე კონცენტრირებული ყურადღება მაშინვე დაერღვა, როგორც კი ფრთხილად


გაიღო საძინებლის კარი და ქეთევანი გამოჩნდა ოთახში.

-თორმეტი ხდება, ლუკა, არ მიდიხარ სამსახურში? - მშვიდი ხმით ჰკითხა შვილს და მისი
უწესრიგოდ დაყრილი ტანსაცმლის იატაკიდან წამოკრეფა დაიწყო.

-ბექა მიხედავს დღეს ყველაფერს. - არანაკლებ მშვიდი ჩანდა მამაკაცი.

-კარგად ხარ შენ?

-მშვენივრად. - ორივე ხელი თავქვეშ ამოიდო ლუკამ.

-ორსულ ცოლთან ჩხუბი და ზედიზედ მეორე ღამის სხვა საძინებელში გატარება მშვენივრად
ყოფნაა შენთვის?! - უცებ მიანება ლაგებას თავი ქეთევანმა და დოინჯშემორტყმული დადგა
შვილის წინ.
-არ ჩაერიო, დედა. - ამოიხვნეშა ჯაყელმა.

-რას ქვია, არ ჩავერიო?! რანაირად იქცევი? - გაცხარდა ქალი.

-არანაირად არ ვიქცევი. ვარ ჩემთვის და მინდა, დასვენების ერთი დღე შევირგო, შეიძლება?!
- წამოენთო მამაკაცი.

-და შენს ოთახში, შენი ცოლის გვერდით ვერ იძინებდი?

-ესეიგი ვერ ვიძინებდი! - წამოიყვირა მწოლიარემ და ბალიში საწოლის მეორე მხარეს


ისროლა.

-ტონი აკონტროლე. - თვალებში ბრაზი ჩაუდგა ქეთევანს.

-მაშინ შემეშვი!

-არ იქცევი სწორად, შვილო. ვირივით იქცევი და იცოდე, კარგს არაფერს მოგიტანს ეს
საქციელი.

-დედა, შემეშვი. პატარა აღარ ვარ და როგორმე თავად მოვაგვარებ პირად პრობლემებს!

-მე გაგაფრთხილე იცოდე! რამე რომ მოხდეს, მე არც შენ მხარეს დავიჭერ, არც ელენესას,
ბავშვი იქნება ჩემი ამოსავალი წერტილი.

-გასაგებია შენი პოზიცია. - ძალით დაყენებული მშვიდი სახე ჰქონდა მამაკაცს. ქეთევანმა
სკამზე დააწყო დაკეცილი ტანსაცმელი, კიდევ ერთხელ შეავლო თვალი შვილს და კარი
ზურგსუკან მიხურა.

გაბრაზებულმა ლუკამ საწოლის მეორე მხარეს დაგდებული ბალიში ისევ აიღო და ამჯერად
ოთახის კუთხეში მოისროლა. შემდეგ მეორე ბალიში გაასწორა, მუცელზე დაწვა და თავი შიგ
ჩარგო. ცოტახანი იყო ასე, მაგრამ ვერ მოისვენა. ძილი აღარ უნდოდა, ამიტომ წამოდგა,
შარვალი ჩაიცვა და მობილური მოიმარჯვა. სწრაფად აკრიფა ძმაკაცის ნომერი და ზარის
გასვლას დაელოდა.

-გისმენ, ლუკა. - მალევე გაიგო მამაკაცის ხმა.

-რატი, სად ხარ? - თან ლაპარაკობდა, თან მაისურს იცვამდა.

-სამსახურში, სად უნდა ვიყო? რა ხმა გაქვს, იჩხუბე ვინმესთან?

-რამეს ვერ მოიფიქრებ, რომ გამოეშვებინო?

-ჩემი ტირანი უფროსის ამბავი არ იცი? მაგრამ მოვიფიქრებ რამეს, თუ მეტყვი, რა გჭირს.

-დალევა მინდა და სახლში არა. გეგა თელავშია, ბექა ჩემმაგივრადაც მუშაობს, შენ
გაეთავისუფლები?

-ვახ, შენ ხომ კაცი ვერაფერს დაგაცდევინებს წესიერად. რა დროს დალევაა, ამ დილაუთენია?!
კარგი, მოვიფიქრებ რამეს და ნახევარ საათში შევხვდეთ. სადაც ვართ ხოლმე იქ, ხო?
-ხო, ნახევარ საათში! - მობილური გათიშა ჯაყელმა და მოსაწესრიგებლად სააბაზანოს
მიაშურა.

ილიამ მალევე გაისტუმრა ერეკლე. ჭიშკრამდე მიაცილა და დარწმუნდა, რომ მისი სტუმარი
დაცვის ერთგული წევრების მეტს არავის ენახა. ჯაყელს დაემშვიდობა და უკან დაბრუნდა,
სახლში. კაბინეტის კარი რომ გააღო, წამით მოეჩვენა თითქოს რაღაც ისე ვერ იყო, მაგრამ
ოთახში ჩამი-ჩუმიც არ ისმოდა, ამიტომაც დამშვიდდა და თავის სამუშაო მაგიდას მიუჯდა,
ჩვეულებისამებრ.

-ამ კაცს ძალიან ბევრი და სულელური ლაპარაკი უყვარს! - უცებ გაიგო წყვდიადში მამაკაცის
ხმა და შეხტა.

-რას მაშინებ?! გამოჩნდი! - გაბრაზდა და ოთახის ყველაზე ბნელ კუთხეს მიაპყრო მზერა.

-რატომ გეშინია მერე? ყოველ წამს საფრთხეს არ ელი?! - ჩაიცინა წყვდიადის სტუმარმა და
სინათლეს დაანახა თავისი მიწისფერი თვალები.

-როდის შემოხვედი ან ასე ჩუმად როგორ?! - ოდნავი შიში იგრძნობოდა ჯაფარიძის ხმაში.

-არ მოგბეზრდა ყოველ ჯერზე ერთი და იმავე კითხვის დასმა?! - შეწუხდა სტუმარი და
დივანზე გაირთხა.

-დიდი ხანია აქ ხარ?

-საკმაოდ, რომ იმ ყეყეჩის მომაბეზრებელი ლაპარაკისთვის მესმინა. საერთოდ, როგორ


უძლებ?!

-„ეგ ყეყეჩი“ ჩემი მთავარი პარტნიორი და ინფორმატორია, გავიწყდება? - ჩაეცინა ილიას და


წამოდგა. - ხომ დალევ შენს საყვარელ ვისკის?

-აუცილებელი იყო მისთვისაც მიგეცა ჩემს სასმელთან მიკარების უფლება?!

-მჭირდება, რომ ყოველთვის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყოს. - ბოთლს საცობი მოხსნა
ილიამ და სასმელი დაბალ ჭიქაში ჩამოასხა.

-შესანიშნავი თანამზრახველები გყავს, ვერაფერს იტყვი. - აგდებულად ჩაეცინა სტუმარს და


ვისკის ჭიქა გამოართვა ილიას.

-ყველა შენნაირი მახვილგონიერი და ცივსისხლიანი ვერ იქნება! - გაეღიმა ჯაფარიძეს. -


ერეკლე ჯერ მჭირდება საქმეში. როგორც კი თავის როლს ამოწურავს, დავემშვიდობები, არ
იღელვო შენ მაგაზე.
-შესაშური ერთგულება გახასიათებს! - ირონიით გაჟღენთილი ხმა ჰქონდა სტუმარს.

-ზედმეტი ხალხი, ზედმეტი პრობლემაა.

-აი, ამაში კი ნამდვილად ვუგებთ ერთმანეთს. ამიტომაც შენც მოგიშორებ, როცა ყველაფერს
დავამთავრებთ. - ჭიქა აუწია მამაკაცმა ჯაფარიძეს.

ილია მაშინვე გაფითრდა და შიშმა გაუელვა თვალებში. სტუმარს ეს არ გამოპარვია. ერთხენს


ღიმილით უყურა, მაგრამ როგორც კი დარწმუნდა, ჯაფარიძე კურდღელივით დაფრთხა,
სიცილი დაიწყო. ილია ისევ შეშინებული უყურებდა მამაკაცს და არ იცოდა, უნდა გაეცინა,
თუ გაბრაზებულიყო.

-ვხუმრობ, ილიკო, ვხუმრობ. - უფრო თამამ სიცილზე გადავიდა სტუმარი. ჯაფარიძეც


ნაძალადევად აჰყვა მის სიცილს და ამოისუნთქა. - შენი მოკვლა ძალიან მეზარება. - დაამატა
შემდეგ და ჭიქა ბოლომდე გამოცალა. - როგორც კი საწადელს მივაღწევ, ქვეყნიდან მომიწევს
წასვლა და შენთვის ვერ მოვიცლი. მერე კი აქ შენ გამო დაბრუნება ნამდვილად ძალიან
დამეზარება. - გულწრფელად და ლაღად ლაპარაკობდა მამაკაცი. ისე, თითქოს ყველასთვის
საშიში ჯაფარიძე, მისთვის ბავშვი იყო.

-კიდევ კარგი ზარმაცი ხარ, არა? - გახუმრება ცადა ფერმკრთალმა ილიამ და გაიცინა.

-მოეშვი, მოეშვი და ამოისუნთქე. ფერი აღარ გადევს სახეზე. - წამოდგა ჯაფარიძის სტუმარი.
- სიმართლე რომ გითხრა, ძალიან მომბეზრდა შენს სარდაფში მალვა. როდის მაღირსებ იმ
წყეულ წვეულებას?!

-ჯერ რაღაც საქმეები დამრჩა მოსაგვარებელი. ხომ გაიგე, რა ვუთხარი ერეკლეს?

-ფეხებზე მ’კიდია მე ეგ თქვენი ბავშვური თამაშები. ჩემი საქმე არ იცდის! - თვალები აენთო
მამაკაცს.

-ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო! რამდენიმე თვე მოითმინე, როგორმე.

-ნეტავ ვიცოდე, რაში გჭირდება ეს ათასი სისულელე და დროის კარგვა! რა სპექტაკლების


დადგმა მომინდომე?!

-სპექტაკლი არ არის. ძალიან კარგი გეგმაა, რომელიც, თუ გაამართლებს, კიდევ უფრო მეტად
არევს ჯაყელთა ოჯახს.

-ან არ გაამართლებს და შედეგად იმას მიიღებ, რომ ანდრეა ახვლედიანს და ჯაყელის ქალს
თავდავიწყებით შეუყვარდებათ ერთმანეთი.

-ეგ ვერ მოესწრება. - გაბრაზდა ილია.

-დარწმუნებული ნუ იქნები. - ჩაეცინა სტუმარს. - კარგი, რადგან ასე გინდა მაგ სისულელის
კეთება, გაცდი. მაგრამ იცოდე, ჩემი მოთმინება იწურება!

-გეგმა გაამართლებს, აი, ნახავ. ინტრიგების ხლართვა კარგად მეხერხება, დამიჯერე.

-გეხერხება თუ არა, მაგას მე გეტყვი ერთ თვეში.


-შენთვის რაღაც დავალება მაქვს.

-მაგ სიტყვასთან ცოტა ფრთხილად იყავი. თხოვნა კიდევ შეიძლება შეგისრულო, თუ კარგ
ხასიათზე ვიქნები.

-ერთი კაცი მინდა, რომ მომაშორო. - გაეღიმა ილიას.

-ვინ კაცი?

-გამომძიებელია და ცხვირს ჩვენს საქმეში ყოფს.

-ფული გადაუხადე.

-ფული არ ჭრის. გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ და შეიძლება პრობლემები შეგვიქმნას.

-ვინმე სხვას თხოვე, მე მეზარება. - ხელი აიქნია სტუმარმა.

-მაინც უსაქმოდ ხარ ერთი თვე!

-შენ გგონია, რომ უსაქმოდ ვარ. რას ვაკეთებ, ეგ შენ არ გეხება. - გაბრაზდა მამაკაცი.

-უნაკლო ნამუშევარი მჭირდება. ასე მხოლოდ შენ შეგიძლია!

-გითხარი, სხვას თხოვე-თქო. შენს პრობლემებს მე ნუ მახვევ!

-ეს შენი პრობლემაცაა. იმ გამომძიებელმა რამე რომ გაიგოს, შენი გეგმა არ ჩაიყრება წყალში?!

-ჩემს გეგმას შენი დახმარებით თუ გარეშე, მაინც შევასრულებ. ის გამომძიებელი კი თუ


ვინმეს კვალზე გამოვა, ეს შენ იქნები! ასე რომ, გიმეორებ - შენს პრობლემებს მე ნუ მახვევ!

-მგონი, ხანდახან გავიწყდება, ვინ ვარ! - გაწიწმატდა ჯაფარიძე.

-მე კი არა, შენ გავიწყდება, ვინც ვარ. ახლა წავედი და იცოდე, არ გავიგო, რომ შენი და იმ
შენი ყეყეჩი პარტნიორის გამო ჩემს გეგმას საფრთხე ემუქრება, თორემ კარგად იცი, რასაც
დაგმართებთ შენც და იმასაც! - ზურგი აქცია სტუმარმა ილიას და ისევ იმ წყვდიადში
გაუჩინარდა, საიდანაც გამოჩნდა. გაბრაზებულმა ილიამ ხელი მოუსვა მაგიდას და
ყველაფერი იატაკზე გადმოყარა. შემდეგ წინ გადმოყრილი თმა შეისწორა, სახე დააწყო,
ერთი-ორჯერ ჩაახველა და თავადაც დატოვა კაბინეტი.

საღამოს ექვსი საათი სრულდებოდა, როცა ეკატერინემ თავის საძინებელში გაახილა


თვალები. წამოჯდომა ცადა, თუმცა მაშინვე იგრძნო თავის სიმძიმე და უკან დაენარცხა,
საწოლზე. გვერდით წყლის ჭიქა დაინახა. ხელი ნელა გასწია, რათა გამშრალ სასაში ცოტა
წყალი გადაეშვა.
ცოტა ხნის შემდეგ უკეთესად იგრძნო თავი და მეორე მცდელობით წამოდგა. განვლილი
ღამის კადრები ფირივით დაატრიალა გონებაში და მიხვდა, რომ ანდრეას რომელიმე
საძინებელში უნდა სძინებოდა. სწრაფად მიიღო შხაპი, მოწესრიგდა და უკეთესად მყოფმა
დატოვა საძინებელი. კიბეები ნელა ჩაიარა და მაშინვე ვერანდისკენ გასწია. ვისკის ნახევრად
ცარიელი ბოთლი და ორი ჭიქა ისევე იდგა მაგიდაზე, როგორც დატოვეს. შორიდან
ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს წინა ღამით ის და ანდრეა კი არა, ვიღაც ორი
სრულიად სხვა ადამიანი თვრებოდა.

მაგიდას მიუახლოვდა, ბოთლი და ჭიქები აიღო და სამზარეულოში გაიტანა. თავისთვის ყავა


მოიმზადა და ისევ ვერანდაზე დაბრუნდა, რათა მშვიდად დაელია საყვარელი სასმელი და
მზის ჩასვლის პროცესით დამტკბარიყო.

სიწყნარე ცოტა ხანში დაირღვა, როცა მაგიდაზე დატოვებული ტელეფონი აზუზუნდა.


ეკატერინემ მექანიკურად წაიღო ხელი მობილურისკენ და მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ მისი
არ იყო, როცა უკვე წაკითხული ჰქონდა დამრეკის ვინაობა.

„მარიამი (დანელას გულის მბრძანებელი)“ - ეწერა ეკრანზე.

გულის უცაბედი გაფართხალება იგრძნო, როცა მიხვდა, ანდრეას მისი და ურეკავდა. უცებ
დაიბნა, ვერ მიხვდა, რა უნდა გაეკეთებინა ან საერთოდ, რატომ ურეკავდა მარიამი ანდრეას.

მაშინვე წამოდგა და სახლში შევიდა. კიბეები სწრაფად აირბინა და საძინებლის კარი შეაღო
ფრთხილად.

-ანდრეა... ანდრეა... - მიუახლოვდა საწოლს და მამაკაცის სახელი დაიჩურჩულა. - ანდრეა,


გაიღვიძე. - ხელით შეანჯღრია გოგონამ ახვლედიანი და ამ უკანასკნელმაც მაშინვე ჭყიტა
თვალები. - გაიღვიძე.

-რა მოხდა? - დაფეთებული წამოჯდა საწოლში.

-მარიამი გირეკავდა. - მობილური გაუწოდა კატომ.

-ვინ მარიამი?! - ვერ გამოერკვია ანდრეა.

-ჩემი და. - მტკიცედ დაიჭირა თავი ჯაყელმა, თითქოს არც ადარდებდა, რომ ანდრეას მისი
და ურეკავდა.

-მათეს და იოანეს გამოტოვებული ზარებიც მაქვს. - ეკრანს დახედა ახვლედიანმა.

-ალბათ გეძებენ.

-ესენი კი, მაგრამ მარიამს რა უნდა სდომოდა ჩემგან? - გაკვირვებით აფახულებდა თვალებს
ახალგაღვიძებული.

-მე მეკითხები?!
-ისევ რეკავს! - წამოიძახა ანდრეამ და ეკრანს თითი გადაუსვა. - გისმენ, მარიამ, რა მოხდა?
რატომ მირეკავ? - უცებ მიაყარა კითხვები გოგონას. - რა?! - წამოიყვირა მას შემდეგ, რაც
პასუხი მიიღო. პლედი მოიშორა და წამოხტა. - ექიმი გამოიძახეთ?! - სასოწარკვეთილი ხმა
ჰქონდა მამაკაცს. - მოვდივარ, მოვდივარ. უთხარით, რომ მალე ვიქნები! - ხელი და ხმა
ერთდროულად აუკანკალდა ახვლედიანს.

-რა მოხდა? - შეშფოთებით იკითხა ეკატერინემ, როგორც კი ანდრეამ მობილური გათიშა.

-დედაჩემი გამხდარა ცუდად, უნდა წავიდე ახლავე! - ფეხსაცმელების ჩაცმა დაიწყო


მამაკაცმა.

-ანდრეა, კანკალებ. - თვალები გაუფართოვდა ჯაყელს, როცა დაინახა, რომ ახვლედიანი


თასმასაც კი ვერ იკრავდა.

-შემამცივნა უბრალოდ, რა დროს ეგ არის!

-ტაქსის გამოვუძახებ და იმით წადი.

-რად მინდა ტაქსი, ჩემი მანქანით წავალ, არ მაქვს ნაბახუსევი! - წამოიყვირა ანდრეამ.

-აშკარად განერვიულდი. მე კი ვიცი შენი ფეთქებადი ხასიათის ამბავი. სადმე არ გადაიჩეხო!

-ეკატერინე, არ მაქვს შენთან კამათის დრო! - წამოდგა და ქურთუკს დასტაცა ხელი.

-ასე ვერ გაგიშვებ! - კარში გავარდნილ მამაკაცს დაედევნა ჯაყელი. - ნაბახუსევზე ხარ, თანაც
ახალგაღვიძებული და ძალიან განერვიულებული. საჭესთან არ დაჯდები!

-კარგად იყავი, ეკატერინე! - გოგონას ლაპარაკს ყურადღებასაც არ აქცევდა ახვლედიანი.

-მოიცადე, ანდრეა! - წამოიყვირა კიბესთან შემდგარმა კატომ.

-მეჩქარება!

-მომეცი გასაღები, მე დავჯდები საჭესთან! - მშვიდი გამომეტყველებით მიუახლოვდა


ეკატერინე მამაკაცს და ხელი გაუწოდა.

-რა?!

-შენ არ დაგსვამ საჭესთან, ამიტომ მე დავჯდები.

-ჩემთან ერთად ვერ წამოხვალ, აქ უნდა დარჩე.

-როგორც კი დავრწმუნდებით, რომ დედაშენი კარგადაა, დავბრუნდები. ვერავინ გაიგებს,


რომ თბილისში ვიყავი.

-ეკატერინე, იოანესთან და მარიამთან მივდივარ! - წამოიყვირა ანდრეამ.

-ანდრეა, მომეცი გასაღები. - მტკიცე ხმა ჰქონდა ჯაყელს და მამაკაციც მაშინვე მიხვდა, რომ
კატოსთვის იმ წამს არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. - მე წაგიყვან. - ისევ იმავე ტონალობაში
გაიმეორა გოგონამ.
-მაშინ იჩქარე! - გასაღები გაუწოდა ახვლედიანმა.

-წავედით! - წინ გაიჭრა ეკატერინე.

-მოიცა, სახლს არ დაკეტავ? - უკან მიყვებოდა გაკვირვებული ანდრეა ჯაყელს.

-სახლის მეთვალყურეს დავურეკავ და ის მოაწესრიგებს ყველაფერს. - ჭიშკარი გააღო


გოგონამ. - კარი დაკეტე და მანქანაში ჩაჯექი.

ანდრეამ უცებ ჩაკეტა ჭიშკარი და მძღოლის გვერდით დაიკავა ადგილი. ჯაყელმა მაშინვე
დაქოქა მანქანა.

-წავიდოდი მარტოც, რა საჭირო იყო გამოყოლა?!

-ანდრეა, ხელი ახლაც გიკანკალებს. - თვალებით მოცახცახე მარჯვენა ხელზე ანიშნა კატომ
მამაკაცს და ღვედი შეიკრა.

-გეხვეწები, სწრაფად ატარე, რა. დედა მელოდება, ვუკითხივარ რამდენჯერმე. - მოსვენებას


ვერ პოულობდა ახვლედიანი.

-სწრაფად ვივლი, დამშვიდდი შენ. - გაზს ფეხი მიადგა ჯაყელმა და ადგილს მოწყდა.

ეკატერინე იმაზე ბევრად უფრო გაბედული მძღოლი აღმოჩნდა, ვიდრე ანდრეა ელოდა.
მთელი გზის განმავლობაში ხმა არც ერთს ამოუღია. ჯაყელი საჭეს იყო ჩაფრენილი და
მთელი სერიოზულობით გაჰყურებდა გზას. მის გვერდით მჯდარი კი ღიმილით აპარებდა
მისკენ თვალს. გრძნობდა ანდრეა, რომ ეკატერინეს მისი გასაჭირი ისე ჰქონდა გულთან
მიტანილი და გათავისებული, როგორც თავისი. ვეღარც ითვლიდა უკვე მერამდენედ
აღაფრთოვანებდა ეს ქალი და მისი ქცევა. მისი ძლიერი ბუნება და მებრძოლი ხასიათი
ყველაზე მარტივად - მანქანის მართვის დროსაც კი საოცრად ჩანდა.

საათი ღამის ათს ასრულებდა, როცა ჯაყელმა ანდრეას ნაკარნახევი მისამართით მიგნებული
სახლის წინ გააჩერა მანქანა. ახვლედიანმა სწრაფად შეიხსნა ღვედი და დინჯად გადასვლის
მაგივრად ავტომობილიდან გადაფრინდა. უკვე ეზოს კარს აღებდა, როცა უეცრად მოეგო
გონს და კატოს მიუბრუნდა.

გოგონა მანქანიდან გადასულიყო და შიშით შეჰყურებდა დანელიების სახლს. მისი მზერა


ყველაფერზე მეტყველებდა.

-ეკატერინე, წამოდი. - უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი ახვლედიანმა და გაეღიმა.

-მე აღარამგონია გჭირდებოდე და წავალ... - პირველკლასელ დაბნეულ ბავშვს ჰგავდა


ეკატერინე.
-წამოდი, წამოდი. - ჩაეცინა ანდრეას და ხელი მოხვია ჯაყელს.

ეკატერინე წინ მიდიოდა და ფეხები უკან რჩებოდა. თვალებს დამფრთხალი აცეცებდა აქეთ-
იქით; იქნებ გაქცეულიყო კიდეც, რომ არა მის წელზე მოხვეული ანდრეას ხელი.

-დიდი გოგო ხარ უკვე და დარწმუნებული ვარ, შეძლებ ამ სახლში შემოსვლას. - კარზე
დაკაკუნებამდე კიდევ ერთხელ შესცინა თვალებში მამაკაცმა და დააკაკუნა კიდეც.

კარი უტამ გააღო, რომელსაც უჩვეულოდ სერიოზული სახე ჰქონდა.

-გამარჯობა, უტა! - მხარზე დაკრა ხელი ეკატერინეს დანახვით გაოცებულ დანელიას


ანდრეამ და შიგნით შევარდა, სწრაფად. ჯაყელიც მას მიჰყვა უკან. უტამ რამდენჯერმე
დაახამხამა თვალები, რათა დარწმუნებულიყო, ნამდვილად ეკატერინე ჯაყელს ხედავდა
თავის სახლში.

ანდრეა კატოსთან ერთად შევარდა სასტუმრო ოთახში, სადაც მხოლოდ იოანე იჯდა ისეთივე
ჩაფიქრებული სახით, როგორც მის ძმას ჰქონდა.

-იოანე, სად არის დედაჩემი?! - გულმა გაკრა ახვლედიანს, რომელსაც მაშინვე ენიშნა
დანელიების სახეები.

იოანე სწრაფად წამოდგა და ის იყო პასუხის თქმა დააპირა, ერთიანად გაშრა, როცა ანდრეას
უკან აწურული ეკატერინე დაინახა.

-რა... ჰა?! - ენა ძლივს მოიბრუნა გაოცებულმა დანელიამ.

-დედაჩემი სადარის და როგორ არისთქო?! - აღელვებული ანდრეა ვერც კი ხვდებოდა იოანეს


დაბნევისა და გაკვირვების მიზეზს.

-ზევით არის თავის ოთახში, მარიამი და ნანა არიან მასთან. - ავტომატურად გასცა პასუხი
მამაკაცმა - მზერა წამითაც არ მოუშორებია ჯაყელისთვის.

-შენ აქ იყავი, ეკატერინე, მე დედაჩემთან ავალ. - მიუბრუნებლად დაუბარა ანდრეამ გოგონას


და სწრაფად გაექანა კიბეებისკენ.

ოთახში უხერხული დუმილი ჩამოწვა. ძმები გაოცებულები შეყურებდნენ ერთმანეთს და


თვალებით ეკითხებოდნენ, ხომ ნამდვილად ეკატერინე ჯაყელს ვხედავთო. ხმის ამოღებას
ვერცერთი ბედავდა. ჯაყელს თავი ჰქონდა დახრილი. ერჩივნა, მიწა გამსკდარიყო და თანვე
ჩაეტანა, ოღონდ იმ სიტუაციაში არ მდგარიყო, დაბნეული ცხვარივით.

-თქვენ ეკატერინე ხართ, ხომ? - ბოლოს უტამ მოახერხა გაოცების გადალახვა და შეშინებული
მიუახლოვდა გოგონას. - მარიამის და.
-დიახ. - არანაკლებ შეშინებული ჩანდა კატო.

-მე უტა ვარ, მარიამის კურსელი. ცოტა უცნაურ სიტუაციაში მოვხვდით, ალბათ, მაგრამ
სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. - ზრდილობა გამოავლინა დანელიამ და ხელი გაუწოდა
ჯაყელს.

-მსმენია შენზე... - გაყინული ხელი ძლივს გაანძრია ეკატერინემ. უტას გაეღიმა და ერთ
ადგილზე გახევებულ ძმას თვალები დაუქაჩა - რამე თქვიო. იოანემ მაშინვე დაახამხამა
თვალები და დაჭიმული სხეული ერთიანად მოუშვა.

-ეკატერინე, აქ ანდრეასთან ერთად მოხვედი? - პირველად სწორედ ის იკითხა მამაკაცმა, რაც


ყველაზე მეტად აინტერესებდა.

ეკატერინემ თავი წამოსწია და ახლა უფროს დანელიას შეხედა. ხმა არ ამოუღია, უბრალოდ
თავი დააქნია თანხმობის ნიშნად.

-როგორ... რანაირად... რა... რა ხდება, შეგიძლია ამიხნა?!

ჯაყელს პასუხის გაცემა უნდოდა, მაგრამ სწორედ იმ წამს გაისმა კიბეებზე ნაბიჯების ხმა.
გულმა ისე სწრაფად დაუწყო ცემა და ისე ხმაურით, ეგონა, ახლა ამოუვარდებოდა
საგულედან და რეტდასხმული, იქვე დაეცემოდა, უსულოდ. იოანესაც მაშინვე დაედო სახეზე
მიტკლიფერი და სწრაფად შებრუნდა კიბისკენ.

მარიამი ნელა ჩამოვიდა კიბეზე და იქვე შედგა, როგორც კი ოთახში ერთმანეთის პირისპირ
მდგარი ეკატერინე და იოანე დაინახა. ცალი ხელი მაშინვე კიბის თავს წაავლო და თავი
შეიმაგრა. კარგად აკვირდებოდა დას, რომელიც ამღვრეული თვალებით უმზერდა და
ხვდებოდა, რომ არ ეშლებოდა. ოთახში მართლად კატო იდგა. ზურგში ოდნავ მოხრილი,
აშკარად აღელვებული და შეშინებული.

-მაშო... - რამდენიმე წამიანი მზერითი დუმილი ისევ უფროსმა დამ დაარღვია, თუმცა ერთი
სიტყვის თქმის მეტი ვერაფერი მოახერხა.

-კატო?! - დაზე უფრო მხნედ გამოიყურებოდა მარიამი. - აქ რას აკეთებ შენ? - კიბეს ნელა
მოსცილდა და რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა.

-მე... ანდრეა მოვიყვანე... - თვალებს ძირს ხრიდა უფროსი ჯაყელი.

-ვინ მოიყვანე?! - ყურებს ვერ დაუჯერა მარიამმა და წამოიყვირა.

-ანდრეა... ახვლედიანი... - ისე გაიმეორა, თითქოს გვარის დამატებას ყველაფერი უფრო


ნათელი უნდა გაეხადა ცოლ-ქმრისთვის.

-მარიამ, მოდი, დავსხდეთ... - იოანემ ითავა სიტუაციის განტვირთვა.

-იოანე, რა ხდება?! - აწყლიანებული თვალებით და ათამაშებული ტონით ახლა ქმარს


მიუბრუნდა მაშო.
-მეც გაკვირვებული ვარ. არ ვიცი... - დაბნეული დანელია ხან ერთ დას უყურებდა, ხან
მეორეს.

-მაშო... - ისევ ერთადერთი სიტყვის წარმოთქმა მოახერხა ეკატერინემ და ცრემლით სავსე


თვალები იატაკს გაუშტერა. ლაპარაკის დაწყება და ყველაფრის ახსნა უნდოდა, მაგრამ
ვერაფრით ახერხებდა. ისიც კი უჭირდა, რომ მონატრებული დისთვის თვალები
გაესწორებინა.

უტა ისევ კართან იდგა და გაკვირვებული შესცქეროდა თვალცრემლიან უფროს და


მოჩვენებით სიმტკიცეს ამოფარებულ უმცროს დებს. მასაც ისევე აინტერესებდა ყველაფრის
გაგება და ეკატერინეს ახსნის მოსმენა, როგორც იოანეს, მაგრამ ხვდებოდა, რომ იმ წამს
ყველაზე მნიშვნელოვანი დების მარტო დატოვება იყო. ძმას თვალებით კარისკენ ანიშნა და
იოანეც მაშინვე მიხვდა, რომ ჯაყელები მარტო უნდა დაეტოვებინათ.

-ჩვენ ზემოთ ავალთ, ანდრეასთან, იქნებ რამე სჭირდება. - თითქმის ჩურჩულით უთხრა
ცოლს და უტასთან ერთად გაემართა კიბისკენ.

დარჩნენ ოთახში დები ჯაყელები. ამღვრეული მზერებითა და ერთიანად მოჭიმული,


გაყინული სხეულებით. ირგვლივ ისეთი სამარისებური სიჩუმე მეფობდა, თითქოს ხმის
ამოღება დანაშაულის ტოლფასი ყოფილიყო.

ეკატერინე ხელებს იფშვნეტდა და მობუზული იდგა მეტყველებისუნარდაკარგული დის წინ.


თითქოს როლები გაცვალესო, ამჯერად ეკატერინე იჯდა „დამნაშავის“ სკამზე, მარიამი კი
ცივსისხლიანი ბრალმდებელი იყო.

მათ შორის გაჭიმული რამდენიმე მეტრი ჯერ გაიყინა, შემდეგ გაქვავდა. ოთახმა ბოლო
ჟანგბადიც გაკრიფა და ობლად დატოვა მათი ფილტვები.

ერთმანეთის პირისპირ იდგნენ, ერთ ოთახში, მაგრამ მათ შორის უფსკერო უფსკრული იყო
გაჩხერილი. ვერც ეკატერინე ბედავდა და ვერც მარიამი. ერთ მხარეს კითხვები ჰქონდა,
მეორეს პასუხები, მაგრამ ერთმანეთისთვის ხმის მიწვდენა უსაშველოდ რთული ჩანდა.

ისევ ისე იდგნენ, როგორც მაშინ, ჯაყელების მისაღებ ოთახში. მაგრამ არაფერი იყო
უწინდებურად.

უჰაეროდ დარჩენილ ოთახში ათასი სიტყვა დაფრინავდა. ეკატერინეს უბრალოდ ხელი უნდა
ჩაევლო მათთვის, ენაზე დაეკრიფა და შემდეგ დისთვის ეთქვა. უბრალოდ უნდა აეწია თავი
და თვალებში შეეხედა მისთვის.

მაშინ ხომ უყურებდა?!


დუმილმა საუკუნე გალია. კანკალი ოდნავ ჩაცხრა. ეკატერინემ თავს ძალა დაატანა და ნიკაპი
მაღლა ასწია. მარიამს არ ჰქონდა შუშის თვალები, მაგრამ არც ბრილიანტისებრი კურცხალი
კრთოდა მის წამწამებზე.

მზერით გაიარა ათასმა სიტყვამ, გრძნობამ, ემოციამ. მონატრებამ, სიყვარულმა, ტკივილმა,


სასოწარკვეთამ - სინანულმა. ისინი აღარ იყვნენ უფროსი და უმცროსი ჯაყელები. ოთახში
ორი ქალი იდგა. ორი ქალი, რომელთაც ზურგსუკან თავისი ცხოვრების გზა მოსდგამდა.

-არაფერს მეტყვი, კატო?! - ისევ დაჯაბნა მარიამმა და სიმამაცეში. მის ხმას არანაირი ემოცია
ეკრა.

სიჩუმეში გამკრთალი მონატრებული დის ხმა მთელი არსებით შეიგრძნო ეკატერინემ. მისმა
სიტყვებმა თითქოს მათ შორის არსებული უფსკრულიც ამოძირკვა და ჟანგბადიც შემოიტანა
ოთახში. მისმა ხმამ ყველა სიტყვა ერთიანად გააქრო და დატოვა მხოლოდ მოქმედება.
ეკატერინემ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ და შემდეგ მხოლოდ ინსტიქტს მიენდო. სწრაფად
მიეჭრა დას და მთელი ძალით მოეხვია. მარიამისთვის ეს ჩახუტება დიდი ტალღის
მოვარდნას ჰგავდა. ვერც კი გატოკდა ადგილიდან. დის მარწუხებში იმდენად ძლიერად იყო
მოქცეული და იმდენად ძლიერად უჭერდა ხელებს, წამით სუნთქვაც კი გადაავიწყდა.

-გემუდარები, მაშო, - ტირილი წასკდა ეკატერინეს და კიდევ უფრო ძლიერად აეკრა დას. -
ჩემო მაშკა, მაპატიე, გეხვეწები, გემუდარები! - ცრემლებში ჩამხრჩვალ სიტყვებს ისროდა და
მთელი სხეულით ცდილობდა მონატრებული ადამიანის შეგრძნებას. იმ წამს საერთოდ
აღარაფერი არსებობდა გარშემო. საერთოდ ვერ ხვდებოდა, რატომ ვერ პატიობდა მარიამს ან
რას ვერ პატიობდა. ეკატერინესთვის იმ მომენტში აღარ არსებობდა მიზეზი, რომელიც
ყველაზე ახლობელ და საყვარელ ადამიანზე უარს ათქმევინებდა და ისევ დააშორებდა მათ
ერთმანეთს.

მარიამს გაკვირვებისგან და მოულოდნელობისგან ლურჯი ფერი დაედო სახეზე. გულისცემა


ყურებს აწვებოდა და მთელი ძალით ლამობდა სხეულიდან გაღწევას. ვეღარაფერს აღიქვამდა
და აღარაფერი ესმოდა. წამით ისიც კი ეგონა, რომ სულ სხვა ადამიანი იყო და კატოს
უბრალოდ ეშლებოდა ვინმეში. წარმოუდგენელად ჩანდა იოანეს სახლში, მათსავე სასტუმრო
ოთახში მარიამზე ჩახუტებული და აქვითინებული ეკატერინე, რომელიც ბოდიშებს იხდიდა.

-კატო... - ძლივს გამონახა გოგონამ სიტყვის სათქმელი ძალა,მაგრამ ეკატერინემ არ დააცალა:

-არაფერი მითხრა, გთხოვ! უბრალოდ მე მომისმინე ჯერ. - წამოიძახა მუდარაგარეული ხმით


და ოდნავ მოშორდა უმცროს ჯაყელს. - ვიცი, რომ გაბრაზებული ხარ. ისიც ვიცი, რომ
საოცრად დაგაბნიე ჩემი აქ მოსვლით, საქციელებითა და სიტყვებით, მაგრამ, მაშო, მეტი აღარ
შემიძლია! დამნაშავე ვარ შენ წინაშე და ჩემს საქციელს, ალბათ, ცხოვრების ბოლომდე ვერ
ვაპატიებ საკუთარ თავს. ისე ცხოველურად გაგიმეტე... ისე დაუნდობლად მოგექეცი,
თითქოს ვიღაც უცხო სისხლის ადამიანი ყოფილიყავი. ახლა ვხვდები, რა საძაგლადაც
მოგექეცით მთელი ოჯახი და როგორ გატკინეთ გული. ღმერთო, მაშო, ოდნავი წარმოდგენაც
კი არ გაქვს, რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ყოველთვის, როცა ცხოვრებაში მიჭირდა, შენ იდექი ჩემ გვერდით და ახლა, როცა
გაუსაძლისმა ტკივილებმა შემახსენეს თავი, ისე დამაკლდი, როგორც არასდროს. მაშო,
გევედრები, გემუდარები, მაპატიე, რა! თითოეული სიტყვა, ქმედება და ამაზრზენი მზერა
მაპატიე! უბრალოდ ახლა ისე მჭირდებოდი, შენი ნახვა და შენი ჩახუტება ისე მჭირდებოდა,
უნდა მოვსულიყავი. ასე უტიფრად უნდა გამოგცხადებოდი სახლის ზღურბლზე და პატიება
მეთხოვა შენთვის. იმიტომ, რომ მტკივა, მაშო. შენს საშინელ, სასტიკ და მხეც დას
გაუსაძლისად სტკივა და სჭირდები! - გულამომჯდარი ძლივს ისროდა გაურკვევლად
სიტყვებს ეკატერინე და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი, ქვითინებდა.

მარიამი გაშეშებული, თვალებზე ცრემლმიყინული შეჰყურებდა კატოს და გრძნობდა,


ფეხისთითებიდან შემოპარულ სიცივეს, რომელიც ნელ-ნელა ზემოთ მიიწევდა და
მთლიანად ეპატრონებოდა მის სხეულს. მისი ქვითინი ექოდ ჩაესმოდა ყურებში და გულს
ურხევდა. მისი ტკივილი ცხვირის ნესტოებზე ეთამაშებოდა და მის სხეულში შეღწევას
ლამობდა. მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად იცოდა ჯაყელების ამაყი ბუნება, გონებაში,
ალბათ, ათასჯერ მაინც ჰქონდა ის სცენა წარმოდგენილი, რომელშიც მისი ოჯახისწევრები
საბოდიშოდ მიდიოდნენ ის კი ზურგს აქცევდა ყველას და სასტიკი უარით ისტუმრებდა.
ალბათ, გათხოვების შემდეგ ყოველ ღამით ხედავდა მსგავს სიზმრებს და სადღაც, გულის
სიღრმეში, იმ იმედით ცხოვრობდა, რომ როცა პატიებას სთხოვდნენ, თავად გამოიჩენდა
დაუნდობლობას. მისი სიზმრების გმირი ხან დემეტრე იყო, ხან ბექა, უმეტესად ლუკა,
ეკატერინე არასდროს... არცერთხელ, არცერთ სიზმარში.

-ისე მჭირდები ახლა, ისე მაკლიხარ... - ჩურჩულებდა კატო. - ჩემი პატარა დის მხარდაჭერა
და გამხნევება მჭირდება, მაშო. - უკანასკნელი სიტყვების წარმოთქმაღა მოახერხა გოგონამ და
მუხლებმაც უმტყუნეს. იქვე, დივანთან ჩაიკეცა და გრძნობებთან დამარცხებულმა განაგრძო
ტირილი.

მუხლებზე დაცემის ხმა ისე მკაფიოდ გაისმა მარიამის ყურებში და ისე ხმამაღლა, წამის ერთი
ნახევრით შუნთქვა შეეკვრა, მეორეთი უკვე დასთან იყო ჩამუხლული.

-ადექი, ეკატერინე. - მარიამიც მოტყდა. მასაც აუკანკალდა ხმა. მის ტონში უფრო მეტი
ვედრება იყო, ვიდრე ბრძანება. -აღარ შემიძლია. - ამოიკვნესა ჯაყელმა და დას მოეხვია.

მაინც მოახერხა ეკატერინემ; მარიამის თვალებში მაინც გაიბრწყინა ბრილიანტისებრი


კურცხალმა.

-გეყოფა... - ძლიერად შემოხვია უფროს დას ხელები და ტირილში აჰყვა.

ისევ ისე, როგორც ადრე; ისევ ერთად.

ისევ საერთო ცრემლითა და ტკივილით.

ისევ ერთ მრთელად იქცნენ დები ჯაყელები.

-მაპატიე, რა, გთხოვ!


-გაპატიე, გაპატიე ეს ოხერი, გაპატიე! აქ რომ დაგინახე, მაშინ გაპატიე! სულ გაპატიე, გესმის?
ყველა წამი გაპატიე, რომელიც მატკინე. აღარ არსებობს, მორჩა, გავაქრე! - თმაზე კოცნიდა
მარიამი და ახლა ის ტიროდა. - ჩემ გამოც უნდა იტირო?! ყველაზე მეტად შენი ტირილი
მძულს, ამ ქვეყნად და ჩემი მიზეზითაც გატირო?! არ შემიძლია, კატო, მომაშორე ეგ
ცრემლები! რამდენი უნდა იტირო?! რა ჯანდაბაა, მთელი ქვეყნის ცრემლი შენ უნდა
დაღვარო?! მორჩი ტირილს! ჩემ გამო არც გაბედო! მორჩი! - დის ხელები მოიშორა მარიამმა,
ოდნავ მოშორდა და თავისი ხელებით მოსწმინდა ნაკადად დადინებული ცრემლები
გოგონას.

-მე შენზე ძვირფასი აღარავინ მყავს, მაშო... - ეკატერინეს ხმაში უზარმაზარი სევდა
ტრიალებდა, ტკივილთან ერთად.

-აღარაფერი მითხრა, გთხოვ. - გულს ტკენდა მარიამს დის სიტყვები და მზერა.

-ძალიან მიყვარხარ. ჩემო პატარა, ჩემო მაშკა, როგორ გაგიმეტე?! როგორ გიღალატე?! -
ცრემლიანი ღიმილით უმზერდა ეკატერინე მარიამს და სახეზე ეფერებოდა. - ჩემი იმედი
უნდა გქონოდა, ცხოვრებაში და როგორ გაგწირე?! რა გაგიკეთე?!

-ჩემთვის ისევ სამაგალითო ხარ, გაიგე? ისევ იმ სიმაღლეზე ხარ! - თვალები დაუწითლდა
გულაამომჯდარს.

-როგორი სამაგალითო ვიყავი, ალბათ... შენთვის სრულიად სხვა და მედგარი. როგორ


დაგიმსხვრიე იმედები, როგორ გაგაწბილე. - ისევ ჩურჩულებდა უფროსი ჯაყელი.

-მორჩი, გთხოვ!

-საყვარელ მამაკაცს რომ მიყვებოდი, გეგონა ყველა განგიდგებოდა ჩემ გარდა, არა?! გეგონა
ყველა შეგაქცევდა ზურგს, მაგრამ მე არა. იმიტომ, რომ შენი უფროსი და ვიყავი. შენი
პირველი მესაიდუმლე და მეგობარი. მე რა გავაკეთე?!

-ეკატერინე, გეხვეწები! - ამოიტირა მარიამმა.

-ძალიან გატკინე?

-ავდგეთ აქედან...

-უსაშველოდ გატკინე ჩემი სიტყვებით?!

-გეყოფა!

-მითხარი, მაშო, გეხვეწები, თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ, მითხარი! - ძალიან გატკინე?!

-ძალიან! - წამოიყვირა გოგონამ და ატირდა. - ძალიან მატკინე, ხო, ძალიან... - ეკატერინეს


მკერდს მიაბჯინა თავი ძალაგამოცლილმა და ატირდა.

ეკატერინემ გაყინული თითები და აცახცახებული ხელები ძლივს დაიმორჩილა და დას


ჩამოუსვა თმაზე. გაუაზრებლად ტირილი აღარ მოურთავს, მხოლოდ რამდენიმე
გააზრებული და დამნაშავე ცრემლით დაასველა მისი თმა. შემდეგ უფრო მაგრად ჩაიკრა
გულში და გატეხილი ხმით დაიჩურჩულა:

-მაპატიე, თუ შეძლებ და როცა შეძლებ. - კიდევ რამდენიმე ცრემლი გაეპარა გოგონას და


ცოტა ხანში ჩუმად აჰყვა დას ტირილში.

ანდრეა, იოანე და უტა ნინოს ოთახში ისხდნენ მდუმარედ და დამამშვიდებლის მიღების


შემდეგ ჩაძინებულ ქალს შეჰყურებდნენ. ანდრეას თავი ჰქონდა ჩაქინდრული და ცალ ფეხს
იატაკზე აკაკუნებდა, მოუსვენრად. დანელიები, შიგადაშიგ, ერთმანეთს გადახედავდნენ და
თვალებით ეკითხებოდნენ - ღირს თუ არა ხმის ამოღებაო. ორივეს უამრავი კითხვა ჰქონდა,
მაგრამ ხვდებოდნენ, რომ ახლა შესაფერისი დრო არ იყო სალაპარაკოდ.

-ექიმმა რა თქვა? რამდენად მძიმეა მდგომარეობა? - ბოლოს ისევ ახვლედიანმა დაარღვია


სიჩუმე და იოანეს გახედა.

-კლინიკაში გადაყვანას გვირჩევს. - ამოიხვნეშა იოანემ.

-კლინიკაში ვუმკურნალებთო, თუ უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით თქვა?! -


აგრესიულად გამოცრა კბილებსშორის.

-მძიმე მდგომარეობა აქვს...

-პირდაპირ მითხარი, ნუ მერიდები, მეც ხომ ვხედავ, რომ ცუდად არის?!

-ექიმის აზრით, ეს ღამე კრიტიკული იქნება. - დაიჩურჩულა იოანემ და თვალები მოარიდა


მამაკაცს.

ანდრეას ტკივილი გაუკრთა თვალებში და ყბის კუნთი აუთამაშდა. მძიმედ ამოისუნთქა და


წამოდგა. დედის საწოლს მიუახლოვდა და საბანში გალეულ, ფერმკრთალ ქალს მიაჩერდა
სევდიანი თვალებით. პატარა ბიჭივით უნდოდა მასთან დამხობილიყო და ებღავლა, მაგრამ
მხოლოდ იმას ახერხებდა, რომ მუჭებს მთელი ძალით კრავდა.

-გინდა, სანდროს დავურეკოთ?

-მაინც ვერ მოვა და რა აზრი აქვს?! - სიმწრით ჩაეცინა ახვლედიანს. - არავინ სჭირდება ახლა
დედაჩემს. მხოლოდ სიმშვიდე.

-როგორც შენ იტყვი, ანდრო. - წამოდგა იოანეც და ძმაკაცს მხარზე ხელი დაკრა სანუგეშოდ.

-თქვენ ჩადით ქვემოთ, მე დავრჩები დედასთან. იქნებ გაიღვიძოს და რამე დასჭირდეს. -


ძმებს მიუბრუნდა ახვლედიანი. იოანემ და უტამ ერთმანეთს გადახედეს.
-ჩვენს სასტუმრო ოთახში ეკატერინე ჯაყელია... - სასხვათაშორისოდ აღნიშნა უტამ და
მომლოდინე მზერით მიაჩერდა ანდრეას.

-ხო, ვიცი, ჩემთან ერთად მოვიდა, მან მომიყვანა, უფრო სწორად. - ჩვეულებრივად
ალაპარაკდა ანდრეა და მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე, როცა დანელიების გაოცებისგან
გაფართოებულ თვალებს წააწყდა.

-ჩვენ რამე გამოვტოვეთ? - მსუბუქად ჩაეცინა უტას.

-ჰო, მართალია, სულ დამავიწყდა თქმა. დედას ამბავმა ისე გამთიშა, აზრზეც ვერ მოვედი. -
თავზე გადაისვა დაბნეულმა ახვლედიანმა ხელები. - მე და ეკატერინე ერთად ვმუშაობთ და
კარგი ურთიერთობა გვაქვს. ეს ძალიან გრძელი ამბავია და ახლა ვერ მოგიყვებით რა.

-რას ლაპარაკობ, ანდრეა? შენ და ის მუშაობთ ერთად?! - გაუაზრებლად წამოიყვირა


გაოცებულმა იოანემ.

-ეკატერინე აგიხსნით ყველაფერს, მე დედაჩემთან დავრჩები, რა. მერე მეც მოგიყვებით


ყველაფერს, უბრალოდ ახლა არ შემიძლია.

-წამოდი, იოანე, მგონი, მართლა ჯობია ქვევით ჩავიდეთ. - ჯერ ისევ


თვალებგაფართოებულმა უტამ ძმას დაავლო ხელი და მასთან ერთად დატოვა ოთახი,
არეული ნაბიჯებით.

იოანემ და უტამ ფრთხილად ჩაიარეს კიბეები, რადგან არ უნდოდათ, ჯაყელების


ლაპარაკისთვის ხელი შეეშალათ, მაგრამ სასტუმრო ოთახში ჩასულებს სრული სიწყნარე
დაუხვდათ. მარიამი და ეკატერინე ერთმანეთზე იყვნენ ჩახუტებულები და იქვე, დივანთან
ისხდნენ, ხალიჩაზე.

იოანეს მათი დანახვისას გაეღიმა და ფრთხილად მიუახლოვდა დებს. მარიამი ჩვილივით


იყო მიხუტებული კატოზე და შიგადაშიგ სრუტუნებდა.

-არ გაცივდეთ, მოდი, დივანზე დასხედით. - მათთან ჩაიმუხლა დანელია და ორივეს


გაუღიმა.

-დავუჯეროთ შენს ქმარს, მაშო. - დის ყურთან დაიჩურჩულა ეკატერინემ და მასთან ერთად
შეეცადა წამოდგომას.

-მოგეხმარებით. - ჩაეცინა იოანეს და ცოლს მიეშველა.

მარიამი თითქოს გამოფხიზლდაო, დას მოსცილდა და წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია.

-კატო, შენ და იოანე წესიერად არც იცნობთ ერთმანეთს, ამიტომ ახლა გაგაცნობთ. იოანე -
ჩემი ქმარი, კატო - ჩემი და. უტა ხომ გახსოვს? გიყვებოდი მასზე...
-მე და უტამ გავიცანით უკვე ერთმანეთი. იოანე, ვიცი, რომ საშინელ მდგომარეობაში
შევხვდით პირველად ერთმანეთს, რის გამოც შენც დიდ ბოდიშს გიხდი, მაგრამ ახლა
სასიამოვნოა შენი გაცნობა.

-საბოდიშო არაფერია,ეკატერინე. მიხარია, რომ შენ და მარიამმა ურთიერთობა გაარკვიეთ.


ჩემთვის ეს არის მთავარი - მხოლოდ შენი დის ბედნიერება.

-ვიცი, ახლა უკვე ვხვდები ამას და უზომოდ მადლიერი ვარ შენი. - მკრთალმა ღიმილმა
მოიცვა ჯაყელის სახე. ისევ გადახვია ხელი დას და ფერდზე მიიკრა.

-ერთად ძალიან ლამაზი დასანახები ხართ. - გულწრფელად გაეღიმა უტას. მისმა სიტყვებმა
დანარჩენებიც გააღიმა.

-წყალი ხომ არ გინდათ? ან რამე სხვა. ნანას ვთხოვ და მოგიტანთ. - დივანზე ჩამოჯდა იოანე.

-მე არაფერი მინდა.

-არც მე. უბრალოდ მაინტერესებს, ანდრეას დედა როგორაა? - ეკატერინემ მიმართა სიძეს.

-ახლა სტაბილურადაა, სძინავს. ანდრეაა მასთან.

-კატო, არაფრის მოყოლა არ გინდა ჩვენთვის? - მარიამმა მუხლზე დაადო ხელი დას და
ოდნავ გაუღიმა.

-რა თქმა უნდა, მინდა. ძალიან ბევრი მაქვს თქვენთვის ასახსნელი. როგორც ჩანს, არც თქვენ
იცოდით რაიმე. - ბოლო სიტყვებზე მოლოდინით აღსავსე ძმებს გადახედა ჯაყელმა და
გაუღიმა.

-შენ და ანდრეა ერთად საიდან გაჩნდით?

-ეს ძალიან გრძელი ისტორიაა, მარიამ და იოანე, მგონი შევცდი, როცა გითხარი, რომ წყალი
არ მინდა. ამ ისტორიის მოყოლისას ნამდვილად დამჭირდება.

-ახლავე მოგიტან. - სამზარეულოში გაიქცა უტა და უკან მალევე დაბრუნდა წყლის ჭიქით.

-ახლა რასაც მოვყვები ძალიან ჩახლართული და რთული მოსასმენი იქნება. მარიამ,


განსაკუთრებით შენთვის. ეს ყველაფერი მე და ანდრეამ ერთად გადავიტანეთ და ამის
შესახებ ჩვენ გარდა არავინ იცის. თქვენ გიყვებით, რადგან უახლოესი ადამიანები ხართ და
გენდობით. თანაც, მეტი აღარ შემიძლია. ეს ტკივილი შიგნიდან მჭამს და ვინმეს უნდა
გავუზიარო. - ამოიხვნეშა ეკატერინემ და წყალი მოსვა. - ძალიან მიჭირს ამის მოყოლა.
წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა გადავიტანეთ მე და ანდრეამ ამ რამდენიმე კვირის
განმავლობაში.

-მაშინებ, კატო. - დაიძაბა მარიამი.

-ჰო, ცოტა დიდი შესავალი გამომივიდა. - ამოიხვნეშა გოგონამ, კიდევ ერთი ყლუპი მოსვა და
მოყოლა დაიწყო.
ანდრეა სავარძელში იჯდა თავჩახრილი და განაბული ელოდა დედის გაღვიძებას. ყოველი
ამოსუნთქვა უფრო მძიმე იყო და მეტად ტკენდა ფილტვებს. ამღვრეულ თვალებს ოთახში
დააცეცებდა და ცდილობდა, ძალა მოეკრიბა. დედას ვერც უახლოვდებოდა. მისი დაღლილი
და გატანჯული სახის დანახვა გულს უკლავდა.

წუთები ისე მტანჯველად ნელა გადიოდნენ, თითქოს ნიშნს უგებდნენო და ახვედრებდნენ,


რომ ნინოს სიცოცხლის წუთებიც დათვლილი იყო.

სიცივე, რომელიც ავადმყოფის სხეულს გაუჯდებოდა ცოტა ხანში, ფეხის თითებიდან


ეპარებოდა ახვლედიანს. ჯერ მასში შეაღწევდა, ყველა უჯრედს მოივლიდა, კარგად
გაათავისებინებდა სიცივეს მამაკაცს და მხოლოდ შემდეგ დატოვებდა.

ერთხანს სულგანაბული იჯდა ანდრეა. თავი მხოლოდ მაშინ წამოსწია,როცა საწოლში


მწოლიარე შეირხა და ამოიკრუსუნა.

მაშინვე წამოდგა და საწოლს მიუახლოვდა. ნინოს თვალები გაეხილა და შეშინებული აქეთ-


იქით იყურებოდა.

-დედა, მე აქ ვარ იცოდე. - იქვე ჩაიმუხლა და ცალი ხელი გაყინულ თითებზე ჩამოუსვა.

-ანდრეა... - აღმოხდა ქალს შვილის სახელი, თითქოს, ყველაზე გააზრებულად ცხოვრებაში.-

-ჰო, დედი, მე ვარ, შენი ანდრეა. - ხმა აუკანკალდა მამაკაცს და ამჯერად ნაადრევად
შევერცხლი თმაზე გადაუსვა ხელი დედას.

-ანდრეა, შვილო... - სუსტი ხმით წამოიძახა თვალებანთებულმა ქალმა და ხელები გაშალა.


ანდრეამაც არ დააყოვნა და უმალ ჩაეკრა დედას გულში.

-მე ვარ, დედა, მე ვარ! ანდრეა ვარ, შენი ანდრეა, შენი ბიჭი! - პატარა ბიჭუნასავით ატირდა
ახვლედიანი და მჭიდროდ აეკრო მონატრებული დედის სხეულს. მისი სურნელი ცხვირის
ნესტოებთან უტრიალებდა და უარესად უჩუყებდა გულს.

-ჩემო... ჩემო... - ცრემლები ახრჩობდა ნინოს.

-მცნობ, დედა? ვიცოდი, რომ მიცნობდი. შენ ხომ ყოველთვის ყველაზე კარგად იცნობდი შენს
ანდრეას?! - მწუხარების ცრემლებს აქა-იქ ერეოდნენ ბედნიერების ცრემლებიც, რადგან
დედის თვალები აღარ იყო გამორეცხილი და მათში ემოციის წაკითხვა შეეძლო.

-ჩემო დატანჯულო... - ძლივს მოუყარა ბგერებს თავი ქალმა და მძიმედ ამოილაპარაკა. ცალი
ხელი შვილისკენ წაიღო, რათა სახეზე მოფერებოდა, მაგრამ უეცრად იგრძნო მკერდის არეში
მწვავე ტკივილი და ხელიც ინსტიქტურად გულზე იტაცა.

-რა დაგემართა, დედა?! - წამოიყვირა დაფეთებულმა ანდრეამ, მაგრამ ნინომ ხმის ამოღება
ვერ შეძლო.
შეშინებული ახვლედიანი მაშინვე ტუმბოზე დადებულ წამალს და წყალს ეცა და სწრაფად
დაალევინა ცუდად მყოფს.

-მოდი, დაწექი დედა, კარგად დაწექი და დამშვიდდი. გაგივლის ახლავე, უკეთესად გახდები!
- ბალიში შეუსწორა და დაწოლაში მიეხმარა.

-ცუდად ვარ... - აღმოხდა ნინოს და აწყლიანებული თვალები მიანათა შვილს.

-ვიცი, დედა, ვიცი. მალე უკეთ გახდები, დამამშვიდებელი დაგალევინე. ექიმმა დაგიტოვა და
უფრო ძლიერია, ვიდრე წინა. დაიძინე, მე აქ ვიქნები. - აცახცახებული ხელები მოხვია ქალს
ანდრეამ და გაყინულ შუბლზე მიაწება ტუჩები.

-არ მინდა... - ისევ დაიხრიალა ავადმყოფმა.

-არსად წავალ. რომ გაიღვიძებ, ისევ აქ დაგხვდები. - ნაძალადევად გაუღიმა ახვლედიანმა


დედას.

-არ მინდა წასვლა. - სევდანარევი ტკივილითა და სასოწარკვეთილებით გაეჟღინთა ხმა


ნინოს. ანდრეამ დიდი ხიწვის შერჭობა იგრძნო გულში. იმდენად დიდის, ეგონა მთლიანად
ეფლითებოდა მკერდქვეშმფეთქავი ორგანო.

-არსად არ წახვალ, დედა, კიდევ დიდხანს უნდა იყო ჩემ გვერდით! - მთელი არსებით
ცდილობდა ხმა გაემტკიცებინა.

-ჩემს შვილს არავინ მოუკლავს! - უცებ წამოიყვირა თვალცრემლიანმა ნინომ და ჭერს


გაუშტერა მზერა. - არავინ მოუკლავს...

-არავინ მომიკლავს, დედა, გეფიცები! - უცებ წამოიყვირა ახვლედიანმა და დედის


ძალაგამოცლილ სხეულს დაემხო. - გეფიცები, არავინ მომიკლავს! არავინ მომიკლავს! -
ბღავილი უნდოდა, თუმცა მხოლოდ ხავილი შეძლო.

-არავინ მოუკლავს... არავინ. - ერთიანად მოეშვა ქალი, თითქოს ამოისუნთქაო.

-არავინ! არავინ! - სახე საბანში ჩარგო ანდრეამ და აქვითინდა. არც მაშინ გაჩერებულა, როცა
საყვარელი დედის ხელები ბეჭებზე იგრძნო. ისე შეუჩერებლად ტიროდა და ისე
დაუცხრომლად, როგორც ბავშვობაში, როცა მამისგან და ძმისგან დამალული, დედასთან
პოულობდა შველას. თითქოს ისევ ბავშვი იყო და მამას ისევ არ ესმოდა მისი. თითქოს ისევ
ჩხუბობდა სკოლაში და სახლში მოსული, ჭუჭყიან მანჟეტებს კისერზე ხვევდა დედიკოს.
თითქოს ისევ იწეოდა ფეხის წვერებზე და ლოყაზე კოცნიდა, რათა მისი გული მოელბო და
არ დასჯილიყო. ყველაფერი ისევ ძველებურად იყო. ნინო იყო ახალგაზრდა და
მოსიყვარულე დედა, ანდრეა კი პატარა ბიჭი, რომელსაც დედის ჩახუტება გულს
უჩქროლებდა.

მხოლოდ მაშინ გაჩუმდა და წამოსწია თავი, როცა დედის სუნთქვის დარეგულირება და


დაწყნარება იგრძნო. წამალს ემოქმედა და ნინოს ისევ ჩასძინებოდა. ფეხზე წამოდგა და ისე
უცებ მოიწმინდა ცრემლები, თითქოს ეშინოდა, ვინმემ არ დამინახოსო. შემდეგ დაიხარა,
დედას საბანი გაუსწორა და ისევ სავარძელს მიაშურა. ისევ ისე დაჯდა, თავჩახრილი; ელოდა
დედის გამოღვიძებას.

ეკატერინემ ყველაფერი მოყვა; განვლილი კვირეების თითოეული დეტალი გაიხსენა და


თქვა. დათუნას ამბის მოყოლა იმდენად გაუჭირდა, ორჯერ შეჩერდა და წყლით მოიბრუნა
სული. მარიამი, იოანე და უტა გაოცებულები უსმენდნენ გოგონას და პირი ღია რჩებოდათ.
მარიამმა ცრემლები ვერ შეიკავა, როცა კატომ მათი ოჯახის მთავარი საიდუმლო გაამხილა.

ყველა მდუმარედ იჯდა და გაკვირვებული შესცქეროდა ერთმანეთს. ეკატერინეს მოყოლილი


ამბები იმდენად დაუჯერებლად ჟღერდა, არცერთს ჰქონდა წარმოდგენა, რა უნდა ეთქვა.
მარიამი განსაკუთრებულად შოკირებული იყო. უამრავი კითხვა უტრიალებდა გონებაში,
მაგრამ ენას ვერ იბრუნებდა პირში.

-და ეს ყველაფერი მთელი ამ დროის განმავლობაში ხდებოდა?! - ბოლოს უტას აღმოხდა


გაკვირვების სიტყვები. ეკატერინემ უხმოდ დაუქნია თავი, თანხმობის ნიშნად.

-ანუ, როცა მე მითხრა, რომ მოსკოვში გასართობად მიდიოდა, მომატყუა? - იოანემაც შეძლო
ხმის ამოღება.

-სანამ რაღაცებს არ გავარკვევვდით, ვერავის ვერაფერს ვეტყოდით. შეიძლებოდა, საფრთხე


შეგქმნოდათ.

-თქვენ შეგექმნათ საფრთხე?! - ბრაზი ვერ დამალა დანელიამ.

-არა, მაგრამ დაზღვეულები არ ვიყავით. ის ავადმყოფი ნაკაშიძე ნომერში დაგვადგა.


თავისუფლად შეიძლებოდა, რამე დაეშავებინა.

-შენ... ეს ყველაფერი მარტომ გადაიტანე? დათუნას ამბავი და... იმ თამარას ამბავი... -


ცრემლიანი თვალები შეიშრო მარიამმა.

-რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მე და ანდრეა ერთმანეთს ვეხმარებოდით.

-დაუჯერებელია ეს ყველაფერი... - ამოიხვნეშა უმცროსმა ჯაყელმა.

-გგონია, მე ბოლომდე მაქვს გააზრებული ყველაფერი? უბრალოდ მექანიკურად ვმოქმედებ,


ხანდახან და ტვინს ბოლომდე არ ვაძლევ აზროვნების უფლებას.

-ძალიან ბევრი გადაგიტანიათ მარტოებს. როგორ არ თქვით?! ანდრეა თურმე თვეებია იმ


გამომძიებელთან თანამშრომლობს და ერთხელ როგორ არაფერი წამოცდა?! - ცხარობდა
იოანე.

-რაც უფრო ცოტას ეცოდინებოდა, მით უკეთესი იქნებოდა გამოძიებისთვის.


-ხო, მაგრამ მე და მათეს როგორ არ გვითხრა?! მხოლოდ დავეხმარებოდით!

-ვიცი, მესმის, რომ ბრაზობ, მაგრამ დამიჯერე, არც ჩვენთვის იყო მარტივი საიდუმლოდ
მოქმედება.

-ახლა რა იქნება, ეკატერინე? - შიშით იკითხა მარიამმა.

-ახლა ბატონი გიორგისგან ველოდებით მითითებებს. წარმოდგენაც არ მაქვს, რა მოხდება. -


ამოიხვნეშა ეკატერინემ.

-მხოლოდ ჩვენ ვიცით ამის შესახებ?

-მხოლოდ თქვენ, სხვამ არავინ.

-წარმოუდგენელია, რა! წარმოუდგენელი! ბიჭი თურმე რა ამბებში ყოფილა და სიტყვასაც არ


ამბობდა!

-იოანე, ახლა ანდრეაზე გაბრაზების დრო არ არის. - დაამშვიდა მარიამმა ქმარი.

-ნეტავ დედამისი როგორაა? ამდენი ხანი გავიდა და არც კი გვიკითხავს. - ეკატერინეს


მაშინღა გაახსენდა ნინოს მდგომარეობა.

-ხომ არ ავსულიყავით და გვენახა? - უტამ ჰკითხა ძმას.

-შენ წადი, ეკატერინე. - იოანემ ჯაყელს მიმართა და მკრთალად გაუღიმა. - როგორც ჩანს,
ახლა ყველაზე მეტად შენ სჭირდები.

-მე?! - გაიკვირვა გოგონამ.

-ჰო, შენ წადი. კიბეზე როგორც კი ახვალ, ხელმარცხნივ კარია.

-ხომ არ ჯობია, შენ წახვიდე? - ორჭოფობდა ჯაყელი.

-არა, შენ წადი, შენ. - მსუბუქად ჩაეცინა იოანეს.

ეკატერინე წამოდგა, ორივე ხელით თმა შეისწორა და კიბეებისკენ გაემართა.

-ხელმარცხნივ კარი, ხომ? - ასვლამდე შებრუნდა და იკითხა.

-კი. - გაეღიმა დანელიას და თავი დაუქნია გოგონას.

ეკატერინემ ფრთხილად შეაღო ოთახის კარი და შიგნით შეიხედა. ნინოს ისე მშვიდად ეძინა,
თითქოს სულაც არ ავადმყოფობდა, ანდრეას კი იქვე, სავარძელზე, ჩაძინებოდა. ხელი
თავქვეშ ამოედო და სახელურზე დაეყრდნო.
ჯაყელმა იფიქრა, სიმშვიდეს არ დავარღვევო, მაგრამ ნინოს უფრო ახლოს ნახვის სურვილმა
სძლია და ოთახში შედგა ფეხი.

დაღლილი სახე ჰქონდა ავადმყოფს, გაცრეცილი და ნატანჯი. ნაკვთები ნაადრევად


დამანჭვოდა და დაბერებოდა, თუმცა მაინც ეტყობოდა, რომ ახალგაზრდობაში წარმოსადეგი
გარეგნობის ქალბატონი იქნებოდა. ეს ქალი იყო ანდრეა ახვლედიანის დედა. ადამიანი,
რომლის გამოც ანდრეა პატარა დაფეთებულ ბავშვს ემსგავსებოდა და ყველაფერს ივიწყებდა.
ეს ქალი იყო პიროვნება, რომელიც ახვლედიანს ყველაზე მეტად უყვარდა, ამ ქვეყნად.
ერთადერთი და ყველაზე ძვირფასი.

-მგავს?! - უცებ მოესმა ზურგსუკან ხმა და ისე შეცბა, თითქოს დანაშაულზე წაასწრეს. უცებ
შებრუნდა და გაღვიძებული ანდრეა აღმოაჩინა, რომელიც დაღლილი თვალებით უმზერდა
ღიმილით.

-მხოლოდ ტუჩები გაქვს მისი მოყვანილობის, სხვა ვერაფრით მიგამსგავსე. - მხრები აიჩეჩა
გოგონამ და ისევ მწოლიარეს მიუბრუნდა.

-ჰო, დედას არ ვგავარ. - ოდნავ ქვევით ჩასრიალდა მამაკაცი და თავი საზურგეს მიაყრდნო. -
დედას სანდრო გავს. მე ირაკლის ასლი ვარ, სამწუხაროდ. - ჩაეცინა და თვალები მინაბა.

-მისი მდგომარეობის გასაგებად ამოვედი. როგორც ჩანს, სტაბილურადაა, ქვევით ჩავალ... -


წასასვლელად შებრუნდა ეკატერინე.

-დარჩი, რა. - მუდარაშერეული ხმა ჰქონდა ახვლედიანს. - ჩემთან იყავი. ამის გადატანაშიც
დამეხმარე. - ოდნავ წამოსწია თავი და ჯაყელს მკრთალად გაუღიმა. ეკატერინე მაშინვე
მიბრუნდა და მეორე სავარძელზე ჩამოჯდა. - შენ და მარიამმა ილაპარაკეთ? -
სასხვათაშორისოდ ჰკითხა, რათა უხერხული სიჩუმე არ გამჯდარიყო ოთახში.

-შევრიგდით. - თავისდაუნებურად დაიჩურჩულა გოგონამ.

-ვიცოდი, რომ ჩემი რძალი იმედებს არ გამიცრუებდა. - ჩაეცინა მამაკაცს.

-მადლობა... - გულწრფელად ამოთქვა ერთადერთი სიტყვა ეკატერინემ.

-მგონი, უნდა მოვრჩეთ ერთმანეთისთვის მადლობების ხდას. „კრიზის მეგობრები“ ვართ და


ერთგვარი ვალდებულებაცაა ჩვენი, რომ ასეთ სიტუაციაში გზა ვუჩვენოთ ერთმანეთს.

-იოანე მომწონს, მაგრამ მგონი შენზე გაბრაზდა. - ღიმილით აღნიშნა კატომ.

-ჩემზე რატომ გაბრაზდა? - გაეცინა ანდრეას.

-ეწყინა, რომ არაფერი უთხარი და ყველაფერს უმალავდი.

-აჰა, შენზეც ეჭვიანობს ანუ. აქ მან გამოგაგზავნა? - გამხიარულდა ახვლედიანი.

-ჩემზე რატომ უნდა იეჭვიანოს?!


-ვერ ხვდები?! - ისევ წამოსწია თავი მამაკაცმა და ჯაყელს გაუღიმა. - არაუშავს, მერე
დაველაპარაკები და ავუხსნი ყველაფერს. ცოტა მგრძნობიარე ბიჭია, სათუთი მიდგომა
სჭირდება.

-არასდროს კარგავ ჩვეულ ირონიას. - ჩაეცინა ეკატერინეს თავის ქნევით.

-ამაღამ აქ დარჩები?

-გინდა წავიდე?

-მინდა, რომ ჩემთან დარჩე. და ცოტა შენს მონატრებულ დასთანაც.

-თუ შენი ძმაკაცი მიმიღებს, დავრჩები.

-ამ სახლის დიასახლისი შენი დაა. ჩემს მგრძნობიარე ბიჭს აღარავინ ეკითხება. - ჩაეცინა
ანდრეას.

-ეს ახალი აჩემებული ხუმრობა რომ გაგიგოს, არ მოეწონება, იცოდე. - გაეღიმა კატოსაც.

-ჩემი გაზრდილია, რა უნდა გამიბედოს?!

-მერე შენს თავს ვერ მიიმსგავსე?

-მე არ ვარ სათუთი?! - უცებ წამოყო სიცილით თავი ანდრეამ, მაგრამ მაშინვე
დაუსერიოზულდა სახე, როგორც კი დედის კრუსუნი გაიგო. სწრაფად წამოხტა და საწოლს
მივარდა.

-რა მოხდა? - შეშინებული წამოდგა ეკატერინეც.

ნინო ჯერ ჩუმად კრუსუნებდა და წუხდა, შემდეგ ხმას აუწია და გამოეღვიძა. შეშინებულმა
შეხედა შვილს და ისე შეცბა, თითქოს მოჩვენებას ხედავდა. უცებ აფართხალდა საწოლში,
შემდეგ კი ორივე ხელი მკერდზე იტაცა. სუნთქვა მკვეთრად უძნელდებოდა და ხრიალებდა.
ამოსუნთქვას ვერაფრით ახერხებდა.

-ეკატერინე, სწრაფად დაუძახე იოანეს და უთხარი, რომ ექიმს დაურეკოს! - წამოიყვირა


შეშინებულმა ანდრეამ და დედას ორივე მკლავში წაავლო ხელი. - დედა, ვერ სუნთქავ?! რა
დაგემართა? - ყვიროდა შეშინებული და ქალს თვალებში უყურებდა.

ეკატერინე სწრაფად გაიქცა ოთახიდან და კიბეებს მივარდა. იოანეს დაუძახა და ანდრეას


დანაბარები გადასცა, დაფეთებულმა. მალევე გაიგო სწრაფი ნაბიჯების ხმა და რამდენიმე
წამში უტა და მარიამიც გამოჩნდნენ კიბეზე.

-რა მოხდა? ისევ შეტევა აქვს? ექიმმა ძლიერი დამამშვიდებელი დაგვიტოვა, დაალევინა?! -
სწრაფად ამორბოდა მარიამი. უცებ ჩაუქროლა ეკატერინეს და ოთახში შევარდა. - ანდრეა,
წამალი დაალევინე?

-წამალი წინა შეტევისას დავალევინე, არ შველის! - ღრიალებდა შეშინებული ანდრეა და


დედას სუნთქვის დარეგულირებაში ეხმარებოდა.
-ანდრეა, გამოიწიე და მე და უტა მიგვიშვი! - წამოიყვირა მარიამმაც და აკანკალებული
ახვლედიანი საწოლს მოაშორა. - უტა, პირველი უჯრა გამოხსენი, ნემსი და ამპულები მანდ
დავდე! - განკარგულება მისცა უტას. - ასთმის შეტევა აქვს!

-რა... რა ასთმა, როდის აწუხებდა დედაჩემს ასთმა? - წამოყვირება უნდოდა, მაგრამ მხოლოდ
დახავლება მოახერხა კედელთან აწურულმა.

-გადააბრუნე, მარიამ! - უტამ მიმართა გოგონას და ნემსი მოამზადა. - შემყავს. - დაიხარა, ჯერ
ბამბა წაუსვა ავადმყოფს, ხოლო შემდეგ ნემსი დაარჭო იმავე ადგილას.

-ექიმი მოდის! - ოთახში შევარდა იოანე.

-უტა, მანდვე, უჯრაში, ინგალატორიც უნდა იდოს. ამოიღე და ტუმბოზე დადე, ყოველი
შემთხვევისთვის. - როგორც კი დაინახა, ნინო უკეთ ხდებოდა, გულზე მოეშვა და დანელიას
მიმართა მარიამმა.

-რა მოხდა? უკეთ არის?

-ახლა შევძელით მისი მდგომარეობის დასტაბილურება, მაგრამ, ანდრეა, დედაშენს უკვე


მძიმე პერსისტიული ასთმა ჩამოუყალიბდა, ანუ შეტევებს ყოველდღიური ხასიათი მიეცა.
ასეთ დროს მის სახლში გაჩერებას ვერ შევძლებთ, კლინიკაშია გადასაყვანი.

-როდის გართულდა მდგომარეობა ასე? მე არც ვიცოდი, თუ ასთმა ჰქონდა.

-დედაშენს გულის მწვავე უკმარისობა აქვს. ამას დამატებულმა სტრესმა და გამუდმებით


ჰაერზე ყოფნამ მწვავე ბრონქული შეტევები ასთმის უმძიმეს ფორმად ჩამოაყალიბა. - უტამ
ასნა ავადმყოფის მდგომარეობა. - ძირითად შემთხვევაში ეს დაავადება მემკვიდრეობით
გადაეცემა ადამიანს და შეიძლება დედაშენიც შემთხვევაშიც ასეა, მე არ ვიცი თქვენი ოჯახის
ისტორია, თუმცა ისეც ხდება, რომ ჩემ მიერ ჩამოთვლილი მიზეზები შეიძლება იქცნენ
გამომწვევებად.

-მე... მე მეგონა კარგი იყო მისთვის სუფთა ჰაერზე ყოფნა.

-იყო კიდეც, უბრალოდ... ანდრეა, ასეთ რამეს ვერ გააკონტროლებ. დედაშენს იმდენად
სუსტი იმუნიტეტი აქვს, ყველაფერი შეიძლება გაუმიზეზდეს.

-კლინიკაში გადაყვანა ჯობია? - იოანემ მხარზე ხელი დაკრა ანდრეას.

-აუცილებლად. სხვა გამოსავალი არ გვაქვს.

-უბრალოდ ეძინა, ასე უცებ როგორ დაემართა შეტევა? - სულ უკან იდგა კარს აწებებული და
შეშინებული ეკატერინე.

-ჰო, ასთმა ხშირ შემთხვევაში ძილის დარღვევასაც იწვევს. ძალიან ვერაგი დაავადებაა. -
ღრმად ამოისუნთქა მარიამმა და წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია.

-კიდევ გაუმეორდება სპაზმები?

-ძლიერი პრეპარატი მივეცით, მაგრამ შეიძლება. - თვალები მოისრისა უტამ.


-კარგი, ექიმი მოვიდეს და გადავიყვანოთ კლინიკაში... - თავი დახარა ანდრეამ.

-მე იოანესაც ხშირად ვეუბნებოდი და ახლა შენც გაგიმეორებ, ანდრეა - დედაშენი აქამდეც
უნდა გადაგეყვანა საავადმყოფოში. გულის უკმარისობა აქვს. არითმია და ტაქიკარდია
აწუხებს. ნებისმიერ დროს არსებობს ინფარკტის საშიშროება. კლინიკაში უკეთ მიხედავენ...

-ასე როდის დაუმძიმდა მდგომარეობა? ასე... ასე ხომ არ იყო?!

-დედაშენის ორგანიზმი დანგრეულია. მეტაბოლური პროცესები წესიერად ვერ წარიმართება,


ნერვული სისტემა მოშლილი აქვს, თანაც მუდმივი არითმია აქვს, რომელმაც საბოლოო
ჯამში ეს ყველაფერი გამოიწვია.

-ეს ყველაფერი ნერვულმა აშლილობამ გამოიწვია?

-ჯანმრთელობის ასე დაქვეითებას მხოლოდ მაგას ვერ დავაბრალებთ. სავარაუდოდ,


მემკვიდრეობითაც გადაეცემოდა დაავადება.

-ბაბუაჩემი გულის მანკით გარდაიცვალა...

-ჰო, ეგ ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ მაინც, მე და უტა ვერ ვიქნებით ისეთი
კომპეტენტურები, როგორიც დედაშენის პირადი ექიმი. ჯობს, მას გაესაუბრო.

-თქვენც აქ დარჩით, რა, მის მოსვლამდე... - უმწეოდ გამოიყურებოდა ახვლედიანი.

-აქ ვიქნებით, ანდრო, აბა სად წავალთ?! - გაუღიმა იოანემ ძმაკაცს და გვერდში ამოუდგა.

-დედაშენი კარგად გახდება, ანდრეა, აი, ნახავ. - ეკატერინემაც მიბაძა დანელიას მაგალითს
და მეორე მხარი დაუმშვენა მამაკაცს.

-ანდრეა, ალექსანდრეს ახლაც არ დავურეკო?

-დაურეკე ხო, თუ ნებავს, მოვიდეს. - ამოიხვნეშა ახვლედიანმა. იოანე მაშინვე მოსცილდა


მეგობარს და ოთახიდან გავიდა, დასარეკად.

თითქოს ყველაფერი ჩაწყნარდა, მაგრამ ნინომ უცებ შეჭმუხნა სახე, მერე კი თვალები
გაახილა. ანდრეა და ეკატერინე მის წინ იდგნენ, საწოლის კიდესთან. ორივემ მაშინვე
წამოსწია თავი, როგორც კი ქალმა დაიკრუსუნა.

-რატომ არ ჩაეძინა, ისევ შეტევა ხომ არ ექნება? - შეშინდა ანდრეა.

-დამშვიდდი, შეიძლება უბრალოდ არ ჩაეძინა, არაფერია. - დაამშვიდა უტამ მამაკაცი.

ავადმყოფს ლამფის განათებაზეც კი კარგად მოუჩანდა კიდევ უფრო გაცრეცილი და


მიტკლისფერი სახე. თვალებს მძიმედ ახამხამებდა და მის თავთან მდგარ მარიამს
აკვირდებოდა. შემდეგ ისევ დახუჭა თვალები და ამჯერად წინ გაიხედა. ანდრეასა და
ეკატერინეს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა და დაიკრუსუნა.

-თ...თქვენ... - ძლივს დააშორა თოვლისფერი ტუჩები ერთმანეთს და ჩუმი ხმით დაიხრიალა.


-ისევ მე ვარ, დედა, ანდრეა, რატომ შეშინდი?!

-თ...ამარა... - ეკატერინეს გაუშტერა კაკლისოდენა გუგები და ამოიგმინა. ამ ერთ სიტყვაში


ყველაფერი იგრძნობოდა: გაკვირვება, ტკივილი, შიში და ავადმყოფის განწირული
ამოძახილი. დათვლილ სუნთქვათაგან ერთ-ერთი კიდევ გაიმეტა და ჭერს გაუშტერა მზერა.

ანდრეამ, უტამ და მარიამმა გაოცებით გადახედეს მათზე არანაკლებ დაბნეულსა და


გაკვირვებულ ეკატერინეს.

-ნუ მტანჯავ... - ისევ დაიგმინა ნინომ. - ახლა მაინც... წამიყვანე.

-დედა, შემომხედე, ისევ ვერ მცნობ?! - საწოლს მოუარა დედის უცნაური სიტყვებით
შეშინებულმა ახვლედიანმა, მისი თავი თავის ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა.

-ჩემი... სიყვარული... არ გვეყო... არა?! - სვენებ-სვენებით ამოთქვა სიკვდილისპირას მყოფმა,


ცალი ხელი ანდრეას ჩამოუსვა ლოყაზე და სევდიანად გაუღიმა. - ის...ყოველთვის... მეტი...
იყო. - აწყლიანებული თვალებით საწოლთან გაქვავებული ეკატერინესკენ ანიშნა. - შენი...
დედოფალი... კატერინა... - უკანასკნელი სიტყვები მოსწყდა გაყინულ ბაგეებს და შვილის
ლოყაზე შერჩენილი ხელიც უსულოდ ჩამოსრიალდა საწოლზე. ნინოს ღიმილი შერჩა
თვალცრემლიან სახეზე; სევდისა და ბედნიერების ღიმილი ერთდროულად.

-დედა... - აკანკალებული ხმით დაიჩურჩულა ანდრეამ და აცახცახებული ხელი ძლივს


მიიტანა მის სახესთან. - დედი... - ამოიგმინასავით და მუხლებზე დაეცა.

უტამ და მარიამმა გაკვირვებული სახეებით გადახედეს ერთმანეთს. ორივეს ნინოსფერი


დაედო სახეზე. ეკატერინემ გულის სიღრმეში უზარმაზარი ტკივილის შეფხიზლება იგრძნო
და თვალები დახუჭა. მას და ნინოს ერთდროულად ჩამოუვარდათ გულისწყვეტის ეული
კურცხალი.

იოანე და ნანა შევიდნენ ოთახში. როცა მათი გაქვავებული სახეები და დედის სხეულს
დამხობილი ანდრეა დაინახეს, ყველაფერი ნათელი გახდა. ნანა იქვე, კარის ჩარჩოს აეკრო და
ჩუმად აქვითინდა. დაბნეულობით გაგიჟებული დანელია კი ერთ ადგილზე გაქვავდა.

ყველაფერი უცებ მოხდა. სულ რამდენიმე დანისლულ წამში. ოთახში ყველაფერი ისევ ისე
იყო: ლამფის შუქი ისევ ანათებდა ნინოს მიტკლისფერ სახეს. მისი წამლები და „ყოველი
შემთხვევისთვის“ დატოვებული ინგალატორიც ისევ იქ იდო. ოთახში ისევ ექვსი სხეული
იყო, მაგრამ ხუთი სული.

ექვსი სხეული - ხუთი სული...

ანდრეას დედის უსიცოცხლოდ გაშეშებულ გულ-მკერდში ჩაემალა თავი და დიდხანს არ


ტოკდებოდა. არც ხმას იღებდა, არც ინძრეოდა. არც ტირილისა და გმინვის ხმა ესმოდათ
ოთახში მყოფებს. იოანემ არ იცოდა რა ექნა, მიახლოებოდა მეგობარს და წამოეყენებინა, თუ
არა?! გადახვეოდა და მისი ტკივილი გაეზიარებინა, თუ საერთოდ გასცლოდა და
გარდაცვლილი დედის გამოტირების საშუელბა მიეცა?! ყველანაირ ანდრეას იცნობდა -
ყველა დადებითი თუ უარყოფითი თვისებებით, მაგრამ ობლად დარჩენილი ახვლედიანი
სულ სხვა და უცხო იყო მისთვის. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა უნდა ეთქვა ან გაეკეთებინა
ახლა, როცა ანდრეა მისთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს გლოვობდა.

სივრცეში გაჩხერილი და გაყინული დროის მონაკვეთის შემდეგ ანდრეამ ნელა წამოსწია


თავი და წამოდგა. დედის დახუჭულ თვალებს და გათეთრებულ სახეს კიდევ ერთელ
დააკვირდა, შემდეგ კი შებრუნდა და ოთახიდან აივანზე გამავალ ღია კარში გავიდა.

მოაჯირს ორივე ხელით დაეყრდნო და მაგრად მოუჭირა ხელები. ისე მაგრად, თითქოს
უნდოდა, მთელი ტკივილი მისთვის გადაეცა და სახლი შეეზანზარებინა. შემდეგ ორივე
ხელი ნელა ჩააცოცა რიკულებისკენ და ტანითაც იმავე მოძრაობა გააკეთა. ნელა ხრიდა
ფეხებს მუხლში და იცუცქებოდა. ბოლოს ერთ სიმაღლეზე გაჩერდა, ხელები მაგრად
მოუჭირა ქვის პატარა სვეტებს და დაიზმუვლა. უცნაურ ბგერებს გამოსცემდა,
პირმოკუმული. ბღუოდა, ზმუოდა და გმინავდა, მაგრამ არც ხმას იღებდა და არც ტიროდა.
იმდენად დიდ ძალას ატანდა თავს, სახეზე ერთიანად აწითლდა და ძარღვები დაებერა.

იოანე ნელა მიუახლოვდა მამაკაცს და ზურგზე ხელი დაადო. ზუსტად ისე, როგორც ცამეტი
წლის ასაკში დაობლებულ იოანეს დაკრა ხელი ზურგზე ანდრეამ. შემდეგ ნელა წამოაყენა,
თვალებით გამოუცხადა თანადგომა და გადაეხვია. ანდრეამ გაშაშებული ხელები მაგრად
მოხვია ძმაკაცს და ტკივილს გაზიარების უფლება მისცა.

უტა, მარიამი და ეკატერინე უყურებდნენ ერთმანეთზე გადახვეულ ობლებს, რომლებიც ისევ


მშობლის გარეშე დარჩენილი პატარა ბიჭები იყვნენ და ცრემლებს ებრძოდნენ.

ოთახში დაღვრილი თითოეული ცრემლი გარდაცვლილს მკერდზე ეცემოდა...

ირაკლი ახვლედიანის ცოლის გარდაცვალების ამბავი წამის უსწრაფესად მოედო მთელ


ქალაქს. ანდრეას აცოფებდა იმ ადამიანების გადამეტებული ყურადღება, რომელთაც
ავადმყოფობისას არც კი ახსენდებოდათ ქალი. მათე და იოანე მის გვერდით იყვნენ და
ყოველ ამოღრენაზე მხარზე ხელს ურტყამდნენ, დამშვიდდიო.

ირაკლი და ალექსანდრე სასახლესთან იდგნენ დამწუხრებული სახეებით და პანაშვიდზე


მოსულებს მადლობის ნიშნად ხელს ართმევდნენ. ხალხი მოდიოდა და მიდიოდა. სამძიმარს
უცხადებდნენ ახვლედიანს და მის ოჯახს. გასვლისას შიშით შეავლებდნენ ხოლმე თვალს
შორეულ კუთხეში მჯდარ და აფთარივით მომზირალ ანდრეას და ისე იძურწებოდნენ,
მასთან მიახლოვებასაც ვერ ბედავდნენ.

-ჯაყელებს ბიჭი რომ მოუკლა, ეგ არის. - გადაურჩურჩულა ერთმა მეორეს და დამფრთხალი


თვალებით ანიშნა თავჩაღუნული ახვლედიანისკენ.

-ეტყობა, რაცაა. - მეორემაც დაიჩურჩულა და ისე სწრაფად მოარიდა მზერა მამაკაცს, თითქოს
უდედოდ დარჩენილი ობოლი კი არა, ეშმაკი ყოფილიყო.
ანდრეას სხეული დაეჭიმა და კბილები აუკაწკაწდა. ხელები ისე მაგრად მომუშტა,
ფრჩხილები კანში ატანდა. წამოდგომა უნდოდა, მაგრამ მათემ დაასწო და ისე მაგრად
მოუჭირა ხელი კეფაზე, თითქოს მის სხეულში დაგროვილი სიმწარის ამოწოვა და
ფანჯრიდან მოსროლა უნდოდა.

-დედაშენისთვის, ანდრო. - ოდნავ დაიხარა და ჩუმად დაილაპარაკა მის ყურთან.


ახვლედიანს მაშინვე მოეშვა სხეული და მოდუნდა.

რომ შეძლებოდა ყველას გაყრიდა სახლიდან და მარტო დაიტირებდა დედას. იმ სახლში


დასვენებულ დედას, რომელშიც ბოლო ორი წლის განმავლობაში არც უცხოვრია ავადმყოფს.
იმ ქმარს გაუგდებდა, საერთოდ რომ არ ადარდებდა მისი მდგომარეობა და ახლა მწუხარე
სახით იღებდა სამძიმარს. ამ სიყალბეს მთლიანად მოაშორებდა საყვარელ დედას, მერე
ბოლო გზაზე გააცილებდა და მიწას მიაბარებდა.

დემეტრე დილით სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა, ქეთევანმა ახალი პერანგი რომ


მიუტანა და სევდიანი ხმით უთხრა:

-გაიგე, ნინო რომ გარდაცვლილა?

-ვინ ნინო?! - გაიკვირვა ჯაყელმა და პერანგის სახელურებში ხელები გაუყარა.

-ნინო... ირაკლის ნინო. - ნაღველნარევი სითბოთი მოიხსენია ქალმა მათი სახელები.

დემეტრეს ღილების შესაკრავად მომართული ხელები ჰაერში გაუშეშდა.

-რით მოკვდა? - სასხვათაშორისოდ იკითხა და საქმე განაგრძო.

-არ ვიცი. ავადმყოფობდა, მგონი. რამდენი ხანია ხალხში არ გამოჩენილა.

-ჰმ, ეგეც მოინელა, არა?! - ზიზღით ჩაეცინა ჯაყელს.

-დემეტრე, სამძიმარზე უნდა წავიდეთ!

-რას სულელობ, ქეთევან?! - თვალები ბრაზით აენთო მამაკაცს.

-ნინოზე ვლაპარაკობთ!

-იმ კაცის ცოლზე ვლაპარაკობთ! მოეშვი სისულელეებს. - ხელი აუქნია ცოლს და გვერდი
აუარა.

-დემეტრე... - შეევედრა ქალი.

-მაგვიანდება უკვე, საუზმობას ვერ მოვასწრებ. - პიჯაკი მოიცვა ჯაყელმა და კარი გაააღო.

-ირაკლიმ უკვე მოინელა ნინო, ნეტავ შენ როდის მომინელებ მე?! - თავისთვის დაიჩურჩულა
თვალებამღვრეულმა და საწოლზე ჩამოჯდა, უღონოდ.
რამდენიმე დღეში დაასაფლავეს ნინო. დაკრძალვას უამრავი ადამიანი ესწრებოდა. იოანე,
მარიამი, მათე, ნინა და უტა ანდრეას არ სცილდებოდნენ გვერდიდან. მათთან ერთად იდგნენ
ლიზა, ანასტასია და ვატოც. ალექსანდრე მამას არ სცილდებოდა გვერდიდან. კუდში
დაყვებოდა და დაკრძალვის საკითხებს უთანხმებდა.

ანდრეა ისევ მოშორებით იდგა. თავს მაღლა არ სწევდა, არავის უყურებდა. მიწას
დასჩერებოდა და ყბის კუნთს გამალებით ათამაშებდა. ყურებში ზუოდა ხალხის ხმა.
გაუთავებელი მითქმა-მოთქმა მასზე. ხალხის სახეებზე აღბეჭდილ მძაფრ შიშს თვალს
ვერაფრით უსწორებდა. იცოდა, თავი რომ აეწია და მათ თვალებში ჩაბუდებული ამრეზი
დაენახა, ყველას ერთიანად მოუსვამდა ხელს და სასახლის ჩასაშვებად ამოთხრილ ორმოში
ჩაყრიდა.

მტანჯველ წამებს ითვლიდა. ერთი სული ჰქონდა ეს მტკივნეული პროცესი დაესრულებინა


და ყველაფერს გაცლოდა. მუშტები ისევ შეკრული ჰქონდა, კბილები ერთმანეთზე მაგრად
დაჭერილი და სხეულლი დაჭიმული. ცოტაც და გასკდებოდა. აღარც იოანეს გამხნევება
შველოდა, აღარც მათესი, აღარც ანასტასიასი. გრძნობდა, რომ სისხლი, მის ვენებში, ნელ-
ნელა დუღდებოდა.

ის წამი უნდა დამდგარიყო, ანდრეა რომ დაიღრიალებდა და სულის შემხუთველ ემოციებს


კანს გააცლიდა, როცა უეცრად იგრძნო გულის ამსუბუქება, სუსტი სხეულის შეხება და
სიფრიფანა მკლავების შემოხვევა, კისერზე.

-ვიზიარებ შენს მწუხარებას, ანდრეა. - დაიჩურჩულა მთრთოლვარე ხმით გოგონამ და


სწრაფად მოსცილდა მამაკაცს.

გაშეშებულმა ახვლედიანმა ძლივს წამოსწია თავი და მაშინვე წააწყდა ზღვისფერ თვალებს,


რომლებიც ცრემლებით იყო აღელვებული.

-ბარბარე... მოხვედი? - ძლივს მოახერხა ხმის ამოღება ანდრეამ.

-რა თქმა უნდა, მოვედი. ნინო დეიდა ისეთი კარგი იყო, ისე გვეხმარებოდა. როგორ არ
მოვიდოდი? თანაც მე ხომ ყველაზე კარგად მესმის ახლა შენი? - ცრემლები ჩამოუცვივდა
თვალებიდან გოგონას. - მე შენ გვერდით ვარ, იცოდე. - მხარზე ნაზად მოუსვა ხელი და
მკრთალად გაუღიმა. ანდრეას ცხელმა ტალღამ დაუარა სხეულში და გაყინული არსი
გაულღო. აღარც ხალხის ტიკტიკი ესმოდა მის ყურებს, აღარც სისხლი უდუღდა. ზღვისფერი
თვალებიდან სიმშვიდე გადმოიღვარა მასში.

-მადლობა. - მთელი გრძნობით დაიჩურჩულა ერთადერთი სიტყვა და ისევ ჩაქინდრა თავი.


ბარბარემ ცრემლები შეიმშრალა და გვერდით დაუდგა ახვლედიანს.
როცა ანდრეამ ისევ წამოსწია თავი, მოშორებით, მამასთან და ძმასთან ერთად მდგარი ილია
ჯაფარიძეც დაინახა და ისევ იგრძნო სხეულის დაჭიმვა.

-არც გაბედო! - მაშინვე წაავლო იოანემ ხელი ძმაკაცს, როგორც კი მან ფეხი გაანძრია. - ამის
დრო არ არის. - დაიჩურჩულა და დაამშვიდა.

ანდრეა ირაკლის სახეს დააკვირდა. ისიც ისევე დაძაბული იდგა, როგორც თვითონ. რა თქმა
უნდა, არ სიამოვნებდა ჯაფარიძის სიახლოვეს ყოფნა. მისთვის ახლა დღესავით ნათელი იყო
მათი გრძნობები.

სასახლის ჩასვენებისას ახვლედიანმა მძაფრად იგრძნო გულის რაღაც ნაწილის წაგლეჯვა.


მაშინვე საფლავს მიუახლოვდა, ერთ-ერთ მუშას ნიჩაბი გამოსტაცა და თავად მიაყარა დედას
მიწა.

ხალხი აიშალა. ყველა მანქანებისკენ დაიძრა. ირაკლი ანდრეას მიუახლოვდა და დაბალი


ტონით უთხრა:

-ალექსანდრეს ჩაუჯექი მანქანაში და რესტორანში მოდი.

-რესტორანში არ წამოვალ! - კატეგორიული იყო მისი პასუხი.

-ახლა მაინც ნუ ბავშვობ! - კბილებშორის გამოცრა ირაკლიმ. - ყველას ნუ აფიქრებინებ, რომ


უკულტურო ხარ.

-ყველა ფიქრობს, რომ მკვლელი ვარ! უკულტუროს ჩივი?! - ზიზღით ჩაეცინა უმცროს
ახვლედიანს.

-ანდრეა, გააკეთე, რასაც გეუბნები.

-მე ამ ხალხთან ერთად არაფერი მესაქმება! ფეხებზე მ’კიდია მათი აზრი! შენ და სანდრო
იყავით მაგ ყალბ გარემოში, თქვენი სპეციალობაა! - ზიზღით გამოცრა სიტყვები ანდრეამ,
მამას გვერდი აუარა და გაშორდა.

-გინდა, მე შენ და მათე წავიდეთ სადმე და დავლიოთ?! - მანქანასთან უცდიდა იოანე


მეგობარს.

-მინდა. - თავი დაუქნია და კარი გააღო.

-შენ წამოხვალ, უტა? - იქვე მდგარ ძმას მიუბრუნდა დანელია.

-მე და მარიამი კლინიკაში მივდივართ. გვიან მოვალთ, ღამით.

-ხო, გამახსენდა, მითხრა მარიამმა. მანქანაში ზის უკვე?

-ჰო, გვეჩქარება. ანდრო, წავედით ჩვენ და აბა შენ იცი. შენ გვერდით ვარ, იცოდე! -
ახვლედიანს გაუღიმა უტამ და წავიდა.
-მათე ნინას მიიყვანს სახლში და მოვა. წავიდეთ ჩვენ. - მანქანას მოუარა იოანემ და მძღოლის
ადგილი დაიკავა.

-წამიყვანე დროზე აქედან, ცუდად ვარ. - ძლივს ლაპარაკობდა ანდრეა. დანელიამ საჩქაროდ
დაქოქა მანქანა და ადგილს მოწყდა.

ელენე გინეკოლოგთან იმყოფებოდა ექოსკოპიაზე, კლინიკაში. რადგან ვერავინ იცლიდა


მისთვის, მარტო უწევდა სიარული. ლუკასთან ბოლოდროინდელი დაძაბულობის გამო,
მისთვის არც უთხოვია ექიმთან გაყოლა. საერთოდაც, ერიდებოდა მასთან კონტაქტს იმის
შიშით, რომ ჯაყელი უარესად ატკენდა გულს.

ბავშვი ჯანმრთელი იყო. ორსულობაც ყოველგვარი ნორმის ფარგლებში მიმდინარეობდა.


გახარებულმა გადაუხადა მადლობა ექიმს და გულდამშვიდებულმა გაიხურა კაბინეტის კარი.

გარეთ გასულს სასიამოვნოდ დაუარა ტანში ივნისის სითბომ. გაეღიმა და თავისი მანქანისკენ
გასწია ღიღინით. ღიმილი სახეზე შეეყინა და ერთ ადგილას გაშეშდა, როცა მანქანასთან
ხელებგადაჯვარედინებული ლუკა დაინახა.

-შენ აქ რას აკეთებ? - შიშით ჰკითხა და ნელა მიუახლოვდა. ისე, თითქოს საკუთარ ქმარს კი
არა, საშიშ კრიმინალს უახლოვდებოდა.

-დედამ მითხრა დილას, რომ ექიმთან ვიზიტი უნდა გქონოდა დღეს. - მშვიდი ხმით გასცა
პასუხი ჯაყელმა და გაუღიმა.

-რატომ მოხვედი მერე? - დაგაგვიანდა! - უსაყვადურა ქმარს და ამაყად გაუსწორა მზერა.

-დიდი ხანია, აქ ვდგავარ. შიგნით აღარ შემოვედი უბრალოდ. - თავი იმართლა მამაკაცმა.

-არ გაინტერესებს შენი შვილის მდგომარეობა? მისით მაინც დაინტერესდი.

-ელენე, ნუ მელაპარაკები ასე. - ბრაზის მაგივრად წყენა იგრძნობოდა ჯაყელის ხმაში.

-ასე როგორ, ლუკა? შენ როგორც მელაპარაკები ამ ბოლო დროს?!

-არ ხარ მართალი! ერთხელ ვიყავი გაბრაზებული და ცოტა უხეშად დაგელაპარაკე. ამის გამო
აღარ უნდა მაპატიო?

-მე მაქვს რამე საპატიებელი? მეგონა, აქეთ მადანაშაულებდი რამეში. ორი დღე სხვა ოთახში
გეძინა, მერე დაბრუნდი და ისე წვები ზურგშექცევით ერთს არ შემომხედავ. დაგიშავე რამე?!

-ელენე, რატომ გიყვარს, ხანდახან, ყველაფრის გართულება?! - ამოიხვნეშა ლუკამ და ცოლს


მიუახლოვდა რამდენიმე ნაბიჯით. - იმიტომ შემიყვარდი, რომ სხვებს არ ჰგავდი და ჩემი
გესმოდა. - გაუღიმა და თმაზე ჩამოუსვა ხელი.
-ყოველთვის, ლუკა, ყოველთვის სხვა თვალით გიყურებდი და აღგიქვამდი, მაგრამ ბოლო
რამდენიმე დღე მეც სხვებს დავემსგავსე - შენი მეშინია. - თვალები აემღვრა გოგონას და
ბოლო სიტყვები თავდახრილმა დაიჩურჩულა.

-მაგ სიტყვებით გულს რომ მტკენ, ხომ იცი?! გთხოვ მაპატიე, რომ გაბრაზება შენზე
ამოვანთხიე და არაკაცივით მოვიქეცი. გპირდები, აღარ განმეორდება.

-ხანდახან, ემოციების კონტროლი გიჭირს, ლუკა. ასეთ დროს მძვინვარე მხეცს ემსგავსები და
ძალიან მაშინებ. არ მინდა, რომ ჩვენმა შვილმა ასეთს გიყუროს.

-აღარ განმეორდება-მეთქი, გპირდები! - ნიკაპქვეშ ორი თითი ამოსდო ჯაყელმა ცოლს და


თავი მაღლა ააწევინა. - ჩემი ხომ გჯერა?

-მინდა, რომ მჯეროდეს.

-მაპატიე ჩემი ვირული საქციელი და გთხოვ, დაივიწყე. უბრალოდ, იმდენი რამ ხდება ჩვენ
გარშემო, ხანდახან კონტროლს ვკარგავ. თავს გავაკონტროლებ ამიერიდან.

-მე ის მზრუნველი, მგრძნობიარე და თბილი ლუკა მჭირდება გვერდით, რომელიც


შემიყვარდა.

-ისევ ის ლუკა ვარ, გეფიცები! - გაუღიმა მამაკაცმა ცოლს და ცხვირზე აკოცა. - ხომ მაპატიე?
მითხარი, რომ მაპატიე.

-გაპატიე, რა თქმა უნდა, გაპატიე. - ჩაეცინა ელენეს და მეუღლეს მოეხვია.

-უბრალოდ დავივიწყოთ ეს რამდენიმე დღე და ისე გავაგრძელოთ ცხოვრება, ვითომ


არაფერი მომხდარა, კარგი?

-კარგი. - მორჩილი ბავშვივით დაეთანხმა დევდარიანი მამაკაცს.

-ახლა მითხარი, რა გითხრა ექიმმა? როგორ არის ჩემი პატარა მანდ?! - გამხიარულდა ლუკა,
ცოლს ხელი მოხვია და მანქანის კარი გაუღო.

-კარგად არის ყველაფერი, ნორმების ფარგლებში.

-სქესს ჯერ ვერ გავიგებთ?

-გვემალება ჩვენი პატარა. არ უნდა, რომ ვიცოდეთ მისი ვინაობა. - გაეცინა ელენეს და
მუცელზე მოისვა ხელი.

-ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ხომ იცი? - მძღოლის ადგილი დაიკავა მამაკაცმა და ღვედი
შეიკრა.

-დავითი სახლში გაუშვი?

-ჰო, მე თვითონ მინდა, რომ მიგიყვანო სახლამდე. გასეირნებას შემოგთავაზებდი, მაგრამ მე


და ბექას საქმე თავზე გვაყრია.
-არაუშავს, როცა მოიცლი, მაშინ გავიდეთ სადმე. ახლა მაინც მოთენთილი ვარ და ძილი
მირჩევნია.

-კარგი, წავიდეთ მაშინ. - გაეღიმა ლუკას და მანქანა დაქოქა.

ბინდი წვებოდა უკვე ქალაქში, როცა მათემ, იოანემ და ანდრეამ სმას თავი ანებეს და დაშლა
გადაწყვიტეს. არც ისე ბევრი ჰქონდათ დალეული. არც თვალები უტრიალებდათ და არც
ფეხი ერეოდათ.

-ჩემს გაყინულ ბინაში არ მინდა მისვლა. - მანქანასთან მისულმა სევდიანად თქვა ანდრეამ.

-ჩემთან წამოდი თუ გინდა, დღეს მეც მარტო ვარ სახლში.

-მარიამი და უტა არ დაბრუნდებიან?

-დამირეკა წეღან მარიამმა. მძიმე პაციენტი ჰყოლია მათ ექიმს და დარჩენა უთხოვია ღამით.

-რთულია ექიმი ცოლი! - დაასკვნა სასმლით ყველაზე მეტად შეზარხოშებულმა მათემ.


იოანეს და ანდრეას გაეღიმათ მის აწითლებულ სახეზე.

-შენ ტაქსით წახვალ სახლში. - მხარზე დაარტყა ახვლედიანმა ხელი ძმაკაცს.

-წავალ! რატომ არ წავალ? ჩემი ნინა არ მელოდება სახლში, თუ?!

-შენც წადი ცოლთან, იოანე. - დანელიას მიუბრუნდა მამაკაცი. - მიაკითხე კლინიკაში და


საჭმელი მიუტანე ოჯახს. ეშიებათ, დარწმუნებული ვარ.

-მარტო არ დაგტოვებთ დღეს, რა წესია?! - გააპროტესტა იოანემ.

-ზუსტადაც რომ მარტო უნდა დამტოვოთ. საკმარისად იყავით დღეს ჩემ გვერდით, წადით
ახლა ცოლებთან და მოესიყვარულეთ.

-შენ რას იზამ მერე, ანდრო? წახვალ ჩემთან?

-ჩემს ბინაში არ მინდა.

-მანქანაზე დაჯდომას შეძლებ? მოდი, გამოგყვები, სხვა დროს მივაკითხავ მარიამს და უტას.

-ობოლი კი ვარ, მაგრამ ბავში არა, დანელ! - სევდაჩამდგარ მზერას მკრთალმა ღიმილმა
გადაურბინა.

-მიეცი გასაღები, იოანე, ხომ იცი რანაირია? - თუ აიჩემა, ვეღარ გადაათქმევინებ! - გაუცინა
მათემ იოანეს და ანდრეას.
-თუ რამე მოხდება, დამირეკე. მალე მოვალ მე. საჭმელს მივუტან იმ საწყლებს, ცოტას
დაველაპარაკები, გავართობ და დავბრუნდები. - გასაღები მიაწოდა დანელიამ მეგობარს.

-ნეტაი არ მემართლებოდე. - ხელი აუქნია ახვლედიანმა ბიჭებს, ჩაეცინა და მანქანის კარი


გააღო.

ბარს როგორც კი გაცდა და ბიჭებიც გაქრნენ თვალთახედვიდან, მობილური აწკრიალდა,


ჯიბეში. ეკრანს რომ დახედა და დაფარული ნომერი დაინახა, მაშინვე დაეჭიმა სხეული.
სწრაფად დაატორმუზა და ზარს უპასუხა.

-გამარჯობა, ანდრეა, გავიგე დედა გარდაგცვლია, ვიზიარებ შენს მწუხარებას. - მაშინვე


გაისმა მობილურში მამაკაცის უკვე ნაცნობი და საზარელი ხმა.

-ახლა კარგად მომისმინე, შე ნაბი*ვარო, ძალიან ნაკლებად მაინტერესებს ვინ ხარ, ვისთვის
მუშაობ და რა შეგიძლია. მე დღეს დედა დავასაფლავე და არ ვაპირებ შენი გულისამრევი ხმის
მოსმენას! - დაჭიმული ყბით ძლივს ცრიდა კბილებშორის სიტყვებს ახვლედიანი. - ფეხებზე
მ’კიდია შენი ბინძური გეგმები, არაფერში დაგეხმარები! რაც გინდა, ის ქენი, როგორც გინდა
ისე დამაშინე, ორივემ კარგად ვიცით, რომ თუ ნატამალი ტვინი მაინც გაგაჩია, არაფერს იზამ!

-მშვიდად, მშვიდად, ანდრეა, სულაც არ დამირეკავს ცუდი განზრახვით. - ჩაეცინა


ჩახრეწილხმიანს. - მესმის შენი, დედის დაკარგვა სულაც არ არის მარტივი გადასატანი.
ამიტომაც გირეკავ, რომ გითხრა - მოწყალებას გამოვიჩენ და დროს მოგცემ.

-შენ ვერ გაიგე, რა გითხარი?! შენს ბინძურ თამაშში მონაწილეობას არ მივიღებ-თქო! -


იღრიალა ძარღვებდაბერილმა.

-მიიღებ, ანდრეა, ძალიან მშვენივრად მიიღებ. უბრალოდ ცოტა მერე. ვერ დავიჯერებ, რომ ის
სიფრიფანა გოგო, დღეს კისერზე რომ გეკიდებოდა, შენნაირი კაცისთვის არაფერს ნიშნავს.

-შენი მიწიდან ამოთხრაც რომ დამჭირდეს, ოდესმე გიპოვნი და ამ ყველაფრისთვის პასუხს


გაგებინებ,გაიგე?!

-შეხვედრამდე! - ჩაეცინა ჩახრეწილხმიანს და მობილური გათიშა.

გამწარებულმა ანდრეამ მაშინვე უკანა სავარძელზე მოისროლა ტელეფონი და საჭეს ხელი


დასცხო. სისხლი თვალებში აწვებოდა, იმდენად უნდოდა მისთვის ეღრიალა და ეთქვა, რომ
კარგად იცოდა, ვისთვისაც მუშაობდა. უმოქმედობა აგიჟებდა. მარიონეტად ყოფნას ჭკუიდან
გადაყავდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ახლა მითუმეტეს, როცა დედას გლოვობდა, სხვა
ვერაფერზე იფიქრებდა.

საჭეს შუბლი მიაბჯინა და თვალები დახუჭა. რამდენჯერმე ამოისუნთქა ღრმად და სხეული


მოუშვა. რამდენიმე წამში ისევ წამოიწია. სარკეში შეათვალიერა საკუთარი თავი და ოდნავ
დამშვიდებულმა გააგრძელა მანქანის მართვა.
სახლის კარი ჩუმად გააღო და ქურდივით შეიპარა გატრუნულ სახლში. შუქი არსად ენთო,
როგორც ჩანს, არც ნანა იყო შინ დაბრუნებული. გასაღები იქვე დააგდო და ნელი ნაბიჯით
გაემართა კიბისკენ.

კარს მსუბუქად კრა ხელი და შეაღო. ფეხი შედგა თუ არა ოთახში, უცნაური სიცივე იგრძნო
მთელ სხეულში. ნელა მოატარა მზერა კედლებს და საწოლისკენ დაიძრა. ფრთხილად
გადაუსვა ხელი ზეწარს და მას შერჩენილი სურნელის შესასრუტად დაიხარა.

თითქოს არც ეცხოვრა იმ ოთახში ნინოს; თითქოს არც ეარსება. არც მისი სურათები ეწყო
ტუმბოზე, არც სხვა რაიმე ნივთი. მხოლოდ ჰაერი იყო მისი სურნელით გაჟღენთილი. ჰაერი,
რომელსაც ვერც დაიჭერდი, ვერც მოეხვეოდი. უბრალოდ უნდა შეგესუნთქა ღრმად და
ფილტვებში გამოგეკეტა სამუდამოდ.

ზეწარს ხელი როგორც კი შეუშვა, საწოლთან ჩაიცუცქდა და იატაკზე ჩასრიალდა. ზურგით


ისევ მას მიეყრდნო და თავი ჩაქინდრა. უბრალოდ უნდოდა, ცოტახნით სიმშვიდეში
ყოფილიყო და გონებაში დედის ღიმილიანი სახე წარმოედგინა. რამდენიმე წამით ჰპოვა
კიდეც შვება, მაგრამ მალევე დაკარგა, რადგან ოდნავ შეხსნილი კარის უფრო ფართოდ გაღება
იგრძნო.

მაშინვე წამოსწია თავი და ზღურბლზე მდგარი ეკატერინე რომ დაინახა, თვალები


ოდნავშესამჩნევად გაუფართოვდა გაკვირვებისგან.

-ხელის შეშლა არ მინდოდა, უბრალოდ ხმაური გავიგე და ვინ იყო მაინტერესებდა. - თავი
იმართლა კართანაწურულმა.

-შენ აქ რას აკეთებ?

-ეს რამდენიმე დღე აქ ვცხოვრობდი. შოთას აქ გამოვაგზავნინე ჩემი ნივთები, არც ყვარელში
მინდოდა დაბრუნება და სახლში მითუმეტეს.

-გასაგებია...

-მესმის, რომ მარტო ყოფნა გინდა, წავალ.

-დღეს ილია ჯაფარიძე იყო დაკრძალვაზე მოსული! - მზერა გაუსწორა ანდრეამ ეკატერინეს.

-რა?! ასე ურცხვად მოვიდა და მოგისამძიმრათ? - წასასვლელად შებრუნებული გოგონა


მიბრუნდა და ოთახში შევიდა.

-შემეძლო მომეკლა, გეფიცები. უბრალოდ იოანე მიმიხვდა და გამაჩერა.

-ურცხვი კაცია!

-იცის, რომ მამაჩემს ამწარებს და შანსს არ უშვებს ხელიდან...

-წარმომიდგენია, როგორ გაგიჭირდებოდა თავის შეკავება.

-ჯერ-ჯერობით ვახერხებ, მაგრამ რამდენხანს მეყოფა ეს მოჩვენებითი მოთმინება, არ ვიცი!


-მოიფიქრებს თოიძე რამეს, ხომ იცი?

-გუშინ დამირეკა და მომისამძიმრა. მითხრა, რამდენხანსაც დაგჭირდება გათავისუფლებო.

-ჰო, ახლა საქმეზე ნამდვილად ვერ იფიქრებ.

-საქმეზე კი არა, ვერაფერზე ვახერხებ ფიქრს! ლაპარაკიც მეზარება, ფიქრიც, მოძრაობაც.


უბრალოდ მინდა, რომ გაუნძრევლად დავწვე და ვიყო ასე - სრულიად გათიშული და
ქვეყნიერებას მოწყვეტილი.

-დამიჯერე, მესმის შენი. ჯობს, ასეც გააკეთო, მე დაგტოვებ, მარტო ყოფნა გჭირდება ახლა
შენ.

-არ წახვიდე! - ხელი უცებ დაუჭირა ანდრეამ გოგონას. ეკატერინე მაშინვე გაშეშდა. - ჩემ
გვერდით დაჯექი, გთხოვ, ერთად გავჩუმდეთ. - შეევედრა და ამღვრეული თვალები მიანათა.

-როგორც გინდა... - დაიჩურჩულა ხმაწარმთეულმა ჯაყელმა და იატაკზე დაჯდა,


ახვლედიანის გვერდით.

-უბრალოდ გავჩუმდეთ და ვიყოთ ასე ცოტახნით, კარგი?

-კარგი. - ისევ გაპარული ხმით დაილაპარაკა ეკატერინემ და სივრცეს გაუშტერა მზერა.


ანდრეას გაეღიმა, ცალი ხელი მოხვია გოგონას და თავი მხარზე დაადებინა. კატოს არაფერი
გაუპროტესტებია.

მეტად ხმა არც ერთს ამოუღია. უბრალო სიჩუმეც ყველაფერზე მეტყველებდა.

-უფროსო, დავურეკე და ისე ვუთხარი ყველაფერი, როგორც თქვენ დამავალეთ.

-კარგია, მერე რაო, რა გითხრა?

-როგორც ყოველთვის, იყვირა, მაგრამ გალიაშია გამომწყვდეული და ვერაფერს ახერხებს.

-ისევ იმ დანელიას სახლშია?

-ცოტა ხნის წინ მოვიდა.

-ქალი ისევ მანდ არის? ეს დღეები სახლიდანაც კი არ გასულა?

-ფეხიც არ მოუცვლია ამ სახლიდან. რაც ყვარლიდან დაბრუნდნენ, მას შემდეგ ამ სახლშია.

-ანუ ახლა ერთად არიან? ისევე, როგორც ყვარელში?


-დიახ, უფროსო, ერთად არიან. - ჩაეცინა ჩახრეწილხმიანს, რადგან მიხვდა, რომ უფროსს
ასიამოვნა.

-ერთი ანდრეას დამიხედეთ! თურმე როგორ უაქტიურია ამ დღეების განმავლობაში. არადა


როგორ წუწუნებდა.

-ქალი კი შებმული ყოლია უკვე!

-შესანიშნავია... გადასარევი! ყველაფერი იმაზე უკეთაა, ვიდრე მე ვგეგმავდი და შენ


წარმოგედგინა. მანდ იყავი იცოდე, მანდ ათენე და აღამე. ყველგან გაყევი, სადაც კი
რომელიმე მათგანი წავა. ვნახოთ ერთი, რას აპირებენ.

-გასაგებია, უფროსო, თუ რამე მოხდება, დაგირეკავთ!

ნინოს ორმოცზე ისევ უამრავი ადამიანი აირია სასაფლაოზე. ილია ჯაფარიძე ისევ ერთგული
მეგობარივით უმშვენებდა გვერდს ირაკლის. ანდრეა ისევ განცალკევებით იდგა. ახლა
ბევრად უფრო საშინლად გამოიყურებოდა; ბევრად უფრო საშიშად. თვალის უპეები
ჩაშავებოდა, წვერი მოეშვა, თმა უწესროგოდ აეჩეჩა. უცხო თვალს რომ შეეხედა, უსათოდ
იფიქრებდა, რომ ახვლედიანს ორმოცი დღე სიმთვრალეში გაეტარებინა.

ხალხი მალე გაიკრიფა. მხოლოდ ოჯახი და ძალიან ახლობლები დარჩნენ. ანდრეა საფლავს
მიუახლოვდა და ქვაზე გამოსახულ ღიმილიან დედას გაუსწორა თვალი. ასეთი მომღიმარი
და ასეთი ბედნიერი ნინო საერთოდ არ შემოენახა მის გონებას. იქნებ იმიტომაც, რომ
ირაკლის გვერდით არც არასდროს ყოფილა ქალი ბედნიერი.

-ასე როდემდე უნდა იყო?! - ზურგსუკან გაიგო ხმა, მაგრამ არც მიბრუნებულა, რადგან
სანდრო იცნო. - ერთი შენს თავს შეგახედა, ტყიდან გამოვარდნილს გავხარ.

-ორმოცი დღე ხმაც არ გაგიცია ჩემთვის, ახლა გავალდებულებს ვინმე?! მე ასე მესმის დედის
გლოვა და მაცადე.

-ისე ლაპარაკობ, თითქოს მარტო დედაშენი იყო და მე გერი ვიყავი! - გაბრაზდა ალექსანდრე
და თავისკენ შეაბრუნა ძმა. - მე არ მტკენია მისი სიკვდილი?!

-გარდაცვალება; მისი გარდაცვალება.

-ეჭვი მაქვს, არც დღეს მოხვალ ორმოცზე.

-შეცვლის რამეს?! ჩემი იმ ხალხთან ერთად ყოფნა და ლობიოს ჭამა შეცვლის რამეს?!

-როგორ არ გესმის... საერთოდ არ გესმის!


-მე და შენ ერთნაირად არ ვგლოვობთ დედას, სანდრო!

-შენ მეტად გიყვარდა?! გგონია, შენ მეტად გიყვარდა და გედარდებოდა მისი მდგომარეობა,
არა?! - მაისურის საყელოებში წვდა გაბრაზებული ალექსანდრე ძმას და თავისკენ მოქაჩა.

-არა. - მშვიდი ტონი არც შერხევია ანდრეას. - უბრალოდ, მე ძალიან კარგად ვიცი, რომ მისი
გარდაცვალება ჩემი ბრალია. - წარბები და მხრები ერთდროულად აიჩეჩა და უკეთ დაანახა
უმცროს ძმას ამღვრეული თვალები. სანდრო მაშინვე გაშეშდა და ხელები შეუშვა მამაკაცს.

-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ.

-ეს შენც მითხარი, გახსოვს? იმ დღეს, როცა სახლიდან წამოვედი. შენც მითხარი, რომ დედას
მდგომარეობა ჩემი ბრალია. ასეცაა. ასე რომ, ძალიან გთხოვ, ალექსანდრე, მაცალე დედაჩემის
ჩემებურად გლოვა და წადი იმ შენს ორმოცზე ირაკლისთან ერთად.

-ერთი ადამიანი ასე მარტივად ვერ მოკლავს მეორეს, ანდრეა. სისულელეს ლაპარაკობ და
შენვე გჯერა მაგის.

-მკვლელი ვარ, სანდრო. როდის უნდა შეეგუო ამ ფაქტს? - მხარზე დაკრა ხელი ანდრეამ ძმას
და სევდაჩამდგარი თვალებით გაუღიმა. - მკვლელია შენი ძმა. უკვე ორი ადამიანის
მკვლელი.

-მოგწონს ასეთ მდგომარეობაში ყოფნა?! ეს შემაშინებელი გარეგნობა, თვითგვემა და


მარტოსულობა. კარგად გრძნობ თავს, როცა გარშემომყოფები ასეთს გიყურებენ?

-გახსოვს, ერთხელ რა გითხარი? - შენ არ გესმის, სანდრო და არც უნდა გესმოდეს.

-იდიოტი ხარ! - გამწარდა ალექსანდრე და პატარა ბიჭივით აემღვრა თვალები.

-წადი, ალექს, წადი. ირაკლი, ალბათ, გელოდება უკვე. შენ შენებურად ეცი დედის ხსოვნას
პატივი, მე ჩემებურად ვცემ. - გადაეხვია ანდრეა ძმას და მაგრად დაარტყა ბეჭებზე ხელი.

იოანე, მარიამი და ანდრეა ერთ მანქანაში ჩასხდნენ. ამჯერად პირდაპირ სახლში წავიდა
დანელია, აღარსად წასულან დასალევად.

სახლის წინ გააჩერა თუ არა მანქანა, მარიამი და უტა გადავიდნენ. იოანემ სარკიდან გახედა
უკანა სავარძელზე მჯდარ ანდრეას და მანქანის გასაღები გაუწოდა.

-დარწმუნებული ხარ, რომ ასე გინდა მოიქცე?


-ახლა სხვანაირად არ შემიძლია, იოანე. - უჩვეულოდ მშვიდი და სევდანაკრავი ხმა ჰქონდა
ახვლედიანს. - ეკატერინეს უთხარი, რომ იმ სკვერში დაველოდები. - მანქანიდან
გადასვლისას უთხრა იოანეს და ხელით ქუჩის მეორე მხარეს მდებარე სკერზე მიანიშნა.

ანდრეამ ისე გადაკვეთა ქუჩა და ისე გადავიდა ეზოში, არც შეუმჩნევია ქუჩის კუთხეში
გაჩერებული მანქანიდან სათვალიანი მამაკაცის გადასვლა და კუდში ადევნება. ყველაზე
მარტივად შესამჩნევ ადგილას დაჯდა და ეკატერინეს დაუწყო ლოდინი. გოგონას დიდხანს
არ დაუგვიანია. მალევე გამოჩნდა მხედველობის არეალში.

შორიდანვე შენიშნა თავჩახრილი ანდრეა და მიხვდა, რომ საქმე სერიოზულად იყო. ნელა
მიუახლოვდა და უხმოდ მიუჯდა გვერდით. ისე, რომ არცერთს შეუხედავს მეორესთვის და
არც ხმა გაუცია.

ცოტახნით ჩუმად ისხდნენ და გარემოს აკვირდებოდნენ. მათდა საბედნიეროდ, დღის ამ


მონაკვეთში ბევრი არავინ იყო სკვერში, რომ ისინი ეცნო. მხოლოდ რამდენიმე ბავშვი
თამაშობდა მათგან ცოტა მოშორებით. ორი შუახნის ქალი კი იქვე ისხდნენ და მზესუმზირის
ჭამით ირთობდნენ თავს. არცერთს შეუმჩნევია შორს, თუთის ხის ძირას მდგარი მამაკაცი,
რომელსაც ფოტოაპარატი მოემარჯვებინა და უკვე რამდენიმე სურათი გადაეღო კიდეც
წყვილისთვის.

ივლისი იკიდებდა ფეხს. ცხელოდა გარშემო და ყველაფერს სიცოცხლისფერი ეკრა, მაგრამ


ეკატერინე და ანდრეა მაინც დაღვრემილი სახეებით დასჩერებოდნენ მიწას.

-მივდივარ... - დაიჩურჩულა ანდრეამ და უხეშად მოზრდილ წვერზე ჩამოისვა ორივე ხელი.

-რას ნიშნავს მიდიხარ?! სად მიდიხარ და როდის?! - მაშინვე გამოცოცხლდა ეკატერინე და


გვერდით მჯდომს მიაჩერდა.

-ბარგი უკვე იოანეს მანქანაში მაქვს. - მხოლოდ ეს პასუხი გაიმეტა ახვლედიანმა.

-სად მიდიხარ?! ისევ გარბიხარ? - საყვედურნარევი ტონი ვერაფრით დაძლია ჯაყელმა.

-აი, აქ მიჭერს! - საჩვენებელი თითი ყელზე მიიდო მამაკაცმა. - ეს გარემოება, ვითარება, თუ


რა ჯანდაბაცაა, აი, აქ მიჭერს და მახრჩობს!

-ამიტომ მიდიხარ?

-მჭირდება, რომ აქაურობას გავეცალო.

-არ მეტყვი, სად მიდიხარ?

-იქ, სადაც ვერავინ მიპოვნის. სადაც მოსვენებას შევძლებ.

-მესმის შენი. ბოლო დროს იმდენი რამ მოხდა ჩვენ თავს. იმდენი რამის გადატანა მოგიწია
ჩვენი ოჯახების გამო, ჩემ გამო...
-შენ არაფერ შუაში ხარ, ეკატერინე. საქმე მე მეხება. მე არ შემიძლია, მე ვგიჟდები! ყოველდღე
უფრო ცუდად ვხდები, უფრო ვმძიმდები. იმ განცდას ვერაფრით ვიშორებ, რომ დედაჩემი მე
და მამაჩემმა დავანგრიეთ. ახალგაზრდა, ეშხიანი, ლამაზი ქალი შევიწირეთ. აქ რომ დავრჩე,
იმ ოთახს ვერ მოვშორდები, იქ კი კანი მეწვის! უნდა წავიდე, უნდა გავეცალო აქაურობას.

-იმაში ვერ გაგამტყუნებ, რასაც მე ვაკეთებ უკვე ვინ იცის, რამდენი ხანია. - ნაღვლიანად
ჩაეცინა ეკატერინეს.

-შენც გჭირდება ყვარელში დაბრუნება. გგონია მზად ხარ? - მზად რომ იყო სახლში
დაბრუნდებოდი, მაგრამ შენ უკვე თვეზე მეტია მარიამთან იმალები. უბრალოდ იმდენი რამ
მოხდა, ბოლო დროის განმავლობაში, რომ ამაზე ფიქრისთვის არ გრჩება დრო. შენი
ჭრილობები ჯერ კიდევ ძალიან ღრმაა.

-ორივე გავიქცეთ, არა?! ორივემ დავტოვოთ ეს წყეული ადგილი.

-ეს ორივეს გვჭირდება. ამჯერად ორივე უნდა დავეხსნათ ჭაობს.

-დამპირდი, რომ კარგად იქნები!

-კარგ ადამიანებთან მივდივარ. იმათთან, ვინც თავის დროზე მარიამი და იოანეც შეიფარეს
ახალდაქორწინებულები.

-რამდენი ხნით გინდა წასვლა?

-მოგენატრები?

-ანდრეა...

-სანამ ჩემს თავს არ მოვერევი და ჩემს სხეულში გამომწყვდეულ დედის სულს


გავათავისუფლებ.

-ჩვენ გარეშე აქ როგორ იქნება საქმე?

-ისე, როგორც იყო. ყველა მიხედავს თავს. თოიძეც გაიგებს ჩვენსას, ვიცი.

-მე რომ გთხოვო, არც მაშინ დარჩები? - ცრემლის თხელი ფენა გადაეკრო ეკატერინეს
თვალებზე. ანდრეას გაეღიმა, წამოიწია და ორივე ხელი მოხვია გოგონას.

-ერთადერთი მიზეზი ხარ, ვის გამოც დავრჩებოდი, მაგრამ შენც არ გჭირდები ახლა ასეთი.
ორივეს საკუთარი თავი გვჭირდება - საუკეთესო მეორე ნახევრები ერთი მრთელის
შესაქმნელად. ხომ იცი, რომ ასეა?

-ვიცი... - თავი დახარა ჯაყელმა და ცრემლიც მაშინვე გაეპარა ყვრიმალზე.

-ეს არ არის დასასრული, ეს არის - უკეთეს შეხვედრამდე. - ცერა თითი ნაზად ჩამოუსვა
ლოყაზე კატოს და თავხედი ცრემლი მოაშორა.

-შენზე ვიფიქრებ, ძალიან ხშირად. - წამოდგა ანდრეა და ეკატერინეც წამოაყენა. - შენც ხომ
იფიქრებ? - გაუღიმა და თავი ააწევინა. მისი მწვანე თვალები იქამდე არასდროს ყოფილა
ასეთი ღრმა და მეტყველი. - ეს თვალები საოცრად მომენატრება. მათში საკუთარი თავის
დანახვა და სიმშვიდის პოვნა მომენატრება... - ჩურჩულებდა და მის თმაში დააცოცებდა
თითებს.

-შენთან საუბრის შესაძლებლობა დამაკლდება ყველაზე მეტად. უსიტყვოდ, შენს მზერაში


ნაცნობი ტკივილის ამოკითხვა.

-გპირდები, როცა ისევ შევხვდებით ერთმანეთს, ყველაფერი განსხვავებულად იქნება. -


გაუღიმა ანდრეამ გოგონას და ძალიან ახლოს მიუტანა სახე. - გამატანე...

-ანდრეა... - სუნთქვა შეეკვრა ჯაყელს.

-ყველაზე ძვირფასი გამატანე, რომ მოგიგონო ყოველ დღე და ყოველ ღამით.

-ანდრეა...

-გამატანე! - წელზე მოხვია ახვლედიანმა ხელი ეკატერინეს და წამის უსწრაფესად დაეკონა


ბაგეებზე.

თითქოს არასდროს, არავინ შეხებია...

თითქოს პირველი იყო...

ორივე ბაგე უცახცახებდა მანამ, სანამ სითბო იგრძნო მთელ სხეულში.

სიმხურვალემ მთელ ტანში დაიარა და მხოლოდ თითები დატოვა გაყინული.

მაინც რა იყო?! სად იყო?! რომელი სამყაროს, რომელ განზომილებაში?!

პირველი იყო...

ყველაზე მოკლე, მაგრამ საოცარი.

და როცა ის წამი სხვებს მოწყდა, გაიყინა და ხელშეუხებელ ადგილზე დაბრძანდა, ანდრეამ


ჩახლეჩილი ხმით დაიჩურჩულა:

-უკეთეს შეხვედრამდე, ეკატერინე.

თვალები არ გაუხელია. აღარ სჭირდებოდა მისი თვალებით დანახვა. მას უკვე სხვაგან
ჰქონდა ადგილი. ვინ იცის, რამდენი ხნის წინ დამკვიდრებული?! - მაგრამ ახლა უკვე
გააზრებულად დაბევებული. თვალები იქამდე არ გაახილა, სანამ დარწმუნდა, რომ მარტო
იდგა. სანამ ყოველი მხრიდან არ შეუტია სიცივემ.

მარტო იდგა. ანდრეას კვალიც არსად ჩანდა.

მხოლოდ მისი ტუჩები შეინახავდნენ მონატრებას...


გიორგი თოიძე უკვე შუქს აქრობდა კაბინეტში და სახლში წასვლას აპირებდა, როცა
მობილურმა დაურეკა და შეაყოვნა. ქალიშვილი ურეკავდა ღამის სამ საათზე, რამაც მაშინვე
შეაშფოთა და სწრაფად გაუსვა ეკრანს ხელი.

-ასეთ დროს რატომ მირეკავ, სოფო, მოხდა რამე?!

-მა, დედასთან ხომ არ გილაპარაკია?

-არა, შუადღეს ველაპარაკე ბოლოს. სად ხარ შენ? რა მოხდა?

-ანისთან ვრჩები ღამე, მა. ხვალ პირველი გამოცდა გვაქვს და ვემზადებით. დედას ვურეკავ
ორი საათია. გადის, მაგრამ არ იღებს.

თოიძეს მაშინვე ენიშნა შვილის ნათქვამი და გულზე რაღაცამ გაკრა ცივად.

-მე სახლში მივდივარ უკვე. შენ არ ინერვიულო, ჩაეძინა ალბათ და არ ესმის ხმა, ხომ იცი
რანაირია?! - ჩაიცინა, რათა შვილი დაეწყნარებინა და სწრაფად გაიხურა კაბინეტის კარი.
რენეს ხელით ანიშნა, რომ არ წასულიყო და მეორე ხელში მოიქცია ტელეფონი. - დაგირეკავ,
როგორც კი სახლში მივალ.

-კარგი, მამა, გკოცნი.

-მეც და წარმატებები ხვალ გამოცდაზე, სოფი. - გაეღიმა და ტელეფონი გათიშა.

-რა მოხდა, უფროსო? - იქვე მდგარმა რენემ მაშინვე ჰკითხა გამომძიებელს.

-სასწრაფოდ ჩემ ბინაში უნდა წავიდეთ მე და შენ!

-რამე მოხდა?! თქვენს მეუღლეს ან სოფოს სჭირს რამე?!

-არვიცი, არვიცი, რენე, მაგრამ არ მომწონს ეს ამბავი. ძალიან არ მომწონს. - სწრაფად თქვა და
ბიუროს კიბეებზე დაეშვა.

ჩაბნელებული კორპუსის წინ სწრაფად გააჩერა მანქანა და ირგვლივ მიმოიხედა; ზაფხულის


მშვიდი ღამე იდგა. მაშინვე კიბეებისკენ დაიძრა რენესთან ერთად, ქურდივით
მიიპარებოდნენ სასურველი სართულისკენ.

როგორც კი საკუთარ ბინას მიუახლოვდა და საკეტი გატეხილი დაუხვდა, იარაღი ამოიღო და


ფრთხილად შეაღო კარი. წინ თვითონ მიდიოდა, ზურგს თანაშემწე უზღვევდა.

სახლი ვიღაცას აერია. ნივთები აქეთ-იქით ეყარა, უწესრიგოდ. ყველა უჯრა გამოხსნილი
დაეტოვებინათ. საბუთები იატაკზე იყო მიმოფენილი. სავარძელი აყირავებული, რამდენიმე
ლარნაკი დამსხვრეული, კარადები დაღებული.
თოიძემ ხელით ანიშნა რენეს, სამზარეულოსკენ წადიო და თვითონ საძინებლისკენ აიღო
გეზი. პირველად უტოკავდა გული და უკანკალებდა რევოლვერზე ჩაჭიდებული ხელები.
სახლში შემზარავი სიჩუმე მეფობდა. გაყინული ხელი ძლივს წაავლო სახეულს და კარი
გააღო. ჩვეულებისამებრ, ცოლის მშვიდი ფშვინვა არ შეგებებია. უფრო ფართოდ გააღო კარი
და შიგნით შევიდა. საძინებელი ყველაზე მეტად იყო არეული. თავი საწოლისკენ შეაბრუნა
და მაშინვე გაშეშდა.

იარაღი ნელა დაუშვა და კედელთან ჩასრიალდა. კედელი, რომელზეც საწოლი იყო


მიდგმული, სისხლის შხეფებით იყო დასვრილი. საწოლში კი გაუნძრევლად იწვა მისი ცოლი.
მისი ქერა, ზეწარზე არეულად დაყრილი და მეწამულ ფერს შერეული კულულები ღამის
შუქზეც კი კარგად ჩანდა თოიძესთვის.

რევოლვერი ხელიდან გაუვარდა. ორივე ხელი პირზე აიფარა და დაიხრიალა. ვერც ღრიალი
შეძლო, ვერც წამოყვირება - უბრალოდ დაიხრიალა. პირველად გრძნობდა, რომ საკუთარი
სხეული მას აღარ ეკუთვნოდა. რაღაც სხვა იყო, ვიღაც სხვა - სადღაც სხვაგან! თვალები
კედელზე წვეთ-წვეთად დადენილ სისხლის ლაქებს გაუშტერა - რამდენიმე ტყვია უნდა
ყოფილიყო გასროლილი. წამოდგომა ცადა, მაგრამ ვერ შეძლო. მუხლებზე დადგა და
საწოლამდე მიფოფხდა. ტუმბოზე, ლამპასთან აყუდებულ ფურცელს ხელი დასტაცა და
გაშალა.

„ახვლედიანები და ჯაყელები დიდი ხალხია.

შენ არ უნდა ცდილობდე მათ შეწვდენას“

წაკითიხა თუ არა სიმწრით დაასო კბილები ერთმანეთს და ფურცელი მოკუჭა. სახეში


რამდენჯერმე მიირტყა და შემდეგ მოისროლა. საწოლიდან ცოლის უსულოდ გადმოგდებულ
ხელს ჩაეჭიდა და რამდენჯერმე აკოცა. ჯერ კიდევ შერჩენოდა სხეულს სითბო.

-უფროსო, სახლი სუფთაა! - ოთახში შევარდა რენე, მაგრამ კარშივე შებარბაცდა, როცა
სისხლში ამოსვრილი და ცოლის გვამს გადამხობილი თოიძე დაინახა. ვერც ხმა ამოიღო, ვერც
გაინძრა. უბრალოდ უყურებდა ატირებულ გამომძიებელს, რომელსაც ცოლის უსულო
სხეული ჩაეკრა გულში.

უკვე თენდებოდა, ცას ფერი ეპარებოდა, მაგრამ ირგვლივ მაინც საშინლად ბნელოდა.

-მთელი ზაფხული იქ გაატარა, დროა, დაბრუნდეს და რეალობას თვალი გაუსწოროს.

-მართალი ხარ, უნდა ჩავაკითხოთ!


-ეკატერინე, დაბრუნდი?!

-როგორ გაგზრდია მუცელი, ელენე!

-ჰო, უკვე მოძრაობაც მიჭირს, მაგრამ რა დროს ესაა?! ძალიან მიხარია, რომ დაბრუნდი! ხომ
აღარ წახვალ?

-არა, აღარსად წავალ. მეყო გაქცევა.

-ღმერთო, როგორ გამახარე! ყველას ისე მოგვენატრე, ისე გვაკლდი...

-სად არიან დანარჩენები?

-წვეულებისთვის ემზადებიან. შენც მოგიწევს მზადება.

-რა წვეულებისთვის?!

-უფროსო, მიხარია თქვენი სამსახურში დაბრუნება. უთქვენოდ ცარიელი იყო მთელი ბიურო.

-გმადლობთ, რენე, მეც მიხარია დაბრუნება.

-როგორ ხართ? სოფო როგორ არის? როგორი დაისვენეთ ანანურში?

-ხანგრძლივად. მოდი უბრალოდ საქმეს მივხედოთ, ახლა მხოლოდ ეს მჭირდება.

-როგორც თქვენ მეტყვით, უფროსო!

ბინდს მოყოლილი სიცივე ბუნებისას ერწყმოდა და ძვლებში ატანდა. ქვაღორღიანი აღმართი


გაჭირვებითა და სვენებ-სვენებით აიარეს მათემ და იოანემ. არაბული შიგადაშიგ
ჩერდებოდა, გარშემო იყურებოდა, გაოცებით და დანელიას მიყვებოდა უკან. ქოშინის
ჩასაცხრომად რამდენჯერმე გაჩერდნენ; თვალუწვდენელი აღმართი ფეხით ასავლელად
რთული გამოწვევა იყო მათთვის. ბოლოს, როგორც იქნა, გაივაკეს, თუმცა სახლი მაინც
ვერსად დაინახა მათემ.

-ჯერ ძალიან ადრეა დანებება, მათუშკი! - შესცინა იოანემ ძმაკაცს და გზა განაგრძო.
არაბულმა ღრმად ამოიოხრა და უკან მიჰყვა არანაკლებ დაღლილს.
ეულად იჯდა სახლის აივანზე, თუთუნს აბოლებდა და შეკრულშუბლსქვევიდან
გაჰყურებდა ბუმბერაზ მთებს. ირგვლივ იმდენად სრულყოფილი სიჩუმე იწვა, ფოთლის
ოდნავ გაშრიალებასაც კი ზვავის ჩამოწოლის ხმა ექნებოდა.

დაბალ ღობეს მომდგარი ბიჭები მანამ არ შეუმჩნევია, სანამ იოანემ მომცრო ფიცრული კარი
გააღო ხმაურით და ეზოში მათესთან ერთად შევიდა.

აივანზე მჯდომისგან განსხვავებით, ორივემ მაშინვე შენიშნა წვეროსანი და ერთმანეთს


გადახედა გაკვირვებით.

-იოანე, ეს პაპუასი ანდრეაა?! - გაკვირვებით აპაჭუნებდა გაფართოებულ თვალებს არაბული.

-ჰო, ნამდვილად ის არის. - გაეღიმა იოანეს და ნაბიჯს აუჩქარა.

ანდრეა აივნის კიბესთან იდგა და ღიმილშეპარული მზერით უმზერდა მისკენ მიმავალ


ბიჭებს. გიშრისფერი თვალები, რომელიც სითბოს, მონატრებასა და ოდნავ გაკვირვებას
ერთდროულად იტევდნენ, კიდევ უფრო ჩამუქებოდა. სახეს ხშირი კუპრისფერი წვერი
უფარავდა, რომელიც ასაკს თვალშისაცემად მატებდა. თმა კეფამდე ჩამოზრდოდა და
დაუდევრად აეჩეჩა.

-იოანე, არ მითხრა, რომ ამჯერად მათეზე იქორწინე საიდუმლოდ და ისევ აქ ამოხვედი


თაფლობის თვის გასატარებლად! იცოდე, ბათუ და თეონა მეორედ აღარ დათანხმდებიან
მეჯვარეობას! - ძველისძველი და ერთგული ირონიით წამებში გაეჟღინთა ხმა ახვლედიანს.

იოანე მიხვდა, რამდენად მონატრებოდა ანდრეასეული ცინიზმი და კიდევ ერთხელ


დარწმუნდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში.

-ანდრეა ახვლედიანო, შენი შეცვლა შეუძლებელია! - ღიმილით გააქნია თავი და


მონატრებულს გადაეხვია.

-რა სენტიმენტების საღამო გამიმართეთ აქ?! - მოჩვენებითი წყენით თქვა მათემ და


არანაკლები სიძლიერით ჩაიკრა ძმაკაცი გულში. - რა უბედურებაა, ანდრო, დამახრჩო შენმა
წვერმა! - მაშინვე დამანჭა სახე, როგორც კი მოსცილდა.

-მეც მიხარია თქვენი ნახვა! - გულწრფელი ღიმილით შეჰყურებდა ძმაკაცებს ანდრეა.

-დასვენებულად გამოიყურები. - აღნიშნა დანელიამ და კიდევ ერთხელ შეავლო თვალი


უბრალო სამოსში გამოწყობილ ახვლედიანს.

-მშვიდად ვარ აქ. - მხრები აიჩეჩა მამაკაცმა. - შევიდეთ სახლში, მოსაღამოვდა და უფრო
აცივდება.

-უფრო?! მეტად რაღა ააცივებს, ისედაც გავიყინე კაცი! - შეიცხადა არაბულმა და ხტუნვა-
ხტუნვით გაემართა კარისკენ.
-ბათუ და თეონა არ არიან?! - როგორც კი აგიზგიზებულ ბუხარს მიუჯდა, მაშინვე იკითხა
იოანემ.

-ბათუ ცხვარშია, თეონა გომურში. მოვლენ, ალბათ, მალე.

-შენ რას აკეთებდი მთელი ზაფხული? მოგვიყევი რამე. - გაეღიმა არაბულს.

-ხან რას, ხან რას. ძირითადად, ბათუს დავყვებოდი. - შეშა შეუკეთა მისუსტებულ ცეცხლს
ანდრეამ.

-გატყობ, რომ აქ კარგად იყავი ეს თვეები, მახარებს ეგ ამბავი.

-მიმოიხედე ირგვლივ, მათე, როგორ შეიძლება ასეთ ადგილას სიმშვიდე ვერ ჰპოვოს
ადამიანმა?! - ხელები ფართოდ გაშალა ანდრეამ და გაიცინა.

იოანე შეფიქრიანებული ეჯდა ბუხარს და ხმას არ იღებდა. მხოლოდ ხანდახან თუ


გაეცინებოდა ბიჭების ნათქვამზე.

-შენ არაფრის კითხვა გინდა ჩემთვის, დანელ? - ღიმილით მიუბრუნდა ახვლედიანი ძმაკაცს.

-რაც მაინტერესებს, იმას ისედაც ვხედავ. - გაეღიმა იოანეს. - მაგრამ შენ? არაფერს მკითხავ?! -
მოლოდინით აღსავსე მზერით მიაჩერდა მისი კითხვით ნირწამხდარ მამაკაცს.

-რა ხდება ქალაქში? - დაჯდომისა და გვარიანი ამოხვნეშის შემდეგ იკითხა.

-ბევრი რამ ხდება, ანდრო.

-და... ხალხი? ხალხი როგორაა?!

-კონკრეტულად ვინ გაინტერესებს? - ტუჩის კუთხე აუთამაშდა დანელიას.

-რა ვიცი, ყველა! - არ დაიბნა ახვლედიანი.

-ეკატერინე გუშინწინ დაბრუნდა ქალაქში. - აღარ გააწვალა იოანემ მეგობარი.

ანდრეას მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება, რომელიც წვერში დაფარულ სახეზე ცხადად


აღიბეჭდა. ჯაყელის სახელი იმდენად უცხოდ და შორეულად ესმა, თითქოს დანელიას
აღმართს ქვემოდან ამოეძახა.

-მართლა?! კარგია. - ემოცია არ დაიტყო და ხელისგულები ერთმანეთს გაუხახუნა.

-მარიამს ელაპარაკა ტელეფონით. ჯერ ვერ მოვალ თქვენ სანახავად, თავზე დამფოფინებენო.

-ჰო, აბა რა იქნება...

-მარიამმა თქვა, მშვიდი ხმა ჰქონდაო. ალბათ, მასაც მოუხდა ყვარლის ჰაერი.

-მოუხდებოდა, რატომ არა?! კარგი, სხვა რა ხდება?! - თემის გადატანა ცადა ანდრეამ; იოანემ
და მათემ ერთმანეთს გადახედეს ღიმილით.
-შენმა ძვირფასმა ძმამ რა გააკეთა, იცი? ანასტასია და ლიზა მარტო გაუშვა დასასვენებლად
მთელი ზაფხული. თვითონ იმ თავის კაბინეტში იჯდა.

-ანუ ისევ ისეთი შტერია, როგორიც იყო! - დანანებით გააქნია თავი ანდრეამ.

-კიდევ არის რაღაც, ანდრო. საერთოდაც, ეს დიდი ხნის ამბავია, მაგრამ როცა მოხდა, წასული
იყავი უკვე და ვერ დაგიკავშირდით.

-რამე ცუდი მოხდა?! - შუბლი შეკრა ახვლედიანმა.

-ძალიან ცუდი; იმ საღამოს, შენ რომ აქ წამოხვედი, იმ გამომძიებელს, გიორგი თოიძეს, ცოლი
მოუკლეს სახლში.

-რა?! - თვალები გაუფართოვდა ანდრეას და წამოიყვირა.

-ყაჩაღებმა ძარცვისას, როგორც გაზეთები იუწყებოდნენ.

-მოიცა, როდის მოხდა ეგ ამბავი?! რანაირად?!

-იმავე ღამით. ეკატერინე ესწრებოდა დაკრძალვას, მაგრამ შენ უკვე აღარ იყავი თბილისში.

-ჯანდაბა! რა ძარცვა, რა სისულელეა! - შეკოწიწებული სიმშვიდე წამში დაკარგა მამაკაცმა.

-ჯაფარიძის გაკეთებულია. - ყველასთვის ცხადი ფაქტი გააჟღერა ოთახში იოანემ.

-ჯანდაბა! - მაგიდას ფეხი მიარტყა ანდრეამ, შემდეგ წამოდგა და რამდენჯერმე შეიკურთხა. -


რას ერჩოდა მის ოჯახს?! რატომ გასვარა ჩვენს ლაფში?!

-ძლივს, ნამდვილი ანდრეა დაგვიბრუნდა. - ჩუმად გადაულაპარაკა მათემ იოანეს. შემდეგ კი


ხმამაღლა დაამატა: - გაბრაზებით ვეღარაფერს უშველი, ხომ იცი? დაწყნარდი!

-ყველაზე მეტად არ მინდოდა, რომ მსგავსი რამ მომხდარიყო! არ მინდოდა, რომ იმ ნაძირალა
კაცს თოიძეზე გაეგო რამე!

-მაგრამ გაიგო. ყველგან აქვს გავლენები და ყოველთვის ყველაფერს იგებს.

-ანუ ახლა გამოძიებაც შეჩერებული იქნება.

-როგორც ვიცი, ქალაქიდან იყო გასული, მაგრამ შეიძლება დაბრუნდა, აღარ ვიცი.

-ფუი, ამის! - კედელს მიარტყა მუშტი გამწარებულმა ანდრეამ.

-ხომ ხვდები, რატომ ჩამოგაკითხეთ, ანდრეა? - უნდა დაბრუნდე!

-ვიცი... ვიცი...

-დიდი ხანია გარბიხარ, დროა ის ჯაფარიძე თავის ადგილას მოსვა!

-ყველას გამო!

-ხომ ხედავ? ეკატერინე უკვე მიხვდა ამას, ახლა შენი დროა.


-იმ ნაბი*ვარს სუმთლად გაუვიდა თავს, ამდენს აღარ დავანებებ! აღარავინ მოკვდება!

-ეს რას ნიშნავს? დაბრუნდები?

-ხვალვე წავიდეთ აქედან!

-აბა რა! აი, ეს კი ის ანდრეა ახვლედიანია, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. -


კმაყოფილმა მათემ ტაში შემოკრა და ღიმილი აუთამაშდა სახეზე.

-ალექსანდრე, ნოდარის წვეულების მოსაწვევები უკვე მოიტანეს?

-დღეს დილას, მამა. სახლში დავუტოვე ანასტასიას.

-ანდრეაცაა დაპატიჟებული?

-რა თქმა უნდა.

-ჰო, რავიცი, შარშანდელის მერე აღარ გამიკვირდებოდა, სტუმრების სიაში ანდრეას თუ ვერ
ვნახავდი.

-ნოდარს ხომ იცნობ, მამა? წყენის გულში ჩადება არასდროს ახასიათებდა.

-კარგი, რა მნიშვნელობა აქვს, მაინც არამგონია, რომ ანდრეა ასე მალე დაბრუნდეს.

-ალბათ, ზამთრამდე მაინც დარჩება იქ, სადაც არის.

-და სად არის?

-ეგ ვინ იცის მის გარდა?! - არც არავინ!

-უბრალოდ ანასტასია მეცოდება, მის გარეშე რომ მოუწევს წასვლა.

-ჰო, თვითონაც დარდობს მაგას, მაგრამ რაღა იქნება?! იქნებ საახალწლოდ შეხვდნენ
ერთმანეთს.

-რაც არის, არის. იქნებ უკეთესიცაა, ანდრეა რომ არ ბრუნდება. ასე ყველანი ბევრად მშვიდად
ვართ.

-ოღონდ თავისი თავი იპოვნოს და არაფერს ვჩივი მეც.

-მამა, ნოდარის წვეულებაზე ჩემი წამოსვლა აუცილებელია?


-თავს ისევ ცუდად გრძნობ, ეკა?!

-არა, უბრალოდ ახლახანს დავბრუნდი და ჯერ ცოტა მიჭირს ხალხმრავალ ადგილებში


ყოფნა.

-ნოდარს ხომ იცნობ, შვილო? ყოველწლიურად მართავს ასეთ მასკარადებს. ძალიან ეწყინება,
თუ არ წამოხვალ, თანაც ყველა იქ იქნება. დიდი ხნით იყავი მარტო ყვარელში, არავინ
მოგენატრა?

-რა თქმა უნდა, მომენატრა, უბრალოდ...

-მგონი, შენთვისაც უკეთესი იქნება, თუ წამოხვალ. ლამაზი კაბა იყიდე, გამოიპრანჭე და


დაენახე ხალხს. მათთან ურთიერთობა შენთვისაც უკეთესი იქნება, დამიჯერე.

-როდის არის ეს მასკარადი?

-ზეგ საღამოს, იქამდე დრო გაქვს და მოიფიქრე. ხომ იცი? - არ გაძალებ. უბრალოდ შენთვის
მინდა უკეთესი.

-კარგი, მამა, მოვიფიქრებ და გეტყვი.

სისხამ დილით, ბათუსთან და თეონასთან გულმხურვალე დამშვიდობების შემდეგ, ანდრეა


ბიჭებთან ერთად გაემართა ქალაქისკენ. მთელი გზა უკანა სავარძელზე იჯდა ახვლედიანი.
ხმას არ იღებდა და ჩაფიქრებული გასცქეროდა სწრაფად ცვალებად ხედს. სიცივეს სითბო
ანაცვლებდა, მთას - ბარი. ქალაქში როგორც კი შევიდნენ, გულზე მარყუჟის წაჭერა იგრძნო
და წარბები შეჭმუხნა. თითქოს რამდენიმე თვის წინ საზღვარზე დატოვებული ბარგი, ისევ
მხრებზე დააწვა და სუნთქვა დაუმძიმა მამაკაცს.

-ჩემთან მიმყავხარ, სახლში, ანდრო. შენი ბინა მფლობელს დავუბრუნეთ. - სარკიდან გახედა
იოანემ მეგობარს და შუქნიშანზე გააჩერა მანქანა.

დანელიების სახლთან მიახლოვებისთანავე ეკატერინეს მკვეთრმა გამოსახულებებმაც იწყეს


გაღვიძება მის გონებაში. მათი უკანასკნელი შეხვედრა იმდენად ცხადად წარმოუდგა
თვალწინ, თითქოს წინა დღით მომხდარს იხსენებდა.

უტა, მარიამი და ანასტასია ღია კართან უცდიდნენ ბიჭებს ღიმილით. პირველი სწორედ
ტასო გადაეხვია მონატრებულ ბიძაშვილს და დიდხანს აღარ მოაშორა თავისი წვრილი
მკლავები მის ყელს.
-ვერ გცნობ, ანდრი. - წუწუნით აღნიშნა ახვლედიანმა და მამაკაცის მოზრდილ წვერს
უკმაყოფილო მზერა შეავლო.

-კარგია. - გაეღიმა ანდრეას და უტას გადაეხვია.

-მიხარია შენი დაბრუნება! - გაეცინა უმცროს დანელიას და მარიამს დაუთმო გზა.

ჯაყელმა და ახვლედიანმა ჯერ ერთმანეთს გაუღიმეს, შემდეგ მარიამს ჩაეცინა და ისიც


მოეხვია ანდრეას. იოანეს გაეღიმა მათ შემხედვარე და გვერდი აუარა ორივეს.

-კარგია, რომ დაბრუნდი, ანდრეა. - ჩუმი ხმით უთხრა გოგონამ ახვლედიანს.

-შენც მოგენატრე? - ჩაეცინა მამაკაცს.

-ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს ენატრებოდი. - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა


ჯაყელმა და ტუჩის კუთხე ოდნავ ასწია.

-ეკატერინე როგორ არის? - შესამჩნევად დაუბოხდა ხმა ანდრეას.

-მშვიდად.

-კარგია.

-გაუხარდება შენი დაბრუნება. - გულწრფელად აღნიშნა მარიამმა და შინისკენ გაუძღვა


ახვლედიანს.

-როგორც ჩანს რაღაცები გამოვტოვე. - ჩაეცინა ანდრეას სავარძელში დაჯდომისას და


გვერდიგვერდ მჯდარ ანასტასიასა და მარიამს შეხედა.

-ძალიან ბევრი გამოტოვე. - გაეღიმა ანასტასიას.

-მომიყევით, მაინტერესებს. ოღონდ გთხოვთ, კარგი ამბებით დაიწყეთ.

-მე და სალომე ერთად ვართ! - გაიჯგიმა უტა.

-ნუთუ?! - ჩაეცინა გაკვირვებით ახვლედიანს. - ვახ, აი, ეს მესმის! ყოჩაღ, უტიკო, ყოჩაღ!

-მე პარიზში მივფრინავ ხვალ ღამით, ანდრი. - ხმა დაუსევდიანდა ანასტასიას.

-რა?! რას ნიშნავს მიფრინავ? ხვალ ოთხი სექტემბერია უკვე, უნივერსიტეტი მერე?

-უნივერსიტეტიდან მივდივარ, ანდრი. - გაეღიმა ახვლედიანს. - იქ გავაგრძელებ სწავლას.

-მოიცა, მოიცა, ანუ რამდენი ხნით მიდიხარ?! - შუბლი შეკრა ანდრეამ.

-ორი წლით, შეიძლება ცოტა მეტითაც.

-ორი წლით მიდიხარ?!


-ისეთი შანსია, რომელზეც ვერ ვიტყოდი უარს. ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია,
ირაკლი მაშინვე დამთანხმდა და ხვალ საღამოს მივფრინავ.

-ისე წახვიდოდი, რომ მე არც მეცოდინებოდა ამის შესახებ, არა?

-ვერ წარმოიდგენ, როგორ გამიხარდა, უტამ რომ დამირეკა და მითხრა, ბრუნდებოდი. შენ
გარეშე არ მინდოდა წასვლა.

-ორი წელი რა ამბავია?!

-ვიცი, ანდრი, მაგრამ რა ვქნა?! - ჩემს კარიერას ასე სჭირდება.

-მოდი ჩემთან! - ხელები გაშალა ანდრეამ და გოგონაც მაშინვე მოეხვია ბიძაშვილს.

-ცუდია,რომ „დიად“ მასკარადს ტოვებ, ტასო. - ჩაეცინა უტას,

-რა მასკარადს?

-ჰო, ესეც არ გვითქვამს შენთვის. ნოდარ გამყრელიძე ზეგ მასკარადს აწყობს, რომელზეც
ყველა დაპატიჟებული ვართ.

-ვინ ყველა?

-ყველა ყველა, ანდრო. წარმოიდგინე, მე და ნინაც კი დაგვპატიჟა. - გაეცინა მათეს.

-მართლა?

-მე, მარიამი და უტაც დაგვპატიჟა, მათე და ნინაც, ახვლედიანები მთელი ოჯახით და


ჯაყელებიც.

-ასეთი სტუმართმოყვარე როდის აქეთიდან გახდა?! მითუმეტეს, თუ შარშანდელ ინციდენტს


გავიხსენებთ.

-მე არ მომწონს ეს ამბავი, ანდრეა. - მარიამმა მიმართა ახვლედიანს. - ნოდარმა ძალიან


კარგად იცის, ჩემი ოჯახთან ურთიერთობა, მაგრამ მაინც დამპატიჟა, თანაც იოანესთან და
უტასთან ერთად.

-ჰო, ეგ მეც მაკვირვებს, ანდრო. როდის იყო, რომ ნოდარი თავის წვეულებებზე
გვეპატიჟებოდა ან მე ან მათეს.

-ან რა მასკარადი აუტყდა! მიდი ახლა და იარე მთელი საღამო ნიღბით ამ სიცხეში. -
დაიწუწუნა მათემ.

-მაშ ყველა დაგპატიჟათ, არა?

-ეკატერინეს თუ დავუჯერებთ, მარტო ჩვენი მხრიდან კი არა, ჯაყელების მხრიდანაც. -


დაურთო იოანემ.

-ილია ჯაფარიძეც იქნება?! - თვალებში ზიზღი ჩაუდგა ანდრეას.


-ალბათ იქნება. - მხრები აიჩეჩა დანელიამ და თვალებით ტასოზე ანიშნა მამაკაცს.
ახვლედიანიც მაშინვე მიხვდა, რომ ეს თემა არ უნდა განევრცო და გაჩუმდა.

-საინტერესოა, რომელი ნაღები საზოგადოების წევრი მე მნახა! - გაეცინა არაბულს.

-ან მე! - მეტად სერიოზული იყო იოანე.

-რაო, რა თქვით, როდისაა ეს წვეულებაო?

-ზეგ, ანუ ხუთ სექტემბერს. მთელი ქალაქი ამ მასკარადზე ლაპარაკობს.

-შენ ალბათ არ წახვალ, არა, ანდრი?

-რატომ არ უნდა წავიდე?

-რავიცი, როდის გიყვარდა ასეთი წვეულებები?! თანაც შარშანდელის მერე...

-წავალ! - გადაჭრით წამოიძახა ანდრეამ.

-მართლა?!

-ჰო, მართლა. ცუდი სუნი უდის ამ მასკარადს და მინდა, იქ ვიყო.

-ცუდ სუნში რას გულისხმობ, ანდრეა?!

-ჯერ არ ვიცი, მაგრამ ყველა ერთად რომ დავესწრებით ამ წვეულებას, მაგის თქმა შემიძლია.

-ანუ ჩვენც უნდა წამოვიდეთ? - სახე უკმაყოფილოდ დამანჭა მათემ.

-ხუმრობ?! ნოდარ გამყრელიძის „დიად“ წვეულებაზე მოხვდები, რა თქმა უნდა, უნდა


წამოხვიდე! - ჩაეცინა ანდრეას და მასზე მიხუტებულ ანასტასიას ხელი მოხვია. - ჩემი თხოვნა
იქნება, რომ ჯერ არავის უთხრათ ჩემი დაბრუნების შესახებ. მასკარადზე დავენახები ყველას.

-ისე პომპეზურად, როგორც გჩვევია, არა?! - ჩაიცინა ტასომ.

-ჰო! - გაეღიმა ახვლედიანს.

-საერთოდ არავინ გინდა, რომ იცოდეს? - მარიამი ჯიქურ მიაშტერდა მამაკაცს და ეს


უკანასკნელიც მაშინვე მიხვდა, ვის გულისხმობდა ჯაყელი.

-საერთოდ არავინ, მარიამ, ასე მირჩევნია!

-კარგი, როგორც შენ გინდა. - ოდნავი გაკვირვება ოსტატურად დამალა მარიამმა და მხრები
აიჩეჩა.
ელენე თავის საძინებელში იჯდა მარტო და ქმრის პერანგებს კეცავდა, როცა ოდნავ ღია
კარზე ეკატერინემ მიუკაკუნა და ოთახში შეყო თავი.

-შეიძლება შემოვიდე?

-რა თქმა უნდა, რას მეკითხები?! - ჩაეცინა ელენეს და საქმე განაგრძო.

-ვახშამზე რატომ არ ჩამოხვედი, ცუდად ხომ არ ხარ? - ლაპარაკით შევიდა ოთახში ჯაყელი
და საწოლზე, დევდარიანის გვერდით, ჩამოჯდა, ფეხმორთხმით.

-არ მშიოდა, რავიცი.

-ბავშვი ხომ არ გაწუხებს? საკმაოდ დიდი მუცელი გაქვს უკვე.

-არა, ჭკვიანად იქცევა ჩემი პატარა და არ აბრაზებს დედიკოს. - ღიმილით მოეფერა მუცელს
ელენე.

-აბა ვინ გაბრაზებს?! - გამომცდელი მზერა მიაპყრო კატომ რძალს.

-არავინ, ვინ უნდა მაბრაზებდეს?! - გამომეტყველება შეეცვალა გოგონას და სახე შეეშალა;


მაშინვე მოარიდა თვალები წინ მჯდომს.

-ელენე, არ მეტყვი რა ხდება? ვგრძნობ, რომ შენ და ლუკა ისე აღარ ხართ, როგორც იყავით.
მოხდა რამე? - ხმა დაიტკბო ჯაყელმა და დაქალს ხელზე ხელი გადაუსვა, სანუგეშოდ. ამ
ჟესტმა მაშინვე გაჭრა და დევდარიანსაც უმალ აუცრემლიანდა თვალები. - რა მოხდა?!

-არაფერი... - ხმის ტემბრი ძლივს დაიმორჩილა გოგონამ.

-ელენე, დამელაპარაკე, რა. ლუკაც ისეთი სახით დადის, შეაშინებს ადამიანს. შენც ოთახში
ხარ ჩაკეტილი და აშკარად რაღაცაზე დარდობ. მითხარი რამე.

-კატო, არ მინდა, რომ ამაზე ვილაპარაკო. ასე მგონია, მე ვაბუქებ ყველაფერს და უბრალოდ
ჰორმონების ბრალია ყველაფერი.

-მაინც მომიყევი, რა გაწუხებს და მერე ერთად გადავწყვიტოთ, ჰორმონების ბრალია, თუ


მართლა ცუდად გაქვს საქმე.

-ლუკას ვეღარ ვცნობ; საერთოდ ვეღარ ვცნობ! რომ ვუყურებ ასე მგონია, სრულიად სხვა
ადამიანი დგას ჩემ წინ.

-რამე დააშავა? რამე გაწყენინა?

-ეს რამდენიმე თვე, რაც შენ ყვარელში გაატარე, ძალიან გაცივდა ჩემ მიმართ.
გულჩათხრობილი გახდა და ჩაკეტილი. ორ სიტყვას ძლივს თუ მეუბნება და ისიც ისე ცივად,
თითქოს რამე დამეშავებინოს მისთვის.

-მასთან ლაპარაკი არ გიცდია? იქნებ აქვს მიზეზი და ასე იმიტომ იქცევა?! - შეწუხდა
ეკატერინე.
-ადრე ვილაპარაკეთ. მომიბოდიშა და დამპირდა, შევიცვლებიო. რამდენიმე დღე თითქოს
ისევ ძველი ლუკა იყო, მაგრამ მერე, ნელ-ნელა, ისევ დაიწყო გაცივება და ახლა ისეთია,
ვეღარც ვეკარები. გვიანობამდე არ ამოდის ოთახში, კაბინეტში ზის ბიჭების წასვლის შემდეგ
და სვამს. ვცდილობ, დაველაპარაკო, მაგრამ არ მაცდის. დილას ადრე გადის და შუაღამისას
წვება საწოლში ზურგშექცევით.

-ღმერთო, რა ჯანდაბა ეტაკა მაგ ბიჭს! - ამოიხვნეშა ჯაყელმა და სახეზე ჩამოისვა ხელები.

-გგონია, არ ვიცი, რა უჭირს? ყველაფერს ერთად განიცდის და გულში იკლავს. მაშოს


წასვლას, შენ წასვლას, ქეთევანის ავადმყოფობას. მესმის მისი და ვცდილობ გვერდში
დავუდგე, მაგრამ არ უნდა!

-ჰო, ბავშვობიდან ასეთი იყო - ყოველთვის იმაზე მეტ პასუხისმგებლობას გრძნობდა და


იტვირთავდა, ვიდრე საჭირო იყო.

-ექიმი მეუბნება, რომ ნაყოფი საკმაოდ დიდია და მშობიარობა იოლად არ ჩაივლის. სიწყნარე
და მშვიდად ყოფნა მჭირდება, ეკატერინე, ასე აღარ შემიძლია. - წამწამებზე დიდხანს
ნაგროვებმა ცრემლებმა ღაწვები დაუსველეს დევდარიანს.

-ასე ცუდადაა საქმე?

-არ მინდოდა ამის თქმა არავისთვის, მაგრამ რადგან შენ დაბრუნდი, გეტყვი - წასვლას
ვაპირებ, კატო. რამდენიმე დღეა უკვე ამაზე ვფიქრობ და გადავწყვიტე.

-ელენე, გაყრა გინდა? - თვალის გუგები შოკისგან ოდნავ გაუფართოვდა ეკატერინეს.

-მე ამ ადამიანს არ გავყოლივარ ცოლად. არ მინდა, ასეთ სტრესულ გარემოში გავაჩინო და


გავზარდო შვილი, ხომ გესმის?! მითხარი, რომ გესმის და არ მამტყუნებ, გთხოვ!

-იქნებ კიდევ გეცადა დალაპარაკება...

-ბევრჯერ ვცადე უკვე! ლუკას არ უნდა, არც მე ვუნდივარ და არც ჩვენი შვილი - აღარ
ვუნდივართ!

-არც კი ვიცი, რა გითხრა...

-იცი, როგორ მიჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება? მარტო მე რომ ვიყო, ალბათ, ავიტანდი
კიდეც მის საქციელს, მაგრამ შვილს ვერ გავიმეტებ, კატო, არ შემიძლია!

-არ იტირო, ელენე, გთხოვ. მესმის შენი, მესმის და არ გამტყუნებ.

-მინდოდა, წვეულების ღამეს წავსულიყავი აქედან ისე, რომ ვერავის გაეგო. გთხოვ, არავის
არაფერი უთხრა.

-ელენე...

-ეკატერინე, გთხოვ!
-არავის არაფერს ვეტყვი... ხომ იცი, რომ თქვენს ურთიერთობაში არასდროს ჩავრეულვარ?
ელენე, გთხოვ, მაპატიე, რა.

-შენ არ უნდა მიხდიდე ბოდიშს.

-მე ჩემს ბოდიშს გიხდი, ელენე! მაპატიე, რომ კარგი მეგობარი ვერ აღვმოჩნდი და მაშინ ვერ
ვიდექი შენ გვერდით, როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდი. ზურგი გაქციე და ჩვენი
ურთიერთობა დავივიწყე.

-კარგი რა, კატო...

-არა, დამნაშავე ვარ და მხოლოდ ახლა ვხვდები ამას! არასდროს ვიყავი აქ, როცა
გჭირდებოდი. არასდროს ვიყავი სახლში, სულ გავრბოდი და ყველას ვემალებოდი. მაპატიე...

-ჩვენი ცოლ-ქმრობა შენ არ დაგინგრევია...

-მაგრამ ძალიან დიდი წვლილი მე მიმიძღვის! მეც, მაშოსაც, დემეტრეს და ქეთევანსაც,


ზოგადად - ამ დამპალ სიტუაციას მიუძვის ყველაზე დიდი წვლილი ლუკას
დეგრადირებაში! რომ იცოდე, როგორ ყელში მაქვს ეს სიტუაცია, როგორ მძულს ყველა და
ყველაფერი! მაგრამ გპირდები, ელენე, სულ მალე ყველაფერი გამოსწორდება.

-ამის მართლა გჯერა, კატო? ყველაფერ იმის შემდეგ, რაც გადაიტანე, მართლა გჯერა, რომ ეს
გაუთავებელი ომი და ზიზღი დასრულდება?

-აუცილებლად! აუცილებლად! - ცრემლები მოწმინდა ეკატერინემ დაქალს, მერე კი მასთან


უფრო ახლოს მიჩოჩდა და მოეხვია.

-ბატონი გიორგი თოიძე ბრძანდებით?!

-დიახ, მე გახლავართ, ვინ მესაუბრება?

-ამას არ აქვს მნიშვნელობა.

-რა გნებავთ, უკაცრავად?!

-დღეს ღამე თქვენს ბიუროში დარჩით, ოღონდ დარწმუნდით, რომ მარტო ხართ.

-ბატონო?!

-გააკეთეთ, რასაც გეუბნებით და გპირდებით, რომ არ ინანებთ. ხომ გინდათ, ცოლის


მკვლელის დაჭერა?

-ვინ ხართ და რა იცით ამ საქმის შესახებ?!

-დღეს შუაღამისას შევხვდებით. ოღონდ იცოდეთ, თუ დავინახე, რომ მარტო არ ხართ, წავალ.
-რომელ საათზე მოხვალთ?!

-შეხვედრამდე, ბატონო გამომძიებელო!

-ალო?! ალო?! - ჯანდაბა!

-წვეულებისთვის ყველაფერი მზადაა, ნოდარ?

-ყველაფერი მზადაა, ილია.

-დარწმუნებული ხარ?! იცოდე, რომ გავიგო, რამე რიგზე ვერ არის...

-ხომ გითხარი? - ყველაფერი ისეა, როგორც შენ გსურდა.

-ძალიან კარგი, ჭკვიანი კაცი ხარ ნამდვილად!

-დუდიკა, ბიჭო, გილოცავ დაბადებისდღეს, დიდი ბიჭი გაიზარდე!

-ოჰ, ახვლედიანო, როგორც ყოველთვის, არ გავიწყდება ეს დღე!

-ამ თარიღს რა დამავიწყებს, ბიჭო?! ბოლოსდაბოლოს, შენისთანა კაცი მოევლინა ამ ქვეყანას!

-პატივია შენგან მაგ სიტყვების მოსმენა.

-სად აღნიშნავ იუბილეს? დედამიწის რომელ წერტილში?

-შენ წარმოიდგინე და არ ვარ შორს.

-ვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ხარ?

-არც მაგდენად შორს!

-ვერ გავიგე, საქართველოში ხარ?!

-ყველაფერს თავისი დრო აქვს, ანდრიკო, გამოგეცხადები, როცა დრო იქნება! მადლობა
მოლოცვისთვის და აბა შენ იცი!
ნოდარ გამყრელიძის წვეულებაზე, როგორც ყოველთვის, ზღვა ხალხი ირეოდა. სახლის
გარეთ ნელ-ნელა მრავლდებოდა მანქანები, საიდანაც კლასიკურ სტილსა და ნიღაბში
გამოწყობილი ნაღები საზოგადოება მოიწევდა. შესასვლელ კართან დაცვის ორი წევრი იდგა,
რომლებიც თავაზიანად სთხოვდნენ სტუმრებს მოსაწვევის წარდგენას.

დიდ დარბაზს სუსტად მბჟუტავი სინათლე ანათებდა. ძირითადად ბნელ ფერებში იყო
გარემო გადაწყვეტილი. ირგვლივ ყველაფერი მეცხრამეტე საუკუნის ევროპული
ბურჟუაზიის წვეულებებს მოგაგონებდათ. კლასიკური მუსიკა სასიამოვნოდ ჟღერდა,
სტუმრები რამდენიმე ჯგუფად შეკრულიყვნენ და ჭიქა შამპანიურით ხელში განიხილავდნენ
აქტუალურ თემებს.

მასპინძელი, მეუღლესთან ერთად, კიბის თავთან იდგა და ყველა ახალმოსულს ხელისაწევით


ესალმებოდა. ცოლი ისე იყო მის მკლავზე ჩაბღაუჭებული, თითქოს ვინმე მეუღლის
წართმევას უპირებდა.

-უწვალია ბატონ ნოდარს! - სიცილით აღნიშნა მათემ დარბაზში შესვლისთანავე და გამვლელ


მიმტანს ორი ჭიქა წითელი ღვინო ააცალა სინიდან.

-რა საჭირო იყო ყველაფრის ასე თეატრალიზება?! - წუწუნებდა იოანე და ვინ იცის,
მერამდენედ ისწორებდა ნიღაბს.

-ვინმე ნაცნობს ხედავთ? - ანდრეამ გადაულაპარაკა ბიჭებს.

-ისეთი განათებაა, მიჭირს სახეების გარჩევა, თანაც ამ ნიღბებსაც თუ გავითვალისწინებთ!

-კარგი, თქვენ წადით და ნოდარს მიესალმეთ, მე გავივლი ცოტას.

-ნოდარს არ მიესალმები?

-სანამ ვინმე არ შემამჩნევს, არაა აუცილებელი ჩემი გამოჩენა. - გაეღიმა ახვლედიანს და


ბიჭებს ჩამოშორდა.

-როგორც ყოველთვის, გემოვნება არ მტყუნობს გამყრელიძეების ოჯახს! - ღიმილით მოავლო


გარემოს თვალი გეგამ და ბიჭებს გაუცინა.

-მეტი რა საქმე აქვთ?! - უხასიათოდ მყოფი ბექა ბარს ეყრდნობოდა იდაყვებით და ვისკის
წრუპავდა. - სად არიან ჩვენები?! - ლუკას კითხა შემდეგ.

-ეკატერინე დედასთან და მამასთან ერთად უკვე გზაშია.

-ელენე რატომ არ არის შენთან ერთად?

-ვერ გრძნობდა თავს კარგად. - უემოციოდ აიჩეჩა მხრები ლუკამ.


-მერე?! - არ ესიამოვნა ბექას ბიძაშვილის ნათქვამი.

-რა მერე? - დარჩა სახლში!

-და შენ გამოგიშვა აქ?

-არ მიკითხავს. - ისევ უაზროდ აიჩეჩა მხრები ჯაყელმა და ბარმენს სასმელი შეუკვეთა.

-მარიამ, ხომ არ ნერვიულობ რამეზე? - ცოლის მოუსვენრობა უყურადღებოდ არ დარჩენია


იოანეს.

-გული ცუდს მიგრძნობს.

-გპირდები, არაფერი მოხდება. საღამო ისე ჩაივლის, არც გადავეყრებით ჩვენ და შენი ძმა
ერთმანეთს.

-იმედია. - ღრმად შეისუნთქა ჰაერი ჯაყელმა და მამაკაცს გაუღიმა.

-დღეს ისეთი ლამაზი ხარ, თვალს ვერ გწყვეტ! - ხელები წელზე შეუცურა დანელიამ
გოგონას. - გიხდება ეს ნიღაბი, მეტ იდუმალებას განიჭებს!

-ჰოო? - ჩაეცინა მარიამს. - ანუ ძველ დროში რომ შევხვედროდით ერთმანეთს, მაინც
მოგეწონებოდი?

-მე შენ ყველა დროში მომეწონებოდი! - გაეცინა იოანეს და ცოლს ჩაეხუტა.

დემეტრე ჯაყელის, მისი მეუღლისა და ქალიშვილის გამოჩენამ დიდი მითქმა-მოთქმა


გამოიწვია ხალხში. ნიღბების მიუხედავად, რა თქმა უნდა, ყველა არჩევდა მათ ვინაობას.
ეკატერინე არაფერს იმჩნევდა. მხრებში გამართული მიიწევდა საღამოს მასპინძლისკენ და
ისე იღიმოდა, თითქოს ყოველგვარი ტკივილი უცხო იყო მისთვის.

ანდრეა დარბაზის ისეთ ნაწილში იდგა, ვერ ხედავდა შემოსასვლელს, მაგრამ მაინც მთელი
სხეულით იგრძნო ჯაყელის მოსვლა. მონუსხულივით, მაშინვე შებრუნდა და იმ მხარეს
გაიხედა, სადაც ეგომ ეკატერინეს ყოფნა უკარნახა.

თვალისმომჭრელად ლამაზი იყო ჯაყელი; დარბაზის განათების ფონზეც კი მკვეთრად ჩანდა


მისი შინდისფერი, გაშლილი კაბა, რომელსაც საოცრად ეხამებოდა მის მიერ შერჩეული
ნიღაბი. ანდრეას მოეჩვენა, რომ მისი მწვანე თვალები განსხვავებული სხივით კაშკაშებდნენ
და ამდენ ხალხში მხოლოდ მას ეძებდნენ.

ფეხი წინ წაწია და ერთი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ მაშინვე მოეგო გონს და უკან დაიხია. ისევ
ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და ხალხს შეერია - ჯერ მისი გამოჩენის დრო არ იყო.
ირაკლი ახვლედიანი, შვილთან და რძალთან ერთად, ერთ-ერთი ბოლო მომსვლელთაგანი
იყო. ახვლედიანი მოუსვენრად გამოიყურებოდა და ხშირად ისწორებდა ჰალსტუხს, რასაც
ვერ ვიტყოდით მის შვილზე, რომელიც, როგორც ყოველთვის, მშვიდად გამოიყურებოდა.
ნოდართან უხეირო მისალმების შემდეგ ირაკლიც ჯგუფებად მდგარ ხალხს შეერია და
შამპანიურს დაუმეგობრდა.

-მამაშენს დღეს რა სჭირს, სან? - მამამთილზე ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ, ლიზამ


გადაულაპარაკა ქმარს.

-უბრალოდ დიდად არ უყვარს ასეთი წვეულებები. ისევე, როგორც ანდრეას. - ბოლო


სიტყვებზე ღიმილით ამოიხვნეშა და იქვე მდგარ მამას გახედა.

წვეულება ოფიციალურად დაწყებულად გამოაცხადა ნოდარმა და აპლოდისმენტების ფონზე


ჩამოვიდა კიბეებიდან, ცოლთან ერთად. მუსიკას აუწიეს და მეტი სასმელი შემოიტანეს
დარბაზში. სტუმრები აქეთ-იქით ირეოდნენ და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. აქა-იქ
ისმოდა მსუბუქი კისკისისა და აღფრთოვანებული შეძახილების ხმა.

ანდრეა ნელა მიიკვლევდა გზას სტუმრებს შორის და ისე იმალებოდა, როგორც ქურდი.
თითოეული ნაბიჯის გადადგმისას გრძნობდა, რომ მას უახლოვდებოდა, მაგრამ მაინც არ
ჩერდებოდა. რამდენჯერმე მოკრა კიდეც თვალი, ან როგორ ვერ მოკრავდა, როცა ყველაში
გამოირჩეოდა თავისი ბრწყინვალებით?! ყოველ დანახვაზე უნდოდა მიახლოვებოდა,
შეხებოდა და ისევ შეეგრძნო ასე მონატრებული კანი, თითებქვეშ. მწვანე ირისები ახლოს
მისვლას თხოვდნენ, აჯადოებდნენ და ატყვევებდნენ ნებისმიერი მიმართულებით
გახედვისას. უამრავი ადამიანი იყო დარბაზში, მაგრამ ახვლედიანს მხოლოდ ის ერთი
ადარდებდა - შინდისფერკაბიანი.

ნელ-ნელა წყვილებმა ცეკვა დაიწყეს, მარტოდარჩენილებმა კი სმას უმატეს. ზოგი


ალაფურშეტის მაგიდას არ სცილდებოდა, ზოგიც სიამოვნებით ადევნებდა თვალს მოცეკვავე
წყვილებს. ყველა თავისებურად ერთობოდა მასკარადზე და ნიღბებში დამალულ თვალებს
აქეთ-იქით აცეცებდა, აღტაცებით.

მათი ყურადღება მხოლოდ რამდენიმე წამით გაერთიანდა, როცა დარბაზის კარი ისევ გაიღო
და დაგვიანებული სტუმრები გამოჩდნენ ზღურბლზე.

-ამ წუთას ყველაფერი ბევრად უფრო საინტერესო გახდა! - გადაულაპარაკა მათემ იოანეს
ღიმილით.
-ეს გოგოები ვინ არიან?! - ბარს მოცილდა ბექა და შეკრულშუბლსქვევიდან გახედა კართან
მდგარ გოგონებს.

-ერთი ინა ჯაფარიძეა, ილია ჯაფარიძის ქალიშვილი, მეორე მეც არ ვიცი. - ლუკამ უპასუხა
ისე, რომ თვალიც არ მოუცილებია მათთვის.

ნოდარი სტუმრებს შეეგება და ორივეს გადაეხვია. შემდეგ კი, ღიმილით, ოდნავ


აკანკალებული ხელი ჰაერში აღმართა და გოგონებს სტუმრებთან მისვლა თხოვა.

-თვითონ ილია ჯაფარიძე სად არის ნეტავ?! - უტამ დაიჩურჩულა ძმის ყურთან.

-ჯაფარიძე კი არა, ანდრეა სად არის ამ წამს! - დაიძაბა იოანე და სტუმრებს მოავლო თვალი.

ანდრეა ორივეს კარგად ხედავდა - დარბაზის ცენტრში მდგარ ეკატერინესაც და მის უკან,
ოდნავ უხერხულად, აწურულ ბარბარესაც. ჟღენტის დანახვისას ყბა დაეჭიმა და გულმა
უსიამოვნოდ გაკრა რამდენჯერმე. კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა, რომ ეს მასკარადი არ
მოსწონებოდა და საეჭვოდ სტუმართმოყვარედ მიეჩნია.

კედელს მიეყრდნო და უკეთ დააკვირდა მის ობიექტივში მოქცეულ ორ ქალს. ცენტრში


საოცარი სიამაყით და ყელმოღერებით მდგარ ეკატერინესა და უკანა პლანზე მდგარ
ბარბარეს, რომლის თვალებსაც ნიღაბიც კი ვერ უფარავდა იმ სისპეტაკეს, რომელიც მთელი
სიუხვით იღვრებოდა მისი ზღვისფერი სფეროებიდან. ვერასდროს წარმოიდგენდგა
ახვლედიანი, რომ ოდესმე მათი ერთად დანახვა შეეძლებოდა. ასე ახლოს... ხელი რომ
გაეწვდინა ორივეს შეეხებოდა ნაზ კანზე.

იმ წამს ანდრეამ მთელი სიცხადით იგრძნო და გაანალიზა ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში
აწვალებდა მის გონებასა და გულს. თითქოს მაშხალამ გაიელვა მის თავში და ყველა ბნელი
კუნჭული გაანათა.

გაეღიმა და წამოიწია. ხელები ჯიბეებიდან ამოიღო და წინ, ცენტრისკენ გადადგა რამდენიმე


ნაბიჯი. უფრო ახლოს იდგა ორივე ქალთან, ვიდრე ოდესმე მდგარა, მაგრამ არცერთი
იხედებოდა მისი მიმართულებით.

მხოლოდ მას უნდა გამოეხედა... ორიდან ერთ-ერთს.

ანდრეამ უკანასკნელი ადამიანიც ჩამოიშორა და დარბაზის ცენტრშიც აღმოჩნდა. აღარ


ადარდება ის ფაქტი, რომ ახლა მას ყველა დაინახავდა - ჯაყელიც და ახვლედიანიც.
უბრალოდ მიიწევდა იმისკენ, ვინც ყოველთვის სურდა და სჭირდებოდა; მიიწევდა ყველას
წინაშე, ყველას დასანახად!

ეკატერინემ ნაცნობთან ლაპარაკი შეწყვიტა და იმ მხარეს გაიხედა, სადაც ახვლედიანი იდგა.


ღიმილი მაშინვე წაეშალა სახიდან, როგორც კი შავი თვალების პატრონი ამოიცნო. ან როგორ
შეეშლებოდა?!
იმაზე მეტად შეშინდა ხალხს გამოყოფილი ანდრეას დანახვისას, ვიდრე ერთი წლის წინ,
როცა ამავე დარბაზში იარაღმომარჯვებული ბექა იდგა მის წინ. პულსაციის აჩქარება იგრძნო
და მოძალებული ღელვა, რომელიც მაშინვე მიაწვა სისხლს. იმ წამს ყველაზე ცხადად
იგრძნო, რომ ეს საღამო კარგად არ ჩაივლიდა.

ანდრეა, ალბათ, არც გაჩერდებოდა და საბოლოოდ აღმოფხვრიდა მანძილს მასსა და მის


საყვარელ ქალს შორის; ალბათ, ყველას მზერასაც საბოლოოდ დაიმსახურებდა და ისევ
მოექცეოდა ყურადღების ცენტრში, მაგრამ უეცრად ზუსტად ის მანძილი, რომელიც ანდრეას
ეკატერინესგან აშორებდა, პროექტორის კაშკაშა სინათლემ გაკვეთა და კიბის საპირისპირო
კედელს დაეცა. ხალხში მაშინვე ატყდა ხმამაღალი მითქმა-მოთქმა და გაკვირვების
შეძახილები.

ბარბარემ, ეკატერინემ და ანდრეამ ერთდროულად შეაბრუნეს თავი იმ კედლისკენ,


რომელსაც ასე გაოცებით უმზერდა ყველა. ჯაყელი კინაღამ ადგილზე წაიქცა, გვერდით
მდგომს ხელი წაავლო, რათა წონასწორობა შეემაგრებინა. ანდრეაც პირდაღებული
მიაშტერდა განათებულ კედელს, რომელზეც ის და ეკატერინე იყვნენ გამოსახულნი ბაღში
ჯდომისას. ერთ სურათში ერთმანეთს ეხუტებოდნენ, მეორეში გვერდიგვერ ისხდნენ,
მესამეში კი მათი პირველი კოცნა იყო აღბეჭდილი.

-ღმერთო, შენ გვიშველე... - შოკირებულმა მარიამმა სამად სამი სიტყვის თქმა მოახერხა და
ცენტრისკენ გაიხედა, სადაც ანდრეა და ეკატერინე იდგნენ ერთმანეთის პირისპირ.

ხალხში სწრაფად ატყდა ჩოჩქოლი. სტუმრებს უკვე აფთრად ქცეული ლუკა გამოეყო,
ბიჭებთან ერთად. მათ ამოუდგა გვერდში დემეტრეც. მეორე მხრიდან ალექსანდრე და
ირაკლი გამოირჩნენ დანარჩენებისგან. ყველას სახეზე იკითხებოდა გაშმაგებული ინტერესი
და გაოცება.

რა თქმა უნდა, პირველად ლუკამ იმოქმედა. სწრაფად მივარდა ჯაყელსა და ახვლედიანს, მათ
შორის ჩადგა და დაიღრიალა:

-ეს რა ჯანდაბაა, ეკატერინე?! - იმდენად შემზარავი ხმა ჰქონდა, სტუმრების გარკვეულმა


ნაწილმა შიშით წამოიკივლა.

შეშინებული ეკატერინე ხმას ვერ ამოიღებდა, მაგრამ არც დასცალდა, რადგან დარბაზი უცებ
გაჩახჩახდა სინათლით, მუსიკა კი შეწყდა.

-მოგესალმებით, მეგობრებო! მიხარია, რომ ჩემს წვეულებას ყველა თქვენგანი ესწრება. - უცებ
გაისმა მამაკაცის ხმა დარბაზში და ყველამ ინსტიქტურად შეატრიალა თავი კიბის მხარეს.
ილია ჯაფარიძე შემაღლებულ საფეხურზე იდგა, სასმლით ხელში და იღიმებოდა. - იმედი
მაქვს, მოგეწონათ ჩემი წარმოდგენის პირველი ნომერი. - ეკატერინესა და ანდრეას
სინათლით გაფერმკრთალებულ სურათებს კმაყოფილებით შეავლო თვალი და ერთი
საფეხურით დაქვეითდა. - ნუ ღელავთ, ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს, ეს მხოლოდ დასაწყისია!
- ბოროტულად ჩაიცინა და კიდევ რამდენიმე საფეხური ჩამოიარა. - მეგობრებო, თქვენ
წარმოდგენაც არ გაქვთ, რა საღამოს მომსწრენი გახდებით დღეს! - კიბეები ჩაამთავრა და
ცენტრისკენ დაიძრა მშვიდი ნაბიჯებით. - ირაკლი, დემეტრე, ოცდაათი წლის შემდეგ
პირველად, გთხოვთ, მოიხსენით თქვენი ნიღბები და ნამდვილი სახეებით დაენახეთ თქვენს
შვილებს! - შეჰყვირა და ორივე ხელი გაშალა, ერთი ახვლედიანის მიმართულებით - მეორე
ჯაყელის. - დროა, ყველამ ყველაფერი გაიგოს! ამ საღამოს საბოლოოდ დასრულდება
ოცდაათწლიანი მასკარადი! - სიცილით დატრიალდა ილია და შიშითა თუ გაკვირვებით
გასუსულ ხალხს თვალი მოავლო.

-ეს რა წარმოდგენა გამართე, ილია?! - ძალისხმევა მოიკრიბა დემეტრემ და თავისი მტკიცე ხმა
გააჟღერა.

-და აი, ბატონი დემეტრეც გამოჩნდა! - გაეცინა კმაყოფილ ჯაფარიძეს. - დაგვენახე, ირაკლი,
ხომ იცი, რომ შენ გარეშე არაფერი გამოგვივა?!

-აქ ყველანი გასართობად ვართ შეკრებილები, ილია. მგონი, შენი გამოხტომა ცუდი ტონია!
ახლავე მოაშორე ეს ყალბი ფოტოები კედლიდან და დატოვე აქაურობა! - ჯაყელზე არანაკლებ
მედგრად დადგა ახვლედიანი, რომელიც იმ წამს ისე, როგორც არასდროს, საოცრად ჰგავდა
შვილს, თავისი მრისხანებით.

ლუკა, ბექა, ალექსანდრე და დანარჩენები გაკვირვებულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდნენ და


ხმასაც ვერ იღებდნენ. ხან ილიას უყურებდნენ, ხან დემეტრესა და ირაკლის.

-შვილებს გულს ნუ ტკენთ, ძველო მეგობრებო! - შამპანიურის ჭიქა ერთ-ერთ სტუმარს


მიაჩეჩა ჯაფარიძემ და ტაში შემოკრა. - შეხედეთ, განა შეიძლება, რომ ასეთი საოცარი
ფოტოები ყალბი იყოს?! - ტონი მოილბო და აციმციმებული თვალებით კიდევ ერთხელ
დააკვირდა სურათებს. - დამეთანხმეთ, მეგობრებო, რომ ჭეშმარიტი სიყვარულის მომსწრენი
ვართ ყველანი! - საზეიმოდ გამოაცხადა და ისევ ერთ ადგილას გაქვავებულ სტუმრებს
გაუღიმა.

-ანდრეა, ხმა ამოიღე! - შვილს დაუყვირა ახვლედიანმა.

-ეკა... - მუდარით მიმართა დემეტრემ ქალიშვილს.

-შე ნაძირალა კაცო... - დაიღრინა ანდრეამ და მრისხანებით ანთებული თვალები გაუსწორა


ჯაფარიძეს. - ეს გინდოდა, არა?!

-მე მინდოდა?! - გაიკვირვა ილიამ. - მე მხოლოდ თქვენს დახმარებას ვცდილობ, შვილებო...

-გაჩუმდი, ილია! - ისევ დაიგრგვინა ჯაყელის ხმამ დარბაზში.

-ჰო, რა თქმა უნდა, შენ არ გესმის, დემეტრე. მაგრამ, ირაკლი, შენ? შენ ხომ მაინც იცი
ნამდვილი სიყვარულის ფასი?!
-ილია, გთხოვ... - ხმა გაებზარა ირაკლის და თვალები აემღვრა. განრისხებული, სწრაფად
გარდაიქმნა უსუსურ და სასოწარკვეთილებადამონებულ ადამიანად.

-რას მთხოვ?

-აქ არა... ახლა არა...

-დღეს რა დღეა, ირაკლი?! - ეშმაკები აუგიზგიზდნენ თვალებში ღიმილაკრულ ჯაფარიძეს.

-ენა ჩაიგდე, ილია! - მოთმინება დაელია დემეტრეს, სწრაფად მიეჭრა მამაკაცს და საყელოში
წვდა ხელით.

-რა ჯანდაბა ხდება აქ, მამა?! - ჩუმად ყოფნა ვეღარ აიტანა ლუკამ და განრისხებული
თვალები ამჯერად მამას მიაპყრო.

-უპასუხე შენს შვილს, დემეტრე! ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაეცი კითხვაზე პასუხი!

-მოკეტე!

-ნუთუ ამდენი ხალხის წინაშე დაკარგავ თავს, ბატონო დემეტრე?! არ შეგშვენით ასეთი
საქციელი! - გაეღიმა ილიას. ჯაყელმა მაშინვე შეუშვა ხელი მამაკაცს და ხელი კრა.

-ხელის კვრაში ნამდვილად არ გყავს ბადალი, ჯაყელო! ეგ საქმე საუკეთესოდ გამოგდის. -


ჩაიცინა ჯაფარიძემ და პიჯაკი შეისწორა.

-ილია, ხალხს არ დავერიდები იცოდე... - თითი დაუქნია დემეტრემ წინ მდგომს.

-მეც ეს მინდა! - ხელები გაშალა ილიამ და წამოიყვირა. - ეს მასკარადიც სწორედ იმ მიზანს


ემსახურება, რომ ყველამ დაინახოს შენი და ბატონი ირაკლის ნამდვილი სახე!

-საკმარისია! - უეცრად წამოიყვირა ბიჭების გვერდით მდგარმა ბექამ და რამდენიმე ნაბიჯით


გამოეყო მათ. - ეს სამარცხვინო სპექტაკლი არავის გვაინტერესებს!

-მრისხანებით ბიძას დამგვანებიხარ, ბექა. - ჩაეცინა ილიას. - საინტერესოა, ნეტავ შენი


სიმტკიცეც, მასსავით, მყიფე ხომ არ არის.

-დემეტრე ჯაყელის შეურაცხყოფას არავინ მოისმენს ამ დარბაზში, ბატონო ილია. თქვენი


იაფასიანი ხრიკები კარგად შეკარით და გაქრით აქედან, სანამ მეტად შეგირცხვენიათ თავი. -
სიმშვიდეს არ კარგავდა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ჯაყელი.

-ჰმ, უნდა ვაღიარო, რომ შენი სიტყვები მეტად გულისამაჩუყებელია. ალბათ მამაშენი
ამაყობს, რომ ასეთი ღირსეული ადამიანი აღგზარდა, არა?! თუმცა, ალბათ, ჯობია მას თავად
ვკითხოთ. - გაეღიმა ჯაფარიძეს. - ერეკლე, ჩემო ერთგულო მეგობარო და თანამოაზრევ,
დაენახე შენს ოჯახს, სად ხარ?!

-აქ ვარ. - უცებ გაისმა სტუმრებსშორის მამაკაცის ხმა და მისი პატრონიც მალე ამოუდგა
ილიას გვერდში. ღიმილით მოიხსნა ნიღაბი და დემეტრეს გაუსწორა მზერა.

-მამა?! - გაკვირვება ვერ დამალა ბექამ მამის დანახვისას.


-ერეკლე, რა ჯანდაბაა... - თვალებს ვერ დაუჯერა დემეტრემ.

-რა გიკვირს, დემეტრე?! - მხრები აიჩეჩა ერეკლემ. - შენ წინააღმდეგ წასვლა რომ გავბედე? -
ჰო, გავბედე! რას იზამ? მეც ისევე მომიშორებ თავიდან, როგორც თამარას?!

-ერეკლე! - თვალის გარსი ჩაუწითლდა ჯაყელს.

-რა ერეკლე, რა?! გიკვირს?! გიკვირს ჩემს თვალებში ჩაბუდებული ზიზღი?! გიკვირს ამ კაცის
გვერდით რომ ვდგავარ?!

-როგორ მიღალატე? შენს შვილს როგორ უღალატე...

-ჩემმა შვილმა სიმართლე უნდა იცოდეს შენზე! ყელში ამოვიდა დემეტრე ჯაყელის ხატად
ქცეული სახელის ატანა! ყველამ უნდა გაიგოს, შენი ვაჟკაცობის შესახებ!

-მამა, ვინ არის თამარა?! - ლუკას სახიდან ყველა ემოცია წაშლილიყო, დაბნეულობის გარდა.

-ნურავის მოუსმენ, ლუკა!

-რას ნიშნავს, ნურავის მოვუსმენ?! რატომ შეკრა შენმა ძმამ ამ კაცთან პირი და რატომ
გემტერებიან საერთოდ?! რა ჯანდაბა ხდება, ამიხსენი! - გაბრაზდა ჯაყელი და მამას ძალიან
ახლოს დაუდგა წინ.

-სიმართლე უთხარი ლუკას, მამა. - ხმა ამოიღო შეშინებულმა ეკატერინემ და ცრემლები


გადმოყარა.

-ეკა, შენ?! - გაოცებით დააფჩინეს პირი დემეტრემ და მის უკან მდგარმა ქეთევანმა.

-მე ყველაფერი ვიცი უკვე. - თვალები გაუსწორა გოგონამ მშობლებს.

-რა იცის ეკატერინემ და რა უნდა ვიცოდე მე, ამიხსენით, სანამ გავგიჟებულვარ!

-თქვი, დემეტრე... - დანებდა ქეთევანი და ამოიკვნესა.

-გაჩუმდი, ქეთევან!

-ვინ იყო თამარა, მამა?! - კბილებშორის გამოცრა ლუკამ და სიმწრით ჩაწითლებული


თვალები კუშტად დაასო დემეტრეს.

-უპასუხე შენს შვილს, დემეტრე. იცოდეს ყველამ სიმართლე! - ეშმაკივით გაჰკიოდა ილია.

-თამარა... - ხმა ამოიღო უფროსმა ჯაყელმა და თვალები მოარიდა შვილს. - და იყო ჩემი. -
უსიცოცხლოდ გასძვრა სამად სამი სიტყვა.

-და?! - წამოიყვირა უმცროსმა ჯაყელმა.

-ჰო, და იყო და გარდაიცვალა...

-თავი მოიკლა! - ისევ წამოიყვირა ჯაფარიძემ. - უფრო სწორად, თავი მოიკლა!

-რატომ მოიკლა თავი?! - შეკრული შუბლიდან გაკვირვება გამოსჭვიოდა ბექას სახეზე.


-ოჰო, ეს უკვე საინტერესოა! - ტაში შემოკრა ილიამ და ორივე ხელი ჰაერში აღმართა. -
რომელი ეტყვით? რომელს გარგუნოთ ეს პატივი?! - მარჯვენა დემეტრესკენ, ხოლო მარცხენა
ხელი ირაკლისკენ გაიშვირა. - შენ უთხარი, ყოფილო პარტნიორო, უფრო მგზნებარე
გამოგივა ნათქვამი!

-თუ ჩვენი დასჯა გინდოდა, ეს მასკარადი და ჩვენი შვილების აქ მოყვანა რა საჭირო იყო?! -
გამწარებულ ახვლედიანს კბილები უკაწკაწებდა.

-ზედმეტი ლაპარაკი არ გვინდა! ჩვენ ხომ ისედაც კარგად ვიცით ყველაფერი?! - მთავარია
შვილებმა გაიგონ სიმართლე. თქვი, რატომ მოიკლა თამარამ თავი! - ბოლო სიტყვები
შეშლილივით წამოიყვირა და გააფთრებული თვალებით ეცა კაცს.

-შენი ქალიშვილი მაინც დაინდე! - წამოიყვირა დემეტრემ.

-სიმართლე ყველამ უნდა გაიგოს, ყველამ! არც ჩემი ინაა გამონაკლისი. არა, მა?! - შვილს
გაუღიმა ილიამ.

-მამა, გთხოვ, შეწყვიტე. - ტიროდა შეშინებული გოგონა.

-ირაკლი, ამოიღე ხმა-მეთქი! - ისვე ახვლედიანს დაუცაცხანა ჯაფარიძემ.

-ამოიღეთ ვინმემ ეს დაწყევლილი ენა და თქვით ყველაფერი! - დაიღრიალა


მოთმინებადაკარგულმა ლუკამ.

-თავი იმიტომ მოიკლა, რომ მე და თამარას ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ ვერ შევძელით
ერთად ყოფნა! - კუთხეში მიმწყვდეულ ირაკლის სხვა გზა აღარ ჰქონდა და ხმა ამოიღო.

-არ გაბედო, ახვლედიანო! - მაშინვე სიძულვილით აენთო თვალები ძარღვებდაჭიმულ


დემეტრეს. - ამაზე ლაპარაკიც კი არ გაბედო!

-შენ გაჩუმდი, დემეტრე! როგორც იქნა ერთმა მხარემ გადაწვიტა შეთქმული დუმილის
დარღვევა. შენც მოგეცემა სიტყვა, ოღონდ ცოტა მოგვიანებით. ირაკლი, მოყოლა გააგრძელე,
აუხსენი ყველაფერი ბავშებს.

-მე და თამარას ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ამის შესახებ არავინ იცოდა.
დემეტრეს და ერეკლეს ვერასდროს ვუბედავდით გამოტყდომას. - თავჩაქინდრული
ლაპარაკობდა ახვლედიანი. - იმიტომ, რომ მე და დემეტრე ბავშვობიდან ვმეგობრობდით და
ერთმანეთზე ახლო არავინ გვყავდა.

-რას ლაპარაკობ, მამა? - გაკვირვებულმა ალექსანდრემ ჩუმად გადაულაპარაკა მამას და


მკლავში ჩაავლო ხელი.

-მერე, მერე, ირაკლი?! - ისეთი ინტერესით უსმენდა ილია კაცს, თითქოს პირველად ისმენდა
ამ ისტორიას.

-მერე შენ გამოჩნდი ჩვენს ცხოვრებაში და ყველაფერი აურიე! - წამოიყვირა ირაკლიმ და


ჯაფარიძეს შეუღრინა. - ამ წყეულ სახლში გაგვაცნეს ერთმანეთი და შენ მე
ბიზნესპარტნიორობა შემომთავაზე. მეც დაგთანხმდი...
-რატომ დათანხმდი, მამა?!

-იმიტომ, რომ ყოველთვის ბინძური ფულის მონა და ღორი იყო! - წამოიყვირა


თვალებამღვრეულმა და განრისხებულმა დემეტრემ.

-იმიტომ, რომ სხვა გზა არ მქონდა! - თავი იმართლა ახვლედიანმა. - მამაჩემმა გაძარცვული
ქონება დამიტოვა, ოჯახის და გვარის ღირსების დაცვა მევალებოდა!

-და ამიტომ გააუბედურე ქალები, რომელთაც მხოლოდ ის დააშავეს, რომ შენნაირი არაკაცი
შეუყვარდათ?!

-დემეტე, მორჩი რეპლიკების აქეთ-იქით სროლას! აცადე ადამიანს ლაპარაკი! - ჩუმად


მდგომმა ერეკლემ პირველად ამოიღო ხმა და უმცროსი ძმა დატუქსა.

-სხვა გზა არ მქონდა... სხვა გამოსავალი არ იყო... - დუდღუნებდა ირაკლი. - ნინო უნდა
შემერთო ცოლად. მდიდარი, განათლებული და დედისერთა ქალი, რომელსაც პირველი
დანახვისთანავე შევუყვარდი.

-მამა! - გაოცებული სანდრო მაშინვე მოშორდა მამამისს.

-ძალიან შევუყვარდი, ძალიან! მე კი მისი სტატუსი მჭირდებოდა საკუთარის გადასარჩენად. -


სასოწარკვეთილი ირაკლი უკვე ცხარე ცრემლით ტიროდა, ბავშვივით.

-შენს აყროლებულ სტატუსს შეეწირა ჩემი და, შე ნაძირალა! - ახვლედიანისკენ გაიწია


დემეტრემ, მაგრამ ბექამ და გეგამ მისი დაკავება შეძლეს.

-თამარას სახელის ხსენებაც არ გაბედო, იცოდე! - მეორედ ამოიღო ხმა ერეკლემ და ისევ ძმას
შეუღრინა. - არ გაქვს უფლება! ამ დარბაზში ყველაზე ნაკლებად შენ გაქვს მისი სახელის
წარმოთქმის უფლება!

-მე რაში მადანაშაულებ, ერეკლე?! როგორ მიმეღო უკვე შერცხვენილი და ზნედაცემული


ქალი სახლში?! შვილებისთვის როგორ მიმეცა მსგავსი მაგალითი?!

-მე შენ გეხვეწებოდი! გევედრებოდი! ფეხებში ჩაგივარდი იმ დღეს და გახსოვს, რა მითხარი?!


გახსოვს-მეთქი?! - წამოიყვირა ჯაყელმა.

-უღირსი კახპების ადგილი ამ სახლში არაა... - ქმრის მაგივრად ქეთევანმა გასცა პასუხი
კითხვას და ცრემლიანი თვალები დახარა.

-უღირსი კახპების ადგილი ამ სახლში არაა! - ზიზღით გაიმეორა ერეკლემ რძლის სიტყვები
და ამრეზით მიაჩერდა ძმას. - ჩემი და შენ გამოა მკვდარი!

-ძმები ჯაყელები ერთმანეთის წინააღმდეგ... - კმაყოფილებით აღსავსე ღიმილით


ჩაილაპარაკა ილიამ. - სასიამოვნო სანახავია, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, ერეკლე! -
პარტნიორს მხარზე ხელი დაკრა რამდენჯერმე და დაამშვიდა. - ირაკლი, უმცროს თაობას
მოუყევი შემდეგ რა მოხდა, თორემ ვატყობ, მალე მოთმინება დაელევათ. - კბილებალესილ
და სხეულდაჭიმულ ბიჭებს გადახედა ჯაფარიძემ.
-მერე ის მოხდა, რომ მე და ნინომ ვიქორწინეთ, თამარა კი ჯიბრით შენზე დაინიშნა! არც მე
მიყვარდა ნინო, არც თამარას უყვარდი შენ!

-სევდიანი ისტორიაა... - ჩაიცინა ილიამ. - ისიც თქვი, რომ მე და შენს მეუღლეს ხელი არ
შეგვიშლია თქვენი ერთმანეთისადმი გაჩენილი ვნებებისთვის, რომელსაც ყოველ კვირას
ბეჯითად იკმაყოფილებდით თქვენი „სიყვარულის ბუდეში“.

-ვერ დავშორდით ერთმანეთს, ვერა! რამდენჯერმე ვცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა!

-გაჩუმდი... გაჩუმდი... - ავისმომასწავებლად მიენაბა თვალები წკიპზე მყოფ დემეტრეს.

-გვიყვარდა ერთმანეთი! მთელი არსებით მიყვარდა და ვუყვარდი! გაიგოს ყველამ,


აღარაფერი მაქვს დასაკარგი. მე მთელი არსებით მიყვარდა თამარა ჯაყელი! - ომახიანად
შესძახა ირაკლიმ და ირგვლივ მიმოიხედა, რათა ყველას სახეზე აღბეჭდილი რეაქცია
დაეფიქსირებინა.

-ჩაიგდე ეგ დამპალი ენა! - დაიღრიალა ჯაყელმა და ისევ გაიწია ახვლედიანისკენ; ისევ


უშედეგოდ. - რა სიყვარულზე მელაპარაკები, როცა კახპასავით იხმარე და ხელსაწმენდივით
მოისროლე!

-ჰო, ჰო, მე ვუღალატე! მე ვერ შევძელი მისი მოფრთხილება! მე ვარ არაკაცი და ლაჩარი,
რადგან ორსული ცოლი ვერ დავტოვე! გეთანხმები, დემეტრე, ყველაფერ საშინელს
ვიმსახურებ ამ ცხოვრებაში, მაგრამ შენგან არა. იმიტომ, რომ თუ მე თამარას ხელი ვკარი, არც
შენ დაგიჭერია ის!

-როგორ ბედავ ჩემს დადანაშაულებას?!

-მასთან ყოფნა შენ გამო ვერ შევძელი! იმიტომ, რომ ყოველთვის გაიძახოდი - ირაკლი ჩემი
ძმაა და თამარასაც, ორის მაგივრად, სამი ძმა ჰყავსო.

-ასეც უნდა ყოფილიყო და იმიტომ!

-არ უნდა ყოფილიყო ასე, არა! მე ქალს ვხედავდი თამარაში. მშვენიერ, ეშხიან,
ერთდროულად ძლიერ და სათუთ ქალს!

-ორსული ცოლი გყავდა და ჩემს დასთან ერთობოდი, შე ნაძირალავ! რომელ სიყვარულზე


მელაპარაკები?! ერთი წამითაც არ გქონია თამარასთან სუფთა განზრახვა.

-ტყუილია!

-საკმარისია! - უცებ წამოიყვირა ანდრეამ და ერთმანეთის პირისპირ მდგარ მამაკაცებს


მიუახლოვდა. - შეწყვიტეთ ეს მარაზმი, ახლავე! - მტრული თვალებით შეხედა ჯერ მამას,
შემდეგ ჯაყელს.

-უბედურების პირმშომაც გამოყო ფეხი! - ჩაიქირქილა ილიამ. - რაო? არ გესიამოვნა მამაშენის


ნამდვილი სახის დანახვა?

-მოკეტე, შე არაკაცო!
-აჰ, მივხვდი. ის ფაქტი არ გსიამოვნებს, რომ მამაშენმა თავის სიყვარულთან ყოფნა შენ გამო
ვერ მოახერხა?! - ეშმაკები აუთამაშდნენ თვალებში მამაკაცს.

-ეგ არ არის სიმართლე! - მაშინვე ამოიღო ხმა ირაკლიმ. - ანდრეა, არ უსმინო ამ კაცს!

-მე ისედაც ყველაფერი ვიცი უკვე, მამა, ამ კაცის მოსმენა არაფერში მჭირდება!

-როგორ... რა იცი?! საიდან იცი?! - აწყლიანებული თვალები გაკვირვებით გაეჟღინთა უფროს


ახვლედიანს.

-მე და ეკატერინემ ყველაფერი ბევრად ადრე გავარკვიეთ. - მშვიდად წარმოთქვა ჯაყელის


სახელი ანდრეამ და მის მხარეს გაიხედა. - ყველაფერი ვიცოდით შენი და დემეტრეს
ძმაკაცობის შესახებ, შენი და ილიას პარტნიორობის შესახებ, შენი და თამარას სიყვარულის
შესახებ.

-თ...თამარაზეც იცოდით?!

-ვიცოდით.

-წერილები...

-ჰო, შენს ოთახში შევიპარე და წერილები მოვიპარე.

-ხედავთ, ბატონებო?! - ისევ გაისმა დარბაზში ილიას სიცილის ხმა. - თქვენმა სიძულვილმა
თქვენივე შვილები დაახლოვა და ისტორია გაამეორა!

-წყეული ისტორია აღარასდროს განმეორდება! - ისევ წამოიყვირა დემეტრემ.

-დარწმუნებული ხარ, დემეტრე?! და იქნებ უკვე განმეორდა?! - გაეცინა ჯაფარიძეს და


ზუსტად იმ მიმართულებით გაიხედა, სადაც იოანე და მარიამი იდგნენ. - შემოუერთდით
ჩვენს სპექტაკლს, გვრიტებო, ავად თუ კარგად, თქვენც ამ ოჯახის წევრები ხართ.

მარიამი მთელი სხეულით ახურდა, როგორც კი მრავალი წყვილი თვალის ობიექტივში


მოხვედრა იგრძნო. გაყინული ხელი მაშინვე ქმარს ჩაკიდა და დამფრთხალი თვალებით
მიაჩერდა.

-არაფერი მოხდება, გპირდები. - იოანემ დაიჩურჩულა ცოლის ყურთან და უფრო მჭიდროდ


ახლართა თავისი თითები მისაში. წელში გაიმართა და დარბაზის ცენტრისკენ დაიძრა.

-მაშო... - ქალიშვილის სახელი აღმოხდა ქეთევანს და გვერდით მდგარ რატის წაავლო ხელი
თავის შესამაგრებლად.

-მოიხსენით ნიღბები, დაანახეთ ოჯახისწევრებს თქვენი ბედნიერი სახეები. - კმაყოფილებით


სააქაოს აღარ იყო ილია.

-რის მიღწევას ცდილობ ამით?! - მაქსიმალურად ცდილობდა დემეტრე,რომ შვილისთვის არ


შეეხედა და ჯაფარიძეს უყურებდა ზიზღნარევი მზერით.

-კიდევ გაწუხებს ეგ კითხვა? მგონი ნათლად გამოვხატე ჩემი სათქმელი.


-ნაძირალა ხარ!

-მე ვარ ნაძირალა? - გაიკვირვა ილიამ. - მე რატომ ვარ ნაძირალა, დემეტრე? რა დავაშავე ამ
ცხოვრებაში?! და გავაგდე სახლიდან და თვითმკვლელობამდე მივიყვანე, თუ ქალიშვილს
ვაქციე ზურგი? აბა ჰკითხე ინას, როგორი მამა ვარ!

-ცივსისხლიანი მკვლელი ხარ! - წამოიყვირა მოთმინებადაკარგულმა ანდრეამ.

-რას ამბობ, ანდრეა?! - მაშინვე წამოიკივლა ინამ და ორივე ხელი დაღებულ პირზე აიფარა.

-ხომ გინდოდა ყველაფრისთვის ფარდის ახდა, ილია?! ხოდა უთხარი შენს ქალიშვილს,
რამდენი ადამიანის სიკვდილია შენს კისერზე! - სიმტკიცე შეემატა ხმაში ახვლედიანს.

-გგონია, კუთხეში მიმიმწყვდევ, ანდრეა? - წამითაც არ შემცბარა ილია. - თუ აქამდე ვერ


მიხვდით, მაშინ გეტყვით, რომ ჩემთვის უკვე სულ ერთია. იცით, რა იყო ჩემთვის მთავარი? -
აი, ამ მასკარადის მოწყობა და თბილისის ნაღები საზოგადოების წინაშე ამ ორი ადამიანის
ნამდვილი სახის წარმოჩინება! იცით, რა იყო ჩემი ცხოვრებისეული მიზანი? - თქვენს
სახეებზე იმ გაკვირვებისა და შიშის ამოკითხვა, რომელსაც ახლა ვკითხულობ. ფეხებზე
მ’კიდია თითოეული წვეთი სისხლი, რომელიც აქამდე მოსასვლელად დამჭირდა.

-ბარბარე, ამ კაცმა მამაშენი მოკლა! - დამფრთხალ ჟღენტს მიუბრუნდა ანდრეა და


გაცოფებულმა წამოიყვირა.

-რა?! - მაშინვე წამოიკივლა გოგონამ.

-ჩვენი სახლის დაცვის წევრს ამ ადამიანმა გადაუხადა ფული! გიორგობიანი მის დაკვეთას
ასრულებდა, როცა პაატას მანქანას სამუხრუჭე მილებს უჭრიდა!

-ილია ბიძია... ილია ბიძია მითხარით, რომ ანდრეას რაღაც ეშლება... - ატირდა ბარბარე და
ვედრებით მიმართა მომღიმარ ჯაფარიძეს.

-უნდა ვაღიარო, რომ გაკვირვებული ვარ. - ჩაეცინა ილიას. - არ მეგონა, ასეთ რამეს თუ
გაარკვევდი შენ, ანდრეა, მაგრამ როგორც ვხვდები, ჩვენს გამომძიებელს იმაზე გრძელი ენა
ჰქონია, ვიდრე მეგონა.

-ილია ბიძია, მითხარით რამე!

-მამა, თქვი, რომ საშინლად გწამებენ ცილს!

-მაპატიეთ, შვილებო, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ. ანდრეა სრულ სიმართლეს ამბობს -
მამაშენის მოშორება ჩემი გეგმის ნაწილი იყო. - მშვიდად წარმოთქვა ჯაფარიძემ. მის
სიტყვებს დარბაზში გაკვირვების შეძახილების ხმა მოჰყვა. - რა მექნა, ბარბარიკო? შენი
დაბრუნება მჭირდებოდა თბილისში.

-ასეთი რამ როგორ გააკეთეთ? მამაჩემი როგორ გაიმეტეთ?! - მუხლები მოეკვეთა ბარბარეს და
დაეცა. ანდრეა მაშინვე მივარდა გოგონას და წამოყენება დაუპირა.
-შეხედე, ეკატერინე, განა ლამაზი დასანახები არ არიან? - ჯაყელს მიუბრუნდა ღიმილით
ილია.

ეკატერინემ მძიმედ გადააგორა ნერწყვი ყელში და ანდრეას გაუყარა თვალი თვალში.


თითქოს მის შავ სფეროებში ცდილობდა იმ ემოციის დაჭერას, რომელიც სურდა და
რომელიც ასე ჯიუტად ემალებოდა.

-რადგან ამ თემას მიადექი, ანდრეა, ბარემ ისიც უთხარი ამ ხალხს, რაში მჭირდებოდა
ბარბარეს აქ დაბრუნება.

-იმიტომ, რომ შენს ბინძურ ხელებში ჩაგეგდო! - დაიღრიალა ანდრეამ და ბარბარესთან


ერთად წამოდგა.

-და? - გაეღიმა ილიას.

-ბინძურო ნაძირალავ! - ისევ დაიღრიალა ახვლედიანმა, ამჯერად ყველა ძარღვის დაჭიმვით.

-თქვი, თქვი, ანდრეა, ნუ გერიდება.

-იმიტომ, რომ ჩემი მარიონეტად ქცევა გინდოდა! ღორი ხარ და იმიტომ!

-ოპა! - ტაში შემოკრა გახარებულმა ილიამ. - ეს უკვე ძალიან საინტერესოა, რას იტყვით,
ხალხო? - ქანდაკებასავით აღმართულ სტუმრებს გადახედა და გაიცინა. - მგონი, შენი მეორე
ქალი ძალიან გაკვირვებული დატოვა შენმა სიტყვებმა, იქნებ აუხსნა ყველაფერი. -
სუნთქვაშეკრულ ეკატერინეზე ანიშნა ჯაფარიძემ ახვლედიანს.

-ეკატერინე... - მაშინვე ჯაყელისკენ შეაბრუნა თავი ანდრეამ, მაგრამ ძალა არ ეყო და ხმა
ჩაუწყდა.

-კარგი, კეთილი გული მაქვს და შენ აღარ დაგტანჯავ, თავად ვეტყვი! - ხელი აიქნია
მამაკაცმა. - ერეკლე, იქნებ დამეხმარო და გაანათლო შენი ძმიშვილი. - გვერდით დგომს
მიმართა შემდეგ.

-როგორ დაგზარდები?! - ჩაეცინა ერეკლეს. - ეკატერინე, შვილო, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ


უნდა გითხრა, რომ ნაყოფი ხისგან შორს არასდროს ვარდება და ანდრეაც მამამისს
დაემსგავსა, გარეწრობაში. შენთან მხოლოდ იმიტომ იყო, თავგზას მხოლოდ იმიტომ
გირევდა და გესიყვარულებოდა, რომ მე და ილია ვაშანტაჟებდით. სინამდვილეში მას აი, ეს
გოგო უყვარს. - სიბრალულით აღსავსე მზერა კატოდან ბარბარეზე გადაიტანა ჯაყელმა.

ეკატერინე ერთ ადგილზე იდგა, წამითაც არ შერხეულა. მხოლოდ ერთ მომენტში ამოუჯდა
გულ-მკერდი ისე, თითქოს ვიღაცამ ზურგიდან დანა დაარჭო. სახეზე არაფერი დატყობია,
მაგრამ ანდრეამ მაინც მოახერხა მის მწვანე ირისებს გადაკრული იმედგაცრუების დანახვა.

-ტყუილია! - თავს ძალა დაატანა და გაიბრძოლა ახვლედიანმა.

-ნუთუ? - ჩაეცინა ერეკლეს. - გეყოს გამბედაობა, მამაშენისგან განსხვავებით, რომ აღიარო -


ჩემს ძმიშვილთან მხოლოდ ჩვენი დავალებით იყავი! თითოეულ სიტყვას მხოლოდ იმიტომ
ეუბნებოდი, რომ შენს ბარბარეს არ დამუქრებოდა საფრთხე!
-საკმარისია, არ მინდა ამის მოსმენა! - უეცრად წამოიყვირა ეკატერინემ. - არ მესმის, რომელ
სიყვარულზე მელაპარაკებით, მე და ანდრეას საერთო არაფერი გვაქვს, გარდა იმ
გამოძიებისა, რომელსაც ერთად ვაწარმოებდით. მამა, ლუკა, ბექა, არ მინდა, რომ რაიმე
სისულელე იფიქროთ. ჩვენ შორის წამითაც არ ყოფილა რამე სხვა! - მთელი სხეულის
დაჭიმვა დასჭირდა ჯაყელს, რათა ის სიცრუე წარმოეთქვა მისი პირიდან, რომელსაც ასე
მტკიცედ აჟღერებდა დარბაზში.

-მაშინ ეს სურათები რას ნიშნავს, კატო?! - დაჭიმულ ყბას ძლივს ამოძრავებდა ლუკა. - როგორ
გინდა დავიჯერო, რომ შენც მაშოსავით არ მოქცეულხარ, როცა ასეთ რამეს ვხედავ ამდენი
ხალხის წინაშე?!

-ეს სურათები...

-მე ვაკოცე მოულოდნელად! - უცებ დაიხრიალა ანდრეამ და ჩაწითლებული თვალები


გაუსწორა და-ძმას. - იმიტომ, რომ ილია ჯაფარიძის დავალებას ვასრულებდი და სხვა გზა არ
მქონდა. ეკატერინემ არაფერი იცოდა, მე ვთამაშობდი მასთან. - ჯაყელების მზერას ვეღარ
გაუძლო და თავი დახარა.

-ღმერთო, რა გულისამაჩუყებელია... - ჩაიქირქილა ილიამ. - სიყვარულისთვის მებრძოლი


ანდრეა. ძალიან გთხოვთ, მეგობრებო, დავუფასოთ ამ ადამიანს გმირული თავგანწირვა და
აპლოდისმენტებით დავაჯილდოვოთ! - შესძახა და მაშინვე დაუკრა ტაში. - ბრავო, ანდრეა,
ბრავო. უნდა ვაღიარო, რომ ასეთ საშემსრულებლო ოსტატობასაც არ მოველოდი შენგან.
წამით ისიც კი ვიფიქრე, რომ მართლა შეგიყვარდა ჯაყელების ქალი.

-მე თამარა არ ვარ, რომ მისი შეცდომა გამემეორებინა! - ყელი ამაყად მოიღერა ეკატერინემ და
ილიას გაუსწორა თვალი.

-ჰო, რა თქმა უნდა, ერთი ოჯახისთვის ორი თამარა მეტისმეტი იქნებოდა. არა, მარიამ?! - ისევ
უმცროს ჯაყელს მიუბრუნდა ილია.

-მაშო თამარა არ არის! - წამოიძახა განრისხებულმა დემეტრემ.

-ეგეც მართალია! - ჩაეცინა ერეკლეს. - შენ იზრუნე ძალიან ადრეულ ასაკში იმაზე, რომ
მაშოსგან თამარა არ შექმნილიყო.

-მოიცა, მოიცა, მაგით რის თქმას ცდილობ, ერეკლე? - მსახიობური ოსტატობით გაიკვირვა
ილიამ.

-არვიცი, ჯობია ჩვენს ერთ-ერთ სტუმარს ვკითხოთ. - გაეცინა უფროს ჯაყელს და სტუმრებს
შეერია. - სად ხარ, ძვირფასო სტუმარო, გამოჩნდი. - ლაპარაკობდა და თან ხალხს
აკვირდებოდა.

-სადმე მოფარებულ ადგილში ნახე, დარწმუნებული ვარ, იმალება ჩვენი მორიდებული ბიჭი!
- ჯაფარიძე არიგებდა პარტნიორს.
წამით ყველა გაისუსა და გარშემომყოფ სტუმრებს დაემსგავსა, რომლებიც არც კი
სუნთქავდნენ, ილიას დარბაზში გამოჩენის შემდეგ. ყველა იმ სცენაზე დადგმულ
რეკვიზიტებს ჰგავდა, რომელსაც მოქმედი პირის გამოჩენა სძენს დატვირთვას.

-აი, ვიპოვე! - შესძახა ერეკლემ ისე, თითქოს ძველისძველ ყუთში მტვრით დაფარული,
ოდესღაც საყვარელი სათამაშო ეპოვნა და მამაკაცს მხარში ჩაავლო ხელი. - წამოდი, წამოდი,
შემოუერთდი წვეულებას!

-აბა ვნახოთ! - ხელები ერთმანეთს გაუხახუნა მოლოდინით აღსავსე ილიამ. - ვინ მოგვიყვანე,
ერეკლე?

-მოიხსენი ნიღაბი, ახალგაზრდავ, თორემ ხომ ხედავ? - იმდენი ხანია ამ ხალხს არ უნახიხარ,
რომ დაავიწყდი. - ერეკლემ ხელი შეუშვა მის მიერ მოყვანილს,რადგან ეს უკანასკნელი
ეძალიანებოდა.

უცნობმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან და ნიღაბი მოიხსნა. ხშირ წვერსა და შუბლზე
ჩამოყრილ თმაში მართლაც რთული იყო მისი ცნობა, მაგრამ რამდენიმე წამიანი
დაკვირვების შემდეგ მარიამმა მაინც წამოიყვირა:

-თორნიკე?!

-გამარჯობა, მაშო. - ხმა ამოიღო მამაკაცმა და ძველებური სითბოთი გაუღიმა გოგონას.

-შენ აქ რას აკეთებ?! - შუბლი შეკრა ლუკამ.

-რას ნიშნავს, რას აკეთებს?! - იმას, რასაც თქვენ! - არველაძის მაგივრად ჯაფარიძემ გასცა
პასუხი კითხვას. - მიხარია, რომ ჩემს მოწვევას დათანხმდი, თორნიკე, უშენოდ ჩემი
სპექტაკლი ნამდვილად არ იქნებოდა სრულყოფილი.

-რომ მცოდნოდა, ასეთი რამ მოხდებოდა, არ მოვიდოდი! - წამოიყვირა თორნიკემ.

-რატომ, ბიჭო, რატომ? - გაეცინა ილიას. - ნუთუ არ გინდა, რომ შენმა ცხოვრების
სიყვარულმა სიმართლე იცოდეს?

-არაფერია სათქმელი!

-ვითომ?! კარგი, მაშინ მოდი, მარიამს ვკითხოთ, უნდა თუ არა სიმართლის მოსმენა.

-რა სიმართლის?! - მაშინვე იკითხა გოგონამ.

-არავითარი სიმართლე არ არსებობს, მაშო, ნუ მოუსმენ ამ კაცს. - გაბრაზდა არველაძე.

-დემეტრე, ამოიღე ხმა! - ერეკლემ მიმართა ძმას. - თქვი შენი ვაჟკაცობის შესახებ. ხომ ხედავ,
თორნიკე ბოლომდე გცემს პატივს.

-არაფრის თქმა არ არის საჭირო, დემეტრე.

-გამაგებინეთ, რაზე ლაპარაკობთ! - გაცეცხლდა მარიამი.


-ჯანდაბას, ამასაც მე ვიტყვი! - ამოიხვნეშა ერეკლემ. - საქმე ისაა, ჩემო ძვირფასო ძმიშვილო,
რომ მამაშენმა, თავის დროზე, როცა შენდამი სიყვარული შეატყო, თორნიკე თავისთან
დაიბარა და შენთან ყოფნა აუკრძალა. ზუსტად ეს სიტყვები უთხრა: „თუ შენ მაშოსთან
იქნები, ამ ოჯახის კურთხევას ვერასდროს ეღირსები, რადგან მაშო შენი უმცროსი დაა და
მეტი არაფერი!“ - ღიმილით მოახდინა ძმის სიტყვების ციტირება ჯაყელმა.

-რა?! - ხმა გაეპარა გოგონას და დაიკვნესა.

-შენს ძვირფას მამიკოს არ უნდოდა, რომ იგივე მომხდარიყო, რაც თამარასთან მოხდა.
საწყალმა თორნიკემ კი ვერაფრით მოახერხა თვით დემეტრე ჯაყელის სიტყვების წინააღმდეგ
წასვლა.

-მამა, ეს სიმართლეა?! - ლუკამ მიმართა მამას უჩვეულოდ მშვიდი ხმით. დემეტრემ თავი
დახარა, დასჯილი ბავშვივით.

-შენ როგორ გაიგე ეგ, ერეკლე?

-შენ გეგონე მთელი ცხოვრება ლოთი, ჩემო ძამიკო, თორემ როცა საჭირო იყო და რაც საჭირო
იყო, ყოველთვის კარგად მესმოდა იმ წყეულ სახლში!

-ანუ სიმართლეა?! - წამოიყვირა მაშომ. - მიზეზი, რის გამოც მთელი ცხოვრება


ვიტანჯებოდი, შენ ხარ, მამა?!

-თქვენ არ იცით, რა უბედურება დაატრიალა თამარასა და ამ გარეწრის ურთიერთობამ! -


უცებ წამოსწია თავი დემეტრემ და წამოიძახა. - არ მოხდებოდა იგივე რამ, არა! არ
დავუშვებდი მე მსგავს რამეს, არაფრით!

-და ამიტომ თორნიკეს მაშოს სიყვარული აუკრძალე? - ცრემლები სცვიოდა ეკატერინეს.

-მე ვერასდროს ვიქნებოდი ადამიანი, რომელიც ამას გეტყოდა, მაშო. ამიტომაც ყოველთვის
იმის გამეორება მიწევდა შენთვის, რაც თავის დროზე მამაშენმა მითხრა - შენ მხოლოდ
პატარა და იყავი ჩემთვის. რომ გამებედა, მეტი რომ მომენდომებინა, ოჯახი ზურგს გაქცევდა.
მე კი მეშინოდა, რომ ერთ დღეს ამის გამო შემიძულებდი. მაპატიე, მაშო, მხოლოდ ახლა
ვხვდები, რომ სხვანაირადაც შეიძლებოდა. - ცრემლიანი თვალები ღიმილით შეავლო
თორნიკემ ერთმანეთის გვერდით მდგარ იოანესა და მარიამს.

-ძალიან გულქვა კაცია დემეტრე ჯაყელი, მეგობრებო. იმაზე უფრო გულქვა და გარეწარი,
ვიდრე თქვენს გონებას წარმოდგენა შეუძლია.

-მამაჩემის შეურაცხყოფის უფლებას არ მოგცემ, შე ნაძირალავ! - დაემუქრა ლუკა ჯაფარიძეს.

-ღმერთო ჩემო, ნუთუ კიდევ ვერ ხვდებით, ვის იცავთ?! - გაეცინა გაკვირვებით ილიას. - ამ
კაცმა საკუთარი და გააგდო სახლიდან, შვილს ცხოვრების სიყვარული წაართვა და შემდეგ
სახლიდან გააგდო. და-ძმას ერთმანეთი შეგაძულათ და გადაგამტერათ! ამდენი წელი
აბსურდულ რეალობაში გაცხოვრათ! იცოდით, ვინ იყო თამარა? ის მაინც თუ იცოდით, მე ვინ
ვიყავი? ან ირაკლი ვინ იყო მამათქვენისთვის?! რატომ დაიწყო საერთოდ ამდენწლიანი ომი
მათ შორის, იცოდით?! მიპასუხეთ რომელიმე მხარემ, ამოიღეთ ხმა, იცოდით რამე
მამათქვენებისგან?! - პირველად დაკარგა ირონია ჯაფარიძემ და ისე განრისხდა, როგორც
შეეფერებოდა.

ხელმოცარულმა და უპასუხოდ დარჩენილმა ბიჭებმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ


მამებს. ყელში გაჩხერილი უპასუხობის სიცარიელე ვერავინ დაძლია, რომ ხმა ამოეღო და
რაიმე ეთქვა.

-და შენ რატომ გგონია, რომ ჩვენი განსჯის უფლება გაქვს?! რატომ გგონია, რომ ამ
მასკარადის მოწყობის უფლება გქონდა? - ეკატერინეს ეყო გამბედაობა, რომ ხმა ამოეღო და
ზიზღი გადმოენთხია. - ბინძური ღორი ხარ და მკვლელი. ჩვეულებრივი ფსიქოპატი,
რომელსაც საკუთარი შვილიც კი არ შეებრალა ამ წარმოდგენისთვის!

-საინტერესოა, რომელიმე თქვენგანს რომ გაეგო საყვარელი ქალი და საცოლე ზურგსუკან


მეგობართან ღალატობდა, რას იზამდით. - ჩაიცინა ილიამ და თავი გააქნია.

-მსხვერპლის როლს ნუ თამაშობ, ილია! შენ ძალიან კარგად იცოდი, რომ მე და თამარას
ერთმანეთი გვიყვარდა. პირველივე შეხვედრისას მიხვდი!

-ჰო, ჰო, კარგი, ჯანდაბას, ვაღიარებ,რომ მივხვდი! ან როგორ ვერ მივხვდებოდი, როცა ისე
უყურებდი, თითქოს სიცოცხლის ელექს’ირი გადმოედინებოდა მისგან შენ კი მომაკვდავი
იყავი. დემეტრესავით ბრმა ხომ არ ვიყავი, რომ ეგ ვერ შემემჩნია?! მაგრამ რა მექნა, რომ მეც
მოვიხიბლე მისით? მეც შემიპყრო მისმა მედიდურობამ. როგორ დამენებებინა ასეთი ქალი
შენნაირი ბეჩავი რომანტიკოსისთვის?! - არც დაგანებე!

-მახე დამიგე და მეც მაშინვე გავყიდე ჩემი თავი. სტატუსზე გავიყიდე და კეთილდღეობაზე. -
ტკივილითა და საკუთარი თავისადმი სიბრალულით აევსო თვალები ირაკლის.

-კარგია, რომ ხვდები მაინც. - ზიზღით აიმრიზა დემეტრე.

-ვხვდები?! განა ყოველ ღამეს მაგ ფიქრებით არ ვათეთრებ?! ნინოსთან რომ მოვაწერე ხელი,
იმ წამს გავყიდე მე საკუთარი ცხოვრებაც და თამარასიც. ეგოისტურად მჯეროდა, რომ
შესაძლებელი იყო ერთდროულად ცოლისა და საყვარელი ქალის ყოლა. ფეხებზე მ’ეკიდა
ყველას გრძნობები, მხოლოდ საკუთარი თავი მადარდებდა და ყოველ კვირას ჩვენს სახლში
მომლოდინე თამარა. ვიცოდი, ნინო ყოველღამით იმ იმედით მელოდა, რომ მივიდოდი და
მოვესიყვარულებოდი, ქმრის მოვალეობას შევასრულებდი. მაგრამ არასდროს, ჩემი
ცხოვრების არცერთი ამოსუნთქვით ვყოფილვარ მასთან გონებრივად და სულიერად.
არასდროს მიგრძვნია ქალი, რომელმაც ორი შვილი გამიჩინა. მე ის მოვკალი! ძალიან ნელა
და აუღელვებლად ვკლავდი და მეც ვგრძნობდი ამას, მაგრამ იმდენად არ შემეძლო მასთან
ახლოს ყოფნა, ამაზეც თანახმა ვიყავი. მძულდა ის ფაქტი, რომ ვერასდროს ვხედავდი მასში
თამარას - ქალს, რომელიც მთელი ჩემი ამორალური არსებით მიყვარდა. მე მოვკალი ორივე -
თამარაც და შემდეგ ნინოც. მართალი ხარ, დემეტრე, ამ საოცარმა ქალებმა მხოლოდ ის
დააშავეს, რომ ჩემნაირი არაკაცი შეუყვარდათ. შენც მართალი ხარ, ილია, ყველანაირი
უფლება გაქვს, ყველას წინაშე გამასასიზღრო და საბოლოოდ დასცე მიწაზე ჩემი ამდენი
წლის ნაკოწიწები სტატუსი. წყეულიმც იყოს ყველაფერი! ეშმაკსაც წაუღია ჩემი სული და
სხეული, აღარაფერი მადარდებს ამქვეყნად! - ბოლო სიტყვები წამოიყვირა ახვლედიანმა,
ორივე ხელი გაშალა და მუხლებზე დაეცა.

-მამა, ადექი, გთხოვ. - ალექსანდრე მიუახვლოვდა მამამისს და წამოყენება დაუპირა.

-მაპატიეთ, შვილებო. გემუდარებით, ოდესმე თუ შეძლებთ, მაპატიეთ. - ლუღლუღებდა


ირაკლი. - ვერ შევძელი მე... ვერც დედათქვენის შეყვარება და ვერც თქვენთვის სათანადო
მამობის გაწევა. ანდრეა, ანდრეა, შვილო, გთხოვ, გთხოვ არ უსმინო ამ კაცს. ის ვერ გეტყვის
სიმართლეს, მან არაფერი იცის!

-გეყოფა, მამა, არ გინდა. - თვალები აუწყლიანდა ანდრეას.

-არასდროს დამიბრალებია შენთვის ჩემი უბედურება! - სიმტკიცე შეერია ხმაში ირაკლის. -


პირიქით, თუ რამემ მომცა, თამარას სიკვდილის შემდეგ, არსებობის მიზეზი, ეს შენ იყავი.
მაგრამ ვგრძნობდი და ვხედავდი, რომ თითოეული ნაკვთით მგავდი; თითოეული კუნჭული
ჩემი ხასიათისა გქონდა... ვერ გეკარებოდი! ხელს გკრავდი და დედაშენისკენ გიბიძგებდი,
რადგან ვიცოდი, ის აღგზრდიდა ღირსეულ კაცად. გგონია, ოდესმე არ მესმოდა შენი? - შენ
ჩემი იმ ნაწილის ყვირილი იყავი, მე რომ ასე ბეჯითად ჩავიკალი გულში. მაპატიე, შვილო,
ჩემი სილაჩრე და არაკაცობა, მაპატიე... - თავი ჩაქინდრა მუხლებზე დაცემულმა და ჩუმად
აქვითინდა.

-ღმერმთმანი, ალბათ ყველაზე სულისშემძვრელი მონოლოგი იყო,რომელიც ჩემი ცხოვრების


მანძილზე მომისმენია. - როგორც კი ირაკლის ქვითინით გული იჯერა, ასისინდა ილია.

-ამ ყველაფრისთვის ძალიან მწარედ განანებ, ილია, ვფიცავ! - აკაწკაწებული კბილები ძლივს
დაიმორჩილა ანდრეამ და ბოლო სიტყვა დაიღრიალა.

-აუცილებლად, მაგრამ ჯერ არა! - გაეღიმა ჯაფარიძეს. - ახლა მგონი ზუსტად ის დროა, რომ
სიურპრიზი გაგიმხილოთ!

-რა სიურპრიზი? - გულწრფელად გაუკვირდა ერეკლეს და პარტნიორს მიუბრუნდა.

-ჰო, ძვირფასო ერეკლე, ეს შენთვისაც კი მოულოდნელი იქნება, რადგან არამგონია ამის


შესახებ გცნოდნოდა.

-რის შესახებ?! - ზიზღით აათვალიერა ბექამ ჯერ მამა, შემდეგ ილია.

-ეს ნაწილი ჩემი საყვარელია. - თვალები მინაბა ჯაფარიძემ, სიამოვნებისგან. - აბა,


მეგობრებო, ვინ მეტყვით დღეს რა დღეა?!

-არ გაბედო, ილია! - თვალები აენთო დემეტრეს.

-აჰ, არა, არა, დემეტრე, ნუ ღელავ, ამ კითხვაზე შენ არ გაქვს პასუხი. თუმცა ხო, ვინც არ იცის,
იცოდეს, რომ დღეს თამარას თვითმკვლელობის დღეა. - სასხვათაშორისოდ გამოაცხადა
მამაკაცმა და ხელი აიქნია. - თუმცა ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ როცა ერთი ადამიანი
კვდება, სადღაც სხვაგან მეორე იბადება?! მაგრამ ტრაგედია ამისგან მხოლოდ მაშინ იქმნება,
როცა ორივე აქტი ერთი და იმავე ადგილას ხდება. - ბოლო სიტყვებზე ეშმაკები
აუციმციმდნენ თვალებში ჯაფარიძეს.

-მაგით რის თქმას ცდილობ?! - წარბები შეკრა ლუკამ.

-არსებობს დემეტრე ჯაყელის ცხოვრებაში ერთი ყველაზე ბნელი და ყველაზე საშინელი


ცოდვა, რომლის უსაფრთხოდ შენახვისთვისაც, ალბათ, ადამიანსაც კი მოკლავს. მისდა
სამწუხაროდ, მე უკვე ყველაფერი ვიცი და იქამდე ვიტყვი, სანამ ჩემ მოკვლას შეძლებს.

-რაზე ლაპარაკობ, ილია?! - ვერ გამოერკვა დემეტრე.

-ძვირფასო ირაკლი, კარგია, რომ უკვე წაიქეცი, ასე ბევრად უმტკივნეულო იქნება შენთვის
იმის მოსმენა, რომ თამარას ერთი რამის თქმა დაავიწყდა შენთვის სიკვდილამდე.

-მოკეტე, შე ნაძირალავ, ამის თქმის უფლება შენ არ გაქვს! - მაშინვე წამოიყვირა ანდრეამ,
როგორც კი მიხვდა, რის თქმას აპირებდა მამაკაცი.

-როგორ, ესეც იცით?! - გაკვირვებით ჩაეცინა ჯაფარიძეს. - კარგი, ჯანდაბას, მოგცემ ამ


სიამოვნებით ტკბობის უფლებას - შენ უთხარი მამაშენს სიმართლე.

-რა სიმართლეზე ლაპარაკობს ეს კაცი, შვილო? რისი თქმა უნდოდა ჩემთვის თამარას?! -
მაშინვე წამოსწია თავი ირაკლიმ და საწყალი თვალებით შეხედა შვილს.

-უთხარი, ანდრეა, უთხარი. - გაეღიმა ილიას.

ანდრეამ მაგრად დაასო კბილები ერთმანეთს და ყბის კუნთი აათამაშა. მაშინვე მოსცილდა
ბარბარეს და რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა დაცემულ მამას.

-მამა, გახსოვს?! – „ნეტავ რა უნდა გეთქვა, ნეტავ რა უნდა გეთქვა, ნეტავ რა უნდა გეთქვა?!“ -
წერილის ბოლო სიტყვები შეახსენა ახვლედიანმა მამას. მის ხმაში იქამდე არასდროს ყოფილა
ამდენი მორიდებულობა და სიფრთხილე. - მამა, თამარა ორსულად დარჩა შენგან და ბოლო
შეხვედრაზე სწორედ ამის თქმა უნდოდა. - ორივე მხარში მაგრად ჩაკიდა ხელი კაცს, რათა
შეემაგრებინა და ძალა მიეცა მისთვის.

-რა...რა...რა?! - ქალივით დაუწვრილდა ხმა ირაკლის და გაიფართხალა. - რას ამბობ? რას


ამბობ, ანდრეა?

-ორსულად იყო, მაგრამ ბავშვი მშობიარობას გადაყვა. - თავი დახარა ანდრეამ, რადგან ვეღარ
გაუძლო მამის ბეჩავი მზერის ყურებას.

დარბაზში მეორედ ატყდა ჩოჩქოლი, რომელიც მალევე მიწყნარდა შიშით. ლუკას, ბექას და
დანარჩენებს შეკრული შუბლი გაკვირვებისგან გაეხსნათ. დემეტრემ ერთი დაიგმინა, რადგან
მიხვდა, რომ ყველაზე მტკივნეულს მიადგნენ.

-ჰო, მშობიარობას გადაყვა... - სინანულით გააქნია თავი ილიამ. - ასე იცოდა ყველამ, ერეკლეს
ჩათვლით, არა, დემეტრე?! - უცებ გახედა ჯაყელს.
-ილია, თუ რამ წმინდა არსებობს შენთვის ამქვეყნად, გემუდარები, არ გინდა! -
სასოწარკვეთილება ზეიმობდა უკვე დემეტრეს მუდარანარევ ხმაში.

-მინდა, მინდა, დემეტრე, ძალიან მინდა! - გაეცინა ილიას. - ბავშვებო, მინდა გახაროთ, რომ
ღმერთი არც იმდენად უსამართლო აღმოჩნდა, პატარა და უცოდველი ბავშვისთვის
სიცოცხლე ასე უმიზეზოდ წაერთმია.

-რა?! - ერთხმად შეჰყვირეს ლუკამ, ბექამ, ეკატერინემ, მარიამმა, ანდრეამ და ალექსანდრემ.

-ძვირფასო ანდრეა, მითხარი, თამარას სიკვდილთან ერთად, დღეს ვისი დაბადებისდღეა?! -


ყველაზე კმაყოფილი და სიშმაგეაღვსილი მზერით მიუბრუნდა ილია ანდრეას.

ახვლედიანს მაშინვე დაედო მიტკლისფერი სახეზე და სუნთქვა შეწყვიტა. მამასთან მდგომი,


კინაღამ წაბარბაცდა და ზედ დაემხო.

-რა... რას ამბობ?! - ხმა ძლივს ამოიღო მამაკაცმა.

-თქვი, თქვი, ვისი დაბადებისდღეა? - გაეცინა ილიას. - ჰო, თუმცა მართალი ხარ, მისი
სახელის წარმოთქმა მაინც არ იქნება ისეთი ეფექტური, რადგან აქ მას პრაქტიკულად არავინ
იცნობს. ამიტომ მოდი, თავად გაგაცნობთ! - უცებ შესძახა საზეიმოდ ჯაფარიძემ და
დაიყვირა: -დაგინახე, გამოდი!

ყველა კიბის მხარეს შებრუნდა ინსტიქტურად, რადგან ილია სწორედ ასე მოიქცა. მალევე
გაისმა ტაშის ხმა დარბაზში, რასაც კიბეებზე კლასიკურ სამოსსა და წითელ ნიღაბში
გამოწყობილი მამაკაცის გამოჩენა მოჰყვა.

-ბრავო...ბრავო...ბრავო... - ტაშს უკრავდა ნიღბიანი. - უნდა ვაღიარო, რომ საოცრად


მოხიბლული დავრჩი ამ სპექტაკლით. - იღიმოდა და ადგილიდან არ იძვროდა.

-რა ჯანდაბაა! - გაკვივების სიტყვები აღმოხდა მათეს.

-გველანდება, მათე, ნამდვილად გველანდება. - სწრაფად უპასუხა ენადაბმულმა და


პირდაფჩენილმა იოანემ.

-ქალბატონებო და ბატონებო! - ომახიანად შესძახა ილიამ. - შეეგებეთ ლევან ნაკაშიძეს,


ფართო საზოგადოებისთვის ცნობილს, როგორც დუდა მაჩაბელს, ანდრეა ახვლედიანის
ყველაზე ერთგულ მეგობარს, სინამდვილეში კი ჯაყელებისთვის მამიდაშვილს, ხოლო
ახვლედიანებისთვის ძმას - თამარა ჯაყელისა და ირაკლი ახვლედიანის ერთადერთ ვაჟს -
ლევან ახვლედიანს!

რამდენიმე წამით იმდენად მკვრივი დუმილი დაეცა დარბაზს, სასოწარკვეთილების


ამოსუნთქვის შრიალიც კი არ ისმოდა ირგვლივ. ღიმილით იდგა მამაკაცი კიბეზე და
სიამოვნებით აკვირდებოდა სივრცეში დაკარგულ მზერებს. მათ სახეებს აღარც გაკვირვების
გამოხატვა შეეძლოთ, აღარც ტკივილისა თუ იმედგაცრუების. ამიტომ კიბეზე მდგარ დუდა
მაჩაბელს მრავალი უაზრო და გამორეცხილი წყვილი თვალი უყურებდა.
-ეს... ეს არ შეიძლება, რომ იყოს სიმართლე! - გულზე მიიკრა ორივე ხელი ეკატერინემ, სახე
დამანჭა და წელში მოიხარა. - ღმერთო, არა... არა...

-ლევანი... ის... ლევანი... ჩემი... და... ჩვენი... ჩემი... ჩემი... - უაზროდ აბლუყუნდა ირაკლი და
ხელების უმწეოდ ქნევა დაიწყო, ჰაერში.

-ჩამოდი დაბლა, ლევან, გაეცანი ნათესავებს. - გაეღიმა ილიას და ხელით ახლოს მისვლა
ანიშნა მამაკაცს.

-ბინძური ტყუილია ეს ყველაფერი! - შოკი დაძლია დემეტრემ და წამოიყვირა. ანდრეამ


მაშინვე შენიშნა დუდას სახეზე გამკრთალი ავისმომასწავებელი ღიმილი.

ცალი ხელით პიჯაკის ღილი შეიხსნა მაჩაბელმა და აუღელვებელი, მოზომილი ნაბიჯებით


დაეშვა ქვევით. სტუმრების ნაკადი ორად გაიყო, რათა მისთვის გზა მიეცათ. ყველა მას
უყურებდა შიშით და თან გაქცევის შესაძლო ვარიანტებს ეჩურჩულებოდა ერთმანეთს.

თითქოს მოდიოდა და მის თითოეულ გავლილ ნაბიჯს უსიცოცხლოდ გაქვავებულს


ტოვებდა. იმდენად მშვიდად მოდიოდა და ამავდროულად იმდენად მრისხანედ, თითქოს
კოლისეუმში ბრბოს წინაშე წამოჭიმული რომის იმპერატორი იყო, რომელსაც თითის ერთი
მარტივი მოძრაობით უნდა გამოეტანა განაჩენი გლადიატორისთვის.

ანდრეა უყურებდა ადამიანს, რომელსაც ჩვიდმეტი-თვრამეტი წლიდან იცნობდა და


საერთოდ ვერ სცნობდა მას. თვალებში უბნელდებოდა და შუბლი ცივი ოფლით ეცვარებოდა.
თითოეული უჯრედის ფეთქვას გრძნობდა - განგაშის სიგნალს, რომელიც მთელ სხეულში
გაჰკიოდა.

-აბსურდია-მეთქი ეს ყველაფერი, ხალხო, არავინ დაიჯეროთ ეს მყრალი ტყუილი! - ისევ


დაიყვირა დემეტრემ, რადგან მიხვდა, რომ მისმა პირველმა წამოძახებამ საერთოდ ვერ
მიიპყრო სტუმრების ყურადღება.

-უფრო ხმამაღლა იყვირე, დემეტრე, მეტი სასოწარკვეთა დაანახე ამ ხალხს! - გადაიხარხარა


ილიამ და გაშლილი ხელებით შეეგება დუდას.

-მოგესალმებით, ღმერთის მიერ ნარგუნებო ოჯახისწევრებო! - ირონიანარევი,


მრისხანებანარევი და ზიზღნარევი ტონი ჰქონდა მაჩაბელს, რომელიც გაფაციცებით
აკვირდებოდა ჯაყელებისა და ახვლედიანების გაოცებისგან დაფჩენილ პირებს.

-ეს... ეს რას ნიშნავს, ილია, დუდა მაჩაბელი რას აკეთებს აქ?! ჩვენ ამაზე არ
შევთანხმებულვართ! - ჯაფარიძეს მიუახლოვდა გაკვირვებული ერეკლე და ჩუმად
გადაულაპარაკა.

-მცირე იმპროვიზაცია, ჩემო მეგობარო! - მხარზე დაკრა ილიამ ხელი პარტნიორს და


გაუღიმა.
-ნუ მიყურებთ ისე, თითქოს მოჩვენებას ხედავდეთ. - ჩაიცინა ნაკაშიძემ და ერთ-ერთ
სტუმარს გაშეშებულ ხელებში ჩაბღუჯული შამპანიურის ბოკალი აართვა. - ნუთუ არავის
გიხარიათ დაკარგული ნათესავის პოვნა?!

-მორჩეს ეს სპექტაკლი ახლავე!

-ჰმ, ეს ვისი ხმა მესმის?! - სახე დამანჭა დუდამ და საჩვენებელი თითი ყურზე მიიდო.
თითქოს ვერ მიხვდა, რომ წამოძახილი დემეტრეს ეკუთვნოდა.

-შენი საყვარელი ბიძის, ლევან. - ღიმილით უპასუხა ილიამ.

-ილია, ამ ტყუილისთვის ფეხებით დაგკიდებ, ნაწილ-ნაწილ აგკუწავ და ჭრილობაზე მარილს


მოგაყრი, იცოდე! - მძვინვარე ლომივით ღრიალებდა ჯაყელი.

-არა, ეგ არ იქნება საკმარისი სასჯელი მისთვის. მოსკოვში გაშვილებაზე რა აზრის ხარ,


ბიძია?! -გაეღიმა მაჩაბელს და რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა მამაკაცს. - ჩვენს დიდ
ოჯახს გაუმარჯოს! - შესძახა შემდეგ და ჭიქა ჰაერში აიშვირა.

-ბიძას ნუ მეძახი! შენ ჩვეულებრივი კრიმინალი ხარ, ვიღაც მომთაბარე კრიმინალი, გგონია
არ მსმენია შენზე?! - ზიზღით აიფოფრა დემეტრე.

-„მომთაბარე“... - ღიმილით მინაბა თვალები ლევანმა. - ძალიან ტკბილი სიტყვაა; ისეთივე,


როგორიც სახლი, შენი შვილებისთვის.

-იცოდე, ჩემთან მოახლოვებაც კი არ გაბედო! - მაშინვე დააქნია თითი ჯაყელმა, როგორც კი


დაინახა, დუდა კიდევ რამდენიმე ნაბიჯით უახლოვდებოდა.

-გეშინია? - ჩაეცინა მაჩაბელს.

-შენნაირი ნაძირლების არასდროს შეეშინდება დემეტრე ჯაყელს!

-დემეტრე ჯაყელი - ამ სახელს ყველა ისე იმეორებთ მთელი საღამოა, თითქოს მისი
გაგონებისას შიშით უნდა იფერფლებოდეს ადამიანი. - ტუჩის კუთხე ჩატეხა ნაკაშიძემ. -
ლევან ახვლედიანი, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.

-ნუ იმეორებ ამ წყეულ სახელს და გვარს, შენ თამარას შვილი არ ხარ! - მთელს სახეზე
სისხლისფერი დაედო ჯაყელს, თუმცა დუდა წამითაც არ კარგავდა სიმშვიდეს. კიდევ
ერთხელ ჩაიცინა და იმდენად ახლოს დაუდგა მამაკაცს, ამ უკანასკნელს სუნთქვა შეეკვრა.

-თვალებში შემომხედე, დემეტრე ჯაყელო. - ძალიან ნელა და ოდნავი მრისხანებით მიმართა


ბიძას. დემეტრე გაუცნობიერებლად დაემორჩილა მის ნათქვამს და მიწისფერ თვალებში
მიაჩერდა მაჩაბელს. - ვგავარ?!

ჯაყელი დიდხანს იყო სუნთქვაშეკრული და მრისხანე მზერით აკვირდებოდა მასთან ძალიან


ახლოს მდგარს. იმდენ ხანს უყურა, სანამ ფილტვის კედლებს შემორჩენილი ჰაერი ეყო,
შემდეგ კი ყველამ ცხადად დაინახა მისი სახიდან ნაჭუჭ-ნაჭუჭ ჩამოშლილი ბრაზი,
სიმტკიცე, სიამაყე, შეუვალობა და რაც მთავარია - დემეტრე ჯაყელობა.
მხოლოდ ერთი მზერით - ფილტვების დახეთქვამდე მზერით დაიშალა კერპად ქცეული
ადამიანი, ოჯახისწევრებისა და სხვათა წინაშე.

-წყეულიმც იყავი, ილია ჯაფარიძე! - კბილებშორის გამოცრა დემეტრემ და ორივე მუშტი


მკერდზე მიიკრა. - წყეულიმც იყოს ის დღე, მე და ირაკლიმ ამ დაწყევლილ სახლში რომ
გაგიცანით! ნოდარ! სადა ხარ, ნოდარ?! სად იმალები, გამოჩნდი! დამენახე, მოდი; დამანახე ეგ
შენი სილაჩრით სავსე თვალები! ამ ღალატისთვის ნაწილებად დაგძიძგნი იცოდე! არ
შეგარჩენ ამ წყეულ სახლში, ამ წყეული სპექტაკლის მოწყობას! ეშმაკმაც მოგისვათ ხელი ერთ
დღეს სუყველას! თქვე მოღალატეებო, თქვე არამზადებო, ნაძირლებო! არ შეგარჩენთ ჩემ ამ
დღეში ჩაგდებას! მე... მე არ ვიყო... დემეტრე... დემეტრე ჯაყ... - სიტყვის დამთავრება ვერ
მოასწრო ჯაყელმა, რადგან სასმლის სახეში შესხმა იგრძნო. შეურაცხყოფილი და
განადგურებული მაშინვე წაბორძიკდა და დუდას ფეხებთან დაეცა.

-ეს შენს დემეტრე ჯაყელობას გაუმარჯოს, დედაჩემისგან! - ოდნავ დაიხარა მომღიმარი


მაჩაბელი და მის ყურთან დაიჩურჩულა. შამპანიურის უკვე ცარიელი ბოკალი იქვე დააგდო,
ისევ წამოიწია და პიჯაკი შეისწორა.

-დუდა... დუდა... შენ აქ რას აკეთებ?! - თვალები გადმოცვენას ჰქონდა ანდრეას. - აქ...ამ
კაცთან ერთად... რა ჯანდაბაა?! - ენას ძლივს იბრუნებდა პირში.

-ვიცი, რომ გიკვირს, ანდრეა. - ფეხებთან დავარდნილ დემეტრეს ზურგი აქცია ნაკაშიძემ და
ახვლედიანს მიუბრუნდა. - მაგრამ ეს სიმართლეა.

-რა არის სიმართლე?! რა არის სიმართლე, დუდა?!

-თამარა ჯაყელის მკვდრად გასაღებული, სინამდვილეში კი მოსკოვში გაშვილებული ბავშვი


მე ვარ - ლევან ნაკაშიძე, დათუნა გასვიანის მკვლელი.

-რა?! - მაშინვე წამოიყვირა ლუკამ, რომელიც მხოლოდ მაჩებლის უკანასკნელმა სიტყვებმა


მოიყვანეს გონს.

-გაიმეორე, რა თქვი! - წონასწორობა დაერღვა ბექასაც.

-ღმერთო, არ შემიძლია! - უცებ ამოიტირა ეკატერინემ და წაიქცეოდა კიდეც, რომ არა


თორნიკეს სწრაფი რეაქცია.

-ახლა ისევ უნდა მამეორებინოთ? - სახე უკმაყოფილოდ დამანჭა დუდამ. - რაც გაიგეთ,
ბიძაშვილებო, თქვენი ძვირფასი სიძე ახვლედიანებმა კი არა, მე მოვკალი პირადი
შურისძიების მიზნით! ამ თემის განსახილველად არ მოვსულვარ აქ. ვისთვისაც საჭიროდ
ჩავთვალე ყველაფრის თქმა, იმან უკვე იცის.

-ეკატერინე, შენ იცოდი ეს ყველაფერი? - გაოცებული ჯაყელები ამჯერად კატოს


მიუბრუნდნენ, რომელიც არველაძის მკლავებში იყო მოქცეული.

-მოსკოვში გავიგე...

-ჩვენ რატომ არ გვითხარი?! ჩვენ რატომ არ ვიცოდით ეს აქამდე?!


-იმიტომ, რომ ყეყეჩები ხართ! - მარტივად გასცა პასუხი დუდამ ბიჭებს. - იმიტომ, რომ ბრმად
ენდეთ ადამიანს, რომელმაც ნაგავი შემოგაჩეჩათ თქვენი დისთვის. - გაეღიმა მაჩაბელს და
კისერი წაიგრძელა. - გამარჯობა, გეგა, რატომ მემალები? დაენახე შენს ძველ მეგობარს. -
ხელი დაუქნია ქეთევანის გვერდით მდგარ მამაკაცს და პატარა ბავშვივით გაუცინა.

-გეგა, რას ამბობს ეს კაცი?! - განრისხებული თვალები მიაპყრო ლუკამ მეგობარს.

-ლუკა, ყველაფერს აგიხსნი, ოღონდ გთხოვ, ახლა არა... - ყბა აუცახცახდა მიქაბერიძეს.

-ჰო, ჰო, აგიხსნის, ალბათ, როგორ არ უნდოდა, რომ შენი და ბინძური წარსულის მქონე
ადამიანთან ყოფილიყო, მაგრამ როგორ ვერ აღუდგა ნამდვილ სიყვარულს წინ – „ძირმო!“ -
ხელი აიქნია ნაკაშიძემ. - მოკლედ, მაგას რა მნიშვნელობა აქვს?! უბრალოდ სიტყვას მოჰყვა,
მთავარია, რომ ოჯახი გაერთიანდა, არა?! ნუთუ, არავის გიხარიათ ჩვენი საოჯახო წვეულება?!

-დუდა, შეწყვიტე! - წამოიყვირა განრისხებულმა ანდრეამ. - ეს შენ არ ხარ.

-ვინ არ ვარ, ანდრეა?! შენი ძმაკაცი დუდა მაჩაბელი, თუ დათუნას მკვლელი ლევან ნაკაშიძე?
- ჰო, მართალი ხარ, არცერთი არ ვარ. მე ლევან ახვლედიანი ვარ, შენი ძმა.

-გაჩუმდი! - დაიღრიალა ახვლედიანმა. - არ შეიძლება, რომ ეს სიმართლე იყოს! რატომ


აქამდე არ მითხარი? როცა დათუნას მკვლელობის შესახებ მიყვებოდი, მაშინ რატომ არ
მეუბნებოდი მაგასაც?!

-რა თქვი, ანდრეა? - ოდნავ მოფერიანდა ეკატერინე და თავი წამოსწია. - რა... რა თქვი?

-ეკატერინე... - მაშინღა გაიაზრა ანდრეამ ნათქვამი, როცა ჯაყელის ცრემლიან თვალებს


წააწყდა.

-იცოდი, არა? იქამდე იცოდი, სანამ მე გავიგებდი ყველაფერს... ესეც მომატყუე... - ხმა
გაებზარა გოგონას.

-შეეგუეთ, მეგობრებო, ამ ოთახში შეკრებილი არცერთი ადამიანი არ არის ისეთი,


როგორადაც თავს ასაღებდა ყოველდღიურად. - ტყუილები, ტყუილები ყველგან, ყოველთვის
და ყველაფერში. - ღიმილით ლაპარაკობდა ილია და განადგურებულ სახეებს აკვირდებოდა.

-შენ როგორ... როგორ აღმოაჩინე, რომ დუდა თამარას შვილი იყო? როდის გაიგე? -
ერეკლემაც შეძლო ხმის ამოღება და მაშინვე ილიას მიმართა.

-ეშმაკს არასდროს სძინავსო, არ გაგიგია?! - ზიზღით აიმრიზა დუდა.

-ჩემს გამოძიებას დემეტრესა და ირაკლის ცხოვრების თითოეულ ნაბიჯზე ვაწარმოებდი და


ისე. - მხრები აიჩეჩა მაჩაბლის მეტაფორით ნასიამოვნებმა ჯაფარიძემ.

-როდის... რანაირად?

-ციხეში მომაგნო ერთ დღეს და განმანათლა.

-და შენც ყველაფერი დაუჯერე, არა?! დუდა, ამ კაცს ერთი სიტყვა მაინც როგორ დაუჯერე?! -
სიმწრით ცრემლები სცვიოდა თვალებიდან ანდრეას.
-რატომ, ანდრო, რატომ? ტყუილი რა თქვა?! - გაეღიმა მაჩაბელს.

-როცა გამიცანი იცოდი, ვინც ვიყავი?!

-ოხ, ანდრეა...

-იცოდი-მეთქი, ვინ ვიყავი?!

-არა, არ ვიცოდი.

-და როცა გაიგე, შემიძულე?! როცა გაიგე, რომ ირაკლის შვილი ვიყავი, ჩემზე შურისძიებაც
გადაწყვიტე?!

-მორჩი დრამის დადგმას, ანდრეა, „ნი ტვოი სწილ“.

-ლევან ნაკაშიძე ერთად მოკალით?!

-ლევან ნაკაშიძის მოკვლა და დუდა მაჩაბლის დაბადება ჩემი იდეა იყო. - ღიმილით აღნიშნა
ილიამ. - შურისმაძიებელი მე შევქმენი მისგან.

-ზედმეტი მოგდის, ილია. - ცალი ხელი ასწია ნაკაშიძემ და ჯაფარიძეს გაჩუმება ანიშნა.

-ახლა რას აპირებ, ლევან?! - სახელს ხაზი გაუსვა ანდრეამ. - ჩვენც ისევე მოგვკლავ, როგორც
დათუნა მოკალი, შურისძიების სახელით?!

-ჩქარობ, მეგობარო, ჩქარობ. - ჩაიცინა ლევანმა და ახვლედიანს თვალი ჩაუკრა. - დემეტრე,


გამოცოცხლდი ცოტა, ჩემს ნომერში შენ ძალიან დიდი როლი გიჭირავს! - უცებ შეუძახა
ირაკლივით მუხლებზე მდგარ და თავჩაქინდრულ ჯაყელს. - მინდა, რომ შენს შვილებს ჩემი
გაშვილების შესახებ მოუყვე, რაიმე კითხვა რომ არ გაუჩნდეთ!

-გემუდარები, არ გინდა... - თავი უკან გადააქნია დემეტრემ და მამაკაცს შეევედრა.

-ახლავე მოყევი! - დაიღრიალა ერეკლემ და ქამრიდან იარაღიც ამოიღო.

-მამა! - მაშინვე წამოიყვირა ბექამ.

-არავინ მომეკაროთ, იცოდეთ! გეფიცებით, ახლავე გავასხმევინებ ტვინს საკუთარ ძმას, თუ


არ იტყვის, რა და როგორ გააკეთა თავისი დამპალი ხელებით!

-არ მინდა ამის მოყოლა, არ მინდა... - ორივე ხელი სახეზე აიფარა დემეტრემ და აქვითინდა. -
არ ვიცოდი, რომ ორსულად იყო; არავინ ვიცოდით. როცა გავიგე, თავის დახრჩობა სცადა და
საავადმყოფოში მიჰყავდათ, რამდენიმე თვის გაგდებული იყო სახლიდან და მას მერე არ
მყავდა ნანახი. საავადმყოფოში რომ მივედი, ექიმმა მითხრა ნაადრევი მშობიარობა დაეწყოო.
მხოლოდ მაშინ გავიგე, რომ ფეხმძიმედ იყო. შემდეგ კი მხოლოდ ის მითხრეს, რომ თამარა
მშობიარობას გადაყვა, ბავშვი კი ჯანმრთელი დაიბადა, მიუხედავად ყველაფრისა.

-და შენ რა გააკეთე? ახალშობილს რა გაუკეთე, დემეტრე?! - ზიზღი გიზგიზებდა ლევანის


თვალებში.
-ვეხვეწებოდი, რომ დაგვეტოვებინე... - უეცრად გადაწყვიტა ხმის ამოღება ცრემლად
დაღვრილმა ქეთევანმა. - ვარწმუნებდი, რომ შენ უბრალოდ უდანაშაულო ბავშვი იყავი...

-მაგრამ იმდენად შეგიძულე, დანახვის პირველივე წამებიდან, რომ ვერ შევძელი და ჩემს
ოჯახს მოგაშორე. - ბოლო სიტყვები სწრაფად თქვა დემეტრემ და ორივე ხელისგულით
იატაკს დაეყრდნო.

-არაადამიანო... ცხოველო... მხეცი ხარ, დემეტრე! - თვალებში ცრემლის გორგოლაჭები


გაუჩნდა ერეკლეს და კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. - როგორ?! როგორ გაუკეთე?!
თამარას შვილს... თამარას... მოგკლავ! - იარაღი გადატენა მამაკაცმა და ძმას მიუშვირა.
დარბაზში მაშინვე ატყდა წივილ-კივილი, ქეთევანმა კი ერთი შეჰყვირა და გეგას მკლავებს
მიესვენა.

-არ შეწუხდე, ერეკლე. - გაეცინა დუდას. - ვაფასებ შენს თავდადებას, მაგრამ ჯერ ძალიან
ადრეა იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება. - მიუახლოვდა ბიძას და იარაღი
ფრთხილად დააშვებინა ძირს. ამ მოქმედებას მაშინვე მოჰყვა ამოსუნთქვის ხმა.

-წყეული კაცი ხარ, ილია! ამ ყველაფრისთვის ხარ წყეული! - ცრემლი ვეღარ შეაკავა ანდრეამ.

-ღმერთი რჯული მე ამ საქმიდან არცერთი შემიქმნია. - ხელები გაშალა ილიამ და ჭერში


აიხედა. - ამ ყველაფრის შემოქმედებს კარგად ხედავთ ყველანი, თქვენ წინაშე დგანან,
მუხლმორთხმით.

-მწარედ გადაგეხდება ამისთვის! - ანდრეას მაგალითს მიჰყვა მარიამი.

-ჰო, ალბათ, ალბათ, მაგრამ ეგ აღარ მადარდებს, ძვირფასო ქალბატონო.

-დუდა, ამ კაცს ყველას განადგურებას ნუ დაანებებ, გთხოვ. დღეს ხომ შენი დაბადებისდღეა?!
დღე, როცა ამ ჭირიან ქვეყანას მოევლინე! - მაჩაბელს ელაპარაკებოდა ახვლედიანი, მაგრამ ეს
უკანასკნელი სულ არ უსმენდა მას, რადგან აქამდე ფიტულივით მდგარი ირაკლისკენ
მიემართებოდა. როცა წინ დაუდგა დავარდნილს, ყველა გაისუსა და მის მოქმედებას
დაელოდა.

დიდხანს ედგა იატაკზე დამხობილ ირაკლის თავზე ნაკაშიძე. ზევიდან უყურებდა,


ღიმილით და მისი საცოდაობით იმაგრებდა გულს. ბოლოს ახვლედიანმა აცახცახებულ
სხეულს აჯობა და თავი წამოსწია. ქვევიდან ახედა შვილს და მაშინვე ატირდა, როგორც კი
იდენტურ შავ სფეროებს წააწყდა.

-შენ არაფერს მეტყვი, ირაკლი ახვლედიანო?! - შემზარავი ხმა ჰქონდა მაჩაბელს. ირაკლი
მაშინვე დაფაცურდა და დუდას ფეხსაცმელებს დაემხო.

-მე... არაფერი... გეფიცები... არაფერი ვიცოდი, გეფიცები! არაფერი, საერთოდ არაფერი!


ღმერთო, მაპატიე, მაპატიე, გემუდარები... ლევან... თამარა, მე... არაფერი... საერთოდ
არაფერი ვიცოდი! - ბღაოდა პატარა ბიჭივით ახვლედიანი და ფეხსაცმელებს უკოცნიდა
შვილს.
-საკმარისია! - მამის ასეთ მდგომარეობაში დანახვა ვეღარ აიტანა ალექსანდრემ, წამოიყვირა
და ხელისკვრით მოაშორა ნაკაშიძე. - მამაჩემის ბრალი არ არის, შენი ამ ბედში ჩავარდნა!
შეიძლება, ბევრი რამ დააშავა ამ ცხოვრებაში, მაგრამ შენი უბედურება მას ნამდვილად ვერ
დაბრალდება!

-ერთი ამ პატარა ახვლედიანს დამიხედეთ! - ჩაეცინა დუდას. - რაო? ახლაც ცდილობ მამაშენს
მაგარი ბიჭობა დაანახო?

-შენგან განსხვავებით, არც მე და არც ანდრეას ეგ არ გვჭირდება! ეს შენ ხარ ერთდაერთი, ვინც
ცდილობს, რომ ამ ხალხს თავისი მაგარი ბიჭობა დაუმტკიცოს! ასე გსიამოვნებს ჩვენი
ტანჯვა?

-ანდრო, რა არის ეს?! ძალიან გაგითამამებია შენი უმცროსი ძამიკო. - შენიშვნა მისცა დუდამ
ანდრეას და ისევ სანდროს მიუბრუნდა. - კარგი იყო თბილსა და უზარმაზარ სახლში
გაზრდა?! იოლი იყო ცხოვრება ირაკლი ახვლედიანს სახელს ამოფარებით?! შენ საერთოდ რა
იცი, რა არის ცხოვრება, ჰა?! რა გამოგივლია ამ ცხოვრებაში?!

-აუცილებლად შენსავით კრიმინალი უნდა ვიყო, რომ ცხოვრების აზრი მესმოდეს?!

-ან მაგ სიტყვის მნიშვნელობისა რა გაგეგება, შე პატარა მატლო?!

-სამაგიეროდ ოჯახის გამეგება მე და მამური სიყვარულის! - უცებ წამოიყვირა


გამარჯვებულის ტონით ალექსანდრემ. - ეს კაცი მამაჩემია, გაიგე?! და საერთოდ ფეხებზე
მ’კიდია სხვისი აზრი, ჩემთვის ის სამაგალითოა! მერე რა, რომ შეეშალა? მერე რა, თუ ბევრი
შესცოდა? - ჩემთვის ის საუკეთესო მამაა და ამქვეყნად ვერცერთი სიმართლე შემაცვლევინებს
მასზე აზრს! გაიგეთ?! ყველამ კარგად გაიგეთ ჩემი ნათქვამი?! მამაჩემი არ იმსახურებს ასე
დაცემას მათ წინაშე, ვისაც საერთოდ არ ესმის მისი. შენ გესმის მისი, დუდა მაჩაბელო? იცი
რა არის სიყვარული?! - არ იცი! არც მე მესმის... სიყვარულისთვის თითოეული გოჯი ცოდვა
ღირს ალბათ, მაგრამ მე მაგას ვერასდროს გავიგებ. - წამოიყვირა მამაკაცმა, საჩვენებელი
თითი მკერდზე მიარტყა დუდას და მოსცილდა.

მთელი მონოლოგის განმავლობაში ანდრეა თვალცრემლიანი უყურებდა ძმას და პირველად


გრძნობდა, რომ ოჯახის ნაწილი იყო და ამით ამაყობდა. ალექსანდრეს სიტყვებმა აქამდე
გამოუცდელი გამოაცდევინა და სრულიად სხვა სურნელი დაუტრიალა სხეულში.

დუდას არაფერი უთქვამს, არც ვინმე სხვას უცდია ხმის ამოღება. მხოლოდ ირაკლი
ცდილობდა წამოდგომას, რაც სანდროს დახმარებით გამოუვიდა კიდეც.

-სანდრო, ჩემო ერთგულო შვილო, რად გინდა ჩემი დაცვა?! - გაუღიმა ირაკლიმ შვილს
წამოდგომისას. - არ ღირს, ჩემო ბიჭო, ჩემთვის აღარაფერი ღირს... - მოსცილდა შვილს და
ძლივს გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, ლევანამდე. - შენ წინაშე ერთხელ მაინც უნდა დავდგე,
თორემ ვგრძნობ, რომ ჩემ მიერ ნათქვამი არცერთი სიტყვა იქნება ღირსეული. დედაშენის
შემდეგ ცხოვრება ისე გავლიე... - სიტყვა გაუწყდა ირაკლის. - ღმერთო, ნეტავ იცოდე, რა
ღვთიურად ჟღერს სიტყვა დედაშენი მაშინ, როცა ვიცი, მამაშენი მე ვარ. - თვალები მინაბა
ღიმილით და რამდენიმე ცრემლი გადმოაგდო გაუხეშებულ კანზე. - დედაშენის სიკვდილის
შემდეგ ცხოვრება ისე გავლიე, სულ ვგრძნობდი, რომ ჩემი სხეულის უდიდესი ნაწილი
მკვდარი იყო. სულ მეგონა, ეგ ნაწილი თამარასთან ერთად იყო დამარხული, მიწაში. თურმე...
თუ..თურმე ვცდებოდი. - ხმა აუკანკალდა ახვლედიანს. - შენ გიტარებია. მე რომ ბოდიში
მოგიხადო იმაზე დიდი არაკაცი ვიქნები, ვიდრე ახლა ვარ, ამიტომაც უბრალოდ მინდა
გთხოვო - შემიბრალე! შებრალებას გთხოვ, შვილო, ჩემი ბეჩავი სულის შებრალებას. თურმე
ის მეოთხედი კაციც არ ვყოფილვარ, რასაც მთელი ცხოვრება ვქმნიდი ჩემგან. თურმე
საკუთარი შვილი ვერ დამიცავს და გადამირჩენია. ახლა ვფიქრობ, ნეტავ სად ვიყავი იმ
წყეულ დღეს, როცა შენ ტირილით იკლებდი სამშობიაროს. ვფიქრობ და ვხვდები, რომ არ
მახსოვს. ჩემი ცხოვრების ის მონაკვეთი არ მახსოვს, როცა ჩემი საყვარელი ქალი იღუპებოდა
და ჩემი შვილი იბადებოდა. ლევან... ლევან... დღეს ხუთი სექტემბერია, შვილო, დედაშენის
გარდაცვალების დღე. დაბადებისდღეს გილოცავ, ლევან, არაკაცი მამაშენი იმ დაბადებას
გილოცავს, რომელიც რამდენიმე საათში წაგართვეს და გაგასხვისეს. შებრალებას გთხოვ,
შვილო...ხომ ხედავ, რა საცოდავი არსებაც ვარ?! - შემიბრალე, გემუდარები. - ბოლო სიტყვის
თქმის შემდეგ ისევ აქვითინდა ირაკლი და შვილის ფეხებთან დაეცა.

-შენ თუ შებრალება სთხოვე, მე რაღა ვთხოვო, ახვლედიანო?! - ქვითინის ხმა მაშინვე


გადაფარა დემეტრეს ძარღვდაკარგულმა და განადგურებულმა ხმამ. წამოდგომა ცადა, მაგრამ
არ გამოუვიდა; არც მისაშველებლად მიახლოვებია ვინმე, ამიტომ ბავშვივით ხოხვა დაიწყო. -
ჩემთვის რა დატოვე, ირაკლი?! ჩემთვის რატომ არ დატოვე იმედი?! - ლაპარაკობდა და თან
მიიწევდა მათკენ. - რა... რა უნდა გითხრა ან რატომ უნდა გითხრა, როცა ვიცი, ყველაფერი
ფუჭი იქნება?! ბოდიშითქო, რომ გითხრა, ჩემი მოკვლა არ მოგინდება, ახლა და აქვე?! და რომ
არ გითხრა?! შენი გაშვილების საბუთებს ხელი რომ მოვაწერე, რატომღაც ვიფიქრე, ეს
სამყარო იმდენად დიდია, ჩემს დიშვილს ვეღარასდროს შევხვდებითქო. მერჩივნა, ასე
მეფიქრა და გული დამეწყნარებინა, ვიდრე იმ სიტყვებზე მეჭყლიტა ტვინი, რომლებზეც
ახლა ვიჭყლეტ. არაფერი მაქვს შენთვის სათქმელი, ლევან, უბრალოდ... გევედრები... თუ რამ
რწმენა გაგაჩნია ამ ქვეყნად... მაპატიე. გემუდარები... გეხვეწები, სიტყვიერად მაინც მითხარი,
რომ...ღმერთო, რა უღმერთობაა! - ამოიკვნესა დემეტრემ და ირაკლივით, ისიც დაეცა
მაჩაბლის ფეხებთან.

ახვლედიანი და ჯაყელი ერთად ტიროდნენ, მაჩაბელი კი მათ თავზე იდგა და ემოციების


ზღვაში დალივლივებდა. ყველაფერი იკითხებოდა მის სახეზე: ზღვარგადასული
კმაყოფილება, სიამოვნება, განუყრელი ირონია და ზიზღი. მამის შემხედვარე შვილებს გული
უკვდებოდათ, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ ჩარევის უფლება არ ჰქონდა.

დუდა დიდხანს იდგა თვალებმინაბული და სიამოვნების ზენიტში მყოფი იღიმოდა. ბოლოს


ამოიხვნეშა, თავი დასწია და თვალები გაახილა.

-აი, ეს იყო საუკეთესო საჩუქარი დაბადებისდღისთვის. - ხელები გაშალა და ძირს


დაცემულებს დახედა. - შენი ნება აღსრულდა, დედა. - ძალიან ჩუმად ჩაილაპარაკა შემდეგ.
ისე, რომ არც არავის გაუგია მისი ნათქვამი. - ახლა შეგიძლიათ, გეგმის თქვენი ნაწილი
შეასრულოთ, მე დავამთავრე! - პერანგის საყელო შეისწორა და ხმამაღლა წამოიძახა. ყველას
ეგონა, რომ ილიას მიმართავდა, თუმცა გაკვირვებულები დარჩნენ, როცა დუდამ დარბაზის
სრულიად სხვა მიმართულებით გაიხედა.
ყველაზე შორი და ბნელი კუთხიდან მაშინვე გაისმა ხმაური. ვიღაც აშკარად სტუმრებს
შორის მიიკვლევდა გზას და ცენტრისკენ მიიწევდა. დუდა ღიმილით ელოდა ხმაურის
გამომწვევის სცენაზე გამოჩენას, ილიას კი საღამოს განმავლობაში პირველად წაუხდა
ღიმილი სახიდან და დაიბნა.

-წავიდა, წავიდა, წავიდა! - უცებ გაისმა დარბაზში მამაკაცის ყრუ ყვირილის ხმა, რომელიც
აშკარად გარედან მოდიოდა და უზარმაზარი კარიც სწრაფად შემოგლიჯეს, სპეციალურ
ფორმაში გამოწყობილმა ნიღბიანებმა, რომელთაც ავტომატები ეჭირათ ხელში.

სტუმრებში მაშინვე ატყდა პანიკა, ყველა დაბნეული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით.

-არავინ გაინძრეთ! - დაიყვირა ვიღაცამ, როგორც კი სტუმრებმა აშლა დაიწყეს.

-რა ჯანდაბა ხდება, ილია?! - შეშინებული ერეკლე მაშინვე პარტნიორისკენ დაიძრა, თუმცა
არ დასცალდა, რადგან ორი ნიღბიანი მაშინვე სწვდა და იატაკზე დააგდო. იმავე ბედი ეწია
ილიასაც.

-თამაში თქვენთვის დასრულებულია. - უღიმოდა დუდა ძირს დაგდებულებს და


გაკოჭილებს.

-ლევან, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, შე წყეულო?! მიღალატე?! - დაიღრიალა გამწარებულმა


ილიამ და გაიფართხალა, თუმცა ზურგსუკან შემოწყობილ ხელებზე უკვე ედო ბორკილები.

-თქვენთვის ეს სპექტაკლი დასრულებულია, ბატონებო! - უცებ საიდანღაც შესძახა მამაკაცმა.


ანდრეამ და ეკატერინემ მაშინვე იცნეს ხმა და ერთი მიმართულებით გაიხედეს.

-ბატონო გიორგი?! - გაოცებით წამოიყვირა ახვლედიანმა, როცა კლასიკურ სამოსში


გამოწყობილი გამომძიებელი დაინახა, განუყრელ თანაშემწესთან ერთად.

-საღამომშვიდობისა, ანდრეა. - ნიღაბი ჩამოიხსნა თოიძემ და მამაკაცს გაუღიმა. - კარგად


დაიჭირეთ და მანქანაში ჩასვით, დანარჩენს ბიუროში მივხედავთ! - სპეცნაზის წევრებს
მიმართა თოიძემ და ზიზღნარევი მზერა შეაჩერა ილიაზე.

-ახლავე გამიშვით, რა ჯანდაბა ხდება საერთოდ, ეს რა საქციელია! - დასაკლავად განწირული


ღორივით ჭყიპინებდა ჯაფარიძე და ფეხებს ჰაერში იქნევდა.

-ეს თქვენი სპექტაკლის ის დასასრულია, რომელიც თქვენ არ დაგიწერიათ და რომელიც


გარდაუვალი იყო! - ღიმილით მიუახლოვდა გამომძიებელი ილიას.

-რაზე ლაპარაკობთ, საერთოდ?! საშინელ გაუგებრობას აქვს ადგილი!

-მე კი მგონია, ამ ხალხმა საკმარისად ისმინა მთელი საღამო თქვენი აღიარებითი ჩვენებები
და მოწმედაც სიამოვნებით წარსდგებიან სასამართლოში!

-რა სასამართლოზე ლაპარაკობთ?! სრულიად უდანაშაულო ვარ!

-მე და კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი ასე არ ვფიქრობთ!

-ახლავე მომაშორეთ-მეთქი ეს ბორკილები! ვის უბედავთ?! იცით მე ვინ ვარ?!


-ვიცი, ძალიან კარგად ვიცი! - კბილებშორის გამოცრა თოიძემ და ძლიერად მოქნეული
მუშტი უთავაზა მუცელში მამაკაცს. - ეს ჩემი ცოლისთვის, დანარჩენი მერე! გაათრიეთ ორივე
აქედან!

-სად მიგყავართ, რა ჯანდაბაა, ახლავე გამიშვით, თქვენ არც იცით, ვინ გადაიმტერეთ,
ყველაფერს განანებთ იცოდეთ! ლევან, ლევან, შე წყეულო მოღალატევ, შენ მომიწყვე ეს
ყველაფერი! შენც ხომ ამათი ბინძური სისხლისა ხარ! ხელი გამიშვით, მომხსენით
ბორკილები, სად მიგყავართ?! ინა, ინა, დამეხმარე, ინა მიშველე, მამა! - წიოდა და კიოდა
ილია დარბაზიდან გაყვანისას, თუმცა ორ ახოვან სპეცნაზმელს საიმედოდ ჰყავდათ სუსტი
ტანის ჯაფარიძე დაჭერილი. ატირებულმა ინამ ორივე ხელი სახეზე აიფარა და ქვითინით
დაედევნა მამას.

-ბატონო გამომძიებელო, აქ როგორ მოხვდით, საერთოდ?! რა მოხდა? - ერეკლესა და ილიას


დარბაზიდან გაყვანისთანავე მივარდა ანდრეა თოიძეს.

-ყველაფერს აგიხნით, ანდრეა. ყველას ყველაფერს აგიხსნით, ოღონდ ახლა არა. ძალიან
გთხოვთ, მისაღებ ოთახში გადაინაცვლეთ, ცოტა აზრზე მოდით და დამელოდეთ, არსად
წახვიდეთ. - გარშემომყოფებს მიმართა თოიძემ და გასასვლელისკენ გაიქცა.

-დუდა, ჯანდაბა, დუდა არ დაგიჭერია, გიორგი, დუდა გაიქცა! - უეცრად გაახსენდა ანდრეას
მაჩაბელი, მაგრამ ირგვლივ ვეღარ დაინახა.

-არავინ გაგვქცევია, ანდრეა, ნუ ღელავთ, დამელოდეთ! - კართან მისული შებრუნდა


გამომძიებელი.

-მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, მისაღებ ოთახში გადაინაცვლეთ. მესმის, რომ თქვენ


მდგომარეობაში რთულია მოძრაობაც და ფიქრიც, მაგრამ ბატონი გიორგი თქვენს ყველა
კითხვას გასცემს პასუხს. - რენემ მიმართა გარშემომყოფებს და თავად ძირს დავარდნილ
ბარბარეს მიუახლოვდა, დასახმარებლად. - ერთმანეთს დაეხმარეთ ოთახამდე მისვლაში.

-რა... საერთოდ რა მოხდა ახლა და სად მიგყავართ? - კოშმარულ სიზმარში დაკარგულს


ჰგავდა ლუკა.

-ყველაფერს ბატონი გიორგი აგიხსნით. ძალიან გთხოვთ, უბრალოდ გვენდოთ და


დაგვემორჩილოთ. ყველაზე საშინელი უკვე წარსულს ჩაბარდა. - გურამ, ექიმთა გუნდი
შემოუშვი ოთახში, მგონი, დამაწყნარებლები ახლა არავის აწყენდა. - ერთ-ერთ თანაშემწეს
მიმართა უმცროსმა გამომძიებელმა და ბარბარესთან ერთად დაიძრა გასასვლელისკენ.

გეგამ და რატიმ ძლივს წამოსწიეს დემეტრე, ლუკა დედამისს დაეხმარა. თორნიკეს ეკატერინე
მიჰყავდა, ანდრეასა და ალექსანდრეს ირაკლი, უტას ლიზა, მათეს ნინა. მარიამი ყველაზე
მხნედ გამოიყურებოდა, თუმცა იოანე მაინც ეხმარებოდა სიარულში.

-დასრულდა, ყველაფერი დასრულდა, მარიამ. ეს კოშმარული საღამო უკვე წარსულია.


მორჩა, ყველაფერი მორჩა! - ყურში ეჩურჩულებოდა დანელია ცოლს და ამშვიდებდა.
რამდენიმე წუთში უკვე მთელი სახლი დაცლილიყო სტუმრებისგან, რომლებიც
უკანმოუხედავად გარბოდნენ სახლებში. ზოგიერთს სამედიცინო დახმარებაც კი დასჭირდა
შეწუხებული გულის მოსაბრუნებლად. ორჯერ დასჭირდა ნიშადურის სპირტი
მოსასულიერებლად ქეთევანსაც, რომელიც ცოცხალ-მკვდარს ჰგავდა.

დიდ მისაღებ ოთახში ისხდნენ ყველანი - ჯაყელებიც და ახვლედიანებიც. იმდენად იყვნენ


გათიშულები და გონებრივად დახოცილები, ვინ ვის გვერდით იჯდა, არ იყო
მნიშვნელოვანი. ყველას ერთი, თავისთვის ამოჩემებული წერტილისთვის ჰქონდა მზერა
გაშტერებული და აზრგამორეცხილ თვალებს შიგადაშიგ ახამხამებდა.

გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა ზოგიერთი, როცა თოიძემ კარი შეაღო და ოთახში შევიდა. ასეთ
მდგომარეობაში მყოფები რომ დაინახა, ერთი ამოიხვნეშა და ყველაზე გამოსაჩენ ადგილას
დაიდგა სკამი დასაჯდომად.

-მესმის, რომ ძალიან მძიმე ღამის გადატანა მოგიწიათ, რაც ნაწილობრიც ჩემი ბრალიცაა და
ბოდიშს გიხდით. - მძიმდე ხმით დაიწყო ლაპარაკი და ხელები მოიფშვნიტა.

-მთელი წვეულების განმავლობაში სტუმრებს ერიეთ, არა?! - ანდრეამ მიმართა


გამომძიებელს.

-დიახ, მე და რენე მთელი საღამო თქვენ გვერდით ვიყავით, გარეთ კი ჩემი ჯგუფი
ელოდებოდა ნიშანს.

-როგორ შემოაღწიეთ დარბაზში?! ან საერთოდ, როგორ გაიგეთ, რას აპირებდა ჯაფარიძე?!

-სტუმრების სიაში ვეწერეთ მეც და რენეც.

-ვინ დაგეხმარათ?!

-არ მინდა, რომ ჩემმა ნათქვამმა აყალ-მაყალი გამოიწვიოს, მაგრამ უთქმელობაც არ


შეიძლება. წვეულებამდე ერთი დღით ადრე ლევან ნაკაშიძე დამიკავშირდა და ილია
ჯაფარიძის გეგმები გამანდო. მანვე შემოგვაპარა ამ წვეულებაზე იმ პირობით, რომ მის
ნიშნამდე არ დავიწყებდით მოქმედებას.

მამაკაცის სახელმა მაშინვე ყველას მოჭრა ყური. ბექამ თავი წამოსწია და გამომძიებელს
მიმართა:

-რა თქვით? ვინ დაგიკავშირდათ?!

-ლევან ნაკაშიძე. დიახ, სწორედ ის. მან ყველა სამხილი გადმოგვცა, რომლითან ილიას
გასამართლებას შევძლებთ, მისი თითოეული დანაშაულისთვის. როგორც ჩანს, დიდი ხნით
ადრე გეგმავდა მის ღალატს და ყველა შესაძლო ნივთმტკიცებას აგროვებდა.

-დუდა... დუდა დაგეხმარათ?! - ყურებს ვერ დაუჯერა ანდრეამ.


-დიახ, ანდრეა, სწორედ ის. მან ყველაფერი აღიარა: დათუნა გასვიანის მკვლელობა,
ჯაფარიძესთან თანამშრომლობა, მის გაშვილებაში მონაწილე პირების მკვლელობაც და ასე
შემდეგ.

-და თქვენ ის გაუშვით?! - გაკვირვებით წამოიყვირა ლუკამ.

-რა თქმა უნდა, არა. ჩემი ბიჭები კვალში უდგანან და აუცილებლად დაიჭერენ. უბრალოდ
შეთანხმებისთვის მჭირდებოდა, რომ ხელშეუხებლობას დავპირებოდი.

-სად მიდის?! საით მიემართება, იცით?!

-სავარაუდოდ, შეეცდება თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლას, მაგრამ ჩვენ იქამდე


დავიჭერთ.

-ილიას და ერეკლეს რა ბედი ეწევათ?!

-ისინი ამ წუთას წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავთ საპატრულო მანქანებს,


შემდეგ იქნება დაკითხვები და სასამართლო, სადაც ყველას მოგიწევთ მოწმედ წარსდგომა.

-ყველაფერი არ უღიარებია! გიორგობიანის მკვლელობა არ უღიარებია და კიდევ... კიდევ


თქვენი მეუღლის. - ბოლო სიტყვებზე თავი დახარა ანდრეამ.

-ყველაფერს აღიარებს, აუცილებლად! - ემოციამ მაშინვე იმძლავრა გამომძიებლის ხმაში.

-მამაჩემს... ერეკლეს რა ბედი ეწევა? - ძლივს მოახერხა ხმის ამოღება ბექამ.

-ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მამათქვენი ილიას თანამზრახველი იყო ფაქტობრივად ყველა


საქმეში, ამიტომ მასაც ისევე გაასამართლებენ, როგორც ჯაფარიძეს.

-გასაგებია... - ხმა ჩაუწყდა ჯაყელს და თავი დახარა.

-ბატონო დემეტრე და ირაკლი. - ფრთხილად წამოიწყო საუბარი თოიძემ. - მესმის, რომ ახლა
ძალიან გიჭირთ, მაგრამ საქმისთვის მჭირდება, რომ მთელი ისტორია თავიდან-ბოლომდე
მოვისმინო დალაგებულად...

-ეს მარტო თქვენ არ გჭირდებათ, ჩვენც ბევრი კითხვა გვაწუხებს! - შეაწყვეტინა ლუკამ
საუბარი დეტექტივს.

-იქნებ თავიდან მოგვიყვეთ ყველაფერი.

-არ შემიძლია... - დაიხრიალა დემეტრემ; ირაკლის ხმაც არ ამოუღია.

-მამა, ახლა მაინც ნუ ჩაიგუბებ ამ წყეულ პირში წყალს! ამოიღე ხმა და მოყევი ყველაფერი!

-რა... კიდევ რა უნდა ვთქვა? რაღა გაინტერესებთ?!

-ყველაფერი სულ თავიდან. - მაღალ ფეხებიან სკამზე გასწორდა თოიძე და მოსასმენად


მოემზადა. - რენე, დიქტოფონი გაამზადე.
-რა არის მოსაყოლი? - ვმეგობრობდით მე და ირაკლი ბავშვობიდან; ერთმანეთზე ახლო
არასდროს არავინ გვყოლია. ორივე ობლები ვიყავით ადრეული ასაკიდან და ალბათ ეს
გვაახლოებდა განსაკუთრებულად. მე მყავდა და-ძმა - უფროსი ერეკლე და უმცროსი თამარა.
ირაკლის ჰყავდა ერთადერთი უფროსი ძმა, მიშა. - დემეტრემ ლაპარაკი შეწყვიტა და წყალი
ითხოვა. ყელის ჩაწმენდის შემდეგ ისევ განაგრძო. - სულ ერთად ვიყავით, მაგრამ მე, ერეკლე,
თამარა და ირაკლი განსაკუთრებით. ალბათ, ამიტომაც, არასდროს მინდოდა იმის გაფიქრება,
რომ ირაკლის სხვანაირად შეეძლო ჩემი დისთვის შეეხედა.

-ნოდარი როგორ გაიცანით?

-ნოდარი? იმ წრის წევრი იყო, რომელშიც ვტრიალებდით. ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი


მშობლების შვილი, წვეულებებით ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი. მასთან სახლში
ხშირად იკრიბებოდა წარჩინებული ახალგაზრდობა, მათ შორის, ჩვენც...

-შემდეგ, ერთ საღამოს, ნოდარმა გაგაცნოთ ილია, არა?!

-ახლაც გუშინდელი დღესავით მახსოვს ეგ საღამო... მე უკვე დანიშნული ვიყავი ქეთევანზე


და მასთან ერთად ვესწრებოდი წვეულებას, თამარა იმ საღამოს ერეკლემ მოიყვანა. დაინახა
თუ არა ილიამ ჩემი და, მოეწონა და არც დაუმალავს.

-თქვენც, რა თქმა უნდა, მოგწონდათ ილია სასიძოდ, არა?

-მომწონდა, რა თქმა უნდა. წარმოსადეგი ახალგაზრდა იყო. მდიდარი, ამბიციური და


წარმატებული. არც თამარას დაუმალავს მისდამი სიმპათიები, მთელი საღამო მასთან
გაატარა კისკისში. მეც ვიფიქრე, რომ კარგი წყვილი იქნებოდა...

-მაგ საღამოს... - უცებ ამოიღო ხმა ირაკლიმ. - ჩემთან იყო ნაჩხუბარი და მთელი საღამო
ილიას ჩემ გასაბრაზებლად არ შორდებოდა.

-ილიას არ გამოპარვია თქვენი გრძნობები, ხომ ასეა?

-არ გამოპარვია და მაშინვე დასახა ჩემი მოსაცილებელი გეგმა.

-რაში მდგომარეობდა მისი გეგმა?

-ირლანდიური ვისკის ბიზნესში, რომლის წამოსაწყები ფულიც მე არ მქონდა, ამიტომაც


გამაცნო ნინო, რომელზეც მალევე ვიქორწინე, მატერიალური კეთილდღეობის გამო.

-თამარა რა აზრის იყო ამაზე?!

-საშინლად გაბრაზდა. - ხმა ჩაეხლიჩა ირაკლის. - მუშტები დამიშინა მკერდზე და მითხრა,


არაკაცი ხარო. მე მომიყვანე ცოლად და ფულს ჩემი ძმა მოგცემსო, მაგრამ ჩემი სიამაყე არ
მაძლევდა ამის უფლებას.

-ამიტომაც იქორწინეთ ნინოზე...


-თამარა კი მაშინვე დაინიშნა ილიაზე, ჩემ გასამწარებლად. მაგრამ მაინც ვერ ვეშვებოდით
ერთმანეთს. ჩვენთვის უერთმანეთო ცხოვრება წარმოუდგენელი იყო. არავის ვცემდით
პატივს და მალულად ვხვდებოდით ერთმანეთს.

-სანამ?

-სანამ მე და ილიამ ირაკლის აგარაკზე არ გამოვიჭირეთ ერთად თამარა და ირაკლი. როგორც


აღმოჩნდა, მათი ბოლო შეხვედრისას...

-იმ შეხვედრას განსაკუთრებით ველოდით ორივე...ჩვენი დამშვიდობება უნდა ყოფილიყო,


რადგან ნინო ანდრეაზე იყო ორსულად და ასე გაგრძელება აღარ შემეძლო. თურმე იმ
საღამოს აპირებდა ჩემთვის იმის თქმას, რომ ორსულად იყო...

-მაგრამ მე და ილიამ არ დავაცადეთ.

-მერე რა მოხდა?

-მერე საშინელება დატრიალდა. მე ირაკლი მოვიძულე, თამარა კი სახლიდან გავაგდე.

-მე კი თბილისიდან წავედი, რადგან ნინოს აბასთუმანში ურჩევდა ექიმი დასვენებას.

-და დავტოვეთ თამარა მარტო...

-ამის შემდეგ ერთმანეთს აღარ შეხვედრიხართ? ლაპარაკი და ურთიერთობის გარკვევა აღარ


გიცდიათ?

-არა, რა თქმა უნდა. თამარას სიკვდილის შემდეგ უკვე აღარაფერს ჰქონდა აზრი. ჩვენს შორის
საბოლოოდ მივეცით ომს ჩამოვარდნის უფლება.

-ამ დროს ილია?

-უკრაინაში იყო უკვე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე ვიცოდით.

-შეიძლება კიდევ ერთი რამ გკითხოთ? ეს საქმეს არ ეხება, უბრალოდ წმინდა


ცნობისმოყვარეობაა... - გაეღიმა მორიდებით თოიძეს.

-გვკითხეთ, რა გაინტერესებთ? არაფრის დამალვას აღარ აქვს აზრი...

-როდესაც თქვენს წერილებს ვკითხულობდით, ირაკლი, ზედმეტსახელები აღმოვაჩინეთ -


კატერინა, კეისარი და არტური, ეს სახელები რას ნიშნავს?

დემეტრემ და ირაკლიმ მაშინვე ერთმანეთს გახედეს და ყველას გასაკავირად, ჩაიცინეს.

-ბავშვები ვიყავით, როცა ერთმანეთს ეს ზედმეტსახელები შევარქვით. თამარა ყოველთვის


მედიდურობით გამოირჩეოდა სხვებისგან. უყვარდა, როცა დედოფალივით ექცეოდნენ და
სულ გაიძახოდა, სასახლეში მინდა ცხოვრებაო. ამიტომაც ირაკლიმ მას დედოფალი
ეკატერინე შეარქვა, მოფერებით კატერინა.
-დემეტრე კი ბავშვობიდან ხმლებზე გიჟდებოდა. ერთი ხისგან გამოთლილი ხმალი ჰქონდა,
რომელსაც ყველგან დაათრევდა. ამიტომაც მე და თამარამ სახუმაროდ მას არტური
შევარქვით, მეფე არტურის ლეგენდის თანახმად, რომელიც ასე უყვარდა დემეტრეს.

-კეისარი ვის გამო?

-იულიუსის საპატივცემულოდ. ირაკლი ყოველთვის გამოირჩეოდა ყველასგან თავისი


ორატორული ნიჭით, ამბიციებითა და ღირსებით. ბავშვობიდან იმას ახერხებდა, რომ
თამაშისას ყველა ბავშვი მას ემორჩილებოდა, როგორც ლიდერს.

-ერეკლე კი ყველაზე პატარა იყო ჩვენ შორის და ტანით პატარა, ამიტომაც მე და დემეტრემ
მას შევარქვით...

-ნაპოლეონი. - ღიმილით დაასრულა გამომძიებელმა ახვლედიანის წინადადება.

-დიახ. - თავი დახარა დემეტრემ, თანხმობის ნიშნად.

-ახლა ყველაფერი გასაგებია...

-ესეიგი... გამოდის, რომ თამარას ზედმეტსახელის შესახებ იცოდი არა, მამა?! - გაოცებისგან
აუწყლიანდა თვალები ეკატერინეს. - მის გამო დამარქვი ეს სახელი...

-ძალიან ჰგავხარ მას, ეკატერინე. - დემეტრეს მაგივრად ირაკლიმ მიმართა გოგონას ისე
უჩვეულო სითბოთი, თითქოს შვილს მიმართავდა. - გიყურებ და მას ვხედავ შენში, ყველა იმ
თვისებით, რომელიც მასში მიყვარდა. რომელსაც ჭკუიდან გადავყავდი კი შენ გრგებია
მემკვიდრეობით, მარიამ. - გვერდით მჯდომს მიუბრუნდა შემდეგ. - შეუვალობით და
სიჯიუტით შენ დამსგავსებიხარ, როგორც ჩანს...

-გახსოვს... გახსოვს, ირაკლი, როგორ გადავყავდით ჭკუიდან?! - დემეტრემ ერთი სიცოცხლე


გაათავა, სანამ ძველ მეგობარს ისე მიმართა, როგორც წარსულში მიმართავდა ხოლმე,
მხიარულად.

-შეუძლებელი ქალი იყო! - ჩაეცინა ახვლედიანს ყველაზე გულწრფელად. - გოგო კი არა,


ქალი. მართლაც რომ დედოფლობისთვის დაბადებული. ხშირად ვეუბნებოდი, შენ ახლა კი
არა, მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნის ევროპაში უნდა დაბადებულიყავითქო. მართლაც არ
იყო იმ დროსთვის შესაფერისი... ან... საერთოდ, არცერთი დროსთვის იყო. ის ისეთი
იყო...სხვანაირი, საოცარი... შეეძლო კეკლუცობით მოეკალი, მერე კი, შენიშვნის მიცემისას,
ისე აფოფრილიყო და აზვირთულიყო, როგორც შტორმის წინ ტალღები. შეეძლო მოეკალი
ერთი სიტყვით. დაუფიქრებლად წამოსროლილი სიტყვით კი არა, გააზრებულ და განზრახ
ნათქვამით. მაგრამ... ხანდახან... ხანდახან კი არა, ისე ხშირად... ისე ხშირად ემსგავსებოდა
უსუსურ არსებას, რომელსაც მხოლოდ სიყვარული სჭირდება... ისე ხშირად ითხოვდა მთელი
შენი არსების მითვისებას. შეეძლო უბრალოდ შემოეხედა და სული ამოეცალა შენთვის;
შეეძლო და აკეთებდა კიდეც...
ირაკლი იმდენად დიდი გრძნობით ლაპარაკობდა და იმდენად მხატვრულად, ყველა
მოჯადოვდა და მოინუსხა. ყველას ერთნაირად აბრჭყვიალებული ჰქონდა თვალები და
შეკრული სუნთქვა. იმ წამს ყველა განიცდიდა თამარასა და ირაკლის ბრალიან სიყვარულს.

-როგორ... როგორ დატოვე საყვარელი ქალი ასე მარტო, მამა? როგორ შეძელი?! - ანდრეამ
ძლივს შეძლო მამისთვის თვალის გასწორება, რადგან მისი განადგურებული მზერა გულს
უჯიჯგნიდა.

-შეყვარებული კაცი კი არა, ლაჩარი ნაძირალა აღვმოჩნდი და ისე... - ტუჩები აუთამაშდა


გულაჩუყებულ ირაკლის. - ჩემი ბრალია ეს საშინელება, თავიდან-ბოლომდე.

-ყოველთვის ყველაფერი შენთვის ნუ გინდა, ირაკლი. ერთხელ მაინც მოეშვი ეგოისტობას. -


საღამოს განმავლობაში პირველად გაუყარა თვალი თვალში დემეტრემ ძველ მეგობარს. -
შენზე მეტი თუ არა, თანაბარი ბრალი მაინც მიმიძღვის ამ ცოდვიან საქმეში.

-და რა მნიშვნელობა აქვს რომელი უფრო დამნაშავე ხართ, როცა თქვენი საყვარელი ქალი
მკვდარია?! - ტაატით წამოდგა ბექა სკამიდან, ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და ფანჯარასთან
დადგა, ზურგშექცევით.

-მაგ კითხვას სულ მცირე ოცდაათი წლით დააგვიანდა, ბექა. - ჩაცინებას გააყოლა ტკივილი
ანდრეამ და თვალები მოიფშვნიტა.

-ომი უაზრო რამეა. - დუმილი ვეღარ აიტანა ეკატერინემ და მთელი ცხოვრების ნაგროვები
ემოციის გადმოფრქვევა გადაწყვიტა. - მას არც გამარჯვებული ჰყავს, არც დამარცხებული. ეს
თქვენ, ორივემ, კარგად იცოდით, როცა საკუთარ შვილებს ამ ცოდვიანი ცხოვრებისთვის
გვიმეტებდით. ბრმა რამეა ომი და ყრუც; სისხლსაა დაწაფებული და არა რომელიმე მხარის
სიმართლის გამორკვევას.

-თქვენს ზიზღით სავსე ამონასუნთქს ყოველთვის ჩვენ ვსუნთქავდით და ბრმა სიძულვილით


ვივსებდით ფილტვებს. - დის მაგალითს მიჰყვა მარიამი. - ისე ვიზრდებოდით
ერთმანეთისადმი სიძულვილში, ერთხელ კითხვაც კი არ გაგვჩენია, იყო თუ არა ეს საჭირო?!

-იქნებ რომელიმე ჩვენგანს ერთხელ მაინც რომ ეცადა სიმართლის გარკვევა, არც იმდენი
ტკივილის გადატანა მოგვეწია. - დების შემდეგ ალექსანდრემ გაბედა ხმის ამოღება. - თქვენი
ზიზღით დაბრმავებულები ნელ-ნელა ვემსგავსებოდით ერთმანეთს და თქვენ - უკვე
დეგრადირებულ ადამიანებს.

-შეიძლებოდა სხვანაირადაც, მაგრამ თქვენთვის არა, ჩვენთვის. - ძმას მიჰყვა ანდრეა. - ჩვენ
უნდა გაგვერჩია თეთრი და შავი ერთმანეთისგან, თავის დროზე და თქვენთვისაც ერთი-ორი
გამოსაფხიზლებელი სილა გაგვეწნა. ომი მეფეებს სურთ, მაგრამ ჯარისკაცები იბრძვიან; მათ
გარეშე არცერთ ბრძოლის ველზე დაიღვრებოდა სისხლი.

-ახლა რომ ვუფიქრდები, ყველაფერი იმდენად უაზროა... - ამოიხვნეშა ბექამ და შუბლი ცივ
მინას მიაბჯინა. - იმდენად უაზროა... ისე უსაშველოდ და უღმერთოდ უაზრო... - თითქმის
ხაოდა და დაჭიმულ თითებს ფანჯრის რაფას აჭერდა. - როგორ დამღალა ამ ყველაფერმა,
ნეტაც იცოდეთ.
-მეც დამღალა! - წამოიძახა მარიამმა.

-მეც დამღალა! - ხარბად შეისუნთქა ჰაერი ეკატერინემ.

-მეც დამღალა! - კედელს მიაბჯინა თავი ალექსანდრემ.

-ყელშია და ამოხეთქვას ლამობს! - საბოლოო წერტილი დასვა ანდრეამ და ერთმანეთის


პირისპირ მჯდარ მამებს გადახედა.

ოთახში ის სამგლოვიარო დუმილი ჩამოწვა, რომლის გარეშეც, ალბათ, წარმოუდგენელი


იქნებოდა ყველაფრის დასრულება. დემეტრე და ირაკლი ერთმანეთს უყურებდნენ, თითქოს
უსიტყვოდ გამოჰქონდათ ახალი განაჩენი, რომელსაც შვილები უნდა დამორჩილებოდნენ.
თითქოს თავიდან იხედებოდა ოცდაათწლიანი, უკვე დაძველებული და მტვრიან თაროზე
შემოდებული საქმე.

მათთვის ყველაფერი უცებ მოიცვა ქაოსმა, რომელმაც ოცდაათწლიანი ამბავი დაატრიალა


ნოდარის სასტუმრო ოთახში. თითქოს ყველა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება თუ
მოქმედება თვალწინ გაცოცხლდა - ორივე ნათლად ხედავდა სწრაფად ცვალებად კადრებს.
თავიდან გაიცნეს ერთმანეთი, თავიდან დამეგობრდნენ, თავიდან გაიზარდნენ ერთად,
თავიდან გადაიტანეს ყველა ჭირი და ლხინი, თავიდან გააგდეს თამარა სახლიდან, თავიდან
უარყვეს ჯაყელის ქალი, თავიდან მოკლეს და გაუშვილეს შვილი, თავიდან შეიძულეს
ერთმანეთი, თავიდან იცხოვრეს ოცდაათი წელი - თავიდან, სულ თავიდან იმ მომენტამდე,
როცა ყველა დაიღალა!

ორივემ ერთდროულად დაახამხამა თვალები და დახურა მოგონებების წიგნი. თითქოს გონს


მოვიდნენ და შვილებს გადახედეს - ყველას დაღლილი მოლოდინი ეხატა ფერგადასულ
სახეზე. ყველას გარდა ერთისა,რომელიც იმ წამს წამოიჭრა ფეხზე და წამოიყვირა:

-თქვენ ყველა ჭკუიდან შეიშალეთ, არა?! რას ნიშნავს, ომს მტყუანი და მართალი არ ჰყავს?!
რას ნიშნავს, აღარაფერს აქვს მნიშვნელობა და დაიღალეთ?! იმ ნაძირალამ სულ გამოგილაყათ
ტვინები, ხო?! - ყვიროდა გაცეცხლებული ლუკა და ხელებს ჰაერში იქნევდა. - ამ კაცმა ნიკუშა
მოგვიკლა, ხალხო! ჩვენი ნიკუშა, ჩვენი სისხლი და ხორცი! ეგეც ილიას მივაწეროთ?! ეგეც
მისი გაკეთებულია? ჰა, მიპასუხეთ! - ძარღვების დასკდომამდე იღრიალა. - ბექა, შემომხედე
და მითხარი, შენი ძმის სიკვდილიც იმ დამპალი კაცის ბრალია?! მკვლელი აგერ დგას, აგერ!
ფეხებზე მ’კიდია, დაიღალეთ თუ არა, სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს, არ მოვისვენებ!
სანამ ჩემი ბიძაშვილის სული არ დაისვენებს, არც მე დავიღლები! დეტექტივო, აქ დგას ნიკას
მკვლელი და დააკავეთ, ახლავე! მხოლოდ მაშინ აღსრულდება სამართალი, როცა ეს
ნაბი*ვარიც იმ არაკაცებს მიუჯდება ციხეში! ახლავე დააკავეთ-მეთქი მკვლელი! - ქეჩოში
წვდა ჯაყელი ანდრეას და თავი დაახრევინა.

-თქვენი ბიძაშვილი ანდრეას არ მოუკლავს, არა! - უცებ წამოიყვირა სასოწარკვეთილი ხმით


კუთხეში ატუზულმა ბარბარემ და ტირილი წასკდა. - მე მოვკალი და მე დამაკავეთ! - მაშინვე
მივარდა თოიძეს და ხელები გაუშვირა.
ყველამ მაშინვე ზურგი აქცია ანდრეას და ატირებული გოგონასკენ გაიხედა. ბექა ფანჯარას
მოშორდა და ისიც დანარჩენებივით გაკვირვებული მიაჩერდა ჟღენტს.

-გაჩუმდი, ბარბარე! - წამოიყვირა ანდრეამ.

-აღარ გავჩუმდები, ანდრეა, აღარ მინდა გაჩუმება! შენ არ გესმის, რა რთულია ამ ცოდვით
ცხოვრება. გგონია, წამით მაინც მოვიპოვე სიმშვიდე? - არა!

-რას... შენ რას ამბობ... გაიმეორე, რა თქვი?! - ხელები შეუშვა ჯაყელმა ახვლედიანს.

-მე მოვკალი იმ ღამით თქვენი ბიძაშვილი კლუბში! მე და არა ანდრეამ! ჩემზე აპირებდა
ძალადობას, მე კი ვუძალიანდებოდი და... გეფიცებით, არ მინდოდა, ეს სულ შემთხვევით
მოხდა... მე... გადარჩენის ინსტიქტი მამოძრავებდა მხოლოდ...

-ბარბარე, გაჩერდი! - შეევედრა ახვლედიანი აქვითინებულ გოგონას და თავადაც აემღვრა


თვალები.

-დანა... დანა ედო ჯიბეში... ჯიბეში ედო და... სხვა გზა არ მქონდა... არ მეშვებოდა,
გეფიცებით, სხვა გზა არ მქონდა!

-საკმარისია... - თვალები დახუჭა ბექამ და კბილებშორის გამოცრა.

-როცა ანდრეა მოვიდა, უკვე მკვდარი იყო. უკვე მკვდარი იყო... სისხლისგან დაცლილი მეწვა
ზედ...

-მაგრამ რომ არ ყოფილიყო, მე მოვკლავდი! - უცებ დაიღრიალა ანდრეამ. - მხოლოდ


რამდენიმე წამით დამაგვიანდა და ეს არაფერს ცვლის! მკვდარი რომ არ ყოფილიყო, მე
მოვკლავდი დაუფიქრებლად!

-ის მხეცს ჰგავდა, დაუნდობელ და ცივსისხლიან მხეცს, რომელსაც მხოლოდ ჩემი სხეულის
მიღება უნდოდა. მაპატიეთ, გემუდარებით... მე არ მინდოდა... სხვა გზა არ იყო... თავს
ვიცავდი, გეფიცებით... გეფიცებით...

-დანით... ჩემი ნაჩუქარი დანით... - მხოლოდ რამდენიმე სიტყვა დაიჩურჩულა


თვალდახუჭულმა ჯაყელმა, ამოიგმინა და ოთახიდან გავიდა.

დანარჩენები კი დამფრთხალ თვალებს აცეცებდნენ, აქეთ-იქით. ეს ნამდვილად იყო საღამოს


უკანასკნელი დარტყმა. ლუკას ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ცივი წყალი გადაასხეს. სწრაფად
მოშორდა ანდრეას, არეული ნაბიჯით და იქვე, კედელთან, ჩაიკეცა რეტდასხმული.

ანდრეა კი ვერავის ამჩნევდა. მხოლოდ ეკატერინეს ცრემლიან თვალებს, რომელთაც


პირველად დაეკარგათ მისთვის ასე საყვარელი ფერი.

სიჩუმე თავხედურად დაარღვია გიორგი თოიძის მობილურმა, რომელსაც დაუყონებლივ


უპასუხა, რათა მეტად აღარ შეეწუხებინა გარშსემომყოფები.
-გისმენთ! რა?! - წამოიყვირა რამდენიმე წამის შემდეგ და სკამიდან წამოფრინდა. - როგორ
მოხდა?! ჯანდაბა, მოვდივარ! - მობილური უცებ გათიშა თოიძემ და რენეს მიმართა. -
წავედით, რენე, სწრაფად!

-რა მოხდა, კიმაგრამ?! - დაღლილი თვალებით მიაჩერდა დემეტრე მამაკაცს.

-იმ პოლიციის მანქანას, რომელსაც ილია გადაჰყავდა საპატიმროში, თავს დაესხნენ.

-რა?! - წამოიყვირა ყველამ ერთხმად.

-გაიქცა, ჯაფარიძე გაიქცა! - წამოიყვირა გაცეცხლებულმა თოიძემ და სწრაფად გავარდა ბექას


მიერ დატოვებულ ღია კარში.

ემოციებითა და შოკით გადაღლილებმა, სათანადოდ გამომძიებლის მიერ ნათქვამიც ვერ


შეიცხადეს. ყველას თვალებში გაკრთა შიში, მაგრამ დაღლილი ნაკვთები აღარავის შერხევია.
მხოლოდ ანდრეა წამოვარდა მაშინვე ფეხზე და გიორგის დაედევნა. ეკატერინემ ჯერ
მოშორებით ჩაკეცილ და მოქვითინე ბარბარეს შეხედა, შემდეგ კედელზე აკრულ ლუკას.

-მათე, წამოდი, ჩვენც გავყვეთ ანდრეას. - დუმილის დარღვევა ეუხერხულა იოანეს და


ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა.

-მე... მე გავყვები, თქვენ აქ დარჩით, რა. - შეევედრა კატო მამაკაცს და ნელა წამოდგა ფეხზე.

-შენ სად მიდიხარ? - ძილ-ბურანს ძლივს დაეხსნა ლუკა და თავი მძიმედ წამოსწია.

-სახლში წადით თქვენ. - უკანმოუხედავად დაიბარა ჯაყელმა და ოთახიდან გავიდა.

ანდრეა უკვე კართან იყო, როცა ეკატერინე წამოეწია და ერთი შეძახილით გააჩერა.
ახვლედიანი ისე გაშეშდა, თითქოს ცივი წყალი გადაასხეს.

-ახლა არა, ეკატერინე, გევედრები... - შებრუნდა და დაღლილი თვალებით მიაჩერდა


გოგონას.

-არც ახლა და არც მერე, უბრალოდ, მეც მოგყვებით. - უშუალოდ დაიჭირა თავი ეკატერინემ
და ცივი ტონით აგრძნობინა ახვლედიანს, რომ საუბარი არ სურდა.

-სად მოგვყვები?!

-მინდა გავიგო, რა ხდება!


-ეკატერინე, სახლში წადით და დაისვენეთ. ჩვენ გავარკვევთ ყველაფერს.

-შენ არ წყვეტ, წამოვალ, თუ არა, ასე რომ, გამატარე. - გვერდის ავლა ცადა მამაკაცისთვის,
თუმცა ამ უკანასკნელმა მაშინვე დაიჭირა ხელით.

-მესმის, რომ გაბრაზებული ხარ, მაგრამ გეფიცები, ყველაფერს აქვს თავისი ახსნა! - მისკენ
მოქაჩა სუსტი სხეული და მკერდზე აიკრა.

-ლაპარაკზე დროს თუ დავკარგავთ, თოიძე ჩვენს გარეშე წავა. - ისევ იმავე ტონით გაიმეტა
ჯაყელმა პასუხი, სწრაფად გათავისუფლდა მისი მკლავებიდან და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა.

გარეთ გასულებს გამომძიებელი ბექასთან ერთად დაუხვდათ, მანქანასთან. ანდრეას


გამოჩენა არც შეიმჩნია ჯაყელმა, ეკატერინეს მიუახლოვდა და უთხრა:

-ბიჭებს უთხარი, სახლში წაგიყვანონ, ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ. - იმდენად მშვიდი ხმა
ჰქონდა, თითქოს ბარბარეს მიერ წუთების წინ ნათქვამი არც გაეაზრებინა მის გონებას.

-შენ წადი სახლში, მე კი გამომძიებელს წავყვები. - გაჯიუტდა გოგონა.

-გვეჩქარება, უნდა წავიდეთ, მელოდებიან! - მანქანაში მჯდომმა გიორგიმ გამოსძახა


მოლაპარაკეებს.

-ხომ იცი, რომ არ მიყვარს, როცა ჯიუტობ?! - ბრაზი შეერია ხმაში მამაკაცს.

-ბექა, შენ... არ ხარ ახლა ისეთ მდგომარეობაში, რომ ილია ჯაფარიძეს სდიო... - ფრთხილად
ასწია ხელი კატომ და ბიძაშვილს მკლავზე დაუსვა.

-კარგად ვარ! - სწრაფად იუარა ჯაყელმა. - გააკეთე, რასაც გეუბნები. - თვალებით სახლისკენ
ანიშნა გოგონას, თავად კი დინჯად შებრუნდა და დანარჩენებისკენ გაემართა.

სასტუმრო ოთახში დაბრუნებამდე რამდენჯერმე ამოისუნთქა ღრმად. იცოდა, რომ ოთახში


დაბრუნებისთანავე ისევ უძრავი ფიგურების ნაწილი უნდა გამხდარიყო. დერეფნიდან
დაინახა კართან მდგომი თორნიკე და ნაბიჯს აუჩქარა. მამაკაცი კედელს მიყრდნობოდა,
ნახევარი ტანით და ხელები სახეზე აეფარებინა.

-თორნიკე, კარგად ხარ? - ჩურჩულით მიმართა ჯაყელმა მამაკაცს, ეს უკანასკნელიც მაშინვე


გამოფხიზლდა და წამოიწია. ერთხანს ისე აკვირდებოდა გოგონას, თითქოს მისი ცნობა
უჭირდა.

-შენ ხარ კარგად? - მანაც კითხვითვე უპასუხა.

-აქ რას აკეთებ? ოთახში... არ ყოფილხარ ოთახში? აღარ მახსოვს.


-ვიყავი, მაგრამ გამოვედი. - ამოიხვნეშა მამაკაცმა. - შენ იცოდი, რომ ნიკუშა ახვლედიანის
მოკლული არ იყო?

-არა, რა თქმა უნდა, რას ვიფიქრებდი?! - მხრები უემოციოდ აიჩეჩა ჯაყელმა და


უყურადღებოდ დატოვა გულის კენწვლა, რომელიც ანდრეას გვარის ხსენებამ გამოიწვია.

-ჰო, ვინ წარმოიდგენდა...

-საერთოდ, ჯერ ვერაფერს ვიაზრებ... რაღაც ბურანში ვარ გახვეული. - ორივე ხელი
ჩამოშლილ თმაზე გადაისვა ეკატერინემ.

-ილიას დაიჭერენ, კატო და ყველაფრისთვის აზღვევინებენ, ხომ იცი?!

-მაგაზე ახლა ვერც კი ვფიქრობ.

-ოთახში დაბრუნდები?

-ყველა უნდა გამოვაფხიზლო და სახლში წავიყვანო, როდემდე გავჩერდებით აქ?!

-დაგეხმარებოდი, მაგრამ... ხომ გესმის?! - თვალები აემღვრა მამაკაცს.

-მესმის. - ხარბად შეისუნთქა ჰაერი გოგონამ. - მინდა იცოდე, რომ შენც მსხვერპლი ხარ,
თორნიკე. მამაჩემის ისეთივე მსხვერპლი, როგორც ჩვენ.

-ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. - ნაღვლიანად ჩაეღიმა თორნიკეს. - შეგიძლია, ერთი თხოვნა
შემისრულო? სანამ წავალ... მაშოსთან მინდა... მისი ნახვა მინდა, ეტყვი?

-ვეტყვი, რა თქმა უნდა. - მკრთალად გაუღიმა ჯაყელმა მამაკაცს და კარის სახელურს მოკიდა
ხელი. - ის... ისევ იქ არის?! - უცებ გაჩერდა და შებრუნდა.

-არა, ანდრეას მეგობარმა და მისმა ცოლმა სააბაზანოში გაიყვანეს, დასაწყნარებლად.

-კარგი. - ამოისუნთქა ეკატერინემ და ისევ შეაღო ოთახის კარი.

ლუკა ისე გავარდა ოთახიდან, კართან მდგარი თორნიკე არც შეუმჩნევია. თავის მხრივ, არც
არველაძეს უცდია მისი გაჩერება, მარიამს უცდიდა. გოგონა მალევე გამოჩნდა და თორნიკეც
მაშინვე გასწორდა წელში.

-უკანა ეზოში გავიდეთ. - ბოხი ხმით მიმართა ისე, რომ თვალები ვერც გაუსწორა და ზურგი
აქცია. მარიამიც დინჯად მიჰყვა, ხმისამოუღებლად.

დაღლილი თვალები ორივეს მაშინვე მოჭრა ლამპიონების შუქმა და თავი დახარეს.


ფიცრული სკამი მონახეს ეზოში და დასხდნენ. არცერთი ჩქარობდა ხმის ამოღებას, უფრო
სწორად, მარიამი არც აპირებდა რამის თქმას, მხოლოდ მამაკაცს ელოდა.
-იცი... - ბოლოსდაბოლოს ამოიღო ხმა თორნიკემ. - იცი, ჩვენი ჩხუბისას რამდენჯერ
მიფიქრია, რომ ყველაფერს გეტყოდი?! შენ პასუხს მთხოვდი, მე კი ჩემთვის, გუნებაში,
ვამბობდი, ღმერთო, ამას ახლა ხელს დავავლებ და ჩემთან წავიყვანთქო. იცი, რამდენჯერ
მიოცნებია?!

-მაგრამ? - ჩაეცინა მარიამს.

-გამბედაობა არასდროს მყოფნიდა.

-რომ ჩემს ოჯახს დაპირისპირებოდი...

-არა! მაგისთვის ვიყავი მზად, მაგრამ შენ წინააღმდეგ წასასვლელად, არა.

-გგონია, მე არ მინდოდა ეგ? მთელი ცხოვრება მაგას ვითხოვდი შენგან! - ხმაში მღელვარება
მოემატა გოგონას.

-ეგ შენ გგონია ეგრე და დიდი ხნის განმავლობაში მეც მასე ვფიქრობდი, მაგრამ იოანეს რომ
გაყევი ცოლად, აზრი შევიცვალე. - ტკივილიანად ჩაეღიმა მიწისთვის სახემიშვერილ
მამაკაცს.

-შენ არ გაქვს უფლება, რომ ჩემს სიყვარულში შეიტანო ეჭვი! აქ ამისთვის გამომიყვანე?! -
გაბრაზდა ჯაყელი.

-ნუ ბრაზობ, გთხოვ.

-ახლა, ამდენი ხნის შემდეგ, როცა ეს წყეული სიმართლე ვიცი, მხოლოდ იმის თქმა გინდა
ჩემთვის, რომ არასდროს მყვარებიხარ?! ეგ არის შენი გამართლება?!

-რატომ არ გესმის, მაშო, რომ გამართლებას არ ვეძებ! - ტონს აუწია თორნიკემაც. -


გამართლება მაშინ მექნებოდა საძებნი, რომ მომეტაცებინე და ოჯახისთვის ჩამომეშორებინე!

-რატომ გადარდებდა ყოველთვის ჩემი ოჯახის აზრი უფრო მეტად?!

-იმიტომ, რომ შენი ოჯახი იყო! ვერ ხვდები?! - წამოიყვირა მამაკაცმა და წამოდგა. -
მოგიყვანდი ცოლად, მამაშენის ნების საწინააღმდეგოდ და მეყოლებოდი გვერდით, სანამ
ერთ დღეს არ გაიაზრებდი, რომ გძულვარ ოჯახთან გაწყვეტილი კონტაქტის გამო.

-გგონია, იოანეს მიმართ ოდესმე ეგ გრძნობა გამიჩნდება?!

-არა, იოანეს მიმართ არა, იმიტომ, რომ ის გიყვარს!

-ის მიყვარს და... - სიტყვა გაუწყდა მარიამს და წამოდგა. - ის მიყვარს და შენ არ მიყვარდი,
არა?! - ყელში გაჩხერილმა ბურთმა ხმა დააკარგვინა გოგონას და აატირა.

-ერთი წლის წინ ჯერ კიდევ მჯეროდა, რომ შენც გიყვარდი, მაგრამ, მაშო...რამდენიმე თვის
გაცნობილს ცოლად არ მიყვებიან, როცა სხვა უყვართ... - აკანკალებული ხელით ცრემლები
მოწმინდა თორნიკემ ჯაყელს და ცრემლით დანამული ტუჩები ერთმანეთს დააშორა.

-შენ არ გაქვს უფლება...


-გგონია, გსაყვედურობ? - არა, ეს საყვედური არ არის. დამიჯერე, ჩემზე მეტად არავის სტკივა
მაგის გააზრება, მაგრამ ეს არის სიმართლე. - იღიმოდა მამაკაცი.

-თორნიკე, გაჩუმდი!

-შენ იყავი ოცნების ქალი; ყველაზე მიუწვდომელი და სასურველი... მე კი მხოლოდ ზღაპარში


წაკითხული პრინცის ილუზია ვიყავი შენთვის, რომელიც მაშინვე გაქრა, როგორც კი იოანე
გამოჩნდა შენს ცხოვრებაში.

-რატომ მეუბნები მაგას?! - კბილები სიმწრით ერთმანეთს დააჭირა მარიამმა. - ასე


გსიამოვნებს საკუთარი ტანჯვა?!

-რაც უფრო მეტჯერ იტყვის ენა და გაიგებს ყური, მით უფრო მარტივი იქნება ჩემთვის ამის
გადახარშვა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი - ასე არასდროს იქნება.

-თორნიკე, მე შენ მართლა...

-აღარ გინდა, მაშო; აღარ გინდა, გთხოვ. - ტუჩებზე ცერა დიდი ააფარა ჯაყელს თორნიკემ. -
ორივემ ვიცით, რომ ერთმანეთის ადგილს ვერასდროს ვერავინ დაიკავებს ჩვენს ცხოვრებაში.
მე ესეც მაკმაყოფილებს. ხანდახან, იქნებ გავდიდგულდე და შენს უნივერსიტეტთან დავდგე
თვალი რომ მოგკრა, მაგრამ შენ მე ვერც შემამჩნევ, გპირდები.

-არ მინდა, რომ ჩემს აჩრდილად იქცე. მინდა, რომ უბრალოდ არსებობდე ჩემს ცხოვრებაში,
არ შეიძლება?

-ხომ იცი, რომ არ შეიძლება?

-რატომ, რატომ არ შეიძლება?! თორნიკე, აღარ გვინდა ჩხუბი, გთხოვ. ამაში გავლიეთ მთელი
ცხოვრება.

-შენი ცხოვრება ჯერ კიდევ წინ არის, ჩემო მაშო. იმდენი რამ გაქვს სანახავი და
გამოსაცდელი. ჯერ... დედაც არ გამხდარხარ... - ბოლო სიტყვები ძლივს წარმოთქვა
თორნიკემ და რამდენიმე ცრემლი გამოაჩინა. მის ათამაშებულ ტონში იმ წამს ზუსტად
გრძნობდა მარიამი იმ ტკივილს, რომელსაც მისივე სიტყვები იწვევდა. -მივდივარ, მაშო. -
ხარბად შეისუნთქა ჰაერი მამაკაცმა.

-როგორ მიდიხარ? სად მიდიხარ?!

-ბათუმში უკეთესი სამსახური შემომთავაზეს და მეც დავთანმხდი. ახალი დასაწყისი


მჭირდება.

-სულ მიდიხარ? - ყელში გაჩხერილი ბურთი კიდევ ერთხელ მიაწვა კედლებს და გამოხეთქვა
ცადა.

-მესმის... - თავი დახარა გოგონამ, რადგან დანაშაულის გრძნობა ზედმეტად მძიმედ


აწვებოდა.
-ბედნიერი კაცი ვარ, რომ მყავხარ, ჩემო მაშო; ნამდვილად ბედნიერი ვარ. - მაშინვე ამოსდო
ნიკაპქვეშ ორი თითი არველაძემ ჯაყელს და თვალებში ჩახედა.

-ხომ იცი, რომ არ დავიჯერებ მაგას? ნუღარ შეეცდები, რომ თავი უკეთ მაგრძნობინო.

-შენთვის არა, ჩემთვის ვამბობ. - ჩაეცინა თორნიკეს და უცებ მოეხვია გოგონას. - არ


დამივიწყო, კარგი? - მაგრად ხვევდა ხელებს.

-არასდროს! - გულის სიღრმეში უზარმაზარი ტკივილი იგრძნო ჯაყელმა და რაღაც ძალიან


მძიმის ჩაწყვეტა.

-ასე თუ ისე, ხომ მაინც ვიყავით? მერე რა, რომ ასეთი ლაჩარი აღვმოჩნდი და ვერც შენ
გამიძელი? ერთ დროს ვიყავით და სიკვდილის წინ, როცა კადრებად ჩაგვივლის ცხოვრება,
აუცილებლად გავცოცლდებით ერთმანეთის გონებაში. იქნებ მხოლოდ ერთი წამით ან ორით,
მაგრამ ჩვენთვის საკმარისი იქნება. - გაეცინა ბოლო სიტყვების თქმისას თორნიკეს და
მარიამს მოსცილდა.

-დამპირდი, რომ შენს თავს და დამსახურებულ ბედნიერებას იპოვნი! - მოთხოვნასავით


ჟღერდა ჯაყელის ნათქვამი.

-აუცილებლად! - ძველებური სითბოთი გაეღიმა მამაკაცს.

-მაშინ...

-მშვიდობით, მაშო.

-შეხვედრამდე, თორნიკე... - კიდევ ერთხელ მოეხვია ჯაყელი არველაძეს და იქამდე არ


გაუშვა, სანამ არ მიხვდა, რომ ამისთვის მზად იყო.

ლუკა მანქანასთან იდგა და მშობლების გამოჩენას ელოდებოდა, რომ სახლში წასულიყო და


სამუდამოდ ჩაებარებინა განვლილი დღე წარსულისთვის. გულში ნაწყვეტ-ნაწყვეტ
იმეორებდა საღამოს კადრებს და მძიმედ სუნთქავდა. როცა ბარბარეს აღსარებას მიადგა
გონება, საერთოდ შეწყვიტა სუნთქვა და მხოლოდ რამდენიმე წამში ამოისუნთქა, როცა
მიხვდა, დანარჩენები უახლოვდებოდნენ.

-საჭესთან მე დავჯდები, ლუკა, შენ არ ხარ ახლა ისეთ მდგომარეობაში, რომ მანქანა მართო. -
ქეთევანის და დემეტრეს უკანა სავარძლებზე დასმის შემდეგ, რატიმ მიმართა მეგობარს და
გასაღები გამოართვა.

-დაჯექი. - მხრები უემოციოდ აიჩეჩა მამაკაცმა და გეგას გახედა, რომელიც ოდნავ


მოშორებით იდგა და მიახლოებას ვერ ბედავდა. - ახლოს რატომ არ მოდიხარ, ჩემი გაგიჟების
გეშინია?! - მის გასაგონად დაიძახა და თავად მიუახლოვდა.
-ვიცი, რომ გაბრაზებული ხარ ახლა ჩემზე. - თვალებს ვერ უსწორებდა მიქაბერიძე მეგობარს.

-არა, არ ვარ... მაგისთვის ვეღარ ვიცლი. - ჩაეცინა ჯაყელს.

-მე მინდა, რომ ყველაფერი აგიხსნა. უბრალოდ ვიცი, ახლა ამის დრო არ არის!

-არ მინდა ახსნა. - ხელი აიქნია მამაკაცმა. - ერთადერთ კითხვაზე მიპასუხე, ისე, უბრალოდ.

-რა გინდა, რომ იცოდე? ხომ იცი, ყველაფერს გეტყვი?!

-დათუნაზე რომ მეუბნებოდი, მაგაზე კარგ ბიჭს სასიძოდ ვერ ნახავო, იცოდი მისი
წარსულის შესახებ?!

-ლუკა...

-იცოდი?!

-ვიცოდი, კი; დათუნამ ყველაფერი თბილისში ჩამოსვლის ღამეს მომიყვა. - დანაშაულის


გრძნობამ ისევ ყელში წაუჭირა გეგას და თვალები დაახრევინა.

-და როცა მოკლეს, მაშინაც ხვდებოდი, რომ მკვლელი ახვლედიანი კი არა, ის წყეული
შეიძლებოდა ყოფილიყო, არა?! - სიმწრით ყბა დაეჭიმა ჯაყელს.

-მაგასაც ვხვდებოდი... - ნელ-ნელა პატარავდებოდა და იცრიცებოდა გეგა ლუკას თვალწინ.

-გარკვევა ცადე?!

-რის გარკვევა?

-იყო თუ არა შენი ეჭვები სწორი; გარკვევა ცადე?!

-არა... არ მიცდია...

-გასაგებია. - ამოიგმინა ჯაყელმა და თვალები დახუჭა. შიგადაშიგ სახეს მანჭავდა, თითქოს


რაღაც ტკიოდა.

-ვიცი, რომ ახლა შენს თვალში იმაზე უარესი ვარ, ვიდრე თორნიკე, მაგრამ ლუკა, გეფიცები...

-აღარ მინდა. - ლაპარაკი ხელის აწევით შეაწყვეტინა მეგობარს და თვალები გაახილა. -


წავიდეთ, რატი, საკმარისია. - ოდნავ უკან მდგარ რატის მიუბრუნდა შემდეგ და მანქანისკენ
გაემართა. -კარგი ამინდებია თელავში, იმედი მაქვს. - ნახევარი ტანით მიბრუნდა მამაკაცი
და სრულიად უემოციო მზერა გაიმეტა ბავშვობის მეგობრისთვის.
რენემ შემთხვევის ადგილიდან ოდნავ მოშორებით გააჩერა მანქანა, რადგან იქაურობა უკვე
გადავსებულიყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფოს მანქანებით, თვითმხილველებითა
თუ სხვა შეშფოთებულსახიანი ადამიანებით.

ოთხივემ სწრაფად შეიხსნა ღვედი და სწრაფი ნაბიჯით გაემართა ყვითელი ლენტით


შემოსაზღვრული ადგილისკენ. რენემ და გიორგიმ მოწმობები წარუდგინეს კუშტი
გამომეტყველების მქონე პოლიციელს, რის შემდეგაც ლენტა აწიეს მათთვის და უშუალოდ
შემთხვევის ადგილზე მიახლოვების უფლება მისცეს.

-მშვიდად იყავით და მე მომყევით. - ჯაყელსა და ახვლედიანს მიმართა თოიძემ და საქმიანი


გამომეტყველება მოირგო.

საპატრულო მანქანას, რომელსაც ილია უნდა გადაეყვანა იზოლატორში, ერთდროულად


რამდენიმე ადამიანი ეხვია. წინა და უკანა კარები ღია დაეტოვებინათ, ორი ფოტოგრაფი
სურათებს იღებდა, მათ უკან კი სასწრაფოს თანამშრომლები ელოდნენ თავიანთ რიგს, რათა
მოვალეობა შეესრულებინათ.

-ბატონო გიორგი, გამარჯობა! - ერთ-ერთი თანამშრომელი გამოეყო დანარჩენებს და


მოწიწებით მიესალმა გამომძიებელს.

-გაგიმარჯოს, თედო, აბა მომახსენე, რა ამბავია.

-აქეთ წამობრძანდით. - ხელით მანქანისკენ ანიშნა თედომ გიორგის და თავად წინ გაუძღვა.

ანდრეამ და ბექამ ერთდროულად დაიგმინეს, როცა წინა და უკანა სავარძლებზე ორი


პოლიციელის გვამი დაინახეს. სალონი სისხლით იყო მოთხვრილი და საზარელ სანახაობას
ქმნიდა.

-ორივე მაშინვე გარდაიცვალა, პროფესიონალის ნამუშევარია. - გვამთან მომუშავე ექსპერტს


გაწევა თხოვა მამაკაცმა და თოიძისთვის დაიწყო ყველაფრის ახსნა. - ორ-ორი ტყვია აქვთ
ნასროლი, როგორც ჩანს, ორ სხვადასხვა პიროვნებას.

-ორნი იყვნენ?

-სულ მცირე სამი მაინც უნდა ყოფილიყვნენ. ერთი საჭესთან, ორი პატიმრის გასატაცებლად.
სხვადასხვა იარაღებიდანაა ნასროლი, ექსპერტიზის პასუხიც მალე იქნება, ალბათ.

-საგზაო კამერების ჩანაწერები უკვე მოითხოვე?

-დიახ, რა თქმა უნდა, მალე მაგასაც გადმოგვცემენ და უფრო ნათელი გახდება ყველაფერი.

-ერთი შეხედვით, ყველაფერი წინასწარ დაგეგმილს ჰგავს, არა?

-ორი აზრი არ არსებობს, რომ ასეა. საბურავების კვალით თუ ვიმსჯელებთ, გზა გადაუკეტეს
მოძრავ მანქანას, პატრულის თანამშრომლები დახოცეს და პატიმარი გაიტაცეს.

-სწრაფი ნამუშევარია... - სასხვათაშორისოდ აღნიშნა რენემ.


-ჰო, მობილურად მოქმედება არასდროს ეშლებათ ჯაფარიძის ქვეშევრდომებს. - კბილები
გააღრჭიალა გამომძიებელმა. - თვითმხილველები გვყავს?

-არის რამდენიმე, მას ახლა ჩემი მეწყვილე ესაუბრება.

-კარგი, არ გაუშვათ, სანამ მეც არ გავესაუბრები.

-გასაგებია!

-ინა... ინა სად არის? - უცებ გამოერკვია ანდრეა და უსულო სხეულებს თვალი მოაცილა. -
მამამისის მანქანას, წესით, უკან მოყვებოდა...

-ინა ის გოგონაა? პატიმრის შვილი?

-კი, სად არის?

-ცუდად გახდა და სასწრაფოს ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ჩანს,


ყველაფერს თვითონაც შეესწრო.

-კარგი, გასაგებია. - ღრმად ამოისუნთქა გიორგიმ. - არის კიდევ რამე?

-ჯერ-ჯერობით მეტი არაფერი. ჩვენი ექსპერტები მალე დაასრულებენ გვამებთან მუშაობას


და მერე პროზექტურაში შეგვეძლება მათი გადასვენება.

-ახლა რა იქნება, ბატონო გამომძიებელო? - ჩვეულზე მეტად კუშტი გამომეტყველება ჰქონდა


ბექას.

-ისღა დაგვრჩენია, ქუჩის კამერის ჩანაწერებს დაველოდოთ და მანქანა ამოვიცნოთ, რომ


მთელი საქართველოს მასშტაბით ძებნა გამოვაცხადოთ.

-ეს ვეღარ დაგვეხმარება... დამთავრებული ამბავია - გაგვექცა! - ორივე მუჭი შეკრა


გამწარებულმა ანდრეამ, თავისთვის ჩაილაპარაკა და ისევ თავისი მანქანისკენ გაემართა.

თავდახრილები შევიდნენ ჯაყელები სახლში, მძიმე ნაბიჯით. კედლებიც ისე მიეგებნენ,


თითქოს ყველაფერი იცოდნენ და ნუგეშს ცემდნენ მის ბინადრებს. უჩველოდ გაცრეცილი,
უფერული და უტყვი ჩანდა ყველაფერი, ირგვლივ.

ლუკა წამითაც არ გაჩერებულა მშობლებთან ერთად მისაღებში - მაშინვე კიბისკენ გასწია და


სულის შემხუთველი სიტუაციიდან თავის დახსნა ცადა.

-ლუკა, არ წახვიდე, გთხოვ! - მამის ხმამ პირველივე საფეხურზე გააჩერა ჯაყელი. ნელა
შებრუნდა და ზანტად წამოსწია თავი, რათა მისთვის თვალებში შეეხედა.

-აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი... ახლა არა.


-და მერე?

-მერე არვიცი... შეიძლება...

-ლუკა, ვიცი, რომ შენთვის უამრავი რამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაცადე ახსნა!

-ჰო, მართალი ხარ, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ ბევრ რამეს, მაგრამ შენი მოსმენა აღარ მინდა,
მამა. არც ახლა და არც მერე... - თავი ისევ დახარა მამაკაცმა, შებრუნდა და მშვიდი ნაბიჯით
აუყვა კიბეებს.

სახლი, რომელშიც გაიზარდა და მთელი ცხოვრება გაატარა, ახლა ისე უცხოდ ეჩვენებოდა,
თითქოს საუკუნე გასულიყო მას შემდეგ, რაც ბოლოს იყო აქ. თითქოს ახლა უკვე ხედავდა,
რომ თითოეული კედელი და ნივთი იმ კითხვებზე პასუხებს ინახავდა, რომელიც არასდროს
გასჩენია. ისეთი შეგრძნება შეუჩნდა მთელ ტანში, რომ მთელი ეს დრო ცხირწინ ჰქონდა
სიმართლე, მაგრამ ვერასდროს ამჩნევდა.

დაღლილმა ძლივს აათავა კიბეები და თავშესაფრის ძიებაში, საძინებლის კარს მიაშურა.


იცოდა, რომ იქ, საწოლში, მძინარე ორსული ცოლი დაუხვდებოდა, რომელიც ახლა ისე
სჭირდებოდა, როგორც არასდროს, დაქორწინებამდე და შემდეგ. ახლა ყველაზე მეტად
სჭირდებოდა ელენეს ჩახუტება და მანუგეშებელი სიტყვები, რომ ის სხვა იყო და არაფრით
ჰგავდა მამას.

სახელური ჩამოსწია და გაღებულ კარს ხელი კრა. მაშინვე ეცა ცხვირში ცოლის უსურნელობა.
სახე უსიამოვნოდ დამანჭა და ოთახში შედგა ფეხი.

ტუმბოზე დადგმული ლამფა სუსტად ანათებდა ოთახის მეოთხედს. ცარიელი საწოლი იმაზე
უფრო საგულდაგულოდ გასწორებული დახვდა, ვიდრე დატოვა. ყველაფერი თავის
ადგილზე ეწყო; ისეთი რიგითა და წესრიგით, როგორც ყოველთვის, მაგრამ მაინც
იგრძნობოდა სიცარიელე.

სანათზე მიყუდებულმა თეთრმა კონვერტმა უხეშად მოჭრა თვალები მამაკაცს და მთელი


ტანით მისკენ შებრუნდა. უნებლიედ აკანკალებული ხელი ძლივს წაიღო მისკენ და ისე
სჭრაფად ჩაებღაუჭა, თითქოს კონვერტს მისგან გაფრენა შეძლებოდა.

„მე წავედი იმიტომ, რომ ასე აღარ შემეძლო;

ლუკამ მომძებნოს, შენ - არა.“

სუნთქვა დაუმძიმდა და მკლავები დაეჭიმა. წერილის სიტყვები ფრჩხილებს ქვევიდან


შეიპარნენ მის ვენებში და სისხლი გაუყინეს. მუხლებში სისუსტე იგრძნო და იქვე დაეშვა,
საწოლზე. ქათქათა ფურცელი მოკუჭა და ხელის გულში ჩამალა. იდაყვში მოხრილი ხელები
მუხლებზე დაიკრიფა და მუშტები თვალებზე აიფარა. ახლა უკვე ხვდებოდა იმ ყველაფერს,
რაც საღამოს განმავლობაში მის გარშემო დატრიალდა. ახლა უკვე ხვდებოდა, რომ ისიც
მისნაირი იყო...
შემდეგში სიჩუმე მხოლოდ მაშინ დაირღვა, ოთახში, როცა ეკატერინემ და რატიმ გააღეს
კარი. გოგონამ სწრაფად მოავლო ოთახს თვალი და მაშინვე ყველაფერს მიხვდა. სუსტად
ამოიგმინა და ძმას გვერდით ჩამოუჯდა.

-იცოდი, რომ წასვლას აპირებდა, არა? - ჯაყელის ხმას აღარ შერჩენოდა ძალა, რომ ემოცია
დატყობოდა.

-უნდა მეჩხუბო იმის გამო, რომ არ შევაჩერე? - ძმის სასოწარკვეთილება მაინც ეტკინა კატოს
მიუხედავად იმისა, რომ მას ადანაშაულებდა მომხდარში.

-არა... - მწარე ჩაცინება დაურთო უარყოფას ლუკამ. - ძალიან დავემსგავსეთ ერთმანეთს მე და


დემეტრე, ჰო?!

-ნუ ამბობ მაგას...

-ასეა... ასეა...

-ახლა რას აპირებ? ხომ შეეცდები მის დაბრუნებას?!

-არ უნდა, რომ მე მოვძებნო; უნდა იმ ლუკამ იპოვნოს, რომელსაც მე თვითონაც მონდომებით
ვეძებ მთელი საღამოა, მაგრამ უშედეგოდ. - ხმაურით და ხარბად შეისუნთქა ჰაერი მამაკაცმა,
უშნოდ ჩამოკიდებული ჰალსტუხი მოიშორა, პიჯაკი საწოლზე მიაგდო და აბაზანის კარს
მიღმა მიიმალა.

-ხანდახან, მგონია, რომ ხსნა აღარ არსებობს ჩვენთვის, ეკატერინე. - თვალები მოისრისა
რატიმ და იმ ადგილას დაჯდა, სადაც ჯაყელი იჯდა.

-მასე არ ხდება, რატი, მომაკვდავები არ ვართ, რომ ხელი ჩავიქნიოთ ყველაფერზე.

-გგონია, ეშველება ამ ყველაფერს? - ქალის იმედიანობამ გააოცა მამაკაცი.

-რა აზრი აქვს უიმედობას, თუ მაინც უნდა ვიცხოვრო?

-ელენე სადაა, იცი?

-ვიცი.

-შენს ძმას არ ეტყვი?

-ვეტყვი, როცა თვითონ მკითხავს. - ზურგი აქცია ეკატერინემ ოთახს და ღია კარში
გაუჩინარდა.

ანდრეა მანქანაში ელოდა თოიძესა და დანარჩენებს - შემთხვევის ადგილზე დაბრუნება და


ტყუილად ნერვების შლა აღარც უცდია. მოუსვენრობა აწუხებდა, ერთი სული ჰქონდა
გაცლოდა იმ ადგილს და იქ წასულიყო, სადაც მის ახსნა-განმარტებას ელოდნენ. მობილურმა
რომ დაურეკა და დაფარული ნომერი დაიწერა ეკრანზე, გულმა რამდენიმე დარტყმა
გამოტოვა, ბრაზისგან. ძლივს შეძლო პასუხის ღილაკზე ხელი დაჭერა და ტელეფონის
ყურთან მიტანა.

-ჯაფარიძე არ ვარ, ნუ ღელავ. - მაშინვე გაიგო მამაკაცის ცინიზმით გაჟღენთილი ხმა და


მთელ ტანში გაუჯდა უსიამოვნო გრძნობა.

-შენ მე რატომ მირეკავ?! - ყბა დაეჭიმა და კბილები აუკაწკაწდა.

-ვერც დაჭერა მოახერხეს ჩემი, ამაზეც არ იდარდო.

-რატომ მირეკავ-მეთქი?! - დაიღრიალა გამწარებულმა ახვლედიანმა.

-ზუსტად ორ კვირაში, დღის ორ საათზე, სტამბულში იყავი გულჰანეს პარკში იმ ადგილას,


სადაც ყოველთვის ვხვდებოდით.

-ჯანდაბამდეც გზა გქონია, მაჩაბელო, არსად მოვალ!

-შეხვედრამდე. - ჩაეცინა დუდას და გათიშა.

გაცეცხლებულმა ანდრეამ ტელეფონი ძირს ჩააგდო და სააირბაგე ადგილს მუშტები დაუშინა.


შექმნილი სიტუაცია და უმწეობა აცოფებდა. უნდოდა, საკუთარი ხელებით დაეხრჩო
ჯაფარიძე და მისი ქვეშევრდომებიც ზედ მიეყოლებინა. თუმცა მხოლოდ ის შეეძლო, რომ
მორჩილი ბავშვივით მჯდარიყო მანქანაში და „უფროსებს“ დალოდებოდა.

გარკვეული დროის შემდეგ თოიძემ ადგილზე მუშაობა დაასრულა და ბექასთან ერთად


გამობრუნდა მანქანისკენ. კარის გაღებისთანავე მოლოდინით აღსავსე თვალები შეაგება
ახვლედიანმა ორივეს.

-ჩანაწერებს ბიუროში გამომიგზავნიან, აქ ჩემი საქმე ამოწურულია. - საჭესთან


დაჯდომისთანავე თქვა გამომძიებელმა.

-ჯერ არაფერი ვიცით? რა მიმართულებით წავიდა ან ვისთან ერთად?

-ინას თუ დავუჯერებთ, სვანეთის მაღალმთიან სოფელში სახლი იყიდა ილიამ რამდენიმე


კვირის წინ, შეიძლება ახლა იქ იყოს და ვერტმფრენით სადმე გაფრენას აპირებდეს.

-ჰო, საქართველოში დიდი ხნით არ დარჩება, რა თქმა უნდა.

-მაგრამ მე არც ის მგონია, რომ ასე უბრალოდ დაგვანებებს თავს! - საუბარში ჩაერია უკანა
სავარძელზე მჯდომი ჯაყელი.

-არა, არ წავა ასე მარტივად, მართალი ხართ. - თავი დაუქნია თოიძემ მამაკაცს. - ძალიან
ფრთხილად უნდა ვიყოთ, დაცვას ყველა თქვენგანს გამოგიყოფთ.

-დაცვა რას გვიშველის?! - წამოიყვირა ანდრეამ.


-არც ყვირილი უშველის ამ საქმეს. - მშვიდად მიმართა ბექამ წინ მჯდომს და სარჯეში
გაუსწორა მზერა.

-ახლა რას ვაპირებთ? ბიუროში მივდივართ? - უცებ მოაცილა სარკეს თვალები ახვლედიანმა,
რადგან ჯაყელის გამჭოლი მზერა ეხამუშა.

-მე მივდივარ, თქვენ კი სახლებში წადით.

-რა მინდა სახლში? რა გამაჩერებს სახლში?

-ანდრეა, თქვენი ჩემს გვერდით ყოფნითა და ემოციების ფრქვევით მხოლოდ ხელს


შემიშლით მუშაობაში. ჯობს, სახლში წახვიდეთ.

-თქმა მარტივია...

-წავიდეთ, ბატონო გამომძიებელო, დროს აღარ დაგაკარგვინებთ.- ისევ ჩაერია საუბარში ბექა
და ისევ გააბრაზა ახვლედიანი თავისი სიმშვიდით.

-ჯანდაბას, წავიდეთ! წავიდეთ! - ხელი აიქნია მამაკაცმა და ამოიხვნეშა, დანებების ნიშნად.

ცენტრალურ ქუჩაზე გასვლისთანავე თოიძემ მანქანა გააჩერა, რათა ბექასა და ანდრეას


თავისი გზით შეძლებოდათ წასვლა. ჯაყელმა ნომერი ჩააწერინა გამომძიებელს,
დაემშვიდობა და მანქანიდან გადავიდა. ანდრეაც აღებდა კარს, გადასასვლელად, როცა
გიორგიმ დაიჭირა ხელით.

-ერთი წუთით, ანდრეა.

-მოხდა რამე? - გაუკვირდა ახვლედიანს მისი საქციელი.

-რაღაც მინდა, რომ მოგცეთ. - პიჯაკის ჯიბეში ჩაიყო ხელი თოიძემ. - ეს დიქტოფონი
გამომართვით. - პატარა მოწყობილობა გაუწოდა მამაკაცს.

-ეს რა არის?

-ამაზე ბარბარეს აღიარებაა ჩაწერილი... - გაეღიმა გიორგის. - წესით ბიუროში უნდა


მიმქონდეს და საქმის თავიდან აღსაძვრელად ვიყენებდე, მაგრამ ჯაყელის მკვლელობის
საქმე უკვე თაროზე დევს და აღარ ღირს მისი შეწუხება.

-რატომ... მე რატომ მაძლევთ? - გაოცებისგან პირი დააფჩინა ახვლედიანმა.

-სხვას ვის, თუ არა თქვენ? - ფართოდ გაუპო ღიმილმა ტუჩები თოიძეს.

-რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, თითქოს საერთოდ არ გაუკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ ნიკა
ჯაყელი მე არ მომიკლავს?

-ამაზე პასუხი თქვენ იცით. - ჩაეცინა გამომძიებელს და გზას გახედა ისევ.

-როდის მიხვდით ან როგორ? - თავი ჩახარა ანდრეამ.


-იცით, მთელი ამ დროის განმავლობაში ძალიან კარგად გაგიცანით. თქვენ არ ხართ იმ ტიპის
ადამიანი, რომელიც წამით მაინც განიცდიდა საყვარელ ქალზე მოძალადე კაცის მოკვლას.
მართლა თქვენი მოკლული რომ ყოფილიყო ჯაყელი, წარბსაც არ შეიხრიდით, ისე
გამოტყდებოდით ამაზე ყველასთან და წამითაც არ იგრძნობდით გულისწყვეტას. არადა
თქვენ მთელი ეს დრო გტანჯავდათ და გტკიოდათ მისი სიკვდილი იმიტომ, რომ ის იმ ქალის
მოკლული იყო, რომელიც თქვენ გეძვირფასებოდათ. თქვენ ბარბარეს ტკივილი გტკიოდათ
და არა საკუთარი. ჩემთვის ამის დანახვა არ იყო ძალიან რთული... - ბოლო სიტყვებზე
ღიმილით აიჩეჩა მხრები გიორგიმ და საჭეს შემოაწყო ხელები.

-მადლობელი ვარ... ამისთვის... - ძლივს შეძლო სიტყვებისთვის თავის მობმა


თვალებამღვრეულმა მამაკაცმა და დიქტოფონი მაგრად ჩაბღუჯა ხელში.

-ხვალ დაგირეკავთ. - გადასვლამდე დაუბარა დეტექტივმა ახვლედიანს, ამ უკანასკნელმაც


თავი დაუქნია, თანხმობის ნიშნად.

როგორც კი მანქანა ქუჩის კუთხეს მიეფარა, ანდრეამ გზის გადაღმა მდგარი ბექა დაინახა და
მისკენ გასწია. ჯაყელმა მაშინვე დაინახა მისკენ მიმავალი, მაგრამ არაფერი უთქვამს, არც
შეტოკებულა, ისევ ბეჯითად გასცქეროდა შუაღამის ქუჩას და ტაქსის გამოჩენას ელოდა.
ახვლედიანი გვერდით ამოუდგა მამაკაცს და იმავე მიმართულებით გაიხედა. ისე იდგნენ,
თითქოს ბაღში, ჩხუბის შემდეგ ერთმანეთთან შესარიგებლად მისული მეგობრები
ყოფილიყვნენ.

-რაღაც ისეთი უნდა მოგცე, რაც მგონია, რომ შენთან უნდა იყოს. - ყოყმანის შემდეგ მაინც
ამოიღო ხმა ანდრეამ და თოიძის მიცემული დიქტოფონი ჯაყელს გაუწოდა.

-ეს რად მინდა? - ნივთს დახედა ბექამ, მერე კი ისევ ანდრეას შეხედა.

-აქ... ამაზე... ბარბარეს აღიარებაა ჩაწერილი...

-და მე რატომ მაძლევ, პოლიციაში რომ წავიღო და ძმის მკვლელი დავაჭერინო?! - ირონია
ერია მამაკაცის მწარე ჩაცინებას.

-არა, ვიცი, რომ მაგას არ იზამ. უბრალოდ, მგონია, რომ შენ უნდა გაანადგურო ეს ჩანაწერი და
არა მე.

-ჰმ... - ტუჩის ცალი კუთხე შეათამაშა ბექამ და ისევ დახედა გაშლილ ხელის გულზე
მოთავსებულ დიქტოფონს. - ეს იმას წაუღე, ვისაც ყველაზე მეტად აქვს მისი განადგურების
უფლება.

-ამდენი წლის განმავლობაში ის მხოლოდ ერთხელ ჩავრიე ამ საქმეში და ამასაც ვერასდროს


ვაპატიებ ჩემს თავს; მეტად ვეღარ შევეხები. - თავი დახარა ახვლედიანმა და ცერა თითი
გადაუსვა ვერცხლისფერ ნივთს.

ბექამ ისევ გზისკენ იბრუნა პირი და ხარბად შეისუნთქა ჰაერი.

-შენ ღირსეული კაცი ყოფილხარ, ანდრეა. - ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვები და


ჰორიზონტზე გამოჩენილ ტაქსის ხელი დაუქნია.
ანდრეამ ვერაფერი თქვა, მოულოდნელობა ყელში გაეჩხირა და გუგები ერთი-ორად
გაუფართოვა. მძღოლმა მოწყვეტით დაატორმუზა ავტომობილი მათ ფეხებთან.

-იოანე... ისიც შენნაირია? - მანქანაში ჩაჯდომამდე შეუბრუნდა ჯაყელი მამაკაცს და


უცნაურად გაუღიმა.

-ჩემზე ბევრად უკეთესი! - დაუფიქრებლად გასცა პასუხი ანდრეამ და თავიც დააქნია, მეტი
დამაჯერებლობისთვის.

-ძალიან კარგი. - უკანა კარი გააღო ბექამ და დასაჯდომად დაიხარა. - სანდო ხელში მყოლია
გოგონები. - თავისთვის ჩაილაპარაკა, თუმცა ახვლედიანმა მაინც შეძლო მისი სიტყვების
გარჩევა და მეორედ დარჩა გაკვირვებული. - მისამართს გზაში გეტყვით, წავიდეთ. - მძღოლს
მიმართა და ისე მიხურა კარი, მეტად აღარც გაუხედავს ერთ ადგილას გახევებული
ანდრეასთვის.

ირაკლი,ალექსანდრე და ლიზა მათემ მიიყვანა სახლში. დაცვის წევრების დახმარებით


ძლივს აიყვანეს უფროსი ახვლედიანი თავის საძინებელში და საწოლზე დააწვინეს. იმდენად
იყო გათიშული და რეალობას მოწყვეტილი, მასთან იმ ღამით ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა.
ამიტომაც სანდრომ კარი გამოიხურა და თავის საძინებელში გადაინაცვლა.

საწოლზე იჯდა ლიზა. ისევ საღამოს ტანსაცმლით ტანზე და მაკიაჟით სახეზე. ალექსანდრე
ძლივს მიბანცალდა საწოლამდე და ისე გაირთხა მის გვერდით, თითქოს სასმლით
გალეშილი ყოფილიყო.

-მე ალბათ ხვალ დილით წავალ, სანდრო. - აცახცახებული ტუჩები ძლივს დააცილა
ერთმანეთს გოგონამ და სუსტი ხმით დაილაპარაკა.

-სად წახვალ?! - მაშინვე წამოიწია მამაკაცი და მხარზე შეახო ხელი ცოლს.

-სულ წავალ... - ხმაც აუთრთოლდა ვაჩნაძეს.

-რატომ წახვალ, ლიზა?! ლიზა... შემომხედე. - ნიკაპზე მიეფერა ახვლედიანი გოგონას და


თავი მისკენ შეაბრუნებინა. თვალები ტკივილის ნისლით დაბურვოდა.

-შენ... ჩვენ... არ გამოგვივა ეს ურთიერთობა, სანდრო. - ხელებს იფშვნეტდა და ისე


ლაპარაკობდა, რომ არ ატირებულიყო. - შენ ყველაფერი აღიარე ყველას წინაშე იმიტომ, რომ
დაიღალე და აღარ შეგიძლია.

-ლიზა...

-შენ მე არ გიყვარვარ; არა როგორც ქალი და ცოლი.


-ლიზა, მე არ შემიძლია... - საწოლიდან იატაკზე ჩასრიალდა ალექსანდრე და მუხლებზე
დადგა ცოლის წინ. ორივე ხელი თავისაში მოიქცია და ქვემოდან ახედა გოგონას. - არ
შემიძლია ისე სიყვარული, როგორც შენ ან მამაჩემს და ჩემს ძმას. არ შემიძლია
თავგადაკლული რომანტიკოსის ან მზრუნველი ქმრის როლის თამაში, მაგრამ გეფიცები,
მიყვარხარ!

-ორივემ ვიცით, რომ ეგ ტყუილია, სანდრო. - ხელი ნელა ასწია ვაჩნაძემ და სახეზე მიეფერა
ქმარს. - უბრალოდ ვერც ჩემი შეყვარება შეძელი და ვერც გულისტკენა. ვერასდროს
დამშორდები, რადგან არ გემეტები ამისთვის. ამიტომაც მე წავალ შენგან.

-ნუ წახვალ, გთხოვ.

-ორივესთვის ასე აჯობებს...

-მე არ მინდა, რომ შენ გძულდე! არ მინდა, რომ გტკენდე!

-შენ მე ახლა მტკენ, სანდრო. როცა შენი ცოლი მქვია და მეზობელივით მეპყრობი; როცა ჩემს
გვერდით გძინავს, მაგრამ არც კი მეხები. როცა შენთან მინდა, შენ კი კომპანიაში ხარ და არც
ფიქრობ ჩემზე. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ცოლ-ქმარი, კარგი მეგობრები ვიყავით, მაგრამ
ესეც დავკარგეთ მას შემდეგ, რაც დავქორწინდით.

-ლიზა...

-ნუ შეეცდები იმ სიტყვების პოვნას, რომელიც ამ საქმიდან რაიმეს გაამართლებს. მყარი


ურთიერთობები ინგრევა, არათუ ჩვენი, ჩემს ენთუზიაზმზე დაფუძნებული.

-ნუ ამბობ ამას.

-არ გიბრაზდები, არ შეგიძულებ - გპირდები. ეს შენი ბრალი არ არის... ან გიყვარს ან არა.

-არ მინდა, რომ წახვიდე. - კაბის გაშვებული ბოლოები მუჭში მოიქცია ალექსანდრემ. - შენი
წასვლა სამუდამოდ დაუსვამს წერტილს ამ საღამოს და გამანადგურებს.

-თუ ყველაფერი, რაც აქამდე გქონდა, სიცრუე იყო, ჯობს განადგურდე და საკუთარი თავი
თავიდან შექმნა. - ისე ელაპარაკებოდა ლიზა მამაკაცს, თითქოს მისი ცოლი კი არა,
დამრიგებელი ყოფილიყო.

-უკვე ძალიან გვიანია ახალი ცხოვრების დაწყება ჩემთვის. იმის შენარჩუნება მინდა,რაც
მაქვს. გპირდები, შევიცვლები! უკეთესი გავხდები, უფრო მოსიყვარულე და მზრუნველი.
იცი, ახლა რამდენ რამეს ვიაზრებ? - ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ ამ საღამოს შემდეგ. არ
მინდა, მამაჩემს დავემსგავსო. პირველად ცხოვრებაში, აღარ მინდა! გთხოვ, მომეცი შანსი,
რომ ყველაფერი გამოვასწორო და უკეთესი კაცი გავხდე, შენ გვერდით.

-მე თუ გვერდით დამიტოვებ, რაც უნდა ბევრი ეცადო, მაინც ირაკლისნაირი გახდები. არ
გჭირდება ცოლად ისეთი ქალი, რომელიც არ გიყვარს.

-მიყვარხარ...
-არა, როგორც ქალი. შენ ახლა ვერ ხვდები, რას გეუბნები, მაგრამ გავა დრო და შეხვდები
ისეთ ქალს, რომელიც გულს აგიჩქროლებს და გამოუსწორებელ რომანტიკოსად გაქცევს.

-შენ ჩემგან იმას ელი, რაც არასდროს მოხდება, ლიზა; ყველა მაგას ელით.

-იმიტომ, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სიყვარული არ შეუძლია.

-მე ვარ ასეთი, რატომ არ გესმით?! - ხელები შეუშვა კაბას ალექსანდრემ და უმწეოდ დაუშვა. -
მე არ შემიძლია... - გადაბრუნდა, ზურგით საწოლის კიდეს მიეყრდნო და ფეხები გაშალა. - არ
ვარ ისეთი, როგორიც თქვენ გინდათ, რომ ვიყო... არ გამომივიდა... მთელი ცხოვრება
ვცდილობდი, მაგრამ მაინც ვერ დავემსგავსე ანდრეას.

-არც იყო საჭირო, რომ მას დამსგავსებოდი, სანდრო. ეს უნდა გესმოდეს.

-ანდრეა ყოველთვის ისეთი მეამბოხე იყო... ისე აბრაზებდა მამას, ისე აცოფებდა... მეგონა,
დამჯერი ბიჭი თუ ვიქნებოდი, ირაკლისგან ფოჩიან კამფეტებსაც დავიმსახურებდი. მაგრამ
რაც მეტად ვემსახურებოდი მე მას და რაც მეტად შორდებოდა ანდრეა, მით მეტად
უმძაფრდებოდა მისდამი ინტერესი. მე ყოველთვის გვერდში ვყავდი, როგორც ერთგული
შვილი, მას კი ყოველთვის ჩემი ძმისადმი ჰქონდა მეტი ლტოლვა. ვერასდროს ვხვდებოდი,
რა ჰქონდა ანდრეას ისეთი, რასაც ჩემში ვერ ხედავდა. ახლა კი ვხვდები...

-და ცოლადაც იმიტომ მომიყვანე, რომ მამაშენისთვის დაგენახებინა, რა მეოჯახე და


სერიოზული კაცი ხარ, არა?!

-კომპანიის გამო არ მომიყვანიხარ ცოლად, გეფიცები! უბრალოდ... მეგონა ასე მაინც


დავანახებდი ირაკლის, რომ ცხოვრებაში ჩემნაირი გაწონასწორებული კაცის იმედი უნდა
ჰქონოდა და არა ანდრეასნაირი იმპულსურის.

-რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ მსგავსი რამის მოსმენა, შენგან, გამანადგურებდა. -


ღრმად ამოიოხრა ლიზამ და ცრემლით დამძიმებული ქუთუთოები აამსუბუქა. - მაგრამ
მხოლოდ შვებას ვგრძნობ, იცი? თითქოს დიდი ლოდი აღარ მაწევს მკერდზე.

-ალბათ იმდენად დაგტანჯე ჩვენი თანაცხოვრების პერიოდში, ახლა მხოლოდ ხსნას ეძებ
ნებისმიერ ფასად... - მწარედ ჩაეცინა ახვლედიანს.

-მთელი ეს დრო იმაზე ფიქრში გავატარე, რას ვაკეთებდი არასწორად და რატომ არ ვიყავი
შენთვის საკმარისად კარგი ან საინტერესო. ახლა ვხვდები, რომ პრობლემა ჩემში კი არა,
შენშია.

-ძალიან გძულვარ, არა?

-არ მძულხარ...

-აბა გებრალები?

-მიყვარხარ, სანდრო. - საწოლიდან წამოდგა ლიზა და ქმართან დაიხარა.


-მაგრამ არც იმდენად, რომ ჩემთან დარჩე? - ოდნავ ასწია ტუჩის ცალი კუთხე მამაკაცმა და
ცერა თითებით მლაშე სითხე მოაშორა ვაჩნაძეს სახიდან.

-ორს ვერ გვეყოფა... - გაყინული ტუჩები ოდნავ წინ გამოსწია გოგონამ და ხელისგულზე
მიაკრა ახვლედიანს.

-შენც წახვალ და ოცდაშვიდი წლის ასაკში, ახალშობილივით, შიშველი დავრჩები...


აღარაფერი დარჩება ამ რეალობიდან ჩემთვის.

-ოჯახი დაგრჩება, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდები.

-იმ ორთან მე ყოველთვის მესამე ზედმეტი ვარ.

-ხომ იცი, რომ ეგ ტყუილია? - გაეღიმა ლიზას. - ანდრეასთვის შენ ყველაფერი ხარ.

-ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან...

-მაგრამ ძმები ხართ და შენზე წინ არასდროს არავის დააყენებს.

-ვიცი... ვიცი... - ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და ამღვრეული თვალები დახუჭა, რადგან


სულაც არ სურდა იმ ღამის ცრემლებით დასრულება. ლიზამაც ჩათვალა, რომ მეტს
ვეღარაფერს ეტყოდა მამაკაცს, ამიტომაც ფრთხილად წამოდგა, თავისი რამდენიმე ნივთი
წამოკრიბა და საძინებელში მარტო დატოვა, ცივ იატაკზე მჯდომი.

გამთენიისას თოიძემ ბრძანება გასცა და ილია ჯაფარიძე ძებნაში გამოაცხადა. მთელი ქვეყნის
პოლიცია მობილიზებული იყო, რათა ყოველ წამს დაეჭირათ გაქცეული, რომლის კვალი
არსად ჩანდა.

ანდრეა მთელი ღამე დაეხეტებოდა ქუჩებში. სახლში წასვლა არც უნდოდა და ვერც ბედავდა.
მისი გონება ქაოსს მოეცვა. ყველაფერზე ფიქრობდა: დუდაზე, ეკატერინეზე, ბარბარეზე,
სანდროსა და მამამისზე. იცოდა, რომ დილა, რომელიც თენდებოდა, სრულიად სხვაგვარი
იქნებოდა, მაგრამ რას მოიტანდა ეს განსხვავებულობა, არ იცოდა.

დილის ცხრა საათი სრულდებოდა, როცა ღამენათევი და ყველაფრისგან დაღლილი მიადგა


თოიძის ბინას. ფიქრობდა, რომ ახლა მხოლოდ ამ ადგილას იქნებოდა მშვიდად, ყველასგან
განცალკევებით.

ჭიშკრის ჭრიალმა უხეშად მოჭრა ყური. ზურგსუკან მიხურა კარი და სახლისკენ გასწია
არეული ნაბიჯით. გზადაგზა, ტანზე მიწებებული სამოსისგან თავისუფლდებოდა და ოდნავ
შვებას გრძნობდა.

სიცივე შეეგება მისაღებში და მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ თვეების განმავლობაში არავის
დაჭირვებია სახლი საიდუმლოდ შესახვედრად. მერე ისიც გაახსენდა, რომ ილია ჯაფარიძემ
ცოლი მოუკლა თოიძეს და ისეთი სიმძიმე იგრძნო გულზე, როგორიც ამ ამბის გაგების
დროსაც კი არ უგრძნია.

სასტუმრო ოთახში შესასვლელ კართან გაჩერდა და ჩარჩოს აეყრდნო, ნახევარი ტანით.


თვალწინ დაუდგა მისი პირველი სტუმრობა ამ სახლში და შემდეგ ეკატერინესთან შეხვედრა.
გონებამ იმდენად ცხადად წარმოსახა მის თავში მათი პირველი შეხვედრის სცენა, სახეზე
ისევ იგრძნო ფრჩხილებით დაკაწრული ადგილების წვა.

დაქანცულმა ღიმილმა გაუპო ბაგეები და გაუაზრებლად წააღებინა ხელი იმ ჯიბისკენ,


რომელშიც მობილური ედო. უკვე კარგად ნაცნობი ნომერი უცებ აკრიფა და პასუხს
დაელოდა. ლოდინის მაუწყებელი ზუილი მალევე შეწყდა, ზარს უპასუხეს, მაგრამ ხმა
არავის ამოუღია.

-ვიცი, რომ არც შენ გძინავს... - ხმა შესამჩნევად დაბოხებოდა ახვლედიანს.

-რა გინდა?! - რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ამოიოხრა ეკატერინემ და ხმა ამოიღო.

-მოხვალ?

-სად მოვალ? შენ სად ხარ? რა მოხდა წუხელ?

-ბექას არ უთქვამს?

-არ გვილაპარაკია.

-არაფერი მომხდარა, გაგვექცა ჯაფარიძე. - თავისუფალი ხელით თვალები მოიფშვნიტა


ანდრეამ. - მოდი და ვილაპარაკოთ.

-რა გვაქვს მე და შენ სალაპარაკო?!

-თოიძის ბინაში ვარ. მინდა, რომ მოხვიდე.

-მარტო ხარ?

-ვისთან ერთად უნდა ვიყო?

-შენს საყვარელ ქალთან ერთად. გუშინდელის მერე მარტო დატოვე?!

-ეკატერინე...

-ჩემთან კი არა, მასთან უნდა ცდილობდე ლაპარაკს ახლა. ჩემთვის ყველაფერი გასაგებია.

-გინდა, რომ ასე აგიხსნა ყველაფერი? მობილურით?!

-საერთოდ, აღარაფერი მინდა შენგან, ანდრეა. იცი, როგორ დამღალა ამ ყველაფერმა? აღარ
მაქვს იმის ძალა, რომ შენი ახსნა-განმარტება ვისმინო, დაგიჯერო და მერე ძველებურად
გავაგრძელო ცხოვრება. წუხანდელმა საღამომ ყველაფერს დაუსვა წერტილი. ჩემთვის,
ჯაფარიძემ იმას მიაღწია, რაც უნდოდა.
-იცოდე, ჩემთან თუ არ მოხვალ ახლა, არ დავერიდები არაფერს და მე თვითონ მოვალ
თქვენთან, სახლში!

-გაბედავ? გუშინდელის შემდეგ არც შეგეშინდება?

-შენ არ შეგეშინდება ჩემი მაგ სახლში დანახვა? - აქ მოდი!

-ძალიან კატეგორიული ხარ, ანდრეა. მიკვირს შენგან ეგ ტონი, მომხდარის შემდეგ.

-მე კი ის მიკვირს, გუშინდელის შემდეგ მაინც რომ პოულობ ძალას წინააღმდეგობის


გასაწევად.

-ჩემი მანდ მოსვლა რას შეცვლის?! რას მეტყვი ისეთს, ჯაფარიძეს რომ არ უთქვამს ან მე არ
დამინახავს საკუთარი თვალებით?!

-ეკატერინე... გთხოვ, მოდი! - მობილურს მაგრად მოუჭირა ხელი ანდრეამ; გოგონა ისევ
გაჩუმდა.

-ეს უკანასკნელი შემთხვევა იქნება, იცოდე. - ცდილობდა მკაცრი ტონი ჰქონოდა, მაგრამ ხმა
მაინც უკანკალებდა.

-კარი ღიაა. - გაეღიმა მამაკაცს და ტელეფონი გათიშა.

ეკატერინეს გონებით სულაც არ სურდა ანდრეას ნახვა და მასთან ლაპარაკი, მაგრამ გული
უფრო მარჯვე აღმოჩნდა და სწრაფად დაიმორჩილა სხეული. ნელა ემზადებოდა
წასასვლელად. ფეხს ითრევდა, მაგრამ ფიქრებით უკვე თოიძის სახლში მომლოდინე ანდრეას
დასტრიალებდა.

სახლს რომ მიუახლოვდა, გულმა ფრიალი დაუწყო. ისე ანერვიულდა, თითქოს ანდრეა კი
არა, ვინმე სხვა, სრულიად უცხო უნდა ენახა პირველად თავის ცხოვრებაში.

მისაღებში არავინ შეგებებია. იფიქრა, სასტუმრო ოთახში იქნებოდა ახვლედიანი და იქით


გასწია, ფრთხილი ნაბიჯით. მიდა გასაკვირად, არც იქ დახვედრია მამაკაცი. გაბრაზდა და
ამოიოხრა. მისთვის დაძახებას აპირებდა უკვე, როცა ზურგსუკან გაიგო ხმა:

-ჯაყელების ქალბატონს თავმდაბალი სალამი ნაძირალა ახვლედიანისგან! - ისევ კართან


იდგა ანდრეა, ისევ ისე უღიმოდა, როგორც მაშინ, მათი პირველი შეხვედრისას.

-შენს ცინიზმს ვერანაირი ვითარება და გარემოება აქრობს, არა?! - როგორც გეგმავდა,


შეუვალი პოზიცია დაიჭირა ეკატერინემ. ჩანთა დივანზე დააგდო და ხელები მკერდთან
გადაიჯვარედინა.

-იმედი მაქვს, ახლაც დაკაწვრას არ მიპირებ. - ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა მამაკაცი.


-ნოსტალგიამ შემოგიტია, თუ რატომ მახსენებ პირველ შეხვედრას? მგონი დაგავიწყდა, რომ
ჩემი გული აღარ გაქვს მოსაგები და შეგიძლია თავისუფლად მოიქცე!

-ხელებში არ ამიფეთქდები, იმედია... - ჩაეცინა გაცხარებული ჯაყელის დანახვისას


ახვლედიანს.

-რისთვის მომიყვანე აქ?! - ამოიოხრა ეკატერინემ. მიხვდა, რომ მასთან ჩხუბს აზრი არ
ჰქონდა.

-მინდა, რომ მომისმინო. ხომ გითხარი უკვე?

-აპირებ შენი მიღწეული შედეგით დატკბე? მოდი, მიყურე და ისიამოვნე, ძალიან კარგად
გამაცურე!

-ჰმ, დაღლა გეტყობა. - მშვიდად აღნიშნა მამაკაცმა და ჯაყელის გასწვრივ, წინ და უკან
დაიწყო სიარული.

-რატომღაც ვერ გატყობ საუბრის დაწყების სურვილს. შენს ნაცნობ ცინიზმს მხოლოდ მაშინ
იშველიებ, როცა სათქმელი სხვა არაფერი გაქვს.

-ამ მოკლე დროში ათასჯერ გადაკითხული და მობეზრებული ჟურნალი გავხდი შენთვის,


არა? უკვე ზეპირად იცი ჩემზე ყველაფერი. - გაეღიმა მამაკაცს, ფანჯარასთან შედგა და
რაფაზე ჩამოჯდა.

-შენც ხომ ეს გინდოდა? უფროსწორად, შენც ხომ ამას გავალებდნენ?!

-ეკატერინესთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი გახდიო, არავის დაუვალებია ჩემთვის.

-ჰო, უბადლოდ და იმაზე უკეთ შეასრულე შენი როლი, ვიდრე მოითხოვდნენ. ტაში დაგიკრა
ამისთვის?!

-ძალიან ხარ გაზრაზებული, ასე შენთან ლაპარაკს ვერ შევძლებ. - ისევ მშვიდად იყო ანდრეა.

-აბა როგორთან შეძლებ ლაპარაკს?! ცრემლებად რომ იღვრება და მხსნელად ევლინები?!


ასეთი ეკატერინე მისაღებია არა შენთვის? „კრიზის მეგობარი“ - ღმერთო, რა ფარისეველი
ყოფილხარ! - აფეთქდა ეკატერინე და ფეხზე წამოვარდა.

-მლანძღე, სანამ არ დაიღლები, მერე მომისმენ.

-რა არის მოსასმენი, მითხარი! რა უნდა მითხრა, რომ ის მოცემულობა შეცვალო, რაც ახლა
დგას ჩვენ შორის?! არცერთი წამით ყოფილხარ ჩემთან გულწრფელი! არცერთ სიტყვას
გულისხმობდი, რასაც მეუბნებოდი! მხოლოდ ილია ჯაფარიძის ბინძურ დაკვეთას
ასრულებდი, რომ მას შენი საყვარელი ქალი არ მოეკლა! ეს არის სიმართლე. შენ გაქვს რამე
დასამატებელი?!

-ცილს რატომ მწამებ, ეკატერინე? ასე ბრმად რატომ მდებ ბრალს?!


-ცილს გწამებ? ცილს მაშინ გწამებდი, ნიკუშას მკვლელი რომ მეგონე! რამდენჯერ შეგეძლო
ჩემთვის სიმართლის თქმა? რამდენჯერ შეგეძლო მოსულიყავი და გეთქვა, რომ შენი
მოკლული არ იყო ჩემი ბიძაშვილი?! რამდენჯერ გქონდა შანსი, მითხარი!

-რა საჭირო იყო ამის თქმა?

-რა საჭირო იყო?! მართლა მეკითხები მაგას? იცი მაინც, რა რთული იყო ჩემთვის შენთან
ურთიერთობა, როცა მახსენდებოდა, ნიკას მკვლელი იყავი?! იცი, რა რთული იყო ჩემთვის ამ
აზრთან შეგუება?!

-თავს ნუ უტყუებ, ეკატერინე. - ნელა წამოდგა ანდრეა და გოგონას მიუახლოვდა. -


გულწრფელად რომ გეფიქრა, შენი ბიძაშვილი ჩემი მოკლული იყო, ჩემთან ერთად მუშაობას
არასდროს დათანხმდებოდი. - ძალიან ახლოს დაუდგა და გაუღიმა.

-არ არის მასე...

-ასეა და შენ ეს იცი.

-უნდა გეთქვა... შენ უნდა გეთქვა! გუნებით რას ვგრძნობდი, რა მნიშვნელობა აქვს?! შენ უნდა
გეთქვა ჩემთვის...

-ხომ იცი, რომ ვერ გეტყოდი? ვერ გეტყოდი და არც გეტყოდი!

-საყვარელ ქალზე წინ არ დამაყენებდი და იმიტომ, არა?! - ჩაეცინა გოგონას.

-მართლა ასე ფიქრობ? შემომხედე თვალებში და ისე მიპასუხე.

-არ გვინდა, რა, ეს იაფასიანი სვლები. - გაღიზიანდა კატო.

-კარგი, სულ ნუ შემომხედავ და ისე მითხარი - იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენ ორ შორის
იყო, მართლა გგონია, რომ ბარბარე ჩემი საყვარელი ქალია?! მართლა გგონია, რომ მოსკოვის
ღამეები უბრალოდ დაკვეთის შესრულება იყო? გგონია, ყვარელში იმიტომ ჩამოგაკითხე, რომ
წყეული ჯაფარიძისთვის მესიამოვნებინა?! მიპასუხე, მართლა ასეთი გგონივარ?! - ტონს ნელ-
ნელა უწევდა ახვლედიანი და ბოლოს წამოიყვირა.

-სიყვარულის გამო ყველაზე ბინძურ საქმესაც კი მოაწერს ხელს ადამიანი. - აუღელვებლად


გასცა პასუხი ჯაყელმა და თვალი თვალში გაუყარა მამაკაცს.

-მაშინ სალაპარაკო აღარაფერია. - ზურგი აქცია ანდრეამ გოგონას, ძალიან მშვიდად და


კარისკენ გაემართა.

-ჰო, მიდი და გაიქეცი. დარწმუნებული ვარ, ის შენი მეგობარი გელოდება სადმე! - გამწარდა
კატო და მიმავალს მიაძახა.

-შეგიძლია ერთ კითხვაზე მიპასუხო? - უცებ გაჩერდა ახვლედიანი და ისევ მიბრუნდა. - შენი
აზრით, დუდა რომ თამარას შვილი იყო, ისიც ვიცოდი და ვმალავდი? - ჰკითხა და
მოლოდინით აღსავსე თვალებით მიაჩერდა.
-დათუნას მკვლელი რომ იყო, ხომ იცოდი?! ნომერში რომ დამადგა და კინაღამ მომკლა
თავისი აღიარებით, მაშინაც ხომ იცნობდი მაგ კაცს?! ხელებში რომ გაკვდებოდი, ხომ
იცნობდი მაგ შენს ნაკაშიძეს? მეტიც, ძმაკაცი ყოფილა შენი!

-ჰო, მაგას არ უარვყოფ, ყველაფერი ვიცოდი და არ გეუბნებოდი იმიტომ, რომ არ მქონდა


უფლება. კითხვაზე მიპასუხე ძალიან გთხოვ.

-არ გქონდა უფლება? აჰ, თქვენს კაცურ პრინციპებს ვერ უღალატებდი, არა?! შენ ვერ
მეტყოდი, ამიტომაც გადაწყვიტე, შენი ძმაკაცი დაგეყენებინა თავზე, რომ ყველაფერი
მოეყოლა.

-თუ ძალიან გაინტერესებს გეტყვი, რომ საერთოდ არ მინდოდა დუდას გამოჩენა, მაგრამ
თვითონ დაიჟინა. იმ დღეს, ნომერში რომ გამოგვეცხადა, მეც ისევე გამიკვირდა მისი დანახვა,
როგორც შენ! კითხვაზე რატომ არ მპასუხობ-მეთქი?! - გაბრაზდა მამაკაცი და ტონს აუწია.

-რა გინდა რომ გითხრა, მითხარი! რას ელი ახლა ჩემგან, როცა ყველაფერი ვიცი?! რა გინდა,
რომ ვიფიქრო, როცა ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა, რაც გვქონდა?!

-რა იყო ტყუილი, ეკატერინე, რა იყო ტყუილი?! - უცებ ეცა ანდრეა ჯაყელს და ორივე ხელით
ჩააფრინდა მხრებში. - შემომხედე და ისე მითხარი, რა ჯანდაბა გინდა, რომ მოისმინო
ჩემგან?! გჯერა, რომ ვთამაშობდი შენთან? ამის მართლა გჯერა?!

-საპირისპიროს მიმტკიცებ? - ახვლედიანის მკლავებში მომწყდეულს, ხმა წართვა


ეკატერინეს.

-რატომ მჭირდება მტკიცება? - ამოიოხრა მამაკაცმა.

-იმიტომ, რომ ყველა ფაქტი შენ წინააღმდეგ მეტყველებს.

-გჯერა, რომ დუდაზე სიმართლე ვიცოდი? მხოლოდ ამ კითხვაზე მიპასუხე, გულწრფელად


და ყველაფერს გეტყვი, გეფიცები.

-არა, მაგის არ მჯერა... - მშვიდად თქვა ჯაყელმა და ძლივს დაეხსნა მასზე ჩაფრენილ ხელებს.

-მაგრამ იმას კი დაჟინებით ამტკიცებ, რომ დუდა მე დაგაყენე მოსკოვში თავზე, შენთან
მხოლოდ იმიტომ ვიყავი, რომ ილიას დავალება შემესრულებინა და ბარბარე ჩემი საყვარელი
ქალია?

-არ არის ასე? ანდრეა, დუმხარ და არაფერს მეუბნები, გინდა, მკითხაობა შემეძლოს?! -
გაბრაზდა ეკატერინე და წამოიყვირა.

-არ შეგიძლია? მეგონა, მართლა შეძელი ჩემი კარგად გაცნობა. - თვალების გარსი
გაუწითლდა მამაკაცს. - მიყურებ და ერთ მატყუარა, ფარისეველ კაცს ხედავ?

-ბარბარე გიყვარს? - კითხვაზე კითხვითვე უპასუხა ჯაყელმა და ნერწყვის დიდი ბურთულა


გადაუშვა სასულეში.

-ძალიან მიყვარს, ეს პასუხი დაგაკმაყოფილებს?


-მაშინ... საერთოდ რაღაზე ვსაუბრობთ, ანდრეა? - გულის მრავალ ნაწილად დაშლა და მთელ
სხეულში გაფანტვა იგრძნო ეკატერინემ. მაგრად დააჭირა კბილები ერთმანეთს, რათა თავი
შეემაგრებინა.

-შენ არ გიყვარდა დათუნა?

-დათუნა მკვდარია!

-მერე რა, ეგ რას ცვლის? როგორც კი მოკვდა, მაშინვე გადაიყვარე?!

-რას მიმტკიცებ, საერთოდ!

-იმას გიმტკიცებ, რომ მეც მიყვარდა ბარბარე და ახლაც მიყვარს, მაგრამ... არა ისე, როგორც
საჭიროა... - ბოლო სიტყვები მცირე ყოყმანის შემდეგ წარმოთქვა.

-და როგორ არის საჭირო?

-სხვანაირად!

-როგორ სხვანაირად?!

-ისე, როგორც მე ბარბარე არ მიყვარს.

-მაგრამ იმდენად გიყვარდა, რომ მისთვის ხელი დაგეფარებინა და მკვლელობა


დაგებრალებინა, არა? მკვლელობა, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა შენი და შენი
საყვარელი ადამიანების ცხოვრება. რაზე ვსაუბრობთ, საერთოდ, ანდრეა?! იმდენად გიყვარს
ის გოგო, რომ მისთვის მკვლელის სტატუსს შეეგუე. არც არასდროს იტყოდი სიმართლეს, მას
რომ არ ეღიარებინა.

-იმის გაგებას არასდროს მოგთხოვ, რაც არ შეგიძლია.

-რატომ მოგინდა გმირობა მასთან, რატომ?! ძალიან რომ არ გყვარებოდა, რატომ გააკეთებდი
მისთვის ასეთ რამეს შენ, ანდრეა ახვლედიანი!

-ზუსტად იმიტომ, რომ მე ვიყავი, ანდრეა ახვლედიანი, ადამიანი, რომლისგანაც კაცის


მოკვლაც, მითუმეტეს ჯაყელის, არავის გაუკვირდებოდა. - ჩაეცინა ანდრეას და მხრები
აიჩეჩა. -მინდა, რომ გესმოდეს, მაგრამ შენ ამას ვერასდროს გაიგებ.

-რატომ, მასე ძლიერაც არ შემიძლია სიყვარული?! - სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგეები


გოგონას.

-იმიტომ, რომ არც ჩემსავით ბინძური ყოფილხარ და არც ბარბარესავით სუფთა.

-ანგელოზი არავინაა ამქვეყნად, ანდრეა, გახსოვს შენივე სიტყვები?!

-ის იყო... მაშინ ჩემთვის, ყელამდე ლაფში ჩაფლულისთვის, ბარბარე ანგელოზი იყო და ვერ
დავუშვებდი, რომ ვიღაც ნაძირალას გამო კითხვისნიშნის ქვეშ დამდარიყო მისი სისპეტაკე.

-და გადაწყვიტე მისი წილი ტალახი შენ გეგემა... ბრავო, ღირსეული საქციელია, ვერაფერს
ვიტყვი!
-ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, ეკატერინე. მე მინდოდა, ასე ყოფილიყო!

-და რა მოიტანა ამან კარგი, თუ ყველა უარესად დატანჯული დარჩა?!

-ჩემი თავი მოიტანა... ისეთი, როგორიც ახლა ვარ. - ამღვრეულ თვალებში სხივი გაუკრთა
ახვლედიანს და გაეღიმა.

-რატომ უნდა მჯეროდეს შენი? რატომ უნდა გენდო ისევ, როცა ვიცი, მხოლოდ ჯაფარიძის
გამო იყავი ჩემთან?

-ამის გამეორებით არ დაიღლები? იმდენხანს გინდა იმეორო, სანამ თავს არ დააჯერებ, არა?! -
ჩაეცინა და მანძილი შეამცირა მათ შორის.

-ტყუილია?

-რა? რომელი ნაწილი? - ცალი ხელი წელზე მოხვია და მისკენ მისწია, რათა უკეთ შეძლებოდა
თვალებში ჩახედვა. - შენს თვალებზე რომ ვგიჟდები, უკვე ძალიან დიდი ხანია, ეგ ილიამ
მითხრა, უთხარიო; წასვლამდე კოცნა დაუტოვე რბილ ტუჩებზე სამახსოვროდო, ერეკლემ
დამარიგა. - ღიმილით უთხრა და ტუჩებზე გადაატარა საჩვენებელი თითი.

-დამცინი, არა?! - ძლივს შეძლო ხმის ამოღება გოგონამ.

-აბა რა გგონია, შენთან სათქმელ ტექსტებზე მე ვფიქრობდი?!

-მომშორდი! - გაუძალიანდა ჯაყელი მამაკაცს და მისი ხელების მოშორება ცადა. -


მეზიზღები!

-ანუ იმის დაჯერება გინდა, რომ შენთან არასდროს ვყოფილვარ გულწრფელი, მაგრამ ის არ
გჯერა, რომ ყოველ ნაბიჯზე ისინი მარიგებდნენ?! - გაეცინა ახვლედიანს და კედელთან
მიიმწყვდია გოგონა.

-საშინელი კაცი ხარ - მხოლოდ ამის დაჯერება მინდა!

-ეგ აზრი რიგში ჩადგეს, რადგან ჯერ იმის დაჯერება მოგიწევს, რომ არასდროს, ჩვენი ერთად
ყოფნის არცერთ მომენტში, შენთან არ მითამაშია! არცერთი სიტყვა, მოქმედება და შემოხედვა
იყო ყალბი; არცერთი! არასდროს მიფიქრია იმ წყეულ კაცზე და მის ბინძურ გეგმაზე შენთან
ყოფნისას. გაიგე? თუ გინდა, კიდევ გაგიმეორებ, რომ ამოიგდო ის მახინჯი ფიქრები თავიდან
და ესენი ჩაიბეჭდო, მათ მაგივრად!

-მიბრძანებ?!

-როგორ გიყვარს ჩემი გაშიფვრა. - კმაყოფილი ღიმილით აღნიშნა ანდრეამ და სახე კიდევ
უფრო ახლოს მიუტანა ეკატერინეს.

-და თუ მაინც არ მჯერა შენი?

-მეორედ! - თვალები აატრიალა ახვლედიანმა და მანამ შეუკვრა სუნთქვა ჯაყელს, სანამ ხმის
ამოღებას შეძლებდა. ისე აკოცა, რომ გაურკვეველი აღარაფერი დარჩენილიყო მათ შორის.
ისეთი სინაზით და ვნებით ერთდროულად, თითქოს იმას აგრძნობინებდა, რასაც სიტყვებით
ვერ ან არ ამბობდა.

მალევე მოშორდა მის ტუჩებს, მაგრამ ისევ ისე ჰყავდა კედელთან მიმწყდეული. თვალებში
უყურებდა და არაფერს ამბობდა. არც ეკატერინე ცდილობდა ხმის ამოღებას. ძალიან
დიდხანს იდგნენ და უბრალოდ უყურებდნენ ერთმანეთს. მერე უცებ დაირღვა მათი
იდილეა, როცა ჩახველების ხმა გაიგეს და ერთდროულად გაიხედეს შემოსასვლელი
კარისკენ, სადაც დარცხვენილი გიორგი თოიძე იდგა.

-ხელის შეშლა არც მიფიქრია... - თავი იმართლა გამომძიებელმა. ანდრეა სწრაფად მოშორდა
ჯაყელს და თოიძისკენ შებრუნდა. - არ მეგონა, აქ თუ დამხვდებოდით.

-დიახ, უცნაურად გამოვიდა ჩვენი აქ მოსვლა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით, ახალი არის რამე?!

-არა, ჯერ არ გვიპოვნია. - ამოიოხრა თოიძემ და პიჯაკი დივანზე მიაგდო. - ყველგან ვეძებთ,
ვიპოვნით აუცილებლად.

-სად შეიძლება, რომ იყოს? - ძლივს დაიმორჩილა ხმა ეკატერინემ და გამომძიებელს მიმართა.
- რაიმე ეჭვი გაქვთ?

-საუკეთესო ვარიანტი მისთვის სვანეთში წასვლა იყო. ალბათ, მაგისთვის იყიდა კიდეც იქ
სახლი.

-მაგრამ სულელი არ არის. უნდა ხვდებოდეს, რომ პირველ რიგში იქ მოვძებნით.

-ჰო, მეც ასე ვფქირობ. ამიტომაც მეეჭვება, იქ ძებნას აზრი ჰქონდეს.

-მისი ქალიშვილი არაფერს ამბობს? რანაირად არ იცის, სად შეიძლება წასულიყო მამამისი?!

-ინა ჯერაც შოკშია და წესიერად ვერ ახერხებს ჩვენთან საუბარს, მაგრამ მაინც არამგონია,
რომ რამე იცოდეს. რაც იცოდა, თქვა უკვე.

-ადრე თუ გვიან, ილია აუცილებლად დაუკავშირდება თავის შვილს. ინას დახმარებით


შეგვეძლება მასზე გასვლა. - გამოცდილი დეტექტივივით ლაპარაკობდა ანდრეა.

-მაგრამ ეს შეიძლება ძალიან გვიან მოხდეს, ჩვენ კი დრო არ გვაქვს.

-ჰო, ეს მართალია...

-ისე, კარგია აქ რომ დამხვდით ორივე, ლაპარაკი მინდოდა თქვენთან. ახლა, როცა ილია
გაქცეულია და არც კი ვიცით სად არის, ის განსაკუთრებით საშიშია. სავარაუდოა, რომ
რომელიმე თქვენგანზე თავდასხმა განახორციელოს. ამიტომ, როგორც უკვე გითხარით,
ანდრეა, დაცვას გამოგიყოფთ, როგორც პირადს, ასევე სახლის.

-ეს აუცილებელია?

-ჯაფარიძის დასაჭერად ყოველ წამს უნდა ვიყოთ მზად.

-გგონიათ, მაინც გაბედავს ჩვენზე თავდასხმას?


-ისე არ შეგეშვებათ, ეკატერინე. ასე მარტივად არ წავა...

-თქვენი თბილისში ყოფნა არ არის უსაფრთხო! - უცებ წამოიძახა ანდრეამ და ეკატერინეს


მიმართა.

-ვინ ჩვენი?

-შენი, მარიამის, დედათქვენის...

-ჩვენი არ არის და თქვენი არის? გინდა გავიქცეთ? - გაბრაზდა გოგონა.

-კი არ უნდა გაიქცეთ, უსაფრთხო ადგილას უნდა წახვიდეთ, ცოტახნით.

-და სად არის ეს უსაფრთხო ადგილი?! ილიას ყველგან შეუძლია ჩვენი მოგნება, რომ
მოინდომოს.

-ყველგან არა. - გაეღიმა ახვლედიანს. - იქ ვერ მოგაგნებთ, სადაც მე ვიყავი მთელი ეს დრო.

-გინდა მთაში გაგვხიზნო?!

-სანამ ჯაფარიძეს დავიჭერთ, უკეთესია. ხომ მეთანხმებით, ბატონო გიორგი?!

-ეკატერინე, გამოგიტყდებით და ვეთანხმები ანდრეას. ის კი არა, ყველა რომ წასულიყავით


უფრო მარტივი იქნებოდა ჩემთვის მუშაობა, მაგრამ ვიცი, რომ ბიჭები ამას არ
დათანხმდებით.

-რა თქმა უნდა, არა!

-არ მინდა წასვლა. აქ მინდა დარჩენა და ყველაფრის ცოდნა!

-არ არის აუცილებელი შენი სიჯიუტის მაშინ გამოვლენა, როცა ეს ასე უადგილოა. -
ამოიხვნეშა ანდრეამ. - თქვენი უსაფრთხოებისთვის ასე აჯობებს, ყველას გეხებათ ეს.

-ასე უცხო ხალხს შეგვიფარებენ შენი მეგობრები?

-არ ხართ უცხოები. ბათუ და შორენა იოანეს და მარიამის მეჯვარეები არიან. - გაეცინა
ანდრეას და თვალი ჩაუკრა გოგონას. - გადაწყვეტილი ამბავია. შენ, მარიამი და ალბათ,
დედათქვენიც მთაში იხიზნებით მანამ, სანამ ჩვენ აქ ილია ჯაფარიზეს დავიჭერთ! - ტაში
შემოკრა და ისე საზეიმოდ გამოაცხადა, თითქოს რამე სასიხარულოს ამბობდა.

ალექსანდრეს არცერთი წამით მოუხუჭავს თვალი. გულაღმა იწვა საწოლზე და გათენებამდე


წამებს ითვლიდა. როგორც კი ცა განათდა, წამოიწია და საათს დახედა - ცხრა სრულდებოდა.
აბაზანაში შევიდა, სახეზე ცივი წყალი შეისხა და გამოფხიზლება ცადა. შემცივნებულმა
კარადიდან ჟაკეტი გამოიღო, ჩაიცვა და მხოლოდ შემდეგ დატოვა საძინებელი. გვერდითა
ოთახის კარი ნახევრად ღიად იყო დატოვებული. ლიზას ისე მშვიდად ეძინა, თითქოს
გაღვიძებისთანავე ბარგის ჩალაგებას და სამუდამოდ წასვლას არც კი ფიქრობდა. გულის
სიღრმიდან წამოსულმა ყრუ ტკივილმა სახე დაამანჭინა. თავს უკანასკნელი ნაძირალასავით
გრძნობდა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ უკვე ძალიან გვიანი იყო რამის შეცვლა.

ოთახს მშვიდად ჩაუარა და მამის საძინებელს შეუღო კარი. ირაკლი პირქვე იწვა, კარისკენ
ზურგით. სანდრომ იფიქრა, რომ მასაც ეძინა და უჩუმრად გამობრუნდა უკან.

უზარმაზარ სახლში სრულიად მარტო იყო. სხვადროს ალბათ აივანზე გავიდოდა და სუფთა
ჰაერით გაიჯერებდა ფილტვებს, მაგრამ ამჯერად მამის დალუქული ოთახის შესწავლის
სურვილი შეუჩნდა და სწორედ მისკენ გასწია. კარი დაკეტილი დახვდა, მაგრამ იცოდა, სადაც
ინახებოდა გასაღები. კიბით დაეშვა პირველ სართულზე და კაბინეტს მიაშურა.

ანდრეასგან განსხვავებით, ბევრი წვალება დასჭირდა, მაგრამ სეიფის პაროლი მაინც ვერ
გამოიცნო. ყველა შესაძლო ვარიანტი ცადა, მაგრამ ძმის დაბადების თარიღის ციფრებით
აკრეფა არც უფიქრია. დანებებას და უკან გაბრუნებას აპირებდა, როცა მაგიდასთან დახრილს,
მამის ხრინწიანი ხმა მოესმა, ზურგიდან.

-ჩემს ოთახში გინდა შესვლა? - ღია კარში იდგა ირაკლი, სახეზე ფერმკრთალი, წელში
მოხრილი. სანდრო შეშინებული გასწორდა და დარცხვენილი ბავშვივით დადგა მამის წინ.

-მესმის, რომ გინდა. - კარის სახელურს დაეყრდნო ცალი ხელით დაუძლურებული


ახვლედიანი. - შენი ძმის დაბადების თარიღია... - თავდახრილმა დაილაპარაკა ისე, თითქოს
სასირცხვილოს ამბობდა რამეს. ალექსანდრეს გაკვირვებამ გადაურბინა სახეზე.

-ჰო, როგორ ვერ მივხვდი მე თვითონ... - ჩაიცინა და ისევ კარადისკენ შებრუნდა.

-ღამე აქ არ მოსულა? - წყენა და სასოწარკვეთილება იგრძნობოდა ირაკლის ხმაში.

-არ მოსულა.

-რა თქმა უნდა. აქამდე მერიდებოდა და ახლა, ალბათ, შორიდან დანახვაც აღარ მოუნდება
ჩემი. - ამოიოხრა მამაკაცმა.

-აუცილებლად მოვა. - დარწმუნებით ჩაილაპარაკა უმცროსმა ახვლედიანმა, სეიფიდან


გასაღები აიღო და ისევ დალუქა. - ანდრეას ყოველთვის იქ მიუწევს გული, სადაც დიდი
გასაჭირი და ტკივილი ტრიალებს.

-აქამდე ვძულდი და ახლა შემიბრალებს?

-ახლა კი არ შეგიბრალებს, შეგიყვარებს, მამა, მერწმუნე. - მკრთალად გაეღიმა ალექსანდრეს


და მამას გვერდი აუქცია.

-და შენ? - ზურგსუკან მიაწია კითხვა ირაკლიმ შვილს.

-ჩემზე როდის ღირდა დარდი? მე ხომ ყველაზე უპრობლემო შვილი ვარ მსოფლიოში...-
ნიშნისმოგებით გაეცინა და კიბეს აუყვა სწრაფად.
მარიამი გარიჟრაჟიდან ეზოში იჯდა პლედში გახვეული, ყავის ჭიქით ხელში და იყურებოდა
არსაით. ფიქრობდა ყველაფერზე, მაგრამ აზრს ვერაფერს ატანდა. ბევრი რამის გააზრება
სურდა, თუმცა ხვდებოდა, რომ ამას ვერც შეძლებდა და უკვე აღარც ჰქონდა აზრი. შიგადაშიგ
ერთ ყლუპ უკვე გაციებულ ყავას ოხვრაზე ცვლიდა და ამით გამოხატავდა თავის უმწეობას.

მზე უკვე ზენიტში ექცეოდა, როცა იოანემ მისი იდილეის დარღვევა გადაწყვიტა და ცხელი
ყავის ჭიქით ხელში მიუახლოვდა. გვერდით ჩამოუჯდა და პლედი მოაშორა მხრებიდან.

-ეს აღარ გჭირდება. - გაუღიმა და თბილი ნაჭერი გვერდით გადადო.

-ვერც გავიაზრე, რომ უკვე გათენდა. - ქმარს მოეხვია გოგონა და თავი მხარზე დაადო.

-დიდი ხანია ასე ხარ, რაზე ფიქრობ? - შუბლზე ტუჩები მიაკრა ცოლს და ხელი მოხვია, რათა
უკეთ შეძლებოდა ჩახუტება.

-უცნაურია, არა, ჩვენი მდგომარეობა? ახლა უბრალოდ უნდა ვიჯდე ასე დაუსრულებლად და
ვაანალიზო ჩვენ ირგვლივ დატრიალებული მოვლენები. ასე ბავშვობაში ვიყავი ხოლმე,
სკოლაში დავალებას რომ მომაყრიდნენ უზომოდ და სახლში დაბრუნებული, ვფიქრობდი,
საიდან დამეწყო. კვანძს ვერ ვპოულობ, იოანე, რომ ორივე ხელით ჩავაფრინდე და რაც
შეიძლება მალე გავბრდღვნა. ასე მგონია, ყელში ყულფი მაქვს წაჭერილი და... თუ მალე არ
გავიაზრებ მომხდარს, დავიხრჩობი.

-არ დაიხრჩობი, მარიამ. ძლიერი ქალი ხარ და თუ აქამდე ვერაფერმა დაგამარცხა, ახლაც
მყარად დარჩები, ორ ფეხზე მდგარი.

-იცი, რა მკლავს? ის ფაქტი, რომ საერთოდ არ მადარდებს დაიჭერენ თუ არა ილია


ჯაფარიძეს. ყველაფრის საწყისი და ბოროტების მთავარი „გამსაღებელი“ მამაჩემი იყო და არა
ის.

-ასეც ნუ იტყვი, მარიამ...

-მან მე ყველაფერი წამართვა! მამამ, საკუთარმა მამამ და წინაღმდეგობა რომ არ გამეწია,


ყველაზე ძვირფასსაც წამართმევდა, შენი სახით.

-მაგრამ წინააღმდეგობა გაუწიე და ახლა ერთი ოჯახი ვართ, აღარ გინდა წარსულზე ფიქრი.

-ის განცდა მანადგურებს, რომ მის პატიებას ვერასდროს შევძლებ, იოანე. ყველაზე მეტად მე
დამჩაგრა, ყველაზე მეტად მე გამანადგურა...

-ახლა განადგურებული ხარ?

-მხოლოდ იმიტომ არ ვარ, რომ გამიმართლა და ცხოვრების გზაზე შენ შეგხვდი. - წამოიწია
მარიამი და ორივე ხელი ყელზე შემოაჭდო მამაკაცს. - შენ რომ არ მყოლოდი... შენ რომ არ
მყოლოდი...წარმოდგენაც არ მინდა, რა ვიქნებოდი. უშენოდ, იოანე, არ ვიარსებებდი და
სადმე ქუჩაში შემთხვევით რომ შევხვედროდით, ყურადღებასაც არ მომაქცევდი იმიტომ, რომ
არ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც შენ მე გიყვარვარ.

-„უჩემოდ“ არასდროს წარმოიდგინო, მარიამ; შენ დატოვებას არასდროს ვაპირებ! - გაეღიმა


დანელიას და ცოლს მსუბუქად წაეტანა ტუჩებზე.

-მიყვარხარ. - ისე გულწრფელად მოწყდა ჯაყელის ბაგეებს ეს სიტყვა, თითქოს პირველად


უტყდებოდა დანელიას გრძნობებში. მამაკაცს მაშინვე ბედნიერი ბავშვივით აენთო თვალები
და გულში ჩაიკრა ცოლი.

-ერთად ყველაფერს შევძლებთ, ჩემო ექიმო, გპირდები! - ეჩურჩულებოდა და მაგრად ხვევდა


ხელებს.

საღამო ხანს დაბრუნდა ანდრეა სახლში. ალექსანდრე ვერანდაზე იდგა და ზემოდან


დაჰყურებდა ძმას, რომელსაც შორიდანაც კი უხეშად მოუჩანდა ჩაშავებული უპეები.
ნახევარი ტანით მოაჯირზე გადაფენილიყო უმცროსი ახვლედიანი, თხელ ტუჩებს შორის
ნახევრად ჩამწვარი სიგარეტის ღერი მოუჩანდა.

ანდრეას ეუცნაურა ასეთი სანდროს დანახვა. შექმნილ ვითარებაშიც კი უჩვეულოდ


გამოიყურებოდა მამაკაცი. შუბლი შეკრა და სწრაფად შეაღო სახლის კარი. როგორც
მოელოდა, ისეთი სიჩუმე დაუხვდა შინ, თითქოს სამკითხველო ბიბლიოთეკაში ამოეყო თავი.
არავინ მოუკითხავს, არც უძებნია, მაშინვე ზედა სართულის აივანს მიაშურა.

ალექსანდრე ისევ ისე იდგა, სულ არ ადარდებდა ანდრეას მისვლა-არ მისვლა. ახვლედიანი
ნელი სვლით მიუახლოვდა ძმას და გვერდით ამოუდგა. ლაპარაკის დაწყებას არ ჩქარობდა,
უნდოდა, სანდროს გამოეჩინა ინიციატივა. მაგრამ მამაკაცი იმდენად იყო გართული
ფილტვების ნიკოტინით ავსებით, გვერდით მდგომს ყურადღების ღირსადაც არ თვლიდა.

-ეგ სად იპოვე? - ამოიოხრა ანდრეამ, როცა მიხვდა, ისევ თავად უნდა წამოეწყო საუბარი და
ღიმილით მიუთითა სიგარეტის უკვე მილეულ ღერზე.

-შენს უჯრაში. - უკანასკნელი ნაფაზი დაარტყა უმცროსმა ახვლედიანმა და დახელოვნებული


მწეველივით, ორი თითის კვრით მოისროლა ჩამწვარი ღერი აივნიდან.

-ალბათ, თინეიჯერობისას შევინახე და აღარ მახსოვდა. - ჩაეცინა ახვლედიანს.

-მომკლავს?!

-მაქსიმუმ მოგწამლოს. - იხუმრა ანდრეამ და თავადვე გაიცინა.

-ახალი რომ მეყიდა, ის არ მომიწამლიდა სხეულს, არა?! - უჩვეულო ზიზღით გატენილ ტონს
ჩაცინება დაურთო სანდრომ.
-რა გჭირს, აღარ იტყვი? - სახე მოექუფრა მამაკაცს და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა.

-ლიზა წავიდა...

-როგორ წავიდა? სად წავიდა?

-სულ წავიდა... ჩემგან წავიდა... - არეულ თმაში თითები შეიცურა ახვლედიანმა და მოიჩეჩა.
ანდრეას არაფერი უთქვამს, ყრუდ დაიგმინა და სკამზე ჩამოჯდა.

-თუ მოინდომებ, შეძლებ მის დაბრუნებას. - დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ძლივს შეარჩია
სათანადო სიტყვები და მორიგი სიგარეტის ღერით გართულ ძმას მიაჩერდა. - მთელი
ცხოვრებისას ახლა ნუ მოწევ.

-მე ხომ კარგი ბიჭი ვარ და არ შემეფერება?! - ისეთი ირონია იგრძნობოდა სანდროს ხმაში,
ანდრეამ პირველად ამოიცნო საკუთარი თავი უმცროს ძმაში.

-კარგ ბიჭებს ცოლები არ ტოვებენ. - გაეღიმა მამაკაცს.

-ჰოდა საქმეც მაგაშია! - ტაში შემოკრა ახვლედიანმა და გაიცინა. - მთელი ცხოვრება მაგას
ვცდილობდი და ეგეც არ გამომივიდა!

-დეპრესიული კაცის საუბრები არ შეგეფერება.

-და რა შემეფერება? აჰ, გამახსენდა, მამაჩვენის გვერდით დგომა და მისი გამხნევება! სად
არის ახლა ჩვენი მამიკო? ახლავე წავალ და ვანუგეშებ, იქნებ ჩემს მხარზე იტიროს კიდეც!

-გაუბრაზებიხარ ლიზას წასვლას... თურმე ეგ გოგო ბევრად მეტს ნიშნავს შენთვის, ვიდრე
მეგონა... - სასხვათაშორისოდ აღნიშნა ანდრეამ.

-წავიდოდი მასთან და ლეკვივით მივუცუცქდებოდი, პანჩურს რომ ამომარტყამდა, ერთს


დავაკვესებდი თვალებს საბრალოდ, მაგრამ მეორე წამს მაინც ფეხქვეშ გავეგებოდი. ხომ იცი?
არ მეშლება ეგეთები. მაგრამ ჩვენს მამიკოს სულაც არ სურს ჩემი ნახვა, უფრო სხვას
ელოდება... - ცინიკურად ლაპარაკობდა ალექსანდრე.

-და ახლა ჩემზე უნდა იყარო ჯავრი? - გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა ახვლედიანს.

-წადი ირაკლისთან, ანდრეა, საყვარელ შვილს გელოდება!

-კარგი, აღარ გვინდა ეს ბავშვური ლაპარაკი. გეტყობა, რომ ღამე არ გიძინია. წადი, დაწექი.

-მონასავით მომსახურეებს, საბოლოო ჯამში, მხოლოდ საკუთარი თავი შერჩებათ ხოლმე -


გაუბედურებული და გაძარცვული! უძღები შვილი სახლში დაბრუნდა, ვისღა ჭირდება
ჩემნაირი?!

-ძალიან ხარ გაბრაზებული...

-იმ წყეულ ოთახში ვიყავი, ანდრეა! ყველა წერილი წავიკითხე.

-მერე? იმის გამო ბრაზობ, რომ ირაკლის დედაჩვენი არ ყვარებია? - ჩაეცინა ანდრეას.
-ვკითხულობდი და იცი, რას მივხვდი? - მე თქვენ არაფრით გგავართ! არც თქვენნაირად
სიყვარული შემიძლია, არც სიძულვილი, არც ერთგულება - საერთოდ არ მესმის თქვენი,
საერთოდ! ერთადერთი, რაშიც მამას დავემსგავსე, ჩემზე შეყვარებული ქალის გაუბედურება
იყო. წარმოგიდგენია? - ჩემთვის ყველაზე ღირსეულს,ყველაზე უღირს თვისებებში
დავემსგავსე! - აქეთ-იქით აქნევდა სიგარეტიან და უსიგარეტო ხელებს უმცროსი
ახვლედიანი და ანთებულ თვალებს არ აშორებდა მშვიდად მჯდომ ძმას.

-ნეტავ ვიცოდე, ჩემ მსგავსად ყოფნა რატომ გინდა ასე ძალიან, შვილო... - არსაიდან გამოჩნდა
ღია კარში ირაკლი. დაჩაჩანაკებული ბებრის მიხვრა მოხვრით ძლივს მიაღწია მაგიდამდე და
სკამს მიესვენა. - ან რატომ განიცდი ასე მონდომებით ჩვენ სხვაობას... - ამოიოხრა და
მოაჯირზე აკრულ შვილს შეხედა ამღვრეული თვალებით. - ანდრეა, რამდენს გაიღებდი, მე
რომ არ მგავდე? - ანდრეამ მაშინვე დახარა თავი, ხმა არ ამოუღია. - ხედავ? - ჩაეცინა ირაკლის
სუსტად. - ბედნიერი უნდა იყო, ალექსანდრე; ძალიან ბედნიერი!

-იმ ქალს ვატკინე ყველაზე მეტად და გავანადგურე, ვისაც მთელი გულით ვუყვარდი.
ბედნიერი როგორ უნდა ვიყო?

-ასეთმა ქალმა მე ორი შვილი გამიჩინა, მაგრამ მისი განადგურების პროცესს მაინც ვერ
შეუშალა ხელი. გიხაროდეს, რომ ახლა დაშორდი ცოლს და არა წლების მერე, როცა
დასანახად შეგეჯავრებოდათ ერთმანეთი.

-მამასნაირი რომ ყოფილიყავი, გამბედაობა არ გეყოფოდა და ლიზას ვერც ბოდიშს


მოუხდიდი გულწრფელად. - ხმის ამოღება ინება ანდრეამ.

-მაგრამ ჩემნაირი არ ხარ. - გაეღიმა ირაკლის და არაფრისმთქმელი თვალები გაუშტერა


სივრცეს.

ალექსანდრე ხმას აღარ იღებდა, მხოლოდ კვნესოდა, შიგადაშიგ, ძალიან ყრუდ და მხოლოდ
თავისთვის. ანდრეაც თავდახრილი იჯდა, ორივე ხელი კეფაზე ჰქონდა დაკრეფილი და
ბეჯითად დაჰყურებდა იატაკს.

ახვლედიანების მუდამ ბრდღვიალა, ბუმბერაზი სახლის ვერანდაზე იდგა დანგრეული


ოჯახი. უზარმაზარი შენობა კი უსულო ფიტულს ჰგავდა.

იმ ღამით ყველას ფხიზლად ეძინა. სახლებს გაძლიერებულად იცავდნენ და თოიძეც ფეხზე


იდგა, მაგრამ თვალის მოხუჭვისთანავე ყველას გაქცეული ჯაფარიძე ახსენდებოდა,
რომელიც ახლა ისეთი საშიში იყო, როგორც არასდროს.

ეკატერინე მარიამთან რჩებოდა ღამით. სახლში უკვე აღარც არავინ კითხულობდა, ყველას
თავისი გასაჭირი და საფიქრალი ჰქონდა. ჯაყელების სახლი აუტანლად ცარიელი ჩანდა
მაშინ, როცა ოთახებში იკეტებოდა ყველა და ერთმანეთს არც ენახებოდა.
სასტუმრო ოთახში დივანზე იჯდა გოგონა; ფეხები მოეკეცა და ხელებით შემოეჭდო.
ფიქრობდა განვლილ დღეზე და მომავალზე. ოჯახზე ეფიქრებოდა, გაქცეულ ჯაფარიძეზე და
უმეტესად ანდრეაზე.

მის ტუჩებს უკვე ორი კოცნა ახსოვდა ახვლედიანისგან. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს
სხვა აღარც შემოენახა იმ ბაგეებს, რომელსაც ის ეხებოდა. თითქოს პირველი იყო ანდრეა.

ეკატერინეს სხეული დათუნას აღარ ინახავდა. მისმა ტუჩებმა დაუფიქრებლად გაცვალეს


გასვიანი ახვლედიანში. და არა იმ დროს, როცა ჯაყელმა სიმართლე შეიტყო საყვარელ
მამაკაცზე; მაშინ, როცა ანდრეა ესტუმრა მის ბაგეებს პირველად.

ანდრეა სთავაზობდა მას რაღაც განსხვავებულს, ნამდვილს და უფრო სანდოს. მაგრამ სანდოს
მხოლოდ მაშინ, როცა თვალებში უყურებდა მამაკაცს და მის ხელებს წელზე გრძნობდა. ისე
კი უფსკრული არსებობდა მათ შორის და იმ ღამით, როცა წასასვლელად ემზადებოდა
ეკატერინე, ყველაზე მძაფრად გრძნობდა ამას.

-კატო, რატომ არ გძინავს? - ოთახში შუქის ანთება და მარიამის სიტყვები ერთი იყო.
ხალათში გამოწყობილი, კიბისთავთან იდგა და გაკვირვებით უყურებდა მარტო მყოფს.

-არ მეძინება. - ამოიოხრა გოგონამ და ფეხები ჩამოშალა. მარიამი მაშინვე გვერდით მიუჯდა
და თავი კალთაში ჩაადებინა.

-რა გაგჭირვებია? - ზევიდან დახედა, გაუღიმა და გაშლილ თმაზე დაუსვა თითები.

-რაღა კითხვა უნდა, არ იცი?

-ეგ ყველას გასაჭირია, მაგრამ შენ ახლა შენსას განიცდი, ვიცი. მომიყევი, რა.

-ხვალ რომ მივდივართ, იცი?

-იოანემ მითხრა. ბათუსთან და თეონასთან გვიშვებენ, ჩვენს მეჯვარეებთან.

-მერე მოგწონს ეგ აზრი?

-არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ის დრო არ არის, გავჯიუტდეთ.

-მარიამ, დედაც მოდის.

-ვიცი. - ხმამაღლა ამოიოხრა უმცროსმა ჯაყელმა. - რომ გითხრა, ბედნიერებით აღარ ვართქო,
დამიჯერებ? მაგრამ ახლა სხვა გზა არ არის.

-შენი წასვლის დღიდან ცუდად არის დედა, მაშო; გგონია, არ განიცდიდა შენ არყოფნას?!

-მაგრამ ქმარს ვერაფრით უპირისპირდებოდა, არა? თუნდაც ქალიშვილის გამო.

-ქეთევანი გუშინ ხომ არ გაგვიცნია?! ჩვენზე უკეთ ვინ იცის, როგორია, მაგრამ თუ ჩვენმა
ოჯახმა დღევანდელ დღემდე მოაღწია, მხოლოდ მისი დამსახურებაა.
-და იქნებ ჯობდა, არც მოეღწია?!

-არვიცი...რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ხომ ასეა?

-თქვენ კი.

-და შენც!

-მეც? ეგ უკვე არვიცი...

-აი, ნახავ, ლუკაც და დემეტრეც მალე მოვლენ შენთან და პატიებას გთხოვენ.

-მაგრამ ეგ აღარაფერს შემიცვლის... იმ ზიზღს და სიძულვილს, მათ თვალებში რომ


ვხედავდი იმ დღეს... ღმერთს ვთხოვ, რომ ოდესმე დამავიწყოს, მაგრამ რამდენად შევძლებ,
არ ვიცი.

-მე ხომ მაპატიე? მათაც აპატიებ.

-ახლა ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, გთხოვ. დრო გვიჩვენებს ყველაფერს. მირჩევნია იმაზე


ვისაუბროთ, რაც გაწუხებს.

-არაფერი მაწუხებს, მაშო. იმის გარდა, რაც ჩვენს ოჯახში ხდება.

-ჩემს მოტყუებას ცდილობ? - გაეცინა მარიამს. - არასდროს გამოგდის, ხომ იცი?!

-აბა რა გინდა, რომ გითხრა?

-ანდრეაზე ფიქრობ, არა?! - დის სათქმელი თავად თქვა და ეშმაკური ღიმილით მიაჩერდა.

-კარგი, რა... - ამოიოხრა და მაშინვე წამოიწია.

-ეკატერინე, არ გვინდა ბავშვობა. ერთმანეთისგან საიდუმლოებებს თერთმეტი წლიდან აღარ


ვინახავთ. - გაეღიმა უმცროს ჯაყელს და თავი უკან დაადებინა გოგონას. - მომიყევი
ყველაფერი!

-მოსაყოლი არაფერია. - ჯიუტი დუმილი ამჯობინა ეკატერინემ.

-საქმე ანდრეა ახვლედიანს ეხება - სათქმელი ყოველთვის არის!

-რთულია ჩემთვის მასზე საუბარი, მაშო. ვიცი, რომ გესმის და ნუ დამაძალებ, გთხოვ.

-მაგრამ თუ არ ვილაპარაკებთ, შენს თავში გადახარშავ ყველაფერს და როგორ იზამ ამას,


კაცმა არ იცის.

-ფიქრიც არ მინდა მასზე. უბრალოდ მინდა, ზამთრის ძილით დავიძინო და გამოვიღვიძო


მაშინ, როცა ყველაფერი დალაგებული იქნება. არ შეიძლება?! - სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა
ჯაყელს; დის კალთაში თავჩარგული უფრო მეტად გრძნობდა უმწეობას.

-ჩემი ძლიერი ეკატერინე არასდროს ნებდება, რატომ გავიწყდება?! - ტონი სიყვარულით


გაეჟღინთა მარიამს და უფროს დას ლოყაზე მიეფერა.
-დავიღალე მაგ სიტყვების მოსმენით. ეკატერინე ძლიერია, ეკატერინე ამტანია, ასეთია,
ისეთია. მეც დავიღალე, მაშო! ჩემი გამძლეობა და ამტანობა დაუშრეტელი არ არის.

-გგონია, არ მესმის შენი? მეც მქონდა მსგავსი პერიოდი, როცა მეგონა, მოწყვეტით
დავეცემოდი, მიწაზე და ვეღარ ავდგებოდი, მაგრამ მერე იოანემ მიპოვნა და ხელი
შემაშველა. შენც გჭირდება ასეთი ადამიანი.

-მაგრამ მე ასეთი ადამიანი არ მყავს. - თვალები აემღვრა გოგონას. - არ მყავს და თურმე, არც
არასდროს მყოლია.

-გყავს, ეკატერინე; ხომ იცი, რომ გყავს? - გაეღიმა მარიამს.

-არ გინდა, რა, მაშო... - ამოიოხრა ჯაყელმა და ისევ წამოჯდა.

-რატომ ცდილობ მის უკუგდებას, როცა ასე გჭირდება?

-იმიტომ, რომ ზედმეტად ბევრი ვნახე და გამოვცადე ამ ცხოვრებაში, რომ ისევ ვენდო. ვერ
ვენდობი, მარიამ, არ შემიძლია.

-ის დათუნა არ არის... მასსავით არ გაგიცრუებს იმედებს.

-მინდა, მაგის მჯეროდეს, გეფიცები, მთელი გულით მინდა და მჯერა კიდეც, როცა მის
გვერდით ვარ, მაგრამ ეს საზიზღარი ეჭვები არ მასვენებს! მატყუებდა; რისთვის ან რატომ, რა
მნიშვნელობა აქვს? შენ არ იცი, რა გადავიტანეთ ჩვენ ერთად. მე მას ბოლომდე მივენდე; მას,
ანდრეა ახვლედიანს, მაშინ, როცა მეგონა, ნიკუშას მკვლელი იყო. მან რა გააკეთა?!

-ხომ იცი, რომ მიზეზები ჰქონდა? მის დაცვას და გამართლებას არ ვცდილობ, მაგრამ შენზე
კარგად არავინ იცის, რა საშიში და თავზეხელაღებული ადამიანია ილია ჯაფარიძე.

-მთელი ის დრო, რაც მე და ანდრეამ თოიძესთან თანამშრომლობაში გავატარეთ, საშინლად


მტკივნეული და აუტანელი იყო ჩემთვის. საერთოდ არ მეგონა, რომ დათუნაზე სიმართლის
გაგების შემდეგ ცოცხალი დავრჩებოდი. იცი, როგორ ვიყავი?! საწოლზე ვეგდე ლეშივით
რამდენიმე დღე და ვერაფერზე ვფიქრობდი. ის ჩემ გვერდით იყო მაშინ... და ისე მივლიდა,
თითქოს ჩემზე ძვირფასი არავინ ჰყავდა ამქვეყნად. მას ვეჭიდებოდი... იმ განცდას, რომ
ორივენი ერთ ნავში ვისხედით და გარემოების მსხვერპლნი ვიყავით. გაუაზრებლად გახდა
ჩემი ზურგი; ადამიანი, რომელსაც მოვუბრუნდებოდი და მოვეხვეოდი მაშინ, როცა ცხვირწინ
გაჩენილ აუტანელ სიმართლეს ვეღარ გავუძლებდი. ზედმეტად ვენდე და იმედგაცრუებაც
ამის ტოლფასი მივიღე.

-ღმერთო, ეკატერინე, გიყვარს... - გაკვირვების ბგერები აღმოხდა თვალებგაფართოებულ


მარიამს.

-მაგრამ არ მინდა, მაშო; აღარ მინდა! - ცრემლებმა ჩაწითლებული გარსი გადმოლახეს და


ლოყებზე დაიწყეს ცვენა. - დათუნას შემდეგ აღარ მინდა იმავე ტკივილის გამოცდა.

-ანდრეა არასდროს გატკენს, კატო! შენც იცი ეს. იმიტომაც საუბრობ მასზე ისე გატაცებით,
როგორც დათუნაზე არასდროს გისაუბრია.
-გარანტია მჭირდება...

-გარანტიას ვერავინ მოგცემს, უნდა ენდო.

-მას ასე მარტივად ვეღარ ვენდობი.

-მას არა, საკუთარ თავს.

-და გგონია, ყველაფერი გამოვა? შენი აზრით, ამ ისტორიას ბედნიერი დასასრული ექნება?!

-ნუთუ არ ვიმსახურებთ ბედნიერებას იმ ყველაფრის შემდეგ, რაც თითოეულმა ჩვენგანმა


გადაიტანა? ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ მოვისურვებთ. - გაუღიმა მარიამმა დას და
მოეხვია. - შენ, ჩემო ძვირფასო დაიკო, ყველაზე მეტად იმსახურებ ბედნიერებასა და
სიყვარულს ისეთ კაცთან ერთად, როგორიც ანდრეა ახვლედიანია.

-ლამაზად ჟღერს შენი სიტყვები...

-რომლებიც რეალობაშიც მალე ახდება, აი, ნახავ! - გაეცინა გოგონას და წამოდგა. - ხვალ
ძალიან დამღლელი გზა გველის. იცი მაინც, რა სიმაღლეზე უნდა ავიდეთ?! წამოდი,
დავიძინოთ. - ხელი გაუწოდა და ეკატერინემაც მაშინვე შეაგება თავისი.

-ჩემი პატარა მაშიკო, როდის გამეზარდე ასე ძალიან, ჰა?! - თავზე აკოცა და მოეხვია.

-ხომ იცი, რაც არ გკლავს, გაძლიერებს. - ხელები მოხვია დას და მასთან ერთად აუყვა კიბეს
სიცილით.

დილით დანელიების ოჯახში შეკრებილთ გაკვირვებისგან პირი ღია დარჩათ, როცა კარზე
მომდგარი მანქანიდან ერთდროულად გადმოსული ბექა, ლუკა, დემეტრე და ქეთევან
ჯაყელები დაინახეს. კაცებს ისეთი კუშტი გამომეტყველება ჰქონდათ, თითქოს მათ
დასახოცად იყვნენ მოსულები.

ეზოს კარი ეკატერინემ გააღო და ოჯახს ხელით ანიშნა, რომ შესვლა შეეძლოთ. ბექამ
დანარჩენებს გადახედა და ბიძაშვილისკენ გაემართა - დემეტრე, ქეთევანი და ლუკა არც
განძრეულან.

-წამოდით. - სიტყვიერადაც მიიპატიჟა გოგონამ ოჯახისწევრები, თუმცა კი ხვდებოდა,


რატომაც იკავებდნენ თავს.

-გრძელი გზა გაქვთ გასავლელი? - ბექამ ჰკითხა ეკატერინეს და კიბესთან მდგარ მარიამს
გახედა.

-თუ მარიამს დავუჯერებთ, კი.


-მაშინ ჯობია, ახლავე წახვიდეთ, ჩვენი სახლში შემოსვლა და ჩაის სმა არაფერს გვარგებს. -
მშვიდად თქვა და უკვე მოახლოებულ დანელიებს გაუსწორა თვალი. - დილა მშვიდობისა.

-დილა მშვიდობისა... - დაძაბული ჩანდა იოანე. - აქ მოსვლა არ იყო საჭირო, ჩვენ


გამოვუვლიდით ქალბატონ ქეთევანს. - დაამატა შემდეგ და ოდნავ მოუშვა უნებურად
დაჭიმული სხეული.

-მარიამ, შენთან გვინდა ლაპარაკი. - მამაკაცს ყურადღება არც მიაქცია, უმცროს ჯაყელს
მიმართა და თავით მანქანაზე აყუდებულებისკენ ანიშნა.

-რაზე უნდა ვილაპარაკოთ? - წამიერად შეკრთა გოგონა; შეეშინდა.

-შეიძლება, რომ სადმე დავსხდეთ და მშვიდად დავილაპარაკოთ?

-რამე საჩქაროა? - ისე იკითხა მარიამმა, თითქოს ვერც ხვდებოდა, რაზე სურდა მის ოჯახს
საუბარი. იოანემ მხრებზე მოხვია ხელები ცოლს ნიშნად იმისა, რომ მასთან იყო და მშვიდად
ყოფნა შეეძლო.

-ბაღში დასხედით და ილაპარაკეთ, მე მანამდე ბარგს ჩავალაგებ მანქანაში. - დანელიამ


მიმართა ჯერ გოგონას, შემდეგ ბექას. ამ უკანასკნელმაც თავით ანიშნა მანქანასთან მყოფებს,
რომ „მოლაპარაკებებმა“ წარმატებით ჩაიარა და სახლში შესვლა შეეძლოთ.

ლუკა და დემეტრე გალახულებივით თავდახრილები იდგნენ. ისე მიდიოდნენ


დანარჩენებისკენ, თითქოს მხოლოდ ბრძანებას ასრულებდნენ და სულაც არ სურდათ,
ადგილიდან ფეხის მოცვლა.

ქეთევანი, როგორც ყოველთვის, ამღვრეული თვალებით უყურებდა ქმარს და შვილს. ისეთი


სახე ჰქონდა, თითქოს ომში აცილებდა ოჯახისწევრებს და არც იცოდა, ნახავდა თუ არა მათ
ისევ. ეკატერინე გვერდით ამოუდგა დედას და მოეხვია.

-ილაპარაკებენ, დედა; იქნებ იჩხუბონ კიდეც, მაგრამ იმაზე უარესი აღარაფერი მოხდება, რაც
უკვე იყო. - უთხრა და თავი მხარზე ჩამოსდო.

უჩვეულო დასანახი იყო ერთბაშად ამდენი ჯაყელი იოანე დანელიას კარის ზღურბლზე. ბექა,
ლუკა და თვით დემეტრე ჯაყელი სალაპარაკოდ მისულიყვნენ მტრის ოჯახში და არა
საომრად.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ უკვე გარკვეული იყო და ერთი შეხედვით, გასაყოფიც
აღარაფერი ჰქონდა ამ ორ ოჯახს, მარიამი მაინც ღელავდა, რადგან კარგად იცნობდა
მამამისსა და თავის ძმებს. ადამიანს უფრო ადვილად დათმობდნენ, ვიდრე წლების
განმავლობაში შეჩენილ ჩვეულებას; დათმეს კიდეც.

მარმარილოს კოხტად მოპირკეთებული მრგვალი მაგიდის გარშემო ჩამოსხდნენ ბიჭები.


დემეტრეს ფეხები ეკვეთებოდა, მაგრამ მაინც ფეხზე დარჩა. ხელები უკან შემოეწყო, წელზე
და მხრებში გამართული იდგა. ისე, თითქოს ამის მიზეზი ჰქონდა. დღის სინათლეზე მარიამი
ნათლად არჩევდა მის სახეს და პირველად ამჩნევდა, რომ დაბერებოდა მამა. აღარ ჰქონდა
ისეთი კუშტი გამომეტყველება, როგორიც გუნებაში გამჯდარ სიმკაცრეს გამოხატავდა და
შიშის ზარს ცემდა ნებისმიერს. უფროსი ჯაყელი ახლა უფრო მრავალ ტანჯვა გამოვლილ და
დაღლილ ადამიანს მოაგონებდა უცხო თვალს.

ძმები და მამა ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა, წამით ღელვა ჩაუცხრა და უხერხულობა
იგრძნო, დაბნეულობასთან ერთად. რა უნდა ექნა, როცა თავის სახლში პირველად იღებდა
მათ?! შექმნილ სიტუაციაში როგორ უნდა მოქცეულიყო?!

-ფეხზე ნუ დადგები, მარიამ, დაჯექი. - ფიქრი არ აცადა ბექამ ბიძაშვილს და თვალებით


მოუწოდა დაჯდომისკენ. უმცროსი ჯაყელი მაშინვე დაჰყვა მის ნებას.

-რაზე გსურთ ჩემთან საუბარი?! - მის ზედმეტად თავაზიან ტონში მაინც იგრძნობოდა
ირონია და ბრაზი.

ჯაყელებმა ერთმანეთს გადახედეს. თითქოს თანხმდებოდნენ, რომელს უნდა დაეწყო


ლაპარაკი. ბოლოს ლუკამ ამოიოხრა და წელში გაიმართა. გაოფლილ ხელებს მუხლებზე
იჭერდა. ისე ღელავდა, თითქოს მოხსენება ჰქონდა წასაკითხი უზარმაზარი აუდიტორიის
წინაშე.

-ჩვენ გვინდა, რომ რაღაცები გავარკვიოთ. - ზოგადი სიტყვებით არჩია დიალოგის დაწყება
მამაკაცმა.

-რა უნდა გავარკვიოთ? - ჩაეცინა მარიამს და ოდნავი შვება იგრძნო. მიხვდა, რომ
უკანასკნელი შემთხვევისგან განსხვავებით, ახლა თავად შეეძლო დიდგულზე ყოფნა.

-ჩვენი ურთიერთობა. - დააზუსტა ლუკამ და გვერდით მჯდომს გახედა, დამეხმარეო.

-ჩვენი დამოკიდებულება შენთან და შენს ქმართან. - მიეშველა ბექა.

-და რა გინდათ, რომ მითხრათ? - ხარბ ამონასუნთქს ამოაყოლა სიტყვები უმცროსმა ჯაყელმა.

-ახლა ის დრო არ არის, ერთმანეთს ვუჯიბროთ და ვექიშპოთ. უფრო საშიში მტერი გვყავს,
საერთო და გვინდა, თუ არა, ერთად უნდა დავდგეთ.

-აჰა, გასაგებია და ჩემგან რას ითხოვთ? ხომ წამოვედი დათმობაზე?! ეკატერინე და დედა ჩემი
მეჯვარეების ოჯახში მიმყავს.

-ჩვენ მაგას არ ვგულისხმობთ. - სახე აელეწა ლუკას. მიხვდა, რომ ყველა მოვლით გზას
გადაუკეტავდა მარიამი.

-ყოველთვის ენაკვიმატობით გამოირჩეოდი, ლუკა, ახლა რატომ ვერ მაგებინებ, რა გინდა?! -


გახელდა მარიამი. მთელს სხეულში იგრძნო ტემპერატურის მატება.
-ჩვენ გვინდა, რომ ეს ურთიერთობა აღარ გვქონდეს ერთმანეთში, იმ ყველაფრის
გათვალისწინებით, რაც მოხდა. - ისევ წაეშველა ბექა ბიძაშვილს.

-არ მითხრათ, რომ ჩემს ქმარს ოჯახში მიიღებთ. - საზურგეს მიეყრდნო მარიამი, რათა უკეთ
დაკვირვებოდა მათ სახეებს.

-თუ ის შენი არჩევანია...

-ჩემი არჩევანი იყო მაშინაც, როცა სახლიდან გამოგვაგდეთ!

-მაშინ სხვა დრო იყო!

-მაინც როგორი სხვა?! მე არ ვიყავი თქვენი და, თუ იოანე არ იყო ჩემი ქმარი?!

-მაშინ კბილებით უნდა დაგვეცვა ჩვენი ოჯახი. ახლაც ასეა, მაგრამ თურმე მტერი გვყოლია
სხვა.

-თურმე! - ჩაეცინა მარიამს.

-ჩვენ მაშინ ვერ გვეცოდინებოდა სიმართლე. ისე მოვიქეცით, როგორც სწორად მიგვაჩნდა.

-პრობლემაც ეგაა, რომ თქვენ მიგაჩნდათ სწორად.

-წარსულზე ლაპარაკს რა აზრი აქვს?! - მოკამათე და-ძმა გააჩუმა ბექამ. - მთავარია, რომ ახლა
აქ ვართ, სიმართლე ვიცით და მზად ვართ, უკან დავიხიოთ.

-თქვენთვის მარტივია უკან დახევა, აბა მე მკითხეთ?! იქნებ აღარ მინდა იქ დაბრუნება, სადაც
საშინლად მატკინეს და დამამცირეს?!

-ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, მაშო. მოგწონს ეს შენ, თუ არა.

-და ახლა ის დრო სულაც არ არის, რომ ერთმანეთს განვუდგეთ და წყენა ვატაროთ გულით.

-წყენას გულიდან ამორეცხვა უნდა, ბექა, მე კი საერთოდ არ მომისმენია თქვენგან საჭირო


სიტყვები.

-რა გინდა, რომ გითხრათ?!

-ის, რასაც ვიმსახურებ შენგან. - ძმას გაუსწორა თვალი. - რაც დამავიწყებს იმ ზიზღს, მაშინ
რომ ვხედავდი შენს თვალებში და ვგრძნობდი მთელი ტანით. გაქვს ეს სიტყვები ჩემთვის?! -
ძალიან ცდილობდა მარიამი, რომ დაუნდობელი ყოფილიყო და შეუვალი, მაგრამ ხმა
გაებზარა, როცა ლუკას თვალებში უყურებდა და ისევ გრძნობდა ბოლო შეხვედრის იარებს.

ლუკას უწინდელივით ჩაუწითლდა თვალების გარსი და ისევ აერია გამომეტყველება. თუმცა


ამჯერად სულაც აღარ ჰგავდა მძვინვარე მხეცს, უფრო მის მსხვერპლს, რომელიც თვალებით
ივედრებოდა, არ მომკლათო.

-ბოდიშს გიხდი, მაშო, რომ დაუნდობლად მოგექეცი და მთელი ჩემი პიროვნების სიცხოველე
შენ გადმოგაფრქვიე. - უსაშველოდ უჭირდა კბილებს შორიდან სიტყვების გამოძრობა
ჯაყელს, მაგრამ თვალებში უყურებდა დას და გაუაზრებლად ლაპარაკობდა.
მარიამმაც და ბექამაც წამიერი შოკი განიცადეს; ვერაფრით იფიქრებდნენ, რომ ლუკა ასე
მარტივად შეძლებდა ბოდიშის მოხდას და თან ისე, რომ თვალსაც არ მოაცილებდა უმცროს
ჯაყელს.

გულით უნდოდა მარიამს, სხვა პასუხი ჰქონოდა და სულ სხვა რამ ეთქვა მის წინ ასე უმწეოდ
მჯდომისთვის, მაგრამ იმ წამს ყველაზე მძაფრად გრძნობდა, იმ ზიზღს, ბრაზსა და წყენას,
რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ბუყბუყებდა მის გულში. რომ არ
გაეთავისუფლებინა, თავი რომ არ მოეხადა იმ კასრისთვის, სადაც ამხელა ბოღმას ინახავდა,
ცოცხლად შეიჭმებოდა.

-ნუთუ ასე ცოტა გიღირს შენი კაცობა, ლუკა?! - ნელა წარმოთქვა მარიამმა და სვენებ-
სვენებით, რათა სიტყვებს შორის ჩაღვრილი ღვარძლი კარგად ეგრძნოთ ლუკასაც და
სხვებსაც.

ერთიანად გაფითრდა ჯაყელი, ყურებს ვერ დაუჯერა. არც იმას ელოდა, რომ გოგონა ფეხებში
ჩაუვარდებოდა და იყვირებდა, რომ დიდი ხნის წინ აპატია, მაგრამ დის სიტყვები არცერთ
წარმოსახვაში ეწერა მისთვის. მერე, უცებ, იმ სიტყვებმა დაიგუგუნა ყველა ჯაყელის
ყურებში, ლუკამ რომ მარიამს უთხრა იმ დღეს, როცა სახლიდან აგდებდა.

წაშლილი სახეების დანახვისთანავე მიხვდა მარიამი, რომ მისმა სიტყვებმა დანიშნულება


შეასრულეს და წამოდგა.

-ჩაალაგებდნენ ბარგს უკვე, წასვლის დროა. - შებრუნდა და მშვიდად გადადგა რამდენიმე


ნაბიჯი.

-მარიამ! - იქამდე ჩუმად მყოფმა დემეტრემ ხმა ამოიღო და გაბრაზებულ-მავედრებელი ხმით


შესძახა. გოგონა მაშინვე შედგა და მამას მიუბრუნდა.

-როგორც ყოველთვის, შენს ბოდიშს შენი შვილები იხდიან. - ჩაიცინა და თავი გააქნია. -
იმედები გამიცრუე, მამა. - მთელი სხეულით გრძნობდა ნათქვამ სიტყვებს, რომელთაც
ზეიმის ზარები ააგუგუნეს ყურებში. არასდროს ყოფილა იქამდე ასე გახელებული, ზიზღით
თავდაკარგული. თვალებში ირონიის ცეცხლი ენთო და მოურიდებლად უშვერდა მამას, რათა
კარგად შეძლებოდა მისი დანახვა და იმ ტკივილზე ბევრად აუტანელის განცდა, რაც მან,
თავად, განიცადა.

ზურგის შექცევა და წასვლა არც ამჯერად გასჭირვებია. უკანაც აღარ მიუხედავს, თუმცა კი
ერთ სიცოცხლედ უღირდა მათი გაფითრებული-გაწბილებული სახეების დანახვა. ისე ამაყად
მიაბიჯებდა, თითქოს ომიდან ბრუნდებოდა გამარჯვებული. ალბათ ასეც იყო; მისთვის ომში
გამარჯვებას ედრებოდა საკუთარი საქციელი. და კარგად იცოდა, რომ მეორე დილას, ერთ
კვირაში, ერთ თვეში ან თუნდაც, იმავე საღამოს, სინდისის ქენჯნა შეუწუხებდა გულს, მაგრამ
იმ წამს, სიამოვნებით გაჯგიმული, ამაზე ვერც ფიქრობდა.

იოანე სახლის კართან იდგა და ელოდა მის გამოჩენას. სიტყვები არც გამხდარა საჭირო, მისი
სახის გამომეტყველების დანახვისთანავე მიხვდა ყველაფერს და ხელები გაშალა, რათა
მარიამს ჩახუტება შეძლებოდა.
მაგრად გადაეხვია ცოლ-ქმარი ერთმანეთს და ჯაყელმაც მაშინვე იგრძნო სისუსტე. დანელია
მჭიდროდ ხვევდა ხელებს, რათა ის ტკივილის მარცვალი გაექრო მისი გულიდან, რომელიც
შემდეგში აუცილებლად გაღვივდებოდა და მოედებოდა ყველა ორგანოს.

-წავიდეთ, რა, გეხვეწები, აღარ მინდა აქ გაჩერება. - შეევედრა ისე, თითქოს საკუთარ სახლის
კი არა, მტრის ეზოში მდგარიყვნენ.

-წავიდეთ, წავიდეთ. - ტუჩის კუთხეში აკოცა გოგონას და ხელი მოხვია.

ეკატერინე და ქეთევანი უკვე მანქანაში ისხდნენ. მარიამმა უხმოდ გააღო კარი და ისე დაჯდა,
მათთვის არც შეუხედავს. დედა-შვილმა მაშინვე ერთმანეთს გადახედა. ქალმა ძლივს
გასაგონად დაიგმინა; ცრემლებმაც მაშინვე იჩინეს თავი. კატომ ხელზე ხელი დაადო დედას
და მაგრად მოუჭირა, რათა თანადგომა ეგრძნობინებინა. კარგად იცოდა, დის რთული და
მძიმე ხასიათი. არც ელოდა, რომ ყველაფერი ასე მარტივად მოგვარდებოდა. ამიტომაც
წინასწარ მზად იყო, რომ მთელი იმ დროის განმავლობაში, რომელსაც სამნი ერთად
გაატარებდნენ, თავად უნდა ყოფილიყო მედიატორი.

-იქნებ ჯობია, რომ შენც მათთან დარჩე?! - წასვლამდე ბექამ უთხრა იოანეს.

-ამის აუცილებლობა არ არის, თანაც ანდრეას ვერ დავტოვებ. რომ არ ვიყო დარწმუნებული,
უსაფრთხო ადგილზე მიმყავს, არ წავიყვანდი, მერწმუნე.

-კარგი, მჯერა შენი. - ამოიოხრა ჯაყელმა მძიმედ.

-მარიამის რთული ხასიათი თქვენზე უკეთ არავინ იცის, დრო სჭირდება და აუცილებლად
მოლბება. - სასხვათაშორისოდ თქვა დანელიამ.

-ვიცი, რომ მოლბება. - შუბლი შეკრა მამაკაცმა, სახე მოექუფრა.

-იქ ტელეფონი არ დაიჭერს, რომ იცოდეთ. რამის თქმა თუ გინდათ, ახლავე უთხარით.

-რამე რომ გაუჭირდეთ, როგორ შეგვატყობინებენ?!

-შეგვატყობინებენ, ნუ ღელავ მაგაზე. სანდო კაცია ბათუ, დაუფიქრებლად მიებარება


ყველაზე ძვირფასი. - გაეღიმა იოანეს, თავი დაუკრა ცოლისძმას და მანქანისკენ შებრუნდა.

ჯაყელებმა მანამ გააყოლეს პირქუში მზერა მანქანას, სანამ ქუჩის კუთხეს არ მიეფარა ეს
უკანასკნელი. მერე ისევ ისე თავდახრილები, გაწბილებულები და გულმოსულები ჩასხდნენ
თავიანთ ავტომობილში და სახლში დაბრუნდნენ.
მთაში მიმავლები თბილისს დიდი ხნის გაცელილები იყვნენ, როცა ეკატერინეს ტელეფონმა
დაურეკა. როგორც კი ანდრეას ნომერი იცნო ეკრანზე, ძლივს დამშვიდებული გულის
გამალებით ძგერა იგრძნო მკერდში და ფანჯრისკენ მიჩოჩდა.

-გისმენ. - ისე ჩუმად დაილაპარაკა, თითქოს სირცხვილი ყოფილიყო ხმის ამოღება. ქეთევანი
ყურადღებსაც არ აქცევდა, ფანჯარაზე ჰქონდა შუბლი მიყრდნობილი და თვალები
მინაბული.

-გახსოვს, ერთხელ გკითხე, შენი აზრით არსებობდა თუ არა ჩემი სულის მხსნელი ადამიანი
ამ ქყვეყნად. შენ მიპასუხე, რომ თავად ვერასდროს იქნებოდი ასეთი სულგრძელი, მაგრამ
სხვა შეძლებდა ჩემ დახმარებას. - სწრაფად ლაპარაკობდა ახვლედიანი. ეტყობოდა, რომ
ღელავდა.

-მოსკოვში მოხდა ეგ... - მისი ლაპარაკით დაბნეულმა, ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა, რათა


ვერავის გაეგო.

-ხოდა უბრალოდ იცოდე, რომ შენ ხარ ეს ადამიანი, ეკატერინე! შენ ხარ ის ერთადერთი,
ვისაც ჩემნაირი კაცის გადარჩენა შეუძლია. კარგ ადგილას მიდიხარ საფიქრელად. იცოდე,
სხვებთან ერთად, ყოველ საღამოს, ამ სიტყვებზე ფიქრიც არ დაგავიწყდეს! - უთხრა და ისე,
რომ მის პასუხს არც დალოდებია, გათიშა.

ქაოსი გაატანა ანდრეამ თან ეკატერინეს. იმ სიტყვებმა, რომელთაც თითქოს პასუხგაუცემელი


კითხვა აღარ უნდა დაეტოვებინა, ყველაფერი მეტად აურია, აბურდა და ახლართა, მის
გულში. აჩქარებულ პულს კი დანამდვილებით გრძნობდა ჯაყელი. ისიც იცოდა, მოძრავი
მანქანიდან სადმე ანდრეა რომ დაენახა, ისე გააღებდა კარს და გადახტებოდა, მასთან
ჩასახუტებლად, არც დაფიქრდებოდა.

ეკატერინესთან დარეკვით კმაყოფილმა და გულდამშვიდებულმა ანდრეამ ღიმილით ჩაიდო


მობილური ჯიბეში და კარზე დააკაკუნა. თითებს კედელზე ათამაშებდა ნერვულად.
ბავშვობიდან ეჯავრებოდა დამშვიდობება, მითუმეტეს ძვირფას ადამიანებთან.

ნაბიჯების ხმა მალევე გაიგო და მხრებში გასწორდა. კარის საკეტის გაჩხაკუნებისას


ამოიოხრა და ღიმილი მოამზადა, ზღურბლზე შემხვედრისთვის.

-ანდრეა?! - ისე გაოცდა მასპინძელი მამაკაცის დანახვისას, თითქოს არ შეიძლებოდა, რომ


ახვლედიანი მდგარიყო კართან.
-გამარჯობა, ბარბარე. - განსაკუთრებული სითბოთი გაჯერებული ხმა ჰქონდა. -
სალაპარაკოდ მოვედი შენთან, შემომიშვებ?

-რა თქმა უნდა, შემოდი, მაგრამ როგორ მომაგენი?! - დაბნეული ქცევები ჰქონდა გოგონას.
სწრაფად გაიწია და სტუმარი შეატარა სახლში.

-უტამ მითხრა, რომ იმ საღამოს ამ მისამართზე მოგიყვანა. - დიდ და ნათელ ოთახში შეაბიჯა
ანდრეამ ლაპარაკით. - მარტო ხარ?

-ჰო, მარტო ვარ. ეს დედაჩემის ძველი მეგობრის სახლია, რამდენიმე დღით აქ გავჩერდით.

-როგორ არიან ირინა და თეკლე? მომხდარზე უამბე რამე?

-ყველა ტელევიზია მაინც ამაზე საუბრობს, მაგრამ მაქსიმალურად მოკლედ მოვუყევი


ყველაფერი. კარგად არიან, ახლა საელჩოში არიან წასულები.

-საელჩოში რატომ?

-აქედან მივდივართ, ანდრეა. გერმანიაში ვბრუნდები და ისინიც თან მიმყავს. - თვალებში


სევდა ჩაუდგა ჟღენტს.

-გასაგებია... - თავი დააქნია მამაკაცმა და თითები ერთმანეთში ახლართა. უჭირდა სიტყვების


პოვნა და ლაპარაკის საჭირო კუთხით წარმართვა.

-ვიცი, რომ დამნაშავედ გრძნობ ჩემ წინაშე თავს. - ბარბარეს ეყო გამბედაობა. მაგიდასთან
მჯდომს მიუახლოვდა და ხელზე დაადო ხელი. - მაგრამ ახლა, როცა ყველამ იცის სიმართლე,
ისე თავისუფლად ვგრძნობ თავს, როგორც არასდროს.

-არაფერი უნდა გეთქვა, ბარბარე. მე და შენ წლების წინ შევთანხმდით, რომ ჩვენს
საიდუმლოს არ გავცემდით.

-ეგ შეთანხმება არასწორი იყო, ანდრეა! მხოლოდ შენ დაზარალებას და ჩემთვის ხელის
დაფარებას ემსახურებოდა. რამდენი უბედურება გადაიტანე ჩემ გამო? კიდევ რამდენს
გადაიტანდი?!

-ეს შენი საფიქრალი არ იყო.

-იყო, რა თქმა უნდა, იყო! ჩემი პირველი და უმთავრესი საფიქრალი სწორედ ეს იყო! ვერ
წარმოიდგენ, როგორ მიჭირდა იმ გრძნობით ცხოვრება, რომ ჩემ გამო მკვლელის სტატუსს
ეგუებოდი. სინდისის ქენჯვნაზე უარესი არაფერია ამქვეყნად; არც დამნაშავის წოდება.

-მე მაშინ ის გავაკეთე, რაც სწორად მიმაჩნდა. მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია. შენთან იმის
სათქმელად მოვედი, რომ უნდა დაივიწყო ის საღამო. ჯაყელების არაფერს მოიმოქმედებენ
შენ წინააღმდეგ, ისევ მე დავრჩები ნიკა ჯაყელის მკვლელად, ყველას თვალში.

-მე ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა... იმ ადამიანებს უნდა სცოდნოდათ, რომ მათი
საყვარელი ადამიანი მე მოვკალი და არა შენ.

-მხოლოდ იმიტომ, რომ დამაგვიანდა! რამდენიმე წუთით ადრე რომ მოვსულიყავი...


-მაგრამ არ მოხვედი. არავინ იცის, რა იქნებოდა, შენ რომ უფრო ადრე მოსულიყავი. ამაზე
ფიქრი არც ღირს.

-მაპატიე, ბარბარე, თუ გაგაწბილე და ბოლომდე ვერ დავიცავი ჩვენი საიდუმლო.

-პატიებას მე უნდა გთხოვდე, ანდრეა. ყოველდღე თავიდან უნდა გიხდიდე ბოდიშს.


წარმოდგენაც არ მინდა, რამდენი საშინელება გამოიარე ჩემ გამო.

-ეს ჩემთვის გავაკეთე და შენ ეს იცი. - გაეღიმა ანდრეას და ბარბარეს სუსტი მტევანი თავის
ხელისგულში მოიქცია. - ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მივიღე, რაც კი ცხოვრებაში
შემეძლო.

-საოცარი ადამიანი ხარ, ანდრეა. ღმერთის ყოველდღე მადლობელი ვიქნები, რომ შენი თავი
მარგუნა მფარველად. - თვალები აემღვრა ჟღენტს. - თუ ვინმე იმსახურებს ბედნიერებას
ცხოვრებაში, ეს შენ ხარ.

-ჩემი თავისა რა მოგახსენო, მაგრამ აი, შენ კი ნამდვილად მიიღებ ყველაფერს ამ


ცხოვრებისგან, რაც გსურს. ახალ ცხოვრებას დაიწყებ, შენს ოჯახთან ერთად და ყველაფერი
იდეალურად გექნება, ნახავ! - გაეცინა ბოლო სიტყვებზე ახვლედიანს.

-ჰო, ახალი ცხოვრება ნამდვილად მჭირდება. თურმე იმაზე მეტი ნაგავი მქონია ძველში,
ვიდრე წარმოვიდგენდი. ბოდიშს გიხდი, რომ ჯაფარიძისნაირ კაცს მივენდე და შარში
გაგხვიე.

-ბოდიშს ნუ მიხდი. შენ ვერ გეცოდინებოდა სიმართლე.

-უბრალოდ დაქალს ვენდობოდი... ადამიანს, რომელიც თურმე ყველაზე საშიში ყოფილა


ჩემთვის.

-ილიამ სიმართლე ინასგან იცოდა?

-ჰო, მისგან. ერთ ღამეს, როცა სინდისის ქენჯნას და წარსულის აჩრდილებს ვეღარ გავუძელი,
გული გადავუშალე. მას კი მამამისისთვის მოუყოლია ყველაფერი...

-ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა.

-მაგრამ ამიერიდან მეცოდინება, ვისი ნდობა ღირს და ვისი არა. - სევდიანად გაეღიმა
ბარბარეს.

-რა თქმა უნდა, ახლა ბევრად ძლიერი გოგო იქნები! - ისევ გაეცინა ანდრეას. - ერთ რამეს
შემპირდები, ბარბარე?

-რას?

-მინდა შემპირდე, რომ წარსულს აღარასდროს გაიხსენებ და ლაღად იცხოვრებ. დამპირდები?

-ასე მარტივი არ არის...

-არ არის, მაგრამ ახლა, როცა ყველაფერი გარკვეულია, შესაძლებელია. დამპირდი, გთხოვ.
-კარგი, გპირდები, ანდრეა, რომ შევეცდები ბედნიერად ცხოვრებას.

-თუ ოდესმე ჩემი დახმარება დაგჭირდება, ცხოვრებაში, დამირეკე და მეც მაშინვე შენთან
გავჩნდები. მინდა იცოდე, რომ ჩემი სახით ყოველთვის გეყოლება ერთგული მეგობარი
თბილისში.

-უღრმესი მადლობა, ყველაფრისთვის. - თავი ვეღარ შეიკავა გოგონამ და მამაკაცს მოეხვია. ამ


უკანასკნელმაც ღიმილით მოხვია ხელები.

-აეროპორტში აუცილებლად გაგაცილებ, კარგი? მინდა დავრწმუნდე, რომ უსაფრთხოდ ხარ.

-კარგი, გამაცილე.

-ნებისმიერ დროს დამირეკე, საათს არ აქვს მნიშვნელობა.

-დაგირეკავ.

-მშვიდად იყავი, კარგი? მე არ დავუშვებ, რომ ჯაფარიძემ ან ვინმე სხვამ გიპოვნოს და ისევ
გაგხვიოს ამ სიბინძურეში.

-მჯერა, ანდრეა. - ღიმილმა გაუპო ტუჩები ბარბარეს. - მე ხომ ამ ქვეყნად ორი ანგელოზი
მყავს. ცაში მამაჩემი და დედამიწაზე შენ. უცნაურია ,არა? ყოველთვის ამბობდი, ჩემი
ანგელოზი ხარო და საბოლოო ჯამში, პირიქით გამოვიდა. - ჩაიცინა მსუბუქად.

-იმ ღამემ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა, ბარბარე. - ხმა ოდნავ ჩაეხრიწა მამაკაცს. - იმ
კლუბში სრულიად სხვა ანდრეა შევიდა და სხვა გამოვიდა. თუ გგონია, სამადლობელი
მხოლოდ შენ გაქვს, ძალიან ცდები. ის, რაც ახლა ვარ, მეტწილად შენი შექმნილია და ამის
თქმა არასდროს მომერიდება.

-საუკეთესო ხარ! - ცრემლი ვეღარ შეიკავა გოგონამ. ანდრეას გაეღიმა და ისევ მოხვია ხელები
წელზე.

-შეხვედრამდე, ბარბარე. - ყურთან უჩურჩულა და სწრაფად მოსცილდა.

-ნახვამდის, ანდრეა. - უპეები შეიმშრალა ჟღენტმა და უკვე კართან მდგარს გაუღიმა.

უფრო მსუბუქი გამოვიდა სახლიდან, ვიდრე იყო. პირველად გრძნობდა, ბარბარესთან


მიმართებით, რომ ყველაფერი მშვიდად იყო და ღელვის საფუძველი არ ჰქონდა. კორპუსს
ჩამოშორდა თუ არა, ჟაკეტის ჯიბიდან თოიძის მიცემული დიქტოფონი ამოიღო და ძირს
დააგდო. რამდენჯერმე გამეტებით ჩაარტყა წიხლი, რათა კარგად დაემტვრია. შემდეგ,
ნაწილ-ნაწილ დაშლილი, წამოკრიბა და ნაგვავში უკრა თავი.

კმაყოფილი ღიმილით გაიმართა წელში. სამუდამო სიმშვიდე ნელ-ნელა ეპარებოდა


სხეულში და საოცარი კმაყოფილების გრძნობას უჩენდა. გასაღები ხელში შეათამაშა და
მშვიდი ნაბიჯით გაემართა მანქანისკენ.
მშვიდი დღეები მიეწყო ერთმანეთს. ყველა მხრიდან ელოდებოდნენ დარტყმას, მაგრამ ილია
ჯაფარიძე არსად ჩანდა. თოიძე ვერც იმას ამბობდა დარწმუნებით, იყო თუ არა გაქცეული
ისევ საქართველოში.

ინა ოცდაოთხსაათიან კონტროლზე იყო აყვანილი. ეგონათ, შვილს მაინც დაუკავშირდებოდა


მამაკაცი, მაგრამ უშედეგოდ.

ყველგან ეძებდნენ - საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში, მაგრამ არსად იყო მისი კვალის
ნასახი.

ორი კვირა იწურებოდა მისი გაქცევიდან და გამოძიებას ოდნავი წინსვლაც არ ჰქონდა.


გამომძიებელი გათენებულ დღეებს იმაზე ფიქრში ატარებდა, სად შეიძლებოდა ყოფილიყო
ილია და რა იქნებოდა მისი შემდეგი სვლა. რენე ვეღარ სცნობდა თავის უფროს. მუდამ
გაწონასწორებული და თადარიგიანი ადამიანის მაგივრად, ყოველ დილით წვერგაუპარსავი
და თვალებჩაწითლებული კაცი ხვდებოდა კაბინეტში, შმაგი გამომეტყველებით.

ჯაყელებ-ახვლედიანების დანახვა საერთო მტრის წინააღმდეგ უჩვეულო მოვლენა იყო


ქალაქში. ჭორები მოურიდებლად დასეირნობდნენ ქუჩებში და ყველას ენას ეწებებოდნენ.
ნოდარ გამყრელიძის მასკარადზე საუბარი არ ბეზრდებოდათ. სხვადასხვა ინტერპრეტაციით
ყვებოდნენ ილია ჯაფარიძის მიერ ჩადენილს და მეტ სიმძაფრეს სძენდნენ მომხდარს. ზოგს
ეცოდებოდა ჯაყელებ-ახვლედიანები, ზოგი ვერ იჯერებდა, ბევრი იცინოდა, რამდენიმე კი
ნიშნს უგებდა - ახია მაგათზეო.

ანდრეასთვის და დანარჩენებისთვის ქუჩაში გავლაც კი აუტანელი ხდებოდა. თუმცა კი არ


სცხელოდათ ამისთვის, რადგან დაგეშილი ძაღლებივით ჩასაფრებულები იყვნენ ილიას
გამოჩენისთვის.

ორი კვირის განმავლობაში არ ჩანდა ჯაფარიძე. თოთხმეტი დღე არ ეძინათ მოსვენებით.

მერე კი, უცებ, ხმა დაირხა საქართველოში აღარ არისო. აზერბაიჯანში გადაფრინდა, იქიდან
კი გემით ყაზახეთში გაპარვა მოახერხაო. ბევრი მოწმე იმასაც ირწმუნებოდა, რომ ჯაფარიძის
გარეგნობის კაცი გემზე ნახეს. ზოგი გადაჭრითაც ამბობდა, ნამდვილად ილია იყოო.

გიორგი თოიძეს არავისი სჯეროდა. გუმანით გრძნობდა, რომ ასე მარტივად არ


დასრულდებოდა ეს საქმე. გუმანი კი გამოცდილ გამომძიებელს არასდროს ღალატობდა.
უფროსობა უკვე დაჟინებით თხოვდა, რომ სხვა საქმეზე გადართულიყო და
ინტერპოლისთვის გადაეცა ჯაფარიძე. თავიდან მტკიცე უარზეც იდგა და დროს ითხოვდა,
მაგრამ ზუსტად ორი კვირის თავზე ბრძანება გასცა და ჯაყელებ-ახვლედიანების სახლებს
დაცვა მოაშორა.

ბექას, ლუკას და დანარჩენებს სულაც არ მოსწონდათ მისი გადაწყვეტილება. დანებდაო


თოიძე, ამბობდნენ გულმოსულები და თავისი ხერხებით ცდილობდნენ ილიას პოვნას. არც
ალექსანდრეს მოსწონდა დეტექტივის გადაწყვეტილება. მხოლოდ ანდრეა იყო ჩუმად და
სტამბულში გასამგზავრებლად ემზადებოდა.

რა თქმა უნდა, არავისთვის უთქვამს, რომ დუდა მაჩაბლის სანახავად მიემგზავრებოდა. ისე
წავიდოდა და ჩამოვიდოდა, ვერავინ ვერაფერს მიხვდებოდა, რადგან ყველა მიჩვეული იყო
ანდრეასგან რამდენიმე დღით გაქრობას. მხოლოდ იოანემ და მათემ იცოდნენ მისი გეგმების
შესახებ და სულაც არ მოსწონდათ მისი თურქეთში წასვლის იდეა.

_*

სტამბულის ქუჩებში, როგორც ყოველთვის, ზღვა ხალხი ირეოდა. ტურისტები,


ადგილობრივები, თურქი თუ სომეხი ვაჭრები იმ მოწესრიგებულ ქაოსს ქმნიდნენ, რომელიც
განუმეორებელ ხიბლს სძენდა ამ ქალაქს და მომაჯადოებელ ჯაჭვებში აქცევდა თითოეულ
დამსვენებელს.

სექტემბერში განსაკუთრებით ცოცხალი იყო ქალაქი. ჯერ კიდევ იგერიებდა ზაფხულის


ნეტარებით გამჯდარ ტურისტებს, რომელთაც დაუშრეტელი წყურვილი კლავდათ, უკეთ
გაეცნოთ ერთდროს ანტიკური რომის იმპერიის დედაქალაქი. ორი განსხვავებული სამყარო
იღვრებოდა ქუჩებში; ერთი კონტინენტის სხვადასხვა მხარეს იტევდა ქალაქი.

გულჰანეს პარკი ის ადგილი იყო, რომელიც ანდრეამ და დუდამ შემთხვევით იპოვნეს


ქალაქში უგზო-უკვლოდ ბოდიალისას. მაჩაბელს ხალხით გადატვირთული, ღია და ფართე
სივრცეები უყვარდა ყოველთვის და ეს ადგილიც ზედგამოჭრილი იყო მისთვის. ოცი
წლისანი ძლივს იქნებოდნენ მაშინ, მათი პირველი ვიზიტისას სტამბულში.

შეხვედრის ადგილი მუდამ ერთი ჰქონდათ. პარკის უკიდურეს წერტილში, იმ ჩაიხანაში,


რომლის ხედიც ბოსფორის სრუტეზე იშლებოდა. ტაძრებისა და მეჩეთების მონახულებით
დაღლილი ტურისტები ხშირად იყრიდნენ მათ გარშემო თავს. მშვიდი და უხმაურო ადგილი
იყო დუდასთვის. იცოდა, რომ არავინ არასდროს მიაქცევდა ყურადღებას; არავინ გამოიჩენდა
ზედმეტ ინტერესს. ყველა ჩერდებოდა ჩაიხანაში, რათა თურქული ყავა ან ჩაი დაელია და
დარჩენილი დღე დაეგეგმა. დუდა მაჩაბელი აქ არავინ იყო. რიგითი ტურისტი, რომელიც
სიამოვნებით გაჰყურებდა ბოსფორის სრუტიდან მომზირალ ქალაქს.

პირველი შემთხვევა იყო, როცა ანდრეა მისთვის ასე საყვარელ ადგილზე იმყოფებოდა,
თუმცა საერთოდ არ გრძნობდა სიამოვნებას. არც შვებისა და თავისუფლების შეგრძნება
ეუფლებოდა მის სხეულს. ტრადიციად ნაქცევ ადგილზე იჯდა, ყველაზე განაპირა
მაგიდასთან, ვერანდის კუთხეში. ხელები მოაჯირზე შემოეწყო და ნახევარი ტანით ღია
სივრცისკენ მიბრუნებულიყო. ცალ ფეხს მოუსვენრად ათამაშებდა, ელოდებოდა. იცოდა,
რომ აქეთ-იქით თვალების ცეცებას აზრი არ ჰქონდა. მაჩაბელი იმ დროს დაატყდებოდა თავს
ქარიშხალივით, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდა. თითქოს არსაიდან გამოჩნდებოდა,
გაუღიმებდა და მის წინ დაიკავებდა ადგილს, ხის სკამზე.

საათი სრულდებოდა მისი ლოდინის, ნელ-ნელა ეწრიტეპოდა მოთმინება. ყოველი წუთის


მილევის შემდეგ მოუწოდებდა თავს ადგომისკენ და წასვლისკენ, მაგრამ ყოველთვის
გაწბილებულსვე ტოვებდა. თუნდაც იმიტომ უნდა შეხვედროდა ძველ მეგობარს, რომ
უკანასკნელად ილია ჯაფარიძის გვერდით კი არა, მათთვის ასე საყვარელ ადგილზე ნანახი
დაემახსოვრებინა.

მაგრამ დუდა არ ჩანდა. ალოდინებდა ახვლედიანს და უფრო უმძაფრებდა მისი ნახვის


სურვილს. ხვდებოდა ანდრეა, რომ ესეც მისი ერთ-ერთი ხრიკი იყო. ცდილობდა, მისი
მოთმინებით ესარგებლა, ლოდინით დაექანცა, იმპულსურობა მოერბილებინა, რათა შემდეგ
ისე დაემუშავებინა და წარმოეჩინა საქმე, როგორც თავად აწყობდა. ყველაფერს ისე აჩენდა
მამაკაცი, თითქოს ის კი არა, ანდრეა იყო შეხვედრის ინიციატორი.

დღის ორ საათზე დანიშნული შეხვედრა სამამდე არ შედგა. ანდრეას უკვე წითელი ფერი ედო
სახეზე, ბრაზისგან, მაგრამ როგორც კი თავზე წამომდგარი ძმაკაცი იგრძნო, ზურგით,
მაშინვე მოუწოდა თავს სიმშვიდისკენ.

სწრაფად წამოიჭრა, მაგრამ შებრუნებაც ვერ მოასწრო, ისე დაკრა ხელი მაჩაბელმა მხარზე და
უკან დასვა, სკამზე. თვითონ ღიმილით მოუარა მაგიდას და ჩვეული სიმშვიდით დაიკავა
ადგილი თავის ადგილზე.

-ყველაფერთან ერთად, დააგვიანე! - ისე იღრინებოდა ახვლედიანი, თითქოს ერთი სული


ჰქონდა, მისთვის კბილი გაეკრა და შუაზე გაეგლიჯა.

გაეღიმა ნაკაშიძეს, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ტრადიციას არ ღალატობდა, აუღელვებლად


გაჰყურებდა სრუტეს და მზეს მონდომებით უშვერდა სახეს.

-როგორ გინდა, რომ წყობრიდან გამომიყვანო! - ისევ კბილებშორის ცრიდა ანდრეა. შეკრული
მუჭები ხის ზედაპირზე ეწყო და მსუბუქად უკაკუნებდა ლაპარაკისას.

-ჰმ, სტამბული... - უსაზღვროდ კმაყოფილი ჩანდა მამაკაცი. - ისევდაისევ, სტამბული - ჩვენი


უღალატო მეგობარი. - იღიმოდა, თუმცა თავს მაინც არ აბრუნებდა წინ მჯდომისკენ.

-რომანტიკოსი ქალივით არ დამიწყო ლაპარაკი, იცოდე. მითხარი, რაც გინდა და


დავშორდეთ ერთმანეთს!

-ჩქარობ, მეგობარო, ჩქარობ. - ჩაეცინა მაჩაბელს და პირველად მიაქცია ყურადღება მამაკაცს.

-მიკვირს, შენ რომ არ გეჩქარება!

-მე ყოველთვის მეჩქარება, მაგრამ უმცროსი ძმისთვის გამონაკლისებიც შეიძლება. - თითქოს


მთელი ბოსფორი ცინიზმით გაივსო და მის თვალებში ჩაიღვარა.
-არც კი გაბედო, იცოდე! - შუბლზე უშველებელი ძარღვი შეუტოკდა ანდრეას.

-ოჰ, ღმერთო, როგორ გავხარ ახლა მათ, ნეტავ იცოდე! - ამოიოხრა კმაყოფილებით აღსავსემ
და საზურგეზე გადაწვა.

-და როდის არ ვგავდი შენთვის მათ?! არ თქვა, რომ მეც ისევე არ გამაცურე და გამაბითურე,
როგორც დანარჩენები!

-ღმერთმანი, ჭეშმარიტების ღაღადის საათი დაგდგომიათ, ძმობილო. - გაეცინა ნაკაშიძეს.

-ვერ ვხვდები, როდის მოასწარი პათეტიკასთან ასე შეამხანაგება. ნუთუ აქ, ამ ქალაქში,
ციხეში ჯდომისას?!

-olabilir, kardeşim, olabilir. - ისე ეშმაკურად იღიმოდა მამაკაცი, თითქოს ანდრეას გამოწვევას
ცდილობდა.

-რისთვის ჩამომიყვანე აქ?! - ამოიოხრა ახვლედიანმა. მიხვდა, რომ მის წინააღმდეგ ვერაფერს
გახდებოდა და საქმეზე გადასვლა ამჯობინა.

-არ ვიცი, რატომ ჩამოხვედი? - მხრები აიჩეჩა ლევანმა.

-ცუდად მეთამაშები, დუდიკ. იცოდე, კარგს არაფერს მოგიტანს ეგ ამბავი! - ნაძალადევად,


მაგრამ მაინც გაუღიმა მამაკაცს და ნიკაპზე მოისვა ცალი ხელი.

-აი, ეს უკვე სხვა საქმეა! - გადაიხარხარა მაჩაბელმა. - ახლა ვხედავ ნამდვილ ანდრეას.

-როგორ ფიქრობ, ჩემგან ახლა რას იმსახურებ?! - გაგულისდა ახვლედიანი. - რა ეკუთვნით


მოღალატეებს, შენზე კარგად ვინ იცის?!

-მე შენთვის არ მიღალატია, ანდრიკო, ნუ აურევ ფაქტებს ერთმანეთში.

-ბინძური ღორივით გამყიდე! - დაიღრიალა მოთმინებადაკარგულმა, მაგრამ როგორც კი


ზედმეტი წყვილი თვალი იგრძნო, დამშვიდდა, ყელი ჩაიწმინდა და სკამში გასწორდა.

-ისე იქცევი, თითქოს პატარა ბავშვი იყო, რომელიც ზღაპრის ბოლოს ყოველთვის კეთილ
დასასრულს ელის. - ანდრეას ღრიალს წამითაც არ შეუცვლია ნაკაშიძის გამომეტყველება. -
მოდი გატავახტეთ იმ მონაკვეთს, რომელშიც მე შენ გიხსნი, თუ რატომ და როგორ მოხდა
ყველაფერი და უბრალოდ ვისაუბროთ, ძველებურად.

-დამცინი?! მაჩაბელო, დამცინი?! ძველებურად აღარაფერი იქნება ჩემსა და შენ შორის! მე შენი
აღარასდროს გენდობი, აღარასდროს დავიჯერებ შენს სიტყვას!

-და ახლა ვინ იქცევა რომანტიკოსი ქალივით? - ჩაეცინა მაჩაბელს.

-იცი, ჩემგან რისი ღირსი იყავი დღეს? პოლიციის მთელი რაზმი უნდა დამეყენებინა და
ბინძურ საკანში მეკრა შენთვის თავი! იმ დამპალ გისოსებს არც უნდა გამოქცეოდი. შენნაირი
ვირთხების ადგილი იქ არის!
-და მერე რატომ არ გააკეთე ეგ?! - ოდნავი მრისხანება შეერია ხმაში მამაკაცს. - შეგეშინდა,
რომ შენც იმავე გზას გაგიყენებდი, რომელიც დათუნას გავუყენე, არა?! ჩემთვის პრობლემა
არც ეგ იქნებოდა, ანდრეა. ახვლედიანად მომკლეს და ნაკაშიძედ დავიბადე, ნაკაშიძედ
მომკლეს და მაჩაბლად გარდავისახე, არც ამ პიროვნებიდან სხვად ქცევა იქნება ჩემთვის
დიდი საქმე.

-მე არც შენნაირი ვარ და არც გასვიანისნაირი, რომ თხასავით გამეყიდე!

-ჰო, ბუნებით გარეწარი ან ხარ ან არა! ვერავითარი გარემოება გააღვიძებს შენში იმას, რაც
შიგნით არ გიყრია!

-ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს ფრთები გასხია და საცაა უნდა გაფრინდე. - ზიზღნარევი


ჩაცინება მოაყოლა სიტყვებს ანდრეამ.

-მაგაზე ერთხელ უკვე გაგეცი პასუხი. - გაეღიმა მაჩაბელს. - ჩემნაირს და შენნაირს ფრთები
რომ მისცე, ისე გაცვლის ერთ ბოთლ წმინდა ვისკიში, არც დაფიქრდება! თუმცა შენ კი
გატყობ, ამ ბოლო დროს ანგელოზობა მოგნდომებია.

-მეჩვენება, თუ ცდილობ ნამუსზე ამაგდო და მე გამომიყვანო დამნაშავე რამეში?

-თავს დამნაშავედ გრძნობ?

-შენ წინაშე? - არასოდეს! თუ ვინმეს აქვს, ჩვენ ორს შორის, ბოდიში მოსახდელი, ეს შენ ხარ!

-შურისძიებისთვის ბოდიშის მოხდა ყველაზე მახინჯი და ბანალური რამაა, რაც კი ადამიანს


შეუძლია ჩაიდინოს.

-შენ იცი, რომ მე შურისძიებისთვის არ გთხოვ ბოდიშს!

-შენ კი იცი, რომ ბავშვივით ლაპარაკობ, მაგრამ მაინც არ ეშვები!

-შენი საიდუმლოს შენახვით ჩემი და ჩემი ოჯახის სიცოცხლეს ვრისკავდი. ხომ იცი?

-ექვსი ტყვია ახვლედიანებს ჩემს სახელზე, საოცარია! - წამოიძახა დუდამ და გაიცინა. - მე


შენ არასდროს დამივალდებულებიხარ. იმ ღამით, დათოზე სიმართლე რომ გითხარი, ისიც
დავაყოლე, რაც გინდა ის უქენი ამ ამბავსთქო. ჯაყელების წინაშე პირში წყლის ჩაგუბება და
ჩემ გამო ტყვიების მიღება, შენი გადაწყვეტილება იყო და არა ჩემი.

-შერჩენილი კაცობა დაიფიცე, რომ როცა სიმართლეს მეუბნებოდი, დარწმუნებული არ იყავი,


სიმართლეს არ ვიტყოდი!

-ჩემი დარწმუნებულობა რას შეცვლის? - ჩაეცინა ნაკაშიძეს. - მე იმაშიც ვიყავი


დარწმუნებული, ამ ამბავს გამიგებდი.

-ყველაზე ბინძურ კაცს შეეკარი ჩემი ოჯახის გასანადგურებლად, რა არის აქ გასაგები?!

-ერთი საუბრისთვის ზედმეტად ხშირად ახსენებ ოჯახს, ანდრიკო. როგორც ჩანს, შენს
ქუჩაზეც მოსულა გაზაფხული. - გაიღიმა და ფეხი ფეხზე გადაიდო, ოხვრის თანხლებით.
-გინდა გითხრა, აქ რატომ დამიბარე?! კარგად იცოდი, რომ თოიძე ყველაფერს გვეტყოდა შენი
წვლილის შესახებ, ჯაფარიძის გამოაშკარავებაში. ელოდი, რომ მოვიდოდი, ფეხებში
ჩაგივარდებოდი და მადლობას გადაგიხდიდი დახმარებისთვის!

-ჰმ, ეგ არ მიფიქრია, თუმცა სასიამოვნო იქნებოდა, ვაღიარებ. - ნიკაპზე ორი თითი მიიბჯინა
დუდამ და თვალები დააწვრილა.

-შენი ყველა ქმედება ტაშის მოლოდინს ემსახურება. გგონია არ ვიცი?! დიდი ხანია შენი
პრინციპებით აღარ მოქმედებ. მხოლოდ მაზოხისტური სიამოვნების შეგრძნება ამოძრავებს
შენს ვენებში სისხლს! - ნელ-ნელა იფოფრებოდა ანდრეა და მეტ სიხელეს გრძნობდა.

-შეიძლება... შეიძლება... - პროფესორივით, ინტერესნარევი მზერით მისჩერებოდა მაჩაბელი


მამაკაცს.

-ხოდა იცოდე, რომ შენთვის სამადლობელი არაფერი მაქვს! შენ რომ არ დახმარებოდი
ჯაფარიძეს, იქამდეც არ მივიდოდა საქმე, სადამდეც მივიდა. შენ რომ კაცურად, თავის
დროზე მოსულიყავი ჩემთან და ყველაფერი გეთქვა, ერთად გავანადგურებდით იმ ნაბი*ვარს!

-საინტერესოა, მამაშენის მოკვლაში დამეხმარებოდი? - უცებ შეწყვიტა წვერზე თითების


მოსმა ნაკაშიძემ და ანდრეას ჰკითხა ისე, თითქოს სასხვათაშორისოდ აინტერესებდა რაიმე.

-მამაჩემის მოკვლა რომ გდომოდა, მოკლავდი!

-და რომ გითხრა გადავიფიქრეთქო, დამიჯერებ? - გაეღიმა ლევანს.

-შენ იმ კაცის მოკვლა არ გადაგიფიქრია, რომლის გვერდითაც იზრდებოდი და ძმად


გეკუთვნოდა, მამაჩემის მოკვლას რატომ გადაიფიქრებდი?! - ჩაეცინა ახვლედიანს.

-იმის მოკვლა ზუსტად იმიტომ არ გამჭირვებია, რომ ძმად მეკუთვნოდა და ერთად


ვიზრდებოდით. თანაც მისნაირი ვირთხის პროვოკაცია მხოლოდ დაამძიმებდა დედამიწას.
აი, მამაშენმა და დემეტრე ჯაყელმა კი ძალიან დიდხანს უნდა იცხოვრონ. ბევრი წელი უნდა
უყურონ საკუთარი შვილების თვალებში გაჩენილ ზიზღსა და იმედგაცურებას. მერე იმათი
შვილიშვილების თვალებში და თუ მოხერხდება, შვილიშვილის შვილებისაშიც. იმდენი დღე
უნდა იცოცხლონ, რამდენიც დაჭირდებათ თავის მოკვლის გადაწყვეტილებამდე მისვლაში.

-ძალიან ცდები, თუ გგონია, რომ მომხდარის შემდეგ ირაკლის მეტად დამაშორე. - ხმა
გაებზარა ანდრეას. დუდას თვალებში მოგიზგიზე ზიზღი მისთვისაც კი ზედმეტი იყო.

-არა, არ მგონია მასე, მაგრამ ისიც იცოდე, ანდრეა, როცა დრო მოვა და დედაჩემი ორივეს
თავისთან მოუხმობს, ვერც შენ და ვერც ვინმე სხვა, სიკვდილს ვერ გამოსტაცებს მამაშენს.

-გგონია, შენ უკეთ იქნები?! გგონია, მაგ აზრით თუ იცხოვრებ, მშვიდად ყოფნას შეძლებ? თუ
ეს არის შენი ცხოვრების მთავარი აზრი, გპირდები, პირველს შენ დაგირეკავ და გახარებ
მამაჩვენის გარდაცვალებას.

-მამაჩვენიო, ასე თქვი? - ჩაეცინა დუდას.


-ჰო, ასე ვთქვი. მამაჩვენია ეგ კაცი, მაჩაბელო! ხოდა ელოდე იმ დღეს, როცა მამაშენი
მოკვდება. იმედი მაქვს, მაგ დღეს ფრთებზე იტყვი უარს და ერთი ბოთლი წმინდა ვისკით
გააცილებ ირაკლის დედაშენთან. - უჭირდა ანდრეას გრძნობების მოთოკვა, მაგრამ მაინც
იმაგრებდა თავს და ძმას უღიმოდა.

-იცი, ცხოვრებაში სულ ორჯერ ვიფიქრე შენზე, რომ ანგელოზობა მოგნდომებია. ორივეჯერ
ქალი იყო მიზეზი. - ჩაეცინა მცირე პაუზის შემდეგ ნაკაშიძეს. - ისიც უნდა ვაღიარო, რომ
ახლა უფრო მძაფრად ვხედავ ამ სურვილს შენს თვალებში.

-ვიცი, სულ ცდილობ ჩემი შეცვლა აღნიშნო. მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუო და გითხრა, რომ
სულაც არ მრცხვენია მაგის.

-ნუ მეჯიბრები, ძამიკო! - გაეცინა დუდას. - ახლა ნამდვილად ისე იქცევი, როგორც პატარა,
გულისშემაწუხებელ ძმებს შეშვენით. - უთხრა და წინ გადაიწია, რათა თმა მოეჩეჩა
ახვლედიანისთვის.

-ღმერთო, რა კაცი ხარ ამისთანა! - ბრაზით მოიშორა მისი ხელები თმიდან ანდრეამ და
შეჰყვირა.

-უფროსი ძმა და ძველი მეგობარი ვარ შენი. ამ ეტაპზე ეს იმყოფინე. - გაუღიმა მაჩაბელმა
მამაკაცს.

-მოდი, ახლა თავზე ხელიც გადამისვი და ისე წადი, გინდა?! - ჩაეცინა ანდრეას. - ვერ ვიტან,
როცა ახალ მთვარეზე ერთხელ, მგრძნობიარე ხდები, მაჩაბელო!

-ჰო, უნდა ვაღიარო, რომ არც მე მიყვარს, ერთმანეთს როცა ვემსგავსებით.

-მე შენ არ გგავარ და არც არასდროს დაგემსგავსები!

-რა თქმა უნდა, არ დაგემსგავსები. სანამ ცოცხალი ვიქნები, მაგას არ დავუშვებ, იმედიც არ
გქონდეს! - გაეღიმა მამაკაცს, ანდრეას კი თვალები გაკვირვებისგან გაუფართოვდა. თითქოს
ძველი დუდა იჯდა მის წინ, მაგრამ ლაპარაკისას სხვა სხივს აჩენდა. სხვის, რომელსაც
ვერასდროს ხედავდა იქამდე მის თვალებში და რომელიც მხოლოდ ალექსანდრეს სახეზე
ჰქონდა დანახული.

-როდემდე აპირებ ასე ყოფნას, დუდა? როდემდე იხეტიალებ ქვეყნიდან ქვეყანაში


დაუღალავად?! - უაზრო ლაპარაკისგან დაიღალა ახვლედიანი და მხრები მოუშვა.

-ჯერ ძალიან ადრეა დანებება, ანდრეა, მაგრამ გპირდები, რომ ბოლო გაჩერება შენი სახლის
კარი იქნება. - გაუღიმა და ისევ ბოსფორზე გაფანტა მზერა.

-ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იქნება? - სევდის მარწუხები ნელ-ნელა ეპარებოდნენ სიტყვებს.

-არასდროს მთხოვო ორი რამ: გითხრა ბოდიში და დაგპირდე რამეს.

-ახლა რას აპირებ? სად წახვალ, როცა პოლიცია გეძებს?!


-როცა პოლიცია გეძებს...მომენატრა ეგ ფრაზა, განსაკუთრებულ ადრენალინს აღვივებს ჩემში!
- გაეღიმა და ჩამავალი მზისგან მოიჩრდილა თვალები.

-გახსოვს, ერთხელ ერთი თურქი ვაჭარი რომ ვცემეთ? ქართველებს რომ ედგა უფროსად აქვე,
ბაზარში, დახლთან.

-რა თქმა უნდა, მახსოვს. - ჩაეცინა დუდას. - ის ქართველი ციხეში რამდენჯერმე იყო კიდეც
ჩემ სანახავად მოსული.

-მართლა?

-გაგიკვირდა? ხომ იცი ქართველები რანაირი ხალხი ვართ, ჭირში ისე ვეხვევით ერთმანეთს,
თითქოს თაფლი გვეცხოს.

-მერე რაო, რა გითხრა?

-მაგრად შეგვიშინებია ის თურქი. ახლოსაც აღარ გაგვკარებია მე და ჩემს გოგოსო, ასე


მითხრა. რამ გაგახსენა ეგ ამბავი?

-იმ ღამით, საკანში რომ გავათენეთ მთელი ღამე, ასეთივე შეგრძნება მქონდა; თითქოს
ბოლოჯერ გხედავდი.

-იმიტომ რომ იცოდი, მეორე დღეს მამიკო ჩამოგაკითხავდა, ჩემთან ურთიერთობას


აგიკრძალავდა და უკან წაგიყვანდა, თბილისში. - ჩაიცინა დუდამ და გულის ჯიბიდან
ამოწვერილი სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაცურა.

-მაგრამ მე არასდროს განებებდი თავს. - სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა ანდრეამ თავის


ქნევით.

-მოდი ვაღიაროთ, ორივეს ყოველთვის კარგად გვესმოდა ერთმანეთის. შენ რომ ახლა ჩემ
ადგილას იყო, იგივე გზა გექნებოდა გამოვლილი, რაც მე გამოვიარე. აღარ გვინდა ეს
შეწინააღმდეგებები და გაბრაზებულის როლის მორგება. მე ყველაფერი ისე გავაკეთე,
როგორც საჭიროდ მივიჩნიე. ილია ჯაფარიძესთან ვიყავი იმიტომ, რომ იმ დღეს, ციხეში, ის
მოვიდა ჩემთან და არა სხვა. არ ვნანობ ჩადენილს. არ ვნანობ, რომ ვიცი ვინც ვარ. არც იმ
მასკარადს ვნანობ, არცერთი წამით! ირაკლი ახვლედიანიც და დემეტრე ჯაყელიც
იმსახურებდნენ ყველას წინაშე დაჩოქებას. მეტსაც იმსახურებდნენ, უბრალოდ აღარ
მინდოდა ზედმეტი ტრაგიზმი. ხომ იცი, ბავშვობიდან მეჯავრება უაზრო დრამა. - ტუჩებს
შორის სიგარეტი მოიქცია მაჩაბელმა და ისე უდარდელად გააბოლა, თითქოს საფიქრალი
აღარ დარჩენილიყო მისთვის ამქვეყნად.

-ჩემ მოკვლაზე გიფიქრია ოდესმე? - უცერემონიოდ ჰკითხა და ინტერესით დაელოდა პასუხს.

-კი, მიფიქრია. - გაეცინა დუდას და თავი დააქნია.

-მერე? ეგეც იმიტომ გადაიფიქრე, რომ გინდა მე თვითონ მოვიკლა თავი?! - ჩაეცინა და თმაზე
მოისვა ხელი.
-მაშინ გადავიფიქრე, როცა ჯაყელების ბიჭის მოკვლის გადაბრალებაში გეხმარებოდი. -
მთელი ტანით მიბრუნდა მაჩაბელი ძმისკენ და ფართედ გაუღიმა.

-მაგის გამო გადაიფიქრე ჩემი მოკვლა?! - თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან.

-მე ხალხს დამსახურების მიხედვით არ ვკლავ, ანდრეა. რაღაც ისეთის ნაკლებობას უნდა
განიცდიდნენ, რასაც შენ არ უჩივი. - წამოიწია და მხრებში გაიმართა. ახვლედიანისკენ
იყურებოდა, მაგრამ სულაც არ უყურებდა მას. მის უკან აპარებდა მზერას და რაღაცას
აკვირდებოდა.

-რას უყურებ?

-არ შებრუნდე! - ისე უცებ უთხრა, ანდრეამ გატოკებაც ვერ მოასწრო. - მეგობრებმა
მომიკითხეს. ხომ იცი, არ შეუძლიათ უჩემოდ დიდხანს.

-ვინ მეგობრებმა მოგიკითხეს, რას ამბობ?! - შუბლი შეკრა ახვლედიანმა.

-შენი თოიძე იმაზე ჭკვიანი ყოფილა, ვიდრე გეგონა. მარტო არ გამოგიშვა. - იღიმოდა
მაჩაბელი და ნელა ემზადებოდა წამოსადგომად.

-პოლიციაა? აქ?!

-ჰო, იქ დგანან და ლაპარაკობენ მეპატრონესთან. სავარაუდოდ, ჯერ ვერ მამჩნევენ.

-ჯანდაბა, მე არაფერი მითქვამს, გეფიცები!

-იქნებ ბიბლიაც მოვიტანო, რომ დაიფიცო?! მორჩი-მეთქი ამ სისულეებს, რამდენჯერ უნდა


გითხრა?! - ჩაიცინა და სიგარეტი ჩაწვა. - აბა კარგად იყავი, ჩემო ძმაო, ჭკვიანად იყავი იცოდე,
და ჯაყელები არ გააბრაზო, თორემ ხომ იცი, ვერ ჩამოგაკითხავ გადასარჩენად. - წამოდგა და
ანდრეას გაუღიმა.

-სად მიდიხარ?! მე ჯერ არ დამისრულებია შენთან ლაპარაკი! უამრავ კითხვაზე უნდა გამცე
პასუხი! - წამოდგა ახვლედიანიც. - აქ ამის გამო ჩამომიყვანე?!

-კარგი რა, დამიფასე მგრძნობიარეობა და ნუ გამიფუჭებ ყველაფერს. - გაეცინა მაჩაბელს.

-გიჟი ხარ! ახლაც კი იცინი, როცა შეიძლება დაგიჭირონ.

-ჰოპ! იმას ნუ იტყვი, რისიც მერე შეგრცხვება. - ისევ გაეცინა და მხარზე დაკრა ხელი. - ხომ
იქნები ჭკვიანად?

-ლაპარაკი არ დაგვიმთავრებია! - გაბრაზდა ანდრეა.

-დავამთავრეთ, ანდრიკო, დავამთავრეთ. დანარჩენი შენი წარმოსახვისთვის მიმინდია.


საკმარისად კარგად მიცნობ, რომ შენსავე კითხვებს გასცე პასუხი.

-დუდა, ეს არ არის ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა. - ხმაში ბზარი შეეპარა მამაკაცს.

-თუ გინდა, რომ იტირო, ახლავე დაიწყე, თორემ უკვე მეჩქარება. - იღიმოდა უდარდელად
მაჩაბელი.
-თავზე ხელის გადასმით და ჩახუტებით არ დამთავრდება-მეთქი ეს ამბავი, გითხარი!

-უფროს ძმას უნდა დაუჯერო, ანდრიკო! - უცებ ამოარტყა მუცელში წიხლი ანდრეას, ისიც
მაშინვე მოიკეცა. - ჩემი სახელი არ შეარცხვინო იცოდე, ძამიკო. - მოეხვია, თმაზე გადაუსვა
ხელი და ღიმილით მოშორდა ისე უცებ, გააზრებაც ვერ მოასწრო ახვლედიანმა.

თითქოს დუდას გაუჩინარებას ელოდებოდნენო, პოლიციელებიც მაშინვე შეესივნენ


მაგიდებს და მას დაუწყეს ძებნა. ერთ-ერთი მათგანი კი მაშინვე ფეხზე მდგარ და
შეწუხებული სახით მომზირალ ანდრეას მიუახლოვდა, მობილური გაუწოდა და ქართულად
უთხრა:

-ბატონ გიორგის თქვენთან სურს დალაპარაკება.

გაკვირვებით გამოართვა ახვლედიანმა ტელეფონი უცხოს და ყურზე მიიდო.

-რა ჯანდაბაა, ბატონო გამომძიებელო, თქვენს შიკრიკებს მაყოლებთ კუდში?! - მაშინვე


ჩაყვირა ყურმილში გაბრაზებულმა და მუშტი აიქნია ჰაერში.

-ანდრეა, ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის. ნაკაშიძეს ინტერპოლი მიხედავს ჩემს
ბიჭებთან ერთად, თქვენ ახლავე უნდა დაბრუნდეთ თბილისში.

-რა?! რას ამბობთ?! რა მოხდა?!

-ჯაფარიძე ავიყვანეთ.

-როგორ? როგორ აიყვანეთ? როდის? - მაშინვე იგრძნო მთელი ტანით მოუსვენრობა მამაკაცმა.

-პირველივე რეისით დაბრუნდით.

-ისეთი ხმა რატომ გაქვთ, თითქოს რაღაც საშინელი მოხდა?! - წამოიყვირა ანდრეამ, რადგან
გული უსიამოვნოდ კენწლიდა.

-დაბრუნდით, ანდრეა, სასწრაფოდ. - მხოლოდ ეს თქვა თოიძემ და ტელეფონი გათიშა.

გამთენიისას, როცა ცას ჯერ კიდევ არ ეკრა დღის ფერი, ირაკლი ხმაურმა შეაფხიზლა.
ძლიერი ქარი ღიად დატოვებულ ფანჯარას, შიგადაშიგ, აბრახუნებდა და ძილს უშლიდა
ოთახის ბინადარს.

ტაატით წამოდგა ახვლედიანი და ფანჯარა მიხურა. საწოლში დაბრუნებისას მთვარის შუქით


განათებულმა საათმა მიიქცია მისი ყურადღება - ექვსი სრულდებოდა. უკვე იცოდა, რომ
გატეხილ ძილს ვეღარ შემოირიგებდა, მაგრამ მაინც უნდა ეცადა, რადგან სხვა გასართობი
არაფერი ჰქონდა. ბალიშს ასწორებდა, რათა ისევ დაწოლილიყო, როცა ხმაური მოესმა ქვედა
სართულიდან.

უკვე ასაკში მყოფ მამაკაცს მხედველობაც ხშირად ღალატობდა და სახსრებიც, მაგრამ სმენას
არასდროს უჩიოდა. ხშირად სიამაყითაც დაიკვეხნიდა, რომ ას მეტრში შეეძლო ბუზის
ბზუილის გაგება.

იმ ღამითაც რამდენჯერმე შემოესმა ხმაური სახლში ირაკლის და დასაწოლად


გამზადებულმა, მაშინვე დასტაცა ხელი ხალათს. იცოდა, რომ სმენა არ ღალატობდა და
იმასაც ხვდებოდა, სანდრო არ უნდა ყოფილიყო ხმაურის გამომწვევი მიზეზი.

დერეფანში გასვლისთანავე მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ალექსანდრეს იმდენად
ღიად დაეტოვებინა თავისი საძინებლის კარი, მარტივად შესამჩნევი იყო მისი ოთახში არ
ყოფნა.

გული მაშინვე მოეწურა მამაკაცს. საფრთხის მოახლოვება იგრძნო იმდენად აშკარად, ეგონა,
ახლა ეცემოდა ფეხებში და ძირს დააგდებდა, მასში ახლართულს.

რევოლვერის აღება მაშინვე იფიქრა, მაგრამ იარაღს მხოლოდ იმ ოთახში ინახავდა, რომლის
გასაღებიც სეიფში ედო, კაბინეტში.

გული შეიმაგრა, სუნთქვა შეიკრა და ისე გადადგა პირველი ნაბიჯი კიბისკენ.

პირველ სართულზე სრული სიბნელე იყო გამეფებული. სანდროს ყოფნაც არსად


შეიმჩნეოდა, ერთი შეხედვით. დარწმუნდა ირაკლი, რომ სახლში უცხო იყო შეპარული.
მთელი ტანით გრძნობდა ხიფათის მომტანი სხეულის ახლოს ყოფნას. მოაჯირს ჩაავლო
ხელი და დარჩენილი საფეხურები განსაკუთრებული სიფრთხილით ჩაიარა.

კიდევ ერთხელ დაჩხაკუნდა რაღაც. ხმა სასტუმრო ოთახიდან მოდიოდა. ახვლედიანმა თავი
დაარწმუნა, რომ ილია ჯაფარიძე ვერაფრით გაბედავდა მის სახლში ყოფნას და ტაატით
გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.

ვერ უნდა გაებედა ჯაფარიძეს გამოჩენა! ვერ იქნებოდა ზიზღისგან იმდენად დაბრმავებული,
რომ ძებნაში მყოფი გამთენიისას გამოცხადებოდა ახვლედიანებს კარზე.

უახლოვდებოდა საფრთხეს და ცხოვრებაში ყველაზე მძაფრად გრძნობდა თავის სისუსტეს.


იმ მომენტში ნათლად გრძნობდა, რომ არ იყო იმდენად ძლიერი, გამბედავი და უშიშარი,
რამდენადაც თავი ეგონა და მოჰქონდა.

იდეალური სიჩუმე ბატონობდა სიბნელეში - ავისმომასწავებლად იდეალური. ირაკლი უკვე


შეგუებოდა იმ აზრს, რომ ჯაფარიძე მის სახლში, სასტუმრო ოთახში ელოდა, ჩასაფრებული.
სიცივე ფეხის თითებზე ეთამაშებოდა; იმ მომენტს ელოდებოდა, როცა ილია გზას გაუხსნიდა
და მისი სხეულის დაპატრონებას შეძლებდა, თხემით-ტერფამდე.
ორჯერ ამოიოხრა ოთახში შესვლამდე და ერთხელ ყრუდ დაიგმინა. მერე კედელს წაავლო
ხელი, თავის შესამაგრებლად და ქურდივით შეიპარა მისაღებში.

რამდენიმე წამი უაზროდ და უმიზნოდ გაშეშდა ჰაერში. შემდეგ კედლის სანათი აინთო და
ოთახის ნახევარი გაანათა.

რა თქმა უნდა, არ შემცდარა ირაკლი; ილია ჯაფარიძე სავარძელში იჯდა. ფეხი ფეხზე
გადაედო და ღიმილით შეყურებდა კარში გახევებულს. მის წინ, დივანზე, ალექსანდრე და
ერთი უცხო მამაკაცი ისხდნენ. ილიას დამხმარეს იარაღი მიედო უმცროსი
ახვლედიანისთვის, ეს უკანასკნელიც მორჩილად იჯდა მის გვერდით, კრიჭაშეკრული.

-არ თქვა, რომ ჩემი ნახვა გაგიკვირდა, მეგობარო. - შოკის დაძლევა აცადა ჯაფარიძემ
ერთიანად გაფითრებულ ირაკლის, მერე კი ჩაიცინა. - მოდი, შემოგვიერთდი. - თვალებით
ცარიელ სავარძელზე ანიშნა და სანდროს თვალი ჩაუკრა.

-მამა, გაიქეცი... - დაჭიმულ ყბებს შორის ენის მობრუნება უჭირდა უმცროს ახვლედიანს,
რომელიც კანზე გრძნობდა ცივი ლულის შეხებას.

-ოჰო! - უცებ შეჰყვირა ილიამ და გადაიხარხარა. - რას მოვესწარი. გაქცევისკენ მოუწოდებენ


თვით ირაკლი ახვლედიანს!

-ილია, ზედმეტი კონცერტები არ არის საჭირო. გააკეთე ის, რისთვისაც მოხვედი და წადი.
სანდრო... სანდრო გაუშვი... სანდრო არ გჭირდება... - ცდილობდა თავის დაჭერას ირაკლი,
მაგრამ მუხლები ეკვეთებოდა, როცა იარაღმიბჯენილ შვილს უყურებდა.

-და რა იცი, რომ შენ მოსაკლავად მოვედი აქ?! - მაცდური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე
ჯაფარიძეს.

-მე მომკალი და გაათავე, შე წყეულო! - დაიღრიალა დუმილით დაღლილმა ალექსანდრემ.

-ერთმანეთისთვის თავდადებული მამა-შვილის დიალოგებით ნუ ამაბღავლებთ, ძალიან


გთხოვთ. - ჩაიქირქილა მამაკაცმა. - რატომ გგონიათ საერთოდ, რომ ერთ-ერთი თქვენგანის
მოკვლას ვაპირებ?

-ილია, გეყოფა... - ვედრება მძაფრად იგრძნობოდა ირაკლის ხმაში.

-რას იტყვი, ქოფაკო, არ იქნებოდა ამაღელვებელი მამა-შვილის ერთად გასტუმრება იმ


ქვეყნად?! - სანდროს გვერდით მჯდომს გახედა ილიამ და გაუღიმა.

-ლამაზი სანახაობა იქნებოდა, ბოს! - საშინლად ხრინწიანი და ავი ხმა ჰქონდა იარაღიანს.

-ჩემს შვილს არაფერი დაუშავებია და ეს შენ კარგად იცი, ილია! - არსაიდან მოსულ
გამბედაობას ჩააფრინდა ახვლედიანი და წამოიყვირა.

-ამ ამბავში ყველა ერთნაირად დამნაშავეა, ძველო მეგობარო. არ ცოდნა ყველაზე


უპატიებელი დანაშაულია.
-შენი წუთები დათვლილია, ილია. შეიძლება მომკლა, მაგრამ იცოდე, რომ ცოცხალი ვერ
გააღწევ თბილისიდან. შტერი ყოფილხარ, ყაზახეთში რომ არ გაიქეცი და საკუთარი ფეხით
მოხვედი ჩემთან.

-დიდი ნიჭია დიდგულზე ყოფნა მაშინ, როცა იცი, საერთოდ არ ხარ ღირსი, გული გეგდოს
მკერდში. - ჩაეღიმა ჯაფარიძეს და წამოდგა. - მეგონა მადლობელი იქნებოდი, რადგან ღამის
მასპინძლად შენ აგირჩიე და არა ჯაყელები. გინდა ერთი საიდუმლო გაგანდო? -
მიუახლოვდა კართან ატუზულს. - შენ ყოველთვის უფრო მეტად მომწონდი, ვიდრე
ქედმაღალი დემეტრე. - დაიჩურჩულა, შემდეგ კი მთელი ხმით ახარხარდა.

-ჩვენ რაც არ უნდა გვიქნა, მაინც წასულია შენი საქმე, ჯაფარიძე. ანდრეა არ შეგარჩენს ჩვენ
მოკვლას! - ისევ დაიღრიალა ალექსანდრემ.

-სად არის?! სად არის ანდრეა?! - მსახიობური ოსტატობით შეიცხადა ილიამ და ხელები
გაშალა. - სად არის თქვენი საამაყო ახვლედიანი?! ნუთუ გაგექცათ და გაგერიდათ? ნუთუ
სამუდამოდ აღიარა, რომ არ უნდა თქვენთან საერთო ჰქონდეს რამე?!

-გაჩუმდი. - კბილები ააღრჭიალა ირაკლიმ.

-ნებისმიერ შემხვედრს უფრო მეტად მიიჩნევს ოჯახად, ვიდრე თქვენ! - ჩაეცინა ილიას. -
ახლა რომ იცოდეს, თქვენთან ვარ, დამირეკავდა და ალბათ, მეტყოდა, მანამ არ დატოვო ეგ
წყეული სახლი, სანამ არ დარწმუნდები, რომ ორივე მოკალიო.

-ტყუილია! - თვალები ბრაზითა და ზიზღით აენთო სანდროს, ყელზე ძარღვები დააჩნდა. -


შენ ვერასდროს გაიგებ იმ კავშირს, რომელიც მე, ანდრეასა და მამას გვაქვს. შენი ბინძური
მაკრატელი ვერასდროს გაჭრის ჩვენ შორის გაბმულ ძაფებს! ეცადე რამდენიც გინდა და თუ
გინდა, მოგვკალი, არაფერი შეიცვლება! შეიძლება აქედან გაქცევაც მოახერხო, მაგრამ იცოდე
- ანდრეა ყველგან გიპოვნის, მიწიდან ამოგთხრის, ფრჩხილებით და ისე გაგისწორდება,
როგორც იმსახურებ!

-ქოფაკო, შენს მეზობელს ამდენის ლაპარაკის უფლებას ნუ მისცემ. - მცირე პაუზის შემდეგ
გაეღიმა ილიას და მშვიდად მიმართა მარჯვენახელს.

-თენდება უკვე, ილია, რას ელოდები? რატომ არ მკლავ? - ფანჯრისკენ აპარებდა თვალს
ირაკლი და ხედავდა, როგორ იცრიცებოდა ცა. იმედი ეღვრებოდა გულში; თითქოს დღის
შუქზე ვერ გაბედავდა ილია მათ დახოცვას.

-რატომ გეჩქარება ყოველთვის, ძველო მეგობარო?! მე ვცდილობ დრო გავწელო, რათა


უკანასკნელად ვიჯერო გული შენთან ყოფნით. იქნებ დაგველია?! - უცებ გამხიარულდა
ჯაფარიძე და უკან დაიხია იმ სავარძლისკენ, რომელშიც იჯდა. - სასმელი მოვიტანე
ჩვენთვის. მინდოდა, აღგვენიშნა ჩვენი დამშვიდობება. - დაიხარა და სასმლის ბოთლი
ამოაძვრინა ჩანთიდან. - გეცნობა?! - ბოთლი ხელში შეათამაშა და ირაკლის დაანახა.

-ირლანდიური ვისკი... - ნერწყვი მძიმედ გადააგორა ახვლედიანმა.


-ამ შეხვედრისთვის დავიტოვე უკანასკნელი პარტიიდან. - საცობი მოხსნა და ცხვირთან
მიიტანა სასმელი. - ჰმ, შურისძიების სუნი აქვს. - თვალები მინაბა და ხარბად შეისუნთქა
მძაფრი სურნელი. - დავლიოთ, მეგობარო, ის სასმელი, რომელიც ბედნიერ ცხოვრებას
ანაცვალე. ქოფაკო, ჭიქები მოიტანე. მგონი, ალექსანდრე არ იქნება იმდენად სულელი, რომ
ცოტახანს ვერ გაძლოს უშენოდ. - თანამზრახველს მიმართა და სანდროს მიაჩერდა.

-ახლავე, ბოს. - ახვლედიანს მოსცილდა იარაღიანი და უკანსვლით გავიდა ოთახიდან.

-იმპულსური ქმედებები არ არის საჭირო, სანამ თქვენ გაიფიქრებთ, მე უკვე ჩაშლილი


მექნება თქვენი გეგმა. - მშვიდად იდგა ილია და მამა-შვილს უღიმოდა.

-მაგ ვისკის სისხლის გემო ექნება, ილია. დალევ და ყელში გაგეჩხირება. - კანკალმა აიტანა
ირაკლი. ისეთი სიცივე იგრძნო, როგორიც არასდროს უგრძნია, უწინ. ხელის გულები
გაუოფლიანდა, მუხლებში სისუსტე იგრძნო. თითქოს გუმანით გრძნობდა, რომ საფრთხეს
უკვე ცხვირით ებჯინებოდა.

-ამ სასმელმა შენც დაგღუპა და შენი გარშმომყოფებიც, ირაკლი. უკანასკნელად დალიე, რომ
იმქვეყნადაც გაიყოლო ეს გემო; შენი უბედურების გემო!

-შენ ჩვენ იმ ქვეყნად ვერ გაგვისტუმრებ! - უცებ წამოიყვირა ალექსანდრემ და ილიასკენ


გაექანა. ჯაფარიძემ სწრაფად მოახერხა რეაგირება. ბოთლი ირაკლისკენ გადააგდო, ქამრიდან
რევოლვერი ამოიღო და მამაკაცს დაუმიზნა.

სასმლით სავსე ბოთლი ირაკლის ფეხებთან დაეშვა ნატეხებად. ვისკის მძაფრმა სუნმა
თავბრუ დაახვია ახვლედიანს, მერე კი მთელ ოთახში გავრცელდა.

სანდრო მაშინვე გაქვავდა, როგორც კი იარაღი დაუნახა ილიას. უკვე იმდენად ახლოს იდგა
მასთან, ჯაფარიძემ ცალი ხელი გაიშვირა და თავისკენ მისწია უმცროსი ახვლედიანი. ყელში
მაგრად წაუჭირა ხელი, იარაღი კი საფეთქელზე მიაბჯინა.

-რატომ ხარ ასეთი სულელი, ჰა?! - მის ყურთან დაილაპარაკა და პისტოლეტი მსუბუქად
მიარტყა შუბლზე. - ხომ გითხარი, ჭკვიანად იყავი-თქო?!

-არ მეშინია შენი, ნაძირალავ! - სახე ემანჭებოდა სანდროს, რადგან ილია მაგრად უჭერდა
ცალ ხელს, ყელზე.

-ილია, ილია, მე აქ ვარ, აქ ვარ, შენ წინ. ჩემი შვილი გაუშვი და მე მომკალი... მე მომკალი და
სანდრო გაუშვი. - აცახცახდა ირაკლი და ლაპარაკიც გაუძნელდა. - სანდრო რად გინდა?! მე
უფრო გძულვარ, ჩემი სიკვდილი უფრო გწყურია.

-იავნანასავით ჩამესმის შენი სიტყვები, ირაკლი. - გაეღიმა კმაყოფილებით აღსავსე


ჯაფარიძეს.

-გევედრები, გევედრები, მეტი რა ვქნა?! გევედრები, ალექსანდრეს შეეშვი! - ამღვრეული


თვალებიდან ცრემლები გამოეკვეთა მამაკაცს.
-სანდრო, მამიკოს უყვარხარ. - ისევ ჩაიქირქილა ახვლედიანის ყურთან ილიამ და ჩამკეტი
ჩამოსწია.

-არ ქნა ილია, გემუდარები! - მუხლებზე დაეცა ირაკლი ჯაფარიძის წინ.

-მამა! - წამოიყვირა თვალცრემლიანმა და ყელში ბოღმამობჯენილმა სანდრომ და ჯაფარიძეს


გაუძალიანდა. მთელი სხეული აეწვა და გულის აუტანელი ღრღნა იგრძნო, როცა ასე
უსუსური მამა დაინახა, მისი მიზეზით მომტირალი.

-ფენომენალური სცენაა! - ახარხარდა ილია და ის იყო სასხლეტისთვის უნდა გამოეკრა


თითი, რომ ხმაურიც გაისმა სახლში.

-შენი ამბავი აქ მორჩება, ნაბი*ვარო! - წამოიყვირა ალექსანდრემ, რადგან სამშვიდობოს


იგრძნო თავი. მიხვდა, რომ ხმაურის გამომწვევი მიზეზი მხოლოდ პოლიცია შეიძლებოდა
ყოფილიყო, გიორგი თოიძის თავოსნობით.

ოთახში მალევე შევარდნენ გამომძიებელი და მისი განუყრელი თანაშემწე. ორივეს იარაღი


ჰქონდა მომარჯვებული და შეკრულ წარბებსქვევიდან იმზირებოდა. სახლში ისევ ისმოდა
ხმაური, შიგადაშიგ „ქოფაკის“ ყვირილიც გამოერეოდა ხოლმე პოლიციელებისას.

-ყველაფერი დამთავრდა, ჯაფარიძე, დააგდე იარაღი და ჩაგვბარდი! - დაიგრგვინა ოთახში


თოიძის ხმამ.

-არც კი გაბედოთ მოკარება, თორემ ვესვრი! - იარაღი უფრო მჭიდროდ მიაბჯინა ილიამ
ახვლედიანს.

-სისულელე არ გააკეთო, ილია, კიდევ ერთ დანაშაულს ნუ დაუმატებ შენს სიას! - ნელა
მიიწევდა მისკენ გამომძიებელი.

-მე უკვე ყველაფერი ფეხებზე მ’კიდია! - დაიღრიალა ჯაფარიძემ. - არ მომეკაროთ-მეთქი!

-დაუშვი იარაღი და ჩაგვბარდი! - წარბსაც არ იხრიდა თოიძე. მის წინ იმ წამს თავისი ცოლის
მკვლელი იდგა.

-თორემ რას იზამ? მესვრი?! - ცინიკური გაუხდა ხმა მამაკაცს. - შემომხედე და კარგად
დაიმახსოვრე ჩემი სახე, დეტექტივო. ყოველთვის, როცა ქალიშვილი დედაზე გკითხავს, ეს
სახე წარმოგიდგება თვალწინ. - გამომწვევად უღიმოდა ილია გამომძიებელს.

-ბატონო გიორგი, საიდან? როგორ? როგორ აღმოჩნდით აქ? - პირდაფჩენილი შეჰყურებდა


ირაკლი მამაკაცს.

-თქვენთვის დაცვის მოხსნა ის ხაფანგი იყო, რომელშიც ვირთხასავით გაება ილია, ბატონო
ირაკლი. - სიძულვილი ალაპარაკებდა გიორგის. რენე პირველად ხედავდა, რომ მისი
უფროსი თავს კარგავდა და გრძნობებით ხელმძღვანელობდა საქმეს. - თითო-თითო მანქანა
თქვენც გდარაჯობდათ და ჯაყელების სახლსაც. როგორც კი საეჭვო შენიშნეს, ჩემმა ბიჭებმა,
მეც დამირეკეს და მაშინვე აქ გავჩნდი. შენ ეს ბრძოლა წააგე, ჯაფარიძე, ციხეში გამგზავრების
დროა! - უყურებდა დეტექტივი ილია ჯაფარიძეს და სასხლეტზე თითის გამოკვირს
დაუოკებელი სურვილი კლავდა. გონება მხოლოდ ერთადერთ კადრს უტრიალებდა -
საწოლში მისი მეუღლის უსულოდ დაგდებულ სხეულს.

-წაგებული ვინცაა, ამას ძალიან კარგად ვხედავთ ყველანი! - ჩაიცინა ილიამ და თავით ძირს
გართხმულ ირაკლიზე ანიშნა.

-ჰო, მე წავაგე, მე. ოღონდ გემუდარები, ახლა დაუშვი ეგ იარაღი და მოსცილდი ჩემს შვილს! -
ძალის მოკრებასაც აღარ ცდილობდა ახვლედიანი.

-გაჩუმდი, მამა! ნურაფერს ეხვეწები ამ ღორს!

-დამეთანხმეთ, ბატონო გამომძიებელო,რომ გულისამაჩუყებელია მამა-შვილის ყურება.

-შენი წუთები დათვლილია, ილია, შენთვის ყველაფერი დამთავრდა! - წამოიყვირა თოიძემ


და ის-ის იყო ჯაფარიძეს უნდა მივარდნოდა, რომ ეს უკანასკნელი უკან გახტა და
დაიღრიალა:

-არასოდეს!

შემზარავი ხმა ჰქონდა. იმაზე უფრო ავი და შმაგი, ვიდრე ოდესმე. იმ წამს მისი თვალებიდან
და პირიდან წლების განმავლობაში ნაგროვები ღვარძლი და ბოღმა იღვრებოდა, რომელსაც
ცინიზმით ფარავდა დიდი ხნის განმავლობაში.

მერე გასროლის ხმამ დააყრუა კედლები. ირაკლის ხმის ჩაწყვეტამდე ღრიალიც ექოდ
გაისმოდა მთელ სახლში.

შეშლილი სახე ჰქონდა ილიას. ადამიანობისგან გაცლილი და სრულიად გადარეცხილი.


იარაღი ისე გაუვარდა ხელიდან, თითქოს ბუმბულის იყო.

მოწყვეტით დაეცა უსულო სხეული და სისხლით დასვარა გაკრიალებული იატაკი. ირაკლი


ფორთხვით ეცა ძირს დავარდნილს და სისხლიან მკერდში ჩამალა თავი ბღავილით.

რენეს სიტყვები მისთვის ამ ქვეყნის აღარ იყო. აკავებდნენ ილიას, ბორკილებს ადებდნენ და
თავისუფლებას უზღუდავდნენ, მაგრამ უაზრო იყო უკვე ყველაფერი.

შვილის უსიცოცხლო თვალებს მისთვის დასაღვრელი ცრემლები შეხმობოდათ. მკერდში


გული აღარ უცემდა ჯან-ღონით აღსავსეს.

ხელებიდან ეცლებოდა ალექსანდრე მამამისს. უმწეოდ ასავსავებდა ხელებს ირაკლი და


ხაოდა ხმაჩამწყდარი, მაგრამ შვილს ვეღარაფერს შველიდა.

ერთი წამი მეორდებოდა ახვლედიანის გონებაში. ილიას გასროლა და სანდროს იატაკზე


დაცემა. ერთ წამს უტრიალებდა მისი ტვინი, გული და მთლიანად, არსება.
მოკლული შვილის სხეულს დასჩერებოდა. გრძნობდა, როგორ იწრიტებოდა მისი კაცობა,
ღირსება, ადამიანობა და სიცოცხლის სურვილი იმ უზარმაზარი ნაპრალებიდან, შვილის
თვალების გაშეშების მომენტში რომ გაუჩნდა მთელ ტანზე.

მკვდარი იყო ალექსანდრე. წამებში გაწელილი სიკვდილით კი არა, ერთბაშად მოკვდა.


გათეთრებული ტუჩებიდან უკანასკნელი სიტყვების გამოძვრენაც კი ვერ შეძლო მამისთვის.
ფერდაკარგული თვალები ერთხელაც ვეღარ დაახამხამა.

-მე მოვიგე, მე მოვიგე, მე მოვიგე, მე, მე! - გაჰკიოდა ბორკილებდადებული ილია, რომელიც
ჭკუიდან შემცდარს ემსგავსებოდა.

გასასვლელთან წამოეწია თოიძე დაკავებულს. ყელში წვდა და ძირს დააგდო. რამდენიმე


წიხლი ჩააზილა მუცელში, მერე ზედ დააჯდა და მუშტები ურტყა მანამ, სანამ ენა არ
ჩააკმენდინა ჯაფარიძეს. მთელი სახე სისხლით მოუთხვარა, მაგრამ მაინც ურტყამდა. ყოველ
ჯერზე უფრო მეტი მონდომებითა და ჟინით.

რამდენიმე ხნით პირდაღებული უყურებდა რენე თავის მუდამ გაწონასწორებულ უფროსს.


განძრევასაც ვერ ახერხებდა, რომ უკვე სიკვდილამდე მიყვანილი სხეულისთვის
მოეშორებინა გამომძიებელი.

-მოკლავთ, უფროსო, მოკლავთ! - ბოლოს, როცა მიხვდა, მართლა მოკლავდა, თავის უფროსს
მივარდა და ძლივს აადღლიზა მის სხეულს.

-მოვკლავ! - იღრიალა გამხეცებულმა გიორგიმ და თანაშემწის ხელები მოიშორა.

-ეს თქვენ არ ხართ, ბატონო გიორგი, თქვენ არ ხართ! მასაც ეს უნდოდა! ნუ გაამარჯვებინებთ!
- უყვიროდა უმცროსი გამომძიებელი უფროსს.

„მასაც ეს უნდოდა“ - გველივით გაიკლაკნა სიტყვები თოიძის გონებაში და მაშხალასავით


გაანათა მისი დაბინდული გონება. უცებ გამოფხიზლდა, გონს მოეგო და დაჭიმული ხელები
მოუშვა. მხრები ჩამოუშვა, თავი დახარა და უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. წაბორძიკდა
და კედელს მიენარცხა, ზურგით.

-გაიყვანე... გაიყვანე... - სხვისი ხმით დაილაპარაკა და გადაყვლეფილი ხელი აუქნია რენეს.


ორი პოლიციელი დაიხმარა უმცროსმა გამომძიებელმა და ძლივს გაათრია
დასისხლიანებული სხეული სახლიდან. თოიძემ კი კედელს მიაბჯინა თავი და იქვე
ჩააასრიალა დაღლილი სხეული.

დასრულებული იყო ყველაფერი. გამთენიისას მაინც დაიჭირა ილია ჯაფარიძე ორი კვირის
ძებნის შემდეგ. უამრავი დანაშაულის ჩამდენი და უპირველესად, მისი ცოლის მკვლელი
ციხეში გაატარებდა დარჩენილ სიცოცხლეს. გისოსებში, ოთხ დამპალ კედელსშუა
ამოხდებოდა სული.

მაგრამ სად იყო კმაყოფილების შეგრძნება?!

სად იყო გამარჯვების მძაფრი სურნელი?!

ალექსანდრე ახვლედიანის უსულო სხეულს მამამ დაუხუჭა თვალები...

მთელი გზა, სტამბულიდან-თბილისამდე, ანდრეა გრძნობდა, რომ რაღაც საშინელება ელოდა


დაბრუნებულს. საკითხავი მხოლოდ ის იყო, ვინ გაიყოლა ჯაფარიძემ თან; ვის ჩაავლო
ალესილი კბილები და გაძიძგნა.

აეროპორტში არავინ დახვედრია. მაშინვე ტაქსი გააჩერა და თავისი სახლის მისამართი


უკარნახა. გულით გრძნობდა, რომ უპირველესად სწორედ ახვლედიანების სახლში უნდა
მისულიყო.

მანქანიდან გადმოსვლამდე შეამჩნია ანდრეამ ეზოში მდგარი იოანე და მათე. ერთმანეთში


ლაპარაკობდნენ. მიმიკებზე შეატყო ორივეს, საშინლად ღელავდნენ.

დაინახეს თუ არა მათკენ მიმავალი ანდრეა, გულები შეიმაგრეს, მათ ცხოვრებაში ერთ-ერთი
ყველაზე რთული მომენტის გადასატანად.

მიახლოვებულ მეგობარს მკრთალად გაუღიმა იოანემ და თავი დაუქნია, მისალმების ნიშნად.


კარგად იცნობდა ამ ღიმილს ანდრეა, სიბრალულის გრძნობას ატარებდა.

სიკვდილისფერი თვალები ჰქონდა იოანეს. მისი მზერა მაშინვე ყვებოდა მომხდარს.

უნდოდა სწრაფი ნაბიჯით მისულიყო ძმაკაცებთან, მაგრამ სისუსტეს გრძნობდა. ჯერ


არაფერი იცოდა, მაგრამ სამგლოვიარო ფერი ერტყა სახლს.

-რა ჯანდაბა მოხდა?! მითხარით! - შესავლის გარეშე ჰკითხა ბიჭებს და გადმოკარკლული


თვალებით მიაჩერდა.

-ჯაფარიძე დაიჭირეს, ანდრეა... - იოანემ გადაწყვიტა ყველაფრის ახსნა, მაგრამ სიტყვა


გაუწყდა და ხმა ჩაეხლიჩა.

-ეგ უკვე მითხრა თოიძემ! მერე?!

-აქ... ამ სახლში აიყვანეს... - უმწეოდ გაიშვირა სახლისკენ ხელი მათემ.


-მამაჩემი და სანდრო სახლში იყვნენ?! რა დაემართათ? რა მოხდა, თქვით! - თვალის გარსი
ნელ-ნელა უწითლდებოდა მამაკაცს. შეშლილის უხდებოდა თანდათან სახე.

-თოიძემ დროულად მოუსწრო, მაგრამ აყვანისას გართულდა სიტუაცია...

-გართულდა და რა მოხდა?! - წამოიყვირა მოუთმენლობით გაჟღენთილმა.

-სანდრო... სანდრო... - ერთადერთ სიტყვას ამბობდა მათე.

-რა მოუვიდა სანდროს?!

-ანდრეა, ჯაფარიძემ სანდრო მოგვიკლა. - ერთი სიცოცხლე გაათავა დანელიამ, მაგრამ მაინც
უთხრა ბავშობის მეგობარს ის, რასაც ეს უკანასკნელი ასე დაჟინებით ითხოვდა.

რაღაც აფეთქდა ანდრეას თვალებში და შეაქანა მამაკაცი. შეტორტმანდა და მათეს წაავლო


მხარზე ხელი. ყურებში აზუზუნდა იოანეს ხმა. შიგნეულობას მოედო და ყველაფერი ჩაუწვა.
თითქოს ძლიერი ვისკის პირველ ჭიქას სვამდა.

-მოკლა? - საბრალო, შეშინებული და მიტოვებული ბავშვის ხმა ჰქონდა ახვლედიანს. ცრემლი


გამოსახულებას უბინდავდა.

-ახლა შენ უნდა იყო ყველაზე ძლიერი,ჩემო ძმაო, მამაშენს სჭირდები! - მაგრად ჩაავლო
ორივე მხარში ხელი იოანემ ძმაკაცს, შეანჯღრია და ყველაზე გაცვეთილი სიტყვების
წარმოთქმა მოახერხა.

ერთხელ ყრუდ დაიგმინა ანდრეამ. შემდეგ დაიღმუვლა, ოდნავ უფრო ხმამაღლა, მერე კიდევ
ერთხელ და კიდევ. ღმუოდა მთელი ხმით, როგორც დაჭრილი ცხოველი. მოკუმულ ტუჩებს
მაგრად აჭერდა ერთმანეთს და არაადამიანურ ხმას გამოსცემდა.

მათემ ჩაიკრა გულში. ერთი ხელი თავზე მოხვია, მეორე ზურგზე. არც იცოდა, რა უნდა ექნა
ასეთ დროს; დაბნეული და თვალცრემლიანი შეჰყურებდა ასეთივე მდგომარეობაში მყოფ
იოანეს.

რამდენჯერმე გააღეს პირი, რომ რაიმე სანუგეშო მაინც ეთქვათ, მაგრამ ყველა სიტყვას
ყლაპავდა ტკივილი. ყველა ბგერა თავისთვის უნდოდა, ყველა მოქმედება.

გადაშალა და გაცრიცა ირგვლივ ყველაფერი.

რაც ეკუთვნოდა და არ ეკუთვნოდა - წაიღო.

ღამე იყო სუსხიანი და მოღრუბლული; წვიმას აპირებდა.

ალბათ იწვიმებდა კიდეც...


შიშის თოთხმეტი დღე გაატარეს ეკატერინემ,ქეთევანმა და მარიამმა მთაში. ყოველი დღე
იმის მოლოდინით თენდებოდა და ღამდებოდა, რომ რაიმე ახალს შეიტყობდნენ ქალაქიდან.
რაიმეს კი არა, ილია ჯაფარიძის დაჭერის ამბავს ელოდებოდნენ გულისკანკალით.

სამივეს თავისი საფიქრალი ჰქონდა, მაგრამ განსაკუთრებით სტკიოდათ მაშინ, როცა მათი
აზრები იკვეთებოდა.

უძნელდებოდა მარიამს დედასთან ყოფნა განსაკუთრებით იმიტომ, რომ მის სინანულს


გრძნობდა. როგორც ელოდა, ყოველ საღამოს ახრჩობდა სინდისის ქენჯნა და ყელში მანამ
უჭერდა, სანამ რამდენიმე ცრემლს არ გაიმეტებდა მათთვის.

ეკატერინე ხვდებოდა, რომ მის დას უჭირდა, მაგრამ ისიც იცოდა, ვერაფრით დაეხმარებოდა.
ამჯერადაც მარტო იყო მარიამი, ისევ ოჯახის წინაშე.

ერთ საღამოს აივანზე იჯდა უმცროსი ჯაყელი, როცა დანარჩენები ვახშმისთვის სუფრას
ამზადებდნენ. იშვიათ შემთხვევთაგანი იყო, მარტო ყოფნა რომ შეეძლო. ძირითად დროს
ეკატერინესთან ან მასპინძლებთან ატარებდა.

ქეთევანი რომ გავიდა გარეთ და ქალიშვილი დაინახა, შეყოვნდა. სახლში შებრუნება იფიქრა,
მაგრამ გამბედაობა მოიკრიბა და მოაჯირზე იდაყვებით დაყრდნობილ მარიამს
მიუახლოვდა.

მაშინვე დაიძაბა ჯაყელი. ორი კვირის განმავლობაში სულ რამდენიმე წამი თუ ექნებოდა
დედასთან ასე გატარებული. არ იცოდა, რა უნდა ეთქვა ან საერთოდ, უნდა ეთქვა თუ არა
რამე.

ქეთევანმა ამოიოხრა, მოაჯირს მოეჭიდა ორივე ხელით და შვილს მიაშტერდა იმდენად


ჯიქურ, მასაც აიძულა თავის მიბრუნება.

-შენ თუ ვინმე უნდა გძულდეს, ეს მე და მამაშენი ვართ. - ქალს ხმა უკანკალებდა, მაგრამ
მაინც დამაჯერებლად ჟღერდა მისი სიტყვები. - შენ და შენი და-ძმა ერთნაირი მსხვერპლი
ხართ გარემოებისა და ჩვენი, თქვენი მშობლების. - მეტის თქმა უნდოდა, მაგრამ ყელის წვა
იგრძნო და დადუმდა. ორიოდ წამი მისცა შვილს, რომ რამე ეთქვა, მაგრამ სუნთქვაშეკრული
მარიამი ხმის ამოღებას არ აპირებდა. უბრალოდ იმიტომ, რომ არ იცოდა რა ეთქვა.

უფროსი ჯაყელი ნელა შებრუნდა, ზურგი აქცია ქალიშვილს და სახლში დაბრუნდა. ეს იყო
და ეს, მეტად დედა-შვილს დიალოგი აღარ ჰქონიათ.

ბათუსთან და თეონასთან ხიზნად ყოფნის მეთხუთმეტე დილას გაჭრიალდა პატარა ჭიშკრის


კარი და ლუკა ჯაყელი გამოჩნდა ეზოში.

ყველა აივანზე იჯდა. უყურებდნენ, როგორ არჩევდა მასპინძელი მატყლს. დილის სტუმარი
რომ დაინახეს, მკრთალმა ფერებმა გადაურბინეს სახეზე.
ქეთევანს საღ-სალამათი შვილის დანახვისთანავე ძალა წაერთვა ფეხებში და ეკატერინეს
დაეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო. მისი გამოჩენა ნიშნავდა, რომ ყველაფერი
დასრულებულიყო. მისი მშვიდი, გამოზომილი ნაბიჯები საფრთხის აღარარსებობას
მიანიშნებდა.

სხვებთან ერთად იჯდა მარიამი, სხვებსავით ხედავდა მისკენ მიმავალ ძმას. ცოცხალს,
უვნებელს - ძველებურს. შვება იგრძნო; გულზე წაჭერილი მარყუჟი შეეხსნა. ისე წამოდგა
სკამიდან, თვალიც არ მოუშორებია ლუკასთვის. ფრთხილად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და
კიბის ორიოდ საფეხური ჩაიარა.

სწრაფი ნაბიჯით, სირბილს რომ ჰგავდა, შეეგება ძმას და მანამ გადაეხვია, სანამ რამის თქმას
მოასწრებდა ჯაყელი.

ცრემლებით უსველებდა მხარს, მაგრამ მაინც არ სცილდებოდა. არც ლუკა ცდილობდა მისი
მკლავებისგან თავის დახსნას.

ისე ეხუტებოდნენ ერთმანეთს, რომ ყველა მტკივნეული სიტყვა წაეშალათ. ბავშვობის


დროინდელ ჩხუბის თანმდევი ჩახუტების სუნი ჰქონდა ამასაც. თითქოს ისევ უმნიშვნელო
იყო მათი წაკინკლავების მიზეზი.

ქარიშხლის შემდეგ ზღვის დაცხრომას ჰგავდა ჩახუტებული და-ძმის დანახვა. სიმშვიდის


სუნი მოჰქონდა მათ ქმედებას.

ატირებული ქეთევანი ეკატერინეს ეხუტებოდა და პირველად, დიდხნიანი შესვენების


შემდეგ, ისევ გრძნობდა, რომ ბედნიერი იყო, როგორც დედა.

-სახლში დაბრუნების დროა, მაშო. - მხოლოდ ეს დაიჩურჩულა ლუკამ დის ყურთან და


გაუღიმა.

აღარაფერი უთქვამთ; არც იმ დილას და არც მერე, თბილისში დაბრუნებისას.

უსაქმოდ დარჩენილი სიტყვები საჭირო აღარც იყო.

გვიან ღამით დაბრუნდნენ ქალაქში. ლუკამ ჯერ მარიამი დატოვა სახლში და მერე გააგრძელა
გზა. დაქანცული გოგონა ძლივს მიიკვლევდა ბილიკს. ერთადერთი, რაც უნდოდა, იოანეს
ნახვა და მისი ჩახუტება იყო.

თავისი გასაღებით გააღო კარი და ფეხაკრეფით შეიპარა სახლში. ძმების გახარება უნდოდა,
მისი გამოჩენით, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, როცა სასტუმრო ოთახში, დივანზე
მოკალათებული უტა დაუხვდა, წიგნებში თავჩარგული.
-ასეთ დროს რატომ გღვიძავს, უტა? - კარის ჩარჩოს მიეყრდნო მხრით და მეგობარს გაუღიმა.

-დაგვიბრუნდი, მარიამ?! - მაშინვე წამოხტა ფეხზე გახარებული დანელია და გოგონას


გადაეხვია.

-როგორი იყო აქ, უჩემოდ? იოანე სად არის? შენ როგორ ხარ? - ეიფორიაში იყო სახლში
დაბრუნებული მარიამი და კითხვას კითხვაზე სვამდა.

-მე კარგად. იოანე... - წარბები შეკრა უტამ მაშინვე და დასერიოზულდა.

-რა?! იოანეს რა მოუვიდა?! ლუკას არაფერი უთქვამს, სად არის იოანე?! - გული მოეწურა
ჯაყელს და ოდნავ წამოიკივლა, მოუთმენლობით გაჟღენთილმა.

-აქ ვარ, ექიმო. - უცებ მოესმა გოგონას ზურგსუკან მისთვის ასე საყვარელი ხმა და მაშინვე
იგრძნო სიმსუბუქე, რომელიც ერთბაშად დაეპატრონა მის სხეულს. მისკენ შებრუნდა და
დაინახა კართან მდგომი, ხელებგადაჯვარედინებული, მშვიდი ღიმილით მომზირალი.

-იოანე! - ამოისუნთქა მარიამმა და მაშინვე გაექანა ქმრისკენ. ისე გადაეხვია, თითქოს


საუკუნო განშორების შემდეგ ხედავდა ისევ.

-მომნატრებიხარ, ჩემო მარიამ. - თვალები დაეხუჭა მამაკაცს. ხელები ისე მჭიდროდ მოხვია
ცოლს, თითქოს მისი დაკარგვის ეშინოდა. - ბოლოს, როცა ამდენი ხნით დავშორდით
ერთმანეთს, ცოლად მოგიყვანე. - ჩაეცინა ოდნავ მოშორების შემდეგ. - ამდენი ხნით აღარ
გვინდა განშორება.

-ღმერთო, როგორ მიხარია, რომ კარგად ხართ ორივე! - უცებ წამოიძახა მარიამმა და ისევ
მოეხვია მეუღლეს.

-დასხედით და დავილაპარაკოთ ნორმალურად, როდემდე იდგებით კარში? - მომღიმარმა


უტამ გამოაფხიზლა ცოლ-ქმარი და თავად კომფორტულად მოკალათდა დივანზე.

-იოანე, შენ რატომ არ ჩამოგვაკითხე ისევ? ბათუ გელოდებოდათ შენ და ანდრეას. -


დაჯდომის შემდეგ ჰკითხა მარიამმა მამაკაცს. უკვე გრძნობდა ძმების მზერებით, რომ რაღაც
ვერ იყო რიგზე.

-ჩვენ ვერ შევძელით ჩამოსვლა, მარიამ. - ამოიოხრა იოანემ.

-რა მოხდა ჩემი აქ არ ყოფნის განმავლობაში? ან შენ რატომ ბრუნდები ასე გვიან სახლში?!

-ახვლედიანებთან ვიყავით მე და მათე, უბედურება დატრიალდა მათთან.

-ანდრეას მოუვიდა რამე?!

-ანდრეას არა, ალექსანდრეს, მის ძმას. ღამით ილია ჯაფარიძე შეიპარა მათ სახლში და მანამ,
სანამ თოიძე აიყვანდა, მისი მოკვლა მოასწრო.

-მოკლა?! - შეცბა მარიამი.

-ჰო... მოკლა - თავი დახარა დამწუხრებულმა იოანემ.


-ღმერთო, რა საშინელებაა... - თვალები გაუფართოვდა გოგონას. შიში და მოულოდნელობა
გადაკვროდა სახეზე. თითები აუცახცახდა და გაეყინა. სიკდვილის ასე ახლოს ყოფნამ გული
მოუწურა. ამჯერად მისი ახლობელი არ იყო მსხვერპლი, მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა. იმის
გაფიქრებაც კი, რომ ალექსანდრეს ადგილას სხვა, მისთვის ახლობელი შეიძლებოდა
ყოფილიყო, პანიკურ შიშს გვრიდა.

კიდევ ერთი სიცოცხლე შეეწირა ომს.

კიდევ ერთმა ადამიანმა იწვნია საკუთარ თავზე მრავალწლიანი, დაუღალავი სიძულვილის,


ბოღმისა და ღვარძლის შედეგი.

მაინც ყველაფერი სისხლით დასრულდა. ისე, როგორც ილია ჯაფარიძეს სურდა.

მხრები მოუშვა მარიამმა, იდაყვებით მუხლებს ეყრდნობოდა. გაყინული თითები აიფარა


ტუჩებზე და ამოიოხრა - ერთხელ, ორჯერ, მრავალჯერ...

მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ვინ იყო მისთვის სანდრო ახვლედიანი. ისიც იმავე ნავში იჯდა,
რომელშიც თვითონ. ისიც მსხვერპლი იყო; ახლა უკვე იმაზე დიდი მსხვერპლი, ვიდრე სხვა
დანარჩენი.

-ეს შემთხვევა უკანასკნელი იყო, როცა ილია ჯაფარიძემ ვინმესთვის რამის დაშავება გაბედა,
მარიამ. - ჩაბნელებულ ოთახში კარის ძუნწად გაღებას და სინათლის ოდნავ შემოპარვას
ჰგავდა ჯაყელისთვის იოანეს სიტყვები.

ყველაფერი აირია მის გონებაში. ყველა სიტყვა და მოვლენა გაიწელა, ფორმა დაკარგა და
ერთმანეთში აიზილა.

სიკვდილი, რაც უნდა შორეული იყოს, ყოველთვის ცვლის გარშემო ყველაფერს; თავის თეთრ
ხელებს უფათურებს სახეზე ადამიანს, სვრის და წარუშლელ კვალს უტოვებს.

ახლაც შეიცვლებოდა ყველაფერი. სიკვდილის ფერი მტვერივით დაედებოდა ყველაფერს და


მანამ იქნებოდა უჩვეულოდ უსიამოვნო, სანამ თვალი არ შეეგუებოდა მის არსებობას.

ფიქრები ზღვის მოქცევასავით მიდიოდნენ და მოდიოდნენ, ნაპირზე კი არაფერს ტოვებდნენ.


მანამ, სანამ ერთი სიტყვა არ გამოიკვეთა დანარჩენებისგან და უფრო წინ წამოიწია. ერთი
სახელი ამოუტივტივდა ჯაყელს გონებაში, ერთი ადამიანი.

-ანდრეა?! - შეცბუნებული ხმით დაიჩურჩულა და ხელები დაუშვა. - ანდრეა როგორ იქნება?!


- იოანეს მიაჩერდა ისე დაჟინებით, თითქოს დანელია ვალდებული იყო, პასუხი ჰქონოდა.

დიდი ხნის მწეველივით მძიმედ ამოიხვნეშა იოანემ; არაფერი უთქვამს. ჯერ მარჯვნივ გასწია
თავი,მერე მარცხნივ, ბოლოს ისევ მარიამს შეხედა. იმ კითხვას ვერ უპასუხებდა, რომელზე
პასუხიც არ ჰქონდა. ვერ გაბედავდა ხმის ამოღებას მაშინ, როცა ანდრეას ეხებოდა საქმე.

მარიამიც მიხვდა, რომ ვერ მიიღებდა პასუხს. ისიც იცოდა, არ უნდა ეთხოვა ქმრისთვის
ამაზე პასუხი. იმ წამს უფრო ახლოს იგრძნო სიკვდილი, უფრო მძაფრად და მტკივნეულად.
სამივე გაუჩუმდა ოთახს. ფიქრის ბურუსი მოეხვიათ თავზე და სიტყვები გააქრო.

დილა გათენდებოდა უფრო ცივი და სუსხიანი.

დღე იქნებოდა სიკვდილის.

ცარიელი, ბნელი ოთახის შუაგულში ესვენა სასახლე, რომელსაც ნახევრად ეცემოდა


ფანჯრიდან შემავალი მთვარის შუქი. ხის წაბლისფერი ზედაპირი ისე კრიალებდა, თითქოს
საზეიმო დანიშნულებისა იყო. ოთახში ისეთი ავი სიჩუმე იდგა, მხოლოდ სიკვდილის
შემდეგს რომ შვენიდა.

თავზე ედგა ირაკლი ახვლედიანი შვილის სასახლეს. ცალი ხელით ეყრდნობოდა და


დაჰყურებდა მიტკლიფერ, სიცოცხლეგაცლილ სახეს. ანდრეა მოშორებით იდგა, კედელზე
ზურგით მიწოლილი. ცივი ცრემელები ეფინა უპეებში და ისე უყურებდა სანდროს თავთან
მდგარ მამას.

-ერთხელ მაინც, ცხოვრებაში, გნდომებია მისი თვალით საკუთარი თავის დანახვა? - არ


მობრუნებია ირაკლი შვილს, ისე ჰკითხა და მეორე ხელითაც დაეყრდნო სასახლეს.

-ვფიქრობდი მაგაზე, ხანდახან.

-მე ყოველდღე. - ისე მოწყდა ბაგეებს სიტყვები, თითქოს დიდი ხნის შემდეგ ნათქვამი
აღსარება იყო. - ნეტავ რა თვალით მიყურებდა ასეთით, ჩემნაირს რომ აღმერთებდა და
მისაბაძ მაგალითად ისახავდა?!

-ნიჭი ჰქონდა ასეთი; უყვარდა ადამიანების გაიდეალურება. - კედელს მოშორდა ანდრეა და


შუაგულისკენ დაიძრა. - რა თვისებაც არ გქონდა, თვითონ გიმატებდა, წარმოსახვაში, რომ
ხორცი შეესხა შენთვის და მერე გაეკერპებინე.

-ვერაფრით ინელებდა, რომ საერთოს ვერაფერს პოულობდა ჩვენ შორის. - თვალები დახუჭა
ახვლედიანმა, ცრემლები გაეპარა ლოყებზე.

-მე კი ვძულდი იმის გამო, რომ მისთვის დამსახურებული მივითვისე. - ყელი აეწვა ანდრეას,
ცრემლები მოაწვა და ლაპარაკი გაუძნელა.

-არადა უყვარდი, ძალიან ძლიერად. - ტუჩის კუთხეში ღიმილი აუხტა ირაკლის. - არასდროს
ესმოდა შენი, თუმცა აღმერთებდა შენს პიროვნულ სიმტკიცეს. შურდა კიდეც შენი, მაგრამ
უყვარდი, ძალიან დიდი გულით უყვარდი. იმ ღამით, ილია რომ... რომ მოვიდა, სანდრო
ემუქრებოდა, ანდრეა აუცილებლად გიპოვნის და ყველაფრისთვის გაზღვევინებსო.
ბოლომდე ჰქონდა შენი იმედი, ბოლო წამამდე. - ხმა დაენისლა მამაკაცს, იოგები გაუცვდა და
დაუსუსტდა. - ასე მგონია, სანამ იატაკზე დაეცემოდა, უსულოდ, ორი წამი მოასწრო ფიქრი
და იმ ორ წამშიც შენი რწმენა ჩაატია. რომ მოესწრო, იქნებ გაეღიმა კიდეც, იმ აზრით, რომ შენ
მაინც მოაგვარებდი ყველა პრობლემას. იარაღი ებჯინა ყელზე და მაინც ძაღლივით უღრენდა
ილიას. შენი ზურგით იყო გადიდგულებული, ეტყობოდა თვალებში. - ჩურჩულებდა
ირაკლი და ხელებს აქეთ-იქით დააცოცებდა ხის მოლაპლაპე ზედაპირზე. თვალებს არ
ახელდა; არცერთი შვილის სახის დანახვა სურდა.

ანდრეას ცრემლები უკანკალებდნენ თვალებში. ყბები დაეჭიმა და კბილები სიმწრით


დააჭირა ერთმანეთს. მამის ნათქვამი თითოეული სიტყვა ამწარებდა. ის უმწეობის შეგრძნება
კლავდა, რომელიც მთელი მონდომებით დაძრწოდა მის სხეულში. ეზიზღებოდა ის ფაქტი,
რომ ცხოვრებაში პირველად გრძნობდა ძმასთან ჩახუტების დაუცხრომელ სურვილს.
გრძნობდა მაშინ, როცა ეს ასე შეუძლებელი იყო.

-ჩვენ მის წინაშე დამნაშავეები ვართ. - ისევ აგრძელებდა ახვლედიანი. - ბოდიში გვქონდა
მისთვის მოსახდელი და ვერ მოვასწარით. ვერ მოვასწარი იმის თქმა, რომ მუდამ ვამაყობდი
მისით. ვერ ან არ მოვასწარი. ახლა უკვე გვიანია...

-ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩვენ გამო გაწირა თავი. - ყრუდ, დაჩეხილად დაილაპარაკა
ანდრეამ და ძმას დახედა, მშვიდად მწოლიარეს.

-ყოველთვის ერთი რამ უნდოდა - ჩვენ შორის მდგარიყო და ზედმეტად არ ეგრძნო თავი.
ახლა ასე იქნება. აი, აქ, ჩემსა და შენ შორის გაიდგამს ფესვებს, სიცარიელეში. - ირაკლიმ
ჰაერში აღმართა ხელები და ისე მოატარა, თითქოს მართლაც მდგარიყო მასსა და ანდრეას
შორის ვინმე. - ამ ადგილს ვეღარავინ შეეცილება და მისი სურვილიც ასრულებულ იქნება
სამუდამოდ. - მისი ტუჩების მოძრაობა ჰგავდა ღიმილს, მაგრამ ეს არ იყო ღიმილი.
წერტილის დასმა იყო. მოზრდილი, სქელტანიანი წიგნის დახურვასავით დასასრულის
მსგავსი.

-მისი სიკვდილი... ასე საჭირო იყო, მშვიდად მოსაუბრენი რომ დავენახეთ? - გულმოსულს
გაეღიმა ანდრეას და მაჯით შეიმშრალა სველი თვალები. იმ წამს ძლიერ კაცს აღარ ჰგავდა.
ცხოვრებაზე განაწყენებული და გაბრაზებული, მამასთან პასუხების სათხოვნელად
მივარდნილი პატარა ბიჭი იდგა ოთახში.

-სიკვდილი არასდროს არის საჭირო, მაგრამ აუცილებელია. - თავი ოდნავ გვერდით


გადააქნია ახვლედიანმა. პირველად ცდილობდა, რომ გამოცდილი, დაბრძენებული კაცის
როლი დაეჭირა შვილთან და გულწრფელად ეპასუხა კითხვისთვის.

საკმარისი აღმოჩნდა ეს პასუხი ანდრეასთვის, რათა სამუდამოდ დარწმუნებულიყო თავის


უძლურებაში. ორივე ხელით დაეყრდნო სასახლეს. ტანი წინ გადასწია და დააჩერდა
ალექსანდრეს გაყინულ სახეს. დახუჭულ თვალებს, უჰაერო ცხვირს, გალურჯებულ ტუჩებს.

შუბლზე დაეცა უფროსი ძმის ცრემლები სანდროს. ერთი, ორი, სამი...

ძლივს იმაგრებდა თავს ანდრეა, ტეხდა სხეულში. ბოლოს მაინც იმარჯვა სისუსტემ და
ხელები იდაყვებში მოაკეცინა მამაკაცს; ცხვირით გარდაცვლილის მხარს დაეცა. მაშინვე
ხელებით პიჯაკზე ჩაეჭიდა ახვლედიანი ძმას და ისე აქვითინდა,როგორც ითხოვდა მისი
შინაგანი.

ირაკლი იდგა შვილებთან, ბნელ ოთახში.

ახვლედიანების ოჯახი, მრავალი წლის შემდეგ, ისევ იყო ერთიანი.

ორ დღეში დაკრძალეს ალექსანდრე ახვლედიანი. მხოლოდ ანასტასია იყო შემაფერხებელი


და მისი დაბრუნებისთანავე მიაბარეს მოკლული მიწას. ირაკლის არავინ უნდოდა გარშემო,
მხოლოდ ოჯახი, თუმცა ტყვიასავით გავარდნილიყო ახვლედიანის სიკვდილის ამბავი
ქალაქში და დასაფლავების დღესაც ზღვა ხალხი ირეოდა სასაფლაოზე.

მამა-შვილი მხარდამხარ იდგა, წამითაც არ ცილდებოდა ანდრეა ირაკლის. მათთან იდგნენ


ანასტასია, ლიზა და დანარჩენებიც, ოჯახის ახლობლები. დაქვრივებული ვაჩნაძის დანახვა
გულსაკლავი სანახაობა იყო. გარშემომყოფები ხშირად სიბრალულით აპარებდნენ მისკენ
თვალს, მერე კი ისე არიდებნენ, თითქოს სირცხვილი ყოფილიყო ქმარმოკლული ქალის
შეცოდება.

ორი მანქანა რიგ-რიგობით რომ გაჩერდა ოდნავ მოშორებით, უნებლიედ ყველას ყურადღება
მიიქცია. როცა ჯაყელების ოჯახი, სრული შემადგენლობით, დინჯად გადმოვიდა
ავტომობილიდან და ხალხის ნაკადი გაარღვია, ყველამ იცოდა უკვე, საუკუნო ამბის
მომსწრენი გახდებოდნენ.

წინ მიდიოდა დემეტრე, მხარს ცოლი უმაგრებდა, ზურგს შვილები. მშვიდობის მომტანი
ნაბიჯები ჰქონდათ, სახეზე გამოსახვოდათ კუშტი მწუხარება.

ნელა შებრუნდა ირაკლი მათკენ. მერე ანდრეას მოსცილდა და ძველი მეგობრის


შესაგებებლად გაემართა.

ხალხმა წრე შეკრა, უნებლიედ. ცენტრში მოაქციეს დემეტრე ჯაყელი და ირაკლი


ახვლედიანი. ერთმანეთის პირისპირ გაჩერდნენ, ნახევარი მეტრის დაშორებით.

თვალებში უყურებდნენ. იქ, სადაც ყველაზე კარგად ჩანდა, რომ მრთელი აღარცერთი
დარჩენილიყო.

ნელა შეატოკა ხელი დემეტრემ, თითები შეატყუპა და ჰაერში წამოჭრა. ირაკლის გაუშვირა
მტევანი, ნელა და აუღელვებლად. ისე შეეტყუპებინა თითები, თითქოს მათი ერთმანეთზე
შეწებება სურდა, მაგრამ მაინც ვერაფრით იმორჩილებდა კანკალს. მთელ სიგრძეზე, მხრიდან
ფრჩხილებამდე, უცახცახებდა ხელები. სახეზე სიმშვიდე ესახა, მაგრამ მაინც ჰყიდდა
ახვლედიანისთვის მიშვერილი მარჯვენა.
უკანკალებდა მანამ, სანამ ჩასაჭიდი იპოვნეს თითებმა; სანამ მარტო იქნებოდნენ ჰაერში.

ირაკლიმ მაგრად ჩასჭიდა თავისი ხელი ძველი მეგობრისას. მინელდა კანკალი და შინაგანი
ღელვა.

ორი მტევანი გადაეჭდო ერთმანეთს, ორი მარჯვენა.

ისე უბრალოდ ართმევდნენ ხელს ერთმანეთს, თითქოს ოცდაათი წელი არ დასჭირვებოდა ამ


ქმედებას.

თითქოს დღე იყო ორი მეგობრის შეხვედრის; უბრალო და არაფრით გამორჩეული.

დატრიალდა მშვიდობის სუნი, ყველას მოედო სახეზე და ცხვირი აუწვა. სისხლისფერ


მშვიდობას გემოც ალბათ მძაღე ექნებოდა; არაფრისმაქნისი და უსარგებლო.

იხურებოდა კარი, რომლის იქითაც დარჩებოდა უამრავი ადამიანი - კარს აქეთ კი მხოლოდ
ისინი, ვისაც ეცოდინებოდათ სიცოცხლის ფასად მოპოვებული სიმშვიდის ფასი.

შერიგება ნიშნავდა ყველაფრის დასასრულს; დასასრულს სასაფლაოზე. იქ, სადაც უნდა


შემწყდარიყო მრავალწლიანი სიძულვილის გზა.

ეკატერინე უყურებდა ერთმანეთის პირისპირ მდგარ დემეტრესა და ირაკლის, მაგრამ


სულერთი იყო მისთვის მათი ქმედება. ანდრეა იდგა მოშორებით და მისი მიმართლებით
იხედებოდა. ერთადერთი, რაც უნდა გაეკეთებინა, მასთან მისვლა და მის გვერდით დგომა
იყო. სხვა ყველაფერს იმ წამს უმნიშვნელო ფერი ჰქონდა. მხოლოდ ძმის საფლავთან მდგარი
ახვლედიანი იყო ცხოვრების დანიშნულება.

ყველას გვერდი აუქცია და მასთან მივიდა. მოურიდებლად, ყველას თვალწინ, ყველას


დასანახად. ხელები გაშალა და მოეხვია იმდენად ძლიერად, რამდენადაც შეძლო.

ყველას წამით გაექცა მზერა წყვილისკენ, მაგრამ მალევე დაუბრუნდნენ ერთმანეთის


პირისპირ მდგართ. ირაკლიმ გაცრეცილი ტუჩები შეარხია - სიტყვის თქმა სურდა
ვიზავისთვის.

-მე და შენ ოცდაათი წელი ვებრძოდით ერთმანეთს, დემეტრე. - დაბალი ხმით დაილაპარაკა.
ისე, რომ მხოლოდ ჯაყელს შეძლებოდა მისი ხმის გაგება. - და საბოლოოდ ორივე
დავმარცხდით ამ ბრძოლაში. - თავი დახარა და მოზრდილი ნერწყვი გადააგორა ყელში. -
ილიამ თქვა, მე მოვიგეო. მართალიცაა. - ჩვენ დავმარცხდით. - ტუჩებსავით გადაცრეცილი
ხმა ჰქონდა, გამოხედვა კიდევ უფრო უფერული.

-იქნებ არ არის მართალი... - როგორც ყოველთვის, ცივი ხმა ჰქონდა დემეტრეს, მაგრამ ოდნავ
უფრო ლბილი და მწუხარე. - იქნებ ჯერაც არ დავმარცხებულვართ. - იმედის ნაპერწკლები
სცვიოდა თვალებიდან, რომლითაც იმ წამს ერთმანეთზე ჩახუტებულ ანდრეასა და
ეკატერინეს უყურებდა. სადღაც, ტუჩის კიდის რომელიღაც მივარდნილი ნაწილით გაეღიმა
კიდეც.
ერთად დამარხეს ალექსანდრე. ჯაყელები და ახვლედიანები გვერდიგვერდ იდგნენ
ბოლომდე. ყველა დანარჩენი გრძნობდა, რომ იყო ზედმეტი, მაგრამ სანახაობის შემსწრენს,
შოკისგან ფეხის გატოკებაც კი არ შეეძლოთ.

ნელ-ნელა აქაოსდა ხალხი. დინჯი ნაბიჯით არავინ გამოირჩეოდა, ყველა ჩქარობდა. თითქოს
გაურბოდნენ დემეტრე ჯაყელისა და ირაკლი ახვლედიანის გარემოცვაში ყოფნას. იმდენად
უჩვეულო დასანახი იყო ორი გვარის წარმომადგენლების გვერდიგვერდ დგომა, ზოგს
ეშინოდა კიდეც მათ შემყურე.

ოჯახს გაუჭირდა სანდროს დატოვება. ცრემლებად დაღვრილ ლიზასა და ანასტასიას ძლივს


აწყნარებდნენ ვატო და იოანე. მკლავებზე უჭერდნენ ძლიერ, რათა კორპუსით დაეჭირათ და
წაქცევის უფლება არ მიეცათ მათთვის.

ყველა შემოეცალა საფლავს. ადრე თუ გვიან, ძალდატანებით თუ ნებით, ყველამ დატოვა


ალექსანდრე. მხოლოდ ანდრეა დარჩა და მასთან ერთად ეკატერინე. არავის უცდია მათთან
მიახლოვება და მათი დაშორება; არც ჯაყელს, არც ახვლედიანს.

-შენ წარმოდგენაც არ გაქვს, როგორ ვწუხვარ და როგორ მტკივა მომხდარი, ანდრეა! -


როგორც კი შესაძლებლობა მიეცა და მარტო დაიგულა მამაკაცი, მაშინვე გულწრფელად
აღმოხდა და მოეხვია.

-ვიხრჩობი, ეკატერინე, მიშველი? - ახვლედიანის უსუსურობამ და უმწეო გამოხედვამ გული


ჩირივით მოუკუჭა გოგონას. პირველად იყო, რომ თავს აღარ იკავებდა. არ ცდილობდა
თავისი შინაგანი ტკივილისა და განცდების დამალვას. ყოველთვის ეგონა, ასეთი ანდრეას
დანახვისას მეტ სიახლოვეს იგრძნობდა მასთან, მაგრამ ახლა მხოლოდ გულისმჭამელ
ტკივილს გრძნობდა.

-ნეტავ შემეძლოს... - თვალები დაენისლა და ცხვირის წვერი აეწვა.

-ატყობ, რა დაგვემართა?! - ძმის საფლავს დასჩერებოდა ანდრეა. - სადამდე მოვედით...-


სიტყვებ შორის ხრიალებდა. - იმდენი სიკვდილი იყო... იმდენი სისხლი... იმდენი დავკარგეთ
და ისე ცოტა დავრჩით. დავპატარავდით, სულ პაწაწინა არსებებად ვიქეცით. საკუთარი
ნაჭუჭიც აღარ გვაქვს, რომ იმაში გამოვიკეტოთ და სამუდამოდ დავემალოთ ამ მბრუნავ და
ყველაზე მტანჯველ წუთს.

-ღმერთო, როგორ მესმის შენი. - აკანკალებული ხელით მხარზე მიეფერა ჯაყელი ანდრეას.

-ყველაფერი იმ ქაოსურ ნახატს დაემსგავსა, შენ რომ მანახე ყვარლის ღამეს. გახსოვს?

-მძულს ის ნახატიც და ეს რეალობაც! - კბილებშორის გამოცრა ტკივილის ბოღმით აღვსილმა.

ანდრეა ნელა მიუბრუნდა ეკატერინეს მთელი ტანით. ჯაყელის სიტყვებს მკრთალი ღიმილი
მოეგვარა მის სახეზე. აღიმებდა ის ფაქტი, რომ გოგონა ასე მონდომებით ცდილობდა მის
მხარდაჭერას. მერე მხრები აიჩეჩა და პირი გააღო ხმის ამოსაღებად. ისე გამოიყურებოდა,
თითქოს ცხოვრებაში ყველა კითხვაზე ნაპოვნი პასუხის გასაცემად ემზადებოდა. თვალები
დახუჭა,ჰაერი გაათავისუფლა პირიდან და უფრო დაბალი, ჩახლეჩილი ხმით დაიჩურჩულა.
– „c’est la querre.“

-ომი ასეთია... - სიმწრის ღიმილმა გაუპო ტუჩები ეკატერინეს. მიხვდა, რასაც გულისხმობდა
ანდრეა. იმასაც მიხვდა, რომ მთელი თავისი ცხოვრებით ეთანხმებოდა ამ სიტყვებს და
იმასაც, რომ ეს ბედთან შეგუებას ნიშნავდა.

მწველი ცრემლების კანზე შეხებამ სახე აუწვა. იმ წამს ისე, როგორც არასდროს, აღიზიანებდა
რომ ტიროდა, როცა ანდრეას თვალებს ჯიუტ კურცხალსაც ვერ ამჩნევდა. მიუხედავად იმისა,
რომ ახვლედიანი სულ უმეორებდა, ჩემზე ბევრად ძლიერი ხარო, იმ მომენტში უკვე
დარწმუნებით იცოდა, მის გამძლეობასა და შინაგან სიმტკიცეს ვერც ვერასდროს ჩაწვდებოდა
ბოლომდე და ვერც გაუტოლდებოდა.

სიტყვებს, რომლებიც არც ჰქონდა და ვერც ვერსაიდან მოჰქონდა, ისევ მათთვის ყველაზე
საამო ქმედება არჩია; ხელები გაშალა და მამაკაცს მოეხვია.

ანდრეას ისევ გაეღიმა. მაშინ, როცა ეკატერინეს თითებს ზურგზე გრძნობდა, მის სუნთქვას კი
კისერში, იცოდა, რომ იდგა ბედნიერებისა და უბედურების გასაყარზე. ის კი ყოველთვის
ბედნიერებას ირჩევდა, მაგრად ხვევდა ხელებს გოგონას და გულში ისე იკრავდა, რომ მთელი
სხეულით შეეგრძნო არჩეული გზის სიამოვნებანი.

მოშორებამდე თავზე აკოცა და წელზე მოხვია ხელი. მაშინ უკვე იგრძნობოდა, რომ ერთი
მრთელი იყვნენ და ახლის დასაწყისი მხოლოდ მათ ჩაჭიდულ ხელებში იბადებოდა.

უკანა გზაზე ანდრეა, ისევე როგორც ყველა დანარჩენი, სიმსუბუქეს გრძნობდა, მიუხედავად
იმისა, რომ ამის მიზეზი არ უნდა ჰქონოდათ. თუმცა ყველამ ალექსანდრე ახვლედიანის
საფლავს მიაბარა ის, რის გარეშეც ცხოვრება უნდა განეგრძნოთ. ის, რასაც თან წაიღებდა
სანდრო ძალიან შორს და აღარასდროს დაუბრუნებდა ჯაყელ-ახვლედიანებს.

იმ ღამეს ახალი, ნამგალა მთვარე აჩნდა ცას.

ძველი აღარც იყო მოსაგონარი.

ერთი კვირა სწრაფად მიილია და ორშაბათიც თავიდან ჩაუდგა კვირას სათავეში. ყველაფერი
ისე გრძელდებოდა, როგორც მრავალი წლის განმავლობაში იყო. რაც არ უნდა ბევრი
შეცვლილიყო, რუტინას მაინც ვერ გაურბოდა ვერცერთი.
კვირის დასაწყისიც ერთმა სუსხიანმა, რუხმა დილამ გაათენა. თითქოს ამინდებიც
შუშდებოდნენ და ჯერ კიდევ ირჩენდნენ მომხდარის შემდეგ დარჩენილ იარებს.

ბექამ პირველმა გაიღვიძა სახლში, თუ საერთოდ ძილს დავარქმევდით იმ ორ საათს


თვალების გაუხელლად რომ იწვა გულაღმა. საკუთარ სახლს გაუცხოებული, ბიძის ოჯახს
აფარებდა თავს და მცირე ხნით გაურბოდა იმ სინამდვილეს, რომელშიც ციხეში
გამომწყვდეული მამა ელოდა.

იმ დილას კი, რომელიც ორშაბათს ეკუთვნოდა და რომელიც უხეიროდ იწყებდა სხვებსავით


მძიმე კვირას, თვალების გახელისთანავე იმ აზრმა გაუელვა თავში, რომ ერთხელ მაინც უნდა
ენახა ერეკლე.

გზაში ორჯერ იფიქრა მიმართულების შეცვლა და გაჩენილი იდეის უკუგდება, მაგრამ


ბუნებაში ფესვგამდგარი სიმტკიცე არც ამჯერად აძლევდა ამის უფლებას.

ბოლომდე იმის გააზრება უჭირდა, სად მიდიოდა და ვისთან, მაგრამ უბრალოდ მოქმედებდა
იმ მოტივით, რომ შვილი იყო, რომელსაც უნდა ენახა გისოსებს მიღმა აღმოჩენილი მამა.

ზურგსუკან რკინის კარის მიხურვისა და წრიპინა ზარის ხმა რომ გაისმა, ტანში უსიამოვნოდ
გაცრა. შმორისა და ნესტის სუნმა მაშინვა აუწვა ნესტოები და უსიამოვნოდ დაამანჭინა სახე.

-აქეთ მომყევით. - შავფორმიანმა, უაზრო სახითა და ტლანქი მოძრაობებით გამორჩუელმა


ბადრაგმა მიმართა და თეთრი დერეფნისკენ გაუძღვა.

ცივ, ავად მომზირალ კედლებს შორის მიდიოდა. წინ მიმავალი ისე ამაყად მიუძღვებოდა,
მხრებში გამართული, თითქოს სამეფო ტახტზე უნდა აეყვანა და გვირგვინი დაედგა
მისთვის; სასაცილოც კი იყო მისი გარემოსათვის შეუფერებელი და ქედმაღლური სიარულის
მანერა.

რუხი ფერის კართან შეჩერდნენ. შავფორმიანმა ხმაურით ჩამოსწია სახელური და


მკრთალ,თვალის უსიამოვნოდ მომჭრელ ოთახში შეიპატიჟა.

-პატიმარს მალე გამოიყვანენ, დაელოდეთ. - გაზეპირებულად ზრდილობიანი ტონით


მიმართა, მისი თავი ოთახში დამხვდარ ბადრაგს გადაულოცა და წავიდა.

სამი სკამიდან ერთ-ერთზე დაჯდა. გამჭირვალე მინას მიაშტერდა, რომლის იქითაც სულ
სხვა სამყარო იშლებოდა. თითქოს გრძნობდა, რომ მეორე მხარეს ჰაერიც გისოსებში იყო
მოქცეული და იქ მოხვედრილ ადამიანს ასმაგი ძალისხმევა სჭირდებოდა, სასუნთქად.

ხმაური რომ გაიგო, დაიძაბა. მაგიდაზე შემოწყობილი ხელები უნებლიედ მომუშტა. მინის
მიღმა მალევე გამოჩნდა სტაფილოსფერ ფორმაში გამოწყობილი პატიმარი, რომელსაც
ბადრაგმა მოხსნა ბორკილები და სკამზე დაჯდომის უფლება მისცა.
ერეკლე შეშინებული ძაღლივით აცეცებდა თვალებს. ჯერ ბადრაგს ახედა, მისი ლმობიერი
მოპყრობით გაკვირვებულმა, მერე მინას მიაშტერდა და როცა შვილი დაინახა მის მიღმა,
ერთი-ორად გააფართოვა თვალები გაოცებას ნარევი სიხარულით.

უმცროსმა ჯაყელმა რამდენიმე წამით უყურა ციხის უნიფორმაში გამოწყობილ მამას. შემდეგ
ზედა ტუჩი ოდნავ აპრიხა და ნელა წაიღო ხელი ყურმილისკენ.

-მიხარია, რომ მოხვედი, შვილო. - ერეკლემ დაიწყო ლაპარაკი. მისუსტებული და უძარღვო


ხმა ჰქონდა. სახე უფრო დაბერებული და გადაღლილი. მხოლოდ თვალებში უბრწყინავდნენ
ბედნიერების ნაპერწკლები.

„შვილოს“ გაგონებისას სახე უსიამოვნოდ დაემანჭა ბექას და ოდნავ მინაბა თვალები,


დასამშვიდებლად. შეჩენილ მრისხანებას მთელი სხეულის დაჭიმვით თოკავდა.

-დამშვიდობების ღირსი ყველაა, შენნაირი სულმდაბალი ადამიანიც კი. - ტონი გაყინვოდა


მამაკაცს. პირველივე სიტყვებით აგრძნობინა მამას, რომ მეგობრული მოტივით არ იყო
მისული.

-ვიცი, რომ გძულვარ. - ტკივილმა წამში ჩაანაცვლა სიხარული უფროსი ჯაყელის თვალებში;
თითები აუცახცახდა.

-არ მძულხარ. სიძულვილი შენნაირების საქმეა, მე მრცხვენია შენი და მეცოდები. - ისე


მკაფიოდ და მოზომილად გამოთქვამდა სიტყვებს, თითქოს იცოდა, ოდნავი ცდომილება მის
აფეთქებას რომ გამოიწვევდა.

-ბოდიში მაქვს მოსახდელი...

-ჩემთვის? არა, ჩემთვის არა. იქნებ ნიკუშა რომ ყოფილიყო ცოცხალი, მისთვის გეცადა, მაგრამ
მე ფუჭი სიტყვების სამი წლიდან აღარ მჯერა და ნურც შენ გაირჯები ტყუილად.

-ბექა, შვილო, გთხოვ ნუ განმსჯი ასე სასტიკად. მე ის გავაკეთე, რაც სწორად მიმაჩნდა. -
თავისუფალი ხელი შვილამდე მისაღწევ ბარიერად ქცეულ მინას მიაბჯინა და დაიკვნესა.

-ჩემთვის ძმის წინააღმდეგ წასვლა ვერცერთი რწმენით ჩაითვლება სწორად, მაგრამ ამაზე
აღარ გვინდა. იაფასიანი ახსნა-განმარტებების მისაღებად არ მოვსულვარ აქ.

-რატომ მოხვედი? - თვალები აემღვრა ერეკლეს.

-მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლოჯერ მენახე და მეთქვა, მეტად აქ აღარ მოვალ. ისიც იცოდე, თუ
ოდესმე შვილები მეყოლება, დემეტრე ჯაყელი იქნება მათთვის ბაბუა.

-ის, არა?! - ბრაზისგან და სიძულვილისგან ნესტოები დაებერა მამაკაცს. იმდენად გამწარდა,


ძმის სახელის წარმოთქმაც ვერ მოახერხა.

-რაც არის და როგორიც არის, ისეთია ჩემი აღმზრდელი და მასწავლებელი. - მშვიდი ხმა
ჰქონდა ჯაყელს. - მე მის გარდა მშობელი აღარ შემრჩა.
-შეგრჩა, ბექა, შეგრჩა!

-მშვიდობით, მამა. - ყურმილის დაკიდებას აპირებდა მამაკაცი, როცა ერეკლემ წამოიყვირა:

-მოიცადე, ბექა! ორი წუთიც დამითმე.

-რაღა დაგრჩა სათქმელი?!

-დემეტრესთან არ დარჩე, ოღონდ მასთან არა!

-ოთხი კედლის ყურება ვერაფერს გასწავლის, არა?! - ცივად ჩაეცინა მამაკაცს.

-დედაშენთან წადი! - ისევ წამოიყვირა ერეკლემ და მაგრად მოუჭირა ხელი ყურმილს.

-ვისთან? - შუბლი შეკრა ბექამ.

-დედაშენთან. ქალთან, რომელმაც გაგაჩინა და რომელსაც უყვარდი მანამ, სანამ ჩემგან


გაიქცეოდა.

-შენ რა იცი მაგ ქალზე?! - მთელი კორპუსი დაეჭიმა მამაკაცს.

-ყველაფერი ვიცი! ვიცი, სად არის და როგორ ცხოვრობს. ყოველთვის ყველაფერი ვიცოდი
მასზე, მაგრამ არ ვამბობდი, ბრაზი მახრჩობდა.

-რის თქმას ცდილობ?

-დედაშენმა ვერ გამიძლო, შვილო. ვერც მე და ვერც იმ სიძულვილით სავსე გარემოს,


რომელშიც ვაცხოვრებდი. შენი და ნიკას შორს წაყვანა უნდოდა ჩვენი ოჯახიდან, მაგრამ არ
დავანებე. არ დავანებე და ჩემთან დაგიტოვეთ...

-სად არის?! - ყელის წვა იგრძნო ჯაყელმა.

-ზუსტი მისამართი არ ვიცი, მაგრამ...

-ქალაქი მითხარი და მე თვითონ ვიპოვნი! - პირველად დაკარგა წონასწორობა და


წამოიყვირა.

-პარიზში ცხოვრობს. ერთ-ერთ გარეუბანში პატარა ყვავილების მაღაზია აქვს.

-რამდენი ხანია, რაც იცი მისი ადგილსამყოფელი?!

-ბექა...

-რამდენი ხანია?!

-სულ ვიცოდი. დღიდან მისი სახლიდან წასვლისა... - თავი ჩაქინდრა ერეკლემ.

-და არასდროს დაგცდენია მასზე სიტყვა... - თავისთვის ჩაილაპარაკა ბექამ. იმ სიმშვიდით


მძვინვარება რომ ედო სარჩულად.
-რომ გცოდნოდათ მასზე, გაიქცეოდით და მარტო დამაგდებდით! - უსუსურობის შეგრძნებამ
ყელზე წაუჭირა პატიმარს და ცრემლი ადინა. - მე კი შენი და შენი ძმის მეტი არავინ მებადა
ამ ქვეყნად.

-აღარ მინდა ლაპარაკი. - ისევ მიენაბა თვალები ჯაყელს, წკიპზე იყო უკვე და ასაფეთქებლად
ემზადებოდა.

-დედათქვენს არჩევდით ჩემს თავს, უკანმოუხედავად გაიხურავდით ჩვენი სახლის კარს! -


ისევ აგრძელებდა თავისმამართლებას ერეკლე.

-კარს, რომელსაც წელიწადში ორჯერ თუ აღებდი... - ჩაეცინა ყველაფრით დაღლილ და


იმედგაცრუების საკბილოდ ქცეულს. - გეშინოდა, რომ დაგტოვებდით,ამიტომ თვითონ
გვტოვებდი დღეობით, თვეობით, წლობით...

-შენ და ნიკა უკეთეს მამას იმსახურებდით. - ცრემლი თვალებში გაუშეშდა ჯაყელს.

-და როგორ გვეყოლებოდა უკეთესი მამა, თუ თავის დროზე არ მოგვეცი ამის უფლება?! -
წამოიყვირა უეცრად ბექამ. აწითლდა სახეზე და ძარღვები დაებერა.

-მაპატიეთ...- აქვითინდა უფროსი ჯაყელი . - მე სხვანაირად მინდოდა ყველაფერი. შენთვის,


ჩემთვის და ნიკასთვის.

-აღარ მინდა, ამის მოსმენა!

-უნდა მაპატიო, ბექა! გემუდარები, შვილო, მე შენ გარდა აღარავინ შემრჩა!

-და რას შეცვლის, თუ გეტყვი, რომ გაპატიე?! თავად მიშვებ პარიზში. იცი, აღარასდროს
შევხვდებით. რას შეგიცვლის ჩემი ერთი სიტყვა?!

-მჭირდება... - სახე მოეწურა ერეკლეს. ისე დაპატარავდა, შვილის წინ უმწეოდ მჯდარი,
ახალშობილს დაემსგავსა.

-მინდა იმის მჯეროდეს, რომ ამ ცხოვრებაში ანგარიში შეგეშალა და მართლა არ გინდოდა ის


შედეგი, რაც მიიღე. მირჩევნია მჯეროდეს იმის, რომ სულელი აღმოჩნდი, ვიდრე ბოროტი და
გულღრძო. მართლა მინდა მწამდეს, რომ არ მატყუებდი, როცა მპირდებოდი, შეიცვლებოდი.

-შეძლებ?! ამის დაჯერებას შეძლებ?! - იმედის ნაპერწკლებით აენთო თვალები ერეკლეს.

-მშვიდობით, მამა. - ხმა გაებზარა ბექას და თვალები აემღვრა, მაგრამ მაინც მტკიცე იყო მისი
ხმა, გამომეტყველება კი შეუვალი.

-მიპასუხე, ბექა, გემუდარები, შეძლებ?!

-დაცვა, გამიყვანეთ აქედან. - აკანკალებული ხელით დაკიდა ყურმილი ჯაყელმა, სკამიდან


წამოდგა და ზურგი აქცია ლამის მინაზე აკრულ მამას, რომელსაც ბადრაგი ეჯაჯგურებოდა.

ყრუდ გაგონილი სიტყვებისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია. იცოდა, რომ არ უნდა


შებრუნებულიყო და მთელი ტანით წინ სვლისკენ იყო მომართული.
ისევ გადიოდა ცივ, ავისმთქმელ დერეფნებს. ისევ აწუხებდა შმორის სუნი. ერთი სული
ჰქონდა, გასცლოდა იმ შენობას და იმ შეგრძნებას, რომელიც მასში ყოფნისას უჩნდებოდა.

ცივ, სუფთა და ახალ ჰაერს სთხოვდა მთელი სხეული - ოღონდ იმ შენობისას არა, რომელშიც
მამამისი იყო გამომწყვდეული.

ყველაფერი რომ ზურგსუკან მოიტოვა, თავს გაჩერებისა და ამოსუნთქვის უფლებაც მისცა.


და თუმცა არცერთი წამით მიუხედავს უკან, ერეკლეს და მის ადგილსამყოფელს მაინც დარჩა
სამახსოვრო შვილისგან. ერთადერთი და ყველაზე თავნება კურცხალი მანამ დაეცა
ზღურბლს, სანამ ჯაყელი მას გადალახავდა.

ანდრეა დილიდან იოანესთან იყო სახლში და თავის ძველ ოთახში დარჩენილ ნივთებს
ალაგებდა. მარიამი კართან იდგა და უსიტყვოდ აკვირდებოდა მის მოქმედებებს. მხოლოდ
მაშინ მიუახლოვდა ახვლედიანს და დაილაპარაკა, როცა ამ უკანასკნელმა ჩალაგება
დაასრულა.

-მაშ, გვტოვებ, არა? - გაუღიმა და თავით ანიშნა შეკრული ჩემოდნისკენ.

-უძღები შვილის სახლში დაბრუნების დროა. - ჩაეცინა ანდრეას, მაგრამ ძველებური და


მისთვის ასე დამახასიათებელი ირონია ისე მძაფრად აღარ იგრძნობოდა მის ხმაში.

-შენ არ ხარ უძღები შვილი, ანდრეა. - უფრო სერიოზული ნათქვამი გამოუვიდა მარიამს,
ვიდრე ხუმრობა.

-იოანე სად არის, არ გამაცილებს? - ჯაყელის ნათქვამი ესიამოვნა, მაგრამ არ შეიმჩნია და


თემა გადაიტანა.

-რა თქმა უნდა, მოვა. ასე თქვა, ჩემი ხელით ჩავუწყობ ბარგს მანქანაშიო. - გაეღიმა გოგონას
ქმრის სიტყვების გახსენებისას.

-როგორც იქნა, აღარ ვიქნები მისი საზრუნავი და სერიოზული კაცის იმიჯს მოვირგებ. ვიცი,
რომ უხარია.

-შენი გადაწყვეტილება ყველას უხარია, ანდრეა.

-ჰო, ჩემს ძმას ასე ენდომებოდა. - ხმა გაებზარა ახვლედიანს, მაგრამ ისევ არ დაიტყო არაფერი
და გაიღიმა.

-ბიჭები დაგეხმარებიან, ხომ იცი?

-მათი იმედი რომ არ მქონდეს, ალბათ, შემეშინდებოდა ამხელა კომპანიის სათავეში ჩადგომა,
მაგრამ მათმა იმედმა მომიყვანა აქამდე და ეჭვი მაქვს ჩემი სახლში დაბრუნება სულაც არ
შეცვლის ამას.
-ჩვენ, ყველა, შენ გვერდით ვიქნებით, ყოველთვის! - უჩვეულოდ ემოციური იყო მარიამი.

-მადლობა, მარიამ, ყველაფრისთვის. ნეტავ იცოდე, რამდენად ბედნიერი ვარ, რომ სწორედ
შენ გხედავ იოანეს გვერდით. შენნაირ ძლიერ, ამტან და გამტან ადამიანს ხშირად
ნამდვილად ვერ შეხვდები ცხოვრებაში.

-მე და იოანეს გვჭირდებოდა, რომ ცხოვრებაში ერთმანეთს შევხვედროდით და ასეც მოხდა.


საერთოდ მჯერა, რომ ცხოვრებაში ყველა ხვდება იმ ადამიანს, რომელიც ნახევარიდან ერთ
მრთელად გარდაქმნის.

-შენთვის მარტივია საუბარი, ნაპოვნი გყავს ასეთი ადამიანი. - გაეცინა ანდრეას.

-შენ არ გყავს? - ეშმაკური ღიმილი გამოესახა სახეზე ჯაყელს და წარბები აზიდა, პასუხის
მოლოდინში.

-მყავს, მყავს. - მცირე პაუზის შემდეგ უპასუხა ახვლედიანმა და გაუღიმა.

მარიამს მსუბუქად გაეცინა პასუხით კმაყოფილს. მერე უცებ, თითქოს რაღაც გაახსენდა,
დასერიოზულდა.

-მგონია, რომ რაღაც უნდა იცოდე. - ტონი დაადაბლა და შუბლი შეკრა.

-რა უნდა ვიცოდე?

-ეკატერინეს ეხება საქმე, მაგრამ ვიცი, რომ არ ვიქცევი სწორად. - ყოყმანობდა ჯაყელი.

-მითხარი! - დაიძაბა ანდრეა.

-ანდრეა, ჩემმა დამ ამერიკიდან მიიღო მოწვევა. მისი ნამუშევრებით არიან


დაინტერესებულნი და უნდათ, რომ კონტრაქტი გაუფორმონ. - უცებ თქვა მარიამმა, ბევრი
ფიქრის გარეშე.

-ასეთი შეშფოთებული სახე რატომ გაქვს? ეგ კარგი ამბავია, არა?

-თუ კონტრაქტს დათანხმდება, ხუთი წლით ამერიკაში მოუწევს ცხოვრება და მუშაობა. - ისე
ჩურჩულებდა მარიამი, თითქოს თავისივე წარმოთქმული სიტყვები შიშს გვრიდა.

-დათანხმდა?! - შიში გაუკრთა თვალებში ანდრეას.

-ფიქრობს. - იყო მოკლე პასუხი.

-თუ არ დათანხმდება, რა მოხდება?

-მისი ამერიკელი მაესტრო, რომელთანაც შარშან ამერიკაში ყოფნისას მუშაობდა, ურჩევს,


რომ უსიკვდილოდ დათანხმდეს. - ბოლო სიტყვები განსაკუთრებული სიფრთხილით
წარმოთქვა ჯაყელმა.

-გასაგებია... - ნერწყვი გადააგორა ახვლედიანმა და ხელები ზურგსუკან დაიკრიფა. - მე


რატომ მეუბნები ამას? - ცოტა ხნის შემდეგ ჰკითხა წინ მდგომს.
-იმიტომ, რომ ზედმეტად კარგად ვიცნობ ჩემს დას და ვიცი, თვითონ არასდროს და
არასდიდებით გეტყვის ამას. მე კი მგონია, მის წასვლა-დარჩენაში შენზე დიდი როლი არავინ
უნდა ითამაშოს.

-აჰა. - თავი დააქნია ანდრეამ მორჩილი ბავშვივით. - მადლობა, რომ მითხარი. - თქვა და
ჩემოდანს დაავლო ხელი.

-რას აპირებ?! - ანერვიულდა მარიამი.

-ნუ იღელვებ, მარიამ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე და შენ ყველაზე მეტად გვსურს
ეკატერინესთვის. - წასვლამდე შებრუნდა ანდრეა ჯაყელისკენ, გაუღიმა და ისე ორაზროვნად
უთხრა, დაბნეული დატოვა გოგონა.

საფლავის წინ იდგა დემეტრე ჯაყელი. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ოდნავ მოჭუტული
თვალებით შეჰყურებდა წლების წინ დადგმულ მარმარილოს ქვას, რომელსაც გადაცრეცოდა
ზედ წაწერილი სახელი.

დიდხანს იდგა მარტო, სრულ სიჩუმეში. გულშიც კი არ იღებდა ხმას; ასეც ვერ ბედავდა
რამის თქმას.

ქარმა დაუბერა და დემეტრეც მაშინ მიხვდა, იქნებ უკვე რამდენიმე წუთიც იყო, მარტო აღარ
იდგა.

-ყოფილხარ აქ ოდესმე?! - არც გაუხედავს მისკენ, ისე ჰკითხა, ძირს დაიხარა და მიწა აიღო
მუჭით.

-რამდენჯერმე. - იყო მამაკაცის უღონო ხმის პასუხი. - ვერასდროს ვბედავდი უფრო ხშირად.
- წინ წამოიწია და ჯაყელს ამოუდგა მხარში.

-პირველად ვარ მას შემდეგ, რაც დავმარხეთ. - დაიჩურჩულა დემეტრემ და თავი დახარა.
სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობას ყელში გრძნობდა მოწოლილს.

-შენი აზრით, უნდა ჩვენი აქ დგომა?

-მაშინ, როცა განადგურებულ და ყოვლად დაუძლურებულ დემეტრე ჯაყელსა და ირაკლი


ახვლედიანს გვხედავს?! ალბათ ახლა კისკისებს და ფეხებს იატაკზე აბაკუნებს ისე, როგორც
ყოველთვის იცოდა. - ჩაცინების იმიტაციას ჰგავდა ჯაყელის მიერ გამოცემული ხმა.

-იმსახურებდა ამას.

-ჩვენ განადგურებას?
-ჩვენ აქ მოსვლას.

-შენი აზრით, შეძლებს ოდესმე პატიებას?

-ერთ დღეს თუ გაიღვიძებ და სინდისის ქენჯნის ყელში მოწოლას იმდენად მძაფრად


იგრძნობ, რომ დახრჩობა ინატრო, შეგიძლია ჩათვალო, რომ თამარამ გვაპატია. - მიწას ხელის
გული რამდენჯერმე გადაუსვა დემეტრემ, შემდეგ კი ისევ საფლავზე მოაპნია.

-და მანამდე? - ამოიოხრა ირაკლიმ. თვალსაც ვერ უსწორებდა ქვის ზედაპირს, რომლის
გაცრეცილი ასოებიც გარდაცვლილის ვინაობას ამცნობდა მნახველს.

-მანამდე იქნება დასასრულის დასაწყისი.

-და ჩვენ? მე და შენ.

-ჩვენ ვერასდროს ვაპატიებთ ერთმანეთს, ირაკლი და ეს შენც კარგად იცი. მაგრამ ერთი რამ
გვეშლებოდა ყოველთვის - ეს ამბავი არც ჩემზე იყო და არც შენზე. მთავარი გმირი და
მსხვერპლი ამ საფლავში წევს და თუ მან გადაწყვიტა, რომ უნდა მორჩეს, ესე იგი უნდა
მორჩეს. - თითი გაიშვირა საფლავისკენ ჯაყელმა.

ირაკლიც მაშინვე მიბრუნდა იმ მხარეს, საითაც თითი გაეშვირა დემეტრეს. ნელა ასწია
თვალები და იმ ადგილს შეხედა, სადაც საყვარელი ქალის სახელი ეწერა. უფერული ტუჩები
აუცახცახდა, თვალები აემღვრა. - ალექსანდრეს გარეშე არ შეიძლებოდა, თამარა? - ისე
ჰკითხა, თითქოს მართლა შეძლებდა ქალი მის კითხვაზე პასუხის გაცემას. ხმა ჰქონდა
უბადრუკი და უსუსური. აღარაფერი დარჩენილიყო ძველი ირაკლისგან იმ სევდით სავსე
თვალების მეტი, რომელიც ისევ შეჰყურებდა საყვარელ და საოცნებო ქალს.

-აი, ეს ცხოვრება ხომ ძალიან უსამართლოა? - უცებ ჰკითხა თვალცრემლიან მამაკაცს


დემეტრემ ღიმილით. მერე კი თვითნვე გასცა პასუხი. - ყველა კუთხის კუნჭულში ატანს
უსამართლობა. - ამოიოხრა და ისევ განაგრძო. - მაგრამ იცი, რა მოასწორებდა ამ უსწორ-
მასწორო ქვეყანას?

-განა არსებობს ისეთი რამ, ამ ქვეყნად უსამართლობას რომ უშველის? - ჩაეცინა ირაკლის და
სახიდან ცრემლები მოიშორა პერანგის მანჟეტებით ისე, როგორც ბავშვობაში იცოდა.

-ჰო, არსებობს. - გაეღიმა დემეტრესაც. - მშობელს, დედას ან მამას, სულაც ორივეს ერთად,
ისე რომ შეეძლოთ შვილების დაცვა, როგორც თავად სურთ, ეს წამის სამყოფელიც აღარ
იქნებოდა ისეთი უმადური, უსამართლო და უიმედო!

-შენ ასე გჯერა, დემეტრე?!

-შენც ასე გჯეროდეს, ახვლედიანო. შენც ასე გჯეროდეს! - სახე მოექუფრა მამაკაცს და შუბლი
შეეკვრა.

ქარი ქროდა ძალიან ძლიერი, მაგრამ არცერთი იძვროდა ადგილიდან.


მეფე არტური და კეისარი არასდიდებით ტოვებდნენ დედოფალ ეკატერინას.

მრავალი წლის შემდეგ ისევ ერთად იყვნენ სამივე.

ქარმა შორიდან მოიტანა სიტყვები.

და თამარამ თქვა - საკმარისია!

სახლის აივანზე იჯდა ბექა და ჩაის სვამდა ისე დინჯად, თითქოს სადარდებელი ფეხის
გაჭაჭანებასაც ვერ ბედავდა მის გულსა და გონებაში. მყუდროება ლუკამ დაურღვია,
რომელიც თუმცა ტაატით, მაგრამ მაინც იჭრებოდა მისი კომფორტის ზონაში.

აივანთან დადგა ჯაყელი, ხელები მოაჯირზე შემოაწყო და ერთხანს აცადა ბიძაშვილს


მშვიდად ჩაის სმა.

-მე უნდა წავიდე, ბექა. - სიჩუმეში აჩურჩულდა მისი ხმა. - ის ცხოვრება უნდა დავიბრუნო,
რომელიც მქონდა. ჩემი ცოლ-შვილი უნდა დავიბრუნო.

-ის ცხოვრება კი არა, შენი თავი უნდა დაიბრუნო. - სასხვათაშორისო და მარტივი პასუხი
ჰქონდა ბექას, მაგრამ როგორც ყოველთვის, სწორედ ისეთი, მას რომ სჭირდებოდა.

-ჰო, მართალი ხარ. ძალიან ღრმად შევტოპე და დროა, გამოქვაბულს მევ ვუპოვნო
გასასვლელი.

-მეც უნდა წავიდე. - სავარძლიდან დინჯად წამოდგა უფროსი ახვლედიანი და გვერდით


დაუდგა ბიძაშვილს.

-შენ საით გაგიწევია? - გაიკვირვა ლუკამ.

-პარიზში, დედასთან. - ისე გასცა პასუხი, თითქოს ცხადზე უცხადესი იყო ყველაფერი და
საკითხავი არაფერი დარჩენილიყო.

-ვისთან და სად?!

-მამაჩემმა ცხოვრებაში ერთადერთი კარგი საქმის გაკეთება ითავა და მისი მისამართი


გამანდო. - ნაღვლიანად ჩაეღიმა ბიძაშვილებს შორის უფროსს.

-და შენც მიდიხარ? ასე მარტივად ჩახვალ იმ ქალთან და კართან გამოეცხადები?

-გიკვირს? - გაეცინა მამაკაცს. - მეც მიკვირს. ალბათ სხვა დროს მისკენ არც გავიხედავდი,
მაგრამ ახლა...

-ნუ მიხსნი, ბექა!


-ალბათ, მამაჩემისგან და ზოგადად, ჩვენგან გაქცევა ყველაზე კარგი რამ იყო, რაც კი
ცხოვრებაში გადახდენია დედაჩემს. დამპალი რეალობაა, მაგრამ სიმართლეა.

-იცი, რა უნდა გააკეთო? - სახლში გამოეცხადო და აღარასდროს მოშორდე! დიდი ხნით


დარჩი პარიზში; საღამოობით სკვერებში ასეირნე, ფრანგულ კაფეებში ატარე, ფრანგული
კინემატოგრაფია თავიდან შეასწავლე, ბევრი ელაპარაკე და სულ თვალებში უყურე!
ბედნიერება, რომელსაც ეძებ, აუცილებლად იქნება მის თვალებში.

-შენ ამას მირჩევ?

-ის გააკეთე, რასაც იმსახურებ. აქეთ გამოხედვაზე კიდევ დიდხანს არ იფიქრო, კარგი?

-ნუთუ ჩემ გარეშე ჭკვიანად იქნები აქ?! - ტუჩის კიდეში გაეპარა ღიმილი ბექას.

-ერთხელ შენც გამომცადე! - გაეცინა ლუკას. ბიძაშვილს ჯერ მხარზე დაარტყა ხელი ხოლო
შემდეგ გადაეხვია.

გიორგი თოიძის სახლში ისევ შეკრებილიყო განუყრელი სამეული. ანდრეა და ეკატერინე


ერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდნენ დივანზე, თოიძე მათ წინ - სავარძელში.

-როგორც ხვდებით, ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა, რადგან საქმე ოფიციალურად გახსნილია. -


ღიმილით შეჰყურებდა გამომძიებელი ხან ერთს, ხან მეორეს.

-ნუ ვიქნებით სენტიმენტალურები, ბატონო გამომძიებელო, მოგვენატრებით და


მოგაკითხავთ თქვენს ბიუროში. იქნებ ისევ დაგეხმაროთ რომელიმე საქმის გახსნაში. -
იღიმოდა ანდრეა.

-ვშიშობ, ეს ვეღარ მოხერხდება, ანდრეა. ნაადრევმა პენსიამ მომიკაკუნა კარზე. - ნაღვლიანად


ჩაეცინა თოიძეს.

-პენსიამ?! თქვენ რა, სამსახურიდან წამოხვედით? - გაიოცა ეკატერინემ.

-ჩემი ადგილი რენეს გადავულოცე, დავიხურე ქუდი და წამოვედი, დიახ.

-რატომ წამოხვედით?

-იმიტომ, რომ არის ცხოვრებაში ეტაპები, როცა ხვდები, ოჯახი უპირველესია და აღარ
გიღირს სამსახურის უფრო წინ დაყენება. მე ახლა ჩემს ქალიშვილს ვჭირდები იმაზე მეტად,
ვიდრე ქალაქის პოლიციას, რომელსაც ოცი წელი ვემსახურე.
-ბატონო გიორგი, მე არასდროს მქონია შესაძლებლობა მეთქვა, რამდენად ვწუხვარ, ეს
ბინძური საქმე თქვენც რომ მოგახვიეთ და თქვენი ცოლი ვიმსხვერპლეთ. - ახვლედიანი იყო
უჩვეულოდ კუშტი.

-გმადლობთ, ანდრეა, ვაფასებ თქვენ თანაგრძნობას. - გაეღიმა გიორგის.

-არ მჯერა, რომ ამდენი ამბის შემდეგ მაინც შევძელით საქმის ბოლომდე მიყვანა. - ამოიოხრა
ჯაყელმა. - თქვენს ვალს ჩვენი გვარები ვერასდროს გადაიხდიან, ბატონო გიორგი. - თოიძეს
მიმართა შემდეგ გულწრფელად და გაუღიმა მთელი გულით.

-ეს იყო ჩემი პროფესია, მერე კი პირადი ანგარიშსწორება. სამადლობელი არაფერია,


ეკატერინე.

-თქვენ გარეშე არაფერი იქნებოდა, გიორგი. და თუ ვინმეს არ დავივიწყებ ცხოვრების


ბოლომდე, ეს თქვენ იქნებით და თქვენი საქმე! - წამოდგა ანდრეა და ხელი გაუწოდა
დეტექტივს.

-უკვე პენსიონერის, უსაქმოდ დარჩენილის, თუმცა მაინც ენერგიითა და ენთუზიაზმით


აღსავსის იმედი შეგიძლიათ გქონდეთ ყველგან და ყოველთვის! - გაეცინა და ხელი
ჩამოართვა ახვლედიანს. - ძალიან გთხოვთ, დამპირდით, რომ ახლა, როცა უკეთესობისკენ
მიდის ყველაფერი, ერთმანეთსა და დანარჩენებს კბილებით დაიცავთ და
გაუფრთხილდებით. - ორივეს მიმართა.

ანდრეამ და ეკატერინემ ერთმანეთს გადახედეს.

-გპირდებით, ბატონო გამომძიებელო. ამიერიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება. - ჯაყელს


უყურებდა ახვლედიანი და თან გამომძიებელს ელაპარაკებოდა.

-მაშ, კარგი! დროა, დავემშვიდობოთ ერთმანეთს, რადგან რენეს დაწინაურების


ცერემონიალზე მეჩქარება.

-ნუ ვიტყვით „მშვიდობით,“ ბატონო გიორგი, ვთქვათ „უკეთეს შეხვედრამდე“ - გაეღიმა


ეკატერინეს და წამოდგა. ანდრეამ კი მთელი შიგნეულობის ამოტრიალება იგრძნო ამ
სიტყვების მოსმენისას.

თოიძე რიგ-რიგობით გადაეხვია ორივეს, შემდეგ კი კარისკენ გაემართა, ანდრეასთან ერთად.

-როცა ლაპარაკს მორჩებით, კარი ჩაკეტეთ და გასაღები გარეთ დაფენილი ნოხის ქვეშ
შეინახეთ. - წასვლამდე ანდრეას დაუბარა გამომძიებელმა. - წარმატებები. - დაამატა ბოლოს
იმ ღიმილით, რომ ამბობდა, ყველაფერიო ვიციო.

ახვლედიანმა მზერით ჭიშკრამდე მიაცილა გიორგი, შემდეგ ამოიოხრა და კარი მიხურა. ისე
ნელა დაიძრა სასტუმრო ოთახისკენ, თითქოს ყველაზე მეტად უკან დაბრუნება არ სურდა.
ისევ მდივანზე მჯდომი დაუხვდა ჯაყელი. თითები ერთმანეთში აეხლართა და აწვალებდა.
აშკარად ეტყობოდა, რომ ღელავდა. მიზეზი ანდრეამაც კარგად იცოდა და გუმანით
ეკატერინეც გრძნობდა. ამიტომაც უძნელდებოდა ორივეს საუბრის წამოწყება.

კიდევ ერთხელ ამოიოხრა ანდრეამ და სახეზე ჩამოისვა ხელი. მერე დივანს მიუახლოვდა და
მის გვერდით დაჯდა. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დუმილით იწყებოდა მათი
დიალოგი. ორივე იმ მაგიდას მისჩერებოდა, რომელზეც არაფერი იდო.

-რატომ არ მითხარი, ამერიკიდან მოწვევა რომ მიიღე? - დუმილი უცერემონიოდ დაარღვია


ანდრეამ. მის ხმაში ოდნავი წყენა შეიმჩნეოდა.

-ჯერ მეც არაფერი გადამიწყვიტავს. - ყრუ ტკივილი იგრძნო ეკატერინემ. მიხვდა, რომ იმ
თემაზე უნდა ესაუბრათ, რომლისთვისაც საერთოდ არ იყო მზად.

-რა არის გადასაწყვეტი? - უნდა წახვიდე. - განაჩენივით ჟღერდა სიტყვები, რომელთაც


ჯაყელის ყურთასმენას მიაღწიეს თუ არა, განგაშის ზარები ატეხეს მთელ სხეულში.

-გინდა, რომ წავიდე? - ხმა აუკანკალდა და დასაწყნარებლად ორივე ხელით ჩააფრინდა


მუხლებს. მანამდე არასდროს ეგრძნო თავი ასე სუსტად და უსუსურად.

-უნდა წახვიდე. - გმინვას მოაყოლა სიტყვები ახვლედიანმა.

-ანდრეა, არ შემიძლია ასე წასვლა და ყველაფრის ზურგსუკან დატოვება.

-რა არის დასატოვებელი?! - უცებ მთელი ტანით შებრუნდა ანდრეა ეკატერინესკენ და


პირდაპირ მის აღელვებულ თვალებს წააწყდა. - ყველაფერი, რაც იყო და არ იყო,
დასავიწყებელია და გადასაგდები!

-ყველაფერი?!

-ეკატერინე, ნუ გაართულებ, გთხოვ.

-ყველაფერი დასავიწყებელია?! ჩვენც?! - ბრაზი მოერია ჯაყელს.

-არ ღირს, გაიგე! - უცებ წამოიყვირა მამაკაცმა. - მე და შენ... ჩვენ, არ ვღირვართ ამად!

-რად არ ვღირვართ, რომ მე აქ დავრჩე?! რომ არ გავიქცე კიდევ ერთხელ?!

-ეს არ იქნება გაქცევა! ამჯერად არა...

-მაშინ მითხარი, რა იქნება, ანდრეა?

-ამ წყეულ გარემოს... ამ დამპალ სიტუაციას... არ გინდა, რომ მოშორდე?! - თვალები აემღვრა
ახვლედიანს და როგორც ყოველთვის, როცა ლაპარაკი უჭირდა, ყელზე ძარღვები დაებერა.

-ამიტომ უნდა წავიდე? - იმდგაცრუებამ იფეთქა თვალებიდან.


-ეკატერინე, ეს შენი შანსია, ვერ ხვდები?! - მისი ორივე ხელი საკუთარში მოიქცია ანდრეამ,
ორივეს მაშინვე დაუარა თითებიდან წამოსულმა მუხტმა. - ახალი, სუფთა ცხოვრების შანსი.

-იქ არ მინდა მე ეგ შანსი!

-გინდა, გინდა. - გაეღიმა მამაკაცს და ცერა თითით ლოყაზე მიეფერა ჯაყელს. - შენც იცი, რომ
გინდა.

-შენ გარეშე? რატომ შემოძვერი ჩემს კანქვეშ ასე ერთბაშად, თუ მარტო აპირებდი ჩემ
დატოვებას?! - ანდრეას ხელები მაშინვე მოიშორა და მკერდზე მიარტყა შეკრული მუჭები. -
შენც წამოდი ჩემთან ერთად! შენც ხომ იმსახურებ ახალ დასაწყისს?!

-ხომ იცი, რომ არ შემიძლია? - სევდა ჩაუდგა თვალებში ახვლედიანს. - მე აქ უნდა დავრჩე. -
თითებზე წაეტანა გოგონას და დააკავა.

-რატომ?! ჩემი თავი არ გემეტება ამ დამპალი გარემოსთვის და შენი გემეტება?! რატომ არ


გინდა ჩემთან ერთად?!

-იმიტომ, რომ ერთხელ მაინც, ცხოვრებაში, ვერ ვიქნები ეგოისტი, ეკატერინე! - უცებ
წამოიძახა ანდრეამ და წამოდგა. თვალები დახუჭა და ხარბად შეისუნთქა ჰაერი
დასამშვიდებლად. - მთელი ცხოვრება იმას ვუმტკიცებდი საკუთარ თავს და მამაჩემს, რომ
მას არ ვგავდი. ავარდნილი, თავზეხელაღებული ბიჭის როლი ყოველთვის იმიტომ მქონდა
მორგებული, რომ მას შევემჩნიე და ჭკუიდან გადასულიყო. ამ დროს პირიქით ვაკეთებდი...
საშინელი ეგოიზმით ვანახებდი, როგორ ვგავდი და უფრო მეტად ვრიყავდი ჩემგან. ახლა
ვხვდები, რომ დღემდე მეც მისნაირად ვიცხოვრე. აღარ შემიძლია ეგოისტობა და მეამბოხის
როლის თამაში; ჩემს დანგრეულ ოჯახს ვჭირდები.

-მეც მჭირდები, ანდრეა...

-იმდენად ვიყავი გადიდგულებული, მეგონა, ჩემს ოჯახს ქვეყანა ემართა ჩემი. რას არ
ვაკეთებდი, რომ თავი შორს დამეჭირა მათგან. ახლა? - ანასტასია წავიდა, სანდრო მკვდარია...
მამაჩემი ისედაც აღარ წერია ცოცხლებში. მეღა შევრჩი ჩემს ოჯახს და მეც ვერ გავიქცევი.

-ანდრეა... - ნელა წამოიწია ჯაყელი და წამოდგა.

-ახლა მე უნდა დავიკავო ის ადგილი, რომელსაც მთელი ცხოვრება გავურბოდი - მამაჩემის


შვილი უნდა გავხდე.

-ვიცი. - დაიჩურჩულა ეკატერინემ და თვალებში მიაჩერდა მამაკაცს.

-არის ცხოვრებაში მომენტები, როცა იმ გვარს გამოაქვს შენთვის განაჩენი, რომელზეც


დაგწერეს. - ხმა გაებზარა ანდრეას და სისუსტე შეერია, როგორც კი ქალის ნატიფი თითები
თავის მხრებზე იგრძნო.

-არ მჯერა, რომ ამდენი რამის შემდეგ ყველაფერი ასე მთავრდება. - თვალებში უყურებდა
ჯაყელი მამაკაცს და ცხელი ცრემლებით ენამებოდა სახე.
-მინდა, მთელი არსებით, რომ ჩაგეხუტო, მოგხვიო ხელები და ბოლომდე შეგიგრძნო.
აღარცერთი უჯრედი დაგიტოვო უჩემოდ. მინდა, შენს საოცარ თვალებში მარტო მე ვიყო.
ბევრი რამ მინდა, მაგრამ არ შემიძლია, ეკატერინე, - არ შემიძლია! - შავ სფეროებში მხოლოდ
არაფრისფერი ცრემლები უბრწყინავდნენ ახვლედიანს.

-ანდრეა, გთხოვ! - უკანასკნელად გაიბრძოლა ეკატერინემ და თითები იმდენად მაგრად


მოუჭირა, რომ ფრჩხილები ქსოვილში ატანდა.

-საკუთარი თავი მხოლოდ იმიტომ შეიძლებოდა მყვარებოდა, რომ მათში ყოველდღე


დაინახავდი შენ საკუთარ თავს. ის სამი თვე მხოლოდ ამაზე ოცნებაში გავლიე, გეფიცები!
მაგრამ ახლა? - ყველაფერი სულერთია და ყველგან ბნელა. ვიცი, რა არის სწორი და რა არა.
ამიტომაც უნდა გაგიშვა, ჩემგან ძალიან, ძალიან შორს.

-ანდრეა...

-მე აქ უნდა დავრჩე! იმიტომ კი არა, რომ ჩემი, როგორც შვილის ვალია მშობელთან დარჩენა,
უბრალოდ იმიტომ, რომ ასე მინდა მეც. სხვანაირად არ შემიძლია. მთელი ცხოვრება ვეძებდი
მამას, რომელიც მხოლოდ ახლახანს ვიპოვნე.

-მარტო მიშვებ... - თითქოს მხოლოდ იმ წამს გაიაზრაო სიმართლე ეკატერინემ, ხელები


დაუშვა და ერთი ნაბიჯით მოშორდა ანდრეას.

-გახსოვს, ჩვენი პირველი შეხვედრისას რა მითხარი?! - ერთი შეშინებული ბიჭი ხარო -


მართალი იყავი! მთელი ცხოვრება უმამობის კომპლექსი მტანჯავდა. მთელი ცხოვრება
მისთვის ვცდილობდი ჩემი მაგარი ბიჭობის დამტკიცებას. ახლა აღარ... ახლა ყველაფერი
სხვაგვარადაა.

-ხომ შემპირდი, ეს დასასრული არ არისო?! ხომ დამპირდი უკეთეს შეხვედრას? - უკვე


დანებებულმა სიმწრით ერთმანეთს დააჭირა კბილები.

-მაპატიე... - თავი დახარა ახვლედიანმა. - როგორც არასდროს ისე მინდა, რომ გითხრა, მაგრამ
არ შემიძლია.

-შენც იმავეს მიკეთებ... შენც იმავეს, რასაც სხვები... - თავის თავსვე მოუგო ნიშნი გოგონამ და
ტკივილიანად ჩაიცინა.

-სიმართლეს ვერსად დავემალებით, ეკატერინე, - ყველაფერი დასრულდა და ჩვენ


ერთმანეთს აღარ ვჭირდებით. „კრიზები“ აღარ იქნება, გათენებული ღამეები აღარ იქნება! შენ
უნდა წახვიდე ამერიკაში და განაგრძნო ცხოვრება. მე აქ უნდა დავრჩე და ერთხელ და
სამუდამოდ შევეშვა პატარა შეშინებული ბიჭივით გაქცევას. ეს ჩვენი ცხოვრებაა - ერთი
ეტაპი დასრულდა, მეორე უნდა დაიწყოს.

-უერთმანეთოდ? - ტკივილი ძლივს ალაპარაკებდა ჯაყელს.

-უ... - თვალები მაგრად მოხუჭა ანდრეამ და მუშტები შეკრა. - უ...

-რატომ გგონია, რომ შევძლებ? რატომ გგონია, რომ ხელს თუ გამიშვებ, არ დავვარდები?!
-გითხარი, შენზე ვსწორდები-თქო, ეკატერინე. გგონია, ასე მარტივად ვაკერპებ მე ვინმეს? -
ერთხელ უკვე ნათქვამი სიტყვები გაიხსენა ღიმილშეპარულმა ანდრეამ და ჯაყელს
მოსცილდა. - მშვიდობით.

-შენთვის არაფერი წმინდა არ არსებობს ამ ქვეყნად, ახვლედიანო! - წამოიყვირა ცრემლებში


ჩამხრჩვალმა ჯაყელმა და ხელით მკლავი დაუჭირა მამაკაცს.

-როგორ არ არსებობს?! - ჩაეცინა ანდრეას. - დედა, ვისკი და ვაშლის ჯემი.

-და ხანდახან ქლიავის ჯემსაც ეტანები, არა?! - ჩაიცინა ეკატერინემაც და ატირებულმა თავი
დახარა.

-კიდევ ეს თვალები! - მაშინვე ააწევინა ახვლედიანმა თავი გოგონას და მწვანე ირისებში


ჩახედა. - ეს თვალები ყველაზე წმინდაა ამქვეყნად!

-შენც გამატანე რაღაც სამახსოვროდ. - ცრემლები მუჭით მოიცილა ეკატერინემ და მასთან


ძალიან ახლოს მდგარს გაუღიმა. - გამატანე!

-ეკატერინე, არ გვინდა... - კრიჭა შეეკვრა ანდრეას სიმწრისგან და ხელები აუცახცახდა.

-გამატანე იმაზე უფრო მეტი, ვიდრე მე შევძელი მაშინ!

-ეკატერინე...

-პირველად და უკანასკნელად, ანდრეა. - გატაცებით ლაპარაკობდა ჯაყელი. ერთი ნაბიჯით


მიუახლოვდა მამაკაცს და ხელები მხრებზე შეახო. იმდენად ახლოს იდგნენ, ერთანეთის
დამძიმებულ სუნთქვას სახეზე გრძნობდნენ.

ანდრეამ თავის მოთოკვა ცადა და ხელები ნელა წაიღო მხრებისკენ, რათა ჯაყელის
მაცდუნებელი მკლავებისგან თავი დაეხსნა, მაგრამ ტალღისებური ეფექტის მქონე რეაქციამ
იმარჯვა მასში და მისკენ უბიძგა.

ისე, თითქოს მას არც სურდა და თავისით მოხდა ყველაფერი.

ალბათ, პირველად ცხოვრებაში, ორივეს სხეულს გული მართავდა და არაფერი სხვა.

მერე სუნთქვა შეეკვრა ორივეს,

ზამთარივით ცივი ტუჩები ჰქონდა ახვლედიანს.

დაიარა ორივეს სხეული და მაინც ვერ მოერია ვერცერთს.

ერთი წამი იყო და მერე ყველაფერი გათბა. მწველი თითების შეხება სახეზე იგრძნო
ეკატერინემ.

-„არ გაგიშვებ“ - გაჰკიოდნენ ანდრეას თითები და უფრო მჭიდროდ ეკვროდნენ მის კანს.

-„არ გამიშვა“ - ევედრებოდა მთელი სხეულით ჯაყელი.


არც უნდა გაეშვა. იმ წამს არაფრით შეიძლებოდა ორი სხეულის ისე დაცილება, რომ
ერთმანეთისგან არაფერი მოეპარათ.

არ შეიძლებოდა, რომ მათ თვალებს მთელი ღამით არ ეყურებინათ ერთმანეთისთვის, მათ


სხეულებს ერთმანეთი გაეთბოთ და ერთობა ეგრძნოთ.

ვერ მოხდებოდა ისე; ვერ წავიდოდა ეკატერინე და ვერ დარჩებოდა ანდრეა მარტო.

ყველაფერი ისე ვერ დაინგრეოდა, რომ მწვერვალზე არ მოქცეულიყვნენ, რათა სიმაღლიდან


გადმოეხედათ თითოეული განვლილი მომენტისთვის.

ყველა ჩხუბისთვის და შერიგებისთვის, ჩახუტებისთვის, კოცნისთვის, შეხებისთვის და


გამოხედვისთვის. ერთმანეთისთვის თქმული აღსარებისთვის, ერთმანეთით ნაცხოვრები
წუთებისთვის.

იმ წამს, როცა ზენიტში მოექცეოდნენ და ორს შორის განცდილი გრძნობის ზეობას


განიცდიდნენ, განშორების სევდაც ყველაზე მძაფრად იფეთქავდა ორივე მათგანიდან და
მთელ საწოლს მოედებოდა. მთელ ოთახს აავსებდა, მთელ სახლს. ორივეს შეუჩნდებოდა
ტანში და სუნთქვას დაუშლიდა.

სიშიშვლე შეერიათ სხეულებს, მაგრამ სიცივე არცერთს უგრძვნია.

უფრო მეტ სითბოს გრძნობდნენ, ვიდრე ოდესმე. საკუთარ სხეულში აჩენდნენ და მეორეში
გადაჰქონდათ, სამუდამოდ შესანახად.

თითები დასრიალებდნენ; ხავერდოვან კანზე ტოვებდნენ თავის კვალს, რომელიც შემდეგში,


შეხებისას, აგიზგიზდებოდა და მისი დამტოვებლის თავს გაახსენებდა ქალს მწველი
შეგრძნებით.

ახვლედიანი უჩვეულოდ ფაქიზი იყო. თითოეული ქმედებით ცდილობდა, რომ ბოდიში


მოეხადა საყვარელი ქალისთვის. თითოეული შეხებით აგრძნობინებდა, თუ როგორ სურდა
ეკატერინე ერთიანად შეესრუტა და აღარასდროს გაეშვა.

მისი ტუჩები ეხებოდნენ ყველგან: ავარვარებულ მუცელზე, მკერდზე, ლავიწზე, ყელში,


კისერში, ოდნავ დაჭიმულ ყბებზე. ჩერდებოდნენ საფეთქლებთან და იკარგებოდნენ თმაში.

პირველს უკანასკნელის სევდა დაკრავდა და მუხტს ამძაფრებდა. მინაბულ თვალებში,


ანდრეასათვის ასე საყვარელ თვალებში, ვნება იღვრებოდა წვეთ-წვეთად, ვენებში გადიოდა,
თითებში სახლდებოდა და ისევ მამაკაცს ეხვეოდა, კისერზე.

სანამ ყველაფერი დამთავრდებოდა;

სანამ სინათლე გაცრეცდა ღამის სიზმარს;

სანამ რეალობა შემოგლეჯდა კარს, გაიდგამდა მათ შორის ფესვებს და იკივლებდა, რომ ის
მოვიდა და რომ ვერცერთი შეხებით გადღაბნიდნენ მას, რადგან ის იყო დღის სხივი,
დაუმარცხებელი, დაუჩრდილავი, გახელებული, გადიდგულებული,
სანამ ერთ მრთელად ნაქცევ ორ ნატეხს სინამდვილე მოერეოდა,

იყვნენ იმ მწვერვალზე, საიდან დაცემაც ძვლების ადღვებამდე მტკივნეული იქნებოდა. იქ,


სადაც ხელის გაშვების მაგივრად, მაგრად უნდა მოხვეოდნენ ერთმანეთს და კარგად
დაემახსოვრებინათ კანის სურნელი. უბრალოდ უნდა დაეხუჭათ თვალები და ეგრძნოთ
მხარდამხარ, გვერდიგვერდ - უსასრულოდ...

მერე ნელ-ნელა ვნება ჩაცხრა და ტალღებად აშლილი გრძნობები დალაგდა.

ისევ იმ რეალობაში ბრუნდებოდნენ, საიდან გაქცევაც ასე სურდათ და ცდილობდნენ.

ორი დაღლილი სხეული ერთმანეთის გვერდი-გვერდ იწვა, მხოლოდ მხრებით ეხებოდნენ


ერთმანეთს.

თენდებოდა. ფერმკრთალდებოდა გარემო. იძურწებოდა მთვარე.

იწვნენ ერთ საწოლში, ერთმანეთის მხარდამხარ, მაგრამ გრძნობდნენ, რომ სიჩუმეში


გამკრთალი თითოეული წამით უფრო მეტად შორდებოდნენ ერთმანეთს. ირიყებოდნენ
ერთი მდინარის სხვადასხვა ნაპირზე.

ოთახში ის მუსიკა შეწყდა, რომელიც არასდროს ჩართულა. ფარდიდან ნელ-ნელა


იწრიტებოდნენ მზის მკრთალი სხივები.

უნდა ეთქვათ „ნახვამდის“ ან „მშვიდობით“; ეს უნდა ყოფილიყო უკანასკნელად გათენებული


ღამის დასასრული. მაგრამ ოთახში ვერ მოიძებნა ბგერები, რომლებიც შეიკვრებოდნენ და
ერთ-ერთ სიტყვად იქცეოდნენ.

წასვლამდე რაღაც ძალიან მძიმე მოწყდა ახვლედიანის წამწამს და ბალიშზე დაეცა.


ეკატერინეს ყურებში კივილად გაისმა ეული კურცხალის რბილ ზედაპირთან მისალმება.

ანდრეა ნელა წამოდგა და ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო. ისე იქცეოდა, თითქოს ეგონა, რომ
ეკატერინეს ეძინა ან სულაც არ ანაღვლებდა მისი მდგომარეობა. თითქოს მორიგ ქალთან
გატარებული ღამის შემდეგ იცვამდა, რათა წასულიყო სახლში და სამუდამოდ დაევიწყებინა
„ერთი ღამის გაჩერება“

მის თითოეულ ქმედებას აკვირდებოდა გარინდული ჯაყელი და გონებით მოლბერტზე


გადაჰქონდა მისი ძლიერი მხარ-ბეჭი; უკვე იხატებოდა მისგან წასული.

ერთხელაც არ შებრუნებულა მამაკაცი, უკანასკნელი იყო უკანასკნელი. დივანზე მიფენილი


ჟაკეტი მკალვზე გადაიფინა და კარისკენ დაიძრა ისეთი ზანტი ნაბიჯით, თითქოს ფეხებზე
უსაშველოდ მძიმე გირები ჰქონდა გამობმული. სახელურის ჩამოწევამდე მაინც შეჩერდა,
სუნთქვა შეეკვრა და გაირინდა. ბოლო მომენტი იყო, როცა ჯაყელს რამის თქმის
შესაძლებლობას აძლევდა.

-ისე წახვალ, რომ არ მეტყვი? - გულწრფელი კითხვა იყო, ზედმეტი ემოციიის გარეშე -
ანდრეა, მე შენს თვალებში ვხედავ ჩემს სამყაროს... - მაშინვე შეავსო ცარიელი სფერო
სიტყვებით თეთრ ზეწარში გახვეულმა. ეს არ იყო ბოლო გაბრძოლება ან ცდა, უბრალოდ
აღიარება იყო, რომელიც იცოდა აღარაფერს მოიტანდა.

მამაკაცს სახეულრზე მოხვეული თითები დაეჭიმა და თვალის ჩაწითლებული გარსი


გაუფართოვდა. ერთ ადგილზე გაშეშდა და ფეხები აუცახცახდა. ვერც წინ გადადგა ნაბიჯი,
ვერც უკან. მთელი სხეული შებრუნებას თხოვდა. მისი თითოეული უჯრედი ისევ ლამობდა
მისი თვალების დანახვას, მაგრამ არ შებრუნდა.

არც გულს დაუჯერა, არც გონებას, არც მის კანქვეშ გამჯდარ პაწაწინა უჯრედებს, რომლებიც
დაჟინებით თხოვდნენ შებრუნებას.

კბილები მაგრად დაასო ერთმანეთს, რათა ენისთვის თვითნებობის უფლება არ მიეცა.

-უკეთესი შეხვედრა აღარ იქნება, ეკატერინე. - დაიჩურჩულა და კარი გააღო. - მშვიდობით. -


ხმა ჰქონდა დანისნული და ალბათ თვალებიც. ზღურბლს გადააბიჯა და წავიდა.

ოთახში მარტო დარჩა ეკატერინე ისეთი შეგრძნებით, თითქოს ანდრეა სულ არ ყოფილიყო
მის გვერდით. იმ ღამით კი არა, საერთოდ, მის ცხოვრებაში არ ყოფილიყო, არცერთი წამით.

ზეწარი უფრო მჭიდროდ მოიხვია სხეულზე და ოთხად მოიკეცა. თავი ბალიშში ჩამალა და
ანდრეასგან განსხვავებით, უხვად გაიმეტა ცრემლები მის დასასველებლად.

დილას გათენება დაასწრო ლუკამ. ენერგიულად წამოდგა საწოლიდან და ბარგის ლაგებას


მოჰყვა. უკვე იცოდა, რომ ვეღარავინ შეაჩერებდა. უნდა წასულიყო ყველაზე ძვირფასთან. იქ,
სადაც მისი გულის თქმა წყდებოდა.

დიდხანს ალაგა, რადგან იცოდა, უახლოეს მომავალში არ დაბრუნდებოდა. ისე უნდოდა


ოთახის დატოვება, თითქოს მასში ერთი წამითაც არ ეცხოვრა. ცდილობდა, მისი ჯაყელების
სახლში ცხოვრების კვალი წაეშალა, თუმცა იცოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო.

მზე უკვე დაჰყურებდა მიწას, როცა ორი ჩემოდანი შეკრა და მშვიდად დატოვა ოთახი.

ეგონა უფრო მარტივი იქნებოდა სახლიდან წასვლა, მაგრამ მოლოდინი მაშინვე


გაუქარწყლდა, როგორც კი პირველ სართულზე, კიბესთან მდგარი მამა დაინახა.

-მიდიხარ, ლუკა? - კიბის ბოლოდან ახედა დემეტრემ თავში მდგარ შვილს.

-ელენე უნდა დავიბრუნო. - არ დაბნეული ჯაყელი. დინჯად დაუყვა კიბეებს.

-მაშ შენც მიდიხარ... - თავი დახარა, რათა ტკივილით დამანჭული სახე დაემალა.

-საბოლოოდ მაინც ყველა ამ სახლში დავბრუნდებით, მამა. იქ, სადაც ყველას უბედურება
იღებს სათავეს. - კიბეები ჩაათავა და მასთან გაჩერდა, ბოლო საფეხურზე.
-როგორც კი ზღურბლს გასცდები, ეგ სიტყვებიც დაგავიწყდება და ისევე შემიძულებ,
როგორც ეკას, მაშოს და ბექას ვძულვარ.

-არავის გვძულხარ, დემეტრე ჯაყელო, უბრალოდ ყველას ჩვენი აბურდული გზის დალაგება
გვინდა.

-თქვენი გზები მე ავხლართე, შვილო.

-ცდილობდი, იდეალი შეგექმნა შენგან და ჩვენც გაკერპებდით. ამიტომაც შენი შეცდომების


დანახვა ორჯერ უფრო მტკივნეული აღმოჩნდა ყველასთვის. ყველაზე საშინელი ისაა, რომ
ჩემგანაც შენი ანალოგის გამოძერწვას ცდილობდი, რაც მოახერხე კიდეც მაშინ, როცა მაშო
სახლიდან გავაგდე, უმოწყალოდ. მაგრამ მე დემეტრე ჯაყელი არ ვარ, მამა. ჩემი გზა მაქვს,
რომელიც მევე ავხლართე და მევე გავასწორებ. „ადამიანები იცვლებიან, მხოლოდ მანამ, სანამ
ისევ იპოვნიან დაკარგულ პიროვნულობას“ - გახსოვს? შენ მიმეორებდი მოზარდობისას,
ყოველთვის.

-მახსოვს, რა თქმა უნდა, მახსოვს. - გაეღიმა ნაღვლიანად დემეტრეს. - ამ სახლში ისევ


მოხვალ? - მაინც ჰკითხა ის, რაც ყველაზე მეტად ადარდებდა და აინტერესებდა.

-აუცილებლად, მაგრამ მხოლოდ სტუმრად. ამ სახლს შერჩენილი სიბინძურე ვერასდროს


მოწამლავს ჩემი შვილის ფილტვებს. იმედი მაქვს, გესმის.

-მესმის და არ გამტყუნებ, შვილო. ამ კედლებს მხოლოდ გადაგვარებული ადამიანის


შეფარება შეუძლიათ.

-და მეც გადაგვარებული ვარ. ისევე, როგორც ყველა ჩვენგანი. ამიტომაც, როცა შვილები
საკუთარ გზას დაადგებიან, აქ დავბრუნდები საცხოვრებლად და სიკვდილამდე აღარსად
წავალ.

-მაგრამ ახლა უნდა წახვიდე და შენი ქალი დაიბრუნო, ლუკა.

-შენ კი წადი და იმ ქალს მოეხვიე, რომელიც მთელი დროის განმავლობაში ზურგს


გიმაგრებდა, მამა. ქალი, რომელიც არასდროს გაქცევია ამ სახლს და შენ.

-ბედნიერი იყავი, შვილო. - მხარზე ხელი ჩამოადო უფროსმა ჯაყელმა უმცროსს. თვალებში
ცრემლი ედგა, ამიტომაც არიდებდა მზერას.

-შენ კი მშვიდად იყავი, დემეტრე ჯაყელო. არ დაგავიწყდეს, რომ მამაჩემი ხარ! - გაუღიმა
ლუკამ, ჩემოდნებს უფრო მოხერხებულად ჩასჭიდა ხელი და წავიდა.

დიდხანს უყურა დემეტრემ იმ კარს, რომლიდანაც უკანასკნელიც გავიდა. ახლა კი


დარწმუნებით შეეძლო ეთქვა, რომ მარტო დარჩა.

მუხლები მოეკვეთა, მოაჯირს დაეყრდნო და იქვე ჩამოჯდა, კიბეზე. თავი ჩაქინდრა და ის-ის
იყო, ცრემლებთან აპირებდა დანებებას, ხელის ფრთხილი შეხება რომ იგრძნო მხარზე.
ქეთევანი იჯდა ქმრის გვერდით. ანუგეშებდა და ამხნევებდა მანამ, სანამ მისი ცოლი ერქვა.

გაეღიმა დემეტრეს, ამოიოხრა და თავისი ხელი ჩასჭიდა ცოლისას. თვალები მიენაბა და


გაციებულმა ცრემლებმაც სწრაფად ჰპოვეს სარბიელი. თუმცა ჯაყელისთვის ცივი ცრემლები
მწუხარების სულაც აღარ იყო.

*_*_*

მარიამი და იოანე თავის ეზოში ისხდნენ და მარტოობაში გაჩენილი სიჩუმით ტკბებოდნენ.


ერთმანეთს ახლოს გრძნობდნენ და ბედნიერებით გატრუნულებს, ხმის ამოღების სურვილიც
არ ჰქონდათ. თუმცა ჯაყელს იმდენად უყვარდა ქმართან ლაპარაკი, ვერასდროს უშვებდა
შანსს ხელიდან. განსაკუთრებით მაშინ, როცა რაღაც აწუხებდა.

-იოანე, ჩვენი მომავალი როგორი წარმოგიდგენია? - ჰკითხა და წამოიწია, რათა კარგად


დაკვირვებოდა მის გამომეტყველებას.

-ბედნიერი. - მოკლე და ღიმილიანი იყო დანელიას პასუხი.

-ბედნიერი როგორი? - ჩაეძია ჯაყელი.

-შენეული. - უფრო ფართოდ გაეღიმა მამაკაცს.

-მე მარტო ჩვენზე არ გეკითხები, იოანე. სხვებზეც მითხარი.

-შენ ვისი მომავალი გაინტერესებს? - გაეცინა იოანეს, რადგან მიხვდა, რისი მოსმენაც სურდა
მარიამს.

-მითხარი, გჯერა, რომ სიყვარულს ყოველთვის შეუძლია დაბრკოლებების გადალახვა?!

-თუ მე და შენ შევძელით, სხვამ რატომ ვერ უნდა შეძლოს, მარიამ?

-იმიტომ, რომ სხვა არ არის ჩვენ.

-ყველაზე რთულ და გამოუვალ მდგომარეობაში მოვახერხეთ ერთმანეთის პოვნა და


შენარჩუნება. მაშინ, როცა ყველა ჩვენ წინააღმდეგ იყო და არავის სჯეროდა ჩვენი.

-მაგრამ ჩვენ ერთმანეთის გვჯეროდა და ამას ვხვდებოდით კარგად.

-ისინი ვერ ხვდებიან? - გაეღიმა დანელიას.

-ნუ მეკითხები იმას, რაზე პასუხიც ჩემზე უკეთ იცი. არავინ იცნობს ანდრეა ახვლედიანს
შენზე უკეთ.

-სწორედ იმიტომ, რომ მას ჩემზე უკეთ არავინ იცნობს, მშვიდად ვარ.
-და თუ ამბობს, რომ არ შეუძლია? თუ შეუძლებელია მათი ერთად ყოფნა?!

-„არ შემიძლია“ ის ცნებაა, რომლის დარღვევაც ყველაზე მეტად უყვარს სიყვარულს. მე რომ
ამის მჯეროდა, იმიტომ გქვია დღეს შენ ჩემი ცოლი. მათაც უნდა სჯეროდეთ და ყველაფერი
კარგად იქნება.

-და თუ ასე მარტივად არ არის?!

-მაშინ გეტყვი - გაშლილ მდელოზე სიყვარულს არაფერი ესაქმება, მაგრამ მაინც ხარობს.
მართალია, სუსტი, თუმცა ბევრს მაინც სწორედ მისკენ მიუწევს გული. ნამდვილი და
ძლიერი სიყვარული ქვა-ღორღიან, უსწორმასწორო ადგილებში ხარობს. მას არც ქარიშხლის
ეშინია, არც წვიმის და არც ცის ჩამოქცევის. ყველაფრისთვის აქვს პასუხი, ყველაფერს
გაუძლებს და რამდენიმე ხანში ისევ გაიბრწყინებს, როგორც უდაბნოს ვარსკვლავი.

-როგორ შეგიძლია იყო ასე დარწმუნებული?! - გაკვირვების ღიმილი მოედო სახეზე მარიამს.

-გამომიცდია, ჩემო ექიმო. გამომიცდია და ვიცი, თუ ჩვენ შევძელით, ისინიც შეძლებენ. ჩვენ
ვიყავით პირველები, ახლა მათი ჯერია.

-იცი, ახლა რომ ვფიქრობ მათზე და მერე საკუთარი თავი მახსენდება, ხანდახან, მეცინება
კიდეც. განა ვიყავით დარწმუნებულები, რომ ერთმანეთი გვჭირდებოდა?! მაგრამ უბრალოდ
დაგინახე და მივხვდი, რომ იყავი ადამიანი, რომელზეც იმ საღამოს აუცილებლად
ვიფიქრებდი.

-მერე იფიქრე? - გაეღიმა იოანეს.

-მთელი ღამე! - გაეცინა მარიამს. - იმაზე, რომ არაჩვეულებრივ ყავას ამზადებ. - დაამატა
შემდეგ და გადაიკისკისა.

-მითქვამს ოდესმე, რომ სიცილი გიხდება? - სიყვარულით აღსავსე მზერა ჰქონდა იოანეს.

-გითქვამს. - გაეღიმა ჯაყელს. - რომ მუდამ ბობოქარი, სიცილისას...

-ოკეანეში ჩამდგარ ქარიშხალს ემსგავსები. - წამოდგა დანელია, ცოლს მიუჯდა გვერდით და


ისე აკოცა, თითქოს სულ პირველად კოცნიდა. - ხანდახან, ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი ხარ, იცი? -
ღიმილით უთხრა შემდეგ. - ყოველ დილით მგონია, რომ მესიზმრე, მაგრამ მერე შენს მშვიდ
სახეს ვხედავ და თავიდან განვიცდი შენი ყოფნით გამოწვეულ ბედნიერებას. ხომ მკითხე,
როგორი იქნებაო ჩვენი მომავალი?! - ხოდა გპასუხობ. ყოველ მომდევნო დღეს მე თავიდან
დავრწმუნდები, რომ ჩემი ხარ და ჩემთვის ხარ, მერე გაგაღვიძებ და გეტყვი, რომ მიყვარხარ.

-მოგბეზრდება. - გაეცინა ქმრის სიტყვებით უსაზღვროდ გახარებულს.

-არასდროს მანამ, სანამ სიხარულის ნაპერწკლებს შევნიშნავ შენს თვალებში.

-არც დაიღლები?!

-იმის თქმა, რომ მიყვარხარ, საუკეთესოა, რაც შემიძლია. - გაეღიმა იოანეს.

-ნუთუ შენს ყავასაც ვუწევ კონკურენციას? - გაეცინა მარიამს.


-უპირობოდ! - გაეცინა დანელიასაც.

-მიყვარხარ, იოანე! - უცებ შეწყვიტა სიცილი ჯაყელმა. - იმიტომ არ მიყვარხარ, რომ ასეთ
სიტყვებს მეუბნები, ასეთი საოცარი ხარ და ასე მანებივრებ. მიყვარხარ იმიტომ, რომ ხარ და
ხარ ჩემს ცხოვრებაში. ღმერთს მადლობა, რომ იმ დღეს უტასთან მოვედი და სამზარეულოში
შევხვდით ერთანეთს. შენამდე მეგონა ვიცოდი, რა იყო სიყვარული. მეგონა, შეყვარებულიც
ვიყავი და ამ გრძნობისგან დატანჯულიც. თურმე ყველაფერი ფუჭი ყოფილა. ფუჭი
მანამ,სანამ სათანადო თვალებს არ შეხვდება ადამიანი, რომ ნახევარიდან ერთ მრთელად
იქცეს. მადლობა, რომ გატეხილი გამამრთელე.

-სხვანაირად არ შეიძლება, რომ ხდებოდეს, მარიამ. ეს ქვეყანა ნახევარი ადამიანისთვის


აუტანლად რთული იქნებოდა. დამიჯერე, ყველაფერი ისე მოხდება, როგორც საჭიროა.
ჩვენთანაც და სხვებთანაც. - გაუღიმა იოანემ ცოლს და მოეხვია.

და თუმცა ასე დარწმუნებით ლაპარაკობდა იოანე, მაინც აირია ყველაფერი და ისევ მოვიდა
ქაოსი. დღეები ითვლიდა განშორებას და არა ერთად ყოფნის ბედნიერ წუთებს.

ყველამ ერთად გააცილა ეკატერინე. იმასაც ყველა ხედავდა, რომ ჯაყელი მხოლოდ იმ ერთს
ელოდებოდა დაუღალავად, რომელიც არ გამოჩნდა და არ დაუშალა ამერიკაში გაფრენა.
მხოლოდ გეგა მივიდა აეროპორტში მეგობრის სანახავად. ქურთუკის ჯიბიდან თეთრი
კონვერთი ამოიღო და კატოს გაუწოდა.

-ეს რა არის, გეგა?

-ეს წერილია, კატო. დათუნას დაწერილი წერილია.

-რა წერილია? როდის არის დაწერილი და ამდრომდე შენ რატომ გაქვს?!

-თქვენს ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე იყო ჩემთან. ეს წერილი მომცა და მითხრა,
კატერინას მხოლოდ მაშინ მიეცი, თუ მე რამე მომივა, ის კი როგორმე შეიტყობს
სიმართლესო. ემზადებოდა ამისთვისაც... იმ დასასრულისთვის, რომელიც მიიღო.

ეკატერინეს თვალებში დაუტრიალდა გარემო და სუნთქვა შეეკვრა. ხელში ჩადებული


წერილი უცებ მოკუჭა და ჯიბისკენ გააქანა ისე სწრაფად, თითქოს რაიმე სამხილს მალავდა.
მერე ამოისუნთქა, ყველას დაემშვიდობა და ესკალატორზე შედგა ფეხი.
ბოლომდე იყურებოდა იმ მხარეს, სადაც ანდრეა შეიძლებოდა მდგარიყო. ეგონა დაინახავდა,
თვალს მაინც მოკრავდა ან ვინმე სხვაში აურევდა. უბრალოდ სჭირდებოდა, რომ ყოფილიყო
მის სიახლოვეს მაშინ, როცა სამუდამოდ ტოვებდა.

ბოლო წამი იყო ესკალატორზე ყოფნის და თითქოს თვალიც მოკრა ანდრეას, რომელსაც
ქურთუკში ჩაეწყო ხელები და მისკენ მიეშვირა იმედითა და სევდით აღსავსე მზერა.
ჩანთებსაც დასტაცა ხელი და მისკენ გაქცევა იფიქრა, მაგრამ ფეხები დაება და ადგილიდან
შეტოკებაც ვერ შეძლო.

თვითმფრინავში ჩაჯდომისთანავე, სანამ მობილურს გათიშავდა, შეტყობინება მიიღო.


ანდრეას ნომრის წაკითხვამ გული გაუჩერა და შერჩენილი ძალაც გამოაცალა.

„გაივლის“ - ერთადერთი სიტყვა გაემეტებინა ახვლედიანს მისთვის.

მაინც ცრემლებით დატოვა თბილისი ეკატერინემ. „განუყრელი მეგობრის“ გარეშე ვერც


ამჯერად ჩაიარა განშორებამ.

თვითმფრინავი ჰაერში რომ გასწორდა, სიმძიმის დაწოლა იგრძნო გულზე. იცოდა,


ვეღარაფერს უშველიდა ამ მდგომარეობას. უძლური იყო და ყველაფერი უკვე წარსულის
კედელს ეფარებოდა.

ამერიკაში უნდა წასულიყო, რომ ეხატა. ეხატა ის და იმაზე, რაც აღარ გააჩნდა და აღარ იყო
მისი.

ტირილი უნდოდა, მაგრამ პირველად ცხოვრებაში, აღარ ეტირებოდა.

სამშობლოს მიწაზე დაღვრილი ცრემლები იყო უკანასკნელი.

ჯაყელებისა და ახვლედიანის ამბავს ივიწყდებდნენ ნელ-ნელა. მხოლოდ ორჯერ


ამოტივტივდა მათი სახელები ფსკერზე. მაშინ, როცა სასამართლომ ილია ჯაფარიძე
დამნაშავედ ცნო და მრავალი წლით გაისტუმრა ციხეში და მაშინ, როცა სტატია გავრცელდა.
ციხის საკანში ჩამომხრჩვალი ერეკლე ჯაყელის პოვნამ შიშის ნოტები გაავრცელა ხალხში,
თუმცა მესამე დღეს, როცა მიწას მიაბარეს გარდაცვლილი, ერეკლე უკვე აღარავის ახსოვდა.

„ ძვირფასო კატერინა,
თუ შენ ამ წერილს კითხულობ, ესეიგი ის მოხდა, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა,
თბილისში ჩამოსვლის დღიდან. ცოდვებმა მეც მიწიეს და შენგან დამაშორეს.

მაპატიე, კატერინა. გთხოვ, როგორმე შეძელი და მაპატიე ჩემი სულმდაბლობა. იცი, როგორ
მინდოდა შენთვის ყველაფრის მოყოლა? - მაგრამ ვერ შევძელი. ვერ შევძელი შენი საოცრად
ღრმა და მეტყველი თვალების იმედგაცრუების თავშესაფრად ქცევა. მთელი ცხოვრება
ვცდილობდი, შენი თანასწორი და ღირსეული ვყოფილიყავი, ჩემი სამარცხვინო წარსული კი
ყველაფერს გააქარწყლებდა.

შენამდე გადადგმული თითოეული ნაბიჯი იყო ბინძური. შენ მასწავლე სუფთად ცხოვრება
და ადამიანად ყოფნა. შენ მასწავლე სიყვარული, ნდობა და ბედნიერება. ყოველთვის
გავურბოდი ჩემი ცხოვრების მთავარ სინამდვილეს - მე ერთი მშიშარა არარაობა ვიყავი! შენმა
სიყვარულმა დამაჯერა, რომ მეც შემეძლო ვყოფილიყავი უკეთესი. გთხოვ, არასდროს
იფიქრო, რომ შენთან ვთამაშობდი. იქნებ ასეც იყო, მაგრამ არც მე მინდა ამის დაჯერება და
ნურც შენ დაიჯერებ. მიყვარდი. იმაზე უფრო ძლიერ, ვიდრე წარმოგიდგენია. ამიტომაც იყო,
რომ წარსულის დავიწყება და შენთვის სრულიად სხვა ადამიანის დაბადება გადავწყვიტე.

შენ ის ქალი ხარ, რომელმაც სიძლიერე მასწავლა; ის ქალი ხარ, რომელიც ყოველთვის
მაოცებდა თავისი ხასიათით. ხანდახან, მეშინოდა კიდეც შენი. ყოველთვის ვიცოდი, რომ მე
არც შენი შესაფერისი ვიყავი და არც შენი ტოლი, მაგრამ ვერ მოგეშვი და თავს იმ ზღაპარში
ცხოვრების უფლება მივეცი, რომელსაც შენი სიყვარული ერქვა.

წარსულის მარწუხები არასდროს ეშვებიან ადამიანს, კატერინა. ის, რაც დამემართა, მხოლოდ
ჩემი მხდალი ცხოვრების ნაყოფია. ვიცი, რომ ვერასდროს მაპატიებ შენთვის ტკივილის
მოყენებას და უფრო მეტად იმედგაცურებას, მაგრამ მე მაინც უნდა შეგევედრო, გემუდარო
და გეხვეწო - არ შემიძულო.

კატერინა - არც ვიცი ამ სახელის დაძახების უფლება კიდევ მაქვს თუ არა. მაგრამ ახლა, როცა
ამ წერილით სრულ სიმართლეს გეუბნები, კიდევ ერთი უნდა იცოდე ჩემ შესახებ.

თბილისში ჩემი ჩამოსვლის პირველი წელი იყო. ნოდარ გამყრელიძემ თავის


დაბადებისდღეზე დამპატიჟა, როგორც მისი ძველი მეგობრის ერთადერთი ვაჟიშვილი. მაშინ
უკვე გიცნობდი, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვბედავდი შენთან ახლოს მოსვლას. იმ წვეულებას
გეგასთან ერთად ვესწრებოდი, თუმცა კი ნაკლებად ვხდებოდი მისი ყურადღების ღირსი.
ძირითადად დარბაზის ყველაზე ჩაბნელებულ ადგილას ვიმალებოდი და შორიდან
ვაკვირდებოდი ადამიანებს, შენც. მერე შენი სახელი გავიგე ძალიან ახლოს და უნებლიედ
სხვათა საუბრის მსმენელი გავხდი.

-ეკატერინე ჯაყელი, როგორც ყოველთვის, ღვთაებრივად გამოიყურება, არა? - ეუბნებოდა


ერთი მეორეს.

-ეკატერინე... ეკატერინე სახიფათოდ ლამაზი ქალია, ჩემო ძმაო. - ცინიკური ხმა ჰქონდა
მეორეს.

-სახიფათო რატომ? ვინ უნდა მოიტაცოს ჩვენს დროში?!


-ვინ არა, ძამიკოვ, რამ. - ისევ გაეცინა მეორეს. - რაც უფრო ლამაზი ხარ ადამიანი, მით მეტად
იყიდები შენსავით ლამაზად შეფუთულ სიყალბეზე.

-ვის ან რას გულისხმობ, ანდრეა? - აშკარად გაიკვირვა პირველმა.

-ჯერ-ჯერობით არავის, მაგრამ ბევრი ასეთი „შეფუთვა“ ეყოლება ჩვენს კატერინას,


დარწმუნებული ვარ.

-კატერინას? ასე დაუძახე?

-ჰო, კატერინა... კატერინა ჯაყელი.

-საიდან მოიტანე ეგ სახელი, ანდრეა?

-ბავშვობაში მამა გვიყვებოდა ზღაპრებს დედოფალ კატერინაზე, სანდრო. ნუთუ, არ გახსოვს


ჩვენი მამიკოს მოყოლილი ზღაპრები?! - გადაიხარხარა ერთ-ერთმა.

-სისულელეებს მოეშვი! - ისევ პირველმა თქვა და ამის მერე გაჩუმდნენ ორივე.

კატერინა - ახლაც მაქვს შენთვის ამ სახელის დაძახების უფლება?! იმ დღიდან თავში


ჩავიბეჭდე ეს სახელი და ისე ეგოისტურად მივისაკუთრე, თითქოს ჩემი ყოფილიყო. ჩემი
კატერინა გაგხადე, მხოლოდ ჩემი იმიტომ, რომ იმ საღამოს მოსმენილი სიტყვები მაგიჟებდა.
ყოველთვის, როცა ასე გეძახდი, „ყალბი შეფუთვა“ მახსენდებოდა და ჩემი თავი მძულდა.

კატერინა... მე მაინც ასე გეძახი, რადგან ყალბს უტიფრობა შეშვენის.

ყველაზე საოცარი, ყველაზე სათუთი და ყველაზე ძლიერი ქალი ხარ ერთდროულად. და


მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან, შენი სიძლიერე მაშინებდა, ახლა გეტყვი, რომ ყველაზე
მეტად სწორედ ეს მიყვარდა შენში.

შენში ის მიყვარდა, რაც ჩემში არც არასდროს იყო და ვერც გავაჩინე. ხანდახან, ისე ძლიერად
მინდოდა ჩაგხუტებოდი, რომ ეგ სიძლიერე შენთვის ამომეცალა და მიმესაკუთრებინა...

ეგოისტი ვიყავი ყოველთვის და უახლოესი ადამიანებიც ბევრჯერ დამიღუპავს ამის გამო.


შენც დაგღუპე... შენც გაგიმეტე, თუმცა კი შენთან ურთიერთობის ყოველ დღეს
საპირისპიროს ვცდილობდი.

კატერინა, ჩემო კატერინა, ჩემო ერთადერთო, ჩემო სიყვარულო, იმედი მაქვს, იპოვნი იმ
ერთადერთსა და ღირსეულს, რომელიც სათანადო პარტნიორობას გაგიწევს, გვერდს ამაყად
გაგიმაგრებს და არასდროს შეეშინდება შენი შინაგანი ქარიშხლის.

მე ვეცადე... ვფიცავ, ვეცადე!

ვერ შევძელი... ჩემთვის ზედმეტად დიდი აღმოჩნდი.

მაპატიე, გევედრები,

კატერინა... ჩემო სანუკვარო,

იქნებ ოდესმე ჩემს გაყინულ საფლავს ისევ დააკრა ერთი ცალი მეწამულისფერი ვარდი.
ყველაზე ძლიერო ქალო, ყველაზე საოცარო

- კატერინა“

„და თუ ესეც გაივლის,

რაღა დარჩება?!“

-ნანო, მთელი დღეა ეკატერინეს ვურეკავ და არ იღებს. ხომ კარგადაა?

-კატოს შენთვის არაფერი უთქვამს, მარიამ?

-რა უნდა ეთქვა?!

-გუშინ ღამით თბილისში გამოფრინდა, ხვალ ალბათ მანდ იქნება.

-რა?!

-ვეღარ გაძლო, მაშო, უმისობას ვეღარ გაუძლო და წამოვიდა.

„ყველა ომს სახლში დაბრუნების ეშხი უჩქეფს ძარღვებში სისხლად.

ყველა გამარჯვებას - მისი სხვებისთვის გაზიარების სურვილი.

ყველა ჩხუბს - შერიგების წუთებით ტკბობა.

ყველა წასვლას - დაბრუნება.

ყველა „მშვიდობით“-ს - „გამარჯობა“.


-როდის შეგიყვარდი?

-ალბათ, მაშინ, როცა შენმა თვალებმა ჩემი ბრალიანი სამყარო დაიტია.

დ-ა-ს-ა-ს-რ-უ-ლ-ი!!!

27/04/17

4LOVE.GE

You might also like